Professional Documents
Culture Documents
ჩარლზ დიკენსი - დიდი იმედები
ჩარლზ დიკენსი - დიდი იმედები
მამაჩემის გვარი პირიპი იყო, ნათლობისას კი ფილიპი დამარქვეს და ჩემმა ბავშვურმა ენამ
ამ გვარ-სახელს სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, "პიპი" წარმოთქვა. ჰოდა, რაკი საკუთარ
თავს პიპი შევარქვი, სხვებიც პიპს მეძახდნენ.
მამის ხაზით პირიპი რომ ვიყავი, ამას ადასტურებდა მისი საფლავის ქვის
წარწერა და ჩემი და, მისის ჯო გარჯერი, რომელიც მჭედელზე დაქორწინდა. რაკი თვალით
არ მენახა არც მამა, არც დედა და არც მათი რამე პორტრეტი (მაშინ
სიგრძის ხუთ ფილას კი, რომლებიც ჩემი ხუთი პატარა ძამიკოს ხსოვნას ინახავდა
(ხუთივემ ძალზე ადრე შეწყვიტა ამ წუთისოფელთან შერკინება) იმის უმტკიცეს რწმენას
ვუმადლი, რომ ჩემი ძმები ამ ქვეყანას გულაღმა, შარვლის ჯიბეებში ხელებჩაყოფილნი
მოევლინნენ და ისე დატოვეს ეს წუთისოფელი, ხელების ამოღება არცერთს არ დასცალდა.
– ენა ჩაიგდე! – ეკლესიის კარიბჭიდან შემზარავი ხმა მომესმა და საფლავის ქვებს შორის
უცხო კაცი წამოიმართა, – გაჩუმდი, შე ჭინკა, თორემ ყელს გამოგჭრი!
საშინელი კაცი იყო, რუხი ძონძები და დაფლეთილი ფეხსაცმელი ეცვა. კოჭებზე დიდი რკინა
ეკეთა. ქუდი არ ეხურა, თავზე გაცრეცილი ქსოვილის
– პიპი, სერ.
დიდი იმედი მქონდა, ამას არ იზამდა. ორივე ხელით მოვეჭიდე იმ სამარის ქვას,
რომელზედაც შემომსვა, რათა არ გადმოვვარდნილიყავი და ტირილისგან თავი შემეკავებინა.
– იქით, სერ, – თავმდაბლად ავუხსენი, – "აგრეთვე ჯორჯიანა" რომ წერია, ისაა დედაჩემი.
ხან თავის ფეხს დასცქეროდა პირქუშად, ხან მე მიყურებდა, მერე მომიახლოვდა, ამიყვანა,
ხელები რაც შეიძლებოდა შორს გაიშვირა და ამომაყირავა, რათა ზევიდან მრისხანედ
ჩამოეხედა, მე კი უმწეოდ ავყურებდი. მითხრა:
– ახლა ყური მიგდე. საკითხი ასე დგას: ცოცხალი დაგტოვო თუ მოგკლა. ქლიბი იცი, რაც
არის?
– დიახ, სერ.
– დიახ, სერ.
თითოეული შეკითხვის შემდეგ მანჯღრევდა, რათა უმწეობა და საფრთხე კიდევ უფრო მეტად
განმეცადა.
ეს რომ თქვა, აცახცახებულ ტანზე ორივე ხელი ისე მაგრად შემოიხვია, თითქოს შიშობდა,
არ დავიშალოთ, და ეკლესიის დაბალ გალავანს კოჭლობით მიაშურა. გავცქეროდი, როგორ
მიიკვლევდა გზას მწვანე ბორცვებზე გაბარდულ ႫႨႬႥႠႰႱႠ ႣႠ მაყვალში და ასე მეგონა,
გარდაცვლილებს გაურბოდა; გარდაცვლილებს, რომლებიც საფლავებიდან ხელებს უხმოდ
იშვერდნენ და ლამობდნენ, მისთვის კოჭებში ჩაევლოთ და მიწაში ჩაეთრიათ.
იმ ადგილიდან, სადაც ვიდექი, ჭაობი გრძელ, მუქ, განივ ზოლად მოჩანდა; ასეთივე, ოღონდ
უფრო ვიწრო და ღია ფერის ზოლად მდინარე შემოვლებოდა; ცაზე კი მრისხანე, გრძელი,
წითელი ზოლები შავ ზოლებს ენაცვლებოდა. მდინარის პირას გავარჩიე ორი მუქი საგანი,
რომლის გარდა მთელ ამ მიდამოში სხვა არაფერი მოჩანდა ვერტიკალურად აღმართული.
ერთი მათგანი შუქურა იყო, რომლითაც მეზღვაურები გეზს იკვლევდნენ – სარზე
წამოცმულ კასრს ჰგავდა და ახლოდან მეტად უშნო სანახავი იყო; მეორე – სახრჩობელა,
ზედ ჯაჭვის ნაგლეჯებით, რომელზეც ოდესდაც მეკობრე ჩამოუხრჩვიათ. კაცი კოჭლობით
მიიწევდა ამ უკანასკნელისაკენ, თითქოს თვითონ ყოფილიყო გაცოცხლებული და
სახრჩობელიდან ჩამოსული მეკობრე, რომელიც კვლავ ზედ ჩამოკიდებას აპირებდა. ამის
გაფიქრებამ შემზარა. როდესაც ძროხებმაც ასწიეს თავები და თვალი გააყოლეს, ვიფიქრე,
ნეტავ, მათაც იგივე აზრი ხომ არ დაებადათ-მეთქი. მივიხედ-მოვიხედე, იმ საშინელ
ახალგაზრდა კაცს ვეძებდი, მაგრამ მისი კვალი ვერსად შევნიშნე. ამასობაში შიშმა კვლავ
ერთიანად
ჩემი და, მისის ჯო გარჯერი, ოცზე მეტი წლით იყო ჩემზე უფროსი და მეზობლებისა და
თავის თვალში პატივისცემა იმით მოიპოვა, რომ "საკუთარი ხელით", ანუ უდედოდ
გამზარდა. იმ დროისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვნად მესმოდა ამ გამოთქმის მნიშვნელობა და
რაკი ვიცოდი, ჩემს დას რა მძიმე და მწარე ხელიც ჰქონდა და რა ხშირადაც გვირტყამდა მეც
და თავის ქმარსაც, ამიტომ ჯო გარჯერიც ჩემსავით მისი ხელით გაზრდილი მეგონა.
ჩემს დას სასიამოვნო გარეგნობის ქალი არ ეთქმოდა და, საერთოდაც, ჩემი დასკვნით, ჯო
გარჯერი ასევე "საკუთარი ხელით" აიძულა, ცოლად შეერთო. ჯო ქერა, ზორბა კაცი იყო,
გლუვ სახეზე ჩალისფერი ხუჭუჭა ბაკენბარდები ეზრდებოდა, თვალები კი ისეთი
გაურკვეველი ცისფერი ჰქონდა, რომ ლამის თვალის კაკლის თეთრონს შერეოდა. მეტად
რბილი, კეთილი, გულჩვილი, დამყოლი და მოსულელო ჭაბუკი იყო, ნაკლოვანებებითა და
ძალ-ღონით – ნამდვილი ჰერაკლე.
ჩემი და, მისის ჯო, შავი თმისა და თვალ-წარბის პატრონი, კანის ისეთი მკვეთრი
სიწითლით გამოირჩეოდა, რომ ხშირად მიფიქრია, საპნის ნაცვლად პირს ჯავზის სახეხით
ხომ არ იბანდა. მაღალი და მსხვილძვალა ქალი იყო და თითქმის უცვლელად ეკეთა უხეში
ქსოვილის წინსაფარი, რომელიც უკან თასმებით იკვრებოდა, გულისპირი კი კვადრატული
ფორმისა ჰქონდა და ზედ მუდამ უამრავ ქინძისთავსა თუ ნემსს იბნევდა. წინსაფრის ასე
ხშირი ხმარება დიდ დამსახურებად მიაჩნდა და ეს ჯოს მიმართ გამუდმებული საყვედურის
საბაბადაც აქცია. თუმცა იმის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავდი, რომ წინსაფარი ასე ხშირად
ჰკეთებოდა და, თუკი ეკეთა, ნებისმიერ დროს მის მოხსნაში ხელს ნამდვილად არაფერი
უშლიდა.
ჯოს სამჭედლო სახლთან მიჯრით იდგა, სახლი კი, ჩვენს მხარეში იმდროინდელ
საცხოვრისთა უმრავლესობის მსგავსად, ხისა იყო. სასაფლაოდან შინ რომ მივირბინე,
სამჭედლო დაკეტილი დამხვდა, ხოლო ჯო მარტოდმარტო იჯდა სამზარეულოში. რაკი მე და
ჯო ერთი გასაჭირის თანაზიარნი ვიყავით და ერთმანეთს ყველაფერს ძმურად ვანდობდით,
მანაც იმავე წამს გამანდო, რაც იცოდა, როგორც კი ურდული ავწიე და სამზარეულოში
შევიჭყიტე; ჯო კარის პირისპირ, ბუხართან მოკალათებულიყო.
– პიპ, მისის ჯო, სულ ცოტა, თორმეტჯერ მაინც გავიდა გარეთ შენ საძებნელად. ახლაც
დაგეძებს, ცამეტი კი, ხომ იცი, თარსი რიცხვია.
– მართლა დამეძებს?
– ჰო, პიპ, – მიპასუხა ჯომ, – ყველაზე უარესი კი ის არის, რომ საღიტინოც თან აქვს
წაღებული.
ამ სამწუხარო ამბის გაგონებაზე ქურთუკის ერთადერთ ღილს დავუწყე წვალება და
ბუხრის ცეცხლს ნაღვლიანად მივაჩერდი. საღიტინო გაცვილულ ჯოხს ერქვა, ჩემი ზურგის
ხშირი ღიტინისაგან გვარიანად გაპრიალებულს.
– რამდენი ხანია, რაც წავიდა? – ჯოს მუდამ ისე ვეპყრობოდი, როგორც დიდი
– რა გითხრა, – ჯომ კედელზე ჩამოკიდებულ გერმანულ საათს ახედა, – ბოლოს, ასე, ხუთი
წუთის წინ გავარდა, პიპ. მოდის! კარს უკან დაიმალე, ძმობილო, და პირსახოცი აიფარე.
მისი რჩევა მაშინვე ყურად ვიღე. ჩემმა დამ, მისის ჯომ მრისხანედ შემოაბიჯა. კარი ძნელად
გაიღო, ამის მიზეზი წამსვე იეჭვა და საღიტინოთი ვარაუდის შემოწმებას შეუდგა. ბოლოს და
ბოლოს, კარს უკნიდან გამომათრია და ჯოსკენ გამტყორცნა – ხშირად მიყენებდა სატყორცნ
იარაღად – ხოლო ჯო ყოველთვის მზად იყო ჩემ მისაღებად, ახლაც ჩამავლო, ბუხრის
კუთხეში დამსვა და თავისი ვეება მუხლი უსიტყვოდ ამაფარა.
– სად იყავი, შე მაიმუნო? – ფეხი დააბაკუნა მისის ჯომ, – ახლავე მითხარი, სად იყავი და რას
აკეთებდი, ვიდრე მე აქ შიშით ლამის ჭკუიდან გადავედი; იცოდე, მაგ კუნჭულიდან მაინც
გამოგათრევ, თუნდაც ორმოცდაათი პიპი და ხუთასი გარჯერი იყოთ!
– სასაფლაოზე? – გაიმეორა ჩემმა დამ, – მე რომ არა, უკვე დიდი ხანია, სასაფლაოზე
იქნებოდი, თანაც სამუდამოდ. ვინ გაგზარდა უდედმამოდ?!
– თქვენ, – ვუპასუხე.
– ჰოდა, არც მე ვიცი! – იღრიალა, – და, რომ მცოდნოდა, ამ დღეში ჩავვარდებოდი, ამას არ
ვიზამდი. ის კი დანამდვილებით ვიცი, შენი გაჩენის დღიდან ეს წინსაფარი არ მომიხსნია.
თითქოს ის გასაჭირი არ მაკლდა, მჭედლის (თანაც გარჯერის!) ცოლობა რომ მერგო, ამასთან
ერთად შენი დედობაც უნდა მეტვირთა!
– ჰმ! – წამოიძახა მისის ჯომ და საღიტინო თავის ადგილზე დადო, – სასაფლაოზეო! მაშ,
სასაფლაოზეოთ, მეუბნებით? – სიმართლე თუ გინდათ, ჩვენგან ერთ-ერთს საერთოდ ხმა არ
ამოუღია, – თქვენს ხელში მალე მე თვითონ მოვხვდები სასაფლაოზე და მერე ვნახავ, უჩემოდ
ერთიცა და მეორეც რა დღეშიც ჩაცვივდებით!
ვიდრე ქალი ჩაისთვის სუფრას შლიდა, ჯომ თავის მუხლზემოდან გადმომხედა, თითქოს
ცდილობდა, წარმოედგინა, ამ სამწუხარო წინასწარმეტყველების ახდენის შემთხვევაში რა
დღეში ჩავცვივდებოდით. მერე მისის ჯოს მოძრაობებს ააყოლა თვალი, თან მარჯვენა,
ჩალისფერ ბაკენბარდს
მშიოდა, მაგრამ ჩემს ნაჭერს არ მივკარებივარ. რაღაც ხომ უნდა შემომენახა ჩემი შიშის
მომგვრელი ნაცნობისა და მისი თანამზრახველის, კიდევ უფრო
საშიში ახალგაზრდა კაცის, დასაპურებლად. ვიცოდი, მისის ჯოს შინ ყველაფერი უზუსტესად
ჰქონდა აღნუსხული და ეჭვი მეპარებოდა, ქურდული ჩხრეკისას საკუჭნაოში რამე
გამოსადეგი მეპოვა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი წილი კარაქიანი პური შარვლის ტოტში
ჩამემალა. ამისათვის კი ისეთი შინაგანი ძალისხმევა დამჭირდა, თვითონვე შემზარა –
თითქოს მაღალი შენობის სახურავიდან უნდა გადავმხტარიყავი, ანდა ღრმა წყალში
გადავშვებულიყავი. ჯო, რომელსაც ამ ყველაფერზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, კიდევ უფრო
მირთულებდა საქმეს. ჩვენმა ხსენებულმა თანატანჯულთა შეთქმულებამ და ჩემდამი მისმა
სოლიდარობამ ჩვევად გვიქცია, ყოველი ვახშმისას ერთიმეორეს შევჯიბრებოდით პურის
კბეჩაში: დროდადრო მდუმარედ ვიწონებდით თავს
ჯოს პურიანი ხელი პირთან გაუშეშდა, ისეთი შიშითა და გაოცებით მომაცქერდა, რომ
შეუძლებელი იყო, ეს ჩემს დას გამოჰპარვოდა.
– იცი რა, პიპ, – ამოილუღლუდა ჯომ და ძალზე სერიოზული შეგონების ნიშნად გააქნია თავი,
– იცი რა, პიპ, ძმობილო! ასე შეიძლება რამე დაიშავო. სადმე არ გაგეჩხიროს. შეუძლებელია,
წესიერად ႣႠႣႤႬႤႡႠ ‚ ႩႨႠ
– ახლა რაღა მოხდა? – უფრო მკაცრად გაიმეორა ჩემმა დამ.
– თუკი შეგიძლია, მცირე ნაწილი მაინც უკან ამოიღო, პიპ, გირჩევ, ასე მოიქცე,
ჯომ მისკენ უმწეოდ გააპარა თვალი, მერე უგერგილოდ მოკბიჩა პური და ისევ შემომხედა.
– ხომ იცი, პიპ, – საზეიმო კილოთი წარმოთქვა ლოყაგამობერილმა ჯომ, თანაც ისე
განდობილად, თითქოს მე და ის მარტონი ვყოფილიყავით, – მე და შენ მუდამ მეგობრები
ვიყავით და არავითარ შემთხვევაში არ გაგცემდი, მაგრამ
ასეთი... – სკამი უკან გასწია და ჩვენ შორის იატაკი მოათვალიერა, მერე კი ისევ ამომხედა, –
...ასეთი ვეებერთელა ნაჭერი?..
ჩემმა დამ კუნჭულში ხელი მოაფათურა, თმაზე მომქაჩა და საზარელი სიტყვები წარმოთქვა:
იჯდა ბუხართან და პურის ბოლო ლუკმებს ღეჭავდა), რადგან, ჩემი დის თქმით, "ელდა ეცა".
ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ელდა წამლის მიღებამდე კი არა, მის შემდეგ ეცა.
სინდისი საშინელი რამაა, სულ ერთია, კაცს შემოუტევს თუ ბიჭს; ხოლო თუ ბიჭის
შემთხვევაში ამ ფარულ ტვირთს მეორე ფარული ტვირთიც დაერთვის, შარვლის ტოტში რომ
აქვს ჩამალული, ეს, დამერწმუნეთ, ნამდვილი სასჯელია.
შობის წინა საღამო იყო და მეორე დღისთვის პუდინგის ცომის გაბრტყელება მევალებოდა.
ჩვენი გერმანული საათის მიხედვით, შვიდიდან რვა საათამდე უნდა მომემზადებინა ხის
სქელი ჯოხით, რომლითაც დიდ გობში სარეცხს ვურევდით. ვცადე, ეს საქმე ფეხზე
ჩამოკიდებული ტვირთით მეკეთებინა (ამან კვლავ მომაგონა ფეხებშებორკილი პატიმარი) და
აღმოვაჩინე, რომ კარაქიანი პურის ჩემი კოჭისკენ ჩაცურების ურყევ მიდრეკილებას
ვერაფრით ვაჩერებდი. კიდევ კარგი, მოვახერხე და გავიპარე სხვენში, ჩემს საძინებელში,
სადაც ეს ერთი ტვირთი მაინც ჩამოვიხსენი.
მისის ჯომ, რომელიც ყველა განმარტებას საკუთარ თავზე იღებდა, უმალ ჩაურთო:
– წუხელ ციხიდან პატიმარი გაიქცა, – ხმამაღლა თქვა ჯომ, – მზის ჩასვლის შემდეგ
მოსახლეობა ამის შესახებ ზარბაზნის ბათქით გააფრთხილეს. ახლა კი, ჩანს, კიდევ ერთი
გაქცეულა, რაკი ისევ ისვრიან.
– გული შეაწუხა ამ ბიჭმა, – ჩემმა დამ საკერავიდან თავი ასწია და თვალები დამიბრიალა, –
ამდენი შეკითხვა გაგონილა?! რაც ნაკლებ კითხვას დასვამ, მით ნაკლებ ტყუილს მოისმენ.
გავიფიქრე, იმაზე თუ მიმითითებს, რომ ჩემს შეკითხვებს ტყუილით პასუხობს, ამით არც
საკუთარ თავს სცემს-მეთქი პატივს. თუმცა თავაზიანობა არასოდეს სჩვეოდა, თუკი უცხო
არავინ უგდებდა ყურს.
ამასობაში ჯომ ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გამიღვივა: პირს დიდად აღებდა და უხმოდ
ცდილობდა რაღაცის წარმოთქმას, რაც სიტყვა "გუნებას" მივამსგავსე. ცხადია, მაშინვე
ვიფიქრე, რომ მისის ჯოს უგუნებობას
გულისხმობდა, ამიტომ ჯოს მასზე მივუთითე, მაგრამ იმან დაჟინებით მანიშნა, რომ მისის
ჯო არაფერ შუაში იყო და კვლავაც იმავე სიტყვის გამოსახვას შეეცადა. თუმცა ვერაფრით
მივხვდი, რას ამბობდა.
– ღმერთო, შენ დალოცე ეს ბავშვი! – ისეთი კილოთი ამოიხვნეშა მისის ჯომ, თითქოს ამ
სიტყვებში სრულიად საპირისპირო აზრს დებდა, – საიდან და გემებიდან!
ჯომ საყვედურით ჩაახველა, თითქოს უნდოდა ეთქვა, მეც ხომ ამას გეუბნებოდიო.
– აი, სულ ასე იცის ამ ბავშვმა! – შესძახა მისის ჯომ, თავი გააქნია და ძაფგაყრილი ნემსი
გამოიშვირა, – ერთ კითხვაზე თუ უპასუხე, ათ ახალ კითხვას მოგახლის. ძველი გემებიდან,
რომლებზეც საპყრობილეებია მოწყობილი, აგერ, ჭაობების გაღმა რომ დგას.
მას მერე დიდი დროა გასული და ძალზე ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რაოდენ
გულჩათხრობილი შეიძლება გახდეს შეშინებული ბავშვი. ეს შიში, რაგინდ უსაფუძვლო იყოს,
განუზომელი ძალით მართავს მას. იმ წუთებში
სანთლის ასანთებად ტალ-კვესი იყო საჭირო, ხოლო ტალის ფოლადზე დაკვრით ღამის
სიჩუმეში ისეთ ხმაურს ავტეხდი, გეგონებოდათ, ის ჩამომხრჩვალი მეკობრე ჯაჭვებს
აჟღარუნებსო.
როგორც კი ჩემი პატარა სარკმლის შავი ფარდა მორუხო შუქით გაიმსჭვალა, საწოლიდან
ავდექი და კიბე ჩავიარე. ყოველი საფეხური ჭრიალით მომძახოდა: "სდექ, ქურდო!", კიოდა:
"გაიღვიძე, მისის ჯო!", მაგრამ მაინც მშვიდობით მივაღწიე საკუჭნაომდე, რომელიც,
დღესასწაულის წყალობით, ჩვეულებრივზე უხვ მარაგს იტევდა. ძალზე შემაშფოთა უკანა
თათებით ჩამოკიდებულმა კურდღელმა – მომეჩვენა, რომ როგორც კი გვერდზე მივიხედე,
თვალი ეშმაკურად ჩამიკრა. ამის დაზუსტების დრო არ იყო, არც ნადავლის შერჩევისა – დრო
საერთოდ არ მქონდა. ცოტაოდენი პური, ყველის ნარჩენები და ნახევარი ქილა ფარში
მოვიპარე. ამ ყველაფერს ჩემი წუხანდელი ულუფაც დავუმატე და ცხვირსახოცში გამოვკარი.
თიხის ბოთლიდან ცოტაოდენი ბრენდიც ჩამოვასხი შუშის ჭურჭელში, რომელიც ჩემს
ოთახში მქონდა გადანახული მათრობელა სასმლის – ესპანური ძირტკბილას ნაყენის –
დასამზადებლად, თიხის ბოთლში
კი დოქიდან წყალი ჩავუმატე. ასევე ავიღე საქონლის მოზრდილი ძვალი, რომელსაც ზედ
ძალზე ცოტა ხორცი შერჩენოდა და ღორის ხორცის მშვენიერი მრგვალი ღვეზელი – უკვე
გასვლას ვაპირებდი, როცა ზედა თაროზე შედგმული ჯამი დავინახე; ცნობისმოყვარებამ
მძლია, ნეტავ ასე სათუთად რას ეფარა კეცი, ავძვერი და ღვეზელი აღმოვაჩინე. იმ იმედით
ავიღე, რომ უახლოესი მომავლისათვის არ იქნებოდა გათვალისწინებული და მის გაქრობას
მხოლოდ მოგვიანებით შეამჩნევდნენ.
კარი გავაღე. ჯოს ხელსაწყოებში ქლიბი ვიპოვე. მერე ყველა ურდული და საკეტი ისევე
შევწიე, როგორც იყო, გარეთ გასასვლელი კარიდან გავიპარე და
ჭაობებისკენ გავეშურე. 3
პირქუში და ძალზე ნესტიანი დილა იყო. ჩემს პატარა სარკმელზე ნამის მსხვილი წვეთები
ეყარა, თითქოს რომელიმე ჭინკას მთელი ღამე გულამოსკვნით ეტირა და ფანჯარა
ცხვირსახოცად გამოეყენებინა. გარეთ შიშველ ღობეებსა და მეჩხერ ბალახზე თრთვილი
ეფინა, სქელი აბლაბუდის
"ეს ის ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს!" მივხვდი და გულმა რეჩხი მიყო. ალბათ, ღვიძლიც
ამტკივდებოდა, ზუსტად რომ მცოდნოდა, რა ადგილას მქონდა.
მალევე მივადექი სანგარს, სადაც ის ჩემი კაცი დამხვდა. მასაც შემოეხვია ტანზე მკლავები და
კოჭლობით სცემდა ბოლთას, გეგონებოდა, რაც წუხელ დავშორდი, მას მერე წამითაც არ
გაჩერებულა და სულ ასე ბოლთის ცემით
მელოდა. ეტყობოდა, საშინლად იყო გათოშილი. ისეთი დაუძლურებული ჩანდა, მეგონა,
ყოველ წამს შეიძლებოდა, ჩემს თვალწინ დაცემულიყო და
– ბრენდი, – ვუპასუხე.
ამასობაში ღვეზლის მოზრდილ ლუკმებს უკვე ხახაში იტენიდა, თანაც ყოვლად უცნაურად
– თითქოს კი არ ჭამდა, სამალავში სწრაფად ინახავდა,
თუმცა ბრენდის დასალევად მაინც შეჩერდა. ისე ძლიერად ცახცახებდა, აშკარა იყო, ყბების
შეკავება უჭირდა, ბოთლის ყელი ლამის კბილებით ჩაემსხვრია.
– ვიდრე ან ერთი მომკლავდეს, ან მეორე, ჭამას ხომ მაინც მოვასწრებ, – მიპასუხა, – თუნდაც
ახლავე, აგერ, იმ სახრჩობელაზე ჩამომახრჩონ, მანამდე მაინც მოვიკლავ შიმშილს. ამაში
ციებაც კი ვერ შემიშლის ხელს, დამიჯერე.
– არა!
– მაშ, კარგი, – მაშინვე დაშოშმინდა, – შენი მჯერა. მართლაც ქოფაკი უნდა იყო, შენს ასაკში
ჩემისთანა საცოდავი ტუსაღის მდევრებს რომ დაეხმარო, ისედაც ლამის სული ამომხდეს!
ამის თქმაზე მის ყელში რაღაცამ დაიწკაპუნა, თითქოს იქ საათის მექანიზმი ჰქონოდა,
რომელიც სადაცაა რეკვას ატეხდა. სახელოს დაკონკილი ბოლოთი თვალები მოიზილა.
– რა თქვი?
– ვშიშობ, მას აღარაფერი დარჩება, – ვუთხარი მოკრძალებით, მას მერე, რაც ერთხანს
ვიყოყმანე, ამგვარი შენიშვნა თავაზიანი თუ იქნებოდა, – ეს საიდანაც მოვიტანე, იქ,
სამწუხაროდ, სხვას ვეღარაფერს ვიშოვი, – ამაში სრულიად ვიყავი დარწმუნებული და ამის
თქმაც ამიტომ გავბედე.
– მას აღარ დარჩება? ვის მას? – ჩემმა ახალმა მეგობარმა ყბები გააჩერა, პირი ღვეზლის
ხრაშუნა ქერქით ჰქონდა გამოტენილი.
– ოჰ! – კაცმა უხეშად ჩაიცინა, – ჰო, აბა რა! მაგრამ მას საჭმელი არ სჭირდება.
– შეატყვე? როდის?
– ეს წუთია.
– სად?
– იქით, – ხელი გავიშვირე, – იქ შევეფეთე, ძირს იჯდა და თვლემდა, თავიდან თქვენ მეგონეთ.
– მიკვირს, რომ ამაში ეჭვი გეპარებათ, – ვუპასუხე, – რადგან ჩვენ შინ გავიგონეთ, ჩვენი სახლი
კი უფრო შორსაა, თანაც კარი ჩაკეტილი გვქონდა.
– დიახ, ასეთი!
– სად არის? – საჭმლის ნარჩენები უბეში ჩაიყარა, – მაჩვენე, საით წავიდა. ძაღლივით
მივახრჩობ! ოჰ, ღმერთმა დასწყევლოს ეს ჩემი მტკივანი ფეხი! მომაწოდე ქლიბი, ბიჭო.
ხელი იმ მიმართულებით გავიშვირე, სადაც მეორე კაცი ნისლში გაუჩინარდა. ერთხანს ნისლს
აკვირდებოდა, მერე სველ ბალახზე ჩამოჯდა და გამალებით შეუდგა ბორკილის ქლიბვას.
შეშლილს ჰგავდა, აღარც მე მამჩნევდა და აღარც საკუთარ ფეხს, რომელიც ისე იყო
გადატყავებული, სისხლი სდიოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისე უხეშად ეპყრობოდა,
თითქოს ისიც ქლიბივით უგრძნობი საგანი ყოფილიყო. ასე გაშმაგებულმა კვლავ შიში
მომგვარა. ისიც ძალიან მაშინებდა, შინიდან დიდი ხნის წამოსული რომ ვიყავი. ვუთხარი,
წასასვლელი ვარ-მეთქი, მაგრამ ყურიც არ მათხოვა და ვიფიქრე, ჩუმად წასვლა ყველაფერს
აჯობებდა. უკანასკნელად რომ შევავლე თვალი, ცალ მუხლზე დაჩოქილიყო და ისევ
ბორკილს ხერხავდა, თან მასაც და საკუთარ ფეხსაც მოუთმენლად ებუზღუნებოდა. როცა
მოშორებით ნისლში შევჩერდი, ქლიბის ხმას უკანასკნელად მოვკარი ყური.
– სად ჯანდაბაში იყავი? – ამ სიტყვებით მომილოცა მისის ჯომ შობა, როდესაც ჩემს
დამძიმებულ სინდისთან ერთად გამოვეცხადე.
– მჭედლის ცოლი რომ არ ვიყო, ეს კი მონობის ტოლფასია; ჩემი დღე და მოსწრება სულ
წინსაფრით რომ არ მიწევდეს შრომა და ჯაფა, იქნებ მეც მქონოდა საშობაო გალობის
მოსმენის დრო და ხალისი, – ჩაილაპარაკა მისის
ჯომ, – ისე გულით მიყვარს საღვთო გალობა, რომ, ჩანს, ამიტომაც ვერა და ვერ ვეღირსე მის
მოსმენას.
ჯო გაუბედავად შემომყვა სამზარეულოში, რაკი აქანდაზს თავისი საქმე მოემთავრებინა; და,
როცა მისის ჯომ განმგმირავი მზერა ესროლა, შემრიგებლური ჟესტით მოისვა ცხვირზე
ხელი. ხოლო როგორც კი ქალმა გვერდზე გაიხედა, ჯომ შუა და საჩვენებელი თითები
გადააჯვარედინა და მალულად მიჩვენა, რაც ჩვენს საიდუმლო ენაზე იმას ნიშნავდა, რომ
მისის ჯო კვლავაც ბრაზიან გუნებაზე იყო. რაკიდა ეს მის თითქმის მუდმივ მდგომარეობას
წარმოადგენდა, მე და ჯო ხანდახან მთელ კვირებს თითებგადაჯვარედინებულნი
ვატარებდით, რითიც ვემსგავსებოდით ჯვაროსან რაინდთა ქანდაკებებს, რომლებიც
სამარის ქვებზე ფეხებგადაჯვარედინებულნი განისვენებენ.
თითო ნაჭერი პური ისე შეგვაჩეჩა, თითქოს ფორსირებული მარშით მოძრავი ლაშქარი
ვყოფილიყავით, და არა საკუთარ სახლში მსხდომი მამაკაცი და ბიჭი. ამ პურს დამნაშავე
სახეებით დავაყოლეთ წყალგარეული რძე, რომელიც კარადაზე შემოდგმულ დოქში ესხა.
ამასობაში მისის ჯომ ფანჯრებზე გაქათქათებული ფარდები ჩამოკიდა, ბუხრის თავზე ძველი
გადასაფარებელი კოხტა ყვავილებიანი ქსოვილით შეცვალა და დერეფნის ბოლოში პატარა,
გაწკრიალებული და მუდამ ჩარაზული სასტუმრო ოთახის კარი გამოაღო. იქაურობას მთელი
წლის განმავლობაში ვერცხლის ქაღალდივით მდუმარე და
ცივი ბრდღვიალი გაუდიოდა, რასაც ბუხრის თავზე შემოდგმული ფაიფურის ოთხი ფინიაც
ირეკლავდა, ოთხივე – ზუსტად ერთნაირი, თეთრი, შავი დრუნჩითა და კბილებში
ყვავილებიანი კალათით. მისის ჯო სისუფთავის მოყვარული
დიასახლისი იყო, თუმცა გასაოცრად შეეძლო სისუფთავე ნებისმიერ ჭუჭყზე უფრო უსიამო
და მოუხერხებელ რამედ ექცია. სისუფთავე ერთგვარად ღვთისმოსაობას ჰგავს და ზოგიერთი
ადამიანი თავის რწმენასაც იმავეს უხერხებს.
მოექეციო. ისიც მუდამ ისე მეპყრობოდა, თითქოს ყოველგვარი საღი აზრის, რელიგიისა თუ
ზნეობის საპირისპიროდ და საუკეთესო მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლად დავიჟინე,
გინდა თუ არა, ამქვეყნად უნდა გავჩნდე-მეთქი. მაშინაც კი, როცა ახალი კოსტიუმის
შესაკერად მივყავდი, მკერავს ისეთ სამოსს აკერვინებდა, რომელიც ხუნდებივით მიბოჭავდა
კიდურებს.
– მისის ჯო, – განაცხადა ბიძია პამბლჩუკმა (შუახნის ზანტმა, ზონზროხა, ქოშინა კაცმა,
რომელსაც თევზის პირი; დაჭყეტილი, უფერული თვალები და აყალყული, ჩალისფერი თმა
ჰქონდა; გეგონებოდათ, ეს-ეს არის, ახრჩობდნენ და სული ჯერაც ვერ მოუთქვამსო), –
ქალბატონო, დღესასწაულის აღსანიშნავად მიიღეთ ჩემგან ეს ძღვენი: ერთი ბოთლი ხერესი
და, აგრეთვე, ქალბატონო, ერთი ბოთლი პორტვაინი.
ყოველ შობა დღეს ისე გვეცხადებოდა, თითქოს დიდ სიურპრიზს გვიწყობსო, ზუსტად ერთი
და იმავე სიტყვებითა და ხელში ჰანტელივით აწეული ბოთლით. ყოველ შობა დღეს მისის ჯო
იმავე პასუხს სცემდა, რაც დღეს უთხრა:
ამ ყოველივეს კიდევ რა უშავდა, უფროსებს ჩემთვის თავი რომ დაენებებინათ. მაგრამ ისინი
თავს არ მანებებდნენ. არცერთ შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, საუბარი წამდაუწუმ
ჩემზე წამოეწყოთ. თავს ესპანურ არენაზე გამოყვანილ საბრალო, პატარა ხარად ვგრძნობდი
და ყველა მხრიდან მათი გალესილი მახვილები მესობოდა.
– განსაკუთრებით კი, – ჩაურთო მისტერ პამბლჩუკმა, – განსაკუთრებით კი, ჩემო ბიჭო, მათი
მადლობელი უნდა იყო, ვინც საკუთარი ხელით გაგზარდა.
მისის ჰაბლმა თავი გააქნია და ისეთი დარდიანი მზერით შემათვალიერა, თითქოს წინდაწინ
ჭვრეტდა, ჩემგან სიკეთე რომ არ გამოვიდოდა, მერე კი იკითხა:
ქადაგება და, ჩვეულებისამებრ, გვამცნო, თავად როგორ იქადაგებდა, "ეკლესიის კარი ღია რომ
ყოფილიყო". დამსწრეთ თავისი წარმოსახვითი სიტყვის მთავარი პუნქტები გააცნო და
დასძინა, რომ, მისი აზრით, ქადაგების თემაც არასწორად იყო შერჩეული, ეს კი უკვე
ყოვლად არასაპატიოა, როდესაც გარშემო თემები თავსაყრელად არისო.
ხორცს დახედეთ!
– ყური კარგად დაუგდე, – მრისხანედ ჩამსისინა ჩემმა დამ. ჯომ საწებელი დამიმატა.
– სწორედ ასეთად დაიბადა, – დაჟინებით ჩაურთო ჩემმა დამ. ჯომ ისევ დამიმატა საწებელი.
იცხოვრებდა. ხომ ვერ შეძლებდა ამას? ვერა. მაშ, რაღა იქნებოდა შენი ხვედრი?
სიცოცხლესაც წამში გაათავებდა. განა ვინმე გაგზრდიდა საკუთარი ხელით? არა, არავითარ
შემთხვევაში!
თვალს ვერ ვწყვეტდი საცოდავ ბიძია პამბლჩუკს და არც მაგიდის ფეხს ვუშვებდი ხელს.
შევცქეროდი, ჭიქაზე თითებს როგორ აბრაგუნებდა. ბოლოს აიღო, გაიღიმა, თავი გადასწია და
ერთბაშად გამოცალა. მეორე წამსვე ყველა წარმოუდგენლად შეძრა მისმა მოულოდნელმა
წამოხტომამ. ბიძია ადგილზე დატრიალდა, სულშეხუთულმა, ხველებითა და ქშენით
ყოვლად უცნაური ცეკვა შეასრულა და კარში გავარდა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ
იფურთხებოდა, ადგილზე ხტოდა და ისე იმანჭებოდა, უსათუოდ იტყოდით, შეიშალაო.
ამოიხავლა:
– კუპრი!
– კუპრი?! – გაოცებით შესძახა ჩემმა დამ, – კი მაგრამ, ბრენდიში კუპრი საიდან მოხვდა?
თანდათან იმდენად დავმშვიდდი, რომ ჩემს ხელმოსაჭიდს თავი ვანებე და, როგორც იქნა,
პუდინგს მივაპყრე ყურადღება. მისტერ პამბლჩუკმა და დანარჩენებმაც მთელი ყურადღება
პუდინგზე გადაიტანეს. ჭამა დავასრულეთ და ბიძია პამბლჩუკიც, ცხელი ჯინის წყალობით,
გაიბადრა.
მაშინვე ისევ მოვეხვიე მაგიდის ფეხს და გულში ისე ჩავიკარი, თითქოს ჩემი ბავშვობის
ამხანაგი და გულითადი მეგობარი ყოფილიყო. წინდაწინ ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა და
ვგრძნობდი, ამჯერად ვეღარაფერი გადამარჩენდა.
– ახლავე გეტყვით, ეს რაც არის, – ჩემი და ფეხზე წამოდგა, – ეს ღორის მშვენიერი ღვეზელია.
სტუმრები კმაყოფილებით აზუზუნდნენ. ბიძია პამბლჩუკმა თანამეინახეთა დაფასება
შეიფერა და ხალისიანი კილოთი განაცხადა:
– მისის ჯო, ვფიქრობ, არცერთი ჩვენგანი ღონეს არ დაიშურებს! ღვეზლის თითო ნაჭერს
ყველანი მივირთმევთ.
– დაგიჭირე თუ არა! 5
– კარგია!
მკლავები დაუშვა, ზოგმა ცალი მუხლი მოკეცა ან მხრით კედელს მიეყუდა, ზოგიც ქამარს თუ
ზურგჩანთის თასმას ისწორებდა. დროდადრო რიგრიგობით აღებდნენ შემოსასვლელ კარს,
მაღალ საყელოში მომწყვდეულ კისრებს იგრძელებდნენ და ეზოში აფურთხებდნენ.
ამ ყოველივეს სრულიად უგონოდ შევყურებდი, რადგან შიშმა აღქმის უნარი დამაკარგვინა.
როგორც იქნა, ვიაზრე, რომ ხელბორკილი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი და რომ
სამხედროთა მოულოდნელმა გამოჩენამ ღვეზლის გაქრობა მეორეხარისხოვანი გახადა.
თანდათან არეული გრძნობა-გონება მოვიკრიბე.
– არც ისე ურიგოა, – ჩაფიქრდა სერჟანტი, – აქ ორი საათიც რომ გავჩერდე, მაინც მოვასწრებ.
თქვენგან ჭაობებამდე რა მანძილია? ერთი მილი იქნება, ხომ?
– ასე თუ ისე, – დაასკვნა სერჟანტმა, – გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებენ, რომ ალყაში
აღმოჩნდებიან. ახლა კი, მჭედელო, თუკი მზად ხართ, მისი უდიდებულესობა მეფე თქვენგან
სამსახურს ელის.
ურევია, ამაზე თავს დავდებ, – რაზეც სერჟანტმა მადლი მოახსენა და აღიარა, რაკი კუპრის
დალევის არავითარი სურვილი არ მაქვს, ღვინო მირჩევნიაო. როდესაც დაუსხეს, ჯერ მისი
უდიდებულესობის სადღეგრძელო დალია, მერე დამსწრეთ შობა მიულოცა და ბოლოს
ტუჩები გემრიელად მოილოკა.
– ერთ რამეს გეტყვით, – მიუგო სერჟანტმა, – ვფიქრობ, ეს ღვინო თქვენი შერჩეული იქნება.
ახლა – როცა ყველა აღტყინებით ელოდა "იმ ორი ჯიბგირის" დაჭერას; როცა, ასე მეგონა,
საბერველიც მათ მოსძახოდა, ცეცხლიც მათ გამო გუგუნებდა, კვამლიც მათ
გამოსადევნებლად მოქროდა, ჯოც მათთვის ურტყამდა უროს ჟღარუნა
რკინას და კედლებზე აწოწილი შავი ჩრდილებიც ალის მოძრაობაზე სულ მათ უქნევდნენ
თავებს, თითქოს ემუქრებიანო – მათი სიბრალულით გული ისე მომეწურა, ჩემს ბავშვურ
წარმოსახვაში დღეც ამ პატიმრების საცოდაობით ჩამობნელდა და მოიქუფრა.
როგორც იქნა, ჯომ საქმე დაასრულა და გრგვინვა და ჟღარუნი შეწყდა. კვლავ სერთუკით რომ
შეიმოსა, გაბედული წინადადება წამოაყენა, მამაკაცები რაზმს გაჰყოლოდნენ და
გაქცეულების დაჭერისათვის თვალი ედევნებინათ. მისტერ პამბლჩუკმა და მისტერ ჰაბლმა
ჩიბუხი და ქალბატონების საზოგადოება ამჯობინეს, მისტერ უოპსლმა კი განაცხადა, რომ
თუკი ჯო აპირებდა წასვლას, ისიც გაჰყვებოდა. ჯომ წასვლის სურვილი გამოთქვა და ჩემი
თან წაყვანაც მოინდომა, თუკი მისის ჯო ამის ნებას დართავდა. ჩემი და არცერთს არ
გაგვიშვებდა, ცნობისმოყვარეობას რომ არ აეტანა – ერთი სული ჰქონდა, გაეგო, საქმე როგორ
წარიმართებოდა და რით დამთავრდებოდა, ამიტომ ერთადერთი
პირობა წაუყენა:
პირქუში იყო, ღამდებოდა, ოღროჩოდრო გზა მოიყინა, შინ კი ყველას ბუხარი ენთო და შობას
ზეიმობდა. ერთი-ორი ცნობისმოყვარე სახე მოაწყდა განათებულ ფანჯრებს, მაგრამ გარეთ
არავინ გამოსულა. საჩვენებელთითიან საგზაო ნიშანს ჩავუარეთ და პირდაპირ
სასაფლაოსაკენ გავემართეთ. იქ სერჟანტმა გვანიშნა, შევჩერებულიყავით, ვიდრე რამდენიმე
ჯარისკაცი საფლავებს შორის დაეძებდა რამე კვალს, ეკლესიის კარიბჭეც გულდაგულ
მოათვალიერეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. სასაფლაოს გვერდითი ჭიშკარი გავიარეთ და
ჭაობებზე გავედით. აქ აღმოსავლეთის ქარმა სველი თოვლით დაგვცხრილა და ჯომ ზურგზე
შემისვა.
როცა იმ უდაბურ ადგილებში გავედით, სადაც რვა თუ ცხრა საათის წინათ ვიყავი და
ორივე გაქცეული ვნახე (დანარჩენები რას წარმოიდგენდნენ?!), მაშინღა შემაცია იმის
გაფიქრებაზე, რომ, თუკი მართლაც მივაგნებდით, ჩემს პატიმარს უსათუოდ ეგონებოდა,
ჯარსკაცების რაზმი მე მივაყენე! ხომ მკითხა, მომატყუე თუ არა, ჭინკავო; ისიც მითხრა,
ნამდვილი ქოფაკი იქნები, ჩემს მდევრებს თუ შეუერთდებიო. მაშ, ახლა რა გამოდიოდა? ხომ
მართლაც ჭინკა და ქოფაკი ვეგონებოდი და ეჭვიც არ შეეპარებოდა, რომ სწორედ მე გავეცი?
ამ შეკითხვების დასმას აზრი აღარ ჰქონდა. მეც აქ ვიყავი, ჯოს ზურგზე, ჩემს ქვემოთ კი ჯო,
რომელიც გუბეებს შორის მონადირესავით მიაბიჯებდა და მისტერ უოპსლს დროდადრო
ხელს აშველებდა, რათა თავისი რომაული ცხვირით
ჩემი გული ჯოს ფართო ზურგს ისე გამალებით ეხლებოდა, როგორც მჭედლის ურო –
გრდემლს. გაფაციცებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, მაგრამ პატიმრები არსად ჩანდნენ, არც
რამე ხმა ისმოდა. მისტერ უოპსლმა ცხვირის ხმაურიანი მოხოცვითა და ქოშინით
რამდენჯერმე გული გამიხეთქა, მაგრამ ამ ხმებს
– ნამდვილი დოღია!
ბორცვებზე აღმა-დაღმა მივხტოდით, გუბეებში ვაჭყლაპუნებდით, დამბებს ვახტებოდით,
ხისტ ლელიანს მივაპობდით, გზა-კვალს აღარავინ არჩევდა. როცა მივუახლოვდით იმ
ადგილს, საიდანაც ხმაური ისმოდა, ცხადი გახდა, რომ ერთზე მეტი ადამიანი ღრიალებდა.
დროდადრო სიჩუმე ისადგურებდა და ჯარისკაცები ადგილზე შეშდებოდნენ. ხელახლა
ატეხილ ყვირილზე გაორმაგებული სიჩქარით მიიწევდნენ წინ და ჩვენც მივყვებოდით.
ცოტა ხანში იმდენად მივუახლოვდით, რომ გავარჩიეთ ერთი ხმა, რომელიც
სასოწარკვეთილი ბღაოდა: "მკლავენ!", მეორე კი ყვიროდა: "პატიმრები! გაქცეული
პატიმრები! დაცვა! აქეთ!" მერე ორივე
ხმა ჩხუბის გაურკვეველმა ბგერებმა ჩაახშო, ხოლო როცა კვლავ გავიგონეთ იგივე
შეძახილები, ჯარისკაცები ირმებივით გაქანდნენ და არც ჯო ჩამორჩა.
– ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, – უთხრა სერჟანტმა, – ვერც რამეს გარგებს, რაკი შენც მის
მდგომარეობაში ხარ. ხელბორკილები!
– არანაირი სარგებელი არ მინდა, არანაირ სიკეთეს არ მოველი, გარდა იმისა, რასაც უკვე
მივაღწიე, – საზარელი სიცილით უპასუხა პატიმარმა, – სწორედ მე დავიჭირე და ეს
თვითონაც იცის. ჩემთვის ესეც კმარა.
მეორე პატიმარი სულ მთლად გალურჯებულიყო. ცალი ყვრიმალის ძველ ნაიარევს ურიცხვი
ახალი ნაკაწრ-ძრილობა დამატებოდა და მთელი სახე
– აქეთ მომხედეთ, – მიმართა ჩემმა პატიმარმა სერჟანტს, – ციხიდან მარტო გავიქეცი, არავინ
დამხმარებია. ამ ნესტისა და სიცივის ბუდიდანაც იოლად გავიქცეოდი, ფეხზე დამხედეთ,
ბორკილი აღარ მადევს. მაგრამ როგორც კი შევიტყვე, რომ ესეც გაქცეულა... ამის საშუალებას
ვერ მივცემდი. როგორ? ჩემ მიერ ნაპოვნი გასაქცევი გზით ესარგებლა? ისევ გამოვეყენებინე,
როგორც უკვე არაერთხელ უქნია? არა, არავითარ შემთხვევაში! სულიც რომ გამეფრთხო აი, იმ
ორმოში, – შებორკილი ხელები თხრილისკენ შთამბეჭდავად გაიქნია, – მაინც არ გავუშვებდი
ხელს, ვიდრე არ დავრწმუნდებოდი, რომ იპოვეთ და ციხეში დააბრუნებთ.
აშკარა იყო, მეორე პატიმარს თავისი ამხანაგის შიშით აზანზარებდა. ისევ ამოილუღლუღა:
– ჩემი მოკვლა სცადა. თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.
– რა შესახედი შენ ხარ, – რის შემდეგაც დამცინავი მზერა შებორკილ ხელებზე ჩამოატარა.
ამან ჩემი მეგობარი ისე გააცეცხლა, შეშლილივით წაიწია მისკენ და, ჯარისკაცებს რომ არ
დაეკავებინათ, ეცემოდა.
ერთი ჯარისკაცი კალათის, რომელიც თოფის ნაცვლად ეკავა, გასახსნელად დაიხარა. ჩემმა
პატიმარმა ამ ხნის განმავლობაში პირველად მიმოიხედა და
თვალი მომკრა. თხრილის პირას როცა მივედით, ჯოს ზურგიდან ჩამოვცოცდი და მას მერე
ადგილიდან არ დავძრულვარ. როდესაც დამინახა, მეც დაჟინებით შევხედე, ხელები ოდნავ
ავწიე და თავი გავაქნიე. ველოდებოდი, როდის შემნიშნავდა, რათა ჩემ უდანაშაულობაში
დამერწმუნებინა. ისიც კი ვერ გავიგე, მიმიხვდა თუ არა, რადგან რაღაც გაუგებრად
შემომხედა, თანაც მხოლოდ წამით. მაგრამ ერთი საათის განმავლობაშიც რომ ეცქირა, უფრო
მეტი გაფაციცებით ვერ შემომხედავდა.
კალათიანმა ჯარისკაცმა მალევე აანთო ცეცხლი, ჩირაღდნებს სათითაოდ მოუკიდა და
ამხანაგებს დაურიგა. მანამდე თუ ბინდი იყო, ახლა სიბნელემ
იმატა, მერე კი უკუნეთი ჩამოწვა. ვიდრე ადგილიდან ფეხს მოვიცვლიდით, ოთხი ჯარისკაცი
წრეში ჩადგა და ჰაერში ორ-ორჯერ გაისროლა. უეცრად დავინახეთ, რომ ჩვენ უკან,
მოშორებით, სხვა ჩირაღდნებიც აინთო, მერე მდინარის მეორე ნაპირზეც აბრდღვიალდა
სინათლეების გუნდი.
ბევრი არ გაგვევლო, როცა ჩვენ წინ ზარბაზანმა სამჯერ დაიქუხა, თან ისე ძლიერად, ასე
მეგონა, ყურში რაღაც ჩამწყდა-მეთქი.
– ბორტზე გელოდებიან, – უთხრა სერჟანტმა ჩემს პატიმარს, – იციან, რომ მობრძანდები. წინ!
რიგი შეკარით!
ჩემს პატიმარს მას მერე ჩემკენ აღარ გამოუხედავს. სულ ცეცხლთან იდგა და ჩაფიქრებული
ჩაჰყურებდა. ხან ერთ ფეხს შემოსდებდა ბუხრის გისოსზე, ხან მეორეს და ისე დაჰყურებდა,
თითქოს მათი ბოლოდროინდელი თავგადასავლების გამო უზომოდ ებრალებოდა. უეცრად
სერჟანტს მიუბრუნდა და მიმართა:
შემთხვევაში, მე ვერ ავიტანე, ჰოდა, საჭმელი ავიღე აი, იქითა სოფლიდან, ზედ ჭაობების
პირას ეკლესია რომ მოჩანს.
– ნარჩენები იყო, ბევრი არაფერი, კიდევ – ერთი ბოთლი ბრენდი და ხორცის ღვეზელი.
– მჭედელო, შინ ხორცის ღვეზელი ხომ არ მოისაკლისეთ? – მომთხოვნი კილოთი შეეკითხა
სერჟანტი.
გახსოვს, პიპ?
– ღმერთმა შეგარგოს, თუკი მართლაც ჩემი იყო, – უპასუხა ჯომ, რომელსაც, როგორც ჩანს,
მისის ჯოზე ფიქრი მხსნელად მოევლინა, – რა დანაშაული გაქვს ჩადენილი, ეს არ ვიცით,
მაგრამ სულაც არ გვსურს, შიმშილით მოკვდე, საბრალო ადამიანის შვილო. ასე არ არის, პიპ?
ჩირაღდნების შუქზე ნაპირის მოშორებით ვეება, შავი გემი ნოეს უკეთური კიდობანივით
აღმართულიყო. ფიცრებით აჭედილი და მძიმე ჯაჭვებშემოხვეული, ციხედ ქცეული გემი ჩემს
ბავშვურ თვალში თვითონაც შებორკილი პატიმარი იყო. დავინახეთ, ნავი ბორტს როგორ
მიადგა, პატიმარი ზედ ავიდა და თვალს მიეფარა. ამის შემდეგ ჩირაღდნები ნაპირიდან
წყალში ისროლეს და ცეცხლი შიშხინით ჩაქრა, თითქოს ამ კაცის აღსასრული დამდგარიყო.
6
მას მერე, რაც ქურდობის ბრალდება ასე მოულოდნელად მომეხსნა, ყველაფრის
გულწრფელად აღიარება მაინც არ მიფიქრია. თუმცა იმედი მაქვს, ამას, გარკვეულწილად,
კეთილი განზრახვაც ედო საფუძვლად.
არ მახსოვს, ოდნავი სინდისის ქენჯნა მაინც განმეცადოს მისის ჯოს წინაშე – მთავარი იყო,
რომ ჩემი დის სასჯელს ავცდი. მაგრამ ჯო მიყვარდა – შესაძლოა, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს
მართლაც გულკეთილი კაცი უფლებას მაძლევდა, მყვარებოდა – ამიტომ ჯოს წინაშე სინდისი
არ მასვენებდა. თავში მიტრიალებდა აზრი, მისთვის ყველაფერი მეთქვა (განსაკუთრებით
მაშინ, როცა ქლიბის ძებნას შეუდგა), მაგრამ ხმა არ ამომიღია, რადგან არ მინდოდა, ჯოს
იმაზე ცუდი ვგონებოდი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. მისი ნდობის დაკარგვისა მეშინოდა.
ძრწოლას მგვრიდა იმის წარმოდგენა, ბუხრის კუნჭულში როგორ ვიჯდებოდი და ამაოდ
ვეცდებოდი, ჩემი სამუდამოდ დაკარგული მეგობრის მზერა დამეჭირა. ამაზე ფიქრმა ენა
დამიბორკა. რამდენჯერაც თავისი ქერა ბაკენბარდების
ავილეწებოდი, ვაითუ ეჭვობს, შიგ კუპრი თუ ურევიაო. ერთი სიტყვით, რაც სწორად
მიმაჩნდა, იმის გასაკეთებლად ისევე არ მყოფნიდა გამბედაობა, როგორც იმის
არგასაკეთებლად არ მეყო, რასაც დანაშაულად ვთვლიდი. იმხანად სამყაროს სრულად
მოწყვეტილი ვიყავი და მის მრავალფეროვან მცხოვრებთაგან არავისთვის მიმიბაძავს;
როგორც ჭეშმარიტ თვითნაბად მოაზროვნეს, სამოქმედო გეზის არჩევა დამოუკიდებლად
მიწევდა.
მცურავ ციხეს როცა ოდნავ მოვშორდით, უკვე ისე მეძინებოდა, ჯომ კვლავ ზურგზე შემისვა
და სახლამდე მატარა. მისთვის ეს ძალზე დამღლელი გზა გამოდგა, რადგან მისტერ უოპსლს
სრულიად გამოეცალა ძალა და ისე წაუხდა გუნება, "ეკლესიის კარი ღია რომ ყოფილიყო",
ალბათ – ჯოთი და ჩემით დაწყებული – ექსპედიციის უკლებლივ ყველა მონაწილეს
განკვეთდა. რაკი მისი შესაძლებლობები ასე შორს არ ვრცელდებოდა, იმას დასჯერდა,
არცერთი გუბე ისე არ გამოეტოვა, შიგ რომ არ ჩავარდნილიყო. ეს სისხლის სამართლის
დანაშაული რომ ყოფილიყო, ჩამოხრჩობა არ ასცდებოდა. როცა ჩვენს სამზარეულოში
შესვლისთანავე სერთუკი გაიხადა და ბუხართან გასაშრობად მიაფინა, შარვლის ტოტებზე
საკმარისზე მეტი მამხილებელი ნივთმტკიცება აღმოაჩნდა.
ამასობაში ჯომ სამზარეულოს იატაკზე ჩამომსვა. ლოთივით ვბარბაცებდი, რადგან გზაში
ღრმად ჩამეძინა, ახლა კი სითბომ, სინათლემ და ლაპარაკმა გამომაფხიზლა. როცა გონს
მოვედი (რაშიც ჩემი დის მიერ ბეჭებზე სათითის
იმ საღამოს მეტი აღარაფერი მომისმენია, რადგან ჩემმა დამ ხელი დამავლო, აქაოდა,
ძილმორეული სახით პატიოსან საზოგადოებასთან ნუ მარცხვენო, და საძინებელში ისეთი
ძალით ამათრია, მეგონა, წყვილის ნაცვლად ორმოცდაათი ფეხსაცმელი მეცვა და ერთი
საფეხურიც არ გამომიტოვებია, თითოეულის ცხვირი ზედ რომ არ წამომეკრა. ჩემი გუნება-
განწყობა, რომლის მდგომარეობაც ზემოთ უკვე აღვწერე, მანამ შეიცვალა, ვიდრე დილა
გათენდებოდა და კიდევ დიდხანს გაგრძელდა მას მერეც, რაც ეს შემთხვევა თანდათან
დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გაიხსენებდნენ.
თავის დროზე ჯოს შეგირდად უნდა მივბარებოდი, მანამდე კი, ვიდრე ეს პატივი
მერგებოდა, მისის ჯო ფიქრობდა, რომ ჩემი განებივრება ან, როგორც ის ამბობდა, "ლოლიავი"
არ ღირდა, ამიტომ ჯოსაც ვეხმარებოდი სამჭედლოში და მეზობლებიც, თუკი რომელიმეს
ბოსტნიდან ფრინველების გაყრა, ქვების
არ მქონდა.
"ჩმო ზვირფასო ჯო იმედი მაქ კარგათ ხარ მე დიდდი იმეთი მაქს რო სუ მალე შენტს
გასშავლი შერას ჯო და მაგარი იქნება და მერე ჯო როცა წენი შეგირთი ვიქნები რა
ბედნიერება იქნება სიყვარულიდ პიპი".
– ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, – ამოვიოხრე და დაფას ეჭვით შევხედე. როცა ჯოს ეჭირა,
აშკარად დავინახე, რა აცაბაცა ნაწერიც გამომსვლოდა.
– აგერ "ჯ" გიწერია, – ჩააკვირდა ჯო, – ეს კიდევ უეჭველად "ო" უნდა იყოს. ჯ-ო, პიპ! ესე იგი –
ჯო!
ამ ერთმარცვლიანი სიტყვის გარდა არასოდეს გამიგონია, ჯოს რამე ხმამაღლა წაეკითხა. წინა
კვირას ეკლესიაში შევნიშნე, რომ თურმე ჩვენი
ლოცვების წიგნი შემთხვევით თვადაყირა მეჭირა და ჯოს ამით ხელი არ შეშლია. რაკიღა
გადავწყვიტე, დღევანდელი შემთხვევა იმის გასარკვევად
– განვაგრძო, პიპ? – ჯომ ნაწერს გულდაგულ გადახედა, – ერთი, ორი, სამი. აქ სამი "ჯ" გაქვს
და სამი "ო", ესე იგი, სამჯერ გიწერია "ჯო".
– მართლა, ჯო?
– აბა! ძალიან, – დამიდასტურა, – კარგი წიგნით ან გაზეთით ხელში ბუხართან ჯდომას
არაფერი მირჩევნია, – განაგრძობდა ჯო და თან მუხლებს ოდნავ ისრესდა, – იქაც რომ "ჯ"-
სა და "ო"-ს მიაგნებ და იტყვი: აი, "ჯო" ვიპოვე, მაშინ
მისი ამ ნათქვამიდან მივხვდი, რომ ჯოს განათლება, ორთქლის ძალის გამოყენებისა არ იყოს,
ჯერ კიდევ ჩანასახში იყო. ბოლოს მაინც ჩავეკითხე:
– არა, პიპ.
– რატომ და, – ჯომ საჩხრეკი აიღო და გისოსის ძირში ნაკვერჩხლების ჩხრეკას შეუდგა. ეს მისი
ჩვეული საქმიანობა იყო, როცაკი რამეზე
– ჰო, ჯო.
– ჰოდა, მე და დედა ამის გამო მამას რამდენჯერმე გავექეცით. დედა სამუშაოს იშოვიდა
და მეტყოდა: "ჯო, ღვთის შეწევნით, ამიერიდან ისწავლი
კიდეც, შვილო" და სკოლაშიც მიმაბარებდა. მაგრამ მამაჩემი ისეთი გულკეთილი კაცი იყო,
უჩვენოდ სულ ვერ ძლებდა. მოგვადგებოდა, ხალხს შეყრიდა და სახლთან ისეთ ალიაქოთს
ატეხდა, რომ დიასახლისი იძულებული ხდებოდა, თავიდან მოვეცილებინეთ. ჩვენ თავს
მამას ატანდა, მას კი შინ მივყავდით და ისევ ძველებურად გვირტყამდა. ჰოდა, ამის გამო,
პიპ, – ჯომ თავისი ფიქრიანი საქმიანობა შეწყვიტა და ამომხედა, – სწავლაში ძლიერ
მეშლებოდა ხელი.
– რა გასაკვირია, საბრალო ჯო!
– ჰო, – განაგრძო ჯომ, – მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შემოდგას ცეცხლზე ქვაბი, პიპ, სხვანაირად
სადილი არ მომზადდება, ხომ გესმის?
– ამიტომაც მამაჩემი იმის წინააღმდეგი არ ყოფილა, მუშაობა რომ დამეწყო, ჰოდა, მეც
ჩემს დღევანდელ ხელობას დავეუფლე, რომელიც მისი ხელობაც იყო, თუმცა თითქმის არც
გამოუყენებია. ვმუშაობდი და მერე როგორ ვმუშაობდი, პიპ! მოგვიანებით, მამასაც ვარჩენდი
და მანამ ვარჩინე, ვიდრე ეპილეფსიის შეტევამ
არ იმსხვერპლა. მინდოდა, მის საფლავზე ასეთი წარწერა ამომეტვიფრა: "თუმცა იყო ცოდვით
კრული, მას კეთილი ჰქონდა გული".
ჯომ ეს ლექსი ისეთი სიამაყითა და გამოთქმით წარმოთქვა, რომ ვკითხე, თვითონ ხომ არ
შეუთხზავს.
– მე თვითონ, – დამიდასტურა ჯომ, – თვითონ, თანაც ერთ წამში. აი, ნალს რომ ერთადერთი
დარტყმით გამოყედავ, ისე. ცხოვრებაში ასე არაფერი გამკვირვებია, უცებ ვერც კი დავიჯერე,
ეს როგორ გამომივიდა. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, პიპ, მისი საფლავის ქვაზე ამ წარწერის
ამოტვიფვრა მინდოდა, მაგრამ ლექსს ფული სჭირდება, რაგინდ წვრილი ასოებით წააწერო;
ჰოდა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. დაკრძალვა ისედაც ძვირი დამიჯდა, დარჩენილი
ფული კი სულ დედაჩემს მოვახმარე. უსაშველოდ ავადმყოფობდა, მთლად მოტეხილი იყო და
დიდი დრო არ გასულა, საბრალო ქალმაც თავისი წილი სიმშვიდე ჰპოვა.
ჯოს ცისფერი თვალები ოდნავ დაენამა. ჯერ ერთი მოისრისა, მერე – მეორე, თანაც ყველაზე
შეუფერებლად და მოუხერხებლად – საჩხრეკის ტარის მრგვალი ბოლო ამოისვა.
– ამის შემდეგ აქ მარტო დავრჩი, – განაგრძო ჯომ, – სულ მარტო. მერე კი შენი და გავიცანი.
და უნდა გითხრა, პიპ, – ისე დაჟინებით შემომხედა, თითქოს წინდაწინ იცოდა, არ
დავეთანხმებოდი, – შენი და დიდებული ქალია.
– სულ ერთია, ნათესავებსა თუ ხალხს ამაზე რაც უნდა ეთქვათ, – ჯომ ყოველი სიტყვის
წარმოთქმისას საჩხრეკი გისოსს დაჰკრა, – შენი... და... დიდებული... ქალია!..
– მეც, – მაშინვე ამყვა ჯოც, – მეც მიხარია, რომ ასე ვფიქრობ, პიპ. ცოტაოდენი სახის სიწითლე
თუ აქა-იქ მსხვილი ძვალი – ამას ჩემთვის არავითარი
– რა თქმა უნდა! – დამიდასტურა ჯომ, – სწორედაც რომ ასეა, მართალი ხარ, ძმობილო! როცა
შენი და გავიცანი, ყველა იმაზე ლაპარაკობდა, როგორ გაჭმევდა და გზრდიდა საკუთარი
ხელით. ხალხი ამას შენს დას დიდ სიკეთედ უთვლიდა
და მეც ასე ვფიქრობდი. შენ კი, – ისეთი სახით განაგრძო ჯომ, თითქოს რაღაც ყოვლად
ამაზრზენი დაანახესო, – რომ გენახა, რა უდღეური და შეუხედავი იყავი, მერწმუნე, შენს
თავზე ძალიან არასახარბიელო აზრი შეგექმნებოდა!
ტირილი ამივარდა, ჯოს შემოვეხვიე და პატიება ვთხოვე, მანაც საჩხრეკი დააგდო და გულში
ჩამიკრა, თან ბუტბუტებდა:
– ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ და მუდამ მეგობრებად დავრჩებით, პიპ, ნუ ტირი,
ძმობილო!
– აი, ასეა საქმე, პიპ, ჰო, ასეა ჩვენი საქმე. ოღონდაც, ეგ არის, პიპ, როცა ჩემ მეცადინეობას
შეუდგები (მე კი, წინასწარ გეუბნები, სწავლაში სუსტი ვარ, ძალზე სუსტი), აჯობებს, მისის
ჯომ ჩვენს წამოწყებაზე არაფერი იცოდეს. ეს როგორდაც ეშმაკურად უნდა მოვაწყოთ, პიპ, და
ახლავე გეტყვი, რატომაც.
ხომ არ მიათხოვა-მეთქი.
– ხელისუფალს რომ ვამბობ, – ამიხსნა ჯომ, – იმას ვგულისხმობ, რომ ის ჩემი და შენი
ხელისუფალია.
‒ ႭჃ
– წამით მოიცადე, პიპ, ვიცი, რისი თქმაც გინდა, მაგრამ მოიცადე. არ უარვყოფ, შენი და
ზოგჯერ ნამდვილი ტირანივით გვეპყრობა. არც იმას უარვყოფ, ჩვენ ცემა-ტყეპას რომ არ
თაკილობს და ზოგჯერ გვარიანადაც გვალილავებს
ეს სიტყვა ისეთნაირად წარმოთქვა, თითქოს წინ, სულ ცოტა, ათი ასომთავრული "უ"
ჰქონოდა.
– ჰო, ჯო.
– ჰმ, – ჯომ საჩხრეკი მარცხენა ხელში გადაიტანა, რადგან მარჯვენით ბაკენბარდის მოწიწკნას
აპირებდა. ვიცოდი, მისი ამ უწყინარი ჟესტისაგან კარგი არაფერი იყო მოსალოდნელი, – შენი
და ჭკუის კოლოფია. ჭკუის კოლოფი.
– რას და შენს დას, – მერე მზერა მომაცილა, კვლავ თავის ბაკენბარდს მიუბრუნდა და
მსჯელობა განაგრძო, – მე კი ჭკუით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნი. და, რაც მთავარია, პიპ,
ამას ძალიან სერიოზულად გეუბნები, ძმობილო, საბრალო დედაჩემი სულ თვალწინ მყავდა,
თავისი დღე და მოსწრება წვალობდა, წელზე ფეხს იდგამდა, ათას განსაცდელს უძლებდა და
წამითაც არ ჰქონია მოსვენება. ჰოდა, ძალიან ვშიშობ, ისეთი რამ არ ჩავიდინო, მამაკაცმა
ქალს რომ არ უნდა აკადროს. ამიტომაც მირჩევნია, ისევ მე დავიჩაგრო. ეჰ, ნეტავ
მხოლოდ მე ვიყო ამ დღეში, პიპ; ნეტავ შენ მაინც აგცდენოდა საღიტინოთი ცემა-ტყეპა,
ძმობილო. რომ შემეძლოს, შენს წილ განსაცდელსაც ჩემს თავზე ავიღებდი. მაგრამ რაც არის,
არის. ასეა და ვეღარაფერი გაეწყობა. ასე რომ, ეცადე, ამ უსიამოვნებებს ყურადღება არ
მიაქციო, პიპ.
ჯომ ცეცხლი გააჩაღა, ბუხრის წინ იატაკი მოგავა და მერე ორივენი გარეთ გავედით, რათა
ყური დაგვეგდო, ორთვალა ხომ არ მოდიოდა. მშრალი და სუსხიანი ღამე იდგა, ყინვისაგან
ყველაფერი თეთრი და გაფიჩხული იყო. გავიფიქრე: ამაღამ ვინმე ჭაობების გარშემო რომ
იმალებოდეს, უეჭველად
– მაშ, ასე, – წამოიწყო მისის ჯომ, თან ნაჩქარევად და აღელვებით შემოიხსნა თბილი
მოსასხამი, ქუდი კი მხრებზე გაიდო, სადაც ის ბაწრებით ჩამოეკიდა, – თუკი ეს ბიჭი ამ
საღამოს ჩემი მადლიერი არ იქნება, მთლად უმადური ყოფილა! შევეცადე,
შეძლებისდაგვარად მადლიერი იერი მიმეღო, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ
წარმოდგენაც კი არ მქონდა, ჩემგან მადლიერებას
რატომ ითხოვდნენ.
ქალი? ვინ ქალი? ჯოს გავხედე და წარბებისა და ტუჩების მოძრაობით შევეკითხე: "ქალი?"
მანაც ზუსტად იმავე მოძრაობებით იგივე კითხვა დამისვა. როგორც კი მისის ჯომ ჩვენ
უსიტყვო დიალოგს თვალი მოჰკრა, ჯომ ჩვეული შემრიგებლური ჟესტით მოისვა ცხვირზე
ხელი და ცოლს თვალი გაუსწორა.
– რაო? – ანჩხლი კილოთი ჩაეკითხა ჩემი და, – რას მომშტერებიხარ? ცეცხლი მიკიდია თუ?
– რაო, ჩვენს სოფელშიც იცნობ ვინმე მის ჰევიშემს? – მიუგო მისის ჯომ, – მის ჰევიშემს სურს,
ამ ბიჭმა მასთან იაროს და იქ ითამაშოს. ივლის კიდეც, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. და,
ერთი გაბედოს და არ ითამაშოს, – ამ სიტყვებზე თავის მრისხანე კანტურით ლაღი და
ხალისიანი თამაშისკენ მომიწოდა, – თუ არა და ვუჩვენებ სეირს.
ქალაქში მცხოვრები მის ჰევიშემის შესახებ მსმენოდა – მის შესახებ რამდენიმე მილის
მანძილზე ყველას სმენოდა. ვიცნობდით, როგორც ძალზე მდიდარ და პირქუშ ქალბატონს,
რომელიც მძარცველებისაგან ნამდვილი
– ვიღაცამ ახსენა, – ისევ თავაზიანად მიანიშნა ჯომ, – უნდა, მასთან იაროს და იქ ითამაშოსო.
– მერე? განა არ შეეძლო მის ჰევიშემს ბიძია პამბლჩუკისთვის ეკითხა, ისეთ ბიჭს ხომ არ
იცნობ, ჩემთან სიარული რომ შეეძლოსო?! ნუთუ ასე ძნელია, მაგ სულელი თავით დაუშვა,
რომ ბიძია პამბლჩუკი მისი მოიჯარეა და ზოგჯერ, ყოველ კვარტალში ან წელიწადში
ორჯერ, ამას აღარ დავაზუსტებ, ამდენს რა მოგაფიქრებს... მაგრამ ზოგჯერ მასთან ქირის
გადასახდელად დადის? და რომ მის ჰევიშემმა ერთხელაც ჰკითხა, ისეთი ბიჭი ხომ არ
ეგულება, მის სახლში სიარული და თამაში რომ შეეძლოს? ჰოდა, ბიძია პამბლჩუკმა,
რომელიც ჩვენზე სულმუდამ ფიქრობს და ზრუნავს, თუმცა, შესაძლოა, შენ ასე არ ფიქრობდე,
ჯოზეფ, – ქალმა ისეთი საყვედურით შეხედა ჯოს, თითქოს მასზე უმადური
– არა, ჯოზეფ, – ისევ საყვედურის კილოთი ჩაურთო მისის ჯომ, ვიდრე ჯო ისეთი სახით
ისრესდა ცხვირს, თითქოს ბოდიშს იხდისო, – ჯერ ყველაფერი არ გაგიგია, თუმცა, შეიძლება,
გგონია, საქმის არსს ჩასწვდი. მე კი არა მგონია, შენი
ამ სიტყვებით თავს ისე დამაცხრა, როგორც არწივი ბატკანს. სახით ხის ვარცლში ჩამაყუდა,
თავით – წყლის ჭავლქვეშ და იმდენ ხანს მსაპნა, მხეხა, მზილა, მჯიჯგნა და მამშრალა, რომ
გონზე აღარ ვიყავი (უნდა შევნიშნო, დღესდღეობით მცხოვრებ ყველა ბრძენზე უკეთ გავეცანი
ადამიანის პირისახეზე ჯვრისწერის ბეჭდის უსიამო ზეგავლენას).
საშინლად ვიწრო, ყველაზე მტანჯველი კოსტიუმი ჩამაცვეს, რომელშიც თავს ისე ვგრძნობდი,
როგორც ნორჩი პატიმარი ჯვალოში. ამის შემდეგ ჩემი თავი მისტერ პამბლჩუკს გადასცეს,
მანაც ისეთი ოფიციალური გამომეტყველებით მიმიღო, გეგონება შერიფი ყოფილიყო და
საგანგებოდ ჩემ გასაგონად წარმოთქვა
შემდეგი სიტყვა (ვიცოდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი სული ჰქონდა, ამის
საშუალება მისცემოდა):
– ნახვამდის, ჯო!
უნდა ყოფილიყო, რადგან მაღაზიაში უამრავი ციცქნა უჯრა ჰქონია. როცა ერთ-ორ ასეთ
უჯრაში ჩავიჭყიტე, რომლებიც იატაკთან იყო ახლოს, და შიგ ბაწარშემოხვეული
ყავისფერი ქაღალდის შეკვრები დავინახე, გავიფიქრე, ყვავილების თესლებსა და ბოლქვებს,
ალბათ, მზიან დღეს როგორ
არადა ასეთი წნეხის ქვეშ, უცხო ადგილას, თანაც მშიერ კუჭზე ასეთი რთული კითხვისათვის
რანაირად უნდა მეპასუხა? ძალიან მშიოდა, მაგრამ ვიდრე ლუკმის გადაყლაპვას
მოვასწრებდი, მიმატება-გამოკლების მაგალითები
ამიტომაც ვიგრძენი შვება, როდესაც ათი საათი შესრულდა და მის ჰევიშემთან წასვლის
დრო მოვიდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ
ქალბატონის ჭერქვეშ. თხუთმეტ წუთში მივადექით მის ჰევიშემის სახლს – ძველი აგურით
ნაშენებ, უამრავი რკინის გისოსით დაცულ პირქუშ შენობას. სახლის წინ ეზოსაც გისოსი
ჰქონდა შემოვლებული, ჭიშკრის ზარი დავრეკეთ და კარგა ხანს ველოდეთ, ვიდრე
სახლის ერთ-ერთი ფანჯარა გაიღო და იქიდან წკრიალა ხმამ გამოგვძახა: "გვარი?" რაზეც
ჩემმა მეგზურმა უპასუხა: "პამბლჩუკი". იმავე ხმამ მიუგო: "სწორია". ფანჯარა დაიკეტა, სულ
ცოტა ხანში კი ეზოს ბილიკზე გასაღებმომარჯვებული ქალიშვილი გამოჩნდა.
– ეს პიპი გახლავთ, – უთხრა მისტერ პამბლჩუკმა.
– თუკი მის ჰევიშემს სურს ჩემი ნახვა, – უპასუხა, ცოტა არ იყოს, დარცხვენილმა მისტერ
პამბლჩუკმა.
– ყმაწვილო, გახსოვდეს, შენი საქციელით ისინი უნდა ასახელო, ვინც საკუთარი ხელით
გაგზარდა! – ერთხანს კიდევ ვერ მოვიცილე იმის ბუნდოვანი მოლოდინი, რომ მისტერ
პამბლჩუკი მობრუნდებოდა და ჭიშკრის იქიდან მკითხავდა: თექვსმეტიც რომ მივუმატოთ?
მაგრამ ის აღარ მობრუნებულა.
– ახლა რომ აქ ლუდი მოხარშონ, უთუოდ მჟავე გამოდგება, როგორ ფიქრობ, ბიჭუნავ?
– თუმცა ამას არც არავინ აპირებს, – განაგრძო გოგომ, – ამ ლუდსახდელის საქმე წასულია, ასე
იდგება, ვიდრე არ ჩაინგრევა. კარგი ლუდი კი სასახლის სარდაფებში საკმაოდ მოიძევება.
– ასეა, – მიპასუხა, – მაგრამ თავის დროზე ის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე გგონია. ასე
იმიტომ დაარქვეს, რომ ვინც ამ სახლში იცხოვრებდა, სხვა აღარაფერს მოისურვებდა.
როგორც ჩანს, წინათ ადამიანები ძალზე მცირედით კმაყოფილდებოდნენ. წამოდი, ნუღარ
ყოვნდები, ბიჭუნავ.
ორი სქელი ჯაჭვით იყო გადაღობილი. მაშინვე თვალში მეცა, რომ დერეფანში სრულიად
ბნელოდა. ქალიშვილს იქვე, გასასვლელთან ანთებული სანთელი დაეტოვებინა; აიღო და წინ
გამიძღვა. ახალ-ახალი დერეფნები გავიარეთ, კიბე ავიარეთ, ყველგან კვლავ უკუნი სუფევდა,
მხოლოდ ჩვენი სანთელი კვეთდა ბნელს.
– შედი.
რის შემდეგაც გამშორდა და, რაც ყველაზე უარესი იყო, სანთელი თან გაიყოლა.
ეს არ მესიამოვნა, ცოტა არ იყოს, შევშინდი კიდეც. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, კარზე
დავაკაკუნე და შიგნიდან გამომძახეს, შემოდიო. თაფლის სანთლებით გაკაშკაშებულ, დიდ
ოთახში აღმოვჩნდი. დღის სინათლის
პატიოსანი თვლები უბზინავდა, მაგიდაზეც ძვირფასი სამკაულები ელაგა. რაც ტანთ ეცვა,
შედარებით იმაზე მოკრძალებული კაბები და სანახევროდ ჩალაგებული ჩემოდნები
მთელ ოთახში იყო მოფანტული. ქალს ჩაცმა ჯერაც არ დაესრულებინა – მხოლოდ ცალი
ფეხსაცმელი ეცვა, მეორე იქვე, მაგიდაზე იდო. ფატაც სანახევროდ ჰქონდა თმაზე მიბნეული.
არც ძეწკვიანი საათი ეკეთა,
– პიპი, მემ.
– პიპი?
– აბა, შემომხედე, – მითხრა მის ჰევიშემმა, – არ გეშინია ქალის, რომელსაც მას მერე, რაც შენ
დაიბადე, მზის სინათლე არ უნახავს?
სინანულით უნდა ვაღიარო, რომ იმ უდიდესი ტყუილის თემა არ შემშინებია, რასაც ჩემი
მოკლე "არა" შეიცავდა.
– რა მაქვს აქ?
– გული.
ამის შემდეგ ერთხანს კიდევ იფარებდა გულზე ხელებს, ბოლოს ნელა დაუშვა, თითქოს
ძალიან დამძიმებოდა.
– დავიღალე, – მითხრა მის ჰევიშემმა, – რამე თავშესაქცევი მჭირდება, ქალები და კაცები კი
უკლებლივ მძულს. ითამაშე!
ჩემი დის მუქარა, თუ არ ითამაშებ, სეირს გიჩვენებო, იმდენად ცხადად მახსოვდა, რომ წამით
შეშლილი აზრი მომივიდა: ოთახისათვის სირბილით წრე დამერტყა და მისტერ
პამბლჩუკის ორთვალაში შებმული ცხენი განმესახიერებინა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ
ამგვარი წარმოდგენა ჩემს ძალებს განუზომლად აღემატებოდა. ამის გაკეთება არც მიცდია,
კვლავაც უძრავად ვიდექი და მის ჰევიშემს იმ გამომეტყველებით მივჩერებოდი, როგორც
ჩანს, ჯიუტობაში რომ ჩამითვალა, რადგან მას მერე, რაც ერთმანეთის ცქერით გული
ვიჯერეთ, მკითხა:
– არა, მემ, ძალიან ვწუხვარ თქვენ გამო და იმის გამო, რომ ახლა ვერ ვთამაშობ. ჩემს
დასთან თუ მიჩივლებთ, ცუდ დღეს დამაწევს. მერწმუნეთ, რომ შემეძლოს, ვითამაშებდი,
მაგრამ აქაურობა ისე მეუცხოება, აქ ჩემთვის ყველაფერი ისე უცნაური, დიდებული და...
ნაღვლიანია... – უმალ დავდუმდი შიშით, ვაითუ ზედმეტი წამომცდეს ან უკვე წამომცდა-
მეთქი, რის შემდეგაც კვლავ ერთმანეთს მივაჩერდით.
შეკვეთით თამაში. მაგრამ, როგორც იქნა, გამომეხმაურა და მისი სანთლის შუქმა ბნელ
დერეფანში ვარსკვლავივით გამოანათა.
მის ჰევიშემმა ანიშნა, ახლოს მისულიყო. მერე მაგიდიდან სამკაული აიღო და ქალიშვილის
ნორჩ ყელსა და მბზინავ, წაბლისფერ თმას მოარგო.
– ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი შენი იქნება, შენ მაინც ხომ შეძლებ ამ ყველაფრის
საუკეთესოდ გამოყენებას. ახლა კი მინდა, ამ ბიჭს ბანქო ეთამაშო, მე კი გიყურებთ.
ვიდრე ვთამაშობდით, მის ჰევიშემი გვამივით იჯდა. კაბის მაქმანები და არშია თითქოს
მოყვითალო-მორუხო ქაღალდისგან ჰქონდა გამოჭრილი. იმხანად არაფერი ვიცოდი
საუკუნეების წინათ დამარხული გვამების შესახებ, რომლებიც აღმოჩენისთანავე მტვრად
იშლებიან; მაგრამ მას მერე ხშირად მიფიქრია, ეს ქალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს
რაწამსაც მზის შუქი მოხვდებოდა, მაშინვე ნაცარტუტად იქცეოდა.
– ეს ბიჭუნა მეფეებს პაპებს ეძახის! – დამცინავად შენიშნა ესტელამ, ვიდრე პირველ თამაშს
დავასრულებდით, – თანაც რა მოუვლელი ხელები აქვს! რა უხეში ფეხსაცმელი!
მანამდე არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი ხელებისა უნდა შემრცხვენოდა. ახლა კი მართლაც
მომეჩვენა, რომ ხელები არ მივარგოდა. ესტელას ზიზღი იმდენად ძლიერი იყო, მალევე მეც
გადმომედო.
– შენ რომ ესტელაზე არაფერს ამბობ? – მომიბრუნდა მის ჰევიშემი, რომელიც მთელი ამ ხნის
განმავლობაში ყურადღებით გვადევნებდა თვალს, – ის შენზე ბევრ უსიამოს ამბობს, შენ
კი?... რა აზრის ხარ მასზე?
– ამის თქმას არ ვისურვებდი, – ამოვილუღლუღე.
– კიდევ?
– კიდევ?
– კიდევ?
– შინ მალე წახვალ, – ხმამაღლა მიპასუხა მის ჰევიშემმა, – ოღონდ ჯერ თამაში დაასრულე.
– არა, არა! კვირის დღეებზე არავითარი წარმოდგენა არ მაქვს. არც თვეებზე თუ წლებზე.
ექვსი დღის შემდეგ ისევ მოხვალ, გასაგებია?
– დიახ, მემ.
სანთლის შუქს კიბეზე ჩავყევი, მერე მაღლა ავყევი, ბოლოს გოგომ ის იმავე
ადგილას შემოდგა, სადაც შემოსვლისას დაგვხვდა. ვიდრე კარი არ გააღო, უკვე დაღამებული
მეგონა. მაგრამ მერე მზის კაშკაშა სინათლე უეცრად თავს დამატყდა და გამაბრუა. ასე
მეგონა, იმ უცნაურ ოთახში, სანთლის შუეზე, მრავალი საათი გავატარე.
დამრჩა. მათი შეზიზღება წინათ თავში არ მომსვლია, ახლა კი ჩემმა მდაბიურმა იერმა ძალიან
შემაწუხა. გადავწყვიტე, ჯოსთვის მეკითხა, რატომ მასწავლა ბანქოს მეფეების პაპებად
მოხსენიება. გული დამწყდა: ნეტავ ჯო უფრო დახვეწილად აღეზარდათ და ეს მეც
გამომადგებოდა-მეთქი.
ესტელამ პური, ხორცი და მომცრო ტოლჩით ლუდი გამომიტანა. ტოლჩა ეზოს ქვაფენილზე
დადგა, პური და ხორცი კი ისე გამომიწოდა, ჩემკენ არ გამოუხედავს, თითქოს დამნაშავე
ძაღლი ვყოფილიყავი. თავი იმდენად შურაცხყოფილად, ნაწყენად, გულნატკენად,
გაწბილებულად ვიგრძენი – მხოლოდ ღმერთმა უწყის, ჩემი განცდისათვის რა უნდა
მეწოდებინა – რომ თვალები ცრემლით ამევსო. როგორც კი გოგომ ეს შენიშნა, იმწამსვე
მომაპყრო მზერა, თითქოს ესიამოვნა, მის გამო რომ ავტირდი. ამან ძალა მომანიჭა. ცრემლი
უკან შევიბრუნე და თვალი გავუსწორე. მან კი აგდებით აიქნია თავი, თუმცა, მგონი, მიხვდა,
გამარჯვება ნაადრევად რომ იზეიმა და წავიდა.
ჭიშკარს მოვეფარე, ქვის კედელს მკლავით დავეყრდენი, სახე ხელებში ჩავრგე და ავტირდი.
ვქვითინებდი, კედელს ფეხს ვურტყამდი, თმას ვიწიწკნიდი, იმდენად დამძიმებული მქონდა
გული, იმდენად მწარე იყო ის უსახელო ტკივილი, რომელიც ჩემი არსებიდან გარეთ
გამოღწევას ლამობდა.
ჩემი დის მბრძანებლობამ გრძნობები მეტისმეტად გამინატიფა. სულ ერთია, ვინც უნდა
ზრდიდეს ბავშვს, ის თავის ციცქნა სამყაროში არაფერს ისე მძაფრად
ჭოკის კენწეროზე ისე ირწეოდა, შიგ მტრედებს რომ ეცხოვრათ, უთუოდ თავს შუა ზღვაში,
ტალღებზე მოქანავე ხომალდზე იგრძნობდნენ. მაგრამ სამტრედეში მტრედები არ
ბინადრობდნენ, არც საჯინიბოში – ცხენები, არც ფარდულში – ღორები. საკუჭნაოში
მარცვლეულის ნასახიც კი არ ჩანდა. ქვაბებიდან ლუდის სუნიც კი არ ამოდიოდა. თითქოს
მთელი სურნელი და სიცოცხლე ლუდსახდელს კვამლის უკანასკნელ ქულასთან ერთად
სამუდამოდ მოსწყდა. გვერდით
მდებარე ეზოში ცარიელი კასრები იყო დახვავებული – უკეთესი დღეებიდან ჯერ კიდევ
შერჩენოდათ მომჟავო სუნი, თუმცა ამ სუნის მიხედვით მათში ოდესღაც ჩასხმულ ლუდზე
წარმოდგენას ვერ შეიქმნიდით – ვფიქრობ, განდეგილის ყოფაც სწორედ ასევე განსხვავდება
მისი განვლილი ცხოვრებისაგან.
სწორედ იქ, იმ ადგილას, ჩემმა წარმოსახვამ ერთი უცნაურობა ჩაიდინა. რაც ვნახე, მაშინვე
ძალიან უჩვეულო მოვლენად ჩავთვალე, მაგრამ წლების შემდეგ ბევრად უფრო უჩვეულოდ
მივიჩნიე. თვალები სუსხიან სივრცეში ცქერით ჯერაც დაბინდული მქონდა და ჩემს
სიახლოვეს შენობის დაბალ თაღს რომ ავხედე, კოჭზე კისრით ჩამოკიდებული ფიგურა
დავინახე. ქალის ფიგურა იყო, სულ მთლად მოყვითალო თეთრი ქსოვილით შემოსილი,
ცალი ფეხსაცმლით. ისე ახლოს ეკიდა, რომ ცხადად გავარჩიე კაბის დაძენძილი მაქმანი,
რომელიც რუხ ქაღალდს მიუგავდა. თვითონ კი სახით ზედგამოჭრილი მის ჰევიშემი იყო
და ყველა ნაკვთი ოდნავ უთრთოდა, თითქოს მიხმობდა და მემუდარებოდა. შიშმა შემიპყრო,
განსაკუთრებით იმის გამო, რომ ფიგურა წამის წინ იქ არ ეკიდა, ადგილს მოვწყდი და
გავიქეცი, მაგრამ მაშინვე ისევ მისკენ გავწიე. ძრწოლა გამიასმაგდა, როცა ის ადგილი
ცარიელი დამხვდა.
მოუვლელი ხელები და უხეში ფეხსაცმელი ახარებდა. მერე ჭიშკარი გამიღო და, ვიდრე
გავიდოდი, ხელით ეკავა. ჭიშკარში გასვლისას მისთვის თვალი არ გამისწორებია, მაგრამ
თვითონ გამომწვევად შემახო ხელი.
– რატომ არ ტირი?
9
როცა სახლში მივედი, ჩემმა დამ მოინდომა, მის ჰევიშემის შესახებ ყველაფერი
სცოდნოდა, ამიტომ უამრავი შეკითხვა მომაყარა. მაშინვე ქეჩოშიც მირტყა და ბეჭებზეც,
შუბლიც არაერთხელ მიმახლევინა კედელზე, რაკიდა ამ შეკითხვებზე სათანადოდ ვრცლად
ვერ ვუპასუხე.
ყველა ბავშვი, რომელიც ჩემსავით ძლიერი შიშითაა შეპყრობილი, ფიქრობს, ვაითუ ვერ
გამიგონო (მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მხრივ გამონაკლისს არ
წარმოვადგენდი) და ხშირად ბავშვის გულჩათხრობილი და უტყვი ხასიათი სწორედ ამით
შეიძლება აიხსნას. ვგრძნობდი, მის ჰევიშემი ისე რომ აღმეწერა, როგორც ის ჩემმა თვალებმა
დაინახა, ჩემს მონათხრობს
ვერავინ გაიგებდა. მეტიც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არც მის ჰევიშემს გაუგებდნენ.
მართალია, ეს ქალბატონი ჩემთვისაც სრულიად ამოუცნობი იყო, მაგრამ მაინც ერთგვარ
უღირს ღალატად მივიჩნიე ჩემი დის განსასჯელად მისი (მის ესტელაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ) პიროვნების გამოყვანა. შედეგად, რაც შემეძლო, ნაკლები მოვუყევი და ამიტომაც
სამზარეულოს კედელზე არაერთხელ მახლევინა თავი.
ჩემმა დამ მოუთმენლად შეიცხადა და უკვე მზად იყო, თმაში მწვდომოდა – არც არავინ
მყავდა მოსარჩლე, რადგან ჯო ამ დროს სამჭედლოში მუშაობდა – მაგრამ უეცრად მისტერ
პამბლჩუკი წინ გადამეღობა.
– აბა! მაშ, ორმოცდასამი პენსი რამდენია? – რაზეც კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ვუპასუხე, არ
ვიცი-მეთქი.
რომ მის ჰევიშემი არასოდეს ენახა, რადგან მას ჩემს აღწერასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
პამბლჩუკმა, – აი, როგორი მიდგომა სჭირდება! მგონი, გასაღები მოვუძებნეთ, არა, მემ?
– რა თქმა უნდა, ბიძია! – უთხრა მისის ჯომ, – ნეტავ, უფრო ხშირად უწევდეს თქვენთან
ყოფნა! ამ ბავშვს მხოლოდ თქვენ თუ მოარჯულებთ.
– მაშ, კარგი, ყმაწვილო, – განაგრძო მისტერ პამბლჩუკმა, – რას აკეთებდა მის ჰევიშემი, როცა
მასთან მიხვედი?
– ეტლში იჯდაო?
– დიახ, – დავუდასტურე მაშინვე, – და მის ესტელა (მგონი, მისი დისშვილია) ეტლის
ფანჯრიდან ოქროს ლანგრით ნამცხვარსა და ღვინოს აწვდიდა. ყველანი ოქროს თეფშებიდან
მივირთმევდით ნამცხვარს; ღვინოსაც ვსვამდით. მე ჩემი ნამცხვრით ეტლის უკან,
სატერფულზე შემოვჯექი, იმიტომ, რომ მის ჰევიშემმა ასე მიბრძანა.
– დიდი თუ პატარა?
– კი მაგრამ, ღვთის გულისათვის, მაინც სად იდგა ეს ეტლი? – იკითხა ჩემმა დამ.
– ასეთი რამ შესაძლებელია, ბიძია? – დაეჭვდა მისის ჯო, – ეს ბიჭი რაღაც სისულელეს ამბობს.
– ჰო, – თამამად განვაგრძე, – ესტელამ ლურჯი დროშა აიქნია, მე – წითელი, მის ჰევიშემს კი
ციცქნა ოქროსფერი, ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა ეჭირა
კითხვების დასმა რომ განეგრძოთ, უთუოდ გავცემდი თავს, რადგან უკვე მოვიფიქრე მეთქვა,
რომ მის ჰევიშემის ეზოში ვეება საჰაერო ბურთი ება. თუმცა ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი,
ხომ არ ჯობდა, მსმენელები ლუდსახდელში დამწყვდეული ცოცხალი დათვით გამეოცებინა.
მხოლოდ იმან გადამარჩინა, რომ ჩემ მიერ უკვე მოყოლილზე მსჯელობით გაერთნენ. ამ
საუბარმა მანამ გასტანა, ვიდრე ჯო საქმეს მოამთავრებდა და ჩაის დასალევად შემოვიდოდა.
ჩემმა დამ – უფრო საკუთარი განცდების ამოსაფრქვევად, ვიდრე ჯოს ცნობისმოყვარეობის
დასაკმაყოფილებლად, ჩემი გამოგონებული თავგადასავლები წვრილად
ჩაუკაკლა.
ჯომ ცისფერი თვალები ჭყიტა და, თითქოს შველას დაეძებსო, გაოცებით შემოავლო
მთელ სამზარეულოს. აი, მაშინ კი შემაწუხა სინდისმა. თუმცა – მხოლოდ ჯოს მიმართ,
დანარჩენ ორს ეს არანაირად არ ეხებოდა. მხოლოდ და მხოლოდ ჯოს წინაშე, თავს პატარა
ურჩხულად ვგრძნობდი. ამასობაში კი უფროსები იმაზე ბჭობდნენ, თუ რა სარგებელს
მომიტანდა მის ჰევიშემთან სიარული. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მის ჰევიშემი ჩემთვის
"რამეს გააკეთებდა". მაგრამ რა ფორმით გამოხატავდა თავის წყალობას, ამასთან
დაკავშირებით
– თუკი შენი სულელი ტვინით უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე, – მკაცრად განუცხადა ჩემმა
დამ, – და თუკი საქმე გაქვს გასაკეთებელი, გიჯობს, წახვიდე და მიხედო, – ჯოც წავიდა.
– მართლა? – ჯომ ცეცხლთან დაბალი სკამი მიაჩოჩა, – მაშ, მითხარი, რა ხდება, პიპ.
– ჯო, – მის აკაპიწებულ სახელოს ორი თითით გრეხა დავუწყე, – ხომ გახსოვს, მის ჰევიშემზე
რაც მოგიყევით?
– აბა, მაშ, როგორ? – გაოცდა ჯო, – როგორ არ მახსოვს! სასწაულია!
– რას ამბობ, პიპ? – კიდევ უფრო გაოცდა ჯო, – იმის თქმა გინდა, რომ...
– მაგრამ სულ ტყუილი ხომ არაა? ნუთუ შავი ეტლი იქ საერთოდ არ ყოფილა?
– პასუხად მხოლოდ მდუმარედ გავაქნიე თავი, – მაგრამ ძაღლები მაინც ხომ იყვნენ? პიპ,
კარგი, რა, – ჯო თითქოს ჩემ დაყოლიებას ცდილობდა, – კატლეტი,
– არა, ჯო.
– პიპ, ძმობილო, ასე არ ვარგა! თავადვე დაფიქრდი, ასე შორს ვერ წახვალ!
– თვითონაც არ ვიცი, ჯო, – მის სახელოს ხელი ვუშვი, ნაცარში ჩავჯექი და თავი ჩავქინდრე, –
ეს კი ვიცი: ნეტავ ბანქოში ჩემთვის მეფეების პაპებად
ხსენება არ გესწავლებინა. და ნეტავ ხელები სუფთა მქონოდა და ფეხსაცმელიც უკეთესი
მცმოდა.
მერე კი ჯოს ვუამბე, თავს უბედურად რომ ვგრძნობდი და განცდილ-ნანახს მისის ჯოსა და
მისტერ პამბლჩუკს ვერ გავუზიარებდი, რადგან ორივე უხეშად მეპყრობოდა; რომ მის
ჰევიშემთან ძალზე ლამაზი, მაგრამ გულისდამთუთქველი, ამაყი გოგო გავიცანი, რომელმაც
მდაბიო მიწოდა და ახლა თვითონაც დარწმუნებული ვიყავი ჩემ მდაბიოობაში, მაგრამ
ყველაზე
– ერთ რამეში შეგიძლია დარწმუნებული იყო, პიპ, – მითხრა ერთხანს ფიქრის შემდეგ, –
ტყუილი ტყუილია. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მაინც ცუდია, რადგან სიცრუის
მამისაგან მოდის და მასვე უბრუნდება. ამიტომ ტყუილი აღარ თქვა, პიპ. ამით მდაბიოობას
ვერ გაექცევი, დამიჯერე. თავისთავად მდაბიოობას რაც შეეხება, ეს კი სულაც არ მესმის.
ბევრ რამეში სულაც არ ხარ მდაბიო, პირიქით, გამორჩეული ხარ. მაგალითად,
გამორჩეულად პატარა ხარ. და გამორჩეულად განსწავლულიც!
– რას ამბობ! გაიხსენე, გუშინ რა წერილი დაწერე. თანაც ბეჭდური ასოებით! იცი, რამდენჯერ
მინახავს კეთილშობილი ხალხის ნაწერი, რომელსაც, გეფიცები, ბეჭდურის არაფერი ეცხო!
– თითქმის არაფერი მაქვს ნასწავლი, ჯო. მეტისმეტად დიდი წარმოდგენის ხარ ჩემზე, სულ ეს
არის.
– ასეა თუ ისე, პიპ, მცირედით უნდა დაიწყო, რათა მერე დიდს მიაღწიო. აი, თუნდაც მეფე,
რომელსაც გვირგვინი ადგას და ტახტზე ზის, განა შეძლებდა კანონების ბეჭდურით წერას,
თავის დროზე, ჯერ კიდევ უსწავლელ უფლისწულს, ანბანით რომ არ დაეწყო და თითოეული
ასო ანიდან ჰაემდე ძირფესვიანად არ შეესწავლა? – ჯომ მრავალმნიშვნელოვნად გააქნია
თავი, – მე კი ვიცი, ეს რა რთულიცაა და გულწრფელად ვერ ვიტყვი, ეს გზა ბოლომდე
დავძლიე-მეთქი.
– არა, ჯო.
– ეჰ, დროშის გამო ძალიან მწყდება გული. ყოველ შემთხვევაში, შენი იქ სიარულის თუ
არსიარულის ამბავს უკვე ვეღარ შევცვლით: შენი და გამძვინვარდება, ეს კი ისეთი რამაა,
ჯობია, ამის საბაბი არ მივცეთ. მაგრამ ერთს გირჩევ, როგორც ერთგული მეგობარი. ჰო,
მოისმინე შენი ერთგული
მეგობრის რჩევა: თუკი მდაბიოობას პატიოსანი გზით ვერ დააღწევ თავს, ამას ვერც
უპატიოსნო გზით გაახერხებ და ნურც ეცდები. ამიტომ ტყუილი აღარ თქვა, პიპ, მართალ
კაცად იცხოვრე და სიკვდილამდე ბედნიერი იქნები.
10
ორიოდე დღის შემდეგ, ერთ მშვენიერ დილას, ბედნიერი აზრით გამომეღვიძა: მდაბიო
უმეცრებისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება ის იქნებოდა, ბიდისგან ყველაფერი
შემესწავლა, რაც კი თვითონ იცოდა. როცა საღამოს მისტერ უოპსლის ბებიდასთან ამ
მხსნელი აზრით გონებაგანათებული მივედი, ბიდის მაშინვე განვუცხადე, საგანგებო მიზეზი
მაქვს, რათა ცხოვრებაში წინსვლა ვინატრო-მეთქი და ვთხოვე, მთელი თავისი ცოდნა ჩემთვის
გაეზიარებინა.
ბიდის კეთილი გული ჰქონდა და მუდამ მზად იყო, დამხმარებოდა, ამიტომ ხუთ წუთში
შეუდგა ჩემი თხოვნის შესრულებას.
ზურგში ჩალის ღერებს ურჭობდნენ, ვიდრე მისტერ უოპსლის ბებიდა ძალ-ღონეს იკრებდა,
რათა განურჩევლად ყველას არყის ხის წკეპლით მოგვდგომოდა.
ოდესღაც ეწერა. როგორც კი წიგნი ხელიდან ხელში გადასვლას იწყებდა, მისტერ უოპსლის
ბებიდა ერთგვარ კომაში ვარდებოდა, რომელსაც ხან ძილი იწვევდა, ხან რევმატიზმის
შეტევა. ამის შემდეგ მოწაფეები შეჯიბრებას წამოიწყებდნენ ხოლმე, თუ ვის უფრო მძიმე
ფეხსაცმელი ჰქონდა, ანუ ვინ უფრო მტკივნეულად დააბიჯებდა ფეხს თავის თანაკლასელს.
ეს ქაოსი მანამდე გრძელდებოდა,
ვარჩევდით. ბიდი ჩვენს გუნდს წვრილი, მონოტონური ხმით უძღვებოდა. არცერთ ჩვენგანს
არავითარი წარმოდგენა არ გვქონდა იმაზე, თუ რას ვკითხულობდით, არც წაკითხულის
მიმართ განვიცდიდით მოწიწებას. ეს საზარელი გნიასი კარგა ხანს გრძელდებოდა,
ბოლოს მისტერ უოპსლის ბებიდას ეღვიძებოდა, რომელიმე ბიჭს თავს აცხრებოდა და ყურს
უწევდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ დღისათვის მეცადინეობა დასრულდა. ჩვენც სუფთა
ჰაერზე გავრბოდით, თან განათლების განსადიდებლად ყურისწამღებად ვყვიროდით.
სამართლიანობისთვის უნდა
მალევე მივხვდი, რომ ამგვარ პირობებში მდაბიოობისგან თავის დაღწევას ძალიან დიდ
დროს მოვანდომებდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. იმავე საღამოს,
მას მერე, რაც ბიდისთან საგანგებო შეთანხმება დავამყარე, ცოტაოდენი ცნობა მივიღე მისი
ფასების კატალოგიდან, კერძოდ, ქვეგანყოფილებიდან "შაქრის ხსნარი". გარდა ამისა, ბიდიმ
შინ გამოსაწერად დამავალა ძველებური ასომთავრული "დ", რომელიც თვითონ რომელიდაც
გაზეთიდან გადაეხატა, მე კი თავდაპირველად ქამრის ბალთას მივამსგავსე.
ტრაქტირში ხის დახლის უკან, კედელზე, ცარცით შემაშფოთებლად გრძელი სია იყო
ჩამოწერილი ნისიად გაცემული შეკვეთებისა, რომლის დაფარვასაც,
მგონი, არავინ არასოდეს აპირებდა. ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ეს სია, რაც თავი მახსოვდა,
მუდამ ეწერა და წლების განმავლობაში ჩემზე უფრო სწრაფად იზრდებოდა. თუმცა ჩვენს
მხარეში ცარცი ბლომად მოიპოვება და, ალბათ, ადამიანები მას ნებისმიერი
შესაძლებლობისთანავე იყენებდნენ.
შემეგება:
ამ ფრიად იდუმალი იერის მქონე კაცს პირველად ვხედავდი. თავი გვერდზე ჰქონდა
გადაგდებული და ცალი თვალიც ისე მოეჭუტა, თითქოს უხილავი თოფით რაღაცას
უმიზნებდა. პირში ჩიბუხი ედო, როცა დამინახა, გამოიღო და კვამლი ნელა გამოუშვა,
ბოლოს კი თავი დამიკრა. პასუხად მეც თავი დავუკარი. მან კვლავაც დამიკრა თავი,
გვერდით მერხზე ადგილი გამითავისუფლა და მანიშნა, დაჯექიო.
– არა, გმადლობთ, სერ, – და მოპირდაპირე მერხზე ჯოს მივუჯექი. უცნაურმა კაცმა ჯოს
გადახედა და როცა დარწმუნდა, სხვაგან იყურებოდა, კვლავ თავი დამიკრა და ხელი წვივზე
მოისვა – როგორც მომეჩვენა, ძალზე უცნაურად.
– თქვენ ამბობდით, – მიუბრუნდა ჯოს, – მჭედელი ვარო, ხომ?
– რას დალევთ, მისტერ?.. სხვათა შორის, თავი არ წარგიდგენიათ. ჯომ თავი წარუდგინა და
უცნაურმა კაცმა ამჯერად გვარით მიმართა:
– არა, – უპასუხა ჯომ, – მხოლოდ გაქცეული პატიმრები, ისიც იშვიათად. თუმცა მათთან
შეხვედრა ადვილიაო, ამას ვერ გეტყვით. ასე არ არის, მისტერ უოპსლ?
– დიახ, ერთხელ, – მიუგო ჯომ, – ალბათ, გესმით, ჩვენ თვითონ კი არ ვიჭერდით, სეირის
სანახავად წავედით მე, მისტერ უოპსლი და პიპი. ჰო, პიპ?
– ჰო, ჯო.
უცნობმა კვლავ ცალი თვალი მოყუტა და ისე დამაკვირდა, თითქოს უხილავ თოფს
მიმიზნებსო, მერე ჩაილაპარაკა:
– ეს ნათლობის სახელია?
– მაშ, გვარია?
– არა, – აუხსნა ჯომ, – ოჯახური მეტსახელია, თვითონ შეირქვა და ჩვენც ასე ვეძახით.
– თქვენი ვაჟია?
– არა, არ არის.
– რა გითხრათ, – კვლავ ორმა განსჯის კილოთი უპასუხა ჯომ, – არა, რომ არ მოგატყუოთ,
გეტყვით: არც ძმისშვილია.
– მაშ, თქვენი ვინ არის, ეშმაკმა დალახვროს? – ჩემი აზრით, სრულიად გადამეტებული
სიფიცხით შესძახა უცნობმა.
აქვე მოგახსენებთ, რომ, როცაკი მე მახსენებდა, მისტერ უოპსლი მუდამ თავს ვალდებულად
მიიჩნევდა, ჩემთვის თმა აეჩეჩა და თვალებზე ჩამოეშალა. წარმოდგენა არ მაქვს, ისიც და
ყველა, ვინც სტუმრად მოდიოდა, რატომ მიტარებდნენ ამ პროცედურას, მაგრამ არ მახსოვს,
ბავშვობაში ჩემზე ჩამოვარდნილიყო ლაპარაკი და ვინმე ვეება ხელის პატრონს ჩემი
თვალები ამგვარ დღეში არ ჩაეგდო და ამით არ გამოეხატა ჩემდამი მფარველობა.
კვლავ არ ამოუღია ხმა, მხოლოდ მუნჯური მინიშნება გააკეთა, თანაც საგანგებოდ ჩემ
დასანახავად – ჭიქაში რომი და წყალი აურია და ისე მოსვა,
მადლობა გადავუხადე, თან ჯოს მთელი ტანით მივეკარი, და იმაზე უფრო დაჟინებით
მივაჩერდი, რის უფლებასაც ზრდილობა იძლეოდა. უცხომ ჯოსა და მისტერ უოპსლს –
რომელიც ჩვენთან ერთად წამოდგა – მშვიდობიანი ღამე უსურვა, მე კი წამიერი მზერა
მესროლა. თუმცა ამას მზერასაც ვერ ვუწოდებ, რადგან მხოლოდ ცალი, მოჭუტული თვალით
მომიბრუნდა, მაგრამ, როგორც დავრწმუნდი, თვალის მოხუჭვითაც კი გამაოგნებლად
მეტყველი იერის მიღება შეიძლება.
შინისაკენ გზად საუბრის ხასიათზე რომ ვყოფილიყავი, ხელს ვერავინ შემიშლიდა, რადგან
მისტერ უოპსლი "მხიარულ მეზღვაურთა" კართან დაგვემშვიდობა, ჯო კი მთელი გზა
პირღია მიაბიჯებდა, რათა რომის სუნი შეძლებისდაგვარად გაენიავებინა. მაგრამ მე ჩემი
დიდი ხნის ცოდვისა და ძველი ნაცნობობის კვლავ გამოჩენით იმდენად ვიყავი
თავზარდაცემული, სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი.
როცა სამზარეულოში შევედით, ჩემი და არცთუ ისე ცუდ გუნებაზე დაგვხვდა, ამიტომ ჯო
გაგულადდა და მას შილინგის ამბავი უთხრა.
– ყალბი იქნება! – გამარჯვების კილოთი შესძახა მისის ჯომ, – აბა, ისე რატომ აჩუქებდა? აბა,
მაჩვენე!
წასული იყო, სკამზე ვიჯექი და ჩემს დას ვაშტერდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯოს
უცნობი იქ არ დახვდებოდა.
მართლაც მალევე მობრუნდა და თქვა, რომ უცნაური კაცი იქ აღარ დახვდა, თუმცა ჯომ
მეტრაქტირეს ფულთან დაკავშირებით ამბავი დაუბარა. ჩემმა დამ ფული ქაღალდში გაახვია
და სასტუმრო ოთახში, ბუფეტის თავზე შემოდგმულ დეკორატიულ ჩაიდანში, ვარდის ხმელი
ფურცლების ქვეშ ჩამალა. ამ სამალავში მრავალი დღე-ღამის განმავლობაში ინახებოდა და
კოშმარად მექცა.
იმ ღამით საწოლში ვერაფრით მოვისვენე, სულ იმ უცნაურ კაცზე ვფიქრობდი, თავის უხილავ
თოფს რომ მიმიზნებდა და იმაზეც, რა ამაზრზენი დანაშაულია პატიმრებთან საიდუმლო
ურთიერთობა – ბოლო დროს ჩემი ბიოგრაფიის ეს მონაკვეთი სრულიად დამვიწყებოდა.
ქლიბიც საზარელ კოშმარად მექცა. მას
მერე მუდმივი შიში დამჩემდა. ეს ქლიბი კვლავ სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა, როცა ყველაზე
ნაკლებად მოველოდი. როგორც იქნა, თავი იმით ვაიძულე, ჩამძინებოდა, რომ შემდეგ
ოთხშაბათს მის ჰევიშემთან წასვლაზე დავიწყე
ფიქრი. დამესიზმრა, ქლიბი ღია კარიდან ჩემკენ როგორ მოიწევდა ისე, რომ არ ჩანდა, თუ ვის
ეჭირა. ძრწოლით ატანილმა ვიკივლე და გამომეღვიძა.
11
და მხარს უკნიდან მითხრა, დღეს აქეთ უნდა წამოხვიდეო, და სახლის სულ სხვა ნაწილისკენ
წამიყვანა.
ისიც, როგორც მის ჰევიშემის კედლისა და მაჯის საათები, ცხრის ოც წუთზე იყო
გაჩერებული.
"იქ" ამ შეთხვევაში ფანჯარას ნიშნავდა. მეც ოთახი გადავკვეთე, იქ დავდექი და მერე, რაკი
თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, გარეთ გავიხედე.
ოთახში სამი ქალი და ერთი მამაკაცი ისხდნენ. ხუთ წუთში შევატყვე, რომ ყველა მათგანი
მლიქვნელი და ვიგინდარა იყო, მაგრამ თითოეული თავს იკატუნებდა, თითქოს
დანარჩენების მლიქვნელობა და ვიგინდარობა ფიქრადაც
არ გაევლო, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის აღიარება მოუწევდა, რომ თვითონაც არანაკლები
მლიქვნელი და ვიგიდარა ბრძანდებოდა.
ყველას ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ვიღაცის წყალობის მოლოდინში მოწყენილობით სული
სძვრებოდათ და ქალებიდან ყველაზე ენაჭარტალა მთქნარების დასაფარად განგებ წელავდა
სიტყვებს. ამ ქალმა, სახელად
კამილამ, ძალიან მომაგონა ჩემი და, ოღონდაც მასზე უფროსი იყო და ნაკლებად ტლანქი
ნაკვთები ჰქონდა (თვალი რომ შევავლე, მაშინ შევნიშნე). თუმცა, როცა უკეთ გავიცანი,
ვიფიქრე, კიდევ კარგი, ნაკვთები საერთოდ რომ აქვს-მეთქი, თორემ სახე მთლად ყრუ კედელს
მიუგავდა.
– საცოდავი! – სწორედ ჩემი დის მსგავსი ანჩხლი კილოთი წარმოთქვა ამ ქალმა, – საკუთარი
თავის მტერია!
– ამას აჯობებდა, ვინმე სხვას გადაემტეროს, – კვერი დაუკრა კაცმა, – ეს ბევრად უფრო
ბუნებრივიც იქნებოდა.
– სრული სიმართლეა!
– საცოდავი! – ხანმოკლე დუმილის შემდეგ (ვიცოდი, ამ დროს ყველანი მე მომჩერებოდნენ)
განაგრძო კამილამ, – ისეთი უცნაურია! არ დაიჯერებთ, როცა ტომის ცოლი გარდაიცვალა,
ვერაკაცმა ვერ შეაგნებინა, რომ გოგონებს შავ კაბებზე აუცილებლად უნდა ჰქონოდათ
სამგლოვიარო რუშები! ასე მითხრა: "ღმერთო დიდებულო! კამილა, ამას რა მნიშვნელობა
აქვს? მთავარია, საბრალო ობლებს შავები ეცვათ!" ეს მეთიუს ზედმიწევნით ახასიათებს.
ახირებული!
– კარგი თვისებებიც აქვს, უდავოდ, უდავოდ აქვს, – თქვა კუზენმა რეიმონდმა, – ამის
დავიწყებისაგან ღმერთმა დამიფაროს! ოღონდ ეს კია, არასოდეს ჰქონია და არც ოდესმე ექნება
ზრდილობაზე თუნდაც ოდნავი წარმოდგენა.
– მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გადაიხადა, შვილო, – მიუგო კამილამ, – მთავარია, რომ მე
ვიყიდე. და ღამღამობით, როცა მეღვიძება, ამაზე ფიქრი უდიდეს ნუგეშს მგვრის.
ამ დროს შორიდან ზარის რეკვა გაისმა, რასაც ძახილიც მოჰყვა იმ დერეფნიდან, საიდანაც
აქ შემოვედით. საუბარი შეწყდა და ესტელამ მითხრა:
– აბა, რაო?
– ლამაზი ვარ?
– და ბოროტიც ვარ?
– ისეთი არა?
– არა.
– არ გეტყვით.
– იმიტომ, რომ თქვენ გამო აღარასოდეს ვიტირებ, – ვუთხარი. ეს უდიდესი ტყუილი იყო,
რადგან იმწუთას გულში სწორედ მის გამო ვტიროდი და მას მერეც ამ გოგომ არაერთხელ
უმწარესად მატკინა გული.
ეჭვიანი მზერით იცქირებოდა. გულის ჯიბიდან საათის სქელი ძეწკვი ეკიდა, სახე შავი
წერტილებით ჰქონდა დაფარული იქ, სადაც წვერ-ულვაში ამოუვიდოდა, რომ არ
გაეპარსა. ეს კაცი სრულიად უცხო იყო ჩემთვის და რას ვიფიქრებდი, ჩემს ცხოვრებაში
ოდესმე რამე როლს თუ ითამაშებდა, მაგრამ შემთხვევამ მისი ზედმიწევნით დათვალიერების
საშუალება მომცა.
– აქ როგორ მოხვდი?
– მის ჰევიშემმა დამიძახა, სერ, – ავუხსენი.
– აბა, შენ იცი, კარგად მოიქეცი. ბიჭებთან დიდი გამოცდილება მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ
არ ხართ მთლად რიგიანი ხალხი. მაშ, იცოდე! – კაცმა ვეება საჩვენებელ თითზე იკბინა და
წარბშეკრულმა გამიმეორა, – კარგად მოიქეცი!
ამ სიტყვებით ხელი მიშვა და მეც დიდი შვება ვიგრძენი, რადგან ხელზე საპნის სუნი
ასდიოდა. გავიფიქრე, ექიმი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მერე გავიაზრე, ექიმი ვერ იქნებოდა,
მაშინ უსათუოდ უფრო რბილი და მშვიდი კილოთი ისაუბრებდა. თუმცა ამაზე ფიქრის დრო
აღარ მრჩებოდა. მალე მის ჰევიშემის ოთახში შევედით, სადაც თვითონაც და ყველაფერიც მის
გარშემო ზუსტად ისეთივე იყო, როგორც პირველად. ესტელამ კართან დამტოვა და იქ მანამ
ვიდექი უძრავად, ვიდრე მის ჰევიშემმა თავისი ტუალეტის მაგიდიდან არ მოიხედა და
თვალი არ მომკრა.
– მაშ, – ყოველგვარი გაკვირვების გარეშე მკითხა ქალმა, – მაშ, დღეები მიილია, ხომ?
შემომხედა.
– მაშინ აი, იმ მოპირდაპირე ოთახში შედი, – ქალმა დამჭკნარი ხელით ჩემს ზურგს უკან
მდებარე კარზე მიმანიშნა, – და იქ დამელოდე.
კიბის ბაქანი გადავკვეთე და მეორე ოთახში შევედი, სადაც ასევე ბნელოდა და ნესტის
მომგუდავი სუნი იდგა. დიდ, ძველებურ ბუხარში ცოტა ხნის წინ დაენთოთ ცეცხლი, მაგრამ
ის უფრო ჩაქრობას აპირებდა, ვიდრე გაჩაღებას.
ცეცხლის თავზე ზანტად დაკიდებული კვამლი ოთახის ჰაერზე ცივიც კი ჩანდა და ჩვენი
ჭაობის ნისლს უფრო ჰგავდა. ბუხარზე შემოდგმულ, ზამთრის შიშველი ტოტების მსგავს
შანდალში რამდენიმე სანთელი ენთო და ოთახს სულ ოდნავ ანათებდა, უფრო სწორი
იქნება, თუკი ვიტყვით: მის წყვდიადს სულ ოდნავ ფანტავდა. ესეც დიდი ოთახი იყო,
ოდესღაც ულამაზესად მორთული, მაგრამ ახლა ყველა საგანი მტვრითა და ობით
დაფარულიყო და, ალბათ, მალე სიძველისაგან დაიშლებოდა. ოთახის შუაგულში მდგარი
მაგიდა ყველაზე მეტად მეცა თვალში. მას მდიდრული სუფრა ეფარა, რაც იმაზე
მიანიშნებდა, რომ იმწამს, როდესაც ამ სახლში დრო სამუდამოდ გაჩერდა, აქ დიდებულ
წვეულებაზე სტუმრებს ელოდნენ. შუა მაგიდაზე ლანგრის მსგავსი რაღაც საგანი იდგა,
რომელსაც აბლაბუდა ისე სქლად შემოხვეოდა, რომ მისი ფორმის გარჩევა შეუძლებელი
გამხდარიყო. გაყვითლებულ სუფრას დავაკვირდი, რომლიდანაც ეს საგანი თითქოს ვეება
შავი სოკოსავით ამოზრდილიყო, და უამრავი დიდი, დაწინწკლულთათებიანი და
გაბერილტანიანი ობობა დავინახე – ზოგი აბლაბუდის გორგალში შერბოდა, ზოგი
გამორბოდა და ისე საქმიანად მიმოდიოდა, თითქოს ობობების საზოგადებაში რაღაც
ძალზე მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა.
კედლის პანელებს მიღმა თაგვების ფხაჭუნიც მესმოდა, თითქოს ეს ამბები მათაც ეხებოდა.
აი, შავი ხოჭოები კი ამ ალიაქოთს არანაირ ყურადღებას არ
– როგორ ფიქრობ, რა არის ის? – კვლავ ჯოხი გაიშვირა ქალმა, – აი, ის, სადაც აბლაბუდებია?
– არ ვიცი, მემ.
ცეცხლოვანი თვალები ოთახს მოავლო და მერე მთელი ძალით დამეყრდნო, მხარში ლამის
ფრჩხილები ჩამასო.
ამ სიტყვებიდან დავასკვენი, რომ ჩემი შრომა სწორედ ის იქნებოდა, მის ჰევიშემი ოთახის
გარშემო მეტარებინა. ბრძანება დაუყოვნებლივ შევასრულე. ქალი მხარზე მეყრდნობოდა და
ისეთი ჩორთით მივაბიჯებდით, რომ მავანს შეიძლებოდა მისტერ პამბლჩუკის ორთვალას
მიბაძვად ჩაეთვალა (პირველი აზრი, რაც ამ ჭერქვეშ დამებადა, სწორედ ეს იყო).
ეტყობოდა, მალევე გამოელია ძალა, რადგან, შეანელეო, მითხრა და მხარზე კიდევ უფრო
ძლიერად ჩამებდაუჭა. ღია პირით ხაპავდა ჰაერს, თითქოს საკუთარი თავისა და ჩემ
დარწმუნებას ცდილობდა, რომ იმავე სისწრაფით მივრბოდით, როგორითაც მისი ფიქრები
მიქროდა. რამდენიმე ხანში მითხრა, ესტელას დაუძახეო, მეც კიბის თავზე დავდექი და, ჩემი
პირველი სტუმრობის მსგავსად, ეს სახელი ხმამაღლა დავიყვირე. როცა ბნელში მისი
სანთლის შუქი დავინახე, მის ჰევიშემთან დავბრუნდი და ისევ მოვყევით ოთახში წრეზე
სიარულს.
– სულაც არა, – მიუგო მის ჰევიშემმა, – ძვალი და ტყავი ვარ და ყვითელი ფერი მადევს.
მის პოკეტის ამ მარცხის გამო კამილა გაბრწყინდა, მერე კი მის ჰევიშემს თანაგრძნობით სავსე
მზერა შეავლო და ჩაილაპარაკა:
– თქვენ როგორ ხართ? – მიმართა მის ჰევიშემმა კამილას და, რაკი ამ დროს სწორედ მის წინ
აღმოვჩნდით, საუბრის უკეთ გაგრძელების საბაბით შეჩერება დავაპირე, მაგრამ მის ჰევიშემმა
არ გამაჩერა. ისევ წრეზე სიარული განვაგრძეთ და ვიგრძენი, ამით კამილას სიძულვილი
დავიმსახურე.
– ისეთი არაფერი, ხსენებად რომ ღირდეს, – უპასუხა კამილამ, – მაგრამ ბოლო დროს
ღამღამობით იმდენს ვფიქრობ თქვენზე, შეუძლებელია, ეს ჩემს ჯანმრთელობაზე არ აისახოს.
მივხვდი, რომ ხსენებული რეიმონდი აქ მყოფი ერთადერთი მამაკაცი იყო და იმასაც მივხვდი,
რომ კამილას ქმარი იქნებოდა. ახლა ცოლს შეეშველა და რბილი, მანუგეშებელი კილოთი
უთხრა:
– არა მგონია, ჩემო კარგო, – წარმოთქვა სერიოზულმა ქალმა, რომლის ხმაც აქამდე
მხოლოდ ერთხელ გავიგონე, – ვინმეზე ფიქრი იმის მიზეზი იყოს, რომ ამ პიროვნებისაგან
უცილობლად რამეს მოელი.
მის სარა პოკეტმა – როგორც ახლა გავარჩიე, ხმელმა, ყავისფერსახიანმა ჩია დედაბერმა,
რომლის მუჭისოდენა სახე თითქოს ნიგვზის ნაჭუჭებისგან
მეუბნება.
– ამაში საკვირველს ვერაფერს ვხედავ, – შენიშნა იმ ქალმა, სერიოზულად რომ ეჭირა თავი.
– საქმე ისაა, ჩემო კარგო, – მიმართა კამილას მის სარა პოკეტმა, ჩუმჩუმელა, ღვარძლიანმა
ქალბატონმა, – საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვა: მაინც ვისგან მოველი მადლიერებას?
ჯორჯიანასი – აქ! ხომ ყველამ დაიმახსოვრეთ, სადაც უნდა დადგეთ, როცა ჩემი აღსასრულით
დატკბებით? ახლა კი წადით!
კამილამ ხელი მკერდზე მიიჭირა, რაც ახალი სპაზმის მომასწავებელი იყო, მაგრამ მეუღლემ
დაასწრო და ხელი ჩასჭიდა. ქალს სახეზე უკიდურესი თავშეკავება აღებეჭდა, რომლის
მიღმაც უტყუარად ამოვიკითხე მისი გადაწყვეტილება, გარეთ გასვლისთანავე უგონოდ
დაცემულიყო. ის მაინც მოასწრო, მის ჰევიშემისთვის ჰაეროვანი კოცნა გაეგზავნა, და ქმართან
ერთად თვალს მიეფარა. სარა პოკეტმა და ჯორჯიანამ ერთმანეთში გაჯიბრება დააპირეს,
თუ ვინ გავიდოდა ოთახიდან ბოლო. სარა უფრო ეშმაკი გამოდგა,
ჯორჯიანას მარჯვედ აუქცია გვერდი და აიძულა, უფრო ადრე გასულიყო კარში. მერე კი
სარა პოკეტმა სრულიად ორიგინალური შთაბეჭდილების მოხდენა სცადა და თვინიერად
წარმოთქვა:
– ღმერთმა გიშველოთ, ძვირფასო მის ჰევიშემ! – და ნიგვზისფერ სახეზე დანარჩენების
თავშეუკავებლობისადმი მოწყალე მიტევება აღებეჭდა.
ვიდრე ესტელა სტუმრებს გასასავლელ გზას უნათებდა, მის ჰევიშემი კვლავ ჩემს მხარზე
დაყრდნობილი დადიოდა წრეზე, მაგრამ სულ უფრო ანელებდა ნაბიჯს. ბოლოს ბუხრის წინ
გაჩერდა, რამდენიმე წამს რაღაცას ბუტბუტებდა, მერე კი თქვა:
– ოღონდ ამაზე ლაპარაკს ყველას ვუკრძალავ. მათაც, ვინც ახლა აქ იყო, და სხვებსაც.
ამიტომაც მოვიდნენ დღეს აქ, ყოველ წელს მოდიან, მაგრამ მოსვლის საბაბის ხსენებას ვერ
ბედავენ.
‒ შენ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე აი, ეს სიდამპლის ბუდე, – ჯოხით მაგიდაზე
აღმართულ აბლაბუდების გროვაზე მიმითითა, თუმცა არ შეხებია, – აქ მოიტანეს და დადგეს.
მას მერე ისიც და მეც ვიხრწნებით. ის თაგვებმა დახრეს, მე კი - თაგვისაზე უფრო ბასრმა
კბილებმა.
ჯოხის სახელური გულზე მიიკრა. ასე იდგა – თავისი ოდესღაც თეთრი, ახლა კი
გაყვითლებული კაბით, ერთიანად დამჭკნარი – და მაგიდას უცქერდა. მის გარშემო კი
ყველაფერი ოდნავი მიკარებისთანავე მტვრად იქცეოდა.
– როცა ხრწნა და ნგრევა დასრულდება, – შემზარავი მზერით წარმოთქვა ქალმა, – როცა ჩემს
საქორწინო სუფრაზე დამასვენებენ... დაე, ეს საბოლოო წყევლად ექცეს!.. უმჯობესია, ესეც
ჩემს დაბადების დღეს თუ მოხდება!
მაგიდას ისე უცქერდა, თითქოს მასზე დასვენებულ საკუთარ ნეშტს დაჰყურებსო. ხმას არ
ვიღებდი. ის-ის იყო ოთახში შემოსული ესტელაც მდუმარედ იდგა. მომეჩვენა, თითქოს
ძალიან დიდხანს ვიდექით ასე. ამ ბნელ
მნიშვნელობა არა აქვს, ჩემ პირველ მისვლაზე ღია იყო თუ დაკეტილი იმ გალავნის
ჭიშკარი, სადაც ავბობღდი, რათა ბაღში გადამეხედა. მთავარი ისაა, რომ მაშინ ჭიშკარი
საერთოდ ვერ შევნიშნე. რაკი ახლა ღია დამხვდა და რაკი ვიცოდი, რომ ესტელამ სტუმრები
უკვე გააცილა – ზევით ამოსულს, გასაღებების ასხმა თან ჰქონდა – ჭიშკარში შევაბიჯე და
ბაღში გავისეირნე. იქაურობა სრულიად გავერანებული იყო: გოგრისა და კიტრის
ძველისძველ სათბურებში ახლა გაცვეთილი ფეხსაცმლებისა და ქუდების მოსავალი
ამოსულიყო. აქა-იქ კი მიწაში ჩაფლული ქვაბის ყურიც მოჩანდა.
ბაღი რომ მოვილიე და მოვინახულე ბოლო სათბური, სადაც წაქცეული, გამხმარი ვაზისა და
რამდენიმე ძველი ბოთლის გარდა ვერაფერს მივაგენი, ბოლოს იმ ჩაჟამებულ კუნჭულში
ამოვყავი თავი, რომელიც წეღან ფანჯრიდან დავინახე. დარწმუნებული ვიყავი, სახლში
არავინ იყო, ამიტომ თამამად შევიჭყიტე ერთ-ერთ ფანჯარაში და მოულოდნელად შევეფეთე
ვიღაც ფერმკრთალი, თვალებდაწითლებული, ქერა ჭაბუკის მზერას.
ბიჭი წამსვე მოეფარა თვალს და მერე ერთბაშად ჩემ გვერდით გაჩნდა. როცა მის
ფანჯარაში შევიხედე, წიგნებს უჯდა და ახლა შევნიშნე, ხელები მელნით ჰქონდა
მოთხვრილი.
რაკი "გამარჯობის" საუკეთესო პასუხი, ჩემი გამოცდილებით, ისევ "გამარჯობა" იყო და სხვას
აღარაფერს მოითხოვდა, ასევე ვუპასუხე და "მეგობარო" აღარ დამიმატებია.
– მის ესტელამ.
– მის ესტელამ.
დავემორჩილე.
– არა, მოიცადე, – ორიოდე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა, – ჩხუბის საბაბი ხომ უნდა მოგცე. ესეც
შენ! – ამ სიტყვებით მარჯვედ შემოჰკრა ტაში, ცალი ფეხი უკან
აიქნია, თმაზე მომქაჩა, მერე კვლავ ტაში შემოჰკრა და თავი მუცელში დამარტყა.
ეს ხარისებრი გამოხდომა, ჯერ ერთი, მიუღებელ სითამამედ ჩავთვალე, მეორეც, პურითა და
ხორცით დანაყრების შემდეგ სრულებით არ მესიამოვნა. ამიტომაც ხელი დავარტყი და
მეორედ დარტყმაც დავაპირე, რომ შეჰყვირა:
– აჰ, ეგრე?! – და ისეთი სისწრაფით დაიწყო წინ და უკან ხტომა, ჩემს მწირ საბრძოლო
გამოცდილებას რომ აღემატებოდა.
მისმა ამგვარმა სიმარჯვემ გვარიანად შემაშინა; მაგრამ დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ
მის ქერა თავს ჩემს მუცელთან არაფერი ესაქმებოდა და
სრული უფლება მქონდა, ამგვარი შეწუხების გამო პასუხი მომეთხოვა. ამიტომ უსიტყვოდ
გავყევი ბაღის მიყრუებულ კუნჭულში, სადაც ორი კედლის კუთხეს უცხო თვალისაგან
ნაგვის გროვა ფარავდა. მერე მკითხა, მომწონს თუ არა მისი შერჩეული ადგილი და, როცა
დასტურით ვუპასუხე, ცოტა ხნით წასვლის უფლება მთხოვა.
დიდად ჯანღონიან ვინმეს არ ჰგავდა – სახეზე მუწუკები ეყარა, ტუჩიც გამონაყარით ჰქონდა
შესიებული – მაგრამ ამ შიშის მომგვრელმა სამზადისმა მაინც ძალიან დამაფრთხო. ჩემი
თანატოლი კი იქნებოდა, მაგრამ ჩემზე ბევრად მაღალი იყო, თანაც ძალზე მარჯვედ
ეხერხებოდა საკუთარი ღერძის გარშემო
ტრიალი. სხვა მხრივ კი რუხ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვეულებრივი ჭაბუკი იყო (ცხადია,
ვიდრე საბრძოლველად გაშიშვლდებოდა), ოღონდაც იდაყვებში, მუხლებში, მაჯებსა და
ტერფებში დანარჩენ სხეულზე ბევრად უფრო გაზრდილი.
გული გამიჩერდა, როცა ჩემკენ წამოიწია და მცოდნე კაცის იერით თავიდან ფეხებამდე ისე
შემათვალიერა, თითქოს დასარტყმელ ადგილს ეძებდა. მერე
რაც მოხდა, იმაზე მეტად ამქვეყნად ვერაფერი გამაკვირვებდა – ჩემი პირველივე დარტყმის
შემდეგ ზურგზე გაიშხლართა, ერთბაშად უცნაურად შეცვლილი სახით ამომხედა,
ცხვირიდან კი სისხლი სდიოდა.
თუმცა მაშინვე წამოხტა, სახე ღრუბლით მოიწმინდა და ისევ შემომიტია. ჩემს ცხოვრებაში
მეორე უდიდესი გაოცება მაშინ მხვდა წილად, როცა კვლავ გულაღმა
ის უკითხავს, სად ვიყავი, არც იმის გამო უთქვამს საყვედური, რომ ვალოდინე. სახე
კმაყოფილებით შეფაკლოდა, თითქოს ის-ის იყო, რაღაცამ ძალიან ასიამოვნა. ნაცვლად
იმისა, პირდაპირ ჭიშკრისკენ წასულიყო, კუთხეს მიეფარა და, მომყევიო, ხელით მანიშნა.
მივუახლოვდი, ღამეული ცის ფონზე, ჭაობებს იქით, ქვიშიან ზოლზე აღმართული შუქურა
უკვე ენთო. გზაზე კი ჯოს სამჭედლოს ღია კარიდან გამოსული სინათლის ზოლი
დაფენილიყო.
12
როცა დანაშაულის ადგილზე დაბრუნების დღე მოახლოვდა, შიშმა ერთიანად დამრია ხელი.
ვინ იცის, იქნებ ჭიშკრის მიღმა, ბუჩქებში, ლონდონიდან საგანგებოდ გამოგზავნილი
მართლმსაჯულები ჩასაფრებულიყვნენ და ჩემ მისვლას ელოდნენ? ან იქნებ მის ჰევიშემს
სურდა, თავის სახლში ჩადენილი
ასე იყო თუ ისე, მის ჰევიშემთან მისვლას ვერ ავცდებოდი და მივედი კიდეც. და, ჰოი,
საოცრებავ! ჩვენს მაშინდელ ჩხუბს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. არც ვინმეს უხსენებია
და ვერც ფერმკრთალი ჭაბუკის კვალს მივაგენი სადმე. ის ჭიშკარი კვლავაც ღია დამხვდა,
ბაღი მოვათვალიერე და ფლიგელის ფანჯარაშიც შევიხედე, მაგრამ მას ყრუ დარაბები
ფარავდა და არც ირგვლივ ჩანდა სიცოცხლის ნიშანწყალი. ჭაბუკის არსებობის კვალი
მხოლოდ იმ კუნჭულში აღმოვაჩინე, სადაც ორთაბრძოლა გვქონდა. მიწას შედედებული
სისხლის წვეთები ემჩნეოდა, იმ ადგილს მაშინვე სილა და ხმელი ფოთლები მივაყარე და
კაცის თვალს ამგვარად მოვარიდე.
კიბის ფართო ბაქანზე – მის ჰევიშემის საძინებელ ოთახსა და იმ მეორე დარბაზს შორის,
სადაც ოდესღაც სუფრა იყო გაშლილი – სასეირნო სავარძელი დამხვდა: ბორბლებიანი
მსუბუქი სკამი, რომელსაც გასაგორებლად უკნიდან უნდა მისწოლოდი. ეს სავარძელი აქ
ჩემი ბოლო მისვლის შემდეგ გაჩნდა და იმავე დღეს შევუდექი ახალი მოვალეობის
შესრულებას – როცა ჩემს მხარზე დაყრდნობილი მის ჰევიშემი სიარულით იღლებოდა, ბაქნის
გავლით ორივე ოთახში ამ სავარძლით წრეზე დავატარებდი. ჩვენი სეირნობები ზოგჯერ
შეუჩერებლად სამ საათსაც გრძელდებოდა. ეს სეირნობები მრავლობით რიცხვში იმიტომ
ვთქვი, რომ ამ დღეს გადაწყდა, ამ მოვალეობის შესასრულებლად დღეგამოშვებით, შუადღით,
მივსულიყავი და იმიტომაც, რომ ახლა ვაპირებ, რვა-ათთვიანი პერიოდი ზოგადად შევაჯამო.
ჩემთვის ფული თუ სხვა რამ, გარდა უკვე ჩვეული ხემსისა, და არც ის უხსენებია, ჩემი
საქმიანობის რამე სახით ანაზღაურებას მომავალში თუ აპირებდა.
– ხომ სულ უფრო და უფრო ლამაზდება, პიპ? – და, როდესაც ვეთანხმებოდი, რადგან
მართლაც ასე იყო, მუდამ რაღაც ხარბ კმაყოფილებას ვატყობდი.
წმინდანისადმი პატივის მიგების უხეში ხერხი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბებერ კლემს
მჭედლებთან სწორედ ამგვარი ახლობლური ურთიერთობა უნდა
ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სამნი ვმღეროდით, ჩვენი ხმები ვეება, პირქუშ სახლში ისე
სუსტად ისმოდა, ქარის ოდნავი ქროლვაც კი, ალბათ, უფრო ხმამაღალი იქნებოდა.
აი, ასეთ გარემოცვაში ნეტავ როგორი ადამიანი უნდა დავმდგარიყავი? განა შეიძლება, ამ
ყველაფერს ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაზე არ ემოქმედა? რა გასაკვირია, რომ ჩაბნელებული
ოთახებიდან დღის სინათლეზე გამოსულს თვალებიც მიჭრელდებოდა და ფიქრებიც
მერეოდა?
მანამდე ამდენი ტყუილი რომ არ შემეთხზა მის ჰევიშემთან პირველი სტუმრობის შესახებ და
ამაში თვითონვე რომ არ გამოვტყდომოდი. ამის გამო ვშიშობდი, ჯოს ესეც ეჭვით არ მიეღო
და ფერმკრთალი ჭაბუკი შავი ხავერდის ეტლის ღირსეულ მგზავრად არ ჩაეთვალა. ამიტომ
მისთვისაც კი არაფერი მითქვამს. გარდა ამისა, თუკი სულ თავიდან არ მსურდა, მის ჰევიშემი
და ესტელა სხვების სჯა-ბაასის საგნად მექცია, ეს განცდა დროთა განმავლობაში
გამიასმაგდა. ერთადერთი, ვისაც ჩემს შთაბეჭდილებებს ვანდობდი, ბიდი იყო. საბრალო
ბიდის სულ, სულ ყველაფერს ვუამბობდი. მისთვის განდობა ასე ბუნებრივად რატომ
გამომდიოდა
და ისიც ასე გაფაციცებით რატომ მისმენდა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა კი, მგონი,
ვხვდები.
გეფიცებით (მაშინ ამ ფიქრის გამო სინდისი მქენჯნიდა, ახლა კი – სრულებით აღარ), რომ
შემძლებოდა, მის ორთვალას უსათუოდ ამოვაცლიდი ჭილიბს. ამ არარაობას ჩემს მომავალზე
საუბარი ისე არ შეეძლო, თვალწინ რომ არ ვყოლოდი. ამიტომაც ბუხართან მოწყობილ ჩემი
მყუდრო კუნჭულიდან გამომათრევდა ხოლმე – ხშირად ქეჩოში ხელის წავლებით – და
ცეცხლის პირას თვალსაჩინო ადგილას ისე დამაყენებდა, თითქოს სადილად მოხარშვას
მიპირებდესო. ამის შემდეგ წამოიწყებდა:
წამოიწყებდა იმის თაობაზე, თუ, მათი აზრით, რას მიპირებდა მის ჰევიშემი – თან იმდენად
ჩერჩეტულს, ბოღმის ცრემლებს ძლივს ვიკავებდი და ლამის იყო, მისტერ პამბლჩუკს
მივვარდნოდი და შუაზე გამეგლიჯა. ამ თათბირების დროს ჩემი და ისეთნაირად
მელაპარაკებოდა, თითქოს ყოველ ჯერზე თითო კბილს მაძრობდა, ხოლო მისტერ
პამბლჩუკი, ჩემი თვითმარქვია მფარველი, ისე მომდურავად მაკვირდებოდა, თითქოს ჩემი
ბედის არქიტექტორობა დიდად არასახარბიელო და სანანებელ საქმედაც კი მიაჩნდა.
– მორჩა! გეყოფა აქ დგომა! წადი, დაწექი, ისედაც ქვეყნის საზრუნავი გაგვიჩინე! ერთი
საღამოსათვის საკმარისია! – თითქოს ჩემს ცხოვრებაში უხეშად ცხვირის ჩაყოფა მე ვთხოვე.
ასე კარგა ხანს გაგრძელდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ერთ მშვენიერ
დღეს ჩემს მხარზე დაყრდნობილ მის ჰევიშემს ჩვენი ჩვეული წრიული სიარული უცბად რომ
არ შეეწყვიტა, ადგილზე არ გაჩერებულიყო და უკმაყოფილოდ არ შეენიშნა:
– რამსიმაღლე გაზრდილხარ, პიპ!
საუკეთესო გამოსავლად იმაზე მინიშნება ჩავთვალე, რომ ზრდის ტემპი სულაც არ იყო ჩემზე
დამოკიდებული.
– ჯო გარჯერი, მემ.
– მაშინ მოვიდეს.
– ოჰ, არა, არა! დრო მე რაში მადარდებს?! მალე მოვიდეს, შენთან ერთად მოვიდეს.
იმ საღამოს შინ მისულმა მის ჰევიშემის დანაბარები ჯოს გადავეცი. ამან ჩემი და ისე
გააცეცხლა, მგონი, მანამდე რომ არ დამართვია. მე და ჯოს გვკითხა, ფეხის საწმენდი ტილო
ხომ არ გგონივართო, როგორ ბედავთ, ასე რომ მეპყრობითო და იქნებ კეთილი ინებოთ და
ამიხსნათ, კეთილშობილთა საზოგადოებაში გამოჩენის ღირსად მაინც რატომ არ
მთვლითთო. მსგავსი კითხვების კორიანტელი დააყენა და, როცა, როგორც იქნა, კითხვები
ამოეწურა, ჯოს შანდალი ესროლა. ხმამაღლა აქვითინდა, მერე აქანდაზს დასწვდა – რაც
ყველაზე საგანგაშო ნიშანი იყო – უხეში ქსოვილის ის თავისი წინსაფარი
თავიდანვე ზანგი მონა ქალი არ შეირთეო. საბრალო კაცმა ამაზე ვერაფერი უპასუხა, თავისი
ბაკენბარდების წიწკნა დაიწყო და ისეთი დაღვრემილი მზერა მესროლა, მგონი, ეს მართლაც
უკეთეს გადაწყვეტილებად მიაჩნდა.
13
შალი და ქოლგა, მიუხედავად იმისა, რომ მზიანი ამინდი იყო. არ ვიცი, მთელი ეს
პამბლჩუკის სახლს მივადექით თუ არა, ჩემი და შიგნით შევარდა, ჩვენ კი შუა ქუჩაში
დავრჩით. უკვე თითქმის შუადღე იყო და მე და ჯომ დაუყოვნებლივ მის ჰევიშემის სასახლეს
მივაშურეთ. ესტელა ჩვეულებისამებრ შეგვეგება. როგორც
კი გოგო გამოჩნდა, ჯომ ქუდი მოიხადა, ფარფლის კიდეში ორივე ხელი ჩაავლო და ისე
ეჭირა, თითქოს წონიდა – რაღაცისთვის ქუდის უზუსტესი წონა აინტრესებდა და შეცდომის
დაშვება უნციის მერვედშიც კი არ სურდა.
ესტელამ მითხრა, რომ ორივენი უნდა შევსულიყავით. მეც ჯოს სახელოში ჩავჭიდე ხელი და
მის ჰევიშემთან შევიყვანე. ქალი სარკიან მაგიდასთან იჯდა და მაშინვე მოგვიბრუნდა.
– თქვენ ამ ბიჭის დის მეუღლე ხართ, ხომ ასეა? – გაუმეორა მის ჰევიშემმა.
ამის შემდეგ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჯო მთელი საუბრის განმავლობაში მის
ჰევიშემის ნაცვლად მე მომმართავდა.
– მოკლედ რომ ვთქვა, საქმე ისაა, პიპ, – წამოიწყო ჯომ ისეთი კილოთი, ერთდროულად
გონივრულ განსჯასაც რომ შეიცავდა, მეგობრულ ნდობასაც და უკიდურეს თავაზიანობასაც, –
მოკლედ, შენს დას ხელი ვთხოვე და ვიქორწინეთ კიდეც, მანამდე კი, თუ შეიძლება ასე
ვთქვათ, უცოლო კაცი ვიყავი.
– კარგი! – უთხრა მის ჰევიშემმა, – ეს ბიჭი გაზარდეთ, რათა მომავალში თქვენი შეგირდი
გამხდარიყო, ასეა, მისტერ გარჯერი?
– ხომ იცი, პიპ, – უპასუხა ჯომ, – მე და შენ მუდამ მეგობრები ვიყავით და სულ
– ბიჭს ოდესმე გამოუთქვამს რამე ამის საწინააღმდეგოდ? – ჩაეკითხა მის ჰევიშემი, – მოსწონს
თქვენი ხელობა?
– შენც ხომ კარგად იცი, პიპ, – ჯომ გონიერების, გულწრფელობისა და თავაზიანობის ნაზავი
კიდევ უფრო ხაზგასმით გამოხატა, – რომ ეს თავიდანვე მთელი გულით გინდოდა, – ვიდრე
ლაპარაკს განაგრძობდა, სახეზე შევატყვე, რომ ამ თავის განცხადებას გაიმეორებდა, – ამის
საწინააღმდეგოდ არაფერი გამოგითქვამს და ეს მუდამ მთელი გულით გინდოდა!
სულ ამაოდ ვცდილობდი მიმეხვედრებინა, რომ ჩემთვის კი არა, მის ჰევიშემისთვის უნდა
მიემართა. რაც მეტად ვანიშნებდი სახითა თუ ხელით დიასახლისზე, მით უფრო
გონივრული, მეგობრული და თავაზიანი კილოთი განაგრძობდა ჯო ჩემთან საუბარს.
– პიპ! – ნაწყენი კილოთი გამაწყვეტინა ჯომ, – აბა, ჩვენ შორის ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა
გაიცეს, თუ არა უარყოფითი? არა – აი, ჩემი პასუხი და ამის თქმა რაღა საჭიროა?
მის ჰევიშემმა ისე შეხედა, თითქოს იმაზე უკეთ მიხვდა, ჯო რასაც წარმოადგენდა, ვიდრე ეს
მოსალოდნელი იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აქ მოსვლისთანავე ჯო თავისი ჭკუა-
გონების შეუსაბამოდ იქცეოდა. ქალმა მაგიდიდან ქისა აიღო.
ამ ყოვლად უცნაური ქალისა და ოთახის შემხედვარე ჯოს, როგორც ჩანს, გონება სულ მთლად
აერია, რადგან ამის შემდეგაც კი მე მომმართა:
გაიმეორა.
– აბა? – ჩემმა დამ ორივეს ერთად მოგვმართა, – რა ამბები გადაგხდათ თავს? ძალიან მიკვირს,
ასეთი მაღალი საზოგადოების შემდეგ უბრალო მოკვდავნი რომ გვიკადრეთ!
– მოკითხვა, – ვუკარნახე.
– ჰო, ასეც ვფიქრობდი, – დაეთანხმა ჯო, – გვთხოვა, ჩემი მოკითხვა გადაეცით მისის ჯ.
გარჯერისო.
– მერედა, მისი მოკითხვა რაში გამოვიყენო? – ვითომდა გულგრილად შენიშნა ჩემმა დამ,
თუმცა ფრიად ნასიამოვნები ჩანდა.
– და ისიც თქვა, – ჯომ კვლავ დაძაბული მზერა მომაპყრო, ვითომდა, კვლავ გახსენებას
შეეცადა, – ვისურვებდი, ჩემი ჯანმრთელობა იმის საშუალებას მაძლევდეს... რაო, როგორ
თქვა, პიპ?
‒ ვისიამოვნოო, – ვუკარნახე.
– ჰმ, – მისის ჯომ მისტერ პამბლჩუკს გადახედა, აშკარად ნაამები დარჩა, – მისი მხრიდან
უფრო თავაზიანი იქნებოდა, ამას თავიდანვე თუ დამიბარებდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე
არასდროს. ამ სალახანას რა აჩუქა?
– არაფერი უჩუქებია, – უპასუხა ჯომ.
იგულისხმება. სწორედ ასე თქვა: "მისის ჯ. გარჯერი", როგორც ჩანს, – ახსნა ჯომ,
– მაშ, რამდენი მოგცა? – სიცილით ჰკითხა ჯოს ჩემმა დამ. გეფიცებით, მართლაც იცინოდა!
იკითხა ჯომ.
– იტყვის, კარგიაო, – მედიდურად უპასუხა მისის ჯომ, – კარგია, არც ძალიან ბევრია, მაგრამ
მაინც არა უშავს.
განაგრძო ჯომ.
– დიდხანს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, – ჯომ კმაყოფილი სახით გაუწოდა ჩემს დას ქისა, –
ოცდახუთი გირვანქა სტერლინგია.
ამას რომ დასჯერებოდა, ისედაც საკმაოდ მძიმე დანაშაული შერჩებოდა, მაგრამ უარესიც
ჩაიდინა. ჩათვალა, რომ სრული უფლება ჰქონდა, ჩემთვის მფარველობა გაეწია და ამით
ყველა თავის წარსულ დანაშაულს გადააჭარბა.
სინამდვილეში პამბლჩუკი ისე მიმათრევდა, თითქოს ის-ის იყო, ვინმეს ჯიბე გამექურდა ან
თივის ზვინისათვის ცეცხლი წამეკიდებინა. მართლაც, სასამართლოს შესასვლელთან ყველას
ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს დანაშაულზე წასწრებული და დაჭერილი ქურდი
მოეყვანათ. ხალხში რომ გამომატარა, აქეთ-იქიდან მომესმა: "რა დააშავა?" ზოგმა კი
ჩაილაპარაკა: "პატარა კია, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რა სალახანაც იქნება!" ხოლო ძალზე
თვინიერი და გულკეთილი შესახედაობის ერთმა კაცმა ბროშურაც კი გამომიწოდა,
რომლის ყდაზეც სოსისის ასხმასავით ბორკილებშემოხლართული, ბოროტმოქმედი
ახალგაზრდა ეხატა და სათაურად ეწერა: "ციხის საკანში საკითხავი".
რატუშა უცნაურ ადგილად მომეჩვენა. აქ ხის სკამები ვნახე, იმაზე უფრო მაღალი
ბარიერით, ვიდრე ეკლესიაში. და ამ ბარიერს ზემოდან ვიღაცის თავები იცქირებოდნენ.
ყოვლისშემძლე მოსამართლენი (ერთს დაპუდრული პარიკიც კი
ეხურა) სავარძლებში ისხდნენ. ზოგი ხემსს მიირთმევდა, ზოგი თვლემდა, ზოგიც რაღაცას
წერდა ან გაზეთს კითხულობდა. კედლებზე შავი, მბზინავი
როცა კვლავ გარეთ გამოვედით, თავი ძლივძლიობით დავაღწიეთ ქუჩის ბიჭებს, რომლებიც
აღფრთოვანდნენ იმის მოლოდინით, რომ ჩემ საჯაროდ დასჯას შეესწრებოდნენ. თუმცა
სასტიკად გაუცრუვდათ იმედი, როდესაც აღმოაჩინეს, რომ გარს მეგობრები მეხვივნენ. ამის
შემდეგ კვლავ პამბლჩუკის სახლში დავბრუნდით. იქ ჩემი და ისე აღტყინდა ოცდახუთი
გინეას
მოულოდნელი მიღების გამო, რომ დაიჟინა, გინდა თუ არა, "ლურჯ ტახში" უნდა
ვისადილოთო. მერე პამბლჩუკს სთხოვა, თავისი ორთვალათი ჰაბლებისა და
ასე თუ ისე, უფროსები იყვნენ და იმით სარგებლობდნენ, რომ შეეძლოთ, თავიანთ ნებაზე
მოქცეულიყვნენ. თავხედმა პამბლჩუკმა მთელი ამ საღამოს გულმოწყალე ინიციატორის
როლი მოირგო და სუფრის თავში დაბრძანდა. მერე სიტყვით გამოვიდა შეგირდად ჩემი
აყვანის თაობაზე; თან შეკრებილთ იქედნურად მიულოცა ის ამბავი, რომ ამიერიდან
დამაპატიმრებდნენ, თუკი აზარტულ თამაშებს ვითამაშებდი, ალკოჰოლურ სასმელს
დავლევდი, ღამღამობით ვიყიალებდი, დროს შეუფერებელ კომპანიაში გავატარებდი ან სხვა
რამეს დავაშავებდი – ჩემი ხელშეკრულება კი მსგავს მოვლენებს ისე ითვალისწინებდა,
როგორც რაღაც თავისთავად ცხადს. და ამ თავისი მონოლოგის დროს
თვალსაჩინოებასავით დამაყენა დაბალ სკამზე.
14
ჩემი დის ხასიათის გამო სახლი ჩემთვის სასიხარულო ადგილი არასოდეს ყოფილა.
მაგრამ ჯომ ის გააკეთილშობილა და მისი მუდამ მჯეროდა. მწამდა, რომ ჩვენი ერთი ბეწო
სასტუმრო ოთახი დახვეწილი სალონი იყო; მწამდა, რომ ჩვენი სახლის კარი ტაძრის კარიბჭეა
და მისი გაღება შემწვარი ქათმების მსხვერპლშეწირვით აღინიშნება; მწამდა ჩვენი
სამზარეულოს სიმდიდრის თუ
ორივეს შავი ნისლი ბურავდა; ყველაფრის მიღმა კი პირქუში ზღვა გაწოლილიყო. პირველი
დღიდანვე მძიმედ და უხალისოდ ვიყავი; მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ მთელი ამ ხნის
განმავლობაში ჯოსთან ჩურჩულითაც კი არ დამიჩივლია. ეს ერთადერთი რამაა, რასაც იმ
პერიოდიდან კმაყოფილებით ვიხსენებ.
მაგრამ მის გვერდით ყოფნისას ცხადად შეიგრძნობ მის ზეგავლენას შენს პიროვნებაზე. მეც
დარწმუნებული ვარ, რომ, თუკი შეგირდობის პერიოდს თან ახლდა რამე კარგი, ეს
ყველაფერი ჯოსგან მოდიოდა, რომელიც უბრალო იყო და მცირედით კმაყოფილდებოდა, და
არა – ჩემგან, რადგან გამუდმებით უკმაყოფილო ვიყავი, ბუნდოვანი მოლოდინი მოსვენებას
არ მაძლევდა.
ვინ იტყვის, მაინც რა მსურდა? ან მე თვითონ განა შემიძლია ავხსნა, რასაც ბოლომდე ვერ
ჩავმწვდარვარ? ის კი ვიცი, ყველაზე მეტად რა მაშინებდა – გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი,
ოდესმე, ჩემს ყველაზე ბედკრულ წუთებში, როცა უმძიმეს შრომაში ვიქნებოდი, ესტელა
სამჭედლოს ხის დარაბებიან ფანჯარას მოადგებოდა და შემოიხედავდა. მოჩვენებასავით თან
მდევდა იმაზე ფიქრი, რომ, ადრე თუ გვიან, გამურულსა და ბინძურს, ჩემი დამამცირებელი
საქმიანობისას წამასწრებდა და ზიზღითა და ძრწოლით გადმომხედავდა.
ამ უცნაურ ქალთან ჩემი განათლებაც დასრულდა. თუმცა მანამდე ბიდიმ მთელი ცოდნა
გადმომცა, რაც კი თვითონ გააჩნდა, დაწყებული ფასების წიგნაკითა და დამთავრებული იმ
იუმორისტული სიმღერის ტექსტით, რომელიც ოდესღაც ნახევარ პენსად ეყიდა. თუმცა ამ
ლიტერატურულ ნაწარმოებს რაც შეეხება, მასში მხოლოდ პირველი სტროფი იყო მეტ-
ნაკლებად გასაგები:
თუ-როლ, ლუ-როლ,
თუ-როლ, ლუ-როლ!"
ერთ კვირა დღეს, როცა ჯო თავისი ჩიბუხით ტკბებოდა, მე კი ამჯერად მასზე ხელის ჩაქნევა
ვარჩიე, რაკი დაჟინებით გამომიცხადა, სუსტი ვარ და თავში არაფერი შემდისო, მუშტზე
ნიკაპჩამოყრდნობილი, კარგა ხანს ვიწექი მიწაყრილზე. ჩემ წინ გადაშლილ მიდამოში, ცასა
და წყალზე მის ჰევიშემისა და ესტელას კვალს დავეძებდი. ბოლოს და ბოლოს, გავბედე
მათთან
– ზოგჯერ ეს სრულიად უმიზეზოდაც ხდება, პიპ. მაგრამ მის ჰევიშემი სხვაა. ვაითუ
იფიქროს, მისგან რაღაც გსურს, რაღაცას ელოდები?
– კი მაგრამ, ხომ შემიძლია ვუთხრა, რომ არაფერი მსურს და ამისთვის არ მივსულვარ, ჯო?
– როგორ არ შეგიძლია, ძმობილო, – მიპასუხა ჯომ, – შეიძლება დაიჯეროს კიდეც. ან არც
დაიჯეროს.
ორივემ ვიგრძენით, რომ უნებლიეთ სწორედ მიზანს მოახვედრა და ჯომ მაშინვე გამალებით
გააბოლა ჩიბუხი, რათა ნათქვამის გამეორებით შთაბეჭდილება არ შეესუსტებინა.
– ხომ გესმის, პიპ, – განაგრძო ჯომ, როცა ეს საფრთხე უკვე ჩავლილად ჩათვალა, – მის
ჰევიშემმა დიდი სიკეთე გიყო და ამის შემდეგ, როცა ვემშვიდობებოდით, თავისკენ მიხმო და
მითხრა, ამის მეტს ნურაფერს ელოდებიო.
ეს აზრი მეც გამჩენია და ჯოც ზუსტად ასე რომ ფიქრობდა, ამან კიდევ უფრო შემაშფოთა,
რადგან ამით ეს აზრი უფრო დამაჯერებელი ხდებოდა.
– კი მაგრამ, ჯო...
– რაო, ძმობილო?
მაგრამ ჯოს საჩუქრის აზრი ღრმად ჩაუჯდა თავში და უკვე აღარ ეშვებოდა.
– ჯო, ჩემო კარგო! – შევყვირე და ქურთუკზე მოვქაჩე, – გთხოვ, შეწყვიტე! ერთი წამითაც არ
მიფიქრია, მის ჰევიშემისთვის რამე მეჩუქებინა!
– მართალი ხარ, პიპ, – ისეთი კილოთი დამიდასტურა ჯომ, თითქოს მთელი თავისი
მსჯელობა სწორედ ამ დასკვნისაკენ მიჰყავდა, – მეც ამის თქმა მინდა, არ ღირს.
– ჰო, ჯო. მაგრამ მე ამის თქმა მინდა: ამ დღეებში ხომ არც ისე ბევრი საქმე გვაქვს და ხვალ
ნაშუადღევს შვებულებას თუ მომცემდი, ქალაქში გავიქცეოდი და მის ესტ... ჰევიშემს
მოვინახულებდი.
– ჰო, მაგრამ ესტჰევიშემი არ ჰქვია, პიპ, – სერიოზულად მომიგო ჯომ, – თუ, რა
უნდა გითხრათ, რომ ჯოს ერთი მუშა ჰყავდა – გვარად ორლიკი – რომელსაც ყოველკვირა
უხდიდა ჯამაგირს. იგი ამტკიცებდა, ნათლობის სახელად დოლჯი(პერსონაჟის სახელი და
გვარი ჟღერადობით ჭუჭყის, ტალახის ასოციაციას ბადებს. ბინძურთან და ამაზრზენთან
იგივდება.) მქვიაო, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა. თავადაც მშვენივრად მოეხსენებოდა,
რომ არავინ
მას მერე, რაც ჯოს შეგირდი გავხდი, ორლიკს, შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდა, ადრე თუ გვიან,
მის ადგილს დავიკავებდი, რის გამოც კიდევ უფრო შევძულდი. თუმცა ჩემდამი სიძულვილი
ღიად არასოდეს გამოუხატავს. შევნიშნე, როცაკი უროს გრდემლს ურტყამდა, ნაპერწკლებს
განგებ ჩემკენ ყრიდა, ხოლო საკმარისი იყო, "ბებერი კლემი" წამომეწყო, ისიც ამყვებოდა,
ოღონდ მუდამ მირევდა ტაქტს.
მეორე დღეს, როცა ჯოს ჩემი შვებულების ამბავი შევახსენე, დოლჯ ორლიკიც იქვე იყო და
მუშაობდა. იმ წუთას არაფერი უთქვამს, რადგან ჯოსა და მას გავარვარებული რკინის ნაჭერი
ედოთ შუაში, მე კი საბერველთან ვიდექი; მაგრამ მოგვიანებით უროს ჩამოეყრდნო და თქვა:
– ოსტატო, მხოლოდ ერთ ჩვენგანს ხომ არ მიანიჭებ უპირატესობას? თუკი ახალგაზრდა პიპს
შუადღის შემდეგ ასვენებ, მაშინ ბებერი ორლიკიც უნდა დაასვენო, – ჩემი ვარაუდით,
ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაგრამ საკუთარ თავს მხცოვან ადამიანად მოიხსენიებდა.
– როგორ თუ რად მინდა? მას რაღად უნდა? მეც ისევე გამოვიყენებ ამ დასვენებას, როგორც
პიპი! – გაცხარდა ორლიკი.
შეეკამათა მუშა, – რატომაც არ შეიძლება, ორნი წავიდნენ ქალაქს? განა მარტო ერთს შეიძლება
ქალაქში საქმე ჰქონდეს?
სისხლის წვეთები იყო. ბოლოს, როცა გული იჯერა, თვითონ გავარვარდა, რკინა კი გააცივა
და მოსასვენებლად კვლავ უროს ჩამოეყრდნო. მერე ხელახლა წამოიწყო:
– ოსტატო!
– მაშ, რაკი სხვა დროს პატიოსნად შრომობ, – უთხრა ჯომ, – ნაშუადღევს შენც შვებულებას
გაძლევ.
– შენ რომ კაცმა ნება მოგცეს, ყველას ოსტატი იქნებოდი! – ღვარძლიანი ღიმილით შეეკამათა
ორლიკი.
– დიდი აშარი ვინმე კი ხარ, დედილო გარჯერი! – შეუტია მუშამაც, – ეჭვიც არ მეპარება,
ქვეყნის ყველა ვიგინდარას ზედმიწევნით რომ იცნობ: თვითონაც მათ
რიცხვს ეკუთვნი!
– ეეჰ! – კბილებს შორის გამოცრა ღვარძლიანმა მუშამ, – ჩემი ცოლი რომ იყო, კარგადაც
დაგაკავებდი, ცივი წყლის ონკანის ქვეშ თავს რომ ჩაგაყოფინებდი, მაშინვე
დაშოშმინდებოდი!
– ოჰ! ერთი ამას მოუსმინეთ! – კივილით ტაში შემოჰკრა ჩემმა დამ, რაც იმას ნიშნავდა, რომ
გამძვინვარების მომდევნო საფეხურზე გადავიდა, – ყური დაუგდეთ, რას მკადრებს! ეს
ვიგინდარა ორლიკი! თანაც – ჩემს სახლში? გათხოვილ ქალს! ჩემი ქმრის თანდასწრებით! ო!
ო! ო! – ამ შეძახილებით მკერდსა და მუხლებზე ირტყამდა ხელებს, თავსაფარი ჩამოიძრო
და თმა გაიჩეჩა, რაც მისი ჭკუიდან გადასვლის უკანასკნელ ფაზას წარმოადგენდა. როცა
გამძვინვარების მწვერვალს წარმატებით მიაღწია, კარს ეცა, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი
ჩარაზვა მოვასწარი.
საბრალო ჯოს სხვა რაღა დარჩენოდა; რაკი მუშამ მისი რჩევები არ შეისმინა, მისდგა და
პასუხი მოსთხოვა, როგორ ბედავ, ჩემსა და მისის ჯოს შორის რომ დგებიო. ამის შემდეგ კი
გამოიწვია – გამოდი და დამიმტკიცე, რომ ვაჟკაციც ხარო. ორლიკი მიხვდა, უკან დასახევი
გზა არ ჰქონდა, "გამოსვლას" ვერ ასცდებოდა, და თავდაცვითი პოზა მიიღო. არცერთს
დამწვარ-დალაქავებული წინსაფარიც კი არ შეუხსნია, ისე შეებნენ ერთმანეთს,
გეგონებოდათ, ორი გოლიათი იბრძვისო. მაგრამ ჩვენ შემოგარენში ერთი კაციც კი არ
შემხვედრია, ჯოს დიდხანს რომ გამკლავებოდა. ძალიან მალე ორლიკი – თითქოს იმ
ფერმკრთალ ჭაბუკზე მეტი ძალა არ ჰქონოდა – უკვე ნაცარში გორაობდა და წამოდგომას
აშკარად არ ჩქარობდა. მერე ჯომ კარი გააღო და ჩემი და, რომელიც გულწასული ძირს ეგდო
(თუმცა, ვფიქრობ, ბრძოლას ბოლომდე ადევნა თვალი), ხელში აიყვანა, შინ შეიყვანა,
საწოლზე დააწვინა და ეხვეწა, გონს მოდიო. ის კი წინააღმდეგობას უწევდა და ცდილობდა,
თმაში ჩაფრენოდა. ამის შემდეგ იმ ნეტარმა სიწყნარემ დაისადგურა, მუდამ დიდ
ქარტეხილებს რომ მოსდევს.
ამგვარ მშვიდ წუთებში მუდამ ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს კვირა დღეა და
ვიღაც გარდაიცვალა. ჩემს ოთახში ავედი და ტანთ გამოვიცვალე.
– არა, მერწმუნეთ, მის ჰევიშემ. მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ ჩემს ხელობას
გულმოდგინედ ვსწავლობ და რომ თქვენი უსასრულოდ მადლიერი ვარ.
წამათრია. რაკი ვიცოდი, რომ შინ თავს უბედურად ვიგრძნობდი, საღამო ბნელი და
ღრუბლიანი იყო, მარტო სიარულს კი ნებისმიერი თანამგზავრი მერჩივნა, დიდი
წინააღმდეგობა არ გამიწევია. დანიშნულების ადგილს მაშინ მივადექით, როცა ქუჩასა და
მაღაზიებში სინათლეები აინთო.
დანარჩენ ეპიზოდებზე უფრო მეტად გაწელა. ცოტა არ იყოს, გადამტებულად მეჩვენა მისი
გოდება, ჩემი ცხოვრება გაფურჩქვნის ჟამს უმალ ხმებაო, მაშინ, როდესაც თავიდანვე
ფოთოლ-ფოთოლ ხმებოდა. მაგრამ წარმოდგენა მხოლოდ გრძელი და მოსაწყენი რომ
ყოფილიყო, ამას კიდევ აიტანდა კაცი. ბევრად უარესი ის იყო, რომ დამნაშავე პერსონაჟი
ჩემს უწყინარ პიროვნებასთან გააიგივეს. როცა ბარნუელმა პირველი ცოდვა ჩაიდინა,
პამბლჩუკი ისეთი აღშფოთებით მომაჩერდა, ლამის ავდექი და ბოდიში მოვიხადე. არც
უოპსლი იშურებდა ძალ-ოონეს, რათა ყოვლად არასახარბიელოდ წარმოვეჩინე. მისი
წყალობით, გაუთავებელი წუწუნის მიუხედავად, მაინც უმოწყალოდ მოვკალი ბიძაჩემი,
რისთვისაც არანაირი შემარბილებელი გარემოება არ გამაჩნდა. მილვუდი თავის ნებაზე
მატრიალებდა; ხოლო ოსტატის ქალიშვილის ჩემდამი სიყვარული მხოლოდ მისივე
გონებრივი შეზღუდულობით თუ აიხსნებოდა. იმ საბედისწერო დილას კი, რომელიც
ჩემთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო, იმდენი ვიღნავლე და ვიკვნესე, ჩემი სიმხდალე
საბოლოოდ დავამტკიცე. მას მერეც კი, როცა, როგორც იქნა, დამსახურებულად
ჩამომახრჩვეს და უოპსლმა წიგნი დახურა, პამბლჩუკმა მაინც საყვედურით შემომხედა და
თავის კანტურით ისე მითხრა: "გაფრთხილდი, ყმაწვილო, გაფრთხილდი", თითქოს
დამტკიცებულ ფაქტად მიაჩნდა, რომ იმ უახლოესი ნათესავის მოკვლა მქონდა განზრახული,
რომელიც შეცდებოდა და თავის წყალობას გადმომაფრქვევდა.
როცა ყველაფერი დასრულდა და მისტერ უოპსლთან ერთად სახლის გზას გავუდექი, უკვე
გვიანი ღამე იყო. ქალაქიდან გასვლისთანავე სქელ ნისლში ამოვყავით თავი და მაშინვე
დავსველდით. შლაგბაუმის ნათურა გადღაბნილად მოჩანდა და თითქოს ჩვეული
ადგილიდან დაძრულიყო, მისი სხივები კი ნისლში მკვრივ ძელებად მოჩანდა. სწორედ იმას
ვამბობდით, ჭაობებიდან მოსულმა
ქარმა ნისლი მოიტანაო, რომ უცებ დარაჯის სახლის კედელთან, რომელიც ქარს აკავებდა,
აყუდებული კაცი შევნიშნეთ.
ბებერმა ორლიკმა რაღაც ჩაიბურტყუნა, როგორც ჩანს, გვარიანი პასუხი ვერ მოიფიქრა, და
ყველანი გზას გავუდექით. ცოტა ხნის შემდეგ ვკითხე, თავისუფალი დრო ქალაქში თუ
გაატარა.
– ჰო, – მიპასუხა, – შენ რომ წახვედი, მეც მოგყევი. არ დამინახიხარ, მაგრამ, მგონი, ფეხდაფეხ
მოგყვებოდი. სხვათა შორის, დღეს ისევ ზარბაზნების სროლა ისმის.
– გემებიდან? – ვკითხე.
– ჰო. ისევ რომელიღაც ჩიტუნა გაფრინდებოდა გალიიდან. რაც ჩამობნელდა, დროდადრო
ისვრიან. ახლავე გაიგონებ.
ასე მივაღწიეთ სოფელს. გზად "სამ მხიარულ მეზღვაურთან" უნდა ჩაგვევლო. ჩვენდა
გასაკვირად, იქაურობა ღია და განათებული დაგვხვდა, თუმცა უკვე თერთმეტი საათი იყო.
გზისპირას სიბნელიდან უჩვეულოდ ციმციმებდა აქა-იქ მობორიალე ფარნები. მისტერ
უოპსლი ამბის გასაგებად შევიდა (მისი ვარაუდით, გაქცეული პატიმარი ეყოლებოდათ
დაჭერილი), მაგრამ მეორე წამს
– კარგად ვერც მე გავიგე. ვიდრე ჯო გარჯერი შინ არ იყო, სახლს თავს დაესხნენ. როგორც
ჩანს, გაქცეული პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ. ვიღაც დაშავდა კიდეც.
ისე სწრაფად მივრბოდით, ლაპარაკის თავი აღარ გვქონდა და, ვიდრე ჩვენს სამზარეულომდე
მივირბინეთ, წამითაც არ გავჩერებულვართ. იქაურობა ხალხით იყო სავსე. მგონი, მთელი
სოფელი შეყრილიყო. ექიმიც იქვე იყო, ჯოც და რამდენიმე ქალიც – ყველას სამზარეულოს
იატაკზე ჩაემუხლა. ჩემი დანახვისთანავე უქმი მაყურებლები გაიწ-გამოიწივნენ და ძირს
უგონოდ გართხმული ჩემი და დავინახე, რომლისთვისაც, სანამ ბუხართან იყო დახრილი,
ვიღაცას კეფაში საბედისწეროდ ჩაერტყა; და, ვიდრე ამქვეყნად ჯოს მეუღლე ერქვა,
გამძვინვარება აღარ ეწერა.
16
შევაფასე.
აკლდა, როცა ჯო შინ დაბრუნდა და ცოლი უგონოდ, ძირს დაგდებული დახვდა. მაშინვე
დამხმარეებს უხმო. ბუხარში ცეცხლი არ ჩამწვარიყო, არც სანთელს მოჰკიდებოდა დიდი
ნამწვი; თუმცა სანთელი ვიღაცას ჩაექრო.
ერთ-ერთი უკვე დაეჭირათ ისე, რომ ბორკილისაგან თავის გათავისუფლება ვერ მოესწრო.
მზარავდა იმაზე ფიქრი, რომ მკვლელს იარაღი, მართალია, უნებლიეთ, მაგრამ მაინც მე
მივაწოდე და ამაში ეჭვი აღარც მეპარებოდა. მაწამებდა ის
აზრი, რომ ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გამერღვია ჩემი ბავშვობის ეს ჯადო და ჯოსთვის
მთელი ამბავი მომეთხრო. მომდევნო თვეების განმავლობაში ამ თემას ყოველდღიურად
უარყოფითად ვწყვეტდი, მაგრამ მეორე დილით ხელახლა ვუბრუნდებოდი და კვლავაც
განვიხილავდი. საკითხს ამგვარად ვსვამდი: ეს საიდუმლო იმდენი ხნის იყო, იმდენად
შევისისხლხორცე, რომ უკვე ჩემ ნაწილად იქცა და ჩემი არსებიდან ვეღარ ამოვიგლეჯდი.
იმის შიშს, რომ თუკი ჯო ამ ამბავს დაიჯერებდა, ასეთი მძიმე დანაშაულის გამო
აუცილებლად გამიუცხოვდებოდა, ბევრად უფრო დიდი შიში ემატებოდა, ვაითუ არ
დამიჯეროს, გაუგონარ ტყუილად ჩამითვალოს და ესეც იმ ზღაპრული ძაღლებისა და
მას მერე, რაც სახელმწიფო მოხელეები ჩვენი სოფლიდან წავიდნენ, ჩემი და კიდევ
დიდხანს იყო მძიმედ. მხედველობა დაუზიანდა, საგნებს გაორებულად ხედავდა და
ნამდვილის ნაცვლად სულ წარმოსახვით ფინჯნებსა და ღვინის ჭიქებს სტაცებდა ხელს.
ძლიერად დაუქვეითდა სმენაცა და მეხსიერებაც. გაუგებრად მეტყველებდა. როცა ისე
მომჯობინდა, რომ ჩვენი დახმარებით ქვედა სართულზე ჩამოსვლა შეძლო, ყოველწუთს
გვერდით ედო ჩემი დაფა, რათა, რასაც სიტყვით ვერ გვაგებინებდა, დაეწერა. რაკიღა
(საშინელ ხელწერას რომ თავი ვანებოთ) მართლწერაში მოიკოჭლებდა, ხოლო ჯო,
როგორც მოგეხსენებათ, მასზე არანაკლებ მოიკოჭლებდა კითხვაში, ურთიერთგაგებისას
დიდ სირთულეებს აწყდებოდნენ და საშველად მე მეძახდნენ. მეც არაერთხელ გავხვეულვარ
გაუგებრობაში, ხან წამლის მაგივრად წინდას მივურბენინებდი, ხან ხორცის ნაცვლად ხერხს,
ხანაც "ჯოს" ნაცვლად "ჩაი" წავიკითხე – ეს ჩემი შედარებით უმნიშვნელო შეცდომები იყო.
ერთი კია – ხასიათი გამოუკეთდა, უფრო თვინიერი გახდა. ყველა კიდურის მუდმივი
ცახცახის გამო მოძრაობები გაუბედავი გაუხდა და ორი-სამი თვის გამოშვებით კიდევ
დიდხანს ემართებოდა უეცარი შეტევები: თავზე ხელებს აიფარებდა და შემდეგ ერთი კვირით
სრულიად ებინდებოდა გონება. მისთვის მომვლელის ძებნას ამაოდ გადავყევით, ვიდრე
იღბლიანმა შემთხვევამ არ გვიხსნა. მისტერ უოპსლის ბებიდამ, როგორც იქნა, მოიშალა
ცხოვრების მავნე
ჩვევა, მასში ეგზომ მყარად რომ იყო ფესვგადგმული, რის შედეგადაც ბიდი ჩვენი ოჯახის
წევრი გახდა.
ჩემი დის სამზარეულოში დაბრუნებიდან ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა ბიდი პატარა,
ჭრელი სკივრით გამოგვეცხადა, რომელიც მთელ მის ავლადიდებას იტევდა, და სახლს ღვთის
კურთხევად მოევლინა. პირველყოვლისა, ჯოს მოევლინა მხსნელად, რადგან ცოლის
სავალალო
ჩემი და დაფაზე გამუდმებით წერდა ასო I-ს მსგავს უცნაურ ფიგურას და ისეთი
დაჟინებით ცდილობდა, ამ ნაწერისთვის ყურადდღება მიგვეპყრო, აშკარა
იყო, ძალიან სჭირდებოდა. სულ ტყუილად მიმქონდა მასთან ყველაფერი, რაც კი თ-თი
იწყებოდა და რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. კარგა ხნის შემდეგ დამებადა
აზრი, რომ გამოსახულება, შესაძლოა, ჩაქუჩს გულისხმობდა. როცა ეს სიტყვა ჩემს დას
ყურში ჩავძახე, გაუხარდა და ხელით მაგიდაზე კაკუნი დაიწყო. რაც კი დიდ-პატარა ჩაქუჩები
გვქონდა, ყველა სათითაოდ ვუჩვენე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ყავარჯენი მომაფიქრდა,
რადგან ფორმით ცოტათი წააგავდა ჩაქუჩს. სოფელში მოქძებნე, ვითხოვე და ჩემს დას
ერთგვარი სიამაყით წარვუდგინე. მაგრამ მან ისე გამალებით გააქნია თავი, ძალიან
შევშინდით, ისედაც დასახიჩრებულს, კისერიც არ ეღრძო.
როგორც კი ჩემმა დამ შენიშნა, რომ ბიდის მისი საუკეთესოდ ესმოდა, დაფაზე ისევ ის
იდუმალი ნიშანი გაჩნდა. ბიდიმ ერთხანს ჩაფიქრებულმა უცქირა, ჩემი ახსნა-განმარტება
მოისმინა, დაჟინებით შეხედა ჯერ ჩემს დას, მერე ჯოს (რომელიც დაფაზე მუდამ თავისი
სახელის ინიციალით იყო წარმოდგენილი), მერე წამოხტა და სამჭედლოში გაიქცა. მე და ჯო
უკან მივყევით.
– რა თქმა უნდა! – გაბრწყინებული სახით შესძახა ბიდიმ, – როგორ ვერ მიხვდით? ისაა!
უეჭველია, ორლიკი! ქალმა სახელი ვეღარ მოიგონა და მის სამუშაო იარადზე, უროზე
მიგვითითა. როდესაც ავუხსენით, რატომ უნდა წამოგვყოლოდა სამზარეულოში, ორლიკმა
ურო ნელა გადადო, შუბლი ჯერ სახელოთი შეიწმინდა, მერე – წინსაფრით და თავისი დუნე,
ზოზინა ნაბიჯით ადგილიდან დაიძრა.
ვაღიარებ, დიდი მოლოდინი მქონდა იმისა, რომ ჩემი და მას დანაშაულში ამხელდა.
თუმცა, როცა საქმე სხვაგვარად დატრიალდა, იმედგაცრუებაც კი ვიგრძენი. ქალმა მისდამი
აშკარა კეთილგანწყობა გამოამჟღავნა, არაერთხელ ანიშნა, რომ მისი ნახვა გაუხარდა და
როგორღაც გაგვაგებინა, მოსულს სასმლით გავმასპინძლებოდით. თან დაჟინებით
აკვირდებოდა სახეზე, როგორც ჩანს, დიდად აღელვებდა ის, თუ როგორ შეაფასებდა
ორლიკი მის დახვედრას და ყველა საშუალებით ცდილობდა, მასთან შერიგების
სურვილი გამოემჟღავნებინა. მისი პირფერობა მკაცრი მასწავლებლის წინაშე ლაციცს
მოგაგონებდათ. ამის შემდეგ დღე არ გავიდოდა, ქალს გრიფელის დაფაზე ურო არ გამოესახა,
ორლიკი სამზარეულოში არ შემოპრატუნებულიყო და მის წინაშე ისეთი დაბნეული
სახით არ აყუდებულიყო, აქაოდა, ნუ მკითხავთ, ეს ყველაფერი რას უნდა ნიშნავდესო. 17
ძველი მრუმე სახლი, ყვითელი მკრთალი შუქით მქრქალად განათებული ოთახი, ტუალეტის
მაგიდასთან სავარძელში მისვენებული ფერმკრთალი აჩრდილი – ყოველივე იმდენად
უცვლელად დამხვდა, რომ, ასე მეგონა, ამ
ეს მაშინ შევამჩნიე, როცა ჩემი სამუშაოდან უეცრად ავწიე თავი – წიგნიდან ამონარიდებს
ვიწერდი და ამგვარი მეთოდით ორ კურდღელს ვიჭერდი: კითხვაშიც ვვარჯიშობდი და
წერაშიც. უეცრად წერა შევწყვიტე და დავინახე, რომ ბიდი თვალს მადევნებდა. კალამი
გადავდე და გოგომაც შეწყვიტა კერვა, თუმცა საკერავი ხელიდან არ გაუშვია.
– ბიდი, – შევეკითხე, – მითხარი, ამას როგორ ახერხებ? ან მე ვარ მეტისმეტად სულელი, ან შენ
ხარ ძალიან ჭკვიანი.
– ბიდი, როგორ ახერხებ ყველაფერ იმის სწავლას, რასაც მე ვსწავლობ, თანაც ისე, რომ
არაფერში ჩამომრჩე?
იმ დროისათვის ჩემი ცოდნით დიდად ვამაყობდი, მით უმეტეს, რომ მას არამხოლოდ
დაბადების დღეებზე მიღებულ გინეებს ვახარჯავდი, არამედ მთელ ჩემს ჯიბის ფულსაც,
თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოკრძალებული მიღწევები
მეტისმეტად ძვირად მიჯდებოდა.
– არ ვტირი, – სიცილით ასწია თავი გოგომ, – ეგ რამ გაფიქრებინა? იმან მაფიქრებინა, რომ მის
საკერავზე დაცემულმა ცრემლმა ჰაერში
– ასეა, ბიდი. ჩემი პირველი მასწავლებელი იყავი, – ვუთხარი, როცა ამ ფიქრებს თავი
მოვუყარე, – რას ვიფიქრებდით მაშინ, ოდესმე სამზარეულოში ასე ერთად თუ
ვისხდებოდით?
– აჰ, საბრალო ქალი! – ბიდიმ ჩვეული მიუკერძოებლობით გადაიტანა საუბარი ჩემს დაზე,
მაშინვე წამოხტა და მის გარშემო ფუსფუსს მოჰყვა, – ეს ნაღვლიანი სიმართლეა!
– ჰო, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ძველებურად უფრო მეტს ვისაუბრებთ. მინდა,
წინანდებურად გაგიზიარო ჩემი საფიქრალი. მოდი, შემდეგ კვირა დღეს ჭაობებისკენ
გავისეირნოთ და ვისაუბროთ, ბიდი.
გარემოს უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენდა. გავიფიქრე, რომ ბიდისთვის ჩემი განცდების
გასანდობად ამაზე უკეთეს დროსა და ადგილს ვერ ვიხელთებდი.
– ბიდი, – წამოვიწყე მას მერე, რაც საიდუმლოს შენახვის პირობა ჩამოვართვი, – მინდა
ჯენტლმენი გავხდე.
– ოჰ, ეგ რად გინდა, პიპ? – გაოცდა გოგო, – შენს ადგილას ამაზე არც კი ვიფიქრებდი!
– შენ უკეთ იცი შენი ამბავი, პიპ, მაგრამ განა რაც ახლა გაქვს, იმით ბედნიერი არ ხარ?
– რას ამბობ, ბიდი?! – უნებურად შევყვირე, – ახლა სულაც არ ვარ ბედნიერი. მძულს ჩემი
ხელობაც და ჩემი აქაური ცხოვრებაც, ვერცერთს ვერ შევეგუე იმ დღიდან, რაც შეგირდობა
დავიწყე. რა სისულელეს ლაპარაკობ!
ეს, ცოტა არ იყოს, საეჭვო ქათინაურად მეჩვენა, მაგრამ ვიცოდი, კარგი გაგებით მითხრა.
ეთქვა!
ბიდი უეცრად მომიბრუნდა და იმაზე დაჟინებით ჩამხედა სახეში, ვიდრე წეღან გემებს
გაჰყურებდა.
– ასეთი რამის თქმა არც სიმართლეს შეესაბამება და არც დიდად თავაზიანია, – მერე ისევ
გემებს მიაპყრო მზერა, – მაინც ვინ გითხრა?
დავიბენი, რადგან საუბარი ისე წამოვიწყე, იმაზე არ მიფიქრია, თუ სადამდე მიმიყვანდა.
მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებდი და ვუპასუხე:
– თუკი ეს მისი ჯიბრით გსურს, – განაგრძო ბიდიმ, – ჩემი აზრით, თუმცა შენ უკეთ იცი,
უფრო ღირსეული იქნება, მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო. ხოლო თუ მისი გულის
მოგება გინდა, ვფიქრობ, თუმცა შენ უკეთ გაგეგება, მისი გულის მოგება გაწეულ შრომად არ
ღირს.
– ყველაფერი ეს იქნებ მართალიც იყოს, – ვუთხარი ბიდის, – მაგრამ ვერა და ვერ ვივიწყებ.
ეს რომ ვთქვი, მიწაზე პირქვე დავემხე, ორივე ხელით საკუთარ თმას ვწვდი და
ძლიერად მოვქაჩე. დარწმუნებული ვიყავი, ასეთი შეშლილი და ახირებული
ბიდისნაირ ბრძენ გოგოს მეორეს ვერსად ნახავდით. მიხვდა, ჩემთვის რამის მტკიცებას
აზრი რომ აღარ ჰქონდა. თავისი საოცრად ალერსიანი, თუმცა მუშაობით გაუხეშებული
ხელი თითებზე დამადო და თმიდან სათითაოდ ამაშვებინა. მერე მხარზე ნაზად და
მანუგეშებლად მისვამდა ხელისგულს, მე კი მკლავზე სახედამხობილი ავსლუკუნდი –
ზუსტად ისე, როგორც წლების წინათ ლუდსახდელის ეზოში – და იმ ბუნდოვან დასკვნამდე
მივედი, რომ ცხოვრებაში ვიღაც, ან იქნებ ყველა (ზუსტად ვერ გავერკვიე), ძალიან
უსამართლოდ მომექცა.
– ერთი რამ მახარებს, – მითხრა ბიდიმ, – ის, რომ ჩემთან გულახდილობა შეძელი, პიპ. და
ისიც მახარებს, რომ მომავალშიც მუდამ შეგიძლია გამენდო და
ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდეს. შენი პირველი მასწავლებელი (ეჰ, თვითონაც რამდენი
რამ მაქვს სასწავლი!) ახლაც რომ შენი მასწავლებელი იყოს, მგონი, ვიცი, რა გაკვეთილსაც
შეგასწავლიდა. თუმცა ის რთული ასათვისებელი იქნებოდა და რაკი შენს მასწავლებელს
ცოდნაში გაუსწარი, ამაზე ლაპარაკს
აზრი მაინც აღარ აქვს, – ბიდიმ ხმადაბლა ამოიოხრა, მერე წამოდგა და საამოდ
გახალისებული ხმით მკითხა, – ცოტა კიდევ გავისეირნოთ თუ შინ დავბრუნდეთ?
– ხომ იცი, ეს ვერასოდეს მოხდება, ასე რომ, ყოველთვის. თუმცა მოსაყოლიც აღარაფერი
დარჩა, რადგან, როგორც იმ საღამოს გითხარი, რაც მე ვიცი, შენც ყველაფერი იცი.
– ბიდი! – ვუთხარი, როცა უკვე შინისაკენ მივაბიჯებდით, – ნეტავ შეგეძლოს ჩემი დახმარება!
– ნეტავ შენი შეყვარება შემეძლოს! ხომ არ გწყინს, ასე გულახდილად რომ ვლაპარაკობ? ჩვენ
ხომ ძველი მეგობრები ვართ.
მაინტერესებდა, ბიდიც ხომ არ ეჭვობდა, რომ ჩემს დაზე იდუმალი თავდასხმა ორლიკის
ნახელავი იყო და ვკითხე, თუ რატომ არ მოსწონდა.
– ოჰ! – გოგომ ჩვენ უკან მოტორტმანე კაცს გახედა, – იმიტომ, რომ, ვშიშობ, მოვწონვარ.
– არა, – ბიდიმ ისევ უკან მიიხედა, – ეს არასოდეს უთქვამს; მაგრამ, როცაკი თვალს ვუსწორებ,
მელაქუცება.
სიმპათიის ამგვარი გამოვლინება უცხოდ და უცნაურად მეჩვენა, მაგრამ ბიდის შეფასებაში
ეჭვი არ შემპარვია. ძალიან გამაბრაზა იმან, რომ ორლიკს ბიდი მოსწონდა; ისე ძალიან,
თითქოს პირადად ჩემთვის მოეყენებინოს შეურაცხყოფა.
– ეს არც მე მომწონს, – თქვა ბიდიმ, – მაგრამ შენთვის არც ამას უნდა ჰქონდეს რამე
მნიშვნელობა.
– ზუსტადაც, თუმცა, უნდა გითხრა, რომ შენზე აზრი წამიხდება, ბიდი, თუკი შენი
ნებართვით დაგიწყებს ლაქუცს.
18
ეს ჯოსთან ჩემი შეგირდობის მეოთხე წელიწადს, ერთ შაბათ საღამოს მოხდა. "სამ მხიარულ
მეზღვაურში" ბუხართან რამდენიმე კაცი შეკრებილიყო და ყურადღებით უსმენდა მისტერ
უოპსლს, რომელიც გაზეთს ხმამაღლა კითხულობდა. მეც იქ ვიყავი.
მერე და მერეღა შევნიშნე ჩემ პირდაპირ, მერხის საზურგეს მიყრდნობილი უცხო ჯენტლმენი,
რომელიც თვალყურს გვადევნებდა. სახეზე ზიზღი აღბეჭდვოდა და როცა შეკრებილთა
სახეებს ათვალიერებდა, თან სქელი საჩვენებელი თითის ნუნას იკვნეტდა.
– მაშ, ასე! – მიმართა მისტერ უოპსლს, როცა ამ უკანასკნელმა კითხვა დაასრულა, – როგორც
თქვენ მოგეპრიანათ, ისე გადაწყვიტეთ საქმე, ხომ?
ყველანი შეკრთნენ და ისე მიაჩერდნენ, თითქოს თვით მკვლელი გამოეცხადათო. მან კი
ყველას ცივი და დამცინავი მზერა შეაგება.
– ასეც ვიცოდი, – თქვა უცნობმა, – ვიცოდი, რომ ამას იტყოდით. ახლა კი კეთილი ინებეთ და
კითხვაზე მიპასუხეთ. იცით თუ არა, რომ ინგლისის კანონის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი
უდანაშაულოა, ვიდრე მისი ბრალი არ დამტკიცდება – არ და-მტკი-ცდე-ბა – გესმით?!
თავი გვერდზე გადახარა, თვითონაც მრისხანედ, მომთხოვნი იერით წინ გადაიხარა და,
ვიდრე კვლავ მოიკვნეტდა, თითი მისტერ უოპსლისკენ ისე გაიშვირა, თითქოს რაღაცაში
სდებდა ბრალს.
– ცხადია, იცით. მაშ, თავიდანვე რატომ არ მიპასუხეთ? ახლა მეორე კითხვას დაგისვამთ, –
ეტყობოდა, მისტერ უოპსლისთვის თავის დანებებას არ აპირებდა, თითქოს მისი დაკითხვის
უფლება ჰქონოდა, – ის თუ იცით, რომ ეჭვმიტანილის ადვოკატს ამ მოწმეთაგან ჯერ არცერთი
არ დაუკითხავს?
– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია... – წამოიწყო მისტერ უოპსლმა, მაგრამ უცნობმა ისევ
გააწყვეტინა.
წარმოდგენა შეგვექმნა.
– უეჭველად.
– უეჭველად. ახლა კი მაგ გაზეთს ჩახედეთ და მითხარით, სადმე თუ წერია, რომ დამნაშავემ,
თავისი კანონიერი ადვოკატების რჩევით, სასამართლო სხდომამდე დაცვაზე უარი
განაცხადა?
ნამუსი უნდა ჰქონდეს კაცს, ან მშვიდად როგორ უნდა დადოს თავი ბალიშზე მას მერე, რაც
თანამოძმე დამნაშავედ სცნო, ისე, რომ მისთვის არც კი მოუსმენია?
– თქვენ გყავთ შეგირდი, – განაგრძო უცნობმა, – რომელსაც ყველა პიპს ეძახის. ისიც აქ არის?
– აქ ვარ! – გამოვეხმაურე.
– თქვენ ორს პირისპირ უნდა გესაუბროთ, – თქვა მას შემდეგ, რაც აუჩქარებლად
შემათვალიერა, – საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და, ვფიქრობ, ჯობია, თქვენს
საცხოვრებელ ადგილას გადავინაცვლოთ. აქ არაფრის თქმა არ მსურს. მოგვიანებით, თქვენივე
სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ჩემგან მოსმენილი თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ; მე ამასთან
არაფერი მესაქმება.
– ჯეგერსი მქვია, ლონდონელი ადვოკატი ვარ, – დაიწყო კაცმა, – საკმაოდ კარგად ვარ
ცნობილი. უცნაური ამბავი უნდა გამცნოთ და იმის ახსნით დავიწყებ,
რომ აქ ჩემი სურვილით არ მოვსულვარ. ვისაც ჯერ არს, ჩემი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა,
აქ არ ვიქნებოდი. რაკი არ გაითვალისწინა, თქვენ წინაშე ამიტომაც მხედავთ. მხოლოდ სხვა
პიროვნების ღირსეული წარმომადგენლის როლში გამოვდივარ. არც მეტი, არც ნაკლები.
სკამის საზურგეზე შემოდო და ზედ ჩამოეყრდნო, ისე, რომ ცალი ტერფი სკამის დასაჯდომს
დააბჯინა, მეორით ძირს იდგა.
მომეჩვენა, თითქოს მისტერ ჯეგერსმა ისეთი სახით გადახედა ჯოს, აქაოდა, მსგავსი
უანგარობა ნამდვილი სიბრიყვეაო. თუმცა მოლოდინითა და გაოცებით იმდენად ვიყავი
თავზარდაცემული, რომ, შესაძლოა, შევცდი კიდეც.
– ძალიან კარგი, – თქვა ჯეგერსმა, – გახსოვდეთ ეს თქვენი განცხადება და სხვაგვარად
მოქცევას ნურასოდეს შეეცდებით.
– დიახ, მყავს.
– დავალებული მაქვს, მოვახსენო, რომ მას საკმაოდ დიდი სიმდიდრე გადაეცემა. გარდა ამისა,
უნდა ვამცნო, რომ სიმდიდრის ამჟამინდელი მფლობელის მოთხოვნაა, ამ ახალგაზრდამ
დაუყოვნებლივ თქვას უარი თავისი ახლანდელი ცხოვრების წესსა და ადგილზე, რათა
ჯენტლმენისათვის შესაფერისი აღზრდა და განათლება მიიღოს – როგორც დიდი იმედების
მქონე ახალგაზრდამ.
ოცნება ამიხდა. ჩემი ახირებული ფანტაზია ცხად სინამდვილეს გადაეკვეთა. მის ჰევიშემმა
ჩემი გამდიდრება გადაწყვიტა!
– ახლა კი, მისტერ პიპ, – მომიბრუნდა მისტერ ჯეგერსი, – დანარჩენი სათქმელით უშუალოდ
თქვენ მოგმართავთ. თქვენი კეთილისმყოფლის დავალებით უნდა გაცნობოთ, რომ მისი
მოთხოვნაა, მთელი ცხოვრების განმავლობაში სახელი "პიპი" ატაროთ. ვფიქრობ, დიდი
მომავლის ფასად ასეთი იოლი პირობის შესრულება არ გაგიჭირდებათ. მაგრამ თუ
სამომავლოდ სახელის შეცვლა გსურთ, გთხოვთ, ეს ახლავე მომახსენოთ.
გული ისე გამალებით მიცემდა და ყურებში ისეთი გუგუნი მედგა, რომ ძლივს
ამოვილუღლუღე, არ ვაპირებ-მეთქი.
– ასეც ვფიქრობდი! მეორე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, მისტერ პიკ, ისაა, რომ თქვენი
გულუხვი მწყალობლის ვინაობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ვიდრე ის თვითონ არ
ისურვებს მის გამჟღავნებას. უფლებამოსილი ვარ გამცნოთ, რომ ეს პიროვნება პირადად
აპირებს თქვენთვის ამის თქმას; თუმცა სად და როდის, ამას ვერ მოგახსენებთ. ამას ვერავინ
გეტყვით. შესაძლოა, ეს მრავალი წლის შემდეგაც მოხდეს. მკაცრად გეკრძალებათ ამასთან
დაკავშირებით ჩემი გამოკითხვა, ასევე რამე ვარაუდის გამოთქმა, ანდა ამა თუ იმ
პიროვნებაზე
მინიშნება. თუკი გულის სიღრმეში რამე ეჭვი ან ვარაუდი გაქვთ, გთხოვთ, გულის
სიღრმეშივე დაიტოვოთ. ამ აკრძალვის მიზეზებზე ფიქრით თავს ნუ
– მეც ამ აზრის ვარ! მაშ, ასე, მისტერ პიპ, ამით პირობების ჩამოთვლას მოვრჩი, – მართალია,
მისტერ პიპს მიწოდებდა და პატივისცემით მეპყრობოდა, მაგრამ მაინც ვერ მოიშალა
მკაცრი კილო, დროდადრო ისევ ხუჭავდა თვალებს და თითს ისე მიშვერდა, თითქოს, რომ
ნდომებოდა, ჩემზე არაერთ სამხილს გამოამზეურებდა, – ახლა სახელდობრ შეთანხმების
წვრილმანებზე გადავიდეთ. უნდა იცოდეთ, რომ, მართალია, არაერთხელ ვახსენე იმედები,
თუმცა თქვენ განკარგულებაში მხოლოდ იმედები როდია. ამჟამად უკვე ხელთ მაქვს ისეთი
თანხა, თქვენი განათლებისა და ცხოვრების ხარჯებს სავსებით რომ დაფარავს. შეგიძლიათ,
თქვენს მეურვედ მიგულოთ. ოჰ, – წამოიწყო, რადგან მისთვის მადლობის თქმა დავაპირე, –
აქვე გეტყვით, რომ თქვენი მფარველობისათვის გასამრჯელოს ვიღებ, სხვა შემთხვევაში ამას
არ ვიზამდი. თქვენს კეთილისმყოფელს სურს, თქვენი ახალი მდგომარეობიდან
გამომდინარე, საუკეთესო განათლება მიიღოთ და, იმედი მაქვს, გესმით, რაოდენ
მნიშვნელოვანიცაა, ეს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოთ.
ვუპასუხე, სწავლას მუდამ ვეშურებოდი-მეთქი.
– მნიშვნელობა არა აქვს, მუდამ რას ეშურებოდით, მისტერ პიპ, – მომიგო კაცმა, – ეს
დაიმახსოვრეთ. მთავარია, ახლა ეშურებოდეთ. ნიშნავს თუ არა
თქვენი პასუხი იმას, რომ მზად ხართ, დაუყოვნებლივ მიებაროთ კარგ მასწავლებელს? ასეა?
დასტურით ვუპასუხე.
ეს სახელი მაშინვე მეცნო. მის ჰევიშემის ნათესავი. ის მეთიუ, ვისზეც მისის კამილა და მისი
ქმარი ლაპარაკობდნენ. სწორედ ის მეთიუ, რომელიც მის ჰევიშემის გარდაცვალების შემდეგ,
როცა მას პატარძლის კაბით საქორწინო სუფრაზე დაასვენებდნენ, მის თავთით უნდა
დამდგარიყო.
– ეს სახელი გეცნობათ? – გამჭოლი მზერა მესროლა მისტერ ჯეგერსმა, მერე კი ჩემს პასუხს
თვალდახუჭული დაელოდა.
– ესე იგი, გსმენიათ! მაგრამ მე გეკითხებით, ამასთან დაკავშირებით თქვენ რას გადაწყვეტთ?
ვუპასუხე, უფრო სწორად, ვცადე, მეპასუხა, რომ მისი დიდად მადლობელი ვარ ამ
რეკომენდაციისათვის...
– არა, ჩემო ნორჩო მეგობარო! – გამაწყვეტინა და დიდრონი თავი ძალიან ნელა გააქნია, – აბა,
გონება მოიკრიბეთ!
შუბლი შეკრა, თან გაეღიმა, – არა, არა და არა. კარგია, მაგრამ არ გამოდგება. ჯერ მეტისმეტად
ახალგაზრდა ხართ და ვერ გამაცურებთ, სიტყვა "რეკომენდაცია" აქ არ გამოდგება, სხვა
სცადეთ.
მერეღა გამოვასწორე შეცდომა და ვთქვი, მადლობელი ვარ, რომ მისტერ მეთიუ პოკეტი
ახსენეთ-მეთქი...
– აი, ეს სხვა საქმეა! – შესძახა მისტერ ჯეგერსმა. დავძინე, რომ ამ ჯენტლმენს სიამოვნებით
გავესაუბრებოდი.
– იმაზე რას იტყოდით, – მისტერ ჯეგერსმა კვლავ აიქნია საფულე, – დავალებული რომ
მქონოდა, თქვენთვის რამე მეჩუქებინა, ერთგვარი საზღაური გადამეხადა?
– შეგირდის დაკარგვისათვის.
ჯომ ნაზად დამადო მხარზე ხელი. შემდგომში, ამის გახსენებისას, ხშირად მიფიქრია, რომ
ძალისა და სისათუთის შეხამებით ჯო ორთქლის უროს ჰგავს, რომელსაც ადამიანის გასრესაც
ძალუძს და კვერცხის ნაჭუჭთან დაუზიანებლად შეხებაც.
ეჰ, ჩემო ტკბილო ჯო, რა ადვილად დაგთმე და რა უმადურად მოგექეცი! ახლაც თვალწინ
მიდგახარ: მჭედლის მძლავრი ხელი თვალებზე აგიფარებია, ფართო მკერდი გითრთის და ხმა
გიწყდება. ძვირფასო, ერთგულო და სათუთო ჯო, სიყვარულით აცახცახებული შენი ხელის
შეხება ახლა ანგელოზის ფრთის შეხებასავით სპეტაკად მესახება!
იმ წუთებში კი ჯოს ნუგეშის ცემას შევეცადე. მართალია, მომავალი კეთილდღეობის
ლაბირინთში თავგზააბნეულმა, იმ ბილიკებს ვეღარ მივაგენი, სადაც ოდესღაც ერთად
დავაბიჯებდით, თუმცა მაინც ვთხოვე, დამშვიდებულიყო, რადგან (როგორც თვითონ თქვა)
საუკეთესო მეგობრები ვიყავით და (ეს უკვე მე ვთქვი) მუდამ მეგობრებად დავრჩებოდით.
ჯომ თავისუფალი ხელით ისე მაგრად მოისრისა თვალები, თითქოს მათ ამოგდებას
– ჯოზეფ გარჯერი, გაფრთხილებთ, ეს თქვენი უკანასკნელი შანსია. უკან აღარ დავიხევ. თუკი
აპირებთ, მიიღოთ საჩუქარი, რომლის თქვენთვის გადმოცემაც დამევალა, ახლავე თქვით და
მიიღებთ კიდეც. ხოლო თუ პირიქით, იმის თქმა გსურთ, რომ... – მაგრამ უეცრად ჯომ სიტყვა
გააწყვეტინა, რადგან ისეთი იერით წაიწია მისკენ, უეჭველი იყო, ჩხუბს აპირებდა.
– მე იმის თქმა მსურს, – იყვირა ჯომ, – თუკი ჩემს სახლში იმისთვის მოსულხართ, რომ
დამცინოთ და მასხრად ამიგდოთ, ჯობია, აქედან დაიკარგოთ! მე იმის თქმა მსურს, რომ, თუ
კაცი ხარ, მოდი და დამიდექი! მე რისი თქმაც მსურს, იმას ვამბობ კიდეც და ჩემს სიტყვას
აღარ გადავთქვამ!
– ვფიქრობ, მისტერ პიპ, რაკი ჯენტლმენობა გაქვთ გადაწყვეტილი, აჯობებს, აქაურობას, რაც
შეიძლება, დროულად მოშორდეთ. მაშ, ერთ კვირას ნუღარ გადააცილებთ, მანამდე კი ჩემს
მისამართს გამოგიგზავნით. ლონდონში, ფოსტის სადგურზე შეგიძლიათ, ეტლი აიყვანოთ
და მაშინვე ჩემთან მობრძანდეთ. კარგად შეიგნეთ, რომ თქვენს მეურვეობასთან
დაკავშირებით ჩემს აზრს არ გამოვთქვამ, მხოლოდ იმას ვასრულებ, რისთვისაც მიხდიან. ეს
კარგად გაიაზრეთ, გესმით?
ამ სიტყვებით რამდენჯერმე გამოიშვირა ჩვენკენ თითი და, შესაძლოა, სიტყვა
გაეგრძელებინა კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯო საშიშად ჩათვალა, გატრიალდა და წავიდა.
ჩემი და თავის კუთხეში ბალიშებიან სავარძელში იჯდა. ბიდი ბუხრის წინ კერავდა. ჯო
ბიდის გვერდით იჯდა, მე კი – ჯოს გვერდით, ჩემი დის საპირისპირო
– მაშ, კარგი: პიპი დღეიდან მდიდარი ჯენტლმენია, – თქვა ჯომ, – და ღმერთმა ხელი
მოუმართოს ამაში!
– ჰო, მეც, მეც გავითვალისწინებ, პიპ, – რის შემდეგაც ისევ მოლოცვებით ამავსეს და ისეთი
გაოცებით ალაპარაკდნენ ჩემ მომავალ ჯენტლმენობაზე, თავი უხერხულად ვიგრძენი.
ამის შემდეგ ბიდიმ უსაშველო ძალისხმევა დაახარჯა იმას, რომ ჩემი დისთვის ახალი ამბავი
გაეგებინებინა, თუმცა, დარწუნებული ვარ, მისმა
მცდელობებმა სულ ფუჭად ჩაიარა. ქალმა გულიანად იცინა, თავსაც უქნევდა და კიდეც
გაიმეორა ბიდის წარმოთქმული სიტყვები: "პიპი" და "ქონება". მაგრამ არა მგონია, მათ
მისთვის იმაზე მეტი აზრი ჰქონოდა, ვიდრე საარჩევნო შეძახილებს
– და არ მახსენდება, მისის ჯოს გონება ოდესმე ამაზე უფრო სავალალო მდგომარეობაში
ყოფილიყო, ვიდრე იმ საღამოს.
ჩაივლის.
– ჰო, პიპ, – ყრუდ ჩაილაპარაკა ლუდის კათხაში სახეჩარგულმა ჯომ, – მალე ჩაივლის.
– იცი, რა ვიფიქრე, ჯო? ორშაბათს ქალაქში რომ წავალ და ახალ ტანისამოსს შევუკვეთავ,
მკერავს ვეტყვი, რომ პირდაპირ ლონდონში გამგზავრების წინ გავუვლი და მასთან ჩავიცვამ,
ანდა ვთხოვ, მისტერ პამბლჩუკთან დამახვედროს. აქ რომ ახალი ტანსაცმლით გამოვჩნდე,
ყველა თვალიერებას დამიწყებს და ეს არ მესიამოვნება.
– სწორედ ეს არ მსურს, ჯო. ერთ ამბავს ატეხენ, იყაყანებენ, ამას ვერ ავიტან.
– მაშ, კარგი, პიპ, – დამეთანხმა ჯო, – თუკი ვერ აიტან, რა გაეწყობა... ბიდიმ, რომელსაც ჩემი
დის თეფში ეკავა, მკითხა:
– იმაზე თუ იფიქრე, ჩვენ როდის გვეჩვენები – მისტერ გარჯერის, შენს დასა და მე? ხომ
გვეჩვენები ახალ კოსტიუმში გამოწყობილი?
– ბიდი, – ვუპასუხე ერთგვარი გაღიზიანებით, – შენ ისე საოცრად სწრაფი ხარ, ვერ გეწევი.
საღამოს ახალ ტანსაცმელს ფუთით მოვიტან – ალბათ, უფრო ჩემი წასვლის წინა საღამოს.
ერთხანს ზუსტად ჩემ ქვემოთ იდგა ზღურბლზე ჩიბუხით ხელში, ბიდიც გვერდით ედგა.
ვიცოდი, ჩემზე საუბრობდნენ, რადგან არაერთხელ მომესმა ჩემი სახელი, რომელსაც ორივე
ალერსიანად წარმოთქვამდა. ყურის გდებას არ ვაპირებდი, თუმცა სიტყვები არც კი მესმოდა.
ფანჯარას მოვცილდი და საწოლის გვერდით, სავარძელში ჩავჯექი. საშინლად მეუცნაურა,
ჩემი ახალი, გაცისკროვნებული ცხოვრების ამ პირველ საღამოს თავს ასე უსაშველოდ
19
ნათელი შუქი მოჰფინა, ერთიანად ვიცვალე ფერი. ახლა ყველაზე მძიმედ ის მაწვა გულზე,
გამგზავრებამდე კიდევ ექვსი დღე რომ მრჩებოდა. გამუდმებით მხრავდა დარდი, ვაითუ
ამასობაში ლონდონს რამე დამართოდა და ჩემი იქ ჩასვლისათვის ან მის ბრწყინვალებას
მოჰკლებოდა რამე, ან იქნებ სრულიადაც გამქრალიყო მიწის პირიდან.
ვუგდებდი ყურს, გამეფიქრა, მას რომ ჩემი ამბავი სცოდნოდა, ალბათ, მდიდარსა და ცის
სასუფეველზე აღარაფერს იტყოდა-მეთქი.
მუდამ მცოხნავი ნახირი – თუმცა ამჯერად ძროხები, მართალია, ძველებური ტლუ იერით,
მაგრამ თითქოს მეტი მოწიწებით შემომყურებდნენ, თავს აბრუნებდნენ, რათა ასეთი დიდი
იმედების პატრონი უკეთ შეეთვალიერებინათ. მშვიდობით, ჩემო ბავშვობის ერთფეროვანო
თანამგზავრებო, წინ ლონდონი და დიდება
– არა, პიპ, რას ამბობ! – მანუგეშებელი კილოთი მიპასუხა, – ამაში ეჭვი არ მეპარება. აბა, მაშ,
როგორ, ძმობილო! უბრალოდ, კაცის გონებას ცოტაოდენი დრო სჭირდება ამ ყველაფრის
გადასახარშად. ამხელა სიახლე სულ მოულოდნელად დაგვაცხრა თავს, ასე არ არის?
რატომღაც დიდად არ მესიამოვნა ის, რომ ჯო ჩემში ასე ძალიან იყო დარწმუნებული.
მერჩივნა, ოდნავ მაინც დაეჭვებულიყო, ანდა ეთქვა: "ეს საუკეთესოდ გახასიათებს, პიპ", ან
კიდევ რამე მსგავსი. ამიტომაც ჯოს პირველი მოსაზრებისათვის პასუხი არ გამიცია, მეორეზე
კი მივუგე, მოვლენები მართლაც მოულოდნელად კი განვითარდა, მაგრამ ჯენტლმენობა
მუდამ მსურდა და იმაზეც ხშირად მიფიქრია, ნატვრა რომ ამხდენოდა, რას მოვიმოქმედებდი-
მეთქი.
– განა დასანანი არ არის, ჯო, ჩვენი აქაური მეცადინეობისას უფრო მეტად რომ არ
გარჯილხარ?
– აბა, რა გითხრა, პიპ. საშინლად სულელი ვარ. ჩემი ხელობის გარდა სხვა არაფერი გამეგება.
ჩემი სისულელე სულმუდამ დასანანი იყო, მაგრამ განა ახლა უფრო მეტადაა დასანანი,
ვიდრე, ვთქვათ, შარშან ႠႫ ႣႰႭႱ € „
– აი, ჩემი თხოვნა, ბიდი, როცა წავალ, როცაკი შეძლებ, ჯოს დაეხმარე.
– მოკლედ, ხომ გესმის, ჯო კარგი ვინმეა და, მგონი, მასზე უკეთესს არც არავის ვიცნობ,
მაგრამ ბევრ რამეში ჩამორჩენილია, ბიდი. განსაკუთრებით, რაც წერა-კითხვასა და ქცევის
წესებს შეეხება.
– ქცევის წესები? განა უწესოდ იქცევა? – მკითხა და შავი მოცხარის ფოთოლი მოწყვიტა.
‒ ყური დამიგდე, როცა ჯოს მაღალ საზოგადოებაში შევიყვან (მე კი ამას აუცილებლად ვიზამ,
როგორც კი ჩემს ქონებას სრულად დავეპატრონები), მისი ქცევის წესები მას მთლად
სახარბიელოდ არ წარმოაჩენს...
ამ შეკითხვამ სახტად დამტოვა, რადგან მსგავსი რამ აქამდე თავშიც კი არ მომსვლია, და, ცოტა
არ იყოს, უხეშადაც კი ვკითხე:
– ბიდი, ძალიან მწყდება გული, ამას რომ ამბობ. ამას შენგან არ მოველოდი, ბიდი. ამას შური
და ბოღმა გალაპარაკებს. ჩემი წინსვლა შეგშურდა და ამას ვერც კი მალავ.
– თუკი მართლაც ასე ფიქრობ, თქვი, – მიპასუხა ბიდიმ, – ერთხელაც გაიმეორე, თუკი შენი
სინდისი ამის უფლებას მოგცემს.
– თუკი შენი სინდისი გაძლევს ამის თქმის უფლებას, ესე იგი, ასეცაა, – პატიოსანი
აღშფოთების კილოთი ვუპასუხე, – ამის ჩემთვის გადაბრალებას ნუ ეცდები. შენში ასეთ
თვისებას რომ ვხედავ, გული მტკივა. ეს ადამიანის ბუნების ძალიან ცუდი მხარეა. მინდოდა,
მეთხოვა, ჩემი წასვლის შემდეგ ჩემი ძვირფასი ჯოსთვის ჭკუა დაგერიგებინა, მაგრამ
ამიერიდან აღარაფერს გთხოვ. ძალიან მტკივა გული, ამას შენში რომ ვამჩნევ, – გავიმეორე,
– ეს ადამიანის ძალიან ცუდი თვისებაა.
– გინდ დამძრახო, გინდ მაქო, მაინც მუდამ შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს და, რაც კი აქ
ძალმიძს, ყველაფერს ვიღონებ, – მითხრა საბრალო ბიდიმ, – და
რასაც არ უნდა ფიქრობდე ჩემზე, იცოდე, შენზე აზრს არასოდეს შევიცვლი. ერთი რამ კი
დაიმახსოვრე: ჯენტლმენს უსამართლობა არ უხდება, – დასძინა და მიტრიალდა.
აღელვებულმა კიდევ ერთხელ ჩავაგონე, შური ადამიანის ბუნების ცუდი მხარეა-მეთქი (ამ
მტკიცების სისწორეში მას მერე არაერთხელ დავრწმუნდი,
ისვამდა. ტრები შეძლებული, ჭარმაგი ბერბიჭა იყო. მისი ოთახის ღია ფანჯარაში მშვენივრად
მოვლილი ხეხილის ბაღი და ეზო მოჩანდა, ხოლო ბუხრის გვერდით, კედელში კარგა
გვარიანი რკინის კარადა იყო ჩაშენებული, რომელშიც, ეჭვი არ მეპარება, სახლის პატრონი
მსუქან-მსუქანა ტოპრაკებით ფულს ინახავდა.
– მისტერ ტრებ, – წამოვიწყე, – მერიდება ამის თქმა, რადგან თავის ქებასავით გამომდის,
მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ დიდი ქონების პატრონი გავხდი.
მისტერ ტრებს სახე ეცვალა. ცხელ ფუნთუშაში ჩამდნარი კარაქი გადაავიწყდა, საწოლის
კიდიდან წამოდგა და ხელი სუფრას შეაწმინდა.
– ღმერთო დიდებულო! – შესძახა თავზარდაცემულმა.
– ძვირფასო სერ, – მისტერ ტრები მოწიწებით დაიხარა, მკლავები გაშალა და თავს უფლება
მისცა, ორივე იდაყვზე სულ ოდნავ შემხებოდა, – გთხოვთ, ამით ნუ მაწყენინებთ. ნება
მიბოძეთ, მოგილოცოთ! პატივი დამდეთ და მაღაზიაში შემობრძანდით.
შევბრუნდი, ისევ გვიდა და განგებ ხმამაღლა უბრახუნებდა ცოცხის ტარს ყველა შესაძლო
კუთხესა თუ ავეჯის ფეხს, აქაოდა (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივუხვდი), არცერთ
მჭედელზე, ცოცხალსა თუ მკვდარზე ნაკლები არა ვარო.
– აბა, შეწყვიტე ხმაური, – უმკაცრესად შეუძახა მისტერ ტრებმა, – თორემ თავს წაგაცლი!
პატივი დამდეთ და დაბრძანდით, სერ. აი, ეს, – თაროდან ქსოვილის რულონი გადმოიღო,
დახლზე გაშალა, მის ქვეშ ხელის შეძვრენაც
მისტერ ტრებს ბიჭისთვის მკაცრი მზერა არ მოუშორებია, ვიდრე მან ნომერი ოთხი
დახლზე არ გადაფინა და საიმედო მანძილით არ დაგვშორდა. ამის მერე ნომერი ხუთისა და
ნომერი რვის მოტანაც დაავალა.
– და მაიმუნობა არ დამიწყო, – დაუტატანა, – თორემ სიცოცხლის ბოლომდე სანანებლად
გაგიხდი საქმეს! – ამის შემდეგ მისტერ ტრები ნომერი ოთხისკენ დაიხარა და ამიხსნა, რომ მას
ზაფხულის მსუბუქი სამოსისთვის მირჩევდა, რომ
– მოგაქვს თუ არა ნომერი ხუთი და რვა, შე მაწანწალავ? – უყვირა ამის შემდეგ ბიჭს, – თუ
მაღაზიიდან გაგაპინტრიშო და თვითონ მოვიტანო?!
უკანასკნელი სიტყვა ხელქვეითს ეკუთვნოდა, თუმცა მან ამ სიტყვას ვერც თავი გაუგო,
ვერც ბოლო. სამაგიეროდ, პირდაღებული მისჩერებოდა თავის ბატონს, რომელმაც, ხელების
ფშვნეტითა და ლაქუცით, კარამდე მიმაცილა. ფულის ყოვლისშემძლე ძალასთან
დაკავშირებული ჩემი პირველი გამოცდილებაც იმაში მდგომარეობდა, რომ მან ტრების
ხელქვეითი ბიჭი, გადატანითი მნიშვნელობით, ორივე ბეჭზე დასცა.
– რას წარმოვიდგენდი, – დაიწყო პამბლჩუკმა მას მერე, რაც რამდენიმე წუთს აღტაცებული
ხვიხვინით მიცქირა, – რას წარმოვიდგენდი, ამ ბედნიერების მოკრძალებული შემწე თუ
აღმოვჩნდებოდი! ამგვარი პატივი ნამდვილი ჯილდოა...
– ჩემო უმცროსო მეგობარო! – შესძახა მისტერ პამბლჩუკმა, – თუკი ნებას დამრთავთ, ასე
გიწოდოთ...
– რა თქმა უნდა, – ამოვილუღლუღე და მისტერ პამბლჩუკმა ისევ ჩამჭიდა ორივე ხელი, თან
ჟილეტის ქვეშ ერთგვარი ცახცახი თუ თამთამი შევატყვე, როგორც ჩანს, ემოციური ხასიათის,
თუმცა საამისოდ მეტისმეტად დაბლა ხდებოდა.
– ჩემო უმცროსო მეგობარო! ჩემი იმედი გქონდეთ: თქვენ არყოფნაში ამას ჯოზეფს
ჩავაგონებ! აჰ, ჯოზეფ! – თანაგრძნობითა და საყვედურით გაიმეორა, – ჯოზეფ! ჯოზეფ! –
თავი გააქნია და შუბლზე თითი მიიკაკუნა, რითაც, სავარაუდოდ, ჯოზეფის მთავარ ნაკლზე
მიმანიშნებდა.
ეს "ნება მიბოძეთ" იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის ხელის ჩამორთმევა სურდა. მეც ვუბოძე ნება,
რითაც მხურვალედ ისარგებლა და ისევ დაჯდა.
‒ ღვინოც მაქვს, მოდით, დავლიოთ, – შესძახა პამბლჩუკმა, – ბედს მადლი შევწიროთ, დაე, მან
მუდამ ღირსეულნი გამოარჩიოს! მაგრამ მე არ შემიძლია... ჩემ წინაშე ვიხილო ის, ვინც... და
შევსვა მისი საღეგრძელო, ვინც... არ შემიძლია,
კვლავ ნება ვუბოძე, კვალავაც ჩამომართვა ხელი, მერე ჭიქა დაცალა და მაგიდაზე
დააპირქვავა. მეც ასე მოვიქეცი და ჭიქის ნაცვლად თვითონვე რომ ამოვპირქვავებულიყავი,
ღვინო ამაზე მეტად ვერ დამკრავდა თავში.
მისტერ პამბლჩუკმა ქათმის ცვრიანი ფრთა და ენის საუკეთესო ნაჭრები გადმომიღო (ის დრო
წავიდა, როცა ლორის ყველაზე ბნელი კუნჭულები
ყოველ ჯერზე ნების დართვა უკვე ზედმეტი გამხდარიყო, ამიტომაც ამას აღარ დალოდებია.
ვერ გამიგია, როგორ ახერხებდა ჩემთვის ასე ხშირ-ხშირად ხელის ჩამორთმევას ისე, რომ
დანაზე ხელი არ გაუჭრია.
– ოჰ, და თქვენი და! – წამოიყვირა მას შემდეგ, რაც ერთხანს მშვიდად შევექცეოდით, – თქვენი
და, რომელსაც პატივი ერგო, საკუთარი ხელით გაეზარდეთ! რა გულსაკლავი სანახავია, რომ
აღარ ძალუძს, ამგვარ პატივს სრულად ჩასწვდეს! ნება...
როცა წადილი აისრულა, თავის ადგილს დაუბრუნდა და, როგორც იქნა, ჩემი დის
სადღეგრძელოც შესვა.
სხვა არავინ იყო ჩემი ნდობის ღირსი და... მოკლედ, ნებას ხომ ვუბოძებდი? მერე ალერსიანად
მკითხა, მახსოვს თუ არა, პატარა ბიჭი როცა ვიყავი, რა
შემთხვევაში ისეთი საქმის დატრიალება შეიძლება, როგორიც არც ჩვენ და არც მეზობელ
რეგიონებს არ ახსოვთო. ერთადერთი, რაც ამ ბრწყინვალე წამოწყებას სჭირდება, კაპიტალის
ჩადება არისო. ამ ორ, თითქოს უმნიშვნელო სიტყვას – კაპიტალის ჩადება – საგანგებოდ
გაუსვა ხაზი. პამბლჩუკის აზრით, თუკი ამ კაპიტალს მის საქმეში ეგრეთ წოდებული მძინარე
პარტნიორი დააბანდებდა, ეს კარიერის ღირსეული დასაწყისი იქნებოდა ახალგაზრდა,
გონიერი და შეძლებული ჯენტლმენისათვის. აქვე დასძინა:
– ამ მძინარე პარტნიორს არაფრის კეთება არ მოუწევს, სერ, გარდა იმისა, რომ პირადად ან
წარმომადგენლის მეშვეობით (როგორც ენებოს) მობრძანდეს და შესავალ-გასავლის
დავთრები შეამოწმოს, წელიწადში ორჯერ კი მთელი მოგების ორმოცდაათი პროცენტი
ჯიბეში ჩაიდოს.
მაშ, რა აზრის ვიყავი ყველაფერ ამაზე? ჩემს აზრს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა
ჰქონდა, ასე რომ, ჩემს სიტყვას ელოდა. ვუპასუხე, სავსებით გეთანხმებით, თუმცა ყველაფერს
თავისი დრო აქვს-მეთქი. ამ მოსაზრების მასშტაბითა და სიზუსტით აღტაცებულ პამბლჩუკს
ჩემთვის ხელის ჩამოსართმევად ნებართვა აღარ უთხოვია, მტკიცედ განაცხადა, ამის
არგაკეთება არ შემიძლიაო და ეს შეასრულა კიდეც.
რაც კი ღვინო ჰქონდა, სულ დავლიეთ და პამბლჩუკმა ბარე მეათედ საზეიმოდ შემომფიცა,
ჯოზეფს შევაკავებო (არ ვიცი, რისგან უპირებდა
აქ მისტერ პამბლჩუკის შეძახილმა შემაჩერა. მზიანი ქუჩის ბოლოში იდგა და იქიდან ხელის
გაცხარებული ქნევით მემუდარებოდა, შევჩერებულიყავი. შევჩერდი და აქოშინებულმა
მოირბინა.
ლონდონში წასაღებად ბევრი ბარგი ნამდვილად არ მქონდა, რადგან ისედაც ცოტა რამ
მებადა, იქიდან კი უფრო ცოტა რამ იმსახურებდა ახალ ცხოვრებაში თან წაღებას.
მიუხედავად ამისა, იმავე დღეს შევუდექი ბარგის ჩალაგებას და ისეთი რამეებიც კი
ჩავალაგე, მეორე დილითვე რომ დამჭირდებოდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, ამის
გადადება აღარ შეიძლებოდა.
სამშაბათმა, ოთხშაბათმა და ხუთშაბათმა ჩაიარა, პარასკევ დილით კი მისტერ
პამბლჩუკთან წავედი ჩემი ახალი კოსტიუმის ჩასაცმელად, რათა მის ჰევიშემს
დავმშვიდობებოდი. მისტერ პამბლჩუკმა ტანთ გამოსაცვლელად საკუთარი ოთახი დამითმო,
რომელიც ამ ღირსშესანიშნავი შემთხვევისათვის სუფთა გადასაფარებლებითაც კი გააწყო.
ახალმა სამოსმა, რა თქმა უნდა,
იმედი გამიცრუა. ალბათ, მას მერე, რაც ტანსაცმელი გამოიგონეს, ყველა ახალი და ნანატრი
კოსტიუმი მეტ-ნაკლებად ჩამოუვარდება მფლობელის მოლოდინს. თუმცა დაახლოებით
ნახევარი საათის შემდეგ, ყველა ღონე რომ ვიხმარე, რათა მისტერ პამბლჩუკის ხელის
სარკეში როგორმე საკუთარი ფეხები შემეთვალიერებინა, მომეჩვენა, თითქოს სამოსი
ცუდად არ მქონდა. მისტერ პამბლჩუკი ათიოდე მილის მოშორებით მეზობელ ქალაქში
ბაზრობაზე
წასულიყო. ჩემი ლონდონში წასვლის ზუსტი დრო მისთვის არ მითქვამს და კიდევ ერთხელ
ხელის ჩამორთმევასაც არ ვაპირებდი. აქაურობასთან საქმე აღარ მქონდა და ქუჩაში გავედი.
როცა ნოქარს ჩავუარე, სირცხვილით ლამის დავიწვი და საერთოდ, ეჭვი მქონდა, რომ მთლად
სახარბიელოდ არ გამოვიყურებოდი – როგორც ჯო თავის საკვირაო კოსტიუმში.
თითებს მიბოჭავდა. ჭიშკართან გამოსული სარა პოკეტი ლამის ადგილზე შეხტა, ამგვარად
შეცვლილი რომ დამინახა. ნიგეზისფერ სახეზე მწვანე და ყვითელი ფერი დაედო.
საკითხავად სახლში შევიდა. ძალზე მოკლე ხანში გამობრუნდა და შინ შემიძღვა, თან მთელი
გზა მაშტერდებოდა.
მის ჰევიშემი თავის კაუჭიან ჯოხზე დაყრდნობილი იმ ოთახში სეირნობდა, სადაც გრძელ
მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. იქაურობა ძველებურად სანთლებით გაენათებინათ, ქალმა
ჩვენი ნაბიჯების ხმები გაიგონა და მოგვიბრუნდა. დამპალი საქორწინო ტორტის წინ იდგა.
– დარჩი, სარა, – უთხრა დამხმარეს, – რას მეტყვი, პიპ?
– კოხტად გამოიყურები, პიპ, – მის ჰევიშემმა თავისი კაუჭა ჯოხის წვერი ჰაერში გარს
შემომატარა, თითქოს, როგორც ჭეშმარიტ გრძნეულ ნათლიას შეეფერება, თავისივე
ჯადოსნობა ამით საბოლოოდ დაეგვირგვინებინოს.
– მშვიდობით, პიპ.
გაუელვა. ასე დავტოვე ჩემი გრძნეული ნათლია – ოდნავ განათებულ საქორწინო დარბაზში,
აბლაბუდებში გახვეული დამპალი ტორტის გვერდით, ორივე ხელით კაუჭა ჯოხს
ჩამოყრდნობილი.
ასე რომ, ის ექვსი დღე, რომელიც, მეგონა, უსასრულოდ გაიწელებოდა, სულ შეუმჩნევლად
გაილია და ხვალინდელმა დღემ იმაზე ბევრად თამამად გამისწორა თვალი, ვიდრე მე
ვუსწორებდი. ექვსი საღამო თანდათანობით მიილია: თავიდან ხუთი რჩებოდა, მერე ოთხი,
სამი, ბოლოს ორი და ამ საღამოების განმავლობაში სულ უფრო მეტად დავაფასე ჯოსა და
ბიდის საზოგადოება. უკანასკნელ საღამოს მათი გულისათვის ახალი კოსტიუმი
მთელი ღამე არეულ სიზმრებს ვხედავდი: ეტლები მცდარი გზით მიქროდნენ, ლონდონის
გარდა ნებისმიერი მიმართულებას ირჩევდნენ, მათში ხან ძაღლები იყვნენ შებმულნი, ხან
– კატები, ხან – ღორები და ხანაც – ადამიანები, ოღონდაც ცხენები არა. მოგზაურობის
ფანტასტიკური ფათერაკები დილის რიჟრაჟამდე მაფორიაქებდა, ვიდრე ფანჯრიდან ჩიტების
ჭიკჭიკი არ შემომესმა. ავდექი, სანახევროდ ჩავიცვი და ფანჯარას მივუჯექი, რათა
უკანასკნელად მენახა მშობლიური მიდამო, და იქვე, ფანჯარასთან, მომცელა ძილმა.
ერთი საათიც კი არ მიძინია, მაგრამ ბუხრის კვამლი რომ ვიყნოსე, დამფრთხალი წამოვვარდი,
რადგან მეგონა, უკვე შუადღე იყო. კარგა ხნის გამზადებული ვიყავი და სამზარეულოდანაც
უკვე ჩაის კოვზების ჟღარუნი მესმოდა, მაგრამ ქვედა სართულზე ჩასვლას ვერა და ვერ
ვბედავდი. მანამ ვიჯექი და მანამ ვხსნიდი და ვკეტავდი ჩემს პატარა საკვოიაჟს, ვიდრე ბიდიმ
არ შემომძახა, გაგვიანდებაო.
– მგონი, ჩემი გამგზავრების დროა! – ჩემს დას ვაკოცე, რომელიც, როგორც ყოველთვის,
სავარძელში ჩასვენებული, ცახცახით შემომცინოდა და თავს მიკანტურებდა. მერე ბიდის
ვაკოცე და ჯოს მაგრად გადავეხვიე. ამის შემდეგ ჩანთა ავიღე და გავტრიალდი. ორივეს
უკანასკნელად მაშინ შევავლე თვალი, როცა ზურგს უკან უეცარი ხმაური გავიგონე, კარისკენ
მივიხედე და დავინახე, ჯოს
ჩემკენ ცალი ძველი ფეხაცმელი გადმოეგდო, ბიდის კი მეორე. გავჩერდი, ქუდი დავუქნიე,
კეთილმა ჯომაც თავისი ვეება ხელი დამიქნია და ხრინწიანი ხმით შესძახა: "ვაშა!", ბიდიმ კი
სახეზე წინსაფარი აიფარა.
იყო, მსუბუქი ნისლიც ისე საზეიმოდ ადიოდა მიწიდან, თითქოს სურდა, ჩემთვის
უკანასკნელად ეჩვენებინა მშობლიური მიდამო, სადაც პატარა და უცოდველი ვიყავი.
მიდამოს მიღმა კი ყველაფერი ისე უცხოდ და თვალუწვდენად მეჩვენა, უეცრად
გულამოსკვნით ამოვიოხრე და ცრემლები წამსკდა. სოფლის ბოლოს, სწორედ ხელის
ფორმის გზის მაჩვენებელთან ვიდექი, ბოძს ხელით შევეხე და ვუთხარი:
– ჰოდა, ერთი შილინგი იყოს. საქმის გართულება არ მჭირდება. ამ კაცს ვიცნობ, – მეფაეტონემ
პირქუში იერით ჩამიკრა თვალი და მისტერ ჯეგერსის კარისკენ თავი გააქნია.
როცა შილინგი მიიღო, ისევ კოფოზე შემოჯდა და (აშკარა შვებით) გაშორდა ჯეგერსის
სამუშაო ადგილს, მე კი ჩემი პატარა საკვოიაჟით ღია კარში შევედი და ვიკითხე, მისტერ
ჯეგერსი ადგილზე თუ იყო.
– მისტერ ჯეგერსმა დაგიბარათ, რომ მის ოთახში დაელოდოთ. რაკი დღეს პროცესი აქვს,
ზუსტად არ იცის, როდის გათავისუფლდება, მაგრამ, რაკი მისი დრო ძვირფასია,
სავარაუდოდ, აუცილებელზე მეტხანს არ გაჩერდება.
იმაზეც ვიმტვრიე თავი, მთელი ეს უცნაური საგნები რას ნიშნავდა და ოთახში რა მიზეზით
მოხვდა. ნეტავ ის ორი შეშუპებული სახე მისტერ ჯეგერსის
როდესაც კლერკი გავაფრთხილე, ვიდრე ვიცდი, ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე გავისეირნებ-
მეთქი, მირჩია, იქვე სმითფილდი დამეთვალიერებინა. მეც სმითფილდს მივაშურე. ეს
ამაზრზენი ბაზარი – ერთიანად მყრალი ოხშივრით გაჟღენთილი, სისხლში, ქონსა და
სიბინძურეში ამოთხვრილი – თითქოს უმალვე მომეწება და შევეცადე, ჩამომებერტყა,
ამიტომ სასწრაფოდ იმ ქუჩისკენ გადავუხვიე, სადაც წეღან წმინდა პავლეს ტაძრის ვეება,
მუქი ფიგურა შევნიშნე; მის წინ კი ქვის პირქუში შენობა აყუდებულიყო. გამვლელისგან
შევიტყვე, რომ ეს ნიუგეიტის ციხე იყო. ციხის კედელს გავუყევი, ცხენებისა და ეკიპაჟების
ხმაურის დასახშობად ქუჩაზე თივა იყო დაფენილი; ამან და გარეთ მდგარმა დიდძალმა
ხალხმა, რომელთაგანაც ბევრი არყისა და ლუდის სუნს აფრქვევდა, მიმახვედრა, რომ
სასამართლო პროცესი სწორედ აქ და ამ წუთებში მიმდინარეობდა.
რაღაც დავალებით გაგზავნა. სანამ ეს მეორე წასული იყო, პირველი ქუჩის ნათურის ქვეშ
აღელვებული ცქმუტავდა, ტერფებით ერთგვარ ცეკვასაც კი ასრულებდა და თან
თავდავიწყებით, სიმღერასავით ღიღინებდა: "ო, ჯეგეოს, ჯეგეოს, ჯეგეოს! მის გაღდა ყველა
მძოღია, ვენდობი მხოლოდ ჯეგეღსს!" ჩემი მეურვის სახელგანთქმულობის ამ თვალსაჩინო
საბუთებმა დიდი
ისე მომხვია მხარზე ხელი და წამიყვანა, თან უკან დადევნებულებს რიგრიგობით მიმართა.
ორმა კაცმა ერთმანეთს გადახედა, მისტერ ჯეგერსმა ისევ აუქნია ხელი და ისინი საბოლოოდ
ჩამოგვრჩნენ, ვეღარც ხმის ამოღება გაბედეს.
– ძალიან კარგი. მაშ, რაც შეგეძლოთ, ყველაფერი გაგიკეთებიათ. კიდევ ერთი სიტყვაც –
ერთადერთი – და უემიკი თქვენს ფულს უკლებლივ უკანვე დაგიბრუნებთ.
– მისტეღ ჯეგეღს! სულ ეღთი წამით! ჩემი ბიძაშვილი ამ წუთას მისტეღ უემიკთან
იმყოფება და მზადაა ნებისმიეღი პიღობები შესთავაზოს. მისტეღ ჯეგეღს! ეღთი წამით!
თუ წყალობას გაიღებთ და დაგვთანხმდებით, თქვენი თავი საპიღისპიღო მხაღისაგან
გამოვისყიდოთ... ნებისმიერ ფასად! ფასს
– ოჰ! – მისტერ ჯეგერსი ბეწვისქუდიანს მიუბრუნდა, რომელიც იქვე იჯდა და ისე იქაჩავდა
ქოჩორს, როგორც "მამალი რობინის" საბავშვო ლექსში ხარი ექაჩება ზარის ბაწარს, –
თქვენს მეგობარს დღეს უწევს ჯერი. რას იტყვით?
– მისტერ ჯეგერს, – ქრონიკულად გაცივებული კაცის ხმით მიმართა მაიკმა, – კარგა ხანს
ვეწვალეთ და, როგორც იქნა, ისეთი კაცი მოვძებნეთ, უეჭველად ივარგებს.
– მისტერ ჯეგერს, – კაცმა ამჯერად ქუდით მოიწმინდა ცხვირი, – რაც კი საჭირო იქნება,
ყველაფერს დაიფიცებს.
– რაო? – უეცრად გაცხარდა მისტერ ჯეგერსი და შეშინებულ კლიენტს თითი მიუშვირა, – ხომ
გაგაფრთხილეთ, ასეთ რამეს აქ ერთხელაც თუ იტყვით, შავ დღეს დაგაყრით-მეთქი?! თქვე
თაღლითო, როგორ ბედავთ ჩემთან ამის
პირდაპირ აღიარებას?
მაიკი ისე გულმოდგინედ მიაჩერდა ჩემს მეურვეს, თითქოს მისი სახიდან ცდილობსო სწორი
პასუხის ამოკითხვას და ნელა უპასუხა:
მაიკმა ჯერ ქუდზე დაიხედა, მერე ჭერსა და იატაკს ახედ-ჩახედა, კლერკს გადახედა და
ჩემკენაც კი გამოაპარა თვალი, ბოლოს აღელვებით წამოიწყო:
– რაო? ისევ?!.
სიკეთესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ჩალურჯებული, ახლა უკვე მომწვანო ფერის
თვალი თეთრი ფერით ჰქონდა ნაჩქარევად შეღებილი.
ამის შემდეგ ჩემმა მეურვემ თავის ოთახში შემიყვანა და ჩემთვის დასახული გეგმები მამცნო,
თან ზეზეულად საუზმობდა კოლოფიდან ამოღებული
– როგორც ნახავთ, მშვენიერი შემოსავალი გექნებათ, მისტერ პიპ, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა
და მათარას თავი მოხადა. ხერესის ისეთი სუნი ამოიფრქვა, გეგონებოდათ, მთელი კასრი
ყოფილიყო, – თუმცა გახსოვდეთ, თქვენს ხარჯებს გულდაგულ შევამოწმებ და, თუკი
დაშვებულს გადააჭარბებთ, ამაზე მიგითითებთ კიდეც. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან
ფული მაინც ჭკუიდან გადაგრევთ და ფლანგვისგან თავს ვერ შეიკავებთ, მაგრამ ეგ უკვე
ჩემი ბრალი აღარ იქნება.
არ მენახა. ხმელ-ხმელი, საშუალოზე დაბალი ტანის კაცი იყო. კუთხოვან სახეზე უხეში
ნაკვთები ჰქონდა, თითქოს ბლაგვი სატეხით გამოეთალათ ხისგან. ამ სახეზე იყო ისეთი
ადგილები, იარაღი მეტად ბასრი რომ ყოფილიყო, იტყოდით, ლოყები სასიამოვნოდ აქვსო
დასვრეტილი, მაგრამ ახლა ნაყვავილარს უფრო ჰგავდა. სატეხს მისი ცხვირის ფუძესთან
სამი-ოთხი ამგვარი მცდელობა გაუკეთებია და, ხელმოცარვით გაღიზიანებულს, შუა გზაზე
მიუტოვებია. გაცრეცილი პერანგის გამო ვიფიქრე, უცოლო უნდა ყოფილიყო. ისიც შევატყვე,
არაერთი მწუხარება რომ უნდა ჰქონოდა გადატანილი, რადგან, სულ ცოტა, ოთხი
სამგლოვიარო ბეჭედი მაინც ეკეთა; მათ გარდა, კიდევ – გულსაბნევი, რომელზეც ქალის
პორტრეტი და საფლავთან ტოტებჩამოხრილი ტირიფი იყო გამოსახული. უემიკს საათის
ძეწნკვიც ბეჭდებითა და მედალიონებით ჰქონდა დახუნძლული – შეიძლება ითქვას,
გარდაცვლილი მეგობრების სახსოვართა მძიმე ტვირთი აწვა. პატარა, მბზინავი შავი თვალები
და წვრილტუჩა, დიდი პირი ჰქონდა. ჩემი ანგარიშით, ამ სახის პატრონი ორმოციდან
ორმოცდაათ წლამდე უნდა
ყოფილიყო.
– დიახ, – ვუპასუხე.
– ეს კიდევ უარესია.
– აქედან შორსაა?
ამ სავანეს პატარა ჭიშკრის მხრიდან მივადექით, ვიწრო დერეფანი გავიარეთ და თავი ერთი
ბეწო, უღიმღამო ეზოში ამოვყავით, რომელიც ცარიელ სასაფლაოს მივამსგავსე. ჩემი
შთაბეჭდილებით, სხვაგან ვერსად ნახავდით
ისეთ მრუმე და გაუხარელ ხეებს, ბეღურებს, კატებს, ისეთ უღიმღამო სახლებს (სულ
ექვსიოდე იქნებოდა), როგორიც აქ დამხვდა. სახლები ცალკე ბინებად იყო დაყოფილი და ამ
ბინების ფანჯრები ნაირ-ნაირად დაკონკილი ფარდების, ყვავილის დამტვრეული
ქოთნების, დაბზარული მინების, მტვრისა და ათასნაირი ნაგვის გამოფენას წარმოადგენდა.
ყველა ფანჯრიდან თვალში მეცა
– აჰ, ეს ბინები, ალბათ, მშობლიურ პროვინციას გაგონებთ? მეც იგივე გრძნობა მეუფლება.
ეზოს კუთხეში ხის კიბეზე ამიყვანა, რომელიც, როგორც მომეჩვენა, სულ მალე ნახერხის
გროვად ჩაიფშვნებოდა: ერთ მშვენიერ დღეს ზედა სართულის მობინადრეები თავიანთი
კარიდან გამოიხედავდნენ და ქუჩაში ვეღარ
– როგორც ჩანს, არ ეგონა, ასე ადრე თუ ჩამოხვიდოდით, – ამიხსნა მისტერ უემიკმა, – მეტად
აღარ გჭირდებით?
– რაკი ნაღდი ფულის გაცემა მე მაბარია, ვფიქრობ, ერთმანეთს ხშირად შევხვდებით. კარგ
დღეს გისურვებთ.
ხელი გავუწოდე, მაგრამ მისტერ უემიკმა ისე დახედა, თითქოს ეგონა, მისგან რაღაცას
ვითხოვდი. მერე, როგორც ჩანს, მიმიხვდა და ამომხედა.
როგორც ჩანს, მისტერ პოკეტ უმცროსი სიტყვა "მალეს" ჩემგან განსხვავებული აზრით
ხმარობდა, რადგან სადარბაზოში ნახევარსაათიანი დგომით ლამის ჭკუიდან შევიშალე.
ყველა ფანჯრის ყველა დამტვერილ მინაზე მოვასწარი ჩემი სახელის ამოკაწრვა და მერე,
როგორც იქნა, კიბიდან ნაბიჯების ხმა ამომესმა. თანდათან ჩემ წინ ჩემივე საზოგადოებრივი
ფენის წარმომადგენლის ჯერ ქუდი
– ღმერთო! – შესძახა, – საშინლად ვწუხვარ; მაგრამ რაკი ვიცოდი, რომ თქვენი მხრიდან
დილიჟანსი შუადღეზე მოდიოდა, მეგონა, მას გამოჰყვებოდით. სიმართლე გითხრათ, თქვენ
გამო გავედი, თუმცა ეს არანაირად არ მამართლებს, მაგრამ ვიფიქრე, შორი მგზავრობის
შემდეგ ხილი გესიამოვნებოდათ და კარგი ხილის ასარჩევად კოვენტ-გარდენის ბაზარში
წავედი.
ველურ მხეცს ერკინებოდა. ბოლოს კარი ისე უეცრად დანებდა, ჩემი მასპინძელი ზურგით მე
დამეტაკა, მე კი – მეზობლის კარს და ორივეს სიცილი აგვიტყდა, მაგრამ თვალები ჯერაც
გადმოცვენაზე მქონდა და თავიც ისევ სიზმარში მეგონა.
– არა, – ვუპასუხე.
– მართლა?
– დიახ. მის ჰევიშემმა გასაცნობად გამომიძახა. მაგრამ, როგორც ჩანს, არ მოვეწონე, ყოველ
შემთხვევაში, არაფერი მარგუნა.
თავაზიანობის გულისათვის შევნიშნე, ეს ძალზე საკვირველად მეჩვენება-მეთქი.
– რას იზამ, ცუდი გემოვნება აღმოაჩნდა, – ჩაიცინა ჰერბერტმა, – ასე თუ ისე, საცდელი ვადით
მასთან სტუმრად ვიყავი და ეს გამოცდა წარმატებით რომ ჩამებარებინა, ახლა ყველაფრით
უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. შესაძლოა, ესტელას ისიც ვყოფილიყავი...
საუბრისას ხილს თეფშებზე აწყობდა, რის გამოც ყურადღება გაეფანტა და უცებ საჭირო
სიტყვა ვეღარ გაიხსენა.
– ღმერთო დიდებულო, მისტერ პიპ! – გაოცდა ჩემი მასპინძელი, – ნუთუ არაფერი იცით?
– არა, – ვუპასუხე.
ჩემი ამბავი ვუამბე. ყურადღებით მისმენდა და როცა დავასრულე, ისევ ახარხარდა. მერე
მკითხა, ჩხუბში ძალიან ხომ არ დავშავდი. მისთვის იმავე შეკითხვის დასმა ზედმეტად
ჩავთვალე, რადგან პასუხი ისედაც ცხადი იყო.
– დიახ.
– ის თუ იცით, რომ მის ჰევიშემის იურისტი და ნდობით აღჭურვილი პირია და ყველა სხვა
ადამიანზე მეტადაა მის საქმეებში ჩახედული?
რაკი სრულიად გულღია იყო და თანაც თანატოლები ვიყავით, ვიფიქრე, ჩემი მხრიდან
გულჩათხრობილობა არ ივარგებდა. ამიტომ მეც ვუამბე ჩემი მოკრძალებული ამბავი, თან
საგანგებოდ გავუსვი ხაზი იმას, რომ ჩემი მწყალობლის ვინაობაზე რამე ვარაუდის გამოთქმა
მეკრძალებოდა. მერე ისიც დავუმატე, რომ, რაკი სოფელში ვიზრდებოდი და მჭედლის
ხელობას ვსწავლობდი, საზოგადოებაში ქცევის წესებისა დიდად არა გამეგებოდა რა. ვთხოვე,
როცაკი რამე შეცდომას დავუშვებდი, შესაბამისი მითითება მოეცა.
– მაშინ, ძვირფასო ჰენდელ, – კარის გაღების ხმაზე მიტრიალდა ჰერბერტი, – აგერ, სადილიც
მოგვიტანეს და უნდა გთხოვოთ, სუფრის თავში დარძანდეთ, რადგანაც ფაქტობრივი
მასპინძელი სწორედ თქვენ ბრძანდებით.
რაკი სასტიკად ვიუარე, სუფრის თავში თვითონ დაიკავა ადგილი, მე კი მის პირისპირ
დავჯექი. კარგი, კოხტა სადილი გვქონდა, თუმცა მაშინ თვით ლორდ-მერის(ლორდ-მერი –
ინგლისში ლონდონისა და ზოგი სხვა მუნიციპალიტეტის მეთაური (ქალაქის თავი).)
საკადრის ნადიმად მომეჩვენა, დამატებით სიხარულს ისიც მანიჭებდა, რომ უფროსების
გარეშე, ლაღად და თავისუფლად ვსადილობდით და გარს ლონდონი გვერტყა.
ყველაფერთან ერთად, ჩვენი პურობის ერთგვარმა ბოშურმა ხასიათმაც გამახალისა: სუფრა
ისეთი გვქონდა, მისტერ პამბლჩუკი იტყოდა, ჩიტის რძეც არ აკლიაო – უკლებლივ
ყველაფერი კაფედან იყო მოტანილი – სუფრის გარშემო ტერიტორია
კი იმდენად უდაბური იყო, რომ მიმტანი იძულებული გახდა, ქვაბის ხუფები ძირს
დაელაგებინა (და მათთვის მაშინვე ფეხი წამოეკრა), მდნარი კარაქი –
სავარძელზე დაედო, პური – წიგნის თაროზე, ყველის თეფში ნახშირის აქანდაზში ჩაედგა,
მოხარშული დედალი კი გვერდით ოთახში, ჩემს საწოლზე დაებრძანებინა, სადაც დაწოლისას
მისი ცხიმი დამხვდა გაგლესილი. ამ ყველაფერმა გამამხიარულა და, როდესაც მიმტანი არ
მიყურებდა, ჩემს სიამოვნებას სულ აღარაფერი აფერხებდა.
სადილის დასრულებისას ჰერბერტს შევახსენე, მის ჰევიშემის ამბის მოყოლას რომ დამპირდა.
– მართალია, – მიპასუხა, – ამას ახლავე გამოვასწორებ. ვიდრე თხრობას დავიწყებდე, ჰენდელ,
უნდა გითხრა, რომ ლონდონში დანის პირში ჩადება წესი არ არის, შეიძლება დაშავდე.
საამისოდ ჩანგალი არსებობს, თუმცა
აუცილებელზე ღრმად არც მისი ჩადება ვარგა. ამას დიდი მნიშვნელობა კი არა
აქვს, მაგრამ ხალხს ასე მიაჩნია სწორად. კოვზს კი ჯობია, ზევიდან კი არ მოვავლოთ
თითები, არამედ ქვევიდან. ამას ორი უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, პირს ასე უფრო ადვილად
მისწვდები (ეს კი, დამეთანხმები, ჩვენი მთავარი მიზანია), მეორეც ის, რომ მარჯვენა იდაყვი
ისე აღარ გვაქვს წინ გამოშვერილი, თითქოს ხამანწკებს ვხსნიდეთ.
– ახლა კი, – განაგრძო საუბარი, – მის ჰევიშემს რაც შეეხება. უნდა მოგახსენო, რომ მის
ჰევიშემს ბავშვობიდანვე ანებივრებდნენ. დედა ჩვილობაში გარდაეცვალა და მამა უარს
არაფერზე ეუბნებოდა. მამამისი, თქვენ მხარეში მცხოვრები ჯენტლმენი, ლუდის
მწარმოებელი იყო. არ ვიცი, რითია ლუდის წარმოება განსაკუთრებით კეთილშობილური,
მაგრამ ყველას რატომღაც ასე სწამს: კეთილშობილური წარმომავლობის ადამიანს ცხობა არ
ეკადრება, ლუდის ხარშვა კი სრულიად შესაფერის საქმიანობად ეთვლება. ასეა.
სწორედ ამას ჩავდიოდი, ვიდრე მის თხრობას გულდასმით ვუგდებდი ყურს. შენიშვნისათვის
მადლობა ვუთხარი და მოვუბოდიშე კიდეც. არაფერიაო, მიპასუხა და თხრობა განაგრძო.
– მთავარი მემკვიდრე მის ჰევიშემი იყო და, ხომ წარმოგიდგენია, მისი ცოლად შერთვა
რამდენს ენდომებოდა. მისი ნახევარ-ძმაც ახლა უკვე შეძლებული გახდა, მაგრამ იმდენი
ვალი დაუგროვდა და იმდენ ახალ-ახალ ცდუნებას აჰყოლოდა, რაც კი ჰქონდა, სულ მალე
გაფლანგა. და-ძმას შორის ბევრად უფრო ღრმა განხეთქილება მოხდა, ვიდრე მანამდე მამასა
და ვაჟს
შორის. საფიქრებელია, რომ ძმას დაზე კარგა ხნის ბოღმა დაუგროვდა, რადგან
ეჭვობდა, მამა მის წინააღმდეგ სწორედ მის ჰევიშემმა განაწყო. ახლა კი, ვიდრე ამბის
ყველაზე საშინელ ნაწილზე გადავიდოდე, გაკვრით გეტყვი, რომ ხელსახოცს ჭიქაში
არაფერი ესაქმება.
ვერაფრით აგიხსნით, რისთვის ვტენიდი ხელსახოცს ჭიქაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამას
მართლაც ვცდილობდი, თანაც ყოვლად დაუფიქრებლად და ისეთი გულმოდგინებით,
ბევრად უკეთეს მიზანს რომ იმსახურებდა. კვლავ მადლობა ვუთხარი და მოვუბოდიშე, მანაც
კვლავ მხნედ მიპასუხა, არაფერიაო და თხრობა განაგრძო.
ხომ ოცდახუთი წლის წინათ მოხდა, ვიდრე მე და შენ გავჩნდებოდით, ჰენდელ, მაგრამ
მამასგან მსმენია, იგი ფრიად წარმოსადეგი და გარეგნულად
ყველაფრით მოსაწონი კაცი იყოო. მაგრამ აი, ჯენტლმენად ამ კაცს მხოლოდ უმეცრების ან
მიკერძოების გამო თუ ჩათვლიდი – ამას მამა მუდამ ხაზგასმით ამბობს, რადგან მტკიცედ
სწამს: ის, ვინც გულით არ არის ნამდვილი ჯენტლმენი, ვერც ქცევა ექნება ჯენტლმენური.
მამაჩემის თქმით, ხის ბოჭკოს ვერანაირი
ლაქით ვერ დაფარავ და, რაც მეტ ლაქს გადაუსვამ, ხის ზედაპირი უფრო მკაფიოდ
გამოჩნდება. მოკლედ, ეს ადამიანი მის ჰევიშემის მიმართ უერთგულეს გრძნობებს
ამჟღავნებდა. ქალს მანამდე, ვფიქრობ, არავის მიმართ ჰქონია გრძნობა და, რაც კი რამ
გააჩნდა, ახლა ამოაფრვვია. ეს კაცი სიგიჟემდე შეუყვარდა. აღმერთებდა კიდეც, ეს
უეჭველია. კაცი იმდენად უნამუსოდ სარგებლობდა მისი სიმპათიით, რომ მისგან დიდძალ
ფულს იღებდა და დაარწმუნა კიდეც, თავისი ნახევარ-ძმისაგან ლუდსახდელის წილი
გამოესყიდა (რომელიც მამამ სიკვდილის წინ დაუტოვა), რათა მას მერე, რაც
დაქორწინდებოდნენ, სიძე ლუდსახდელის სრული მფლობელი გამხდარიყო. იმხანად შენი
მეურვე მის ჰევიშემის საქმეებს არ განაგებდა, ქალი კი იმდენად ქედმაღალი და იმდენად
შეყვარებული იყო, არავის რჩევას ყური არ ათხოვა. ყველა ნათესავი ღატაკი და მლიქვნელი
ჰყავდა, მამაჩემის გამოკლებით. მამაც გაჭირვებული იყო, მაგრამ პირფერობა და მზაკვრობა
არ სჩვეოდა და, რაკი მათ შორის ერთადერთი გულწრფელი ადამანი იყო, მის ჰევიშემს
პირდაპირ განუცხადა კიდეც, რომ თავისი საქმროსათვის მეტისმეტად ბევრს აკეთებდა და
სრულიად დაუფიქრებლად ანიჭებდა ამდენ უფლებამოსილებას. მის ჰევიშემმა
მნახავს, მაგიდაზე როცა ვიწვებიო. ჰერბერტს ვკითხე, მამამისი დღემდე თუა მის ჰევიშემზე
ნაწყენი.
– არა, მაგრამ მან თავისი მომავალი მეუღლის თანდასწრებით ბრალი დასდო მამას, ანგარება
გალაპარაკებს და თვითონვე გსურს ჩემი ქონებით სარგებლობაო. ამის შემდეგ მასთან რომ
მივიდეს, ეს მის ჰევიშემსაც და თვით მასაც სიმართლედ მოეჩვენებათ. მაგრამ იმ კაცს
დავუბრუნდები და მასზე
– ...და მის ჰევიშემმა ის მაშინ მიიღო, ქორწილისათვის როცა ირთვებოდა? ცხრის ოც წუთზე,
ხომ? – უეცრად გამინათდა გონება.
– სწორედ ასეა, – თავი დამიქნია ჰერბერტმა, – და ზუსტად ამ დროზე გააჩერა ყველა საათი.
თუ რა ეწერა წერილში, გარდა იმისა, რომ კაცმა ქორწინების პირობა ყოვლად სასტიკად
დაარღვია, ეს მე არ ვიცი, წერილი არ წამიკითხავს. მის ჰევიშემი მძიმედ დაავადდა; და
მერე, როცა გამოჯანმრთელდა, მთელი სახლი იმ უსიცოცხლო მდგომარეობაში მოიყვანა,
რაშიც დღესაა და მას მერე დღის სინათლე აღარ უნახავს.
– სულ ეს არის, რაც ვიცი; და ესეც ჩემით დავასკვენი, რადგან მამაჩემი ამ თემაზე საუბარს
ერიდება. მის ჰევიშემმა როცა თავისთან მიმიპატიჟა, მამამ მაშინაც მხოლოდ აუცილებელი
ცნობები შემატყობინა. მაგრამ ერთი რამის თქმა დამავიწყდა: საფიქრებელია, რომ ის კაცი,
რომელიც დაუმსახურებლად სარგებლობდა მის ჰევიშემის ნდობით, თავიდანვე ქალის
ნახევარ-ძმასთან იყო შეკრული და სარგებელს მას უნაწილებდა.
– მიკვირს, ცოლად რად აღარ შეირთო: მაშინ ხომ ბევრად მეტ სარგებელს მიიღებდა, –
შევნიშნე.
– შესაძლოა, უკვე ცოლიანი იყო და ქალის ამგვარი უსასტიკესი დამცირება მისი ძმის
გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, – მიპასუხა ჰერბერტმა, – მაგრამ დანამდვილებით
არაფერი ვიცი.
– ცოცხლები არიან?
– არ ვიცი.
– შენ მითხარი, ესტელა მის ჰევიშემის ნათესავი არ არისო. როდის იშვილა? ჰერბერტმა
მხრები აიჩეჩა.
– რაც მის ჰევიშემის შესახებ ვიცი, ესტელა მუდამ მასთან არის. მეტი არაფერი ვიცი. ახლა კი,
ჰენდელ, – ისე მომმართა, მივხვდი, თხრობა
საბოლოოდ დაასრულა, – ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეულია. რაც მე ვიცი მის ჰევიშემის
შესახებ, ის იცი შენც.
– დარწმუნებული ვარ, ასეა. ამგვარად, ჩვენ ორს შორის რამე მეტოქეობა ან გაუგებრობა
გამორიცხულია. შენს ცხოვრებისეულ წინსვლას რაც შეეხება – იმას ვგულისხმობ, რომ
უფლება არ გაქვს, დააზუსტო, თუ ვის უნდა უმადლოდე ამას
– კაპიტალისტი ვარ. გემების დაზღვევით ვარ დაკავებული, – რაკი შენიშნა, ოთახს თვალი
როგორ მოვავლე, მაგრამ მისი საქმიანობის ვერანაირ ნიშანწყალს ვერ მივაგენი, დაუმატა, –
სიტიში ვმუშაობ.
– მოგებიანიცაა? – ვკითხე.
– წარმოუდგენლად!
ისევ ეჭვმა ამიტანა და გავიფიქრე, ჩემი დიდი იმედები ამასთან რას მოვა-მეთქი.
ცერა თითები ჟილეტის ჯიბეებში ჩაიწყო, – იქიდან შაქარს, თამბაქოსა და რომს ჩამოვიტან.
ასევე, ცეილონშიც გავგზავნი ექსპედიციას, ძირითადად, სპილოს ძვლისთვის.
ვიკრებ.
მაშინვე მომეჩვენა, ამგვარი საქმიანობა ბერნარდის ფუნდუკისათვის ბევრად უფრო
შესაფერისი რომ იყო და, ერთგვარად დაკმაყოფილებულმა, ვუპასუხე:
– აჰ, გასაგებია.
– ჰო, შენთვის.
– ჰმ... არა, ჩემთვის არა, – ეტყობოდა, პასუხის გაცემისას ყველა დადებითი და უარყოფითი
მხარე აწონ-დაწონა, – უშუალო მოგება არ მაქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელფასს არ
მიხდიან და... ჩემივე ხარჯით მიწევს ცხოვრება.
– მაგრამ მთავარი ისაა, – დასძინა ჰერბერტ პოკეტმა, – რომ გამოცდილებას იძენ. ამას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფინანსურ კანტორაში ზიხარ და, ხომ გესმის, ვითარებას
სწავლობ.
იმის მიუხედავად, რომ ჰერბერტმა წარმოსახვაში უკვე იშოვა დიდძალი კაპიტალი, თავი
უკიდურესად თავმდაბლად ეჭირა და ამის გამო მის მიმართ მადლიერებითაც კი
გავიმსჭვალე. ეს მის თბილ ხასიათს კიდევ ერთ სასიამოვნო შტრიხად დაემატა და ერთურთს
შესანიშნავად შევეწყვეთ. იმავე საღამოს სასეირნოდ გავედით და ნახევარ ფასად სპექტაკლიც
ვნახეთ. მეორე დილით უესტმინსტერის სააბატოში წირვას დავესწარით, ნაშუადღევს კი
პარკში ვიხეტიალეთ, სადაც, ამდენი ცხენის შემხედვარემ, გავიფიქრე, ნეტავ ვინ ჭედავს-
მეთქი ნალებს და ვინატრე, ეს ჯოს გაეკეთებინა.
ასე მეგონა, მას მერე, რაც ჯოსა და ბიდის დავშორდი, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული
გამოთვლებით, რამდენიმე თვე იყო გასული. ამ განცდას ჩვენ
შორის გაწოლილი დიდი მანძილი განაპირობებდა. ჩვენმა ჭაობებმა ჩემთვის ახლა ცხრა
მთას იქით გადაინაცვლა. ის, რომ ჯერ კიდევ წინა კვირას ჩვენი სოფლის ეკლესიაში ვიყავი
და ჩემი ძველი საკვირაო კოსტიუმი მეცვა, ყოველგვარ – გეოგრაფიულ თუ სოციალურ,
მზიურ თუ მთვარეულ – შეუძლებლობად მეჩვენებოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად,
ლონდონის ხალხმრავალ ქუჩებში, საღამოხანს ასე თვალისმომჭრელად რომ იყო
გაკაშკაშებული, ყოველ ნაბიჯზე ნაღვლიან საყვედურს ვაწყდებოდი იმის გამო,
რომ ჩვენი ღარიბული, ძველი სამზარეულო ასე შორს მოვიტოვე. ხოლო უკუნეთ ღამეში
ბერნარდის ფუნდუკის გარშემო მოხეტიალე უსაქმური დარაჯის ნაბიჯების ხმა გულს
მიმძიმებდა.
ორშაბათ დილით, ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ჰერბერტი თავის კანტორაში უნდა
გამოცხადებულიყო – სავარაუდოდ, ვითარება უნდა შეესწავლა
– ის რომელიდაც შენობის შიდა ეზოში, მეორე სართულზე იყო; ფანჯრები სხვა, ასევე შიდა
ეზოს გადაჰყურებდა და იქიდან ვითარების რაიმე კუთხით შესწავლა ყოვლად გამორიცხული
იყო.
შუადღემდე ველოდე, მერე კი ბირჟა მოვინახულე, სადაც გემების განცხადებების ქვეშ ვიღაც
უწესრიგოდ ჩაცმული ადამიანები ისხდნენ, რომლებიც თავიდან ბობოლა ვაჭრები მეგონნენ,
თუმცა მათმა დაღვრემილმა იერმა, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. როცა ჰერბერტი
გათავისუფლდა, ერთად ვისაუზმეთ ძალიან ცნობილ რესტორანში, რომლითაც მაშინ
აღვფრთოვანდი,
ახლა კი მთელ ევროპაში მასზე უფრო გაბერილი ტყუილი არ მეგულება. თუმცა პირველ
მისვლაზეც კი შევნიშინე, რომ სუფრები, დანა-ჩანგალი და მიმტანთა ტანისამოსი ბევრად
ცხიმიანი იყო იმ ხორცზე, რომელიც მოგვიტანეს. საკმაოდ ნორმალურ ფასად დავნაყრდით
(მადლობა ღმერთს, ზედმეტ ცხიმში
იზრდებიანო – ვერც იმას იტყოდით, მათი მეცადინეობით იწუხებსო თავს ვინმე – არამედ
ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს ეს ბავშვები დილიდან საღამომდე მხოლოდ
ყირაზე გადადიანო.
მისის პოკეტი ბაღის სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა, ფეხები მეორე სავარძელზე
დაესვენებინა. ვიდრე ბავშვები თამაშობდნენ, ორი ძიძა ბაღში უსაქმოდ დაეხეტებოდა.
– უკვე მეექვსედ მაინც გივარდებათ, მემ! – რაზეც მისის პოკეტმა სიცილით უპასუხა:
გულამოსკვნილ ტირილს ატეხდა. ამ უცნაურ გარემოებაზე კარგა ხანს ვიმტვრიე თავი, მაგრამ
ვერაფრით ავხსენი, ვიდრე მილერსი ბავშვით ხელში არ გამოვიდა და ეს ბავშვი
ფლოპსონს არ გაუწოდა. ფლოპსონი ბავშვით ხელში მისის პოკეტთან მივიდა, რათა, თავის
მხრივ, პატარა მისთვის მიეწოდებინა და ისიც
– ღმერთო ჩემო, რა ამბავია, ფლოპსონ! – მისის პოკეტმა სულ ერთი წამით ამოიხედა
წიგნიდან, – ყველა რატომ მეტაკება?
– თქვენი ფეხების დასაწყობი მერხია! – აღმოაჩინა ფლოპსონმა, – და ასე, კაბის კალთის ქვეშ
თუ გედგმევათ, აბა, ვინ არ წაიქცევა! აგერ, ბავშვი გამომართვით, მემ, და ეს წიგნი მომეცით!
23
მისტერ პოკეტმა მითხრა, რომ ჩემი ნახვით მოხარულია და იმედოვნებს, მისი ნახვა არც მე
მწყენია.
– ბელინდა, მისტერ პიპს ხომ გაესაუბრე? – რაზეც მისის პოკეტმა წამით ამოიხედა
წიგნიდან და "ჰოთი" უპასუხა. მერე ქალმა მე შემომხედა, დაბნეულად გამიღიმა და მკითხა,
ფორთოხლიანი წყალი თუ გიყვართო. რაკი ამ კითხვას
ორიოდე საათში შევიტყვე და აქვე გიამბობთ, რომ მისის პოკეტი მავანი, მეორეხარისხოვანი
რაინდის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქალმა თავი დაირწმუნა, რომ მამამისი ბარონეტი
გახდებოდა, რომ არა ვიღაც გავლენიანის გამიზნული და ყოვლად მიკერძოებული
წინააღმდეგობა – თუ ვინ იყო ეს
თვითონ კი, მგონი, რაინდად იმისთვის აკურთხეს, რომ ინგლისურ გრამატიკაზე მიიტანა
იერიში და ფურცელზე დაწერილი მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა რომელიღაც შენობის
საძირკვლის საზეიმო ჩაყრისას, სადაც წილად ერგო
პატივი, სამეფო ოჯახის რომელიღაც წარმომადგენლისათვის ნიჩაბი თუ კირით სავსე
სათლი მიეწოდებინა. ყოველ შემთხვევაში, ამ რაინდის განკარგულებით, მისის პოკეტი
აკვნიდანვე ისე აღზარდეს, როგორც კეთილშობილური წარმომავლობის ქალიშვილს
ეკადრება, რომელიც ასევე თავადიშვილს უნდა გაჰყოლოდა ცოლად და ოჯახური
საქმიანობის მდაბიურ ცოდნაზე განუზომლად მაღლა მდგარიყო. ამ წინდახედულმა
მშობელმა იმდენი მოახერხა, ქალიშვილი ყოველმხრივ დახვეწილ, თუმცა ასევე ყოვლად
უსარგებლო და უსუსურ არსებად აღზარდა. ასეთი ბედნიერად ჩამოყალიბებული ხასიათის
პატრონმა ყმაწვილქალობაში მისტერ პოკეტი გაიცნო, რომელიც იმხანად ასევე ყმაწვილი
კაცი გახლდათ და ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, ლორდ-კანცლერის ტახტზე ასულიყო თუ
ეპისკოპოსის მიტრა დაედგა თავზე. რაკი ერთიცა და მეორეც მხოლოდ დროის საკითხი
იყო, მან და მისის პოკეტმა დრო ქოჩრით ითრიეს (რაკი ეგრძელათ და შემოკლება
დაუპირეს) და წინდახედული მშობლის დაუკითხავად იქორწინეს. რაკი წინდახედულ
მშობელს არც გასაცემი არაფერი გააჩნდა და არც არგასაცემი, გარდა თავისი დალოცვისა,
ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ესეც
მისტერ პოკეტმა შინ შემიყვანა და მაჩვენა ჩემი ოთახი, რომელიც ძალზე სასიამოვნოდ იყო
მოწყობილი, თანაც ისე, რომ სასტუმრო ოთახადაც გამოვიყენებდი. შემდეგ ორი ასეთივე
ოთახის კარზე დააკაკუნა და გამაცნო მათი ბინადრები – ერთი გვარად დრამლი იყო, მეორე
– სტარტოპი. დრამლი ბრგე ახალგაზრდა გახლდათ, სახით უფრო ასაკოვანს ჰგავდა. როცა
მასთან შევიხედეთ, უსტვენდა. სტარტოპს, რომელიც წლებითაც და გარეგნულადაც
დრამლზე უმცროსი ჩანდა, კითხვისას თავი ორივე ხელით ისეთნაირად ეკავა, თითქოს
ეშინოდა, ზედმეტი ცოდნისაგან არ აფეთქებულიყო.
გასული, ერთმა მეზობელმა ქალმა, რომელსაც პოკეტები არც კი იცნობდნენ, მათ წერილი
მისწერა, რომ თავისი თვალით ნახა, მილერსი პატარას როგორ ურტყამდა. ამ წერილმა
მისის პოკეტი მწარედ აატირა: გულმოკლული იმეორებდა, ნეტავ რატომ უყვართ
მეზობლებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაო.
საშიშ ნივთებს, თან მისის პოკეტისა და დრამლის ლაპარაკს ვუგდებდი ყურს. შევიტყვე, რომ
დრამლი, რომელსაც ნათლობის სახელად ბენტლი ერქვა, რიგით მეორე კანდიდატი ყოფილა
ბარონეტის წოდების მისაღებად; ის წიგნი კი, რომელსაც მისის პოკეტი სულმოუთქმელად
კითხულობდა, თავად-აზნაურობის წოდებებს ეხებოდა და ამ ქალმა ზუსტად იცოდა ის
თარიღი, როცა მისი ბაბუა ამ წიგნში უნდა მოხვედრილიყო, ავბედით გარემოებებს მისთვის
ხელი რომ არ შეეშალა. დრამლი ბევრს არ ლაპარაკობდა (საერთოდ ერთობ უჟმურ
ამის შემდეგ მისის კოილერმა თემა შეცვალა და ქათინაურებით ამავსო. ორიოდე წუთის
განმავლობაში ეს მსიამოვნებდა კიდეც, მაგრამ მისი ქათინაურები იმდენად მსუყე იყო,
სულ მალე გულზე დამადგა. გველურად მელაქუცებოდა და როცა ვითომდა ცხოველი
ინტერესით ახლობლებსა და მშობლიურ მხარეზე მეკითხებოდა, მეგონა, ორკაპა ენა
დავინახე და სისინიც კი ჩამესმა. ერთი-ორჯერ სტარტოპსაც მიეტმასნა, რომელიც ძალზე
იშვიათად სცემდა ხმას, და მერე დრამლსაც, რომელიც საერთოდ არაფრად აგდებდა. ორივეს
შურით გადავხედე, რადგან მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ისხდნენ.
ის-ის იყო, ახალწვეულთა ახალი ჯგუფი შეედგინათ, მისის პოკეტი კი ისე უცქერდა ამ
არშემდგარ არისტოკრატებს, გეგონებოდათ, მანამდე არასოდეს ენახა და ჯერ კიდევ ვერ
გაეაზრებინა, რა მოეხერხებინა მათთვის.
– აგერ! ჩანგალი მომაწოდეთ, მემ, და პატარა გამომართვით! – მიმართა ფლოპსონმა, – არა, ასე
ნუ აიყვანთ, თორემ თავი მაგიდის ქვეშ ექნება!
მისის პოკეტმა რჩევა გაითვალისწინა, ბავშვი სხვანაირად აიყვანა; შედეგად მისი თავი
მაგიდაზე აღმოჩნდა, რაც ყველა დამსწრემ საშინელი ბრაგვანით შეიტყო.
ერთ-ერთი გოგონა, სულ მთლად ციცქნა, რომელმაც, როგორც ჩანს, სხვებზე დედობრივი
მზრუნველობა ნაადრევად იტვირთა, პატარის წინ აცეკვდა და მანამ ართობდა, ვიდრე
ტირილი არ შეწყვიტა და კისკისს არ მოჰყვა. ყველა ბავშვი აკისკისდა და მისტერ პოკეტმაც
(რომელმაც ამასობაში უკვე ორჯერ სცადა საკუთარი თავის თმით აქაჩვა) გაიცინა; ჩვენც
გავიცინეთ და ყველა კმაყოფილი იყო.
ფლოპსონმა პატარა ხის თოჯინასავით მოკეცა და, როგორც იქნა, მშვიდობით ჩაუსვა კალთაში
მისის პოკეტს. მერე სათამაშოდ კაკლის სამტვრევი მისცა, თან ქალბატონს ამცნო, შეიძლება
თვალში გაიყაროსო; ჯეინიც მკაცრად გააფრთხილა, ბავშვი ამ საფრთხისაგან დაეცვა. მერე
ორივე ძიძა ოთახიდან გავიდა. კიბიდან მაშინვე მათი ყვირილი მოისმა – აყალმაყალი
აუტეხეს უთავბოლო მსახურ ბიჭს, რომელიც სუფრასთან გვემსახურებოდა და რომელსაც
ქურთუკის ღილების უმეტესობა, აშკარად, ბანქოში ჰქონდა წაგებული.
ვიღაც ორი ბარონეტის შესახებ საუბარი გააბა, თან ღვინოში ჩამბალ დაშაქრულ ფორთოხალს
მიირთმევდა, ბავშვი კი მის კალთაში კაკლის სამტვრევს ძალზე შემაშფოთებლად იქნევდა.
ბოლოს, როგორც იქნა, პატარა ჯეინმა მოისაზრა, ჩვილის თავის ქალას საფრთხე რომ
ემუქრებოდა, მიუახლოვდა და გამჭრიახი ხრიკებით იარაღი გამოართვა. მისის პოკეტმაც
დაახლოებით ამ დროისთვის შეწყვიტა ფორთოხლის ჭამა და გოგონას თავნებობა არ
მოუწონა:
– ბელინდა, – მაგიდის მეორე ბოლოდან შეაგონა მისტერ პოკეტმა, – რატომ ხარ ასე
დაუფიქრებელი? პატარას რომ არაფერი დაშავებოდა, იმიტომ ჩაერია ჯეინი.
– ვერავისგან მოვითმენ ჩემს საქმეში ჩარევას, – უპასუხა მისის პოკეტმა, –
– ჯეინს უფლებას ვერ მივცემ, ჩემს საქმეში ჩაერიოს, – ნორჩ დამნაშავეს მედიდურად
გადახედა მისის პოკეტმა, – ჩემი საბრალო ბაბუის შვილიშვილს ეს არ მეკადრება. ჯეინმა
უნდა მასწავლოს ჭკუა?!
მისტერ პოკეტმა ისევ თმაში იტაცა ხელები და ამჯერად მართლაც ოდნავ აიწია სკამიდან.
დედიკოსთან ერთად!
ამასობაში ისე მოხდა, რომ დანარჩენი ხუთი ბავშვი სუფრასთან უპატრონოდ დარჩა, რაკი
ფლოპსონს რაღაც საქმე გამოუჩნდა, სხვას კი არავის ევალებოდა მათი მიხედვა. ამის გამო
ჩემთვის ნათელი გახდა შვილებთან მისტერ პოკეტის ურთიერთობა, რომელიც
შემდეგნაირად გამოიხატა – მისტერ პოკეტი ჩვეულებრივზე უფრო დაბნეული სახითა და
აბურძგნილი თმით კარგა ხანს მდუმარედ აკვირდებოდა შვილებს, თითქოს ვერაფრით
გაეგო, როგორ აღმოჩნდნენ მის სახლში, მის კმაყოფაზე და ბუნებამ სადმე სხვაგან რატომ
არ მიუჩინა ადგილი. მერე შორიდან დაუსვა შეკითხვები ისე, როგორც მისიონერი ესაუბრება
პატარა ველურებს, მაგალითად, დაინტერესდა, პატარა ჯოს რატომ აქვს მანჟეტი დახეული,
რაზეც უპასუხეს: მამი, ფლოპსონს დრო როცა ექნება, დამიკერებს. ან რატომ აქვს პატარა
ფანის თითი დაჩირქებული. ამაზე უპასუხეს: მამი, ფლოპსონი ზედ საფენის დადებას
აპირებდა, მაგრამ სულ ავიწყდება. ამის შემდეგ მამას შვილებისადმი სიყვარულის ბუშტი
გაუსკდა, ყველას თითო შილინგი ჩამოურიგა და უთხრა, წადით, ითამაშეთო. როცა ბავშვები
გარეთ გაცვივდნენ, მამა ერთი ძლიერი მოქაჩვით შეეცადა, თავი თმით აეწია, მაგრამ
– ბატონს უნდა დაელაპარაკო? – მისის პოკეტმა ჩათვალა, რომ მისი ღირსება კვლავაც
შეილახა, – ეგ რამ გაფიქრებინათ? შეგიძლიათ, ფლოპსონს დაელაპარაკოთ, ანდა მე –
ოღონდაც სხვა დროს.
– მომიტევეთ, მემ, – უპასუხა მოახლემ, – მაგრამ სწორედ ბატონთან მსურს ლაპარაკი და
თანაც ახლავე.
ამის შემდეგ მისტერ პოკეტი ოთახიდან გავიდა, ჩვენ კი როგორღაც გავიყვანეთ დრო მის
დაბრუნებამდე.
– ეგ ხომ სოფიამ გითხრა, – განუმარტა მისის პოკეტმა, – ხომ ეს წუთია, ჩემი თვალით
დავინახე, ოთახში როგორ შემოვიდა და შენთან ლაპარაკის უფლება ითხოვა.
– ნუთუ მე, ასეთი ბაბუის შვილიშვილი, ჩემს სახლში სულ არაფერს წარმოვადგენ? –
აღმოხდა მისის პოკეტს, – თანაც მზარეული მუდამ სანდომიანი და მორიდებული ქალი იყო
და, ჩვენს სახლში პირველად რომ მოვიდა, მაშინვე მითხრა, ჰერცოგინიად ხართო
დაბადებული!
მისტერ პოკეტი ტახტის წინ იდგა და ახლა ამ ტახტზე მომაკვდავი გლადიატორივით ჩაიკეცა.
ამგვარად მისვენებულმა, ყრუდ ამოთქვა:
– მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მისტერ პიპ, – რითაც მიმახვედრა, რომ ჩემი აქედან
წასვლისა და დაწოლის დრო მოსულიყო.
24
საქმიანობაზე მას უფრო მეტი სცოდნია, ვიდრე მე. მითხრა, თუ რას ფიქრობდა მისტერ
ჯეგერსი ჩემზე: არცერთი პროფესიისათვის არ გამოდგება და მისთვის საუკეთესო განათლება
ის იქნება, თუკი შეძლებული ახალგაზრდისათვის შესაფერის დონეს მიაღწევს და "თავს არ
შეირცხვენსო". რაკი საპირისპირო ვერაფერი ვუთხარი, ყველაფერში დავეთანხმე.
– მაშ, ასეც მოიქეცით! – გადაიხარხარა მისტერ ჯეგერსმა, – ხომ ვამბობდი, ალღოს მალე
აუღებთ-მეთქი. აბა, რამდენი გინდათ?
– ესე იგი, მეტი? – მისტერ ჯეგერსი საზურგეზე გადაწვა და თავი გვერდზე გადასწია;
ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ჩემ უკან კედელს გაჰყურებდა და აშკარად ჩემი დაბნეულობით
ტკბებოდა, – რამდენად მეტი?
– ერთად მოვიფიქროთ, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ორჯერ ხუთი გეყოფათ? სამჯერ ხუთი?
ოთხჯერ ხუთი?
ეს სავსებით საკმარისია-მეთქი, ვუპასუხე.
– მაშ, ოთხჯერ ხუთი სავსებით საკმარისია, ხომ? – მისტერ ჯეგერსმა წარბები შეკრა, – და
რამდენია ეს ოთხჯერ ხუთი?
– რამდენია?
ღიმილით ვკითხე.
– მე რას ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, – მკვეთრად გააქნია თავი მისტერ ჯეგერსმა, –
მთავარია, თქვენ რას ფიქრობთ.
– რა თქმა უნდა, ოცი გირვანქა სტერლინგია. მისტერ ჯეგერსმა კარი გააღო და გასძახა:
კაცი იყო, ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარე და ვუთხარი, მისტერ ჯეგერსის ქცევის მანერა არ
მესმის-მეთქი.
– დი-დე-ბუ-ლი!
– ბევრი კლერკი არ გვჭირდება, რადგან ჯეგერსი მხოლოდ ერთია და ყველა კლიენტს მასთან
პირადად სურს საქმის დაჭერა. სულ ოთხნი ვართ. გინდათ, დანარჩენები გაგაცნოთ? თქვენ
ხომ, ასე ვთქვათ, ჩვენიანი ბრძანდებით.
საფოსტო ყუთში ჩაუშვა, მერე რკინის სეიფიდან ფული აიღო და მომცა. სეიფის გასაღებს
სადღაც ზურგზე ინახავდა და საყელოდან რკინის კიკინასავით ამოიძვრენდა ხოლმე. ამის
შემდეგ მასთან ერთად მეორე სართულზე ავედი. მთელი შენობა ჩაბნელებული და
ძველისძველი იყო. ასე მეგონა, ის გაქონილი მხრები და ზურგები, რომლებმაც მისტერ
ჯეგერსის ოთახის კედლებზე თავიანთი კვალი დატოვეს, მთელი სახლის კედლებს წლიდან
წლამდე ეხახუნებოდნენ. მეორე სართულის წინა ოთახში ერთი ზორბა, ფერმკრთალი,
ერთი სართულით მაღლა ერთი ჩია, გაჩეჩილი კაცი იყო, რომელიც იმ ტერიერს წააგავდა,
ლეკვობის შემდეგ რომ აღარ გაუკრიჭავთ. ისიც კლიენტს ესაუბრებოდა – ახლომხედველ
კაცს, რომელიც მისტერ უემიკმა მდნობელად გამაცნო და მითხრა, თავის ქვაბს მუდამ
ათუხთუხებს და რაც კი შენს გულს გაუხარდება, ყველაფერს გადაგიდნობსო. კაცს ღვარად
ჩამოსდიოდა ოფლი და
– ეს? – უემიკი სკამზე ავიდა და, ვიდრე ჩამოიღებდა, საშინელ ქანდაკებებს სულის შებერვით
მტვერი მოაცილა, – ეს ორი სახელგანთქმული პიროვნებაა, ჩვენც რომ გაგვითქვა სახელი. აი,
ამ ვაჟბატონმა (შენ რა, ღამით მაგიდაზე ჩამოხვედი და სამელნეში ჩაიჭყიტე, წარბზე ლაქა
რომ გამჩნევია, შე ბებერო არამზადავ?) თავისი ბატონი სიცოცხლეს გამოასალმა და, თუ იმას
გავითვალისწინებთ, რომ მამხილებელი საბუთები ვერ აღმოაჩინეს, ეს დიდოსტატურადაც
გაახერხა.
– ჰგავს? – უნებლიეთ უკან დავიხიე ჯოჯოსებრი სახის წინაშე, რომელსაც უემიკმა წარბზე
დაანერწყვა და ლაქა სახელოთი მოსწმინდა.
– ჰგავს კი არა, თვითონაა. ეს ნიღაბი ნიუგეიტში დაამზადეს, როგორც კი სახრჩობელიდან
ჩამოიღეს. მე კი განსაკუთრებით შეგიყვარდი, ხომ ასეა, ბებერო ვიგინდარავ? – ამ
გულითადი მიმართვის ხაზგასასმელად თავის გულსაბნევს შეახო ხელი, რომელზეც
საფლავთან მგლოვიარე ქალი, ურნა და მტირალა ტირიფი იყო გამოსახული, – ეს საგანგებოდ
ჩემთვის დაამზადებინა.
გიყვარდა, მეგობარო?). არა, მისტერ პიპ, ამ საქმეში ქალი თუ ერია, ასე წერწეტა და
კეთილშობილური აღნაგობისა ნამდვილად არ იქნებოდა და ურნასთან
მისვლასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აიძულებდით, შიგ რამე სასმელი რომ ჩაგესხათ, – რაკი
უემიკის ყურადღება გულსაბნევმა მიიპყრო, მან ნიღაბი გადადო და გულსაბნევის წმენდას
შეუდგა.
სანამ მეორე ტვიფრსაც თაროზე დებდა და სკამიდან ძირს ჩამოდიოდა, გონებაში გამიელვა
აზრმა, რომ მთელი მისი სამკაულები მსგავსი გზით უნდა ყოფილიყო მოპოვებული. რაკი
ჩანდა, ამ თემაზე სრულიად გულღიად საუბრობდა, მეც გავბედე და, როცა ჩემ წინ დადგა და
ხელებიც დაიბერტყა,
სწორედ ეს კითხვა დავუსვი.
– დიახ, ეს სულ მსგავსი საჩუქრებია, – მიპასუხა, – ერთს მეორე მოჰყვება, ხომ გესმით. ასეა
მუდამ. მე მათ ყოველთვის ვიღებ. ჯერ ერთი, სუვენირებია. მეორეც, ქონებაა. მაინცდამაინც,
ძვირად ღირებული არ არის, მაგრამ, ასეა თუ ისე, მოძრავი ქონებაა. თქვენ შესაშურ
მდგომარეობაში ეს, შესაძლოა, წვრილმანები იყოს, მე კი ასეთი დევიზი მაქვს: "მოძრავი
ქონება ხელიდან არ უნდა გაუშვა!"
– თუკი ოდესმე უკეთესი საქმე არაფერი გექნათ, იქნებ უოლუორთში მეწვიოთ, საგანგებო
საწოლს შემოგთავაზებთ და სტუმრობას დიდ პატივადაც ჩაგითვლით. ბევრი კი არაფერი
მაქვს საჩვენებელი, მაგრამ იქნებ ერთი-ორი ასეთი სუვენირის დათვალიერებამ
დაგაინტერესოთ. თანაც სასიამოვნო პატარა ბაღი და საზაფხულო ფლიგელიც მაქვს.
– გმადლობ, – მიპასუხა უემიკმა, – მაშ, თქვენთვის როცა იქნება მისაღები, მაშინ იყოს. მისტერ
ჯეგერსთან ერთად უკვე ისადილეთ?
– ჯერ არა.
25
ბენტლი დრამლი იმდენად მედიდური ახალგაზრდა იყო, წიგნსაც კი ისე იღებდა ხელში,
თითქოსდა ავტორმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენაო; შესაბამისად, არც ახალ ნაცნობებს
სწყალობდა. ტანითაც მძიმე და ზორბა იყო, მოძრაობები და აზროვნებაც მძიმე ჰქონდა; ენასაც
ისე ზანტად ატრიალებდა პირში, როგორც თვითონ სცემდა ოთახში ბოლთას; ამპარტავანი
იყო, ამაყი, ძუნწი, ფრთხილი და ეჭვიანი. სომერსეტშირში, მდიდარ ოჯახში იზრდებოდა,
რომელმაც ჩამოთვლილ სათნოებათა ნაზავი მანამ ზარდა, ვიდრე ერთ დღესაც არ
აღმოაჩინა, რომ უკვე ზრდასრულია და, ამასთან, გვარიანი ბრიყვიც. ამგვარად, როცა ბენტლი
დრამლი მისტერ პოკეტთან მივიდა, უკვე ამ ჯენტლმენზე ერთი თავით მაღალი იყო და
მეტწილ სხვა ჯენტლმენებზე რამდენიმე თავით უფრო სულელიც გახლდათ.
სტარტოპი სუსტი ხასიათის დედამ გაანებივრა – როდესაც, წესით, სკოლაში უდა ევლო,
მშობელმა შინ გამოკეტა; ამ ახალგაზრდას დედა მთელი არსებით უყვარდა, შეიძლება ითქვას,
აღმერთებდა კიდეც. ნაკვთებში ქალური სინატიფე გამოუკრთოდა და, როგორც ჰერბეტრმა
მითხრა, მერე რა, რომ დედამისი თვალით არ გინახავს, მაინც არ დაეჭვდები იმაში, რომ
შვილი ძალიან ჰგავსო.
უკვე ერთი-ორი თვე იყო, რაც მისტერ პოკეტთან ვცხოვრობდი, როცა ჩემს მასპინძელს კამილა
და მისი მეუღლე ესტუმრნენ. კამილა მისტერ პოკეტის და აღმოჩნდა. მოგვიანებით მის
სახლში ჯორჯიანაც გამოჩნდა, მის ჰევიშემთან იმავე დღეს რომ ვნახე. ის მისტერ პოკეტის
ბიძაშვილი ყოფილა – ყოვლად აუტანელი შინაბერა, თავის სიხისტეს რელიგიით რომ ხსნიდა,
გესლს კი –
დახარჯვაც სულ ორიოდე თვის წინათ წარმოუდგენლად მომეჩვენებოდა. ერთი კია: რაც
უნდა მომხდარიყო, წიგნებისთვის თავი არ მიმინებებია. ამაში ჩემი დამსახურება ნაკლებად
იყო, უბრალოდ, საიმისოდ მყოფნიდა ჭკუა, რომ ჩემი უმეცრება გამეცნობიერებინა. მისტერ
პოკეტი და ჰერბერტი უცვლელად მედგნენ გვერდში. ამ ორიდან ერთი მუდამ მზად იყო, ჩემი
გზიდან ყველა დაბრკოლება მოეშორებინა და, ჭეშმარიტად, მეც დრამლისთანა ბრიყვი უნდა
ვყოფილიყავი, წარმატებისთვის რომ ვერ მიმეღწია.
დამელოდებოდა. მეც დანიშნულ დროს მივედი, სწორედ მაშინ, საათმა ექვსჯერ რომ
ჩამორეკა და შევესწარი, სეიფის გასაღებს ზურგს უკან როგორ ინახავდა.
– რადგან მთელი დღეა მაგიდას ვუზივარ და ფეხების გაშლა მეამება. ახლა კი გეტყვით,
ვახშმად რა გველოდება, მისტერ პიპ. შინ მომზადებული შემწვარი ხორცი და ცივი შემწვარი
ქათამი – მაღაზიიდან მოტანილი და ვფიქრობ, რბილი, რადგანაც ამ მაღაზიის მეპატრონე
სასამართლოში ნაფიც მსაჯულად გვყავდა და
– რადგან შინ მოხუცი მშობელი მყავს, – და მეც, რასაც თავაზიანობა ითხოვდა, ის ვუპასუხე.
– მაშ, მისტერ ჯეგერსთან ჯერ არ გისადილიათ? – მკითხა, როცა უკვე გზას გავუდექით.
– ჯერ არა.
– დღეს თვითონაც ასე მითხრა, როცა ვუთხარი, რომ გელოდებოდით. ვფიქრობ, მისგან
მოწვევას ხვალ მიიღებთ. თქვენ ამხანაგებსაც პატიჟებს, სამნი არიან, ხომ ასეა?
უწინდელი შენიშვნა იგულისხმა, – მისტერ ჯეგერსი ღამით არც ფანჯრებს და არც კარს
არასოდეს კეტავს.
– მერე, არ ძარცვავენ?
– საქმეც ესაა! – მიპასუხა უემიკმა, – საჭაროდ აცხადებს, იმ კაცის ნახვა მინდა, ჩემ
გაძარცვას რომ გაბედავსო. ღმერთმანი, ასჯერ მაინც გამიგონია, პირწავარდნილი
მძარცველებისთვის რომ უთქვამს: "ხომ იცით, სადაც ვცხოვრობ? იცით, რომ ჩემს სახლში
არცერთი ურდული არ იკეტება. რატომ არ
გინდათ, ჩემთან სცადოთ ბედი? ვერ უნდა გაცდუნოთ?" მაგრამ მერწმუნეთ, სერ, ამას, რაც
გინდა შესთავაზო, ვერაკაცი ვერ გაბედავს.
– რაც შეეხება იმას, რომ ვერცხლის ჭურჭლით არ სარგებლობს, ეს მისი ბუნების გამოუცნობ
სიღრმეზე მიუთითებს. მდინარესაც ხომ აქვს თავისი სიღრმე, ჰოდა, მასაც აქვს. აი, მისი
საათის ძეწკვი ხომ გინახავთ? ის ნამდვილია.
‒ მასიურიო? – გაიმეორა უემიკმა, – მართლაც ასეა. ზედ კი ოქროს საათი უკიდია, რომელიც,
სულ ცოტა, ასი გირვანქა სტერლინგი ღირს. მისტერ პიპ, ამ ქვეყანაში შვიდასამდე ისეთი
ქურდია, ზედმიწევნით რომ იციან ამ საათის
ამბავი. მათ შორის ვერ ნახავთ ვერცერთ კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ამ საათის
მეც აღტაცებით შევუქე. მგონი, ამაზე ციცქნა სახლი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა.
ყოვლად უცნაური ისრული ფანჯრები ჰქონდა (მათი უმეტესობა მხოლოდ ფასადის
მორთულობას წარმოადგენდა) და იმდენად ვიწრო ისრული კარი, შიგ მხოლოდ გაჭირვებით
თუ შეეტეოდა კაცი.
ლატანი (გემზე, შენობაზე და სხვა)) მაქვს, – მითხრა უემიკმა, – და კვირაობით ზედ ნამდვილ
დროშას აღვმართავ ხოლმე. ახლა კი აქ შეხედეთ. ამ ხიდს გადავივლი, მაღლა ვწევ და ამით
გარე სამყაროსთან კავშირს ვწყვეტ.
ხიდის მაგივრობას ფიცარი სწევდა, რომელიც ოთხი ფუტის სიგანისა და ორი ფუტის
სიღრმის თხრილზე იყო გადებული, მაგრამ უემიკმა ის ისეთი სიამაყით მაჩვენა, მნახველსაც
რომ სიხარულს ჰგვრიდა, თანაც ამ დროს ძალად კი არა, სრულიად გულწრფელად
იღიმებოდა.
– გარდა ამისა, – მიამბო უემიკმა, – სახლის უკან, მოფარებულში, რათა ციხესიმაგრის საერთო
იდეამ არ იზარალოს, რადგან წესად მაქვს, ჩემი იდეა ყველაფერში და ბოლომდე გავატარო, არ
ვიცი, დამეთანხმებით თუ არა... ვუპასუხე, რომ სავსებით ვეთანხმებოდი.
– ...სახლის უკან ღორები, ქათმები და ბოცვრები მყავს; აგრეთვე თვითონ ავაგე პატარა
სათბური და ბადრიჯანი მომყავს. სუფრაზე გასინჯავთ ჩემი ბოსტნის სალათს. ასე რომ, სერ, –
ღიმილით, თუმცა ფრიად სერიოზული
კილოთი დაასკვნა უემიკმა, – თუკი წარმოვიდგენთ, რომ ჩემს პატარა ციხე-კოშკს ალყა
შემოარტყეს, სურსათ-სანოვაგე იმდენი მაქვს, კარგა ხანს გავძლებ.
ამის შემდგომ ბაღის სიღრმეში ჩაფლული ტალავრისაკენ წამიყვანა, რომელიც სულ რაღაც
თორმეტიოდე იარდში მდებარეობდა, თუმცა ისეთი
იცით, ეს ძალიან კარგია. ნიუგეიტის მთელ აბლაბუდას გაცლის, თანაც მოხუცსაც სიამოვნებს.
ხომ არ იქნებით წინააღმდეგი, მოხუცს ახლავე რომ გავაცნო თქვენი თავი? ძალიან ხომ არ
შეგაწუხებთ?
– ჩემს შვილს აქაურობა შესანიშნავად აქვს მოწყობილი, სერ, – ამომძახა ბერიკაცმა, ვიდრე,
რაც ძალი და ღონე მქონდა, თავს ვუქნევდი, – ნამდვილი ბაღნარი გააშენა, სერ. ეს ადგილი და
მისი ნაკეთობები სახელმწიფომ შემდგომ თაობებს უნდა შემოუნახოს, ხალხის
გასახალისებლად.
– ამით დიდად ამაყობ, ხომ, მოხუცო? – უემიკი მოხუცს დაჰყურებდა და სხვა დროს
გაქვავებული ნაკვთები გულწრფელი სითბოთი მოულბა, – აი, თავს გიქნევ, ხედავ? კიდევ
გიქნევ, – ამას რომ ამბობდა, სულ უფრო მკვეთრად უქნევდა თავს,
როგორი დამღლელიცაა, იქნებ კიდევ დაუკრათ თავი? ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ უხარია!
კიდევ რამდენჯერმე დავუქნიე თავი და მოხუცი სიხარულით ცას ეწია. ამის შემდეგ
დავშორდით: ის ქათმების დასაპურებლად გაემართა, ჩვენ კი ტალავერში პუნშს
მივუსხედით. იქ უემიკმა ჩიბუხი გააბოლა და მომახსენა, თავისი სამფლობელოს ამ
დიდებულ მდგომარეობაში მოსაყვანად მრავალი წელი რომ დასჭირვებია.
– არასოდეს უნახავს, – მიპასუხა უემიკმა, – არც კი გაუგია. არც მოხუცი უნახავს. არც მის
შესახებ სმენია რამე. არა, სამსახური ერთია, პირადი ცხოვრება კი სულ სხვაა. როცა იქ
მივდივარ, ციხესიმაგრეს უკან ვტოვებ, ხოლო როცა შინ ვბრუნდები, სამსახურს ვივიწყებ.
თუკი ეს თქვენთვის უსიამოვნო არ იქნება, გთხოვთ, თქვენც ასე მოიქცეთ. არ მსურს
სამსახურში ჩემი სახლის შესახებ ისაუბრონ.
რა თქმა უნდა, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მისი თხოვნა შემესრულებინა. პუნში ძალზე
სასიამოვნო გამოდგა და ცხრა საათამდე თან ვსვამდით, თან ვსაუბრობდით.
სიკვდილით დასჯამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაუწერიათ – ამათ მისტერ უემიკი
განსაკუთრებულად აფასებდა, რადგან, როგორც მითხრა, "აქ ყოველი სიტყვა ტყუილია, სერ".
ეს ნივთები ლამაზად იყო შემოწყობილი ფაიფურისა თუ მინის სამშვენისებს, თვით
მუზეუმის მეპატრონის ნაკეთობებსა და მოხუცის მიერ დამზადებულ ჩიბუხის დასატენ
ჩხირებს შორის. ეს ყველაფერი ციხესიმაგრის იმ ოთახში იყო გამოფენილი, სადაც სულ
პირველად შევედით და რომელიც, ჩემი ვარაუდით, სასტუმრო ოთახის გარდა
სამზარეულოს მაგივრობასაც სწევდა, რადგან ბუხარში თუნგი და, უეჭველად, შამფურის
დასამაგრებელი, მოჩუქურთმებული კაუჭი ეკიდა.
თან გულთბილად უკრავდა თავს. ჩვენი საუზმე არაფრით იყო ვახშამზე უარესი. შემდეგ კი,
ზუსტად ცხრის ნახევარზე, ლიტლ-ბრიტანისაკენ გავუდექით გზას. სიარულისას უემიკმა
თანდათანობით მშრალი და უგრძნობი გამომეტყველება მიიღო, პირიც ნელ-ნელა საფოსტო
ყუთის ნაპრალივით დაუვიწროვდა. ბოლოს, როცა მის სამუშაო ადგილს მივადექით და
საყელოდან გასაღები ამოაძვრინა, ვერაფრით იტყოდით, უოლუორთის მამულთან რამე
აკავშირებსო, თითქოს ციხესიმაგრეც, ასაწევი ხიდიც, ტალავერიც, ტბორიც, შადრევანიცა და
მოხუციც ზარბაზნის უკანასკნელ ბათქთან ერთად სივრცეში გაიფანტა.
26
სწორედ ისე მოხდა, როგორც უემიკმა მიწინასწარმეტყველა – მალევე მომეცა საშუალება, ჩემი
მეურვის სახლი მისი კლერკისა და ხაზინადარის სახლისთვის შემედარებინა. როცა
უოლუორთიდან კანტორაში მივედით, მისტერ ჯეგერსი თავის ოთახში იყო და
სურნელოვანი საპნით ხელებს იბანდა. დამიძახა და, როგორც უემიკმა მამცნო, მართლაც,
მიმიწვია სადილზე მეგობრებთან ერთად.
ხელებს იბანდა, არამედ წყალს პირზეც ისხამდა და ყელშიც ხმაურით ივლებდა. არც ეს
აკმარა და, მას მერე, რაც ხელ-პირი პირსახოცით შეიმშრალა, ვიდრე სერთუკს ჩაიცვამდა,
ჯიბის დანა ამოიღო და ჭუჭყი ფრჩხილებს ქვემოდანაც გამოიწმინდა.
როცა ქუჩაში გამოვედით, ჩვეულებისამებრ იქ მოწრიალე ადამიანები დაგვხვდნენ. ჩემს
მეურვესთან საუბარი სწყუროდათ, მაგრამ საპნის სურნელი, რომელიც შარავანდედივით
ერტყა გარს, როგორც ჩანს, იმდენად დამაჯერებლად მოქმედებდა, რომ ამ დღეს მასთან
ახლოს მისვლა ვერავინ გაბედა.
შევაბიჯეთ, რომელსაც, აშკარა იყო, არავინ იყენებდა. ყავისფერი ხის ჩაბნელებული კიბე
ავიარეთ და მეორე სართულზე ასევე მუქი ყავისფერი ხით გაწყობილი სამი ოთახი გავიარეთ.
კედლებზე ყვავილწნულები იყო ამოკვეთილი, მაგრამ მისტერ ჯეგერსი მათ ფონზე რომ
დადგა და მასპინძლურად მოგვესალმა, მაშინღა მივხვდი, ამ ჩუქურთმებმა რომელი
ყულფები მომაგონა
დანახვისთანავე.
იყო, მესამე კი – საძინებელი. როგორც გვითხრა, მთელი სახლი მას ეკუთვნოდა, მაგრამ
დანარჩენ ოთახებს არ იყნებდა. სუფრა მოსახერხებლად იყო გაშლილი, თუმცა ვერცხლის
ჭურჭელი მართლაც არსად ჩანდა. მასპინძლის სკამთან კი საგორებელი ურიკა იდგა – ზედ
ნაირნაირი ბოთლით, გრაფინითა და ხილის ოთხი ლარნაკით. დავაკვირდი, რომ ჩემს
მეურვეს უყვარდა, ყველაფერი
ოთახში წიგნის კარადაც შევნიშნე და ყუებს რომ დავაკვირდი, სულ გამოძიების, სისხლის
სამართლის, დამნაშავეთა ბიოგრაფიებისა და პარლამენტის საქმიანობისადმი მიძღვნილი
წიგნები აღმოვაჩინე. ავეჯი ისეთივე მასიური და ძვირად ღირებული ჰქონდა, როგორც
საათის ძეწკვი. თუმცა ყველაფერს შინაური სიმყუდროვე აკლდა და რამე მოსართავი არსად
ჩანდა. კუთხეში ქაღალდებით დახუნძლული პატარა საწერი მაგიდა იდგა, აბაჟურიანი
ნათურით: როგორც ჩანს, სამუშაო შინ მოჰქონდა, საღამოობით მაგიდას კუთხიდან
გამოაგორებდა და მუშაობდა ხოლმე.
ქუჩაში წინ მივდიოდით – ბუხრის წინ, ხალიჩაზე, დადგა, მოსამსახურის ზარი დარეკა და
სტუმრები შეათვალიერა. ჩემდა გასაოცრად, თავიდანვე განსაკუთრებულად და, შეიძლება
ითქვას, გამორჩეულად დაინტერესდა დრამლით.
– პიპ, – ვეება ხელი მხარზე გადამხვია და ფანჯრისაკენ გამიყვანა, – ვერ ვარჩევ, რომელი
რომელია. ამ ობობას რა ჰქვია?
– ობობას? – გავოცდი.
დღის წინათ სცენაზე "მაკბეტი" ვნახე და ამ ქალის სახეზეც იმ ალების მსგავი ანარეკლი
ვიხილე, კუდიანთა ქვაბის თავზე ამოსულ, კვამლში გახვეულ სახეებს რომ ანათებდა.
ქალმა კერძი მაგიდაზე დადგა, ჩემს მეურვეს უხმოდ შეეხო მკლავზე იმის ნიშნად, რომ
სადილი მზად იყო, და უხმაუროდვე გავიდა. მრგვალ მაგიდას მივუსხედით: მასპინძელმა
დრამლი გვერდით მიისვა, სტარტოპი კი მეორე მხრიდან მიუჯდა. მოსამსახურემ რომ
სუფრაზე დადგა, საუცხოოდ მომზადებული თევზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც არანაკლებ
საუცხოო ბატკნის ხორცი, ბოლოს კი ფრინველიც გავსინჯეთ. საწებელი, ღვინო და მსგავსი
რამ, ყოველივე უმაღლესი ხარისხის, მასპინძლის გვერდით, ბორბლებიან ურიკაზე იდო და
ის ამ
თასს ცეცხლი მოვუკიდე სულ სხვა ქალის წინ, რომელიც მხოლოდ გრძელი თმით ჩამოჰგავდა
ამ ქალს.
– თუკი ღონეზე მიდგა საქმე, – გვითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ღონეს დაგანახვებთ. მოლი,
ხელი უჩვენეთ.
ქალს მომწყვდეული მაჯა მაგიდაზე ედო, მაგრამ მეორის ზურგს უკან დამალვა მოასწრო.
– ახლავე გაჩვენებთ ღონეს, – გაიმეორა მისტერ ჯეგერსმა და, თუმცა არ განძრეულა, აშკარა
იყო, გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა, – ხელი აჩვენეთ, მოლი.
ამ სიტყვებით ხელი უშვა. ქალმა მეორე ხელიც მაგიდაზე ჩამოიღო და მაჯები შეატყუპა. ცალი
მაჯა საშინელი ნაიარევებით ჰქონდა დასახიჩრებული. მისტერ ჯეგერსს თვალი მოაშორა და
შეშფოთებული მზერა შემოგვატარა.
– აი, ღონე სად არის, – მისტერ ჯეგერსმა ქალის ძარღვებს გულგრილად ჩამოუსვა თითი, –
მამაკაცების უმრავლესობას შეშურდება ისეთი ღონიერი ხელები, ამ ქალს რომ აქვს. მართლაც
საოცარი ძალა აქვს. ბევრი ხელი მინახავს, მამაკაცის თუ ქალის, მაგრამ ამისთანა – არასოდეს.
– საკმარისია, მოლი, – თავი ოდნავ დაუკრა მისტერ ჯეგერსმა, – ყველა დატკბა თქვენი
ცქერით, ახლა შეგიძლიათ, წახვიდეთ, – ქალმა მაგიდიდან
თუკი დრამლის გამორჩევით მისი ხასიათის სააშკარაოზე გამოტანა სურდა, ამას მიაღწია
კიდეც. დრამლი უწინდელზე მეტად გაიბღინძა და ბოლოს ისე თავხედურად გვეპყრობოდა,
მისი ატანა სულ მთლად შეუძლებელი გახდა. დრამლის გამოხდომებს მისტერ ჯეგერსი
უცვლელი ინტერესით აკვირდებოდა. როგორც ჩანს, დრამლი ის ქიშმიშის მარცვალი იყო,
რომლის გარეშეც ღვინოს ვერ დააგემოვნებდა.
არ იცისო. ამაზე მეტისმეტი სიფიცხით ვუთხარი, თქვენი მხრიდან ფულზე ლაპარაკი ცოტა
არ იყოს, უხერხულია-მეთქი, რადგან ერთი კვირის წინ ჩემი თანდასწრებით რაღაც თანხა
სტარტოპისგან ისესხა.
– მაშ, რაკი ამაზე ჩამოვარდა საუბარი, მისტერ დრამლ, გეტყვით, მე და ჰერბერტმა რაზე
ვისაუბრეთ, როდესაც თქვენ ის ფული ისესხეთ.
მასთან ქუჩის ერთ მხარეზე სიარულიც კი არ ისურვა. ასე რომ, მე და ჰერბერტმა, რაკი
ქალაქში ვრჩებოდით, თვალი გავაყოლეთ და დავინახეთ, ქუჩის აქეთ-იქით როგორ
მიაბიჯებდნენ: სტარტოპი ცოტათი წინ უსწრებდა, დრამლი კი სახლების ჩრდილში ისევე
მიზოზინებდა, როგორც ნავით მოგვყვებოდა ხოლმე
ნაპირ-ნაპირ.
სახლის კარი ჯერ ბოლომდე არ გამოგვეხურა, ამიტომ ვიფიქრე, ჰერბერტს წუთით გარეთ
დავტოვებ და ჩემი მეურვისათვის ორიოდ სიტყვის სათქმელად ავირბენ-მეთქი. მისტერ
ჯეგერსი წიგნების დასტებით დახუნძლულ საგარდერობო ოთახში დამხვდა; უკვე საქმეს
შესდგომოდა – ჩვენი წასვლის შემდეგ გულდაგულ იბანდა ხელებს.
ვუთხარი, ბოდიშის სათქმელად შემოვბრუნდი-მეთქი; რადგან საუბარი მისთვის ფრიად
უსიამოვნო უნდა ყოფილიყო და იმედს ვიტოვებდი, ჩემზე არ ბრაზობდა.
– არა, არა, – ამიხსნა მეურვემ, – აჯობებს მისგან თავი მართლაც შორს დაიჭიროთ, რაც
შეიძლება შორს. მაგრამ მე მაინც მომწონს ეგ ჯეელი, პიპ; ტიპური სახეა. მე რომ მისანი ვიყო...
– მაგრამ მისანი არ ვარ, – სახე ისევ პირსახოცში ჩარგო და ახლა ყურების გამომშრალებას
შეუდგა, – ვინც ვარ, თქვენც იცით, ხომ ასეა? ღამე მშვიდობისა, პიპ.
ამის შემდგომ დაახლოებით ერთ თვეში ობობამ მისტერ პოკეტთან სწავლა დაასრულა და,
მისის პოკეტის გამოკლებით, ყველა ჩვენგანის სასიხარულოდ, თავის მშობლიურ სოროს
მიაშურა.
27
P.S. მისტერ გარჯერი დაჟინებით მთხოვს, დავამატო: "რას გავიხარებთ!". ამბობს, რომ
მიხვდებით, რასაც გულისხმობს. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, მასთან შეხვედრა
გაგახარებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯენტლმენი
გახდით, რადგან გული კეთილი გაქვთ, ის კი ძალიან, ძალიან ღირსეული კაცია. ყველაფერი
წავუკითხე ამ ბოლო წინადადების გარდა, და კვლავაც დაჟინებით მთხოვს, კიდევ ერთხელ
დავწერო: "რას გავიხარებთ!"
ეს წერილი ორშაბათ დილით მივიღე ფოსტით, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო დღეს
უნდა შევხვედროდი. გულახდილად ადგიწერთ იმ გრძნობას, რომლითაც ჯოს ჩამოსვლას
ველოდი. მართალია, მასთან ამდენი რამ მაკავშირებდა, მაგრამ ჩემს გრძნობას სიხარულს
მაინც ვერ ვუწოდებდი; ეს უფრო აფორიაქება იყო, ერთგვარი უხერხულობა და ამგვარი
შეხვედრის სრული ზედმეტობის განცდაც. ფულის გადახდით მისი თავიდან აცილება რომ
ყოფილიყო შესაძლებელი, უეჭველია, გადახდას ვამჯობინებდი. ერთადერთი,
რაც მანუგეშებდა, ის იყო, რომ ჰემერსმითში კი არა, ბერნარდის ფუნდუკში უნდა მწვეოდა
და, შესაბამისად, დრამლთან შეხვედრა არ მოუწევდა. ჰერბერტის ან
მისი მამის წინაშე ჯოს გამოჩენა არ მაშინებდა, რადგან ორივე ჩემიანად მიმაჩნდა; მაგრამ,
რაკი დრამლი მძულდა, ჯოსა და მისი შეხვედრა ჩემთვის
კი საუზმისათვის რამდენიმე კერძის შეკვეთა ითავა, რაც, მისი აზრით, ჯოს უნდა
მოსწონებოდა. ასეთი ყურადღებისათვის მისი გულწრფელად მადლობელი
ვიყავი, თუმცა მალული, ბუნდოვანი ეჭვიც მხრავდა: ჯო ჩემთან კი არა, მასთან რომ
მოდიოდეს, ასეთი მზრუნველობა იქნებ არც გამოეჩინა-მეთქი, ვფიქრობდი.
ასე თუ ისე, ორშაბათ საღამოს ლონდონში ჩავედი, რათა ჯოს დავხვედროდი, მეორე დილით
უთენია ავდექი, სასტუმრო ოთახი და სუფრა უზადოდ მოვაწესრიგე. საუბედუროდ,
წვიმიანი დილა გათენდა და მფარველი ანგელოზიც კი ვერ გააუქმებდა იმ ფაქტს, რომ
ფანჯრებს მიღმა ბერნარდი, საკვამურის მწმენდავივით, ჭვარტლიან ცრემლებს ღვრიდა.
სადარაჯოზე და მალე კიბეზე ჯოს ნაბიჯების ხმაც გავიგონე. მაშინვე მივხვდი, ჯო იყო,
რადგან ფეხსაცმელი მუდამ დიდი ჰქონდა ხოლმე და ფრატუნით დადიოდა, თანაც ქვედა
სართულების კარებზე გვარების ამოკითხვას ჯოს მეტი ამდენ ხანს
სხვა ვინ მოუნდებოდა. როგორც იქნა, ჩვენი კარის წინ გაჩერდა და ასე მეგონა, გავიგონე, ზედ
დაწერილ ჩემს გვარს თითი როგორ გააყოლა, მერე კი უკვე დანამდვილებით მომესმა მისი
ქოშინი. კარზე ერთადერთხელ ხმადაბლა დააკაკუნა და პეპერმა – ასე ერქვა ჩემს ნორჩ
შურისმაძიებელ აჩრდილს – გამოაცხადა: "მისტერ გარჯერი!" ამის შემდეგ კიდევ
უსასრულოდ ველოდი, ვიდრე
მაგრამ ჯომ ქუდი ორივე ხელით ისე სათუთად ასწია, თითქოს კვერცხებით სავსე
ფრინველის ბუდე ყოფილიყო და იმის გაგონებაც კი არ ისურვა, თავისი ქონება ხელიდა
გაეშვა; ყოვლად უხერხულად იდგა და ქუდს ზემოდან მელაპარაკებოდა.
– მადლობა ღმერთს, – მიპასუხა ჯომ, – არაფერს ვუჩივი; არც შენი დაა იმაზე უარესად, ვიდრე
იყო. ბიდი კი ისევ ისეთი ყოჩაღი და გამრჯეა. დანარჩენებიც როგორც ცხოვრობდნენ, ისევე
ცხოვრობენ. თუ არ ჩავთვლით უოპსლს, რომელიც დაეცა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯოს ისევ ისე სათუთად ეკავა ფრინველის ბუდე, თან
თვალებს ხან შპალერისაკენ აცეცებდა, ხანაც ჩემი ყვავილებიანი ხალათისაკენ.
– მართლაც ასეა, – ხმას დაუწია ჯომ, – ეკლესია მიატოვა და მსახიობობა დაიწყო. ჰოდა,
სწორედ ამ მსახიობობამ ჩამოიყვანა ჩემთან ერთად ლონდონში. და მისი სურვილი იყო, –
ჯომ ფრინველის ბუდე წამით მარცხენა იღლიაში ამოიდო, მარჯვენა ხელი კი შიგ შეაძვრინა
კვერცხის ამოსაღებად, – თუკი შეურაცხყოფილი არ დარჩები, შენთვის ეს გადმომეცა.
– აბა, რა გითხრა, – მიპასუხა ჯომ, – ფორთოხლის ქერქები ბლომად ესროლეს, რაც მართალია,
მართალია. განსაკუთრებით, აჩრდილი როცა ნახა.
თავად განსაჯე, განა შეიძლება, სერ, კაცი აჩრდილს ხედავდეს, შენ კი ამ დროს სიტყვა
გააწყვეტინო და ყოველწუთს უყვირო: "ამინ!"? კი, ბატონო, კაცი, შესაძლოა, შეცდა და წლების
განმავლობაში ეკლესიაში იმსახურა, – ჯომ ხმას დაუწია და შემპარავად დაჟინებული
კილოთი განაგრძო, – მაგრამ ამის გამო
ასეთ დროს ხელი როგორ უნდა შეუშალო? თუკი საკუთარი გარდაცვლილი მამის
აჩრდილთან საუბარს არ აცლი, მაშ, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ? თან, როცა, ყველა
სიკეთესთან ერთად, ქუდი ისე პატარა შეუკერეს, შავი ბუმბულების სიმძიმე ძირს ქაჩავს
და, რაგინდ ეცადოს, ამ ქუდს თავზე მაინც ვერ იჩერებს...
უეცრად ჯოს ისეთი სახე გაუხდა, თითქოს თვითონაც აჩრდილი დაინახა და ამით
მივხვდი, ოთახში ჰერბერტი რომ შემოსულიყო. ჯო გავაცანი და ჰერბერტმა ხელი გაუწოდა,
მაგრამ ჯომ უკან დაიხია და ფრინველის ბუდეს უწინდელზე მაგრად ჩააფრინდა.
– თქვენს სამსახურში მიგულეთ, სერ, – უთხრა ჯომ, – და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ და
პიპი, – ამ დროს შურისმაძიებელს მოჰკრა თვალი, ტოსტით სავსე თეფში სუფრაზე რომ
შემოიტანა, და აშკარად დააპირა, ისიც ოჯახის წევრად ჩაეთვალა, მაგრამ საშინლად
დავუბღვირე, რითაც საბოლოოდ ავუბნიე თაგგზა,
– თუკი პატივს მდებთ და ყავას მთავაზობთ, თქვენს აზრს არ შევეკამათები. მაგრამ ყავა
მეტისმეტად მძაფრი ხომ არ გეჩვენებათ?
ამ დროს ჯოს ქუდი ბუხრიდან ჩამოვარდა, სტუმარი მის ასაღებად წამოხტა და ზუსტად
პირვანდელ ადგილას შემოდო. თითქოს ზრდილობის წესები უმკაცრესად ითხოვდა, სულ
ცოტა ხანში მისი ქუდი კვლავაც ძირს გადმოვარდნილიყო.
– მგონი, გუშინ ნაშუადღევს, – ვიდრე უპასუხებდა, ჯომ მუჭში ისეთი ძალით ჩაახველა,
თითქოს ჩამოსვლისთანავე ყივანახველა შეყროდა, – არა, გუშინ არა. თუმცა არა, სწორედ
გუშინ. დიახ, გუშინ ნაშუადღევს, – საბოლოოდ დაასკვნა ერთდროულად ბრძნულად,
შვებითა და მკაცრი მიუკერძოებლობით.
– ლონდონში რამის დათვალიერება თუ მოასწარით?
– როგორ არა, სერ, – მიუგო ჯომ, – მე და უოპსლი მაშინვე წავედით და ფეხსაცმლის ვაქსის
ქარხანა მოვინახულეთ. მაგრამ სულაც არ მოგვეჩვენა იმ შენობის მსგავსი, რომელიც
მაღაზიებში გაკრულ იმ წითელ აფიშებზე გვინახავს. მე ვიტყოდი, სერ, – განმარტების
სახით დასძინა ჯომ, – ამ აფიშებზე ის ბევრად უფრო არქიტექტურულურულია.
ჰაერში დაიჭირა, ხან, შუაგზაზე დაჭერილი, მაღლა ააგდო და სათითაოდ ყველა კედელს
სტყორცნა, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ტყლაშუნით არ ჩააგდო პირსაბანში, საიდანაც მისი
ამოღება უკვე ჩემს თავზე ავიღე.
ჯომ წამიერი, როგორც მომეჩვენა, საყვედურით სავსე მზერა მესროლა. მისი ჰალსტუხისა და
საყელოს სასწაული სიუშნოვის მიუხედავად, მის ამ გამომეტყველებაში ერთგვარმა
ღირსებამაც კი გაიელვა.
– რაკი ახლა მარტონი ვართ, – ხელახლა დაიწყო ჯომ, – და რაკი ორიოდე წუთზე დიდხანს
ვეღარც დავრჩები და აღარც ვაპირებ დარჩენას, იმის მიზეზს მოგახსენებ, რატომაც დავიდე
პატივი და გესტუმრე. რადგან, – ჩვეული განსჯისეული კილოთი შეუდგა ახსნას, – საქმე რომ
არა, დამიჯერე, ჯენტლმენებთან ერთად სუფრასთან ჯდომის პატივს ნამდვილად არ
დავიდებდი.
ამაზე აღარაფერი ვუთხარი, რადგან ძალიან არ მინდოდა, ჯოს სახეზე იგივე გამომეტყველება
კიდევ ერთხელ მენახა.
– სავსებით მჯერა, რომ ასეც არის, პიპ, – ჯომ ოდნავ დამიკრა თავი, – თუმცა ამას ახლა
მნიშვნელობა აღარ აქვს, სერ. მოკლედ, პიპ, სწორედ ეს მოლაყბე პამბლჩუკი მომიახლოვდა,
როცა "მეზღვაურებში" ვიჯექი (მშრომელმა კაცმა ხანდახან ჩიბუხითა და კათხა ლუდით თუ
შეიქცია თავი, ამაში ხომ დასაძრახი არაფერია) და მითხრა: "ჯოზეფ, მის ჰევიშემს შენი ნახვა
უნდა".
– მეორე დღეს, სერ, – ჯომ ისე შემომხედა, თითქოს მისგან ძალზე შორს ვმჯდარიყავი, –
მოვწესრიგდი და მის ჰ.-ს ვეახელი.
– დიახ, სერ, – ისეთი ოფიციალური კილოთი მითხრა ჯომ, თითქოს ანდერძს ადგენდა, – მის
ჰ.-ს, ანუ, სხვაგვარად, მის ჰევიშემს. მან შემდეგი რამ მკითხა: "მისტერ გარჯერი, გაქვთ თუ
არა კავშირი მისტერ პიპთან?" რაკიღა შენგან წერილი მქონდა მიღებული, ვუპასუხე, მაქვს-
მეთქი (შენი და ცოლად რომ შევირთე, მაშინაც პირდაპირ ვთქვი, თანახმა ვარ-მეთქი, სერ,
და ახლაც პირდაპირ ვთქვი, მაქვს-მეთქი). მითხრა: "მაშინ იქნებ გადასცეთ, რომ ესტელა შინ
დაბრუნდა და მისი ნახვა გაუხარდება".
ჯოს ავხედე და ვიგრძენი, სახე როგორ ამელეწა. იმედი მაქვს, ამ აღტყინების მიზეზი
ნაწილობრივ მაინც იმაზე ფიქრი იყო, ჯოს სათქმელი წინასწარ რომ მცოდნოდა, მას უფრო
გულითადად გავუმასპინძლდებოდი.
– შინ რომ მოვბრუნდი, – განაგრძო ჯომ, – და ბიდის ვთხოვე, შენთვის ბარათი მოეწერა,
რატომღაც შეიშმუშნა, მერე მითხრა, ვიცი, უფრო გაუხარდება, თქვენ თვითონ თუ ეტყვით,
რაკი სწორედ უქმე დღეები მოდის და თქვენ მისი ნახვა ძალიან გინდათ, გაემგზავრეთო.
ჰოდა, ამით დავასრულებ, სერ, – ჯო სკამიდან წამოდგა, – და კიდევ, პიპ, ყველაფერ
საუკეთესოს და კიდევ და კიდევ მეტ წინსვლას გისურვებ.
– პიპ, ჩემო ძმობილო, ეს ცხოვრება იმდენი განშორებისაგან შედგება, ვერც კი აღგიწერ. ზოგი
მჭედელია, ზოგიც – ოქრომჭედელი. ერთს მეორისაგან ზღვარი უნდა ჰყოფდეს და ამ
გაყოფას მშვიდად უნდა შევხედოთ. თუკი დღეს ჩვენ შორის რამე უხერხულობა
ჩამოვარდა, ეგ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. ლონდონში ჩვენ ორის შეხვედრა არ
შეიძლება; არც სხვაგან, შინაურული გარემოს გარდა – იქ ჩვენიანებთან ვართ და ჩვენ შორის
ყველაფერი ცხადზე ცხადია. ამაყი ნუ გეგონები, მხოლოდ ის მინდა, რაც ვარ, ის ვიყო. ამ
ტანისამოსით კი რადაც სულ სხვა ვარ და აღარ მსურს, ასე გამოწყობილი მნახო. ჩემი
სამჭედლოს, სამზარეულოსა და ჭაობების გარდა ჩემი ადგილი არსად არის. ნამდვილი
მხოლოდ მაშინ ვარ, როცა სამუშაო ტანისამოსი მაცვია, ხელში ურო ან თუნდაც ჩიბუხი
მიჭირავს. ჩემი ნახვა თუ მოგინდა, მოდი, სამჭედლოს ფანჯარაში შემოიჭყიტე და იქ მნახავ
ნამდვილს – მჭედელ ჯოს, ჩემი ძველი გრდემლის წინ, ჩემი დამწვარი წინსაფრით, ნიადაგ
ძველი ხელობით
დაკავებულს. ძალიან სულელი კი ვარ, მაგრამ, მგონი, რაც მინდოდა, იმის თქმა მაინც
შევძელი. ასე რომ, ღმერთმა დაგლოცოს, პიპ, ძმობილო, ღმერთმა დაგლოცოს!
არა, არ შევმცდარვარ, როდესაც მის სახეზე სადა ღირსება ამოვიკითხე. ამ სიტყვებს როდესაც
ამბობდა, მის უგემოვნო, აცაბაცა ტანისამოსს ისევე დაეკარგა რამე მნიშვნელობა, როგორც
ნებისმიერი სამოსი კარგავს მნიშვნელობას ცათა სასუფეველში. ამის შემდეგ შუბლზე
სათუთად შემეხო და
გავიდა. როცა გონს მოსვლა მოვახერხე, დავედევნე, ქუჩაში ვეძებდი, მაგრამ ჯო აღარსად
ჩანდა.
28
როგორც კი საბოლოოდ გადავწყვიტე "ლურჯ ტახში" გაჩერება, ჩემ წინაშე მეორე საკითხი
დადგა – შურისმაძიებელი აჩრდილი თან წამეყვანა თუ არა.
მაცდურად მიზიდავდა იმაზე ფიქრი, ეს ძვირად ღირებული ლაქია "ლურჯი ტახის" ეზოში
თავისი ჩექმით როგორ გამომზეურდებოდა. ნამდვილ დღესასწაულად მომევლინა იმის
წარმოდგენა, მასთან ერთად როგორ შევაბიჯებდი მკერავის სახელოსნოში და ტრების
უტიფარ ხელქვეით ბიჭს სახტად როგორ დავტოვებდი. მეორე მხრივ, ტრების ბიჭს
შეიძლებოდა როგორდაც მისი ნდობა მოეპოვებინა და ჩემ შესახებ არასახარბიელო რადაცები
დაეცინცლა; ანდა, რაკი ვიცოდი, რომ ეს ხელქვეითი თავზე ხელაღებული და
თავხედი იყო, ისიც დავუშვი, შეეძლო, ჩემი ლაქიისთვის მთავარ ქუჩაზე სტვენა აეტეხა.
თანაც ჩემი მწყალობელი მის შესახებ თუ შეიტყობდა, ეს შეიძლებოდა
– ვერ გეტყვი, გამიხარდა-მეთქი და არა მგონია, შენც გიხაროდეს მათი ნახვა, მაგრამ,
მაინცდამაინც, არც მწყენია.
პატიმრები, როგორც ჩანს, თავიანთ ბადრაგს, ის-ის იყო, სასმლით გაუმასპინძლდნენ, რადგან
ზედამხედველი ახლდათ და სამივენი პირს ხელით იწმენდდნენ. პატიმრები
ხელბორკილებით ერთმანეთზე იყვნენ მიჯაჭვულები და ფეხებზეც ბორკილები ედოთ,
რომელთა ფორმაც მეცნობოდა. მათი ტანისამოსიც მეცნო. მცველი დამბაჩებით იყო
შეიარაღებული და იღლიაში სქელი ხელკეტიც ჰქონდა ამოდებული, თუმცა ჩანდა,
პატიმრებთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა და ახლა ისეთი სახით იდგა და
ცხენების აღკაზმვას უცქერდა, თითქოს პატიმრები დროებით დაკეტილი, საინტერესო
გამოფენის ექსპონატები ყოფილიყვნენ, ის კი – ექსკურსიამძღოლი. ერთ-ერთი პატიმარი
ზორბა, მხარბეჭიანი კაცი იყო, რომელსაც ციხესა და მის გარეთ მოქმედმა ყოვლად აუხსნელმა
წერამ შეუფერებლად მცირე ზომის ტანისამოსი არგუნა. მძლავრი ხელ-ფეხი ბალიშებივით
ჰქონდა ტანსაცმლიდან ამობერილი, რაც საგრძნობლად
უცვლიდა იერსახეს. თუმცა მისი მოჭუტული თვალი მაინც წამსვე ვიცანი. ჩემ წინ ის კაცი
იდგა, ერთ კვირა საღამოს "სამ მეზღვაურში" რომ შემოვიდა და უხილავი თოფის ლულა
დამიმიზნა!
ადვილი გასაგებია, ამჯერად რატომაც ვერ მიცნო და ისე შემავლო თვალი, თითქოს
ცხოვრებაში არასოდეს ვუნახივარ. საათის ძეწკვზე შემფასებლურად დამხედა, მერე ძირს
დააფურთხა, ამხანაგს რაღაც გადაულაპარაკა და ორივე ხარხარითა და ჯაჭვის ჟღარუნით
სხვა მიმართულებით გატრიალდა. ზურგზე ორივეს, როგორც სახლის კარს, დიდი ციფრები
ჰქონდათ მიკრული. უხეში, აქერცლილი კანით რაღაც ამაზრზენ ცხოველებს უფრო ჰგავდნენ,
ვიდრე ადამიანებს. შიშველი ტერფები ცხვირსახოცებით ჰქონდათ გადახვეული. მათი იერი,
ჰერბერტის თქმისა არ იყოს, მართლაც უბადრუკ და შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მაგრამ ეს კიდევ არ იყო ყველაზე უარესი. როგორც აღმოჩნდა, დილიჟანსის ზედა მხარე
მთლიანად დაეკავებინა ლონდონიდან გადაბარგებულ ოჯახს და პატიმრების ადგილი
მხოლოდ მეეტლის ზურგს უკან, წინა სავარძლებზე რჩებოდა. ამაზე ერთმა ფიცხმა
ჯენტლმენმა, რომელსაც ამავე რიგში მეოთხე სავარძელი ეკავა, საშინელი ალიაქოთი ატეხა –
გაჰყვიროდა, რომ ასეთი დამნაშავეების გვერდით მისი დასმა შეთანხმების დარღვევაა, რომ
ეს გაუგონარია, მომწამვლელია, გამაოგნებელი, სამარცხვინო და ღმერთმა უწყის
თუმცა, როგორც ჩანს, კვლავაც ამომივარდა გონებიდან. არც კი ვიცი, რამდენი ხანი გავატარე
ძილბურანში, რადგან, ადრე თუ გვიან, მართალია, ეტლის მბჟუტავი ფარნების გარდა
ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ნოტიო ქარის მობერვამ ჩვენი ჭაობების სიახლოვე მამცნო.
მობუზული პატიმრები ქარსა და სიცივეს ემალებოდნენ და, ამგვარად, ჩემკენ უწინდელზე
ახლოსაც კი დაიხარნენ. როგორც კი გონს მოვედი, მათ საუბარში სწორედ ის სიტყვები
გავარჩიე, ჩემივე ფიქრებში რომ ჟღერდა:
– ფულზე. მეგობრებს, ვინც კი ოდესმე მყოლია, სულ ერთ გირვანქა სტერლინგად გავყიდდი
და მოგებულიც დავრჩებოდი. მერე, რა გითხრა?..
– რა მითხრა და... – თხრობა განაგრძო ჩემმა ნაცნობმა, – ეგ ყველაფერი სულ ერთ წუთში
ვილაპარაკეთ სანაპირო საგუშაგოსთან. მაშ, გიშვებენო, მკითხა.
ჰო-მეთქი. მაშინ მთხოვა, ის ბიჭი მომეძებნა, რომელმაც საჭმელი მიუტანა – მისი საიდუმლო
შეინახა – და ეს ორი გირვანქა სტერლინგი მისთვის გადამეცა. კარგი-მეთქი, ვუთხარი და ასეც
მოვიქეცი.
– არა. სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, სხვადასხვა გემზე. ციხიდან გაქცევის გამო ხელმეორედ
გაასამართლეს და სამუდამო მიუსაჯეს.
– როგორი ადგილებია?
– ყოვლად უვარგისი. ხევები, ნისლი, წუმპე და შრომა. შრომა, წუმპე, ნისლი და ხევები.
ორივემ უშვერი სიტყვებით მოიხსენია აქაური ადგილები და, როცა წყევლით გული მოიოხეს,
დადუმდნენ.
"ლურჯი ტახის" სასადილო ოთახი ცარიელი დამხვდა. მიმტანმა, როგორც იქნა, მიცნო.
ამასობაში სადილიც შევუკვეთე და სუფრასაც მივუჯექი. მომიბოდიშა, მეხსიერება არ
მივარგაო და მაშინვე მკითხა, მსახური მისტერ პამბლჩუკთან ხომ არ გავგზავნოო.
29
ესტელა მისი შვილობილი იყო, მეც, შეიძლება ითქვას, მიშვილა და შეუძლებელია, ჩვენი
ერთად ყოფნა არ დაესახა მიზნად. სწორედ მე მარგუნა ეს ზღაპრული როლი: გავერანებული
სახლისათვის სიცოცხლე დამებრუნებინა, ბნელ ოთახებში მზის სინათლე შემომეშვა,
გაჩერებული საათები დამექოქა და ცივი ბუხრები დამენთო, აბლაბუდები ჩამომეგლიჯა,
ობობები მომეშთო – ერთი სიტყვით, რომანტიკული რაინდის მსგავსად, სასახლე
განმეჯადოვებინა და ცოლად პრინცესა შემერთო. როცა სახლს ჩავუარე, შევჩერდი და
დავაკვირდი – წითელი აგურის მუქი კედლები, აჭედილი ფანჯრები, მწვანე სუროს ხვიარა,
მიჯრით მიწყობილი ყლორტები, რომლებიც საკვამურებსაც კი შემოხვეოდნენ მოხუცის
ძარღვიანი ხელებივით, მომნუსხველ საიდუმლოს იტევდნენ ჩემთვის
და მათი გმირი თავად ვიყავი. ესტელა, რაღა თქმა უნდა, ამ საიდუმლოს სული და გული
გახლდათ. მან მთელი ჩემი არსება მოაჯადოვა და ყოვლისშემძლე ძალით დაეუფლა ჩემს
ბავშვურ ცხოვრებასა და ხასიათს. ოცნებებით მთვრალს, არც იმ ნეტარი დილით
მიმიწერია მისთვის ის სათნოება, რაც არ გააჩნდა. ამას აქ განგებ ვახსენებ, რადგან სწორედ
ესაა ის ძაფი, რითაც შეიძლება, ბედკრულ ლაბირინთში ჩემს ხეტიალს თვალი მიადევნოთ.
გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, შეყვარებულებზე გავრცელებული
წარმოდგენები მუდამ როდია მართებული. სინამდვილეში კი ესტელა იმიტომ შევიყვარე ისე,
როგორც კაცმა ქალი, რომ თავს ვერ მოვერიე. ერთხელ და სამუდამოდ ვამტკიცებ – ჩემდა
სავალალოდ, ცხადად ვხედავდი, რომ ჩემი ეს სიყვარული საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა,
არასოდეს მარგუნებდა იმედს, სიმშვიდესა და
როგორც იქნა, მხარზე შეხება ვიგრძენი, შევკრთი და მივტრიალდი. კიდევ უფრო მეტად
შემაკრთო სადა რუხ კოსტიუმში გამოწყობილი კაცის დანახვამ. ყველაზე ნაკლებად ამ
ადამიანის დანახვას მოველოდი მის ჰევიშემის ჭიშკართან, მისი კარის მცველის როლში.
– ორლიკ!
– დიახ, ახალგაზრდა ბატონო, როგორც ხედავთ, მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში როდი მოხდა
ცვლილებები. მაგრამ მობრძანდით, მობრძანდით. ნაბრძანები მაქვს, ჭიშკარი დიდი ხნით ღია
არ დავტოვო.
– დიახ! – მომიბრუნდა მას მერე, რაც რამდენიმე ნაბიჯით გამიძღვა სახლისაკენ, – როგორც
ხედავთ, აქ ვარ!
– აქ როგორ მოხვდი?
– როგორ და, ჩემი ფეხით მოვედი, – მიპასუხა, – ჩემი სკივრი კი ურიკით გამოვაგორე.
– აქ ერთი დღე მეორეს ჰგავს, ერთბაშად ვერც კი დავითვლი. თქვენ რომ გაემგზავრეთ, მას
მერე წამოვედი.
– მაშ, კარგი, – მასთან საუბრის გაგრძელება აღარ მსურდა, – ალბათ, მის ჰევიშემთან უნდა
ავიდე, ხომ?
– ნამდვილად მელოდებიან?
ამის შემდეგ დერეფანს გავუყევი, რომელშიც სულ პირველად ჩემი მძიმე, უხეში ფეხსაცმლით
შევაბიჯე, მან კი ზარს ჩამოჰკრა. მისი ხმა ჯერ კიდევ ჟღერდა, როცა დერეფნის ბოლოში სარა
პოკეტს შევხვდი. ჩემი დანახვისას სახეზე მწვანემ და ყვითელმა ფერმა გადაჰკრა.
– მე ვარ, მის პოკეტ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მისტერ პოკეტი ოჯახითურთ
ჯანმრთელადაა.
რაღა თქმა უნდა, ვიცოდი, რადგან არაერთხელ ამივლია ეს კიბე უკუნეთში. ახლაც ავიარე,
ოღონდაც უწინდელზე მსუბუქად, ფეხაცმელიც მაშინდელზე მსუბუქი მეცვა. მის ჰევიშემის
კარზე კი ძველებურად დავაკაკუნე.
– პიპი აკაკუნებს, – მაშინვე გავიგონე მის ჰევიშემის ხმა, – შემოდი, პიპ. ისევ თავის
სავარძელში იჯდა, თავის ძველ მაგიდასთან, თავის ძველ კაბაში,
თვალს. მის გვერდით ჩემთვის უცნობი, ძალზე დახვეწილი ქალბატონი იჯდა, რომელიც
არასოდეს მენახა, და ხელში ის ცალი, სულ უხმარი თეთრი ფეხსაცმელი ეჭირა.
– შემოდი, პიპ, – ხმადაბლა განაგრძო მის ჰევიშემმა ისე, რომ ჩემკენ არ მობრუნებულა და არც
ამოუხედავს, – შემოდი. როგორ ხარ, პიპ? ხელზე ისე მკოცნი, გეგონება, დედოფალი ვიყო?
მაშ, რაო, პიპ?
– რაო, პიპ?
– მის ჰევიშემ, – ვუთხარი, ცოტა არ იყოს, დაბნეულმა, – მითხრეს, რომ ჩემი ნახვა გსურდათ
და მაშინვე გეახელით.
– მართლა?
– რას იტყვი, პიპ? ხომ ძალიან გამოიცვალა? – მის ჰევიშემმა ხარბი მზერა მომაპყრო და ჯოხის
წვერი მათ შორის მდგარ სკამზე დააკაკუნა იმის ნიშნად, რომ ზედ დაჯდომას მიბრძანებდა.
– მის ჰევიშემ, როდესაც შემოვედი, ასე მეგონა, არაფრით – არც სახით, არც ტანით არ ჰგავდა
ესტელას, მაგრამ ახლა – საოცარია! – ვხედავ, ისევ ის ძველი...
დარცხვენილმა ვუპასუხე, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ბევრი რამ არ მესმოდა და
მისთანები. ესტელამ უდრტვინველად გამიღიმა და მითხრა, ალბათ, არ შემცდარხართ და
იმხანად მართლაც ყოვლად აუტანელი ვიყავიო.
– ისეთი უხეში და მდაბიო აღარ არის, ხომ მართალია? – ჰკითხა მის ჰევიშემმა და მის თმას
შეეთამაშა.
ძველი ზმანებებით სავსე ოთახში ვისხედით, რომელიც წინათ ასე ღრმა შთაბეჭდილებას
ახდენდა ჩემზე. ესტელასგან შევიტყვე, რომ ის-ის იყო, საფრანგეთიდან დაბრუნდა და სულ
მალე ლონდონში გაემგზავრებოდა. ძველებურად ამაყი და ქედმაღალი იყო, მაგრამ ახლა ეს
თვისებები საკუთარ სილამაზეს ისეთნაირად შეუხამა, ასე მეგონა, მისი სილამაზისაგან მათი
გამიჯვნა შეუძლებელი და არაბუნებრივიც კი იქნებოდა. ყოვლად წარმოუდგენელი გახდა
ჩემთვის, მის სიახლოვეს კვლავ უმძაფრესად არ მომგონებოდა ფულსა და სოციალურ
მდგომარეობაზე ის უღირსი ოცნებები, რომლებმაც სიყმაწვილის წლები მომიწამლა და
საკუთარი სახლი და ჯო შემაძულა; ის ხილვები, რომლის დროსაც მისი სახე ხან უროსა და
გრდემლს შორის გაკვესებულ ნაპერწკლებში მელანდებოდა, ხანაც ღამის წყვდიადიდან
სამჭედლოს ფანჯარაში იხედებოდა და წამის შემდეგ უჩინარდებოდა. ერთი
სიტყვით, ჩემი ცხოვრების უსანუკვარესი არსისაგან ესტელას გინდ წარსულში, გინდ აწმყოში
განცალკევება ყოვლად შეუძლებლად მექცა.
– უხვადაც დამაჯილდოვეთ.
– დიახ.
ამის აღიარება დიდად არ მესიამოვნა, რადგან ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობდი, უფრო
მეტ საფუძველს აძლევდა, პატარა ბიჭივით მომქცეოდა.
– რასაკვირველია, – ვუპასუხე.
თუკი ჩემს სინდისს დავეკითხები, დიდი ეჭვი მაქვს, ამ დროისათვის ოდნავ მაინც
შემრჩენოდა ჯოს ნახვის სურვილი; მაგრამ რომც შემრჩენოდა, მისმა ამ შენიშვნამ ეს სურვილი
საბოლოოდ მომიშთო.
– მაშინ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გქონდათ იმაზე, რომ მომავალში გამდიდრდებოდით, ხომ
ასეა? – ხელის მსუბუქი აქნევით მკითხა ესტელამ. ჰერბერტთან ჩემი ორთაბრძოლის დრო
იგულისხმა.
– არანაირი.
ბაღი ისე იყო დაბურული, სიარული ჭირდა, და მას მერე, რაც ორი თუ სამი წრე
შემოვუარეთ, კვლავ ლუდსახდელის ეზოში დავბრუნდით. ესტელას ის ადგილი ვუჩვენე,
სადაც სულ პირველ მოსვლაზე დავინახე, თუ როგორ დააბიჯებდა, მან კი გულგრილად
გაიხედა იქით და ასევე გულგრილად მკითხა, მართლა დავაბიჯებდიო? ის კარიც შევახსენე,
საიდანაც გამოვიდა და ხემსი გამომიტანა.
– არ მახსოვს, – მითხრა.
– ცხადია, გული მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ გულში შეიძლება დანა დამასონ და, თუკი ის
ძგერას შეწყვეტს, ვეღარც მე ვიცოცხლებ. მაგრამ ხომ მიმიხვდით: გულში სილბო მაკლია,
გრძნობა – მსგავსი სისულელე.
არაფრით ჰგვანან. მაგრამ არა, მის ჰევიშემი არაფერ შუაში იყო. ისევ დავაკვირდი და, თუმცა
კვლავაც მიცქერდა, ის ჩემი წამიერი მოლანდება უკვე გამქრალიყო.
მაინც რა იყო?
– ამას სერიოზულად ვამბობ, – განაგრძო და წარბი არ შეუკრავს (რადგან შუბლი ისევ
გადასწორებული ჰქონდა), მაგრამ სახე თითქოს მოექუფრა, – თუკი ერთად ყოფნა მოგვიწევს,
ჯობია, ეს თავიდანვე ირწმუნოთ. არა! – მბრძანებლურად შემაჩერა, როგორც კი ბაგე
ავამოძრავე, – ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს ჩემი გრძნობები სხვაგან მქონდეს
მიმართული. უბრალოდ, არანაირი გრძნობა არ მაქვს.
იმ გალერეისკენ გაიშვირა, სადაც პირველ დღეს დავინახე და მითხრა, იქ რომ ავედი, თქვენ კი
ქვევიდან შეშინებული ამომცქეროდით, ეს მახსოვსო. მის ქათქათა ხელს თვალი რომ
გავაყოლე, კვლავ წეღანდელი ბუნდოვანი განცდა დამეუფლა. უნებლიეთ შევკრთი და ხელი
მხარზე დამადო. ზმანებამ წამით კიდევ გამიელვა თვალწინ და გაქრა.
მაინც რა იყო?
– ესე იგი, ჩემი არ გგერათ? ძალიან კარგი. ასეა თუ ისე, ეს ჩვენ შორის მაინც უნდა
თქმულიყო. მის ჰევიშემი ელოდება, თქვენ ძველ მოვალეობებს როდის შეუდგებით, თუმცა,
ვფიქრობ, წარსულის დანარჩენ მოგონებებთან ერთად ესეც შეიძლება გვერდზე გადავდოთ.
მოდით, ერთხელაც შემოვუაროთ ბაღს, მერე კი შევიდეთ. წამოდით! იმედი მაქვს, ჩემი
სისასტიკის გამო დღეს აღარ იტირებთ. ჯობია, ჩემი პაჟი იყოთ, მე კი მხარზე დაგეყრდნობით.
ლამაზი კაბა ძირს ეთრეოდა. სიარულისას კალთა ცალი ხელით ასწია, მეორე კი მხარზე
მსუბუქად დამაყრდნო. გავერანებულ ბაღს კიდევ ორჯერ თუ სამჯერ შემოვუარეთ; მე ის
აყვავებულ წალკოტად მომეჩვენა და გალავნის ბზარებიდან ყვითელ-მწვანე სარეველების
ნაცვლად უმშვენიერესი ყვავილებიც რომ ამოზრდილიყო, ეს გასეირნება ჩემთვის უფრო
ძვირფასი ვერ იქნებოდა.
ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის არ ყოფილა, თუმცა ის მაინც ჩემზე უფროსს ჰგავდა.
მაგრამ შეუვალობას ასაკი კი არა, სილამაზე და ქედმაღლობა ანიჭებდა და ამის გაცნობიერება
აღუწერლად მტანჯავდა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩვენს
მწყალობელს ჩვენი შეუღლება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. საბრალო ბიჭი!
როგორც იქნა, შინ შევბრუნდით, სადაც, ჩემდა გასაოცრად, შევიტყვე, რომ ჩემი მეურვე
საქმეზე ჩამოსულიყო და ჩვენთან ერთად ისადილებდა. ვიდრე გარეთ ვიყავით,
ობმოდებული სუფრის გარშემო, ზამთრის შიშველი ტოტების მსგავს შანდლებში სანთლები
დაენთოთ. მის ჰევიშემი სავარძელში იჯდა და მელოდა.
ჩაფერფლილი საქორწინო ნადიმის გარშემო ნელა რომ დავიძარით, ასე მეგონა, სავარძელს
გარდასულ დროში მივაგორებდი. მაგრამ ესტელა ამ
როცა ესტელა წავიდა და მარტონი დავრჩით, მის ჰევიშემმა ამომხედა და ჩურჩულით მკითხა:
ამ ყველაფერმა სულ ორიოდე წამს გასტანა. როდესაც ქალი კვლავ სავარძელში ჩავსვი,
ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და მივხვდი, ოთახში ჩემი მეურვე შემოსულიყო.
მგონი, ჯერ არ მიხსენებია ის, რომ მისტერ ჯეგერსს მუდამ თან ჰქონდა ძვირფასი
აბრეშუმის დიდი ცხვირსახოცი, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ძალზე ეხმარებოდა.
არაერთხელ მინახავს, როგორ დაუფრთხია კლიენტი ან მოწმე ამ ცხვირსახოცის
ამოღებით, თითქოს ცხვირის მოხოცვას აპირებდა, მაგრამ მანამ ყოვნდებოდა, ვიდრე
თანამოსაუბრისაგან სასურველ აღიარებას არ მიიღებდა. მისი ეს მოლოდინი იმდენად
საშინლად მოქმედებდა, რომ აღიარება, როგორც თავისთავად ცხადი რამ, არასოდეს
აყოვნებდა. როცა ოთახში შემოსული დავინახე, ორივე ხელით სწორედ ეს თავისი
შთამბეჭდავი ცხვირსახოცი ეკავა და გვიყურებდა. თვალი გამისწორა, წამით გაშეშდა და
მისი შემოსვლა მის ჰევიშემმაც მაშინვე შენიშნა, რაწამსაც – მე, და ისევე შეკრთა, როგორც
ყველა კრთებოდა მის დანახვაზე. დიდი ძალისხმევით შეიკავა თავი და ამოილუღლუღა,
როგორც ყოველთვის, დროულად მობრძანებულხართო.
– მართლა? მშვენიერი ქალიშვილია, – მერე კი ცალი ხელით მის ჰევიშემის სავარძელი წინ
გააგორა, მეორე კი ისე ჩაიდო ჯიბეში, თითქოს ჯიბე საიდუმლოებებით ჰქონოდა სავსე.
– რადენად ხშირად?..
– მაშ, ორჯერ?
– ჯეგერს, – ჩემდა სასიხარულოდ, გააწყვეტინა მის ჰევიშემმა, – ჩემს პიპს თავი ანებეთ,
ჯობია, მასთან ერთად სასადილოდ წახვიდეთ.
ჯეგერსმა თავი დაუკრა და ჩაბნელებული კიბე ერთად ჩავიარეთ. ვიდრე ეზოს ქვაფენილზე
განცალკევებული ფლიგელისაკენ მივაბიჯებდით, მკითხა, რამდენჯერ მინახავს, მის
ჰევიშემს რამე ეჭამოს ან დაელიოს და, თავისი ჩვეულებისამებრ, არჩევანი ერთსა და ასს
შორის შემომთავაზა.
– მას მერე, რაც ამჟამინდელ ცხოვრებას ეწევა, არასოდეს აძლევს თავს უფლებას, სხვების
თვალწინ ჭამოს ან სვას. ღამღამობით დაბორიალებს და, სადაც რამეს მოიხელთებს, იმით
საზრდოობს.
– თუ რა? – ჩამეკითხა.
– ჰევიშემია?
– დიახ, ჰევიშემი.
პოკეტი გველოდნენ. მისტერ ჯეგერსი სუფრის თავში დაჯდა, ესტელამ მის წინ დაიკავა
ადგილი, მე კი ჩემი ბოღმისაგან გამწვანებულ-გაყვითლებული მეგობრის პირისპირ
დავჯექი. სადილი შესანიშნავი იყო, სუფრასთან ქალი გვემსახურებოდა, რომელიც ჩემი აქ
სიარულის განმავლობაში არასოდეს მენახა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მთელი ეს
წლები ამ იდუმალ სახლში გაეტარებინა. როცა სუფრა აალაგა, ჩემს მეურვეს წინ რჩეული
პორტვაინის ბოთლი დაუდგა (ჩანდა, სტუმარი ღვინის ამ სახეობას კარგად იცნობდა და
უპირატესობასაც ანიჭებდა), რის შემდეგაც ქალბატონებმა დაგვტოვეს.
იმის მსგავს იდუმალ თავშეკავებას, რაც ჩემმა მეურვემ ამ სახლში გამოიჩინა, თვით მისგანაც
კი არ მოველოდი. სადილის დროს თვალსაც კი გვარიდებდა, ესტელასთვის თითქმის
არცერთხელ არ შეუხედავს. როცა ქალიშვილი მიმართავდა, ჯეგერსი ყურს უგდებდა და
წამიერი პაუზის შემდეგ პასუხობდა, მაგრამ არცერთხელ არ შემინიშნავს, მისთვის თვალი
გაესწორებინა. ესტელა, პირიქით, ხშირ-ხშირად ცნობისმოყვარედ და ერთგვარი ეჭვითაც კი
აკვირდებოდა, მაგრამ კაცი ამას სრულებით არ იმჩნევდა; სადილის განმავლობაში თავს
იმით იქცევდა, რომ გამუდმებით ჩემს ბრწყინვალე
სამომავლო იმედებზე საუბრობდა, რის გამოც სარა პოკეტი ბოღმით კიდევ უფრო
მწვანდებოდა და ყვითლდებოდა. მაგრამ ჯეგერსი ამასაც ისეთნაირად
როცა სუფრასთან ორნი დავრჩით, საფარში ჯდომის მისი მუდმივი იერი, რასაც
სათქმელის დატყუებისა და გამოძალვის მიზანი ჰქონდა, უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა ჩემთვის.
სხვა რომ აღარავინ შერჩა ხელთ, საკუთარ ღვინის ჭიქას
მოუწყო ჯვარედინა დაკითხვა. წინ დაიდგა, უკან სანთელი მიუდგა, მოსვა, პირში გამოივლო,
დააჭაშნიკა, გადაყლაპა, ჭიქას დააკვირდა, ღვინო დაყნოსა, ისევ მოსვა, ბოლომდე დაცალა,
მეორედ დაისხა და მანამ განაგრძო ჭიქის დაკითხვა, ვიდრე თავი ისე უსიამოდ არ ვიგრძენი,
თითქოს დანამდვილებით მცოდნოდა, ღვინომ ჩემზე რაღაც ფრიად არასახარბიელო რომ
გაუმხილა. სამჯერ თუ
ოთხჯერ გაუბედავად დავაპირე საუბრის წამოწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ჭიქით ხელში ისე
მომაცქერდა, თან ღვინის ყლუპს პირში აქეთ-იქით ისე აგორებდა, თითქოს მამცნობდა,
შეკითხვის დასმას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გიპასუხებო.
ვფიქრობ, მის პოკეტმა გააცნობიერა, რომ ჩემთან პირისპირ შეყრას სიგიჟის ისეთ
ზღვრამდე მიჰყავდა, შეიძლებოდა, ქუდიც კი მოეძრო თავიდან (ეს უკიდურესად მახინჯი
ქუდი მუსლინისაგან დამზადებულ იატაკის ჯაგრისს წააგავდა), თმაც დაეპუტა (თუმცა ამ
თმის არცერთი ღერი მისი საკუთარი არ ყოფილა) და იატაკზე მიმოეყარა. ალბათ, ამიტომაც
აღარ შემოგვიერთდა, როდესაც სადილის შემდეგ ვისტის სათამაშოდ მის ჰევიშემის ოთახში
დავბრუნდით. თამაშის შუალედებში მის ჰევიშემი თავისი მაგიდიდან ულამაზეს
ბრილიანტებს იღებდა და ესტელას თმას, მკლავებსა და ყელს ამ სამკაულებით
რაღაც ორიოდე ფუტი აშორებდა, რომ ჩემი გრძნობებიც მასთან ერთად იყო ოთახში – აი, რა
მტანჯავდა გაუსაძლისად.
ჩემი მეურვე "ლურჯ ტახში" ჩემი ნომრის გვერდით დაბინავებულიყო. შუაღამისას ისევ მის
ჰევიშემის სიტყვები ჩამესმოდა: "გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს!"
დღეს ჯომ ცრემლი მადინა! ღმერთო, შემინდე, რა უცბად შემაშრა ეს ცრემლი, რა უცბად!
30
"ლურჯ ტახში" დილით, როცა ტანთ ვიცვამდი, კარგად დავფიქრდი და გადავწყვიტე, ჩემი
მეურვისათვის მეთქვა, რომ, ჩემი აზრით, ორლიკი იმ საპასუხისმგებლო მოვალეობას არ
შეეფერებოდა, როგორიც მის ჰევიშემის სახლის დაცვაა.
მერე დავბრუნდი, რაც ეს საშიში ადგილი საკმაო მანძილზე უკან მოვიტოვე. ამის შემდეგ უკვე
შედარებით უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი.
მართალია, ეს მძიმე ასატანი იყო, მაგრამ მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. ამის შემდეგ ორასი
იარდიც არ მქონდა გავლილი, როცა ტრების ბიჭის კვლავ გამოჩენამ ყოვლად გამოუთქმელი
შიში, გაოცება და აღშფოთება მომგვარა. ვიწრო შესახვევიდან გამოვიდა, ტომარა ისევ
ზურგზე მოეკიდებინა, სახეზე პატიოსანი გულმოდგინება და ტრების მაღაზიისკენ ყოჩაღად
მსვლელობის გადაწყვეტილება აღბეჭდვოდა. ჩემმა დანახვამ თავზარი დასცა და "შეტევა"
გაუმეორდა. ოღონდაც ამჯერად ჩემ გარშემო მკლავებაპყრობილი წრიულად ტორტმანებდა,
ისე, თითქოს შეწყალებას ითხოვსო. მისმა ვნებებმა მოცლილ გამვლელთა ჯგუფის მხიარული
შეძახილები გამოიწვია, მე კი სირცხვილით ლამის დავიწვი.
ფოსტამდე მისვლაც ვერ მოვასწარი, რომ მორიგი შესახვევიდან კვლავ ტრების ბიჭმა
გამოანათა, ოღონდ ამჯერად სრულიად შეცვლილიყო. თავისი
ჰერბერტმა ფეხი ფეხზე გადაიდო, თავი ჩემკენ მოაბრუნა, თუმცა ერთხანს ცეცხლისთვის
თვალი არ მოუცილებია, მაგრამ რაკი სიტყვა აღარ
გამიგრძელებია, შემომხედა.
– გასაგებია. მერე?
– თქმა რა საჭიროა? თმას როცა იჭრი, არც ამას მატყობინებ, მაგრამ მაინც ხომ ვამჩნევ. რაც
გიცნობ, ესტელას სულ ეთაყვანები. ეგ გრძნობა აქ საკვოიაჟთან ერთად ჩამოიტანე. არ
მითქვამსო! სულ ამას არ მეუბნებოდი?
თავიდან, როცა შენი ამბავი მიამბე, მაშინვე გამაგებინე, რომ როგორც კი ნახე, პირველივე
დღიდან, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ეთაყვანები.
– მოთმინება, ჩემო ძვირფასო ჰენდელ; ყველაფერს დრო უნდა. მგონი, კიდევ რაღაც გაქვს
სათქმელი?
ჰერბერტმა ღიმილით დამკრა ხელი ხელზე, – კარგი ახალგაზრდა, ვისშიც უცნაურად ერწყმის
გზნება და გაუბედაობა, სითამამე და სიმორცხვე, ქმედითობა და ოცნება.
– ...ასეთ დროს, ჩემო ჰერბერტ, ვერ აღგიწერ, რა უსუსურად ვგრძნობ თავს, როგორ მაშინებს
ის საფრთხე, რასაც ათასგვარი შემთხვევითობა მიქმნის. შენსავით მეც თავს ავარიდებ
აკრძალულ თემას, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ ჩემი იმედები მთლიანად ერთადერთი
პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ პიროვნებას არ დავასახელებ. საუკეთესო
შემთხვევაშიც კი ეს ჩემი იმედები უკიდურესად ბუნდოვანი და არამდგრადია და ეს გულს
მიკლავს, – ამ სიტყვებით მეგობარს ჩემი ხანგრძლივი, უფრო სწორად, მუდმივი დარდი
გავანდე, თუმცა ის მეტწილად გუშინდლის მერე გავაცნობიერე.
ძნელია-მეთქი. ეს ისეთი კილოთი ვთქვი (ადამიანები ასე ხშირად იქცევიან), თითქოს ჩემი
სურვილის საპირისპიროდ მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე, რომ ჭეშმარიტებაზე თვალს ვერ
დავხუჭავდი, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სწორედ ამის დაჯერება მსურდა.
გამომეტყველება ჰქონდა, – მას მერე, რაც აქ, ბუხრის წინ საუბარს შევუდექით, ერთი ფიქრი არ
მასვენებს: შეუძლებელია, ესტელა შენი მემკვიდრეობის
უპირობო ნაწილს წარმოადგენდეს, თუკი შენს მეურვეს ის შენთან არასოდეს უხსენებია. ხომ
არ ვცდები? რამდენადაც შენგან ვიცი, ამაზე არასოდეს უსაუბრია არც პირდაპირ, არც
მინიშნებით; არც გაკვრით უთქვამს, რომ შენს მწყალობელს თქვენი დაქორწინება აქვს
გადაწყვეტილი, ასეა?
– ჩემო ჰენდელ, პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ უმწიფარი ყურძნის სურნელი ნამდვილად არ
მაწუხებს!(ალუზია ეზოპეს იგავ-არაკიდან "მელა და ყურძენი".) თუკი მასთან არაფერი
გაკავშირებს, იქნებ არც დაუკავშირდე? ხომ გაგაფრთხილე, რომ უსიამოვნო რამ უნდა
მეთქვა.
– ჰო, მაგრამ, ძვირფასო ჰენდელ, – კვლავ წამოიწყო ჰერბერტმა ისე, თითქოს საუბარი არ
შეგვიწყვეტია, – თუკი ამ გრძნობამ ასე ღრმად გაიდგა ფესვი იმ ბიჭის გულში, რომელიც
ბუნებამ და ცხოვრებამ რომანტიკოსად აქცია, მაშინ ეს ძალზე სერიოზულია. დაფიქრდი
იმაზე, თუ რა პირობებში აღიზარდა ესტელა, მის ჰევიშემზეც იფიქრე. იმაზეც, თუ რას
წარმოადგენს ესტელა, როგორც პიროვნება. ვიცი, ამის თქმით შეიძლება საბოლოოდ
შეგაძულო თავი, მაგრამ შედეგი შეიძლება ყოვლად სავალალო იყოს.
– ვიცი, ჰერბერტ, – ვუპასუხე ისე, რომ მისკენ არ მივბრუნებულვარ, – მაგრამ თავს ვერაფერს
ვუხერხებ.
– შეუძლებელია!
ამის შემდეგ ოთახს ჩამოუარა, ფარდები გაასწორა, სკამები, წიგნები და სხვა ნივთები მიალაგ-
მოალაგა, წინკარში გაიხედა, საფოსტო ყუთში ჩაიხედა, კარი მოხურა და ბუხართან თავის
სავარძელს დაუბრუნდა: მარცხენა ფეხი მარჯვენაზე გადაიდო და ორივე მკლავი შემოხვია.
– ორიოდე სიტყვის თქმა მსურს, ჰენდელ, მამაჩემისა და მისი ვაჟის შესახებ. ვშიშობ,
ზედმეტიც კია, მამაჩემის ვაჟმა ამტკიცოს, რომ მამაჩემის სახლში ფრიად არასახარბიელო
მატერიალური მდგომარეობაა.
– ყველას სამყოფი ხომ მაინც არის, ჰერბერტ, – მხოლოდ იმისთვის ვთქვი, რათა როგორმე
მენუგეშებინა.
– მართლაც ასეა?
– არ ვიცი, – მომიგო ჰერბერტმა, – სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. ყოველ შემთხვევაში,
ჩვენს ოჯახში ასეა. ჩემი საბრალო და შარლოტი, უშუალოდ ჩემ შემდეგ რომ დაიბადა და მანამ
გარდაიცვალა, ვიდრე თოთხმეტი წელი შეუსრულდებოდა, ამის აშკარა მაგალითი იყო.
პატარა ჯეინიც ასეა. გათხოვება ისე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თითქოს თავისი
ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ოჯახური ბედნიერების გარდა არაფერი უნახავს.
პატარა ალიკს კი ჯერ კაბა არ გაუხდია, მაგრამ უკვე იზრუნა კიუში მცხოვრებ მავან
გოგონასთან სამომავლო შეუღლებაზე. მოკლედ რომ ვთქვა, სულ პატარას თუ არ ჩავთვლით,
მგონი, ყველანი დანიშნულები ვართ.
– ლონდონში ცხოვრობს?
– მეორე სართულზე, – ჰერბერტის ეს პასუხი სულაც არ იყო ის, რასაც ველოდი, რადგან
მე ამ ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფა ვიგულისხმე, – თვითონ არასოდეს მინახავს,
რადგან რაც კლარას ვიცნობ, ქვედა სართულზე ერთხელაც არ ჩამოსულა. მაგრამ მისი ხმა
გამუდმებით მესმის: ღრიალებს და თან საშინელი ძალით ურტყამს იატაკს რაღაც
ინსტრუმენტს, – ჰერბერტმა შემომხედა, გაეცინა და წუთით თავისი ხალისიანი იერი
დაიბრუნა.
რეალიზება, როგორც ჩანს, ერთობ რთული საქმე უნდა ყოფილიყო, ჯიბეში ხელი ჩავიყავი და
ხელში ქაღალდის დაკეცილი ფურცელი შემრჩა. გავშალე და ჯოს მოცემული თეატრალური
განცხადება ვიცანი, პროვინციელი ვარსკვლავის, ახალი როსციუსის სპექტაკლის შესახებ რომ
იუწყებოდა.
იყო იმის მიზეზი, რომ გალერეიდან ჩამოსძახეს: "უკანა გვერდზე ნახე!" – თუმცა ამ რჩევამ
გარდაცვლილი მეფე უკიდურესად განარისხა. ყოველ გამოჩენაზე
შესთავაზეს და, საბოლოოდ, გაცხოველებული კამათი ატყდა. როდესაც იკითხა: "რა საჭიროა,
ჩემისთანა არსება ცასა და მიწას შუა ცოცავდეს?" – ხმამაღალი შეძახილებით წააქეზეს
"მართალია! მართალი!"; ხოლო ჩამოკეცილი წინდით რომ გამოგვეცხადა (უფრო სწორად,
წინდა ძალზე კოხტად ჰქონდა ჩაკეცილი, რაც, ვფიქრობ, უთოს დამსახურება იყო),
გალერეაზე საუბარი გაიბა – ზოგმა ფეხის კანის სითეთრე შეუქო, ზოგმა კი ვარაუდი
გამოთქვა, მამის აჩრდილის მიერ მოგვრილმა შოკმა გააფითრაო. როდესაც ხელში საკრავი
აიღო – ძალიან ჰგავდა იმ პატარა შავ ფლეიტას, რომელსაც წუთის წინ ორკესტრში
უკრავდნენ, მერე კი გვერდით, კარში ვიღაცას გადააწოდეს – მაყურებლებმა ერთხმად
სთხოვეს, "იმეფე, ბრიტანეთო!" შეესრულებინა. როდესაც მოხეტიალე მსახიობს ურჩია,
მკლავებით ჰაერს ნუ გასერავო, გალერეის პირქუშმა ბინადარმა ჩასძახა:
"შენს თავს მიხედე, შენ თვითონ მასზე უარესი ხარ!" საბრალო მისტერ უოპსლის სავალალოდ
უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ მსგავს შენიშვნას გამაყრუებელი
ხარხარი მოსდევდა.
შენობა იდგა, რომლის სახურავზე ჯვარი იყო აღმართული და ამის გამო, როგორც ჩანს,
ეკლესიად უნდა ჩაგვეთვალა. მეორე მხარეს ჭიშკარი მოჩანდა. როცა ამ ჭიშკარში უკიდეგანო
შავი მოსასხამით შემოსილმა მისტერ უოპსლმა შემოაბიჯა, იქვე მყოფმა მესაფლავემ
მაშინვე გაფრთხილება მიიღო: "კარგად თუ არ
იმუშავებ, ძმობილო, აგერ მეკუბოე მოდის და, იცოდე, შავ დღეს დაგაყრის!" ჩემი
აზრით, ნებისმიერ ცივილიზებულ მოქალაქეს უნდა სცოდნოდა, რომ მას მერე, რაც მისტერ
უოპსლი თავის ქალის მისამართით ფილოსოფიურ მოსაზრებებს გამოთქვამდა, თავის
ადგილას ისე ვერ დააბრუნებდა, ხელები უბიდან ამოღებული თეთრი ხელსახოცით რომ
არ გაეწმინდა; მაგრამ ამ უწყინარ და თავისთავად ცხად ქმედებასაც კი ისე არ ჩაუვლია, რომ
დარბაზიდან არ დაეყვირათ: "ოფი-ციანტო!". ღია საფლავთან ცხედრის მისვენებამ (მოგრძო
შავი კოლოფით, რომელსაც თავსახური ცუდად ეფარა) დაუოკებელი სიხარულის
ახალი ტალღა ააგორა, მით უმეტეს, როდესაც კუბოს მზიდავებს შორის ვიღაცამ თავისი
ნაცნობი აღმოაჩინა. მისტერ უოპსლი იძულებული გახდა, ასეთივე სიხარულის თანხლებით
შებრძოლებოდა ლაერტს, თანაც ორკესტრისა და
სამარის პირას. შემდეგ კი ჯერ თავისი ბიძა სამზარეულოს მაგიდიდან ძირს ჩამოამხო და მერე
თვითონაც, ისევ იმ შეძახილების ფონზე, თანდათანობით – კოჭებიდან ზევით – მიიცვალა.
კიბე, რაც შეგვეძლო, სწრაფად ჩავიარეთ, მაგრამ გაპარვა მაინც ვერ მოვასწარით. კართან
ვიდაც ებრაელი კაცი იდგა, რომელსაც წარბები ძალზე სქლად ჰქონდა მოხატული; როგორც
კი შორიდან დამინახა, თვალი აღარ მოუცილებია და, რომ მივუახლოვდით, მომმართა:
– მითხრა კაცმა.
დანიური მზე ეკიდა, რომელიც ყველაზე მეტად სადაზღვევო ბირკას წააგავდა და მისტერ
უოპსლსაც ხანძრისაგან დაზღვეულ შენობას ამსგავსებდა. თუმცა
მისტერ უოპსლი დანიურ სამოსს იხდიდა. რაკიღა შიგნით ჩვენთვის ადგილი არ იყო, კარი
ღია დავტოვეთ და ზღურბლზე გავჩერდით.
აქამდე წარმოდგენის შესახებ ხმის ამოღება ვერ გავბედე, მაგრამ მისტერ ვალდენგარვერმა
თვითკმაყოფილი სახით ამოგვხედა და გვკითხა:
– დიდებულია.
მეც გავიმეორე:
– დიდებულია.
მეც და ჰერბერტიც ერთხმად დავეთანხმეთ, რომ, უეჭველია, მის ხედვას, ადრე თუ გვიან,
მიიღებდნენ.
32
ერთ დღეს მისტერ პოკეტთან ვმეცადინეობდი, როდესაც ფოსტით ბარათი მივიღე.
კონვერტის დანახვისთანავე ცახცახი ამიტყდა. უცნობი ხელით იყო ნაწერი, თუმცა
გამომგზავნი მაშინვე ამოვიცანი. წერილის დასაწყისში არც
"ძვირფასო მისტერ პიპ" ეწერა, არც რამე ჩვეული მიმართვა – "ჩემო ბატონო" თუ მისთანა.
პირდაპირ ასე იწყებოდა:
თქვენი ესტელა".
კოსტიუმს შევუკვეთავდი. რაკი დრო აღარ რჩებოდა, რაც მქონდა, იმით უნდა
დავკმაყოფილებულიყავი. ერთბაშად დავკარგე მადა და, ვიდრე ეს დღე არ დადგა,
მოსვენებას ვერ ვპოულობდი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნანატრმა დღემ მოსვენება დამიბრუნა.
დათქმულ დღეს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდი და ჩიპსაიდის ვუდ-
სტრიტზე მდებარე დილიჟანსების სადგურს მანამ მივადექი, ვიდრე ესტელას დილიჟანსი
ჩვენი ქალაქიდან გამოსვლას
გამეფიქრა, რომ უემიკი პატიმრებს შორის ისე დადიოდა, როგორც მებაღე თავის მცენარეებში.
ეს შედარება პირველად მაშინ დამებადა, როცა მან
წუხანდელ ყლორტს მიაქცია ყურადღება: "ოჰ, კაპიტანო ტომ! შენც აქ ხარ? რა სიურპრიზია!"
მერე სხვას მიმართა: "ეს ვინაა ცისტერნის უკან? შავი ბილი? ეს ორი თვეა ვფიქრობდი, სად
დაიკარგა-მეთქი. აბა, როგორ ხარ?" ზოგიერთ გისოსთან ჩერდებოდა და თანამოსაუბრეთა
შეშფოთებულ ჩურჩულს უგდებდა ყურს, ასეთ დროს თავის საფოსტო ყუთს მკვრივად და
უძრავად ხურავდა და მათი საუბრიდან თითქოს იმის გაგება სურდა, ბოლო ნახვიდან
რამდენად გაიზარდნენ და სასამართლოს დღეს თუ აყვავდებოდნენ.
ლონდონში უამრავი ვექილია და, თუკი ერთს ეს თანხა გარჯად არ უღირს, სხვას, შესაძლოა,
უღირდეს კიდეც; ამას გირჩევთ, როგორც დაქვემდებარებული პირი. ტყუილად ნურც
ეცდებით. რა აზრი აქვს?! აბა, შემდეგი?
(ამას რომ ვწერ, ახლაც თვალწინ მიდგას), რომელსაც გაცვეთილი, წენგოსფერი ქურთუკი
ეცვა, ეტყობოდა, ფერიანი სახის პატრონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა რაღაც უცნაური
სიფითრე გადაჰკვროდა, მზერას ვერაფერზე აჩერებდა, რაგინდ ეცადა. ის გისოსებს
მოუახლოვდა და სამხედრო სალმის ნიშნად გაგლესილი ბულიონივით გაქონილ ქუდზე
ხუმრობანარევი მოწიწებით მიიდო ხელი.
– ჩემი დაკავებისას რაც თან მქონდა, ნამდვილი რომ ყოფილიყო, – განაგრძო კაცმა და თან
უხალისოდ შეუშვა ხელი, – თქვენი ზრუნვისათვის მადლიერების ნიშნად უსათუოდ
გთხოვდით, ჩემთვის პატივი დაგედოთ და ერთი ბეჭედი ჩემ სახსოვრადაც გეტარებინათ.
– ჩათვალეთ, რომ ასეც მოიქეცით, – ანუგეშა უემიკმა, – სხვათა შორის, თქვენ ხომ მტრედების
მოყვარული იყავით, – კაცმა ცას ახედა, – მითხრეს, ტრიალა ჯიშის შესანიშნავი მტრედები
გყოლიათ. თუკი სხვა აღარაფერში დაგჭირდებათ, იქნებ რომელიმე მეგობარს დაავალოთ,
ერთი წყვილი მომიყვანოს?
– კარგი, – თავი დაუკრა უემიკმა, – მათ კარგად მოვუვლი. კარგ დღეს გისურვებთ,
პოლკოვნიკო! მშვიდობით! – ერთმანეთს ისევ ჩამოართვეს ხელი და როცა გავშორდით,
უემიკმა მითხრა, – ყალბი ფულის მჭრელია, ძალზე გაწაფული ოსტატი. ბრძანებას დღეს
მოეწერა ხელი და ორშაბათს უეჭველად
ჩამოახრჩობენ. ხომ ხედავთ, ასე თუ ისე, წყვილი მტრედი მაინც მოძრავი ქონებაა, – ამ
სიტყვებით უკან მიბრუნდა და თავის გამხმარ მცენარეს თვალი შეავლო. მერე კი მის
გარშემოც მიმოიხედა, თითქოს იმას ფიქრობდა, თუ რომელი ქოთნის დადგმა ჯობდა მის
ადგილას.
როცა საპატიმროდან ისევ სადარაჯოს გავლით გამოვდიოდით, იმაში დავრწმუნდი, რომ ჩემი
მეურვის გავლენა ციხის ზედამხედველებზეც ისევე ვრცელდებოდა, როგორც პატიმრებზე.
– აი, ასე იქცევა ყველა, მისტერ პიპ, – მომიბრუნდა უემიკი და თავისი საფოსტო ყუთის
ჭრილი გაწელა, – მე, ხელქვეითს, მოურიდებლად მაყრიან კითხვებს, ჩემს უფროსს კი
შეკითხვის დასმას ვერ უბედავენ.
– აი, ხედავთ? იგივეს სჩადის! – შესძახა უემიკმა, – ჯერ პირველი კითხვა პირზე არ
შეშრობია, რომ უკვე მეორეს მისვამს. ვთქვათ, მისტერ პიპი მართლაც ჩვენი პრაქტიკანტია,
მერედა რა?
– თუკი ასეა, – კვლავ გაიკრიჭა ზედამხედველი, – მაშინ ეცოდინება, მისტერ ჯეგერსი რასაც
წარმოადგენს.
– იცით, მისტერ პიპ, – ყურში მითხრა უემიკმა და მეტი ნდობისათვის ხელკავი გამიყარა, –
მისტერ ჯეგერსმა აბსოლუტურად მართებულად გადაწყვიტა, რომ ამ ხალხთან დისტანცია
დაეცვა. თავი მუდამ მათზე მაღლა უჭირავს და ეს მის მაღალ ნიჭსა და
შესაძლებლობებს უკავშირდება. ის პოლკოვნიკი ისევე ვერ გაბედავდა მისტერ ჯეგერსთან
დამშვიდობებას, როგორც ზედამხედველი ვერ უბედავს ზედმეტი კითხვების დასმას. და ამ
ვითარებაში, მათსა და საკუთარ სიმაღლეს შორის მისტერ ჯეგერსს თავისი ხელქვეითები
შემოჰყავს და – ხომ გესმით? – მთლიანად ხელში ჰყავს მომწყვდეული, გინდ სულით, გინდ
ხორცით.
რა იყო ის უსახელო ჩრდილი, იმავე წამს უეცრად და უკვე მერამდენედ რომ გადამეფარა?
33
ბეწვით გაწყობილ სამგზავრო კაბაში ესტელა იმაზე ნაზი და მშვენიერიც კი მეჩვენა, ვიდრე
მანამდე. ამჯერად უწინდელზე უფრო მოწყალედ მეპყრობოდა და ამ ცვლილებაში მის
ჰევიშემის ზეგავლენა ვივარაუდე.
სასტუმროს ეზოში ვიდექით, ესტელამ თავისი ბარგი მაჩვენა და, როცა ყველაფერი
ჩამოვიღეთ, მაშინღა მომაგონდა – მის გარდა ყველაფერი დანარჩენი კი ერთბაშად
გადამავიწყდა – რომ ესტელას მოგზაურობის მიზანი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო.
– თქვენ სად ისწავლეთ სხვებზე ლაპარაკი? აბა, დაფიქრდით, – კმაყოფილი ღიმილით მომიგო
ქალიშვილმა, – განა თქვენგან რამე მესწავლება? როგორც მინდა, ისე ვილაპარაკებ. ჰო,
მართლა, მისტერ პოკეტს როგორ შეეგუეთ?
– არა, არა, ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, – მითხრა ესტელამ, – მერწმუნეთ, სწორედ იმიტომ
ვიცინი, რომ მათი მარცხი გარდუვალია. ო, ვერ წარმოიდგენთ, რა ტანჯვას იტანენ ეს
ადამიანები მის ჰევიშემისგან! – კვლავ გაიცინა და მას მერეც კი, რაც ამ სიცილის მიზეზი
შევიტყვე, არანაკლებ უცნაური მომეჩვენა, რადგან აშკარად ვხედავდი, გულწრფელი რომ
იყო, მაგრამ ამ შემთხვევისათვის მაინც გადამეტებული მომეჩვენა. ვიფიქრე, ამის უკან რაღაც
ჩემთვის უცნობი იმალებოდა. ესტელა მიმიხვდა და ამის მიზეზიც ამიხსნა:
ესტელას აღარ ეცინებოდა. ცხადი იყო, ეს მოგონებები ძალზე ამძიმებდა. სახეზე ისეთი
დარდი აღებეჭდა, მთელ ჩემს სამომავლო იმედებს ერთბაშად გავცვლიდი მხოლოდ იმაში, ამ
დარდის მიზეზი მე რომ ვყოფილიყავი.
– ეს მანამდე უნდა გეკითხათ, ვიდრე ხელზე შემეხებოდით. მაგრამ თუკი ასე გინდათ,
შეგიძლით მაკოცოთ.
მისკენ დავიხარე. მისი სახე ქანდაკებასავით მშვიდი და გლუვი მეჩვენა.
– ახლა კი, – იმავე წამს გამისხლტა, როგორც კი კანზე შევეხე, – იქნებ იმაზე იზრუნოთ, რომ
ჩაი მომიტანონ და მერე რიჩმონდისკენაც დავიძრათ.
ამის მერე ანგარიშიც გავასწორე, მიმტანიც მცირე თანხით დავაჯილდოვე, არც მეჯინიბესა და
მოახლე გოგონას ვაწყენინე; მოკლედ, იმდენი ქრთამი გავეცი, მთელი სასტუმროს
აღშფოთება და ზიზღი დავიმსახურე, ესტელას საფულე კი საგრძნობლად შევამსუბუქე.
ბოლოს, როგორც იქნა, საფოსტო ეტლში ჩავსხედით და დავიძარით. როცა ჩიპსაიდზე
შევუხვიეთ და ნიუგეიტის ქუჩაზე აღმოვჩნდით, სულ მალე გავუსწორდით იმ კედლებსაც,
რომელთა სიახლოვემაც აღუწერელი სირცხვილით აღმავსო.
– რაც თავი მახსოვს, ხშირად მიწევდა მასთან შეხვედრა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა უკეთ
ვიცნობ, ვიდრე მაშინ ვიცნობდი, ენა რომ ავიდგი. თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ
მასთან? დაუახლოვდით?
ამის შემდეგ სხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი, კერძოდ კი ჩვენი მოგზაურობის ეტაპებსა
და იმაზე, თუ გზის პირებზე რომელი დასახლებული
ცხადი იყო, რომ ჩემ მოხიბლვას ცდილობდა. რა თქმა უნდა, რაც უნდა დიდი ძალისხმევა
დასჭირვებოდა, საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწევდა, მაგრამ ამით ოდნავადაც კი ვერ
გამაბედნიერა. ესტელას ამ კილოს გარეშეც – აქაოდა, ჩვენი ერთად ყოფნა სხვათა
განკარგულებით ხდებაო – მშვენივრად ვგრძნობდი, ჩემი გული იმიტომ ეპყრა ხელთ, რომ
ასე უნდოდა, და არა იმიტომ, რომ ჩემ მიმართ რამე ნაზი გრძნობა გააჩნდა. შესაბამისად,
ყოველ წამს შეეძლო, ჩემი გული თითებით გაესრისა ანდა მოესროლა.
და ვუთხარი, რიჩმონდი არც ისე შორსაა და იმედი მაქვს, დროდადრო თქვენ ნახვას შევძლებ-
მეთქი.
– დიახ, როგორ არა; უნდა მინახულოთ. როცაკი შესაძლებლად ჩათვლით, უნდა მოხვიდეთ.
ჩემს მასპინძლებს თქვენი თავი უნდა გავაცნო. თქვენ შესახებ უკვე გაგონილი აქვთ.
– არა, მხოლოდ ორნი არიან: დედა და ქალიშვილი. დედას საკმაოდ მაღალი ადგილი უკავია
საზოგადოებაში, თუმცა დამატებით შემოსავალზე უარს მაინც არ ამბობს.
ჩემი გახდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელით მომმართა. ცხადია, ესეც განგებ ჩაიდინა და
ისიც კარგად იცოდა, რაოდენ ძვირფასიც იქნებოდა ეს ჩემთვის.
მთვარის შუქზე, ძველებურ ხმაზე ჩამორეკა პირქუშმა ზარმა – რომელმაც გარდასულ დროში
არაერთხელ ამცნო სახლს: მწვანე ფაშფაშა კაბა მობრძანდა, ანდა: ბრილიანტებით მოოჭვილი
დაშნა მობრძანდა, ანდა: წითელქუსლიან ფეხსაცმელსა და ლურჯ გულსაბნევს კარი გაუღეთ
– და ორი ალუბლისფერლოყება მოახლე ესტელას დასახვედრად გამოქანდა.
მისი ბარგი სულ მალე კარის ჭრილში გაუჩინარდა. ქალიშვილმა ხელი გამომიწოდა,
მშვიდობიანი ღამე მისურვა და თავის ბარგს შეჰყვა. მე კი ისევ სახლის წინ ვიდექი და
იმაზე ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიქნებოდი, მასთან ერთად რომ მეცხოვრა, თუმცა ვიცოდი,
რომ მასთან ერთად ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ – მუდამ ტკივილით მეკუმშებოდა
გული.
მისის პოკეტი შინ იყო და იმით გახლდათ შეწუხებული, თურმე მილერსის რიგგარეშე
არყოფნისას (ქვეითთა გარნიზონში ნათესავი ჰყოლია) პატარისთვის სათამაშოდ ნემსების
ყუთი მიუციათ. მერე კი აღმოაჩინეს, რომ ყუთიდან იმაზე მეტი ნემსი გამქრალიყო, ვიდრე
ასეთ ადრეულ ასაკშია მიზანშეწონილი პაციენტისათვის, გინდ საჩხვლეტად და გინდ
გადასაყლაპად.
34
მარგებელს სრულებით ვერ ვუწოდებდი. ჯოს რომ ყურადღებას არ ვაქცევდი, ამის გამო
გამუდმებით მქენჯნიდა სინდისი. არც ბიდისთან დაკავშირებით ვიყავი მთლად მშვიდად.
ღამღამობით, კამილასი არ იყოს, მეც ხშირად მეღვიძებოდა
არეული. აღარ ვიცოდი, საქმე მხოლოდ ჩემში თუ იყო. სხვაგვარად რომ ვთქვა, არა მგონია,
უკეთ მეგრძნო თავი, ყოველგვარი იმედების გარეშე რომ მეფიქრა ესტელაზე. რაც შეეხება
სხვებზე ჩემი მდგომარეობის ზეგავლენას – ამ მხრივ ნაკლებად ვიყავი გაუგებრობაში.
მართალია, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, რომ ის არავისთვის ყოფილა სახარბიელო,
პირველ რიგში კი ჰერბერტისათვის. რაკი დამყოლი ხასიათი ჰქონდა, ჩემი მფლანგველური
ჩვევების გამო ისეთ ხარჯებში გადავარდა, რომლის უფლებასაც თავს ვერ მისცემდა. ჩემმა
ფუფუნებამ ყოფის სისადავე წაუბილწა და სულის სიმშვიდე სინანულით აუმღვრია. მისტერ
პოკეტის სხვა ნათესავების გამო არ ვწუხდი, თუმცა ათასგვარი უბადრუკი ხრიკის
ჩადენისკენ ვუბიძგე; მაგრამ ეს სიმდაბლე მათი ბუნების ნაწილი იყო და, ადრე თუ გვიან,
სხვა მიზეზითაც იჩენდა თავს. ჰერბერტი კი სრულიად განსხვავდებოდა და ხშირად თავს
იმაში ვიდანაშაულებდი, რომ დათვური სამსახური გავუწიე, რადგან სანახევროდ ცარიელი
ბინა ზედმეტი საგნებით ავუვსე და ბაცი ყვითელჰალსტუხიანი შურისმაძიებელი კართან
დავუყენე.
როგორც მუდამ ხდება, ამის შემდეგ საქმე უარესობისკენ წავიდა. უამრავი ვალი დავიდე.
დავიწყე თუ არა, ჰერბერტმაც მაშინვე მომბაძა. სტარტოპის
კაპიტალი; შუაღამის მიდამოებში ეს კაპიტალი თითქმის ხელთ ეპყრა, მაგრამ ღამის ორი
საათისათვის კვლავ ისეთი უსასოობა ეუფლებოდა, თოფის ყიდვასა და ამერიკაში
გამგზავრებაზე ფიქრობდა – ბიზონების დახმარებით თუ აპირებდა იქ გამდიდრებას.
მიაჩნდათ. ამასობაში მისტერ პოკეტს თმა კიდევ უფრო გაუთეთრდა და ის უფრო ხშირ-
ხშირად ცდილობდა, სირთულეების ჭაობიდან საკუთარი თავი თმით ამოექაჩა. მისის
პოკეტი კი ფეხის შემოსადებ სკამს ყველას ისევ ისე ფეხქვეშ უდგამდა, თავად-აზნაურების
ღირსებათა შესახებ კითხულობდა, ცხვირსახოცებს ფანტავდა და ნორჩ თაობას იმით
მოძღვრავდა, რომ, როგორც კი რომელიმე მათგანი თვალში მოხვდებოდა, მაშინვე
დასაძინებლად გზავნიდა.
რაკი სამომავლო თხრობისათვის გზის გასაკაფავად ჩემი ცხოვრების მთელი პერიოდი უნდა
აღგიწეროთ, ამიტომ, ვფიქრობ, პირველყოვლისა, ბერნარდის
რაც შეიძლებოდა ბევრ ფულს ვხარჯავდით, მის სანაცვლოდ კი, რაც შეიძლებოდა
მცირედს ვიღებდით – იმდენს, რამდენის მოცემაც ადამიანებს თავად მოეგუნებოდათ.
გამუდმებით თან გვდევდა უსიამო გრძნობა – მეტად თუ ნაკლებად – და ჩვენი ნაცნობების
უმრავლესობა მსგავს მდგომარეობაში იყო. ყველანი ილუზიას ვიქმნიდით, თითქოს
სულმუდამ ვერთობოდით, მაგრამ თითოეული ჩვენგანი სიმართლეს ჩონჩხივით კარადაში
მალავდა – გართობისა
– რადგან, – როგორც ერთ-ერთი ასეთი დღის შემდეგ სადილად შინ მოსულმა ჰერბერტმა
ამიხსნა, – ერთ ჭეშმარიტებას მივხვდი, ჩემო ჰენდელ: კარიერისათვის ხელსაყრელი
შემთხვევა თავისით არ მოვა, შენ უნდა მიხვიდე მასთან. ჰოდა, ასეც მოვიქეცი.
ამის შემდგომ ვიღებდი ფურცელს და სათუთი ხელით ვაწერდი სათაურს: "პიპის ვალების
სია", არც "ბერნარდის ფუნდუკისა" და თარიღის მიწერა მავიწყდებოდა. ჰერბერტიც იღებდა
ფურცელს და ასეთივე ფორმალური სისათუთით აწერდა: "ჰერბერტის ვალების სია".
ჩემი საქმიანი ჩვევები კიდევ ერთ ილეთს შეიცავდა, რომელსაც "მარაგის დატოვებას"
ვუწოდებდი. მაგალითისათვის, თუკი ჰერბერტის ვალები ას სამოცდაოთხ გირვანქა
სტერლინგს, ორ შილინგსა და ორ პენსს შეადგენდა, ვეუბნებოდი, მარაგი დატოვე და
ორასამდე დაამრგვალე-მეთქი. ანდა, თუკი ჩემი ვალი ჰერბერტისას ოთხჯერ აღემატებოდა,
ამ შემთხვევაშიც მარაგს ვიტოვებდი
და თანხას შვიდასამდე ვამრგვალებდი. მართალია, მარაგის იდეა უაღრესად ბრძნულ
მიგნებად მიმაჩნდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან იძულებული
ვარ ვაღიარო, რომ მისი განხორციელება დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, რადგან, ამ "მარაგის"
გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ ახალ ვალებში ვეფლობოდით; ხშირად კი, მის მიერ
მონიჭებული თავისუფლებისა და გადახდისუნარიანობის განცდას ისე ავყვებოდით ხოლმე,
რომ მარაგს გადავაჭარბებდით და ახალი
მუდამ ვკეტავდით. ერთ საღამოს, როდესაც მსგავს უშფოთველ გუნებაზე ვიყავი, კარის
ჭრილში წერილი შემოგვიგდეს. როცა ჰერბერტმა წერილის ძირს დაცემის ხმა გაიგო,
გავიდა და მაშინვე შემობრუნდა.
– შენს სახელზეა, ჰენდელ. იმედია, ცუდი არაფერი მომხდარა, – ეს შენიშვნა კონვერტის შავ
არშიასა და შავ ბეჭედს ეხებოდა.
35
ეს იყო პირველი სამარე, რომელიც ცხოვრების გზაზე ჩემ წინაშე გაიხსნა და საოცარია,
რაოდენ ღრმა აღმოჩნდა ეს უფსკრული. სამზარეულოს ბუხართან
სულ ერთია, ჩემი ცხოვრება როგორც უნდა წარმართულიყო, არა მგონია, ჩემი და
განსაკუთრებული სიყვარულით მომგონებოდა. თუმცა, ვფიქრობ, ისეთი თავზარდამცემი
სინანულიც არსებობს, სიყვარულს ნაკლებად რომ უკავშირდება.
ალბათ, მისი გავლენა იყო, ერთბაშად (იქნებ უფრო ნაზი გრძნობის საპირწონედ) მთელი
არსებით შემძულდა ის ბოროტმოქმედი, რომელმაც ჩემს დას ამდენი სატანჯველი არგუნა.
ვიგრძენი, საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები რომ მქონოდა, შურს ვიძიებდი ორლიკზე
ან სხვაზეც, ვინც უნდა ყოფილიყო.
მეჩურჩულებოდა, ოდესმე ის დღეც დადგება, როდესაც შენც გეამება, თუკი მზით განათებულ
მინდორში გავლისას ვიღაცა ლმობიერად გაგიხსენებსო.
საბრალო, საყვარელი ჯო ვიწრო, შავ მოსასხამში იყო მომწყვდეული. მისი თასმები ყელზე
დიდ, შავ ბაფთად ჰქონდა წაჭერილი. ეტყობა, მისტერ ტრებს დაესვა ოთახის ბოლოში,
ტახტზე, როგორც მთავარი ჭირისუფალი. როცა მისკენ დავიხარე და ვკითხე:
სიტყვა "ქალი" ვეღარ ამოთქვა, ხელზე ხელი მომიჭირა და დადუმდა. ბიდი სადა შავ კაბაში
ძალზე კოხტად გამოიყურებოდა, ოთახებში
დავბრუნდი და გვერდით მივუჯექი. მაშინვე იმაზე დავფიქრდი, ის, ანუ ჩემი და, სახლის
რომელ ნაწილში ესვენა. დერეფანში ტკბილი ნამცხვრის სუსტი სურნელი ტრიალებდა და
ხემსის მაგიდას დავუწყე ძებნა. ვიდრე სიბნელეს თვალი არ მივაჩვიე, ვერაფრით
დავლანდე, მერე კი გავარჩიე, რომ მომცრო მაგიდაზე
– ნება მიბოძეთ, სერ!.. – და მეც ძალაუნებურად ვუბოძე. მაშინვე მისტერ და მისის ჰაბლებს
მოვკარი თვალი. ეს უკანასკნელი, შემთხვევის შესაფერისად, დარდისაგან გაქვავებული,
კუთხეში აყუდებულიყო. ყველანი სამგლოვიარო პროცესიაში უნდა ჩავმდგარიყავით,
რისთვისაც მისტერ ტრები უმსგავსო და სასაცილო გუნდებად დაწყობას გვიპირებდა.
– ჩემი ნება რომ ყოფილიყო, პიპ, – ჩამჩურჩულა ჯომ, როდესაც დერეფანში ორ-ორად
ჩაგვამწკრივეს, რამაც შემზარავი სახით რაღაც ცეკვისათვის მზადება მომაგონა, – ჩემი ნება
რომ ყოფილიყო, სერ, ეკლესიაში მე თვითონ წავასვენებდი სამ-ოთხ ახლობელთან ერთად,
ვისაც ეს მართლაც რომ სურს და გული შესტკივა, მაგრამ ასე გადაწყდა, რადგან ყველამ თქვა,
მეზობლები რას იტყვიან, მეტი პატივისცემა სჭირდებაო და...
წარმოადგენდა. უკანა გზაზე კი იმის ახსნა დამიწყო, თუ რა დასანანია, ჩემი და რომ ვერ
ხედავს იმ დიდ პატივს, რომელიც დავდე, და რომ ასეთი პატივისათვის სიკვდილი არცთუ
ძვირი საფასურია. შემდგომ ამისა დარჩენილი ალუბლის ბრენდი სულ მთლად დაცალა,
მისტერ ჰაბლი კი პორტვაინს სვამდა და ერთმანეთში ისე ბაასობდნენ (რაც მას მერე
სხვებთანაც არაერთხელ
როდესაც ყველანი წავიდნენ, ტრებმა და მისმა ხელქვეითებმა (მისი ბიჭი არსად ჩანდა,
საგანგებოდ ვეძებე) თავიანთი გუდა-ნაბადი აკრიფეს და გაგვშორდნენ. სახლში სიმშვიდემ
დაისადგურა. ცოტა ხნის მერე ჯოსა და ბიდისთან ერთად ცივი სადილი მივირთვი. ოღონდ,
ჩვეულების საწინააღმდეგოდ, სამზარეულოს ნაცვლად სასტუმრო ოთახში ვსადილობდით
და ჯოც ისეთი სიფრთხილით ხმარობდა დანა-ჩანგალს, რომ ძველებური
– რა თქმა უნდა, ვერა, მისტერ პიპ, – სინანულით, თუმცა თავისებური მშვიდი სიმტკიცით
მიპასუხა ბიდიმ, – მისის ჰაბლს უკვე მოველაპარაკე და ხვალ მასთან გადავბარგდები. იმედი
მაქვს, ერთად შევძლებთ მისტერ გარჯერიზე ზრუნვას, ვიდრე თანდათან არ აიწყობს
ცხოვრებას.
– ოჰ, მაგრამ როდესაც ხასიათში ცუდი თვისება გაქვს, ამას ვეღარაფერი ეშველება...
განმავლობაში ისევ უგონოდ იყო, თუმცა უკანასკნელ ხანებში ამგვარი შეტევები იშვიათად
მოსდიოდა. საღამოს, სწორედ ჩაის დროს, გამოერკვა და მკაფიოდ წარმოთქვა: "ჯო". რადგან
დიდი ხანია, ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა, იმწამსვე გავიქეცი და მისტერ გარჯერი
სამჭედლოდან მოვიყვანე. თქვენმა დამ მანიშნა, რომ სურდა, მისი მეუღლე გვერდით
დაჯდომოდა და უნდოდა, მისთვის ყელზე მკლავები შემოეხვია. დავეხმარე და მისი
მკლავები მისტერ გარჯერის ყელზე შემოვხვიე. მაშინვე თავი მხარზე დაადო და გაყუჩდა.
კარგა ხანს ასე იყო, კიდევ
– არა. რაც გამოვედით, მას მერეც იმ ხის ქვეშ დავინახე. აზრი არა აქვს, – მკლავზე ხელი
დამადო და შემაჩერა, რადგან წინ გაქცევა დავაპირე, – ხომ იცით, არ მოგატყუებთ. მხოლოდ
წამით გამოჩნდა და წავიდა.
დაჰყვებოდა. ორლიკი კიდევ უფრო შემძულდა. ჩემი განცდა ბიდის გავუზიარე და ისიც
ვუთხარი, რომ არც ფულს, არც ძალისხმევას არ დავიშურებდი, ოღონდაც ეს კაცი
აქაურობისათვის მომეცილებინა. ბიდიმ საუბარი დაიწყო და შეეცადა, დავემშვიდებინე.
მითხრა, რომ ჯოს ძალიან ვუყვარდი, არასოდეს დაუჩივლია
– "მისტერ პიპით" რომ მომმართავ, ამაზე აღარაფერს ვამბობ, თუმცა ეს უგემოვნოდ მიმაჩნია,
მაგრამ რას გულისხმობ?
– არა, ჩემს სიტყვებს ექოსავით ნუ იმეორებ! – გავცხარდი, – წინათ ასე არ მპასუხობდი, ბიდი.
რა მექნა? ეს თემაც უნდა მიმეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ბაღს კიდევ ერთხელ მდუმარედ
შემოვუარეთ, ნულიდან დავიწყე.
თვალი.
– რაც მალე, მით უკეთესი, სერ! – მითხრა ჯომ, – და, რაც ხშირად, მით უკეთესი, პიპ!
ყველაფერი ისევ ისე იყო – მინდვრებს ნისლი ებურა და მე სოფლიდან მივდიოდი. თუკი ეს
ნისლი ჭეშმარიტებას მიჩვენებდა – რომ აღარ დავბრუნდებოდი და ბიდი მართალი
აღმოჩნდებოდა – მაშ, რაღას ვიტყოდი, გარდა იმისა, რომ ეს ნისლიც მართალი აღმოჩნდა.
36
მე და ჰერბერტი სულ უფრო ვირთულებდით საქმეს, რადგან მეტ და მეტ ვალს ვიღებდით.
დროდადრო ისევ ვანგარიშობდით, ახალ-ახალ "მარაგებს" ვიტოვებდით და მსგავს საზიანო
ფინანსურ ოპერაციებს ვასრულებდით. დრო კი, როგორც ყოველთვის, გადიოდა და
ჰერბერტის წინასწარმეტყველებაც ამიხდა: ვერც კი შევამჩნიე, ისე გავხდი სრულწლოვანი.
რვა თვით ადრე ჰერბერტსაც შეუსრულდა ოცდაერთი წელი. მაგრამ რაკიღა ასაკის გარდა
სხვა არაფერი მომატებია, ამ თარიღმა ბერნარდის ფუნდუკში განსაკუთრებული
მღელვარების გარეშე ჩაიარა. ჩემს სრულწლოვანებას კი მოუთმენლად ველოდით, მასთან
დაკავშირებით უამრავი ვარაუდი და მოლოდინი გვქონდა, რადგან ორივე ვფიქრობდით,
რომ ჩემს მეურვეს ამ დღეს მაინც უნდა მოეწოდებინა რამე კონკრეტული ცნობები.
– მაშ, ასე, პიპ, – წამოიწყო, – დღეს მისტერ პიპით უნდა მოგმართო. დაბადების დღეს
გილოცავთ, მისტერ პიპ!
– მაშ, ასე, ჩემო ნორჩო მეგობარო, – მომმართა, როგორც პროცესზე გამოძახებულ მოწმეს, –
ორიოდე სიტყვა მაქვს თქვენთვის სათქმელი.
– ბრძანეთ, სერ.
– რა თანხა, სერ?
– რა... თანხას... ხარჯავთ... წელიწადში? – დამიმარცვლა მისტერ ჯეგერსმა. ისევ ჭერს ახედა,
მერე ოთახს შეავლო თვალი და ცხვირისკენ წაღებული ცხვირსახოცი ჰაერში გააჩერა.
მაინც თავი და ბოლო ვერ გამეგო. გავაცნობიერე, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა, რაც
მისტერ ჯეგერსისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა და მითხრა, ასეც ვფიქრობდიო. მერე
კმაყოფილი სახით ცხვირი მოიხოცა.
– მე კითხვა დაგისვით, ჩემო მეგობარო, – მითხრა მერე, – თქვენ ხომ არ გაქვთ ჩემთან
შეკითხვა?
– ახლა კი, მისტერ პიპ, – კვლავ მომმართა ვექილმა, – გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ.
საკმარისად თავისუფლად იღებდით ჩვენგან კრედიტს. თქვენი სახელი ხშირად
ფიგურირებს მისტერ უემიკის ხარჯთაღრიცხვის წიგნში. რა თქმა უნდა, ვალიც გაქვთ?
– დიახ, სერ.
– არ გეკითხებით, რამდენი გაქვთ ვალი, რადგან ეს არ იცით და, რომც იცოდეთ, მაინც
ნაკლებს მეტყოდით. ასეა, ასეა, მეგობარო, – მისტერ ჯეგერსმა თითის გაშვერით შემაჩერა,
რადგან შეკამათება დავაპირე, – გასაგებია, რომ გგონიათ, ასე არ მოიქცეოდით, მაგრამ
მერწმუნეთ, მე უკეთ ვიცი. მომიტევეთ, ამას რომ ვამბობ. ახლა კი ეს ფურცელი
გამომართვით. გიჭირავთ? ძალიან კარგი. გაშალეთ და მითხარით, რა არის.
– ბანკნოტი, – ვუპასუხე, – ხუთასი გირვანქა სტერლინგი.
– უეჭველად ასეა.
– არც იმისთვის მიხდიან, პიპ, თქვენი სიტყვები ვინმეს გადავცე, – ამის შემდეგ სერთუკის
კალთები ისე აიკრიფა ორივე ხელით, როგორც ცნობების შეკრება იცოდა ხოლმე, და თავის
ფეხსაცმელს ისე დააცქერდა, თითქოს რაღაც ვერაგულ ქცევაში სდებდა ბრალს.
ვიდრე ოდესმე.
დასრულდება. როცა ის გამოჩნდება, სულაც არაა აუცილებელი, მე ამის შესახებ რამე ვიცოდე.
მეტს აღარაფერს გეტყვით.
– თუკი აღარაფერი გაქვთ სათქმელი, სერ, – ვუთხარი, – აღარც მე მსურს რამის თქმა.
მან თავის დაკვრით დასტური მომცა, მერე ქურდების სანატრელი საათი ამოაძვრინა და
მკითხა, სად ვაპირებდი სადილობას. ვუთხარი, ჩემს ბინაში ჰერბერტთან ერთად-მეთქი.
ზრდილობა მოითხოვდა, მეკითხა, ჩემთან სადილობით პატივს თუ დამდებდა და ისიც
მაშინვე დამთანხმდა, თან დაჟინებით მოინდომა ჩემთან ერთად წამოსვლა, რათა მის გამო
საგანგებოდ არაფერზე შევწუხებულიყავი. მანამდე კი ორიოდე წერილი ჰქონდა დასაწერი და
(რაღა თქმა უნდა) ხელებიც ექნებოდა დასაბანი, ამიტომაც შევთავაზე, რომ შესასვლელში,
უემიკთან, დაველოდებოდი.
საქმე ის იყო, რომ, როგორც კი ხუთასი გირვანქა სტერლინგი ჩემს ჯიბეში აღმოჩნდა, ერთი
აზრი მომივიდა, რომელიც მანამდეც არაერთხელ მომსვლია, და ვიფიქრე, ამასთან
დაკავშირებით რჩევის სათხოვნელად საუკეთესო პიროვნება უემიკი იყო.
მას სეიფი უკვე ჩაეკეტა და შინ წასასვლელად ემზადებოდა – თავისი მერხიდან ამდგარიყო,
ორი ჩამოღვენთილი შანდალი ჩამოედო და სანთლის საჩხრეკთან ერთად კარის გვერდით
დაედგა, რათა გასვლის წინ ჩაექრო.
– მისტერ უემიკ, – მივმართე, – თქვენი აზრი მაინტერესებს. დიდი სურვილი მაქვს, ერთ
მეგობარს დავეხმარო.
უემიკმა საფოსტო ყუთი მოკუმა და თავი ისე გააქნია, აქაოდა, ამგვარ სისუსტესთან
დაკავშირებით, აბა, რა აზრი უნდა მქონდესო.
– მის ნაცვლად გსურთ წილის შეტანა? – ივარაუდა უემიკმა. ეს სიტყვები ნახერხივით მშრალი
კილოთი გამოცრა.
– მისტერ პიპ, – მითხრა უემიკმა, – მოდით, ერთად ჩამოვთვალოთ თითებზე, რამდენი ხიდია
განლაგებული აქედან ჩელსი-რიჩამდე. მაშ, ასე: ღონდონის ხიდი – ერთი; საუთვორკი –
მეორე; ბლეკფრაიერსი – მესამე; ვატერლოო – მეოთხე; უესტმინსტერი – მეხუთე და ვოქსოლი
– ესეც თქვენი მეექვსე, – თითოეული ხიდის დასახელებისას გასაღების ყუნწით თითებს
იკეცავდა, – ხედავთ? თქვენ განკარგულებაში მთელი ექვსი ხიდია, აირჩიეთ!
– ამოირჩიეთ ნებისმიერი ხიდი, მისტერ პიპ, – მომიგო უემიკმა, – ზედ გაიარეთ და ამ ხიდის
შუა თაღიდან თქვენი ფული ტემზაში მოისროლეთ: ასე დანამდვილებით გეცოდინებათ, რა
ბედიც ეწია. მეგობარს თუ ფულით დაეხმარებით, მაშინაც გეცოდინებათ, ოღონდაც ეს ცოდნა
ბევრად უსიამოვნო და უსარგებლო იქნება.
– ესე იგი, თქვენი აზრით, – შევეცადე, აღშფოთება დამემალა, – ადამიანმა არასოდეს უნდა...
– ...არასოდეს უნდა დააბანდოს მოძრავი ქონება მეგობარში? რა თქმა უნდა, არა. თუკი
მეგობრის თავიდან მოშორება არ გადაუწყვეტია. მაშინ საკითხი ასე დგას: რამდენად უღირს
მას ამ მეგობრის მოშორება?
– აჰ, ასე? – ჩავეძიე, რადგან შევნიშნე, რომ თავის დასაძვრენი ხვრელი მოემზადებინა, –
უოლუორთშიც ამავე აზრისა იქნებით?
სამივე ერთად გავედით, უემიკმა კიბიდან ერთ მხარეს გაუხვია, ჩვენ კი – მეორე მხარეს.
მხოლოდ მე როდი წამიხდინა გუნება. მისი წასვლის შემდეგ ბუხრის ცეცხლს მიშტერებულმა
ჰერბერტმა გამომიცხადა, მგონი საშინელი დანაშაული ჩავიდინე, ოღონდაც ვეღარ ვიხსენებ,
რა – თავს იმდენად უღირსად და ბრალეულად ვგრძნობო.
37
მოხუც ჯენტლმენს ისე დავუქნიე თავი, როგორც უემიკი უქნევდა, რის შემდეგაც შიგნით
შემიძღვა და ბუხართან დავსხედით.
– ჩემი ვაჟი, ალბათ, სამსახურში გაიცანით, ასე არ არის? – მკითხა მოხუცმა, თან ცეცხლთან
ხელებს ითბობდა, – მსმენია, ჩემი ვაჟი თავისი საქმის საუკეთესო მცოდნეა, – პასუხად
გამალებით დავუქნიე თავი, – დიახ! ასე
მეუბნებიან. მისი საქმე სამართალია, ხომ? – კვლავ თავი დავუქნიე, – ჩემი ვაჟი იმიტომაც
უფრო მაკვირვებს, რომ სამართალმცოდნედ კი არა, ღვინის მეკასრედ ვამზადებდი.
– ოჰ, რას ბრძანებთ! ეგ მართალია! – დღემდე ვერ ვხვდები, ამით რა იგულისხმა და ჩემს
სიტყვებში რა ხუმრობა მოესმა.
რაკი გამუდმებით თავის კანტური აღარ გამოდიოდა და მეც უნდა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა,
კვლავაც ჩავყვირე, თქვენ თვითონაც მეკასრე ხომ არ ბრძანდებოდით-მეთქი. მას მერე, რაც
რამდენჯერმე ამოვთქვი ეს სიტყვა ტუჩების ენერგიული მოძრაობითა და მოხუცსაც
რამდენჯერმე დავუკაკუნე
მკერდზე თითი, იმის ნიშნად, რომ შეკითხვა უშუალოდ მას ეხებოდა, როგორც იქნა,
სასურველ შედეგს მივაღწიე.
– ჩემი ვაჟი შინ მობრუნდა! – რის შემდეგაც ორივენი ასაწევ ხიდთან გავედით. ერთ რამედ
ღირდა უემიკის ნახვა, როცა მან თხრილის მეორე ნაპირიდან
ხელი დამიქნია, თუმცა სულ ადვილად შეეძლო, ხელი ჩამოერთმია. ბერიკაცს ეტყობოდა, ისე
მოსწონდა ხიდის ჩამოშვება, დახმარება არც მიცდია; იქვე ვიდექი და უემიკის შემოსვლას
ველოდი, რომელმაც თავისთან ერთად მოსული მის სკიფინზი გამაცნო.
– მოხუცს ეს გამოგონება სჭირდება და ართობს კიდეც. თანაც ვინც ჭიშკართან მოდის, მათგან
არავინ იცის ამ ღილაკების შესახებ, მხოლოდ მოხუცმა, მე და მის სკიფინზმა ვიცით!
– გარდა ამისა, – დასძინა მის სკიფინზმა, – მისტერ უემიკმა ეს თვითონ გამოიგონა და
საკუთარი ხელით გააკეთა.
მოუძვრია, რაც იმას უსვამდა ხაზს, რომ სახლში სტუმარი იყო), უემიკმა თავის მამულში
გასეირნება და იმის ნახვა შემომთავაზა, კუნძული ზამთარში როგორ გამოიყურებოდა. რაკი
ეს მინიშნებად ჩავთვალე, რომ მისი უოლუორთული აზრები და გრძნობები გამომეკითხა,
მაშინვე ვისარგებლე შემთხვევით და
მთელი გულით მიყვარს, მსურდა, ჩემი იღბლის ერთი სხივი მასაც მოხვედროდა. სწორედ
ამისთვის ვთხოვდი უემიკს, საქმისა და ადამიანების ღრმა მცოდნეს, რჩევა მოეცა,
საუკეთესოდ როგორ მომეხერხებინა, ჩემი საშუალებებით
– თავი ვერ შევიკავე და ჩემი განცდები გაგანდეთ, თუმცა ვიცი, ჩემი თხოვნა თქვენთვის
შემაწუხებელია. მაგრამ ამაში თქვენვე გდებთ ბრალს: აქ რომ არ მოგეყვანეთ და აქაურობა არ
გეჩვენებინათ, ასე ვერასოდეს მოგენდობოდით.
უემიკი ცოტა ხანს დუმდა, მერე უცნაური კრთომით მითხრა:
– მისტერ პიპ, იცით, ერთი რამ უნდა გითხრათ. ძალიან მადლიანი საქმე ჩაგიფიქრებიათ.
კიდევ ხანმოკლე საუბრის შემდეგ ციხესიმაგრეში შევბრუნდით. მის სკიფინზს ამასობაში ჩაი
მოემზადებინა. ტოსტების შებრაწვის საპასუხისმგებლო მოვალეობა მოხუცმა იკისრა და ისე
გულმოდგინედ მიუდგა, ლამის თვალები ამოიწვა. ნორმალური კი არა, კარგა ნოყიერი ხემსი
გველოდა. კეთილშობილ ბერიკაცს კარაქწასმული, ჯერაც შიშხინა ტოსტების იმსიმაღლე
ზვინი აეკოკოლავებინა, მის უკან ძლივსღა მოჩანდა. ამასობაში მის სკიფინზმა სურნელოვანი
ჩაი იმხელა ჩაიდანში დააყენა, ფარდულიდან ღორმაც კი მოგვაწვდინა ხმა – როგორც ჩანს,
წვეულებაზე დასწრება მოესურვებინა.
ვიდრე მოხუცი სათვალეს ირგებდა, უემიკმა ამიხსნა, რომ ესეც ჩვეულების ნაწილი იყო,
რადგან მოხუცს ახალი ამბების ხმამაღლა კითხვა სიამოვნებას ანიჭებდა.
– არ მინდა, ამჯერად გამონაკლისი დავუშვა, რადგან ისედაც არცთუ ბევრი სიამოვნება აქვს,
ხომ ასეა, მოხუცო?
– კარგი, ჯონ, კარგი! – მიუგო ბერიკაცმა, რაკი შენიშნა, რომ მას მიმართავდნენ.
– ჰო, კარგი, ჯონ, კარგი, – უთხრა გახარებულმა მოხუცმა და ისეთი ხალისით დაფაცურდა,
მართლაც გულისამაჩუყებელი სანახავი იყო.
მოხუცის კითხვამ მისტერ უოპსლის ბებიდის გაკვეთილები მომაგონა, იმ
ცოტა ხანში უემიკის მკლავი თანდათან უკან გასხლტა და მის სკიფინზის ზურგს უკან
გაუჩინარდა, მერე კი მეორე მხრიდან მიეპარა, მაგრამ ქალმა
მიუღია მონაწილეობა.
38
საქმროს უმცროსი ძმა – ძნელად თუ ვიგრძნობდი თავს მისგან იმაზე შორს, ვიდრე მაშინ,
როცა ყველაზე ახლოს ვიყავი. მისთვის სახელით მიმართვისა და იმის უპირატესობა, რომ
თვითონაც სახელით მომმართავდა, ჩემ მდგომარეობას მხოლოდ აუარესებდა.
დარწმუნებული ვარ, ეს მის დანარჩენ თაყვანისმცემლებს ჭკუიდან შლიდა, მაგრამ რა ხეირი?
– ეს მეც მშლიდა ჭკუიდან!
– პიპ, პიპ, – მითხრა ერთი ასეთი ახირებისას, როდესაც რიჩმონდში საღამო ხანს ფანჯარას
ვუსხედით, – ნუთუ არასოდეს გამოიჩენთ სიფრთხილეს?
– ასე თუ ისე, ამჯერად სიფრთხილეს ვერ გამოვიჩენდი. თქვენ მომწერეთ და მეც გეახელით,
– მხოლოდ ესღა ვუთხარი.
– მართალი ხართ, – მომიგო ჩვეული გულგრილი ღიმილით, რომელიც მუდამ
სასოწარკვეთილებაში მაგდებდა.
– ერთი დღით მის ჰევიშემს უნდა ვესტუმრო სატისში. თუ გინდათ, გამაცილეთ. მარტო
მგზავრობა არ მიყვარს, ჩემი მოახლის მიღება კი არ სურს,
რადგან საშინლად აშინებს იმაზე ფიქრი, ვაითუ მდაბიოებმა მასზე ილაპარაკონ. მაშ,
წამომყვებით?
– თუკი ასეა, მოდით, ზეგ გავემგზავროთ. ყველა ხარჯს ჩემი საფულიდან დაფარავთ.
მხოლოდ ამ პირობით წამოხვალთ, გესმით?
– და გემორჩილებით, – ვუპასუხე.
მის ჰევიშემს ახლა იმაზე ბევრად უფრო სულის შემძვრელად უყვარდა ესტელა, ვიდრე
მაშინ, როდესაც პირველად შევხვდი. სულის შემძვრელად-მეთქი, განგებ ვამბობ, რადგან მის
ანთებულ მზერასა და იმ გზნებაში, რითაც ქალიშვილს ეხვეოდა, რაღაც ავადმყოფურად
შემზარავს
ვამჩნევდი. თვალს ვერ აცილებდა ესტელას სილამაზეს, მის სიტყვებს იჭერდა, მის
მოძრაობებს გაფაციცებული უცქერდა, თან თავდავიწყებით იფშვნეტდა ხელებს, თითქოს
ვერ იჯერებდა, ეს მშვენიერი არსება თვითონ თუ გაზარდა.
ესტელასგან მზერა ჩემზე გადმოიტანა და კუდიანის თვალით გულის სიღრმეში ჩამხედა,
თითქოს ჩემი იარების დათვლა სურდა.
– როგორ გეპყრობა, პიპ? როგორ გეპყრობა? – დაჟინებით ჩამეკითხა, არც იმას მორიდებია,
ესტელა იქვე რომ იდგა და მისი სიტყვები ესმოდა. განსაკუთრებით კი მისი ქცევა საღამოს
მეუცნაურა, როდესაც ბუხრის მბჟუტავ ცეცხლს ვუსხედით – ესტელას ხელი მკლავქვეშ
ამოიდო, თითები ჩასჭიდა და ყველა იმ სახელისა თუ ვითარების გახსენებას შეუდგა, რასაც
ესტელა თავის წერილებში უამბობდა, და იმ მამაკაცების ჩამოთვლას, ვინც მოაჯადოვა. როცა
მის ჰევიშემი ამ ამბებს ავადმყოფური ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა, მეორე ხელით ჯოხს
დაყრდნობოდა, ზედ ნიკაპი ჩამოედო და შეშლილი, დაჭყეტილი თვალებით მომშტერებოდა,
ნამდვილ მოჩვენებას ჰგავდა.
ჯილდოს. ამაშივე მოვძებნე პასუხი იმაზე, თუ ასე დიდხანს რატომ მიმალავდნენ სიმართლეს
და ჩემს ყოფილ მეურვესაც თავი ისე რატომ ეჭირა, თითქოს ამ გეგმის შესახებ არაფერი
იცოდა. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი ბედისწერის მიღმა მის ჰევიშემს ვხედავდი – ისეთს,
როგორიც ამ წამს წარმომიდგა. და ჩემს ბედს
ის უკეთური წყვდიადი ფარავდა, რომელიც მის ჩარაზულ სახლში მზის სხივებს ახშობდა.
ბუხართან ვისხედით, მის ჰევიშემს ესტელასთვის ისევ ხელკავი ჰქონდა გაყრილი, მისი
თითები კი აღტყინებით ჩაებღუჯა. ესტელა თანდათანობით ხელის გათავისუფლებას
შეეცადა. მანამდეც უსიტყვოდ გამოუხატავს მოუთმენლობა და ეტყობოდა, ამ მგზნებარე
ალერსს არამცთუ არ პასუხობდა, არამედ იძულებით იტანდა.
– არა, უბრალოდ სულ ცოტათი ჩემივე თავი მომბეზრდა, – უპასუხა ესტელამ და მკლავი
გაითავისუფლა, წამოდგა, ბუხართან დადგა და ცეცხლს დააშტერდა.
– თქვი, აღიარე, უმადურო! – უფრო გაცხარდა მის ჰევიშემი და ჯოხი იატაკს დაჰკრა, – ჩემი
ალერსი მოგბეზრდა!
– რა ცივი და უგრძნობი ხარ! – შესძახა მის ჰევიშემმა, – გულის ნაცვლად ქვა გიძევს მკერდში!
– უნდა გესმოდეთ, რომ მე ის ვარ, რადაც მაქციეთ, – უთხრა ესტელამ, – კარგიც და ცუდიც,
წარმატებაც და მარცხიც, ერთი სიტყვით, ყველფერი, რაც ჩემშია, თქვენი დამსახურებაა.
– ამას უყურეთ! უყურეთ! – მწარედ მოთქვამდა მის ჰევიშემი, – ნახეთ, რა ხისტი და
უმადურია! როგორ დამდგარა იმ კერასთან, სადაც გავზარდე! სადაც ამ
დაფლეთილ მკერდში ჩავიკარი, თუმცა ჯერაც სისხლი მდიოდა, მას მერე, რაც ლახვარი
ჩამცეს, და სადაც ამდენი წელი სიყვარულით ვზრდიდი!
– ისედაც გაქვთ.
– რად უნდა შეგრაცხოთ გიჟად? – მშვიდად მიუგო ესტელამ, – შორს ვარ ამ აზრისაგან! განა
ცოცხალთა შორის ვინმემ ჩემზე უკეთ იცის, რა უზუსტესად მიიწევთ მიზნისკენ? ან რა
დროგამძლე მახსოვრობა გაქვთ? ეს მე ვიცი ყველაზე უკეთ; მე, რომელმაც ბავშვობის წლები
ამ კერასთან გავატარე, იმ პატარა სკამზე მჯდომმა, ახლაც წინ რომ გიდგათ. ვიდრე
მმოძღვრავდით, თვალებში შემოგციცინებდით, ვთრთოდი, გიფრთხოდით და მაინც
გაოცებით გიგდებდით ყურს!
– რა ამაყი ხარ, რა შეუვალი! – ამოიგმინა მის ჰევიშემმა და ორივე ხელი ჭაღარა თმაში
შეიცურა.
ვყოფილვარ?
ესტელა წამით მშვიდად და გაოცებით მიაჩერდა, მაგრამ სხვა მხრივ არ შემკრთალა. ამ წამმა
რომ ჩაიარა, კვლავ ცეცხლს ჩახედა.
– ვერ ვხვდები, – დუმილის შემდეგ მიუბრუნდა მის ჰევიშემს, – რატომ იქცევით ასე
უგუნურად, როდესაც დიდი ხნის შემდეგ გესტუმრეთ. თქვენი შეცდომები და მათი შედეგები
არასოდეს დამავიწყდება. თუმცა არც თქვენ და თქვენს მოძღვრებას ვუღალატებ. თავს ვერ
დავიდანაშაულებ, ერთხელაც არ გამომიჩენია სისუსტე.
– მგონი, ვხვდები, საქმე აქამდე როგორ მივიდა, – ხანმოკლე დუმილის შემდეგ მშვიდად
წარმოთქვა ესტელამ, – წარმოიდგინეთ, თქვენი შვილობილი მთლიანად ამ ოთახების
წყვდიადში გაგეზარდათ და არასოდეს გეთქვათ
მისთვის, რომ ქვეყნად მზის შუქი არსებობს, არც ოდესმე ამ შუქში თქვენი სახე გეჩვენებინოთ;
და ამ ყველაფრის შემდეგ რაღაც გაურკვეველი მიზეზით მოგეთხოვათ მისგან, მზის შუქს
ჩასწვდომოდა და შეეყვარებინა – მაშინაც გაბრაზდებოდით? მაშინაც გაგიცრუვდებოდათ
იმედი?
მის ჰევიშემი ყურს უგდებდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან
სახე არ უჩანდა.
– ასე რომ, – დაასკვნა ესტელამ, – რადაც შემქმენით, ისეთი უნდა მიმიღოთ. ეს არც ჩემი
დამსახურებაა და არც ჩემი ბრალი; რაც ვარ, ისა ვარ.
ვერ შევნიშნე, მის ჰევიშემი როდის და რანაირად ჩამოცურდა ძირს, მაგრამ ახლა პატარძლის
ფატის ნაფლეთებს შორის გართხმულიყო. დრო ვიხელთე – რახანია სული მეხუთებოდა – და
ოთახიდან გავედი, მანამდე კი ესტელას ვანიშნე, ქალისთვის მიეხედა. ვიდრე გავიდოდი,
შევნიშნე, ესტელა ისევ გაუნძრევლად იდგა ბუხართან, მის ჰევიშემის ჭაღარა თმა კი
გაყვითლებულ ნაფლეთებს შორის ძირს ჩამოშლილიყო და გულისშემძვრელ სანახაობად
ქცეულიყო.
ვხედავ, მუდამ მის ჰევიშემის ოთახი მაგონდება. გვიან საღამოს მე და ესტელამ ძველი დრო
გავიხსენეთ და ბანქო ვითამაშეთ, ოღონდაც ამ დროისათვის ორივე გაწაფული ვიყავით და
ფრანგულ თამაშებს ვთამაშობდით – ის დღე ამგვარად მიიწურა და დასაძინებლად წავედი.
ეზოს გადაღმა ფლიგელში ვიწექი. ეს პირველი შემთხვევა იყო, სატისის სახლში ღამის
გათევა რომ მიწევდა და ძილი არ მეკარებოდა. მის ჰევიშემის ათასობით ლანდი გამომეცხადა:
ხან ბალიშთან ამომიდგა, ხან საწოლის
ამოვყავი თავი. დერეფანს გავუყევი, მაგრამ სულ მალე სანთელი ჩავაქრე, რადგან ჩემ წინ მის
ჰევიშემი დავლანდე, მოჩვენებასავით; ხმადაბალი ქვითინით მიბარბაცებდა. მცირე
მანძილზე უკან გავყევი, რომელიღაც კიბეზე
ავიდა, ხელში უშანდლო სანთელი ეკავა, რომელიც, შესაძლოა, თავისი ოთახის კედლიდან
ჩამოხსნა, და მის მქრქალ შუქში მართლაც მიღმიერ არსებას ჰგავდა. კიბის ძირში შევჩერდი
და, მართალია, კარის გაღების ხმა არ გამიგონია, მაგრამ შმორის სუნი მეცა და მივხვდი, იმ
დარბაზში შევიდა, სადაც საქორწინო სუფრა იყო, იქიდან – თავის საძინებელში, მერე კვლავ
დარბაზში დაბრუნდა ისე, რომ ქვითინი არ შეუწყვეტია. დრო გადიოდა, ეზოში გასვლაც
ვცადე და ჩემს საძინებელში დაბრუნებაც, მაგრამ ორივე – ამაოდ. მხოლოდ მაშინ გავაგნე
ფათურით, როდესაც სახლში რიჟრაჟის პირველი ბინდი შემოიპარა. მთელი ამ ხნის
განმავლობაში, როცაკი კიბეს ვუახლოვდებოდი, მისი ნაბიჯების ხმა და ჩუმი ქვითინი
მესმოდა.
მეორე დღეს, ვიდრე გავემგზავრებოდით, ესტელასა და მის ჰევიშემს აღარ უკამათიათ, არც
შემდგომი სტუმრობებისას შემინიშნავს ეს. რამდენადაც მახსოვს, კიდევ ოთხჯერ
ვესტუმრეთ. არც ესტელას მიმართ მის ჰევიშემის ქცევაში შემიმჩნევია რამე ცვლილება, გარდა
იმისა, რომ მომეჩვენა, თითქოს შიშის სუსტი ელფერი შეერია.
მას მერე, რაც ყველამ შესვა სადღეგრძელო, დრამლის პირისპირ მჯდომმა ჰერბერტმა
განაცხადა:
– ამ ქალბატონს ვიცნობ!
– მართლა? – ზიზღით გამოსცრა დრამლმა.
ამ ტლუ იდიოტმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა პასუხად – ამას გარდა მხოლოდ თეფშს ან ჭიქას
თუ გვესროდა. მაგრამ ამ პასუხმა ისე გამაცხარა, თითქოს ენამახვილობისა და სისხარტის
მწვერვალი ყოფილიყო, იმწამსვე წამოვხტი და განვაცხადე, დარბაისელ "სკვინჩას" არ
ეკადრება ამ "კორომში" სიტყვით გამოსვლა – ასეთი პარლამენტარული გამოთქმები ძალიან
გვიყვარდა – და იმ ქალბატონის სადღეგრძელოს თქმა, რომელსაც სინამდვილეში არც კი
იცნობს-მეთქი. მისტერ დრამლი, თავის მხრივ, ფეხზე წამოიჭრა და მომახალა, ამით რას
გულისხმობთო. რაზეც მძაფრად ვუპასუხე, თუკი ჩემთან შეხვედრას ისურვებთ, იცით, სადაც
მომძებნოთ-მეთქი.
ვინმეს შეიძლებოდა სცოდნოდა, სად მოვეძებნე. ამის შემდგომ, ვიდრე "კორომი" ყაყანით
ივსებოდა, მე და დრამლი ერთი საათის განმავლობაში ერთიმეორეს ვუღრენდით; საღამოს
დასასრულს ერთხმად გადაწყდა, რომ კეთილ გრძნობებს ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება
ჯერ არასოდეს უზეიმია.
თუმცა ობობა, როგორც მას მისტერ ჯეგერსმა შეარქვა, საფარში ჯდომასა და ლოდინს
შეჩვეული აღმოჩნდა; მოთმინების უნარიც ჰქონდა. ამას ისიც დავუმატოთ, რომ თავის ფულსა
და გვარიშვილობაში იმდენად მტკიცედ იყო დარწმუნებული, ეს ხშირად ნებისყოფისა და
მიზანსწრაფულობის მაგივრობას უწევდა. ასე რომ, ობობა ესტელას გაფაციცებით
სდარაჯობდა და არაერთი ჭრელ-ჭრელი მწერიც დააფრთხო, რადგან თვითონ საჭირო
დროს თავისი ქსელით წამში ძირს ეშვებოდა და ქალიშვილის გვერდით ჩნდებოდა.
რიჩმონდის საკრებულოს მეჯლისზე (იმხანად ქალაქის საკრებულოებში მეჯლისების
გამართვა იყო მიღებული), სადაც ესტელამ ყველა სხვა ლამაზმანი დაჩრდილა, სულელი
დრამლი ისე ეტმასნებოდა და ისიც იმდენად მოწყალედ ეპყრობოდა, ბოლოს და ბოლოს,
გადავწყვიტე, ქალიშვილს ამ თაყვანისმცემლის შესახებ დავლაპარაკებოდი. ეს მაშინ
მოვახერხე, როცა შინ წასასვლელად გამზადებული მოშორებით, ყვავილების ქოთნებთან
იჯდა და მისის ბრენდლის ელოდებდა.
– დაიღალეთ, ესტელა?
– საკმაოდ, პიპ.
– დიახ. წესით, დაღლილი უნდა იყოთ.
– ჯობდა, გეთქვათ, წესით, არ უნდა იყოთო. რადგან, ვიდრე დავწვები, სატისის სახლში
წერილი მაქვს გასაგზავნი.
– და რატომ უნდა შევხედო? – მკითხა ესტელამ ისე, რომ ჩემთვის არ მოუცილებია თვალი,
– მაინც რას წარმოადგენს, თქვენი სიტყვებით თუ ვიტყვი, იქით, კუთხეში მდგომი
ახალგაზრდა ისეთს? რით იმსახურებს ჩემს
ყურადღებას?
– რა ვიცი, – წამით დადუმდა, მერე გაიცინა, – იქნებ ძალუძს კიდეც. როგორც გენებოთ, ისე
იფიქრეთ.
– ისიც ხომ იცით, რომ ფულისა და დიდგვაროვანი წინაპრების ყბადაღებული ნუსხის გარდა
სხვა ვერაფრით დაიკვეხნის?
– მერედა, რა? – მესამედაც გაიმეორა და ყოველ ჯერზე ლამაზი თვალები სულ უფრო
უფართოვდებოდა.
– პიპ, – მითხრა მას მერე, რაც ოთახს თვალი შეავლო, – გთხოვთ, ამ სისულელეებს თავი
დაანებოთ და აღარ მიხსენოთ, ეს თქვენზე რამდენად მოქმედებს. იქნებ სხვებზეც მოქმედებს.
იქნებ სწორედ ეს მინდა. აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი.
– ღირს! რადგან ვერ ავიტან, თქვენზე ვინმემ თქვას, არარაობას თავს უყადრებსო.
– რომ უყადრებთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან ამ საღამოს დავინახე, ისეთი
ღიმილიანი სახით უცქერდით, როგორც ჩემთვის არასოდეს შემოგიხედავთ.
– დიახ! მასაც და ბევრ სხვასაც – თქვენ გარდა ყველას. აგერ, მისის ბრენდლიც მოდის, ამაზე
მეტს აღარაფერს ვიტყვი.
მას მერე, რაც ერთი თავი იმ თემას დავუთმე, უსასრულო ტკივილს რომ მაყენებდა,
შემიძლია დაუბრკოლებლად გადავიდე იმ მოვლენაზე, რომელიც კიდევ უფრო დიდხანს
აწვა ჩემს ბედისწერას და ჯერ კიდევ მაშინ მზადდებოდა, როცა ესტელას არსებობაზე
წარმოდგენაც კი არ მქონდა. მის ჰევიშემს კი ჯერ
ის-ის იყო, დაეწყო თავისი მჭკნარი ხელებით მისი ბავშვური პიროვნების ძერწვა თუ
მსხვრევა.
39
ერთი კვირის წინ ოცდასამი წელი შემისრულდა. ჩემს სამომავლო იმედებთან დაკავშირებით
ისევ არაფერი ვიცოდი. წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ბერნარდის ფუნდუკიდან
წამოვედით და ტემპლში ვცხოვრობდით. ჩვენი ბინა მდინარის პირას, გარდენ-ქორტში
მდებარეობდა.
არცთუ ცოტა დრო იყო გასული, რაც მისტერ პოკეტთან მეცადინეობა დავასრულე, თუმცა
კვლავაც განვაგრძობდით თბილ ურთიერთობას. მართალია, ვერანაირ საქმეს ხელი ვერ
მოვკიდე – იმედს ვიტოვებ, ამის მიზეზი ჩემი
საშინელი ამინდი იდგა: ავდარი, თქეში; ქუჩებში – წარღვნა და ტალახი. დღიდან დღემდე
ლონდონს აღმოსავლეთიდან ღრუბლების სქელი ფარდა უტევდა, რომელსაც ბოლო არ
უჩანდა, თითქოს აღმოსავლეთი ქარიშხლისა და წვიმის უსასრულობად ქცეულიყო. ისეთი
ძლიერი ქარი ქროდა, ქალაქის არაერთ მაღალ შენობას ახადა სახურავი; სოფლად კი ხეები
ამოძირკვა და წისქვილებს ფრთები მოსტაცა. პორტებიდან გემების დაღუპვის სავალალო
ცნობები აღწევდა. დამანგრეველ ქარიშხალს წვიმის ნიაღვრები ემატებოდა, ხოლო ის
საღამო, როდესაც წიგნს ვუჯექი, სხვებზე უარესი დღის დასასრული იყო.
მას მერე ტემპლის უბანი შესამჩნევად შეიცვალა – ახლა ისეთი უკაცრიელი აღარ არის,
მაშინ რომ იყო, აღარც მაშინდელივით გადაჰყურებს მდინარეს. ბოლო სახლის ზედა
სართულზე ვცხოვრობდით და ქარი სახლს ისე აზანზარებდა, ყოველ ჯერზე
გეგონებოდათ, ზარბაზანმა დასჭექა, ანდა ზღვა ადიდდაო. როდესაც ქარი ფანჯრის მინას
წვეთებს ახლიდა, წიგნიდან ამოვიხედავდი და წარმომედგინა, თითქოს ზღვის სანაპიროს
შუქურის კოშკზე ვმჯდარიყავი შტორმის დროს. დროდადრო ბუხრიდან ოთახში კვამლის
ქულა შემოდიოდა, თითქოს ასეთ ღამეში გასვლას ვერ ბედავდა. კვამლის გასაშვებად კარი
გავაღე და დავინახე, რომ სადარბაზოში ქარს ფარნები ჩაექრო. თვალები ხელისგულებით
მოვიჩრდილე და ბნელ ფანჯარაში გავიხედე (ასეთ ქარსა და თქეშში ფანჯარას ოდნავადაც კი
ვერ გამოვაღებდი). გავარჩიე, რომ ეზოს ფარნებიც ჩამქრალიყო, ქუჩაშიც ბჟუტავდა, ხოლო
მდინარის ბარჟებზე ანთებული კოცონების ალს ქარი წითელ შხეფებად ფანტავდა.
– თერთმეტი საათი ჩამორეკეს. ქარი უცნაურად უცვლიდა ხმას და, ვიდრე იმას
ვუკვირდებოდი, ზარის ბგერები ქარში როგორ წყდებოდა, კიბეზე ნაბიჯების ხმა მომესმა.
მხრებზე ეფინა. ასაკით სამოციოდე წლის იქნებოდა. დაკუნთული, ბრგე კაცი ჩანდა, ფეხზე
მედგრად იდგა და სახე ქარისა და მზისაგან
– იქნებ შემოხვიდეთ?
– რა უფლება გაქვთ, სრულიად უცხო კაცს, ჩემს ბინაში ასეთ დროს რომ შემოდიხართ და ამ
კითხვას მისვამთ?
– ყოჩი ყოფილხარ! – კაცმა ისეთი აშკარა სიყვარულით გაიქნია თავი, საბოლოოდ დამაბნია და
აღმაშფოთა, – მიხარია, ასეთი ყოჩი რომ გაიზარდე! მაგრამ ჯობია არ მომეკარო, თორემ
სანანებელი გაგიხდება.
ვიდრე ამას ამბობდა, თავდასხმაზე ფიქრი უკვე მივატოვე, რადგან უეცრად ვიცანი! ჯერ
მის ერთ ნაკვთსაც კი ვერ ვიხსენებდი, მაგრამ ვიცოდი, ვინც იყო! ქარსა და წვიმას მთელი
ჩავლილი წლები რომ წარეხოცა, დახვავებული
ცხადად ვერ ამოვიცნობდი, ვიდრე ახლა, ჩემს ოთახში, ჩემი ბუხრის წინ მჯდომს. სულ არ
სჭირდებოდა ჯიბიდან ქლიბის ამოღება და ჩვენება. არც დაგრეხილი ცხვირსახოცის
ყელიდან შეხსნა და თავზე წაკვრა; არც მკლავების ტანზე
შემოხვევა და ცახცახით ოთახის შემოვლა, თან ყოველწამს უკან მოხედვა, აბა, მიცნო თუ არაო.
ვიდრე ამ მინიშნებებს მომცემდა, მანამ ვიცანი, არადა, წამის წინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ
იყო.
მომიახლოვდა და ისევ გამომიწოდა ხელები, მე კი გაუცნობიერებლად ვმოქმედებდი –
სახტად დარჩენილი თავს ვეღარ ვერეოდი – და უხალისოდ, მაგრამ მაინც ჩავკიდე ხელები.
თითები აღტყინებით მომიჭირა, ჩემი ხელები ტუჩებთან მიიტანა, ემთხვია და არც მერე
გაუშვა.
– კეთილი საქმე ქენი, პიპ, – მითხრა, – მადლიანი საქმე, ჩემო ბიჭო. ეს არასოდეს დამვიწყებია!
მომეჩვენა, რომ ჩემი გულში ჩაკვრაც კი დააპირა – ეს უკვე ვეღარ ავიტანე, ხელისგული
მკერდზე მივაბჯინე და შევაჩერე.
– კმარა! გამეცალეთ! თუკი ჩემი მადლობელი ხართ იმისათვის, რაც ბავშვობაში გავაკეთე,
იმედი მაქვს, თქვენი მადლიერება იმით გამოხატეთ, რომ ცხოვრების წესი გამოისწორეთ.
თუკი აქ მადლობის სათქმელად მოხვედით, ეს
კაცმა ცხვირსახოცი ისევ ყელზე შემოიხვია, ოღონდ არ შეუკრავს და ცალ ბოლოს კბილები
ჩაავლო. ისევ კბილებში ედო, როცა გამოცრა:
– მგონი, მართლაც ვისურვებ დალევას... გმადლობ... ვიდრე წავალ.
აქამდე ფეხზე ვიდექი – არ დამიმალავს, მსურდა, რაც შეიძლებოდა მალე წასულიყო. მაგრამ
კაცის სათნო გამომეტყველებამ გული მომილბო. სასწრაფოდ მეც რაღაც ჩავისხი ჭიქაში და
ბუხრის წინ, მაგიდასთან, სკამი მივიდგი.
– იმედი მაქვს, ჩემი წეღანდელი სიტყვები საწყენად არ მიგიღიათ. ასე არ მიგულისხმია და,
თუკი გული გატკინეთ, გთხოვთ, მაპატიოთ. სიკეთისა და ბედნიერების მეტს არაფერს
გისურვებთ!
– მეცხვარეც ვიყავი, მესაქონლეც, სხვა მრავალი ხელობაც ვცადე, იქით, ახალ კონტინენტზე,
აქედან ოკეანის აბობოქრებული ტალღების მრავალი მილი რომ გვაშორებს.
ამ სიტყვებში ჩადებული აზრის ამოკითხვა აღარ მიცდია და იმას მივუბრუნდი, რაც უეცრად
მომაგონდა:
სტერლინგიანი ბანკნოტი მომიტანა. მაშინ, როგორც იცით, ღარიბი ბიძი ვიყავი და ჩემთვი ეს
ორი კუპიურა მთელ სიმდიდრეს ნიშნავდა. მაგრამ მას მერე, თქვენი არ იყოს, მეც
გამიმართლა, გავმდიდრდი და ნება მომეცით, ვალი დაგიბრუნოთ. იქნებ სხვა რომელიმე
ღარიბ ბიჭს მოახმაროთ, – ამ სიტყვებით საფულე ამოვიღე.
– როგორ?
– ჰო!
ჭიქა დაცალა, ზეზე წამოდგა და ცეცხლის წინ დადგა. მძიმე, გარუჯული ხელი ბუხრის
თაროზე ჩამოდო. გისოსზე გასათბობად ფეხი შემოდგა და სველ ჩექმას ორთქლი აუვიდა.
მაგრამ თვითონ არც ცეცხლისათვის შეუხედავს და არც ფეხსაცმლისათვის; ისე დაჟინებით
მიცქერდა, ავცახცახდი.
როგორც იქნა, ბაგე გავხსენი, თითქმის უხმოდ ამოვთქვი სიტყვები და ვამცნე (ამაზე
დაწვრილებით ვერ ვეტყოდი), რომ გარკვეული ქონების მფლობელი გავხდი.
– არ ვიცი, – ამოვილუღლუღე.
გული მძიმე უროსავით მიცემდა, სკამიდან წამოვხტი, საზურგეს ნერვიულად ჩავჭიდე ხელი
და გაშმაგებით მივაშტერდი.
– ჰო, პიპ, ჩემო ბიჭო, ჯენტლმენად მე გაქციე! ეს მე ჩავიდინე! მაშინვე პირობა მივეცი ჩემს
თავს: თუ ოდესმე ერთ გინეას ვიშოვიდი, ეს გინეა შენ გერგებოდა. რამე საქმეს თუ
გავჩარხავდი და გავმდიდრდებოდი, მთელ ამ სიმდიდრეს შენ გარგუნებდი. ჩემი ცხოვრება
თუ უხეშია, სამაგიეროდ, შენი იქნება დახვეწილი. მე თუ მძიმე ჯაფა დამაწვა, შენ მუშაობა
არ მოგიწევს. ნუ გეგონება, ჩემო ბიჭო, ამას იმისთვის ვამბობდე, თავი ჩემ მოვალედ
იგრძნო. ასე არ არის. ამას იმიტომ გეუბნები, რომ იცოდე: ის ქანცგაწყვეტილი ძაღლი,
რომელსაც სიცოცხლე შეუნარჩუნე, ისე ამაღლდა, რომ ჯენტლმენად გაქცია. შენ მართლაც
ჯენტლმენი გახდი, პიპ!
– მომხედე, პიპ. შენი მეორე მამა ვარ. შვილად მიგიღე – შვილზე მეტიც ხარ. მთელ ჩემს
შემოსავალს შენთვის ვზოგავდი. მაშინაც, როცა დაქირავებული მეცხვარე ვიყავი და
უკაცრიელ ტრამალზე ქოხში ვცხოვრობდი, გარშემო კი ცხვრების გარდა სულიერის
ჭაჭანება არ იყო და დამავიწყდა კიდეც, მამაკაცის ან ქალის სახე როგორია, მაგრამ შენი
სახე მაშინაც თვალწინ მედგა. რამდენჯერაც იმ ქოხში წახემსებისას დანა
დამივარდებოდა, იმდენჯერ ვამბობდი: აი, ჩემი ბიჭი ისევ მიცქერს, როგორ ვჭამ და ვსვამ-
მეთქი. სულ მეცხადებოდი, ისე მკაფიოდ, როგორც მაშინ, ჭაობებზე რომ გნახე. ღმერთო,
ვაქცევ-მეთქი. ჰოდა, ეს შევძელი კიდეც! ნახე, როგორი გახდი! ნახე, რა ბინაში ცხოვრობ!
ლორდს რომ ეკადრება, ისეთი! თუმცა, რა ლორდი! ლორდებს რომ შეეჯიბრო, მათაც აჯობებ
სიმდიდრით!
ისე გაცხარებით ლაპარაკობდა და საკუთარი გამარჯვებით ისე ტკბებოდა,
რომ არც კი შეუნიშნავს, მისი სიტყვები ჩემზე რა გავლენასაც ახდენდა. ვერც ის შენიშნა,
ლამის გული რომ მიმდიოდა და ეს სულ მცირედი, მაგრამ მაინც შვება იყო ჩემთვის.
– ამას შეხედე! – ჯიბიდან საათი ამომიღო და შეათვალიერა, მერე ბეჭდიან ხელზეც წამავლო
ხელი, მე კი მისი ყოველი მიკარებისგან გველნაკბენივით ვკრთებოდი, – ოქროა, თანაც რა
ლამაზი – აი, ჯენტლმენს რა ეკადრება! ლალებში ჩასმული ბრილიანტი – აი, ჯენტლმენს რა
ეკადრება! რა პერანგი – დახვეწილი და ქათქათა! რა ტანისამოსი – კაცი უკეთესს ვერც კი
ისურვებს!
წიგნები კიდევ, – ოთახს თვალი შეავლო, – მთელი თაროები სავსე! ასობით წიგნი! და
ყველა წაკითხული გაქვს, ასე არ არის? ვხედავ, მაშინაც კითხულობდი, მე რომ შემოვედი.
ჰა-ჰა-ჰა! მეც წამიკითხე, ჩემო ბიჭო! და თუკი ჩემთვის გაუგებარ ენაზე ეწერება, ისე ვიამაყებ
და გავიხარებ, გეგონება, ყოველი სიტყვა მესმოდეს!
ჩემი ორივე ხელი ისევ ტუჩებთან მიიტანა, რამაც ძარღვებში სისხლი გამიყინა.
– ლაპარაკით თავს ნუ შეიწუხებ, პიპ, – მითხრა მას მერე, რაც თვალები და შუბლი ისევ
სახელოთი შეიწმინდა და ყელიდან უცნაური ხროტინი ამოუშვა – როგორ მეცნო ეს ხმა! და,
ასეთი აღტყინებით რომ მელაპარაკებოდა, ამის გამო კიდევ უფრო შემძაგდა, – ჯობია, იყუჩო,
ჩემო ბიჭო. შენ ამ წუთს ჩემსავით არ ელოდებოდი. დიდხანს არ ემზადებოდი ამ
შეხვედრისათვის, მე კი დღეებსა და საათებს ვითვლიდი. მაგრამ ნუთუ არასოდეს მოგსვლია
აზრად, რომ ეს შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი?
– ახლა ხომ ხედავ, რომ მე ვყოფილვარ. და ამის შესახებ ჩემსა და მისტერ ჯეგერსის გარდა
ძეხორციელმა არ იცოდა.
ო, ესტელა, ესტელა!
– არ იდარდო, ჩემო ბიჭო, თუკი ფულს მათი ყიდვა შეუძლია, შენი იქნება! იმის თქმა
როდი მინდა, რომ შენისთანა წარმოსადეგი ჯენტლმენი ქალს ფულის გარეშე ვერ
მოხიბლავს; მაგრამ ფული ზურგს გაგიმაგრებს! მოდი, რაც დავიწყე, იმის თხრობას
დავასრულებ, ჩემო ბიჭო. იმ ქოხში რომ ვცხოვრობდი, ჩემი მეპატრონის სიკვდილის შემდეგ
(ისიც ჩემისთანა გადასახლებული იყო) მთელი მისი ფული მერგო, რის შემდეგაც
გავთავისუფლდი და საკუთარი საქმე წამოვიწყე. რასაც კი ხელს ვკიდებდი, ყველაფერს
შენთვის ვაკეთებდი.
ერთად, რომლითაც შენ მოძებნას ვთხოვდი, ის ფული იყო, ჩემმა მეპატრონემ რომ დამიტოვა,
და, ამას გარდა, პირველი წლების მოგებაც.
– ამის შემდგომ, ჩემო ბიჭო, ნუგეშად მექცა იმაზე ფიქრი, რომ ყველასაგან საიდუმლოდ
ნამდვილ ჯენტლმენს ვზრდიდი. ფეხით დავდიოდი, კოლონისტები კი ჯიშიანი ცხენებით
ჩამიქროლებდნენ და მტვერს სახეში მაყრიდნენ; ამ დროს
პატიმარი, უმეცარი ხეპრეაო, მაშინაც გულში ვამბობდი: მართალია, ჯენტლმენი არ ვარ, არც
ოდესმე მისწავლია, სამაგიეროდ, ჩემი გაზრდილი ჯენტლმენი მეყოლება. თქვენ ყველა
მიწებსა და საქონელს ფლობთ, მაგრამ, აბა, რომელ თქვენგანს შეუძლია, ჩემსავით
დაიკვეხნოს, ლონდონში კარგად აღზრდილი და ნასწავლი ჯენტლმენი მყავსო? წლების
განმავლობაში ეს ფიქრი მაძლებინებდა. და მთელი ეს ხანი ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან
ჩემი ბიჭის სანახავად ჩამოვიდოდი და გამოვემცნაურებოდი.
მხარზე ხელი დამადო, მე კი გამაჟრჟოლა იმის გაფიქრებისაგან, რომ ეს ხელი, შესაძლოა,
სისხლით ყოფილიყო მოთხვრილი.
– იქიდან წამოსვლა იოლი არ ყოფილა, პიპ, და არც უსაფრთხო. მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი:
რაც უფრო მიძნელდებოდა, მით მეტად ვცდილობდი და ბოლოს ჩემი მაინც გავიტანე, ჩემო
ბიჭო!
– დასაძინებლად? – ვკითხე.
– ჩემი მეგობარი და კომპანიონი შინ არ არის, – ვთქვი და ტახტიდან წამოვდექი, – მის ოთახს
დაგითმობთ.
– არც ხვალ.
– იმიტომ, რომ, ყური დამიგდე, ჩემო ბიჭო, – ხმას დაუწია და თითი მკერდში მომაბჯინა, –
სიფრთხილეა საჭირო.
– სიკვდილი?
ეგღა მაკლდა. ეს ღვთის პირიდან გადავარდნილი კაცი ამდენი წელია თავის ოქრო-ვერცხლის
ჯაჭვებსა და ბორკილებში მხლართავდა, მერე, ჩემი ნახვის გულისათვის, სიცოცხლე
საფრთხეში ჩაიგდო და ეს სიცოცხლე ბოლოს ჩემს
ხელთ აღმოჩნდა! მის მიმართ ზიზღის ნაცვლად სიყვარული რომ მეგრძნო; ძრწოლის
ნაცვლად სითბოთი და სიმპათიით რომ გავმსჭვალულიყავი, ამაზე უარეს მდგომარეობაში
ვერ ჩავვარდებოდი. პირიქით, მაშინ უფრო გამიადვილდებოდა, რადგან გულწრფელად და
ბუნებრივად ვეცდებოდი, საფრთხისაგან დამეცვა.
დავბრუნებულიყავი – თუნდაც იმიტომ, რომ მათ წინაშე ჩემი უღირსი საქციელის განცდა
ამის უფლებას არ მომცემდა. დედამიწის ზურგზე ვერანაირი სიბრძნე ვერ მაღირსებდა ისეთ
სიმშვიდესა და ბედნიერებას, რასაც მათი უბრალოება და ერთგულება მგვრიდა. მაგრამ მათ
წინაშე ჩემს დანაშაულს ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვისყიდდი.
მოგუდული ხმები მესმოდა. ამ შიშით ატანილმა თანდათან გავიხსენე, რომ მის გამოჩენამდე
არაერთ იდუმალ გაფრთხილებას წავაწყდი. გასული კვირების განმავლობაში ქუჩაში
გამვლელის სახე რამდენჯერმე მივამსგავსე მისას. ეს უცნაური შეხვედრები გახშირდა,
ვიდრე ის, როგორც ახლა შევიტყე, გემით ჩვენს ნაპირს უახლოვდებოდა. მისი უკეთური
სული ამ მაცნეებს ჩემს დამფრთხალ სულს უგზავნიდა, რაც ამ ქარიშხლიანი ღამით
დაგვირგვინდა, როცა მან პირობა შეასრულა და გამომეცხადა.
მაშინვე თვალწინ დამიდგა ისევ ის სურათი, მეორეს ხევში როგორ ურტყამდა და მხეცივით
გლეჯდა. ამ მოგონებებმა ბუხრისპირა სივრცე, მერე კი მთელი ოთახი იმ ბუნდოვანი
შიშით გამსჭვალა, რომ ასეთ ადამიანთან ღამით ერთ ბინაში თავის გამოკეტვა სახიფათო
იყო. ბოლოს ვეღარ გავუძელი, სანთელი ავიღე და გვერდით ოთახში ჩემს თავს მოხვეულ და
შიშის მომგვრელ სტუმარს დავხედე.
ცხვირსახოცი თავზე შემოეხვია და ეძინა, სახე მკაცრი და პირქუში, მაგრამ მშვიდი ჰქონდა.
თავის გვერდით, ბალიშზე, პისტოლეტი დაედო. ცოტათი გულდაწყნარებულმა კარისკენ
დავიხიე და, ვიდრე ბუხრისკენ წავიდოდი, გასაღები შიგნითა მხრიდან გამოვაძრე და
გარედან გადავატრიალე. მერე
ოთახებში მუდამ ვერ გამოვამწყვდევდი. ასე უფრო მეტი ეჭვი აღიძვრებოდა. მართალია,
იმხანად შურისმაძიებელი აღარ მემსახურებოდა, მაგრამ ბინას ერთი აშარი დედაბერი
მილაგებდა. მას მოსიარულე ძონძების ტომარა ეხმარებოდა, რომელსაც დედაბერი თავის
დისშვილად ასაღებდა. თუკი რომელიმე ოთახში არ შევუშვებდი, ჭორების მთელ
კორიანტელს დააყენებდნენ. ორივეს თვალთ აკლდა, რასაც კარის ჭუჭრუტანებში
თვალთვალის მრავალწლიანი ჩვევით ვხსნიდი, და მუდამ ჩემ სიახლოვეს ტრიალებდნენ,
მნიშვნელობა არ ჰქონდა, მჭირდებოდნენ თუ არა. ეს მათი ერთადერთი უცვლელი ჩვევა იყო,
თუ არ ჩავთვლით წვრილმან ქურდობას. ამ ადამიანებს რამე რომ არ ეყნოსათ, გადავწყვიტე,
დილითვე გამომეცხადებინა, მოულოდნელად სოფლიდან ბიძა მესტუმრა-მეთქი.
მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემს კიბეზე ჯაშუში მაინცდამაინც ამ ღამით გამოჩნდა,
ამიტომ დარაჯს ჭიქა სასმლით გავუმასპინძლდი და ვკითხე, წუხელ ღამით ჭიშკარში
შეზარხოშებული ჯენტლმენი ხომ არ შემოუშვია. მან დასტურით მიპასუხა. ღამის სხვადასხვა
საათში სამი ასეთი მომსვლელი ყოფილა. ერთი ფაუნტეინ-ქორტში ცხოვრობდა, დანარჩენი
ორი კი – ჩემს ქუჩაზე. დარაჯმა თავისი თვალით ნახა, სამივე შინ როგორ შევიდა. ჩემი
ერთადერთი მეზობელი რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ გაემგზავრა. უეჭველია, ამ ღამით
შინ არ დაბრუნებულა, რადგან კიბეზე ამოსვლისას მის კარზე ბოქლომი შევნიშნეთ.
– ამ ღამით ისეთი ავდარი იყო, სერ, – მითხრა დარაჯმა, როცა ჭიქას მიბრუნებდა, – ჭიშკართან
უჩვეულოდ ცოტა ადამიანმა ჩამოიარა. ამ სამის გარდა არავინ მახსენდება, თუ არ
ჩავთვლით თერთმეტ საათს, როდესაც ერთმა უცნობმა გიკითხათ.
დარაჯმა მიპასუხა, რომ კარგად ვერ შენიშნა, მაგრამ, სავარაუდოდ, მუშა იქნებოდა.
მონაცრისფრო-მოყავისფრო ტანისამოსი ეცვა და მუქი ქუდი ეხურა. დარაჯს ამ
შემთხვევისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიყებია, რაც ბუნებრივია, რადგან, ჩემგან
განსხვავებით, აღელვების მიზეზი არ ჰქონია.
როგორც იქნა, კარი გააღო და გამოვიდა. მისი ცქერა ჩემთვის ყოვლად აუტანელი იყო. მგონი,
დღის სინათლეზე კიდევ უფრო შემზარავად გამოიყურებოდა.
– რა ხელობა შეისწავლეთ?
– იმედი მაქვს, არა! – ეს რომ თქვა, ცერათითი ისე მოისვა ყელზე, უსიამო გრძნობამ ლამის
შემაღონა.
– ბოლოს.
– ხოლო, რაც დავაშავე, ის რახანია გამოვისყიდე კიდეც! – რის შემდეგაც საუზმეს შეუდგა.
– რა ვუყო, ჩემო ბიჭო, კარგი მჭამელი ვარ, – მომიბოდიშა დანაყრების შემდეგ, – ჭამა მუდამ
მიყვარდა. უჭმელი რომ ვყოფილიყავი, იქნებ განსაცდელიც ნაკლები მრგებოდა. ასევეა
ჩემთვის თამბაქოც. როცა ახალ კონტინენტზე მეცხვარეობა დავიწყე, თამბაქო რომ არა, იმ
ქოხში, იმ ტრიალ მინდორში, ალბათ, თვითონაც ცხვრად ვიქცეოდი.
თავს" უწოდებენ. ჩიბუხი გაავსო და მორჩენილი თამბაქო ჯიბეში ისე ჩაიყარა, თითქოს
უჯრაში ინახავსო. ბუხრიდან მაშით მუგუზალი ამოიღო და ჩიბუხს მოუკიდა, მერე ცეცხლს
ზურგი შეაქცია და, გუშინდელივით, ორივე ხელი გამომიწოდა.
– ესაა ის ჯენტლმენი, ჩემი ხელით რომ შევქმენი, – ხელები მაგრად ჩამჭიდა და ჩემი ხელები
ზევით-ქვევით დაარწია, – ნამდვილი ჯენტლმენი! როგორ მახარებს შენი ცქერა, პიპ! სხვა
არაფერი მინდა, მხოლოდ განზე გავდგე და გიცქირო!
როგორც კი შევძელი, ხელები მაშინვე გავითავისუფლე და მივხვდი, რომ ჩემს მდგომარეობას
თანდათან ვაცნობიერებდი. როცა შევხედე მის დანაოჭებულ, მელოტ თავს, რომელსაც ჭაღარა
თმა არშიასავით შემოვლებოდა, გავიაზრე, რასაც მივეჯაჭვე და რა მძიმე ტვირთიც
წამოვიკიდე.
– ამ საფულეში იმდენია, დახარჯვა რომ არ შეგრცხვება, ჩემო ბიჭო. სულ შენია. რაც კი
მაბადია, ჩემი კი არა, შენია. დარდი ნუ გექნება. ეს საიდანაც მოვიტანე, იქ კიდევ ბევრია
დარჩენილი. ჩემს ქვეყანაში იმისათვის მოვბრუნდი, საკუთარი თვალით მენახა, ჩემი
ჯენტლმენი ფულს როგორ ხარჯავს. ისე ხარჯე,
ჩემო ბიჭო, როგორც ჯენტლმენს შეშვენის. ჩემი უდიდესი სიხარულიც ეს იქნება. ამის
ცქერაზე მეტად დედამიწის ზურგზე ვერაფერი გამახარებს. და ეშმაკმაც დაგლახვროთ
სულყველა! – ოთახს შემოუარა და თითები ხმამაღლა გაატკაცუნა,
ამივარდა. რაც ვთქვი, უღირსი იყო. მდაბალი და უღირსი, ხომ გამიგე, პიპ? ეს აღარ მოხდება.
– პირველ რიგში, – ამოვიგმინე, – მითხარით, რა ზომების მიღება შეგვიძლია საიმისოდ, რათა
არ ამოგიცნონ და არ დაგაკავონ.
არა, ის უნდა გითხრა, რომ ამდენი წელია ჯენტლმენს ვზრდიდი და ისიც ვიცი, რა
– ჰო, მაგრამ, ეგ იცოდე, ჩემო ბიჭო: ამსიშორეზე იმიტომ არ წამოვსულვარ, რომ უღირსად
მოვიქცე. მაგრამ განაგრძე, ჩემო ბიჭო, რას ამბობდი?
– საფრთხე, კაცმა რომ თქვას, დიდი არც არის. თუკი ვინმემ არ დამასმინა, საფრთხე არც
მემუქრება. ჩემი ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ ჯეგერსმა იცის, უემიკმა და შენ. სხვა არავინ.
ვიღა გამცემს?
– არა მგონია, – მიპასუხა, – თითქმის არავინ მიცნობს. არც გაზეთში ვაპირებ განცხადების
გამოქვეყნებას, რომ ა. მ. ბოტანი-ბეიდან(პატიმართა დასახლება ავსტრალიაში.) დაბრუნდა.
თანაც ამდენი წელი გავიდა, დრო არავის ინდობს, ასე არ არის? მაგრამ იცი, რას გეტყვი, პიპ?
ასჯერ უფრო დიდი საფრთხის შემთხვევაშიც კი ჩამოვიდოდი შენთან.
გადავწყვიტე, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მისთვის იქვე, ჩემ გვერდით, რამე მშვიდი
და მოფარებული ბინა მომეძებნა, სადაც ჰერბერტის ჩამოსვლისთანავე გადავიდოდა,
ჰერბერტს კი ორ-სამ დღეში ველოდებოდი.
– მაგრამ ამის შემდეგაც კი, ჩემო ბიჭო, – ჯიბიდან პატარა, გაქონილი, შავყდიანი ბიბლია
ამოიღო, – ამაზე უნდა დავაფიცებინოთ.
იმდენად მქონდა დაქანცული, ამ ყველაფერს დღის ორ-სამ საათამდე თავი ვერ მოვუყარე.
სტუმარს ვთხოვე, ჩემს დაბრუნებამდე ბინაში ჩაკეტილიყო და კარი არავისთვის გაეღო.
– ზედმეტს ნურაფერს იტყვით, – მითხრა მისტერ ჯეგერსმა, – ნურც საკუთარ თავზე და ნურც
სხვაზე. ნურაფერს შემატყობინებთ. არ მსურს, რამე ვიცოდე. ცნობისმოყვარე არ ვარ.
– პირველი პირად საუბარს გულისხმობს. ხოლო ადამიანს, რომელიც ახალ სამხრეთ უელსში
იმყოფება, პირადად ვერ გაესაუბრებოდით.
– კეთილი.
– ვინმე ეიბელ მეგუიჩმა შემატყობინა, რომ სწორედ ისაა ჩემი მწყალობელი, რომლის
ვინაობაც ჩემთვის ამდენ ხანს უცნობი იყო.
– სერ, იმდენად უგუნური არ ვარ, ჩემს შეცდომებსა და მცდარ დასკვნებში ბრალი თქვენ
დაგდოთ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგონა, ეს მის ჰევიშემი იყო.
თავი გააქნია და სერთუკის კალთები აიკრიფა, – ნურასოდეს ენდობით იმას, რაც გეჩვენებათ.
მხოლოდ ფაქტებს ენდეთ. ამაზე უკეთესი წესი არ არსებობს.
– სერ, სათქმელი აღარაფერი მაქვს, – ამოვიოხრე მას მერე, რაც ერთხანს მდუმარედ ვიდექი, –
ცნობა გადავამოწმე და კმარა.
– ახლა, როდესაც მეგუიჩმა... ახალ სამხრეთ უელსში... როგორც იქნა, თავისი ვინაობა
გაამხილა, – განაგრძო ჯეგერსმა, – შეგიძლიათ დარწმუნდეთ, პიპ, თავიდანვე როგორი
სიზუსტით მივყვებოდი უტყუარ ფაქტებს. ხომ ცხადად აცნობიერებთ ამას?
– სრულებით, სერ.
– მეგუიჩს... რომელიც ახალი სამხრეთ უელსიდან დამიკავშირდა... მაშინვე მივწერე... ახალ
სამხრეთ უელსში... რომ მუდამ ფაქტების ერთგული დავრჩებოდი. და კიდევ ერთ რამესთან
დაკავშირებით გავაფრთხილე. თავის წერილში ბუნდოვნად მიმანიშნა, რომ თქვენ სანახავად
ინგლისში ჩამოსვლა სურდა. გავაფრთხილე, ეს თემა ჩემთან აღარასოდეს ეხსენებინა.
ავუხსენი, რომ შეწყალება მისთვის გამორიცხულია; გადასახლება სიცოცხლის ბოლომდე აქვს
მისჯილი და სამშობლოში მისი გამოჩენა ახალ დანაშაულს გაუტოლდება, რომელსაც
დაუყოვნებლივ მოჰყვება კანონის მხრიდან უმკაცრესი ზომა. ამის შესახებ მეგუიჩი
გავაფრთხილე, – ამ სიტყვებით ჯეგერსმა მკაცრად შემომხედა,
– უემიკმა მამცნო, – განაგრძო მისტერ ჯეგერსმა ისე, რომ ჩემთვის მკაცრი მზერა არ
მოუცილებია, – რომ პორტსმუთიდან წერილი მიიღო, რომლის დამწერიც ვინმე კოლონისტია,
გვარად, თუ არ ვცდები, პარვისი...
– დიახ, – ვუპასუხე.
– მაშ, იცით, რომ პროვისია. მაშ, წერილი პორტსმუთიდან, რომელიც ვინმე კოლონისტმა
პროვისმა მეგუიჩის დავალებით დაწერა და რომელშიც უემიკს თქვენს მისამართს
სთხოვდა. რამდენადაც ვიცი, უემიკმა სასურველი ცნობა პირველივე ფოსტით გაუგზავნა.
იქნებ სწორედ პროვისმა გამცნოთ ის, რომ ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრები მეგუიჩი თქვენი
მწყალობელია?
– მაშ, კარგ დღეს გისურვებთ, პიპ, – ხელი გამომიწოდა ჯეგერსმა, – თქვენი ნახვა გამიხარდა.
როდესაც მეგუიჩს... ახალ სამხრეთ უელსში... დაუკავშირდებით, ანდა პროვისის
შუამავლობით მიაწვდენთ ხმას, გთხოვთ, ჩემგან გადაეცით, რომ ჩვენი მრავალწლიანი
საქმიანი ურთიერთობის ყველა ჩანაწერსა და ვაუჩერს თქვენ გამოგიგზავნით, ასევე
დარჩენილ ბალანსსაც, რადგან თქვენ კიდევ გრჩებათ ბალანსი, პიპ. კეთილად
ბრძანდებოდეთ.
რა კაცი!"
უემიკი გასული იყო, თუმცა კანტორაში რომც ყოფილიყო, მაინც ვერაფერს მიშველიდა.
სასწრაფოდ ტემპლში დავბრუნდი, სადაც საძულველი პროვისი მშვიდად და უსაფრთხოდ
დამხვდა – წყალგარეულ რომს წრუპავდა და შავ თამბაქოს ეწეოდა.
მეორე დღეს ჩემ მიერ შეკვეთილი ტანისამოსი მოიტანეს. მაგრამ რაც უნდა ჩაეცვა, ძველ
ტანსაცმელზე გაცილებით ნაკლებად უხდებოდა. აზრად მომივიდა, რომ რაღაც გაუგებარი
თავისებურების გამო მისი შენიღბვის ნებისმიერი მცდელობა მარცხით სრულდებოდა.
ნაირნაირი ტანისამოსი მოვარგე და, რაც უფრო უკეთ ვაცმევდი, მით უფრო ძლიერ ჰგავდა
ჭაობებში მიმალულ პატიმარს. ვფიქრობ, ჩემ აღტყინებულ წარმოსახვაზე ამგვარ ზეგავლენას
იმის გამო
ახდენდა, რომ მისი დაბერებული სახის ნაკვთები და მიმიკა თანდათან სულ უფრო უკეთ
მაგონდებოდა და მეცნობოდა; მაგრამ, ამას გარდა, გამუდმებით მეჩვენებოდა, თითქოს ცალ
ფეხს ისე ითრევს, გეგონება, კვლავაც ბორკილი ამძიმებსო. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს კაცი
მთლიანად, თავისი არსით, პატიმარი იყო და მუდამ ამად დარჩებოდა.
ამას უკაცურ ქოხში გატარებული წლების ღრმად გამჯდარი ჩვევაც ემატებოდა; ისეთ
პირქუშ იერს რომ ანიჭებდა, რასაც ვერცერთი კოსტიუმი ვერ მოარჯულებდა. მეორე
მხრივ, დიდხანს მოუწია დაღდასმულ დამნაშავედ ხალხში ყოფნა და ყველაფერს ის
აგვირგვინებდა, რომ ამჟამად კვლავ ხალხისაგან
დამალვა უწევდა. ყველა მანერით – იმით, თუ როგორ ჭამდა, სვამდა, იდგა თუ იჯდა;
დროდადრო როგორ გაირინდებოდა ხოლმე, მობუზული და ჩაფიქრებული; როგორ
ამოიღებდა თავის რქისტარიან ვეება დანას, შარვალზე შეიწმენდდა და საჭმელს ჭრიდა;
როგორ მიჰქონდა ტუჩებთან მსუბუქი ჭიქები და ფინჯნები ისე, თითქოს უხეში ტოლჩები
ყოფილიყო; როგორ გლეჯდა პურს და ამ ნაგლეჯით თეფშზე მორჩენილ საწებელს ისე
წმენდდა, თითქოს რაც ერგო, იმის ერთი წვეთიც კი არ სურდა, ვინმესთვის დაეთმო,
ბოლოს ამავე ნაგლეჯს თითებს შეაწმენდდა და გადასანსლავდა – და კიდევ ათასგვარი სხვა
დიდი თუ მცირე მოძრაობით, რასაც დღის განმავლობაში ყოველწამს ვამჩნევდი, მასში
ცხადზე უცხადესად ამოიცნობოდა დამნაშავე, პატიმარი, გადასახლებული.
თმის დაპუდრვა მისი იდეა იყო, რომელზეც მას მერე დავყაბულდი, რაც ბრიჯის ჩაცმა
გადავაფიქრებინე. მაგრამ ამის შედეგს სხვას ვერაფერს
რომელიც მალე მობრუნდებოდა. ერთხელ, შუაღამისას, საწოლიდან წამოვხტი კიდეც და, რაც
კი მქონდა, ყველაზე საშინელი ტანისამოსის ჩაცმას შევუდექი. ნაჩქარევად გადავწყვიტე, ჩემი
მწყალობელი მთელ მის სიმდიდრესთან ერთად მიმეტოვებინა და ინდოეთში მოხალისე
ჯარისკაცად ჩავწერილიყავი.
ამას რომ ვწერ, კაცს შეიძლება ეგონოს, ამგვარად მთელი წელიწადი გავატარე. არადა, სულ
ხუთი დღე გასულიყო. ყოველწუთს ველოდებოდი ჰერბერტს, რის გამოც გარეთ გასვლას ვერ
ვბედავდი; მხოლოდ შებინდებისას
გავდიოდი, როცა პროვისი სასეირნოდ გამყავდა. ერთ დღესაც, სადილის შემდეგ, ჩამთვლიმა,
რადგან ღამე შფოთიანი და კოშმარებით სავსე მქონდა, და კიბეზე ნანატრი ნაბიჯების ხმამ
გამომაღვიძა. პროვისი, რომელსაც ასევე ჩასძინებოდა, ბარბაცით წამოხტა; მის ხელში დანის
პირმა გაიელვა.
– ჰენდელ, ძვირფასო მეგობარო! გესალმები, კიდევ და კიდევ გესალმები! როგორ ხარ? ასე
მგონია, მთელი წელია, რაც არ მინახიხარ! მგონი, მართლაც ასეა, რადგან ჩემი წასვლის
შემდეგ გამხდარხარ და ფერი წაგსვლია! ჰენდელ, ჩემო... ოჰ, გამარჯობა! მომიტევეთ.
– ჰერბერტ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, – ვუთხარი, ვიდრე ბინის კარის ორივე ფრთას
ვხურავდი, გაოცებული ჰერბერტი კი იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა, – შენ არყოფნაში
ძალზე უცნაური რამ მოხდა. ეს... ჩემი სტუმარია.
– ყველაფერი რიგზეა, ჩემო ბიჭო! – პროვისი მოგვიახლოვდა, ხელში პატარა, დაფლეთილი
ბიბლია ეჭირა. ჰერბერტს მიმართა, – ეს მარცხენა ხელში დაიკავეთ. ღმერთმა დაგწყევლოთ,
თუ აქ ნანახსა და გაგონილს ოდესმე ვინმეს
გადასცემთ. ემთხვიეთ!
– გახსოვდეთ, ფიცი რომ გაქვთ დადებული. და ფიცის გამტეხად ჩამთვალეთ, თუკი პიპმა
თქვენც ჯენტლმენად არ გაქციოთ!
41
იქნება, თუ ვიტყვი, რომ მის სახეზე ჩემი გრძნობების ანარეკლი დავინახე, მათ შორის – ჩემი
ზიზღი იმ კაცის მიმართ, რომელმაც ამდენი რამ გამიკეთა.
ჩვენსა და ამ კაცს შორის სხვა გამმიჯნავი გარემოება რომც არ ყოფილიყო, ერთი რამ
მაინც აღგვიძრავდა ძრწოლას – ეს ის კმაყოფილება იყო, რომლითაც იგი ჩემს თხრობას
ისმენდა. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა ჩათვალა, რომ "უღირსად" მოიქცა – რის
შესახებაც ჰერბერტს მაშინვე ამცნო, როგორც კი თხრობა დავასრულე – სხვა ვერანაირ მიზეზს
ვერ ხედავდა, ჩემი გამდიდრებით თავი ბედნიერად არ მეგრძნო. როცაკი იკვეხნიდა, რომ
ჯენტლმენად მაქცია და იმისთვის ჩამოვიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, მის ფულს
როგორ ვირგებდი – ამას ჩემი სახელითაც ამბობდა – სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ეს
ორივე ჩვენგანისათვის საამაყო და დასაკვეხნი ამბავი იქნებოდა.
– ოღონდაც, ყური დამიგდე, პიპის მეგობარო, – მიუბრუნდა ჰერბერტს მას მერე, რაც
ერთხანს ამაზე ისაუბრა, – კარგად მესმის, რაც დავბრუნდი, მას მერე ერთხელ,
ერთადერთხელ მოვიქეცი მდაბიურად. პიპსაც ასე ვუთხარი, ვიცი, როგორც მოვიქეცი-მეთქი.
მაგრამ თქვენ დარდი ნუ გაქვთ. იმისთვის როდი ვაქციე პიპი ჯენტლმენად და პიპიც
იმისთვის როდი გაქცევს ჯენტლმენად, რომ
ორივეს უღირსი საქციელი გაკადროთ და არ ვიცოდე, თქვენი საკადრისი რა არის. ჩემო ბიჭო
და შენც, პიპის მეგობარო, ყური დამიგდეთ: ამიერიდან თავს შევიკავებ. იმ წუთიერი
უღირსი სიტყვების შემდეგ თავს ვიკავებდი და მერეც ასე მოვიქცევი.
– რა თქმა უნდა, – ისეთი კილოთი დაეთანხმა ჰერბერტი, რომ ჩანდა, ამაში დიდად
მანუგეშებელს ვერაფერს ხედავდა. სახეზე კვლავაც წუხილი და დაბნეულობა ეწერა. ერთი
სული გვქონდა, ახალ ბინაში როდის გადავიდოდა და ერთიმეორის პირისპირ როდის
დაგვტოვებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეჭვიანობის გამო, ჩვენ მარტო დატოვებას არ ჩქარობდა
და გვიანობამდე შემორჩა. შუაღამე შესრულდა, როცა, როგორც იქნა, ესექს-სტრიტზე
მივაცილე და ბინის კართან დავტოვე. როცა ეს კარი მიხურა, მისი ჩამოსვლის შემდეგ
პირველად ვიგრძენი ოდნავი შვება.
ერთად ჭიშკარში არავინ გასულა და არც შიგნით შემომყოლია ვინმე. ეზოს შადრევანს რომ
ჩავუარე, პროვისის ბინის უკანა ფანჯრებში სინათლე დავინახე, ერთხანს ჩემი შენობის
ზღურბლზე გავჩერდი და გარდენ-ქორტი ისეთივე მშვიდ ძილში ჩაფლული მეჩვენა,
როგორშიც კიბე, რომელიც წუთის შემდეგ ავიარე.
სიმძაფრით განვიცადე, რაოდენ დიდი მადლია ნამდვილი მეგობრის ყოლა. მას მერე, რაც
საღი და მშვიდი სიტყვებით გამომიხატა თანაგრძნობა და ნუგეშისცემა, იმის
მოსაფიქრებლად დავსხედით, თუ რა უნდა მეღონა.
– მაშ, ახლა რა უნდა ვიღონო? – ვკითხე ჰერბერტს, როცა მეორე სავარძელში ჩაჯდა.
– მეც სწორედ ასე ვგრძნობდი თავს, ჰერბერტ, როცა ეს ამბავი თავს დამატყდა. მაგრამ
რაღაც მაინც უნდა ვიღონო. ეს კაცი კიდევ უამრავი ხარჯის გაღებას აპირებს – ცხენებიო,
ეკიპაჟებიო, ფუფუნების საგნებიო. რაღაცნაირად უნდა შევაჩერო.
– მეორე მხრივ, – განვაგრძე, – დღეიდან ამას წერტილიც რომ დავუსვა და ერთი პენსიც
აღარ ავიღო მისგან, რა მეშველება? წარმოგიდგენია, უკვე რამდენი მაქვს მისგან მიღებული?
გარდა ამისა, ვალებში ვარ ჩაფლული, თანაც საშინლად, იმასაც თუ გავითვალისწინებთ,
რომ სამომავლო იმედები აღარ
ვვარგივარო!
რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ ცრემლები წამსკდა. თუმცა ჰერბერტმა, რომელმაც წუთის
წინ მეგობრული ჟესტით ჩამჭიდა ხელი, ეს არ შეიმჩნია.
– რაც უნდა იყოს, ჩემო ჰენდელ, – მითხრა ცოტა მოგვიანებით, – ჯარში წასვლა გამოსავალი
არ არის. თუკი მის წყალობაზე უარის თქმას აპირებ, რაღაც
იმედი მაინც უნდა გქონდეს იმისა, რომ მომავალში მის ვალს გაისტუმრებ, ხოლო რიგით
ჯარისკაცად თუ ჩაეწერები, ეს იმედი ფრიად შემცირდება. თანაც, ეს სრული აბსურდია.
ამას ათასჯერ გიჯობს, კლერიკერის ფირმაში თუნდაც მცირე შემოსავლის სანაცვლოდ
იმუშაო. ხომ იცი, სულ მალე პარტნიორი გავხდები. ჩემს საბრალო მეგობარს
წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ ვის ხარჯზე აპირებდა ამას.
– ჩემო კარგო ჰენდელ, განა ვერ ხედავ, რომ აქ, სადაც ნიუგეიტის ციხისგან ერთადერთი ქუჩა
გაშორებს, შენი გულახდილობით მისი გამწარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე
ნებისმიერ სხვა ადგილას? დაუყოვნებლივ უნდა მოიგონო მისი გამგზავრებისათვის რამე
საბაბი: თუნდაც ის მეორე პატიმარი, ან მისი ცხოვრების რამე სხვა გარემოება.
გავშეშდი, თითქოს მსურდა, მისთვის მთელი ჩემი უიმედობა მეჩვენებინა, – მისი ცხოვრების
შესახებ სულ არაფერი ვიცი. ლამის ჭკუიდან შემშალა საღამოობით
მის პირისპირ ჯდომამ და იმაზე ფიქრმა, რომ მთელ ჩემს იღბალსა თუ უბედობას ამ კაცს
ვუმადლი და, ამავდროულად, სრულებით არ ვიცნობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ
შესაბრალისმა ავაზაკმა ბავშვობის ორი დღე შიშით მომიწამლა.
– ჰენდელ, თავს ვალდებულად მიიჩნევ, მისგან არანაირი წყალობა აღარ მიიღო, ხომ ასეა?
– იმაშიც ხომ დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტო?
– უეჭველად, მისი სიცოცხლის შენარჩუნების სურვილიც უნდა გქონდეს; მან ხომ შენ
სანახავად გარისკა, ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო, საფრთხე ააცილო, ხომ ასეა? ჰოდა,
ვიდრე მისგან გათავისუფლებას შეეცდები, ინგლისიდან უნდა გაამგზავრო. როგორც კი
აქაურობას მოსცილდებით, ღვთის გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდი ამ
კაცისაგან და ამის მერე ერთად აუცილებლად მოვახერხებთ რამეს, ჩემო ძვირფასო
მეგობარო!
– ჰერბერტ, – ვუთხარი მერე, – მისი ცხოვრების ამბავს რაც შეეხება, სხვა გამოსავალს ვერ
ვხედავ: პირდაპირ უნდა გამოვკითხო.
ის კაცი დანიშნულ დროს მოვიდა, ჯიბის დანა ამოიღო და სუფრას მიუჯდა. გეგმები
გადმოგვილაგა იმასთან დაკავშირებით, თუ "მის ჯენტლმენს თავი ჯენტლმენის საკადრისად
როგორ უნდა წარმოეჩინა" და დაჟინებით მთხოვა, ახლავე დამეწყო იმ ფულის ხარჯვა,
რომელიც ჩამოიტანა. ჩვენიცა და თავისი ბინაც დროებით საცხოვრებლად მიაჩნდა და
მირჩია, ჰაიდ-პარკის სიახლოვეს რამე "მდიდრული დარბაზი" მომეძებნა, სადაც მისთვისაც
იქნებოდა საწოლი, რათა, სურვილის შემთხვევაში, ჩემთან დარჩენილიყო ხოლმე. როცა
საუზმეს მორჩა და დანა შარვალზე შეიწმინდა, ყოველგვარი შესავლის გარეშე წამოვიწყე:
– როცა წუხელ წახვედით, ჩემს მეგობარს იმ ჩხუბის შესახებ ვუამბე, ჭაობებზე რომ
მოგივიდათ, როდესაც ჯარისკაცებმა დაგაკავეს. ხომ გახსოვთ?
– იქნებ იმ კაცისა და თქვენ შესახებაც უფრო მეტი გვიამბოთ? მართლაც უცნაურია, თქვენზე
ასე ცოტა რამ ვიცი. ვფიქრობ, ახლა სავსებით შესაფერისი დროა საიმისოდ, რომ თქვენი
ცხოვრების ამბავი მოგვითხროთ.
– მაშ, კარგი, – ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ თქვა პროვისმა, – ხომ არ გავიწყდება, რომ
ბიბლიაზე დაიფიცე, პიპის მეგობარო?
– დიახ, მესმის.
თავისი შავი ჩიბუხი ამოიღო, უკვე თამბაქოს ჩაყრას აპირებდა და უეცრად შეჩერდა, როგორც
ჩანს, გაიფიქრა, რომ მოწევა თხრობაში ხელს შეუშლიდა. თამბაქო ისევ ჯიბეში ჩაიყარა,
ჩიბუხი ქურთუკის საკინძეში გაიყარა, ხელისგულები მუხლებზე დაილაგა. ერთხანს ცეცხლს
მდუმარედ და მრისხანედ ჩასცქეროდა, მერე მოგვიბრუნდა და შემდეგი ამბავი მოგვითხრო.
42
– ჩემო ბიჭო და შენც, პიპის მეგობარო, არ ვაპირებ, ჩემი ცხოვრება ისე მოგითხროთ,
როგორც წიგნებში წერენ, ანდა მღერიან. მოკლე და გასაგები ენით აგიხსნით. ციხიდან ციხეში,
ციხიდან ციხეში – აი, მთელი ჩემი ცხოვრება, ვიდრე გემით ოკეანის იქით არ წამიყვანეს – ეგ
უკვე მას მერე, რაც პიპს დავუმეგობრდი. რაც კი რამ სასჯელი არსებობს, ყველაფერი
გამოვიარე, თუ ჩამოხრჩობას არ ჩავთვლით. ვირის აბანოშიც ვყოფილვარ. ბადრაგის
თანხლებით ხან სად და ხან სად გადავყავდი, ხან რომელი ქალაქიდან გამაძევებდნენ და
ხან რომლიდან. ხუნდებიც დაუდიათ, გავუწკეპლივარ კიდეც, ნადირივითაც ვუდევნივარ.
როგორც
თქვენ არ იცით, სად დავიბადე, ისე მე არ მაქვს ამაზე წარმოდგენა. პირველი, რაც
მაგონდება, ესაა: სადღაც ესექსში ვცხოვრობდი და შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავი,
კვლებიდან თალგამს ვიპარავდი. ვიდაცა გაიქცა, მიმატოვა, ვიღაც კაცი იყო – მკალავი – ქურა
თან წაიღო და ძალიან მციოდა. ვიცოდი, გვარად მეგუიჩი ვარ, ეიბელის სახელით
მონათლული. საიდან ვიცოდი? ზუსტად ასევე ვიცოდი, რომ ბუჩქებში მოჭიკყიკე ჩიტებს
ნიბლია, ბეღურა თუ შაშვი ჰქვიათ. ყველაფერი ტყუილი მეგონებოდა, მაგრამ, რაკი ჩიტების
სახელები მართალი გამოდგა, მაშ, ჩემიც მართალი უნდა იყოს.
მექნა? მუცელი ხომ უნდა ამომეყორა? აი, ისევ უღირსი სიტყვები წამომცდა. ნუ გეგონებათ, არ
ვიცოდე, ჯენტლმენებს როგორ უნდა ველაპარაკო. ჩემო ბიჭო და შენც, პიპის მეგობარო, ნუ
შიშობთ, უღირსს აღარაფერს ვიტყვი.
თითო პენსად ჰყიდდა – მისგან შევისწავლე წერა. უწინდელივით ხშირად არ მიწევდა ციხეში
ჯდომა, თუმცა ციხის დარაჯებს მაინც გვარიანად გავაცვეთინე გასაღებები.
ახლა აქ რომ იყოს, აი, ამ საჩხრეკით თავს ისე გავუხეთქავდი, გეგონება, ზღვის კიბოს მარწუხი
ყოფილიყოსო. კომპეისონი ერქვა. სწორედ ის კაცია, ჩემო ბიჭო, შენ თვალწინ თხრილში რომ
ჩავაყუდე, რაც გუშინ საღამოს სრულიად სამართლიანად უამბე შენს მეგობარს. ეს
კომპეისონი ჯენტლმენობაზე დებდა თავს. სახალხო სკოლაში დადიოდა და ნასწავლი იყო.
ლაპარაკიც წესიერი
იცოდა და ქცევაც კეთილშობილური ჰქონდა. შესახედავადაც ლამაზი იყო. დიდი დოღის წინა
საღამოს ერთ დუქანში გადავეყარე, სადაც დროდადრო შევდიოდი ხოლმე. რამდენიმე სხვა
კაცთან ერთად უჯდა მაგიდას და, როცა შევედი, მედუქნემ (მიცნობდა, კარგი კაცი იყო)
დაუძახა და ჩემზე მიუთითა, მგონი, ეს სწორედ ის კაცია, თქვენ რომ გამოგადგებათო.
კომპეისონი დამაკვირდა, მეც
ნახულობდა – აი, რით იყო დაკავებული. გული რკინის ქლიბივით უგრძნობი ჰქონდა,
სიკვდილივით ცივი იყო და სახით სწორედ იმ ეშმაკს ჰგავდა, რომლითაც სულ მაშინებდნენ.
ფული იშოვეს, მაგრამ კომპეისონი დოდღსა და ბანქოს თამაშით მართლაც მეფურ თანხებს
ფლანგავდა, ართური კი საცოდავ დღეში იყო – სიღარიბეში კვდებოდა, ცოტაც და ჭკუიდან
გადაცდებოდა, მუდამ შიში ტანჯავდა. კომპეისონის ცოლი კი (რომელსაც კომპეისონი
მეტწილად უმოწყალოდ სცემდა), როცაკი შეეძლო, იბრალებდა ართურს; თვითონ
კომპეისონს კი დედამიწის ზურგზე არავინ ებრალებოდა.
წესით ართურის მდგომარეობა გაფრთხილებად უნდა მიმეღო, მაგრამ როგორ გგონიათ, ჩემო
ბიჭო და იმის მეგობარო, დიდი არჩევანი თუ მქონდა? სხვა გზა აღარ დამრჩენოდა,
კომპეისონთან ერთად საქმეების გაჩარხვა დავიწყე და მის ხელში იარაღად ვიქეცი.
ართური კომპეისონის სახლის ზედა სართულზე ცხოვრობდა (ბრენტფორდის მახლობლად)
და კომპეისონი ბინის ქირასა და
ჭამის ხარჯებს უმკაცრესად უთვლიდა, აქაოდა, ვინ იცის, ოდესმე ბედს ეწიოს და ფული
გამოუჩნდესო. მეორედ თუ მესამედ მაშინ ვნახე ართური, როცა გვიან ღამით
პერანგისამარა, თმააბურძგნილი და ოფლში გაწურული კომპეისონის
– სალი, გეფიცები, ჩემს ოთახში დგას და თავიდან ვერ მოვიცილე, თეთრი კაბა აცვია,
თმაშიც თეთრი ყვავილები აქვს ჩაწნული და სულ მთლად შეშლილია: მკლავზე მკვდრის
სუდარა აქვს გადაკიდული და მეუბნება, დილის ხუთ საათზე ეს სუდარა უნდა შემოგახვიოო.
კომპეისონმა უთხრა:
– შე ბრიყვო! განა არ იცი, რომ ცოცხალი და ხორციელია? მაშ, როგორ იდგება შენს ოთახში,
თუკი კარში არ შემოსულა, არც ფანჯარაში შემომძვრალა, არც კიბე ამოუვლია?
– იქნებ დაეხმარო?
– აგერ, შეხედეთ! სუდარას როგორ მიფრიალებს! ნუთუ ვერ ხედავთ? მის თვალებს
დააკვირდით! განა საშინელება არ არის, ასე რომ შეიშალა? – მერე აყვირდა – ეგ თუ
შემომახვია, მორჩა, დავიღუპები! წაართვით, წაართვით! – ხელი ჩაგვჭიდა, არ გვიშვებდა, იმ
ქალის ლანდს ელაპარაკებოდა, პასუხს სცემდა და ბოლოს თვითონაც მომეჩვენა, თითქოს
ვხედავდი.
კომპეისონის ცოლი მის საქციელს შეჩვეული იყო; რაღაც ხსნარი დაალევინა, რომელიც შიშს
უცხრობდა, და კაცი თანდათან დამშვიდდა.
უთხრა, დიახო, – ხომ უთხარი, დაამწყვდიოს და კარგად ჩაკეტოს? – ქალმა ისევ დასტური
უთხრა, – ის საშინელი სუდარა რომ წაართვან, ისიც ხომ უთხარი?
– რა გულკეთილი ხარ! – უთხრა კაცმა, – გთხოვ, რაც უნდა მოხდეს, ნუ მიმატოვებ! გმადლობ.
მშვიდად ჩაიძინა, მაგრამ დილის ხუთს რომ წუთები აკლდა, ისევ წამოხტა და აყვირდა:
– აქ არის, ისევ აქ არის! სუდარა ისევ თან აქვს. აი, გაშალა. კუთხიდან გამოდის. საწოლს
უახლოვდება. აქეთ-იქიდან ხელი მომკიდეთ, ორივემ! საშუალება არ მისცეთ, შემომახვიოს!
აჰ! ამჯერად ამაცდინა. დაუშალეთ, თორემ შემდეგში მხრებზე მომასხამს! დამაკავეთ, რომ
ზევით არ წამომწიოს და სუდარა არ შემომახვიოს! აი, უკვე მწევს! დამაკავეთ! – უეცრად
წამოიწია, მერე კი აღარ განძრეულა, სული დალია.
კომპეისონმა მისი სიკვდილი ორივესთვის შვებად მიიჩნია. მე და მას მალე ბევრი საქმე
გამოგვიჩნდა, მაგრამ, რაკი მუდამ ცბიერი იყო, მანამდე ჩემს ბიბლიაზე დამაფიცა – აი, ამ
პატარა შავ წიგნზე, ჩემო ბიჭო, რომელზეც შენმა მეგობარმა დაიფიცა.
(არა-მეთქი, ვუპასუხე).
ურთიერთობა გავწყვიტოთო. მე კი ისეთი გაჭირვებული ვიყავი, იმის გარდა, რაც ზედ მეცვა,
მთელი ტანისამოსი გავყიდე, რათა ჯეგერსი დამექირავებინა.
რა თქმა უნდა, ამჯერადაც იოლად გამოძვრა: იმიტომ გაიქცა, რომ ჩემმა მუქარამ შეაშინა
და ჭკუიდან შეშალა; სასჯელიც მსუბუქი ერგო. მე კი ხუნდები დამადეს, ხელმეორედ
გამასამართლეს და სამუდამოდ გადამასახლეს კოლონიებში. მაგრამ, ჩემო ბიჭო და პიპის
მეგობარო, როგორც ხედავთ, სამარადისოდ იქ არ დავრჩენილვარ და ახლა აქ ვარ.
– კომპეისონი.
– ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: თუ ცოცხალია, დიდი იმედი ექნება იმისა, რომ მე
მოვკვდი, – მრისხანედ წარმოთქვა, – მაგრამ მას მერე ამ კაცზე არაფერი მსმენია.
ჰერბერტმა წიგნის ყდის შიდა მხარეს რადაც მიაწერა, მერე წიგნი უჩუმრად გამომიცურა და,
ვიდრე პროვისი იდგა და ცეცხლს ჩაჰყურებდა, წავიკითხე:
"უმცროს ჰევიშემს ართური ერქვა. კომპეისონი კი ის კაცია, მის ჰევიშემმა თავის საქმროდ რომ
გამოაცხადა".
წიგნი დავხურე, ჰერბერტს ოდნავშესამჩნევად დავუქნიე თავი და წიგნი გვერდზე გადავდე;
ორივე ვდუმდით და ჩიბუხით ხელში ცეცხლთან მდგომ პროვისს ავყურებდით.
43
მისმა მონათხრობმა ახალი შიში გამიჩინა; უფრო სწორად, მისმა ამბავმა ჩემში ისედაც
დაბუდებულ შიშს ფორმა და მიმართულება შესძინა. თუკი კომპეისონი კვლავ სააქაოს
დააბიჯებდა და პროვისის დაბრუნების ამბავს
გაიგებდა, რთული მისახვედრი არ იყო, რაც მოხდებოდა. ლამის ორივე მათგანზე უკეთ
ვიცოდი, რომ კომპეისონს მასზე მეტად ქვეყანაზე არაფრისა ეშინოდა. და არც იმაში
მეპარებოდა ეჭვი, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც პროვისმა დაგვიხასიათა, მოსისხლე
მტრის თავიდან მოსაცილებლად უმარტივეს ხერხს – დასმენას რომ მიმართავდა.
მისის ბრენდლის კარს მივადექი. ესტელას მოახლემ მითხრა, რომ მისი ქალბატონი
პროვინციაში გაემგზავრა. სად-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, როგორც ყოველთვის სატისის
სახლშიო. როგორც ყოველთვის არა-მეთქი, შევნიშნე, რადგან მანამდე იქ უჩემოდ არასოდეს
გამგზავრებულა. ვკითხე, უკან როდის დაბრუნდებოდა. მოახლის პასუხში უხერხული
თავშეკავება შევნიშნე,
რამაც გაოცება გამიათმაგა. მისი აზრით, ქალბატონი აქ მხოლოდ და მხოლოდ მცირე ხნით
თუ დაბრუნდებოდა. ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ, როგორც ჩანს, არც სურდათ, რამე
გამეგო და სრულიად თვზარდაცემული დავბრუნდი შინ. 43
რა საჭიროა იმის აღწერა, ესტელას სიყვარულის გამო რაოდენ მაძრწუნებდა პროვისის
გვერდით ყოფნა? ან რას მარგებს, თხრობა შევაყოვნო და გავიხსენო, ესტელას დილიჟანსის
ლოდინისას რა გზნებით ვცდილობდი, ნიუგეიტის მტვერი ჩამომებერტყა, რათა ჩემი ეს
განცდა ახლანდელს შევადარო, როდესაც
მისმა მონათხრობმა ახალი შიში გამიჩინა; უფრო სწორად, მისმა ამბავმა ჩემში ისედაც
დაბუდებულ შიშს ფორმა და მიმართულება შესძინა. თუკი კომპეისონი კვლავ სააქაოს
დააბიჯებდა და პროვისის დაბრუნების ამბავს
გაიგებდა, რთული მისახვედრი არ იყო, რაც მოხდებოდა. ლამის ორივე მათგანზე უკეთ
ვიცოდი, რომ კომპეისონს მასზე მეტად ქვეყანაზე არაფრისა ეშინოდა. და არც იმაში
მეპარებოდა ეჭვი, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც პროვისმა დაგვიხასიათა, მოსისხლე
მტრის თავიდან მოსაცილებლად უმარტივეს ხერხს – დასმენას რომ მიმართავდა.
მისის ბრენდლის კარს მივადექი. ესტელას მოახლემ მითხრა, რომ მისი ქალბატონი
პროვინციაში გაემგზავრა. სად-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, როგორც ყოველთვის სატისის
სახლშიო. როგორც ყოველთვის არა-მეთქი, შევნიშნე, რადგან მანამდე იქ უჩემოდ არასოდეს
გამგზავრებულა. ვკითხე, უკან როდის დაბრუნდებოდა. მოახლის პასუხში უხერხული
თავშეკავება შევნიშნე, რამაც გაოცება გამიათმაგა. მისი აზრით, ქალბატონი აქ მხოლოდ და
მხოლოდ მცირე ხნით თუ დაბრუნდებოდა. ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ, როგორც
ჩანს, არც სურდათ, რამე გამეგო და სრულიად თვზარდაცემული დავბრუნდი შინ. საღამოს,
როცა პროვისი კვლავ თავის ბინაში მივაცილე (მუდამ ვაცილებდი
ისეთ ხელგაშლილ ჯენტლმენურ ცხოვრებას, როგორიც მას სურდა. მაშინ მეც და, როგორც
მოგვიანებით შევიტყვე, ჰერბერტსაც, გაგვიელვა აზრმა, რომ ინგლისის დასატოვებლად
პროვისის დაყოლიება ყველაზე ადვილად ვითომდა
ამგვარად, გზა ხსნილი მქონდა მის ჰევიშემისკენ. მეორე დილით, რიჟრაჟზე, დილიჟანსში
ჩავჯექი. და როცა სუსხისაგან აცახცახებული დღე გათენდა, ნისლისა და ღრუბლების
ძონძებში მათხოვარივით გახვეული უკვე სოფლის მინდვრებში ვიდექი. როცა თქორვაში
"ლურჯ ტახს" მივადექით, როგორ ფიქრობთ, ვინ გამოვიდა სასტუმროს ჭიშკრიდან კბილის
საჩიჩქნით ხელში და დილიჟანსს შეეგება? ვინ და, ბენტლი დრამლი!
ორივეს მხრიდან ეს ძალზე უსუსური თვალთმაქცობა იყო, მით უფრო, რომ ორივე ერთსა და
იმავე სასადილო ოთახში შევედით, სადაც მას საუზმე დაესრულებინა, მე კი
შესვლისთანავე შევუკვეთე. ჩემს ქალაქში მისი ნახვა გულს მიკლავდა, რადგან
შესანიშნავად ვიცოდი, რატომაც ჩამოვიდა.
მაგიდას ვუჯექი და, ვიდრე დრამლი ბუხრის წინ იდგა, დასრესილ, ძველისძველ გაზეთს
ჩავაშტერდი, სადაც ადგილობრივ სიახლეებს შორის ყველაზე თვალში საცემი იყო უცხო
წარმოშობის რაღაცები: ყავა, მწნილი, თევზის სოუსი, საწებელი, მდნარი კარაქი თუ ღვინო,
რომლითაც მისი ფურცლები ისე იყო გაწუწული, თითქოს ადგილ-ადგილ ჩუტყვავილა
შეყრიაო. რაც მეტი დრო გადიოდა, უფრო ვგრძნობდი, რომ დრამლის ცეცხლთან დგომა
ჩემთვის სრულიად შურაცხმყოფელი იყო და ავდექი, რათა ჩემი წილი სითბო მრგებოდა.
ბუხრის საჩხრეკის ასაღებად დავიხარე და მის ფეხებს ლამის ხელით შევეხე, მაგრამ მაშინაც
კი თავი ისე მეჭირა, თითქოს ვერ ვცნობდი.
– განგებ არ მიმჩნევთ? – მკითხა მისტერ დრამლმა.
– ეს წუთია, ჩამოხვედით, ხომ? – მკითხა დრამლმა და მხრით ჩემი გვერდზე გაწევა სცადა.
ამის შემდეგ თავის ჩექმას დახედა, მე კი – ჩემსას. მერე ჩემს ჩექმაზე გადაიტანა მზერა, მე კი –
მისაზე.
– დიახ, სერ.
– კარგი. ჰო, კიდევ. ქალბატონი დღეს ცხენით გასეირნებას აღარ აპირებს. ამინდის გამო.
‒ კეთილი, სერ.
– და დღეს აქ არ ვისადილებ, რადგან ქალბატონთან ერთად ვარ დაპატიჟებული.
– კეთილი, სერ.
დრამლმა ისეთი გამარჯვებული მზერა მესროლა, მახინჯ სახეზე ისეთი კმაყოფილება ეწერა,
რისხვამ და ბოღმამ ლამის დამახრჩო და ყველაზე მეტად ის მინდოდა, ამეყვანა და
(როგორც წიგნის გმირმა ავაზაკმა – დედაბერი) ცეცხლში ჩამესვა.
ერთი რამ ორივე ჩვენგანისათვის ცხადი იყო: ვიდრე გარეშე ძალა არ დაგვეხმარებოდა, ვერც
ერთი და ვერც მეორე ცეცხლისპირს ვერ დავთმობდით. ასე ვიდექით გვერდიგვერდ და
მხარდამხარ, ტერფებიც ერთიმეორის გასწვრივ გვედგა, ზურგით ცეცხლს ვეფიცხებოდით,
ხელები ზურგზე გვქონდა დაკრეფილი და ოდნავადაც კი არ ვიწეოდით გვერდზე. ღია
კარში, თქორის ბურუსში შეკაზმული ცხენი მოჩანდა. საუზმე უკვე მაგიდაზე მელოდა,
მიმტანს დრამლის ნასუფრალი აელაგებინა და მაგიდასთან მიმიპატიჟა. თავი დავუქნიე,
მაგრამ ორივე ძველებურად ვიდექით და პოზიციების დათმობას არ ვაპირებით.
– რა თქმა უნდა, არა, – მედიდურად მიპასუხა, – ამაზე ორი აზრი არც არსებობს.
– ყური დამიგდეთ. ხომ კარგად დაიხსომეთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონი დღეს ცხენით
გასეირნებას არ აპირებს და რომ დღეს ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად ვსადილობ?
– დიახ, სერ.
მას მერე, რაც მიმტანმა ჩემი შეგრილებული ჩაიდანი ხელით მოსინჯა, მუდარით
შემომხედა და გავიდა, დრამლმა ჯიბიდან სიგარა ისე ამოიღო, მხარი უკან არ გაუწევია,
ბოლო მოაკვნიტა და კვლავ გაშეშდა. ბრაზი მახრჩობდა,
ვგრძნობდი, რომ ერთმანეთში თითო სიტყვასაც კი ვეღარ გავცვლიდით ისე, რომ ესტელას
სახელი არ გვეხსენებინა, მაგრამ მის მიერ ამ სახელის წარმოთქმას
იმ წუთებში ისე ვიყავი აღელვებული, რომ სულ არ მადარდებდა, ის იყო თუ არა. ვერც
საუზმეს მივეკარე. წვიმა და გზის ჭუჭყი ხელ-პირიდან ჩამოვიბანე და იმ ძველი და
ღირსსახსოვარი სახლისაკენ გავემართე, რომელიც, ჯობდა, ცხოვრებაში არასოდეს მენახა და
არც მის ზღურბლზე შემედგა ფეხი.
44
– მის ჰევიშემ, – წამოვიწყე, – გუშინ ესტელას სანახავად რიჩმონდში ჩავედი; და, რაკი იქ
მითხეს, რომ რაღაც ქარმა ის აქ გადმოაგდო, მეც აქეთ გამოვეშურე.
ვეტყვი, მის ჰევიშემ, მხოლოდ ორიოდე წუთი მადროვეთ. ჩემი სიტყვები არც გაგაკვირვებთ,
არც გულს გატკენთ. სწორედ ისეთი უბედური ვარ, როგორც ეს თავიდანვე გქონდათ
ჩაფიქრებული.
– მის ჰევიშემ, როცა აქ პირველად გამომიძახეთ, ჯერ კიდევ იმ სოფლის ნაწილი ვიყავი,
რომლიდანაც ნეტავ არასდროს წამოვსულიყავი და, მაშასადამე, აქ ჩემ ნაცვლად
შეიძლებოდა სხვა შემთხვევითი ბიჭიც მოხვედრილიყო – როგორც მსახური, რომელსაც
სურვილისა თუ ახირების შესრულებისათვის გადაუხდიდნენ? ასეა?
– და მისტერ ჯეგერსი...
– მისტერ ჯეგერსს, – მკაცრად გამაწყვეტინა მის ჰევიშემმა, – ამასთან საქმე არ ჰქონია, ამის
შესახებ არც არაფერი სცოდნია. ის რომ ერთდროულად ჩემი ვექილიც იყო და თქვენი
მფარველიც, უბრალო დამთხვევაა. მსგავს სამსახურს ბევრ ადამიანს უწევს და სულაც არაა
გასაკვირი, ასე რომ მოხდა. ეს მოხდა შემთხვევით და არა – განგებ.
– მაგრამ როდესაც არარსებული ვირწმუნე და ამდენ ხანს ასეთი შემცდარი ვრჩებოდი, თქვენც
ამას მიდასტურებდით.
– ჰო, არ მიცდია, შენთვის თვალი ამეხილა, – კვლავ დაჟინებით დამიკრა თავი მის ჰევიშემმა.
– ვინ ვარ, – ჯოხი იატაკს დაჰკრა ქალმა და ისეთი რისხვით შეჰყვირა, ესტელამ გაოცებით
ახედა, – ღმერთო დიდებულო! ვინ ვარ, სიკეთე რომ მომეთხოვებოდეს?
და, ვიდრე ლონდონში გადავიდოდი, მათთან ვცხოვრობდი. ვიცი, ისინიც ჩემს ცდომილებას
იზიარებდნენ. ახლა კი უმადურად და მდაბლად მოვიქცევი, ჩემი სათქმელი რომ არ
გითხრათ, სულ ერთია, გესიამოვნებათ ეს, თუ – არა; და გაითვალისწინებთ თუ არა ჩემს
სიტყვებს. მისტერ მეთიუ პოკეტსა და მის ვაჟიშვილ ჰერბერტს უკიდურესად უსამართლოდ
ექცევით, თუკი გულწრფელ, კეთილშობილ და დიდსულოვან ადამიანებად არ მიგაჩნიათ და
მათგანაც
– მხოლოდ იმას, რომ დანარჩენებს არ გაუტოლოთ. სისხლით ერთნი არიან, მაგრამ ხასიათით,
მერწმუნეთ, განსხვავდებიან.
– რა გსურს მათთვის?
შეიტყოს.
– რატომ არ უნდა შეიტყოს ამის შესახებ? – ქალმა ხელები ჯოხს დააყრდნო და წამოიწია,
რათა უკეთ დავენახე.
– რადგან, – ავუხსენი, – ეს საქმე ორი წლის წინათ მისგან საიდუმლოდ დავიწყე და თავის
გამჟღავნება არ მსურს. თუ რატომ ვერ ვახერხებ მის
იჯდა ასე უძრავად, უეცრად ნაკვერჩხლების გროვა შიშხინით ჩაიშალა და ქალი შეაკრთო.
კვლავ ამომხედა – ჯერ ისე, თითქოს ვერ მცნობსო, მერე თანდათან გამოერკვა. მთელი ამ
ხნის განმავლობაში ესტელას ხელსაქმე არ შეუწყვეტია. მის ჰევიშემმა ისეთი კილოთი
მკითხა, თითქოს საუბარი არც შეგვიწყვეტია:
– კიდევ რა?
შემეკავებინა, – მიყვარხართ და ეს იცით კიდეც. იცით, რომ დიდი ხანია, მთელი გულით
მიყვარხართ.
– ვიცი, – ვუთხარი ამის პასუხად, – ვიცი. იმის იმედი არ მაქვს, რომ ოდესმე ჩემი გახდებით,
ესტელა. წარმოდგენა არ მაქვს, ახლო მომავალში რა ბედი მეწევა, საით გავემგზავრები;
შესაძლოა, გავღარიბდე კიდეც. და მაინც მიყვარხართ. იმ დღიდან მიყვარხართ, რაც ამ
სახლში პირველად გნახეთ.
ესტელას.
– განა მართალი არ არის, რომ ბენტლი დრამლი ქალაქში იმყოფება და თქვენი ნახვა სურს?
– ისიც მართალია, რომ აქეზებთ, მასთან ერთად ჯირითობთ და დღეს მასთან ერთად სადილს
აპირებთ?
– მართალია, – მშვიდად თქვა, თუმცა ოდნავ გაკვირვებული ჩანდა იმით, რომ ამდენი
ვიცოდი.
ეს მალე მოხდება. რატომ შეურაცხყოფთ ჩემი დედობილის სახელს? ის არაფერ შუაშია, თავად
გადავწყვიტე.
– მაშ, სხვა ვის ჩამოვეკონწიალო? – მომიგო ღიმილით, – ისეთ კაცს, რომელიც მალევე
მიხვდება (თუკი ადამიანები ასეთ რამეს ხვდებიან), რომ მისთვის არაფერი მაქვს მისაცემი?
მორჩა! უკვე გადავწყვიტე. მეც და ჩემი მეუღლეც შესანიშნავად ვიცხოვრებთ. რაც შეეხება
თქვენს ვარაუდს, თითქოს, თქვენი სიტყვებით, ამ საბედისწერო ნაბიჯის გადასადგმელად
მის ჰევიშემმა მიბიძგა, მას, პირიქით, ერჩივნა, არ მეჩქარა და ერთხანს კიდევ არ
გავთხოვილიყავი, მაგრამ იმ ცხოვრებამ, რასაც აქამდე ვეწეოდი, დამღალა. ასეთ ყოფაში ცოტა
რამაა ჩემთვის მიმზიდველი და სიხარულით გამოვიცვლი. ამაზე მეტს ნუღარაფერს მეტყვით.
ერთმანეთს მაინც ვერ გავუგებთ.
– ასეთ არამზადას, ასეთ ბრიყვს!.. – აღმომხდა სასოწარკვეთილს.
– ოჰ, ესტელა! – თავს ვერ მოვერიე და ცხარე ცრემლები ხელზე დავაპკურე, – რომც შემეძლოს
ინგლისში დარჩენა და ხალხისათვის თვალის გასწორება, იმას როგორ ავიტან, რომ დრამლის
მეუღლე გერქმევათ?!
– არასოდეს, ესტელა!
– თავიდან ამოვიგდებ?! თქვენ ჩემი სიცოცხლის, ჩემი არსების ნაწილი ხართ, ესტელა.
სრულიად უბრალო, უმეცარ ბიჭს აქ პირველად რომ გამომეცხადეთ, მაშინვე შეძელით ჩემი
გულის განგმირვა. მას მერე თითოეულ წაკითხულ სტრიქონში თქვენს სახეს ვხედავდი.
ყველა სურათსა თუ პეიზაჟშიც თქვენ მეცხადებოდით – მდინარე, გემის იალქნები, ჭაობები,
ღრუბლები, დღის
სინათლე თუ ღამის წყვდიადი, ქარი, ტყე, ზღვა თუ ქუჩები – ყველაფერი თქვენს თავს
მაგონებდა. ყველა მომხიბლავი ფანტაზია, რასაც კი ჩემი გონება მისწვდა, თქვენზეა
დამყარებული. ის ქვები, რომლითაც ლონდონის უმძლავრესი
იმ მცირედი სიკეთისაც, რაც ჩემში არის, და ბოროტისაც, ჩემში ფესვი რომ გაიდგა. მაგრამ
მაინც მხოლოდ სიკეთესთან გაკავშირებთ, რადგან, რაგინდ უბედური ვიყო ახლა, თქვენ
მაინც სიკეთე უფრო მეტი მიყავით, ვიდრე ზიანი და ეს მუდამ ერთგულად მემახსოვრება.
ო, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა შეგინდოთ, ესტელა!
თვითონაც არ ვიცი, ეს თავდავიწყებული სიტყვები რა ტანჯვამ
მორჩა, დასრულდა! იმდენ რამეს დაესვა წერტილი, გარეთ გასულს მეგონა, დღის სინათლე
ერთბაშად მოქუფრულიყო. ერთხანს მოფარებულ ქუჩებსა და ბილიკებზე ვხეტიალობდი,
ბოლოს კი ლონდონში ფეხით წასვლა გადავწყვიტე, რადგან იმ დროისათვის იმდენად
გამოვერკვიე, რომ ცხადად მივხვდი: სასტუმროში დაბრუნება და დრამლთან მორიგი
შეხვედრა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, ასევე – დილიჟანსში ჩაჯდომა და
თუნდაც ერთი სულიერისთვის ხმის გაცემა; ასე რომ, ახლა ჩემთვის ყველაზე მარგებელი
განმარტოება და სიარულით დაქანცვა იქნებოდა.
– ასეც ვიფიქრე, სერ, თუმცა მთლად არ ვიყავი დარწმუნებული. თქვენთვის ბარათი მაქვს
გადმოსაცემი. ვინც მოიტანა, დაგიბარათ, თუ არ შეწუხდებით, აქვე, ჩემს ფარანთან
წაიკითხოთ.
45
ნუ მივლენ შინ. მერე კავშირებითი კილო: მე რომ არ და ვერ მივიდე შინ; მე არ და ვერ
მივიდოდი შინ; მე არ უნდა მივსულიყავი შინ; თურმეობითი: მე არ და ვერ
ვუპასუხე.
სიამოვნებით-მეთქი, ვუპასუხე.
– მაშინ შეგიძლიათ, თქვენს საქმეს შეუდგეთ, მერი ენ, – უთხრა უემიკმა მოახლეს და,
როგორც კი გავიდა, თვალი ჩამიკრა, – ეს კი პირისპირ გვტოვებს, მისტერ პიპ.
– ხომ იცით, მისტერ პიპ, – წამოიწყო უემიკმა, – მე და თქვენ ერთმანეთის გვესმის. ახლა
როგორც კერძო პირები, ისე ვსაუბრობთ. ადრეც გვქონია ერთმანეთთან ფარული საქმე.
სამსახურებრივი შეხედულებები სულ სხვა რამაა. ეს კერძო საუბარია.
მგზნებარედ დავეთანხმე. იმდენად ვღელავდი, მოხუცის სოსისს ჩირაღდანივით წავუკიდე
ცეცხლი და იძულებული გავხდი, სულის შებერვით ჩამექრო.
ისე გაფაციცებით ვუცქერდი სახეში, მოხუცის სოსისი ხელში ფეირვერკივით ამიალდა და მეც
და მისტერ უემიკსაც ყურადღება გაგვიფანტა, რისთვისაც ბოდიში მოვუხადე.
– ...აურზაურის მიზეზი ის გახდა, რომ ეს პიროვნება იქიდან ისე გაუჩინარდა, მასზე არავის
არაფერი სმენია. რის გამოც, – განაგრძო უემიკმა, – არაერთი ვარაუდი თუ თეორია გამოითქვა.
შევიტყვე ისიც, რომ ტემპლში, თქვენ
– ვინ?
არ იყო და თითქოსდა უჩინარი უნდა დარჩენილიყო, თავი ისე დავიჭირე, ვითომ არაფერი
დამინახავს და არაფერი ვიცოდი.
– ამას ჩემ ხელთ არსებული ცნობების საფუძველზე ვერ გეტყვით, – ძალზე ფრთხილად და
სერიოზულად მითხრა უემიკმა, – უფრო სწორად, ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე იყო
დაკავშირებული. მაგრამ მომავალში დიდი ალბათობით შეიძლება დაუკავშირდეს, თუ უკვე
არ არის დაკავშირებული.
აღარ გამომიკითხავს. თუმცა მას მერე, რაც ერთხანს ცეცხლს ჩავცქეროდი, ვუთხარი, რომ
ერთი კითხვის დასმა მსურდა, რაზედაც შეეძლო არ ეპასუხა – მის გადაწყვეტილებას
უსიტყვოდ მივიღებდი. მან საუზმეს თავი ანება, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და
პერანგის სახელოებს თითები მოუჭირა (შინ სიმყუდროვისათვის, როგორ წესი, სერთუკს არ
იცვამდა), მერე შეკითხვის მოლოდინში თავი დამიკრა.
– თუ გსმენიათ ერთი უზნეო კაცის შესახებ, რომლის გვარიც კომპეისონია? უემიკმა თავის
დაკვრით მიპასუხა.
– ცოცხალია?
– ლონდონშია?
ერთხელაც დამიკრა თავი და სასწრაფოდ მოკუმა თავისი საფოსტო ყუთი. მერე საუზმეს
დაუბრუნდა.
მივანიშნე: თუკი მან იცის, რომ თქვენს ბინაში თუ მის სიახლოვეს ვინმე – ტომი, ჯეკი თუ
რიჩარდი – იმყოფება, ჯობია, თქვენ ჩამოსვლამდე ეს ტომი, ჯეკი თუ რიჩარდი სადმე
გადამალოს.
სიმართლე ის იყო, რომ ჰერბერტის რჩეული ჩემ მიმართ უარყოფითად განეწყო, რადგან,
მისი აზრით, ჰერბერტს მფლანგველობისკენ ვუბიძგებდი და მასზე ცუდ გავლენას
ვახდენდი. როცა ჩემმა მეგობარმა პირველად შესთავაზა ჩემი გაცნობა, ქალიშვილი ამას
იმდენად თავშეკავებულად შეხვდა, ჰერბერტი იძულებული გახდა, ვითარება ჩემთვის აეხსნა
და ეთხოვა, მისი დანიშნულის გაცნობა სამომავლოდ გადამედო. როცა მალულად დავიწყე
ჰერბერტის კარიერის მოწყობა, ამ ვითარებას ფილოსოფიური იმედით შევხედე.
შეყვარებულები კი, ბუნებრივია, თავიანთ ერთადყოფნაში მესამე პირის შემოყვანას არ
სამი მიზეზის გამო, რომლებსაც ახლავე მოგახსენებთ: ჯერ ერთი, ის სახლი თქვენს ჩვეულ
მარშრუტებსაც სრულიად მოწყვეტილია და დიდ-პატარა ხალხმრავალ ქუჩებსაც. მეორე:
პირადად იქ მისვლა არ დაგჭირდებათ, რადგან მუდამ შეძლებთ ტომის, ჯეკის თუ რიჩარდის
ამბავი მისტერ ჰერბერტისგან შეიტყოთ. და მესამე: გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ეს
გონივრული იქნება, თუკი
გადაწყვეტთ, ტომი, ჯეკი თუ რიჩარდი მალულად აიყვანოთ უცხოური ხომალდის ბორტზე,
ეს ადვილი იქნება – ხომალდიც სახლთან დახვდება!
– მოკლედ, სერ, მისტერ ჰერბერტი მაშინვე დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს და საღამოს
ცხრა საათისათვის ტომი, ჯეკი, რიჩარდი თუ ვინც არის – ამის ზუსტი
ამბის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ საქმე თქვენ არყოფნაში მოგვარდა და,
თუკი ვინმე თქვენ მიმოსვლას აკვირდება, დარწმუნებული იქნება, რომ თქვენ ამ დროს სულ
სხვაგან იმყოფებოდით და სხვა რამით იყავით დაკავებული. ეს ყოველგვარ ეჭვებს მოხსნის
და მოთვალთვალეებს თავგზას აუბნევს. ამავე მიზნით ვარჩიე, თუკი წუხელ ღამით
დაბრუნდებოდით, შინ არ მისულიყავით. ეს კიდევ უფრო დამაბნევლად იმოქმედებს,
ხოლო მოწინააღმდეგის დაბნევა ხელს გაძლევთ.
– მგონი, რაც კი შემეძლო, ყველაფერი ვიღონე. თუმცა, თუკი ოდესმე მეტის გაკეთებასაც
შევძლებ (ცხადია, უოლუორთული პოზიციიდან, უკიდურესად კერძოდ და საიდუმლოდ),
ამით დიდად გავიხარებ. ეს მისამართია, გამომართვით. ვფიქრობ, არაფერი დაშავდება,
თუკი დღეს საღამოს, ვიდრე შინ მიხვიდოდეთ, ამ მისამართზე მიხვალთ და დარწმუნდებით,
რომ ტომი, ჯეკი თუ რიჩარდი მშვიდობითაა დაბინავებული. ეს კიდევ ერთი მიზეზია
საიმისოდ, რომ წუხანდელი ღამე შინ არ გაგეტარებინათ. ჯობია, თქვენი ბინიდან ამ
მისამართზე არ მიხვიდეთ, – ამ დროისათვის სახელოებში ხელები გამოაძვრინა და
ორივე ხელი მგზნებარედ ჩამოვართვი, – არაფრის, მისტერ პიპ, არაფრის. ბოლოს კი მინდა
ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ, – ხელები მხრებზე დამილაგა და ჩურჩულზე
გადავიდა, – ამავე საღამოს ეცადეთ, მისი მოძრავი ქონება ხელში ჩაიგდოთ. არავინ იცის, რა
ბედი ეწევა, მაგრამ ქონება მაინც გადაარჩინეთ.
რადგან არავითარი იმედი არ მქონდა, უემიკი ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს
გაიზიარებდა, მისი დარწმუნება არც მიცდია.
– დროა, – მითხრა უემიკმა, – წასასვლელი ვარ. თუკი სხვა სასწრაფო საქმე არ გაქვთ,
გირჩევდით, შეღამებამდე აქ დარჩეთ. ძალიან აღელვებული ჩანხართ
– ...ჰოდა, მასაც გასინჯავთ. თქვენ რომ შეწვით, ის სოსისიც მისგან იყო დამზადებული.
ყოველმხრივ ღირსეული ღორი იყო და გთხოვთ, თუნდაც ძველი ნაცნობობის ხათრით,
გასინჯოთ. მოხუცო მშობელო, კარგად მეყოლე! – ხალისიანად შეუძახა გასვლისას.
უემიკის ბუხართან მალევე ჩამთვლიმა. მე და მოხუცმა მთელი დღე ასე მშვიდად და ტკბლად
გავატარეთ. ცეცხლთან ხან ჩავთვლემდით, ხან შევიღვიძებდით. სადილად ღორის ხორცი და
უემიკის ნაკვეთში მოყვანილი
46
ჩავუარე, "ძველი მწვანეს" ნაცვლად სხვა რომ გამოდგა. რამდენჯერმე გავცდი დანიშნულების
ადგილს, რამდენჯერ ნაადრევად შევუხვიე მდინარისაკენ და, როგორც იქნა, წისქვილის
ტბორის ნაპირზე გავედი. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქაურობა ცივი და
მიუსაფარი იყო, რადგან მდინარის ქარს აქ სატრიალოდ საკმაო ადგილი ჰქონდა. აქ მხოლოდ
ხის, ძველისძველი, წაქცეული ორი წისქვილი იყო და ასევე – ის "ძველი, მწვანე სპილენძის
ბაგირის საამქრო", რომელიც მთვარის შუქში გრძელ, ვიწრო ბილიკად მიიკლაკნებოდა
მიწაში ჩასობილი ხის ჩარჩოების ორ რიგს შუა და შორიდან ყოვლად უცნაურ,
სიძველისაგან კბილებდაცვენილ ფოცხს წააგავდა.
ნაპირზე მდგომ უცნაურ სახლებს შორის ხისფასადიანი სახლი ამოვარჩიე, რომელსაც სამივე
სართულზე თაღიანი ფანჯრები ჰქონდა. კარის ფირფიტაზე "მისის უიმპლი" წავიკითხე.
სწორედ ამ გვარს ვეძებდი, დავაკაკუნე და ხანში შესულმა, თუმცა ჯან-ღონით სავსე,
სანდომიანმა ქალბატონმა გამიღო კარი. წამის შემდეგ მას ჰერბერტი შეენაცვლა, მისაღებ
ოთახში შემიძღვა და კარი მოხურა. მეუცნაურა, რომ ასე ახლობელი სახე ჩემთვის უცხო
გარემოში ვნახე, სადაც ის აშკარად გაშინაურებული უნდა ყოფილიყო. ჩემს მეგობარს იმავე
ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი, როგორც მინისა და ფაიფურის ჭურჭლით სავსე
კუთხის სერვანტს, ბუხრის თავზე გამოფენილ ზღვის ნიჟარებსა და კედლებზე ფერად
გრავიურებს, რომლებიც კაპიტან კუკის დაღუპვისა და ხომალდის გამგზავრების სცენებს
ასახავდა, ერთზე კი უინძორის სასახლის ტერასაზე მდგარი მისი უდიდებულესობა მეფე
ჯორჯ მესამე გამოესახათ, მეეტლის ფაშფაშა პარიკით, ტყავის ბრიჯითა და ჩექმით.
ზევიდან შემაშფოთებელი ღრიალი მოისმა და, როგორც ჩანს, სახეზე გაოცება შემეტყო.
– ჰო. არადა, ნიკრისის ქარი აწუხებს, რასაც რომი ნამდვილად არ უხდება. გარდა ამისა,
ასეთი ახირება სჭირს: სურსათის მთელ მარაგს თავისთან, ზედა სართულზე, ინახავს და
მცირე ულუფებით გასცემს. ყველაფერი საწოლის თავზე, თაროებზე, უწყვია და ყველაფერს
წონის! მისი საძინებელი, ალბათ, საბაყლოს ჰგავს.
– სხვა, აბა, რაა მოსალოდნელი, როდესაც მაინცდამაინც თვითონ სურს ყველის დაჭრა?
როდესაც კაცს მარჯვენა ხელში – და ყველა სხვა კიდურშიც – ნიკრისის ქარი აქვს,
გლოსტერულ ყველს ისე როგორ ჩამოჭრის, რამე არ იტკინოს?
როგორც ჩანს, მართლაც ძლიერად იტკინა, რადგან მეორე წამს კვლავ გაშმაგებით
დაიღრიალა.
მართლაც უცნაური, მაგრამ შესამჩნევად მოვლილი და სუფთა სახლი იყო. როდესაც ეს აზრი
ხმამაღლა გამოვთქვი, მითხრა:
– არა, არა, ეგ სახელი მე შევარქვი. სინამდვილეში მისტერ ბარლი ჰქვია. ვერ წარმოიდგენ,
ჰენდელ, ჩემისთანა ადამიანისათვის რა შვებაა ისეთი
ქალიშვილის სიყვარული, ვისაც ნათესავები არ ჰყავს და ოჯახური პრობლემებით არც
თვითონაა შეწუხებული და არც სხვას შეაწუხებს!
ჰერბერტმა წინათ მიამბო, ახლა კი შემახსენა, რომ მის კლარა ბარლი ჯერ კიდევ იმხანად
გაიცნო, როცა გოგო ჰემერსმითში, ერთ პანსიონში სწავლას ამთავრებდა. შემდეგ კლარა
იძულებული გახდა მამის ავადმყოფობის გამო ლონდონში ჩამოსულიყო. ახალგაზრდებმა
თავიათი სიყვარულის ამბავი მზრუნველ მისის უიმპლს გაანდეს. მას მერე მისი კეთილი და
წინდახედული მფარველობის ქვეშ იყვნენ. თავიდანვე გადაწყდა, რომ არ ღირდა მოხუცი
ბარლისათვის ამ რომანტიკული გრძნობების გამხელა, რადგან ნიკრისის ქარის, რომისა და
საკუჭნაო მარაგის გარდა რამე უფრო ამაღლებულის წვდომა სულ არ შეეძლო.
ამ დროს ძალზედ უშუალო და გულის ამაჩუყებელი იყო ის, თუ როგორ აყოლებდა თვალს
კლარა ჰერბერტის მიერ ჩამოთვლილ სურსათს; რა მიმნდობი და უმწიკვლო იერით
ეკვროდა ჰერბერტს და ნებას რთავდა, მხრებზე ხელი შემოეხვია. ქალიშვილს იმდენად
სჭირდებოდა მფარველობა აქ, წისქვილის ტბორის ნაპირზე, ჩინკზის ყურეში, "მწვანე
სპილენძის ბაგირის საამქროს" მახლობლად, სადაც ზედა სართულიდან ბებერი ბარლის
ღრიალი ისმოდა, რომ არაფრის დიდებით არ ვისურვებდი, მისი და ჰერბერტის ქორწინება
ჩაშლილიყო
– მთელი იმ ფულის ფასადაც კი, პროვისის სქელ საფულეში რომ ელაგა და რომელსაც არ
გავკარებივარ.
– ამ უნამუსო ბებერ ზვიგენს ვერ უყურებ?! – შეჰყვირა ჰერბერტმა, – როგორ ფიქრობ, ჰენდელ,
ამჯერად რაღა უნდა?
ხრინწიანი ხმა გავიგონეთ, უცნაურ სიმღერასავით, ხან დაბალ, ხან მაღალ ხმაზე იმეორებდა
ერთსა და იმავე სიტყვებს. თუკი ზოგიერთ ფრაზას კეთილი სურვილებით, ანუ მისი
სრულიად საპირისპირო რამით შევცვლით, რაღაც მსგავსი გამოვა:
ბარლის შეხედეთ. ნახეთ, ბებერი ბილ ბარლი, ღმერთმა დაგლოცოთ. ბებერი ბილ ბარლი
ზურგზე წევს გაშოტილი, ღმერთს გეფიცებით. აგერ, თქვენი ბებერი ბილ ბარლი, მკვდარი
კამბალასავით გაბრტყელებული წევს, დალოცვილნი იყავით, ეჰეი! ღმერთმა დაგლოცოთ!
როგორც ჰერბერტმა მითხრა, უხილავი მისტერ ბარლი დღე და ღამე ამგვარი დიალოგით
იქცევდა თავს; დღისით ზოგჯერ ცალი თვალით იცქირებოდა ტელესკოპშიც, რომელიც
საწოლთან ჰქონდა მიმაგრებული, რათა მდინარე დაეთვალიერებინა ხოლმე.
ვიცოდი, რას იზამდა, თუკი სიმართლეს შეიტყობდა. შესაძლოა, მის საძებნელად წასვლა
განეზრახა და თავი საფრთხეში ჩაეგდო. ამიტომ, როდესაც მე და ჰერბერტი მასთან ერთად
ბუხარს შემოვუსხედით, პირველყოვლისა, ვკითხე, უემიკის განსჯასა და ცნობას რამდენად
ენდობოდა.
გეგმა და უწინდელზე მეტადაც კი მეწურებოდა გული, რადგან ახლა ჩემ გამო სრულიად
აშკარა საფრთხე ემუქრებოდა, თანაც უეცარი და საგრძნობი სილბოც შეეტყო. იმაზეც
მივანიშნე, რომ ამჟამინდელ გაურკვეველ მდგომარეობაში, თუკი ფუფუნებით ცხოვრებას
დავიწყებდი, ეს ეჭვს დაბადებდა და სახიფათო იქნებოდა. ვერ შემეკამათა და ჩემი
ნათქვამი ძალზე შეგნებულად მიიღო.
აღიარა, რომ დაბრუნება რისკიანი ნაბიჯი იყო, თუმცა თავიდანვე იცოდა, რაზეც მიდიოდა.
დამპირდა, რომ მეტად აღარ გარისკავდა; ჩვენისთანა მეგობრების დახმარებით კი ყველანაირ
საფრთხეს გაუმკლავდებოდა.
ჰერბერტი ერთხანს ჩაფიქრებული უცქერდა ცეცხლს, მერე კი თქვა, უემიკის სიტყვებმა ერთი
მოსაზრება გამიჩინა, რომელიც, შესაძლოა, გამოგვადგესო.
– ორივე კარგი ნიჩბოსნები ვართ, ჰენდელ, და, დრო როცა მოვა, ჩვენვე შევძლებთ პროვისის
მდინარეზე ჩაყვანას, არც ნავის დაქირავება დაგვჭირდება
არა აქვს. ხომ არ აჯობებს, ახლავე იშოვო ნავი ტემპლის ნაპირთან და მდინრეზე სეირნობა
ჩვევად იქციო? როცა ეს მუდმივი გახდება, ვიღა მიაქცევს
დაეხურა.
რაკი ჩვენი თათბირი დასრულდა, ავდექი და წასვლა დავაპირე. ჰერბერტს ვუთხარი, რომ
ჯობდა, შინ ერთად არ მივსულიყავით და მისთვის ნახევარი საათით მაინც დამესწრო.
– ღამე მშვიდობისა! ჰერბერტი მუდმივად მოგაწვდით ჩემს ამბებს, ხოლო დრო როცა მოვა,
დარწმუნებული იყავით, მზად ვიქნები. ღამე მშვიდობისა!
გზას გვინათებდა. მისი მოსვლის ღამე მომაგონდა, როდესაც პირიქით ვიდექით. მაშინ რას
ვიფიქრებდი, რომ ამ კაცს ასე გულდამძიმებული გამოვეთხოვებოდი.
ბებერი ბარლის კარს ჩავუარეთ; ისევ ის გმინვა და ბუტბუტი მოგვესმა. მგონი, ამ ხნის
განმავლობაში ერთხელაც არ დადუმებულიყო და ეტყობოდა, არც მომავალში აპირებდა
ამას. კიბე ჩავიარე და ჰერბერტს ვკითხე, პროვისმა ეს გვარი თუ დაიტოვა-მეთქი. რა თქმა
უნდა, არაო, მიპასუხა – მდგმურმა თავი მისტერ კემპბელად წარადგინა. ასევე მითხრა, რომ
მისტერ კემპბელის შესახებ მხოლოდ შემდეგი იცოდნენ: იგი ჰერბერტის მფარველობის ქვეშ
იმყოფებოდა და
ის, ანუ ჰერბერტი, ძალზედ დაინტერესებული იყო იმით, რომ მდგმურს არაფერი
მოჰკლებოდა და არავის შეეწუხებინა. ამიტომაც, როდესაც სასტუმრო ოთახში ხელსაქმით
დაკავებული მისის უიმპლი და კლარა დაგვხვდნენ, არ მიხსენებია, რომ მისტერ
კემპბელის ბედით ვიყავი დაინტერესებული.
მეორე დღესვე ნავი შევიძინე. ეს საქმე სწრაფად მოვაგვარე და ნავი ნაპირთან, ტემპლის
საფეხურებთან, ისე დავაბინავე, რომ შიგ ჩაჯდომა ორ წუთში შემძლებოდა ხოლმე. თანდათან
დავიწყე ნავით აღმა-დაღმა სრიალი –
მცირე ლაქაც კი შეიძლებოდა მისი მდევარი ყოფილიყო, მის შესაპყრობად უხმოდ, სწრაფად
და მარჯვედ რომ მიიწევდა.
47
რამდენიმე კვირის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. უემიკს ველოდით, მაგრამ არავითარ
ნიშანს არ გვაძლევდა. ლიტლ-ბრიტანის გარეთ რომ არ მცნობოდა და მის ციხესიმაგრეში
გაშინაურებული რომ არ ვყოფილიყავი, შესაძლოა, მასში ეჭვი შემპარვოდა; მაგრამ კარგად
ვიცნობდი და ვენდობოდი.
უგულობა და სიმდაბლე იქნებოდა ჩემი მფარველისაგან იმაზე მეტი ფულის აღება, რაც
უკვე მარგუნა. ამიტომაც გაუხნელი საფულე ჰერბერტს მასთან გავატანე და ერთგვარი
კმაყოფილებაც განვიცადე – ვერ გეტყვით, ეს გულწრფელი თუ ყალბი განცდა იყო. მას მერე,
რაც თავი გამოააშკარავა, ჩემი მწყალობლის დიდსულოვნებით აღარ მისარგებლია.
ბედკრულ ცხოვრებას ვეწეოდი; ჩემი მრავალი შიშის თავზე ერთი მთავარი შიში მთასავით
აღმართულიყო და წამითაც არ ეფარებოდა თვალს. თუმცა განგაშისათვის ახალი მიზეზი არ
გამჩენია. მიუხედავად ამისა, უეცრად გამძაფრებული შიში მაღვიძებდა და საწოლიდან
წამოვხტებოდი ხოლმე იმაში დარწმუნებული, რომ პროვისს მიაგნეს და შეიპყრეს. საღამოს
ძრწოლით
მდინარის ქვედა ნაწილში ზოგჯერ ისეთი სწრაფი დინება იყო, ნავით შინ ვეღარ
ვბრუნდებოდი; იძულებული ვხდებოდი, საბაჟოსთან დამეტოვებინა და დამებარებინა,
მოგვიანებით ტემპლში მოეყვანათ. ამგვარი შემთხვევები ხელს მაძლევდა კიდეც, რადგან
სანაპიროს ხალხი უფრო და უფრო მეჩვეოდა. ამ შემთხვევებმა ორი შეხვედრა განაპირობა,
რომელთა შესახებაც უნდა გიამბოთ.
ძალიან დავიქანცე და შემცივდა. გადავწყვიტე, სადმე, ახლომახლო, მესადილა და, რაკი შინ
მარტოსული და ნაღვლიანი საღამო მელოდა, მერე თეატრშიც წავსულიყავი. თეატრი, სადაც
მისტერ უოპსლმა საეჭვო დიდება მოიხვეჭა, სწორედ იმ სანაპიროს ახლოს იყო (ამჟამად კი
აღარ არსებობს) და
იქით გავეშურე. ახლა ჩემთვის უკვე ცხადია, რომ მისტერ უოპსლმა არათუ დრამა ვერ
ააღორძინა, არამედ მის დაკნინებასაც შეუწყო ხელი. აფიშები საბედისწერო ფაქტს
იუწყებოდა: ის თურმე "ერთგული ზანგის" როლს ასრულებდა ერთ-ერთ სპექტკლში,
რომელშიც დიდგვაროვანი ქალიშვილი და მისი მაიმუნიც თამაშობდნენ. ჰერბერტმა
ერთხელ ქუჩის კომიკური წარმოდგენა ნახა, სადაც უოპსლი აგურისფერსახიან და ქუდზე
ეჟვნებიან ველურ თათარს
განასახიერებდა.
მტკაველს პორტერის კათხის კვალი ფარავდა, ყოველ დანას კი მიმხმარი საწებლის სქემები და
დიაგრამები ამშვენებდა – ჩვენი ლორდ-მერის სამფლობელოში დღემდე ვერ ნახავთ თუნდაც
ერთ არაგეოგრაფიულ
სასადილოს. მერე კი დრო იმით გავიყვანე, რომ ნამცეცებზე ვთვლემდი, გაზის ნათურებს
ვაშტერდებოდი და სადილების ოხშივარში ვიხარშებოდი. ბოლოს და ბოლოს, თავი
გამოვიფხიზლე და სპექტაკლის სანახავად წავედი.
საჯაროდ განაცხადა, გული ისეთივე შავი აქვს, როგორც პირისახეო. ამ შავმა კაცმა კიდევ
ორი ცეცხლფარეში დაიყოლია, რათა კაცობრიობისათვის სირთულეების შესაქმნელად
ეღვაწათ; ეს ისეთი წარმატებით განახორციელეს კიდეც (ცეცხლფარეშთა კლანს
მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ჰქონია), რომ ვითარების განმუხტვას ნახევარი
საღამო დასჭირდა; ისიც მხოლოდ იმის ხარჯზე გახდა შესაძლებელი, რომ თეთრი ქუდითა
და შავი გეტრით შემოსილი ერთი ტანმორჩილი, პატიოსანი, წითელცხვირა ბაყალი, ხელში
ღუმლის ცხაურით, საათში შეიმალა; გადამწყვეტი საუბარი მოისმინა; მერე საათიდან
გამოვიდა და ვინც კი მოსმენილის ჭეშმარიტებაში ვერ დაარწმუნა, ყველას ცხაურა ჩასცხო
თავში. დასასრულს მისტერ უოპსლი (რომელიც მანამდე ერთხელაც არ გამოჩენილა) მხარზე
გადაკიდებული ლენტითა და ვარსკვლავით მკერდდამშვენებული გამოვიდა – აშკარად,
უშუალოდ საადმირალოდან მოვლენილ ძლევამოსილ ჩინოსანს განასახიერებდა – და
განაცხადა, რომ ცეცხლფარეშებს დაუყოვნებლივ ციხეში ჩასვამდნენ, ხოლო ბოცმანს
სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლისათვის მოკრძალებულ ჯილდოდ ინგლისის დროშა
გადასცა. ბოცმანს, მგონი, ცხოვრებაში პირველად აუჩუყდა გული, დროშაზე ცრემლი
შეიმშრალა, მისტერ უოპსლს "თქვენო ღირსებათი" მიმართა და ხელის ჩამორთმევის
უფლება სთხოვა. მისტერ უოპსლმა დიდსულოვანი
თვალები ისე უცნაურად უბზინავდა, თითქოს დიდი ხნის ჩავლილ ამბებს იხსენებსო და
ვერაფრით მივხვდი, ეს რას ნიშნავდა. მას მერე, რაც ის ვეება საათის ყუთით ცად ამაღლდა და
ღრუბლებში გაუჩინარდა, ვიჯექი და ამ უცნაურობაზე ვფიქრობდი, მაგრამ დასკვნა ვერ
გამოვიტანე. ერთი საათის შემდეგ, იმავე ფიქრში ჩაფლული, თეატრიდან რომ გამოვედი,
კართან მელოდებოდა.
‒ დიახ, დაგინახეთ, მისტერ პიპ! – მიპასუხა, – რა თქმა უნდა, დაგინახეთ. მაგრამ თქვენთან
ერთად ვინ იყო?
– ვინ?
– არა, ახლა ვეღარ დაინახავთ, – მითხრა მისტერ უოპსლმა, – ვიდრე გამოვიდოდი, მაშინვე
წავიდა. დავინახე, დარბაზიდან როგორ გავიდა.
რაკი ეჭვის საკმაო საბაბი მქონდა, საბრალო მსახიობშიც კი დავეჭვდი, ჩემ გამოსატეხად
მოწყობილი ერთგვარი ფანდიც კი ვივარაუდე, მაგრამ თავი შევიკავე და მის გვერდიგვერდ
მდუმარედ განვაგრძე გზა.
– გაგეცინებათ, მაგრამ თავიდან ვიფიქრე, თქვენთან ერთად ხომ არ მოვიდა, მისტერ პიპ,
მაგრამ მერე მივხვდი, რომ მის იქ ყოფნაზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ, ის კი თქვენ ზურგს
უკან მოჩვენებასავით იჯდა.
– მართლა?
– დიახ, ასეა. მისტერ პიპ, თუ გახსოვთ, დიდი ხნის წინათ, ერთ შობა დღეს, თქვენ რომ ჯერ
სულ მთლად ბავშვი იყავით, მე კი სწორედ გარჯერისთან ვსადილობდი, კარზე
სამხედროებმა დააკაკუნეს და ხელბორკილების შეკეთება მოითხოვეს?
– ყველაფერი კარგად მახსოვს, – იმაზე უკეთაც, ვიდრე უოპსლს ეგონა, უკანასკნელ ფაქტს თუ
არ ჩავთვლით.
– ჰოდა, მისტერ პიპ, ამ ორი პატიმრიდან ერთ-ერთი ამ საღამოს თქვენ უკან იჯდა. თქვენ
მხარს უკან გავარჩიე.
– რომელი დაინახეთ?
– რომელიც ნაცემი იყო! – ხალისით მიპასუხა, – გეფიცებით, მართლაც ის იყო! რაც მეტს
ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის უნდა ყოფილიყო.
– ეს მართლაც ძალზე უცნაურია! – მთელი ღონე ვიხმარე, რათა მეჩვენებინა, რომ ეს ამბავი ამ
შეცხადებაზე მეტს არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, – ძალზე უცნაური.
ვერაფრით გადავაჭარბებ, თუკი ვიტყვი, რომ ამ ცნობამ უკიდურესად შემაშფოთა და ცივმა
ჟრუანტელმაც კი დამიარა იმის გაფიქრებაზე, რომ
კომპეისონი ჩემს ზურგს უკან "მოჩვენებასავით იჯდა". მას მერე, რაც პროვისის დამალვას
შევუდექი, მხოლოდ რადენიმე წუთით შევწყვიტე მასზე ფიქრი და ეს სწორედ ის წუთები
აღმოჩნდა, როცა ეს მტარვალი ყველაზე ახლოს ყოფილა
მას მერე, რაც მისტერ უოპსლმა ყელაფერი გაიხსენა, რაც კი შეძლო, და მეც,
შეძლებისდაგვარად, გამოვკითხე, დამღლელი საღამოს შემდეგ მცირე სასმელზე დავპატიჟე
და მალევე დავემშვიდობე. როცა ტემპლს მივადექი, დრო ღამის თორმეტსა და პირველს
შორის უნდა ყოფილიყო და ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა. როდესაც შევედი, გარშემო
ვერავინ შევნიშნე.
48
წინა თავში ნახსენები ორი შეხვედრა ერთი კვირის შუალედით შედგა. მაშინდელივით, ნავი
ხიდის იქით, ნავსადგომზე დავტოვე, თუმცა იმ დღესთან შედარებით ამჯერად
დაახლოებით ერთი საათით ადრე გადმოვედი ნაპირზე. სად მესადილა, ჯერაც არ მქონდა
გადაწყვეტილი, უმიზნოდ დავეხეტებოდი ჩიპსაიდზე – იქ მოფუსფუსე გამვლელთა შორის
უსათუოდ ყველაზე მოცლილი
ვიყავი. უეცრად ვიღაც წამომეწია და ვეება ხელი უკნიდან მხარზე დამადო. წამის შემდეგ
მისტერ ჯეგერსმა ხელი ჩამოიღო და ხელკავი გამიყარა.
– რაკი ერთი მიმართულება გვაქვს, პიპ, ბარემ ერთად ვიაროთ. საით გაგიწევია?
– უემიკიც მოდის.
– უემიკ, მის ჰევიშემის ბარათი მისტერ პიპს თუ გაუგზავნეთ? – ჰკითხა მისტერ ჯეგერსმა,
როგორც კი სადილს შევუდექით.
– არა, სერ. ფოსტით ვაპირებდი გაგზავნას, როდესაც მისტერ პიპი კანტორაში მოიყვანეთ.
აგერ არის, – კონვერტი ამოიღო, მაგრამ მე კი არა, თავის უფროსს გაუწოდა.
– დიახ, – ვუთხარი, თან ბარათს თვალი გადავავლე, თუმცა ახალი ვერაფერი ამოვიკითხე.
– მაშ, ასე, პიპ! ჩვენმა მეგობარმა ობობამ ნაბიჯი გადადგა და მთავარი პრიზიც მოიგო.
არსებობს.
– ასე რომ, მისის ბენტლი დრამლს გაუმარჯოს, – განაცხადა ჯეგერსმა, გვერდით მოდგმული
ბორბლებიანი მაგიდიდან გრაფინი გადმოიღო და ნარჩევი ღვინო ჩამოგვისხა, – დაე,
უპირატესობა ქალის მხარეს აღმოჩნდეს! რადგან ყოვლად შეუძლებელია, უპირატესობა
ქალსაც ჰქონდეს და მამაკაცსაც. მოლი,
მოლი, დღეს რა ნელი ხარ! – ამას რომ ამბობდა, ქალი მის გვერდით იდგა და სუფრაზე
მომდევნო კერძის შემოსადგმელად ემზადებოდა. როდესაც დადგა, სინს ნელა მოაცილა
ხელები, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ოდნავგასაგონად მოუბოდიშა. ყურადღება მივაქციე,
ლაპარაკისას თითებს უცნაურად ამოძრავებდა.
– არაფერი. უბრალოდ ჩემთვის ფრიად მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობდით. ქალი თითებს ისე
ამოძრავებდა, თითქოს ქსოვდა. იდგა, თავის ბატონს
ვიხილე!
ჯეგერსმა მოსამსახურე დაითხოვა. მოლი წავიდა, თუმცა ჯერ ისევ ცხადად მედგა
თვალწინ. მისი თვალები, მისი ხელები, თმის უხვი კონა გონებაში სხვა თვალებს, სხვა
ხელებსა და თმას შევადარე და წარმოვიდგინე, ამ ყოველივეს უხეში ქმრის გვერდით
ოცწლიანი ქარიშხლიანი ცხოვრება როგორ შეცვლიდა. კვლავ მოსამსახურის ხელები და
თვალები წარმომიდგა და მაშინვე ჩემი ყოვლად აუხსნელი განცდა მომაგონდა, როდესაც
ერთ პიროვნებასთან ერთად გავერანებულ ბაღსა და მიტოვებული ლუდსახდელის ირგვლივ
უკანასკნელად ვსეირნობდი. მომაგონდა, რომ იგივე განცდა მაშინაც დამეუფლა, როდესაც
ვთქვი, ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია-მეთქი, გაგების ნიშნად თავი დამიქნია, ზურგზე ხელი
მომითათუნა და ჭიქები შეგვივსო, მერე კი სადილს მიუბრუნდა.
იმ საღამოს მოსამსახურე მხოლოდ ორჯერდღა შემოვიდა, ისიც ძალზე ცოტა ხნით. მისტერ
ჯეგერსი მკაცრად ეპყრობოდა. მაგრამ მისი ხელები ესტელას ხელები იყო, მისი თვალები –
ესტელას თვალები და ასჯერაც რომ გამოჩენილიყო, ჩემი აღმოჩენის ჭეშმარიტებაში ვერც
მეტად დავრწმუნდებოდი და ვერც ნაკლებად.
მოსაწყენი საღამო გამოდგა, რადგან უემიკი, როცაკი ღვინოს უსხამდნენ, ისე საქმიანად
წრუპავდა, გეგონება, ამაში ხელფასს უხდიდნენ; თავის უფროსს თვალს არ აცილებდა,
თითქოს ეჭვმიტანილის დაკითხვისათვის მუდმივ მზადყოფნაში იყო. თავისი საფოსტო
ყუთით ისე გულგრილად და მორჩილად ნთქავდა სასმელს, როგორც ნებისმიერი საფოსტო
ყუთი – აუარება წერილს. ჩემთვის ის კვლავ რჩებოდა უოლუორთელი უემიკის უცხო
ტყუპისცალად, რომელსაც მხოლოდ გარეგნულად ჰგავდა.
– ამას თქვენ გარდა ვერავის ვეტყოდი, – მიპასუხა, – რადგან ვიცი, ჩვენ შორის ნათქვამი
სხვაგან აღარ გავრცელდება.
– უემიკ, – ვუთხარი მერე, – გახსოვთ, ვიდრე მისტერ ჯეგერსს შინ პირველად ვესტუმრებოდი,
როგორ გამაფრთხილეთ, მის მოსამსახურეს ყურადღებით დავკვირვებოდი.
– ასე გითხარით? – გაიკვირვა, – რაღაც ვერ ვიხსენებ. თუმცა, ეშმაკმა დამწყევლოს, – უეცრად
შეიცვალა კილო, – მართლაც გაგაფრთხილეთ. მგონი, ჯერ ისევ შებოჭილი ვარ.
– გთხოვთ, მისი ამბავი მომითხროთ. ამ ინტერესისათვის საგანგებო მიზეზი მაქვს. ხომ იცით,
ჩვენ შორის ნათქვამი სხვაგან არ გავრცელდება.
– რა გითხრათ? – მიპასუხა უემიკმა, – მისი ამბავი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მთლიანად.
რაც ვიცი, გიამბობთ. რა თქმა უნდა, ეს სავსებით არაოფიციალური საუბარი იქნება.
– რა თქმა უნდა.
ვუთხარი, რომ იმ დღეს, მასთან პირველად როცა ვისადილე, ჯეგერსმა ქალს უბრძანა,
ჩვენთვის ხელები ეჩვენებინა.
– მოკლედ, – განაგრძო უემიკმა, – მას მერე, რაც საქმეს მსვლელობა მიეცა, ამ ქალს იმდენად
ოსტატურად მორგებული კაბები ეცვა, რომ იმაზე ბევრად თხელს აჩენდა, ვიდრე
სინამდვილეში იყო. განსაკუთრებით სახელოები ისე უფარავდა მკლავებს, სუსტი და ფაქიზი
მოგეჩვენებოდათ. ტანზე სულ ორიოდე დაბეჟილობა ემჩნეოდა, რაც ჩხუბის საბუთად ვერ
ჩაითვლებოდა, მაგრამ ხელის მტევნები დაკაწრული ჰქონდა და ეს კი ბუნებრივ კითხვას
ბადებდა: ფრჩხილებით ხომ არ დაკაწრეს? მისტერ ჯეგერსმა დაამტკიცა, რომ ქალმა
კვრინჩხის ბუჩქებით გაიკვლია გზა. მართალია, ბუჩქები სახემდე ვერ სწვდებოდა, თუმცა
ხელები დაუკაწრა. ამასთან, ქალის კანში მართლაც რამდენიმე ხიჭვი აღმოაჩინეს და სხვა
ნივთმტკიცებებს დაურთეს. კვრინჩხის ბუჩქებშიც აშკარად ვიღაცას გაევლო, ადგილ-ადგილ
დამტვრეული იყო და ზედ ამ ქალი კაბის ნაგლეჯები და მისი სისხლის კვალიც კი
აღმოაჩინეს. მაგრამ მისი ყველაზე ძლიერი სვლა ეს არ ყოფილა. ქალის ეჭვიანობას იმით
ამტკიცებდნენ, რომ, როგორც ვარაუდობდნენ, მან ქმარზე შურის საძიებლად მისგან
შეძენილი სამიოდე წლის ბავშვი მოკლა. მისტერ ჯეგერსმა ეს ბრალდება შემდეგნაირად
გააცამტვერა: "ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ნაკაწრები მსჯავრდებულს ფრჩხილებმა კი არა,
ეკლებმა მიაყენა და ამ ეკლებს გიჩვენებთ კიდეც. თქვენ კი მაინც ამტკიცებთ, რომ
ფრჩხილებითაა დაკაწრული და ამას ჰიპოთეზით გვისაბუთებთ, თითქოს ამ ქალმა საკუთარ
ბავშვს სიცოცხლე მოუსწრაფა. თუ ასეა, ამ
ჰიპოთეზის ყველა შესაძლო შედეგიც უნდა გაითვალისწინოთ. ვინ იცის, იქნებ ამ ქალმა
მართლაც მოკლა თავისი ბავშვი და ხელებიც სწორედ ბავშვმა
ქალს საკუთარი ბავშვის მკვლელობისათვის? ხოლო თუკი ჩვენს საქმეს დავუბრუნდებით და,
თუკი ისევ ამტკიცებთ, რომ ამ ქალს ხელები ფრჩხილებით დაუფხაყნეს, როგორც ჩანს, ამ
გარემოებას თქვენ სასარგებლოდ უპირებთ გამოყენებას, თუკი, არგუმენტის სახით, არ
დავუშვებთ, რომ თქვენი ვერსია თავიდან ბოლომდე შეთითხნილია!". მოკლედ, – დაასკვნა
უემიკმა, – მისტერ ჯეგერსმა მსაჯულებს ისე აუბნია თავგზა, ბოლოს და ბოლოს ფარ-
ხმალი დაყარეს.
– დიახ, მაგრამ მთავარი ეგ არ არის, – მითხრა უემიკმა, – მასთან სამსახური მაშინვე დაიწყო,
როგორც კი გაამართლეს. თავიდანვე ასეთი მოთვინიერებული იყო, როგორსაც ახლა ხედავთ.
მას მერე მხოლოდ დიასახლისის ზოგიერთი მოვალეობის შესრულება ისწავლა, მაგრამ
თვინიერება თავიდანვე და
ერთბაშად ასწავლეს.
– მისი ბავშვის სქესი ხომ არ გახსოვთ?
49
უკვე ბინდდებოდა. ქალაქის მთავარი ქუჩის უკან მდუმარე ეზოები გამოვიარე. ძველი
სამონასტრო სათავსოებისა და სატრაპეზოების ნანგრევები, რომელთა გარშემო ბერებს წინათ
ბაღები ჰქონდათ გაშენებული, ფარდულებად და საჯინიბოებად გადაეკეთებინათ და ლამის
სამარეებში მწოლიარე ბერებივით დუმდნენ. ტაძრის ზარების ხმა ასე ნაღვლიანად და ყრუდ
არასოდეს აჟღერებულა, როგორც ახლა, როდესაც ვჩქარობდი, რათა არავის შევენიშნე. ძველი
ორგანის ჰანგებმა სამგლოვიარო მუსიკა მომაგონა, ხოლო მონასტრის რუხი სამრეკლოს
გარშემო და ბაღის მაღალი ხეების რტოებში მოწრიალე ყჭილყვავები თავიანთი ყვირილით
თითქოს მახსენებდნენ, რომ აქაურობა შეიცვალა და ესტელა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
ჭიშკარი ხნიერმა მსახურმა ქალმა გამიღო, რომელიც ადრეც მინახავს და ვიცოდი, რომ
ფლიგელში ცხოვრობდა. ბნელ დერეფანში უწინდელივით დამხვდა ანთებული სანთელი,
რომელიც ავიღე და კიბეს მარტო ავუყევი. მის ჰევიშემი თავის ოთახში არ იყო. იგი კიბის
ბაქნის მეორე მხარეს, დიდ ოთახში ვიპოვე. ამაოდ ვაკაკუნე, მერე კარი შევაღე და დავინახე,
ბუხართან ახლოს მიდგმულ, გაცრეცილ სავარძელში იჯდა და ჩანავლულ ცეცხლს
აშტერდებოდა.
როგორც წინათაც გამიკეთებია, ახლაც უხმოდ შევედი და ბუხართან დავდექი, რათა, თავს
როგორც კი ასწევდა, დავენახე. ისეთი მარტოსული მეჩვენა, შევიბრალებდი, თავისი ნებით
იმაზე მეტი რომ არ დაეშავებინა ჩემთვის, ვიდრე ბრალად ვდებდი. მაინც თანაგრძნობით
დავყურებდი და გავიფიქრე, რომ მეც მისი იავარქმნილი სახლის ნაწილად ვიქეცი. ამომხედა
და ერთხანს გაოცებული მაკვირდებოდა, მერე კი ხმადაბლა ამოთქვა:
– ცხადია თუ სიზმარი?
– მე ვარ, პიპი. მისტერ ჯეგერსმა თქვენი ბარათი გუშინ გადმომცა და მაშინვე ჩამოვედი.
– გმადლობ. გმადლობ.
ცეცხლთან მეორე გაცრეცილი სავარძელი მივდგი და ჩავჯექი. მის სახეზე რაღაც სხვა
გამომეტყველება შევნიშნე – თითქოს ჩემი ეშინოდა.
ახსენე და ამით დაგიმტკიცო, რომ მთლად ქვის გული არა მაქვს. თუმცა, ალბათ, მაინც არ
დაიჯერებ, რომ ადამიანური გრძნობები გამაჩნია, არა?
– მაინც რა არის?
– არა, არა, – ვუპასუხე, – ეს რამ გაფიქრებინათ, მის ჰევიშემ? იმიტომ გავჩერდი, რომ მეგონა,
ჩემს მონათხრობს არ უსმენდით.
– იქნებ არც გისმენდი, – წამით თავზე დაიდო ხელი, – თავიდან დაიწყე და სხვაგან თუ
გავიხედავ, არ გაგიკვირდეს. მოიცადე! ახლა დაიწყე.
თავის ჯოხს იმ მტკიცე ჟესტით დაეყრდნო, ზოგჯერ რომ სჩვეოდა, და ცეცხლს ისე
ჩააკვირდა, აშკარა იყო, ყურადღების მოკრებას ცდილობდა. ჩემი
– მაშ, ასე, – თავი ასწია, თუმცა ჩემთვის თვალი არ გაუსწორებია, – რა თანხა დასჭირდება
საქმის ბოლომდე მიყვანას?
– ისევე ერთგულად.
ეს რომ მკითხა, არც მაშინ მოუხედავს, მაგრამ ხმაში მოულოდნელი სილბო გაუკრთა. მაშინვე
ვერ ვუპასუხე, რადგან ხმამ მიმტყუნა. ქალი ჯოხზე ჩამოდებულ ხელს შუბლით დაეყრდნო.
– ბედნიერებისგან ნამდვილად შორს ვარ, მის ჰევიშემ, მაგრამ წუხილის სხვა მიზეზებიც
მაქვს, რომლის შესახებაც არაფერი იცით. ესეც იმ საიდუმლოს ნაწილია.
რამდენიმე ხანში წამოდგა და ოთახს გადახედა. საწერ მოწყობილობებს ეძებდა, მაგრამ ვერ
აღმოაჩინა. მაშინ ჯიბიდან გამუქებულ ოქროს ყდაში ჩასმული მოყვითალო სპილოს ძვლის
ფირფიტები ამოიღო და მოოქრული ფანქრით, რომელიც ძეწკვით ყელზე ეკიდა, წერას
შეუდგა.
– ჩემი სახელი პირველ ფირფიტაზე წერია. თუკი ოდესმე შეძლებ, მის ქვეშ დაწერო:
"ვპატიობ" – თუნდაც მაშინ, როცა ჩემი გაბზარული გული დიდი ხნის დაფერფლილი იქნება –
გთხოვ, ეს გააკეთე.
– ოჰ, მის ჰევიშემ, – ვუპასუხე, – ამას ახლაც ვიზამ. ძალზე მტკივნეული შეცდომები დავუშვი.
ბრმად და უმადურად ვიცხოვრე. რა უფლება მაქვს, არ გაპატიოთ, თუკი თვითონაც პატიება
და დარიგება მჭირდება?
ჩემ წინაშე დაჩოქილი ამ ჭაღარათმიანი, სახედაღარული ქალის ხილვამ ისე შემზარა, ძვალ-
რბილში სუსხმა დამიარა. ხელზე ჩამომეკიდა, მერე ზედ თავი დამადო და ატირდა. მანამდე
არასოდეს მენახა მის თვალზე ცრემლი და ვიფიქრე, ეს შვებას მოჰგვრიდა, ამიტომ მისკენ
დავიხარე, თუმცა არაფერი მითქვამს. ახლა უკვე მუხლებზე კი აღარ იდგა, ძირს იყო
გართხმული.
– თუკი იმას გულისხმობთ, მე რაც დამიშავეთ, გეტყვით. ძალზე მცირედი. ესტელა ნებისმიერ
შემთხვევაში შემიყვარდებოდა. უკვე დაქორწინდა?
– ჰო.
შეკითხვა ზედმეტი იყო, რადგან მისი უსასოო სახლის ახალმა უსასოობამ ეს მისვლისთანავე
მამცნო.
– იმ დღემდე, როდესაც გული გაუხსენი და შენში, როგორც სარკეში, ის ტანჯვა ვიხილე, რაც
წინათ თვითონ გამოვიარე, არ ვიცოდი, რამდენად დიდი დანაშაული ჩავიდინე. ღმერთო,
რა ჩავიდინე! რა ჩავიდინე! – და ასე მოჰყვა კვლავაც ოცჯერ თუ ორმოცდაათჯერ იმაზე
გლოვას, რაც ჩაიდინა.
– მის ჰევიშემ, – მივმართე, როცა ხმა ჩაუწყდა, – ჩემ გამო თავს ნუღარ იძრახავთ. მაგრამ
ესტელა სულ სხვაა და თუკი ოდესმე თქვენს ხელთ იქნება იმ დანაშაულის თუნდაც ერთი
მისხლის გამოსწორება, რაც მაშინ ჩაიდინეთ, როდესაც ხასიათის კეთილი მხარეები
ჩაუკალით, ჯობია, ეს გააკეთოთ, ვიდრე უკვე ჩადენილზე უსასრულოდ იგლოვოთ.
– ვიცი, პიპ, ვიცი, მაგრამ... პიპ, ჩემო კარგო! – ჩემდამი გამომჟღავნებულ ახალ სითბოს მის
ხასიათში რაღაც ღრმა და წრფელი ქალური სინაზე შეერია, – ჩემო კარგო! დამიჯერე:
როდესაც პირველად მოვიყვანე, მხოლოდ ის მინდოდა, მისთვის ის ტანჯვა ამეცილებინა, რაც
წილად მხვდა. თავიდან მხოლოდ ეს მინდოდა, გესმის?
– მაგრამ რაც მეტად იზრდებოდა, მით მეტად ემჩნეოდა, ულამაზეს ქალად რომ
დადგებოდა და მეც თანდათან სულ უფრო მეტად ვცოდავდი ჩემი ქებით, ჩემი
სამკაულებით, ჩემი დარიგებებით, ჩემი საშინელი სახით, მუდამ თვალწინ რომ ედგა
უმკაცრეს გაფრთხილებად, რათა ჩემი გაკვეთილები არ დაევიწყებინა
– თუკი ჩემი ამბავი იცი, – მითხრა მუდარით, – მაშინ ჩემი უნდა გესმოდეს და ოდნავ მაინც
თანამიგრძნობდე.
– მის ჰევიშემ, – რაც შემეძლო, მორიდებულად დავიწყე, – მგონი, შემიძლია ვთქვა, რომ
თქვენი ამბავი ვიცი: მაშინვე შევიტყვე, როგორც კი მშობლიური ადგილები მივატოვე. თქვენ
მიმართ უდიდესი თანაგანცდა დამეუფლა და, ვფიქრობ, ცხადად მესმის, თქვენს არსებაზე რა
გავლენაც უნდა მოეხდინა. მითხარით, რაც ჩვენ შორის მოხდა, უფლებას თუ მანიჭებს,
ესტელას შესახებ რაღაც გკითხოთ, რაც მის აწმყოს კი არა, მის წარსულს ეხება?
ძირს იჯდა, მკლავები გაცრეცილ სავარძელზე შემოეწყო და თავი ზედ ჩამოეყრდნო.
– არ იცით?
– თვითონ მომიყვანა.
– უკვე დიდი ხანი გასულიყო მას მერე, რაც თავი ამ ოთახებში გამოვიკეტე (არ ვიცი, რამდენ
ხანს, ხომ იცი, ეს საათები რა დროსაც უჩვენებენ), როდესაც მისტერ ჯეგერსს ვუთხარი,
მინდა პატარა გოგონა ვიშვილო, რათა ვეალერსო, გავზარდო და ჩემი ბედი ავაცილო-მეთქი.
ჯეგერსი პირველად მაშინ ვნახე, როდესაც გამოვიძახე და ვთხოვე, ამ კარ-მიდამოს
მთელი მოწყობილობა გაეყიდა. მის შესახებ გაზეთში წავიკითხე ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე
ქვეყნიერებას სამუდამოდ გამოვეთხოვებოდი. მითხრა, რომ ასეთ ობოლ ბავშვს მოძებნიდა.
ერთ საღამოს მძინარე მომიყვანა. ესტელა დავარქვი.
– ორის თუ სამის. თვითონ არაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რომ დაობლდა და ვიშვილე.
იმდენად ვიყავი დარწმუნებული, ის ქალი ესტელას დედა რომ იყო, მეტი დამამტკიცებელი
საბუთი არ მჭირდებოდა. ჩემი აზრით, ამ კავშირს სხვაც ცხადად დაინახავდა.
კიდევ რას ველოდი საუბრის გაგრძელებისაგან? ჰერბერტის საქმე წარმატებით მოვაგვარე;
მის ჰევიშემმა ყველაფერი მიამბო, რაც კი ესტელას შესახებ იცოდა; მეც, რაც შემეძლო,
სინდისის ქენჯნა შევუმსუბუქე. რაღა
დაჟანგული ურდული ძლივს ავწიე და ცარიელი შენობა გავიარე. მეორე მხარეს ხის კარს
მივადექი, რომლის გაღებაც ასევე გამიჭირდა, რადგან ნესტიანი ფიცრები დაიბრიცა,
ანჯამები მოეშვა, ზღურბლი კი ობის სქელმა ფენამ დაფარა; ვიდრე გავიდოდი, უკან
მივიხედე. წამით ბავშვური წარმოსახვა უძლიერესი სიმძაფრით გამიცოცხლდა და ისევ
მომეჩვენა, თითქოს ჭერის ნივნივზე მის ჰევიშემი ეკიდა. ზმანება იმდენად მძლავრად
დამეუფლა, მთელი ტანით ავკანკალდი და წამის მეათასედში ჭერის ქვეშ ვიდექი, მაგრამ
მაშინვე მივხვდი, რომ მომეჩვენა.
ადგილიც და დროც იმდენად მრუმე და სევდიანი იყო, რომ თუნდაც წამიერი ზმანებით
მოგვრილმა შიშმა ღრმად შემაძრწუნა. იმ ფიცრულ კარიბჭესთან გავედი, სადაც ოდესდაც
ვტიროდი და თმას ვიგლეჯდი, მას მერე, რაც ესტელამ გული დამიფლითა. წინა ეზოში
შევყოვნდი, რადგან არ ვიცოდი, ჭიშკრის გასაღებად მსახური ქალი გამომეძახა თუ ჯერ
ზედა სართულზე
გამექცეოდა. არ მგონია, იმწამს ის მაინც მცოდნოდა, ვინ იყო, რატომ ვებრძოლე, ან ის, რომ
ცეცხლი ეკიდა, ახლა კი ჩაქრა; ბოლოს შევნიშნე, საქორწინო კაბის ჭვარტლის ნაფლეთები
აღარ ფარფატებდა, ჩვენ გარშემო შავი თოვლივით ძირს ეცემოდა.
შემოწმების შემდეგ ექიმმა დაადგინა, რომ მის ჰევიშემი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ
დამწვრობები მთლად საგანგაშო არ ყოფილა; ნერვული შოკი ბევრად საშიში აღმოჩნდა.
ქირურგის მოთხოვნით, ქალის საწოლი შემოიტანეს და გრძელ მაგიდაზე დადგეს, რადგან ეს
მისი დამწვრობების გადახვევას
გააიოლებდა. ერთი საათის შემდეგ მოვინახულე, მართლაც იქ იწვა, სადაც ჯოხი დაანარცხა
და განაცხადა, ერთ მშვენიერ დღეს აქ ვიწვებიო.
თუმცა, როგორც მითხრეს, უკლებლივ ყველა ძაფი დაიწვა იმ კაბისა, რომლითაც თავის
შემზარავ, პატარძლურ იერს ინარჩუნებდა. მთელი მისი სხეული თეთრ ბამბაში გაეხვიათ,
ზედ თეთრი ზეწარი გადაეფარებინათ, რის გამოც მის ჰევიშემი ისევ წასულის აჩრდილს
ჰგავდა.
50
შემდეგ კი მთელი დღე ჩემზე ზრუნავდა. მასზე სათუთი ექთანი არ მეგულება: დოლბანდებს
დანიშნულ დროს მხსნიდა, წინასწარ მომზადებულ გამაყუჩებელს სითხით ჟღენთდა და
კვლავ ისე მოთმინებითა და ფაქიზად მიხვევდა
კივილი მაფრთხობდა, ისევ თვალწინ მედგა, ჩემკენ როგორ მორბოდა, თავზე კი ალი
მოსდებოდა. ეს სულიერი ტანჯვა ხორციელზე ბევრად მძიმე ასატანი იყო. ჰერბერტი ამას
ამჩნევდა და ჩემი ყურადღების გადასატანად ყველა ღონეს ხმარობდა.
არცერთ ჩვენგანს ნავი არ უხსენებია, მაგრამ ორივემ მის შესახებ ვიფიქრეთ. ამის დასტური
ჩვენი დუმილი იყო და უსიტყვო შეთანხმებაც, ჩემი ხელები ორიოდე კვირაში კი არა,
ორიოდე დღეში მოგვერჩინა.
– აბა, სხვაგვარად საბრალო გოგოს როგორ ვუპატრონო?.. აა, მკლავი ტახტის საზურგეზე
შემოდე, ჩემი მეგობარო, მე კი აქ ჩამოვჯდები და დოლბანდს ისე ნელა მოგხსნი, ვერც გაიგებ.
პროვისს ველაპარაკე. იცი, ჰენდელ, ის უკეთესობისკენ იცვლება.
ჰერბერტი ჩემკენ დაიხარა – აშკარა იყო, ჩემი პასუხი ამგვარი შემთხვევისათვის მეტისმეტად
ნაჩქარევი და აღტყინებული ეჩვენა.
გაიგო. მხვერპლიც ქალი იყო, ამ პირველზე ბევრად ღონიერი, რაღაც ფარდულში უჩხუბიათ.
ბრძოლა ვინ წამოიწყო ან რამდენად პატიოსნად იბრძოდნენ – ახლა ვიღა დაადგენს;
საბოლოო შედეგი კი დადგინდა: მხვერპლი გაგუდული იპოვეს.
– ჰო, ცხადია.
– ასე თუ ისე, – განაგრძო ჰერბერტმა, – პროვისს არ უთქვამს, ბავშვის დედას კარგად ექცეოდა
თუ ცუდად, ის კი მითხრა, რომ ამ ქალმა მასთან ერთად იმ ბედკრული ცხოვრების ოთხი თუ
ხუთი წელიწადი გაიზიარა, რომელიც მე და შენ ბუხართან აღგვიწერა. მგონი, ეს ქალი
ებრალებოდა და მისი გაწირვა არ სურდა. ამიტომ, რაკი შიშობდა, ბავშვის მკვლელობასთან
დაკავშირებით
– მინდა გკითხო...
– ერთი წუთი მადროვე, მეგობარო, და თხრობას დავასრულებ, – მომიგო ჰერბერტმა, – ამ
ბოროტმა სულმა კომპეისონმა – მსგავსი არამზადა ჯერ არ დაბადებულა – იცოდა, რომ
პროვისმა ჩვენების მიცემას თავი აარიდა; ცხადია, ამის მიზეზიც მოეხსენებოდა და თავისი
ცოდნა საიმისოდ გამოიყენა, რათა პროვისი უწინდელზე მეტად გაეღატაკებინა და
მისთვის ადრინდელზე მეტი სარისკო დავალება დაეკისრებინა. გუშინ მივხვდი, რომ ეს მის
მიმართ პროვისის სიძულვილის მთავარი მიზეზია.
– მინდა ვიცოდე, – ჩავურთე, – თანაც ზუსტად ვიცოდე, ჰერბერტ, გითხრა თუ არა, ეს როდის
მოხდა?
– ზუსტად? მადროვე, გავიხსენო, რა თქვა. მგონი, რაღაც ამდაგვარი: ოციოდე წლის წინათ,
დიდი ხანი არ იყო გასული, რაც კომპეისონთან დავიჭირე საქმეო. შენ რამდენი წლის იყავი,
როდესაც სასაფლაოზე გადაეყარე?
– ჰოდა, ეს ამბავი მაშინ სამი თუ ოთხი წლის მომხდარი იყოო, ასე მითხრა, და შენ მისი
ტრაგიკულად დაკარგული გოგონა გაახსენე, რომელიც შენი ასაკისა უნდა ყოფილიყო.
– შემომხედე.
– გიყურებ, მეგობარო.
– ხელი დამადე.
– მერწმუნე, სრულ ჭკუაზე ვარ. და გეუბნები, რომ კაცი, რომელსაც ვმალავთ, ესტელას მამაა.
51
ვერ გეტყვით, რატომ ვცდილობდი ასე დაჟინებით ესტელას წარმომავლობის დადგენას. მალე
მიხვდებით, რომ ეს კითხვა ჩემი თავისთვის მკაფიოდ არც კი დამისვამს, ვიდრე ჩემზე
ბევრად ბრძენმა ადამიანმა არ მკითხა.
შემოსილ ტერფებზე წინ და უკან ირწეოდა და დაჟინებით მიყურებდა. მას მერე, რაც ჩეკს
ხელი მოაწერა და ჯიბეში ჩავიდე, მითხრა:
– ყველამ თავისი საქმისა იცის, – შენიშნა მისტერ ჯეგერსმა, უემიკმა კი ტუჩებით უხმოდ
გამოსახა სიტყვები: "მოძრავი ქონება".
– შენს ადგილას უარს არ ვეტყოდი, – განაგრძო მისტერ ჯეგერსმა, – მაგრამ ყველამ თავისი
საქმისა იცის.
– რაღაც მაინც ვთხოვე მის ჰევიშემს: ვთხოვე, თავისი შვილობილის წარმომავლობის შესახებ
მოეთხრო და, რაც კი იცოდა, ყველაფერი მითხრა.
– ჰმ, მის ჰევიშემის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ კვლავაც გავიმეორებ: ყველამ
თავისი საქმისა იცის.
– მის ჰევიშემის შვილობილის შესახებ იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თვით მის ჰევიშემმა იცის,
სერ. ვიცი, მისი დედა ვინცაა.
მისტერ ჯეგერსი წამის მეათასედით შეცბა: მეტისმეტად თავდაჭერილი იყო საიმისოდ, რათა
გამომეტყველება შეცვლოდა, მაგრამ აფორიაქება ოდნავ მაინც დაეტყო, რამაც მიმახვედრა,
რომ მამის ამბავი არც მან იცოდა. ასეც მეგონა,
რადგან ჰერბერტმა როგორც გადმომცა, პროვისი "ფსკერზე გაწვა"; თანაც
პროვისი მხოლოდ ოთხიოდე წლის შემდეგ გახდა მისტერ ჯეგერსის კლიენტი და,
ბუნებრივია, არ ისურვებდა თავისი ვინაობის გამჟღავნებას. ვეჭვობდი, იცოდა თუ არა
მისტერ ჯეგერსმა ეს ამბავი, ახლა კი დავრწმუნდი, რომ არ იცოდა.
შევიტყვე, იმ სხვაობით, რომ, რაც უემიკმა მამცნო, ისიც მის ჰევიშემს მივაწერე. ამ
თვალსაზრისით სიფრთხილე გამოვიჩინე და მისკენ მხოლოდ მას მერე მივიხედე, როცა
თხრობა დავასრულე და რამდენიმე წამს მისტერ ჯეგერსის მდუმარე მზერას გავუძელი.
უემიკს კალამი საფოსტო ყუთიდან გამოეღო და
თუმცა დავკარგე და მარტოობისთვის ვარ განწირული, ყველაფერი, რაც კი მას ეხება, მაინც
ამქვეყნად უახლოესი და უსათუთესია ჩემთვის. მისტერ ჯეგერსი უძრავად და მდუმარედ
იდგა, ისე, თითქოს ჩემი მოხმობა არც გაეგონა. მაშინ უემიკს მივუბრუნდი:
– უემიკ, ვიცი, რომ ფაქიზი სულის ადამიანი ხართ. თქვენი მყუდრო სახლი და მოხუცებული
მამა ვნახე და ყველა ის ხალისიანი, ბავშვური თავშესაქცევიც დავაფასე, რითაც თქვენ
საქმიან ცხოვრებას აწონასწორებთ, გთხოვთ, სიტყვა შემაწიოთ მისტერ ჯეგერსთან და
ჩააგონოთ, რომ, ყველა გარემოებიდან გამომდინარე, ჩემთან ცოტათი მაინც გულახდილი
უნდა იყოს!
– ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა უემიკს, – თქვენ და მყუდრო სახლი და მოხუცებული მამა? თქვენ
და ხალისიანი, ბავშვური თავშესაქცევი?
– რა მოხდა მერე? – არ დაიბნა უემიკი, – თუკი ეს ყველაფერი აქ არ მომაქვს, რა შავდება?
– პიპ, – მისტერ ჯეგერსმა მკლავზე ხელი ჩამომადო და ძალზე გულღიად გაიღიმა, – მგონი, ეს
კაცი მთელ ლონდონში უდიდესი თვალთმაქცია.
– სულაც არა, – კიდევ უფრო გათამამდა უემიკი, – ვფიქრობ, არც თქვენ აკლებთ.
კვლავ ისეთი უცნაური მზერები გაცვალეს, თითქოს ერთმანეთისაგან რაღაც ფანდს ელოდნენ.
– თუკი ეს საქმეს ხელს არ უშლის, – არ დანებდა უემიკი, – რა მოხდა მერე? ახლა რომ
გიყურებთ, სერ, სულაც არ გამიკვირდება, თუკი თქვენც ფიქრობთ მყუდრო სახლის მოწყობას
იმ დროისათვის, როდესაც საქმით დაიღლებით. მისტერ ჯეგერსმა ორჯერ-სამჯერ
ფიქრიანად დაუქნია თავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამოიოხრა. მერე მომიბრუნდა:
– პიპ, "ბეჩავ ოცნებებზე" არაფერს ვიტყვი, ამგვარ რამეებს თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ, რადგან
ამასთან უფრო ნედლი მოგონებები გაკავშირებთ. მაგრამ
მეორე თემას რაც შეეხება, მაგალითს მოგიყვანთ. დაუკვირდით: ფაქტებს როდი გიამბობთ.
– დავუშვათ, თქვენ მიერ აღწერილ მდგომარეობაში მყოფი ქალი თავის ბავშვს მალავს, მაგრამ
იძულებულია, თავის ადვოკატს გაენდოს, რადგან საქმეს
კომპეტენტურად რომ გაუძღვეს, ის მისგან ბავშვის შესახებ ცნობას ითხოვს. დავუშვათ, ამავე
დროს, ადვოკატს დაკისრებული აქვს ვალდებულება, ერთი თავქარიანი, მდიდარი
ქალისათვის პატარა ობოლი გამოძებნოს, რათა ქალმა ის იშვილოს და გაზარდოს.
– გასაგებია, სერ.
– გასაგებია, სერ.
– ახლა ისიც დაუშვით, პიპ, რომ ამ კაცს საშუალება მიეცა, მთელი ამ სიმრავლიდან ერთი
პატარა, საყვარელი ბავშვი გადაერჩინა; მამას გარდაცვლილი ეგონა და ამის შესახებ
კრინტის დაძვრასაც ვერ ბედავდა; დედა
კი ადვოკატს მუყში ჰყავდა მომწყვდეული. ასე უთხრა: "ვიცი, რაც ჩაიდინე და ისიც ვიცი,
როგორ ჩაიდინე. ასე და ასე მიხვედი, თავს ასეთნაირად დაესხი, უკან ამა და ამ გზით
წახვედი, ეჭვის თავიდან ასაცილებლად ესა და ეს მოიმოქმედე. შენი თითოეული ნაბიჯი
გამოვიკვლიე და ამას გეუბნები კიდეც. ბავშვზე უარი უნდა თქვა, ვეღარასოდეს ნახავ,
თუკი სასამართლოში მისი წარდგენა არ გახდა საჭირო. ბავშვი მე ჩამაბარე და შენ
გასამართლებლად ყველა ღონეს ვიხმარ. თუ გადარჩი, ბავშვიც გადარჩება, თუ ვერ გადარჩი,
ბავშვი მაინც გადარჩება". დავუშვათ, ყველაფერი ასეც მოხდა და ქალი გაამართლეს.
– სავსებით.
– ახლა დაუშვით ისიც, რომ ბავშვი გაიზარდა და მდიდარზე იქორწინა. რომ ამ დროს დედაც
ჯერ ისევ ცოცხალია და მამაც. რომ დედამ და მამამ ერთურთის შესახებ არაფერი იციან
და ერთმანეთისაგან ამდენი და ამდენი მილის, ფარლონგის ან, თუ გნებავთ, იარდის
მოშორებით იმყოფებიან. ამდენად საიდუმლო საიდუმლოდვე დარჩა, იმას თუ არ
ჩავთვლით, რომ თქვენ მის კვალს მიაგენით. ეს ყველაფერი წვრილად წარმოიდგინეთ.
– წარმოვიდგინე.
– ახლა კი, უემიკ, რომელ საბუთზე იყავით გაჩერებული, მისტერ პიპი რომ შემოვიდა?
– ჩემისთანა კაცსაც ხომ აქვს გრძნობები, მისტერ უემიკ, – მუდარით უთხრა მაიკმა.
– რა აქვსო? – განრისხდა უემიკი, – რა თქვი? გაიმეორე!
– გეთაყვა, იცი რას გეტყვი, – მისტერ ჯეგერსმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და მაიკს კარისკენ
მიუთითა, – აქედან წადი. აქ გრძნობები არ მჭირდება. გარეთ გაბრძანდი.
საცოდავი მაიკი მორჩილად გავიდა. მისტერ ჯეგერსმა და უემიკმა კი, ჩანდა, ერთურთის
ნდობა და სიმპათია აღიდგინეს და საქმეს ისეთი გადახალისებული სახეებით დაუბრუნდნენ,
გეგონებოდათ, ის-ის იყო, გემრიელად ესაუზმათ.
52
ჯიბეში ჩეკი მედო. მის სკიფინზის ძმა მაშინვე წავიდა და კლერიკერი მოიყვანა, რის
შემდეგაც უდიდესი კმაყოფილებით, როგორც იქნა, დავასრულე წამოწყებული საქმე. ეს
ერთადერთი კარგი საქმე იყო, რაც გავაკეთე და ერთადერთი საქმე, რომელიც ბოლომდე
მივიყვანე მას მერე, რაც ჩემი დიდი იმედების შესახებ შევიტყვე.
დადგა მარტი. მარცხენა მკლავი, მართალია, არ გამირთულდა, თუმცა ისე ნელა მირჩებოდა,
რომ პალტოს ჩაცმა ჯერაც არ შემეძლო. მარჯვენა კი დამიმახინჯდა, მაგრამ კარგად აღდგა და
ჩვეულებრივად ვხმარობდი. ერთხელ, ორშაბათ დილით, ჰერბერტთან ერთად საუზმობისას,
უემიკისგან წერილი მივიღე:
წერილი ჯერ ჰერბერტს წავაკითხე; ორივემ დავიზეპირეთ და მერე ცეცხლში ჩავაგდე. ამის
შემდეგ დავსხედით და დავფიქრდით. ცხადი იყო, ჩემს ხეიბრობაზე თვალს მეტად ვეღარ
დავხუჭავდით.
– რა თქმა უნდა.
– საით?
ბინის კარი ჩემი გასაღებით გავაღე და საფოსტო ყუთში ჩემთვის განკუთვნილი ბარათი
ვიპოვე. საშინლად ბინძურ ქაღალდზე ეწერა, თუმცა ორთოგრაფიის მხრივ ურიგო არ იყო.
ვიღაცას პირდაპირ ბინაზე მოეტანა (ცხადია, მას მერე, რაც სახლიდან გავედი).
ეწერა:
"თუკი დღეს ან ხვალ საღამოს ცხრა საათზე ძველ ჭაობებზე, რაბის პატარა ქოხთან, კირის
გამოსაწვავი ღუმლის ახლოს მოსვლისა არ გეშინიათ, გიჯობთ, მოხვიდეთ. თუკი გსურთ,
თქვენი ბიძია პროვისის შესახებ ცნობები მიიღოთ, ნურავის ნურაფერს ეტყვით და ნურც
დროს დაკარგავთ. მარტო მოდით. ეს წერილი თან წამოიღეთ".
საფიქრალი დრო რომც მქონოდა, ალბათ, მაინც წავიდოდი. ახლა კი დრო საერთოდ არ
მქონდა, ჩემი საათი მატყობინებდა, რომ დილიჟანსი ნახევარ საათში გავიდოდა, ამიტომ
დაუფიქრებლად გადავწყვიტე გამგზავრება. ცხადია, წერილში ჩემი "ბიძია პროვისი" რომ არ
ეხსენებინათ, არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი; მაგრამ უემიკის წერილისა და
დღევანდელი სამზადისის გათვალისწინებით, სხვა გზა აღარ მრჩებოდა.
ვკიცხავდი კიდეც ჩემს თავს, ანონიმურ წერილს ასე ქარაფშუტულად რომ ვენდე. მოკლედ,
თავგზააბნეულობისა და ორჭოფობის ყველა ეტაპი გამოვიარე, რასაც, ვფიქრობ, ბევრი
იცნობს, ვისაც სიჩქარეში მიუღია გადაწყვეტილება. მაგრამ პროვისის ხსენებამ ყველაფერი
განსაზღვრა. ვიდრე ამას გავაცნობიერებდი, უკვე ვიცოდი – თუკი ამას ცოდნა ჰქვია – ჩემი
არწასვლით მას რამე რომ დაშავებოდა, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი!
ჯდომა კი ჩემი მტკივანი მკლავის გამო ვერ შევძელი. "ლურჯ ტახს" მოვერიდე, ქალაქის ერთ
მოკრძალებულ სამიკიტნოში შევედი და სადილი მოვითხოვე. ვიდრე მზადდებოდა,
სატისის სახლში მივედი და მის ჰევიშემი მოვიკითხე. მითხრეს, ისევ ძალიან ცუდად არის,
თუმცა შედარებით უკეთესობა დაეტყოო.
– ვის?
დამარწმუნა მიკიტანმა.
გავიფიქრე: "ჯო, ჩემო ჯო, შენ ეს არასოდეს გითქვამს! ამდენს ითმენ და ერთხელაც არ
დაგიჩივლია, გული ისევ სიყვარულით გაქვს სავსე! შენც, სათნო და თვინიერო ბიდი!"
– როგორც ჩანს, ჭრილობა მადას გიფუჭებთ, სერ, – ბერიკაცმა ჩემს გადახვეულ ხელზე
მიმითითა, – იქებ ეს რბილი ნაჭერი გასინჯოთ.
– არა, გმადლობთ, – მაგიდას ზურგი შევაქციე და ბუხარს მივუბრუნდი, – მეტს ვეღარ შევჭამ,
გთხოვთ, გაიტანეთ.
ჯოს მიმართ უმადურობა ასე მძაფრად არასოდეს მიგრძნია, როგორც ახლა, ფარისეველი
პამბლჩუკის ხსენების შემდეგ. რაც უფრო ყალბი იყო პამბლჩუკი, მით უფრო წრფელად
მეჩვენებოდა ჯო; ის რაც მეტ სულმდაბლობას იჩენდა, მით მეტად ჩანდა ჯოს
დიდსულოვნება.
თუმცა მწარე სინანული ვერ გამინელა. ავდექი, პალტო მოვისხი, ყელზე შევიკარი და
ჯიბეებში წერილის ძებნა დავიწყე. ვერ მივაგენი და შევწუხდი, ვაითუ დილიჟანსის იატაკზე
დაფენილ თივაში ჩამივარდა-მეთქი. თუმცა ადგილი ზედმიწევნით მახსოვდა: კირის
ღუმლის მახლობლად, რაბის პატარა ქოხი; შეხვედრის დრო – ცხრა საათი; და, რაკი დრო
აღარ იცდიდა, პირდაპირ ჭაობებისკენ გავემართე.
53
ბნელი ღამე იყო, თუმცა, ვიდრე შემოღობილი ბაღ-ბოსტნებიდან ჭაობებზე გავიდოდი, სავსე
მთვარემ გამოანათა. მუქი ჰორიზონტის თავზე სინათლის ზოლი გაფენილიყო – იმდენად
თხელი, რომ ვეება წითელ მთვარეს ვერ აკავებდა და ისიც ორიოდე წუთში დაბლა ჩამოსულ
ღრუბლებში შეცურდა.
ქარი უსასოოდ ყმუოდა. ჭაობებიც ისე პირქუში და ბნელი იყო, ამ მიდამოს შეუჩვეველი
ადამიანი აქ ყოფნას ვერ აიტანდა. მეც კი შემზარა, წამით შევყოვნდი და ლამის უკან
გავბრუნდი. მაგრამ რაკი ჭაობებს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი, უფრო ბნელ ღამეშიც კი
გავიკვლევდი გზას. უკან დაბრუნებით თავს ვერაფრით გავიმართლებდი, ამიტომაც, როგორც
უხალისოდ მოვედი, ისევე უხალისოდ განვაგრძე სვლა.
არც ჩემი ძველი სახლისკენ მივდიოდი და არც იქით, სადაც ოდესღაც პატიმრებს ვეძებდით.
მცურავი ციხეებისგან ზურგშექცევით მივაბიჯებდი და სანაპიროზე სინათლის დასანახად
უკან უნდა გამეხედა. კირის გამოსაწვავ ღუმელს ისევე კარგად ვიცნობდი, როგორც ძველ
სამხედრო სანგარს, თუმცა
კიდევ ნახევარი საათი დამჭირდა, ვიდრე ღუმლამდე მივაღწევდი. დამწვარი კირი მძაფრ
სუნს უშვებდა. ღუმელში ცეცხლი დამხვდა გაჩაღებული, ახლომახლო კი მუშები არ
ჩანდნენ. იქვე ქვის პატარა სამტეხლო იყო. ახლოს ჩავუარე და, რაკი სამუშაო იარაღი ჯერ ისევ
გარს ეწყო, მივხვდი, იმ დღეს აქ ვიღაცას უმუშავია.
როგორც კი ამ ორმოდან, რომელსაც ბილიკი კვეთდა, კვლავ ჭაობების დონეზე ავედი, ქოხში
სინათლე დავინახე. ნაბიჯს ავუჩქარე და კარზე
დავაკაკუნე. კვლავაც სიჩუმე. კარის ურდული მოვსინჯე. კარი გაიღო. შევიხედე, მაგიდზე
ანთებული სანთელი დავინახე, იქვე იყო ხის მერხი და ლეიბდაგებული, დაბალი,
ბორბლებიანი საწოლი. ზევით სხვენი შევნიშნე და დავიყვირე:
– არის აქ ვინმე? – მაგრამ ხმა არავინ გამცა, – საათს შევხედე, ცხრას გადასცილდა. უფრო
ხმამაღლა დავიყვირე, – არის აქ ვინმე? – პასუხი ვერც ამჯერად მივიღე და გარეთ
გამოვბრუნდი. თავგზაბნეული ვიდექი.
წვიმამ დასცხო. გარეთ ახალი ვერაფერი შევნიშნე. ქოხში შევბრუნდი, უფრო სწორად,
ზღურბლზე დავდექი და ერთხანს ღამეს გავყურებდი. გულში ვამბობდი, რომ სულ ცოტა
ხნის წინ ვიღაც უნდა ყოფილიყო აქ და, როგორც ჩანს, ისევ მობრუნებას აპირებდა, თორემ
სანთელს ანთებულს არ დატოვებდა. მერეღა მომაფიქრდა, ძაფის სიგრძე შემემოწმებინა.
შიგნით შევტრიალდი და სანთელი ხელში ავიღე, მაგრამ უეცრად ძლიერმა ბიძგმა ჩააქრო,
მერე კი ვიგრძენი, ტანზე უკნიდან მარყუჟი როგორ ჩამომაცვეს.
კედელზე მიმაბა.
– ახლა კი, – გამოცრა უცნობის ხმამ და ისევ შეიგინა, – ერთხელაც თუ დაიყვირებ, წამში
გაგათავებ!
ბნელ ოთახში უეცრად კიდევ უფრო ჩამობნელდა და მივხვდი, რომ კაცმა დარაბები
მოხურა. მერე ერთხანს იფათურა, ვიდრე ტალ-კვესს არ მიაგნო და მის ანთებას შეუდგა.
თვალი დავძაბე, მაგრამ აბედზე მოხვედრილი ნაპერწკლების შუქში, რომლებსაც სულს
უბერავდა, მხოლოდ მისი ტუჩები და ასანთის ლურჯი თავი გავარჩიე, ისიც გაჭირვებით.
აბედი ნესტიანი იყო – ასეთ ადგილას ეს გასაკვირი სულაც არაა – ამიტომ ნაპერწკლები
გამუდმებით ქრებოდა.
არც კი ვიცი, ვის ველოდი, მაგრამ მას ნამდვილად არა. როგორც კი დავინახე, მაშინვე
გავაცნობიერე, რა საფრთხეც მელოდა და გაფაციცებით მივაჩერდი.
მერე ძირს დააგდო და ფეხით ჩააქრო. სანთელი მაგიდაზე მოშორებით გადადგა, ისე, რომ მე
დავენახე. მკლავები მაგიდაზე დააწყო და მომაჩერდა. დავადგინე, რომ კედლისაგან
ორიოდე დუიმით დაშორებულ, სხვენში ასასვლელ კიბეზე ვიყავი მიბმული.
– როგორც იქნა, ჩემ ხელთა ხარ, – მითხრა მას მერე, რაც ერთმანეთი მდუმარედ
ვათვალიერეთ.
– აქ რისთვის მომიტყუე?
– იმიტომ, რომ მინდა, ყველაფერი თვითონ გავაკეთო. ორ მოწმეს ერთი ჯობია. ოჰ, შე
მტარვალო, მტარვალო!
– ამას თუ ცნობ? – მკითხა და დამიმიზნა, – გახსოვს, სად ნახე პირველად? თქვი, მგლის
ლეკვო!
– ჰო, – ვუპასუხე.
– როდის?
– ეგ შენს თავს დააბრალე; მასთან თავი ცუდად წარმოაჩინე. მე ვერაფერს დაგიშავებდი, შენ
თვითონ რომ არ დაგეშავებინა.
– მატყუარა ხარ. ყველა ღონეს იხმარდი და მთელ შენს ფულს დახარჯავდი, ოღონდაც
აქაურობისთვის მოგეცილებინე, ხომ?! – ბიდისთან უკანასკნელი საუბრისას წარმოთქმული
ჩემივე სიტყვები გაიმეორა, – ახლა კი ერთ რამეს გეტყვი. ჯერ არასოდეს ყოფილა ისეთი დღე,
ჩემი აქაურობიდან მოცილება ისე ძალიან რომ გამოგდგომოდა, როგორც ამაღამ. ჰო!
ღმერთმანი, ღირდა, საამისოდ მართლაც უკანასკნელ ფარტინგამდე მთელი ფული
დაგეხარჯა და ოცჯერ მეტიც! – ვეება თავი გააქნია, კბილები მტაცებელივით დაკრიჭა და
მივხვდი, რომ არ ხუმრობდა.
– რას მიპირებ?
ისე გადაისვა, თითქოს ჩემი ცქერისას დორბლი ჩამოუვიდა, მერე კვლავ დაჯდა.
– შენ ბებერ ორლკს მუდამ უღობავდი გზას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სულ ერთი ბეწო ღლაპი
იყავი. მაგრამ ამაღამ სამუდამოდ გაეცლები გზიდან. ხელს ვეღარ შეუშლი. ჩათვალე, მკვდარი
ხარ.
ერთბაშად ვიგრძენი, როგორ მივადექი სამარის კარს. წამიერად მოვავლე თვალი ჩემს
საპყრობილეს, თავის დაღწევის რამე გზას ვეძებდი, მაგრამ არაფერი ჩანდა.
– მეტსაც გეტყვი, – ხელები ისევ მაგიდაზე დააწყო, – შენს ერთ ნაგლეჯსაც, ერთ ძვალსაც არ
დავტოვებ დედამიწის ზურგზე. შენს გვამს კირის ღუმელში დავწვავ – იქამდე საკუთარი
მხრებით შენისთანას ორასს მივათრევ. რაც უნდა, ის იფიქროს ხალხმა, შენს კვალს
ვერასოდეს მიაგნებენ!
– ახლა კი, მგლის ლეკვო, – მითხრა, – ვიდრე ჩაგაძაღლებდე – იმიტომაც დაგაბი, რომ
ძაღლივით ამოგხადო სული – მინდა, ერთხელაც კარგად შეგხედო და ჯავრი ამოვიღო. უჰ,
შე მტარვალო!
ფიქრებმა ჩამიქროლეს და კვლავ საშველად მოხმობა დავაპირე; თუმცა ამ უკაცურ
ადგილას ყვირილის უიმედობა ჩემზე უკეთ ვის ეცოდინებოდა. თანაც ორლიკისადმი
აღუწერელმა ზიზღმა სიმამაცე შემმატა და დამადუმა. გადავწყვიტე, რაც უნდა მომხდარიყო,
თავი არ დამემცირებინა და ბოლომდე, ვიდრე შევძლებდი, შევწინააღმდეგებოდი. თუმცა ამ
საბედისწერო წუთებში ყველა ადამიანის მიმართ მომილბა გული. უფალს გულში
თავმდაბლად შევთხოვდი ცოდვების მიტევებას. სინანულით ვფიქრობდი, რომ ძვირფას
ადამიანებს ვერ გამოვეთხოვე და ამიერიდან ვეღარასოდეს გამოვეთხოვებოდი, ვერც ჩემს
გულისნადებს გავუზიარებდი და ვერც ჩემი შეცდომების გამო ვთხოვდი პატიებას. მას კი
მაინც სინანულის გარეშე მოვკლავდი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.
– მგლის ლეკვო, – ხელები ისევ მაგიდაზე დააწყო, – ბებერ ორლიკს სურს, ერთი რამ
გაგანდოს. შენს დას რაც შეემთხვა, შენი ბრალი იყო.
– ხომ გითხარი, შენი ბრალია-მეთქი, ეგ შენ გამო მოხდა, – თოფს დასწვდა და ცხვირწინ
ამიქნია, – როგორც ამაღამ უკნიდან მოგეპარე, ისევე მივეპარე მასაც. დავარტყი და მერე
როგორ დავარტყი! მეგონა, მოვკალი და იქ ახლომახლო ასეთივე ღუმელი რომ ყოფილიყო,
ვერ იცოცხლებდა. მაგრამ ეგ
ბებერ ორლიკს არ ჩაუდენია, ეგ შენ ჩაიდინე. შენ გაფუფუნებული იყავი, ბებერ ორლიკს კი
ჩაგრავდნენ და სცემდნენ. ჩაგრავდნენ და სცემდნენ, გესმის? ჰოდა, ახლა გაზღვევინებ,
ყველაფერს გაზღვევინებ!
ისევ მოსვა და კიდევ უფრო გაცხარდა. მათარა ისე მსუბუქად მიიყუდა, შევატყვე, შიგ ბევრი
აღარაფერი დარჩენილიყო. კარგად მესმოდა, განგებ
ეტანებოდა სასმელს, რომ ჩემ მოსაკლავად გამბედაობა მოეკრიბა. ვიცოდი, ფსკერზე
დარჩენილი თითოეული წვეთი ჩემი სიცოცხლის წამი იყო. ისიც კარგად ვიცოდი, რომ
ჭაობის ბურუსად და კვამლად ვიქცეოდი – იმ კვამლად, სულ ცოტა ხნის წინ, ჩემივე
აჩრდილივით, ავის მომასწავებლად რომ მომეპარა. ორლიკი კი ისევე მოიქცეოდა, როგორც
ჩემს დაზე თავდასხმის შემდეგ – საჩქაროდ ქალაქს მიაშურებდა და იქ ლუდხანებში
ლოთობას მოჰყვებოდა. აჩქარებულმა გონებამ ქალაქის ქუჩა და ზედ მიმავალი ორლიკი
დამიხატა; ქუჩის სინათლე საოცარ სხვაობას ქმნიდა ბნელ ჭაობებზე გაწოლილ რუხ
კვამლთან, რომელსაც სულ
მალე შევერეოდი.
– კიდევ ერთ რამეს გეტყვი, მგლის ლეკვო. იმ ღამით კიბეზე ბებერ ორლიკს შეეფეთე.
შეუძლიათ წერა, შენსავით ერთი საცოდავი ხელწერით კი არ მოაქვთ თავი! შენი დის
დაკრძალვაზე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მომესპე. ამის უსაფრთხოდ გაკეთების გზებს
ვეძებდი და ამ ხნის განმავლობაში შენი ყოფა-ცხოვრება სულ წვრილად შევისწავლე. ბებერმა
ორლიკმა თავის თავს უთხრა: ბოლოს და ბოლოს, ასე თუ არა, ისე მაინც მოვიხელთებო და
შენს თვალთვალში შენს ბიძია პროვისს არ მიაგნო?
წისქვილის ტბორის სანაპირო, ჩინკზის ყურე და "ძველი მწვანე სპილენძის ბაგირის საამქრო"
– რა ცხადად დავინახე ეს ყველაფერი! თავის ბინაში გამოკეტილი პროვისი, აწ უკვე
უსარგებლო სიგნალი, ლამაზი კლარა, სანდომიანი ხნიერი ქალი, ზურგზე გაშოტილი ბებერი
ბილ ბარლი – ყველამ ჩამიქროლა, თითქოს ჩემი ცხოვრების დინების ტალღებს ბობოქარი
ზღვისკენ მიჰყვებოდნენ!
– შენ და ბიძია? გარჯერისთან ისე პატარაობიდან გიცნობდი, ყელში ორი თითი რომ
წამეჭირა, წამში მოგგუდავდი. რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, კვირაობით სოფლის გაღმა
მარტო როცა დატანტალებდი. ჰოდა, მაშინ არანაირი ბიძა არ გყოლია! მერე და მერე შეიტყო
ბებერმა ორლიკმა, რომ შენს ბიძია პროვისს, როგორც ჩანს, წლების წინათ ის რკინა ჰკეთებია
ფეხზე, რომელიც ჭაობებზე მოიქლიბა და დააგდო. ორლიკმა კი იპოვა და იმ დრომდე
შეინახა,
ვიდრე შენს დას არ ჩასცხო, ახლა კი შენც ჩაგცხებს და გაგათავებს... გესმის შენ, ბებერმა
ორლიკმა ეს რომ შეიტყო, რას იფიქრებდა?..
– ჰა! – დაიღრიალა მას მერე, რაც კვლავ ჩამჩარა სახეში სანთელი, – ერთხელ დაიწვი და მეტი
აღარ გსურს, ხომ? ბებერმა ორლიკმა იცის, რომ დაიწვი. ბებერმა ორლიკმა ისიც იცის, შენი
ბიძია პროვისის გაპარებას რომ აპირებ. ბებერ ორლიკს შენ რას მოატყუებ: იცოდა, იცოდა,
ამაღამ რომ მოხვიდოდი! კიდევ ერთ რამესაც გეტყვი, მგლის ლეკვო, და გაგათავებ. ისეთი
ადამიანებიც არსებობენ, შენი
ბიძია პროვისი ისევე რომ სძულთ, როგორც შენ სძულხარ ბებერ ორლიკს. ჰოდა, დისშვილი
რომ აღარ ეყოლება, მერე ვნახოთ, როგორდა დაუსხლტება! მისი ძვირფასი ნათესავის
ძვალსაც, ნაკუწსაც რომ ვერსად ნახავენ, მაშინ რაღას
იზამს?! არიან ისეთებიც, მეგუიჩთან – დიახ, მისი ნამდვილი გვარი ვიცი! – ერთ ქვეყანაში
ყოფნას რომ არ მოითმენენ და, ვიდრე შორეულ მხარეებში
სანთლის ბოლით სახე გამიჭვარტლა და წამით დამაბრმავა კიდეც, მერე ღონიერი ზურგი
შემაქცია და სანთელი მაგიდაზე დადგა. ვიდრე სახით ჩემკენ შემოტრიალდებოდა, ლოცვაც
მოვასწარი და ჯოსთან, ბიდისა და ჰერბერტთან დამშვიდობებაც.
მაგიდასა და ჩემ მოპირდაპირე კედელს შორის რამდენიმე ფუტის სივრცე ცარიელი იყო.
იქ მოჰყვა ბოლთის ცემას. არასოდეს ისე არ ემჩნეოდა სხეულში ჩაღვრილი ძალა, როგორც
ახლა, ფერდების გასწვრივ მკლავებჩამოკიდებული აქეთ-იქით რომ დაძრწოდა და თვალებს
მიბრიალებდა. იმედის მისხალიც კი აღარ დამრჩა. რაგინდ გაშმაგებით ექროლა ჩემს გონებას
და რაგინდ გასაოცრად მკვეთრი სურათები ჩაენაცვლებინა მასში ფიქრებს, მაინც
ვაცნობიერებდი, რომ ორლიკი არასოდეს მეტყოდა იმას, რაც მითხრა, თუკი მტკიცედ არ
ექნებოდა გადაწყვეტილი ჩემი მოკვლა.
– მგონი, არაფერი უჭირს, – საქმიანი კილოთი თქვა მან, – ცოტა ფერმკრთალი კია!
ამ სიტყვების შემდეგ მან, ვისაც ჩემი თავი ეკავა, სახე დახარა და ვიცანი:
– დათქმული დრო ჯერ არ გასულა, ჰერბერტ? ახლა რომელი ღამეა? აქ რამდენი ხანი
გავატარე? – შევყვირე, რადგან მომეჩვენა, თითქოს აქ დიდხანს ვიწექი, ასე – ერთი დღე-ღამე,
იქნებ ორი ან მეტიც.
– მადლობა ღმერთს!
– მთელი ხვალინდელი დღე ანუ სამშაბათი გაქვს გონს მოსასვლელად, – დამამშვიდა
ჰერბერტმა, – მაგრამ რა მძიმედ კვნესი, ჩემო ჰენდელ? სად ხარ დაჭრილი? წამოდგომა
შეგიძლია?
ორიოდე საათი გასულიყო, მთვარე ბევრად მაღლა ასულიყო ცაზე და, თქორვის მიუხედავად,
ღამე უფრო განათდა. კირის გამოსაწვავი ღუმლის კვამლი უკან მოვიტოვეთ და, თუკი ცოტა
ხნის წინათ ზეცას ლოცვით შევღაღადე, ახლა სამადლობელი ვუთხარი. ჰერბერტს
გამოვკითხე, თუ როგორ მომაგნეს. თავიდან პასუხის გაცემა არ სურდა, რადგან, მისი აზრით,
სიმშვიდე მჭირდებოდა. მაგრამ დაჟინებით ვთხოვე და შევიტყვე: გახსნილი წერილი
სიჩქარეში ჩვენს ბინაში დამვარდნია, სადაც ჩემი წასვლის შემდეგ მალევე მისულა ჰერბერტი
და უპოვია; სტარტოპი მანამდე ქუჩაში შეხვედრია და ისიც შინ წამოუყვანია. წერილის
სტილმა შეაშფოთა; მით უფრო, რომ მისთვის ნაჩქარევად მიწერილ ჩემს ბარათს
შინაარსობრივად არაფრით შეესაბამებოდა. თხუთმეტიოდე წუთი იფიქრა, კიდევ უფრო
მეტად შეშფოთდა და დილიჟანსების სადგურისაკენ
გასწია, სტარტოპიც თან გაჰყვა. ნაშუადღევის დილიჟანსი წასული დახვდათ და, ამგვარი
დაბრკოლებების წინაშე ჰერბერტმა შფოთვის ნაცვლად განგაშის ცემა დაიწყო. გადაწყვიტა,
ეტლი ექირავებინა. ის და სტარტოპი "ლურჯ ტახს" მიადგნენ, რაკი დარწმუნებულნი იყვნენ,
რომ იქ ან თვითონ დავხვდებოდი, ან ჩემ შესახებ ცნობებს მიიღებდნენ. ვერც ერთი რომ ვერ
ნახეს, მის ჰევიშემის სახლისკენ გაეშურნენ, სადაც ჩემი კვალი საბოლოოდ დაკარგეს. ამის
შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ (უეჭველად სწორედ იმ დროს, როდესაც მიკიტნის
მონათხრობ, ჩემი ცხოვრების ადგილობრივ ვერსიას ვისმენდი), რათა წაეხემსათ და
ჭაობებზე წასასვლელად ვინმე მეგზური ენახათ. "ლურჯი ტახის" ჭიშკარში სხვა
უსაქმურებს შორის ტრების ბიჭს გადაეყარნენ – თავის ჩვეულებას არ
იშლიდა და ისევ მუდამ იქ იყო, სადაც არაფერი ესაქმებოდა – რომელმაც ამცნო, მის
ჰევიშემის სახლიდან ჩემი სამიკიტნოსკენ მიმავალი რომ დამინახა. რაბის ნაგებობისკენ
მეგზურობაც სწორედ ტრების ბიჭმა გაუწია. თუმცა მათ, ჩემგან განსხვავებით, ჭაობებს
ქალაქის გავლით მიაღწიეს. გზად ჰერბერტი დაფიქრდა, რომ, შესაძლოა, ჩემი აქ მოხმობა
პროვისისათვის სასარგებლო რამე საქმეს გულისხმობდა და ასეთ შემთხვევაში ხელის
შეშლა არ ივარგებდა, ამიტომ მეგზური და სტარტოპი განაპირას დატოვა, თვითონ კი ქოხს
მარტო მიუახლოვდა და ორჯერ თუ სამჯერ ჩუმად შემოუარა. იმაში დარწმუნებას
ცდილობდა, რომ შიგნით სიმშვიდე სუფევდა. ერთადერთი ხრინწიანი ხმა რომ მოესმა
(ვიდრე ჩემი გონება ელვის სისწრაფით მუშაობდა), ივარაუდა, მე იქ შეიძლებოდა არც
ვყოფილიყავი, მერე უეცრად ჩემი ყვირილი გაიგონა და შემოვარდა. დანარჩენებიც
ფეხდაფეხ მოჰყვნენ.
გინეა ვაჩუქე (რამაც, აშკარად, გაახარა) და ვუთხარი, ვწუხვარ, წინათ შენზე ცუდი აზრისა
რომ ვიყავი-მეთქი (რასაც მასზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია).
ცხადი იყო, ამაზე დიდ სიფრთხილეს ვერ გამოვიჩენდით – მთელი ამ დღის განმავლობაში
პროვისი არ უნდა გვენახა, თუმცა ამ სიფრთხილემ კიდევ უფრო ამაფორიაქა. ყოველ
გაფაჩუნებაზე ვკრთებოდი. მზად ვიყავი, დამეჯერებინა, რომ პროვისი შეიპყრეს და ამის
სათქმელად მოსულიყვნენ. ლამის დავირწმუნე
თავი, რომ უკვე დააკავეს; რომ ჩემი შფოთვის მიზეზი შიში კი არა, ცოდნა იყო; რომ რაღაც
იდუმალი ძალით თუ გუმანით განვჭვრიტე მომხდარი ფაქტი. ბოლოს და ბოლოს, დღე
სიახლეების გარეშე მიილია და ჩამობნელდა კიდეც. ხვალამდე შეუძლოდ გახდომის შიში
მთლიანად დამეპატრონა. მკლავი მეწვოდა და მწიწკნიდა, თავიც მიგუგუნებდა და ასე
მეგონა, ბოდვა უნდა დამეწყო. თავის შესამოწმებლად ათასამდე თვლას შევუდექი, მერე
პოეზიიდან და პროზიდან ნაცნობი პასაჟების გამეორება დავიწყე. რამდენჯერმე ჩემი
გადაღლილი გონება მოდუნდა და ორიოდე წუთით ჩამთვლიმა, მაგრამ ყოველ ჯერზე
მაშინვე წამოვფეთიანდებოდი და გავიძახოდი: აი, დამეწყო, ვბოდავ!
– ცხრა საათზე, როგორც კი წყალი პირს იბრუნებს, მოემზადე და წისქვილის ტბორის ნაპირზე
დაგველოდე! – იმედიანად შესძახა ჰერბერტმა.
54
მარტის ჭირვეული დღე იყო – მზე აცხუნებდა და თან ცივი ქარი ქროდა – როდესაც მზეში
ზაფხულია, ჩრდილში კი – ზამთარი. თბილი ქურთუკები წამოვიღეთ. მე ჩანთაც მქონდა.
იქიდან, რაც კი ამქვეყნად მებადა, მხოლოდ რამდენიმე აუცილებელი ნივთი ავიღე და ერთ
ჩანთაში ჩავატიე. საით მივდიოდი, რა უნდა მეკეთებინა, ან როდის დავბრუნდებოდი, არ
ვიცოდი. მსგავსი ფიქრებით თავს არც ვიცხელებდი, რადგან ჩემთვის ახლა მთავარი
პროვისის უსაფრთხოება იყო. მხოლოდ წამით გავჩერდი ზღურბლზე, უკან მივიხედე და
გავიფიქრე, ნეტა კიდევ თუ ვნახავ ამ ბინას ან რა მდგომარეობა იქნება-მეთქი მაშინ.
ტემპლის კიბე ჩავიარეთ და ისე გაუბედავად დავდექით ნაპირზე, თითქოს წესიერად არც
გვქონოდა გადაწყვეტილი წყალზე ჩასვლა. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიზრუნე იმაზე, რომ
ნავი მზად ყოფილიყო. ჩვენ მიერ გათამაშებულ ამ სპექტაკლს მოწმე არ ჰყოლია, თუ არ
ჩავთვლით ტემპლის ნაპირის ბინადარ რამდენიმე ამფიბიას. შემდეგ ნავში ჩავსხედით და
გავცურეთ. ჰერბერტი
ნიჩბებს უსვამდა, მე საჭეს ვუჯექი. წყალი ზევით იწევდა. ცხრის ნახევარი იყო.
საშინლად მრცხვენოდა იმის, რომ ნავში უსარგებლოდ ვიჯექი, მაგრამ ჩემს ორ მეგობარზე
უკეთესი მენიჩბეები არ მეგულებოდა და, მართლაც, მთელ დღეს შეეძლოთ მძლავრი,
უწყვეტი რიტმით მოესვათ ნიჩბები.
იმ დროისათვის ტემზაზე ბევრად ნაკლები გემი დადიოდა, ვიდრე ამჟამად, ნიჩბიანი ნავი
კი – გაცილებით მეტი. ბარჟები, მენახშირის ნავები და საკაბოტაჟო ნავები მაშინაც
მრავლად იყო, აი, ორთქლის ძრავით მოცურავე გემს
დღევანდელზე ათჯერ ან ოცჯერ ნაკლებს ნახავდით. ჯერ ადრიანი დილა იყო, მაგრამ
მდინარეზე უკვე დაძრწოდნენ ნიჩბიანი ნავები და ბარჟებიც მიჰყვებოდნენ მიქცევას.
ხიდებს შორის ღია ნავით გაცურვა იმხანად ბევრად უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე
ახლაა. ჩვენც სწრაფად მივაპობდით წყალს უამრავ ორჩხომელსა და ბარჟას შორის.
– ჯერ არა.
– სწორიცაა! ვიდრე არ დაგვინახავს, არც უნდა გამოვიდეს. მის ნიშანს თუ ხედავ?
– აქედან კარგად არ ჩანს, მაგრამ, მგონი, ვხედავ... აგერ თვითონაც გამოჩნდა! მიაწექით! ნელა,
ჰერბერტ! ნიჩბები ასწიეთ!
– ჩემო ბიჭო! – როგორც კი დაჯდა, მხარზე მკლავი შემომხვია, – ჩემო ერთგულო ბიჭო, ყოჩაღ.
გმადლობ, გმადლობ!
შევატყვე, უბრალოდ, საფრთხის გამო დროზე ადრე აღელვება არ სურდა. როცაკი საფრთხე
მიუახლოვდებოდა, დახვდებოდა და გაუმკლავდებოდა, მაგრამ
მანამდე არ აღელდებოდა.
– რომ იცოდე, ჩემო ბიჭო, – მითხრა, – ჩემთვის ახლა რა შვებაა შენ გვერდით ჯდომა და
თუთუნის მოწევა მას მერე, რაც ამდენ ხანს ოთხ კედელში ვიყავი გამომწყვდეული, ჩემი
შეგშურდებოდა. მაგრამ შენ ამას ვერ წარმოიდგენ.
– არა, – მტკიცედ გააქნია თავი, – ჩემნაირად მაინც არ გეცოდინება. საამისოდ საკანში უნდა
გამოგამწყვდიონ, ჩემო ბიჭო... მაგრამ არ მინდა, მდაბიოდ და უხეშად გელაპარაკო.
გამეფიქრა, თუკი ასეა, როგორღა გადაწყვიტა, ამა თუ იმ იდეის გამო არამცთუ საკუთარი
თავისუფლება, სიცოცხლეც საფრთხეში ჩაეგდო. თუმცა მივხვდი, მისნაირი ადამიანისათვის
საფრთხის გარეშე თავისუფლება
– ხომ გესმის, ჩემო ბიჭო, იქით, ოკეანის გადაღმა როცა ვიყავი, გული სულ აქეთ მომიწევდა;
რაგინდ გავმდიდრებულიყავი, იქაურობა მაინც ყელში ამომივიდა. მეგუიჩს ყველა იცნობდა,
მეგუიჩს აქეთ-იქით სიარული შეეძლო და მის გამო ძეხორციელი არ იცხელებდა თავს. აქ კი
ასე არ არის. რომ იცოდნენ, სადაც ვარ, იოლად არ გამიშვებენ.
– დარწმუნებული არ ხართ?
ხელი წყალში ჩაყო და იმ მშვიდი სახით მითხრა, ბოლო დროს რასაც ვამჩნევდი:
ვუთხარი.
– სრულებითაც არა, ჩემო ბიჭო! ეგ იმის ბრალია, ასე მშვიდად და საამოდ რომ მოვცურავთ,
კიჩოსთან წყალი კი ისე ჩუხჩუხებს, გეგონება, საკვირაო გალობა ისმისო. თანაც, ალბათ,
ცოტათი ვბერდები კიდეც.
ჩიბუხი კვლავ პირში ჩაიდო; ისეთი მშვიდი და კმაყოფილი სახით იჯდა, თითქოს
ინგლისი უკვე უკან მოგვეტოვებინა. თუმცა ჩემს რჩევას ისე თვინიერად ემორჩილებოდა,
გეგონებოდა მუდმივ შიშში ყოფილიყო – ცოტა ხნით ნაპირს მივადექით, რათა ბოთლებით
ლუდი მოგვეტანა. მანაც ჩვენთან ერთად დააპირა გადმოსვლა, მაგრამ მორიდებულად
ვუთხარი, რომ ჯობდა, ნავში დარჩენილიყო; მაშინვე შეჩერდა, მკითხა: "ასე ფიქრობ, ჩემო
ბიჭო?" და თავის ადგილს დაუბრუნდა.
მდინარეზე სუსხიანი ნიავი ქროდა, თუმცა მზე კაშკაშებდა. დინება ძლიერი იყო,
ვცდილობდით, მას გავყოლოდით. ჩემი მეგობრებიც შეუჩერებლივ უსვამდნენ ნიჩბებს და
წინ სწრაფად მივიწევდით. წყალი თანდათანობით იკლებდა და სანაპირო ტყეები და
ბორცვები სულ უფრო მეტად ეფარებოდა თვალს, ჩვენი ნავი ატალახებულ ნაპირებს შუა
სულ უფრო დაბლა ეშვებოდა, თუმცა, გრეივზენდს რომ ჩავუარეთ, მიქცევა კვლავაც
ზღვისკენ მიგვაქანებდა. რაკი ჩვენი მგზავრი მეზღვაურის პალტოში საიმედოდ იყო
გახვეული, განგებ ახლოს გავიარე და დინებას გავყევი, ჩავუარე ემიგრანტებით სავსე ორ
გემსა და მძიმე სამხედრო ტრანსპორტს, რომლის ცხვირიდანაც ჯარისკაცები
ჩამოგვყურებდნენ. სულ მალე კი მოქცევა დაიწყო და ყველა ღუზაჩაშვებული გემი
თანდათან შემოტრიალდა. ის გემები კი, რომლებიც პორტში შესვლას ელოდებოდნენ, ჩვენკენ
დაიძრნენ დიდი ფლოტილიის მსგავსად და ისღა დაგვრჩენოდა, ავკვროდით ნაპირს, სადაც
მოქცევის ძალა ნაკლებად იგრძნობოდა და მეჩეჩებსა და თავთხელებს მოვრიდებოდით.
ჩვენი მენიჩბეები ჯერაც მხნედ იყვნენ – რამდენჯერმე, ორიოდე წუთით, ნავი დინებაზე
მიუშვეს და ამის ხარჯზე სული მოითქვეს. ახლაც თქვეს, რომ თხუთმეტ წუთზე მეტი არ
სჭირდებოდათ დასასვენებლად. სლიკინა ქვებით მოფენილ
ნაპირზე გადმოვედით და, რაც თან გვქონდა, იმით წავიხემსეთ. მიდამო ჩემს მშობლიურ
ჭაობებს წააგავდა – ბრტყელი და ერთფეროვანი იყო, ნისლში გახვეული ჰორიზონტით.
მდინარე უსასრულოდ იკლაკნებოდა, მასზე მოტივტივე ქერქეჭელები შეუჩერებლად
ტრიალებდნენ, ნაპირზე კი ყოველივე უძრავად გარინდულიყო. ფლოტის უკანასკნელი გემი
იმ ბოლო კონცხის იქით გაუჩინარდა, რომელსაც შემოვუარეთ; თივით დატვირთული და
ყავისფერიალქნიანი მწვანე ბარჟაც თან გაჰყვა. ორიოდე ბრტყელძირა სატვირთო ნავი,
რომლებიც ბავშვის გაუწაფავი ხელით გამოჭრილებს ჰგავდნენ, და ღია ხიმინჯებზე შემდგარი
ამ პირქუშ წუთებში, მგონი, ყველა ჩვენგანს თან გვდევდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც
მოგვყვებოდა. მოქცევის ტალღები დროდადრო ხმაურით ეხლებოდა ნაპირს და ასეთ დროს
რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად კრთებოდა და იქით იყურებოდა. დინებას ზოგან ვიწრო
ყურეები გაეთხარა; ასეთ ადგილებს ეჭვნეულად ვუყურებდით და ვერიდებოდით. ხან ერთი,
ხან მეორე ხმადაბლა ვსვამდით შეკითხვას, ეს რამ გაიტყლაშუნათ, ანდა ხელს გავიშვერდით,
იქით ნავი ხომ არ მოჩანსო. ამის შემდეგ კვლავ სრული დუმილი ჩამოწვებოდა და დაძაბული
ვფიქრობდი, ნიჩბები ორკაპებში რა ხმამაღლა ჭრიალებდა.
კარგა ხნის შემდეგ სახურავი და მის ქვემოდან გამომავალი სინათლე შევნიშნეთ და მალევე
პატარა ნავსაბმელს მივადექით, რომელიც გარშემო მიმოფანტული ქვებით იყო გაწყობილი.
სხვები ნავში დავტოვე, ნაპირზე
ვუპასუხე, შენიშნა, ქვევით ჩავიდოდაო, თუმცა დაუმატა, აქედან ზევით აუხვია და მოქცევას
აჰყვაო.
– ნაპირზე თუ გადმოვიდნენ?
– როგორ არა, თიხის ორგალონიანი ტოლჩა ჰქონდათ, ლუდით შეავსეს, – მიპასუხა ჯეკმა, –
ჩემი ნება რომ იყოს, მაგ ლუდში შხამს ჩავუყრიდი, ან რამე საწამლავს ჩავუსხამდი.
– რატომ?
– ჰოდა, ცდები.
გავაკეთოო.
– კი, მაგრამ, როგორ ფიქრობ, რკინის ღილები რაღა უყვეს, ჯეკ? – სუსტად შეეკამათა
მიკიტანი.
– ღილები რა უყვეს?! – შეუღრინა ჯეკმა, – ბორტს იქით გადაყარეს. გადაყლაპეს. სხვა, აბა, რა
უნდა ექნათ?
ღილებს! – ჯეკმა ეს საძულველი სიტყვა უსაზღვრო ზიზღით გამოცრა, – თუკი არ სურს, რომ
სხვებმა იცნონ. აბა, სხვა რა მიზეზით გაჰყვება ოთხი მენიჩბე და ორი მგზავრი მიქცევ-
მოქცევას აღმა-დაღმა, საბაჟოს ხალხი რომ არ იყოს? – ეს თქვა
და ამაყად გავიდა. მიკიტანმაც, საკამათო რომ აღარავისთან ჰქონდა, ამ თემას თავი ანება.
თითქმის ჩაცმული დავწექი და რამდენიმე საათი ღრმად მეძინა. როდესაც გამეღვიძა, ქარი
წუხანდელზე ძლიერად უბერავდა და სამიკიტნოს აბრას (რომელზეც გემი იყო
გამოსახული) ხმამაღალი ჭრიალით აქანავებდა. ამ ხმაურმა შემაკრთო, ფრთხილად
წამოვდექი, რადგან პროვისს მშვიდად ეძინა, და ფანჯარაში გავიხედე. იქიდან სწორედ
ნავსაბმელთან მდგარი ჩვენი ნავი ჩანდა და, როგორც კი რიჟრაჟის რუხ სინათლეს თვალი
შევაჩვიე, ორი კაცი დავინახე, რომლებიც ჩვენს ნავში იყურებოდნენ. ფანჯარას ისე ჩაუარეს,
სხვა
არაფრისთვის შეუხედავთ, და არც წყალთან ჩასულან, სადაც, როგორც მივხვდი, არავინ იყო.
ჭაობებისკენ, ნორის მიმართულებით, წავიდნენ.
რიჟრაჟის მკრთალ შუქში მალევე დავკარგე. რაკი ძალზე ციოდა, ისევ ჩავწექი, მომხდარზე
დაფიქრება მინდოდა, მაგრამ ჩამეძინა.
ჩვენთან არავითარი საქმე არ ჰქონოდათ. შევეცადე, ჩემი თავი იმაში დამერწმუნებინა, რომ
ასე იყო და კიდეც ჰგავდა სიმართლეს. ამის მიუხედავად, მაინც შევთავაზე, მე და ის ფეხით
მივსულიყავით შორეულ კონცხამდე, რომელიც სამიკიტნოდან ჩანდა, ჩვენი ნავი კი
დაახლოებით შუადღისათვის იქიდან აგვიყვანდა. ყველამ ჩათვალა, ეს სიფრთხილის ზომა
ურიგო არ იქნებოდა, ამიტომაც საუზმის შემდეგ მე და პროვისი გზას გავუყევით, თანაც ისე,
რომ სამიკიტნოში არაფერი გვითქვამს.
როცა თავისი საფრიდან გამოიხედა, ქუდი დავუქნიე და ვანიშნე, ახლოს მოსულიყო. ერთად
ვიცდიდით, ხან, პალტოებში გახვეულები, ძირს ვიწექით, ხანაც გასათბობად ნაპირზე
დავდიოდით, ვიდრე ჩვენს ნავს არ მოვკარით თვალი. ბორტზე ადვილად დავსხედით და
გემის კვალს გავუყევით. პირველს ათი წუთი უკლდა და ყოველწამს ველოდით, რომ წინ
მისი კვამლი გამოჩნდებოდა.
ვიდრე მის კვამლს შევნიშნავდით, ორის ნახევარი გახდა, ხოლო მის უკან მალევე მეორე
გემის კვამლიც გამოჩნდა. ორივე გემი სწრაფად მიცურავდა, ჩვენ-ჩვენი ჩანთები გავამზადეთ
და ჰერბერტსა და სტარტოპთან დასამშვიდობებლად დრო ვიხელთეთ. ერთურთს
გულითადად ჩამოვართვით ხელი და მეც და ჰერბერტსაც თვალზე ცრემლი გვქონდა
მომდგარი, როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენ წინ, არცთუ შორ მანძილზე, ნაპირს სწრაფად
მოსწყდა ოთხნიჩბიანი ნავი და შუა მდინარისაკენ აიღო გეზი.
აქამდე გემს ნაპირის ზოლი ეფარებოდა და მხოლოდ მის კვამლს ვხედავდით, მაგრამ,
როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა – პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა. ჰერბერტსა და სტარტოპს
ვუთხარი, დინება გადაეჭრათ, რათა გემიდან დაენახათ, როგორ ვუახლოვდებოდით.
პროვისს კი ვთხოვე, თავის პალტოში გახვეული, უძრავად მჯდარიყო. დარდი ნუ გექნება,
ჩემო ბიჭოო, გამამხნევა და ქანდაკებასავით გაქვავდა. ამასობაში გალერამ, რომლის
ცოტა ხანში სტარტოპმა გაარჩია, ორი გემიდან უფრო წინ რომელი მოდიოდა
და, რაკი ჩემ პირისპირ იჯდა, ოდნავ გასაგონად ჩამჩურჩულა: "ჰამბურგი"; გემი უსწრაფესად
გვიახლოვდებოდა, მისი ლაპოტების ხმა სულ უფრო
მჯდომმა კაცმა, – ეს ისაა, პალტოში რომაა გახვეული. მას ეიბელ მეგუიჩი ჰქვია, სხვაგვარად –
პროვისი. უფლებამოსილი ვარ, ეს კაცი დავაპატიმრო. მოვუწოდებ, დაგვნებდეს. თქვენ კი
მოგიწოდებთ, დაგვეხმაროთ.
მხოლოდ ერთი წამით მეგონა, წისქვილის ათას ფრთასა და შუქის ათას გაელვებას
ვებრძოდი. მეორე წამში გალერის ბორტზე ამიყვანეს. ჰერბერტიც იქ იყო და სტარტოფიც,
მაგრამ ჩვენი ნავი და ორივე პატიმარი უკვალოდ გამქრალიყვნენ.
მითხრა, რომ, როგორც ჩანს, გემის კილის ქვეშ მოხვდა და ზევით ამოსვლისას თავი
მიარტყა. მკერდი კი, მისი აზრით, გალერასთან შეჯახების
გამო დაებეჟა და სუნთქვისას აუტანლად სტკიოდა. ისიც დასძინა, რომ უჭირდა თქმა, თუ რას
უპირებდა კომპეისონს, მაგრამ იმწამს, როდესაც ხელი ჩაავლო, რათა მისი სახე დაენახა,
ბოროტმოქმედმა უკან წაიწია და გაიბრძოლა, რის გამოც ორივენი წყალში ჩაცვივდნენ.
მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში მეგუიჩმა ჩვენს ნავს ფეხი ჰკრა, რის გამოც ის
გადატრიალდა. გარდა ამისა, ჩურჩულით მიამბო, რომ ერთურთს შეჭიდებულნი ჩაიძირნენ
წყალში და იქაც განაგრძეს ბრძოლა, მერე კი თავის გათავისუფლება შეძლო და ამოყვინთა.
რომ დროდადრო გმინვას ვეღარ იკავებდა. მხრებქვეშ ჯანსაღი მკლავი ამოვუდე, რათა
მისთვის ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მდგომარეობა. მაგრამ მზარავდა იმაზე ფიქრი, რომ
მისი მძიმე ჭრილობები სადარდებლად არ მიმაჩნდა, რადგან სიკვდილი მეგუიჩისთვის ახლა
ხსნა იქნებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ ჯერ საკმაოდ ბევრი კაცი რჩებოდა
ცოცხალი, ვისაც მისი ვინაობის დადასტურება
შეეძლო და სურდა კიდეც. არც იმის იმედი მქონდა, რომ სასამართლო ლმობიერად
მოეპყრობოდა. მისი დანაშაული პირველივე სასამართლოზე ყველაზე არასახარბიელოდ
წარმოჩინდა, შემდეგ ჯერ ციხიდან გაიქცა და მერე არაერთხელ გაასამართლეს; ბოლოს კი
სამუდამო გადასახლებიდანაც დაბრუნდა და, ამასთან, იმ კაცის სიკვდილის მიზეზი გახდა,
რომელმაც მის დაკავებას შეუწყო ხელი.
პირი ვიბრუნეთ ჩამავალი მზისკენ, რომელიც გუშინ ზურგს უკან მოვიტოვეთ, და ასე
მეგონა, ჩემი იმედების მდინარებაც შემობრუნდა და ახლა პირუკუ მიედინებოდა.
მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ უზომოდ ვწუხდი, ჩემ გამო სამშობლოში რომ დაბრუნდა.
– ჩემო ბიჭო, – მიპასუხა, – კმაყოფილი ვარ, რომ გავრისკე და ბედს შევეჭიდე. ჩემი ბიჭი ვნახე
და ვიცი, ის უჩემოდაც გახდება ნამდვილი ჯენტლმენი.
ცდებოდა. ამაზე მაშინ ვიფიქრე, ნავში გვერდიგვერდ როცა ჩავსხედით. მეგუიჩი ცდებოდა.
ჩემს გადაწყვეტილებაზე რომ არაფერი ვთქვათ, უემიკის მინიშნებას ახლაღა მივუხვდი. მისი
დაპატიმრების შემთხვევაში მთელი მისი ქონება გვირგვინს გადაეცემოდა.
– ყური დამიგდე, ჩემო ბიჭო, – მითხრა მერე, – აჯობებს, რაკი ჯენტლმენი ხარ, ამიერიდან
ახლოს აღარ გამეკარო. მხოლოდ სანახავად მოდი, ისე, თითქოს
ვიგრძენი, ხელი როგორ აუცახცახდა. ნავის ფსკერზე მიწოლილმა სახე გვერდზე მიაბრუნა
და მის ყელში დიდი ხნის ნაცნობი ისევ ის ხმა გავიგონე – ახლა უკვე თვით მასავით
მომბალი. გამიხარდა, რომ, მისი სიტყვების წყალობით, დროულად მივხვდი იმას, რასაც,
შეიძლება, ამის გარეშე ვერც მივმხვდარიყავი: არ უნდა შეეტყო, რომ ჩემი გამდიდრების
იმედებს ასრულება არ ეწერა.
55
მისტერ ჯეგერსს ჩემი ჩანაფიქრი გავუზიარე, რომ მეგუიჩისთვის მისი ქონების ბედი
დამემალა. მისტერ ჯეგერსი საშინლად გამიბრაზდა იმის გამო, რომ ეს სიმდიდრე "ხელიდან
გავუშვი". მითხრა, განცხადებას თუკი დროულად
შევიტანთ, იქნებ ნაწილი მაინც შევინარჩუნოთო. თუმცა არც ის დაუმალავს, რომ, მართალია,
ყველა საქმე არ ითვალისწინებს ქონების კონფისკაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ის, როგორც
ჩანს, გარდუვალი იქნებაო. ეს ისედაც კარგად
მესმოდა. დამნაშავე არც ჩემი ნათესავი ყოფილა, არც სხვა რამე ოფიციალური კავშირი მქონდა
მასთან; არც ჩემ სასარგებლოდ რამე საბუთზე მოუწერია ხელი, ვიდრე დააპატიმრებდნენ.
ახლა კი ამის გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა. მის ქონებაზე არანაირი უფლება არ გამაჩნდა და
პირობა დავდე – რომელიც არ დამირღვევია – რომ ამგვარი უფლების მოპოვებას არასოდეს
ვეცდებოდი.
დაინიშნა.
ჩემი ცხოვრების ამ უბედურ მონაკვეთში, ერთ საღამოს, ჰერბერტი შინ დაღონებული მოვიდა
და მითხრა:
რაკი მისმა პარტნიორმა ამ წუთისათვის შემამზადა, იმაზე ნაკლებად დამეცა თავზარი, ვიდრე
ჰერბერტი მოელოდა.
– ახლა ამისთვის სად მცალია? – მივუგე, – ხომ იცი, რამდენის უფლებაც მაქვს, მთელ დროს
მასთან ვატარებ და საშუალება რომ მქონდეს, წუთითაც არ მოვშორდებოდი. ხოლო როცაკი
შინ მოვდივარ, ფიქრებით მაინც სულ მასთან
ვარ.
რომელიც, მართლაც, ძალზე ახლოა, ვფიქრობ, საპატიო მიზეზია საიმისოდ, რომ გავთამამდე
და შენი გეგმების თაობაზე გკითხო. შენს მომვალზე თუ გიფიქრია?
– კარგი, – ვუთხარი.
– კლერკი.
– დიახ, კლერკი. და, დიდი იმედი მაქვს, მას მომავალში შესაძლებლობა მიეცემა (ერთი შენი
ნაცნობი კლერკისა არ იყოს) პარტნიორამდეც დაწინაურდეს. მოკლედ, ჰენდელ, მეგობარო,
ჩემთან ერთად წამოხვალ?
რაღაც საოცრად თბილი და გულის ამაჩუყებელი იყო მის მანერაში, როდესაც საქმიანი
წინადადებასავით წამოიწყო "მოკლედ, ჰენდელ...", მერე კი უეცრად კილო შეიცვალა და
სკოლის მოწაფესავით ალალად გამომიწოდა ხელი.
შენთვის მეთქვა, რომ, თუ ჩვენი შეუღლების შემდეგ ჩვენთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტ,
შენი კარგად ყოფნისათვის არაფერს დაიშურებს, და იმაში დამერწმუნებინე, რომ მისი
მეუღლის მეგობარი მისი მეგობარიცაა. ჰენდელ, ერთად ისე ბედნიერად ვიცხოვრებთ!
– მაგრამ, ჰერბერტ, თუკი ფიქრობ, რომ ცოტა ხნით ამ საკითხის ღიად დატოვება შენს საქმეს
არ დააზარალებს...
ამაზე შევთანხმდით და ჰერბერტმა სიხარულით ჩამომართვა ხელი. მერე კი აღიარა ის, რის
თქმასაც აქამდე ვერ ბედავდა – სავარაუდოდ, ამავე კვირის ბოლოს უწევდა გამგზავრება.
– და კლარა? – ვკითხე.
ჰერბერტმა, – თუმცა მას დიდი ხანი აღარ უწერია. მისის უიმპლი ამბობს, პირი იმქვეყნისკენ
აქვსო.
კიბეზე ჩამომავალ უემიკს შევეფეთე, რომელიც ჩემს კარზე უშედეგო კაკუნის შემდეგ უკან
ბრუნდებოდა. ჩვენი ჩაშლილი გაქცევის მერე პირისპირ აღარ მინახავს. ახლა კი, როგორც
კერძო პირი, სწორედ ამ მარცხთან დაკავშირებით რაღაცის განსამარტად მოსულიყო.
– გარდაცვლილი კომპეისონი, – წამოიწყო უემიკმა, – თითქმის ყველა იმ საქმეს
წარმართავდა, რასაც ჩვენ ვიძიებთ და რაც წინათ გაგანდეთ, ციხეში მოხვედრილი მისი
ხელქვეითებისაგან მოვისმინე (მისი ხელქვეითებიდან რომელიმე გამუდმებით ხვდება
ციხეში). ყურები დაცქვეტილი მქონდა, თუმცა, ცხადია, არაფერს ვიმჩნევდი, ვიდრე არ
შევიტყვე, რომ რაღაც საქმეზე წასულა და სწორედ ეს ჩავთვალე გაქცევისათვის
ხელსაყრელ დროდ. ახლა ვხვდები, რომ ესეც ამ გაიძვერას გეგმის ნაწილი უნდა
ყოფილიყო: თუ საქმეს სჭირდებოდა, საკუთარი დამქაშებიც კი შეცდომაში შეჰყავდა. იმედი
მაქვს, ჩემზე არ ბრაზობთ, მისტერ პიპ? დამიჯერეთ, თქვენ დახმარებას ვცდილობდი.
– ამაში ისევე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, როგორც თქვენ, უემიკ, და მთელი გულით
გმადლობთ მეგობრობისა და თანადგომისათვის.
მე თვითონაც ხუთ გირვანქა სტერლინგს არ დავიშურებდი მის გადასარჩენად. მაგრამ აი, რას
ვფიქრობ. რაკი გარდაცვლილმა კომპეისონმა მეგუიჩის დაბრუნების ამბავი წინდაწინ შეიტყო
და მისი პოლიციისათვის გადაცემაც წინასწარვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მაშასადამე, მისი
გადარჩენა მაინც შეუძლებელი იყო. აი, მისი მოძრავი ქონების გადარჩენა კი შეიძლებოდა.
სწორედ ამაში მდგომარეობს ქონებასა და მის მფლობელს შორის განსხვავება, ახლა ხომ
გესმით?
უემიკი ჩემთან ჭიქა გროგზე შევიპატიჟე, რათა უოლუორთში ფეხით წასვლამდე ძალა
მოეკრიბა. დამთანხმდა. ვიდრე თავის ზომიერ ულუფას სვამდა, სრულიად მოულოდნელად
და ერთგვარი მორიდებით მკითხა:
– ვიცი, რითიც ხართ დაკავებული. იმასაც ვხვდები, ახლა მაინცდამაინც კარგ გუნებაზე ვერ
იქნებით. მაგრამ თუ შეძლებთ და პატივს დამდებთ, ამას დიდ სიკეთედ ჩაგითვლით. შორს
წასვლას არ გთხოვთ, თანაც მხოლოდ დილის საათებს წაგართმევთ. მთლიანობაში (თუკი
საუზმესაც ჩავთვლით), დაახლოებით, რვიდან თორმეტამდე შეგაყოვნებთ. იქნებ ეს დრო
როგორმე გაითავისუფლოთ?
მომეჩვენა, გულდაგულ გაპრიალებული ქუდიც დაეხურა. მაგიდაზე რძიანი რომი, ორი ჭიქა
და ორი ბისკვიტი იდო. მოხუცს, როგორც ჩანს, ტოროლებისათვის დაუსწრია ადგომა, რადგან
ღია კარის ჭრილში რომ შევიხედე, მისი საწოლი ცარიელი დამხვდა.
‒ შეხედეთ! ეკლესია!
ამაში თავისთავად საოცარი ვერაფერი ვნახე, მაგრამ გავოცდი, როდესაც უემიკმა ხალისიანი
კილოთი ბრწყინვალე იდეა გამოთქვა:
– მოდით, შევიდეთ!
‒ შეხედეთ! ბეჭედი!
მე ნეფის მეჯვარე ვიყავი, ხოლო ჩია მნათე ქალმა, რომელსაც ბავშვის ჩაჩის მაგვარი თეთრი
ქუდი ეხურა, თავი მის სკიფინზის ახლო მეგობრად გაასადა. პატარძლის საკურთხეველთან
მიცილების საპასუხისმგებლო მისია მოხუც
მშობელს დაეკისრა, რაც პასტორის აღშფოთების მიზეზი გახდა და, აი, როგორ: როდესაც მან
განაცხადა: "ვინ ათხოვებს ამ ქალბატონს ამ ჯენტლმენზე?" მოხუცი, რომელსაც არანაირი
წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ ცერემონიის რომელ მომენტს მივადექით, არხეინად იდგა
და ათი მცნების დაფას კმაყოფილი სახით შეჰყურებდა. პასტორმა გაიმეორა: "ვინ ათხოვებს
ამ ქალბატონს ამ ჯენტლმენზე?" რადგან ბერიკაცი ისევ ისე ნეტარად გარინდული იდგა,
ნეფემ ჩვეულ ხმაზე უღრიალა: "მიდი მოხუცო, ხომ იცი: ვინ ათხოვებს?.." რაზეც
მოხუცმა ხალისით უპასუხა, მე გავცემო, მანამდე კი თავი დაუკრა: "კარგი, ჯონ, კარგი, ჩემო
ბიჭო!" ამის შემდეგ პასტორი ისე დადუმდა, კიდეც დავეჭვდი, დღეს
შიგ ჩააწყო და ისევ დაახურა. მისის უემიკი უფრო პრაქტიკულად მოიქცა: თეთრი
ხელთათმანი წაიძრო და ჯიბეში ჩაიდო; მის ნაცვლად კი ყოველდღიური მწვანე ჩაიცვა.
– მესმის, ესე იგი, მისტერ ჯეგერსთან ამაზე ერთი სიტყვაც არ უნდა წამომცდეს.
– მას მერე, რაც იმ დღეს წამოგცდათ, აჯობებს, მისტერ ჯეგერსმა არაფერი იცოდეს. თორემ
შეიძლება იფიქროს, რომ რბილი და გულჩვილი ვხდები.
56
მუდამ ხარობდა, როცა მისმენდა. მეც ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნდა, მისთვის ის
ყველაფერი მეთქვა და წამეკითხა, რაც კი, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოესმინა.
იმდენად შეუძლოდ იყო, საკანში ვერ გააჩერებდნენ და პირველივე დღეებში ლაზარეთში
გადაიყვანეს. ამის წყალობით შემეძლო, მის გვერდით ბევრად მეტი დრო გამეტარებინა.
გარდა ამისა, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაადებდნენ ბორკილს, რადგან
მანამდე არაერთხელ გაქცეულა ციხიდან.
მის სანახავად ყოველდღე მივდიოდი, თუმცა ცოტა ხანს ვჩერდებოდი. რაკი დროის თანაბარი
შუალედებით ვნახულობდი, მის სახეზე მკაფიოდ ვამჩნევდი, თუ როგორ უუარესდებოდა
ჯანმრთელობა. არ მახსოვს, ერთხელ მაინც დასტყობოდა უკეთესობა. მას მერე, რაც ციხის
კარს მიღმა აღმოჩნდა, დღითი დღე დნებოდა და სუსტდებოდა.
ორჯერ თუ სამჯერ ისე მოხდა, რომ იქ მომსახურე ადამიანებმა ჩემი თანდასწრებით მისი
დანაშაულებრივი რეპუტაცია ახსენეს. ასეთ დროს სახეზე ღიმილი გადაურბენდა და ისეთ
მიმნდობ მზერას მომაპყრობდა, თითქოს სურდა ეთქვა, შენ ხომ მაინც ბავშვობიდანვე
გახსოვს, სიკეთეც რომ ძალმიძსო. სხვა დროს თვინიერი და სულგრძელი იყო და არ
მაგონდება, ერთხელ მაინც დაეჩივლოს.
როცა სასამართლო სხდომა მოახლოვდა, მისტერ ჯეგერსმა განცხადება შეიტანა, რომ მისი
საქმე მომდევნო სხდომამდე გადაედოთ. ყველასათვის აშკარა იყო, ასე იმიტომ მოიქცა, რომ
ფიქრობდა, მეგუიჩი მანამდე ვერ იცოცხლებდა, ამიტომ უარი უთხრეს. მალევე მეგუიჩი
იძულებული გახდა, სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, თუმცა დგომა არ შეეძლო და სკამზე
ჯდომის ნება დართეს. მე კი უფლება მომცეს, მოაჯირის მეორე მხარეს დავმდგარიყავი და
მისთვის ხელი ჩამეკიდა.
საქმის განხილვა ცოტა ხანს გაგრძელდა და არავითარი ეჭვი არ აღძრულა. ყველაფერი, რაც
შეიძლებოდა მის სასარგებლოდ თქმულიყო, ითქვა კიდეც – ის, რომ გადასახლებაში
მეურნეობას მიჰყო ხელი და პატიოსნად შრომობდა. მაგრამ გადასახლებიდან მისი
გამოპარვის ფაქტს მაინც ვერაფერი გააბათილებდა და
წვიმით გალუმპულ, დიდ ფანჯრებში მზის სხივები ატანდა და გრძელ ზოლებად სერავდა
დარბაზს, საბედისწერო ზღვარს ავლებდა სიკვდილმისჯილთა და მსაჯულთა შორის.
დამსწრეებს კი სხვა, მარადიულ, ყოვლისმცოდნე და შეუცდომელ სამსჯავროდ წარმოაჩენდა.
პატიმარი წუთით წამოდგა და მისი სახე მზის სინათლის ზოლში მოექცა.
– მილორდ, მე თვით უფალმა გამომიტანა განაჩენი, მაგრამ თქვენი განაჩენის წინაშეც ვიხრი
ქედს, – ეს თქვა და ისევ დაჯდა.
ვშიშობდი, ვაითუ მანამდე გაეძლო, ამიტომ შინაგან საქმეთა სახელმწიფო მდივანს თხოვნის
წერილი გავუგზავნე, სადაც ყველაფერი ვუამბე, რაც მის
შესახებ ვიცოდი და ისიც მივწერე, რომ ინგლისში მხოლოდ ჩემ გამო დაბრუნდა. ყველაფერი
ეს, რაც შეიძლებოდა, შთამბეჭდავად და პათეტიკურად აღვწერე. ეს წერილი გავგზავნე. მერე
გავიკითხე, თანამდებობის პირთაგან მოწყალებით ვინ გამოირჩეოდა და მათაც მსგავსი
თხოვნით მივმართე, რომ მეგუიჩი შეეწყალებინათ. თვით მეფის სახელზეც კი დავწერე
წერილი. განაჩენის
დღიდან დღემდე ვამჩნევდი, რომ სულ უფრო მეტხანს იწვა მშვიდად და თეთრ ჭერს
აუღელვებელი სახით აჰყურებდა. დროდადრო ჩემ მიერ წარმოთქმული რომელიმე სიტყვა
თვალებს გაუნათებდა, მერე ისევ ფიქრებს მიეცემოდა. ზოგჯერ ლაპარაკი თითქმის, უფრო
სწორად კი, სრულებით აღარ შეეძლო. ასეთ დროს ხელზე თითების ოდნავი მოჭერით
მპასუხობდა. ამ მინიშნებების განმარტება მალევე ვისწავლე.
სასამართლოს სხდომიდან ათი დღე იყო გასული, როდესაც ჩვეულებრივზე უფრო მკვეთრი
ცვლილება შევატყვე. თვალები კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი და, რომ დამინახა, გაუნათდა.
ჩემო ბიჭო!
ხელზე ხელი მოვუჭირე, თუმცა არაფერი მითქვამს, რადგან არ დამვიწყებია, ოდესღაც მის
მიტოვებას რომ ვაპირებდი.
– ყველაზე კარგი კი ის არის, რომ მას მერე, რაც ჩემს თავზე ცა მოიქუფრა, უფრო თბილად
მეპყრობი, ვიდრე მაშინ, როცა მზე დამნათოდა. აი, ესაა ყველაზე ძვირფასი.
ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. გამიღიმა და თითები ისე მომიყირა, მივხვდი, უნდოდა,
მისთვის ხელი მკერდზე დამედო. ასეც მოვიქეცი. ისევ გამიღიმა და ორივე ხელისგული ზედ
მომაფარა.
ასე ვიყავით, ვიდრე ჩემი სტუმრობის დრო არ ამოიწურა. როცა უკან მივიხედე, იქვე მდგარი
ციხის უფროსი დავინახე, რომელმაც ჩამჩურჩულა:
– ძვირფასო მეგუიჩ, როგორც იქნა, რაღაც უნდა გითხრათ. ჩემი ხომ გესმით? თითები ხელზე
ოდნავ მომიჭირა.
ხელი ტუჩებთან მიიტანა. მერე ისევ ნელა მიიკრა მკერდზე და ხელები დააფარა. ისევ
ჭერისკენ აღაპყრო აუღელვებელი მზერა, რომელიც წამის შემდეგ ჩაქრა და თავი მკერდზე
ჩამოუვარდა.
57
ჭეშმარიტება გამეაზრებინა, გარდა იმისა, რომ მძიმე სნეულება მომძალებოდა. ბოლო დროის
დაძაბულობამ ეს სნეულება ცოტა მიმავიწყა, მაგრამ ვერ ამარიდა. უკვე ვიცოდი, რომ
მიახლოვდებოდა. მეტს ვეღარაფერს ვაცნობიერებდი და არც მინდოდა, გამეცნობიერებინა.
ერთი თუ ორი დღის განმავლობაში ხან ტახტზე ვიწექი, ხანაც ძირს – სადაც კი უძლურად
ჩავიკეცებოდი. ხელს მაღლა ვერ ვწევდი, კიდურებში მტეხდა, არც ფიქრი შემეძლო და არც –
რამის კეთება. ამის მერე დადგა ღამე, რომელიც უსასრულოდ მომეჩვენა. მთლიანად შფოთვამ
და შიშმა მომიცვა. დილით, როცა საწოლში წამოჯდომა და ღამის აწეწილი ფიქრების
განსჯა დავაპირე, აღმოვაჩინე, რომ ეს არ შემეძლო.
– სერ, – ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ დაიხარა და მხარზე ხელი დამადო, – ეჭვი არ მეპარება,
რომ ამ საქმეს მალევე მოაგვარებთ, მაგრამ იძულებულნი ვართ, დაგაპატიმროთ.
– რა ვქნა?
‒ ჩემს სახლში უნდა მესტუმროთ, – მითხრა კაცმა, – მშვენიერი სახლი მაქვს. საწოლიდან
ადგომა და ჩაცმა ვცადე. როცა ცოტა ხნის შემდეგ მათი იქ ყოფნა
– სწორედაც, ძმობილო.
ჯომ ბალიშზე თავი გვერდით დამიდო და ყელზე მკლავი მომხვია. გაუხარდა, რომ ვიცანი.
– რას ამბობ, ჩემო პიპ, ჩემო ძმობილო, – მითხრა ჯომ, – მე და შენ ხომ სულ მუდამ მეგობრები
ვიყავით. და როცა ისე მომჯობინდები, რომ გარეთ
– ჰო.
– მაისი იწურება, პიპ. ხვალ პირველი ივნისია.
– თითქმის, ძმობილო. ბიდისაც ასევე ვუთხარი, შენი ავადმყოფობის ამბავი როცა შევიტყვეთ;
ეგ ამბავი კი ფოსტით გვამცნეს, ფოსტალიონმა წერილი მოგვიტანა; ჰო, მართლა, ეს ჩვენი
ფოსტალიონი სულ უცოლო იყო, ახლა კი
– რა ბედნიერებაა შენი საუბრის მოსმენა, ჯო! მაგრამ გაგაწყვეტინე. მაშ, რა უთხარი ბიდის?
– რა ვუთხარი და, – განაგრძო ჯომ, – უცხო ხალხშია, ცუდად არის, მე და ის სულ მუდამ
მეგობრები ვიყავით, ჰოდა, ასეთ დროს რომ ვესტუმრო, არ
ეწყინება-მეთქი, ასე ვუთხარი. ბიდიმ კი მითხრა, ახლავე წადი, დროს ნუღარ დაკარგავო.
სწორედ ეს სიტყვები მითხრა, – საკუთარი სიტყვები თავის დაკვრით დაადასტურა, როგორც
სჩვეოდა, – ახლავე წადიო, ასე მითხრა, და დროს ნუღარ დაკარგავო. მოკლედ, რომ არ
მოგატყუო, – წამიერი დაფიქრების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა, – აი, ეს იყო მისი
სიტყვები: წადი და ერთ წუთსაც ნუღარ დაკარგავო.
ამის შემდეგ თხრობა შეწყვიტა, ისღა მითხრა, რომ ბევრის მოსმენა ჩემთვის
ჯერ არ შეიძლებოდა, რომ განსაზღვრულ დროს ცოტ-ცოტა უნდა მეჭამა, თუნდაც ამის
სურვილი არ მქონოდა, და, ზოგადად, მისი მითითებები უნდა შემესრულებინა. ხელზე
ვაკოცე და ხმა აღარ ამომიღია, ის კი ბიდისთვის წერილის მისაწერად დაჯდა, ჩემგან
მოკითხვა უნდა გადაეცა.
– გარდაიცვალა, ჯო?
– ჰო, ეგ უფრო სწორი იქნება, – გულზე მოეშვა ჯოს, – ცოცხალი აღარ არის.
– შენ რომ ავად გახდი, შეიძლება ითქვას (თუ მაინცდამაინც ზუსტად გინდა), სადღაც, ერთ
კვირაში, – როგორც იქნა, ამოთქვა ჯომ, რომელიც, ჩანდა, ჯერაც ცდილობდა, ჩემთვის
სიმართლე თანდათანობით შეეპარებინა.
– ძვირფასო ჯო, ხომ არ გაგიგია, მისი ქონება ვის დარჩა?
– როგორც აღმოჩნდა, ძმობილო, – მითხრა ჯომ, – ქონების დიდი წილი მის ესტელასთვის
დაუტოვებია. ეს კარგა ხნის წინათ ჰქონია დაკანონებული. მაგრამ იმ უბედურ
შემთხვევამდე ორიოდე დღით ადრე ანდერძისათვის საკუთარი ხელით ჩაუმატებია
რამდენიმე საკითხი და მისტერ მეთიუ პოკეტისთვის სრული ოთხი ათასი გირვანქა
სტერლინგი დაუტოვებია. მაგრამ, რაც მთავარია, პიპ, როგორ ფიქრობ, ეს რითი ახსნა?
"ზემოთაღნიშნულ მეთიუსთან დაკავშირებით პიპის აზრის საფუძველზე" – სწორედ ასე
ეწერაო, ბიდიმ მითხრა, – აღტაცებით თქვა ჯომ და ოფიციალური ფრაზა დიდი სიამოვნებით
გაიმეორა, – "ზემოთაღნიშნულ მეთიუსთან დაკავშირებით პიპის აზრის საფუძელზე".
წარმოგიდგენია, სრული ოთხი ათასი, პიპ!
– აქლემები! – გავიკვირვე, ამის ცოდნა რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა. ჯომ თავი დამიკრა.
– ვისი? – ვკითხე.
– ამ კაცს ყოყოჩობა კი სჩვევია, რაც მართალია, მართალია, – ბოდიშის კილოთი თქვა ჯომ,
– მაგრამ ყოველი ინგლისელის სახლი მაინც ციხესიმაგრეა და ციხესიმაგრეში შემოჭრა
მშვიდობიან დროს მაინც დიდი დანაშაულია. თანაც, რაგინდ მტყუანი ყოფილიყოს,
ხორბლეულით მაინც პატიოსნად ვაჭრობს.
– ასეა, პიპ, – მითხრა ჯომ, – მთელი ნავაჭრი წაიღეს, სალარო ყუთიც, ღვინოც დაულიეს,
საჭმლის მარაგიც ჭამეს, თვითონაც გალახეს და ცხვირით ათრიეს, მერე საწოლზე მიაბეს
და, რომ არ ეყვირა, პირი ბაღის ყვავილების თესლით გამოუტენეს. მაგრამ ორლიკი მაინც
იცნო, ასე რომ დაიჭირეს და ახლა ციხეში ზის.
ასე, თანდათან, ახალი ამბებიდან გულითად საუბარზე გადავედით. ჯერ ისევ სუსტად ვიყავი,
ძალას ნელა ვიკრებდი, მაგრამ ჯო ჩემთან იყო და თავს ისევ პატარა პიპად ვგრძნობდი.
თავი ისე, როგორც ბავშვობაში ვიქცეოდი, როცა მას ბაზრობაზე ან სხვაგან სადმე მივყავდი და
შთაბეჭდილებებით სავსეს, სუნთქვა მეკვროდა.
– ჯო, შეიტყვე, ჩემი მწყალობელი ვინ აღმოჩნდა? – ვკითხე იმავე საღამოს, როცა ფანჯარასთან
ჩიბუხს ეწეოდა.
– თქვეს, ის კაცია, ვინც იმ მეორე კაცს "მხიარულ მეზღვაურებში" შენთვის ფული გამოატანა.
– ასეა.
– მისი გარდაცვალების ამბავიც გაიგე, ჯო? – ხანმოკლე დუმილის შემდეგ ვკითხე სულ
მთლად გაუბედავად.
– ჰო.
– მგონი, – კარგა ხნის შემდეგ ისე თქვა, თითქოს პასუხს თავს არიდებდა, –
‒ ყური დამიგდე, ძმობილო, – მითხრა და ჩემკენ დაიხარა, – მე და შენ ხომ მუდამ საუკეთესო
მეგობრები ვიყავით?
– ჰოდა, თუ არ ტყუის, ძმობილო, ასემც იყოს. და, თუკი არ ტყუის (თუმცა ჭკვიანურსაც ბევრს
არაფერს ამბობს), მაშ, არც ამაში ტყუის: დავუშვათ, პატარაობაში ერთი რამ წვრილმანი
ყველას დაუმალე, არავისთვის გაგიმხელია და რად მოიქეცი ასე? იმად, რომ იცოდი: ჯო
გარჯერის გულით სურს,
საღიტინოსაგან დაგიცვას, მაგრამ მისი ღონე მის სურვილს მუდამ როდი ემთხვევა. ჰოდა,
ამის შემდეგ ისეთ რამეებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ჩვენს მეგობრობას რომ არ ეხება. ვიდრე
აქეთ წამოვიდოდი, ბიდიმ დიდხანს იწვალა, რომ ეს ყველაფერი შეეგნებინებინა ჩემთვის
(ხომ იცი, რა სულელიც ვარ), მერე კი, როცა შევიგნე, ისიც მასწავლა, შენთვის ეგ როგორც
უნდა მეთქვა. და რაკი ყველაფერი გითხარი, – ჯო საკუთარი მსჯელობით სავსებით
კმაყოფილი ჩანდა,
– ახლა ამასაც გეტყვი, მეგობრულად. არ ღირს, ზედმეტად გადაიღალო, ახლა ივახშმე,
წყალგარეული ღვინოც მიაყოლე და საწოლში მოკალათდი.
აი, კიდევ ერთი რამ, რაშიც ჯოს თავიდან ვერ გავუგე, მერე და მერე კი ჩავწვდი და
დავსევდიანდი: რაც უფრო უკეთ და მხნედ ვგრძნობდი თავს, ჯო ჩემთან ურთიერთობაში
სულ მეტად იძაბებოდა და თანდათან მშორდებოდა. ვიდრე უძლური და მთლიანად მასზე
დამოკიდებული ვიყავი, ეს ალალი კაცი ძველი, ბავშვური მიმართვებით მესაუბრებოდა,
გამუდმებით მესმოდა: "ჩემო პიპ, ჩემო ძმობილო" და ჩემს ყურს მელოდიად ჩაესმოდა. მეც
ძველებური ჩვევები გავიხსენე და ამისთვის უსაზღვროდ ვემადლიერებოდი. მაგრამ
ოჰ, განა საკმაო მიზეზი არ მივეცი ჯოს, ჩემს ერთგულებაში ეჭვი შეეტანა, ეფიქრა,
გამოჯანმრთელებისთანავე მისდამი გრძნობები გამიცივდებოდა და
ზურგს შევაქცევდი? განა ჯოს უცოდველი გული სულ უმიზეზოდ გრძნობდა, რაც უფრო
მოვღონიერდებოდი, ჩემთან ურთიერთობა მით უფრო გაუცივდებოდა და განა ტყუილად
სურდა, ვიდრე ეს მოხდებოდა, პირველი გამცლოდა?
– შეხედე, ჯო! უკვე სულ მთლად კარგად დავდივარ. აი, ნახავ, უკან შენი დახმარების გარეშე
დავბრუნდები.
– ზედმეტიც ნუ მოგივა, პიპ, – მითხრა ჯომ და დაუმატა, – თუმცა ამის ნახვა უზომოდ
გამიხარდება, სერ.
ბაღის ჭიშკრამდე ჩემით ვიარე, მერე, ვითომ ძალა გამომეცალა, ჯოს დახმარება ვთხოვე და
მანაც ხელი შემომაშველა, თუმცა ფიქრიანი ჩანდა.
ეს საღამო ორივემ ასე ფიქრიანად გავატარეთ, თუმცა, ვიდრე ძილის დრო მოვიდოდა,
გადავწყვიტე, ხვალინდელი დღეც მომეცადა, რადგან ეს დღე კვირა იყო, ახალი კვირიდან
კი ახალი ცხოვრება დამეწყო. ჯოსთან ამ ცვლილების შესახებ მელაპარაკა, ჩვენ შორის
ყველანაირი კედელი დამენგრია და ის ჩემი გადაწყვეტილებაც კი გამენდო (ის "მეორე"!),
რომლის შესახებაც ჯერ არავისთვის არაფერი მეთქვა და რომლის გამოც ჰერბერტს პასუხი
გადავუდე. ამის შემდეგ, იმედი მქონდა, ჯოს ცვლილება უკვალოდ და სამუდამოდ
გაქრებოდა. ამან
გუნება გამომიკეთა და ჯოსაც აშკარად გამოუკეთდა გუნება, თითქოს ისიც რაღაც სასიკეთო
გადაწყვეტილებამდე მისულიყო.
ვუთხარი.
ღამით, როცა საწოლში ჩავწექი, ჯო ჩემს ოთახში შემოვიდა, ისე, როგორც ჩემი
გამოჯანმრთელების პერიოდში შემოდიოდა ხოლმე, და მკითხა, დილანდელივით კარგად
თუ ვგრძნობდი თავს.
ჯომ საბანგადაფარებულ მხარზე ვეება, კეთილი ხელი დამადო და, როგორც მომეჩვენა,
ჩახრინწული ხმით მითხრა:
– ღამე მშვიდობისა!
"რადგან ისევ კარგად ხარ და ხელის შეშლა არ მინდოდა, გავემგზავრე, ჩემო პიპ, ყოველივე
კარგს გისურვებ
ჯო.
აი, ჩემი ჩანაფიქრი. კიდევ სამ დღეს დაველოდე ძალების მოკრებას, მერე კი მის
განსახორციელებლად მშობლიურ ადგილებს მივაშურე. ისღა დამრჩა მოსათხრობი, ეს
რამდენად გამომივიდა.
58
კირით აცაბაცად ეწერა: "ობექტი 1", ხოლო მთავარი შენობის იმ ნაწილს, ამდენ წელიწადს
რომ იყო ჩარაზული – "ობიექტი 2". შენობის სხვა ნაწილებიც დაენომრათ. კედლებზე ასული
სურო კი ჩამოეგლიჯათ და იქვე დაეყარათ – უკვე გამხმარიყო. ეზოში მორიდებით შევიხედე,
როგორც უცხომ, რმელსაც იქ აღარაფერი ესაქმებოდა, და დავინახე, აუქციონის კლერკი
კასრებზე როგორ დადიოდა და აღრიცხვას აკეთებდა. რიცხვებს კალამმომარჯვებულ
მიდვანს ჰკარნახობდა, რომელსაც ბორბლებიანი სავარძელი დროებით საწერ მაგიდად
ექცია – სწორედ ის სავარძელი, ასე ხშირად რომ მიგორებია "ბებერი კლემის" ღიღინით...
– ახალგაზრდავ, თქვენი მარცხის გამო ძალზე ვწუხვარ. თუმცა, აბა, რა გეგონათ? ეს სავსებით
მოსალოდნელი იყო!
– უილიამ, – მიმართა მისტერ პამბლჩუკმა მიმტანს, – თბილი ფუნთუშა მოიტანე. ოჰ, სადამდე
მივიდა საქმე, სადამდე!..
და, ვიდრე ჩაიდანს ავიღებდი, ისეთი იერით დამისხა ჩაი, თითქოს მეუბნებოდა, მუდამ
გწყალობდით და ჭირშიცა და ლხინშიც თქვენი ერთგული დავრჩებიო.
– დიახ, ახალგაზრდავ, – მითხრა და აღნიშნულ საგანს ხელი უშვა, მერე მაგიდას ორი
ნაბიჯით მოშორდა და კართან მდგარი მეპატრონისა და მიმტანის გასაგონად ხმას აუწია, –
დიახ, ჩაიდანს აღარ გავეკარები. მართალი ხართ, ახალგაზრდავ. რაოდენ გასაკვირიც უნდა
იყოს, ამჯერად მართალი ხართ. ტყუილად გაგიყადრეთ თავი და თქვენს საუზმეზე ზრუნვას
შევუდექი, რადგან მთელი გულით მინდოდა, თავაშვებული ცხოვრებით დაუძლურებული
სხეული თქვენი მამა-პაპის მარგებელი სანოვაგით მოგეღონიერებინათ. და მაინც, –
მეპატრონესა და მიმტანს მიუბრუნდა, გაშლილი მკლავის მანძილზე გადამიდგა და თითი
ჩემკენ გამოიშვირა, – და მაინც ის არის, სიყმაწვილის ბედნიერ დღეებში მეგობრად რომ
მთვლიდა. ნუ მეტყვით, ეს შეუძლებელიაო! სწორედ ისაა!
მიმტანიც დარწმუნებული ჩანდა იმაში, რომ ამას ვერაფრით უარვყოფდი და ამან ვითარებას
შავბნელი ელფერი შემატა.
სამყაროს გაჩენის დღიდან არ ჰყოლია, – გეტყვით, ჯოზეფს რაც უნდა უთხრათ. აგერ, "ტახის"
მეპატრონეც დამემოწმება – ჩვენი ქალაქის ღირსეული და პატივსაცემი მკვიდრი – და აგერ ეს
მიმტანიც, რომლის მამაც, თუ არ ვცდები, გვარად პოტკინსია.
– უთხარით: "ჯოზეფ, შენთან ერთი რამ დამაბარა და ახლა უნდა გადმოგცე: ჩემ დაცემაში
მან განგების ხელი განჭვრიტა. როგორც კი დამინახა, იმწამსვე ცხადად ამოიცნო, ჯოზეფ.
რადგან შუბლზე მაწერია: "ეს ჩემი პირველი მწყალობლისა და აღმზრდელისადმი
უმადურობისათვის სასჯელია". მაგრამ ამ კაცმა ისიც მითხრა, ჯოზეფ, რომ თავის ამაგს
წუთითაც კი არ ნანობს. ერთი წუთითაც კი. რაც სიკეთეც ვქენი, ალალიმც იყოს და კიდევაც
რომ მომიწიოს, იმავეს ვიზამო, ასე მითხრა, ჯოზეფ".
ამაგი მაქვს ამ ახალგაზრდაზე, თუ რა ვქენი და, კიდევაც რომ მომიწიოს, რას ვიზამ.
ივნისის საამო დღე იდგა. ცა ლურჯი იყო. ამწვანებული მინდვრის თავზე ტოროლები
დაქროდნენ. მთელი მიდამო იმაზე ბევრად მშვენიერი და მშვიდი მეჩვენა, ვიდრე მახსოვდა.
გზად მრავალი ტკბილი სურათი მეზმანა, თუ როგორ ვიცხოვრებდი აქ და რა სასიკეთოდ
შემეცვლებოდა ხასიათი, რაკი გვერდით საიმედო მეგობარი მეყოლებოდა. იგი მრჩევლად
მეგულებოდა, რადგან მის უბრალო რწმენასა და ცხოვრებისეულ სიბრძნეში არაერთხელ
დავრწმუნდი. უსაზღვრო სინაზემ მომიცვა. შინ დაბრუნებამ გული მომილბო და შინაგანად
ისე შევიცვალე, თითქოს ფეხშველა მივაბიჯებდი მშობლიური სახლისაკენ მრავალწლიანი
უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ.
არასოდეს მინახავს იმ სკოლის შენობა, სადაც იმჟამად ბიდი ასწავლიდა. მაგრამ იმ ერთ-
ერთმა ქუჩამ, რომლითაც სოფელში შევედი და რომელიც მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ
არავის შევენიშნე, სწორედ მასთან მიმიყვანა. გული დამწყდა, კვირა დღე რომ დაემთხვა.
ეზოში ბავშვები არ დარბოდნენ და
ბიდის სახლიც დაკეტილი იყო. არადა, მინდოდა, ვიდრე შემამჩნევდა, იგი თავის
ყოველდღიურ საქმეში გართული მენახა.
გავეშურე. გული მიკრთოდა, რადგან ჯოს უროს დარტყმის გაგონებას ყოველ წამს ველოდი.
კარგა ხანს ვიარე, რამდენჯერმე თითქოს მომესმა, მაგრამ სიჩუმე იყო. გავჩერდი და
მივაყურადე. ცაცხვებიც უცვლელად იდგა, ნარეკლის ბუჩქებიცა და წაბლის ხეებიც საამოდ
შრიალებდნენ. ჯოს უროს ჟღარუნი კი ზაფხულის ჰაერს არ შერევია.
ბიდიმ ჯერ ისე შეჰყვირა, თითქოს ჩემი აჩრდილი დაინახაო, მაგრამ მეორე წამს უკვე
მეხვეოდა. მისმა დანახვამ ამატირა, ისიც ატირდა. მე იმის გამო ავტირდი, ასე კოხტად და
სათნოდ რომ გამოიყურებოდა, ის კი – ჩემი ჩამომდნარი და ფერმკრთალი სახის შემხედვარე.
– დღეს ჩემი ქორწილის დღეა, – ბედნიერი ხმით შესძახა ბიდიმ, – მე და ჯომ ვიქორწინეთ!
სამზარეულოში შემიყვანეს და ხის ძველ მაგიდაზე თავი ჩამოვდე. ბიდიმ ჩემი ხელი
ტუჩებთან მიიტანა, ჯო მხარზე ხელს მისვამდა.
– ჯერ ისევ სუსტადაა, ძვირფასო, შენ კი ასე უცბად გააკვირვე, – უთხრა ჯომ.
– ეგ ვეღარ მოვიფიქრე, ჩემო ჯო, ისე გამიხარდა, – თავის მართლებას მოჰყვა ბიდი.
ჩემმა მოსვლამ ორივე უსაზღვროდ გაახარა. ესიამოვნათ და გულები აუჩუყდათ იმის გამო,
რომ სწორედ მათი ცხოვრების უბედნიერეს დღეს
– ძვირფასო ბიდი, – ვთქვი, – მთელ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე გყავს და ის რომ ჩემი
ავადმყოფობის დროს ჩემს საწოლთან გენახა... მაგრამ არა, უფრო მეტად მაინც ვერ
შეიყვარებდი!
– შენ კი, ჩემო ჯო, საუკეთესო ცოლი გერგო და ვიცი, სწორედ ისეთ დიდ ბედნიერებას
მოგიტანს, როგორსაც იმსახურებ, ჩემო ძვირფასო, კეთილო, ღირსეულო ჯო!
თუმცა ნუ გეგონებათ, ძვირფასო ბიდი და ჯო, რომ ან ამით, ან ნებისმიერი რამით ოდესმე
შევძლებ და თქვენს სიკეთეს სათანადოდ ვუპასუხებ!
– მაგრამ ჯერ არ დამისრულებია. ჩემო ჯო, იმედი მაქვს, შვილები გეყოლებათ და მთელი
გულით გეყვარებათ კიდეც. იქნებ ზამთრის ერთ საღამოს ამ ბუხრის კუთხეში მჯდარმა
პატარა ბიჭუნამ სხვა პატარა ბიჭუნა მოგაგონოს, აქაურობა სამუდამოდ რომ მიატოვა. ნუ
ეტყვი, ჯო, უმადურად რომ მოგექეცი. ბიდი, ნურც
შენ ეტყვი, სულმდაბალი და უსამართლო რომ ვიყავი. მხოლოდ ის უამბეთ, რომ ორივეს
უზომოდ გცემდით პატივს, რადგან გულკეთილები და გულწრფელები ხართ; ჩემი
სიტყვებიც გადაეცით: რადგანაც თქვენი შვილია, მისგან ჩემზე ბევრად უკეთესი კაცი
დადგება.
– არაფერიც, პიპ, – მიპასუხა ისევ სახელოაფარებულმა ჯომ, – მსგავსს არაფერს ვეტყვი. არც
ბიდი ეტყვის. და არც არავინ.
– ახლა კი, თუმცა ვიცი, რომ თქვენმა კეთილმა გულებმა უკვე მაპატიეს, გთხოვთ, ეს ხმამაღლა
მითხრათ! გევედრებით, ეს სიტყვები გამაგონეთ, რათა თან წავიღო და, მათი წყალობით,
ვირწმუნო, რომ მართლაც შეიძლება მომავალში ჩემი გწამდეთ და ჩემზე კეთილად
იფიქროთ!
– ო, ჩემო პიპ, ჩემო ძმობილო, – თქვა ჯომ, – ღმერთია მოწმე, რახანია გაპატიე, თუკი
საერთოდ მქონდა რამე საპატიებელი!
– ახლა კი ნება მომეცით, ჩემს პატარა ოთახში ავიდე და იქ რამდენიმე წუთს სულ
მარტომ მოვისვენო. მერე კი, ძვირფასო ჯო და ბიდი, ერთად ვჭამოთ პური და ჩვენი
სოფლის საგზაო ნიშნამდე გამაცილეთ. ერთანეთს იქ დავემშვიდობოთ! რაც კი მქონდა,
ყველაფერი გავყიდე და რამდენიც შევძელი, ჩემი
მრავალი წელი გავიდა, ვიდრე ფირმის პარტნიორი გავხდებოდი. თუმცა ჰერბერტსა და მის
ცოლთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. დიდ მომჭირნეობას ვიჩენდი და ყველა ვალი
გავისტუმრე. ჯოსა და ბიდის მუდმივად ვწერდი წერილებს. ვიდრე ფირმის მესამე
მფლობელი არ გავხდი, კლერიკერს ჰერბერტისთვის ჩემი წვლილის შესახებ სიმართლე არ
გაუმხელია; მაშინ კი აღიარა, რომ ჰერბერტის პარტნიორობის საიდუმლო სინდისზე მძიმე
ტვირთად აწვა და ყველაფერი უამბო. ვერ აღგიწერთ, ძვირფასი ჰერბერტი როგორ გაოცდა
და აღელდა, თუმცა ჩვენი მეგობრობა ამის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა. ვერ
59
– პიპი შენ პატივსაცემად დავარქვით, ძმობილო, – მითხრა გახარებულმა ჯომ, როცა ბიჭუნას
გვერდით, მეორე სკამზე ჩამოვჯექი, ოღონდაც, მისთვის თმა არ ამიჩეჩავს! – იმედი გვქონდა,
ცოტათი მაინც დაგემსგავსებოდა და, მგონი, დაგემსგავსა.
მეც ასე ვფიქრობდი. მეორე დღეს სასეირნოდ წავიყვანე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და
ერთმანეთს საოცრად გავუგეთ. მერე სასაფლაოზე მივიყვანე და ერთი საფლავის ქვაზე
შემოვსვი. მან კი ამ შემაღლებიდან მიჩვენა, თუ
რომელი ქვა მიეძღვნა ფილიპ პირიპის ხსოვნას, ამ სამწყსოს წევრს, და აგრეთვე ჯორჯიანას,
მეუღლეს ზემოთმოხსენიებულისას.
– ბიდი, პიპი უნდა გამაყოლო, დროებით მაინც, – ვუთხარი სადილის შემდეგ, როდესაც მის
პატარა გოგონას დედის კალთაში ჩაეძინა.
– არა, არა, – მშვიდად მითხრა ბიდიმ, – ცოლი უნდა შეირთო.
– ჰერბერტი და კლარაც ასე მეუბნებიან, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს, ბიდი. მათ სახლში
უკვე ისე მოვიკიდე ფეხი, რომ ცხოვრების შეცვლა გამიჭირდება. ბერბიჭად ვიქეცი.
ბიდიმ პატარას დახედა და მისი ციცქნა ხელი ტუჩებთან მიიტანა, მერე კი თავისი
სათუთი, ქალური ხელი, რომლითაც, ის-ის იყო, ბავშვს შეეხო, ხელზე რბილად მომიჭირა. ამ
ჟესტსა და მისი ჯვრისწერის ბეჭდის შეხებას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.
თუმცა, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი, ვიცოდი, რომ იმ ძველ სახლს ვნახავდი, თანაც იმავე
საღამოს, რაღა თქმა უნდა, მის გამო. დიახ, ესტელას გამო.
ჯოს სახლში ადრე სადილობდნენ, რამაც საშუალება მომცა, ბიდისთან მშვიდი საუბრის
შემდეგ დაბნელებამდე აუჩქარებლად წავსულიყავი ძველი
სახლის სანახავად. მაგრამ გზადაგზა იმდენჯერ გავჩერდი ნაცნობი ადგილების
დასათვალიერებლად, იმდენჯერ დამრია ხელი მოგონებებმა, რომ როცა მიზანს მივაღწიე,
უკვე მწუხრი ჩამოწოლილიყო.
აღარც სახლი იდგა, აღარც ლუდსახდელი თუ სხვა რამ ნაგებობა, გარდა ბაღის
გალავნისა. მოსუფთავებული ადგილი უხეში ფიცრის ღობით იყო შემოსაზღვრული. მასზე
რომ გადავიხედე, შევნიშნე, სუროს ახალი ყლორტები ამოეყარა და ნანგრევების დაბალი
ბორცვები სულ მთლად დაეფარა. ღობის ჭიშკარი ღია იყო, ამიტომ ხელი ვკარი და შევედი.
მოაბიჯებდა, მაგრამ ერთბაშად შედგა. გავარჩიე, ქალი იყო. როცა მივუახლოვდი, თითქოს
წასვლა დააპირა, მაგრამ შეყოვნდა და დამელოდა. მერე გაოცებულმა შეიცხადა და ჩემი
სახელი წარმოთქვა. მეც შევყვირე:
– ესტელა!..
პირველი ქორფა მშვენება, მართლაც, გაუქრა, მაგრამ ისევ შერჩენოდა ამ მშვენების ენით
აღუწერელი მეფური ხიბლი – ყოველივე, რაც მასში წინათ მიზიდავდა. რაც წინათ არასოდეს
მინახავს, ეს იყო ოდესღაც გოროზ თვალებში ჩამდგარი სევდიანი და ნათელი სილბო; არც
ოდესღაც უგრძნობი ხელის თბილი, მეგობრული შეხება განმიცდია მანამდე, როგორც ახლა
განვიცადე.
– არც მე.
– ძალიან ხშირად მინდოდა აქ დაბრუნება, მაგრამ ბევრი რამ მიშლიდა ხელს. საბრალო ძველი
სახლი, საცოდავი აქაურობა!
– დიახ, ესტელა.
– ჰო, როგორც იქნა. ახლა აქ იმიტომ მოვედი, რომ აქაურობას მანამ დავემშვიდობო, ვიდრე
სახეს იცვლის. თქვენ კი, – ხმაში თანაგრძნობა გაუკრთა, რაც მიუსაფარი მგზავრის გულს ეამა,
– თქვენ ისევ უცხოეთში ცხოვრობთ?
– დიახ.
– ბევრს ვშრომობ, არაფერი მაკლია და – დიახ, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ვარ.
– მართლა?
– ბოლო დროს – ძალიან. მძიმე დრო გამოვიარე, როდესაც ვცდილობდი, იმაზე არ მეფიქრა,
რაც მედიდურად მოვისროლე და არ დავაფასე. მაგრამ მას მერე, რაც ეს მოგონებები ჩემს
მოვალეობას აღარ ეწინააღმდეგება, მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს, ისინი ჩემს გულში
შემოვუშვა.
დავდუმდით.
რაც გამოიარა. ცხოვრებამ მომდრიკა და გამტეხა, თუმცა, იმედი მაქვს, ამით ჩემგან იმაზე
უკეთესი რამ გამოძერწა, ვინც წინათ ვიყავი. მუდამ კეთილი და მომთმენი იყავით და,
გთხოვთ, ახლაც ასე მომექცეთ. მითხარით, რომ მეგობრები ვართ.
– დიახ, მეგობრები ვართ, – ვუთხარი და როცა მერხიდან წამოდგა, მეც ავდექი და მისკენ
დავიხარე.
ხელი ჩავკიდე და სახლის ნანგრევები უკან მოვიტოვეთ. და, როგორც დიდი ხნის წინათ,
როცა სამჭედლოს პირველად ვტოვებდი, ჩემ წინ დილის ბურუსი გაიფანტა, ახლაც ასევე
იფანტებოდა საღამოს ნისლი. მთვარემ მიდამოსა და ჩვენ მშვიდი ნათელი მოგვფინა.
მასთან ამ განშორების ჩრდილი გულს აღარ მტკენდა.