You are on page 1of 12

მათემატიკა არდადეგებზე

მეორე კვირა
ორნიშნა რიცხვები
• ყველა ორნიშნა რიცხვი შედგება ათეულისგან და
ერთეულისგან. ორივეს აქვს თავისი ადგილი.
მარჯვნიდან პირველი ერთეულია, მეორე-ათეული. მათ
არ შეუძლიათ ერთმანეთის ადგილის დაკავება, ამიტომ
ორნიშნა რიცხვი ორ უჯრაში იწერება!
ათეული ერთეული
1 2
ერთეულები და ათეულები
• 0-დან 9-ის ჩათვლით ერთნიშნა რიცხვებია და მათ
ერთეულები ეწოდება. ყოველი ათის შეთავებით ვიღებთ
ათეულებს. ათეულებითაც ისე ვითვლით, როგორც
ერთეულებით:
• 10-ერთი ათეული
• 20-ორი ათეული
• 30-სამი ათეული
დავალება 1.

გააგრძელე თვლა ათ ათეულამდე და ჩაწერე რვეულში


(ნიმუშის მიხედვით. არ დაგავიწყდეს თვე და რიცხვის
დაწერება!)
თვლა სხვადასხვა ერთეულებით
• ნებისმიერი სიმრავლე (ანუ დიდი რაოდენობა) შეიძლება
დავითვალოთ სხვადასხვა ხერხით:
დავალება 2.
• დახატე რვეულში 20-20 ფიგურა (წრე, კვადრატი ან
თვითონ შეარჩიე) და გამოყავი (შემოხაზე) ორეულები,
სამეულები, ოთხეულები, ხუთეულები,
ექვსეულები,შვიდეულები, რვეულები, ცხრეულები და
ათეულები.
• დაიმახსოვრე რამდენი ორეული, ხუთეული და ათეულია
ოცში!
ასის ფარგალში
ათეულები ძალიან
მნიშვნელოვანი
სათვლელი ერთეულია!
შევქმნათ ათეული
• დაგვჭირდება ათი ერთეული
ვნახოთ როგორ წარმოდგება ორნიშნა
რიცხვი ათეულით და ერთეულით
ეს არის ერთი ათეული და სამი
ერთეული ანუ - 13

1 ათეული - 10 3 ერთეული -
3

13
დავალება 3.
დახატე რვეულში ათეულები და ერთეულები 11-დან 20-
მდე. გააფერადე ათეული წითლად, ერთეული -ლურჯად
(ნიმუშის მიხედვით. ერთი უჯრა იყოს ერთი ერთეული,
მიუწერე რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია და
რიცხვი.)

You might also like