You are on page 1of 3

იმერეთში სამეფო ტახტის მოშლისა და იქ რუსული მმართველობის დაწესების პირველ

ხანებში საოკუპაციო ხელისუფლება სიფრთხილით მოქმედებდა, არ უცდია ძველი


წყობილებისა და ეროვნულ წეს-ჩვეულებათა ერთბაშად შეცვლა. თუმცა ირან- ოსმალეთის
წინააღმდეგ მიმდინარე ომების სიმძიმე მოსახლეობას დასავლეთ საქართველოშიც აუტანელ
ტვირთად დააწვა. თავისუფლების დაკარგვით გამოწვეულ წყენას მძიმე სოციალური ფონი
კიდევ უფრო ამძაფრებდა. მიუხედავად ამისა, ცარიზმმა მაინც დააპირა რუსული რეჟიმის
შემდგომი განმტკიცება, რის ერთ-ერთ საშუალებად საეკლესიო რეფორმის გატარება მიიჩნია.

რეფორმის ძირითადი მიზანი საქართველოს ეკლესიის რუსულ ყაიდაზე მოწყობა და მისი


თვითმპყრობელობის სამსახურში მოქცევა იყო. ამასთან, ხაზინა ეკლესია- მონასტრების ყმა-
მამულისა და სხვა საკუთრების დაუფლებასაც ესწრაფვოდა, რასაც სახელმწიფო
შემოსავლები მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ
საეკლესიო ცვლილებანი აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით უმტკივნეულოდ
განხორციელდა, იმერეთში კი, ეგზარქოს ვარლამის ცდებს დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.
1815 წლიდან იმერეთის ეკლესია საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას
დაუქვემდებარეს, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში აქაური მღვდელმთავარნი
დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ. საეკლესიო ცხოვრებას სათავში ედგა მიტროპოლიტი
დოსითეოს ქუთათელი (ერისკაცობაში წერეთელი),რომელსაც დასავლეთ საქართველოს
კათალიკოსის კვერთხიც ეპყრა.

გურია-სამეგრელოს ავტონომიურ სამთავროთა ეკლესიების წინამძღოლებთან ერთად იგი


დაუპირისპირდა და წინ აღუდგა რეფორმას, მაგრამ ხელისუფლება უკან დახევას აღარ
აპირებდა. ახალ ეგზარქოსად დანიშნული თეოფილაქტე რუსანოვი ენერგიულად შეუდგა
დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ქონების აღწერას. დაიწყო ეპარქიების შემცირება,
სასულიერო პირების ჯამაგირზე გადაყვანა, და სხვა. მნიშვნელოვნად გადიდდა საეკლესიო
გადასახადიც, რომელიც გლეხს ახალა ნატურით კი არა, ფულით უნდა დაეფარა. საეკლესიო
რეფორმა არამარტო ღვთისმსახურთა, არამედ საზოგადოების ყველა სოციალური ფენის
ინტერესებს ლახავდა. მაღალ სამღვდელოებას შემოსავლის ტრადიცული წყაროს მოშლასთან
ერთად საეკლესიო ქონების დამოუკიდებლად ფლობისა და განკარგვის უფლებაც ხელიდან
ეცლებოდა. უკმაყოფილება დაუფლებოდა დაბალ სასულიერო წოდებასაც. ყმური
დამოკიდებულებისაგან თავდახსნილი ბევრი მისი წარმომადგენელი ეპარქიათა შემცირებისა
და ეკლესიათა დახურვის გამო ძველ სამსახურს უნდა გამოთხოვებოდა.

იმერეთის მკვიდრთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფორმისადმი მტრულად განეწყო. 1819


წლის ივნისში იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელიც სწრაფად გავრცელდა დასავლეთ
საქართველოს სხვა კუთხეებში და აქაურ რუსულ მმართველობას წასალეკად დაემუქრა. ნ.
ბერძენიშვილის სიტყვით, აჯანყება საეკლესიორეფორმის წინააღმდეგ, ე.ი. ბრძოლა
საეკლესიო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, იგივე პოლიტიკური
დამოუკიდებლობისათვის სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლა იყო „რუსობის“
წინააღმდეგ. მართლაც, გამოსვლები არ შეჩერებულა თავდაპირველ მოთხოვნათა
დაკმაყოფილების – რეფორმის შეწყვეტისა და ეგზარქოს რუსანოვის იმერეთიდან გაძევების
შემდეგაც. იმერეთის პარალელურად აჯანყებამ ფართო ხასიათი მიიღო რაჭაში. მოძრაობას
წარმართავდა ხელმძღვანელი ბირთვი სოლომონ I-ის შვილიშვილის, ივანე აბაშიძის,
მღვდელმთავრების დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის, ა და სხვ. სახით.
აჯანყებულებმა „სამშობლოს განთავისუფლების“ ლოზუნგი წამოაყენეს და იმერეთის
სამეფოს აღდგენა მოითხოვეს. უმრავლესობა გვირგვინს ალექსანდრე ერეკლეს-ძე
ბაგრატიონს სთავაზობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმერელთა წინადადებაზე უარი
განაცხადა. მეფედ ივანე აბაშიძე გამოაცხადეს.

აჯანყებულებმა დაიკავეს ქუთაისში მიმავალი გზები და ქალაქზე იერიშიც დააპირეს


იმერეთის მმართველი კურნატოვსკი უძლური იყო, გამკლავებოდა აზვირთებულ ხალხს. მან
დასახმარებლად მთავარმართებელ ერმოლოვს მიმართა, რომელიც ამ დროს დაღესტნის
მთებში საომარ ოპერაციებს აწარმოებდა. ერმოლოვმა იმერეთის მოსახლეობას
სიმშვიდისაკენ მოუწოდა, თავის დროებით შემცვლელ გენერალ ველიამინოვს კი დასავლეთ
საქართველოში დამატებითი ჯარების გაგზავნა უბრძანა. თანამდებობიდან გადაყენებული
კურნატოვსკის ადგილი პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ დაიკავა. მხარის ახალი მმართველი
გადამწყვეტ მოქმედებებს შეუდგა.

1820 წლის მარტის დამდეგს შეიპყრეს აჯანყების ზოგიერთი მეთაური, კერძოდ


მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, სოლომონ მეფის ასული,
ბატონიშვილი დარეჯანი, თავადები სეხნია წულუკიძე და დავით მიქელაძე. ივანე აბაშიძე
მომხდურთ დაუსხლტდა და თავი გურიას შეაფარა. დაპატიმრებულთ თავებზე ტომრები
ჩამოაცვეს და იმერეთიდან ფარულად გაიყვანეს. დატყვევებისას ხიშტებით დაჭრილი და
ნაცემი მღვდელმთავარი დოსითეოსი გზაში, გორის მახლობლად გარდაიცვალა. მისი
ცხედარი ანანურამდე ატარეს და იქ დაკრძალეს. სხვები რუსეთის შორეულ გუბერნიებში
გადაასახლეს. ამ ამბავმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, თუმცა პუზირევსკის მისთვის
ანგარიში არ გაუწევია. იგი რუსის ჯარით გურიისაკენ დაიძრა და მთავრის ბიძას, ქაიხოსრო
გურიელს მასთან მყოფი ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა, იმერეთის მმართველი ამაოდ
დაშვრა, გურიელმა მისი მუქარა ყურად არ იღო. გაცეცხლებულმა პოლკოვნიკმა სცადა, შური
გზად შემხვედრ გლეხებზე ეძია, რაც მას ძვირად დაუჯდა. შეურაცხყოფილმა გურულებმა
პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან სიცოცხლეს გამოასალმეს.

გურიაში დამსჯელი ექსპედიციის გამოჩენამ ააღელვა მოსახლეობა. აჯანყების ალი მთელ


სამთავროს მოედო. გურულთა შეიარაღებულმა რაზმებმა ალყაში მოაქციეს და ჩოხატაურთან
გაანადგურეს რუსთა სამხედრო შენაერთი. ამბოხებას ხმა მისცა სამეგრელომაც. ბრძოლის
მოთავეობა აქ მთავრის ძმამ, გრიგოლ დადიანმა იკისრა, რომელმაც ჩაკეტა სოხუმიდან
მომავალი გზა, აჯანყებულები გააქტიურდნენ რაჭაშიც. მათ შეწყვიტეს. გადასახადების
გადახდა და ერთმანეთს ფიცით შეეკრნენ, რაჭველები თანამოძმეთა მისაშველებლად
ქუთაისისაკენ გაემართნენ. ივანე აბაშიძემ შეძლო გურიიდან კვლავ იმერეთში გადასვლა და
აჯანყების გაფართოება, 40 მებრძოლით იგი მდინარე ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა.

1820 წლის აპრილში აჯანყების ჩასახშობად დიდძალი ჯარით გენერალი ველიამინოვი


გაეშურა. მას თან ახლდა იმერეთის ახლად დანიშნული მმართველი თავადი გორჩაკოვი.
სამხედრო ექსპედიციას აჯანყებულებთან ულმობელი ანგარიშსწორება,მეთაურთა ადგილზე
ჩამოხრჩობა, ურჩი სოფლების გადაწვა და სხვ, ევალებოდა. თავადაზნაურთა დიდი ნაწილი
შეშინდა, ველიამინოვს ეახლა და რუსულ ხელისუფლებას მორჩილება განუცხადა.
მთავრობის ჯარებმა ქუთაისი დაიკავეს. მძიმე არტილერიით აღჭურვილი გორჩაკოვი 2
ათასიან შენაერთით რაჭის „დაწყნარებას“ შეუდგა. დამარცხებული ივანე აბაშიძე ბრძოლის
ველს გაეცალა და ოსმალეთს შეეხიზნა. ველიამინოვის რისხვა ახლა გურიას ელოდა.
ჯალათმა გენერალმა მართლაც სასტიკად იძია შური აჯანყების მონაწილეებზე, ცეცხლს
მისცა მათი სახლ-კარი. დაანგრია შემოქმედისა და სხვ. ციხეები, გაკაფა ბაღ-ვენახები, მთელი
დასავლეთ საქართველო ააოხრა და ნაცარტუტად აქცია ამბოხებული სოფლები.

1819—1820 წლების აჯანყება რუსულმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო აჯანყების


ზოგიერთი წინამძღოლი უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა, მტრის მიერ შეპყრობილთაგან
რამდენიმე იქვე ჩამოახრჩეს, სხვებს კი ციმბირისა და სხვა გუბერნიებში უკრეს თავი.
მრავალი დაპატიმრებული სხვადასხვა ვადით ციხეებში გამოკეტეს. დასჯილთა მამულებს
და ქონებას ხაზინა დაეპატრონა. მთელი მოსახლეობის დასჯა შეუძლებელი იყო, ამიტომ
ამბოხებულთა დიდი ნაწილი იმპერატორმა „დიდსულოვნად შეიწყალა“ და აპატია
„დანაშაული.“ დანაშაულად კი აჯანყებულ ხალხს ეროვნული თავისუფლების, საკუთარი
სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის შენარჩუნებისათვის ხმის ამოღება ჩაუთვალეს.

იმერეთის მოსახლეობის მღელვარე გამოსვლებს არავინ გამოხმაურებია. ამ აჯანყების ექო,


მსგავსად მისი წინამორბედი საქართველოს სხვა კუთხეების ამბოხებისა, რომანოვთა
იმპერიის ფარგლებს არ გასცდენია და იგი მხოლოდ რუსეთის „საშინაო საკითხად“ დარჩა.
დამარცხების მიუხედავად, იმერეთის აჯანყებამ კავკასიის ადმინისტრაცია იძულებული
გახადა, სიფრთხილითმოჰკიდებოდა საეკლესიო რეფორმას დასავლეთ საქართველოში.
ქართველი ერის მრავალწლიანმა შეურიგებელმა ბრძოლამ რუსული ხელისუფლება იმაშიც
დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ფიქრი გარკვეულ ცვლილებათა შეტანაზე საოუკუპაციო
მმართველობაში

You might also like