You are on page 1of 15

ეგზოთერმული და

ენდოTერმული
რეაქციები
ჩვენ უკვე ვიცით, რომ:
 ქიმიური ელემენტი გამოისახება ქიმიური
სიმბოლოთი
 ქიმიური ნაერთი გამოისახება ქიმიური ფორმულით
სიმბოლოების საშუალებით
 ქიმიური რეაქციის გამოსახვა კი შეიძლება ქიმიური
ტოლობის საშუალებით.
 ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი რეაქციის დროს
სითბო გამოიყოფა და ზოგიერთის დროს კი სითბო
შთაინთქმება
 გავიხსენოთნეიტრალიზაციის რეაქცია - ტუტესა და
მჟავას შორის მიმდინარე რეაქცია. ეს რეაქცია
მყესიერად მიმდინარეობს ნივთიერებების
შერევისას

 წვის
რეაქციის დაწყებას სჭირდება თავიდან
გაცხელება, მაგრამ შემდეგ რეაქცია თავისთავად
მიმდინარეობს სითბოს გამოყოფით

 ქიმიურ
რეაქციას, რომელიც მიმდინარეობს სთბოს
გამოყოფით, ეგზოთერმული რეაქცია ეწოდება

 ეგზოთერმული რეაქციის მაგალითებია: ნახშირის


წვა, ფოსფორის წვა (ანუ წვის რეაქციები)
ნეიტრალიზაციის რეაქცია და ა.შ.
 ნახშირის წვა:
C + O2  CO2

 ნეიტრალიზაციის რეაქცია:
NaOH + HCl = NaCl + H2O

 გოგირდის წვა:
S + O2 = SO2

 ფოსფორის წვა:
4P + 5O2 = 2P2O5
ყველა ეს რეაქცია ეგზოთერმულია
ფოსფორის წვა ჟანგბადის არეში,
ეგზოთერმული რეაქცია
გოგირდის წვა, ეგზოთერმული რეაქციის
მაგალითი
ვულკანური გოგირდი
ნახშირის წვა, ეგზოთერმული რეაქცია
 არსებობს ასეთი ნივთიერება მალაქიტი:
Cu2(OH)2CO3
 თუმალაქიტს გავახურებთ წარიმართება შემდეგი
რეაქცია. გახურებას თუ შევწყვეთ, რეაქციაც
გაჩერდება:
Cu2(OH)2CO3  2Cu + H2O + CO2
ასეთი რეაქცია არის ენდოთერმული რეაქცია.

ქიმიურ რეაქციას, რომლის დროსაც სითბო


შთაინთქმება, ენდოთერმული რეაქცია ეწოდება.

ენდოთერმული რეაქციებია დაშლის რეაქციების


უმრავლესობა მაგ. კალციუმის კარბონატის დაშლა
გახურებით:
CaCO3  CO2 + CaO
 მალაქიტი ბუნებაში გავრცელებული ნივთიერებაა.

 მას
იყენებენ საიუვილერიო ნაკეთობების
დასამზადებლად.
აზოტის მოქმედება ჟანგბადთან არის
ასევე ენდოთერმული რეაქცია
 აზოტი
ჟანგბადთან შედის რეაქციაში ელექტრულ
რკალში, სადაც ტემპერატუა 30000C-ს აღწევს.

 ეს რეაქცია მიმდინარეობს ჭექა-ქუხილის დროს.


ე.ი. ენდოთერმული რეაქციების დროს სითბოს
მიწოდება საჭიროა არა მხოლოდ რეაქციის
დასაწყებად, არამედ მის გასაგრძელებლადაც.

სითბოს რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან


შთაინთქმება ქიმიური რეაქციის დროს, ქიმიური
რეაქციის სითბური ეფექტი ეწოდება.

სითბური ეფექტი აღინიშნება Q ასოთი მისი


ერთეულია ჯოული ან კილოჯოული.

დაიმახსოვრეთ!!! სითბურ ეფექტს


ყოველთვის ანგარიშობენ 1 მოლ
წარმოქმნილ ნივთიერებაზე.
● გამოყოფილი სითბო აღინიშნება +Q - თი.

● შთანთქმული სითბო კი აღინიშნება -Q - თი.

● ქიმიური რეაქციის ტოლობას, რომელშიც


მითითებულია სითბური ეფექტი თერმოქიმიური
ტოლობა ეწოდება.

მაგ. წყალბადის და ჟანგბადის მოქმედებით წყლის


წარმოქმნის დროს გამოიყოფა 484 კჯოული სითბო.
ეს ასე ჩაიწერება:
2H2 + O2  2H2O + 484 კჯოული
 წყლისდაშლის დროს კი ზუსტად ამავე
რაოდენობის სითბო შთაინთქმება. ეს ასე
გამოისახება:
2H2O  2H2 + O2 - 484 კჯოული

 გავიხსენოთ,რომ ქიმიური რეაქცია არის საწყისი-


ძველი ბმების გაწყვეტა, რომლის დროსაც ენერგია
შთაინთქმება და ახალი ბმების წარმოქმნა,
რომლის დროსაც ენერგია გამოიყოფა.

 თუგამოყოფილი ენერგია აღემატება შთანთქმულს,


მაშინ რეაქცია არის ეგზოთერმული. თუ
შთანთქმული ენერგია აღემატება გამოყოფილს,
მაშინ რეაქცია არის ენდოთერმული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინრბით
ამოვხსნათ ერთი ამოცანა
 რას უდრის 10 მოლი ნახშირბადის წვის დროს
გამოყოფილი სითბოს რაოდენობე, თუ რეაქციის
თერმოქიმიური განტოლებაა?
 C + O2 = CO2 + 393 კჯოული
 ამოხსნა:
 რეაქციის მიხედვით ერთი მოლი ნახშირბადის
დაწვისას გამოიყოფა 393 კჯოული სითბო, მაშინ 10
მოლის დაწვისას გამოიყოფა:
1 მოლი - 393 კჯოული
10 მოლი - x კჯოული

X = 10 . 393 =3930 კჯოული


გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like