You are on page 1of 5

ახალი წელი

ახალი წელი
 

ტრადიციული კერძები
2 იანვარი  - ბედობა
2 იანვარი საქართველოში ბედობის დღეა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს
როგორც გაატარებ მთელი წელი ისე დაგებედება. ამიტომაც, ყველა ცდილობს
ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე დაიბედოს. დღის მთავარი გმირი კი არის
„მეკვლე“, პირველი ადამიანი რომელიც სტუმრობს ოჯახს 2 იანვარს. ამბობენ,
მეკვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ქართულ ტრადიციულ ოჯახში.
მეკვლეც და მასპინძელიც ერთად იბედებს ბედნიერებას და აღნიშნავს ახალ
წელს.

ძველით ახალი წლის ტრადიცია საქართველოში წლებია არსებობს. ძველით


ახალ წელს საქართველოში 14 იანვარს აღნიშნავენ, თუმცა 1 იანვართან
შედარებით ნაკლებად ემზადებიან ამ დღისთვის. ქართველები, ძველ წელს 14
იანვარს აღნიშვნით აუცილებელ და ახალ წელს ხვდებიან ახალი
შემართებით.
საქართველო სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული ტრადიციითა და
საახალწლო სამზადისით გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო. ამიტომაც,
გვჯერა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ოცნებები აუცილებლად
აგისრულდებათ!
წლის ბოლო და ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი, საახალწლო
დეკორაციებში მორთული ქალაქით ხვდება ახალ წელს. ყველა საახალწლო
სამზადისში ერთვება და თვალებანთებულახალ წელს ელიან. დეკემბერში
საახალწლო ღონისძიებები, დღესასწაულები და გართობის უამრავი
საშუალება ერთად იყრის თავს, რომ წლის ბოლო ბედნიერად დასრულდეს.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრების


და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ქართველებისთვის
მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს
ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.

You might also like