You are on page 1of 11

მთვარე 

— დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. მას რაიმე


ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია , თუმცა ზოგადად მეცნიერულ
შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული ) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი
სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ -ია .
პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ -ია .
მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა“ ციური სხეულია , რომელიც მზისგან არეკლილი
სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს
ირეკლავს.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო  „ლუნა 2“ (1959).
პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო
„ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი
იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).
მთვარის ფორმა
დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს.
სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს
დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს“ ფაზები
ეწოდება.
როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ
მოვლენას ახალმთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე, მთვარის
დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი
ექცევა.
როდესაც მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად
გამოჩნდება. ამ მოვლენას სავსემთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის
განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ
უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს.
მთვარის დაბნელება
მთვარის ფაზები
როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ
მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი
ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს.
ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა: ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, 
სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 
დღე-ღამესმოიცავს.

იცვლის თუ არა მთვარე ფორმას?


როცა მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება.
ამას სავსემთვარეობა ჰქვია. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის
დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს
ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს.

როცა მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამას
ახალმთვარეობა ჰქვია. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ,მთვარის დედამიწის
ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.
პირველი ნაბიჯი მთვარეზე
როგორც ცნობილია პირველი ადამიანები , რომლებმაც 1969 წლის 20 ივლისს “Apollo 11“
სახელწოდების ხომალდით ჩავიდნენ მთვარეზე , იყვნენ ამერიკელი ასტრონავტები ნეილ
არმსტრონგი, ედვინ ალდრინი და მაიკლ კოლინზი . ამ ჩასვლიდან რამდენიმე საათის
გასვლის შემდეგ ნეილ ამსტრონგმა პირველმა დაადგა ფეხი მთვარეს და ცოტა გაისეირნა
კიდეც მის ზედაპირზე.
“ეს იყო მართალია ჩემთვის პატარა, მაგრამ კაცობრიობისათვის გადადგმული უდიდესი
ნაბიჯი“, განაცხადა შემდგომში არმსტრონგმა.
ამ მოგზაურობის შემდეგ მსოფლიოს მეცნიერ-მკვლევარები წარმატებით აგრძელებენ
მთავრის გამოკვლევას 

You might also like