You are on page 1of 223

2017

გლობალიზაცია: ცივილიზაციის პარადიგმა

ემზარ ფაჟავა
ემზარ ფაჟავა

გლობალიზაცია: ცივილიზაციის
პარადიგმა

სალექციო კურსი

2018

2
სალექციო კურსში განხილულია გლობალური პოლიტიკის თეორიის ძირითადი
მიმართულებები და მისი განმაპირობებელი ფაქტორები, დასავლეთ ევროპის
რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის პროცესები. იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა:
მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია; გლობალიზაციისა და მსოფლიო პოლიტიკის
თეორიები; საერთაშორისო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები;
ლობალიზაცია და კულტურა; რეგიონალიზმი და ინტეგრაცია; ნაციონალიზმი და
გლობალიზაცია; ეკონომიკის გლობალიზაცია; სამხედრო ძალის როლი გლობალიზაციის
ეპოქაში; განათლების გლობალიზაცია; სახელმწიფოთა სუვერენიტეტი გლობალიზაციის
ეპოქაში და ა.შ.
კურსი შედგენილია ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის „გლობალიზაცია-
ცივილაზიის პარადიგმები“ სილაბუსის ფარგლებში;

3
სარჩევი
თავი 1. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია ................................................................................. 6
გლობალიზაციის დეფინიცია და არსი;
გლობალიზაციის ასპექტები;
21-ე საუკუნის ახალი მსოფლიო წესრიგი.
თავი 2. გლობალიზაციისა და მსოფლიო პოლიტიკის თეორიები ................................................. 23
თეორიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში;
კლასიკური რეალიზმი;
ნეოკლასიკური რეალიზმი: ჰანს მორგენთაუ;
ნეორეალიზმი;
ლიბერალიზმი.
თავი 3. საერთაშორისო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები .................... 46
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;
საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები;
ტრანსნაციონალური კორპორაციები.
თავი 4. გლობალიზაცია და კულტურა ........................................................................................... 58
კულტურის ფაქტორი კაცობრიობის ისტორიაში;
კულტურის მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში;
გლობალიზაცია და კულტურა;
დასავლეთი და ისლამი.
თავი 5. რეგიონალიზმი და ინტეგრაცია .......................................................................................... 69
რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის განსაზღვრება;
რეგიონალიზმის ტიპები;
კონცეპტუალური მიდგომები ინტეგრაციის მიმართ;
რეგიონალიზმი მსოფლიო პოლიტიკაში.
თავი 6. ნაციონალიზმი და გლობალიზაცია .................................................................................... 76
ნაციონალიზმი და გლობალიზაცია
ნაციონალიზმი როგორც იდეოლოგია
ნაციონალიზმი როგორც მოძრაობა
ნაციონალიზმის ტიპოლოგია;
ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი.
თავი 7. ეკონომიკის გლობალიზაცია ................................................................................................ 91
საზოგადოებების სამეურნეო განვითარება;
ინფორმაციული რევოლუცია და პოსტინდუსტრიული საზოგადოება;
ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი.
თავი 8. სამხედრო ძალის როლი გლობალიზაციის ეპოქაში ....................................................... 105
სამხედრო ძალის როლი ბიპოლარული სისტემის არსებობის პირობებში;
შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების მიზეზები და შედეგები;
ძალის როლი გლობალიზაციის ეპოქაში.
თავი 9. განათლების გლობალიზაცია............................................................................................. 120
უმაღლესი განათლების გლობალიზაცია;
4
კრეატიული კონკურენტუნარიანი ცოდნა გლობალიზაციის პირობებში.
თავი 10. სახელმწიფოთა სუვერენიტეტი გლობალიზაციის ეპოქაში ....................................... 129
სუვერენიტეტი: სახელმწიფოთა არსებობისათვის აუცილებელი პირობა;
ჰუმანიტარული ინტერვენცია.
თავი 11. გლობალიზაცია და საქართველო........................................................................................139
საქართველო მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში
თავი 12. პოლიტიკური იდეოლოგიები და გლობალიზაცია ...................................................... 158
პოლიტიკური იდეოლოგია მსოფლიო ისტორიის უცვლელი კომპონენტი;
გლობალიზაცია – მსოფლიოს ახალი გამოწვევა.
თავი 13. გლობალიზაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები .............................189
საერთაშორისო ტერორიზმი;
ტერორიზმის სახეები.
თავი 14. გლობალიზმი და ეკოლოგია ............................................................................................ 198
ეკოლოგიური გამოწვევები;
კლიმატის ცვლილება.
თავი 15. რელიგია და გლობალიზაცია........................................................................................... 215
რელიგიის როლი გლობალურ სამყაროში
ბიბლიოგრაფია .................................................................................................................................. 223

5
თავი 1. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია
გლობალიზაციის დეფინიცია და არსი
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიო საზოგადოებრივი განვითარების ახალ ფაზაში
შევიდა, რომელიც გლობალიზაციის სახელითაა ცნობილი. შესაბამისად, “გლობალიზაცია” და
გლობალური ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
რაც შეეხება ამ ტერმინს, არსებობს მისი მრავალი განმარტება. ვინაიდან, გლობალიზაცია
მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ისეთივე ღრმა ცვლილებების გამომხატველი ტერმინია,
როგორც „საერთაშორისო“, ამიტომაც ტერმინი „გლობალიზაცია“ გამოიყენება იმ პროცესების
არსის გადმოსაცემად, რომლებიც მიმდინარეობდა მსოფლიოში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე
და განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იგი 80-იანი წლებიდან, რომელთა შედეგადაც
სოციალური ურთიერთობების პროცესში თანდათანობით მცირდება მანძილისა და
საზღვრების არსებობის მნიშვნელობა. როდესაც ადამიანები მრავალფეროვანი და კომპლექსური
გზებით არიან ურთიერთკავშირში და ურთიერთქმედებენ სულ უფრო მეტად ხდება
განპირობებული და ორგანიზებული პლანეტარული ერთობის მიერ. ამ ნიშნით, ქვეყნების
ადგილმდებარეობა და კერძოდ მათ შორის საზღვრები, მიუხედავად მნიშვნელობის
შენარჩუნებისა, დიდწილად მეორე პლანზე გადადის ჩვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის.
იგი იმ ტენდენციის გამოხატულებაა, რომლის შედეგადაც მსოფლიოში სულ უფრო მცირდება
საზღვრების ჩაკეტილობა სახელმწიფოთა შორის.
ამ თვალსაზრისით, გლობალიზაცია უნდა განვასხვავოთ ინტერნაციონალიზაციისაგან. როგორც
ამ უკანასკნელი ტერმინის კონსტრუქცია მიუთითებს, იგი გამოხატავს კავშირების
ინტენსიფიკაციას ნაციონალურ დომენებს შორის. ქვეყნებმა ერთმანეთზე მრავალმხრივი და
ღრმა გავლენა შეიძლება მოახდინონ, მაგრამ მათ უკავიათ გამოცალკევებული და
ურთიერთგამიჯნული ადგილები. საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესში სახელმწიფოები
ერთმანეთისაგან გამოყოფილნი არიან მკაფიო საზღვრებით და ასევე იმ დროით, რომელიც
ზოგადად საჭიროა მათ შორის არსებული მანძილების დასაფარავად. ამ განსხვავების არსის
წარმოსაჩენად საჭიროა ითქვას, რომ საერთაშორისო სფერო არის სხვადასხვა სახელმწიფოთაგან
შემდგარი ერთობა, მაშინ როცა გლობალური სფერო არის კავშირების „ქსელი“, რომელშიც
საზღვრების მნიშვნელობა უკიდურესად შემცირებულია. თუკი საერთაშორისო
კავშირებისათვის, მაგ. ყავით ვაჭრობისათვის, ამ საქმესთან დაკავშირებულმა ადამიანებმა უნდა
გადალახონ მნიშვნელოვანი მანძილები ამისათვის აუცილებელი დროის განმავლობაში,
გლობალური კავშირებისათვის (მაგ. სატელიტური კავშირისათვის) არ არსებობს დისტანციები
და ეს კავშირები, დროის თვალსაზრისით, პირდაპირია. გლობალური ფენომენი ერთდროულად
შეიძლება გავრცელდეს მთელ მსოფლიოში და მისთვის გადაადგილებისათვის საჭირო დრო
არაფერს ნიშნავდეს. „ინტერნაციონალური“ ურთიერთდამოკიდებულების პირობები კი
დიდწილად განპირობებულია მსოფლიოს ნაციონალურ სახელმწიფოებად დაყოფად.
„გლობალური“ ურთიერთკავშირის ხაზები იშვიათად ემთხვევა ტერიტორიული საზღვრების
ჩარჩოებს. ამასთანავე, საერთაშორისო და გლობალური ურთიერთობები, რა თქმა უნდა,
შეიძლება თანაარსებობდნენ. შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიო ერთდროულად
ინტერნაციონალიზებული და გლობალიზებულია.

გლობალიზაციის სხვადასხვა დეფინიციები


6
„გლობალიზაცია აღნიშნავს ყველა იმ პროცესს, რომლებითაც მსოფლიოს ხალხები
გაერთიანებულნი არიან ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში, გლობალურ საზოგადოებაში.
(Martin Albrow 1990).
„გლობალიზაცია... შეიძლება განისაზღვროს, როგორც მსოფლიოს მომცველი სოციალური
ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რომელიც იმგვარად უკავშირებს ერთმანეთს
ურთიერთდაშორებულ ადგილებს, რომ ლოკალურ მოვლენებზე ზეგავლენას ახდენს ათასობით
მილის დაშორებით მოხდარი მოვლენები.“ (Anthony Giddens 1990).
„გლობალიზაციის ტენდენციის მახასიათებლებში შედის პროდუქციის ინტერნაციონალიზაცია,
შრომის ახალი საერთაშორისო დაყოფა, მიგრაციული მოძრაობა სამხრეთიდან
ჩრდილოეთისაკენ, შეჯიბრის ახალი გარემოს შექმნა, რომელიც აჩქარებს ამ პროცესებს და
სახელმწიფოს ინტერნაციონალიზაცია... რაც სახელმწიფოებს გლობალიზებული მსოფლიოს
აგენტებად აქცევს.“ (Robert Cox 1994).
„მსოფლიო ხდება გლობალური სავაჭრო სკივრი, რომელშიც იდეები და საქონელი
ხელმისაწვდომი ერთდროულად ნებისმიერ ადგილას.“ (rosabeth Moss Kanter 1995).
„გლობალიზაცია არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე მესამე სამყაროში ვუწოდებდით
კოლონიზაციას.“ (Martin Khor 1995).
გლობალიზაცია არის ურთიერთობათა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვან
მოთამაშეს და/ან მოთამაშეთა ჯგუფს (უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით)
შეუძლია(თ) ისეთი პროცესების ინიცირება და მათზე ამა თუ იმ სახით გავლენის მოხდენა,
რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს
მსოფლიოს მასშტაბით.

გლობალიზაციის ასპექტები
გლობალური ურთიერთობების სპეციფიკის წარმოსაჩენად ალბათ უპრიანია მოკლედ
მიმოვიხილოთ მისი უმთავრესი მახასიათებლები. მაგალითისათვის, კომუნიკაციების სფეროში
გლობალიზაცია გამოიხატა კომპიუტერული კავშირების, ტელეფონის, ელექტრონული
მასმედიის და ა.შ. გზით. ამგვარი ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთთან
პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მათი ტერიტორიული დაშორების და სახელმწიფოების
საზღვრების მიუხედავად. ფაქსმა ოკეანის გაღმა ისევე სწრაფად შეიძლება მიაღწიოს, როგორც
გამგზავნმა საკუთარი საძილე ოთახის კარებს, რომ არაფერი ითქვას ელექტრონულ ფოსტაზე.
ორგანიზაციების თვალსაზრისით, გლობალიზაცია გამოიხატება კომპანიების, ასოციაციების,
სააგენტოების შექმნითა და მათი რიცხვის გაზრდით, რომელთა დაკავშირებისათვის
ტერიტორიული საზღვრები აღარ ახდენს გავლენას. იმგვარი ორგანიზაციები, როგორიცაა
„ნისანის“ კორპორაცია, „საერთაშორისო ამნისტია“, „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის
მსოფლიო ორგანიზაცია“, საკუთარ სამოქმედო ასპარეზად მთელ მსოფლიოს მიიჩნევენ და
მთელ კაცობრიობას თვლიან საკუთარ ამჟამინდელ ან პოტენციურ კლიენტად.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, გლობალიზაცია დაკავშირებულია ისეთ ფენომენებთან,
როგორიცაა კლიმატის პლანეტარული ცვლილება (ანდა „გლობალური დათბობა“), ოზონის
ხვრელი, ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის ამოწურვის პრობლემა, მსოფლიოს ბიოლოგიური
მრავალფეროვნების შემცირება. გარემოს დაცვაზე შეუძლებელია იზრუნოს ცალკეულმა ქვეყანამ

7
სხვებისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან ამ შემთხვევაში მსოფლიო ერთიან ორგანიზმს
წარმოადგენს.
პროდუქციის თვალსაზრისით, „გლობალური ფაქტორი“ განსაკუთრებით თვალშისაცემია მაგ.,
ავტომობილებისა და მიკროელექტრონიკის წარმოების სფეროში. წარმოების სხვადასხვა
სტადიები (კვლევა და ინოვაცია, ნაწილების დამზადება, აწყობა, ხარისხის კონტროლი და ა.შ.)
არ არის ჩაკეტილი ნაციონალურ ეკონომიკაში, არამედ მოდებულია მრავალ ქვეყანაში, როგორც
წარმოების ერთიანი ხაზი.
სამხედრო სფეროში ჩანს, რომ იწყება გლობალური იარაღის ხანა. ინტერკონტინენტალური
ბალისტიკური რაკეტები, მზვერავი სატელიტები გარკვეულწილად მსოფლიოს ერთიან
სტრატეგიულ სფეროდ აქცევენ. მაგალითისათვის, 1991წ. ყურის ომში ერთდროულად
ჩართული იყო სატელიტური დაზვერვა, ზებგერითი დაბომბვები, ელქტრონული გადახდები
საზღვრებს გარეშე ოპერაციის დასაფინანსებლად, პროპაგანდა მას მედიაში, და მსოფლიო
მთავრობის - გაერო-ს მეშვეობით შექმნილი ფართო კოალიცია ბაღდადის წინააღმდეგ.
გლობალიზაციამ ასევე მოიცვა მრავალი ნორმა, რომლებითაც იმართება ჩვენი ცხოვრება, რაშიც
შედის ათასობით ტექნიკური სტანდარტი და ნაგულისხმევია (სამწუხაროდ, მხოლოდ
თეორიულად) ადამიანის საყოველთაო უფლებები. ეს და სხვა მრავალი წესები უფრო
ზეტერიტორიულ, ვიდრე ქვეყნისათვის სპეციფიკურ ხასიათს ატარებს.
ბოლოს კი, გლობალიზაცია მკაფიო გახდა ყოველდღიურ აზროვნებაში. საუკუნეთა მიჯნაზე
მცხოვრებნი ადრინდელ თაობებზე გაცილებით უფრო მეტად აღიქვამენ მსოფლიოს ერთიანად.
ალბათ გარკვეული როლი ამ ცნობიერების ჩამოყალიბებაში შეასრულა 1966 წელს კოსმოსიდან
პირველად გადაღებულმა დედამიწის ფოტოებმა.
ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, ნათელია, რომ გლობალიზაციას უაღრესად ფართო
სპექტრი გააჩნია. ეს პროცესი გარკვეულწილად შეეხო სოციალური ურთიერთობების ნებისმიერ
სფეროს. ზემოთ ჩამოთვლილი იყო ამგვარი გამოხატულებანი, რაც ჩვენი მშობლების
ახალგაზრდობაში წარმოუდგენელიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ არა
მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გარკვეულწილად ერთიანი მსოფლიოს წევრებიც ვართ.

ისტორიული ფესვები
საკმაოდ რთულია იმ სპეციფიკური მომენტის მოძიება, როდესაც გლობალიზაციამ სტარტი
აიღო. პერიოდიზაცია ყოველთვის საეჭვო და ბუნდოვანია, შეცვლისა და განგრძობადობობის
დაფიქსირება კი უკიდურესად რთული. მკვლევარები სხვადასხვა დროით ათარიღებენ
გლობალიზაციის დასაწყისს: ახალი ისტორიის ეპოქის დასაწყისიდან (Modeski 1988); XIX
საუკუნის შუა ხანებიდან (Robertson 1992); XXს. 50-იანი წლების მიწურულიდან (Rosenau 1990);
ანდა 70-იანი წლებიდან (Harvey 1989). ამასთანავე, თუკი გლობალიზაციაში ვიგულისხმებთ
ზეტერიტორიულობის პრინციპის აღზევებას, მისი დათარიღება შეიძლება მოხდეს
რობერტსონისა და როზენაუს პოზიციების შეჯერებით.
რობერტსონი ამბობს, რომ გლობალიზაციის ნიშნები ჩნდება XIX ს. შუა ხანებიდან, მაგრამ
ამასთანავე ეს იყო მეტად შეზღუდული და ნელი პროცესი. მაგ., სატელეგრაფო კომუნიკაციები
დაიწყო XIXს. 40-იანი წლებიდან. მრავალი გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობა (მაგ.,
ფემინიზმი) და მარეგულირებელი კავშირები (მაგ., საყოველთაო საფოსტო კავშირი) XIXს.

8
მიწურულს წარმოიქმნა. XX 20-იანი წლებიდან ძალას იკრეფს საკონტინეტთაშორისო
მოკლეტალღიანი რადიომაუწყებლობა.
მეორეს მხრივ, გლობალიზაცია XXს. 60-იან წლებამდე არ იყო განგრძობადი, ხელშესახები,
ინტენსიური და შედეგების სწრაფად მომტანი, რომელსაც გავლენა ექნებოდა კაცობრიობის
ცხოვრებაზე. შესაბამისად, გლობალიზაციის მკაფიოდ გამოხატულ შედეგებზე ლაპარაკი
შეიძლება მხოლოდ XXს. II ნახევრიდან. პირდაპირი სატელეფონო კავშირი ვითარდება 80-იანი
წლებიდან, 60-იან წლებიდან გავრცელებას იწყებს ტელევიზორები, რომელთა რიცხვი 90იანი
წლების მიწურულს 8330 მლნ-ს უტოლდება, შექმნილია 40 ათასი ტრანსნაციონალური
კორპორაცია, ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ხდება 1,230 მლრდ. აშშ დოლარის სავაჭრო
და ფინანსური ოპერაცია, კომერციულ მგზავრთა რიცხვი საჰაერო ხაზებზე ყოველწლიურად
მილიარდს აჭარბებს, არსებობს სხვადასხვა გლობალური ეკოლოგიური პრობლემები და
გლობალური სოფლის მეტაფორები. მთელი სისრულით გამოხატული გლობალიზაცია
სრულიად ახალი მოვლენაა.

კვალიფიკაციები
რადგან დავადგინეთ, რომ გლობალიზაცია უმნიშვნელოვანესი და შედარებით ახალი
შემობრუნების წერტილია მსოფლიო ისტორიაში, უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეხედულებები
მისი შინაარსის, სიღრმის, მიზეზებისა და შედეგების შესახებ. სამწუხაროდ, მსჯელობები
გლობალიზაციის შესახებ გამარტივებული, გადაჭარბებული ანდა პირიქით, დამაკნინებელია.
ქვემოთ მოყვანილი ხუთი კვალიფიკაცია მიზნად ისახავს პასუხი გაეცეს მის მიმართ ზოგიერთ
კრიტიკულ შენიშვნას და ჩამოყალიბდეს უფრო გაწონასწორებული და მეცნიერული
განსაზღვრება -პროცესის გასაგებად.
პირველი, გლობალიზაცია ყველგან ერთი და იგივე მოცულობის არ არის. მაგალითისათვის,
დისტანციის როლისას შემცირება და ზეტერიტორიულობის პრინციპი გაცილებით უფრო
თვალსაჩინოა ჩრდ. ამერიკაში, ევროპაში, წყნარი ოკეანის რეგიონში, ვიდრე აფრიკასა თუ
ცენტრალურ აზიაში. გლობალური კომპანიებისა და ელექტრონული ფოსტის მსგავსი
ფენომენები ძირითადად კონცენტრირებულია ე.წ. ჩრდილოეთში. დამატებით, გლობალიზაცია
უფრო მეტად შეეხო ქალაქის მცხოვრებთ, პროფესიონალებს, ახალგაზრდობას, ვიდრე სხვა
ჯგუფებს (თუმცა პროცესის შედეგებს, კარგად თუ ავად, მეტ-ნაკლებად ყველა იმკის).
გლობალიზაციაზე მსჯელობისას ხაზი უნდა გავუსვათ მის უმთავრეს მახასიათებელს: იგი
უპირველესად აღნიშნავს იმას, რომ მრავალი მოვლენა თანამედროვე მსოფლიოში სცდება
ტერიტორიული საზღვრებს და დაშორება ამ მოვლენებისათვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
მეორე, გლობალიზაცია, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, არ არის ჰომოგენიზაციის პირდაპირი და
მარტივი პროცესი. მართალია, ტერიტორიული გეოგრაფიის გამჭვირვალეობა ელექტრონული
მედიისა თუ სხვა საშუალებებით ხელს უწყობს საგნების, იდეების, სტანდარტებისა და
ჩვეულებების ერთიანი ღირებულებების შექმნას, მაგრამ გლობალიზაცია სულაც არ ნიშნავს
კულტურული მრავალგვარობის დასასრულს. მაგ., სხვადასხვა აუდიტორია გლობალურ ფილმს
სხვადასხვაგვარად აღიქვამს და გლობალური პროდუქტი სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას
გამოყენებული სპეციფიკური ლოკალური მოთხოვნებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
მიუხედავად ამისა, იდენტურობის დაკარგვის შიშმა გლობალიზაციის საწინააღმდეგო რეაქცია
გამოიწვია და შესაძლოა ეს წინააღმდეგობა არნახული სიძლიერისაა. ამ თვალსაზრისით,
9
გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნაციონალური, ეთნიკური და რელიუგიური რევაივალისტური
მოძრაობების წინ წამოწევას XX ს. 60-იანი წლებიდან. ამგვარად, გლობალიზაცია მოიცავს
ურთიერთშეჯიბრში მყოფი ელემენტების კომპლექსს, რომელთაგან ერთი ტენდენცია
კულტურული ერთიანობისაკენაა მიმართული, ხოლო მეორე კიდევ უფრო აშკარას ხდის
საზოგადოებებს შორის სხვაობებს.
მესამე, გლობალიზაციამ არ მოსპო ადგილის, მანძილის, ტერიტორიული საზღვრების
მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში. მართალია, პროცესმა დამატებითი განზომილება შესძინა
გეოგრაფიას სოციალურ ურთიერთობებში კიბერსივრცის შექმნით, ელექტრომაგნიტური
ტალღებით კომუნიკაციით და ა.შ., მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს გრძედისა თუ
განედის ძველი გეოგრაფიული ცნებები. მაგ., ტერიტორია კვლავაც ინარჩუნებს
მნიშვნელობასბუნებრივი რესურსების ადგილმდებარეობის, ეროვნული იდენტურობის
გამოხატვის და ა.შ. გამო. მანძილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება
ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მოგზაურობა ანდა ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო
საზღვრები აკავებენ მიგრაციას და იცავენ საზღვრებს, თუნდაც რომ საზღვრების დაცვამ ვერ
უზრუნველყოს თავდაცვა სარაკეტო დარტყნებისაგან და ელექტრონული ფულის ტრანსფერები.
ამგვარად, გლობალიზაცია სულაც არ ნიშნავს „გეოგრაფიის დასასრულს“, არამედ იგი ქმნის
ახალ ზეტერიტორიული სივრცეს, რომელიც არსებობს და კავშირშია ძველ ტერიტორიულ
გეოგრაფიასთან. მსოფლიოს საქმეთა „რუქა“ ამგვარად გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე
ოდესმე.
მეოთხე, გლობალიზაცია არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ცალკე არსებული
მამოძრავებელი ძალა. პროცესი არ შეიძლება შემოისაზღვროს მაგ., მხოლოდ ამერიკითა და
დასავლეთ ევროპით, განისაზღვროს კაპიტალიზმის აუცილებელ შედეგად, ან ინდუსტრული
რევოლუციის წინასწარ განსაზღვრულ პროდუქტად ანდა უნივერსალური ჭეშმარიტების
თანამედროვე სეკულარულ ძიებად. ალბათ მასში არსებობს ყველა ამ ზემოთ მოყვანილ
არგუმენტთა და სხვების ნაწილი, მაგრამ ცალკე აღებული, ისინი ვერ ასახავენ მის არსს.
გლობალიზაციის სრულყოფილი ახსნა მოითხოვს ურთიერთკავშირში მყოფი პოლიტიკური,
ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური და ფსიქოლოგიური ძალების კომპლექსური
ერთობლივ განხილვას, რომელთაგან ზოგიერთი მას აძლიერებს, ზოგიერთი კი ეწინააღმდეგება.
მეხუთე, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, გლობალიზაცია არ წარმოადგენს პანაცეას.
ზოგიერთმა ლიბერალმა თეორეტიკოსმა საზეიმოდ განაცხადა „საზღვრებს გარეშე მსოფლიოს“
ეპოქის დასაწყისი, როგორც საყოველთაო არათანასწორობის მოსპობის, კეთილდღეობის,
მშვიდობის და თავისუფლების გამოხატულება (Ohmae 1990). სამწუხაროდ, უკანასკნელი
რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება საპირისპიროზე მეტყველებს. ადამიანებს, რომლებიც
დამოკიდებულნი არიან საკუთარ სქესზე, კლასობრივ წარმომავლობაზე, რასაზე, ეროვნებაზე,
რელიგიაზე და სხვა სოციალურ კატეგორიებზე ხშირად გლობალიზაციის პროცესში
არათანაბარი ხმა და არათანაბარი სარგებელი გაჩნიათ. სიღარიბე ისევ სახიფათო მასშტაბებისაა
გლობალიზებულ მსოფლიოში. ეკოლოგიური დეგრადაცია არასოდეს ყოფილა ესოდენ
საგრძნობი. იზრდება შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა. გლობალიზაცია არ არის
ფორმულა დემოკრატიზაციისათვის. არ არსებობს ავტომატური კავშირი გლობალიზაციასა და
ემანსიპაციას შორის.

10
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არ შეიძლება არც იმის თქმა, რომ მსოფლიო
პოლიტიკაში გლობალიზაციის შედეგად არაფერი შეცვლილა და არც მისი საყოველთაო და
ყველასათვის მისაწვდომი შედეგების არსებობის მტკიცება.

გლობალიზაცია და სახელმწიფოთა სისტემა


დისკუსიები გლობალიზაციის შესახებ ხშირად გულისხმობს ისტორიულ ცვლილებათა
კვლევას. მეცნიერებს აინტერესებთ, როდის გახდა მსოფლიო ერთიანი და ამასთანავე როდის
მოხდა ეს ფუნდამენტური ცვლილებები. მაგალითისათვის, შეუძლია თუ არა მოიტანოს
მანძილისა და ტერიტორიული საზღვრების მნიშვნელობის შემცირებამ პროდუქციის წარმოების
არსებული ფორმების ცვლილება? შეუძლია გლობალიზაციას შეცვალოს ის გზა, რომლითაც
ხალხი აყალიბებს საკუთარი იდენტურობის გრძნობას და საზოგადოებას? ყოველივე ამის
შედეგად ისინი უფრო მეტად თუ უფრო ნაკლებად ნაციონალისტურნი ხდებიან? შეუძლია
პროცესს შეცვალოს ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის? შეუძლია
გლობალიზაციას შეცვალოს ის გზა, რომლითაც ადამიანები იქმნიან წარმოდგენას სამყაროს
შესახებ? შეუძლია მას ხელი შეუწყოს რელიგიურ აღორძინებას? შეუძლია გლობალიზაციას
გარდაქმნას მმართველობის სტრუქტურები?
ამ კითხვებზე საპასუხოდ, სხვადასხვა მკვლევარები გლობალიზაციას უკავშირებენ
საინფორმაციო საზოგადოების წარმოშობას, გვიანდელი კაპიტალიზმის დასაწყისს, პოსტ-
მოდერნიზმის ტრიუმფს, კომუნიზმის კრახს, ისტორიის დასასრულს. ამ თვალსაზრისებით,
გლობალიზაცია აღიწერება გარდამავალ ფაზად ისტორიულ ეპოქებს შორის. განვიხილავთ
გლობალიზაციის შედეგებს სახელმწიფოთა სისტემისათვის და შემდგომ შემდგომ შევეხებით
მმართველობის უფრო ფართო ნიმუშებს.

ვესტფალიის სისტემა
რამდენიმე ათწლეულის წინ, ინტენსიური გლობალიზაციის დაწყებამდე, მსოფლიო პოლიტიკა
უმთავრესად ორგანიზებული იყო ე.წ. ვესტფალიის სისტემის საფუძველზე. სახელწოდება
მოდის ვესტფალიის ზავიდან (1648), რომელიც წარმოადგენს იმ უმთავრესი პრინციპების
ადრეულ ოფიციალურ გამოხატულებას, რომელიც დომინირებდა მსოფლიოში სამი საუკუნის
მანძილზე. ვესტფალიის სისტემა სახელმწიფოთა სისტემა იყო. XIX-XXსს-ში სახელმწიფოებმა
თანდათანობით მიიღეს ეროვნული სახელმწიფოების ფორმა, დაიწყო ტერმინების
„საერთაშორისოსა“ და „სახელმწიფოთაშორისოს“ გამოყენება და ვესტფალიის სისტემა ხშირად
აღიწრებოდა, როგორც „საერთაშორისო სისტემა“.
ვესტფალიის სისტემა წარმოადგენდა მმართველობის ჩარჩოს. ეს იყო გზა გარკვეული
სოციალური წესრიგის დამყარების, გაძლიერებისა და თვალყურის დევნისათვის. მის
საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის პრინციპი.
სახელმწიფოებრიობა ნიშნავდა, რომ მსოფლიო დაყოფილი იყო ტერიტორიულ ნაწილებად,
რომელთაგან თითოეულს მართავდა დამოუკიდებელი ხელისუფლება. ეს მოდერნისტული
სახელმწიფო იყო ცენტრალიზებული, ფორმალურად ორგანიზებული საზოგადოებრივი
სახელისუფლო აპარატი, რომელიც იყენებდა ლეგალურ მონოპოლიას შეიარაღებული
ძალადობის ფორმით თავისი იურისდიქციის საზღვრებში. ვესტფალიის სისტემა ამასთანავე
სუვერენული იყო, ეს ნიშნავს, რომ იგი ახორციელებდა ყოვლისმომცველ, უზენაეს, შეუზღუდავ
11
და ექსკლუზიურ კონტროლს განსაზღვრული ტერიტორიის
ჩარჩოებში. ყოვლისმომცველი მმართველობა ნიშნავს, რომ პრინციპში სუვერენულ
სახელმწიფოს გააჩნია იურისდიქცია საკუთარ ქვეყანაში ნებისმიერ
საქმიანობაზე. უზენაესი მმართველობა ნიშნავს, რომ არ არსებობს მასზე ზემოთ მდგომი
ხელისუფლება და სუვერენულ სახელმწიფოს ეკუთვნის საბოლოო სიტყვა მოცემული
ტერიტორიის ფარგლებში. შეუზღუდავი მმართველობა ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ
ვესტფალიის სისტემის ეპოქაში ზოგჯერ იყო დებატები ჰუმანიტარული ჩარევის მოვალეობის
შესახებ, მაგრამ სახელმწიფოთა უფლება ტოტალურ იურისდიქციაზე მიიჩნეოდა შეუვალად
სხვა სახელმწიფოთათვის. და ბოლოს, ექსკლუზიური მმართველობა ნიშნავს, რომ რომ
სახელმწიფო შინაურ საქმეებში არავის უნაწილებდა თავის კომპეტენციას. სახელმწიფოთა
შორის არ არსებობდა „საზიარო სუვერენიტეტი“.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ვესტფალიის სისტემა ისტორიული ფენომენი იყო. სხვა სიტყვებით,
სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა მმართველობის განსაკუთრებულ ჩარჩოს ქმნიდა,
რომელიც იქმნებოდა გარკვეულ დროში სპეციფიური პირობების შედეგად. სუვერენიტეტზე
დამყარებული სახელმწიფოებრიობა არ არის დროისაგან დამოუკიდებელი ბუნებრივი
ფენომენი. პოლიტიკა წარმოებდა ამ პრინციპისათვის უპირველესობის მინიჭების გარეშე XVII
საუკუნის ჩათვლით და არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს ისტორიამ არსებობა არ
განაგრძოს სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემის უარყოფის შემდეგაც.
სუვერენიტეტის დასასრული
რეალურად, ვესტფალიის სისტემა უკვე ისტორიის კუთვნილებას წარმოადგენს. სახელმწიფო
აპარატი კვლავაც აგრძელებს არსებობას და ზოგიერთი თვალსაზრისით იგი უფრო ფართო და
ძლიერია - იმდენად ზემოქმედებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, როგორც არასდროს.
მიუხედავად ამისა, ვესტფალიის სისტემის სუვერენიტეტის ნორმა აღარ არის მსგავსად
ქმედითი და აღარ შეიძლება აღდგეს ამჟამინდელ გლობალიზებულ მსოფლიოში.
სუვერენიტეტის კონცეფცია კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, განსაკუთრებით იმ
ხალხებისათვის, რომლებისთვისაც გლობალიზაციის შედეგები არც თუ ისე შესამჩნევია და
რომელთა ეროვნული თვითგამორკვევის პროცესსაც იგი გარკვეულწილად ხელს უშლის.
მიუხედავად ამისა, როგორც იურიდიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, სახელმწიფოს
მარეგულირებელი შემძლეობა აღარ ეყრდნობა იმდაგვარად სუვერენიტეტს, როგორც ადრე.
სახელმწიფო სუვერენიტეტი გულისხმობს მსოფლიოს ტერიტორიულ დაყოფას. იმისათვის, რომ
ხელისუფლებამ განახორციელოს ექსკლუზიური ძალაუფლება მოცემულ დომენზე, მოვლენები
უნდა ხდებოდეს ფიქსირებულ ადგილებზე, რომლებიც იურისდიქციით უნდა
შემოსაზღვრული. გლობალიზაციის პირობებში კი საზოგადოებრივი ურთიერთობები იძენს
მკაფიოდ გამოხატულ ზეტერიტორიულ ხასიათს და საზღვრები უპრობლემოდ გადაილახება
ელქტრონული თუ სხვა გზებით. ამდენად, სუვერენიტეტის ეფექტურად განხორციელების
საშუალება მცირდება.
ერთის მხრივ, მატერიალურ-ტექნიკურმა განვითარებამ შეამცირა სახელმწიფოს სუვერენიტეტი.
თანამედროვე სახელმწიფო პრაქტიკულად უძლურია მარტო გააკონტროლოს მაგ., გლობალური
კომპანიები, სატელიტური კავშირები, გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, გლობალური
ვაჭრობა.

12
ამგვარ ცვილებებთან ერთად გლობალიზაციამ ასევე მოიტანა სუვერენიტეტის ზოგიერთი
ფუძემდებლური კულტურული და ფსიქოლოგიური მახასიათებლის მნიშვნელობის შემცირება.
მაგ., საზღვრების გარეთ დამაკავშირებელი საშუალებების შექმნით ადამიანებმა
შეისისხლხორცეს მრავალი ისეთი თვისება, რომლებიც ემატება და ხშირად ამცირებს
ეროვნული გრძნობებისა და სოლიდარობის როლს, რაც ადრე სახელმწიფო სუვერენიტეტს
ლეგიტიმურობას ანიჭებდა. გლობალური კონფერენციების, გლობალური ტელეკომუნიკაციების
და ა.შ. წყალობით მნიშვნელოვანი ზეტერიტორიული კავშირები გამოიხატა ქალების
მოძრაობის, სექსუალური უმცირესობების მოძრაობების, ინვალიდების, კომპიტერულ-მედია
კომპანიების სახით. მრავალი ხალხი თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში სულ უფრო
მეტად ამჟღავნებს მზადყოფნას, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ეკონომიკურ
წინსვლას, ადამიანის უფელბებს და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ვიდრე სახელმწიფო
სუვერენიტეტსა და მასთან ასოცირებულ ნაციონალური თვითგამორკვევის ნორმას. თუმცა,
როგორც აღინიშნა, გლობალიზაცია ასევე იწვევს ეროვნული გრძნობების გაღვივებასაც.
სახელმწიფოები ირჩევენ იმ გზასა და დონეს, რამდენადაც ისინი მზად არიან დათმონ
სუვერენიტეტის ნაწილი გლობალიზაციის პირობებში, მაგრამ ისინი არ იბრძვიან მის
შესაჩერებლად. მაგ., ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც განსაკუთრებულად ხაზს უსვამს
სუვერენიტეტზე დამყარებული მსოფლიოს არსებობის აუცილებლობასა და მარადიულობას, 90-
იანი წლების ათწლიან ეკონომიკურ პროგრამაში ცენტრალური ადგილი მიანიჭა „გლობალურ
ურთიერთდამოკიდებულებას“. ბუნებრივია, საკუთრივ ვესტფალიის სისტემაშიც არ ხდებოდა
სუვერენიტეტის დაცვა, მაგრამ იგი ჰიპოთეტურად მაინც განხორციელებადად ითვლებოდა.
სახელმწიფოს შეეძლო, ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების გაძლიერებით, მიეღწია უბრალო
ლეგალური სუვერენიტეტიდან ეფექტურ სუვერენიტეტისისათვის. საპირისპიროდ,
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, მმართველობა, უზენაესი და ექსკლუზიური
სახელმწიფო ტერიტორიული ხელისუფლების სახით, მეტად არაპრაქტიკული გახდა. ამასთან
ერთად, მრავალ პოსტკოლონიურ სახელმწიფოს, რომლებიც გლობალიზაციის ხანებში შეიქმნა,
არასოდეს გააჩნდა სუვერენობა.
სახელმწოფოს სიცოცხლისუნარიანობა
თუკი გარკვეულწილად გლობალიზაციამ სუვერენიტეტის დაკნინება მოახდინა, სულაც არ
მომხდარა სახელმწიფოების მოსპობა. საპირისპიროდ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მაგ.,
სომალისა და ავღანეთში) უკანასკნელ ხანებში სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერებული ჩანს.
კომუნისტური მმართველობის კოლაფსის შედეგად შექმნილმა ბუნდოვანებამაც მხოლოდ
მცირედით თუ შეცვალა სახელმწიფო საზღვრები. როგორც მმართველობის სტრუქტურა,
სახელმწიფო რჩება უცვლელად აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის
ტერიტორიებზე.
ამასთან ერთად, მრავალმა მთავრობამ შეძლო გლობალიზაციის პერიოდში გაეძლიერებინა
თავიანთი გადამხდელუნარიანობა, ბიუჯეტი, მოქმედების არეალი და ზედამხედველობის
შესაძლებლობანი. ამჟამად მცირე ნიშნებია იმისა, რომ გლობალიზაცია წარმოადგენს
ცენტრალიზებულ სუვერენიტატზე დამყარებულ მსოფლიო მმართველობის სისტემაზე
დომინირებად ტენდენციას, რასაც ლიბარალი უნივერსალისტები წინასწარმეტყველებდნენ და
არც ლოკალური საზოგადოებების გზით მსოფლიოს მომცველი ანარქიული მმართველობაა,
როგორც ამას ეკოლოგისტი რადიკალები ქადაგებდნენ. შესაბამისად, გლობალისტური
13
პროგნოზი სახელმწიფოს მოსპობის შესახებ მცდარი გამოდგა. არც ისინი და არც სახელმწიფო-
ცენტრალისტური რაელისტები მართლები არ აღმოჩდნენ. გლობალიზაციამ არ გამოიწვია
სახელმწიფოების დაშლა, მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ იგი სახელმწიფოებს არ შეეხო.
პოლიტიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად
ცვლის თანამედროვე ისტორიაში ზეტერიტორიული სოციალური სივრცის წარმოქმნა
სახელმწფოს მოღვაწეობასა და როლს. შეიძლება გამოვყოთ ორი ზოგადი ცვლილება:
1. გლობალიზაციის გავლენით სახელმწიფოს ზემოქმედების სფერო იცვლება. სუვერენული
სახელმწიფო ჩვეულებრივ ახორციელებდა საშინაო ინტერესებს და მოქმედებდა, როგორც
დამცავი ბარიერი გარეგანი საფრთხისაგან. საწინააღმდეგოდ, პოსტსუვერენული სახელმწიფო
ისევე ცდილობს გლობალური მიზნების განხორციელებას, როგორც ეროვნული ინტერესებისას.
მაგ., ირანული სახელმწიფო 80-იან წლებში დიდ მხარდაჭერას უჩენდა მსოფლიო ისლამიზს.
უფრო ზოგადად, თანამედროვე სახელმწიფოები ხშირად ემსახურებიან გლობალური
კაპიტალის ინტერესებს (ზოგჯერ ნაციონალური კაპიტალის საზიანოდაც კი).
2. არსებობს თვალსაზრისი, რომ გლობალიზაციამ შეამცირა სახელმწიფოთაშორის
მნიშვნელოვანი ომის დაწყების საფრთხე. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე კონფლიქტების
უმრავლესობა წარმოადგენს შიდა ამბოხს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ და არა
შეიარაღებულ კონფლიქტს სახელმწიფოებს შორის. მაგრამ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ
ადრეა. თუმცა გლობალური ინტერესების წარმოქმნამ მნიშვნელოვანად შეამცირა
სახელმწიფოთა სურვილი ტერიტორიული დაპყრობებისა. სახელმწიფოთაშორისო
დაპირისპირება მეტად მავნეა გლობალური კაპიტალიზმისათვის, გარემოს გლობალურ
დაცვაზე ზრუნვისათვის, გლობალური ტურიზმისათვის და ა.შ.

პოსტსუვერენული მმართველობა
თუკი პოლიტიკა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ემყარებოდა სუვერენული სახელმწიფოებრიობის
ფუძემდებლურ პრინციპს, როგორ მოქმედებს მმართველობა თანამედროვე გლობალიზებულ
მსოფლიოში? ზემოთ ხაზგასმული იყო, რომ სახელმწიფოს ისევ მნიშვნელოვანი ძალა გააჩნია,
მაგრამ ამასთანავე მისი შემძლეობა, ორიენტაციები და მოღვაწეობის სფეროები იცვლება
სუვერენიტეტის დაკნინებასთან ერთად. იმავდროულად სხვა მხარეებმა სახელმწიფოს გარ ეთ
ასევე მოიპოვეს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო მამრთველობის პროცესში. მათი მცდელობა
განსაზღვრონ წესები და ნორმები ხშირად ავსებს სახელმწიფოთა მოღვაწეობას, მაგრამ სხვა
შემთხვევბში ისინი შეიძლება დაუპირისპირდნენ ნაციონალური მთავრობების ინიციატივებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო მმართველობა დღეს შორს დგას იმისგან, რომ შეამციროს
სახელმწიფოთა სისტემის როლი.

სუბსახელმწიფოებრივი გლობალური მმართველობა


თანამედროვე პირობებში გლობალიზაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელია პირდაპირი,
საზღვრების გარეთა კავშირების განვითარება სუბსახელმწიფოებრივ ხელისუფლებათა შორის,
რასაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივები შემოაქვს ცენტრალურ ხელისუფლებათა
გვერდის ავლით. მაგ., მრავალ კანადურ და ჩინურ პროვინციას, აგრეთვე ამერიკის ზოგიერთ
ფედერალურ შტატს ამჟამად გააჩნია საკუთარი „დიპლომატიური“ მისიები, რომლებიც
შედარებით დამოუკიდებლად მოქმედებენ მათი შესაბამისი ნაციონალური საელჩოებისაგან.
14
ევროპაში ორმოცდაათამდე რეგიონული მთავრობას ჩვიდმეტი ქვეყნიდან აქვთ პიდაპირი
კონტაქტები ევროპულ რეგიონთა ასამბლეის, რეგიონთა ევროპის კავშირის კომიტეტის და 70-
იანი წლებიდან შექმნილი სხვა მსგავსი ორგანიზაციების საშუალებით.
მუნიციპალურ დონეზე ასევე განვითარდა სხვადასსხვა სახის „ტრანსსუვერენული“ პოლიტიკა
ლოკალურ ხელისუფლებათა მიერ იმგვარ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაბინძურების
კონტროლი, განიარაღება, დანაშაულის წინააღმდეგ პრევენტიული ზომები და თანამშრომლობა
განვითარებისათვის. ამგვარი ტენდენციები შესაძლოა ალოგიკურიც იყოს, განსაკუთრებით
ცენტრალური მეტროპოლიების თვალთახედვიდან. გლობალური კაპიტალის ნაკადები, საჰაერო
დერეფნები და ტელეკომუნიკაციების ქსელი ხშირად ერთმანეთს აკავშირებენ მსოფლიოს
ქალაქებს, მაგ., სინგაპურსა და ფრანკფურტს უფრო მეტად, ვიდრე მათ შესაბამის ნაციონალურ
რეგიონებს.

ზესახელმწიფოებრივი გლობალური მმართველობა


იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ინიციატივა მსოფლიო პოლიტიკის კეთების პროცესში იწვევს
„დაკონკრეტებას“ პროვინციულ და მუნიციპალურ ხელისუფლებამდე, სხვა ინიციატივები,
იწვევს „გაფართოებას“ და იმართება ზესახელმწიფობრივი ხელისუფლების მიერ.
სამთავრობათშორისი მარეგულირებელი ჩარჩოები თითქმის არაფერს ნიშნავდა XXს. II
ნახევრამდე, მაგრამ მათი რიცხვი, განზომილება და მნიშვნელობა დიდად გაიზარდა
გლობალიზაციასთან ერთად.
ერთის მხრივ, რეგიონულ დონეზე სამთავრობო შეთანხმებების რიცხვი მთელ მსოფლიოში
უკიდურესად იზრდება. 1945 წლიდან ათასამდე სხვადასხვა სახის შეთანხმებაა მიღწეული.
შედარებით გვიან შექმნილმა რეგიონალურმა ორგანიზაციამ, ევროპულმა კავშირმა უკვე მიიღო
20 ათასამდე მარეგულირებელი გადაწყვეტილება.
იმადროულად ახალი და უკვე არსებული (მაგ., გაერო) ორგანიზაციები ჩანს, რომ აფართოებენ
თავიანთ ამოცანებს. მათი მზარდი გავლენისა და ინიციატივებიდან გამომდინარე, ზოგჯერ
უპრიანია მათ არა „საერთაშორისო ორგანიზაციები», არამედ „გლობალური მმართველობის
სააგენტოები“ ვუწოდოთ. სხვა სიტყვებით, მათი დანიშნულება დიდად ცდება
სამთავრობათშორის კონსულტანციებსა და მოქმედების კოორდინაციას, რისთვისაც თავის
დროზე შეიქმნა ეს ორგანიზაციები.
ზესახელმწიფოებრივი რეგულირების ზრდა მეტად ფართო სპექტრს მოიცავს, რომლის
მხოლოდ ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაკროეკონომიკური პოლიტიკის სფეროში
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 60-იანი წლებიდან
იძლევა მეტად გავლენიან დირექტივებს სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ახალი
საინფორმაციო ტექნოლოგიები, საყოვეთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ხარჯების
შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ტრანსნაციონალური კორპორაციების მოღვაწეობის
კოდექსი. 1979 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააძლიერეს
თავიანთი ძალისხმევა შორსმიმავალი სტაბილიზაციის პოლიტიკის შესამუშავებლად და
სტრუქტურული გარდაქმნების პროგრამების ხელშესაწყობად თითქმის 100 ქვეყანაში. მრავალ
შემთხვევაში ისინი ფაქტობრივად აკონტროლებენ და კურირებას უწვენ ნაციონალურ ფინანსთა
15
სამინისტროებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), რომელიც 1995 წელს შეიქმნა,
მოღვაწეობის გაცილებით უფრო დიდ სფეროს მოიცავს დიდ სახელმწიფოებთან კავშირში,
ვიდრე მისი წინამორბედი - ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმება.
იმავდროულად საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, 70-იანი წლების შუა ხანებიდან თავის
თავზე იღებს ვალდებულებას გარკვეულწილად თვალი ადევნოს გლობალურ ფინანსურ
ბაზრებს. კონფლიქტების მოგვარების სფეროში ზესახელმწიფოებრივი სააგენტოები, მაგ., გაერო,
აფრიკული ერთიანობის ორგანიზაცია, ეუთო განსაკუთრებით გამოირჩევიან.
ზესახელმწიფოებრივი მმართველობა ასევე აქტიურია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში,
რაც 90-იან წლებში გამოიხატა არაერთი უპრეცედენტო ჰუმანიტარული ჩარევით. მიუხედავად
იმისა, რომ ადამიანის უფლებათა იდეას საუკუნეების ისტორია აქვს, ამ საკითხზე გლობალური
კანონდებლობა მხოლოდ 60-იანი წლებიდან ყალიბდება. 1972 წ. გაერო-ს მიერ ორგანიზებული
გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან დაწყებული, ტარდება გლობალური
შეხვედრები, იქმნება ლეგალური ინსტრუმენტები და ინსტიტუტები მთელ მსოფლიოში
ეკოლოგიური დეგრადაციის შედეგების უვნებელსაყოფად. რაც შეეხება ელექტრონულ მედიას,
საერთაშორიოს სატელეკომუნიკაციო კავშირის სახელმძღვანელო ტექნიკური სტანდარტების
შესახებ 19 ათასს გვერდს აჭარბებს. როგორც ეს მაგალითები მიუთითებს, როგორც
მმართველები, ისე მოქალაქეები, სულ უფრო აცნობიერებენ, სახელმწიფოების მიერ
განხორციელებული ტერიტორიული მმარველობა არ უზრუნევლყოფს ზეტერიტორიული
ფენომენების ადექვატურ მოწესრიგებას, რაც უკავშირდება თანამედროვე ინფორმაციიის,
კომუნიკაციებისა და იარაღის ტექნოლოგიებს, გლობალურ ეკოლოგიურ ცვლილებებს,
გლობალურ ბაზრებს და ა.შ.
ბუნებრივია, ზესახელმწიფოებრივი მმართველობისათვის არსებობს მნიშვნელოვანი
შეზღუდვები. ოფიციალური გლობალური რეგულირება ჯერ კიდევ ნაკლებად ეხება ისეთ
სფეროებს, როგორიცაა შრომის სტანდარტები, შეიარაღების კონტროლი და ა.შ. ამასთანავე,
გლობალური მმართველობის მრავალი ინსტიტუტი არაადექვატურად არის დაკომპლექტებული
და ქრონიკულად განიცდის ფინასების ნაკლებობას. სააგენტოებს შორის მეტად მცირე დონის
კოორდინაციამ და ეფექტური გამაძლიერებელი მექანიზმების მუდმივმა ნაკლებობამ დააკნინა
გლობალური სამართლის რეპუტაციაც. მიუხედავად ზემოთქმულისა, ზესახელმწიფოებრივი
რეგულირება ხდება საკმაოდ ფართო და ეფექტური რამდენადაც იგი ქმნის მმართველობის
მნიშვნელოვან ფორმას დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში.

ბაზარზე ორიენტირებული გლობალური მმართველობა


დღევანდელი მსოფლიო მმართველობის ეს წარდგინება არასრული იქნება, თუ იგი შეეხება
მხოლოდ ოფიციალურ სააგენტოებს სუბსახელმწიფოებრივ, სახელმწიფოებრივ და
ზესახელმწიფოებრივ დონეზე. გლობალიზებულ მსოფლიოში ყველა წესი XX საუკუნის
მიწურულს მარტოოდენ საზოგადოებრივი სექტორიდან როდი მომდინარეობს. ბაზრები ასევე
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური რეგულირების პროცესში, ხშირად ერთვებიან იმ
სფეროებში, რასაც სახელმწიფოები და გლობალური მამრთველობის სააგენტოები
უყურადღებოდ ტოვებენ.
კერძო სექტორის მიერ წესების ჩამოყალიბება და დანერგვა ალბათ გაცილებით უფრო შორს
წავიდა გლობალური ფინანსური ბაზრების წყალობით, როდესაც ამ მხრივ ოფიციალურმა
16
მმართველობამ ბევრი რამ ეფექტური ვერ გააკეთAა. მაგ., რაც შეეხება გლობალურ საფონდო
ბაზრებს, ქცევისა და მოღვაწების კოდექსი ძირითადად ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟების
საერთაშორისო ფედერაციის (დაარს. 1961), ბაზრის უსაფრთხოების საერთაშორის ასოციაციის
(1969) და ნახევრადაოფიციალური უსაფრთხოების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის
(1984) საშუალებით. გარდა ამისა, კომერციული ბანკები მნივშნელოვან ინიციატივებს იჩენენ
ისეთი ოფიციალური სააგენტოების, როგორიცაა მსაოფლიო სავალუტო ფონდი, მოღვაწეობის
მოწესრიგებისათვის (ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ პირიქით - არევისათვის) ხშირი ფინასური
კრიზისებისა და ვალების მქონე ქვეყნებში 1982 წლიდან.
კერძო სექტორის გლობალური ინიციატივები ასევე მოიცავს ფინანსურ ბაზრებს. მაგ., 1971წ.
დაარსებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აერთიანებს 900 უმსხვილეს კომპანიას. მის
მრავალ ინიციატივას შორის არის განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება
სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტების მოწესრიგებაზე, მათ შორის ისრაელ-არაბული
ქვეყნების დაპირისპირებაზე. ფორუმმა ასევე ფასდაუდებელი როლი შეასრულა მსოფლიო
ვაჭრობის შესახებ ურუგვაის მოლაპარაკებების დროს, რისი შედეგიც გახდა მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციის შექმნა. კერძო ფონდების როლი ასევე გაიზარდა გლობალურ პოლიტიკის
კეთების პროცესში. ორი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ფორდის ფონდი, რომელიც
განსაკუთრებით გავლენიანია განვითარებისათვის დახმარების სფეროში 60-იანი წლებიდან და
სოროსის ფონდი, რომელმაც თვალსაჩინო როლი შეასრულა ყოფილი საბჭოთა ბლოკის
ლიბერალიზაციაში. ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელი ხდება, რომ გლობალური
მმართველობა არ წარმოადგენს მხოლოდ საზოგადოებრივი სექტორის საქმეს.

გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები


საბაზრო ინსტიტუტები არ არიან ერთადერთი აქტორები საზოგადოებრივი სექტორის მიღმა,
რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ახალი ფორმების წარმოქმნას თანამედროვე
გლობალიზებულ მსოფლიოში. მრავალი ინიციატივა ასევე მოდის გლობალური
საზოგადოებრივი მოძრაობებიდან. აქ სახალხო მოთხოვნები და პროტესტი მობილიზებულია
სოციალური ურთიერთობების სტანდარტების შეცლის მიმართულებით (მაგალითად,
მილიტარიზმი და კაპიტალიზმი). ასოციაციები გლობალურია ერთის მხრივ იმ
თვალსაზრისით, რომ ეხებიან საერთო მსოფლიო პრობლემებს და მეორეს მხრივ, იყენებენ
გლობალიზაციის შედეგად შექმნილ საშუალებებს (საჰაერო მოგზაურობა, კომპიუტერული
ქსელები, გლობალური კანონები და სხვ.). როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ამჟამინდელი
საზოგადოებრივი მოძრაობების მსგავსი წინამორბედი მოძრაობები იწყება XIX საუკუნიდან.
იმავდროულად, თანამედროვე მოღვაწეობაში ჩართულია ადამიანთა არნახული რაოდენობა,
უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციონალური რესურსები და მათ უზარმაზარი ზეგავლენა
გააჩნიათ.
გლობალურ საზოგადოებრივ მოძრაობებს ახასიათებს უკიდურესი მრავალფეროვნება, ისინი
მიმართულია სრულიად სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტისაკენ - აბორიგენების
უფლებებიდან შიდსის საკითხამდე. ისინი ასევე ამჟღავნებენ მეტად მრავალფეროვან ხედვას იმ
სამყაროსა, რომლის შექმნაც მათ სურს, შთაგონების წყაროდ იღებენ იდეებს ხან ანარქიზმიდან,
ხან ნეოფაშიზმიდან, ტრადიციული და ახლადშექმნილი რელიგიებიდან და მათი ნაზავიდან და
ა.შ. ზოგიერთი ამ მოძრაობიდან გლობალურია იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიერ გაბმული
17
ქსელი მთელ მსოფლიოს მოიცავს, მაგ., განვითარების ისეთი ალტერნატივები, რომლებსაც
გამოხატავს „ქალები ახალი ერისათვის“ (DAWN). საწინააღმდეგოდ, სხვები „აზროვნებენ
გლობალურად და მოქმედებენ ლოკალურად“. ეს ნიშნავს, რომ ისინი ირჩევენ გლობალურ
ორიენტაციას, მაშინ როცა მოქმედებენ ჩვეულებრივი ადამიანების დონეზე. ზოგიერთი ჯგუფი
კამპანიას მართავს იზოლირებულად, როდესაც სხვები მიზნების განსახირციელებლად
ერთიანდებიან დიდ კოალიციებში. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ, პესტიციდების
საწინააღმდეგო აქციის ქსელი აერთიანებს 350 ჯგუფს 50-მდე ქვეყნიდან. საზოგადოებრივ
მოძრაობებში ჩართულნი არიან როგორც შემთხვევითი „მოყვარულები“ (როგორიცაა
მრავალრიცხოვანი სტუდენტური საპროტესტო მოძრაობები), ასევე დიდი ხნის
პროფესიონალები და ინსტიტუციონალიზებული პროგრამები (grinfisi ანდა Christian Aid).
საბოლოო ჯამში, გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები იყენებენ მრავალი სახის
სტრატეგიას. ზოგიერთი აქტივისტი თანამშრომლობს მთავრობებთან, გლობალური
მმართველობის სააგენტოებთან, ბიზნესის ასოციაციებთან, მაშინ როცა სხვებს კოლაბორაცია
„ისტებლიშმენტთან“ საკუთარი პრინციპებისათვის მიუღებელ კომპრომისად მიაჩნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ საზოგადოებრივი მოძრაობები ხშირად განიცდიან
სახსრების ნაკლებობას და ახასიათებთ შიდადაპირისპირებანი, ისინი მაინც შესამჩნევ გავლენას
ახდენენ თანამედროვე მსოფლიოს მმართველობაზე. მრავალ ქმედებას შორის უნდა აღინიშნოს,
რომ მათი ძალები კონცენტრირებულია პოლიტიკის ინოვაციისათვის ისეთ სფეროებში,
როგორიცაა ეკოლოგიური მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სტიქიური უბედურებები,
სანოვაგის ნაკლებებობა და საზოგადოების სრულყოფა. 1990 წლიდან მრავალმა უმთავრესმა
გლობალური მმართველობის სააგენტომ შექმნა ოფისები ამიერიდან არასამთარობო
ორგანიზაციებად წოდებულ საზოგადოებრივ მოძრაობებთან კავშირისათვის. მრავალი ამგვარი
ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ოფიციალური ინსტიტუტებისათვის
მრჩეველთა რანგში, ისე მათი პოლიტიკის გატარებისათვის დახმარებაში. ისეთი ინსტიტუტები,
როგორიცაა მსოფლიო ბანკი და გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ლტოლვილთათვის
ზოგჯერ თითქმის მთლიანად დამოკიდებული ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების
დახმარებისაგან. ათასობით სამოქალაქო ჯგუფი მონაწილეობას იღებდა გაერო-ს
სპონსორიზებულ გლობალური პრობლემების შესახებ კონფერენციებზე 70-იანი წლებიდან,
სადაც ისინი ახდენდნენ ოფიციალური სტრუქტურის ლობირებას, გავლენა ჰქონდათ
მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი პროგრამების მიღებაზე. ამგვარი სცენარები ახალი
პოლიტიკის გამომხატველი გახდა XX ს. უკანასკნელ ათწლეულებში, რომელთა შედეგადაც
საზოგადოებრივმა მოძრაობებმა ძალისხმევა მიმართეს ნაციონალური და ლოკალური
ხელისფლების კონტროლისაგან თავის გამოთავისუფლებისაკენ ზესახელმწიფოებრივი
მარეგულირებელი სააგენტოების საშუალებით.
ამ და სხვა გზებით, გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობების მრავალი აქტივისტი მიზნად
ისახავდა და ზოგჯერ ახორციელებდა კიდეც არა მარტო პოლიტიკის შეცვლას, არამედ
საკუთრივ პოლიტიკის არსის გარდაქმნას. მათი ინიციატივები ხშირად ცვლიდა პოლიტიკური
ქმედების დომინირებად კონცეფციებს, პროცედურებსა და ტაქტიკას. მაგ., მრავალმა ამგვარმა
ასოციაციამ აირჩია გადაწყვეტილებათა მიღების არაიერარქიული მოდელები და ზოგადად, მათ
საქმიანობაში გაცილებით უფრო ფართოდ ჩართეს ქალები, ვიდრე ეს არის ოფიციალურ და
კომერციულ სტრუქტურებში. როგორც შედეგი გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობებისა,
18
სახალხო ჩართვა მსოფლიო პოლიტიკაში გახდა უფრო პირდაპირი და ექსტენსიური, ვიდრე
ვესტფალიის სისტემის დროს, როდესაც მოქალაქის პოლიტიკაში ჩართვა გამოიხატებოდა
მხოლოდ ნაციონალურ არჩევნებში მონაწილეობით იმის განსასაზღვრავად, თუ რომელ
პოლიტიკურ პარტიას უნდა განეხორციელებინა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

გლობალური დემოკრატიის პერსპეტივები


ჩვენ დავინახეთ, რომ გლობალიზაციამ ხელი შეუწყო მმართველობის სიმძიმის ცენტრის
გადანაცვლებას სუვერენიტეტზე ფოკუსირებული სახელმწიფოთა სისტემიდან
ურთიერთქმედების მრავალმხრივი, კომპლექსური წესების შექმნისაკენ - იმ თვალსაზრისით,
რომ იქმნება ისეთი გარემო, რომელშიც არც ერთი ლოკალური ადგილი არ შეიძლება იყოს
სრულფასოვნად სუვერენული. ამჟამად პოლიტიკა მოკლებულია ხელმძღვანელობისა და
კონტროლის ცენტრს განსხვავებით ვესტფალიის სისტემისა. გარდა ამისა, ინიციატივების
გამოჩენისა და ქცევის ნორმების შექმნის თვალსაზრისით, საზოგადოებრივ სექტორთან ერთად,
ანგარიშგასაწევ როლს ასრულებენ ბაზრის აგენტები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები.
დემოკრატია - ხალხის მმართველობა - ფართოდ გაზიარებული თვალსაზრისით, წარმოადგენს
თანამედროვე მმართველობისათვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელ გადამწყვეტ ნორმას.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის დეფინიციები მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებისა და
დროის მონაკვეთის მიხედვით, არსებობს ფართო და საკმაოდ მყარი კონსენსუსი იმის თაობაზე,
რომ თანამედროვე მსოფლიოში კარგი მმართველობა ნიშნავს დემოკრატიულ მმართველობას.
ბუნებრივად ისმის კითხვა: რა ელის დემოკრატიას თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში?
ერთი შეხედვით ჩანს, რომ გლობალიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის
შესაძლებლობების განვრცობას. როგორც ზემოთ დავინახეთ, გლობალიზაციამ საკმაოდ
დააკნინა სახელმწიფოთა სუვერენიტეტი - სუვერენიტეტსა და დემოკრატიას შორის კი
გარკვეული შეუთავსებლობა ყოველთვის არსებობდა. სუვერენიტეტი გულისხმობს
ყოვლისმომცველ, უზენაეს, შეუზღუდავ და ექსკლუზიურ ძალაუფლებას, მაშინ როცა
დემოკრატია ზოგადად ეფუძნება შეზღუდულ, დანაწევრებულ, პირობით და კოლექტიურ
ძალაუფლებას. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება ხალხის მიერ აირჩევა, მაინც არსებობს
ძალაუფლების კონცენტრირების პოტენციური საფრთხე სახელმწიფოში. ამ თვალსაზრისით
სუვერენიტეტის შემცირება უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის დემოკრატიის
განვითარებისათვის.
ზემოთქმულის მიუხედავად, სამწუხაროდ, გლობალიზაცია ყოველთვის არ არის ამგვარი
გარდაქმნების მომასწავებელი. თანამედროვე პოსტსუვერენული მმარველობა დაქსაქსულია
დემოკრატიის დეფიციტის გამო. სახელმწიფო, გლობალური მმართველობის სააგენტოები,
საზოგადოებრივი მოძრაობები ყოველთვის განიცდიან ფართო მასების მონაწილეობის,
კონსულტაციებისა და დებატების, წარმომადგენლობისა და ანგარიშვალდებულების
ნაკლებობას.

გლობალიზაცია და დემოკრატიული სახელმწიფო


ზოგიერთი ენთუზიასტი ირწმუნება, რომ გლობალიზაცია და დემოკრატიზაცია უნდა იყოს
ერთი მედლის ორი მხარე. ამ პერსპექტივის თანახმად, ლიბერალისტები ზეიმობდნენ
მსოფლიოს მომცველი დემოკრატიული ცვლილებების ქარის დაბერვას XX საუკუნის
19
დასასრულს აპარტეიდის, კომუნიზმისა და სხვა ერთპარტიული სისტემების კოლაფსის ფონზე.
მიუხედავად ამისა, მრავალპარტიულობა არ არის ფართო სახალხო მონაწილეობისა და
სახელმწიფოს კონტროლის გარანტი. ანგარიშვალდებულებას მოკლებული მთავრობები
ჩვეულებისამებრ აგრძელებენ ადამიანის უფლებათა დარღვევას გლობალიზაციის ხანაშიც. ის
ქვეყნებიც კი, რომლებიც ამ სფეროში ემნესტი ეინტერნეიშენალისაგან ყველაზე მაღალ
შეფასებებს იღებენ, იშვიათად ბჭობენ საკუთარ მოსახლეობასთან გლობალური პოლიტიკის
შესახებ. მაგალითისათვის, მოქალაქეებს მეტად იშვიათად გააჩნიათ გავლენიანი ხმა, როდესაც
სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაეთანხმოს თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის
სტრუქტურული გარდაქმნის ამა თუ იმ პროგრამას. სახელმწიფოს არ თავაზობს საკუთარ
მოქალაქეებს გლობალური კაპიტალის, გლობალური ეკოლოგიური პრობლემებისაგან
თავდაცვის საშუალებებს. დემოკრატიულად მოქმედი ხელისუფლება ხშირად დამატებულია,
შესაძლოა შეცვლილი კიდეც, სხვა ინსტრუმენტებისა და ინსტიტუტებს მიერ.

გლობალური მმართველობის სააგენტოები და დემოკრატია


სამწუხაროდ, გლობალური მმართველობის სააგენტოები დღეს არ წარმოადგენენ აუცილებელ
გარანტიას დემოკრატიისათვის. დავიწყოთ იმით, რომ მეტად მცირეა სახალხო მონაწილეობის
დონე ამ ინსტიტუტებში. მსოფლიო ბანკის მმართველ საბჭოს, ევროპის მინისტრთა საბჭოს,
გაერო-ს უშიშროების საბჭოს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საშუალების მქონე
ორგანიზაციების შეხვედრები ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ეს
ორგანიზაციები დიდილად წარმოადგენენ „ტექნოპოლიტიკოსთა“ სფეროს, რომელშიც
ეკონომისტები, ბუღალტრები, მენეჯერები, ინჟინრები, ქიმიკოსები, კანონმდებლები თუ სხვა
„ექსპერტები“ პრაქტიკულად თავისუფალნი არიან დემოკრატიული არჩევითობისაგან. როდესაც
მათ პოლიტიკას არასასურველი შედეგები მოყვება, როგორც იმ სტრუქტურული გარდაქმნების
პროგრამების შემთხვევაში, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას იწვევენ,
ამგვარი სააგენტოები არც კანონის თვალსაზრისით და არც საზოგადოებრივად არავის წინაშე არ
არიან პასუხისმგებელნი.
ზოგიერთი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ გლობალური მმარველობის სააგენტოები არაპირდაპირ
არიან წარმომადგენლობითი. იმგვარად, რომ სხვადასხვა დელეგაციებს აქვთ უფლება
ილაპარაკონ მსოფლიოს სხვადასხვა ნაციონალური მოსახლეობის სახელით. ხაზგასასმელია,
რომ მრავალ ქვეყანას გააჩნია მეტად საეჭვო დემოკრატიული მანდატები. ამასთან ერთად,
მრავალ გლობალურ ორგანიზაციაში მიღებული წესი ერთი სახელმწიფო - ერთი ხმა,
ფორმალურად მაინც ნიშნავს, რომ ანდორასა და ინდოეთს თანასწორი ხმები გააჩნიათ. გარდა
ამისა, გაერო-ს უშიშროების საბჭ ოს ხუთი წევრისათვის მუდმივი ადგილის შენარჩუნება და
მათთვის ვეტოს უფლების მინიჭება დემოკრატიულობის თვალსაზრისით აშკარა ნონსენსია.
ამგვარადვე, კვოტებზეა დამყარებული ხმის უფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდში და
მსოფლიო ბანკში - წევრთა ერთი მეოთხედი აკონტროლებს ხმათა სამ მეოთხედს.
გლობალური მმართველობის სააგენტოების არადემოკრატიული ხასითაის გაცნობიერება
თანდათანობით ხდება. ევროკავშირის შემთხვევაში, გარკვეული (შეზღუდული) ნაბიჯები ამ
მიმართულებით 70-იანი წლების მიწურულიდან გადაიდგა, რათა მომხდარიყო ხალხის
პირდაპირი მონაწილეობა ზესახელმწიფოებრივ მმართველობაში. ამგვარ ორგანიზაციათა
უმრავლესობა უფრო ღია გახდა საზოგადოებისათვის საკუთარი მოღვაწეობის შესახებ
20
ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ამგვარი რეფორმები მეტად მცირეა და
სანახევრო ხასიათს ატარებს.

გლობალური საბაზრო დემოკრატია?


დემოკრატიის დაღმასვლის სხვა, მეტად სახიფათო მაჩვენებელი მომდინარეობს მმართველობის
ზემოთ აღწერილი მარკეტიზაციისაგან. მართალია, Laissez faire პრინციპის მომხრენი მიიჩნევენ,
რომ ბაზარი ზრდის სახალხო მონაწილეობასა და კონტროლს. მათი შეხედულებით,
გლობალური დემოკრატია იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც მომხმარებლები და
კაპიტალისტები თავიანთი საფულეებით (უფრო მეტად ვიდრე საარჩევნო ბიულეტენებით) ხმას
მიცემენ ფულის საუკეთესო ფასს (უფრო მეტად ვიდრე ადამიანური პოტენციალის
მაქსიმიზაციას) გლობალურ ბაზარზე (უფრო მეტად, ვიდრე ტერიტორიულ სახელმწიფოში).
ამდენად, ამგვარი შეხედულება გულისხმობს, რომ ფული და მატერიალიური სარგებელი არის
ყველაფრის მომცველი და ყველაფრის ბოლო პოლიტიკაში. ტრადიციული დემოკრატიული
პრინციპები ადამიანის ღირსებისა და თანასწორი შესაძლებლობების შესახებ ექვემდებარება
სამენეჯერო ეფექტურობისა და პროდუქციის ხარისხის მოთხოვნებს. საბაზრო დემოკრატიაში
ანგარიშვალდებულება ნიშნავს დირექტორთა საბჭოს პასუხისმგებლობას და კომპანიის
პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე. მაგრამ პრაქტიკაში ჯერჯერობით აქციონერები
იშვიათად ახდენენ გავლენას კორპორატიულ პოლიტიკაზე და მომხმარებლები ხშირად
ოლიგოპოლიის ტყვენი არიან. უფრო შემაშფოთებელი ბუნებრივია ის არის, რომ მონაწილეობა
საბაზრო მმართველობაში განპირობებულია უპირველსად სიმდიდრითა და შემოსავლით.
მეტად მცირე რაოდენობის ადამიანები იღებენ მოწვევას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და
მსგავსი ორგანიზაციების შეხვედრებზე მონაწილებისათვის.

გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები და დემოკრატია


ბაზრის მომხრეთაგან საწინააღმდეგოდ, სხვა მკველევარები გლობალურ საზოგადოებრივ
მოძრაობებს მიიჩნევენ დემოკრატიის გადარჩენის საშუალებად თანამედროვე გლობალიზებულ
მსოფლიოში. უკანასკნელ ათწლეულებში
თვალსაჩინოა გლობალური სამოქალაქო აქტივიზმი. კერძოდ, გლობალიზაციამ მეტი
შესაძლებლობები შექმნა ქალებისათვის, ინვალიდებისათვის, სექსუალური
უმცირესობებისათვის, იმ ადგილობრივი ხალხებისათვის, რომლებსაც თვითგამოხატვის
ნაკლები საშუალებები ეძლეოდათ ვესტფალიის სისტემის არსებობის პირობებში.
მიუხედავად ამისა, დემოკრატიის ეს მონაგარი საჭიროა განიხილებოდეს გრძელვადიან
პერსპექტივაში და უნდა ხაზი გაესვას თანამედროვე გლობალური საზოგადოებრივი
მოძრაობების ხშირად მეტად ღრმა არადემოკრატიულ ხასიათს. პირველ რიგში ხაზი უნდა
გაესვას, რომ ადამიანთა მეტად მცირე რაოდენობაა ჩაბმული ამ მოძრაობებში. კაცობრიობის
უმრავლესობა მოკლებულია ფონდებს, ინტერნეტის ქსელს და სხვა საშუალებებს,
რომლებზედაც დამოკიდებულია ამ მოძრაობების გავლენა. ამ მოძრაობათა აქტივიზმი
შემოიფარგლება ძირითადად საშუალო კლასის თეთრი მოსახლეობით, რომელთაგან
უმრავლესობა ჩრდ. ამერიკაში, დას. ევროპასა და იაპონიაში ცხოვრობს. გაერო-სთან
კონსულტატიური უფლების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების 15%-ზე ნაკლებია ე.წ.
სამხრეთიდან. ამასთანავე, როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში გლობალური
21
საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები ძირითადად თვითარჩეულნი არიან და მისდევენ იმ
ფორმალურ პროცედურებსა და იცავენ თავიანთი ოპერაციების გამჭვირვალეობას და
ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე, ვის ინტერესებსაც იცავენ.
საერთო ჯამში, დემოკრატიას უკავია საკმოდ არამყარი პოზიცია თანამედროვე მმართველობის
ნებისმიერ სფეროში. დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში, წესების ჩამოყალიბება და
დანერგვა უპირველესად ხდება ელიტების ურთიერთშეჯიბრის საფუძველზე და ნაკლებად
წარმომადგენლობითი დემოკრატიის გზით. ამჟამად ბუნდოვანია როდის და როგორ მოხდება
დემოკრატიის სრული რეალიზება სულ უფრო გლობალიზებულ მსოფლიოში.

დასკვნა
გლობალიზაცია ცვალის მსოფლიო პოლიტიკის ბუნებას და მუდმივად შეაქვს მასში
ცვლილებები და დაუსრულებელი დებატების საგანს წარმოადგენს, ამიტომაც დღემდე
გრძელდება მკვლევარებს შორის დავა გლობალიზაციის დეფინიციების განსაზღვრისას.
გლობალიზაციამ მსოფლიო პოლიტიკას ახალი სივრცობრივი განზომილება მიანიჭა. ძველი
გეოგრაფიული ადგილების, მანძილების, საზღვრების დამატებით, დღეს არსებობს გლობალური
განზომილება, რომელშიც ზოგიერთი მოვლენა გარკვეულ ტერიტორიულ ფარგლებში არ
თავსდება (ე.ი. შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ ადგილზე და მანძილს მნიშვნელობა ეკარგება
(შეიძლება გადაიკვეთოს პლანეტა დროის ნებისმიერ, მოცემულ მონაკვეთში) და საზღვრებს
გარეშეა (შეიძლება იმოძრაოს ქვეყნებს შორის საზღვრებისათვის ანგარიშის გაწევის გარეშე).
გლობალიზმის არნახული მასშტაბები იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს მმართველობის
ფორმებში. ერთის მხრივ, გლობალიზაციამ დააკნინა, სუვერენიტეტის ძველი პრინციპი, თუმცა
სახელმწიფოები კვლავაც აგრძელებენ არსებობას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ
საზოგადოებრივ ცხოვრების რეგულირებაში. მეორეს მხრივ გლობალიზაციამ ხელი შეუწყო
ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ასპექტების წინ წამოწევას მსოფლიო პოლიტიკაში,
რაშიც შედის საზღვრებს გარეშე სუბსახელმწიფოებრივი ურთიერთობები,
ზეასახელმწიფოებრივი კანონები, საბაზრო ინსტიტუტების მარეგულირებელი ინიციატივები,
გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობების კამპანიები.
კითხვები და დავალებები:
1. რა არის გლობალიზაცია?
2. რომელი თანმდევი დებულებები ახასიათებთ გლობალურ ურთიერთობებსს?
3. ვინ არიან გლობაური ურთიერთობების ძირითადი აქტორები?
4. რა განაპირობებს გლობალიზმის აქტუალობის ზრდას?
5. არის თუ არა გლობალიზაცია ახალი ფენომენი მსოფლიო პოლიტიკაში
6. დაახასიათეთ გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

22
თავი 2. გლობალიზაციისა და მსოფლიო პოლიტიკის თეორიები

თეორიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში


კლასიკური რეალიზმი
ნეოკლასიკური რეალიზმი: ჰანს მორგენთაუ
ნეორეალიზმი
ლიბერალიზმი

1. თეორიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში


თეორიის როლს და საჭიროებას საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებენ,
განსაკუთრებით პრაქტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები. მიუხედავად ამისა, თეორიას აქვს
თავისი ადგილი და დატვირთვა საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების შესწავლის და
განჭვრიტვის საქმეში. თეორიის არსებობის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე ბევრი
ნაშრომებია დაწერილი. ერთ-ერთი მათგანი განსა- კუთრებულად მარტივი და ამავდროულად
დამაჯერებელი ენით გადმოსცემს თეორიის საჭიროებას და მოხმარებას საერთაშორისო
ურთიერთობებში.
ვოლტი ამბობს, რომ “არსებობს გარდაუვალი კავშირი აბსტრაქტულ სამყაროსა და პოლიტიკის
რეალურ სამყაროს შორის. ჩვენ გვჭირდება თეორია იმისათვის, რომ აზრი გამოვიტანოთ იმ
საინფორმაციო ქარბუქისაგან, რომელიც ყოველდღიურად თავს გვატყდება.” ანუ, იდეა
შემდგომში მდგომარეობს: რომ გავერკვეთ იმ ზღვა ფაქტობრივ მასალაში, რომელსაც ყოველდღე
ვღებულობთ საჭიროა გამარტივებული მოდელების ქონა. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ,
თეორია არის საშუალება სირთულეების გამოსარკვევად. ვოლტის აზრით, ის პოლიტიკოსებიც
კი, რომლებიც “ვერ იტანენ” თეორიას ეყრდნობიან თავიანთ საკუთარ თეორიას (ხშირად
გაუმხელელს) იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მსოფლიო.” ამასთანავე, ვოლტი იქვე
აღნიშნავს იმ აუცილებელ კავშირს, რომელიც უნდა არსებობოდეს თეორის შემქმნელსა (რა თქმა
უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სოციალურ თეორიებზე და არა ზუსტ
საბუნებისმეტყველო თეორიებზე) და რეალურ სამყაროს შორის. “ძნელია გაატარო კარგი
პოლიტიკა თუ შენი მაორგანიზებელი პრინციპი არის უვარგისი, ისევე როგორც ძნელია
კონსტრუირება გაუკეთო კარგ თეორიას თუ კარგად არ იცნობ რეალურ სამყაროს.”

უოლცი ამბობს, რომ: “ადამიანის (ან სახელმწიფოების) მოტივაციების განსაჭვრეტად სამყარო


საგრძნობლად უნდა გავამარტივოთ, ნიუანსები უხეშად გვერდზე გადავდოთ და რეალობა
საგრძნობლად დავამახინჯოთ. აღწერას აქვს მიდრეკილება აკურატულობისკენ/სიზუსტისკენ,
მოსაზრებები კი არის მდაბიურად ყალბი.” მოსაზრებები, რომლებზეც თეორიებია აგებული
სამყაროს რადიკალურად ამარტივებენ, მაგრამ ისინი სასარგებლოა მხოლოდ იმიტომ, რომ
სწორედ ასეთები არიან.
ჩვენ ყველა ასე თუ ისე რაღაც თეორიით ვხელმძღვანელობთ, თუმც შეიძლება ამის შესახებ არც
კი ვიცოდეთ, ან ვერ ვაცნობიერებდეთ ამას.
თეორიის ზუსტ და მრავლისმთქმელ განმარტებას გვათავაზობს კიდევ ერთი ტიტანი
საერთაშორისო პოლიტიკისა, კენეტ უოლცი. მისი თქმით, “თეორია არის ხრიკი. თეორია არის
ინტელექტუალური კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვარჩევთ ფაქტებს და ვხსნით
23
მათ. მთავარი ისაა, რომ ისე დავუკავშიროთ თეორია ფაქტებს, რომ მოგვეცეს ახსნის და
მომავლის განჭვრეტის საშუალება. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა განვასხვავებთ
თეორიას და ფაქტებს. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ თეორია ფაქტების ასახსნელად,
თუ მათ შორის განსხვავება ნათელია.”
თეორიის როლის შესახებ საერთაშორისო თეორიებში ორი მთავარი გარემოება უნდა
გავითვალისწინოთ. პირველი ის, რომ არ არსებობოს უნვიერსალური თეორია, რომელიც ყველა
პოლიტიკურ მოვლენას ერთნაირი სიზუსტით ახსნის. არის რაღაც მოლენები, რომლებსაც ესა
თუ ის თეორია ხსნის უფრო უკეთ ვიდრე სხვა რომელიმე თეორია, მაგრამ სხვა მოვლენების
ახსნაში ეს თეორია უფრო მოიკოჭლებს, ან საერთოდაც ვერ ხსნის. უოლცისავე თქმით,
“ნებისმიერი თეორია ტოვებს რაღაცას აუხსნელს”.
სოციალურ მეცნიერებებში და განსაკუთრებით პოლიტიკურ მეცნიერებებში ის თეორიები
ფასობს, რომლებიც ყველაზე მეტ მოვლენას ხსნის და ამავე დროს არის მარტივი თეორია. ასეთ
თეორიებს სოციალურ მეცნიერებებში პარსიმონიული ეწოდებათ. მაგალითად, დემოკრატიული
მშვიდობის თეორია, ანუ ის, რომ დემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთს არ ებრძვიან
უმარტივესი და მოკლე თეორიაა, მაგრამ ფაქტობრივად ხსნის ძალიან ბევრ მოვლენას.
სხვადასხვა თეორიები პარსიმონიულობის სხვადასხვა ხარისხით გამოირჩევა.
მეორე გარემოება, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ის არის, რომ
შეიძლება სხვადასხვა თეორიებმა ერთი და იგივე მოვლენა ახსნან სხვადასხვაგვარად და
მოვლენის სრულიად განსხვავებული ანალიზი შემოგვთავაზონ.
მაგალითად, როდესაც ცივი ომის დასასრულის შემდეგ ნატოს იდენტურობას საფრთხე შეექმნა
და პოლიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღებნი დადგნენ არჩევანის წინაშე, ალიანსი
დაეშალათ თუ მოეხდინათ მისი მოდიფიკაცია ახალი რეალიების მიხედვით. როდესაც 1990-91
წლებში ნათელი გახდა, რომ ალიანსი ტრანსფორმაციის გზას დაადგა, საერთაშორისო
ურთიერთობების დისციპლინის ფარგლებში ეს პროცესი სხვადასხვაგვარად იქნა ახსნილი და
მომავლის პროგნოზებიც თეორიიდან თეორიამდე იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად,
რეალისტების თვალსაზრისით, ნატოს გაფართოება იყო დასავლეთის ძალისხმევა გაეზარდა
თავისი გავლენის სფერო ტრადიციული გავლენის სფეროების მიღმა მაშინ, როდესაც რუსეთი
იყო სუსტი. რეალიზმის მიმდევრები ამბობდნენ, რომ ეს ქმედება აუცილებლად გამოიწვევდა
მწვავე რეაქციას მოსკოვის მხრიდან. ლიბერალური პერსპექტივიდან ნატოს გაფართოება იყო და
არის სტაბილურობის სფეროს გაფართოების ინსტრუმენტი, რომელიც გააძლიერებს
ახლადგამოჩეკილ დემოკრატიებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ამავდროულად
ნატოს კონფლიქტების მენეჯმენტის მექანიზმს ხელმისაწვდომს გახდის ამ არასტაბილური
რეგიონისათვის. მესამე მოსაზრება, რომელსაც ძირითადად კონსტრუქტივისტები იზიარებენ
არის ის, რომ ნატო ფართოვდება იმდენად რამდენადაც ახლად გათავისუფლებულმა
სახელმწიფოებმა აითვისეს და გაითავისეს ის ფასეულობები და პრინციპები, რომელსაც
იზიარებენ ნატოში შემავალი წევრი სახელმწიფოები დაშესაბამისად, ისინი ერთიანდებიან
ერთგვაროვნად მოაზროვნე ქვეყნების კლუბში.
ამავდროულად, ვინც უფრო მალე გაიზიარებს ევროატლანტიკურ ფასეულობებს, რომლებსაც
ეფუძნება ნატო, მით უფრო მალე გახდება ის სახელმწიფო ნატოს წევრი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიდაიმავე მოვლენას სამი სხვადასხვა თეორია ხსნის სხვადასხვაგვარად.
ამავდროულად, არც ერთი ახსნაგანმარტება არ არის მოკლებული ლოგიკურ აზრს. დასკვნა აქ
24
მხოლოდ ერთია: არც ერთ თეორიას არ შეუძლია თანამედროვე მოვლენების სირთულეების
სრულად ახსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესათუ ის თეორია უნდა უარვყოთ. პირიქით,
ჩვენ უფრო მეტი რამის ახსნის საშუალება გვეძლევა როცა გვაქვს მრავალი სხვადასხვა თეორია
ვიდრე მაშინ, როდესაც გვექნებოდა მხოლოდ ერთი უნივერსალური თეორია. ამ გარემოების
შესახებ ვოლტი აღნიშნავს, რომ “კონკურენცია თეორიებს შორის წარმოაჩენს მათ ძლიერებას და
სისუსტეს, წარმოშობს სიახლეებს და ამავდროულად ამჟღავნებს ხარვეზებს უკვე კარგად
დამკვიდრებულ სიბრძნეში.
ზემოთ ნახსენებ სტატიაშივე ვოლტი გვთავაზობს თეორიებს და მათ მოკლე აღწერას
დალაგებულს სქემატურად უკეთ აღქმისათვის, რაც ამ სამი თანამედროვე და ძირითადი
თეორიის (რეალიზმი, ლიბერალიზმი, კონსტრუქტივიზმი) სისუსტეების და სიძლიერის
შეფასების საშუალებას იძლევა.

2. მსოფლიო პოლიტიკის თეორიები


კლასიკური რეალიზმი
რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობების გაბატონებულ თეორიას წარმოადგენს, ხოლო მის
საწყისებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეიძლება მივაკვლიოთ. არსებობს სამი ძირითადი
ელემენტი, რომელიც გაიგივებულია რეალიზმთან — სტატიზმი, გადარჩენა და თვით
დახმარება.
სტატიზმი რეალიზმის საფუძველს წარმოადგენს. ამ შეხედულების შესაბამისად: ა/სახელმწიფო
მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ხოლო ყველა დანარჩენი
მოთამაშეები ნაკლები მნიშვნელობის მატარებლები არიან; ბ/სახელმწიფო “სუვერენიტეტი”
აღნიშნავს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთობის არსებობას, რომელსაც აქვს იურიდიული
ძალაუფლება თავის ტერიტორიაზე.
ყველა სახელმწიფოს უპირველეს მიზანს გადარჩენა წარმოადგენს. ესაა უპირველესი ეროვნული
ინტერესი, რომელიც ყველა პოლიტიკურმა მოღვაწემ უნდა დაიცვას. ყველა სხვა მიზნები,
ისეთები, მაგალითად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება — მეორადია (“მდაბიო
პოლიტიკა”). იმისათვის, რომ დაიცვან სახელმწიფოს უსაფრთხოება, მისმა ლიდერებმა უნდა
აღიარონ ისეთი ეთიკური კოდექსი, რომელიც აფასებს ამა თუ იმ მოქმედებას მისი შედეგის
შესაბამისად და არა იმის საფუძველზე, ის მართალია თუ ტყუილი. პოლიტიკური
რეალისტებისათვის რაიმე უნივერსალური მორალური პრინციპების არსებობის
კონკრეტიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ერთობების ფარგლებში.
თვითდახმარების პრინციპი აღიარებს, რომ არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს ნდობა საკუთარი
დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურა
დაუშვებელს ხდის მეგობრობას, ნდობასა და პატიოსნებას. არსებობს მხოლოდ მუდმივი
გაურკვევლობა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური მთავრობის არარსებობიდან.
თანაარსებობა შესაძლებელია მხოლოდ ძალთა თანაფარდობის შენარჩუნების გზით.
შეზღუდული თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ურთიერთობების დროს,
როდესაც რეალისტი სახელმწიფო მეტ მოგებას ნახულობს, ვიდრე სხვა სახელმწიფოები.
რეალისტები ხშირად იმეორებენ, რომ უკანასკნელი ოცდახუთი საუკუნის მანძილზე მსოფლიო
პოლიტიკის ხასიათი არ შეცვლილა — მის საფუძველშია ომები, რომლებიც დროებით წყდება

25
მომავალი ომებისათვის მოსამზადებლად. ისინი აგრეთვე, ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო
ურთიერთობებისათვის უწყვეტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცვლილებები.
იმავდროულად, განასხვავებენ კლასიკურ და თანამედროვე ანუ სტრუქტურულ რეალიზმს,
იგივე ნეორეალიზმს. კლასიკური (ტრადიციული) რეალიზმი არსებობდა მეოცე საუკუნის
ბიჰეივიორისტულ რევოლუციამდე. კლასიკური რეალიზმი კი ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ
ნორმატიულ ფასეულობებს, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და სახელმწიფოს
თვითგადარჩენა. ამასთანავე, კლასიკური რეალიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის
ის, რომ ამ სკოლის წარმომადგენლები, ძველი საბერძნეთიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით,
თავიანთ პოლიტიკურ ხედვას აფუძნებდნენ ადამიანის ბუნების თანდაყოლილ ბოროტებაზე და
მზაკვრობაზე, ეგრეთ წოდებულ ბნელ მხარეზე (dark side of the human nature). კლასიკური
რეალიზმის თვალსაზრისით, სწორედ ადამიანის ხასიათის ბნელი მხარე განპირობებს
პოლიტიკური რეალობის ხიფათიანობას.
ქვემოთ განვიხილავთ კლასიკური რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლებს და მათ
ნაშრომებს, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს რეალიზმის როგორც საერთაშორისო
პოლიტიკის თეორიის ჩამოყალიბებაზე.
ძველმა ბერძნემა ისტორიკოსმა თუკიდიდემ თავის ნაშრომში “ისტორია”, რომელიც
პელოპონესის ომს ეძღვნება (431-404) აღწერა ომი საბერძნეთის პოლისებს შორის. მან თავის
ნაშრომში ყურადღება გაამახვილა სახოლმწიფოთა უთანასწორობაზე.
ზოგიერთი სახელმწიფო იყო დიდი და ძლიერი, როგორიცაა ათენი, სპარტა და სპარსეთის
იმპერია, ზოგი პატარა და სუსტი. თუკიდიდე ამ უთანასწორობას განიხილავდა როგორც
ბუნებრივს და გარდაუვალს. მისი დასკვნა და გამოსავალი ამ სიტუაციიდან კი იყო ის, რომ
ყველა სახელმწიფომ, დიდმა თუ პატარამ, უნდა შეძლოს ადაპტირება მოცემული
რეალობისადმი და მოიქცეს არსებული რეალობის ადეკვატურად. თუ სახელმწიფოები ამას
შეძლებენ ისინი გადარჩებიან, თუ არა და თავიანთ არსებობას ეჭვის ქვეშ დააყენებენ და
შეიძლება განადგურდნენ კიდეც.
მისი ფილოსოფია ყველაზე კარგად ჩანს ეპიზოდიდან, რომელშიც ათენსა და მელოსს შორის
დიალოგია აღწერილი. მელოსელების ლიდერებმა მიმართეს სამართლიანობის პრინციპს,
რომლის მიხედვითაც ძლევამოსილ ათენელებს პატივი უნდა ეცათ მათი
დამოუკიდებლობისათვის, შეენარჩუნებინათ მათი რეპუტაცია და უარი ეთქვათ მათ
დაპყრობაზე. მის პასუხად ათენელების პირით თუკიდიდე გადმოგვცემს თავის ფილოსოფიას
რომელიც ნათლად ასახავს ფაქტს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის ანარქიული,
სადაც ცალკეულ სახელმწიფოებს არ აქვთ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მოიქცნენ
ძალისმიერი პოლიტიკის პრინციპების თანახმად. ამასთანავე თვითგარდარჩნა არის
უპირველესი ფასეულობა, რომელიც პატივსა და რეპუტაზიაზე მაღლა დგას და ომი არის
ყოველივეს საბოლოო არბიტრი.
ამგვარად, ათენელების პასუხი სუსტი მელოსისადმი არის ის, რომ სამართლიანობა
საერთაშორისო ურთიერთობებში განსაკუთრებული მცნებაა. იგი არ გულისხმობს
თანოსწორუფლებიანობას არამედ იმას, თუ რამდენად კარგად იცი საკუთარი კუთვნილი
ადგილი და რამდენად შეგიძლია ადაპტაცია მოახდინო სამყაროში რომლის რეალობა არის
ძალთა უთანასწორობა. “სამართლის სტანდარტი დამოკიდებულია ძალის თანასწორობაზე...

26
ძლიერნი აკეთებენ იმას, რისი ძალაც შესწევთ და სუსტნი ურიგდებიან იმას, რასაც უნდა
შეურიგდნენ.”
რენესანსის დროინდელი იტალიელი მოღვაწე ნიკოლო მაკიაველი ითვლება პოლიტიკური
რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამოდენიმე
მეტოქე ქალაქ სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური
კონფლიქტები. მისი წიგნი “მთავარი,”(The Prince), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის
შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი
ისტორიის შესწავლის ნაყოფს.
მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის
მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას,
არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობებს შეეფერება. მაკიაველს
სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების
საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა.
მაკიაველი თავის “მთავარში” ქადაგებს, რომპასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს
ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება
ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით
სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს,
რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა
სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი
ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი
ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს
საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს
უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი
გადარჩენა. მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი
მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის
სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე
მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება
სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია.
ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად
სახელწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი
ფუნდამენტური მოსაზრება.
ინგლისელი ფილოსოფოსის, თომას ჰობსის შეხედულებები ითვლება რეალიზმის
ფუნდამენტად. თავის “ლევიათანში,” ფილოსოფიური დედუქციის საშუალებით ჰობსი
ცდილობს ახსნას პოლიტკური სინამდვილის ბუნება. შესავალშივე ჰობსი ამბობს, რომ
სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მხოლოდ უფრო დიდი და უფრო ძლიერი,
ვიდრებუნებრივი ადამიანი, რომლის უსაფრთხოებისა და დაცვისათვისაც არის იგი შექმნილი.
ამ დიდ მანქანას ჰობსი უწოდებს ლევიათანს, რომელიც მისი თქმით, არის იგივე
თანამეგობრობა, იგივე სახელმწიფო.
მისი ნაშრომის მიზანია ახსნას ამ ხელოვნური ადამინის, სახელმწიფოს, ბუნება. რისგან შედგება
და რას წარმოადგენს იგი. როგორია სუვერენის უფლებები, სამართალი და ხელისუფლება. რა
27
შლის და რა ასაზრდოებს სუვერენიტეტს. იმისათვის, რომ გაიგოს პოლიტიკური ცხოვრების
ფუნდამენტური არსი ჰობსი წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის
მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო. იგი
ამ მდგომარეობას უწოდებს “ბუნებრივ მდგომარეობას” (state of nature). მისი აღწერილობით,
ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის
მხრიდან.
ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად
საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში,რომელსაც ჰობსი
აღწერს როგორც “ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,” ბუნებრივი მდგომარეობაა
“ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.” ამ “ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,”
სიტუაციიდან ჰობსი ხედავს ერთადერთ გამოსავალს, რაც არის სუვერენული სახელმწიფოს
შექმნა და ამოქმედება.
ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთდებიან ერთმანეთს და აყალიბებენ
უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას.
ესსაყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ
ბუნებრივიმდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ
ითქვას ჰობსი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე,
არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან
და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი
საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ასეთ ცივილურ
პირობებში რომელსაც ჰობსი “მშვიდობასა და წესრიგს” უწოდებს ადამაინები თავისუფლდებიან
შიშისგან და აქვთ საშუალება იღვაწონ ბედნიერებისათვის.
სახელმწიფოს შექმნა მართალია ადამიანებს აძლევს გამოსავალს ბუნებრივი მდგომარეობიდან,
მაგრამ წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პრობლემას სახელმწიფოთა
დონეზე. ერთი სიტყვით, ბუნებრივი მდგომარეობა პიროვნული დონიდან გადადის
სახელმწიფოთა დონეზე და წარმოიქნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების
პრობლემა რაც გამოწვეულია საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით. ფაქტიურად, სახეზე
გვაქვს ფენომენი, რომელიც პოლიტიკაში ცნობილია როგორც “უსაფრთხოების დილემა.” ჰობსი
ამბობს, რომ ერთი უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრით ადამიანები ძალაუნებურად იწვევენ
მეორეს.
ამ უსაფრთხოების დილემიდან გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან არ არის საშუალება იმისა,
რომ შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. სუვერენულ სახელმწიფოებს არანაირი სურვილი არ
გააჩნიათ რომ თავიანთი დამოუკიდებლობა დათმონ სხვა, გლობალური მთავრობის
სასარგებლოდ. ამ სიტუაციას ჰობსი იმით ხსნის, რომ ბუნებრივი მდგომარეობა საერთაშორისო
დონეზე არ არის ისეთი საშიში და მუქარის
მომგვრელი როგორც პიროვნულ დონეზე. სახელმწიფოებს უფრო ადვილად შეუძლიათ
ერთმანეთი დაიცვან გარეშე საფრთხისგან, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ.
ბოლო სურათი რასაც ჰობსი აღწერს არის საერთაშორისო ანარქია, რომელიც დაფუძნებულია
სუვერენულ სახელმწიფოებზე. რადგანაც სუვერენიტეტს დაცვა სჭირდება, ავტომატურად
ანარქიული სისტემა გულისხმობს ფაქტობრივ, ან პოტენციური ომის მდგომარეობას. ჰობსი

28
ამბობს, რომ ომი არის უკანასკნელი საშუალება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეაჯერონ
შეუთანხმებელი პრობლემები.
ნეოკლასიკური რეალიზმი: ჰანს მორგენთაუ
1948 წელს გამოცემული გერმანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის ჰანს
მორგენთაუს ნაშრომი “ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის”
მიჩნეულია პოლიტიკური ნაშრომების მწვერვალად. ამ ნაშრომმა დიდი ხნით განსზაღვრა
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული და პრაქტიკული ინტერესები და მთელი ამ
დარგის განვითარების შემდგომი ხასიათი.
მორგენთაუს ქვეყნების პოლიტიკა არის თუკიდიდეს, მაკიაველის და ჰობსის იდეების
გაგრძელება, თუმცა უფრო თანამედროვე ენით დაწერილი და გაჯერებული დაგროვილი
ისტორიული გამოცდილებით და პოლიტიკური სიბრძნით. თავის საფუძველში ეს წიგნი იგივე
ფუნდამენტზეა დაარსებული როგორც ზემოთ განხილული ნაშრომები, კერძოდ ის, რომ
ადამიანის ბუნება არის მტაცებლური, ბუნებრივად მზაკვარი და ბნელი, და რომ ეს ფაქტი
აისახება პოლიტიკურ ურთიერთობებზე. პოლიტიკა და ეთიკა ერთმანეთისგან შორს დგანან და,
რომ პოლიტიკური ძალა და ძლიერება არის მშვიდობის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის,
რომ მორგენთაუს რეალიზმს უწოდებენ ნეოკლასიკურ რეალიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი
რეალიზმი არის მეოცე საუკუნის განახლებული კლასიკური ტრადიცია საერთაშორისო
ურთიერთობების თეორიაში.
მორგენთაუ, ისევე როგორც მისი იდეური წინამორბედები, თვლიდა, რომ ქალები და
კაცები ბუნებით არიან პოლიტიკური ცხოველები, ისინი დაბადებულნი არიან, რათა
მოიპოვონ ძალა და დატკბნენ ძლიერების ნაყოფით. იგი ამბობდა, რომ ადამიანებს ახასიათებთ
ძალისადმი ლტოლვა (lust) და ამას უწოდებდა animus dominandi, რომელიც იწვევს გარდაუვალ
პოლიტიკურ ბრძოლას ადამიანებს შორის.
ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ იყვნენ სხვების პოლიტიკური ზეგავლენისგან
დამოუკედებელი. ეს ქმნის საჭიროებას იმისას, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური სფერო,
სადაც თავისუფული იქნებიან სხვისი პოლიტიკური დიქტატისგან. საბოლოო ვარიანტი ასეთი
სფეროსი, რომლის შიგნითაც იქნება უსაფრთხოება, არის სუვერენული სახელმწიფო. მის გარეთ
კი უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია.
მეორეს მხრივ, სისტემა, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ ელემენტებს, რომლებსაც გააჩნიათ
კერძო ინტერესები და სურვილი, დაიცვან ეს ინტერესები, წარმოშობს საჭიროებას იმისას, რომ
სახელმწიფოს შიგნით მოხდეს ძალის მობილიზება და საჭირო შემთხვევაში გამოყენება. ერთი
სიტყვით, სახელმწიფოებზე დაფუძნებულ სისტემას მივყავართ ანარქიამდე და კონფლიქტამდე.
როგორც მისი აზრობრივი წინამორბედები, ასევე მორგენთაუც ავლებს მკვეთრ ხაზს
პირად ეთიკასა და პოლიტიკას შორის და მკაცრად აკრიტიკებს მეორე მსოფლიო ომამდე
დამკვიდრებულ ვილსონისეულ ლიბერალურ პოლიტიკას, რომელიც ქადაგებდა, რომ
სახელმწიფოთა ქმედებებიც იგივე მორალური და ეთიკური სტანდარტებით უნდა განისაჯოს
როგორც ცივილზებულ ადამიანთა ურთიერთობები. მორგენთაუ ამ ყოველივეს დამღუპველად
და უპასუხისმგებლობად მიიჩნევდა. მისი აზრით, ეს იყო უდიდესი ინტელექტუალური
შეცდომა, რადგან ასეთი მიდგომა ვერ ხედავდა განსხვავებას პირად სფეროსა და სახალხო
სფეროს შორის. როგორც უკვე განვიხილეთ, პოლიტიკური რეალისტებისათვის ამ ორ სფეროს
შორის განსხვავება ფუნდამენტურია.
29
მორგენთაუ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მართვის ფუნდამენტური საფუძველია იმის ნათელი
შეგრძნება, რომ პოლიტიკური ეთიკა და პირადი ეთიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. საჭიროა
ამ ფაქტის არა უგულებელყოფა, არამედ მისი ნათლად გააზრება და ცდა, რომ ამ გამოუვალი
გარემოებიდან შეეცადო და საუკეთესო შედეგი მიიღო.
მორგენთაუ თავის ნაშრომის შესავალშივე აყალიბებს პოლიტიკური რეალზმის 6 პრინციპს,
რათა გააქარწყლოს გაუგებრობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის
პოლიტიკური რეალიზმი.
1. პოლიტიკა ფესვგადგმულია ადამიანის პერმანენტულად უცვლელ ბუნებაში, რომელიც
არის ეგოისტური და ეგოცენტრული.
2. პოლიტიკა არის ავტონომიური სფერო და არ შეიძლება მისი დაყვანა ეკონომიკამდე
(როგორც ამას მარქსიზმის მიმდევრები აკეთებენ), ან მორალამდე (როგორც ამას კანტის
ლიბერალური თეორიის მიმდევრები აკეთებენ ხოლმე). სახელმწიფო მეთაურებმა უნდა
იმოქმედონ პოლიტიკური სიბრძნის დიქტატის მიხედვით. მათთვის გზის გაგნების მთავარი
საშუალება ეროვნული ინტერესების კონცეფციაა.
3. პირადი ინტერესები არის ადამიანური არსების გამომხატველი ფაქტი. ყველა ადამიანის
პირადი ინტერესების მინიმუმი არის თვითგადარჩენა და უსაფრთხოება. პოლიტიკა არის არენა,
სადაც ეს ინტერესები გამოიხატება და ეს ინტერესები აუცილებლად ერთმანეთს შეეჯახება რაც
ადრე თუ გვიან გამოიწვევს კონფლიქტს. საერთაშორსიო პოლიტიკაც ასევე არის სახელმწიფოთა
ინტერესების შეჯახების არენა. სახელმწიფოთა ინტერესები კი იცვლება დროში და გარემოში.
რეალიზმი არის დოქტრინა, რომელიც რეაგირებას ახდენს ცვალებად პოლიტიკურ რეალობაზე.
4. საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა არის პოლიტიკური და სიტუაციური ეთიკა, რაც
ძალზედ განსხვავდება პირადი მორალისაგან. პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს თავისუფლება
მოიქცეს მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, რადგან
იგი პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და მის ხელშია მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
შესაძლებელი შედეგებიდან ყველაზე მომგებიანის შერჩევა პოლიტიკოსის უმაღლესი მიღწევაა.
5. რეალიზმი მიიჩნევს, რომ არც ერთი ერის და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ
შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად (თვით ისეთი დემოკრატიული ერისაც
კი, როგორიც არის აშშ) და არ შეიძლება ისინი ძალის გამოყენებით დაკისრებული იქნეს სხვა
სახელმწიფოზე. რეალისტები გამოდიან ამის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის
საერთაშორისო უსაფრთხოებას. შესაძლებელია, რომ რაღაც მომენტში ძალით დაკისრებულმა
იდეოლოგიამ საპირისპირო შედეგი გამოიღოს და თვით “ჯვაროსან” ქვეყანას საფრთხე შეექმნას.
6.პოლიტიკოსის უმაღლესი ზნეობა და მორალი არის მისი ქვეყნის ინტერესები.

ნეორეალიზმი
პოლიტიკური რეალიზმის ზოგადი მიმოხილვისას საერთაშორისო ურთიერთობები
წარმოგვიდგება, როგორც მკაცრი კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც არანაირი მიზეზი
არ აქვთ ერთმანეთის ნდობის მაშინ, როდესაც მათი არსებობის არსი თვითგადარჩენაა ისეთ
გარემოში სადაც ერთის დანაკარგი მეორის მონაპოვარია (zero sum game).
ჯონ მირშაიმერი გვთავაზობს რეალიზმის ყველაზე ნათელ და ამომწურავ დახასიათებას. იგი
გამოყოფს ხუთ ძირითად მოსაზრებას რომელიც აღწერს რეალიზმის მიდგომას საერთაშორისო
ურთიერთობებისადმი.
30
პირველი მოსაზრება ისაა, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია. ანუ, საერთაშორისო
სისტემის მოწყობის პრინციპი არის ანარქიული, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა შედგება
დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულებისგან (სახელმწიფოები), რომლებსაც არ ჰყავთ
ზემდგომი ხელისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს უმაღლესი მმართველი
ორგანო, ზესახელმწიფო, მაშინ როდესაც სუვერენიტეტი სახელმწიფოთა თანდაყოლილი
თვისებაა.
მეორე მოსაზერება ისაა, რომ სახელმწიფოებს ბუნებრივად თანდაყვებათ აგრესიის იარაღი,
რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ერთმანეთის წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს არის
სამხედრო შეიარაღება. თუმცა, რომ არ იყოს იარაღი, რეალიზმი ამბობს რომ ინდივდები
საომრად ხელ-ფეხს გამოიყენებდნენ.
მესამე მოსაზრება ისაა, რომ სახელმწიფოები არასდროს არ არიან დარწმუნებულნი, თუ რა
განზრახვა ამოძრავებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს გარანტია
იმისა, რომ მის წინააღმდეგ აგრესიულ იარაღს არ გამოიყენებს მეორე სახელმწიფო. შეიძლება ეს
მეორე სახელმწიფო იყოს კეთილმოსურნე და საიმედო, მაგრამ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობა
შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია განზრახვის ასი პროცენტით განსაზღვრა. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, გაურკვევლობის (უნცერტაინტყ) თავიდან აცილება შეუძლებელია როდესაც ხდება
განზრახვის შეფასება, ეს კი მარტივად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოები ვერასდროს
იქნებიან დარწმუნებულნი, რომ სხვა სახელმწიფოებს აგრესიულ იარაღებთან ერთად
აგრესიული განზრახვებიც არ აქვთ.
მეოთხე მოსაზრება ისაა, რომ სახელმწიფოთა ძირითადი მამოძრავებელი მოტივი არის
თვითგადარჩენა, რადგან მათ სურთ სუვერენიტეტის შენარჩუნება.
მეხუთე მოსაზრება ამბობს რომ სახელმწიფოები ფიქრობენ სტრატეგიულად იმაზე, თუ როგორ
გადარჩნენ საერთაშორისო სისტემაში. სახელმწიფოები არიან უმეტესად რაციონალურები.
თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ვერ განსაზღვრონ საქციელი, რადგან ისინი მოქმედებენ არასრული
ინფორმაციის სამყაროში, სადაც პოტენციურ მოწინააღმდეგეს გააჩნია საბაბი იმისა, რომ
დამალოს თავისი ნამდვილი ძალა, ან სისუსტე და დამალოს თავისი ნამდვილი განზრახვები.
აქედან გამომდინარე, მირშაიმერი გამოყოფს სახელმწიფოთა საქციელის სამ ძირთად ფორმას:
1. სახელმწიფოებს ერთმანეთის ეშინიათ, რადგან მუდმივად საშიშროების მოლოდინში
არიან სხვა სახელმწიფოების მხრიდან;
2. სახელმწიფოები დამოკიდებულნი არიან მხოლოდ საკუთარ თავზე, რადგან სხვა
სახელმწიფოები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. როგორც კენეტ უოლცი ამბობს
სახელმწიფოები მოქმედებენ “თვით დახმარების” რეჟიმში. შესაბამისად ალიანსები განიხილება
როგორც დროებთი მოვლენა და შეიძლება დღეის მოკავშირე გახდეს ხვალის მეტოქე და დღეის
მტერი ხვალის მეკავშირე. აქედან გამომდინარე, რეალისტები ასკვნიან რომ სახელმწიფოები
უნდა იყვნენ ეგოისტურები და იზრუნონ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ეს მოსაზრება
უცვლელი რჩება როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პირობებში;
3. სახელმწიფოები ცდილობენ გაზარდონ თავიანთი ფარდობითი ძლიერება (relative power)
სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. რადგან რაც მეტი აქვს სამხედრო უპირატესობა, მით უფრო
უსაფრთხოა ქვეყანა. თითოელ სახელმწიფოს აქვს სურვილი იყოს ძლიერი სამხედრო ძალა
რადგან ეს არის ყველაზე საუკეთესო გზა უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოება საშიშ
გარემოში. იგივე მოტივი ლოგიკურად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოებმა წამოიწყონ
31
ომი, როდესაც ამის საშუალება არსბობს და როდესაც მოგება სავარაუდოა. იდეალური
გამოსავალი არის იყო ჰეგემონი სისტემაში. მაშინ თვითგადარჩენა თითქმის
უზრუნველყოფილი იქნებოდა.
რეალიზმის ცენტრალური მოსაზრება, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია ისაა,
რომ ანარქია იწვევს კონკურენციას და კონფლიქტს სახელმწიფოებს შორის და ახშობს მათში
თანამშრომლობის სურვილს მაშინაც კი, როდესაც არსებობს საერთო ინტერესი. ეს მოსაზრება
მიმართულია ნეოლიბერალური თეორიების საპირისპიროდ, რომელებიც ამტკიცებენ, რომ
სახელმწიფოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ.
რეალიზმის აზრით, არსებობოს ორი მიზეზი რაც ხელს უშლის თანამშრომლობას. ესენია:
ფარდობითი მოგება (relative gains) და ღალატის საშიშროება.
სახელმწიფოები, რომლებიც ფიქრობენ თანამშრომლობაზე უნდა განსაზღვრონ, თუ
როგორ განაწილდება მოგება მონაწილეთა შორის. არის მოგების აღქმის ორი გზა: აბსოლუტური,
ან ფარდობითი მოგება. აბსოლუტური მოგება (absolute gains) ნიშნავს, რომ თითოეული მხარე
მხოლოდ დაინტერესებულია მაქსიმალური მოგებით და არ ადარდებს სხვისი მონაპოვარი.
თითოეულ მხარეს ადარდებს მეორის ქმედებები მხოლოდიმდენად, რამდენადაც მეორის
საქციელმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის მიერ მაქსიმალური მოგების მიღების
პერსპექტივაზე. ამის საპირისპიროდ ფარდობითი მოგება (relative gains) ნიშნავს, რომ
სახელმწიფოები სათვალავში იღებენ არა მარტო საკუთარ ინდივიდუალურ მოგებას, არამედ
იმას, თუ რამდენად კარგად აქვს მას საქმე სხვასთან შედარებით. რეალიზმის სამყაროში
სახელმწიფოები ყურადღებას აქცევენ ფარდობით მოგებას, რადგან სახელმწიფოების მთავარი
მიზანია თვითგადარჩენა და სუვერენინტეტის შენარჩუნება. ამიტომ, სახლემწიფოებს აქვთ შიში,
რომ დღევანდელი მეგობარი შეიძლება გახდეს ხვალინდელი მტერი. ამიტომ თანამშრომლობა,
რომელიც ორივეს ხელს აძლევს არასასურველია, რადგანაც ეს მის პოტენციურ მტერს
აძლიერებს.
აქიდან გამომდინარე, სახელმწიფოები მკაცრად აკვირდებიან მათი პარტნიორების მოგებას, რაც
ზღუდავს მათ შორის თანამშრომლობას.
ღალატი ასევე ზღუდავს თანამშრომლობის პერსპექტივებს. სახელმწიფოებს ეშინიათ, რომ
შეიძლება მეორე პარტნიორმა მოიტყუს და ამით მისი ფარდობითი ძალა გაიზარდოს. რადგანაც,
რელიზმის თვალთახედვით სახელმწიფოები ზრუნავენ ძალთაბალანსის შენარჩუნებაზე ისინი
განსაკუთრებით ფრთხილობენ, რომ არ მოტყუვდნენ სხვა სახელმწიოფოების მიერ და ასევე
ზრუნავენ ფარდობით მოგებაზე. ეს ყოველივე ართულებს თანამშრომლობას.
სტრუქტურული რეალიზმი
60-70 წლებში წამოჭრილმა მეორე დებატებმა საერთაშორისო ურთიერთობებში
პოზიტივისტებსა და ბიჰეივიორისტებს შორის გარდამტეხი გავლენა იქონია რეალიზმზე,
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე. ამ პერიოდში სათავე დაედო
ნეორეალიზმს, რომლის მიდგომა რეალიზმისადმი როგორც თეორიისადმი იყო უფრო
მეთოდოლოგიური, უფრო მეცნიერული, და არა ნორმატიული, როგორც ეს კლასიკურ
რეალიზმს ახასიათებდა.
ნეორეალიზმის მამათავრად ითვლება ქენეთ უოლცი, რომლის საყოველთაოდ აღიარებული
ნაშრომი “საერთაშორისო პოლიტიკის თეორია” (1979) განავითარებს სრულიად განსხვავებულ

32
რეალიზმს. უოლცის მეთოდოლოგია განმსჭვალული იყო ამბიციებით, რომ საერთაშორისო
ურთიერთობები გამხდარიყო სამეცნიერო დისცპილინა.
მაშასადამე, უოლცის მთავარი მცდელობა ის იყო, რომ ჩამოეყალიბებინა კანონის მაგვარი
მცნებები საერთაშორისო ურთიერთობებში და ამით ამ დისციპლინისათვის
მეცნიერული ელფერი მიეცა. უოლცი ამბობს რომ საერთაშორისო პოლიტიკის თეორია ისევე
შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც სხვა ნებისმიერი თეორია. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა,
საჭიროა:
 საერთაშორისო პოლიტიკა აღვიქვათ როგორც განცალკევებული სფერო ან არეალი;
 უნდა აღმოვაჩინოთ კანონზომიერებათა მაგვარი წესები მასში (law like statements) და,
შევიმუშავოთ დაკვირვების შედეგად გამოვლენილი კანონზომიერების ახსნის გზები.
ასეთ კანონზომიერებებად უოლცმა მიიჩნია სახელმწიფოთა საქციელი, რომელიც ყველაზე
კარგად ე.წ. რეალპოლიტიკით არის ახსნილი. კერძოდ, სახელმწიფო ინტერესების უზენაესობა,
კონკურენციის დარეგულირება (რაშიც ძალთა ბალანსი მოიაზრება), ძალის პრიმატი და ასე
შემდეგ. ანუ, ესენია მეთოდები, რომლებიც არ იცვლებიან მიუხედავად იმისა, რომ მათ
განსხვავებული პიროვნებები და სახელმწიფოები იყენებენ. ამ მეთოდების განმეორებითობას
უოლცი ხსნის საერთაშორისო სისტემის ხასიათით. ამით იგი ავლებს მტკიცე ზღვარს
კლასიკურ/ნეოკლასიკურ და ნეორეალიზმს შორის.
კლასიკური რეალისტების და მორგენთაუსგან განსხვავებით, რომლებიც საუბრობენ
სახელმწიფოს მართვის ეთიკაზე, ადამიანის ბუნებაზე, საგარეო პოლიტიკის წარმოებისას
წამოჭრილ მორალურ დილემაზე, უოლცი არ ახსენებს არც ერთ მათგანს და მთლიანად ახდენს
ფოკუსირებას საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურაზე და ამ სტრუქტურის ზეგავლენაზე
საერთაშორისო ურთიერთობებზე. იგი საერთაშორისო პოლიტიკას, მასში არსებულ
კანონზომიერებებს და სახელმწიფოთა ქცევის წესებს ხსნის სტრუქტურის თავისებურებით.
როგორც უკვე ითქვა, უოლცის თეორიული ფოკუსი იყო განეცალკევებინა საერთაშორისო
პოლიტიკა სხვა სფეროებისგან. ამისათვის მან ჩამოაყალიბა საერთაშორისო პოლიტიკის (სპ)
სტრუქტურის, სისტემის და სისტემის ელემენტების მცნება. იმისათვის, რომ გავიგოთ
უოლცისეული ნეორეალიზმი, სათითაოდ ავხსნათ ის ძირითადი კონცეფციები, რომლებსაც
უოლცი გვთავაზობს:
სისტემა შედგება სტრუქტურისა და ურთიერთმომქმედი ელემენტებისაგან.
სტრუქტურა მოიცავს მთელს სისტემას და საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ სისტემაზე,
როგორც მთლიანობაზე. სრუქტურა განსაზღვრავს თუ როგორ არიან მოწყობილი სისტემის
შემადგენელი ნაწილები, ელემენტები.
ამავდროულად, უოლცის მიხედვით ამ შემთხვევაში სტრუქტურა არ ნიშნავს პოლიტიკური
ინსტიტუტების ერთობლიობას, არამედ იმას თუ როგორ არიან ისინი მოწყობილნი.
მაშასადამე, უოლცი საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურას განსაზღვრავს
სამ ელემენტზე დაყრდნობით:
1. მოწყობის პრინციპი;
2. შემადგენელი ელემენტების ხასიათი;
3. ძალთა განაწილება.

33
1. მოწყობის პრინციპის მიხედვით სპ სისტემა არის დეცენტრალიზებული დაანარქიული. ეს
იმით არის განპირობებული, რომ არ არსებობს უზენაესი მმარ-თველობა/მთავრობა, რომელიც
დაარეგულირებდა ურთიერთობებს სისტემის შემადგენელ ელემენტებს შორის.
უოლცი ხსნის, თუ როგორ შეიძლება წესრიგის არარსებობა, ე.ი. ანარქიულობა ჩაითვალოს
წესრიგად, პოზიტივისტური ეკონომიკის მოდელის გამოყენებით. მაგალითად, ეკონომიკაში
საუბრობენ ეკონომიკურ ადამიანზე, რომელიც მიმართულია მოგების მაქსიმიზაციისაკენ და
საუბრობენ ბაზრებზე. მაგრამ ბაზრები წარმოიშობა სპონტანურად, წინასწარი განზრახვის
გარეშე. იგი წარმოიშობა ინდივიდუალური ელემენტების: ადამიანების და ფირმების
ურთიერთქმედების შედეგად. შექმნისთანავე ბაზრები გველინებიან როგორც ცალკე ძალა,
რომლის გაკონტროლება სისტემის ელემენტებს აღარ ძალუძთ. ბაზრები ზღუდავენ და
განაპირობებენ ელემენტების ქცევის წესებს, რაც განაპირობებს მათ ბედს. ზოგი კოტრდება,
ზოგი კი მდიდრდება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, “ინდივიდუალური ელემენტები იქცევიან
თვითნებურად.
მსგავი ელემენტების ერთგვაროვანი ქმედებებისას წარმოიქმნება სტრუქტურა, რომელიც
ზღუდავს თითოეულ მათგანს. ჩამოყალიბების შემდეგ ბაზარი ხდება ცალკე ძალა, ძალა,
რომელსაც მისი შემადგენელი ელემენტების ცალკეული, ან თუნდაც პატარა ჯგუფებად
მოქმედება ვერ აკონტროლებს. ამის მაგივრად, მცირე თუ დიდი მასშტაბით იმდენად
რამდენადაც საბაზრო პირობები განსხვავდება, შემქმნელები, რომელთა საქმიანობამაც შექმნა
ბაზარი ხდებიან მისი ქმნილებები.” იგივენაირად, საერთაშორისო პოლიტიკა იქმნება მისი
შემადგენელი, თავისთავზე მზრუნავი ელემენტების თანაქმედების შედეგად. ეს ელემენტები
არიან ამათუიმ ეპოქის წამყვანი პოლიტიკური მონაწილეები: ქალქ-სახელმწიფო იქნება ეს,
იმპერია, თუ თანამედროვე სახელმწიფო. სტრუქტურა წარმოიშობა სახელმწიფოთა
თანაარსებობიდან.
უოლცი თვლის, რომ ყველა სახელმწიფოს მიზანია გადარჩენა. იგი აღიარებს, რომ
სახელმწიფოებს აქვთ უამრავი სხვა მიზანი, მაგრამ აღნიშნავს, რომ თვითგადარჩენა არის ყველა
სხვა მიზნის განხორციელებისათვის საჭირო პრერეკვიზიტი.
2. ელემენტების ხასიათი
უოლცის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სტრუქტურა განისაზღვრება
არა ყველა მოქმედი ელემენტის მიერ, არამედ მთავარი მოქმედი ელემენტების მიერ,
რომლებიც არიან სახელმწიფოები. მიუხედავად იმისა, რომ ნეორეალიზმი აღიარებს სხვა არა-
სახელმწიფო აქტორების არსებობას, როგორებიცაა საერთაშორისო ორგანიზაციები,
ტრანსნაციონალური კორპორაციები და სხვა მონაწილეები, მისი მიდგომა საერთაშორისო
პოლიტიკისადმი არის სახელმწიფო-ცენტრული. უოლცი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები
ქმნიან თამაშის წესებს ყველასათვის. შეიძლება ისინი უმნიშვნელოდ ჩაერიონ არასახელმწიფო
მონაწილეთა საქმიანობაში დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა
სახელმწიფოები აწესებენ ურთიერთქმედების წესებს, ან პასიურობით, რომელიც უფლებას
იძლევა არაფორმარული წესების განვითარებისა, ან აქტიური ჩარევით და იმ წესების შეცვლით,
რომლებიც მათ, სახელმწიფოებს, აღარ აწყობთ.
როდესაც ამის საჭიროება იქმნება სახელმწიფოები ცვლიან წესებს, რომლებიც არეგულირებს
მონაწილეთა ურთიერთობებს.
აქიდან გამომგდინარე, უოლცი ასკვნის, რომ სახელმწიფოები არიან ის ელემენტები,
34
რომელთა ურთიერთქმედება ქმნის საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურას და რომ ეს ასე
იქნება დიდი ხნის განმავლობაში.
უოლცი ასევე ამტკიცებს, რომ სახლემწიფოები არიან მსგავსნი, იმდენად რამდენადაც
თითოეული სახლემწიფო არის სუვერენული. მისი თქმით, სუვერენიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ
სახელმწიფოები არ განიცდიან სხვა სახელმწიფოების ანაქტორების ზეგავლენას. სუვერენიტეტი
და სხვაზე დამოკიდებულება არ არის შეუთავსებელი და დაპირისპირებული მცნებები.
სახელმწიფოს სუვერენულობა ნიშნავს, რომ მას აქვს არჩევანი გადაწყვიტოს, როგორ
გაუმკლავდეს საშინაო, თუ საგარეო პრობლემებს. ეს არჩევანი ასევე გულისხმობს სხივსთვის
დახმარების თხოვნას და ამით საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას.
“თითოეული სახელმწიფო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფო, არის სუვერენული
პოლიტიკური ერთეული.” მიუხედავად ამ მსგავსებისა, სახელმწიფოები განსხვავდებიან
კიდევაც. მაგრამ ისინი განსხვავდებიან არა ფუნქციების, არამედ შესაძლებლობების მიხედვით.
თითოეული სახელმწიფო ასრულებს მსგავს ფუნქციებს, მაგრამ თავიანთი შესაძლებლობების
ფარგლებში.
მოკლედ რომ ითქვას, საერთაშორისო სისტემის მთავარი მოქემდი ელემენტები არიან ერთი და
იმავე ფუნქციების მქონე სუვერენული სახელმწიფოები, რომლებიც
ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი შესაძლებლობებით.

3. შესაძლებლობათა განაწილება
საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის დამახასიათებელი მესამე ელემენტი არის ძალთა
გადანაწილება. ფუნქციურად მონაწილეები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
მათი განმასხვავეებელი ნიშანია მათი განსხვავებული შესაძლებლობები შეასრულონ
ერთი და იგივე ამოცანა. სისტემის ეს მესამე ელემენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ძალაზე
და ძლიერებაზეა დაფუძნებული. უოლცის თქმით, “სტრუქტურებს
განსაზღვრავს არა მათში წარმოდგენილი ყველა მონაწილე, არამედ მონაწილეთა შორის
ყველაზე უფრო ძლიერები.” პოლიტიკური სისტემები ერთმანეთისგან გასნხვავდებიან იმის და
მიხედვით, თუ რამდენი ძლიერი სახელმწიფოა მასში. პოლიტიკური სისტემა იცლება, როდესაც
იცვლება ძალთა განაწილება ელემენტებს შორის. სტრუქტურის ცვლილება ასევე ცვლის
თამაშის წესებს და მისი შემადგენელი ელემენტების საქციელს, რომელთა ურთიერთქმედებაც
უკვე სხვაგვარ შედეგებს იძლევა.
მაშასადამე, ნეორეალიზმის თეორიიდან გამოდინარე არსებობს კანონზომიერებები/
მეთოდები საერთაშორისო პოლიტიკაში, რომლებიც მეორედება მიუხედავად იმისა, რომ მათ
სხვადასხვა ადამიანები და სახელმწიფოები იყენებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ
სახელმწიფოები მოქმედებენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ანუ
“თითოეული სახელმწიფო აწესებს მოქმედების კურსს, რომელიც მისი აზრით საუკეთესოდ
მოემსახურება მის ეროვნულ ინტერესებეს.”
უზენაესი ეროვნული ინტერესი კი არის უსაფრთხოება და თვითგადარჩენა რაც მჭიდროდ არის
დაკავშირებული ძალასთან და ძლიერებასთან. “საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა და
ძლიერება იგივე როლს ასრულებს, რასაც საბაზრო ეკონომიკაში ფული.”
პოლიტიკის წარმატებულობა უოლცის თვალსაზრისით, განისაზღვრება სახელმწიფოს
შენარჩუნებით და გაძლიერებით და ვინაიდან და რადგანაც საერთაშორისო პოლიტიკური
35
სისტემა არის ანარქიული, რომელიც არის მისი შემადგენელი ერთეულების მოქმედების
განმსაზღვრელი, ამიტომ არის, რომ სახელმწიფოები დროისა დაპიროვნებების ცვლის
მიუხედავად ქცევის ერთგვაროვან მეთოდებს იყენებენ.
ანარქიის პირობებში სახელმწიფოებმა თვითონ უნდა მიხედონ საკუთარ თავს. ამის
გამოა, რომ სახელმწიფოები, განსაკუთრებით ძლიერი სახელმწიფოები, იღწვიან სისტემაში
არსებული ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. თუ ძალთა ბალანსი შეიცვლა, მაშინ შეიცვლება
სისტემაც. სისტემის ცვლილების ტიპიური გამომწვევი მიზეზი არის დიდ სახელმწიფოებს
შორის ომი. ძალთა ბალანსის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ანარქიულ სისტემაში ყოველთვის
არის ომის საშიშროება.
უოლცი გამოყოფს ორი სახის სიტემას, ბიპოლარულს, რომელიც არსებობდა ცივი ომის დროს
და მულტიპოლარულს, რომელიც არსებობოდა ცივ ომამდე და ცივი ომის შემდეგ. უოლცის
აზრით, ბიპოლარული სისტემა არის უფრო სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო, ვიდრე
მულტიპოლარული, რადგან “მხოლოდ ორი ძლიერი სახელმწიფოს არსებობისას
მოსალოდნელია, რომ ორივე იმოქმედებს სისტემის შესანარჩუნებლად,” ვინაიდან და რადგანაც
სისტემის შენარჩუნებით ისინი ასევე ინარჩუნებენ საკუთარ სტატუსს.

ნეორეალიზმი ცივი ომის შემდეგ


ცივი ომის დამთავრების შემდეგ ნეორეალიზმი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ყველაზე
ძლიერი დარტყმა ნეორეალიზმს მიაყენა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად ნეორეალისტების
მტკიცებისა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს არსებობა არათუ არ
შეუწყვეტია, არამედ ტრანსფორმაცია განიცადა და ახალი წევრებიც მიიერთა. მწვავე
კრიტიკის საგანი გახდა ასევე ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდ
სახელმწიფოებს შორის ომი არ ყოფილა მიუხედავად უოლცის და სხვა ნეორეალისტების
მტკიცებისა. თანამედროვე საერთაშორისო ურთერთობების განვითარებამ წარმოშვა სხვა,
არანაკლებ მწვავე კრიტიკის საფუძვლები. მაგალითად, ბევრი ამტკიცებს, რომ ხდება
საერთაშორისო პოლიტიკის გარდაქმნა და რეალიზმის მნიშვნელობა აფსურდული ხდება
დემოკრატიის გავრცელების ფონზე (democratic peace theory). ასვე, კომპლექსური
ურთიერთდამოკიდებულება დიდ სახელმწიფოთა შორის ომს წარმოუდგენელს ხდის (complex
interdependence) და რომ ინსტიტუტები აადვილებენ თანამშრომლობას რაც პრობლემების
ძალადობის გარეშე მოგვარების საშუალებას იძლევა (liberal institutionalism).
ყველა ეს თეორია რეალიზმის წინააღმდეგ არის მიმართული და მწვავე დებატები ამ
თეორიული სკოლის წარმომადგენლებს შორის დღემდე არ წყდება.
ამ კრიტიკის საპასუხოდ და თავისი სტრუქტურული რეალიზმის დასაცავად უოლცის
ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სტრუქტურული რეალიზმი ჯერ კიდევ
აქტუალურია, ვინაიდან და რადგანაც საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა არ შეცვლილა. იგი
ამბობს, რომ ცვლილებები მოხდა სისტემის შიგნით, მაგრამ თვითონ
სიტემა არ შეცვლილა. სტრუქტურული რეალიზმი გაქარწყლდება მაშინ, როდესაც შეიცვლება
საერთაშორისო პოლიტიკა. ეს კი მანამ არ მოხდება, სანამ საერთაშორისო სისტემა შედგება
სახელმწიფოებისგან, რომლებსაც მხოლოდ თვითდახმარების იმედი აქვთ. “ყოველთვის,
როდესაც მშვიდობა მყარდება, ხალხი თავს წამოყოფს და

36
ამტკიცებს, რომ რეალიზმი მკვდარია. ეს იგივეა, რომ თქვა, საერთაშორისო პოლიტიკამ
ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ მსოფლიოს ტრანსფორმაცია არ განუცდია.
საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურა მხოლოდ გადაკეთდა საბჭოთა კავშირის გაქრობით,
და ცოტახნით მოგვიწევს უნიპოლარულში ცხოვრება.”
უოლცი ამტკიცებს, რომ სტრუქტურული თეორიის მიხედვით უნიპოლარული სისტემა
ყველაზე ხანმოკლეა ორი მიზეზის გამო: პირველი, დომინანტური ძალები თავისთავზე ძალიან
ბევრს იღებენ და საბოლოოდ თავიანთ თავს ასუსტებენ და მეორე, რაც არ უნდა რბილად და
მოზომილად მოიქცეს დომინატური ძალა სუსტი სახელმწიფოები მაინც ეცდებიან მისი
ძლიერების დაბალანსებას. ადრე თუ გვიან ძალთა ბალანსი აღსდგება. ნეორეალიზმის
ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ვერ ამბობს ზუსტად როდის. უოლცი ამტკიცებს, რომ
დამაბალანსებელი ტენდენციები უკვე შეიმჩნევა. უოლცის თქმით მომავალი ძლიერი
სახელმწიფოები, რომლებიც აღადგენენ ძალთა ბალანსს არიან ევროკავშირი ან გერმანია,
რომელიც კოალიციას ჩაუდგება სათავეში; ასევე ჩინეთი, იაპონია და უფრო შორეულ მომავალში
რუსეთი. ნეორეალიზმის კიდევ ერთი დამცველი არის ჯონ მირშაიმერი, რომელმაც თავის
ფართოდ განხილულ სტატიაში, “მომავალში დაბრუნება: არასტაბილურობა ევროპაში ცივი
ომის შემდეგ,” გააგრძელა უოლცის ნეორეალისტური არგუმენტი და გამოთქვა პრეტენზია, რომ
ნეორელიზმი არის თეორია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალი მოვლენების
განსაჭვრეტად.
მირშაიმერმა განამტკიცა მოსაზრება, რომ ბიპოლარული სისტემა არის უფრო სტაბილური,
ვიდრე მულტიპოლარული. მირშაიმერის აზრით, როდესაც სისტემა იცვლება ბიპოლარულიდან
მულტიპოლარულით, უნდა მოველოდეთ გახშირებულ ძალადობას და ომებს. იგი ამბობს, რომ
სუპერ სახელმწიფოს არარსებობა ევროპაში გამოიწვევს ძალადობისადმი გაზრდილ
მიდრეკილებას ვიდრე გასული 45 წლის განმავლობაში, თუმცა არა ისეთ მწვავეს, როგორც ეს
საუკუნის პირველი 45 წლის განმავლობაში იყო. ძლიერი სახელმწიფოების გამოსვლა ევროპის
შუაგულიდან გზას გაუხსნის ახალი მულტიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც
შედგება ხუთი ძლიერი სახელმწიფოს და რამოდენიმე პატარა სახელმწიფოსგან. ამ სისტემას
მიდრეკილება ექნება არასტაბილურობისაკენ. ასევე, ატომური არსენალის შემცირება გამოიწვევს
ატომური იარაღის შემაკავებელი ეფექტის შემცირებას, რაც გამოიწვევს არასტაბილურობას.
მირშაიმერი აკეთებს ცოტა არ იყოს სენსაციურ განცხადებას, რომ რადგან დასავლეთი
დაინტერესებულია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებით ევროპაში, იგი
დაინტერესებულია ცივი ომის დროინდელი კონფრონტაციის შენარჩუნებით.
როგორც ჯეკსონი და სორენსენი ასკვნიან, მირშაიმერის წინასწარმეტყველებებიდან
ზოგიერთი გამრთლდა, მაგალითად ევროპაში ადგილი ჰქონდა გაზრდილ ძალადობას
(ბალკანეთი, რუსეთი, კავკასიის ქვეყნები), მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ეს
კონფლიქტი არ მომხდა ცენტრალურ ევროპაში როგორც ეს მირშაიმერმა მოიაზრა.
თავდაცვითი და თავდასხმითი რეალიზმი
მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული რეალიზმი ასე თუ ისე განიხილება როგორც შეკრული
თეორია, მასში მაინც გამოყოფენ ორ მიმდინარეობას, თავდაცვით და თავდასხმით რეალიზმს.
თავდაცვითი რეალიზმის აპოლოგეტებად ითვლებიან უპირველეს ყოვლისა კენეტ უოლცი,
თავისი საერთაშორისო პოლიტიკის თეორიით, ასევე რობერტ ჯერვისი, ჯეკ სნაიდერი და
სტივენ ვან ევერა. თავდასხმით რეალიზმს არც ისე ბევრი მომხრეები ჰყავს. მისი ყველაზე
37
თვალსაჩინო და ერთგული წარმომადგენელი არის ჯეიმს მირშაიმერი, რომლის წიგნი, “ძლიერი
სახელმწიფოების პოლიტიკის ტრაგედია,” თავდასხმითი რეალიზმის გაღრმავებას და
შესწავლას ეძღვნება.
როგორც უკვე იქნა განხილული, რეალიზმი ეყრდნობა სამ ძირითად მოსაზრებას. პირველი ის
არის, რომ სახელმწიფოები არიან ძირითადი აქტორები, და მათგან რეალისტები ფოკუსს
ახდენენ ძლიერ სახელმწიფოებზე, რადგანაც ისინი დომინირებენ საერთაშორისო პოლიტიკას
და ხშირად უდიდესი მოვლენების ინიციატორები არიან. მეორე პრინციპი - სახელმწიფოების
ქმედებები განპირობებულია სისტემის სტრუქტურით და არ არის დამოკიდებული
სახელმწიფოს შინაგან ხასიათზე. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, არ არსებობს ცუდი და კარგი
სახელმწიფო, რადგან საბოლოო ჯამში ყველა სახელმწიფო, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის
რეჟიმი მართავს მას და რა კულტურა და პოლიტიკური სისტემა გააჩნია, ერთი და იგივე
ლოგიკით ხელმძღვანელობს, რომელიც არის თვითგადარჩენა. მესამე, რეალისტებს მიიჩნიათ,
რომ სახელმწიფოებისთვის ყველაზე მნიშნელვანია ძალა და ძლიერება და სახელმწიფოები
ერთმანეთს ეჯიბრებიან ძალაუფლებისათვის. ამ კონკურენციას ხშირად ომამდე მივყავართ, რაც
რეალისტებისათვის თუმც არასასიამოვნო, მაგრამ მაინც ბუნებრივი მოვლენაა. კარლ ფონ
კლაუზევიცის კარგად ცნობილ სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ომი არის პოლიტიკის გაგრძელება
სხვა საშუალებებით. სტრუქტურული რეალიზმის მიხედვით სახელმწიფოები ილტვიან
ძალაუფლებისაკენ რადგან იგი არის გადარჩენის ერთადერთი სანდო საშუალება ანარქიის
პირობებში. ძალაუფლება უდრის უსაფრთხოებას.
თავდაცვითი და თავდასხმითი რეალიზმი, რა თქმა უნდა არის საერთაშორისო პოლიტიკის
სტრუქტურული თეორია. ისინი იზიარებენ ზემოთ ჩამოთვლილ ფუნდამენტურ იდეებს
საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ. მხოლოდ, მათი გზები იყრება,როდესაც ჯერი მიდგება
ძალაზე და ძალაუფლებაზე. თავდასხმითი რეალიზმი გამოეყოფა თავდაცვით რეალიზმს
იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ძალა ესაჭიროება, ან ყოფნის სახელმწიფოებს.
თავდაცვითი რეალიზმის აპოლოგეტები თვლიან, რომ საერთაშორისო სტრუქტურა ისე არის
მოწყობილი, რომ სახელმწიფოებს აქვთ ცოტა საბაბი (ინცენტივე) იმისათვის, რომ მათ უფრო
მეტი ძალაუფლება მოიხვეჭონ. ნაცვლად ამისა, თავდაცვითი რეალიზმი ამტკიცებს, რომ
სახელმწიფოები იბრძვიან სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად და დიდ ყურადღებას აქცევენ
ძალთა ბალანსს სისტემაში. აქედან გამომდინარე, თავდაცვითი რეალიზმის მიხედვით
სახელმწიფოთა მთავარი მიზანია ძალის შენარჩუნება და არა გაზრდა. თავდასხმითი რეალიზმი
კი ამის საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ არ არსებობს სტატუს-კვო სახელმწიფოები.
საერთაშორსიო სისტემა ქვეყნებს სთავაზობს საკმარის მიზეზებს/შესაძლებლობებს იმისათვის,
რომ ისინი ყოველთვის ილტვოდნენ თავიანთი ძლიერების გაზრდისაკენ სხვა სახელმწიფოების
ხარჯზე და გამოიყენონ ისეთი სიტუაციები, როდესაც წამოწყების ღირებულება/შედეგი
აღემატება დანახარჯებს (cost-benefit calculation). ამრიგად, თავდასხმითი რეალიზმის
თვალსაზრისით სახელმწიფოთა საბოლოო და უზენაესი მიზანია იყოს ჰეგემონი სისტემაში.
რეალიზმის ამ ორ მიმდინარეობად დაყოფას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგანაც
ორივე - თავდასხმითი და თავდაცვითი თეორია, ცდილობს პასუხი გასცეს საერთაშორისო
ურთიერთობების ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა ომი და მშვიდობა. მაგალითად,
ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ მართლა როგორ არის საერთაშორისო პოლიტიკა
მოწყობილი. რა უფრო ადარდებთ სახელმწიფოებს: თავიანთი სტატუს-კვოს და შესაბამისად
38
სისტემაში ძალთა ბალანსის შენარჩუნება, თუ თავიანთი ძალაუფლების გაზრდა ნებისმიერი
საშუალებებით და იმდენი ძლიერების დამატება რამდენიც ხელ ეწიფებად. ამ ორ განსხვავებულ
თეორიულ ხედვას ჩვენთვის რა თქმა უნდა აქვს ის ძირითადი მნიშვნელობა, რომ მათი
საშუალებით უდნა ავხსნათ სახელმწიფოთა საქციელი წარსულში და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, მომავალში.
ისინი საკუთარ თეორიულ პრინციპებზე დაყრდნობით ხსნიან, თუ რატომ ხდება ომები, როდის
უფრო შესაძლებელია სახელმწიფოები წავიდნენ ომში და როდის არა. მართლა იყენებენ თუ არა
სახლემწიფოები ყველა მომენტს იმისათვის, რომ გაზარდონ თავიანთი ძლიერება და რა
შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მსოფლიო უფრო სტაბილური გახდეს და ასე შემდეგ.
ზოგიერთი თეორეტიკოსები, მაგალითად, როგორიცაა რობერტ ჯერვისი, ჯეკ სნაიდერი და
სტივენ ვან ევერა ყურადღებას ამახვილებენ ერთგვარ სტრუქტურულ
კონცეფციაზე, რომელსაც უწოდებენ თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსს (offensedefense
balance). ამ იდეის დედააზრი ის არის, რომ სამხედრო ძლიერება ნებისმიერ დროს შეიძლება
იქნეს კლასიფიცირებული ან თავდასხმის სასარგებლოდ, ან თავდაცვის სასარგებლოდ. თუ
თავდაცვას აქვს ნათელი უპირატესობა თავდასხმასთან შედარებით დაპყრობის წარმოება არის
უფრო რთული და შესაბამისად დიდ სახელმწიფოებს აქვთ ნაკლები მოტივი, რომ გამოიყენონ
ძალა. ამის ნაცვლად ისინი ყურადღებას გადაიტანენ იმის შენარჩუნებაზე, რაც მათ უკვე
გააჩნიათ. და პირიქით, თუ თავდასხმა არის უფრო იოლი, სახელმწიფოები განიცდიან
ცდუნებას დაიპყრონ ერთმანეთი ძლიერების გაზრდის მიზნით. ეს ხდება სისტემაში უამრავი
ომების გამომწვევი მიზეზი.
ვან ევერას მიხედვით, ომის საშიშროება არის უფრო მაღალი როდესაც დაპყრობის წარმოება
არის ადვილი და შესაბამისად ცვლილება თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსში დიდ
ზეგავლენას ახდენს ომის ალბათობაზე. იგი გამოჰყოფს ომის გამომწვევ 10 მიზეზს, როდესაც
თავდასხმა არის დომინანტური:
 ოპორტუნისტური ექსპანსია;
 თავდაცვითი ექსპანსია;
 თავდასხმისაგან აქტიური თავისდაცვა;
 პირველი დარტყმა უფრო მომგებიანია — პრევენტიული ომების საშიშროება;
 მეტი შანსები — მეტი სირთულეები;
 დიპლომატიური ტაქტიკები რომლებიც ომის გამომწვევ მიზეზებად
 გვევლინებიან;
 სახელმწიფოები ნაკლებად შედიან მოლაპარაკებებში და აღწევენ უფრო ნაკლებ 8.
სახელმწიფოები უფრო გასაიდუმლოების პოლიტიკას მისდევენ;
 სახელმწიფოები უფრო აქტიურ და სწრაფ შეიარაღებას ეწევიან;
 თავდასხმა უფრო და უფრო ადვილდება.
ვან ევერა ფიქრობს, რომ თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსის ცვალებადობაზე ზეგავლენას
ახდენს შემდეგი ფაქტორები: სამხედრო ტექნოლოგია და დოქტრინა, გეოგრაფია, ეროვნულ-
სოციალური სტრუქტურა და დიპლომატიური გარემოებები (კერძოდ, თავდაცვითი ალიანსები
და დამაბალანსებელი აქტები ხმელეთსგაღმა ძლიერი სახელმწიფოების მიერ). თავდასხმისა და
თავდაცვის ჯამური ბალანსი ამ ფაქტორების საერთო ჯამზეა დამოკიდებული.
სამხედრო ფაქტორები
39
სამხედრო ტექნოლოგიები, დოქტრინა, ძალთა სტრუქტურა და განლაგება, ეს ყველაფერი
გავლენას ახდენს თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსზე. მაგალითისთვის ვან ევერა ამბობს,
რომ პირველ მსოფლიო ომამდე თავდაცვას ქონდა უპირატესობა, რადგან ამ დროს გამოიგონეს
მცირე ზომის იარაღები, რკინიგზა და მავთულხლართი, რომლებიც თავდაცვის საშუალებებად
გამოიყენებოდა. 1919-1945 წლებში თავდასხმის პოტენციალი აღსდგა მოტომსროლელი
ბრიგადების და თავდასხმის დოქტრინის — ბლიცკრიგის შემოღების შედეგად. ამ ყოველივემ
დაძლია ზემოთ მოცემული თავდაცვის საშუალებები. 1945 წლის შემდეგ თერმოატმოური
იარაღების გამოგონების შედეგად
თავდაცვის პოტენციალი აღსდგა, ამჯერად, დიდი უპირატესობით.
ვან ევერა ასევე აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია და დოქტრინა კომბინირებულად საზღვრავენ
თავდასხმის და თავდაცვის მოქცევებს, მაგრამ ზოგჯერ დოქტრინა და ტექნოლოგია ერთმანეთს
არ შეესაბამება. მაგალითად, 1945-1991 წლებში, სუპერ სახელმწიფოებს ჰქონდათ თავდასხმითი
დოქტრინები, მაგრამ ვერ მოძებნეს ეფექტური კონტრ-იარაღი ატომური იარაღის წინააღმდეგ.
შესაბამისად, მათი მოქმედებები არ იყო თავდასხმითი.
გეოგრაფია
გეოგრაფიულად ძნელად მისადგომი საზღვრები არის უფრო ძნელად დასაპყრობი. თუ
სახელმწიფო საზღვრები ემთხვევა ოკეანეს, ტბებს, მთებს, ფართო მდინარეებს, ჯუნგლებს,
უდაბნოებს და სხვა ბუნებრივ ბარიერებს ეს აფერხებს თავდამსხმელებს და ზურგს უმაგრებს
თავდამცველებს. ასეთივე ეფექტი აქვს ადამიანის მიერ შექმნილ
საზღვრებს და ბუფერულ ზონებს (მესამე სახელმწიფოები ან დემილიტარიზებული ზონები)
სადაც ვერც ერთი მხარე ვერ შევა მშვიდობის პირობებში. ასევე, დაპყრობა ფერხდება, როცა
სახელმწიფო არის ვრცელი. მით უმეტეს, თუ მისი ეკონომიკა არის
თვითმყოფადი და არ რეაგირებს იზოლაციაზე.
მაგალითად, დასავლეთ ევროპა უფრო დაცულია ამ მხრივ ვიდრე აღმოსავლეთი. არის ქვეყნები,
მაგალითად როგორც ისრაელი, რომელსაც გააჩნია პატარა ტერიტორია და ბუნებრივად
გაშლილი საზღვრები რის გამოც მთელი მისი ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტები და
მოსახლეობის უმეტესობა განლაგებულია ღია ტერიტორიაზე. ამის საპირისპიროდ,
თავდაცვითი გეოგრაფიის თვალსაჩინო ქვეყანაა აშშ, უზარმაზარი ტერიტორიით, რომელსაც
გარს არტყია ოკეანეები და გააჩნია დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ეკონომიკა.

სოციალური და პოლიტიკური წყობა


დღესდღეობით, დემოკრატიულად არჩეული რეჟიმების დაპყრობა უფრო რთულია, ვიდრე
არადემოკრატიულის, მაგრამ წარსულში საპირისპირო უფრო შეესაბამებოდა სიმართლეს.
დღესდღეობით არაპოპულარული მთავრობის მქონე ქვეყნის დაპყრობა თუნდაც
საზღვარგარეთიდან მართული რევოლუციის გზით არის შესაძლებელი.
სუბვერცია იგივე თავდასხმის ფორმაა, რადგან ეს მოვლენები ისეთივე ზეგავლენას ახდენენ
საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორსაც თავდასხმითი ომები. 1792 წელს საფრანგეთის
რევოლუციურ რეჟიმს და ავსტრიის ოლიგარქიულ რეჟიმს ურთიერთ შიში ჰქონდათ, რომ
რომელიმეს მეორის სუბვერცია არ მოეხდინა, რამაც გამოიწვია ორივე მხარის აგრესიულობა.
რუსეთის რევოლუციის შემდეგ იგივე შიში წარმოიშვა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რამაც

40
დასაბამი მისცა კონფლიქტს საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის, რადგან თითოეულ
მხარეს ეშინოდა არ გამხდარიყო მეორის მიერ იდეოლოგიური სუბვერციის საგანი.
დაახლოებით 1800 წლამდე რეჟიმების პოპულარულობა თავდასხმის წისქვილზე ასხამდა
წყალს, 1800 წლის შემდეგ კი უფრო თავდაცვის სამსახურშია. ეს ცვალებადობა გამოწვეულია
იაფი და მასობრივად წარმოებადი იარაღების არსებობით, რომლებიც აქტიურად გამოიყენება
პარტიზანულ ბრძოლებში, რის შედაგადაც მოხდა დემოკრატიულად არჩეული რეჟიმების
თავდაცვის გაძლიერება.
ზემოთ მოცემულ თავდაცვისა და თავდასხმის თეორიაზე დაყრდნობით ვან ევერა გვთავაზობს
სამ ძირითად პროგნოზს:
1. ომი არის უფრო გავრცელებული მაშინ, როდესაც დაპყრობა ადვილია, ან როცა
სახელმწიფოებს ჰგონიათ რომ ეს ასეა. ნაკლებ გავრცელებული მაშინ, როდესაც დაპყრობა
ძნელია, ან ჰგონიათ რომ ძნელია;
2. სახელმწიფოები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათ შეუძლიათ თავდასხმის განხორციელება
ან სახელმწიფოები, რომელთა თავდაცვაც არის სუსტი, წამოიწყებენ უფრო მეტ ომებს ვიდრე
ნებისმიერი სხვა სახელმწიფოები;
3. ნებისმიერი სახელმწიფო წამოიწყებს ომებს და იბრძოლებს უფრო მეტი სიხშირით იმ
პერიოდებში, როდესაც მას აქვს ან ფიქრობს, რომ აქვს თავდასხმის დიდი შესაძლებლობები და
თავდაცვითი საშუალებები.

ლიბერალიზმი
ლიბერალიზმის სკოლის განვითარება საერთაშორისო ურიერთობებში მჭიდროდ არის
დაკავშირებული თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების აღმოცენებასთან და ისეთ
ლიბერალურ მოაზროვნეებთან, როგორებიც არიან ჯონ ლოკი, ჯერემი ბენთამი და ემანუელ
კანტი.
რეალიზმისგან განსხვავებით ლიბერალიზმი ფოკუსს ახდენს ადამიანის დადებით მხარეებზე,
თუმცა კი, არ უარყოფს მათ ავ თვისებებსაც. ლიბერალიზმი ზოგადად აღიარებს, რომ ადამიანის
ბუნებას აქვს ბნელი მხარე, მაგრამ ამავე დროს მათი თეორიის საფუძველს ქმნის მოსაზრება,
რომ ადამიანები არიან რაციონალურები და რომ რაციონალურობის პრინციპი შეიძლება ასევე
გამოყენებულ იქნას საერთაშორისო საქმიანობაშიც. რაციონალურობა ლიბერალიზმის გაგებით
კი იმაში გამოიხატება, რომ ადამაინებს აქვთ საერთო ინტერესები და მათ მისაღწევად ისინი
თანამშრომლობაზე და დიალოგზე წავლენ როგორც ურთიერთშორის, ასევე საერთაშორისო და
სახელმწიფოთაშორისო დონეზე. ლიბერალების რწმენით, თანამშრომლობას მოაქვს სარგებელი
ყველასათვის. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა დიდად ეწინააღმდეგება რეალიზმის ძირეულ
პრინციპებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოები არიან რაციონალურები და ეგოისტები და
რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ფარდობით მოგებას რაც ძალიან ზღუდავს
თანამშრომლობას.
ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ადამიანური გონიერება დასძლევს შიშს და მით
გამოწვეულ ლტოლვას ძალისა და ძლიერებისადმი. ამ პროცესს ისინი კაცობრიობის პროგრესად
აღიქვამენ. მხოლოდ, ლიბერალური თეორიის მიმდევრები ვერ თანხმდებიან იმ სიძნელეების
სირთულისა და ხანგრძლივობის ხარისხზე, რომელიც კაცობრიობამ უნდა გადალახოს.

41
კიდევ ერთი მთავარი განსხვავება რეალიზმსა და ლიბერალიზმს შორის არის ამ ორი თეორიის
მოსაზრებები სახელმწიფოს შესახებ. რეალიზმი სახელმწიფოს განიხილავს როგორც ძალის და
ძლიერების კონცენტრაციას, ხოლო ლიბერალები როგორც კონსტიტუციურ წარმონაქმნს,
რომელიც აწესებს და მეთვალყურეობს კანონის უზენაესობას. ასეთი სახელმწიფოები პატივს
სცემენ ურთმანეთს და ემორჩილებიან საერთაშორისო სამართალს, რომელიც ემყარება
ურთიერთგების (reciprocity) პრინციპს.
სწორედ ეს იდეაა გადმოცემული ჯერემი ბენთამის ნაშრომში, რომელიც ითვლება
ლიბერალური თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად და რომელმაც, როგორც ცნობილია პირველმა
გამოიყენა ცნება საერთაშორისო სამართალი. იგივე არგუმენტი უფრო ფართოდ არის
გადმოცემული ემანუელ კანტის მიერ, რომელიც თვლიდა, რომ კონსტიტუციური და
ურთიერთპატივისმცემელი რესპუბლიკები საბოლოოდ დაამყარებდნენ “სამუდამო მშვიდობას”
(perpetual peace).
მართალია, დღევანდელი მსოფლიო როგორც ყოველთვის შორსაა სამუდამო მშვიდობის
ეპოქიდან, განსაკუთრებით გახშირებული ტერორისტული შემოტევების და მას მოყოლილი
რეაქციების შემდეგ, მაგრამ ლიბერალური თეორიის პრინციპი იგივე რჩება: მოდერნიზაცია
განაპირობებს პროგრესს ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში და აფართოებს ასპარეზს
თანამშრომლობისათვის. პასუხგასაცემი მხოლოდ ის რჩება რა ხარისხის მოდერნიზაცია და
პროგრესია საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიო მშვიდობიანი გახდეს.
ლიბერალური თეორია იყოფა რამოდენიმე მთავარ მიმდინარეობად. მათ შორის ყველაზე
გამოკვეთილი თეორიები არის დემოკრატიული მშვიდობის თეორია, საერთაშორისო
უსაფრთხოების თეორია სოციოლოგიური ლიბერალიზმი, ურთიერთდამოკიდებულების
თეორია და ინსტიტუციური ლიბერალიზმი. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ლიბერალური
სკოლის არსი და ამ სკოლის მიერ რეალური მოვლენების შეფასების და ახსნის
შესაძლებლობები, საჭიროა ეს თეორიები განვიხილოთ ცალცალკე. ამავდროეულად, ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ ლიბერალური სკოლის ყველა მიმდინარეობა ერთნაირი წარმატებით არ
სარგებლობს. ზოგიერთმა თეორიამ ვერ გაუძლო მოვლენათა განვითარებას და ბევრი კრიტიკა
დაიმსახურა, ზოგი კი ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს რეალიზმის გაბატონებულ სკოლას და
გვთავაზობს მსოფლიო პოლიტიკის ახსნის ანგარიშგასაწევ გზებს.

სოციოლოგიური ლიბერალიზმი
სოციოლოგიური ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საერთაშორისო
ურთიერთობები არ არის მხოლოდ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, არამედ იგი
მოიცავს ტრანსნაციონალურ ურთიერთობებს, ანუ, ურთიერთობებს ადამიანებს, ჯგუფებს,
ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს განეკუთვნებიან. ეს, რა თქმა უნდა,
ეწინააღმდეგება რეალიზმის სკოლას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს განიხილავს
როგორც მკაცრად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს და სხვა დანარჩენი
მეორეხარისხოვნად მიაჩნია. იმის გამო, რომ ლიბერალიზმი ყურადღებას ამახვილებს არა
მარტო სახელმწიფოზე და ეროვნულ მთავრობაზე, არამედ სხვადასხვა სახის აქტორებზე, მას
ხშირად მოიხსენიებენ ტერმინით “პლურალიზმი.”
ტრანსნაციონალური ურთიერთობები ჯეიმს რუზენაუს განმარტებით არის “პროცესი,
რომელშიც მთავრობათაშორისი საერთაშორისო ურთიერთობები გაჯერდა კერძო პირების,
42
ჯგუფების, და საზოგადოებათაშორისი ურთიერთობებით, რომლებსაც შეუძლიათ და აქვთ
კიდევაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოვლენათა მსვლელობაზე.” ბევრი ფიქრობს, რომ
ტრანსნაციონალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ქმნის სრულიად
ახლებურ საზოგადოებრივ ფორმირებებს, რომლებიც თანაცხოვრობენ და ზოგჯერ
კონკურენციასაც კი უწევენ სახელმწიფოს.
ამ მრავალმიმართულებიანი ურთიერთობების ასაღწერად ჯონ ბარტონმა გამოიყენა ეგრეთ
წოდებული “ობობას ქსელის” ტრანსნაციონალური ურთიერთობების მოდელი. ეს მოდელი
დემონსტრირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო შედგება ბევრი სხვადასხვა
ჯგუფებისაგან, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის საგარეო კავშირები და სხვადასხვა
ინტერესები. მაგალითად, რელიგიური ჯგუფები, ბიზნეს წრეები, პროფესიული კავშირები და
ასე შემდეგ. ეს მოდელი მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალიზმის სკოლის მიერ დამკვიდრებულ
“ბილიარდის ბურთის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოთა სისტემას ხატავს როგორც
ბილიარდის ბურთების ნაკრებს. ბილიარდის
ბურთი გამოხატავს ერთიან და შეკრულ სახელმწიფოს. ბარტონის მიზანია გვაჩვენოს, რომ
მსოფლიოს ახასიათებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლება ვიდრე ანტაგონიზმი და
კონფლიქტები.
თავის ერთ-ერთ ბოლო ნაშრომში ჯეიმს რუზენაუმ კიდევ უფრო გააღრმავა თავისი
ტრანსნაციონალური ურთიერთობების თეორია იმით, რომ ამჯერად ყურადღება გაამახვილა
ადამიანების ურთიერთობაზე მაკრო დონეზე. მისი თქმით ინდივიდუალურ ოპერაციებს დიდი
გავლენა აქვთ მსოფლიო საქმეებზე. დღევანდელობის უკეთ ინფორმირებული, უკეთ
განათლებული და უფრო მობილური ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული თავიანთ
სახელმწიფოზე. აქდან გამომდინარე, რუზენაუ გვამცნობს, რომ სახელმწიფო-ცენტრული და
ანარქიული სისტემა მართალია არ გადაგვარებულა, მაგრამ მასთან ერთად თანაარსებობს
მულტი-ცენტრული მსოფლიო, რომელიც შედგება სხვადასხვა “სუვერენიტეტისგან
თავისუფალი” (sovereignity free) კოლექტივებისგან, რომლებიც არსებობენ სახელმწიფოსგან
დამოუკიდებლად და კონკურენციაში არიან სახელმწიფო ცენტრული სამყაროს
“სუვერენიტეტით შეზღუდულ” (სოვერეიგნიტყ ბოუნდ) აქტორებთან. 43 რუზენაუ ფიქრობს,
რომ პლურალისტული მსოფლიო, რომელსაც ახასიათებს ინდივიდებისა და ჯგუფების
ტრანსნაციონალური ქსელები უფრო მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ასევე დასძენს, რომ ასეთი
მსოფლიო ასევე უფრო არასტაბილური იქნება, რადგან ძველი წყობა რომელიც სახელმწიფოებს
ეფუძნება ნგრევის პროცესშია. მიუხედავად ამისა, კონფლიქტები იშვიათად მიგვიყვანენ
ომამდე, რადგან ბევრი კოსმოპოლიტანი პიროვნებები, რომლებიც გაწევრიანებული იქნებიან
ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციაში ადვილად არ გახდებიან ანტაგონისტურ ბანაკებად დაყოფილი
მტრები.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, სოციოლოგიური ლიბერალიზმი განიხილავს საერთა-შორისო
ურთიერთობებს არა მარტო როგორც ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, არამედ როგორც
ურთიერთობებს ინდივიდებს, ჯგუფებს და საზოგადოებებს შორის. დედააზრი კი ის არის, რომ
ურთიერთგადამფარავი ურთიერთობები ხალხებს შორის არის უფრო თანამშრომლური ვიდრე
სახელმწიფოებს შორის ვინაიდან და რადგანაც სახელმწიფოები არიან ექსკლუზიურები და მათი
ინტერესები ერთმანეთს იშვიათად გადაკვეთენ და ფარავენ. მაშასადამე, სოციოლოგიური

43
ლიბერალიზმის აზრით, რაც უფრო ხშირია ტრანსნაციონალური ურთიერთობები მით უფრო
მშვიდობიანი იქნება მსოფლიო.

ურთიერთდამოკიდებულების ლიბერალური თეორია


ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს, რომ მთავრობები და
ხალხები განიცდიან სხვა ქვეყანაში მომხდარი მოვლენების ზეგავლენას. ერთერთი
გავრცელებული ხატოვანი გამონათქვამით “პეპლის აფრენა ერთ ქვეყანაში იწვევს ქარიშხალს
მეორე ქვეყანაში.” ამ გამონათქვამის დედააზრი არის სწორედ ის, რომ ცვლილებები ერთ
ქვეყანაში ამა თუ იმ დონეზე, იქნება ეს ეკონომიკის თუ სამხედრო პოლიტიკური სფერო, ახდენს
ზეგავლენას სხვა ქვეყნებზეც. მაგალითად, აზიის ფინანსური კრიზისის ნეგატიური ზეგავლენა
იგრძნობოდა შორეულ ბრაზილიაშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე.
ჯოზეფ ნაიმ და რობერტ კიოჰანმა ჩამოაყალიბეს კომპლექსური ურთიერთდამოკიდე- ბულების
თეორია (complex interdependence) თავიანთ გახმაურებულ ნაშრომში ძალა და
ურთიერთდამოკიდებულება (1977). ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო ურთიერ- თობები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იყო ომამდე.
ადრე ურთიერთობები წარმოებდა სახელმწიფოს ლიდერებს შორის და ძალის გამოყენება
ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც ერთ-ერთი საშუალება ქვეყნის ლიდერებს შორის
წამოჭრილი კონფლიქტების გადასაჭრელად. უსაფრთხოების და თვითგადარჩენის “მაღალ
პოლიტიკას” ჰქონდა უპირატესობა ეკონომიკის და სოციალური საკითხების “მცირე
პოლიტიკასთან” შედარებით. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ხანაში ეს უკვე ასე
აღარ არის ორი მიზეზის გამო: პირველი, დღესდღეობით ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ
არის მხოლოდ ურთიერთობები ქვეყნის ლიდერებს შორის, არამედ არსებობს ურთიერთობები
ბევრ სხვადასხვა დონეზე ბევრი სხვადასხვა აქტორების და სამთავრობო განშტოების გავლით.
მეორე, წარმოებს ხშირი ურთიერთობები ადამიანებს და ჯგუფებს შორის სახელმწიფოს
ჩაურევლად.
კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პირობებში სამხედრო ძალა პოლიტიკის
წარმოების ნაკლებად გამოყენებადი ინსტრუმენტია. ამ დამოკიდებულების შედეგია ის, რომ
ხდება სხვადასხვა ჯგუფების ფორმირება ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამ საკითხებს ახასიათებთ სხვადასხვა ხარისხის
კონფლიქტურობა. ამ კონფლიქტების უმრავლესობისთვის სამხედრო ძალა შეუფერებელი
ინსტრუმენტია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეპოქაში ძალას უფრო ნაკლები მნიშვნელობა
ენიჭება და სხვა რესურსები უფრო ფასობს, მაგალითად, როგორიცაა მოლაპარაკების წარმოების
უნარჩვევები (negotiating skills). და ბოლოს, მარტივი ურთიერთდამოკიდებულების ხანისგან
განსხვავებით კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ხანაში სახელმწიფოები უფრო დიდ
ყურადღებას აქცევენ სოციალურ სფეროს ვიდრე ეროვნულ უსაფრთხოებას.
მოკლედ რომ ითქვას, რეალიზმის საპირისპიროდ, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების
თეორია მოიაზრებს გაცილებით უფრო მშვიდობიან და უსაფრთხო მსოფლიოს.
კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას აქვს შემდეგი შედეგები:
1. სახელმწიფოები სინქრონულად განახორციელებენ სხვადასხვა ინტერესებს და
ტრანსნაციონალური აქტორები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და

44
ტრანსნაციონალური კორპორაციები შეეცდებიან საკუთარი ინტერესების განხორციელებას
სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად;
2. ძალა და ძლიერება განისაზღვრება ცალკეული სფეროების მიხედვით. მაგალითად, ნაის
და კიოჰეინს მოჰყავთ დანიის და ნორვეგიის მაგალითი, რომ მათ აქვთშესამჩნევი ძლიერება
საერთაშორისო ნაოსნობაში, რადგან ჰყავთ დიდი სავაჭრო და ტვირთმზიდი ფლოტილიები,
მაგრამ ეს გავლენა სხვა სფეროებზე არ ვრცელდება;
3. საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა გაიზრდება, რადგან მხოლოდ ისინი არიან
პატარა ქვეყნების პოლიტიკური ქმედებების ასპარეზი და ამავდროულად ისინი
მეთვალყურეობენ დღის წესრიგის დაგეგმვას საერთაშორისო დონეზე.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ჰომოგენური არ არის და ის
მხოლოდ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონებზე ვრცელდება, როგორიცაა დასავლეთ ევროპა,
ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ანუ, ასეთი ურთიერთობები
აღენიშნებათ პლურალისტულ, ინდუსტრიულ სახელმწიფოებს. კომპლექსური
ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება მოდერნიზაციასთან ერთად
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
სწორედ ამ მოდერნიზაციის გავლენის გამოძახილია ნაის და კიოჰეინის უახლესი ნაშრომი ამ
თემაზე, “ძალა და ურთიერთდამოკიდებულება საინფორმაციო საუკუნეში,” რომელიც
ავტორებმა 1998 წელს სტატიის სახით დაბეჭდეს ცნობილ ჟურნალ საგარეოურთიერთობებში
(Foreign Affairs). ამ სტატიის სიახლე ისაა, რომ ნაი და კიოჰენმა ყურადღება მიაპყრეს
საერთაშორისო ურთიერთობებში ინფორმაციის მნიშვნელობას და გვამცნეს, რომ “სავარაუდოა
რომ ახალ საუკუნეში სინფორმაციო ტექნოლოგია იქნეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი
(power resource).” მათი თქმით, უკვე დაიწყო ახალი ხანა, ე.წ. “საინფორმაციო რევოლუცია”
რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ უკვე იქონია დიდი ზეგავლენა კომპლექსური
ურთიერთდამოკიდებულების სამ ძირითად კომპონენტებზე:
1. საზოგადოებათაშორისი კონტაქტები;
2. სამხედრო ძლიერების როლის შესუსტება;
3. უსაფრთხოება, როგორც ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი.
საინფორმაციო რევოლუციამ საგრძნობლად შეცვალა კომპლექსური
ურთიერთდამოკიდებულების პირველი კომპონენტი, რადგანაც ინტერნეტმა და ინფორმაციის
გაცვლის სხვადასხვა საშუალებებმა მნიშვნელოვნად გაახშირეს და გააღრმავეს კონტაქტები
ქვეყნებს შორის. სამხედრო ძალა და უსაფრთხოება კი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელობას
საერთაშორისო ურთიერთობებში. ავტორები ასახელებენ ორ მიზეზს, თუ რატომ ვერ გარდაქმნა
საინფორმაციო რევოლუციამ მსოფლიო პოლიტიკა:
1. ინფორმაცია გაედინება არა ვაკუუმში, არამედ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც უკვე
დაკავებულია. პოლიტიკა ძერწავს საინფორმაციო რევოლუციას და პირიქით რევოლუცია
პოლიტიკას;
2. მშვიდობის დემოკრატიული ზონის გარეთ სახელმწიფოების მსოფლიო არ არის
კომპლექსური ურთიერთდამოკდიებულების მსოფლიო.
ნაი და კიოჰეინი გამოყოფენ ორი ტიპის ძალას: ქცევითი ძალა (behavioral power) და სარესურსო
ძალა (resource power).
ქცევითი ძალა გაძლევს საშუალებას მიიღო ის შედეგი, რომელიც შენ გსურს.
45
არსებობს ორი ტიპის ქცევითი ძალა:
 რბილი ძალა (soft power) — შესაძლებლობა მიაღწიო სასურველ შედეგებს რადგან სხვებს
უნდათ ის, რაც გინდა შენ; ანუ შესაძლებლობა მიაღწიო შენს მიზანს მოზიდვის და არა
ძალდატანების საშუალებით;
 ხისტი ძალა (hard power)- შესაძლებლობა გააკეთებინო სხვებს ის, რასაც ისინი სხვაგვარად
არ გააკეთებდნენ ჯილდოების ან სასჯელის გამოყენებით;
სარესურსო ძალა ნიშნავს იმ რესურსების ქონას, რომლებიც როგორც წესი გამოიყენებიან
შედეგების მისაღწევად. როგორც ზემოთ ითქვა, ნაი და კიოჰენი თვლიან, რომ საინფორმაციო
ტექნოლოგია იქნება ახალი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი.
ნაი და კიოჰენი ასევე აღნიშნავენ, რომ ახალ საუკენეში ინფორმაციის სიჭარბეს მივყავართ
ყურადღების მოდუნებასთან. ყურადღება ხდება იშვიათი რესურსი და ძალას იხვეჭენ ისინი
ვისაც შეუძლიათ განასხვაონ მნიშვნელოვანი სიგნალები ფუჭი ხმაურისგან. ამ მოვლენას ნაი და
კიოჰენი სიჭარბის პარადოქსს (paradox of plenty) უწოდებენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთ
გარემოში ე.წ. სანდოობის რეპუტაცია (reputation for credibility), რაც გამოიხატება სანდო
ინფორმაციის მიწოდებაში, თუნდაც ეს შენი ქვეყნისათვის არასახარბიელო ინფორმაცია იყოს,
ხდება ძალიან მნიშვნელოვანი.
ამიტომაც BBC მსოფლიოში აღიარებულ ინფორმაციის გამავრცელებელიაა. აქედან
გამომდინარე, პოლიტიკური ბატალიები იმართება არა ინფორმაციის გადაცემის
საშუალებებისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნა ან გაანადგურო ნდობა. ავტორები ასევე
აღნიშნავენ ფაქტს, რომ ინფორმაციის საუკუნეში დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ უპირატესობა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება საინფორმაციო
ხანაში ნიშნავს კომუნიკაციის უფრო მეტ არხებს მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებს შორის.
მიუხედავად ამისა, საინფორმაციო რევოლუცია ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია და ძალისმიერი
პოლიტიკა (power politics) ჯერ კიდევ დომინირებს საერთაშორისო ურთიერთობებს.
ამავდროულად, კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება არ არის გლობალური მოვლენა და
მხოლოდ ინდუსტრიულდემოკრატიულ სახელმწიფოებზე ვრცელდება, რომლებიც აშკარა
უპირატესობით სარგებლობენ.

კითხვები და დავალებები:
1. რა როლი ენიჭება თეორიას საერთაშორისო ურთიერთობებში?
2. რომელ ძირითად თეორიებს გამოყოფთ გლობალურ პოლიტიკაში?
3. რომელი თანმდევი პროცესები ახასიათებთ გლობალურ პოლიტიკის თეორიებს?
4. ვინ არიან გლობალური ურთიერთობათა ახალი და არატრადიციული აქტორები?
5. რა განაპირობებს გლობალური პოლიტიკის თეორიის აქტუალურობის გაზრდას?
6. არის თუ არა გლობალიზაცია ახალი ფენომენი მსოფლიო პოლიტიკაში?
7. როგორ ხსნიან სხვადასხვა თეორიები გლობალიზაციას?

46
თავი 3. საერთაშორისო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია


საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები
ტრანსნაციონალური კორპორაციები

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია


სახელმწიფოსთან ერთად მსოფლიო წესრიგის მთავარი სუბიექტები საერთაშორისო
ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური კომპანიები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციების
ისტორია XX საუკუნიდან იწყება, როდესაც ერთა ლიგა შეიქმნა, როგორც ზესახელმწიფოებრივი
წარმონაქმნი.
ერთა ლიგა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პირველ მცდელობას წარმოადგენდა,
ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის
ხელშეწყობა და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება.
იმის გამო, რომ, რომ მსოფლიო ლიდერი ქვეყნებიდან არც აშშ და არც სსრკ არ იყვნენ
ორგანიზაციის წევრები (სსრკ მიიღეს 1934 წელს, თუმცა ფინეთის ომის გამო გარიცხეს 1939
წელს). ორგანიზაციამ ვერ შეძლო შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, თუმცა
შექმნა კარგი საფუძველი უფრო ეფექტიანი ორგანიზაციის შექმნისათვის. მისი რამოდენიმე
კომიტეტი წარმატებით ტრანსფორმირდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა გაეროს
სხვადახვა პროფილის ორგანიზაცია, როგორებიცაა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
((International labour Organization- ILO), საერთაშორისო სასამართლო ((International Court of
Justice) და ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელიც ტრანსფორმირდა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაცია (World Health Organization).
არსებულმა გადაწყვეტილების მიღების კონსესუსის წესმა კიდევ უფრო გააძნელა
გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და არაეფექტიანი გახადა მისი მუშაობა.
ორგანიზაცია ვერ გასცდა სტრუქტურებში წევრ ქვეყანათა სამართლიანი თანამონაწილეობის და
სოლიდარობის პოლიტიკის გატარების ეტაპებს. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ სხვა
ოფიციალურ ენებთან ერთად ცდილობდნენ სამუშაო ენად დაენერგათ ხელოვნური ენა
ესპერანტო. სურდათ წევრი ქვეყნების სკოლებში ერთ-ერთ ოფიციალურ უცხო ენად შემოიღოთ
იგი და ამით გადაეწყვიტათ ბევრი პრობლემა, რაც ენობრივ ბარიერს შეიძლება მოჰყოლოდა.
“დიდმა დეპრესიამ” და მეორე მსოფლიო ომმა ცხადყო ახალი ორაგანიზაციის შექმნის
აუცილებლობა. ამ პერიოდში იქმნება ერთა ლიგის სამართალმემკვიდრე გაერთიანებული
ერების ორგანიზაცია, რომელიც უფრო კომპლექსური და ეფქტიანი აღმოჩნდა წინამორბედთან
შედარებით.
საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ე.წ. “ბრეტონ-ვუდსის” სისტემის ორგანიზაციებიც, რომლთა
შესახებ მოლაპარაკებები ორგანიზებული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ,
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary found - IMF) და რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკი, შემდეგში მსოფლიო ბანკი (World Bank-WB). ისინი დღეს

47
წარმოადგენენ გაეროს სისტემის სპეციალიზებულ ორგანიზაციებს, თუმცა სხვა ამავე სისტემის
ორგანიზაციებისაგან საკმაოდ განსხვავდებიან მასშტაბებით და მნიშვნელობით.
ამ ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მსოფლიო
ეკონომიკური წესრიგის ფორმირებაზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვდა
მნიშვნელოვან ცვლილებებს მსოფლიო ეკონომიკაში. როგორც ცნობილია 1920-30-იან წლებში
ქვეყანათა უმრავლესობამ მიატოვა ოქროს სტანდარტი და მცურავი სავალუტო კურსი აირჩია.
ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის შემდეგ წამყვან ქვეყანათა უმრავლესობა შეთანხმდა ახალ
საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე, რომლის მთავარი მამოძრავებელი ვალუტა იყო აშშ
დოლარი. ქვეყნები განსაზღვრავდნენ საკუთარი ვალუტის კურსს დოლარის მიმართ, რომელიც
თავის მხრივ დაფიქსირებული იყო ოქროს მიმართ.
ამ სისტემის ფარგლებში ქვეყნები იღებდნენ ვალდებულებას, რომ ეკონომიკური
კონიუნქტურის მიუხედავად შეინარჩუნებდნენ ადგილობრივი ვალუტა/ დოლარის გაცვლით
კურსს, ხოლო აშშ-ს მთავრობა, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, რომ არ შეცვლიდა
დოლარი/ოქროს ფიქსირებულ კურსს.
ფინანსური სისტემა ემსახურებოდა საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისული
ვითარებიდან თავის დაღწევას, რადგან საერთაშორისო კრიზისმა და მსოფლიო ომმა
მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და
საერთაშორისო ვაჭრობა. ფიქსირებულ კურსს ხელი უნდა შეეწყო ამ კავშირურთიერთობების
აღდგენისა და გამყარებისათვის.
აღნიშნული ფინანსური სიტემა იყო ქვეყანათაშორისი შეთანხმებების ის პირველი მცდელობა,
როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მთავრობებმა ნებაყოფლობით უარი თქვეს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან მაკროეკონომკურ ბერკეტზე_მონეტარულ პოლიტიკაზე. თუმცა ქვეყნებს მიეცათ
უფლება შეეცვალათ საკუთარი კურსი მხოლოდ საგადამხდელო ბალანსის ე.წ. “ფუნდამენტური
უწონასწორობის” დროს.
1971 წლიდან, მას შემდეგ რაც ფიქსირებულმა სავალუტო სისტემამ შეწყვიტა ფუნქციონირება,
გარკვეულწილად შეიცვალა ფონდის მისია და ფუნქციები. თუ მანამდე მთავარ მიზნად
საგადამხდელო ბალანსის მდგრადობის მიღწევა იყო დასახელებული, დღეს უკვე მას სხვა
მიზნებიც დაემატა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: “საერთაშორისო სავალუტო
ფონდი არის 188 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზნებია:
ხელი შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობას, უსაფრთხო ფინანსურ
სტაბილურობას, საერთაშორისო ვაჭრობას, დასაქმების მაღალ დონეს, მდგრად ეკონომიკურ
ზრდას და მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას.”
70-იანი წლებიდან ფონდის მიზნების და ფუნქციების ცვლილებები აგრეთვე განაპირობა
დეკოლონიზაციის შედეგად გაჩენილმა ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებამაც. კიდევ უფრო
გაფართოვდა პრობლემათა არეალი და სიმწვავე. ამას თან დაერთო სანავთობო შოკების
შედეგად წარმოქმნილი რეცესიები და 90-იანი წლების ფინანსური კრიზისები. გახშირდა
სავალუტო ფონდის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებიც.
სავალუტო ფონდი გახდა გლობალიზაციის და კაპიტალიზმის “სახე”. ხშირად ისმის
ანტიგლობალისტების განცხადებები მის საწინააღმდეგოდ, თუმცა გამოთქმულ კრიტიკის
ნაწილი ობიექტურ რეალობასაც ემყარება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, როგორც
48
ერთიანი ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ხელში არსებული ბერკეტების და მცდელობების
მიუხედავად ვერ იქნა თავიდან აცილებული ეკონომიკური კრიზისები.
მსოფლიო ეკონომიკური ევროპული კრიზისის ფონზე გაიზარდა სავალუტო ფონდის
დახმარებათა და პროგრამათა რაოდენობა, თუმცა კვლავ აქტუალურია თემა ფონდის
პოლიტიკის მოდერნიზაციის შეასახებ. როგორც კრიტიკოსები აცხადებენ: ბრეტონ-ვუდსის
სისტემის ამ ორგანიზაციის შექმნისას არსებული პრობლემები მნიშვნელოვნად განსხვავდება
თანამედროვე პრობლემებისაგან, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო
წარმოაჩინა.
მსოფლიო ბანკი
ბრეტონ-ვუდსის სისტემის მეორე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია მსოფლიო ბანკი, რომელიც
სავალუტო ფონდთან ერთად შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი გახლავთ მსოფლიოში სიღარიბის
დაძლევა. თუ სავალუტო ფონდის თავდაპირველი უმთავრესი მიზანი გახლდათ საერთაშორისო
სავალუტო სისტემის სტაბილურობის და ეფექტიანობის ზრდისათვის ხელისშეწყობა და
საგადამხდელო ბალანსის პრობლემების მოგვარებაში დახმარება, მსოფლიო ბანკის მთავარი
მიზანი არ შეცვლილა დაარსების დღიდან.
“რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი” (International Bank for
Reconstruction and Development (IBRD)), რომელიც დღეს მსოფლიო ბანკის სისტემის ერთ-ერთი
ძირითადი ინსტიტუტია. დღეს მსოფლიო ბანკის ქვეშ IBRD-ისთან ერთად მოიაზრება კიდევ 4
ძირითადი ინსტიტუტი: International Development Association (IDA), International Finance
Corporation (IFC), Multilateral Investment Guarantee Agency (MIGA), International Centre for
Settlement of Investment Disputes (ICSID).
IBRD მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას საშუალოშემოსავლიან და ნაკლებკრედიტუნარიან
ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით, აგრეთვე დაბალპროცენტიანი
სესხებით, გარანტიებით, რისკის მართვის პროდუქტების შეთავაზებით და ანალიტიკურ და
საკონსულტაციო მუშაობაში დახმარების გაწევით. იგი საქმიანობს მისი წევრი 188 ქვეყნის
პრობლემების მოსაგვარებლად.
IBRD არის ფინანსურად ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ აქტივებს ათავსებს
მსოფლიო ფინასურ ბაზრებზე და 1947 წლიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი გამსესხებელია.
წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური სახსრები
ორგანიზაციას საშუალებას აძლევს განახორციელოს საკუთარი კომპეტენციის ქვეშ არსებული
საქმიანობა, გასცეს საკმაოდ დაბალპროცენტიანი სესხები განვითარებადი ქვეყნებისათვის და
მათ შესთავაზოს საკმაოდ ხელსაყრელი პირობები.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის ამ ორგანიზაციათა მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნეთ, არის
მსოფლიოში სიღარიბის შემცირება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური
მხარდაჭერა განვითარებადი ქვეყნებისათვის, მთავრობათა გამჭვირვალობის ზრდა,
ინვესტიციური პროექტების მხარდაჭერა და ა.შ. თითოეული ინსტიტუტი ემსახურება ერთ
საერთო მიზანს და მიზნის მისაღწევად თავიანთი საქმიანობის სპეციფიკის ფარგლებში
ახორციელებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
სავალუტო ფონდის მსგავსად მსოფლიო ბანკშიც გადაწყვეტილებების მიღების დროს
ქვეყნებისათვის არსებობს ე.წ. “შეწონილი კენჭისყრის” სიტემა, ანუ ქვეყანას თავისი 250 ხმასთან
ერთად აქვს დამატებითი ხმა მის მფლობელობაში არსებულ ორგანიზაციის ყოველ დამტებით
49
აქციაზე. ამჟამად აქციათა ყველაზე დიდი წილის მფლობელია 5 ქვეყანა: ამერიკის შეერთებული
შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო. შესაბამისად ამ ქვეყნებს
აქვთ ყვლაზე დიდი გავლენა ბანკის პოლიტიკის გასაზღვრისას და გადაწყვეტილების
მიღებისას.
2010 წელს გადაიხედა ხმის უფლებების პროპორციები და შესწორებულ იქნა განვითარებადი
ქვეყნების სასარგებლოდ. ეს განსაკუთრებით აისახა ჩინეთზე, რომელსაც უკვე გერმანიაზე და
საფრანგეთზე დიდი გავლენა აქვს გადაწყვეტილებების მიღებისას.
მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებობს ინსტიტუციონალური
კავშირიც. იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს მსოფლიო ბანკის, პირველ რიგში IBRD–ის წევრი. ის
აუცილებლად უნდა იყოს სავალუტო ფონდის წევრი, რომელსაც თავისი მოთხოვნები აქვს,
კერძოდ როგორიცაა: სავალუტო კურსის რეჟიმი, წევრი ქვეყნების მონაცემების შესადარისობის
სტანდარტები და აშ. ამის შემდეგ IBRD-ის წევრი ქვეყანა შეიძლება გახდეს მსოფლიო ბანკის
ჯგუფის დანარჩენი ორგანიზაციების წევრი.
ეს ორი ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის
ფორმირებაში, აქვს დამოუკიდებლობის გარკვეული შესაძლებლობაც, რადგან მათი ფინასური
მდგომარეობა არ არის დამოკიდებული წევრი ქვეყნების რეგულარულ შენატანებზე. ეს
ორგანიზაციები შემოსავალს იღებენ გასესხების ოპერაციებიდან და მათ მიერ
განხორციელებული საინვესიტიციო პროექტებიდან. ფინანსური დამოუკიდებლობა მათ
აძლევთ შესაძლებლობას თავიდან აიცილონ სახელმწიფოთა გავლენები და არ მიიღონ
პოლიტიკური გადაწყვეტილებები.8
გაერთიანებული ერების ამ ორი ორგანიზაციის მმართველობითი სტრუქტურაც
მნიშვნელოვნად განსხვავდება გაეროს სისტემის სხვა ორგანიზაციებისაგან. აქ არ მოქმედებს
რაიმე ქვოტა ან რაიმე ეროვნულობის, პრინციპი. თანამშრომლები აირჩევიან მხოლოდ მათი
პროფესიონალიზმის შესაბამისად, მათი პოლიტიკური შეხედულების და ეროვნების
მიუხედავად. ამის გამო თანამშრომელთა დიდი ნაწილი მოდის განვითარებული ქვეყნების
ეკონომისტებზე. ამით ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ ეს ორგანიზაციები არიან ახალი ტიპის
ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, სადაც მუშაობა შეუძლია ყველას მსოფლიოს ნებისმიერი
კუთხიდან შეზღუდვების და ბარიერების გარეშე.
ანტიგლობალისტების აზრით ეს ორგანიზაციები გამოხატავენ მხოლოდ განვითარებული
ქვეყნების ინტერესებს. ამას მოწმობს ისიც, რომ მათ აქვთ ხმის უფლების დიდი ნაწილი და სხვა
ორგანიზაციებისაგან განსხვავებით მათი სათაო ოფისები მდებარეობს ამერიკის შეერთებულ
შტატებში, კერძოდ ვაშინგტონში.
მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გახდნენ ის საერთაშორისო
ორგანიზაციები, რომელთანაც ასოცირდება თანამედროვე გლობალიზაციის პროცესები და
ანტიგლობალისტთა “რისხვაც” ძირითადად მათკენ არის მიმართული. მათ თავიანთი
საქმიანობით შეძლეს ის, რომ გახდნენ საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის
უმნიშვნელოვანესი სუბიექტები, რომელთაც თავის თავზე აიღეს სუვერენული სახელმწიფოს
ფუნქციების ნაწილი და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციეს მათი საქმიანობა.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციას (ვმო)World Trade Organizatio (WTO)..

50
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია დაარსდა 1995 წელს. ვმო წარმოადგენს მრავალმხრივი
სავაჭრო სისტემის სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ საფუძველს. ვმო მართავს სავაჭრო
შეთანხმებებს, რომლებიც მიღებულია მისი წევრი ქვეყნების მოლაპარაკების შედეგად:
(ტარიფებისა და ვაჭრობის ძირითადი ხელშეკრულება), GATS (გენერალური შეთანხმება
მომსახურებით ვაჭრობაზე) და TRIPS (ინტელექტუალური საკუთრებით ვაჭრობა), მოიცავს
ისეთ საკითხებს, როგორიც არის საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშნები, პატენტები, სამრეწველო
კონსტრუქციები და სავაჭრო საიდუმლოებები.
ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ 1947 წლის ხელმომწერ მხარეებს და, რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს ურუგვაის რაუნდის მოლაპარაკებებში, ითვლებიან ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციის თავდაპირველ წევრებად. მათ მიერ ვმო-ს დამაარსებელი მარაკეშის შეთანხმების
(XII მუხლი, მიერთება) მიღების თანახმად ნებისმიერი სახელმწიფო და ცალკეული საბაჟო
ტერიტორია, რომელიც სარგებლობს სრული ავტონომიით საგარეო კომერციული საქმიანობის
განხორციელებისას, შეუძლია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა-გაწევრიანების
პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ.
ვმო იმით განსხვავდება სხვა ზემოთგანხილული ორგანიზაციებისაგან, რომ გადაწყვეტილებები
მიიღება კონსესუსის მეშვეობით და ერთი ქვეყანა აქ წარმოადგენს ერთ ხმას. აღნიშნულ
პირობებში გადაწყვეტილების მიღება და შესრულება მთლიანად დამოკიდებულია წევრი
ქვეყნების სურვილზე და კეთილსინდისიერებაზე.
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად არც ვმო-ს აკლია კრიტიკა
ანტიგლობალისტების მხრიდან. ორგანიზაციას ადანაშაულებენ მხოლოდ განვითარებული
ქვეყნების ინტერსების ლობირებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება
განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნები და პრეტენზიები საკუთარი ინტერესების დასაცავად.
მიმდინარე დოჰას რაუნდი აჩვენებს, რომ არსებობს ბევრი წინააღმდეგობები წევრ
ქვეყანათაშორის და მათი გადაჭრა შეუძლებელია მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე.
მიუხედავად უამრავი მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისა, მაინც ვერ ხერხდება
განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ინტერესების თანხვედრა, ხოლო პრობლემები
კიდე უფრო გაამწვავა მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა.
გლობალური ორგანიზაციები იქმნება გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვნად განაპირობებენ
აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან ერთიან მსოფლიო პოლიტიკას
და ერთიანი მიზნების ჩამოყალიბებით კიდევ უფრო აჩქარებენ გლობალიზაციის პროცესებს.
როგორც აღვნიშნეთ, გლობალიზაციის პროცესისათვის დამახასიათებელია საერთაშორისო
ვაჭრობის მკვეთრი ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადიდება და ეროვნულ
ეკონომიკათა კიდევ უფრო დაახლოება და ურთიერთშეღწევა. ამ პროცესებში მთავარ მოქმედ
პირებს წარმოადგენენ სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი
საერთაშორისო კორპორაციები, რომელთა უმრავლესობა მოიხსენიება, როგორც
ტრანსნაციონალური კორპორაციები.
ტრანსნაციონალური კორპორაციები თანამედროვე გლობალიზაციის ერთგვარ ლოკომოტივს
წარმოადგენენ. ტნკ-ების მრავალი განმარტება არსებობს, XX ს. 60-იან წლებში გაეროს ტნკ-თა
რიცხვს მიაკუთვნებდა ფირმებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 მილიონ დოლარზე ნაკლები
არ უნდა ყოფილიყო და მათი ფილიალები და შვილობილი კომპანიები განთავსებულიყვნენ 6
51
ქვეყანაში მაინც. დღეისთვის ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმებია დააწესებული. ამჟამად გაერო
მიხედვით ტრანსნაციონალურია ის კორპორაციები, რომელთაც გააჩნიათ საწარმოო რგოლები
არანაკლებ ორ ქვეყანაში; ტარდება შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა ცენტრალიზებული
ხელმძღვანელობით, საწარმოო რგოლები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ.
გაეროს მონაცემებით, 1970 წელს მსოფლიოში არსებობდა 7 ათასი ტნკ, 1995 წელს 40 ათასი,
ხოლო ბოლო მონაცემებით დღეს 65 ათასზე მეტი ტნკ არსებობს, რომლებიც აკონტროლებენ 850
ათას შვილობილ კომპანიასა და განყოფილებას საზღვარგარეთ. ტნკ-ებს დომინირებადი
ადგილი უკავიათ დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში. მათ
სტრატეგიულ მიზნებში შედის: საკუთარი წარმოების უზრუნველყოფა უცხოური ნედლეულით;
სხვა ქვეყნების ბაზარებზე შეღწევა ფილიალების შექმნის გზით; საწარმოების განლაგება იმ
ქვეყნებში, სადაც ხარჯები საკუთარ ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია; ძველი
საწარმოების მოდერნიზება და ა.შ. მათზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 2/3, ტნკ-ები
აწარმოებენ მსოფლიო წარმოების ნახევარს და აკონტროლებენ მსოფლიოში არსებული
პატენტების, ლიცენზიების და ნოუ-ჰაუს დაახლოებით 4/5-ს.
ტნკ-ების კონტროლის ქვეშაა ხორბლის, ყავის, სიმინდის, ხე-ტყის მასალების, თამბაქოს, ჯუთის
და რკინის მადნის მსოფლიო ბაზრის 90%, სპილენძის და ბოქსიტების ბაზრის_85%, ჩაის და
კალის_80%, 75% ბანანების, ნატურალური კაუჩუკის, ნავთობის ნედლეულის ბაზრის
ამერიკული ექსპორტის ნახევარს ახორციელებენ ამერიკული და უცხოური ტნკ-ები. დიდ
ბრიტანეთში ეს წილი აღწევს 80%-ს, სინგაპურში 90%-ს; გადასახადთა დიდი წილი, რომელიც
დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერთან, ხორციელდება ტნკ-ების შიგნით. აშშ-
ში ტნკ-თა წილი ტექნოლოგიის ტრანსფერში შეადგენს 80%-ს, დიდ ბრიტანეთში-90%-ს.
ტრანსნაციონალიზაციის პროცესში მონაწილეობს, როგორც მინიმუმ თვით ტრანსნაციონალური
კორპორაცია და ორი ქვეყანა-ბაზირების ქვეყანა, რომელშიც განლაგებულია კომპანიის სათაო
განყოფილება და მიმღები ქვეყანა, რომელშიც საერთაშორისო კორპორაციას აქვს ფილიალები,
შვილობილი ან ასოცირებული კომპანიები პირდაპირი ინვესტიციების საფუძველზე.
ტნკ-მა ისტორიულად განვითარების რიგი ეტაპები განვლო. პირველი თაობის ტნკ-ის (XIX ს-ის
ბოლო) ჩასახვის პერიოდიდან მათ განიცადეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ევოლუცია. პირველი
თაობის ტნკ-ების საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო ყოფილი კოლონიების
ნედლეულის რესურსების დამუშავებასთან. მათი ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმა იყო
კარტელები, სინდიკატები და ტრესტები. ამის შემდეგ მსოფლიო არენაზე გამოდის მეორე
თაობის ტნკ-ები- ტრესტული ტიპის ტნკ-ები, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო-
ტექნიკური პროდუქციის წარმოებასთან. დაიწყეს რა საქმიანობა ორ მსოფლიო ომს შორის
პერიოდში, ზოგიერთმა მათგანმა შეინარჩუნა თავისი პოზიციები მსოფლიო ეკონომიკაში მეორე
მსოფლიო ომის შემდგომაც.
60-იან წლებში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მესამე თაობის ტნკ-ები, რომელთა
საქმიანობა ეფუძნება მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის მიღწევათა ფართო გამოყენებას. ამ
ტნკ-ების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმის სახით გამოდიოდნენ უკვე კონცერნები და
კონგლომერატები. 60-80-იან წლებში მესამე თაობის ტნკ-ების საქმიანობაში ხდება ეროვნული
და საზღვარგარეთული წარმოების ელემენტების შეზღუდული შეერთება: საქონლის
რეალიზაცია, პერსონალის მართვისა და მუშაობის ორგანიზაცია, სამეცნიერო-ტექნიკური
სამუშაოების მარკეტინგი და გაყიდვათა შემდგომი მომსახურება. მესამე თაობის ტნკ-ები ხელს
52
უწყობდნენ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევათა გავრცელებას მსოფლიო მეურნეობის
პერიფერიულ ზონებში და რაც მთავარია, ქმნიდნენ ეკონომიკურ წანამძღვრებს
აღმოცენებულიყო საერთაშორისო წარმოება ერთიან საბაზრო და საინფორმაციო სივრცესთან,
კაპიტალის და სამუშაო ძალის, სამეცნიერო-ტექნიკური მომსახურების საერთაშორისო
ბაზართან ერთად.
თანდათანობით ჩნდებოდა და 80-იანი წლების დამდეგს კი დამკვიდრდა მეოთხე თაობის
გლობალური ტნკ. მათი განმასხვავებელი ნიშნებია:
1.ბაზრების პლანეტარული ხედვა და კონკურენციის განხორციელება მსოფლიო მასშტაბით;
2. მსოფლიო ბაზრების დაყოფა რამოდენიმე ტნკ-ს მიერ;
3. თავისი ფილიალების ქსელის მოქმედებათა კოორდინაცია ახალი ქსელური ტექნოლოგიების
საფუძველზე, თითოეული მწარმოებლური კვანძის მოქნილი ორგანიზაცია, კორპორაციის
მთელი ორგანიზაციული სტრუქტურის ადაპტაცია და მოქნილობა;
4. საკუთარი ფილიალების, ქარხნების და ერთობლივი საწარმოების ინტეგრაცია მართვის
ერთიანი საერთაშორისო ქსელში, რომელიც თავის მხრივ ინტეგრირებულია ტნკ-ების სხვა
ქსელებთან;
5. ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის განხორციელება სახელმწიფოზე, რომელშიც
განთავსებულია ტნკ-ს ბიზნესი.
ამჟამად შეიძლება ვისაუბროთ ტნკ-ს მეხუთე თაობის წარმოშობასა და განვითარებაზე. მათი
განმასხვავებელი თვისებები დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე ტნკ-ების
ფუნქციონირების გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებთან, რომლებიც იქცნენ
ფინანსური და ეკონომიკური სიმძლავრით დამოუკიდებელ მოთამაშეებად მსოფლიო
ეკონომიკაში სახელმწიფოსთან ერთად.
როგორც აღვნიშნეთ, ტრანსნაციონალური კორპორაციები, დინამიური განვითარების შედეგად,
გადაიქცნენ მსოფლიო სამეურნეო სისტემის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად და სუბიექტად.
UNCTAD-is (united nations conference on trade and development მონაცემებით 2003 წელს უცხოური
ფილიალების წილმა მსოფლიო მშპ-ს 10 პროცენტზე მეტი შეადგინა, ხოლო მათი წილი
მსოფლიო ექსპორტში არის 33%, საზღვარგარეთულ ფილიალებში დასაქმებული იყო
დაახლოებით 54,170 მლნ. კაცი, მაშინ, როდესაც 1990 წელს მუშაობდა მხოლოდ 24,2 მლნ. მათი
გაყიდვის მოცულობა 2003 წელს შეადგენდა თითქმის 17,5 ტრლნ. დოლარს, რაც ორჯერ
აჭარბებს მსოფლიო ექსპორტის მოცულობას (9,3 ტრლნ. დოლარი). 1990 წელს ეს ორი
მაჩვენებელი თითქმის ერთი და იგივე იყო.
მე 20-ე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან იწყება ტრანსნაციონალური კორპორაციების
რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც პირდაპირ აისახახა მსოფლიო ეკონომიკაში
პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობის მკვეთრი ზრდით. თუ 1970 წელს 13 მილიარდის
ინვესტიციები ხორციელდდებოდა, უკვე 2011 წლისათვის ეს მაჩვენებელი დააახლოებით 115-
ჯერ გაიზარდა და 1 524 მლრდ დოლარი შეადგინა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1970-2011წწ (მლრდ. დოლარებში) ტნკ-ების
ზრდასთან ერთად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა შესაძლოა
გამოწვეული იყოს სხვა _ მესამე ფაქტორის გავლენითაც, როგორიცაა ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმატებული მუშაობა, მაგრამ ამ ორი

53
ცვლადის ისტორიულ მაჩვენებლებზე დაკვირვებით შეიძლება ვთქვათ, რომ მათ შორის
არსებობს მჭიდრო კავშირი.
ტნკ-ების განვითარება უშუალო გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე. შეიძლება
გამოვყოთ გავლენის რამდენიმე ძირითადი მიმართულება:
1. ტნკ-ები ბევრად განსაზღვრავენ საქონლისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის დინამიკასა
და კონკურენტუნარიანობის დონეს;
2. ტნკ-ები აკონტროლებენ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობასა და პირდაპირ უცხოურ
ინვესტიციებს. ისინი ძირითადი ინვესტორები არიან განვითარებად ქვეყნებში და აქტიურად
ახდენენ გავლენას მათ ეკონომიკურ განვითარებაზე, იმავდროულად გააჩნიათ გავლენის
ფართო სფეროები განვითარებულ ქვეყნებში. 3. ტნკ-ები დიდ როლს თამაშობენ
ტექნოლოგიების და ცოდნის გადაცემაში, ახდენენ რა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-
საკონსტრუქტორო სამოშაოების კონცენტრირებას საკუთარ ცენტრებში. ტნკ-ების საწარმოო და
ფინანსური შესაძლებლობების წყალობით ისინი თავიანთ ხელში აქცევენ ყველაზე
მეცნიერებადტევად დარგებს. ტნკ-ები ამუშავებენ უახლესი სახეობის პროდუქციას ყველაზე
კარგი სამომხმარებლო თვისებებით, რითაც წარმოების ტექნოლოგიური განვითარების პროცესს
უწყობენ ხელს.
4. ტნკ-ები საერთაშორისო შრომითი მიგრაციის სტიმულატორები არიან. ისინი ხელს უწყობენ
პროფესიული ცოდნის გავრცელებას, გამოცდილების გაცვლის პროცესს სხვადასხვა ქვეყნის
თანამშრომლებს შორის. ამით კი საერთაშორისო შრომის ბაზარი იქმნება, რომლისთვისაც
დამახასიათებელია სხვადასხვა ქვეყნიდან პერსონალის პროფესიული მომზადების
კონვერგენციის პროცესები.
საკუთარი საერთაშორისო საწარმოო კომპლექსის შექმნით ტნკ-ები იძენენ სხვა ქვეყნების
ეკონომიკურ სტრუქტურებში დამკვიდრების დამატებით შესაძლებლობებს. მათ შეუძლიათ
თავიანთი ინტერესებისათვის გამოიყენონ ამ ქვეყნების ბუნებრივი, საწარმოო, ტექნოლოგიური
და შრომითი რესურსები, საზღვარგარეთ უკვე არსებული ვიწრო სპეციალიზებულ საწარმოთა
ბაზაზე გააღრმავონ შრომის საფირმო დანაწილება.
საზღვარგარეთ მოწყობილი წარმოება იმ უპირატესობებს აძლევს ტრანსნაციონალურ
კორპორაციებს, რომლებიც სათაო კომპანიის ბაზირების ქვეყნებისა და ფილიალების
ადგილსამყოფელი ქვეყნების ეკონომიკურ პირობებში არსებული განსხვავებებიდან
გამომდინარეობს. ეს განსხვავებები შეიძლება იყოს ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფასა
და მათ ღირებულებაში, ხელფასის განაკვეთებში, დაბეგვრაში, საამორტიზაციო ანარიცხების
ნორმებში, ეკოლოგიურ სტანდარტებში, შრომის კანონმდებლობაში, სამუშაო ძალის
კვალიფიკაციაში, ვალუტის კურსებში და სხვა მრავალ კომპონენტში, რომლებიც წარმოებული
პროდუქციის ღირებულებას აყალიბებენ. ორგანიზაციული სტრუქტურა ისეთ სპეციფიკურ
უპირატესობებს ანიჭებს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, როგორიცაა საგარეო-ეკონომიკური
ოპერაციების გადატანა საფირმო ოპერაციებში. ეს კი იძლევა ახალ ტექნოლოგიასა და ნოუ-
ჰაუზე მონოპოლიის შენარჩუნების, საბაჟო ბარიერების გვერდის ავლის, საერთაშორისო
კონკურენციისაგან თავის დაცვის და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების
შესაძლებლობას, რადგან ტრანსფერული ფასები 4-5-ჯერ ნაკლებია მსოფლიო ფასებზე.
სწორედ ამიტომ შვილობილი საწარმოების შესაქმნელად ადგილის შერჩევისას მთავარი როლი
იმ საწარმოო დანახარჯების ანალიზს ენიჭება, რომლებიც ხშირად განვითარებად ქვეყნებში
54
უფრო დაბალია. პროდუქცია კი იმ ქვეყნებში იყიდება, სადაც მასზე მაღალი მოთხოვნაა _
ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომაა, რომ, მაგალითად, თანამედროვე გერმანიის
მაცხოვრებლები გერმანული ფირმა “Bosch~_ის ტექნიკას ყიდულობენ, რომელიც არა
გერმანიაში, არამედ სამხრეთ კორეაშია წარმოებული.
ტნკ_ებს, რომლებიც მეტოქეობას უწევენ მრავალ სახელმწიფოს წარმოების, ბიუჯეტის და
“ხელქვეითების~ რაოდენობის მიხედვით. მსოფლიოს 100 უმსხვილესი ტნკ (საერთო
რაოდენობის 0,2%_ზე ნაკლები) საზღვარგარეთული აქტივების და საზღვარგარეთული
გაყიდვების ერთობლივი მოცულობის შესაბამისად 12%_ს და 16%_ს აკონტროლებს.
ტნკ-ებს გააჩნიათ განსაზღვრული თავისებურებები, რომელიც დაკავშირებულია მათ
გენეზისთან, ევოლუციასთან, შინაგან სტრუქტურასთან, მეგაკორპორაციებად და ჯგუფებად
გაერთიანებასთან, საკუთარ სახელმწიფოებთან და განვითარების ტენდენციებთან
დამოკიდებულებასთან.
პოსტკრიზისულ პერიოდში, წინა მონაცემებიდან განსხვავებით შემცირებულია აშშ-ს ტნკ-ების
რაოდენობა მოწინავე ოცეულში ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ 20 უმსხვილეს არასაფინანსო
ტრანსნაციონალურ კორპორაციას შორის 3 აშშ-შია ბაზირებული, მაშინ როცა 2004 წლისათვის 9
აშშ-ს ტნკ ფიგურირებდა. ამერიკულმა ტნკ-ების საზღვარგარეთულმა ფილიალებმა და
შვილობილმა კომპანიებმა შეადგინეს ახალი მძლავრი სისტემა, რომელსაც ზოგჯერ ამერიკის
მეორე ეკონომიკას უწოდებენ. მნიშვნელოვანი ტენდენცია ჩამოყალიბდა აშშ-ში და დასავლეთ
ევროპის ქვეყნებში: ე.წ. ახალი ეკონომიკის სახით დამოუკიდებელი კომპლექსების გამოჩენა და
გამოყოფა, რაც წარმოდგენილია საინფორმაციო და ვენჩურული კომპანიების სახით და მიდის
განვითარების ინოვაციური გზით. ახალი ეკონომიკის ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად
აჭარბებს ტრადიციული ეკონომიკის ზრდის ტემპებს.
ევროპული ტნკ-ების განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს მათი მჭიდრო ურთიერთკავშირი
სახელმწიფოსთან. ეს ეხება გერმანიაში წამყვანი როლის შემსრულებელ დიდ ბანკებსაც და
საფრანგეთის ეკონომიკაში გაბატონებულ სამრეწველო კორპორაციებსაც. აგრეთვე
იაპონიისათვისაც დამახასიათებელია სახელმწიფოსთან ძალიან მყარი პარტნიორული
ურთიერთობები ტნკ-კეირეცუებთან და მათ არაფორმალურ ზეკორპორაციულ
სტრუქტურებთან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ტრანსნაციონალური საფინანსო კორპორაციები, რომელთა
უმრავლესობა წარმოდგენილია ტრანსნაციონალური ბანკების სახით (ტნბ). მათი
ჩამოყალიბების ისტორია დაიწყო პირველი ევროდოლარების გაჩენასთან ერთად, როდესაც
მიმზიდველი ევროდოლარები საშუალებას იძლეოდნენ კომპანიებს მიეღოთ ის დამატებითი
სარგებელი, რაც გამოწვეული იყო რომელიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლისაგან
თავის დაღწევით.
ცალკეული ბანკის უცხოური ფილიალი თავისუფალი იყო ე.წ სავალდებულო რეზერვებისაგან,
რაც მას საშუალებას აძლევდა დეპოზიტორისათვის მიეცა უფრო მაღალი პროცენტი, ვიდრე ეს
ჰქონდათ ადგილობრივ ბანკებს. ყოველივე ეს მათ მომგებიან სიტუაციაში აყენებდათ და
აძლევდათ დიდ შესაძლებლობებს შემდგომი განვითარებისა და გამსხვილებისაკენ.
გლობალიზაციის პირობებში ტნკ-ები „სტრატეგიულ ალიანსებს“ ისეთ საკითხებზე, რომელიც
დაკავშირებულია გლობალური ბაზრის დანაწილებასთან და ამ ბაზარზე „თამაშის წესებთან“.
სტრატეგიული ალიანსები უმთავრესად იქმნება სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში
55
თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც მცირდება აღნიშნულ სფეროზე დანახარჯები, რაც
უკანასკნელ წლებში ტნკ-ების საერთო დანახარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
როგორც აღვნიშნეთ, ტრანსნაციონალური ბანკები წავიდნენ მათ ქვეყანაში ბაზირებულ ტნკ-
ებთან ერთად, ევროვალუტისა და სხვა ფინანსური საშუალებების ფორმით. ტნბ-ები
მისდევდნენ თავის ტნკ-ებს და ემსახურებოდნენ მათ და არამარტო მათ მზარდ მოთხოვნებს
მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე.
დღეისათვის ჩამოყალიბებულია სამი მსხვილი ძირითადი რეგიონი, სადაც
კონცენტრირებულნი არიან ეს მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები: აშშ., დასავლეთ ევროპა და
სამხრეთ აღმოსავლეთ აზია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ XXI საუკუნის პირველ ათწლეულში
უკვე საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადეს ჩინურმა ბანკებმაც, რომელთა მაჩვენებლებიც უკვე
დიდად აღარ ჩამოუვარდება ჩვენთვის ნაცნობ ამა თუ იმ მსხვილი ტრანსნაციონალური
ბანკების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ფინანსური ტნკ-ებისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ინტერნაციონალიზაციის ინდექსი,
რომელიც გამოითვლება, როგორც კომპანიის უცხოური ფილიალების რაოდენობა
შეფარდებული ფილიალების მთლიან რაოდენობასთან. ამ მხრივ შვეიცარიული ფინანსური
ისტიტუტები გამოირჩევიან, თუმცა ბაზირების ქვეყანათა რაოდენობით ფინანსური
სიძნელეების მიუხედავად კვლავ ამერიკულები ლიდერობენ.
თანამედროვე ეკონომიკაში აგრეთვე ფართო გავრცელება ჰპოვეს ოფშორულმა ბანკებმა. მათ
გარეშე არ სრულდება არც ერთი ტნბ-ს ოპერაცია. პრინციპში, ოფშორული ბანკების
ორგანიზაცია ხდება დაახლოებით იმავე მიზნებით, როგორც ოფშორული კომპანიების. ამ
ბანკებს აქვთ შემდეგი თავისებურებები: 1. მას უფლება არა აქვს იმუშაოს რეგისტრაციის ქვეყნის
რეზიდენტებთან. 2. რეგისტრაციისათვის გადახდილი საწესდებო კაპიტალის საჭირო სიდიდე
ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. 3. ბანკს ეძლევა გადასახადებისაგან პრაქტიკულად
სრული თავისუფლება. 4. რეზერვების და სხვა საბანკო მოთხოვნები ოფშორებში, როგორც წესი,
ნაკლებად მკაცრია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ხოლო სავალუტო კონტროლი საზღვარგარეთულ
ოპერაციებზე არ არსებობს.
ოფშორულმა ბანკებმა შექმნეს ტრანსეროვნული ბანკების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფენა.
თანამედროვე პირობებში მსოფლიოში პრაქტიკულად ტრანსეროვნული კაპიტალის ვერც ერთი
ფინანსური სქემა მათ გარეშე ვერ იმუშავებს.

კითხვები და დავალებები
1. ვინ არის მსოფლიო წესრიგის მთავარი სუბიექტები?
2. რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებს იცნობთ?
3. რომელ ტრანსნაციონალურ კომპანიებს იცნობთ?
4. რა როლი ენიჭება საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ კომპანიებს გლობალურ
პოლიტიკაში?
5. რომელ რეგიონშია ძირითადად კონცენტრირებული მსხვილი საფინანსო
ორგანიზაციები?
6. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსნაციონალური კორპორაციები?

56
თავი 4. გლობალიზაცია და კულტურა

1. კულტურის ფაქტორი კაცობრიობის ისტორიაში


XX საუკუნის მიწურულს, ცივი ომისა დასრულებისა და გლობალიზაციის პროცესების
განვითარების შედეგად კულტურის მნიშვნელობა ახალი კუთხით წარმოჩნდა, რასაც ხელი
შეუწყო კულტურებს შორის კონტაქტების გაღრმავებამ. შესაბამისად, კაცობრიობის წინაშე
დადგა საკითხი: რა უნდა შენარჩუნდეს მათი კულტურიდან და რა უნდა მიეცეს დავიწყებას,
როგორც დრომოჭმული და გამოუსადეგარი, ამიტომაც, კულტურამ და კულტურული
განსხვავებების პრობლემამ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში აქტუალობა არა თუ
შეინარჩუნა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზარდა.
დღეს დასავლური კულტურა გლობალიზაციის დომინირებადი ფორმა გახდა. თუკი
დასავლური მოდელის გლობალური მოძალება ერთის მხრივ კაცობრიობას უფრო იდენტურს
და მსგავსს ხდის, მეორეს მხრივ იგი იწვევს მძაფრ უკურეაქციას, განსაკუთრებით კულტურის
სფეროში. მაშინ, როდესაც გარკვეული კულტურის მატარებელი ხალხი სხვის კულტურას
აღიქვამს არა მხოლოდ უცხოდ, არამედ საფრთხედაც, იქნება სერიოზული კონფლიქტის
საფუძველი. ცივი ომის დასრულების შემდეგ, წინ წამოიწია ისტორიულმა კულტურულმა
განსხვავებამ დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის და გახდა კულტურული უნდობლობის
ატმოსფეროს შექმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. დასავლეთისა და ისლამური სამყაროს
დაპირისპირების ისტორიაში ბევრი შავი ფურცელია. დღესაც მიმდინარეობს დისკუსია
„ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დასავლური და
ისლამური ცივილიზაციების დაპირისპირებას ეთმობა. ამასთანავე ხაზი უნდა გაესვას, რომ
კულტურა, თანამედროვე სახელმწიფოებრივ სისტემაში, საზოგადოების ერთიანობის
გამყარების უმძლავრეს იარაღად რჩება.
კულტურებმა არსებობა ადამიანთა მიერ საზოგადოებების შექმნისთანავე დაიწყეს. კულტურა
სოციალურ კონსტუქციას წარმოადგენს, რომლის მრავალსახოვანებაც მის დეფინიციას მეტად
რთულს ხდის. ლიტერატურა და ხელოვნება საზოგადოების კულტურის ნაწილია. ასევე
საზოგადოების შიგნით ყალიბდება და ვითარდება პოლიტიკური კულტურა. იგი წარმოადგენს
იმ რწმენათა და პრაქტიკული მოღვაწეობის ერთობლიობას, რომლებიც ასახავენ
საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხალხს უყალიბებენ გარკვეულ მრწამსს იმის თაობაზე, თუ
როგორი უნდა იყოს საზოგადოება და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს იგი. კულტურა
სცდება იდეოლოგიის ჩარჩოებს და იგი განმარტავს საზოგადოებაში ინდივიდთა იდენტურობის
შინაარსს. საერთო ენის, ეთნიკურობის, რელიგიის, ჩვეულებების, ინსტიტუტების
გაცნობიერება, რაც ივსება სპეციფიკური ტერიტორიული განსახლების ფაქტორით,
წარმოადგენს კულტურის სამშენებლო მასალას. ხალხის კულტურის ფორმირების პროცესში
ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვითიდენტიფიცირების სიმბოლოები, ტოტემები.
კულტურები ყალიბდება სხვადასხვა დონეზე: სოფლის ქალაქის, რეგიონის დონეზე ოჯახის,
კლანების, ეთნიკური ჯგუფების საშუალებით. კულტურული იდენტურობა ახასიათებს
როგორც ერს, ისე სახელმწიფოს. კულტურული იდენტურობის ყველაზე დიდ კონსტუქციას
წარმოადგენს ცივილიზაცია, რომელშიც სხვადასხვა ხალხების იდენტიფიცირება ხდება მათი
დამაკავშირებელი ესთეტიკური, ფილოსოფიური, ისტორიული თუ სოციალური
ტრადიციებით. ცივილიზაციები ტრანსნაციონალურ ერთობებს წარმოადგენენ და ისინი
57
ყალიბდება სხვადასხვა ხალხებისა და მსოფლიოს რეგიონების ფუძემდებლური კულტურული
მახასიათებლების გაერთიანებით.
ცივილიზაციები დინამიურია დროსა და სივრცეში. სხვადასხვა კულტურების გაერთიანებასთან
ერთად, ისინი ყალიბდება წარსული ცივილიზაციების იდეებსა და მაგალითებზე. ამგვარად,
შუა საუკუნეების ქრისტიანობა დიდწილად დაემყარა ძველბერძნული და რომაული
ცივილიზაციების მრავალ ფილოსოფიურ და ტექნოლოგიურ მიღწევას. შემდგომ ევროპული
ქრისტიანობა გარდაიქმნა ევროპულ ცივილიზაციად, რომლის საფუძველიც ეროვნული
სახელმწიფო გახდა და ამგვარივე მოდელი გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს მკაფიოდ გამოკვეთილი ცივილიზაციების გარკვეული
რაოდენობა, უპირველესად ეს არის დასავლური, ისლამური, ინდური და ჩინური. ამასთანავე,
მრავალი ხალხის მიკუთვნება გარკვეული ცივილიზაციისადმი, საკმაოდ რთულია. ერთის
მხრივ იმის გამო, რომ ისინი არ ერთიანდებიან ჩამოყალიბებული და საკმარისი ძალის მქონე
სიმბოლოების, ტოტემების ირგვლივ, მეორეს მხრივ კი „იგლიჯებიან“ სხვადასხვა
ცივილიზაციებს შორის. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ რთულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის,
ანდა იგივე რუსეთის ცივილიზაციური კუთვნილების განსაზღვრა.

2. კულტურის მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში


საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის სფეროში დომინანტური დასავლური ტრადიციის,
რეალიზმის მიხედვით, კულტურას მხოლოდ მეორადი მნიშვნელობა გააჩნია და საერთაშორისო
სისტემის ანარქიაში მას გადაწონის ძალაუფლების ლოგიკა. Realpolitik-ის ფაქტის წინაშე
მრავალი სახელმწიფო სწორედ ამგვარად იქცევა. და მაინც, რეალისტური ლოგიკის
მიუხედავად, მეტად სათუოა საერთაშორისო ურთიერთობებში კულტურისათვის მხოლოდ
უმნიშვნელო, მეორადი ადგილის მინიჭება. საკუთრივ საერთაშორისო სისტემა, რომელიც
ემყარება ტერიტორიული სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის ცნებებს, საერთაშორისო
სამართალსა და დიპლომატიას, წარმოიქნა აღორძინების ეპოქის ევროპაში და თანდათანობით
გავრცელდა მსოფლიოში XIX-XX სს. მანძილზე. საერთაშორისო სისტემამ წარმოქმნა
საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც დამყარებული ევროპოცენტრულ კულტურულ
წარმოდგენებსა და მოთხოვნებზე.
ამდენად, კულტურა ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორიოს სისტემისათვის. განსაკუთრებით
საყურადღებო კი არის „უცხოს“, „სხვის“ აღქმის ისტორია, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც
ცივილიზაცია.
საერთაშორისო სისტემაში ჰეგემონიისადმი მიძღვნილ შრომაში ჯონ ეგნიუ და სტიუარტ
კორბრიჯი ყურადღებას ამახვილებენ იმ გზაზე, რომლითაც „ორგანიზებულ იქნა
გეოპოლიტიკური წესრიგი სივრცის, ადგილების, ხალხების გარშემო“ (Agnew and Corbridge 1995:
46). თანამედროვე ეპოქაში დომინირებადი გლობალური თვალსაზრისი გამომუშავდა
ევროპული ცივილიზაციის მიერ. ამ თვალსაზრისით, XVს. მიწურულიდან XXს. დასაწყისამდე,
ევროპელებმა განსაზღვრეს „ადამიანთა საზოგადოებების - პრიმიტიულიდან თანამედროვემდე
- იერარქია“ (Agnew and Corbridge 1995: 49). ევროპული ცივილიზაცია საკუთარ თავს სხვებზე
ზემოთ მდგომად მოიაზრებდა, საკუთარ ძირებად მიიჩნევდა ბერძნულ და რომაულ
ცივილიზაციებს. ევროპული ცივილიზაციის მოდერნიზაცია კი გამოიხატა ეროვნული
სახელმწიფოების შექმნით.
58
„უცხოს“ დახასიათება ევროპელთა მიერ თითქმის ყოველთვის სტერეოტიპული და
დამამცირებელი იყო. „უცხოს“ ამგვარი იდენტიფიცირება არსებითად განაპირობებდა
ევროპელთა პოლიტიკური მოღვაწეობის ფორმას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. ევროპის
შიდა სივრცეში საერთაშორისო საზოგადოების „ცივილიზებული“ წესები ფართოდ
გამოიყენებოდა, მაგრამ ამ წესების დაცვაზე ევროპის ფარგლებს გარეთ აღარ ზრუნავდნენ.
ევროპელები მოდერნიზაციის მოდელს მთელ მსოფლიოში კოლონიური სისტემის შექმნითა და
სხვა ხალხების დამორჩილებით ავრცელებდნენ. ევროპული „უპირატესობის“ ამგვარმა
დეკლარირებამ სახეცვლილება მხოლოდ XXს. შუა ხანებში დაიწყო, რასაც შედეგად ევროპული
იმპერიების თანდათანობითი დაშლა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, რწმენა, რომ დასავლეთი
წარმოადგენს მოდელს კაცობრიობის პროგრესისათვის, კვლავაც დარჩა.
XXს. შუა ხანებიდან განვითარების მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა აშშ-სა და სსრკ-
ს შორის გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში კულტურის ფაქტორის უკანა
პლანზე გადაწევა. ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს უპირისპირდებოდა პოლიტიკური
ეკონომიკის მოდელებით - ლიბერალური კაპიტალიზმითა და სახელმწიფო ცენტრალიზებული
სოციალიზმით. ეროვნული და სახელმწიფოებრივი განსხვავებები გამოიხატებოდა
პოლიტიკური ტერმინოლოგიით და ყურადღება არ ექცეოდა ლოკალურ კულტურულ
მახასიათებლებს. ცივი ომის მონაწილე ორივე მხარე ცდილობდა, რომ თავს მოეხვია საკუთარი
მოდელი მესამე სამყაროსა და მიუმხრობელი ქვეყნებისათვის. ერთ-ერთ პოლიტიკურ-
სამხედრო ბლოკთან დაკავშირება შესაბამისად განსაზღვრავდა, თუ ვინ და რა იყო „უცხო“.
ცივი ომის დასრულებამ კვლავ წინა პლანზე გამოიყვანა კულტურული განსხვავებების
პრობლემა. დასავლური საბაზრო კაპიტალიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფმა,
ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, გზა გაუხსნა გლობალიზაციის მანამდე არნახულ
პროცესს. ეგნიუ და ქორბრიჯი ამ „ტერიტორიული პრინციპის უარმყოფელ“ გეოპოლიტიკურ
წესრიგს ტრანსნაციონალური ლიბერალიზმის ჰეგემონიას უწოდებენ. მათი თვალსაზრისით,
„ლიბერალური სახელმწიფოს, საერთაშორისო ინსტიტუტების სიძლიერით შექმნილი და
განმტკიცებული ბაზრის (ან ბაზარზე გასვლის) ეს ახალი იდეოლოგია შეიძლება თავისთავად
იწოდოს „კაპიტალის წრიულ მოძრაობად“ (Agnew and Corbridge 1995: 166). მსოფლიოს უდიდესი
ნაწილი ჩართულია, ან სურს ჩაერთოს მსოფლიო საბაზრო ეკონომიკაში. მრავალი რეჟიმი
განვითარებად ქვეყნებში ცდილობს თავი დაანებოს სახელმწიფო ცენტრალიზებულ ეკონომიკას,
როგორც ეკონომიკის მენეჯმენტის დრომოჭმულ ფორმას, დაუკავშირდეს დასავლეთს და
გახდეს მსოფლიო ბაზრის ნაწილი.

3. გლობალიზაცია და კულტურა
გლობალიზაციის პროცესებს მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს კულტურებისათვის. ამ
პროცესების შედეგად წარმოქმნილი დილემა მთელ მსოფლიოს - მათ შორის დასავლეთის
ქვეყნებსაც მოიცავს: რამდენად სახიფათოა მსოფლიო ბაზარში ჩართვა არსებული კულტურული
მოდელებისა და სოციალური წესრიგისათვის. გლობალიზაციის პროცესის თანმდევი ღრმა
გავლენა, რასაც ფრენსის ფუკუიამა ნათლავს „ლიბერალურ იდეად“, ჩანს, რომ მსოფლიოს უფრო
ერთგვაროვანს ხდის, მაგრამ ასევე იწვევს მძაფრ კულტურულ უკურეაქციას. მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში დასავლეთისადმი სტერეოტიპული უარყოფითი დამოკიდებულებაა
ჩამოყალიბებული. იგი გამოიხატება დასავლეთის არსის გადმოცემისას აროგანტობის,
59
ექსპლუატატორობის, უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმის, სექსუალური უზნეობის
გამომხატველი ტერმინოლოგიის გამოყენებით. განვითარებადი სამყაროს ზოგიერთ ნაწილში
ინდივიდუალურ ავტონომიურობასა და ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ლიბერალური
კაპიტალიზმი მორალურ გაბანკროტებად, გახრწნად მიიჩნევა.
დასავლეთის პოპ-კულტურა გლობალიზაციასთან დაკავშირებული დებატების ცენტრშია
მოქცეული. დასავლური პოპ-კულტურა თავისთავად გლობალური მოვლენაა, მაგრამ ხშირად
მას ეჭვის თვალით უყურებენ და არსებობს მძაფრი წინააღმდეგობა მის მიმართ. ახლო და შუა
აღმოსავლეთში ისლამური ფასეულობების დაცვის მოთხოვნა მასობრივი ფენომენი ხება.
საუდის არაბეთის და ირანის ისლამური რეჟიმები ცდილობენ აკრძალონ ფილმები, მუსიკა,
ვიდეო, სატელიტური ანტენები. აზიაში მიმდინარეობს დისკუსიები „აზიური ფასეულობების“
შესახებ და სახელმწიფო/ბიზნეს ელიტა ქადაგებს, რომ დასავლური მოდელის შემოჭრა -
ინდივიდუალიზმი და კაპიტალიზმი ხელს უშლის ადგილობრივი საბაზრო ეკონომიკის
წარმატებებს. სინგაპურსა და მალაიზიაში „აზიურ ფასეულობებზე“ დაყრდნობით შეიქმნა
არალიბერალური კანონმდებლობა ადგილობრივი ახალგაზრდობის დასავლური გავლენის
„დაცვისაგან“, მისი ქცევისა და მოთხოვნების კონტროლისათვის.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლურ, უპირველესად შეერთებული შტატების,
აკადემიურ წრეებში, გაჩაღდა დისკუსია მსოფლიოს მომავლის შესახებ. ამ დებატების დროს
განსაკუთრებით გაესმეოდა ხაზი, რომ კულტურული განსხვავებები სულ უფრო მეტად
იქონიებდნენ მომავალში გავლენას მსოფლიო წესრიგზე. ამ მხრივ განსაკუთრებულად
საყურადღებო გამოდგა სემუელ ჰანთინგთონის სტატია „ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ,
რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ცივილიზაციები სულ უფრო მეტად ასრულებენ აქტორების
როლს საერთაშორისო სისტემაში. ჰანტინგტონი (1993: 25), მსოფლიოში შემდეგ ცივილიზაციებს
გამოყოფს: დასავლურ, კონფუციანურ, იაპონურ, ისლამურ, ინდურ, სლავურ-
მართლმადიდებლურ, ლათინურ ამერიკულ და შესაძლოა აფრიკულ ცივილიზაციებს.
ჰანთინგთონისთვის „ცივილიზაციათა შეჯახება“ ისტორიული განვითარების შედეგია.
ისტორიაში ყოველთვის მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის ბრძოლები. ახალი ისტორიის
საწყისი ეტაპის ევროპაში ბრძოლები მიმდინარეობდა მონარქებს შორის ტერიტორიების
გასავრცობად და მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. საფრანგეთის რევოლუციამ
წარმოქმნა ბრძოლა ერებს შორის ნაციონალიზმის ნიადაგზე. რუსეთმა რევოლუციის შემდეგ
დაიწყო იდეოლოგიათა ბრძოლა - კომუნიზმს, ფაშიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის.
ცივი ომის დასსრულება ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა, როდესაც კონფლიქტი გამოვიდა
დასავლური ფაზიდან და გარდაიქმნა დასავლურ და არადასავლურ ფაზად. არადასავლელებს
სურთ არა მხოლოდ იყვნენ დასავლური პოლიტიკის გადამღებნი, არამედ ისტორიის ახალი
მამოძრავებელნი.
ცივი ომის შემდგომ პერიოდის მსოფლიოში, კონფლიქტები ასევე იცვლება იდეოლოგიური და
ეკონომიკურიდან კულტურულის მიმართულებით. სახელმწიფოები ისევ უნდა დარჩნენ მთავარ
აქტორებად, მაგრამ კონფლიქტები სულ უფრო მეტად გახდება სხვადასხვა ცივილიზაციური
ჯგუფების დაპირისპირების შედეგი. ჰანტინგტონი მიიჩნევს, რომ განსხვავებები
ცივილიზაციათა შორის გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე ქიშპის იმპულსები საკუთრივ
ცივილიზაციათა შიგნით. ცივილიზაციურ განსხვავებებს შეადგენს წარმოადგენები ადამიანისა
და ღმერთის, კაცისა და ქალის, ინდივიდუალურსა და სახელმწიფოს, უფლებების,
60
ხელისუფლების, მოვალეობისა და სამართლიანობის შესახებ. კულტურა არ არის მხოლოდ
ხელოვნურად შექმნილი რწმენათა სისტემა, ნაციონალიზმისა თუ კომუნიზმის მსგავსად,
არამედ საკუთრივ იდენტურობას განაპირობებს და ქმნის ცხოვრების აღქმის საფუძველს. იგი
წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე მიმდინარე სოციალური კონსტრუქციის შედეგს.
ჰანთინგთონის თანახმად, გლობალიზაცია კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის ცივილიზაციურ
კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, მსოფლიოს
მრავალ მხარეში მის მიერ ნაქადაგებმა იდეებმა წარუმატებლობა განიცადა. სოციალისტურმა და
ნაციონალისტურმა იდეოლოგიებმა გზა გაუხსნეს „რეისლამიზაციას, ინდუიზაციასა თუ
რუსიზაციას“. „ლიბერალური იდეა“ უნივერსალურია მხოლოდ ხელოვნურ დონეზე და
ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის, კონსტიტუციონალიზმის, ადამიანის უფლებების,
კანონის მმართველობის, დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, აგრეთვე სახელმწიფოსა და
ეკლესიის გაყოფის დასავლურ იდეებს ხშირ შემთხვევაში შესაბამისი რეზონანსი არ მოჰყვება
ისლამურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ, ბუდისტურ ანდა მართლმადიდებლურ კულტურებში.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება
კულტურულ იდენტურობაზე, ვიდრე სახელმწიფოს ანდა ერის სუვერენობაზე. კულტურული
კონფლიქტი თავის მხრივ ორ დონეზე შეიძლება გამოიხატოს: პირველ რიგში ეს არის ბრძოლა
რესურსებისათვის „ტერიტორიული უსამართლობის“ საფუძველზე, მეორე რიგში კი უფრო
ზოგადი შეჯიბრი საერთაშორისო სისტემაში გავლენისა და ძალის მოსაპოვებლად, კერძოდ
საერთაშორისო ნორმებსა და ორგანიზაციებზე. ამ შეჯიბრის მთავარი დინამიკა გახდება
დაპირისპირება „დასავლეთს“, როგორც დომინანტ ცივილიზაციას, და სხვადასხვა ხარისხით
„დანარჩენ“ ცივილიზაციებს შორის.
ცივილიზაციათა უმრავლესობა სულ უფრო მეტად იხრება იმისაკენ, რომ წინააღმდეგობა
გაუწიოს იდეას, რომლის თანახმადაც დასავლური ნორმები უნივერსალურია;
მაგალითისათვის, დასავლეთის მცდელობა გაავრცელოს ლიბერალური დემოკრატიის მოდელი
და ადამიანის უფლებები, ბევრგან მიიჩნევა ნეოიმპერიალიზმის ფორმად.
ცივილიზაციური კონფლიქტის შესახებ მსჯელობისას ფოკუსირება ძირითადად ისლამზე
ხდება. 80-იან წლებში რეიგანის ადმინისტრაციის დროს ურთიერთობის გართულებამ ირანთან,
ლიბიასთან, სირიასთან და ლიბანთან გამოიწვია გარკვეული არაბულ/ისლამური ბლოკის
შექმნა გააფთრებით უპირისპირდება შეერთებულ შტატებს და მის ფასეულობებს. ცივი ომის
დასრულების შემდეგ არაერთი ნაშრომი მიეძღვნა ისლამური საფრთხის ანალიზს (თუ
ჰანტინგტონი მხოლოდ თეორიულ ჩარჩოებში განიხილავს ამგვარ საფრთხეს, სხვა ავტორები,
მაგ., ბერნარდ ლიუსი უფრო ღრმა, მეცნიერულ კვლევას აწარმოებენ ამ მიმართულებით).
ისლამი შეიძლება წარმოადგენდეს კონფლიქტის განსაკუთრებულ წყაროს როგორც საკუთრივ
ისლამური სამყაროში, ისე დიასპორის გზით. 90-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ისლამი იყო „კრიზისის ნახევარმთვარეს“ მოსაზღვრე ცივილიზაციებთან
კონფლიქტების სახით ბალკანეთზე, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში,
ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ფილიპინებზე. უპირველესად კი იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ისლამი აწარმოებდა კულტურულ და იდეოლოგიურ ბრძოლას
დასავლეთთან. ისლამური სამყაროში დამკვიდრებული რწმენის ფორმებისათვის თითქოს
სრულიად უცხო იყო დასავლური ფასეულობები და ის, რაც იგულისხმება მოდერნიზმში

61
დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის არსებული ისტორიული კონფლიქტი თითქოსდა
ორივე მხრიდან ხელახლა აღორძინდა.
საკვანძო საკითხები
 კულტურა განსაზღვრავს სოციალური ცხოვრების ხასიათსა და ინდივიდის იდენტურობას.
კულტურა გამოიხატება ჩვეულებებით, წარსულის მემკვიდრეობისადმი ერთგულებითა და
ცხოვრების სტილით, რაც საფუძველს უყრის საზოგადოებათა შიგნით პოლიტიკურ, სოციალურ
და მხატვრულ ცხოვრებას;
 ცივილიზაცია წარმოადგენს იდენტურობის ყველაზე ფართო ფორმას და შეიძლება
ვრცელდებოდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი საზღვრების გარეთ;
 ისტორიულად საერთაშორისო სისტემა ხასიათდებოდა სხვა კულტურების „უცხოდ“ ,
მიუღებლად გაცნობიერებით;
 ახალ დროში დასავლეთი იქცა დომინირებად ცივილიზაციად;
 დასავლეთი სხვა საზოგადოებებზე ზემდგომად მიიჩნევდა საკუთარ თავს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების დასრულების შემდეგ გაჩნდა შეხედულება, რომ
ცივილიზაციათა (კულტურათა) შეჯახება შეცვლიდა ცივი ომის იდეოლოგიურ ბრძოლას.
ამგვარ შეჯახებას ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევენ დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის.

4. დასავლეთი და ისლამი
დასავლეთსა და ისლამს შორის ისტორიული კონფლიქტი არსებობს. ორი ცივილიზაციიის
ურთიერთუნდობლობა მრავალი საუკუნის მანძილზე გროვდებოდა „სახალხო მეხსიერებაში“.
მეშვიდე საუკუნის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, ქრისტიანობას ავიწროებდა ისლამური ძალა.
ისლამური ცივილიზაცია საკუთარ თავს ქრისტიანულზე უფრო მაღლა მდგომად მიიჩნევდა და
იდეები და ტექნოლოგიები სწორედ აღმოსავლეთიდან გადადიოდა დასავლეთში და არა
პირიქით. უკევ მერვე საუკუნეში არაბებმა გადაკვეთეს ჩრდ. აფრიკა და ღრმად შეიჭრნენ
ესპანეთსა და საფრანგეთში. საუკუნეები გრძელდებოდა ბრძოლები ესპანეთისათვის,
ხმელთაშუა ზღვის აუზში დომინირებისათვის, წმინდა ადგილებისათვის. ისლამი ევროპის
კარიბჭესთან იდგა, თუმცა ეს საფრთხე მოიხსნა. ასევე განადგურდა ესპანეთში არსებული
მაღალგანვითარებული ისლამური საზოგადოება. თუმცა ისლამური საფრთხე კვლავაც დარჩა
და შემდგომ ოსმალური იმპერიის სახით გამოვლინდა, რასაც 1453 წ. აღმოსავლეთში
ქრისტიანობის ფორპოსტის, კონსტანტინოპლის დაცემა მოჰყვა. ოსმალური ჰეგემონია შუა
აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის აუზში დიდ საფრთხეს უქმნიდა ევროპელებს.
ოსმალოები ევროპაშიც შეიჭრნენ და მათი უკუგდება მხოლოდ XVII ს. შუა ხანებში მოხერხდა.
ახალ დროში, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დასავლეთისა და ისლამის ურთიერთობა
დასავლეთის დომინირებით წარიმართებოდა. XVIII ს-ში დასავლეთში მსოფლიოს უმთავრესი
ინდუსტრიული და სამხედრო ძალების შექმნამ მალე გამოიწვია ისლამური სამყაროს უმეტეს
ნაწილზე კოლონიური და იმპერიული ბატონობის დამყარება. 1798 წ. ნაპოლეონის ექსპედიცია
ეგვიპტეში შემოტრიალების უმთავრესი მომენტია. დასავლეთის ფიზიკური და პოლიტიკური
შეჭრა და მისი შედეგები დღემდე აღელვებს არაბულ/ისლამურ ცივილიზაციას. მეორეს მხრივ,
დასავლეთის მთავარი ინტერესი ისლამურ სამყაროში კონტროლი შენარჩუნება იყო. თავის
ცნობილ ნაშრომებში „კულტურა და „იმპერიალიზმი“ და „ორიენტალიზმი“, ედუარდ საიდი
ყურადღებას ამახვილებს იმ ნიშნებზე, რაც ახასიათებს დასავლეთის დომინირებას. საიდი
62
ამტკიცებს რომ დასავლურ კულტურულ წარმოდგენაში დიდ ხნის მანძილზე ყალიბდებოდა
მცდარი სტერეოტიპები მუსლიმი ხალხების შესახებ. ამ ფენომენტს საიდი ნათლავს
ორიენტალიზმად. ორიენტალისტური ტრადიციის დიდი ნაწილი ემყარება მითს, არასწორ
გაგებას და ბევრი რამ უთქმელი რჩება აღმოსავლეთის შესახებ. დასავლეთში დომინირებდა
რწმენა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთის ხალხები კულტურულად, ისტორიულად,
სოციალურად უცხონი და ჩამორჩენილები არიან. დაიწყო აღმოსავლეთის ასოცირება
სისასტიკესთან, დესპოტიზმთან, უსამართლობასთან, ეკზოტიკურ სექსუალურ პრაქტიკასთან.
საერთო ჯამში, საიდის რწმენით, ორიენტალისტური შეხედულება არის დასავლური
ჰეგემონიის გამოხატულება. აღმოსავლეთის „ორიენტალიზაცია“ მოხდა არა იმიტომ, რომ იგი
აღმოსავლურია, არამედ იმის გამო, რომ იგი სუბორდინაციის პოზიციაში და სწორედ ამგვარად
უნდა იყოს. ამასთანავე თანამედროვე ისტორიამ და მას მედია ძალა შემატა ამ სტერეოტიპებს.
ევროპულმა ექსპანსიამ ისლამურ სამყაროში მრავალი სახის რეაქცია გამოწვია. თავის,
შედეგებით, საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გამოდგა ისლამური რევაივალიზმი და
ნაციონალიზმი. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფუგურა იყო ჯამალ ად-
დინ ალ-ავღანი. ავღანი მიზნად ისხავდა თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების
გამოყენებით პირველსწაყისი ისლამის იდეალების აღორძინებას. ამტკიცებდა, რომ ისლამის
სული შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს და მხოლოდ მისი აღორძინება
გამოიწვევს ისლამური სამყაროს გაერთიანებასა და კოლონიალიზმის შედეგების მოსპობას.
ამგვარი მრწამსი შემდგომში თანამედროვე ისლამური აზროვნების ქვაკუთხედად იქცა.
თუმცა კონკრეტულად ისლამის აღორძინებამდე დაიწყო ნაციონალისტური აღორძინება
საკუთრივ მუსლიმ ხალხებში. XIXს. მულტიეთნიკური ოსმალეთის იმპერიის დაკნინების
პირობებში, რაც საბოლოო ჯამში, იმპერიის დაშლით დასრულდა, ფართოდ იწყებს
გავრცელებას პანთურქიზმის იდეები. საბოლოოდ, სწორედ თურქული ნაციონალიზმის შედეგი
გახდა მოდერნიზებული თურქული სეკულარული სახელმწიფოს შექმნა და ისლამური
სახალიფოს იდეის ოფიციალური უარყოფა 1924 წელს.
ოსმალეთის იმპერიის შიგნით ძალას იკრეფდა არაბული ნაციონალიზმი. მიუხედავად იმისა,
რომ ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და II მსოფლიო ომის შემდეგ მრავალმა არაბულმა ქვეყანამ
მოიპოვა დამოუკიდებლობა, ნაციონალიზმის ნიადაგზე წარმოქმნილმა არაბულმა ერთობის
იდეამ კრახი განიცადა. ამის მკაფიო დასტურია ეგვიპტისა და სირიის გაერთიანების
წარუმატებელი ექსპერიმენტი, ასევე ისრაელ-არაბული ქვეყნების ომები, როდესაც ომში
მონაწილე არაბული ქვეყნები უპირველესად საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობდნენ, რის
შედეგადაც ისპობოდა კოორდინირებული მოქმედებისა და შესაბამისად, წარმატების მიღწევის
საშუალება.
ისლამის როლის, მისი პოლიტიზაციისა და რადიკალიზაციის საქმეში შემობრუნების წერტილი
გამოდგა არაბული სახელმწიფოების ფიასკო 1967 წ. ისრაელთან ექვსდღიან ომში. რადიკალური
ისლამისტური მოძრაობები სწორედ ამ პერიოდიდან იღებს უკიდურესად ანტიდასავლურ
ხასიათს.
XX ს. 20-იანი წლებიდან იწყება ასევე ნაციონალიზმის „ზემოდან“ ქადაგება. ნაციონალისტური
იდეოლოგიის გამოყენებითა და აშშ-ის მხარდაჭერით ირანის შაჰმა თითქოსდა მუსლიმური
სამყაროსათვის არნახულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ეს

63
წარმატებები ეფემერული გამოდგა. გზა გაუხსნა პოლიტიკური ისლამს. ყოველივე ეს კი
უპრეცედენტო მოვლენით - ირანში ისლამური რევოლუციით დაგვირგვინდა.
ვესტერნიზაციის წინააღმდეგ მოძრაობა ისლამურ სამყაროში XX ს. დასაწყისში იღებს სათავეს,
მაგრამ რეალურ და ქმედით სახეს 70-იანი წლებიდან იღებს. რამ შეუწყო ხელი ისლამიზმის
ესოდენ წინ წამოწევას? რა ფაქტორებმა განიპირობეს ის, რომ დღეს ისლამისტებს* რელიგია
სურთ აღიქვან არა რელიგიურ დოქტრინად არამედ პოლიტიკურ იდეოლოგიად? და ბოლოს,
რას ისახავენ ისინი მიზნად და რამდენად ახდენს გავლენას პოლიტიზებული ისლამი
საერთაშორისო ურთიერთობებზე?
ისლამისტებისათვის ისლამი წარმოადგენს გლობალურ და ტოტალურ მსოფლმხედველობას
და ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის განმსაზღვრელიცაა. ისლამს ტიპიური
ტოტალიტარული იდეოლოგიის სახე აქვს მიღებული.
ისლამისტებისათვის ძალაუფლების ხელში აღება ნიშნავს „დასავლური ფასეულობებით
კორუმპირებული“ საზოგადოების რეისლამიზაციას, მაგრამ ამასთანავე მეცნიერებისა და
ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებით, თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების
ისლამის კონცეპტუალურ ჩარჩოებში ჩასმით.
ისლამიზმმა დაიკავა ის ადგილი, რომელიც ადრე პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის
მებრძოლთ და ნაციონალისტურ მოძრაობებს ეკავათ. კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი
მუსლიმი ხალხები წარსულში შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ისლამს. ამჟამად კი
მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - ეროვნული საკითხის ნაცვლად წინა პლანზე
გამოვიდა რელიგია. ერსაც ისლამისტები აღიქვამენ მუსლიმური სამყაროსათვის უცხო ცნებად
და კოლონიალიზმის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამოხატულებად.
ისლამიზმი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც მუსლიმური სამყაროს შინაგანი გამოცოცხლების
ერთ-ერთი ასპექტი, რისი გამომწვევიც დასავლურ მოდერნიზმთან და პოსტმოდერნიზმთან
შეხებაა. ისლამისტთა დამოკიდებულება დასავლეთისადმი საკმაოდ სტერეოტიპულია და სამ
ძირითად პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. ნოსტალგია (სწორედ ისლამმა შეიტანა
დასავლეთში ცივილიზაცია); 2. დასავლეთის ფასეულობათა მანკიერებისა და დასავლეთის
„ორმაგი“ პოლიტიკის მხილება (მორალური პრინციპების დაცვას იგი მხოლოდ სხვისაგან
მოითხოვს); 3. ისლამის აპოლოგია (ყველაფერი ყურანსა და სუნაშია მოცემული და ისლამი
საუკეთესო რელიგიაა).
ცნობილი ისლამისტი მოაზროვნე ჯალალ ალ-ე აჰმადი ამასთან დაკავშირებით ნაშრონმში
„მედასავლეთეობა“ წერს: „მთავარი შეცდომა არის ის, რომ დასავლეთი აღიქმება არა
„უწმინდურად“ და „ურწმუნოდ“, არამედ „მოძღვრად“. „იყო დრო, როდესაც ყურანის ერთი
ლექსით ან ერთი ისლამური ტრადიციით ხმას აკმენდინებდნენ ყველას და ნებისმიერ მტერს
თავის ადგილს უჩენდნენ. დღეს კი დასავლელის ნებისმიერ სიტყვას ჭეშმარიტებად ვიღებთ.“
საერთო ჯამში, ისლამიზმი შეიძლება მივიჩნიოთ მესამე სამყაროში მიმდინარე პროცესების
ერთ-ერთ გამოვლინებად, რომლის დედაარსია რელიგიის განახლება, მისგან რევოლუციური
პოლიტიკური პროგრამის შექმნა და ამ პროგრამის რეალიზაციით საზოგადოებრივი ცხოვრების
რეისლამიზაცია. ისლამიზმი „მესამე სამყაროს“ ფენომენია, გაჯერებული მუსლიმური
სპეციფიკით. რევოლუციისა და თეოლოგიის სინთეზი (ე. წ. „განთავისუფლების თეოლოგია“)
ზოგადად მესამე სამყაროში მიმდინარე მოძრაობებისთვისაა დამახასიათებელი. „მესამე
სამყაროსეული“ რევოლუციის თემა ისლამიზმში შეცვალა ჯიჰადის, „წმინდა ომის“ თემამ.
64
ჯერ კიდევ ჰანთინგთონის წინასწარმეტყველებამდე „ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ,
შეიქმნა ისლამური რევოლუციის ფენომენი, რომელიც მოულოდნელი გამოდგა როგორც
პოლიტიკოსებისათვის, ისე საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარებისათვის.
მოდერნიზაციამ და უღრუბლო მომავლის იმედმა მძიმე დარტყმა მიიღო და აქედან
გამომდინარე შეირყა იმ თეორიების საფუძველი, რომლის თანახმადაც სეკულარიზაცია
ისტორიული განვითარების პროცესის საფუძველი უნდა ყოფილიყო. კიდევ უფრო რთული
აღსაქმელია ის ფაქტი, რომ „ისლამური“ რესპუბლიკის იდეას რეზონანსი მოჰყვა საერთაშორისო
ურთიერთობათა სისტემაში. მან შემოიტანა პოლიტიკურ დებატებში ანტიდასავლური და
ანტიმოდერნისტული ცნებები და მძიმე დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ურთიერთობათა
ანალიზის ორ დასავლურ კონცეფციას: რეალიზმსა და ლიბერალიზმს.
სადამ ჰუსეინის მთავრობა, რომელიც არაბული სეკულარული სოციალისტური პარტიის -
ბაასის წიაღიდან გამოვიდა, იყენებდა რელიგიურ არგუმენტებს ირანთან ომის დროს. ჰუსეინი
თავის მიმართვებს ხალხისადმი ალაჰის ხსენებით იწყებდა და და იზრუნა, რომ გარემოცული
ყოფილიყო რელიგიური სიმბოლოებით. ამგვარადვე პალესტინის განთავისუფლების
ორგანიზაცია, რომელიც 70-იან წლებში ლაპარაკობდა ლაიცისტური პალესტინის შესახებ,
რომელშიც ყველა რელიგია თანაბარი უფლებებით ისარგებლებდა, უკვე მხოლოდ ისლამურ
სიმბოლოებს იყენებს: იერუსალიმის კლდის გუმბათის მეჩეთის გამოსახულება გახდა ლოგო
ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე, საფოსტო მარკებზე, სატელევიზიო არხზე და ა.შ. ყურანის
მუდმივი ციტირება და ალაჰის ხსენება არაფატის გამოსვლებში… საერო არაბული
ნაციონალიზმისაგან დარჩა მხოლოდ მუსლიმური იდენტურობა. ისლამი გამოიყენება
ერთდროულად არსებული რეჟიმებისათვის დამცავად - ხელისუფლებაზე თავდასხმა იგივეა,
რაც ისლამზე თავდასხმა და იმათი მოტივირებისათვის, ვინც ცდილობს ამ რეჟიმების დამხობას
- დამორჩილდეს ამგვარ ხელისუფლებას ნიშნავს ღმერთის დაუმორჩილებლობას. ის, რომ
ისლამი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაბული ქვეყნების მოსახლეობის თვითშეგნებაში არ
ნიშნავს, რომ იგი განსაზღვრავს ამ სახელმწიფოთა პოლიტიკას.
საერთაშორისო ურთიერთობებში რელიგიის როლი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ქვეყნების
შემთხვევაში, სადაც რელიგია და სახელმწიფო ოფიციალურად არ არიან
ურთიერთგამოყოფილნი. ეს უპირველესად ეხება თანამედროვე ისლამურ სამყაროს. სადაც ხშირ
შემთხვევაში, სეკულარიზმი აღიქმება იდენტურობისათვის მთავარ საფრთხედ. ისლამურ
სამყაროში ისლამური რევოლუციის კონცეფციამ შეცვალა კომუნიზმისა. ე. გელნერი ისლამში
ხედავს მკვიდრ და დაცულ ბლოკს, რომელმაც გაუძლო როგორც თანამედროვე საზოგადოების
მიერ თავსმოხვეულ სეკულარიზაციას, ისე იდეოლოგიურ ეროზიას, რომლის მსხვერპლიც
კომუნიზმი გახდა. მაგრამ ეს ურთიერთობანი ერთის მხრივ სახელმწიფოსა და ნაციონალიზმს,
ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებებსა და გლობალიზაციას შორის, სრულიად განსხვავებულ
შეფასებებს იმსახურებენ სპეციალისტთა მხრიდან.
მრავალი მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ისლამიზმი წარმოადგენს თანამედროვე ფენომენს,
რომლმაც ფაქტობრივად გადმოიღო იმ იდეოლოგების საფუძვლები, რომელთა წინააღმდეგაც
იგი იბრძვის. ლაპარაკი უპირველესად სოციოკულტურულ საპროტესტო მოძრაობაზე,
რომელსაც არ შეუქმნია პოლიტიკურ და ეკონომიკური გარკვეულად სიცოცხლისუნარიანი
მოდელი.

65
ირანის ისლამური რევოლუციის მაგალითი მეტად საგულისხმოა, ვინაიდან ისტორიაში
პირველად ისლამისტებმა მოახდინეს რევოლუცია, რის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში
მებრძოლი რადიკალი სამღვდელოება მოვიდა. ბუნებრივია კითხვა, თუ თვისობრივად რა
ცვლილებები მოიტანა ამ რევოლუციამ. პირველ რიგში, ქვეყანაში ნაციონალისტური რიტორიკა
შეიცვალა ისლამისტურით (ის, რასაც ცდილობდნენ 60-იანი წლებიდან დაწყებული
ისლამისტები). შაჰის ნაციონალისტური ლოზუნგები კი შეიცვალა ისლამურით. ამ პირობებში
ბუნებრივია მტრის ხატის შესაქმნელად უპირველესად გამოყენებულ იქნა აშშ - შაჰის
უპირველესი მოკავშირე, საერთაშორისო ასპარეზზე კი ახალი ისლამური რესპუბლიკა
არაპროგნოზირებად და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისათვის მიუღებელ
სახელმწიფოდ იქცა. თუმცა, ყოველივე ამას ახალი რეჟიმი პრაგმატული მიზნებიდან
გამომდინარე იყენებდა. უპირველესად ირანთან დაპირისპირებულ მუსლიმურ
სახელმწიფოებში ოპოზიციური მოძრაობების მხარდასაჭერად, აგრეთვე პალესტინის
მოძრაობის მხარდასაჭერად. თუმცა, ყოველივე ამას, იმავე პრაგმატული მოსაზრებებიდან
გამომდინარე, ხელი არ შეუძლია ახალი რეჟიმისათვის, საიდუმლოდ შეესყიდა იარაღი ერაყთან
ომის დროს ამერიკისაგან ისრაელის შუამავლობის გზით („ირანგეიტის საქმე“). თუკი
მრავალეროვან ირანში მონარქიის დროს ქვეყნის ერთიანობის საფუძვლად ეთნიკურობა იყო
აღქმული, ხაზი გაესმეოდა, რომ ქვეყნის ყველა მცხოვრები ირანელი იყო (ამ მიზნით, ქვეყანა
1935 წლიდან სპარსეთის ნაცვლად ირანი ეწოდა), დღეს სახელმწიფოს მცხოვრებთა მუსლიმობას
გაესმევა ხაზი. ამასთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებას არსებობის პირველივე ხანებში
ეთნიკურ სეპარატიზმთან მოუხდა შეხება (უპირველესად ლაპარაკია ქურთების ავტონომისტურ
მოთხოვნებზე) და გარკვეული დათმობების გაკეთებაც მოუხდა სწორედ ნაციონალისტების
მიმართ, თუმცა ახალი რეჟიმი, ზოგადი ისლამური მრწმასისაგან გამომდინარე, თეორიულად არ
ცნობს ეთნიკურობას ერთიანი ისლამური თემის - ამ შემთხვევაში ირანის შიგნით). ირანისა და
ნაციონალური პატრიოტიზმის თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია ირანში ერაყთან ომის
პერიოდში. ომის წარმოება მხოლოდ ისლამის სახელით, რაც ბუნდოვანი და გაუგებარიც
ხდებოდა ერაყთან დაპირისპირების პირობებში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი
შიიტია. ამდენად ლოზუნგად ისევ იქცა სამშობლოს, არა ისლამურის, არამედ ირანის
ერთგულება.
რა ადგილს იკავებს დღეს, გლობალიზაციის პირობებში ისლამიზმი მუსლიმურ საზოგადოებაში
და რამდენად არის მზად ისლამური სამყარო მიიღოს თანამედროვეობის გამოწვევა?
სახელმწიფო მეთაურთა და ოპოზიციის ხშირ შემთხვევაში პოპულისტური რიტორიკის
მიუხედავად, დასავლური სამომხმარებლო მრწამსი მტკიცედ იკიდებს ფეხს აღმოსავლეთში.
დღეს ლაპარაკობენ პოლიტიკური ისლამის მარცხის შესახებაც.
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რომელშიც დომინირებენ სახელმწიფოები,
რელიგიათა როლი ერთდროულად რეალური და ლიმიტირებულია. რელიგიებმა შეიძლება
შეცვალონ რეჟიმის სახე (ირანი), თუმცა ნაკლებად შეუძლიათ შეცვალონ საერთაშორისო
წესრიგი. ისლამურმა კონფერენციამ შეიძლება გააკეთოს მოწოდება, რომელიც გათვლილი
პოპულისტურ ემოციებზე და არც თაკილობს ამის გაკეთებას, მაგრამ როდესაც დგება
სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დრო, სწორედ სახელმწიფოები ცვლიან მას (ამდენად, აქ თავის
სიტყვას ამბობს რეალისტური მოდელი). ქაშმირის კონფლიქტის დროს ინდოეთი და პაკისტანი
ხშირად აპელირებენ რელიგიით, მაგრამ ეჭვიც არ არსებობს, რომ თუკი ორი სახელმწიფო ხელს
66
მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას, ისინი თავიანთ რელიგიურ მეთაურებს დავალებას
მისცემენ, რომ თეოლოგიური გამართლება გამოუნახონ ახალ პოლიტიკას.
დღევანდელი მუსლიმური სამყაროს მდგომარეობა არასტაბილურია. სოციალური თუ
ეროვნული პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა ტიპის
ორგანიზაციები, პარტიები თუ ჯგუფები ხშირად რელიგიას მიიჩნევენ. დღევანდელ
ვითარებაში, ეკონომიკური მოდერნიზაციისა და სოციალური ცვლილებების შედეგად, მთელ
მსოფლიოში სუსტდება ადამიანთა ტრადიციული იდენტიფიკაცია საცხოვრებელ ადგილთან,
ასევე სუსტდება ეროვნული სახელმწიფოს, როგორც იდენტიფიკაციის წყაროს როლი. შექმნილი
სიცარიელე ხშირად ივსება რელიგიით, რომელიც ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიის სახეს
იღებს. ნათქვამი უპირველესად ეხება მუსლიმურ სამყაროს. ისლამის პოლიტიზაციამ უმაღლეს
დონეს მიაღწია, თუმცა ამ პოლიტიზაციის შემოქმედთ არ გააჩნიათ კონკრეტული პოზიტიური
პროგრამა და მხოლოდ არსებულის მოსპობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ისლამურ სამყაროს კი აქვს უნარი გაითავისოს ლიბერალური აზროვნება ისე, რომ არ დაკარგოს
საკუთარი მეობა. ამ საქმეში მას დასავლეთიც უნდა ამოუდგეს მხარში, რომელმაც გარკვეული
კორექტივები უნდა შეიტანოს თავის პოლიტიკაში ისლამური სამყაროს მიმართ და
მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს დემოკრატიზაციის პროცესებს, დაეხმაროს მუსლიმურ
ქვეყნებს იმ სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც სამყაროში
რელიგიური ლოზუნგებით მიმდინარე ექსტრემისტული მოძრაობების საფუძველს
წარმოადგენენ.

კითხვები და დავალებები:
 რა არის კულტურა? რა როლი აქვს მას გლობალურ ურთიერთობებში?
 რას ნიშნავს „უცხო“ კულტურული წარმოდგენით ?
 რატომ ფიქრობს ს. ჰანტინგტონი, რომ პოლიტიკურ/იდეოლოგიურ კონფლიქტები ცივი ომ
ის შემდეგ შეიცვლება ცივილიზაციური კონფლიქტებით?
 რა ძირითადმა მიზეზებმა გამოიწვია ისლამის რევალივალიზმი?
 რა სახისაა დასავლური კულტურის ისლამისტური შეფასება?
 რა იყო ნაციონალიზმის ისლამიზმით შეცვლის მიზეზები?

67
თავი 5. რეგიონალიზმი და ინტეგრაცია
რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის განსაზღვრება
XXს. 60-იანი წლების მანძილზე რეგიონები საერთაშორისო პოლიტიკაში განისაზღვრებოდა,
როგორც „სახელმწიფოთა შეზღუდული რიცხვი, რომელთა კავშირსაც განაპირობებს
გეოგრაფიული სიახლოვე და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე. მათი
დიფერენცირება კი შესაძლებელია სავაჭრო კავშირების განვითარების, ფორმალური
ორგანიზაციების რიცხვისა და მნიშვნელობის, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების
ხარისხის მიხედვით“ (Nye 1968: vii). ნაი მიიჩნევდა, რომ რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის
პროცესი მოიცავდა მსოფლიოს მრავალ მხარეს და მას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების -
ყოფილი კოლონიების რიცხვის გაზრდა; დაძაბულობის შედარებითი განმუხტვა
ზესახელმწიფოებს შორის; ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების აღმავლობა;
მრავალმხრივი სავაჭრო რეჟიმის განმტკიცება; დასავლეთ ევროპის უმძლავრესი ქვეყნების
დაახლოება ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით.
რეგიონალიზმის სასურველი განვითარებისათვის არ არის საკმარისი მარტოოდენ გეოგრაფიულ
სიახლოვე და ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულება. სხვა ფაქტორებიც ასევე
მნიშვნელოვანია რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის პროცესების განვითარების
პოტენციური საფუძვლების შექმნისათვის. ეს არის ისტორიული გამოცდილება, ძალაუფლებისა
და კეთილდღეობის გადანაწილება ჯგუფების შიგნითა და გარეთ, კულტურული, სოციალური
და ეთნიკური ტრადიციები, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური არჩევანი - ყოველივე
ზემოთქმულს შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდეს იმის გასაგებად თუ რატომ
და როგორ სურთ მიიღონ აქტორებს გადაწყვეტილებანი რეგიონულ დონეზე.
მიუხედავად ამისა, რეგიონალიზმი შესაძლოა გარკვეულწილად განსასაზღვრად მონოლითური
კონცეფცია იყოს. ზოგიერთი მკვლევარი მოითხოვს, რომ იგი დავანაწილოთ სპეციფიკურ და
კონკრეტულ ტიპებად (Hurrel 1995). ამ გზით ჩვენ შეგვიძლია რეგიონალიზმის მნიშვნელოვანი
ვარიაციების იდენტიფიცირება. ვარიაცია, მაგალითისათვის, შეიძლება აიხსნას სოციალურ-
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების დონის ზრდის თვალსაზრისით; იმ სივრცით,
რომელშიც ცალკეული ფასეულობები და კულტურული ტრადიციები განაგრძობენ არსებობას;
ფორმალური ინსტიტუციონალური წესრიგის განვრცობის ხარისხით; იმ გეოგრაფიული
გარემოთი, რომელშიც რეგიონული დაჯგუფება გამოხატავს თანმდევ იდენტურობას.
მთავრობები და სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ უმთავრესი აქტორები ზოგიერთ რეგიონულ
დაჯგუფებაში, სხვებში კი უფრო მნიშვნელოვან აქტორებს შეიძლება წარმოადგენდნენ
კორპორატიული და ეკონომიკური ინტერესები. ზოგიერთი რეგიონული დაჯგუფების მიზანი
შეიძლება იყოს უპირველესად ინტრარეგიონული ვაჭრობისა და ინვესტირებისაგან
მაქსიმალური ეკონომიკური მოგების მიღება, სხვების დანიშნულებას კი შეადგენდეს
თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ანდა სოციალური და კულტურული ტრადიციების
დაცვა.
რეგიონალიზმი შემდეგ ტიპებად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
 რეგიონალიზმი, როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს არაფორმალური კავშირებისა
და ურთიერთქმედების გაზრდას. იგი უპირველესად ეკონომიკური აქტიურობიდან
გამომდინარეობს, მაგრამ ასევე მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთკავშირს.

68
 რეგიონული ცნობიერება და იდენტურობა, როდესაც ისტორიული, კულტურული და
სოციალური ტრადიციების თანმდევი თვალსაჩინოს ხდის გარკვეული საზოგადოებისადმი
კუთვნილების გრძნობას.
 რეგიონალიზმი, როგორც სახელმწიფოთაშორისო კოოპერაცია: სახელმწიფოებმა ან
მთავრობებმა, საერთო პრობლემების გადაწყვეტისათვის, შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებებსა და
მოახდინონ მოქმედებათა კოორდინაცია, რათა „დაიცვან და გააძლიერონ სახელმწიფო და
მთავრობის ძალაუფლება“.
 სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად
რეგიონალიზმის ყველაზე საერთო ფორმას წარმოადგენს. მთავრობები და ბიზნესის ინტერესები
ხელს უწყობენ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც იწვევს ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და
ეკონომიკურ ზრდას.
ოთხი პირველი პროცესის კომბინაციამ უნდა გამოიწვიოს მტკიცე და კონსოლიდირებული
რეგიონული გაერთიანების წარმოქმნა. ამგვარად პოლიტიკურად უმაღლეს დონეზე
დაკავშირებულ დაჯგუფებამ შეიძლება იტვირთოს უმნიშვნელოვანესი როლი როგორც შიდა
გარემოში, ისე გლობალურ პოლიტიკაში“ (Hurell 1995: 334-8)
ინტეგრაციის კონცეფცია უფრო რთული ჩამოსაყალიბებელია. ინტეგრაცია შეიძლება გაგებული
იყოს როგორც პირობა ან პროცესი, როგორც აღწერა სისტემისა უკვე არსებული ელემენტებით;
ანდა გამოყენებული იყოს იმის ასახსნელად, თუ რატომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური
სისტემა და რატომ ვითარდება იგი ამა თუ იმ მიმართულებით.
საყურადღებოა ინტეგრაციის შემდეგი სახით განსაზღვრება: „მანამდე ავტონომიურად არსებულ
ერთობებს შორის ურთიერთქმედების ინტენსიური და მრავალმხრივი კავშირების შექმნა და
შენარჩუნება. ეს კავშირები თავისი ხასიათით ნაწილობრივ შეიძლება იყოს ეკონომიკური,
ნაწილობრივ სოციალური, ნაწილობრივ კი პოლიტიკური: პოლიტიკურ ინტეგრაციის თან
ახლავს ეკონომიკური და სოციალური ურთიერთქმედების მაღალი დონე” (Wallace, 1990: 9).
ინტეგრაცია შეიძლება ატარებდეს როგორც ფორმალურ ხასიათს - რაც გამოიხატება
პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ისე შეიძლება გამოიხატოს არაფორმალური ცნებებით -
რაც გულისხმობს ურთიერთქმედებას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში.
მსოფლიო რეგიონებს შორის ინტეგრაცია შეიძლება იყოს კომპლექსური და მრავლმხრივი
პროცესი, რომელშიც ჩართულნი არიან აქტორთა სხვადასხვა ტიპები. ეს აქტორები მოქმედებენ
საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში და ასევე არიან ამ სფეროების
დამაკავშირებელნი.

კონცეპტუალური მიდგომები ინტეგრაციის მიმართ


საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის პლურალისტული ტრადიცია მოიცავს არა მხოლოდ
ეროვნულ სახელმწიფოებს, არამედ სხვადასხვა სახის აქტორებსაც, რომლებიც ჩართულნი არიან
პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ამ ტრადიციის მიხედვით, კარლ დოიჩი ამტკიცებს, რომ
კომუნიკაციების და ურთიერთქმედების (ტრანზაქციის) ზრდამ სხვადასხვა აქტორებს შორის
შეუძლია გაამყაროს ტრანსნაციონალური პოლიტიკური საზოგადოების კავშირები
(ინტეგრაცია) და გამოიწვიოს „უსაფრთხოების საზოგადოების“ შექმნა, რომლის საფუძველს
წარმოადგენს მშვიდობიანი თანამშრომლობისა და ურთიერთობის სურვილი.

69
მეორეს მხრივ, რეალისტური ტრადიცია, ინტეგრაციის ამხსნელ ფაქტორად სტრუქტურულ
პირობებს მიიჩნევს. ნეორეალისტური და ნეოლიბერალური შეხედულებებით, ინტეგრაცია
უნდა განისაზღვროს უტილიტარული ტერმინოლოგიით, ანდა სხვა სიტყვებით, გარკვეული
დაჯგუფება ერთიანობას აღწევს იმ მიზნით, რათა მისმა წევრებმა საკუთარი პოზიციები
გაამყარონ და ძალა გაზარდონ სხვა ერთობის წევრებთან მიმართებაში.
ინტეგრაციამ, როგორც სამართლებრივმა პროცესმა, რომელიც გამოხატავს
ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთქმედებას ქვეყნების ჯგუფებს შორის, ბუნებრივია,
შეიძლება სხვადასხვა ფორმები მიიღოს. ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად გულისხმობს საბაჟო
კავშირებს, შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ანდა თავისუფალ ბაზარს, რის
შედეგადაც იქმნება ეკონომიკური მოღვაწეობის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი
პირობები და მიიღება რეგულირებისათვის საერთო წესები სხვადასხვა ეროვნული კანონების
სანაცვლოდ. პოლიტიკური ინტეგრაცია შეიძლება გულისხმობდეს არა მხოლოდ
ინსტიტუციონალური მექანიზმების ფორმირებასა და გადაწყვეტილებათა მიღების
პროცედურებს, არამედ ასევე თანმდევი ფასეულობებისა და მიზნების ჩამოყალიბებას,
უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტასა და სოციალურ-პოლიტიკურ მჭიდრო დაკავშირებას.
საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინა მიუთითებს რეგიონალიზმის განვითარების
ეფექტურობაზე მშვიდობისათვის, სტაბილურობისა და წესრიგისათვის. რეგიონალიზმისა და
ინტეგრაციის შესწავლა დაკავშირებულია იმ პრობლემებთან, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს
კონფლიქტები, განვითარდეს თანამშრომლობა და შენარჩუნდეს სტაბილურობა. ძალაუფლებისა
და ალიანსების ტრადიციული ბალანსის თეორიებით ყურადღება გამახვილებულია წესრიგისა
და უსფართხოების შენარჩუნებაზე (რეგიონული) თავდაცვითი კოალიციების ჩამოყალიბებით
და ერთმანეთის მიმართ „ბალანსირებადი“ სამხედრო შემძლეობებით. გასული საუკუნეში,
ომთაშორის პერიოდში, გლობალური კოლექტიური უსაფრთხოება და მრავალფუნქციანი
საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა უფრო სასურველი ჩანდა, ვიდრე „ზეძალაზე“
დამყარებული აგრესიული რეგიონალიზმი. 1945 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობებში
დომინირებდა ბიპოლარული ქიშპი და დაპირისპირება, რამაც უცილობლად გამოიწვია ამა თუ
იმ ბანაკთან რეგიონული დაკავშირება. მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო მიუმხრობლობის
მოძრაობა, რომლეიც 50-იან წლებში წარმოიქმნა და მიზნად ისახავდა ზესახელმწიფოებზე
დამოკიდებულების შემცირებას. დასავლეთ ევროპის წარმატებული კოოპერაცია და ინტეგრაცია
მთლიანად იყო მხარდაჭერილი აშშ-ის მიერ ფინასური და თავდაცვითი ასპექტებით.
იმავდროულად კი მოხდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ძალადობრივი
მიერთება საბჭოთა ბლოკთან.
1989 წლის შემდეგ გლობალური პოლიტიკა ცვალებადი და მრავალპოლუსიანია. თანამედროვე
საერთაშორისო ურთიერთობათა თეორია პირველ რიგში იმის გარკვევას ისახავს მიზნად, თუ
რამდენად შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ინსტიტუციონალიზებულ კოოპერაციულ რეგიონული
ჯგუფებს გახდნენ მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის ინტეგრალური
ელემენტები. რეგიონული თანამშრომლობისა და სტრუქტურების განვითარება ხშირად
აიხსნება, როგორც უტილიტარისტული და სახელმწიფოს მიერ წარმართული პროცესი,
რომელიც სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ მოთხოვნების ჰარმონიზაციას
გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების პირობებში. ნეორალისტური-
ნეოლიბერალური დებატები საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მიმდინარეობს იმის
70
თაობაზე, თუ რამდენად გააჩნია უნარი რეგიონულ თანამშრომლობასა და დაჯგუფებებს იყვნენ
ეფექტური და სანდო იარაღი წესრიგისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. დებატები
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის განვითარების მიმართულების შესახებ საშუალებას
გვაძლევს ვიფიქროთ თანამშრომლობისა და კავშირების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე,
როგორიცაა ურთიერთნდობა, კეთილდღეობის გადანაწილება თანამშრომლობის გზით;
პროპაგანდა, რომლის მიზანიცაა დაჯგუფების წევრთა ურთიერთობის პროცესში უნდობლობის
მოსპობა; და ასევე ის, თუ რამდენად შეიძლება იყოს შეთანმხმება, გამაგრებული
ინსტიტუციონალიზაციის მაღალი დონით, მისი წევრებისაგან ავტონომიური და
დამოუკიდებელი ქმედების საშუალება.
საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლა აჩვენებს, რომ ეკონომიკური და
ტექნოლოგიური ცვლილებები შეიძლება გახდეს გლობალური პოლიტიკური ცვლილების
კატალიზატორი. ამ პერსპექტივიდან, „ნაციონალური“ ეკონომიკის ინტეგრაცია და
კორპორატიული აქტიურობა შეიძლება გამოჩნდეს, როგორც რეგულირების სტრატეგია
მოუწესრიგებელ და მეტად მგრძნობიარე გლობალურ ეკონომიკაში. ამასთანავე საერთაშორისო
ურთიერთობათა დისციპლინის დიდი ნაწილი ტერიტორიული სუვერენული ძალაუფლების
კონცეფციების ერთგული რჩება. ამ შემთხვევაში კი შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას იმ
მიზეზით, რომ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ლოგიკა და აპარატი არ არის
ტრანსნაციონალური ინტეგრიზმის - ეკონომიკურისა თუ პოლიტიკურის - ხელშემწობი; მაგრამ
ნეოფორდიზმის შედეგებმა აიძულა მრავალი ქვეყანა განევითარებინა სხვადასხვა სახის
კოოპერაციული სტრატეგიები“ (Knox and Agnew 1994: 380).
„ტერმინი ნეოფორდიზმი გამოიყენება კაპიტალის ინვესტირებას, წარმოების პროცესებს,
საწარმოო ძალების იმ შეცვლილი ურთიერთობების გამოსახატავად, რომლებიც აღარ თავსდება
ტრადიციულ ჩარჩოებს. ეს ცვლილებები ასოცირებული დომინირებად გლობალურ
ეკონომიკურ ან კულტურულ ნიმუშებთან და ასევე ორიენტირებულია რეგიონში არსებულ
დინამიკასა და იდენტურობაზე.“
საკვანძო საკითხები
 თუკი ჩვენ გვსურს კარგად გავიგოთ როგორ და რატომ ვითარდება რეგიონალიზმი,
რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის საბაზისო პირობებს - გეოგრაფიულ სიახლოვესა და
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების მაღალ დონეს - უნდა დაემატოს მნიშვნელოვანი
ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორები,.
 ამ ფაქტორების ურთიერთზემოქმედება იწვევს რეგიონალიზმის სხვადასხვა ტიპების
წარმოქმნას. სხვადასხვა სახის ფორმალური სტრატეგიები და არაფორმალური პროცესები
მეთოდურად და თანდათანობით ახორციელებენ ინტეგრაციულ პროცესებს რეგიონის შიგნით
და ქმნიან მნიშვნელოვან განსხვავებებს რეგიონულ დაჯგუფებებს შორის.
საერთაშორისო პოლიტიკის შესწავლა ხასიათდება მრავალი სხვადასხვა თეორიული
მიდგომით, ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რას ვგულისხმობთ
რეგიონული იდენტურობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და როგორ შევისწავლით
მას. გასულ ათწლეულში ღრმა და სწრაფი ცვლილებები ეკონომიკურ პროცესებში, კაპიტალში,
კულტურასა და პოლიტიკაში ინტერპრეტირებული და გაგებული სხვადასხვა გზით სხვადასხვა
რეგიონული დაჯგუფებების მიერ. საერთაშორისო ურთიერთობათა თეორია იწყებს მათ მიმართ
ადაპტირებას.
71
რეგიონალიზმი მსოფლიო პოლიტიკაში
რეგიონული ბლოკებისა და დაჯგუფებების ჩამოყალიბება 1945 წლის შემდეგ სწრაფი ტემპებით
მიმდინარეობდა. დღეს მსოფლიო პოლიტიკაში რეგიონალიზმის მრავალი ნიმუში არსებობს,
რომელშიც გაერთიანებულნი არიან ამერიკის, სამხრეთ-დასავლ ეთი აზიის, აფრიკისა თუ
ევროპის ქვეყნები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განვიხილავთ სწორედ
ევროპული რეგიონალიზმისა და ინტეგრიზმის პრობლემებს.
1945 წლის შემდეგ დასავლეთ ევროპა სულ უფრო და უფრო აღიქვამდა საკუთარ თავს, როგორც
ეკონომიკების და ხალხების მაღალ დონეზე ინტეგრირებულ და მჭიდროდ დაკავშირებულ
დაჯგუფებას. 1989 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური და ეკონომიკური
ცვლილებები „აღარ ემყარება დანაწევრებულ, ძალთა ბალანსზე დაფუძნებულ ევროპას, არამედ
პოლიტიკურ სივრცეს, რომელშიც სულ უფრო მეტად დომინირებს ერთიანი ორგანიზაცია,
იმდენად, რომ დაპირისპირება და მეტოქეობა წევრებს შორის უკიდურესად შემცირებულია
საერთო წესებისა და ინსტიტუტების საშუალებით (Keohane, Mye and Hoffman 1993: 385). 1989
წლის შემდეგ ხდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკების რეინტეგრაცია ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებებში.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ევროპული ინტერაციისა და რეგიონალიზმის გამოცდილება დიდად
განსხვავდება სხვა რეგიონული დაჯგუფებებისაგან (მაგ., NAFTA-სა და ACEAN-ისაგან).
ევროპული ინტეგრაციის ფორმალური პროცესი, რომლის ყველაზე თვალსაჩინო
გამოხატულებაა ევროკავშირი, განპირობებულია სპეციფიკური ისტორიული და პოლიტიკური
მიზეზებით. ეს მიზეზები შეიძლება არც არსებობდეს, ანდა ნაკლები მნიშვნელობის იყოს სხვა
რეგიონულ დაჯგუფებებში.
1945 წლის შემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ნიშანდობლივი თვისება იყო ძალაუფლებისა და
ხელისუფლების ფუნდამენტური გადანაცვლება ევროპულ და იმპერიაზე ორიენტირებულ
ძალთა ბალანსიდან ახალ დაპირისპირებულ ბიპოლარულ მსოფლიოზე. როგორც ერთი
მკვლევარი შენიშნავს, „ზესახელმწიფოები“ ევროპაში უკვე აღარ არსებობენ და ზენაციონალური
„ევროპული საზოგადოების“ შექმნის ძალისხმევა და მისი შესაბამისი ევროპული იდენტურობის
გრძნობის ჩამოყალიბების სურვილი, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს სახელმწიფოთა და
ხალხების მიმართ არსებულ ისტორიულ ლოიალურობა, მკაფიო აჩვენებს ამ ცვლილების მთელ
სიღმეს“ (Hobsbawm 1994: 14).
ბიპოლარული წესრიგი მიუთითებდა ევროპის, როგორც გლობალური ეკონომიკური,
პოლიტიკური და კულტურული ცენტრის დასასრულზე. სამხედრო უსაფრთხოება,
განადგურებული ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურები, პოლიტიკური
არასტაბილურობა მთელს ევროპაში გახდა 1945 შემდგომ პირველ წლებში რეგიონალიზაციისა
და დასავლეთ ევროპაში სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი ინტეგრაციული სქემების
წარმატების და გაიოლების მთავარი ფაქტორები. უინსტონ ჩერჩილის მიერ 1946 წელს
წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც გაკეთდა მოწოდება „ევროპის შეერთებული შტატების“
შექმნის შესახებ, მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორც ცდილობდნენ პოლიტიკური
ელიტები მორგებოდნენ და დაერეგულირებინათ ამ გლობალური ცვლილების კულმინაცია.
თანამშრომლობისა და განვითარების არაერთი გეგმის, შემდგომ კი ორგანიზაციების შექმნის
შედეგად ევროპის ინტეგრაციის პროცესი აღმავალი გზით წავიდა.

72
ინტეგრაცია ურთიერთქმედებისა გარე სამყაროსთან (სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს
გამოკლებით) ევროკავშირში ხორციელდება უპირველესად სამთავრობათშორისო
კოორდინაციის გზით და გაცილებით უფრო ნაკლებად უფლებამოსილებათა დელეგირებით
ინტეგრაციული კავშირის დონეზე. ამის შედეგად, წევრ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური
ორიენტირების არდამთხვევის პირობებში, „ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარება ხშირად
შეუძლებელია. მაგ., ევროკავშირის წვლილი ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტების
მოწესრიგების საქმეში უფრო მცირე გამოდგა, ვიდრე ამას ელოდნენ. სწორედ ეს წარმოადგენს
დღეს ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას და საერთაშორისო პოლიტიკაში
ევროკავშირის როლის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ „ერთიანი საგარეო პოლიტიკის»
შემუშავების შემთხვევაში. ყოველივე ამის პრაქტიკულ რეალიზაციას კი ხელს უშლის წევრ
სახელმწიფოთა შიში, რომ შეეკრათ ხელ-ფეხი საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების
განხორციელებისას.
კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაცია. მიღებული
თვალსაზრისით, „ერთიანი ევროპის“ არსებობა არსრულყოფილი იქნება თავდაცვის სფეროში
ინტეგრაციის გარეშე, თუმცა მაასტრიხტის ხელშეკრულებას ამ თვალსაზრისით საკმაოდ
ზოგადი ხასიათი აქვს და და ითვალისწინებს მხოლოდ „ერთიანი თავდაცვითი პოლიტიკის
შესაძლებელ ფორმირებას, რომელმაც შემდგომ უნდა შექმნას ერთიანი თავდაცვითი სისტემა.
იუგოსლავიის მაგალითი ადასტურებს, რომ ეფექტური ერთიანი საგარეო პოლიტიკისათვის
აუცილებელია მისი გარკვეული სამხედრო უზრუნველყოფა.
დღის წესრიგში დგას ევროკავშირის გაფართოების საკითხი. მასში გაერთიანების პირველი
კანდიდატები არიან პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, სლოვენია და კვიპროსი.
ევროკავშირი დღეს არის კომპლექსური და ვრცელი რეგიონული დაჯგუფება. მისი წევრობა
გულისხმობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებამოსილებების
დათმობას; დათანხმებას მაღალ დონეზე ინტეგრირებულ ეკონომიკურ, ფინანსურ ანდა
ტექნოლოგიურ მოღვაწეობაზე; კულტურული და ლინგვისტური ჰეტეროგენურობის
მნიშვნელოვან ხარისხს. ევროკავშირი წარმოადგენს არა მხოლოდ ინტეგრირებული ევროპული
პოლიტიკის სტრუქტურას, არამედ იგი სულ უფრო ხშირად აღიქმება, როგორც პირველადი
სტრუქტურა.

დასკვნა
გლობალიზაციის პროცესი მოიცავს კაპიტალის, ვაჭრობის, ინფორმაციის, ტექნოლოგიების
სწრაფ ტრანსნაციონალიზაციას. მსოფლიო სულ უფრო პატარა ხდება. მიუხედავად ამისა,
ადამიანური რესურსები და სოციალური ზნე-ჩვეულებები უფრო ნაკლებად ხშირად არის
ტრანსნაციონალური ფენომენი. გლობალიზაცია, რომელშიც დომინირებს დასავლური
კორპორატიული იდენტურობა, ხშირად აღიქმება ადგილობრივი წესებისა და
საზოგადოებებისავის საფრთხედ. რეგიონალიზმი და და ინტეგრაცია შეიძლება ხშირად
აღქმული იყოს და გახდეს „ლოკალური“ იდენტურობისა და ფასეულობების დაცვისა და
გამდიდრების მექანიზმი. მაგალითად, ევროკავშირის შიგნით, დავა წევრ სახელმწიფოებს
შორის წამოიჭრება საერთო სოციალურ უზრუნვეყოფაზე, ასევე კორპორატიული ინტერესების
გამომუშავებაზე კავშირის შიგნით ან მის გარეთ „იაფი ფასების“ ქვეყნებიდან საქონლისა და
73
მუშახელის გადაადგილებაზე. იმავე ევროკავშირის შიგნით საფრანგეთის მთავრობა გამოხატავს
უკმაყოფილებას აშშ-ის კინოინდუსტრიის შემოჭრით ევროპაში, რასაც დამღუპველი შედეგები
აქვს ადგილობრივი ევროპული პროდუქციისათვის კინოს, მუსიკის, კულტურის სფეროებში.
ყოველივე ეს მეტად მნიშვნელოვან ელემენტად იქცა აშშ—ევროკავშირის კონფლიქტისას
ურაუგვაის GATT-ის რაუნდზე..
კონფლიქტების წარმოქმნის პოტენციალი სულაც არ მოსპობილა მაღალ დონეზე
ურთიერთდამოკიდებული გლობალური სისტემის შექმნით, მაგრამ რეგიონალიზმი და
ინტეგრაცია ხელს უწყობს სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს ჩამოყალიბება-
განვითარებას ლოკალურ დონეზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს ტრადიციულ
სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში მშვიდობას და კეთილმეზობლური ურთიერთობების
განვითარებას.
აუცილებელია აღნიშნოს, რომ მსოფლიო პოლიტიკის დიფუზია და დეცენტრალიზაცია იწვევს
არა არასტაბილურობას სისტემაში, არამედ ამჟამად ამაგრებს მის სტაბილურობას, ამჟღავნებს
მოქნილობას და ადაპტირებადობის უნარს მსოფლიო სისტემისადმი მაკრო დონეზე... ახალი
მსოფლიო წესრიგის უმთვარესი ნიშან-თვისება, მაგალითისათვის, ერთის მხრივ უნდა იყოს
ლოკალური და რეგიონული კონფლიქტების განმუხტვა, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტების
სტაბილიზაცია მთლიანად სისტემაში“ (Cerny 1993: 49).
ამ პერსპექტივით, რეგიონალიზმი და ინტეგრაცია არა წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოთა
ინტერესების შეჯერების იარაღს, ლოკალური უსაფრთხოების შექმნის საშუალებას ანდა
ლოკალური იდენტურობისა და წესების დაცვის გზას გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ,
არამედ ასევე ცივი ომის შემდგომ პერიოდში ხდება მსოფლიო წესრიგის სტაბილურობის
ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი.

კითხვები და დავალებები:
რა ფაქტორები განაპირობებს რეგიონალიზმის სხვადასხვა ტიპების არსებობას?
რა ფორმებით შეიძლება ინტეგრაციის განსაზღვრა?
რა მიზეზებმა შეუწყო ხელი ევროპული ინტეგრაციის განვითარებას?
რა ფუნქციები გააჩნია ევროსაბჭოს?
რა როლი ეკისრება ეუთო-ს?
რა წარმოადგენს ევროკავშირის მიზნებსა და სპეციფიკას?

74
თავი 6. ნაციონალიზმი და გლობალიზაცია

ნაციონალიზმი და გლობალიზაცია
ნაციონალიზმმა, როგორც რწმენათა სისტემამ, იდეოლოგიამ და ასევე პოლიტიკურმა მოძრაობამ
განსაკუთრებული როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ფორმირების პროცესში.
იდეოლოგიის თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს იდეათა ერთობლიობას კაცობრიობის
საზოგადოებებად ორგანიზების შესახებ, ამ ორგანიზების შესაბამისი პოლიტიკური ფორმის
თაობაზე და აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთობები
სახელმწიფოებს შორის, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა ერების ინტერესებს.
ნაციონალიზმმა მრავალი დისკუსია გამოიწვია როგორც ზოგადად სოციალური მეცნიერების,
ისე კონკრეტულად საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ამ დისკუსიების ნაწილის
მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რატომ გახდა ნაციონალიზმი ესოდენ ყოვლისმომცველი
ფენომენი, სხვა დისკუსიების თემას წარმოადგენდა იმ სიძნელეების გადალახვის გზების
მოძიება, რომლებიც თან ახლავს ნაციონალური მოთხოვნების შეთანხმებას, შერიგებას
საერთაშორისო წესრიგის მოთხოვნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალიზმი ხშირად
განიხილებოდა, როგორც წარსულის გადმონაშთი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იგი
ერთდროულად უპირისპირდება გლობალიზაციის პროცესებს და მეორეს მხრივ კი
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სწორედ ამ პროცესების შედეგია. ნაციონალიზმის
უმთავრეს პარადოქსს კი წარმოადგენს ის, რომ იდეოლოგიიის სახით იგი გამოკვეთავს
სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთგანსხვავებულ ხასიათს. ამასთანავე იგი იმ
გლობალური პროცესის შედეგია, როდესაც ყველა ქვეყანა ჩართულია ერთიან პოლიტიკურ და
ნორმატიულ სისტემაში.
ნაციონალიზმმა, როგორც იდეოლოგიამ და სოციალურმა მოძრაობამ, უდიდესი როლი
შეასრულა თანამედროვე მსოფლიოს ფორმირების პროცესში. დღემდე ნაციონალიზმს
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა და
განიხილებოდა, როგორც წარსულის გადმონაშთი, 1945 წლამდე ევროპაში ომების მიზეზი,
კოლონიალიზმის მიერ დატოვებული „მემკვიდრეობა“ იყო. საერთაშორისო ურთიერთობებში
დომინირებდა თვალსაზრისი, რომ სახელმწიფოები თანდათანობით დაივიწყებდნენ
ნაციონალიზმს და მსოფლიო წესრიგის უზრუნველსაყოფად, უფრო მჭიდრო თანამშრომლო-
ბისათვის, გამოიყენებდნენ ახალ ინსტიტუტებს, მაგალითად გაერო-ს ან ევროკავშირს.
გლობალიზაცია, როგორც სახელმწიფოთა და საზოგადოებების მჭიდრო ინტეგრაციის ფორმა, ამ
პროცესის ხელშემწყობად მიიჩნეოდა: შემცირდებოდა განსხვავებები სახელმწიფოთა შორის,
მოსახლეობა გახდებოდა უფრო გახსნილი თანამშრომლობისა და ვაჭრობისათვის.
იდენტურობისა და ლოიალურობის დონე, რასაც აქამდე ემყარებოდა ნაციონალური
სახელმწიფო, შემცირდებოდა. აქედან გამომდინარე, თითქოს არაფერი უნდა ყოფილიყო უფრო
დაპირისპირებული გლობალიზაციის სულისკვეთებასთან, ვიდრე ნაციონალიზმი.
ამგვარმა მიდგომამ დღეს გარკვეულწილად სიმყარე დაკარგა და ბევრი უკვე საპირისპიროს
ამტკიცებს. ნაციონალიზმის არსებობა, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სამყაროში,
დიდწილად განპირობებულია ხალხების მიერ დამოუკიდებლობის, ან სახელმწიფოთა შიგნით
ფართო ავტონომიის მოთხოვნით, ანდა პროტესტით მიგრაციისა და თავისუფალი ვაჭრობის
75
წინააღმდეგ. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა პროცესში ნაციონალიზმი ქმნის
ტერიტორიული ქიშპისა და ომის, ანდა ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის
დაპირისპირების საფუძვლებს.
ნათელია, რომ გლობალიზაცია სრულიად სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო
პროცესების სახით ვლინდება. საქონლისა და ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზრის შექმნით,
სახელმწიფოთა შორის ადამიანთა გადაადგილებით იგი ასევე იწვევს უკურეაქციას და
წინააღმდეგობას მათი მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები შეილახა. ყოველივე ეს
თვალსაჩინოა როგორც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც არსებობს მტრული დამოკიდებულება
მიგრაციისა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართ, ისე მესამე სამყაროში, სადაც მიიჩნევენ, რომ
ისინი იჩაგრებიან განვითარებული ქვეყნების მიერ. ამ თვალსაზრისით ნაციონალიზმი
შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეაქცია გლობალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეს
მხრივ ნაციონალიზმი ასევე არის გლობალიზაციის პროდუქტი. ერთის მხრივ ნაციონალიზმის
აღმავლობა 80-90-იან წლებში მიუთითებს სახელმწიფო აღმშენებლობის სხვა ფორმების
წარუმატებლობაზე, უპირველეს ყოვლისა კომუნისტური სამყაროს ყოფილ მულტიეთნიკურ
ქვეყნებში: სოციალისტური ბანაკის კოლაფსის შემდეგ ნაციონალური ნიშნით ოთხი
სახელმწიფო დაიშალა - სსრკ, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია და აფრიკაში ეთიოპია. წარმოიქმნა
22 ახალი ქვეყანა. ამ შემთხვევაში გლობალიზაციის სამყაროში ხალხები მოითხოვენ არა უფრო
დიდ სახელმწიფოებში ინტეგრირებას, არამედ სეცესიას - გამოყოფას, დამოუკიდებლობას და
გამოხატავენ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი პირობებით გასვლის სურვილს. მაგრამ მეორეს
მხრივ გამოვლინდა ნაციონალიზმის სხვა ფორმაც - ნაციონალური უნიფიკაცია, ანდა სწრაფვა
გაერთიანებისაკენ, რისი უპირველესი მაგალითიცაა გერმანია და ასევე ნაწილობრივ ჩინეთი,
იემენი და კორეა. ერთ შემთხვევაში კავშირი ნაციონალიზმსა და გლობალიზაციას შორის
გამოიხატება ფრაგმენტაციით, სეცესიით, მეორე შემთხვევაში კი უნიფიკაციით, გაერთიანებით.

გლობალიზაცია და ნაციონალიზმი: წინააღმდეგობრივი პროცესები


 ნაციონალიზმის საპირისპირო ფაქტორები;
 ნაციონალიზმის ხელშემწყობი ფაქტორები;
 კეთილდღეობა ყველასათვის-უცხოელ ინვესტორებზე კონტროლის დაკარგვა;
 ეკონომიკური ინტეგრაცია - მტრული განწყობა ემიგრაციისადმი
 მიგრაცია - უმუშევრობის შიში;
 მოგზაურობა და ტურიზმი - უკმაყოფილება ზენაციონალურიინსტიტუტებით;
 სამუშაო ადგილები - უცხო კულტურის მიუღებლობა;
 გლობალური საფრთხეები - ტერორიზმისა დანგრევის შიში;
 მსოფლიოს მომცველი კომუნიკაციები - მტრული დამოკიდებულება გლობალური
მედიისადმი;
 ეკონომიკური სუვერენიტეტის - ლტოლვა სეცესიისადმირწმენის დასასრული.
ნაციონალიზმისა და გლობალიზაციის ურთიერთკავშირის განხილვა ალბათ უნდა დაიწყოს
საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემის ფორმირების საწყისი ეტაპიდან.
დოქტრინის სახით, ნაციონალიზმი გულისხმობს დამოუკიდებელი სახელმწიფოების
არსებობას. მისი დედაარსია ხალხების განსხვავებული კულტურისა და ისტორიის არსებობის
ხაზგასმა. ამასთანავე ნაციონალიზმი ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საერთაშორისო არენაზე
76
მიმდინარე პროცესების შემადგენელი ნაწილი გახდა. გლობალური ცვლილებების შედეგად
სოლიდარობისა და ლოიალურობის ძველი ფორმები დაკნინდა. ახალი იდეების გავრცელებას
კი ხელი შეუწყო საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციამ: მსოფლიო ბაზრის აღმავალმა
ინტეგრაციამ, ევროპული კოლონიური იმპერიების შექმნამ, ამ იმპერიებისადმი წინაამდეგობის
მოძრაობების წარმოქმნამ, მსოფლიო ომებმა და დემოკრატიის გავრცელებამ. პარადოქსია, რომ
ნაციონალიზმის დოქტრინა, რომელიც ქადაგებს ხალხთა დამოუკიდებლობასა და სეპარატიზმს,
აღმავლობა განიცადა გასულ ორ საუკუნეში საერთაშორისო და გლობალური ტენდენციების წინ
წამოწევის შედეგად და ამასთანავე დაუპირისპირდა ამ ტენდენციებს.
ზემოთქმულის მიუხედავად, კავშირი ნაციონალიზმსა და საერთაშორისო სისტემას შორის
მარტოოდენ ისტორიული ხასიათით არ შემოიფარგლება, იგი ასევე ნორმატიულია, რაც მოიცავს
გარკვეულ ფასეულობებსა და იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა და ვის
მიმართ უნდა იყოს იგი ლოიალური, ვის უნდა დაემორჩილოს. ნაციონალიზმი, მსოფლიოში
მისი გავრცელების შედეგად, გახდა საკუთრივ საერთაშორისო სისტემის არსებობის მთავარი
გამამართლებელი ფაქტორი ანდა მისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელი დოქტრინა.
თანამედროვე ეპოქამდე სახელმწიფოთა არსებობა მართლდებოდა მათი მმართველების,
დინასტიებისა და რელიგიების მეშვეობით. ნაციონალიზმის გავრცელების შედეგად მოხდა
ამგვარი მიდგომის უარყოფა და მის სანაცვლოდ შეიქმნა სისტემა, რომელშიც სახელმწიფოთა
არსებობა მართლდება იმის საფუძველზე, რომ ისინი
გამოხატავენ საკუთარი ხალხების ინტერესებს. ამგვარად გაჩნდა „ეროვნული სახელმწიფოს“
ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია და მოვალეა
განახორციელოს საკუთარი ხალხის ინტერესები. შეიქმნა ეროვნული
თვითგამორკვევის პრინციპი, რომლის თანახმადაც თითოეულ ერს გააჩნია უფლება
განსაზღვროს საკუთარი ბედი - იყოს დამოუკიდებელი ანდა ნებაყოფლობით გაერთიანდეს
დიდ სახელმწიფოში. ზემოთქმული კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო წესრიგის, სამართლის,
ლეგიტიმურობის ნებისმიერი პრინციპი, რომელიც სრულიად სხვა საფუძველზე წარმოიქმნა,
ამჟამად გამართლებულია აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით. ნაციონალიზმი გახდა
საერთაშორისო ურთიერთობათა ეთიკური, მორალური საფუძველი. საგულისხმოა, რომ დღეს
არსებულ სახელმწიფოთა უდიდეს ორგანიზაციას სწორედ გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია ეწოდება.
2. ნაციონალიზმი როგორც იდეოლოგია
ნაციონალიზმს, სოციალურ მეცნიერებაში არსებული მრავალი სხვა ტერმინის - დემოკრატიის,
რევოლუციის, ლიბერალიზმის ანდა სოციალიზმის მსგავსად, საკმაოდ ფართო მნიშვნელობა
გააჩნია და გამოიყენება ორი საკმაოდ განსხვავებული მოვლენის აღსანიშნავად. პირველ რიგში
იგი წარმოადგენს პოლიტიკურ დოქტრინას ანდა იდეოლოგიას, ე.ი. არის იმ პოლიტიკური
პრინციპების ერთობლიობა, რომლებსაც მხარს უჭერენ მოძრაობები და ინდივიდები. მეორეს
მხრივ კი იგი არის სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა, ტენდენცია, რომელმაც
უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე მთელ მსოფლიოში მოიცვა ყველა საზოგადოება და
მოახდინა მათი პოლიტიკური ტრანსფორმაცია.
ნაციონალიზმს, როგორც იდეოლოგიას, სხვა ზემოთნახსენები კონცეფციების მსგავსად,
მრავალი ვარიანტი გააჩნია და შეუძლებელია მისი მარტივი, ცალმხრივი დეფინიცია. მრავალი
სხვა პოლიტიკური დოქტრინის მსგავსად ნაციონალიზმს არ გააჩნია ფუძემდებლური თეორია
77
ანდა კლასიკური ტექსტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი
განსაზღვრა. ალბათ ნაციონალიზმი ახლოს დგას იმასთან, რასაც ზოგჯერ ფილოსოფოსები
უწოდებენ „cluster-concept“ (სხავადსხვა, დამოუკიდებელი ნაწილებისაგან შემდგარი
კონცეფცია), ე.ი. წარმოადგენს იდეას, რომელზეც ჩვეულებრივ „გამობმულია“ სხვადასხვა
ელემენტები. ნაციონალიზმი აღიარებული ანალიტიკოსი ენტონი სმიტი ნაციონალიზმის 7
მახასიათებელს გამოყოფს.
ნაციონალისტური იდეოლოგიის ფუძემდებლური მახასიათებლები:
1. კაცობრიობა ბუნებრივად არის დაყოფილი ერებად;
2. ნებისმიერ ერს გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი;
3. ნებისმიერი პოლიტიკური ძალაუფლების წყარო ხალხია;
4. თავისუფლებისა და თვითრეალიზაციისათვის ადამიანებმა უნდა მოახდინონ საკუთარი
თავის იდენტიფიცირება ერთან;
5. ერებმა საკუთარი ინტერესები შეიძლება განახორციელონ მხოლოდ სახელმწიფოების
საშუალებით;
6. ერთგულება ეროვნული სახელმწიფოს მიმართ იწვევს სხვა სახის ერთგულების
(ლოიალურობის) უარყოფას;
7. გლობალური მშვიდობისა და ჰარმონიულობის არსებობის უპირველესი წყაროა
ეროვნული სახელმწიფოს ძლიერება.
ერნესტ რენანის განსაზღვრებით კი „ნაციონალიზმი უპირველესად არის პოლიტიკური
პრინციპი, რომელიც მოითხოვს, რომ პოლიტიკური და ნაციონალური ერთიანად,
ჰარმონიულად უნდა არსებობდნენ“. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ
ნაციონალიზმი უპირველესად მორალური პრინციპია, რომლის თანახმადაც ერები უნდა
არსებობდნენ ერთიდაიგივე ხალხისა და თვითმართვადი პოლიტიკური საზოგადოებების
არსებობის საფუძველზე. ნაციონალიზმი, როგორც იდეოლოგია, უპირველესად მორალური
ანდა ნორმატიული პრინციპია და წარმოადგენს შეხედულებას იმის თაობაზე, თუ როგორია
სამყარო და როგორი უნდა იყოს იგი.
ნაციონალიზმის თანახმად, ცალკეული „ერები“ და შესაბამისად „ეროვნული გრძნობა“
ათასწლეულების მანძილზე არსებობს. ისტორიის მოხმობა სამყაროს ნაციონალისტური ხედვის
ცენტრალური ნაწილია. მუდმივად იხმარება „ძველის“, „პირველმოსახლის“, „ტრადიციულის“
ცნებები. მაგრამ საკუთრივ დოქტრინა შედარებით ახალი შექმნილია და იგი წარმოადგენს XVIII
ს. მიწურულსა და XIXს. I ნახევარში საერთაშორისო სისტემის შეცვლის შედეგს.
სიტყვა „ნაცია“ ანდა მისი ექვივალენტები, მრავალი საუკუნეა, რაც არსებობს და
სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ იმას, რასაც დღეს უნდა ვუწოდოთ ტომები, ხალხები,
მონარქის ქვეშევრდომთა ჯგუფები, თემები. თემის, საზოგადოების გარკვეული იდეა, მისი
საკუთარი ისტორიითა და იდენტურობით, და ხშირად საკუთარი ენითა და რელიგიით,
ნებისმიერ კულტურაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, ტერმინ „ნაციისა“ და მასთან
ასოცირებული „ნაციონალიზმის“ დოქტრინის თანამედროვე სახით გამოყენება XVIIIს-დან
იწყება. ჩანს, რომ იგი შეიქმნა სამი გამოცალკევებული, მაგრამ ურთიერთკავშირში მყოფი ფაზის
შედეგად.
პირველი ფაზა ასოცირდება განმანათლებლობასთან და უპირველესად საზოგადოებათა
თვითგამორკვევის პრინციპთან. ეს არის იდეა, რომლის თანახმადაც ხალხის ჯგუფს გააჩნია
78
გარკვეული საერთო ინტერესები და მან უნდა გამოხატოს საკუთარი სურვილი თუ როგორ
შეიძლება საუკეთესო გზით ამ ინტერესების განხორციელება. ძველი საბერძნეთიდან წამოსული
პოლისის, ანუ პოლიტიკური საზოგადოების იდეაზე დაყრდნობით, ყველაზე სრულყოფილად
ეს იდეა ჟან ჟაკ რუსომ გამოხატა. მან შექმნა დემოკრატიისა და უმრავლესობის მმართველობის
ლეგიტიმურობის თანამედროვე იდეების საფუძველი. გვიანდელი დემოკრატი მოაზროვნეები,
უპირველესად ჯონ სტიუარტ მილი, მას უმატებენ წარმომადგენლობით ხელისუფლებას,
როგორც პოლიტიკური სისტემის ყველაზე სასურველ ფორმას: თუკი მოხდება
წარმომადგენლობითი ხელისუფლების, როგორც ინდივიდუალური თვითგამორკვევის
პრინციპის კოლექტიური ფორმის საშუალების რეალიზაცია, აქედან მეტად მცირე გზა რჩება
გასავლელი ერთა თვითგამორკვევის იდეამდე.
მეორე ფაზა ნაციონალიზმის იდეის ევოლუციისა საფრანგეთის რევოლუციიდან
მომდინარეობს. მონარქიის ოპოზიცია საკუთარ თავის აღსანიშნავად იყენებდა
ტერმინს „ნაცია“, რომელშიც იგულისხმებოდა მთლიანად ფრანგი ხალხი დამოუკიდებლად
მანამდე არსებული წოდებებისა და სტატუსისა. ამ შემთხვევაში „ნაციის“ კონცეფცია
უპირველესად გამოხატავს ერთიან, თანასწორუფლებიან მოქალაქეობას, ხალხის ერთიანობას.
რევოლუციის ლოზუნგი «ძმობა, ერთობა, თავისუფლება» სწორედ ამ იდეიდან იყო
ამოზრდილი. ამდენად, «ნაციის» კონცეფცია დაკავშირებული იყო სახელმწიფოთა შიგნით
მცხოვრებთა თანასწორობასთან, დემოკრატიის ადრეულ კონცეფციასთან. საფრანგეთში
მიმდინარე ამ ევოლუციასთან ერთად დაიწყო მსგავსი პროცესები ამერიკაში, რაც გამოიხატა
ჩრდილოეთში ამბოხით ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ (1776-83) და მოგვიანებით
ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლით სამხრეთში (1820-22). აქ ამბოხის საფუძველი პოლიტიკური
იყო - ბრძოლა ევროპის იმპერიული ცენტრებისაგან დამოუკიდებლობისათვის, პოლიტიკური
უფლებებისათვის და საზოგადოების თვითგამორკვევისათვის.
„ნაციის“ ამ დემოკრატიულ და პოლიტიკურ კონცეფციას შეუერთდა მისი მესამე ფაზა,
საბოლოო კომპონენტი - გერმანული რომანტიკული იდეა Volk-ის ანუ ხალხისა. რაც
გულისხმობს, რომ საზოგადოების ერთიანობა ეფუძნებოდა არა იმდენად პოლიტიკურ
იდენტურობას, რამდენადაც ისტორიას, ტრადიციასა და კულტურას. Volk-ის იდეის თანამხმად,
როგორც მას ქადაგებდნენ მაგალითად ჰერდერი და ფიხტე, კაცობრიობა დაყოფილია ცალკეულ
ხალხებად, რომელთა შორის განსხვავებები და მათი იდენტურობა უნდა გამოვლინდეს კვლევის
საშუალებით და ამგვარად შესაძლებელი გახდება თითოეული ხალხის ხასიათისა და
განსაკუთრებულობის დადგენა.
სწორედ ამ სამი ფაზისაგან შეიქმნა ის პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც დღეს
ნაციონალიზმს ვუწოდებთ. იგი ალბათ ყველაზე მკაფიოდ იტალიელმა ჯუზეპე მაზინიმ
წარმოაჩინა. მისი რწმენით, ერებს გააჩნიათ საკუთარი ეროვნული ტერიტორიები და უნდა
იყვნენ დამოუკიდებელნი. იტალიის შემთხვევაში ლაპარაკი იყო დაქუცმაცებული ქვეყნის
გაერთიანებაზე. მაგრამ მაზინიმ ხმარებაში ასევე შემოიტანა ორი სხვა ელემენტი, რომლებიც
შევიდნენ ნაციონალიზმის თანამედროვე კონცეფციაში. პირველი წარმოადგენს
ერის მორალურ კონცეფციას, რომლის თანახმადაც თითოეული ინდივიდი არა მხოლოდ
ეკუთვნის ერს, არამედ მოვალეცაა დაემორჩილოს ერის ნებას. ამ გზით ერთგულების,
პატრიოტიზმის, საზოგადოებასთან იდენტიფიცირების ადრეული კონცეფციები თანამედროვე
სახელმწიფო სისტემის ნაწილი გახდა. მაზინის მეორე იდეას
79
წარმოადგენს „ნაციების ოჯახის“ კონცეფცია: თუკი მსოფლიო დაყოფილია ერებად, მაშინ მათ
იდენტიფიცირებისა და თვითგამორკვევის გზით, შეუძლიათ მიაღწიონ დამოუკიდებლობას.
მისი თვალსაზრისით, ყოველივე ამის შედეგი იქნება მშვიდობა ერებს შორის ამ ახალ
საფუძველზე. ფრანგი ერნესტ რენანისათვის კი ნაციონალიზმი იყო „ყოველდღიური
პლებისციტი, პროცესი, რომლითაც ისტორიულად ჩამოყალიბებულ საზოგადოებას მუდმივად
შეუძლია საკუთარი იდენტურობა და ნება გამოხატოს განგრძობადი არსებობის,
თვითგამორკვევისა და სურვილების საშუალებით.“
3. ნაციონალიზმი როგორც მოძრაობა
ნაციონალიზმი XVIII საუკუნის მიწურულიდან იწყებს გავრცელებას. XIXს. დასაწყისიდან
ევროპა ნაციონალისტური მოძრაობების არნახული აღმავლობის ფაქტის წინაშე აღმოჩნდა -
საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ირლანდიაში, უფრო მოგვიანებით კი ცენტრალური და
აღმოსავლეთის ევროპის მულტიეთნიკურ იმპერიებში - ავსტრო-უნგრეთის, პრუსიის, რუსეთის,
ოსმალეთის იმპერიებში. ნაციონალისტური მოძრაობების გააქტიურების შედეგად ეს იმპერიები
თანდათანობით თმობდნენ თავიანთ პოზიციებს, სანამ I მსოფლიო ომის შემდეგ საერთოდ არ
გაქრნენ მსოფლიო პოლიტიკური რუქიდან.
I მსოფლიო ომის შედეგად შეიქმნა იმის საშუალება, რომ ეროვნული თვითგამორკვევა,
რომელიც აქამდე ეხებოდა მხოლოდ ევროპასა და ემერიკის თეთრკანიან ელიტას, გამხდარიყო
უნივერსალური პრინციპი და გამოვლენილიყო რადიკალური რევოლუციის ფორმით
(ბოლშევიკური რევოლუცია რუსეთში) ანდა აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მიერ
წარმოდგენილი ლიბერალური პროგრამის ფორმით. ომამდე მრავალი ნაციონალისტი
მიიჩნევდა, რომ ერების უფლებების რეალიზება შეიძლებოდა მომხდარიყო სეცესიის გარეშე,
ფედერალური ან რეგიონული უფლებების განხორციელებით სახელმწიფოთა შიგნით, ანდა
კულტურული ავტონომიით. მაგრამ ომის შემდეგ თანდათანობით მოხდა თვითგამორკვევის
პრინციპის ასოცირება დამოუკიდებლობასთან. თითქოს ჩანდა, რომ ადგილს იმკვიდრებდა
ეროვნული თვითგამორკვევის ეპოქა და მაზინის მიერ ნაქადაგები „ნაციათა ოჯახი“. მაგრამ
ამგვარად არ მომხდარა სამი ძირითადი მიზეზის გამო:
პირველ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ევროპული კოლონიური იმპერიები საკმაო ხნის
მანძილზე უარს ამბობდნენ დამოუკიდებლობა მიეცათ აფრიკისა და აზიის ხალხებისათვის.
მხოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც დამარცხებულების გარდა, გამარჯვებულებსაც
გამოაცალა ძალა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია და ბელგია დათანხმდნენ და
იძულებულნიც გახდნენ დამოუკიდებლობა მიენიჭებინათ მესამე სამყაროში თავიანთი
კოლონიებისათვის.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ნაციონალიზმი, მთელი სისრულით გამოხატვის შემთხვევაში,
იწვევდა არა მშვიდობას სახელმწიფოებს შორის, არამედ კონფლიქტებს, დიქტატურების
დამყარებას, და ბოლოს - მსოფლიო ომებს. მაზინის პერეფრაზირირება რომ მოვახდინოთ, თუკი
მართლაც არსებობდა „ნაციათა ოჯახი“ - ეს იყო შიდადაპირისპირებებით სავსე, ბედნიერებასა
და სიმშვიდეს მოკლებული ოჯახი. ხალხები ტერიტორიული თვალსაზრისით, ხშირად
ერთმანეთში აღრეულები იყვნენ და ისტორიული უფლებებით აპელირება აუცილებლად
იწვევდა მათ შორის კონფლიქტებს. მაგალითისათვის, ნაციონალისიზმის ნიადაგზე
დაპირისპირებები და ომები ბალკანეთზე პრაქტიკულად დღემდე გრძელდება. განსაკუთრებით
საშიში ფორმა კი ნაციონალიზმმა 20-30-იან წლებიდან გერმანიასა და იტალიაში მიიღო.
80
იტალიაში იგი ემყარებოდა ძალაუფლების გაზრდის სურვილსა და სამხედრო ექსპანსიას, ხოლო
გერმანიის შემთხვევაში საზღვრების ძალადობრივ გადასინჯვასა და ებრაელების გენოციდს.
გარდა ამისა, არსებობდა მესამე მიზეზიც, რომელმაც 1918 წლის იმედების დასამარება
გამოიწვია და რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო II მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. ეს
მიზეზი შემდეგი სახის იყო: დამოუკიდებელ სახელმწიფოებშიც კი, სადაც მიიჩნეოდა, რომ
მოხდა ნაციონალური იდენტურობისა და თვითგამორკვევის რეალიზაცია, შეიქმნა
დაძაბულობის ახალი კერები. პირველად ეს თვალსაჩინო გახდა განვითარებულ სამყაროში,
სადაც 60-იანი წლებიდან გამოვლინდა ეროვნული თვითგამორკვევის ახალი ტენდენციები ანდა
წარმოიქმნა ეთნიკური მრავალფეროვნების აღიარებისა და სათანადო უფლებების მოთხოვნა
სახელმწიფოთა შიგნით. ევროპაში არაერთი მაგალითი არსებობს: სეპარატისტული მოძრაობები
ბასკეთში, ჩრდ. ირლანდიაში, შოტლანდიაში, ბელგიასა თუ კორსიკაზე. აშშ-ში მასობრივი
საპროტესტო მოძრაობები დაიწყო თავდაპირველად ზანგების, ხოლო შემდეგ ყველა
ფერადკანიანის თანასწორუფლებიანობის მოთხოვნით. კანადაში ფრანგულენოვანი კვებეკის
პროვინცია მოითხოვს ფართო ავტონომიას და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლობასაც. თუმცა,
ნაციონალისტური და ეთნიკური მოძრაობების აღმავლობას ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში
ქვეყნების ფრაგემენტაცია არ მოჰყოლია.
გაცილებით უფრო ფეთქებადი აღმოჩნდა ნაციონალიზმის აღმავლობა აღმოსავლეთის
კომუნისტურ ქვეყნებში. ნაციონალიზმი ამ შემთხვევაში გახდა საბჭოთა მმართველობასათან
დაპირისპირებისა და წარსულთან კავშირის აღდგენის იარაღი. იგი ასევე დაუკავშირდა
ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის მოთხოვნებს. საერთო ჯამში, ნაციონალიზმი
კომუნიზმის ოპოზიციის საყრდენად გადაიქცა. ყოველივე ამან კი მნიშვნელოვნად შეცვალა
მსოფლიოს პოლიტიკური რუქა.
ნაციონალიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები
ნაციონალიზმის დოქტრინის გაძლიერებისა და გავრცელების შედეგები საერთაშორისო
ურთიერთობებისათვის მრავალი სახისაა. ერთის მხრივ ეს არის ნაციონალიზმის ჩართვა
საერთაშორისო სისტემაში, მეორეს მხრივ კი ის ანალიტიკური და ეთიკური პრობლემები,
რომელთაც ნაციონალიზმი წამოჭრის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისა და
პრაქტიკისათვის.
შედეგების თვალსაზრისით, ოთხი უმთავრესი უნდა გამოიყოს: პირველ რიგში ნაციონალიზმმა
გამოიწვია სახელმწიფოთა სისტემისათვის ახალ ფასეულობათა, ლეგიტიმიზაციის ახალი
სისტემის დამკვიდრება. სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ტრადიციული, ვესტფალიის
სისტემისათვის დამახასიათებელი გამართლების გარდა, სახელმწიფოთა სისტემას ამჟამად
სურს გამოხატოს ცალკეული, ინდივიდუალურად ლეგიტიმური ხალხების ინტერესები. აქედან
მომდინარეობს „ეროვნული სახელმწიფოს“ კონცეფციის მნიშვნელობა და ის, რომ,
სახელმწიფოებმა უნდა გამოხატონ ერთა ინტერესები (საკუთრივ ტერმინი „საერთაშორისო“
გამოხატავს ამ ორაზროვნებას. იგი 1780 წელს გამოიგონა ინგლისელმა პოლიტიკურმა
თეორეტიკოსმა ჯერემი ბენთჰემმა, რათა განესაზღვრა სამართლის ფორმა, რომელიც არსებობდა
სხვადასხვა რომაულ ტომებს შორის ურთიერთობისას. შემდგომში იგი აღნიშნავდა
„სახელმწიფოთაშორისო“ ურთიერთობებს, რაც ასევე მოიცავდა „ერთაშორის“ ურთიერთობებს).
თვითგამორკვევა გახდა თეორიულად საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და არსებული
საერთაშორისო წესრიგის სავარაუდო საფუძველი. როგორც ერთა ლიგის ხელშეკრულება, ისე
81
გაერო-ს ქარტია ითავისებს ამ თვალსაზრისს და სწორედ მისგან წარმოდგება საერთაშორისო
სამართლის სისტემა. სახელმწიფოებს პრატიკული საქმიანობისას შეუძლიათ გამოხატონ ან არ
გამოხატონ საკუთარი ხალხების ინტერესები, მაგრამ დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში,
დიპლომატიასა და სამართალში, თეორიულად ისინი მოვალენი არიან ამგვარად მოიქცნენ.
მეორე შედეგი არის ის, რომ ნაციოონალიზმი გამოიყენებოდა როგორც მნიშვნელოვანი,
განსაკუთრებული კომპონენტი სახელმწიფო აღმშენებლობისათვის, საერთო იდენტურობისა და
საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობის ფორმირებისათვის. ბუნებრივია, ლოიალურობის
ფორმები მანამდეც არსებობდა. - ისტორიის მანძილზე ადამიანები თავს წირავდნენ საკუთარი
საზოგადოების საკეთილდღეოდ და ეს მოვალეობად მიაჩნდათ. მაგრამ თანამედროვე
სახელმწიფოსათვის, რომელიც აღმოჩნდა ქალაქებში ადამიანების მძლავრი ნაკადების
მოდინების ფაქტის წინაშე და რომელსაც სჭირდება რესურსების მობილიზება გარეგანი
მოქიშპეების უკუსაგდებლად და საფრთხის უვნებელსაყოფად, განსაკუთრებულად
მნისვნელოვანი გახდა ნაციონალური იდენტურობისა და მიზნების ფორმირება. ყოველივე ამის
რეალიზაციის საშუალებებს წარმოადგენს განათლება, ეროვნულ ჯარში სამსახური, ეროვნული
ისტორიის აპოლოგია, პატრიოტული ფილმების გადაღება. ეს ხელს უწყობს ხალხში საერთო
იდენტურობის გრძნობის გაძლიერებას და სახელმწიფოსადმი მორჩილების დონის გაზრდას.
ნაციონალიზმის მკვლევარები ხშირად ამტკიცებენ, რომ ნაციონალიზმი ამგვარი ქადაგება
განსაკუთრებით ძლიერია ყოფილ კოლონიურ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს საზღვრები და
იდენტურობა შეიძლება იყოს სრულიად ახალი და გარედან თავსმოხვეული ხასიათის.
ოფიციალური ნაციონალიზმის ქადაგება უეჭველად არის მესამე სამყაროს სახელმწიფოების
მიერ წარმართული ეროვნული აღმშენებლობის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეს არ ეხება
მხოლოდ მესამე სამყაროს. განვითარებულ ქვეყნებშიც - აშშ-ში, საფრანგეთსა თუ დიდ
ბრიტანეთში სახელმწიფო ასევე ზრუნავს ეროვნული იდენტურობის გაძლიერებასა და
ნაციონალური მიზნების ჩამოყალიბებაზე. განათლებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით
იგი გახდა ნაწილი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კავშირის ფორმირებისათვის,
აუცილებელი საშინაო კომპონენტი საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს ავტორიტეტისა და
ძალოვანების ფორმირების პროცესში. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს
საერთაშორისო არენაზე თუკი იგი იგი საკუთარი საზღვრების შიგნით არ ზრუნავს ეროვნული
იდენტურობის გაძლიერებასა და ნაციონალური მიზნების ჩამოყალიბებაზე.
გაერო-ს წესდება, თავი I, მუხლი I
გაერო მიზნად ისახავს:
განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერებს შორის ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და
თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, აგრეთვე მიიღოს სხვა შესაბამისი
ზომები საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად.
მესამე შედეგით, ნაციონალიზმი წარმოადგენს უძლიერეს იარაღს საერთაშორიოს პოლიტიკურ
რუქაზე ცვლილებათა შეტანის საქმეში - ე.ი. სახელმწიფოებს შორის საზღვრების განსაზღვრასა
და მათ ტერიტორიებზე. თეორიულად ეს ნიშნავს, რომ რუქა ასახავს ხალხების გადანაწილებას
დედამიწაზე. მაგრამ პრაქტიკაში, ხშირ სემთხვევაში, ამ რუქის კონტურებს ისტორიული
შემთხვევითობა განაპირობებს - ომები, კოლონიური ეპოქის შემდეგ საზღვრების ხელოვნური
შექმნა. გარკვეულწილად ასევე შემთხვევითობას წარმოადგენს საზღვრები აშშ-სა და კანადას,
ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. მიუხედავად ამისა, ნორმა, რომ რუქა უნდა შეესაბამებოდეს
82
ხალხთა განსახლებას, კვლავაც უბიძგებს სახელმწიფოებს იზრუნონ „სამემკვიდრეო“
ტერიტორიების მოპოვებაზე. როგორც აღინიშნა, კომუნიზმის კოლაფსმა გამოიწვია როგორც
სახელმწიფოთა გაერთიანება, ისე მათი დაშლა და შესაბამისად პოლიტიკურ რუქასთან
დაკავშირებული მრავალი ახალი პრობლემა შექმნა.
ნაციონალიზმის მეოთხე შედეგი საერთაშორისო ურთიერთობებისათვის არის ის, რომ იგი
წარმოადგენს კონფლიქტებისა და ხშირად ომების წყაროს. ომთაშორის პერიოდში დავამ
ტერიტორიული დაყოფის შესახებ, შექმნა რწმენა, რომ თვითგამორკვევის პრინციპს უნდა
უზრუნველეყო მშვიდობა ხალხებს შორის. მაგრამ ამგვარად არ მოხდა. ნაცისტურმა და
იაპონურმა ექსპერიმენტებმა შექმნეს თვალსაზრისი ნაციონალიზმის დამანგრეველი ძალის
შესახებ. ნაციონალიზმი გამოიყენება დიქტატორული რეჟიმების მიერ შიდა ოპოზიციის
ჩასახშობად, ასევე გარე აგრესიასთან დასაპირისპირებლად. ნაციონალისტური დაპირისპირების
შედეგები გახდა უკანასკნელი პერიოდის კონფლიქტები ყოფილ იუგოსლავიაში, ქაშმირში, შრი-
ლანკაში, არაბულ-ისრაელის დაპირისპირებაში.
ნაციონალიზმითან დაკავშირებულმა პრობლემებმა არაერთი დისკუსია გამოიწვია. მათ შორის
აღსანიშნავია:
სამართლიანობა წესრიგის წინააღმდეგ
საერთაშორისო სისტემა ემყარება ორ პრინციპს - სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და მშვიდობის
შენარჩუნებას მათ შორის. ხშირად მიიჩნევა, რომ ეროვნული თვითგამორკვევა და ლეგიტიმური
ეროვნული უფლებების გამოხატვა შეესაბამება ამ საერთო პრინციპებს. ეს პრინციპები ხშირად
ასრულებენ გადამწყვეტ როლს, მაგრამ სულაც არ მოგვიწევს ღრმა ისტორიული ექსკურსი იმის
დასანახად, რომ არც თუ ისე იშვიათად სწორედ ეს პრინციპები განაპირობებენ კონფლიქტებს,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა პრინციპებთან დაპირისპირება უწევთ. პირველ
რიგში, ხშირია შეუსაბამობა და კონფლიქტი ძალთა ბალანსისა და
თვითგამორკვევის პრინციპებს შორის. დიდ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის შენარჩუნების
პრობლემამ შესაძლოა გამოიწვიოს მათ მიერ გავლენის სფეროების გადანაწილება და
ურთიერთთანხმობა, რომ გააჩნდეთ კოლონიები. XVIIIს. 90-იან წლებში რუსეთმა და პრუსიამ
გაიყვეს პოლონეთის მანამდე დამოუკიდებელი სამეფო, ეს აქტი კი გახდა ძალთა ბალანსის
შენარჩუნების მკაფიო გამოხატულება. XIX ს.-XX ს. დასაწყისში ევროპულმა სახელმწიფოებმა
მიაღწიეს ურთიერთთანხმობას კოლონიური სისტემის არსებობაზე და აზიასა და აფრიკაში
გავლენის სფეროების გადანაწილებაზე. ცივი ომის დროს და მის შემდეგაც დასავლურმა
სამყარომ უფლება მისცა რუსეთს დაემორჩილებინა ხალხები აღმოსავლეთ ევროპაში და
საკუთრივ საბჭოთა კავშირის შიგნით. ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებდა დასავლეთის
სურვილი შენარჩუნებულიყო სტაბილურობა და უსაფრთხოება მსოფლიო მასშტაბით
(გავიხსენებთ მხოლოდ ორ მაგალითს: 1956 წ. უნგრეთის აჯანყებას და საუკუნის მიწურულის
ჩეჩნეთის ომებს - ორივე შემთხვევაში დასავლეთიდან რეაქცია პრაქტიკულად არ მოჰყოლია
ვითგამორკვევის აღიარებული პრინციპის მოთხოვნას). მსოფლიოს სხვა მხარეებში
დამოუკიდებლობის ლეგიტიმური მოთხოვნები არაფრად იქნა ჩაგდებული რეგიონული
უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. 1961 წლიდან 1991 წლამდე აფრიკული
სახელმწიფოები უარს ამბდნენ ეცნოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ერითრია, სანამ ეს უკვე
რეალურ ფაქტად არ იქცა. ასევე არც ერთი ქვეყანა არ არის მზად აღიაროს 15-20 მილიონი
ქურთის უფლება შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ
83
ირანში, სირიაში, თურქეთსა და ერაყში. საბჭოთა სისტემის კოლაფსის შემდეგ საერთაშორისო
საზოგადოება მზად იყო მისალმებოდა მის მემკვიდრე სახელმწიფოებს და ეღიარებინა მათი
დამოუკიდებლობა, მაგრამ საერთო კონსენსუსი არსებობდა იმის თაობაზე, რომ ეს პროცესი რაც
შეიძლება სწრაფად უნდა დასრულებულიყო. 1993 წ. ლონდონის საერთაშორიოს
ურთიერთობათა ინსტიტუტში გამოსვლისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მაშინდელმა
მინისტრმა დაგლას ჰერდმა განაცხადა: „მე იმედი მაქვს, რომ აღარ გავხდებით ახალი ეროვნული
სახელმწიფოების შექმნის მოწმენი.“
უეჭველია, რომ სწორედ ამგვარ დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული დასავლური
პოლიტიკის დაბნეულობა და უმოქმედობა 90-იან წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე
პროცესების მიმართ: ნათელი არ იყო, თუ რა დონეზე უნდა აღმოეჩინათ მხარდაჭერა
თვითგამორკვე- ვისათვის და რა ეტაპზე უნდა შეწყვეტილიყო ეს მხარდაჭერა. მაგრამ ამ
შემთხვევიდან გამომდინარეობს სხვა, მასთან დაკავშირებული პრობლემა. თუკი ერთ
საზოგადოებას მიეცემა სეცესიის უფლება, მაშინ დადგება იმავე ტერიტორიაზე მცხოვრები
ეროვნული უმცირესობების სეცესიის პრობლემა: ეს ეხება სერბებს ბოსნიასა და ხორვატიაში,
ასევე ჩრდ. ირლანდიას, უკრაინაში მცხოვრებ რუსებს, ისრაელის არაბებს. მსგავსი შემთხვევა,
მეტად სავალალო შედეგებით, უკვე იყო ადრე გერმანელებთან დაკავშირებით, რომლებიც
ჰიტლერის რაიხის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. არავის შეუძლია ამტკიცოს, რომ ნებისმიერ
ხალხს, ვისაც გააჩნია გარკვეული იდენტურობა, შეუძლია მოითხოვოს საკუთარი სახელმწიფო.
მაგ., ოთხი ათასამდე ენა არსებობს, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ საჭიროა ოთხი ათასი
სახელმწიფოს არსებობა. ასევე, ერთი და იმავე ენაზე მოლაპარაკე ხალხებს შესაძლოა გააჩნდეთ
სხვადასხვა სახელმწიფოები - არაბულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, სპარსულად
მოლაპარაკეებს. პრობლემაა, თუ სად უნდა გაივლოს გამყოფი ხაზი. ამისათვის
საჭიროა სამართლიანობისა და წესრიგის გარკვეული ბალანსის მოძიება. თვითგამორკვევის
უფლება, მიჩნეული როგორც ერთი საზოგადოების ხალხების უფლება და მოთხოვნილება
ჰქონდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხშირად უპირისპირდება საერთაშორისო
ურთიერთობათა სხვა პრინციპებს.
ისტორია თანამედროვეობის წინააღმდეგ
ნაციონალიზმი ემყარება „უწყვეტი ისტორიის“ კონცეფციას - ხალხები არსებობდნენ
საუკუნეების მანძილზე და მათ გააჩნიათ ისტორიული მეხსიერება. ეროვნული
დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მიღწევა ამ ისტორიის კულმინაციას
წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს გატაცება იმგვარი სიტყვებით, როგორიცაა
„აღორძინება“, „ხელახალი დაბადება“, ინტერესი არქეოლოგიისა და წინაპრების მიმართ.
„ისტორიული“ მოთხოვნები და პრეტენზიები ასევე გამოიყენება არგუმენტების გასამყარებლად
საზოგადოების შიგნით, თუ რა არის, ან რა არ არის „ჭეშმარტი, სანდო“. ყოველივე ამას მეტად
მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს საერთაშორისო ურთიერთობებისათვის. მაგალითისათვის,
იმის განსაზღვრა, თუ რა არის „ისტორიული“, „ბუნებრივი“, ზოგჯერ „ღვთის მიერ ბოძებული“ -
რის გამოხატულებაცაა ეროვნული ტერიტორია. როდესაც ხალხს სურს უარყოს სხვა ხალხის
მოთხოვნების ლეგიტიმურობა, უპირველესად იმის მტკიცება ხდება, რომ დაპირისპირებული
არ წარმოადგენს „ჭეშმარიტ“ ერს, ანდა მეტად მოკლევადიანი და არაფრისმთქმელი ისტორია
აქვს, , ან იგი არსებობდა სადმე სხვაგან - დღევანდელი განსახლების ადგილიდან დაშორებულ

84
ტერიტორიაზე, ანდა იყო და არის უცხო ძალის მსახური. ისტორია სავსეა მსგავსი
მაგალითებით.
ნაციონალური სიმბოლოები
 ენა;
 საკვები და სასმელი;
 ტანისამოსი;
 დღესასწაულები;
 სამხედრო გმირები;
 დროშები, ფერები და ჰიმნი;
 უცხოელთა დამამცირებელი ტერმინოლოგია.
ნაციონალიზმისადმი ამგვარი მიდგომა საერთოა ნებისმიერი ნაციონალისტური
მოძრაობისათვის. იგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პერენაილისტური (მუდმივად
არსებული) მიდგომა. საპირისპიროდ, მრავალი სოციალური მკვლევარი მიიჩნევს, ერები არიან
ა) შემთხვევითი და ბ) შედარებით ახალი შექმნილები. ამგვარი მიდგომა ზოგადად
იწოდება მოდერნისტულად. ამ თვალსაზრისით, დღეს არსებული მსოფლიო პოლიტიკური
რუქა ასახავს შემთხვევით და შედარებით ახალ პროცესებს - კოლონიური სისტემის რღვევის
შედეგად წარმოქმნილ საზღვრებს, რომელიც არ ემთხვევა ხალხების რეალურ განსახლებას,
ომების შედეგებს, რასაც პრაქტიკულად იგივე შედეგები მოაქვს, კერძო პოლიტიკური
დაჯგუფების ტრიუმფს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იყოს კონკრეტული ერის ნების
გამომხატველი. ამ ერის „შექმნაზე ზრუნვა“ კი მხოლოდ შემდეგ იწყება. არის რეაქცია
საზოგადოების არსებობის ძველი ფორმების მოსპობაზე, რაც ემყარებოდა რელიგიას,
დინასტიურ მმართველობას, სასოფლო ცხოვრებას და არის გზა თანამედროვე ქალაქების
მცხოვრებნი უზრუნველყოს არსებობის გამართლებისა და დანიშნულების გრძნობით. იგი
ქმნის წარმოსახვითი საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას. ეს ტერმინი გამოიყენა
ბენედიქტ ანდერსონმა იმ იდეის გამოსახატავად, რომლის თანახმადაც გარკვეული ხალხის
ჯგუფში ერთი მეორეს იცნობს, მაგრამ ამ ჯგუფის ყველა წევრის ერთად თავმოყრა
შეუძლებელია. წარსული - ტრადიცია, ისტორია, ენა, ფოლკლორი არ არის ის, რაც განსაზღვრავს
დღევანდელობას. იგი პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების მიერ გამოიეყენბა
მასალად ხალხის ერთიანობის განმტკიცებისათვის. სადაც წარსული საკმარისი არ არის, იქ
ისტორია გამოიგონება. ნაციონალიზმის არსებობა შესაძლოა გარდაუვალია, მაგრამ მის
ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია შემთხვევითობის როლი. ერთი მოდერნისტის სიტყვებით,
„ნაციონალიზ- მის მაგიას წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია შანსი გარდაქმნას ბედად“
(Anderson 1991: 19).
ამ ორ პოზიციას შორის არსებობს სხვა, ნაკლებად რადიკალური მიდგომები. ზოგიერთი
თეორეტიკოსით, მიუხედავად იმისა, რომ ერები და ნაციონალიზმი, თანამედროვე
პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი შექმნილია, მაინც არსებობს მისი უფრო ადრინდელი
კულტურული, ლინგვისტური და პოლიტიკური საფუძვლები. ეს კი ნიშნავს, რომ
გადაჭარბებულია ერების შექმნის პროცესში შემთხვევითობაზე ყურადღების გამახვილება.
ამგვარად, პერენიალისტური მიდგომის გაზიარების გარეშე, შესაძლებელია დაიწეროს
მაგალითისათვის ინგლისელი, რუსი, ჩინელი თუ ქართველი ხალხის ისტორია. ასეთია
გამოჩენილი ავტორის, ენტონი სმიტის პოზიცია, რომელიც ფოკუსირებას
85
ახდენს სიმბოლიზმზე (A. Smith 1991). სმიტი, კერძოდ ემხრობა
კონცეფცია ეთნოსის გამოყენებას, რომელიც ემყარება ეთნიკური ჯგუფის გამოსახატავად
გამოყენებულ ფრანგულ ტერმინს იმ საზოგადოებების აღსანიშნავად, რომლებიც, ჯერ კიდევ
წინანაციონალისტურ ხანაში, ქმნიდნენ გარკვეულ საფუძველს თანამედროვე ერებისათვის.
ზოგიერთმა მკვლევარმა გამოიყენა ეს მიდგომა რათა განესხვავებინა ერების სხვადასხვა
სახეეები - ისინი ვისაც გააჩნდა ხანგრძლივი ისტორია გამომდინარე ეთნიკური საფუძვლებიდან
- ამგვარი კანდიდატები შეიძლება ყოფილიყვნენ ჩინეთი ანდა გერმანელები - და ისინი,
რომლებიც უფრო ახალი შექმნილნი არიან - წარმოადგენენ ევროპული კოლონიური სისტემის
პროდუქტს - აშშ, ავსტრალია, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მრავალი ქვეყანა. აქ
განსხვავება შეიძლება გამოიკვეთოს ეთნიკურ და პოლიტიკურ ნაციონალიზმს, ანდა
„ისტორიულ“ და „ახლად შექმნილ“ ფორმებს შორის. გამყოფი ხაზი შეიძლება გაივლოს იმ
შემთხვევებს შორის, როდესაც სახელმწიფო და მასთან ასოცირებული ნაციონალიზმი
მომდინარეობს უკვე არსებული საზოგადოებიდან და იმ შემთხვევებს შორის, როდესაც
სახელმწიფო თავად ქმნის ნაციონალიზმს და ავრცელებს სოლიდარობის გრძნობას ხალხში.
ამგვარ გამოცალკევებას შეიძლება გარკვეული გამართლება გამოეძებნოს, მაგრამ ისიც
გასათვალისწინებელია, რომ მრავალმა ქვეყანამ არნახული ძალისხმევა გასწია საკუთარი
ნაციონალიზმის შექმნა-განვითარებისათვის. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ბრიტანეთი,
საფრანგეთი, გერმანია, იაპონია დიდი ენერგია შეალიეს საკუთარ ხალხში იდენტურობის,
ისტორიის ენის განსაკუთრებული გრძნობის ჩანერგვას, იმ ტრადიციების შექმნას, რასაც
ეროვნული შეიძლება ეწოდოს.
პოზიტიური და ნეგატიური
საერთაშორისო ურთიერთობებში ნაციონალიზმთან დაკავშირებული დისკუსიები ხშირად
ეხება მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს. ამ თვალსაზრისით სულ მცირე, ოთხი
პოზიტიური არგუმენტის მოყვანა შეიძლება:
ა) ნაციონალიზმი იწვევს ლეგიტიმურობის პრინციპის შექმნას, რასაც ემყარება სახელმწიფოთა
თანამედროვე სისტემა. ამ პრინციპის თანახმად სახელმწიფოებს შეუძლიათ და ვალდებულნი
არიან გამოხატონ საკუთარი ხალხის ინტერესები, ვინაიდან სწორედ ხალხისაგან იღებენ
ლეგიტიმურობას: რუსო-მილის თემა წარმომადგენლობითი ხელისუფლების შესახებ
საერთაშორისო მასშტაბით სწორედ ამ გზით ხორციელდება.
ბ) ნაციონალიზმი არის დემოკრატიული პრინციპებისრეალიზაცია: ნაციონალიზმი არის
საშუალება, რომლითაც წარმომადგენლობითი ხელისუფლების განმანათლებლობის
პრინციპები უნდა განხორციელდეს საერთაშორისო არენაზე.
გ) ნაციონალიზმს გააჩნია მეტად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფუნქცია: იგი იწვევს
საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას, კულტურული ერთიანობის კონკრეტული
ფორმების შექმნას. ნათელია, რომ ზემოთქმულის გარეშე ქაოსი და გამოუვალი მდგომარეობა
შეიქმნებოდა.
დ) ნაციონალიზმი იყო და რჩება ადამიანთა შემოქმედებისა და მრავალფეროვ- ნების
უმნიშვნელოვანეს მასაზრდოებელ წყაროდ
ნაციონალიზმის წარმოქმნას უზარმაზარი შედეგები ჰქონდა ხელოვნების, ლიტერატურის, ენის,
სპორტის და ა.შ., თუნდაც გასტრონომიის განვითარებისათვის.. იგი არა მარტო კონკრეტულ
ხალხებს, არამედ მთლიანად კაცობრიობას ამდიდრებს. მის გარეშე მსოფლიო უსახური და
86
კარჩაკეტილი იქნებოდა. დიდი საზოგადოებებში მცხოვრები ხალხების კულტურული
გამოხატულება - მულტიკულტურალიზმის განვითარება ყოველივე ამის უკანასკნელი
მაგალითია.
ასევე არსებობს მრავალი, მყარი ძალის ნეგატიური არგუმენტი:
1. ნაციონალიზმი არის კონფლიქტებისა და ომების მიზეზი. შეთანხმება შეუძლებელი
ტერიტირიული მოთხოვნები, საერთაშორისო და ნაციონალურ პოლიტიკაში ემოციებზე
დაყრდნობა გამორიცხავს შეთანხმების შესაძლებლობას. ნაციონალიზმი გახდა
თანამედროვეობის შავი ჭირი, მსოფლიო ომების, ეთნიკური წმენდის, გენოციდის
მიზეზი და მთელ მსოფლიოში არსებული დაუსრულებელი დაბალი ინტენსიურობის
კონფლიქტების მასაზრდოებელი წყარო. თავისთავად ნაციონალიზმი შეიძლება
წარმოადგენდეს საღ აზრზე დამყარებულ, ლეგიტიმურ იდეოლოგიას, მაგრამ მეტად
სწრაფად გარდაიქმნას ქსენოფობიად - უცხოს ზიზღად, შოვინიზმად - აგრესიულ
დამოკიდებულებად უცხოელთა და უცხო ქვეყნების მიმართ, მილიტარიზმად - ძალის
გამოყენებად პრობლემების გადასაწყვეტად და იმპერიალიზმად - იმპერიების შექმნის
სურვილად სხვა ქვეყნების დასამორჩილებლად.
2. ნაციონალიზმი, თუნდაც რომ ერიდებოდეს სამხედრო კონფრონტაციას, შეიძლება გახდეს
წინაღობა თანამშრომლობისათვის, იქნება ეს ვაჭრობა, მიგრაცია, გარემოს დაცვა თუ
თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის სხვა რაიმე მახასიათებელი. თანამედროვე
მსოფლიო უნდა ემყარებოდეს არა სეპარატულ, ურთიერთ- მოქიშპე ნაციონალური
მიზნების, არამედ საერთო, გლობალური ინტერესების გააზრებას: მაგალითისათვის, ეს
არის პოტენციური გლობალური ბირთვული და ეკოლოგიური საფრთხეები.
3. ნაციონალიზმი, სახელმწიფოების დაშლის ხელშეწყობით, ასევე არღვევს
სიცოცხლისუნარიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკური
სამართლიანობისა და რესურსების გადანაწილების პრობლემები ნებისმიერ
საზოგადოებაში წარმოიქმნება, მაგრამ სეცესიის გარდა ეს პრობლემები სხვა გზებითაც
შეიძლება გადაწყდეს.
4. სახელმწიფოს შიგნით ნაციოანლიზმის აყვავება არასასურველ მოვლენად შეიძლება იქცეს.
იგი ქვენების შიგნით ქმნის არატოლერანტობისა და დიქტატურის დამყარების ნიადაგს.
მმართველობის გარკვეულმა ფორმამ შეიძლება გამოიყენოს ნაციონალიზმისა და
უსაფრთხოების არგუმენტები, რათა გაამართლოს ძალაუფლების უზურპაცია. ასევე
შეიძლება მოხდეს ნაციონალიზმის გამოყენება უმრავლესობის ჯგუფის მიერ, რათა
დაიმორჩილოს, გააძევოს, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, გაანადგუროს ისინი, ვინც არ
არიან მიჩნეულნი უმრავლესობის ნაწილად. ამგვარი კლიმატის პირობებში
საერთაშორისო ზეწოლას ადამიანთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მეტად მცირე
შედეგები თუ მოაქვს. ამგვარი სახელმწიფოებისა და მთავრობების მიერ, რომლების
არღვევენ საკუთარი ხალხების უფლებებს, ნებისმიერი კრიტიკა აღიქმება ერის
ცხოვრებაში გარეგანი ჩარევის ფორმად და ამდენად, ყველა კრიტიკოსი ხალხის მტერია
და კრიტიკოსთა ფასეულობები სხვა ერის ფასეულობებია. ნაციონალიზმი ასევე იწვევს
კულტურისათვის მიუღებელ და უცხო კარჩაკეტილობას.

87
ჯერ კიდევ ნაციონალიზმის გარიჟრაჟზე, XIXს. დასაწყისიდან წინასწარმეტყველებდნენ, რომ
ნაციონალიზმი გარდაუვალი დაკნინება ელოდა, რასაც გამოიწვევდა ის საერთაშორისო
საერთაშორისო პროცესები, რომლებსაც დაექვემდებარებოდნენ სახელმწიფოები და ხალხები.
XIXს. ლიბერალებსა და კომუნისტებს სწამდათ, რომ მსოფლიო ბაზრის შექმნა წაშლიდა
განსხვავებებს ხალხთა შორის. I მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა იმედი, რომ საერთაშორისო
სამართალი, დემოკრატიის გავრცელება და თვითგამორკვევის პრინციპის ტრიუმფი
უზრუნველყოფდა ეროვნული კონფლიქტების დასრულებას. 70-იანი წლების შემდეგ,
პირველად ურიერთდამოკიდებულებისადმი, ხოლოს შემდეგ გლობალიზაციისადმი მიძღვნილ
ლიტერატურაში, ხაზი გაესმეოდა, რომ ჩვენ ვმოძრაობთ უფრო ერთიანი სამყაროს
მიმართულებით, რომელშიც ეროვნული განსხვავებები და ეროვნული სახელმწიფო ნაკლებად
გავლენიანი და ნაკლებად საჭირო გახდებოდა.
ნაციონალიზმი რჩება საერთაშორისო ურთიერთობათა მყარ შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე,
ნაციონალიზმის სიძლიერესა და მასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის
მიუხედავად, გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ახალი
სიტუაციაა შექმნილი. პირველ რიგში ნაციონალიზმის კლასიკური გამართლება -
დამოუკიდებლობის მოთხოვნა იმ მიზეზით, რომ არსებობს უცხო კოლონიური ძალაუფლება,
თითქმის მთლიანად წარსულს ჩაბარდა. საბჭოთა კავშირისა და სხვა მულტიეთნიკური
იმპერიების კოლაფსმა კაცობრიობის ისტორიის ეს თავი გადაფურცლა. დღეისათვის ორასამდე
სახელმწიფო არსებობს და საერთაშორისო არენაზე გაბატონებული თვალსაზრისით, ახალი
სახელმწიფოების შექმნა არეულობების, დისჰარმონიის და არა წესრიგის დამყარებას
გამოიწვევს.
მეორე, ზემძლავრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა დიდწილად დამოკიდებულია
დემოკრატიულობის დონეზე. საკმაოდ ძლიერია არგუმენტი, რომ დემოკრატიული
სახელმწიფოები ერთმანეთს შორის არ ომობენ და ამდენად, შეუძლია თავიდან აიცილონ
ნაციონალიზმის ყველაზე არასასურველი შედეგები. მესამე, ნაციონალიზმის შინაარსი, მისი
პოლიტიკური პროგრამა იცვლება. როდესაც 80-90-იან წლებში მრავალგვარი ნაციონალიზმის
აყვავების ხანა დადგა და არა მხოლოდ ყოფილ კომუნისტურ სამყაროში, ნაციონალიზმი ერთი
თვალსაზრისით მაინც შეიცვალა. როგორც ერიკ ჰობსბაუმი წერს, ნაციონალური ინტერესისა და
დიდების ძველი რწმენა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული თვითდაკმაყოფილებადი
ნაციონალური ეკონომიკის ქადაგებით, თანდათანობით შეიცვალა სხვა, ასევე ნაციონალისტური
იდეით, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას
საერთაშორისო ბაზარზე სასურველი ადგილის მოსაპოვებლად (Hobsbawm 1990).
საბოლოოდ ჩვენ მივდივართ არგუმენტამდე, რაც საკუთრივ გლობალიზაციას ახასიათებს,
კერძოდ კავშირების გამყარება საზოგადოებათა შორის - ვაჭრობაში, მიგრაციაში, ტურიზმში,
კომუნიკაციებში - იწვევს ნაციონალური იდენტურობის ნგრევას, ისე როგორც საერთაშორისო
და გლობალური მართვის ინსტრუმენტებისა და ინსტიტუტების გამრავლება, ბაზრების
გლობალიზაციასთან ერთად, ამცირებს სახელმწიფოთა ძალაუფლებას. არ არის საჭირო
გამოვიყენოთ გლობალიზაციის ყველაზე რადიკალური სავარაუდო ვარიანტები ანდა
ვიწინასწარმეტყველოთ ეროვნული სახელმწიფოების გაქრობა იმის დასანახად, რომ ამ
არგუმენტებში სიმართლის გარკვეული მარცვალია. საწინააღმდეგო არგუმენტი უკვე იყო
გამოყენებული: რომ ინტეგრაცია იწვევს რეაქციის სახით ფრაგმენტაციას, და ბევრი რამ, რაც
88
მიიჩნევა გლობალიზაციად არის ერთი ქვეყნის ფასეულობებისა და ინტერესის თავსმოხვევა
სხვისათვის. მიუხედავად ამისა, გლობალიზაციას ყოველ- თვის თან ახლავს ცენტრიდანული
და სეპარატისტული ტენდენციები, როგორც ეს იყო საერთაშორისო სისტემის არსებობის მთელი
ისტორიის მანძილზე. ნაციონალიზმთან ერთად. ნაციონალიზმი, სხვადასხვა ფორმებით, რჩება
ნებისმიერი ხალხის ცხოვრების, ასევე ინტერნაციონალური სისტემის განუყოფელ ნაწილად.
ნაციონალიზმი არ არის გლობალიზაციის ალტერნატივა, არამედ მისი შემადგენელი ნაწილია.
ნაციონალიზმი ამჟამად წარმოადგენს სახელმწიფოთა და საერთაშორისო სისტემის არსებობის
მორალურ საფუძველს.

კითხვები და დავალებები:
 რამ შეუწყო ხელი ნაციონალიზმის გავრცელებას ბოლო საუკუნეების მანძილზე?
 შეიძლება თუ არა ნაციონალიზმის დეფინიცია?
 რა შედეგები მოჰყვა გლობალური ურთიერთობებისათვის ნაციონალიზმის აღმავლობას?
 რა ფუნქცია აკისრია ნაციონალიზმს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებაში?
 ერები ყოველთვის არსებობდნენ: დისკუსია.
 როგორია საერთაშორისო სისტემის დამოკიდებულება ეროვნული თვითგამორკვევის
მოთხოვნებისადმი?
 განსაძღვრეთ ნაციონალიზმის როლი გლობალიზაციის პროცესებში?

89
თავი 7. ეკონომიკის გლობალიზაცია
ადამიანები უძველესი დროიდან დამოკიდებულნი იყვნენ ნადირობასა და ბუნებრივი საკვების
შეგროვებაზე, რათა მიწის დახმარებით ეარსებათ. ამ საზოგადოებებში, ჩვეულებრივ, ოჯახური
ცხოვრების უპირველეს სფეროს საქონლის წარმოება, განაწილება და მოხმარება (საკვები,
ტანსაცმელი და ბინა) წარმოადგენდა.
დაახლოებით 5000 წლის წინათ სოფლის მეურნეობის განვითარებამ იმდროინდელ
საზოგადოებებში ცვლილებები შეიტანა. სოფლის მეურნეობა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც
ადამიანებმა ცხოველები გუთნებში შეაბეს და ამით ნადირობისა და მიწის პროდუქტიულობა
ათჯერ უფრო გაზარდეს. წარმოქმნილმა ნამატმა ზოგიერთი გაათავისუფლა საჭმლის წარმოების
საჭიროებისაგან. ინდივიდებმა დაიწყეს სპეციალიზირებული ეკონომიკური როლების
ადაპტირება: ხელობაში გაწაფვა, სამუშაო იარაღების შექმნა, ცხოველების გამრავლება და
საცხოვრებელი ადგილების მშენებლობა.
სოფლის მეურნეობის აქტიურად განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ქალაქები, რომლებიც
ერთმანეთს საკვებით, ცხოველებითა და სხვა ნივთებით ვაჭრობის ქსელებით
უკავშირდებოდნენ. ეკონომიკის გაფართოების გასაღებს წარმოადგენდა შემდეგი ოთხი
ფაქტორი - სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია, შრომის პროდუქტიული სპეციალიზაცია და
განაწილება, მუდმივი ახალშენები და ვაჭრობა.
ამ პროცესში სამუშაო გარემო უფრო ნაკლებად გადაჯაჭვული გახდა ოჯახებთან, თუმცა
წარმოება მაინც სახლთან ახლოს ხდებოდა. მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში ხალხის
უმეტესობა ამუშავებდა მეზობლად მდებარე მინდვრებს. სოფლის და ქალაქის მაცხოვრებლები
ხშირად საკუთარ სახლებში მუშაობდნენ - ამ ნიმუშს უწოდებენ ინდივიდუალურ (საოჯახო)
მეურნეობას, ხოლო წარმოებული პროდუქცია ხშირად იყიდებოდა გარეთ - „ძველმანების
ბაზრობაზე“ (ტერმინი გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხის არ იყო).
სამრეწველო რევოლუცია
მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან სწრაფად განვითარდა მეორე ტექნოლოგიური რევოლუცია, ჯერ
- ინგლისში და შემდეგ, მალევე, ყველგან - ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მრეწველობის
განვითარებამ ისე შეცვალა სოციალური ცხოვრება, როგორც ეს ადრე, ათასობით წლის
განმავლობაში ვერ მოახერხა სოფლის მეურნეობამ.
ინდუსტრიალიზაციამ დასავლური საზოგადოებების ეკონომიკურ სისტემებში ხუთი
მნიშვნელოვანი ცვლილება დანერგა:
1. ენერგიის ახალი ფორმა - ისტორიის მანძილზე ადამიანები ენერგიას საკუთარი ან
ცხოველების კუნთებიდან იღებდნენ. 1765 წელს ჯეიმს ვატმა პირველმა სრულყო ორთქლის
ძრავა. ორთქლის ძრავები, რომელთა ძალა კუნთებისას 100-ჯერ აღემატებოდა, უპრეცედენტო
ეფექტურობით ამუშავებდა დიდ მანქანა-მოწყობილობებს;
2. ფაბრიკებში მუშაობის ცენტრალიზება - ორთქლზე მომუშავე დანადგარების წყალობით
საოჯახო მეურნეობა მოძველებული გახდა. ქარხნები, ფაბრიკები, რომლებიც წარმოადგენდნენ
ცენტრალიზებულ უსახო სამუშაო ადგილებს, გამოვიდნენ სახლებიდან და განვითარდნენ.
სამუშაომ კერძო სფეროდან საჯარო სფეროში გადაინაცვლა ანუ „ხალხი გავიდა სამუშაოზე“;
3. წარმოება და მასობრივი პროდუქცია - სამრეწველო რევოლუციამდე სამუშაოს უმეტესობა
მოიცავდა ნედლეულის (როგორიცაა: მოსავალი, ხის მასალა და მატყლი) კულტივაციასა და
შეგროვებას. სამრეწველო ეკონომიკამ სამუშაო ადგილების უმეტესობა წარმოებაში
90
გადაანაცვლა, სადაც ნედლეულისაგან ამზადებდნენ დიდი გასავლის მქონე პროდუქციის
ფართო სპექტრს. მაგალითად, ფაბრიკები სერიულად ამზადებდნენ ხისგან ავეჯს და
მატყლისგან - ტანსაცმელს;
4. შრომისა და სპეციალიზაციის განაწილება - კუსტარულ წარმოებაში, როგორც წესი,
პროდუქტს თავიდან ბოლომდე ერთი მუშა ამზადებდა. ამისგან განსხვავებით, ფაბრიკაში
მუშაობა მოითხოვს შრომისა და სპეციალიზაციის იმგვარად განაწილებას, რომ ერთმა მუშამ
მუდმივად იმეოროს ერთი მარტივი დავალება და მხოლოდ მცირე წვლილი შეიტანოს საბოლოო
პროდუქტში. ამგვარად, ვინაიდან ფაბრიკებმა გაზარდეს პროდუქტიულობა, მათ ასევე
შეამცირეს საშუალო მუშის კვალიფიკაციის დონე (Warner and Low, 1947). ყოველივე ამის გამო
მოხდა მისი შემოსავლის შემცირება;
5. შრომის ანაზღაურება - იმის ნაცვლად, რომ თავისი თავისთვის ემუშავათ ან საოჯახო
მეურნეობებად გაერთიანებულიყვნენ, სამრეწველო სფეროს მუშებმა მიაშურეს ფაბრიკებს
ანაზღაურებადი მუშების რანგში. ისინი თავიანთ შრომას ყიდდნენ უცხოელებზე, რომლებიც
ხშირად მათზე უფრო ნაკლებად ზრუნავდნენ, ვიდრე დანადგარებზე. თვალყურის დევნება
განსაზღვრული და ინტენსიური გახდა. ჩვეულებრივ ანაზღაურება საოცრად დაბალი იყო და
ამდენად, მუშებს დიდ ექსპლუატაციას უწევდნენ.
ინდუსტრიული რევოლუციის გავლენა თანდათან გასცდა ფაბრიკების ფარგლებს და დაიწყო
მთელი საზოგადოების გარდაქმნა. მაშინ, როცა სამუშაო პირობები ბევრისთვის ძალიან ცუდი
იყო, გაზრდილი პროდუქტიულობა მუდმივად ამაღლებდა ცხოვრების სტანდარტს, რადგან
გაფართოებული ბაზარი უამრავი ახალი პროდუქტითა და სერვისით აივსო. ინდუსტრიული
ტექნოლოგიის პრივილეგიები ძალიან არათანაბრად იყო განაწილებული. ზოგიერთი ფაბრიკის
მფლობელებმა დიდი ქონება დააგროვეს მაშინ, როცა სამრეწველო მუშების უმრავლესობა
გაღატაკებული იყო. ბავშვებიც მუშაობდნენ ფაბრიკებში ან ნახშირის შახტებში და დღეში ერთ
პენის იღებდნენ. ფაბრიკის მუშა ქალები ყველაზე დაბალანაზღაურებადები იყვნენ და
განსაკუთრებულ გაჭირვებას იტანდნენ.
ინფორმაციული რევოლუცია და პოსტინდუსტრიული საზოგადოება
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მომუშავეებმა თანდათანობით შექმნეს სავაჭრო კავშირები,
რათა ფაბრიკის მეპატრონეებთან მოლაპარაკებების გზით თავიანთი კოლექტიური ინტერესები
წარმოედგინათ. მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული დასავლეთის მთავრობები იძულებული
გახდნენ უკანონოდ გამოეცხადებინათ ბავშვების შრომა, გაეზარდათ ანაზღაურება,
გაეუმჯობესებინათ უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე, მოსახლეობის უფრო დიდი
სეგმენტისათვის ჩაეტარებინათ სწავლება და მათთვის პოლიტიკური უფლებები გაეცნოთ.
ასევე თვითონ პროდუქციის ტიპმაც დაიწყო შეცვლა. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან ბევრ
დასავლურ სახელმწიფოში მოხდა ტრანსფორმაცია. ავტომატიზირებულმა მანქანა-
დანადგარებმა შეამცირეს ადამიანის შრომის როლი წარმოებაში. იმავდროულად, ბიუროკრატია
აფართოვებდა კანცელარიის მუშაკებისა და მენეჯერების წოდებებს. მომსახურების
ინდუსტრიებმა, როგორიცაა: საზოგადოებრივი ურთიერთობები, ჯანმრთელობის დაცვა,
განათლება, მედია, რეკლამა, საბანკო საქმე და გაყიდვები - დაიწყეს დიდი რაოდენობის
მომუშავეების დასაქმება. პოსტინდუსტრიული პერიოდის განმასხვავებელი ნიშანია
ინდუსტრიული სამუშაოდან მომსახურეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე გადასვლა.

91
ამ ეკონომიკური ცვლილების მამოძრავებელი ძალაა მესამე ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია:
კომპიუტერის შექმნა, საინფორმაციო რევოლუცია ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ახლახანს
ინდუსტრიალიზებული აზიის ბევრ ქვეყანაში და სხვა. დაიწყო ინფორმაციის ახალი სახეებისა
და კომუნიკაციის ახალი ფორმების დანერგვა, რომლებმაც შეცვალეს მუშაობის ხასიათი,
როგორც ეს ორი საუკუნის წინ გააკეთეს ქარხნებმა. ამ საინფორმაციო რევოლუციამ გზა გაუხსნა
სამ ძირითად ცვლილებას:
1. მატერიალური პროდუქტებიდან - იდეებამდე: ინდუსტრიული ერა აღწერილია, როგორც
საქონლის პროდუქცია; პოსტინდუსტრიულ ერაში სულ უფრო მეტი და მეტი მუშაობა იყო
მიმართული სიმბოლოებით რაიმეს შექმნისა და მანიპულაციის საკითხისაკენ. საინფორმაციო
ერის დასაქმებულებს წარმოადგენენ: კომპიუტერის პროგრამისტები, მწერლები, ფინანსური
ანალიტიკოსები, სარეკლამო აგენტები, არქიტექტორები და ყველა სხვა სფეროს
კონსულტანტები;
2. მექანიკური უნარებიდან - წიგნიერებისკენ: როგორც ინდუსტრიული რევოლუცია სთავაზობს
შესაძლებლობებს მათ, ვინც ისწავლა მექანიკური ვაჭრობა, ისე ინფორმაციული რევოლუცია
მოითხოვს, რომ მომუშავეები წიგნიერები იყვნენ - შეეძლოთ ლაპარაკი, წერა და
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. ადამიანები, რომლებსაც ეფექტური
კომუნიკაციის უნარი აქვთ, ტკბებიან ახალი შესაძლებლობებით, ვისაც ეს არ შეუძლია, ნაკლები
პერსპექტივები აქვს;
3. სამუშაოს დეცენტრალიზაცია ფაბრიკების გარეთ: როგორც ინდუსტრიულმა რევოლუციამ
(ორთქლის ენერგია, რომელიც ამოძრავებს მასიურ მანქანა-დანადგარებს) მომუშავეებს თავი
მოუყარა ფაბრიკებში, ისე კომპიუტერული ტექნოლოგია ახლა ბევრ ადამიანს აძლევს
საშუალებას იმუშაოს თითქმის ყველგან. მართლაც, ნოუთბუკები და სატელეფონო ხაზებთან
შეერთებული ფაქსის აპარატები შესაძლებლობას აძლევს ხალხს, მოიწყონ „ვირტუალური“
ოფისები სახლში, მანქანაში და თვითმფრინავშიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი
ინფორმაციული ტექნოლოგია მთლიანად ცვლის ინდუსტრიულ ტრენდს და უკან აბრუნებს
სახლის „კუსტარულ ინდუსტრიაში“. ვირტუალური სამუშაო ადგილი და „ტელეკომუნიკაცია“
ბევრისთვის რეალობა გახდა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომუშავეთა უმეტესობას ჯერ კიდევ ოფისებში ინარჩუნებს.
მეორეს მხრივ, დღეს უფრო მეტად განათლებული და კრეატიული სამუშაო ძალა აღარ
საჭიროებს, ხშირად კი ეწინააღმდეგება ახლოდან დაკვირვებას, რაც ნიშანდობლივი იყო
გუშინდელი ფაბრიკებისთვის.
დეზორგანიზებული კაპიტალიზმი: მოქნილობა და მსოფლიო - ფორდიზმის შემდეგ
კაპიტალიზმი წარმოადგენს დინამიურ ეკონომიკურ სისტემას და სხვადასხვა ქვეყნებშიც კი
განაგრძობს ფორმის შეცვლას. მთავარი ტრენდი, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო,
ხასიათდება პროდუქციის მოქნილობაში ცვლილებით: ფორდიზმიდან პოსტფორდიზმამდე.
ფორდიზმი ასოცირებულია ავტომობილის ამერიკელი მწარმოებლის ჰენრი ფორდის სახელთან,
რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა საამწყობო კონვეიერი იაფფასიანი მანქანების
საწარმოებლად, რომელთა ყიდვასაც ხალხის მასა შეძლებდა.
ფორდიზმი წარმოადგენს ეკონომიკურ სისტემას, რომელიც დაფუძნებულია საამწყობო კონვეირ
ით მასობრივ პროდუქციაზე, მასობრივ მოხმარებასა და სტანდარტიზებულ ფართო მოხმარების

92
საგნებზე. ეს დაკავშირებულია შესაბამის მანქანა-დანადგარებთან და ინსტრუმენტებთან,
რომლებიც აწარმოებენ იდენტურ კომპონენტებს.
ცენტრალიზებული არაკვალიფიციური მუშაობა ინტენსიურად გამოიყენება სპეციფიური
ამოცანების შესასრულებლად; ასევე დიდი რაოდენობის იაფფასიანი საქონლის პროდუქციის
საწარმოებლად. მომუშავეები დიდი პერიოდის მანძილზე აკეთებენ ერთი და იმავე სამუშაოს:
სამუშაო, როგორც წესი, საშინლად მოსაწყენია. მათ საკმაოდ კარგად უხდიან და ეს ზრდის მათი
მომხმარებლების ხარჯებს. ფორდიზმი ტექნიკურად ლიმიტირებულია და არ არის ძალიან
მოქნილი. ჰიუ ბიონმა თავისი კლასიკური კვლევის ფარგლებში 1960- იანი წლების ბოლოს
ლივერპულში მოინახულა ფორდის ძრავის მწარმოებელი ქარხანა და დოკუმენტურად აღწერა
ეს მოძრავი საკონვეიერო ხაზი, სადაც ხდებოდა დაახლოებით 16 000 განსხვავებული
კომპონენტის „ჩახრახნა, მიმაგრება ან შედუღება“. შემდეგ კი მანქანა ამოძრავდებოდა და
გასრიალდებოდა კონვეიერზე.
სასტიკი წნეხი უფრო სასაცილოდაა დოკუმენტირებული ჩარლი ჩაპლინის კლასიკურ მუნჯურ
ფილმში „ახალი დროება“.
მაშინ, როცა ფორდისტული პროდუქციის ტექნოლოგია გაგრძელდა მე-20 საუკუნის გარკვეულ
წლებამდე, მის გვერდზე გამოჩნდა უფრო ახალი და მოქნილი ფირმები (განსაკუთრებით
იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). ეს, უფრო ახალი, პროცესი მოიცავდა შემდეგს:
 ცვლილებები წარმოებაში: წარმოების უფრო მოქნილი სისტემა;
 უფრო მოქნილი დრო: ნახევარი განაკვეთი, დროებითი და დამოუკიდებელი მუშები;
 შრომის დეცენტრალიზაცია უფრო პატარა, ნაკლებად იერარქიულ ერთეულებად;
 „მუშაობაში დამხმარე პერსონალის ჩართვა“, როდესაც მუშაობა უფრო სტაბილური და
უსაფრთხო ხდება;
 „პუნქტუალური“ (ე.ი. გაკეთებული უმცირეს შესაძლო დროში) სწრაფი წარმოება;
 სტანდარტიზებული საქონლის შეცვლა ვარიანტების შემცველი საქონლით;
 „მასობრივი მარკეტინგის და რეკლამის“ ეტაპობრივი შეცვლა „ნიშის მარკეტინგით“,
რომელიც განკუთვნილია სპეციფიური „სტილის“ ჯგუფებისთვის;
 გლობალიზაცია, შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება.
ახალი ეკონომიკური სისტემა, რომელსაც ხშირად პოსტფორდიზმს უწოდებენ,
დაფუძნებულია მოქნილობაზე (უფრო მეტად, ვიდრე სტანდარტიზაციაზე), სპეციალიზაციასა
და არასტანდარტულ საქონელზე.
ზემოთ აღწერილი სამი „რევოლუცია“ ასევე ასახავს საზოგადოების ეკონომიკის სამ სექტორს
შორის ცვალებად ბალანსს. პირველადი სექტორი აწარმოებს ნედლ მასალას უშუალოდ
გარემოსგან და მოიცავს სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, მეთევზეობას, მეტყევეობას და
სამთო მრეწველობას. ის გაბატონებულია პრეინდუსტრიულ საზოგადოებებში. მეორადი
სექტორი ნედლეულისგან სამრეწველო დანიშნულების საქონელს ამზადებს და მოიცავს
ნავთობის გადამუშავებასა და ლითონების გამოყენებას ინსტრუმენტებისა და ავტომობილების
საწარმოებლად. საზოგადოების ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ის სწრაფად
ვითარდება. მესამეული სექტორი სთავაზობს მომსახურეობას და არა საქონელს და მოიცავს
მასწავლებლებს, მაღაზიების გამყიდველებს, დამლაგებლებს, რწმუნებულებს, კომპიუტერული
ტექნოლოგიების ექსპერტებს, მედიის მუშაკებს და სხვ.

93
მესამეული სექტორი, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური
პროდუქციის მხოლოდ 38 პროცენტს შეადგენს, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში
ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ვითარდება და დომინირებს ეკონომიკაში, რადგან ისინი
შედიან პოსტინდუსტრიულ ხანაში. ეს მიანიშნებს თანამედროვე ეკონომიკაში ყველაზე
მნიშვნელოვან ცვლილებაზე. გამოსახულება 1. ძალიან კარგად ასახავს ამ განსხვავებებს. ჩვენ
ვხედავთ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სამუშაო ძალის 23 პროცენტი ჩართულია
პირველად სექტორში მაშინ, როდესაც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში - მხოლოდ 2
პროცენტი. რაც შეეხება მომსახურეობის სექტორს, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, მასში
სამუშაო ძალის 68 პროცენტია დაკავებული, ხოლო უფრო ღარიბ ქვეყნებში - მხოლოდ 38
პროცენტი. სოფლის მეურნეობისა და წარმოების ძველი ეკონომიკური ნიმუშები უფრო და
უფრო მეტად უთმობენ გზას მომსახურეობასა და ინფორმაციაზე დაფუძნებულ
ეკონომიკას. (UNDP, 2000; World Bank, 2000b).
მაშინ, როცა ტექნოლოგია მსოფლიოს ხალხებს აახლოვებს ერთმანეთთან, როგორც ჩანს,
იმავდროულად, სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. [...]
გლობალიზაცია გახდა თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი მახასიათებელი: ჩვენ
გავხდით გლობალური ეკონომიკის გამოჩენის მოწმე. ეს არის ეკონომიკური აქტივობა,
რომელიც მოიცავს მსოფლიოს მრავალ ერს და ნაკლებად ითვალისწინებს ეროვნულ საზღვრებს.
გლობალური ეკონომიკის განვითარებას ხუთი ძირითადი შედეგი აქვს:
პირველი - ჩვენ ვხედავთ შრომის გლობალურ განაწილებას, რომლის დროსაც მსოფლიოს
ყოველი რეგიონი სპეციალიზებულია ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებულ სახეობაზე.
დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სოფლის მეურნეობა მოიცავს სამუშაო ძალის 70
პროცენტზე მეტს, ხოლო მსოფლიოს საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები
კონცენტრირებულია სამრეწველო პროდუქციაზე. ყველაზე მდიდარი ერების, მათ შორის
ევროპის ეკონომიკა ახლა სპეციალიზდება მომსახურეობის სექტორზე;
მეორე - უფრო ღარიბ ქვეყნებში მომუშავეები უფრო მეტ საათს მუშაობენ და ნაკლებ
ანაზღაურებას იღებენ, რასაც „არაქათის გამომცლელ შრომას“ „the sweatshops of the
world“ უწოდებენ. ისინი აწარმოებენ საქონელს, რომელიც შეიძლება გაიყიდოს მაღალი
შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ერთ დღეში მომუშავეებმა შეიძლება აწარმოონ ასობით
ტანსაცმელი მცირე ხელფასის პირობებში. მხოლოდ ერთი ტანსაცმლის ფასი, რომელიც
გაიყიდება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მათი ხუთი დღის შემოსავლის ეკვივალენტური
შეიძლება იყოს (Klein, 2000: 353)! ასევე ხშირად ეს მომუშავეები იძულებულნი არიან,
იმოგზაურონ შორ მანძილებზე, დატოვონ ოჯახები იმისათვის, რომ იპოვონ კიდევ ასეთი
სამუშაო პირობები. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ხშირად ასეთ სამუშაოს ბავშვებიც
ასრულებენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ დაახლოებით 250 მილიონი
ბავშვი მუშაობს დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოებაში. ამ ციფრში არ არის
გათვალისწინებული ბავშვთა შრომა, რომელიც დამალულია სტატისტიკის მუშაკებისთვის,
როგორიცაა, მაგალითად, მოახლედ მუშაობა (უმეტესად, გოგონებისა). აქედან გამომდინარე, ეს
ციფრი 500 მილიონს უახლოვდება და ეს არ შეიცავს ბავშვთა შრომას მაღალი შემოსავლის მქონე
საზოგადოებებში;
მესამე - პროდუქტების უფრო და უფრო მზარდი რაოდენობით წარმოება ერთზე მეტი ქვეყნის
ეკონომიკურ სისტემას მოიცავს. მაგალითად, ტაივანში შეიძლება შეკიეროს ფეხსაცმელი,
94
რომლებსაც დისტრიბუტორი ჰონგ კონგიდან გააგზავნის იტალიაში, სადაც მათ დააწებებენ
იტალიელი დიზაინერის სამარკო ნიშანს; სხვა დისტრიბუტორი რომიდან ფეხსაცმელებს
გააგზავნის ნიუ-იორკში, სადაც მათ გაყიდიან უნივერმაღში, რომლის მფლობელ ფირმას
ცენტრალური ოფისი ტოკიოში აქვს. იგივე ხდება ავტომობილის წარმოებაში, რომლშიც ასევე
მრავალი ქვეყანაა ჩართული;
მეოთხე შედეგი გლობალური ეკონომიკისა არის ის, რომ ეროვნული მთავრობები აღარ
აკონტროლებენ ეკონომიკურ აქტივობას, რაც მიმდინარეობს მათი საზღვრების შიგნით.
ფაქტიურად მთავრობებს არ შეუძლიათ მათი ეროვნული ვალუტების ღირებულების
რეგულირება, მას შემდეგ, რაც 24 საათის განმავლობაში ხდება ფულის ტოკიოს, ლონდონისა და
ნიუ-იორკის ფინანსურ ცენტრებში გადაცვლა.
გლობალური ბაზრები წარმოადგენს სატელიტური კომუნიკაციის შედეგს, რომლებიც
აყალიბებენ საინფორმაციო კავშირებს მსოფლიოს მთავარ ქალაქებს შორის. ეს სათავეს
აძლევს გლობალურ ქალაქებს.
გლობალური ეკონომიკის მეხუთე შედეგი კი ის არის, რომ ახლა საერთაშორისო დონეზე
მოქმედი ბიზნესის მცირე რაოდენობა აკონტროლებს მსოფლიო ეკონომიკური აქტივობის დიდ
წილს. ერთი შეფასების მიხედვით, 600 უდიდესი მულტინაციონალური კომპანია მთლიანობაში
ფლობს მსოფლიოს მთელი ეკონომიკური პროდუქციის ნახევარს (Kidron and Segal, 1991).
მსოფლიო ჯერ კიდევ დაყოფილია დაახლოებით 200 პოლიტიკურად გამორჩეულ ერად, მაგრამ
საერთაშორისო ეკონომიკური აქტივობის ზრდის გათვალისწინებით „ერის სტატუსმა“
საგძნობლად დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.
XX საუკუნის შუა ხანებისათვის გაბატონებული იყო აზრი, რომ საერთაშორისო ეკონომიკური
ურთიერთობების ხასიათი ძირეულად განსხავდებოდა XIX საუკუნეში არსებული ანალოგიური
ურთიერთობები საგან. XIX საუკუნეში არსებობდა მტკიცე რწმენა, რომ ეკონომიკური
განვითარებას მთავარ გარანტიას თავისუფალი ბაზარი წარმოადგენდა, რომელიც
გარკვეულწილად დამოუკიდებელი იყო სახელმწიფოსაგან. მაგრამ ამ რწმენამ ვერ გაუძლო ვერც
ორ მსოფლიო ომს და ვერც 1929 წლის ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც თვალსაჩინო გახადა
ეკონომიკური ინტერნაციონალიზმის წარუმატებლობა და საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო
ეკონომიკური რეორგანიზაციას, რომლის მთავარი აქტორი და მომწესრიგებელი სახელმწიფო
გახდა. 1944 წლიდან კი, სწორედ ამ ახალ პრინციპზე დაყრდნობით, საფუძველი ჩაეყარა
ე.წ. „ბრეტონ ვუდსის კონსენსუსს“ და ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას,
რომელიც ომისშემდგომი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველი გახდა.
საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ურთიერთობები უპირველესად იყო
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, და თუ კი მყარდებოდა ზოგიერთი ქვეყნის ჰეგემონია,
ეს იყო არსებული პოლიტიკური წესრიგის ლოგიკური გაგრძელება: აუცილებელი იყო, რომ
ძალთა ახალ გადანაწილებას შეექმნა საერთო წონასწორობის გარანტიები. ყოველივე ეს ზუსტად
შეესაბამებოდა ეკონომიკური განვითარებისა და ჩამორჩენის დაძლევის ლოგიკას. მრავალი
ინტელექტუალი ხაზს უსვამდა, რომ ამგვარი „მაკროეკონომიკური
კაპიტალიზმი“ წარმოადგენდა მისი წინამავალი „მიკრო ეკონომიკური კაპიტალიზმის“ პირმშოს.
1945 წლის შემდეგ სწორედ დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკური ნებით მოხდა
ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარების მიზნით მრავალმხრივი სისტემის
ჩამოყალიბება. ბრეტონვუდსის სისტემის ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო
95
სავალუტო ფონდი) მასში ფუძემდებლურ როლს ასრულებენ. მათი ერთ-ერთი ამოცანაა 30-იანი
წლების დესტაბილიზაციის მსგავსი შოკისაგან თავის არიდების მექანიზმების შექმნა,
იმავდროულად კი მიღწეულ იქნა საერთაშორისო შეთანხმება საბაჟო ტარიფებსა და ვაჭრობაზე.
ყოველივე ამან კი შემდგომისათვის სათანადო პირობები შექმნა და ინსტიტუციონალური
ჩარჩოთი უზრუნველყო ვაჭრობის აღმავალი ლიბერალიზაცია. ინტერნაციონალიზაციის
მოძრაობამ ახალი ძალა შეიძინა და მალე მსოფლიო კიდევ ერთი ახალი რეალობის წინაშე
აღმოჩნდა.
თანდათანობით მოხდა საფინანსო ბაზრების ლიბერალიზაცია, ახალი ძალა შეიძინა
თავისუფალმა ვაჭრობამ და საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს გაუჩნდა იმის ძალა, რომ
საკუთარი კანონები მოეხვია თავს პოლიტიკისათვის. თითქოს XIX საუკუნის ცივილიზაცია
ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა, ბუნებრივია ახალი „სამოსით“. იმავდროულად დაიწყო
რევოლუცია კომუნიკაციების სფეროში. წინ წამოიწია ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულების საშუალებით მშვიდობის მიღწევის ლიბერალურმა კრედომ.
დაიწყო გაერთიანებათა პროცესი, რაც უპირველესად თვალსაჩინო იყო საბანკო სფეროში.
ეკონომიკური გლობალიზაცია თანდათანობით უფრო გამოკვეთილ სახეს იღებდა.

ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი


ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, მიუხედავად გარკვეული „იდეური თანმთხვევისა“ XIX
ს-ში არსებულ სიტუაციასთან, მკვეთრად განსხვავდება თავისი ბუნებითა და მოქმედების
ფორმით მსოფლიოში ადრე არსებული ურთიერთობებისაგან: მიმდინარეობს საერთაშორისო
ეკონომიკური ინტეგრაციის ინტენსიფიკაცია და იგი სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იღებს.
ეს უპირველესად ეხება კაპიტალის მობილურობის გაზრდას.
80-იანი წლებიდან იწყება ფართო გარღვევა მსოფლიო ეკონომიკის ლიბერალიზაციის
მიმართულებით, რაც გამოიხატა ეკონომიკაზე სახელმწიფოს „ზრუნვის“ შემცირებით, კერძო
მეწარმეობისათვის უფრო მეტი თავისუფლების მიცემით ქვეყნის შიგნით და
პროტექციონიზმზე უარის თქმით უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებში, რაც მართალია
არ გამორიცხავს სახელმწიფოს დახმარებას მსოფლიო ბაზარზე გასვლისათვის. უპირველესად
სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნების - სინგაპურის, ჰონკონგის, ტაივანის,
სამხრეთ კორეის ეკონომიკების არნახულად სწრაფი განვითარების ტემპები. თუმცა ისიც
ხაზგასასმელია, რომ 90-იანი წლების მიწრულს ამ ქვეყნებში მეტად საგრძნობი ეკონომიკური
კრიზისი დაიწყო.
კრიზისი, რომელშიც მოხვდა სამხრეთ-აზიის ზოგიერთი ქვეყანა, მრავალი ეკონომისტის
თვალსაზრისით, იყო მათი ეკონომიკების „გადახურების“ შედეგი, მათი არნახული სისწრაფით
განვითარება და იმავდროულად არქაული პოლიტიკური სტრუქტურების შენარჩუნება,
რომლებიც ეკონომიკური ლიბერალიზაციის დეფორმაციას ახდენენ.
თურქეთში ეკონომიკურმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ამ ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციას. 90-იანი
წლების დასაწყისიდან ლიბერალიზაციის პროცესი შეეხო ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც -
არგენტინას, ბრაზილიას, ჩილის, მექსიკას. მკაცრ სახელმწიფო დაგეგმარებაზე უარის თქმამ,
ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ, მსხვილი ბანკებისა და სახელმწიფო დაწესებულებების
პრივატიზაციამ, საბაჟო ტარიფების შემცირებამ, მათ შეაძლებინა მკვეთრად გაეზარდათ
ეკონომიკური ზრდის ტემპები და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გასულიყვნენ აღმოსავლეთ
96
აზიის ქვეყნების შემდეგ. იმავდროულად ანალოგიური რეფორმები, თუმცა გაცილებით
ნაკლებად რადიკალური სახის, გზას იკვლევენ ინდოეთში. 90-იანი წლებიდან ნაყოფს იმკის
ჩინეთის ეკონომიკის მსოფლიოსათვის გახსნა.
ამ პროცესების ლოგიკური შედეგი გახდა ნაციონალურ ეკონომიკათა საერთაშორისო
ურთიერთქმედების მკვეთრი აქტივიზაცია. საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის ტემპები
აღემატება შიდაეკონომიკური ზრდის მსოფლიო ტემპებს. დღეს მსოფლიო საერთო პროდუქტის
15%-ზე მეტის რეალიზაცია ხდება უცხოურ ბაზრებზე. საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვა
მსოფლიო თანამეგობრობის კეთილდღეობის ზრდის სერიოზული და უნივერსალური ფაქტორი
გახდა. 1994 წ. GATT-ის (ვაჭრობისა და თარიფების გენელარული შეთანხმება). ურუგვაის
რაუნდით გათვალისწინებულია ტარიფების შემდგომი არსებითი შემცირება და ვაჭრობის
ლიბერალიზაციის განვრცობა მომსახურების სფეროებში. GATT -ის გარდაქმნა მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაციად ნიშნავს საერთაშორისო ვაჭრობის გასვლას თვისობრივად ახალ
მიჯნაზე, მსოფლიო მეურნეობის ურთიერთდამოკიდებულების გაზრდას.
უკანასკნელ ათწლეულში იმავე მიმართულებით ვითარდება ფინანსური კაპიტალის
ინტერნაციონალიზაციის მეტად გაძლიერებული პროცესი. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ
გამოვლინდა საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადის ინტენსიფიკაციით, რაც 1995 წლიდან
უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ვაჭრობა და წარმოება. ეს გახდა მსოფლიოში საინვესტიციო
კლიმატის მნიშვნელოვანი შეცვლის შედეგი. დემოკრატიზაციამ, პოლიტიკურმა
სტაბილიზაციამ და ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ მრავალი რეგიონი მიმზიდველი გახადა
ინვესტორებისათვის. მეორეს მხრივ, მოხდა ფსიქოლოგიური გარდატეხა მრავალ განვითარებად
ქვეყანაში, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ უცხოური კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს
ტრამპლინს განვითარებისათვის, აიოლებს გასვლას მსოფლიო ბაზრებზე და ახალი
ტექნოლოგიების მოპოვებას უწყობს ხელს. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავდა, აბსოლუტური
ეკონომიკური სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას და კონკურენციის გაზრდას მთელი
რიგი ადგილობრივი დარგებისათვის. მაგრამ „აზიური ვეფხვებისა“ და ჩინეთის მაგალითმა
უბიძგა განვითარებად ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებს
ჩართულიყვნენ შეჯიბრში ინვესტიციების მოსაზიდად. 90-იანი წლების შუა ხანებში უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს და კვლავაც სწრაფი ტემპით
იზრდება. ორგანიზაციულად ამ ტენდენციას ამაგრებს საერთაშორისო ბანკების, საინვესტიციო
ფონდებისა და ფასიანი ქაღალდების ბირჟების აქტიურობის თვალსაჩინო გაზრდა. ამგვარი
პროცესის კიდევ ერთი წახნაგია ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მოღვაწეობის ველის
არსებითი გაფართოება, რომლებიც დღეს აკონტროლებენ მთელი მსოფლიოს კერძო
კომპანიების აქტივების დაახლოებით მესამედს და მათი პროდუქციის რეალიზაციის
მოცულობა უახლოვდება აშშ-ის ეკონომიკის ერთიან პროდუქტს.
საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების მთელი ამ ლიბერალიზაციის მიუხედავად, მაინც
შენარჩუნებულია გარკვეული წინააღმდეგობები სახელმწიფოთა შორის, როგორც ამას
მეტყველებს საკმაოდ ხშირი და ხისტი დავა აშშ-სა და იაპონიას შორის ვაჭრობის დისბალანსის
თაობაზე, ანდა აშშ-სა ევროკავშირთან ამ უკანასკნელის მიერ სოფლის მეურნეობის
სუბსიდირების შენარჩუნების გამო. მაგრამ ნათელია, რომ ამჟამად არსებული მსოფლიო
ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულების პირობებში, არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია
დაუპირისპიროს საკუთარი ეგოისტური ინტერესები მსოფლიო საზოგადოებას, ვინაიდან ამ
97
შემთხვევაში მას ემუქრება მსოფლიო „გარიყულად“ გადაქცევა და ამის გარდა იგი დაარღვევს
არსებულ სისტემას, რასაც სავალალო შედეგები ექნება არა მარტო მისი კონკურენტებისათვის,
არამედ საკუთრივ ამ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.
მსოფლიო ეკონომიკის სისტემის ინტერნაციონალიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების
გარღმავების პროცესი მიმდინარეობს ორ სიბრტყეზე - გლობალურსა და რეგიონული
ინტეგრაციის სიბრტყეზე. თეორიულად, რეგიონულმა ინტეგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს
რეგიონთაშორის მეტოქეობას. მაგრამ დღეს ეს საფრთხე შემოიფარგლება მსოფლიო
ეკონომიკური სისტემის ზოგიერთი ახალი თვისებით. პირველ რიგში ახალი რეგიონული
გაერთიანებების გახსნილობით - ისინი არ ქმნიან თავიანთ პერიფერიებზე დამატებით
სატარიფო ბარიერებს, და პირიქით, ამცირებენ მის მონაწილეებს შორის ტარიფებს უფრო
სწრაფად, ვიდრე ეს ხდება გლობალურად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებში. ეს
წარმოადგენს სტიმულს ბარიერების შემდგომი, უფრო რადიკალური შემცირებისა მსოფლიო
მასშტაბით, მათ შორის რეგიონულ ეკონომიკურ სტუქტურებს შორის. გარდა ამისა, ზოგიერთი
ქვეყანა რამდენიმე რეგიონულ დაჯგუფების წევრია. მაგალითად აშშ, კანადა და მექსიკა არიან
როგორც ATES-ის, ისე NAFTA-ს წევრები. გარდა ამისა, ტრანსნაციონალურ კორპორაციათა
უმრავლესობა ერთდროულად ფუნქციონირებს დღეს არსებულ ყველა ორბიტაში.
მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ახალი თვისებები - საბაზრო მეურნეობის უსწრაფესი ზრდა,
ნაციონალურ ეკონომიკათა ლიბერალიზაცია და მათი ურთიერთქმედება ვაჭრობისა და
საერთაშორისო ინვესტიციების გზით, მსოფლიო ეკონომიკის სულ უფრო მეტი სუბიექტების -
ტრანსნაციონალური კორპორაციების, ბანკების, საინვესტიციო ჯგუფების აღმავალი
კოსმოპოლიტიზიცია - სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, საერთაშორისო
ურთიერთობებზე. მსოფლიო ეკონომიკა ხდება იმდენად ურთიერთდაკავშირებული და
ურთიერთდამოკიდებული, რომ ყველა მისი აქტიური მონაწილის ინტერესები მოითხოვს
სტაბილურობის შენარჩუნებას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური
კუთხითაც.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ ეკონომიკათა
ურთიერთკავშირის მაღალმა ხარისხმა ვერ უზრუნველყო პირველი მსოფლიო ომის თავიდან
აცილება, მაგრამ ყველაზე არსებითი საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის
ფორმირებისათვის, არის ის ფაქტი, რომ ახალი მსოფლიო ეკონომიკური თანამეგობრობის
შექმნა უშუალო კავშირშია სოციალურ-პოლიტიკური ველის დემოკრატიულ გარდაქმნებთან.
გარდა ამისა, უკანასკნელ ხანებში მსოფლიო ეკონონომიკის გლობალიზაცია სულ უფრო მეტად
ასრულებს უსაფრთხოების სფეროში მსოფლიო პოლიტიკის სტაბილიზატორის როლს. ეს
გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მთელი რიგი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების
შემთხვევაში, რომლებსაც ავტორიტარიზმიდან გეზი აღებული აქვთ დემოკრატიისაკენ.
ეკონომიკის მასშტაბური და მზარდი დამოკიდებულება, მაგალითად ჩინეთისა, და ასევე სხვა
მრავალი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა მსოფლიო ბაზრებისაგან, ინვესტიციებისაგან,
ტექნოლოგიებისაგან მათ აიძულებს მოახდინონ თავიანთი პოზიციების კორექტირება
საერთაშორისო ცხოვრების პოლიტიკურ და სამხედრო პრობლემებთან დაკავშირებით.
ეკონომიკური უთანასწორობა: ჩრდილოეთი და სამხრეთი
დღემდე მსოფლიო ეკონომიკაში მთავარ პრობლემად რჩება უფსკრული ინდუსტრიულად
განვითარებულ სახელმწიფოებსა და განვითარებად, ანდა ეკონომიკური თვალსაზრისით
98
სტაგნაციაში მყოფ სახელმწიფოებს შორის. გლობალიზაციის პროცესები პირველ რიგში მოიცავს
განვითარებად ქვეყნებს. მრავალი ეკონომისტის თვალსაზრისით, აფრიკული ქვეყნებისა და
მთელი რიგი სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად ბანგლადეში,
სამუდამოდ „ჩამორჩნენ“. მრავალი განვითარებადი ეკონომიკისათვის, კერძოდ ლათინური
ამერიკისათვის, მათი მცდელობები მიუახლოვდდნენ მსოფლიო ლიდერებს არარად იქცევა
უზარმაზარი საგარეო ვალისა და მისი მომსახურების აუცილებლობის გამო. განსაკუთრებულ
შემთხვევას წარმოადგენენ ეკონომიკები, რომლებიც
ახდენენ ცენტრალიზებული დაგეგმარებისსისტემიდან საბაზრო მოდელზე გადასვლას. მათი
გასვლა საქონლის, მომსახურების, კაპიტალის მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით
მტკივნეულია.
არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჰიპოთეზა მსოფლიო პოლიტიკაზე ამ
უფსკრულის, კავშირისგაწყვეტის შესახებ, რომელიც აღიწერება, როგორც დაპირისპირება
ახალ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. საერთაშორისო ურთიერთობათა მრავალი მკვლევარი
ამ გრძელვადიან ფენომენში ხედავენ მომავალი კონფლიქტების მთავარ წყაროს და სამხრეთის
მცდელობებსაც კი ძალადობრივი ფორმით გადაანაწილოს მსოფლიოს ეკონომიკური
კეთილდღეობა. მართლაც, ამჟამინდელი სერიოზული ჩამორჩენა წინამავალი
სახელმწიფოებისაგან ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა ერთიანი პროდუქტის რაოდენობა
მსოფლიო ეკონომიკაში პროცენტულად ანდა მოსახლეობის სულადობრივი შემოსავალი,
რუსეთს, ინდოეთსა თუ უკრაინას დასჭირდებათ რამდენიმე ათწლეული განვითარების ისეთი
აჩქარებული ტემპებისა, რომ მიუახლოვდნენ აშშ-ს, გერმანიის ანდა იაპონიის დონეს და არ
ჩამორჩნენ ჩინეთს. იმავდროულად ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ამჟამინდელი
ლიდერები ადგილზე არ გაიყინებიან. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში
რომელიმე ახალი რეგიონული ეკონომიკური დაჯგუფება, მაგალითად დსთ, ანდა
ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ლათინური ამერიკის ქვეყნების გაერთიანება, შეძლებს
მიუხლოვდეს ევროკავშირს, ATES-ს ანდა NAFTA-ს, რომელთაგანაც თითოეულზე მოდის
მსოფლიო ერთიანი პროდუქტის, მსოფლიო ვაჭრობისა და ფინანსების 20%-ზე მეტი.
მეორე თვალსაზრისის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ინტერნაციონალი
ზაცია, ეკონომიკური ნაციონალიზმის მუხტის დასუსტება, ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა
სამეურნეო ქმედება არ შეიძლება იყოს თამაში ნულოვანი შედეგით, იძლევა იმის იმედს, რომ
ეკონომიკური უფსკრული ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არ გადაქცევა გლობალური
კონფრონტაციის ახალ წყაროდ, განსაკუთრებით იმის სიტუაციაში, როდესაც, თუმცა არსებობს
ჩამორჩენა ჩრდილოეთიდან აბსოლუტური მაჩვენებლებებით, სამხრეთი მაინც განვითარების
გზით წავა და აამაღლებს თავის კეთილდღეობას. აქ ალბათ უპრიანია ანალოგია არსებულ
მოდუს ვივენდისთან მსხვილ და საშუალო კომპანიებს შორის ნაციონალური ეკონომიკის
ჩარჩოებში: მასშტაბით საშუალო კომპანიები აუცილებლად არ შედიან კონფრონტაციაში
ლიდერ კორპორაციებთან და ცდილობენ მოახდინონ განსხვევების ლიკვიდირება მათ შორის
ნებისმიერი საშუალებებით. ბევრია დამოკიდებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი
გარემოსაგან, რომელშიც ფუნქციონირებს ბიზნესი, ამ შემთხვევაში მსოფლიოსაგან.
მსოფლიო ეკონომიკაში ლიბერალიზაციის და გლობალიზაციის შერწყმა, თვალსაჩინო
სარგებელთან ერთად, თავის თავში შეიცავს ფარულ მუქარასაც. ერთის მხრივ ქვეყნებისა და
რეგიონების მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთქმედება, რომლებიც ერთმანეთისგან
99
განსხვავდებიან განვითარების დონით, სამეურნეო სტრუქტურით, კაპიტალის კვლავწარმოების
ტემპებითა და პროპორციებით ხელს უწყობს მათში ერთიანი ეკონომიკური მოდელი შექმნას.
მეორეს მხრივ კი ინფლაციური პროცესები, უმუშევრობა, სტრუქტურული დისპროპორციები
ქმნიან საფრთხეს, რომ ამ პირობებში ზემოთქმული მოვლენები გავრცელდებიან ჯაჭვური
რეაქციის კანონებით და მიიღებენ ეპიდემიის ხასიათს, რაც
ზოგადად სისტემის თავდაცვით პოტენციას აკნინებს. ცალკეული ქვეყნების მცდელობას წინ
აღუდგნენ კრიზისული პროცესების გავრცელებას საკუთარ ნაციონალურ საზღვრებში
სხვადასხვა სახის პროტექციონიზმის საშუალებით, შეუძლია გამოიწვიოს სახელმწიფოთა
შორის ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების გაზრდა. ამგვარი პროცესები ასევე
ხელს უშლის მსოფლიო მეურნეობის ინტერნაციონალიზაციის საერთო ტენდენციას.
სახელმწიფოთაშორისო ინტეგრაციული პროცესები მჭიდრო კავშირშია კორპორატიულ
ინტერესებთან, რომელსაც დამატებითი ელემენტი შეაქვს პლანეტის სამეურნეო ცხოვრების
ინტერნაციონალიზაციის საერთო პრობლემაში.
კაპიტალის თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციამ დასაბამი დაუდო
ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმოქმნას, რომელთა რეალიზაციაც ხდება სხვადასხვა
სტრუქტურული ფორმებით. ამჟამად არსებობს დაახლოებით 44 ათასი ტრანსნაციონალური
კორპორაცია და მათი 276 ათასზე მეტი ფილიალი. ერთობლივად ისინი აკონტროლებენ
მსოფლიო მრეწველობის კერძო სექტორის 1/3-ს, მსოფლიო სამრეწველო წარმოების 40%-ს,
განვითარებული სამრეწველო ქვეყნების ექსპორტის 90%-ს, პირდაპირი ინვესტიციების 80%-ს.
კორპორაციებზე მოდის საერთო მსოფლიო პროდუქტის 30%. მათი აქტივები აღწევს 10
ტრილიონ დოლარს.
კაპიტალის ორგანიზების დღეს არსებული ფორმები ასახავენ საერთაშორისო სამეურნეო
მოღვაწეობის მონაწილეთა მოღვაწეობის ახალ მასშტაბებს და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
ტრანსნაციონალური კორპორაციები შეიქმნა საწარმოთა სიდიდის ოპტიმაციის
მოთხოვნილების შედეგად და ამასთან დაკავშირებულ აუცილებლობასთან მომხდარიყო
საწარმოო ძალების ფუნქციონირებისათვის საზღვრების გაფართოება. კაპიტალის
ინტერნაციონალიზაცია იწვევს მის უშუალო კავშირის დაკარგვას იმ ქვეყანასთან, რომლიდანაც
იგი წარმომავლობითაა და აქცევს მას საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური
ურთიერთობების დამოუკიდებელ ფაქტორად.
ტრანსპორტის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ, კავშირის ახალმა სახეებმა,
დამაკომპლექტებელი ნაწილების გამოშვების უმაღლესი დონის სიზუსტემ შექმნა
შესაძლებლობა ეროვნული წარმოების ერთიანი ტექნოლოგიური პროცესი დაშლილიყო
სხვადასხვა ქვეყნებში ოპტიმალური ეკონომიკური და სოციალური პირობების მიხედვით, რაც
უზრუნველყოფს წარმოების მაქსიმალურ უდანაკარგობას და საბოლოო პროდუქტის მასობრივ
გამოშვებას.
შრომის საერთაშორისო დანაწილება, სულ უფრო მეტად განიცდის შრომის შიდადარგობრივი
დაყოფის ზეგავლენას. ეს კი განისაზღვრება ამა თუ იმ საქონლის ღირებულებითი პირობებით
და წარმოების ტექნოლოგიით, რომლებიც მზადდება პლანეტის სხვადასხვა ადგილზე
განლაგებულ საერთაშორისო კორპორაციების საწარმოებში. მსოფლიო მეურნეობა
თანდათანობით ერთვება ზენაციონალური გიგანტური კორპორაციების კვლავწარმეობის

100
პროცესში. ეს გარემოება იქცა კაპიტალის საერთაშორისო ნაკადებისა და საგარეო ვაჭრობის
ინტენსიფიკაციის ძლიერ სტიმულად.
ამასთან ერთად, წარმოიქმნება წინააღმდეგობათა სულ მცირე ორი მსხვილი ჯგუფი: წარმოების
ინტერნაციონალიზაციასა და იმ ფორმებს შორის, რომლითაც ხდება დღეს მისი რეალიზაცია და
რაც უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ეკონომიკური პროცესში უფრო განვითარებულ
სახელმწიფო და კერძო ფორმებს, ასევე წინააღმდეგობა სახელმწიფო და კორპორატიულ
ინტერესებს შორის. 100 ყველაზე მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაცია შექმნილია
განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში. თუკი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის
წინააღმდეგობათა გადალახვის მექანიზმი საკმაოდ განვითარებულია და მისი რეგულირება
ხდება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური
განვითარების არათანაბრობა კვლავაც არსებობს და იარსებებს.
ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მოღვაწეობა განივრცო განვითარებადი სამყაროს
ტერიტორიებზეც და დიდ გავლენას ახდენს იქ იმგვარი ეკონომიკური სტრუქტურის
ფორმირებაზე, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება უპირველეს ყოვლისა თავად
ტრანსნაციონალური კორპორაციების კვალავწარმოების მექანიზმის ფუნქციონირების
ინტერესებს. საწარმოები და მთელი სამრეწველო კომპლექსები, რომლებიც განთავსებულია
სხვადასხვა, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც, ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად
დაკავშირებულია უპირველესად არა მოცემული ქვეყნის სამეურნეო სისტემასთან, არამედ იმ
საწარმოებთან, რომლებიც შედიან ტრანსნაციონალური კორპორაციის შემადგენლობაში მათი
ადგილმდებარეობის მიუხედავად. ტრანსნაციონალური კორპორაციების ფილიალები,
რომლებიც უშვებენ ყველაზე თანამედროვე და რთულ პროდუქციას, იყენებენ უახლეს
მანქანებსა და ხელსაწყოებს, განვითარებად ქვეყნებში არსებობენ ჯერ კიდევ როგორც
თავისებური ზედნაშენი მრავალწახნაგოვან ბაზისზე. არც თუ ისე იშვიათად მეტად
უმნიშვნელოდ დაკავშირებულნი ეროვნულ წარმოებასთან, მას ართმევენ სამუშაო ძალის
ყველაზე კვალიფიცირებულ ნაწილს, დეფიციტურ ნედლეულს, სარგებლობენ რა ადგილობრივ
კაპიტალის ბაზრის მომსახურებით, ტრანსნაციონალური კორპორაციები ახდენენ
არაერთგვაროვან გავლენას განვითარებადი ქვეყნების კვლავწარმოებით კავშირებზე,
აყალიბებენ შრომის საერთაშორისო დანაწილების იმგვარ ტიპს, რომელსაც გარკვეული
პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოახდინოს ამ ქვეყნებში ეკონომიკური და
სოციალური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრანსნაციონალური
კორპორაციების საშუალებით განვითარებადი ქვეყნები რეალურად ერთვებიან მსოფლიო
ეკონომიკური პროცესის დინებაში, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველაზე თანამედროვე
ტექნოლოგიები, ინოვაციები, შრომის თანამედროვე ორგანიზაცია, საერთაშორისო ვაჭრობის
არხები.
ხაზი უნდა გაესვა, რომ კორპორაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების კონკურენციის მიზანი
მოგებაა და არა საბაზრო ეკონომიკის სტაბილურობა. ლიბერალიზაცია ამცირებს კონკურენციის
შეზღუდვებს, გლობალიზაცია კი ზრდის მისი მოქმედების ველს. როგორც უკანასკნელმა
ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში, რუსეთში,
რომელიც ასევე შეეხო მსოფლიოს უკლებლივ ყველა ბაზარს, მსოფლიო მეურნეობის ახალი
მდგომარეობა ნიშნავს არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ ნეგატიური ტენდენციების
გლობალიზაციასაც. ამის გაცნობიერება აიძულებს მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტებს
101
გადაარჩინონ სამხრეთ კორეის, სიანგანის, ბრაზილიის, ინდონეზიის, რუსეთის ბაზრები. მაგრამ
ეს ერთჯერადი ოპერაციები მხოლოდ გამოკვეთავენ წინააღმდეგობებს ლიბერალური
გლობალიზაციის სარგებელსა და მსოფლიო მეურნეობის სიმყარის შენარჩუნების ფასს შორის.
მოსალოდნელია, რომ რისკების გლობალიზაცია გამოიწვევს მათი მენეჯმენტის
გლობალიზაციასაც, ისეთი სტრუქტურების სრულყოფას, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაცია, მსოფლიო სავალუტო ფონდი და შვიდი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს
ჯგუფი. ისიც ნათელია, რომ გლობალური ეკონომიკის მზარდი კოსმოპოლიტური სექტორი
უფრო ნაკლებადაა ანგარიშვალდებული მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ვიდრე
ნაციონალური ეკონომიკები სახელმწიფოთა წინაშე.
გლობალიზაციის პროცესი რეალურად მოიცავს ეკონომიკურად ყველაზე წინამავალ
პოზიციებზე მყოფ განვითარებად ქვეყნებს, მათ ძირითად ჯგუფს კი კვლავაც მსოფლიო
მეურნეობის პერიფერიაზე ტოვებს. 1917წ. რუსეთის რევოლუციამ კარდინალური გზით
მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციული პროცესების დეფორმაცია, გამოიწვია
მსოფლიო სამეურნეო კავშირებში ხანგრძლივი კრიზისი. ორი სამყარო - ორი სისტემა - ეს არ
არის მხოლოდ სიტყვიერი პარადიგმა. ორი სისტემის ურთიერთკავშირი ეკონომიკური
თვალსაზრისით ფორმალური იყო, საკმაოდ ბუნდოვანი და კონფლიქტური. პოლიტიკური და
სისტემური ბარიერები საკმაოდ მყარი იყო, რომ ლაპარაკი იყოს სოციალისტური ქვენების
მსოფლიო ეკონომიკაში ფუნქციურ ჩართვაზე. საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის
ძირითადი ნაკადები ძირითადად ტრიალებდა ქვეყნების ამ ორი ჯგუფის ჩაკეტილ ორბიტებში.
კონკურენტულ-საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო
ოპტიმალური ანდა რაციონალური მოდელი კვლავწარმოებისა, რომელმაც შექმნა თანამედროვე
ტექნოგენური ცივილიზაცია - ლიბერალური დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების
საფუძველი და დარტყმა მიაყენა აგრესიული ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის იდეებს,
ხალხთა შორის უნდობლობის პოლიტიკას.
სოციალიტურ ქვეყნებში არსებული კვლავწარმოების ანტისაბაზრო მოდელი ხელოვნური
წარმონაქნი იყო, წარმოადგენდა იდეოლოგიურ შეხედულებათა ემანაციას. ზრდის შიდა
ხელშეწყობის მოტივებს მოკლებული, იგი იწვევდა ბუნებრივი და ადამიანური რესურსების
დაცლას და საბოლოოდ კვლავწარმეობის ტემპების შენელებასა და კაპიტალდაბანდებათა
ეფექტურობის მოსპობას. მსოფლიო მეურნეობაში სოციალისტურმა ქვეყნებმა ფაქტობრივად
ნედლეულის დანამატის სახე მიიღეს. სსრკ-ზე მოდიოდა მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო
წარმეობის მხოლოდ 0,3%. ამ პირობებში კი ვითარდებოდა მხოლოდ სამხედრო მრეწველობა და
იარაღის ექსპორტი. დღეს ეს ბარიერი მოხსნილია, მაგრამ ყოფილი სოციალიტური
ქვეყნებისათვის ახალი პრობლემები დგას.
90-იან წლებში ყოფილ სოციალისტური ქვეყნების უმრავლესობის მიერ ცენტრალიზებულ
გეგმურ ეკონოკიმაზე პრინციპულად უარის თქმა ნიშნავდა მათი პოტენციალისა და ბაზრების
ჩართვას საბაზრო ეკონომიკის გლობალურ სისტემაში. თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ იყო
ორი დაახლოებით თანაბარძალოვანი ბლოკის დაპირისპირების შეწყვეტაზე. სოციალიზმის
ეკონომიკური სტრუქტურები არასოდეს არ წარმოადგენდა ღირსეულ კონკურენტს დასავლური
ეკონომიკური სისტემისათვის. 80-იანი წლების მიწურულს ეკონომიკური ურთიერთდახმარების
საბჭოს ქვეყნების ხვედრითი წილი ერთიანი მსოფლიო პროდუქტის წარმოებაში შეადგენდა
დაახლოებით 9%-ს, ხოლო განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებისა - 57%-ს. „მესამე
102
სამყაროს“ ეკონომიკათა უმრავლესობა ორიენტირებული იყო საბაზრო სისტემაზე. ამ მიზეზით,
ყოფილ სოციალისტურ ეკონომიკათა ჩართვას მსოფლიო მეურნეობაში უფრო მეტად
პერსპექტიული მნიშვნელობა ჰქონდა და წარმოადგენდა ახალ დონეზე ერთიანი გლობალური
ეკონომიკური სისტემის ფორმირების ან აღდგენის სიმბოლოს. თვისობრივი ცვლილებები კი
საბაზრო ეკონომიკაში დაგროვდა ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დასრულებამდე.
გარდამავალ ეკონომიკათა ქვეყნები, მათ შორის მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ.
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (პირველ რიგში მსოფლიო სავალუტო ფონდი და
მსოფლიო ბანკი) პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს და
პრაქტიკულად არ ითვალისწინებენ ადგილობრივ სპეციფიკას. იმ ქვეყნების პოლიტიკური
ხელმძღვანელობა, რომლებიც ამჯობინებენ (ანდა იძულებულნიც არიან) ბრმად მისდიონ
ამგვარი ორგანიზაციების რეკომენდაციებს. რეფორმათა წარუმატებლობაზე კი პრაქტიკულად
პასუხიმგებლობას იხსნიან (ხომ არ მოგვაგონებს ეს სიტუაცია საბჭოთა პერიოდში არსებულ
ვითარებას, როდესაც ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი ცენტრში - მოსკოვში
წყდებოდა და ადგილობრივი პოლიტიკური ხელისუფლების მოვალეობას სულაც არ შეადგენდა
ამა თუ იმ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება?)
რაც არ უნდა ითქვას, ნათელია, რომ მსოფლიო პოლიტიკის ახალი ეტაპი წინა პლანზე
წამოსწევს თავის ეკონომიკურ კომპონენტს. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, დიდი ევროპის
გაერთიანებას, საბოლოო ჯამში ხელს უშლის არა ინტერესთა წინაღმდეგობა სამხედრო-
პოლიტიკურ სფეროში, არამედ სერიოზული ეკონომიკური შეუსაბამობა ერთის მხრივ
ევროკავშირს და მეორეს მხრივ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის. ამის მსგავსად,
საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების მთავარი ლოგიკა, მაგალითად აზია-წყნარი
ოკეანის რეგიონში, იკარნახება არა იმდენად სამხედრო უსფრთხოების მოსაზრებიდან,
რამდენადაც ეკონომიკური გამოწვევებით და შესაძლებლობებით. უკანასკნელი წლების
მანძილზე ისეთი საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტები, როგორიცაა „შვიდეული“,
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი,
ევროკავშირი, ATES-ი და NAFTA, აშკარად უტოლდებიან მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის
თვალსაზრისით უსაფრთხოების საბჭოს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რეგიონულ
პოლიტიკურ ორგანიზაციებს, სამხედრო კავშირებს და ხშირად აღემატებიან კიდეც მათ.
ამგვარად, მსოფლიო პოლიტიკის ეკონომიკიზაცია და მსოფლიო ეკონომიკის ახალი თვისებების
ფორმირება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების ამჟამად ფორმირებადი სისტემის
უმნიშვნელოვანესი პარამეტრი.

103
თავი 8. სამხედრო ძალის როლი გლობალიზაციის ეპოქაში

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე შეიარაღებული კონფლიქტები წარმოადგენდნენ


საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის მთავარ მამოძრავებელ ღერძს. ომის საშუალებით
წყდებოდა სახელმწიფოთა შორის დაგროვილი პრობლემები, ვინაიდან, სამხედრო ძალა
განიხილებოდა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების უმთავრესი კომპონენტი და ფაქტორი.
როგორც ცნობილია, სამხედრო ძალის უმთავრესი როლი მსოფლიო პოლიტიკაში დიდწილად
დამოკიდებულია ძალადობრივი მეთოდებზე.
„ომი მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური მოღვაწეობისა. იგი არავითარ შემთხვევაში არ
წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს... თუკი ომი პოლიტიკის ნაწილია, მაშინ ეს უკანასკნელი
განაპირობებს მის ხასიათს... და რამდენადაც სწორედ პოლიტიკა წარმოშობს ომს, წარმოადგენს
მისი მიმართულების მიმცემ გონებას, მაშასადამე ომი არის მხოლოდ პოლიტიკის
ინსტრუმენტი, და არავითარ შემთხვევაში პირიქით.“
კარლ ფონ კლაუზევიცი
ომები, თავის მხრივ, დიდწილად განაპირობდნენ პოლიტიკის შინაარსს და მიმართულებას. და
მართლაც, სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ამოცანას შეადგენდა
მისაღები საერთაშორისო პირობების მომზადება მომავალი შეტაკებებისა და საომარი
კონფლიქტებისათვის, პირველ რიგში საკუთარი კოალიციების შექმნა და პოტენციურ
მოწინააღმდეგეთა კოალიციების დაშლა. ამგვარი მდგომარეობა შენარჩუნდა მეორე მსოფლიო
ომის დასასრულამდე. თუმცა XX საუკუნის II ნახევარში მდგომარეობა თანდათანობით
შეიცვალა.
სამხედრო ძალის როლი ბიპოლარული სისტემის არსებობის პირობებში
XX საუკუნის შუა ხანებამდე სამხედრო ძალა წარმოადგენდა ერთ-ერთ საშუალებას, ხშირ
შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანს და ეფექტურს, კონკრეტული ეკონომიკური და
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. საბოლოო ჯამში, სწორედ სამხედრო ძალის მეშვეობით
მიმდინარეობდა ერთის მხრივ გავლენის სფეროების დაყოფა,

ტერიტორიების დაპყრობა, რომელთაც ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა


გააჩნდათ, უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციების კონტროლი, მეორეს მხრივ ხდებოდა
მოწინააღმდეგეთა ანალოგიური მისწრაფებების ბლოკირება. სხვა სიტყვებით, სამხედრო ძალის
გამოყენებით სახელმწიფოები მოიპოვებდნენ მათთვის რაიმე მნიშვნელოვანს, ანდა სხვა
სახელმწიფოებს უკარგავდნენ შესაძლებლობას დაერღვიათ მათი ინტერესები, რაც, როგორც
წესი, დაკავშირებული იყო გარკვეულ ტერიტორიებზე ან სატრანსპორტო გზებზე კონტროლის
დაწესებასთან.
მაგრამ 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის
როლი თანდათანობით შეიცვალა. ეს აიხსნებოდა ორი უმთავრესი მიზეზით:
1. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიური სისტემის ფორმირება, რომელმაც
ბიპოლარულის სახელწოდება მიიღო;
2. უსწრაფესი ტემპებით ახალი ბირთვული იარაღით აღჭურვა.
ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო ნაცისტური გერმანიის განადგურებიდან სულ
რაღაც ორიოდე წელიწადში. მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ანტიჰიტლერული
104
კოალიცია მეტად არასისოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. წარუმატებელი გამოდგა ასევე
გამარჯვებული სახელმწიფოების ზოგიერთი ლიდერის მცდელობა შექმნილიყო საერთაშორისო
ურთიერთობათა რეგულირების პრინციპულად ახალი სისტემა სამი-ოთხი ყველაზე ძლიერი
გამარჯვებული სახელმწიფოს თანამშრომლობის საფუძველზე. სწრაფად გამოვლინდა
წინააღმდეგობანი სამხედრო თვალსაზრისით ანტიჰიტლერული კოალიციის ყველზე ძლიერ
წევრებს - საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის.
ეჭვს არ იწვევს, რომ ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი შეასრულა საბჭოთა
ხელმძღვანელობის სურვილმა განევრცო საბჭოთა გავლენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ და
რომლის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა, როგორც ამას მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, „დიდი
სამეულის“ შეხვედრებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. ამას ადასტურებს სტალინის
მცდელობები შეენარჩუნებინა საბჭოთა კონტიგენტი ირანის ჩრდილოეთში, პრეტენზიები
თურქულ პროვინციებზე, კომუნისტების შეიარაღებული
ბრძოლა ძალაუფლებისათვის საბერძნეთში, ბერლინის ბლოკადა 1948 წელს განსაკუთრებით კი
ჩინეთის კომუნისტური პარტიის სამხედრო მხარდაჭერა, რამაც მის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
ეს უკანასკნელი მოვლენა მოასწავებდა მსოფლიო არენაზე ძალთა ბალანსის მნიშვნელოვან
დარღვევას, კომუნისტური სახელმწიფოების გასვლას აზია-წყნარი ოკეანის სტრატეგიულად
მნიშვნელოვან რეგიონებში და, როგორც ჩანს, კომუნისტურმა ექსპანსიამ საბოლოოდ დაასამარა
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის აგების იდეა იმ პრინციპებზე, რომლებიც
განიხილებოდა ანტიჰიტლერული კოალიციის მეთაურთა შეხვედრებზე. თუკი ბიპოლარული
სისტემის ერთ პოლუსად იქცა საბჭოთა კავშირის თავის სატელიტებთან ერთად, მეორე გახდა
აშშ, რომელმაც საკუთარ თავზე იტვირთა ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირება
საბჭოთა, უფრო ფართოდ კი კომუნისტურ ექსპანსიასთან.
საბჭოთა-ამერიკული დაპირისპირება გახდა უმთავრესი ჯაჭვის რგოლი 40-წლების მიწურულის
და 50-იან წლებში ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისა და მასში
მიმდინარე პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალა. იგი დომინირებდა ფაქტობრივად ყველა
ასე თუ ისე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებში და მთელ რიგ
შემთხვევებში შიდა სახელმწიფოებრივ კონფლიქტებშიც. სწორედ ამ ორი ზესახელმწიფოს
გარშემო შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, ნატო და ვარშავის ხელშეკრულება და ამით
ბიპოლარულმა სისტემამ დასრულებული სახე მიიღო.
ამ ცხარე დაპირისპირებას საფუძვლად ედო არა მხოლოდ ორი ზესახელმწიფოს ბრძოლა,
არამედ სოციალური სისტემების დაპირისპირებაც, რომლებიც დაფუძნებუ ლი იყო
ურთიერთგამომრიცხავ იდეოლოგიებზე, რომელთაგან კომუნისტური ატარებდა აშკარად
გამოხატულ მესიანისტურ ხასიათს და მიზნად ისახავდა შესაბამისი საზოგადოებრივი წყობის
გავრცელებას მთელს მსოფლიოში. ეს დაპირისპირება ხშირად განიმარტებოდა, როგორც თამაში
„ნულოვანი ჯამით“, რაც ნიშნავდა, რომ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ანდა
იდეოლოგიური გამარჯვება ერთი მხარისა აუცილებლად აღიქმებოდა მეორის მარცხად.
ამასთანავე მოხდა სამხედრო ძალის, როგორც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის
ინსტრუმენტის სერიოზული კორექტირება. ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად
იგი სულ უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც გლობალური პოლიტიკურ- იდეოლოგიური
დაპირისპირების უმნიშვნელოვანესი საშუალება. მისი გამოყენების ტრადიციული მიზნები კი -
ტერიტორიების დაპყრობა, ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება, ბაზრების კონტროლი და
105
ა.შ. თანდათანობით უკანა პლანზე გადადიოდა, თუმცა მათ მთლიანად არ დაუკარგავთ
მნიშვნელობა, და რომ არ მომხდარიყო პრინციპული ცვლილებები ომის წარმოების
საშუალებებში, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ახალი
სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა.
თუმცა მოვლენათა ამგვარ განვითარებას ხელი შეუშალა ბირთვული იარაღის შექმნამ. ახალ
შეიარაღებათა კოლოსალური დამანგრეველი ძალა სულ უფრო სათუოს ხდიდა სამხედრო
ძალის გამოყენების მიზანშეწონილობას ზესახელმწიფოების და მათ მიერ კონტროლირებადი
ბლოკების მიერ. სწორედ ბირთვული იარაღი იქცა მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად.
ამასთანავე იმის ალბათობამ, რომ აშშ ბერლინის კრიზისის დროს საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ გამოიყენებდა ატომურ იარაღს, რომელიც იმ დროს სსრკ-ს არ გააჩნდა, ხელი
შეუწყო ამ მეტად სახიფათო კრიზისის ჩახშობას. ბირთვულმა ფაქტორმა უეჭველად შეუწყო
ხელი იმას, რომ 1950-53 წწ. კორეის ომი არ გადაიზარდა სსრკ-აშშ-ის ომში. წელს კარიბის
კრიზისი კი, როდესაც ზესახელმწიფოები ბირთვული ომიდან სულ ერთ ნაბიჯზე იდგნენ,
თავისებურ გარდამტეხ მომენტად გადაიქცა, რომლის შემდეგაც ორივე ზესახელმწიფოს
ლიდერები ერიდებოდნენ იმგვარ სიტუაციებში მოხვედრას, რასაც შესაძლოა მათ შეიარაღებულ
ძალებს შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მოჰყოლოდა. ბირთვული შეკავების მთელი
არსს წარმოადგენდა ის, რომ მხარე, რომელიც ბირთვულ ომს გააჩაღებდა და პირველი
განახორციელებდა ატომურ დარტყმას მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, არ იყო იმისაგან
დაზღვეული, რომ საპასუხო დარტყმას არ მიიღებდა. სტრატეგიული პარიტეტის
პრინციპულად უმნიშვნელოვანესი პირობა იყო ის, რომ არ არსებობდა სრული გარანტია იმისა,
რომ პირველი დარტყმით მოხდებოდა პოტენციური მოწინააღმდეგის ყველა ან თითქმის ყველა
სტარტეგიული საშუალებების განადგურება და მას აღარ ექნებოდა საპასუხო დარტყმის
განხორციელების უნარი. ამდენად, ბირთვული იარაღის გამოყენებამ კონკრეტული
პოლიტიკური ან სამხედრო მიზნების მისაღწევად აზრი დაკარგა. მაგრამ გაჩნდა მეორე
პრობლემა: არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო სრული გარანტია იმისა, რომ
ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს შორის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტაკება არ
გადაიზრდებოდა ბირთვულ ომში. შექმნილიყო იყო წარმოსახვითი სცენარებიც: მხარე,
რომელიც აგებდა ომს, ალბათ შეეცდებოდა მის გადატანას ესკალაციის უფრო მაღალ დონეზე -
თავდაპირველად გამოიყენებდა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ხოლო შემდეგ, თუ ამით არ
შეწყდებოდა კონფლიქტი, შესაძლებელია საქმე მისულიყო სტრატეგიული შეიარაღებების
გამოყენებამდე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დარტყმის განსახორციელებლად.
ბირთვული ესკალაციის შესაძლებლობამ ფაქტობრივად მოახდინა სამხედრო ძალის
გამოყენების ბლოკირება საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ სუბიექტებს შორის. შეიქმნა
პარადოქსული, ჯერარნახული სიტუაცია, რომელსაც ზოგჯერ უწოდებდნენ
„ბირთვულ ჩიხს“, მისი არსი კი გამოიხატებოდა „ბირთვული ურთიერთშეკავებით“. სამხედრო
ძალამ დაკარგა თავისი როლი, როგორც კონკრეტული პოლიტიკური თუ სახის მიზნების
მიღწევისა საერთაშორისო არენაზე. მან ახალი თვისება შეიძინა - გახდა პოტენციური
მოწინააღმდეგის აგრესიის შეკავების საშუალება.
თუმცა ამგვარი სისტემა ჩამოყალიბდა ბიპოლარული სისტემის მხოლოდ ცენტრალურ რგოლში
- დაპირისპირებული სოციალურ წყობის მქონე სახელმწიფოების ურთიერთობებში. იმ
შემთხვევებში კი, როდესაც სამხედრო ძალის გამოყენება არ ქმნიდა ბირთვული დარტყმების
106
განხორციელების საფრთხეს, მან შეინარჩუნა ძველი ფუნქციები და გამოიყენებოდა არა
მხოლოდ ლოკალური კონფლიქტების მონაწილეების მიერ, არამედ ზესახელმწიფოების მიერაც,
პირველ რიგში იმ მიზნით, რომ არ დაეშვათ მოწინააღმდეგე მხარეს გავლენის სფეროს გაზრდა
ანდა განევრცოთ საკუთარი გავლენა
ახალ ქვეყნებსა და რეგიონებზე. ამის ნათელი მაგალითებია აშშ-ს ომი ინდოჩინეთში და
საბჭოთა კავშირის აგრესია ავღანეთის მიმართ.
პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა კიდევ ერთი გარემოება: არ იყო გამორიცხული იმის
ალბათობა, რომ ბირთვული პარიტეტი დაირღვეოდა. ეს შესაძლებელია მომხდარიყო ან ერთ-
ერთი მხარის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი უპირატესობით სტრეტეგიულ შეიარაღებებში,
ანდა რაიმე „ხარისხობრივი“ გარღვევით სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების სფეროში,
მაგალითად, ეფექტურად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნით. იმის მუდმივი ლოდინი
და შიში, რომ მოწინააღმდეგის პოტენციალმა შეიძლება შეიძინოს გადამწყვეტი უპირატესობა,
აიძულებდა ორივე ზესახელმწიფოს იარაღის რაოდენობრივ გაზრდას და ახალი ტიპის
სტრატეგიული იარაღის შექმნაზე ინტენსიური მუშაობის წარმოებას. სწორედ გამალებული
შეიარაღება წარმოადგენს ცივი ომის მთელი პერიოდის ერთ-ერთ ნიშანდობლივ
მახასიათებელს. ყოველივე ამან გამოიწვია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების არნახული
გაზრდა და ეკონომიკას სულ უფრო მძიმედ დააწვა სამხედრო ტვირთი, განსაკუთრებით მძიმე
იყო ეს საბჭოთა კავშირისათვის, ვინაიდან, პირველ რიგში საბჭოთა ეკონომიკა გაცილებით
უფრო სუსტი იყო, ვიდრე ამერიკული, მეორე რიგში კი საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად
უპირისპირდებოდა არა მარტო აშშ-ს, არამედ გარემომცველი სამყაროს ყველა დანარჩენ
ცენტრებს, მაგალითად 60-იანი წლების მიწურულიდან ჩინეთს.
ბირთვული ურთიერთშეკავების სხვა წინააღმდეგობანი და განსაკუთრებული ნიშნებიც
არსებობდა, რომლებიც მას არც თუ ისე სანდო საშუალებად აქცევდნენ სამხედრო ძალის
პირდაპირი გამოყენების შეკავებისათვის. 1997 წელს სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში წამყვანი
ამერიკელი მკვლევარების მიერ მომზადებულ მოხსენებაში აღნიშნული იყო:
„ბირთვული შეკავება მოიცავდა და მოიცავს დილემათა და საფრთხეთა მთელ კომპლექსს.
მაგალითად, შეკავება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუკი არსებობს უეჭველი და
სანდო გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუკი იგი არაეფექტური გამოდგება. მაგრამ ამგვარი გეგმების
შემუშავება მეტად რთული ამოცანაა. მცდელობები კი, რომ
ბირთვული შურისგება გახდეს მაქსიმალურად რეალური, მეორე მხარის მიერ შეიძლება
განხილული იყოს, როგორც იმ უპირატესობის მიღწევის საშუალება, რომელიც აგრესიის
განხორციელების საშუალებას ქმნის. ეს ქმნის დაძაბულობას, ახდენს გამალებული შეიარაღების
სტიმულირებას და ზრდის ბირთვული ომის ალბათობას კრიზისული არასტაბილურობის, ანდა
შემთხვევითობის ნიადაგზე“. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ მოხდეს პოტენციური
მოწინააღმდეგის შეკავება ომის გაჩაღებისაგან, აუცილებელი მისი დარწმუნება იმაში, რომ
აგრესიული მოქმედება აუცილებლად გამოიწვევს
„ბირთვულ“ პასუხს. მაგრამ ეს მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ბირთვული იარაღის შექმნას,
რომლებიც განსაზღვრული იქნებიან სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებისათვის, ასევე გარკვეული
უპირატესობის მიღწევას, თუ არ ნებისმიერი სახის ბირთვულ შეიარაღებაში. ამგვარი ქმედება კი
მოწინააღმდეგე მხარის მიერ აუცილებლად განიხილება, როგორც მზადება ბირთვული

107
აგრესიისათვის, რამაც კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება მოახდინოს ბირთვული იარაღის
პირველი გამოყენება და ხელი შეუწყოს მუდმივ გამალებულ შეიარაღებას.“
გამალებული შეიარაღების მექანიზმი დიდწილად განისაზღვრებოდა იმითაც, რომ ნებისმიერი
მხარე ცდილობდა დაესწრო პოტენციური მოწინაღმდეგისათვის იმ შეიარაღებათა სისტემის
შექმნა, რომელიც შეცვლიდა ძალთა თანაფარდობას.
„ბირთული ჩიხის“ შექმნას ხელი არ შეუშლია ორივე კოალიციისათვის გამალებით
შეიარაღებულიყვნენ ჩვეულებრივი იარაღით, რათა ბირთვული ურთიერთშეკავების პირობებში
ამ თვალსაზრისით მოეპოვებინათ უპირატესობა. საერთო ჯამში საერთაშორისო
ურთიერთობათა ბიპოლარულმა ხასიათმა და სტრატეგიულმა ბირთვულმა პარიტეტმა
დიდწილად შეცვალეს სამხედრო ძალების ფუნქციები და გამოყენების მექანიზმები. მის
უმთავრეს ამოცანად იქცა პოტენციური აგრესიის შეკავება. ამან უმნიშვნელოვანესი როლი
შეასრულა ორი დაპირისპირებული სისტემის სახელმწიფოების სამხედრო შეტაკების
შეკავებაში. მაგრამ იმავდროულად წინა პლანზე წამოიწიეს ზოგიერთმა ახალმა, სამხედრო
ძალის გამოყენების არაპირდაპირმა საშუალებებმა. ამგვარად, მრავალი ექსპერტი მიიჩნევს და
ალბათ საფუძვლიანადაც, რომ
გამალებული შეიარაღების სტიმულირება კონკრეტულად იმაზე იყო გათვლილი, რომ ძალები
გამოეცალა ეკონომიკურად უფრო სუსტ საბჭოთა კავშირისათვის. თუკი ამგვარი გათვლა
მართლაც არსებობდა, იგი რეალურად განხორციელდა. საბჭოთა ეკონომიკის მილიტარიზაციის
უკიდურესად მაღალი დონე ცივ ომში ქვეყნის მარცხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, და
ზოგადად კომუნისტური სისტემის და მასზე დაფუძნებული სახელმწიფოს კრახის მიზეზი
გახდა.
შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების მიზეზები და შედეგები
გამალებული შეიარაღების ესკალაცია და მისი არაკონტროლირებადი ხასიათი სულ უფრო მეტ
შეშფოთებას იწვევდა დაპირისპირებული საზოგადოებრივი სისტემების სახელმწიფოების
ლიდერებს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას კი იმსახურებდა ოთხი გარემოება. პირველ
რიგში, ზოგიერთ სფეროში ყალიბდებოდა თავისებური
„თანაფარდობის ჩიხი“ - ამა თუ იმ შეიარაღების შემდეგომი დახვეწა, პირველ რიგში ეს ეხება
მასობრივი განადგურების იარაღს, არ აძლევდა არც ერთ მხარეს მნიშვნელოვან უპირატესობას,
მაგრამ რესურსებს აცილებდა უფრო მნიშვნელოვანი და პერსპექტიული სისტემების შექმნას.
მეორე რიგში, გამალებული შეიარაღების რამდენიმე შესაძლებელი მიმართულება გამოიკვეთა,
რომელთა განვითარებაში არ იყო იყო ჩადებული მნიშვნელოვანი სახსრები და რომლებიც ჯერ
კიდევ არ ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს სტრატეგიული ბალანსის ფორმირებაში. მესამე -
მნიშვნელოვანი იყო უმძლავრესი სახელმწიფოების მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნება
ბირთვულ სფეროში და მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ზოგიერთ სხვა სფეროში
და შესაბამისი შეიარაღებების გავრცელების არდაშვება. მეოთხე - ორივე დაპირისპირებული
ბლოკი დაინტერესებული იყო ბირთვული ურთიერთშეკავების სიტუაციის შენარჩუნებით.
ამ ფაქტორებამ აიძულა სსრკ-ის და აშშ-ის ხელმძღვანელობა, და მთელ რიგ შემთხვევებში სხვა
ბირთვული სახელმწიფოები ეძიათ გამალებული შეიარაღების შეზღუდული კონტროლის
საშუალებები და მეთოდები. ამგვარი ძალისხმევის არსი შემდეგი სახის იყო:
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიკეტოს შეიარაღების გარკვეული მიმართულებით
განვითარების გზა, პირველ რიგში „ჩიხური“ და არც თუ ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ
108
ძვირადღირებული და ამით საშუალება შეიქმნას მთელი ენერგია და სახსრები მოხმარდეს
სამხედრო-ტექნიკური პროგრესის ყველაზე პერსპექტიულ სფეროებს. მეორე რიგში,
მნიშვნელოვანი იყო არდაშვება ან შეზღუდვა იმგვარი სისტემების შექმნისა, რომლებსაც
შეეძლოთ ნიადაგი გამოეცალათ არსებული ბირთვული ურთიერთშეკავების სიტუაციისათვის
და მკვეთრად გაეზარდათ კონფლიქტების არასასურველი ესკალაციის საფრთხე ბირთვულ
შეტაკებამდე. შესაბამისი ძალისხმევა დასავლეთში იწოდა „შეიარაღებაზე კონტროლად“,
საბჭოთა კავშირში კი „განიარაღებისათვის ბრძოლად“ და მიუხედავად სხვადასხვა
ტერმინებისა, ორივე მხარე, საერთო ჯამში, მსგავსი მოტივებით ხელმძღვანელობდა.
ერთნაირი იყო, კერძოდ, სურვილი მოლაპარაკებათა დროს შეიარაღებებზე კონტროლის შესახებ
შეზღუდულიყო პირველ რიგში შეიარაღებათა ის სისტემები, რომლებშიც მოწინააღმდეგეს
უპირატესობა გააჩნდა, ანდა არ დაშვებულიყო ან მაქსიმალურად შემსუბუქებულიყო
შეზღუდვები იმ სისტემებზე, რომლებშიც მოცემული სახელმწიფი უპირატესობას ფლობდა.
ყოველივე ეს მოლაპარაკებათა პროცესს გაწელილ და უკიდურესად რთულ ხასიათს ანიჭებდა,
ამასთანავე, განსაკუთრებული სიძნელეები წარმოიქმნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ
დისკუსიათა ობიექტი ხდებოდა მეტად დაწვრილებითი მომენტები ტექნიკური ხასიათისა.
იმავდროულად თავისთავად მოლაპარაკებთა ფაქტი და შეთანხმებათა მიღწევა
გარკვეულწილად ქმნიდა ნდობას ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფოების ელიტებს
შორის, გამოცდილების დაგროვებას მეტად დელიკატური პრობლემების ერთობლივად
გადაწყვეტისა, რომლებიც დაკავშირებული იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო
საკითხებთან.
ამ ფაქტორებთან ერთად გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი აზრის გავლენას,
ვინაიდან სულ უფრო მატულობდა შეშფოთება, რომ გამალებული შეიარაღება ადრე თუ გვიან
გამოიწვევდა სამხედრო შეტაკებას. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საზოგადოებრივი აზრის
ზეწოლა 50-იანი წლების II ნახევარსა და 60-იან წლებში ბირთვული იარაღის გამოცდის
საკითხთან დაკავშირებით. მასობრივი შეშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია საშუალო
მანძილის ახალი საბჭოთა რაკეტების მოძალებამ, რომლებმაც პრინციპულად ახალი საფრთხე
შეუქმნეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რასაც ნატო-მ ევროპაში ახალი ნეიტრონული იარაღის
განთავსების გეგმით, ხოლო შემდეგ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრინციპულად ახალი
სისტემების შემუშავებით უპასუხა, რაც ამერიკაში დაიწყო „სტრატეგიული თავდაცვითი
ინიციატივის“ პროგრამასთან დაკავშირებით.
ისტორიულად პირველი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ -
ბირთვული იარაღის სამ სფეროში გამოცდის აკრძალვის თაობაზე დაიდო 1963 წელს სსრკ-, აშშ-
სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ამ ხელშეკრულებით იკრძალებოდა ბირთვული აფეთქებები
ატმოსფეროში, კოსმოსსა და წყლის ქვეშ, თუმცა დაშვებული იყო ბირთვული იარაღის გამოცდა
მიწისქვეშ. ერთის მხრივ, ეს შეთანხმება გახდა აღნიშნული სახელმწიფოების პოლიტიკური
ხელმძღვანელობაზე საზოგადოებრივი აზრის, რომელიც სულ უფრო მეტ შეშფოთებას
გამოთვამდა ბირთვული გამოცდების მძიმე ეკონომიკური და სამედიცინო შედეგების გამო,
მნიშვნელოვანი ზეწოლის შედეგი. მაგრამ მეორეს მხრივ, 60-იანი წლების დასაწყისიდან,
ბირთვულმა აფეთქებებმა ატმოსფეროში ანდა წყლის ქვეშ ყოველგვარი აზრი დაკარგა
სამხედრო თვალსაზრისით. ამ დროისათვის უკვე საკმარისი ინფორმაცია იყო მოპოვებული
ბირთვული იარაღის მოქმედების სხვადასხვა ასპექტების შესახებ. მთავარ სამეცნიერო და
109
საინჟინრო პრობლემებს წარმოადგენდა შედარებით მცირე ზომის ბირთვული იარაღის შექმნა,
რომელთა მოთავსებაც შესაძლებელი იქნებოდა მზიდებზე, რომელშიც მუხტის წონა და
გარეგანი პარამეტრები გადამწყვეტ როლს ასრულებდა და ამა თუ იმ კონკრეტული საბრძოლო
ამოცანის შესრულებისათვის უნდა გამოყენებულიყო.
„ჭარბმა“ შეიარაღებამ ზოგიერთ სფეროში ფაქტობრივად მიიყვანა საბჭოთა კავშირი და აშშ ორი
მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, რომლებიც შეეხებოდა სტრატეგიულ
შეიარაღებებს. პირველია ე. წ. დროებითი შეთანხმება შეტევითი სტარტეგიული იარაღის
ზოგიერთ სფეროში შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლითაც მხარეები ვალდებულებას
იღებდნენ არ აეგოთ მიწისზედა ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვებები. მეორე
ხელშეკრულებით იზღუდებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. თითოეულ
მხარეს უფლება ეძლეოდა მხოლოდ ორი ასეთი სისტემა ჰქონოდა, რომელიც დაიცავდა
ეროვნული ტერიტორიების შეზღუდულ ნაწილს დედაქალაქის გარშემო და სტრატეგიული
სისტემების ბაზირების ერთ-ერთ რაიონს.
ამ ხელშეკრულებების გარდა, მნიშვნელოვანი იყო აგრეთ ვე 1967 წ. 1 ივლისს ხელმოწერილი
ხელშეკრულება ატომური იარაღის გავრცელების აკრძალვის შესახებ. იგი ორ უმნიშვნე
ლოვანეს მომენტს შეიცავს: მასზე ხელისმომწერმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა
ვალდებულება აიღეს არ გადასცენ არაბირთვულ სახელმწიფოებს ატომური იარაღი ანდა სხვა
ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დააწესონ კონტროლი, რომ ამგვარი იარაღი
არ შეისყიდონ არაბირთვულმა სახელმწიფოებმა. თავის მხრივ არაბირთვულმა ქვეყნებმა
აიღეს ვალდებულება არ აწარმოონ და არ შეიძინონ ამგვარი იარაღი. ამ ხელშეკრულებამ
დააფიქსირა ბირთვული სახელმწიფოების მონოპოლისტური მდგომარეობა შეიარაღე
ბათა ამ სფეროში და შეამცირა ბირთვუილი იარაღის გავრცელების შესაძლებლობა, თუმცა,
როგორც ეს აჩვენა ინდოეთისა და პაკისტანის მოქმედებამ, სრულიად ვერ გამორიცხა
იგი. ამჟამად რამდენიმე ქვეყანას - ინდოეთს, ისრაელს, პაკისტანს, ჩრდ. კორეას და ზოგიერთ
სხვა სახელმწიფოს ან უკვე გააჩნია ატომური იარაღი ან ახლოსა არის მისული მის შექმნამდე. 60-
70-იან წლებში ასევე დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებითაც იკეტებოდა ბირთვულ
თუ მასობრივი განადგურების სხვა იარაღით გამალებული შეიარაღების გზები, გამოყავდა
ზოგიერთი გეოგრაფიული რეგიონი ან ისეთი სფეროები, როგორიცაა კოსმოსი, ზღვებისა და
ოკეანეების ფსკერი ამგვარი იარაღის გავრცელების ზონიდან. მაგალითად, 1959წ. დეკემბერში
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ანტარქტიკის შესახებ, რომლის თანახმადაც ეს კონტინენტი
შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით. ტლატელოლკოს
(1967.II) და რაროგონტოს (1985.VIII) ხელშეკრულებებით ლათინური ამერიკა, კარიბის
რეგიონი და წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი ცხადდებოდა უბირთვო ზონად. 1967 წელს
ხელი მოეწერა შეთანხმებას იმ პრინციპებზე, რომლებიც საზღვრავდნენ სახელმწიფოთა
მოღვაწეობას კოსმოსური სივრცის შესწავლისა და გამოყენების საქმეში, მთვარისა და სხვა
მნათობების ჩათვლით. ამ შეთანხმების თანახმად, კოსმოსურ სივრცეში იკრძალებოდა
მასობრივი განადგურების იარაღის განთავსება, სამხედრო ბაზების შექმნა და ა.შ. 1972 წ.
თებერვალში კი დაიდო ხელშეკრულება ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე ბირთვული იარაღის
განთავსების აკრძალვის შესახებ.
1975 წ. აპრილში დაიდო მრავალმხრივი კონვენცია, რომლითაც აიკრძალა
ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შექმნა, წარმოება და შენახვა და რომლის
110
თანახმადაც უნდა განადგურებულიყო უკვე შექმნილი ამგვარი იარაღი და მისი მზიდავი
საშუალებები. 1977წ. ხელი მოეწერა კონვენციას, რომლითაც გარემომცველ ბუნებაზე
აიკრძალა ზემოქმედება სამხედრო თუ სხვა ბუნებისათვის დამანგრეველი მიზნებით.
მიუხედავად ამ ხელშეკრულებებისა, 60-70-იან წლებში გამალებულ შეიარაღებას ტემპი არ
დაუკარგავს და გრძელდებოდა მუშაობა ყველაზე პერსპექტიული მიმართულებებით. ამან კი
რამდენიმე მეტად სახიფათო სიტუაციის შექმნა გამოიწვია. პირველი იყო საშუალო
მანძილის ბირთვული რაკეტების შექმნა და წარმოება. 70-იან წლების მეორე ნახევარში საბჭოთა
კავშირმა დაიწყო მასობრივად, ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში ახალი
ბალისტიკური რაკეტების ჩჩ-20-ის განლაგება. თითოეულ რაკეტას ინდივიდუალური
დამიზნების სამი ქობინი გააჩნდა და მაღალი სიზუსტით 4000 კმ-მდე შეეძლო გადაესროლა.
დასავლეთში და ჩინეთშიც ამ ფაქტმა დიდი შეშფოთება გამოიწვია და ეს ჩაითვალა
საბჭოთა კავშირის მზადებად შეზღუდული ბირთვული ომისაკენ. საპასუხოდ ნატო-მ
დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განალაგა საშუალო მანძილის ახალი ამერიკული
ბალისტიკური რაკეტები „პერშინგ-2“ და ფრთოსანი რაკეტები, რომელთაც ძალუძდათ
გაენადგურებინათ უმნიშვნელოვანესი სამხედრო და პოლიტიკური სამიზნეები საბჭოთა
კავშირის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირი შეეცადა საწინააღმდეგო ზომები მიეღო.
გამოცხადდა, რომ ქვეყანა წყვეტდა მოლაპარაკებებს ევროპაში საშუალო მანძილის
ბირთვული საშუალებების შესახებ, განალაგებდა შორი მანძილის ოპერატიულ ტაქტიკურ
რაკეტებს ჩეხოსლოვაკიისა და გდრ-ის ტერიტორიებზე და შექმნიდა ზღვაში ახალ ბირთვულ
ადგილებს.
მაგრამ ამ მუქარებმა შედეგი არ გამოიღო და ნატო-მ შეძლო პრინციპული უპირატესობისათვის
მიეღწია ევროპაში. ამჯერად უკვე საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ დასავლეთ
ევროპიდან. ნატო-ს იარაღს შეეძლო გაენადგურებინა არა მარტო ინფრასტრუქტურის დიდი
ნაწილი, არამედ პარტიულ-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცენტრებიც, მათ შორის ევროპულ
ნაწილზე მდებარე სამეთაურო ბუნკერები. გრადა ამისა, „პერშინგებს“ შეეძლოთ 15 წუთში
მიეღწიათ საბჭოთა კავშირის ტერიტორიისათვის, რაც პრაქტიკულად შანსს არ უტოვებდა
საბჭოთა პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ეპასუხათ საპასუხო დარტყმებით ნატო-
ს მხრიდან მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში. ამგვარ ვითარებაში გორბაჩოვი
იძულებული გახდა შეეცვალა პოზიცია და დათანხმებულიყო ორივე მხარის მიერ საშუალო და
მოკლე მანძილის ყველა რაკეტის განადგურებაზე. ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1987წ.
დეკემბერში ვაშინგტონში.
ახალმა ვითარებამ შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში შესაძლებელობა შექმნა დადებულიყო
პრინციპულად უმნიშვნელოვანესი შეთანხმება სტრატეგიული შემტევი იარაღის შემცირების
შესახებ. პირველად მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ბირთვული შეიარაღების რეალურ
მნიშვნელოვან შემცირებაზე, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ბალისტიკურ რაკეტებს, არამედ
სტრატეგიული ტრიადის საავიაციო კომპონენტსაც, ასევე მოხერხდა შეზღუდვების დაწესება
საკონტინენტნთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ზოგიერთ ტიპზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 1990 წელს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარა- ღებული
ძალების შესახებ ხელშეკრულების დადება. ამ ხელშეკრულების დამუშავება მოხდა იმ მიზნით,
რომ შემცირებულიყო ალბათობა და ხიფათი ორი სამხედრო- პოლიტიკური ბლოკის
შეიარაღებული კონფრონტაციისა, რომლებმაც (უპირველესად ვარშავის ხელშეკრულების
111
ორგანიზაციამ) ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების კოლოსალური დაჯგუფებები განალაგეს
ერთმანეთის პირისპირ.
ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა მოულოდნელი თავდასხმის და ფართომასშტაბიანი
შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობის მოსპობა. ამ მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
ჩვეულებრივი შეიარაღებების (ტანკების, ჯავშანმანქანების, საარტილერიო სისტემების)
რაოდენობათა გათანაბრების შესახებ რამდენიმე გეოგრაფიული რეგიონის მიმართ. მთელი
ევროპა კი „ატლანტიკიდან ურალამდე“ ოთხ გეოგრაფიულ ზონდა დაიყო.
ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო აურაცხელი რაოდენობით იარაღის განადგურება.
მაგრამ მოვლენები იმგვარად ვითარდებოდა, რომ პრაქტიკულად ხელშეკრულების
ხელმოწერისთანავე დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, შემდეგ კი დაინგრა
საბჭოთა კავშირი, რომელმაც მარცხი განიცადა ცივ ომში. ევროპაში სტრატეგიული სიტუაცია
რადიკალურად შეიცვალა და შეიქმნა ხელშეკრულების ახალ რეალობებთან ადაპტირების
მეტად რთული პრობლემა. ამ პრობლემის გადაწყვეტა დაიწყეს მხოლოდ 1997 წელს. ამის ერთი
მიზეზი იყო ხელშეკრულების მონაწილეთა თანხმობა იმის თაობაზე, რომ ჯერ უნდა
შესრულდეს ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად შემცირდეს ეროვნული შეიარაღებული
ძალები, შემდეგ კი გამოიძებნოს ახალი სიტუაციისადმი ადაპტირების გზები. მეორე მიზეზი
იყო ის, რომ საკითხი ხელშეკრულებაში ცვლებების შესახებ მჭიდრო კავშირში იყო ნატო-ს
აღმოსავლეთით გაფართოების პრობლემასთან.

ძალის როლი გლობალიზაციის ეპოქაში


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოვლენათა განვითარებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ სამხედრო ძალის
როლი საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული. იგი
დამოკიდებულია მის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე (ამის ნათელი დასტურია
ბირთვული იარაღის გამოჩენა მისი ირაციონალური დამანგრეველი ძალით), ასევე
საერთაშორისო ურთიერთობაათა სისტემაზე. ამიტომაც, 90-იან წლებში, როდესაც დაემხო
ევროპაში მემარცხენე ტოტალიტარული რეჟიმები და დაიშალა საბჭოთა კავშირი, წინ წამოიწია
პრინციპულმა საკითხებმა, თუ როგორი უნდა იყოს სამხედრო ძალის როლი
საერთაშორისო
ურთიერთობათა ახალ ფორმირებად სისტემაში და როგორია საკუთრივ ამ სისტემის ბუნება,
მოხდება თუ არა საგარეო პოლიტიკური ქცევის ადრინდელ მოდელებთან და სტრატეგიებთან
შემოტრიალება, რომელიც დამყარებული იყო სამხედრო ძალაზე, თუ წარმოიქმნება ახალი -
განსხვავებული როგორც ბიპოლარულისაგან, ისე ამ უკანასკნელის წინა სისტემისაგან და
სამხედრო ძალა შეიძენს დიდწილად ახალ განზომილებებსა და ფუნქციებს. ეს კითხვები
სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში ფართო განხილვის საგნად იქცა.
ზოგადი თვალსაზრისით ჩამოყალიბდა ორი პრინციპულად განსხვავებული მოსაზრება 90-იან
წლებში ფორმირებად საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის, და შესაბამისად მასში
სამხედრო ძალის როლის შესახებ. პირველი ემყარება იმ აზრს, რომ ბიპოლარული სისტემის
დაშლის შემდეგ მსოფლიო დაიყო გარკვეულ მსხვილ წარმონაქმნებად ან ერთობებად,
რომლებიც ცივილიზაციური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების
თვალსაზრისით სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს და ამ მიზეზით, ადრე თუ გვიან,
ერთმანეთს დაეჯახებიან გადაულახავი წინააღმდეგობებით და კონფლიქტებით. ამ სახის
112
ყველაზე ცნობილი კონცეფცია ეკუთვნის ს. ჰანთინგთონს. იგი მომავალ მსოფლიო პოლიტიკას
ახასიათებს, როგორც ცივილიზაციათა შეჯახებას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან
ენით, ისტორიით, რელიგიით, ტრადიციებით, ინსტიტუტებით და ადამიანთა სუბიექტური
თვითიდენტიფიკაციით.
„მსოფლიო პოლიტიკა... შედის ახალ ფაზაში... ახალ მსოფლიოში კონფლიქტების მთავარ
წყაროს წარმოქმნის არა იდეოლოგია და ეკონომიკა, არამედ ძირითადად განსხვავება
კულტურებში. ნაციონალური სახელმწიფოები დარჩებიან ყველაზე ძლიერ ძალად მსოფლიო
საქმეებში და ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტები მოხდება ნაციებს ან მათ დაჯგუფებებს
შორის, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციებს ეკუთვნიან. ცივილიზაციათა განყოფის ხაზები
მომავალში ქცევა ცხელ წერტილებად.“
ს. ჰანთინგთონი
თუკი ეს თვალსაზრისი სამართლიანია, მაშინ სამხედრო ძალა დაიბრუნებს არა მხოლოდ თავის
ტრადიციულ როლს, არამედ შესაძლებელია შეიძენს ახალ, უფრო დიდ მნიშვნელობას.
მომავალი საერთაშორისო ურთიერთობების მეორე ხედვა ეფუძნება ამერიკელი ფილოსოფოსის
ფ. ფუკუიამას კონცეფციას. მისი შეხედულებით წარმოიქნება უნივერსალური ცივილიზაცია,
რომელიც მოიცავს დედამიწის ყველა მნიშვნელოვან რეგიონს და დაეფუძნება დასავლური
საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ლიბერალურ ფასეულობებს.
„ძნელია თავი დააღწიო შეგრძნებიდან, რომ მსოფლიო ისტორიაში ხდება რაღაც
ფუნდამენტური... ჩვენს თვალწინ XX საუკუნე მოცული იყო იდეოლოგიური ძალადობის
პაროქსიზმით და ლიბერალებს თავდაპირველად მოუხდათ ბრძოლა აბსოლუტიზმის
ნარჩენების წინააღმდეგ, შემდეგ ბოლშევიზმისა და ფაშიზმის, და ბოლოს ახალი მარქსიზმის
წინააღმდეგ, რომელიც ქმნიდა ბირთვული ომის აპოკალიფსისში ჩვენი ჩათრევის საფრთხეს.
მაგრამ ეს საუკუნე, დასაწყისში ესოდენ დარწმუნებული დასავლური ლიბერალური
დემოკრატიის ტრიუმფში, ამჟამად, დასასრულში, ბრუნდება იმასთან, რითაც დაიწყო: არა არც
თუ ისე დიდ ხნის წინ ნაწინასწამეტყველებ „იდეოლოგიის დასასრულთან“ ანდა
კაპიტალიზმისა და სოციალიზმის კონვერგენციასთან, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური
ლიბერალიზმის უპირობო გამარჯვებასთან.“
ფ. ფუკუიამა
თუკი ფუკუიამა მართალია, მაშინ სამხედრო ძალა აუცილებლად დაკარგავს თავის
მნიშვნელობას მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ „ლიბერალური სამყაროს“ საზღვრებს გარეთ
- პლანეტის იმ ადგილებში, რომლებიც რჩებიან ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული
ცივილიზაციის ტრიუმფის ზონის გარეთ.
ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რომელი კონცეფციაა ადექვატური - ცივილიზაციათა შეჯახების
ისტორიის დასასრულისა თუ მრავალპოლუსინი მსოფლიოს თანამედროვე მსოფლიო
განვითარების რეალიებისა? იქნება თუ არა XXI საუკუნის მსოფლიოში XVII- XVIII ევროპული
ძალთა ბალანსი აღდგენილი? ეს საკმაოდ რთული კითხვები და მათზე
პრობლემა არსი შემდეგი სახისაა: შესაძლებელია თუ არა რეალურად არსებული
მრავალფეროვნება, უპირველესად ცივილიზაციური და კულტურული, განხილული იყოს
როგორც მრავალპოლუსიანი ტრადიციული ინტერპრეტირების თვალსაზრისით, რამდენად
მოახდენენ კულტურული განსხვავებები სამხედრო კონფრონტაციის საფუძვლების შექმნას.

113
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, როგორც უკვე ითქვა, ჯერჯერობით არ
იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ სამხედრო ძალა თანდათანობით ირიყება მსოფლიო
პოლიტიკიდან. ლოკალური და რეგიონული სამხედრო კონფლიქტები, რომელთა
უმრავლესობაშიც შიდა დაპირისპირება მჭიდრო კავშირშია სახელმწიფოთაშორის
შეტაკებებთან, რჩება განვითარებადი სამყაროს ზონის დამახასიათებელ ნიშნად. ამას
ადასტურებს სამოქალაქო ომები ავღანეთსა და ტაჯიკეთში, უმძაფრესი ეთნიკური
კონფლიქტები აფრიკაში, რომელთაგან მრავალსაც თან ახლავს ფაქტობრივი გენოციდი.
დაძაბული ვითარება შენარჩუნებულია შუა აღმოსავლეთში, უპირველესად ერაყის
ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად. მეტად სახიფათო
სამხედრო დაპირისპირების კერად შეიძლება იქცეს კორეის ნახევარკუნძული. აფრიკის მრავალ
რეგიონში არსებობს კონფლიქტების საფრთხე. თურქეთსა და საბერძნეთს, თურქეთსა და
კვიპროსს შორის წინააღმდეგობებს შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვეს.
ყოფილ სსრკ-ში, იუგოსლავიაში, ასევე ალბანეთში კომუნისტური რეჟიმების კრახს თან ახლდა
სამხედრო ძალადობისა და კონფლიქტების წარმოქმნა, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე არ
არის. ზოგიერთი სპეციალისტი სვამს საკითხს „არასტაბილურობისა და კონფლიქტების ახალი
სატრყელის, რკალის“ ფორმირების შესახებ, რომელიც ბალკანეთიდან გადის მოლდოვაზე,
ყირიმზე, კავკასიაზე, კასპიის რეგიონზე და შემდეგ ტაჯიკეთსა და ავღანეთზე.
ლოკალური და რეგიონული კონფლიქტების სიცოცხლისუნარიანობამ წარმოქმნა
სამხედრო ძალის გამოყენების ახალი ფორმები. მათ რიცხვში პირველ რიგში შედის
სამშვიდობო ოპერაციები. მათში სამხედრო ძალები გამოიყენება მშვიდობის შენარჩუნებისა
და ხელშეწყობისათვის, როგორც სახელმწიფოთა შიგნით, ისე სახელმწიფოთა შორის. ამგვარი
ოპერაციების სპეციფიკას ის წარმოადგენს, რომ ისინი ხორციელდება საერთაშორისო
ორგანიზაციების, პირველ რიგში გაერო-ს მანდატით. ამგვარ ოპერაციებს განეკუთვნება ე.წ.
„მშვიდობის იძულება“, როდესაც სამშვიდობო ძალები ატარებენ სამხედრო ოპერაციებს,
აგრესიის უვნებელსაყოფად და სტატუს ქვოს შესანარჩუნებლად. „მშვიდობის იძულების“
ეფექტური მაგალითი გახდა ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, ცნობილი
„უდაბნოს ქარიშხლის“ სახელწოდებით. მის შედეგად აღდგა ქუვეითის დამოუკიდებლობა,
რომელიც ერაყს ჰქონდა დაპყრობილი აგრესიის, არაპროვოცირებული ომის შედეგად.
ყოველივე ამის შედეგად არსებითად შეიზღუდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის უნარი ისევ
გაამწვავოს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რეგიონში.
თუმცა ყველა სამშვიდობო ოპერაციას როდი სდევს თან წარმატება. ამგვარად, წარუმატებლად
დასრულდა სამშვიდობო ოპერაცია სომალიში, სადაც ვერ მოხერხდა ტომთაშორისი ომის
ჩაცხრობა, რამაც ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის კრახი გამოიწვია. არაეფექტური გამოდგა
რამდენიმე ოპერაცია აფრიკაში, დიდ ტბების რეგიონში, სადაც მიმდინარეობს ცხარე ეთნიკური
ბრძოლები. არსებობს სხვა მსგავსი მაგალითებიც. თუმცა ამგვარი წარუმატებლობანი ვერ
ფარავენ სულ უფრო აშკარად გამოხატულ ტენდენციას - სამხედრო ძალა განსაზღვრულ
შემთხვევებში გამოიყენება არა ტრადიციული მიზნებისათვის, ტერიტორიებისა და რესურსების
წყაროების ხელში ჩაგებს და ა.შ. (თუმცა ეს სულაც არ არის მოსპობილი), არამედ საერთაშორისო
სამართალწესრიგის აღსადგენად, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად,
აუცილებელი ჰუმანიტარული აქციების განსახორციელებლად.

114
გარდა ამისა, 90-იან წლებში იკვეთება სამხედრო ძალის „ძალისაგან გამოცლის“ ტენდენცია,
რომელიც არც თუ ისე იშვიათად უძლურია გადაწყვიტოს ესა თუ ისე პოლიტიკური
პრობლემები. ამის ნათელია მაგალითია აშშ-ის მარცხი ინდოჩინეთში. სამხედრო
თვალსაზრისით გაცილებით უფრო ძლიერმა ამერიკულმა არმიამ ვერ შეძლო უპირობო
გამარჯვების მოპოვება, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემდა ამ რეგიონში საკუთარი
პოლიტიკური მიზნებისათვის მიეღწია. პრაქტიკულად ანალოგიური მაგალითია საბჭოთა
კავშირის კრახი ავღანეთის ომში. შესაძლოა მსგავსი ტენდენციის შესახებ ვილაპაკოთ
ჩეჩნეთის დაუსრულებელ კონფლიქტთან დაკავშირებითაც.
„ძალისაგან გამოცლის“ სხვა გამოვლინება გახდა მთელ რიგ ლოკალურ კონფლიქტებში
ერთგვარი ჩიხის სიტუაციის შექმნა, როდესაც ხანგრძლივი საომარი მოქმედებები
ძალებისაგან ცლიდა ორივე მხარეს და არც ერთი მათგანის გამარჯვებას არ იწვევდა. ამასთან
ერთად, მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ 1999წ. მარტ-ივნისში ნატო-ს მიერ
განხორციელებულმა ოპერაციამ წარმოაჩინა მთელი რიგი პრობლემებისა, სირთულეებისა
და წინააღმდეგობებისა, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო ურთიერთობების
ამჟამინ- დელ სისტემას და რომლებიც დაკავშირე ბულია სამხედრო ძალის როლთან ახალ
ფორმირებად სამხედრო-პოლიტიკურ პირობებში. რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს
საერთაშორისო თანამეგობრობამ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის შემთხვევაში და
უფრო მეტიც, ფაქტობრივი გენოციდის შემთხვევაში, რომელსაც ახორციელებენ ესა თუ
ისე დანაშაულებრივი რეჟიმები? რამდენად ეფექტურია ამგვარი ექსცესების მოსპობისათვის
გაერო, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს
შორის წარმოიქნება უთანხმოება ამგვარი სახის რეჟიმების წინააღმდეგ კონკრეტული
მოქმედებების შესახებ? გამოიწვევს თუ არა სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც
პრობლე- მათა ერთ კომპლექსს წყვეტს, მთელი რიგი ახალი, არა ნაკლებ რთული პრობლემების
წარმოქმნას? ისიც საინტერესოა, გახდება თუ არა რუსეთი, ჯიუტი პოზიციის გამო,
რომელიც არ შეესაბამება მის რეალურ ძალას, „გარიყული სახელმწიფო“?
უკვე შეიძლება რამდენიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა, თუმცა ბალკანეთის ომის
შედეგები კიდევ დიდხანს იქნება სათანადო ანალიზის საგანი. პირველ რიგში ნათელია, რომ
კიდევ ერთხელ თვალსაჩინო ხდება სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობებისა და მსოფლიო
სტრატეგიული პირობების დენუკლერიზაციის ტენდენცია. იმ გარემოებამ, რომ რუსეთი
წარმოადგენს სიძლიერით მეორე ბირთვულ სახელმწიფოს, არ დაეხმარა მას მიეღწია საკუთარი
მიზნებისათვის კონფლიქტში, პირველ რიგში არ დაეშვა სერბიის დაბომბვა. თავის მხრივ, სამი
ბირთვული სახელმწიფო, აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი, მილოშევიჩის რეჟიმთან ომის
პირობებში, არანაირად არ აკეთებდნენ აქცენტს თავინათ ბირთვულ პოტენციალსა და ატომურ
სტატუსზე.
შემდეგი - ნატო-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არა მხოლოდ მილოშევიჩის რეჟიმზე,
რომელიც აიძულა მიეღო რამბუიეში შეთავაზებული პირობები, არამედ მრავალრიცხოვან
სკეპტიკოსებზეც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მძიმე და სისხლიმღვრელი სახმელეთო
ოპერაციის გარეშე შეუძლებელია ამ ომში წარმატების მიღწევა. გარდა ამისა, ნატო-მ განიმტკიცა
უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურის სტატუსი ევროპა-ატლანტიკის რეგიონში,
რომელსაც შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს სამხედრო ძალა ამა თუ იმ პოლიტიკური
მიზნებისათვის. და ბოლოს, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში დამკვიდრდა
115
სამხედრო ძალის წარმატებული გამოყენება ჰუმანატარული მიზნებისათვის - მასობრივი
ძალადობისა და ეთნიკური წმენდის შესაყვეტად, გაერო-ს სანქციის გარეშე.
იმავდროულად მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ ნატო-ს ოპერაციის შედეგები უფრო
ხანგრძლივვადიან პერსპეტივაში საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ნათელი არ არის, თუ რამდენად
წარმატებული იქნება წესრიგის აღდგენა კოსოვოში, როგორია კოსოვოს განთავისუფლების
არმიის პოლიტიკური მომავალი, ხომ არ გამოიწვევს კოსოვოში მოვლენათა განვითარება
ალბანურ ექსპანსიას რეგიონში დიდი ალბანეთის შექმნის მიზნით (რისი დასტურიცაა
დაპირისპირება მაკედონიაში) და როგორ გავლენას იქონიებს ყოველივე ეს სტაბილურობაზე
ბალკანეთის ამ ნაწილში. მაგრამ ყველაზე წინააღმდეგობრივი და რთულია იუგოსლავიაში ომის
გავლენა გაერო-სა და ეუთო-ს პოლიტიკურ მომავალზე. ერთიც და მეორეს, ფაქტობრივად,
უძლურნი აღმოჩდნენ შეეჩერებინათ ეთნიკური წმენდა და გენოციდის აქციები კოსოვოში.
ყოველივე ამან გამოიწვია მათი გავლენისა და ავტორიტეტის მნიშვნელოვანი შემცირება
მსოფლიო პოლიტიკაზე და კოსოვოს პრობლემის მოწესრიგების პრინციპული საკითხები
წყდებოდა გაერო-ს ფარგლებს გარეთ - „შვიდეულისა“ და რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრების შეხვედრებზე. ასევე გაურკვეველი და ფაქტობრივად ჩამოუყალიბებელი რჩება
რუსეთის პოზიცია.
საგულისხმოა, რომ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოთა ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულება ივსება მათი პოლიტიკური ერთიანობით. ამის ცივილიზაციურ
საფუძველს წარმოადგენს ლიბერალური ფასეულობები. ხდება თანდათანობითი დაახლოება
ახალი ქვეყნებისა და საზოგადოებებისა შესაბამის ფასეულობებთან და ინსტიტუტებთან.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ევროატლანიტიკური რეგიონის სახელმწიფოების ერთობა
გამოიხატა შენარჩუნებით და 90-იანი წლების მეორე ნახევრდიდან ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების გაფართოებით. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისაგან განსხვავებით,
რომელიც კომუნისტური რეჟიმების დამხობისთანავე გაქრა მსოფლიოს სტრატეგიული
რუქიდან, ნატო არა მხოლოდ შენარჩუნდა ცივი ომის დასასრულის შემდეგ, არამედ
თანდათანობით იძენს ახალ ფუნქციებსა და ისახავს ამოცანებს, როგორც სამხედრო, ისე
არასამხედრო ხასიათისას.
სტარტეგიული და კონცეპტუალური თვალსაზრისით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს
მადრიდის 1997წ. ზაფხულის სესიის გადაწყვეტილებები ბევრად სცილდება ამ ორგანიზაციაში
რამდენიმე ახალი წევრის მიღების ფაქტს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან. ამ
გადაწყვეტილებებმა ფაქტობრივად შეაჯამეს დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ახალი
რეალობების გააზრება, რაც შეიქმნა ცივი ომის შეწყვეტის შემდეგ. უპირველეს ყოვლისა,
დადასტურდა ის, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის
ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობასა და ნატო-ს - როგორც უმთავრეს მტვირთავს
კონსტრუქციისა და მთავარ მექანიზმს ანტლანტიკური სოლიდარობის განხორციელებისათვის.
ამ თვალსაზრისით ნატო-ს დაწყებული გაფართოება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ელემენტს
დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიული გეზისა, რომელიც ეფუძნება საერთო პოლიტიკის
ერთობლივი ძიების იმპერატივებს, რომელიც მიმართული წარმოქმნილი პრობლემების
მოსასპობად. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ცივი ომის დასრულების შემდეგ
გაქრებოდა ნატო-ს არსებობის აზრი, მაშინ ამ ორგანიზაციის გაფართოებას არ მოხდებოდა.

116
საბჭოთა კავშირისა და მის მეთაურობით არსებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის კრახის
შემდეგ, ნატო გამოდის არა მარტო როგორც სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც წარსულში
უპირისპირდებოდა ვარშავის ბლოკს, არამედ სულ უფრო მეტად როგორც ატლანტიკური
რეგიონის ქვეყნების შეთანხმებული პოლიტიკური და სამხედრო ხაზის მექანიზმი. ეს მექანიზმი
იქმნება არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების დაცვის აუცილებლობიდან ანდა ამა თუ იმ
კონკრეტული საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობიდან. იგი ასევე
წარმოქმნილია მათი პოლიტიკური კულტურის ღრმა ერთობით, სამყაროს მსგავსი ხედვით და
მათი ადგილით მასში, ერთიანი ლიბერალური ფასეულობებით, რომელიც განსაზღვრავს მათი
პოლიტიკური სისტემების ერთობას. სხვა სიტყვებით, ნატო ფაქტობრივად გარდაიქმნა წმინდა
სამხედრო კავშირიდან ერთ-ერთ ცენტრალურ მექანიზმად ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის
სახელმწიფოთა საერთო ინტერესების განსაზღვრისა და რეალიზაციისათვის, უფო მეტიც
ატლანტიკური ცივილიზაციის გამოხატულებად. ამ თვალსაზრისით, ნატო- ს გაფართოება იმის
დასტური გახდა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განიხილება ამ
ცივილიზაციის შემადგენელ ნაწილებად.
დემოკრატიულ, განვითარებული მრეწველობის ქვეყანათა რიცხვი თანდათანობით იზრდება და
იერთებს ცენტრალური, აღმოსავლეთი, სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებსაც. ამ პროცესს ხშირ
შემთხვევაში თან ერთვის მნიშვნელოვანი ძვრები ცივილიზაციურ და კულტურულ
მოდელებში. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს სამხრეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ჯერ
კიდევ XX ს. შუახანებში დომინირებდნენ ტრადიციული ფასეულობები. ესპანეთში, იტალიასა
და პორტუგალიაში ისინი ეფუძნეოდნენ მასობრივ აზროვნებაში ღრმად ჩაბეჭდილ
კათოლიციზმს. დღეისათვის კი ამ ზონაში სულ უფრო და უფრო ვრცელდება სამყაროს
სამოქალაქო, საერო ხედვა და სხვა ლიბერალური კულტურული პარადიგმები. უფრო რთულად
არის საქმე სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისა და იაპონიის შემთხვევაში, რომლებიც
ჩართულნი არიან დასავლეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ
იმავდროულად ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ კულტურულ თვისებურებებს.
და მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში თანდათანობით მკვიდრდება დემოკრატიის სპეციფიკური
აზიური ფორმა, რომელიც ნებისმიერი, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ
პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ნორმებს უსადაგებს ორიენტაციის შენარჩუნებს ისეთ
ფასეულობებზე, როგორიცაა ოჯახი, განათლება, სოციალური დისციპლინა და
პასუხისმგებლობა.
ამგვარად, მოვლენათა განვითარება 90-იან წლებში ადასტურებს ეკონომიკურად
განვითარებული და დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოების ზონის ფორმირების
ტენდენციის არსებობას. ამ სახელმწიფოებს პოლიტიკური კულტურის დაახლოებული ფორმები
გააჩნიათ, რომელიც თანდათანობით ვრცელდება ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის
სულ ახალ-ახალ რეგიონებზე. ამ სახელმწიფოთა ერთმანეთთან ურთიერთობებში სამხედრო
ძალა თანდათანობით კარგავს თავის მნიშვნელობას არა მხოლოდ საერთო დემოკრატიული
ნორმების არსებობისა და წინააღმდეგობათა გადაწყვეტის საერთო პრინციპების გამო, არამედ
ასევე სულ უფრო ღრმა ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების მიზეზითაც. ამასთან
ერთად, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა მოიცავს შესაძლებელია გაცილებით უფრო
ვრცელ რეგიონებსაც, სადაც ბატონობს ტრადიციული ნორმები და სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობის მექანიზმები და რომლებიც ორიენტირებულია სამხედრო ძალის ფართო
117
გამოყენებაზე. საერთაშორისო ურთიერთობათა ამ ორი სისტემის გაყოფის ხაზები მეტად
უცნაურია და ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონში, მაგალითად ბალკანეთზე ისინი ერთმანეთსაც
კვეთენ.
ამგვარად, 90-იან წლებში ხდებოდა მსოფლიო პოლიტიკაში სამხედრო ძალის ფუნქციებისა და
როლის ახალი ტრანსფორმაცია. მისი ტრადიციული გამოყენების გეოგრაფიული არეალების
შემცირებასთან ერთად მიმდინარეობს მისი ცალკეული კომპონენტების შეფარდების შეცვლა. ეს
უკანასკნელი უკავშირდება ბირთვული იარაღის როლის სერიოზულ და მეტად
წინააღმდეგობრივ ტრასფორმაციას. როგორც უკვე აღინიშნა, 60-იანი წლების დასაწყისში
კარიბის კრიზისის შემდეგ ბირთვული იარაღი გახდა არა ომის წარმოების საშუალება, არამედ
აგრესიის შეკავების ინსტრუმენტი, რომელიც პირველ რიგში ხორციელდებოდა საკუთრივ
ბირთვულ იარაღის გამოყენებით. ბირთვული იარაღის ამ ფუნქციამ განსაკუთრებული
მნიშვნელობა შეიძინა ბიპოლარულ სისტემაში, რომლის საფუძველშიც ძევს ორი
ურთიერთგამომრიცხავი სოციალური სისტემის შეურიგებელი დაპირისპირება. მაგრამ თუ
ამგვარი აგრესიის საფრთხე ქრება. პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირება კი წარსულს
ჩაბარდა, ბირთვული იარაღის ეს „ზეამოცანაც“ კარგავს თავის მნიშვნელობას.

კითხვები და დავალებები:
 რატომ შეიცვალა სამხედრო ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში II მსოფლიო
ომის შემდეგ?
 რა როლი ენიჭებოდა სამხედრო ძალას ბიპოლარული სისტემის არსებობის პირობებში? რა
გავლენა მოახდინა ბირთვულმა იარაღმა საერთაშორისო ურთიერთობებზე? რამდენად
ქმედითი გამოდგა „ბირთვული ურთიეთშეკავება“?
 რამდენად შეიცვალა სამხედრო ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში გლობა
ლიზაციისეპოქაში?
 დაახასიათეთ თანამედროვე სამშვიდობო ოპერაციები.

118
თავი 9. განათლების გლობალიზაცია
უმაღლესი განათლების გლობალიზაცია
კრეატიული კონკურენტუნარიანი ცოდნა გლობალიზაციის პირობებში

უმაღლესი განათლების გლობალიზაცია


განათლებისა და მეცნიერების გლობალიზაცია სულ უფრო დიდ მასშტაბებს ღებულობს, რაც
გამოიხატება უნივერსალური (შეთანხმებული) სასწავლო პროგრამების შედგენაში, რომლებიც
სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების მობილურობას უწყობენ ხელს.
მეცნიერებაში ეს გამოიხატება პროფესორ-მასწავლებელთა სტაჟირებასა და სხვადასხვა
საერთაშორისო ფონდებიდან მათი მობილურობისა და სამეცნიერო კლევების დაფინასებაში.
კვლევების ტრადიციული საბიუჯეტო და საკონტრაქტო დაფინანსებასთან ერთად სულ უფრო
იყენებენ საკონკურსო ფინანსირებას სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული ფონდების
მეშვეობით. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ასეთი ფონდებია ISE (საერთაშორისო
სამეცნიერო ფონდი), INTAS (ევროპული მეცნიერების მხარდამჭერი ფონდი), CRDF (სამოქალაქო
კვლევების ამერიკული ფონდი), მაკარტურის ფონდი და სხვ. უმაღლესი სკოლა გლობალური
ქსელის შემადგენელი ნაწილი ხდება, მაგრამ მისი შემდგომი პროგრესი დამოკიდებული იქნება
იმაზე, თუ როგორ განვითარდება ტრადიციული უნივერსიტეტები, რომელთაც ყოველთვის
მიენიჭება უპირატესობა. უკანასკნელ წლებში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
ურთიერთობების გართულებასთან დაკავშირებით საჭირო გახდა ახალი ტიპის, უნივერსალური
საბაზო და ფუნდამენტური ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადება. სწორედ ამან
განაპირობა მსოფლიოში კლასიკური უნივერსიტეტების მომრავლება, სადაც სასწავლო პროცესი
მჭიდროდ არის დაკავშირებული მეცნიერებისა და სხვადასხვა დისციპლინების
გამოკვლევებთან. მსოფლიოში გლობალიზაციის პირობებში საკმაოდ აქტიურად განიხილება
საუნივერსიტეტო სისტემის დიფერენციაციის იდეა. კერძოდ, წამყვანი უნივერსიტეტებისა და
სამეცნიერო დაწესებულებების ბაზაზე უნივრსიტეტების ჩამოყალიბება, სადაც აკადემიური და
უმაღლესი სკოლის მეცნიერებების გაერთიანებით შესაძლებელი გახდება სამეცნიერო
საქმიანობის აქტუა- ლური პრობლემებისა და უმაღლესი სკოლის განვითარების საკითხების
უკეთ გადაწყვეტა. იგივე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შერწყმით სულ უფრო სამეცნიერო-სასწავლო
ინოვაციური კომპლექსის სახეს ღებულობს, რომლის მრავალმხრივ საქმიანობას საფუძვლად
უდევს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. ამ გაერთიანების შედეგად საგანმანათლებლო პროცესი
უნივერსიტეტში სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის ორგანული შერწყმის საფუძველზე
იქნება აგებული, სადაც სტუდენტი აქტიურად ჩაერთვება სამეცნიერო კვლევის შემოქმედებით
პროცესში. ეს კი განათლების ფუნდამენტალიზაციისა და სპეციალისტების მომზადების
ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობაა. ასე მაგალითად, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის
ინსტიტუტი, რომელიც დღეს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტრუქტურული ერთეული გახდა, სტუდენტებსა და დოქტორანტებს დამატებით
შესაძლებლობებს შეუქმნის მომზადების დონის ამაღლების საქმეში. ეს მიიღწევა ინსტიტუტის
სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში მათი ჩართვით, სამეცნიერო კონფერენციებში
მონაწილეობით და ინსტიტუტის ჟურნალ „ეკონომისტ“-ში კვლევების შედეგების სტატიების
სახით გამოქვეყნებით. ევროპაში სამეცნიერო სისტემის ანალოგიურად ინსტიტუტში
119
შესაძლებელი გახდება ახალი აკადემიური დოქტორების დროებითი მუშაობა (პოსტდოქტორის
პოზიციები) და ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლების ე.წ. საბატიკალების პრაქტიკის
დანერგვა, რომლის დროს ისინი დროებით თავისეფლდებიან ლექციებიდან (რამდენიმე თვის
ვადით) და გადადიან სამეცნიერო-კვლევით შემოქმედებით საქმიანობაზე. პიროვნების
შემოქმედებითი ნიჭის განვითარება თანამედროვე განათლების და უპირატესად უმაღლესი
სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის
ადაპტირებასთან სწრაფად ცვალებადი პირობებისადმი. ცხადია, რომ აქ დიდი როლი ენიჭება
მეცნიერებას. ეს ეხება ყველა ქვეყანას, ვინაიდან ცვლილებები ხდება ნებისმიერ ქვეყანაში მისი
ეკონომიკურ-სოციალური დონის მიუხედავად და ამ პირობებში სერიოზული კვლევების
ჩატარება, დროული მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება დიდ მნიშვნელობას
იძენს. განვითარებული ქვეყნების განათლების ეროვნული სისტემების სფეროში მიმდინარე რე-
ფორმების მიმართულებებისა და შინაარსის განმსაზღვრელი გლობალიზაცია გახდა. იგი
მასშტა- ბურ ცვლილებებს და გარდაქმნას გულისხმობს, ამიტომ უმაღლესი სკოლა
სერიოზულად უნდა მოეკიდოს ახალი ფორმაციისთვის სპეციალისტების მომზადებას,
განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკის და მენეჯმენტისა სფეროში, რათა
უნივერსიტეტდამთავრებულებმა შეძლონ ადაპტირება ცვალებად სამყაროსადმი. ამ
პრობლემებთან დაკავშირებით რუსეთში შეიქმნა საპრეზიდენტო და ფედერალური
პროგრამები, რომელთა მიზანია აკადემიური მეცნიერებების მხარდაჭერა, უმაღლესი სკოლის
სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის შენარჩუნება და გლობალიზაციის პირობებში მეცნიე-
რებისა და განათლების, მეცნიერებისა და წარმოების ურთიერთკავშირის დამყარება. დიდ
ბრიტანეთში ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს, სადაც დანახარჯები უმაღლეს განათლებაზე
შეადგენს 7,5 მლრდ. ევროს წელიწადში, აქედან 4,5 მლრდ. ევრო სწავლებაზე და 3 მლრდ.
სამეცნიერო კვლევებზე. გარდა ამისა კემბრიჯის უნივერსიტეტმა ბიზნესთან ვიწრო კონტაქტები
დაამყარა ჯერ კიდევ 60-იან წლებში, რამაც მას სპეციალისტების მომზადებისა და 175
სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის ფინანსური სახსრების მოზიდვის საშუალება მისცა.
ამით მთავრობა აღწევს “ცოდნის გადაცემის მაქსმიზაციას და გავრცელებას საზოგადოების
სასარგებლოდ და ეკონომიკის ზრდის უზრუნველსაყოფად”. 1 მიუხედავად ამისა 2006 წელს
რომში “Honoris Cause”-s ცერემონიაზე, სადაც ამ საპატიო წოდებით აჯილდოებებენ ევროპის
ქვეყნების განათლების ყოფილ მინისტრებს (რასაც თავად ვესწრებოდი), ინგლისის განათლების
მინისტრმა ტესა ბლეკსტონმა წუხილით განაცხადა, რომ ვერ შეძლო სათანადოდ მეცნიერების
დაფინანსება. იგივე აზრი გამოთქვეს თავიანთ გამოსვლებში მინისტრებმა: საფრანგეთის -
კლოდ ალეგრმა, გერმანიის - იურგენ რუტგერსმა და იტალიის მინისტრმა ლუიჯი
ბერლინგერმა.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნებში მეცნიერების დაფინანსების შესახებ
მონაცემების შესწავლა, რომელიც მოტანილია ცხრ.1
ცხრილი 1. ქვეყნებისა და რეგიონების წილი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-
საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსებაში (%).

120
ქვეყნები წლები

2004 2005 2006 2007

ევროპა 24,6 23,8 23,4 20,0

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა 37,8 37,5 37,1 35,0

აშშ 32,7 32,0 31,3 28,0

აზია 37,6 38,7 39,5 45,0

ჩინეთი 11,8 12,8 13,6 20,0

იაპონია 13,0 12,6 12,4 12,0

მსოფლიო მასშტაბით 100,0 100,0 100,0 100,0

როგორც ცხრილიდან ჩანს, მეცნიერების დაფინანსებაში ლიდერობენ აშშ და ევროპა, მაგრამ


მომავალში შეიმჩნევა ამ სფეროს დაფინანსების კლების ტენდენცია. ჩინეთს ახასიათებს
პრინციპულად განსხვავებული ტენდენცია, რომლის მიხედვით ხდება კვლევების დაფინანსების
ზრდა პერსპექტივაში. აქ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე
დანახარჯების ზრდის ტემპები წინ უსწრებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს. მეცნიერ მუშაკთა
რიცხოვნობა ბოლო წლებში გაიზარდა 77% -ით. ეს აიხსნება იმით, რომ ჩინეთისთვის
აქტუალური ამოცანაა გახდეს მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
სფეროში. ცნობილია, რომ ჩინეთის პატენტების რიცხვი მსოფლიოს პატენტების საერთო
მოცულობაში ყოველწლიურად მატულობს. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ საერთო
ტენდენცია გახდა აზიის ქვეყნების დომინირება მეცნიერების დაფინანსებაში ევროპასა და აშშ-
თან შედარებით. გლობალური ეკონომიკის პირობებში უნივერსიტეტების ძირითად ამოცანად
რჩება სპეციალისტების ისეთი გენერაციის მომზადება, რომელიც შეძლებს მსოფლიოში
პერმანენტულად მიმდინარე ცვლილებების მართვას. ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ
ამ პირო- ბებში ადამიანს 3-5-ჯერ მოუწევს პროფესიის შეცვლა. უკანასკნელ წლებში
საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლებამ ხელი შეუწყო დასავლეთისა და
აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას, სტატისტიკა მოწმობს, რომ აშშ-ს,
გერმანიისა და იაპონიის ეროვნული შემოსავლების 40-60%-ით გაზრდას სწორედ მუშაკების
ცოდნის დონე უზრუნველყოფს. ცოდნის კერად კი უნივერსიტეტებს მიიჩნევენ, სადაც
სპეციალისტების მიერ მიღებული განათლება ეროვნული ეკონომიკების
კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. აღნიშნული ამოცანების მისაღწევად
საერთაშორისო უმაღლეს სკოლაში ხდება ტრანს- ფორმაციები, რომელიც ეხება სწავლების
ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. უნივერსიტეტები უფრო მეტ ადგილს უთმობენ თეორიული
ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, რაც ხელს უწყობს მომავალი სპეციალისტების პროფესიულ
ადაპტირებასა და ზრდას, უვითარებს მათ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ამ მიზნით თეორიის
ილუსტრირება ე.წ. case-studies და საქმიანი თამაშების (games business) მეშვეობით ხდება,

121
რომლებიც შესრულებულია კომპიუტერულ ან „ხელით“ ვერსიაში. ამ მეთოდების მეშვეობით
სტუდენტები საწარმოო, მარკეტინგულ, ფინანსურ და კომპანიის საქმიანობის სხვა სფეროების
პრაქტიკულ ასპექტებს შეისწავლიან. სწავლების გლობალიზაციის კიდევ ერთი ახალი ფორმაა
საქმიან თამაშში, ჩატის რეალურ რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტების ჩართვა, რაც
ხშირად ხდება პრაქტიკაში თანხის წინასწარი გადახდის პირობით. აღსანიშნავია, რომ
გლობალიზაციის პრობლემების შესწავლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი
მსოფლიოს, ცალკეული ქვეყნების განვითარების იმ ძირითადი სცენარების გააზრებისა და
გაანალიზების საშუალებას იძლევა, რომელიც მოსალოდნელია უახლოეს პერსპექტივაში.
აღნიშნული ტენდენციების ცოდნა რეალური გამოცდილების წყაროა, რაც დიდ სარგებლობას
მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას იძენს
უნივერსიტეტების როლი რეგიონების განვითარების საქმეში, რომელთა ამოცანაა არა მარტო
გლობალური ამოცანების, არამედ ეროვნული ამოცანების გადაწყვეტა. უნივერსიტეტები დღეს
მოიაზრება რეგიონების განათლების, მეცნიერების და კულტურის ცენტრებად, რომელთა
პრობლემებია ინდუსტრიული კულტურის, ტექნოგენური ცივილიზაციის კრიზისის
გადალახვა, ახალი კულტურის, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნება და
განვითარება და სხვა. გლობალიზაციის ეპოქაში მეცნიერების მხარდაჭერისა და განვითარების
ფორმები მუდმივად იცვლება. ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებები ამ ფონდების
ინვესტიციებით ხორციელდება: მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებების მნიშვნელოვანი
ნაწილის მხარდაჭერა, რომლის განადგურება, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰ. ჰოფმანის
სიტყვებით, “მსოფლიო ცივილიზაციას ნგრევით ემუქრებოდა”1; კლებულობს “ტვინების
გადინება”; სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები პერსპექტიული კვლევების შესახებ ინფორმირების
გამო, ბუნებრივად ერთვებიან ამ ინტეგრაციულ პროცესში. არაერთხელ აღინიშნა
პუბლიკაციებში, რომ “ტვინების გადინებას” ხშირ შემთხვევაში არ იწვევს ქვეყნის რთული
ეკონომიკური მდგომარეობა. იგი უფრო უკავშირდება მეცნიერ მუშაკის საქმიანობის სფეროს,
სადაც მას სჭირდება სათანადო დონეზე ექსპერიმენტების ჩატარება, ინფორმაცია ახალი
კვლევების შესახებ, კონტაქტები მოწინავე კვლევით ცენტრებთან და ა.შ. ამ შემთხვევაში
გრანტები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ეს არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი
ვარიანტი. მსოფლიო პრაქტიკაში ამ პრობლემისადმი არსებობს ორი მიდგომა: პირველია,
მეცნიერთა დაბრუნება სამშობლოში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ან ლაბორატორიის
ხელმძღვანელობის, ფინანსური სტიმულების პირობით; მეორეა ნაწილობრივად დაბრუნების
უზრუნველყოფა, ანუ ლექციების ციკლის ან კვლევების გარკვეული ნაწილის ჩატარება
სამშობლოში. მოწვევის ინიციატივას მთავრობის გარდა, თავის თავზე იღებენ სამეცნიერო
სტრუქტურებიც. თანამშრომლობის არეალი საერთაშორისო დონეზე ფართეა, მაგრამ
საქართველოსთვის დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე მისაღებია მისი შემდეგი
მიმართულებები: მცირე მეცნიერტევადი ბიზნესის განვითარება; ინოვაციური კლასტერების
ფორმირება და ერთობლივი სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა უნივერსიტეტების ბაზაზე.
პირველი მიმირთულება გულისხმობს ქვეყანაში მცირე მცირე ბიზნესის განვითარებას, რომლიც
(ნოუ-ჰაუს) კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით საზღვარგარეთის
სხვადასხვა ფონდები სთავაზობენ მასწავლ პროგრამებს ტექნოლოგიური მენეჯმენტისა და
ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, რომელთა დანიშნულებაა პრაქტიკული დახმა-
რების გაწევა ამ საპასუხისმგებლო და რთულ საქმიანობაში. გამოკითხვების მასალები მოწმობს
122
იმაზე, რომ ამ პროგრამებში მონაწილე ფირმების 53-73% თვლის, რომ პროგრამებმა ხელი
შეუწყვეს მათი ბიზნესის განვითარებას. მეორე მიმართულება ინოვაციური კლასტერების
ფორმირება დღეს აქტიურად ვითარდება საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისი მიზანია პილოტური
პროექტების შემუშავება ეკონომიკური ზონებისა და ტექნოპარკების ბაზაზე. კლასტერებმა ხელი
უნდა შეუწყონ კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას, მათ შორის ინოვაციებისადმი,
ტექნოლოგიებსა და ნოუჰაუსადმი ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით. ეს ის მიზეზებია,
რომელიც განპირობებულია აკადემიური და დარგობრივი მეცნიერებების ქრონიკული
დაუფინანსებლობით, სამრეწველო წარმოების შემცირებისა და სამეცნიერო კადრების
გადინებით. ყოველივე ამან ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა სამეცნიერო საქმიანობის
შედეგებზე, რამაც რიგ მეცნიერთა პროტესტიც გამოიწვია.
1. კრეატიული კონკურენტუნარიანი ცოდნა გლობალიზაციის პირობებში
გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში წარმატების
წინაპირობად იქცა კრეატიული კონკურენტუნარიანი ცოდნა. ამიტომაც, ცალკეული ქვეყნის
გლობალური კონკურენტუნარიანობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გახდა მის
საზღვრებში დაგროვილი ცოდნის დონე, ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც
უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების დაჩქარებას. ცოდნის
მაღალი დონე მიიღწევა განათლების სისტემის სრულყოფით, სამეცნიერო-კვლევითი
საქმიანობის სტიმულირებით, ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენით,
გონებრივი შრომის მუშაკთა ხვედრითი წონის ზრდით და ყოველივე ამის შედეგად,
საზოგადოების ზოგადი და სპეციალური ცოდნის დონის ამაღლებით. ცნობილი ამერიკელ
მეცნიერის - პიტერ დრუკერის აზრით, «ცოდნა არის ყველაფერი». ერთი შეხედვით მოცემული
ფორმულირება ძალიან მარტივია, მაგრამ მის შინაარსში აკუმულირებულია ცოდნის დიდი
როლი და მნიშვნელობა მსოფლიო ცივიიზაციის განვითარებაში. ცოდნა ისტორიულად
არსებობობდა, არსებობს და კვლავაც იარსებებს. მაგრამ, იმ ადრეულ საუკუნეებსა და
დღევანდელობას შორის ის განსხვავებაა, რომ დღეს მსოფლიო დგას ცოდნის საზოგადოების
ფორმირების კარიბჭესთან, რომლის სიმბოლო მაღალი განათლების მქონე ადამიანია, მაშინ კი,
განათლებული, გონებრივი შრომის ადამიანი იმდენად იშვიათი იყო, რომ მხოლოდ
საზოგადოების «ძვირფას სამკაულად» აღიქმებოდა. ამჟამად მსოფლიოში გონებრივი შრომის
მუშაკები მთელი შრომითი რესურსების მესამედს შეადგენენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 15-
20 წლის შემდეგ მათი წილი შრომისუნარიანი მოსახლეობის 2/3 გახდება. არავინ იცის, როგორ
გაგრძელდება ეს პროცესი შემდეგში, რა კავშირში იქნება ცოდნა და მცოდნე ადამიანი
ეკონომიკასთან, პოლიტიკასთან, ადამიანურ ფასეულობებთან. დღეს ცხადია მხოლოდ ერთი
«უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში მოხდა საზოგადოებრივ – ეკონომიკური
განვითარების პარადიგმის რადიკალური შეცვლა, მსოფლიოში ჩამოყალიბდა ახალი
მიმართულება – ცოდნის ეკონომიკა. დღევანდელი სწრაფი გლობალიზაციის პირობებში
მაღალი ტემპებით ვითარდება ის ქვეყანა, რომელსაც შესწევს უნარი სწრაფად მოიპოვოს
ინფორმაცია მსოფლიოში დაგროვილ ცოდნაზე და მისი პრაქტიკული რელიზაციის
საფუძველზე უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოება.
ცოდნა ცვლის ეკონომიკას, ტექნოლოგიას, ადამიანს და სოციუმს. XXI საუკუნის საწყის ეტაპზე
ყალიბდება ცოდნის საზოგადოება, მსოფლიო არენაზე გამოდის ცოდნაზე დაფუძნებული
ეკონომიკა, რომელიც კარდინალურად განსხვავებული და ეფექტიანი იქნება წინა საუკუნის
123
ეკონომიკასთან შედარებით. ცოდნის კატეგორია მრავალწახნაგოვანია. სხვადასხვა მეცნიერებაში
– ბიოლოგიაში, ეკონომიკურ თეორიაში, კიბერნეტიკაში, ფილოსოფიაში და ა.შ., ამ ტერმინის
შინაარსი არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ცოდნაში იგულისხმება თავმოყრილი და დაჯგუფებული
მონაცემები, ზოგჯერ მათი მიღების პროცედურები, ზოგჯერ სხვადასხვა თეორიული კონცეფცია
და ა.შ. ცოდნის პირველი განმარტება ანტიკური დროის ფილოსოფოსებმა მოგვცეს. ცოდნის
შესახებ პირველი კონცეფციის ჩამოყალიბებაც ძველ ბერძენ ფილოსოფოსს პლატონს ეკუთვნის.
მართალია, მას შემდეგ ამ კონცეფციამ ბევრი ცვლილება განიცადა, მაგრამ ცოდნასთან
მიმართებით პლატონის მიერ გამოყენებული ტერმინების ნაწილი დღესაც გამოიყენება.
საყურადღებოა, რომ ცოდნის უნივერსალური განმარტება დღესაც არ არსებობს. ყველაზე უფრო
ლაკონურად და აბსტრაქტულად მისი განმარტება მოგვცა ფრიც მახლუპმა:«ცოდნა არის
რეალურ ან სავარაუდო სამყაროს ნაწილებზე წარმოდგენის ნებისმიერი ფორმა. ცოდნა
მჟღავდება ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმებში, წესებსა და პროცესებში, ინახება
დოკუმენტებსა და არქივებში. ცოდნის შექმნით რაღაც იცვლება და თვითონაც ხდება რაღაცის
შექმნის მიზეზი, ანდა უფრო ეფექტიანი ქმედების განხორციელების პირობა. ცოდნა მოიცავს
როგორც თეორიულ, ისევე პრაქტიკულ შემეცნებას, აგრეთვე, ყოველდღიური ქცევის წესებს,
ეყრდნობა ინფორმაციას და მისგან განსხვავებით, აუცილებლად უკავშირდება კონკრეტულ
ადამიანს, როგორც მის შემქმნელს. ჩვენი აზრით, ვიწრო გაგებით ცოდნა არის მონაცემებისა და
ინფორმაციის ფლობა, რასაც განეკუთვნება რწმენა და მორალური ფასეულობები, იდეები და
გამოგონებები, თეორიები, წესები, დამოკიდებულებები, ცნებები, წარსულის გამოცდილება და ა.
შ. ყველაზე მიღებულია ცოდნის დაყოფა ფორმალიზებულ და არაფორმალიზებულ ცოდ- ნად.
ფორმალიზებულია ის ცოდნა, რომლის კოდიფიცირება და ერთი ადამიანიდან მეორე
ადამიანზე გადაცემა ფორმალური, სისტემური ენის მეშვეობით შეიძლება. ფორმალიზებულ
ცოდ- ნის ნიმუშებს შესაძლებელია შეეხო, ნახო, მოუსმინო და მოხერხებულად მართო.
კომპანიებში ცოდნის 20% ფორმალიზებულ ცოდნას მიეკუთვნება. ასეთ ცოდნას შეიცავს
მოხსენებები, მითითებები, წერილები, სურათები, მონაცემთა ბაზები, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები და სხვა მატერიალური ფორმები. იყველა აღნიშული ცოდნის ნიმუში, ანუ
არტეფაქტია. განსხვავებით ფორმალიზებული ცოდნისაგან, არაფორმალიზებული ცოდნა
პრაქტიკით შეიძინება და ერთი ადამიანიდან მეორეზე მისი გადაცემა ნაწილობრივ შეიძლება.
არაფორმალიზებული ცოდნა ადამიანის მეხსიერებაშია, ქვეცნობიერშია, ამიტომ, მისი
გამოვლენა რთულია, ხშირად კი შეუძლებელიც. მას მიეკუთვნება უნარი, ინტუიცია,
გამოცდილება, შეხედულება და სხვა. არაფორ- მალიზებული ცოდნა რომ არ დაიკარგოს,
საჭიროა მისი სწრაფი ფორმალიზება, ანუ ჩაწერა. ამერიკელი მეცნიერი ე. პალანუი
ფორმალიზებულ ცოდნას აშკარა ცოდნად, ხოლო არაფორმალიზებულ ცოდნას ფარულ ცოდნად
მიიჩნევს, ბ. მილნერი მათ ყოფს სახეობებად და ასკვნის, რომ აშკარა ცოდნა არის ის ცოდნა,
რომელიც ზუსტად არის განსაზღვრული და შენახული, ფარული კი არის ის ცოდნა, რომელიც
ძნელად ფორმალიზდება და ინახება. კარლ ვიიგი კი ცოდნას შემდეგ 4 კატეგორიად ყოფს:
იდეალისტური ცოდნა, სისტემური ცოდნა, პრაქტიკული ცოდნა, ავტომატური ცოდნა.
იდელისტურ ცოდნაში იგი გულისხმობს საერთო მსოფლმხედველობას, მიზნებს და ცნებების
სისტემას, სისტემურ ცოდნაში – სისტემების, სქემების და მეთოდების ცოდნას, პრაქტიკულ
ცოდნაში – გადაწყვეტილების მიღების ცოდნას, ხოლო ავტომატურ ცოდნაში – ცოდნას,
რომელსაც ვიყენებთ ყოველგვარი ლოგიკური მსჯელობის გარეშე. ლეკლერომი კი გვთავაზობს
124
ცოდნის 5 კატეგორიად კლასიკაციას: ინტელექტუალური ცოდნა, განივთებული ცოდნა,
კულტურაში ასახული ცოდნა, ჩაშენებული ცოდნა, კოდირებული ცოდნა. ამ მოკლე
მიმოხილვიდან ნათლად ჩანს, რომ ცოდნის არსის გაგებასა და მისი სახეობების
კლასიფიკაციაში მკვლევარებს შორის ჯერ კიდევ არაა ერთიანი აზრი ჩამოყალიბებული.
დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა ცოდნის მართვის შინაარსის გაგების მხრივაც.
მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ ცოდნის მართვა ფაქტობრივად შეუძლებელია,
შესაძლებელია მხოლოდ ქცევის მართვა. ადამიანები ჩართულები არიან საქმიან პროცესებში და
ცდილობენ გამოიყენონ ქცევითი აქცენტები. მათ უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ქცევა არის
შეცნობის ყველაზე კომფორტული ჩარჩო იმ ურთიერთობის გაგებისათვის, რომელიც მყარდება
საქმიან პროცესებსა და ცოდნის ნაკადებს შორის. ჩვენი აზრით, ყველაზე მისაღებია ცოდნის
მართვის ისეთი განმარტება, სადაც იგი მიჩნეულია როგორც ცოდნის შექმნის, გამოვლენის,
შენახვისა და ეფექტიანი გამოყენების პირობების ფორმირების პროცესი. ცოდნის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი საკმაოდ ძვირადღირებული
საქონელია. იმ შემთხვევაში, როცა ცოდნა ყიდვა-გაყიდვის ობიექტად იქცევა, იგი ისეთივე
საქონლია როგორც მატერიალური საქონელი და მომსახურება. ცოდნის თავისებურებაა ისიც,
რომ იგი ადამიანის პირველადი მოხმარების საქონლისაგან განსხვავებით, უფრო გვიან ჩაერთო
საქონელგაცვლით ურთიერთობებში. დღევანდელი ინოვაციური ეკონომიკის პირობებში ცოდნა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქონლის როლში გამოდის, რადგან მის გარეშე შეუძლებელია
კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება. გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ ცოდნის
მწარმოებელია მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების დარგები, ჩვენი აზრით არასწორია.
ცოდნა იწარმოება აგრეთვე ისეთ დარგებში, როგორიცაა: ხელოვნება, კულტურა, რელიგია და
სხვ. ცოდნის როგორც სპეციფიკური საქონლის თავისებურებები, შეიძლება ჩამოყალიბდეს
შემდეგნაირად: ¾ ჩვეულებრივი საქონელი იქმნება ადამიანის შრომის შედეგად ბუნებრივი
რესურსების გარდაქმნით, ხოლო ცოდნა იქმნება ადამიანის ნიჭით, ინტელექტით, გონებით,
აზროვნებისა და შემეცნების უნარით და ა. შ.; ¾ ჩვეულებრივი საქონელი გამყიდველიდან
მყიდველზე გადადის სამუდამოდ, ხოლო ცოდნა გაყიდვის შემდეგაც გამყიდველთან რჩება და
მას მისი გამოყენების საშუალება ეძლევა; ¾ ჩვეულებრივი საქონელი მისი გამოყენების
პროცესში თანდათანობით კარგავს სამომხმარებლო თვისებებს, ცვდება და ბოლოს
ამორტიზდება. ცოდნა კი მისი გამოყენების პროცესში არა თუ არ ცვდება, არამედ, პირიქით,
სულ უფრო ვითარდება, ივსება, მდიდრდება და წარმოშობს ახალ ცოდნას; ¾ მატერიალური
დოვლათისაგან განსხვავებით, ცოდნის ექსპორტირება უფრო ნაკლები დანახარჯებითაა
შესაძლებელი; ¾ ჩვეულებრივი საქონლისაგან განსხვავებით, ცოდნა საყოველთაო, მასობრივი
მოხმარების საქონელია; ¾ ჩვეულებრივი საქონლისაგან განსხვავებით ცოდნის გასაჩუქრება,
არენდით გაცემა, დაგირავება და კონფისკაცია შეუძლებელია; ¾ ცოდნა, როდესაც იგი
ორიგინალურ ხასიათს ატარებს, მონოპოლიური თვისებისაა და მონოპოლიური ფასით იყიდება,
განსხვავებით ჩვევლებრივი საქონლისაგან. ცოდნის ნიმუშები (არტეფაქტები) მუდმივად
მოძრაობს და ქმნის ცოდნის ნაკადებს, რაც მოიცავს განსაზღვრულ პროცესებს, ღონისძიებებს,
აქტიურობებს, რომლის მეშვეობითაც მონაცემები, ინფორმაცია, ცოდნა გადადის ერთი
მდგომარეობიდან მეორეში. ცოდნის ძირითადი მოდელი ცოდნის ნაკადებს განიხილავს
აქტიურობის 4 ძირითად ფაზაში: ცოდნის შექმნა, შენახვა, გადაცემა და გამოყენება. ¾ ცოდნის
შექმნა. მოიცავს საქმიანობას, დაკავშირებულს ცოდნის ახალ სისტემაში შესვლასთან. ასევე
125
ცოდნის განვითარებას, აღმოჩენას და მოპოვებას. ¾ ცოდნის შენახვა. მოიცავს ყველა იმ
საქმიანობას, რომელიც იცავს და ინახავს ცოდნას, და ნებას გვრთავს ერთხელ შეცნობილი
სამუდამოდ დარჩეს მეხსიერებაში. იგი ასევე მოიცავს ისეთ აქტიურობებს, რომელიც სისტემის
შიგნით უნარჩუნებს ცოდნას სიცოცხლისუნარიანობას. ¾ ცოდნის გადაცემა. ცოდნის
ნაკადებთან დაკავშირებულ აქტიურობებს ეხება, რომელიც ერთი მიმართულებიდან მეორისკენ
მიედინება. ის მოიცავს კომუნიკაციას, თარგმნას, საუბარს, დახმარების გაწევას და სხვა. ¾
ცოდნის გამოყენება. იგი გულისხმობს ისეთ აქტიურობებს და ღონისძიებებს, რომელიც
დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასა და საერთოდ შრომით პროცესში ცოდნის
გამოყენებასთან.
ცოდნის ნიმუშების უმრავლესობა ბუნდოვანია, დიდი ნაწილი კი ინერტული. მათ არ
შეუძლიათ მოქმედება ადამიანის ანდა ადამიანთა ჯგუფების (ორგანიზაციის) გარეშე. სწორედ
ადამიანები არიან ქმედითი აგენტები, ისინი მოქმედებენ და გვიმჟღავნებენ ქცევებს ცოდნის
ნაკადების ფარგლებში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ცოდნის მეცნიერება განიხილავს აგენტების სამ
სახეობას: ინდივიდუალურს, ავტომატიზებულს და ორგანიზაციულს. მათ შორის ყველაზე
აქტიური ინდივიდუალური აგენტია (ადამიანი), რომელიც მოქმედებს როგორც აქტიური ძალა,
რათა რაიმე ცვლილება მოახდინოს. ტერმინი «ინდივიდუალური» არ გულისხმობს მხოლოდ
ერთპიროვნულ ქცევას, ის არის კომპლექტი ადამიანთა ქცევებისა, რაც შეიძლება ყველა
ინდივიდს განსხვავებული ჰქონდეს. მხოლოდ ინდივიდუალურ აგენტს აქვს უნარი
უზრუნველყოს ცოდნის შექმნა – განვითარების, შენახვის, გადაცემისა და გამოყენების ყველა
ასპექტი დანარჩენი ორი აგენტისაგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე. ავტომატურია ის
აგენტები, რომელთაც შეუძლიათ ცოდნის არტეფაქტების დაგროვება, გადაცემა და გამოყენება.
ორგანიზაციული აგენტები შეიძლება მოიცავდეს დანარჩენ ორ აგენტს, რადგან
ორგანიზაციული აგენტი მთელ ორგანიზაციას მოიცავს. ორგანიზაციის ფასეულობათა სისტემა
ქმნის ძლიერ საფუძველს ორგანიზაციული აგენტების სიცოცხლის უნარიანობისთვის.
ორგანიზაციის ფასეულობათა სისტემა გავლენას ახდენს ორგანიზაციის წევრთა, როგორც
ინდივიდთა, ასევე ჯგუფების ქცევაზე. პრინციპები და პრაქტიკა, რომელიც ქმნის
ორგანიზაციის ფასეულობებს, არასდროს არ არის კოდიფიცირებული, ის ბუნებრივად
ყალიბდება. ცოდნის ნაკადების მართვა არის მენეჯმენტის თანამედროვე და მეტად სწრაფად
გან- ვითარებადი მიმართულება. იგი მოიცავს ცოდნის ტრანსფორმაციის ზემოთგანხილულ
ოთხივე საფეხურზე მიმდინარე პროცესების მენეჯმენტს. ცოდნა ფასეული რესურსია.
თანამედროვე კომპანიები უფრო და უფრო ცდილობენ აითვისონ ახალი ცოდნა და
მაქსიმალურად გამოიყენონ იგი. ეს ნაკარნახევია: ¾ საბაზრო მოთხოვნების სწრაფი და
არაპროგრამირებადი ცვლილებებით. ¾ გლობალური კონკურენციით, რომელიც კომპანიებიდან
ისეთ ნოვატორობას მოითხოვს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ უახლესი ცოდნის
სრული გამოყენებით; ¾ ინდივიდუალური მომხმარებლების სპეციფიკური მოთხოვნილებების
დაკმაყო- ფილების აუცილებლობით და ა. შ.
კომპანიები ცოდნას ადრეც იყენებდნენ, მაგრამ იგი ამჟამად მათი გადარჩენისა და განვითარების
ძირითად საშუალებად იქცა. კომპანიები, რომლებიც გლობალურ სივრცეში ოპერირებენ და
რომლებიც ასეთი მასშტაბების გამო, ურთულეს პრობლემებს აწყდებიან, მათ გადაჭრას
მხოლოდ ცოდნის, ახალი გამოცდილების, ინოვაციების გამოყენებით ახერხებენ. ამ საკითხებს
ჯერჯერობით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ შიგა ბაზარზე მომუშავე ფირმები. დღეს თუ არა
126
ხვალ, ყველა კომპანიას, განუსაზღვრელად იმისა, გარე თუ შიგა ბაზარზე იმუშავებს, დაჭირდება
უახლესი ცოდნის ათვისება, გამოყენება და მართვა, რომლის წინაშე ორი ამოცანა დგას:
1. ცოდნის გამოყენება მწარმოებლურობის ასამაღლებლად;
2. ინოვაციური სიახლეების ახალი პროდუქტების და მომსახურების შექმნა. პირველმა
ამოცანამ მიიღო სახელწოდება - «გააკეთე ის, რაც საჭიროა», მეორემ კი - «გამოიგონე
თვითონ».
პირველი ცოდნა გამიზნულია გამოყენებისთვის, მეორე ცოდნა კი - კვლევებისთვის, ანუ
ცოდნიდან ახალი ცოდნის შექმნისთვის. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ამ პროცესებს
მაკრო და მიკროდონეზე სათანადო მართვა სჭირდება. ცოდნის მეცნიერების სფეროს ბევრი
თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი ფიქრობს, რომ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცოდნას და მის
მართვას უფრო დიდი ღირებულება აქვს, ვიდრე მწარმოებლურობასა და ეფექტიანობაზე
ორიენტირებულ ცოდნას. ამის მიუხედავად, პროდუქტების უმრავლესობა უფრო მეტად ამ
უკანასკნელზეა ორიენტირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები მოკლევადიან ეფექტებზე
უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე გრძელვადიანზე რასაც, მათ ინოვაციები მისცემს.
ცოდნის მართვისადმი ყველაზე ეფექტიანია ის მიდგომა, რომელიც ცოდნის ყველა
კომპონენტის – ორგანიზაციული, ადამიანური და ტექნოლოგიური – ინტეგრირებას ახდენს.
ადამიანური ფაქტორი (ქცევა, ფასეულობები, კავშირების დონე და სხვა) განსაზღვრავს ცოდნის
მართვის დონეს. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ ფაქტორს ანგარიშს არ უწევს
განწირულია. ცოდნის მართვის ფუნქციის ცენტრალური ამოცანაა მოწინავე გამოცდილების
მუდმივი ძიების გზით დამატებითი რესურსების გამოვლენა და გამოყენება. ჩვეულებრივად
კომპანია იყენებს ცოდნის ისეთ სახეობებს, როგორიცაა: პროფესიული ცოდნა, მუშაკთა
პრაქტიკული გამოცდილება, შემოქმედებითი გადაწყვეტილებები და სხვა. კომპანია რომ გახდეს
ცოდნაზე დაფუძნებული, მან უნდა შექმნას ცოდნის უწყვეტი სპირალი, რომელიც მუდმივად
უნდა ახლდებოდეს და ახალ-ახალ დონეზე ადიოდეს. ამ საკითხის ეფექტიანი გადაწყვეტა
უკავშირდება კომპანიაში უწყვეტი სწავლების პრაქტიკის დანერგვას. ეს საკითხი უნივერსალურ
დონეზეა გადაწყვეტილი იაპონურ კომპანიებში. ცოდნის მართვის უნივერსალური მოდელი
ჯერჯერობით არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მისი საბაზო პრინციპები. მეცნიერება ცოდნის
შესახებ, მისი ეკონომიკა, მართვა, ორგანიზაცია ამჟამად იქმნება და დიდი მანძილია ამ
მეცნიერების ფუნდამენტალურ დალაგებამდე. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩამოყალიბდება
ცოდნის საზოგადოება, ცოდნაზე დაფუძნებული სოციალური წყობა.

127
თავი 10. სახელმწიფოთა სუვერენიტეტი გლობალიზაციის ეპოქაში

სუვერენიტეტი: სახელმწიფოთა არსებობისათვის აუცილებელი პირობა

თუკი იმ აზრს გავიზიარებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღეს ძირეული თვისობრივი


ცვლილებები მიმდინარეობს, მაშინ ლოგიკურია მივიჩნიოთ, რომ ყოველივე ეს იწვევს
არანაკლებ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ წესებში, რომლებიც არეგულირებენ პოლიტიკური
ურთიერთქმედების მონაწილეთა ქცევას და ქმნიან თანამედროვე საერთაშორისო
ურთიერთობების განსაზღვრულ სამართლებრივ-პოლიტიკური რეჟიმს.
ვესტფალიის სისტემის მთელი არსებობის მანძილზე მიმდინარეობდა დისკუსია საერთაშორისო
სამართლის ეფექტურობისა და ზოგადად არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ. მკვლევართა
ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ საერთაშორისო სამართალს უნდა შეესრულებინა საერთაშორისო
ურთიერთობებში სახელმწიფოთა ქცევის განმსაზღვრელი როლი, მეორე ნაწილის აზრით კი ეს
იყო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქციის ლეგალისტური
არგუმენტი.
არც თუ ისე იშვიათად, საერთაშორისო სამართალს ადარებენ საგზაო მოძრაობის წესებს,
რომელსაც აღიარებს ამ მოძრაობის ყველა მონაწილე საერთო უსაფრთხოების გარანტიების
შესაქმნელად. სახელმწიფო სამართალში ეს ნორმები დაცულია სახელმწიფოს, როგორც „საერთო
საგზაო ინსპექტორის“ არსებობის წყალობით. საკმაოდ მაღალია წესების დამორჩილების
ხარისხი საერთაშორისო კერძო სამართალში, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს
არასახელმწიფო ტრანსნაციონალური ურთიერთობების მონაწილეთა შორის - ცალკეულ
მოქალაქეთა, კომპანიებს, ორგანიზაციებს და ა.შ. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა,
კავშირგაბმულობა, ტურიზმი. აქ ეფექტურობა უზრუნველყოფილია წესების დამრღვევის
საერთაშორისო ურთიერთობებიდან გარიყვის საკმაოდ დიდი ალბათობით, რასაც მოყვება
შესაბამისი უარყოფითი ეკონომიკური თუ სახის შედეგები კომპანიებისათვის, იურიდიული თუ
ფიზიკური პირებისათვის.
რაც შეეხება საერთაშორისო საჯარო სამართალს, რომლის გამოყენების სფეროსაც
საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენს, იგი ხასიათდება შესრულების
უფრო ნაკლები ალბათობით. დიდწილად ეს იხსნება ზესახელმწიფოებრივი „უზენაესი
მსაჯულისა და აღმასრულებლის“ არარსებობით. საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითად
ბირთვს წარმოადგენს არსებული ხელშეკრულებები, რომელთა დანიშნულებაცაა
სახელმწიფოთა შორის სამხედრო დაპირისპირების გამორიცხვა. მიუხედავად ამისა,
სისტემატური საომარი კონფლიქტები და მსხვილმასშტაბიანი ომები საერთაშორისო
ურთიერთობათა ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც სახელმწიფოთა
მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდები. ზოგადად, საერთაშორისო საჯარო სამართლის
მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ სკეპტიკური, ზოგჯერ ცინიკურიც კი იყო.
ინარჩუნებდა რა უცვლელად გარკვეულ პრინციპებს, საერთაშორისო სამართალი ვითარდებოდა
და ახდენდა ადაპტირებას საერთაშორისო ურთიერთობების კონკრეტული ეტაპების
სპეციფიკისადმი. უკანასკნელ ხანებში, განსაკუთრებით „ცივი ომის” დასრულების შემდეგ,
იწყება გადასინჯვა მთელი რიგი საბაზისო წესებისადმი მიდგომისა, რომლებმაც უნდა
მოახდინონ საერთაშორისო ცხოვრების რეგულირება ახალ პირობებში. სულ უფრო მეტი
128
სწავლული, ეყრდნობა რა მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ გლობალიზაციის ტენდენციას,
რომელშიც გარკვეულად მცირდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთიერთობების ხვედრითი
წონა არასახელმწიფოებრივი სუბიქტების როლის გაზრდის ხარჯზე,
მოითხოვს ახალი მიდგომების შემუშავებას. ისინი მართლზომიერად მიიჩნევენ, რომ
საერთაშორისო სამართლის ტრადიციული სფერო განხილული იყოს მსოფლიო
პოლიტიკის „რეჟიმების“ უფრო ფართო კონტექსტში. რეჟიმებში იგულისხმება იმ მკაფიოდ
ჩამოყალიბებული პრინციპების, ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილებათა მიღების
პროცედურების ერთობლიობა, რომელთა გარშემოც ხდება საერთაშორისო ურთიერთობების
კონკრეტულ მონაწილეთა ყურადღებისა და ძალების კონცენტრირება. მათი თვალსაზრისით, ამ
რეჟიმთა ერთობლიობა მსოფლიო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში შეადგენს „მსოფლიო
მენეჯმენტის“ საკმაოდ ამორფულ ორგანიზმს.
უპირველესად უნდა ვიმსჯელოთ „მსოფლიო მენეჯმენტის“ ფორმირების პროცესში მყოფ უფრო
ვიწრო წრეზე - უსაფრთხოების მწვავე პრობლემებზე, კერძოდ სუვერენიტეტისა და
სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა-არჩარევის საკითხების, ომის და მშვიდობის შესახებ,
რომლებიც დიდწილად განაპირობებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სისტემის
პოლიტიკურ-სამართლებრივ რეჟიმს, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობების დონეზე მაინც. ამ სფეროს აქტუალობა და მნიშვნელობა მკაფიოდ გამოავლინა
ბალკანეთის უკანასკნელმა კონფლიქტმა. ამასთანავე ხაზს გავუსვამთ, რომ არსებული
პრობლემა განიხილება არა იურისპრუდენციის სფეროს მკაცრ ჩარჩოებში, არამედ პოლიტიკის,
სამართლისა და მორალის ურთიერთქმედების უფრო ფართო კონტექსტში.
სუვერენიტეტის პრინციპს, ანუ სახელმწიფოს არდამორჩილებას რაიმე გარეგანი
ხელისუფლებისადმი, ტრადიციულად ფუძემდებლური მნიშვნელობა გააჩნდა საერთაშორისო
საჯარო სამართალში. საერთაშორისო სამართლის მოქმედების არეალი სრულდებოდა
სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებთან, რომლის შიგნითაც ყველა ემორჩილებოდა მხოლოდ
სახელმწიფოს იურისდიქციას. სუვერენიტეტის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარეობდა
ჩაურევლობის პრინციპი, როგორც სხვა სუბიექტების ვალდებულება არ ჩარეულიყვნენ
სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. რა თქმა უნდა,
აბსოლუტური სუვერენიტეტი არ არსებულა. სახელმწიფო, რომელიც დებდა საერთაშორისო
ხელშეკრულებას ან ხელმძღვანელობდა გარკვეული, საყოველთაოდ მიღებული წესებით,
შესაძლოა წასულიყო საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობაზე. მაგალითად,
უცხოური სახელმწიფოების დიპლომატიური ექსტერიტორიალურობის პრინციპი ანდა
მრავალი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულება შეასრულოს ადამიანთა უფლებების ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც საჩივარი შეაქვთ კონკრეტული სახელმწიფოს
მოქალაქეებს, ბუნებრივია, ზღუდავს სუვერენიტეტს. გლობალური რადიო და
ტელემაუწყებლობა, ინტერნეტი, იჭრებიან სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე
არსებითად ყოველგვარი ნებართვის გარეშე და არსებული ხელისუფლების სურვილის
საწინააღმდეგოდაც. მაგალითისათვის, ირანის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი
პარაბოლური ანტენების აკრძალვის შესახებ, პრაქტიკულად განუხორციელებელი დარჩა.
მსოფლიოს გლობალიზაცია საზღვრებს უფრო გამჭვირვალეს ხდის. მაგრამ აქვე ხაზი უნდა
გაესვას, რომ ზოგადად, სუვერენიტეტის პატივისცემა და ჩაურევლობის პრინციპი დიდი ხნის
მანძილზე საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედად წარმოადგენდა.
129
ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს უზენაესი, ამ ურთიერთობათა
მონაწილე ყველა მხარის მიერ აღიარებული ხელისუფალი და თეორიულად ყველა სახელმწიფო
თანასწორუფლებიანი თავისუფალია და თავის მოქმედებებში, XXს. დასაწყისამდე
სუვერენიტეტის გარეგან გამოვლინებად ითვლებოდა ნებისმიერი სახელმწიფოს უფლება
გამოეყენებინა სამხედრო ძალა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. მაგრამ 1928 წ. ბრიან-
კელოგის პაქტით, რომელსაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე 62 სახელმწიფომ მოაწერა ხელი,
ისტორიაში პირველად იქნა კოდიფიცირებული ნორმა, რომელიც კრძალავდა ძალის, როგორც
ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტის გამოყენებას. უფრო გვიან ეს დადასტურდა ნიურბერგის
ტრიბუნალის მიერ, რომელმაც ომი გამოაცხადა „უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად“.
მიუხედავად ამისა, ნათელი იყო, რომ ომის კანონგარეშედ მხოლოდ იურიდიული გამოცხადება
არ წარმოადგენდა მშვიდობის სრულ გარანტიას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მომზადების პერიოდში იყო მცდელობა
შემუშავებულიყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების - „საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ უფრო ქმედითი მექანიზმი. სხვა
სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უარყოფის ზოგადი დებულებები ჩამოყალიბდა II თავის მე-4
მუხლში: „გაერო-ს ყველა წევრი თავს იკავებს საერთაშორისო ურთიერ-
თობებში მუქარას ან ძალის გამოყენებას როგორც
ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ისე ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებ
ლობისწინააღმდეგ.“ მეორეს მხრივ, წესდება ითვალისწინებს საერთაშორისო მშვიდობისა და
უსაფრთხოების დამყარებასა და აღდგენას ინდივიდუალური ან კოლექტიური წესით, ანუ
უშვებს სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო
ძალით. VII თავი (მუხლები 39-42) კი ითვალისწინებს უსაფრთხოების საბჭოს
გადაწყვეტილებით „მშვიდობის იძულებას“, რაც შეიძლება მიღებულ იქნას მუდმივი წევრების
ვეტოს არარსებობის შემთხვევაში.
„ცივმა ომმა“ კი, რომელსაც ფაქტობრივად სათავე გაერო-ს წესდების მიღებისთანავე დაედო,
მოახდინა მშვიდობისა და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ბლოკირება საბჭოთა
კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის კონფრონტაციის შედეგად. 1946-90 წლებში გაერო-მ
მხოლოდ ორჯერ შესძლო გადაწყვეტილების მიღება, რომელიც „მშვიდობის დარღვევის“ ფაქტს
აფიქსირებდა. პირველ შემთხვევაში, 1950 წელს, ეს იყო კსდრ-ის წინააღმდეგ მიღებული
რეზოლუცია (№82), რომლის მიღებაც მხოლოდ იმით აიხსნება, რომ საბჭოთა კავშირის
წარმომდგენელი სხდომას არ ესწრებოდა. მეორეჯერ ეს მოხდა არგენტინის შეჭრასთან
დაკავშირებით ფოლკლენდის კუნძულებზე (რეზოლუცია 502). ამავე პერიოდში მხოლოდ ორი
სახელმწიფოს მოქმედება იქნა მიჩნეული „აგრესიულად“ (ისრაელი და სამხრეთ აფრიკა). ამ
ხანებში კი 80 სახელმწიფოთაშორისო ომი მიმდინარეობდა, შიდა კონფლიქტების ჩათვლით კი
მათი რიცხვი 300-ს აღწევდა.
1956 წელს ახლო აღმოსავლეთის კოფლიქტთან დაკავშირებით გენერალურმა ასამბლეამ შექმნა
პრეცედენტი რეზოლუციის მიღებისა „ერთიანობა მშვიდობის დაცვისათვის“ რომლითაც
შეიქმნა „გაერო-ს განსაკუთრებული ძალები“ და გენერალურ მდივანს მიანიჭა მათი გამოყენების
პრეროგატივა. მაგრამ „მშვიდობის შენარჩუნების“ ამ ძალების გამოყენება მკვეთრად
განსხვავდება „მშვიდობისიძულების“ პრინციპებისა- გან, რაც გათვალისწინებულია VII
თავით. „ცისფერი ჩაფხუტები“ გამოიყენე ბა როგორც ძალები დაპირისპირებულ მხარეთა
130
დასაშორიშორებლად დროებითი ზავის ან მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. როგორც წესი,
ამგვარ კონტიგენტებს იარაღის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ თავდასხმის ან საკუთარი
ოფიცრებისა და ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვისათვის.
ეს მექანიზმი მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი
წევრებისათვის, უპირველეს ყოვლისა სსრკ-სა და აშშ-სათვის, ვინაიდან იგი დამხმარე ძალა იყო
მოსკოვისა და ვაშინგტონის „კლიენტებს“ შორის კონფლიქტების „გასაყინად“, რაც არაერთხელ
მომხდარა, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში. იგი ასევე ხელს უშლიდა დიდ სახელმწიფოებს
ჩართულიყვნენ ამა თუ იმ კონფლიქტში, რომელში ჩარევაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მათ არ
სურდათ, მაგალითად კვიპროსზე.
იმავდროულად გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მათი ძალისა და სტატუსისაგან
დამოუკიდებლად, არაერთხელ გამოუყენებიათ სამხედრო ძალა ერთმანეთთან დაპირისპირების
დროს. ამის მიზეზად და გამართლებად მიიჩნევდნენ თავდაცვის უფლებას, უცხოეთში
საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას, სამოკავშირეო ვალდებულებებს,
დაპირისპირებული სახელმწიფოებისა თუ სახელმწიფოთა შიგნით არსებული ძალების მიერ
დახმარებისათვის მიმართვა (ამგვარი მიმართვა შესაძლოა მართლაც არსებულიყო ანდა
ხელოვნურად ეექმნათ. მაგ., ავღანეთის შემთხვევა) და ა.შ.
უსაფრთხოების საბჭოს ყველა წევრის კონსენსუსის აღდგენის პერსპექტივა გამოჩნდა „ცივი
ომის“ დასრულების შემდეგ ქუვეითის წინააღმდეგ ერაყის აგრესიის შედეგად. 1990წ. ნოემბერში
უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 678, რომელმაც უფლებამოსილება მიანიჭა გაერო-ს
წევრ ქვეყნებს გამოეყენებინათ „ნებისმიერი აუცილებელი საშუალება ქუვეითის
გასათავისუფლებლად“. სსრკ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.
ჩინეთმა თავი შეიკავა. ამგვარად ერთიანობის პრინციპის დაცვა მოხდა. 1991წ. იანვარში
კოალიციამ, როელსაც აშშ ედგა სათავეში და რომელშიც 29 ქვეყნის შეიარაღებული ძალები
შედიოდნენ, დაიწყეს ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“. ეს აქცია განიხილებოდა, როგორც
უსაფრთხოების საბჭოს ეფექტურობის აღორძინების დასაწყისი და საერთაშორისო
უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის კოლექტიური უზრუნველყოფის პირველი არსებითი
შემთხვევა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაერო-ს არ გააჩნია საკუთარი სამხედრო ძალები. სამხედრო-საშტაბო
კომიტეტს კი საერთოდ არ დაუწყია ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნა
გათვალისწინებული იყო წესდების 43 და 47 მუხლებით. ამიტომაც მსოფლიო უსაფრთხოების
შენარჩუნებისათვის გაერო-ს სანქციების აღსრულების ფუნქციის დელეგირება ხდება იმ
სახელმწიფოებზე, რომლებიც გამოხატავენ სურვილს და რომელთაც გააჩნიათ ამისათვის
აუცილებელი ძალები.
კოლექტიური ღონისძიებების რეალიზაციის მეორე, მაგრამ უფრო რთულ შემთხვევას
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის საქმეში გაერო-ს ეგიდით
წარმოადგენს ოპერაცია ბოსნიაში.
ამ შემთხვევაში გაერო-ს წევრი ქვეყნებმა კოლექტიური მოქმედებით მიაღწიეს დასახულ მიზანს
- II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის შეწყვეტას
და საფუძველი ჩაუყარეს ბოსნიის შესაძლებელ მშვიდობიან განვითარებას. ამასთანავე ეს
ოპერაცია მრავალი ასპექტით განსხვავდება „უდაბნოს ქარიშხლისაგან“.

131
ბოსნიის კონფლიქტი დიდწილად შიდა, ეთნიკური ხასიათის იყო, თუმცა მასში აქტიურად
იყვნენ ჩაბმულნი სერბეთი და ხორვატია. მისი არსებითი განმასხვავებელი ნიშანია მასშტაბური
ჰუმანიტარული ფაქტორის არსებობა - მეომარი მხარეების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის
მასობრივი ძალდატანებითი გადაადგილება - მუსლიმების, ხორვატების და სერბებისა,
რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, მოსახლეობის
გეგმაზომიერი განადგურება და ასევე საკვებისა და მედიკამენტების გარეშე განზრახ დატოვება.
ამ ოპერაციისათვის ასევე დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი დროის მანძილზე გაერო-ს
წევრების მხრიდან სრული მზადყოფნის არარსებობა შეეთავაზებინა საკუთარი თავი
უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად „ნებისმიერი ღონისძიებების გამოყენების“
შესახებ.
სპარსეთის ყურეში ამერიკის ინტერვენცია დიდწილად სტიმულირებული იყო მათი ზრუნვით
ამ რაიონიდან, კერძოდ ქუვეითიდან, ნავთობის უწყვეტ მოწოდებაზე. ბალკანეთზე ამერიკას
ამგვარი ინტერესები არ გააჩნდა. გარდა ამისა, ამერიკული საზოგადოება არ იყო მზად მხარი
დაეჭირა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალ ოპერაციაში ჩაბმისათვის, ვინაიდან ძლიერი
იყო გაერო-ს ეგიდით სომალიში ჩატარებული მეორე ოპერაციისაგან მიღებული შოკი. კიდევ
ერთ განსაკუთრებულ ნიშანს წარმოადგენდა ის, რომ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის
მოგვარებაში გაერო-ს სამხედრო ინსტრუმენტად იქცა ნატო.
ბოლოს, არათანმიმდევრული იყო რუსეთის პოზიცია. თავდაპირველად რუსეთს
წინააღმდეგობა არ გაუწევია უსაფრთხოების საბჭოში რეზოლუციის მიღებისათვის, მათ შორის
იმისათვის, რომელიც ითვალისწინებდა „ნებისმიერი აუცილებელი საშუალების“ გამოყენებას
მშვიდობის დასამყარებლად. მაგრამ შემდეგ უარყოფითად განეწყო ნატოსა და აშშ-ს როლის
გაზრდის მიმართ ბალკანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ
რუსეთი იმაზეც კი დათანხმდა, რომ მისი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი ფაქტობრივად
დამორჩილებოდა ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობას, ნათელი იყო, რომ უსაფრთხოების
საბჭოს რიგებში განხეთქილების პირობები შეიქმნა. რუსეთის პოზიცია ასევე არ იყო ნატო-ს
თანმთხვევი ერაყზე ახალ დარტყმებთან დაკავშირებით.
ამ მიზეზით ახალ ბალკანურ კრიზისთან - კოსოვოს პრობლემასთან დაკავშირებით, დასავლეთს
ერთის მხრივ და და რუსეთსა და ჩინეთს შორის მეორეს მხრივ, ურთიერთსაპირისპირო
პოზიციები ჩამოუყალიბდათ. რუსეთმა და ჩინეთმა მიიჩნიეს, რომ ეს კრიზისი იუგოსლავიის
შიდა საქმეს წარმოადგენდა. ამ მიზეზით ვერ მოხერხდა უსაფრთხოების საბჭოში სამხედრო
ოპერაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება. ნატო-ს საბჭოს განცხადებით, კოსოვოში სახეზე
იყო „ჰუმანიტარული კატასტროფის“ ყველა ნიშანი და ამდენად, ნატოს ძალებმა ოპერაცია
განახორციელეს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გარეშე. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ
დაადასტურა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს არაქმედითუნარიანობა.
ჰუმანიტარული ინტერვენცია
უკანასკნელ წლებში დასავლეთის როგორც პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო წრეებში მყარად
იკიდებს ფეხს დოქტრინა მსოფლიო თანამეგობრობის ჩარევის უფლების შესახებ სახელმწიფოს
შიდა საქმეებში არა მხოლოდ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის მიზნით,
არამედ ჰუმანიტარული მიზეზებითაც (Humanitarian Intervation). ინგლისელი მეცნიერის რ.
ვინსენტის შემოღებული განსაზღვრება ამ მოვლენისა დღეს კლასიკურად ითვლება: „ქმედებანი,
განხორციელებული სახელმწიფოს მიერ, ჯგუფების მიერ სახელმწიფოს შიგნით, სახელმწიფოთა
132
ჯგუფის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც ძალადობრივი ფორმით იჭრებიან
სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ეს არის კონკრეტული ქმედება, რომელსაც გააჩნია
დასაწყისი და დასასრული და რომელიც მიმართულია ჩარევის ობიექტი სახელმწიფოს
სახელისუფლო სტრუქტურების წინააღმდეგ. ის არ არის აუცილებლად კანონიერი ან უკანონო,
მაგრამ იგი არღვევს საერთაშორისო ურთიერთობების ჩვეულებრივ მოდელს.“ რაც შეეხება
„ჩარევას ჰუმანიტარული მიზეზებით“, „წითელი ჯვრის“ შემთხვევაში იგი განისაზღვრება,
როგორც „ჩარევა, მოტივირებული ჰუმანიტარული შეხედულებებით ადამიანთა გაჭირვების
შემსუბუქებისა და თავიდან აცილებისათვის.“
„ჰუმანიტარული მიზეზებით ინტერვენციის“ მომხრეები იხსენებენ ისტორიულ პრეცედენტებს.
ისინი მიიჩნევენ, რომ „ცივი ომის“ პერიოდშიც კი ცალკეული სახელმწიფოები
ახორციელებდნენ ჩარევის პოლიტიკას, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ პირადი, პირველ
რიგში სამხედრო-პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, საბოლოო ჯამში მაინც დადებითი
ჰუმანიტარული ეფექტი მოჰქონდა.
ამის მაგალითად ჩვეულებრივ მოჰყავთ ინდოეთის ჩარევა აღმ. პაკისტანში 1971 წელს.
აღმოსავლეთ პაკისტანელების საპროტესტო მოძრაობის ჩახშობამ ისლამაბადის მიერ
ადგილობრივ მოსახლეობაში ურიცხვი მსხვერპლი გამოიწვია, 9 მილიონზე მეტი ადამიანი კი
იძულებული იყო ინდოეთში გაქცეულიყო. ინდოეთმა ჯარები შეიყვანა და გაანადგურა აღმ.
პაკისტანის არმია, უზრუნველყო დევნილების დაბრუნება სამშობლოში. ყოველივე ამის
შედეგად შეიქმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში. რა თქმა უნდა, ინდოეთის
მოქმედებაში თვალსაჩინო იყო ტრადიციული მოწინააღმდეგის - პაკისტანის დასუსტების
სურვილი და ლტოლვილების პრობლემის გადაწყვეტა, რომელთა ყოფნაც ინდოეთის
ტერიტორიაზე მისი უსაფთხოებისათვის სასურველი არ იყო. მაგრამ ამის გათვალისწინებითაც
კი ინდოეთის ჩარევას უეჭველი ჰუმანიტარული ეფექტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა,
გენერალური ასამბლეის 105 წევრმა დაგმო ინდოეთის აქცია, როგორც სუვერენული პაკისტანის
საშინაო საქმეებში ჩარევა. უსაფრთხოების საბჭოს უფრო მკაცრი სანქციებისაგან ინდოეთი იხსნა
საბჭოთა კავშირის ვეტომ, რომელიც მოქმედებდა საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან
გამომდინარე.
მეორე ამგვარი ეპიზოდია ტანზანიის შეიარაღებული ძალების მიერ უგანდელი დიქტატორის
იდი ამინის დამხობა. ამინის მმართველობის დროს, 1971-79წწ. პერიოდში განადგურდა ამ
პატარა სახელმწიფოს 300 ათასამდე მცხოვრები. 1978წ. კი უგანდა წარუმატებლად შეეცადა
ტანზანიის ტერიტორიის ნაწილის ანექსირებას. აგრესიის უკუდგებისა და კონფლიქტის
დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტანზანიამ ჯარები შეიყვანა უგანდაში და ამინის
რეჟიმი დაემხო. ტანზანიას არ შეხებია გაერო-ს სანქციები, ვინაიდან ოპერაცია მოინათლა
„აგრესიის უკუდგების აუცილებლობით.“
რეალურად, ვიეტნამის ჯარების შეყვანამაც 1978 წელს კამბოჯაში, წერტილი დაუსვა პოლ
პოტის სისხლიან რეჟიმს, თუმცა გაერო-ს წევრთა უმრავლესობამ დაგმო ვიეტნამის აგრესია.
90-იან წლებში გაერო-ს წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ „ჰუმანიტარული მიზნებით
ინტერვენციის“ მართლზომიერებას და ამჯობინებდნენ განეხილათ სიტუაციები, რომლებიც
„ჰუმანიტარული კატასტროფის“ ყველა ნიშანი ჩანდა, VII თავის ფორმულის კუთხით: „მუქარა
მშვიდობისათვის, მშვიდობის დარღვევა ან აგრესიის აქტი.“ სწორედ ამ სიბრტყეზე
განიხილებოდა სიტუაციები, როდესაც უსაფრთხოების საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს,
133
რომლებითაც ხდებოდა „ნებისმიერი აუციელებელი საშუალების გამოყენების“ სანქცირება
ერაყთან და ბოსნიასთან მიმართებაში, თუმცა სიტუაცია შექმნილი ერაყის ქურთებთან და
შიიტებთან, განსაკუთრებით კი პირველ შემთხვევაში „ეთნიკურ წმენდასთან“ დაკავშირებით,
იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მათი კვალიფიცირება მომხდარიყო, როგორც „ჰუმანიტარული
კატასტროფა“. უსაფრთხოების საბჭომ არაპირდაპირად აღიარა ეს ყოფილი იუგოსლავიის
ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების საერთაშორისო ტრიბუნალის დაფუძნებით.
ჰუმანიტარული განზომილება კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო სომალიში შექმნილ
სიტუაციასთან დაკავშირებით. 1992 წელს ამ ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არსებობა
შეწყვიტა, ქვეყანა გადაიქცა მოქიშპე დაჯგუფებების და მაროდიორთა ჯგუფების ბრძოლის
არენად და ქაოსმა მოიცვა. უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნაში გააგზავნა საერთაშორისო
კონტიგენტი მშვიდობის გარანტიების შესაქმნელად. თუმცა ამით სიტუაცია არ შეცვლილა.
გენერალ მოჰამედ აიდიდის დაჯგუფება თავს დაესხა მშვიდობისმყოფელებს, რის შედეგადაც
რამდენიმე ათეული პაკისტანელი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. უსაფრთხოების საბჭომ
მიიღო დამნაშავეთა დასჯის გადაწყვეტილება და აგრეთვე ამერიკული კონტიგენტის აიდიდის
ძალებზე დარტყმების ესკალაციის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ამგვარი ოპერაციის დროს კი 18
ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა (ერთი ტყვედ ჩავარდა). ამერიკის საზოგადოებრივი აზრის
გავლენით პრეზიდენტმა კლინტონმა მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების გამოყვენის
შესახებ სომალიდან. ქვეყანაში დარჩენილ გაერო-ს ძალებს, ბუნებრივია, არ შეეძლოთ, სომალის
ანარქიისაგან გადარჩენა.
ამ ოპერაციაში მიღებულმა ტრამვამ ფაქტობრივად განაპირობა შემდეგი ჰუმანიტარულ
კატასტროფის დროს ფაქტობრივი უმოქმედობა. 1994 წელს რუანდაში დაიწყო ტუტსისა და
ხუტუს ხალხების მიერ ერთმანეთის მასობრივი განადგურება. გაერო-ს უსაფრთხოების
მანდატით ისარგებლა მარტო საფრანგეთმა, რომელმაც მეტად შეზღუდული და დაგვიანებული
აქცია განახორციელა რუანდაში ხუტუს ხალხის ნაწილის გადასარჩენად, რასაც ქვეყანაში
სიტუაცია არ შეუცვლია.
ამგვარ ოპერაციებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1994 წელს ჰაიტიზე ჩარევას. ამ
შემთხვევაში საქმე ეხებოდა არა იმდენად ჰუმანიტარულ აქციასა და საერთაშორისო მშვიდობის
გარანტიების შექმნას, არამედ კანონიერი პრეზიდენტის არისტიდის უფლებების აღდგენას,
რომელიც 1991 წელს სამხედრო ხუნტამ დაამხო. ლტოლვილთა ტალღამ აშშ-სა და სხვა
ქვეყნებში ხელი შეუწყო გაერო-ს მიეღო VII თავზე დაფუძნებული
რეზოლუცია „ნებისმიერი აუცილებელი საშუალების“ გამოყენების სანქცირების შესახებ. თუმცა
აშშ-ს არ დასჭირვებია ამ რეზოლუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, ვინაიდან
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სამხედრო ხუნტამ
ულტიმატუმებზე თანხმობა განაცხადა.
ამგვარად, 1990-95 წლების პერიოდში გაერო-ს მოღვაწეობაში მშვიდობისა და საერთაშორისო
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. უნდა გამოიყოს ამ
ფენომენის შემდეგი მახასიათებლები: ეს შესაძლებელი გახდა ცივი ომის დასრულებისა და
უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე. მეორე
რიგში, მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრი და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც უნდა
ეტვირთათ ამგვარ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა, სულ უფრო მხარს უჭერდა მათ
განხორციელებას მიუხედავად არასასურველი შედეგებისა (ხარჯები და მსხვერპლი სამხედრო
134
მოსამსახურეთა შორის) ამგვარი მზადყოფნის არარსებობამ სომალიში, რუნადაში და
გარკვეული პერიოდის მანძილზე ბოსნიაში გაართულა ოპერაციების განხორციელება. მესამე
რიგში კი, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები ტარდებოდა მშვიდობისა და საერთაშორისო
უსაფრთხოების დაცვის ლოზუნგით, მათი უმრავლესობა მიმართული იყო ჰუმანიტარული
კატასტროფების უვნებელსაყოფად და შიდა კანონიერების აღსადგენადაც კი.
იმავდროულად, ამ პროცესის პარალელურად იწყებს განვითარებას ახალი ტენდენცია -
დასავლეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭოს
სანქცირების გარეშე (რაც უპირველესად გამოწვეულია რუსეთისა და ჩინეთის
არათანმიმდევრული პოზიციით). ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს დარტყმები ერაყზე
„ყურის ომის“ შემდეგ და კოსოვოს ოპერაცია.
ამგვარი ოპერაციების განხორციელების მომხრენი მიიჩნევენ, რომ სუვერენიტეტი არასდროს
ყოფილა აბსოლუტური ცნება. საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი ავტორიტეტი რიჩარდ ფალკი 60-იან წლებში წერდა. „არსებითად შიდა წესრიგი
არასდროს ყოფილა ავტონომიური მკაცრი მნიშვნელობით... სუვერენიტეტი ერს ანიჭებს
მხოლოდ მთავარ კომპეტენციას, რაც არ არის და არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული
კომპეტენცია“. სწორედ ამ მიზეზით, გაერო-ს დამფუძნებლებმა ჩამოაყალიბეს ინტერვენციის
უფლება VII თავში „მშვიდობის საფთხის, დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში“. თუკი
ჩარევა პრინციპში დაშვებულია, მაშინ იმის დამტკიცებაა დარჩენილი, რომ „ჰუმანიტარული
კატასტროფა“ ახალ ვითარებაში ისეთივე სახიფათოა, როგორც „მშვიდობის საფრთხე, დარღვევა
ან აგრესიის აქტი“.
საერთაშორისო სამართალში არსებობს პრინციპების საერთაშორისო სისტემა, რომლებიც
ეკუთვნიან jus cogens კატეგორიას, ანუ პრინციპებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა და
შესაბამისად ისინი არ ხვდებიან შიდა იურისდიქციაში. ამ პრინციპებს ეკუთვნის წამების,
მონობისა და გენოციდის აკრძალვა. ინგრიდ დელიპისი თვლის:
„არც ერთ სახელმწიფოს, რომლებიც ეკუთვიან ჰუმანიტარული
მიზეზებით ჩარევის მომხრეთა რიცხვს, არ შეუძლია ამტკიცოს, ნიურბერგის პროცესის
შემდეგ, რომ საერთაშორისო სამართალი, ხელშეკრულებების არსრებობის შემთხვევაშიც
კი, არ შეიცავს არავითარ წესებს, რომლებიც კრძალავენ სიმხეცესა და გენოციდს“. მრავალი
მკვლევარი მიიჩნევს, რომ 1948 წელს მიღებული ადამიანის საყოველთაო უფლებების
დეკლარაციის პრინციპები საერთაშორისო სამართლის ნორმები გახდა და შესაბამისად, არ
წარმოადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს.
„ჰუმანიტარული მიზეზებით ინტერვენციის“ მომხრეები ასევ იშველიებენ გაერო-ს წესდების
პრეამბულას და ზოგიერთ პუნქტს, რომელთა თანახმადაც წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს
ვალდებულება „განახორციელონ ერთობლივი და
დამოუკიდებელი ქმედებანი ადამიანის უფლებებისადა ძირითადი თავისუფლებების საყოველ
თაო პატივისცემისა და განმტკიცების მიზნით“ და ამდენად მიიჩნევენ, რომ გაერო-ს წესდება
არსებითად ითვალისწინებს ამგვარ ჩარევას.
ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპი დაფიქსირებულია გაერო-ს წესდებაში, ადამაინის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ჰელსინკის აქტში და მრავალ სხვა დოკუმენტში.
ამგვარად, სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება ამ უფლებების გარანტირებისა. მაგრამ
მრავალი სახელმწიფო ამ პრინციპს არღვევდა და არც თუ იშვიათად სისტემატურად და
135
მასობრივი მასშტაბებით. ამ მიზეზით, უმთავრესი პრობლემა გახდა დეკლარირებული
უფლებების პრაქტიკული განხორციელება. სუვერენიტეტის პრინციპი ტრადიციული გაგებით
კრძალავს ჩარევას საშინაო საქმეებში, მათ შორის იძულებას ვალდებულებების
განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ამ მიზეზით, მსოფლიო
საზოგადოებრიობა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შემოფარგლებოდა დაგმობით და იშვიათ
შემთხვევებში არასამხედრო სანქციებით, მაგალითად ეკონომიკური ემბარგოს შემოღებით.
„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ და გლობალიზაციის უსწრაფეს პროცესთან დაკავშირებით,
მრავალი ქვეყნის საზოგადოებრივ წრეებში მწიფდება აზრი, რომ მსოფლიო არ შეიძლება
გულგრილი დარჩეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისადმი ამა თუ იმ ქვეყანაში.
სულ უფრო მტკიცდება პოზიცია, რომლის თანახმადაც „ჰუმანიტარული კატასტროფის“
თავიდან აცილება ისეთივე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩარევისათვის, რომგორც გაეროს
წესდებაში დაფიქსირებული „მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერა“.
თუმცა ამგვარი პოზიციის კრიტიკოსები მრავალ უპასუხო კითხვას წამოჭრიან: რა არის
„ჰუმანიტარული კატასტროფა“? რამდენი ასეული, ათასეული ან მილიონი ადამიანი უნდა
დაიღუპოს, განიდევნოს, საარსებო საშუალებებს მოკლებული დარჩეს, რათა სიტუაციის
კვალიფიცირება მოხდეს როგორც ჩარევისათვის აუცილებელს? ვინ უნდა მიიღოს
გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული კატასტროფის“ არსებობის შესახებ? როგორ უნდა მოხდეს
იმის გარანტირება, რომ „ჩარევა ჰუმანიტარული მიზეზებით“ არ იქნას გამოყენებული, როგორც
საფარველი ჩარეული სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური
ინტერესებისათვის? როგორ უნდა გამოირიცხოს შემთხვევები, როდესაც „ჩარევა
ჰუმანიტარული მიზეზებით“ იწვევს „მის თანმხლებ ზიანს“ - იმ ქვეყნის, რომელშიც ჩარევა
მოხდა, სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვას და „თანმხლები ზიანის“ რა დონეა დასაშვები?
გარდა ამისა, ნათელია, რომ დღეს შეუძლებელია „ჰუმანიტარული მიზეზებით“ ჩარევის
პრინციპის უნივერსალური გამოყენების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, ვერავინ ვერ
გარისკავს ბირთვული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას, თუნდაც რომ უტყუარად იყოს
დადასტურებული „ჰუმანიტარული კატასტროფის“ არსებობა. ადამიანთა უფლებების დარღვევა
იმდენად მრავალ სახელმწიფოში შეიძლება იყოს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობას და
წინამავალ ქვეყნებს ფიზიკურად არ შეეძლოთ ჩარევა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.
უნივერსალურობის არარსებობის პირობებში კი, ბუნებრივია, წამოიჭრება კითხვა: რატომ
ერევიან ერთი სახელმწიფოს საქმეებში, მეორისაში კი არა? მაგალითად ავიღოთ სერბიის
შემთხვევა, სადაც მიჩნეულ იქნა რომ იდევნებოდნენ კოსოვარები და არა თურქეთის, სადაც
დაახლოებით იმგვარივე პოლიტიკა ხორციელდება ქურთების მიმართ.
„ჰუმანიტარული მიზეზებით ინტერვენციის“ მომხრენი აღიარებენ ამ საკითხების მნიშვნელობას
და თანახმანი არიან მათი შემდგომი დახვეწის თაობაზე, მაგრამ ამტკიცებენ, რომ მსოფლიო
თანამეგობრობამ იმ დონის ერთიანობას და მორალური სიმწიფის დონეს მიაღწია, რომ უკვე
აღარ შეურიგდება გენოციდს და ადამიანთა ფუძემდებლური უფლებების მასობრივ
დარღვევებს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ შემთხვევაში დისკუსია მიმდინარეობს უფრო კონკრეტული
მიმართულებით. ტრადიციული მიდგომის მომხრენი ამტკიცებენ, რომ თავის დროზე გაერო-ს
ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმა ჩარევის შესახებ წესდების მიერ მოთხოვნილ მკაცრ
პროცედურებს. ცალკეული სახელმწიფოების ან სახელმწიფოთა ჯგუფების მცდელობები
136
ჩამოართვან უსაფთხოების საბჭოს და გაითავისონ ჩარევის უფლება გამოიწვევს ანარქიას და იმ
მსოფლიო წესრიგის აღრევას, რომელიც არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„რევიზიონისტები“ ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ომისშემდგომი პერიოდის ძირითადი
დროის მანძილზე VII თავის მექანიზმი პარალიზებული იყო და იგივე შეიძლება განმეორდეს
ცივი ომის განახლების შემთხვევაში. გარდა ამისა, ხუთი სახელმწიფოს გამოყოფა გაერო-ს
უსაფრთხოების საბჭოში 55 წლის მანძილზე დღეისათვის ანაქრონიზმად იქცა და მაგალითად
ნატო-ს 19 ქვეყანა და ზოგიერთი ამ ორგანიზაციაში არ შემავალი სახელმწიფო გაცილებით
უკეთესად და ეფექტურად წარმოადგენენ მსოფლიო თანამეგობრობას.

კითხვები და დავალებები:
რას ნიშნავს „მშვიდობის იძულების“ პრინციპის არსი?
რა უფრო უფრო მნიშვნელოვანია ინტერვენციისათვის ჰუმანიტარული ხასიათის მინიჭებისას -
მოტივები თუ შედეგები?
ჩამოთვალეთ ჰუმანიტარული ინტერვენციის მიზნები და პრინციპები.
რატომ ვერ აღწევენ სახელმწიფოები კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რა მორალური
პრინციპებით უნდა გამართლდეს ჰუმანიტარული ინტერვენცია?
შეადარეთ სპარსეთის ყურისა და ბოსნიის კონფლიქტები.
რამდენად ქმედითია სამხედრო ძალა ჰუმანიტარული ფასეულობების დამკვიდრების საქმეში?
საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმის განვითარების
რა ვარიანტები არსებობს?

137
თავი 11. გლობალიზაცია და საქართველო
საქართველო მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ყოფილი წევრი ქვეყნები აქტიურად ჩართვნენ
მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში; ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა.
საქართველოს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის: ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციასთან და მსოფლიო წამყვან საფინანსო ინსტი-ტუტებთან (საერთაშორისო
სავალუტო ბანკი, მსოფლიო ბანკი და სხვ.). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე
ფუნქციონირებს თავისუფალი ეკონომიკური ზონები.
თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები, კერძოდ იქ
ფუნქციონირებადი ფირმები და ფიზიკური პირები არ დაიბეგრებიან მოგებისა და საშემოსავლო
გადასახადით, გადაიხდიან მხოლოდ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 3%-ს.
საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაცია
საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, ხოლო
ზოგადად გლობალიზაციის დონით – 63-ზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის
გლობალიზაციის ინდექსი 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული
მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი
დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.
ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალიზაციის
ინდექსს, რომელიც 191 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა
დაყოფილი, რომლებიც შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს ეფუძნება. ეკონომიკური
გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური კაპიტალის მოძრაობის
კრიტერიუმებით განისაზღვრება. ჩვენ ყურადღებას ძირითადად ეკონომიკურ
გლობალიზაციაზე გავამახვილებთ.
სოციალური გლობალიზაციის კრიტერიუმებად შერჩეულია უცხოელებთან კონტაქტის
სხვადასხვა მაჩვენებელი (მაგალითად, ტურისტების რაოდენობა, საერთაშორისო სატელეფონო
ზარები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მოსახლეობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა
რაოდენობა, მაკდონალდსის რესტორნების რაოდენობა და სხვა).
პოლიტიკური გლობალიზაციის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: საელჩოების
რაოდენობა ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უშიშროების საბჭოს
მისიებში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები.
ეკონომიკური გლობალიზაციის დონის მიხედვით პირველ ადგილზე სინგაპურია 95.7 ქულით
(მაქსიმალური ქულაა 100). მეორეზე ირლანდიაა 92.6 ქულით, მესამეზე – ლუქსემბურგი 91.1
ქულით. ჩამონათვალს სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები აგრძელებს.
საქართველოს მე-19 ადგილი (81 ქულა), ფაქტობრივად, პარადოქსულია. 2014 წლის
მონაცემებით საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3,700 აშშ
დოლარია. აღნიშნულ ინდექსში მე-19 (საქართველოს) ადგილამდე ერთ სულ მოსახლეზე
ყველაზე დაბალი შემოსავალი მავრიკიას აქვს – $10,500. საქართველოზე დაბალშემოსავლიანი
ქვეყნები 50-ე ადგილის ქვემოთ არიან განაწილებული.

138
ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან
ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას, შენი ეკონომიკის საზღვრები
ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებთან არ სრულდებოდეს, წარმოებული პროდუქციის მომხმარებელი
მხოლოდ საკუთარი, მცირერიცხოვანი მოსახლეობა არ იყოს.
ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები (მაგალითად,
დიდი 7-იანის ქვეყნები) არ არიან მაღალ პოზიციებზე, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში ერთ სულ
მოსახლეზე შემოსავალი მაღალია. ეს აიხსნება იმით, რომ მათი ეკონომიკური
განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე,
რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და მნიშვნელოვანი მოცულობის შიდა კაპიტალი. სამაგიეროდ,
ვერ ვნახავთ პატარა ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია და
ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დაბალი პოზიცია უჭირავს. საერთაშორისო ვაჭრობა,
უცხოური კაპიტალი და სამუშაო ძალის მიგრაცია იქცა პატარა, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი
ქვეყნების განვითარების აუცილებელ პირობად.
საქართველოს მე-19 ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ
და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. საქართველოს მაღალი
პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული
განვითარების დონის.
საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ე.წ. შედარებითი
უპირატესობა, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოიტანოს (იმპორტი) ის საქონელი და მომსახურება, რისი
წარმოებაც ქვეყნის შიგნით უფრო ძვირია, ვიდრე საზღვარგარეთ, და პირიქით, სხვა ქვეყნებში
გაიტანოს (ექსპორტი) ის საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოებაც თვითონ უფრო იაფი
უჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებს. საბოლოო ჯამში, ქვეყანა იგებს როგორც ექსპორტიდან, ასევე
იმპორტიდან. მარტივად რომ ვთქვათ, ვყიდულობთ იაფად და ვყიდით ძვირად. ეს კი ზრდის
მოსახლეობის დანაზოგებს, რაც ინვესტირებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი
პირობაა.
ამ შედეგის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია საერთაშორისო
ვაჭრობა, ანუ აწესებს თუ არა ქვეყანა საბაჟო ტარიფებს, რაოდენობრივ შეზღუდვებსა და
აკრძალვებს უცხოური პროდუქციის იმპორტზე. რაც უფრო მეტია აღნიშნული შეზღუდვა, მით
უფრო ძვირად უწევს მოსახლეობას საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც ამცირებს
ეროვნულ დანაზოგსა და ინვესტიციებს. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა რჩება საზღვრებში
ჩაკეტილი, ნაკლებგლობალიზებული და განვითარების ნაკლები პერსპექტივების ამარად (მით
უმეტეს, თუ მცირე, ბუნებრივი რესურსებით ღარიბ ქვეყანაზე ვსაუბრობთ).
ინდექსის მეორე ძირითადი კრიტერიუმია უცხოური კაპიტალის შემოდინება. ქვეყნის
ეკონომიკას ავითარებს ინვესტიცია (იგივე დანაზოგი, კაპიტალი). ინვესტიცია შეიძლება იყოს
შიდა (საკუთარი მოსახლეობის დანაზოგები) ან უცხოური (სხვა ქვეყნების მოსახლეობის
დანაზოგები). მხოლოდ შიდა დანაზოგით ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას ვერ
მიაღწევს, განსაკუთრებით, თუ ღარიბი, განვითარებადი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობა
ცოტა ფულს ზოგავს. ამიტომაც, განვითარებადი ქვეყნები მდიდარ ქვეყნებზე მეტად ცდილობენ
ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო შექმნან.

139
ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მარაგის ზრდა (რასაც ეკონომიკური გლობალიზაციის დონის
განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს) არა მხოლოდ გლობალიზაციის მაღალი
დონის აღმნიშვნელია, ეკონომიკური განვითარების პოტენციალსაც გვიჩვენებს.
საქართველომ გლობალიზაციის ინდექსში სწრაფი აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო, რაც 2004-
2007 წლებში გატარებული რეფორმების შედეგი იყო. აღნიშნულ წლებში ჩაეყარა საფუძველი
საქართველოს დღევანდელ ბიზნესგარემოს, რომელმაც გაუძლო ომს, ეკონომიკურ კრიზისს,
პოლიტიკურ კრიზისებს და, ფაქტობრივად, უწყვეტ რუსულ აგრესიას. აღნიშნულ გამოწვევებს
ემატებოდა კერძო საკუთრების უფლებების დაცვასა და სასამართლო სისტემაში არსებული
პრობლემები. ამ ფონზე, პარადოქსულია, როგორ ვითარდება დღემდე საქართველოს ეკონომიკა,
რომლის ზრდაც, მართალია, ბოლო წლებში (2013-2015) შენელდა, მაგრამ საშუალოდ 4%-იან
ნიშნულს მაინც აღწევს.
ეს პარადოქსი იხსნება სწორედ ქვეყნის ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონით, რასაც
საგადასახადო ლიბერალიზაციით, ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკით,
ბიზნესის წარმოებაზე, უცხოურ კაპიტალზე, სამუშაო ძალასა და ტურიზმზე რეგულაციების
შემცირებით, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებით, კორუფციის დონის
მნიშვნელოვნად შემცირებით მივაღწიეთ.
გლობალიზაციის მაღალი დონე ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის 70 ათას
კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩაკეტილი და 4.5 მილიონი ადამიანის საქმიანობით
შემოფარგლული. ისევე, როგორც ესტონეთის ეკონომიკა (მე-8 ადგილი ეკონომიკური
გლობალიზაციის ინდექსში) არ არის მხოლოდ 45 ათასი კვ.კმ.-ითა და 1.3 მილიონი ადამიანის
საქმიანობით შემოსაზღვრული და ირლანდიის ეკონომიკა (მე-2 ადგილი ამავე ინდექსში) არ
არის მხოლოდ 84 ათასი კვ.კმ. ფართობისა და 6 მილიონი ადამიანის იმედად.
2012 წელს, რომლის შედეგებსაც 2015 წლის გლობალიზაციის ინდექსი ეფუძნება, უცხოური
კაპიტალის მარაგი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ 29% იყო, ხოლო
საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ეკონომიკის მიმართ – 65%.
ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალ დონეს ერთი ნაკლი აქვს: ასეთ ეკონომიკაზე გავლენას
უფრო მეტად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები ახდენს, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებებზე თუ წარუმატებლობებზე. ეს ნაკლი
ანტიგლობალისტების საყვარელი თემაა. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისისგან
მიყენებული ზიანი ნაკლებია, ვიდრე გლობალიზაციის მიერ მოტანილი ეკონომიკური
სარგებელი. ამის მაგალითი იყო თუნდაც საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი
2005-2007 წლებში (საშუალოდ 10%), რომელიც ბევრად აღემატებოდა 2009 წლის 4%-იან
ვარდნას.
საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის მე-19 ადგილი მსოფლიოში, რაც ეკონომიკური
თავისუფლების მაღალ დონეს ასახავს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ ინერციის
წყაროა, რომელიც 2010 წლიდან გვაქვს და თანდათანობით იკლებს. საქართველოს
ბიზნესგარემოში ჩადებულია ის საძირკველი, რამაც შეიძლება ქვეყანა სწრაფად აქციოს
განვითარებული ეკონომიკის მქონე, მაღალშემოსავლიან ქვეყნად. ოღონდ ამისათვის საჭიროა
არა ამ ინერციის ბოლომდე ამოწურვა, არამედ ახალი რეფორმების გატარება და ხარვეზების
გამოსწორება. უცხოური პროდუქციის, კაპიტალისა და სამუშაო ძალის შემოსვლის შეფერხების
მცდელობები საქართველოსთვის ცუდად დასრულდება.
140
თუ დღეს არსებულ მრავალ განვითარებულ ქვეყანას (ინგლისს, საფრანგეთსა თუ ჰოლანდიას)
საუკუნეები დასჭირდა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მისაღწევად, ეკონომიკური
გლობალიზაცია იძლევა შანსს, თანამედროვე ეკონომიკური მექანიზმებით იგივე გზა რამდენიმე
ათწლეულში გავიაროთ.
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, ავტონომიურ, ჩაკეტილ რეჯიმში ბიზნეს -
საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც სახელმწიფოები ცდილობენ ეკონომიკური
საზღვრების გახსნას, სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ბიზნესის კეთების
ლიბერალიზაციას, რასაც საბოლოო ჯამში თან სდევს ბრძოლა საერთაშორისო ბაზარზე
უპირატესობების მოპოვებისაკენ, სადაც მოგებული რჩება ის, ვინც უფრო კონკურენტუნარიანი
და წარმატებულია. გლობალური სამყაროს გასაზომი გლობალური ინდექსები
სხვადასხვაგვარია. ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს
გლობალიზაციის ინდექსს, რომელიც 191 ქვეყანას მოიცავს. გლობალიზაციის KOF ინდექსი ამა
თუ იმ ქვეყნის მსოფლიო სივრცეში ინტეგრირების ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება. ეს
აგრეგირებული მაჩვენებელია და მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს,
ხოლო ამ სამი ინდექსის შეწონის შედეგად ერთიანი გლობალიზაციის ინდექსს ანგარიშობენ.
ერთიან KOF ინდექსში ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსს აქვს 36%-ი , სოციალური
გლობალიზაციისას – 37%-ი, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციის ინდექსს - 26%-ი.
ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური კაპიტალის
მოძრაობის კრიტერიუმებით განისაზღვრება. სოციალური გლობალიზაციის კრიტერიუმებად
შერჩეულია უცხოელებთან კონტაქტის სხვადასხვა მაჩვენებელით (მაგალითად, ტურისტების
რაოდენობა, საერთაშორისო სატელეფონო ზარები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი
მოსახლეობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა და სხვა. პოლიტიკური
გლობალიზაციის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: საელჩოების რაოდენობა ქვეყანაში,
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უშიშროების საბჭოს მისიებში მონაწილეობა
და საერთაშორისო ხელშეკრულებები.
გლობალიზაციის KOF ინდექსის რეიტინგის მიხედვით 2016 წელს საქართველო 64 -ე ადგილზე
იმყოფებოდა, ხოლო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგის მიხედვით 19 -ე ადგილზე.
განხილული მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ საქართველო უკვე საერთაშორისო პროცესებში
ინტეგრირების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფება, რაც, ძირითადად, ეკონომიკური
ინტეგრირებით არის გამოწვეული. გლობალიზაცია მომგებიანია მცირე ქვეყნებისთვისაც.
ამისათვის საჭიროა ქვეყნების მიერ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ ეფექტიანად
გამოყენება ქვეყნის ინტერესებისათვის. ერთი მხრივ, ეს პროცესი ხელს უწყობს ქვეყანაში
არსებული რესურსების მობილიზებას და ეფექტიანად გამოყენებას, მეორე მხრივ, კი, ქვეყანას
უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის გარე ძალებსა და საერთაშორისო ეკონომიკურ
ურთიერთობებზე. [ლეკაშვილი...] მეორე ინდექსი, რომელზე გავამახვილებთ ყურადღებას არის
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი. აღნიშნულ საკითხის შესწავლაზე მუშაობს
შვეიცარიული ორგანიზაცია – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF). ეს ორგანიზაცია 1979
წლიდან აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია მსოფლიოს ქვეყნების
კონკურენტუნარიანობა და ბიზნესგარემო. ყოველ წელს დგება რეიტინგი, რომელიც ასახავს
ქვეყნების კონკურენტუნარიანობის პოზიციებს მსოფლიოში. [გლობალური-ა...]
კონკურენტუნარიანობა არის ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს საერთაშორისო ბაზრების
141
მოთხოვნის შესაბამისი საქონელი და მომსახურება, და ამავე დროს სტაბილურად გაზარდოს
მოსახლეობის რეალური შემოსავალი გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიო
კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის
საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს. რეიტინგი
ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB; UNESCO; World Health
Organization, IMF და სხვა) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევების
შედეგებს, განიხილავს ქვეყნის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ახდენს პრიორიტეტების
იდენტიფიცირებას პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის. GCI
მოიცავს ქვეყნის განვითარების სამ ძირითად საფეხურს (ფაქტორ-მამოძრავებელი;
ეფექტიანობის მამოძრავებელი; ინოვაციის მამოძრავებელი), რომელიც აერთიანებს 12
კომპონენტს. სამ ფაქტორთა ჯგუფში შემავალი 12 კომპონენტი, თავის მხრივ, მოიცავს 113 ქვე-
კომპონენტს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის „გლობალური
კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით,
საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი
ქულით) გადმოინაცვლა 140 ქვეყანას შორის. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში
საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - სლოვაკეთი (67-ე ადგილი), მონტენეგრო
(70-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი),
სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (84-ე ადგილი), ალბანეთი (93-ე ადგილი), სერბეთი (94-ე
ადგილი). საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებული აქვს ინდექსის 3 ფაქტორიდან 1
ფაქტორში, 12 კომპონენტიდან 7 კომპონენტში, ხოლო 114 ქვეკომპონენტიდან - 58
ქვეკომპონენტში. ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) –
გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა (ქულა 4.0). განვითარების
შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven)
ქვეყნის სტატუსი აქვს. ინოვაციების მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში უფრო და უფრო
იზრდება. ინოვაცია კომპანიას საშუალებას აძლევს მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა,
ჩამოიშოროს კონკურენტები, შექმნას ბაზარზე შესვლის ბარიერები და სწრაფად დაიკავოს
მოწინავე პოზიციები. მნიშვნელოვანი ინოვაციის წყალობით, კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს
მონოპოლიური ძალაუფლებაც კი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მოწინავე კომპანიები არ
იშურებენ დროსა და ფინანსებს, კვლევის და განვითარების კომპონენტის გაძლიერებისთვის.
თუმცა ინოვაციები მნიშვნელოვანია არამხოლოდ კომპანიებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი
მოგება, არამედ საზოგადოებისთვისაც. ინოვაციების არსებობით საზოგადოება ვითარდება და
აღწევს ცხოვრების უფრო მაღალ დონეს. ინოვაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც,
რადგან მეტი ინოვაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.[დუშუაშვილი...2017]. მესამე ინდექსი
რომელსაც მიმოვიხილავთ არის, გლობალური ინოვაციის ინდექსი. რეიტინგს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, კორნელის უნივერსიტეტი და ბიზნეს
სკოლა INSEAD 2007 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნული ინდექსი პროფესიონალებისთვის,
პოლიტიკოსებისთვის და სხვა პირებისთვის წამყვან ინსტრუმენტს წარმოადგენს მსოფლიო
ბაზარზე ინოვაციების განვითარების ხარისხის იდენტიფიცირებისთვის. მთლიანობაში
ინდექსის მიხედვით ფასდება ეკონომიკური რეფორმები, ინსტიტუციური რეფორმები,
ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე კვლევების და განვითარების
ხარისხი, თუ რამდენად ინტენსიურად ხდება კვლევების კომერციალიზაცია და რამდენად
142
დიდი ინვესტიცია იდება კვლევებსა და განვითარებაში. გლობალური ინოვაციის ინდექსი
შვიდი კომპონენტისგან შედგება: ინსტიტუტები; ადამიანური კაპიტალი და კვლევები;
ინფრასტრუქტურა; ბაზრის დახვეწილობა; ბიზნეს დახვეწილობა. ორი გამომავალი კომპონენტი
მოიცავს ინოვაციური შედეგების ფაქტობრივ მტკიცებულებებს: ცოდნისა და ტექნოლოგიების
შედეგები; კრეატიული შედეგები. 2016 წლის გლობალური ინოვაციური ინდექსის მიხედვით
საქართველო 100 ბალიანი შეფასების კრიტერიუმით 33.86 ქულით ფასდება და 64-ე ადგილს
იკავებს. შესაბამისი მაჩვენებლით მას მსოფლიოში საშუალო გლობალური ინოვაციური ინდექსი
გააჩნია. კვლევა მსოფლიოს 128 ქვეყანას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის გლობალური
ინოვაციური ინდექსის მიხედვით საქართველო 73-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად,
საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით 9 პოზიციით გაუმჯობესდა და 64-ე ადგილი
დაიკავა. [გლობალური -ბ...2016] საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ორგანო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, რომელიც ხელს უწყობს
საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ბოლო ორი წლის
განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის
განვითარება. მათ შორის გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი, რომელიც
ერთი ფანჯრის პრიციპით უწევს მომსახურებას ინოვატორებს და სტარტაპებს. ასევე შეიქმნა
საქართველოს მასშტაბით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები, გამოგონებების და
ტესტირებისვის. ინოვაციების სააგენტოს ავტორობით შემუშავდა ინოვაციების შესახებ
საქართველოში პირველი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი. კანონი განამტკიცებს
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს
სახელმწიფოს ჩაურევლობას საპატენტო უფლებებში. გარდა ამისა, კანონი შესაძლებელს ხდის
გაიცეს ინოვაციების სააგენტოს მიერ სახელმწიფო გრანტები მეწარმე სუბიექტებზე ინოვაციური
საქმიანობის განსახორციელებლად. . თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარ სისუსტეებად რჩება
ხელისუფლების და კერძო სექტორის მიერ განათლებისა და კვლევითი მიმართულებების
მხარდაჭერის ნაკლებობა და ბიზნესის მიერ ინოვაციების შეზღუდული გამოყენება.
მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ.
ეს ანგარიში ზომავს და ადარებს ადგილობრივი ბიზნესის რეგულირების ხარისხსა და
ეფექტურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. [საქართველო...2015] ანგარიში იკვლევს იმ
რეგულირებებს, რომელიც აძლიერებს ან აფერხებს ბიზნეს- საქმიანობას. 2016 წელს
გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს 189 ქვეყნის ეკონომიკის 10 მაჩვენებელს. 2016 წელს
საქართველო იმყოფება - 24-ე ადგილზე 189 ქვეყანას შორის – 77.45 ქულით. საქართველო
პირველ ათეულშია შემდეგი კომპონენტების მიხედვით: ქონების რეგისტრაცია – მე-3 პოზიცია;
ბიზნესის დაწყება – მე-6 პოზიცია ; კრედიტის აღება – მე-7 პოზიცია.
(წყარო:http://www.economy.ge/uploads/ek_ciprebshi/reitingebi/reitingebi_geo/Doing_Business_2 016_-
_GEO.pdf )საერთაშორისო ინდექსები ქვეყნის მთავრობებს ეხმარება პრობლემების დანახვაში,
რომელიც კონკრეტული მომენტისათვის აქვს ქვეყანას. მას შეუძლია გადადგას ქმედითი
ნაბიჯები და გამოასწოროს არსებული ხარვეზები.
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის
პირობებში საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული
ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა
სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით, მაგრამ აქვს ხელსაყრელი
143
სატრანსპორტო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას სტრატეგიული მნიშვნელობის
სატრანზიტო ფუნქციას ანიჭებს. სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა - ქვეყნის სტრატეგიული
განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ხელს შუწყობს
ტრანსეკონომიკურ აქტივობებს მომავალში. საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის
სატრანსპორტო დერეფნის ნაწილის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მეოცე საუკუნის 90-
იანი წლებიდან. აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის სატრანზიტო როლის გაზრდა გულისხმობს,
როგორც ტრადიციული სახეობების სატრანსპორტო გადაზიდვებს, ასევე ენერგეტიკული
რესურსების გადატანასაც. ამგვარი საერთაშორისო ფუნქცია აძლიერებს დასავლეთსა და
აღმოსავლეთის სახელმწიფოების ინტერესს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ღერძზე
მდებარე ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ. სატრანზიტო ფუნქციის შესრულება
საჭიროებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მეზობელ სახელმწიფოებთან
და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
რეგიონული ინტეგრაცია - დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შეუფერხებელი სავაჭრო
ურთიერთობების აუცილებელი პირობაა. ცალკეული ქვეყნის უუნარობა მხარი დაუჭიროს
ძლიერ ეკონომიკის შექმნას და გლობალურ ბიზნესში პარტნიორისა და სრულფასოვანი
კონკურენტის უფლებით შეღწევას, ნიშნავს იმას, რომ იგი დარჩება ეკონომიკურად სუსტ
ქვეყნად და ვერ შეძლებს დინამიურად განვითარებას. სატრანზიტო დერეფნის როლი კი დღეს
საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას ანიჭებს და გაცილებით უფრო მეტ
შესაძლებლობებს სთავაზობს მდგრადი განვითარებისათვის. ამიტომაცაა აუცილებელი ამ
პრივილეგიის მაქსიმალურად გამოყენება. საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ
ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სპეციფიური სექტორული გამოწვევები არის
შემდეგი: • აუცილებელია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება სატრანზიტო
კორიდორის სახით ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, ეკონომიკაში დამატებული
ღირებულების შესაქმნელად; • ლოჯისტიკის სექტორის განვითარება, დასავლური
სტანდარტების შესაბამისად; • აუცილებელია კერძო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეფექტურობის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების,
დაშორებული ზონების წვდომის, კომუნიკაციების და გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის
უზრუნველყოფის მიზნით, მარეგულირებელი სფეროს რეფორმირებასთან ერთად. სატრანზიტო
ფუნქციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სარკინიგზო გადაზიდვებს.
თურქმენული ნავთობის რკინიგზით გადაზიდვის პოტენციალის სრულყოფილად ათვისება
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კონკურენტუნარიანობის ამაღლების
თვალსაზრსით. შუა აზიაში წიაღისეული სიმდიდრეების ათვისება და რეგიონში ეკონომიკური
ინტეგრაციის ზრდის პროცესი, სამომავლოდ უფრო გაზრდის შუა აზიისა და ამიერკავკასიის
ქვეყნებში ტვირთბრუნვის მთლიან მოცულობას, შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს
გავლით გადასაზიდი ტვირთების რაოდენობა. ხოლო დამატებითი მოცულობის ტვირთების
მოზიდვისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, წარმოადგენს მოქნილი სატარიფო
პოლიტიკა. რამდენადაც მწვავე კონკურენციის პირობებში რთული არ არის ტრანსპორტირების
ალტერნატიული მარშრუტების მოძიება, სასურველია, რომ საქართველომ შეთავაზოს
ზემოაღნიშნულ ქვეყნებს ტვირთების გადაზიდვისთვის კონკურენტუნარიანი ტარიფები,
გაზრდილი სიჩქარე, საიმედოობის მაღალი დონე და სატრანსპორტო მომსახურების სიმარტივე,
რაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო
144
ტრანსპორტმა კომპლექსურად. სარკინიგზო გადაზიდვების სტატისტკური მონაცემების
გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ ტვირთგადაზიდვის საერთო მოცულობაში სატრანზიტო
ტვირთების ხვედრითი წილი (38% თხევადი და 18,2 % მშრალი ტვირთები), მნიშვნელოვნად
აღემატება ადგილობრივი ტვირთების ანალოგიურ მაჩვენებელს (2,2% თხევადი და 14,7%
მშრალი ტვირთები).
მიუხედავად იმისა, რომ 2015-2011 წლებში სარკინიგზო გადაზიდვების მთლიანი მოცულობა
კლების ტენდენციით ხასიათდებოდა (თითქმის-30%), ტვირთგადაზიდვის საერთო
მოცულობის 56% ტრანზიტულ ტვირთებზე მოდის. ასეთი მაჩვენებელი მეტყველებს
სარკინიგზო გადაზიდვების მნიშვნელობაზე სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისათვის.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ერთ- ერთ მსხვილ
კორპორაციულ დამსაქმებელს ქვეყანაში, სადაც დღეისათვის 12,966 თანამშრომელია
დასაქმებული, რომელთა ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 955 ლარს, ამასთან
ხელფასი ძირითადად ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული გადაზიდვების
მოცულობაზე.
ქვეყნის ადგილმდებარეობა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი უნდა გახდეს საფუძველი
ქვეყნის სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნიდან რეგიონულ ლოჯისტიკურ პლატფორმად
გარდაქმნისათვის. ამისათვის აუცილებელია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება, ლოგისტიკურ საშუალებებსა და მრეწველობაში ინვესტირება, რაც ქვეყნის
გავლით გადაზიდულ საქონელს დამატებით ღირებულებას შემატებს. ევროკავშირთან ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებით,
საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების
დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე
აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების
თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში
საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-
ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას,
ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო
ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და
განვითარებაზე. [ევროკავშირთან...] საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
წარმოუდგენელია საზღვაო პორტების განვითარების გარეშე. ბათუმისა და ფოთის საზღვაო
პორტებს, დიდი როლი ენიჭებათ საზღვაო ტვირთების დამუშავების თვალსაზრისით. შავ
ზღვაზე გასვლის შესაძლებლობა საქათველოს საზღვაო პორტებს აძლევს საშუალებას გახდეს
რეგიონულისატრანზიტო ცენტრი და გაზარდოს საკუთარი წილი სატრანზიტო ტვირთებში. ეს
ქვეყნის ერთ-ერთი უპირატესობაა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, თუმცა ასეთ
ძლიერ მხარეს ეფექტურად ვერ ვიყენებთ, რაზეც მეტყველებს ტვირთების გადაზიდვის
დინამიკა საზღვაო პორტებში.
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზების გაფართოება მსოფლიო გლობალური
ეკონომიკის მოთხოვნაა, რაც განპირობებულია კასპიის ზღვის აუზში ნახშირბადოვანი
ნედლეულის დიდი მარაგებით. ცალკეული საექსპერტო შეფასებების მიხედვით აზერბეიჯანის
145
ტერიტორიაზე მოძიებული ნავთობის მარაგი 25 -დან 40 მლრდ. მ 3 -მდე მერყეობს. რუსეთის
კასპიის ნაწილში ნავთობის მარაგი 1,5 მლრდ. მ 3 -ია, ყაზახეთი ფლობს ნავთობის მარაგებს 6
მლრდ. მ 3 -მდე. ამასთან თურქმენეთის ტერიტორიაზე გაზის დიდი მარაგებია, თითქმის 6,5
ტრილიონი მ 3 . აღნიშნული ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის ევროპასა და აშშ-ში
რამდენიმე ალტერნატიული გზა არსებობს. ესენია: რუსეთის ტერიტორიის გავლით
(ძირითადად მიეწოდება ნოვოროსისკის პორტის გამოყენებით); აზერბეიჯანისა და
საქართველოს ტერიტორიის გავლით; აზერბეიჯანის, საქართველოს და თურქეთის
ტერიტორიით და აზერბეიჯანის, ირანისა და პაკისტანის ტერიტორიით. ოთხივე ეს
მიმართულება ერთმანეთის კონკურენტებია და ტრანზიტის სახელმნწიფოები უდიდეს
დაინტერესებას იჩენენ აღნიშნული საკითხისადმი, რამდენადაც მას უდიდესი ეკონომიკური
ეფექტის მოტანა შეუძლია ყოველი ქვეყნისთვის. საქართველოზე გამავალი გზა
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად მიმზიდველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში კასპიის
ზღვის რეგიონის სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ნავთობის მანამდე არნახული მოცულობის
ამოღებას, რომლის ტრანსპორტირების საჭიროებაც გაზრდის ტანკერებით მისი გადაზიდვის
მოთხოვნილებას. ამ მიზნით თურქეთის სახელმწიფო აპირებს ბოსფორის სრუტის
გამტარუნარიანობის გადიდებას. თურქეთი ბოსფორის ყურეს ახალი არხით განტვირთავს.
[თურქეთი...2011] სავარაუდოდ, პროექტი 2023 წელს დასრულდება. თურქეთი გემებით
გადატვირთული ბოსფორის ყურის განტვირთვას მისი დუბლიორი- არხის აშენებით აპირებს.
ახალი არხი, რომელსაც “სტამბულის არხი” დაერქმევა, სუეცისა და პანამის არხზე დიდი იქნება.
არხი შავ ზღვას მარმარილოს ზღვას დაუკავშირებს, მისი სიგრძე 140-150მ, სიღრმე კი 25 მეტრი
იქნება და დღეში 160 გემისა და ნავთობის ტანკერების გაშვებას შეძლებს. პროექტის
დასრულება თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთვის, ანუ, 2023 წლისთვისაა
დაგეგმილი. ახალმა არხმა შესაძლოა ნავთობსადენების მშენებლობების ზრდაც დააჩქაროს,
რადგან უახლოეს წლებში კასპიის უდიდესი საბადოები მაქსიმალურ მოპოვებაზე გავლენ, რაც
შესაბამისად, თურქეთის არხებზე მოთხოვნას უფრო გაზრდის. ამ მოვლენების
გათვალისწინებით, ჩვენთვის საინტერესოა, აგრეთვე, კასპიის ზღვის რეგიონში ნავთობის
მოპოვების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები.
საქართველოს ადგილმდებარეობა და ამიერკავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზების სიგრძე
ბუნებრივი უპირატესობებია შუა აზიის სატრანსპორტო დერეფნისათვის, რასაც
მნიშვნელოვნად ტრანსპორტის სხვა სახეობებთან კომპლექსში, საზღვაო პორტების განვითარება
განაპირობებს. ამასთან დასავლეთი და ზოგადად მცოფლიოს ეკონომიკა, დაინტერესებულია
სატრანზიტო გზების დივერსიფიკაციით, ანუ რამდენიმე ალტერნატიული სატრანზიტო გზის
არსებობით, იმ მიზნით, რომ პოლიტიკური კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვნად ვერ
იმოქმედოს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე. ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ბაქო-
თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება, ახალი ტერმინალის აშენება, ქუთაისის
აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გაფართოება, აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ახალი
პორტის 132 მშენებლობა, ასევე მეტყველებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის
პრიორიტეტულობაზე. დასკვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზღვაო ლოგისტიკური
კლასტერების განვითარება წარმოადგენს ტრანსპორტის დარგის პოტენციალის რეალიზებას, იმ
პროცესების განვითარების საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებულ
ღირებულების შექმნას ლოგისტიკის სფეროში. საქართველოს საზღვაო პორტებში თავს იყრის
146
სატრანსპორტო ნაკადები. ამ მხრივ ისინი წარმოადგენენ მიწოდების სატრანსპორტო-
ლოგისტიკური ჯაჭვის შემადგენელ რგოლს, რაც უნდა განვიხილოთ, როგორც ლოგისტიკური
კლასტერის საფუძველი. საზღვაო კლასტერის ჩამოყალიბება ბათუმისა და ფოთის პორტების
საფუძველზე, განაპირობებს მათი და, ასევე, კლასტში შემავალი სხვა კომპანიების
კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. კლასტერის შექმნა უზრუნველყოფს სინერგიის ეფექტს და
ახალ შესაძლებლობებს ტექნოლოგიური ოპერაციების ინოვაციურ დამუშავებას საპორტო
ლოგისტიკაში. საქართველოს საზღვაო პორტების საფუძველზე, საზღვაო ლოგისტიკური
კლასტერის ბიზნეს-მოდელის რეალიზაციამ უნდა შეუწყოს ხელი სამრეწველო, სატრანსპორტო
და ლოგისტიკური კომპანიების ჩართულობას საპორტო ლოგისტიკური კლასტერის
ზემოქმედების ზონაში. საზღვაო ლოგისტიკური კლასტერების შექმნის და ფუნქციონირების
შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ ბათუმისა და ფოთის პორტების პოზიციების გაძლიერება,
არამედ კავკასიის რეგიონისაც. იგი უნდა იყოს მიმართული არა მარტო საქონლისა და
ნედლეულის სატრანზიტო მომსახურებაზე, არამედ რეგიონის მოსახლეობისა და ქვეყნის
სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველოს კონკურენტუნარიანობის
გაუმჯობესება და შიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, უსაფრთხოების
განმტკიცების ხელშეწყობა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანად
გამოყენება, სატრანზიტო პროექტების სრულყოფილი რეალიზაცია სატრანსპორტო ტვირთების
133 მოცულობის გაზრდას და ამ მიმართულების სრულყოფას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ,
დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებში და რეგიონის
მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო
კომუნიკაციები, განსაკუთრებით „საუკუნის პროექტები“ ხელს უწყობენ საქართველოს
აქტიურად ჩართვას მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში. ნავთობსადენისა და გაზსადენის
პროექტების განხორციელებით მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახსრების ნაკადები
დადებითად მოქმედებენ საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე, რაც თავის მხრივ
უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ქვეყნის სავალუტო
რეზერვების ზრდას. ვთვლით, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
აუცილებლად გამოიწვევს სინერგიულ ეფექტს პრიორიტეტული დარგების განვითარების
საქმეში. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამომავლო გაძლიერება დამოკიდებული იქნება
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწოდების ჯაჭვის ყველა შემაერთებელი რგოლის
სარკინიგზო, საპორტო და საავტომობილო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური ცენტრების
განვითარება/ადაპტირებაზე, საქართველოს სარკინიგზო საზღვრებზე სატრანსპორტო
კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, საბაჟო პროცედურების დახვეწა და სხვა ვაჭრობის
ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაზე, მეზობელი და შუა აზიის ქვეყნების ეკონომიკური
განვითარებაზე, საერთაშორისო კონკურენტული სატრანზიტო დერეფნების განვითარების
ტემპებზე და ახალი აბრეშუმის გზის მონაწილე ყველა ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების
გაუმჯობესებაზე.
ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები საქართველოში გლობალიზაციის
პროცესი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ტურიზმის დარგის განვითარებას საქართველოში.
ტურისტული კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული
სფეროს შესწავლა აუცილებელია ტურისტული მომსახურებების მსოფლიო და ნაციონალური
ბაზრების განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით.
147
მომსახურებების სფეროს როლის ზრდა განაპირობა ეკონომიკის განვითარების
ინდუსტრიულიდან პოსტინდუსტრიულ სტადიაზე გადასვლამ, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული
იყო გლობალური სტრუქტურული გარდაქმნებით, რომელიც გავრცელდა მსოფლიო
ეკონომიკურ სივრცეზე. დღეისათვის ტურიზმი წარმოადგენს მომსახურებებით საერთაშორისო
ვაჭრობის ყველაზე დინამიურად განვითარებად და მომგებიან დარგს ძირითადი ეკონომიკური
მაჩვენებლების მიხედვით. მომსახურებებით საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვნად
გაიზარდა XXს. ბოლო მესამედში. თუ 1980 წელს მომსახურებების მსოფლიო ექსპორტი
შეადგენდა 367 მლრდ. დოლარს, 1981 წ - 803 მლრდ., 2001 წელს ეს მაჩვენებელი 1350 მლრდ.
დოლარი იყო. ე.ი. XX საუკუნის ბოლო მესამედში მომსახურებების მსოფლიო ექსპორტი ყოველ
10 წელიწადში თითქმის ორჯერ იზრდებოდა. ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლების მიღების
წყაროს, ტურისტული პროდუქტის გამყიდველისთვის და სულიერი თუ ფიზიკური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მყიდველისათვის. იგი ასევე
წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის და,
ამავდროულად, საგარეო ბაზარზე მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროსაც.
ტურიზმის ბიზნესში, ისევე, როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში, ნათლად ჩანს
გლობალიზაციის ტენდენციები, რაც გამოიხატება სახელმწიფოების, ორგანიზაციების
თანამშრომლობაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. მეცნიერულ-
ტექნიკური პროგრესის განვითარებამ, უპირველეს ყოვლისა 135 საინფორმაციო და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვამ და გამოყენებამ (მაგალითად ელექტრონული
ვაჭრობა), მნიშვნელოვნად შეამცირა ტრანზაქციური დანახარჯები საგარეო ეკონომიკურ
ოპერაციებზე და გაამარტივა ტურისტული კომპანიების მსოფლიო ბაზარშე შეღწევა.
გლობალიზაციის პროცესი ტურიზმის დარგში მომუშავე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას
მოქმედების არეალის გაფართოებისათვის, შემოსავლების ზრდისა და ტურისტულ ბაზარზე
ადგილის დამკვიდრებისათვის. გლობალური კომუნიკაციური ქსელის წყალობით გახდა
შესაძლებელი ტურისტული მომსახურებების კოორდინირებული წარმოება მსოფლიო ბაზრის
სხვადასხვა რეგიონებში. დღეისათვის ტურისტულ მომსახურებებს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა
გვთავაზობს. ტურიზმის ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია თვით ტურისტული პროდუქტის
თავისებურებით აიხსნება. თითოეულ მათგანს გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებელი და
შეუძლია დადებითად იმოქმედოს ტურისტთა ცვალებად მოთხოვნასა და მოგზაურობის
მოტივაციაზე. [არღუთაშვილი...2008] ტურიზმის განვითარებას დიდწილად განაპირობებს შიდა
სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო, ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის
ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას,
ეკონომიკის დივერსიფიკაციას. [ტურიზმი...] ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა
საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების
კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი
კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება.
ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს
სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით.
უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ
ძალას ტურიზმის განვითარებისთვის. [ტურიზმი-ა...] 136 მოგზაურებისა და ტურიზმის
მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით 2015 წელს ამ დარგში პირდაპირი კონტრიბუციით
148
მთლიან მშპ-ში 2,2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა ( 3%) და ხელი შეუწყო 108 მილიონი
სამუშაო ადგილის შექმნას, მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების
შემდეგ, აღნიშნული სექტორის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია:
მსოფლიოს მშპ-ს 9.8%, ერთი ადგილი ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან, 4.3% მთლიანი
განხორციელებულ ინვესტიციებსა და 6.1% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში. [Economic Impact of
Travel and Tourism 2016, Annual Update, WTTC]. მსოფლიო დონეზე ტურიზმის სფეროს
გლობალიზაცია ვლინდება ქვეყნებისა და რეგიონების ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულების გაზრდაში, მათი ტურისტულ-სამეურნეო სისტემების
გადახლართვაში. ეროვნულ დონეზე ტურიზმის სფეროს გლობალიზაცია ვლინდება
ნაციონალური ტურისტული ბაზრების ღიაობაში, ტურისტული მომსახურებების საერთო
მოცულობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვის წილის ზრდაში, ტურიზმის დარგში უცხოური
ინვესტიციების მოცულობის გადიდებაში, საერთაშორისო გადახდების მოცულობის გაზრდაში
და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი
ტურიზმზე მოთხოვნის გადიდებას საქართელოშიც. ტურიზმის დარგის კარგად განვითარების
შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია კიდევ უფრო მეტი შემოსავლების მიღება. ჩვენთვის
საინტერესოა საქართველოში საერთაშორისო შემოსვლების დინამიკის გაანალიზება. როგორც
დიაგრამიდან ჩანს 2016 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს 6,350 825
მიაღწია (ზრდა +7,8% ), ხოლო ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი კი 2012 წელს დაფიქსირდა
(+57%). 2015 წელს საერთაშორისო შემოსვლების უმეტესი წილი, 87,8% (5,180,010) მეზობელი
ქვეყნებიდან განხორციელდა, მხოლოდ 12,2% (721,084) შემოვიდა სხვა ქვეყნებიდან. წლის
ლიდერი, როგორც ვიზიტების რაოდენობით 1,468 888 (+10,8%), ასევე რაოდენობრივი ზრდით
(+143,253) იყო სომხეთი.
ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი (+114,523),
აზერბაიჯანი (+110,043) და ისრაელი (+17,102). ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების
რაოდენობამ 2015 წელს 242,172 შეადგინა, ევროპელი მოგზაურების წილი მლიან რაოდენობაში
4,1%-ია, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით +11% -ს შეადგენს. 2016 წელს საერთაშორისო
მოგზაურების რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით +7.6%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,714,773 (+19%)
ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+9.3%),
სომხეთიდან (+1.9%), თურქეთიდან (-9.9%), რუსეთიდან (+12%) და უკრაინიდან (+21.8%)
შემოვიდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,
საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წელს გამოირჩნენ:
ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%.
განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან 559753 763231 105174912901081500049 2031717
2822363 4428221 53923035515559 5901094 6350825 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013
2014 2015 2016 საერთაშორისო შემოსვლები წლების მიხედვით 22% 57% 39% 35% 16% 23% 39%
36% 7,6 138 ფიქსირდება: ირანი +485%, ინდოეთი +199%, საუდის არაბეთი +116%, ომანი +75%
და ჩინეთი +46%. [საქართველოს -ო...2016] ტურიზმის უხილავ ექსპორტს დიდი მნიშვნელობა
აქვს ქვეყნისთვის. პოზიტიურად ფასდება სიტუაცია, როდესაც ტურისტების მიერ ქვეყანაში
ვალუტის შემოდინება აღემატება ქვეყნიდან ნაღდი ვალუტის გადინებას.[ტურიზმის-ბ]
უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები ქვეყანაში დადებითად აისახება საქართველოს
149
საგადამხდელო ბალანსზე. დაახლოებით 61,4% საქართველოს სერვისის ექსპორტის
შემოსავლებიდან ტურიზმზე მოდის. 2015 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან
შეადგენდა 1.94 მლრდ აშშ დოლარს (ზრდა +8,3%). ხოლო საქართველოს მოქალაქეების
დანახარჯებმა უცხოურ ტურიზმზე 0,33 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა+10,2%). ამდენად,
უცხოური ტურიზმის ბალანსი საქართველოში შეადგენდა 2015 წელს 1,61 მლრდ დოლარს
(ზრდა +8%), ხოლო 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1.695 მლრდ (I-III კვარტალის
მონაცემებით) აშშ დოლარია. 48 სლ 2015 წელს ტურიზმიდან ასოცირებული სამუშაო
ადგილების რაოდენობამ 158,515 ათასი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი დასაქმებული იყო
ტრანსპორტის სექტორში 56,2% და სასტუმროებსა და რესტორნებში 15.8%; მთლიანმა
დამატებულმა ღირებულებამ 2015 წელს 1,84 მლრდ ლარს მიაღწია, გაზრდილი მოთხოვნის გამო
(ზრდა +16.2%). შედეგად, ტურიზმის წმინდა დამატებული ღირებულება, როგორც მშპ- ში წილი
6,3% დან 6,7%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა კი ტურიზმის სფეროში
შექმნილი დამატებული ღირებულების +16,2% ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი. 2015 წელს
ტურიზმის სექტორში დამატებული ღირებულება ძირითადად შეიქმნა განთავსების
საშუალებებში (ზრდა +27.8%) და ტრანსპორტში (საჰაერო ტრანსპორტი ზრდა + 27,8%, სხვა
ტრანსპორტი კლება -1,5%). ტურიზმის წვლილის შეფასება მშპ-ში წლების მიხედვით
წარმოვადგინეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილის სახით.
გლობალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აფართოვებს ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული
რესურსის გამოყენების და მათი ოპტიმალური კომბინირების შესაძლებლობას, შრომის
საერთაშორისო დანაწილების სისტემაში მათ მრავალმხრივ მონაწილეობას. ტურიზმის დარგის
განვითარების გლობალური წყაროების გამოყენება იძლევა დანახარჯების შემცირების
შესაძლებლობას, ტურისტული პროდუქტის შემადგენლობაში არაეფექტური ელემენტების
შეცვლით. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს საერთაშორისო შემოსვლების რაოდენობამ
რეკორდულ ნიშნულს 6,350,825 მიაღწია (ზრდა 7,6 %), უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2005 წლიდან
2013 წლამდე საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ორნიშნა ზრდის ტემპით
ხასიათდებოდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2012 წელს დაფიქსირდა (+57%). ეს ციფრები
მეტყველებს იმაზე, რომ გლობალური კრიზისები უარყოფით გავლენას ახდენენ ტურიზმის
სფეროს განვითარებაზე. უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები ყოველთვის დადებითად
აისახება ნებისმიერი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე, შესაბამისად, გლობალური საფინანსო
კრიზისები თავს იჩენენ იმ დანაკარგებში, რაც უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორთა
რაოდენობის შემცირებას ქვეყანაში. ტურიზმის სექტორს სჭირდება აეროპორტები, რკინიგზა,
საავტომობილო გზები, საბაგირო გზები, საკრუიზო გზები, ყოველივე ეს საკმაოდ დიდ
ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა მათი უმეტესობა ემსახურება არა მარტო ტურიზმის სექტორს,
არამედ ეროვნული ეკონომიკის სხვა სფეროებსაც. სახელმწიფო თანაბრადორიენტირებული
უნდა იყოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმზე. სამწუხაროდ, საქართველოს, და არა
მარტო საქართველოს, ზოგადად, ტურიზმის სექტორს, ახასიათებს უარყოფითი მაჩვენებელი,
რაც განპირობებულია შემდეგი პარადოქსით: თუ რეზიდენტის შემოსავალი იზრდება
პირობითად 1%-ით, მაშინ მისი მოთხოვნა გაყვანის ტურიზმზე იზრდება 1,5%-ით, რაც საკმაოდ
უარყოფითი მაჩვენებელია. რეზიდენტების მიერ ხდება ეროვნული ვალუტის ქვეყნიდან
გადინება, რაც უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკასა და ქვეყნის კეთილდღეობაზე.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს შიდა ტურიზმის განვითარებას, რათა
150
რეზიდენტებისთვის თავიანთი სამშობლო მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდეს და
დისკრეციული შემოსავლები ადგილობრივ მომსახურებაში გადაიხადოს.
გლობალიზაციია ტურიზმში გამოიხატება როგორც ტურიზტული ნაკადების, მომსახურებების
ნაკადების, კაპიტალის შემოდინების ზრდის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების განვითარების პროცესი. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნის
ტურისტული პოტენციალის გონივრულად გამოყენება. არსებული შესაძლებლობების ძლიერ
მხარეებად გადაქცევისათვის კი საჭიროა რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა დარგის
პრიორიტეტებთან. ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისათვის საზღვრის გადმოკვეთა ზედმეტ
ბარიერებთან და შეზღუდვებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ქვეყნის რეკლამირება უნდა
ხდებოდეს წინასწარ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში. ხელისუფლება
ორიენტირებული უნდა იყოს ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე, ბუნებრივი რესურსების
გონივრულად გამოყენებაზე და დარგის კომპლექსურად განვითარების ხელშეწყობაზე, რაც,
თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის
ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად ამაღლებას. დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ
საერთაშორისო ინტეგრაციისა და გლობალიზაციის გავლენით ტურიზმის დარგის
განვითარების ძირითადი შედეგები ქვეყნისათვის შეიძლება იყოს შემდეგი:
• ტურისტული პროდუქტების მაღალი ხარისხის მიღწევა;
• ქვეყანაში ტურისტების რიცხვის ზრდა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების;
• მომსახურებებისა და ფინანსური შემოსულობების მოცულობის ზრდა სახელმწიფო და
ადგილობრივ ბიუჯეტში;
• ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა;
• ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;
• ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება;
• ქვეყნის რესურსული პოტენციალის კომპლექსური გამოყენება;
• კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება;
• ეკოლოგიური სიტუაციის და რეკრეაციული გარემოს ხარისხის გაუმჯობესება;
• ინვესტორთა დაინტერესება და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოცულობის გადიდება;
• მსოფლიო ტურისტულ სივრცეში ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა და სხვ. ქვეყანაში
ტურიზმის დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე ახალი სეგმენტების
წარმოქმნა (სათავგადასავლო, კულტურული, სამედიცინო, გასტრონომიული, MICE ტურიზმი).
ინოვაციური პროცესების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად იცვლება
მოგზაურობის ორგანიზაციის ფორმებიც. ამიტომაც ამ მიმართულებით ღონისძიებების
გატარება მიზანშეწონილია. საჭიროა გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები ტურიზმის
განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების (განუვითარებელი ინფრასტრუქტურა,
მომსახურების დაბალი ხარისხი და მაღალი ფასები, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და
ა.შ) აღმოსაფხვრელად. საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების
შემთხვევაში შესაძლებელი იქნება წელიწადში 56 მილიონი ტურისტის მიღება. მაგრამ ამ
შედეგზე გასვლა შეუძლებელია სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე.
აგრარული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან
ერთად, დამატებით გამოწვევებს ქმნის მოსახლეობის ადეკვატური რაოდენობისა და
151
ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს პრობლემები ამჟამად მიმდინარე
გლობალური საფინანსო და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მწვავდება. ცხადია, საქართველო,
როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, არსებული პროცესების მიღმა ვერ დარჩება. ჩვენს
ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას სიღარიბის, მათ შორის, მოსახელობის სურსათით
უზრუნველყოფის პრობლემა. აქედან გამომდინარე, უახლოესი წლების უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის განვითარების იმგვარი მოდელის შემუშავება,
რომელიც მოსახლეობას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სურსათით დააკმაყოფილებს. ასევე,
ხელს შეუწყობს კონკურენტული უპირატესობის მქონე პროდუქტების საექსპორტო
პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით
43.4% (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწებად, ქვეყანაში ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი
და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების
უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
და როგორც ძველ ტრადიციულ ბაზარზე პოზიციების აღდგენა, ასევე გასაღების ახალი
ბაზრების მოძებნა. სოფლის მეურნეობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მგრძნობიარე
დარგი, ერთნაირად მოითხოვს მომხმარებლის, მწარმოებლის, ფერმერის, მეცნიერის,
მკვლევარისა თუ სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევასა და მხარდაჭერას. ცალსახაა, რომ ამ
მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც სახელმწიფოს ენიჭება. იმის 146
გათვალისწინებით, რომ საქართველოს მცირე ბაზარი გააჩნია, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში
არსებობდეს მაქსიმალურად გააზრებული მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებასთან
დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სოფლად ცხოვრობს,
თუმცა ამ სექტორში წარმოებული პროდუქციის წილი, ქვეყნის მშპ-ში მცირეა და შიდა
მოთხოვნა მხოლოდ მეხუთედით არის დაკმაყოფილებული.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
(ENPARD) სპეციალურ კომპონენტს ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი
თემების წარმომადგენლები შეიმუშავებენ და ახორციელებენ სოფლის საჭიროებებზე
მორგებულ განვითარების სტრატეგიებს. 148 მდგრადი განვითარებისთვის და სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის წყაროს შექმნისთვის მრავალდარგობრივი ეკონომიკაა
საჭირო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ღირებულებათა ჯაჭვზე,
სოფლის ტურიზმსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაზე. ევროკავშირის
მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ადგილობრივ
და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეხმარება საქართველოს
მთავრობას სოფლის განვითარების სტრატეგიის (RDS) შემუშავებაში. სტრატეგია სამ ძირითად
მიმართულებას ეფუძნება: სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას, ბუნებრივი
რესურსების მდგრად მართვას და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას.
[სოფლის...2016] თანამედროვე ეტაპზე ხორციელდება მნიშვნელოვანი აგროპროექტები
რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და ორიენტირებულნი არიან დარგში
კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ
ზრდაზე, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კერძოდ:
1. პროექტი „დანერგე მომავალი“. ემსახურება მრავალწლოვანი ბაღებისა და სანერგე
152
მეურნეობების დაფინანსებას. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია საქართველოს
რეგიონებში „დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები 2015-
2016 წელი.
საქართველოს ენერგეტიკის გლობალიზაცია
საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, ჩართულია მსოფლიოში მიმდინარე
ენერგეტიკულ პროცესებში. ეკონომიკის სხვა დარგებთან ერთად საქართველოს მჭიდრო
ენერგეტიკული კავშირები აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ხოლო მათი გავლით ამ სფეროში
ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთანაც. მყარ საგარეო ენერგეტიკულ
კავშირებს კი დიდი როლი ეკუთვნის ქვეყნის საიმედო ენერგოუზრუნველყოფის და მათ შორის,
ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. ამას განაპირობებს მინიმუმ შემდეგი ოთხი ფაქტორი:
1. დანახარჯების ეკონომია ელექტროენერგიის წარმოებაში. ელექტროენერგიის ექსპორტ-
იმპორტი ელექტროსადგურებს საშუალებას აძლევს იმუშაონ საათობრივი დატვირთვით და
ყოველწლიური მოთხოვნით იმ ვარაუდით, რომ გამოი- ყენონ ელექტროენერგიის წყაროების
ნაკლებად ძვირადღირებული კომბინაციები. ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი
შესაძლებლობას იძლევა ენერგოსისტემამ შეამციროს დანახარჯები ელექტროენერგიის
გამომუშავებაზე ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
2. ელექტროენერგიის წარმოებაში უფრო მცირე დანახარჯები მიმწოდებელს საშუალებას აძლევს
ელექტროენერგია მყიდველს მიაწოდოს ნაკლებ ფასებში. უფრო დაბალი ფასები
ელექტროენერგიაზე კი ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნები,
რომლებსაც უპირატესობა აქვთ ელექტროენერგიის წარმოებაში, ელექტროენერგიის ექსპორტს
აწარმოებენ იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ უპირატესობანი ეკონომიკის სხვა სფეროებში. ასეთი
საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, იმ შემთხვევაში თუ
იმპორტული და ექსპორტული ფასები არ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ ხელოვნური
გზით.
3. ენერგეტიკული სექტორის რეფორმის შესაძლებლობა. კონკურენტუნარიანი
ელექტროენერგიის ბაზრის შექმნა უფრო ადვილია დიდ ქვეყანაში. რაც უფრო მეტია
ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების რაოდენობა, მით მეტია სარგებლობა
მომხმარებლისათვის, სადაც ენერგეტიკული რესურსები კონტროლდება მონოპოლიური
ძალაუფლების მქონე ფირმის მიერ.
4. ევროკავშირის შიდა ბაზარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ექსპორტ-იმპორტის
განვითარება, როგორც წესი, აჩქარებს ენერგეტიკული სექტორის რეფორმას; შედეგად ქვეყანა
შეძლებს ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხოლო სისტემის
ოპერატორები იმუშავებენ ევროპული გადაცემების სისტემის ოპერატორების წესებით და
შემოღებული იქნება ურთიერთქმედების ხელსაყრელი პრინციპები. გაერთიანებულ
ენერგეტიკულ სისტემებს შორის არსებობს ვაჭრობის სამი შესაძლო ფორმა: 5. იმპორტი,
ექსპორტი და ტრანზიტი ქვეყნებს შორის. ამ სიტუაციაში ქვეყანას შეუძლია ელექტროენერგიის
იმპორტირება არამეზობელი ქვეყნიდან. რამდენადაც დიდია ტერიტორია, შესაძლოა
იმპორტული და ექსპორტული ტრანსაქციების რაოდე- ნობაც იმდენად დიდი იყოს.
ელექტროენერგიის ნაკადების ხელშესაწყობად საჭიროა ერთი დიდი სინქრონული
გაერთიანებული სისტემის შექმნა.

153
6. იმპორტ-ექსპორტული ოპერაციები მეზობელ ქვეყნებს შორის. ეს ტრანზაქციები შეიძლება
განხორციელდეს მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემათა შორის.
7. სინქრონული გაერთიანება ექსპორტ-იმპორტული სავაჭრო ურთიერთობების გარეშე.
მეზობელი ენერგეტიკული სისტემების მაღალი ძაბვის გადაცემის ქსელების გაერთიანებები
ხელს უწყობს სიხშირისა და ძაბვის სტაბილიზაციას და ამცირებს უშუალოდ რეზერვებისა და
გაერთიანებული ენერგოსისტემების საბრუნავი რეზერვების ღირებულებას. ენერგეტიკული
რესურსების ექსპორტ-იმპორტის განხორციელება მჭიდროდ უკავშირდება ენერგეტიკული
ბალანსის მდგომარეობას.
ბალანსი თუ დეფიციტურია, ცხადია, ქვეყანა იძულებულია ენერგორესურსები გარედან
შემოიტანოს და, პირიქით, რესურსების სიჭარბის პირობებში, მას შეუძლია, მათი ექსპორტი
განახორციელოს. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი ტრადიციულად დეფიციტურია. ამის
გამო ქვეყანა იძულებულია, დიდი რაოდენობით განახორციელოს ენერგორესურსების შემოტანა.
იმპორტით შემოტანილ ენერგორესურსებში მთავარი ადგილი („ლომი სწილი“) უჭირავს
ბუნებრივ გაზსა და ნავთობპროდუქტებს, რომლებსაც ზრდის ტენდენცია აქვთ. კერძოდ, ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის მოცულობა 2,2 ჯერ, ხოლო ნავთობპროდუქტების
რაოდენობა 31,5%-ით გაიზარდა. ნავთობპროდუქტებში მაღალი ხვერდი წონით გამოირჩევა
დიზელი (48,3%, 2015 წ.), საავტომობილო ბენზინი (35,8%), აგრეთვე მაზუთი (8,6%). აღნიშნულ
პერიოდში დიზელის რაოდენობა 43,3%-ით, საავტომობილო ბენზინის რაოდენობა – 1,2%- ით,
ხოლო მაზუთისა – ყველაზე უფრო მეტად – 23,8-ჯერ გაიზარდა. მნიშვნელოვანი რაოდენობით
შემოაქვს ქვეყანას ისეთი ნავთობპროდუქტები როგორიცაა: რეაქტიული საწვავი (ნავთი), საპოხი
და სხვა ზეთები. ამასთან მათი შემოტანაც წლების განმავლობაში ზრდის ტენდენ- ციის
ხასიათდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისი იმპორტიც საკვლევ პერიოდში 3,1-ჯერ
გაიზარდა და 2015 წელს 699,2 მლნ კვტ. სთ შეადგინა. იმპორტით შემოიტანება აგრეთვე
ქვანახშირი და ნედლი ნავთობი. პირველი 2010-2015 წლებში 6,1-ჯერ, ხოლო მეორე 19,7-ჯერ
გაიზარდა. ნედლი ნავთობის აღნიშნულ რაოდენობაში შედის ჩვენი ტერიტორიის გავლით
გატარებული ნავთობიც. იგი შედის ექსპორტის რაოდენობაშიც (რეექსპორტი). საქართველო კი
ამ წლებში ნავთობის მხოლოდ 40-50 ათასი ტონის ფარგლებში მოიპოვებდა. ენერგეტიკული
რესურსების საექსპორტო პროდუქციაში წამყვანი ადგილი ელექტროენერგიას უჭირავს.
ელექტროენერგიის ექსპორტმა საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს 2010 წელს
მიაღწია (1524,2 მლნ. კვტ. სთ). თუმცა 2015 წლისთვის ეს რაოდენობა 699,2 მლნ კვტ. სთ-მდე,
ანუ 2,2-ჯერ შემცირდა. დანარჩენ ენერგეტიკულ რესურსებს ჩვენს საექსპორტო პოტენციალში
მოკრძალებული პოზიციები უჭირავთ. ეს არის ქვანახშირი, ნედლი ნავთობი,
ნავთობპროდუქტები.
საქართველოს წილი ენერგიის მსოფლიო წარმოებაში ერთობ მოკრძალებულია (0.1-0,04%),
მაშინ, როცა მოხმარებაში გაცილებით მეტია (0.3%).
ელექტროენერგიის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე ანალოგიური საშუალო მსოფლიო
მაჩვენებლის მხოლოდ 72.6%-ია, თუმცა ენერგიის ხვედრითი ხარჯი მშპ-ის ერთ დოლარზე
63,2%-ით მეტია. საქართველოსთვის დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ 2005-2014 წლებში ჩვენი
ენერგეტიკის განვითარების მაჩვენებლების ზრდის ტემპი ძირითადად უკეთესია, ვიდრე
საშუალოდ მსოფლიოში. ცხადია, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებლები
საქართველოში გაცილებით უარესია. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე დროში
154
აღმოიფხვრას ზემოთ აღნიშნული ჩამორჩენები ენერგეტიკის განვითარების სფეროში. ამის ერთ-
ერთი აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ენერგორესურსე- ბის უკეთ ათვისების ხარჯზე
ენერგო წარმოების გაზრდა
საქართველოში საგანათლებლო ცვლილებები და მისი გლობალიზაცია
საქართველოში საგანათლებლო ცვლილებები და მისი გლობალიზაცია ჯერ კიდევ 1999 წელს
დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა, მაინც
დასაფასებელია ის პირველი ნაბიჯები, რაც ამ პერიოდში გაკეთდა.
2005 წლის მაისში ბერგერის სამიტზე საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესის წევრ
ქვეყანათა რიცხვს, რომლის მთავარი პრიორიტეტები (ლუვენის კომუნიკეს მიხედვით) იყო:
 სოციალური განზომილება;
 მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა;
 სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
 განათლება, კვლევა და ინოვაცია;
 მობილობა;
 მონაცემების შეგროვება;
 მრავალმხრივი გამჭვირვალე მექანიზმები;
 დაფინანსება.
ბოლონიის დეკლარაცია სწავლების სამსაფეხურიან სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ამ
პროცესმა საგრძნობლად გაამარტივა საქართველოს განათლების სისტემის აღქმა სხვა ქვეყნების
მიერ, რადგანაც დანერგილი კრედიტების სისტემა იდენტურია მთელს ევროპაში.
ბოლონიის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს უმაღლესი განათლების
სისტემაში საკმაოდ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ:
1. მოხდა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავება და მისი ევროპულ
დონესთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც თავის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია;
2. მოხდა ქართული დიპლომის აღიარება, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ქართველ
პროფესიონალთა ევროპაში ინტეგრაციას;
3. ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ხდება სტუდენტთა თუ
პედაგოგთა მობილობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მობილობა მნიშვნელოვანია იმ
თვალსაზრისითაც რომ სწავლა ხელმისაწვდომია ყველასათვის და სოციალური თუ
ეკონომიკური პრობლემები არ უშლის ხელს სტუდენტს მიიღოს ხარისხიანი განათლება.
საქართველოს უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა,
დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო
საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების
მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,
თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და
საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის
უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი
ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
155
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და
გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის
მობილობის წახალისება.
ეს რაც შეეხება ბოლონიის პროცესების დადებით მხარეებს, თუმცა როგორც ყველა პროექტს
ამასაც აქვს უარყოფითი მხარეები:
1. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ბაკალავრიატის ცნება არასწორადაა გაგებული და
შრომით ბაზარზე ჭირს სამსახურის შოვნა ამ დონის დიპლომით. თვითონ საქართველოს
განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნავს, რომ „არსებობს ინტენსიური დიალოგის
სჭიროება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები და სოციალური პარტნიორები, რათა ბაკალავრის კვალიფიკაციის მქონე
კურსდამთავრებულთა დასაქმება გაუმჯობესდეს და შეიქმნას მათთვის შესაბამისი სამუშაო
ადგილები და თანამდებობები, მათ შორის საჯარო სამსახურებშიც“.
2. ეს ფაქტორი საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის სტუდენტს, რადგან აუცილებლობას
წარმოადგენს სწავლების ორივე საფეხურის დასრულება. შრომის ბაზარი „აიძულებს“
სტუდენტს +2 წელი ისწავლოს, რის შემდეგაც შესაძლებელია იმ პოზიციაზე მუშაობის დაწყება,
რაზეც რეალურად ბაკალავრიატის დონეც საკმარისია.
უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ დიპლომის აღიარებასთან ერთად ხდება
პროფესიონალთა გადინება სხვადასხვა ქვეყნებში და ეს მაშინ როდესაც დღესდღეობით
საქართველოში პროფესიონალთა დეფიციტს განვიცდით.
3. ასევე აღსანიშნავია „უცხოური დიპლომის სენი“ ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ
უცხოური დიპლომი და პროფესიონალიზმი პირდაპირპროპორციულად აღიქმება, თუმცა ეს
ყოველთვის ასე არაა. საქართველოში განათლება მიღებულ ახალგაზრდებს შორისაც საკმაოდ
ბევრი პროფესიონალია და შესაძლოა მათი ცოდნის დონე აღემატებოდეს კიდეც საზღვარგარეთ
განათლება მიღებული პიროვნების დონეს, თუმცა დიპლომი განაპირობებს უპირატესობას და
მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მიღებული განათლების საფუძველზე ხდება კადრის
დისკრიმინაცია.
მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლონიის პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც
სოციო-პოლიტიკური, ასევე განათლების პოლიტიკისა თუ ხარისხის უზრუნველყოფის
თვალსაზრისით. პროცესი ნამდვილად დადებითად შესაფასებელია, თუმცა აუცილებელია
მოხდეს საზოგადოების მეტი ინფორმირება და აქცენტის გაკეთება სწორედ იმ უარყოფით
მხარეებზე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

156
თავი 12. პოლიტიკური იდეოლოგიები და გლობალიზაცია

რა არის პოლიტიკური იდეოლოგია?


პოლიტიკური იდეოლოგია მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
წარმოადგენს. თუმცა აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რა როლი შეასრულა
პოლიტიკურმა იდეოლოგიამ მსოფლიო ისტორიაში, ემსახურებოდა თუ არა იდეოლოგია
ჭეშმარიტების, პროგრესისა და სამართლიანობის საქმეს თუ წარმოშვა დამახინჯებული და
არათანმიმდევრული მსოფლმხედველობები, რისი შედეგიც შეუწყნარებლობა და ჩაგვრაა, დღეს
უკვე დიდ კამათს იწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად იდეოლოგიის ხასიათი ყალიბდება
მისი წარმომშობი ისტორიული ძალების გავლენით და განსაზღვრავს, ის სოციალური და
პოლიტიკური საჭიროებები, რომლებსაც იგი ემსახურება. ასე, რომ იდეოლოგია ადამიანური
ყოფის უცვლელი და განუყოფელი ნაწილია.
მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა ცივი ომის დამთავრებამ, რაც, თავის მხრივ, 1989 –
91 წლებში აღმოსავლეთ ევროპის რევოლუციების სახით კომუნიზმის მარცხის, ახლა კი
გლობალური ტერორიზმის ,,მოსვლის“ შედეგია. ,,ხანგრძლივი“ ცივი ომის – ან როგორც
ჰობსბაუმი იტყოდა ,,მოკლე“ მეოცე საუკუნის, მთავარი მახასიათებელი იყო იდეოლოგიური
ბრძოლა კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრა მეორე
მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის
ზესახელმწიფოთა სახით დაპირისპირებამ. კომუნიზმის კრახმა მრავალი იდეოლოგიური
კვალი დატოვა, რომელიც დღესაც მსჯელობის საგანია. ერთ – ერთი პირველი და ყველაზე
მნიშვნელოვანი მოსაზრებით, კომუნიზმის პოლიტიკური ასპარეზიდან გასვლის შემდეგ
მსოფლიოში ერთადერთ სიცოცხლისუნარიან იდეოლოგიურ მოდელად დასავლური ყაიდის,
ანუ ამერიკული ლიბერალური დემოკრატია დარჩა. სწორედ ამ შეხედულების ასახვაა ე. წ.
,,ისტორიის დასასრულის“ თეზისი.
იდეოლოგიის დასასრულის იდეა პოპულარული გახდა მე – 20 საუკუნის 50 – 60 -იან წლებში.
ამ პოზიციის მხარდამჭერი ყველაზე დიდი ზეგავლენის მქონე განაცხადი ეკუთვნის დანიელ
ბელს ( 1960). ბელზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
დასავლეთის პოლიტიკას ახასითებდა ფართო თანხმობა ძირითად პოლიტიკურ პარტიებს
შორის და იდეოლოგიური დაპირისპირებისა და დებატების არარსებობა. ფაშიზმმაც და
კომუნიზმმც თავისი მიმზიდველობა დაკარგეს, ხოლო დარჩენილ პარტიებს შორის
ერთადერთი დავის საგანი იყო ის, თუ რომელი მათგანი უფრო სანდო ეკონომიკური ზრდისა და
მატერიალური კეთილდღეობის მოტანას შეძლებდა. იდეოლოგია ყველა თვალსაზრისით
უსარგებლო გახდა .

უფრო ფართოდ ეს საკითხი გაშალა ფრენსის ფუკუიამამ თავის ესეში ისტორიის დასასრული.
ბელისაგან განსხვავებით, ფუკუიამა არ თვლიდა, რომ პოლიტიკური იდეები არარელევანტური
გახდა, არამედ მიიჩნევდა რომ იდეათა ერთმა კონკრეტულმა კონპლექსმა დაჯაბნა სხვა
დანარჩენი. ფაშიზმი დამარცხდა 1945 წელს და ფუკუიამა აშკარად გამოხატავს რწმენას, რომ
1989 წელს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მმართველობის დაცემა მარქსიზმ –
ლენინიზმის როგორც მსოფლიო მნიშვნელობის იდეოლოგიის დაცემის მანიშნებელია. ,,
ისტორიის დასასრულში“ ფუკუიამა გულისხმობდა, რომ დასრულდა იდეათა ისტორია და
157
მასთან ერთად ფუნდამენტალური იდეოლოგიური დავაც. ის ამტკიცებდა რომ მსოფლიოში
სულ უფრო და უფრო თანხმდებოდნენი მაზე, რომ სასურველია ლიბერალური დემოკრატიის
შექმნა, რაშიც ის გულისხმობდა საბაზრო ანუ კაპიტალისტურ დემოკრატიას, და ღია
შეჯიბრებითობაზე დამყარებულ პოლიტიკურ სისტემას.

სრული სიმართლეა ის ფაქტი რომ 1989 -1991 წლების აღმოსავლეთევროპულმა რევოლუციებმა


და დარჩენილი კომუნისტური რეჟიმების ( მაგ: ჩინეთის) რადიკალურმა რეფორმებმა
ფუნდამენტურად შეცვალა იდეოლოგიური დებატების მსოფლიო ბალანსი. მაგრამ ნაკლებად
სარწმუნოა რომ ეს პროცესი ,, ისტორიის დასასრულს“ ნიშნავდეს. ,, ისტორიის დასასრულის“
თეორიის ერთ – ერთი სირთულე ისაა, რომ მისი გამოცხადებისთანავე ასპარეზზე გამოვიდნენ
ახალი იდეოლოგიური ძალები. მართალია, ლიბერალურმა დემოკრატიამ შესაძლოა
შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია მეოცე საუკუნის განმავლობაში, საუკუნის დასასრულს
გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული იდეოლოგიების აღორძინების აშკარა ტენდენციები.
მათგან უმთავრესი იდეოლოგიური მმართველობებია ნაციზმი და განსაკუთრებით ეთნიკური
ნაციონალიზმი, რომელმაც, როგორც მოწინავე იდეოლოგიამ, მრავალ პოსტკომუნისტურ
ქვეყანაში შეცვალა მარქსიზმ – ლენინიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელსაც,
თავის მხრივ სულ უფრო მეტი გავლენა აქვს განვითარებად სამყაროზე. მეტიც, ზიანი მიადგა, იმ
იდეოლოგიებსაც, რომელთათვისაც ,, სოციალიზმის გარდაცვალებას“ სარგებელი უნდა
მოეტანა, განსაკუთრებით ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმისათვის. მეოცე საუკუნეში
ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმისათვის დამახასიათებელ ავტორიტეტს ის გარემოება
განაპირობებდა რომ ისინი სოციალისტური თუ კომუნისტური ,, მტრისადმი“ იყვნენ
დაპირისპირებულნი.
2001 წლის 11 სექტემბერი, ნიუ – იორკსა და ვაშინგტონზე ტერორისტული თავდასხმების დღე,
ფართოდ გაიაზრებოდა როგორც ,, დღე, როდესაც მსოფლიო შეიცვალა“, მაგრამ მთლად ნათელი
არ არის როგორ შეიცვალა იგი, არც ის არის ნათელი, რა მნიშვნელობა აქვს ან შეიძლება ჰქონდეს
ამას მთავარი იდეოლოგიებისათვის. გლობალური ტერორიზმის ტალღას, ეჭვს გარეშეა,
უდიდესი საერთაშორისო და ნაციონალური შედეგები მოჰყვა. საერთაშორისო დონეზე ჯორჯ
ბუშის ,, ტერორიზმთან ომის“ ეგიდით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკიდურესად შემტევი
და, გარკვეული თვალსაზრისით, ცალმხრივი საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია. ამის
მაგალითებია თალიბანის რეჟიმის დამხობა ავღანეთში და მაინც , რთულია ასეთ ქმედებათა
იდეოლოგიური შედეგების წინასწარ გათვლა. ერთი მხრივ, თუ ,, ტერორიზმთან ომი „ შეძლებს
შეზღუდოს ან აღმოფხვრას ანტიდასავლური რელიგიური ამხედრება და მსპოს ისინი, ვინც ამ
შემართებას მხარს უჭერენ, მაშინ მათ ლიბერალურ – დემოკრატიული ღირებულებები და
ინსტიტუტები ხანგრძლივი დროით საყოველთაო შეიძლება გახადოს. მეორე მხრივ, სამუელ
ჰანთინგტონის ცივილიზაციათა შეჯახების თეზისის თანახმად, მან შეიძლება კიდევ უფრო
მწვავე ანტიამერიკული და ანტიდასავლური საპასუხო ტალღა წარმოშვას და
ფუნდამენტალიზმი კიდევ უფრო გააძლიეროს.
ფუკუიამას თეზისის საფუძველს წარმოადგენს რომ კლასიკური ლიბერალიზმი არის ყველაზე
მისაღები და ამასტანავე გარდაუვალი იდეოლოგია მომავალი მსოფლიოსათვის. მიუხედავად
უდავო ენერგიულობისა და ეფექტურობისა, რომელიც გამოავლინა კაპიტალისტურმა ბაზარმა,
ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ კაპიტალიზმი ყველა სოციალურ კლასს ან ყველა სოციალურ
158
კლასს ერთნაირად მოეპყრო. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ
იდეოლოგიური კონფლიქტი და დებატები მეოცე საუკუნის ბოლოს ლიბერალიზმის მსოფლიო
ტრიუმფით დასრულდა, ზუსტად ისევე როგორც არ მომხდარა სოციალიზმის ,,გარდაუვალი“
გამარჯვება, როგორც ამას წინასწარმეტყველებდნენ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს.
საბოლოო საშიშროება პოლიტიკური იდეოლოგიებისათვის გლობალიზაციის პროცესიდან
მომდინარეობს. გლობალიზაციას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა რიგ იდეოლოგიურ
ტრადიციებზე, განსაკუთრებით სოციალიზმზე, ნაციონალიზმსა და რელიგიურ
ფუნდამენტალიზმზე, მაგრამ მას უფრო ფართო მნიშვნელობაც ჰქონდა საერთო
იდეოლოგიისათვის. გლობალიზაციის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს ადამიანთა შორის
,,ზეტერორისტული“ კავშირების ზრდა წარმოადგენს. ფიზიკური გეოგრაფია ნაკლებად
მნიშვნელოვანი ხდება. ეს აშკარად ჩანს ეკონომიკისა და ვაჭრობის ახალი ტრანსნაციონალური
მოდელებიდან და ასევე ინფორმაციებისა და ტექნოლოგიის ახალი ფორმების განვითარებიდან,
რომლებიც ქმნიან, ისეთ ფენომენს როგორიცაა ,, კიბერსამყარო“. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
გლობალურმა ურთიერთკავშირმა საგრძნობლად გაზარდა რისკის, გაურკვევლობისა და
არასტაბილურობისტენდენცია, რაც იმას ნიშნავს რომ ერთხელაც მყარი რეალობა ,, ჰაერში
აორთქლდება“.
ყველაფრის მიუხედავად , რთულია გლობალიზაცია იდეოლოგიურად ნეიტრალურად
მივიჩნიოთ. გლობალიზმის ორი ალტერნატიული ვარიანტი არსებობს. პირველი
ნეოლიბერალური გლობალიზმი, მას ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური სტრუქტურებისა
და ღირებულებების განვითარებას უკავშირებს. ამ თვალსაზრისით, გლობალიზაციის არსს
გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკის მშენებლობა წარმოადგენს, რომელიც
ტრანსნაციონალური კომპანიების ინტერესებთანაა დაკავშირებული და რომელიც
მნიშვნელოვნად ზღუდავს სახელმწიფოს ძალაუფლებას, განსაკუთრებით მის უნარს,
გარდაქმნას სოციალური სტრუქტურა. ამრიგად, გლობალიზაცია არის მექანიზმი, რომლის
საშუალებითაც მიღწეულ იქნება ,, ისტორიის დასასრული“ ლიბერალური კაპიტალიზმის
ტრიუმფის სახით. გლობალიზაციის მეორე ვარიანტი სახელმწიფ უშიშროებასთანაა
დაკავშირებული.
რა არის გლობალიზაცია? რამ გამოიწვია იგი? რა დადებითი შედეგები მოიტანა პლანეტისთვის
ამ გარდაუვალმა პროცესმა? რა საფრთხეეებს შეიცავს გლობალიზაცია პატარა ერებისთვის და
ზოგადაც სამყაროსთვის? ეს არის კითხვების ძალიან მცირე ჩამონათვალი, რომლებიც
თითოეულ ჩვენგანს, ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაუჩნდება, თუკი ერთხელ მაინც
დადგება გლობალიზაცის, ფაქტის და ხშირ შემთხვევაში პრობლემის წინაშე.
და მაინც რა არის გლობალიზაცია? ХХI საუკუნის ამ შეუქცევად პროცესზე დღეს ბევრს
საუბრობენ.

გლობალიზაცია – მსოფლიოს ახალი გამოწვევა


იმ საზოგადოებრივ წყობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გლობალიზაციის საკითხი ძალიან
აქტუალურია. ბევრს კამათობენ მის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე. მაშინ როცა
სახელმწიფოების მეთაურთა უმრავლესობა გლობალიზებული ეკონომიკის თავის
სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს, ხალხში ანტიგლობალისტური მოძრაობები ყალიბდება.
აქედან გამომდინარე საზოგადოება თითქოს ორ ნაწილად არის გახლეჩილი – გლობალისტებად
159
და ანტიგლობალისტებად. ორივე მხარეს საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად, ალბათ,
მრავალი არგუმენტის მოყვანა შეუძლია, თუმცა ძალიან ძნელია არ დაეთანხმო იმას, რომ
გლობალიზაციის პროცესი შთანთქავს ისეთი პატარა ქვეყნების ქვეყნების კულტურასა და
თვითმყოფადობას, რომელთაც მის დასაცავად თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ისინი
უძლურნი არიან იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ იმ შეუქცევად პროცესს, რასაც გლობალიზაცია
ჰქვია.

ხშირად ახალი სიტყვა იმიტომ ხდება პოპულარული, რომ მსოფლიოში მიმდინარე ამა თუ იმ
მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს. ასე მოხდა 1780 – იან წლებში, როდესაც ფილოსოფოსმა
ჯერემი ბენთამმა ტერმინი „საერთაშორისო“ შემოიღო და ასე მოხდა მაშინაც, როცა ორასი წლის
შემდეგ, 1980-იან წლებში გახშირდა საუბარი გლობალიზაციაზე. ინგლისური „Globalization”–ის
პარალელურად წარმოიშვა ჩინური Quan Qui Hua, იტალიური – globalizzazione და სხვა ( შოლტე,
2004, 170).
გლობალიზაციის მრავალი განმარტება არსებობს. მარტინ ელბროუ ამბობს, რომ
გლობალიზაცია ასახავს ყველა იმ პროცესს, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიო ხალხები ერთ
მსოფლიო საზოგადოებაში, გლობალურ საზოგადოებაში ერთიანდებიან. მარტინ ხორი კი ამ
ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს – გლობალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მესამე სამყაროში
საუკუნეების მანძილზე კოლონიზაციას ვუწოდებდით. თუმცა ამ ტერმინის, ალბათ, ყველაზე
მისაღები განმარტება ისაა, რომ გლობალიზაცია აღნიშნავს პროცესებს, რომელთა მეოხებითაც
სოციალურ ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები ( შოლტე,
2004, 172). ძალიან უხეშად გლობალიზაციის განმარტება შეგვიძლია დავიყვანოთ შემდეგ ხუთ
თეზისამდე: 1) ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა. 2) გლობალური, საერთო-საკაცობრიო
პრობლემების აღმოცენება. 3) რამდენიმე ქვეყნის მიერ მსოფლიოზე ძალაუფლების ხელში
ჩაგდება. 4) ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესების გავრცელება მთელს მსოფლიოსი. 5)
ქვეყნების მიერ საკუთარი თვითმყოფადობის დაკარგვა ( მელიქიძე, 2006, 4).
ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ
გლობალიზაციაზე. თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის განსხვავებულ
განშტოებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძირები საერთოა. კულტურული გლობალიზაცია
მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლასა
და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას, რაც თავისთავად ძალიან საშიშია
პატარა ერებისთვის, მათთვის, ვისთვისაც კულტურა და ტრადიციები ეროვნული
თვითმყოფადობის შენარჩუნების მთავარი პირობაა. ბევრიმიიჩნევს, რომკულტურული
გლობალიზაცია ამერიკანიზაციის ტოლფასი მოვლენაა. მართლაც, შეერთებული შტატების
მედია , განსაკუთრებით კი ტელევიზია, უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ასევე,
განვითარდა ინტერნეტი, რომელშიც დომინირებს ინგლისური ენა და ამერიკული პორტალები,
რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს გლობალიზაციის განვითარებას ( EDISCOURSE 2008 ).
ისეთი მძლავრი კულტურული ფენომენები, როგორებიცა რის მუსიკა, კინო, ხელოვნება,
სპორტი, ტანსაცმელი დღეს, სამწუხაროდ, ხდება გლობალური ბაზრის პროდუქტი. ამგვარი
კომერციალიზაცია, რომელიც იწვევს კულტურული ღირებულებების გაუფასურებას,
თავისთავად ნეგატიური პროცესია. ამის შედეგად წარმოიქმნება ბევრი ქვეყნის კულტურული
მახასიათებლების დაკარგვის საშიშროება მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მიიღებს გლობალური,
160
კომერციული ბაზარი. როგორც ერთმა აფრიკელმა ექსპერტმა აღნიშნა, ტრადიციული
კულტურული ღირებულებანი მიაქვს კოკა-კოლისა და მაკდონალდსის კულტურას.
გლობალური, კოსმოპოლიტური კულტურის საერთო ასპექტი არის ის, რომ იგი სთავაზობს
ხალხს ყველასათვის საერთო იდეალებს, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ეს
შეუძლებელია მიიღოს და გაითავისოს მსოფლიოს ყველა ერმა თუ საზოგადოებამ.
მსოფლიოში არ არსებობს ორი მსგავსი კულტურის მატარებელიერი. ამდენად, ერთიანი
კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში უტოპიური და არარეალურია ( AMBIONI 2011).
ცნობილი მულტიკულტურალისტი, რიჩარდ ლუისი მიიჩნევს, რომ კულტურათა ადაპტაცია
მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით, ანუ არის ელემენტები, რომლებიც სწრაფად
ადაპტირდება, თუმცა ამის პარალელურად ზოგიერთი ელემენტი იწვევს კულტურათა შორის
“უთანხმოებას”( EDISCOURSE 2008).
გლობალისტები კაპიტალიზმს საყოველთაო სიმდიდრისა და ფართო შესაძლებლობების
პერსპექტივაში ჭვრეტენ და მათი აზრით, გლობალური კაპიტალიზმი უბრალო ხალხს მთელი
მსოფლიოს გარშემო ამ შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს. მოწინააღმდეგენი
კი კაპიტალიზმს ძალადობასა და უთანასწორობასთან აკავშირებენ და გლობალიზებული
სამყაროსაგან კიდევ უფრო მეტ სიღატაკესა და უსამართლობას ელიან. ბოლო პერიოდში
გლობალური ეკონომიკის შესამჩნევი ზრდის საპასუხოდ, სკეპტიკოსებს „შიდა“
სახელმწიფოებრივი ეკონომიკა მოჰყავთ, სადაც განვითარების ტემპი ისეთივეა, როგორც ადრე (
ჰეივუდი, 2008, 201).
გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი აცხადებენ იმასაც, რომ გლობალური ინტეგრაცია,
თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენცია უსამართლობას ეფუძნება.
მხოლოდ ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს შეუძლიათ ამგავარი ინტეგრაციით სარგებლის
ნახვა. ანტიგლობალისტთა აზრით, გლობალიზაცია თამაშია, რომელშიც გამარჯვებული მხარე
დამარცხებულ მხარეს ჩაგრავს. ზოგადად, ამ თამაშში მრავალნაციონალური კორპორაციები და
განვითარებული ქვეყნები, მაგრამ მთლიანობაში ა.შ.შ. იგულისხმება. წაგებული კი
განვითარებადი ქვეყანა რჩება, სადაც ხელფასები ძალიან დაბალია, საფინანსო შეზღუდვები
მცირე ან საერთოდ არარსებული და სადაც გლობალური ბაზრები უფრო და უფრო მეტ
გავლენას იძენს. მაშინ როცა 1980 წლიდან ამერიკა და სხვა დასავლური ეკონომიკის
სახელწიფოები უდიდეს პროგრესს აღწევენ, ღარიბ ქვეყნებში ცხოვრების სტანდარტი
უკიდურესად ეცემა ( ჰეივუდი, 2008, 202).
ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი, მსოფლიო ბანკის კვლევების ყოფილი დირექტორი,
იოზეფ შტიგლიცი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: “შეძლებული ქვეყნები, რომლებიც
ოფიციალურად თავისუფალ ვაჭრობას ქადაგებენ, უფრო ხშირად თავად იყენებენ საბაჟო
გადასახადებსა და სუბვენციებს ღარიბი ქვეყნებიდან იმპორტის შესაზღუდად და ისინი ამით
უარს ამბობენ ღარიბი ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების რეალიზაციაზე, რაც მათ
სიღატაკისაგან თავის დასაღწევად და ეკონომიკური ზრდისთვის ბიძგის მისაცემად
სჭირდებათ.”
ანტიგლობალისტთა მხრიდან კრიტიკას იმსახურებს აგრეთვე გლობალიზაციის არასტაბილური
და სარისკო გარემო. განსაკუთრებით კი შემდეგი საკითხებია აღსანიშნავი: როგორც წესი
არასტაბილური გლობალური საფინანსო ბაზრების გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე სულ უფრო

161
და უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე შეიძლება იქვას, რომ კომპანიების, ინდუსტრიების,
ქვეყნების ეკონომიკისა და რეგიონების ბედი ბაზრის „ ხუშტურებზეა“ დამოკიდებული.
მეცნიერ ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია გამოიწვევს მსოფლიოს
განვითარებული ქვეყნების და განსაკუთრებით კი მსოფლიო კაპიტალის ცენტრების (აშშ-ს,
ევროკავშირის ქვეყნებისა და იაპონიის) კიდევ უფრო გამდიდრებას და გაძლიერებას, ხოლო
შედარებით ნაკლებად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების ტემპები კი სულ უფრო დაეცემა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ამ ქვეყანათა
ხალხების გადაქცევას ტრანსნაციონალური კაპიტალის მომსახურე პერსონალად.
ყველა პროცესს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. გლობალიზაციის
მომხრეებს თავიანთი პოზიციის დასაცავად ამბობენ, რომ კაცობრიობა დღეს უდიდესი
გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა გამკლავებაც მხოლოდ ერთად დგომით არის
შესაძლებელი. აქ ძნელია არ დაეთანხმო, თუ გავიხსენებთ, მაგალითად, ეკოლოგიური
კატასტროფის საფრთხეს. რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა, თუნდაც ყველაზე ძლიერი, ამ
შემთხვევაში უძლურია, რადგან პრობლემა ყველას ეხება და მისი გადაწყვეტა (თუ დავუშვებთ,
რომ საერთოდ შესაძლებელია მისი გადაწყვეტა) მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება.
იგივე ეხება ბოლო დროის ისეთ საფრთხესაც, როგორიცაა ტერორიზმი ( OLD.CONGRESS-
GEORGIA 2010).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალიზაციამ სახე
უცვალა მსოფლიო პოლიტიკის ბუნებას და დღესაც განაგრძობს მის შეცვლას. აღნიშნულ
ცვლილებათა ხასიათი და მასშტაბები მწვავე კამათს იწვევს. როდესაც გლობალიზაციის
განსაზღვრებაზე, მოცულობასა და ახსნაზე მიდგება საუბარი, ანალიტიკოსებს ერთმანეთისაგან
აბსოლუტრად განსხვავებული პოზიციები აქვთ. გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია
რომელიც 1980 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ გამოვყავით მისი თანმდევი
ფაქტორები, მიმოვიხილეთ უარყოფითი და დადებითი მხარეები. როგორც ზემოთ უკვე
აღვნიშნეთ, ერთ-ერთი უმთავრესი რაც გლობალიზაციას სდევს თან არის ერთსახოვანი
გლობალური კულტურის ფორმირება. სწორედ ამიტომ კულტურული თვითმყოფადობისა და
მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია თავად ერის სიძლიერეზე, იმაზე თუ
რამდენადაა ერი შეკრული და გაერთიანებული, რამდენადაა ძლიერი მათი ისტორიული
ფესვები, რამდენადაა ღირებული მათთვის ტრადიციები. მიუხედავად იმისა, რომ ერის როლი
და მისი ფუნქცია სწორედ ამგვარი გარდაქმნების ფონზე საგრძნობლად შესუსტდა, იგი მაინც
არსებობს და ზოგ ქვეყანაში გზასაც უღობავს და აფერხებს იმ გლობალურ ცვლილებებსა და
სიახლეებს, რაც მათი ეროვნული, თვითმყოფადი კულტურისათვის მიუღებელია.
ამდენად, „იდეოლოგია“ პოლიტიკური ანალიზის ერთერთი ყველაზე საკამთო საკითხთაგანია.
დღესდღეობით ეს ტერმინი ნეიტრალური მნიშვნელობით იხმარება – ამა თუ იმ სოციალური
ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის აღსანიშნავად, მაგრამ იგი უარყოფით და კნინობითი
მნიშვნელობითაც ხშირად გამოუყენებიათ – როგორც პოლიტიკური იარაღი მოწინააღმდეგეთა
გასანადგურებლად.
ეს ტერმინი 1796 წლიდან ფრანგმა ფილოსოფოსმა დე ტრესიმ დაამკვიდრა (dettstutt de tracy,
1754 – 1836 ), რომელმაც იდეოლოგიას „მეცნიერება იდეების შესახებ უწოდა“ (სიტყვა –
სიტყვით: იდეოლოგია) და მას იდეებისა და ცნებების წარმომავლობის შესასწავლად იყენებდა.
დე ტრესი იმდეოვნებდა, რომ საბოლოო ჯაში, მის მიერ შექმინილი ახალი მეცნიერებაც ისეთივე
162
სტატუსს შეიძენდა, როგორც, ვთქვათ, ზოოლოგიასა და ბილოგიას ჰქონდა. და მაინც, ეს
ტერმინი იმ მნიშვნელობით შემოგვრჩა, რაც მას XIX ს-ში კარლ მარქსმა მიანიჭა: მარქსი
იდეოლოგიას „მმართველი კლასის“ იმგვარ იდეებთან აიგივებდა, რომელთა ერთობლიობაც,
საბოლოოდ, საზოგადოების უცილობელ კლასობრივ დაყოფასა და ექსპლოატაციის
გარდუვალობას ქადაგებდა. თავიანთ ადრეულ ნაშრომში, „გერმანული იდეოლოგია“ (1846)
მარქსი და ენგელსი წერდნენ: “ნებისმიერ ეპოქაში, მმართველი იდეები მმართველი კლასის
იდეებია – ანუ ისე ფენა რომელიც საზოგადოების ყოფას განაგებს, იმავდროულად
წარმმართველ ინტელექტუალურ ძალადაც გვევლინება: ვის ხელშია წარმოების საშუალებები,
გონებრივი შრომის ნაყოფსაც ის აკონტროლებს (Marx and Engels, 1846).
მარქსისტული გაგებით, ზოგადად იდეოლოგია სიყალბეა, და მისი უმთავრესი მიზანთაგანი –
საზოგადოების ჩაგრული ფენის მოტყუებაა: იმ დაპირისპირებათა შენიღბვის მცდელობაა, რაც
ნებისმიერი კლასობრივი საზოგადოების საფუძველთა – საფუძველია. კაპიტალისურ
საზოგადოებაში, მესაკუთრე კლასი, ანუ ბურჟუაზია (და მისი იდეოლოგია) პროლეტარიატს
„ყალბ ცნობიერებასა“ და ათასგვარ ილუზიებს ახვევს თავს – ჩაგრულ კლასს საშუალებას არ
აძლევს საკუთარი ექსპლუატირებული მდგომარეობა გააცნობიეროს. ამასთანავე, მარქსს სულაც
არ მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური შეხედულება უეჭველად იდეოლოგიური ხასიათისაა: ასე
მაგალითად, კაპიტალიზმის მისეულ კვლევას, თავად „წმინდად მეცნიერულს“ უწოდებდა.
მარქსის აზრით, ყოველთვის შეიძლება მეცნიერების – იდეოლოგიასთან, ხოლო ჭეშმარიტების –
სიყალბესთან გამიჯვნა. გვიანდელი მარქსისტების – ლენინისა და გრამშის თხზულებებში ეს
საკითხი უკვე თავისებურად იქნა გაგებული: ერთიცა და მეორეც უკვე არა მარტო
„ბურჟუაზიულ“, არამედ „სოციალისტურ“ და „პროლეტარულ“ იდეოლოგიაზე ლაპრაკობდა –
ანუ ისეთ ცნებებზე, რომლებსაც თავად მარქსი ალბათ, აბსურდულად მიიჩნევდა.
იდეოლოგიის ცნების განსხვავებული ხედვა ლიბერალებმა და კონსერვატორებმაც შეიმუშავეს.
ტოტალიტარული დიქტატურების აღმოცენებამ ორ მსოფლიო ომს შუა პერიოდში,
იდეოლოგიის ახლებული ინტერპრეტაციის პირობები შექმნა: ლიბერალური ორიენტაციის
ისეთი ავტორები, როგორებიც კარლ პოპერი (Karl Popper, 1902 – 1994), ჯ.ლ თალმონი (J.L.
Talmon) და ჰანა არდენტი იყვნენ, იდეოლოგიას სოციალური კონტროლის, საზოგადოებაში
თანხმობისა და მორჩილების უზრუნველყოფის იარაღად თვლიდნენ. ამ ტერმინის „ცივი ომის“
დროინდელი ლიბერალური გაგება – ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების მაგალითზე –
იდეოლოგიას საბოლოო ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიის მქონე, აზროვნების „ჩაკეტილ“
სისტემად მიიჩნევდა, განსხვავებულ აზრსა და თუ საპირისპირო მოსაზრებას ვერანაირად რომ
ვერ ეგუება. ამ ფონზე ლიბერალიზმი, რომლის უმთავრესი პრინციპი პიროვნების
თავისუფლების აღიარებაა, და ლიბერალიზმითვე ნასაზრდოები კონსერვატიზმიცა და
დემოკრატიული სოციალიზმიც, ამგვარად არ წარმოადგენდნენ იდეოლოგიებს. ისინი პირიქით
– „ღია“ მოძღვრებებია, ვინაიდან არათუ დასაშვებად მიიჩნევენ, „მოითხოვენ“ კიდეც
განსხვავებული აზრის არსებობას, საჯარო კამათს, რჩევასა თუ შენიშვნას.
„იდეოლოგიის“ მკვეთრად კონსერვანტული გაგება მაიკლ ოუკსოტის (Michael Oakeshott)
უკავშირდება და რაციონალიზმისადმი ტრადიციულ კონსერვატულ სკეპტიციზმს ასახავს.
(რაციონალიზმი: მსოფლმხედველობა, რომელის მიხედვითაც სამყაროს შეცნობა და ახსნა
შესაძლებელია რაციონალური მიდგომის შედეგად). მისი აზრით, სამყაროს სირთულე
მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის და პოლიტიკაშიც მოღვაწეობაც, თავისთავად
163
„უკიდეკანო ოკეანეში ცურვას წააგავს“. ამ თვალსაზრისით, იდეოლოგიები „აზროვნების
აბსტრაქტული სისტემებია“: იდეების გროვა, რომლებიც პოლიტიკურ რეალობას ამახინჯებენ,
რადგანაც ერთთავად აუხსნელის ამოხსნა სურთ. ამიტომაც ამტკიცებენ კონსერვატორები –
ჩვენი მრწამსი იდეოლოგია კი არა, უფრო „გონების განწყობაა“ და ჩვენის მხრივ, პრაგმატიზმს,
ტრადიციისა და ისტორიულ გამოცდილებას დავენდობითო. (პრაგმატიზმი: პრაქტიკულ
გამეორებებსა და მიზნებზე ორიენტირებული მოძღვრება ან მისი პრაქტიკული გამოვლინებაა;
პრაგმატიზმისათვის სარგებლობის პრინციპია მთავარი და აბსტრაქტულ იდეებს არ ცნობს).
იდეოლოგიისადმი ზემოჩამოთვლილ მინდომათა ნაკლი ისაა, რომ ნებისმიერი მათგანი
უცილობლად ნეგატიურ შინაარს ანიჭებს მას და ამდენად, თავად ცნების გამოყენების სფეროსაც
ზღუდავს. მეტიც, ყოველი ნახსენები შეხედულება ამა თუ იმ პოლიტიკური დოქტრინის
ნიშნითაა დაღდასმული. არადა, გავიხსენოთ რომ მარქსი დაჟინებით ამტკიცებდა – ჩემი იდეები
მეცნიერული ხასიათისაა, და არა იდეოლოგიურიო; არც ლიბერალებს სიამოვნებდათ მათი
ფილოსოფიის იდეოლოგიად მოხსენება და კონსერვატორებიც ჯიუტად იჩემებდნენ
პოლიტიკის პრაგმატული და არაიდეოლოგიზირებული სისტემისადმი ერთგულებას.
„იდეოლოგიის“ მეტ-ნაკლებად მისაღები განმარტება (ყველა პოლიტიკურ ტრადიციას რომ
მიესადაგებოდეს) მიუკერძოებელი უნდა იყოს: არც უნდა იფიქროს, რომ ესა თუ ის იდეოლოგია
თავისთავად „კარგია“ ან „ცუდი“, ჭეშმარიტი“ ან „ყალბი“, განმათავისუფლებელი ან
დამთრგუნველი. სწორედ ესაა იდეოლოგიის, როგორც ტერმინის, თანამედროვე გაგების
ღირსება – იგი ურთიერთდაკავშირებულ იდეათა ერთობლიობაა, მრწამსზე მორგებული
იმგვარი სისტემა, სადაც უმთავრესად ქმედება მიიჩნევა და რაც, თავის მხრივ, უკვე
პოლიტიკური აქტივობისკენ გვიბიძგებს.

ლიბერალიზმი
პოლიტიკურ იდეოლოგიათა ნებისმიერი ჩამონათვალი ლიბერალიზმით უნდა იწყებოდეს –
ესაა, არსებითად, სამრეწველო დასავლეთის იდეოლოგია, ანუ მეტაიდეოლოგია, რომელიც
ურთიერთსაპირისპირო ღირებულებებსა და შეხედულებებს მოიცავს. (მეტაიდეოლოგია:
ზეიდეოლოგია, საფუძველი მსჯელობისათვის უფრო კერძო იდეოლოგიური პრობლემების
გარშემო). XIX საუკუნის დასაწყისამდე ლიბერალიზმს მწყობრი პოლიტიკური მიმდინარეობის
სახე არ მიუღია, ლიბერალიზმის თეორიები და პრინციპები თანდათანობით, 300 წლის
მანძიილზე იკრებდნენ ძალას. ლიბერალიზმი ფეოდალიზმის დაშლასა და საბაზრო, ანუ
კაპიტალისტური საზოგადოების შექმნის შედეგი გახლდათ. ადრეული ლიბერალიზმი
სწორედაც რომ აღმავალი სამრეწველო საშუალო კლასის მისწრაფებებს გამოხატავდა და მას
აქეთ ლიბერალიზმი და კაპიტალიზმი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში
არიან. თავდაპირველად ლიბერალიზმი წმინდა პოლიტიკური დოქტრინა იყო, რომელიც
აბსოლუტიზმის ფეოდალურ პრივილეგიებს აკრიტიკებდა და მას კონსტიტუციურ,
მოგვიანებით კი წარმომადგენლობით მმართველობას უპირისპირდებოდა. XIX საუკუნის
დასაწყისისთვის კი ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა იწყო განვითარება, რომელიც თავისუფალ
საბაზრო ურთიერთობებს უწევდა პროპაგანდას და ეკონომიკაში ხელისუფლების ნებისმიერი
ფორმით ჩარევას გმობდა. სწორედ ეს ჰიპოტეზა იქცა კლასიკური, XIXს-ის ლიბერალიზმის –
ქვეკუთხედად. თუმცა, XIXს-ის დასასრულს სოციალური ლიბერალიზმის ფორმაც გაჩნდა,
რომელიც მეტ უპირატესობას სოციალური კეთილდღეობის რეფორმებს ანიჭებდა და
164
ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევაც დასაშვებად მიაჩნდა. თანამედროვე XX ს-ის
ლიბერალიზმსაც სწორედ ასეთი აქცენტები ახსიათებს.
ლიბერალიზმის დამახასიათებელი ნიშნები
ინდივიდუალიზმი – ლიბერალური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპი რომლის თანახმადაც
არც ერთი ცალკეული პიროვნების ინტერესები არ შეიძლება სოციალური ჯგუფისა თუ
კოლექტივის ინტერესებს შეეწიროს. ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, პიროვნებებად
განიხილებიან – ნებისმიერი მათგანის სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია, თუმცა ყველა
უნიკალურია და განუმეორებელი. ამიტომ ლიბერალიზმი იმგვარი საზოგადოების შექმნას
ესწრაფვის, რომელიც ინდივიდის კეთილდღობას უზრუნველყოფს. ნებისმიერ პიროვნებას
უნდა მიეცეს შანსი, სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და თავად
განსაზღვროს, რა არის მისთვის სასიკეთო. ამასთან დაკავშირებით, ზოგჯერ იმასაც ამბობენ,
რომ ზნეობრივი თვალსაზრისით ლიბერალიზმი მიუკერძებელია: იგი იმ წესების
ერთობლიობაა, რომელთა მიხედვით ინდივიდს საკუთარი ზნეობრივი არჩევანის ნება ეძლევა.
თავისუფლება – პიროვნული თავისუფლება, ლიბერალიზმის უმთავრეს ღირებულებათაგანია
და მას, ზოგჯერ, თვით თანასწორობასა თუ სამართლიანობაზე მაღლაც კი აყენებენ. ეს
თავისთავად გამომდინარეობს ინდივიდისადმი რწმენიდან – მას საშუალება უნდა ჰქონდეს,
საკუთარი შეხედულებებისა და არჩევანის კარნახით იმოქმედოს. თუმცა, ლიბერალები „კანონის
ფარგლებში თავისუფლებას“ ქადადებენ, რაკიღა კარგად ესმით, რომ ერთი კერძო ადამიანის
სრული თავისუფლება, შესაძლოა, სხვათა თავისუფლებას დაემუქროს და წრეგადასულ
თავნებობად იქცეს. ამიტომაც, ინდივიდი თავისუფლების იმ მაქსიმუმს უნდა ფლობდეს,
რომელიც სხვის თავისუფლებას არ შეზღუდავს.
გონი – ლიბერალები რწმუნებიან, სამყარო გონივრულადაა მოწყობილი და მისი შეცნობა
მხოლოდ კრიტიკული აზროვნებით, საღი განჯითაა შესაძლებელი. აქედან, მათი ურყევი
რწმენა: პიროვნებას მართებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია და როგორც წესი,
საკუთარი სულის საუკეთესო განმსჯელიცაა; ლიბერალებს სჯეროდათ პროგრესის –
დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანებს ნებისმიერი უთანხმოება შეუძლიათ მშვიდობიანი
გზით – არა ძალადობითა და ომით – არამედ დისკუსიებითა და მოლაპარაკებებით მოაგვარონ.
(პროგრესი: განვითარების უფრო მაღალი საფეხურისკენ სწრაფვა, კაცობრიოობის წინსვლა
დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძვლებზე).
თანასწორობა: ინდივიდუალიზმი ადამიანთა იმთავითვე საყოველთაო თანასწორობას
გულისხმობს – ჩვენ „თანასწორები ვიბადებით“ – ყოველ შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანის
სიცოცხლის ფასეულობის თვალსაზრისით მაინც; აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმი
თანაბარი უფლების პრინციპს აღიარებს: თანასწორობას სამართლისა (თანასწორობა კანონის
წინაშე) და პოლიტიკის (ერთი კაცი – ერთი ხმა; ყველა ხმა თანაბრად ფასობს) სფეროებში.
თუმცა, ვინაიდან ადამიანები განსხვავებული ნიჭისანი არიან და შრომისმოყვარეობითაც
განსხვავდებიან, ლიბერალიზმისთვის მიუღებელია სოციალური თანასწორობის, ანუ თანაბარი
ანაზღაურების იდეა. მისთვის უფრო მისაღებია „თანაბარი შესაძლებლობები“ – რაც ყველას
ერთნაირ შანსს აძლევს საკუთარი უნარის გამოსავლენად. ლიბერალიზმს შეგვიძლია,
მერიტოკარტიის (meritocracy) პრინციპის ანალოგიით, ერთგვარი „უნაროკრატია“ დავწამოთ,
სადაც უნარი მუყაითობაზე გამრავლებული ნიჭის ტოლია. (მერიოტოკრატია: უნართა

165
მმართველობა; პრინციპი, რომლის თანახმად ჯილდოცაა და საზოგადოებრივი მდგომარეობაც
ადამიანის პიროვნული ღირსების მიხედვით ერგება).
შემწყნარებლობა: ლიბერალებს სჯერათ, რომ შემწყნარებლობა (ანუ ტოლერანტობა –
განსხვავებულილ აზრის სიტყვის თუ ქცევის დათმენის უნარი) პიროვნების თავისუფლების
გარანტიაცაა და საზოგადოების მრავალფეროვნების პირობაც. მათივე მტკიცებით, ზნეობრივ,
კულტურულ თუ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაში გამოვლილი პლურალიზმი საზოგადოების
სიჯანსაღის უტყუარი ნიაშანია და იმ აზრთა გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს, რომელთა ავ-
კარგობის შემოწმებაც მხოლოდ იდეათა თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი. მეტიც,
ლიბერალიზმს სწამს, რომ ურთიერთსაპირისპირო თვალთახედვაშიც მოიძებნება თანხვედრის
წერტილები და ე.წ „მოუგვარებელ კონფლიქტებს“ არ ცნობს.
შეთანხმება: ლიბერალური თვალსაზრისით, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი
ურთიერთობები მუდამ მოლაპარაკებებსა და შეთანმებების სურვილს უნდა ეყრდნობოდეს;
ნებისმიერ მმართველობას „მართულთა თანხმობა“ ესაჭიროება და სწორედ ამიტომ ემხრობა
ლიბერალიზმი დემოკრატიისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის დოქტრინებს. ასევე,
ნებისმიერი საზოგადო ინსტიტი თუ ჯგუფი გარკვეული „სახელშეკრულებო ურთიერთობების“
საფუძველზე იქმნება და კერძო ინტერესების მქონე ადამიანები ნებაყოფლობით ერთიანდებიან.
ამგვარად, ხელისუფლება ყოველთვის „ქვემოდან მომდინარეობს“ და ლეგიტიმურობას
ემყარება.
კონსტიტუციონალიზმი: მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური იდეოლოგიისათვის
ხელისუფლება მუდამ საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილურობის უმთავრეს გარანტად
რჩება, მაინც სულ იმის შიშში არიან – პიროვნებისთვის ხელისუფლება ტირანიად არ იქცესო
(ლორდ ექტონის თქმით, „ძალაუფლება რყვნის“) და ამიტომაც შეზეღუდული
მმართველობისაკენ იხრებიან. ამ მიზნის მიღწევა, ლიბერალური თვალსაზრისით,
ხელისუფლების გადანაწილებით – ანუ კონტროლისა და დაბალასების ხარჯზე უნდა მოხდეს,
და ასევე, კოდიფიცირებული ანუ წერილობითი კონსტიტუციის, რომელიც სახელმწიფოს
ინდივიდს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.
კლასიკური ლიბერალიზმი
კლასიკურ ლიბერალიზმს უკიდურესი ინდივიდუალიზმი ახასიათებს: ამ ტრადიციის
მიხედვით, ადამიანები ეგოისტურნი არიან, მათ მხოლოდ პირადი მიზნები ამოძრავებთ და
უმთავრესად, საკუთარ თავს არიან დანდობილნი. ამგვარ შეხედულებას ქ. ბ. მაკფერსონმა
„მესაკუთრის ინდივიდუალიზმი“ უწოდა, როცა პიროვნება არანაირ ვალდებულებას არ
გრძნობს არც საზოგადოების, არც სხვა ადამიანის წინაშე და თავადვეა საკუთარი თავის ბატონ-
პატრონი. საზოგადოების ამგვარ ატომისტურ ხედვას „უარყოფითი“ თავისუფლების გაგება
განაპირობებს – როდესაც პიროვნებისთვის „მის საქმეში ცხვირის ჩაყოფა“ თუ ნებისმიერი სახის
შეზღუდვა – დაუშვებელია. იგულისხმება, რომ იგი უკიდაურესად მტრულადაა განწყობილი
სახელმწიფოს მიმართ და ხელისუფლების მხრიდან ჩარევა ლამის ავადმყოფურად აღიზიანებს.
(ატომიზმი: წარმოდგენა, რომლის თანახმადაც საზოგადოება, უმთავრესად, თვითკმარი
ინდივიდებისგან შედგება – მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ და ერთმანეთის მიმართ
მცირედ, ან სულაც არანაირ ვალდებულებას არ გრძნობენ).
ტომ პეინის (Tom Paine) თქმით, სახელმწიფო – „აუცილებელი ბოროტებაა“ და აუცილებელია
იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გარკვეულ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და
166
„თამაშის დადგენილი წესების“ შესრულებას უზრუნველყოფს; ბოროტება კი იმდენად,
რამდენადაც საზოგადოებას კოლექტიურ ნებას ახვევს თავს, რითაც ყოველი ცალკეული
პიროვნების თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას ზღუდავს. კლასიკური ლიბერალიზმის
იდეალი მინიმალური, ე.წ „გუშაგი“ სახელმწიფოა და მისი უმთავრესი საქმე – ნებისმიერი
მოქალაქის სხვა თანამოქალაქედან დაცვაა. ეკონომიკური ლიბერალიზმში ამ პოზიციას კიდევ
უფრო ამყარებს თავისუფლების ბაზრის მექანიზმისადმი ნდობა და ის ურყევი რწმენა, რომ
ეკონომიკა ხელისუფლების ჩარევის გარეშე, გაცილებით უკეთ იმართება. ეკონომიკური
ლიბრალიზმის თვალსაზრისით, თავისუფალი კაპიტალიზმი საზოგადოების კეთილდღეობის
ზრდის გარანტია, პიროვნული თავისუფლების ქვაკუთხედი, და ადამიანთა უნარიდანვე
გამომდინარე – მათი აღზევებისა თუ დაცემის წინაპირობა – თავისთავად ერთადერთი გზა
სოციალური სამართლის მისაღწევად. (ეკონომიკური ლიბერალიზმი: თავისუფალი ბაზრის
როგორც თვითრეგულირებადი მექანიზმის, კონცეფცია – ამგვარ ბაზარს თავად შეუძლია
უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი პირობები და საზოგადო კეთილდღეობაც).
თანამედროვე ლიბერალიზმი
თანამედროვე ლიბერალიზმი გაცილებით ლოიალურია სახელმწიფოს მიმართ. ა.შ.შ.-ში
დღესდღეობით „ლიბერალებად“ იწოდებიან ისინიც კი, ვინც არა „მოკრძალებულ“ არამედ
„თამამ“ მმართველობას (“big” government) უჭერს მხარს. ასეთ რადიკალურ ცვლილებას
აზროვნებაში თავისი ახსნა აქვს: სამრეწველო კაპიტალიზმმა სოციალური უსამართლობის
ახალი ფორმები დაამკვიდრა და მოსახლეობის ფართო მასები თავისუფალი ბაზრის სიმკაცრეს
შეაჯახა. ჯ.ს. მილის (J.S Mill) ზეგავლენით, ე.წ. „ახალმა ლიბერალებმა „ – თ.ჰ. გრინმა (T.H
Green, 1836-1882), ლ.თ. ლობჰაუსმა (L.T Hobhouse, 1864-1929) და ჯ.ა ჰობსონმა (J.A. hobson, 1855-
1940) თავისუფლების უფრო ფართო, ასე ვთქვათ „პოზიტიური“ ხედვა ჩამოაყალიბეს: ამგვარი
თავისუფლება ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვებას კი არ გულისხმობს, (რამაც ის, საბოლოოდ,
შეიძლება მშიერ თავისუფლებამდეც მიიყვანოს), არამედ ინიციატივის წახალისებასა და
თვითრეალიზების შესაძლებლობას.
ეს მიდგომა ე.წ. სოციალურ, ანუ „კეთილდღეობის“ ლიბერალიზმს დაუდო საფუძვლად. ასეთი
ტიპის ლიბერალიზმის მთავარი იდეა ისაა, რომ სახელმწიფოს ჩარევით, განსაკუთრებით,
საზოგადოებრივი კეთილდღეობის სფეროში, ადამიანის თავისუფლებას მეტი ასპარეზი ეძლევა
და იგი სოციალური მანკიერებისაგანაც უფრო მეტადაა დაცული: 1942 წ. დიდ ბრიტანეთში, ე.წ.
ბევერიჯის მოხსენებაში ხუთი უმთავრესი „მანკიც“ კი იყო ჩამოთვლილი: მიუსაფრობა,
სიდუხჭირე, უმეცრება, დაუსაქმობა, დაუცველობა. ისიც ითქვას, თანამედროვე საბაზრო
კაპიტალიზმისადმი ლიბერალების რწმენასაც თანდათანობით წყალი შეუდგა და ამ მხრივ
განსაკუთრებული როლი ჯ.მ. ქენზის თეორიამ ითამაშა. ქენზიანიზმის მიხედვით,
ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ „მართვადი“ ანუ რეგულირებადი
კაპიტალიზმის პირობებშია შესაძლებელი, როცა ძირითადად ეკონომიკური ამოცანებისათვის
თავზე ხელისუფლება იღებს. ამავე დროს, თანამედროვე ლიბერალები მზად არიან
ხელისუფლების ჩარევის იდეას, მხოლოდ გარკვეული პირობებით დაუჭირონ მხარი. მათი
მთავარი საზრუნავი საზოგადოების უკიდურესად დაუცველი და მიუსაფარი ფენაა; ძირითადი
მიზანი კი – ადამიანებისათვის ისეთი პირობების შექმნა, როცა საკუთარი ცხოვრების მოწყობასა
და თავისუფალი არჩევანის გაკეთებას დამოუკიდებლად შესძლებენ. ლიბერალიზმის
კეთილდღეობასა და ხელახალი გადაწყვეტილების პოლიტიკასთან შეთანხმების ყველაზე
167
დამაჯერებელი მცდელობა, დღესდღეობით, ჯონ როულზის თეორიული ტრაქტატები
გახლავთ.
კონსერვატიზმი
კონსერვანტული იდეები და დოქტრინები პირველად XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის
დასაწყისში გაჩნდა, როგორც უკურეაქცია საფრანგეთის რევოლუციით გამოწვეულ რადიკალურ
ეკონომიურ და პოლიტიკურ ცვლილებებზე. ამ თვალსაზრისით, კონსერვატიზმი გარკვეულად,
ძველი რეჟიმისაკენ იხრებოდა და ლიბერალიზმის, სოციალიზმის და ნაციონალიზმის
ტოტალური შემოტევების პირობებში, კონსერვატიზმი ჯიუტად ებღაუჭებოდა ტრადიციულ
სოციალურ წესრიგს. თუმცა, კონსერვატულ აზროვნებაში იმთავითვე შეინიშნებოდა
არაერთსულოვნება: კონტინენტურ ევროპაში წარმოიშვა მიმდინარეობა, რომელსაც სათავეში
ჟოზე დე მისტრი (Jhoseph de Maistre, 1753-1821) ედგა – ნებისმიერი რეფორმის უარმყოფელი ამ
ტიპის კონსერვატიზმი, მკვეთრი ავტოკრატიულობითა და რეაქციულობით გამოირჩეოდა.
მეორეს მხრივ, კონსერვატიზმის უფრო ფრთხილი, მოქნილი და აქედან გამომდინარე
სიცოცხლისუნარიანი ფორმა დიდ ბრიტანეთსა და ა.შ.შ.-ში შეიქმნა, ხოლო მისი არსი ედმუნდ
ბერკის (Edmund Bruke) ფრაზით გამოხატავდა: „შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ“. XIX
საუკუნეში ასეთმა მიდგომამ კონსერვატორებს შესაძლებლობა მისცა, სოციალური რეფორმები
„ერთიანის ერის“ პატერნალისტური ლოზუნგის გამოყენებით აეტაცათ. დიდ ბრიტანეთში ამ
მოძრაობამ მწვერვალს XX საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია, როდესაც იქაური კონსერვანტული
პარტია ბოლოს და ბოლოს შეურიგდა ომის შემდგომ რეალობას და ქენზიანიზმის სოციალური
დემოკრატიის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. მაგრამ ამ იდეებსაც უკვე XX საუკუნის70-იანი
წლებიდან, სულ უფრო სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება „ახალი მემარჯვენეობის“ სახით –
კონსერვატიზმის მათი მკვეთრად ანტისტატისტური და ანტიპატერნალისტური ხედვა,
უაღრესად ახლოსაა კლასიკური ლიბერალიზმის თემებსა და დებულებებთან.
კონსერვატიზმის დამახასიათებელი ნიშნები
ტრადიცია: კონსერვანტული აზროვნების მთავარი საყრდენი ბერკისეული „შენარჩუნების
სურვილია“. კონსერვატიზმი პატივისცემით ეპყრობა ყველაფერს, რამაც დროის გამოცვლას
გაუძლო – ტრადიციებს, ადათ-წესესბს და კონსტიტუციებს. კონსერვატორთა აზრით, სწორედ
ტრადიცია ასახავს წარსულში დაგროვილ სიბრძნეს: ინსტიტუციები და ურთიერთობანი
„დროითაა გამოცდილი“ და მათი შენარჩუნება არა მარტო დღევანდელი, მომავალი თაობების
სასიკეთოდაა აუცილებელი. ტრადიცია ფასეულია სტაბილურობისა და დაუცველობის
თვალსაზრისითაც – იგი ადამიანებს საკუთარი საზოგადოერივი და ისტორიული
მიკუთვნილების განცდას უმყარებს.
პრაგმატიზმი: კონსერვატორები მუდამ მიუთითებენ ადამიანის გონის არასრულყოფილებაზე,
რასაც, თავის მხრივ, ჩვენი სამყაროს უსაზღვრო სირთულე განაპირობებს. აქედან მომდინარეობს
მათი ინსტიქტური უნდობლობა აბსტრაქტული პრინციპებისა და თეორიების მიმართ. ისინი
მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებას, ისტორიასა და, რაც მთავარია, პრაგმატიზმს
ეყრდნობიან: იმ რწმენას, რომ ქმედებას მუდამ პრაქტიკული გარემოება და პრაქტიკული მიზანი
უდევს საფუძვლად და შესაბამისად, შედეგზეა ორიენტირებული. საკუთარ შეხედულებებს
ისინი არა იდეოლოგიად, არამედ „გონების წყობად“ თუ „ცხოვრებისადმი მიდგომად“
მიიჩნევენ, თუმცა არც იმ ბრალდებებს იზიარებენ, თითქოს ეს უპრინციპობისა და
„მედროვეების“ ტოლფასი იყოს.
168
ადამიანის არასრულყოფილება: კონსერვანტული შეხედულება ადამიანის ბუნებაზე ღრმად
პესიმისტურია: მათი თვლასაზრისით, ადამიანი შეზღუდული, სხვაზე დამოკიდებული და
მფარველობის მაძიებელი არსებაა, რომელიც მხოლოდ ათასჯერ ნაცადს ენდობა და მშვიდ,
მოწესრიგებულ საზოგადოებაში ცხოვრებას ებღაუჭება. გარდა ამისა, ზნეობრივადაც
მოიკოჭლებს – თავკერძოება, სიხარბე და ძალაუფლების ჟინი კლავს. ამდენად, დანაშაულებისა
და არეულობის ფესვები სწორედაც ადამიანში, და არა საზოგადოებაშია საძიებელი. ამიტომ,
წესრიგის შენარჩუნებისათვის ძლიერი სახელმწიფო, მკაცრი კანონები და დანაშაულის
შესატყვისი სასჯელია აუცილებელი.
ორგანიციზმი: კონსერვატული აზროვნების ჭრილში საზოგადოება წარმოგვიდგება არა როგორც
ადამიანთა მოღვაწეობის შედეგი, მათი გონების ნაყოფი, არამედ როგორც ორგანული
მთლიანობა – ცოცხალი ორგანიზმი. შესაბამისად, საზოგადოებაც ბუნებრივი აუცილებლობის
შედეგად გვესახება და სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტებს – ოჯახს, თემს, ერსა და ა.შ. –
თავ-თავისი წვლილი შეაქვთ ჯანსაღი და სტაბილური საზოგადოების ჩამოაყალიბებაში.
საზოგადოება მარტოოდენ ინდივიდთა უბრალო არითმეტიკული ჯამი არაა – მეტაფორა
„სასიცოცხლოდ აუცილებელი“, საერთო კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობასაც მოიცავს,
რომელთა გარეშეც საზოგადოებრივი თანხმობისა თუ თავად ადამიანთა ერთობის შენარჩუნება,
უბრალოდ, შეუძლებელია.
იერარქია: კონსერვანტული თვალსაზრისით, ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და
სტატუსის მიხედვით დაყოფა ბუნებრივი და გარდაუვალი ამბავია. ადამიანებს სხვადასხვა
როლი თუ მოვალეობა აკისრიათ – კომპანიის პრეზიდენტსა თუ მუშას, მასწავლებელსა თუ
მოწაფეს, მშობელსა თუ შვილებს. მაგრამ ამგვარი იერარქია და უთანასწორობა კონფლიქტის
მიზეზი არ ხდება, ვინაიდან საზგადოება საერთო პასუხისმგებლობითა და
ურთიერთვალდებულებითაა განმტკიცებული: ვისაც ცხოვრებაში გაუმართლა, ანდა მაღალი
სტატუსი დაბადებიდანვე თან დაჰყვა, მას მეტის გაღებაც მოეთხოვება.
ხელისუფლება: კონსერვანტორები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება, გარკვეული
თვალსაზრისით, ყოველთვის „ზემოდან“ ხორციელდება და იმათ წინამძღოლობას,
მეგზურობასა და მხარდაჭერას ნიშნავს, ვისაც სათავისოდ გონივრული გადაწყვეტილებების
დამოუკიდებლად მიღება – ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო – არ შეუძლია (ამის
ნათელი მაგალითი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაა). დრო იყო, როდესაც „ბუნებითი
არისტოკრატიის“ იდეა საყოველთაოდ ბატონობდა, მაგრამ დღესდღეობით ხელისუფლობასა და
ლიდერობას უკვე გამოცდილება და წვრთნა განაპირობებს. ხელისუფების ღირსება ისაა, რომ
იგი საზოგადოებრივ თანხმობას უზრუნველყოფს და ადამიანებს ეხმარება გააცნობიერონ, რანი
არიან და რა მოეთხოვებათ. ამდენად, თავისუფლება მუდამ პასუხისმგებლობას უნდა
გადეჯაჭვოს და მოვალეობებისა თუ ვალდებულებების ნებაყოფლობით აღიარებას
ემყარებოდეს. („ბუნებითი არისტოკრატია“: ცნება რომლის თანხმადაც, ნიჭი და
საზოგადოებრივი მდგომარეობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებებია და მათი განვითარება
თვითსრულყოფის გზით შეუძლებელია)
საკუთრება: კონსერვატიზმი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საკუთრებას – იმას, რასაც
ადამიანის უსაფრთხოება მოაქვს, განაპირობებს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლებისაგან,
აიძულებს მას კანონსა და სხვათა საკუთრებას სცეს პატივი. საკუთრება, გარკვეულწილად,
პიროვნების თვითშეფასების საზომიცაა: ინდივიდის ეგოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს –
169
როგორ სახლში ცხოვრობს, ან რა მანქანით დადის; ამავე დროს, საკუთრება უფლებებთან
ერთად, მოვალეობასაც გულისხმობს: გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ დროებით
ვფლობთ იმ ქონებას, რაც წინაპრებისგან დაგვრჩა მემკვიდრეობად, (მაგ. „მამა-პაპისეული
ოქრო-ვერცხლი“), და რაც ჩვენი შთამომავლობისთვისაც ფასეული უნდა იყოს.
პატერნალისტური კონსერვატიზმი
კონსერვანტული აზროვნების პატერნალისტური მიმდინარეობა სრულ შესაბამისობაშია
კონსერვატიზმის ისეთ ნიშან-თვისებებთან, როგორებიცაა ორგანიციზმი, იერარქია,
პასუხისმგებლობა და ტრადიციული კონსერვატიზმის განშტოებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
(პატერნალიზმი: ურთიერთობა, ან მართვის იმგვარი წესი, რომლის პრინციპი მათზე
ზრუნვაა,ვისაც დამოუკიდებლად საკუთარი თავის გატანა უჭირს (ვთქვათ, მშობლისა და
შვილის ურთიერთობა). ამ მიმართულების ფუძემდებლად ბენჯამენ დიზრაელი ითვლება
(Benjamin Disraeli, 1804-1881), რომელიც ურყევი პრინციპებისა და კეთილგონიერების შერწყმის
მომხრე გახლდათ. ხედავდა რა, რომ გაერთიანებული სამეფო ორად იხლიჩებოდა –
„მდიდრებად და ღარიბებად“ – დიზრაელი სოციალური რევოლუციის საფრთხეს
წინასაწარმეტყველებდა. მისი აზრით, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა „რეფორმა ზევიდან“,
ვიდრე „რევოლუცია ქვევიდან“ და მმართველ კლასებს, მათივე ინტერესთა სასიკეთოდ,
კეთილგონიერებისაკენ მოუწოდა. მის პოზიციას პასუხისმებლობისა და სოციალური
ვალდებულების პრინციპები ედო საფუძვლად – იმგვარი ნეოფეოდალური იდეები, როგორიცაა
ე.წ. noblesse oblige. (noblesse oblige (ფრანგ.): სიტყვასიტყვით – „გვარიშვილობა
გვავალდებულებს“; ზოგადი გაგებით – პრივილეგირებულთა პასუხისმგებლობა უიღბლო და
ნაკლებად უზრუნველი ადამიანების ბედის გამო). სხვანაირად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობა
პრივილეგიების საფასური უნდა ყოფილიყო: საზოგადოების ერთიანობისთვის აუცილებელია
ძალაუფლებისა და საკუთრების მქონე ადამიანების ზრუნვა მათზე, ვინც ნაკლებად
უზრუნველყოფილთა ფენას განეკუთვნება. სწორედ ამის შედეგად „ერთიანი ერის“ პრეინციპი
თორთა პარტიის (Tory) დოქტრინის ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. (თორიზმი (Toreyssm):
კონსერვატიზმის დოქტრინა, რომლისთვისაც იერარქიის რწმენა, ტრადიციის მნიშვნელობა,
მოვალეობისა და ორგანიციზმის მხარდაჭერაა დამახასიათებელი). ამ დოქტრინაში არა იმდენად
სოციალური თანასწორობის იდეალი, რამდენადაც ორგანულად გაწონაწორებული, შინაგანად
შეკრული და სტაბულური იერარქიის შექმნის პერსპექტივა აისახა.
აქედან მოყოლებული, „ერთიანი ერის“ ტრადიცია არა მარტო სოციალური რეფორმისათვის
მზადყოფნას გამოხატავდა, არამედ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკისადმი არსებითად
პრაგმატულ მიდგომასაც გულისხმობს. ეს ყველაფერი საბოლოოდ ნათლად გამოჩნდა იმ
„შუალედური გზის“ ძიებაში, რაც XX საუკუნის 50-იანი წლების ბრიტანელ კონსერვატორებს
ახასიათებდათ. მათ ეკონომიკური ორგანიზების ორივე მოდელზე თქვეს უარი – თავისუფალ
საბაზრო კაპიტალიზმზეც და ცენტრალიზებულ დაგეგმვაზეც აწყობილ სახელმწიფო
სოციალიზმზეც. პირველი იმის გამო უარყვეს, რომ იგი „ჯუნგლის კანონს“ ეყრდნობოდა,
საზოგადოებრივ მთლიანობას უქმნიდა საფრთხეს და შედარებით სუსტებსა და დაუცველებს
„თამაშგარეთ“ სტოვებდა; მეორე -იმიტომ, რომ სახელმწიფოს კულტს ამკვიდრებს და
ეკონომიკური დამოუკიდებლობისა თუ ინიციატივის ყოველგვარ ფორმას უარყოფს. „ოქროს
შუალედი“ საბაზრო კონკურენციისა და სახელისუფლო რეგულირების ნაზავი აღმოჩნდა:
“კერძო მეწარმეობა – თავკერძობის გარეშე!“ (ჰ. მაკმილანი).
170
II მსოფლიო ომის შემდგომ, თითქმის იმავე დასკვნებამდე მივიდნენ კონტინეტური ევროპის
კონსერვატორებიც და ქრისტიანული დემოკრატიის პრინციპები გაითავისეს, რამაც ყველაზე
მკაფიოდ გერმანელ ქრისტიან-დემოკრატთა „სოციალური ბაზრის“ ფილოსოფიაში იჩინა თავი.
(ქრისტიანული დემოკრატია: ევროპული კონსერვატიზმის იდეოლოგიური მიმდინარეობა,
რომელიც სოციალური ბაზრის პრინციპებსა და ეკონომიკაში სახელმწიფოს გონივრული
ჩარევისაკენ იხრება). ეს ფილოსოფია საბაზროა იმდენად, რამდენადაც კერძო მეწარმეობისა და
კონკურენიციის ღირსებებს აღიარებს; ხოლო სოციალურია, რამდენადაც ამ გზით მიღწეულ
კეთილდღეობას მთელი საზოგადოების მონაპოვრად მიიჩნევს. მსგავსი ხედვა კათოლიკური
სოციალური თეორიიდან იღებს სათავეს, რომელიც საზოგადოებას იმ მთლიანობად აღიქვამს,
სადაც სოციალური ჰარმონიაა გადამწყვეტი. ქრისტიან-დემოკრატების თვალთახედვით,
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ საშუალედო ინსტიტუტებს, როგორიც „სოციალური
პარტნიორობის“ ნიშნით შეკავშირებული მრევლი, პროფესიული გაერთიანებები თუ სხვა
ბიზნეს-ჯგუფებია. თანამედროვე კონსერვატული მოძღვრების პატერნალისტურ განშტოებას
ხშირად „თანამგრძნობი კონსერვატიზმის“ იდეასაც უკავშირებენ ხოლმე.
ახალი მემარჯვენეობა
ახალი მემარჯვენეობა კონსერვატული მსოფლმხედველობის ის ნაირსახეობაა, ერთის მხრივ
ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის ტენდენციას, მეორეს მხრივ კი – ლიბერალური და
პროგრესული სოციალური ღირებულებების გავრცელებას რომ უპირისპირდება. XX საუკ. 70-იან
წწ. მოყოლებული, ახალი მემარჯვენეობის იდეები ერთგვარი ხიდია ქენზიანური სოციალური
დემოკრატიის მარცხსა და საზოგადოებაში ხელისუფების როლის დაკნინებაზე წუხილს შორის.
ეს იდეები ნათლად წარმოჩნდა 80-იანი წწ. გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში,
და შესაბამისად, ტეთჩერიზმისა და რეიგანიზმის სახე მიიღო. მათი გავლენა თითქმის
საყოველთაოდ გავრცელდა და ეკონომიკის ორგანიზების უფრო ახალ – არა სახელმწიფოზე,
არამედ ბაზარზე ორიენტირებულ ფორმებს დაუდო სათავე. საქმე ისაა, რომ ახალი
მემარჯვენეობა იმდენად მყარ და თანმიმდევრულ ფილოსოფიას არ წარმოადგენს, რამდენადაც
ორი განსხვავებული ტრადიციის – ნეოლიბერალიზმსა და ნეოკნსერვატიზმს შეჯვარების ცდაა.
მართალია ამ ორ მიმდიანრეობას შორის გარკვეული პოლიტიკური და იდეოლოგიური
დაპირისპირება შეინიშნება, მათი კომბინაცია მაინც შესაძლებელია – თუკი, ენდრიუ გემბლის
თქმით „თავისუფალ ეკონომიკასა და ძლიერ სახელმწიფოს ვნახავთ იდეალად“.
ნეოლიბერალიზმი
ნეოლიბერალიზმი კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის განახლებული ვარიანტია და იგი
თავისუფალი ბაზრის ისეთმა თეორეტიკოსებმა განავითარეს, როგორიც ფრიდრიხ ჰაიეკი
(Friedzich Hayek) და მილტონ ფრიდმენი იყვნენ, და აგრეთვე, ფილოსოფოსი რობერტ ნოუზიკი.
ნეოლიბერალთა ორი საყრდენი – თავისუფალი ბაზარი და ინდივიდია, ხოლო მიზანი –
სახელმწიფოს „თავის ტყავში დატევა“, რადგან სჯერათ, არარეგულირებადი საბაზრო
კაპიტალიზმი თვითონ მოიტანს ეკონომიკურ ეფექტს, დოვლათსა და საყოველთაო
კეთილდღეობას. მათი თვალსაზრისით, სახელმწიფო ჩარევა პირად ინიციატივას ახშობს და
აფერხებს მეწარმეობას; რა კეთილი სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს, სახელმწიფო მაინც
თრგუნავს პიროვნების საქმიანობას – სწორედ ასე ხედავს ლიბერალური ახალი მემარჯვენეობა
„საკუთრების პოლიტიკას“ და ამიტომაც, უპირატესობას კერძო მეწარმეობას ანიჭებს –
სახელმწიფო წარმოებასა თუ ნაციონალიზაციასთან შედარებით. მოკლედ „კერძო კარგია,
171
საზოგადო – უვარგისი“. მსგავსი იდეები ახლოს დგას მარგარეტ ტეთჩერის ცნობილ
დებულებასთან: „არ არსებობს ცნება საზოგადოება, არსებობს მხოლოდ ცალკეული პიროვნება
და ოჯახი“. ძიძა-სახელმწიფო აღიქმება როგროც ინფანტილური კულტის წინაპირობა, საფრთხე
იმ თავისუფლებისათვის, რაც კონკრეტულ ბაზარზე სწორი არჩევანის უნარით უნდა
გამოიხატოს; ამიტომ ერთადერთ იმედად „ხელის გამოღება“, პიროვნული პასუხისმგებლობა და
საქმიანი ალღო მიიჩნევა. ამგვარი იდეები ფართოდ გავრცელდა გლობალიზაციის პროცესში,
რასაც ზოგი ნეოლიბერალურ გლობალიზაციადაც კი ნათლავს. („ძიძა-საზელმწიფო“: ანუ,
იმგვარი სახელმწიფო, რომელსაც მრავალი სოციალური ვალდებულება აქვს ნაკისრი; მეტაფორა
გულისხმობს, რომ მხოლოდ ნაირგვარი სოციალური პროგრამების იმედად ყოფნა, საბოლოო
ჯამში, დამამცირებელია მოქალაქისთვის).
ნეოკონსერვატიზმი
ნეოკონსერვატიზმმა, ფაქტიურად, XIX საუკუნის კონსერვატიზმის სოციალური პრინციპები
აიტაცა. კონსერვატული ახალი მემარჯვენეობა ცდილობს, ხელსუფლებას უწინდელი ხიბლი
დაუბრუნოს და ოჯახს, სარწმუნეობასა თუ ეროვნულობასთან დაკავშირებული ტრადიციული
ღირებულებებიც ააღორძინოს. ხელისუფლება მათთვის სოციალური სტაბილურობის
გარანტიაა, წესრიგისა და პატივისცემის საფუძველთა-საფუძველი, ხოლო საერთო
ღირებულებები და ერთიანი კულტურა – საზოგადოებრივი თანაცხოვრებისა და
ცივილიზებული არსებობის უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ნეოკონსერვატიზმს თავისი
მოწინაღმდეგეებიც ჰყავს – XX საუკუნის 60-იან წლებში დამკვიდრებული ფასეულებები, ანუ
თვითნებობა, მეობის კულტი და პრინციპი „ჩემი საქმისა მე ვიცი“ – და კაცმა რომ თქვას, ბევრი
დღევანდელი ამერიკელი ნეოკონსერვატორი, კენედი-ჯონსონის ხანის პროგრესული
რეფორმების განხიბლული ყოფილი ლიბერალია. (თვითნებობა: მორალური გადაწყვეტილების
სრულიად დამოუკიდებლად მიღების სურვილი; დადგენილი ღირებულებებისგან
თავისუფლების მოთხოვნა). ნეოკონსერვატიზმის კდევ ერთი მახასიათებელი –
მრავალკუტურული და მრავალრელიგიური საზოგადოებისადმი იმ საფუძველზე გაჩენილი
ეჭვია, რომ მას, თითქოსდა, კონფლიქტისა და დესტაბილიზაციისკენ მიდრეკილება ახასიათებს.
იგივე ასაზრდოებს ნაციონალიზმის უკიდურეს ფორმებსაც, მათ სკეპტიციზმს როგორც
მრავალკულტურულობის, ასე იმგვარი ზეეროვნული გაერთიანებების მზარდი გავლენის
მიმართ, როგორიცაა გაერო თუ ევროკავშირი. ნეოკონსერვატიზმი საგარეო პოლიტიკისადმი
თავისებურ მიდგომადაც კი ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ა.შ.შ.-ში.

სოციალიზმი
სოციალური იდეების ნიშნები ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, ე.წ. „ლეველერების“
(გამთანაბრებლების) და „დიგერების“ (მიწის მთხრელების) დროს გაჩნდა; და უფრო მეტიც –
მათ კვალს ვხედავთ თომას მორის „ უტოპიაში“ (1516) და თქვენ წარმოიდგინეთ, პლატონის
„სახელმწიფოშიც“ კი. თუმცა, როგორც პოლიტიკური დოქტრინა, სოციალიზმი მხოლოდ XIX
საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. იმთავითვე, ეს იყო პასუხი სამრეწველო კაპიტალიზმის
გაჩენაზე და წვრილი მეწარმეების ინტერესებს გამოხატავდა. მალე ამ მოძღვრებით მზარდი
მუშათა კლასიც შეიარაღდა. თავდაპირველად, სოციალიზმს მკვეთრად ფუნდამენტალისტური,
უტოპიური და რევოლუციური ელფერი დაკრავდა. მისი მიზანი საბაზრო გაცვლა-გამოცვლაზე
დამყარებული კაპიტალისტური ეკონომიკის მოსპობა და მისი თვისობრივად განსხვავებული,
172
საერთო საკუთრების პრინციპზე აგებული სოციალისტური საზოგადოებით ჩანაცვლება იყო.
სოციალიზმის ამ განშტოების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი კარლ მარქსი გახლდათ,
ვისმა ნააზრევმაც XX საუკუნის კომუნისტურ მოძღვრებებს ჩაუყარა საფუძველი.
თუმცა, XIX საუკუნიდან მოყოლებული, სოციალიზმში რეფორმისტული მმართველობაც
გამოიკვეთა, და იგი კაპიტალისტურ საზოგადოებაში მუშათა კლასის თანდათანობითი
ინტეგრაციის ფაქტს ასახავდა – რაც შრომის პირობების გაუმჯობესებით, შრომის ანაზღაურების
ზრდით, პროფკავშირებისა და სოციალისტური ტიპის პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით
გამოიხატა. ამ ყაიდის სოციალისტების განცხადებით, საპარლამენტო გზით სოციალიზმზე
მშვიდობიანი, თანდათანობითი და უმტკივნეულო გადასვლა იყო შესაძლებელი.
რეფორმისტული სოციალიზმი ორი წყაროთი საზრდოობდა: ერთი მათგანი – რობერტ ოუენის
(1771-1858), შარლ ფურიეს (1772-1837) და უილიამ მორისი (1854-1896) სახელებთან
დაკავშირებული – ეთიკური სოციალიზმის ჰუმანისტური ტრადიცია; მეორე კი, ძირითადში,
ედუარდ ბერნშტაინის მიერ შეთხზული რევიზიონისტული მარქსიზმის ფორმა.
(რევიზიონიზმი: ფუძემდებელი იდეების გადასინჯვა; ტერმინი ადრინდელი პრინციპებისა და
მოსაზრებების უარყოფასაც გულისხმობს)
თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში, სოციალისტური მოძრაობა ამ ორ, მოქიშპე
ბანაკად იყო გაყოფილი: ლენინისა და ბოლშევიკების მიმდევარი რევოლუციური
მიმართულების სოციალისტები საკუთარ თავს კომუნისტებს უწოდებდნენ, ხოლო
კონსტიტუციური პოლიტიკის მომხრე რეფორმისტი სოციალისტები, დროთა განმავლობაში,
სოციალ დემოკრატებად მოინათლნენ. დავა-კამათი არა მხოლოდ სოციალიზმზე გადასვლის
გზებზე მიმდინარეობდა, არამედ თვით სოციალიზმის საბოლოო მიზნის თაობაზეც. სოციალ-
დემოკრატებმა გადაჭრით უარყვეს ისეთი რადიკალური ხასიათის მოთხოვნები, როგორიცაა
საერთო საკუთრება და სახელმწიფო დაგეგმარება – მათ სოციალიზმის ცნება კეთილდღეობის,
გადანაწილებისა და გონივრული ეკონომიკური მართვის ტერმინებით გაამდიდრეს. XX
საუკუნის ბოლოს ორივე მიმდინარეობა მწვავე კრიზისში აღმოჩნდა, რამაც ბევრს
„სოციალიზმის სიკვდილსა“ და პოსტსოციალისტური საზოგადოების გაჩენაზე ლაპარაკის
საღერღელი აუშალა. ამ თვლასაზრისით, ყველაზე დრამატული მომენტი 1998-1991 წლების
აღმოსავლეთ ევროპული რევოლუციებით გამოწვეული კომუნიზმის კრახი აღმოჩნდა, თუმცა
აშკარა ხდებოდა სოციალ-დემოკრატიის თანდათანობითი დაშორებაც ტრადიციული
პრინციპებისაგან და თანამედროვე ლიბერალიზმთან მისი სულ უფრო ხშირი გაიგივება.
სოციალიზმის ელემენტები
ერთობა (community): სოციალიზმი კაცობრიობას საერთო თვისებებით შეკავშირებულ,
საზოგადოებრივ არსებათა ერთიანობად განიხილავს. როგორც ჯონ დონი წერდა თავი
ქადაგებაში: „არა კაცი არაა ზღვაში ჩაკარგული კუნძული – ადამიანი ერთიანი კონტინენტის
ნაწილია მხოლოდ“. ეს ერთობის მნიშვნელობაზე მიათითებს – ანუ, რამდენადაა პიროვნული
მეობა საზოგადოებრივი ჯგუფების წევრობასა და მათ ურთიერთქმედაბაზე დამოკიდებული.
სოციალისტები ბუნების დამორჩილებაზე აკეთებდნენ აქცენტს და შესაბამისად, პიროვნული
ქცევის ახსნას სოციალური ფაქტორებით უფრო ცდილობდნენ, ვიდრე თანდაყოლილი
თვისებებით.
ძმობა: რაკიღა ადამიანებს ერთნაირი ნიშან-თვისებები ახასიათებთ, ამხანაგობის თუ ძმობის
(არასისხლისმიერი, არამედ ზოგადკაცობრიული) განცდა გაერთიანებისაკენ უბიძგებთ:
173
ამიტომაც ანიჭებენ უპირატესობას თანამშრომლობას და არა კომუნიკაციას, ამიტომ აყენებენ
კოლექტივიზმს ინდივიდუალიზმზე მაღლა. ამგვარი გაგებით, კოლექტივიზმი თითოეული
ადამიანის ძალისხმევას უყრის თავს და ერთობად გარდაქმნის; მაშინ როცა კონკურენცია
პიროვნებებს აპირისპირებს და ქიშპს, დაპირისპირებასა და მტრობას ბადებს.
სოციალური თანასწორობა: თანასწორობა სოციალიზმის უმთავრესი ფასეულობაა და ხშირად
მას ეგალიტარიანიზმს – სხვა ღირებულებებთან შედარებით, თანასწორობის უპირატესობის –
ერთ-ერთ გამოვლინებადაც კი მიიჩნევენ. სოციალისტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა
სწორედ სოციალურ თანასწორობას აქვს, ანუ თანასწორობას და არა შესაძლებლობების, არამედ
კეთილდღეობის თვალსაზრისით. მათი აზრით, სოციალური თანასწორობის დონე
განსაზღვრავს საზოგადოების სტაბილურობასა და თანხმობას; და ასევე, სამართლებრივი და
პოლიტიკური უფლებების საფუძველთა საფუძველია.
მოთხოვნილება: სოციალური იდეოლოგიის თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე,
მატერიალური ქონება საზოგადოებაში უნდა გადანაწილდეს მხოლოდ მოთხოვნილების, და არა
უნარისა თუ შრომის მიხედვით. ამ პრინციპის კლასიკური გამოხატულებაა განაწილების
მარქსისტული, კომუნისტური ფორმულა: „თითოეულისაგან უნარის მიხედვით, თითოეულს –
მოთხოვნილების მიხედვით“. აქედან გამომდინარე, ადამიანის პირველად მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება (შიმშილის, წყურვილის, საკუთარი ჭერის, უსაფრთხოების და ა.შ.), ღირსეული
არსებობისა და საზოგადოებრივი თანაცხოვრების წინაპირობაა. თუმც კი აშკარაა, რომ
დოვლათის გადანაწილება მოთხოვნილებათა შესაბამისად, ადამიანისაგან ზნეობრივ
მოტივაციას უფრო მოითხოვს, ვიდრე მატერიალურს.
სოციალური კლასი: ხშირად სოციალიზმს კლასობრივი პოლიტიკის ფორმადაც მიიჩნევენ
ხოლმე. ჯერ ეს ერთი, სოციალისტებს სჩვეოდათ საზოგადოებრივი ცხოვრების ანალიზი
შემოსავლებისა თუ დოვლათის განაწილების თვალსაზრისით განეხილათ და სოციალური
კლასი საზოგადოებრივი დაყოფის უმნიშვნელოვანეს ელემენტად მიაჩნდათ. მეორეც,
ტრადიციულად, სოციალიზმი ჩაგრული და ექსპლოატირებული მუშათა კლასის ინტერესებთან
იგივდებოდა, და თავად მოძღვრებაც არა მარტო გარდაქმნის, არამედ სოციალური
რევოლუციების მამოძრავებელ ძალად სწორედ პროლეტარიატს ხედავდა. თუმცა, ნებისმიერი
კლსობრივი დაყოფა, მათი აზრით , დროებითია: ისინი ხომ საბოლოოდ, ეკონომიკური და
სოციალური უთანასწორობის სრულ მოსპობას ისახავდნენ მიზნად.
საერთო საკუთრება: საკითხი, თუ როგორ უნდა გადაიჭრას საკუთრების პრობლემა,
სოციალისტური იდეოლოგიისთვისაც საკამათოა. ზოგისთვის ეს თავად სოციალიზმის
აღსასრულს ნიშნავს, სხვები კი ამაში მხოლოდ საყოველთო თანასწორობის მიღწევის გზას
ხედავდნენ. საერთო საკუთრების სოციალისტური ხედვა (გნებავთ საბჭოური ტიპის
კოლექტივიზაცია თუ შერჩევითი ნაციონალიზაცია – იგივე „შერეული ეკონომიკა“)
მატერიალური რესურსების საერთო ყულაბაში თავმოყრას გულისხმობს და და კერძო
საკუთრებას ისე უყურებს, როგორც ეგოიზმს, მომხვეჭელობისა და სოციალური უთანაბრობის
გამომწვევ მიზეზს. ოღონდაც, თანამედროვე სოციალიზმი საკუთრების ცნების ამგვარ,
ცალმხრივ გაგებას უკვე აშკარად ემიჯნება.

174
მარქსიზმი
როგორც თეორიული სისტემა, მარქსიზმი მუდამ კრიჭაში ედგა ლიბერალურ რაციონალიზმს –
რომელსაც, თავის მხრივ, გაბატონებული მდგომარეობა ეკავა თანამედროვე დასავლეთის
კულტურასა თუ მეცნიერულ აზროვნებაში; ხოლო როგორც პოლიტიკური ძალა, მარქსიზმი
დასავლური კაპიტალიზმის დაუძინებელ მტრად რჩებოდა სულ ცოტა, 1917-დან 1991 წლამდე.
მარქსიზმის გაგებას უკიდურესად ართულებს განსხვავება, ერთის მხრივ, კარლ მარქსისა და
ფრიდრიხ ენგელსის (1820-95) სოციალ ფილოსოფიურ ნაშრომებსა და XX საუკ. კომუნიზმის იმ
ფენომენს შორის, რომელიც საკმაოდ დაშორდა თავის პირველწყაროს. კომუნიზმის კრახი
მარქსიზმის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის აღსასრულს სულაც არ ნიშნავს; პირიქით –
ლენინიზმისა და სტალინიზმისაგან გამონთავისუფლებულმა მარქსიზმმა ახალი სასიცოცხლო
ძალაც კი შეიძლება შეიძინოს.
გარკვეულწილად, პრობლემის არსი მარქსის ნაშრომთა ნაირგვარობასა და მათი ხასიათის
სირთულეშია: ზოგი მას დეტერმინისტ ეკონომისტად, სხვანი კიდევ ჰუმანისტ სოციალისტად
მიიჩნევენ. განსხვავებას მის ადრეულ და გვიანდელ ნაწერებშიც პოულობდნენ და ზოგ-ზოგნი,
ასე გასნაჯეთ „ახალგაზრდა“ და „დაღვინებულ“ მარქსსაც კი განსახვავებდნენ. ერთი რამ
ცხადია: თავად სჯეროდა, რომ სოციალიზმის ახალ, მეცნიერულ მიმდინარეობას დაუდო
საფუძველი, რამდენადაც საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარების არსის ამოცნობა
ეწადა და არა მხოლოდ კაპიტალიზმის მანკიერებათა კრიტიკა – ასე ვთქვათ, ზნეობრივი
პოზიციებიდან. მარქსის იდეები, განსაკუთრებით მისი სიკვდილის შემდგომ გახდა
პოპულარული – მისი მუდმივი თანაავტორის, ენგელსის, გერმანელი სოციალისტის, კარლ
კაუცკისა (1854-1938), და რუსი თეორეტიკოსის პლეხანოვის (1856-1918) შრომების წყალობით.
ორთოდოქსული მარქსიზმი, ჩვეულებრივ, დიალექტიკურ მატერიალიზმად წოდებული,
მოგვიანებით სწორედ საბჭოურ კომუნიზმს დაედო საფუძვლად. ამ ვულგარულმა გადააზრებამ
გაცილებით მეტი გავლენა იქონია მექანიცისტურ თეორიებსა და ისტორიულ დეტერმინიზმზე,
ვინემ თავად მარქსის ნაწერებმა. (დიალექტიკური მატერიალიზმი: მარქსიზმის სახეობა,
რომელიც მკაცრი დეტერმინიზმით ხასიათდება. ორთოდოქსულ კომუნისტურ ქვეყნებში,
სახელმწიფო დონეზე თითქმის ოფიციალური ფილოსოფიად იყო გამოცხადებული)
მარქსიზმის დამახასიათებელი ნიშნები.
ისტორიული მატერიალიზმი: მარქსიზმის ქვაკუთხედი ისაა, რასაც ენგელსმა „ისტორიის
მატერიალისტური გააზრება“ უწოდა. იგულისხმება ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელობა და
ის პირობები, სადაც ადამიანები თავიანთ საარსებო საშუალებებს ქმნიან წარმოებისა და
კვლავწარმოების გზით. მარქსის მტკიცებით, ეკონომიკური „ბაზისი“ (წარმოების ფორმა ანუ
ეკონომიკური სისტემა) იდეოლოგიურ და პილიტიკურ „ზედნაშენს“ განაპირობებს. ამრიგად,
საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური და კლასობრივი ფაქტორებით
განისაზღვრება. მოგვიანებით, მარქსისტებმა ეს მექანიკურად გაიაზრეს როგორც უპირობო
მოცემულობა, თითქოსდა ეკონომიკური „კანონები“ ისტორიის სვლას ადამიანთა ჩარევის
გარეშე წარმართავენ.
დიალექტიკური ცვლილება: ჰეგელისა არ იყოს, მარქსსაც სჯეროდა, რომ ისტორიას
დიალექტიკა ამოძრავებდა და დაპირისპირებულ ძალთა ურთიერთობის შედეგად
საზოგადოება განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა. მატერიალისტური გაგებით,
ეს მოდელი ისტორიულ ცვლილებას კლასთა ანტაგონიზმის სახედ, შინაგან დაპირისპირებად
175
აღიქვამს. მართლმორწმუნე მარქსიზმი („დიალექტიკური მატერიალიზმი“) დიალექტიკას იმ
ზოგად ძალად განიხილავს, რომელიც ბუნებრივ თუ საზოგადოებრივ პროცესებს წარმართავს.
გაუცხოება: ეს ცნება „ადრეული“ მარქსის უმთავრეს პრინციპთაგანია. კაპიტალიზმის
პირობებში, შრომა უბრალოდ მექნიკური, მოსაბეზრებელი და უგულო საქმიანობაა. ამ გაგებით,
მუშებს არც თავიანთი შრომის ნაყოფი აინტერესებდათ, არც თავად შრომის პროცესი, და
საბოლოოდ, საკუთარ თავს ვეღარც სოციალურად აქტიურ, შემოქმედ არსებებად აღიქვამენ.
შესაბამისად, პიროვნული სრულფასოვნების და თვითრეალიზების უმთავრეს წყაროდ
შემოქმედებითი, გაპიროვენებული შრომა გვევლინება. (გაუცხოვება (alienation):
„გაპიროვნებულობის“ პროცესი ან მდგომარეობა; პიოვნების ჭეშმარიტი და არსებითი
ბუნებისგან განდგომა)
კლასთა ბრძოლა: კაპიტალისტურ საზოგადოებაში დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი –
კერძო საკუთრების არსებობაა. სწორედ ამ ნიშნით ხდება დაყოფა წარმოების საშუალებათა
მფლობელ ბურჟუაზიას, იგივე კაპიტალისტთა კლასსა და პროლეტარიატს შორის, რომელსაც
საკუთრება არ გააჩნია და საკუთარი შრომის გაყიდვით გააქვს თავი.
ზედმეტი ღირებულება: შუღლი ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის ერთი გადაუჭრელი
კონფლიქტთაგანია, რადგან მარქსიზმის თვლათახედვით, კაპიტალიზმის პირობებში მუშათა
კლასი უცილობლად ჩაგრულია. თავად მარქსის აზრით, ყოველგვარი ღირებულება დოვლათის
შექმნაზე დახარჯული შრომის თანაფარდია – ანუ, მოგებას დახარბებული კაპიტალისტი
ზედმეტ ღირებულებას იმით ქმნის, რომ თავის მუშებს იმაზე ნაკლებს უხდის, ვიდრე ისინი
გამოიმუშავებენ.ამიტომაცაა კაპიტალიზმის საფუძველშივე განწირული – პროლეტარიატი
მუდმივ ჩაგვრასა და დამცირებას ვერ შეეგუებაო.
პროლეტარული რევოლუცია: მარქსის ურყევი რწმენით, კაპიტალიზმს დიდი დღე არ ეწერა და
პროლეტარიატის სახით მას საკუთარი „მესაფლავე“ ელოდა. მისი სიტყვით, კაპიტალიზმს ჯერ
კიდევ გასავლელი ჰქონდა ჭარბწარმოების არა ერთი და ორი სერიოზული კრიზისი, რასაც
პროლეტარიატის რევოლუციური კლასობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება მოჰყვებოდა.
მარქსს პროლეტარული რევოლუცია გარდაუვლად მიაჩნდა და მისი წინასწარმეტყველებით, ეს
რევოლუცია სწორედ წარმოების საშუალებების დასაუფლებლად ამტყდარი ჯანყის სახით
განხორციელდებოდა. თუმცა, სიცოცხლის მიწურულს, უკვე სოციალიზმზე მშვიდობიანი
გადასვლის თეორიულ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა.
კომუნიზმი: მარქსი თვლიდა, რომ პროლეტარული რევოლუცია გარდამავალ „სოციალისტურ
პერიოდს“ მოითხოვს, როცა უფლებააყრილი ბურჟუაზიის კონტრრეოლუციურ ქმედებათა
გასაუვნებლად, „პროლეტარიატის დიქტატურა“ გახდება აუცილებელი. თუმცა, კლასობრივი
დაპირისპირების გაქრობისა და მთლიანად კომუნისტური საზოგადოების გაბატონების
შემდგომ, ამგვარი პროლეტარული სახელმწიფოს არსებობაც თავისთავად დაკარგავდა აზრს.
კომუნისტური საზოგადოება უკლასო უნდა ყოფილიყო, სადაც დოვლათი საყოველთაო
საკუთებად იქცეოდა, ხოლო „მოვალეობისათვის შრომა” – „სარგებლობისთვის შრომად“
გადაიქცეოდა და მთლიანად დააკმაყოფილებდა ადამიანის ყოველგვარ მოთხოვნილებას.
„კაცთა მოდგმის წინაისტორიაც“ ამით დასრულდებოდა, ადამიანსაც პირველად მიეცემოდა
საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა, თავად განესაზღვრა საკუთარი
ბედიღბალი: „ყოველი ჩვენგანის თავისუფალი განვითარება, საყოველთაო განვითარების
წინაპირობაა“ (მარქსი). (კლასობრივი ცნობიერება: – მარქსისტული ტერმინი, რომელიც
176
პიროვენბის მიერ იმ კლასის ინტერესთა გაცნობიერებაზე მიუთითებს, რომელსაც მიეკუთნება;
მის მზადყოფნაზე, დაიცვას ეს ინტერესები. კლასობრივი ცნობიერების სინონიმია –
„კლასობრივი თვითშეგნება“)
ორთოდოქსული მარქსიზმი
რეალურად, მარქსიზმის თეორიული მოძღვრება ცხოვრებაში საბჭოური კომუნიზმის სახით
გამოვლინდა – უპირველეს ყოვლისა, ორი საბჭოთა ლიდერის – ვ.ი ლენისისა და იოსებ
სტალინის უშუალო ძალისხმევით. ბოლო-ბოლო, XX საუკუნის კომუნიზმი მარქსიზმ-
ლენინიზმად გარდაისახა და ამ საქმეში ლენინის წვლილი ის ხალდათ, რომ პარტიას
„რევოლუციური და მეწინავე“ როლი დააკისრა. როგორც ჩანს, პროლეტარიატის დიდი ბელადი
შიშობდა, ბურჟუაზიული იდეებით დაბანგული მუშათა კლასი საკუთარ რევოლუციურ
პოტენციალს ვერ გაიაზრებს და „დახავსებულ პროფკავშირულ ცნობიერებას“ აყოლილი,
საერთოდ ვეღარ განვითარდება – საყოფაცხოვრებო პროცესების გაუმჯობესებას გადაყვება და
კაპიტალიზმის დასაფლავების საკითხიც იქით დარჩებაო. აი, სწორედ აქ იყო აუცილებელი
მარქსიზმით შეიარაღებული რევოლუციური პარტია – როგორც „მუშათა კლასის ავანგარდი“. ეს
სრულიად ახალი ყაიდის პარტია უნდა ყოფილიყო: არა მრავალრიცხოვანი, არამედ ერთ
მუშტად შეკრული, იდეოლოგიური წინამძღოლობისათვის შესაფერისი, პროფესიონალი
რევოლუციონერობით დაკომპლექტებული ჯგუფი. ორგანიზაცია დემოკრატიული
ცენტრალიზმის პრინციპს უნდა დაფუძნებოდა, – აზრის გამოთქმა ყველას შეეძლო, ოღონდ
ქმედება უნდა ყოფილიყო ერთიანი. მართლაც, როცა ლენინის ბოლშევიკებმა, 1917 წ.
ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, თავი მეწინავე, მუშათა კლასის ინტერესთა დამცველ პარტიად
გამოაცხადეს.
თუმცა, 30-იანი წლების სტალინურმა „მეორე რევოლუციამ“ სსრკ-ს სახის შესაქმნელად მეტი
გააკეთა, ვიდრე 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ. სტალინმა ორთოდოქსული
კომინიზმის ის ქარგა მოიგონა, რაზედაც II მსოფლიო ომის მერე მთელი აღმოსავლეთ ევროპა
და ჩინეთი, ჩრდილო კორეა და კუბა გამოიჭრა. ე.წ. „ეკონომიკური სტალინიზმი“ 1928 წ. დაიწყო
„პირევლი ხუთწლედის“ შემოღებით, როცა ერთბაშად და მთლიანად მოისპო კერძო მეწარმეობა.
1928 წ. ამას უკვე სოფლის მეურნეობის „კოლექტივიზაცია“ მოჰყვა – ყოველი რესურსი
სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა და „ცენტრალური დაგეგმვის“ პრინციპი შემოიღეს.
სტალინისეული „პოლიტიკური გარდაქმნებიც“ არანაკლებ ტრაგიკული იყო: 1930-იან წწ.
სტალინმა საბჭოთა კავშირი საკუთარ დიქტატურას დაუქვემდებარა და საამისოდ უამრავი
მოწინააღმდეგის ფიზიკურ განადგურებასაც არ მოერიდა – პარტიის წევრების, სახელმწიფო
ჩინოვნიკებისა თუ სამხედრო პირების ჩათვლით. გამუდმებული თვალთვალის, დაშინებისა და
რეპრესიების შედეგად, სტალინმა ქვეყანაში, ფაქტიურად, კლასური ტოტალიტარული
დიქტატურა დაამყარა.
მართალია, ორთოდოქსული კომუნიზმის სისასტიკე 1953 წ. სტალინის სიკვდილთან ერთად
დასრულდა, მაგრამ ლენინური პარტიის უმთავრესი პრინციპი (იერარქიული ორგანიზაცია და
დისციპლინა) და ეკონომიკური სატლინიზმი (სახელმწიფო კოლექტივიზაცია და ცენტრალური
დაგეგმვა) მაინც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა რეფორმების აუცილებლობას. ეს ნათლად
გამოჩნდა გორბაჩოვისეული პოლიტიკის დროს (1985-91), როცა მხოლოდ გეგმიური ეკონომიკის
სისუსტეების გამოვლენა და წნეხის ქვეშ დიდხანს მყოფი პოლიტიკური ძალების
გამონთავისუფლება მოხერხდა. ყოველივე ამან საბჭოურ კომუნიზმს იქ მიუჩინა ადგილი, რასაც
177
ტროცკი თავის დროზე და სულ სხვა მისამართით, „ისტორიის სანაგვეს“ უწოდებდა. ოღონდ
ესეცაა, სტალინიზმის სული ჯერ კიდევ ტრიალებს როგროც საბაზრო რეფორმებზე
ორიენტირებულ ჩინეთში, ისე ჯერაც ორთოდოქსულ კომუნიზმში ჩარჩენილ ჩრდილოეთ
კორეაში. (პერესტროიკა (გარდაქმნა): ლოზუნგი და კონცეფცია, რაც ლიბერალიზაციის და
დემოკრატიზაციის მცდელობას გულისხმობდა – ოღონდ საბჭოთა პოლიტიკური სისტემის
ძველ, სოციალურ ჩარჩოებში).
თანამედროვე მარქსიზმი
დასავლეთ ევროპაში მარქსიზმის უფრო „რაფინირებული“ ფორმა გავრცელდა: საბჭოური
მარქსიზმის მექანიცისტური, ერთი შეხედვით მეცნიერული დებულებების საპირისპიროდ,
დასავლური მარქსიზმი ჰეგელიანობის მიმართულებით ვითარდებოდა და აქცენტს
მარქსისეულ „ადამიან-შემოქმედზე“ აკეთებდა. ამ ტრადიციის თანახმად, ადამიანები ისტორიის
შემოქმედნი არიან და არა მარიონეტები, რომლებსაც ზეპიროვნული მატერუალური ძალები
აკონტროლებენ. დასავლეთის მარქსისტები არ უარყოფდნენ, რომ არსებობს ურთიერთქმედება
ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის, ცხოვრების მატერიალურ პირობებსა და ადამიანის უნარს
შორის – განსაზღვროს საკუთარი ბედი. ოღონდ, მიუხედავად ამისა, თანამედროვე მარქსისტებმა
მოახერხეს „ბაზის-ზედნაშენის“ უხეში ფორმულაზეც ეთქვათ უარი და ის თვალსაზრისიც
უარყვეს, თითქოს კლასობრივი ბრძოლა სოციალური ანალიზის თავი და თავი იყოს. მსგავს
იდეებს ზოგჯერ ნეომარქსიზმადაც მოიხსენიებენ ხოლმე.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მარქსიზმის ახლებურად, ჰუმანისტურ ფილოსოფიად გადააზრებას
შეეცადა უნგრელი გეორგ ლუკაში იყო (1885-1971). მას განსაკუთრებით აღიზიანებდა
„განსაგნების“ პროცესი როცა კაპიტალიზმი მუშის პიროვნების დეჰუმანიზაციას ახდენს, პასიურ
ობიექტად, ანუ საბაზრო საქონლად აქცევს და მარქსის კვალად, ადამიანში მასაც შემოქმედის
დანახვა სურდა. მარქსიზმის ხელახალი ინტერპრეტაცია სცდადა იტალიელმა ანტონიო
გრამშიმ, რომელმაც თავის „ციხის ჩანაწერებში“ მიუთითა, რომ კაპიტალიზმის სიმყარეს არა
მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თუ კულტურული ფაქტორებიც მნიშვნელოვნად
განაპირობებს და ამ მოვლენას „იდეოლოგიური ჰეგემონია“ უწოდა.
მარქსიზმის უფრო მკვეთრად ჰეგელიანური განშტოება ე.წ. „ფრანკფურტის სკოლაში“
ჩამოყალიბდა, რომლის მთავარმა წარმომადგენლებმა, თეოდორ ადორნომ (1903-1969), მაქს
ჰორკჰაიმერმა (1895-1973) და ჰერბერტ მარკუზემ ე.წ. „კრიტიკული თეორია“ შექმნეს –
მარქსისტული პოლიტეკონომიის, ჰეგელიანური ფილოსოფიისა და ფროიდისტული
ფსიქოლოგიის ერთგვარი ნაზავი. მათმა ნაშრომებმა XX საუკუნის 60-იანი წლების „ახალ
მემარცხენეობაზე“ იქონია მნიშვნელოვანი ზეგავლენა. ფარნკფურტის სკოლის კიდევ ერთი
საყურადღებო წარმომადგენელია იურგენ ჰაბერმასი.
სოციალ-დემოკრატია
სოციალ-დემოკრატია არ არის თეორიულად ისეთი ერთიანი და თანმიმდევრული
მიმდინარეობა, როგორც, ვთქვათ კლასიკური ლიბერალიზმი ან ფუნდამენტალისტური
სოციალიზმი. მაშინ როცა პირველი – იდეოლოგიურად ბაზარსაა მიჯაჭული, მეორე კი –
საერთო საკუთრების იდეას ქადაგებს, სოციალ-დემოკრატია ბაზრისა და სახელმწიფოს როლის
გაწონასწორებას ცდილობს, ბალანსი დაცვასა და პიროვნებას და საზოგადოებას შორის.
სოციალ-დემოკრატია ერთგვარი კომპრომისია – დოვლათის დაგროვების ერთადერთ საიმედო
მექანიზმად ის კაპიტალიზმს აღიარებს, ოღონდაც სურს, ეს დოვლათი უფრო ზნეობრივი
178
პრინციპით გადაანაწილოს, ვიდრე საბაზრო კანონების მიხედვით. სოციალისტებისათვის
საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა რთული, ზოგჯერ მეტად მტკივნეული პროცესიც
გახლდათ – უფრო პრაქტიკული გარემოებებით და საარჩევნო პრიორიტეტებით
განპირობებული, ვიდრე იდეოლოგიური რწმენით. XX საუკუნის დასაწყისში, ამ ვითარების
ნათელი გამოხატულება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რემორმისტული გეზი
იყო, რაც პირველ რიგში, ისეთი რევიზიონისტი მარქსისტების გავლენას უკავშირდება,
როგორიც ედუარდ ბერნშტეინი გახლდათ. 1959წ., ბადგობესბურგის კონგრესზე, ამ პარტიამ
ოფიციალურად უარყო მარქსიზმი და სრულიად ახალი ლოზუნგი წამოაყენა „კონკურენცია
იქ,სადაც შესაძლებელია, დაგეგმვა – სადაც აუცილებელი“. მსგავსი ცვლილებები შეინიშნებოდა
იმ „ეთიკურ“ (უტოპიურ) სოციალისტურ პარტიებშიც, მარქსიზმის შეუვალ ავტორიტეტს
მაინცდამაინც არც არასოდეს რომ არ აღიარებდნენ. მაგალითად. ბრიტანეთის ლეიბორისტული
პარტია, რომელიც მუდამ იაზრებდა თანდათანობითი გარდაქმნების იდეას, 50-იანი
წლებისთვის საკუთარი სოციალისტურობა ნაციონალიზაციის მოთხოვნებიდან თანასწორობის
მოთხოვნაზე გადასვლით გამოიხატა.
თანამედროვე სოციალ-დემოკრატთა უმთავრესი საზრუნავი საზოგადოებისგან გარიყულთა და
დაჩაგრულთა პრობლემებია. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სოციალ-დემოკრატიას
ზოგადად სოციალიზმის ტრადიციასთან ხელაღებით ვერ გავაიგივებთ: მისთვის
დამახასიათებელია როგორც თანალბობისა და თანაგრძნობის სოციალისტური გაგება, ისე
ლიბერალური თავისუფლებისა და თანაბარი შესაძლებლობების მოთხოვნებიც და,
ამავდროულად, არც კონსერვატული პატერნალისტური ზრუნვის იდეაა უცხო. რაც არ უნდა
იყოს, საყოველთაო კეთილდღეობის, სამართლიანი გადანაწილებისა და სოციალური
თანასწორობის იდეებს იგი ყოველთვის ეთანხმებოდა და თანაც, დაწინაურებულ
ინდუსტრიულ საზოგადოებებში „დაკმაყოფილებული უმრავლესობის“ (გელბრაიტი, 1992)
წარმოშობამ, სოციალისტური იდეების რევიზიის შემდგომი პროცესის აუცილებლობაც
განაპირობა. ანუ, II მსოფლიო ომის მერე ფართოდ გავრცელებული ქენზიანური სოციალ-
დემოკრატიის მიზანი კაპიტალიზმის „გაადამიანურება“ გახდა – სახელმწიფოს მხრიდან
ეკონომიკაში ჩარევის მეშვეობით; სჯეროდათ, რომ ქენზიანური ეკონომიკური პოლიტიკა
უმუშევრობას მთლიანად მოსპობდა, შერეული ეკონომიკური მოდელი მთავრობას საქმიანობის
რეგულირებაში დაეხმარებოდა და ე.წ. პროგრესული დაბეგვრის გზით, მდიდრებსა და
ღარიბებს შორის განსხვავებას შეამცირებდა. თუმცა, ჩვენში დარჩეს, შემდგომ ეს თვალსაზრისიც
გადასახედი და გადასასინჯი გაუხდათ.
საერთოდ, სოციალ-დემკოკრატიის სოციალისტური ბუნება მუდამ საკამათო იყო.ზოგი
სოციალისტი „სოციალ-დემოკრატიას“ სულაც სალანძღავ სიტყვად ხმარობდა და მასში
უპრინციპო კომპრომისსა და თავად იდეის ღალატის ნიშნებსაც კი ხედავდა. სხვანი, ეტონი
ქროსლენდის (1918-77) კვალად, ამტკიცებდნენ, რომ მათ ახალი ისტორიული რეალიებისათვის
გაესწორებინათ თვალი და ამიტომაც ხალისით აიტაცეს იმგვარი ლიბერალური
თეორიტიკოსების ნააზრევი, როგორც ჯონ როულზი გახლდათ. თუმცა, XX საუკ. 80-იანი
წლებიდან მოყოლებული, სოციალ დემოკრატიის პოზიციები აშკარად შეირყა და ამას მრავალი
მიზეზი განაპირობებდა: უპირველესად, თავად კლასობრივ სტრუქტურაში მომხდარმა
ცვლილებებმა, თუნდაც ახალ პროფესიათა გაჩენისა და ეკლესიის მზარდი გავლენის განხრით,
მუშათა ინტერესებზე დაფუძნებულ მათ საარჩევნო რიტორიკას საფუძველი გამოეცალა;
179
მეორეც, გლობალიზაციამ ეკონომიკის სახელმწიფო მართვის ქენზიანური ფორმები უვარგისად
წარმოაჩინა; მესამეც – ნაციონალიზირებული მრეწველობა და ეკონომიკური დაგეგმვა
სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში მაინც; მეოთხე: კომუნიზმის
კრახმა არა მარტო სახელმწიფო კოლექტივიზაციის იდეური და ინტელექტუალური
უდღეურობა გამოავლინა, არამედ საერთოდ ნებისმიერი სოციალისტური იერარქიული
მოდელისაც. სწორედ მაშინ გაჩნდა ე.წ. „მესამე გზის“ იდეა, რაც იქვე აიტაცეს პოლიტიკოსებმაც
და პოლიტოლოგებმაც. (მეწარმეობის თეორია (enterpreneurrialism): ფასეულობები და
გამოცდილება, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესის საქმიანობასა და კომერციული
რისკის გაწევას უკავშირდება)
მესამე გზა
ტერმინი „მესამე გზა“ საკმარისად ბუნდოვანია და მისი ახსნა სხვადასხვაგვარადაა
შესაძლებელი. ეს მოძრაობა თავიდანვე განსხვავებულ იდეოლოგიურ ტრადიციებს ემყარებოდა
– თანამედროვე ლიბერალიზმს, „ერთიანი ერის“ კონსერვატიულ პრინციპებსა თუ
მოდერნიზებულ სოციალ-დემოკრატიას; ამასთანავე, „მესამე გზის“ კონცეფციები სხვადასხვა
ქვეყნებში სრულიად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა წამოაყენეს: ა.შ.შ.-ში – „ახალმა
დემოკრატებმა“ და ბილ კლინტონმა, დიდ ბრიტანეთში „ახალმა ლეიბორისტებმა“ და ტონი
ბლერმა; თანდათანობით ეს იდეები გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიასა და ახალ
ზელანდიაშიც პოპულარული გახდა. ამგვარი გაბნევის მიუხედავად, „მესამე გზის“ რამდენიმე
ძირითადი მახასიათებელი მაინც შეიძლება გამოიკვეთოს: უპირველეს ყოვლისა სოციალიზმი,
როგორც იერარქიული სახელმწიფოს ჩარევის ფორმა, წარსულს ჩაბარდა – დინამიური საბაზრო
ეკონომიკის ალტერნატივა დღეს აღარ არსებობს. ამასთანავე, გლობალიზაციც თავისი გზით
მიდის – კაპიტალიზმი „ცოდნის ეკონომიკად“ გარდაიქმნა და მთავარი როლი საინფორმაციო
ტექნოლოგიებს, პიროვნულ უნარს, შრომისა და ბიზნესის გონივრულად წყობას ენიჭება.
მეორეც, ნეო-ლიბერალიზმისაგან განსხვავებით, ეს „მესამე გზა“ უპირობოდ აღიარებს
სახელისუფლებო მართვის გადამწყვეტ როლს ეკონომიკასა და საზოგადოების
ფუნქციონირებაში. თუმცა ახლა ეს როლი უფრო დაკონკრეტებულია: უმთავრესად,
საზოგადოებაში განათლებისა და უნარ-ჩვევების დანერგვის იმ დონის უზრუნველყოფა
ევალება, რაც ქვეყანას კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე. ამ გაგებით „მესამე
გზის“ იდეა ლიბერალური საზოგადოების განხრაა, და მისი „ახალი ინდივიდუალიზმი“ ერთის
მხრივ, უფლებებისა და მეწარმეობის, ხოლო მეორეს მხრივ – საზოგადოებრივი
ვალდებულებებისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაწონასწორებას მოითხოვს.
და ბოლოს „მესამე გზის“ იდოელოგიის კიდევ ერთ თავისებურებას სოციალისტური
ეგალიტარიზმის (ასე ვთქვათ „გამთანაბრებლობის“ მოთხოვნის) უარყოფა თანაბარი
შესაძლებლობებისა და მერიტოკრატიის ლიბერალური პრინციპების აღიარება წარმოადგენს.
მის მიდევრებს კი ერთთავად საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად გამიზნულ
რეფორმებზე უჭირავთ თავი. მათ არც ნეოლიბერალთა „ორივე ფეხით მყარად დგომის“ თეზისი
ხიბლავთ, არც სოციალ-დემოკრატთა „სიკვდიმდე ზრუნვის“ კეთილდღეობა ეხატებათ გულზე;
სამაგიეროდ, თანამედროვე ლიბერალთა მრწამსი – „ხალხს დაეხმარე, საკუთარ თავს
დაეხმაროს“ მათთვის ზედგამოჭრილია და ბილ კლინტონის თეზაც – „კაცს ხელი კი არ
გააშვერინე, ხელი გამოაღებინეო“ – ლამის ლოზუნგად აქვთ ატაცებული. ანუ მათი გაგებით,
სახელმწიფო ფუტკრის სკას უნდა დაემსგავსოს – „საყოველთაო შრომა“ უნდა სუფევდეს და
180
ხელისუფლება აუცილებელი განათლების მიღებასა და თავის რჩენის საშუალებას უნდა
იძლეოდეს, დანარჩენი კი უკვე პიროვნულ უნარზეა დამოკიდებული. „მესამე გზის“
კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ აქ შინაგანი წინააღმდეგობაა: იგი ერთსა და იმავე დროს
თავისუფალი ბაზრის დინამიურობას უწევს რეკლამას და თან მისი თანამდევი სოციალური
გათიშულობით გვაშინებს – ე.ი ეს მიმდინარეობა არათუ მემარცხენე-ცენტრალისტური არაა,
პირიქით მკვეთრად იხრება მემარჯვენეობისაკენ. ასევე, მას ნეოლიბერალიზმთან არშიყობასაც
საყვედურობდნენ, განსაკუთრებით – გლობალური კაპიტალიზმის ქადაგებასა და ფარული
ავტორიტარიზმის მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს: აქაოდა, ოჯახის როლის წინ წამოწევა სურთ
და საზოგადოებრიობის მოთხოვნას აყოლილები, „ძლიერი ხელის“ პოლიტიკას ემხრობიანო.
სხვა იდეოლოგიური მოძღვრებები
ფაშიზმი
ლიბერალიზმის, კონსერვატიზმისა და სოციალიზმის იტორია XIX საუკუნიდან იღებს სათავეს,
ფაშიზმი კი XX საუკ. პირმშოა. ზოგის აზრით, ეს პირწმინდად ორ მსოფლიო ომს შორის
პერიოდში გაჩენილი ფენომენია; მართალია, ფაშიზმის ელემენტები XIX საუკ. ბოლოსაც
შეინიშნებოდა, მაგრამ მათი გაერთიანება მხოლოდ I მსოფლიო ომისა და უშუალოდ
ომისშემდგომი კატაკლიზმებით მდიდარ ეპოქაში მოხდა. ამ მოძღვრების ორი ძირითადი
გამოვლინება მუსოლინის ფაშიტური დიქტატურა იყო 1922-43წწ. და ჰიტლერის ნაცისტური
დიქტატურა – 1933-45წწ. ნეო ფაშიზმისა და ნეონაციზმის სხვადასხვა ფორმამ, ეკონომიკური
კრიზისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ერთობლიობის სახით, XX საუკ. მიწურულს
კომუნიზმის კრახის შემდგომაც იჩინა თავი.
მრავალი თვალსაზრისით, ფაშიზმი, ზოგადად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ
დასავლეთის პოლიტიკურ აზროვნებაში გაბატონებული იდეებისა და ღირებულებების
წინააღმდეგ მიმართული ჯანყი იყო და იტალიელ ფაშისტთა დევიზი – „1789 წელი მოკვდა!“ –
ფრაზა ჰქონდა ატანილი. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა რაციონალიზმი, გონიერება,
პროგრესი, თავისუფლება და თანასწორობა, ახლა ახალი ღირებულებების – შეუპოვრობის,
ბელადობის, ძალაუფლების, გმირობისა და ომის სახელით იქნა უარყოფილი. ამ გაგებით,
ფაშიზმი „ანტიმოძღვრებაა“ და მისი მთავარი მახასიათებელი კი – დაპირისპირება:
კაპიტალიზმთან, ლიბერალიზმთან, ინდივიდუალიზმთან, კომუნიზმთან და ა.შ. უმთავრესი,
რაც მის ნებისმიერ გამოვლინებას თან სდევს, „ძალის ერთობის“ რწმენით გამოხატული
ორგანული ეროვნული მთლიანობის მოდელია, ხოლო პიროვნება, როგორც ასეთი, არაფერს
ნიშნავს – ის მთლიანად უნდა გაითქვიფოს საზოგადოებასა თუ რომელიმე სოციალურ ჯგუფში.
ფაშიზმის იდეალი „ახალი ადამიანია“ – გმირი, რომელსაც მოვალეობა, ღირსება და თავგანწირვა
ამოძრავებს; მზადაა ერისა თუ რასის სადიდებლად დაუფიქრებლად გაწიროს თავი და
უზენაესი ლიდერის ნებასაც უყოყმანოდ დაემორჩილოს.
მაგრამ არც ფაშიზმია სრული ერთობა: იტალიური ფაშიზმი, არსებითად, სტატიზმის
უკიდურესი გამოვლინება იყო და ტოტალიტარული სახელმწიფოს უპირობო პატივისცემას,
აბსოლუტურ ერთგულებას ემყარებოდა. როგორც ფაშისტი-ფილოსოფოსი ჯენტილე (1875-1944)
ამბობდა, „ყველაფერი სახელმწიფოსთვის; არაფერი მის საწინააღმდეგოდ; არაფერი – მის
გარეშე“.
მეორეს მხრივ, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, უმთავრესად, რასობრივ თეორიაზე იყო
აწყობილი. მის ორ უმთავრეს გამოვლინებას წარმოადგენდა არიანიზმი (გერმანული რასის
181
უზენაესობის რწმენა და მის მიერ „მსოფლიო ბატონობის“ პრეტენზია) და უკიდურესი
ანტისემიტიზმი – ებრაელთა იმთავითვე ყოველგვარი ბოროტების წყაროდ დასახვა და მათი
მიზანმიმართული განადგურება. ეს ბოლო თეზა ე.წ. „საბოლოო გადაწყვეტის“ გეგმაშიც
გამოიხატა.
ანარქიზმი
პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის ანარქიზმი უნიკალურია ერთი თვალსაზრისით – არც ერთი
ანარქისტული პარტია არასოდეს ყოფილა ხელისუფლების სათავეში, სულ მცირე ეროვნულ
დონეზეც კი. მიუხედავად ამისა, ანარქიზმი საკმაოდ გავლენიან მოძრაობას წარმოადგენდა,
ვთქვათ, ესპანეთში, საფრანგეთში, რუსეთსა თუ მექსიკაში. ანარქიზმი დღემდე ჯიუტად
ამტკიცებს იმ შეხედულებას, თითქოსდა საზოგადოებას კანონის, ხელისუფლებისა და
სახელმწიფოს გარეშე შეეძლოს არსებობა. ანარქიზმის მთავარი თემა – პოლიტიკური
ხელისუფლების ნებისმიერი გამოვლინების უარყოფაა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს სახით
(„ანარქია“ – სიტყვასიტყვით – „მმართველობის არარსებობას“ ნიშნავს). ანარქისტების აზრით,
შესაძლებელია საზოგადოების არსებობა სახელმწიფოს გარეშე, როდესაც ადამიანები თავად
მოაწყობენ საკუთარ ბედს ერთმანეთთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საფუძველზე და
ეს მოსაზრება ორი, ურთიერთ საწინააღმდეგო ტრადიციის გამოძახილია: ლიბერალური
ინდივიდუალიზმისა და სოციალისტური საზოგადოების. ასე რომ, ანარქიზმი ერთგვარი
საშუალედო რგოლია ლიბერალიზმსა და სოციალიზმს შორის – „ულტრალიბერალიზმსა“ და
„ულტრასოციალიზმის“ თავისებური ნაზავი.
ლიბერალიზმის მხრივ სახელმწიფოსათვის წაყენებული მოთხოვნა ინდივიდუალიზმსა და
მაქსიმალურ თავისუფლებას, არჩევანის შეუზღუდაობას გულისხმობს. ლიბერალთაგან
განსხვავებით, ანარქიზმის თეორეტიკოსები, ვთქვათ, უილიამ გოდვინი (1756-1836) მიიჩნევენ,
რომ თავისუფალი და რაციონალური ადამიანები მშვიდობიანად სწრაფად მოახერხებენ
საკუთარი საქმეების მოგვარებას, სახელმწიფო კი უბრალოდ, ხელს შეუშლით ამაში.
თანამედროვე ინდივიდუალისტები ხშირად იშველიებენ ბაზრის ცნებას, იმის ასახსნელად, თუ
როგორ შეიძლება საზოგადოების მართვა სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე და
„ანარქოკაპიტალიზმის“ – თავისუფალი ბაზრის ამ უკიდურესი ფორმის მოდელს გვთავაზობენ.
თუმცა, უფრო ცნობილი და აღიარებული ანარქისტული ტრადიციაც არსებობს, რომელიც
თანამეგობრობას, თანამშრომლობას, თანასწორობასა და საზოგადოებრივი საკუთრების
სოციალისტურ იდეებს ემხრობა. ამ ყაიდის ანარქისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას სოლიდარობისადმი, რაც კაცის, გულღია,
გახსნილი, არსებითად თანამშრომლობის მოსურნე ხასიათიდან მოდის. ამისდა კვალად, ფრანგი
ანარქისტი პიერ-ჟოზე პრუდონი შეეცადა განევითარებინა „ურთიერთმოსურნეობის“
(mutualism) თეორია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გლეხების და ხელოსნების პატარ-პატარა
ამხანაგობებს სავსებით შეუძლიათ თავიანთი საქმეები პატიოსანი და თანაბარი, ნატურალური
აღებ-მიცემობის საფუძველზე მოაგვარონ, და ყოველგვარი კაპიტალისტური ექსპლოატაცია თუ
უსამართლობა აიცილონ თავიდან. მეორე ცნობილი ანარქისტი, რუსი პიოტრ კროპუტკინი
(1842-1921) ანარქოკომუნიზმის თეორეტიკოსია. მისი მთავარი პრინციპები საერთო საკუთრება,
დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობაა. ანარქიზმის თანამედროვე მიმდევრები არიან
აგრეთვე, ნოამ ხომსკი და ამერიკელი ლიბერალისტი და სოციალ-ეკოლოგისტი მიურიე
ბუკჩინი(1921-2006).
182
ფემინიზმი
გარკვეული ფემინისტური განწყობილებები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში შეინიშნებოდა, ხოლო
მის უკვე თეორიულად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მერი უოლსტოუნკრაფტის წიგნმა „ქალთა
უფლებების დასტურად“ (1702წ). ამ იდეებმა განსაკუთრებით ფართო აუდიტორია 1840-1850
წლებში მოიპოვა, როცა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში სუფრაჟისტების მოძრაობამ იჩინა
თავი და ე.წ. „ფემინიზმის პირველი ტალღაც“ ააგორა. ოღონდ XX საუკუნის გარიჟრაჟზე,
საარჩევნო უფლებების მოპოვებამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ქალთა მოძრაობა საკმაოდ
დააშორა თავის პირველად მიზანს და უმთავრეს პრინციპს. 1960 წლიდან კი იწყება „ფემინიზმის
მეორე ტალღა“. ამ დროიდან ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა უფრო რადიკალური,
ზოგჯერ – რევოლუციური მოთხოვნებითაც კი გამოირჩევა. ფემინიზმის თეორიები და
დოქტრინები საკმაოდ წინააღმდეგობრივია, თუმდა ერთი ნიშანი ყველას აერთიანებს –
საზოგადოებაში ქალის როლის გაზრდის მოთხოვნა. ფემინისტურ მოძღვრებას ერთი
აკვიატებული იდეა ახასიათებს – სქესობრივი უთანასწორობა, მამაკაცის ქალზე ბატონობის
სისტემა – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრესო.
თვალშისაცემია სულ ცოტა, სამი ურთიერთსაპირისპირო ფემინისტური ტრადიცია: ისეთი
თავგადაკლული ლიბერალ-ფემინისტები, როგორებიც იყვნენ უოლსტოუნკრაფტი და ბეტი
ფრიდენი ქალთა დაქვემდებარებულ მდგომარეობას, ძირითადად, საზოგადოების მიერ
უფლებებისა და შესაძლებლობების უთანასწორო გადანაწილებაში ხედავდნენ. ეს
„თანასწორუფლებიანობის ფემინიზმი“ არსებითად რეფორმისტული ხასიათისაა – მას
უპირატესად, საჯარო სფეროს რეფორმირება აინტერესებს, ანუ ქალთათვის სამართლებრივი და
პოლიტიკური სტატუსის გათანაბრების სურვილი, მათთვის განათლებისა თუ
სამსახურეობრივი წინსვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა და არა პირადი ოჯახური
ცხოვრების ახალ თარგზე გამოჭრა. ამის საწინააღმდეგოდ, სოციალისტ-ფემინისტები, როგორც
წესი ქალთა დაქვემდებარებულ მდგომარეობასა და წარმოების კაპიტალისტურ წესს შორის
კავშირზე ამახვილებენ ყურადღებას: დიასახლისი ქალი, ზოგადად, ეკონომიკის ხერხემალია,
ვინაიდან მშრომელ კაცს საოჯახო ტვირთისგან ათავისუფლებს, პროლეტარიატის ახალ
თეობებს ზრდის და თავადაც მშრომელთა არმიის რეზერვის ფუნქციას ასრულებსო.
ხოლო რადიკალ-ფემინისტებს უკვე მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით
საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს წინააღმდეგობას გენდერული დაყოფა ქმნის. როგორც
ამტკიცებენ, ნებისმიერი საზოგადოება – ისტორიულიცაა და თანადროულიც –
პატრიარქალურია და კეიტ მილეს თუ დავუჯერებთ, „ კაცობრიობის მდედრ ნახევარზე მუდამ
მამარი მეორე ნახევარი ბატონობდა“. ამრიგად, ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ
აუცილებელია “სექსუალური რევოლუცია“, რაც პირად, კერძო თუ ოჯახურ ცხოვრებას ყირაზე
დააყენებდა და რადიკალური ფემინიზმის ლოზუნგიც სწორედ ასე ჟღერს: „ყოველივე პირადი –
უკვე პოლიტიკაა“. ოღონდ ისიც კი მხოლოდ თავის უკიდურეს გამოვლინებებში თუ აცხადებს,
რომ მამაკაცი „ქალის მტერია“ და „მამრი საზოგადოებიდან“ ქალთა განსვლას მოითხოვს. ისე,
ამგვარიც ხდება და ეს უკვე ლამის პოლიტიკური ლესბიანობის ფორმას იღებს.
ინვაირონმენტიზმი
იმის მიუხედავად, რომ ინვაირონმენტიზმს (Envaironmentalism) ჩვეულებრივ, ეკოლოგიურ, ანუ
სხვანაირად, „მწვანეთა მოძრაობის“ გაჩენას უკავშირებენ და სრულიად ახალ იდეოლოგიად
მიიჩნევენ, მისი წარმოშობა, კაცმა რომ თქვას, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, ინდუსტრიალიზაციის
183
საწინააღმდეგო გამოსვლებს უკავშირდება. ზოგადად, „მწვანეთა“ იდეოლოგია იმ ზიანის
წინააღმდეგ იმაღლებს ხმას, რაც მზარდმა ეკონომიურმა განვითარებამ მიაყენა ბუნებრივ
გარემოს (განსაკუთრებით XX საუკ. მეორე ნახევრიდან, როცა დედამიწას ბირთვული
ტექნოლოგიები, მჟავა-წვიმები, ოზონის ხვრელი, გლობალური დათბობა და სხვა ათასი
საფრთხე დაემუქრა); გარემოს დამცველთა იდეოლოგიის თანახმად, დღის წესრიგში უკვე
საერთოდ ადამიანის არსებობის საკითხი დგას, ოღონდ მსგავსი პრობლემების დასმა ხშირად
ჩვეულ იდეოლოგიურ კლიშეებს ვერ ცდება: მაგალითად, ეკოსოციალიზმი გარემოს
განადგურებას კაპიტალიზმის სიხარბით ხსნის, ხოლო ეკოკონსერვატიზმი საკუთარ
მოთხოვნებს – გარემოს თუნდაც დღევანდელი სახით შენარჩუნებას – ტრადიციული
ღირებულებებისა და წეს-ჩვეულებათა ერთგულებით ამართლებს.
რაც შეეხება ეკოფემინიზმს, ეკოლოგიური კრიზის მიზეზად იგი მამაკაცთა ძალაუფლებას
ხედავს – აკი ის ნაკლებ მგრძნობიარეა, და შესაბამისად, ქალზე ნაკლებ ადარდებს ბუნებაში
მიმდინარე კატაკლიზმებიო.
ისიც ვთქვათ, ინვაირონმენტიზმი სხვა იდეოლოგიებისათვის დამახასიათებელი
ანთროპროცენტრისტული ანუ, ადამიანზე დაციკლული მიდგომის თავისებური
ალტერნატივაა, და მას ბუნებისადმი მომხარებლური დამოკიდებულება არ ახასიათებს,
პირიქით – ადამიანს იგი ბუნების მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილად განიხილავს. ამ სფეროში
ყველაზე ცნობილ თეორიათაგანი ჯეიმზ ლავლოკისეული, ე.წ. „გაიას“ ჰიპითეზაა – დედამიწა
ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თავად ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე.
სხვანი – აღმოსავლურ რელიგიებს იშველიებენ და დაოიზმისა თუ ძენ ბუდიზმის კვალად –
ერთიანი სიცოცხლის პრინციპს აღიარებენ. არარადიკალურ ეკოლოგისტებს, ანუ ე.წ. „ღია-
მწვანეებს“ სჯერათ, რომ ადამიანს პირადი ინტერესი და საღი აზრი მიიყვანს ეკოლოგიურად
გამართლებულ პოლიტიკასა თუ ცხოვრებისა ჯანსაღ წესამდე. ხოლო უფრო რადიკალური
ფრთა, ანუ „მუქი-მწვანეები“ ამტკიცებენ, ძირეული რეფორმებისა და აქცენტების სრული
გადანაცვლების გარეშე, პლანეტაც დაიღუპება და შესაბამიასდ, ადამიანიცო. სხვათა სორის,
ორივე ამ ფრთის წარმომადგენლებს ნახავს კაცი იმ „ანთროპოლიტიკურ“ მწვანეთა პარტიების
რიგებში, მთელს ევროპაში სოკოებივით რომ მომრავლდნენ XX საუკუნის 70-იანი წლებიდან.
(ანთროპროცენტრიზმი: შეხედულება, რომლის თანახმადაც ადამიანის სასიცოცხლო
მოთხოვნილებებსა და სორვულებს, როგორც ზნეობრივი, აგრეთვე ფილოსოფიური
თვალსაზრისითაც, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება; ეკოცენტრიზმის საპირისპირო პოზიცია)

რელიგიური ფუნდამენტალიზმი
რელიგიასა და პოლიტიკას ბევრიი აქვს საერთო და უმთავრესი იდეოლოგიური ტრედიციების
შექმნაშიც ლომის წილი უდევთ. ეთიკური სოციალიზმი, მაგალითად, სხვადასხვა რელიგიური
წყაროდან საზრდოობდა და შემდგომში ქრისტიან-სოციალიზმის, ისლამური სოციალოზმისა
და სხვა არაერთი სახით გამოვლინდა. პროტესტანტულმა რწმენამ პიროვნული
პასუხისმგებლობისა და საკუთარი თავის სრულყოფის იდეების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი –
შედეგად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის უკვე კლასიკურ ლიბერალიზმში გაცნაურდა.
ოღონდაც რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ამის საწინააღმდეგოდ პოლიტიკას (და ასევე,
პიროვნული თუ საზოგადოებრივი არსებობის ნებისმიერ გამოვლინებას) მეორადად მიიჩნევს
რელიგიური დოქტრინით „გაცხადებულ“ ჭეშმარიტებასთან შედარებით. ამ მხრივ,
184
პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება მხოლოდ იმ საძირკველზე უნდა აშენდეს, რაც
მრწამსის ძირითად პრინციპებს ესადაგება. რაკიღა ამგვარი პრინციპების უკვე გარკვეული
მსოფლმხედველობად გარდაქმნა შესაძლებელია, თავის მხრივ, რელიგიური
ფუნდამენტალიზმიც იდეოლოგიასთან იგივდება.
საიდან იღებს სათავეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და რით შეილება აიხსნას მისი
გააქტიურება XX საუკუნის მიწურულს? არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული აზრი,
რომ ა) ეს უბრალოდ, ერთგვარი გადახრაა, საზოგადოების მყისიერი რეაქციაა თანადროულ
სეკულარულ (საერო) კულტურაზე; ბ) ფუნდამენტალიზმი მუდმივი მოვლენაა, ზოგადად
სეკულარიზმის მარცხის ბუნებრივი შედეგი, რადგან ის, ადამინის უფრო მაღალი, ანუ
„სულიერი ჭეშმარიტებისაკენ“ ლტოლვას ვერ აკმაყოფილებს. (სეკულარიზმი: თვალსაზრისი,
რომ რელიგია საერო საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს; როგროც წესი, ეკლესიისა და
სახელმწიფოს გამიჯვნის მცდელობა.)
რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა მსოფლიოს არაერთ კუთხეში იჩინა თავი. ქრისტიანული
ფუნდამენტალიზმი, მაგალითად, ახალი ქრისტიანული მემარჯვენეობის სახით, XX საუკუნის
70-იანი წლების შეერთებულ შტატებში გამოვლინდა. მისი მიმდევრები აბორტს კრძალავდნენ,
სკოლებში ლოცვების კითხვასა და საზოგადოების ტრადიციული, ოჯახური ფასეულობებისაკენ
შემობრუნებას მოითხოვდნენ. ისრაელში, ებრაული ფუნდამენტალიზმი მას შემდეგ გაძლიერდა,
რაც პალესტინელებმა ისრაელისაგან აღთქმული მიწის დათმობა მოითხოვეს. ინდუსტრიული
ფუნდამენტალიზმი დასავლური სეკულარიზმის პროტესტის ნიშნად კი გაჩნდა, თუმცა, იმავე
დროს, არც მეტოქე სარწმუნოებებთან – სიქხიზმთან და ისლამთან – შეუწყვეტია ბრძოლა.
თანამედროვე ფუნდამენტალიზმის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალად, უდაოდ მაინც
ისლამური ფუნდამენტალიზმი რჩება. თავად იდეა, რომ ისლამი „მებრძოლი სარწმუნოებაა“ და
მთელი პოლიტიკაც ამ სარწმუნოებრივ პრინციპზე უნდა აიგოს, ნათლად გამოჩნდა საიდ
კუტბის (1906-66) მსგავს მოაზროვნეთა ნაწერებსა და მუსლიმი ძმების სახელით ცნობილი
ორგანიზაციის პრაქტიკულ ქმედებებში. ისლამური ფუნდამენტალიზმის ძირისძირი იდეა,
შარიათის კანონებზე დაფუძნებული სრულიად ისლამური ქვეყნიერებაა. პოლიტიკური
ისლამის აღმასვლას დიდად შეუწყო ხელი 1979 წლის ირანულმა რევოლუციამ, რომლის
შედეგადაც, აიათოლა ხომენის (1900-89) თაოსნობით, პირველი ისლამური სახელმწიფო შეიქმნა.
ამ ტიპის ფუნდამენტალიზმი მალე მთელ ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილო აფრიკასა და აზიის
კონტინენტის გარკვეულ ნაწილსაც მოედო. ისლამი, ზოგადად, ყოველთვის იყო ანტი-
დასავლური აზროვნების გამოვლინება და დასავლური თავისუფლებებისა და მატერიალიზმის
დაუძინებელი მტერი. ამის უკიდურესი გამოვლინება გახლდათ თალიბანთა რეჟიმი ავღანეთში
(1997-2001) და ჰიჯადისტთა დაჯგუფებების გაჩენა (მაგ., ალ-ქაიდა), რომელთა სულიერი
მისწრაფებები მუდამ „იარაღის პოლიტიკასთან“, შეიარაღებულ დაპირისპირებასა და
მოწამეობრივი სიკვდილის კულტთან იყო გაიგივებული. (ჯიჰადი: ძირითადად, თარგმნიან
როგორც „წმინდა ომს“; უფრო ზუსტად – „საღვთო ბრძოლა“ ან „ძალისხმევა“ – რაც ისლამური
იდეალებისადმი უსაზღვრო, ყოვლისმომცველ ერთგულებას ნიშნავს.)
იდეოლოგიის დასასრული?
XX საუკუნის ბოლოს დიდი კამათი იმართებოდა იმის თაობაზე, თითქოსდა იდოლოგიამ
საკუთარი თავი ამოწურა და უწინდელი მნიშვნელობაც დაკარგა. მეორე მსოფლიო ომში
ფაშიზმის დამარცხებისა და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კომუნისტური
185
იდოლოგიის კრახის შემდეგ, „იდეოლოგიის აღსასრულზეც“ კი ლაპარაკობდნენ. ამერიკელი
სოციოლოგი დენიელ ბელი თავის ნაშრომში „იდეოლოგიის დასარული?: 50-იან წლებში
პოლიტიკური იდეების ამოწურვის თაობაზე“ ამტკიცებდა, პოლიტიკური იდეების მარაგიი
დაილია, ეთიკურმა და იდეოლოგიურმა დისკუსიებმა დრო მოჭამა და ამიერიდან დასავლეთის
პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ეკონომიკური და მეტერიალური კეთილდღეობის
დაპირებებით იბრძვიან ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლადო. მოკლედ, ეკონომიკამ ბეჭებზე
დასდო პოლიტიკა. თუმცა, რეალურად, ბელის დახატული სურათი არა იმდენად იდეოლოგიის
აღსასრულს გამოხატავდა, რამდენადაც პარტიების იდეოლოგიურ თანხმობას, ანუ დროებით
იდეოლოგიურ ზავს. XX საუკუნის 50-იან-60-იან წლებში ერთგვარი „კეთილდღეობის
კაპიტალიზმი“ ბატონობდა, რამაც დიდ ბრიტანეთსა და მთელს დასავლურ სამყაროში ამგვარი
კაპიტალიზმის ადეპტებსა და ქენზიანისტებს შორის თანხმობა ჩამოაგდო.
მოგვიანებით, ფრენსის ფუკუიამამ თავისი ცნობილი წერილით „ისტორიის დასასრული?“ (1989)
მეტი სიცხადე შეიტანა ამ დავა-კამათში. ფუკუიამა სულაც არ ამტკიცებდა ზოგადად
პოლიტიკური იდეოლოგიის უსარგებლობას, უბრალოდ მიუთითებდა, რომ ლიბერალურმა
დემოკრატიამ ყველა მეტოქე დაამარცხა – ერთხელ და სამუდამოდ. ოღონდ ესეცაა, წერილი იმ
დროს დაიწერა, როცა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმი სულს ღაფავდა, ხოლო ფუკუიამამ ეს
მარქსიზმი-ლენინიზმის, როგორც მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის იდეოლოგიის,
საბოლოო დასაბამად მიაჩნია. მის საწინააღმდეგოდ, ეტონი გიდენსი აცხადებდა –
გლობალიზაციით, ტრადიციების დაკნინებითა და სოციალური მგრძნობელობით აღბეჭდილ
საზოგადოებებში, ნებისმიერი იდეოლოგია ერთნაირად გამოუსადეგარია – იქნება ეს მემარცხენე
თუ მემარჯვენე ყაიდისაო. შემდგომ, უკვე პოსტმოდერნიზმიც გვთავაზობს თავისებურ ხედვას:
უმთავრესი იდეოლოგიები, ანუ „დიადი ზღაპრები“, მოდერნიაზაციის პერიოდის თანმდევი
ნაყოფია და ჩვენ ეს კარგა ხნის წინ გავიარეთო. თუმცაღა, იმის მტკიცება, თითქოს ისტორიის,
იდეოლოგიისა თუ მოდერნიზმის კვდომა გარდაუვალია, უკვე თავად იძენს ერთგვარ
იდეოლოგიურ დატვირთვას. მსგავსი განცხადებები არათუ იდეოლოგიის აღსასრულის
მომასწავლებელია, არამედ სწორედ იმის დასტური, რომ იდეოლოგიები ცოცხლობს, ვითარდება
ეს პროცესი, საზოგადოდ, უსასრულოც კია. (სოციალური მგრძნობელობა: ადამიანთა მიერ
უკიდურესი დამოუკიდებლობის შენარჩუნება, საზოგადოებაში თანაცხოვრებისა და ერთურთის
მიმართ ვალდებულებების დაცვის პირობებში.)
დასკვნა
იდეოლოგია წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ტერმინია და ხშირად უარყოფით ელფერსაც
ატარებს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა თვალსაზრისით, პოლიტიკური იდეოლოგია მეტ-
ნაკლებად გამოკვეთილ იდეათა იმგვარი ერთობლიობაა, რასაც მოწესრიგებულ-დადგენილი
პოლიტიკური საქმიანობა ეფუძნება. მისი ძირითადი მახასიათებლებია: არსებული
მმართველობითი ურთიერთობების სისტემა, სასურველი მომავლის ხედვა და მკაფიო გეგმა,
როგორ შეიძლება და უნდა განხორციელდეს კიდეც პოლიტიკური ცვლილებები.
ყოველი იდეოლოგია საკუთარი პრინციპებითა და იდეებით ხასიათდება. მართალია, ეს იდეები
ერთობლიობაში მოიაზრება, მათი სისტემურობა და ურთიერთკავშირი მხოლოდ ფარდობითია,
რადგან ყოველი იდეოლოგია საკუთარ თავში დაპირისპირებულ ტრადიციებსა და შინაგან
წინააღმდეგობებსაც მოიცავს. ამიტომ, ზოგჯერ შიდა იდეოლოგირუ განხეთქიილებანი უფრო
მწვავეა ხოლმე, ვიდრე თავად იდეოლოგიათა ოჯახი.
186
არ შეიძლება იდეოლოგიების ჰერმეტულად დახშულ და უცვლელ სააზროვნო სისტემებად
წარმოდგენა – ბევრ საკითხში ისინი ურთიერთს გადაფარავენ და საერთო ცნებებითა თუ
ლექსიკონითაც სარგებლობე. მათ მუდმივი განახლებაც ახასიათებთ – როგორც პოლიტიკური,
ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით: ჯერ ერთი, ერთიმეორეზე ახდენენ გავლენას, და
მეორეც, ისტორიულ ცვლილებებსაც უცილობლად ირეკლავენ.
ამა თუ იმ იდეოლოგიის მნიშვნელობა იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რამდენად მიესადაგება
იგი გარკვეულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ გარემოებებს; რამდენადა მზად
თეორიული განახლებისთვის. იდეოლოგიათა ოჯახი XX საუკუნეში, აიძულებდა უმთავრეს
მიმდიანრეობებს ლიბერალიზმის, კონსერვატიზმისა თუ სოციალიზმის საკუთარი
ტრადიციული პრინციპებისათვის გადაეხედათ, რამაც უკვე ახალი იდეოლოგიების (ფემინიზმი,
ეკოლოგიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი) დაწინაურებას შეუწყო ხელი.
იდეოლოგიის აღსასრულზე კამათი არა და არ ცხრება. ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის
დამთავრებისთანავე დაიწყეს იმაზე საუბარი, ფაშიზმისა და კომუნიზმის აღსასრული დადგა და
იდეოლოგიური დოგმების ადგილი, ეკონომიკურმა საკითხებმა დაიკავაო; მერე იყო და
„ისტორიის დასარულის“ თეზესმა ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაო ზეობის ამბავი
გვამცნო; პოსტ-მოდერნიზმი კი ამტკიცებს – ყველა არსებული იდეოლოგია ყავლგასულია,
როგორც ადრეული მოდერნიზაციის პერიოდის ნაყოფიო.

187
თავი 13. გლობალიზაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები

თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-


ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს-დღეისობით აღნიშნულ პრობლემას უდიდესი
ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ თვითონ ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-
ერთი ხერხი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში და უდიდეს მასშტაბებს აღწევს. ამ
პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია გლობალიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კრიმინალური
აქტივობების ზრდას. „უმართავი სივრცეები“, რომლებიც ცივი ომის შემდეგ წარმოიშვა,
ათვისებულ იქნა ტერორისტებისა და კრიმინალების მიერ, როგორც მათი თავშესაფარი.
გლობალიზაციასთან ერთად უსაფრთხოება საკმაოდ კომპლექსური გახდა, რამაც დაგვანახა,
რომ მხოლოდ ტრადიციული გზებით ეროვნული საზღვრების დაცვა ვეღარ უმკლავდება
მოსალოდნელ საფრთხეს. ტერორიზმი გვევლინება როგორც გლობალიზაციის ერთ-ერთ მთავარ
გამოწვევად, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ქვეყნებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების დიდი რაოდენობა.
მათი ჩართულობა კი მიმართულია საერთო თანამშრომლობით საერთაშორისო უსაფრთხოების
გაძლიერებისაკენ.
ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთა
უმრავლესობის პრობლემაა, თუმცა მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ტერორიზმი
დანაშაულებრივი ხელყოფის ერთ-ერთი საშიში ფორმაა, რომელსაც საფუძვლად უდევს
სუბიექტის მისწრაფება (ლტოლვა), მიმართული გარშემომყოფთა დაშინებისაკენ, მოქალაქეთა
სოციალური ქმედებების პარალიზებისაკენ, ხელისუფლების ორგანოების ნორმალური
ფუნქციონირებისა
და მართვის შეფერხებისაკენ. ამ გზით ტერორისტი დამნაშავეები აღწერენ თავიანთ
ანტისაზოგადოებრივ ზრახვებს. ჩემი მიზანია დაგანახოთ, თუ როგორ გაიზარდა ტერორიზმის
ფარგლები გლობალიზაციის ეპოქაში და ის, რომ ტრადიციული თავდაცვის მექანიზმები ვეღარ
უმკლავდებიან მოსალოდნელ საფრთხეს.
თუ განვიხილავთ უსაფრთხოებას როგორც გლობალიზაციის ანალიზის ერთ-ერთ საკითხს,
გამოიკვეთება რომ უსაფრთხოება გახდა ძალიან კომპლექსური და მრავალმხრივი, სადაც
ტრადიციული სასაზღვრო უსაფრთხოება აღარ არის საკმარისი იმ საშიშროებებისგან
თავდასაცავად, რომლებიც დღეს გლობალურ სამყაროში გვხვდება. ამ საფრთხეში კი
იგულისხმება საერთაშორისო ტერორიზმი. ტერორიზმის პრობლემა არა მხოლოდ რომელიმე
ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების პირველი
მტერია.
უამრავი ქვეყანა წლების განმავლობაში განიცდიდა ტერორისტულ თავდასხმებს, ისინი
ცნობილნი არიან ტერორიზმის მსხვერპლ სახელმწიფოებად. მიუხედავად იმისა, რომ ამ
ქვეყნებმა იცოდნენ რა შედეგით სრულდებოდა ტერორისტული თავდასხმები, 2001 წლის 11
სექტემბრის (9/11)-ის ტერაქტმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ტერორიზმის საშიშროების უფრო
მკაფიო აღქმა. ტერორიზმი ამ ინცინდენტის შემდეგ ყველაზე მწვავე თემა გახდა და დღესაც
საერთაშორისო საზოგადოებისგან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ყურადღებას. 11-მა სექტემბერმა
ყველას დაანახა, რომ ტერორიზმის სამიზნე იყო გლობალიზაციის მამამთავარი ამერიკა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი სიმბოლურად უკავშირდება გლობალურ ვაჭრობას, ხოლო
188
პენტაგონი- პოლიტიკურ და სამხედრო მიმართულებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ტერორისტებისთვის გლობალიზაცია გახდა ახალი სამიზნე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისათვის გლობალიზაცია წარმოადგენს
მთავარ გამოწვევას, რადგან საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის მცირდება განსხვავება, რაც
იწვევს საშინაო და საგარეო უსაფრთხოების შემცირებასაც. საშინაო საკითხები გადაიქცევიან
საერთაშორისო დონეზე განსახილველ თემებად და პირიქით. აქედან გამომდინარე,
გლობალიზაციის პროცესი დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. იმისათვის,
რომ ნათლად დავინახოთ გლობალიზაციის გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე
გამოვყოფ რამდენიმე საკითხს:
1) სამოქალაქო და საერთაშორისო კონფლიქტებს შორის განსხვავება შემცირდა, რადგან
გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია იგნორის მოხდენა შიდა კონფლიქტებზე.
2) გლობალიზაციის პირობებში მოხდა ტერორიზმის ევოლუცია, განსაკუთრებით საშიში კი
მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმი (MWD) გახლავთ, რომელთანაც გამკლავება
ტრადიციული თავდაცვის სტრატეგიით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია
პრევენციული სტრატეგიის დასახვა.
რთულია განსაზღვრა იმისა, თუ რა დონეზე ახდენს გლობალიზაცია გავლენას საერთაშორისო
უსაფრთხოებაზე, რადგან სხვადასხვა რეგიონზე განსხვავებულად ზემოქმედებს
გლობალიზაციის თანმდევი პროცესები, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ ის ძირითადი
პრობლემები, რომლებიც ნათელი და მკაფიოა:
1) გლობალიზაციის შედეგად ერი-სახელმწიფოს აღარ შეუძლია მკაცრად გააკონტროლოს არა-
ფიზიკური უსაფრთხოების ასპექტები, როგორებიცაა ტექნოლოგიისა და ინფორმაციის დაცვა.
რაც უფრო მეტად დაცულია ინფორმცია და ტექნოლოგია, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო.
მაგალითად: ძლიერი სამხედროს ყოლა ინფორმაციული და ტექნოლოგიური დაცვის გარეშე
უსაფუძვლოა.
2) გლობალიზაციის ეპოქაში გაიზარდა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა ლოკალურ
ინდუსტრიებთან შედარებით. მულტინაციონალური კორპორაციები ამცირებენ სახელმწიფოს
კონტროლს საშინაო ეკონომიკაზე.
3) გაუმჯობესებულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს კატასტროფული შედეგიც კი მოაქვს.
მაგლითად, კოსოვოს კონფლიქტის დროს, როდესაც ხდებოდა ტელევიზიებით გადაცემა
მასობრივი დეპორტაციებისა და დაშავებულების შესახებ, კონფლიქტის მართვა შეუძლებელი
გახდა.
4) მას შემდეგ რაც ომის ბუნება და სტრატეგია შეიცვალა რთულია უსაფრთხოების საკითხების
განსაზღვრა და საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა.
5)გლობალიზაცია აადვილებს ხელმისაწვდომობას მასობრივ გამანაგურებელ იარაღზე და
ტექნოლოგიაზე, რაც ძალიან სახიფათოა ტერორისტული დაჯგუფებების მომარაგებისათვის.
6) და ბოლოს, გლობალიზაციამ გამოიწვია ტერორიზმის ზრდა. იქედან გამომდინარე, რომ
გლობალიზაციის პირობებში ხდება სხვადასხვა ჯგუფის მარგინალიზება. ასევე, გაიზარდა
გლობალური სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ხალხთა შორის. ტერორიზმი კი
გარიყულ საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი ინტერესები.
მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები გამოდიან გლობალიზაციის წინაამდეგ და
ანტიგლობალისტურ იდეებს იზიარებენ, რაც მოიცავს ეროვნულობის დაკარგვას და სხვ. ისინი
189
გლობალიზაციიდან სარგებელსაც ნახულობენ. განვითარებული საკომუნიკაციო და
ტექნოლოგიური საშუალებები ხელს უწყობს მათ ერთმანეთთან გამარტივებულ კავშირსა და
თანამშრომლობას. სწორედ გლობალიზაციის დამსახურებაა, რომ დღეს ტერორიზმი აღიქმება
მთელი მსოფლიოს საფრთხედ.
ამერიკის რეაქცია 2001 წლის ტერაქტზე, პერლ ჰარბორის შემდეგ, ამერიკას პირველად დაესხნენ
თავს. ამ მოვლენამ აშშ-ს პოლიტიკა და პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. პირველი, რი-
სი გადაფასებაც მოხდა, ტერორიზმის გაგებაა. 11 სექტემბერამდე ტერორიზმი დანაშაულად ით-
ვლებოდა. მას ისეთივე მეთოდებით ებრძოდნენ, როგორც ძარცვას ან ყაჩაღობას. ზიანის და
მსხვერპლის მასშტაბიდან გამომდინარე, ამ ტრაგედიას სამხედრო აგრესიის კვალიფიკაცია მიე-
ცა. სისხლის სამართლიდან ომის კანონების სფეროში გადასვლამ, ტერორიზმთან მებრძოლებს
ხელფეხი გაუხსნა. მის წინააღმდეგ გლობალური ომი გამოცხადდა. 11 სექტემბერმა ცხადყო, რომ
ტერორისტთა ბრძოლა ამერიკის წინააღმდეგ თვისობრივად ახალ ფაზაში გადავიდა. თეთრმა
სახლმა გაიაზრა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, რადიკალური ზომების მიღების
გარეშე, ტერორისტების ხელში მასობრივი განადგურების იარაღის ჩაგდებაც კი, მხოლოდ დრო-
ის საკითხი იყო.
ზემოთხსენებული ფაქტორი გახდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების გადახედვის მთავარი
მიზეზი, რამაც ამერიკელები აიძულა უფრო რეალისტურად შეეფასებინათ მსოფლიოში
მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები. 2002 წლის შემდგომ დაკანონდა აშშ-ს
ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ
ამერიკას ემუქრება გამწარებულ ადამიანთა ჯგუფის ხელში მოხვედრილი კატასტროფის
მომგვრელი ტექნოლოგიები. ახალ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შვიდ მთავარ
საფრთხეზე და პრობლემაზე, რომელთა შორის გლობალური ტერორიზმი პირველ ადგილს
იკავებს. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ იგი
უფლებას იტოვებს იერიში მიიტანოს ტერორისტებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ხსენებული
თეზისის მაგალითებია აშშ-ს სამხედრო აქციები ავღანეთსა და ერაყში.
11 სექტემბერმა შეერთებული შტატების დაზვერვის ნაკლოვანებები წარმოაჩინა – ის, რომ ადმი-
ნისტრაცია ადეკვატურად ვერ აფასებდა ტერორიზმის საფრთხეს, დაზვერვის ცენტრალური საა-
გენტოს ცუდი მუშაობის შედეგი იყო. ცხადი გახდა, რომ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშა-
ვების მეთოდები რადიკალურ გადახედვას საჭიროებდა. ცვლილებები შეეხო ტერორისტების
დაკითხვის ფორმებს. დაზვერვის თანამშრომლებს ნება მიეცათ იძულების მეთოდები გამოეყე-
ნებინათ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ე.წ. დახრჩობის სიმულაცია
(Waterboarding), რის გამოც ბუშის ადმინისტრაცია მემარცხენე პოლიტიკოსებმა და უფლებადამ-
ცველებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა
ნატო-მ 11 სექტემბერის შემდეგ მყისიერად გამოხატა ამერიკის მხარდაჭერა ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატო-მ პირველად აამოქმედა მე-5 მუხლი, რომელიც მოიცავს წევრი
ქვეყნების საერთო დაცვას საფრთხის დროს. ამის მიზანი კი იყო ის, რომ ამერიკას მარტო არ
ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა 2002 წლის 20 ივნისს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ
ტერორიზმი უსაფრთხოებისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ მათ ფოკუსირება

190
უნდა მოახდინონ ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობაზე. ნატო თანახმაა გაზარდოს
სამხედრო შენაერთების ჩართულობა, რათა მოხდეს სწრაფად ამ პრობლემის მოგვარება.
11 სექტემბერის მოვლენებს ევროპაც შეუერთდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრესი
გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. სწორედ ამიტომ 2003 წლის დეკემბერში ქალაქ
ბრიუსელში დაამტკიცა ევროპის საბჭომ. პროექტი, “ერთიანი თავდაცვითი სტრატეგიის
შესახებ’’, რომელიც შეიმუშავა ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ხავიერ
სოლანამ. უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით ევროკავშირის მთავარი გამოწვევები იყო:
გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა - 11 სექტემბრისა და სხვა მრავალი
ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელთა სიმწვავეც
ევროპამაც იგრძნო, დოქტრინაში ნომერ პირველ პრიორიტეტად ამ მართლაც მსოფლიო
მნიშვნელობის პრობლემის აღკვეთა იქცა.
მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა - ატომური, ქიმიური და ბიოლოგიური
იარაღის დამანგრეველმა შედეგებმა აიძულა ევროპა ეფიქრა ამ პრობლემის გადაწყვეტაზე.
პრობლემას ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მასობრივი განადგურების იარაღი შესაძლებელი იყო
ტერორისტების ხელში მომხვდარიყო.
რეგიონული კონფლიქტების წინააღმდეგ ბრძოლა - იქნებოდა ეს ევროპის კონტინენტი, თუ
ნებისმიერი სხვა, ყველანაირი კონფლიქტი ძირს უთხრიდა ევროკავშირის შიგნით არსებულ
სტაბილურობასა და, ასევე, მის პრესტიჟს მსოფლიო ასპარეზზე. ამიტომაც, ამ პრობლემის
წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი და სასიცოცხლო ამოცანა გახდა
ევროგაერთიანებისთვის.
სახელმწიფო წარუმატებლობის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ პუნქტის მიხედვით ევროკავშირის
მიზანი იყო კონტინენტზე თუ მის ფარგლებს გარეთ იმ სახელმწიფოთა მთავრობათა დახმარება,
რომლებიც ატარებდნენ დემოკრატიულ კურსს და ეწეოდნენ ანტი-კორუფციულ საქმიანობას.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ პუნქტში მოიაზრებოდა საერთაშორისო
იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება.
ალ-ქაიდას (ტერორისტული ისლამური ორგანიზაცია), მიერ ორგანიზებული 2001 წლის 11
სექტემბრის ტერორისტული აქტი აშშ-ში სავალალო შედეგით დასრულდა. დაღუპულთა
რაოდენობა 2, 993-ს შეადგენდა, დაზარალებულთა კი- 8, 900. რამაც აიძულა აშშ და საერთოდ
მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალით გამოსულიყვნენ საერთაშორისო
ტერორიზმის წინააღმდეგ. სწორედ ამ საერთო ღონისძიების შედეგი იყო ავღანეთში
თალიბანისა და ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დამხობა. მიუხედავად ამხელა
გამოხმაურებისა და სამოქმედო გეგმის დასახვისა, ტერორიზმის ფაქტები არ შემცირებულა,
რისი დამამტკიცებელი საბუთებიცაა 2001 წლის შემდეგ მომხდარი ტერორისტული აქტების
დიდი რაოდენობა.
2001 წლამდე ტერორიზმი აქტუალური პრობლემა იყო დასავლეთ ევროპის, სამხრეთ ამერიკისა
და აზიის ქვეყნებისათვის. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ტერორიზმი 1990 წლების
ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ბევრად იშვიათი მოვლენა იყო, ვიდრე მსოფლიოს სხვა
რეგიონებში, ჩრდილოეთ ამერიკის გარდა. დღეისათვის კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი
წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმის მთავარ მასაზრდოებელ წყაროს. 2001 წლის 11
191
სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იგი ამერიკის შეერთებული შტატებისათვისაც უპირველეს
საფრთხედ იქცა. ცხადია, ტერორისტული აქტები - უდანაშაულო ადამიანების მიმართ
ჩადენილი ყველა სხვა სახის ძალადობის აქტების მსგავსად - დანაშაულებრივ ქმედებებს
განეკუთვნება, მაგრამ ტერორიზმი პოლიტიკური მიზნებით არის მოტივირებული და მას
ხშირად ,,სახელმწიფო სპონსორები“ ჰყავს საზღვარგარეთ. მაგალითად ამერიკის მიმართ
განხორციელებული ტერაქტების შემთხვევაში ეს ქვეყნები იყო: ავღანეთი, ერაყი, ირანი,
ჩრდილოეთ კორეა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებმა სტრატეგიულ
მიზანს მოაღწიეს: ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობა გადაიქცა გლობალური
მასშტაბის მოვლენად, ხოლო მისი თანმხლები ტერორიზმი - გლობალურ მოთამაშედ.
ტერორისტებმა ასევე გადაჭრეს ფუნდამენტალისტებისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი
სტრატეგიული ამოცანაც: ჩააბეს გარეშე ძალები (აშშ და ერაყის ოკუპაციაში მონაწილე ქვეყნები)
შიდა-ისლამურ სისტემურ კრიზისში, გადააქციეს ისინი ამ კრიზისის თანმხლები მოვლენების
აქტიურ მონაწილეებად [7. 87]. ტერორიზმის ამ ტალღას საერთაშორისო და ნაციონალური
შედეგები მოჰყვა. ჯორჯ ბუშის ,,ტერორიზმთან ომის“ ეგიდით ამერიკამ უკიდურესად შემტევი
და გარკვეული თვალსაზრისით ცალმხრივი საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია. ამის
მაგალითებია თალიბანის რეჟიმის დამხობა ავღანეთში და ომი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ
ერაყში. ამერიკის საგარეო პოლიტიკა ტერორიზმს განიხილავს როგორც პოლიტიკურ ფენომენს,
ევროპისა და ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა, ტერორიზმს საზოგადოებრივ პრობლემად
მიიჩნევენ, თუმცა არ არიან ტერორისტთა დასჯის წინააღმდეგნი და თვლიან, რომ ტერორიზმი
გაქრება მხოლოდ მაშინ, როცა უსამართლობის, სასოწარკვეთის, უიმედობის მიზეზები
აღმოიფხვრება, რაც შეეხება არაბულ სამყაროს: ისლამური ფუნდამენტალიზმი ანათემაა
ეგვიპტისათვის, ალჟირისათვის, იორდანიისათვის, აღიარებულია სუდანში; საუდის არაბეთის
მდგომარეობა ამბივალენტურია: უფრთხის ისლამურ ფუნდამენტალიზმს და ამავდროულად
ამაყობს თავისი როლით, როგორც ისლამის დაბადების ადგილი და რწმენის დამცველი;
პალესტინაში დიდია კეთილგანწყობა ჰამასისა და ჰეზბოლას მიმართ. ტერორიზმზე საუბრისას
შეუძლებელია არ შევეხოთ ,,ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც დღეს სერიოზულ საფრთხეს
წარმოადგენს. ,,ისლამური სახელმწიფოს“ წინამორბედია 1999 წელს შექმნილი ტერორისტული
დაჯგუფება ,,ჯამა’ათ ალ-თაუჰიდ ვალ- ჯიჰად“, რომლის დამფუძნებელიც იყო ,,ისლამური
სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც ,,ალ-ქაიდას“
ექვემდებარებოდა. 2006 წელს ჯგუფი შეუერთდა ამბოხებულ სუნიტურ ჯგუფებს ,,მუჯაჰედთა
შურას“ (საბჭოს) ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც უკვე 2006 წლის ოქტომბერში გამოცხადა
,,ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა, ერთ-ერთი წინამძღოლი ალ-ბაღდადი გახდა, ხოლო
2010 წლიდან იგი ,,სახელმწიფოს“ ერთპიროვნული ლიდერია. 2011 წლის მარტში სირიაში
სამოქალაქო ომის გაჩაღების შემდეგ, ალ-ბაღდადიმ საკუთარი მებრძოლები გაგზავნა,
რომლებსაც შეუერთდნენ სირიელი რადიკალი ისლამისტები და შექმნეს ,,ალ-ნუსრას“ ფრონტი.
2013 წლის აპრილში ,,ერაყის ისლამური სახელმწიფო“ და სირიაში მოქმედი ,,ალ-ნუსრას“
ფრონტი გაერთიანდა და მიიღო ,,ერაყისა და სირიის ისლამური სახალიფო“-ს სახელწოდება.
2014 წლის 29 ივნისს ჯგუფმა საკუთარი თავი გამოაცხადა მსოფლიო სახალიფოდ, ოფიციალურ
სახელწოდებად - ,,ისლამური სახელმწიფო“, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი კი ხალიფა გახდა. ისლამურ
სახელმწიფოს მალე გამოუჩდნენ მხარდამჭერები: 2015 წლის ივნისისათვის ოფიციალური
განშტოებები არსებობდა ლიბიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, იემენში, ალჟირში,
192
ავღანეთში, პაკისტანში, ნიგერიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ისლამური სახელმწიფოს
წევრები არიან მაროკოში, ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში, ისრაელსა და პალესტინაში,
მაგრამ აქ არ არსებობს ოფიციალური განშტოებები. ფაქტობრივად ,,ისლამური სახელმწიფოს“
შექმნით ალ-ბაღდადიმ, ერთი მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ჯიჰადიზმს ახალი
ცენტრი და ხელმძღვანელობა ჰყავდა და, მეორე მხრივ, გააერთიანა ორი კონფლიქტი:
სამოქალაქო ომი სირიაში და დე ფაქტო სამოქალაქო ომი ერაყში [8. 5]. დაფიქსირდა ისლამური
სახელმწიფოს ამბიციაც: ახლო აღმოსავლეთში ახალი პოლიტიკური წესრიგის შექმნის მიზანი,
ასევე საერთაშორისო ჯიჰადისტურ მოძრაობაში ,,ალ-ქაიდას“ ჩანაცვლება. ,,ისლამური
სახელმწიფოს“ იდეოლოგია ე.წ. სალაფიტურ მოძღვრებას ემყარება. ეს არის ისლამის თითქოსდა
კონსერვატიული, მაგრამ იმავდროულად ექტრემისტული ინტერპრეტაცია, ქადაგებს რა
რელიგიის სახელით ძალადობას. ამგვარად იკვეთება მთავარი - ისლამური სახელმწიფო
გლობალური ტერორიზმის ცენტრი ხდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ,,ისლამური
სახელმწიფოს“ მდგომარეობა მყიფეა. მათ არ აქვთ ,,სახელმწიფოს“ მართვისა და პოლიტიკური
მოწყობის რეალისტური გეგმები. ტერორიზმის საფრთხის არსებობის ეპოქაში ბირთვული ომის
რისკი განსაკუთრებით სერიოზულ მუქარად იქცა. ბირთვული იარაღის გავრცელება ახალი
მუქარის ასპექტია, რომელიც გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ბირთვული,
ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ეპოქაში კაცობრიობის მომავალი ძლიერ სახელმწიფოთა
შორის მშვიდობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია
მარტომ იტვირთოს საკუთარი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. ცხადია, საშინელი
აჩრდილი თან სდევს კაცობრიობას: ეს შეიძლება იყოს დიქტატორი, რომლის ლოგიკა
ბირთვული მუქარის რაციონალურობას არ დაემორჩილება [2. 66]. დღეისათვის მსოფლიოში
ბირთვული ენერგიის გამფართოებელ რეგიონად მოაზრება აზია: ჩინეთი - 26 ახალი რეაქტორი,
24 რეაქტორი შენდება; სამხრეთ კორეა - 21 რეაქტორი; ტაივანი - 2 რეაქტორი; ვიეტნამი - 14
რეაქტორი; იაპონია - 55 რეაქტორი. ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში ბირთვულმა მუქარამ
ამერიკასა და საბჭოთა კავშირს ახალი გავლენის ძიება აიძულა აზიის, აფრიკისა და ლათინური
ამერიკის ქვეყნებში, რასაც რეგიონული კონფლიქტების გაღვივება მოჰყვა. ძლიერი
სახელმწიფოების არაპირდაპირმა სტრატეგიამ, რომელმაც ცხადი გახადა არაპირდაპირი
ფორმით დაპირისპირების უპირატესობა, ბიძგი მისცა მესამე სამყაროს ქვეყნების
გადაჭარბებულ შეიარაღებას და ამ უკანასკნელთ შიდა რეპრესიებისათვის მნიშვნელოვანი
საშუალებები ჩაუგდო ხელთ. ამ სტრატეგიამ მაგალითად, ლათინურ ამერიკაში სამხედრო
რეჟიმების აღზევებას შეუწყო ხელი, რომლებიც თავიანთი დიქტატურის ლეგიტიმაციას
,,ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის“ მოშველიებით ახდენდნენ. ,,ტერორის
წონასწორობას“ თან ახლდა ჩვეულებრივი შეიარაღების განუწყვეტელი ზრდა, რამაც
დეკოლონიზაციის საზღვრები ხელშეუხებელი, ხელოვნური გახადა. ამიტომაც, ბოლო
ათწლეულების მანძილზე განვითარებული კონფლიქტების უმრავლესობამ სამოქალაქო
ომებისა და ეთნიკური კონფლიქტების სახე მიიღო. ტერორიზმს ხშირად უწოდებენ სუსტების
იარაღს ძლიერთა წინააღმდეგ და უფრო დამახასიათებელია იმ ინდივიდებისათვის და პატარა
დაჯგუფებებისათვის, რომლებიც რესურსების ნაკლებობას განიცდიან. ტერაქტების ობიექტი,
ჩვეულებრივ, მშვიდობიანი მოსახლეობაა, თუმცა მსოფლიო ისტორიაში არაერთი ფაქტია როცა
ტერორიზმის სამიზნე მსოფლიო ლიდერებიც იყვნენ: ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი
(1981), ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი (1984) და მისი შვილი ყოფილი პრემიერ-
193
მინისტრი რაჯივ განდი (1991). ტერორიზმის მსხვერპლი შემთხვევითი სამიზნეებია, თუმცა ეს
სამიზნეები იმ ეთნიკურ ჯგუფს, ან სოციალურ წესრიგს განეკუთვნებიან, რომელთა
დამარცხებაც სურთ. მკვლელობებითა და დასახიჩრებებით თესავენ პანიკას, რომელიც
მოწინააღმდეგის დემორალიზაციისათვის არის გამიზნული, ამ უკანასკნელისაგან
პოლიტიკური სარგებლის მისაღწევად: მაგალითად მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე
ან ,,საერთაშორისო თანამეგობრობის“ ყურადღების მიპყრობა. მაგალითისათვის შეიძლება
მოვიყვანოთ ,,ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ცნობილი გახდა მასობრივი მკვლელობებით -
2014 წლის აგვისტოში ინტერნეტის ქსელით მასობრივი მკვლელობების ამსახველი კადრები
გავრცელდა.
ტერორიზმს შეიძლება განსაკუთრებული მიზნებიც ჰქონდეს, მაგალითად დასავლეთის
ცივილიზაციის განადგურება. ამერიკული ცხოვრების წესისადმი რელიგიური მტრული
განწყობის ექსპლუატაციით და არაბებისა და ისრაელის კონფლიქტიდან სარგებლის ნახვით,
ისლამურ ფუნდამენტალიზმს შეუძლია ააფეთქოს რამდენიმე დასავლეთისადმი
კეთილგანწყობილი მახლობელი აღმოსავლეთის მთავრობის პოზიციები და საფრთხე შეუქმნას
ამერიკის რეგიონალურ ინტერესებს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში. მაგრამ
პოლიტიკური ერთიანობის გარეშე და ჭეშმარიტად მძლავრი ისლამური სახელმწიფოს
არარსებობს შემთხვევაში, ისლამური ფუნდამენტალიზმის მხრიდან გამოწვევას
გეოპოლიტიკური ბირთვი დააკლდება და აქედან გამომდინარე, ის უფრო ძალმომრეობითი
სახით გამოიხატება [9. 86]. დღეს ორგანიზებული ძალადობის ამ ფორმას ძირითადად
ისლამისტური ჯგუფები უჭერენ მხარს, რომლებიც ქმედითნი არიან იმდენად, რამდენადაც,
ჩაგვრით გამოწვეული დამცირების და სიღარიბის მძაფრი შეგრძნებებით საზრდოობენ. ცხადია,
ტერორიზმისაკენ მიდრეკილი უფრო სუსტი სახელმწიფოებია, რომელთაც არასტაბილური
პოლიტიკური სტრუქტურები და დანაწევრებული პოლიტიკური კულტურა აქვთ. მსოფლიოს
ღარიბ ქვეყნებში დემოგრაფიულ აფეთქებას და იმავდროულად მოსახლეობის ურბანიზაციას
მივყავართ არა მარტო უქონელთა რიცხვის სწრაფ ზრდამდე, არამედ, ძირითადად, იმ
მილიონობით უმუშევართა და სულ უფრო უკმაყოფილო ახალგაზრდათა გაჩენამდე, რომელთა
იმედების გაცრუება სწრაფი ტემპით იზრდება. კავშირების თანამედროვე საშუალებები ზრდის
მათსა და ტრადიციულ ხელისუფლებას შორის დაშორებას და იმავდროულად, სულ უფრო მეტი
დონით აყალიბებს მათ ცნობიერებაში მსოფლიოში გამეფებულ უსამართლობის განცდას, რაც
შეშფოთებას იწვევს და ამიტომ ისინი ყველაზე მეტად აღიქვამენ ექსტრემიზმის იდეებს და
ადვილად ავსებენ ექსტრემისტთა რიგებს. ისეთი მოვლენა, როგორიც მსოფლიო მასშტაბით
მოსახლეობის მიგრაციაა, რომელმაც უკვე მოიცვა ათეულ მილიონობით ადამიანი, შეიძლება
გამოყენებულ იქნეს დროებით დამცველ სარქველად, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ასევე
სავარაუდოა იქცეს კონტინენტიდან კონტინენტზე ეთნიკური და სოციალური კონფლიქტების
გადატანის საშუალებად. როგორც ვხედავთ, თანამედროვე ტერორიზმი სერიოზული
პრობლემაა, საფრთხე უფრო იზრდება: ბირთვული ტერორიზმი უკვე რეალურია. ცხადია,
ტერორიზმი და დემოკრატია ერთმანეთის მტრები არიან. დემოკრატიული ქვეყნები გარკვეული
სირთულეების წინაშე არიან ტერორიზმთან ბრძოლაში, რადგანაც ერთდროულად უნდა
უზრუნველყონ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და ინდივიდუალური თავისუფლების
შენარჩუნება. ტერორიზმის საფრთხე სამოქალაქო თავისუფლებებსა და ინდივიდუალურ
უფლებებზე მაღლა წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას აყენებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ
194
გლობალური გამოწვევების ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება გლობალური ქსელი -
ინტერნეტი და კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეები: კიბერომი, კიბერშეტევა, ან
სხვადასხვა სახის კიბერდანაშაულები, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე
დააყენოს საერთაშორისო უსაფრთხოება და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ახალი
ინფორმაციული ტექნოლოგიები გარკვეულ შესაძლებლობებს აძლევს ავტორიტარულ რეჟიმებს,
რეპრესიულ ხელისუფლებას, ტერორისტულ ორგანიზაციებს, კრიმინალურ სამყაროს, მით
უფრო დღეს, როცა კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებმა სპეცილიზირებული
კონფერენციებიდან საჯარო პოლიტიკის სფეროში გადაინაცვლა. რუსეთ-უკრაინის
კონფლიქტში კიბერთავდასხმების, როგორც ჰიბრიდული ომის შემადგენლის, გამოყენება
რუსეთმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ყირიმის ანექსიის მომენტიდან დაიწყეს,
თუმცა ზოგიერთი მონაცემით, კიბერშეტევები ევრომაიდნის დროიდან იღებს სათავეს.
არსებობს ჰიბრიდული ომის ნიშნები პოლონეთის წინააღმდეგაც. რუსული ჰიბრიდული ომის
ტაქტიკა გულისხმობს ენერგიის, როგორც იარაღის, ეკონომიკური ზეწოლის, კორუფციის,
შანტაჟის, სადაზვერვო ოპერაციების გამოყენებას ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირებასთან
კომბინაციაში და მოიცავს სპეციალური ძალების, არარეგულარული ,,პარტიზანული“
ფორმირებების და რეგულარული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გამოყენებას.
კიბერთავდაცვით სფეროში არსებული სამი უდიდესი მოთამაშისგან (აშშ, რუსეთი, ჩინეთი)
კიბერთავთავდასხმებზე ბრალდება რუსეთის ან ჩინეთის მისამართით ისმის, მაშინ როდესაც ამ
ორ სახელმწიფოს შორის კიბერსაფრთხეების სფეროში, რაიმე ხმაურიან ინციდენტს ადგილი არ
ჰქონია, რაც ლოგიკურს ხდის მათ ალიანსს. ჩინეთის მხრიდან ორგანიზებული
კიბერთავდასხმების სამიზნეს ძირითადად კომერციული საიდუმლო ინფორმაცია
წარმოადგენს, ხოლო რუსეთი აქტიურად იყენებს კიბერელემენტს სამხედრო და
გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეებს
შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ცივილიზებულ სამყაროს, ეროვნულ თუ
საერთაშორისო უსაფრთხოებას: ბოლო პერიოდის საბრძოლო დაპირისპირებების
უმრავლესობას, ლიბიის ომს, ნაწილობრივ სირიის კონფლიქტს ახასიათებდათ
კიბერდაპირისპირება, ხოლო კიბერშპიონაჟი და კიბერდივერსიები საერთაშორისო
ურთიერთობებს მუდმივ ფონად გასდევს. როგორც ვხედავთ თანამედროვე მსოფლიოში
არსებული გლობალური გამოწვევები სერიოზულ საფრთხეებს ქმნიან.
ურთიერთდამოკიდებულების პროცესები შლის საზღვარს საგარეო და საშინაო პოლიტიკას
შორის, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის. სახელმწიფოთა საგარეო და
საშინაო პოლიტიკა უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იწვევს ცვლილებებს
უსაფრთხოების სფეროშიც. ეროვნული ინტერესების გათვალისწინება უფრო რთულდება.
საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები მოითხოვს ახალ, არასაომარ
მიდგომებს, ცხადია, ომი ქმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე აგვარებს. კომპლექსური
ურთიერთდამოკიდებულების თეორია მოიაზრებს გაცილებით უფრო მშვიდობიან და
უსაფრთხო მსოფლიოს. ნაციონალური საზღვრების შეღწევადობამ, რეგიონული ინტეგრაციის
მოძრაობებმა, არასამთავრობო აქტორთა გამრავლებამ, საერთაშორისო რეჟიმების მზარდმა
როლმა, სახელმწიფოთა გავლენა შეარყია იმგვარად, რომ ეს ფენომენები ეთნიკურ კონფლიქტებს
დაემთხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მთავრობებს აღარ აქვთ შიდა პოლიტიკისა და
დიპლომატიურ- სტრატეგიული ორიენტაციების სრულად განსაზღვრის შესაძლებლობა. თუმცა
195
გლობალიზაციის შედეგები სახელმწიფოთა ხასიათისა და გარემოებების მიხედვით ბევრად
განსხვავდება. ცხადია, გლობალური გამოწვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიო
წესრიგს, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ცივილიზებულ სამყაროს, ეროვნულ თუ
საერთაშორისო უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მსოფლიოში ანარქიის
გავრცელების რეალურ შესაძლებლობასაც. დემოგრაფიული აფეთქებების, სიღატაკით
გამოწვეული მიგრაციის, რადიკალური ურბანიზაციის, ასევე ეთნიკური და რელიგიური
მტრობისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებით მიღებული დამანგრეველი
შედეგები შეიძლება იქცეს უმართავად, იმ შემთხევევაშიც, თუ თვით ელემენტარული
გეოპოლიტიკური სტაბილურობისას, დაიშლებიან სახელმწიფო ერზე დაყრდნობილი
არსებული შინაგანი სტრუქტურები. გამოყენებული წყაროები:

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა პრაქტიკულად
შეცვალეს მსოფლიოს დამოკიდებულება ტერორიზმთან მიმართებაში და ბრძოლა ამ სენის
წინააღმდეგ გახადა უფრო აქტიური, აგრესიული და დაუნდობელი, მაინც ვერ მოხერხდა
ტერორიზმის საშიშროების აღმოფხვრა. საერთაშორისო საზოგადოება დღესაც დაუცველია
ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობისგან.
დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციები ეძებენ გზებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი
იქნება ტერორიზმისგან მოსალოდნელი საფრთხისგან თავიდან აცილება.
მიუხედავად ამისა, ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი არ არსებობს. ამისათვის
აუცილებელია ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგნიზაციების საერთო,
უნივერსალური თანამშრომლობა ტერორიზმის საკითხებში, რათა საერთო ქსელური
კავშირებით მოხდეს ტერორიზმის პრევენცია.

196
თავი 14. გლობალიზაცია და ეკოლოგია

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები


გარემოს დაცვა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ქტუალური საკითხია,
რადგან საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ეს გამოწვევა პერსპექტივაში შეიძლება ბევრად უფრო
სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეკოლოგიური
კატასტროფა გარდაუვალია, თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყო გარესამყაროზე ზრუნვა.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიური კატასტროფა, საჭიროა გარემოს დაცვის
ღონისძიებებში არა მხოლოდ სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებმა, არამედ
საზოგადოებამ, რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.
ძირითად ეკოლოგიურ გამოწვევას კლიმატური ცვლილებები წარმოადგენს. ეს არის მოვლენა,
რომელიც დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და გამოწვეულია
დედამიწის ატმოსფეროში სათბური გაზის გადამეტებული კონცენტრაციით, რაც ხელს უშლის
დედამიწიდან “ზედმეტი” სითბოს არეკვლას. სათბური გაზები გამოიყოფა ადამიანის საწარმოო
საქმიანობის შედეგად და ახდენს “სათბურის ეფექტს” პლანეტაზე. ეს ეფექტი, თავის მხრივ,
იწვევს კლიმატის ცვლილებებს და გამოიხატება საშუალო ტემპერატურის ზრდით, ასევე,
ნალექების მომატებით, რაც მრავალი ეკოლოგიური უბედურების მიზეზი ხდება: მყინვარების
დნობა მთებზე და ყინულის ფენების გალევა ოკეანეებში, გვალვები, ძლიერი წვიმები, ოკეანის
დონის აწევა, დატბორვის, წყალდიდობის, ღვარცოფის, მეწყერის, ზვავის გახშირება, ცუნამის,
სხვადასხვა სახის ქარიშხლის გაძლიერება და გახშირება. კლიმატის შეცვლა იწვევს ბუნების,
ეკოსისტემების ცვლილებას. იზრდება ადამიანთა დაავადებების, ეპიდემიების გავრცელების
რისკი.
ევროკავშირის მიერ ბოლო დროს შემუშავებულ პროგრამები, რომლებიც მიმართულია
კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა
საწვავის გამოყენებას.
გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებს მიეკუთვნება ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვა. ეს
გულისხმობს გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობათა, ხმელეთისა
და წყლის ეკოსისტემების და ეკოლოგიური კომპლექსების შენარჩუნებასა და დაცვას.
ბიომრავალფეროვნება მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის საფუძვლად მიიჩნევა. რაც
უფრო მრავალფეროვანია აგროსამრეწველო სისტემა, მით უფრო ადვილად უმკლავდება ის
მავნებლებს, დაავადებებს თუ კლიმატურ ცვლილებებს. ბოლო დროის მონაცემებით,
მსოფლიოში ყოველწლიურად მცენარეთა და ცხოველთა 30-მდე სახეობა ქრება, ეს კი,
საბოლოოდ, სავალალო შედეგებამდე მიიყვანს ჩვენს პლანეტას, თუ არ ვიზრუნებთ ჩვენს
გარშემო არსებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტებს,
ამის უზრუნველსაყოფად მართებულად მიგვაჩნია, რათა გატარდეს ისეთი ღონისძიებები,
რომელშიც მონაწილეობა თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს: შეიქმნას დაცული
ტერიტორიების სისტემა, სადაც ბუნებრივ საბინადრო პირობებში მოხდება სახეობათა
პოპულაციების დაცვა; მოხდეს გადაშენების პირას მყოფი სახეობების ხელოვნურად შექმნილ
პირობებში აღდგენა; მოწესრიგდეს ბიოლოგიური რესურსების გამოყენება,
ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით; და, ბოლოს,

197
სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ შესაბამის სფეროებში კადრების მომზადებასა და
საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
2005 წლის 25 იანვარს მსოფლიო ჰავის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა
მოხსენება/რეკომენდაცია „ჰავის ცვლილების გამოწვევის მიღება”. ამ მოკლე მოხსენების არსი,
რომელიც შეადგინა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მეცნიერების
ჯგუფმა, შემდეგშია: 10 წელიწადში, შეიძლება უფრო ნაკლებ დროში, კაცობრიობა მიაღწევს იმ
ზღურბლს, რომლის შემდეგაც გლობალური დათბობის პროცესები შეუქცევადი გახდება.
გლობალური დათბობის არსი მდგომარეობს დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების საშუალო
ტემპერატურების ზრდის ტენდენციაში, რომელიც აღინიშნება უკანასკნელი ათწლეულების
განმავლობაში. ითვლება, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურა მეცხრამეტე საუკუნის
ბოლოდან გაიზარდა 0.6 + 0.20. ითვლება აგრეთვე, რომ 2005 წლის წინამდებარე 50 წლის
განმავლობაში ამ დათბობის უდიდესი ნაწილი იყო განპირობებული ადამიანის საქმიანობით.
ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური გაზების მზარდი რაოდენობა წიაღისეული საწვავის წვის
შედეგად, ისევე როგორც სოფლის მეურნეობა, მიწის ზედაპირის გაშიშვლება და ადამიანის სხვა
ქმედება განიხილება როგორც დათბობის ძირითადი კომპონენტები.
სამუშაო ჯგუფი უაღრესად თავშეკავებულია თავის დასკვნებში. ამ დასკვნების შესაბამისად - „ამ
საშიშროების წინაშე მობილიზაციის შეუძლებლობის ფასი შესაძლებელია უაღრესად მაღალი
იყოს. მხოლოდ ეკონომიკური ზარალი ძალზე დიდი იქნება - რაც უფრო და უფრო
დამანგრეველი და ხშირი გახდება ამინდის ისეთი ექსტრემალური მოვლენები როგორებიცაა
წყალდიდობა, გვალვა - მთელი თემები, ქალაქები, კუნძულოვანი სახელმწიფოები
დაზარალდებიან ან დაიტბორებიან ზღვის დონის აწევასთან ერთად; სასოფლო-სამეურნეო
წარმოება შეფერხდება. [ამ პროცესის] სოციალური და ადამიანური ღირებულება ეტყობა უფრო
მაღალი იქნება და მოიცავს მასობრივ სიკვდილიანობას, დაავადებების გავრცელებასა და
უაღრესად გაძლიერებას, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას და ცხოვრების ხარისხის
მკაფიოდ გამოხატულ დაცემას. გავლენა ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე, აგრეთვე,
გამანადგურებელი იქნება“. მოხსენების ავტორები ასევე დასძენენ, რომ ჰავის საშიში
ცვლილების თავიდან აცილება უნდა განიხილებოდეს საზოგადოების კეთილდღეობის
ისეთსავე წანამძღვრად, როგორც ეროვნული უსაფრთხოებაა.
რასაკვირველია ადამიანის საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობა არასოდეს არ
ყოფილა მაინცდამაინც მოწესრიგებული. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მის მოშლას
გამოუწვევია მრავალი ცივილიზაციის დაღუპვა და დღესაც ეს ფაქტორი გადაშენების საფრთხის
წინაშე აყენებს, მაგალითად, სუბ-საჰარის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას.
ამავე დროს ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ურთიერთობის მოუგვარებლობა განიხილება
როგორც კაცობრიობის კეთილდღეობისა და თვით არსებობის უშუალო საფრთხე. ფაქტიურად
ლაპარაკი იმაზეა, რომ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის მოუგვარებლობა გადაიქცა
გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემად, რომლის გავლენა ცივილიზაციიის სტაბილურ
განვითარებაზე დაახლოებით ისეთივეა, როგორც ბირთვული ომის საშიშროება.
ბირთვული ომის საშიშროებამ, მიუხედავად მისი რეალობისა, ვერ მოახერხა გადამწყვეტი
კორექტივების შეტანა გლობალური პოლიტიკური ურთიერთობის სისტემაში. დღეს ის ისევე
აქტუალურია, როგორც ცივი ომის დროს, თუმცა როგორც ასეთი, ნაკლებად აღიქმება. ამავე

198
დროს, ამ პრობლემის არსებობა და გადაჭრა, ასეთუისე ადამიანის ნება-სურვილზეა
დამოკიდებული და მის კონტროლს ექვემდებარება.
რაც შეეხება გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას, აქ საზოგადოების კონტროლს ექვემდებარება
მხოლოდ პროცესების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მის ფარგლებში იქნა ინიცირებული. მას
შემდეგ, როდესაც ისინი ხვდებიან ბუნებრივ გარემოში, მათზე უშუალო კონტროლი
ფაქტიურად შეუძლებელია.
უფრო ფართო გაგებით, ბუნებასთან ურთიერთობა არ ქმნის ახალ პრობლემებს, ის უბრალოდ
ააშკარავებს (თუმცა ფრიად დამახინჯებული ფორმით) იმ პრობლემებს, რომლებიც უკვე
არსებობენ ადამიანის საზოგადოების შიგნით. პრობლემა შეიძლება „ჩაცხრეს“ საკმაო დროის
მანძილზე, მოგვიანებით აღმოცენდეს სახეცვლილი, გაზვიადებული, თავისი ჩასახვის
ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, რათა თავზე დაატყდეს იმათ, ვისაც ის არ შეუქმნია.
მაგალითისათვის, მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა
ატმოსფეროს ოზონის შრეებში ხვრელების არსებობა დედამიწის ჩრდილო და სამხრეთი
პოლუსების თავზე. მავნე ნივთიერებები (ფრეონი, წინათ მასობრივად გამოიყენებოდა
სამაცივრო დანადგარებსა და აეროზოლებში), რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისში
მოქმედებენ ამ ხვრელების განვითარებაზე, წარმოიქმნენ ადამიანის ცხოველქმედების შედეგად
გასული საუკუნის 60-იან წლებში ძირითადად განვითარებად მსოფლიოში. ე.ი. ლაპარაკია
რღვევაზე პრობლემის რეალურ ჩასახვასა და მის წარმოჩენას შორის, რომელიც მოითვლის
რამდენიმე ათეულ წელიწადსა და ათასობით (სამხრეთი პოლუსის შემთხვევაში ათიათასობით)
კილომეტრს.
მხოლოდ შედარებით მცირე, ლოკალური პროცესების შედეგები უშუალოდ მოქმედებს მათზე,
ვისაც მათ შექმნაში ბრალი მიუძღვით (მაგალითად, გლეხი, რომელიც საკუთარი სახლის თავზე
ფერდობზე ხეებს ჭრის, იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ ადრე თუ გვიან ეს ფერდობი ამ
სახლზე ჩამოწვება). ისინი კი, ვინც დიდ, ხშირად რეგიონალური მასშტაბის პროცესების
წარმოქმნაზე აგებენ პასუხს, საზოგადოდ დიდ მოგებას შოულობენ (მაგალითად, იმ კომპანიების
აქციების მფლობელები, რომლებიც ტროპიკული ტყეების ექსპლუატაციას ეწევიან).
ამიტომ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საზოგადოებრივი განვითარების კრიზისები ერთი
შეხედვით შესაძლოა ბუნებრივი ფაქტორებით იყოს განპირობებული, მათი რეალური
მამოძრავებელი ძალა სოციალურ-ეკონომიკურია. შესაბამისად ადამიანისა და ბუნების
ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია არა საზოგადოების ბუნებაზე
ზეგავლენის მოკლევადიანი ხილული შედეგები, არამედ ბუნებრივი გარემოს საშუალო და
გრძელვადიანი რეაქცია ადამიანის ქმედებაზე.
გლობალური ეკოლოგიური პრობლემის მიზეზები საკმაოდ კარგადაა ცნობილი (თუ
გააზრებული არა) - საზოგადოდ აღიარებული (და დღეისათვის ყველაზე წარმატებული)
საზოგადოებრივი განვითარების მოდელი დაფუძნებულია როგორც მთლიანი, ასევე ერთ
მოსახლეზე მატერიალური მოხმარების უწყვეტ ზრდაზე. ეს ის მოდელია, რომელმაც წარმატება
მოუტანა დღევანდელ წამყვან გლობალურ მოთამაშეებს. დღეს ის მოიაზრება როგორც
გლობალიზაციის წინაპირობა და ხდება მისი შეთავაზება (თუ თავზე მოხვევა) განვითარებადი
ქვეყნებისათვის.
ნათელია, რომ ასეთი ტიპის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემხვევაში, თუ ის
დაფუძნებულია ბუნებრივი რესურსების (ცოცხალი ბუნების რესურსების ჩათვლით)
199
მოხმარების შესაბამის ზრდაზე. დღემდე ეს პროცესი შეიზღუდებოდა მხოლოდ ადამიანის
განკარგულებაში არსებული ამ რესურსების მოპოვების ტექნიკური საშუალებების
შესაძლებლობებით. ამავე დროს, ადამიანის საზოგადოების რესურსული მარგი ქმედების
კოეფიციენტი უაღრესად დაბალია - მოპოვებული ბუნებრივი რესურსების 95-97% იკარგება
იქამდე, სანამ აღწევს საბოლოო მომხმარებელს. ეს დანაკარგი, რომელიც ხვდება ბუნებრივ
გარემოში, იწვევს მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული ნაკადების დათრგუნვას
გლობალური ეკოსისტემის ფარგლებში, იწვევს მის დეგრადაციას. საბოლოო ჯამში, კაცობრიობა
აწყდება სასრულ ფიზიკურ სივრცეში (პლანეტა დედამიწა) არსებულ სასრულ რესურსულ
ბაზაზე დაფუძნებული განუწყვეტელი მატერიალური ზრდის ლოგიკურად გადაუჭრელ
ამოცანას.
უკვე დღესდღეობით კაცობრიობის არამდგრადი განვითარების მოთხოვნილებები აღემატება
გლობალური ეკოსისტემის პოტენციალს. უკანასკნელი საუკუნე ნახევრის მანძილზე
მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე გაიზარდა დაახლოებით ოთხჯერ, ხოლო დაწოლა
ბუნებრივ გარემოზე 100-ჯერ.
ადამიანის ქმედება ამცირებს ბუნებრივი გარემოს ასიმილაციურ და რეგენერაციულ უნარს იმ
დონემდე, როდესაც ეს უკანასკნელი კარგავს ადამიანის საზოგადოების სასიცოცხლო
მოთხოვნილებების უზრუნველმყოფელის თვისებებს.
უფრო მარტივად - ადამიანის საზოგადოების ფუნქციონირების შედეგად ბუნებრივ გარემოში
იმდენი ნარჩენი ხვდება, რომ იქ თვით ადამიანის ადგილი აღარ რჩება.
სხვათა შორის, ზემოდ მოყვანილი არგუმენტი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოდ
აღიარებული პრინციპული მიზანი - საბოლოო ჯამში ყველამ დედამიწაზე იცხოვროს
დაახლოებით ისე, როგორც განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ცხოვრობს დღეს,
პრინციპულად მიუღწეველია.
გლობალური ეკოლოგიური კრიზისი შესაძლებელია გავიგოთ როგორც გლობალური
ეკოლოგიური სისტემის დეგრადაცია იმ დონემდე, როდესაც მას აღარ შესწევს უნარი
უზრუნველყოს მთლიანად ადამიანის საზოგადოების, როგორც ასეთის, განვითარება და თვით
არსებობაც კი.
ეს კრიზისი ნამდვილად უნდა განვიხილოთ როგორც გლობალიზაციის გაუთვალისწინებელი
შედეგი. ის ძირითადად განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე ადამიანის საზოგადოებაში
ნაკლებადაა გააზრებული ბუნებრივი ეკოსისტემების (გლობალურის ჩათვლით)
ფუნქციონირების კანონები, სათანადოდ ვერშეფასებულია მათი როლი საზოგადოების
განვითარებასა და არსებობაში, არსებობს შეუსაბამობა საზოგადოებრივი განვითარების
მოთხოვნილებებს შორის, რომელიც უზრუნველყოფილია მის განკარგულებაში არსებული
ტექნოლოგიებით და ბუნებრივი ეკოსისტემების შესაძლებლობებს შორის დააკმაყოფილოს ეს
მოთხოვნილებები (განსაკუთრებით საზოგადოების ცხოველქმედების ნარჩენების ასიმილაციის
თვალსაზრისით).
დღესდღეობით ადამიანის საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთობის გლობალური სისტემა
ისეა აწყობილი, რომ საბაზრო ეკონომიკა უბრალოდ „ვერ აღიქვამს“ ადამიანისა და ბუნებრივი
გარემოს ურთიერთობის პრობლემებს და შესაბამისად ვერ გამოიმუშავებს მათი გადაჭრის
ეფექტურ მექანიზმებს. ბაზარი უაღრესად მოქნილი მექანიზმია იმ შემთხვევაში, თუ საქმე აქვს

200
საქონელთან, რომლის ღირებულების დადგენა პრინციპულად შეიძლება, ხოლო ღირებულება
იმ შრომის რაოდენობის ფუნქციაა, რომელიც იხარჯება მის წარმოებაზე.
ეს პრინციპი უკვე საკმაოდ ცუდად მუშაობს წიაღისეულ რესურსებთან მიმართებაში, რომელთა
განფასება იწყება მხოლოდ ამა თუ იმ რესურსის მოპოვების მომენტიდან. ის ითვალისწინებს მის
მოპოვებაზე, გადამუშავებაზე და ტრანსპორტირებაზე დახარჯულ შრომას, მაგრამ ვერ აფასებს,
თუ რა ღირს, მაგალითად, იგივე ნავთობი, როგორც ასეთი. წიაღისეულის ფასზე ძლიერ
მოქმედებს ისეთი სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა საბადოს გეოგრაფიული მდებარეობა,
მოპოვების პირობები, პოლიტიკური კონიუნქტურა, საბაზრო სპეკულაცია და ა.შ. შედეგად ორი
სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული წიაღისეული, რომელთა ფასიც შეიძლება ზოგჯერ
ერთმანეთისაგან ორჯერ და მეტჯერ განსხვავდებოდეს, მომგებიანად იყიდება ბაზარზე, ხოლო
მათი ფასის რყევა დროის ძალიან მცირე მონაკვეთის მანძილზე შეიძლება საწყისიდან
ათეულობით პროცენტს აღწევდეს (მაგალითად, მსოფლიო ნავთობის ფასების ზრდა 2004 წლის
შემდეგ).
ის, რაც უშუალოდ ადამიანის შრომის შედეგს არ წარმოადგენს, საზოგადოდ აღიქვება როგორც
რაღაც „ღვთისაგან ნაბოძები“, რომლის მოხმარებაც შეიძლება იქამდე, სანამ ის მოგების
მომტანია (ყველაზე ხშირად მის გამოლევამდე) და რომელსაც მაინც და მაინც არ
უფრთხილდებიან. ასე ექცევიან წიაღისეულ სიმდიდრეს ყველაზე მაღალგანვითარებული
ქვეყნებიც კი (იხ. წინა თავში განხილული „ჰოლანდიური სენი”), მაგრამ ასეთი მიდგომა
ფაქტიურად აბსურდამდე მიდის ცოცხალ ბუნებასთან მიმართებაში.
რა ღირს სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, გადაუგვარებელი ტყე, თევზის სარეწი ოკეანეში?
ეკონომიკურად შეფასებად რა ზარალს განიცდის ლანდშაფტი, რომელშიც მავნე საწარმოო
ნარჩენები ხვდება? ამ კითხვებზე პასუხი არსებული ეკონომიკური სისტემის პირობებში არ
არსებობს. ამ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ასეთი რესურსები არავის
არ ეკუთვნის (ისინი კერძო საკუთრების ობიექტებს არ წარმოადგენენ) და როგორც ასეთი
საერთოდ ბაზრის მოქმედების სფეროშია არ ხვდება. ბაზარი ცოცხალ გარემოსთან
დაკავშირებულ ყველა პრობლემას აღიქვამს ფაქტიურად როგორც ფორს მაჟორს, რაღაცას
სტიქიური უბედურების მაგვარს.
ეს, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ საზოგადოდ ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ცოცხალ
გარემოზე ვერ მიიღება მხედველობაში მისი განფასების პროცესში - ეს მოვლენა „გარეშე“
ფაქტორის სახელითაა ცნობილი (externality). მისი ყველაზე ცნობილი მაგალითია ე.წ. „თემის
ტრაგედია“, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებრივ საკუთრებასთან მიმართებაში.
ასეთის მაგალითია, ვთქვათ, თევზის სარეწი ოკეანეში, რომელსაც ფორმალური პატრონი არა
ჰყავს. ამიტომ ხშირად რამდენიმე ქვეყანა მას მოიხმარს იქამდე, სანამ თევზის მარაგი არ
გამოილევა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი ან რამდენიმე ქვეყანა გადაწყვეტს შეწყვიტოს
რეწვა და შეინარჩუნოს მარაგი, მოიძებნება ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც ასეთ სიტუაციას
თავისი მოგებისათვის გამოიყენებს და დამატებით გამდიდრდება სხვის ხარჯზე.
გლობალიზაციის პირობებში ასეთი რამ ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ბაზრის ერთ-ერთ
მოთამაშეს აქვს საშუალება არ მიიღოს მხედველობაში ბიომრავალფეროვნების გადაგვარებასთან
დაკავშირებული პრობლემები. შედეგად მას შესწევს უნარი უფრო იაფად გაყიდოს თავისი
საქონელი ან მომსახურება, ვიდრე იმას, ვისაც ასეთი პრობლემები აწუხებს, ძირი გამოუთხაროს
არსებულ მარეგულირებელ მექანიზმებსა და კონსერვაციის მცდელობას. ფაქტიურად ბიზნესის
201
ურთიერთობა გარემოსთან ერთი განუწყვეტელი „ბაზრის ჩავარდნის“ (market failure)
მაგალითია.
ამ კომპრომისის აქტიური მხარეებია - ბიზნესი, რომელსაც სურს მაქსიმალური მოგება მიიღოს
ბუნების ექსპლუატაციიდან, მის დაცვაზე მინიმალური დანახარჯებით, სამოქალაქო
საზოგადოება (ადგილობრივი, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, და/ან საერთაშორისო), რომელსაც
სურს არ დაუშვას ამა თუ იმ კონკრეტული რესურსის დეგრადაცია, ხელისუფლება, რომელსაც
სურს შეინარჩუნოს სოციალური სტაბილურობა, მოიგოს ორივე მხარის გული და
გაიხანგრძლივოს მანდატი. დღესდღეობით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ამ
პროცესში აქტიურად ერევიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
ასე, მაგალითად, 2001 წელს გაეროს გლობალური დათბობის მთავრობათაშორისი კომისიამ,
შეიმუშავა და მსოფლიოს მთავრობებს წარუდგინა 2100 წლამდე გლობალური დათბობის
განვითარების 20 სცენარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათზე ან უბრალოდ ხელს ჩაიქნევენ
(შემთხვევათა უმეტესობაში) ანდა ამოირჩევენ ფორმალურად სახელმძღვანელოდ ისეთ სცენარს,
რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურის
გათვალისწინებით აწყობს. მეცნიერებს, აგრეთვე, ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი
სპეციალურად აზვიადებენ სიტუაციას თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე,
რაც ზოგჯერ მაინც ეტყობა შორს არ დგას სინამდვილისაგან.
პასუხისმგებლობას ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის გლობალური მასშტაბით
ცვლილებებზე თავის თავზე ძირითადად იღებენ მხოლოდ განვითარებული ქვეყნები (თან
ზოგჯერ ყველა არა), რომლებიც საკმარისად მდიდრები არიან იმისათვის, რომ ამ
ღონისძიებებით გამოწვეული შეზღუდვები ადვილად აიტანონ, პლუს გააჩნიათ ეფექტური
მართვის მექანიზმები ამ სფეროში მიღებული ხელშეკრულებების ცხოვრებაში ეფექტურად
გასატარებლად. ყველაზე დიდ წარმატებას საკუთარი რესურსებისა და გარემოს დაცვაში დღეს
დასავლეთმა ევროპამ და იაპონიამ მიაღწია, მაგრამ მათი წარმატების ერთ-ერთი ძირითადი
ელემენტი, გარდა მათი სიმდიდრის, ეფექტური მართვის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების
არსებობისა ისაა, რომ მათ გააჩნიათ საშუალება დაიცვან საკუთარი გარემო სხვა (ძირითადად
განვითარებადი) ქვეყნების გარემოს ექსპლუატაციის ხარჯზე.
საერთოდ გლობალურ დონეზე გარემოსა და რესურსებთან დაკავშირებული ერთ-ერთი
მთავარი პრობლემა ისაა, რომ მდიდრებს (ქვეყნებსა და ინდივიდუმებს) უზომოდ მეტი
საშუალება აქვთ თავისი გამორჩენისათვის გამოიყენონ უკეთესი ხარისხისა და მდიდარი
ბუნებრივი რესურსები, ვიდრე ღარიბებს. საერთოდ, კარგად მოვლილი და მართული
ეკოსისტემები წარმოადგენენ რისკებისა და ადამიანების დაუცველობის შემცირების გარანტიას
იგივე ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში.
ღარიბ მოსახლეობას (განსაკუთრებით სოფლად) უბრალოდ არ გააჩნია ტექნიკური, ფინანსური,
მენეჯერული, ინტელექტუალური რესურსები მათ განკარგულებაში მყოფი რესურსების
ეფექტურად მართვისა და გამოყენებისათვის. ისინი ხშირად ფიზიკურად „გარიყულები“ არიან
ნაკლებად პროდუქტიულ და ადვილად დეგრადირებად ტერიტორიებზე. განსაკუთრებით იქ,
სადაც დემოგრაფიული დაწოლა დიდია, ასეთი ხალხი უბრალოდ „ჭამს“ იმ ეკოსისტემებს,
რომლებზეც დამოკიდებულია. შედეგად ასეთი ეკოსისტემები უფრო ადვილად ექვემდებარება
დეგრადაციას შიმშილის, გვალვისა ან წყალდიდობის შედეგად. ეს, თავის მხრივ, უფრო ზრდის
ადგილობრივი მოსახლეობის დაუცველობას.
202
ასეთი სიტუაციის კლასიკური მაგალითია აფრიკა, საჰარის სამხრეთი (განსაკუთრებით ისეთი
ქვეყნები, როგორებიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, მალი, ნიგერი). როდესაც
საჰარასთან უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე მოხდა დემოგრაფიული აფეთქება,
ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივად აგრძელებდა ეკოსისტემების ექსპლუატაციას
ტრადიციული, უაღრესად არაეფექტური მეთოდებით, უბრალოდ ერთი ადამიანის ადგილს
მინიმუმ სამი-ოთხი იკავებდა. შედეგად, უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლებისათვის
გაუდაბურებამ ამ ტერიტორიებზე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საჰარა სამხრეთისაკენ
ზოგჯერ წელიწადში ათეულობით კილომეტრით იზრდებოდა.
განვითარებადი ქვეყნები (ისეთი წარმატებულებიც კი, როგორიცაა ჩინეთი) გლობალური
მასშტაბით ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის მოწესრიგებაზე მიმართულ საბუთებს ან
ფორმალურად აწერენ ხელს, ან საერთოდ უარს ამბობენ გლობალურ ღონისძიებეში
მონაწილეობაზე იმ საბაბით, რომ ბუნების დაცვაზე მიმართული ღონისძიებები მათი
განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მთავრობები მზად არიან ინტენსიურად, ნებისმიერ
პირობებზე აითვისონ ადგილობრივი რესურსები მოკლევადიანი სოციალურ-ეკონომიკური
სტაბილურობის მისაღწევად. მათ არ და ვერ აინტერესებთ როგორც საკუთარი ხალხის
მომავალი თაობების ინტერესები, ისევე როგორც შესაძლო გლობალური კატასტროფა, მაშინ
როდესაც ისინი ყოველდღე „თვალში უცქერენ“ მასობრივ შიმშილსა თუ სამოქალაქო
დაპირისპირებას.
ისევ კლასიკური მაგალითი ბრაზილიაა, სადაც ათეულობით წლების მანძილზე ერთმანეთის
შემცვლელ მთავრობებს გაჰყავდათ გზები ამაზონიის ჯუნგლებში და უფასოდ ურიგებდნენ იქ
მიწის ნაკვეთებს უმიწაწყლო გლეხებს, ოღონდ კი თავიდან აერიდებინათ სოციალური
დაძაბულობა და შეენარჩუნებინათ მსხვილ ლატიფუნდიებზე დაფუძნებული ტრადიციული
სოფლის მეურნეობის სისტემა. ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიებზე ნიადაგი ძალიან
არანაყოფიერი და ადვილად დეგრადირებადია, რის შედეგადაც რამდენიმე წლის შემდეგ ეს
გლეხები მიაგდებენ ხოლმე ეროდირებულ ნაკვეთს, არავის ადარდებდა.
დამატებით ართულებს სიტუაციას საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოს ფუნქციონირების
დროითი ჩარჩოების შეუთავსებლობა. რაც უფრო განვითარებულია და ფორმალიზებულია
საზოგადოება, მით უფრო ნაკლებად ემთხვევა მისი ფუნქციონირების დრო ბუნებრივი
სისტემებისას.178 გლობალური ცვლილებები ბუნებრივ გარემოში, ისევე როგორც ადამიანის
მოქმედების დადებითი თუ უარყოფითი შედეგები, გამოსავლენად მოითხოვს დროს, რომელიც
ადამიანის აქტიურობასთან შედარებით გრძელვადიანია. ლაპარაკია მინიმუმ ათეულობით
წლებზე, როდესაც ადამიანის რეალური აქტიურობა საზოგადოდ ერთი წლის ფარგლებში
მიმდინარეობს, ხოლო შედარებით ეფექტურად იგეგმება მაქსიმუმ ხუთი წლის ფარგლებში.
იგივე საბაზრო კონიუნქტურა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ რაიმე გრძელვადიანი,
წინმსწრები ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება საბაზრო ეკონომიკის პირობებში ძნელად
წარმოსადგენია.
აქ „მოვლენათა ჯაჭვები“ ისეა დახლართული, რომ მათი წყაროს მიკვლევა თითქმის
შეუძლებელია. შესაბამისად აშკარაა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის პრობლემების
აღქმის, მათი გადაწყვეტის ეფექტური საშუალებების გამოძებინსა და მათი უარყოფითი
მოქმედების შერბილების სირთულეები. ამას ემატება სირთულეები პრობლემების გადაჭრის
203
დაგეგმვასა და გატარებაში, რაც საზოგადოდ იწვევს წინმსწრები ღონისძიებების არარსებობას;
მოქმედება ხდება ფაქტის მოხდენის შემდეგ და შეეფარდება ხილულ შედეგებს ბუნებრივ
გარემოში, ნაცვლად პრობლემის მიზეზებისა ადამიანის საზოგადოებაში (რაც საზოგადოდ
მინიმალურ დადებით შედეგს იძლევა). ხშირად მაშინაც კი, როდესაც ასეთი მიზეზები
ცნობილია, მათზე გავლენა შეუძლებელია გამომდინარე არსებული სოციალურ-ეკონომიკური
თუ პოლიტიკური რეალობიდან. შესაბამისად, მიღებული ზომები პალიატიურ ხასიათს
ატარებენ, მიმართულია ძირითადად პრობლემის ეფექტური მოგვარების გადადებაზე ან
კრიტიკის დასაწყნარებლად.
ასე, მაგალითად, აფრიკაში ცოცხალი ბუნებრივი გარემოს განადგურება, განსაკუთრებით მისი
ცხოველური კომპონენტის (სპილოები, მარტორქები და ა.შ), გამოწვეულია ამ კონტინენტის
საზოგადოებრივი განვითარების პრობლემების მოუგვარებლობით. უამრავი ჭარბი სასოფლო
მოსახლე თავის გადასარჩენად მისდევს ბუნებრივი გარემოს ზედმეტ (და ძირითადად უაზრო)
ექსპლუატაციას, რომლის პროცესშიც ნებისმიერი ცოცხალი არსების (საკუთარი თავის
ჩათვლით) საარსებო გარემოს უბრალოდ ანადგურებს.
გასაგებია, რომ აფრიკის პრობლემების მოგვარება თვალსაწიერ მომავალში პრინციპულად
შეუძლებელია. ამავე დროს, დასავლეთის მთავრობებზე (სრულიად გამართლებულად)
ზეწოლას აწარმოებს საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება აფრიკის ბუნებრივი გარემოს
გადარჩენის მოთხოვნით. შედეგად ათეულობით წლების მანძილზე გამოიყოფა უზარმაზარი
თანხები აფრიკაში ნაკრძალების შექმნაზე და სხვა თანმხლები ღონისძიებების გატარებაზე
მინიმალური შედეგით.
ნებისმიერი ნაკრძალი (უკეთეს შემთხვევაში) მოქმედებს იქამდე, სანამ მორიგი ომი, გენოციდი
თუ სტიქიური უბედურება (გვალვა მაგალითად) არ აყრის ადგილიდან ადამიანებს და არ
აიძულებს მათ ეძებონ თავშესაფარი და უკეთესი მიწები ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასე მოხდა,
მაგალითად რუანდაში 1994 წლის გენოციდის შემდეგ.
გლობალურ დონეზე ასეთი ტიპის კომპრომისების შედეგია ის საერთაშორისო რეჟიმი,
რომელიც დღეს გარემოსთან და რესურსებთან ურთიერთობის სფეროში არსებობს. ამ რეჟიმის
შექმნის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ რეალურად
გლობალური 1972 წლიდან გახდა, როდესაც შედგა გაეროს კონფერენცია „ადამიანის გარემოზე“
სტოკჰოლმში. ამ კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ეტყობა ისაა, რომ მას მოჰყვა
გლობალური და რეგიონული გარემოს მონიტორინგის ქსელების შექმნა, გაეროს გარემოს
პროგრამის დაარსება (UNEP), აგრეთვე, ფართო პოლიტიკური და ინსტიტუციური ცვლილებები
ლოკალურ დონეზე, რომელსაც მოჰყვა ბევრი მთავრობის მიერ გარემოს დაცვის
სამინისტროებისა და ეროვნული გარემოსდაცვითი და მარეგულირებელი სააგენტოების შექმნა.
მან, აგრეთვე, მისცა ბიძგი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური
ქსელის შექმნას.
მომდევნო წლებში საერთაშორისო ინტერესი გარემოს პრობლემებისადმი სულ უფრო
იზრდებოდა. შედეგად, ამ საუკუნის დასაწყისისათვის არსებობდა 130-ზე მეტი მრავალმხრივი
და ასეულობით ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება. სამწუხაროდ, რეალური
პოზიტიური შედეგები, ხმამაღალი რიტორიკის მიუხედავად, ამ ხელშეკრულებების მხოლოდ
ძალიან მცირე ნაწილმა გამოიღო.

204
ამის მიზეზი ძირითადად ისევდაისევ ისაა, რომ თანამედროვე მეცნიერება, რომელიც
დაკავებულია ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობების კვლევით, ვერ იძლევა ამ
პროცესების ანალიზის საბოლოო, დამაჯერებელ დასკვნებს, რომლებიც ასეთი ურთიერთობების
რეალურ შედეგებს, შესაძლებელ საფრთხეებს თუ პრობლემების მოგვარების ეფექტურ
ღონისძიებებს ეხება. შედეგად, ნებისმიერი გლობალური მოვლენა შეიძლება განვიხილოთ
როგორც დადებითი, უარყოფითი თუ არარსებული, მონაცემთა ერთი და იგივე ნაკრების
საფუძველზე. ასე რომ, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება დაფუძნებულია არა
იმდენად დამაჯერებელ მტკიცებებზე, რამდენად დაინტერესებული მხარეების კონკრეტულ
კერძო ინტერესებზე, რომელთაც ძირითადად კონკრეტულ პრობლემასთან ნაკლები კავშირი
აქვთ. ასეთი სიტუაცია, აგრეთვე, იწვევს ან ძალზე ზოგადი და არადამაჯერებელი საბუთების
შექმნას, ან ისეთების, რომლებიც ზედმეტად დეტალურია, რთული და შესასრულებლად ძნელი,
ზოგჯერ უბრალოდ შეუსრულებელი.
განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა აგრეთვე უბრალოდ ვერ აძლევს თავს ფუფუნებას
დაიცვას ბუნებრივი გარემო და რესურსები. სიტუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორც
ადამიანის უფლებებისა ან დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. საზოგადოება
საკმარისად შეძლებული უნდა იყოს იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი ბუნებრივი რესურსები
და გარემო, არ გადააქციოს ისინი უმოწყალო ექსპლუატაციის საგნად.
ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში ერთადერთი რეალურად მომქმედი მექანიზმი, რომელიც
კაცობრიობას დღეისათვის აქვს, ე.წ. „კიოტოს ოქმია“, რომელიც ფაქტიურად, ჩარჩო
დოკუმენტია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც მიმართულია ატმოსფეროში ადამიანის
მოქმედების შედეგად მოხვედრილი ნახშირორჟანგის მოცულობის სტაბილიზაციაზე და
შემცირებაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე დიდი ვალდებულებები თავის თავზე
აიღო ევროგაერთიანებამ - შეამციროს ე.წ. „სათბურის გაზის“ ემისია 2008-12 წლებისათვის 8%-თ
1990 წლის დონესთან შედარებით, აშშ-მ 7, ხოლო იაპონიამ 6%-თ. რუსეთმა, უკრაინამ და
ახალმა ზელანდიამ იკისრა ვალდებულებები მოახდინოს თავისი ემისიების სტაბილიზაცია
1990 წლის დონეზე. საბოლოო ჯამში, ამ ოქმის რეალიზაციის შედეგად ნახშირორჟანგის ემისია
სულ 5%-თ უნდა შემცირდეს.
განვითარებად ქვეყნებს ეს ვალდებულებები საერთოდ არ ეხებათ, მ.შ. ჩინეთს, რომელიც აშშ-ს
შემდეგ ნახშირორჟანგის ყველაზე დიდ „მწარმოებელია“ დედამიწაზე და ინდოეთს, რომელიც
მას დიდად არ ჩამორჩება. საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა ეტყობა მრავალჯერ გადაჭარბებს
ნახშირორჟანგის ემისიის იმ შემცირებას, რომელსაც განვითარებული ქვეყნები დიდი ჯაფის
შედეგად მიაღწევენ.
სამწუხაროდ გლობალური ეკოლოგიური კრიზისის მოგვარების იდეების აშკარა ნაკლებობა
შეიმჩნევა. ფაქტიურად ერთადერთია გაეროს გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის
მიერ (ბრუნტლანდის კომისია), 1987 წელს გამოაქვეყნებულ მოხსენებაში წამოყენებული ე.წ.
მდგრადი განვითარების იდეა. დღესდღეობით ის ფორმალურად აღიარებულია როგორც
საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ეროვნული მთავრობების მიერ, როგორც ზოგადი
სამოქმედო ორიენტირი.
მოკლედ რომ ვთქვათ, მდგრადია ისეთი განვითარება, რომელიც საშუალებას იძლევა
დაკმაყოფილდეს საზოგადოების დღევანდელი მოთხოვნილებები ისე, რომ მომავალ თაობებს
არ მოესპოთ საშუალება დაიკმაყოფილონ თავიანთი საკუთარი მოთხოვნილებები. მომდევნო
205
წლების მანძილზე ეს ტერმინი (თუ არა იდეის არსი, როგორც ასეთი) გახდა ნებისმიერი ისეთი
პოლიტიკური დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განვითარებას ეძღვნება. ფართო
გაგებით, ეს კონცეფცია, აღიქვება როგორც საშუალება ისეთი სტრატეგიების შემუშავებისა და
დანერგვის, რომლებიც დაეხმარებიან კაცობრიობას მიაღწიოს ეკონომიკურ და სოციალურ
განვითარებას ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაციისა და
დაბინძურების გარეშე. იმ ფაქტს, რომ კაცობრიობის დღევანდელი განვითარების ეტაპზე, ეს
ორი მიდგომა უბრალოდ ერთმანეთის გამომრიცხავია, კონცეფციის ავტორებმა დელიკატურად
გვერდი აუარეს. საზოგადოდ მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკული რეალიზაცია
ნიშნავს საზოგადოებრივი განვითარების ახალი ეტაპის დადგომას. მაგრამ ადამიანის
საზოგადოება, მათ შორის მისი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვესისტემა - ბაზარი,
პრინციპულად ახორციელებს ძირფესვიან გარდაქმნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
სისტემურ კრიზისს გადაეყრება. ამის მაგალითია, 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი,
რომლის შედეგად მოხდა საბაზრო ურთიერთობების სისტემის საფუძვლიანი გადასინჯვა.
ასეთი კრიზისის შესაძლო მიზეზები ცნობილია - გლობალური ეკოსისტემის ასიმილაციური და
რეპროდუქციის უნარის შემცირება. ასევე ცნობილია მისი გადაჭრის საშუალებებიც -
გლობალურ ეკოსისტემაზე ადამიანის დატვირთვის შემცირება იქამდე, სანამ ეს დატვირთვა არ
მოექცევა ეკოსისტემის აღწარმოების შესაძლებლობის ფარგლებში.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, მატერიალური მოხმარების (მთლიანის და ერთ მოსახლეზე)
რადიკალურ შემცირებას, მისი თანმხლები წარმოებისა და განაწილების ეფექტურობის ზრდით,
და რაც მთავარია - თანამედროვე საზოგადოების ფასეულობათა სისტემის სრული
გადასინჯვით, რომელიც გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს მატერიალური მოხმარების
განუწყვეტლივ ზრდას განვითარების სხვა პრიორიტებთან შედარებით.
პრობლემა ისაა, რომ სისტემური კრიზისი არ ხდება ცვლილებების აუცილებლობის შეგნების,
განათლებისა და პროპაგანდის საფუძველზე. ის ხდება, როდესაც ხდება, და მისი დადგომა არ
არის დამოკიდებული ადამიანის ნება-სურვილზე.
გარდა ამისა, გლობალური საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს განაპირობებენ
წამყვანი გლობალური მოთამაშეები, რომლებიც ცალ-ცალკე თუ ერთად, ნამდვილად არ
განიცდიან არავითარ სისტემურ კრიზისს, რომელიც შესაძლებელია ბუნებრივი გარემოს
დეგრადაციით იყოს გამოწვეული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი კრიზისი არ ხდება -
უბრალოდ ეს ქვეყნები ახერხებენ მათი პრობლემების მნიშვნელოვენი ნაწილის გატანას
საკუთარი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ (იგივე ჭუჭყიანი წარმოებები).
ეს მოთამაშეები, აგრეთვე, სწორედ ვერ აფასებენ მათი შესაბამისი საზოგადოებრივი სისტემების
მდგომარეობას. თანამედროვე საზოგადოებებში წარმატებისა თუ ჩავარდნის შეფასების მთავარი
კრიტერიუმი ბაზრის მდგომარეობაა. ხოლო ბაზარი, მისი აშკარა ღირსებების მიუხედავად,
საკმაოდ პრიმიტიული მექანიზმია. ის აფასებს ნებისმიერ პროცესსა თუ სიტუაციას დიახ/არა -
თეთრი/შავი - მოგება/წაგების ლოგიკის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, დღეს მსოფლიოში არ
არსებობს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციით გამოწვეული არავითარი კრიზისი, რომელიც
მოითხოვს საბაზრო ურთიერთობების სისტემის ძირფესვიან გადასინჯვას, ან ბაზარი უბრალოდ
ვერ ცნობს მის ნიშნებს.
ამ დროს ეკოლოგიური კრიზისი იმით განსხვავდება საზოგადოებრივი განვითარების სხვა
კრიზისებისაგან, რომ როდესაც ბაზარი ამოიცნობს ასეთი გლობალური სისტემური კრიზისის
206
ნიშნებს, მის განკარგულებაში არსებული მექანიზმები და რესურსები არ იქნება საკმარისი მის
მოსაგვარებლად.

ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში


მთელი რიგი გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშე მეტ-ნაკლები სიმწვავით დგას
საქართველოც, იქნება ეს კლიმატური ცვლილებები, ბიომრავალფეროვნების დაცვა, გარემოს
დაბინძურება თუ სხვა, თუმცა აქ მრავალი ისეთი ლოკალური ეკოლოგიური პრებლემებიც იჩენს
თავს, როგორიცაა, ვთქვათ, შავი ზღვის ზოლის დაბინძურება, რომელსაც იწვევს, როგორც
ნავთობის ჩაღვრა, ისე ზაფხულში დამსვენებელთა მიერ სხვადასხვა სახის ნარჩენების დაყრა;
ნაგავსაყრელთა პრობლემები რეგიონებში; ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით
უმნიშვნელოვანესია კავკასიის ეკოლოგიური რეგიონი და იქ არსებული ენდემური სახეობები,
რომლებიც მოსპობის წინაშე დგას. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკოლოგიური
პრობლემაა ტყეების დაცვა-შენარჩუნების საკითხი. მეტ-ნაკლები სიმწვავით დგას ჰაერისა და
წყლის დაბინძურების საკითხი.
ეკოლოგიური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა აგვისტოს მოვლენებმა, რადგან საომარი
მოქმედებების დროს განადგურდა ტყის მასივების საკმაოდ დიდი ნაწილი და საწვავის ჩაღვრით
დაბინძურდა შავი ზღვის სანაპირო ზოლი.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან,
სოფლის მეურნეობის დარგებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული
გაფრქვევებით ბინძურდება. ეს პრობლემები საკმაოდ აქტუალურია ეკოლოგიური
უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით უხარისხო საწვავის პირობებში, რომელსაც
დაბალი ფასების გამო მრავალი მომხმარებელი ჰყავს. ინდუსტრიული თვალსაზრისით უფრო
ნაკლებია საფრთხე, რადგან საქართველო არ არის დიდი ინდუსტრიული შესაძლებლობების
მქონე ქვეყანა, თუმცა გარკვეული ზომების მიღება აქაც საჭიროა. სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში,
უფრო მეტად უნდა გააკონტროლოს საწარმოებიდან გამონაბოლქვი ნივთიერებების
შემადგენლობა და მკაცრი ღონისძიებები გაატაროს იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც
არღვევენ დაწესებულ ნორმებს და აბინძურებენ ჰაერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია
ტექნოლოგიების დახვეწა, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესად დარეგულირდეს
გამონაბოლქვთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, გარდა
უხარისხო საწვავის მოხმარებისა, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ავტომობილების ტექნიკურ
დათვალიერებას და მდგომარეობას.
მსოფლიოს მასშტაბით ბიომრავალფეროვნების 36 ცხელი წერტილია და მათ შორისაა
საქართველოც, კონკრეტულად კი კავკასიის ეკოლოგიური რეგიონი. ეს რეგიონი
მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აქ როგორც ფლორის, ისე ფაუნის ყოველი მესამე-
მეოთხე სახეობა უნიკალურია და მსოფლიოში სხვაგან არსად არ არის, მათ შორის უმეტესობა
ენდემურ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომაც, სახელმწიფომ ამ პრობლემის გადაჭრაზე
შემდეგნაირად უნდა იზრუნოს: მაქსიმალურად აიკრძალოს ნადირობა ამ ზონებში; მოხდეს
გადაშენების პირას მდგარი ენდემური სახეობების ხელოვნურ პირობებში გაზრდა და
გამრავლება; გაღრმავდეს თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,
რომლებიც უფრო მეტად კვალიფიციურნი არიან ამ საკითხებში და დიდ დახმარებას გაუწევენ
ქართველ მეცნიერებს. ასევე, უფრო მეტი ტერიტორია უნდა შევიდეს დაცული ტერიტორიების
207
ნუსხაში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა ტერიტორიის დაცულ ტერიტორიად
გამოცხადება, რადგან ეს მრავალ სოციალურ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მაგრამ უნდა
მოხდეს როგორც ეკოლოგიური, ისე სოციალური ინტერესების გათვალისწინება და
სახელმწიფომ დღეს არსებული დაცული ტერიტორიების ნუსხას უნდა შემატოს ის
ტერიტორიები, რომლებთან მიმართებითაც ორივე მხარის ინტერესები იქნება დაცული.
ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც
ტბებისა და ტყეების გასხვისებას ითვალისწინებს გარკვეული პერიოდის (რამდენიმე ათეული
წლის) განმავლობაში. რეალურად, ასეთი ტიპის გასხვისება უნდა გვაძლევდეს იმის გარანტიას,
რომ საკუთრებაში გაცემული ზემოხსენებული რესურსები უკეთესად იქნეს დაცული.
ახალგაზრდა სოციალისტები ვფიქრობთ, რომ თუ სახელმწიფო ასხვისებს, იქნება ეს დროებითი
თუ მუდმივი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები უნდა
ემსახურებოდეს გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას და სახელმწიფომ უნდა დააწესოს ძალიან
მკაცრი კონტროლი ხელშეკრულების პუნქტების განსაზღვრასა და დაცვაზე.
სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ტყეები, იმ მიზეზის გამო, რომ ზოგიერთი რეგიონის
მოსახლეობისთვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ძალიან დიდი რაოდენობით
იჩეხება. ამ შემთხვევაში ორი პრობლემაა გადასაჭრელი, ერთი ეკონომიკურ-სოციალურ სფეროს
ეხება, მეორე _ გარემოს დაცვას. ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამკაცრებული
ზომების მიუხედავად, ტყეები მაინც იჩეხება და ნადგურდება, ამიტომ ახალგაზრდა
სოციალისტების აზრით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ხალხის დასაქმება სოფლებში, ამის
შემდგომ კი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება მათი ცნობიერების
ასამაღლებლად, რათა რეალურად გაიაზრონ ის საშინელი დანაშაული, რომელსაც სჩადიან
თითოეული ხის მოჭრით.
წყლის დაბინძურება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა
საქართველოსთვის, რაც, ძირითადად, გამოწვეულია წყლის რესურსების არასწორად მართვით.
მწვავედ დგას საკანალიზაციო სისტემების საკითხი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მეტწილად
გაუმართავია, ჩაედინება მდინარეებში და აბინძურებს მათ. ასევე, ამ თვალსაზრისით
საყურადღებოა კაზრეთის ოქროს საბადო, სადაც ოქრო ირეცხება მდინარე მაშავერაში და
პრობლემას უქმნის უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას როგორც პირდაპირი, ისე
არაპირდაპირი ზემოქმედებით. ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, საკმაოდ
მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემები. ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტები, ვფიქრობთ, რომ
სახელმწიფომ, ამასთან დაკავშირებით, უნდა შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და
დახვეწოს ტექნოლოგიები, საზოგადოებამ კი გააცნობიეროს, რომ წყლის არაეფექტური
ხარჯვით ზიანს აყენებს ქვეყნის რესურსებს და საჭიროა წყლის რაციონალური გამოყენება
მოსახლეობის მხრიდან.
გარემოს დაუცველობა, გარდა ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებისა, ხელს
უშლის ტურიზმის განვითარებას, რომლის წინსვლაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის
როგორც ეკონომიკური, ისე ქვეყნის პოპულარიზების თვალსაზრისით. ტურიზმის ისეთი
მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ეკოტურიზმი და კულტურულ-შემეცნებითი
ტურიზმი, პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ და მოწესრიგებულ გარემოსთან. ტურიზმი ამ
შემთხვევაში ბუნების გამომყენებელიცაა და დამცველიც. ახალგაზრდა სოციალისტების აზრით,
გარემოს დაცვის ერთ-ერთი საშუალება ტურიზმიცაა, რადგან ტურისტების მხრიდან ჩვენი
208
ქვეყნის ლანდშაფტების სანახავად დახარჯული თანხები, ისევ ამ ლანდშაფტების მოწესრიგებას
დაეთმობა, რათა შემდგომში კიდევ უფრო მეტი მნახველი მოიზიდოს.

გლობალური მოსახლეობის პრობლემა


გლობალური მოსახლეობის პრობლემა ერთ-ერთ უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს,
როდესაც კავშირი გლობალიზაციასა და თვით პრობლემის წარმოქმნას შორის უშუალო და
აშკარაა. მისი ყველაზე თვალნათლივი შედეგია მსოფლიო მოსახლეობის არნახული ტემპებით
ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პროცესი იმდენად ინტენსიურად წარიმართა, რომ
“დემოგრაფიული აფეთქების” სახელით გახდა ცნობილი.
თავისთავად მოსახლეობის რაოდენობის ასეთი ზრდა არაფერ არატიპურს არ წარმოადგენს -
დაახლოებით ასეთივე ეტაპი გაიარეს დღევანდელმა განვითარებულმა ქვეყნებმა სამრეწველო
რევოლუციის დაწყების შემდეგ. მაშინ ეს პროცესი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
ობიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული, თან სდევდა მათ, დედამიწის მოსახლეობის
მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილს შეეხო (დღევანდელი განვითარებული ქვეყნები - ე.წ.
„ოქროს მილიარდი“). მთლიანობაში მან დადებითი როლი შეასრულა გლობალურ
განვითარებაში.
ეს პროცესი დემოგრაფიული მოდერნიზაციის სახელითაა ცნობილი და საზოგადოდ
გულისხმობს უახლესი ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებას ადამიანის
დასაცავად ბუნებრივი და სოციალური გარემოს უარყოფითი გავლენისაგან. ეს მიღწევები ხდიან
შესაძლებელს ადამიანის უფრო კომფორტულ საცხოვრებელ თუ სანიტარულ-ჰიგიენური
პირობებს, უფრო სრულფასოვან კვებას, ნაკლებად დამქანცველ ფიზიკურ შრომას, ეფექტურ
სამედიცინო პროფილაქტიკას, საჭიროების შემთხვევაში - გადაუდებელ სამედიცინო
დახმარებას და ა.შ.
განვითარებად ქვეყნებშიც მოსახლეობის „აფეთქება“ გამოწვეული იყო სიკვდილიანობის
მკვეთრი შემცირებით შობადობის ტრადიციულად მაღალ ფონზე. პრობლემა ისაა, რომ
განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის შემცირება მოჰყვა ცხოვრების დონისა და
ცხოვრების პირობების თანდათანობით გაუმჯობესებას, რაც ერთდროულად შობადობაზეც
მოქმედებდა, თუმცა შედარებით უფრო ჩამორჩენით (რამდენიმე ათეული წლით).
ყველაფერი ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებთაც
დემოგრაფიული აფეთქება შეეხო, უკვე იყვნენ ჩართული გლობალური ურთიერთობების
სისტემაში, რომელმაც გახადა შესაძლებელი ამ ინოვაციების შედარებით შეუფერხებელი
გადაცემა. ფაქტიურად მათ მიიღეს განვითარებული ქვეყნებიდან პირველი განვითარების
ტრანში ორივე მონაწილე მხარის მინიმალური ძალისხმევის ხარჯზე. მეორე მხრივ, მეორე
ტრანში, რომელშიც უნდა შესულიყო ამ ქვეყნების მოდერნიზაცია, სტრუქტურული
ტრანსფორმაცია და ა.შ., რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა მოჰყოლოდა მათი ეკონომიკური
განვითარება მისი თანმხლები მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის ზრდით, ისევე
როგორც მისი კვლავწარმოების ტრენდების შეცვლით, ძლიერი დაგვიანებით იყო მიწოდებული,
ხოლო მისი შედეგები ფრიად არაეთგვაროვენი გამოდგა.
განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობა იმდენად არ დაცემულა, რომ განვითარებული
ქვეყნების დონეს მიახლოვებოდა, მაგრამ 1950-1980 წლებში ის 2.3-ჯერ შემცირდა, მ.შ. 1960-80
წლებში - ორჯერ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გამოეწვია დემოგრაფიული აფეთქება.
209
1950-55 წლებში განვითარებად ქვეყნებში ფერტილურ ასაკში მყოფ ერთ ქალზე საშუალოდ 6.2
ბავშვი მოდიოდა.
ეს ყველაფერი შეეხო ქვეყნებს, რომელთა სახელმწიფოებრიობა უმეტესწილად ჯერ კიდევ
ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფებოდა, ხოლო განვითარების დონით ყოფილ მეტროპოლიებს
ისინი ხშირად რამდენიმე ასეული წლით ჩამორჩებოდნენ. მათ ეს პროცესი არ სჭირდებოდათ,
ისინი მას არ გეგმავდნენ და ვერ აკონტროლებდნენ. ფაქტიურად აქ დემოგრაფიული
მოდერნიზაციის პროცესი (უფრო სწორედ მისი ზოგიერთი ელემენტი) წარმოადგენდა არა ამ
ქვეყნებისა თუ რეგიონების განვითარების ლოგიკურ შედეგს, არამედ მსოფლიოს უფრო
განვითარებული ნაწილის ყოველდღიური ცხოვრების წესის გარკვეული ელემენტების
დანერგვას, რომელთა ტრანსფერი (მიზანდასახული თუ უნებლიე) გლობალიზაციური
პროცესების ფარგლებში ადვილი იყო. იმის გამო, რომ დემოგრაფიული აფეთქების პროცესი
ძირითადად (დასაწყისში მაინც) ფაქტიურად “მექანიკური” იყო, ის ნაკლებად იყო
დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნის ცივილიზაციის ტიპზე, მოსახლეობის კულტურაზე,
სარწმუნოებაზე და ა.შ. მმართველობის ეფექტურობაც კი ამ შემთხვევაში ძალიან ნაკლებ როლს
თამაშობდა - შედარებით კარგად და ცუდად მართული ქვეყნები ამ დროს „ერთ ნავში“
აღმოჩნდნენ.157
დემოგრაფიულმა დაწოლამ ამ ქვეყნების უმეტესობას არ მისცა საშუალება ფეხზე დამდგარიყო,
ამ პრობლემამ ძირითადი როლი ითამაშა მათი მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად
შეამცირებაში (ზოგჯერ 30 და მეტი პროცენტით) კოლონიურ პერიოდთან შედარებით
(განსაკუთრებით აფრიკაში) და მილიარდი ადამიანი მშიერ ღატაკად აქცია.
დემოგრაფიული აფეთქების ტენდენცია მსოფლიოში ფაქტიურად ჯერ კიდევ გასული საუკუნის
60-70-იან წლებში შესუსტდა, ხოლო უკვე ამ საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ გატყდა. დღეს
მთლიანობაში განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის აღწარმოება ხდება დაახლოებით იმავე
პრინციპით, რაც მდიდარ ქვეყნებში — ე.ი. ადამიანები უფრო გვიან ქორწილდებიან და ნაკლები
ბავშვი ჰყავთ. საშუალოდ განვითარებად ქვეყნებში ერთ ქალზე ფერტილურ ასაკში დღეს 2.9
ბავშვი მოდის, ხოლო ოც ქვეყანაში შობადობა ვეღარ ფარავს სიკვდილიანობას.
იმის გამო, რომ ამ პროცესის ინერცია ძალზე დიდია (ერთ ქალზე მოსული ბავშვების
რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე წინა თაობაში, მაგრამ თვით დედების რაოდენობა ბევრად მეტია) -
დედამიწის მოსახლეობის ყოველწლიური მატება ჯერ კიდევ ძალიან მაღალია და გაეროს
გათვლებით 1950-იანი წლების დონეს ზუსტად 100 წლის თავზე, 2050-იანი წლებისათვის
დაუბრუნდება. დედამიწის მოსახლეობის სტაბილიზაცია მოხდება დაახლოებით 10 მილიარდი
ადამიანის დონეზე ამ საუკუნის მეორე ნახევარში.
უამრავი ქვეყანა მსოფლიოში დღეს მოხვედრილია ე.წ. „სიღატაკის მახეში” - მაშინაც კი, თუ მათ
გააჩნიათ შედარებით ეფექტური, ნაკლებად კორუმპირებული ხელმძღვანელობა, ისინი ვერ
ერევიან მათ წინაშე მდგომ პრობლემებს იმის გამო, რომ უბრალოდ ძალიან ღარიბები არიან.
მაშინაც კი, როდესაც მთავრობებს გულწრფელად სურთ მათ წინაშე მდგომი პრობლემების
მოგვარება, მათ აკლიათ საგადასახადო შემოსავალი ინფრასტრუქტურაში, სოციალურ
სექტორში, გარემოს დაცვაში, თვით საჯარო ადმინისტრაციაში დასაბანდებლადაც კი.
პრაქტიკულად ნებისმიერი ასეთი ქვეყანა, აგრეთვე, ყოველწლიურად ისტუმრებს უზარმაზარ
თანხებს საგარეო ვალების მომსახურებაში. ხოლო საბაზო ინფრასტრუქტურის, სოციალური
კაპიტალის, და მართვის სისტემის გარეშე შეუძლებელია კერძო ინვესტიციების მოზიდვა და
210
ეკონომიკური განვითარება. გზების, სასუქების, ელექტროენერგიის, იაფი, ეფექტური საწვავის,
სკოლების, საავადმყოფოების, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის, წყალმომარაგების გარეშე
ადამიანები ქრონიკულად მშივრები და ავადმყოფები რჩებიან.
ძალიან ხშირად (შეიძლება ითქვას განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში) ამ სიტუაციას
უაღრესად ამწვავებს არაეფექტური მართვა, კორუფცია, ეკონომიკური პოლიტიკის არასწორი
არჩევანი.
უფრო მეტიც - ასეთ ქვეყნებში ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა. დიდია
იმის შანსი, რომ როგორც სხვადასხვა მოქიშპე პოლიტიკურ თუ ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის
ერთი ქვეყნის შიგნით, ასევე ორ ან მეტ ასეთი ტიპის ქვეყანას შორისაც, მოხდეს კონფლიქტი
იმის თაობაზე, თუ ვინ გააკონტროლებს ისეთ ბუნებრივ რესურსებს, რომელთა
ექსპლუატაციასაც სწრაფი მოგების მოტანა შეუძლია. ასეთი ქვეყნების მთავრობები ხშირად არა
მარტო ვერ აკონტროლებენ ისეთ კრიმინალს, რომელსაც საერთაშორისო გავლენა გააჩნია,
თვითონვე მფარველობენ მას.
გარდა ამისა, გაეროს შეფასებებით, არსებობს აშკარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიღარიბესა
და შემოსავლების მკვეთრ „შოკურ“ დაცემას შორის, ერთი მხრივ, და შეიარაღებულ
კონფლიქტებს შორის, მეორე მხრივ. სიღარიბე მათ ბიძგს აძლევს და დასაყრდენს უქმნის.
საშუალოდ შემოსავლების 5%-იანი შოკური დაცემა ზრდის კონფლიქტის ალბათობას 50%-
თ.163 რუანდის ცნობილი გენოციდის დროს, 1994 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში
დაიღუპა არა ნაკლებ 800 ათასი ადამიანი. 1998-2000 წლის ომს კონგოში, რომელშიც ექვსი
აფრიკული სახელმწიფო მონაწილეობდა, გადაჰყვა თითქმის 4 მილიონი ადამიანი, ძირითადად
შიმშილითა და დაავადებებით. ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ძირითადად უგანდა და
რუანდა, აიარაღებდნენ ადგილობრივ ტომებს და იყენებდნენ მათ მინერალებით მდიდარ
ტერიტორიებზე კონტროლის დასამყარებლად. საბოლოო ჯამში კონფლიქტის ყველა ეს
მონაწილე ერთმანეთს დაერია.
ფორმალურად განვითარებადი მსოფლიოს მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა
საგრძნობლად გაუმჯობესდა 1990 წელთან შედარებით. ბოლო წლებში საშუალო შემოსავლები
აქ 22%-თ გაიზარდა, უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 130 მილიონით
შემცირდა, ცხოვრების საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 წლით გაიზარდა და ა.შ.
ფაქტიურად კი სიტუაციის ეს გაუმჯობესება მსოფლიოს შედარებით ვიწრო არეალის
მოსახლეობის მცირე ნაწილს შეეხო. აშკარად გაუმჯობესდა მდგომარეობა აზიაში,
განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. უკიდურესად ღარიბი ადამიანების კლებამ აქ 201
მილიონი შეადგინა, ხოლო ამ კატეგორიის ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში ორჯერ
დაეცა. მაგრამ ეს პროგრესი ფაქტიურად მთლიანად ერთი ქვეყნის - ჩინეთის ხარჯზეა
მიღწეული. შესაბამისად, მთელ დანარჩენ მსოფლიოში უღარიბესი ადამიანების რიცხვი 71
მილიონით გაიზარდა. კრიზისის ეპიცენტრი ტროპიკულ აფრიკაშია, სადაც უკიდურესად
ღარიბი, მშიერი და შიდსით დაავადებულ ადამიანთა ყველაზე დიდი კონცენტრაციაა
მსოფლიოში. დაახლოებით იგივე სიტუაციაა სამხრეთ აზიაში, ძირითადად ინდოეთის
სასოფლო რაიონებში და ქალაქის „ჯურღმულებში”. მართალია შიდსი აქ ისე არ არის
გავრცელებული, როგორც აფრიკაში, მაგრამ უკვე ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ხასიათი
მიიღო. ყველა დანარჩენ განვითარებად რეგიონში აშკარად გამოკვეთილი ტენდენციები არ

211
შეიმჩნევა, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დიდი უმეტესობისა, სადაც
სიღარიბის დონის მკვეთრი ნახტომის შემდეგ ის ან არ მცირდება, ან აგრძელებს ზრდას.
დღეს მხოლოდ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კმაყოფილდებიან დღეში 1.08
დოლარით, ფაქტიურად ემთხვევა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების
მოსახლეობის რაოდენობას, ან რვა ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყნის 1950 წლის
მოსახლეობის რაოდენობას, ერთად აღებულს. ეს კი ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ
დღე ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძვიან.
გარდა ამისა, ასეთი სიტუაცია არაპროპორციულად სჯის ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და
ხეიბრებს, მთლიანად სოფლისა და ქალაქის „ჯურღმულების“ მოსახლეობას. ამ ხალხს
„ხაფანგში“ მოხვედრის ძალიან დიდი შანსი აქვთ.
დღეს მსოფლიოში სიღარიბისა და მასთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი პროცესების
განვითარება საკმაოდ პრიმიტიული სქემით მიმდინარეობს - პროცესის საწყის ეტაპზე -
დემოგრაფიული დაწოლა + ეკონომიკური ჩამორჩენა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით +
არასწორი განვითარების მოდელის არჩევა = პროცესის დღევანდელ ეტაპზე — მასიური
სიღარიბე + შიმშილი + გაუნათლებლობა + კულტურული ჩამორჩენა + ეკონომიკური ჩამორჩენა
რღვევაში გადადის + [ხშირად, განსაკუთებით აფრიკაში, შიდა და გარე კონფლიქტები,
სახელმწიფო მექანიზმების სრული მოშლა].
ეს პროცესი ფაქტიურად ციკლურია, რადგანაც ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტორი ერთმანეთს
„კვებავს” და აზვიადებს. ასეთ წრეში მოხვედრილი ქვეყნებისათვის მისი გარღვევა უაღრესად
მძიმეა და საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარი ძალისხმევისა და შიდა რესურსების
მობილიზაციის ხარჯზე შეიძლება მოხდეს. უცხოური დახმარება ამ სიტუაციაში მხოლოდ
დამატებით როლს შეიძლება თამაშობდეს.
ამის ილუსტრაცია კარგად შეიძლება იგივე შიდსის პრობლემის მაგალითზე აფრიკაში.
გასაგებია, რომ დასავლეთის თვალთახედვით განვითარებული ქვეყნების მიერ ამ დაავადების
მკურნალობაზე გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის, მაგრამ აფრიკის რომელიმე
ჩამორჩენილი ქვეყნების გადმოსახედიდან ეს სიტუაცია სხვანაირად გამოიყურება. ისინი
გარედან მოსული თანხების მცირე ნაწილსაც კი ვერ ითვისებენ. ამისათვის მათ არ გააჩნიათ
საკმარისი კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალი, მთლიანად ჯანდაცვის,
საკომუნიკაციო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამასთან ერთად ბევრ აფრიკულ ქვეყანაში
შიდსმა უბრალოდ მუსრი გაავლო ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სოციალური სამსახურების
მუშაკებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ მისივე თავიდან აცილებაში.
ხშირად შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებები კონფლიქტში მოდის ადგილობრივ
ტრადიციებთან და კულტურულ უნარ-ჩვევებთან. ბოლოს და ბოლოს - შიდსი აქ ძირითადად
ღარიბების (უმეტესწილად ღარიბი ქალების) დაავადებაა. ღარიბი ადამიანისათვის
ინფიცირების შანსი 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შეძლებულის. ქალები და გოგონები
იმდენად არაპროპორციულად დაუცველები არიან შიდსისაგან, რომ გაერო საერთოდ ფიქრობს
მათ დასაცავად სპეციალური ფონდის შექმნას.
მკურნალობა ვერ გაამდიდრებს ამ ხალხს და, მით უმეტეს, ვერ შეცვლის ქალის სტატუსს
ადგილობრივ საზოგადოებაში. ახალგაზრდა ქალები და გოგონები ისევ იძულებულები
იქნებიან იმეძავონ, რადგანაც სხვანაირად მათი ოჯახები ვერ გადარჩებიან, ხოლო შიდსით
დაავადებული შეძლებული მოხუცები ისევ იყიდიან ახალგაზრდა ცოლებს. განურჩევლად
212
სქესისა და ასაკისა შიდსით დაავადებულები საზოგადოებიდან გარიყულები არიან, ხოლო მათ
გარდაცვალების ცნობებში უმეტესწილად წერია - „მიზეზი უცნობია“.
შიდსის მკურნალობის მასობრივი კამპანია, პლუს მისი პროფილაქტიკის პროპაგანდა
შესაძლებელია გააუმჯობესებს დღეისათვის უსაშველო სიტუაციას, მაგრამ ვერ შეაჩერებს
ეპიდემიას როგორც ასეთს. ამისათვის საჭიროა მთლიანად იმ სოციალურ-ეკონომიკური
გარემოს შეცვლა, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ - ე.ი. ის, რასაც ვერ მიაღწია აფრიკამ
მინიმუმ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე. წრე შეიკრა.
დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მცდელობა მსოფლიო მასშტაბით უკვე ფაქტიურად
ნახევარ საუკუნეს მოითვლის. პრინციპში ის ორი მიმართულებით ვითარდება. პირველი -
გლობალური მასშტაბის „განვითარების“ პოლიტიკის ფარგლებში (მეტი განვითარება, უფრო
მაღალი ცხოვრების დონე, ნაკლები შობადობა, სიღარიბე და ა.შ.), მეორე - უშუალოდ სიღარიბის
დაძლევასა და მოსახლეობის ზრდის კონტროლზე მიმართული საერთაშორისო პროგრამების
ფარგლებში. გაერო ამ პროცესში ფორმალურად ჩართულია 1960 წლიდან, როდესაც დაიწყო
პროგრამების რეალიზაცია ე.წ. „განვითარების ათწლეულების“ ფარგლებში. ამ დროს გაერო
განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა ისეთი მიზნების მიღწევას, რომლებიც უკავშირდება
წერაკითხვის უცოდინარობის დაძლევას, სასკოლო სისტემის განვითარებას, ჯანდაცვას (მ.შ.
ოჯახის დაგეგმვას), საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განვითარებას (წყალმომარაგება,
კანალიზაცია) და ა.შ.
უმეტესწილად ეს პროგრამები ადგილზე როგორც ჰუმანიტარული ხასიათის მატარებლები
აღიქვება. ფაქტიურად, უაღრესად ანტაგონისტურად განწყობილი დიქტატორების გარდა, მათ
არავინ განიხილავს, როგორც რომელიმე ქვეყნის შინაგან საქმეებში ჩარევას.
რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რა მასშტაბისა და სირთულისაა ამ პროგრამების
წინაშე მდგარი ამოცანები, მათი უმეტესობის სრული რეალიზაცია ვერ ხერხდება, თუმცა ბევრი
შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობაზე
გავლენის თვალსაზრისით.

213
თავი 15. რელიგია და გლობალიზაცია

რელიგიის როლი გლობალურ სამყაროში


ნებისმიერი რელიგია რწმენას ეროვნებასა და სახელმწიფოზე მაღლა აყენებს და ყოველგვარი
იდეა, ქმედება თუ ღირებულება, რაც მის დოგმებს ეწინააღმდეგება, მიუღებლია. როცა
ქრისტიანობა, ბუდიზმი ან ისლამი ვრცელდებოდა ამა თუ იმ ხალხში, აუცილებელი იყო ხალხს
უარი ეთქვა იმ წეს-ჩვეულებებზე, ტრადიციებსა და იდეებზე, რომლებიც მათთვის ახლობელი
და წინაპრებისაგან მომდინარე იყო, მაგრამ ახალ სარწმუნოებას არ შეესაბამებოდა. ე. ი. ხალხი
უარს ამბობდა ეროვნული კულტურის
საკმაოდ დიდ ნაწილზე და მის ნაცვლად ახალ, რელიგიურ კულტურას ითვისებდა. ეს
კულტურა კი ზეეროვნული და ზესახელმწიფოებრივი იყო. რელიგიური მორალიდან
გამომდინარე, მხოლოდ შენივე სარწმუნოების ადამიანია შენი სულიერი ძმა და იგი უფრო
ახლობელია, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ვიდრე შენი ეროვნების ის წარმომადგენელი,
რომელიც სხვა სარწმუნოებას აღიარებს.
აქედან გამომდინარე, რომელიმე რელიგიის გავრცელება უკვე თავისთავად იყო თავისებური
“რელიგიური გლობალიზაცია”. ისლამი, მაგალითად, საერთოდ უარყოფს ეროვნულ დაყოფას
და ყველა მუსლიმი ერთიანი საზოგადოების – `უმმას~ წევრად მიაჩნია. შესაბამისად, არსებობს
ერთიანი ისლამური საზოგადოება, მუსლიმი ხალხი და ისლამური კულტურა, ხოლო საკუთარ
ენებზე ლოცვა კატეგორიულად აკრძალულია
და ამ მიზნით მხოლოდ არაბული ენა გამოიყენება.
იგივე შეიძლება ითქვას ქრისტიანულ რელიგიაზე, განსაკუთრებით კი, კათოლიციზმზე, სადაც
წირვა-ლოცვა მხოლოდ ლათინურ ენაზე უნდა შესრულებულიყო. ეს თავისებური ენობრივი
გლობალიზაციის მაგალითებია.
ცხადია, ვერავინ უარყოფს ქრისტიანული (მის შიგნით კი – მართლმადიდებლური,
კათოლიკური, პროტესტანტული), ისლამური, ბუდისტური, ინდუისტური, კონფუციანური
კულტურების არსებობას. არც ის არის სადავო, რომ ერთი და იმავე რელიგიის მიმდევარი
ხალხების კულტურებს გაცილებით მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე სხვა რელიგიის
კულტურებთან (მაგ., ქართველი, რუსი, ბერძენი, რუმინელი საერთო მართლმადიდებლური
კულტურის მატარებლები არიან და ერთმანეთთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე ფრანგებთან,
ინგლისელებთან, ამერიკელებთან და, მით უმეტეს, არაბებთან და იაპონელებთან). მაგრამ
ეროვნული კულტურების სრული შერწყმა და ერთიანი ზენაციონალური რელიგიური
კულტურების წარმოქმნა მაინც არ მოხდა. ქართული კულტურა,
მაგალითად, საგრძნობლად განსხვავდება ასევე მართლმადიდებლური ბულგარული ან
სერბიული კულტურისაგან. იგივე შეილება ითქვას სხვა, ერთი და იმავე სარწმუნოების, მაგრამ
სხვადასხვა ეროვნების ხალხთა კულტურების შესახებაც. მაშასადამე, კულტურის
გლობალიზაცია რელიგიამ ვერ შეძლო, თუმცა სწორედ მან ითამაშა ყველაზე დიდი როლი
ისტორიაში იმ პროცესებზე, რომლებსაც დღეს გლობალიზაციას ვუწოდებთ.
რა როლს ასრულებს გლობალიზაციის პროცესში რელიგია და, პირიქით, არის თუ არა რელიგია
დამოუკიდებელი, სუვერენული ფაქტორი, თუ დამოკიდებულია სხვა, მატერიალურ
ფაქტორებზე, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს გლობალიზაციის პროცესს? როგორია
გლობალიზაციისადმი რელიგიური დამოკიდებულების ხასიათი და მრავალი მსგავსი საკითხი
214
აუცილებელი მსჯელობის საგანია. გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის
პროცესი ინტერნაციონალური ხასიათისაა, თუმცა საკუთარი ფუნდამენტური ღირებულებითი
ორიენტაციით ის არის დასავლური მოვლენა. მაგრამ ეს აზრი მთლად სწორი ვერ იქნება იმის
გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასშტაბით, ისტორიულად ამ საქმეში ევროპის წვლილი
უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ამერიკული. ფაქტია, რომ გარკვეული აზრით თვით ევროპა
განიცდის ამერიკის გავლენას, ე. წ. ვესტერნიზაციას. ადამიანის უფლებათა ამერიკული გაგება
და პიროვნების თავისუფლება, ამერიკული დემოკრატიის პრინციპები საგანთა ახალ წესრიგთან
მიმართებაში უფრო ადეკვატურია. იგი უფრო უარყოფს ძველ, ტრადიციულ ავტორიტეტებსა და
პრივილეგიებს, ვიდრე ევროპული პატერნალისტური და პარტიკულარული წარმოდგენები;
რთული და წინააღმდეგობრივი რეალობის გარკვეულწილად გაუხეშებით ბევრი მკვლევარი
მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია ეს არის ამერიკანიზაცია. ღირებულებათა ამერიკული სისტემა
და საზოგადოების მოწყობის შესახებ ამერიკული წარმოდგენები დღევანდელი "მსოფლიო
ახალი წესრიგის" ადეკვატური აღმოჩნდა. რელიგიური პოზიციებიდან გლობალიზაციის
პროცესის კრიტიკოსები მას ბრალს სდებენ სეკულარიზაციასა და რელიგიური ღირებულებების
ნგრევაში, რაც საფრთხეს უქმნის რელიგიურ იდენტურობას. ამიტომაც გლობალიზაციისადმი
უნდობლობა იჩენს თავს, რაც სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. აქედან გამომდინარე სახეზეა
გლობალიზაციის პროცესისადმი რელიგიური დამოკიდებულების სხვადასხვაობა. ყველა
რელიგიას ამ პროცესისადმი საკუთარი პოზიცია გააჩნია, თუმცა რეალური მდგომარეობის
ლოგიკურ-ისტორიული ანალიზი ხშირ შემთხვევაში მრავალი გავრცელებული აზრის
საპირისპიროს მტკიცების საშუალებასაც იძლევა. ამ შემთხვევაში მხედველობაშია ის ფაქტი,
რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში
ყოველგვარი გლობალიზაციის გარეშე დამყარდა სეკულარული ღირებულებები, რომ არაფერი
ვთქვათ ე. წ. კომუნისტური სამყაროს ქვეყნებზე, რომლებიც არა მარტო სეკურალიზებული,
არამედ მებრძოლი ათეისტური ქვეყნები იყვნენ, რაც ვერაფრით ვერ დაუკავშირდება
გლობალიზაციის პროცესს. აქ სეკულარიზაციის პროცესი ნაციონალური კულტურების
განვითარების ლოგიკის კვალდაკვალ მიმდინარეობდა. ამიტომ ამ შემთხვევაში
არარელიგიურობას გლობალიზაციას ვერ დავაბრალებთ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იგი
გავლენას არ ახდენს მასზე. ძნელია თქვა, რომ გლობალიზაციის ფაქტორები (გარკვეული ან
მთელი რიგი) შეიძლება უმეტესწილად ხელს უწყობდეს რელიგიურობის ზრდას,
დამკვიდრებული ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტების არსებობასა და ფუნქციონირებას
საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლობალიზაცია არ ნიშნავს ურელიგიობას (მაგალითად,
ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა, ევროპაში ისლამის გავრცელებისათვის ხელის შეშლა
და სხვა). შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის პროცესი საზოგადოებრივ ურთიერთობებში
სეკულარული სისტემის რელატივიზებას ახდენს. ამდენად, იგი კი არ ანგრევს რელიგიურ
ცნობიერებას, არამედ ცვლის მას, საზოგადოებაში მისი მდგომარეობის კორექტირებას ახდენს.
ამიტომ ამ პროცესისადმი ყველაზე მწვავედ და ადეკვატურად რეაგირებას რელიგია ახდენს.
თავის მხრივ გლობალიზაციასაც აქვს საკუთარი "სულიერი" საფუძვლები. ასეთია რელიგიური
ღირებულებითი სისტემა და ამერიკული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი რელიგიის
როლი ერის ცხოვრებაში (იგი შექმნილია პროტესტანტიზმის, ძირითადად კალვინიზმის წიაღში
XVIII ს-ში), რომელსაც რამდენიმე ძირითადი ნიშანი აქვს:

215
1) ამერიკული ნორმის მნიშვნელოვანი მხარეა რელიგიური ორგანიზაციის რეალური
თანასწორობა სახელმწიფოს წინაშე. ამიტომაც ამერიკაში მიუღებელია სახელმწიფოებრივად
პრივილეგირებული დენომინაციის არსებობა (სახელმწიფო არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას
არ უწევს არანაირ პოლიტიკურსა და ფინანსურ დახმარებას და ამავე დროს არც ხელს უშლის
მათ საკუთარი მისიის განხორციელებაში). 2) რელიგიური ცხოვრების ნებაყოფლობითი ხასიათი
და საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსებობის დემოკრატიული ფორმის პირველადობა.
3) ამერიკული რელიგიური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი რელიგიური პრინციპი,
რომელიც სულ უფრო და უფრო ნორმის სახეს იძენს - დემოკრატიის პრინციპებისა და
ადამიანის უფლებების აყვანა (უფრო სწორად მიახლოება) რელიგიური პრინციპის დონეზე.
რელიგია დემოკრატიული და სამოქალაქო თავისუფლების სულიერი მატარებელი ხდება.
4) ოჯახური ღირებულებები ნაკლებად ექვემდებარება გადაფასებასა და გადააზრებას.
5) წინა პლანზე წამოიწევა სოციალური ტოლერანტობის, ქველმოქმედების როლი, რაც უკანა
პლანზე გადასწევს რიტუალებსა და ასკეტიზმს.
6) პერსპექტივაში - პირადი პასუხისმგებლობის კულტივირება და მორწმუნის თავისუფალი
არჩევანის როლის ზრდა და მისადმი პატივისცემა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე ეს
გლობალიზაციის სულიერ საფუძვლებს წარმოადგენს, ანუ რელიგიურ შეფერილობას აძლევს
მას, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალიზაცია მთლიანად არ არის დაცლილი რელიგიურობისაგან,
თუმცა ეს არ არის ტრადიციული გაგებით რელიგიურობა და რელიგია. გლობალიზაცია ამ
აზრით თავად წარმოადგენს რაღაც "ახალ რელიგიას" და სწორედ ამ პუნქტში იწვევს იგი
შეშფოთებას და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილს. თუმცა ფაქტია, რომ ყოველივე
ამის პარალელურად ამერიკაში დღესაც არსებობს გავლენიანი ქრისტიანული კონფესიები,
რომლებიც კონსერვატიულ საღვთისმეტყველო შეხედულებას ემყარება. ასე რომ, რეალობა
მეტად რთული და ანტინომიურია, როგორც იტყვიან, "აქ ყველაფერი სატანურ გრიგალებშია
გახვეული" და ყოველივეს გააზრება და სათანადო დონეზე შეფასება ხშირ შემთხვევაში
შეუძლებელია. გლობალური ღირებულებები თავიანთ გზას უფრო ადვილად მაშინ იკვლევს,
როდესაც ტრადიციული კულტურები კრიზისს განიცდის. ამიტომ გლობალიზაციაზე
არანაკლებ საშიში უნდა იყოს ტრადიციული კულტურების კრიზისი და დეგრადაცია.
გარდა ამისა, გლობალური ღირებულებები ანგრევს ისეთ პოლიტიკურ იდეოლოგიებს,
რომლებიც რელიგიასთან არის კავშირში. ამიტომ ამ პროცესისადმი ადეკვატური რეაქცია ისეთ
რელიგიებს აქვთ, რომლებიც ნაკლებად არის პოლიტიზირებული. ასეთ ვითარებაში ჩნდება
გლობალიზაციის ახალი სახე - გლობალიზაცია რელიგიური ნიშნით ანუ რელიგიური
გლობალიზაცია. წესით გლობალურობის პრეტენზია ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ
შემთხვევაში "ბუნებრივ რელიგიებს" ენაცვლება "ხელოვნური რელიგია", რომელსაც
გლობალურობის მეტი პრეტენზია აქვს. ასე რომ, ახალი ცნების - "თანამედროვე გლობალური
რელიგიურობის" ერთადერთი ნიშანი, რომელიც აშკარად გამოკვეთილია, ჯერჯერობით არის
რელიგიის დეტერიტორიალიზაცია.
ნებისმიერი რელიგია საკუთარ მომხრეებს პოულობს იქ, სადაც ის ისტორიულად არასოდეს არ
ყოფილა და ხშირ შემთხვევაში ტრადიციულ გავლენას კარგავს რეგიონებში. რელიგიურ
შეხედულებათა პლურალიზმი და ეკლექტიზმი ვრცელდება არა მარტო სხვადასხვა
საზოგადოებების, არამედ მორწმუნეთა ინდივიდუალური ცნობიერების დონეზეც. ყოველივე
ამისადმი ადამიანი, მით უმეტეს მორწმუნე, შეუძლებელია გულგრილი იყოს. ადამიანებს არ
216
შეუძლიათ არ გამოთქვან თავიანთი პროტესტი, როდესაც მათი ინტერესები იჩაგრება.
გლობალიზაციას მოაქვს არა მარტო სიკეთე, არამედ ძალზე მტკივნეული ცვლილებები და
ახალი პრობლემები.
ამიტომაც იგი არ საჭიროებს არც აპოლოგიას და არც ზედმეტ კრიტიკას. ეს არის ჩვენგან
დამოუკიდებელი პროცესი, რომლის შეჩერება ჩვენ არ ძალგვიძს. დღეს ეს პროცესი არის არა
მარტო ფაქტი, არამედ მოქმედების რეალური პროგრამა, რომელთანაც მიმართების მრავალი
სახეობა არსებობს.
გარკვეული მეცნიერებები აღწერენ მას, ფილოსოფია მის გაგებას, ხოლო რელიგია - რელიგიურ
აღქმას და შეგრძნებას ცდილობს. ამდენად, რელიგია ყველაზე მეტად კრიტიკულია ამ
პროცესისადმი. გლობალიზაციისა და რელიგიის ურთიერთობის პრობლემა ცალკე
მეცნიერული კვლევა-ძიების საგანია. ამჯერად ჩვენი ინტერესის ობიექტია გლობალიზაციაზე
რეაქციის ძირითადი ტიპები რელიგიურ სფეროში. კერძოდ, რა მიმართებაშია ამ პროცესთან
მსოფლიო რელიგიები? როგორია მათი პოზიცია და შესაძლებელია თუ არა ამ მხრივ გარკვეული
კანონზომიერების დადგენა? ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ მეცნიერულ
გამოკვლევებზე დაყრდნობითა და ფაქტობრივი ანალიზის საფუძველზე ძირითადად სამი
პოზიცია იკვეთება:
1) გლობალიზაციის პროცესისადმი სრული ადაპტაცია;
2) ანტიგლობალიზმი და კრიტიციზმი;
3) საკუთარი ალტერნატივა;
სხვადასხვა დოზით თითოეული მათგანი თითქმის ყველა რელიგიაში შეიმჩნევა. მსოფლიოში
მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, რომ აშშ-სგან დაშორებული საზოგადოების
წარმომადგენლები ყოველგვარი სერიოზული წინააღმდეგობების გარეშე ახდენენ ადაპტაციას
გლობალური ღირებულებებისადმი მათ შორის რელიგიის სფეროში. ამ მხრივ ადაპტაციის
მაღალი ხარისხით გამოირჩევა ბუდიზმი. ამის მიზეზად რელიგიის სოციალური როლის წინა
პლანზე წამოწევა სახელდება. თუმცა ადაპტაცია ამ შემთხვევაში გულისხმობს ტრადიციული
რელიგიის შენარჩუნებას და მის ევოლუციას გლობალური პროცესების მიმართულების
გათვალისწინებით (სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდოეთი, ტაილანდი). თუმცა ბუდიზმის
შიგნითაც არის ამ პროცესისადმი ტოტალური წინააღმდეგობების ნიშნები (მაგალითად,
ზოგიერთი ბუდისტური ქვეყანა, რომელიც ცდილობს ტრადიციული ღირებულებები
შეინარჩუნოს იზოლაციის პოლიტიკის გზით). გლობალიზაციას სერიოზულ წინააღმდეგობას
უწევს ისლამური ქვეყნების უმრავლესობა (გამონაკლისია მალაიზია, ინდოეთი, რომლებიც
იხრებიან გლობალიზაციისკენ. ამ მხრივ ბოლომდე გაურკვეველია თურქეთის ბედიც). ისლამში,
როგორც რელიგიაში, ძევს ის, რაც პრინციპულად შეუთავსებელია გლობალიზაციასთან,
დემოკრატიაზე გლობალისტურ წარმოდგენასთან. ეს არის ისლამის მიმდევარის ცხოვრების
განსაზღვრული წესი; რაც შეეხება მართლმადიდებლობას, აქ გლობალიზაციის პროცესისადმი
არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნება. თუმცა მთლიანობაში იგი მას ეწინააღმდეგება.
მაგალითად, რუსეთი, რომელიც შინაგანი ბუნებით არარელიგიური ქვეყანაა. ამის
მიმანიშნებელია თუნდაც მილიონობით უდედმამო ბავშვის არსებობა, რაც ტრადიციული
ქრისტიანული ღირებულებებისადმი რუსეთის "ერთგულების" ნიშანია. ამ პროცესისათვის
რუსეთის დამოკიდებულებას ახასიათებს რეალობის იგნორირების ტენდენცია, რომელიც
წინააღმდეგობაშია გადაზრდილი და რომელსაც სერიოზული იდეური საფუძველი, გარდა
217
ბიზანტიზმისა, არ გააჩნია. ყოველივე ამის მიზეზი ალბათ რუსეთის ისტორიული გზის
თავისებურებაშია საძებნი. კერძოდ, საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ბრმად
ემორჩილებოდა სახელმწიფოს და მასში რეფორმატორული მოძრაობა თითქმის არ არსებობდა.
80-იანი წლების ბოლომდე თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის მოწინააღმდეგე იყო
კომუნისტური სისტემა და იდეოლოგია. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთი მზად იყო
დაეცვა ნებისმიერი რელიგიური ცნობიერება. ამჯერად კომუნისტური იდეოლოგიის კრახის
პირობებში მის საქმეს აკეთებს ისლამი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არა მარტო ერთი
რელიგიის, არამედ ერთი საზოგადოების შიგნითაც არ არის ცალსახად შემუშავებული პოზიცია
გლობალიზაციის მიმართ. ასეთ შემთხვევაში არაეთიკურია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი
(ვესტერნიზებული სეგმენტი) ასწავლიდეს სხვებს, თუ როგორ სწორად ირწმუნოს ღმერთი. ამ
შემთხვევაში აუცილებელი არ არის ყველა გახდეს პროამერიკული; უბრალოდ სასურველია და
მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება კულტურათა მოზაიკურ სიმრავლეში
ერთიანობის სასარგებლოდ. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ რელიგიაზე
გლობალიზაციის გავლენის საკითხი ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად შესწავლილი და
პროგნოზირებადი პრობლემაა. იგულისხმება უცხოური გამოკვლევები. თუმცა ამასთან
დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია არაერთგვაროვანია. განიცდის რა გლობალიზაციის მზარდ
გავლენას, სხვადასხვა რელიგიები მასთან თანაარსებობის თავიანთ ვარიანტებს (მშვიდობიანი,
ან არც თუ ისე მშვიდობიანი) გვთავაზობს. გლობალიზაცია ერთიანი, ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებათა სისტემის შექმნას გულისხმობს, რომლის საფუძველში დგას ინდივიდი, რაც,
თავის მხრივ, არ ემთხვევა ცალკე აღებული რელიგიების განწყობილებას, რომლისთვისაც
მორწმუნეთა ინტერესებია პრიორიტეტული. გლობალიზაცია კი ამოგლეჯს მას ამ
კონტექსტიდან და ახდენს მის კონსოლიდირებას ზესაზოგადოებრივ, გლობალურ დონეზე.
ასეთი მოდელის პირობებში ინდივიდი აუცილებლად კარგავს ინტერესს საკუთარი, უფრო
ვიწრო რელიგიური იდენტურობისადმი. თუმცა კონფესიური, ეთნიკური და კულტურული
იდენტურობის საბოლოო გათქვეფის ან გაქრობის დაშვება შეუძლებელია. რაღაც ამის მსგავსის
ვარაუდი ასე თუ ისე შესაძლებელია, ოღონდ გლობალიზაცია არ დაიყვანება მხოლოდ
ინდივიდის პრობლემებზე. გარდა ამისა, საინტერესოა საკითხი გლობალიზაციისა და რწმენის
ურთიერთმიმართების შესახებ.
ასევე უნდა ითქვას, რომ ზოგადად გლობალიზაცია არ ეწინააღმდეგება რწმენას, რადგან რწმენა
თავისთავად არ არის აუცილებლად განსაზღვრული რომელიმე კონკრეტული რელიგიური
კულტურისადმი კუთვნილებით. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც რელიგიურ მატრიცაზე
გლობალიზაციის დადება ხდება. გლობალიზაცია არ შეიძლება მორგებული იყოს ყოველი
ცივილიზაციის სპეციფიკას, თუმცა მისი მთლიანად იგნორირება მას არ შეუძლია. მიუხედავად
ამისა, იგი აშკარად მონაწილეობს ადამიანებს შორის ნორმატიულ ურთიერთიბებში და
ბუნებრივია გავლენას ახდენს მორწმუნე ადამიანზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს
უკანასკნელი თავისი რელიგიური ორგანიზაციის წიაღში ვერ პოულობს თანამედროვეობის
მწვავე პრობლემების რაციონალურ გაგებას. ასეთ ვითარებაში გლობალიზაცია ავლენს
პრეტენზიას ერთგვარი "საერო რელიგიისა", რომელიც ადამიანებს თანამედროვე სამყაროში
ცხოვრების ოპტიმალურ ვარიანტს სთავაზობს და სტიმულს აძლევს საზოგადოების შემდგომ
სეკულარიზაციას. ის ზესაზოგადოება, რომელიც მის იდეოლოგიაშია ჩადებული, რელიგიურ
ლეგიტიმაციას, რელიგიას, როგორც სისტემის შემქმნელ საწყისს, არ საჭიროებს. რელიგიის
218
როლი მასში დაყვანილია ისეთი საკითხის დარეგულირებაზე, როგორიცაა ოჯახის, მორალისა
და სამყაროს თეოსოფიური ხედვა. ოღონდ ეს ტენდენცია მკაცრ წინააღმდეგობაშია იმ
სიტუაციასთან, როდესაც ხდება რელიგიის შეჭრა პოლიტიკის სფეროში (მაგ., ისლამი) და,
პირიქით, ფაქტია, რომ ისლამი პოლიტიკისაგან განუყოფელია და მისთვის ეს ტრადიციულია.
ამ ვითარებით ხასიათდება ქრისტიანული კონფესიებიც, ინდუიზმი. გარკვეული აზრით,
აპოლიტიკურ ხასიათს ავლენს ბუდიზმი. მიუხედავად ამ ფაქტებისა, რელიგიას ყოველთვის
ახასიათებს საერო საქმეებით მეტ-ნაკლები ანგაჟირებულობა. თავის მხრივ პოლიტიკასთან
განუყოფელ კავშირშია გლობალიზაციაც და ეს კავშირი უკვე პოლიტიკური ნიშნის მქონეა.
გლობალიზაციაზე რელიგიური რეაქცია, შეიძლება ითქვას, არის ნაწილი
ურთიერთდაკავშირებული საერთო პასუხების პარადიგმისა მის გამოწვევაზე. ყოველი რელიგია
გლობალიზაციის საკუთარ ხედვას გვთავაზობს და თითოეულ მათგანში ძირითადად
ჩადებულია თვითგადარჩენისა და თვითშენარჩუნების იდეები და გზები. ერთი დამაჯერებელი
ნეგატიური ან პოზიტიური პოზიცია არ არსებობს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული,
დომინანტურია სამი ძირითადი პოზიცია: ადაპტაცია, ბრძოლა და საკუთარი ალტერნატივა.
გლობალიზაციის იდეისადმი მეტ-ნაკლები ადაპტაციით გამოირჩევა პროტესტანტიზმი.
პროტესტანტები თავიანთ თავს გლობალიზაციის მონაწილეებად თვლიან. ამ ტიპის
ადაპტაციისათვის დიდ ძალებს ხარჯავს კათოლიციზმი, რომელიც მისადმი ფრთხილი
დამოკიდებულებით ხასიათდება. იგი მას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, რომელთა შორის
ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნაა "გლობალიზაცია მარგინალობის გარეშე".
გლობალიზაციაზე ადაპტაციის მაღალი ხარისხით ბუდიზმთან ერთად ინდუიზმი გამოირჩევა.
მისი მიმდევრები მასში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ. ადაპტაციას აქ აქვს ასიმილაციური
ხასიათი. აღმოსავლეთის რელიგიები ადვილად ახდენს გლობალიზაციის იდეის
ინკორპორირებას საკუთარ თეოსოფიურ მსოფლმხედველობაში. დაახლოებით ასეთი პოზიცია
აქვთ მათ იუდაიზმისა და ქრისტიანობის მიმართაც; გლობალიზაცია მათ არა მარტო ხელს არ
უშლის, არამედ, პირიქით, ზოგჯერ ის შეიძლება საკუთარი სიმართლის არგუმენტადაც
გამოდგეს. გარკვეული აზრით, ანალოგიური პოზიცია უჭირავს ევრაზიულ წარმართობასაც,
რომელშიც თანდათან მკვიდრდება განსხვავებული მსჯელობებისა და დიალოგის მიმართ
მოთმინება; აქ უფრო ტრადიციულად შეიძლება მიჩნეულ იქნეს არქაული რელიგია.
გლობალიზაციის აღქმასთან დაკავშირებით უფრო მეტი სირთულეები ახასიათებს ისლამსა და
მართლმადიდებლობას. ისლამთან მიმართებაში ამას პოლიტიკური ახსნა აქვს. კერძოდ, იგი
უკავშირდება გამწვავებულ წინააღმდეგომას დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის.
ქრისტიანობაში კი ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის სტატუსის დაცემასთან;
მეორე ახსნა ამ წინააღმდეგობისა დასავლეთის მხრიდან რელიგიური ექსპანსიის მოტივაციაა.
ისლამი გლობალიზაციას აღიქვამს როგორც დასავლეთის ქრისტიანობის მცდელობას
მოახდინოს მუსულმანური სამყაროს ტრანსფორმაცია და აქციოს იგი საკუთარ მარგინალურ
ანალოგად. იგი გლობალიზაციაში ადრეშუასაუკუნეობრივი დაპირისპირებული
ურთიერთობის ანალოგს ჭვრეტს. ერთი რამ სავსებით ცხადია, კერძოდ, ადაპტაციის
განმსაზღვრელი შეიძლება იყოს გლობალიზაციის პროცესის გარდაუვალობის გაცნობიერება,
ისე რომ იგი, როგორც კანონზომიერი პროცესი, არ გააუარესებს ცხოვრების წესსა და რწმენას.
ზოგიერთი რელიგია საკუთარ კონტრ-პროექტს გვთავაზობს, რომელსაც "ალტერნატიული
გლობალიზაცია" შეიძლება ეწოდოს. იგი თითქმის ყველა რელიგიაშია მოცემული და აქ
219
პრინციპულად ახალი არაფერი არ არის. ყველა რელიგია გლობალური ტრიუმფისკენაა
მიმართული. მართლმადიდებლობის პრეტენზიები გლობალურ ალტერნატივაზე მეტ-
ნაკლებად ისტორიაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება "რელიგიურ გლობალიზაციას", იგი
შეიძლება განხილული იქნეს როგორც დიდი გლობალისტური პროცესის ოპონირება და მასთან
ადაპტაციისა და დიალოგის თავისებური ვარიანტი, რაც ახასიათებს ინდუიზმსა და
წარმართობას. ევრაზიის რელიგიური იდეოლოგიები კი გლობალიზაციას განიხილავს როგორც
მოცემულობას, ფაქტს, რომელთანაც მიმართებაში თვითიზოლაცია დამღუპველია. ერთი
სიტყვით, გლობალიზაციისა და რელიგიის ურთიერთობა მრავალვარიანტულია;
გლობალიზაცია არ ნიშნავს რელიგიისა და რელიგიურობის გაქრობას, მაგრამ, გარკვეული
აზრით, მათი შერევა აუცილებლად იგულისხმება, ოღონდ ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს რაღაც
"საშუალო რელიგიის" წარმოშობა. გლობალიზაციისა და რელიგიის ურთიერთობის ძალზე
რთულ პროცესს შეუძლია სასიკეთოდ გამოაღვიძოს რელიგიების შემოქმედებითი პოტენციალი
და უბიძგოს მათ ტრადიციული პოსტულატების უფრო ადეკვატური და თანამედროვე
ინტერპრეტაციებისაკენ, რაც გარდაუვალი იქნება ყოველი რელიგიისათვის დამახასიათებელი
თუნდაც თვითშენახვისა და თვითიდენტურობისაკენ ბუნებრივი მისწრაფებით. და, ბოლოს,
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია გლობალიზაციისადმი ნათლად არის
გამოხატული სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში,
რომელიც რეალობის იგნორირებას კი არ ახდენს, არამედ გვთავაზობს მისადმი გონივრულ
მიდგომას და გლობალიზაციის პროცესის იმგვარ გააზრებას, რომელიც ხელს შეუწყობს
კულტურული და რელიგიური იდენტურობის შენარჩუნებას.
ასევე ზემოთ აღნიშნულთან მიმართებაში ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ სეკულარიზაცია არ
ნიშნავს რელიგიურობის გაქრობას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ
პოსტკონფესიური საზოგადოებისათვის დამახასიათებელია ტენდენცია, რომლის არსი იმაში
მდგომარეობს, რომ ადამიანები სულიერი სრულყოფილების მიღწევის გზა ტრადიციული
რელიგიური ცხოვრების წიაღში ღმერთისადმი პიროვნული (ინდივიდუალური)
ერთიანობისაკენ სწრაფვას ანიჭებენ უპირატესობას.
ასეთ ვითარებაში გლობალიზაციის პროცესი ინდივიდის ცხოვრებაში რელიგიის მნიშვნელობის
აქტუალიზებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს მას აბსოლუტზე. ერთი რამ
სავსებით ცხადია: გლობალიზაციის პროცესის პარალელურად ხდება საზოგადოების ახალი
ტიპის - ტრანსფორმირებადი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ყველა სოციალური
ინსტიტუტი ცვლილებას განიცდის. მაგალითად, ბოლო ასწლეულში შეიცვალა ეკონომიკა,
პოლიტიკა, ღირებულებათა სისტემა და სავარაუდოა, რომ ყოველივე ამის მსგავსად შეიცვალა
საზოგადოების რელიგიური ცხოვრება. თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც მაღალ
ტექნოლოგიებსა და სამყაროს მეცნიერულ მიდგომას ეყრდნობა, მოხდა რელიგიის როლის უკანა
პლანზე გადაწევა, რამაც მკვლევარები რელიგიის გაქრობაზე აალაპარაკა. რობერტ ბელის
თქმით, გლობალიზაციამ გამოიწვია "სამოქალაქო რელიგიის" გაჩენა. თუმცა ეს არის
კვაზირელიგიური ლოიალურობა, სადაც მოქალაქეობა რელიგიურ შეფერილობას იღებს.
ყოველივე ეს კი პოსტკონფესიური საზოგადოების ცნების წარმოშობას უწყობს ხელს.
სოციოლოგების მიხედვით, ამ ტიპის საზოგადოებაში წინა პლანზე წამოიწევა ელექტრონული
და კიბერეკლესიის ცნება, რომელიც საბოლოო ჯამში ე. წ. "ვირტუალური რელიგიურობის"
საწყისად მოიაზრება. თუმცა აღსანიშნავია და სანუგეშო ის, რომ სოციოლოგები ყოველივე ამის
220
შესახებ უარყოფით დასკვნებს აკეთებენ და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ვერაფერი ვერ შეცვლის
ღმერთთან ადამიანის პიროვნულ მიმართებას, რომელიც ყველაზე კარგად ტრადიციულ
რელიგიურ ცხოვრებაშია მოცემული. ამიტომ ასეთ ვითარებაში ზოგადი დასკვნა განსახილველ
საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ასეთი იყოს: გლობალიზაციის პროცესი ფაქტია, მაგრამ
რელიგიური თვალსაზრისით არც ისეთი ფაქტი, რომელიც მსოფლიო რელიგიებს დიდ
საფრთხეს შეუქმნის. რწმენა თავისუფლების სფეროს მიეკუთვნება, ამიტომაც ძალზე ძნელია და
თითქმის წარმოუდგენელიც კი რწმენის პოლიტიზირებაზე საუბარი.
სხვა საკითხია პოლიტიკური რწმენა, მას რელიგიურ რწმენასთან არავითარი საერთო არა აქვს
გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობაზე,
შესაძლებელია საუბარი მაშინ, როდესაც რელიგია განიხილება როგორც მნიშვნელოვანი
სოციალური ინსტიტუტი. თუმცა თანამედროვე გლობალური პოლიტიკური პროცესები
აჩვენებენ, რომ ხშირად ერთნაირად მიმდინარეობს რელიგიის პოლიტიზაცია და პოლიტიკის
მოქცევა რელიგიის გავლენის ქვეშ, რაც არანორმალურ ვითარებას ქმნის, საიდანაც გამოსავალია
ის, რომ ზოგადად დაუშვებელია რელიგიის პოლიტიზაცია; ხოლო რაც შეეხება პოლიტიკაზე
რელიგიის გავლენას, თუ იგი პოლიტიკის ზნეობრივ სრულყოფას ხელს შეუწყობს ბუნებრივია,
ყველასათვის მისაღები უნდა იყოს.

221
ბიბლიოგრაფია:

1. ვ. მელიქიძე „ მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია“, სალექციო კურსი, თბ, 2006.


2. ე. აკობია „საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“, სალექციო კურსი, თბ, 2006
3. ი. კვესელავა, ვ.შუბითიძე, მ პაპაშვილი, ნ, ღუდუშაური „პოლიტოლოგია“,
სახელმძღვანელო. თბ, 2010.
4. ნ. ბაბუაძე, ე ბარათაშვილი, მ პაპაშვილი, ი. კვესელავა „ეკონომიკური
დიპლომატია“, სახელმძღვანელო. თბ, 2011.
5. პიერ დე სენარკლენი და იოან არიფენი „საერთაშორისო პოლიტიკა თანამედროვე
თეორიები და ამოცანები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ, 2014.
6. ჯ. არტი, რ ჯერვისი „საერთაშორისო პოლიტიკა: მუდმივი ცნებები და თანამედროვე
საკითხები“, მეათე გამოცემა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბ, 2011.
7. ზ. დავითაშვილი „ნაციონალიზმი და გლობალიზაცია“. თბ, 2003.
8. ზ. დავითაშვილი, „გლობალიზაცია და კულტურა“. https://gfsis.org/files/my-
world/19/3.pdf
9. კ. ქეცბაია „რელიგიების ბედი თანამედროვე გლობალიზებულ პოლიტიკურ
სივრცეში“ www.socpoli.wordpress.com
10. გ. სანიკიძე, ნ. კიღურაძე „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები“, დამხმარე
სახელმძღვანელო, თბ, 2001.
11. ი. შოლტე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობე
ბის თეორია (ქრესტომათია). თბ, 2004 წ.
12. ნ. ბეჟანიძე „ეროვნული ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და
გლობალიზაციის გამოწვევები“. სადისერტაციო ნაშრომი. ბათუმი 2017 წ.
13. თ. მანჯავიძე, საქართველო, ბოლონიის პროცესი და მისი სოციო-პოლიტიკური
მნიშვნელობა. http://iveria.biz/1338--.html
14. დ. ჩომახიძე, „საქართველო მსოფლიო ენერგეტიკულ სისტემაში“.
http://www.eugb.ge/uploads/journal/gb-N2.pdf
15. ე. ჰეივუდი. „პოლიტიკა“. მესამე გამოცემა. საქართველოს უნივერსიტეტი.
გამომცემლობა: საქართველოს მაცნე. მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭელიძ
16. ნ. სუხიტაშვილი, ა ელერდაშვილი, ნ. სოფრომაძე „პოლიტიკური იდეოლოგიები და
გლობალიზაცია“ http://www.multimedia.tsu.edu.ge/ka/blog/51-politikuri-ideologiebi-da-
globalizatsia
17. თ. ვახანია, „უსაფრთხოება და საერთაშორისო ტერორიზმი გლობალიზაციის
კონტექსტში“. http://intermedia.ge/სტატია/27164
18. ი. გოგოლიძე, „უსაფრთოების დილემა და გლობალური გამოწვევები“,
https://atsu.edu.ge/EJournal/BLSS2015/eJournal/Papers/NewPublic/GogolidzeIrma.pdf
19. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e
20. J. Kaarbo, J. Lee Ray, Global Politics, Tenth Edition, 2011.
21. I. Carrera Suarez, D. Salée, S.Robert Nationalism and Globalization, 1997.

222
22. J. Williamson “Globalization: The Concept, Causes, and Consequences”
https://piie.com/commentary/speeches-papers/globalization-concept-causes-and-
consequences
23. http://www.railway.ge/files/q12012/annual_report_2015.pdf

223

You might also like