You are on page 1of 3

ისტორია (ბერძ.

historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე) — ისტორიას შეიძლება


ჰქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება:

1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის


ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა . შ .

2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი


კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა
და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის
კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა .

ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან ,


დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა
სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს . პირველ
ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში
ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით .
ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომპლექსური პრობლემების მიხედვით ,
სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა
ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში
გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა
საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.

სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან


ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული
ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული
ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა,
ქრონოლოგია, ისტორიული მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა,
ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული
მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.[1]

ისტორია - ფრედერიკ დილმანი (1896)

ეტიმოლოგია

ტერმინი ისტორია (ιστορία, historia ) ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მონათხრობს


წარსულის შესახებ.

ისტორიულ მეცნიერებათა სისტემა

ისტორიის დარგები
არქეოლოგია - არქივთმცოდნეობა - ბონისტიკა - გენეალოგია - დიპლომატიკა - ეთნოგრაფია
- ეთნოლოგია - ეპიგრაფიკა - ეპისტოლოგრაფია - ვექსილოლოგია - ისტორიული
ანთროპოლოგია - ისტორიული ბიბლიოგრაფია - ისტორიული დემოგრაფია - ისტორიული
იკონოგრაფია - ისტორიული კარტოგრაფია - ნუმიზმატიკა - პალეოგრაფია - სფრაგისტიკა -
ფილიგრანოლოგია - ქრონოლოგია - წყაროთმცოდნეობა - ჰერალდიკა

მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

ისტორიული გეოგრაფია - ისტორიული გეოლოგია

ისტორიული მეცნიერების ისტორია

თვითონ ისტორიული მეცნიერება არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი . ამ


დისციპლინის ტერმინოლოგიით ისტორია არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად
დასტურდება. ამგვარად, ისტორიული მეცნიერება იწყება იმ დროიდან , როცა გამოჩნდა
წერილობითი ინფორმაცია.

პირველი მონუმენტური შრომა, რომელშიც აღწერილია კონკრეტული ისტორიული


მოვლენები, კერძოდ, ბერძნულ-სპარსული ომები, და მისი თანადროული ქვეყნები და
ხალხები (აქემენიდთა იმპერია, ეგვიპტე, სკვითები), ეკუთვნის ბერძენი ისტორიკოსის
ჰეროდოტეს კალამს. ამ ნაწარმოებს ერქვა „ისტორია“, რაც ძველბერძნულად „აღმოჩენას ,
გამოკვლევას“ ნიშნავს. ამ დამსახურების გამო ციცერონმა ჰეროდოტეს „ისტორიის მამა “
უწოდა.

ისტორიის საერთო ცნებები და ტერმინები

ისტორიული დროის აღრიცხვა

ახალი წელთაღრიცხვა – ეპოქა – ერა – კალენდარი – პერიოდი – საუკუნე – ძველი


წელთაღრიცხვა – წელთაღრიცხვა – ქორონიკონი – ხანა

ისტორიული წყაროები

ანალები – მატიანე – ქრონიკა – ხელნაწერი

საზოგადოებრივი ფორმაციები

თემური წყობილება – მონათმფლობელობა – ფეოდალიზმი – კაპიტალიზმი – სოციალიზმი –


კომუნიზმი

სახელმწიფო და საზოგადოება

არმია - აჯანყება - ბრძოლა - დინასტია - ეთნოსი - ზავი - იმპერია - ლაშქარი - ნასახლარი -


ნაქალაქარი - ნეკროპოლი - ოკუპაცია - ომი - სამეფო - სამთავრო - სასახლე - სახელმწიფო -
ტომთა კავშირი - ტომი - ცივილიზაცია - ხალხი - ხარკი

ტიტულები და თანამდებობები

ამირა - აზნაური - ბარონი - გრაფი - ვეზირი - თავადი - იმამი - იმპერატორი - ლორდი - მეფე -
პრინცი - რაჯა - სულთანი - ფაშა - შაჰი - ხალიფა - ჰერცოგი - ცარი
გამოჩენილი ისტორიკოსები

ალ-ბირუნი – ბაქრაძე, დიმიტრი - გაბაშვილი, ვალერიან - თაყაიშვილი, ექვთიმე - თუკიდიდე –


ინგოროყვა, პავლე - კაკაბაძე, სარგის - ლეონტი მროველი – ტიტუს ლივიუსი – მაკიაველი ,
ნიკოლო – მესხია, შოთა - მონტესკიე, შარლ ლუი – პლუტარქე – პროკოპი კესარიელი –
ჟორდანია, თედო - ტაციტუსი– ტოინბი, არნოლდ – ყაუხჩიშვილი, სიმონ - წერეთელი ,
ალექსანდრე - წერეთელი, მიხეილ - ჯავახიშვილი, ივანე – ჯანაშია, სიმონ – ჰეკატეოს
მილეტელი – ჰეროდოტე

You might also like