You are on page 1of 6

6 კლასი

სულხან ცინცაძე გვ.26.


პედ:მ.მაისურაძე

,,მაია წყნეთელი“
სულხან ცინცაძე

• სულხან თევდორეს ძე ცინცაძე


(დ. 23 აგვისტო, 1925, გორი —
გ. 15 სექტემბერი, 1991,
თბილისი) — ქართველი
კომპოზიტორი პედაგოგი და
პროფესორი. საქართველოს
კომპოზიტორთა კავშირის
გამგეობის წევრი (1956–1991),
თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის რექტორი.[
შემოქმედება
• მან მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო
უკრავდა ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო
სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში
ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და
სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების
სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი
წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს
რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და
კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული
ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის
დაწერილი კომპოზიციები იყო.
• ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი
ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა
ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა
გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით
(მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო,
კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც
სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი
კვარტეტი დატოვა.
ფილმოგრაფია
• 1969 : ღიმილის ბიჭები
• 1965 : ჯარისკაცის მამა
• 1963 : თოჯინები იცინიან
• 1956 : აბეზარა
• 1956 : ბაში-აჩუკი
• 1956 : ჩრდილი გზაზე
• 1954 : ჭრიჭინა
,,მაია წყნეთელი“
• მაია წყნეთელი — XVIII საუკუნის II ნახევრის 
ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად
წოდებული. გვარი ცნობილი არაა.
ზეპირსიტყვიერი ცნობით, მაია წყნეთელისთვის
ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო
მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით
მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულ
კაცურად გადაცმულ მაია წყნეთელს ერეკლე II-ის
 კარზე დაუწყია სამსახური. მას ბევრჯერ
მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული
ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მებატონეთა
დაბეზღებამ აიძულა ყაჩაღად გავარდნილიყო.
დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
• მაია წყნეთელის თავგადასავალი აისახა ქართულ
ფოლკლორში, აგრეთვე თეატრსა და კინოში. 1959
 წელს რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი 
„მაია წყნეთელი“. სურათში მთავარი როლი 
ლეილა აბაშიძემ შეასრულა].
ნაწყვეტი ფილმიდან
,,მაია წყნეთელი“-სიმღერა

You might also like