You are on page 1of 4

სიტყვა ჰიპი ძირითადად ასოცირდება 1960-იან წლებთან, ფსიქოდელიურ

ნარკოტიკებთან, ხმამაღალ მუსიკასთან და უკმაყოფილო, გრძელთმიან


ახალგაზრდებთან უცნაური ჩაცმულობით. თუმცა გარეგნულ ნიშნებზე
ყურადღების გამახვილება მხოლოდ ამხელს საზოგადოების კონსერვატიულ
ბუნებას და სიახლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას. ჰიპები, როგორც
სოციალური მოძრაობა ოდნავ უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ
მშვიდობისმოყვარე, უცნაურად ჩაცმულ მელომანთა ერთობა. მოძრაობამ,
გარდა კულტურული ნორმების ცვილელბისა, მშვიდობისა და ომის ცნების წინ
წამოწევით გამოკვეთა თავისი ისტორიული როლი სოციალურ მოძრაობათა
შორის.

ჰიპები იყვნენ 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდები. ისინი მიეკუთვნებოდნენ


თეთრკანიანთა საშუალო კლასს და გაერთიანდნენ საზოგადოებაში
გაბატონებული წესრიგის წინააღმდეგ. ჯგუფის წევრებისთვის მოძველებული
იყო ისეთი სოციალური ინსტიტუტი, როგორიც არის ოჯახი. ბევრმა
ახალგარზრდამ დატოვა სახლი და შეურთდა სხვადასხვა კომუნას. თუმცა,
ღირებულებათა მსხვრევის პარალელურად, მიმდინარეობდა ახალ
შეხედულებათა ჩამოყალიბება თავისუფლების, სიყვარულისა და მშვიდობის
იდეით, რაც ერთიანი სახით რეალიზდა მუსიკალურ მიმდინარეობა
როკენროლში. ჰიპები გაუცხოებულები იყვნენ საშუალო კლასის
საზოგადოებისგან, რომლებსაც ისინი ხედავდნენ, როგორც გაბატონებულს.
ამის საპირისპიროდ, მოძრაობის წევრები უპირატესობას ანიჭებდნენ გრძელ
თმასა და „ფსიქოდელიური ფერის“ ტასაცმელს, სანდლებსა და ფერად მძივებს.
იკვებებოდნენ ვეგეტარიანული საკვებით. მოძრაობის წევრები ადვილად
იღებდნენ ადგილობრივი კომუნების ორნამეტებს და აქსესუარებს, რაც
მათთვის თავისუფლების სიმბოლოსთან ასოცირდებოდა, რადგან აკეთებდნენ
ისეთ რამეს, რაც მათ საზოგადოებაში ნაკლბად იყო მიღებული. მაგალითად,
ძველი თაობა თვლიდა, რომ გრძელი წვერი უპატივცემლობა იყო არსებული
სოციალური კონვენციებისა და ჩვეულებების მიმართ.

თუ მოძრაობა თავიდან ვიწრო ლოკალურ კონტექსტზე იყო


კონცენტრირებული, აკრიტიკებდა არსებულ კონსერვატიულ ინსტიტუტებს,
საშუალო კლასის ღირებულებებს, მოგვიანებით მათ დაიწყეს საზოგადობაში
არსებული უსამართლობის გაპროტესტება და მოძრაობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მახასიათებელი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოხატული
საპროტსტო გამოსვლები იყო, რაც მოგვიანებით ზოგადად ომის საწინააღმდგო,
სამშვიდობო აქციებსა და მოთხოვნებში გადაიზარდა. მოძრაობა
აპროტესტებდა სოციალურ და პოლიტიკურ ორთოდოქსიას, ხოლო
პროტესტის პარალელურად ყალიბდებოდა ჰიპების ფილოსოფია, რომელიც
ნასაზდროები იყო სიყვარულის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და
ემანიპაციის იდეით. ეს იყო მცდელობა საკუთარი თავის , ცნობიერების
გათავისუფლება საზოგადოებრივი წინაღობებისგან ფსიქოდელიური
ნარკოტიკების, მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილებისა და მუსიკის
გამოყენებით, რაც იკითხება როგორც რეაქცია, საზოგადოებაში მიღბული
სტანდარტების წინააღმდეგ.

ჰიპების მოძრაობა დაიწყო ამერიკაში, გასული საუკუნის ადრეულ 60-იან


წლებში, სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში და გავრცელდა მთელ ამერიკაში,
კანადასა და ევროპის ნაწილში.სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი იყო ის
ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც ჰიპები ცდილობდნენ ამერიკის და ზოგადად,
სამყაროს შეცვლას. მათთვის ეს იყო არაძალაოდბრივი ბრძოლის ერთ-ერთი
ფორმა. პროტესტის სწორედ ამ განსხვავებული მეთოდის გამო გახდა ჰიპების
მოძრაობა აღქმული, როგორც მხოლოდ კულტურული მოძრაობა, ასაკობრივი
ნიშნით, ახალგაზრდული ენერგიით შეკრებილ ადამიანთა ერთობა, რომელთა
პროსტესტიც იყო დროებითი და არასერიოზული. თუმცა ამ სილაღის,
ყვავილებისა და მუსიკის მიღმა იმალებოდა ის მთავარი, რამაც მოძრაობას
ისტორიული მნიშვნელობა შესძინა – ეს იყო ლოკალური პრობლემების ფართო
ჭრილში დანახვა. სტერეოტიპების შექმნა, განსაკუთრებით სოციალური
სიახლეების შესახებ, სწორედ რომ კონსერვატორული ბუნების
მახასიათებელია. 1960-70-იან წლებში ჩამოყალიბებული შეხედულებები
ჰიპებზე, მათი მოძრაობის შინაარსის რედუცირება დღემდე გვხვდება, როგორც
ამ მოძრაობის გააზრება და შეფასება. ცხადია, რთულია ომის, ტყვიების და
ბომბების წინააღმდეგ ყვავილებით, მუსიკითა და სიყვარულით იბრძოლო,
თუმცა ამ სიმბოლოებმა დროის ხანგრძლივ პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტი
მნიშვნელობა შეიძინა და დღეს, ეს ნიშნები, თითქოს გვახსენებენ იმ უტოპიურ
იდეას, რომელიც ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ცხოვრების მიზანს
წარმოადგენდა.
მე 20-ე საუკუნის 60-70 იან წლებში, მაშინ როცა, მთავრობა ვიეტნამის ომში
ჯარისკაცებს გზავნიდა, ამერიკაში დაუმორჩილებელი, პაციფისტი ახალგაზრდების
დაჯგუფებები გამოჩნდნენ. მათ ჰიპებს ეძახდნენ.
ჰიპები თავიანთი ქცევით, ჩაცმულობითა და შეხედულებებით, პროტესტს
გამოხატავდნენ საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ. მათ ნამდვილი
აჯანყება მოუწყეს კონსერვატიულ წრეებს. ისინი არ აღიარებდნენ კანონებს და უარს
ამბობდნენ ჯარში სამსახურზე. მათთვის მიუღებელი იყო ომი და ხალხს
მოუწოდებდნენ მშვიდობისა და სიყვარულისკენ. მოსწონდათ როკენროლი,
ნარკოტიკები, აღმოსავალური კულტურა, გახეხილი ჯინსები, გრძელი თმები და
მიესალმებოდნენ თავისუფალ ურთიერთობებს. სწორედ ამ თემატიკაზეა აგებული
1979წელს გადაღებული მიუზიკლი „თმები“.ფილმის რეჟისორი, ჩეხი იან ტომაშია,
ფსევდონიმით მილოშ ფორმანი.
ფორმანი 1932 წელს, ჩეხეთის ქალაქ ჩასლავში დაიბადა. მას „თმებთან“ ერთად, ბევრი
აღიარებული ფილმი ეკუთვნის, როგორიცაა: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს
გადაუფრინა“, „ამადეუსი“ და სხვა. ტომაშს არ უყვარდა კომუნისტები და საერთოდ არ
ერეოდა პოლიტიკაში, თუმცა მის ფილმებში კარგად ჩანს იმდროინდელი რეჟიმის
უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ კრძალავდნენ საბჭოთა
კავშირში მილოშის ფილმებს. აკრძალულ ფილმთა სიაში იყო „თმებიც“.
ოკლაჰომელი კლოდ ბუკოვსკი, ნიუ იორკში ჩადის რათა არმიაში იმსახუროს.
ჩამოსვლისთანავე ცენტრალ პარკში ის ბერგერს და მის ჰიპ მეგობრებს გაიცნობს.
კლოდი ეცდება თავისუფლების ბოლო დღეები, მათი ცხოვრებით იცხოვროს. პარკში
სეირნობის დროს, მოიხიბლება პარლამენტარის ქალიშვილით, რომელსაც შეილა
ჰქვია. მოგვიანებით, „ჰიპებთან“ ერთად, მის წვეულებაზეც აღმოჩნდება, სადაც
ბერგერის თავხედობის გამო, ყველას დააპატიმრებენ.
ციხიდან კლოდის ბოლო 50 დოლარით განთავისუფლებული ბერგერი, შეძლებს
ბუკოვსკი, ფეხმზიმე ჯეინი ჯონსონი და ვუფი დაიხსნას. მალე ბუკოვსკის ნევადაში
გაიწვევენ. ბერგერი და მისი მეგობრები, შეილასთან ერთად გადაწყვეტენ რომ მას
ჩააკითხონ. კლოდის მეგობარი გოგო ეცდება ოფიცერს ფორმა მოპაროს, რომლითაც
მოგვიანებით ბერგერი შეძლებს არმიიდან კლოდის გამოყვანას, რომ მას შეახვედროს.
თვითონ კი ბუკოვსკის ნაცვლად დაბრუნდება პოსტზე. სწორედ ამ დროს
გამოცხადდება საომარი მგომარეობდა და ომში კლოდის ნაცვლად, სიყვარულის,
თავისუფლების და პაციფიზმის „მქადაგებელი“ ბერგერი აღმოჩნდება.
ფილმში ბუკოვსკის როლს ამერიკელი მსახიობი, ჯონ სავაჟი ასრულებს. ბერგერი კი
ოქროს გლობუსის ნომინანტი და საბავშვო წიგნების ავტორი, ტრიტ ვილიამსი
გახლავთ. ტრიტი ცნობილი, სწორედ „თმებში“ შესრულებული როლის შემდეგ გახდა.
მიუზიკლისთვის მუსიკა შექმნა გალტ მაქდერმოტიმ. თემატური და საინტერესო
ტექსტები ჯეიმს რადოს და ჯერომ რეჯინის ეკუთვნის. თმებში გამოყენებული
მუსიკა, მალევე იქცა ჰიტად და ბევრ თეატრალურ დადგმაშიც გამოიყენეს.
ფილმი ემთხვევა ვიეტნამთან ომის პერიოდს. ჰიპები იყვნენ ისინი, ვინც ყველაზე
მეტად ემიჯნებოდნენ ამ ომს და მთავრობის სისხლიან პოლიტიკას, რომელიც
აბსურდული მიზეზების გამო ჯარისკაცებს წირავდა უცხო ქვეყანაში. ამ
ახალგაზრდების რიგებში იყო ბერგერიც. პარადოქსია მაგრამ ის სრულიად
შემთხვევით აღმოჩნდება ფრონტის წინა ხაზზე და სიცოცხლეს სწირავს იმას, რის
წინააღმდეგაც იბრძოდა.

You might also like