You are on page 1of 30

მორფოლოგია 1

ლექცია 2

რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge
სალექციო საკითხები:

- სიტყვის ფუძე და ძირი, სიტყვის ცვლა, ფლექსია და


დერივაცია;
- გრამატიკული კატეგორიის ცნება, ოპოზიციის ცნება,
კატეგორიის მარკირება, ანუ რეფერენცია, წესი და
ანომალია;
- ძირითადი მორფოლოგიური პარამეტრები.
- მეტყველების ნაწილები;
მორფემა

ტერმინი მორფემა ორი მნიშვნელობით იხმარება:

• ვიწრო გაგებით, მორფემა არის იგივე აფიქსი, ე. ი.


ის ელემენტი, რომელიც ფუძეს ან ძირს დაერთვის.
• ფართო გაგებით, მორფემა არის სიტყვის
შემადგენელი ნებისმიერი ნაწილი: პრეფიქსი, სუფიქსი,
ძირი.
1. სიტყვის ფუძე და ძირი, სიტყვის ცვლა,
ფლექსია და დერივაცია;

a-b-c-[R]-x-y-z - ძირი (/=ფუძე)

a-[b-c-R-x-y]-z - ფუძე
სტრუქტურული და სემანტიკური განმარტება

ძირი - ფუძე

არ იშლება
ლექსიკური მნიშვნელობის არქონე
იშლება
აქვს ლექსიკური მნიშვნელობა (ა. შანიძე)

ძირი ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელია


ფლექსია და დერივაცია

სიტყვის ცვალება

ფლექსია (მიმოხრა) დერივაცია (წარმოქმნა)


ანუ ანუ
ფორმათწარმოება სიტყვათწარმოება
ფორმის ცვლა მნიშვნელობის ცვლა
ფლექსია

ფლექსია ეწოდება სიტყვის ისეთ ცვალებას, როდესაც


იცვლება სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა,
ლექსიკური მნიშვნელობა კი უცვლელი რჩება.

ბავშვ-ი ბავშვ-მა ბავშვ-ს ბავშვ-ის


სიტყვათმაწარმოებელი აფიქსები

სიტყვათმაწარმოებელია აფიქსი, რომელიც


ცვლის სიტყვის ლექსიკურ მნიშვნელობას.

ღორ-ი > მე-ღორ-ე სა-ღორ-ე


აფიქსთა კლასიფიკაცია

1. პოზიციის (ადგილის) მიხედვით


2. ფუნქციის (დანიშნულების) მიხედვით
3. „გარდამავალი“
აფიქსი (სართი)

სიტყვის შემადგენელ ნაწილს, რომელიც


ფუძეს ან ძირს დაერთვის, აფიქსი ანუ ფორმანტი
ეწოდება.

აფიქსი

პრეფიქსი ინფიქსი სუფიქსი

კონფიქსი
აფიქსები ადგილმდებარეობის მიხედვით

აფიქსს, რომელიც წინ ერთვის ძირს, პრეფიქსი ანუ თავსართი


ეწოდება. ვ-ხატავ, და-წერეს, მ-კითხა

აფიქსს, რომელიც ბოლოში ერთვის ძირს, სუფიქსი ანუ


ბოლოსართი ეწოდება. კაც-მა , წერ-ენ, გათბ-ა

აფიქსს, რომელიც შუაში ჩაერთვის ძირს, ინფიქსი ეწოდება. კვლ-


ა, ხვრ-ა

თუ ძირს დაერთვის პრეფიქსი და სუფიქსი, რომელთაც ერთი


დანიშნულება აქვთ, მაშინ მათ კონფიქსი ჰქვია. მე-ბაღ-ე, სა-კაბ-

პრეფიქსი
A-b-c-R-
სუფიქსი
R-a-b-c
ინფიქსი
b-<a>-c-R- R1<a>R1-
კონფიქსი / ცირკუმფიქსი
a1-R-a1
აფიქსები ფუნქციის მიხედვით

აფიქსი

ფორმათმაწარმოებელი სიტყვათმაწარმოებელი

გარდამავალი სახისა
ფორმათმაწარმოებელი/ფლექსიური აფიქსები

ფორმათმაწარმოებელია აფიქსი, რომელიც


ცვლის სიტყვის გრამატიკულ მნიშვნელობას და არ
ცვლის ლექსიკურ მნიშვნელობას.

კაც-ი, კაც-მა, კაც-ს, კაც-ის

ვ-ხატავ, ხატავ-ს, ხატავ-ენ


მნიშვნელობათმაწარმოებელი/ დერივაცია

დერივაცია ეწოდება სიტყვის ისეთ


ცვალებას, როდესაც იცვლება სიტყვის ლექსიკური
მნიშვნელობა.

კაც-ი > სა-კაც-ე უ-კაც-ო

პურ-ი > მე-პურ-ე სა-პურ-ე


„გარდამავალი“ სახის აფიქსები

გარდამავალი სახისაა აფიქსი, რომელიც


ნაწილობრივ ცვლის სიტყვის ლექსიკურ
მნიშვნელობას.

სახლ-ი > სახლ-ებ-ი


მთა > მთა-ნ-ი
გრამატიკული კატეგორია

ცნება, რომლის გამოსახატავად ენას მოეპოვება


გრამატიკული საშუალება, წარმოადგენს გრამატიკულ
კატეგორიას.
• გრამატიკული კატეგორიის არსებით ნიშანს წარმოადგენს
ოპოზიციურობა.

• გრამატიკულ ფორმათა შეპირისპირება ერთი სემანტიკის


ფარგლებში.
მორფოლოგიური და სინტაქსური
კატეგორიები
გრამატიკული კატეგორია შეიძლება იყოს
მორფოლოგიური ან სინტაქსური.

მორფოლოგიური კატეგორიის არსებობას განაპირობებს


ოპოზიციურ ფორმათა არსებობა. მორფოლოგიური
კატეგორიებია: ბრუნვა, რიცხვი, პირი, გვარი და ა.შ.

სინტაქსური კატეგორია ყალიბდება იმის მიხედვით, თუ


რა ფუნქცია აქვს სიტყვას წინადადებაში. სინტაქსური
კატეგორიებია: სუბიექტი, ობიექტი და ა.შ.
მორფოლოგიური კატეგორიები

სახელთა კლასი ზმნების კლასი

• ბრუნვა • პირი
• რიცხვი • რიცხვი
• ასპექტი/დრო/კილო
• ქცევა
• გვარი
• კაუზატივი / კონტაქტი
გრამატიკულ კატეგორიას აქვს ორი მხარე:

• გარეგანი მხარე: გრამატიკული ფორმა


• შინაგანი მხარე: გრამატიკული მნიშვნელობა
მორფოლოგიური მარკერი

გრამატიკული კატეგორიის რეპრეზენტანტი / ფორმობრივი


გამომხატველი / ნიშანი

მორფემა და ალომორფი

1. თავისუფალი ვარირება (ფონოლოგიური პროზიციით შეპირობებული)


2. დამატებითი დისტრიბუცია (ერთი და იმავე კატეგორიის გამომხატველი
მორფემები ერთი პოზიციისათვის)
3. კონტრასტული დისტრიბუცია (ურთიერთგამომრიცხავი ერთ პოზიციაზე,
სხვადასხვა კატეგორიის გამომხატველი)
მეტყველების ნაწილები

1. არსებითი სახელი 6. ზმნიზედა


2. ზედსართავი სახელი 7. თანდებული
3. რიცხვითი სახელი 8. კავშირი
4. ნაცვალსახედლი 9. ნაწილაკი
5. ზმნა 10. შორისდებული
მეტყველების ნაწილების სახეები

სახელები: ზმნა
არსებითი სახელი უდეტრები:
ზედსართავი სახელი ზმნიზედა
რიცხვითი სახელი თანდებული
ნაცვალსახელი კავშირი
ნაწილაკი
შორისდებული
სიტყვათა კლასიფიკაცია მორფოლოგიური
თვალსაზრისით

ფორმაცვალებადი სიტყვები ფორმაუცვლელი სიტყვები

• არსებითი სახელი
• ზმნიზედა
• ზედსართავი სახელი
• თანდებული
• რიცხვითი სახელი
• კავშირი
• ნაცვალსახელი
• ნაწილაკი
• ზმნა
• შორისდებული
სიტყვათა კლასიფიკაცია სინტაქსური თვალსაზრისით

დამოუკიდებელი მნიშვნელობის დამხმარე სიტყვები


სიტყვები

• არსებითი სახელი
• ზედსართავი სახელი • თანდებული
• რიცხვითი სახელი • კავშირი
• ნაცვალსახელი • ნაწილაკი
• ზმნა • შორისდებული
• ზმნიზედა
სიტყვათა ტრადიციული კლასიფიკაციის
ნაკლი

სიტყვათა კლასიფიკაციას მეტყველების ნაწილთა


მიხედვით აქვს ორი ძირითადი ნაკლი:

• შეცვლილია საკლასიფიკაციო ნიშანი.


• კლასიფიკაცია არ ხდება მორფოლოგიური ნიშნით.
მაგალითები
ნაწილაკი და ზმნა:

1. ყველაფერი კარგად იქნება & იქნება მოვიდეს.


2. სახლის ყიდვა უნდა & სახლი უნდა იყიდოს.

შორისდებული:

1. ვაის გავეყარე, უის შევეყარე & ვაი/უი, რა ცუდია!


2. ც-ს ხშირად ნუ იყენებ.
ლიტერატურა

ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები,


თხზ., ტ. III, თბ., 1980

ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, თბ., 1981

ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის მორფოლოგია,


ქუთაისი, 2010
მადლობა
ყურადღებისთვის

რუსუდან გერსამია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

You might also like