ლევან გოთუა-გმირთა ვარამი 3 (მესამე წიგნი)

You might also like

You are on page 1of 636

ლევან გოთუა

გმირთა ვარამი წიგნი III

1
I „საზამთროს ანაბანა“
ირან-ოსმალ

ეთის დაზავების შემდგომ შაჰ-აბასი ისპაჰანს დაბრუნდა. იგი, რო-


გორც გამარჯვებული, ისე მიიღეს. დიდ-პატარა ხანებმა და, საერთოდ,
მოსახლეობამ დიდი ზეიმ-შელუღი, მაშხალობა და პირმოთნე სიხარუ-
ლი უჩვენეს თავის მრისხანე ბატონს. მაგრამ შაჰ-აბასმა ყველაზე უკეთ
იცოდა, კარგად გრძნობდა თავის დამარცხებას.
მან, ზავის პირობების მიხედვით, სხვა დანაკლისის გარდა, დათმო
მთელი კავკასია. მართალია, შაჰ-აბასმა ხელი აიღო იმაზე, რაც არსები-
თად მის ხელთ აღარ იყო, მაგრამ... რასაც მაინც თავისად თვლიდა. კერ-
ძოდ, ქართლ-კახეთის მყარად პყრობა მას ირანის ტახტის აუცილებელ
პირობად მიაჩნდა.
არა, შაჰინშაჰი სრულიადაც არ იყო კმაყოფილი ზავის პირობებით,
მაგრამ მის ლაშქარსა და ქვეყანას აუცილებლად სჭიროდა დასვენება,
მომზადება, ახლებურად გაწურთვნა და გამიზვნა. ზავი მოიფარა, დრო-
ებით მოიშველია და მომავალი გამარჯვების საწინდრად დაიდო. ხალ-
ხისა და ხანების მილოცვანი ღირსეულად მიიღო. ბუთქა, თევზის ფხა-
სავით გაჩხიბული ულვაშები უფრო გაფარფლა და მისი ცხენის ფერ-
ხთით დაგებულ მდაბიოთ წყალობის ღიმილი და წვრილი ჩითახური
გადააყარა. მოახლებულ დიდ ხანებსა და სარდლებს არც კი შეხედა, ისე
შებრძანდა დიდ სასახლეში.
დიდებულებმა ავად ინიშნეს მდაბიოთა ასეთი გამორჩევა. შაჰ-აბასს
საქმის ქარაგმული გამომჟღავნება და ხატოვანი სიტყვა-საქციელი ახა-
სიათებდა. ხოლო „ირანის ახალი ლომის“ ზნე-ქცევანი კარგად ჰქონ-
დათ შესწავლილი მის კარისკაცებს. მრისხანე თვალ-წამწამში შეჰყუ-
რებდნენ, ზედმიწევნით იმახსოვრებდნენ და ხსნიდნენ... მიუხედავად
ამისა, მაინც ხშირად ცდებოდნენ. შაჰინ-შაჰის გაბედულსა და გამჭრიახ
ფიქრს ვერა სწვდებოდნენ. ეს კი უმცდარად იცოდნენ: თუ მდაბიოთ ასა-
ჩუქრებდა, - „მაღალთა“ ღვარძლიანობას გულისხმობდა. და თუ აქამდე
ფეხაკრეფით დადიოდნენ „მრისხანე ლომის“ წინაშე, ახლა სულ ფეხის
2
ფრჩხილებზე შედგნენ. სახიდან ვაი-ღიმილს, ენიდან კი ქარგულ სიტყვაო-
ბასა და მოთნე თაფლუჭს აღარ იშორებდნენ.
ბევრს თავი კისერზე უკვე დუნედ უფამფალებდა და წელფართოდ
ჩაშლილი სპარსული მდიდარსამოსი მუხლების ძიგძიგს ძლივს უფარავდა.
ცისმარე დღეს მეხსა და გრგვინვას მოელოდნენ სასახლეში. მაგრამ ამ-
ჯერადაც შეცდნენ. შაჰი საქმიანობდა, თათბირ-დარბაზობდა. ქვეყნის საქ-
მეებს არიგებდა... უცხო ელჩ-დესპანებს დიდი გამოჩინებით იღებდა... თა-
ვისას აგზავნიდა... ესღა იყო - სანადირო, სალაღობო და სანადიმო ფეხი
ამოიკვეთა. სხვაფრივ კი თითქოს გულიდან გადაიყარა „მაღალთა მიმართ“
ღვარძლი და ღველფი.
არსებითად ვერც გრძნობდნენ თავის დანაშაულს ხანები და სარდლე-
ბი. მართალია, ლალა-ფაშასთან ვერ იომეს... მკერდის მაგივრად, ზურგი
უჩვენეს... სამცხეშიაც შეამარცხდნენ ოსმალთ... ფარხად-ფაშასაც განჯა-
ერევანი ხელში მყარად შეატოვეს და თავრიზსმოღმა მოუხედავად ირბი-
ნეს... ირანული არც ზარბაზანი გამოდგა, არც სარბაზი... არც სარდალი, არც
საომარი ძველწყობა... მაგრამ ყველაფერს თავისი „მიზეზი“ ჰქონდა... მა-
შასადამე, „გამართლებაც“. და რაც უფრო გადიოდა დრო, ამ „ბრალ-მიზე-
ზებს“ უფრო და უფრო იშორებდნენ თავიდან. დაწყნარდნენ. ფრჩხილები-
დან ისევ ტერფებზე ჩამოდგნენ. გულიც საგულეს მოიყენეს. მაგრამ მეხი მა-
ინც გავარდა... სწორედ მაშინ და სწორედ იქ, სადაც სრულიადაც არ მო-
ელოდნენ.
იმ დღეს შაჰმა ადრე სისხამზე ინება აბრძანება. შილიფად ჩაცმულმა
აბანოს მიაშურა. ამით ყირაზე დააყენა სასახლეში თავის მიერვე შემოღე-
ბული მკაცრი შინაწესი. არვის უსმინა, არც სასწრაფო ცნობის მომტანს ბე-
ლუჯისტანიდან, არც დერეფანში გაქვავებულ შიკრიკს გილანიდან, არც
„ბნელ ტალანში“ ცალ-ცალკე მიყუჟულ მოჩურჩულეთ. პირდაპირ აბანოში
შედგა მაღალქოში. მარადჟამს მზა მექისეები და დალაქები შემოეგებნენ.
მაგრამ შაჰმა აქაც შერია თავისი წესი... ჯერ სურნელოვან აბანოში ინება ჩა-
წოლა, მერმე ნელთბილ შხაპუნა ღარს შეუდგა. მარმარილოს ტახტრევანზე
არც გადაწოლილა, თუმცა იქ უკვე ელოდა მისი საყვარელი მექისე ბალა-ბა-
ჩა. შიშველი, მხოლოდ მენჯშეფარული მექისე, ბრინჯაოში გამოტვიფრულ
3
ჰინდურ ღვთაებასავით ჩაცუცქებული და ხელნაპყარი, მბრძანებელის
ცერათითის ნიშანსღა ელოდა...
... იგი და მხოლოდ იგი, ტანმსუბუქი და ლამაზი, უბედავდა შაჰინშაჰს
ზურგზე შეხტომას და ტერფით ირანის ლომის ხერხემლის ჩასწორებას.
შაჰმა მაინცდამაინც არც ნააბანოევს მოითავა დილის სამოსი და დე-
რეფანში ისე გავიდა. ფაცხაფუცხით და ფეთებით ჩაცმულმოჯრილნი
სასახლის შინა დიდკაცნი არც კი შეამჩნია, დოვლათხანისაკენ გასწია...
- ბაღის კიბეზე დამახვედრეთ ყველანი... უჭირ-საჭირონი... - დიდ ვე-
ზირს - ფარხად-ხანს გადაუგდო სიტყვა და აზიზჩუქურთმიან კარს მი-
ეფარა.
- უჭირ-საჭირონი?! - ჩაიდუდუნა ფარხად-ხანმა. მან პირველმა იგ-
რძნო, რომ სარკმელში ჩამომდგარ უღრუბლო ცაზე მეხის მოლოდინი
იყო.
შაჰინშაჰმა კი დოვლათ-ხანა ჩამოისეირნა... ცოლებს ელაღობა.
თვალ-ტანში სიამტკბილობა ჩაიყენა, გული და ძარღვი დაიყუჩა და
ისევ აბანოში ინებივრა. ახლა კი შეუშვა ბალა-ბაჩა თავის ოდნავ მოხ-
რილ ზურგზე და ლავიწის ძვლებმა ტკაცუნი რომ დაუწყეს, ნაამებად აკ-
რუტუნდა. დალაქებიც და ფარეშებიც მიუშვა, გულდასმით მოიფარეშა.
საზეიმოდ შეიმოსა და ბაღის კარს ისე მიაშურა, არც საუზმე, არც ხილის
წყალი თუ შარბათი უნებებია.
კიბის ხარიხებზე კარგა ხანია ელოდნენ „უჭირ-საჭირონი“. ფარხად-
ხანმა კარგად იცოდა, ვინც უნდა მოეწვია.
მსახურთ შაჰის საყვარელ კაკლის ქვეშ ხალ-ბალიშები დაეგოთ... ხი-
ლი და ყალიონი მოერთმიათ. აქ „შაჰის კაკლის“ ქვეშ ხშირად მჯდარა
შაჰ-აბასი და არაერთ მოხელეს თუ წარჩინებულს მეხად დასტეხია თავ-
ზე მისი კაკალი. „შაჰინშაჰი ისევ კაკლის სამტვრევად მიდის!“ - კოღოსა-
ვით გაიბზუილა და თითოეულის გულისყურს უკბინა ჩუმმა გულისხმამ.
მაგრამ აბასმა კაკლის ძირსაც უგანა და სასახლის ბაღის ბოლოში გარე-
კარიც გავლო.
ახლა ყოვლის მცოდნე და შორზე შორს გამჭვრეტი ფარხად-ხანიც
შეფიქრიანდა. ბაღნარის იქით შაჰის ბოსტნები იწყებოდა. არც ერთი
4
ირანელი შაჰი თავის ბოსტნებში, ალბათ, არც ყოფილა... ამიტომ „მზეზე
მაღალი“ შაჰ-აბასისა და მთელი ირანის დიდკაცობის შემხედვარე ცალთვა-
ლა ჯურა მებოსტნე ისე დაიბნა, რომ ვერც ფოცხი გააგდო ხელიდან და
ვერც ღობის კარი გააღო. ისიც იმ საფრთხობელას დაემსგავსა, ბოსტნის
თავში გაჩხიბულად რომ იდგა. შაჰის წინ გადარბენა და კარის გაღება კი
ვერვინ გაბედა. ასეთ დროს ფრიად სახიფათო იყო ზედმეტჯერ შაჰის თვა-
ლის არეში მოხვედრა. ეს ყველამ იცოდა, გარდა თოთხმეტი წლის კონ-
სტანტინე მირზასი.
კახი მძევალ-ბატონიშვილი ირანის ტახტის ძვირფას სამკაულად ით-
ვლებოდა და მას ყოველი ზეიმისა თუ აღლუმ-პურადობის დროს ახლო გა-
მოჩინებულთა რიცხვში ჰქონდა ადგილი. ამჯერადაც ფარხად-ხანს „მძე-
ვალ-სამკაული“ თავის მწურთვნელ ალი-ხოჯა-მაჰმადთან ერთად მოეწვია.
კონსტანტინეს ტანი აეყარა, ჭაბუკური შნო მოსცემოდა. ირანულ ფუფუ-
ნება-ნებივრობაში აღზრდილს, მაინც მოსდევდა თანდაყოლილი ეშხი და
სიმარჯვე. ახლაც სხარტად გადაირბინა, კარი გაუღო შაჰინშაჰს და ხელფე-
ინდაზი გაუშალა. შაჰი ამალას მოუბრუნდა, თვალით ყველა გააშეშა... კარ-
თან კონსტანტინეს მხარზე ხელი დაჰკრა, ყურის ბიბილოს წკიპა დაუჭირა
და თავის ტუჩთან მიიზიდა. კონსტანტინემ ჯაგარა ულვაშების ნაჩხვლეტი
იგრძნო და მხრებში შეიშმუშნა.
- სწრაფი და გაბედული ყოფილხარ... მომწონს... მაგრამ... შაჰს წინ ნუ
გადაურბენ ნურასოდეს... სადაც კარს არ მიღებენ - მე თავად ვაღებ!.. გასა-
გებია? - ჩუმად, მაგრამ მეტყველად ჩაუმარცვლა... - და კიდევ... ამ ჩვენს
სიტყვას ნურავის ეტყვი... ეს იქნება შენი პირველი გამოცდა! - და შაჰი ბოს-
ტანში შევიდა.
- ადე, მოხუცო, - მის ფერხთით დამხობილ მებოსტნეს მიმართა და
ფოცხი გამოართვა... - აბა, ვნახოთ, რა იარაღია? ფოცხი! კარგია... - ულვაშე-
ბი მნიშვნელოვნად გააცმაცუნა შაჰინშაჰმა, - ირანში სწორედ კარგი ფოცხია
საჭირო! - და რუს პირზე შემბალ ქვიშნარს მარჯვედ დაუსვა, ლომის ჭანგე-
ბის კვალი დააჩნია.
ამალა განაბული მომდგარიყო ბოსტნის ღობესთან, შიგ ჩამოსვლა ვერ
გაებედა.
5
შაჰმა წამომდგარ მებოსტნეს ისევ გადასცა ფოცხი და ახლა გაფაფ-
ხულ საფრთხობელაზე მიუთითა...
- მოშალე... როდესაც შაჰინშაჰია ბოსტანში, საფრთხობელა აღარ არის
საჭირო!
თავის სიტყვაზე გაეღიმა შაჰს. ცალთვალა მებოსტნეს კი ცა გაეხსნა:
- ევალაჰ, მართალია! ფრინველ-ჭიანჭველა სიხარულით ძრწის! - მე-
ბოსტნემ ფეხი მოუნაცვლა საფრთხობელას და შემკრთალ-შეთამამე-
ბული ხითხითით კვალს უკან გადაჩეხა. დაბნეულ ამალაშიაც გაკრთა
ქლესა სიცილი, მაგრამ უმალვე გაწყდა. არვინ იცოდა, რას ნიშნავდა, ან
რას მოასწავებდა შაჰის ასეთი ორაზროვანი მახვილსიტყვაობა.
- ჰმ... სიხარულით?!.. მაშ, ასე, არა?.. - შაჰმა ისევ თავის ამალას გა-
დახედა, სიტყვა კი ცალთვალას მიუბრუნა: - აბა, ბოსტან-უსტავ! რაიმე
გოგრის გვარი ვახილოთ დიდკაცუნებს! მე და შენა ვართ მასპინძლები...
შაჰინშაჰი და მებოსტნე!
აბასი აშკარად სხვებისთვის მეტყველებდა. ამ „სხვებს“ ესმოდათ
და შიშისაგან გულები „გოგრის“ ზომისა უხდებოდათ...
- მობრძანდით... ყარფუზები გვიმწიფის!.. - ცალი თვალი დაჭყიტა
ჯურამ, მერმე კი სულ მოჭუტა... - შაჰინშაჰის ყარფუზები მზის ტოლი და
დარია... კურდღლის სისხლისფერი... თაფლშაქარა გემოსი...
- ბრძენ-მგოსანი ყოფილხარ! - მნიშვნელოვნად ჩაეღიმა შაჰს.
- ცალი თვალი მაკლია, მეტი რა გზა მაქვს!
შაჰ-აბასმა ახლა კი მაღალხმიანად გადაიხარხარა. ღობის იქითაც
გაისმა სიცილი... აბასმა უბეზე გაიკრა ხელი:
- მაამე!.. ესეც შენ ქისა!
ცალთვალა მებოსტნემ ჰაერშივე დაიჭირა შაჰის წყალობა და თავის
თვალჩუბინობით ერთხელ კიდევ გააცინა მრისხანე შაჰი. ამჯერად გა-
თამამებული ამალაც აჰყვა ხარხარს.
ფარჩხის კარავთან ახლად მოკრეფილი ნესვებისა და საზამთროე-
ბის შემაღლებული კალო-ხოხოლა იდგა. შაჰმა კარვის დვირეზე ინება
დასვენება და ზედ ხელდახელ დაგებულ ხალიჩაზე რომ წამოჯდა, უეც-
რად ბაზრის ვაჭარს დაემსგავსა. თუმცა დიდებულნი სხვანაირად
6
ჭვრეტდნენ ამ სურათს. შაჰის საჯდომს ქვევით ჩამოჯორგილი საზამთროე-
ბი თუ ნესვები ტანგაცლილ თავის კოსროებად ელანდებოდათ.
სიხარულისაგან რეტდასხმული მებოსტნე კი წელჩაწყვეტილად და-
ბორიალობდა კვლებს შორის და ახალ-ახალ საზამთროებს უგორებდა გო-
როზ მბრძანებელს.
მექიდან მოტანილი თესლის ნაყოფის ნიშნად, მწვანედ დათასმულ კან-
ზე საზამთროებს შაჰინშაჰის სახელი და არაბული ლოცვა ჰქონდათ გამოფ-
ხაჭნილი.
შაჰმა ყამა-დანით, ხრიშინ-ხრიშინით გაბალთა ერთი მუქ-წითელა ხორ-
ციანი საზამთრო, ყინვარშაქარივით ჩაკრიპუჭებული გული ამოჭრა - ამოჭა-
მა. ახლა დიდ კუსფერ ნესვს დაუსვა დანა. ნესვი არ უყვარდა, ლენქორანის
მხრიდან ჩამოტანილ ციებას აგონებდა... მაინც გაჭრა, სიმწიფე კი ყაირა-
თიანად გაუსინჯა და გადასდო.
მებოსტნემ კი საზამთრო-ნესვების მთელი გორა დააყენა...
- მეყო, ოღლან... დღეს სავაჭროდ საკმარისია... კარგი დახლი დამიდგე-
ბა! - მრისხანე „ვაჭრის“ დაბალ ხითხითს სარდალ-ვეზირებმა ქლესა და
ლირწი ხარხარი ააყოლეს. მათი ძალაძალად გაბადრული სახეები შაჰის
ფერხთით დაგორებულ საზამთროებს ჰგავდნენ.
აბასი უმზერდა მათ... ეღიმებოდა აბასს... მაგრამ მისი თვალები არ იცი-
ნოდნენ...
- ახლა კი გავსწორდეთ!
ხმა გაიკმიდეს წვეულებმა. მათი გაბადრული, „საზამთრო“ სახეები ახ-
ლა ნესვებს უფრო დაემსგავსნენ...
- მიიღეთ... იმ სამსახურში, რომელიც თქვენ გამიწიეთ თურქთა ომში...
ყარფუზების მეტი არა გეკუთვნით რა... ისიც არა ყველას! - ხიწვიანი ხმით
ჩაათავა შაჰმა და წარბშეკრულად ჩაათვალიერა თავისი წვეულნი.
- ზოგთ... თავისი ყარფუზიც უმძიმთ... არა უშავს რა... შევუმსუბუქებ
ტვირთის ზიდვას!
დანარჩენი სწრაფად მოხდა... „დახლი“ მალე დააყენა აბასმა... ფარ-
ხად-ვეზირს, ჯიმშიდ-ხანს და ამირ-გუნია-ხანს ორ-ორი საზამთრო უწყა-
ლობა... კონსტანტინე მირზას - ერთი, პირველგაჭრილი, უდიდესი, მაგრამ
7
გულამოჭმული. სხვა მრავალთაც თითო-თითოთ ჩამოურიგა ნესვი ან
საზამთრო... ათიოდ დიდებულთა და სარდალთ კი სულ არა აღირსა
რა... მათი ბედი გადაწყვეტილი იყო...
...და როდესაც ბოსტნიდან მობრუნებული შაჰინშაჰი მარმარილოს
კიბეზე ადიოდა, ამავდროს სასახლის უკანა ეზოში, საპატიჟნოს კიბეებ-
ზე უკვე ქვევით მოგორავდნენ შერისხულთა თავები.
აბასმა დაიწყო თურქთა წინააღმდეგ ახალი ომის სამზადისი...
კონსტანტინე ბატონიშვილმა ძლივს მიიტანა თავის სადგომამდე
შაჰის „გულამოჭმული“ წყალობა. მისმა მწურთნელმა ალი-ხოჯა-მაჰ-
მადმა მხოლოდ ბინაში დართო ნება, მხლებელისათვის გადაეცა მზეზე
მაღალის ნობათი.
უკვე ოთხმა წელმა განვლო, რაც ირანელ მასწავლებლებს ჩააბარა
იასონ ჭავჭავაძემ კონსტანტინე. მწურთნელები თავად შაჰ-აბასმა შეურ-
ჩია... მწიგნობრობაში და ალაჰის კანონში - შეიხულ-ისლამი, ხოლო
„სხვა ყველაფერში“ - ალი-ხოჯა-მაჰმადი.
დრო საკმაო გაილია, კოსტალას კი ახლაც მკაფიოდ ახსოვს კახეთი-
დან წამოსვლის ყოველი წვრილმანი. ცრემლი მუდამ შველის მეხსიერე-
ბას. ალბათ, მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩება კოსტალას მეხსიე-
რებაში ცისარტყელასავით ფერადნაირი ალაზნის ველი და მზე-მთვა-
რის მეტოქედ გადმომდგარი მრგვალდარბაზა სასახლე... მერმე გრძე-
ლი... გაუთავებელი, სულდახუთული, დასიცხული გზა... უცხო ბუნება...
ხრიოკები... უდაბნო... უცხო დაბა-ქალაქები. უცხო ხალხი... ყველაფერი
უცხო... საძულველი... მაგრამ, როგორც ჩანს, აუცდენელი. მართალია,
ყველგან დიდი გამოჩინებით ხვდებოდნენ. ირან-დესპანიცა და ამალაც
დიდ თავაზსა და მოთნეობას იჩენდა შაჰ-აბასის „უმცროსი ძმის“ მი-
მართ. იასონ ჭავჭავაძე ხომ სულ უტკბილებდა გზა-მწარს. მაგრამ კოს-
ტალას გულში ზეიმს სიამე აკლდა, ხოლო მისი გამხიარულების ცდა-
სურვილი გულმომასავებელ ხიცინს უფრო ჰგავდა, ვიდრე გართობას.
მოპარული ცრემლებიც ჭარბად ყლაპა... მოპარული, რადგან კახე-
თის მიღმა გული შეეკრა და იასონის, უფრო კი ბებუცა გადიას, ჩაგონე-
ბით, სხვას აღარ აჩვენებდა ცრემლებს.
8
ეს მერმეც დარჩა... მისი გამაჰმადიანების შემდეგ, დარდით მალევე
გარდაცვლილ გადიას შემდგომაც... იასონ ჭავჭავაძის გაბრუნების შემ-
დგომაც. გულთან არვის იკარებდა... უნდო და გულჩახვეულად კვიმატი
დგებოდა. ძველ საყვარელ სახეებს სიშორის ბურუსი გადაეფარა, ხოლო
ახლებს მისი სიყვარული არ გააჩნდათ. კოსტალას ადრე მოსუსხული გული
ამას ბალღური სიბრძნით უმცდარად გრძნობდა. კვიმატობა ჭაბუკობაში
ფარულ უკმეხობად შეჰყვა. გარეგან დამჯერობას შინაგანი უნდობლობის
გველი გადაეხლართა. და იმ ზღარბს დაემსგავსა, რომელსაც ყველას მი-
მართ ეკლები აქვს, მაგრამ ყველას ფერხთით უგორდება. კახ-მირზას შესა-
ფერის გამოწურთნას შაჰ-აბასი ყურადღების არიდან არ უშვებდა. იცოდა
თავის დროზე დასჭირდებოდა. ფართო ზრახვების დამსახველს მცდელი
ხასიათი ჰქონდა. ხოლო საქვეყნოდ ცნობილ სიმკაცრესთან ერთად, დიდი
მოთმინება და განზრახი ლმობიერებაც ახასიათებდა. ათწლობით შეეძლო
ერთი მიზნის სახვა და მისკენ სწრაფვა. გზადაგზა დიდი ხელგაშლილობა
და მიზანმინიშნული წყალობაც იცოდა. ჰოდა, იგი მუდამ „წყალობდა“ კოს-
ტან-მირზას და საერთოდ თუ ჯიმშიდ-ხანს ჩააბარა კონსტანტინეს მამამ-
ტეობა, თავისთვის, კერძოდ, ირანშაჰისათვის საჭირო კახბატონიშვილის
გამოსაწურთნად ალი-ხოჯა-მაჰმადს თავიდანვე, დაუფარავად გაუმხილა
თავისი მუქაბა:
- არის კეთილი სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა! და კიდევ
არის ავი სიბრძნე... ყველა ქვეყნის დიდმპყრობელნი ამას უფრო მისდე-
ვენ... იგი ნაღდია მუდამ. ამ ავ სიბრძნისაა - „გახრწენ და გადმოიბირე!“ არ
დაინდო ზნემაღალი მტერი - იგი უფრო საშიშია! სხვას ან იყიდი, ან შეაში-
ნებ და ყველაფერში გამოიყენებ. ზნემაღალი კი უკვე გმირია და ვაითუ მას
კიდევ სიმარჯვე და გონება ახლავს!.. უზნეო კი - თუნდაც მტერი - შენი ბუ-
ნებრივი მოკავშირეა! საჭირო შალაშინი გამოიყენე!
შაჰს უყვარდა მიმხვდური მოხელე... და ერთი-ორ სიტყვას არაოდეს არ
იშურებდა დასარიგებლად. ალი-ხოჯა კი ბედნიერზე ბედნიერი იყო - „ირა-
ნის გონება“ თავის მუქაბებს თანამზრახველივით უზიარებდა მას. კახის გა-
შალაშინებას, უფრო სწორედ, გამრუდებას დიდი გულმოდგინეობით შეუდ-

9
გა... აქ არა მარტო შაჰინშაჰის სურვილი და საქმის ძალა იყო, არამედ
ზედ ემთხვეოდა კახეთში დადაღულის, შურისძიების მოუკლავი წყურ-
ვილიც.
მართალია, „აქოჩრილი ვარსკვლავის“ ნადაღარი დიდი ხანია შეუშუშ-
და, მაგრამ დაღი დარჩა. შხამი და ტკივილიც გულში ჩაიხვია. და ახლა
„შვილ-ძირში“ მეძებრის ყნოსვით გრძნობდა კარგ სახაფანგოს... დაღის სა-
პასუხოს.
საოცარ კვანძში ჩავარდნილი, ორივ ბატონს ემსახურებოდა, „ორი-
ვეს ჩრდილი“ ერთს - შვილს უზრდიდა და იდუმალ ცნობებს აწვდიდა...
მეორეს კი მომხრეს და ყურმოჭრილ მონას უმზადებდა და უწურთნიდა.
თავად ხელმძღვანელობდა კახის ყველას ნებივრობა-ცდუნებებს...
რადგან შაჰის მუქაბის გასავრცობად თავისი ავშეგონებაც შეთხზა:
„ნებივრობა - დედაა ცდუნებისა და ბებია - უზნეობისა!“
„შურისძიებაც ჩემზეა და ჩემ ხელთაა“. თავის გულსაც ენუგეშებოდა
და ნაღველში ამოწებული კალმით ხშირ-ხშირად გზავნიდა კახეთში
იდუმალ ბარათებს.
„დიდი შაჰინშაჰის ბრძანებით, კონსტანტინე-მირზამ, ძემან ბედნი-
ერმან თქვენმან, მიიღო მაჰმადურ წესით წინდაცვეთა. ჯანზე კი ალაჰის
მადლით კეთილად არის! შაჰინშაჰის წყალობითაც ავსებულია...“
სულ ახლა ხანსაც შეუთვალა გრემელ ბატონს „საამო ცნობა“ კონ-
სტანტინე მირზას დანიშვნის შესახებ. დიახ, თავისი ორივე ბატონის
სამსახურს პირნათლად ასრულებს ოსტატი... ვერც ისპაჰანელი, ვერც
გრემელი ვერ იტყვის საყვედურს.
„კონსტანტინე მირზას დანიშვნა ბრძანა შაჰინშაჰმა. საპატარძლოც
ფრიად ღირსეულია. იგიც მაღალ ტახტის ჩრდილში იზრდება. სურხაი-
შამხლის უმცროსი ასული გახლავთ. ალბათ, მთისა და ბარის დამძახ-
ლება აამებს გრემის ბატონს, შაჰინშაჰის სურვილიც აგეთი გახლავთ!“
მიამიტად აღნიშნავდა გაიძვერა ოსტატი და ორი ბატონის ჩრდი-
ლი... იმას კი აღარ დასძენდა, რომ ეს ძალად დამძახლებაც მისი - ალი-
ხოჯას - ოსტატობა იყო.

10
„გულამოჭმული საზამთროს წყალობაც ფრიად ენიშნა ალი-ხოჯას, ხო-
ლო „მზეზე მაღალმა“ რა უჩურჩულა „პაწია ყურს“, ამის გაგების სურვილი
წვავდა მას.
- მაინც რა გიბრძანა შაჰინშაჰმა, მირზა-ბატონო?! - მეათეჯერ ეკით-
ხებოდა ოსტატი შეგირდს.
- როდის? ჰო... არაფერი... აჰა, ბოსტნის კართან? - მიფადილებით უპა-
სუხებდა დაშინაურებული შეგირდი. ბოლოს კი იცრუა:
- შენს მასწავლებელს მადლობა მოახსენეო. ის კი არა თქვა, რატომ...
ალბათ, თავად გეცოდინებათ?!
იცის, იცის ოსტატმა... როგორ არა... საზამთროს „ანაბანაც“ კარგად გა-
არკვია... ასე ეტყოდა... სასაყვედურო რა აქვს?!
კმაყოფილი იყო მასწავლებელიც და მოწაფეც...
შაჰის საზამთრო მაინც გემრიელი იყო.

II ხელის ჩრდილი
გრემში კი დრო-ჟამეული ძველებურად ალაზანივით დიოდა, ხან მჩქე-
ფარედ და ხალისიანად, ხან კი მდორედ... ცხოვრების მიეთ-მოეთებში
უთავბოლოდ იხლართებოდა.
რუს-კახთა ელჩები ამაოდ კეცავდნენ ყოველმხრივ გაუთავებელ გზებს.
შველის საქმე კი არსებითად ადგილზევე იტკეპნებოდა. გარდა საჩუქარ-მო-
კითხვებისა, არავითარი დადებითი ნაყოფი ჯერ არ უჩანდა.
გრემში ღელავდნენ. დაპირების აღსრულების ესოდენ აღარ სჯერო-
დათ, მაგრამ ვერც იმედი გადაეწყვიტათ. საგარეო სარბიელზე მარტო დარ-
ჩენისა ყველაზე უფრო ეშინოდათ. არსებითად კი სულ მარტონი იყვნენ,
დაწალიკებულ, თავგზააბნეულ სხვა „საქართველოებთან“ ერთად.
მთა-დაღესტანს, თურქ საფაშოებსა და სტამბოლს კი კახთ „რუსეთუმე-
ობა“ რბევის საბუთად და მიზეზად ჰქონდათ. ისპაჰანშიაც ეჭვის თვალით
უმზერდნენ ჩრდილოეთის გადმოხედვას კავკასს აქეთ... მათ რუსეთი თურ-
ქთა წინააღმდეგ ბუნებრივად და ერთპირ მოკავშირედ სწადდა და არა თა-
ვისად მიჩნეული „გურჯი მამულების“ მოზიარედ ან სულ მიმტაცებლად.

11
სურხაი-შამხალმა ხომ სულ ცეცხლი მოიკიდა გულზე. ჯგროდ ჩამო-
უსია მთის ქურდ-ბაცაცები კახეთს. თან თვალის ასახვევად თავის ძმის
ელიმ-შამხლის ტყვეობა დაგვიანებით გაიხსენა და მის გამოსახსნელ-
გამოსასყიდად შორს მოიარებითი მოლაპარაკება გამოულანძვა ალექ-
სანდრეს.
კახთ ბატონი მოღუშული დადიოდა. ხელს არ მოსდევდა საქმე. სულ
ცალფეხა იდგა კახეთის ბედი. სტამბოლში ერეკლეს სიკვდილმა ამოუვ-
სები ხარვეზი ჩაუტოვა სულში და სასახლეში.
ამ უკანასკნელი წლების ერთადერთ ნათელ ამბად კახთ ბატონს
მხოლოდ დავით უფლისწულის დაქორწინება მიაჩნდა. ჯერ - ერთი, და-
ვითი საოცრად გამოიცვალა... თითქოს დადინჯდა. საქმეს მოეკიდა. გა-
მუდმებულ იჭვსა და კვიმატობას უკლო. ჯანზეც მომთელდა. მეორეც,
თავად ქეთევან დედოფალს, გარდა გარეგნული სილამაზისა, შინაგანი
მშვენებაც აღმოაჩნდა. მეტად შეიტკბეს გვირგვინოსან დედამთილ-მა-
მამთილმა. ხალხმა კი თავიდანვე გამოარჩია. მისი მეუღლე - დავითი -
მხოლოდ უფლისწული იყო, იგი კი - კახეთის დედოფლად მოინათლა
თავიდან.
მამამ ახალდაოჯახებული ვაჟი ძეგამს საუფლისწულოზე დასვა, და-
მოუკიდებელ ცხოვრებასა და მოღვაწეობას რომ შესჩვეოდა.
- კახეთის მეფე, სხვათა გარდა, კეთილმოსურნე და ჯალაბ-საქონ-
ლის ყადრის მცოდნე უნდა იყოს! - შვილებს აგონებდა იგი და ხელსაც
უმართავდა. მაგრამ დავითი სულ გრემ-სასახლისაკენ იწევდა. მაინც -
რუსეთის ახალი ელჩები რომ ჩამოვიდნენ... მათ თითქოს ახალი ამბა-
ვიც ჩამოიტანეს. მაგრამ წინა ელჩობით გაწბილებული კახნი აღარც ახ-
ლებს - პლეშჩეევსა და კუდრინს უჯერებდნენ და შამხალზე „ამ ზამთარ-
ში“ რუსთა ლაშქრობის განზრახვას საეჭვოდ თვლიდნენ. ალექსანდრეს
აზრით კი, ზამთრის ლაშქრობა მთის გზების შეკვრის გამო დიდი სურ-
ვილის დროსაც უშედეგოდ გამოდგებოდა.
- თავისთვის ლაშქრავენ ახლო მიდამოს, არა ჩვენდა საშველად! -
დაასკვნა მან. გიორგი ბატონიშვილს თერგისპირეთის შორი თვალთვა-
ლი დაავალა და გულდაგულ საქმეს განზე გაუდგა... მით უფრო, ამჟამად
12
ელიმ-შამხლის დამოყვრების საკითხი ჰაერში გამოიკიდა. ძველკალაპოტი
გარიყული გამოდგა. ახალი კი ჯერ არსად იყო.
- ეჰ, ჩემმა ერეკლემ ეს ზრახვაც ხელის საფლავში ჩაიტანა... - გულის-
პირს ჩაუდუდუნა და ისპაჰანიდან მოსულ „კონსტანტინესა და შამხლის
ასულის დანიშვნის“ ცნობას ფიქრი გააყოლა. ძალად მძახლობის აზრი
კარგად ესმოდა კახთ ბატონს, მაგრამ წინააღმდეგობის ძალა და საშუალე-
ბა აღარ გააჩნდა. მწარე ფიქრის კვანძში გული ეოჩნებოდა. ვერ იქნა და ცივ
გონებას ვერ დაუმორჩილა გული.
მოულოდნელად ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ჩავარდა და ამოძ-
რავდა, მის წამომწყებსაც მოეძალა და აამოძრავა.
ხარების ნაწირვევს ინახად მარტო დასხდა მეფე-დედოფალი. ღრუბელ-
ნამძლავრი დღე იყო. მაგრამ მარიამ-დედამ დიდი ჭაღი მაინც არ აანთები-
ნა დარბაზში. მცირე ისურვა და მის მკრთალ ბინდბუნდში მოწყენილად ის-
ხდნენ მშობლები... აღარც ერთი შვილი არ ახლდათ ხარების სუფრაზე. და-
ვით და ქეთევან ძეგამს იყვნენ, გიორგი მთის საქმის კვლევას საარაგვოზე
გაეყვანა. ნესტანი სტუმრად იყო ჭავჭავაძიანთ ოჯახში. ხარება ღამეს უნდა
ჩამოსულიყო, მაგრამ ჯერ არსად ჩანდა.
- ის უბედური სალომე მაინც ყოფილიყო აქ... - ჩიოდა მარიამ-დედა, -
როგორ ყველანი შემოგვეფანტნენ!
ალექსანდრე მიხვდა, რომ მისი მეუღლე ერეკლეს მწარე მოგონებაში
იყო. სწორედ იმიტომ გააცალა სალიჰა... ამ მწარე ფიქრის მუდმივი, თვალ-
წინ მოარული საბაბი. მოკლე ხნით ჭოეთის ციხეში გაგზავნა მამასთან.
მოულოდნელად ძეგამიდან დავითმა და ქეთევანმა მოაჭენეს ცხენები...
დედ-მამას ხარება მოულოცეს და გაამხიარულეს... საღამოს პირას კი გიორ-
გიც მოიჭრა, მას ჭავჭავაძიანთ სასახლეშიაც გამოევლო და ნესტანიც წამო-
ეყვანა.
მარიამ-დედა სიხარულით ცას ეწია. შვილების ალერსს დაწყურებული
ხან ერთს ელოლიავებოდა, ხან მეორეს.
ვაჟებს ოდნავ ეღიმებოდათ დედის ძველკობურა გულჩვილობაზე და მა-
მას უფრო უსხდნენ, მეტადრე გიორგი, რომელმაც საამო და საყურადღებო
ცნობაც ჩამოუტანა მთიდან.
13
სადღაც თერგსა და სულაყს შუა რუსთ-ჩერქეზთა ლაშქარი, ბოლოს
და ბოლოს, მართლაც დასცემია შამხალს. პირველ ბრძოლაშივე და-
უმარცხებია და თავად სურხაი-შამხალი, ვგონებ, დაუჭრიათ კიდევაც.
ალექსანდრეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ამბავმა. სიხა-
რული და იმედები კვლავ გაუღვივა... ქვეყნისთვის მცდელი გული ისევ
აუტოკა.
- მაშ, ხარებაა. ჭეშმარიტად ხარება!
მარიამ-დედამ ტკბილად უმასპინძლა მოინახეთ. შინამსახურთ მრა-
ვალი მურაბა და სუფრის მაზები მოატანინა.
- ეჰ, ჩემი სალომეღა მაკლია და ჩემი უბედური... - ბოლოს წაუცრემ-
ლა კიდევაც... ქეთევანმა იცოდა დედამთილის განსაკუთრებული გულ-
ჩვილობა სალიჰასადმი და ფაქიზი წინდახედულობით გზად ჭოეთის
ციხეში ამოევლოთ და სალიჰას უსტარი წამოეღოთ.
მარიამ-დედამ ცრემლში გაცრილად გადაიკითხა იგი... „მრავალ და
მდაბლად ამბორისა და მოკითხვის“ გარდა, ერთ „სააჯოსა და სახვე-
წარს“ მუდარობდა სალიჰა. „ქრისტესით დედავ და მამავ! ახლო ვერ გა-
გიბედეთ... შორით გეაჯებით... დამრთეთ ნება მონაზვნად შედგომისა...
ქრისტეს პატარძლობა ჩემი წილი არს! გეაჯებით!“ სულ ბოლოს კი ასე-
თი მინაწერიც იყო:
„მამაჩემი თქვენთან ხლების ნებას, ან საიმედო პირის გამოგზავნას
შემოგთხოვთ მდაბლად, მაგრამ ბეჯითად!“
ალექსანდრეს ახლა ეს მინაწერი მოხვდა გულისყურში. მთის ახალი
ვითარების გაგების შემდგომ მისი მძლე აზრი ახალ განზრახვებში ბო-
რიალობდა.
- ელიმ-შამხალმა კი დართო ქრისტეს პატარძლად შედგომის ნება?
- ქეთევანს შეეკითხა ალექსანდრე. გიორგიმ ინიშნა, რომ ამ კითხვის
მიღმა რაღაც ახალ ზრახვას ფარავდა მამა.
- მამავ-ბატონო... ასე შემომტირა, მაჰმადიან მამას ვერა გავუბედე
რაო!
- კეთილი, მე თავად გავარკვევ ამ საქმეს! - წამოიძახა ალექსანდრემ
და მხნედ წამოდგა. ყველანი წამოიშალნენ სუფრიდან.
14
კახთ ბატონმა თვალგამჭრიახად გადახედა ყველას, განსაკუთრებით
ვაჟებს. თითქოს უტყვად ეთათბირებოდა მათ...
- რას გვიბრძანებ, მამავ?! - შეეკითხა დავითი.
- უკვე მზად გახლავს, მამავ-ბატონო! - დინჯად დასძინა გიორგიმ. იგი
მუდამ უკეთ ხვდებოდა მამის სურვილს.
ალექსანდრემ სარკმელში გადაიხედა. სასახლის ეზოში დარახტული
მისი აშარი წინა ფლოქვებით ჩუგნიდა მიწას.
- გულთმისანი ყოფილხარ, ჩემო გიორგი... - სევდიანად ჩაეღიმა ალექ-
სანდრეს.
- ნეტავ ბოლომდე მიხვდი?
ყველანი რატომღაც დადუმდნენ. დარბაზში თითქოს ახალგაზრდა მო-
ნაზვნის შავ-ჩრდილმა გაიარა და სევდის ყვავილები მოაბნია.
ალექსანდრემ აბეზარად ამოქმედებული ფიქრი თითქოს მოიშორა და
ვერც მოიშორა.
- მაგრამ... მაინც დავითს წავიყვან. აბა, მზად დამხვდი. შენ კი აქ დარჩი,
გიორგი. ახლა კი წამომყევ და მთის ამბავი სულ წვრილად მაუწყე.
ალექსანდრე და გიორგი სამწიგნობროში რომ გავიდნენ, დავითმა წყე-
ნით წასჩურჩულა ქეთევანს:
- მე თუ უნდა მაკურთხებინოს ახალმონაზონი? რად ვჭირდები? ისიც ასე
თავქუდმოგლეჯით?!
ქეთევანს არ იამა ქმრის უფაქიზობა. ტანში გააჟრჟოლა ტლანქად ნათ-
ქვამმა სიტყვამ. ჩუმად, საყვედურის ჩართვით უპასუხა:
- რარიგად სცდები, დავით! არც მონაზვნობა უწერია საბრალოს. ვგო-
ნებ, ერჩია კია?!
სალიჰამ ციხის გუშაგებზე ადრე შენიშნა, ცხენოსანთა მცირე ჯგუფი
რომ ამოუდგა ჭოეთის აღმართს.
„ალბათ, ქეთევანი და დავითი ბრუნდებიან! პასუხს მომიტანენ!“ გული
აუჩქროლდა სალიჰას. იგი დარდსა და პირშემოუბრუნებულ გლოვას საოც-
რად დაექალებინა. არა, არც სინაზე და ეშხი შეეშალა გაწყობილ სახეზე. პი-
რიქით, მათ გვერდით სულიერი ტანჯვის ნარუქი სილამაზეც გასჩენოდა,
თვალებში კი სევდა და ქვეყნის რიდი ჩავარდნოდა.
15
აქეთ ამოვლისას დავითმა და ქეთევანმა განზრახ არ ინახულეს
ელიმ-შამხალი. ალექსანდრე მეფეს მის ნახვაზე თავისებური ყადაღა
ჰქონდა დადებული. საპატიო და „თავისუფალი ტყვე“ ქვეყნისათვის მა-
ინც ტყვე იყო. სალიჰაც ხომ კახ-სასახლეში შემოხიზნული ჩერქეზ-თა-
ვადის ასულად იყო გამოცხადებული იქ - მთის იქით, თავის პირველსამ-
შობლოში - მას მდინარეში დაღუპულად თვლიდნენ. აქ - ღვიძლ მამას-
თან - „სხვის შვილად“, კახ დედ-მამასთან ბედამაო საპატარძლოდ...
თავისი დაღუპული პირმშოს მუდმივ მოსაგონებლად და საგოდებ-
ლად... არა, საამქვეყნო პირი აღარაფერში შერჩენოდა ოდესმე „ბარის
დედოფლად“ მოწოდებულს. სალიჰა თავის საოცნებო, ერთხელ ნანახი
სატრფო-დანიშნულის დაღუპვის შემდგომ აღარც დაეძებდა „საამქვეყ-
ნოს“. სულდაგუდულად თავის სევდაში იყო... მახლობლებსაც არიდებ-
და საბოლოოდ დათავისებული სევდის გაზიარებას.
კრთომით ელოდა სალიჰა აღმართზე მომავალ „ბედნიერ ცოლ-
ქმარს“. მეფე-დედოფლის ნებართვა-დასტურს თითქმის გულდაჯერე-
ბულად მოელოდა. მეტი ვეღარაფერი ნუგეში გააჩნდა მისთვის ბარის
დედ-მამას. ამას კი აღარ მოაკლებდნენ. ახლა კი მაჰმადიან მამასაც გა-
უმხელს, გაუბედავს... ან ბედნიერებს - დავითსა და ქეთევანს. შეეხვეწე-
ბა, მამასთან მიაგზავნის, მონაზვნად აღკვეცის გარდუვალ სურვილს ამ-
ცნობს.
...მაგრამ დაახლოებულ მომავალთ რომ შეაკვირდა, მეფე ალექსან-
დრე იცნო. სევდიანი სიხარულისა და გაკვირვების გრძნობათა ნარევში
ვეღარ გაერკვია, ქვედა დარბაზში მამასთან ჩაირბინა.
ელიმ-შამხალი ფრიად ნასიამოვნები დარჩა ამ ამბით. ახლა კი გა-
დაწყვეტს მრავალ სავალალო და საჩოთირო საკითხს... ასე ტყვედ რო-
დემდე უნდა იყოს!? ძმამ, სურხაი-შამხალმა, ჩანს ძველი არაფერი იცის.
მის გამოხსნასაც ცდილობს. ელიმ-შამხალს გაგონილი ჰქონდა მისი
ცდა და ჩალიჩი. თუმც ეჭვობდა ელიმ, მაგრამ უკეთესი გამოსავალი
სადღა იყო. თავს შეაბეზრდა. მაინც ერეკლეს დაღუპვის შემდგომ სულ
მოეკვეთა საფუძველი. მართალია, კიდევ იყო ერთი გზა-გამოსავალი,
მაგრამ ეს ქრისტიან-კახელები სხვანაირი ფიცხ-ამპარტავანი ხალხია,
16
ნათესავ-მოყვრობას ქისტიმამდე ჩასდევენ და ანგარიშობენ. ამიტომ უჩუ-
მებს ელიმ-შამხალი. მოელის, აქეთ ეტყვიან რასმე, მაგრამ კახთ-მეფეც
დუმს. არა, ეს ბოლო საშუალებაც უნდა სცადოს და მერმე უკან დაბრუნდეს.
თავის ბუინაკში ჩავა, თავის მამულს დასჯერდება და რაც მოხდება, დაე, ეგ-
რე იყოს!
საზეიმოდ გამოეწყო. მთის ჩოხა-ახალუხი ჩაიცვა, ბალთა-მასრები ორ-
თავ ხელით თავად შეისწორა და წინ, ციხის კიბეზე მიეგება მთავარ მასპინ-
ძელს.
ცოტა ხნის შემდგომ მოფარდაგულ დაბალ თახჩაზე ისხდნენ: მეფე
ალექსანდრე, დავით უფლისწული და ელიმ-შამხალი. მათ სალიჰა თავად
ემსახურებოდა, შარბათსა და მაზა-ნუკბარებს უსიტყვოდ სთავაზობდა.
შემოსვლისას ალექსანდრემ შვილივით გულში ჩაიკრა სალიჰა. ქალ-
წულს სულში თანაგრძნობის სითბო ჩაეფინა. დავითიც ჩვეულებრივზე
ტკბილად მიესალმა მას. მერმე კი, მუსაიფის დაწყების შემდგომ, ქალის არ-
სებობას თითქოს ვეღარც კი ამჩნევდნენ მამაკაცები. თვალსაც არიდებ-
დნენ... სალიჰაც ჩრდილივით უხმოდ და თითქმის უხილავადაც დადიოდა
მათ შორის. ესღა იყო, რომ ამ ჰაეროვან ქალწულს, ანგელოზის ფრთების
მაგიერ, მძიმე ტვირთად დაჰქონდა განწირული სიყვარულისა და მთა-ბა-
რის მიუსადაგობის გლოვის არშია.
ალექსანდრემ განზრახ სალიჰას თანდასწრებით აუწყა ელიმ-შამხალს
მთისა და თერგისპირეთის ამბავი: რუსთ-ჩერქეზთ ლაშქრობა, სურხაი-შამ-
ხლის დაჭრა. ამის გაგონებაზე ელიმ-შამხალი ტანში შესწორდა, მხრებში
გაიშალა. სახეზე კახეთში გაჩენილი ჭორფლი და თვალქვედა ლანძვები გა-
დაეშალა. სრულიად ულოდნელად სალიჰა ახლო იხმო, მნიშვნელოვნად
შუბლზე აკოცა და დარბაზიდან დაითხოვა. ალექსანდრე უსიტყვოდ მიუხ-
ვდა მთიელს შვილის სიყვარულის ნართაული გამჟღავნება, მაგრამ წაუჩუ-
მა.
ელიმ-შამხალმა სწორედ იმდენი მოითმინა, რამდენსაც ზრდილობა
მოითხოვდა, მერმე ალაჰი მოილოცა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

17
- მთას იქით ჩემი წასვლის დრო კი მოჭარბებულია... მე ძველებურად
მტკიცედ ვარ ჩემს სიტყვაზე. ოღონდ თქვენგან კვლავ თავაზს, მაგრამ და-
ყოვნებას ვხედავ!
- მიცვალებულის გაცოცხლება ჩემს ძალას აღემატება, მძახლად სასურ-
ველო! - ხელები გაშალა ალექსანდრემ.
- ევალაჰ, არვის ძალუძს! მიცვალებულს ჯანნათ-სამოთხეში გან-
ცხრომა ვუსურვოთ! - თავი დახარა ელიმ-შამხალმა, მერმე კი სულ ჩუ-
მად, შემწბარ-შემპარავად შეეკითხა: - რატომ გაცოცხლება?
ახლა კი ალექსანდრემაც ჩაღუნა თავი. იცის, განა არა, რა სურს
ელიმ-შამხალს. მაგრამ, დაე, თავად ელიმ-შამხალმა ბოლომდე თქვას.
დავითმა, ტახტის მემკვიდრემაც თავის ყურით გაიგონოს. თავად კი
ფიქრშიაც ემწარება, გულშიაც ეჩოთირება სათქმელად. ენა არ უბრუნ-
დება მამას. და მით უარესი, რომ საჭიროება ამას მოითხოვს.
- რატომ მიცვალებულის... და რატომ გაცოცხლება? - ახლა უფრო
ხმამაღლა იკითხა ელიმ-შამხალმა. იგი საოცრად ღეჭავდა სიტყვებს.
- მადლი ალაჰს, ვაჟები კიდევ ჰყავს კახთ ბატონს... ჩემს სახელოვან
მძახალს შვილიშვილებიც უმრავლოს ალაჰმა! ერთი ძმა თუ მეორე,
ოჯახიანი თუ უოჯახო! - ახლა დავითსაც გადახედა ელიმმა და დადუმ-
და. ამაზე მეტის თქმას უშუამავლოდ აღარავითარი დიდმნიშვნელობა
და სასწრაფობა ვეღარ გაამართლებდა.
დავითმა ვერაფერი გაიგო. მან არ იცოდა, რომ მაჰმადიანებს მთაში-
აც და ბარშიაც ასეთი წესი ჰქონდათ: ერთი ძმა თუ გარდაიცვლებოდა,
მომყოლს უნდა შეერთო ძმის ცოლი თუ ყალამგადახდილი საცოლე.
ალექსანდრემ კი იცოდა, კარგად იცოდა. ამას ქვეყნის საჭიროებაც
მოითხოვდა, მაგრამ გული ეურჩებოდა.
ელიამ-შამხალი დუმდა და ელოდა.
ალექსანდრე წამოდგა:
- ყაფლან ვაჩნაძის პირით გაახლებთ პასუხს.
ელიმ-შამხალმა ისევ სალიჰას მოუწოდა და შარბათით სავსე ყულა
მოართმევინა კახთ ბატონისათვის. სალიჰა ამაოდ დაეძებდა „ბარის მა-
მის“ თვალებში თავის უსტარის პასუხს. ვერც ჰო ამოიკითხა, ვერც არა.
18
ალექსანდრემ იგრძნო ქალის უტყვი მუდარა, მაგრამ, აბა, რა უნდა ეთ-
ქვა, რა?
- ზეციერს მივანდოთ ჩვენი ბედის ტრიალი! - ძლივს გამოღეჭა სა-
ლიჰას გასაგონად და შარბათს კრიჭა შეკრულად ოდნავ შეეხო.
...ორიოდე დღის შემდგომ გრემ-სასახლის სატახტოში ვიწრო თათბირი
შედგა. კახთ ბატონისა და დედოფლის გარდა, აქ იყვნენ დავით და ქეთევან,
ზოსიმე ბერდიდი და ნიკო-ხოსრო მიტროპოლიტი, იასონ ჭავჭავაძე და
შერმაზან სარდალი, ყაფლან ვაჩნაძეს თავისი ვაჟებიც ახლდნენ. აქვე იყ-
ვნენ დავით ჯანდიერი და ზაზა კახნიაური.
ალექსანდრემ კაცი აფრინა გიორგი ბატონიშვილთან, გრემ-ქალაქის
თოფხანაში, სადაც იგი განზრახ ჰყავდა გაგზავნილი.
გიორგი რომ შევიდა დარბაზში, მამამ თავის საყვარელ შვილს ვეღარ
შეხედა გულღიად.
- შვილო, ერეკლეს თავდადება ბევრ რასმე გვავალებს და შეგვაგონებს,
ვისთვისაც ზნეობრივი ვალი გულმისაღწევია!
- დიახ, მამავ-ბატონო! - ოდნავ გაიკვირვა გიორგიმ, ვერ გაეგო, რად აგო-
ნებდნენ ამას.
- ...და შენ სხვებზე მეტი მოგეთხოვება.. - ყრუდ უბნობდა მამა.
გიორგიმ ახლაღა მოათვალიერა შეყრილნი. მიხვდა, მნიშვნელოვანი
საქმის გამო იყვნენ მოგროვილნი შინაურ-მახლობელნი. ისიც იგრძნო, რომ
„საქმე“ უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს „საქმე“ მას - გიორგის - შეეხებოდა.
მისგან რაღაც მსხვერპლს მოითხოვდნენ.
- მზად გახლავარ, მამავ-ბატონო! - ხმამაღლა, მტკიცედ განაცხადა.
„ნუთუ მძევლობა?“ - გაიფიქრა და ერეკლეს ბედი თვალნათლივ წარმო-
უდგა. მისი მოკვეთილი ხელიც კი მოელანდა იატაკის შორენკეცზე. მხო-
ლოდ ერთმა გარემოებამ გააკვირვა „სამძევლო“ ცრემლები არ ემჩნეოდა
მარიამ-დედას. იგი როგორღაც სევდიანად გახარებულიც ეჩვენა.
- ბევრი ვიფიქრეთ, შვილო... ქალი უნდა შეირთო შენცა...
- ქალი შევირთო?! - გიორგიმ განცვიფრებით მიმოიხედა. - კიდევაც!
მერმე ამას რად უნდა ამდენი ბოდიშები და შეგონებანი? - გაღიმებულად

19
შეხმიანდა, მაგრამ მის ხუმრობას რომ არავინ აჰყვა, მაშინ კი იკბინა ენა-
ზე და კვლავ დაიბნა.
- თუ შემირჩიეთ ვინმე საუცილებლო... ქვეყნისათვის საჭირო... მაუწყეთ,
გამარკვიეთ?!
- დიახ, შეგირჩიეთ... უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბედმა გარგუნა...
გეკუთვნის კიდევაც... გეკუთვნის, თუმცა... - ალექსანდრემ შეტოკებული
სიტყვა გაწყვიტა, ბერებს შეახიზნა თვალი... - აი, ზოსიმე და ნიკო-ხოს-
რო, სხვებიც გვიდასტურებენ. საეკლესიო წიგნები და წესები მოიჩხრი-
კეს... ეკუთვნისო!
ბერებმა უხმოდ დახარეს თავები.
გიორგმი გუნებაში გადაჩხრიკა ყველა მისთვის შესაფერისი და შე-
საძლებელი საცოლე... ორბელიანთ ულამაზესი მანანა, რომელმაც არა-
ერთგზის შეუტოკა გული... თემურყვა ჩერქეზ-ბატონის შვილი, მთის
იქითის მოსამოყვრებლად სარფა. მაგრამ გულმა უგრძნო, რომ არც ერთ
ამათგანზე არ არის სიტყვა. ვიღაც სხვაა და რატომღაც საჭოჭმანო. სა-
ერთოდ, მიმხვდური იყო, ახლა კი თითქოს გონება დაეხშო. უეცრად
ფიქრმა ბასრი გაჰკრა და აზრი ფერსოგატეხილი თვალივით მორგვში
ჩაიჭედა... ესღა მოახერხა:
- დედა თანახმაა?
- ჰო, შვილო, თანახმა ვარ... უმჯობესი არჩევანი არცა მინდა. გულმა
კარგა ხანია შვილად მიიღო... და ქვეყანასაც ასე სჭირია თურმე...
- სალიჰა? - ძლივს ამოიბრუნა სიტყვა გიორგიმ, - კი, მაგრამ... სად
გაგონილა?.. ერეკლეს... ძმის?! - ვეღარ მოიმთავრა სათქმელი.
მამა დუმდა. დუმდნენ ყველანი.
- ერთხელ შორიდან ნანახი... იდუმლად დანიშნული... საღვთო წე-
რილი არ კრძალავს თურმე... - ახლა დავით ბატონიშვილმა წამოიმაღ-
ლა ხმა...
- მაჰმადიანთა კანონი კი პირდაპირ მოითხოვს! - სიტყვა ჩაურთო
ყაფლანმაც.
- საღვთო წერილში კი, მაგრამ საძმო... ძმათა წიგნში? - ახლა პირდა-
პირ დავითს - ძმას ემუდარებოდა გიორგი. მაგრამ, რაც უფრო ძრწუნდე-
20
ბოდა, უფრო ითვალისწინებდა და რწმუნდებოდა, რომ მთა-ბარის გასწო-
რებისა და კახურად დარიგების საქმეში ერთადერთ იმედიან კვანძად ახლა
მხოლოდ მისი და სალიჰას ქორწინება თუ დაიდებოდა. მსხვერპლის გაღე-
ბა გარდუვალი ჩანდა.
- კი, მაგრამ თავად?.. თავად რას ამბობს უბედური? - უსახელოდ დაასა-
ხელა გარდუვალი მსხვერპლის მოზიარე.
- მამამისი ელიმ-შამხალი მოითხოვს. სალიჰას კი ვინღა ჰკითხავს! - და-
წეული კილოთი შეესიტყვა ალექსანდრე. - ხომ ხედავ, შენს გულსაც იძულე-
ბას ვაყენებთ... იძულებას!
- შვილო, მე ვფიქრობ, ბედნიერები იქნებით... ბედნიერები! - დედა
თვალცრემლიანად მოეხვია გიორგის.
- არ შეცდე, დედავ! - ჩუმად უთხრა შვილმა, მაგრამ ამას აღარ ჰქონდა
მნიშვნელობა. გიორგი წინ წამოდგა და თავი დახარა.
- მაშ, გადაწყდა... ნიშნობა და ქორწილი ერთად და, რაც შეიძლება მა-
ლე! - დაასკვნა ალექსანდრემ. ყველანი, გარდა გიორგისა, გაისტუმრა. მას
კი მიუჯდა და დიდხანს, დიდხანს ჩუმად და გულამომჯდარად ესაუბრა.
მერმე ერთად დასახეს მთისა და ბარის ახალზრახვანი.
ალექსანდრემ ახლა ყაფლან ვაჩნაძე იხმო და ჭოეთის ციხეში, ელიმ-
შამხალთან, მოციქულად და ქალის ხელახლა სათხოვნად გაგზავნა.
იდუმალი შეთანხმების ძირითადი კვანძი კი ასეთი დაუსახა: გიორგი ბა-
ტონიშვილი ირთავს სალიჰას და კახთა რჩეული გუნდით გადაჰყვება თავის
სიმამრს ბუინაკს. ისევ აღადგენს თავის მამულში. ელიმ-შამხალი, ალექსან-
დრე მეფის მეშვეობით, რუსი ელჩების თანდასწრებით იღებს რუსთ ხელ-
მწიფის მფარველობას. შარიათზე იფიცებს. ხოლო რუსთ ლაშქრის ტარკზე
შემოტევის დროს, კახთა დახმარებით, შველას მისცემს და იქ გაშამხლდე-
ბა.
ნათათბირევს გიორგი ტახტის დარბაზიდან რომ გამოვიდა, თავი უმ-
ძიმდა. გულსა და გონებას შორის კი რაღაც, აქამდე უცხო, გათიშულობის
გრძნობა მოსძალებოდა.
„რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? საერო განზრახვაა... ყველას მიერ გა-
მართლებული... ზოსიმე ბერდიდისაგანაც კი ნებადართული. ხოლო სალი-
21
ჰა სანუკვარი პატარძალია!“ ენუგეშებოდა ზეზეურა აზრი, მაგრამ უფრო
სიღრმის ფიქრი ზორსა და სიწითლეს უალმურებდა სახეზე.
მოციქულობა ფრიად სწრაფად და ყოველმხრივი შეთანხმებით დას-
რულდა. და ორიოდე კვირის სწორზე სალიჰას, სამონაზვნო თალხი სა-
მოსის ნაცვლად საქორწილო დიბა-ზარბაბი ჩააცვეს და გიორგი ბატო-
ნიშვილს გვერდში ამოუყენეს.
ჯვრისწერა ცხრაკარის მცირე სენაკში გადაიხადეს. მხოლოდ ახლო
შინაურები დაისწრეს. თავად ნიკო-ხოსრო მიტროპოლიტი მღვდელმსა-
ხურობდა.
გიორგის სახეზე თითქმის არაფერი ეტყობოდა - არც წყენა, არც
წყრომა. მაგრამ არც სიხარული... ტუჩშეკრულობაში და შუბლის კუშტუ-
ლებში ნებისყოფის დაძაბულობა იგრძნობოდა.
სალიჰა კი მკვდარ-განაბული იყო და მის უკან ქეთევანი რომ არ
მდგარიყო, ალბათ, მუხლებში ჩაიკეცებოდა. გახევებასაც მხოლოდ ერ-
თხელ სძლია, ჯვრისწერის დასასრულს, გულისპირიდან ოდესმე ნიკო-
ხოსროს მიერ იდუმალი პირველნიშნობის დროს ნაჩუქარი ჯვარი ამო-
იძრო და თავის ნათლიას უკან დაუბრუნა.
ნიკო-ხოსრომ იგრძნო - ქრისტიანობის საფუძველი შეერყა ახალ
ჯვარდაწერილს. მაგრამ არ დაიბნა, არ შეიფერა მიტროპოლიტმა, ჯვა-
რი აიაზმის წყალში ამოავლო, ახალი მირონი დაცხო და ლოცვით ისევ
ყელზე დაჰკიდა.
ქორწილზე მხოლოდ რჩეულნი იწვიეს. ელიმ-შამხალი, საიდუმლოს
შენახვის გამო, სულ არ ესწრებოდა ქორწილს.
გრემელებს საჯაროდ არც დაენახვნენ ახალ ჯვარდაწერილნი. საქ-
მეში ჩახედულნი ვინც არ იყვნენ, ჩუმად ჭორაობდნენ:
„უი, რა ობოლი ყოფილა! ნათესავი არც კი მოსვლია ჩერქეზეთი-
დან!“ სასახლის დიდ სანადიმო დარბაზში გაშალეს ლხინის სუფრა.
კახთ ბატონმა და დედოფალმა თავშივე დალოცეს და ადრევე განშორ-
დნენ ქორწილს. ვეღარ დადგნენ.

22
სიმღერა და თამაში მოიჭარბეს წვეულებმა. ალბათ იმიტომ, რომ სუფ-
რის ყურეში შემომჯდარი სევდა დაეფარათ. მეჯვარეებად ისევ დავით ჯან-
დიერი, ბებური და თამაზ ვაჩნაძენი იყვნენ.
მათაც სალიჰას დაღესტნიდან გამოტაცების ყველა მონაწილე აწვი-
ეს ქორწილს. ქოხსალამურამ ხომ ისევ „მაშინდებურად“ კუდი მოიქნია,
სახე-სიტყვა აამეტყველა და ბერიკა-მესაკრავენიც ბლომად ალაღობა
თეატრონზე.
სუფრის ბოლოში კი ბელქან-თუში და მათე-რუსი საპატარძლოს მოტა-
ცების ამბავს ჩუმად იგონებდნენ. არც ღვინის ხელადებს ივიწყებდნენ.
შუა ლხინში ქოხსალამურამ ერთხელ კიდევ შეახმიანა ლექსი:
მთა-ბარი - ორი ძმა არი,
ერთ დედა-მიწის მხარისა...
მოვიხსნათ გლოვის ქამარი,
ქორწილი მოგვეხალისა!
... და თეატრონზე გადმომდგარმა დაირა შეაჟღრიალა, ხელი შემოჰკრა,
დავლურ-სათამაშო გაახურა, თავადაც ათამაშდა, ახალი შაირის შეყოლე-
ბაც დააპირა, მაგრამ პატარძალს შეჰხედა და შეკრთა... თავის თამაშაც კი-
ნაღამ შერია.
სალიჰა მთვარენაძალივით წამომდგარიყო და მთელი სხეულით წინ
მოილტვოდა. გიორგიც უმალ წამოვარდა, პატარძალს გვერდში ამოუდგა,
ნარნარით აჰყვა. გზა და განიც მისცეს. მაგრამ ქოხსალამურამ ქვეშეცნეუ-
ლად იგრძნო, საცეკვაოდ არ იყო წამოზიდული ქალი... ისე, სწორედ ისე...
მონუსხულივით... როგორც მაშინ, შორეული ყაზი-ყუმუხის შუკებში დაირას
ხმას მოჰყვებოდა ასული ერეკლესეულ აწ გაბზარულ დაირას.
ქოხსალამურას ძველმა ნატყვიარმა ჭვალა გაჰკრა ბეჭში, ყველაფერი
შეახსენა და მიახვედრა. სწორედ იმავე, მაშინდელ სათამაშოს უკრავდა და-
ირაზე. კილო იგივე იყო, ოღონდ დაირა იყო სხვა... დაირა და სასიძო... სა-
ლიჰას გაფართოებული, დაირასოდენა თვალები უკვე ახლო მიჯნაზე იყო.
ქოხსალამურამ უმალ ხელი რხევით მოინაცვლა და შეუჩერებლივ სხვა სა-
თამაშოზე გადავიდა. ახლა ფერხის საროკავი დააგუგუნა.

23
სალიჰას მოუწყდა სვლა და გიორგის რომ არ შეეტაცა ხელი, იატაკზე
დავარდებოდა. ახალსიძემ ისევ სავარძელთან მიიყვანა შეღონებული და
ქეთევანს ჩააბარა.
ქოხსალამურამ კი უკვე ბერიკა-ფერხული ჩააბა და მექორწილეთა ყური
და სმენა მიიჯაჭვა. ეს ფერხულიც რომ ჩათავდა და ახალი სადღეგრძე-
ლოები წამოიწყეს, პატარძალი სუფრაზე აღარ იყო. სიძე კი თავის მეჯ-
ვარეებს შორის ცალკე, მცირე სუფრაზე გადამჯდარიყო.
გიორგიმ მცირე ყანწი აივსო, მარცხენაში იპყრო, მარჯვენა კი სუფ-
რაზე თითებგაშლილად დაასვენა. აგრეთვე - ბებურმა, თამაზმა, დავით
ჯანდიერმა აივსეს სასმისები და მათაც მარჯვენა ხელები ახლო მიჯ-
რით მაგიდაზე დაასვენეს. ყველამ ძმადშეფიცვის წეს-ჩვეულებად მიიჩ-
ნია ასეთი სმური. მხოლოდ ზაზა კახნიაური მიხვდა, შორიახლოს მოდ-
გა. გიორგიმ შეამჩნია და იხმო. უმალ აივსო ზაზამაც სამწდეური. მარ-
ჯვენაც დასდო.
- ხელი სიწმიდისა! მარჯვენის მადლისა! ბედ-იღბლის დანაცვლები-
სა, ფიც-ჯვარის ზიდვისა და საუკუნო ნეტარებისა! - ჩუმად ჩაიდუდუნა
გიორგიმ, ღვინის რამდენიმე წვეთი მარჯვენაზე დაიღვარა. სხვებსაც აპ-
კურა და ყანწი შესვა. შესვეს სხვებმაც. საფერავი სისხლის წვეთებად
დარჩა ხელებზე.
დავით უფლისწულმა იჭვის თვალით გადმოხედა განმარტოებულ
მეგობრებს.
- ჰეი, შეთქმულნო! რა ცალკე გასულხართ. მანდ სხვა ქორწილი თუ
არის, გაგვიმხილეთ... გაგვაგებინეთ!
ყაფლან თამადამ სიძეს - სიძობით აპატია, ხოლო მეჯვარენი და
მიმყოლნი ღვინით დასაჯა და თავთავიანთ ადგილებზე გაამწესა.
საერთო ლხინმა ისევ ფრთები გაშალა.
ქეთევანმა ერთხელ კიდევ გამოაჩინა, სახეშებურულად ჩამოატარა
პატარძალი ნადიმის დარბაზში და მოსასვენებლად წაიყვანა.
ისევ თავის პირვანდელ საწოლში გაუწყვეს პატარძალს საქორწილო
სარეცელი.

24
სალიჰას არ ეძინა. ანკი რა დააძინებდა? თავბრუ ეხვეოდა, გულიც უჩ-
ქროლავდა. ოთახის ჭერი დაირასავით ბრუნავდა.
დაწოლისას დიდხანს ილოცა ღვთის მშობლის ხატის წინაშე, თუმცა
იგი ახლა უკვე ესოდენ სათნოდ აღარ ეჩვენებოდა. ხელი ხატის უკან წა-
ეზიდა... მაგრამ ვეღარ ხელყო. იქ, სამალავში, გაბზარული დაირა ჰქონ-
და შენახული.
ისევ ლოგინში ჩაწვა და ბალიშს აპკურა დაგუბებული ცრემლები.
გრძნობებს თავი ვეღარ გაართვა, ძველი და ახალი ერთბაშად აირია,
წმიდა გივარგის ხატი ცხრაკარს შეასკდა, მერმე ყველაფერი გაიბზარა და
ჩაიშალა. აი, მალე, სულ მალე ქმარი უნდა მოუვიდეს... ქმარი, რომელიც
ღვთისა და ერის წინაშე დაუსვეს და დაუკანონეს. გულზე კი... გულზე სხვა
ეხატა, სხვა ეხორცა, სხვისი კვდომა და სიყვარული სამუდამოდ დარჩენო-
და. მართალია, იგი სხვა აღარ იყო საამქვეყნოდ... მაგრამ გულს ხომ ვერ
ამოიგლეჯს, შემოუბრუნებლად სხვისთვის დამწვარსა და გადაყოლილს.
ყველას მიერ ამორჩეული და თითქოს მოჭირისუფლებული სალიჰა სა-
ოცარ მარტოობასა და ობლობას განიცდიდა. მამამ საქმის ბალთად გაიხა-
და... ერთ მოსართავში გამოუწყდა, ახლა მეორეში მოიმარჯვა. კახ დედ-მა-
მას, ალბათ, ჰგონია, გააბედნიერეს... და მართლაც, გიორგი სანატრელი სა-
სიძოა, რჩეულთა შორის რჩეული. მაგრამ გულს რა უყოს, გულს... ერთხელ
აჟღერებულს, ერთხელ ამღერებულსა და ერთ კილოზე აწყობილს? გული
მართლა დაირა ხომ არ არის, ხან ერთი სათამაშო შემოჰკრა, ხან მეორე?!
მერმე ძმა მაინც არ იყოს. იმის ძმა და ღვიძლი, მისი ფერი და მსგავსი... იქ-
ნებ უფრო ლამაზი, ჯანმრთელი და ბედნიერიც... მაგრამ... მაინც არა იგი...
არა იგი, სახეგაბზარული!
...საწოლში ვიღაც შემოვიდა. კანდელის სხივზე იცნო - იგი იყო, იმის
ძმა... ახლა უკვე მისი გიორგი... აქამდე მაზლად მიჩნეული, ამის შემდგომ
კი ქმრად მოსული... უკვე საოჯახო ხალათში შილითად გამოწყობილი...
აქამდე სასიხარულოდ შესაყრელი, ახლა კი საჩოთირო და გულით მიუღე-
ბელი...

25
გულაღმა მწოლიარე სალიჰა გაისუდრა, ადგილზე გაიყინა. ტანგაცი-
ვებულ მიცვალებულს დაემსგავსა. ჰოი, რა სხვანაირად წარმოედგინა
ქორწილის სარეცელი?!
...მაგრამ არც გიორგი ჩქარობდა. ჯერ ფეხაკრეფით იარა რბილ ხალი-
ჩაზე. მერმე ჩამოჯდა სარეცელზე, შილითად მოგდებული გრძელხალათი
გადაიგდო და საერთო საბანი გადაიხურა. სალიჰას არც გაჰკარებია, სულ
კიდეში მიწვა, ხელით მოსინჯა მათ შუა არე. ცივ ხელს წააწყდა და
მტკივნეულად შეიკუმშა, თითქოს ერეკლეს უსისხლო მარჯვენა იყო მათ
შორის. ცივი და მოკვეთილი... ზღვარად იდო, უძლეველ ზღვარად. და
რაც გაჭირვებით, შინაგანი ბრძოლით და გონების განსჯით დაძლეუ-
ლად მიაჩნდა, ახლა აქ უძლეველი და უსაშველო აღმოჩნდა. და, რაც
მთავარია, მეტი აღარც გაბრძოლება შეეძლო. განზრახ ჭარბად ნასვამი
ღვინოც ვერ ერეოდა... და იყო ასე - არც მთვრალი, არც ფხიზელი... ნაღ-
ვლიანი და ფხადაკარგული...
განაბულ და არასწორ სუნთქვაზე გრძნობდა იგი, რომ არც სალიჰას
ეძინა. ისიც არანაკლებად იტანჯებოდა.
ღამე ასე უძრავად და უძილოდ გატეხეს. სალიჰას ზეაპყრობილ თვა-
ლებში საწოლის მრგვალი ჭერი გაბზარულ დაირასავით ტრიალებდა,
ხოლო იმავ გრძნობით შენაპყარი გიორგის თვალში ამ დაირას მოკვე-
თილი, მაჯაში გადახსნილი მარჯვენა უმოწყალოდ ურტყამდა და ყურის
წამღებად აჟღერებდა.
სისხამზე ლანდივით გაქრა გიორგი. სალიჰამ კი ავადობა მოიმიზე-
ზა და მომკითხავნი არვინ მიიღო. არვის ნახვა არ შეეძლო.
მახლობლები გრძნობდნენ მის სულისკვეთებას და თავისებურად
თანაუგრძნობდნენ, თავისებურად ხსნიდნენ მის ავადობას და თავს
აღარ აბეზრებდნენ.
დილით ქეთევანმა ბაბო მესაწოლეს მექორწილეთა ამბავი ჰკითხა.
ბაბომ თვალი აარიდა და ჩუმად უპასუხა:
- ჩემმა კაცმა მითხრა, დილადრიანად სანადიროდ წაბრძანებულა
ახალსიძე-ბატონი!
ქეთევანმა გოლა იხმო.
26
- მართალია, ქალბატონ-დედოფალო, - ყრუდ ჩაიდუდუნა მან. - ქორწი-
ლის სარეცლიდან სანადიროდ წასული სიძე-მონადირე ვერაფერს ინადი-
რებს... წმიდა წესი დარღვეულია... მონადირისაცა და მექორწილისაც... -
მოიარებით ჩაათავა და თავის დიდ ფეხებს ჩააშტერდა.
მართლაც, გიორგი ხელცარიელი მობრუნდა. ქეთევანმა დიდი შეშფო-
თებაც შეატყო.
- ნასვამი ხომ არ არის? - შეეკითხა ყოვლად გონიერ გოლას.
- არა, დედოფალ-ბატონო, ნაბორგალია! ცხენიც გაქაფულია ერთი-
ანად!
ერთი კვირა გაგრძელდა ასეთი დრტვინვა. გიორგის გულმიმკვდარი მო-
ნადირეობა დასჩემდა. სალიჰა კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ღამ-ღამო-
ბით პატარძალი კრთებოდა, გულდახშულობა ისევ სძალავდა. მაგრამ სირ-
ცხვილითაც იწვოდა - მამაკაცის, თუნდაც ქმრად წოდებულის, შორიახლოს
წოლის გამო. დილით კვლავ კრთებოდა და ისევ სირცხვილით იწვოდა, უკვე
შებრუნებით... ქმრისაგან დაწუნებისა და უალერსობის გამო.
გიორგის კი ცალკე ვაჟური სირცხვილი სწვავდა და ცალკე ძმური სიფა-
ქიზე და ხელწმინდობა.
სასახლეში, სადაც ეს-ესაა ქორწილი გადაიხადეს, თითქოს მიცვალებუ-
ლი ან მძიმე ავადმყოფი იყო. ყველა ჩუმად და უღიმღამოდ ბუსუნობდა, ურ-
თიერთს ღიმსა და ღიაღს არ უჩენდა. დედა-დედოფალი სულ არ შორდებო-
და თავის სარეცელს. სალიჰაც თითქოს თავის ანაბარა იყო.
ბოლოს ქეთევანმა მოიკრიბა ძალა და ადრეულად შეესტუმრა ახალ
ჯვარდაწერილთ. გაფითრებულ და გაწამებულ სალიჰას რომ შეხედა, უმალ
ინიშნა ყველაფერი. არა, ეს ჭარბი ალერსის გამო მიბნედილ-შეუძლობა
სრულიადაც არ იყო, არამედ სხვა... გატანჯული სულისა და სხეულის თავ-
გაურთმევი დრტვინვა. ქეთევანი თანაგრძნობით უმზერდა სალიჰას საოც-
რად მეტყველი თვალ-წარბის დაბნეულ კდემას. გული უკვდებოდა. უნებუ-
რი კურცხალიც შეეკიდა ქუთუთოზე თავადაც ხეზმუზიანად იყო და სხვის
სადრტვინავსა და საფარავს უმალ ხვდებოდა, სულ თავისად განიცდიდა,
სალიჰამაც იგრძნო ეს. არაფერს ისე ფიცხლად და უმცდარად არ განიცდის
ქალი, როგორც თანაგრძნობას. უეცარი ქვითინით ჩაუვარდა კალთაში თა-
27
ვის დაუფროსებულ რძალს. გიორგი ვეღარ დადგა დარბაზში. ისევ ნა-
დირობას ახიზნა თავი. მაგრამ მალევე მობრუნდა ხელცარიელი და
არაქათგამოლეული. ბრუნდებოდა დამნაშავესავით - საპატიმროდან
რომ გაიქცევა და ვეღარ ივლის... თავის გარიდების იმედს რომ გადიწ-
ყვეტს და ისევ მობრუნდება... თავის ფეხით რომ მობრუნდება და ისევ
საპატიმროს კარს მიუკაკუნებს... ყველაფერს შერიგებული... ყველაფერ-
დაკარგული... ნებითა და ძალით უძლური...
მობრუნებისას სასახლის კარში ქეთევანი დახვდა. თითქოს ელოდა.
შეკრთა გიორგი. სალამი სცა. გაცლა დააპირა.
- გიორგი, მაზლო ჩემო, მე გამომყევ, მცირედი სათქმელი მაქვს.
გიორგი უსიტყვოდ გაჰყვა.
ქეთევანი სასახლის კიბეზე შემაღლდა და წინ წავიდა. მას გრძელი,
ოდნავ ფარფაშა ქართული კაბა ეცვა და შვენოდა კიდევაც. მაგრამ არა
ამიტომ ეცვა ფარფაშა კაბა. იცოდა მისმა მაზლმა, წელში ოდნავ ატყობ-
და კიდევაც შესრულებას.
- გიორგი... შენ გგონია, მარტო ნიკო-ხოსრო მიტროპოლიტი ატა-
რებს ჯაჭვს, შიშველ სხეულზე შებმულს? - ჩაძიებით შეეკითხა იგი, რო-
დესაც თავის დარბაზში სავარძელში ჩასვა. თავადაც კაბა მორიდებით
მოიკეცა და სულ ახლოს პირისპირ დაუჯდა.
გიორგი სულ სხვას მოელოდა, წარბჩახრილად შეყოვნდა... არა უპა-
სუხა რა, თითქოს ვერც გაიგო.
ქეთევანმა ახლა მუხლზე დაადო ხელი. მხოლოდ მას შეეძლო ასე
უბრალოდ და, ამავ დროს, ასეთი მოწიწებით, უცხოობაში თუ შინაურო-
ბაში მოკრძალებული უშუალობა.
- ჩვენ ყველანი ვატარებთ ჩვენ-ჩვენ ჯაჭვსა და ჯვარსაც... ხანდახან
იქნებ უხილავსა, მაგრამ არანაკლებ მძიმესა და მსხვერპლს!
გიორგი თავისი დარდით იყო გაბრუებული. ამის საუბარსაც მოელო-
და, მაგრამ ქეთევანი, ვგონებ, თავისი დარდის გამხელას უპირებდა.
მაზლმა იცოდა, რომ ჭირვეული დავითის მეუღლეობა მართლაც ჯაჭვის
ტარებას უდრიდა, მაგრამ ქეთევანს არაოდეს არვისთვის არც ერთი
სიტყვა-საყვედური არ უთქვამს. ყველაფერი გულში ჰქონდა ჩათხრობი-
28
ლი და, იქნებ ჩაკლულიც. გიორგიმ ძალა მოიკრიბა, თავისი დარდი მიჩქმა-
ლა, ნუგეშის საცემად მოიზიდა... მაგრამ ქეთევანმა ისევ შეაჩერა. ჩოხის
მასრები გაუსწორა, სიტყვაც ჩააყოლა:
- ვერა, უჩრდილო სიყვარული ვეღარ იხარებს თქვენთან. ამის შემობრუ-
ნება, ჩანს, ისევე შეუძლებელია, როგორც მოკვეთილი ხელის მაჯაზე მიზ-
რდა!
გიორგი ისევ შეკრთა და ისევ თავი დახარა:
- ქეთევანმა შენიშნა - მის მაზლს კისრის ძარღვებიდან მოედო სიწით-
ლე. თავზე ხელი გადაუსვა, სულ ჩუმად ყურში უჩურჩულა:
- სიყვარულით ვეღარ გაახარებ, მაგრამ სასიცოცხლო პირი კი უნდა მის-
ცე. ძნელია, მაგრამ მოვალე ხარ! თუნდაც ხელის ჩრდილის წინაშეც!
- როგორ მერმე? როგორ? - თავის მუხლებში ჩაიდუდუნა გიორგიმ. ზედ-
მეტი იყო ან უარყოფა, ან დაფარვა... ქეთევანი თითქოს ყველაფერს
სჭვრეტდა და გრძნობდა სალიჰას, გიორგისა და, ვგონებ, დაღუპული ერეკ-
ლეს თვალითა და გულით.
- დედობა არგუნე წილად.
გიორგი შეირხა. ქეთევანმა მხრების შეყრაზე იგრძნო მისი შეჩოთირება,
თავადაც შეწითლებულმა, უფრო ჩუმად და ჩამწვდომად განაგრძო:
- აქ არის რაღაც, რასაც მამაკაცები ვერ გაიგებთ, და არც ითქმის... არა!
აი, მე ახლახანს გავიგე... - უნებურად ხელები მკერდიდან უფრო ქვევით,
ოდნავ ქვევით ჩამოუცურდა. მერმე თითქოს შერცხვაო, ხელები სულ ჩაჰკი-
და და უფრო ხმამაღლა დასძინა: - გიორგი, შენ ჩემს დავითზე გულისხმიე-
რი ხარ და გამიგებ... მეტის თქმა აღარც მე შემიძლია.
მაზლმა თავი რომ ასწია, სულ დაუსათნოვდა გული. ქეთევანს საოცრად
ნათელი სახე და „ციცინათლიანი თვალები“ ჰქონდა, მაგრამ ღაწვები - ოდ-
ნავ დანამული.
გიორგიმ ორთავ ხელი დაუკოცნა თავის გულშემატკივარ რძალს და გა-
რეთ აჩქარებული ნაბიჯით გავიდა.
ახლა ჯაბა-ოსტატს ეწვია დიდ საამქროში, მიგდებული საქმეები გაარი-
გა, მერმე უროს დაკვრაში ჩაუდგა მემჭედურებს და მთელი დღე თავაუღებ-
ლივ იმუშავა, ძველებურზე მეტი იმუყაითა.
29
- აი, რას ნიშნავს დაოჯახება?! - ხარობდა ჯაბა და გავარვარებულ
რკინას წყალში აშუშხუნებდა.
ღამით გიორგი დაღლილი შევიდა თავის საწოლში, მაგრამ დაღლაც არ
ერეოდა, პირიქით, ყოველი გრძნობა დანაშიშვლად გაეხადა. თავადაც
გავარვარებულ რკინას ჰგავდა.
იმ დღიდან გიორგიმ თავი ანება ნადირობას. არცთუ დიდი ხნის შემ-
დგომ სალიჰამ ქეთევანს ქართული შილიფა კაბის თარგი სთხოვა.
- მალე მეც დამჭირდება ალბათ. - სევდიანად, მაგრამ არც უამურად
გაუმხილა და ქეთევანის უკვე შესამჩნევად შესრულებულ წელს ორივე
ხელი მოხვია.

III ორსახეობა სიყვარულისა


დავითმა მეტად ჯიუტი და აბეზარი სიყვარული აიჩემა ქეთევანის
მიმართ.
პირველ ხანებში ხომ მიბორკილივით სულ მასთან იყო. ვნებითაც
იწვოდა და ტრფობითაც, მაგრამ ხორციელობა ჭარბობდა. ხელმოსმუ-
ლად და რიდდაკარგულად ყოველ წვრილმანში ერეოდა. და როგორც
ხშირად ხდება ხოლმე, იმის გულმოდგინეობას უარყოფითი ნაყოფი გა-
მოჰქონდა. ვერც ამას ამჩნევდა, აბეზარად ელიზღვებოდა და თავისივე
ძნელი სიყვარულით უფრო იხიბლებოდა და ინთქებოდა.
„რაინდისა და ვაჟკაცის“ ასეთი სულწასულობა და ლირბი შეფრფე-
ნა ვერ ეგუებოდა ქეთევანის დინჯსა და თავშეკავებულ ხასიათს. არ მოს-
წონდა, არც ეხალისებოდა დავითის ზედმეტი თაფლიანობა თუ წვრილ-
მანი ჭირვეულობა.
ცუდი ის იყო, რომ სხვა რამ სულიერ საზრდოსაც ვერ უთანაბრებდა
ურთიერთს ახალი ცოლ-ქმარი. ქეთევანი ღრმად და გულწრფელად
მორწმუნე იყო, დავითი კი ღვთის ბრმად მოშიშარი, თანაც თავუხლა-
რად მრუში და მსმელი. ქეთევანი გულდადებული მწიგნობარი-მოქარ-
თულე იყო. დავითი კი მწიგნობრობაშიც მხოლოდ სახელის მაძიებელი.
„ქილილა და დამანას“ თარგმნა მეტად მჭლედ, უნდილად მიღოღავდა.

30
ქეიფ-აღლუმებსა და მზეთუნახავი მეუღლის გულის მოგებას ანდომებდა
დროსა და ძალას.
ამას კიდევ აპატიებდა ქეთევანი, მაგრამ სამეფოს საქმეებშიაც გან-
ზრახ გულგრილობას იჩენდა. ეს კი მისთვის ვერ ეპატიებინა დედო-
ფალს, განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც მიზეზიც გაიგო.
- ახლა რაც უნდა ვიამაგო, რა სიბრძნე არ უნდა გამოვიჩინო, მამის ხე-
ლიდან გამოსულად ჩათვლიან... არა ჩემად!
- მერმე, ეგ რა სათაკილოა? - ჰკითხავდა ქეთევანი. დავითი კი თავისას
გაიძახოდა:
- მაცალონ მარტო მართვა, მაშინ ნახონ ჩემი სიმწიფე! სხვის ხელში და
თვალში ცქერა, ყურმოჭრილი შემწეობა კი არ შემიძლია. ეს ჩემს ძმას - გი-
ორგის უფრო ეხერხება და შეჰფერის კიდევაც... მე კი დავითი მქვია!!
ქეთევანის ყოველი აჯა ამაოდ გამოდგა. დავითი არა მარტო ჯიუტად
მოსიყვარულე იყო, არამედ ჯიუტად მოაზროვნეც.
მაგრამ ისიც შეამჩნია ქეთევანმა, რომ მისი მეუღლე ომან ჩოლოყაშვი-
ლის უხმოდ და გაუკითხავად მიმყოლი და დამჯერი იყო. ეს ვერ გაეგო ქალს
- რა მიზეზის ძალით მოიპოვა ომან სახლთუხუცესმა დავითზე ესოდენი ძა-
ლა-გავლენა. მარტო მამამტეობით ამის ახსნა ურწმუნოდ ეჩვენებოდა.
კიდევ ერთ რამეში ვერ თვისობდა ცოლ-ქმარი. დავითი გაბმით მსმელი
იყო, ხოლო სმაში მეტად ანჩხლი, შემდგომ სნეული. ჰაშიშსაც და თრიაქსაც
გასწყობოდა. ბევრი ეცადა ქეთევანი. დაყვავებით თუ მდურვით. ჰაშიშს კი
დასთხოვა, მაგრამ ღვინის ჭარბობას კი ვერასგზით ვერ გადააჩვია. იმასღა
მიაღწია, რომ ფრიად ნასვამიც და ანჩხლიც ქეთევანის მისვლისთანავე
ბალღივით მისი დამჯერი და თვალებში შემყურე იყო.
კახთ ბატონმა, რაღა თქმა უნდა, იცოდა თავისი ვაჟის ხასიათი და გან-
საკუთრებით უფასებდა რძალს, რომ არასოდეს არც ერთი უამური სიტყვა
ან საყვედური არვის სმენია ქეთევანისაგან თავისი ჭირვეული და ძნელად
საგუებელი ქმრის შესახებ. ალექსანდრე უკვე გართულებულ შინაოჯახურ
ურთიერთობაში ქეთევანის სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
შინაოჯახური ურთიერთობა კი მართლაც გაურთულდა კახთ ბატონს:
ორი მოწიფული ბატონიშვილი, ორი რძალი... ერთი წამოზრდილი, მალე
31
გასათხოვრად სავარაუდო ასული - ნესტანი... დაავადებული დედოფა-
ლი მარიამ და მუდამ მტკივნეულ ღვიძლად მოკიდებული, შორს ისპა-
ჰანში გამძევლებული კონსტანტინე.
ყველაზე უფრო მამას მაინც დავით უფლისწული აწუხებდა, მრა-
ვალმხრივ აფიქრებდა. კახთ მეფედ, სამემკვიდრეოდ არცთუ ღირსეუ-
ლად მიაჩნდა სნეული, მალემრწმენი, ჭორის ამყოლი და ავფიცხი. გუ-
ლით გიორგი სურდა, დინჯი და გამჭრიახი. ხალხსაც და ახალ თავადო-
ბას თუ მოურავებს იგი უფრო სურდათ სამერმისოდ. ეს კარგად იცოდა
ალექსანდრემ. მაგრამ უფროსიძეობის უფლება და დიდთავადების -
ერისთავყოფილების სურვილი ალბათ დავითისაკენ იყო. ორივეს თავ-
თავისი, ჯერ ჩამოუყალიბებელი, ძმადნაფიცი, მეგობრულ ურთიერთო-
ბაში გამორჩეული დასტა გააჩნდა. ალექსანდრემ იცოდა, საკმაო იყო
მისი წაფერხება, რომ ეს დასტები შეთქმულთა დასებად შეკრულიყვნენ
და მაშინ ისევ თავიდან დაიწყებოდა შინაბრძოლისა და განხეთქილე-
ბის ვარამი.
დავითს ომან ჩოლოყაშვილი თავისი ვაჟით - ბარამით და მრავალი
ნათესაობით უდგა მხარში. მასვე მიეკედლა ერეკლეს სიკვდილის შემ-
დეგ „უბატონიშვილოდ“ დარჩენილი გორჯასპ ენდრონიკაშვილი, აგ-
რეთვე, დავითის ლოთობისა და სიღოდის მუდმივი ამფსონი და ოინბა-
ზი - ვახტანგ ვახახიშვილი, მოხუც სარდლის ანდერმანის შვილი. ზოგნი
ჯორჯაძეთაგანნიც და ქარს მიყოლილი ძველკობურა თავადობა. ხოლო
გიორგის ირგვლივ თავს იყრიდნენ ერეკლეს ნამეგობრალნი ვაჩნაძენი,
ჯანდიერი და ახალწარჩინებული თავადაზნაურობა.
ძმათა მეტოქეობა ჯერ, მართალია, წვრილმანში, მაგრამ მაინც
ყველგან იგრძნობოდა... სუფრაზე თუ აღლუმში, ლაშქართ წვევაში თუ
სხვა თათბირზე.
ავი სანიშნო კიდევ ის იყო, რომ დავით უფლისწული ყველაფერში
გამომწვევად ებაძებოდა ძმას. ყველაზე უფრო ამ შინაგან, განუკითხავ
ბაძიაობას ალექსანდრე და ქეთევანი გრძნობდნენ და განიცდიდნენ.
კარგად გრძნობდა ამ საშიშროებას ზოსიმე ბერდიდიც და ჯანდიერიც,
ხოლო ფრიად მტკივნეულად განიცდიდა ზაზა კახნიაური.
32
ერეკლეს შემდგომ იგი გულითა და სულით გიორგის დაუმეგობრდა, შე-
ითვისა... ხოლო დავით უფლისწულმა ულოდნელად რუსული ენის სწავლა
ისურვა და მწე-თარჯიმნად ზაზა მოიწვია. თავის ახლო მიჩნეულთა მი-
მართ კი ფრიად იჭვიანობა იცოდა უფლისწულმა.
პირველ ხანებში ყოველდღე სულწასულად მეცადინეობდა დავითი,
თუმცა უფრო სიტყვების ზეპირობას ანდომებდა დროს, და კარგი მეხსიე-
რების პატრონმა ჰაი-ჰარად მალე აიდგა ენა. მერმე კი ხელი უტია, ისევ
ონავრობასა და აფიონა-ღრეობას მიჰყო ხელი.
ზაზა კი ამაო ცდაში და მოცდენაში იყო.
იგი ფრიად ბეჯითი მდივანი და მწიგნობარი დადგა. მრავალმოენის -
დიდი სადუნის სახელი მოიხვეჭა. ადრე, დაუდუღებლად დადინჯებულს,
მწიგნობრობაში მოენახა თავისი ცხოვრების დვრიტა და ადრევე მყუდროე-
ბას ეძებდა. ოჯახშიც ხელი შეეწყო... ხალიანასთან შეუღლების შემდგომ
უშფოთველ ბედნიერებას განიცდიდა.
მამუკაანთ და მანასეანთ ოჯახები თითქმის გაერთიანდნენ, ხალიანასა
და ზაზას ბედნიერებას შეხაროდნენ და მათ ხელს უწყობდნენ; საერთო
შველითა და ძალით ქუჩაბანდში, სახლსა და სახლს შუა ოროთახიანი შე-
ნობა ჩადგეს, შუშაბანდი გაუმართეს და ახალ ცოლქმარს სულ ახლო, მაგ-
რამ მაინც ცალკე, მყუდრო ბუდე გაუჩინეს.
დაშოშმინებამ და ოჯახურმა ბედნიერებამ ხალიანა უფრო გამოალამა-
ზა. ამოდ ამოივსო სახე-ტანი, ეშხიც იმრავლა, ტკბილხასიათი უფრო და-
უსათნოვდა. ისედაც უანგარო და მოსიყვარულე, ახლა თავად ბედნიერება-
ში მყოფი, ყველასთვის სიკეთის მსურველი და ხელისშემწყობი იყო. ოჯახ-
შიაც ხელმადლიანად ტრიალებდა და არც თავის ძველ ჭირის დობილს -
სალიჰას ივიწყებდა. მასთანაც ტკბილთვისობა ჰქონდა.
ზაზაანთ შუშაბანდში სიყვარული ახლა ტანსავსე, მაგრამ დაშოშმინე-
ბულ ალაზანსა ჰგავდა. აქ აღარ იყო წვა-დაგვა და ცეცხლ-ხანძარი, მაგრამ
ჭარბად იყო სითბო და გულთაშორისი ხვდომა.
ზაზას კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს იგი გაუთავებელ ანბანთ-ქე-
ბასა წერდა... იქნებ უპირველცეცხლოდ, მაგრამ ტკბილად და გულპირმიწ-
ყობილად... და მას, მრავალ ენათა მცოდნეს, ხალიანასთან არც სჭიროდა
33
არც ერთი. ყველაფერი როგორღაც თავისთავად გაგებულად გამოდი-
ოდა. როგორ არა ჰგავდა მათი სიყვარული დავით-ქეთევანის სიყვა-
რულს.
ყოველ ბედნიერ დღეს მანასე-მამუკაანთ ოჯახები ერთიანად თავის ნა-
ბარტყებთან შუშაბანდში მოდგებოდნენ. აქ იყვნენ: მანასე, დარო, და-
ვაჟკაცებული ქიტესა... მამუკა, სათინო, სიაუში და უკვე ქართულად მო-
როხროხე მათე რუსი. იგი ჩადგებოდა თამადად და თავიდანვე გრემ-ქა-
ლაქის „ორ საყვარელ საკვირველებას“ აღნიშნავდა: „გრემ-ბაზრის გა-
ტეხილ ქვევრსა და ზაზა-ხალიანას გაუტეხავ შუშაბანდს!“

IV ჩამოღებული ალაყაფი
ქარი როდესაც ამოვარდა, გრემ-სასახლეში ყველაფერი ჩათავებუ-
ლი იყო - მცირე აღლუმი, რუსთ ელჩებთან თათბირი, საზეიმო სუფრა.
ბოლოს ალექსანდრე ისევ თავის სამუშაო დარბაზში განმარტოვდა, თა-
ვი მოუყარა, მოაშედეგა სხვადასხვა მხრისა და დარდის პირობა და
მდგომარეობა. ყველაფერი შამხლის საქმეს მიუსადაგა. გარეთ კი საში-
ნელი ქარი მძვინვარებდა. სასახლის ბანსახურავს გუგუნი გაჰქონდა,
ფერად შუშაბანდებს კი ათასწკრიალი.
ალექსანდრემ სარკმელში რომ გაიხედა, ვეება ხეები ლორთქო-
ფოთლებიან კენწეროებს საქანელებივით აფრიალებდნენ. მოდიდებუ-
ლი, ქარდაკრული გრემულა დიდ რიყეს ხტომით მისდევდა, გაზაფხუ-
ლის მუხლი და ძალი მოეღო. გზაზე დიდი კორიანტელი ცალფეხა დევ-
კაცივით მხარგაშლილად შემდგარიყო და გრემისაკენ მობორიალობ-
და. ალექსანდრე მოშორდა სარკმელს, თავის საფიქრალს მიუბრუნდა...
„მთაში ზვავები სადაცაა ჩამოთავდება... ცხენის გზაც გაიკვალება...
ლეკები უკვე ახლავე გადმოდიან... დროა, ჩვენც დავძრათ ბიჯი!“
რუსთ ელჩების გაზვიადებულ ცნობებს კახ-ელჩების ეჭვი და სიფ-
რთხილე მიუმატა, თავისებური ჯამი შუაში გაჰყო. თავისთვის დაასკვნა,
რომ, ზამთრის ლაშქრობისა არ იყოს, შამხლის სათრგუნად თუ დიდს
არა - მცირე ლაშქარს მაინც კვლავ გაგზავნიდნენ რუსნი. საქმის აჩქარე-
ბა იზრახა. ცხრაკარის ქორწილის მომყოლი ნაბიჯის გადადგმა დრო-
34
ულად მიიჩნია. გაზაფხულის ქარივით ამოქმედდა კახთ ბატონი. სასახლის
სამოხელონი ფეხზე დააყენა. მცირე, მაგრამ რჩეული ლაშქრის წვევა კვი-
რის სწორისათვის ბრძანა. ცხენკეთილობით და აღალმრავლობით გახაზი-
რება დაუდო ძირაწესად. ასიოდ თოფოსანი ახლავ შეამზადა. გიორგი ბა-
ტონიშვილი ელიმ-შამხალთან გაგზავნა:
- მოემზადოს... შენთან ერთად მალე გავუშვებ ბუინაკს. უნდა ესეც ვცა-
დოთ, ხიფათი მრავალია, მაგრამ... სავარაუდო ნატამალი ზოგი რამ მიჩანს.
იქნებ რუსებიც ავაჩქაროთ!
- მესმის, მამავ-ბატონო! - და უმალ შეუდგა გზას და სამზადისს.
აგრეთვე მოკლე იყო საუბარი დავით ჯანდიერთან.
- ლეკების თარეში თუ არის სადმე ჩვენს მიდამოში?
- გახლავთ, ბატონო...
- ცოცხლივ უნდა მომგვარო ვინმე მათგანი. მოკლულებს არ ჩაგითვლი!
გესმის? ცოცხლივ... წერილის წასაღებად მთაში...
დავითი ერთ წუთს ჩაფიქრდა.
- გამოსადეგს შეგირჩევ, ბატონო... მხოლოდ...
- გუნდი მზად არის... გელიან!
- თქვენი ცხენების რემა უნდა მათხოვოთ, ბატონო... ნახირს კი ადგი-
ლობრივ ვიშოვნი.
ალექსანდრეს ჯერ ეუცხოვა ასეთი თხოვნა, მერმე გაეღიმა. თავის ტან-
ზორბა ერთგულს ხელი აუქნია.
- მიმინოს უნდა „მიუფეთქო“?! ჰაი გიდი, ჩემი კახურა ბედაურები, ღაჟო
ჩიტებად და ბეღურებად ჩამითვალე?!. აგრე იყოს, წაიყვა. არკი გაატანო,
ვეჟო!
ძირითადი საქმეები რომ მოითავა კახთ ბატონმა, ახლა უფლისწული
იხმო. იცოდა, კვლავ ეჭვიანობასა და ჩუმ საყვედურებს დაიწყებდა. მაგრამ
დავითი სასახლეში არ აღმოჩნდა. ომან სახლთუხუცესმა იაზრა, თავისი ვა-
ჟი - ბარამი აფრინა:
- თურქ ჩამჩი-აქიმთან ნახე. იქ იქნება. აუცილებლად მოვიდეს!
მართლაც იქ აღმოჩნდა მხარ-თეძოზე წამოწოლილი. ვახტანგ ვახახიშ-
ვილიც მასთან იყო. ჰაშიშს სწევდნენ და მომავალზე ოცნებობდნენ.
35
ქეთევანი მოლოგინების მოლოდინში იყო, ქმრის სადევრად აღარც
მოცალეობა, აღარც გული ჰქონდა. ბოლოს კი სულ გაებუტა ღვინოგადა-
ყოლილ უფლისწულს და თავის საწოლის კარი სულ გამოუკეტა. დავით-
მა საჯიბროდ და გულგადასაყოლებლად კვლავ ჩამჩი-აქიმის ჰაშიშხა-
ნას მიაკითხა:
- ოჰ, ბარამ-ჯუჯავ! მოდი, მოსწიე, დაგვეწიე, უკვე მეშვიდე ცაზე
ვართ!
მაგრამ, ომანის შემონათვალით შეშინებულმა, ჩამჩი-აქიმმა ცივი
წყალი და ნიშადურის წვეთები აყლაპინა უფლისწულს. ოდნავ მოაფ-
ხიზლა.
რის ვაი-ვაგლახით და ჩალიჩით მიიყვანა ბარამმა სასახლეში უფ-
ლისწული.
ალექსანდრე ისე იყო გართული თავისი საქმით, ვერც კი შეატყო ნა-
ჰაშიშობა თავის მემკვიდრეს. განზრახვა მოკლედ გაუზიარა:
- ერთ მძახალს ვეხმარები მეორე მძახლის წინააღმდეგ!
მეორე მძახალმა კონსტანტინე მოაგონა და გულის კუნჭულში მარად
შეუხორცებელი იარა ყრუდ ასტკივდა.
დავითი კი ისევ ეჭვითა და შურით აღივსო. ისევ გიორგი იყო საქმის
თავში, იგი კი აღარც ბოლოში.
- მე ლეკებზე აქ მაინც გამიშვი! - ყრუ საყვედურით შეჰბედა მამას.
- წადი... მაგრამ ღირსეული ხალხი იახლე.
დავითი მამის დარბაზიდან გულზვავად გამოვიდა და ისევ ჩამჩი-
აქიმის ჰაშიშხანას მიაკითხა.
ჯანდიერმა ისევ ნაცად ხერხს მიჰმართა. გუნდი მოფარებულში ჩა-
ასაფრა, ხოლო მეფის რემა ალაზანში ჩადენა, ნაპირზე კი სოფლის ნა-
ხირი მოარეკინა.
მან იცოდა, რომ სადმე მთის წვერზე ლეკი მზვერავი სვავივით იჯდა
და საკლანჭეს სდარაჯობდა. ხოლო ასეთი სანუკვარი „საკლანჭე“, რო-
გორიც კახბედაურთა რემა იყო, რომელ ლეკს არ შეუბრუებდა თავს და
მართლაც, საღამოს პირას „ცხენის ხაფანგში“ ლეკთა მომცრო ჯგუფი
გაება.
36
ბელქან-თუშმა, პირველმა შეამჩნია მათი ჩუმი თავდავლური. აცალა
და, როდესაც ლეკები ბედაურებს მისწვდნენ, ბელქანის ჯგუფი წამო-
ესია და წინ დაირეკა. ჯანდიერს ზედ საფარ-ჩიხში შეულალა ცხენ-კაცი.
მცირე, უთანასწორო ბრძოლა ჩაგრიალდა. ცხრა ლეკი ხელში შეაკვდათ
კახელთ. ექვსნი ისე მძიმედ დაიჭრნენ და დასახიჩრდნენ, რომ ჯანდიერის
შეფასებით, მეფესთან მისაგვრელად გაუვარგისდნენ. დავითმა დატუქსა
თავის ხელქვეითნი და საგონებელში ჩავარდა. ბედად, ორი ლეკი კიდევ შე-
მორჩენილიყო ჯაგებში.
ყოველმხრივ დაედევნენ, ერთი აქვე ცოცხლად გამოიჭირეს. მეორემ კი
გაღმა გაასწრო. ახლა იქ შეიქნა დევნა და ყიჟინი. გლეხებმა კომბლები და-
ატრიალეს.
ჯანდიერმა თავისი „ცოცხალი“ შეათვალიერა და გუნებაში დაუჯდა.
გრემში გაბრუნება დააპირა, მაგრამ, ვიდრე გუნდსა და ბედაურებს შეჰყრი-
და, დავით უფლისწული წაადგა თავზე. ნაბრძოლევი ადგილი მოსინჯა ამა-
ლითურთ.
ჯანდიერმა გაფართოებულ თვალის კაკლებზე და ამო ხასიათზე შეატ-
ყო, ჰაშიშნაძალი იყო. აფიონა ვახახიშვილსაც ეტყობოდა. დაკოდილი ლე-
კების დანახვაზე მან ახირებული „თამაში“ აიჩემა. ჩაქვეითდა, უფლის-
წულს მიეახლა.
- დავით-დიდო! - ცალ მუხლზე ლიქვნით ჩაიჩოქა და ხმა აამღერა.
- ნება მიბოძეთ ჩემი ხმლის ერთგულება და სიბასრე აქვე გაჩვენოთ ლე-
კებზე, ჯერ ლეკებზე... მერმე, ვისზედაც მომთხოვთ... ერთი მოქნევით - თა-
ვი!.. არა-და, ჩემი თავ-კისერი დამიდვია შენი ბრწყინვალე ხმლის წინაშე!
უფლისწულმა აზრგადასულად გაუღიმა და, ნებართვის ნიშნად, ხელი
დარდიმანდად აუქნია. ჯანდიერმა დაასწრო, წასჩურჩულა:
- ურიგო გახლავთ ესე, უფლისწულო! მეფის ბრძანებაა!
დავითის ნაჰაშიშარ გონებაში ისევ გაზვიადებულმა ეჭვმა ბნელღოჯი
ამოურია. „აღარც საქმის ბოლოში მიკარებენ!?“ ღიმილი უეცარმა სიბრაზემ
დაუმანჭა. მჭახედ შესძახა:

37
- მე თავად ვიცი რა არის სარიგო და რა ურიგო! - ყვირილს კი სულ
მოულოდნელი ხარხარიც ააყოლა და ბრძნულად განსაჯა: - არა ვახო!
ჯერ დახოცილებზე სცადე!
- სამი თავით მეტი მიანგარიშე, დახოცილებზე უფრო ძნელია, უშნოდ
წვანან. - შეფრფენით შესძახა ვახომ და ხმალი გაიძრო.
- შენც წამოაყენე, წამოსვი, წამოასკუპე! - ხითხითით იჭაჭებოდა უფ-
ლისწული.
- დარდიმანდულია, დავით-დიდო! წამოვასკუპოთ! ერთ მოგებულ
ბრძოლას უდრის! - ვახახიშვილმა უახლოეს მოკლულ ლეკს ქოჩორში
წაავლო ხელი, წამოსწია, წიხლიც წამოსცხო და წელში ბელტი და ფაჩხი
შეუყენა.
თავჩაქინდრულად იჯდა მკვდარი. ვახახიშვილმა წინ ჩამოურბინა
და ხმლის ერთი მოქნევით თავი მყისვე წააგდებინა. ტანი ისევ იჯდა,
ოღონდ ჩასაქინდრავი აღარა ჰქონდა რა.
ჯანდიერმა სახე იბრუნა, ბელქან-თუშს დაჭრილების გაცლა ანიშნა.
- არა, იყვნენ. მაგათი რიგიც მოვა! - შესძახა უფლისწულმა და თავა-
დაც იშიშვლა ხმალი.
- აბა წამომისვი, მეც ვცდი... მეცა! - ხმალი შეათამაშა და „წამომჯდა-
რებს“ ცხენდაცხენ დაერია.
- რასა ჰგავს ეს? - ყოვლად გულცივმა ჯანდიერმაც ვეღარ მოითმინა.
თავის გუნდს ცხენებზე შეჯდომა უბრძანა.
- ენა დაიმოკლე, სეხნავ! - გასძახა უფლისწულმა და, უფრო აღზნე-
ბულმა, ახლა დაჭრილებისაკენ გაიწია. მათ კვნესა-ყვირილი შექმნეს.
ამან უფრო გააშმაგა ჰაშიშნაძალი და ფიცხლად დაერია მათ. ვახახიშ-
ვილისა და ბარამ-ჯუჯას დახმარებით სულ მალე „დააჩუმა“ ისინი.
- ხედავ, სეხნავ, რა სწრაფად მცოდნია ენის მოკვნეტა?! მხედველო-
ბაში გქონდეს... განა მარტო ლეკის ენა იკვნიტება ხელდახელ!
- არც ის გავატანოთ... არც ისა! - წასჩურჩულა ვახტანგმა და თვალ-
ყბით უკანასკნელ ლეკზე მიუჩვენა, - ის ცოცხალიცაა და საღ-სალავა-
თიც!
უფლისწული ხელად მიიჭრა ხელებშეკრულ ლეკთან.
38
- მეფის ბრძანებაა. მას უნდა მივგვარო... ბარათის წამღებად... ალბათ,
მოგეხსენებათ! - ცხენდაცხენ წინ გადაუდგა ჯანდიერი და ძლივს მოთოკი-
ლი სიდინჯე მოიშველია.
- მომეხსენება, ყველაფერი მომეხსენება. ჯერ ჩემი ჭირი და წერილი წა-
იღოს! - ხმალი მხარიღლივ გადაუქნია. ჩაკვეთილი ლეკი იქვე ჩაიკეცა.
დავით ჯანდიერმა ცხენს გადაუჭირა მათრახი და ჭენებით გაარიდა თა-
ვი უკვე ყელში მომდგარ სიბრაზეს. პირდაპირ ალაზანში ჩააგდო ცხენი,
ფონს უგანა, ღრმაში შესტოპა და ცხენს რომ ჯიდაოზე გადაუარა და მასაც
წელზე სწვდა წყალი, მაშინღა მოერია აღშფოთებას.
- ღმერთმა ნუ ქნას მაგის მეფობა კახეთშია! - ჩუმად ჩაუდუდუნა ალა-
ზანს, გაღმა გაღწევისას ჩოხის კალთები ჩაიწურა და გზისპირას მოგროვილ
გლეხებს მიაშურა.
- ცოცხალია? - შორიდანვე მიაძახა ხალხს და ცხენი მიაგდო. გლეხები
გაიწ-გამოიწივნენ, ძეძვის ღობის ძირში მიმჯდარი ფეხშეკოჭილი ლეკი გა-
მოაჩინეს.
- ცოცხალია. ცოტა დაკომბლეს ჩვენებმა. არც უმაგისობა იქნებოდა.
ხმლით შემოგვიტია, მაგრამ ჩაქოლვა კი დავუშალე. აი, მეც კი მომხვდა ე
მაგისთვის ნასროლი ქვა... - ოქრო-პაპამ გაკაწრული ხელი აჩვენა ჯანდი-
ერს.
- ოქრო-პაპავ! - ჯანდიერი დაქვეითდა, ხელი ჩამოართვა მოხუცს, - შენ
გიშველა ღმერთმა... თორემ იქ... - ხელი გაღმისკენ გაიქნია და ჩაიქნია ჯან-
დიერმა. სიტყვა კი სულ მოწყვიტა.
ოქრო-პაპამ მიმხვდურად გახედა გაღმა ნაპირს.
- დავით უფლისწული გეწვიათ განა? ქოხსალამურაც გამოიყოლა აქედა-
ნა... დარდად ჩამყვა. ავ-ქეიფად იყვნენ ბატონ-თავადები!
- მობრუნდება ქოხსალამურა და გიამბობს. ალექსანდრე მეფეს მიეცეს
დღეგრძელობა. - დავითმა ახლა უფრო ახლო გასინჯა ტყვე. ლეკს ორივ ხე-
ლი კომბლების ცემით აღმოაჩნდა მოტეხილი, მაგრამ სახე-ტანი თითქმის
დაუზიანებელი ჰქონდა. ერთი სიტყვით, დავითის შეფასებით, გაჭირვების
დროს მეფესთან წარსადგენად კიდევ ვარგოდა. ცხენზე შეასმევინა და გზას

39
გაუყენა. სწორედ დროც იყო. გაღმიდან ფონში ჩამოსული უფლისწუ-
ლის ჯგუფი შეამჩნია. წასვლისას ოქრო-პაპას წასჩურჩულა:
- არიდე სოფელი! - და თავად გუნდითურთ გრემისაკენ გაქუსლა.
...დავით უფლისწულმა კი სოფელზე ავლა ისურვა. გაუკვირდა, რომ
გლეხობა არ შემოეგება.
- სად არიან? - ბრაზიანად შეეკითხა ქოხსალამურას. იგი კი გაღმა
„ხმალთამაშის“ ნახვით გულშემოყრილი იყო და თავადაც გაპარვას ლა-
მობდა.
- ალბათ, დაიხიზნენ ლეკების მოლოდინში, ბატონო!
- მე მათ ვუჩვენებ ლეკებს! - გაჯავრდა დავითი და ერთ, მაღლად
ამოყვანილ, სახლთან დაქვეითდა. მას არც ლეკები ედარდებოდა, არც
გლეხები... მას გული ერეოდა და ეზიდებოდა...
- ვისი სახლია?
- ხოსიტა შილდაურის, ბატონო!
- რატომ ალაყაფში არ დამხვდა?
- არ იცოდა, ბატონო, თქვენი მობრძანება! - კრძალვით უპასუხებდა
ქოხსალამურა.
- ჩამოიღეთ! - გასძახა თავის ამალას დავითმა.
ყველა დაქვეითდა, მაგრამ ვერვინ იაზრა, რა უნდა ჩამოეღოთ.
- ალაყაფი ჩამოიღეთ, თქვე ხეპრეებო, თქვენა! - შესძახა ვახახიშ-
ვილმა და თავად პირველი სწვდა ძგიდეს.
ჩამოღებული ალაყაფი ვეება მოტეხილ ფრთასავით გადაწვა ეზოში.
ზედაც დაფეთებული ხოსიტა შილდაური მოვარდა.
- ვინ ხარ? - სახე აიმრიზა დავითმა.
- მასპინძელი გახლავართ, ამ სახლისა და ამ ალაყაფის პატრონი!
- ვახო... ორი სილაქი! - ხელი აუქნია დავითმა და, ვიდრე ხოსიტა
გონს მოვიდოდა, მარცხენ-მარჯვენა ყბებში ორი მწარე სილა მოხვდა,
აქეთ-იქით წააბარბაცა და წაქცეულ ალაყაფზე გადააწვინა.
- ახლა წადი, იმ ხის ძირას სუფრა გაშალე! ვერა ხედავ, დავით დიდი
მობრძანდა? - მიაძახა ვახახიშვილმა და ხის ჩრდილში ჩამოკიდებულ

40
საქანელას მიატანა. იქვე ლამაზი საქარგავი და ქალის კოპწია ჭრელი ჩითე-
ბი ეწყო. ვახახიშვილმა ხელი სტაცა, დავითს მიურბენინა.
- ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავთ, მოელის ტურფა გამომხსნელს...
დავითმა გაიღიმა, მაგრამ გატანჯული მანჭვა კი გამოუვიდა. ბანგის
ძალა ნელდებოდა და უამურობა ეუფლებოდა სულსა და სხეულს.
- მაგის პატრონმა გამიშალოს სუფრა. ვნახოთ, რა ფრინველია! ქედში
ქედანი იქნება... არა, მოშაირევ? ქედში ქედანი! - თავის ნათქვამი მოეწონა
დავითს და ქოხსალამურას მაღლიდან გადახედა. მოშაირემ კი უმალ იცნო
ხოსიტას გერის - თაკოს ნაქარგი და ჩითები. გული შეუტოკდა. თაკო სოფ-
ლის გასათხოვარი გოგოების ეშხი იყო, სხვა საცოლო ბიჭებს შორის, ქოხსა-
ლამურასაც თაკოს სახელზე არაერთი ჩუმი კვნესა ჩაუტანებია თავის შა-
ირებში.
მაგრამ სუფრა თაკოს ძმამ, გუცამ გამოიტანა. ზედ თორნის პურები, ხმე-
ლი ხილი და დიდხელადა იდო.
ვახახიშვილმა პირი აიპრეხა, ბესიას თვალი უყო. ჯერ თავად გუცას ღვი-
ნის ჭაშნიკი ააღებინა და მერმე ყანწით უფლისწულს მიართვა. მან მოსვა,
მაგრამ ემწკლარტა, ეუგემურა ნაჰაშიშარს. მისთვის ღვინოს არც გემო და
აღარც ძალა არა ჰქონდა. ყანწიანად გადააგდო:
- არ ვარგა! არაყი!
ახლა მცირე ხელადით არაყი მოარბენინა გუცამ. ჯერ ისევ ბიჭს გაასინ-
ჯეს, მერმე დავითმა ხარბად შესვა და პეშვებზეც გადმოიდინა. სული შეეხუ-
თა, თავში აუვარდა და საქანელას თოკს ხელი შესტაცა.
- ახლა კი ვიქეიფოთ! - ხრინწიანი ხმით ამოიძახა დავითმა და ამღვრეუ-
ლი თვალები გადმოკაკლა. ამ დროს სახლის უკან ნაყანევში საქონელმა
დაიბღავლა.
- ჰოჰო... სამწვადეა, სამწვადე! თავად იძახის! - ახმიანდა ვახახიშვილი.
მან შესანიშნავად იცოდა დავითის სულისკვეთება სიფხიზლეშიაც და სიმ-
თვრალეშიაც.
- ბესიავ, მოიყვა!
დავითის მოახლე უმალ გადაევლო ღობეს და დეკეული ეზოში შემოაგ-
დო.
41
- სუკები, მხოლოდ სუკები! დანარჩენი არა აზიანოთ რა... პატრონს
ჰქონდეს! - ბრძანა საქანელაზე გადაწოლილმა უფლისწულმა... და ჩამოგ-
დებულ ალაყაფთან მდგარმა გაოგნებულმა ხოსიტამ სულის მოთქმაც ვერ
მოასწრო, რომ დეკეულს ზეზეურადვე ხანჯალი ამოუსვეს ყელში და დას-
ცეს... გაუტყავებლად, მხოლოდ ზურგი გაუფატრეს, სუკები ამოჭრეს და
ბესიამ ჯერ კიდევ გაუცივებელი ხორცი სათონეში გაარბენინა. იქ მო-
ფუსფუსე დიასახლისს - თუთიას შამფურები მისცა ხელში და თავად ხუ-
ლაში შევარდა, შაშხი ჩამოიღო... ყველს სუნით მიაკვლია და დიასახ-
ლისის გაკეთებულ ერბოკვერცხში ჩაყარა, ზედაც შაშხი დააჭრა.
- გულს აურევს, ქა!?
- ფიქრი არ არის! ჩემს ბატონს სმაში უხვი ჭამა უყვარს, აბა, მერმე კი
ერთ კვირას ვეღარაფერს ჩაიდებს პირშია!
ბესიამ ისღა დაფარა, რომ მასაც უყვარდა მუქთი ჭამა, სმის დროსაც
და სმის გარეშეც. თუმცა - უჯიშო ღორივით - არ იქნა მისი ხორც-ქონის
მოკიდება.
ხელები რომ მოიხალვათა ბესიამ, მსუნაგი ძაღლივით მთელი სახ-
ლი მიყნოს-მოყნოსა. საწოლ ოთახში თავშეფარებულ, ყუჩად მჯდარ
თაკოს მიაგნო. უმალ თავისი ბატონის გემოს თვალით გახედა და
თვალში დაუჯდა.
- გოგოვ! რა ბნელში დამჯდარხარ, ბატონმა - მწვადები და კიტრის
მწნილიო!
მერმე ეზოში ჩაირბინა, ბატონს წასჩურჩულა და თავისი გაქონილი
თითები მსუნაგურად ჩაიკოცნა. გონგადასულმა დავითმა ვერაფერი გა-
იგო, მაგრამ ბილწი ნიშანი ინიშნა. ნესტოები დაებერა:
- ვახო... ჩრიხვი გოგოს სუნი ვიკარ!
- სად გწადია, იხილო? - ხითხითით შეეკითხა ვახო.
- ამ საქანელაზე! - სულ აერია აზრი უფლისწულს. - დაუკარ! სალა-
ღობო დაუკარ! სამრუშო და სალაღობო!
მაგრამ სტუმრებმა რომ მიმოიხედეს, ქოხსალამურა აღარსად იყო.
მან იგრძნო, რომ აქ ავი საქმე დატრიალდებოდა. ღობეში შეუმჩნევლად
გაძვრა და ოქრო-პაპას და მოურავის მოსაყვანად დაიტიშა.
42
მაგრამ არც ვახო და ბესია იყვნენ უმოქმედოდ. მწვადები თაკოს მისცეს
ხელში, „მამის ბრძანებით - ბატონისათვის მისართმევად“.
- დაუკარ! დაუკარ! - ჭირვეულად გაიძახოდა დავითი. ბოლოს ბარამ-
ჯუჯამ გადმობრუნებულ გობზე დავლური რომ გაახურა, დავითმა საქანე-
ლაზე ხელგაუშვებლად გაუსვა და გაექან-გამოექანა.
- გზა მწვადისა! გზა! - გაზვიადებული რიხით გაიძახოდა ვახო და მო-
ხერხებულად სუფრასა და საქანელას შორის მოაქცია თაკო. მერმე უეცრად
წაუბიძგა და საქანელაზე ფეხებგაფარჩხულად მჯდარ დავითს მწვად-მწნი-
ლიანად ჩაუგდო კალთაში. თაკომ ყრუდ შეჰკივლა, ხელიდან ყველაფერი
გააგდო.
ბესია მწვევარივით გაიწვართა და შამფურები ჰაერშივე მარჯვედ და-
იჭირა.
- კიტრის ზარალი! კიტრისა! მწვადი კი კალთაშია და სუფრაზე!
ხარხარს დავითიც აჰყვა, გრძელდალალა და თვალმაყვალა თაკოს
წელზე ხელი შემოსტაცა და ყბა-ტუჩი დაულოშნა.
თაკოს კივილი განზრახ ხმამაღალ ხარხარში და ღრიანცელში ჩასძი-
რეს. დაკლულ დეკეულთან ჭმუნვით მიმჯდარმა ხოსიტამ კარგად ვერც კი
ინიშნა, მაგრამ გუცა მივარდა მას:
- მამა, თაკო...
ხოსიტა გველნაკბენივით წამოვარდა, ხის ძირს მიაშურა, მაგრამ გზაში
ბესია გადაეღობა, ფეხი გადაუდო, ძირს დასცა. ხოსიტა რომ წამოვარდა,
თვალი შეასწრო - საკინძეჩახეული თაკო ფარდაგზე ეგდო. საქანელადან კი
გოგოს ბატონიშვილის შავი ჩრდილი ქორივით დააცხრა.
წინ ისევ ბესია გადაუდგა ხოსიტას. მეტი აღარა ახსოვს რა მას. არც ის,
როგორ შევარდა სათონეში, როგორ სტაცა ხელი ცულს. მაგრამ წინ ახლა
ცოლი თუთია-ქალი გადაუდგა. ცომიანი ხელები სტაცა ჩოხის უბებში.
- რას სჩადი?! დავიღუპებით. მე გამიშვი, მე!
...და ვიდრე ხოსიტა რასმე მოიფიქრებდა, თუთია-ქალი თავად გავარდა
კარში და სათონე გარე ურდულით ჩარაზა. ცულს ამაოდ ურტყამდა თორ-
ნის კარს ხოსიტა, მისი გათლილი კარი გულდაგული და მაგარი იყო.

43
ეზოში კი თავგასული ხარხარი და ღრიანცელი იდგა. თუთიასაც იგივ
ბესია შემოეგება, მაგრამ დედაკაცმა ცომიანი ხელები თვალებში წას-
თხარა წუპაკს და გაავებული კრუხის ქოთქოთით მიიჭრა უფლისწულ-
თან. ჩოხის ჩაქებში დაურიდებლად სწვდა და ცრემლში გაღვრილი თა-
კო ხელიდან გამოჰგლიჯა.
- ეს რა საკადრისია, ბატონიშვილო! სად გაგონილა? უი, თვალი კი
დამიდგება! საჩივარში წავალ განა... კახთ ბატონთანა! გაგონილა?! - გა-
იძახოდა გაალმასებული თუთია და კაბაშემოხეულ თაკოს თავის კალ-
თას აფარებდა.
დავითი უცბად შეკრთა და დაიბნა...
- გავეხუმრე განა! რა დიდი თავად-ქალი ეგა გვყავს... მამა უცხონდა!
- მერმე უფრო აროხროხდა და გაწყრა: - გამაცალეთ დედაბერი, სუფრას
ნუ მიშლის!
მაგრამ დედაბერმა გაიწია და აწ ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ გა-
აჩერებდა.
- რას მიქვია, გამაცალეთო? ჩემი ოჯახიდან მაგდებთ? ალაყაფი ჩა-
მომიგდეთ, დეკეული დამიკალით... ქმარი გამილახეთ, გოგო კინაღამ
გამიბახეთ... მართლა ლეკიანობაა?! ქვეყნად ნამუსი და სამართალი
აღარ არის? ამ ოჯახში კახთ ბატონს პირჯვარი უსახია... პურ-მარილი
მიუღია... საჩივლელად წავალ, მაშა.
- ჯანდაბას იქით გზა გქონია! წადი, მიჩივლე მამასთანა... ვნახოთ,
რასაც გაგიკითხავს! სულ გადაგიბუგავ სახლ-კარს. ამას გამომრჩები! -
ბესიას ხელი აუქნია დავითმა. თავადაც მათრახს დაავლო ხელი, მაგრამ
დედაბერი უფრო წაიფაფრა.
- ღმერთო, შენი სახელის ჭირმე. დახე, რა ჰქონია გუნებაში?! - ცომია-
ნი ხელები დოინჯად შემოიგდო და ყველას დასჭყივლა:
- ადე, გოგო, წავიდეთ, ასევე მიგიყვან. მე ვიცი, ვისთანაც წავალ სა-
ჩივლელად - ქეთევან დედოფალთან! აი, ვისთან! ის კი გამიკითხავს.
შენს ძალადობასაც გადაგვარჩენს!
ქეთევანის ხსენებაზე დავითს სიფხიზლის სუსხი მოეფეთა. შეცბა.
მოქნეული მათრახი მიწაზე დაანარცხა.
44
- ვინ არის ეს როკაპი, როგორ მიბედავს? ბესია, ჰკა მაგას!
ამ დროს თონის კარიც გამოტეხა ხოსიტამ, ცულამართული და სახე-
შეშლილი გამოექანა სუფრისაკენ და ვინ იცის, კიდევ რა ვაი-ვაგლახი
დატრიალდებოდა ხოსიტაანთ ეზოში, რომ ღობეზე სოფლის ღორო-
ტოტოს არ გადმოედგა თავისი სპილენძის დინგი და მეხივით არ დაექუხე-
ბინა. ზედაც ყოველმხრივი ძახილი გაისმა:
- ლეკები! ლეკები! გვიშველეთ! - და ხოსიტაანთ ეზოში მთელი სოფელი
დაბარებულივით მოზვავდა. ოქრო-პაპამ და ხაპრომ ძლივს მოასწრეს, ხო-
სიტას გასტაცეს ცული და ხალხი დაახვიეს. შორიახლოს თოფის ბათქიც შე-
იქნა.
ბატონიშვილის ამალა უმალ დაფორიაქდა. ცხენი მოართვეს დავითს.
იგი მუხლფოლხვიანად შეჯდა და ხალხს თვალშეჭრელებულად გადახედა.
- გვიშველე, ბატონიშვილო... ლეკები! ლეკები! - ერთხმად გაიძახოდა
ხალხი.
- სადა? აბა, სადა?! - შესძახა მანაც და ცხენი ყალყზე შეაყენა.
- სოფლის თავში და ბოლოში... ყველგან უთავბოლო ძალადობაა! არი-
ქა! არ გაუშვათ წუნკლები! - ოქრო-პაპას ხმამ დაფარა საერთო ჟრიამული.
უფლისწულმა ხმალი იშიშვლა, ცხენი ჩამოგდებულ ალაყაფზე გადაახ-
ტუნა და „მოძალადე ლეკების“ საძებრად გაიჭრა. მთელი ამალა მიჰყვა.
სოფელში ერთი ხმიანობა და ყიჟინ-გადაძახილი გაისმოდა. ღოროტო-
ტომ ხომ სულ წაიღო ყურთასმენა.
- კარგია, გეყო, - მიაძახა ოქრო-პაპამ ღობეზე გადმომჯდარ ქოხსალამუ-
რას და მგრგვინავი საყვირი დააშვებინა.
- არ დაბრუნდნენ?! - ქოხსალამურას თვალი უნებურად თაკოს შემოხე-
ულ საკინძისაკენ გაეპარა. გოგომაც იგრძნო, ხელდალადებით შეიფარა აზ-
ღუდის ხარვეზი.
- დარდი ნუ გაქვს! ჯერ იპოვნონ ლეკები, კაკა გაჰყავთ კვალის გამტანად.
საშველს არ მისცემს. ვიდრე არ დაფხიზლდებიან! ან გაღმა არ გადარეკავს
შინალეკებსა! - ოქრო-პაპამ ხელი ჩაიქნია და ახლა თუთიას მიუბრუნდა: -
დაშოშმინდით, შენც, დედაკაცო... ეს შენ ქმარსაც მიჰხედე. ცული გააცალე.
თავსაც დაღუპავს და სოფელსაც! აბა, მომყევით, ისევ დავუკიდოთ ალაყა-
45
ფის კარი ხოსიტაანთა! აი, ესაა ჩვენი უბედურება. - მამამ ფუძის ანგე-
ლოზი დაულოცა, შვილმა კი ალაყაფი ჩამოუგდო!
და როდესაც სოფლელები კარს უკიდებდენ დაზარალებულს, სოფლის
ბოლოდან ცხენების თქარა-თქური და კაკას ომახიანი ხმა ისმოდა:
- ჰაი-ჰაი... აგერ, ბატონო! აგერ!
- არ გაუშვათ! წუნკლები... მოძალადენი! - აზრმოკლებული ხმით გა-
იძახოდა დავით უფლისწულიც და „წუნკალ მოძალადეებს“ ხმალამოწ-
ვდილი დაეძებდა.
ერთადერთი, ისიც ხელმოტეხილი, ლეკი ალექსანდრეს მიჰგვარა
ჯანდიერმა.
- ვისი ნახელავია? რა იარაღით? - გაკვირდა მეფე და უსიცოცხლოდ
ჩამოყრილი, დაჩეჩქვილი მკლავები გაუსინჯა.
- გლეხებისა. კომბლების კვალია.
- დახოცილები რამდენია?
- ოცამდე იქნება.
- გიწუნებ ხელობას! მიკვირს, ჯანდიერო?! ვერ მაამე... - და თავჩახ-
რილ დევკაცს რომ ახედა, ეჭვი შეეპარა. - ხელი ხომ არ შეგიშალა ვინ-
მემ?
- არა, ბატონო, საქმე არ მოეწყო რიგზე. შემთხვევაა.
- შემთხვევა? - ალექსანდრემ მხრები შეჰყარა. იცოდა, თუ რა მედ-
გარ-ქამანდიანი იყო ჯანდიერი. უეცრად შეეკითხა: - ჩემი დავითი ხომ
არ გინახავს სადმე?
ჯანდიერი არ მოელოდა ამ კითხვას. ჯერ გზაშივე გადაწყვეტილი
ჰქონდა, არაფერი ეთქვა ალექსანდრესთვის. ერიდებოდა მამა-შვილს
შორის შფოთის ჩამოგდებას. საქმეც მაინცდამაინც არ მოითხოვდა
ამას. უმჯობესი იყო, მიჩუმათებულიყო მთვრალთა ონავრობა.
- არა, არ მინახავს... თუმცა, ვგონებ... სადღაც ახლომახლოს იყო...
- ახლომახლოს? ვგონებ? რაღაც ვერა გცნობ, დავით ჩემო - ალექსან-
დრემ ერთხელ კიდევ აათვალიერ-ჩაათვალიერა თავისი ერთგული
დევკაცი და მისგან ბოლომდე უთქმელობის ეჭვი მოიშორა.
- დასტაქარი ჯიღაური მაახლე!
46
- აქ გახლავთ, ბატონო! - ჯანდიერმა დერეფნისკენ გასწია.
კახთ ბატონს გაეღიმა:
- აი, ახლა კი გცნობ! ისევ დავითი ხარ.
მანასე ჯიღაურმა შეამოწმა ტყვეს ხელები და დაასკვნა, რომ ნიდაყვებს
ქვევით დაჩეჩქვილ ძვლებსა და დაწყვეტილ ძარღვებს აღარაფერი ეშვე-
ლებოდა.
- კანონით მაინც ეკუთვნოდა ხელის დასხეპვა. ღმერთმა ორივ დაუსხეპა
მტაცებელს. იყოს ნება ღვთისა. ორივე მოაშორე ნიდაყვებს ქვევით და ორ
კვირაში დაღესტანს გასაშვებად ჩამაბარე.
მერმე ყველანი გაისტუმრა და სურხაი-შამხალთან გასაგზავნი წერილი
დაწერა. გიორგი იხმო და წაუკითხა.
„ვაჟკაცური მტრობა რომ არ გედო წესად, ეს მე ვიცოდი... მაგრამ არც
ძმობა გცოდნია. შენის მიზეზით და სიმხდალით ძმა ელიმ-შამხალი ჩვენს
ხელთ ჩაგიგდია. მე დავინდე იგი, სიცოცხლეში და პატივში მყავს პყრობი-
ლი. შენ კი, ჩანს, ხელი აგიღია. ამდენი წელია მის გამოსყიდვაზე შორ-შორს
მივლი.
ახლა პირდაპირ გწერ: ნახევარი საფასური თავად ელიმ-შამხალმა
იშოვნა. ამ მოკლე დროში თუ მეორე ნახევარს გამომიგზავნი, ხომ კარგი...
არადა, მეც სანახევროდ გაახლებ ძმასა. ამის მომტანის ხელ-სურათი და
იგავი ინიშნე, ივარაუდე. პასუხს თვის სწორზე ველი. მერმე მოხდეს, რაც მო-
სახვედრია...“
ალექსანდრემ ხელი მოაწერა, ბეჭედი დაასვა. გიორგის გასაგზავნად გა-
დასცა.

V ციცქნა პერანგი
ქეთევან დედოფალი ფეხმძიმობის მიწურულში იყო, ამიტომ ჯანდიერ-
მა არც მას აუწყა უფლისწულის საქციელი. თუმცა იცოდა, ყველაზე უფრო
დიდი გავლენა დავითზე მაინც მას ჰქონდა. ისევ გიორგი ბატონიშვილი მო-
ინახულა. უამბო:
- ჯერ მკვდრებსა და დაჭრილ ლეკებს კუწავს, ბოლოს ცოცხლების და
არა ლეკების კუწვასაც არ მიჰყოს ხელი?!
47
მაგრამ გიორგი არ აჰყვა საუბარს. ძმის საყვედური არ იკადრა, გული
კი დაეწვა. არ უტყდებოდა თავს, მაგრამ გრძნობდა - ძმური სიყვარული
და ნდობა თვალდახელს შუა ეცლებოდა. ტახტის მემკვიდრის ხიწვიანი
და ეჭვით სავსე მზერა არაერთგზის სუსხებია მომყოლ ძმას - მამისა და
ხალხის საყვარელს. მომავლის შიში უკვე გიორგის გულსაც სწვევოდა,
მაგრამ ჯერ, მადლი გამჩენს, მამა-ბატონი ჭიაურის მუხასავით იდგა და
მის ჩრდილში ყოველი ეჭვი და გესლი იფარებოდა. ვგონებ, ქრებოდა
კიდევაც.
ვერც გიორგიმ იკისრა მამასთან შესმენა ძმისა. არც მაშინ, როდესაც
ქედში ჩადენილი „შინა ლეკიანობაც“ მოსწვდა მის სმენას. ზოგიც რამ
იღონა, რომ ქეთევანსაც არაფერი გაეგო, ღელვას მოარიდა. სალიჰასა-
გან იცოდა, დავითი და ქეთევანი ამ ბოლო დროს უბრად იყვნენ. ამ უბ-
რობის ძირითადი მიზეზიც დავითის თავუხლარი ქეიფი იყო.
ორი კვირა გავიდა. ხელებდაკვეთილი ლეკი დაადგა მთის გზას.
ელიმ-შამხალსაც ჩუმად დაბარებული მომხრენი მოუვიდნენ ბუინაკი-
დან. არცთუ დიდი, მაგრამ კარგად აღჭურვილ-შერჩეული გუნდი უკვე
მზად ჰყავდა გიორგის. დავით უფლისწული კი არსად ჩანდა. ალექსან-
დრეს განზრახვით, ზურგის მარქავა გუნდისათვის მას უნდა ესარდლა.
კახთ ბატონის ვერც ერთი შიკრიკი ვერ მისწვდა, ხან საიდან მოვი-
დოდა კანტიკუნტი ჭორი და ხმა მისი აქ ყოფნისა, ხან საიდან. ხან გაღმა
იყო, ხან გამოღმა, ხან ტყეში, ხან სოფელში. ყველგან ღრეობა და თავ-
გასულობა ახლდა მის კვალს. ერთ სოფელში გლეხი ღვინით სავსე ქვევ-
რში ჩაესვათ, კინაღამ შიგ არ ჩაეხრჩოთ.
ერთგან ქალები დააწიოკეს საცეკვაოდ და სალაღობოდ დაიბარეს
სოფლის გალავანში, მაგრამ, ახალგაზრდების ნაცვლად, ხანდაზმული,
ჩიხტიკოპიანი და ლეჩაქოსანი დედაბრები მოუვიდათ. მაინც ჩააბმევი-
ნეს ფერხული დავითის წინაშე. დედაბრების ძალა-ძალად როკვის
დროს კი ბესიამ და ვახომ შეპარვით ლეჩაქებსა და მანდილებზე ცეც-
ხლი მოუკიდეს. თმაშერუჯულ და ლეჩაქცეცხლიან დედაბრების დაფე-
თებამ და ვაი-ვიშით გაქცევამ ხარხარისაგან კინაღამ დაბნიდა უფლის-
წული.
48
ერთგან, სოფლის თავში, ზაქი ჩამოახრჩეს ხეზე... მან „უზრდელად და
უტიფრად გზა არ დაუთმო დიდ უფლისწულსა და მომავალ კახთ ბატონს“.
ალექსანდრე მეფეს ვერვინ უბედავდა თქმას... ზოგი დავით უფლისწუ-
ლის გადაკიდების შიშით, ზოგიც მამა-შვილის განხეთქილების თავიდან
ასაცილებლად.
საქმე სულ სხვანაირად გამჟღავნდა. ქედელი ოქრო-პაპა ეახლა კახთ ბა-
ტონს და თავისი თვალით ნანახი და თავისი ყურით გაგონილი წვრილად
უამბო.
- შენი ჭირიმე, ხოსიტაანთ სახლის ფუძის ანგელოზის პური გაგიტეხია...
დაგილოცია... ახლაც ნუ დააკლებ შენს მფარველობას... ნუ ჩადგები მათ
ცოდვაში... გადაწვის ქადილით დაუფეთებია!
ალექსანდრე საოცრად გაწყრა. ცალწარბი აუთამაშდა. გიორგი და ჯან-
დიერი იხმო. ჯერ ჯანდიერს გაუწყრა, ყველაფერი ათქმევინა და, რომ გა-
იგო უფლისწულის თელავში ყოფნა, ახლა გიორგის მიუბრუნდა:
- წადი ახლავ! შენი გაჯიქებული ძმა მომგვარე! თუ არ წამოგყვეს, შეჰკარ
და ისე წამოიყვანე!
გიორგი დადრკა.
- დავით უფლისწული?!
- უფლისწული კი არა, ძერის ბახალა! - უფრო გაწყრა ალექსანდრე.
ახლა უარის თქმა სულ გააბოროტებდა მამას, მაგრამ დავითის მოსაყ-
ვანად მისი წასვლაც არასგზით არ იქნებოდა მართებული. ძმათა შორის სა-
ბოლოო განხეთქილებას მოასწავებდა. ძალა იკრიბა და პირველი უარი შეჰ-
კარდა მამას:
- ვერა, მამავ-ბატონო. მე ვერ წავალ. ცუდი გამოვა ბოლოს!
ალექსანდრე უფრო გაგულისდა. მით უფრო, რომ იგრძნო გიორგის სიტ-
ყვის სისწორე. ძმათა ურთიერთ გათიშულობის სიღრმე ახლა უფრო გაზომა
და ავად ნიშანდობლივი გაუხდა.
- ვაიმე... ჩემი ერეკლე სადა მყავს?! - ერთი ამოიგმინა და გიორგის ხელი
აუქნია: - ახლა შვილებსაც დაუწყო ბრძოლა?! გამეცალე!
მეფემ ახლა ომან ჩოლოყაშვილი იხმო:
- სად არის ჩემი ძერა, შენი ნაწურთნი?
49
- შევარდენი, ბატონო! - მლიქვნელად შეასწორა ომანმა. - ლეკებსა
სდევს, მუსრს ავლებს! თავადაც იწურთნება და ახალგაზრდა თავადებს -
ჩვენს მომავალსაც - წურთნის!
- კიდევ რამდენიმე ასეთი „ლეკთა მდევარი“ და მე არც ერთი მად-
ლიერი კახი აღარ შემრჩება! აქ მომგვარე ყველა... იგიც და ვინც ახ-
ლავს... თელავში ყოფილან... ერთ ყოფაში!
ომანი რომ გაუშვა, ვეღარც თავად დადგა დარბაზში. ქეთევან-რძა-
ლის ნახვა იწადინა. და რადგან იცოდა რძლის ფეხმძიმობის მიწურუ-
ლი, თავად არჩია წასვლა. გრძელ დერეფანს გაჰყვა და საუფლისწულო
დარბაზში მიაკითხა რძალს.
ბატონის შესვლაზე მესაწოლე მანდილოსნებმა საკერავ-საქარგავე-
ბი აიკრიფეს და გაერიდნენ.
- როგორ ხარ, შვილო? - თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა მა-
მამთილმა.
- კარგად, მამავ-ბატონო! - დარცხვენით უპასუხა ქეთევანმა და ფარ-
ფაშა კაბა-წელზე შემოხვეულ თავშალს უნებურად ორივ ხელი გადააჯ-
ვარა, თითქოს თავისი მდგომარეობის დაფარვა სწადდა.
- დაჯექ, შვილო. დაჯექ და თავს მოუარე!
სახის სიფითრე და თვალის უპეების ჩალურჯება უფრო დაშვენებო-
და ქეთევანს. ოდნავ სახეგამხდარსა და ტანსავსეს იდუმალმოსილი ღი-
მი და შიშ-სიხარულის ნარევი იერი წამდაუწუმ აცხრებოდა.
ალექსანდრეს დავითის საყვედურის თქმა სურდა, მაგრამ ენა ვეღარ
მოუბრუნდა. გულმოსულობაც უმალ დაუცხრა...
- ჰა, ხელსაქმობ წინასწარ! ასე იციან ქალებმა... დედებმა! - და ქეთე-
ვანის მიერ გაფარებული, ჯერ არდაბადებული შვილიშვილის პერანგი
ხელში აიღო.
- ესეც ვნახოთ... ეჰ, პირველი არ არის ჩემთვის... - ერთი ციცქნა ქარ-
გულპერანგი გადააბრუნ-გადმოაბრუნა. ჰოი, როგორ ჰგავდა იგი მის
ჩვილ შვილებზე ოდესმე ნანახ პერანგებს?! და მამის მეხსიერებამ ეს
ციცქნა პერანგი ხან ჩვილ - აწ დაღუპულ ერეკლეს გადააცვა, ხან დავითს
- დავაჟკაცებულსა, მაგრამ გაჯიქებულს... ხან გიორგის - მისი პირველგა-
50
მარჯვების დანათლულს და ახლაც ყველაზე ახლოს მყოფს, ხან შორს გამ-
ძევლებულსა და გამაჰმადიანებულ კონსტანტინეს. მწარე ფიქრმა ნესტან-
დარეჯანი სულ დაავიწყა. ჰაი, დედასა... ახლა კი შვილიშვილს ელის! რამ-
დენ დროს გაუვლია, რამდენი ვაი-ვარამი გადაუტანია. ეს ციცქნა პერანგი კი
ისევ ისეთია... იმდაგვარივე. თითქოს ერთსა და იმავე პერანგში იზრდე-
ბოდნენ პაპები და მამები... შვილები და შვილიშვილები... ერთსა და იმავე
გარემტრებს ებრძოდნენ... ერთი და იგივე შინამტრობა და შუღლი ჰქონ-
დათ და, ბოლოს, ერთსა და იმავე მიწაში წვებოდნენ. ციცქნა პერანგი კი
რჩებოდა და წილადობილა თავიდან იწყებოდა. აი, მის, კახთ ბატონის,
ქიშპობა თავის ძმებთან - ელიმირზასთან თუ ქაიხოსროსთან - განა არ წაა-
გავს მისი შვილების - დავითისა და გიორგის - ჯერ ჩუმ და ქვედაჭიმულ ქიშ-
პობას? და იმიტომ ხომ არ ავობს და აუგობს დავითი, რომ გრძნობს მამის
მიკერძოებას?
ალექსანდრემ პერანგი კალთაზე დაუდო თავის რძალს, მისი შვილის
დავითის მიერ, ალბათ, მამაზე არანაკლებ გამწარებულს. რაიმე საამოს
თქმის სურვილი მოეჭარბა და მაინც სევდიანი გამოუვიდა.
- ეჰ, ქეთევან, ცოლობაც ძნელია და დედობაც, მაგრამ არც მამობა და
მეფობაა ადვილი... იქნებ უფრო ძნელიც!
- ვიცი, მამავ-ბატონო! - ქეთევანმა მაღლა შეჰყარა ოდესმე ჟუჟუნა, ახლა
კი ოდნავ სევდიანი, მაგრამ გამჭრიახი თვალები. ალექსანდრეს შეშურდა
კიდევაც. ის, რაც მას - მამაკაცსა და კახთ შორის რჩეულს - მხოლოდ მაღალ
მოწიფულობის დროს ეწვია, სახელდობრ, ჭირისუფლის სიბრძნე და თავ-
დადებულის ზნეობა, პირველ ძეობაზევე გააჩნდა ქეთევანს.
ამან უფრო შეაყვარა რძალი. სიტყვაში კი უფრო ემატებოდა სევდა:
- ეჰ, ჭრელია ქვეყანა და ცვალებადი ადამიანის გული... მაგრამ მე და
შენ, ქეთევან ჩემო, მუდამ გავუგებთ ურთიერთს!.. ერთი ცეცხლით ვიწვით...
ამ ციცქნა პერანგის დარდიც სამუდამო ხვედრად გვრგებია!..
ქეთევანს მამამთილის მკერდზე სწადდა მიყრდნობა, იქნებ ცრემლის
დაღვრაც... მაგრამ დაირცხვინა, თავი დაბლა დახარა. ალექსანდრემ ხელი
გადაუსვა მას თავზე და ხალისიანად შეუძახა:

51
- აბა, შვილიშვილს შემასწარ, დედოფალო! - და ნაჩქარევი ნაბიჯით
გავიდა დარბაზიდან.
ქეთევანი კარამდე მიჰყვა მამამთილს, მერმე საწოლში დააპირა გას-
ვლა, ლოგინში ჩაწოლა. როგორღაც ტყვიაჩასხმულივით უმძიმდა ტანი.
თან ნაამებად ეფოლხვებოდა გული და უმიზეზოდ ეტირებოდა... მაგრამ
მესაწოლე ეახლა და მოახსენა, რომ ვიღაც სოფლელი დედაკაცი დილი-
დან ელის, მიუცილებლად ითხოვს მასთან მიშვებას „მანდილის საჩივ-
რის“ მისართმევად.
ქეთევანი სკამ-სარეცელზე მიწვა და მომჩივანი ახმობინა. ერთის
ნაცვლად, ორი გამოდგა. თუთია შესვლისთანავე ფერხთით ჩაუვარდა,
თაყვანი სცა და კარის ძგიდეში გახევებულ თაკოს შეუძახა:
- მოდი, გოგო... ტერფები დაუკოცნე! ნუ გეშინია, განა ბატონიშვი-
ლია. ჩვენი ნუგეშის მომცემი მხოლოდ ესაა!
ქეთევანმა უმალ წამოაყენა დედაკაცი. მესაწოლე დაითხოვა და სულ
ჩუმად უთხრა თუთიას:
- მე უკვე ვიცი, ვისზე მოგაქვს მანდილის საჩივარი. ნუ შიშობ. ყველა-
ფერი დაუფარავად მითხარ. ამის მადლმა, მე ვიქნები შენი მფარველი.
- და ქეთევანმა ბაიასავით გაყვითლებული ლამაზი ხელი გულ-მკერდის
ქვემოთ მიიკრა, სწორედ იქ, სადაც საშობი შვილის გულისძგერა ესმო-
და.
თუთიამ ყველაფერი წვრილად უამბო. ხოსიტას მიერ ცულის ატაცე-
ბაც არ დაუფარავს. მერმე თაკოც ალაპარაკა. ახლა სხვა სოფლელები-
საგან გაგონილი „დავით უფლისწულის უკადრისი ონავრობანიც“ მო-
აყოლა... - აქ, ახლა გაღმიდან შემოეთვალა, ქოხსალამურა მეახლოს,
თორემ თავად გამოვალო... სოფლის ხელმეორედ დაწიოკებასა ისევ
წასვლა არჩია იმ კეთილ-უბედურმა... ჰოდა, ჯერაც არსადა ჩანს.
სისხლგამშრალი ქეთევანი უსმენდა და მის ფერხთით შეცრემლე-
ბულ თაკოს ეფერებოდა.
- თუთია-ქალო!.. ჩემი ქმრის სამარცხვინო საქციელისთვის, მე, მის
მეუღლეს, ბოდიში მომიხდია... - გულზე შემოწოლილი სიმძიმე უბორ-
კავდა ყოველ სიტყვას. - დეკეულში... მეწველ ძროხას წაიყვან თაკოს და-
52
ხეული კაბის მაგივრად. ჩემსას მოგცემ. ქორწილში გამოადგება. შენ კაცთან
ახალ ახალუხს გაგატან. თქვენს სახლს კი ვერავინ შეეხება. აი ნიშანი! - და
ქეთევანმა მაკრატლით ერთ-ერთი თავისი შესანიშნავი კულული მოიჭრა
და თუთიას გადასცა. მალე დაითხოვა. ჩქარობდა საქმის ჩათავებას. მნეთუ-
ხუცესს ყველაფერი უბრძანა, მერმე კი ლოგინს მიატანა და მესაწოლის
დათხოვაც ვერ მოასწრო, რომ ცრემლები თავისთავად გადმოეხვეწა თვალ-
თაგან. თავშეუკავებლად ტიროდა, ტირილს სლოკინი მოჰყვა, გულის ხუთ-
ვაც. ხუთვამ რაღაც დასძრა თუ აამოძრავა გულის ქვეშეთში. უეცრად არაა-
დამიანურად ამოაკივლა ქეთევანს.
მესაწოლემ ერთი ქოთქოთი შექნა, სასახლის მთელი საქალეთი შეჰყა-
რა.
ქეთევანმა კივილი ძლივს დაიოკა და ყველა დაითხოვა. საწოლიდან
ყველანი გავიდნენ, მაგრამ სადედოფლო დარბაზიდან არვინ წასულა.
ქეთევანი აღარ კიოდა. მაგრამ ეს უკვე ნებისყოფის ნაყოფი იყო. მან იგ-
რძნო რაღაც ახალი, დიდმნიშვნელოვანი და უაღრესად ქალური განსაცდე-
ლი მხუთავად და უცდენელად ვიდოდა. ყოველ გარეშე ფიქრსა და გრძნო-
ბას უხშავდა. მხოლოდღა თვალებს აკაკვლინებდა და კივილად ეზიდებო-
და. უკანასკნელი ძალაც მოიკრიბა, თვალები დახუჭა და თავის შინამოს
გულდაგულ მიაყურადა. როგორღაც ორმაგად ძგერდა არსი და სხეული. ქუ-
თუთოებს კი შიგნიდან ციცქნა პერანგები ამოჰკროდა. უეცრად დახუჭულ
თვალთა წინ თავისი უბრად მყოფი მეუღლე წარმოუდგა. ისევ შეჰკივლა,
ყოველივე წეღან ნაამბობმა მისი აღზნებული გონების წინ სურათ-სურა-
თად, ხმიანად და ფერიანად ჩაიქროლა.
თვალი რომ გაახილა, თავზე დიდ-დედოფალი - მარიამ-დედა და სალი-
ჰა ადგნენ. ხალიანა კი მაჯას უსინჯავდა.
- არიქა, ბებია-ქალები. და ყველაფერი რომ მზად იყოს! - თავად მარიამ-
დედა ბრძანებლობდა.
- არა, დედა. ჯერ, ვგონებ, არა! ახლა მიბრძანდით. მხოლოდ იმას უხ-
მეთ, იმას - კისრის ძარღვების დაძაგრულობის გამო ქეთევანმა ძლივს
ამოიღო ენა. „იმის“ სახელი კი სულ ვერც ამოთქვა.
- დავით უფლისწულს?! - მიხვდა სალიჰა.
53
- აქ არ არის, არა! გაგზავნეს კაცი, - ხელნამტკიცევად ეუბნებოდა მა-
რიამ-დედა.
- ვინ? ვინ გაგზავნეს?
- ომან ჩოლოყაშვილი... სახლთუხუცესი.
ქეთევანმა ისევ დახუჭა თვალები, მაგრამ ტან-ხერხემალში კიბოსა-
ვით გაჩხიბულმა ტკივილმა რომ დარია ხელი, ისევ დაკაკლა თვალები
და სალიჰას შესძახა:
- ომანი ვერ მოიყვანს! სალი... შენსას უთხარ... ან იცი, რა?! - და ქე-
თევანმა უცბად იგრძნო, რომ მას მომაკვდავივით სირცხვილი დაეკარგა.
- იცი, რა! აქ მომიყვანე... შენი... დაო ჩემო!
სალიჰა უმალ გავარდა გარეთ.
გიორგის ისევ დაეცა თავზარი, მაგრამ მაშინვე გაჰყვა. მარიამ-დე-
დამ, პირველმა, იგრძნო, რომ ქეთევანს საიდუმლო შესათვალი ჰქონდა
მეუღლესთან, ყველანი გაიყვანა საწოლიდან. ქეთევანმა მხოლოდ სა-
ლიჰა დატოვა.
- გიორგი, შენ იცი, რას ჩადის შენი ძმა?
- ვიცი ყველაფერი...
- მერმე? - ქალი ტუჩებს იკბენდა, რომ არ ეკივლა.
- უძლური ვარ! სხვა რომ იყოს... ქეთევან, შენ გამიგებ!
- მესმის. ესღა მითხრა: იცი, სად არის იგი?
- ვიცი, თელავში.
ქეთევანს თვალები უფრო დაეკაკლა, მაგრამ ვეღარაფერს ხედავდა.
- წადი, წადი და შენი ძმა შინ მომიყვანე, გიბარებს-თქო. უბრად
ვართ. ახლა კი წამოგყვება. შენ მოიყვან. - ქეთევანს კიდევ უნდოდა რა-
ღაცის თქმა, მაგრამ ძალა აღარ ეყო. კრიჭაში ერთხელ კიდევ ამოუს-
ხლტა ცხარე კივილი.
გიორგიმ ვეღარაფერი მოახერხა:
- მივალ, უსათუოდ მოვიყვან! - ქეთევანი თავის ცოლს შეატოვა ხელ-
ში და გარეთ გავარდა.
დერეფანშივე შემოეყარნენ ბებიები და გადიები. ქეთევანის საწო-
ლიდან კი უკვე გაბმული კივილი ისმოდა.
54
გიორგიმ უმალ მიმოარიგა გადაუდები საქმეები. მარქაფა ცხენი მოაყვა-
ნინა, ზაზა და მცირე ამალა გაიყოლა და თელავის გზას გაუდგა.
გრემიდან უკვე კარგა შორს იყვნენ, როდესაც ქეთევანის ძველმხლე-
ბელი გოლა მოეწიათ, გაქაფებული ცხენი დაოთხვით მოაგდო და მოაძახა:
- ბიჭია, ბიჭი. ვაჟი! სამახარობლო მამაზე იყოს!
გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და უფრო მიუშვა ცხენი. ახლა კი იმედი
მოეცა, რომ ყოველგვარი გართულებისა და მარცხის გარეშე მოიყვანდა
გრემ-სასახლეში თავის ჭირვეულსა და გაჯიქებულ ძმას.

VI თელავური ღრეობა
დავით უფლისწულმა ისევე ღრეობა-ღრეობით აიარა თელავამდე. აქ
მოურავი დაიბარა და მიზეზით თუ უმიზეზოდ დატუქსა, მერმე ჩახლეჩილი
ხმით შეეკითხა:
- ყველაზე უმჯობესი ღვინო ვის აქვს თელავში?
- ქარუხა-სირაჯს, ბატონო! ბაზრის თავშია!
- ყველაზე მეტი?
- მასვე, ბატონო. აგეთი ქვევრმრავალი და რუმბსავსე მარან-სარდაფი
გააჩნია, რომ სწორედ გააკვირვებს კაცსა.
- სამეფო ხარჯი გადახდილი აქვს?
ვარშან-მოურავი მიხვდა, რომ დავითისათვის მნიშვნელობა არა ჰქონ-
და, გადახდილი იყო თუ არა ხარჯი.
- ვალის დადება ჩვენს ხელთაა, დიდ-ბატონო!
- ჰოდა, ეგრე. მაშ, იქ მიატანინე და მიარეკინე, რაც გვეკადრება. თანაც
გაგვიძეხ ახლავე. გზამ დაგვღალა. შენ კი დაგიფასებ მიმხვდურობასა და
მასპინძლობას!
მოურავი სამად მოიკეცა და გვერდ-გვერდა სიარულით წინ წაუძღვა.
ნებიერი სტუმრები ახალ იშტაზე იყვნენ, მხოლოდ უფლისწულს სტკი-
ოდა თავი და გულიც უამურად უცემდა. ჰაშიშის უკანასკნელ მარაგსაც
სთხოვდა ვახოს.
ასეთი სტუმრების მისვლისას ქარუხა-სირაჯს პირს კატა ეცა. უფლისწუ-
ლის სავალს მისი ჯიქური ქეიფის ხმა წინ უსწრებდა, მაგრამ რაღას იზამდა
55
სირაჯი, ყბადიდა სახეზე ღიმი გადაიხატა. მუხლებს ჩაცილებული, ბან-
ჯგვლიანი ხელები ფართოდ გაშალა. კოტიტა ფეხებზე შემდგარი ვეება ღი-
პი სწრაფლ მიაბრუნ-მოაბრუნა.
- ღმერთო დიდებულო! თქვენი მობრძანებითა მზე არ ამომივიდა
თელავ-ცაზედა! სიყრმეს ვფიცავარ! არიქა, ბიჭებო, ცხენები ჩამოარ-
თვით... ცხენები! - დაუტატანა მოჯამაგირეებს - კარი ფართოდ... კარი!
ხალ-ფარდაგები! ეჰ, ვეღარ მოვასწარით. ვაჰმე, რა მოულოდნელი ბე-
დია, დიდ-ბატონიშვილო! თავი მოგვეჭრა... მაპატიეთ... ღირსეულად
ვერ დაგხვდით... არა ვიცოდი რა! - გაბმით როხროხებდა და, რადგან
წელში მოხრას ღიპი უშლიდა, ღაბაბში ჩაკარგულ ნიკაპს ბრეცავდა და
მუხლებში იდრიკებოდა. თან სიმწრის ოფლი გადასდიოდა. „ღმერთო,
თუ გადამარჩენ ამ თავქეიფა... ქარაფშუტა... ზარალ მუშტრებს?!“
მერმე ერთიც სცადა: ვარშან-მოურავი ხერხიანად განზე ხელთ იგ-
დო:
- რას მიშვრები, მოურავჯან? მღუპავ? სამეფო ხარჯიც გადახდილი
მაქვს და ქრთამიც. ცხვარ-ღვინოც ჩემზე იყოს, ოღონდ... - და ხელები
მეტყველად გზისკენ აუსავსავა.
- ჩუმად, შე უბედურო. ეს ღიპი უთავოდ არ დაგრჩეს! მერმე რამე შე-
ღავათს მოგცემ. ახლა კი, რაც შეგიძლია აამე. ორივე ზარალში ვართ!
ესღა იყო დალაგებული და ვარაუდიანი სიტყვა-პასუხი. მერმე ყვე-
ლაფერი აირია, ყირაზე შედგა.
ვახახიშვილმა ითავა მესტუმრეობაც და მასპინძლობაც. პირველ
ყოვლისა, ქარუხას დუქნის პირზე მიბმული, თელავის ბაზრის ფალავა-
ნი დიდყოჩი დააკვლევინა. ზედაც ქარუხასეული ყვერულები მოაყოლე-
ბინა. დუქან-დარბაზი დააკეტვინა, მაგრამ სუფრა კი ზედ მიშენებულ მა-
რან-სარდაფში გააშლევინა. ქვევრებს, კასრებსა და რუმბებს შორის გა-
დააბრუნებინა საწნახელი და ზედ დააწყობინა თათარიახნი პურმარი-
ლი.
ქარუხა ბოსტანში ჩაგზავნა ქორფა წვანილის „თავის ხელით მოსაკ-
რეფად“. აქოშინებული სირაჯი რომ დაბრუნდა, თავისი მარანი ვეღარ
იცნო. ვახოს და ბესიას ყველაფერი ყირაზე დაეყენებინათ. ყველა
56
ქვევრს სარქველ-საგოზავი ახდილი ჰქონდა და ბესია ყველგან იღებდა ჭაშ-
ნიკს. ღვინით სავსე რუმბები, კოლოტები, ტიკები თუ თხიერაკები გადმობ-
რუნებული საწნახლისათვის გვერდ-ირგვლივ მოეწყოთ. ზედ ჩოხაამოკეცი-
ლი თავადიშვილნი ისხდნენ. საწნახლის ბოლოში ქოხსალამურა ჰყავდათ
მიჩიხული... ხოლო კამეჩის რუმბზე, სუფრა-საწნახლის თავში უფლისწუ-
ლი, თითქოს ტახტრევანზე, ისე წამოსკუპებულიყო და რუმბს სიამით ხელს
უტყაპუნებდა.
უმალ ყანწების ისეთი ტრიალი შეიქნა, რომ სირაჯობაში ჩაბერებულმა
ქარუხამაც აზრი ვეღარ მიაწია ამ დიდთავადურ ღრეობას. ყველა თამადობ-
და, ყველა ერთბაშად და მოწყურებულად სვამდა და ყოველი სადღეგრძე-
ლო დავით უფლისწულს შეეხებოდა. ხან მისი ახლო მომავალში კახთ ბა-
ტონობის, დღემზეობის სურვილს გამოხატავდა, ხან მისი უძლეველობისა
და სვიანობის, დავით „ლეკთა მეხის“ ხოტბას წარმოადგენდა. ხან სილამა-
ზისა და რაინდობის ქება იყო, ხან მისი სიბრძნე-მგოსნობის შეფრფენით
შესხმა. იგი კი კბილღიაღა ღიმილით უსმენდა ამ თავზომაგადასულ ქებას
და ჰაშიშს აბოლებდა. წითელ ღვინოსაც წრუპავდა და ქებით თუ მარნის სუ-
ნით და ღვინით თუ ჰაშიშის ძალით ხელდარეულად იბანგებოდა.
ქარუხამ ახლა მწვადები რომ მოართვა სუფრიონს, ისეთი ციებ-ცხელე-
ბა სმა-ჭამადისი გაჩაღდა, თითქოს მთელი კვირის უჭმელები იყვნენ ეს წარ-
ჩინებულ გვარისშვილთა ყმაწვილთავადები. ყველაფრის ოინბაზი და
ავანჩავანი ხომ ვახო ვახახიშვილი იყო. მწვადებიანი შამფურები გადმობ-
რუნებული საწნახლის ზურგში ჩააჭედა და ყველას, „გარდა დიდი უფლის-
წულისა“, ხელმოუკიდებლად უნდა აეხლიჩა მწვადი შამფურიდან. მოქეი-
ფენი პირდაპირ კბილებით ეჯაჯგურებოდნენ მწვადებს. ცვარ-ქონი პირისა-
ხეზე ეცხებოდათ. ხოლო გრძელცხვირა ბარამმა ცხვირიც კი მიახრუკა
ცხელ შამფურს. ხარხარი კვინიხამდე ადიოდა. დავითს კი ისე მოწონდა ეს
„მწვადიჭიდილა“, რომ თავადაც არ ისურვა ხელის ან ჩქიფის ხმარება. არც
ჩამორჩა სხვებს. მას გრძელი და ბასრი კბილები აღმოაჩნდა.
- უფლისწულის ფარულ მტრებს, დაე, ენიშნოთ მისი კბილთა სიგრძე და
სიბასრე! - გაიძახოდა ვახახიშვილი, თან ახალ ოინს იგონებდა. ქარუხას
ადამიანურად არც ყვერულები ჩამოარიგებინა სუფრაზე.
57
- დარბაისლობას მერმეც მოვესწრებით. აბა, ხანჯლები! - შემწვარი
ყვერული ჰაერში ააგდო და ქვევიდან ხანჯალი გაუყარა. არც სხვები ჩა-
მორჩნენ. ცხრა ხანჯალი გაეყარა ერთ ყვერულს.
- აბა განური! - და ყველამ თავისაკენ გასწია ხანჯალი. დაკუწული
ყვერულის ნაჭრებს ყველა თავისაკენ ითრევდა. ჰაერში კი ახალ-ახალი
ყვერული „ფრიალებდა“. ხანჯლიდან ჩამოვარდნილი არ ითვლებოდა
საჭმელად. ახალი სუფრიონის ახალწესებიც დამწესდა. ქადა-პურის
მოჭრა ან კვერცხის გაფცქვნა მხოლოდ ხმლით იყო დასაშვები, ბოლო-
კის აღება - მხოლოდ შუბით. მარილი კი ბუღებივით პირდაპირ ენით უნ-
და ელოკათ...
- მაშ, რა გეგონათ! - გაიძახოდა თავქოჩორა ჯანო ჯორჯაძე. - უფ-
ლისწულის ამალობა - განა კუკუ-დამალობაა! სუფრაც ომია... ვინც აქ
მარჯვედ მოიხმარს ხმალ-ხანჯალს, იგი ომშიაც ფალავანია!
- მართალია... ჯანო... მართალი! მე მითქვამს - სუფრა და ომი რამ
გაარიგა?! ომსუფრიანობას გაუმარჯოს! - გაიძახოდა კამეჩის რუმბზე გა-
დაგორებული დავითი, დაუღალავი ვახო ხელად აჰყვა:
- ომსუფრიანობას! აბა ყველამ თავისი სასმისი დანიშნოს! - თავად
ხელადა მოიგდო. ხარბად დაეწაფა. არც იმდენი შესვა, რამდენიც გუ-
ლისპირზე და კოპწიად აგრეხილ ულვაშებზე გადაიდინა.
- აი, აგრე! - ხელადა ახლა მაღლა შეაგდო. დამბაჩა იძრო და ჭურ-
ჭელს ჰაერშივე ძირი გააგდებინა. მას სხვებიც აჰყვნენ. დამბაჩები ააგ-
რიალეს.
ბარამმა ყველაფერში ითაღლითა, ჯერ-ერთი, ხელადა არ გამოსცა-
ლა, ისე ააგდო მეორეც, ტყვია ააცდინა. მაგრამ ერთში კი იმარჯვა - ჩა-
მოვარდნილ ხელადას მაღლავე შუბლი დააჯახა და გატეხილი ხელადა
ზედ ქარუხა-სირაჯს ღიპზე მიაყარა. სირაჯი მიწაზე გაიშხვართა და
ღრიალი მორთო. ყველას არწმუნებდა, მუცელში ტყვია მიზისო. ბო-
ლოს ყველას ხარხარს თავადაც აჰყვა და შეშინება ხუმრობაში ჩაატარა.
ვახო კი არ ისვენებდა. ბესიას ჩუმად წასჩურჩულა და საფერავით
სავსე ტიკი მარნის ბანზე აატანინა.

58
- აბა, ახლა მონღოლური ნადირობა! - შესძახა ვახომ და მშვილ-ისარი
აატრიალა.
- მერმე ნადირი სად არის? - შეღრიალეს აქეთ-იქიდან. დავითს კი უკ-
ვე ჰაშიში მორეოდა და წინდაწინ იცინოდა.
- ნადირობა... ნადირობა კარგია!
- დაჰკა, ქოხსალამურავ! შენც ოხტშიაც მოვალ! ნადირთ საწვევი... მარ-
დად!
ქოხსალამურა, ასეთი ღრეობის შემხედვარე, ჯერაც ვერ მოსულიყო აზ-
რზე. მან ჯერ გზაშივე დააპირა გაპარვა, მაგრამ ვახომ გაუგო და უნაგირზე
მიაბა. ახლაც საწნახლის ბოლოზე ჰყავდა მიბმული. მეტი რა გზა ჰქონდა,
ქოხსალამურამ სტვირი აახმიანა. ნაზი, დარდიანი სატრფიალო დაუკრა.
- არა, უფრო ჩქარი! უფრო ხმიანი! - შეუძახა ვახომ და თავში მშვილდი
წამოჰკრა. ქოხსალამურამ აურია კილო. სატრფიალოს სალხინებელი მო-
აყოლა, მაგრამ ვერც ამით აამა ვახახიშვილს.
- მეტი რიხი, მეტი!
ახლა საიერიშო ააბა დიდბერიკამ.
- არც ეს კმარა... მუტრუკული!.. მუტრუკული!
ქოხსალამურამ ახლა კი ყვირილი მორთო. საწნახელს ბარის ტარი დას-
ცხო და აგუნას ხმაზე ააგუგუნ-ააგრიალა. ჯანო კასრის თავზე შეცეკვდა. სიმ-
თვრალისაგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, ფეხის ცერებზე ცეკვა კი ჩინე-
ბული გამოსდიოდა. ვახახიშვილმა დავითის წინ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა:
- კახთ ბატონო... ნადირობის მეფეო! საოცარი ნადირის გამოჩენა ბრძა-
ნე!
- მიბრძანებია! მიბრძანებია! - ალუღლუღდა დავითი.
- პირველი სისხლის ჯილდო ბრძანე... არგუნე ვისმე!
- ვინც ინადიროს!
ვახომ პირზე ხელმუჭი მიიდო და ერთი მგლურ-საზარლად დაიყმუვლა.
სადღაც მაღლა, ბანის თავზე, ასეთივე მგლური ყმუილი გაისმა.
- ხმა მიეცით ნადირს! ხმა! - ბრძანა ვახომ და მშვილ-ისარი მოიმარჯვა.
ყველა საოცარ ხმაზე აღმუვლდა. მოულოდნელად მაღლიდან, ბანის
თავანში, ჩრდილი ჩამოწვა. მართლაც უცნაური რამე ჩანდა. ვერვინ მიხვდა,
59
რა ნადირი მოძვრებოდა ბანის საკვამლეში. სულ რომ ჩამოძვრა, ყვე-
ლამ გაარკვია და, მიუხედავად სიმთვრალისა, მიხვდა - ზევიდან სუფ-
რისაკენ ნელი ტაატით სავსე ტიკი ეშვებოდა. სუფრიონმა შეძახილიც
ვერ მოასწრო, ვახომ ისარი სტყორცნა „ნადირს“ და პოლორჭიკის არეში
გაუყარა. სისხლივით წითელი ღვინო დაედინა ნაისრალს.
- მოხვდა! მოარტყა! - აღრიალდნენ „მონადირენი“, მაგრამ ტიკი არ
ჩამოვარდა. პირიქით, ჰაერში, კაცის სიმაღლეზე შედგა. იგი თოკზე ეკი-
და ზემოდან.
- ნადირობის მეფის დღეგრძელობა! - წამოხტა ვახო! ტიკს ისარი უც-
ბად დააძრო, წვრილ შადრევნად ამოხეთქილ ღვინოს დაეწაფა. ჩახუტ-
ვით, ხარბად ჩახვრიპა. მერმე ტიკს ხელი ჰკრა და ბარამს სახეში მი-
ანარცხა.
- ალავერდი შენთანა ვარ, არიქა!
ბარამმა იმარჯვა, თავი ჰკრა ტიკს. იგიც გაქან-გამოქანდა თოკზე, ირ-
გვლივ „მონადირენი“ ღვინით მორწყო და ისევ არამს დაუბრუნდა.
- იახში იოლ! - შესძახა ბარამმა და ახლა კი დაეწაფა. ვიდრე ისრის
ნახვრეტს ნიშანდობლივ მიაგნებდა, სულ გადაეწუწა პირისახე. ბოლოს
მიაგნო და მიმოცებული ხბოსავით ცხვირ-ტუჩი აჰკრა. ყველანი მოზი-
დულნი ელოდნენ თავის რიგს. დავითი კი რუმბზე გადაგორებული ხარ-
ხარებდა. ქოხსალამურა გაშმაგებით უკრავდა, ხოლო გაშტერებულ ქა-
რუხა-სირაჯს პირის დამუწვაც კი დავიწყებოდა. ბოლოს ყველაფერს ყა-
ირათიანობამ დასძლია, სპილენძის დიდი ტაშტი მოარბენინა და ჰაერ-
ში მობორიალე ღვინოდადენილ ტიკს ქვევიდან სუფრაზე შეუყენა.
ჩამოკიდებულ ტიკს ჯერ ნახევარი არიფანაც არ ჰქონდა შემოვლი-
ლი, როდესაც ბანის სარკმლიდან ბესიამ ჩამოჰყო თავი და დაიძახა:
- მოდის, დავით-ბატონო! მტერ-მოყვარე მოდის! მტერ-მოყვარე!
მის გამოჩენას და ძახილს ქვევიდან ღრიანცელ-ხარხარი დაახვედ-
რეს და „მტერმოყვრისა“ ვერცრა გაიგეს. აზრის გაკითხვის დრო აღარ
იყო. ტიკს ჩაჭიდებული ჯანო ჯორჯაძე ებრძოდა „დაჭრილ ნადირს“ და
გაყვიზინებული ხმით გაიძახოდა:

60
- საჩივარი, ბატონო... საჩივარი მიიღე! ნახვრეტი მცირეა... ნახვრეტი!
ვერ მივაგენ ჭრილობასა!
დავითმა ჰაშიშით და ღვინით შედუნებული ტანი ძლივს წამოსწია.
მეაბჯრეს გასძახა:
- შუბი! - და მოწოდებული შუბი ტიკს აძგერა. ზურგში გაახედვინა.
ახლა ორმხრივ იფეთქა შადრევანმა და ჭარუხას მონაცვლებულ ტაშტს
ეთქეშა.
- ჩვენს მტერსა და დუშმანს ასეთი შუბის ნაძგერი! - შესძახა ჯანომ, ხმა-
ლი იძრო და ტაშტის ღვინოში წვერი უკრა.
- ფიცი, ძმებო! დავითის შუბის ფიცი!
ყველამ იარაღი ამოიშიშვლა - ზოგმა შუბი, ზოგმა ხმალი, ზოგმა ხანჯა-
ლი. ბარამმა დამბაჩასაც კი წაუყო ტუჩი ღვინოში. იარაღიც „აზიარეს და გა-
ნათლეს“ ღვინოში. ვახახიშვილმა კი სიტყვაც დააყოლა:
- გვიბრძანე ოღონდაც, ჩვენო ბელადო, ბატონო, უფლისწულო, და ასევე
დავღვრით შენი მტრების სისხლსა!
დავითმა შეიფერა ფიცი, ხელი მაღლა ასწია:
- იმედი მაქვს, ერთგულნო! დროც მოვა - ვბრძანებ... ჯერ კი... ახლა.. -
უეცრად დავითს დაბანგულმა მეხსიერებამ უღალატა, მოფიქრებული სათ-
ქმელი მოუსხლიტა და ვერც ახალი მოიგონა რამ. - ახლა კი ჯერ... - ყველას
გადახედა... თვალში გაოგნებული, ფიცის გარეშე დარჩენილი ქარუხა-სირა-
ჯი მოხვდა...
- ახლა კი... ქეიფს ვბრძანებ... სირაჯს მოსწყურებია!.. ასვით, მაგასაც ას-
ვით... წილიც დაუდეთ... ეგეც ჩვენი კაცია!
- სწყურიაო?! - შეჰკივლა ვახომ და კოტიტა ფეხებში ხელი ამოჰკრა,
ამოაყირავა სირაჯი და ზედ ტაშტზე გულაღმა დააგორა.
- არიქა, ასვით! ეგეც მონადირეა! - კვლავ გასძახა დავითმა და რუმბთან
ახლო დებული დიდი ძაბრი გადაუგდო ვახოს.
ქარუხა უმალ გაქაჩეს ტაშტზე, პირში ძაბრი წასჩარეს და ნაისლარ-ნა-
შუბარი ტიკი დააწურეს. ქარუხა ხროტინებდა, დასაკლავი ტახივით ჭყვი-
როდა... ღაბაბი ლაყუჩებივით უფეთქავდა.

61
- ყლაპა!.. ყლაპა!.. საკუთარი ქონებაა... შეენახება! - გაიძახოდნენ
აზრგადასული მოქეიფენი. ქოხსალამურამ იგრძნო, რომ მისი „ყლაპ-
ვის“ დროც მალე დადგებოდა, ღრიანცელში თოკი ვიღაცის ხანჯალს შე-
აჭრა და გარეთ გავარდა. კარს იქით გიორგი ბატონიშვილს შეეჩეხა...
- გვეპატრონე, ბატონიშვილო! იქ მიხედეთ, რა ყოფაში არიან... უშ-
ველეთ ქარუხასა!
გიორგი ბატონიშვილმა ზაზა კახნიაური გაიყოლა და მარან-სარ-
დაფში შევიდა. ამ ღრიანცელში მისი შესვლა არვის გაუგია. სამაგი-
ეროდ, გიორგიმ კარგად მოათვალიერა მარანი, კარგადაც გაიგო ბანის
სარკმლიდან თავჩამოყოფილი ბესიას არაერთგზისი ძახილი:
- დავით-ბატონო! მტერ-მოყვარე მოგწვდა... მტერ-მოყვარე! - და
რომ მოქეიფეთ ვეღარაფერი გააგებინა, დაჩუტული ტიკი თოკიანად
ქვევით ჩამოაგდო.
- უფროს ძმასა და მხიარულ არიფანას გაუმარჯოს! - განზრახ დარ-
დიმანდად გასძახა გიორგიმ და წინ წადგა.
ყველანი გახევდნენ. მხოლოდ ქარუხა-სირაჯმა ტაშტიანად ძირს გა-
იღო ზღართანი, მაგრამ აღარავის გასცინებია.
- გიორგი?! - უამური გაკვირვებით წამოიძახა დავითმა. ჯერ დაიბნა,
მერმე გაწყრა. - რად მოსულხარ?! ვინ მოგიწვია?! - სიფიცხისაგან მუხ-
ლებიც კი შეუტოკდა დავითს და მოახლოებულ ვახტანგ ვახახიშვილს
დაეყრდნო. მანაც იდროვა და წასჩურჩულა:
- გვიბრძანე... ახლავ გავუსწორდებით მტერ-მოყვარეს!
დავითმა კარგად გაიგო ჩურჩული. მის ნაბანგარ გონებას დაუჯდა კი-
დევაც ჭკუაში, თავის მეაბჯრეს ხმალი გამოსტაცა.
- რად მოსულხარ, თუ არა სამტროდ?!
გიორგის ფერმა გადაჰკრა, მაგრამ დასძლია სიფიცხეს და სულ დინ-
ჯად გასცა პასუხი დავითსაც და, თითქოს, სხვებსაც:
- ტყუილად მთვლით მტერ-მოყვარედ. მე ძმურად მოვსულვარ და
მახარობლად!
- მახარობლად?! - დაიბნა დავითი. მის ფერხთით ღვინით სავსე
რუმბი თითქოს გაცოცხლდა, ახვანცალდა, ფეხი აუშალა.
62
- ვინ გამოგგზავნა? რის მახარობლად?
- ძეობას მოგილოცავ, ძმაო. ვაჟის შეძენას! ქეთევან-დედოფალმა გა-
მომგზავნა, შინ გიხმობს!
- ვაჟის შეძენას? - სახეგაბრწყინებულად წამოიძახა დავითმა და უფრო
შეტოკდა. ვახტანგმა ხელი დაუჭირა. ისევ მოასწრო წაჩურჩულება:
- ხაფანგი არ იყოს რამე?!
ეჭვიან დავითს ერთხელ კიდევ მოედო ცეცხლი, ხმალი აიქნია:
- აბა დაიფიცე!
გიორგის მრუდედ გაეღიმა.
- ვფიცავ! - პირჯვარი ისახა და, სიფიცხეს რომ შეუმჩნევლად მორეოდა,
მახლობელ ხელადას დაეწაფა.
დავითმა ხმალი გადააგდო. ვახო მოიშორა და ფეხშეშლილად მიიჭრა
ძმასთან.
- გიორგი... ძმაო ჩემო! - აღგზნებულად გადაეხვია. გადაკოცნა. მერმე ძა-
ლამ უმტყუნა. ისევ გიორგიმ დაამაგრა ფეხზე. ჩუმადაც წასჩურჩულა:
- აბა, ძმაო, ახლავ წავიდეთ, ქეთევანი გელის მოუთმენლად. უბრად ვი-
ყავითო, ახლა მოვაო.
დავითს სლოკინი აუვარდა. მოუნელებელი ღვინისა და ჰაშიშის შემპა-
რავი სუნი მოხვდა გიორგის.
- ღვინო! - შესძახა დავითმა და, როგორც კი მოართვეს, ხელადა ხელში
შეუმძიმდა... სათქმელიც აერია. გიორგიმაც იდროვა და ჩუმად ურჩია:
- ნუღარ დალევ... ვეღარ იმგზავრებ... იქ კი გელიან... ქეთევანმაც გთხო-
ვა... ვაჟს გაფიცებ, ნუღარ დალევო!
დავითმა უეცარი სიბრაზით გასტყორცნა ხელადა, კედელს შეანარცხა,
მწყრალადაც წამოიძახა:
- მაშორეთ ღვინო! ე მაგის სახსენებელი გაქრა! - ერთი ნახტომით მიიჭ-
რა გადმობრუნებულ ტაშტთან, ხმალი აიტაცა და ალმედად გადაუქნია მის
საჯდომად გამართულ სავსე რუმბს. ნახმლევში სისხლივით იფეთქა ღვი-
ნომ.
- აჰკუწეთ! მოსპეთ... ღვინის სახსენებელი! დაისაჯოს იგი... მაცდური და
მავნე! - დაიგრიალა დავითმა და ახლა თაროებზე დაგორებულ ტიკჭორებ-
63
სა და სავსე ბოცა-ქოსოებს დაერია. სხვებიც ამოუდგნენ გვერდში და მა-
ლე მარანში ღვინის ტბორი დააყენეს.
აღრიალებული ქარუხა-სირაჯი ზაზას გარეთ გააყვანინა გიორგიმ, თა-
ვად კი გულხელდაკრეფილი შესცქეროდა თავისი ძმის მიერ „ღვინის
დასჯას“. მერმე გარეთ გაიყვანა, თავისი ნაბადი მოახურა და ცხენზე
ძლივს შესვა.
- შენ იმათ უპატრონე, ზაზავ! უდავითოდ ადვილად მოიყვან ჭკუაზე.
მხოლოდ დინჯად! - ჩუმად დაარიგა და ერთხელ კიდევ მოხედა მარანს.
იქიდან კვლავ ღრიანცელი მოისმოდა. მარნის ზღურბლთან კი კიბეზე
ქვედამხობილი ქარუხა-სირაჯი უკან აღებინებდა დიდებული სტუმრე-
ბის მიერ ძაბრით ნაყლაპ „საკუთარ ქონებას“.
გიორგი ძმას გვერდში ამოუდგა ცხენდაცხენ. ქალაქის ქუჩებს უგა-
ნეს, შუკებში გავიდნენ, მერმე საღამოშეპარულ ტყეში... და როდესაც შე-
ატყო - ძმა ძლივს იჯდა ცხენზე, ნეკერჩხლის ძირში ჩამოხდა, ძმა ნა-
ბადზე მიაწვინა, ყველა დაითხოვა. მარტო დარჩა გაბანგული და გალე-
შილი ძმის დარაჯად.
ჭმუნვით დაჰყურებდა უგრძნობლობაში ჩაბუბნულ უფლისწულს,
ტახტის ავყია მემკვიდრეს და ათასი აუგი და ვერაგი ფიქრი გარს უბზუო-
და მასაც.
მარნის ღრეობისას ძმასთან შეყრა, იქ ნანახი და ნასმენი გიორგი-
სათვის სულ აშკარად ხდიდა, თუ რა ღვარძლსა და სურვილს ატარებდა
უფროსი ძმა მის მიმართ. იგი კარგად გრძნობდა, რომ დავითის ხელში
არ შეიძლებოდა გახარება არც მისი, არც კახეთისა... არც სიბერეში შე-
სული დედ-მამისა... და არც აი, თუნდაც, დავითისავე ყოვლად სათნო
მეუღლისა, რომელმაც გამოგზავნა გიორგი და რომლის სახელმაც ბო-
ლოს და ბოლოს იხსნა იგი. დაიფარა, აღარ შეამარცხა მთვრალებს, „ეს
დღეს... ხვალ კიდევ უარესი იქნება, ვგონებ, გარდუვალი ჩიხიც. მარცხის
დრო დგება“. უნებურ ფიქრს შუბლიდან რომ იშორებდა, იგი ახლა კეფა-
ში მოუძვრებოდა. ხვალის იქით მარცხის მოლოდინი გარდუვალია...
დღეს კი მისი ძმა, მისთვის ავის მდომელი და მამზადებელი, მის ხელ-
თაა აგერ... სულ უბრალო ამბავია... უნაგირის ბალიში... ან, უფრო უბრა-
64
ლოდ, ნაბადი რომ დააჭიროს პირზე, მიუძლურებულსა და გაბანგულს... ისე
დალევს სულს, ვერც თავად გაიგებს და ეჭვსაც ვერავინ აიღებს... რომ
აიღონ, ყველას ეამება... ასე სჭირია ყველა კეთილგანწყობილს... გრძნობს,
იცის გიორგიმ ეს... მაგრამ მარტო ცოდნა რომ არ კმარებულა?! არა, ძალაც
აქვს, გაბედულებაც ახლავს... მაგრამ მარტო ძალა და გაბედულებაც არ ყო-
ფილა საკმაო...
ნეკერჩხლის ძირს მიეყრდნო გიორგი და ფოთლების შრიალს უსმენს...
ტოტებს კარგა ხანია ბინდბუნდი შეჰპარვიათ... ამ ჩაჩრდილულ შრიალთან
შერწყმით თავისი ჭირვეული ძმის კრიჭაშეკრული და უსწორო ფშვინვა ეს-
მის... მეხსიერებაში კი სულ უფროსი, სტამბოლს დაღუპული ძმა ესახება...
„ის როგორ მოიქცეოდა, ერეკლე... ჩემს ადგილზე?.. არა, ძმის სისხლს
ის არ დაიცხებდა ხელზე!“ გუმანშივე ეპასუხება თავსა და თავის ფიქრებს
ნეკერჩხლის ტოტებივით ჩხრეკს. „დავითი, თავად დავითი კი?!“
„და განა დავითი არ უპირებდა... აი თუნდაც დღეს, იმ მარანში, ხმლით
მასპინძლობას?!“
„სხვას რას ვკითხულობ... მე როგორ მოვიქცე... მართებულიც ვიყო და
არც სანანი, სულის საქენჯნი დამრჩეს?“ და მაინც ერთი კითხვა კიდევ და-
ებადა, იქნებ იმიტომ, რომ თავისი გულისპასუხი საბოლოოდ ჯერაც არ გა-
დაეჭრა.
„ჩვენი უმცროსი ძმა - კონსტანტინე... კოსტალა როგორღა მოიქცეოდა?“
მაგრამ აქ კი პასუხი ვეღარ გასცა თავს და სულ დაიბნა... ხეზე შემოფრენილ
ზარნაშოს ხმამ კი სულ არია - ყურში ჩარჩენილი კივილის ხმა შეახსენა. რა
კივილის? ისევ ნეკერჩხლის ტოტებს დაუწყო ჩხრეკა... ფოთლებში გაც-
რილ, ჩაბინდულ ცაზე აკიაფებული პირველვარსკვლავი დაინახა. აკიაფე-
ბული კი არა - გადმოკაკლული! ახლა კი კივილის სიტყვებიც შემოერხა:
- შენი ძმა... ჩემი მეუღლე... შინ მომიყვანე... შენ მოიყვან!
- მოვიყვან, მოვიყვან უსათუოდ! - შესძახა და ძმას მივარდა გიორგი...
- ადექ, ძმაო... სახიფათოა ასე წოლა! მალე ადექ... დავგვიანდით! - შეძ-
რული ხმით გულის ღვარძლის დასაძლევად აღვიძებდა გიორგი თავის სა-
შიშ მეტოქე ძმას.
- გაიღვიძე... დავგვიანდით... გირჩევნია, გაიღვიძე!
65
დავითმა, როგორც იყო, თავი წამოსწია, გიორგის დამნაშავესავით
შეხედა და მძიმედ წამოჯდა. შეციებულად თუ შეშინებულად მოიყუჟა.
არც გიორგი უმზერდა თავის ძმას სულ ნათელი თვალებით...
ორივენი უსიტყვოდ დაიძრნენ. მხლებლები მონახეს და გზას გაუდ-
გნენ.
ნეკერჩხლის მრუდე ჩრდილი უკან შემოიტოვეს ძმებმა. მაგრამ გი-
ორგის ისეთი გრძნობა დარჩა, თითქოს ის ჩრდილი მის მომავალ სა-
ვალს შემოადგა და უკან გაჰყვა.

VII ბეწვის ბილიკებზე


ალექსანდრე კახთ ბატონის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. თა-
ვადაც უკვირდა, არ მოელოდა, რომ შვილიშვილის, მემკვიდრის - მემ-
კვიდრეს, შეძენა აგრერიგად გაახარებდა. რძალი მამობრივი ალერსი-
თა და ძღვენ-საჩუქრებით აავსო. სახელიც მანვე შეურჩია ახალშობილს.
- ჩვენ ყველას გვდევს თითო მანკი - პაპაჩემს გიორგის, მამაჩემს ლე-
ვანს, მეც, ჩემს დავითსაც... იგი კი სულ სხვა ნიშატისა უნდა იყოს... სახე-
ლითაც, სწავლითაც და ზნეობითაც... მრავალი სახელი გადაჩხრიკა და
თეიმურაზი დაარქვა მას. სიხარულმა მოანელებინა დავითის ონავრო-
ბაც. ზედაც ის დაერთო, რომ დავითი გიორგიმ და უკვე გზაში შეყრილმა
ომანმა სრულიად სნეული მოიყვანეს გრემს. ალექსანდრეს არც კი უნა-
ხავს იგი. უფლისწულმა ძლივსღა შეძლო მწოლიარე ქეთევანთან შეს-
ვლა. არვინ მიიყოლა, გარდა გიორგისა.
- შენ მომიყვანე - შენვე შემარიგე! - გულით შეემუდარა ძმას, რითაც
გიორგიც გააკვირვა და ომანიც.
შესვლისთანავე მიეფადილა მწოლიარეს. ჩაიხარა და ვიშ-ვიშით
მოიბოდიშა, ხელები დაუკოცნა, მერმე თავის მძინარე პირმშოს ჩახედა
ჩუქურთმიან აკვანში. ერთი ციცქნა თეიმურაზი პირს აცმაცუნებდა,
თითქოს მამას უხმო. საყვედურს უჩურჩულებდა. ნებამოდუნებულმა და
სირცხვილმორეულმა დავითმა ვერც ხელი შეახო, ვერც აკოცა. უძლუ-
რად დაბარბაცდა და საოცარი გულხვიხვინა ქვითინ-სლოკინი აუვარდა.
ქეთევანმა პირი იბრუნა.
66
- წადი, დაისვენე... რა სახე გადევს? რა ძალით იფუჭებ ჯანსა და სა-
ხელს? - მერმე წამოიწია. - აი, შენს სულგრძელ ძმასთან და შვილის აკ-
ვანთან შემომფიცე, რომ თავს ანებებ ჰაშიშსაც და სმასაც!
- ვფიცავ... ვფიცავ! - აზრმიუცემლად ადუდუნდა დავითი. გულზე იტაცა
ხელი, უფრო გაფითრდა და თავის საწოლ ოთახში ძლივს შეასწრო. ისევ
კრუნჩხვამ დარია ხელი.
გიორგიმ უფლისწული მესაწოლეებსა და მანასე-დასტაქარს შეატოვა
ხელში და მამასთან გაეშურა.
ალექსანდრესთან ყაფლან ვაჩნაძე იყო.
- მე კი გამაწბილე, შვილო, მაგრამ გიქებ საქციელს! - და ყაფლანს განუ-
მარტა:
- მე ვუბრძანე და არ წავიდა ძმის მოსაყვანად. რძლის სიტყვას კი ხელად
დაჰყვა! დაჯექ ახლა, მოისმინე. - და გაწყვეტილ საუბარს ისევ მიუბრუნდა.
- მაშ, ასე, ყაფლან-ჩემო... რუს ელჩებს მოინახულებ ძეგამს. ახალი რამ თუ
იციან თერგიდან? ჩვენც - ჩვენსას ვეცადოთ, მთის განზრახვა ერთი აგური-
თაც წინ წავაგდოთ. შამხალი კი, ვიცი, განგებ დააგვიანებს პასუხს. მას გა-
ეხარდება კიდევაც, ელიმ-შამხალს ხელებს თუ დავუსხეპთ. მას ხელმოკვე-
თილი ძმა უფრო ძვირად უღირს. - ხმაჩაკლებულად ჩაამთავრა და გიორგის
გადახედა. გუმანში თავისი ვაჟების ქიშპობა და ფარული თიშვა წამოედარ-
და. გიორგისაც როყიოდ მოხვდა მამის სიტყვა და ნეკერჩხალის მრუდე
ჩრდილი ისევ წამოეფაფრა თვალწინ.
ყაფლანმა იგრძნო, მამა-შვილს შორის ბევრი რამ იყო სათქმელ-საფიქ-
რი, წასვლა უჩქარა.
როდესაც მარტონი დარჩნენ, ალექსანდრემ ახლო მოისვა გიორგი:
- პირველსიცხარემ გამიარა. ბედი აქვს დავითს. თეიმურაზის გაჩენამ
ისე მაამა, რომ გული მომილბო, ასე რომ ყველაფერი დაუფარავად მითხარ.
გიორგის ყველაფრის თქმა ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი სულ-
გრძელობა ნეკერჩხლის ჩრდილში დაილია... და ახლა შერცხვა - მამამ იგი
უფრო სულგრძელად მიიჩნია.
შუბლქუფრიანად მოისმინა მეფემ თელავის ავსუფრიანობის ამბავი.
უმალ ჯანდიერი იხმო და ვახო ვახახიშვილის, ბარამ ჩოლოყაშვილის, ჯა-
67
ნო ჯანდიერის და სხვა „ავსუფრიანთა“ დაუყოვნებლივი დაქსაქსვა,
თავთავიანთ დაბა-სოფლებში გაძევება ბრძანა. ერთი წლით აუკრძალა
მათ გრემ-სასახლეში, ან ქალაქში გამოჩენა. ზარალის ანაზღაურება კი
დავითის საუფლისწულო ქონებიდან დაასკვნა.
აღარც დავითის მამამტე და ალბათ მთავარი მრჩეველი ომანი და-
ინდო, სახლთუხუცესობა მიუხვნა. იასონ ჭავჭავაძე ირჩია.
პირველძეობის დიდზეიმურად გადახდას დავითის ავადმყოფობამ
შეუშალა ხელი.
„მთის ზრახვის“ დაწყების დროც მოჭარბდა. მეტი დაყოვნება აღარ
იქნებოდა. ალექსანდრე და გიორგი ძეგამს წასასვლელად გაემზადნენ.
შინაურობაში არც გაუმხელიათ გამგზავრების მიზეზი.
გიორგის არც თავისი მეუღლისათვის უთქვამს, რომ სწორედ მის სამ-
შობლოში, მის მამასთან ერთად, სახიფათო ნახტომს აპირებდა.
გიორგი - სალიჰას შორის ამ ბოლო დროს დინჯი, მეგობრული ურ-
თიერთობა დამყარდა. მაგრამ გულთბილი სიყვარული აღარ იშვა.
„ერეკლეს ხელი“ მაინც დარჩა მათ შორის და მისგან გაჩენილი ნაჭდევი
სიღრმიდან აღარ ამოხორცდა. აღარც მიჩვევა და გაშინაურება ჩამყარ-
და მათ შორის. არა, არც უცხოებად დარჩენილან, მაგრამ როგორღაც მუ-
დამ ესირცხვებოდათ ურთიერთის. უფრო ერიდებოდნენ, ვიდრე ელ-
ტვოდნენ ურთიერთს, უფრო დუმდნენ, როცა ერთად იყვნენ და უფრო
ისევდებოდნენ, როდესაც დუმდნენ. გუნებაში ურთიერთს უთანაგ-
რძნობდნენ კიდევაც, მაგრამ გულშეფერებული სითბო არ იყო მათ შო-
რის და არა.
სალიჰა და გიორგი, ურთიერთის უჩუმრად, სულ ხშირად ადარებ-
დნენ თავის მეუღლეობას ქეთევან-დავითის აგრეთვე ხინჯიან უღელს...
და საკუთარი მაინც უფრო საიმედოდ ეჩვენებოდათ.
ახლაც, წასვლის წინ, ერთად ისხდნენ. ჩუმად თავთავისთვის საქმია-
ნობდნენ. გიორგი მომავალ ლაშქრობას ვარაუდობდა. ცხენ-კაცსა და
თარიღ-ბილიკებს აფარდებდა. სალიჰა კი გრემის მხცოვანთა და დავ-
რდომილთა თავშესაფრის შესაწირავ ახალუხებს ღილ-კილოებს უკე-
თებდა.
68
- რამდენიმე ხნით წავალ მე, - ჩუმად ჩაისაუბრა გიორგიმ და რუსულ-
თოფი კედლის ჯეჯიმს ჩამოაცილა. - არც ნადირობა, არც ლაშქრობა,
უბრალო ზეიმსვლა.
სალიჰამ ხელი უშვა ახალუხს. საქმის განზრახი გაუბრალოება იგრძნო
და ამან შეაფიქრიანა.
- როდის?
- ახლავ... - და გიორგი წამოდგა.
სალიჰა როგორღაც უეცრად აენთო და უეცრადვე ჩაქრა.
- მაშინ ვილოცოთ! - ქალმა არც მოუცადა პასუხს, ხატთან ჩაიჩოქა, ხე-
ლები შესამჩნევად წამოზრდილ უბეებზე მიიფარა და უხმოდ ატოკებული
ტუჩებიდან ჩუმი ლოცვა აღავლინა.
- ალბათ, დიდი ხნით მიხვალ?! - ლოცვას ჩუმი კითხვა მოუხედავად
ამოაბა.
- შენ... თქვენ არყოფნაში რომ... აი, როგორც ქეთევანს... მაშინ რა და-
ვარქვა? - ისევ დაჩუმდა და ჩახარა თავი.
გიორგის ჩუმ მუდარად და, იქნებ, გაუბედავ საყვედურადაც გამოესმა სა-
ლიჰას მიერ მისი მდგომარეობის შეხსენება. შერცხვა. სულ გამორჩა ასეთი
მნიშვნელოვანი ოჯახური ვითარება. აი, ლაშქრობის ყოველი წვრილმანი
ივარაუდა და ოჯახური კი გამორჩა. გულმა თუ უმანკა. ჩაფიქრებაც ვერ მო-
ასწრო, რომ სანდომი და სასურველი სახელი ამოადგა ენის კლიტეს.
- ერ... - გიორგიმ მოასწრო, შეკრა კრიჭა.
- ჰოი! - სევდიანად აღმოხდა სალიჰას. ორივეს ერეკლეს სახელი ადგა
ბაგეზე, მაგრამ ორივე უკრთოდა ამ სახელს. აქ სასურველობაც იყო და შე-
უძლებლობაც.
- ესე... იესე... დაარქვი, თუ ვაჟი იქნება, და თუ მოგეწონება, ეს სახელი...
გიორგიმ თავისთვის მოულოდნელად შეასხვაფერა, შეაკნინა პირველ-
ზრახვა, წამომდგარი სალიჰა გულში ჩაიკრა და გარეთ გავიდა. თან წაჰყვა
სინანული და გამოუთქმელი სევდა.
მერმე მამას რომ ამოუდგა გვერდში, მოაგონდა, რომ სალიჰას მამა ისე,
შვილის უნახავად უნდა წაეყვანა დაღესტანს. და ღმერთმა იცის, ოდესმე კი-
დევ ნახავდა თუ არა ურთიერთს მამა-შვილი.
69
- სალიჰას თუ უთხარ რამე? - ზედდამთხვევით შეეკითხა კახთ ბატო-
ნი.
- არა, არა მითქვამს რა! - სევდიანად უპასუხა გიორგიმ და თავისი ცხენი
ოდნავ ჩამოარჩინა. მამამ ირიბად გადახედა განზრახ ჩამორჩენილ შვილს
და ამოიოხრა. ყოველი მისი მახლობლის ოჯახში რაღაც შინაგანი ხიწვი და
მანკი იდო.
„ნუთუ ყოველი ოჯახი ასეა... თუ ყოველ სასახლის ოჯახში? ზოგს
ზნეობით მოსდის, ზოგს უზნეობით. ჩანს, სასახლეში არ ბუდობს პირა-
დი ბედნიერება, არა!“ მწარედ დაასკვნა ბევრის მნახველმა და ცხენს
დეზი ჰკრა „საერთო მაინც გამოვიდეს... საერთო!“
გზადაგზა ამალა შემოიმატა მამა-შვილმა... აი, ყაფლან ვაჩნაძე შე-
მოეყარათ თავის ვაჟებითურთ. ბებურს და თამაზს სრულიად ერთნაი-
რად ჩაეცვათ, ერთფერ ცხენებზე შემსხდარიყვნენ და მუზარადებს რომ
ჩამოიწევდნენ, აღარ იყო მათი გარჩევა.
- მათრახით გარჩევთ, მათრახით! - ეხუმრებოდა მათ გიორგი. და
მართლაც, ბებურს ვერცხლისტარიანი მათრახი ეპყრო, თამაზს კი -
შვლის ფეხზე მისადაგებული მრგვალად წნული თასმა.
მოსაბრუნებში დავით ჯანდიერმა მათ საგანგებოდ შერჩეული და
გამოწურთნილი სადაღესტნო გუნდი დაახვედრა.
ჩუმად უზეიმხმაუროდ ჩაუდგნენ თავში მეფე-სარდალნი და გზა გა-
ნაგრძეს.
ძეგამის სასახლეში ელიმ-შამხალი გამზადებული დახვდათ. უკვე
პასუხიც მოსვლოდა თავისი მომხრეებისაგან. სამურის სათავეებში ფა-
რულადვე შეეყრებოდნენ ფარულად მოსულთ.
დანიშნული ყავლიც გასრულდა, ხოლო სურხაი-შამხლისაგან არავი-
თარი პასუხი არ იყო.
- მეტს ნუღარ ველით! გზა მშვიდობისა! აბა, გიორგი, თავსა და
ხალხს გაუფრთხილდი. მთავარი ომები წინაა. ახლა კი ეცადე, უსის-
ხლოდ იყოს. ყაფლანს მოგვიანებით დაგაწევ.
თავის მძახალს - ელიმ-შამხალს მოყვრულად დაემშვიდობა და ყვე-
ლას გზა დაულოცა. გუნდი სწრაფი სვლით აეკიდა დათქმულ ყრუ ბი-
70
ლიკს და ლეკის მთების მისავლებში შებუდრულ ტყე-უღრანში გაუჩინარ-
და.
სულ სამიოდე დღეს არ გაევლო მათი წასვლის შემდგომ, რომ ალექ-
სანდრეს მოლოდინმა გაუმართლა, სურხაი-შამხლის შიკრიკმა საპასუხო
წერილი და ძმის ნახევარსაფასური მოუტანა. იგი ყადორის გადასავლით
მოდიოდა და ელიმ-შამხლის პირიქით გადასვლის ამბავი ჯერ არ იცოდა.
წერილი ირანულად იყო ნაწერი:
„ალაზნის ბატონს ჩემი პასუხი და აწ კეთილი სურვილები. მრავალი
ხმალი და ფარი გვიტეხია ურთიერთ ბრძოლაში. მტრობაც ვიცოდით, მოყ-
ვრობაც გვეცოდინება. ალაჰის შთაგონებით, ირანის შაჰინშაჰის სურვი-
ლით, ჩვენი დამოყვრება ბრძნულად მიჩნეულა. ახლა, ალბათ, მანდაც მო-
გეხსენებათ ჩვენი დამძახლების კეთილგონივრული, ხოლო ჩემთვის თავი-
დანვე სასურველი განზრახვა. თქვენი კოსტან-მირზასი და ჩვენი ასულის
ნიშნობა უკვე მომილოცა შაჰ-აბას დიდმა, თქვენი ხათრიჯამობაც მიბრძა-
ნა, რაიც ჩვენ სურვილსაც ზედმიწევნით დაემთხვა. ახლა მოყვრულად
გწერ, მდაბლად ვითხოვ შუამავლობას თქვენსას, რუსთ ხელმწიფესთან
პირმისავალს. თქვენს ელჩებსაც გზას მივცემ, ჩემსასაც ვაახლებ. ურთი-
ერთს ხელი და ზურგი მივცეთ. ჩემ მხრივ დიდ სულთანთან თქვენთვის სა-
ჭირო შუამავლობას არ დავიზარებ. ხელმა ხელი გაჰბანოს! მდურვა ვიკმა-
როთ, მძახლურად და მოყვრულად კეთილვიმეზობლოთ და ჩვენი სიბ-
რძნის ნაყოფი ვიხმიოთ.“
ხელისმოწერისა და კლანჭა-ბეჭდის შემდგომ ასეთი მინაწერი იყო:
„გიგზავნი კეთილ განძსა. გინდა ძმის საფასურად, გინდ მძახლის პირ-
ველსაჩუქრად მიირთვი. მიითვალე და იბარაქე“.
- დახე ამ ძალით მძახალსა, საიდან დამიარა? რა ფანდს მიგებს!
მხლართავს ობობას ქსელში. - კახთ ბატონმა ახლა ყაფლან ვაჩნაძეს წა-
აკითხა და ფანდს ფანდი დაუპირისპირა.
- დღესვე წახვალ. გიორგის დაეწევი. ელიმ-შამხალს რომ ჩააბინავებთ
ბუინაკში, მერმე „კრაზანების ბუდეში“ ახვალ სწორ სათათბიროზე, ერთი
ადლით წინა ვართ! თუ უმალ დაიფიცა რუსთ მფარველობაზე, შიკრიკს მა-
ახლებ. მძევალსაც გამოართმევ და ჩვენსა და რუსთ ელჩებს ტარკის გზით
71
გავუშვებ. თუ კვლავ გააბა წილადობილა, თერგზე აცნობე რუსთ, ზრახუ-
ლი ლაშქრობა დააჩქარებინე.
ალექსანდრემ საქმე გაარიგა და უკან გრემს აპირებდა გამობრუნებას,
მაგრამ გამოირკვა, რომ „შამხლის ფანდი“ უფრო ღრმა ყოფილა ჩახ-
ლართული.
ძეგამს შაჰ-აბასის სწრაფი შათირ-შიკრიკი ამოვიდა. კოსტან-მირზას
შამხლის ასულ - ზულეიხაზე დანიშვნას ულოცავდა აბასი. ელიმ-შამ-
ხლის მთაში გაშვებას სთხოვდა და, საერთოდ, „ჩვენი მახლობელი მთა-
ბარის კეთილმეზობლობას და ურთიერთ შეთანხმებას“ ბეჯითად ურ-
ჩევდა. კახთ - შამხალთ გაუთავებელ დავაში „უმაღლეს მსაჯულობას“
თავობდა. რუსეთის შესახებ არც ერთი სიტყვა არ იყო დაძრული. თით-
ქოს ეს ვეება სახელმწიფო ჯერ არც კი მოსდგომოდა შამხალსა და კა-
ხეთს.
კახთ ბატონმა პირვანდელ გეგმას ერთი რამ თავის სარფაც დაურ-
თო. ელიმ-შამხლის „განთავისუფლება“ ახლა შაჰინშაჰის მოთხოვნასაც
მიაწერა... და თავის საქმე უფრო შენიღბა. ყაფლანსაც ასევე დაავალა.
არც განძ-საფასურზე აიღო ხელი. მაგრამ ყაფლანის წასვლა კიდევ შე-
ფერხდა. მთა-ბარის საქმეს ერთი რთული გარემოებაც დაერთო. ტფი-
ლისიდან მოვიდა ცნობა, რომ ქართლის მეფესთან თურქთა დიდ-ჩაუში
მოსულიყო. ალექსანდრე გრძნობდა, რომ არც მას დაივიწყებდნენ
სტამბოლში. მართლაც, სვიმონ ქართლის მეფემ სწრაფად აცნობა კახთ
ბატონს აზამ-ვეზირის მიერ შემოთვლილი „ზეპირი სიტყვა“. იგი ისევ
და ისევ საშამხლოს შეეხებოდა. მუქარაც იყო და დაყვავებაც. თერგი და
ალაზანი ერთ საბრუნავში იყო მოხსენებული და „კახეთში თურქთა ცი-
ხის ჩადგმის ხელახალ განზრახვას საშამხლოში რუსთა ახალი ციხის
ჩადგმას“ უპირისწორებდა.
ალექსანდრემ რუსთ ელჩებს განუმარტა მდგომარეობა. პლეშჩეევმა
თავი მოიქაჩლა და „რუსთ ხელმწიფის ხელდებულს“ ნუგეში სცა. აცნო-
ბა, რომ ზასეკინის ლაშქრობა უკვე დაძრული იყო ტარკასაკენ. მაგრამ
ალექსანდრეს უკვე ნაწვნევი ჰქონდა ჩრდილოური ჭიანური... ყაფლან
ვაჩნაძეს სიფრთხილის თვალი უფრო წაუმახვა და მთაში გაისტუმრა.
72
გიორგი ბატონიშვილმა ბებურ და თამაზ მცირე გუნდით დააწინაურა.
მათ აკვლევინა გზა. ჯერ ტყე-ჯაგნარი იყო. მაღლა - წიწვნარი. უფრო მაღ-
ლა მეჯოგეთა ბილიკებს აჰყვნენ. მალე კი სულ უგზო-უკვლოდ ავლეს ჩანის-
ლული აღმართები. საბალახოებს კლდე-ღორღიანი მოჰყვა. აქა-იქ ჩაწო-
ლილ თოვლნარებსაც აუარეს და კავკასიონს, პირიქით გადაეკიდნენ. დინ-
ჯად, ზვერვით და რიდით ვიდოდნენ მეწინავენიც და მიმყოლნიც. გიორგი
ხომ სულ შენიღბულად უძღოდა ლაშქარს. მისი უბრალო ჩოხა, აბჯარას-
ხმულობა და სათადარიგო ცხენი არაფრით არ განასხვავებდა მას სხვა მო-
ლაშქრისაგან.
ბრმად სვლას ლოდინს არჩევდნენ. ძეგამიდანაც ელოდნენ მაცნეს და
ბუინაკიდანაც. მთავარი ქედი რომ გადალახეს და სამურის სათავეებს გაად-
გნენ, მეწინავენი ყრუ ხეობაში დაბანაკდნენ და ოთხმხრივ აფრინეს კვალის
ამღები. მოზვერეს ახლო და შორი მიდამო. საეჭვო არაფერი ჩანდა. მაშინ
გიორგიმ მთავარი გუნდიც ჩაიყვანა ქვევით. მათთან იყო ელიმ-შამხალიც,
იგი, როგორც „ტყვეობიდან გამოსყიდული“, უიარაღოდ იჯდა ცხენზე. მთი-
ელს კისერზე და მუცელზე ბარის ქონი დასდებოდა, მთიური დაუღალაო-
ბაც დაჰკარგოდა. ფეხაბმით მისდევდა თავის სიძეს და არ იცოდა, რა ელო-
და წინ, თავის მოუსვენარ სამშობლოში.
სამურის სათავეში რამდენიმე ხანს გაუმჟღავნებლად დაჰყვეს. ყრუ და
ყოვლად უკაცრიელი ხეობა უეცრად აივსო ლაშქრით. ბოლოს ამოუვიდათ
მაცნე.
მეუღლე ელიმ-შამხალს ბუინაკისა და ტარკას ამბებს ატყობინებდა.
სურხაი-შამხლის მოთხოვნით, კაცი ქუდზე შეყრილიყვნენ ბიუნაკელნი
ტარკს წასასვლელად, თერგის ციხიდან დაძრულ რუსთა წინააღმდეგ. „შე-
ვაჩერე. ჯერ არ წასულან ჩვენნი. სწორედ კარგი დროა. მცირე-მცირე ჯგუფს
შეგახვედრებ ბუინაკის გზაზე კუმუხსა და აკუშას. სურხაი-შამხალს კი ჩვენ-
თვის ახლა არა სცალია. სალიჰას შესახებ კი, ვგონებ, არაფერი იცის. სად
მიბრძანებ თქვენს შეყრას, ჩემო ბატონო!“
დრო მართლაც ხელსაყრელი ჩანდა. გიორგიმ დაჩქარება გადაწყვიტა,
თუმცა ყაფლან ჯერაც არ იყო გადმოსული.

73
ელიმ-შამხალმა ბუინაკში დარჩენა უბრძანა თავის მეუღლეს, ხოლო
საიმედო ხალხი გზაში შესაყრელად დაიბარა.
ახლა შეცვალეს სვლის წესი. წინ ელიმ-შამხალი ვიდოდა ლეკთა ამა-
ლით, უკან კი კახნი მისდევდნენ ჯარად, მაგრამ ჩუმად.
სამურის ხეობიდან ახლა კუმუხებში გავიდნენ. ბარე ორ ქედის გადა-
ლახვა მოუხდათ. დაღესტნის აკიბულ-ჩაკიბულ და ღვლეჭივით ჩახ-
ლართულ ბილიკებზე ჩაწალიკდნენ კახნი. თვალების ცეცებით ვიდოდ-
ნენ.
ლეკებთან შეყრა მაინც მოულოდნელად მოხდა. ვიწრო ხეობის მუხ-
ლში ანაზდად წაადგნენ ურთიერთს. ყველანი შედგნენ, გარდა ელიმ-
შამხლისა. იგი კი წინ წადგა და ხელები აღაპყრო.
ლეკები უმალ დაქვეითდნენ. ელიმ-შამხალიც ჩადგა ფიქალზე.
თეთრწვერიანი აკსაკალები წარუდგნენ და მცირე ხალი დაუფინეს ფერ-
ხთით. ყულღანით წყალი მოართვეს და ხელ-ფეხი დააბანინეს. ელიმ-
შამხალმა ჩაიმუხლა და ალაჰს ჩუმი ქება შეასხა სამშობლოში მშვიდად
დაბრუნების გამო. მერმეღა მოახლოებული მოხუცნი წარბშეკრულად
და პირ-წვერ მიუკარებლად სათითითაოდ ჩაიკრა მკერდში. აქვე მიეახ-
ლა თავისი ძველი მეაბჯრე. საჭურველი და იარაღი მიართვა. აქვე, ყვე-
ლას თვალწინ აღჭურვა და ძველი ბედაური მოჰგვარა.
ახლა კი ხმა ამოიღო ელიმ-შამხალმა. „დიდ ელჩობაზე მომავალი“
წარჩინებული კახნი „სტუმრად“ იწვია და, როგორც უფლებამოსილი
მასპინძელი, წინ თავქვე წაუძღვა ყველას. უფრო წინ კი თავის მაცნე-მა-
ხარობელი გაუშვა.
ხეობის თავში უკვე მოზრდილი ჯგუფი პურმარილითა და სალამ-ძა-
ხილებით შემოეგება. ქვევით, სოფლებში დაფა-ზურნითა და შელუღით
ხვდებოდნენ და უკან მისდევდნენ თავის მობრუნებულ ბელადს.
მალე ლეკებისა და კუმუხების ჯგუფმა სიმრავლით გადააჭარბა კახ-
თა.
გიორგი ლაშქრით თავკერძო მიდიოდა. კახნი მუდამ მზადმყოფნი
და მოზიდულნი იყვნენ. არც ლეკ-კუმუხნი იჩენდნენ სრულ გულღია-
ობას. მათ შორის მეტად ბევრი სისხლი და მტრობა იყო ჩაგესლილი.
74
ლეკთაც და ბუინაკელ კუმუხთაც სურხაი-შამხალი მეტად სძულდათ.
მაგრამ ერთი მტრის სიძულვილს მეორე მტრის შერიგება კიდევ ჰო, ხო-
ლო გულწრფელი სიყვარული ვერაოდეს წარმოუშვია.
ბუინაკში ელიმ-შამხლის ჩასვლა უკვე საერთო ზეიმად იქცა, ჩადრქვეშ
ატირებულ ცოლს არც კი შეხედა ელიმ-შამხალმა. ჯერ მეჩეთს ეწვია, მერმე
ჯარობას დაენახვა და თავის ზღვისპირა სასახლეში თათბირი და პურადო-
ბა ბრძანა. ლაშქრის წვევაც განაგრძო. გიორგი ბატონიშვილი ფრიად კმა-
ყოფილი იყო. მან ამ ლაშქრობისას, რთული გარემოების გამო, გონივრუ-
ლად იცვალა თავისი ყრმობის საბრძოლო ხასიათი. დიდმა პასუხისგებლო-
ბამ მეტი წინდახედულება და სიფრთხილე მოსთხოვა. ახლა უწინდებურად
მხოლოდღა ხმლის გამხედავი ვეღარ იქნებოდა და ნაზრახის პირველი ნა-
წილის სულ უბრძოლველად და უსისხლოდ ჩაგვირგვინება ფრიად ახარებ-
და. ბუინაკშიც მშვიდად გრძნობდა თავს, სურხაი-შამხლის ავ გამოხდომას
ჯერჯერობით არც მოელოდა, რუსთა თერგზე გამოსვლა დადასტურდა. ახ-
ლა ერთიღა იყო გადასაწყვეტი: თავად დასცემოდა თუ არა სურხაის?
გიორგი ყაფლანს მოელოდა. ბოლოს ისიც მოვიდა, კახთ ბატონის და-
ნაბარები და სურხაი-შამხალთან გასაგზავნი პასუხიც მოიტანა.
ელიმ-შამხალმა ლაშქარი რომ შემოიკრიბა, გიორგის მოთხოვნით,
უმალ მოციქული აახლა უფროს ძმას. თავის მობრუნებაც და კახთ „ელჩე-
ბის“ მოყოლაც აცნობა.
ეს ყოველივე სურხაი-შამხლისათვის უკვე ცნობილი იყო. მხოლოდ ეს
ვერ გაერკვია ტარკას მფლობელს: რა ზღვარს აღწევდა კახთ - ელიმ-შამ-
ხლის ნებსითი თუ უნებლიე „მეგობრობა და ერთად გადმოსვლა?“ ან რა
უშუალო კავშირში იყო კახ-ელჩების მოსვლა ბუინაკს „შაჰ-აბასის შუამავ-
ლობასთან“ თუ რუს-ზასეკინის „ნამდვილი თუ მოჩვენებითი მოძალებას-
თან?“
ზურგში კახელების მოულოდნელმა გამოჩენამ სურხაი-შამხალი უფრო
შეაშფოთა, ვიდრე თერგზე ტაატითა და მძიმედ გადმოსულმა რუსთ ლაშ-
ქარმა.
ახალი ჩალხართულობა მან უფრო ჩახლართა. ძმას ბუინაკში მშვიდო-
ბით დაბრუნება მოულოცა. კახთ ბატონის პასუხის დაუყოვნებლივ გამოგ-
75
ზავნა, ხოლო კახთ-ელჩების დროებითი შეჩერება სთხოვა, „ვიდრე მო-
ძალებულ რუსებს თერგს იქით“ გააბრუნებდა. თავად კი რუსთ მცირე
მაფერხებელი საფარი გაუჩინა, ხოლო დაღესტნის ნაერთი ლაშქარი
ტარკა-ბუინაკის გზაზე კახთა გუნდს ჩაუსაფრა. კახთ და ელიმ-შამხლის
ჭეშმარიტი განზრახვის გასაგებად სურხაი-შამხალმა მათ თავად მიუყა-
რა საკენკი. ჯერ იყო და რუსთ მოძალება დაუდასტურა, მერმე ჭორი მო-
აწოდა რუსთა მიერ ტარკას მოდგომის შესახებ.
მაგრამ არც კახნი იყვნენ ხამნი. ჩუმი მზვერავები გაგზავნეს. თედო
ბაცაცაისძე ისევ გაუჩინარდა ბინდში. და ლეკების დიდი ჩასაფრება აღ-
მოაჩინა. გიორგიმ პასუხი დააგვიანებინა ელიმ-შამხალს. არც თავად
დაიძრა ტარკასაკენ.
საფრად ჯდომა გაუგრძელდა სურხაის. რუსები კი ტყის კაფვითა და
გზების კვალვით ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდნენ წინ.
ორიოდ დღეში ბუინაკში ახალი ჭორი მოვიდა. რუსთა მიერ ტარკას
მახლობლად ციხის აღების შესახებ.
- ყაროს საკენკი, ყაროს! - თავისთვის ფიქრობდა გიორგი და ხელახ-
ლად მიმოსულ ბაცაცაისძეს ჭორს ამოწმებინებდა.
კიდევ ორ დღეში თავად სურხაი-შამხლის დაჭრის ჭორი მოგორდა
ბუინაკს.
გიორგი არ იძროდა. ბოლოს ზღვით მოვიდა ნამდვილი ამბავი, მცი-
რე წინააღმდეგობის წყალობით რუსებმა მართლაც მიაღწიეს წარმატე-
ბას, თურმან-ტბის ციხე მართლაც აიღეს და ტარკას უახლოვდებოდნენ.
მაშინ კი იკადრა სურხაი-შამხალმა კახთათვის განზრახულ ხაფან-
გის მოშლა და რუსთ ლაშქრისაკენ მიბრუნება. მაგრამ პირველ ბრძო-
ლაშივე დიდი ზარალი ნახა. რუსთ ძლევა ვერ მოახერხა და ისევ ყაფირ-
ყუმუხისაკენ გადაუდგა მტერს და მხნედ ებრძოდა. რუსები კი ახლა მარ-
თლაც შემოადგნენ ტარკას.
კახთათვის ახლა თავს დასავლელი გზა ხსნილი იყო. გიორგიმ ახლა
კახთ ბატონის წიგნი მიაწია სურხაი-შამხალს. შიკრიკებად ელიმ-შამ-
ხლის კაცი და თედო ბაცაცაისძე გაგზავნა, თავად კი სალაშქროდ მოემ-
ზადა.
76
საქმეს, ბოლოს და ბოლოს, ფრიად სარფა პირი უჩანდა. გიორგი და,
ვგონებ, აღარც ყაფლანი ტარკასა და ყაფირ-ყუმუხის აღებას რუს-კახთა
მიერ აღარ ეჭვობდნენ. „კრაზანების ბუდის“ დღენი დათვლილი ჩანდა.
ბოლოს თითქოს სრულდებოდა კახეთის ამდენი ხნის ოცნება: რუსთ-
კახთა გზა გაიხსნებოდა და კახ-საქართველოს „ზურგი მოებმებოდა“ მთა-
ჩრდილოეთიდან.
დიდ საგონებელში იყო სურხაი, როდესაც ალექსანდრეს ბოლო წერი-
ლი და გარდუვალი მოთხოვნანი მოუვიდა. მას შემდგომ, რაც არ მოხერხდა
კახთა მოტყუება და ვიდრე ტარკა არ აეღოთ რუსთა, დროის მოსაგებად მო-
ლაპარაკების დაწყება ხელსაყრელად ჩათვალა.
კახთ ბატონის შუამავლობით, რუსთ მფარველობის მიღება, რუს-კახთა
ელჩთათვის გზის გახსნა და უკვე დამოყვრებული კახეთის მარბიელ მთი-
ელთა გუნდების მოშლა, - ამ სამ საბრუნავზე მოდგა კახ-შამხლის გაუთავე-
ბელი და ორივ მხრისათვის დამღუპველი ქიშპობა.
სურხაი-შამხალმა უმალ გამოაბრუნა შიკრიკნი და ყაფლან ვაჩნაძეს
საბრძოლო ბანაკში ყაფირ-ყუმუხში მოსვლა სთხოვა. საკუთარი ცხენიც კი
აახლა პირველელჩს.
კახნი დაიძრნენ. ელჩს მთელი ლაშქრობაც მიჰყვა. გიორგი მაინც
ფრთხილად, ზვერვით ვიდოდა წინ. არ ჩქარობდა, რუსთა მიერ ტარკას
აღებას უცდიდა. მაშინ სურხაი-შამხალი თავად მოვიდოდა კახთ ბანაკში.
ორმაგი თამაში თითქოს კეთილ დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ უეც-
რად ყველაფერი შეიცვალა. ბუინაკიდან ხმა მოაწვდინა ელიმ-შამხალმა:
მოსკოვიდან დაბრუნებულ ირანის დესპანს ლაჩინ-ბეგს კატარღით ჩამოევ-
ლო, ელიმ-შამხალი მოეწვია, უფროს ძმასთან დაებარებინა. „გამაგრდეს,
არა დათმოს რა... რუსები გაბრუნდებიან მალე. უკვე მოუვიდოდათ ხელმწი-
ფის ბრძანება... შაჰინშაჰი თავობს შუამავლობას“.
ელიმ-შამხალმა ლაჩინ-ბეგის სიტყვა ჯერ გიორგის აცნობა.
ახლა კი კახნი ჩავარდნენ საგონებელში.
- უნდა ვიჩქაროთ... საშველი სისწრაფეშია, ვიდრე წავლენ რუსნი! -
უთათბირა ყაფლან ვაჩნაძემ. მაგრამ გიორგიმ გაირიდა ბრმა, საალალბე-
დო ნახტომი. ერთი დღით შეაჩერა წინსვლა და ისევ მზვერავები დაგზავნა.
77
საღამოს კი მას ბანაკში სურხაი-შამხალის მაცნე - მოხუცი ლეკი მოუვი-
და. გიორგი არ გამოუჩნდა, არც ყაფლანი გამოუჩინა მაცნეს. თამაზ ვაჩ-
ნაძე ესაუბრა „მამის შეუძლობის გამო“.
სურხაი-შამხალს წინასწარი თანხმობა ზეპირად შემოეთვალა. კახთ
ბატონის ყველა პირობას „ქუდმოხდილად იღებდა და მის დესპანსა და
მცველთა ლაშქარს ყაფირ-ყუმუხში ფეინდაზდაგებით იწვევდა“.
კახნი ცალკე შეთათბირდნენ. ყაფლანმა უკვე ეჭვი აიღო:
- რაღაცას ცუღლუტობს ბებერი მელა! თავად გვეახლებოდა, ტარკას
რომ გასაჭირი ადგეს. არა-და მოგვწერდა მაინც რასმე... შვილს მაინც
გვაახლებდა მძევლად?
გიორგი ბატონიშვილმა თავი ჩაჰკიდა და დაასკვნა:
- მაშ, რუსნი გასცლიან ტარკას! სურხაი-შამხალმა ისევ შემოგვიბრუ-
ნა ხაფანგი!
- მე წავალ მცირე ამალით! ნებას ვითხოვ, ბატონიშვილო! ასეთი
კვანძი თუღა გამეორდება ოდესმე. ღირს თავის გადადება. გაბედულმა
ცდამ იქნებ ნაყოფი გამოიღოს. ამდენ ხანს გვიშენებია...
- არა, ყველაფერი გათავებულია! თავს ნუ მოვიტყუებთ. კიდევ მოგ-
ვაცდუნეს, სამარცხოდ კი ვერსად ვერ გაგიშვებთ დიდთავადო! - გიორგი
ფრთხილად ბჭობდა, მაგრამ მკაცრობდა. მამა უდგა თვალწინ. „იგი
სწორედ ასე მოიქცეოდა!“ ამ ბადეკრულში „ჭირისუფლის სიფრთხილე-
სა და უმცდარ განსჯას“ მკაცრად სთხოვდა.
- რასაც მივაღწიეთ, ის მაინც შევინარჩუნოთ, დაუყოვნებლივ გაცლა
სჯობს. ელიმ-შამხალსაც შვებას მივცემთ. მან ახლავე „საიდუმლოდ“
უნდა აცნობოს სურხაის ლაჩინ-ბეგის ნათქვამი. სულ ერთია, მას უფრო
მეტი ეცოდინება. ჩვენ კი უნდა გავასწროთ, სურხაი ახლა ჩვენ დაგვე-
დევნება, არა უკან მიმავალ რუსთა. უნდა დავბრუნდეთ თუნდაც უგამარ-
ჯვებოდ, მაგრამ უმარცხოდაც!
გიორგიმ ლაშქრის აყრა დაასკვნა. ყაფლანმა ვეღარაფერი თქვა უმე-
ტესად საბუთიერი. ხოლო ბებურმა და თამაზმა გიორგის მისცეს მხარი.

78
- დაბრძენებულხართ, რაინდებო! ახლა თქვენ უკეთ გიჭრით თვალი და
გული! - ესღა აღმოხდა მოხუცს და მისმა გაკვირვებულმა ვაჟებმა მამის
თვალზე სიმწრისა და გაწბილების ცრემლი პირველად შეამჩნიეს.
- ჰაი დედასა... კიდევ გაგვისხლტა ფოცხვერი!
- ახლა ჩვენ უნდა გავუსხლტეთ. მთა გვიძევს მძიმე გზად! ბეწვის ბი-
ლიკებზე ვართ გასასვლელი!
შამხლის მაცნე ორჭოფული სიტყვით გაისტუმრეს:
- როგორც კი მომჯობინდება ყაფლან-ელჩი, უმალ გეწვევით შემონათ-
ვალისა და მიმოწერის გასანაღდებლად... ზავისა და მოყვრობის დასამყა-
რებლად.
ხოლო როგორც კი საკმაოდ გაამანძილეს მაცნე, საღამოს ბინდბუნდიც
დაიხელთეს და კახთ ლაშქარი უკან დაიძრა.
ბუინაკს რომ მიატანეს, ელიმ-შამხალს ზღვით უკვე მოსვლოდა ზედმი-
წევნითი ცნობა რუსთ ლაშქრის მიერ ტარკას ალყის მოშლისა და მოულოდ-
ნელად უკან გაბრუნების შესახებ. ისიც იცოდა, რომ სურხაი-შამხალი მდევ-
რად არც გაჰყოლია რუსებსო.
- ახლა ჩვენზე მოვა. თქვენს წინააღმდეგ ხალხს ამიმხედრებს. არც უნა-
ყოფოდ ჩაუვლის ეს ცდა! - ყრუდ მეტყველებდა ელიმ-შამხალი. მას ისევ გა-
დასწუროდა იმედი, მაგრამ სიძის მხარს მაინც არ თმობდა.
ვიწრო, მაგრამ ხშირი თათბირობა ჩავარდა ბუინაკს. ცალკერძ ლეკ-კუ-
მუხნი თათბირობდნენ, ცალკერძ კახნი. ხოლო ყაფლან ვაჩნაძე ყველასათ-
ვის „მძიმე ავად“ იყო. ბოლოს სიძე-სიმამრი დასხდნენ კლიტულში და ყვე-
ლაფერი გულახდილად თქვეს.
- ჩემი უზდენები ასკვნიან, უკეთუ შენი ლაშქარი გაბრუნდება... ბუინაკის
საზღვარში არ შემოუშვებენ მოძალადედ მოსულ სურხაის...
- ჩვენც უმალ წავალთ... საპატიო მოხუცები გაგვაყოლე, მშვიდად გადავ-
ვლო კავკასი!
საბოლოოდ ასეთი ფარგი დასდეს - კახნი ელჩის „მძიმე ავადობის“ გა-
მო გაბრუნდნენ. ელჩობის სიტყვა შაჰ-აბასის შუამავლობით, განთავისუფ-
ლებულ ელიმ-შამხალს დაუტოვეს. ამ მოკლე ხანში კახთ ბატონი, ალბათ,
ახალ ელჩობას გამოგზავნიდა მთაში. ამაზე დადგნენ და გაიყარნენ.
79
...უმსხვერპლოდ, მაგრამ მთავარი მიზნის მიუღწევლად ბრუნდე-
ბოდნენ დაღვრემილი კახნი. წინ, აკიდებულ-ჩაკიდებულ ბილიკებზე,
ლეკ-კუმუხთა საპატიო მოხუცნი მიუძღოდნენ, ხოლო უკან, ორ ცხენს
შორის გამართულ ჯალამბარზე, იწვა ძალად ავადმყოფი კახთ ბატონის
ელჩი ყაფლან ვაჩნაძე. ახლოვე მოჰყავდათ სურხაი-შამხლის მიერ „სა-
კენკად“ მორთმეული ცხენი.
სულ უკან კი უჩინარ ჩოხაში, უჩინარ ცხენზე იჯდა და კავკასიონს
პირქუშად გაჰყურებდა გიორგი ბატონიშვილი, დაღესტანში ლაშქრო-
ბის უმარცხო, მაგრამ უგამარჯვებო სარდალი. და მაშინ გიორგიმ თავის-
თვის, ჩუმად დასდო ფიცი: არასდროს აღარ დაუჯეროს მხოლოდ სიტ-
ყვას და არასდროს არ გადმოლახოს კავკასიონი.

VIII თეთრი შინდის ელჩიონი


დაღესტანში არსებითად უშედეგო ლაშქრობის შემდგომ ალექსან-
დრე მეფემ მძიმე საყვედურით გაისტუმრა რუსთა ელჩობა კახეთიდან.
და მაინც თავისიც გააყოლა. იგი მფარველისადმი მიწერილ სიგელ-ბა-
რათებში ამჟღავნებდა თავის გულნაკლულობასა და საიმედო მფარვე-
ლობის გარეშე ყოფნას. თავად კი ჩრდილოეთის მოლოდინის ამაო ნა-
ცეცხლურს ვერც სულ აართვა ხელ-გული, მაგრამ ახალ მოკავშირე-თა-
ნამდგომთა ძიებას მაინც შეუდგა. ხან ისევ სულ ახლომახლოს უბრუნა
ყურადღება, გომბორს იქით გადაიხედა, ხან შორეული დასავლეთის
ქვეყნებისაკენ მოუსხლტა ფიქრი. მაგრამ დასავლეთი, სტამბოლის გა-
თურქების შემდგომ, ჩრდილოეთზე უფრო შორს იყო საქართველოსგან.
...ისევ და ისევ დაქსაქსული და დაუძლურებული ქართული ტომების
სამყაროს უბრუნდებოდა ალექსანდრეს მრავალგზის მცდელი გონება.
ერთმა, თითქოს შორეულმა, გარემოებამ კი დააჩქარა „შიდა ქართუ-
ლი გზების“ ძიება.
ირანიდან ფარული მაცნე ამოუვიდა ჯანდიერს. მისი „ოსტატმეგო-
ბარი და კეთილის მსურველი“ აქოჩრილი ვარსკვლავის დაღოსანი ალი-
ხოჯა მაჰმადი ფარულად ატყობინებდა „ირან-თურქეთის ახალ ამბებს“
და, სხვათა შორის, ტკბილმოშხამულად სწერდა, „დიდად სასიხარულო
80
სურვილი აღეძრა შაჰ-აბასს, კახთ ბატონთან ახლო დამოყვრება უზრახავს,
მისი ულამაზესი და უსათნოესი ასულის თხოვნა სწადია“. ალი-ხოჯა ატყო-
ბინებდა, რომ მალე ამოვა კახეთს შაჰის ელჩ-შუამავალი ბილი-ბეი, რომე-
ლიც გაარიგებს მაჭანკლობის საქმეს.
ამის გამგონე ალექსანდრეს პირს კატა ეცა. დიდხანს გახევებული იჯდა.
თითქოს აღარც აზრი უჭრიდა და არც თვალის ჩინი. გულის ძგერა დაეუფ-
ლა ყველაფერს.
- ნუთუ ნესტან? - ეს პატარა, შეუმჩნეველად გაზრდილი გოგონა ახლა
უკვე გათხოვების მიჯნას მისდგომია, „ულამაზესი და უსათნოესი“ გამხდა-
რა... და ისიც ასეთ „დიდი თამაშის“ საგნად ქცეულა? ნუთუ ვაჟის - კონსტან-
ტინეს უბედურება არ ეყოფა. ახლა ასულის უფრო საზარელი „ხელდარე-
ვის“ მოწმე და მონაწილე უნდა გახდეს?!
- არა, არ იქნების ესე... არ მოხდების! არასგზით!
ალექსანდრემ მწარედ ამოიგმინა და ჯანდიერს შეხედა. მაგრამ ჯანდი-
ერმა იცოდა, რომ ახლა მას ვერც ხედავდა კახთ ბატონი, ეს სიტყვებიც მას
კი არ ეხებოდა არამედ აბასს.
იმ დღეს მეტი არავინ მიუღია ალექსანდრეს. ფიქრად შეიკეტა. არც სა-
დილად გამობრძანებულა თავის ოჯახში. მეორე დღეს კი შუამთაში წასვლა
ბრძანა.
შუადღემდე ელოდა მარიამ დედოფალი თავის მეუღლეს და, რომ აღარ
მოუვიდა, გულმა რაღაც უჩვეულო უგზნო და ნესტანი გაგზავნა ამბის გასა-
გებად. თან, მიზეზად, შუამთის მოძღვართ მოძღვრისათვის - ზოსიმე ბერ-
დიდისათვის მისართმევი, საკუთრივ მარიამ დედოფლის ხელქარგული,
ტრაპეზის საფარი გაატანა.
ნესტანი დედის მიერ მეტად ფაქიზად და მლოცველად იყო აღზრდი-
ლი. ბუნებითაც ცოტა უკარება და ჩუმი იყო. ხოლო, დედის კალთას ამოფა-
რებული, სულ უჩინრად და შეუმჩნევლად არსებობდა სასახლეში. ჩვილ
ბავშვობაში კისკისა სიცილი იცოდა და ხანდახან მისი ხმა მერცხლის
ფრთასავით შეფართხალდებოდა დედოფლის სამყოფელში. მერმე კი,
რომ წამოჩიტდა, სიცილიც გაიკმინდა და დედის ლეჩაქის ლანძვებიდან
შემკრთალად შეჰყურებდა მთელ სამყაროს და ხალხს.
81
კახთ ბატონს სასახლის კიბეზე დახვდა თავისი ასული. ჰოდა, ზემო-
დან დანახული, სულ მცირე ასაკოვნად მოეჩვენა იგი მამას. ნესტანი
თუმც სადიდო კოპწია ქარგულ კაბაში იყო გამოწყობილი, ამობეწვილ
გულისპირით და ჩაგვირისტებული ქამრით, და მაინც ბალღად გამოს-
ჩანდა... წვივმაღალი და წამწამგრძელა.
მამამ თავად გამოართვა სანობათო, მოუსმინა თავისი მამისა და
ამალის წინაშე შემკრთალ ასულს და უსიტყვოდ ჩადგა ფეხი. მერმე შე-
მოუბრუნდა.
- ნესტან! - ჩვეულად დაუძახა, მაგრამ მწარე ფიქრმა მამობრივი უბ-
რალოება დააკარგვინა. - ნესტან ბატონიშვილო, დედოფალთან ბოდი-
ში მომხადე - ვერ ვინახულე. ჩამოვალ, უმალ ვნახავ. - ახლა კიბისქვედა
მხრიდან შეხედა თავის გაბრუნებულ ასულს. ტანწერწეტა, მაგრამ ჯერ
ბავშვურად გამხდარი და მოუშუშებელი თოთხმეტი წლის შვილი უეც-
რად შაჰ-აბასის ხელში წარმოიდგინა და კბილებში ღრჭიალი ჩაუვარდა.
- არ იქნების ესე! - ჭაღარა ულვაში ჩაიკბიჩა და შედგა. ამალა წინ გა-
უშვა და შვილს შესძახა: - ნესტან ჩემო... მომიცადე... ერთად წავიდეთ
დედასთან! - სანობათო ზაზა კახნიაურს გადასცა და თავად სახეშესხი-
ვებულ შვილს გაჰყვა.
ნესტანს მეტად უყვარდა მამა, მაგრამ საშინლად ეკრძალებოდა.
თითქმის ეშინოდა მისი. ახლაც ფეხაკრეფით მისდევდა მას და ნაბიჯის
გასწორებას ვერ უბედავდა. დედოფალის სამყოფოში რომ შევიდნენ,
მამა დაელოდა:
- მოდი, შვილო, გვერდში ამომიდექ! - და ხელი ოდნავ აჩეჩილ
მხრებზე გადახვია. ნესტანი შემკრთალად ჩაეკრა მამის მკლავს და ფეხ-
ქვეშ იატაკს ვეღარ გრძნობდა.
მარიამ-დედას გაუკვირდა ქმრის მობრუნება. იცოდა, გზიდან მობ-
რუნება არ უყვარდა კახთ ბატონს. ავად ინიშნა და შეფრფენით შეხედა
მეუღლეს. ხოლო, როდესაც ალექსანდრემ ნესტანს ბუნებით გამოწკეპი-
ლი წარბი გადაუსწორა, სულ შეკრთა. ალერსში ნაბოლარა გოგოს მი-
მართ მაინც მეტად ძუნწი იყო ალექსანდრე.

82
- ნესტან-ხათუნ! - დაყვავებით ჩაუხმატკბილა მამამ. - აბა, ერთი შენი
ხელით ცრემლის ავაზნიდან ლამაზი წყალი მასვი, შვილო!
ნესტანს ისევ უეცარი სინათლე მოეკიდა. ლოყის ორმულებში სიამი-
სა და განცვიფრების იერმა ჩაუკურდღლავა. მიხვდა - მამა მას, უკვე რო-
გორც მოზრდილს, ისე ესაუბრებოდა. ვერცხლის სურას სტაცა ხელი, აქ-
ვე საყვავილეში ჩასცალა და ქოშმაშიების ამობაკუნით გადირბინა შუშაბან-
დი.
მეფე-დედოფალი მარტო დარჩა. მარიამ-დედამ უკვე იცოდა, საუბარი
ნესტანს შეეხებოდა. და გული მოეწეწკა. ნესტანი იყო ერთადერთი შვილი,
რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა მას, მხოლოდ მას...
მაგრამ ალექსანდრე დუმდა, დედოფლის დარბაზის ყვავილნარს გან-
ზრახი ყურადღებით ათვალიერებდა, იცოდა მეუღლის მიმხვდურობა და
აფადილებდა სათქმელს. ალექსანდრე არ იყო ყვავილის კაცი. ეს მისმა მე-
უღლემ ყველაზე უკეთ იცოდა... და უფრო აღელვებდა მისი ულოდნელი
ყვავილთ ამობა.
ბოლოს ალექსანდრემ იაზრა - მალე მობრუნდებოდა ნესტანი.
- მარიამ-ჩემო! ეჰ... მაგის ბალღობაც გასრულდა... ყმაწვილ-ქალობას
არვინ აცლის... საპატარძლოდ შეამზადე... შეაგონე... თქვენ რომ იცით...
მანდილოსნებმა ისე... შესაფერისად! - მიკვნეტით მეტყველებდა და ყვავი-
ლებს ფურცლავდა იგი, - ჰოდა, სასიძოზეც უნდა ვიფიქროთ... დინჯად...
წინდახედულად ვიფიქროთ... - და რა შეატყო, მისი თითო სიტყვა მეხის და-
ცემას უდრიდა დედისათვის, შეძლებისდაგვარად გაშალა წარბი. ნათქვა-
მიც შეარბილა: - აუჩქარებლად ვიფიქროთ, არც გვაწვიმს, არც გვაქუხს... და
რა გვეჩქარება, არა? მაგრამ დროულად ვიფიქროთ მაინც. ერთადერთი გაგ-
ვაჩნია ასული! - მერმე უეცრად წამოიწია და კარს მიაშურა. - აბა, ახლა კი
წავალ, ამგზავრებული ვარ უკვე.
- კი, მაგრამა... - კარშიღა მიაწია ძახილი გონზე ძლივს მოსულმა დედო-
ფალმა. მთავრის კითხვა უნდოდა, მაგრამ სწორედ ეს არ სურდა ალექსან-
დრეს.
- ჰო, მართლა, მწყუროდა! - დაასწრო, თითქოს უნებურად გააწყვეტინა
სიტყვა და გარეკარში შემოსულ შვილს მიეგება, წყალი შესვა.
83
- ოჰ, გიშველა ღმერთმა! შენს ქორწილში ვიცეკვებ. აი, მითქვამს, და-
იმახსოვრე - მე ალექსანდრე მქვია! - მერმე შეჩქარებული ნაბიჯით გარეთ
გავიდა და შუამთის გზას გაუდგა.
ზარების რეკვით შეხვდნენ შუამთაში მეფის მობრძანებას.
ზოსიმე ბერდიდი გალავანგარეთ გამოეგება და ჯერ შორიდანვე
ცხენ-გზიანად აკურთხა. მერმე ახლოს პირჯვარი გადასახა და მამაშვი-
ლურად ეამბორა. ზოსიმეს შეთხელებულ წვერ-ულვაშში სითეთრე უფ-
რო მომეტებულიყო, ხოლო სახე-ტანი შეხმობოდა. რუხფითრი მოსდე-
ბოდა შუბლსა და ღაწვებზე.
კარგა ხნის უნახავებმა მრავალგზის მოიკითხეს ერთურთი... ჯერ
ხმამაღლა, მერმე უფრო შედინჯებულად. ახლა მეფის ამალას მოუბ-
რუნდა ბერდიდი, შორით აკურთხა, ზაზა კახნიაური კი ხელთან მიუშვა.
მკაცრად, მაგრამ გულისხმიერად მიიკრა მკერდზე. მას მუდამ განსაკუთ-
რებული თბილი გრძნობა ჰქონდა ზაზას მიმართ. მათი ურთიერ-
თლტოლვა სადღაც მწიგნობრულ არეში პოულობდა თავის დასაბამსა
და საკვებს.
ზოსიმე საყდრისაკენ წარუძღვა ალექსანდრე მეფეს. დაწინაურდა,
თავად გაუღო კარი და ალექსანდრე მის დედისეულ საყდარში და სა-
მარხში შეუშვა.
აქ კი ალექსანდრეს ეკუთვნოდა პირველობა. მან დედის საფლავთან
ჩაიჩოქა, ჩუმად მოილოცა. როდესაც წამოდგა, ზოსიმე ბერდიდი უკვე
შემოსილი დახვდა. მცირე პარაკლისი გადაიხადა, თავისი სასულიერო
სკოლის მოწაფენი და მორჩილნი ტკბილად აგალობა და მეფე-ამალას
სათითაოდ ამ საყდრის მაშენებელი თინათინისეული სანთელ-სეფის-
კვერი და თეთრი შინდის მცირე ტოტნაყოფი ჩამოურიგა.
სატრაპეზოში უკვე სუფრა იყო გაშლილი. სტუმარ-მასპინძლებმა
მცირედ წაიხემსეს, მაგრამ ალექსანდრეს გული არ უდგებოდა, ზოსიმემ
იგრძნო. მასპინძლობა მწერ ბერს გადაულოცა და „თეთრი შინდების“
ჩრდილში წასვლის საბაბი მისცა კახთ ბატონს.

84
- წელს დედისეულში საოცრად ასხია თეთრ შინდნარს. აქ ოქრო-პაპა
იყო ჩემთან, ქედელი ბრძენ-მოხუცი. მეტად ნაამები დარჩა - მშვიდო-
ბიანობის ნიშანიაო... ასე ჰქონია დაცდილი!
ალექსანდრემ დაუფასა თავის ბერ-მასწავლებელსა და გამზრდელს
მიმხვდურობა და მოიარებითი ნუგეშისცემა. მით უფრო დაუფასა, რომ
იცოდა, ცრუმორწმუნეობისა არა სწამდა რა მკაცრსა და განსწავლულს.
- თვალით მანახვე და ხელი შემახებინე მოძღვართ მოძღვარო... კარგა
ხანია არ ვყოფილვარ დედისეულში.
- წამობრძანდით, ბატონო. ამათ კი განაგრძონ პურადობა! - და სუფრას
განშორდნენ.
გალავნის შორეულ კუთხეში ტიხრი იყო ჩადგმული, ვიწრო გასავალში
კი - რკინის სალტეებიანი კარი. ამის იქით იყო დედისეული, შუამთის უმ-
ყუდროესი კუთხე. კარს არც ურდული ჰქონდა, არც ბოქლომი.
ალექსანდრემ დაახანა, იცოდა წესი. მიუხედავად იმისა, რომ დედისეუ-
ლის კარი მუდამ ღია იყო, თეთრი შინდების მცირე ბაღნარში ზოსიმე მოძ-
ღვართმოძღვარის გარეშე არავინ შედიოდა. ასეთი იყო შუამთის დაუწერა-
ვი კანონი. ბერდიდი პირველი უნდა შესულიყო შიგ. ეს იყო მისი აკადემია.
ალექსანდრე მოწიწებით შეჰყვა თავის დედისეულში ზოსიმეს.
თეთრი შინდნარის ხე-ბუჩქნარობა საამოდ შრიალებდა და ნაირფე-
რობდა მზეზე.
შვლის ყურებივით აცქვეტილ ფოთლებს მრავალ საყურედ ეკიდა შინ-
დის კომპლები, მაგრამ ჩვეულებრივი შინდი როდი იყო... ვერცხლისა და ნა-
ღების ნარევი ფერი... უფრო ზუსტად: სპილოს ძვლისფერი შინდი იყო. ირ-
გვლივ საამოდ ზუზუნებდნენ ფუტკრები, ხოლო გალავანზე შეფენილ
უსურვაზსა და ფათალოში ჟღურტულებდნენ ბეღურები. გალავნის თავზე
კი ჭყივილით ნავარდობდნენ კვირიონები.
ნალისებრი მოქვიშული სავალი უვლიდა თეთრ შინდნარს, ხოლო კუთ-
ხეში, ნიშის ქვეშ, ქვა-სავარძლები იყო მრგვლად მოკვეთილი, ქვისავე და-
ბალი მაგიდის ირგვლივ კარგ დარში აქ ასწავლიდა თავის რჩეულ მოწაფე-
ებს მოძღვართმოძღვარი. აქვე ჰქონდათ ხოლმე პაექრობა-საუბრები წვე-
ულ მწიგნობრებთან ან უწიგნო ბრძენებთან.
85
ეს თეთრი შინდნარი დაედო საბაბად შუამთის აგებას თინათინ დე-
დოფლის მიერ. თითქოს სწორედ ეს შინდნარი ენახა სიზმარში ჯერ კიდევ
კახეთში გამოთხოვებამდე.
ქართულმა წარმართულმა სულმა თითქმის ყოველ ქრისტიანულ
სამლოცველოს წარმართული სათაყვანოც ამოუყენა გვერდში სწორედ
ეს თეთრი შინდნარი იყო შუამთის წარმართული ღვთაებაც.
ალექსანდრემ მოიგონა თავისი სიყრმე და ბავშვობა... უღრუბლო და
უდარდელი დღეები... თეთრი შინდი ძველებურად, შერჩევით მათარა-
ში ჩაკრიფა, იგემა და, კბილების მოკვეთასთან ერთად, გახალისდა კი-
დევაც. ზოსიმეც ამო ხასიათზე იყო. მაგრამ როგორც კი ჩასხდნენ ქვის
სავარძლებში, უმალ მოიშორეს წვრილმანი ხალისი და თავადაც ქვაში
მოკვეთილებს დაემსგავსნენ.
ორ კეთილ ქართველს ბევრი ჰქონდა ურთიერთ სათქმელი, ერთად
თავსატეხი... ქვეყნისა თუ ოჯახისა... ერისა თუ ბერისა...
დიდხანს დუმდნენ...
- ზოსიმე ჩემო... რუსთ მოშველებას არ დაადგა საშველი. ჩვენს
ხელთ იყო შამხალი. ისევ აუშვეს. ალბათ თურქთა შიშით და ირანის
კრძალვით. ჩვენი „ჩრდილო ზრახვა“ გვიანობს, ისე შიდა ქართულ ძა-
ლებში უნდა ვისაშველოთ რამე. ახლა სხვაფრივ დავუაროთ საქმეს!
ამის გაგონებაზე მიმხვდურმა ზოსიმემ მხრები გაშალა, წინ წამო-
იწია. ქვაში მოლბა თითქოს, მაგრამ სიტყვა არ გააწყვეტინა თავის ნა-
მოწაფარ მეფეს. ალექსანდრემაც, თავის მხრივ, იგრძნო ბერდიდის ფა-
რულსიხარული, ორივეს არაერთხელ ეტეხათ თავი და ფარხმალი ერ-
თიან-ქართული საქმის გასაკვალავად. მაგრამ ბერის სიხარული როდი
შველოდა საქმეს.
- აქ კი, ჩვენს სამყაროში, სრული დომხალია... ქართული დომხალი!
ნუგზარ ისევ ორჭოფობს. ქართლსა და კახეთს შორის კუკუდამალო-
ბანას ავად თამაშობს. სვიმონ მეფე ქართლში ძლივს არის, იმერეთში
კი ძალობს. სამცხე ხომ... - ალექსანდრემ ღრმად ჩაისუნთქა, კბილების
მოკვეთა უფრო მკაფიოდ იგრძნო. შინდით სავსე მათარა ქვამაგიდაზე
დადო და უნებურად დააპნია კიდევაც.
86
- თურქნი ყველას გვემუქრებიან... მეცა... მაგრამ მათი შიში იმდენად არა
მაქვს. ღია და აშკარა მუქარაა! აქ აღარაფერია სარკვევი. შაჰ-აბასი კი ალერ-
სითა და ყურადღებით მავსებს. სურხაი-შამხალს ხომ ძალით მიმძახლებს.
თავად კი სიძობას მიპირებს. დიახ - სიძობას! - ჭმუნვით გაიმეორა მან და
დაპნეულ შინდს ხელი მოუსავსავა.
ზოსიმეც შეირხა და უფრო ღრმად ჩაჯდა ქვაში, ირგვლივ სიჩუმე დამ-
კვიდრდა, მხოლოდ ფუტკრები უხილავი და თავგაურთმევი ფიქრებივით
ზუზუნებდნენ და ზუზუნებდნენ.
- ყველაფერი ვთქვათ, მერმე ვაჯამოთ და ვზომოთ... ქართლისა რაც
იცი, კარგი თუ აუგი, მითხარ.
ახლა ალექსანდრე უსმენდა კერპად და ქვაში ჩამჯდარად.
- თურქთა ლაშქრობის მოლოდინია ქართლში. სვიმონ მეფე კი იმერეთ-
შია - მოსამტკიცებლად არც იქ არის კარგად საქმე, ახალგაზრდა დადიანი
კერძოობს, იმერეთის ტახტს ხელცუდა მაძიებელი - როსტომ ეპოტინება.
საქართველოთა გათიშვა და გაცალკერძოება უფრო და უფრო ღრმავდება
და წიწილაქდება!..
ბერის წარბში ფუტკარი ჩაება, ზოსიმემ უფრო მოქუფრა ჭაღარადარეუ-
ლი წარბები. მერმე დინჯად გადაიტარა ხელი, ნელა, იქნებ გაუგებრადაც,
გაიცილა ფუტკარი და განაგრძო:
- ერთი კიდევ... ისიც ცუდი... სრულიად საქართველოს მაკურთხებელი
მცხეთის კათოლიკოსი დომენტი თითქმის სულთმობრძავია. ვშიშობ, მისმა
სიკვდილმა არ გათიშოს ქართული ეკლესიის ძლივს დაცული მთლიანო-
ბაც. ესღა გვაკლია!
ორივენი დუმდნენ. ალექსანდრემ კათოლიკოს-პატრიარქის ავადობა
არ იცოდა. დანარჩენი კი უფრო წვრილადაც ჰქონდა გაჩხრეკილი და ათას-
ჯერ გაზომილ-გამოზომილი. მის სწრაფად მოაზროვნე და გამჭრიახ შუბ-
ლში ახალმა აუგმაც შიდა ქართული ჭიდილის ახალი ბადეხლართული გა-
დაუშალა.
ფუტკრის ზუზუნს ახლა კვირიონის ჭყივილ-ირაო აჰყვა. მზეც და ფიქ-
რიც გომბორის იქით გადახრილიყვნენ. ნიავმაც დაბერა და თეთრი შინდე-
ბის ფოთოლჩრდილნარიც აშრიალდა და აკანკალდა.
87
- წახვალ ქართლს? - ჩუმად შეეკითხა ალექსანდრე.
ზოსიმემ დიდხანს ზომა აზრით და თვალით ალექსანდრეს სიტყვა და
სახე.
- გააჩნია.
...მაგრამ ალექსანდრემ აღარც დაამთავრებინა სიტყვა. ეს არც კი
ეეჭვებოდა მას. შეკითხვას სულ სხვა აზრი ჰქონდა. ერთ საკითხს ამოწ-
მებდა, სახელდობრ, ნიკო-ხოსროს საკითხს. მიხვდა, პირველი სიტყვი-
დანვე მიხვდა. ბერდიდიც მხარს დაუჭერდა მის ახალ განზრახვას. მიხ-
ვდა და უმალ მცდელი კაცის მოუთმენრობა შეეყარა. ფუტკარივით აუ-
ზუზუნდა.
- ეახელ სვიმონ მეფეს. აი, ჩემი მტკიცე თანადგომის ბალავარი და
თარგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყ-
დრედ და მემკვიდრედ - ნიკოლოზ მიტროპოლიტი!
ზოსიმემ წვერზე სიამით ჩაიტარა ხელი. იცოდა, სვიმონ მეფეც სი-
ამოვნებით მიიღებდა ასეთ პირობას.
- ხელი უშვას ჩემს საარაგვოს... შეიერთოს იმერეთი. - განაგრძობდა
ალექსანდრე. - ფარულ შველას მივცემ თურქთა წინააღმდეგ... საათადა-
გოშიაც და ქართლშიაც... თუ დამჭირდა, შველას მომცეს ირან-შამხლის
წინააღმდეგ. ასეც მოვსინჯოთ ქართული საქმე! - დაასკვნა მან და უფრო
ბეჯით კილოზე გადავიდა. - ჩემს ცოლისძმას, გიორგი ამილახვარსაც,
მოინახულებ. ცალკე მივწერ - ყველაფერში ხელს მოგიმართავს. - კიდევ
ერთხელ დაახანა და სხვა მხრიდან დააბრუნა ბაასი: - მანუჩარ დადი-
ანს... ჩინებულ ჭაბუკს იტყვიან... დანიშნულიც არვინ ჰყოლია ჯერჯერო-
ბით...
- აგრე მსმენია. - ახლაღა მიხვდა მეფის განზრახვას ზოსიმე. - მაგრამ
იგი განა...
- შაჰ-აბასის მეტოქედ ვერ გამომადგება? - ცალი ქუთუთო მოჭუტა
კახთ ბატონმა, თითქოს ვიღაცას იღებდა მიზანში.
- გარდა მაგისა...
- არც ჩემი ნესტანია ჯერ საქორწილოდ საფერი?!
- დიახ... ეგეც... არც დრო გვაქვს... საქმის გამობმას დასჭირდება...
88
მაგრამ ალექსანდრეს ყველაფერი დაანგარიშებული ჰქონდა:
- ერთ წელს ვდებ სამაჭანკლოდ, საშუამავლოდ... ერთს - ნიშნის სა-
ტარებლად... თექვსმეტი წლის ქალისთვის კი ქორწილიც ალალია!
- ჯვარიც დაიწერვის რჯულის კანონით... მაგრამ იქამდე? შაჰის მოთხოვ-
ნა?
- ეგ ჩემზე იყოს... ჯერ შაჰის განზრახვა ფარულად მაცნობეს მხოლოდ.
დროს ამოვიგებ. შუამავალნი ჯერ არ მომსვლიან. შევეცდები, დააგვიან-
დეთ!
უკანასკნელ სიტყვას ენის ძირი დააჭირა ალექსანდრემ და, ჯანდიერი
რომ ყოფილიყო აქ, ის მიხვდებოდა, რას ნიშნავდა „ენის დაჭერა“.
ზოსიმე დუმდა. შუბლი კვლავ შეკრული ჰქონდა, მაგრამ ქილვაშებში
ნელ-ნელა სიამის ღიმი იტვიფრებოდა. მის წინაშე ქვაში ჩამჯდარი ალექ-
სანდრე როგორ არ ჰგავდა ძველ „დიღმისა“ და თუნდაც „მრგვალ-დარბაზა
სასახლის“ ალექსანდრეს. ახლა იგი - კახეთთან ერთად - სრულიად ქარ-
თულ გზაზე ჭირნახულობდა. მართალია, მეტად ფრთხილად და მოზომი-
ლად, არც თავის ურგოდ, მაგრამ მით უფრო მტკიცედ და საფუძვლიანად.
და ეს გზა ერთხმიან საქართველოს თუ ვერ შეჰყრიდა, ქართული მრავალ-
ხმიანი გუნდი მაინც შეხმატკბილებული გამოვიდოდა.
- როდის მიბრძანებთ წასვლას? - ზოსიმემ თეთრი შინდი ისევ ჩაყარა
წამოქცეულ მათარაში.
ალექსანდრე წამოდგა:
- ჯერ ნიკო-ხოსრო ვიწვიოთ. ზედმიწევნით ჩავთარგოთ საქმე. შევამზა-
დოთ ძღვენი და ხალხი, მოსკოვის ელჩობაზე უფრო მცირედ როდი მიჩანს
ქართლში თანადგომი სიტყვის მიტანა. ეგეც ჩვენი უკუღმართობა!
ალექსანდრე რომ წამოდგა, მისი მაღალი ჩრდილი დედისეულ თეთრ
შინდებს ტანმოხრილად გადაეფარა, თითქოს კრეფდა მის ნაყოფს. თეთრი
შინდები კი გომბორის სიოს ხმაზე შრიალებდნენ და მათ წაერთი ჩუჩუნი
სალბუნად ეფინებოდა ქვაში ჩამჯდარ მოთათბირეებს.
- კვირის სწორს ნუ გადავაცილებთ შინაელჩობას... - და მერმე ნიშნისგე-
ბით თუ დარცხვენით დასძინა:

89
- ვგონებ, თარჯიმანი არ დაგვჭირდება. გულთარჯმინობას კი შენზე
უკეთ ვერვინ შეძლებს. მეტად დიდ მოთმინებასა და ზნეობრივ ძალას მო-
ითხოვს. მეტი რაღა გზაა - უნდა გამოვნახოთ, უნდა!
იმ ღამეს ერთხელ კიდევ გაიღო „თეთრი შინდნარის“ ბაღნარი. ამჯე-
რად ზოსიმე მოძღვართ მოძღვარს დიდი მოწიწებით ზაზა კახნიაური
მოჰყვებოდა.
შუამთის საოსტიგნოებში და მეფის სადგომში უკვე ძილის სიწყნარე
და სრული სიჩუმე სუფევდა. გალავნის გარეთ მთვარის ვერცხლით გა-
დაფენილი უღრანი ტყე შრიალებდა.
კრძალვით, თითქმის ფეხაკრეფით შევიდა ზაზა თინათინისეულ
შინდნარში. ირგვლივ ნელჩუჩუნა მყუდროება და ჩრდილებში ჩათესი-
ლი ციცინათელები შემოადგნენ. ბილიკებსა და ქვის სავარძლებს თით-
ქოს ნივთიერება და ხროადობა დაჰკარგოდათ. ყველაფერი ლანდებად
ქცეულიყო. მთვარის სოქალი აქაც ჩაკვრით სწვდებოდა ყუჩ ბაღნარს,
კედლებზე გასეულ ფათალოს ვარჯების სიმწვანე ვერ დაეხშო, ახლა
ისინი გრძელბეწვიანი ხალებივით ეკიდნენ. შინდის ტანმორჩილი და
უსწორო ხე-ბუჩქნარები ძაძამოსილ მლოცველ მანდილოსნებს ჰგავ-
დნენ.
ზაზა პირველად იყო თეთრ შინდნარში და, გრძნობაშეფრფენილს,
თავი სიზმართ სამყაროში წარმოედგინა. ზოსიმე ბერდიდის დაბალი
და დინჯი საუბარი ხომ უფრო უმახვილებდა ამ გრძნობას.
- მაშ, „სიბრძნე ბაჰლავარისი“ დაიმაცადინე? კეთილი. არსენი
იყალთოელისა ან პეტრიწონელის თხზულებებს თუ ჩაუჯექი, შვილო?
- ჩავუჯექი, მამაო. ხშირად მიჭირს დათარგმანება. თქვენს შეწუხებას
ვერიდებოდი. ზოგი რამ იასონ ჭავჭავაძემ განმიმარტა, ზოგი ისევ დამ-
რჩა.
- ხვალ მაჩვენე, შვილო!
მობაასენი დინჯად დადიოდნენ ირგვლივ შემოსალტულ ბილიკზე
და ზაზას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ყოველი ახალი რკალი უფ-
რო მაღლა იწევდა ცისაკენ. ლანდების სამყაროც უფრო ივსებოდა ციცი-
ნათლებით.
90
- ახლა ესეც მაუწყე, სადუნო. უცხო ენათა დაძლევაზე როგორ ბეჯითობ?
- სპარსულშიაც გავიწაფე ენა. იასონ მდივან-ბეგმა დამწურთნა. მა-
ლე წაგიყვანთ საელჩოდ ისპაჰანს.
- ეჰ, ნუ ჩქარობ, შვილო, ირანს წასვლას! - ბერის ფიქრი სხვაგან გას-
ხლტა, იგი კიდევ კახთ ბატონთან დღის საუბრის გუმანში იყო.
- დავით ბატონიშვილის რუსული როგორღა მიმდინარეობს?
ზაზა შედგა. მან ფრთხილი, წინდახედული საუბარი ისწავლა, მაგრამ
ზოსიმესთვის პასუხის დახანებაც პასუხი იყო.
- ვატყობ, ახალგაზრდა მასწავლებელი ვერცთუ კმაყოფილია სახელო-
ვანი მოწაფით. ვიცი, დაუდგრომელი ხასიათისაა. ვგონებ, რიტორ-მგოსნო-
ბა უფრო ხელს მოსდევს. თუმც ვერც „ქილილა და დამანას“ ახალთარგმანი
გამოსდისო. ასე მაუწყა მამა ფილიპემ. მუყაითობა აკლიაო და ქართული
ლექსთა წყობაც ნაკლებად ცოდნია. ფისტიკაური და ჩახრუხაული ვერ გა-
ურჩევია?! მით უფრო - ვერც წყობილი და შეწყობილი. არაფერი გამოუვა! -
თავი გაიქნია ზოსიმემ და ზაზას მხარზე ჩამოადო ხელი - აი, შენ უნდა ითა-
ვო ეგ... ან მაგდაგვარი საქმე... თუ მოგიწია ისპაჰანს წასვლა, იქ დროც გექ-
ნება. ჯერ კი „კათეღორიებს“ უნდა ჩაუჯდე ბეჯითად. აი აქ, ამ ქვაზე ხშირი
პაექრობა გვაქვს. მყვანან ზოგნი - ნიჭიერნი პლატონ-არისტოტელეს სიბ-
რძნეთ ცოდნაში დაგჩაგრავენ, კეთილსწავლულო.
ზაზამ თავი ჩახარა. შინაგანად შერცხვა, რომ იგი, პირველ ტრფიალ მო-
ნახადი და თითქოს გულდაყუჩებული, ამ ბოლო დროს „ვისრამიანმა“ და
„ვეფხისტყაოსანმა“ ისევ გაიტაცა. ხალიანაც უყვარდა. მაგრამ გუმანით სა-
ოცნებო ტრფიალის ყრუ მოლოდინში იყო გაბმული და გაბრუებული. სა-
ცეცხლე მასალა ჭარბად ჰქონდა, ხოლო ცეცხლის ნაცვლად... წვისა და დაგ-
ვის ნაცვლად, ამ ბოლო დროს ტკბილ-ფუფუნა ოჯახ-კალაპოტი და თით-
ქმის განცხრომა მოეფარგლა საასპარეზოდ.
დიდხანს იარეს თეთრი შინდისა და მაღალი აზრების არეში მხცოვანმა
და ახალგაზრდა მწიგნობარმა, მრავალი წიგნი და მეცნიერების დარგი მო-
იგონეს, ზეპირად იმოწმეს, მოკლედ განიხილეს. ზოსიმეს კარგა ხანია არ
ენახა ზაზა და ახლა გულდასმით ჩხრეკდა მის მწიგნობრულ ავლადიდე-
ბას. ბოლოს ნაამები დარჩა, თუმც ისიც იგრძნო, საღვთო წერილში უფრო
91
სუსტობდა ზაზა, მაგრამ ამ დარგის გაღარიბებისა აღარ ეშინოდა მოძ-
ღვართ მოძღვარს: ჯერ-ერთი, ნიკო-ხოსრო ბურჯ რჯულმეტყველად ედგა
გვერდში, შუამთაშიაც სწურთნიდა სხვა მორჩილთ.
- ხვალ ჩვენს წიგნთსაცავში წაგიყვან. ბევრს რასმე ნახავ ახალს, ბერ-
ძნულსაც და ქართულსაცა. შენი „უბის საქართველოც“ იქ მიდევს, დიახ!
ზაზას სიამის ალმურმა გადაურბინა სახეზე. უკვე ვაჟკაცობაში შე-
სულს და კეთილწურთნილს, აქ ზოსიმე ბერდიდთან თავი ისევ ეჭაბუკე-
ბოდა და, უფლისწულისა თუ სხვათა მასწავლებელს, აქ ისევ უგბილი
მოწაფის კრძალვა და რიდი ჰქონდა.
ზოსიმე კი განაგრძობდა დინჯ ბაასს, ხოლო ყოველი ფიქრის ძირ-
ფესვში მაინც ქართლში შინაელჩობის დიდსაზრუნავი ედო, ისევე, რო-
გორც ყოველ ბინდ ბუჩქნარს ახლა უხილავი თეთრი შინდი ჰქონდა ნა-
ყოფად.
- შენ ყოფილხარ ტფილისს?
- არა, მამაო! მოსკოვსა და სტამბოლს დიახაც... ტფილისს კი არა!
ზოსიმეს სევდიანად გაეღიმა:
- ქართული გზების უკუღმართობაა! - მეტი არა თქვა რა, მაგრამ ტფი-
ლისს ზაზას წაყვანა გადაწყვიტა.
რამდენიმე დღის შემდეგ შუამთაში ნიკოლოზ მიტროპოლიტი მოე-
ახლა თავის ძმას. ახლა სამთა თათბირი გახშირდა თეთრ შინდნარში.
მერმე შერმაზან სარდალიც იწვიეს. ფართო ელჩობას ერიდებოდნენ.
საიდუმლოს დაფარვა გაჭირდებოდა.
სწორედ კვირისსწორს შუამთიდან ცივ-გომბორისაკენ დაიძრა კახთა
ელჩიონი: ზოსიმე ბერდიდი, შერმაზან სარდალი, თამაზ ვაჩნაძე, ზაზა
კახნიაური, მცირე ჩახთაულნი და გამყოლნი.
ძღვენ-მოსაკითხავი და საჩუქრები ფრიად მრავალი და შერჩეული
მიჰქონდათ შინა შუამავალთ.
ფარულად მიდიოდნენ. თითქოს უჯარმაში და მარტყოფს მიმავალ-
ნი მოკალმასენი და მეგამრიგენი იყვნენ.
ალექსანდრემ თავად გააცილა ისინი, შუამთის ალაყაფს იქით გა-
დაჰყვა. ზოსიმეს თეთრი შინდის ნაყოფსავსე ტოტი ალამივით ჩააბარა,
92
ქართლსაც „თეთრი სიტყვა“ შეუთვალა და „თეთრი შინდის ელჩიონსაც
გზაფეინდაზობა და ნაყოფმრავლობა უსურვა, მერმე მასთან დარჩე-
ნილ ნიკოლოზ მიტროპოლიტს მიუბრუნდა:
- საქართველოში ყოველი კეთილქართული და, მით უფრო, თანადგო-
მის საქმე ფარულად თუ გაკეთდება... მოპარულად... რომ ვერც მტერმა გა-
იგოს, ვერც მოყვარემ - ყველას ეწყინება!.. უცნაურია... უცნაური... ნეტავ რა
გვჭირს ასეთი?

IX გათიშული სერობა
ალექსანდრე თელავს იყო, ახალი ცნობა რომ მოვიდა „ორბატონა“ ხო-
ჯა მაჰმადისაგან. ამას წინათ ჯანდიერმა, კახთ ბატონის მოთხოვნით, სიტ-
ყვაჩახლართული წერილი გაუგზავნა იდუმალ მაცნეს:
„კახთ ბატონი მეტად მოხარულია ასეთი მაღალსიძობის ზრახვით.
„აქოჩრილი ვარსკვლავის“ სიბრძნემ შეაგონოს ვინმეს მახარობლის ფარუ-
ლი გამოგზავნა ერთი კვირით ადრე, ვიდრე დიდმაჭანკალი წამობრძანდე-
ბა კახეთს“.
...და აი, მოვიდა კიდევაც „ორბატონა“ ვინმეს პასუხი. ჯანდიერმა ასტე-
ხა ლუქი და უმალ აფრინა შიკრიკი თელავს. შაჰ-აბასის დიდმაჭანკალი მო-
საკითხავებითა და საჩუქრებით დაძრულიყო გრემისაკენ.
ალექსანდრე უმალ ჩამოვარდა გრემს. გზად, ქალაქის მახლობლად, აც-
ნობეს, რომ მისი ოჯახი მარიამ დედოფალს ახალი საყდრის მშენებლობა-
ზე წაეყვანა.
აქვე, გრემის მახლობლად, მარიამ დედოფლის სახსრითა და რუდუნე-
ბით, შენდებოდა აღდგომის საყდარი.
ალექსანდრემ ოდნავ გადაუხვია გზას და მალე ახალ, ჯერ უგალავნო
საყდარს მისწვდა. მაღალგუმბათა და მხრებგაშლილი შენობა ლაღად ადგა
ირგვლივ შემოფენილ ტყე-ბაღნარს. უფრო მახლობლად მაყვლის ბუჩქნა-
რი ცოცხალ გალავნად შემოსდგომოდა ძველ დაბალ საყდარსა და ჯერ ხა-
რაჩომოუხსნელ ახალ ტაძარს.
ალექსანდრეს შორიდანვე მოესმა საამო, გულხალისიანი კისკასი. იცნო
ნესტანის ხმა. ხიწვად დაესო გუმანს. მერმე სხვა ქალების ჟრიამულიც მო-
93
ესმა. კახთ ბატონი დაქვეითდა, ცხენი მეაბჯრეს მიუგდო. შორიახლო
მდგარ გუშაგებს ჩუმად ყოფნის ნიშანი სცა. ამალა გრემს გაისტუმრა და თა-
ვად ნელი ნაბიჯით გარს შემოუარა საყდარს. მცოდნე თვალით შეაფასა.
მოეწონა დედოფლის ნაღვაწი. გარედან თითქმის ხელმომთავრებული და
მზა ჩანდა ტაძარი.
ალექსანდრე ახლა შიგ შევიდა ნიშის კარიდან. მაღალ ხარაჩოებზე
მხატვრები დაინახა. იცნო კიდევაც: ორი რუსი იყო, ჯერ კიდევ ზვენიგო-
როდსკის ელჩობას ჩამოყოლილი. ორნი კი გრემელი ოსტატ-ხელოსნე-
ბი იყვნენ.
საიდუმლო სერობის კედელხატულს შესდგომოდნენ. ორად გაენა-
წილებინათ საკურთხევლის ზეკამარა და თავისებური ჭიდილი ჰქონ-
დათ. ხარაჩოს ძირში უკვე შესუქებული მათე ნოგირინი იჯდა, სველ ხე-
ლადას ელამუნებოდა, თან ხმამაღლა თარჯიმანობდა რუს-ქართველ
მხატვართა შორის. და, რაც უფრო „შრებოდა“ ხელადა, მით უფრო ბოხ-
დებოდა და ძლიერდებოდა მათეს ხმა.
ხარაჩოს კიბეებზე აღმა-დაღმა ციბრუტივით ტრიალებდა ტოტოჩი-
ნად წამოზრდილი სიაუში. ყალამ-ქილები აჰქონდ-ჩამოჰქონდა, ფე-
რებს ურთიერთს უზავებდა, უსადაგებდა. იგი უკვე კარგა ხნის მხატვარ-
შეგირდი იყო.
ალექსანდრეს არ სურდა ხელის შეშლა. სვეტის ჩრდილში მიდგა და
თვალი მოავლო ჯერ დაუმთავრებელ „სერობას“. მარცხენა ფრთას რუ-
სები ხატავდნენ, მარჯვენას - ქართველნი. სერობას თითქმის ყველა მო-
ინახე უჯდა, გარდა ორი მთავარისა. ქრისტე და იუდა ჯერ არ დაეხატათ
მხატვრებს. ხოლო ამ ორთათვის განკუთვნილი ადგილი ჯერაც თეთ-
რად გამოჩანდა შუახატულზე.
- რაო, რას იძახიან? არ მოსწონთ ჩვენი მხარე? შენ გეუბნები, მათე-
რუსო, აბა ჰკითხე?!
- ნო, ნო! კარგიაო, მაგრამ ყველანი შავგვრემანები, ცხვირგრძელები
და გულმოსულნი ჩანანო. მეტი შუქი და ოქროსფერი უნდა მიგეცათო.
სერობაა - ვერაგ ურჯულოთა შეთქმულება ხომ არ არისო! - ხმამაღლა

94
უთარგმნიდა მათე-რუსი. - მაგათი ქრისტეც ასეთი იქნებაო. ფეხების დაბა-
ნის ნაცვლად, იქნებ თავებიც დააყრევინოსო სტუმრებს!
- დახე მაგათა! მაშ მაგათი ნაწილია უმჯობესი? ყველა მოციქული
ცხვირპაჭუა, მაჩხთვალება, ქერა რუსებად რომ დაგვიხატეს... აბსურდუ-
ლი წვერ-ულვაში და პირბრეციაობა რა საფეროა? იდუმალი სერობაა,
განა ლოთ-არიფანა გახლავთ?! მაგათი არც ქრისტე ივარგებს, არც იუდა!
ალექსანდრეს ჯერ გაეცინა. მერმე ჩააფიქრა ამ გარემოებამ, საერთო
ენა არც მხატვრებს გამოსდიოდათ, დიდი სურვილი იგრძნობოდა ორთა
მხრივ, ამ სურვილმა მათ „სერობაც“ კი გააყოფინათ, მაგრამ ნიშატი და მის-
წრაფება ფრიად სხვადასხვა ჰქონდათ. კახთა და რუს ელჩთა არა ერთგზი-
სი შეთათბირება-დარბაზობა თვალწინ დაუდგა. ყველგან სურვილიც იყო,
მაგრამ ამ „იდუმალი სერობის“ გათიშულობა მეორდებოდა.
მათე-რუსი ხმამაღალი როხროხით უთარგმნიდა რუს მხატვრებს ქარ-
თველი ყალმოსნების ნათქვამს და საყდრის კამარაში ნამეორევი ქართულ-
რუსული ძახილი ისევე გაყოფილად გამოისმოდა, როგორც სერობის შინა-
განად გაბზარული სახე-სურათი. მხოლოდ სერობის თავზე სადა, უჩუქურ-
თმო რუსულ-ქართული ჯვარი იყო საერთო, უდავო და, ვგონებ, ყველაზე
ნაკლებ მხატვრულიც.
- არიქა, სიაუშ! აუტანე საღებავები! განაგრძონ ხატვა! ენებიც დაიბორ-
კონ იქნება! თორემა მაგათ დავაში მეც ავირიე... აღარც ღვინო მყოფნის და
არც რუსულ-ქართული სიტყვები!
სიაუშმა ერთხელ კიდევ აირბინა ხარაჩო, რუს-ქართველ მხატვართ გახ-
სნილ-შეზავებული საღებავები აუტანა და ახლა განის სვეტის ქვედა ძირს
მიაშურა. იქაც მოჩანდა ახალხატული.
სვეტის ჩრდილში ალექსანდრე მეფე შენიშნა, შეკრთა, მათე-რუსს მი-
ატანა, ხელი წაჰკრა. ნოგირინი ზეზე წამოიჭრა, რუს ჯარისკაცულად ძალზე
გაიჭიმა და მთელი ხმით შესძახა:
- კახთ ბატონს... ზრდავია ჟელაიუ! ურა!
მისმა ხმამ ხარაჩოზე მხატვრები დააფეთა, გუმბათის შიდა კამარაზე კი
მტრედები... საყდრის ღია კარშიაც გაატანა. საყდარში მეფის ყოფნა ყვე-
ლას გააგებინა. მარიამ დედის თაოსნობით მთელი ჯალაბობა და სტუმრე-
95
ბი შიგ შემოზვავდნენ. აქ იყო ორივე რძალი - ქეთევან და სალიჰა, გამა-
ხარელი შვილიშვილი თეიმურაზ, მწარედ შესაყრელი შვილი ნესტან...
სტუმრებში და მომყოლებში ხალიანაც შეამჩნია.
კახთ ბატონი შინაურულად მიესალმა ყველას და ისევ მათე-რუსს
მიუბრუნდა.
- მაშ შენც ეხმარები, მოხუცო?! ბრძოლისა და სმის გარდა, რამდენი
ხელობა გაქვს? შენ იქ არ მუშაობდი, ჯაბა-ოსტატის თოფ-ხანაში? ხატ-
ვაც გცოდნია?
- მოენედ წამომიყვანეს, მეფევ-ბატონო! შემაცდინეს! მხატვრები
ვერ თვისობენ. - მათემ თავი ზევით, ხარიხასაკენ აიქნია.
- ამას მეც ვხედავ, ბაბილონის გოდოლის ამბავი გამოსდით. გათი-
შული სერობაა, - დინჯად დაუდასტურა ალექსანდრემ და უფრო მიუახ-
ლოვდა ხარაჩოს. - აბა, ერთი ესეც მითხარ... შენ პირადად ვისი ხელობა
უფრო მოგწონს? შენი აზრით, ვინ უნდა დახატოს ქრისტე და იუდა? - და
რა შეატყო, მათე-რუსი ოდნავ შეყოყმანდა, მარიამ დედოფალი და სხვა
შინაურნი ახლო იხმო, მაგრამ არც მათეს მოშორდა: - აბა, რუსო... გუ-
ლახდილი პასუხი მინდა... აქ ელჩობაზე კი არ ვართ... საყდარში ვართ
და შინაურობაში!
მათე-რუსს სახე გაებადრა, ერთხელ კიდევ ახედა უქრისტო და უი-
უდო სერობას, ხარაჩოზე გაშეშებულ რუს-კახ მხატვრებს. სიაუშს წაავ-
ლო ხელი.
- ბატონო, ჩვენო მეფეო! მე თვალი ბრძოლაში უფრო მიჭრის, მაგ-
რამ რადგან ასეა... და მართალი რომ ვთქვათ... - მათე შედგა, თითქოს
ქართული სიტყვა დააკლდა, ენაც აებორკა, განზე გაიწია. - მაშინ აქეთ
მობრძანდით, მეფეო... ამის ნახვაც ინებეთ! - და განის სვეტის ძირს მი-
ატანა.
ალექსანდრე გაჰყვა. არც სხვები ჩამორჩნენ. ახალ, ჯერ შეუმშრალ,
კედელხატულს წაადგნენ.
- ეს არც მინახავს! - გაუკვირდა მარიამ დედოფალს, ხელობაც ეუც-
ხოვა, არც რუსთა ფუნჯის კვალსა ჰგავდა, არც ქართველთა ყალმისას.

96
სადღაც მათ შორის იყო, მაგრამ უფრო ხელმკაფიოდ და ფერშეწყობით
წარმოსახული.
თვით ხატულის შიდათქმულიც იყო საგულისხმო. გაშლილ ბადეზე
ცისფერთვალება, მაგრამ შავ წვერ-ულვაშა ქრისტე იდგა. ცალ ხელზე
მტრედი ესვა, მეორე საკურთხევლად აღემართა. მის ფერხთით კი დახ-
რილ შავთვალებიან, მაგრამ ქერა იუდას ზურგზე იმ გაშლილი ბადის თავ-
თოკი მოეგდო და ორივ ხელზე გადაწოლილ თევზს სთავაზობდა ქრისტეს.
მაცხოვარს მზისფერი შარავანდედი ადგა თავს ირგვლივ, იუდას - შავი რკა-
ლი... ხოლო, ქრისტეს ფერხთით გაშლილ ბადეს, წონის სართებად, ოცდაა-
თი მოზრდილი ვერცხლის ფლური ება ირგვლივ.
ნახატს დიდი შინაგანი ჭვრეტა ეტყობოდა. თვით ხელობას ჯერ დაუდ-
გრომელი, მაგრამ ფერშეხამებისა და ხაზ-ჩრდილების უაღრესად მგრძნო-
ბიარე ხელი და თვალი აჩნდა.
ალექსანდრე ხანდაზმულობისას მხატვრობის დიდი მოყვარული გახ-
და. ამიტომ იყო, რომ ყოველ თხოვნაში რუსთ-ხელმწიფის მიმართ, მეზარ-
ბაზნეებთან ერთად, მუდამ მხატვრებსაც ითხოვდა.
მას მეტად მოეწონა სვეტის ძირის კედელხატული.
- მაშ, რუსო... შენ ფიქრობ... ამის ოსტატმა უნდა დახატოს იქაც?
- მე კი აგრე, ბატონო, მაგრამ მაგის ოსტატი - ოსტატი არ არის ჯერა!
- მაშ ვინღაა?! - შეეკითხნე ქალები.
მათემ ერთი მიმოიხედა და ამაყად განაცხადა:
- შეგირდია!
ხალიანამ უმალ იცნო თავისი ნორჩი მაზლის ხელი და ქეთევან დედო-
ფალს წასჩურჩულა. მანაც უმალ მარიამ-დედას აუწყა.
- უი, ქა... იმ ჭაბუკისა... სიაუშის ხელობა ყოფილა?!
- რომელისა? - იკითხა მეფემ... მაგრამ მათე-რუსმა კვლავ რომ მოიხედა,
სიაუში ვეღარსად ნახა. იგი საყდარში აღარ იყო.
რუს-ქართველი მხატვრები თავად დაიტიშნენ მის საძებრად, მაგრამ
ალექსანდრეს მისი უეცარი გაპარვა ყველაზე უფრო მოეწონა და მძებნელე-
ბი უკან დააბრუნა.

97
- აცალეთ! ვინც ასეთ დროს გარბის, უკეთესის მოტანაც შეუძლია... -
ახლა მარიამ დედოფალს მიუბრუნდა. - მეც ასე ვფიქრობ, ამან უნდა და-
ხატოს, დაასრულოს სერობა. ოსტატიც ეგ ყოფილა და მადლიანი ნიჭიც
მაგას ჰქონია! თქვენ რაღას იტყვით, დედა-რძლებო?
- რაღა თქმა უნდა! რა ხელი ჰქონია! სწორედ ეგ თუ გადააბამს ქერა-
შავგვრემნებს! - ერთმანეთს ასწრებდნენ და არწმუნებდნენ, ქალები.
ზედაც ქეთევანის ხელში მიყუჩებულმა ძუძუთა თეიმურაზმაც ხმა ამოი-
ღო და ყველანი გააცინა.
- მამა, თეიმურაზიც თანახმაა... თანახმა! მაგან რაღა იცოდა?! შეატ-
ყო, ვენაცვალე! მხატვარი იქნება... მეფე და მხატვარი! - შეფრფენით ეა-
ლერსებოდა თავის ძმისწულს ნესტანი.
ალექსანდრეს ისევ დარდი შემოაწვა.
- ჰო, შვილო... მაშ, ეგრე იყოს! - ხმადაბლა დაასკვნა და კარისკენ გას-
წია.
- აბა, წავიდეთ. ამათაც ხელს ნუღარ ვუშლით. პური მაჭამეთ. ძეგამს
მიმეჩქარება. გზად გამოვიარე. მომშივნია! - ხმადაკლებულად ებოდი-
შებოდა მანდილოსნებს, თავის გულშეძვრას ფარავდა. ნესტანის „მაგან
რაღა იცოდამ“ გული ჩასწყვიტა მამას. არც ნესტანმა იცოდა, რომ მის
დღეთა დასაჩრდილავად შორეული ისპაჰანიდან უკვე მოაბოტებდნენ
აქლემები, მოიჩქაროდნენ ცხენები... ბელგა და სანიშნო პირველსაჩუქ-
რებიც მოჰქონდათ, პირველსამაჭანკლო სიტყვასთან ერთად, უეჭველ-
დასტურსაც ვარაუდობდნენ. ოქრომკედულით და მარგალიტებით მო-
ყირმიზული პირველი ჩადრიც მოჰქონდათ „წვივმაღალა და წამწამ-
გრძელა“ ნესტანისათვის.
კახთ ბატონის უეცარი გუნების შეცვლა ვერვინ იგრძნო, გარდა ქეთე-
ვან დედოფლისა, მან ნესტანს გადასცა თეიმურაზი და მამამთილს წა-
მოეწია.
საყდრიდან გამოსული ალექსანდრე შემობრუნდა და მოახლებული
ქეთევანი რომ დაინახა, გაუკვირდა. სადაც მარიამ-დედა იყო, სხვა მან-
დილოსნები მუდამ უკან რჩებოდნენ ხოლმე. დედა-დედოფლის მიმყო-
ლები იყვნენ.
98
- მაპატიეთ, მამავ-ბატონო! მერმე ვეღარ მოგაწევთ სათქმელს... დედა
კი მაპატიებს წინდადგომას. მისი შვილის ბედი მალაპარაკებს. თუ ძნელ
საქმეზე მიბრძანდებით ძეგამს, ნეტავ ჩემს მეუღლესაც იახლებდეთ! ამას-
ღა შეგთხოვთ.
რძლის ნათქვამმა უფრო გააკვირვა ალექსანდრე.
- დავით ხომ ავადაა?
- უკეთ გახლავთ, ბატონო... და ვფიქრობ... კეთილი საქმის გაკეთება უკე-
თაც გახდის და ღირსებასაც შეჰმატებს ყველას თვალში! - თავდახრილად
დაუმატა მან. ალექსანდრე ჩაფიქრდა.
- შენი „ყველას თვალი“ მამისას და მეუღლისას უფრო გულისხმობს,
ვგონებ? - და უფრო ჩუმად, ფიქრიანად დასძინა: - წავიყვან... საქმის მარი-
ლიც მოითხოვს, ოღონდ თუ შემინახავს საიდუმლოს! როგორ ფიქრობ?
ქეთევანმა ნაამებად შეხედა მამამთილს.
- თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, - ჩემს მეტს არვის გაუმხელს ამჯერად!
ალექსანდრეს გულიანად გაეცინა. თავისი ჭკვიანი რძლის გულში ჩაკ-
ვრის სურვილი მოეტანა, მაგრამ, ზოგი უცხო მანდილოსნის შემხედვარემ,
თავი შეიკავა და ჩამორჩენილ მანდილოსანთ გასძახა:
- ნესტან ჩემო! ერთი ჩემი შვილიშვილი აქ მომგვარე!
ალექსანდრემ ხელი ამოსდო თივთიკის საბანში გახვეულ ჩვილს და
ძველნაჩვევად გულთან მიიკრა. ვერც შეამჩნია, რომ ნესტანის მსხვილი
ნაწნავი თან შეაყოლა ბალღის საბანს.
- მამავ, მისაშველე. თმა მიმეტაცა! ნაწნავი! ნუკი გამწირავ! - კისკისი შექ-
მნა ნესტანმა და თავის დალალს დაეჭიდა.
- თმა მიგეტაცა? - ფიქრი ისევ სხვაგან გაუსხლტა ალექსანდრეს. სახე
ისევ შეექუფრა. - ნუ გეშინია, ნესტან... არ გაგწირავ... შენს ქორწილში მაინც
ვიცეკვებ! - უცბად მოუჭრა და ბალღი „დალალიანად“ უკან დაუბრუნდა ლა-
მაზად დამორცხვებულ ნესტანს.
ქეთევანმა კი უმალ ინიშნა, რომ კახთ ბატონის სასწრაფო წასვლა ძე-
გამს რაღაც კავშირში იყო მის ერთადერთი, ჯერ საქორწილოდ უწლოვანი
მულის ბედთან.

99
X შორი სარმა
დავით უფლისწული ფეხაკრეფით დაჰყვებოდა თავის მამას. მის ნათ-
ქვამს ან ნაბრძანებს თავდაწერილად ასრულებდა. მას ჯერ ვერ გაერკვია,
რაში მდგომარეობდა ის „დიდი და სახიფათო საქმე“, რის გამოც დაიბარა
იგი მამამ ზედა სასახლეში. მრგვალ დარბაზში გვერდით მოისვა. წარ-
სულ ავქეიფობაზე თუ შემდგომ უქეიფობაზე არც ამჟამად უთქვამს რა.
საერთოდ, მის შემდგომ, რაც ვაჟი შეეძინა, ფრიად გამოიცვალა და-
ვითი. ჯერ კარგა ხანს იავადა. მაგრამ ამჯერად სნეულიც ნაკლებს ჭირ-
ვეულობდა. არც თავისი ამფსონი მეგობრები უხსენებია. პირველი მრა-
ვალსიტყვიანი ვიშის შემდგომ ქეთევანი ჩუმი ბოდიშებით აავსო. გულ-
წრფელიც იყო. ეს ყველაფერში იგრძნობოდა, ქეთევანის „ხელში კვდო-
მა“ ყოველ მის საქციელში გამოსჭვივოდა. მხოლოდ მის ხელიდან იღებ-
და წამალს. საოცარი დამჯერი და მომთმენი გახდა. დედა-შვილის ძი-
ლის დროს საათობით შეეძლო გარინდებულად ყოფნა და მათი ჭვრე-
ტა. მეუღლის საამოდ კვლავ მოუბრუნდა „ქილილა და დამანას“ თარ-
გმნას. ახლა მას ყველაფერი ქეთევანისათვის სწადდა. თეიმურაზის შე-
ძენამ გაუღრმავა და გაუზვიადა სიყვარული. თანაც მის ატაცებულსა და
ხშირად უტიფარ გრძნობას კრძალვა დააფინა. სასწაულივით განიცდი-
და „თავის“ ძეობას. ციცქნა ღლაპის საქციელსაც გაზვიადებულ მნიშვნე-
ლობას ანიჭებდა. ქეთევანის სიტყვებს ხომ ლექსებივით იმახსოვრებდა
და ხშირად იმეორებდა.
აბა, როგორ არ გაიმეოროს მისი ნათქვამი:
„შენ ახლა ტახტის უეჭველი მემკვიდრე ხარ და კახ-ბაგრატოვანთა
გვარის გამგრძელებელიც! ეჭვი ნუღარ გაქვს, ეჭვი!“
მაშ, როგორ არ გაიმეოროს:
„გიორგი შენი ნამდვილი ძმური - ძმაა და არა მეტოქე... და თუ შენ
სიბრძნე და პირი უჩვენე - კეთილი შემწეც!“
მაშ, როგორ არ გაიმეოროს.
„მამამ შენ ყველაფერი გაპატია შვილიშვილის წყალობით. კეთი-
ლად გიმზერს. ახლა შენგან არის საქმის ჩვენება! ალექსანდრე მეფის
საქმეს ღირსეული მემკვიდრე სჭირდება! ამას კი დამსახურება უნდა!“
100
მაშ, როგორ არ გაიმეოროს? მაშ როგორ? მართალია, ეს ყველაფერი
აქამდეც უთქვამს ქეთევანს... სხვებსაც... თავადაც იცოდა, მაგრამ აქამ-
დე ყოველივე ჰაერში იყო... იყო ტახტი სადღაც მის ზევით, მის ქვევით
კი სიცარიელე იყო... ახლა კი თეიმურაზიც ტახტის მემკვიდრეა... მემ-
კვიდრის - მემკვიდრე!
შვილის ყოლამ უეცრად მყარი ნიადაგი აპოვნინა დავითს. ახლა ქეთე-
ვანის სიტყვებიც ცარიელ ბგერებად კი აღარ გამოესმოდა მას, არამედ სი-
მართლით აღსავსე ხალას თქმებად! თვით ქეთევანიც ახლა მარტო, თუნ-
დაც რჩეულ-ლამაზი, თუნდაც ჭკვიანი, თუნდაც სათნო მეუღლე კი აღარ
იყო, არამედ „იმისი“ დედა, „იმისი“ მამის დედოფალი და მტკიცედ თანამ-
დგომი, ამიტომ მართალი ყველგან და ყოველთვის!
ახლა მისი პირში მთქმელობაც მოსწონდა დავითს, მის მიმართ, ვგო-
ნებ, მომეტებული სიმკაცრეც.
ჩვილსაც ეკრძალებოდა. შიშობდა ხელში აყვანას, ხოლო აყვანის შემ-
დგომ ხელის გაშვებისა ეშინოდა. ასე უხერხულად იდგა ხოლმე და ოფლში
იწურებოდა.
ქეთევანს ზედმიწევნით ესმოდა დავითის სულის აბურდული მოძრაობა
და ნაბიჯ-ნაბიჯ ფრთხილად და შეუმჩნევლად ცდილობდა მის კეთილდა-
დუღებასა და დახვეწას. და მართლაც, თითქოს მოშინაურდა, მოოჯახდა
დავითი. ჰაშიშ-თრიაქზედაც აიღო ხელი და ლოთობასაც განზე გაუდგა. ეს
ვეღარ გაეგო ქეთევანს, ასეთი ხელმოსმითი და უეცარი შემობრუნება მარ-
თლაც საბოლოო იყო თუ მხოლოდ დროებითი. ავი კლანჭები მართლაც
დააცვდა მის მეუღლეს თუ რბილ თათებში შეიმალა?!
იმის შემდეგ, რაც ქეთევანმა საბოლოოდ გაარკვია, რომ მას არ შეუძლია
თავისი ქმრის მიმართ დიდი და დაუშრეტელი სიყვარული იქონიოს, ესღა
დაიდო მიზნად - ღირსეული ოჯახი შექმნას და ხალხისა და სამეფოს ღვაწ-
ლი დადოს. ჰოდა, პირველყოვლისა, თავის ავხასიათ მეუღლეს სათნო მამ-
ხილებელად დაუდგა.
როდესაც დავითი მომჯობინდა და ახალ „ნიადაგზე“ ფეხმაგრობა იგ-
რძნო, ცოტა-ცოტა ისევ მისწიეს ძველმა ჩვევებმა... არადა, მაინც თავი წა-
მოყო ზნენაკლულობამ და „შვილით დაბმულმა“ სიდინჯემ ოდნავ-ოდნავ
101
შემოცრეცა იწყო. ქეთევანმა ჯერ დააყურადა, მერმე იაზრა, რომ ისევ
ძველ ხელს გადაყვებოდა დავითი. და ერთ დღეს მესაწოლენი დაითხო-
ვა. კარი შიგნიდან ჩაიკეტა და მძინარე თეიმურაზი კვლავ შეჭირვეულე-
ბულ დავითს გვერდში მოუწვინა.
- მე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ, ჩანს აუცილებელია. ისევ შეაბრუნე
საჭოჭმანო ეჭვიანობისა და უსაქციელობის კეხი. კვლავ ყველას გადაიმ-
ტერებ. შენი მთავარი მეტოქე კი შენი შვილია!
- როგორ თუ შვილი? - ლოგინზე წამოჯდა დავითი და მძინარე თე-
იმურაზს თვალმრეცად გადახედა.
- დიახ, შვილი!.. მოკლულ ლეკთა ამჩეხი, დიაცთ ლეჩაქთა ცეცხლის
მიმცემი, ტიკების მებრძოლი ბატონი ვერ იბოგინებს კახეთში! ვერ
იგუებენ! ჰოდა... - ქეთევანსაც მოერია ღელვა, კაბაშემოხეული თაკოც
მოიგონა, მაგრამ არ იკადრა თქმა. დავით კი ძველებურად აიძაგრა:
- მერმე... ჰოდა?
- ჰოდა, ტახტი პაპიდან შვილიშვილზეც გადადის ხშირად!
დავითი წამოხტა და დარბაზში ფეხაჩქარებით გაიარ-გამოიარა. გუ-
ლი მოსდიოდა ქეთევანზე. და არა იმიტომ, რომ შვილი დაუმეტოქა,
არამედ იმიტომ, რომ იგი მუდამ სწორად აგნებდა მის მტკივნეულ ად-
გილებს. შვილი მას სწორედ ახალ საყრდენად და მემკვიდრედ სწადდა
და ესახელებოდა, - არა მეტოქედ. ქეთევანმაც ასე უთარგმანა წინათ?
ახლა სიტყვა კი შინა ჯანყსა ჰგავდა, ყირაზე აყენებდა ყველაფერს. ეჭ-
ვმა კი უფრო გაუღვივა ცეცხლი და ქეთევანის სიტყვა სხვისაგან გაგონი-
ლად ან ჩაგონებულად ეჩვენა. ვეღარც ჰკითხა, ვეღარც დაფარა და ასე
ბორიალობდა საწოლში.
ქეთევანმა იცოდა, რა ცეცხლიც გაუჩინა ქმარს. მკაცრად სჭედდა,
ვიდრე ცხელი იყო და იჭედებოდა საჭედი! მაგრამ ცეცხლის გადამეტე-
ბასაც მოერიდა.
წინ გადაუდგა:
- დაისვენე, წამოწექ, არ გააღვიძო.
- მეტოქე?!

102
ქეთევანს გაეღიმა. დავითი ჯერ სულ გააოცა ამ ღიმილმა, მერმე აღაფ-
რთოვანა და ლოგინზე შვილთან მიმჯდარ ქეთევანს წინ ჩაუჩოქა. თავი
მუხლებში ჩაუდო. ჩუმად შეესიტყვა:
- გაგტანჯე, ქეთევან... ხომ? სიტყვას ვდებ...
მაგრამ ქეთევანმა ხელი ამოაფარა პირზე.
- არ მინდა. განა პირველად მესმის?! მე ნუ... შენ შვილს უთხარი, შვილს!
- შვილს! - ზეწამოიჭრა დავითი, მძინარე თეიმურაზი ხელში აიტაცა,
ჩახრინწული ხმით შესძახა: - თეიმურაზ! შენ მისმინე. არც მეტი, არც ზედ-
მეტი.
თეიმურაზმა უმალ „უსმინა“, გაეღვიძა და კივილი გააბა. ქეთევანმა გა-
მოართვა ბავშვი და ძუძუ მიაშველა.
- ვფიცავ! - ერთხელაც ბოლომოკვნეტით წაილუღლუღა დავითმა და
ცერზე მწარედ იკბინა.
ამის შემდეგ, მართლაც, უფრო თავშეკავებული გახდა დავითი. ხიწვიანი
ხასიათი, რა თქმა უნდა, დარჩა, მაგრამ ახლა მისი ეკლები წაღმა-უკუღმა
აღარავის ედებოდა, არავის ფხაჭნიდა. წარამარად აღარც გადიოდა შინი-
დან. ბინა-კერის თვისი გახდა. მაგრამ ქეთევანმა ისიც იცოდა: არც დიაცის,
თუნდაც დედოფლის, კაბაზე მიბმული მეფე ვარგოდა კახთ ბატონად. მუ-
დამ იმის ზრუნვაში იყო, როგორმე ხელმარჯვედ შეერიგებინა დავითი თა-
ვის მამასთან და როდესაც ქალმა იგრძნო, რაღაც მძიმე ამბავი ტრიალებდა
კახთ ბატონის ოჯახის ირგვლივ, მაშინვე შეეცადა, დავითი ჩაება საქმეში.
თავადაც შეასახელა. ბევრი ესაუბრა დინჯად და გულღიად. ახლა დავითი
საოცრად უსმენდა და უთმენდა თავის ცოლს, რჩევასაც და საყვედურებსაც.
თანდათან ისე შეეჩვია მას, რომ ყველაფერს უზიარებდა. ცოლის აზრის
ცოდნა პირველ მოთხოვნილებად გადაექცა. ხოლო ომან ჩოლოყაშვილის
გავლენა როგორღაც ჩრდილში მოექცა და თითქმის აღარც იგრძნობოდა.
ნესტანის ირან-მაჭანკლების მოლოდინში ერთხელ კიდევ შეაკოწიწა
მამა-შვილის თუ ძმების ურთიერთობა. მრგვალ დარბაზში ალექსანდრემ
წინ დაისვა თავისი ვაჟები და დიდხანს უსიტყვოდ უმზერდა მათ. ორივე
მიხვდა, მამა არჩევდა - მათ შორის რომელი უნდა გაეგზავნა „ფრიად მი-
უცილებელ და სახიფათო საქმეზე“. ამასაც მიხვდნენ ძმები, რომ არც ერ-
103
თმა მათგანმა არ იცოდა საქმის ვითარება, მაგრამ მალე ისიც იგრძნეს
ძმებმა... მამის ფიქრიანი თვალი უკვე სადღაც შორს, მათ - ორთა - იქით
და მათ დაუნახავად იჭვრეტდა და ვარაუდობდა. იგი „მესამეზეც“ ფიქ-
რობდა... და „მეოთხეზე“ - ასულზეც... ერთი შეცდომა და „მესამე“ - კონ-
სტანტინე მძევალი დაიღუპებოდა უმალ... ერთი უმარჯვობა და „მეოთ-
ხე“ - ნესტანიც დაეკარგებოდა ხელიდან.
კარში დევივით ჩამოდგა ჯანდიერი. მოწიწებით მოეახლა კახთ ბა-
ტონს და უტყვად ელოდა მეფის თვალს.
დავით უფლისწულმა დიდი ხანია დაკარგა მოთმინება, უნდა ეკითხა
მამისათვის, თავის გაგზავნაც ეთხოვა. მაგრამ გიორგი დუმდა. ჰოდა, მა-
ნაც დუმილი არჩია. ისევ ქეთევანი მოაგონდა: „გიორგი შენზე უმცრო-
სია, მაგრამ გაცილებით დინჯი, მას მაინც მიბაძე!“ მაშინ კი საშინლად
გაგულისდა დავითი - რა სჭირს მას გიორგის მისაბაძი? მაგრამ ახლა მა-
ინც უნებურად მიბაძა მას.
- რა ჰქმენ, ჯანდიერო?
- ყველაფერი, ბატონო.
- ჩვენ ძეგამში ჩავალთ... წამოვლენ ორივენი! - და ალექსანდრემ
ისევ შვილებს გადახედა, - ნიშანი სადაც ითქვა... გზა მშვიდობისა!
ჯანდიერმა ზურგით გააღო კარი და ეს ვეება კაცი გაუჩინარდა.
ალექსანდრემ თავისი ვაჟები სასახლის ზარადხანაში ჩაიყვანა. თა-
ვად აურჩია იარაღი. არც კახური კეთილნაჭედი ხმალ-ხანჯალი იღო
ხელთ, არც რუსული თოფი თუ აბჯარი, არც სპარსული ფარი თუ შუბი.
უბრალო ქურთული ჯაჭვ-პერანგები გამონახა. ზემრუდე, უწარწერო და
უვარაყო ხმლები, ბებუთები და არზრუმული მშვილდ-ისრები. ფარუ-
ლად თითო უნიშნო დამბაჩის წაღების უფლებაც მისცა. გრძელი ნაბდე-
ბი და კაკულაბეწვიანი მეცხვარული ქუდები შეურჩია. ისევ გაუძღვა ძე-
გამისაკენ, არც მეაბჯრენი წააყვანინა. მეფის მეაბჯრეებიც შორიახლოს
მისდევდნენ მათ. გიორგიმ შეამჩნია - დავით ჯანდიერი არ იყო მათ შო-
რის. ხოლო ძეგამის გზას რომ დაადგნენ, ახლა ნაწვიმარზე - ცხენოსანი
გუნდის ახალნაკვალი ეტყობოდა სველ გზას.
კვალი დავითმაც შეამჩნია და უფრო შეყარა მხრები.
104
გზაში ჩუმად იყვნენ. იშვიათად თვით ალექსანდრე თუ გაახმიანებდა
ორიოდ სიტყვას.
- ორივ წახვალთ. საძმო საქმეა. სწორედ ძმებს გეკუთვნით. თქვენზე
- ღვთისა და ერის წინაშე - უპრიანია... თორემ, სხვებს იქნებ უფრო მარჯვედ
ეღონათ საქმე... - და კარგა მოგვიანების შემდგომ ისევ განაგრძობდა იმავ
აზრს: - საიდუმლოსაც უკეთ შეინახავთ... ურთიერთსაც მხარს უფრო მის-
ცემთ ძმები... არა-და დაიღუპებით ორთავ!
მერმე დაწინაურდებოდა. დიდხანს ასე წინ ივლიდა მარტო.
- თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ! ღმერთმა ნუ ქნას, არ გაგიმარ-
თლოთ! ყველაფერი თავზე დაგვემხობა... ოჯახიც და სამეფოც!
ალაზნის ფონი რომ გავლეს, მერმეღა შეაწია კიდევ ორიოდ სიტყვა:
- ეს თქვენი დიდი გამოცდაც იქნება - იარაღშიაც, მოთმინებშიაც, გამ-
ჭრიახობაშიაც და საიდუმლოს შენახვაშიაც. ყოვლად იდუმალი, კვალდაუ-
ტოვი ლაშქრობა გიძევთ! ელვისა და მალვის ლაშქრობა! იცოდეთ, ღია
ბრძოლაზე გაცილებით უფრო ძნელია!
თვით საქმის შესახებ განგებ არაფერს ეუბნებოდა. ელოდა კია მათს შე-
კითხვებს. მაინც დავითის სულწასულობის ამბავი იცოდა. მაგრამ ამჯერად
ორნივ გაკერპებულად დუმდნენ. მხოლოდ უსმენდნენ.
ძეგამს უგანეს. ღამე ალაზნის პირზე ათიეს. დილით ისევ გაღმა გავიდ-
ნენ და ელდარ-შირაქი გადავლეს. ივრის ჭალებამდე გააღწიეს. აქ მცირე სა-
რანგიც დაითხოვა ალექსანდრემ და ჭალის ბილიკს მხოლოდღა სამნი გაჰ-
ყვნენ.
დანამული და დაფოთლილი ტევრის გზაწვერილზე რბილად და უხ-
მოდ მიცორავდნენ ცხენები. იორი შემღვრეული, მაგრამ არცთუ მოდიდებუ-
ლი დიოდა.
ერთ მოსაბრუნებში, მაღლობზე კვამლი გალანდა გიორგიმ. სანიშნოს
ჰგავდა, მაგრამ კვლავ უჩუმა ბატონიშვილმა. ალექსანდრემ ცხენს დეზი
ჰკრა, გიორგი მიხვდა „კვამლის“ დეზი იყო.
დავითმა ივრის გაღმა მცირე ჯგუფი შენიშნა, გაფრთხილდა და მამასაც
დაანახვა:
- ქურთი მწყემსები თუ არიან! აქ მახლობლად ხომ მათი ელია!?
105
ცოტაც რომ გაიმანძილეს, უეცრად გაღმა მხრიდან და გამოღმა ტყი-
დან ცხენ-ჭენებით გამოკრთნენ უცხონი. იარაღი კი ეშიშვლათ, მაგრამ
უყიჟინოდ მოქროდნენ. არც თქარუნი ისმოდა რიყეზე. ნაბდებით თუ
ჰქონდათ ამოკრული ფლოქვები.
ალექსანდრემ დინჯად გადაისწორა წვერ-ულვაში და ხმალზე და-
იდო ხელი. დავითმაც ფიცხლად იშიშვლა ხმალი და წინ გადაეფარა მა-
მას.
არც აჩქარებულა გიორგი.
სულ ახლოს მოჭრილმა მომხვდურებმა მამა-შვილთა დანახვაზე
უეცრად განზე მოსხლიტეს ცხენები და ჭალაში ლანდებივით გაუჩინარ-
დნენ.
- ქურთები იყვნენ! - წამოიძახა დავითმა.
- რაზე იცან?
- ყველაფერზე, მამავ... სამოსზე, ცხენ-უნაგირზე... მოქცევაზე... კარ-
გად გადავრჩით - ვერ შემოგვბედეს!
- შენ რაღას იტყვი, გიორგი!
- კარგად არიან შენიღბულნი, თუკი დავითიც მოტყუვდა.
ალექსანდრეს გაეღიმა...
- დავით, გიქებ სიფიცხესა და თავგანწირვას, მაგრამ გამჭრიახობას
მეტს მოვითხოვ!
ამ დროს ერთი ვეება „ქურთი“ მოეახლათ. გაკვირვებულმა დავითმა
თავისი სეხნია - ჯანდიერი ძლივს იცნო კახურ ულვაშებზე.
„ქურთი“ მათ ტყეში გადაუძღვათ და მამა-შვილნი ფარულ კარავში
მიიყვანა.
აქ კი ალექსანდრემ დაწვრილებით აუხსნა შვილებს საქმის სრული
ვითარება. ძმებმა ცეცხლი მოიკიდეს. დის ვარამის გაგონებაზე სულ და-
ავიწყდათ ურთიერთ შური და ქიშპობა. ურთიერთს გულდაგულ ხელ-
მხარი მისცეს და საქმეს შეუდგნენ.
ჯანდიერს ყველაფერი მოფიქრებული და სანახევროდ გასრულებუ-
ლი ჰქონდა. გადაცმული „ქურთ-თარეში“ უკვე მზად იყო, ადგილი - მოკ-
ვლეული. მტკვარგაღმა, განჯის სახანოში უნდა ჩასაფრებოდნენ „დიდ
106
მაჭანკლებს“ და როგორც ალექსანდრემ უწოდა, „შორი სარმა“ უნდა გამო-
ედოთ, გაეწყვიტათ, გაეძარცვათ, ზოგიც უკან უნდა გაერეკათ ამბის მიმტა-
ნად. ელჩობის რბევა-ძარცვა მომთაბარე ქურთებს უნდა დაბრალებოდათ.
- რაიმე ნაღდი საბუთია საჭირო, რომ ეჭვი არ აიღოს შაჰ-აბასმა! ჩვენი
მძევალი იქა ჰყავს! - იეჭვა გიორგიმ.
- მართალია! - დაეთანხმა ალექსანდრე, - ძაღლისა და ტურის ყნოსვა
აქვს მტარვალს! საუეჭველოდ უნდა იყოს ყველაფერი!
აქ კი ყველას დავით უფლისწულმა აჯობა:
- მართლაც, დავეცეთ ქურთების ელს. ტყვენი ვიგდოთ. ზედ დავაკლათ
მაჭანკლებს. საიქიოსაც დაიჯერებენ და სააქაოსაც! საიდუმლოსაც უეჭვე-
ლად შეინახავენ!
ალექსანდრეს გუნებაში ემკაცრა ზრახვა, მაგრამ საბუთიერად კი მო-
ენიშნა. აღარც არჩევანი იყო. ასე დაასკვნა:
- დავით, შენ ტყვეებს იგდებ. ჯანდიერი გიჩვენებს ქურთების ელს! ზედ-
მეტ სიმკაცრეს ერიდე მაინც! გიორგი, შენ ახლავ წაუძეხ გუნდს და საფარში
ჩაჯექ. ადგილი კახეთის საზღვრიდან ორი დღის სავალია. ჯანდიერმა იცის.
ერთად შევარჩიეთ. - და ახლა მას მიხედა: - ოსტატო, გუნდმა რა იცის?
- იცის, რომ დიდი განძი და საფასური მოაქვთ თებრიზელი ხანისაგან
სურხაი-შამხლის დასახმარებლად.
- ჰოდა, ეგრე დარჩეს. ნადავლის სანახევროს კი ნუ მოაკლებ. საიდუმ-
ლოსაც უკეთ შეგვინახავენ! და ერთიც „შორი სარმა“ ისე უნდა გაასრულოთ,
არც ცოცხალი ამომივიდეს კვალზე, არც მკვდარი! იცოდეთ: სამი ძმის თავი
და ერთის დის ნამუსია ამ საქმეში ჩახლართული, მთელი კახეთის ბედზე
რომ არა ვთქვათ რა! - უკვე დარდიანად დაასრულა სიტყვა და ძეგამისაკენ
პირი იბრუნა.

XI „საქართველოს უბე“
ზოსიმე ბერდიდის ელჩობა, მართლაც, დიდ ფარულობასა და სიფ-
რთხილეს მოითხოვდა. ქართლში ძალზე რთული ვითარება იყო. მეტად
ჭირდა ქართულვარაუდი. მართალია, ტფილის-ქალაქს სვიმონ მეფე
ფლობდა, მაგრამ მეტეხში თუ ნარიყალაში თურქნი ისხდნენ და მათ ზარ-
107
ბაზნებს ყოველ წამს შეეძლოთ ქვა და მეხი დაენარცხებინათ სასახლე-
ზე თუ ქალაქზე. ასევე იყო გორშიაც, ციხე და ქალაქი აქაც სხვადასხვა
სახელმწიფო იყო. ლორეშიაც და დმანისის ციხე-ქალაქშიაც თურქნი
ბოგინობდნენ.
ეს მეტად თავისებურად ჩახლართული მდგომარეობა ყველაფერს
ბასრავდა და ბზარავდა. ათას გართულებასა და გაუგებრობას ქმნიდა.
თურქნი ქართლს დაპყრობილად და თურქის წილად თვლიდნენ.
სვიმონ მეფე და მისი თანამდგომნი კი ქართლსავე განთავისუფლებუ-
ლად და სრულიად საქართველოს გამაერთიანებელ ძალად სახავდნენ.
არსებითად არც ერთნი იყვნენ მართალნი, არც მეორენი, მაგრამ დიდი
ომი და რბევა მაინც ასე თუ ისე ჩათავებული თუ დროებით ფერფლგა-
დაყრილი იყო. არა, არც ზავი და მშვიდობა იყო. მრავალი სისხლის
ღვრისა და აჯანყება-ბრძოლების წყალობით, ძალთა თავისებური წო-
ნასწორობა დამყარდა. ხოლო ყოველდღიურმა ცხოვრებამ უმალ შესა-
ფერისი ყალიბი და კალაპოტი გამონახა.
ვერც „გათათრებამ“ მოიკიდა ფეხი, მაგრამ არც „ქართველობა“ იყო
ლაღად.
დღისით ციხე და ქალაქი ერთმანეთში ვაჭრობდა, აღებ-მიცემობდა,
ურთიერთობდა, სალამ-ქალამობდა კიდევაც. ღამით საფრად ჯდომა,
ზვერვა და ბასვრა იყო მათ შორის.
მთელ ქართლში მცირე-მცირე, მაგრამ მძიმე და დახშული „ომდაგ-
ვარი“ საყოველთაოდ ღვივოდა. ეს ყველაფერი ყოფად იყო ქცეული,
ისევე როგორც ხვნა, თესვა ან კალოობა. ხან სად მოკვდებოდა თურქ-
დარაჯი, ხან სად გაჩნდებოდა ან გაწყდებოდა თარეში, ხან სად გატყდე-
ბოდა ციხე, ხან სად იკივლებდა ქალი, ხან სად გაიტაცებოდა ტყვე თუ
გაიძარცვებოდა ეკლესია.
სვიმონ მეფემ კი ასეთ პირობებში მართლაც მრავალს მიაღწია. დიდ
ციხეთა გარეშე ქართლი ხომ მოიმტკიცა, ახლა იმერეთს გასწვდა და შე-
მოიერთა.
ჰოდა, ზოსიმე ბერი ტფილისს რომ ჩავიდა, სვიმონ მეფე ჯერ არ იყო
ლიხთ-იმერიდან მობრუნებული. მისი ვაჟი - გიორგი ქართლის უფლის-
108
წული კი ზემო ქართლში, ახალ ლაშქარს აგროვებდა. სამცხიდან თურქთა
ახალი შემოსევის ხმა ირხეოდა.
ნესტან-დარეჯან დედოფალმა დიდი პატივითა და სასოებით მიიღო
ბერდიდი. საერთოდ, კახელთ დაუფარავი სიხარულითა და იმედით შეხ-
ვდა.
- იქნებ გვეშველოს რაიმე, მამაო! თურმე, რამდენი ვარამი და სისხლი
უნდა ჩაიგუბოს და ჩაიშროს მიწამა, რამდენი უბედურება იწვნიოს ერმა,
რომ სულ უბრალო აზრზე მოდგეს, „თეთრი შინდის“ ტოტებით მოვიდეს
ტფილისს! იქნებ დადგა ის დიდი დღეც, რომელსაც ჩვენ ყველა ველტვით?!
- გისმინოს უფალმა, დედოფალო! გისმინოს უფალმა! - იმავე კილოთი
და სულისკვეთებით უპასუხებდა ბერდიდი.
სვიმონ მეფე კი ჯერ არსად ჩანდა. „თეთრი შინდნარის“ მყუდროებასა
და ბერულ ცხოვრებას შეჩვეული ზოსიმე მალე მოღალა ტფილისის სასახ-
ლის ზეიმ-ხმაურმა. ოდნავ შეუძლოდაც შეიქნა. ისევ მცხეთაში გაბრუნდა
სიბერისაგან სარეცლად ჩავარდნილ დომენტი კათოლიკოსთან. ხოლო
კახთ ბატონის ცოლისძმასთან - გიორგი ამილახვართან წერილებითურთ
ზაზა კახნიაურის გაგზავნა იზრახა. ესეც შეატყო: ტფილისმა მეტად გაიტა-
ცა ახალგაზრდა მწიგნობარი, და კიდევ შეღავათი მისცა.
- ერთი კვირაც დადექ ტფილისს, გულისყურით მიმოიხედე, კარგად ჩა-
ინიშნე. იცოდე, ამ დაქსაქსულობის დროსაც კი მაინც იგია სრულიად საქარ-
თველოს დედა და დედაქალაქი. მერმე ამილახვრიანთ კარზე ადი.
მთელი ტფილისი და მისი ახლო ირგვლივეთი ფეხით მოიარა ზაზამ.
ჯერ მეორე ცად გადმომდგარ მთაწმინდაზე ავიდა. ქედიდან და ძველი საყ-
დრიდან გადმოხედა გალავანს... ქალაქს... მიდამოს. თურქთა მიძალებული
მეტეხი და ნარიყალა გულის იარასავით აეწვა. თვალი ისევ ქართულ
მტკვარსა და გალავანს ახიზნა. მაინცდამაინც მტკვარმა მოხიბლა. არა,
ალაზანი კი უფრო ღვიძლთან ახლო დიოდა, მაგრამ მტკვარი უფრო ტან-
სრული და როგორღაც უფრო მნიშვნელოვანი იყო. გუმანში მას „დიდი ალა-
ზანი“ შეარქვა და უმალ იგი „ღვიძლთან“ დაიდინა. თვალიც ჩააყოლა, ჩა-
უწია ხიდებს, სატივეს. მერმე ეკლესიები ამოეჯვარნენ მზერას... კალოუბა-
ნი, ანჩისხატი, დიდი სიონი... უჯვარო მეტეხის საყდარი, „თურქეთში“ მიძა-
109
ლებულად მყოფი... სხვა მრავალი ეკლესია, მოედნები, ბაზრები, სასახ-
ლეები, თეთრი აბანოები... ხევს შეყოლებული და ბაღები... იქით კი ბა-
ღები, ბაღები, ბაღები... აქეთ გარეუბანი და საბურთალო გაღმა მთა-მა-
ხათა. აღმოსავლით - სალალაკის ხევი და სოღანლუღის მთები.
არა, რაღა თქმა უნდა, სტამბოლისა და მოსკოვის მნახველს სიდი-
დით ვერ გააკვირვებდა ტფილისი. მაგრამ აქ მიწის ყოველი ციდა,
მტკვრის ნამუხლი თუ ბრძოლის ნატერფალი, ყოველი კარი თუ ბანი
ხელქართულად იყო ნაძერწი, უხილავი ხაზებით ქართულსახურად
თხზული და მშობლიურად თბილ-მზიური.
არა, ტფილისში არაოდეს არ ყოფილა ზაზა და თითქოს ეს უსწორო
ფოლორცები, გალავნის ჩრდილში მიყუჟული ქულბაქები და ქუჩაბან-
დები ათასჯერ მაინც ჰქონდა ნანახი. აქ ყოველი ბჭე და ღრე ნაცნობი
იყო ან მამის ნაამბობით, ან „ქართლის ცხოვრების“ ფურცლებით, ქარ-
თული მხარეების ერთმაგვარობითა და მსგავსებით.
ზაზა, საერთოდ, თვალჩუბინი იყო, ახლა კი, აღფრთოვანებულს,
ყოველი ალღოსეული გამახვილებული ჰქონდა. ყველგან ეძებდა კერ-
ძოს, მაგრამ კრებითსა და სახასიათოს. ჰოდა ზევიდან დანახულ ტფი-
ლის-ქალაქს ნიშატნიშნად ცალგუმბათა საყდრები და სვეტმრავალი სა-
სახლე-დარბაზები მიუკვლია. ნათლივ გრძნობდა გრემისა და ტფილი-
სის საერთო ოსტატის სულსა და ხელს, ოღონდ ტფილისში ოსტატობა
უფრო ძველდაზმული, დახვეწილი და მრავლად ნათქვამი იყო, ხან
გულჩათხრობილად, ხან გალაღებულად მყარად ჩადგმული.
და სულ ოცნებაში გადასულ ზაზას მაღლიდან დანახული ტფილის-
ქალაქი ქვაგალავანში ჩაფურცლული, „ქართლის ცხოვრების“ ვეება
ხელნაწერად მოეჩვენა... და მით უფრო აეწვა ამ ქალაქ-წიგნის დათურ-
ქული ფურცლები. დიდმა „წიგნმა“ მცირეც მოაგონა. უცხოობაში თან გა-
ყოლილი. და თუ „სიტყვის კონა“ ოდესღაც „უბის საქართველოდ“ ესა-
ხებოდა, თვალწინ გადაშლილი მტკვარ-ჩახვეული სამყარო „საქართვე-
ლოს უბედ“ მოესახელა.

110
ზაზამ აქვე ჩუმი, მაგრამ მტკიცე ფიცი დასდო - მთელი თავისი სიცოც-
ხლე, ძალა და ცოდნა საქართველოს თავისუფლებასა და ერთიანობას მო-
ანდომოს!
ახლა ქალაქში ჩავიდა. მარტოკა დადიოდა მტკვრის პირას თუ ხე-
ლოსანთა უბნებში, ბაზრებში თუ ყაფანზე, ტფილისის მიწის წიაღიდან-
ვე ცხლად გადმოდენილ ღელეებში და აბანოებში. ხიდით და ნავტიკე-
ბით ასჯერ გავიდ-გამოვიდა გაღმა-გამოღმა. კრწანისისა და ორთაჭალის
ბაღნარებშიც გაისეირნა. სიონის სამწიგნობრო ხომ სულწასულად მოინა-
ხულა. აქ უკვე იცოდნენ ზაზას კარგი მწიგნობრობა, კეთილსადუნობა, ხუთ-
თა ენათა წერა-წიგნური ცოდნა. მაინც რუსულის ცოდნა ყველას აკვირვებ-
და, რადგან იგი უძნელეს ენად ითვლებოდა.
ხალხში რომ გავიდა, ერთმა გარემოებამაც ფრიად გააკვირვა ზაზა.
ტფილისში მრავლად იყვნენ არაქართველნიც - სომხები, თურქნი, სპარსნი,
ჯერაც შემორჩენილნი არაბნი, ებრაელნი. ყველას თავისი ტომის სახეც შე-
მორჩენოდა და უკლებლივ ყველას ზოგად ქართულ-ტფილისური იერი
დასდებოდა. ამის თქმა ზაზას არც მოსკოვისა და არც სტამბოლის შესახებ
არ შეეძლო.
და ერთიც ასხვავებდა ტფილისს ამ დიდი ქალაქებისაგან. ზაზას იქ ბევ-
რი რამ აკვირვებდა და აოცებდა. აქ კი ხიბლავდა. ყველაფერი გულს უხსნი-
და და უეცრად მშობლიური ტფილისის ნაწილაკად თავის თავსაც აგრძნო-
ბინებდა.
სულ მალე, როგორღაც თავისთავად და შეუმჩნევლად, მეგობრები და
კეთილის მსურველნი გაიჩინა და გაიმრავლა. შეიტკბო და შეეტკბო ტფი-
ლისს. უცბად მისი ტრფიალი გახდა... და პირველი ქების ლექსი არა გრემს,
არამედ ტფილის-ქალაქს შეუთხზა.
„ვინ თქვა, მოიკლა ხოხობი - ნაისრი გორგასალისა?
ტფილისად სახე იცვალა, უცეცხლოდ ცხელი წყალისა!
ქართულ ქალაქად აშენდა - მთაწმინდისა და მტკვარისა,
დარბაზ-ტაძრებად ამაღლდა, მზიან ჩუქურთმის კვალისა...
ბაღ-გალავნებით იმოსა, მხნე ამირანის მხარისა,
ვეფხვს შეეყარა სიცოცხლე ქართველი ერის ძალისა,
111
... ვინ თქვა, მოიკლა ხოხობი - ნაისრი გორგასალისა?!“
ერთხელ სირაჯების უბანში ტფილისელი აშუღების არიფანას შეესწრო.
მეინახეთ შემოთავაზებულ ყანწზე უარი ვეღარ მოახერხა და სადღეგრძე-
ლოში „ტფილისის ქება“ სულ ერთხელ უთხრა არიფანას. შესვა და ისევ აღ-
მა აჰყვა გზას.
უკან ჩამოსვლისას ქალაქის მოლურჯო ბინდბუნდში „ახალკილო“
სიმღერა გაიგო.
მის ლექსს უკვე სასიმღერო ხორცი შეჰკიდებოდა, ხოხბის ფრთა შეს-
ხმოდა და საღამოს ტფილისს დაჰფრენდა საამოდ.
„ტფილისის თურმე სიმღერაც ყოფილა?!“ გაიფიქრა ზაზამ და
ახალსიმღერის კილო თავადაც ჩაიღიღინა.
მეორე დღეს უკვე სასახლეში მღეროდნენ ამ სიმღერას, ხოლო კვი-
რის ბოლოს ტფილის-ქალაქიდან ზემო-ქართლში რომ მიემართებოდა
ზაზა, ასეთ სურათს შეესწრო კარიბჭეში: გუშაგს შუბი ბალახში ჩაერჭო,
ფარიც ზედ დაეკიდა, უდარდელად გული მოეღეღა და ფანდურზე აბ-
მით „ტფილისის ახალქებას“ ამბობდა.
„უდარდელობა ტფილისის ნიშატიცაა თურმე?!“ ესეც დაასკვნა ზა-
ზამ და ცხენის ლაფშორიც „ქების ხმას“ ააყოლა.
ტფილისიდან ამილახვრიანთ ციხე-სასახლემდე ორიოდ დღის
ცხენკეთილად სავალი იყო. ზაზამ თავისი მეაბჯრითა და მსახურით
მტკვრის ხეობას რომ უტია და ლიახვის პირს აჰყვა, ოდნავ მოიწყინა.
მხოლოდ აქ, მიყუჩებულ ხეობაში, მოაგონდა თავისი კახეთი, გრემი,
ოჯახი, განცვიფრდა, რომ გრემიდან წამოსვლის შემდგომ არ მოჰგონე-
ბია თავისი ხალიანა, ახლაც მის მოგონებას სითბოც ჰქონდა, სიტკბოც,
გულმიჩვევაც, მაგრამ არა აღელვება და ცეცხლი.
სწორედ რომ ითქვას, ყოვლად მდაგავი ცეცხლი არც ყოფილა მათ
ტრფიალში. თავიდანვე შეზრდა და მიჩვევა უფრო იყო, ტკბილი და სუ-
ლი-სულ გაცხადებული მეგობრობა. და თუ არა ზაზას ტყვეობა, ხოლო
შემდგომ იძულებითი მგზავრობა-ელჩობანი, თორემ სხვა წინააღმდე-
გობა არც გადაულახავს მათს გრძნობას. მათი ტრფიალის ბილიკებზე
ია-ვარდი უფრო ეფინა, ვიდრე ეკალ-ბარდი. ახლაც ტკბილად იგონებ-
112
და ხალიანას... თავის წამოზრდილ ძმას - უტყუარი ნიჭის მხატვარს... სიბე-
რეში გადასულ დედ-მამას, მამობილს... და ფიქრებში ისე იყო გართული,
რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ წამოეწია, მერმე გაასწრო ცხენოსანთა მცირე
ჯგუფმა.
თავი რომ იბრუნა, წინა ცხენოსანი სულ ახლო იყო. ახალგაზრდა მან-
დილოსანი მოხდენლად იჯდა ქალთ უნაგირზე, გრძელი ქართულკაბა
ცალკერძ მოეყარა და ამოქარგული დარაია ფეხუზანგს კოხტად უფარავდა.
მსუბუქი საქალწულო ლეჩაქი წინ გადმოეტანა და ნაწნავებთან ერთად გუ-
ლისპირის ქობაში კოპწიად შეეკეცა.
ზაზა შეკრთა. ცხენი შეაჩერა, გზა უტია მგზავრებს, მდაბლად მიესალმა
მათ. მანდილოსანმა თავი ამაყი კრძალვით დახარა და დაწინაურდა.
მისი სახის ნაკვთები ხეირიანად ვერც კი გაარჩია ზაზამ, გასხივოსნებუ-
ლი სილამაზის საერთო გრძნობამ თვალი მოსჭრა და გული მიწისძვრასა-
ვით აუძგერა. უნებურად თვალი გააყოლა... მაგრამ ასულმა არც მოიხედა,
არც სვლას უკლო, სულ მალე ტყე-ბუჩქნარიანი ხეობის მუხლში გაუჩინარ-
და.
„ნეტავ ვინ იყო?“ მწველი კითხვა გვიან ეწვია ზაზას, უჩვეულოდ ააჩქა-
რა. ცხენი ოთხით მიუშვა. მერმე მოისაზრა, რომ ეს უზრდელობა იქნებო-
და... იქნებ უტიფრობაც, ცხენი მოიოკა, შეაჩერა და მდინარის პირას ჩაქვე-
ითდა. დასვენება იზრახა. ხურჯინიც მოითხოვა. პური გატეხა, მაგრამ გული
არ აძლევდა საშველს - ჩქარობდა, უმიზეზოდ ღელავდა, ხოლო მდინარის
ტალღებს რომ უმზერდა, ცორვით მიმავალი წეღანდელი მხედარ-ბედაური
გაუელვებდა თვალწინ.
წყალს ისხურებდა დასიცხულ სახეზე და ყველაფერი თავის ადგილზე
დგებოდა. საამურად ჩქერობდა ლიახვი. ყუჩობდა მიკეცილ-მოკეცილი გზა.
ბუჩქნარის თავშეკვეცილი ჩერო გადასცლოდა ზაზას, მაგრამ ახლა ალვის
ხეთა ჩრდილები ჯარად და, ვგონებ, ჯავრადაც ცოცხლებივით მოცოცავ-
დნენ. დაბორკილი ცხენები ყანის პირად ბალახობდნენ და ხშირად უფრუ-
ტუნებდნენ. მეაბჯრე უკვე თვლემდა. სადღაც ქედნები ღუღუნებდნენ. ახ-
ლო ბუჩქში კი ჩაშლილი ბუდის მახლობლად კალია თუ ჭიჭინობელა გნი-
ასობდა.
113
თანდათანობით გული მიაყუჩა ზაზამ და წასთვლიმა. საამო გრძნო-
ბა ჩაჰყვა ძილში. ღიმილიც კი შერჩა ბაგეებზე.
უეცრად წეღანდელი ცხენოსანი სულ თვალნათლივ წარმოუდგა. მისი
სახის ყოველი ნაკვთი საოცარი მკაფიობით გაარჩია და უმალ იცნო. ის
იყო, ის, ულოდნელი ნახვის შემდგომ რომ ამაოდ ცდილობდა მისი სა-
ხის აღდგენას. ახლა კი იგი, ხორცსხმული და მწყაზარი, თითქოს მორ-
ცხვად, უფრო კი ამაყად, უღიმოდა - უფრო კი უწყრებოდა მას.
უეცრად გაეღვიძა. წამოჯდა. ალვის ხის ჩრდილიც უკვე გადასცლო-
და მას. შუბის ტარზე დასული მზე ახლა სახეაშკარად უმზერდა და თით-
ქოს, ცოტა მორცხვად, უფრო კი ამაყად, უღიმოდა, უფრო კი უწყრებოდა
მას. აზრში კი გამოერკვა დასიცხული ზაზა, მაგრამ სიზმარში ნანახი სა-
ხის მკაფიობა ისევ დაეკარგა და ამან გული საოცრად დასწყვიტა.
- რა მომივიდა? დამსიცხა ლიახვის მზემა? - გულნაკლულად წა-
ილუღლუღა და მეაბჯრე გააღვიძა.
მალე ისევ მიქროდნენ ცხენოსნები. ახლა კი ეჩქარებოდათ.
ხეობის თავში სოფელი გამოჩნდა. მერმე ბაღები და თავადის სასახ-
ლე-კოშკი.
- ვისია? - მიაძახა შემხვდურ გლეხს.
- ამილახვრიანთ კარ-დარბაზი გახლავთ, ბატონო! - შიშველი თავი
დაბლა დახარა გლეხმა. საერთოდ, როგორც ზაზამ შეამჩნია, ბატონის
წინაშე ქართლის გლეხები კახელებზე უფრო დაბლა ხრიდნენ თავებს.
უფრო დაბეჩავებულნი ჩანდნენ. ხოლო ქართლის თავადნი - უფრო
ამაყნი და თავკერძონი.
სოფლის თავში მოჯარული გლეხობა დახვდა. რაღაცაზე ბჭობდნენ,
ჯოხ-კომბლებზე დაყრდნობილნი.
იგივ სურათი გამეორდა. უცხო, კარგად გამოწყობილი, ალბათ, თა-
ვადიშვილის, წინაშე ქედი მოიხარა დიდ-პატარამ. არა არ ცდებოდა ზა-
ზა - ქართლის გლეხობას კახეთის გლეხობის სილაღე და სითამამე სა-
და ჰქონდა! უფლებრივი და ქონებრივი უთანასწორობა აქ უფრო იგ-
რძნობოდა.

114
გარდა ამისა, ტფილისამდე და მის შემდგომაც ზაზამ გზადაგზა მრავა-
ლი თავადის მამულები ამოვლო და ყოველი დიდი თავადის სამფლობე-
ლო თითქოს ცალკე მცირე სამეფოს წარმოადგენდა. ისევ ქართლი იყო,
მაგრამ... კიდევ ორბელიანნი... თუ მუხრანბატონიანნი... თუ მაღალაანი...
ჯავახიშვილნი... ფავლენიშვილნი თუ ამილახვარნი... თითქმის სამთავრო-
ნი, თავისი დარაჯებით, თავისი ციხე-დარბაზებით, თავისი საბაჟოებით...
თავისი შინა და გარე წესებით, დროშებით, ლაშქრით, დაწერილი თუ და-
უწერელი კანონებით...
ზაზამ ახლა უფრო დააფასა, აშკარად იგრძნო „კახ-მოურავობის“ შინა-
წესის უპირატესობა, დიდი სარფიანობა სამეფოსათვის. სადღაც აქვე იყო
საქართველოს გათიშულობის ერთ-ერთი მიზეზიც. და საქართველოთა გა-
ერთიანების პირველსაწინდრად ახალგაზრდა ზაზას „კახ-მოურავობის“
წესის საყოველთაო შემოღება დაესახა. „თურქობა“ „ქართველობის“ სამ-
კვდრო-სასიცოცხლო საგარეო ბრძოლას „ერისთავობა-მოურავობის“ არა-
ნაკლებ საჭირბოროტო შინაჭიდილი ემატებოდა და თუ ქართლი საგარეო
ბრძოლაში უცილობელი ბაირახტარი იყო, იგივ იყო - შინაგათიშულობის -
ერისთავობის ბურჯიც.
შინაჭიდილში კახეთი თავისი მოურავობის წესით ბევრად წინ იდგა და
ფართო ერთიანობის ეროვნული ნიადაგი უფრო მყარი ჰქონდა და, ჰოი, რა
ძნელი იყო ყველაფრის თავის მოყრა, ურთიერთს მითანხმება და მისადა-
გება... რამდენი „თეთრი შინდის“, „საპობი ატმის“, „მაღლარი ვენახის“,
„ნაცარა ვაშლის“, „ხარ-თუთისა“ თუ „ზეთის ხილის“ ელჩობა და ტოტ-ნა-
ყოფის ერთად შეყრა იყო საჭირო, რომ ერთიან-ქართულ ბერ-მუხას კიდევ
ამოეყარა ახალნაზარდი მთლიანობა.
ფიქრებით გართული მიადგა ზაზა ამილახვრიანთ ციხე-დარბაზს.
ალაყაფი დახშული იყო. დარაჯმა ჯერ მაღლიდან ჩამოჰკითხა მოს-
ვლის მიზეზი და ვინაობა, ხოლო, რომ გაიგო მისი მოსვლა კახთ ბატონის
სახელით, აღარავისთვის არც უკითხავთ, ისე შეუშვა ციხე-დარბაზის ფარ-
თო ეზოში.
ციხეზე მიშენებულ ორსართულიან შენობას ქამრად ფართო აივანი უვ-
ლიდა. ვარდ-ყვავილებით დაჩრდილული კიბე ზედ აივანზე ადიოდა. კიბის
115
საწყისში, ძირა სართულიდან მოღწეული, მარნის სუნი იდგა. უფრო
მაღლა ვარდ-ყვავილების სურნელი სძალავდა.
სულ მალე ზაზა იმ აივანზე იჯდა და ტახტზე ხალვათად მიწოლილ მას-
პინძელს ესაუბრებოდა.
გიორგი ამილახვარი ალექსანდრე მეფის ცოლისძმა იყო. მაგრამ
როგორ არ ჰგავდა იგი გულსაწყალ მარიამ დედოფალს. გიორგის გულ-
დახშულობა უმალ იგრძნო ზაზამ. გოროზმა მასპინძელმა არვინ დაის-
წრო საუბარზე. თავად წაიკითხა ბარათები. ზოგან უჭირდა გარჩევა, ხან-
ში შესულს, ოდნავი შორსმხედველობა გასჩენოდა - იმანძილებდა ქა-
ღალდს. არწივისებრ ცხვირსა და ქურუხ წარბებს მოზიდავდა ხოლმე.
ქილვაშს ცალგვერდით ჩაიკვნეტდა, ხოლო ზომიერად შეკვეცილ წვერს
ყინჩი და ღაბაბი ამოაჯდებოდა.
ზაზა უმალ მიხვდა, რის გამო იყო, რომ სხვა გლეხებზე უფრო ფეთ-
დებოდნენ და წელში იხრებოდნენ ამილახვრიანთ ყმანი.
- ვეჟო, სიტყვიერად რა დაგაბარა სიძე-ბატონმა? ან სად არის ამჟა-
მად ზოსიმე ბერდიდი?! - ამილახვარმა კითხვას უტია და ახლა ზაზას
გაუყარა თვალი. მკაცრად ახედ-დახედა, მერმე ძუნწად გაუღიმა. ჩანს,
სტუმრის გარეგნობით არცთუ უმადური დარჩა.
- ახალგაზრდა კი გამოუგზავნიხარ ასეთ საქმეზე? - დაურიდებლად
განაგრძო საუბარი ზვავმა თავადმა. არც მერმე დაუცადა პასუხს: - ბიჭო!
აბა, ცოტა რამ მოართვი ამ კახ-მოციქულს! - აივნის იქით გადასძახა და
ისევ ზაზას მოუბრუნდა - ჰოდა, შენი სახელ-ვინაობისაც ვთქვათ და მერ-
მე წავიხემსოთ, ვეჟო!
ზაზამ თავი რომ დაუსახელა, ცალი ფეხი ტახტიდან ჩამოდგა თა-
ვადმა და უფრო დაბეჯითებით შეხედა:
- მსმენია... მსმენია შენი ქება... თუმცა, ვეჟო, რაც კახეთში სანაქებოა,
ქართლში შეიძლება არც კი გამოდგეს! - მორთმეული ხონჩიდან ღვინო
იხმია, პური მასპინძლურად გატეხა და ზაზას მიუჩვენა.
- ინებე პირველ მაზად. მე კი ხელახლა ჩავიკითხავ. - და ისევ კახთ
ბატონისა და დის წერილებს მიუბრუნდა. დიდხანს, უკვე ჩაძიებით და
ჩაფიქრებით იკითხა. ერთი-ორჯერ ღჯუდ გადმოხედა დინჯად მომლო-
116
დინე ზაზას. გუნებაში თანდათან უფრო მოსწონდა პირგაწყობილი, ტანკე-
ნარი ვაჟი, ისიც მოეწონა, რომ, მიუხედავად ცალყბა მიწვევისა, პურ-ხილს
ხელი არ გააკარა სტუმარმა.
„დახე ამ კახსა, რა ზრდილი და თავმომწონე ყოფილა?!“ - გაიფიქრა
ქართლელმა თავადმა და ისევ მოუბრუნებლივ გასძახა:
- ბიჭო, თამარი მობრუნდა? - და ჩვეულად არც იქ მოუცადა პასუხს, - მაწ-
ვიეთ! - და ისევ წერილში ჩარგო თავი.
ზაზა კაბის შრიალმა შემოაბრუნა.
ფართო აივნის შუშაბანდიან ბოლოში ახალგაზრდა ასული გამოჩნდა.
მსუბუქი რონინით მათკენ წამოვიდა. ზაზამ უმალ იცნო. წამოდგა. ერთიც
იძალა, გულის სიღრმიდან დაძრული სისხლი და ღაჟღაჟი სახემდე არ მი-
უშვა, გარეგნული წონასწორობა დაიცვა. იგი იყო! ისევ იგი. გზაში უცბად ნა-
ნახი! ახლა შინაური, მოხდენილი და ფერშეწყობილი ქობა-კაბა ეცვა,
გრძელნაოჭი ოდნავ სთრევდა და ხელით ნებიერი კოპწიობით აეკრიფა. წი-
თელი ნატის მოოჭვილი ქოშმაშიები ოდნავ გამოეჩინა. თავზე ობობას ქსე-
ლივით გამჭვირვალე ქათიბი ლამაზად მოედო.
ზაზამ ესღა შეამჩნია, ზარნიშივით გაწყობილ წარბებქვეშ დიდრონი
ცვრიანი თვალები, ალბათ ზაზას ჩუმი ფორიაქის შემხედვარე, თითქოს
იღიმებოდნენ. წამწამების მაღალ ხრილში კი მამის გოროზობა ეწერა. სულ
ოდნავ კეხიანი ცხვირის ნატიფი ნესტოები მიზეზიანად უტოკავდნენ, ხო-
ლო მარჯანში ამოღებული ტუჩ-პირი დამალულ ღიმილს ფარავდა და არც
ფარავდა. ასული თამამად ახლო მოდგა, მოვლილი ხელები გულზე იყარა
და თავი მამის, არა სტუმრის, წინაშე დახარა.
- თამარ-ქალო, აბა, მიხედე კახ-სტუმარსა, შიმშილით კვდება, მაგრამ
ხელი არაფერს ახლო! - ზაზასაც მოუბრუნდა, ცოტა ალმაცერად შეხედა, -
ჩემი ქალია. - და თითდადებულ ბარათს ისევ მიუბრუნდა.
თამარმა ხელი გაუწოდა ზაზას და ისევ სუფრისაკენ მიუწოდა.
- ჩვენ, ვგონებ იქ... გზაში, ლიახვის პირას..?
- დიახ, ქალბატონო! არ ვიცოდი ოღონდ... - ზაზამ თავი დახარა. თავს
უშველა. ღელვა გულში ჩაიბრუნა და თამარის პირდაპირ სკამზე ჩამოჯდა.

117
- ინებეთ რამე! - ქათამ-საწებელი ახლო მიუწია, - მე კი ტფილისშიაც
გნახეთ, სასახლეში. თქვენ იქ სულ თავს არიდებდით ყველას... მე ვფიქ-
რობ...
მაგრამ ზაზას არც პურის გატეხა დასცალდა და არც თამარის ფიქრის
გაგება. ქალმა კვლავ თვალებით გაუღიმა და მამას მიმართა:
- მამა, იცი? შენ რომ მოგეწონა „ტფილისის ქება“, ჩვენი სტუმრის გა-
ლექსილი გახლავს.
- რაო? „ტფილისის ქებაო“?! არა, მართლა? მაგას დამიხედე! მგოსა-
ნიც ყოფილა! ზაზა გრემელი! კარგია! რიგიანზე რიგიანი! - თავისი ნათ-
ქვამი მოეწონა და ხასიათზე დადგა, - ბიჭო, თარი! - რიხიანად გასძახა
და ისევ თავის ასულს მიუბრუნდა: - თამარ, მაგან იცის წიგნის ფასი. აბა,
ერთი ამ მწიგნობარს შენი სამზითვო უჩვენე... „ვეფხისა“.
- მამა, ყველაფერი ერთად?! თავბრუ ნუ დავხვიეთ სტუმარს!
ზაზას, თუმცა სულ სხვა მიზეზით, მართლაც ეხვეოდა თავბრუ. მი-
უხედავად ამისა, მას ოდნავ დაცინვადაც შემოესმა თამარის ქომაგი. იწ-
ყინა კიდევაც... მაგრამ თამარი რომ ადგა და აივანს გაჰყვა, ზაზას უმალ
დაავიწყდა წყენაცა და ქომაგიც. მან იგრძნო, რომ მის ცხოვრებაში რა-
ღაც დიდმნიშვნელოვანი დატრიალდა, სიწყნარის საფუძველი შეეძრა.
რაღაც ახალი სამყაროს არსებობა უეცრად აშკარად გახდა. და ეს ისევე
აღელვებდა, როგორც ცაზე მეორე მზის გამოჩენა.
ქალი რომ წავიდა, თავად ყურთმაჯები გადაიყარა და ახლოს მიუჯ-
და ზაზას.
- ადრე უფიქრია შენს ბატონს ერთადერთი ასულის საქმროს რჩევა.
რა ეჩქარება?
- ქართლ-კახეთში მეფის ასულის დანიშვნა ადრე სჯობს! - დინჯად
უპასუხა ზაზამ. მერმე იაზრა, სხვანაირად არ აეხსნა ქართლის თავადს
მისი ნათქვამი და სიფრთხილისათვის დასძინა: - ასე მსმენია ზოსიმე
ბერდიდისაგან!
მაგრამ გიორგი ამილახვარი ეჭვიანი გამჭრიახობის კაცი იყო, მით
უფრო ახლა, როდესაც სვიმონ მეფესთან მდურვითა და ყრუ განდგო-
მით იყო.
118
ზოსიმე ბერის მოსვლა ტფილისსა და მცხეთას, დიდი და შეჩუმათებუ-
ლი ელჩობა კახეთიდან „საერთო გზების“ საძიებლად და ნაადრევად სასი-
ძოს ძებნა უსათუოდ სხვა, უფრო ღრმად ჩაწოლილი ამბების შემცველი და
მომასწავებელი იყო. წერილებში კი საამისო არაფერი ეწერა. ამილახვარს
კი ნაღდი ვარაუდი უყვარდა. ამ საქმეთა შუაგულში ყოფნა მას უსათუოდ სა-
ხელსაც მისცემდა და სახრავსაც. საჭირო იყო ყველაფრის უფრო დაწვრი-
ლებით ცოდნა. მაგრამ ამ ახალგაზრდა მწიგნობარს კი, როგორც ჩანდა, ვე-
რაფერს ათქმევინებდა ასე უბრალოდ. ხელი დაჰკრა მხარზე:
- ვეჟო, აბა წამომყევ! - და წინ წარუძღვა. მომავალ თამარს აღარც შეხე-
და.
- მერმე აჩვენებ, მერმე! ვახშმად დიდი სუფრა გაშალეთ... მომღერალნი,
მეზობლები იწვიეთ... კეთილი სტუმარი მოგვსვლია და კეთილ ამბის მომ-
ტანიც არის!
ზაზას თვალი დარჩა „ვეფხისტყაოსნის“ ოქროტვიფრულ ყდაზე. მაგ-
რამ იგი აქამდე თუ „დიდი მეგობრობის“ სწორუპოვარ წიგნად ესახებოდა,
ამჟამად ამილახვრიანთ ასულის ხელში იგი მხოლოდ „დიდი სიყვარულის“
წიგნად წარმოუდგა... ცეცხლში და საფიქრალში ჩააგდო.
ასე ყმაწვილურმა შეფორიაქებამ სირცხვილშიაც ჩააყენა. თავს ათას-
გზის უსაყვედურებდა. მაგრამ ეს სირცხვილ-საყვედურობა როგორღაც ზე-
რელედ და ძალაძალად ეფოფინებოდა გულისხმას. სიღრმიდან კი აქამდე
უცნობი, თურმე უძრავად შეკრული, ძალად დაიძრა და მღვივანი ზეიმით
მაღლა ამოვარდნას ლამობდა.
ზაზას ხეირიანად ვერც კი გაერკვია, ბოლოს და ბოლოს, რა ამბავი იყო
მის თავზე?! მთელი ზრდილობისა და წურთვნილობის ძალა მოიკრიბა.
ზღარბივით აიბურძგა, შინაგანად ჩაურდულდა და ყოველმხრივ გაფ-
რთხილდა.
ჰოდა, ამაოდ ცდილობდა გოროზი თავადი ზაზასაგან დაწვრილებითი
ამბების გაგებას. ახალგაზრდა მწიგნობარი მეტად თავაზიანი და ამო მო-
საუბრე იყო. სათქმელად ნებართულს მახვილად და მკაფიოდ უმეორებდა,
ხოლო „მის იქით“ უფრო ჭკუამახვილურად ირიდებდა საუბარს.

119
გოროზი ამილახვარი ჰკვირობდა „კახელი ახალჩეკილი თავადის“
დარბაისლური საუბრის ოსტატობას. გუნებაში ჯავრიც მოსდიოდა. მაგ-
რამ ვერაფერში ვერც მიზეზი დასდო და ვერც თავის ჭკუაზე მოიყვანა.
- მაშ, ასე, ვეჟო! სამიოდ დღე დაისტუმრებ ჩვენთან. მერმე კი ერთად წა-
ვიდეთ ტფილისს.
- თქვენთან სტუმრობა უთუოდ დიდი ბედნიერება გახლავთ. დიდ პა-
ტივსა მდებთ, მაგრამ...
- არავითარი „მაგრამ“. მე დღეს აღარაფერს გისმენ... ვეჟო! - ახლა კი
მართლაც გაწყრა დიდთავადი.
ზაზას კი ცეცხლი ეკიდებოდა... სულ სხვა ცეცხლი. მასაც სურდა დარ-
ჩენა... ჰოი, რარიგ სურდა... მაგრამ... ვიდრე თავი არ დაეკარგა...
- ხვალ დილას მოგახსენებთ, დიდთავადო!
ეს დავაც თამარმა თუ არ გადაწყვიტა, გაწყვიტა მაინც. თვითნებუ-
რად შემოვიდა მამასთან. მის მეტი ხომ ვერც ვინ შემობედავდა გო-
როზს.
- მამა, შიმშილით თუ მოჰკალი კახ-მწიგნობარი, მერმე ვისღა ვაჩვე-
ნო ჩემი „ვეფხისტყაოსანი“?
მისმა გამოჩენამ ისევ თავყირა დააყენა ზაზას ძლივს წყობილი სა-
უბარი და ზრახვა.
სავახშმოდ რომ გამოვიდნენ, სტუმარ-მასპინძლები უკვე სუფრის
დარბაზში იყვნენ და მათ ელოდნენ.
ჯერ დიდი ჭამადისი დატრიალდა, მერმე სმა გახურდა.
- მწიგნობრობა-საქმიანობაში დავცადე კახი. სახელოვნად დამხვდა.
ახლა სმაში უნდა გამოვცადო. აბა, ლიახველებო, ერთი გამომითვრეთ
ეს ალაზნელი! - ოჯახის უმცროსებსა და წვეულ მეზობელ აზნაურებს გა-
დასძახა გიორგიმ, ზაზა გვერდით მოისვა და პირველი ყანწი თავად გა-
დაულოცა. მაგრამ ალაზნელსაც აღმოაჩნდა თავისი ქომაგი და კეთილი
ანგელოზი. თამარმა დიდი ყანწები მოხდენილად შეაცილა. ხოლო მა-
მის დასასვენებლად წასვლის შემდეგ სუფრის სადავე უმალ თამარმა
იგდო ხელთ. თამადაც თავის ჭკუაზე ატარა და სუფრასაც სხვა გეზი მის-

120
ცა. გვერდში მიუჯდა ზაზას და „ვეფხისტყაოსანი“ აქვე, სუფრაზე გადაუშა-
ლა.
ზაზას ღვინოს კი აცილებდა თავადის ასული, მაგრამ ფურცელ-ფურ-
ცელ, ტაეპ-ტაეპ თუ ნახატ-ნახატ უფრო „ათრობდა“.
...გვიან ღამით, საწოლ დარბაზში მარტო რომ დარჩა ზაზა, ოდნავ გააბ-
გამოაბა აბურდული გრძნობა-ფიქრები. ლოგინში რომ ჩაწვა და ცივ ბა-
ლიშს შუბლი აკარა, ანაზდად შეშინდა... ნამდვილად შეშინდა... თვალის
ჩინიდან თამარის სახეს ვერას გზით ვერ იშორებდა... ხოლო მისი სახე წვი-
მაგადავლილი მზესავით სწვავდა. გულიც მწველად უძგერდა. ასეთი გა-
უკითხავი ლტოლვა და კვდომა მას არასოდეს არ უგრძვნია. თუმცა, ვგონებ,
პირველი სიყვარულიც გამოცდილი ჰქონდა. ეს რა უჟამურობა შეეყარა - იქ-
ნებ ღვინის ალმურია? ან წიგნით მოხიბლვა? არა, არა. ღვინოს ირიდებდა.
ისიც, თავადვე არიდებდა. განა ზაზა ვერ ამჩნევდა, რა თვალებით უმზერ-
დნენ მის „მფარველს“ მეზობელი ვაჟები? არა, რა შუაშია ღვინო ან სამზით-
ვო წიგნი. შუაში სხვაა - მზესავით ნათელი და ლახვარივით ბასრი!
მთელი ღამე იბორგა ზაზამ. ვერც იძინა, ვერც იფხიზლა. ძილბურანში-
აც და სიზმარ-ცხადშიაც საოცრება ელანდებოდა. ხან ლიახვის პირას უმ-
ზერდა ცისკარივით ამოსულ თინათინს, ხან თავად ნესტან-დარეჯანი
უფურცლავდა „ვეფხისტყაოსანს“. ბოლოს არც თინათინი იყო და არც ნეს-
ტან-დარეჯანი, არამედ სხვა - მათზე ულამაზესი და სამზერად მწველი...
„ლიახვის მზე“ იყო! არა, „ლიახვის ლახვარი“! შეშფოთებული ფიქრი ებ-
რძოდა სიზმარცხადს. შეფეთებულ გუმანში კი ლიახვის მზე ერკინებოდა
ლიახვის ლახვარს!
ზაზა ლოგინზე წამოვარდა - ხალიანა მოაგონდა. მხოლოდ ახლა მო-
აგონდა, ასე დაგვიანებით და სიცხოველე დაკარგულად... თავისი პირველ-
სიყვარული, ტკბილი ხალიანა... და ვაი, რომ სახელისა და ხალის მეტი ვე-
ღარაფერი აღიდგინა არეულ გუმანში. აი, ღაბუა პეპელასავით ქუთუთოთე-
ბიც... აი, დალაგებულად ხუჭუჭა დალალებიც... მთლიანი სახე კი არა და
არა! თითქოს სულში აღარ იყო ხალიანას მთლიანი სახე... ხოლო მას მზე-
სავით ნათელი და მწველი სხვა სახე ეფინებოდა და ეუფლებოდა.

121
ზაზა წამოვარდა და სარკმელს მიატანა, დარაბა გახსნა. ცაზე ლიახ-
ვის მზე იწვერებოდა... მზე კი არა - ლიახვის მზე!
ტანთ სასწრაფოდ ჩაიცვა, თავისი მეაბჯრე და მსახური იხმო, ეზოში გა-
ვიდა.
ამილახვრიანთ მოურავს გადაეყარა. გააჩერა:
- ბატონთან ბოდიშს მომიხდი. წუხელ არ მისმინა! ადრიანად უნდა
ჩავასწრო გორს. - მოგვრილ ცხენს მოახტა, ჭენებით მოსხლიტა. მოუხე-
დავად გავლო ალაყაფი, მერმე სოფელი. უკან არც მოუხედავს, ვიდრე
კარგა არ ჩაიმანძილა ხეობა, ვიდრე არ ჩავლო პირველშეხვედრის ად-
გილი.
- უჰ! გათავდა! - ამოისუნთქა, ლიახვი გაფონა და გორს მიუახლოვდა.
აღარც ამილახვრიანთ კარი ჩანდა, აღარც ალვის ჩრდილები... ლი-
ახვის მზეც ღრუბელს მოეფარა. მალე ლიახვიც შეერთო მტკვარსა და
ერთხანს ზოლად გაყვა. მერმე ისიც გაუჩინარდა. ისევ, როგორც გუშინ-
დელი დღე, თუ წუხანდელი ჯადო-ღამე.
ზაზამ ისევ ხალიანას სახე-სიყვარული აღიდგინა და თითქოს მას
წასჩურჩულა:
- ჩემი ფეხი არასოდეს არ ამობრუნდება ლიახვის გზაზე! - და
მტკვრის ხეობას უკვე გულნაპოვნად ჩაჰყვა.

XII დათვის აზნაური


ძეგამში მყოფ კახთ ბატონს ტფილისიდან უკვე მოუვიდა პირველი
პასუხი. შინა ელჩობის გამო დიდ სიხარულსა და კეთილ მიღებას იტყო-
ბინებოდა ბერდიდი.
სვიმონ მეფე ჩამობრძანებულიყო ლიხთ-იმერიდან. თავიდანვე დი-
დი წარმატება და გულისხმიერება მოჰყოლია საუბრებს. „თუ გული გუ-
ლობს, რა ადვილი ყოფილა ურთიერთ გაგება და აზრთა მთხვევა!“ იწე-
რებოდა ბერი.
პირველპირობა უმალ ყველასათვის „ფრიად სასურველი და დრო-
ული“ აღმოჩნდა. ზოსიმე უკვე სთხოვდა ნიკოლოზ მიტროპოლიტის
მცხეთას გამოგზავნას. „სულმობრძავ უწმიდესისა და უნეტარესის კა-
122
თოლიკოს-პატრიარქის დომენტის თანამოსაყდრედ დასადგენად და სა-
კურთხევლად“.
წერილის ბოლოში იმასაც იტყობინებოდა ზოსიმე, რომ გიორგი ამი-
ლახვარი უკვე შერიგებოდა სვიმონ მეფეს და მათ შორის „თუ სრული ნდო-
ბა არა, მხარმშვიდობით დგომა მაინც დამყარდა“. და სულ ბოლოში: „მანუ-
ჩარ დადიანი ამჟამად ქუთაისს არის. სვიმონ-მეფემ ტფილისს იწვია იგი,
ხოლო საქმის წარმართვა თავად თქვენმა და - ნესტან-დარეჯან დედო-
ფალმა ითავა“.
ალექსანდრე გომბორს იქით საქმეების სვლით კმაყოფილი იყო, ხოლო
განჯიდან კი ჩამიჩუმი არა ისმოდა რა. მტკვრის გაღმა ორივ ბატონიშვილი
უხმოდ და უკვალოდ ჩაიყლაპა. საქმის ძალა შიკრიკით გაგზავნა-გამოგზავ-
ნასაც ვერ ითმენდა. ისევ გულს იოკებდა და ელოდა დარდში მარტოხელად
გაბუსუნებული.
ერთი წერილიც მიიღო გრემიდან. ქეთევან დედოფალი დიდი მოწიწე-
ბითა და გულმოდგინებით სწერდა, ოჯახის კეთილყოფას ატყობინებდა.
თითქოს სხვათა შორის დასძენდა:
„ჩემი მანდ ყოფნა ხომ არ სჭირია რამეს ან ვინმეს? უკეთუ იოტის ოდე-
ნად მწე ვარ, უმალ მოახლების ნებას ჭირისთმენით ვითხოვ“.
ეს სტრიქონები გულზე იმედად მოეფონა კახთ ბატონს. არა, „დარდში
მარტოხელად“ არ იყო იგი... რძალი გვერდში უდგა მას და მის მემკვიდრეს.
დრო რომ მოჭარბდა, ვეღარ დადგა მისთვის სულ ცარიელი ძეგამის სა-
სახლეში. გრემ-ალავერდის სანუგეშო ბარათები მისწერა. ნიკოლოზ მიტ-
როპოლიტს „მცხეთის დიდქართული გზა და საქმიანობა“ დაულოცა და თა-
ვად კი ისევ მტკვრის პირს მიაშურა. უხილავ გზა-ჯვარედინზე, ტყეში ყუჩი
სანადირო კარავი დაიდგა და „ოთხთავის“ გულისხმიერება კითხვასა და
დროს თვლას შეუდგა. „ოთხთავს“ ახლა სხვას - რიცხვითს მნიშვნელობა-
საც აძლევდა. ბოლოს და ბოლოს, სადღაც მტკვრის გაღმა მისი ოთხი შვი-
ლის ბედი წყდებოდა.
მათეს ქადაგებაც არ ჰქონდა ბოლომდე ჩაკითხული, დავით უფლისწუ-
ლი რომ მოიჭრა ორიოდე მხლებლით მის გაბრწყინებულ სახეზე ალექსან-
დრემ ყველაფერი ამოიკითხა და უეცრად დახურა ოთხთავი.
123
- ძმა სად დატოვე?
- სამშვიდობოს. ყველანი მოდიან. ყველაფერი მოაქვთ. ესეც წინასწარ
მომირთმევია! - დავითმა შაჰ-აბასის ბეჭდიანი სიგელი ფერხთით დაუგდო
მამას. სწორედ ის, „სამოყვრო და საქორწილო“, რაყამი იყო, რომელიც დი-
დი მოწიწებით და პირ-შუბლზე დებით უნდა მიეღო ირანელი ელჩისა-
გან კახთ ბატონს. ახლა რაყამი ბეჭედგატეხილი და ხსნილი მის ფერ-
ხთით ეგდო.
- გულთან ერთად ამოვუღეთ უბიდან ბეგ-მირზას!
რაყამზე მართლაც სისხლი იყო ნაცხები.
ალექსანდრემ მაინც ჩაიკითხა ელჩის მიერ ვერმორთმეული რაყამი.
დიდ დათაფლულ სიყვარულს სწერდა აბას თავის „სახელოვან და
სიბრძნითმოსილ სასიმამროს“, ქალსა სთხოვდა „დიდი მოსურვილე-
ბით და მიუცილებლობით“ და კახ-შამხალ-ირანის ოჯახურ მყუდროე-
ბასა და ხათრიჯამობას აღუთქვამდა.
მალე გიორგი ბატონიშვილი, ჯანდიერი და ზოგი მეწინავეც ჯგუფ-
ჯგუფად, კვალდაბნევით და ფარულად მოვიდნენ ტყის კარავში.
ჯანდიერმა ძუნწად მოახსენა მეფეს:
- ოცდაშვიდი მოვკალით. ცამეტიოდე „გაგვექცა“ ამბის წამღებად.
ათი, დავით უფლისწულის მოყვანილი, ტყვე ბურთი „შევაკალით“ სპარ-
სთა.
პირწმინდად მოვიდავლიანეთ, დავხადეთ და დავძარცვეთ. მეკობ-
რეთა ხელობაში ვერ გაარჩევენ ჩვენს ნაშავსაქმარს.
ბელგა-საჩუქრები წინ დაუწყო ალექსანდრეს. უძვირფასეს ლალ-ფი-
რუზებსა და ალმას-მარგალიტებს, ბეჭდებსა და საყურეებს უგზავნიდა
თავის „უეჭველ“ საცოლეს შაჰინშაჰი.
- ეს მზითვად გამოადგება ჩემს ნესტანს! - კრიჭა გაეხსნა ალექსან-
დრეს.
გიორგი ბატონიშვილი ძმაზე ნაკლებ იყო აღფრთოვანებული ამ
ყოვლად აუცილებელი, მაგრამ თავისთავად საჭოჭმანო საქმით.
- ახლა შეღავათი გვექნება კარგა ხანს. მაგრამ შემდეგ?! მაჭანკლები
ისევ ამოგვივლენ... საშველს არ მოგვცემენ.
124
- იმავ გზაზე გავისტუმრებთ! - გაცხარდა დავითი.
ალექსანდრე გრძნობდა გიორგის ეჭვს, მაგრამ ყველაფრის თქმა არ
სურდა ჯერჯერობით.
- ჯერ ასე... ხვალ სხვა გზაც გამოჩნდეს, ვგონებ!
მამამ გიორგი დააწყნარა. იდუმალ მოლაშქრეთ კვლავ საჩუქრები უწყა-
ლობა, „ქურთთა თარეშს“ სრულ დუმილის ყადაღა დაადო და სანადირო
მცირე ბანაკი აჰყარა. მოლაშქრეთ ისევ კახური სახე მიაღებინა და ნაწილ-
ნაწილ გააშვებინა ძეგამს. თავად კი უგანა ძეგამს და შვილებითურთ გრემს
გაემართა. გზაში ერთი სიხარული კვლავ შემოეყარათ: გავაზში მახარო-
ბელმა ალექსანდრე მეფეს მეორე შვილიშვილი, ხოლო გიორგის ძის შეძენა
მოულოცა.
კახთ ბატონმა ახლა კი სულ გაიხსნა გული, გრემში მისვლისთანავე სახ-
ლთუხუცესი იხმო, ახალძეობის სუფრა და ნადიმ-ნადირობა ბრძანა.
პანკისის ხეობა ირჩია სანადიროდ. შველი და ირემი გამრავლებულიყო.
ღორები კოლტებად დაჯირგალობდნენ, ხოლო დათვები სოფლებშიაც ჩა-
მოდიოდნენ.
ძეობა ლაღად მოისუფრიანეს და საზეიმო ნადირობაზე შემოკრბნენ
ძველი თავადნი და ახალი თავად-აზნაურნი.
კახთ ბატონმა „ირემ-დათვობა“ შეარქვა ამ ნადირობას. ჯილდოც და-
ნიშნა დათვის თოფით მოკვლაში - ნახევარი საპალნე ღვინო, ხოლო ხელ-
დახელ შუბ-ხანჯლით ძლევაში - კვიცი ან დეკეული, ტახებზე და შვლებზე
კი მხოლოდ მშვილდ-ისრით ნადირობის წესი ჯერაც არ ჰქონდა მოშლილი.
უკვე პანკისში იყვნენ ამოსულნი, როდესაც ნუგზარ ერისთავისაგან შიკ-
რიკი მოიჭრა. რუსთ ახალელჩები ჩამოსულიყვნენ არაგვს. დღე და ღამეს
ასწორებდნენ სასწრაფო ამბის მომტანნი. მოიჩქაროდნენ კახეთს. თავად
ნუგზარი მოუძღოდათ მათ. ორმაგად იამა კახთ ბატონს ასეთი ცნობა. ჯერ-
ერთი, ნუგზარის მოსვლა ქართლის ელჩობის ახალშედეგი იყო და, მე-
ორეც, ასე ადრე ჯერ არ შემობრუნებულან მოსკოვის ელჩები, იქნებ ახლა
მაინც მოეტანათ რუსთსაშველი.
აქვე, სანადირო კარავში, იწვია. სამონადირო ზეიმით შეიყარა.

125
რუსთ ელჩი ვსევოლოდსკი თავად ნადირობის დიდი მოტრფიალე
გამოდგა. მხედრულად გამოეწყო, მაგრამ იარაღის ნაცვლად, მაგარი
ორთითი ითხოვა. დათვზე რუსული წესით ნადირობის ჩვენება დაპირ-
და.
- აგრე, რუსო, აგრე! - გაიძახოდა ნადირობის ეშხზე მოსული კახთ ბატო-
ნი. - ერთად ომი თუ არ გამოგვდის, ერთად ნადირობა მაინც ვცადოთ...
იქნებ, ჰა! იქნებ გამოგვივიდეს! ყურშიტავ, აგრძნობინე! შენც ხომ არ გა-
მირუსდი? რას მერიდები. ახლო მოდი, ერთგულო!
- ერთად ნადირობაც და ერთად ომიც გამოგვივა... ამად მოვიჩქა-
რით, - უპასუხა სვევოლოდსკიმ და რუსთ-ხელმწიფის საჩუქარი - ორი
ახალ-დამბაჩა აქვე გადასცა კახთ ბატონს. ერთი აქვე სადათვე ტყვიით
გაატენინა თავის მეაბჯრეს.
- მეორე კი საომრად გავტენოთ საერთო მტრების წინააღმდეგ! - მა-
ნაც ათარგმნინა თავისი ქარაგმა ყურშიტას და „სადათვე“ დამბაჩა
ალექსანდრე მეფეს მიაწოდა.
პირველ მორეკვაზე დაზვავდა ნადირი. უწინდებური სიფიცხე მოეკი-
და ალექსანდრეს. საფრიდან მარჯვედ სტყორცნიდა ისარს. მერმე ვერც
იქ დადგა, ახლა ცხენდაცხენ სდევდა ხან ირემსა, ხან ტახს, რუს-ელჩი
არ შორდებოდა მეფეს.
ერთგან დათვის ბუნაგს წააწყდნენ. ხვადი დათვი ორივე ბატონიშ-
ვილმა ერთდროულად ნახა და დასჩიხა. ისრებიც სტყორცნეს. ამან უფ-
რო გაახელა ნადირი. ყალყზე შემდგარმა მოიბერტყა ძაღლები და მო-
ნადირეთ შეუტია. გიორგი უმალ ჩაქვეითდა და შუბით შეხვდა. დავით-
მაც ქეთევანის გაყოლებულ გოლა მეაბჯრეს წასტაცა შუბი. შეფრუტუნე-
ბულ ცხენს წაჰკრა დეზი, ცხენდაცხენ მიიჭრა.
ძმებმა ერთად აძგერეს შუბები და ადგილზე გაჩხიბეს დიდი ნადი-
რი. მისმა ღრიალმა სულ დააფეთა დავითის ცხენი, განზე გაუხტა. მხე-
დარი შუბს გადაჰყვა. იმარჯვა, მხოლოდ ცალ მუხლზე ჩადრკა და ძმას
გვერდში არ გამოეცალა... ვიდრე არ დავარდა დათვი. ძმებმა ურთი-
ერთს ხელი ჩამოართვეს და ხანჯლები გაცვალეს.

126
- ორი კვიც-ბედაური ჩემზე იყოს! - შესძახა გახარებულმა კახთ ბატონმა.
მოკლულ დათვს რომ წაადგნენ, რუსი მონადირე გაკვირდა:
- აქაური დათვები ჩვენსაზე ნაკლებნი არა ყოფილან არც ზომითა და
არც ძალით! ვნახოთ, ვნახოთ! - და ორთითს წვერები წაუმახვა.
თხემზე მონადირეებმა განგაში შექმნეს. ძუ დათვი დაენახათ, ძაღლები
მიუსიეს და ვაკეზე ჩამოაგდეს. ბელებიანი აღმოჩნდა. ძაღლების ყეფა-
წკავწკავი კორიანტელივით მოჰყვებოდა ჯაგნარს. ერთ ღორღიანთან მის-
ჩიხეს. დიდი ბელი მოუკლეს, ორი მომცრო ხელდახელ დაუჭირეს.
ძუ დათვი გავეშებული იბრძოდა, ფუტკარივით შემოხვეულ ძაღლებს
იგერიებდა. სამი მათგანი აქვე ეგდო შიგანდაყრილი.
- არ ესროლოთ! რუსს ვაცალოთ! - ჩაქვეითდა ალექსანდრე, - ერთი რუ-
სული წესიც ვნახოთ!
ვსევოლოდსკი ბრგე ტანში მოიზიდა, დათვს დინჯად მიეტანა, ერთი
რუსულად შეჰყიჟინა და ყალყზე შემდგარ დათვს ფაშვის თავში აძგერა ორ-
თითი. დათვმა ღრიალით თათი ჩამოჰკრა, ჩამოსტეხა ორთითი და ტანში
შერჩენილ ნატეხს შეღრენით სტაცა კბილები, ვერ მოიშორა და გაალმასე-
ბულმა კახთ ბატონსა და რუს-ელჩს მიატანა.
ალექსანდრემ ნაჩუქარი დამბაჩა იძრო, დაურტყა, მაგრამ უმტყუნა დამ-
ბაჩამ. არ გავარდა. წუთიც და... აუცდენელი მარცხი მოხდებოდა. გოლა მე-
აბჯრემ იმარჯვა, დათვს სპილენძის ფარი შეაჩარა ხახაში და, ვიდრე ნა-
დირმა დათათა და დაბრიცა ფარი, გოლა დაურიდებლად ზურგზე შეახტა
დათვს, ყურებში ხელი შესტაცა და სულ დააბნია. ახლა ძაღლებიც სწვდნენ
ყოველი მხრიდან.
დათვმა დორბლები ჰყარა. ჩასისხლიანებული კბილების კაპკაპითა და
ღრენით ზურგზე მოადინა ზღართანი, ძლივს ჩამოაგდო აბეზარი მხედა-
რი... ზედ წამოეტოტა.
ალექსანდრემ ისევ დაუკრა რუსულ დამბაჩას. ახლა კი მეხად იგრიალა
დამბაჩამ და უსულო დათვი გოლა მეაბჯრეს დაამხო.
- აზნაურობა გოლას! - უმალ მიაძახა კახთ ბატონმა, დათვის დასისხლუ-
ლი ლეში რომ გადააცალეს მეაბჯრეს.

127
- ეს დათვის აზნაურობა კი მიბოძე, დიდ-ბატონო... მაგრამ მე რითღა
გადაგიხადო გადარჩენა? - დინჯად შეჰკადრა გოლამ და დათვის სის-
ხლი სახიდან ჩამოიწმინდა.
- ბარი-ბარში ვართ! დათვის გამხედნო!
არც რუსი ელჩი ჩამორჩა კახთ ბატონს - გოლა ახალაზნაური თახვის
ბეწვის მაღალი ქუდით დაასაჩუქრა.
ნადირი რომ გაფატრეს, ორთითის წვერი სულ ორი თითის დადება-
ზე ვერ მისწვდენოდა დათვის გულს.
მრავალი ნანადირევით დაბრუნდნენ გრემს მოზეიმენი. ახლა დიდი
პურადობა და სახალხო ღრეობა მოაყოლეს. პირველსუფრა - წარჩინე-
ბულთათვის, პირდაპირ მთავარანგელოზის გალავანში იყო გაშლილი.
მეორე - ხელოსან-ვაჭართათვის, მეფის ქარვასლის წინ, ხოლო სხვა და-
ნარჩენთათვის - თარსა-გალავანში და ზედ მოდებულ საქულბაქოზე.
ნანადირევს შინაური საკლავიც დაემატა. ლუდ-არაყი და ღვინო უხ-
ვად გაიღო მეფემ და ქალაქის მოურავმაც.
ზეიმობდა ქალაქი, ზეიმობდნენ ახლომახლო სოფლები. ზეიმობდა
სასახლე ზედა და ქვედა.
დღე ალექსანდრე მეფემ სადარბაზოდ მიიღო რუსთ ელჩობა. ივანე
ვსევოლოდსკი ახლა სრულიად არ ჰგავდა მხედრულად აღკაზმულსა და
ბრგე პანკისელ მონადირეს, ორთითით ხელში დათვზე რომ მიიწევდა.
ახლა იგი შეზვიადებულ სახე-იერით, მოჭუტული თვალებით, თავით
ფეხამდე ბეწვეულში გახვეული თავადაც საარაკო ძალის პატრონად მო-
ეჩვენა კახთ ბატონს. ამ ფიქრმა ისევ გამოუღვიძა იმედი. მაშინ მაინც,
როდესაც ელჩმა მაღლა აწეული ხელით მოზრდილი, ახალი ხელობის
საათი მიუძღვნა კახთ ბატონს.
„ერთხელ კი მიმტყუნა რუსთ-დამბაჩამ... ნუთუ რუსული საათიც ასე-
ვე ჯერ მიმტყუნებს... მერმე კი მისაშველებს?!“ - იმედიანი ჭმუნვით გა-
იფიქრა ალექსანდრემ და ელჩობის საზეიმო დარბაზობა მალე მოითა-
ვა. ელჩ-დიდებულებთან ერთად ჩაიარა ჯერ სასახლის მოზეიმენი,
მთავარანგელოზშიაც გავიდა. ქალაქშიაც ხალხს დაენახა და რუსი ელ-
ჩებიც დაანახვა.
128
გვიან ღამით ზედა სასახლეში, სადაც უფრო მყუდროება იყო, რუსეთ-
კახეთის გზაზე დაბერებულ ყურშიტასთან ერთად კახთ ბატონი ბორის გო-
დუნოვის მოწერილ სიგელს არჩევდა. ესმოდა ყურშიტას ზუსტი თარგმანი-
ცა და განმარტებანიც, მაგრამ ალექსანდრეს გულში რწმენა აღარ იყო.
მრავალჯერ გაწბილების ეჭვსა და ნალექს ვეღარ ანელებდა „მფარვე-
ლის“ სიგელის ნამეორევი ნუგეშის სიტკბო.
სიგელში კი ბევრი რამ იყო დიდმნიშვნელოვანი...
„იგზავნება ვოევოდა ანდრია ხვოროსტინინი, მასთან ლაშქარი დიდი...
თხუთმეტ ათასამდე ცეცხლიარაღიანნი... ღვთის შეწევნითა ვბრძანეთ -
შამხლის განდევნა, ტარკას ჩადგომა და იქ ალექსანდრე მეფის მძახლის
ელიმ-შამხლის დასმა“.
ეს ხომ კახთბატონის გეგმა იყო, ბოლოს და ბოლოს, მოსკოვის მიერ მი-
ღებული. მაგრამ ალექსანდრეს იგი აგრერიგად აღარ ახარებდა, აღარ სჯე-
როდა.
აი, ახლაც ითხოვდნენ:
„ალექსანდრე მეფემ, თავის მხრივ, გაგზავნოს ტარკას ლაშქარი გიორგი
ბატონიშვილისა და ელიმ-შამხლის თანადგომით ჩვენთან ერთად საბ-
რძოლველად“. ან რას ნიშნავდა: „გიორგი ბატონიშვილისა ან კახთ ბატო-
ნის შვილიშვილის მოსკოვს მიწვევის განზრახვა. რის შესახებაც ასე დაბე-
ჯითებით იწერებოდა გოდუნოვი. - ნუთუ რუსთ-მეფეც მძევალსა მთხოვს!
ესღა გვაკლდა!“
ალექსანდრემ მოლაპარაკება ისევ ყურშიტას დაავალა, სხვა აღარ ჩა-
რია ამ საქმეში. სახელმძღვანელოდ კი ასეთი ფარგი დაუდო:
- ვიდრე ტარკსა და ყაზი-ყუმუხს არ ჩადგამენ ციხეს, ჩვენი დიდი ლაშქა-
რი ვერ მივა რუსთ დასახმარებლად თერგზე. თუ მაინცდამაინც ჩვენ მოსაზ-
ღვრე მთას დავლაშქრავთ, ახლა მეტზე ვეღარ მივცემ დასტურს. ასეთ სახი-
ფათო გზაზე ვერ დავაყენებ დიდ ლაშქარს და, რაც მთავარია, აღარ გვჯე-
რა! ეს აგრძნობინე, ყურშიტავ. შეაგონე, ბუინაკს ჩვენი გადასვლის ამბავი
უთხარ. ესეც აუხსენი. თუ ჩემი ჩვილის ხილვა მოსწყურებია რუსთ-ხელმწი-
ფეს, კონსტანტინე გამომიხსნას შაჰ-აბასისგან. იქნებ მისცეს!

129
ალექსანდრე იმედს არ კარგავდა, მცდელობას ხელს არ აკლებდა.
თუმცა მეხსიერება „ამოუსვლელ“ მაჭანკლობას აგონებდა და იმედს
უწამლავდა მამას.
რუსული საათი კი დინჯად, დაზომილად ჩხაკუნებდა, ყოველი საათის
შესრულებისას გუგული გადმოდგებოდა ქანდარაზე, დაიძახებდა და
ისევ ჩაიფარებოდა უკან.
- ეჰ, ყურშიტავ... ეს რუსული საათი სწორედ მათს სიტყვასა ჰგავს. თა-
ვისას თვლის. არც ეჩქარებათ. ახლა ჩვენიც იკითხონ?! მაგრამ ჩვენ მა-
ინც გვჭირია იმედად! მოდი ესეც აუწყე, რომ ქართლის მეფესთან დიდ
დარიგებაზე მიდის საქმე.
...საქმე კი მართლაც „დიდ დარიგებაზე“ მიდიოდა. ზოსიმემ ნიკო-
ლოზ მიტროპოლიტის ქართლს წვევის შემდგომ ზაზა გამოუგზავნა
კახთ ბატონს. დაწვრილებით აცნობა დარიგების ვითარება. ახლა ტფი-
ლისს ბატონიშვილების სტუმრობა „მიზანშეწონილად და ამო სასურვე-
ლად“ მიიჩნია.
ზაზამ ქართლის ტახტის მემკვიდრის - გიორგი უფლისწულის მოწ-
ვევაც მოუტანა „სახლის კაცებსა და საერთო საქმის ძმებს - დავითსა და
გიორგის“.
ალექსანდრე უმალ დასთანხმდა. თავის განზრახვა მარიამ დედო-
ფალს რომ აცნობა, ნესტანიც დაისწრო.
ამ ბოლო დროს მოზარდი გოგონა უცბად წამოჩიტდა. სახესხეულში
აივსო. თავადაც აღარც ბალღობდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ხათუ-
ნობდა. იმ ასაკში და კანში იყო, როდესაც ყველაზე ბედნიერი და ყველა-
ფერზე მეოცნებეა ქალწული. ნესტანს სანდომიანად დაეხვეწა სახე, ხო-
ლო უმიზეზო ღელვისა და კრთომის გამო ამოდ მეტყველიცა და მომ-
ხიბლავიც გაუხდა.
ახლაც, ძმების ქართლში სტუმრობის განზრახვას რომ მოჰკრა ყური,
ტაშად შეჰყარა ხელები.
- ეჰ, მე როდესღა მეღირსება ტფილისს სტუმრობა?! რა ბედნიერი
ვიქნები!

130
მამას გულში ჩასწვდა ნესტანის სიტყვა, იქნებ იწვევდა კიდევაც, უნდო-
და ამის გაგონება. დამნაშავესავით თვალი აარიდა შვილს და მარიამს შე-
ხედა მეტყველად. იგიც მიუხვდა.
- მაგრამ ვის გავაყოლო? მე თავი და ჯანი აღარა მაქვს. ვეღარ გადა-
ვაღწევ გომბორს!
- ქეთევანს?
- ქეთევანს! - მარიამ-დედის სიტყვაში უკვე თანხმობა იგრძნო ნესტანმა,
მეტი დიდხათუნობა აღარ ეყო. დიდი ტაში შემოჰკრა. მამას ვეღარ შეჰბედა
და ისევ დედას ჩამოეკიდა კისერზე. ვეღარც დარბაზში დადგა. ქეთევან დე-
დოფლის სადგომისაკენ გაიჩქარა.
გვიან საღამოს ქეთევანს თავად ალექსანდრე ეწვია. დავითი შინ არ იყო.
რუს-ელჩებთან იყო სუფრაზე.
- დავითმა ამ ბოლო დროს ბევრი მაამა, ჩემო რძალო, შენი წყალობი-
თაა! იმედიც მომეცა, შვილო, - და მერმე უცბად შეაბრუნა საუბარი, - მაშ,
წახვალ ქართლში?
- წავალ, ბატონო! შვილსაც წავიყვან. ახლა მეორე პაპასაც ვაახლებ -
მუხრანს.
- ჰო, შვილო, ეგრე. და კიდევ მაქვს ერთი საქმე. დავითისათვისაც არ
მითქვამს. ჯერ არც არის საჭირო. ფრიად საფაქიზო და დროზე მოსაგვარე-
ბელი საქმეა... - კახთ ბატონმა ჩაანელა სიტყვა, გულიც ჩაიხვია. თითქოს
თქმა-უთქმელობაში შეყოყმანდა.
- მამავ-ბატონო! ნესტანსაც წავიყვან, ძალასა და ცდას არ დავიშურებ,
მეიმედება!
ალექსანდრემ შუბლზე აკოცა თავის მიმხვდურ რძალს.
კვირის სწორზე ცხენოსანთა საკმაო ჯგუფმა გადავლო გომბორი და ქარ-
თლისაკენ გაიწკაპა. ქეთევანი და ნესტან ბატონიშვილი გვერდი-გვერდ მი-
ათოხარიკებდნენ ცხენებს. დავითსა და გიორგის მობადრაგე მხედრობაც
ახლდა. ხოლო გოლა ახალაზნაურს კალთაში უჯდა ახალფეხადგმული თე-
იმურაზი. „დიდ აჩუაზე“ ჯდომით გამოწვეულ მის სიხარულს საზღვარი არა
ჰქონდა და მისი კისკასი მთელ ჯგუფს ახალისებდა.

131
...ზოსიმე ბერდიდმა ბრძნულად და ფაქიზად აწარმოა ქართლ-კახ-
თა მოლაპარაკება. ურთიერთშორისი უნდობლობა მიაყუჩა და მათი გა-
თიშულობაც მზრუნველი ხელით მიანელა, დარიგების სურვილით ამო-
ავსო.
ხოლო ტფილისს როდესაც ახალი სტუმრები მოვიდნენ, ხომ სულ და-
ითაფლა საქმე.
მცხეთას უკვე ნიკოლოზ მიტროპოლიტი თანამოსაყდრეობდა.
ტფილის-სასახლეში ხშირ ბჭობას უფრო ხშირი ზეიმ-ნადიმი მოს-
დევდა. ამჯერად ზოსიმე ბერდიდი ყველგან იყო და, რასაც ბჭობის
დროს ვერ არიგებდა, იმას ხელგაშლილი ნადიმობისას უყრიდა თავს
და ბოლოს ისევ ბჭობაზე აბამდა.
ტფილისის ლამაზ ხათუნებმაც ნირი მოიღეს, კახელებს გამოჩინე-
ბულად დახვდნენ. უკვე მოხუცებულ დარეჯან დედოფლის დარბაზში
ერთხელ კიდევ შემოიხედა გვიანმა გაზაფხულმა. თავის შემორიგებუ-
ლი ძმისწულების წვევით გული მოიმხიარულა და მათ ქართლის ახალ-
გაზრდა ქალ-ვაჟების ბრწყინვალე წრე მოუწვია ტფილის-სასახლეში.
მაინც პატარა ნესტანის ხილვამ სულ მოუფონა გული დიდ ნესტან-
დარეჯანს. თავისი ახალგაზრდობა მოაგონდა. საჩუქრებითა და ყურად-
ღებით აავსო. პატარა ნესტანმაც შეიფერა, შეიშნოვა და როგორღაც
თვალსა და ხელს შუა დაუფროსდა. გასათხოვართა შორის უცბად გამო-
ირჩა. ძნელი კი იყო ქართლის დედოფლის კარზე გამორჩევა. აქ იყვნენ
ორბელიანთ ქალ-მნათობნი, ბარათაანთ მზეთუნახავნი, მუხრან-ბატო-
ნიანთ სახემწყაზარნი, ციციაანთ ცისკარ-ვარსკვლავნი. ხოლო ყველას
სილამაზეს ამჯერადაც, ვგონებ, „ლიახვის მზე“ ამილახვრიანთ თამარი
ჩრდილავდა... და მაშინ, როდესაც სვიმონ მეფის დარბაზში დიდმნიშ-
ვნელოვანი ჩუმი თათბირები მიმდინარეობდა, არც დარეჯან-დედოფა-
ლის ნაწილში წყდებოდა ნაკლები საქმე და სასახლის მგოსნებმა, სვი-
მონ მეფის „ერთიანი დარბაზისაგან“ განსასხვავებლად, „ერთიან ლა-
მაზთა დარბაზი“ უწოდეს დედოფლის მარაქას.
სასახლის ხეივნებში და ტალანებში, თურქთა ზარბაზნების საწიერ-
ში მოღვაწეობდა ორთავ დარბაზი. თუ პირველში, მხცოვანნი და მოწი-
132
ფულნი, შუბლშეკრულად და ბრძნული მოთმინებით დაეძებდნენ საერთო
თანადგომის გზებს, მეორეში - ულვაშმოკოკრილი ქართლ-კახელი ვაჟები
თავბრუდახვეულნი დასტრიალებდნენ ლამაზმანებს, ქება-აზმაში, ფარი-
კაობაში თუ ამ საუბარ-წვეულებებში აღამებდნენ და ათენებდნენ დრო-
ჟამს. ბევრი გული დაიკოდა და ბევრი გრძნობა აიცრა ამ „ლამაზთა დარბა-
ზობის“ წიაღში.
მდურვა-განდგომაში მყოფმა თავადებმაც იდროვეს ლამაზთა დარბა-
ზობით და თავთავიანთი საქორწილო ქალ-ვაჟნი ტფილისს გაგზავნეს. მათ
ახლა შემომტკიცებული იმერეთის დიდგვარიშვილთა ახალგაზრდობაც შე-
მოერთო. მალე ახალგაზდა გურიელიც ჩამოჰყვა მამას. ხოლო შემდგომ
ახალგაზრდა, ჯერ უცოლო, სამეგრელოს მთავარი მანუჩარ დადიანიც ეწ-
ვია ტფილისს. ასე რომ, საქართველოს ერთიანობა ნესტან-დარეჯანის
„ლამაზთა დარბაზის“ ირგვლივ უფრო იყო ახალგაზრდობით შემტკიცებუ-
ლი, ვიდრე ეჭვითა და განზე გახედვით დუნედ მიმდინარე სვიმონ მეფის
„ერთიანი დარბაზის“ ირგვლივ. მაგრამ სვიმონ მეფესა და ზოსიმეს ამ
ძნელ საქმეში აშოთან მუხრან-ბატონიც ამოუდგა. ზოსიმემ იცოდა, რომ აქ
დიდი რუდუნი გასწია ქეთევან დედოფალმაც, რომელმაც შვილიშვილის
მიგვრით თავის მამაზეც ისეთივე დიდი გავლენა მოიპოვა, როგორც თავის
დაუდგრომელ მეუღლეზე.
სვიმონ მეფისათვის სრულიად მოულოდნელად, მისი მტრობით ცნობი-
ლი გიორგი ამილახვარიც მოემხრო „საერთო საქმეს“. სვიმონ - ნუგზარის
„გარიგებას“ სვიმონ - გიორგის დარიგება მოჰყვა.
ამხანად გარდაიცვალა დომენტი კათოლიკოსი. ორივე დარბაზი და
მრავალი ხალხი ეწვია მცხეთას. კახ-სტუმრებიც ხომ ერთობლივ აქ იყვნენ.
აქვე მოუვიდათ შიკრიკი კახთ ბატონისგან. ერთ-ერთ ბატონიშვილს სას-
წრაფოდ იბარებდა უკან „ტფილის-მცხეთის ამბის წვრილად გასაგებად და
კვლავ ქურთთა თარეშის გაჩენის გამო“.
დავითმა და გიორგიმ უმალ იაზრეს, რა „ქურთთა თარეშიც“ იყო გაჩე-
ნილი.

133
სვეტიცხოვლის ტაძარში ნიკოლოზ თანამოსაყდრე ქართლის მრა-
ვალი სამღვდელოებით დიდ პანაშვიდს იხდიდა. უამრავი ხალხი იყო
ტაძარშიც და გალავანშიც.
ძმები დასავლის კოშკში განმარტოვდნენ.
- მაშ, ისევ მოდის მაჭანკალი?! - ჩუმად წარმოთქვა დავითმა. ამ ბოლო
დროს, მას, თავშეკავებასთან ერთად, ზომაზე ჩუმი საუბარი დასჩემდა.
- ერთ-ერთის წასვლა აუცილებელია. - დაუდასტურა გიორგიმ.
- მე ვფიქრობ, კვლავ ორივესი! როგორც მაშინ!
- არა, დავით! მამა „ერთ-ერთს“ იწერება... და მე ვფიქრობ...
დავითმა გააწყვეტინა. ხელი დაადო მხარზე.
- გიორგი, შენც, სხვებიც, ეჭვის თვალით მიმზერთ. მე თავად მიმიძ-
ღვის ბრალი... მაგრამ მორჩა, გათავდა, წავიდა! ახლა სხვა გზას დავა-
დექ. აი, ორნი ვართ მცხეთის საბრძოლო კოშკში და პირდაპირ გკითხავ
- მიძმობ ასეთს?
გიორგი გაკვირვებით უმზერდა ძმას, უსმენდა მისი გულიდან ამო-
ხეთქილ ხმა-მუდარას და უფრო ჰკვირობდა.
- ასეთს გიძმობ! და ძმობასაც ღირსეულად გაგიწევ... არა მეტოქე-
ობას, არამედ ძმობას! აი მცხეთის ჯვარი... სვეტიცხოველი... და აგერ მე
და შენ! კახეთის მარგებს, ქართლის დიდ მეგობარს, სრულიად ქართუ-
ლისთვის თავდადებულს, ზნე-ქცევით მაღალს! - აღელვებამ გააჩუმა,
მაგრამ კიდევ ჰქონდა სათქმელი, ამას დავითიც გრძნობდა და არ აწყვე-
ტინებდა. - მამის ალექსანდრე დიდ კახთ ბატონის, ღირსეულ მემკვიდ-
რეს, ქეთევან დედოფლის ღირსეულ მეუღლეს, ასეთს, ჰოი, როგორ გიძ-
მობ!
- ხელი, ძმაო! - დავითმა აღელვებით გაუწოდა, ჩამოართვა ხელი გი-
ორგის და სულ ჩუმად დასძინა: - ახლა მითხარ, როგორ მოვიქცეთ?
- მე წავალ, მე უნდა წავიდე. შენ ცოლ-შვილიც აქა გყავს და „ერთიან
დარბაზშიაც“ შენი ყოფნა უფრო საჭიროა. მე კი მეუღლეც იქ დამიტოვე-
ბია, ჩვილშვილიც და საქმეში ხომ მენდობი?
- გენდობი... წადი! შენ იცი!

134
დომენტი კათოლიკოსის დასაფლავების შემდგომ, ტფილისში მობრუ-
ნებისას, გიორგი სულ ორიოდე დღეც დადგა ქალაქში.
ზოსიმემ მოიწონა მისი წასვლის დასკვნა, არა დავითისა. ხოლო ქე-
თევანმა ცალკე გაიხმო გიორგი და თბილი მადლობა გადაუხადა. მერმე
მიმხვდურად ჩაუგდო ორიოდე სიტყვა. ხმლის სიმარჯვე და გულსიფიც-
ხე უსურვა „ასეთ საქმეში“ თან მამამთილ-ბატონთან დააბარა:
- ასე შეჰკადრეთ, ყოვლად საიდუმლოდ. მზითვის წიგნი გამომიგზავ-
ნოს.
- ვისი? - გაიკვირვა გიორგიმ.
- თავად მოეხსენება. - იდუმალი ღიმილით უპასუხა ქეთევანმა და დარ-
ბაზის ბოლოში გაცქრიალებულ ნესტანს გასძახა: - ჩემო მულო, სად მიგეჩ-
ქარება? შენთან მდაბალი მოკითხვა დამაბარეს!
- ვინა ჩემო? - რძალს წელზე შემოეხვია ნესტანი.
- ვთქვა ვითომ? შენი ძმა ხომ არ გაგვიწყრება?
ნესტანი უცბად გაწითლდა, ფერგადაკრულობამ უფრო არია, გულუბ-
რყვილოდ იკითხა:
- განა იმანა? - მერმე უხერხულად გაასწორა: - უცხო ვაჟმა ვინმემ? - ქე-
თევანის მსუბუქი ლეჩაქ-დარაია აიფარა სახეზე და კოპწია ტუჩები ნაწყე-
ნად გაბუშტა.
- არა, მაინც ვინა? - გაეღიმა გიორგის. მას ახლა კი იმედი მოეცა. მიხვდა,
რომ მისი „მეორედ წასვლა მაჭანკლის არმოსასვლელში გასაგზავნად“ უშე-
დეგო აღარ იქნებოდა. ახლო მომავალში საშველი დაადგებოდა საქმეს.
- მანუჩარ დადიანმა. - უპასუხა ქეთევანმა და ახლა თავის მულს მიხედა,
- უიმე, რამ გაგაგულისა? მოკითხვა შემოგითვალა დიდი მოწიწებითა... განა
სამდურავი?!
- გიორგი, განა მართლა. არ დაიჯერო, არა... მაჯავრებენ... ქეთო მაჯავ-
რებს!
და ნესტანმა თავის რძალს გაღიმებულ ტუჩებზე პატარა, ჯერ ბავშვური
ხელი დააფარა, მეტი აღარაფერი ათქმევინა.

XIII მძიმე არჩევანი


135
მამა და შვილი მარტო დასხდნენ.
გიორგიმ დაწვრილებით მოახსენა „ერთიანი დარბაზის“ ნელი, მაგრამ
მაინც ნაყოფიერი მსვლელობა. სულ ბოლოს ქეთევანის სიტყვაც გადასცა.
- მზითევის წიგნი?! - წარბი გაეშალა ალექსანდრეს, - ოღონდაც! აბა
შენ იცი, გიორგი, შეხვდი „ახალ მაჭანკლებს“. კვლავ მოგვივიდა ცნობა
ისპაჰანიდან. ისევ აგზავნინა, ახლა შაჰ-ვერდი-ბეგი მოდის გზაც სხვა
ურჩევნია. - ალექსანდრემ სული მოითქვა და ისევ განაგრძო:
- ახლა აღარც ძმა გახლავს, ვერც ჯანდიერს გაგაყოლებ - ლეკთა
დიდ თარეშსა სდევს. სხვა კი აღარ მინდა გავრიო, ახლა უფრო რთულია
საქმე. ისინიც უფრო ფრთხილად ივლიან. ერთი სიტყვით, ეს უკანასკნე-
ლი ფარულთამაშია. არც ერთი სპარსი ძეგამს!
გიორგი უსიტყვოდ წამოდგა. დროც აღარ ითმენდა ცოლ-შვილში
სულ ორიოდე დღე დაჰყო. სალიჰამ მისი ხელახალი იარაღასხმა ლოც-
ვით შეიმსუბუქა. უტყვად და ბედშეგუებულად მიიღო. შვილის შეძენამ,
საერთოდ, დიდი შვება მოუტანა სალიჰას, შვება და არა სიხარული! მას
რატომღაც ეგონა, ბავშვი მაინც დაემსგავსებოდა... გაბზარულ დაირაზე
ნასახს, ბავშვი კი მას - სალიჰას - ჰგავდა. იგი მოვალეობის და არა სიყ-
ვარულის ნაყოფი იყო. არა, მეტად უყვარდა იესე, თავსაც ანაცვალებდა,
მაგრამ თავიდანვე ნაღრძობი გრძნობა ვერ მოიმთელა და ნაოხალი სუ-
ლისკვეთება ზოლად და ზორად დარჩა. ბავშვისთვის თავდაწერილს,
მაინც აკლდა თავდავიწყება და ოდესმე ნაგზნებ სიყვარულზე მწარმე-
ოცნებე, შვილის სიყვარულითაც ვერ იკლავდა მთელ თავის გრძნობას.
მარხვა-ლოცვას ეხიზნებოდა, მაგრამ ვერც იქ პოვებდა სულის სრულ
მყუდროებასა და ნუგეშს. რაღაც არსებითი აკლდა, და ეს არსებითი,
ჩანს, მთავარი იყო. მაინც შვილის ყოლამ მას ქმრის მიმართაც ძირეუ-
ლად შეუსხვაფერა გრძნობა, ალღო და ოცნება აურია. გარეგნულად უფ-
რო გაცივდა, შეტრიალებულ ქარგაზე მოდგა. თავის გიორგის ჯერ თუ
„იმის“ ძმად, ახლა „ამის“ მამად თვლიდა, იმასაც გრძნობდა, რომ ვერც
მან, უბედურმა სალიჰამ შთაუნერგა სიყვარული იქნებ არა ნაკლებ უბე-
დურ გიორგის. ასე გარიყულად გან-განზე დარჩნენ ისინი. ამან კი ყრუ
ტკივილი წარმოშვა. ცუდად მაინც მოქცეოდა ან საყვედური ეთქვა
136
ოდესმე! არა, გიორგი ჩუმად, ერთნაირად კრძალვით ექცეოდა... კრძალვით
და არა სიყვარულით, ფაქიზად და არა გრძნობით. ყრუ ტკივილმა ახალი
ტანჯვა წარმოშვა, ხოლო ტანჯვა ისეთივე დედაა სიყვარულისა, როგორც
სიხარული.
ალღო უცნაურად ებრძოდა ოცნებას, ახლო მყოფ მეუღლეს ერიდებო-
და, ხოლო შორს წასული გიორგი მუდმივ ღელვაში და ავი წინაგრძნობის
შიშნაკრავობაში აგდებდა სალიჰას. მას არაოდეს გაუმჟღავნებია ეს შორი-
ახლო გაწამაწია, არც ამჯერად:
- თავს გაუფრთხილდი! - ძლივს შეეჩუმათა. გულით სურდა გაცილებით
მეტი ეთქვა, მაგრამ ისევ ჩაჩუმდა და თავის ნაჭუჭში ჩაიჭუჭკა.
გიორგი კი მეტად ჩქარობდა. არც მას ჰქონდა გული საგულეს, არა თა-
ვისთვის, არამედ საქმისთვის. არცთუ დიდი გუნდი მიჰყავდა. თადარიგიც
ნაჩქარევი იყო, მაგრამ აღარ დადგა. ცხენ-მარქაფად გაუჩინარდა ბინდში.
გიორგის წასვლის შემდეგ სალიჰამ ისევ ბავშვითა და ცხრაკარის მცირე
სენაკის სამყაროთი შემოიფარგლა და ვერც შემოიფარგლა თავი.
მეორე ყრუ ტკივილიც გააჩნდა: მამის - ელიმ-შამხლის საეჭვოდ წასვლა
მთაში, მისი უნახაობა; ბოლო დროს არც მისი ამბავი სმენოდა.
ჩაცარიელებული დიდი სასახლის სულჩახუთულობას თავი გაარიდა.
მარიამ-დედასთან ერთად ზედა სასახლეში გადავიდა. შორი გადასახედი
თითქოს ამოკლებდა მანძილს და უმსუბუქებდა მარტოობას. ყოველ საღა-
მოს თავის თალხ კაბას ჩაიცვამდა, გალავანზე გადადგებოდა, გახედავდა
ჯერ მთებს, მერმე ძეგამის გზას. ახლა ათასსაფეხურას ქვემოთ, ქალაქამ-
დე, ჩაჰყვებოდა, ცხრაკარის სენაკს მიატანდა. მათხოვრებს გაიკითხავდა.
ცხრაკარს, ცხრახატს და ცხრა კელაპტარს მოილოცავდა და ისევ ამოჰყვე-
ბოდა ქალაქიდან მრგვალდარბაზამდე უკვე ამომთავრებულ ქვაკიბულს.
ხშირად ამოითვლიდა ხოლმე საფეხურებს, მაგრამ მუდამ აერეოდა ანგა-
რიში.
არც დღეს დასცალდა ამოთვლა. ქალაქის თავში კიბეზე ხეიბარი დახ-
ვდა; ფეხებმოკრუნჩხული და კუტი. თავ-ტანზე დახეული თექ-ნაბადი ეხვია.
მათხოვარმა აქეთ-იქით მიიხედა და ფერხთით ჩაუვარდა სალიჰას.
ქალმა ფლური აჩუქა.
137
- დიდო ხანუმ! ალაჰი იყოს შენი შემწე! - ლეკურად შეესიტყვა ხეიბა-
რი, - ეს მიიღეთ მამისაგან! - ჩოხის მასრა გაუწოდა გაოცებულ სალიჰას.
- ვინა ხარ? - უნებურად ლეკურადვე შეეკითხა იგი.
- კვირის სწორს აქვე გავჩნდები. მერმეც ერთი კვირა დაველოდები
პასუხს. ასე მაქვს ნაბრძანები. თუ გამთქვი, მამა დაგეღუპება, იცოდე! -
ხეიბარმა კაუჭა ცერი მეტყველად გადაისვა ყიაზე, არახეიბრულად უგა-
ნა კიბეს და ეკალ-ბარდში ფეხმარდად გაუჩინარდა.
მასრას ისევ იგი, როგორც მაშინ, მთაში მოტაცებისას, მამისეული
ბეჭედი ება. გულის ბაგაბუგით ალია სალიჰამ ათასსაფეხურა, საწოლში
შეიკეტა და წაიკითხა. ქართულად იყო ნაწერი, საკუთრივ მამის ხელით,
ძალა-ძალა ხატოვნად და განზრახ ბუნდოვანი აზრით შეთხზული:
„შვილო სალიჰატ! მე დიდ ძმასთან ვარ სტუმრად, ფიქრი კი შენთან
არის. ჩვენი შეყრა ისევე აუცილებელია, ვით ცოცხალი კაცისათვის თა-
ვისა და ტანის განუყრელობა. ან მამა - ან მეუღლე! აირჩიე! ასეთია ჩემი
სიცოცხლის პირობა. თუ მე მირჩევ, ამოდი იქ, სადაც პირველად დაგნიშ-
ნეთ იდუმლად და უბედურად. იქ დაგვხდებით. ერთად შეგეყრებით მა-
მაცა და დიდბიძაც. მერმე გამოაჩენს საქმე. თუ დავზავდით მთა და ბა-
რი, უკან ჩაბრუნდები, მეც მიხსნი, მეუღლესაც გამოადგები. მთა-ბარსაც
მადლსა დასდებ. არა-და ალაჰის წინაშე პასუხი აგე. ჩემი თავიც მოგივა
მოკვეთილი!“
ბარათს სურხაი-შამხლის წარწერაც ახლდა:
„სწორი არს ესე... ვალაი... ბილაი... თალაი!“ შამხლის ბეჭედიც ესვა.
სალიჰა დაიბნა. მერმე სამოზარდოს მიაშურა, გადიას თავისი შვილი
გამოსტაცა, გულში ჩაიკრა, უკან გამობრუნდა.
- მამა ან მეუღლე? შვილი კი, შვილი? მე და შენ ყველას დავავიწ-
ყდით... ვგონებ, არც ვის ვუნდივართ ქვეყანაზე... - ეხვევოდა, ჰკოცნიდა,
ცრემლავდა შვილს. ბავშვმაც, თითქოს იგრძნო დედის აღელვება, მკერ-
დზე მოეპოტინა და მანაც ტირილი ააყოლა.
- ჩუმად... ჩუმად! - დაფეთებულად აშოშმინებდა ბავშვს, აზრი კი
მასრის წერილს ებორკებოდა, - არვინ მიხვდეს! არვინ გაიგოს, თორემ...
მამის თავი?! - გულში უფრო ჩაიკრა თავის ბავშვი. - ჩუ... შენც ჩემთან
138
იქნები, ჩემ მამასთან ან ქმართან! - მაგრამ, რაც უფრო მეტს ახლიდა თავს,
უფრო ეხლართებოდა ფიქრი და გრძნობა; მარიამ-დედასთან დააპირა წას-
ვლა, მაგრამ თვალწინ ქვაკიბეზე წამოფხატებული, ნაბადდახვეული და
წვერგუდალა ხეიბარი წამოუდგა... „თუ გამთქვი - მამა!“
სალიჰა დადრკა. ისევ აქვითინდა, ჩიხიდან ვერა ხედავდა გამოსავალს.
არვის უთხრას და ასე როგორ დადგეს... უთხრას და, ვაითუ ახლა უშველე-
ბელიც დაადგეს გამოუვალს?! არა-და საშველის გამონახვა თავის ძალით
აბა სადღა ძალუძს სალიჰას!?!. და ახლა იგრძნო, თუ რა დიდი ადგილი და-
უჭერია მის გულში უფროს რძალს - ქეთევანს.
„ის კი გამიგებდა და გამირკვევდა... როგორ მოვიქცე - არც მამა დავღუ-
პო, არც...“ მაგრამ ქეთევანი ქართლში იყო.
სულ ბოლოს, გიორგის მალე მობრუნება ინატრა. მაგრამ უმალ ენა წა-
იკვნიტა, ქმრისთვის თქმა უსათუოდ მამის დაღუპვას ნიშნავდა. ქმრის არ-
ჩევასა და მამის დაღუპვას!
ასეთ საოცარ ღელვაში და ფეთებაში განვლო ერთმა კვირამ, სალიჰას
რძე დაუშრა. გახდა. სულ მიილია ისედაც მცირე ტანისა. ლოყა-ღაწვი ნა-
სუსხარი ყვავილივით ჩამოაჭკნა.
- რა მოგივიდა, შვილო? მშვიდობით მოგივა ჩემი გიორგი... ომში ხომ არ
არის, რას დაიდარდე? - ამშვიდებდა მარიამ-დედა. სხვებიც ჰკვირობდნენ
და წუხდნენ. ხალიანა სულ აღარ შორდებოდა; წამალსაც სთავაზობდა,
გართობასაც ცდილობდა, სასეირნოდ იწვევდა ათასი საბაბით. მაგრამ საშ-
ველი არ ადგა საქმეს. სალიჰამ ცხრაკარიდანაც ამოიკვეთა ფეხი. ლოცვასაც
უკლო. ზედა სასახლის სარკმელთან მთვარეულივით იჯდა და ქვემოთ ქა-
ლაქამდე ოლარივით ჩაკიდებულ ათასსაფეხურას ჭმუნვით და ფეთებით
ჩასცქეროდა.
კვირის სწორს კიბის ბოლოში, იმავე ადგილას, გაფარჩხული ხეიბარი
შეამჩნია ქალმა. ახლა სულ აირია, დაფორიაქდა. აღარც ჰაერი ჰყოფნიდა,
ვერც ნიადაგს გრძნობდა ფერხთით. შვილს არ იშორებდა კალთიდან. იდუ-
მალშიშიანობა დასჩემდა. ყოველ დილით დაფეთებულივით წამოვარდე-
ბოდა, გადახედავდა ათასსაფეხურას და ელოდა... მზე რომ ამოიწვერებო-
და, იქ, ქვემოთ, ერთსა და იმავე საფეხურზე, ბუჩქნარიდან უცბად წამოდგე-
139
ბოდა ხეიბარი... ყველასათვის შეუმჩნევლად, ხოლო სალიჰასთვის გუ-
ლის გასახეთქად გაბერტყავდა თავის დახეულ ნაბადს, წამოიფხატებ-
და და ჩაცუცქდებოდა.
ეს იქ, მთის ძირში, ათასი საფეხურის ქვემოთ იყო. აქ კი, მაღლა სა-
სახლეში, სალიჰა გულამომჯდარი, ტანგაციებული ჩავარდებოდა სა-
წოლში... გულს ვერც მოიბრუნებდა, ვიდრე ატირებულ შვილს არ ჩაუგო-
რებდნენ ლოგინში, ხოლო მის შოშმინში თავადაც ყუჩდებოდა.
შუა კვირამდე ყოველ დილას ძრწოდა „წამოფხატებულის“ გამოჩე-
ნისას, ხოლო კვირის დამლევისას მისი „გამოუჩენლობის“ შიშმა სულ
დაჰრია ხელი.
მეორე კვირა კი უმოწყალოდ ილეოდა, ხოლო არც გიორგი ჩანდა,
არც ქეთევანი. არც იყო ავი არჩევანის საშველი არსაით.
გიორგი ბატონიშვილს, მტკვარსამზირის კოშკს რომ მიაღწია, მოახ-
სენეს, რომ რაღაც ჯგუფი შეემჩნიათ გაღმაგზად ჩავლილი.
არც ვაჭართა ქარავანს ჰგავდა, არც სათარეშო ლაშქარს. დიდი ელ-
ჩობის მსგავსი რამ იყო!
გულზე შემოეყარა გიორგის: „ნუთუ მოგვისწრეს?“ უმალ მზვერავები
დაგზავნა, თავად კი მტკვრის ტანს ქვევით ჩაჰყვა. ჯგუფი ჯერ არც ერთ
ფონზე არ ჩანდა გამოსული. უფრო ქვევით კი ბიამან ადგილზე, გაღმა
მოზრდილი ჯგუფი შენიშნეს მზვერავებმა. მოსულთ ტივები გაემარ-
თათ. გამოსასვლელად ემზადებოდნენ.
ეჭვს გარეშე „მაჭანკლები“ იყვნენ, ჩქარ-ფრთხილად ნავალნი, უკვე
კახეთის ზღვარს მოღწეულნი. სასწრაფო და სხვაგვარი მცდელობა იყო
საჭირო. აქ „ქურთთა ფანდი“ აღარ გამოდგებოდა. არც დრო იყო, არც
საშუალება. არც გამოღმა გამოსვლაში ხელის შეშლას ჰქონდა რაიმე აზ-
რი. უმალ მზვერავები გასხა გაღმა:
- მათ მიერ უკან გაგზავნილ შიკრიკებს - ყველას - მომგვრით ცოც-
ხლად თუ მკვდრადა!
თავად კი ტყეში შეიფარა და ჯგუფის გამოსვლას დაელოდა.
მეორე დღეს ტივებით გამოვიდა მთელი ჯგუფი და კახეთის მიწაზე
ტყეფარულში ფრთხილად დაბანაკდა.
140
არცთუ დიდი, მაგრამ კარგად აღჭურვილ-დატვირთული გუნდი იყო. თა-
დარიგიანადაც იქცეოდნენ. ტივებიც გამოღმა დატოვეს. ორი შიკრიკიც გაგ-
ზავნეს უკან.
- ცნობა წავიდა, რომ კახეთის მიწაზე გადმოვიდნენ! აბა, თუ იმარჯვეს
ჩვენებმა! - გიორგიმ კვლავ აფრინა გაღმა ფარული მდევარნი. დილას ყვე-
ლა გაღმაური მზვერავ-მდევარი მოუვიდა. ორივ სპარს-შიკრიკი მოჰგვარეს.
მინაწერი სულ მოკლე იყო:
„მოხსენდეს შაჰინშაჰს შაჰვერდი-ბეგისაგან... მტკვარზე მშვიდობით გა-
ვედით. ახლა კახეთის მიწაზე ვართ. ქურთების თარეშ-ხარგები არსად შეგ-
ვხვედრია. ძეგამიდან კვლავ გაცნობებთ ჩვენს ამბავს“.
ორივე შიკრიკის დაკითხვით გიორგიმ სპარსთა ბანაკის ვითარება წვრი-
ლად გაიგო. შიკრიკების ცოცხლად გაშვება არ იქნებოდა. უმალ გააქრობი-
ნა. ახლა ელჩ-მაჭანკლების კვალი კახეთამდე მიტანილი აღარ იყო.
ბევრი ზომა, ბევრი იფიქრა გიორგიმ. ამჯერად „ცეცხლთან თამაში“ მე-
ტად ჭირდა. მაჭანკლები უკვე კახეთში იყვნენ. სახელმძღვანელოდ ახლა
მამის მხოლოდ უკანასკნელი სიტყვა დაიდო:
„არც ერთი სპარსი ძეგამს!“ ასევე დაასკვნა და დილით ულოდნელად,
მცირე ამალით სპარსთა ბანაკს ეწვია.
ბანაკში განგაში ატყდა. მაგრამ მოსულთა ვინაობა და რიცხვი რომ გა-
იგეს, დაწყნარდნენ. თავად შაჰვერდ-ბეგი გამოეგება გიორგი ბატონიშვილს
და კახთ ბატონთან „დიდმნიშვნელოვან და საპატიო ელჩად მიმავლობა“
მოახსენა. წინა ელჩობის ქურთთაგან დაღუპვისა და გაძარცვის ამბავიც
აუწყა. ამით დაიმიზეზა ასეთი უვალი და ბიამანი გზის არჩევა, კახეთის
ზღვარშიაც ნამალევად შემოსვლა.
გიორგი ამიერიდან „მშვიდობით ყოფნას და მფარველობას“ შეჰპირდა
სპარს ელჩიონს და თავისი „საპატიო გუნდი“ იწვია. გვერდში ამოუყენა
სპარსთ.
პირველმასპინძლობა აქვე, მტკვრის პირას, გაუწია, ხოლო ნანადიმევს
აშლილი ბანაკი ჯგუფ-ჯგუფად, დანაწევრებით გაიყვანა ტყის ბილიკზე და
სულ ერთიანად დაატყვევა. არავის აზრადაც არ მოსვლია წინააღმდეგობის

141
გაწევა. მხოლოდ შაჰვერდი-ბეგმა გამოიღო ხელი, იარაღშეღერებული
კახნი რომ წამოადგნენ.
- ახლა კი მივხვდი, რა „ქურთნიც“ დაეცნენ ბეგ-მირზას! - დამბაჩა იძრო,
მეწინავე კახი დააწვინა... ახლა ხმალზე იკრა ხელი.
გიორგის არც გაუძვრია იარაღი. ნიშანი სცა. კახნი მიესივნენ, იქვე გა-
ათავეს.
მძიმედ განიცდიდა გიორგი ასეთ არარაინდულ, პირდაპირ რომ
ვთქვათ, ვერაგულ თავდასხმას თუნდაც მტერზე. მაგრამ სხვა გზა არა
ჰქონდა. ვერაგობას ვერაგობა დაუპირდაპირა და სულ მოკლე ხანში ახა-
ლი მაჭანკლობის არც ერთი ცოცხალი მოწმე-მონაწილე არ დარჩენილა.
ელჩობის სიგელ-გუჯრები და ბელგა-ქონება უკლებლივ კახთა ხელში
დარჩა. უმალ უკანვე მობრუნდა და მტკვრის სანაპიროზე დარჩენილი
ტივები და სპარსთა სხვა რამ კვალი მოასპობინა.
საქმე პირწმინდად იყო ჩათავებული, მაგრამ ეს „გამარჯვება“ მძიმე
ლოდად აწვა მობრუნებულ გიორგის.
ბოლოს და ბოლოს, მეორეჯერ გაწყვიტა ძალად-მაჭანკლები. მაგ-
რამ პირველად პირშეუყრელ მტრებს ხოცავდა, არა სტუმრებს. ახლა კი
ნაპურმარილევი დაერია ფარულად. აკი გულმა არ უყო საკუთარი
ხმლის მოქნევა. „მამაჩემიც ასე თუ გაარიგებდა საქმეს!“ ფიქრობდა და
უკან მოეჩქარებოდა, „ზოსიმეს კი ვერ გავუმხელ, მიხვდება. მუხთლო-
ბად ჩამითვლის, სევდიანი ნიშნისგებით შემომხედავს. რა ვქნა? ნუთუ
თანდათან მაკლდება ზნეობა, ცხოვრება მამახინჯებს. მეძარცვება რა-
ინდული წესი და სულგრძელობა? ან სად არის მტრის მიმართ ზნეობ-
რივი საზომი?“
გიორგი გრძნობდა, რომ აქ არასწორად იყო აზრი ჩაწეწკილი და ჩაწ-
ნეხილი. „ის რა ზნეობაა, უკეთუ ჩემს მახლობელთა და ჩემი მამულის
დასაცავად ხმალს დამიბამს?!“ ცხენს აღვირი აუკრა, მაგრამ მაინც იღო
მცირე ნუგეშად, რომ კერძოდ მის ხმალზე მაინც არ ეცხო ვერაგ სტუმარ-
თა სისხლი.

142
მალე გუნდიც დაშალა და ნაწილ-ნაწილ ძეგამის გზაზე გაუშვა. თავად
დაწინაურდა და გრემში თითქოს ძეგამს ნაბაზრევი დაბრუნდა. მით უფრო,
რომ საპალნიანი ჯორ-აქლემებიც მოჰყავდათ.
დიდ სასახლეში ფეხი შედგა თუ არა, უმალ მოახსენეს, რომ ბატონი
სულ ხშირად კითხულობს მას და მოსვლისთანავე ხმობა ებრძანებინა.
გიორგი რომ ეახლა მამას, იგი დინჯად დადიოდა დარბაზში და მერხზე
მოხრილი ზაზა-მდივანს უკარნახებდა.
- ჰო, შვილო მოხვედი?
გიორგიმ მამის თვალში დაუოკებული სითბო და იმედიანობა იგრძნო.
- გეახელით, მამავ-ბატონო!
ალექსანდრე შეაკვირდა გიორგის და სულ დინჯად განაგრძო:
- „მზითვის წიგნს“ ვაწერინებ, განვაგრძო თუ? ხომ არ გეჩქარება სადმე?
- განაგრძეთ, მამავ-ბატონო! ზოგ კეთილ სამზითვოს მეც შეგაწევთ. ჩემი
დაცაა, მამავ, - და გიორგიმ შაჰ-აბასის გაუხსნელი სიგელი გადასცა მამას.
- არც გაგიხსნია? - გულთბილად შეესიტყვა ალექსანდრე, - ის კი გახსნი-
და!
გიორგიმ თავი დახარა. იგრძნო: „ის“ - მისი უფროსი ძმა იყო. მამას სი-
გელის წაკითხვა აცალა, წამომდგარ ზაზას მიესალმა. დაბალი ხმით ქარ-
თლის ამბების გამოკითხვა იზრახა, მაგრამ კახთ ბატონმა თავი იბრუნა:
- ზაზავ, მზითვის წიგნი საღამოს განვაგრძოთ. ახლა კი ჯანდიერი მაწ-
ვიე.
გიორგიმ მამის უკვე დაღარულ შუბლსა და ღაწვებს ახალი ნაოჭები შე-
უმჩნია. დინჯად შეპარულ სიბერეს უკვე ხელი დაერია მისთვის. მაგრამ ყო-
ველდღიურობაში და ახლო ყოფნაში ვერ ამჩნევდა ამას. ახლა კი ნათლივ
დაინახა და გული მოეწეწკა.
შემოვიდა ჯანდიერი. გიორგის მოეჩვენა, რომ არც „დევკაცს“ ჰქონდა
დინჯი სულისკვეთება.
„ახალი ვაი-ვაგლახია გრემს!“ დაასკვნა გიორგიმ და ისევ მოიზიდა.
- მაშ, დაქორწინებულა კონსტანტინე! - სიგელი მაგიდაზე გადაასწორა
ალექსანდრემ და უშუალოდ გიორგის მიჰმართა: - ძალად დაგაქვისლეს
ძმას! თავად აბასიც დაჰქვისლებია, სურხაი-შამხლის ერთი ქალი მასაც შე-
143
უმწყვდევია თავის ჰარამხანაში. ახლა ჩვენს ნესტანს უპირებს... „ჩვენი
უახლოესი ნათესაობისა და მოყვრობის მსურველი“... - ალექსანდრე
ადგა და ხელებიც აღაპყრო ჭერისაკენ, - რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
ჩემი ვაჟის ძალად მამობილი და მისი ქვისლი, ჩემი მძახლის მძახალი
და ჩემივე სიძეობის მდგომი! ყველაფერი ერთად აღრეული და გაბილ-
წებული. აღარაფერს იშურებს... სარწმუნოებას, სქესს, სინდისსა და ნა-
მუსს... ყველაფერს კადრულობს, ოღონდ დაგვაბას და მერმე დაგვიმო-
ნოს!
ალექსანდრე ისევ დაცხრა და გიორგის გადახედა ზევიდან:
- მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბნად... არც ჩვენ ვაყრით ხეირს... ვერაგო-
ბა - ვერაგს! სარმა - სარმის წილ!
როდესაც კახთ ბატონმა დაწვრილებით გაიგო შაჰვერდი-ბეგის დეს-
პანობის აღსასრული, უფრო დაფიქრდა.
- აგრეა. მეტი გზა აღარ გქონია! კიდევ თავ-ბოლოიანად გამოგიბია
საქმე! ამის შემდეგ ყოველ ურთულეს საქმეს განდობ იმედიანად. რაინ-
დობის წესისა კი ნუ გედარდება, მამულისა და დის ნამუსის დაცვა - აი,
ჭეშმარიტი რაინდობა სად გახლავს! - მერმე ჯანდიერს გადახედა და
ძირშეფარული საუბარი გააბა.
- ეს არ მომწონს, როგორ გადმოგვასწრეს კახეთში? განზრახ დაგვიგ-
ვიანა აქოჩრილმა?! ერთი სიტყვით, ნესტანის ქორწილის საქმე უნდა
მოვითავოთ. მორიგ მაჭანკლებს ვეღარ ავიცდენთ, უკვე დიდი სპით
მოგვადგებიან. შაჰ-აბასი თავად თუ ვერ მიხვდა ბეგების „დაკარგვის“
მიზეზს, სულ ერთია, ჩააწვეთებს ვინმე... იქნებ თავად აქოჩრილი... -
მერმე სულ სხვა კილოთი შეეკითხა გიორგის:
- ცოლ-შვილი მოინახულე?
- არა... ხომ არაფერია? - გულზე ახალი ჩრდილი შემოაწვა გიორგის.
„ალბათა, აქ არის რაღაც?!“
- არა, კარგად არიან. - ჩაუსხვათაშორისა მამამ და სულ სხვაზე გადა-
ვიდა. - დასვენება არც შენ გიწერია, შვილო! მთაში სალაშქრო გუნდი
მზად არის, შენ გელის... რუსები ჩვენს ლაშქრობას ფეხმოუცვლელად

144
მოითხოვენ. თავად კი ტარკას ლაშქრობას „ახლა კი აუცილებლად“ გვპირ-
დებიან.
- მერე ჩვენ ხომ?..
- ნუ ფიცხობ. ლაშქარი ჩვენ ხელთაა. ხოლო წახური - ჩვენი მოსაზ-
ღვრე. ვნახოთ, აგვისრულებენ - ავუსრულებთ. არადა ხეირი მარტო ნახონ!
ჩემი ახალმძახალი სურხაი-შამხალი კი ისეთი ბედაურია, რომელსაც მათ-
რახიც სჭირდება, დეზიც, აღვირიც. ქერ-შაქარიც და ყველაფერი ერთად.
მთავარია, ერთდროულად და მერმე, ჩემო გიორგი, - ხმაც დაუკლო და ეჭ-
ვიც ჩაუმატა კახთ ბატონმა, - ელიმ-შამხლისაგან არა ისმის რა. სამი შიკრი-
კი გაიგზავნა და ჩაიყლაპა. ჭორი კი ავად ირევა. ახალმა მძახალმა ხომ არ
უყელა ძველსა!
გიორგი ახლა კი მიხვდა, რატომ შეეკითხა მამა ცოლ-შვილის შესახებ.
- ჩემმა სახლობამ ხომ არ იცის რაიმე?
- არ ვიცი! - უპასუხა ალექსანდრემ და, რადგან გიორგიმ ახლა ჯანდიერს
შეხედა, კვლავ დასძინა: - არც მაგან იცის ნამდვილი. წადი ახლა, დაისვენე,
ქართლიდან კი კარგი ამბავია. - გულის გასაკეთებლად დასძინა, მაგრამ ვე-
ღარც თავად გაიკეთა გული და ვერც გიორგის გაუკეთა, - ეჰ, ვნახოთ, ჩვენი
ტივი მიცურავს, წყალს მიჰყვება... ან გაგვრიყავს, ან გადაგვჩეხავს. ჩვენს სი-
მარჯვეზეა ყველაფერი, ნუღარ მივაკლებთ!
გიორგი უმალ ცხენზე შეჯდა და ზედა სასახლეში წასვლა დააპირა, მაგ-
რამ მოაგონდა, რომ გრემ-ქარვასლაში მისი ნადავლი „მზითვის ქარავანი“
უნდა მისულიყო. საქმის გარიგება იყო საჭირო. ჯერ გრემ-ქალაქში გაქუს-
ლა, თარსაგალავანთან დაეწია ქარავანს. მეფის ქარვასლაში აგზავნა, და-
აბინავა, ცხენი იქვე მიუგდო მეაბჯრეს და თავად ათასსაფეხურას ზედა სა-
სახლისაკენ აყვა.
კიბის თავთან მთხოვარ-ხეიბარი იჯდა. გიორგის დანახვაზე სულ მიწას
ახალა თავ-სახე და შველა უტყვად, შებღავლებით შესთხოვა.
გიორგის არ უყვარდა მათხოვრები, მაინც მიუგდო ორიოდ გროში და
ქვის კიბეს აჰყვა.
ზედა სასახლეში კი ჯერ არ იცოდნენ გიორგი ბატონიშვილის დაბრუნე-
ბა. სალიჰა მონუსხულივით დაჰმზერდა გრძელთა გრძელი, ხან კლდეში
145
ამოკვეთილი, ხან ლორფინებით ამოშენებული კიბის სახსრებს. იქ მა-
მამისის ბედი ქვაკიბეზე მზაკვრულად იჯდა და შვილის ცრემლგადა-
ნისლულ მზერაში ხან ძელზე გასმულად გამოჩანდა, ხან წელამდე ორ-
მოში ჩაგდებულად. ხოლო უეცრად მამის ბედს თუ ბედ-მათხოვარას
თეთრჩოხოსანი რომ წამოადგა, ქალს გული შემოეყარა, სარკმლის რა-
ფაზე დაემხო, მაგრამ ყირაზე შემდგარ ათასსაფეხურას ჩაჭიქებული
თვალები ვერ მოსწყვიტა. ჯერ თეთრჩოხოსანმა სულ დაფარა ბედ-მათ-
ხოვარა, ხოლო გიორგი შუაკიბეს რომ ამოსცილდა, სალიჰამ კიბის ბო-
ლოში ისევ დაინახა ქვასაფეხურზე გართხმული მათხოვარი. ახლა იგი
მამის თავმოკვეთილ ტანად მოეჩვენა.
- ვერა, ვერ ვეტყვი გიორგისაც... ეს ხომ... - აჩურჩულდა და ამოქმედ-
და. შვილი გადიას ხელით კიბეზე ჩააგება მეუღლეს. თავად კი ცრემლი
ხელჩვეულად მოიწმინდა და ლოცვად დადგა. მაგრამ კარში შემოსული
გიორგი რომ დაინახა, ზეწამოვარდა, ისეთი სისწრაფით მობრუნდა,
რომ ნაწნავებით კანდელი გადააბრუნა. კანდელიც ჩაქრა, ზეთიც დაიღ-
ვარა და ტრუსის სუნიც გავარდა ოთახში.
გიორგი კი საამოდ იღიმებოდა და მკერდზე მიხუტებულ ბიჭუნას
ულვაშებს უფაფრავდა, უცმაცუნებდა ბიჭი გულიანი ღუღუნით კისკისებ-
და.
- გიორგი! - შეშფოთებული შეძახილით კისერზე ჩამოეკიდა მას სა-
ლიჰა და ქმარ-შვილი თავის პატარა, გატანჯულ უბეში ჩაიხუტა.
გიორგის ეუცხოვა ასეთი აღგზნებული შეხვედრა. თავისი სახელიც
კი პირველად ესმოდა ცოლის პირიდან. ასეთი ცეცხლი და გრძნობა
ქალს არაოდეს უმჟღავნებია.
- რა იყო, სალიჰა? - დაოკებული შეღელვებით აკოცა მას გიორგიმ,
ხელი თმაზე გადაუსვა და შეტრუსული ბოლო შეუშმუშნა.
სალიჰამ არც იცოდა, რა უნდა ეთქვა. ახლა ბავშვმაც დააბნია, ხელე-
ბი გამოუწოდა დედას და ალუღლუღდა. მეტი გული აღარც ჰქონდა სა-
ლიჰას, ფარული შავ-მასრა ამოიღო და ბავშვს... არა მამას... ბავშვს შე-
აჩეჩა ხელში. თავად კი ჯვარცმულივით სარკმელის ძგიდეს გაეკრა.

146
გიორგიმ შუბლის ლანძვები შეჰყარა, ბავშვი საგებელზე დააგორა და
შავ-მასრა გამოართვა. ბარათი ამოიღო. ჩაიკითხა, მერმე ხელით მოიზიდა
სალიჰა და გაწამებულ თვალებში სულ ახლოს ჩახედა, ამოუკოცნა და ვერ-
ხვის ფოთოლივით ათრთოლებული ქალი ახლოს მიისვა.
- ნუ შიშობ. ყველაფერს მოვაგვარებთ. გაგიშვებ, მეც თავად წამოვალ,
ოღონდ...
სალიჰამ მეტი ვეღარც შეიკავა ყელში მობჯენილი ცრემლები, თავი მე-
უღლის მკერდს შეახიზნა. თეთრი ჩოხის ყველა მასრა, ღილკილო დაუკოც-
ნა და შვებით აქვითინდა.
ცოლ-ქმარს თითქოს ახლაღა გაეხსნათ ურთიერთის სიყვარული. ახლა
პირველად იგრძნეს ოჯახური ღვიძლიანობა და შეპირსწორება.
- იქ... იქ მელის! ქვემოთ, კიბის ძირში, მთხოვარ-ხეიბარი!
- მთხოვარა? - გიორგიმ ხელშეუშვებლად სარკმელთან მიიყვანა სალიჰა
და ათასსაფეხურას თვალი ჩააყოლა.
შორს, ქვემოთ, ძლივს ჩანდა ნაგრის გომბეშოსავით ყუყად მჯდარი, ნა-
ბადჩაგუდული გლახაკი.
- იგია?
- იგი! - ძლივს აღმოხდა სალიჰას, - ვაი, მამაჩემო! წავალ, ახლავე ჩავალ,
ვეტყვი... ოღონდ რას ვეტყვი? - გიორგის უფრო მიეკრო და ქვევიდან შეხედა
სულ დაბნეულმა ქალმა.
- არა, ახლა ნუ წახვალ, ეჭვს აიღებს. ხვალ დილით... არა, არც ხვალ, კვი-
რა დილით. მერმე ყველაფერს წვრილად გეტყვი. - მაგრამ ქალს ტანის კან-
კალზე რომ შეატყო უაღრესი შეკრთომა, გულმოწეწკილად შეეცოდა, ჯერ
ძმისა და მერმე თავად მის მიერ უნებურად გამწარებული უკეთილესი სუ-
ლი, კოპწია ანგელოზი, რომელიც თვით განგების მიერ ტრფობისათვის
იყო გაჩენილი, ხოლო სულიერი ტანჯვისა და წამების მეტი ჯერ არა ენახა
რა.
- არა, რატომ მერმე? ბოლოს და ბოლოს, ჩვენი საქმეა... ჩემი და შენი...
ჩვენ ორს გვეხება ყველაზე უფრო. ჰოდა, ასე მოვიქცეთ... ეტყვი, ზეგ, კვირის
სწორს მე თავად ამოვალ-თქო, ერთი ქალ-მხლებლით და ერთი გამყო-

147
ლით. მამაცა და ბიძაც იქ დაიბარე. წერილს კი მერმე დავწერ, შენ კი გა-
დასწერე შენი ხელით...
გიორგიმ გულზე მიყუჩებულ სალიჰას ხელი ალერსიანად ამოსდო ნი-
კაპზე, თავი ამოაწევინა, თვალებში ჩახედა.
- თანახმა ხარ?
- რასაც მეტყვი... რასაც მეტყვი... ოღონდ მამა... - და ისევ ჩახარა თა-
ვი ქალმა. მან ახლაღა მოიცა ანგარიში, რომ არსებითად უკვე ქმარი არ-
ჩია მამას.
ეს გიორგიმაც იგრძნო. ეამა, სალიჰაც უფრო შეეცოდა, რადგან იცო-
და, ასეთ მძიმე არჩევანს, შვებასთან ერთად, უფრო მეტი ტკივილიც მო-
აქვს.

XIV ჯიხვის რქის მშვილდი


იმ დღეს გიორგი თავის ოჯახს არ მოშორებია. ჯერ განუცდელ სიამ-
ტკბილობაში იყო. სალიჰაც საოცრად თბილი და ალერსით სავსე აღ-
მოჩნდა. თითქოს ქორწილის პირველი დღე გათენდა მათთვის. ურთი-
ერთს იდუმალი შეყვარებულებივით შეჰხაროდნენ, ძველი ნაცნობი სა-
ხის ნაკვთებში ახალ მოულოდნელ გამოცნაურებას პოულობდნენ. ვიდ-
რე ბალღი ჭირვეულობდა, ტრფიალის უეცრად ამოკიდებულ ალს ძვე-
ლი მორიდებით ძლისღა ფარავდნენ. მერმე ბალღიც წაიყვანეს გადი-
ებმა.
იმ დღე-ღამეს იგრძნო გიორგიმ ოჯახური ბედნიერება და მისი ხა-
ლასი სითბო. მეორე დღეს კი სამნი - ალექსანდრე, თავად გიორგი და
დავით ჯანდიერი გარს უსხდნენ ელიმ-შამხლის ბარათს და თავს იტეხ-
დნენ.
- ეს რაღა არის? ფანდი, ვერაგული განზრახვა თუ ახალი შუამავლო-
ბის ცდა?
ათასი რამე იფიქრეს, ივარაუდეს, მაგრამ საბოლოო დასკვნა მაინც
ბუნდოვანი გამოდგა.
- ერთი რამ ცხადია, ელიმ-შამხალი ხელთ უგდია სურხაის. სალიჰას
გამოთხოვებაც გაუგია. - ჭმუნვით ამოიოხრა ალექსანდრემ და გიორგის
148
მიუბრუნდა - შვილო, ეს საჭოჭმანო, თავსატეხი ყველაზე მეტად მაინც შენ
გეხება. ბოლო სიტყვაც შენზე უნდა იყოს!
- რათა, მამა! ელიმ-შამხალი მე კი არა, თავის შვილს სწერს. მე, წე-
სით, არც უნდა მცოდნოდა ეს ამბავი. ისევ სალიჰამ უნდა გადაწყვიტოს, ჩემ-
მა მეუღლემ! - ჩუმად, ძლივს გასაგონად ჩაათავა გიორგიმ და იდუმალი ბა-
რათის ქარგაზე ცრემლ-ღიმილში არეული და ალერსით მომთბარი სალი-
ჰას სახე წამოეჩვენა.
ალექსანდრეც და დავითიც გააკვირვა გიორგის ასეთმა პასუხმა. ალბათ,
გუშინ თავად გიორგისაც არანაკლებად გაუკვირდებოდა, დღეს კი სალიჰა
მარტო მისი თანამეცხედრე როდი იყო, საქმის ძალით, ძალა-ძალად შე-
ნართავი, არამედ დიდ არჩევანში მისი, გიორგის, ამრჩევი, ამიერით, გულ-
გადაგებულად სანდომი მეუღლე.
- დიახ, იქნებ ვიწვიოთ იგი?! - გიორგიმ კვლავ დაადასტურა თავის სიტ-
ყვა, - მან თავად ირჩიოს, თუ დავასკვნით რასმე!
- არა, შვილო! შენმა მეუღლემ უკვე ირჩია, ეს წერილი შენ რომ გადმოგ-
ცა. - გიორგის ხმა აღარ ამოუღია, მამის ნათქვამი აშკარა იყო. - მეტსაც გეტ-
ყვი, - განაგრძო ალექსანდრემ, - ეს წერილი შენთვის გადმოსაცემად არის
განზრახული.
აქ კი არაა თანახმად გიორგი, არასგზით...
- რატომ გგონიათ? საიდან ჩანს? ეს კი არ მჯერა! - უეცარი სიფიცხით წა-
მოიძახა მან. თავისი სალიჰასთვის ჩრდილის მიყენებად მოეჩვენა მამის
ნათქვამი. ალექსანდრეს სევდიანად ჩაეღიმა:
- ცოლი ასეთ არჩევანში შვილის ყოლამდე მამას ირჩევს, არა ქმარსა,
ხოლო ძეობის შემდგომ - ქმრის არჩევანი თითქმის უეჭველია. ჰოდა, შენს
მეუღლეს შვილი ჰყავს. ახლა უდავოა, ეს სურხაი-შამხალსაც ეცოდინება.
გიორგიმ უსიტყვოდ აიღო კალამი და ქაღალდი გადაშალა. პირდაპირ
საქმეზე გადავიდა:
- პასუხი მივწეროთ, მათ ჩუმ შიკრიკს გავატანოთ, მეუღლეს კი მე თავად
გავყვები!

149
- ოღონდ იდუმალად! - დასძინა ალექსანდრემ, - აშკარად კი მცირე
ამალით გავისტუმროთ სალიჰა, გავიგოთ, რა სწადს სურხაი-შამხალს.
ხელს ნუ ვკრავთ, იქნებ ელიმსაც შველა მივცეთ?!
...და კვირა დილით მუხლების კანკალით დაეშვა ათასსაფეხურზე სალი-
ჰა. იქ, კიბის ბოლოში ქალაქის თავთან შავი ხეიბარი ჩანდა. იგიც ელოდა.
დღეს უკანასკნელი დღე იყო.
სალიჰას თვალწინ გრემ-ქალაქი ტაატობდა, ხოლო კიბე-გაუთავებ-
ლად გრძელი, თითქოს ქვესკნელში ჩამავალი იყო. ბოლოს შავ ხეიბ-
რამდეც ჩააღწია, მუჭა ფულთან ერთად პასუხიანი მასრაც ჩაუგდო
- დღესვე წადი. ათ დღეში კი მეც წამოვალ. სადაც დათქვეს, იქ შევეყ-
რები! - ლეკურად ჩაულაპარაკა და განაგრძო კიბეზე ქვესვლა.
ცხრაკარის სენაკამდე ძლივს ჩააღწია, მხურვალედ ილოცა.
გაგზავნილ პასუხში კი სალიჰას ხელით შემდეგი ეწერა:
„მამას და ბიძას მიერთვას მორიდებით და იდუმლად. ამოვალ საწ-
ვეთარას ორი სანდო მხლებლით. დროს შიკრიკი მოგახსენებთ. დამ-
ხვდით. ვკისრულობ შუამავლობას მთა-ბარს შორის. კეთილ ზრახვათა
დაგვირგვინებასა და თქვენს ორსავე ბედნიერებას შევთხოვ ქრისტეს
და ალაჰს!“
ხოლო კვირის სწორს გრემიდან გაემგზავრნენ სამნი - სალიჰა, ხა-
ლიანა და ზაზა. ეს არჩევანი სალიჰას თავისი ეგონა, ნამდვილად კი
ალექსანდრე კახთ ბატონისა იყო. ზაზას ზუსტი და გარკვეული საპირ-
ველსაუბრო დავალება ჰქონდა. გიორგიმ ორი მეგზურ-მეჯინიბეც ააყო-
ლა. თავად კი რჩეული გუნდითურთ ფარული ბილიკებით იქვე ახლო-
მახლოში უნდა მისულიყო, საჭირო დროს კი საწვეთარაში გაჩენილიყო.
ჯანდიერის მზვერავების მიერ წმინდა გივარგის ხატი და მისი მიდა-
მო სალიჰას იქ აღწევამდე იდუმლად მოიჩხრიკა. ჯერჯერობით იქ არა-
ვინ იყო.
მეოთხე დღეს სალიჰამ ააღწია ხატს. არც მათ დახვედრიათ ვინმე.
სალიჰას თვალი ამ ხატში სხვა გრძნობით იყო აცრილი, ხარბად ეწა-
ფებოდა ძველ-ნაცნობ ირგვლივეთს. მან მრავალი, იქნებ წვრილმანი,

150
მაგრამ გულისთვის შესამჩნევი ცვლილება აღმოუჩინა თავისი იდუმალი
ნიშნობის ადგილს.
გალავანი უფრო დანგრეოდა ხატს. თავად სახატოს ცალი მხრიდან
რაღაც ახალი მინაშენი ეტყობოდა, თითქოს ფიქალი ქვის კედელი შე-
ებჯინათ სახატოსთვის. ჯიხვის რქები და თავები მომატებულად ეჩვენა.
ქალმა ირგვლივ დაუარა ბიამან ნიშს. აქ მისთვის მართლაც ყველაფერი
ნიშნეული იყო. აი, იქ, შემაღლებაზე, იდგა იდუმალი საქმროს ლამაზი კა-
რავი. ახლა იქ ზაზა და ერთი მეჯინიბე ახალ თალხ კარავსა დგამს. აქ კი, ამ
ღვივნარის მახლობლად, მისი საპატარძლო კარავი იდგა. აქ მოეწვია იგი.
მოეწვია და გული სამუდამოდ მისტაცა. აი, იმ მოტკეპნილ ადგილზე შე-
იყარნენ სუფრაზე, ჰოი, რა მოკლე ხნით... თავს ზეცაზე გრძნობდა, სუფრა
კი ცისარტყელად ეჩვენებოდა, ის იყო და ის - ამის შემდგომ მისთვის აღარც
ცისარტყელა ფერადობდა, აღარც სუფრა სუფრობდა.
სალიჰამ გული ძლივს მოიოკა. ხატში შესვლას ჯერ მოეკრძალა. ხალია-
ნაც ბარგთან მიგზავნა, თავად კი წყაროსაკენ გასწია. ფერხთით როჭო აუფ-
რინდა და შეაკრთო. თვალი გააყოლა წითელფეხას და ფრთანაცარას.
ხატის ტყეში ყველაფერი ძველებურად იყო. სრული მყუდროება სუფევ-
და. საწვეთარა ძუნწად, მაგრამ ჩამოუთავებლად წვეთავდა, ლოდებს ატე-
ნიანებდა. მრავალ ცრემლად უბზინავდა ძუძუებად ჩამოტვიფრულ გოხი-
ანს.
სალიჰას შეჰზარდა მარტოობა და მდუმარება. მისი გულიც საწვეთარა-
სავით ცრემლ-სისხლად წვეთავდა და იწურებოდა.
მობრუნდა, ისევ ხატს მიაკითხა, მოახლებულ ხალიანას ფუთა გაახსნე-
ვინა, გაბზარული დაირა ამოიღო და ხატში მარტო შევიდა.
აი, აქ, ამ ქვა-ფიქალა იატაკზე, ორივ ერთად იდგნენ და თრთოდნენ.
ასეთი თრთოლვა სალიჰას მერმე აღარ განუცდია, თუმცა მეორედ დაინიშ-
ნა, ჯვარიც დაიწერა და შვილიც ეყოლა.
ხატშიაც შეამჩნია ცვლილება. მაგრამ ჯერ მხოლოდ წარსულში იყო.
აქ მონათლა ნიკოლოზ მიტროპოლიტმა. აქ მაშინ მუშკისა და ამბრის
ნაცნობ სურნელს უცნობი, პირველად ნაყნოსი საკმევლის ამო სურნელიც

151
შეემატა და შეაბრუა. ახლა კი მტვრისა და ძველშმორის ყროლვას ქონ-
ში გაპოხილი წვირიანი ძველმანის სუნი ერეოდა.
ძველ, წმინდა გიორგის მცირე ზომის ხატის გვერდით ახლა გაცილებით
უფრო დიდი ღვთისმშობლის ხატი იყო კედელზე აკრული.
სალიჰამ დაათვალიერა ხატი. იგი თვალდათხრილი და ნაძარცვი
აღმოჩნდა. ძვირფასი ჩარჩო გაცლილი ჰქონდა, თვალმარგალიტი -
ამოკენკილი. თვალების ნაცვლად კი, ორი გამწვარი ღრუ შავბნელად გა-
მოჩანდა. შუბლი და სახე გადასერილი და უსწოროდ შეჭედილი ჰქონდა
ხატს. სალიჰას მეორე გაბზარული სახე მოაგონდა. მართალია, არა ხა-
ტისა, მაგრამ ხატზე არა ნაკლებ სათაყვანებლისა. აგერ, ხელში ნაპყარ
დაირაზე გამოხატული სახე, რომელიც აქამდე ხატად და თილისმად
ჰქონდა შემონახული და მხოლოდ ახლაღა გაიმეტა, აქ ამოიტანა თავი-
სი პირველნაშობის ხატისთვის შესაწირავად.
ძველბზარული დაირა, - ახალნაძარცვი ხატის უკან შემალვა ზრახა.
მაგრამ ხატი კედლის ჩარჩოში მაგრად ჩადგმული აღმოჩნდა. ისევ ორ
ხატს შუა სახეჩენილად მიაყუდა. თავად კი ლოცვა სცადა, მაგრამ გული
არ უყუჩდებოდა. მუდამ რაღაც შორიახლო ჩქამი და ჩუჩუნი ებორჯებო-
და გამახვილებულ სმენას. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მარტო არ
იყო ნიშში, ყოველი ხატი თუ ნივთი ცოცხლობდა და რაღაცას ემუდარე-
ბოდა თუ ემუქრებოდა - ზოგი შუბმოღერებით, ზოგი სახებზარულად,
ზოგიც თვალდამწვარად. ვერა, ვეღარც თავის საოცნებო იდუმალ ნიშში
დადგა სალიჰა: გამოსვლისას კარი გამოიხურა და სიტყვა დასდო, რომ
მარტო აღარ შევიდოდა შიგ. ხოლო თავს რომ ჩაეძია, მიხვდა: „მარტო
არშესვლა“ გიორგისთან ერთად შესვლას გულისხმობდა წარსულსა და
აწმყოს შორის გულგაყოფილი მლოცველი.
გარეთ კარავი უკვე დაედგათ. ცეცხლის დანთებას კი ზაზა ერიდებო-
და. მხოლოდ სანიშნოდ ჰქონდა დათქმული გიორგი ბატონიშვილთან
და ჯანდიერთან.
ღამე შფოთიანად ეძინათ. მანდილოსნები კარავში იყვნენ, ზაზა და
ორი მეჯინიბე კი, ნაბდებში გახვეულნი, კარვის ახლოს გამართულ სან-
გარში ისხდნენ და ფხიზლობდნენ. ბინდბუნდში ხან სად მოელანდებო-
152
დათ ლეკი, ხან სად. ბოლოს და ბოლოს კი არავინ ჩანდა. იყვნენ ხატისა და
თოვლიანი თუ ბალახოვანი მწვერვალების ამარა.
ყოველ დილით სამნი გადაადგებოდნენ ნიშს უკან ჩასხლეტილ კალ-
თადაშვავებულ კლდეს. დაენახვებოდნენ ლეკთა მხარეს, რათა ლეკთ
მზვერავთათვის ცხადი გამხდარიყო მათი აქ ყოფნა.
მაგრამ ლეკთა მხრივ არავინ ჩანდა. მხოლოდ ერთხელ, ღამის პირს, ზა-
ზამ ნიშისუკანა კლდის ნაშვავზე შეამჩნია ლეკთა განაბული მზვერავი. არც
ამის შემდეგ გამოჩენილა ვინმე. მდგომარეობა რთულდებოდა. ზაზასთვის
აშკარა შეიქნა - ლეკები მოსული იყვნენ, მაგრამ არ ცხადდებოდნენ. მაშასა-
დამე, სავერაგოს ზრახავდნენ რასმე. ჩანს, ეს „ლეკთა ფანდი“ თავიდანვე
სულ სხვა მიზანს ისახავდა. ან შემდგომ ძირეულად შეიცვალა. მეტი „მცი-
რედ ყოფნა“ სახიფათო იყო. ჯერ მაინც მაგრობდნენ. მეოთხე დღეს სალიჰა
უკვე ცრემლს ვეღარ იკავებდა, „დაღუპულ მამას“ გლოვობდა. მეხუთე დღე-
ზე კი ზაზამ ამაოდ ჩათვალა ლოდინი და ნიშნის ცეცხლი აანთო.
სულ მალე კახ-მზვერავები დაოთხვით ჩამოცვივდნენ ირგვლივი ფერ-
დობებიდან. ზედაც გიორგი ბატონიშვილი, ჯანდიერი და მათთან მყოფნიც
მოიჭრნენ. შეთათბირდნენ. გადაწყვიტეს ორი დღე კიდევ დადგომა, ხოლო
ლეკთა მხრისაკენ - მცირე მარბიელის ჩაშვება ამბის გასაგებად მაინც. და-
საფარავი კი სულ ერთია, აღარაფერი იყო.
- ფანდი სავერაგოდ ყოფილა განზრახული, მაგრამ რა გამოგვრჩნენ? ან
კი რა სწადდათ, ვერ გამიგია? - ჰკვირობდა გიორგი. ჯანდიერი კი დუმდა და
გარემოს დაბეჯითებით ზვერავდა. იგი კარგი მეძებარივით გრძნობდა, რომ
აქ სადღაც ახლო იყო მტერი და რაღაც ამოუხსნელი კვალბნეული გაჰქონ-
და.
მეორე დღეს ძეგამიდან მოიჭრა შიკრიკი. ალექსანდრე შვილს „ახალ ვი-
თარებას“ ატყობინებდა. რუსთა ლაშქარი კვლავ შესეოდა შამხალს. „ელჩე-
ბი ჩვენგანაც მოითხოვენ ხმლის პირობის განაღდებას. ახლა მანდაური ამ-
ბავიც ივარაუდე და თავად დაასკვენ“.
გიორგი ფრიად ჩააფიქრა ამ ახალმა ვითარებამ. მცირე მარბიელი, რა
თქმა უნდა, „ხმლის პირობად“ ვერ გამოდგებოდა... მაგრამ რწმენა აღარ
ჰქონდა.
153
- ისევ მცირე ლაშქრობანას შემოგვთავაზებენ და ამით მორჩება ამ-
ბავ-ხაბარი! აქ დავდგები, და თუ რუსნი ტარკსა და ყაზი-ყუმუხს აიღე-
ბენ, ყოი-სუს ხეობას ხმლით ჩავჩეხ და შევუერთდები. თუ არა-და, „ლაშ-
ქრობანი“ ჩვენთვის უფრო უპრიანია!
ჯანდიერი და კახნიაური ჩუმად დაეთანხმნენ. გადასავალზე ჩამარ-
ქაფებული გუნდიც იწვიეს. მალე ისინიც, საკმაოდ შეძლიერებულნი,
ამოუვიდნენ. კახთ ბატონს ახალი გუნდიც ამოეგზავნა მათთვის.
ბიამანი და უკაცრიელი ხატის გალავანი და მიმოეთი უეცრად ლაშ-
ქარმრავალ ბანაკად იქცა. საწვეთარას წყალი აღარ ჰყოფნიდა უეცარ
„მლოცველთ“.
სალიჰა ფეხმორთხმით და თმაგაშლილად იჯდა თავის კარავში და
მოთქვამდა.
- ალბათ, რუსთ-ლაშქრობამ თუ შეუშალა ხელი მამისა და ბიძის
ამოსვლას! - ანუგეშებდა მას გიორგი, - ხოლო, რაც უფრო დასძლავენ
რუსნი, მით უფრო გაუძვირფასდება ძმა სურხაი-შამხალს. შუამავლად
მხოლოდ მამაშენი ვარგა. ტყუილად ნუ ჰგლოვობ ცოცხალს!
გიორგიმ ქალების კახეთს გამობრუნება დააპირა, მაგრამ ამჯერად
გაკერპდა სალიჰა. არამცდაარამც არ დაჰყვა მეუღლის ნებას. ადგა და
ნიშში შევიდა თმაგაშლილი. გიორგი სახტად დარჩა. ჯერ ეწყინა, მერმე
გული მოიფოლხვა: „მე თუ მარჩია მამას, არა იმიტომ, რომ ამ სახიფა-
თო ადგილიდან უჩემოდ დაბრუნდეს!“ უკან გაჰყვა. სალიჰა ხატების წი-
ნაშე იდგა. უმალ იგრძნო კარის რაფაში გიორგის ჩადგომა. მოუბრუნებ-
ლად შეესიტყვა:
- აქ დავინიშნე პირველად... აი! - ხელი გაბზარულ დაირაზე მიუშვი-
რა. გიორგი გახევდა. მან იცოდა ამ დაირის არსებობა, მაგრამ არაოდეს
არ ენახა იგი.
- შენს მეტი აღარავინ გამაჩნია, შენი შვილი და შენ! ახლა მამაც... -
დაბნეულად ალუღლუღდა ქალი, - ნუ... ნუ მომიშორებ... ახლა მაინც...
გული მეოჩნება... დამშიშა!.. ნუ მიწყენ...

154
გიორგიმ ძლივს მოსწყვიტა თვალი ძმის გაბზარულ სახეს, ახლა თვა-
ლამოთხრილ ხატს შეხედა. გულის სიღრმემდე სწვდებოდა სალიჰას შემ-
კრთალი მუდარა.
- კეთილი, დარჩი. ნუ შიშობ, ერთად დავბრუნდებით, მამის ამბავიც
ბედნიერად ჩამოთავდება!
სალიჰას სახეზე შვება მოეფინა, მოუბრუნდა, განზე გადგა. თავის მეუღ-
ლეს თვალშეტეხილად შეხედა. ასეთი მოხდენილი ვაჟკაცი, ასეთი ნათელი
და სანდომი მას არაოდეს არ უნახავს იგი. აი, ახლა იგი საოცრად დაესმგავ-
სა „დაირაზე“ აღბეჭდილს და მას არც ბზარი აქვს სახეზე! აი, ახლა კი შეძ-
ლებს, უკვე გულმომთელებულად შეძლებს, შეადარებს ნაბზარს და უბ-
ზარს! სალიჰამ დაირას გადმოხედა, მერმე კარის რაფაში მდგარს... უეცრად
დაირა შეირხა, გაბზარული ხმიანით დაგორდა და დაჟღერდა. ნაძარცვი ხა-
ტიც... დიახ, წმინდა ნინოს თვალამომწვარი ხატი ოდნავ შეირხა. თუ მოეჩ-
ვენა სალიჰას? არა, კი არ შეტოკდა, თვალი აეხილა ხატს. ქუთუთო აახამხა-
მა. განიდან მკაფიოდ გაარკვია სალიჰამ, რომ ამომწვარი თვალის ღრუში
ხიწვად გამოჩნდა წამახვული წვერი ისრისა. გამოჩნდა და პირდაპირ მდგა-
რი გიორგის მკერდს გაუსწორდა.
ეს ყოველივე თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა. სალიჰამ შეკივლა,
გიორგისთან მიიჭრა, მის უაბჯრო გულ-მკერდს შესწვდა, ჩაეკრა და წინ აე-
ფარა.
- რა იყო, სალი? - შესძახა გიორგიმ, ხელი მოხვია შემკრთალს, ამ დროს
მარცხენა ხელის თითების ძვლებს შუა რაღაც წვერმახვული ეძგერა და მისი
ხელი გულში ჩაკრულ სალიჰას ზურგზე დააჭედა.
ერთხელ კიდევ შეკივლა ქალმა. გიორგიმ უმალ იაზრა, აიქნია ხელი,
წაჰგლიჯა კია, მაგრამ ქალის ზურგს მაინც ვერ გააცილა ისარი. ჩანს, ღრმად
იყო ჭდეული, ახლოდან ნატყორცნი.
კივილზე შემოცვენილთ ხელზე გადაასვენა სალიჰა, თავად თვალამომ-
წვარ ხატს ეძგერა, ჩამოსტეხა. მის უკან დიდი საძრომი ღრუ აღმოჩნდა, მაგ-
რამ შიგ უკვე აღარავინ იყო.
- არიქა, დასტაქარი, მდევარი!

155
ბევრი ძებნეს კახთა. ღრუშიაც კი ჩაბედეს ჩასვლა. იგი ნიშის ახალ
მინაშენს ფარულად ჩასდევდა და კარგა ქვევით, ნაშვავი კლდის ახუნ-
ზლულ ქვაყრილში თავდებოდა. შიგაც უკვე აღარავინ იყო. ჯიხვის რქის
მშვილდიღა იპოვნეს. მშვილდოსანი კი უკვალოდ გაქრა.

XV შაჰინშაჰის კრიალოსანი
შაჰ-აბასი საკმაოდ კმაყოფილი დარჩა უზბეგებზე ლაშქრობით,
თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატებისათვის არც მიუღწევია. მთავარი
სხვა იყო. ახლად ნაწურთნი და ნაგეში სარდალ-სარბაზები შესანიშნა-
ვად იბრძოდნენ. შაჰმა მალე გააქცია მტერი, დევნას კი არც ჩქარობდა.
ამ ლაშქარს არა უზბეგებისთვის, არამედ ოსმალთათვის სწურთნიდა
და ამზადებდა. ახალ იარაღსა და საჭურველს სინჯავდა, თავად ამოწ-
მებდა.
შუა დევნისას სარდლები იხმო, კვლავ შეასახელ-შეუძახა, თავად კი
ისპაჰანს მობრუნდა. ახლა კი უფრო დიდი ლაშქრის წვევა იზრახა. ესეც
რომ გაარიგა, მერმეღა უბრძანა ფარხად-ხანს სხვა საქმეების მოხსენე-
ბა.
ერთ-ერთ პირველთაგანად დიდმა ვეზირმა „ურუსთა საქმენი“ აუწ-
ყა. სიგელიც მიართვა.
- აჯი-ხოსროვის სწრაფი ცნობა გახლავთ, თეირანს მოსულან, ბეჭ-
დის სიმრთელე დამოწმებულია. - მძვინვარე და ეჭვიან შაჰს ხელისგულ-
ზე დადებული სიგელის ბეჭედი დაანახა.
აბასმა ირიბად გადახედა ბეჭედს, თავად გახსნა გრაგნილი.
მოსკოვს წარგზავნილი მისი ელჩი აჯი-ხოსროვი მობრუნებულიყო,
რუსთა დიდ-ელჩიონიც მოეყვანა და ისპაჰანს ხლების დასტურს მდაბ-
ლად ითხოვდა თეირანიდან. იგი წვრილად ატყობინებდა მოყოლილი
პირველელჩის ვინაობას: „თავადი ზვენიგოროდსკი ამას წინათ კახეთ-
ში გახლდათ, ალექსანდრე კახს რუსთ-ხელმწიფის „ფიცის წიგნი“ მი-
აღებინა. ირან-კავკასია-ოსმალეთის საქმეთა გამჭრიახი მცოდნე და
მჩხრეკავია. ჩვენთან, საერთო საქმის გარდა, ერთი კერძო საქმეც აქვს

156
დავალებული: კონსტანტინე კახ-მირზას მოსკოვს წაყვანას გამოგთხოვს“.
შაჰი ჩაფიქრდა. ცალი ტუჩ-ქილვაში ჩაიკვნიტა. ოსმალთ საწინააღ-
მდეგო ირან-რუსეთის სასურველ და საამო კავშირს ერთი მეტად უამუ-
რი ყულფიც ახლდა. ეს ყულფი კახეთი იყო.
- კოსტან კახ-მირზა მაწვიეთ. აჯი-ხოსროვს კი რუსთ ელჩებით ქაშანს
მოსვლა უბრძანეთ. იქ დამელოდონ. - ჩაკვნეტით ქილვაშშეუშვებლად კბი-
ლებში გაცრა სიტყვა შაჰმა. ფარხად-ხანი სამად მოიკეცა. ახლა სხვა პირ-
ველსასაქმო გაუმზადა შაჰს, მაგრამ მან ხელით მოიშორა:
- შაჰვერდი-ბეგისაგან რა ცნობაა? მიაღწია კახეთს? რა იმაჭანკლა?
დიდ ვეზირს ამ კითხვისა ეშინოდა ყველაზე უფრო. საბოლოოდ ინახავ-
და. ახლა კი მთელი დღე რისხვიან ბოგვაში იქნებოდა მისი მბრძანებელი.
უკვე მეორე ელჩ-მაჭანკლობა მდიდარი საჩუქრებითა და ამალით უგზო-უკ-
ვლოდ იკარგებოდა გზაში. პირველი ელჩობის ბოლო მაინც გამოირკვა.
ბეგ-მირზას ქურთები დასხმოდნენ განჯის სახანოში, გაეძარცვათ და და-
ეხოცათ. შაჰვერდი-ბეგი კი განჯას გასცდა და სადღაც მტკრის გაღმა-გამოღ-
მაში სულ უნიშნოდ ჩაიყლაპა. ეს უკვე ვეღარც ქურთებს დაბრალდებოდა
და ვერც კახთა. მეტი რაღა გზა იყო, ვეზირმა რაც იცოდა, წვრილად მოახსე-
ნა შაჰს. მაგრამ ფარხად-ხანი აქაც განცვიფრებული დარჩა. აბასს არც გაჰ-
კვირვებია მეორე ელჩობის გაქრობაც.
- ვცნობ, ვცნობ! პირველად კიდევ მოვტყუვდი. ახლა კი ვცნობ - მისი ხე-
ლობაა, ბებერი კახისა! ჩემს სიძობას თაკილობს! მიხვედრილია ჩემს სურ-
ვილს. ალბათ აქ, ჩემს ახლოს, ჰყავს მესაიდუმლე და საქმის მჩხრეკელი! -
ულვაშის ბოლოები გაფაფრა, სული ხმიანად შეუბერა და ფარხადს მიუბ-
რუნდა - მესამე ელჩობას შეამზადებ... დინჯად, თადარიგიანად, რა გვეჩქა-
რება. ამჯერად ლაშქარსაც ვაახლებ - ვნახოთ, როგორ მოახერხებს უარს!
მაწვევ ბილი-ბეის, ალი-ხოჯა-მაჰმადსაც მაწვევ... - თვალმოჭუტულად სიტ-
ყვა და აზრი გადაზომა შაჰმა.
ფარხად-ხანმა ჩინებულად იცოდა, ვინ როდის უნდა ეწვია შაჰინშაჰი-
სათვის, ვისი ნახვა სად იამებოდა შაჰს. დიდი მიმხვდურობისა და ალკ-
მულკის მეცნიერებაზე გაწურთვნილი კარისკაცი იყო ფარხად. შაჰინშაჰიც
აფასებდა მას, მაგრამ არკი ურბილებდა მოსართავებს. საერთოდ, შაჰ-აბა-
157
სი, სხვა სიმარჯვეთა გარდა, განთქმული ცხენოსანიც იყო. დიდად აფა-
სებდა მახვილი დეზებისა, ამოჭერილი მოსართავისა და მწარე მათრა-
ხის სიბრძნეს. ამან გააბატონა და ამ მხრივ არც იცოდა გამონაკლისი.
არც იმას თვლიდა დიდ განსხვავებად, სახედარ ცხოველს რამდენი ფე-
ხი ჰქონდა - ოთხი თუ ორი... ან სად ემორჩილებოდა მის ნებას - საჯინი-
ბოში თუ სასახლეში.
... ფარხადმა ჯერ ალი-ხოჯა-მაჰმადი აწვია.
- ოსტატო, როგორ გაიწურთნა ალაზნის მიმინო?! ადექ, პასუხი გა-
მეც! - შეუძახა მუხლებში ჩავარდნილს.
ოსტატსაც დასდებოდა გავლილი დროის დაღი. უფრო ჩასქელებუ-
ლიყო. ახლა გასჩენოდა ნამდვილი, საკუთარი ჭაღარა წვერი, რომელ-
საც ჰინა უფრო ახეჩეჩებდა, ვიდრე ფერავდა. „აქოჩრილი ვარსკვლავის“
დაღმა დიდი და ყველგან შეჭრილი დაღი დასდო მის სულს. ხასიათშიც
ხიწვი და ტკეჩი გაუჩინა. ახლა იგი დღენიადაგ დაღის გამჟღავნების შიშ-
ში იყო. სულ იმას ცდილობდა, ორ ბატონს შუა გაბმულ უხილავ აბლა-
ბუდას ძაფზე ფრთხილად ევლო. ამაში იყო მისი ხსნა. კიდევ ერთი ყოვ-
ლის მშთანთქავი სურვილი შეეჭიდა მას - შურისძიების სურვილი. მაგ-
რამ გარემოება ჯერ მის წინააღმდეგ იყო. იგიც დუმდა. მაგრამ ერთ რა-
მეში კი ბედი სწყალობდა: ალექსანდრეს ვაჟს გაბოროტებული სიამოვ-
ნებით სწურთნიდა სამომავლოდ. შაჰ-აბასის მიმინოდ ზრდიდა ერთი
მხრივ, შაჰის მონურ მორჩილებას უნერგავდა, მეორე მხრივ პატივმოყ-
ვარეობასა და კერძო ჩემიანობას უვითარებდა. სიამით აცვლევინა რჯუ-
ლი. ჯერ ხასები გაუმრავლდა, მერმე მანვე უმაჭანკლა და, შაჰინშაჰის
ბრძანებით, სურხაი-შამხლის ქალი შერთო პირველცოლად. შაჰინშაჰ-
საც მანვე ჩააწვეთა ალექსანდრე კახთან დამოყვრების განზრახვა. მცი-
რეწლოვანი ნესტანიც უქო. „ადრე მოყვანილი ჩვენს ჭკუაზე და თქვენს
გემოზე გაიზრდება, გაიფურჩქნება ისპაჰანს... და საერთოდ, ქალი ნორ-
ჩობით, აბა, ვის დაუწუნებია!“ შაჰინშაჰი გააღიმა ამ „სიბრძნემ“.
მაჭანკლების გაგზავნა იმავ ალი-ხოჯამ აცნობა თავის ალაზნელ ბა-
ტონს. ხოლო მათი „დაკარგვის“ შემდეგ, მანვე უკვე პირველბატონს
ფრთხილად ჩააწვეთა ეჭვი ალექსანდრეზე. არა, არ ჩქარობდა ალი-ხო-
158
ჯა. მისი შურისძიების დროც დადგებოდა. ამ დროისათვის იზოგავდა თავ-
საც და შურის ძალასაც.
... და აი, ისევ იხმო შაჰინშაჰმა, აბარებულის წურთნილობაზე ეკით-
ხება.
- ალაზნის მიმინო ისე გახლავთ ნაწურთნი, ოდესმე, ალაჰის მადლით,
დიდ მონადირეს, შესაძლოა, მამა-კაპუეტიც კი დაუჭიროს! - უკვე თამამად
მოახსენა ალი-ხოჯამ და ზეზე წამოდგა.
აბასმა ქილვაშის შეტოკებით დაუფასა ხატოვანება.
- ოჯახად როგორ?
- უკვე შვილები ეყოლა... ტყუპი ქალ-ვაჟი. ჰკვირობს და უდარდელად
ლაღობს თქვენი ტახტის ჩრდილში.
მაგრამ შაჰს სხვა ჰქონდა უზურში. ჰინიან ფრჩხილებს ჩახედა, ურთიერ-
თზე აწკიპურტა.
- რა დაარქვა?
ალი-ხოჯა ოდნავ დაიბნა. მან არც იცოდა, რა დაარქვა თავის ღლაპებს
კონსტანტინემ. მაგრამ „არცოდნა სამარცხო ცოდვა“ იყო შაჰის წინაშე.
- ვაჟს აბას-ყული! - უტიფრად იცრუა, მიუხვდა შაჰინშაჰის ზრახვას. იგი
კონსტან-მირზას გულის ნადებს ძიობდა და ამოწმებდა მოიარებით. აბასი
ოსტატის ამ პასუხითაც კმაყოფილი დარჩა.
- ერთიც მამცნე: სხვა ხელმწიფემ რომ თხოვოს მასთან წასვლა, მოგ-
ვშორდება? წავა სადმე?
- არა, არასგზით! თქვენი ტახტის ზღურბლზე გახლავთ სამუდამოდ,
მთელი სულით და გულით მიჯაჭვული.
- თუ გაწყდა ჯაჭვი... შენ მიგებ პასუხს! - ცივი მზერით გადახედა და უფ-
რო ცივად უთხრა: - ვიღაც ატყობინებს ჩვენს სურვილებს კახ-ისკანდერს...
აბა, ერთი, კარგად მიყნოს-მოყნოსე... გავიგებ - ტყავს გავხდი!
ალი-ხოჯა-მაჰმადს „აქოჩრილი ვარსკვლავის“ ნადაღარი აეწვა, მაგრამ
შაჰი მას აღარ უმზერდა, ისე მარცვლავდა ბრძანებას:
- შეამზადებ კონსტან-მირზას... შეახვედრებ რუსთ-ელჩებს... უარსაც
თავის პირით ეტყვის, თუ შეეკითხნენ... გამგებმა - გაიგოს! - შაჰმა ერთხე-
ლაც ქორივით გადახედა კატასავით ჩანაბულ ხოჯას, - ხოლო მაჭანკლის
159
ელჩობა რომ მომზადდება, კახეთს შენც წახვალ. ადგილზე დაზვერავ
ამბებს. იქნებ კონსტან-მირზაც გაგაყოლო. - მაგრამ სიტყვა გაკვნიტა,
ცალფეხი გაშალა, მხართეძოზე წამოიზიდა, მოოჭვილ ჭერს შეხედა და
ჩაფიქრდა. თავისი დიდი გეგმები გონებაში აზომ-დაზომა, ვარაუდები
მისთვის ჩვეული სიზუსტით და მკაფიობით წარმოისახა. თავი გაიქნია.
- არა, ჯერ არა, ადრეა! მარტო წახვალ, უმოწაფოდ. ახლა კი, რაც და-
გავალე, მისხალში ჩაჯდეს!
ალი-ხოჯა-მაჰმადმა ძლივს გამოიტანა თავისი ნადაღარი ტანი შა-
ჰინშაჰის დარბაზიდან. მერმე საოცარი სიმსუბუქე და შვება იგრძო. მა-
შინვე კონსტანტინე ბატონიშვილის სადგომს ეძგერა, დარაჯ-მოახლენი
იშორა და დაურიდებლად მისი საწოლის კარი შეაღო. ორი ხასა კივი-
ლით გავარდა გარეთ. ოსტატმა თვალი ჩააყოლა მათ ჩაშიშვლებულ
ზურგებს, ჩასუქებულ თეძოს თავებზე შემოკვერცხილ სიფრიფანა საწ-
მართულებს და, მიუხედავად აღელვებისა, ოდნავ ჩაეღიმა. ლაღად წო-
ლილმა კონსტანტინემ მისკენ იბრუნა პირი და ნებიერად გაიზმორ-და-
ამთქნარა.
მაგრამ ალი-ხოჯა-მაჰმადს ახლა არც ირანული თავაზიანობისათ-
ვის ეცალა, არც ამო საუბრისათვის.
- რა დაარქვი ვაჟს? - თავზე წაადგა და ნაჩქარევად შეეკითხა.
- ვაჟს? - გაიკვირვა კონსტანტინემ, მაგრამ მოაგონდა, რომ მას ტყუპი
შვილი ჰყავს, მათ შორის - ერთი ვაჟი... სადღაც იქ ჰყავს, გულისა და კედ-
ლის მიღმა, მის სადგომის ეზოში გაბუტულად შებრუნებულ შეკეტილ
შენობაში. იქ ზის მისი პირველი ცოლი, სურხაი-შამხლის ასული, თუმცა
ლამაზი, მაგრამ „გამხდარი და უხორცო“. მას კი „ხორციანი ხორციელე-
ბი“ უყვარს, აი, ახლა გამფრთხალი ხასებისდაგვარი. შვილიანობა კი
მას არც კი ეხება - პირველი ცოლისა და გადიების საქმეა.
- ჰო, შვილსა? ვგონებ ისკანდერ-ალექსანდრე. - სპარსულ-ქართული
შესატყვისით ჩაუზუსტა კონსტანტინემ და ლამაზად შეკოკრებულ ულ-
ვაშზე ფრჩხილი წკიპად გაიკრა.

160
- არა, რას ამბობ! - დაფეთდა და კონსტანტინეც დააფეთა ალი-ხოჯამ, -
მე შაჰინშაჰს აბას-ყული მოვახსენე... მონა-შაჰაბასისა! გამგებმა - გაიგოს! -
თავისდა უნებურად გაიმეორა შაჰაბასის სიტყვა და კილოც.
- ჰო, კეთილი... აგრე იყოს! კარგია აბას-ყული!
ოსტატის შეჭმუხვნილი თვალის კილოებსა და ჩაოფლილ სახეს
რომ შეხედა, მიხვდა, რა შიშიც ეწვნია მის მასწავლებელს შაჰინშაჰთან.
ქლესა ნუგეშიც კი დაუპირა:
- ნუ შიშობ, შუბლზე კი არ დამიწერია, განა დაღი დამისვამს! კარგია,
აბას-ყული იყოს!
ეს როყიო სიტყვა ალი-მაჰმადის შუბლს კი აცდა, მაგრამ სულ სხვაგან
მოხვდა და გააწიწმატა.
- კონსტან-მირზასაც ახლავე იწვევს შაჰინშაჰი... მერმე ვნახოთ შეუკ-
რთომლობა!
ახლა კი კონსტანტინესაც ემცხეთა. უმალ წამოიჭრა, საზეიმო სამოსი
მოატანინა და მზადებას შეუდგა.
- ნეტავ რად დავჭირდი შაჰინშაჰს? - წამდაუწუმ ეკითხებოდა თავის ოს-
ტატს შეწრიალებული კონსტანტინე. ახლა იგი ამაყი და შეუპოვარი მოზარ-
დი როდი იყო, შაჰის ბაღ-ბოსტანში დაურიდებლად რომ დასეირნობდა და
თავად შაჰინშაჰსაც არ ეპუებოდა, მან ბევრი რამ ისწავლა და ინიშნა ტახ-
ტის ჩრდილში. ძველგრემული, კახური ჩვევანი ზოგი ქერქივით გასძვრა,
ზოგიც სიღრმეში ჩაიხუთა, გარედან კი ახალსპარსული კარისკაცული ღინ-
ღლი და პეწი მოეკიდა. ამო ლაღობამ და განცხრომამ ბედს შეარიგა, მძევ-
ლობის გრძნობა დააკარგვინა. შაჰინშაჰიც ხშირად ამჩნევდა და არჩევდა
მას. თავისებური გამჭრიახობაც გაუჩნდა, მალე შეიგნო სპარსული კარის
სიბრძნე.
„შაჰის სურვილის გარეშე არც ერთი თავი არ აბია თავის ტანს!“
ეს სიბრძნე საკუთარ თავ-ტანზე მოიზომა და შაჰის დიდი კრძალვა-შიში
ჩაუვარდა, შაჰსევანი გახდა.
- ნეტავ რა სურს? გეცოდინება?! - ემუდარებოდა თავის ოსტატს, მაგრამ
იგი დუმდა. ახლა კი მოიხვეჭა ირანული სიდინჯე და დარბაისლობა... და

161
ვიდრე ბელუჯი მოახლენი ტანზე აცმევდნენ კონსტანტინეს, სიტყვაც არ
დასძრა ალი-ხოჯამ.
- მალე მორჩით! - ქართულად წამოიძახა ბატონიშვილმა, მერმე მო-
აგონდა, რომ კახ-მოახლენი დიდი ხანია ჩამოაშორეს მას, - თეზ! თეზ! - ახ-
ლა ირანულად მიაძახა, შაჰინშაჰის ნაწყალობევი ქირმანხალათი გადაიცვა
და ოსტატს მიუჯდა, მის თხრობას გულმოდგინედ მიაყურადა.
...და როდესაც სასახლიდან შაჰის მესტუმრენი მოუვიდნენ, იგი უკვე
მზად და გულდაოკებულად იყო. მან უკვე იცოდა, რომ მის სიცოცხლეში
რაღაც ახალი საფეხური იწყებოდა... და ამ საფეხურით, როგორც ოს-
ტატმა დაუსურათხატა, „ან ფრიად მაღლა ადიოდა კახმირზა, ან უთა-
ვოდ წვებოდა ტახტის ზღურბლთან!“
მესტუმრემ კონსტანტინე სასახლის მარმარილოს ფართო კიბეზე
მრავალი ხანისა და სარდლის წინ წამოაყენა.
დიდკაცნი და დესპანნი ამაოდ ელოდნენ მიღებას. შაჰინშაჰმა ისპა-
ჰანსგარეთა სასახლეში ისურვა წაბრძანება. ფარხად-ხანმა დიდებულ-
ნი და ამალა კიბეზე დაახვედრა. სულ ახლო ნაზირ-ვეზირნი რამდენიმე
საფეხურის ჩაგდებით მისდევდნენ თავის მბრძანებელს. აბასი თავდახ-
რილად მოაბიჯებდა ქვევით. არვის უმზერდა, მაგრამ ყველას ხედავდა.
ყოველ წვრილმანს ამჩნევდა. თავადაც იყო და დამსწრენიც მუდმივ და-
ძაბულობაში ჰყავდა. მოულოდნელი რისხვით ან ლმობიერებით აოცებ-
და ქვეშევრდომთ.
ამდენ წარჩინებულთა შორის კონსტანტინე ეჭვობდა, რომ მას შაჰი
შეამჩნევდა. გუმანში უხაროდა კიდევაც. მაგრამ შაჰ-აბასმა ოდნავ მაღ-
ლა შესწია ხელი. ეს წვევას ნიშნავდა, მაგრამ ვის წვევას, თავად უნდა
მიმხვდარიყო წვეული. ვაი მას, თუ სხვა ვინმე გამოეწვეოდა შაჰინშაჰს.
მისი სურვილის სწრაფლმიმხვდურობა შიშისა და კრძალვის უმაღლეს
საფეხურად მიაჩნდა აბასს და ქვეშევრდომთ ამას ყველაზე უფრო უფა-
სებდა.
კონსტანტინე კი მიმხვდური იყო. უმალ დაწინაურდა.
- კონსტან-მირზა, ტყუპ ძეობას მოგილოცავ!

162
- გიმრავლებთ, მზეზე მაღალო, ერთგულ ქვეშევრდომთ. - მარჯვედ შე-
აგება სიტყვა. შაჰს მოეწონა პასუხი.
- დაგიფასებ ერთგულებას! - მხარზე ხელი დაადო.
კონსტანტინე უმალ ჩაიხარა და საფეხურით ქვევით ჩაინაცვლა. იგი
შაჰზე მაღალი იყო და იცოდა, რომ „მზეზე მაღალს“ არ უყვარდა, ვერც ჰგუ-
ობდა, მზის მეტი, თუ ვინმე დასცქეროდა ზევიდან.
- ფარხად-ხანს მოეთათბირე. რუს ელჩებს შენ შეეგებე. აბა შენ იცი, სი-
ამაყეც აჩვენე და თავაზიც!
კონსტანტინე უკვე შემზადებული იყო ოსტატის მიერ, მაგრამ ასეთ დიდ
დავალებას მაინც არ მოელოდა. მისთვის მართლაც დიდი, ნიშანდობლივი
და, იქნებ, საბედისწერო საფეხურიც იყო ირან-შაჰის მესტუმრეობა, და სწო-
რედ რუსთ-ხელმწიფის ელჩებთან.
- მიმსახურეთ... ფერხთა მტვერი! - ხელი გაშალა კონსტანტინემ, კიდევ
უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ შაჰინშაჰმა საფეხური ჩავლო და უკან მოყრილ
ხელებში კრიალოსანი აათამაშა. მაგრამ, ვიდრე მათ ამალა მოადგებოდა,
აბასი ოდნავ მობრუნდა და ყველას დასანახად კრიალოსანი მაღლა ააგდო.
კონსტანტინემ მარჯვედ დაიჭირა, შუბლზე და ტუჩზე მიიდო. შაჰმა განაგ-
რძო სვლა.
ნაზირ-ვეზირები თუ სხვა დიდებულნი კი შემოადგნენ კონსტან-მირზას,
შაჰის წყალობასა და ესოდენ გამორჩევას ფარული შურითა და ღია შეფ-
რფენით ულოცავდნენ.
ხოლო კონსტანტინე კიბის ბოლო საფეხურზე რომ ჩადგა, ბალღური
წარსულიდან შეჭდეული ფიქრი შეძრულად მოენარცხა... დედა მოაგონდა...
არა, დედის ნათქვამი: „მამამ სიტყვა მომცა... ნაფიცი სიტყვა - უკან წამო-
გიყვანს... ან რუსეთს წააყვანინებს შენს თავს!“
- ნუთუ! ნუთუ! - უნებურად აღმოხდა მძევლობაში გაზრდილს და უფრო
აშკარად იგრძნო, რომ გვიან იყო... დიახ, უკვე გვიან!
...და როდესაც ორიოდ კვირის შემდგომ რუსთ-ელჩობა ისპაჰანისკენ
დაიძრა, შაჰის მესტუმრენი ჯერ კიდევ ყაზვინში შეხვდნენ მათ. დიდად გა-
მოჩინებულ დამხვდურთ ყორჩიბაში ალიყული-სულთანი და კონსტანტინე
ბატონიშვილი უძღოდნენ.
163
ზვენიგოროდსკის სახეთხსოვნის შესანიშნავი უნარი ჰქონდა, ჰოდა,
შეყრისას ფრიადაც გაიკვირა. კახურ ჩოხაში გამოწყობილი კონსტანტი-
ნე მას დავით კახ-უფლისწული ეგონა, რომელიც ამ ხუთიოდე წლის წი-
ნათ გრემს ჰყავდა ნანახი.
მართლაც, კონსტანტინე დავაჟკაცებისას საოცრად დაემსგავსა თა-
ვის უფროს ძმას. იგივე დახვეწილი, მაგრამ მკაცრი სახე, ცოცხალი, თუმ-
ცა ოდნავ ხიწვიანი თვალები. სხარტი და მოქნილი სხეული, თლილი,
ბაგრატოვანთა ხელ-თითი...
- ვინ არის ეს ბრწყინვალე რაინდი? - თარჯიმანს აკითხვინა ელჩი-
სათვის.
- კონსტან კახთ მირზა გახლავთ... კახთ ბატონიშვილი, - მოახსენა
ნამოსკოვარმა ელჩმა, რომელსაც არანაკლებ გაუკვირდა კონსტანტი-
ნეს ეგზომ დავაჟკაცება და დაწინაურება, მაინც შაჰინშაჰის ნიშნიანი
კრიალოსანი რომ შეუმჩნია ხმლის ვადაზე შებმული...
„ნუთუ კახ-მძევალს მოსკოვს გაშვებას უპირებს?“ გაიფიქრა მან და
რუს თავადს ახლა ალი-ყული სულთან ყორჩიბაში წარუდგინა.
მაღალსახელოვან ელჩ-მესტუმრეთა შეყრა ცხენდაცხენ მოხდა.
მხოლოდ ყაზვინელი მოქალაქენი ქვეითად გამოშლილიყვნენ ქალაქ-
გარეთ.
რუს-ელჩებმა პურ-მარილი გატეხეს და მასპინძლებს ქალაქში გაჰ-
ყვნენ.
გზადაგზა ზვენიგოროდსკიმ ყორჩიბაშ-მასპინძელი მასთან ნაახ-
ლევ ვოევოდას შეატოვა ხელში და კახ-ბატონიშვილს ამოემგზავრა.
კონსტანტინეს თავი მოხდენილად ეჭირა, საამოდ უღიმოდა, გზასაც
თავაზიანად უთმობდა, მაგრამ არც უამაყოდ დუმდა.
- ბატონიშვილო, ჰოი, როგორ დამსგავსებიხართ ძმას, დავით უფ-
ლისწულს!
თავადის ხმის გაგონებაზე უმალ მოეახლათ თარჯიმანი.
- მე შენს სამშობლოშიაც ვყოფილვარ... ალავერდში, მთავარანგე-
ლოზში და შუამთაშიაც მილოცნია... წმიდა სანთელი დამინთია! ალაზ-
ნის მშვენებაც მინახავს და კახური ნექტარიც ბლომად მისვამს.
164
კონსტანტინე უსმენდა უცნობი რუსულიდან მაინც უცხო სპარსულზე ნა-
თარგმნს.
ნაცნობი და მშობლიური სახელები კი გულს უჩქროლებდა, მაგრამ
დუმდა.
- მე შენი მამა-მეფის, ჩემი დიდი ხელმწიფის ხელდებულისა და მოკავ-
შირის დიდი პატივისმცემელი გახლავართ!
თარჯიმანი უთარგმნიდა, გულს უწყლულებდა და ხიფათს უმრავლებ-
და კონსტანტინეს. გზა კი არ ილეოდა, ქალაქი შორს იყო კიდევ. მეტი სიჩუ-
მე უზრდელობა იქნებოდა.
- მე აქაც მყავს მამა, დიდი მამა, მასაც ინახულებთ, მისი უფრო პატივის-
მცემელი გახდებით. ნექტარი კი აქ უმეტესია და უტკბილესიც! - ძლივს გა-
მოღეჭა სიტყვა მოგონებით გულშეძრულმა. ხმლის ვადაზე შებმულ კრი-
ალოსანს ხელი შეავლო.
აჯი-ხოსროვმა დაუფასა სიტყვა. უმალ გვერდში ამოუდგა, საუბარში
მოხდენილად ჩაება. კონსტანტინემ იდროვა და უგანა რუს თავადს.
შემდგომ ყაზვინში თუ გზაზე, ვიდრე ისპაჰანამდე, რამდენი არ ეცადა
ზვენიგოროდსკი, კონსტანტინე ბატონიშვილის დამარტოხელება ვეღარ
შეძლო. იგი მუდამ გაურბოდა. გამოცდილმა დესპანმა უმალ ინიშნა, რომ
კახ-მძევლის წაყვანა მოსკოვს არცთუ ისეთი ადვილი საქმე იყო, როგორც
მოსკოვს ეჩვენებოდათ, ან როგორადაც ალექსანდრე კახთ ბატონი ცდი-
ლობდა მის გამოჩვენებას.
მიუხედავად ამისა, რუსთ-სპარსთა შეთანხმება-მოკავშირეობა იმდე-
ნად მნიშვნელოვანი და შორს გამიზნული იყო უზბეგებისა და განსაკუთრე-
ბით თურქთა წინააღმდეგ, იმდენი „საერთო საბრძოლო“ ჰქონდათ, რომ
ზვენიგოროდსკი იმედს მაინც არ კარგავდა, რომ ასეთ „წვრილმან სა-
კითხს“, როგორიცაა კონსტანტინეს მოსკოვს წაყვანა, სხვათაშორის გამოა-
რიგებდა.
მართლაც, რუსთა ხელმწიფესა და ირანის შაჰს თურქთა სიძლიერე და
სიძულვილი მჭიდროდ აკავშირებდა, ურთიერთ სიყვარულისა და ტკბილი
ურთიერთობის სურვილს უძრავდა. გარეგნულად მაინც სრული „ძმობა-მე-
გობრობა“ იყო მათ შორის, ხოლო შიგნით მათს მეგობრობას „შამხალ-და-
165
რუბანდ-კახეთის“ საკითხები ყრუ იარებად აჯდა. კონსტანტინე ბატო-
ნიშვილის პირადი ბედი კი უშუალოდ და ნიშანდობლივად ამ საკითხებ-
ში იყო ჩაკვანძული.
ზვენიგოროდსკიმ ვერა და ვერ მიიღო შაჰ-აბასისაგან დასტური, კა-
ხეთის აღიარებისა რუსთ სამფარველო ქვეყნად. რუსთა ელჩმა ათას-
გვარად დაგრიხა ეს საკითხი. შაჰინშაჰის ნამდვილი სურვილის გამო-
სარკვევად ხელსა და ცდას არ აკლებდა. მაგრამ არც შაჰ-აბასი იყო უქ-
მად და მიამიტად. ყველა შეყრა-საუბრის დროს მოქნილად უვლიდა სა-
ჭოჭმანო საკითხს, თაფლს დაიდენდა, მაგრამ არა პასუხს. ხან რომელ
ქალაქში დაიბარებდა, ხან რომელ სასახლეში. თავის ძალასა ბრწყინ-
ვალებას აჩვენებდა და აგრძნობინებდა.
ქაშანს შეყრისას რუსთ საზეიმოდ მოაწყო ყაბახი. ჯერ ახალი წურ-
თვნილი სარბაზები ანახა რუსებს. ზეიმი ახალი ზარბაზნებისა და ზამ-
ბულაკების გრგვინვა-ქუხილით დაიწყო. მართალია, რუსებს ზარბაზნე-
ბის ზომით და სიმრავლით ვერ გააკვირვებდნენ სპარსნი, მაგრამ მებ-
რძოლი სპილოებითა და აქლემოსანი შუბოსნებით კი, მართლაც, რუს-
თა დიდი განცვიფრება გამოიწვიეს. ყულის ჯარიც კარგ შთაბეჭდილე-
ბას ახდენდა. ზვენიგოროდსკი ერთმა გარემოებამაც გააკვირვა - ყულის
ჯარშიაც და შაჰინშაჰის პირად ამალაშიაც ბევრი ქართველი შენიშნა.
არც ის გამოჰპარვია რუსთ ელჩებს, რომ შაჰის სპის ერთ-ერთ ცხენოსან
გუნდს კონსტანტინე ბატონიშვილი სარდლობდა. იგი კოხტად იჯდა კა-
ხურ ბედაურზე, მაგრამ მის გულში რომ ვისმე ჩაეხედა, შიგ აღარც სიამა-
ყე იყო და არც მტკიცე აზრი. იქნებ მართლა წაიყვანონ მოსკოვს და სა-
ბოლოოდ გაუსხლტეს ამ ჯადოქრულ სალტეს, რომელიც ჯერ რბილად
ფენილია, თითქოს ტკბილიცაა, ლაღიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც მწა-
რე და ბორკილიანი! იქნებ უთავოც! თუმცა არც ამ აზრზე იდგა იგი მტკი-
ცედ. ეს აღარ იყო მისი დღევანდელი ყოფნის თავთავა აზრი, იგი უფრო
ძველნათესი კახური მარცვლის ნაგერალა იყო, მჭლე და დაგვალულ
თავთავიდან ღეროდ შემდგარი.
„რომ დამეძინოს აქ და მოსკოვს გამეღვიძოს!“ გაუსხლტებოდა ფიქ-
რის ფთილა და მერმე შაჰ-აბასის ნაბოძვარი ჭრელი ხალათივით ღრუ-
166
ბელი გადაეფარებოდა ფთილას. „აქ უმჯობესია, აქ! თუ დავაპირე, იქნებ
არც გამეღვიძოს!“
აზრის გადასაწყვეტად და სამოქმედოდ აღარც ნება, აღარც გაბედუ-
ლება აღარ შესწევდა... და ასევე ამაყად და კოხტად იჯდა ბედაურზე ახალ
სარდლად დაწინაურებული.
სპის აღლუმს მუშაითების თოკზე რონინ-ვარჯიში მოჰყვა. მათ ქვეშ შუბ-
შეღერებული ქვეითნი მიჯრილ ტყესავით იდგნენ. ამაში იყო ძველი სანა-
ხაობის ახალი მარილი. შუბის წამახვულ წვერებს მზეზე გაჰქონდათ ლაპ-
ლაპი. ერთი მუშაითი მაინც ჩამოვარდა, ზედ დაეგო შუბებს. მისი ადგილი
მყისვე მეორემ დაიკავა და სანახაობა შეუფერხებლივ გაგრძელდა. ზურნა
უმოწყალოდ ჭყვიტინებდა, ხოლო დოლის ბაგაბუგი ფარავდა ხალხის ყვი-
რილსა და ხმაურს.
კონსტანტინე თავის რიგს, თავის ბეწვის სავალს ელოდა. „ჰოი, რომ და-
მეძინოს და...“
მალე ათიოდე ცხენოსანი გამოიჭრა ასპარეზზე. რუსმა თავადმა მათ შო-
რის კონსტანტინეც შენიშნა და ლაღად მყოფ შაჰინ-შაჰს კახის მოსკოვს გაშ-
ვების სიტყვა მოხერხებულად ჩაუკენჭა.
- კონსტან-მირზა უკვე მართლმორწმუნე მაჰმადიანია, ჩემს უმცროს
ძმად თუ შვილად მიმაჩნია. ვერ ვაიძულებ მას... მაგრამ, თუ ისურვა, ნებას
დავრთავ. ჯერ ვაცალოთ ჯიბრის ბრძოლა. ახალი სარდალია, ხმალ-იარა-
ღის ოსტატური ხმარებით უნდა დაიმტკიცოს სარდლობა.
...და ვიდრე თარჯიმანი შაჰის ნათქვამს უთარგმნიდა რუს თავადს, ასპა-
რეზზე კონსტანტინე ბატონიშვილი გაწინაურდა, შაჰინ-შაჰს შორიდანვე
თაყვანი სცა და ჯიბრის ბრძოლის ნება შუბის შემართვით ითხოვა.
უმალ მეტოქეც გაუჩნდა; თავით ფეხამდე აბჯარ-ჩაჩქანში ჩამჯდარი ბე-
ლუჯი გამოჯირგალდა. იგი დიდ მანაზდარელ ულაყზე ჩაჯირკვულად იჯ-
და.
- ყორჩიხა-ბელუჯია, ისიც ნამძევლარი, ახლა კი ჩემი ერთგული სარდა-
ლი, შაჰსევანია! - კვლავ ჩაათარგმნინა შაჰმა სიტყვა და ჯიბრის ბრძოლაში
გასულთ ხელის აქნევით დასტური მისცა.

167
ბელუჯმა შუბი სიშორეზე გასტყორცნა, ასპარეზის ბოლოში მიწაში
ჩაასო, იქ დაიდო ბინა და ცხენიც იქ გააჭენა. ახლა კონსტანტინემაც მო-
იქნია შუბი, ადგილზევე - შუა ასპარეზზე დაასო და სხარტი, ტანზომიე-
რი კახ-არაბულა ბზრიალასავით შემოაჭენა თავის შუბის ირგვლივ. კა-
ხური დავლური დაჰკრა. ბელუჯმა შორიდან სტყორცნა ისარი. კახმა დე-
ზი ჰკრა ცხენს, ისარი შორს აიცდინა. ახლა თავად გადაისვა ხელი კაპარ-
ჭზე, მშვილდ-ისარი უსწორა გრიგალივით მომავალ მოჯიბრეს, გამეტე-
ბით სტყორცნა. ბელუჯის ფარმა გაიღო რეჩხი. დროზე იფარა.
მშვილდები გადაყარა ორივემ. წესით, თითოჯერ უნდა ესინჯათ
სწორ-იარაღი, გარდა ხმლისა. მას უნდა გადაეწყვიტა ბოლო დავა.
სულ ახლოს რომ შეიყარნენ, იელვეს ხმლებმა. მაშინვე გაისმა ფო-
ლადის წკაპანი.
- კარგი პირველკვრა იყო! - მოეწონა შაჰ-აბასს. რუს-ელჩმა ვერ უგ-
რძნო, რომელს აქებდა იგი - კახს თუ ბელუჯს.
მებრძოლებმა კი უფრო მოიკიდეს ცეცხლი, ორფა დავლური დაჰ-
კრეს. ბელუჯს დიდი და მძიმე დავლური გამოსდიოდა, კახს მოკლე და
ფიცხი. კიდევ რომ შეიყარნენ, ახლა ფარები შეახალეს ურთიერთს. კახ-
მა ფიცხლავ გადაუწვართა ხმლის წვერი, დოლბანდიანი ჩაფხუტი გა-
დაუგდო თავიდან. რომ გაუმანძილდნენ ურთიერთს, ახლა თავად გადა-
ისვა სამკლავური, მუზარადი გადაიგდო კახმაც. აქოჩრილი ზილფი ჩა-
მოეფინა შუბლ-კისერზე.
ყიჟინი დასცეს ორთა და ისევ მოსხლიტეს ცხენები. კონსტანტინემ
ოდნავ ცერად დაგეზა კახ-არაბულა. ახლა კი ფარი შესტყორცნა ბელუ-
ჯის ულაყს. თვალი აურია, ხმალი თავზე იფარა და კახ-არაბულა კოლ-
ხური წესით გულდაგულ აძგერა მაზანდარელ ულაყს. უკანა ფეხებზე
დადრკა მაზანდარელი. კახმა დეზი ჰკრა თავისას, გვერდები დაუსის-
ხლა, მაგრამ კვლავ წინ წააგდო, სულ გაათელინა მეტოქე. ბელუჯმა
ხმლიანი ხელი დაჰკრა მიწას და, ვიდრე უზანგს გააცლიდა ფეხს, კახმა
ისკუპა, ფეხი დაუდგა ხმალზე, თავისი ხმლით კი ამობორკილი უზანგი
შეაჭრა და ფეხზე წამოაყენა.

168
- გიჯობნია! აქ მომგვარეთ! - შაჰის ძახილი ლაშქრისა და ხალხის ყიჟინ-
ში ჩაიფარა.
უმალ მოიჭრნენ შაჰის შიკრიკნი, გამარჯვებულს შაჰის წვევა ამცნეს.
მისი ოსტატი - ალი-ხოჯა-მაჰმადიც აქვე გაჩნდა, ჩუმად წასჩურჩულა:
- არ აჩქარდე... არამცდაარამც... იარაღი აისხი, თან მიიტანე. ყველაფე-
რი დაუწყვე ფერხთით, შესაფერისად უთხარ. მასაც, რუს-ელჩსაც, თუ შეგე-
კითხა, გამგებმა - გაიგოს!
და წეღანდელი მხნე და ნამარჯვი მებრძოლი უეცრად გამოიფიტა და
ფეხის ფრჩხილებზე შემდგარი მიჰყვა სხვის ნებას.
- გიქებ სიმარჯვეს. მოგილოცავ სარდლობას! შაჰსევან! - ზევიდან გა-
დასძახა შაჰმა მოახლებულს.
- მიმსახურეთ მეც და ჩემი იარაღიც! შაჰინშაჰ! - კონსტანტინემ თავისი
იარაღი ფერხთით დაუწყო აბასს.
ნაამებმა შაჰმა ახლო მოიხმო, ტკბილშემპარავი კილოთი ჰკითხა:
- ძმაო და შვილო, მამაშენს სწადს შენი მოსკოვს წარგზავნა. აი, ჩემი დი-
დი ძმის დესპანიც ამასა მთხოვს. მიმძიმს - ალაჰმა იცის! მაგრამ თუკი
გსურს, ირჩიე თავად, ნებასა გრთავ. გსურს თუ არა წასვლა?
თარჯიმანმა შაჰის სიტყვა ზვენიგოროდსკისაც გააგებინა. ახლა შაჰიც
და რუს-დესპანიც კონსტანტინეს შეჰყურებდნენ. მძევალი გრძნობდა - ახ-
ლა საბოლოოდ წყდებოდა მისი ბედი. სათქმელი კი უკვე იცოდა... თავი-
დანვე გაზეპირებული ჰქონდა. ოსტატმა კარგა ხანია ჩააგონა. ან კი რად
სჭიროდა ჩაგონება, თავადაც მიმხვდურია. იცის შაჰის ძალა და ზრახვა. მაგ-
რამ, აი, ახლა კი სულ ერთ წუთით თავბრუ დაეხვა.
- ჩემს მამას სწადს? - და უცბად ბავშვობისას წამოძახებული სიტყვა ისევ
მოაწვა ყელში... ამოუსხლტა კიდევაც... - რაღა მე... რაღა მე ამირჩია?
...მერმე ხელთ იგდო თავის გული და ენა ,- ჩემს ძმებს ვერ გაგზავნის,
ერთ-ერთს?! - სხვა მხრივ ამოასწორა სიტყვა. დანარჩენში აღარც შეშლია
ზეპირად ნასწავლი. - მე აქ უკვე მართლმორწმუნე გახლავართ, ცოლშვილი-
ანი, შაჰინშაჰის ყმადნაფიცი და ერთგული შაჰსევანი... ნუ ინებებთ! - შედგა,
სული მოითქვა, რაღაც კიდევ დარჩა სათქმელი... - მამაჩემის სიტყვა კი სარ-

169
წმუნო არ არის... ყოველ დიდ ხელმწიფესთან პირფერობს და უმძევ-
ლებს შვილებს.
- შენი ნებაა, ძმაო და შვილო! მე არ გაიძულებ, არა! - შაჰინშაჰმა ტკბი-
ლად გაისტუმრა ახალი სარდალი, მერმე რუს თავადს მიუბრუნდა, სახეზე
ნაწყენობა და ეჭვი შეატყო. თავისი გულწრფელობა უფრო ნათელი რომ
ეყო, თარჯიმანს მიმართა:
- კერძოდ ეწვიოს კახ-მირზას. ცალკე ნახოს. იქნებ დაითანხმოს! ძა-
ლით გაგზავნა კი მუსლიმან კახ-მირზასი არ შემიძლია. ნურც დამძრა-
ხავს!
ცოტა ხნის შემდგომ, როდესაც თავადმა, მართლაც, სცადა კონსტან-
ტინე ბატონიშვილის ნახვა და მის სადგომს ეწვია, იგი სულ არ გამოჩ-
ნდა. დაიბნა, შეშინდა. თავისი ოსტატი გამოუგზავნა საპატიო სტუმარს,
ოქროს სინზე დასვენებული შაჰინშაჰის კრიალოსანიც გამოუჩვენა თავ-
დაწერილი შაჰსევანობის ნიშნად. ალი -ხოჯა-მაჰმადმა დარბაისლური
საუბარი გააბა, სულ ბოლოს კი კონსტანტინე-მირზას სიტყვა აუწყა რუს
თავადს.
- აგრე ბრძანა მირზა-ბატონმა, უკეთუ შაჰინშაჰი მიბრძანებს, წყალ-
ში და ცეცხლში გადავვარდები, ხოლო რუსთ ხელმწიფესთან გამგზავ-
რებაზე სათქმელი აღარა მაქვს რაო. ალაჰმა შაჰინშაჰის ფეხთა მტვე-
რობა მარგუნაო... აქვე მიხარის ყოფნა, სარდლობა და შაჰ-აბასის კრი-
ალოსანზე ლოცვა!
რუსმა თავადმა თავი გაიქნია და გაეცალა კონსტანტინეს სადგომს.
მაგრამ ზვენიგოროდისკი დიდად მცდელი კაცი იყო. ასე ადვილად არ
იღებდა ხელს, თუნდაც ხელმოცარულ საქმეზე. მით უფრო რუსთ ხელ-
მწიფის ცოლის ძმის, მეჯინიბეთუხუცესის და გზის გამკვლევის - ბორის
გოდუნოვის პირად დავალებაზე... და საერთო მოლაპარაკების დროს
დიდ-ვეზირს ფარხად-ხანს იმავ საკითხზე ჩაუკრა სიტყვა:
- ჩემი ხელმწიფე და მისი დიდ-ვეზირი გოდუნოვი - შაჰისა და პირა-
დად თქვენი ძმებისა და უზადო სიყვარულის დასტურს ეძებენ ამ საქმე-
ში, თორემ ალექსანდრე კახი საჭიროებისას ორ შვილს გაგზავნის მოს-
კოვში... დიდნი ხშირად წვრილმანში პოვებენ დასტურს! მე და თქვენ
170
დიდ სამსახურს გავუწევთ დიდ ძმებს - ჩვენს ბრძანებლებს, უკეთუ ამ მძევ-
ლის საქმეს მოვაგვირგვინებთ.
ფარხად-ხანმა ფეინდაზად გაშალა ხელები:
- დიდი შაჰინშაჰ არათუ ალექსანდრე მეფის შვილს, თავის ვაჟს - სეფე-
მირზას არ დაიშურებს რუსთ ძმა-ხელმწიფისათვის. ოღონდ ეს არის, კახთ
მეფე ვერაგი კაცია, პირის მტეხელი და მრუდედ გამხედავი. ერთი შვილი
შაჰს მისცა, მეორე ოსმალთა ხონთქარს. ახლა თქვენც გიხვევთ თვალსა. იმ
ვაჭარსა ჰგავს, რომელსაც ყალბი თამასუქით სწადს მდიდრულად ფონს
გასვლა ყველგან. თქვენს ხელმწიფეს ქრისტიანობით უხრის თავსა, შაჰინ-
შაჰს - მაჰმადიანობით, ხოლო ოსმალთა ხონთქარს ოცდაათ საპალნე აბრე-
შუმსა და მრავალ მოსაკითხავს უგზავნის ყოველწლიურად. - ფარხად-ხანმა
სიტყვის შესადინჯებლად შარბათის შესმა ინება. ჰინით ნაღები მეჩხერი
ქილვაში ხატული ხელსახოცით ჩამოიწმინდა და თარჯიმანის რუსულს
ირანული ამო ღიმილი ააყოლა. მაგრამ რუსმა დესპანმა არ დამალა თავისი
უკმაყოფილება, ცივი ხმით გაუქილიკა:
- უკეთუ ჩვენს შორის სრული ნდობა და პირსწორობა დამყარდება, კახთ
მეფე უმძევლოდაც ერთგულად უმეზობლებს შაჰინშაჰს! - და იმ დღეს სხვა,
უფრო დიდ საკითხზე თათბირი აღარ ისურვა.
ფარხად-ხანმა უმალ მოახსენა შაჰ-აბასს რუსი თავადის მოძალება და
უამურობა. მაგრამ შაჰის ზრახვებში კახეთსა და მის მძევალს თავისი გარ-
კვეული ადგილი და სამოსაქმო გააჩნდა. მას ძვირად უღირდა კონსტან-
მირზა. ამიტომ კერპობდა და უფრო იგროვებდა ღველფსა და ნაღვერდალს
კახთ ბატონის წინააღმდეგ. რუსთ-დესპანის შემდგომი მიღებისას უკვე თა-
ვად წამოუწყო საუბარი კახ ბატონისა და მისი შვილის შესახებ. ფრჩხილე-
ბიც უფრო წამოუყარა თავის თითებსა და სიტყვებს.
- ჩემს სეფე-მირზას არ დავიშურებ ჩრდილო ძმისათვის, მაგრამ ესაა -
ალექსანდრე-კახი პირის მტეხელია, უმძევლოდ მისი ნდობა არ შეიძლება!
და როდესაც ზვენიგოროდსკიმ კახეთზე რუსთ ხელდება ისევ აბეზარად
შეახსენა, შაჰმა პირი იბრუნა და ცივად დასძინა:

171
- უწინ კახთ ბატონი ჩემი ყმა იყო. ახლა კი ბევრი უკეთურობა შემამ-
თხვია, ორი დიდი ელჩი, მთელი ელჩობა გამყოლ-საჩუქრებით ჩუმად და-
მიღუპა და განზე გადგა.
ზვენიგოროდსკიმ კბილი მოსდო ამ სიტყვას, შაჰის აზრის უფრო ღრმად
გასაგებად ფრთხილად ეჭვი გამოთქვა:
- როგორ გაბედავდა ასეთ უკეთურობას? გთხოვთ უფრო გარკვევით
გვამცნოთ ელჩების გაგზავნის მიზეზი. ან მათი გაწყვეტის გარემოება.
ხელმწიფეს ეუწყება და დამნაშავეს პასუხიც მოეთხოვება!
მაგრამ შაჰ-აბასს სრულიადაც არ სურდა თავის ყმადყოფილზე სა-
მართლის საძიებლად რუსთ ხელმწიფის მსაჯულად დასმა. სიტყვის
დახლართვაში და ნემსიკავურ ლაპარაკში მას ზვენიგოროდსკი მთელ
თავისი მოსკოვური ზემდგომებით ვერ აჯობებდნენ. არც თავისი ვაი-მა-
ჭანკლობის გამჟღავნება სწადდა, ამიტომ მოკლედ მოუჭრა:
- კახთ ბატონი ისეთი მელაა, რომელიც კვალს კუდით ფარცხავს. კი-
დევ ჩემი ლმობიერება, თორემ მის მძევალს რამ ფათერაკი შეემთხვე-
ვოდა.
რუსთ დესპანმა ინიშნა, რომ თუ დროზე არ მოეშვება კონსტანტინე
ბატონიშვილის საკითხს, „რამ ფათერაკი“ ახლაც, ამ მიზეზით შეემ-
თხვევა საბრალო და საჭირო მძევალს.

XVI ალაზნის სუფრა


შიკრიკი შიკრიკზე მოსდიოდა ქართლიდან ალექსანდრეს. ხან ზო-
სიმე ბერისა იყო, ხან ნიკოლოზ მიტროპოლიტის. ხან დავითისა თუ ქე-
თევანის, ხან კი ოთხივესი ერთად. ერთხელ ნესტანმაც კი გამოუგზავნა
შიკრიკი ქალი მარიამ-დედას. საქმე ყოველმხრივ კეთილად ვიდოდა.
ქართლ-კახეთის ხმათა წყობას ახლა ლიხთ-იმერი და გურია-სამეგრე-
ლო მოეკედლა. გარეშე მტრის, განსაკუთრებით, თურქეთის მოძალებამ
შინაგანი თანხმობის მოთხოვნილება და სურვილი გაამახვილა. ხოლო
ჩრდილო მხრივ რუსეთის წამოძლიერებამ ქართულ-ქრისტიანული
გზა-ჯვარის ირგვლივ თავდაცვის მოწამეობრივ სულისკვეთებას ხელსა-
ხები იმედიც მიუსადაგა. და თუ პირველ წილში სვიმონ ქართლის მეფე
172
მოთავობდა, ბოლო აზრისა და რუსთ იმედის მომტანი ალექსანდრე კახთ
ბატონი იყო.
გიორგისა და სალიჰას მთაში გასტუმრების შემდგომ ალექსანდრე
გრემ-სასახლეში ჩაჯდა. დიდ ოჯახს ჩვეული, ახლა დღენიადაგ შიკრიკების
მოლოდინში იყო. დედოფალსაც უკვე იშვიათად ხედავდა. საერთოდ, მის
შემდეგ, რაც ნესტანის გათხოვების საკითხი წამოჭრა ალექსანდრემ, დედო-
ფალი მას ყრუდ ემდუროდა. არც ეუბნებოდა, მაგრამ პირსაც არ უჩვენებდა.
ერთხელ კი წამოაძახა კიდევაც:
- რა ვქნა... მოძულებული ხომ არა გვყავს? დაქალება ვაცალოთ გოგოს.
ხომ არ გვაწვიმს ან გვაქუხს? მოესწრება!
ალექსანდრემ ტუჩზე იკბინა, არ გასცა პასუხი. აბა, რას ეტყოდა? გამხე-
ლის დრო ჯერ არ იყო. ამას ვერც გადაიტანდა გულსუსტი მარიამი. იგი ნეს-
ტანის ადრე გათხოვების აზრსაც ვერ შერიგებოდა. დედას უკანასკნელ
შვილსა სტაცებდნენო. დედას - უკვე დაბერებულსა და ამდენი ღელვა-
შფოთვით მიუძლურებულს. ნესტანის სახითღა უკავშირდებოდა წარსულ
ახალგაზრდობას დედოფალი. ახლა კი ერთბაშად ყველაფერი ხელიდან
ნაადრევად უნდა გამოსცლოდა.
ალექსანდრე კარგად გრძნობდა ამას, თავს არიდებდა. ვახშმადაც უკვე
იშვიათად შეიყრებოდნენ ერთად. ხოლო ნესტანის მოწერილი ბარათი მა-
რიამ-დედამ სულ არ აჩვენა ალექსანდრე-მამას. კახთ ბატონი ამასაც
გრძნობდა, რომ მარიამ დედოფალი გადამწყვეტ ჟამს შეეცდებოდა კიდე-
ვაც ნესტანის ადრე გათხოვების შეფერხებას.
კიდევ ერთი სადარდებელიც გაუჩნდა. გიორგისაგან არავითარი ცნობა
არ იყო. რუსი ელჩები კი არწმუნებდნენ ვოევოდა ხვოროსტინინის წარმა-
ტებას.
ალექსანდრემ, ყოველ შემთხვევისათვის, მწე ლაშქარი აუგზავნა გიორ-
გის „შესაფერისად სამოქმედოდ“.
ყოველმხრივმა მოლოდინმა გული გაუწყალა, მით უფრო, ამ ბოლო
დროს ცოტაოდენ ფხა შეუშალა ჯანმა - ცუდი ზმანებები დასჩემდა, ყურში
ხშირი წივილი და გაგუდვის გრძნობა მოეძალა. ოდნავი თავბრუც წამოჰ-

173
რევდა ხოლმე ხელს... ჰაერზე გასეირნება შველოდა, მაგრამ გული არ
უწევდა.
ერთხელ კი ხელი ჩაიქნია და ცხენით ალაზანზე ჩაისეირნა. ალაზანი
მუდამ აშოშმინებდა, გულს უამებდა მას. ჰოი, რამდენჯერ და რა სახით არ
უნახავს იგი... ანკარად, მღვრიედ, სისხლნარევად... მზედაკრულად თუ
მთვარე არეკლილად. ხანდახან ისე გაარინდებდა მისი დინება, რომ
დაავიწყებდა თავს, სამეფოს, კახეთის მთა-ბარს, ჭირ-ვარამს. თითქოს
ეს ყოველივე მხოლოდ ზმანება იყო ალაზნის ოხშივარში და ტალღაში
ამოტვიფრულ-ამოხატული.
ალაზანზე მებადურს წააწყდა. სათხეველ ბადეს სცემდა ჩქერსა და
მორევს, ალექსანდრემ მცირე ამალაც გზის გასაყარზე დატოვა და ახ-
ლო მიდგა.
კახთ ბატონის დანახვაზე მებადურმა ტანზე შემოწებებული სველი
ახალუხი ხელით დაისწორა, ბადის გარელანძვს კბილი სჭიდა, ბადის
კალთა თითებში ჩანგის სიმებივით გადიკრიფა და ფართოდ გადააშა-
ლა ტალღას.
- ბატონო, შენი ჭირიმე, თქვენი ბედისა იყოს!
ალექსანდრე დაქვეითდა, უკან მიჰყვა ბადის კუშტულსა და მება-
დურს.
- ვინ ხარ?
- ქედელი ოსტატი გლეხი გახლავარ ჭირნახულის მომყვანიცა და
კეხ-უნაგირის მკეთებელიც.
- ჩემზე უკეთესი ხელობა გქონია! შორს კი ამოჰყოლიხარ ალაზანსა.
სახელი მაინც მითხარ!
- ხოსიტა შილდაური გახლავართ. ახლა შინაურობაში მებადურობაც
დავიწყე. გამომიტყუა, კახთ ბატონო! - მეფესთან შეხვედრის აღელვება
მრავალსიტყვიანობით დაფარა სიტყვაძვირმა ხოსიტამ და ნელი რხე-
ვით ბადეს მოსწია.
ალექსანდრეს მეხსიერება სიბერეშიაც შეჰყვა.
- ხოსიტავ, რაღაც მეცნობი? ჰო, შენთან არ ვიყავ ფუძის ანგელოზო-
ბაზე?
174
- ჰოდე, შენი ჭირიმე, მერმე გავიგე განა. - ხოსიტამ ბადეს სწრაფად მო-
უნაცვლა ხელი და გამოათრია. რიყეზე მკლავის ოდენა ზუთხი ათახთახდა,
სხვა წვრილთევზეულიც დაწყვეტილი ვერცხლის ბალთებივით აპრიალ-
დნენ ბადის უბეში.
ალექსანდრე ხასიათზე მოვიდა. წნორის ჩრდილში ცეცხლის დანთება
ბრძანა. თავად კი მებადურს ჩაჰყვა, ვიდრე შარაგზაზე ცხენოსნები არ შეამ-
ჩნია. მოერიდა და ისევ წნორის ჩრდილში ავიდა.
ფოთლების სუფრაზე უკვე თათარიახნად მოხარშული ზუთხი იდო. მახ-
ლობელი ბოსტნიდან და მარნიდან მწვანილი და გლეხური ღვინო იყო ჩა-
მოტანილი.
ის-ის იყო ალექსანდრემ ხალვათი პურის ჭამა დააპირა, რომ ერთი ცხე-
ნოსანი დაწინაურდა, გზაზე დატოვებულ ამალას არ შეეპუა, არც მეაბჯრეს
მიხედა და პირდაპირ წნორის ჩრდილს მოეტანა. შორიდანვე შესძახა:
- მამავ ბატონო, ნუ მიწყენ. საპატიო სტუმრები მოგიყვანე! - დავით უფ-
ლისწული ფიცხლავ დაქვეითდა და მამის წინაშე პირმცინარად წარდგა.
- ვინა? შვილო? - ალექსანდრემ სიამით გადახედა დავითს, რომელსაც
ქართლის მზე, ტფილისის ჰავა თუ გარემო მოხდენოდა. ჯანზე ყოფნას და
ხალისს გაეცხოველებინა მისი სახე.
- უცნობნი თუ არიან, რატომ სასახლეში არ დამელოდეთ? უხერხულად
არ გამოვიდეს... არ დაგვძრახონ?!
- არა, მამა, ორივე ახლო ნათესავ-მოყვარე არის, თუ იქნება... ამის მეტს
აღარას გაგიმხელ. აბა, უთქმელად იცნობ? თუ იცნობ, მამაჩემო?!
ასეთი უშუალობა და ხუმრულ-მხიარული კილო დიდი ხანია არ გაბმუ-
ლა მამა-შვილს შორის. ალექსანდრეს ეამა, მისი სიხალისე გადაედო.
- აბა-და ვნახოთ... ალაზნის ზუთხზე მიწვიე სტუმრები.
- მობრძანდით! მობრძანდით! მამა-ბატონი გთხოვთ. აქ ყოფილა მება-
დურთან! - გასძახა დავითმა შორი-ახლოს მოწიწებით დაქვეითებულ და
შემდგარ სტუმრებს.
ორი რაინდი წარსდგა კახთ ბატონის წინაშე.
ერთი - შავგვრემანი, კოპწია ულვაშებიანი, წვერპარსული, მდიდრულ
ქულაჯაში გამოწყობილი უმალ დაწინაურდა. ტარმოჭედილი მათრახი და
175
შავკრაველა ქუდი ძირკვზე მიაგდო და თავშეკავებულად შორიდანვე მი-
ესალმა კახთ ბატონს. ალექსანდრე შეაკვირდა, ვერ იცნო. ისე კი მეტად ნაც-
ნობი ჩანდა... აი ეს მაღალი და ლაზათიანად მოკვეთილი შუბლი, ოდნავ
ირიბად ჩახვეწილი ტუჩები... ხოლო ღრმად ჩამჯდარ კვესგაკრულ თვა-
ლებში იმდენი გულწრფელი სიყვარული და ძლივს შეკავებული
ლტოლვა იგრძნობოდა, რომ ალექსანდრეს შერცხვა კიდევაც უცნობ-
ლობა... ხელი გაუწოდა... უცბად გამოეგება მოსული, თითქოს ამ პირ-
ველ ნიშანს ელოდა, კახთ ბატონს ორივე ხელი შეაგება და გადაეხვია.
- ბიძაჩემო, ძლივს გიხილე!
კახთ ბატონს გული შეუტოკდა, აღარ გაუშვა, მკერდში ჩაიკრა.
- ნუთუ გიორგი?
- მე ვარ, მე - გიორგი... თქვენი... შენი დისწული...
- იგია, იგი! - აღელვებულად უდასტურებდა დავითიც.
კახთ ბატონმა გადაკოცნა. მერმე მკლავის სიგრძეზე დაიშორა, კი-
დევ გახედა. უფრო მოეწონა. თავის დის ნაკვთები იცნო. ლევან-პაპისაც
გამოჰყოლოდა ზოგი რამ. ისევ გადაჰკოცნა და ნაღვლიანად დასძინა:
- ეჰ, ბედის უკუღმართობავ! ისე გაჩნდი და დავაჟკაცდი, არ მინახავ-
ხარ. როგორღა უნდა მეცნე?!
კიდევ სურდა თქმა, მისი ხმისა და სიტყვის გაგებაც, მაგრამ გიორგი
ქართლის უფლისწული უკან დადრკა და პირი გზისკენ იბრუნა. მობრუნ-
და ალექსანდრეც, მის წინ თავდახრილი მეორე რაინდი იდგა. იგი კი ქე-
რა იყო, თმაფერღიაც და სახეთეთრიც. წაბლზე ღია, მაგრამ თაფლზე
მუქი თვალები მორცხვად დაეხარა და მოწიწებით ელოდა. თეთრ კოპ-
წია ჩოხაზე დიდი ვერცხლის ძეწვგადაბმული მასრები ჰქონდა, მხარზე
კი მოყირმიზული ყაბალახი გადაეგდო.
- სამეგრელოს მთავარი მანუჩარ დადიანი! - კახთ ბატონს წარუდგი-
ნა თავისი მეგობარი გიორგიმ.
მანუჩარმა თავი რომ ასწია, შუბლიდან ქერა, ხუჭუჭა ბოლქვები უკან
გადაეყარა, ოდნავ წვერ-ულვაშშევლებული, ნახატივით ლამაზი სახე
მთლიანად გამოუჩინა. ალექსანდრეს უცბად მოეწონა სასიძოდ ზრახუ-
ლი.
176
დადიანმა ჯერ შორით სცა ამაყი, დადიანური სალამი, მერმეღა მიეახ-
ლა და უკვე მოყვრულად ორივე ხელი ჩამოართვა და მხარზე ემთხვია.
ალექსანდრეს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
- მებადურო, შენი ჭირიმე, რა ბედზე გამიშალე ბადე! შენს ზუთხს რა
ბედნიერი დღე მოჰყვა! სუფრაზე... პირდაპირ სუფრაზე ამრავლე ხვავი და
ალაზნის ბარაქა! - მიაძახა მოახლებულ ხოსიტას. მანაც აღარ დააყოვნა და
ჯერ კიდევ მოფართხალე თევზები ზედ ფოთლოვან სუფრაზე „ამრავლა“.
- აბა, ხელშინაური, გულის სუფრა... აქვე შემოგვაწიეთ რამე! - მოახლე-
ბულ ამალას გასძახა, მახლობელ სოფელში გაგზავნა კახთ ბატონმა, - აბა,
ყმაწვილებო, დასხედით. ახალი ამბავ-ხაბარი თქვით! თქვენი თავით გამა-
ხარეთ, ახლა საქმის მახარობლობასაც ნუ მიგვიანებთ!
დავითმა უმალ ბარათ-გრაგნილები ამოიღო და მამას გადასცა. აქ ზო-
სიმე ბერდიდის ბარათიც იყო, ქეთევანისაც, თვით ნესტანისაც, გიორგი
ამილახვარიც ცალკე სწერდა თავის კახ-სიძეს.
პირველმოკითხვებისა და ნაჩქარევი მოყოლის შემდეგ მოსაუბრეთ შო-
რის გულთბილი შინაურობა დამყარდა.
- აბა, ყმაწვილებო, ნამგზავრები ხართ, ალაზანზე ჩადით. ჩემი ალაზა-
ნი ახლო მოინახულეთ - ტკბილ-საამურია! ხელ-პირი დაიბანეთ. ოღონდ
მალე ამობრუნდით! - მამასავით უყვავებდა ალექსანდრე, - არ გიცნობდით
და ვიყავ ეგრე, ახლა კი ნუ მომანატრებთ თქვენს თავსა!
კახთ ბატონმა თვალი გააყოლა ყმაწვილკაცებს. ისინი თითქმის თანა-
ტოლნი ჩანდნენ. დავითსა და გიორგის შორის ხომ თვეებში თუ იყო გან-
სხვავება. პირველ ვაჟკაცობაში შესულნი და შემეგობრებულნი, ხშირად
ხუმრობდნენ „ორი უფლისწული ერთად - ნახევარი საუკუნე ვართო!“
მანუჩარ დადიანი კი მათზე უმცროსი იყო. იგი ოცი წლის თუ იქნებოდა.
მდინარესთან რომ ჩავიდნენ და მორევს ჩახედეს, ჩრდილში ჭრელად
ჩასარკული და ჩალუშტული ალაზანი ისეთი სანდომი სიგრილითა და ნარ-
ნარით ირხეოდა დიდ მუხლში, რომ ახალგაზრდა უფლისწულთ ბანაობის
საღერღელი აეშალათ.
- რიონის ყურეს მაგონებს. ოღონდ იქ ფართოა უფრო! - მორიდებით ჩა-
იღიმა მანუჩარმა და თავისი შესანიშნავი კბილები გამოაჩინა.
177
- არა, მტკვარსა ჰგავს, ტაშისკართან რომ გამოივაკებს, - წამოიძახა
ქართლის უფლისწულმა.
- ალაზანია და არ არის მსგავსი არსად! - ამაყად დაასკვნა დავითმა და
ვერცხლის ქამარი შეიხსნა, ზედა სამოსი მოიხალვათა.
ჩამოსწრებული მეაბჯრენი და ფარეშნი მიეშველნენ, პირსახოცები
ჩამოუტანეს, გიორგის არ უყვარდა ზედმეტი მსახურნი. თავად გადაიგ-
დო ქულაჯა, მაგრამ შედგა...
- დავით ჩემო, ბიძა ხომ არ გვიწყენს, რომ ვიბანაოთ? ისე არ დავდგე-
ბი, ალაზანი თუ არ გადავივლე გულ-მკერდზე, ერთი კახური ნათლობაც
ვნახოთ. მეკუთვნის - კახელმა დედამ დამაბარა!
- ვაშა, გიორგი. კარგია - უკვე თავშეუკავებლად შესძახა მანუჩარმა და
ხელები ცაში შეჰყარა. მერმე მოაგონდა, რომ იგი სასიძოდ იყო ზრახუ-
ლი. პირველად სიმამრ-სიდედრის სანახავად და თავის დასანახვებ-
ლად, თითქოს სხვათა შორის ჩამოსული. უცბად დადუმდა.
- აბა, რაღა თქმა უნდა, ვიბანაოთ! მამას გაეხარდება კიდევაც! - ზე-
დაც, დავითმა ალაზანზე მათთან ჩამოსული მებადური დაინახა, - აბა,
ჩემი მებადურობაც ნახეთ! - ტანისამოსი ფარეშთ მიუგდო და ბადეს წა-
ეპოტინა.
ხოსიტამ თავიდანვე იცნო მისი ალაყაფის ჩამომღები ბატონიშვი-
ლი, უმალ შეატოვა ხელში ბადე.
ცოტა აჩქარებულად და მრუდედ დაჰკრა ბადე ალაზანს დავითმა,
უკანაც ცარიელი გამოათრია.
- ეჰე... არ მოგდის ხელში! - მიაძახა გიორგიმ, საცვეთები და საწმარ-
თული გაიხადა, მკვრივი, ჩაკუნთული ტანი გამოაშიშვლა.
გიორგიმ უკეთ გაშალა ბადე. იგი დავითზე გაცილებით დინჯიც და
უფრო ღონიერიც იყო. მაგრამ გამოწევისას ბადე უჩინარ ხერგს მოედო
სიღრმეში და ჩაიბურდა.
- მე მაცალეთ, მე! - მანუჩარმა კალმახივით გადაისრიალა ჰაერში,
ბექობიდანვე ისკუპა, ღრმად ჩაყვინთა.
კახთ ბატონმა ხალისიანი ხარხარ-ძახილი რომ გაიგო, წერილების
კითხვას უტია და სერიდან გადმოხედა მობანავეთ. თვალი შეასწრო,
178
როგორ შთანთქა ალაზანმა სიძედ განზრახული. რატომღაც გულში დარ-
დის ახალი მარყუჟი გამოესკვნა, მაინც მაშინ, როდესაც ხანი გავიდა, მანუ-
ჩარი კი არსად ჩანდა. კახთ ბატონს სული შეეხუთა.
ბადეს მოჭიდებული დავითიც შეწუხდა:
- რა იქნა?
- ფიქრი არ არის, „კვატაა, კვატა!“ - აუჩქარებლად გაიხუმრა გიორგიმ და
მისმა სიდინჯემ იქ, მაღლა კახთ ბატონიც დააშოშმინა.
ცოტაც და თოკ-ბადე ხელში მოჰყვა უფლისწულს. მალე მისი ლანძვებიც
გამოჩნდნენ და ზედ ჩაფრენილი მანუჩარიც ამოკრთა ზედაპირზე. ხუჭუჭი
ზილფი თავაღერილად დაირხია და მაღალი ხარხარით ამოიძახა:
- კვატი კი არა, იხვია, იხვია!
- არა, ახლა კი ლოქო ჩანს. დავით, მოდი, ამოსწი მაგის დაჭერა შენთვის
უფრო უპრიანია!
კახთა ბატონმა ჩუმი სიცილი ააყოლა ალაზანზე დარხეულ ხარხარს. ვე-
რა, ვეღარ დაუდო გული ბარათებს; ალაზანს გადაადგა და სიამით უმზერ-
და როგორ უდარდელად ცურავდნენ და ჭყუმპალაობდნენ ალაზანში დაქ-
საქსული საქართველოს მომავალი მეფენი და მთავარი. ნაპირზე კი მება-
დური - გლეხი ხოსიტა იჯდა და დახეულ ბადეს ჩავარდნილ ლანძვებს უბამ-
და.
ალექსანდრესაც თავი მებადურად მოენიშნა... და განა მარტო თავი -
სვიმონ ქართლის მეფეც, ოდესმე მისი მტერი... ახლა დარიგებაზე, ალექ-
სანდრეზე არანაკლებად მოჩალიჩე... ამ მებადურივით ლანძვავენ ალაზან-
ში, მტკვარში თუ რიონში ჩახეულ საერთო ბედს.
არანაკლებად? იქნებ მეტადაც ცდილობს სვიმონ! აი, თავისი პირმშო
და მემკვიდრე აახლა. ერთი კვირის შემდგომ გადამწყვეტი თათბირი უნდა
შეიყაროს. იქვე უნდა იყვნენ ლიხთ-იმერნიც, გურულ-მეგრელნიც. სხვა და-
ნარჩენნიც... აი, ბარათებშიაც ამას წერს ზოსიმე ბერდიდი, აგრძნობინებს,
რომ დრო დადგა... დიახ, დიდი დრო დადგა პირადი შეხვედრისა! იგი -
ალექსანდრე კახთ ბატონი - უნდა შეხვდეს თავის სიძეს და ოდესმე მოსის-
ხლე მტერს ქართლის მეფეს... სხვა ქართველ მთავრებსაც. რამდენმა
წყალმა ჩაიარა ქართულ მდინარეებში, რამდენი ამაო ქართული სისხლი
179
ჩაიყოლა, რამდენ დროს, დარდსა და მარცხს უნდა ემოქმედა, რომ ერთ
მდინარეში ბანაობის შესაძლებლობა და შეგნება გამოჭედილიყო?! და,
ჰოი, წინ კიდევ რამდენი ბრძნული საერთო საქმე უნდა გაკეთდეს, რომ დაქ-
საქსული ქვეყნისათვის ყოვლად საჭირო ნაყოფი გამოიღოს?!
კახთ ბატონიც ჩავიდა წყლის პირს. მობანავენი გაღმა იყვნენ გა-
სულნი. მებადურიც ქვევით წასულიყო... და თავის სიცოცხლეში პირვე-
ლად, ალაზნის პირზე მარტოობამ შეჰზარა ალექსანდრე.
- აბა, ვინც გამოასწროს გამოღმა - ჩემი ქამარ-ხანჯალი ჯილდოდ! -
ხელმოშველებით გასძახა გაღმა.
სამივე ერთად გადმოეშვა წყალში.
გიორგი მტკვარზე ნასწავლი მხარულით მოდიოდა, მკერდი მაღლა
მოეზიდა, ფეხებსაც შხეფიანად უნაცვლებდა. დავითი გვერდულივით
მოაპობდა ტალღას და ხმიანად სუნთქავდა. მანუჩარს კი თავხუჭუჭი
თითქმის ჩაეფარა წყალში, ხელებს მოზომილად და უშხეფოდ აბრუ-
ნებდა წყალშივე, სწრაფად მოსრიალებდა. იგი მდინარის შუატანის
შემდეგ დაწინაურდა, მაგრამ მათი სამოსის მახლობლად კახთ ბატონი
რომ შეამჩნია, ჯერ უკლო წინსვლას, მერმე სულ ჩაყვინთა წყალში.
კახთ ბატონი მიუხვდა. სასიმამროს კრძალვა მოუწონა სასიძოს. ახ-
ლა გიორგის ცდიდა.
გიორგიც შეფერხდა, ჩამორჩენილ დავითს დაელოდა.
- ბიძაჩემის ქამარ-ხანჯალი ვის არ უნდა სამახსოვროდ, მაგრამ
დღეს... სასიძოსათვის ყველაზე უფრო უპრიანია! - არც თუ ჩუმად გამოუ-
ვიდა ნათქვამი, წყლის ზედაპირმა ყურმახვილ კახთ ბატონამდე მიაწ-
ვდინა გიორგის ნათქვამი.
ესეც მოეწონა.
„დახე რაინდებს! რას ერჩი? არც ჯანი აკლიათ, ჩანს, არც ზნეობა და
ზრდილობა!“ თავისი ქამარ-ხანჯალი ბროწეულის ბუჩქზე ჩამოკიდა.
- გამარჯვებულს ერგოს!.. და მალე ამოდით სუფრაზე! - თავადაც ხე-
ლები ამოიბანა ალაზანში, წვერ-ულვაშიც ჩამოისწორა და ისევ წნორის
ჩრდილს მიუბრუნდა.
ალექსანდრემ სუფრაზე მებადურიც მიიწვია.
180
- დაჯექ, დაჯექ, ხოსიტავ! ღმერთისა და სუფრის წინაშე ყველანი თანას-
წორნი ვართ!
პირველ სმურადაც გლეხის მარჯვენის სადღეგრძელო ინება.
- დღეს დიდი სიხარულის დღე მარგუნეს ჩემმა ქვეყანამ, მზემ, ალაზან-
მა და ამ მეთევზემ! ბადეც ჩემ ბედად გადატყორცნა, მაგან დაგვაპურა აქ -
ალაზნის პირზე... ასე გულითადად და ყოველგვარი ფანდების გარეშე. მა-
გან შეგვყარა ურთიერთს ნათესავ-მოყვარენი და თვისტომნი. ამ გლეხის
მარჯვენას გაუმარჯოს და ჩვენ რომ მუდამ მართალი ვყოფილიყავით მისი
და მისთანების წინაშე ყველა ქართული მდინარის ნაპირებზე!
ტკბილად მოილხინა მცირე სუფრამ. ალექსანდრეს საოცრად მოეკიდა
ღვინო. ფარულად ცრემლიც კი შეიწმინდა. დისწული და სასიძო არაერ-
თგზის გადაკოცნა.
- ერთხელ ალაზნის პირზე მეც მეკუთვნის გულის გალაღება! დავით, შე-
ნი ვაჟკაცობა და გონება ახლა დაგიფასე, რომ ასე გულღიად და შინაურუ-
ლად მომგვარე ეს ჭაბუკ-რაინდები! ახლა სიბერის აღარ მეშინია. ნურც სვი-
მონი შიშობს. წამოვალ, მაშ, რაღა გამაჩერებს, სადაც მეტყვის ის დალოც-
ვილი, იქ შევეყრები... იქა!
გიორგიმ ხელად ინიშნა და, მიუხედავად ღვინიანობისა, დინჯად ჰკით-
ხა:
- პირიქით, ბიძავ ბატონო! სადაც თქვენ ირჩევთ, იქ მოგეწვევით ყველა-
ნი. მამამაც ასე დამიბარა. - გიორგი წამოდგა, წამოდგა მანუჩარიც. ორივე
ქედდახრილად ელოდა პასუხს.
ალექსანდრემ ტუჩებზე გამოპარული ღიმილი ახლა წვერ-ულვაშში ჩა-
იმალა, თვალმოჭუტულად ქვეგახედა წამომდგარ მეინახეთ.
„დახე მაგათა! სმაც შეძლებიათ და საქმის ძალაც არ ავიწყდებათ!“ - გა-
იფიქრა მოხუცმა მეფემ. ყველაფერში სცადა. ღვინის ატანაშიაც, პურის ჭა-
მაშიაც, სუფრის წესთა ცოდნა-დაცვაშიაც. ოქროპირობაც მოუწონა რა-
ინდთ... მაგრამ საქმეზე ფხიზლად ყოფნა კი ყველაზე უფრო დიდ უზურში
დაუჯდა. მათმა ჭარბმა ქედდაბლობამ, თითქოს დაყვავებამ აწყენინა კი-
დევაც. გამოდის, რომ ყველა დიდ-პატარა, მასზე - ალექსანდრეზე - უფრო
გულწრფელი ყოფილა! მხოლოდ მისი სიამაყე და პატივმოყვარეობა აფიქ-
181
რებთ. ყველანი ყველგან თანახმანი არიან ურთიერთს შეხვდნენ, ოღო-
ნდ ერთპირობასა და ქართველთ თანადგომას ფუძე ჩაუყარონ და ახლა
მას - კახთ ბატონს - უყვავებენ... თითქოს ქართველობიდან ყველაზე
უფრო შორს გადრეკილი იყოს!?
ღვინით შეფორიაქებულმა მეხსიერებამ თავისი ძველი ზოგი რამ
სიმრუდე მოაგონა; შერცხვა მოხუცს, წარსულის არაერთი საქციელი ახ-
ლა ავქართველობად მიუთვალა თავს. ნაღვინევობას ახლა ნამუსის სი-
წითლეც წამოედო:
- კეთილი. ჯერ მარტყოფს შევხვდეთ - ვერხვიანში. მერმე დიღომზე
ავლით მცხეთას მივიდეთ! - თავზე გაჯიქებულად დაასკვნა, მერმე
ახალგაზრდებს მიუბრუნდა და შეურბილა: - თუკი ჩემი სიძე, დიდი სვი-
მონ - უანგარო კეთილქართველი, ინებებს ამას! თქვენც თუ ინებებთ, პა-
ტივცემულნო!
- მარტყოფს?! - ქართლის უფლისწულმა აქ კი ვეღარ შეიკავა თავი,
კახთა ბატონს მკერდზე ეამბორა. მან ჩინებულად შეაფასა, თუ რას ნიშ-
ნავდა მარტყოფის არჩევანი... იმ მარტყოფისა, სადაც ცამეტი წლის წი-
ნათ, ალექსანდრეს დიღომს ქურდული თავდასხმისა და სამარცხვინო
ნაალაფარის შემდეგ, ქარლელთა და კახელთა უსახელო ბრძოლა მოხ-
და. ცამეტი წლის შემდეგ იმავე გზის პირუკუ ავლა მოხუც კახთ ბატონს
მაშინდელი სიავის მონანიებად ესახებოდა.
...და მართლაც, მაშინ სვიმონ სიძისა და თავისი ნახევარდის ნეს-
ტან-დარეჯანის ტყვედ გდება ჰქონდა ვერაგულად განზრახული... ახლა
კი მათთანვე მარად მეგობრული თანადგომის დასადგენად მიილტო-
და.
ალაზნის სუფრა უფრო დატკბა და დაითაფლა. კახთ ბატონმა ად-
რევე აფრინა შიკრიკები, საღამოს პირს, გრემს რომ მიუახლოვდნენ,
მთელი ქალაქი და ახლომახლო სოფლები დაედევნენ მათ, წინ შემოე-
ყარნენ საპატიო სტუმრებს.
თვით მარიამ დედოფალიც კი წამომდგარიყო ლოგინიდან. სასახ-
ლის კარშივე გადაკოცნა მოსულნი. მერმე გული შეუფრიალდა, თავის

182
სამყოფოში შებრუნდა, კარი შეიკეტა და დიდხანს იტირა - მას მოეწონა სა-
სიძო, ფრიად მოეწონა. მისი ნაბოლარა ნესტანი კი მას სწერდა:
„შენ როგორც მომწერ, ისე მოვიქცევი. შენ თუ მოგეწონა, მეც მომ-
წონს, თუ არა და არა!“ მას კი მოეწონა. ახლა რაღა დარჩა?! გუნებაში
კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არ მოეწონებოდა და როგორმე ჩაფუშავდა ამ
საქმეს. ახლა კი რაღას ეწიოს დედის გული. სასიძოც მოსწონს და ნაბოლა-
რა შვილიც ადრე გასათხოვრად არ ემეტება.
სასახლეში და ქალაქში კი დიდი სიხარული და ათასგვარი მითქმა-მოთ-
ქმა იყო. ბოლოს ყველას სასმენად გამოცხადდა, რომ „ქართლის უფლის-
წული გიორგი და სამეგრელოს მთავარი მანუჩარ დადიანი ერთი კვირით
ესტუმრნენ ალექსანდრე მეფეს და ერთობლივ კახთა“.
... ხოლო ერთი კვირის შემდეგ „კახეთის მეფე-დედოფალი, მრავალნი
დიდებულნი და სამღვდელოება გაემგზავრება მცხეთას სრულიად საქარ-
თველოს მაკურთხებელის კათალიკოს-პატრიარქის ნიკოლოზის კურთხე-
ვაზე დასასწრებლად და ახალი ქართული მირონის მოსატანად“.
გრემის თავზე კვლავ საზეიმო დიდი ზარი გუგუნებდა. ხოლო სასახლე-
ში და დიდთავადთა დარბაზებში ერთი კვირის განმავლობაში დიდი ზეიმი
და ნადიმი არ შეწყვეტილა.

XVII მთის დედოფალი


გიორგი კახ-ბატონიშვილს კვლავ ამოუვიდა შიკრიკი გრემიდან, მამის
წერილი ამოუტანა:
„შვილო! შენი დარდიღა მაქვს. სამ დღეს დაველოდები შენს შიკრიკს,
მერმე მივეშურები მარტყოფს, დიღომსა და მცხეთას დიდ შეყრაზე და ჩვე-
ნი ძმის ნიკოლოზ კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაზე. ყველა მივალთ...
მარიამ-დედაც კი... მთის დედოფალიღა გვაკლია. თუ გამოუშვებ, წავიყ-
ვანთ, ან მერმე მოგვაწიე...“ გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. სალიჰას კარვი-
დან ჩუმი მიუძლურებული კვნესა ისმოდა. ხოლო მომვლელთა ჩუჩუნი წა-
გებული ბრძოლის ვიშ-ვიშზე შემზარავად გამოისმოდა. გიორგიმ ყურებზე
აიფარა ხელები და კითხვა განაგრძო. წერილიდან გაიგო გიორგი ქართლის
უფლისწულისა და სასიძო მანუჩარ დადიანის სტუმრობა გრემს. თვალებიც
183
დახუჭა, წარმოიდგინა მამის სიხარული, გრემ-სასახლის ზეიმ-ნადიმე-
ბი, ბედნიერი ლაღობა... ჰოი, რა შორს იყო ახლა მისი გული სიხარუ-
ლისგან! გიორგი თავისი სულთმობრძავი მეუღლის მახლობლად გახე-
ვებული და ზარდაცემული.
ლაშქრის დიდი ნაწილი ლეკეთს ჩაგზავნა საბრძოლად. თავად კი
ვეღარ მოშორდა მომაკვდავს. დიახ, ხალანამ დაუფარავად გაუმხილა,
ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ხალიანამ ისრის ამოღება მაშინვე
სცადა. თავადაც კერპად შეიმშრალა ცრემლები და სხვებსაც ხმა გააკ-
მენდინა. ბევრი ეცადა, მაგრამ ისარი ორბოძალა იყო და, ჩანს, ბოლოში
რკინის წვერს ფხა ჰქონდა ლაყუჩებად აყრილი. ვერასგზით ვერ
ამოიღო. ჩაატყდა და ფხიანი წვერი შიგ ფილტვებში, გულის არეში მიბ-
ჯენილი დარჩა. სალიჰას დღენი დათვლილი იყო.
მწარე ტკივილმა გონზე მოიყვანა დაჭრილი. წამოიკივლა და შიშდა-
რეული თვალები აქეთ-იქით აცეცა. გიორგი მიხვდა, შეხვეული მარცხე-
ნა უკან იფარა და ცოლს სულ ახლო მიუჯდა.
- მადლობა ღმერთს... მადლობა! უვნებელი ხარ... როგორ შემეშინ-
და! - ძლივს აჩურჩულდა. ზურგზე გადაბრუნება სცადა. იქნებ ახლაღა
იგრძნო ჭრილობა, და აკრუსუნდა:
- ჩემო, შენი მადლით! - გიორგი მოეალერსა გაწამებულ სალიჰას. ქა-
ლი უცბად გაყუჩდა, მერმე თვალდახუჭულად აჩურჩულდა.
- არა უშავს რა. ასე სჯობს, ოღონდ შენ კარგად იყავ... კარგად! შენ კი
წადი... წადი იქ... იქნებ გადაარჩინო... მამა! - თავი წამოსწია, ხელები
საბნის ქვევიდან ამოზიდა და ისევ გადაბრუნება სცადა, თვალგაფარ-
თოებულად შეხედა გიორგის და უკვე აზრმიბინდულად აჭირვეულდა: -
წადი... მალე წადი! იქნებ... იქნებ მაინც!
გიორგიმ მთელი სხეულით ათრთოლებული სალიჰა ხალიანასა და
ზაზას ჩააბარა, გუშაგთა გუნდი მიუჩინა და თავისი გუნდიც ჯანდიერის
ჩასაშველებლად დასძრა.
წასვლისას ცალკე გაიხმო ხალიანა...
- არაფერი დამიმალო!

184
- ჩატეხილი ისრის ამოღება აქ შეუძლებელია! ბარში ჩაყვანასაც ვერ
აიტანს. შევთვალოთ, მამაჩემმა იქნებ ამოუსწროს?! - მაგრამ ეს ისეთი
კილოთი იყო ნათქვამი, რომ გიორგისთვის ყველაფერი გასაგები გახდა.
მაინც ეცადა.
- შიკრიკი მოემზადოს!
თავადაც აღიჭურვა. გამგზავრებისას ისევ დააპირა სალიჰას კარავში
შესვლა, მაგრამ ხალიანა გამოეგება და აღარ შეუშვა.
- ჯერ ნუ ინებებთ წასვლას, ნურც შემოხვალთ, ცოტა მაცალეთ! - და ისევ
შიგ შევარდა. შეაბჯრული გიორგი თავადაც შეჩერდა და აღარც შიკრიკი გა-
უშვა ბარში.
კარვიდან გაბმული ხველა და კვნესა-ჩოჩქოლი ისმოდა. შიგადაშიგ სა-
ლიჰას შეკვნესების ხმა და ძახილიც გამოსხლტებოდა. მას - გიორგის - ეძახ-
და. თავი შეიკავა გიორგიმ. ყურებზე ჩაფხუტი ჩამოუშვა... მაგრამ მაინც ეს-
მოდა ძახილი. ბოლოს ვეღარ გაძლო, ჩაფხუტი სულ გადაიძრო და შეაბ-
ჯრული შეიჭრა კარავში.
სალიჰა სისხლს ანთხევდა პირიდან. კარვის იატაკი და მცირე ტაშტი
წითლად კიაფობდა. საბნის თეთრ აბრეშუმზეც სალიჰას კოპწია ხელების
წითელი ნათითურები ემჩნეოდა. ქალს არც გაუგია გიორგის შესვლა. ხა-
ლიანამ თავ-შუბლი აუწია:
- დაო... ქალბატონო... აჰა, მობრძანდა! დაისვენეთ!
სალიჰამ ძლივს გაახილა თვალები... ისევ გვერდზე მიესვენა. ვეღარც
ზურგზე წვებოდა, ვეღარც მკერდზე.
- ჩემო... აქ მოდი... - და ლოგინზე მიმჯდარ გიორგის აბჯარზე ხელი და-
უსვა. შეაკრთო რკინის სიცივემ. - ნუ გამიწყრები... სათქმელი მაქვს... ახლა-
ვე, ვიდრე წახვედი... მერმე იქნებ ვეღარც... იქნებ ვეღარც... - და ცრემლით
ამოევსო თვალები. ხალიანამ ვეღარ შეიკავა ცრემლები და გარეთ გავიდა.
მას ზაზაც გაჰყვა. მარტო დატოვეს ცოლ-ქმარი, სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
სალიჰა მიეკრო გიორგის ხელს, კვნესაც კი მოიწყვიტა. მიყუჩდა. თვალებიც
დახუჭა თითქოს.

185
გიორგი უძრავად იჯდა. მას ეგონა, რომ ჩასთვლიმა სალიჰამ. ან იქ-
ნებ გული შეუღონდა? მაგრამ საფეთქელის ძარღვი უფეთქავდა. ხელ-
ზედაც მისუსტებულ სუნთქვასა და ცრემლს გრძნობდა.
- მეორე ხელი... მეორე სადღა გაქვს? - უეცრად თვალი გაახილა და გი-
ორგის შეხვეული ხელი რომ შენიშნა, ისევ აღელდა. - შენც?.. მაინც?.. ისევ
ხელში?.. ხელი... ხელი?!
გიორგიმ იგრძნო, რომ სალიჰა აზროვნებისა და ბოდვის საზღვარზე
იყო.
- ისევ ხელი?! გაბზარული დაირა... მოჭრილი... დაჭრილი ხელი? -
სალიჰა აცახცახდა და კარავს დამფრთხალი მზერა მიმოავლო. თით-
ქოს ვიღაც მესამეს გრძნობდა თუ ხედავდა იგი. მისი თრთოლვა შეაბ-
ჯრულსაც გადაედო. შეაძრწუნა. გიორგიმ იგრძნო, რომ სულთმობრძავი
ისეთ მიჯნაზე იყო, სადაც წარსული და აწმყო ერთიანდებოდა... ხოლო
ცოცხლები უფრო ბუნდოვნად უჩნდნენ, ვიდრე მიცვალებულნი. ქალი
სულსა ლევდა.
დაიბნა გიორგი, ვეღარაფერი იაზრა, როგორც, საერთოდ, მოსდით
ხოლმე მამაკაცებს ასეთ წუთებში.
- შვილი... იესე მოგგვარო იქნებ? მოვაყვანინებ!
- არა, არა... აქ არა! - უფრო შეშინდა სალიჰა, მაგრამ შვილის ხსენე-
ბაზე რომელიღაც დახშული რკალიდან მაინც ამოთიშა და გამოაფხიზ-
ლა დედა. - შვილს ქეთევანს ვაბარებ! იმედი მაქვს! როგორც თავისას,
ისე მიხედავს! - და მიუხედავად თავისი მძიმე მდგომარეობისა, იგრძნო,
რომ შესაძლოა, სწყენოდა ქმარს.
- ნუ... ნუ მიწყენ... მამაკაცები სხვანაირები ხართ... სხვა საქმეები
გაქვთ! - მეტი ვეღარ გააგრძელა, ისევ ამოახველა და, გიორგიმ როცა პი-
რი მოუწმინდა, სალიჰამ ახლაღა დახედა პირსახოცს. - სისხლი? - ჩანს,
მის შეძრულ გუმანში ახლაღა ჩავარდა სისხლის შიში... ან ახლაღა მი-
ატანა აზრი. შემკრთალი უფრო მიეკრო გიორგის ხელებს. ისედაც პატა-
რა, სულ ერთი ციცქნა გახდა. რაღაც შინაგანი ცვლილებაც მოეძალა,
კრიჭა შეუწურა. სიტყვებს ვეღარ ამთავრებდა, მაგრამ აზრი კი საოცრად

186
დამთავრებული ჰქონდა. - თუ რამ... მომივიდა... აქვე... აქვე... საწვეთარას...
აქ დავინიშნე პირველ... აქვე ვპოვებ... აქ დამტოვეთ... აქა...
- იყუჩე... დაისვენე!
...მაგრამ განწირულს აღარაფერი ესმოდა, თავისას გაიძახოდა:
- ...აქეთ ჩემი კახეთი... იქით ჩემი მთა... აქ დამტოვეთ... აქა! ამასა
გთხოვ, ახლა მაკოცე და წადი... იქნება მამა მაინც... მამა... ხალხიც დაინ-
დე...
როდესაც მან შუბლზე გიორგის შეთრთოლებული ტუჩები იგრძნო, ახ-
ლა თვალები მიუშვირა, მიაკრო, მერმე ლოყები... ტუჩები კი ააცილა.
- მე ვერა. ტუჩები სისხლიანი მქონია! შენ არ გეკუთვნის. მუდამ კარგი
იყავ. წადი ახლა, წადი! მალე! მალე! - წელი საოცარი ძალით წამოზიდა და
აკივლდა.
გიორგი ხელივით წამოიჭრა, ხალიანას ძლივს აცალა შემოსვლა. გარეთ
გავარდა, ცხენს მოახტა და ასე უმუზარადოდ და უაზროდ დაეშვა თავქვე
ლეკეთისაკენ. წასულ ლაშქარს დაედევნა. მეაბჯრე ძლივს დაეწია, მუზარა-
დი მიართვა, დინჯადაც შეეკითხა:
- ბატონიშვილო... შიკრიკი ბარში?
- ნუღარ წავა... ჯერ ნურაფერს შეატყობინებთ!
...ხეობაში ჯანდიერის ლაშქრის ნაკვალევს ჩაჰყვა, აკლებული სოფლე-
ბი ჩავლო, მერმე უგანა და წახურის თემს ჩაუხტა.
ლეკები ბრძოლით დახვდნენ. მაგრამ დაბნეულობა და მაშველის მოუს-
ვლელობა ლეკებს ბრძოლის ფხას უცუდებდა. კახნი კი, ავად გაგულისე-
ბულნი, ჩადიოდნენ ხელჩართულში. პირველბრძოლა ძლივსღა ჰქონდა
მოთავებული გიორგის, როცა ზაზა კახნიაური გლოვის შიკრიკად მოუვიდა,
სალიჰას გარდაცვალება ამცნო და საჭირისუფლო განკარგულებანი თხოვა.
ცხენიდან არც ჩამოსულა გიორგი, გადაიძრო მუზარადი, პირჯვარი ისა-
ხა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
- შენ თავად წახვალ ბარში. პირველი სოფლიდან ამომგვარე მღვდელ-
დიაკონი. ხმას ნუ გაავრცელებ. ძეგამს ან გრემს არაფერი შესთვალო. ცხე-
დარი წესრიგზე გააპატიოსნეთ. ამოვალ და მანდვე დავკრძალავ, საწვეთა-
რას.
187
- ხალხი? მოტირალნი? დედოფალ-სწორი გახლდათ საბრალო! - შე-
ბედა განცვიფრებულმა ზაზამ, მერმე ენაზე იკბინა და დადუმდა.
- ყველაფერი იქნება! წადი ახლა. რამდენიმე დღეში ამოვბრუნდები! თუ
დაგჭირდათ, თოვლ-ყინული ბევრია მანდვე, ყვავილებიც რომ ბლომად
იყოს... - მერმე უფრო ჩაიწია ჩაფხუტი და ცხენდაცხენ იერიშს წაუძღვა.
კახელებმა გატეხეს თემის წინააღმდეგობა და აიკლეს წახური. არც
ერთი მამაკაცი არ დაურჩენიათ ტყვედ. უმოწყალოდ კაფავდნენ. მრავა-
ლი ქალ-ბალღი შეჰყარეს მეჩეთში. შიგ გამოამწყვდევინა გიორგიმ. ახ-
ლა ახლომახლო სოფლებს მოედვნენ. მთელი ხეობა რომ დაიმორჩი-
ლეს, გიორგიმ კვლავ დააწინაურა ლაშქარი, უფრო ქვევით, შიდა დაღეს-
ტანში ჩაიწია. ყოი-სუს ხეობაშიაც ჯანდიერთან აფრინა მაცნენი. მალე
პასუხიც მოუვიდა.
„ყაზი-ყუმუხამდე ჩავაღწიე, აქ წავაწყდი დიდ წინააღმდეგობას.
ტყვეებმა მამცნეს... მრავალგზის შევამოწმე. რუსებს მართლაც აუღიათ
ტარკა, მაგრამ გადაუწვავთ და უკან გაბრუნებულან. ახლა მთელი და-
ღესტანი ჩვენზე მოდის. ესეც შევიტყვე: ელიმ-შამხლის მოკვეთილი თა-
ვი ყაფირ-ყუმუხის გალავანზე ყოფილა სურხაი-შამხლის შუბზე წამოგე-
ბული“.
გიორგი ბატონიშვილს ორმაგი ცეცხლი მოეკიდა - მტერი ლეკიც
სძრახა და რუსი მოკავშირეც. ჯანდიერის გუნდს უკან, წმიდა გივარგის
ნიშში ამობრუნება, ტყვეების ამოყვანა უბრძანა, თავადაც აირეკა ტყვე-
ები. არნახული საქციელით გააკვირვა კახნიც. ლეკური ტყვევნა იკადრა.
დიდ-პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ხეიბარი, ვისაც კი სიარული შე-
ეძლო, ყველა ამორეკა. მეჩეთში შემწყვდეულებიც არ დაივიწყა.
ხატში რომ ამოვიდა, აქ უკვე ყოველივე საჭირისუფლო მზად დახ-
ვდა. სალიჰას ცხედარი ნიშში თვალდათხრილ ნინოს ხატის წინაშე ეს-
ვენა. მიძინებულივით იწვა კუბოში. გარს მრავალი მთის ყვავილი ეფი-
ნა.
ზაზას მიერ ამოყვანილი მღვდლები პანაშვიდს უხდიდნენ. მცირე
ნიშში დიდი ვიწროობა იყო.

188
გიორგიმ გარეთ, გალავნის წინ ცოცხალ ყვავილებზე დაასვენებინა კუ-
ბო, თავთით დაუჯდა და კვლავ პანაშვიდის გადახდა თხოვა ხუცებს.
ყველა ტყვე მოაყვანინა გუშაგთ. ქალ-ტყვები ახლო კუბოსთან დას-
ხა. აქ იყვნენ გაკუშტებული დედაბრებიც, მოწიფული, სიმწრით სახედა-
ხოკილი დედაკაცებიც, თვალცრემლიანი და შემკრთალი გასათხოვარ-
ნიც.
თავდახრილი ბერიკაცები კი ცალკერძ იდგნენ. ქილვაშებს იკვნეტდნენ
ჯავრითა და დუხჭირით. ბალღ-მოზარდებიც მრავლად ირეოდნენ შორიახ-
ლოს. ურთიერთის მიხედულობით ხმადაკარგულად ქვითინებდნენ.
გიორგი იჯდა და დუმდა. დუმდნენ სხვა კახნიც. არვინ იცოდა, რას აპი-
რებდა კუშტად გულჩათხრობილი ბატონიშვილი.
იგი კი დავით ჯანდიერსა და მის შემოგვიანებულ ლაშქარს ელოდა. ბო-
ლოს ისინიც ამოვიდნენ. ტყვეებიც ფრიად მოამრავლეს. მათ ტყვეთა შო-
რის მოლებიცა და დაჭრილ-დაბორკილი ლეკ-მებრძოლნიც აღმოჩნდნენ.
კუბოს დანახვისას ტყვეებმა უფრო ქვევით ჩაჰკიდეს თავები. კარგ არა-
ფერს მოელოდნენ. საშინელი შურისძიების მოლოდინის ცეცხლი ეცათ და
გარსშემორტყმულ ქუდმოხდილ კახთ მოლაშქრეთ თვალდაფეთებით შეს-
ცქეროდნენ.
ჯანდიერი გვერდში ამოუდგა გიორგის. ახლა მასაც ვერ გაეგო, რა სწად-
და ბატონიშვილს.
პანაშვიდი მოთავდა თუ არა, გიორგიმ თვალდათხრილი ხატი, გაბზა-
რული დაირა და ჯიხვის მშვილდი მოატანინა, თავგალავანზე წამოდგა,
ლეკურად და ქართულად შეესიტყვა ტყვეებსა და თავის ლაშქარს.
დასაფარავი აღარაფერი იყო. ყველა დამსწრეს, უფრო კი ტყვეებს, უამ-
ბო ელიმ-შამხლის ასულის - სალიჰატის მძიმე ამბავი, სურვილი ლეკთა და
კახთა დამოყვრებისა... არაფერი გამოუკლია... არც პირველ-ნიშნობა აქვე,
ამავ ნიშში უფროს ძმასთან... გაბზარული დაირა იმოწმა. არც მთის სადე-
დოფლოს კახეთში გადმოსვლა თუ ერეკლეს სტამბოლს დაღუპვა დაუფა-
რავს. არც თავისი მძიმე მდგომარეობა და, ბოლოს, ქორწილი... შვილის შე-
ძენა... ელიმ-შამხლის უვნებლად გაშვება ტყვეობიდან. სურხაი-შამხლის

189
ბოლო ფანდიც ამცნო ხალხს. მისი წერილი წაუკითხა, წმიდა ნინოს
თვალდათხრილი ხატი, ჯიხვის რქის მშვილდი თუ ისრის ნატეხი იმოწ-
მა.
- ეს ვერაგი ისარი ჩემთვის იყო დამიზნებული... სალიჰამ მე მიფარა, თა-
ვად ირგუნა სიკვდილი. შუამავლობა და სიკეთე უნდოდა თქვენთვის და
ჩვენთვის. ახლა თავად კუბოში წევს. მამამისის მოკვეთილი თავი კი სურ-
ხაი-შამხლის შუბზეა წამოგებული ყაფირ-ყუმუხის გალავანზე, თქვენი
ქმრები, ძმები თუ შვილები - დახოცილნი... თქვენ კი ტყვეულნი. აი, რას
მიაღწია სურხაი-შამხალმა!
- ვაიჰ! ვაიჰ! - შესძახეს ტყვეებმა და ჩუმი ზრუნი შეაბეს გიორგის
თხრობას.
მთხრობელმა რომ სალიჰას უკანასკნელი სურვილი და სიტყვები
აუწყა, ლეკ-დედაკაცებმა დაუფარავი გოდება შეახმიანეს. მათ უკვე თავ-
შლები და ხილაბანდები დაეხსნათ, თმები გაეშალათ, თავის დარდთან
და ვარამთან ერთად საბრალო სალიჰას ბედსაც სტიროდნენ.
ჯერ შერეული ქვითინი და მოთქმა ისმოდა, მაგრამ მალე დედაბ-
რებმა ხმები შეუწყვეს, უკითხავად წინ მოდგნენ, საერთო ტირილი და
ზრუნი შექმნეს.
- ჰოი, საბრალო სალიჰატ... მთის დედოფალო! ჩვენ უბედურნი ტყვე-
ნი... შენსა და ჩვენს ბედს... ერთად დავტირით... ვაიჰ! და ვაიჰ!
- ჰოი, სალიჰატ! მამის ერთგულო... ქმრისა და შვილისთვის თავდა-
დებულო!
- ჰო, სალიჰა! მთისა და ბარის დარიგების საწინდარო... და ზედ... სა-
ვალალოდ გადაგებულოო!
- ვაიჰ ჩვენ, რომ შენი დარდი და სიკვდილი გვსმენია. და ვაიჰ შენ,
რომ ჩვენი დარდი თან ჩაგყოლია!
- ვაიჰ! და ვაიჰ ისევ ჩვენ. ამის მომსწრეთ და მოწმეთ... ვაიჰ! მთასაც
და ბარსაც, ვაიჰ! მძიმე მაგლოვარს!..
ხმა და ზუზუნი უფრო მატულობდა და, ბოლოს, საერთო ზარად და
გოდებად გადაიქცა. ახლა ყველა გოდებდა, მტერიც და მოყვარეც. თავ-
თავიანთსაც და საერთოსაც გოდებდა მთა-ბარი.
190
ერთადერთი გიორგი ბატონიშვილი იყო უსიტყვოდ და უცრემლოდ. იგი
გაკუშტებულად ჩაჰყურებდა სალიჰას, სიკვდილში უფრო ჩანაზებულსა და
გასანთლულს. მტკივანი, ისარნაკვეთი ხელით გალავნის წამახვულ ქვას ეყ-
რდნობოდა. ტკივილს დაეძებდა, მაგრამ ცრემლი თვალის კილოშივე მოეს-
პო. არც ცრემლი იყო, მაგრამ ვერც ხელის ტკივილსა გრძნობდა.
ბოლოს ისევ დავითმა იღონა. ყოვლად დინჯსა და გულკერპსაც შეჰპარ-
ვოდა თვალის ნამი. თავი გაიქნია, გახევების უხილავი ლანძვი თითქოს შე-
იწყვიტა და ხელით შეეხო გიორგის:
- დროა, ბატონიშვილო! ახლა ჩვენც გვაცალე უკანასკნელი ვალის მოხ-
და! - ხელზე ეამბორა მიცვალებულს, ხალიანაც მოაშორა და თვალცრემ-
ლიან ზაზას ხელი უყო. კუბოს თავთით ამოუდგა. სხვა უფრო მახლობელი
და პატივცემული კახთაგანი წინ წამოდგნენ და კუბოს მოკრძალებით ხელი
მოჰკიდეს.
ზრუნის ხმამ იმატა. ხალიანას გაბმულ კივილს ლეკ ქალთა გოდება გა-
დაეფარა.
... მაგრამ უეცრად ყველანი დადრკნენ... ღრმად მოხუცი ტყვე ლეკი წინ
წამოდგა, ხელები ყურებთან აღიპყრო და მოკლე მაჰმადის წესური ლოცვა
თქვა, სხვა მოხუცთაც ხელი მოსდო და კუბოს ისიც ამოუდგა. კახთ არ უნდო-
დათ მიშვება, მაგრამ მოხუცი გიორგის წინაშე წარდგა:
- ჩვენიც ყოფილა! საერთო საგლოვსა და საჭირისუფლო მიცვალებულს
ღირსეულად ერთად ავუგოთ წესი... ხოლო ცოცხლები მერმე გავსწორ-
დეთ... სადღა წაგივალთ, სადღა?!
გიორგიმ ცეცხლი მოიკიდა გულზე, მაგრამ უსიტყვოდ დასტური მისცა;
მტერ-მოყვარეთ შორის წაიშალა საზღვარი.
საწვეთარას გვერდით, ხატის ტყის გულში გათხრილ სამარეში ჩაასვე-
ნეს, მატური ამოუშენეს და სამარე ყვავილებითა და მიწით ამოავსეს.
როდესაც ყველაფერი ჩათავდა, ისევ გაითიშა ხალხ-ლაშქარი. ტყვეები
ერთად შექუჩდნენ, მოლაშქრენი კი გარს შემოერტყნენ და ისევ მრუდედ
დაუწყეს ერთმანეთს ცქერა. გლოვაში შობილი გაერთიანება და საერთო
სატკივრის გრძნობა-შეგნება თითქოს საფლავში თან ჩაჰყვა მთისა და ბა-
რის შერიგების ჩაკლულ იმედს.
191
მაგრამ გლოვა უფრო აბრძენებს ადამიანს, ვიდრე სიხარული. გიორ-
გიმ თავი ასწია და ერთობლივ გადახედა მტერ-მოყვარეს:
- ახლა ცოცხლებიც გავსწორდეთ, მოხუცო!
ტყვეებს თითქოს მათრახი გადაჰკრეს. ჯერ შეირხნენ, მერმე გაინაბ-
ნენ.
გიორგი მათ რომ დააკვირდა, თითქოს ყველას სალიჰას ფერი ედო.
- მშვიდობა ნახეთ! წადით წინ... აღარავის გერჩით! აქ მყოფთ! თქვე-
ნი ჭირიც დაიტირეთ! - ძლივს ამოღეჭა გიორგიმ, მერმე სიფიცხე წამო-
აცხრა, - წადით და გახსოვდეთ, რომ სალიჰას ხსოვნას ვაჩუქე თქვენი
თავი. მისი უკანასკნელი თხოვნაც ასეთი იყო - ხალხი დაინდეო... წა-
დით!
სრული სიჩუმე ჩამოვარდა. კახთ დაუშვეს იარაღი და განზე გადგნენ,
ტყვეთაგანი არავინ დაძრულა ადგილიდან... მაგრამ ყველანი შემაღ-
ლდნენ თითქოს, სალიჰას ფერიც დაეკარგათ. თავები ზეაღმართეს.
მერმე მუხლებზე დაეცნენ უსიტყვოდ.
არც მადლობა, არც რაიმე სიტყვა არვის უთქვამს. სიჩუმეში მხო-
ლოდ საწვეთარას წვეთ-წვეთი ისმოდა.
ბოლოს ერთი დედაბერი ძლივს წამობობღდა, თავისიანებს თვალ-
წარბითა და ბებრული ჩიფჩიფით ნიშანი მისცა, დაკოჟრებული, ძვალ-
ტყავა ხელ-თითები მოშვავებული კლდისაკენ გაიშვირა და წინ წავიდა.
ყველანი მიჰყვნენ. მიმოწეულ კახთა ლაშქარს ჩაუარეს, ნაშვავს მი-
ადგნენ. დედაკაცებმა თითო კალთა ხრეში და მიწა აიღეს, მამაკაცებმა -
თითო ლოდი. ისევ მობრუნდნენ საფლავისკენ. ბალღებსაც კი მოჰქონ-
დათ ფიქალის ნამსხრევები ახალ სამარეზე დასადებად.
სულ მალე სალიჰას საფლავმა ნიშის სიმაღლეს გადააჭარბა.
ეს გლოვის შრომა სრულ სიჩუმეში ჩათავდა. მერმე იმავე დედაბერ-
მა დაბალი ზრუნი წამოიწყო, ახლა ნიშს მუხლის ჩოქვით დაუარა და პი-
რი თავქვე, ლეკეთისაკენ იბრუნა, ნელა გასწია, ჩახლართულ ბილიკს
ჩაჰყვა.

192
მთელი ტყვე ლეკობა დაბალი ზრუნითა და ნელი რხევით ჩაეკიდა თავ-
ქვეს. გახევებულ კახთა კიდევ დიდხანს ესმოდათ დაბალი ზრუნის ხმა.
- ჰოი, საბრალო სალიჰატ, ჩვენდა ნუგეშად გაჩენილო და ჩვენ მიერ-
ვე უგუნურად დღემოსპობილო! ვაიჰ! ვაიჰ!
- ჰოი, სალიჰატ, აწ და მარად დაუვიწყარო ჩვენო მხსნელო! სულო ნათე-
ლო! ვაიჰ!
- ვაიჰ ჩვენ, შენი სიკვდილის მომსწრეთ, მთის აქეთ თუ მთის იქით გათი-
შულთ... ვაიჰ ჩვენ, შენ მტერ-მოყვარეთ, მგლოვიარეთ და უსასოდ დარჩე-
ნილთ!
- ნეტარება შენ და შენს სახელს... საწვეთარას დატირებულო... სალიჰატ
- მთის დედოფალო... სიკვდილშიაც ჩვენო მფარველო! ვაიჰ და ვაიჰ!
XVIII
ვერხვის გზა
ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის საზღვარზე ალექსანდრე მეფეს დიდი ჯგუ-
ფი მოეგება. აქ იყვნენ კახ-ელჩები - ზოსიმე და შერმაზანი, ქართლის რჩე-
ულნი, თავადნი და დიდებულნი, მათ შორის კახთ ბატონის ცოლისძმა - გი-
ორგი ამილახვარი და მძახალი აშოთან მუხრან-ბატონი. მოეახლა ქეთევა-
ნიც.
თავის ამალა მოეგება მანუჩარ დადიანსაც.
ალექსანდრე მეფის მომყოლნი ხომ მრავალრიცხოვანნი იყვნენ და იყ-
ვნენ. მას ხუთასი შერჩეული მოლაშქრე ახლდა, კახ-დიდებულნი და ახალ-
თავადნიც.
მარიამ დედოფალსაც რჩეული კახ-მანდილოსანთა მარაქა მოჰყვებო-
და. შეყრისთვის უფრო ზეიმური და საეკლესიო დღესასწაულის სახე რომ
მიეცა, კახთ ბატონმა მრავლად სამღვდელოებაც წაიყვანა მცხეთას. არც სა-
პატიო მოქალაქენი, ხელოსნები და ვაჭრები გამორჩა, მხცოვანი გლეხებიც
კი თან იახლა.
- მტრისთვის შენიღბავს საქმეს, მოყვრისთვის კი ხალისსა და სიხა-
რულს ამრავლებს! - ბრძანა კახთ ბატონმა და მცხეთა-ტფილისს წამსვლე-
ლის უშიშროება თავზე იდო, სავაჭრო საქონლის უბაჟო გაზიდვას ნება
დართო და წაახალისა.
193
მათარსა და სარგის სომხიშვილებმა თარსაგალავნის ქარავანიც კი
გამოაწყვეს. მამუკა კახნიაურმაც მცირე წიგნებითა და ძველი ხელნაწე-
რებით სავსე ხურჯინი გადაჰკიდა ჯორს და მცხეთას ამგზავრდა. სათი-
ნოს წამოყვანაც უნდოდა, მაგრამ, ვიდრე ზაზა და ხალიანა მთაში იყ-
ვნენ, სათინომ ფეხი აღარ მოინაცვლა გრემიდან.
მცხეთას მიმავალთ შორის იყვნენ მანასე ჯიღაურიც და ჯაბა ოსტა-
ტიც. მრავალ გლეხთა შორის გამოირჩეოდნენ ქედელები. მათ ჯერ ურ-
მებით იარეს და ჩამორჩნენ, მერმე ოქრო-პაპამ პირველმა იკისრა მოკ-
ლეზე ფეხით სვლა. მას თვალებდალიბრული ფილომნათეც აეტორღი-
ალა.
- სადაც შენ, მოხუცი, იქ მეცა! ერთი ისე როგორ დავდგები, მცხეთის
სამრეკლოზე გრემული ზარის კილო არ ავაგუგუნო! - მერმე დაეჭვდებო-
და და ოქრო-პაპას შეეკითხებოდა: - ჰა, რას ფიქრობ, მოხუცო. არ მიმიშ-
ვებს ზარებთანა იქაური? განა?! ვითომ რატომაო? - თავად გაჯავრდე-
ბოდა, მაგრამ ჩუმად კი გაიფიქრებდა - გრემში რომ მოსულიყო მცხეთე-
ლი „ზართა ბატონი“, ფილო მას სამრეკლოზე არც კი ააჭაჭანებდა.
ქოხსალამურამ ყური მოჰკრა თუ არა ფილოს ეჭვიანობას, უმალ შე-
ღიღინა:
„ფილოს სოფელი - სამრეკლო...
ზარი - გუთანი ჰგონია...“
მაგრამ ხოსიტაანთ თაკოს მოჰკრა თვალი და ლექსიანად დაიბნიდა.
დიახ, ხოსიტაც აქ იყო და მისი გერებიც. გუცა უკვე საქმეშიაც შველოდა.
საქმე კი შემდეგში მდგომარეობდა: ხოსიტამ, კაკამ და ხაპრომ პირი შეჰ-
კრეს; ხოსიტას ახალი კეხები გაეთალ-გაეწყო გასასყიდად, კაკამ სო-
ფელში ცხენები გამოიყვანა საფასით, ხოლო ხაპრომ ცხენ-კეხზე საპალ-
ნედ კახური ღვინო მოჰკიდა; ახლა გუცა მიუძღოდა სამთა ქარავანს.
დამხვდურ-მოსულნი ცხენდაცხენ შეიყარნენ და მარტყოფს მიაშუ-
რეს.
სოფლის თავში, ალექსანდრესთვის კარგად ცნობილ ვერხვნარში,
სვიმონ ქართლის მეფის ბანაკი იყო გაშლილი. მრავალი კარავი იდგა.

194
ერთი გამოირჩეოდა სიდიდითა და ხატოვანობით, დროშებითა და ვერ-
ხვის ფოთლებით შემკული. იგი ვერხვნარის შუაგულში იდგა და მას აგვირ-
გვინებდა.
- იქ თუ ბრძანდება სვიმონ მეფე? - ჩუმად ჰკითხა ზოსიმეს ალექსან-
დრემ.
- არა, იგი სრულიად ქართველთა კარავ-დარბაზი გახლავთ.
კახთ ბატონმა ახლა კი კარგად გაარჩია: შესასვლელში ბაგრატოვანთ
საბრძოლო ჯვარ-დროშა ძელჭეშმარიტი იდგა. აქეთ-იქით კი - დროშები,
დროშები... ქართლის თეთრ-ცისფერა ვაზის ჯვარითურთ, კახთ დროშა -
ღვინისფერი, ზედ ცხენ-თეთროსანი გიორგი, იმერულ-ქუთათური სამკუთ-
ხედა, ისრიმის ფერი, ფრთოსანი რაშის ნასახით, სამცხის - გულთეთრა,
ჯვარ-ჩუქურთმა, მეგრული - მუქ ზღვისფერად ტალღული, ვერძის თავამო-
ქარგული, გურული - სამჯვრიანი, ალამზე შველი ამოსირმული...
კახთ ბატონმა გამჭრიახობა დაუფასა სვიმონს.
დიდ კარვის შორიახლოს ხალხი ჩანდა შემოჯარული. მომავალნიც დაქ-
ვეითდნენ ვერხვიანთან. იმავ წუთში დამხვდურნიც დაიძრნენ, დიდ კარავ-
თან შეიყარნენ ყველანი. წინ შემოსილი ნიკოლოზ კათოლიკოს-პატრიარ-
ქად განზრახული მოდიოდა, საცეცხლურით აკმევდა შეყრის გზას. მას უკან
ქართლის სამღვდელოება მოყვებოდა გალობითა და აიაზმის წყლის პკუ-
რებით. ახლა ჯვარის მტვირთველი დაწინაურდა და საბრძოლო ძელჭეშმა-
რიტი კახთ ბატონს მიაგება.
ალექსანდრემ ფართო პირჯვარი ისახა, ემთხვია და ახლა დედოფალი
მარიამი მიუშვა. ზედაც მღვდელ-მთავარნიც შემოადგნენ, მრავალგზის და-
ლოცეს და აკურთხეს მოსულნი, მერმე მიმოდგნენ და შუაში ქართლის მე-
ფე-დედოფალი გამოაჩინეს.
ალექსანდრემ წარბები შეჰყარა - ვეღარც ერთი ვერ იცნო. მის წინაშე
ხანდაზმული, ჭაღარადაძლეული ცოლ-ქმარი იდგა.
- სვიმონ ძმაო, ნუთუ შენა ხარ? მეფევ, ძმაო და სიძევ! - არეულად ამეტ-
ყველდა, ფეხი წარდგა.
- მე გახლავარ, მე! ძმაო ბატონო!

195
ხელები მტკიცედ ჩამოართვეს ურთიერთს და, კახთ ბატონმა რა იგ-
რძნო, რომ სვიმონ მეფემ გახსნილი უბე დაახვედრა, გადაეხვია. ნამტე-
რალმა ახლო მოყვარეებმა, ერთი ერისა და გვარის შვილებმა, ძმურად გა-
დაკოცნეს ერთმანეთი.
...კიდევ ერთხელ, როგორც ცამეტი წლის წინათ, ახმიანდა ვერხვნა-
რი. ვაშას ძახილმა და ნათოფარობამ ახლაც ძირს ჩამოაფინა ვერხვის
ფოთლები. საოცარი სითბოთი და სიხარულით აავსო ქართული გარე-
მო.
ახლა თავის დას - ქართლის დედოფალს გადაეხვია კახთ ბატონი.
წუთიც და ქართლ-კახეთის დედოფლები ცრემლით ნამავდნენ ურთი-
ერთის გულისპირსა და ჭაღარამორეულ კავებს.
მრავალი ცრემლი და აღგზნებული ხმა დაირხა. სიხარული გამეფდა
ვერხვნარში. შეყრილთ რაღაც დიდი, ვაი-უშველებელი ჭირი და ლოდი
გულიდან გადაუგორდათ... და როდესაც გადაუგორდათ - მაშინღა იგ-
რძნეს, თუ რა მძიმე და მსახვრალი ყოფილა იგი.
ვერხვნარის ჩრდილი, აბა რას დაიტევდა მოსულთ და დამხვდურთ,
მის ირგვლივაც მოლაშქრენი თუ მსახურნი, გლეხნი თუ ამქარნი ურთი-
ერთს ძმურად ესალმებოდნენ და ვაშას ძახილით შორიდანვე ეხმიანე-
ბოდნენ.
სვიმონსა და ალექსანდრეს ახლა გურია-სამეგრელოს მთავრები
მოეახლნენ. სამცხის ათაბაგი, რომელიც ამჟამად ლტოლვილად იყო
ქართლში ჩამოსული, და იმერეთის დიდებულნიც იწვია სვიმონმა. ამ-
ჯერად იმერეთიც მას ეპყრო, ხოლო წინდახედული თავაზიანობით
კახთ ბატონს ნუგზარ ერისთავი აწვია.
მალე ყველა წარჩინებული დიდ დარბაზ-კარავში შევიდა. მოკლე
ზეიმ-პარაკლისი გადაიხადეს.
ამის შემდგომ მანდილოსნები მოშორდნენ დიდ კარავს. ნესტან-და-
რეჯანმა და ქეთევანმა მარიამ დედოფალი ცალკე სადგომ კარავში მო-
ასვენეს და ერთობლივ ქართლელ და კახელ მანდილოსანთა მარაქა იწ-
ვიეს.

196
დიდ კარავში კი მეფენი და მთავრები მრგვალ სუფრას მოუსხდნენ, და-
ნარჩენნი კი ირგვლივ შემოადგნენ.
მრგვალ სუფრაზე მცირედი რამ საწესო პურ-მარილი ელაგა. მეს-
ტუმრემ ვერცხლის ტაშტში ხელები ჩააბანინა მეფე-მთავრებს, მერმე
ნიკოლოზმა, კათოლიკოსად ზრახულმა, მცირედი სიტყვა და კურთხევა
წაუმძღვარა, „ერთიან ქართულ სერობას უიუდობა“ უსურვა.
მეფე-მთავრებმა პირველპური გატეხეს, პირველსმური იხმიეს.
ამავე დროს, ქართლის სახლთუხუცესი ბარათაშვილი და კახეთისა - ჩო-
ლოყაშვილი ცალკე კარავში ბჭობდნენ, „ვერხვის დარბაზის“ კარის გარიგე-
ბას აზუსტებდნენ. ვერხვნარის ირგვლივ მოზღვავებულ ჯარობას კი ზოსი-
მე ბერდიდი გადასდგომოდა და „ერთიან ქართველობას“ უქადაგებდა.
სამღვდელოების, დიდებულთა და ხალხ-ლაშქრის უმეტესი ნაწილი
დღესვე უნდა დაძრულიყო მცხეთისაკენ, ხოლო მეფე-მთავარნი და ზოგნი
რჩეულნი „ვერხვის დარბაზში“ რჩებოდნენ საქმის მოსაგვირგვინებლად.
სახლთუხუცესებმა და მესტუმრე-მეგამრიგენმა დასარჩენ-წასასვლელ-
ნი ცალ-ცალკე კარვებში დასასვენებლად და საპურაოდ ჩამოარიგეს.
მოლაშქრენი და გლეხობა ირგვლივ მთა-გორაკებსა და გზის პირებში
ჩაბანაკდნენ, ხოლო დანაყრებისა და მცირე ლხინ-თამაშის შემდგომ მცხე-
თისკენ დასაძვრელად დაემზადნენ.
მალე ნიკოლოზ კათოლიკოსად განზრახული გაემართა სვეტიცხო-
ველს.
თვით დარბაზშიაც შემცირდა დიდებულთა რიცხვი. გვარისა და რიგის
მიხედვით დასასვენებლად იწვიეს სახლთუხუცესებმა. ზოგნი თავად მეფე-
ებმა დაგზავნეს საქმეთა გასარიგებლად. ახლა მთავრებიც გაეცალნენ თავ-
თავიანთ სადგომებში.
რაც უფრო აკლდებოდათ სვიმონსა და ალექსანდრეს ირგვლივ მყოფნი,
უხერხულობა მათ შორის უფრო მატულობდა. პირველდარიგება და შეხ-
ვედრა თითქოს ჩასრულდა, მაგრამ, ჰოი, რამდენი ძველი და ახალი, ეჭვი
და დარდი უფერხებდათ სათქმელსა და საქმეს. როდესაც მათთან მხო-
ლოდ ზოსიმე ბერდიდი დარჩა, სულ დადუმდნენ მეფენი. ზოსიმემ კი
სხვაფრივ განსაჯა... შუამავლობის დრო და საფეხური უკვე განვლილი იყო,
197
ხოლო გულწრფელობა თვალდათვალ უფრო გამჟღავნდებოდა, გაკაჟ-
დებოდა.
ბერდიდი ადგა, ჯვარი ჩამოიხსნა მკერდიდან, მეფეთა წინაშე მრგვალ
სუფრაზე დაასვენა და უხმოდ განშორდა.
ვერხვის დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.
სვიმონი და ალექსანდრე ჩუმ-ჩუმად უმზერდნენ ურთიერთს, თვალ-
გაკვრით, თითქოს უცაბედად, ჭაღარას უზვერავდნენ, სახის ნაოჭებს
უსინჯავდნენ, თვალქვეშ ამოღარულ და ჩაქუფრულ კილოღაწვებს უმ-
ჩნევდნენ და უჩხრეკდნენ, ძველნახსოვარს უფარავდნენ.
ახალგაზრდობისას ფრიად სხვადასხვანი სახითაც და ხასიათითაც,
სიბერეში ერთნაირ დუხჭირსა და ჟამთა ვარამს ერთ ყალიბში მოეყენე-
ბინა მტერ-მოყვარენი. დროს საერთო კვალი დაემჩნია, ხოლო ჭაღარა
წვერ-ულვაშს ურთიერთისთვის კიდევაც დაემსგავსებინა ისინი.
ასე ჩუმად და შეჩიხულად დიდხანს ისხდნენ რუსთ ხელმწიფის ხელ-
დებული კახთ ბატონი და ირანის შაჰის ხელიდან ტახტმიღებული ქარ-
თლის მეფე.
ბოლოს სვიმონმა ჩაახველა, თავი წამოსწია.
- შუამავლებმა ბევრი იჩალიჩეს, დაარიგეს თუ დააკოწიწეს საქმე. ახ-
ლა ჩვენზეა ყველაფერი!
ალექსანდრემ, ნიშნად თანხმობისა, თავი ჩახარა, უფრო ღრმად
ჩაჯდა სავარძელში. მაინც ვერ მოისვენა, ხელი ჩაიქნია.
- ერთიც თავიდანვე... და ეს უსათუოდ მე უნდა ვთქვა... მოვალე ვარ...
აქ მაინც ყოველ ვერხვის ფოთოლს აწერია... წარსული უნდა... - ალექ-
სანდრეს სათქმელიც მოეჩოთირა ხახაში და სვიმონსაც არ აცალა,
მრგვალ სუფრას გადმოაცილა ხელი და ალექსანდრეს ხელს შეეხო:
- წარსული - წარსულია!.. დავიწყებული - აღარც მოსაგონარი!
ალექსანდრემ მადლიერი თვალით გადახედა თავის სულგრძელ
მოსაუბრეს, შუბლის ახალგაშლილი ნაოჭი დაუნახა. იგრძნო, მასაც გა-
ეშალა შუბლი.

198
- მაშინ ყველაფერი ვთქვათ - ღიად და ნათლად! - სულგრძელობას გულ-
წრფელობა დაახვედრა კახმა, - მაშინაც ყველაფერში მაჯობე, ბრძოლაშიც
და სიბრძნეშიც. ვგონებ, ახლაც?!
ორივეს გაეცინა, მრგვალ სუფრას უგანეს და სულ ახლოს, მოყვრუ-
ლად მიუსხდნენ ურთიერთს.
- ეს გავარკვიოთ: ვინ მიგვაჩნია დღესდღეობით ქართველების უსასტი-
კეს მტრად? - შეეკითხა სვიმონი.
- მანდ ერთად ვართ: თურქ-ოსმალონი! ფარულ შველას მოგცემ. დრო
და ადგილი დამისახელე, როგორ გესახვის ბრძოლა?!
- ჯერ ლორე... საცდელად! მერმე გორის ციხე... მერმე, ღვთის შეწევნი-
თა, ტფილისის თავი და გული - მეტეხის ციხე და ნარიყალა!
- ჰა ჩემი ხელი! - ალექსანდრემ გაუწოდა, ჩამოართვა, უნებურად დახე-
და. თითებიც საოცრად მსგავსი ჰქონდათ.
შემდგომი საუბარი მოკლე და ნაწყვეტ-ნაწყვეტი იყო... უკვე ასგზის ნა-
ზომი, ნაფიქრი, მხოლოდღა სადასტურო და საპირობო.
- არაგვს არ შეგედავები!
- იმერეთის შემომტკიცებას დაგიდასტურებ!
სვიმონ: შაჰინშაჰთან გიშუამდგომლებ.
ალექსანდრე: რუსთ-ხელმწიფესთან შუამავლობას გაგიწევ.
სვიმონ: მთის წინააღმდეგ მოგცემ შველას.
ალექსანდრე: სამცხეს გაგატან ლაშქარს.
ყინულისა და უხერხულობის ნატამალიც აღარ იყო მათ შორის.
- სრული მშვიდობა და უბრძოლველობა ქართველ ტომთა შორის!
- ქართველ მეფე-მთავართა კავშირი!
- მე რუსთ ხელმწიფეს მივწერ ჩვენს საუკუნო დარიგებას და თანადგო-
მას ოსმალთ წინააღმდეგ... მოიწონებენ... მოგვიდგებიან!
- მე კი შაჰ-აბასს ვაცნობებ - იგიც მოიწონებს ჯერჯერობით მაინც, რამ-
დენადაც ოსმალთ წინააღმდეგია იგიც.
...ასეთი თავსატეხი და საჭირბოროტო საკითხები ისე სწრაფად ჩაათავ-
დათ ხელში, რომ ორივეს გაეცინა.

199
- სულ ნახევარი საათის საქმე ყოფილა. ჩვენ კი ნახევარი საუკუნეა,
ვდავობთ! -
ალექსანდრემ ღვინო დაუსხა სვიმონს, თავადაც დაისხა.
- ერთიც ჩვენი ვარამი ისაა, რომ ჩვენი მტრობა შეგვეძლო ყველასთვის
აშკარად გვეთქვა. ჩვენი ღია მტრობის ყველა ყაბულსა იყო... მოყვარეო-
ბასა და მის ნამდვილ დვრიტას სიფრთხილე და იდუმალება სჭირია!
სვიმონმა შინაურულად მიუჯახუნა ჭიქა ალექსანდრეს და ღვინო გა-
დაკრა.
ალექსანდრემ კი შესვა და მოიჭაშნიკა ღვინო:
- ატენურია! რამდენი ხანია არ მისვამს!
გარედან უკვე დიდი სუფრის ჟრიამული ისმოდა. მეფეთღა ელოდ-
ნენ.
- სვიმონ ძმა! ახლა მარტონი ვართ... არა სხვათა სამზერად... არა
ქვეშევრდომთათვის... ჩვენთვის ვთქვათ ფიცი და გულზე დავიჭდეოთ...
ბოლოს და ბოლოს მოკვდავნი ვართ... ერთ გვირგვინოსანნი, ერთ ტო-
მისანნი, ერთ გვარისანნი და ერთ დარდისანნი! - სულმოუთქმელად ჩა-
მომარცვლა ალექსანდრემ და ზოსიმეს დატოვებულ ჯვარს მტკიცედ
დაადო ხელი: - მარჯვენა შემახმეს, თუ საერთო ქართულ საქმეს ვეღა-
ლატო... ან შენ გიმტყუნო თქმულში!
- შენი ჭირიმე, ალექსანდრე! - აღელვებულად წამოიძახა სვიმონმა,
მანაც ხელი დაადო ხელსაც და ჯვარსაც: - რა კარგადა თქვი! ორივე ქარ-
თველები ვართ და საჭირისუფლოც დიდი გვაწევს!.. არც გიღალატო!
არც გემეტოქო! - სვიმონმა გვირგვინი მოიხსნა თავიდან და სუფრაზე
დაასვენა. ალექსანდრემაც ზედ მიუდგა თავისი გვირგვინი. ქამარ-ხან-
ჯლები გაცვალეს და ახლა კი უფრო გულღიად და თავისთვის გადაკოც-
ნეს ურთიერთი.
- ჰაი დედასა, ამ ვერხვიანში, ამ ძველ ნამარცხალ ადგილზე ახლა რა
დიდი ქართული გამარჯვება მოვიპოვეთ! ვერხვის გზა დაგვესახა! -
ალექსანდრემ კარავის კალთიდან ვერხვის ტოტი აიღო. - აი, ჩვენი გა-
მარჯვების ნიშანი! იგი ახლა ჭეშმარიტ ქართველთათვის ბზაზე მეტს
ნიშნავს!
200
სვიმონ მეფემ თავისი სახლთუხუცესი იხმო და წინ მიეგება, რაღაც უბ-
რძანა.
ქართლის დიდებულები კვლავ რომ მოეახლნენ მეფეთ, ყველას
ვერხვის ფოთლიანი ტოტი ჰქონდა ხელში.
ალექსანდრეს ეამა სვიმონის ესოდენი ფაქიზ-დახედულობა, თავადაც
კახ-დიდებულები ასევე „ვერხვოსნებად“ იხმო.
...ხოლო ნაპურადევს და ნათათბირალს, როდესაც ყველანი დაიძრნენ
მცხეთისკენ, ვერხვის ნიშანი ქართლისა და კახეთის ლაშქრიონსაც და ხალ-
ხსაც გასდებოდა... ზოგს იარაღ-საჭურველი შეემკო, ზოგს ჩოხის მასრებში
თუ გულისპირში ეკეთა... ურმის ჩარდახებიც შეევერხვათ. ქალწულთაც ვერ-
ხვის გვირგვინები დაეწნათ, თავისი დალალები თუ თავის რჩეულთა ქოჩ-
რები შეემკოთ.
ეს „ვერხვიანობაც“ ქართველთათვის ჩვეული გადაჭარბებით გასრულ-
და.
...და როდესაც ხალხ-ლაშქარი მცხეთისკენ დაიძრა, შორიდან ისეთი
სამზერი იყო, თითქოს ვერხვნარი საოცარ ნალოსავით მიისწრაფოდა მცხე-
თისა და სვეტიცხოვლის გზაზე. ნამდვილი ვერხვნარი კი დატეხილი ტოტე-
ბითა და ფოთლებშემოძარცვული იერით, დარბეულსა და ახლად გაკაფულ
ახოსა ჰგავდა.

XIX მცხეთის ზეიმი


დიდი ხანია მცხეთელებს არ ენახათ ასეთი ზეიმი სვეტიცხოველში. გა-
ლავანში ხომ ხალხის ტევა აღარ იყო. გალავნის გარშემოც მიჯრილი ნაირ-
ფერადი კარვები, მოჩარდახული ურმები და ეზო-ბანებზე დაფენილი ფარ-
დაგები აჭრელებდნენ და აცოცხლებდნენ ირგვლივეთს.
ფილო-მნათე მცხეთელ ტატე-მნათეს ეწვია სამრეკლოზე. ჰოდა, იქი-
დან ლიბრმოკიდებული თვალებით რომ გადმოხედა, ფერადი ნაჭრებისგან
ნაკერ ვეება საბნად მოეჩვენა მცხეთის მიდამო.
ტატე-მნათე ცალხელა გამოდგა. ზარების რეკვისას ფეხს ახმარებდა,
ასე რომ გრემელი „ზართბატონი“ დიდი სიამით მიიღო. ხოლო მისი ზართა
კილო რომ მოისმინა, ერთი ხელადა ღვინო და პურ-მარილი ზევით ამოუ-
201
ტანა და, როგორც ამბობდა, „ყველაზე მაღალი და ყველაზე რიხიანი
სუფრა“ გრემელ ზართბატონს გაუშალა.
მეფეებს, მობრძანებისას, ფილო-მნათემ გრემული კილო შეახვედრა.
ტატე-მნათეც მიიშველია და „სამხელა“ სალიტანიო სახელოვნად მი-
ითვალა.
- გაამოთ! გაამოთ! შეგეწიოთ ზართა მადლი! - ხმამაღლა გადასძახა
კიდევაც. ამანღა შეუშალა ხელი - გალავნის ციხე-ქონგურებზე მდგარმა
მოლაშქრეებმა თოფების შილინგი და ბათქი ასტეხეს, დააქუხეს და ააკ-
ვალეს მიდამო. სვეტიცხოვლის დამფრთხალი მტრედები ფრთაფარ-
ფატით აფრინდნენ ცაში, ომახიანად ზეაზიდულ გუმბათს ირგვლივ
დაუარეს და სარკმელ-კამარებში შეღუღუნდნენ.
ხალხი მიეტანა მეფეთ, ვაშას ძახილითა და ქუდებისქნევით მი-
ესალმა.
გალავნის ალაყაფიდან, ვიდრე საყდრამდე ხალ-ფარდაგები იყო
დაგებული. ამ ხალ-ფარდაგებზე ჯერ ნიკოლოზ თანამოსაყდრემ ჩა-
მოიარა, მერმე ქართლ-კახეთისა და სხვათა დიდებულებმა. მათ უფ-
ლისწულები მოჰყვნენ. ცოტაოდენი ჩახარვეზების შემდგომ კი მეფენი,
დედოფლები, მთავრები და მათი ამალა, მერმე კი ხალხი დაიძრა.
- კაცო, დაიცა. ემანდ ხალზე ფეხი არ წაიკრა! ხედავ, რა ძვირფასია?!
- მაშა... მამა გიცხონდა. პაპაშენმა ემაგისთანა ხალზე არ მოიტეხა
ფეხი!
- ქალები გაატარეთ, ქალები! ე... მაგენი უფრო შეიფერებენ... რბი-
ლია და საყვარელი!
ხუმრობ-ხუმრობითა და ჟრიამულით დიოდა ხალხი. ახალგაზრდე-
ბი ქალებს აქილიკებდნენ.
- უი, ქა! რამდენი მტრედებია! - სიტყვას უბიაბრუებდნენ ყურაცქვე-
ტილი, მაგრამ სახემიბრუნებული ქალები.
- დახე მაგასა! გაგრია იქნება, მა ვინა?! ბოდბელი თუ არის? ამდენ
მეფე-მთავრების შემხედვარე... იმან კი - რამდენი მტრედებიაო?!
- არა, ჩვენებურია, მოხისელი მტრედიბრეცია!

202
- იარეთ! იარეთ! ერთი მიდექ-მოდექით. სვეტიცხოველი დამანახეთ,
თორემ ე ახმახ-კახი დამიდგა წინა. ტაძარს ვეღარ ვხედავ, გაგონილა?!
- ან მიაყენე, ან ლაჯებში გაუძვერი, კარალელო?
- ხალხნო, წესიერად იარეთ, წესიერად. ვერხვის დღეა! - ხელჯოხია-
ნი მოწესე გალავანზე წამომდგარიყო და მწვადწამოგებულ შამფურს იქნევ-
და.
- დახე მაგასა! რა მწვადის წესრიგი დაუმყარებია?!
- ვისთვის ვერხვის დღეა. ავჭალელებს კი იფნის სახრის დღე სჭირიათ!
უპრიანია! უპრიანი!
ჟრიამულითა და მაღალხმიანით ირეოდა ხალხი გალავანში. ახლა სვე-
ტიცხოვლის კარში ცდილობდა შესვლას, მაგრამ შიგაც ისე ლივლივებდა
ხალხი, რომ ყოველი ცდა ამაო იყო.
დიდი უმრავლესობა ისევ სამრეკლოს უმზერდა და რეკვის მიხედვით
იგებდა ტაძარში მომხდარ ამბავს. მაინც კახნი ხომ ფრიად გაახარა ფილოს
დანახვამ.
- დაჰკა, ფილო! დაჰკა, გაგვაგებინე!
- დაიდგა! დაიდგა! - ზარის ხმის მოძლიერებას ჰყვებოდა ხალხის გუგუ-
ნი. და მართლაც, ამ დროს მღვდელ-მთავრები და ეპისკოპოსნი ნიკოლოზ
კათოლიკოს-პატრიარქის შემოსვას ამთავრებდნენ და ძვირფას, ძველმცხე-
თურ მიტრას ადგამდნენ. მგალობელნი გალობდნენ. ტაძრის კამარანი და
ხალხი ბანს აძლევდა. გარედან ზარები „სამხელით“ გუგუნებდნენ.
- უკმევენ! უკმევენ! - გაიძახოდა ტაძრის კარში ბჭეს შეჭიდებული ქოხსა-
ლამურა.
ახალნაკურთხ კათოლიკოს-პატრიარქს ყოველმხრივ უკმევდნენ საკ-
მელს. ტაძრის ბინდბუნდ ჰაერში მისი ძველპატრიარქული სამოსი და
ჯვარ-კვერთხი ღრუბელზე მოხატულს ჰგავდა.
ახლა თავად კათოლიკოსმაც სამგზის აკურთხა თავისი სამწყსო. მისი
სრულიად საქართველოს ერთმაკურთხებლობა დღეს, მართლაც, განხორ-
ციელებული იყო. თითქმის მთელი დასახსრული საქართველოს თავკაცე-
ბი, რჩეულნი და წარჩინებულნი, ერნი თუ ბერნი აქ იყვნენ თავმოყრილნი.

203
ვაგლახ, იქნებ სულ მოკლე ხნით, ვიდრე საზეიმო კურთხევის სანთლები
ჩაიწვებოდა, ან მოტეხილი ვერხვის ტოტები ჩამოჭკნებოდა.
ახალნაკურთხი გასავლისკენ გაემართა. ხალხს დაენახა. ფილომ უმალ
ინიშნა გამობრძანების ჟამი, სულ ცეცხლი გაუნთო ზარებს.
ხალხი გაიპო. წინანანი ფეხმყარად ჩადგნენ, ხელი-ხელს ჩასჭიდეს,
გზა გაუკვლიეს მავალს.
კათოლიკოსს შემოსილი სამღვდელოება მოჰყვებოდა. სვიმონ და
ალექსანდრეც გამობრძანდნენ, დინჯად მხარდამხარ ვიდოდნენ. მათვე
ახლდნენ დედოფლები, მთავრები და სხვა დიდებულნი. ბოლოს მო-
ლაშქრენი, მსახურნი და გლეხობაც აედევნა ლიტანიას. სვეტიცხოველს
სამგზის შემოუარა კათოლიკოსმა, გამზადებულ დიდ ქვაბებთან სან-
თლით ცეცხლი გაუჩინა შეშას, ხელ-ჯვარიც გადასახა და მირონის მო-
დუღების ნება ჰყო. ისევ შებრუნდა ტაძარში და საპატრიარქო პარაკლი-
სი დაიწყო.
ქეთევან დედოფალმა და ქალთა მარაქამ ნესტან კახ-ბატონიშვილი
ცალკე სამანდილოსნოში წაიყვანეს, დასანიშნად მოამზადეს.
შველივით კრთოდა ნესტანი.
ამავე დროს, მეორე დარბაზში მანუჩარ დადიანი ეწყობოდა.
ხალხმა აღარ უცადა წირვის დასასრულს. მირონის ცეცხლის თითო
ნაკვერცხალი ყველამ წაიღო და გალავნის გარეთ თუ შიგა თავთავიან-
თი ცეცხლი გააჩაღა.
სალახებმა და ყასპებმა დანა-მასათები აამუშავეს და ოხშივარადე-
ნილი ხორცი ხელიდან ხელში გადადიოდა.
გალავანზე მიდგმულ ყაფანზე დიდი ბაზრობა იყო გამართული. მა-
ინცდამაინც ღვინო და არაყი დიდ გასავალში იყო. ხელი კარგად მოით-
ბეს ქედელებმაც.
მართალია, მცხეთელებმა და გორელებმა ჭიდაობაში დასჯაბნეს კა-
ხელი ბიჭები, მაგრამ კახურმა ღვინომ ყველას მოუგრიხა კისერი და მა-
ღალ ზარხოშში აიყვანა. მათე-რუსი ხომ თავიდანვე ნაქეიფარი და მხი-
არულად იყო, მერმე გამოფხიზლდა, ისევ ჩაეშველა ხოსიტას - საპალ-
ნეები კეხებიდან ჩამოაღებინა, ღვინოც მოჭარბებულად გასინჯა და,
204
ბოლოს, თავისი „კეხი“ კინაღამ შეატეხა ურემს. უკვე ვეღარავინ არკვევდა,
მთვრალ-ჭარბად იყო თუ ნელ-რეტიანად. იგი გალავანგარეთ დაბორია-
ლობდა და მამუკას დაეძებდა. მამუკა კი გალავანში იყო. თავისი ხურჯინი
ხელნაწერებისაგან დაეცალა და ახლა ოქრო-პაპას საბაასოდ მიჰკედლებო-
და. დარხობილ ურემზე მყუდრო სუფრა იყო გაშლილი, ქოხსალამურა ურ-
მის კოფოზე იჯდა და ფანდურს ნელი ღიღინით ახმიანებდა.
გალავანზე კი მეზურნენი გადმომდგარიყვნენ, ხალიანი ლოყები გას-
კდომაზე დაებერათ. მედოლე თავგანწირულად უდგაფუნებდა, სულ ზევი-
დან კი ფილოს და ტატეს ერთი ხელადის ძალა სამი ხელით ზარების სპი-
ლენძში გადაჰქონდათ. შიგადაშიგ ჩავარდნილ ხარვეზში კახური მრავალ-
ჟამიერისა და ქართლური ჰოროველას ნარევი და ნაერთი კილო სვეტიც-
ხოვლის კამარას სწვდებოდა. შეწყობილი ტაშის ხმა მტრედების ფრთათა
ხმიანში ვერ ირჩეოდა.
მიუხედავად ასეთი გარეგნული აღრევისა, ყველას თავისი შინაწრე, შეკ-
რული აფრინა, მცირე სუფრა, ჩაბმული ფერხული თუ გუნდ-სიმღერა, გაპა-
ტიჟ-გადმოპატიჟება და ცეკვა-თამაში ჰქონდა.
- კაცო, ე რა დღეობაა... ერთი ჩხუბი არსად არ ჩავარდა?
- ერთი თავგატეხილი კაცი შნოს არ შეჰმატებდა ამ ჯარობას?
- მარჯვე მუშტი ერთ ყანწს უდრის! ამ ცხვრის თავს დამიხედე - სვეტიც-
ხოველი ორად მოგაჩვენო! - გაიძახოდნენ ავჭალელი მოჩხუბრები.
მაგრამ დღეს ვერხვის მშვიდობა ყველას მოედო და მოხუცებმა დიდი
სიფრთხილით და შეგონებით ყველა შფოთის თავი დააშოშმინეს.
მოლაშქრეებმა ყაბახობა და ფარიკაობა-კეჭნაობა ისურვეს, მაგრამ
ორივე მეფემ კარგად იცოდა თავის ქვეშევრდომთა ზნენი და ნება არ მიცეს.
- ისევ მეტოქეობას დაიწყებენ... თიშვა ჩავარდება დღეობაში! - ჩუმად
უბნობდა ალექსანდრე. უდასტურებდა სვიმონს:
- მელექსენი გავახალისოთ. ხმალს ხუმრობითაც ნუღარ მოვიქნევთ ურ-
თიერთშორის.
მალე სვიმონ მეფის მესაზანდრე გადმოდგა გალავანზე. ვერხვის ტოტი
აიქნია. ტოტზე უფრო კი ყურთმაჯები ააფრიალა.

205
- სმენა... სმენა! გაგონება! - დაჰკრეს ყიჟინი გალავანზე თუ ძირს, კე-
დელს შიგნით თუ გარეთ... და უფრო შეხმიანდნენ.
მეზურნეებმა ლოყები დაჩუტეს და ქორდაცემული იხვის ხმაზე დაამ-
თავრეს კილო. ფილომაც ზემოდან წყალობა გამოსცა - ზარვა შეაჩერა. ქვე-
ვითაც უკლეს ღრიანცელსა და ღრეობას. მაგრამ ყაყანი და ურთიერთ შეძა-
ხილი გაგრძელდა:
- ჰოდა რა იყო... დავჩუმდები... აჰანდე, ხმას აღარ ამოვიღებ!
- ერთი ვნახო - რა მარგალიტებს წამოჰყრის!
- მაშ, გავჩუმდეთ? რათა, თორემ კიდევ ჰო!
- ვინ არის? ვისია? - გაიძახოდნენ შორს მდგომნი.
- სვიმონ მეფისა! მესაზანდრე-მგოსანი! - უპასუხებდნენ ტფილელ-
ნი.
- იჰ, მგოსანი?! მე გუთნისდედა მეგონა! - განზრახ ავყიად და ხმამაღ-
ლა ასძახა ქოხსალამურამ.
გალავნის მგოსანმა თვალი გაჰკრა მოტაატე და მოყაყანე ხალხის
ტალღას, დარხობილ ურმის კოფოზე მჯდარ ქოხსალამურას შეაკვირ-
და, ემწარა მისი ამოძახილი, მაგრამ მეტოქედ ვერ შეიცნო... თუმცა არც
უპასუხოდ დატოვა.
- ჰეი, ურმის კონკილავ! ენა კოჭოს ქვეშ ამოიდე, თორემ ტალახში
გეთრევა! - და ზედ ლექსიც დააყოლა:
მარტყოფია და მცხეთაო...
ერთი სტრიქონი გადასძახა ხალხს და შედგა. მან კარგად იცოდა, ახ-
ლა კი შედარებით სიჩუმე ჩამოვარდებოდა. და როდესაც სმენის საშუა-
ლება შეიქმნა, მგოსანმა ისევ დაატრიალა ნათქვამი:
მარტყოფია და მცხეთაო,
სიტყვის თქმა მაცალეთაო!
ალაზანი და მტკვარია,
ღვინომ ორივე არია!
მოვილხენთ - გაგვიხარია.
აქ თუ ამდენი ცხვარია,
მეც გადმოვალ ყოჩივითა!
206
- აგრე იყოს! აგრე! ვაშა, ხვედურელო. ცხვრებადაც ხომ გაგვხადე! აბა,
დაიჭი და დაირჩინე! - ქვევიდან შუბზე წამოგებული, რქადაგრეხილი ყოჩის
ახალწაკვეთილი თავი ზეაუგდეს. ხვედურელმა უმალ დაასო ვერხვის ტოტი
და ყოჩის თავი შუბიანად დაიჭირა, ისიც ვერხვთან დაასო, ყურთმაჯები გა-
დაიყარა, ახალი ლექსის სათქმელად მოიზიდა. მაგრამ ქვევიდან ხმა მოს-
წვდა... ვიღაცამ დაასწრო და ამოსძახა:
ზაქი გალავანზედაო
უზმოდ გალაღებულაო.
გამოვიცან ხმაზედაო,
მგოსნად გასაღებულაო.
რისგან არის? რატომაო?
გამობერა ქატომაო!
ხალხმა ხარხარ-ღრიანცელი ასტეხა.
- ვაჰ! არც კი აცალა კილოს დაძვრა! გააზაქა! ვინ არის? სადაურია?!
ზედაც ჰაერში კამეჩის რქა ავარდა. მაგრამ ხვედურელიც მარჯვედ დახ-
ვდა; უმალ დაიჭირა და მიმინოსავით ჩახედა კოფოზე წამომდგარს.
- კახელია! კამეჩის რქაზე ვცნობ! „ცხვარი“ ვაჭამე და „ზაქი“ მაჭამა...
აღარ მაცალა და პირველთქმა მაგაზე იყოს... დაიჭი და დაამღერე!
კოფოა და გალავანი,
გამოჩნდება ფალავანი!
ხვედურელმა ვერხვის ტოტი გადაუგდო ქვევით.
- ვერხვისა თქვი. ახლა გამოჩნდება შენი ჭკუამახვილობაც და კეთილ-
კახელობაც!
ქოხსალამურამ ვერხვის ტოტი დაიჭირა, კოფოში გაუყარა და ფანდურს
გამომწვევად ჩამოჰკრა.
- აგრე იყოს!
... მაგრამ ხალხი ახმიანდა. მაინც უკანანი ღელავდნენ:
- დაგვენახე! დაგვენახე! ვინ არის? როგორია?!
- ამ საათში! ახლავე, ხალხო! - შესძახა კაკამ და მისმა ხმამ ფილომდე
სამრეკლოზე ააღწია. მან უმალ იცნო კაკას რიხი და ზარები ჩააშველა. კა-

207
კამ, ხაპრომ, ხოსიტამ და სხვა კახელებმა ქოხსალამურას ურემი ჯერ აა-
ყუდეს, მერმე სულ ააცალეს, თვლებსა და მხარზე შეიდგეს.
- შენ მანდ დახვდი! სირცხვილი არ გვაჭამო ამ მცხეთის გალავანშია!
- ემცხეთა! ემცხეთა! - ერთიც გადმოსძახა ხვედურელმა და გაინაბა.
ქოხსალამურამ თითები გაალაღა და სათქმელი გულს რომ წამოაწ-
ვა, ტკბილად ამოიღო „ვერხვის კილო“:
ვერხვმა ვეფხვებად გვაქცია
ქართლ-კახეთ-ლიხთ-იმერია.
ყველგან ქართველი კაცია,
ყველგან ქართულად მღერიან.
...და მეც გმირების სახელი
ფანდურზე დამიწერია!
ხალხი ერთბაშად დაცხრა, შვების სუნთქვა ააყოლა სიმღერას.
ქოხსალამურამ პირველმუხლი რომ ჩათვალა, ხელი ხვედურელს
აუქნია, ლექსის ალავერდი მასთან გადავიდა. არც ხვედურელმა და-
აყოვნა, მეტოქე მგოსნის ძალა იგრძნო, ზურგზე ჩამობმული საზი მოიბ-
რუნა, ხელი ჩამოჰკრა და „ფანდურზე დაწერილი“ გმირების ვინაობა
დაბალი ბანით მაღალფარდოვნად დაასურათხატა:
სწორნი და ტოლნი
მეფე-ბატონნი
ჭირისუფლებად ჩვენდა არიან...
ტომკეთილობით,
ხმალკეთილობით
მაღლა აღმართეს ვაზის ჯვარია!
გულგახსნილობით,
თვალმახვილობით
შეახმატკბილეს ქართველთ გვარია!
მათი ცდილობით,
კეთილშვილობით
ჩვენც ვზეიმობთ და ჩვენც გვიხარია!

208
- ვზეიმობთ! გვიხარია! გვიხარია. - შესძახა ხალხმა. შეტალღდა. უფრო
მოჯარდა გალავნის შიგნით თუ გარეთ.
- აჰანდე, ხვედურელო! - და ქვევიდან ვიღაცამ შუბზე აბმული ქარ-
თლის თეთრი ალამი შეუფრიალა მგოსანს.
ხვედურელმა გალავანზე დაასო დროშა.
- აბა, კახელო, შენი რიგია. ალმისა თქვი. აქაც გამოგცდი! - ჩამოსძახა
ხალხის თავზე ხომალდივით მცურავ ურემზე შემდგარ ქოხსალამურას.
კახელმა სიმყარისთვის ურმის ჭალას შუაკაურივით შემოსდო ფეხი და
ისევ ფანდურს ჩამოჰკრა, სიმები მისმა-მოსმით აახმიანა, მაგრამ ეს მხო-
ლოდ ხერხი იყო. ხალხი ფანდურის ჟღერით მოთაფლა, ყურადღება მოიკ-
რიფა. თავად კი ჩუმად ჩასძახა „ფეხადგმულ“ ურმის ქვედაურთ:
- არიქა! კახური ალამი... შესაფერისი! - და წამღერებით მთელ გალავან-
ში გასაწვდენი ხმა გაშალა. მართალია, მისი ლექსი უფრო მოიხალხურებ-
და, ვიდრე „ქებანი“ ხვედურელისა, მაგრამ სწორედ ამის გამო უფრო გულ-
მისავალი და ადვილმაღწევარი იყო:
...ალამმა უთხრა ალამსა.
ლექსი გაწყვიტა და მაღლა აწეულ ურმის კოფოს სიმაღლიდან გახედა
გალავანს. მოშორებით კახთა სალაშქრო ალამს გაჰკრა თვალი. ალამი
მხარგაშლილად მოქროდა ხალხის თავ-ქოჩორ-ჩიხტიკოპებზე. ხელიდან
ხელში გადადიოდა ალამი.
თვალები გაუბრწყინდა კახ-მგოსანს. ლექსსაც და სიმღერასაც დროშის
ძალა მოეცა. ახლა მისი ხმა გალავნის გარეთაც ისმოდა.
ხალხი კი ალმის ფრიალივით აღელდა.
- რა უთხრა... რა? ალამმა რა უთხრა ალამსა?
მაინც გალავნისგარეთანი გუგუნებდნენ. ისინი ვერ ხედავდნენ კახს.
ქოხსალამურა უფრო აამაღლეს კახთა. ახლა გაშლილ მკლავებზე აიტაცეს
ურემი. თითქმის ააწვდინეს გალავანს.
- ემანდ არ დაამტვრიოთ ფანდურიანად!
- უი, ქა! ჭალაზე არ დაეგოს! - შეკივლეს აქეთ-იქით ქალებმა.
- ფიქრი არ არის, მცხეთელებო! კახური ურემი ცაზე სულ ახლო იყო და
სიმღერა განაგრძო:
209
ალამმა უთხრა ალამსა -
ძმურად მოგიძღვნი სალამსა!
შენ როცა გვერდში მიდგეხარ,
ხმალიც მიჭრის და ძალამცა.
კალოზე კევრად დავდგები,
გუთანზე ხნულის ფარადა.
მტერთანაც გამოგადგება,
ლაშქრად მოგივალ - ჯარადა!
კეთილ-ქართველთა სახელი
ალამზე დამაქვს გვარადა!
ქოხსალამურამ კახური დროშა ასევე გაშლილად შესტყორცნა...
დროშა თითქოს შეფრინდა გალავანზე.
- შენი თქმის ჭირიმე! აქ მოიყვა! - ხვედურელმა ხელი მარჯვედ შეს-
ტაცა დროშის ბუნს და ქართლის ალამს გვერდში ამოუყენა...
ხალხის გუგუნმა მცხეთის ჯვარსა და ცას შეაწვდინა რიხი. გალავან-
ში თუ გალავნის გარეთ ისეთი ყიჟინი და ვაშა აგორდა, რომ ტაძარში
მყოფთაც მისწვდა. ზოგი შეაკრთო, ზოგი ცნობისმოყვარეობით აღავსო.
ახლა ტაძრიდან გამოედინა დიდი ტალღა.
- გზა! გზა! - გაისმა ძახილი და მიმოწეული ხალხის ტალღის შუ-
აგულში გარეთ გამოსული სვიმონ და ალექსანდრე გამოჩნდნენ. მათ შე-
ფიქრიანებული სახეები ჰქონდათ, მაგრამ გალავანზე დროშებს რომ
მოჰკრეს თვალი, უმალ ღიმილით გადახედეს ურთიერთს. სანახაობას
ისინიც დაეწაფნენ.
ხვედურელი რაღაცას იძახდა, ხან საზს აჟღერებდა, ხან ყურთმაჯებს
აფრიალებდა. შორიდან ოთხხელა კაცს ჰგავდა. მოზღვავებული სიხა-
რულით აღტაცებული ხალხის დაშოშმინება არ ხერხდებოდა. მას კი
მთავარი სათქმელი დარჩა. ამ კახელმა ქარაგმულად შეასახელა, ხან
„ფანდურზე“, ხან „ალამზე“ დაიწერა გმირთა სახელი თუ გვარი... არაკი
დაასახელა.
ხვედურელმა ორივ ხელით ორივე დროშა აიტაცა - ააფრიალა და კა-
კა-მეველეზე არანაკლები ხმით დაიგრგვინა:
210
...სიმნი და ლექსნი...
სიმონ - ალექსი,
თვისობით მხნენი
ჩვენი მეფენი...
სიკეთის ბჭენი,
დიდმესაჭენი!
ხვედურელმა ალმები შეაერთა და რიხიანად ქოხსალამურას თუ ერ-
თობლივ ყველას გადასძახა:
...ალმებზეც მათი გვარია...
შევიცან!.. ჩვენც გვიხარია!
მისი ლექსის გამოძახილი ჯერ არც იყო მიწყნარებული, რომ ქოხსალა-
მურამ ამოაბა, ამოაშაქრა ახალი სიმღერა:
...ალმებზე მათი გვარია...
ფანდურზე ყველა სწერია...
შევკრათ გალავან-ზღვარია -
ერთობლივ ქართველ ერია...
შევმტკიცდეთ და გვიმღერია.
მაგრამ არც ეს ლექსი იყო ხალხის მიერ შეგულისხმებული, როდესაც გა-
ლავნის მეორე კიდეში ახალი ძახილი ჩავარდა:
- გზა! გზა!
სატრაპეზოს კიბეებზე მდიდრული ნიშნიონი ჩამოდიოდა, ხოლო მაძა-
ხურნი უკვე ხმიანობდნენ, ხალხს ახალ ამბავს აგებინებდნენ:
- ნიშნობა სამეგრელოს მთავრისა მანუჩარისა და კახ-ბატონიშვილისა
ნესტანისა!
სამრეკლოდან ფილომ და ტატემ ხელადისა და ლექსების მიზეზით
გვიან შეამჩნიეს ტაძრიდან გამოსული მეფენი, მათთან მოახლოებული
ახალდასანიშნი და სამხელად ეძგერნენ ზარებს, ქორწილ-საზეიმო დააგუ-
გუნეს.
ხალხის ყურადღება გაიპო, აირია და დაქუცმაცდა. ყველა თავისას გა-
ყიოდა და ხმიანობდა. ზოგი დროშებისას და მგოსნებისას. ზოგიც ნიშნო-
ბას მიეტანა.
211
ნესტანი კრთებოდა და სხივივით ბზინავდა, განცვიფრებული, მო-
კურდღლავე თვალებით ამაოდ დაეძებდა საფარველს; ცალი ხელი დე-
დისათვის ჩაევლო, ფეხებს სულ ვერა გრძნობდა.
მანუჩარი თავმომწონედ ამოსდგომოდა გვერდში. სწორმოხდენი-
ლად ჩამონაკვთული სახე და ქერა ხუჭუჭა თავი ამაყად აეწია და სიამის
ოფლის წინწკლები ბუსუსებად აჯდა შუბლზე.
ამიერით იგი არა მარტო ნორჩი ლამაზის დანიშნული ხდებოდა,
არამედ კახეთის მეფის სანუკვარი სასიძო, ქართლის მეფის ახლო ნათე-
სავი, ხოლო, მზითვის წიგნის მიხედვით, დადიანთ მოდგმაში უმდიდ-
რესი მთავარიც.
მალე ტაძრიდან ისევ გამოგორდა ხალხის ფერადი ტალღა. ახლა კი
საყოველთაო პურადობის დრო იწყებოდა.
ახალი კათოლიკოსი უკვე ახალ მირონს არიგებდა. ჩაწიწილაქებულ
სუფრებზე კი ახალი სადღეგრძელონი დგებოდნენ და ყირავდებოდნენ
ყანწებისა და ჯამხელადების სახით. ხოლო ფილო-მნათეს ლიბრი რომ
არ ჰქონოდა თვალებზე, შეამჩნევდა, ხვედურელი და ქოხსალამურა ერ-
თად უსხდნენ ციდან ისევ ქვეშ დაშვებულ და თავდარხობილ ურემს, უფ-
რო სწორად, ურმისძირა სუფრას, და წეღანდელი კამეჩის რქით ახლა
ღვინოს შეექცეოდნენ.
სვეტიცხოვლის გარემო ერთიანად მოსუფრულიყო. ქუჩაბანდებში,
კიბეებზე, აივნებზე და ბანებზე, პირდაპირ მოლზე გალავანში თუ
მტკვარ-არაგვის პირას. ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ, შაირობდნენ, ჭიდა-
ობდნენ, მღეროდნენ და ღრეობდნენ დიდ-პატარანი, წარჩინებულ-
მდაბიონი. აქ კი, ჰოი, რომ უმჯობესი გამოყენების ღირსი, მუყაითობა
სუფევდა. ქართული სუფრის ჭეშმარიტი ერთიანობა და გულდაგული
თანადგომა - სვეტიცხოვლობდა.

XX შავოსანი ქალ-შიკრიკი
ღამისთევა ქართული ყოფის ძირთადი თვისებათაგანია. ღამეს სტე-
ხენ მლოცველნი, მოტრფიალენი და მეზღაპრენი, მეოცნებენი და სუ-
ლით მაშვრალნი.
212
არც ღამე უყვარს ქართველს და არც ღამით ძილი. მიზეზს კი ყოველ-
თვის პოულობენ... ღამეს უთევენ ავადმყოფსა და მიცვალებულს. ღამეს
ათევენ ქორწილში და ნათლობაში. ყოველ ხატსა და დღესასწაულს ხომ
თავისი ღამის სათევი აქვს და ახლავს. არც უმიზეზო ღამისთევას ერი-
დებიან ყოველი დიდი ლხინისა თუ მცირე არიფანას დროს. ვგონებ ქარ-
თველთ დღისით და მზისით უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე ღამით და მთვა-
რით.
მცხეთის ზეიმსაც, რა თქმა უნდა, დიდი ღამისთევა მოჰყვა.
სვეტიცხოვლის ირგლივ მრავალი კოცონი დაინთო, მრავალი მაშხალა
და ჭიაკოკონა აბრიალდა. შუქ-ბინდ არეულმა ღრეობამ უფრო გაშალა მხა-
რი და ფაშვი, ღვინო გატკბა და მწვადი გაცვრიანდა. ზურნა ჩაღუღუნდა.
სუფრას გადასხლეტილი ლოთები გაუჩინარდნენ, ხოლო ფერხულში ჩამ-
დგარ ქალებს ღამის ეშხი და სილამაზე დაედოთ.
მტკვრის პირად გამართულ სეფა-ფარდულში ნიშნობის სადილი იყო. აქ
იყვნენ მეფენიც, დედოფლებიც და რჩეულ-დიდებულნიც. ამოდ მოილხი-
ნეს. უამრავი მომლოცველი მოდიოდა. სულ ახალ-ახალი სუფრა იშლებო-
და და იცვლებოდა.
ქეთევან დედოფალი სულ ახლო უჯდა ღელვისაგან დაღლილ ნესტანს.
მოხერხებულად მფარველობდა, იცავდა სტუმრების ზედმეტი სიხარული-
საგან თუ ფარული შურისაგან. მოშურნეთ შორის თამარ ამილახვარიც იყო.
მასაც თვალი ეჭირა მანუჩარ დადიანზე, მამისერთას და ბრწყინვალე სი-
ლამაზის პატრონს გაამაყებული გრძნობა ეძალებოდა, თავის ტოლად და
ყადრად მხოლოდღა მთავრები და ბატონიშვილები ეგულებოდა. ახლა კი,
მანუჩარ დადიანის დანიშვნის შემდგომ, აღარც ეგულებოდა შესაფერისი
„თავისუფალი“ ფარდი საქმრო. სუფრაზე ბრწყინავდა, მაგრამ გული ღვარ-
ძლით ევსებოდა. მით უფრო, კარგად იცოდა სილამაზით და მოწიფულო-
ბით ფრიად სჭარბობდა თავის მამიდაშვილს.
სხვა მოშურნენიც ბლომად ჰყავდა „ახალ-მთვარის უნახავს“, როგორც
ჩუმად შეარქვეს ნესტანს, მისი ნორჩობისა და მორცხვობის გამო.
ჭორავდნენ, ლეჩაქებმოფარვით ჭარტალობდნენ.

213
- უიმე, სულ არ გაიმთვაროს დანიშნული! ნეტა რომელ კანშია ამო-
სული?! - თვალმონაბულად კითხულობდნენ ორბელიანთ ხათუნები.
- რა კბილ-ტუჩი აქვს?! რძია-რძია კბილები ჯერაც არ უნდა ჰქონდეს
მოცვლილი?! - ლეჩაქის წიწკნით კეკლუცობდნენ ბარათაანთ მანდილოს-
ნები.
- ამბობენ, თავის მზითვის წიგნს ვერ სძრავსო... ნაზად ზრდილია!
- კიდევაც ამას დახარბებია მთავარი! - გამკილავ თვალებს კუბასტას
აფარებდნენ და სახეში უღიმოდნენ სულ დაბნეულსა და დაფორიაქე-
ბულ ნესტანს.
ქეთევანი ყველაფერს კარგად გრძნობდა. ხანდახან ცივად გადაავ-
ლებდა თვალს მოჭარტალეთ და კალაპოტში ჩააყენებდა.
- ქალბატონებო, რა ბედი ჰქონია ახალგაზრდა თავადს? ერთი კი
არა, - ორი ერთად!
- უიმე, ერთში კი ვართ მიმხვდარი, მეორეში კი ვერა და ვერა! - მოეხ-
ვეოდნენ ხათუნ-მანდილოსნები.
- ერთი - ღირსეულსა და სათნო ნესტანს ირთავს.
- ეგ ხომ ჩვენც ვიცით! - ნათქვამის კილოში ეტყობოდათ - ამას ბე-
დად სრულიად არ თვლიდნენ მეშურნენი.
- მეორეც... ამ ნიშნობით სხვა ავბედს ასცდა მთავარი! - ქეთევანი ცი-
ვი ღიმილით და სხვათა შორის ჩააწვეთებდა მსმენელთ. უმალ ლეჩაქე-
ბის შრიალში და სახეთ ფარვაში ჩაიძირებოდა მოჭარტალეთა კვიმატი
ტუჩების კვნეტა.
ნესტანი კი მადლიერად გადმოხედავდა თავის მფარველ რძალ-ან-
გელოზს.
განთიადის ჟამს, როდესაც უკვე აშლაზე იყო სუფრა, სეფას ბოლოში
სტუმრების მოვლისას ვიღაც შავოსანი დედაკაცი უსიტყვოდ ამოუდგა
უკან ქეთევანს.
მან პირი მოიბრუნა და შეკრთა. ხელჭიდურად მიყოლილმა ნესტან-
მა ტანით იგრძნო რძლის შეკრთომა.
- უიმე... რა იყო?

214
- არაფერი... შემცივდა... მაცალე, მოვიხურავ... ახლავ მოვალ! დანიშ-
ნულსაც გაახლებ! - ნესტანი თამარ ამილახვარს შეატოვა ხელში და გა-
რეთ გაიჩქარა. არა, არ შემცდარა. მის წინაშე გრემში დატოვებული ბა-
ბო-გადია იდგა.
- ვაიმე... რამ მოგიყვანა? - სხვებისთვის შეუმჩნევლად შეეკითხა და
მტკვრის პირისაკენ ჩაისეირნა. შავოსანი პირფარვით მიჰყვა...
- გიორგი ბატონიშვილმა გამომგზავნა ფარულად. - და ბაბო-გადიამ
გრაგნილი გადასცა თავის ქალბატონს.
- მეფე-ბატონს თუ მოუტანე რამე?
- არა, მან თქვენთვის ბრძანა გადმოცემა.
- ხომ მშვიდობაა?! - შეეკითხა, მაგრამ უკვე მიმხვდარი იყო, რომ სამშვი-
დობო ამბავი არ იყო გრემში.
- შიგ სწერია, ქალბატონო! - შავოსანს ცრემლი შეეპარა თვალებზე მაგ-
რამ შემხვდურ-მომავალნი დაინახა და უკან ჩამორჩა ქეთევანს.
გარეთ კიდევ არ იყო წიგნსაკითხავი რიჟრაჟი, მრავალ კოცონთან მის-
ვლა კი არ სურდა. აზრი რომ იკრიბა, უფრო დაიბნა, თუ მარცხი რამ იყო
ლაშქარში, რატომ მას - ქეთევანს - სწერდა მაზლი და არა თავის მამას?!
ისევ ბაბოს მიუბრუნდა, მაგრამ იგი აღარსად ჩანდა. ხოლო წინ გიორგი
ქართლის უფლისწული, მანუჩარი და ახალგაზრდა თავადთა დიდი ჯგუფი
შემოეყარა.
- მანუჩარ-ბატონო, დანიშნულმა გინატრათ. ნუ მოაწყენთ! - ღიმილი შე-
აგება ქეთევანმა, - მეც ახლავ გეახლებით... დედა-დედოფალს ვეწვევი კა-
რავში.
- ახლავ ვეახლები ნესტანს! - ხელები გულზე იდო მანუჩარმა.
- გთხოვთ, ბატონებო! - და მთელი ჯგუფი ჟრიამულითა და ნარნარი
სვლით სეფა-ფარდულისაკენ გაემართა. ქეთევანი კი თავის კარავში შევი-
და. მოახლეს სანთელი მოატანინა.
გიორგი ბატონიშვილი თავში „ლაშქრობის წარმატებას, მაგრამ უშედე-
გობას“ იწერებოდა. ქეთევანმა უკვე იცოდა ტარკიდან რუსთა წასვლის შე-
სახებ და არც გაჰკვირვებია ეს ამბავი. იმასაც გრძნობდა, რომ ეს არ იყო
მთავარი. ქვევით ნაწერმა კი შეაძრწუნა. გიორგი სალიჰას უბედურებას ატ-
215
ყობინებდა. თან დასძენდა: „აბა ვისთვის უნდა მომეწერა, რომ მხო-
ლოდ დროზე - ნაზეიმევს და არც შეუმზადებლად გაეგო დედასა და მა-
მა-ბატონს ეს მძიმე მარცხი. სულ შემოუთვლელობაც შეუძლებელია.
ხმა მოვიდა და უფრო არევს საქმეს, მანდაც ათასი გარემოება იშვება.
თქვენი გულისხმიერებისა და სიფაქიზის იმედიღა მაქვს. მან მე დამი-
ფარა და დამენაცვლა, შვილი კი თქვენ ჩაგაბარათ!“
ქეთევანს ცრემლი მოერია. ტუჩებზე იკბინა და თავი შეიკავა, ზედაც
მესაწოლე ეახლა და მარიამ დედოფალთან იხმო. ქეთევანი შეკრთა, მა-
ინც შეემზადა. სარკეში რომ ჩაიხედა, უფრო შეშფოთდა. გულში ჩამა-
ლული სამგლოვიარო და ყულაბაში ჩაკეტილი გრაგნილი სახეზე აშკა-
რად და მეტყველად ეწერა. უმალ წყალი ითხოვა. პირისახეზე ისხურა,
იმშრალა და მარიამ დედოფალს ეახლა.
მარიამ-დედა თავის კარავში ნაალ-ხალიჩაზე გაუხდელად იწვა და
კახეთში მოსაწვევ სტუმართა სიას უკარნახებდა მდივანს.
- ქეთევან ჩემო, ვინ ვიწვიოთ კახეთს? ჩემმა მთხოვა, შენ და ქეთე-
ვანმა მოიფიქრეთო... დილასავე დამახვედრეთო! - რძალს ხელი მოხ-
ვია წელზე და ახლო მიისვა. სინათლე მდივანთან ენთო, ასე რომ სახე
არც კი დაუფარავს ქეთევანს.
- როდის ვბრუნდებით, დედა?!
- ამ კვირის სწორს, ალბათ! - და გრძლად ჩაწერილი სია ჩააკითხვინა
ქართლისა, ლიხთ-იმერეთისა და სამეგრელოს მრავალი თავადი იყო
წვეული „სანადიროდ, სანადიმოდ და სალაღობოდ“ ალაზნის ჭალებსა
და ბაღ-ვენახებში.
- სასიძოს იწვევთ? - ისევ შეეკითხა ქეთევანი.
- უი, ქა! მაშა... არ დამეჩაგროს ნესტანი?!
ქეთევანი საფიქრალში ჩავარდა, ახლა სალაღობო დრო არ დახვდე-
ბოდათ გრემს. ახლა უფრო მიხვდა, თუ რატომ გამოგზავნა გიორგიმ
იდუმალი გლოვის შიკრიკი, „ათასი გარემოება“ უკვე იშვა.
- დედა-ქალბატონო... მე ვფიქრობ, ახლა სასიძოს წვევა გრემს, ვგო-
ნებ... უხერხულია... ისედაც ჭორაობენ, „ახალ-მთვარის უნახავს“ უწო-
დებენ საპატარძლოს... იქნებ დაყოვნება სჯობდეს?!
216
- უი, ქა, რას ამბობ! - ხელი იმტკიცა მარიამ-დედამ, მერმე კი ჩაფიქრდა.
- იქნებ მართლა? - დახუთული ფეხები ქოშებში წაუყარა, წამოჯდა, -
იქნება მართლა?! - და სადღაც გულის სიღრმეში ისევ მოუბრუნდა დედის
სურვილი - ცოტა მეტხანს მასთან იქნება „ახალ-მთვარის უნახავი“ ნაბოლა-
რა.
- მართალს ამბობ! მართალს! - სია გამოართვა მდივანს, უამრავლესობა
ამოშალა. - არიქა, ქალო, ასე გადასწერე! - და ისევ ქეთევანს მიუბრუნდა: -
თუ სასიძოს არ ვიწვევთ, მაშინ არც სხვა მრავალია საჭირო. არც დრო არის,
ვინ იცის, იქ ჩემი გიორგი, ჩემი სალი... მთაში დავტოვე... რამდენი ხანია,
მათი ამბავი არ ვიცი... შიკრიკიც კი არ მოსულა კახეთიდან... - ბებრულად
კბილჩაცვენილად ჩიფჩიფებდა მარიამ-დედა.
ქეთევანს ჟრჟოლა აუვარდა, ახლა კი იბრუნა სახე. მარიამ-დედას არა-
ფერი შეუნიშნავს, უწინდებურად აღარ უჭრიდა თვალი.
- აჰა, წაიღე სია და თავად აუწყე. თუ საჭიროა, ის ჩაუმატებს.
ქეთევანი უმალ გაემართა მეფის კარავისაკენ.
გარიჟრაჟი ამდგარიყო. კახთ ბატონი ეს-ესაა მობრძანებულიყო თავის
კარავში. ნაღვინევობა და სიამე ოდნავ შეჭირხლულ ყვრიმალებში და ჩა-
ფითრებულ ღაწვებში ეტყობოდა.
მასთან მამუკა-მდივანი იყო. გრემს გასაგზავნად დაებარებინა.
ქეთევანმა სია გადასცა.
- სულ ეგაა? - გაიკვირვა კახთ ბატონმა.
სიაში მხოლოდ აშოთან მუხრან-ბატონი, ნუგზარ არაგვის ერისთავი, გი-
ორგი ამილახვარი თავის ასულითა და ერთი-ორი კახთ მონათესავე თავა-
დიღა იყო.
- რა, პურ-მარილი თუ გამოგვითავდა კახეთს? ან სანადირო ადგილები
აღარ არის ალაზნის პირზე? - ნაღვინევობამ ნაწყენობა გაუორკეცა, - აღარც
სასიძო? ჩემო რძალო, შენი იმედი მქონდა... ვერ ურჩიე?
ქეთევანმა თავი დახარა.
- პირველი სია დიდი შეედგინა დედოფალს. სასიძოსაც იწვევდა, სხვა
მრავალთაც.

217
- მერმე სადღა? - გრაგნილი გადააბრუნ-გადმოაბრუნა, მხრები შეჰ-
ყარა კახთ ბატონმა.
- სხვაფრივ ვურჩიე.
ახლა კი სულ განცვიფრდა კახთ ბატონი. რძალს შეაკვირდა, რაღაც ფა-
რული სევდა და დაღლა უგრძნო. შუბლი შეიშმუშნა. ნებისყოფით ნამ-
თვრალევობა მოიფხიზლა, აზრი გააბა ვითარებას. გარეთ გასძახა:
- შიკრიკი ხომ არ მოსულა გრემიდან?
- არა, ბატონო! - თავი შემოჰყო კარის მდივანმა.
- შიკრიკი არ არის... - თითქოს თავისთვის, სხვა მნიშვნელობის ჩამა-
რაგებით წარმოთქვა ქეთევანმა.
კახთ ბატონმა ერთიც მოხედა რძალს და მამუკას მიუბრუნდა, სათ-
ქმელი მოათავა.
- გათენდება თუ არა, წახვალ გრემს, ყველაფერს მაცნობებ. ან ზაზას
გამომიგზავნი... სად ჩაიყლაპნენ?!
ალექსანდრეს, ამ დიდი დარიგებით და ნესტანის ნიშნობით დაამე-
ბულ გულს, მხოლოდ გრემიდან ამბის მოუსვლელობა აწუხებდა. „მარ-
ცხი ხომ არ არის რამე? ათასჯერ ეკითხებოდა თავს. მაგრამ არ ჰქონდა
სამარცხო გუმანი, მით უფრო როდესაც გაიგო, რომ შამხლები არ ამო-
ვიდნენ წერილის პაემანზე და, პირიქით, კახნი ჩაუხტნენ ლეკებს. ხო-
ლო გიორგი ბატონიშვილისა და ჯანდიერის სარდლობისა და სიფ-
რთხილის იმედი სავსებით ჰქონდა... და მაინც...
- მარცხი ხომ არ არის რამე?! - რძლის გასაგონად ჩაილაპარაკა.
- მარცხი რომ იყოს, ვფიქრობ, გიორგი მაინც არ წაგვამწარებდა ზე-
იმს.
ალექსანდრეს თავზარი დაეცა. ასეთი მარტივი და მართებული აზ-
რი აქამდე აზრადაც არ მოსვლია მას, ისე დააბრმავა ამ ზეიმმა. ჰოდა,
მართლაც, თავის გიორგის არ იცნობს თუ? და როდესაც ამ თვალთა-
ხილვით განსჭვრიტა საქმე, უმალ დაასკვნა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ
იყო გრემში. და ვინ იცის, რა გამჭრიახობით იგრძნო, რომ ქეთევანმა რა-
ღაც იცის... და არც იმჩნევს... არასგზით არც იტყვის დრომდე. ხოლო,
რაც იცის, ცუდი ამბავია, თანაც უკვე უშველებელი. ჰოდა, მაშინ გასაგე-
218
ბია, რომ ჭირისუფლებს აწვევს გრემს - არა სტუმრებს! მაგრამ საოცარია,
რომ არ ჯავრობს ქეთევანზე. უნდა ჯავრობდეს და, აი, არ ჯავრობს! - ეს ხომ
არ არის სიბერე?!“ ახლა ამ ზეიმგულში ცუდის გაგება გულთან ერთად
ღვიძლსაც ჩაუწყვეტს. ყველაფერს ისევ ყირაზე შეაყენებს... და აღარ შეუძ-
ლია... არ სურს ცოდნა. უნდა იცოდეს და არ სურს! ერთხელ ჭარბი სიხარუ-
ლი დასცალდეს მაინც!
აქამდე დუხჭირის მოლოდინში საოცარი მოქმედი და მოუსვენარი იყო.
ახლა კი... გრძნობს, თითქმის უმცდარად იცის - იქ რაღაც აუგია... და მაინ-
ცდამაინც არ ჩქარობს, გულს ეზარმაცება... თავს არიდებს... „ეს ხომ არ
არის სიბერე?“
ქეთევანმა იგრძნო ალექსანდრეს შეფორიაქება, ვეღარც თავად დადგა.
- წავალ მე, ნესტანს მივხედავ! - და რომ აღარაფერს შეჰკითხებოდა მა-
მამთილი, თავად შეეკითხა: - როდისთვის ბრძანებთ შინ დაბრუნებას?
„დროა, დიდი ხანია დროა!“ გაიფიქრა ალექსანდრემ, „ამას ყველა
გრძნობს... მე კი?!“
- ეჰ, დავბერებულვარ! ზეიმმა და განცხრომამ მომხიბლა! ჩუმად ნანატ-
რი სიამე ვნახე და სანთლის უძლურება შემეყარა. გავთბი და მოვლხვი.
გულჩვილობამ დამრია ხელი. - უჩვეულო მრავალსიტყვიანობით ქეთევა-
ნის წინაშე თითქოს თავს იმართლებდა კახთ ბატონი. მერმე გულს შეაწ-
ყრა:
- დილას ვნახავ სვიმონ მეფეს და, რაც შეიძლება, მალე დავბრუნდეთ.
ამის მეტიც არავინ ვიწვიოთ ჯერა! - დაღლილი ხელი სიას დაადო, მერმე
დამუშტა ხელი და ადგა. - კახეთის საზღვარზე კი ყველაფერი უნდა ვიცო-
დე!
...ხოლო მესამე დღეს, კახნი და მათი სტუმრები ქართლის საზღვარს
რომ გადასცდნენ, კახთ ბატონი განზრახ ჩამორჩა წინმავალთ, ქალთა ქა-
რავანს დაელოდა. ქეთევანიც დაწინაურდა და კახთ ბატონს გიორგის მონა-
წერი გადასცა, თავად კი ისევ მარიამ-დედას ეახლა, ელიმ-შამხლის სიკვდი-
ლი და სალიჰას „მძიმე ავადმყოფობა“ აუწყა.

XXI ტრფობის ბილიკი


219
გიორგი ბატონიშვილმა გრემში ჩამობრუნების შემდგომ უფრო მო-
იკიდა ნაღველი. ჯერ გზაშივე ითრევდა ფეხს. ან კი რა ეჩქარებოდა? ყვე-
ლა ქართლში მცხეთა-მარტყოფს ეგულებოდა საზეიმოდ წასული. თა-
ვის ჩამოსვლით კი მხოლოდ გლოვასა და სიმწარეს ჩამოუტანდა მათ.
მაგრამ გზა მაინც ჩაელია ხელში.
ლაშქარი ძეგამს დატოვა. რაღაც საეჭვო ხმა მოდიოდა შემახის
მხრიდან. სარდლობა დავით ჯანდიერს ჩააბარა და თავად გრემს ამობ-
რუნდა.
დიდი ყოყმანის შემდეგ ისევ ქეთევან დედოფალს მისწერა, მარცხი
გაუმხილა. ხოლო თელავს მამას ზაზა კახნიაური დაახვედრა.
კახთ ბატონმა ქეთევანისაგან ყველაფრის გაგების შემდგომ, ისევ
გაიმედგრა გული და ამდენი მანდილოსნისა და სტუმრის შემხედვარემ,
აღარაფერი გაამჟღავნა. გრაგნილი შეინახა და ისევ დაწინაურდა. თე-
ლავამდე წინ იარა, ზაზა შორიდან იცნო. უფრო აეწვა გული. ერეკლეს
შესახები, მიფერფლილი ძველი სევდა ისევ წამოეტოტა და ახლა სალი-
ჰასიც დაირთო. ზაზა თან იახლა, წვრილად მოაყოლებინა მძიმე სათ-
ხრობი. მანდილოსნებსა და სტუმრებს სახლთუხუცესი დაუტოვა, თე-
ლავს მოსვენება უბრძანა. თავად კი, მიუხედავად შემოღამებისა, ვეღარ
დადგა და მცირე ამალით გაქუსლა გრემისაკენ.
შემოდგომა წაუმწარდათ გრემ-სასახლეში. სტუმრობა და მისვლა-
მოსვლა ხშირი იყო. მაგრამ გლოვა მაინც ყველგან იგრძნობოდა. ალექ-
სანდრე მეფე იშვიათად ეჩვენებოდა სტუმრებს. დედოფალი მარიამ
ხომ სულ არავის იღებდა, გარდა შინაურებისა. გიორგი, თავმოპარსული
და წვერმოშვებული, ბნელში იჯდა და სანთლის შუქზე „წამებაი წმიდი-
სა შუშანიკის დედოფლისაის“ პირსა წერდა. ზაზასა და მისი ძმის - სია-
უშის მეტს არავის იღებდა. ზაზა „წამების“ გაუგებარ ადგილებს უმარ-
ტავდა, ხოლო სიაუში გიორგის ნიშიდან ჩამოტანილ წმიდა ნინოს თვა-
ლამომწვარ ხატს ხელახლად ხატავდა, ოქროვერცხლითა და ლალ-
მარგალიტით ამკობდა.

220
ხანდახან ქეთევან დედოფალიც ეწვეოდა მგლოვიარე მაზლსა და იასეს
მოჰგვრიდა. ბავშვი უკვე ქეთევანთან იყო და თეიმურაზთან ერთად იზრდე-
ბოდა.
სიაუშმა წმიდა ნინოს ხატი ფრიად მალე დახატა და შეამკო. დიდი
მოწონებაც ხვდა. ქეთევანმა ახლა ნესტანის სამზითვო „ვეფხისტყაოს-
ნის“ დასურათება დაავალა. მერმე თავად ნესტანიც დაახატვინა. ასე
რომ, სულ მალე ჭაბუკი ოსტატი სასახლის ხშირი სტუმარი გახდა. ტანიც აი-
ყარა, დავაჟკცდა და სახე-პირიც დაიმშვენა.
ზაზას საქმე კი მოულოდნელად სულ სხვანაირად დატრიალდა. როდე-
საც ქართლიდან მოსულ სტუმრებს შეეყარა, ელდა ეცა. სტუმრებს შორის
თამარ ამილახვარი შენიშნა. შენიშნა და თვალი ვეღარ მოსწყვიტა, გულ-
ღვიძლი დაუცეცხლა. იგი, ვისაც იქ, ლიახვზე, შეეფათერაკა, ძლივს გამოექ-
ცა. თავი და გული გადაირჩინა. ახლა აქ, კახეთში, ალაზანზე, გრემშივე მოს-
წვდა. წინ მხარშეუქცევლად შემოეფეთა და გაუკითხავი ჯადო დასდო.
ქალმა ძველნაცნობურად გაუღიმა და არც უკეკლუცოდ გამოუწოდა მარ-
ცხენა ხელი. ზაზას ალმური მოედო, ვეღარ გაუსწორა თვალები, თავი დახა-
რა, ისევ ლიახვის ცეცხლი მოეკიდა, ერთბაშად და ანგარიშმიუცემლად ალ-
ში გაეხვია.
როდესაც შინ მობრუნდა და ხალიანას შეხედა, უფრო შეშინდა. თითქოს
სულ უცხო და გულმიუკარები სახე შერჩა ხელში. მისი საყვარელი და ას-
გზის სამახსოვრო ხალიც კი აბეზარ ბუზად აჯდა ქალს. განცვიფრებული
უმზერდა თავის მეუღლეს და შერუჯულ გუმანით სულ სხვა სახეს ხედავდა.
ხალიანამ უმალ იგრძნო:
- ზაზავ... ჩემო... რა მოგივიდა? თითქოს გამოგცვალეს სასახლეში.
ზაზამ შუბლზე გადაისვა ხელი. ეცხელა... ახლაღა მიხვდა, რომ უხურდა.
წყალს მიეტანა. ხალიანამ დაუსხა. მუდამ სიამეს ჰგვრიდა ყოფის ეს უბრა-
ლო წვრილმანი. ხალიანას ხელში კოკაც უფრო საამურად რაკრაკებდა,
წყალსაც სხვა სალბუნი ჰქონდა. ახლა კი სიგრილეც დაჰკარგოდა წყაროს
წყალს. ვეღარც ხელგემრიელი მეუღლის ტკბილცხობილებს გაეკარა. ერთი
სიტყვით, ხალიანას ქადა ორი ხელით აღარ იჭმევოდა.

221
ვეღარც მამუკას მიერ მცხეთიდან ჩამოტანილ დავით აღმაშენებ-
ლის „გალობანი სინანულისანის“ ხელნაწერს დაუდო გული. პირიქითაც
მოუვიდა, ამან სულ არია - ხან საგალობოდ, ხან სასინანულოდ ჰქონდა
გული.
ხალიანა ლანდივით დაჰყვებოდა უკან. ცვლილებას ყოველ წვრილმან-
ში ამჩნევდა და მისი ფორიაქის მიზეზის გაგებას ცდილობდა.
ღამით, როდესაც გვერდში ამოუწვა და ჩაეხუტა, უფრო იგრძნო ზა-
ზას ცვლილება, არა იმიტომ, რომ იგი ცივი იყო მის მიმართ. პირიქით,
ზაზა როგორღაც გაშმაგებით, ჩაჟინებით ეალერსებოდა მას, მაგრამ ქა-
ლის ალერსით გაყუჩება შეიძლება, მოტყუება კი არა. ხალიანა მთელი
ტანით გრძნობდა ზაზას ძალა-ძალა ალერსსა და სურვილგარეშე სი-
ხურვალეს. თითქოს გულსახიზარს ეძებდა მამაკაცი. ხოლო შუაღამისას
ხალიანამ დიდხანს უსმინა გაყუჩებულსა და გულაღმა მწოლიარე ზა-
ზას. მისი სუნთქვისა ან იქნებ თავისი გულისთქმის მიხედვით მიხვდა,
რომ ზაზას არ სძინავს.
ერთხელ კიდევ სცადა თავის დამშვიდება და ნელ-სათუთად თვა-
ლის ქუთუთოებზე გადაუსვა ხელი. საუბედუროდ, მართალი აღმოჩნდა.
ხელისგულზე წამწამების ხშირი პარპარი იგრძნო.
- ვგონებ, დავიღუპე! - წაიჩურჩულა ზაზამ.
ხალიანა მიეკრო ქმარს.
- ნუ... ნუ... ჯერ ნურას მკითხავ! - დაასწრო ცოლს და ორივ ხელი სა-
ხეზე აიფარა.
ძლივს დადინჯებული და დაბეჯითებული ცხოვრება ისევ აერია ზა-
ზას. ახლაც თითქოს თავისებურ „ლეკთა ტყვეობას“ ჰგავდა მისი მდგო-
მარეობა. იბრძოდა ზაზა, თავის დაღწევას ცდილობდა. თვალს არიდებ-
და თამარს და ვერსად უვლიდა გზა-სავალს. სასახლეში თუ ბაღნარში,
დავითისა და ქეთევანის კარზე თუ საჯარო სტუმრობის ჟამს თამარი
ყველგან ბრწყინავდა. მას მოხიბვლის საოცარი ძალა ჰქონდა და იცოდა
თავისი სილამაზის ძალმოსილობა. ზაზასაც უმალ შეატყო კრძალვა და
კრთომა. ჯერ ამილახვრიანთ კოშკშივე იგრძნო, რომ კახ მწიგნობარსა
და რაინდს შეურღვია გულის მყუდროება. ყოველგვარი მიზეზის გარეშე
222
- მაინც ეამა. არა, თავს არ უყადრებდა ახალგათავადებულსა და საეჭვო აზ-
ნაურის შვილს, მართალია, მოხდენილსა და ვაჟკაცს, ზრდილსა და სწავ-
ლულს, მაგრამ... მაინც მდივანსა და შემთხვევით აღზევებულს. მიუხედა-
ვად ამისა, ეამებოდა ამილახვრიანთ ამაყ სულს. ისიც იცოდა, რომ ზაზას
ცოლი ჰყავს, ვიღაც დასტაქრის ასული... და რა მნიშვნელობა აქვს ამას?
ჰყავს და ჰყავდეს - აი დარდი! მას სრულიადაც არ აწუხებს ეს გარემოება.
მას ის აცინებს და ართობს - რა ფერიფური გადაჰკრავს ხოლმე ფილოსო-
ფოს-მწიგნობარს, მასთან - ლამაზ თამართან შეყრისას. როგორ აეწურება
მხარ-მკერდი! როგორ გაურბის და არც ძალუძს შორს წასვლა! აი, რომ არ
გაურბოდეს, არ ებრძოდეს თავისთავსა და გრძნობას, სულაც არ მიაქცევდა
ყურადღებას! რამდენ ვაჟს ატოკებია გული მის დანახვაზე. მერმე რა? რამ-
დენს დაუპირებია გამჟღავნება სხვათა მეშვეობით თუ წერილ-საჩუქრებით.
ყველა გაუწბილებია და გაუბრუნებია. ეს კი არც თავად მოდის, არც რაიმეს
წერს, არც ვინმეს ანდობს თავის დაგვას! ცოტა უცნაური, ცოტა საწყალი, ცო-
ტა სასაცილო... აი, როგორც გედს შეტოლებული შინაური ყვინჩილა! და თა-
მარი მას, სხვათა შორის, მუდამ უღიმოდა, შორიახლოდან მოხერხებულად
მუდამ არჩევდა და აბრუებდა. არც აჭარბებდა, მაგრამ არც ხელს ჰკრავდა,
ხოლო მისი ეშხი და სილამაზე დანარჩენს აკეთებდა.
ზაზა კი დიდ ბუღ-ბურანში იყო. ყველაფერს ამჩნევდა და ვერკი არკვევ-
და და ასკვნიდა, თამარის ხილვის, მასთან ყოფნის, მისი ჩრდილად ვლის
ისეთი მოჭარბებული ლტოლვა შესჭიდებოდა, რომ ყოველგვარ მოსაზრე-
ბასა და საღ აზროვნებას აღემატებოდა.
ხალიანა ყველაზე უფრო ატყობდა - როგორ ეპარებოდა ხელიდან მის
ზაზას სიდინჯე და თავშეკავება. მიზეზიც მალე იგრძნო. და როდესაც ნი-
შანდობლივად მიხვდა - სასახლიდან ფეხი ამოიკვეთა. ზაზასათვის კი არა
უთქვამს რა. უხერხულობას გრძნობდა, თითქოს თავად ჰქონდა რაღაც მა-
ლული დანაშაული ზაზას მიმართ. იგი ჯერ, როგორც დასტაქარი, ისე მიუდ-
გა ზაზას ამ ავ ლტოლვას. იქნებ თავსაც ინუგეშებდა: „მოიავადებს, მოიხ-
დის, მორჩება - უფრო წმიდად გამობრუნდება!“ ქალისთვის ჩვეული ყნოს-
ვით, ხალიანამ ინიშნა, რომ ამ სიყვარულიდან არაფერი არ გამოვიდოდა -
თამარი მეტად ამაყი და ამპარტავანი ჩანდა, ზაზა კი მეტად პატიოსანი და
223
ზნემაღალი იყო. „დამეჩაგრება... გული გაუტყდება!“ - წუხილი შეაპარა
გულმა, მაგრამ იჭვი არც წამოჭრილა მის ფიქრში. იმდენად დარწმუნებული
იყო თავის, თუმც ჯერ უშვილო, მაგრამ მტკიცე ოჯახის ურყევობაში. ხოლო
ზაზას უეცარი გაცივება და გულჩათხრობა რომ შეატყო, მის წუხილს უკით-
ხავად დაბნევაც მოჰყვა.
ერთხელ კი, თარსაგალავანში ირანიდან ჩამოსული ფართლის ქა-
რავნის ნახვისას, ხალიანა სასახლიდან მოსულ მანდილოსნებს წააწ-
ყდა, მათ შორის ნესტან ახალდანიშნული და თამარ ამილახვარიც იყ-
ვნენ. ხალიანამ უმალ შენიშნა ისინი, მაგრამ არ გამოუჩნდა. შორიახ-
ლოდან ადევნებდა თვალს.
უცებ ზაზა წამოეფეთა პირისპირ, მაგრამ იგი არც შეუმჩნევია ზაზას.
მას თამარისათვის ვერ მოეწყვიტა თვალი. თავადის ასული კი ირანულ
ფარჩა-აბრეშუმს იზმანებდა, ეშხიანობდა. არც ზაზას აქცევდა ყურად-
ღებას, არც მის ხალიან მეუღლეს.
ხალიანამ ტუჩებზე იკბინა, ზაზას ხელი სტაცა. ეს უკვე იჭვი იყო.
ზაზას თავგზა დაებნა, აწიფინდა, ენაც აებორკა.
- ხალიანა... შენ? ჰო, შენ ხარ? მეც აქა ვარ. - მერმე დადუმდა, დატან-
ჯული იერი და ცივი ოფლი დაედო სახეზე. ასეთად ზაზა არაოდეს არ
ენახა ხალანას. უმზერდა და თვალებს არ უჯეროდა, რითაც უფრო აბ-
ნევდა ზაზას.
- შინ წავიდე?! - გულჩაწყვეტილად ალუღლუღდა იგი. მის სიტყვებში
ისეთი მუდარა და ნების მოსხლეტა იგრძნო ხალიანამ, რომ გაწყრა კი-
დევაც.
- როგორც გული გეტყვის, ისე მოიქეც! - თავად მობრუნდა და თარსა-
გალავნის დიდ ალაყაფს მიაშურა. მოუხედავად გავლო კარიბჭე. არც
მერმე მოუხედავს, მაგრამ ზაზას აჩქარებული ფეხის ხმა ესმოდა უკან.
ესმოდა და გულს შვებად ეფინებოდა. მაგრამ არა... უფრო იგრძნო, ვიდ-
რე გაიგო, ფეხის ხმა ჩამორჩა, მერმე სულ მიილია, მიცხრა. ხალიანას,
თავისი გულის უჩვეულო დგანდგარის გარდა, არა ესმოდა რა. შინ რომ
მივიდა, პირველად გათხოვების შემდგომ იტირა. პირველად აფრქვია
მწარე და მამცირე იჭვის ცრემლი.
224
გვიან სამხრობისას შინ მობრუნდა ზაზა. ირანული აბრეშუმის დიბა-
ქსოვილი მოუტანა მეუღლეს. მაგრამ ხალიანას უფრო შემოეყარა გული
- სწორედ იმ აბრეშუმის ნაჭერი იყო, მისი ამპარტავანი მეტოქე ესოდენ
ეშხით რომ იზმანებდა გულ-მკერდზე.
ჩუმი კრძალვა და გულჩაკეტილობა ჩამოწვა ცოლ-ქმარს შორის. უკვე
უმძიმდათ მარტოკა პირისპირ ყოფნა. მრავალსათქმელი ჰქონდათ და მრა-
ვალდუმილი გამოსდიოდათ. გულღიად ყველაფრის თქმა სრულ გათიშვას
ნიშნავდა, ხოლო ამას ორივე გაურბოდა.
მათი ცხოვრება იჭვითა და სიმწარით აღივსო. არც ის სურდათ, სხვებს -
მახლობელთ ან უცხოთ შეემჩნიათ რაიმე, უნებურად ფარისევლობა და
პირფერობა უნდა ეწყოთ. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ურთიერთ შეზ-
რდა-შეხორცება იმდენად დიდი იყო, რომ მათი გათიშვა თითოეულის გა-
ნახევრებას ნიშნავდა. ასეთ ხლართებში ჩაბნეულთ არც ვინმე ჰყავდათ მე-
საიდუმლე და მრჩეველი. მახლობლებიც ისე იყვნენ ზაზა-ხალიანას სიამ-
ტკბილობას ჩვეულნი, რომ ვერაფერს ამჩნევდნენ. უკვე შევაჟკაცებული
სიაუშიც კი ვერაფერს ატყობდა და ერთხელ უნებურად გახდა კიდევაც თა-
ვისი საყვარელი უფროსი ძმისა და რძლის სიმწრის ოფლის დენის მიზეზი.
მას ნესტან ბატონიშვილის შემდგომ, ახლა თამარ ამილახვარის დიდი
სურათი დაეხატა და მისი ისედაც მწყაზარი სახე ნიჭმოსილი ყალმის ფერ-
ჩრდილის მადლიანი ძალით უფრო ამოსახულიყო და სრული ბრწყინვა-
ლება მოეღო.
სიაუშს მოსწონდა თავისი ნამუშევარი და მოხუცებულ დედ-მამას მო-
უტანა საჩვენებლად. სურათის ნახვას ორივ ოჯახი და მათი ნაბარტყი და-
ესწრნენ.
ყველამ ერთხმად მოუწონა ნახატიც და ხატულიც, მხოლოდ ხალიანამ
იჭვიანად ჩამარცვლა:
- იმ ცეცხლის სილამაზესა ჰგავს, რომელიც სწვავს და არკი ათბობს! -
ზაზა რატომღაც ცეცხლმოდებულივით გაწითლდა. მხოლოდ სიაუშმა შეამ-
ჩნია ძმის ცეცხლებრი სიწითლეცა და ხალიანას სიტყვების ჩუმი ღვარ-
ძლიც, უმალ დაახვია „მწველი“ და ახლა ნესტან ბატონიშვილის ნორჩი სა-
ხე გამოაჩინა. - იცით, რამდენი მეხვეწა - ცოტა უფროსად გამომაჩინეო, მაგ-
225
რამ ყალამმა არ მიმიშვა და არა! - საუბარი სხვაგან გადააგდო სიაუშმა,
თავად კი სასახლეში ზაზა-თამარის ხშირ შეხვედრებსა და ადრე შემ-
ჩნეულ უხერხულობას ახლა სულ სხვა თვალის კილოთი გახედა და შე-
აფასა.
სიაუში თავად ფრიად მოკრძალებული ახალგაზრდა იყო და ყოველ
ლამაზ ქალთან ხლებისას მუდამ უხერხულობასა და ჯერ დაუდუღებელ
ლტოლვას გრძნობდა. მაგრამ ზაზა ხომ მას სიდინჯისა და წინდახედუ-
ლობის განსახიერებად მიაჩნდა. გარდა ამისა, მას ხალიანა მეტად უყ-
ვარდა. ხალიანას ზაზასადმი სიყვარულის ჩუმი თავდაჭერილობა და
ამოუთავებელი სითბო კი მან, სიაუშმა, იქნებ ზაზაზე უფრო იცოდა.
- ხალიანა! ერთი შენც უნდა დაგხატო. - მიუბრუნდა რძალსა და ახ-
ლა იგი ჩააგდო სიწითლეში.
- ვის რად უნდა ჩემი სურათი? - გულუნებურად წამოუსხლტა ხალია-
ნას და თვალები ცრემლით აღევსო. თავი ვეღარ შეიკავა, ხშირი სუნ-
თქვით გულ-მკერდი აუთრთოლდა და გარეთ გავარდა.
ყველანი განცვიფრდნენ. სათინომ და დარომ ურთიერთს მიმხვდუ-
რად გადახედეს. დრო იყო, დრო, რომ ხალიანა „ამიზეზებულიყო“. ისი-
ნი კარგა ხანია ამაოდ მოელოდნენ შვილიშვილს. ამის თაობაზე ხშირი
საუბარი ჰქონდათ კიდევაც.
- უიმე, ქა, ჯიშზე ყოფილა ყველაფერი! მე რომ გავთხოვდი ოთხ წე-
ლიწადს არც მე მყოლია ბავშვი!
ზაზა-თამარის ფარულტრფიალი კი თავისებური, უცნაური გზით მი-
იბორკებოდა. თამარ კეკლუცობდა და ერთობოდა. მას საამოდ ელამუ-
ნებოდა შორი და შეფარული ლტოლვა და კვდომა ცეცხლმოდებული
ტრფიალისა. ზაზას კი უფრო და უფრო ედებოდა ხანძარი. არა, ეს პირ-
ველსიყვარული კი აღარ იყო, როდესაც სიყვარული გალობაა. დილის
ნამივით სუფთა, გაზაფხულის ჭრელ პეპელასავით მაღლა აფრენა, მის
ხატულ ფრთასავით მალალი... ოდნავ შეღვიძებული ვნება - შეუცნობ
ლტოლვად და კდემად რომ ცნაურდება. არა, ზაზას ტრფიალი უკვე სხვა
იყო - მსუსხავი და მწველი. მისი „ჭრელი პეპლის ხატულ ფრთებს“ თა-
ვიდანვე ვნების ხორკლიანი ხელი გადაესვა - მტვრად და ტუტად აქცია.
226
ზაზას გულს არა ყვავილივით - ყვავილბატონივით შეეყარა, შიგ გაიდგა
ფესვი და ღველფად მოედო მის მთელ არსებას. ხოლო თან შეზრდილი
ხალიანას ფაქიზი პირველ სიყვარული ისე გადაუთელა, ვით ნიაღვარი
წალეკავს ხოლმე მყუდრო ჩრდილის ანკარა წყაროს.
და მთელი უბედურება ის იყო, რომ ზაზამ თითქმის აშკარად იცოდა -
თამარი მხოლოდ ერთობოდა, კოპწიაობდა მასთან თითქმის ისევე, რო-
გორც სხვებთან.
თითქმის - რადგან ზაზას იჭვჩავარდნილი გუმანი იმასაც ამჩნევდა სხვა
თანატოლ თავადთა შორის ოდნავად... იოტის ოდენად, მაგრამ მას უფრო
არჩევდა. ის იყო და ის... თუმცა ტრფიალთა საწყაულთ შორის იოტა - არ-
ცთუ ისე მცირე წონა-ზომაა!
- ჩუმი რაინდიც აქ ყოფილა! - გაღიმებულად აღნიშნავდა ხოლმე, საჯა-
როდ რომ შეეყრებოდა ზაზას. სწორად ჩაკენჭილ კბილებს გამოაჩენდა და
ოდნავ შესამჩნევად შინაგანი სიამით და არც თუ უამაყოდ შეაღერებდა წარ-
ბებს. ხოლო უფრო ხალვათ ადგილზე „ჩუმი რაინდის“ ნაცვლად, თითქოს
უცაბედად და ენის ამოკიდებით „ჩემი რაინდი“ გაუსხლტებოდა მარგალი-
ტებში. იმ დღეს ზაზა ბედნიერი იყო. ხოლო სულ ცალკე შეყრისა ან გულის
ნაოხის გამხელის არც საშუალება და არც თავზე ხელაღება არ გააჩნდა
ბრუდასხმულ ტრფიალს.
დრო კი ვიდოდა, ხან მერცხლის ფრთასა და ჩხრიალა ნაკადულებს
ჰყვებოდა, ხან საწნახელში იწურებოდა... ხან ღირღიტას მიაჭრიალებდა,
ხან თოვლის ფთილებში უჩუმრად წვებოდა და დნებოდა.
ერთხელ ბოდბისხევს სტუმრად ჯარიანად მიდიოდნენ. როგორღაც თა-
ვისთავად მოხდა - თამარი და ზაზა გვერდით მიაცორვებდნენ ცხენებს. თა-
მარი შესანიშნავ თეთრა-იაბოზე იჯდა. ზაზას ცხენი უფრო ჯიშნაკლები
იყო. მაგრამ ქალი აშკარად აკავებდა იაბოს. სტუმრები არეულად ვიდოდ-
ნენ, ჯგუფ-ჯგუფ ჩაბნეულად. ხოლო ტყეში, მრავალბილიკიან სავალზე ზა-
ზა და თამარი მარტო აღმოჩნდნენ. ვაჟი მონუსხულივით მისდევდა თავის
მზეს. ქალთუნაგირის ოდნავ შემაღლებულ ტახტაზე სხეულკოპწიად იჯდა
თავადის ასული. წელამოწყობილი კაბა ტანკენარობას უფრო უჩენდა. ხო-
ლო ნელი რხევისაგან შეფრიალებული მსუბუქი კუბასტა გასაფრენად დაშ-
227
ვილდულ ფრთებს მოაგონებდა ზაზას. მაგრამ ყველაზე უფრო ქალის
წელზე შემთხვევით გაჩენილი და შემოღვედილი ირიბი ციცქნა ნაოჭი
აცეცებდა ვაჟს. ჰაერში მწიფე შინდის ჩუმმათრობელა სურნელი სუფევ-
და, ხოლო ტყის მყუდროში ასულის ცხენის ფლოქვთა ცემა თავისი გუ-
ლის ბაგაბუგში აღარ ერჩეოდა ზაზას.
ცხენი დააწია, ზედ ახლო ააყოლა. თამარის იაბომ გაიწია, მაგრამ
ქალმა დააცხრო და ნელ თოხარიკზე გადაიყვანა. ვაჟს თავბრუ დაეხვია:
- ნეტავ მთელი ქვეყანა ტყედ აქცია და ამ ბილიკსაც არ მისცა დასას-
რული. - ლოცვასავით აღმოხდა მიმყოლს. თამარს ვეღარ შეჰბედა ახ-
ლო მზერა, მაგრამ მზეჩაკრულ ხელებს შორის ამოძრავებულ მათ ნა-
ერთ ჩრდილს თვალი და სურვილი ვეღარ მოსწყვიტა.
- რათა, ჩემო რაინდო? - ჩვეულებრივზე უფრო თბილად გადმოხედა
ქალმა და ამჯერად „ჩემო“ საკმაო მკაფიობით გაისმა ტყის ბილიკის
სიმყუდროვეში. ზაზამ ისევ დეზი ჰკრა ცხენს, სულ ახლო გვერდში ამო-
უდგა. სატრფოს ნელსაცხებლის სურნელი სულ ახლოს იგრძნო და იყ-
ნოსა. ნესტოებს ვეღარ დაუფარა სიხარბე.
- თქვენ იცით, რათა?! - ზედმეტი აღელვებით შეემუდარა. მაგრამ თა-
მარს არ სწადდა ეს კალაპოტი. მას სხვა უნდოდა - ტკბილი და ნელა-
ღელვებული ჩურჩული, მრავალქათინაური, ამო და მსუბუქი თრთოლვა
და მეტი არაფერი... მეტი არაფერი...
- მე ბევრი რამ ვიცი! - ოდნავ გაბუტულად უპასუხა, ტუჩებიც დაბურ-
თა. ეს გაბუტვა საოცრად შვენოდა.
- ჩემი გულის ნადებიც?! - დაბნეულად შეეკითხა. თუმცა აქ კითხვაც
იყო და პასუხიც. და მაინც ზაზა გრძნობდა, რომ შეუტოპავში შედიოდა
და არც თავშეკავების საშველი იყო.
- მე ჩემი გულის ნადებიც მეყოფა! - ამაყად უპასუხა ქალმა.
აქ შეცდა ზაზა, უკვე საკმაოდ გამოცდილი მდივანი და ელჩის მწე. აქ
კი გულის საქმეში შეცდა. ქალის პასუხი შორეულ დასტურად მიიღო.
- ნეტავ მეც მაცოდინა. თავს გავწირავდი!

228
- მართლა, რაინდო? - ისევ შემოსცინა თამარმა, - დავიმახსოვრებ, იქნებ
დამჭირდეს! - და ხელი, პატარა და ნებიერი ბროლის ხელი გაუწოდა. ზაზამ
მათრახი და აღვირი ხელიდან უშვა, ორივე ხელი შეაგება.
- ფიცი მითქვამს! - შეფრფენვით შესძახა და ხელზე ხატივით ეამბო-
რა. თამარი შეკრთა, ხელი გამოსტაცა. ზედმეტად ცხელი ეჩვენა ვაჟის
ბაგე. ეს უკვე უტიფრობას ჰგავდა! შეკუშტა სახე... გაბუტვაზე უფრო უხ-
დებოდა კუშტობა.
- ადვილად ფიცულობთ. ხშირად ფიცულობთ, ახალთავადო!
ზაზას მიუხედავად აღგზნებისა, მათრახივით მოხვდა „ახალთავადი“.
ის, რისაც ეშინოდა, რასაც მუდამ ეკრძალებოდა, ის ზღურბლი მაინც წინ
დახვდა... და სწორედ ამ ტრფობის ბილიკზე. გულით უპასუხა:
- ხატის ტრფიალმა არ იცის ლიახვის ზღვარი!
- ხატზე მხოლოდ ლოცულობენ და არა ეტრფიან მას! - უკვე ცივად უპა-
სუხა თამარმა და თეთრა-იაბო აშორა. ამილახვრიანთ ასული უკვე ნაწყენი
იყო, ნაამებიც და ნაწყენიც. არც თავად იცოდა - რომელი სძლევდა. იქნებ
გამოსარკვევად, ისევ შეირბილა ხმა და თვალებით გაუღიმა, ისევ იმედია-
ნობაში ჩააგდო ვაჟი. დაბალი ხმით ძლივს გააგონა:
- თქვენ კი იცით ნამდვილი ტრფიალი?
ზაზა ხან ჯოჯოხეთში იყო, ხან სამოთხის კარზე. ბილიკი კი რბილად და
ნელი ბაგუნით გარბოდა მათ შეოგურებულ ცხენთა ფეხქვეშ. ტყის შემზიუ-
რებული მწვანე მათ მრავალსურნელოვან გუნდრუკს უკმევდა. სიტყვა სასუ-
ლეთში ეწეოდა ზაზას:
- აქამდე არ ვიცოდი, ახლა ვიცი და... თავი და გული დამავიწყდა! - აღ-
გზნებით დაიწყო და სულ ჩუმად ჩაათავა.
ეს უკვე სიყვარულის გამხელა იყო. თამარს ისევ შეუმეორდა გრძნობა:
ეამა და არც ეამა ეს ამბავი. საერთოდ, საამო იყო თავდაწერილი ტრფი-
ალის მზერ-მუდარით დამტკბარ და აბრუებულ ჰაერში „აი დარდად“
ქროლვა. ცოტა სასაცილოც იყო, ოდნავ საწყენიც. როგორ უბედავს საეჭვო
აზნაურის შვილი, ახალნაჩეკი ყვინჩილ-თავადი, ისიც ცოლიანი, მას - ამი-
ლახვრიანთ ასულს? გულში იმ ამბავმაც გაუფაჩუნა, რომ სამეგრელოს მთა-
ვარი უკვე დანიშნულია და მისთვის დაკარგული... სხვა მთავრებიცა და მე-
229
ფისწულნიც, არც ერთი არ არის მის საბედოდ ჩენილი. მას მხოლოდ აი,
ეს, ან ასეთი უგვანო გვარიანები ებედებიან! დაე, ფერმა ფერი ნახოს!
აკი ნახა კიდევაც... ნახა!
- მართლა, რაინდო! - უკვე ყინულივით ცივი ხმით შეეკითხა ზაზას, -
ნელსაცხებელი, ფერუმარილი დამჭირდა, სად არის თქვენი ხალიანი
მეუღლე? რაღაც არა ჩანს? იქნებ მაახლოთ?
ზაზამ მოწყვეტილად ჩაღუნა თავი.
- თქვენ არც ფერუმარილი გჭირიათ... ნურც...
- იქნებ არც თქვენ გჭირიათ ხალის პატრონი? - გააწყვეტინა თამარ-
მა. თავადაც არ იცოდა, რად გააღრმავა ეს საკითხი. ამის სხვანაირად
დახსნა-გაგებაც შეეძლო თავბრუდახვეულ ვაჟს. „თუნდაც! აი, დარდი!
დახსნას, როგორც სწადს, როგორც შესძლოს, როგორც მოინელოს!“
უხალო ლიახველს მაინც ვერ შემოსწყრება. აპატიებს გულით მის უზან-
გზე მიბმული, ყურით მიბორკილი ყმა!
თეთრა-იაბოს აღვირი მისცა, დაწინაურდა. ტყის ჩხრიალა ნაკა-
დულზე ცხენი ასკუპა, უნაგირზე ოდნავ შემსუბუქდა. წელთან ჩენილი
ციცქნა ნაოჭი გაქრა. აფრიალებული კუბასტა გაშლილ ფრთებს დაემ-
სგავსა და უეცრად ჩაკარგული ბილიკი თითქოს აღარც არის საჭირო.
ზაზამ წყალში გაატოპინა ცხენს. შხეფები აფრქვია. რამ ჩქამი სწად-
და, გარეხმაური, ღვარი, თქეში, თუნდაც წარღვნა, ოღონდ არ ეფიქრა,
არ ეგრძნო დამცირება, დაცინვა! მაშ, რა ეგონა ცოლიანს, ხალის პატ-
რონის პატრონს? სხვის მოტრფიალეს - უხალო და უმანკო ლიახველი-
სა?! მაგრამ ეს ხომ ლიახველის დასტურიც არის? აბა, რას მოსთხოვდა?
რა არის აქ გასაკვირი ან საწყენი? ტრფობის პირობაა!
ზაზამ მათრახი უსუსხა ცხენს, დაწინაურებულს მისწვდა, მაგრამ უც-
ბად აღვირი ჩამოჰკრა ისევ, რომ დაეწევა - რა უნდა უთხრას? რა? ერთბა-
შად ყველა გარეგრძნობა დაეხშო. თავის გულში თავგულგანწირულად
ჩაიხედა. ჰოდა, რა უნდა უთხრას - სჭირია თუ არა ხალის პატრონი? თუ
არ სჭირია, მაშინ უნდა გაუშვას! გაეყაროს?! გაეთიშოს!“
...ცხენი მაინც მიჭენობდა, მაგრამ ზაზა ვერც ცხენს გრძნობდა, ვე-
ღარც ბილიკს ხედავდა. წინ გავარდნილ ცხენოსნის წელზე ისევ გაჩე-
230
ნილ ნაოჭს ამჩნევდა მხოლოდ, ახლა უფრო შემოტმასნულსა და ვნების
ხილვად აელვარებულს.
- გავუშვებ! ყველაფერს დავთმობ! ოღონდ თამარი! - უჩურჩულებდა
ცხენის ფაფარს. მივა დედ-მამასთან... მამამთავართან... მეფესთან... ვის-
თანაც საჭირო იქნება... თავად ხალიანას ჩაუვარდება ფერხთით... ოღო-
ნდ...
ცხენმა ფეხი წაიკრა და პატრონს თავი შეახსენა. ბილიკი თავდებოდა,
ტყეც. გზა-მინდორზე კი სტუმრები ჯარად მიაქროლებდნენ ცხენებს.
...უნდა მიუსწროს... დაეწიოს და ყველაფერი უთხრას... თუნდაც ერთი
სიტყვა. აი, მისწვდა კიდევაც... მიეღიაღა... მაგრამ ქალმა კვლავ მიუშვა აღ-
ვირი, თეთრა-იაბო მაღალ იორღაზე გადაიყვანა.

XXII ნაჩქარევი ქორწილი


ზაზას არ დასცალდა არც სტუმრობ-დღეობა ბოდბის ხევში, არც რაიმეს
თქმა თამარისთვის. ალექსანდრე მეფის შიკრიკი მოსწვდა, ბრძანება მო-
უტანა - უკანმოუხედავად, მოკლე გზით ძეგამს გასვლა, იასონ ჭავჭავაძის და
სხვა მესტუმრეთა დაწევა, მათთან მოუშორებლად ყოფნა, შაჰინშაჰის დი-
დი ელჩობის დახვედრა.
„ისევ მაჭანკლები მოდიან?! - გაიფიქრა ზაზამ და ტანში გააჟრჟოლა.
მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა „დიდიელჩობა“, ესე იგი ლაშქრიანი ელ-
ჩობა. ახლა რაღას მოიღონებდა კახთ ბატონი?
მეფის ბრძანებამ და კარზე მომდგარმა საფრთხემ უმალ გამოაფხიზლა
ზაზა. თავისი გრძნობა გულში ჩაიხშო და, როგორც მაშინ - ამილახვრიანთ
კოშკიდან - სისხამზე ყველას უნახავად, შიკრიკთან ერთად გაიპარა. ძეგამს
მიაშურა. მიუხედავად დღე-ღამის სწორებისა, მაინც დააგვიანდა, იასონ
ჭავჭავაძესა და სხვებს, ძეგამიდან უკვე მტკვარსამზირზე გაესწროთ.
ზაზა ახლა იქით გაესწრაფა. გზაში ლაშქრით ჩასაფრებულ ჯანდიერს
წააწყდა.
- დავით-ბატონო, თქვენც აქ ბრძანდებით?! ისიც ლაშქრითურთ? არა ვი-
ცოდი რა! უკვე აგრეც არის საქმე?!
დავითმა ჩასანგრულ და ჩაფარებულ ლაშქარს გადახედა:
231
- ფერი-ფერს. ელჩებს მესტუმრენი შეხვდებიან. ლაშქარს კი ლაშ-
ქარს შევახვედრებ, თუ მაინცდამაინც.
მაგრამ ჯერ არც ელჩნი ჩანდნენ, არც მეომარნი. მათი დაგვიანება ფრი-
ად ახარებდა იასონ მდივან-ბეგსა და ჯანდიერს.
- მაშველს თუ მოველით? - ფრთხილად იკითხა ზაზამ.
- დიახ, მაშველს... სამეგრელოდან! - განზრახ ბუნდი პასუხი გასცა
მდივან-ბეგმა. იგი ცდიდა თავის ნამოწაფარს, ელჩ-მდივნად დაწინაუ-
რებულ ზაზას. ირანელთა დიდი ელჩობის მოსვლით დიდი ახალთამა-
ში იწყებოდა.
მეფემ იასონს ჩააბარა სპარსთა საქმენი, ხოლო ახალგაზრდა მწედ
და მდივნად ზაზა მისცა, ახლა ამ რთულ პირობებში იყო საჭირო მისი
საბოლოო წურთნა.
- სამეგრელოდან? მაშ, ქორწილი გვექნება ბრძოლის წინამორბე-
დად თუ ნაცვლად?! - უმალ ალღო აუღო ზაზამ.
- ვისთვის ქორწილია - ვისთვის თავიდანვე ბრძოლაა. გაწბილებას
ასე ადვილად არ დათმობს მზეზე ამაყი სასიძო! ხოლო ეს კი ვერ გამი-
გია - რად აგვიანებს ელჩობა?! - მტკვრის გაღმა მხარს უმზერდა და ჰკვი-
რობდა ჭავჭავაძე. გაღმა გზაზე სრული სიწყნარე სუფევდა.
- ვფიქრობ, თქვენ ისევ ძეგამს რომ გაბრუნდეთ და იქ დაელოდოთ,
უმჯობესი იქნება. დროის ახალ გაჭიანურებასაც შევძლებთ. - ურჩია ჯან-
დიერმა. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ელჩიონი მართლაც დაიგვია-
ნებდა ერთი კვირით. ეს მან თავიდანვე მოსთხოვა ალი-მაჰმად-ხოჯას,
რომელმაც აცნობა „მესამე მაჭანკლობის“ წამოსვლა ამჯერად „დიდი
ლაშქრითა და თადარიგით“. თავად ალი-მაჰმადიც მოჰყვებოდა ელჩი-
ონს.
ამ ამბის გრემში მოსვლისთანავე ორი სწრაფმავალი შიკრიკი გაიგ-
ზავნა. ერთს კახთ ბატონი აგზავნიდა ოდიშს - მანუჩარ დადიანს იწვევ-
და, „ორ კვირაში დიდი ქორწილის გადასახდელად“, მეორე დავით ჯან-
დიერმა გაუგზავნა ფარულად კახეთისაკენ მომავალ ალი-მაჰმად-ხო-
ჯას. „მძიმედ სვლასა და მტკვარზე რამდენიმე ხნით შეფერხებას“ მო-

232
ითხოვდა ოსტატ-ბატონი, თანაც, „დიდი პატივით მიღებასა და ორ ბატონს
შორის დარიგებას“ აღუთქვამდა.
მტკვრის პირის სიწყნარემ გამოარკვია, რომ საქმე რიგზე იყო. „აქოჩ-
რილი ვარსკვლავის“ დაღოსანმა აღასრულა მისი ბრძანება. ჯანდიერს
საიდუმლო არ გაუმხელია, ძეგამს გაბრუნება კი ბეჯითად ურჩია მდი-
ვან-ბეგს. მანაც ინიშნა - ჯანდიერის თქმა მუდამ დიდად საგულისხმო იყო,
მით უფრო ახლა, როდესაც ყველას მიზანი, კახთ ბატონის დადგენით, „ფე-
ხის თრევა“ იყო.
- ორ კვირაზე ადრე არავინ მაახლო გრემს. თან კი სულ უნდა ჩქარობ-
დეთ, კალთის ხევითა და ფრიადი სიხარულით სთავაზობდეთ გრემს მოს-
ვლას.
მდივან-ბეგმა ზაზა მტკვარსამზირის კოშკში, ჯანდიერის ლაშქართან
დატოვა, თავად კი გაბრუნდა ძეგამს.
ზუსტად ერთ კვირაში მოადგა მტკვარს ბირი-ბეის ელჩ-ლაშქრიონი. აქ
დაბანაკდა. მოციქულები აწინაურა.
კახ-მეწინავენიც გამოუჩნდნენ. დიდი სალამ-ქალამი და კეთილად მობ-
რძანება მოულოცეს. მოსვლის მიზეზი ჰკითხეს და, რა გაიგეს შაჰ-აბასის
დიდ-ელჩობის მობრძანება, უმალ ძეგამისკენ მალი სვლა თხოვეს. კახნი
იმდენად „კალთა დახევით“ თხოვდნენ წინსვლას, რომ სპარსნი დაეჭვდნენ
და ჯერ კახთ ბატონისთვის „ცნობის მიწოდება და ღირსეულ მესტუმრეთა
ხლება“ ითხოვეს.
უჩინარმა ჯანდიერმა განაგრძო თამაში. კახელებმა გამოღმა კახთ მიწა-
ზე გამობრძანება და „აქ დაბანაკება“ მაინც თხოვეს. სპარსელნი სწორედ
ამის გამო გაღმა დაბანაკდნენ. ორ დღეში ზაზა კახნიაური გამოუჩნდათ.
თავად ეწვია გაღმა ბანაკს, პირველ-ელჩსა და სარდალს ბირი-ბეის მდაბ-
ლად მიესალმა:
- მეფის მდივანი გახლავართ, ძეგამს გავიგე თქვენი მობრძანება. უმალ
მოგეახლეთ. მიმსახურეთ, რითაც გენებოთ. უმალ გავბრუნდები გრემს,
კახთ ბატონს თქვენს საამო მობრძანებას მოვახსენებ.

233
ირანულ მაღალ კარავში, ბირი-ბეის გარდა, ალი-მაჰმად-ხოჯაც იჯ-
და ფეხმორთხმით და ახალგაზრდა კახ-მდივანს ყურადღებით ათვა-
ლიერებდა.
არც კახს დაუკლია ხელი. ზაზამ მისვლისთანავე შეამჩნია და იცნო უკვე
ჭაღარამომრავლებული და სისხოში გაწეული „მირვან კოჭლი სოვდაგარი“,
„მთიელი შეიხი“ და „ელჩის შიკრიკი“, იცნო ძველი ნაცნობები, მაგრამ არ
შეიმჩნია, ბირი-ბეის მრჩევლად უყოყმანოდ მიიღო და მდაბლად დაუკ-
რა თავი.
- მიმსახურეთ!
შაჰინშაჰის ელჩ-სარდალმა ოდნავ იწყინა ზაზას ძალად მესტუმრე-
ობა.
- თავადო, ჩემსა და კახთ ბატონს შორის შუამავლობისთვის ახალ-
გაზრდა ბრძანდებით. მეჰმანდარობაც, უკეთუ უფლისწული არ არის,
საპატიო მოხუცთა უფრო შეშვენის.
ბირი-ბეიმ მძიმე, დარბაისლური საუბარი იცოდა, ხშირად აყოვნებ-
და სიტყვათა დენას, ბრძნულად საგულისხმოდ ახარვეზებდა. ჰოდა, ზა-
ზამ ისარგებლა ამ ხარვეზით და სიტყვაკენჭული ჩაუგდო საუბარში.
- შიკრიკად მიგულეთ. ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს!
- ჰმ, შიკრიკად?! - ბირი-ბეიმ ოდნავ დაარხია თავი, - შიკრიკად შესაძ-
ლოა! - მდივანს ქაღალდ-სინგური მოატანინა და ზაზას მძიმედ ხამხამა
თვალები მიაბორკა.
- ხვალ დილით გაახლებთ კახთ ბატონისთვის მისართმევ პირველ
ბარათს.
ზაზა მდაბლად დაეთხოვა სპარსთ და გაღმა გაფარებულ ჯანდიერს
მიესწრაფა.
- ისევ გვწვევია მირვან სოვდაგარი, მსტოვარ-მსტოვარი! - გააფ-
რთხილა მან დავითი. ჯანდიერს შეუმჩნევლად ჩაეღიმა ულვაშებში და
ამ ცნობის გამო მაინცდამაინც დიდი გულისხმიერება არ გამოუჩენია. ამ
გარემოებამ გააკვირვა ზაზა, მან არ იცოდა, რომ წუხელ ღამით იმავ ნა-
ვით თვით ჯანდიერი იყო ნამყოფი და ნასაუბრევი იმავ მსტოვართ-
მსტოვართან.
234
დილით გაღმიდან მართლაც მოუვიდათ კახთ ბატონის სახელზე დაწე-
რილი ელჩ-სარდლის პირველბარათი.
ზაზა უმალ გაემართა ძეგამს. ბარათი იასონ ჭავჭავაძეს გადასცა.
მესტუმრეს კახთ ბატონისგან ნებადართული ჰქონდა ელჩის ყოველი
ბარათის გახსნა.
ბირი-ბეი კახთ ბატონს ატყობინებდა თავის „კეთილსამეზობლოდ“
მობრძანებას „დიდებული შაჰინშაჰის ბედნიერ წყალობასა და უბედნიერეს
ზრახვებს“ მისი „თანამდგომისა და ახლო ძმის“ მიმართ. ატყობინებდა
„მრავალ სიკეთეთა და სიმდიდრეთა“ მოტანას. დიდი ელჩობის შესაფერ
პატივსა და თავის „საპატიო დარაჯ-სარბაზთა“ კახეთს შემოყვანის დას-
ტურს ითხოვდა „ყოველგვარ მეკობრეთაგან და ავის მზრახველთაგან თა-
ვისა და ლარის დასაცავად“.
ელჩის ბარათი თედო ბაცაცაისძის ხელით გაგზავნეს გრემში. თედოს
კახთ ბატონთან მეორე, უკვე საიდუმლო, ბარათი მიჰქონდა ჯანდიერისგან.
შიგ ყველაფერი წვრილად დახსნილად იყო მოხსენებული - ახალ-მაჭან-
კლობაც, რუსთ-ირანთა ურთიერთობაც, კონსტანტინეს მოსკოვს წასვლის
უარყოფაც და შაჰინშაჰის დიდი სამზადისიც თურქთა წინააღმდეგ. ერთი
კვირა დაახანა ჭავჭავაძემ, მერმე თავად დიდი ამალითა და მესტუმრეებით
ეახლა გაღმა ბანაკს, კახთ ბატონის „დიდი ხათრიჯამობა და სიხარული“
აუწყა.
მთავარი თამაში ახლა იწყებოდა.
- აქეთ, თქვენთან შესაყრელად მომავალი, მეფის ახალგაზრდა მდივანს
შევხვდი. თქვენი პირველბარათი მიჰქონდა კახთ ბატონთან, მაგრამ იგი მე-
ფეს ვეღარ მიუსწრებდა გრემს. მე აქ გამომგზავნა ბატონმა. თავად კი თე-
ლავს წაბრძანდა. სასიძო ჩამოსდის ოდიშიდან.
- რომელი სასიძო? - თვალები აპარპალა ბირი-ბეიმ, მაგრამ იასონ ჭავ-
ჭავაძემ ოდნავ მოუყრუა და თავისი თხრობა შესაფერი სიდინჯით განაგ-
რძო.
- თქვენ დიდი სიხარულით ძეგამს გიწვევთ, მხოლოდ ოდნავ დასასვე-
ნებლად. ხოლო თქვენს ნახვასა და შაჰინშაჰის სიტყვის მოსმენის დანატ-
რული სულ მოკლე ხანში გრემს მოგელოდებათ.
235
ბირი-ბეიმ სიამით დახარა თავი. ყველაფერი რიგზე იყო, მხოლოდ-
ღა ეს „სასიძოს ჩამოსვლა“ ცუდად ჩაეწვეთა ყურში, მაგრამ მოთმინება
გადაწყვიტა. ისევ იასონმა განაგრძო ტკბილბაასი:
- ჩვენს მწყალობელ მეფეს ბედნიერი დღე გაუთენდა და ნაგლოვევს
თქვენი მოსვლის ზეიმი დიდ ოჯახურ ზეიმს დაემთხვა.
- რა ზეიმს! იქნებ გვაუწყოთ, ჩვენც გავიზიაროთ მისი ოჯახური ბედ-
ნიერება!
- თქვენ, ალბათ, მოგეხსენებათ კახთ ბატონის ასულის - ნესტან-და-
რეჯანისა და სამეგრელოს მთავრის - მანუჩარის დანიშვნის ამბავი.
ბირი-ბიემ უხმოდ, თითქოს ცოდნის დასტურად, თავი დახარა. ნამ-
დვილად კი განცვიფრებით გადახედა ალი-მაჰმად-ხოჯას.
მცხეთის ნიშნობის ამბავი მათ წამოსვლამდე არ იყო მიღწეული ის-
პაჰანს.
ჭავჭავაძემ აშკარად იგრძნო, რა ჭოჭმანში ჩააგდო ბირი-ბეი, უფრო
თამამად განაგრძო:
- სწორედ ამას მოგახსენებთ, უდიდესად პატივცემულნო. ამჟამად
დიდი ქორწილის სამზადისია გრემს. ამიტომაც თქვენი მობრძანება ზე-
იმს დამთხვეული და სასიქადულო გვიჩანს.
ბირი-ბეი სახტად დარჩა, მაგრამ არ შეიფერა.
- მაშ, ჯერ არ შეუღლებულან ახალდანიშნულნი? - და ამო ღიმილით
დასძინა: - ჰმ, სამეგრელოს მთავარი?! იქნებ უფრო ღირსეული სიძეც
ეკუთვნოდა კახთ ბატონს?
იასონმა ხელები გაშალა, მიამიტად გაიღიმა:
- ღირსეულზე ღირსეული არ დაილევა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამჯე-
რად უფრო ღირსეული არვინ გამოჩენილა კახთ ბატონიშვილის საბე-
დოდ!
ელჩ-სარდალი უკმაყოფილო დარჩა პასუხით, მაგრამ ბაასის გაგ-
რძელება შეუძლებლად მიიჩნია. საჭირო იყო ვითარების გარკვევა და
სულ თავყირა დამდგარი საქმის დალაგება, ან სწრაფი, გადამწყვეტი
მოქმედება. შაჰინშაჰის დასიძების სურვილის უმალ გამჟღავნება და

236
განზრახული ქორწილის ჩაფუშვა, ან, პირიქით, დადუმება და შაჰინშაჰი-
სათვის ვითარების შეთვლა, მისი ახალი განზრახვის გაგება.
არა, ამის გადაწყვეტა ასე უბრალოდ არ იქნებოდა... და ელჩმა ხილ-
შარბათი მოართმევინა „კეთილი მესტუმრისთვის“. ეს დღეისთვის ბა-
ასის დამთავრებას ნიშნავდა.
ელჩ-სარდალი მარტო დარჩა, თავი იტეხა. აქ, მტრის ბანაკში ესე ყოფ-
ნაც შეუძლებელი იყო. საზღვარზე ლაშქრით დგომა ათას ჭორსა და გაუგებ-
რობას წარმოშობდა. მაგრამ ახლა გრემს მისვლაც უმართებულო და უხერ-
ხულად მიაჩნდა. მისი მაჭანკლობის გამჟღავნება კი ამ „დამთხვევისას“ მე-
ტად უცნაურ მდგომარეობაში ჩააყენებდა „მზეზე მაღალს“. „მოწიფული და
მორჭმული შაჰინშაჰისა და სამეგრელოს ყვინჩილა მთავრის მეტოქეობა
კახთ ბატონის ასულის გამო“ ვერაფრად ეკადრებოდა „დიადებს შორის დი-
ადს“.
ისევ მალემსრბოლი აფრინა შაჰინშაჰთან.
ერთი კვირა იმასლაათეს ბირი-ბეიმ და იასონ ჭავჭავაძემ. ურთიერთს
ეჯიბრებოდნენ ზრდილობაში და თავაზში. თითქმის ყოველ წვრილმანში
შეთანხმდნენ. მაგრამ არც ერთი მხარე არ ჩქარობდა, თუმც ორივე ფარავ-
და ამას და სიტყვიერ „სისწრაფეს“ საქმიერი „უსწრაფობა“ აბათილებდა.
იასონ ჭავჭავაძე სასიძოს ჩამოსვლის ცნობას მოელოდა გრემიდან. ბი-
რი-ბეი კი სიძობის მაძიებელ შაჰ-აბასის პასუხს ელოდა „ახალ, ყოვლად სა-
ჩოთირო, ვითარების გამო“.
თედო ბაცაცაისძე უფრო ახლო იყო წასული, უფრო მალეც გამობრუნდა,
კახთ ბატონის პირველპასუხიც ჩამოუტანა. ახლა ზაზაც მტკვარსამზირზე
გაჩნდა, ბირი-ბეის ალექსანდრეს პასუხი მიართვა. დიდსაზეიმო კილოთი
იყო დაწერილი. მთელ დიდ ელჩიონს ბედნიერ ქორწილზე იწვევდა.
ზაზამ სასიძოსა და მისი ბრწყინვალე ამალის კახეთს ჩამობრძანების
წვრილი ამბავიც აღარ დაუფარა კეთილგანწყობილ საპატიო სტუმარს.
ახლა კი უხერხული იყო მტკვარზე დგომა. ლაშქარი ბანაკში დატოვა ბი-
რი-ბეიმ და თავად დიდი ზლაზვნითა და ჩერებ-ჩერებით დაიძრა ძეგამის-
კენ. საპატიო ამალად ხელად დავით ჯანდიერი თავისი ლაშქრით ჩაუდგა.

237
მრავალი კახ-მესტუმრე გულდაგულ აჩქარებდა ელჩიონს, მაგრამ
ელჩი ისევე გულდაგულ დინჯობდა.
ასეთი კალთის ხევითა და ფეხის თრევით, როგორც იქნა, ააღწიეს ძე-
გამს. აქაც დიდი ზეიმით მიიღეს სპარსნი. მათ მთელი ქალაქ-ბაზარი შეეგე-
ბა. საპატიოდ მოათავსეს, დაასვენეს. ახლა თითქმის ყოველდღე მოდიოდა
ცნობა გრემიდან:
„...სასიძო თელავს დგას დიდი მაყრიონით. გრემს კი დიდი სამზა-
დისია ქორწილისა და დიდელჩობის... ორთა ზეიმის გადასახდელად.
ხმა გავრცელდა, თითქოს თვით შაჰინშაჰი მრავალ საჩუქარს უგზავნის
ნესტან-დარეჯანს“.
ბირი-ბეი გულზე სკდებოდა ბრაზით, მით უფრო, ეს „ჭორი“ არსები-
თად მართალი იყო, ნესტან-დარეჯანის ნიშან-შარნანი და საჩუქრები
მისი ელჩობის ძირითად განძს შეადგენდა და არა ერთ აქლემს ეკიდა
კუზზე.
ბოლოს ქორწილის დღეც დაინიშნა, შაჰინშაჰისაგან კი არ იყო პასუ-
ხი. ისევ თავი მოიავადა ბირი-ბეიმ და ლოგინში ჩაწვა. მაშ არადა, მას-
ხრად ხომ არ მიუვიდოდა თავის წასაყვანს, შაჰისთვის მისაგვარ ქალს.
ვერაფერი მაყარი იქნებოდა ამ წილში. საშაჰინშაჰო ქალის ცხვირწინ
აცლის ვაი-მოწმე! ლოგინში ჩავარდნა არჩია.
- დახაშმა მტკვარზე დგომამ. ციებ-ცხელების ნიშნებია! - ასე დაას-
კვნა ელჩის ექიმმა და ზეზე ყოფნა აუკრძალა, მნახველთ მიღებაც მოუკ-
ვეცა.
მოიწყინეს კახ-მესტუმრეებმა, ახლა ღამეს უთევდნენ საპატიო ავად-
მყოფს. აქვე დადგნენ, ვეღარც დაესწრნენ დიდ ზეიმ-ქორწილს მდივან-
ბეგიც, ჯანდიერიც, ზაზაც და სხვა მრავალნიც.
გრემიდან კი მოდიოდა ხმა და ამბავი.
...სასიძო ბატონი კრიმანჭულის სიმღერით შემოსულა გრემში. აბრე-
შუმის ყაბალახიან, მოკლეჩოხიან და გამოკვანწულ საცვეთებიან რაინ-
დებს ჩიხტი-კოპიანი ქალწულები მოუხიბლავთ. თმახუჭუჭა, ქერა მეგ-
რელებს შავეშხიანი კახელი ქალები მოსწონებიათ და ვერცხლის მასრე-
ბის ქვეშ გულში ჩავარდნიათ.
238
... დიდ ჯირითში სასიძოს აფხაზურა ულაყს გაუმარჯვია.
...ნესტანი სადედოფლო თეთრ სამოსში ანგელოზს დამსგავსებია.
„ყვავის საყდრის“ მკითხავები და ქადაგები ბედნიერ ქორწილს უგ-
რძნობდნენ „თეთრგვრემან ვაჟსა და შავგვრემან ქალწულს“.
მერმე სახელოვანი ქორწილი ინადიმეს.
გრემიდან მოსულნი ერთხმად იმეორებდნენ მოხუცების ნათქვამს:
„ასეთი ქორწილი ლევან კახთ ბატონმა თინათინ გურიელი რომ შეირთო,
მხოლოდ მაშინ თუ გადახდილაო!“
ქორწილის სუფრა მრგვალდარბაზში - ზედა სასახლეში გაუშლიათ. მე-
ფე, დედოფალი, ბატონიშვილნი და უახლოეს-უხუცესნი შიგ ისხდნენ, დი-
დებულნი - შიდა ეზოში, თავადაზნაურობა - გალავანსა და მის ირგვლივ,
ვაჭარ-ამქარნი, სხვა მოქალაქენი და გლეხმდაბიონი - ზედა კიბიდან, ვიდ-
რე მთავარანგელოზამდე და თვით ქალაქის ალაყაფამდე. პირდაპირ ათას-
საფეხურაზე დაეცათ და გაეშალათ არნახული სუფრა.
პირველ ყანწზე ამბობდნენ: კახთ მეფის ხელიდან ხელში მთელი დარ-
ბაზი გალავანი და სიგრძივ ათასსაფეხურა სუფრა-კიბე ჩაუვლია და ქალაქ-
ში ჩაუღწევია დასხმა-შესმითა და მრავალჟამიერით.
გიორგი ბატონიშვილი დასთხოვია გლოვას, წვერი მოუპარსავს და თა-
ვის დის ქორწილზე მოულხენია. ხოლო სუფრის თავში ალექსანდრე კახთ
ბატონს თავად უთამაშია, ახალგაზრდული სიმარჯვით პატარძალი უცეკვე-
ბია და სულ ასე გაიძახოდა თურმე:
„შვილო, აკი გითხარი შენს ქორწილში ვიცეკვებ-მეთქი! აკი აგისრულე,
ნუღარ დამემდურებიო!“
ბირი-ბეის შაჰინშაჰისა და პირადად თავის შეურაცხყოფად გამოესმოდა
ასე მომრავლებული და აღფრთოვანებული ხმები.
ბოლოს შიკრიკიც მოიჭრა ირანიდან. კაცს ჰარაქათი არა ჰქონდა, ცხენი
კი არავის უკითხავს. ბირი-ბეიმ იცოდა - ერთ თვეში მიმობრუნება ირანს
რამდენ დავარდნილ ცხენს უდრიდა.
შაჰ-აბასის რისხვას არა ჰქონდა საზღვარი:
„თუ მოუსწრებ - ჩაუშალე ქორწილი, თუ ვერა და - ასე ეუწყოს კახთ ბა-
ტონს: მისი ახლო ნათესავი, ყოვლად შესაფერისი და ღირსეული, გააჩინოს
239
და სიძედ მიმიღოს... არა-და, თავად იცოდეს საქმის ძალა! ახლა გამი-
გია, რად იღუპებოდნენ ჩემი მაჭანკლები!“
ალი-მაჰმად-ხოჯამ უმალ აცნობა ჯანდიერს „საქმის ძალა“.
ახლა ისევ შებრუნდა კეხი. ელჩ-სარდალი უმალ მორჩა და გრემში
სწრაფად სვლა მოითხოვა. იასონ ჭავჭვავაძე კი ათას მიზეზ-თავაზს
თხზავდა და არ ჩქარობდა.
ბოლოს მაინც დაიძრნენ. გზაში ხან ხიდი აღმოჩნდა წყალწალეკი-
ლი, ხან მასპინძელი „არგამშვებად“ თავაზიანი.
და ბოლოს, გრემში მიდამოს რომ მიაღწიეს, ბირი-ბეიმ თავისი თვა-
ლით დაინახა, გრემ-ქალაქის ალაყაფიდან როგორ გადიოდა მაყრიონ-
ქარავნის გრძელკუდი.
მდიდრული მზითევით დატვირთული ჯორ-აქლემების დიდქარავა-
ნი შორეული ოდიშის გზას დასდგომოდა. ბირი-ბეის არა-და, ალი-მაჰ-
მად-ხოჯას კი გულმა უგრძნო, რომ შაჰის დაღუპული მაჭანკლების სა-
ნიშნო საჩუქრებიდან არა ერთი ობოლი მარგალიტი ახლა მზითევში
მიჰყვებოდა ნესტანს.
მაყრული აბადელიას და კუჩხა-ბედნიერის თანდათან მიმცხრომი
ხმა რომ მისწვდა ბირი-ბეის, მოცარული ხელის სიბრაზე ახლა გულზე
შეეჭიდა:
- დავიგვიანეთ! ახლა ვნახოთ, სად გასჭედავს კახთ ბატონი „ყოვ-
ლად შესაფერსა და ღირსეულს“ - და შიკრიკი გზიდანვე აფრინა მტკვარ-
სამზირს. გაღმიდან ირან-ლაშქარი დაიბარა, გამოღმა - კახეთის მიწაზე
გამოსვლა და სანგრების გათხრა უბრძანა.

XXIII ალმასის ბეჭედი


მიმავალ მაყრიონ-ქარავნის ბოლოს ზედა სასახლის სარკმლიდან
თვალს აყოლებდა კახთ ბატონი. მას სახეზე შვება ეწერა.
- უჰ! არ ამოვისუნთქე?!
მის გვერდით, სარკმლის რაფაზე დაყრდნობილი მარიამ დედოფა-
ლი იდგა და ხმაწასულად ქვითინებდა.

240
- ვერ გამიგია, რა გახარებს ასეთი ფრფენითა, მოუშუშებელი გოგო გულ-
ზე მოვიწყვიტეთ და სხვას გავატანეთ... რა ცეცხლი გვეკიდა ასეთი?!
- ჰმ, რა ცეცხლი?! აბა, გაიხედე! - კახთ ბატონმა ხელი მოხვია თავის
მოხუცებულ მეუღლეს და გრემ-ძეგამის გზაზე გაახედა. მარიამ დედოფალ-
მა სპარს-ელჩიონი იცნო. რამდენჯერ უნახავს მათი მოსვლა და იგი მუდამ
რაიმე აუგთან იყო დაკავშირებული. ახლა კი ვერრა იაზრა.
- მაგათი მოსვლა კარგს არაფერს მოასწავებს, მაგრამ ამ საქმეში შაჰ-
აბასი რა შუაშია? - ხელი უკვე წასული ქარავნისაკენ გადაიქნია.
- ახლა შუაში აღარაა. დიახაც, კიდეშია... უფრო მეტიც - ბოლოში! მას კი
შუაში ყოფნა სწადდა! - კახთ ბატონმა შეხედა თავის მეუღლეს და ჩაფიქ-
რდა... თქვას? უთხრას კია? თუნდაც ახლა, როდესაც საშიშროებამ უკვე გან-
ვლო? ნესტანი უკვე შემოუბრუნებლად წასულია. არა, არ ეტყვის, ახლაც შე-
შინდება დედის გული! მაგრამ ნაქორწილევს კახთ ბატონსაც გულის მო-
ფოლხვება შეეპარა. სურვილი მოეძალა, თუნდაც ერთხელ თავი იმარ-
თლოს თავისი მეუღლის წინაშე. მარიამს ხომ ჯერ ისიც ვერ უპატიებია, რომ
სიტყვა ვერ შეუსრულა - კონსტანტინე ვეღარ დაიბრუნა, ვერც რუსეთში წა-
აყვანინა, მაგრამ რა ქნას, განა ცოტა ეცადა? არ გასჭრა იქ... აქ კი გასჭრა!
დიდსახიფათო გზა ირჩია და გააჭრევინა. იცეკვა კიდევაც ქორწილზე... ახ-
ლა კი მოხდეს, რაც მოსახდენია! ხიფათი ახლა ნახე! ჯიქურად მოადგა კარ-
ზე, მაგრამ სხვა სახისაა - ვაჟკაცური. ქალის ნამუსი მაინც აღარ ურევია შიგ...
არა, უნდა იმართლოს თავი... უნდა!
- მარიამ, შენ იცი, რად მოდის ეს დიდელჩობა?! ნესტანის სათხოვნე-
ლად შაჰ-აბასისთვის!
მარიამი მთელი სხეულით შემობრუნდა. სახეზე მწარედ იტკიცა ხელი.
- უიმე... რა მესმის! რას ამბობ, ჩემო? - და შუბლ-ღაწვებზე ისეთი სი-
ფითრე დაედო, რომ ალექსანდრე შეწუხდა.
- ნუღარ შიშობ! წავიდა... გავათხოვეთ ქრისტიანული წესით, ქართული
ადათით!
- კიდევაც იმიტომაა?! - მარიამმა ვეღარ დაამთავრა, მუხლებში ჩაიკეცა,
გული შეუღონდა... მაგრამ ალექსანდრემ მესაწოლეთ დაძახება რომ დააპი-
რა, მარიამმა ძლივს შეაღო ქაღალდივით გაფითრებული ბაგეები. - ნუ, ჩე-
241
მო! შენ მარტო იტანჯე და ინახე ეს დარდი! გულში ჩაიკრა გატანჯული
ქმრის ჭაღარა თავი, შვებით და შფოთვით აქვითინდა. - მადლობა ღმერთს!
რა სატანჯველი აგვცილებია! მაგრამ ახლა რაღა ვუყოთ, ახლა? იქ ხომ შვი-
ლი გვყავს?! ღმერთო, გვიშველე!
- რამეს ვიღონებთ... საქმის ძალა გამოაჩენს!
სახლთუხუცესი იხმო და მოსული ელჩობის შეხვედრისა და მიღების
თადარიგი უბრძანა, ხოლო დარბაზობაზე - შეყოვნება დაუბარა. ნაქორ-
წილევს ოდნავ დასვენება სურდა კახთ ბატონს.
...მაგრამ არც ამჯერად მოუწია დასვენება, უკვე საღამოსვე ეწვია ჯერ
დავით ჯანდიერი, მერმე იასონ მდივან-ბეგი და საქმის ვითარების ფრი-
ადი გართულება აუწყეს. თვით სპარს-სარდალმაც „ელჩობის ისედაც
ზედმეტი დაყოვნება“ მოიმიზეზა და სწრაფი წვევა მოითხოვა. თან სა-
ზეიმო მიღებაზე და შაჰის ფირმან-საჩუქრების მირთმევაზე ადრე პირა-
დად კახთ ბატონთან კერძო შეხვედრა დაიდო გარდუვალ პირობად.
ცხადი იყო, რომ საზეიმო შეხვედრას თავს არიდებდა ბირი-ბეი და
თითქმის აუცდენელი გათიშვის ვარაუდებს იჭერდა. მაგრამ ალექსან-
დრემ მაინც იკერპა და, ვიდრე ქორწილიონის გამცილებლები არ მობ-
რუნდნენ და ჯვარდაწერილთა გომბორზე მშვიდად გადასვლა არ ამ-
ცნეს, სულ არ ათხოვა ყური სპარს-ელჩის მოძალებას.
ყველაზე ადრე გიორგი ბატონიშვილი მობრუნდა. მას უკან მოჰყვა
გიორგი ამილახვარიც. მას თავისი ასული თამარი ნესტანის მდადედ სა-
მეგრელოში გაეყოლებინა, თავად კი უკან გრემში მობრუნდა. მობრუნ-
და ქეთევან დედოფალიც. დავით უფლისწული კი დას გაჰყვა პირველ-
მაყრად.
ალექსანდრე, ალბათ, კიდევ დააყოვნებდა ბირი-ბეის მიღებას, მაგ-
რამ ახლა მტკვარსამზირიდან მოვიდა სასწრაფო ცნობა ირან-ლაშქრის
კახეთის საზღვარში გადმობანაკების შესახებ.
მეტი გზა აღარ იყო - სათქმელი უნდა თქმულიყო და მდგომარეობა
ასე თუ ისე გარკვეულიყო. ალექსანდრე ფრთხილად გარს უვლიდა სა-
ფათერაკო საქმეს. ელჩთან პირველი შეხვედრის აუცდენელი მწვავე ხა-
სიათის შერბილება სცადა ჭავჭავაძის პირით, სხვათა შორის, აუწყა
242
ქართლ-კახეთის ჩუმი თანხმობა და თანადგომა თურქთა წინააღმდეგ. შა-
ჰისთვის მისართმევი რამდენიმე წლით დაგვიანებული ხარაჯა-საჩუქრების
მზადყოფნაც ჩააწვეთებინა ყურში. მაგრამ ელჩ-სარდალი მაინც პირქუშად
იჯდა, მაინც კერძოდ, პირისპირ და უმოწმო შეყრას ითხოვდა კახთ ბატონი-
საგან.
ელჩ-სარდალი კერპობდა, ირან-ლაშქარი კახეთის მიწაზე იდგა. ალექ-
სანდრე იძულებული იყო დაჰყოლოდა ნებას. სამეფო კარის გარიგების
დარღვევა არ ისურვა და ისევ სანადირო კარავში გავიდა. აქ მოიწვიეს და
შეჰყარეს მას ბირი-ბეი.
ცივად მიესალმნენ ურთიერთს. კახთ ბატონმა ელჩ-სარდალი მცირე
„ნანადირევის სუფრაზე“ მიიწვია.
თითო შემწვარი დურაჯი ყველას ედო წინ. მაგრამ კბილი არვის გაუკა-
რებია. კარავში რამდენიმე თავადი და მდივანი იდგა, მათ შორის - ზაზაც.
სუფრას კი, მეფისა და ელჩის გარდა, უსხდნენ: გიორგი ბატონიშვილი, შერ-
მაზან სარდალი, იასონ ჭავჭავაძე. როგორც საპატიო სტუმარი და მეფის ახ-
ლო მოყვარე, სუფრას უჯდა გიორგი ამილახვარიც.
სპარსმა კვლავ გადაიბანა ხელები - პურადობა თავისთვის დასრულებუ-
ლად ჩათვალა, ახლა საქმიანი საუბარი სწადდა.
მეფემაც მიაყურადა. რადგან ელჩი მაინც დუმდა, იასონ ჭავჭავაძემ მო-
იბოდიშა და ახალ მწევარ-მეძებრის საჩვენებლად იწვია შერმაზან-სარდა-
ლი. სხვა თავადნიც გარეთ გაიყოლა.
ელჩ-სარდალი მაინც დუმდა. მაშინ გიორგი ბატონიშვილმა თავის ბი-
ძას ამილახვარს - ახალ ყაბარდულა ცხენის ჩვენება მოუმიზეზა და გარეთ
გაიყვანა.
ახლა კი ორნი დარჩნენ კარავში - კახთ ბატონი და შაჰინშაჰის ელჩი.
ბირი-ბეი ულოდნელად ისევ სუფრას მიუბრუნდა - შუაში გახლიჩა დუ-
რაჯი და ისევ თეფშზე დადო. თითქოს თავისთვის ჩაიჩუმათა:
- შაჰინშაჰის რისხვა გვაშოროს ალაჰმა!
- რისხვა გვაშოროს... მადლი გვწვდეს მის თანამდგომთა! - ბანი უთხრა
ალექსანდრემ.

243
ბირი-ბეიმ თავად წაჰყო ხელები ვერცხლის ტაშტში, თითის წვერები
ამოიბანა, ბაღდადზე შეიმშრალა და უბიდან მოწიწებით შაჰის ბეჭდიანი
ფირმანი ამოიღო.
- მადლად მოდიოდა, ვგონებ, რისხვად მოვიდეს!
ფირმანის ბეჭედს ემთხვია, გულზე და შუბლზე მიიდო, მაგრამ კახთ
ბატონს აღარ გაუწოდა.
- დიდი ფირმანი დიახაც თქვენს სახელზე იყო ბოძებული... ახლა მე
დამევალა - წაგიკითხოთ, გულისყურს გაწვდინოდ, ხოლო თვალთ გაგა-
ფაროთ - ვით ცისარტყელა სეტყვა-ქუხილის მოლოდინში. - ფერადოვა-
ნი სპარსულით, მაღალფარდოვნად მეტყველებდა ბირი-ბეი.
- მდაბლად გისმენთ! - მოკლედ მიუგო კახთ ბატონმა და ოდნავ ქე-
დი მოიხარა. მან უკვე იცოდა ამ ფირმანის შინაარსი, ცალყურად უსმენ-
და, წინ ფიქრი უსწრებდა... მერმე იყო მთავარი, თორემ ეს უკანვე წარ-
სული ბაიათია. ქალსა თხოვს „უფაქიზეს ნესტან-დარეჯანს... კახეთის
იას... შირაზის ვარდებსა და ყარამფილებს შორის თაიგულად შესაკ-
რავს“. დიდი სიყვარული ჩავარდნია. ათას ბედნიერებასა და მფარვე-
ლობას ჰპირდება... მაგრამ ეს ყავლგასული სიგელია... დაგვიანებული
მაჭანკლობა... წავიდა ქორწილიონი და შაჰინშაჰის ეს ფირმანიც მის
ცხენთა ფლოქვებს ქვეშ გათელილი ფარატინია. ეს კარგად ესმის მკით-
ხველსაც და მსმენელსაც. ამიტომ ჯავრობს და ჩქარობს მკითხველი.
უფრო ჩააწვრილა და აამაღლა ხმა. მერმე დაახვია, ემთხვია და ისევ
უბეში ჩაიდო.
კარავში სიჩუმე ჩამოვარდა. ახლა ალექსანდრემ გახლიჩა დურაჯი.
ელჩს შარბათი შესთავაზა.
- იქნებ ინებოთ! რაც შეეხება შაჰინშაჰის ესოდენ დიდ მადლსა... არა
მქონია ბედი! არ ვიცოდი, თუ ჩემს ნესტანს ასეთი მზეზე მაღალი
მთხოვნელი ჰყავდა! ცისარტყელა გრძნობის თვალით ვერ გამიჭვრე-
ტია... რად არ ამიხილეთ თვალი კეთილის მსურველებმა... დროულად
რად არა მაცნობეთ რა, ასე შეცილებული ბედნიერება სამგზის სავალა-
ლოდ მრჩება! ან თქვენ მტკვარს გაღმა რამ დაგაყოვნათ ამდენ ხანს?! -
ახლა „გაღმა“ შეედავა ალექსანდრე.
244
ელჩ-სარდალმა იგრძნო, როგორ ხლართავდა კახთ ბატონი საუბარს.
სიბრაზე მოაწვა და წონასწორობა დააკარგვინა.
- კახთ ბატონს ალბათ, არ მოეხსენება, რომ დიდებული ელჩი ბეგ-
მირზა ჯერ კიდევ შარშანწინ გამოემგზავრა კახეთს ამდაგვარი ფირმანის
მოსართმევად.
- მერმე სად არის ელჩი იგი?! რად არ გვეწვია? - გაიკვირვა ალექსანდრემ
და ხელხალვათად მჟავე საწებელში ამოუსვა დურაჯის ლავიწი.
- კახთ ბატონს, ალბათ, არც ის მოეხსნება, რომ შარშან აგრეთვე დიდე-
ბული ელჩი შავერდი-ბეგი წამოვიდა კახეთს?
ახლა კი ალექსანდრემ თავად გააწყვეტინა სიტყვა:
- მერმე სად არის.?.. ან ერთი, ან მეორე? ნუთუ უკან დაბრუნდნენ? გზა
ვერ იკვლიეს თურქთა გამო?
- არა! - ირიბად გახედა კახთ ბატონს სპარსმა. ოდნავ შეეჭვდა კიდევაც:
„ან საოცრად თვალთმაქცობს, ან მართლაც არა იცის რა“ - „უფრო თვალ-
თმაქცობს!“ - ფიქრშივე დაასკვნა.
- იქნებ შეემთხვათ რამე? - გულმიამიტად განაგრძო კახთ ბატონმა. ახ-
ლა იგი აკვირდებოდა შაჰის ელჩს: „სჯერა ჩემი, თუ არა სჯერა? - უფრო
არა“.
- რამ შეემთხვათ?! - ყრუდსიტყვაობდა ბირი-ბეი და ჯავრობდა უსაბუ-
თობას. მართლაცდა, ასე ხელცარიელად, ღია ბრალდებად ხომ ვერ წაუყე-
ნებს კახთ ბატონს?
- მარცხი თან სდევდა შაჰინშაჰის ორივ ელჩობას. შეუფერხდათ კახეთს
მოსვლა. მაგრამ, მოგეხსენებათ, მარცხი ისეთი სასწორია - ხან აქეთ და-
აჭარბებს, ხან იქით!
ალექსანდრემ კარგად გაარკვია ჩუმი მუქარით შეზავებული სიტყვა.
იცის, ვისაც გულისხმობს „აქეთ და იქით...“ მაგრამ არ შეიფერა და ყოვლად
აუღელვებლად შესთავაზა სტუმარს შარბათი.
- ფრიად ვნანობ, რომ ორთავ ელჩთა შეუფერხდათ გრემს ამოღწევა.
დიდად დამავალებთ, თუ მათი ნახვისას ჩემს გულითად წუხილს გადას-
ცემთ! - ფარულ მუქარას ფარულივე მუქარა დაახვედრა ალექსანდრემ. ხო-
ლო იგი ისე ტკბილად იყო ნათქვამი და შარბათის თავაზით შემტკიცებუ-
245
ლი, რომ ბირი-ბეიმ აღარ განაგრძო ჩუმი პაექრობა. რად სჭირდება ნემ-
სიკავური ჩხვლეტა, როდესაც საძგერებელი „შუბი“ გააჩნია! შაჰინშაჰის
ბოლო ბრძანება ასეთია: „ძველ ფირმანს წაუკითხავ - არ გადასცემ, ხო-
ლო ახალი არ იქნება - სიტყვიერად მოთხოვ“.
ელჩ-სარდალი შინაგანად მომზადდა. გაგოროზდა, წამოიწია. გუ-
ლის ჯიბიდან ბაღდადი ამოიღო და გაშალა. ნატიფი სადაფის კოლო-
ფიდან მწყერის კვერცხის ოდენა ალმასიანი ბეჭედი აჩვენა კახთ ბა-
ტონს.
- თქვენი ასულისთვის იყო ზრახული ნიშნად...
ალექსანდრემ ხელები გაშალა, მხრები შეჰყარა...
- ამჟამად თქვენზევეა არჩევანი... ძველი ფირმანი ძალაში აგრე რჩე-
ბა - ვინმე თქვენი ახლო ნათესავი, ყოვლად შესაფერისი, ღირსეული და
შემკული უნდა ჰპოვოთ და შაჰინშაჰის სადედოფლოდ ამავ ბეჭდით და-
ნიშნოთ... მე ყველაფერი ვთქვი! კახეთის საზღვარზე დიდი ლაშქარი
მელის და დაყოვნება, მოგეხსენებათ, შეუფერებელია! მით უფრო, რომ
თქვენი ბრძნულსურვილიც ამ დიდ დამოყვრებას, თქვენივ სიტყვით, ეს-
წრაფება და ეხმატკბილება!
ახლა ელჩ-სარდალმა დაითაფლა ენა და ბეჭედი კახთ ბატონს ხე-
ლისგულზე დაუგორა.
ეცივა ბეჭედი ალექსანდრეს, მაგრამ ბეჯითად დახედა, ახლო მო-
სინჯა, მერმე გაიშორა - ისე შეამოწმა ალმასის სხივთამაში. რაც უფრო
დინჯად და ბეჯითად სინჯავდა ბეჭედს, მით უფრო შეძრულად უტრია-
ლებდა შუბლის ძირში ფიქრი და დარდი.
„ახლა კი ჩიხში ვარ... და არსაით ჩანს ამ ბეჭდის ოდენა სხივიც! სა-
იდან უნდა გავუჩინო ჩემი ახლობელი, ყოვლად ღირსეული და შემკუ-
ლი?!“ და მართლაც, ეს უკვე მიზეზის ძიებას უფრო ჰგავდა. და აკი კახე-
თის საზღვარზე „საძიებელი ლაშქარიც“ იდგა.
გაუგრძელდა ბეჭდის სინჯვა კახთ ბატონს. ვერ იქნა ვერ გაართვა
თავი ალმასის ნაყარ სხივებსა თუ ფიქრებს. ელჩი კი დუმდა, ტკბებოდა
კახთ ბატონის მიერ „ბეჭდის ესოდენი ჭვრეტით“, უფრო სანიშნოდ - ხე-
ლისგულებს ურთიერთს უსვამდა, მერმე შარბათი მოსვა, წამოსასხამის
246
სახელოები ოდნავ შეიკაპიწა და დურაჯი ჩქიფ-დანით ასო-ასო აქნა-აწიწ-
კნა.
- დიახ, ჩინებული ბეჭედია, - სული ღრმად ამოიღო კახთ ბატონმა, -
ბედნიერია მისი მომრგები! - და ბეჭდის უკან დაბრუნება დააპირა, მაგრამ
ბირი-ბეიმ აღარ მიიღო.
- სასახლეში საზეიმო დარბაზობისას... ან სახელს მაუწყებთ ბედნიერი-
სას... ან ბეჭედს დამიბრუნებთ... და იგი ჩვენ უძლეველ შუბებსა და დრო-
შებს დაამშვენებს ალაზნის პირზე!
ელჩმა ხელები შეიწმინდა და ისევ მოსვა შარბათი:
- თქვენებურ დურაჯს სწორედ ჩინებული გემო ჰქონია!
ახლა კი ზეიმობდა ბირი-ბეი - თავაზშიაც აჯობა და სიტყვაც უფრო და-
უხლართა კახეთის ამაყ პატრონს.
ელჩის წასვლის შემდგომ, პირველ ყოვლისა, გიორგი ბატონიშვილი იხ-
მო ალექსანდრემ, ყოველივე გაანდო, მცირე თათბირიც ბრძანა. გიორგის
გარდა, დაისწრო იასონ ჭავჭავაძე, დავით ჯანდიერი და შერმაზან სარდა-
ლი. ხოლო გიორგი ბატონიშვილმა მამას გიორგი ამილახვრის სიტყვა გა-
დასცა, იგიც ითხოვდა თათბირზე დასწრებას, „თუმცა არა კახ-დიდებული,
მაგრამ კახთ ბატონიანთ მახლობელი“. ალექსანდრეს ცოტა გაუკვირდა გო-
როზი ცოლისძმის ესოდენი გულისხმიერება - უმალ იწვია.
თავი იტეხეს. ღამე გაანახევრეს კარავში, მაგრამ ვერაფერში დათათ-
ბირდნენ. გამოსავალი არსად ჩანდა - ბეჭდის დაბრუნება და ომი აუცდენე-
ლი იყო. იქ მძევალი, კონსტანტინე იყო საფრთხეში, აქ - კახეთი.
დაასკვნეს: ოცდაათი საპალნე აბრეშუმის გაგზავნა ირანს, სამი წლის
ხარკის გადახდა და ბეჭდის დაბრუნება - კახთ ბატონიანთ ოჯახში ყოვლად
შესაფერისი, საკადრისი და შემკული ასულის უყოლობის გამო. დავით ჯან-
დიერსა და შერმაზან სარდალს კი უმალ ლაშქრის ფარულწვევა ებრძანათ,
გზების ხერგვა და სრული მხედრულთადარიგი.
ნაშუაღამევს თათბირი დაშალა ალექსანდრემ. ყველანი გავიდნენ, მხო-
ლოდ გიორგი ამილახვარი კვლავ თავის ადგილზე იჯდა და პირქუშად იშ-
მუშნიდა წარბებს. ალექსანდრეს ესეც გაუკვირდა. ახლა მოაგონდა: მთელი
თათბირის განმავლობაში არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს ლიახველ დიდ
247
თავადს. ალექსანდრეს მაინცდამაინც არ უყვარდა თავისი ცოლისძმა,
მეტად ამაყი და გულდახშული, რომელიც თავის სიძეს - კახთ ბატონს
მხოლოდ გამოსარჩენის თვალსაზრისით ეპუებოდა.
შუაღამეს გადაცილებული იყო. მაღლა კარვის ჭაღის სანთლები უნ-
დილად ბჟუტავდნენ. მათ შუქზე შაჰინშაჰის ბეჭდის ალმასი გველის
თვალივით კიაფობდა. დაღლილი ალექსანდრე უტყვად იჯდა და ელო-
და სტუმრის წასვლას.
ამილახვარმა ხელში აიღო შაჰის ბეჭედი. სულ ჩუმად, თითქოს თა-
ვისთვის გაიმეორა:
- ახლობელი... ღირსეული და ყოვლად შემკული!
ალექსანდრემ ამილახვრის თვალებშიაც ბეჭდის ალმასის სხივი
ინიშნა, მაგრამ დაღლამ დასძალა, დამძიმებული ქუთუთოები წამით
ჩაულულა.
- ჩემო სიძევ, მე ხვალვე ვბრუნდები ქართლში. - ჩუმად, მაგრამ ნიშ-
ნეულ ხმაგაბმით ამეტყველდა თავადი. - მადლობა მასპინძლობის-
თვის!
მის ხმაში მალულჩენილი წყენა ინიშნა კახთ ბატონმა.
- რა გეჩქარებათ, თავადო? სად ეშურებით? - დაღლილად უპასუხა
და აზრი გააბა თავადის საქციელს.
- რაღა დამრჩენია. ჩემი თამარი გავისტუმრე, თქვენს ასულს მდა-
დედ გავაყოლე. სულ სხვის მდადედ ხომ არ დარჩება იგი. ახლა მეც უნ-
და ვიფიქრო მის ღირსეულ საბედოზე!
ალექსანდრემ თავი იბრუნა და თვალმოწურულად შეხედა გიორგის.
თითქოს პირველად ხედავდა მას. აზრსაც ძალა დაატანა. იგრძნო - ერთ
ადგილზე იტკეპნებოდა ლიახველი დიდთავადი, ნათქვამსა და სათ-
ქმელს წაღმა-უკუღმა აბრუნებდა, ბებერ მელასავით თავისივე კუდით
მოიხვეტავდა და აფარცხავდა კვალსავალს.
- ღირსეულ საბედოზე? - უკვე დაკვირვებით შეეკითხა ალექსანდრე.
- ჰო... დიახ... ახლა რაღა სათქმელია, მაგრამ აღარ არიან საქართვე-
ლოში ღირსეული სასიძონი. ღარიბი თავადები რა სახსენებელია. ხო-
ლო ქართლის ბატონიშვილს მეუღლე ჰყავს, გურიელსაც. არ დავფარავ
248
- სამეგრელოს მთავარი მყავდა გუმანში. ახლა წარსულია და იმიტომ გიმ-
ხელ! - აჩქარებულად გაიმართლა თავი, უხერხულად მოიბოდიშა, მაგრამ
არკი დადუმდა, - შენ დაგითმე... ახლობელს, თუმცა შენ, ვგონებ, მე არცა
მთვლი ახლობლად, თორემ შეგახსენდებოდა, ერთი ასეთი ბეჭედი ჩემს
თამარსაც შეშვენდებოდა!
ამილახვარი უცბად დადუმდა, ბეჭედი უკან დადო და თითქოს წამოდ-
გომა დააპირა.
- ახლობლად არა გთვლი? - ნელა, დამარცვლით გაიმეორა კახთ ბატონ-
მა და ახლა სულ სხვა თვალით შეხედა მოსაუბრეს. მის წინაშე არა დიდთა-
ვადი, მისი ცოლის - ყოვლად სათნო მარიამის - ძმა კი არ იჯდა, არამედ ვა-
ჭარი, თავისი ასულის სხეულით განდიდებისა და ბრწყინვალების მაძიებე-
ლი.
შეციებულივით შეაჟრჟოლა ალექსანდრეს. კარგა ხანს ენა ვეღარ მოიბ-
რუნა. საშინელმა მიხვედრამ ახლა გონება აუმუშავა. ერთბაშად ყველაფე-
რი გააშიშვლა და ააშკარავა. მაშ, აი, რა სდებია გულში? სწორედ ის, რასაც
იგი, ალექსანდრე, ასე თავგანწირვითა და ვაივაგლახით გაურბის. თავსა და
შვილს არიდებს. იგი კი, დიდთავადი ლიახველი, პირიქით, მიელტვის! აი,
სადამდე მიდის ადამიანის სიმდაბლე?!
არა, ფიქრში სრულიადაც არ ინდობდა თავის ცოლისძმას კახთ ბატონი.
მაგრამ არც თავისთავი დავიწყებია. „მეც ასეთი ვიყავ! მეც ასეთი!“
ამხედრებულმა გულმა უბიძგა და ალექსანდრეს მუშტი სუფრაზე და-
უვარდა. სანთლები შეირხნენ. ბეჭედი ცოცხალივითი შეხტა და რეჩხით
ისევ დავარდა სუფრაზე. ამილახვარმა რაღაც იგრძნო და წამოდგა, მაგრამ
ალექსანდრემ გააჩერა:
- მაცალეთ, დიდთავადო! - ცივი ხმით მიმართა და გონებასაც ცივი ანგა-
რიში დაუდო ზღვრად. უეცრად ყველაფერი ნათელი გახდა და გაირკვა. თა-
მარი, კახთ მეფის ცოლისძმის შვილი, რა თქმა უნდა, „ახლობელი“ არის...
მაშასადამე, ღირსეულიც... ყოვლად შემკულობაში ხომ ეჭვიც არ არის... და,
რაღა თქმა უნდა, შაჰ-აბასი სიამით მიიყვანს თავის ჰარემში ალმასის სილა-
მაზის ასულს, რომელიც ერთდროულად ორ კურდღელს მოუშინაურებს - კა-
ხეთის მეფესა და ქართლის დიდთავადს... ახლა სხვა მხრიდანაც გაზომა
249
საქმის ძალა: კახეთისათვის ეს საშველის პოვნა იყო, დიდი ომის აცილე-
ბაც, კონსტანტინე მძევლის გადარჩენაც და მრისხანე შაჰის დამოყვრე-
ბაც. კიდევ ჩაჰყვა ალმედად მოჯრილ ფიქრებს და ყველგან საქმის ძა-
ლა გამოდიოდა. თვალი გაახილა, თავი ასწია. ჭაღში ცალი სანთელიღა
დარჩენილიყო ჩაუმქრალი. ამილახვარი შავახალუხა ჩრდილივით იდ-
გა კარვის კართან.
- თავად რას იტყვის... თავად? - ჩუმად შეეკითხა. სახელის თქმაც კი
გაუჭირდა.
- ქალი გასათხოვრად არის გაჩენილი... თამარი კი არ გაჰყვება არა
მაღალღირსეულს! - უკვე ამაყად მიუგო გიორგიმ. მან იგრძნო, მყარი ნი-
ადაგი გაუჩნდა მის ზრახვას.
ალექსანდრე კიდევ ერთხელ შეყოყმანდა. „ეს ავი თავადი, შაჰინშა-
ჰის სიმამრი, ხომ სულ გაურჩდება ქართლში?“ და უცბად გადაწყვიტა
სიმონ მეფის აზრის გაგება. ფეხის ათრევა ივარაუდა და უკვე სხვანაი-
რად დაალაგა საუბარი.
- ვკითხოთ მაინც... ქალს ვკითხოთ?!
- ელჩს ვკითხოთ! - უკვე ხმამტკიცედ განაცხადა გოროზმა თავადმა
და ისევ სუფრის თავს მიუჯდა. ახლა მას აქ უკვე უმტკიცესი ადგილი
ჰქონდა.
ალექსანდრემ იგრძნო, რომ, თუ იგი კვლავ არ ჩაიგდებს ხელში საქ-
მის ძალის სადავეს, ელჩს უმისოდაც „ჰკითხავს შაჰის სიმამრობის დი-
დი მსურველი“.
ერთხელაც დახუჭა თვალები და ახლა სვიმონ ქართლის მეფის თვა-
ლით გახედა საქმეს. სვიმონსაც ჰყავდა ასული და შვილიშვილიც... თა-
მარის ქორწინებამ იქნებ სვიმონის ოჯახიც იხსნას მომავალში ასეთივე
მაჭანკლობისაგან. ამან უმალ დაასკვნევინა საქმე. ალექსანდრემ შაჰინ-
შაჰის ალმასის ბეჭედი აიღო, ზიზღი ჩაიბრუნა და თავადს ჯიქურად მი-
მართა:
- რადგან აგრე გსურს, აჰა, მშვიდობაში! ჯერ კი ყოვლად საიდუმ-
ლოდ! - ამილახვარს ბეჭედი გადასცა, შემობრუნდა და უკანასკნელი
სანთელიც ჩააქრო. უკან ამო ხიხინი მოესმა, მრუდედ მოხედა, მაგრამ
250
სამადლობოდ გამოწვდილი დიდთავადის ორივ ხელი არ შეამჩნია, კარვის
კალთა გამოშალა და გავიდა. დიდთავადის შავახალუხა ჩრდილი უკან მიჰ-
ყვა და გარეთ უფრო აფხორილად და შავად გამოჩნდა. კახთ ბატონმა თვა-
ლი აარიდა თავისი „ახლობლის“ ჩრდილს, ჯერ ტყის ფაფარს გახედა, მერ-
მე - ცას. ისევ გაჰკრა ნაჩვევმა ფიქრმა: „რა ვქნა, მე მჭირს აზრის აკვიატება
თუ ყველას ასე სჭირს? ეს როგორაა მოწყობილი თვალი თუ სამყარო... რაც
მტკივა, რაც მიმძიმს და მაწუხებს, ყველგან მას ვხედავ?!“
...და მართლაც, იქ, მაღლა, ღამის ზეცაზე უამრავი თვალალმასიანი ბე-
ჭედი იყო მოპნეული.
შაჰის სადედოფლოს საიდუმლო, გარდა ჭავჭავაძისა, არავისთვის გაუმ-
ხელია ალექსანდრეს. დანარჩენის მოგვარებაც მასვე დაავალა. გამოც-
დილმა კარისკაცმა ყველაფერი შეათანხმა. სიაუშის დახატული თამარის
სურათი საიდუმლოდ აჩვენა ბირი-ბეის. მან, როგორც ჭეშმარიტმა მაჰმადი-
ანმა, შაჰინშაჰის სადედოფლოს სურათს სხვისი თანდასწრებით ვერ გაუბე-
და შეხედვა. სულ მარტო რომ დარჩა, გაშალა და თამარის სილამაზით
უმალ მოიხიბლა. ახლაც თვალები დახუჭა, ტუჩებიც ააცმაცუნა, თუმცა ამ-
ჯერად არავითარი ღვთაებრივი გრძნობა და კრძალვა არ გაჰკარებია ელჩ-
სარდლის მუსუსა გულს.
- აი, ასეთ ხათუნას სიამით მიიღებს შაჰინშაჰი! - მან შესანიშნავად იცო-
და თავისი ბატონის გემო და ვნებათა დრეკა.
დანარჩენი საკითხებიც მალე ჩათავდა. ჰოდა, სულ მალე კახეთიდან
მშვიდად გაემართნენ სპარს-ელჩები. ბირი-ბეის ოცდაათი საპალნე აბრე-
შუმისა და სხვა ხარაჯა-საჩუქრების გარდა, ერთ-ერთ ძვირფას სამკაულად
მიჰქონდა სადედოფლოს დალუქული სურათი, რომელიც მას საზეიმო
დარბაზობის დროს გადასცეს, ალმასის ბეჭდის ნაცვლად.

XXIV ცეცხლის ქამარი


ზაზა კი ორცეცხლს შუა იდაგებოდა. შინ ხალიანას ყოფნა და მზერა აწა-
მებდა, ასირცხვილებდა. გარეთ კი - თამარის არყოფნა და უნახაობა. გული
გაეყო და ორივ მხრივ ოჩნობდა. ჯერ ძეგამსავე იგრძნო, რომ უთამაროდ
ყოფნა საოცრად უმძიმს. დღენიადაგ, საფეთქლის ცემასთან ერთად, მას
251
გრძნობს. ყველგან მისი ნათელი და ამაყი აღალმა ელანდება. ამოძერ-
წილი ტანის მოქნილობა თვალწინ უდგას და ვნებით სუსხავს. მრავალ-
გზის იზრახა გრემს გაჭრა, მაგრამ ფრიად სახიფათო საქვეყნო საქმე
აკავებდა და მომავალი შეხვედრის სურვილი, ვნებისა და ცეცხლის ქა-
მარს უფრო უწურავდა, აოსებდა... მაგრამ იგივ აძლებინებდა კიდევაც.
ხოლო გრემს რომ მობრუნდნენ და ქორწილიონის კუდიღა შერჩათ
ხელში, ზაზამ ცეცხლი მოიკიდა. უკან დადევნება, თუნდაც ერთხელ შო-
რით ჭვრეტა იზრახა. ცალმა ხელმა მათრახი დასცხო ცხენს, ცალმა კი
ისევ აღვირი მოსწია. უკან დადრკა. ისევ სხვებს უტია გზა, თავად სულ
ბოლოში ჩამორჩა.
„რაღას ვიზამ, ალბათ, თელავამდე თუ გაჰყვებიან მდადენი. მერმე
ხომ დაბრუნდებიან?!“ მაგრამ მეორე დღეს გიორგი ამილახვარი რომ
მობრუნდა, ხოლო მისი ასული არა, მაშინ კი სულ შეღონდა ზაზა. ისევ
გაიმანძილა იმედი... „მაშ, ქართლის საზღვრამდე ჩაჰყვება!“ კითხვა კი
ვერ გაუბედა დიდთავადს, მაგრამ შიკრიკებმა ქორწილიონის ქართლში
მშვიდად და მოლხენით გადასვლის ამბავი როცა მოიტანეს, მაშინ კი
სულ მოიწყინა ტრფიალმა. თამარისთვის გადაწერილი და ფაქიზად
შემკული „თამარიანი“ გიორგი ამილახვარს მიუტანა და კრძალვით შე-
ეკითხა:
- თქვენმა ასულმა „თამარიანი“ გადამაწერინა. როდის ინებებს მობ-
რუნებას?
- ჰმ... „თამარიანი“? - ხელწაკრულად ჩაათვალიერა, - კარგია... კარ-
გად შემკული! დაგიმადლებს! - წიგნი დაუბრუნა და ქუთუთოწამოსივე-
ბული თვალები მიაბჯინა ზაზას. - ჰო... აი, რა, ვეჟო, „შაჰნამე“ თუ იშოვ-
ნება სადმე გრემშია? თუმცა შენ თარგმნი, ვგონებ, თუ დავით ბატონიშ-
ვილი, ან ორივ ერთად. - გიორგი დაუდევრად ფანტავდა სიტყვებს. ზა-
ზას ეწყინა ასეთი ოკრობოკრო საუბარი და ჩუმად ჯავრისყრა მოინდო-
მა.
- არა, თავადო, ის სხვა წიგნია, არანაკლებ ცნობილი „ქილილა და
დამანა“ გახლავთ. - მაგრამ გოროზ თავადს სულ არ ეპიტნავებოდა წიგ-
ნის სახელი. არც ზაზას ჩუმი წკიპურტი უგრძვნია.
252
- ჰო, სულ ერთია, მე სპარსული წიგნი მინდა. ჩემს თამარს დასჭირდება
მოსპარსულე. - ხელები გაშალა და ხმამაღლად, თითქოს სხვის გასაგონად
წარმოთქვა: - არა, მან უკვე საკმაოდ იცის სპარსული საუბარი, მაგრამ შე-
ავიწყდებოდა, კილოს დახვეწაც დასჭირდება!
ზაზა მიხვდა, რომ ამილახვარს იგი თამარის მასწავლებლად ჰყავდა
ზრახული. ეს ვერ გაეგო, სპარსული ენის გამართვა რად დასჭირდებოდა
თამარს. მაგრამ ატაცებული შეყვარებულის გული არა მარტო ბეცია, არა-
მედ უსაფუძვლო მეოცნებეც. „იქნებ თამარის მიერ განგებ მოგონილი ფან-
დია? იქნებ მასაც სურს დაახლოება? ესეც საბაბი?! ნუთუ? ალბათ, ალ-
ბათ!“... და იგი უკვე მზად იყო, წინასწარი თანხმობა მიეცა, მაგრამ არ დას-
ცალდა. ამილახვარმა შეხედა მის გახარებულ სახეს, „თანხმობა“ თავად
ამოიკითხა და თავისებურად ახსნა:
- ჰოდა, გასამრჯელო მეფური იქნება! დაწვრილებით მერმე გეტყვი, ვე-
ჟო! - და ისევ დერეფანს გაუდგა.
მათრახივით ესუსხა ეს „გასამრჯელო“ ზაზას, მაგრამ საერთო ატაცებამ
ისევ შეუბრუნა გუნება, მიმავალს სიტყვა დააწია:
- მაინც როდის მობრძანდება იგი?
ამილახვარს აღარ მოეწონა ზაზას სითამამე.
- როდესაც მოისურვებს! - მოუბრუნებლად ჩაილაპარაკა და დერეფნის
მუხლს გაეფარა.
თამარმა კი არც ტფილისიდან „მოისურვა“ უკან მობრუნება. ზაზა გულ-
ჩათხრობილი დადიოდა - საქმიანობდა, მდივნობდა. გრემ-სასახლის დარ-
ბაზის დაძაბული ცხოვრებიდან გარეგნულად არ გამოთიშულა. ირანელჩო-
ბის სიმძიმეს ყველასთან ერთად განიცდიდა. მაგრამ შინაგანად ბურანში
მოექცა და მოიჩაგრა. უცხონი ვერ ამჩნევდნენ, ხოლო ხალიანას უმცდარად
ესმოდა მისი სულის ყოველი ძვრა და ლტოლვა. იგი ჩვეულებრივ ნაზი და
ფაქიზი იყო ზაზას მიმართ. ესღა იყო, რომ მის დიდრონ შავეშხიან თვა-
ლებში ახლა სევდის ნავლიც ჩაწვა. ზაზას კი სნეული ბავშვივით უვლიდა
და არას ეკითხებოდა, ხოლო ცრემლებს - იჭვისა და სიმწრის ცრემლებს -
ყველგან და ყველასგან მოპარულად აფრქვევდა. თვის მოვაჟკაცებულ მაზ-
ლთან - სიაუშთან ძველებურად კარგი და გულახდილი მეგობრობა ჰქონდა,
253
მაგრამ ზაზას საიდუმლოს ვერც მას უმხელდა, მაინც მას შემდეგ, რაც
სიაუშმა „ზაზას ჭირის“ სურათი თავის დაზგაში გაჭიმა.
გრემ-სასახლეში კი მოულოდნელად კეთილად დალაგდა საქმე. ღრუბე-
ლი გაიშალა. შაჰ-აბასთან ომის საფრთხე მოისპო. ყველას, მათ შორის
ზაზასაც, ეგონა, რომ დიდმა ხარკმა და აბრეშუმმა გაგულისებული პირი
მობანა შაჰის ელჩს და ამოდ გააღიმა.
ელჩ-სარდლის საზეიმო მიღების დღეს კახთ ბატონმა ულოდნელად
დაიბარა ზაზა:
- მოემზადე სამგზავროდ. ჩუმ შათირად წახვალ, მხოლოდ მეაბჯრეს
წაიყვან. სიტყვა არსად!
ასევე განუმარტავად გაუშვა შინ. ზაზა ჯერ სასახლეში დატრიალდა,
სიაუშის სამხატვროს მიაშურა. არა, ძმის ნახვა კი არ ენატრებოდა. მას
ყოველ საღამოს ხედავდა შინ, სურათის ნახვა ეწადა... მაგრამ თამარის
სურათი აღარ დახვდა ჩარჩოში. კითხვა კი ვერ გაბედა. სიაუში სწრაფ-
მიმხვდური და თვალგამჭრიახი დადგა. ზაზას რცხვენოდა თავისი პირ-
ველტრფიალის მოწმისა და ხელის შემწყობის.
ხალიანამ რომ გაიგო ზაზას საიდუმლო შათირობა, ეამა კიდევაც,
„გაერთობა, საქმის ძალა თავისას გაიტანს და ამ ავ სურავანდსაც დაუც-
ხრობს!“ როგორც უმალ, ტკბილად და მზრუნველობით გამოაწყო და სა-
სახლეში გაჰყვა. მას მაინც სურდა გაგება, თუ სად მიდიოდა ზაზა.
კახთ ბატონმა ელჩებთან ნადარბაზევს და ნაზეიმევს თავის სამუ-
შაო დარბაზში მიიღო ზაზა. დალუქული მცირე გრაგნილი გადასცა.
- ტფილისს, ან სადაც იყოს სვიმონ ქართლის მეფე. საკუთრივ ხელი-
დან ხელში გადასცემ. სრულსაიდუმლოა, გზაში რომ შეგემთხვას რამე,
უმალ მოსპე წაუკითხავად, შენი მჯერა! - და ხელი მხარზე დაკრა, - სხვე-
ბისთვის შენ ძეგამს მიხვალ!
ზაზა აღფრთოვანებული გამოიჭრა მეფის დარბაზიდან. მას მეფის
ესოდენი ნდობის გამჟღავნება იმდენად არ ახარებდა, რამდენადაც ის,
რომ ტფილისს - ქართლს მიდიოდა, სადაც იგი - თამარი - იყო წასული.

254
კიბეზე ხალიანა შეეფეთა. ზაზამ გაბრწყინებული თვალებისა და სიხა-
რულის ჩამალვა სცადა, მაგრამ ხალიანას მეტად უყვარდა ზაზა, რომ მისი
თვალის ნაპერწკალი გამოჰპარვოდა.
- ქართლში მიხვალ?!
- არა, ძეგამს! - ჩახუთულად იცრუა. ჰოდა, განა ასე არ უბრძანა მე-
ფემ? გულზერელედ თავს იმართლებდა ზაზა, მაგრამ გულწრფელად
გრძნობდა, რომ სხვა დროს მეფის ბრძანებას ხალიანაზე არ გაავრცელებ-
და.
- მშვიდობით იარე! - ჩათხრობილი კილოთი უთხრა ხალიანამ. მან იგ-
რძნო, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო ნათქვამში. თუმც ეჭვობდა, მაგრამ,
როდესაც ცხენზე შემჯდარ ზაზას ნაჩქარევად გადაეხვია და ტუჩებში აკო-
ცა, უკვე იცოდა, რომ ზაზამ ტყუილი უთხრა.
- მაინც მშვიდობით იარე!
ზაზა ჭენებით დაიძრა. მიეჩქარებოდა. გზაც უნდა ეხლართა, საქმეც მო-
ითხოვდა და გულიც იქით მიეწეოდა. კარგა შორს იყო გრემიდან, როდესაც
ხალიანას ბოლო მოძახილი მოაგონდა: „მაინც მშვიდობით იარეო! რატომ
„მაინც?“ ზაზას შეღიმებულ სახეს სირცხვილის სიწითლე და ქენჯნა წამო-
აწვა, მაგრამ ცხენმა მისტაცა თავი. მალე ყველაფერი დაავიწყდა... თუმცა
ცხენი რა შუაშია, გულმა მისტაცა თავიცა და ცხენიც.
ტფილისში არ აღმოჩნდა სვიმონ მეფე. სამცხეში ლაშქრობდა, თურქთა
წინააღმდეგ ქაიხოსრო ნაათაბაგარს შველოდა.
არც თამარი დახვედრია ტფილისში, უფრო შორს გაჰყოლოდა მდადედ.
ნესტან-დარეჯან დედოფალმა გულთბილად მიიღო ზაზა, მაგრამ მას ტფი-
ლისშიაც არ დაუდგა გული. ახლა ზემო ქართლისკენ გასწია. მტკვრის გზას
აჰყვა აღმა. ფარული იმედი თან სდევდა. აი, სადმე აქ, მტკვრის პირას, ან
ლიახვზე შეხვდება... უცბად გადაეყრება თავის გულის მურაზს. „ჩემო რაინ-
დო!“ ეტყვის, გაუღიმებს და ზაზას მზე კვერცხის გულის ოდენაღა მოეჩვე-
ნება.
მაგრამ გზაზე სხვა ბევრი შეხვდა, თურქობის გამო ქარავან-ქარავან მა-
ვალი ხალხი. ხოლო არც ოდიშიდან მობრუნებულნი კახნი და არც ამილახ-
ვრიანთ მანათობელი არსად ჩანდნენ.
255
მტკვარ-ლიახვის ხერთვისში დაისვენა. დიდხანს ებრძოდა გულს -
იგი ლიახვამდე ეწეოდა, ოდესმე თქმული ფიციც დავიწყებოდა.
„იქნებ თავის კოშკშია - ადრევ მობრუნებული... ან აქ დარჩენილი?!“
ფართო მოჩრდილულ აივანზე ხალვათად ზის, გზას უმზერს... თავის
რაინდს ელის და „ტფილისის ქებას“ დაბალღუღუნა ხმაზე ამღერებს...
„ვინ თქვა, მოიკლა ხოხობი, ნაისრი გორგასალისა?!“
ზაზას წინასწარ ეშინოდა ამ ადგილისა. თავის იმედი აღარ ჰქონდა.
მაგრამ აქ რომ გაჯდა გზის გასაყარზე, უცბად კახთ ბატონის დალუქულ-
მა გრაგნილმა შეაწუხა. დიდად სასწრაფო და საიდუმლო საქმე იყო, იგი
კი აქ ზის და გულის წადილის მიხედვით არჩევს სავალს.
წამოიჭრა, თავს მოერია და ლიახვის აღმა ავლა უკანა გზისთვის გა-
დასდო. ისევ მტკვარს აჰყვა.
ტაშისკარის შემდგომ სულ სახიფათო და სავალალო იყო სავალი,
უკვე ახალი ნალაშქრი და ნარბევი ადგილები, გადამწვარი ქართული
სოფლები, გაკაფული, აჩეხილი ვენახ-ხეხილი, კამარა-მონგრეული ცხე-
ნი, გალავანჩაქცეული საყდრები, ჯვარგატეხილი ნიშები, ჩაშლილი ხი-
დები... მერმე ლტოლვილები და ხიზნები მომრავლდნენ. ქართლისკენ
მოეშურებოდნენ რბეული მოხუცნი და ქალ-ბავშვები. მოერეკებოდნენ
გადარჩენილ საქონელს. ხურჯინ-ტომრებით მოჰქონდათ შერჩენილი
ჭირნახული თუ ბარგ-სამოსი. ჩუმად, თავჩაქინდრულად ვიდოდნენ...
უკან რჩებოდათ წინაპართა დიდსაცხოვრისი, ათასწლობით ნახნავი და
ნაოფლი, ნალოცი და მოშენებული... აწ დანთხეული, მათთვის დაკარ-
გული და დამარხული მიწა. სადგერთან ბრძოლასაც შეესწრო ზაზა.
გულ და ფხაგატეხილი მესხნი ვეღარ ებრძოდნენ თურქებს, ან თურქო-
ბაში ვარდებოდნენ, ან ხიზნობაში. სვიმონის მაშველი ლაშქარი მხნედ
იბრძოდა, შველოდა ლტოლვილთ, სადგერის ციხე მაინც ხელთ ეგდო
და აღარც თმობდა, მიუხედავად მტრის მრავალგზისი მოძალებისა. აქ-
ვე ფრთამარცხნივ ალექსანდრეს კახნი იყვნენ ფარულმაშველად, მარ-
ტყოფის პირობის თანახმად, სვიმონისთვის წარგზავნილნი.

256
ციხის მახლობლად მიეწია ზაზა ქართლის მეფეს. ომის მიყუჩებამდე
ვერ შებედა. თურქნი იერიშზე მოდიოდნენ ვაკის სანგრებზე. მაგრამ სვი-
მონმა თავად შეამჩნია ამალაში ახალმოსული უცხო.
- ვინ არის, საიდან?
მოახსენეს თუ არა, უმალ იხმო.
- მოდი, კახელო!
ამ დროს გვერდის ხეობიდან ცხენოსანი ლაშქარი გამოიშალა ყიჟინითა
და ფარ-ხმალის პრიალით. სვიმონ მეფემ სიტყვა გაწყვიტა. არა, კი არ გაწ-
ყვიტა, სხვა თხრობად გააგრძელა.
- გახედე, როგორ მხნეობენ კახნი! ალაზანივით არ ჩამოიტანეს ნამქე-
რი! - მხცოვან მებრძოლს თვალები აუპარპალდა, აზრიც ჩაუზუსტა გულია-
ნად ნათქვამს, - არა, ქვევით კი არა! პანკისის, ბახტრიონის ალაზანივით!
ჰაი დედასა, რამდენი ხანია, არ ვყოფილვარ კახეთშია! - ყურადღების ძარ-
ღვი კი არ შორდებოდა ომის დგაფანს. - დაჰკათ! დაჰკათ! აგრე მარცხნივ
უგეზეთ, მარცხნივ. შათირო, აწვდინე სიტყვა! - არც სხვა საუბარის ძაფი უწ-
ყდებოდა, - აი, გავიმარჯვებთ... აქაც, სხვაგანაც... მოვიცლი და მოვალ გეწ-
ვევით... ალექსანდრე თუ იყო მარტყოფსა და მცხეთას, მე რა გული დამიდ-
გება, არ გეწვიოთ ალავერდსა და გრემს?! აი, გავიმარჯვოთ... ესაა, მრავალი
დიდი გამარჯვებაცა და მრავალი დიდი შინაგანი სიმარჯვეც გვჭირია, ვიდ-
რე... შათირო! ოლეს მარჯვნივ დაუარონ... ნახნავებზე კი მეთოფენი მიუშ-
ვით, მარჯვედ! თრიალელნიც ჩაგზავნეთ ბრძოლაში, გარე-გარე დაუარონ
მარჯვნიდან. დღესაც ჩვენია ბრძოლა!
ზაზას არ გამოსდიოდა სმენაცა და ბრძოლის ცქერაც. შეატყო სვიმონმა,
ჩაეღიმა. სხვებს თვალიც კი ჩაუპაჭუნა.
- მეც აგრე ვიყავ ჭაბუკობისას. ერთ რასმე რომ შევეჭიდებოდი, ამიკვია-
ტებდა, დანარჩენი ყველაფერი მავიწყდებოდა, ყურადღების გარე მრჩებო-
და და, ბოლოს, ფშუტი გამომდიოდა!
კახელებმა და თრიალელებმა კი აირეკეს მტერი, ხეობის მიღმა გაყა-
რეს.
- აბა, ნიშანი! ეყოთ დევნა! სულმა არ წასძლიოთ... ეჰ, აგრე ჯიქურად
როდი გვაქვს საქმე, თორემა... - ხელი ჩაიქნია სვიმონმა და უცბად ჩაქრა. -
257
აბა ახლა კი შენი საქმეც ვნახოთ, კახ-თავადო! - და ციხის ქონგურის
ჩრდილში მიჯდა. ზაზამ უმალ გადასცა კახთ ბატონის გრაგნილი და უკან
დადრკა.
სვიმონმა ყურადღებით დახედა ლუქს:
- წესზეა... - გახსნა და თვალი დინჯად ჩაატარა ჭაღარა წვერზე, ციდა
ამოიდო, ბრძოლის ველს დააყოლა ჩუბინი თვალი. იქ, დარნებში, ნა-
ხიზნი ქალ-ბალღი გამოშლილიყო. ყველანი ლოცვა-ტირილით ეგებე-
ბოდნენ ქართლ-კახელ თანამოძმეთ. მეფემ ისევ ზაზას შეხედა: - ეჰ,
ყველგან ვარამი და ძალადობაა! როდემდე უნდა ვაკეთილშობილოთ
სხვისი ჯიში? ვამშვენიეროთ სხვისი ჰარამხანები?!
ზაზამ აზრი ვერ გააბა - ბრძოლას ეხებოდა ეს სიტყვა, თუ მის მიერ
მოტანილ წერილს. სვიმონმა შეატყო, რომ ზაზამ არა იცის რა შინაარ-
სის, უმალ დადუმდა, გრაგნილი დაახვია. ციხის ეზოში ცხენგამხტომად
მზა ლაშქარს გადახედა.
- აბა, ახლა კი დროა... - მიმართა მოახლოებულ სარდალ-ამალას, -
ჯერ მარჯვენა ფრთა აუშვით, მერმე საერთო დევნა ვყოთ!
შათირები უმალ დაიტიშნენ.
- მეც მიახლეთ, მეფევ-ბატონო! - შეემუდარა ზაზა.
- მოგვყევი... კეთილქართული საქმისთვის ხმალი და კაცი არაოდეს
არ იქნება ზედმეტი! პასუხს კი ნაბრძოლევს მიიღებ და უმალ უკან გას-
წევ!
ბოლო სიტყვები ვეღარც გაარჩია ზაზამ, ციხის ალაყაფში გუნდის
თავები და სარდლები უკვე ყიჟინობდნენ. გაწამებულმა მიწამ ფლოქ-
ვებქვეშ გრიალი გაიღო. ზაზამაც მიუშვა თავისი ცხენი, მერმე ცოცხალ-
მა ტალღამ გაიტაცა. დაბოლოს, მოქნეულ ხმალქვეშ მოიფარგლა მთე-
ლი სამყარო, მხოლოდ ჩრდილები და ფერები იცვლებოდნენ... უფრო
კი წითელი სდიოდა ხმალქვეშეთს.
ნაბრძოლევს გვიან მობრუნდნენ სადგერს, დაღლილნი, მაგრამ ნა-
მარჯვნი და ნაალაფარნი. მრავალი მესხი ტყვეობიდან იხსნეს და და-
ხიზნეს. ხალხს აძლევდნენ საშველს, მიწა-მამული კი თურქობაში რჩე-
ბოდა. მეტად მძიმე, თავგანწირული თუ, საერთოდ, განწირული ბრძო-
258
ლა მძვინვარებდა სამცხეს. ზაზა დაღლილზე უფრო - შეძრწუნებული იყო.
სამცხე დაქსაქსული საქართველოს ეროვნული დაქვეითების კიბეზე ყვე-
ლაზე მწარედ ჩაშლილი საფეხური იყო. ამ მძიმე ბრძოლას, შორიდან -
ალაზნის ველიდან - აგრერიგად ვერ გრძნობდა. ახლა კი, თავისი თვალით
რომ ნახა, თავისი ხელით რომ მოსინჯა, მთელი ვარმობა და სიდუხჭირე
მოეტკივილა. აქ წვრილი გამარჯვებანი და დევნანი ვერ შველიდნენ საქმეს.
თურქთა საერთო სიძლიერე მან ხომ კარგად იცოდა. საშველი და შვება
სხვაგან იყო საძებნელი... მაგრამ არც დიდი არჩევანი იყო... ისევ შინაგან
ერთიანობაში... ისევ მოსკოვს... მაგრამ რაღაც არსებითი ამრუდებდა საქ-
მეს. ზაზას ვერ გაეგო, რა იყო ეს „არსებითი“ ხელის შემშლელი. ყველას
გვიყვარს სამშობლო, ყველას გვესმის ერთიანობის ძალა, ყველა ველტვით
ამას - რაღაშია ეს ძირითადი, არსებითი მანკი“. თავს იტეხდა ზაზა, მიჩიხუ-
ლად, გაუხდელად იწვა ნაბადზე ეზოს კუთხის მყუდროში და ეძებდა საშ-
ველს. საშველი ისევ ნაბრძოლევმა დაღლამ მოუწყალობა. მძიმედ, თავგა-
ურთმევად ჩაეძინა.
ნაშუაღამევს გამოაღვიძეს.
- კახ-თავადო, მეფე გიხმობთ! ძლივს გიპოვნეთ!
ზაზა გამოფხიზლდა, წყაროსთან სახე შეისველა. უცბად მეფის დილან-
დელი ნათქვამი მოაგონდა: „ეჰ, ყველგან ვარამი და ძალადობაა! როდემდე
უნდა ვაკეთილშობილოთ სხვისი ჯიში? ვამშვენიეროთ სხვისი ჰარამხანე-
ბი?!“ მასაც იგივი ტკივილი აქვს. იქნება მან - დაბრძენებულმა - იცის, სად
არის ქართველთა არსებითი მანკი, რომელსაც თავს ატეხენ კახთ ბატონიც,
ზოსიმე ბერდიდიც, ნიკოლოზ კათოლიკოსიც, იასონ მდივანბეგიც, დავით
ჯანდიერიც... სხვა მრავალი კეთილქართველი.
ზაზამ სამოსი შეისწორა და მეფეს ეწვია.
- მადლობა, ვეჟო... მომახსენეს, კეთილად მოგიქნევია ხმალი. - და მხარ-
ზე შინაურულად დაჰკრა ხელი, - გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე
- ბრძოლაა... შრომაცაა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა - საერთო სიკეთეს ყველა-
ზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში. აჰა, ამ ბარათს მიართმევ კახთ ბატონს.
უამბობ კიდევაც, რაც ნახე. - დალუქული ბარათი გადასცა და გზა მშვიდო-
ბისა უსურვა, - ადრიანად გაბრუნდი, ნურსად შეფერხდები... და ერთიც კი-
259
დევ: გიორგი ამილახვარს თუ გადაეყარე, ჩემთან ყოფნისას ნურას ეტ-
ყვი. ეჭვიანია - იგრძნობს!
- ნება თქვენია, მეფევ ბატონო! - თავი მდაბალი თავაზით დახარა ზაზამ
და უეცრად დიდი სურვილი აღეძრა, გაეგო, რა ეწერა კახთ ბატონის ბა-
რათში, ან ახლა რა პასუხი მიაქვს, პასუხი, რომელიც თამარის მამას ეხე-
ბა.
- ბატონო ჩემო, გასაჭირისას მოვსპო ბარათი?
- უსათუოდ.
- რაღა მოვახსენო ჩემს ბატონს?
- თანახმა ვარ-თქო, მეტი რაღა გაეწყობა?! - დაღლილი თვალები
ამოისრისა ნაბრძოლმა და ღამენატეხმა მეფემ. ზაზა უმალ გაეცალა.
დილაადრიანად, კახნი არც უნახავს, ისე წავიდა უკან. გზაში მრავალ
ხიზანს უსწრებდა. ლტოლვილნი მესხნი ზოგნი იმერეთში გადადიოდ-
ნენ, ზოგნიც მტკვრის ხეობას მოჰყვებოდნენ ქვევით.
„ნუთუ დაიღუპა სამცხე - შოთას კერა, მტკვრის აკვანი, თმოგვისა და
ვარძიის მხარე? ნუთუ საბოლოოდ გატყდა ხერთვისისა და აწყურის ბჭე-
ნი. განადგურდა ხანძთისა და ზარზმის ჯვარი?“ ჭმუნვით ფიქრობდა
ზაზა და გზას ეშურებოდა. უკან რჩებოდა ნათურქალი, ნაპარტახალი
მიწა. არა, რაც აქ ნახა, ეს არც ბედმაცვალი მარცხი-გამარჯვება იყო, არც
ტყვეობა და რბევა, არც დროებითი შემოსევა-თარეში, არამედ ყველა-
ფერი, ერთად აღებული და უფრო მეტიც - ქართველი კაცისა და ერთ-
ერთი ქართულ დედაკერის სრული გაყრა-გათიშვა, ქართლოსიანთ მებ-
რძოლი სულის აყრა-გადახვეწა, ბედშავ დარჩენილთ სრული განადგუ-
რება ან რჯულისა და ერის გარდაცვალება... მერმე სამცხის სრული გა-
თურქება იწყებოდა. მისი შავი, წამოჩონჩხილი აჩრდილი მთელ ქარ-
თულ სამყაროს გადმოსდგომოდა, საფრთხემოძალებული ერი კი ულო-
დაკარგულ ძნასავით ჩაშლილიყო.
გულმგლოვიარედ მოჰყვებოდა ზაზა ხეობას და მისი სილამაზე უფ-
რო მატებდა სევდას. ქვიშხეთიდან სურამისკენ გადაუხვია, თუმცა ოდ-
ნავ უგრძელდებოდა გზა, მაგრამ გულმა უჩუმრად ურჩია. ხოლო სურამს
- თვალმა ამჟღავნა - ლიხ-იმერისკენ გაეპარა. აქვე გაიგო, რომ კახ-მაყ-
260
რიონს ჯერაც არ ჩამოუვლია უკან. გულიც დაწყდა, მაგრამ ეამა კიდევაც.
ლიახვაღმა ავლის და, საერთოდ, ქართლს დაფერხების საბაბი აღარ
გააჩნდა.
ისევ გორისკენ იბრუნა პირი. მაგრამ, რაც უფრო უახლოვდებოდა ლიახ-
ვისა და მტკვრის ხერთვისს, თამარნაძალი ფიქრი თანდათან სძლევდა
სხვა ფიქრებსა და განცდებს. ისიც იგრძნო ზაზამ, რომ თავისებურ შვებასაც
აძლევდა საერთო დუხჭირით დასუსხულს.
„აქ თუ არის, თავის კოშკში. იგი ალბათ არც წასულა ოდიშს!“ ისევ ორკა-
პად გაიყო ფიქრი: არც მაინცდამაინც დააგვიანდება, რომ ავიდეს, რომ არ
დახვდეს... მაგრამ რომ დახვდეს?..
ზედ ლიახვის შესართავის გასწვრივ დიდ ხიზან-ქარავანს წამოეწია.
დიდ ცოდვა-ბრალითა და ვაი-ვაგლახით მიჰყვებოდნენ მტკვრის მარჯვენა
ნაპირს. მამაკაცებს შელეწილი იარაღი კვლავ ეპყრათ და ფრთხილობ-
დნენ. თუმცა ქართლში იყვნენ, სრულსამშვიდობო არც აქ იყო - გორის ცი-
ხეში თურქნი იდგნენ, მართალია, არცთუ ლაღად, მაგრამ გამოხტომა მუ-
დამ შეეძლოთ.
თავის ფიქრისა შერცხვა ზაზას. „ეს ხალხი აგრე იტანჯება... იღწვის...
სისხლსა და ცრემლს ანთხევს, მე კი ტრფიალების ბურან-ხილვაში ვარ! იქ-
ნებ აქაც ძირითადი, არსებითი ნაკლია? უფრო მეტიც - მანკი?! ზოსიმე ბერ-
დიდი რას უწოდებდა ამ საქციელს? ან ერეკლე წამებული? ან გიორგი ცოლ
და გულმოკლული? ან ქეთევან დედოფალი... ან ხალიანა?“ ბოლოს ისიც
მიათვალა და მიხვდა, რომ „მთქმელთა“ ანგარიში მისგან უნდა დაეწყო.
თავი მოიოკა, თითქოს სძლია და უკვე გულმშვიდად ჩააღწია - ჩასცილდა
ლიახვის მიჯნას. მაგრამ ფონსა და გზის გასაყარს რომ მიაგდო ცხენი, მა-
შინ მიხვდა - სულ ამაო იყო თავჩიჩინი და გულის ჩიჩქნა. მეაბჯრე გიორგი
გაუშვა. თავად კი, მისდა უნებურად, მისი სურვილის წინააღმდეგაც ფონში
შეტბორვილი აღმოჩნდა.
ან ფონი შეეშალა, ან მოდიდებული იყო მტკვარი. ცხენი დაუცურდა, შეხ-
მუხი ტალღა ზაზას წელს ზევით ცივ არტახად შემოადგა, სულის მოთქმა
შეუსავსავა. მაგრამ აქაც უცერა ალღომ, ცივ-ცხელის გარჩევა აურია. ისეთი
გრძნობა მოეძალა, თითქოს ვნების ტალღებში იხრჩობოდა. ძალა მიატანა,
261
ცხენს შეუძახა; გაინაპირა და უკან მოუხედავად აღმა აჰყვა ლიახვს. ვერც
იქ იარა წყნარად. ტალღის გრძნობა აქაც შემორჩა, გალუმპულსა და მა-
ინც აღგზნებულს. მიუშვა ცხენი, სულ ჭენებით ატარა.
აი, აქ... აქ იხილა პირველად... ამ გზაზე გამოაცორვა ცხენი, ამაყად
ჩაუარა და მისი გული თან წაიღო... მხოლოდ ეს ზაზამ უფრო გვიან გა-
იგო. აი, იქ იჯდა, კვირობდა, ოცნებობდა... ლიახვის მზე აცხუნებდა...
ფრთებს ასხამდა, მაგრამ ქანცს აცლიდა...
...ისევ გზას გააკრა ცხენი, კოშკის დასანახზე მიაგდო. ამილახვრი-
ანთ კოშკი ისევ ამაყად იდგა და ტანადობით ზაზას შეყვარებულმა ოც-
ნებამ თამარის ლელვერდ ტანს მიამსგავსა. ეს იყო მისი ბროლის ციხე.
გალავანში აღარ მოუწია შესვლა. შორიახლოს მომუშავე გლეხს
ჰკითხა კოშკში არც დიდი ბატონი იყო, არც მისი ასული.
ბროლი გიშრად იქცა და ზაზას თვალთაგან უმალ დაიკარგა. ახლა
უკან მიაჭენებდა ცხენს. ჩქარობდა, ლიახვს ეჯიბრებოდა სისწრაფეში.
გორის ციხეს შორიდან მოუარა. მაინც კარგად გაარჩია მის თავ-ქონგურ-
ზე თურქული ალამი. ისევ ეროვნული ჭმუნვით აღევსო გული. მრავალი
ქართული ძველი ციხე თურქთა ხელთ იყო და, ფარის ნაცვლად, ხან-
ჯლად გაჰყროდა თავის ამშენებელ ქვეყანას. მერმე, გზაშივე გაიგო,
რომ მთასა და ხევს სოლოღა ჩერქეზი და სხვა პირიქითა ტომები დას-
ცემიან. ალექსანდრე თავის ლაშქრით იქ გაჭრილა საშველად. ამან სულ
დინჯ აზრზე მოიყვანა ზაზა. „ყოველი მხრივ იწვის საქართველოს მიწა.
ყველა იბრძვის... მე კი ბრძოლებს შორის დავქრივარ, ჩემს სატრფოს ვე-
ძებ და მისმიერი ცეცხლი უფრო და უფრო მედება!“
ტფილისს აღარ ჩავიდა, ღართისკართან გადაუხვია და ახლა არაგვს
აჰყვა. აქ უფრო გრილოდა, ტყეჩაბურული, ხშირჩრდილიანი გზაც უფრო
ამო სავალი გამოდგა. გზადაგზა იარაღასხმული გუნდებიც მრავლად
ნახა. ყველას სოლოღა ჩერქეზის დიდთარეში ეკერა პირზე. დუშეთში კი
ულოდნელად პირისპირ გიორგი ამილახვარს წააწყდა.
- ეჰე, კახნიაურო! საიდან გაჩნდი? - დიდაცხენი ზემოაყენა და ზემო-
დან ძერასავით ჩამოხედა. ზაზას მოაგონდა სვიმონ მეფის ბრძანება.
უმალ მიუფადილა პასუხი:
262
- კახთ ბატონთან მივეჩქარები, ბატონო!
- ადი ანანურს, იქ ბრძანდება. სხვებიც იქ არიან.
- თქვენ შინ თუ მიბრძანდებით, დიდ-ბატონო? - ზაზამ რაიმეს გაგე-
ბის იმედი მოიცა.
- დროა, ჩემს საქმეებსაც მივხედო... ამ ლაშქრობაზე უფრო დიდი დავი-
დარაბა მელის! - სხვათა შორის ჩაილაპარაკა და თითი უყო, ახლო იხმო,
ცხენდაცხენ გაიყოლა ერთხანს.
- მომყევ... მოასწრებ ასვლას, - მერმე შეაჩერა, თვალი თვალში გაუყარა,
- ირანიდან ხომ არაფერია ახალი?
ზაზა რატომღაც შინაგანად შეკრთა.
- არა მსმენია რა!
- ჰო, იმას გეუბნებოდი... ჯერ კიდევ იქ - გრემშია... - ტკბილი საუბრის კი-
ლოზე გადავიდა დიდთავადი, - ჩემს თამარს სპარსულ კეთილმასლაათში
დასჭირდება მრჩეველი... და შენი იმედი მაქვს.
ზაზას რაღაც ცუდად ენიშნა ერთბაშად აკინძული სხვადასხვა დროს,
სხვადასხვა პირის კენტი სიტყვები, როყიოდ თუ განზრახ ნათქვამ-ნაწყვე-
ტები, „სპარსულის სწავლა“, „ირანის ამბავი“, „სხვისი ჰარამხანები“, „ამი-
ლახვრის რიდი“... რაღაც იდუმალი ჯადოქრული წრე იქმნებოდა თამარის
ირგვლივ. კიდევ რაიმეს გასაგებად შეეკითხა.
- კახთ ბატონი თანახმა იქნება?
- რა თქმა უნდა... თავად მირჩია!
ზაზას გული მოეწეწკა.
- როდის დაგჭირდებათ ჩემი სამსახური? - ესღა შეეკითხა და როგორღაც
მობოშდა ცხენზე. ისევ მოუბრუნდა მტკვრის ფონში ნაგრძნობი სულის სავ-
სავი. თითქოს ისევე ტალღა ცივ არტახად შემოადგა. დიდი აუგის გრძნობა
წამოუგდო, მის ტრფიალს ჩრდილი ჩაუყენა და ჯერ შეუცნობი წუხილი შავი
ნაბადივით წამოაფარა.
- აი, რომ გამობრუნდება მთავრის ქორწილიდან, ისევ გრემს გამოვუშ-
ვებ და მერმე... - გიორგიმ სიტყვა გაწყვიტა, ისევ ჩამოხედა შეფიქრიანებულ
ზაზას და ხელი აუქნია. - აბა, ახლა კი აღარ გაყოვნებ... შენს ბატონს ეახელ.

263
მძიმე გრძნობით უახლოვდებოდა ზაზა ანანურს. თითქოს სიხარუ-
ლის საბაბიც ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, გაიგო, რაც ეწადა... თამარი
მალე მობრუნდება, ისევ გრემში მოვა... მაგრამ ყველაფერს განწირუ-
ლის ჩრდილი ჰქონდა გაკრული. გული ავს უგრძნობდა, გონებას ჯერ
ვერ გაება ლანძვი. მან რა იცოდა, რომ დალუქული ბარათის სახით თა-
ვისი უბედურება თავისივე უბით დაჰქონდა აღმა თუ დაღმა. ერთი კი
ინიშნა - ეროვნული და პიროვნული მეტად მჭიდროდ ყოფილა გადაჯაჭ-
ვული და საზოგადო ეროვნული ვარამის დროს არც პირად ტრფიალ-
ბედნიერებას უდგას საიმედო და საამო აფრები!
კახთ ბატონი ნუგზარ ერისთავის სასახლეში დახვდა. უმალ მიიღო.
არავინ დაისწრო. ბარათიც ჩაიკითხა და წვრილადაც გამოჰკითხა სამ-
ცხის ვარამი.
- ჰაი დედასა, რა ფარი შეგვატეხეს! ახლა ზურგიც გაგვითამამდა! -
ხელი კავკასიონისაკენ გადაიქნია.
ზაზას იმედი ჰქონდა, ავი წრის გასახსნელად კიდევ რაიმე სიტყვას
ჩაიჭერდა, მაგრამ ალექსანდრემ მხოლოდ თავი ჩააკანტურა:
- წადი, გიორგი ბატონიშვილს ეახელ... მეწინავე იქნება... ბრძოლა
აღწერე. თავს კი გაუფრთხილდი... - დაყვავებით დაუმატა და სულ ახ-
ლო მივიდა მასთან, - შენი თავი კიდევ სხვაგან დამჭირდება... მაგრამ
ამაზე შემდეგ... - ალექსანდრემ ყოვლის მხედველი თვალით ახედ-და-
ხედა ზაზას, - რა ვქნა! დაღლილი ხარ თუ მოწყენილი? გული ხომ არ
გაგიტეხა სამცხისა და ქართლის ვნებამ... ირგვლივ ბრძოლებმა?! დიახ,
ცეცხლის ქამარი გვარტყია ერთობლივ ქართველთა მხარეს!
ზაზამ თავი ჩახარა. მისი მოწყენის მიზეზი ესეც იყო, მაგრამ არა
მარტო ამ ცეცხლის ქამარი ერტყა მას, და ეს გარემოება უფრო არცხვენ-
და, ადუნებდა და შინაგანად ჯიჯგნიდა მას.
- ეჰ, ბრძოლას რა უშავს! - ორივ ხელი მხარზე დაადო კახთ ბატონმა,
- აი, ხანდახან დამცირებაც უნდა აიტანო მაღალი მიზნის გამო! - და
რადგან შეატყო, რომ ზაზას ახალგაზრდული გული ვერ ყაბულობდა ამ
ხანდაზმულთა სიბრძნეს, უმალ დასძინა: - ეს ჩემგან გახსოვდეს მუდამ!

264
გიორგი ბატონიშვილის ლაშქარს მხოლოდ გადასავალზე აუსწრო ზა-
ზამ. მთა ბრძოლით გავლეს. ჩერქეზ-ქისტ-ყაბარდონი გასავალს ეძებდნენ.
ხევი მათ დაელაშქრათ, მაგრამ ვერ გაეტეხათ. ციხე-სახიზრებში და მიუდ-
გომელ სოფლებში შეესწრო ხალხს. ხოლო ახლა, როდესაც კახ-არაგველნი
მისდევდნენ მტერს, შიოლა ხევისბერმა ხალხი გზაზე ჩაუსაფრა და მუსრი
გაავლო, მთელი ნადავლი და ნაავაზაკარი დაატოვებინა.
- სიონ-სტეფანწმინდაზე ვერგასული მტერი ისევ შემობრუნდა, დარია-
ლის გზას უგანა, თრუსოს ხეობაში შეიხიზნა და შეიჩიხა. სოლოღასა და აი-
ტეკ მუზას დიდი ლაშქარი კლდოვან და ყინულოვან ბილიკ-სავალზე დი-
დად შეფერხდა. აქ კარგა ხანს გაგრძელდა ბრძოლა. შეუვალობა ახლა
მტერს შველოდა, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაშიაც აგდებდა.
ალექსანდრე მეფე და ნუგზარ ერისთავი თავად ავიდნენ მთაში და კობ-
ში ჩაქვეითდნენ. გიორგი ბატონიშვილი ისევ გრემს, კახეთის მისახედავად,
დაითხოვა ალექსანდრემ, თავად კი ხევს ჩადგა. აქ მოეახლნენ შიოლა ხე-
ვისბერი და ხევის დროშიონნი. ხევისბერმა თრუსოს ოსებიც მოჰგვარა. ხე-
ობაში მეგზურებად და წინ მებრძოლებად დიდძალი ხალხიც მისცა.
ნუგზარ ერისთავი ჩქარობდა. იგი მაინცდამაინც, კარგად ვერ გრძნობდა
თავს ხევში. შიოლა ხევისბერსა და მოხუცებს თვალს არიდებდა. მაგრამ
კახთ ბატონი არ ჩქარობდა. მსხვერპლს ერიდებოდა.
ხანი გამოხდა და მცირე ბრძოლებითა და აქა-იქ დარტყმით ისე მოასა-
ვათეს მტრის ლაშქარი, რომ ისინი ხეობაშიაც ვეღარ დადგნენ, მაღალ
კლდეებში ავიდნენ. ახლა კი რბევა დაიწყო ლაშქრისა. დაქსაქსულნი, გზა
და საგზალმოკლებულნი სულ შეირივნენ. ზოგი ტყვედ ჩავარდა, ზოგიც
გაწყდა. უმცირესობამ წრიაპამოკვრით გადავლო კლდოვან-ყინულოვანი
ფლატე და, ვინც ნაპრალებსა და ზვავებს გადაურჩა, თავს უშველა.
შიოლა ხევისბერმა სტეფანწმიდას ჩაიწვია „გამარჯვებულნი მაშველ-
სტუმარნი“. ალექსანდრე მეფე უმალ დასთანხმდა, ნუგზარმა კი წაუყრუა
წვევას. მაგრამ თავად შიოლა წარუდგა წინ და პირდაპირ მიმართა:
- შენ კი, ნუგზარ ბატონო, დიახაც გმართებს ხევს მოსვლა. რამდენჯერ
მტრად მოსულხარ - ერთხელ სტუმრადაც მიგიღებთ... ღირსეულადაც გი-

265
მასპინძლებთ... ჩვენც ჩვენებურები გახლავართ, ბოლოს და ბოლოს!
ბრძოლად თუ გვკადრულობ - მასპინძლებადაც გვიკადრე!
ნუგზარმა ღჯუდ მოხედა და თავი ჯიუტად გაიქნია, მაგრამ საუბარში
კახთ ბატონიც ჩაერია:
- ჩავიდეთ, ნუგზარ ჩემო... ამ გამარჯვებისას, ერთი სამებაც მოვი-
ლოცოთ!
უარი აღარ ეწყობოდა. დიდ, უკვე ქვევით დაშვებულ ულვაშ-ქილვაშ-
ზე ხელი დაითათუნა ნუგზარმა:
- ჩავიდეთ, ბატონო... მით უფრო, მე ძველი საქმეცა მაქვს სამებას! -
ნაძალადევად გაიღიმა, უკვე ჩაკლებული კბილები გამოაჩინა. - ში-
ოლავ, საკლავი მიიღე ჩემგან... ჩემი ცხენის თავი უნდა დამიბრუნოს
თემმა, სამების გალავანზე რომ წამოგიცვიათ სარზე!
საერთო სიცილმა დაანელა უამურობა. ხოლო მეორე დღეს სამებაზე
დიდი ჟრიამული იყო. მთელი თემი და სტუმარი აქ მოდგა. საყდრის ირ-
გვლივ დიდი სუფრა იყო დაცემული და ზედ ხელგაშლილი ღრეობა ყან-
წის ფეხებზე დაბორიალობდა. მხოლოდ შიგ საყდარში მცირე სუფრას
ტკბილმეზობლურად უსხდნენ კახთ ბატონი, ნუგზარ ერისთავი და ში-
ოლა ხევისბერი, მათ ირგვლივ კი - კახ-არაგვის წარჩინებულნი და ხევის
თავკაცები.
ამბიონზე გადაშლილი სახარებისა და თემის დროშის ქვევით ფი-
ლაქანზე ნუგზარის ცხენის გატყავებულ-გაფხეკილი თავი იდო და კბი-
ლები დაეკრიჭა. ამბიონზე ათი სანთელიც ენთო - ათი წლის ამბავსა და
ათ საკლავს ნიშნავდა.
დიდი ღრეობის მეინახენი მაღლად მეტყველნი, მღერალნი და
ამოდ ნაქეიფარნი იყვნენ. მხოლოდ ცხენის თავი იყო უტყვი და უქეიფო
მოწმე შინამტრების დარიგებისა და გარემტრებზე გამარჯვებისა.
...მაგრამ, რამდენად მყარი იყო ეს შინადარიგება, არავინ იცოდა.

XXV გზა სიმწრისა და სიხარულისა


კახთ ბატონი კარგა ხანს დარჩა ხევში, ვიდრე თავისუფალ თემებზე
გზა და გავლენა გაარიგა. ჩერქეზთ ბატონებს შორისაც თავისი მომხრე-
266
ნი გაიჩინა. ასე რომ, ოდიშს ნაქორწილევს კახ-მაყრიონი რომ მობრუნდა,
გრემს, ალექსანდრე მეფის ნაცვლად, დროებით გამგებლად, გიორგი ბა-
ტონიშვილი დახვდათ.
ამაში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა, მაგრამ დავით ბატონიშვილს
გულზე ძველ ხიწვად დაესო ეს ამბავი. თითქოს არ შეიფერა და არც შეიმ-
ჩნია. მაგრამ ქეთევანს რას გამოაპარებდა:
- შენ აქ არ იყავ... თავადაც ხევს დარჩა... გიორგის გამოისტუმრებდა,
მაშ, რას იზამდა? აბა, ზართა-ბატონს ხომ არ დაუგდებდა ქვეყანას? - ღიმი-
ლით დააწყნარა ქეთევანმა და სამდივნოში ქმარი არ გაუშვა. - ხელს ნუ შე-
უშლი... ხელახალ მტრობას ნუ ჩამოაგდებ, ისედაც ძლივს შეგარიგეთ.
თამარიც დაბრუნდა გრემს. იგი უფრო გამშვენიერებულიყო. ზღვისპი-
რეთის ჰავა ამო ხორბლისფრად დასდებოდა სახეზე. კახ-ქართლელ მდა-
დეთა შორის მას ყველაზე მეტი წარმატება ხვდა. ლამაზებით განთქმულ
ოდიშშიაც საერთო მოწონება მოიპოვა და მრავალ სახსოვართა გარდა, არა
ერთი ოდიშელი საცოლო თავადის აღტაცება, ხოლო ქალწულთა შური მო-
იხვეჭა და თან წამოიღო.
მამამ „საქმის ძალისა“ ჯერჯერობით არა უთხრა რა, მაგრამ აგრძნობი-
ნა, რომ მისი თავის „ფრიად დიდი მთხოვნელი“ მოუვიდა და პასუხს ელის.
- ვინა, მამავ? ქართლელი დიდი თავადია? - შეთამამდა თამარი, ვარდის
ფერი იკრო სახეზე.
- ჰმ, თავადი? უფრო მაღლა ასწი...
- მთავარი ვინმე? - გუმანის თვალით ჩაათვალიერა თავისი სარგონი და
ვერაფერი შემორჩა ხელში.
- უფრო მაღლა, - გიორგიმ წარბები ააყოლა სიტყვას.
- უფრო მაღლა? მაშ, ბატონიშვილი? უფლისწული? - სულ გაამაყდა თა-
მარი და სახეზე უკვე თავბრუხვევის სიფითრე მოეჭარბა.
- ჰმ... სად ხარ! მაღლა... მაღლა ასწი... დრო მოვა და გეტყვი. ახლა კი
გრემს გაჰყევი ქეთევან დედოფალს. მამიდა კვლავ გიხმობს.
თამარიც დიდი სიამოვნებით გაჰყვა ქეთევანს, მაგრამ ეს კი ვერ გაეგო,
რატომ გაატანა მამამ სპარსული „შაჰ-ნამე“ და სპარსულ-ქართულ თარ-
გმანში გაწაფვა დაავალა.
267
- მამა-თარჯიმან-მდივნობას ხომ არ მიპირებ?!
- არა უშავს რა, შვილო... ისწავლე, შენი სასარგებლოა... დაიხმარე ვინ-
მე... აი, თუნდაც, ზაზა, მდივან-მწიგნობარი.
- ის ხუჭუჭა ახალ-თავადი? - თავის შორით მკვდომი და თავდაჭერი-
ლი ტრფიალი მოიგონა თამარმა. გრემში უფრო გაამაყებული დაბრუნ-
და.
ალექსანდრეს როგორც კი მოუვიდა მაყრიონის მობრუნების ცნობა,
უმალ ზაზა იხმო და გრემს გამოუშვა. თავისი მალე მობრუნებაც შესთვა-
ლა.
ზაზას კი თავისი დარდი წვავდა. მეფეს შებედა:
- მეფევ-ბატონო, მაცნედ მგზავნით თუ სპარსული ენის მასწავლებ-
ლად?
ალექსანდრემ თავი მოიბრუნა და მძიმე-მძიმედ შეხედა მას. თვა-
ლუხამხამოდ უმზერდა, თითქოს სურდა ზაზას გონების განსჭვრეტა.
- ორივედ! - ჩუმად უპასუხა და ხელი ჩაიქნია, გულიც ჩასწყვიტა ზა-
ზას.
აღარ ჩქარობდა ზაზა. დინჯი ლაფშურით მიჰყავდა ცხენი. ისედაც
გაბზარულ გულს ახლა ცუდის წინასწარი გრძნობა ლოდად დაედო და
სული მოუსავათა, თავჩაქინდრული იჯდა უნაგირზე და გზას ძლივს არ-
კვევდა. ჯერ ისევ ჩავიდა ჟინვალში, აქედან თიანეთს გადაუმარჯვა, მერ-
მე გზა დაებნა. უგზო-უკვლოდ იარა. მთის სოფელში ათია ღამე. მესამე
დღეს მატანსა და ახმეტას შორის გავიდა ალაზანზე. ახლა კი აიჩქარა -
ალავერდს ჩავიდა. აქ დადგა. ალავერდელი გრემს იყო წასული. ბერებ-
მა მიიღეს, სენაკში დააყენეს.
ღამე ტაძარში შესვლის ნება ითხოვა.
- მიბრძანდი, შვილო, ტაძარი მუდამ ღიაა. აქ კახეთია, განა რუსეთი.
მოსკოვს რომ სცოდნიათ! - ბერმა ნამოსკოვარს სანთელი მიაწოდა.
ტაძარში არავინ დახვედრია ზაზას. კანდელები ბჟუტავდნენ აქა-იქ.
ზვიადი სიჩუმე იდგა. გუმბათის თაღის სიბნელე კი თითქოს ცამდე იყო
ადგმული. ზაზას არც ხატები მოულოცავს, არც პირჯვარი უსახია. ერეკ-
ლეს მარჯვენის საფლავს მიადგა. ამოტვიფრულ თითებზე ხელი დაუს-
268
ვა, სანთელის წვეთებიც დააღვენთა. დრო ჩაითვალა. მრავალ წელს გაუვ-
ლია, ერეკლეს ხუთი თითი აღარ ეყო, სამიც თავისი მიათვალა.
ზაზასთვის სამცხეში ყოფნის შემდგომ უფრო ნათელი გახდა ერეკ-
ლე უფლისწულის მსხვერპლის სიდიადე. რომ არ გადაეკვეთა მარჯვენა,
რომ მოედრიკა იგი, ახლა კახეთიც სამცხისებრ დღეში იქნებოდა და კიდევ
ერთი დედოფარი შეატყდებოდა ქართლოსის მხარეს.
მაგრამ არა ამ საერთო სატკივარმა მოიყვანა ერეკლეს მარჯვენასთან
იგი... სხვამ - პირადულმა! რამდენჯერ უოცნებიათ ერთად იქ - შორეულ
სტამბოლს, პონტოს ზღვის მიღმა... უოცნებიათ წმინდა სიყვარულისა და
ტრფობის შესახებ. ერეკლეს - მთის დედოფალზე დასდგომოდა გულისძგე-
რა და კრთომა, მას, ზაზას კი, თავის ხალიანაზე. ახლა კი რა მოხდა? რა იქ-
ნა? რა გამოიცვალა? ბევრი რამ! ჯერ-ერთი და, ერეკლეს მარჯვენა აქ ასაფ-
ლავია შავხავერდა რბილ კუბოში. მან თავად არ ჩამოიტანა?! ზაზას კვლავ
უმუხთლა ბედმა და ახლა მეორე უბედურების მოწმედ შეაყენა - სალიჰას,
მთის დედოფლის დაღუპვის მოწმედ! ზაზა კი ცოცხალია, გადარჩენილი,
მაგრამ მის სიყვარულს რაღა მოუვიდა? დაფორიაქებულ გულში უკვე ხა-
ლიანა კი აღარ ეხატება, არამედ სხვა, ვისი სახელის გამოთქმაც უჭირს
ღელვის გარეშე. და ახლა ესეც როდი აკმარა ბედმა. რაღაც დიდი უბედურე-
ბა ელოდება გრემში. ჯერ კი „შაჰ-ნამეს“ სახით გამოჩანს. მერე კი, ვინ იცის,
რა მზაკვრულ სახეს მიიღებს.
ახლა სხვა ფიქრმაც შეაძრწუნა ზაზა, - ეს რა საქციელია. მოსულა აქ -
თავდადებულის მარჯვენასთან, თავის სულიერ მეგობართან... და მის მოკ-
ვეთილ გაქვავებულ თითებზე ირკვევს და ანგარიშობს თავისი გულის სატ-
რფოების სიავკარგეს, გატანჯული სამშობლოს სიავ-კარგე კი დავიწყებია...
ან სხვათა შორის ახსოვს!
„განა ეს მკრეხელობა არ არის?“ ეკითხებოდა ზაზა თავსა და სულ ებურ-
დებოდა აზრი და ალღო. იქნებ ესაა არსებითი ნაკლი? მანკი - ძირითადი,
რომელიც მასაც გასჯდომია - ზნეობის გალიბრება!
- რა მძიმე ყოფილა, საერო და პირადული რომ გაეთიშება ვაჟკაცს!? -
ხმამაღლა წაიჩურჩულა და ირგვლივ ათას ჩურჩულად გადამრავლდა მისი
ნათქვამი.
269
- დაქსაქსულ ერის შვილებს, ალბათ, არა გვაქვს პირადულზე ამდე-
ნის ფიქრის ნება! - თავისივე ჩურჩული შემოედავა ზაზას, მაგრამ გულ-
მაც გაიბრძოლა:
- კი, მაგრამ, მე თუ თამარი მიყვარს, რატომ ნიშნავს ეს აუცილებლად
საერთოს თიშვას? ერეკლესაც ხომ უყვარდა, მაგრამ თავისი საერო ვა-
ლი ხომ ხელნათლად მოიხადა?! აი, ქვაში ჩამჯდარი, უკვდავებაში გა-
დასული საბუთი! - ზაზა გრძნობდა, რომ ეს შედარება სულ ფარდი არ
იყო. იმასაც უკაკუნებდა მიმხვდურობა, რომ თამარის ირგვლივ რაღაც
„საერთო“ საქმე იყო დახლართული და მეგობრის ხელთან მტყუანობას
აშკარად გრძნობდა. მტყუანობას გრძნობდა ხალიანას წინაშეც.
ამ გულდაგულმა სჯამ მაინცდამაინც დააშოშმინა. ძალა მოინახა.
მტკიცედ გადაწყვიტა: ჯერ შინ ავლა და ხალიანასთვის ყველა თავისი
ცოდვის მოთხრობა და მონანიება. არც ეეჭვებოდა, რომ ხალიანა გაუ-
გებს და აპატიებს მას.
ერთიც გადაწყვიტა: სპარსულის სწავლებაზე თუ „შაჰ-ნამეს“ თარ-
გმანზე უარის თქმა. დაასკვნა, სანთელი დააწვა ხელის ტვიფარს და გა-
რეთ გავიდა.
დილაადრიანად კი მოეხალისა, ალაზანზე ჩავიდა, ტანი დაიბანა,
თითქოს ახალნათლობა მიიღო, თავისი საყვარელი ალაზანის ფხით
მოიჯავშნა და შუადღეს უკვე გადაცილებული იყო, როდესაც ცხენი მოს-
ხლიტა გრემისკენ.
ალაზნის გაღმა გააღწია თუ არა, ოცნებაში ჩაიძირა. ოდესღაც ნა-
მოსკოვარი, ამავე გზით ბრუნდებოდა ზაზა. მაშინ ერეკლე ბატონიშვი-
ლიც ცოცხალი იყო. ხალიანაც საოცნებო... აი, ის გალავანმორღვეული,
კარღია ეკლესია... იქ არ ჰქონდათ იდუმალი ნიშნობა!
ისევ შეეშალა ხალიანაზე ფიქრი ზაზას. ცხენოსანთა დიდი ჯგუფი
შემოეყარა გზაზე.
- აჰა, ზაზა კახნიაური არ ყოფილა?! საიდან - სად? აკი ძეგამს წავი-
დაო? იქ ჩაიყლაპაო?! - დავით ბატონიშვილმა ცხენი გამოაგდო წინ და
ზაზას ათასერთი შეკითხვა დააყარა. ახლა სხვა ცხენოსნებიც შემოეხ-
ვივნენ. ზაზამ იცნო ოინბაზ-თავადი ვახტანგ ვახახიშვილი, რომელიც
270
კახთ ბატონის არყოფნაში ისევ გვერდში ამოსდგომოდა დავითს. ბარამ-
ჯუჯაც აქ იყო, კიდევ სამი-ოთხი ახალგაზრდა თავადთაგანი. ზაზამ ხათუ-
ნებიც შეამჩნია, მათ შორის ვარსკვლავივით ბრწყინავდა თამარ ამილახვა-
რი.
- ოჰო, ჩუმი რაინდი ყოფილა! - კისკისით გადასძახა სხვებს, - მიმიშვით,
ერთი ვკითხო - ბერობას ხომ არ აპირებს... ამდენ ხანს თუ ალავერდში იმა-
ლებოდა?
დაბნეულმა ზაზამ, როგორც იქნა, გააგებინა დავითს, რომ, კახთ ბატო-
ნის დავალებით, გრემს მიეჩქარება.
- არა უშავს რა, გრემი არსად გაგექცევა, კლდეზეა მიბმული! წამოგვყევ,
ჩვენც ალავერდს მივალთ, მალე გამოვბრუნდებით... გვიამბობ ყველა-
ფერს!
როდესაც ზაზამ მტკიცე უარი დააპირა, თამარმა ცხენს დაურტყა მათ-
რახი და გვერდში ამოიყენა.
- აბა რაინდო, რის გამო მოგვანატრეთ თავი? ახლა მეც მწიგნობრობა
დავიწყე... „შაჰ-ნამეს“ ვთარგმნი. ხშირად გიგონებდით! - და სხვა ხათუნებს
თვალმოჭუტულად გადახედა, ზაზას კი თლილი ტუჩები მოუკოპწია.
ზაზამ თამარის სახე-თვალების ბრწყინვალებას ვერ გაუძლო, ნებამო-
დუნებულად და უსიტყვოდ უკან ალავერდს გაჰყვა. წინა ღამის მთელი ნა-
ფიქრი ერთი წარბის მოქნევით გადაუფარცხა ქალმა. ახლა ზაზა ვერც თავს
გრძნობდა და ვერც სხეულს, ცხენ-უნაგირზე გახირულს. ხოლო პირველ
დაბნეულობას რომ სძლია, მერმე მთისა და ხევის ბრძოლა-ლაღობა ისეთი
აღფრთოვანებითა და სურათხატობით მოჰყვა, რომ მთელი ჯგუფი სულგა-
ნაბული უსმენდა მას. ხოლო თამარის აკანდელებულ თვალებს რომ შეას-
წრო მზერა, სულ დაეხვია თავბრუ და ესღა იღონა - ქართლ-სამცხე-სალიახ-
ვოს ბორიალის ამბავი სულ გადაიგდო გულიდან, რომ ესეც არ ჩაერთო
სათხრობში.
ალავერდიდან დაბრუნებისას ჯერ გრემ-სასახლეში მიჰყვა თამარს, ხო-
ლო მერმე დაღლილ-დაფორიაქებული მივიდა შინ.
ხალიანა ისევ თბილი, ფაქიზი და სულგანაბული ჩაეკრა გულში და
გრძელ შავკამარა წამწამებზე სიხარულის ცრემლ-ალმასები დაეკიდა.
271
ოჯახში დიდი სიხარული დაგოგმანდა და სულ მალე შინაურებით
გარს მოხვეული ზაზა შებზარული ხმით ახლა მათ უამბობდა ნანახს და
ნაფიქრს.
ერთი საოცრება კიდევ შეემთხვა, ყველა შინაური როგორღაც საგ-
რძნობლად გამოცვლილი ეჩვენა. თითქოს არც დიდ დროს გაუვლია, და
ნუთუ თვალი უფრო გაუმჭრიახდა? ახლა ხედავს, რასაც ყოველდღიუ-
რობაში ვერ ამჩნევდა? რად ამჩნევს მამის წელმოხრილობას, დედის
კბილნაკლულობას, მათე-რუსისა და მანასე დასტაქრის უკვე ჭარბ სიჭა-
ღარავეს?
ამჯერად კი სამცხისა და ქართლის მძიმე მდგომარეობას უამბობდა
ზაზა და მათთან ერთად საერთო ჭირს მთელი არსებით განიცდიდა.
- კარგი ახლა, ნუ დაჰღალეთ... დანარჩენი სხვა დროს იყოს! ახლა
ხომ აღარსად მიდის?! - ფარული შიშით უბნობდა ხალიანა და საწოლს
შლიდა.
დაწოლისას ზაზას დაღლამ და დარდმა ხელი უმალ დაჰრია და
ძილბურანში ჩაბუბნა, ჰოდა, ხალიანამ საოჯახო ხელი რომ მოითავა და
გვერდში ამოუწვა, ზაზას უკვე არც გაუგია. მას მძიმედ, ხვნეშით ეძინა...
და თამარის გაბრწყინებული აღალმა ედგა თვალწინ.
მხოლოდ უზომოდ მოსიყვარულე ქალისთვის მისაწვდომი მიმ-
ხვდურობით განსჭვრიტა ხალიანამ ზაზას სიზმარი და უხმო ცრემლი
აფრქვია.
ხოლო არ არსებობს ისეთი გარინდება ვაჟკაცისა, რომ მის სარეცელ-
ზე ქალი ტიროდეს და მან ძილს ვერ გაართვას თავი და არ შეძრწუნდეს.
ზაზასაც გამოეღვიძა. ცრემლისაგან მლაშე თვალები ამოუკოცნა,
ამოუშრო ხალიანას და სულში მყუდროება ჩაუნაცვლა.
მიუხედავად უარის თქმის განზრახვისა, თამარის პირველ თხოვნას-
ვე დაჰყვა ზაზა. ერთად დაიწყეს სპარსულ „შაჰ-ნამეს“ კითხვა-თარგმა-
ნება. ჯერ ფრიად უჭირდა ქალს, გულს ვერ უდებდა გაზვიადებულად
შეთხზულ გაუთავებელ გმირობა-ბრძოლებს. სულ არ ეჟღერებოდა მის
ნებიერ გულსა და გრძნობას. დავით უფლისწულს შესჩივლა. მანაც თა-

272
ვისი თუ დათავისებული „ქილილა და დამანას“ ნათარგმნი და სათარგმნი
მოუტანა.
ეს უფრო მოეწონა ქალს. მაინც მეკოტოშის მოკვეთილი ცხვირის გა-
მო ბევრი იცინა. მაგრამ ზაზამ ისევ „შაჰ-ნამეს“ მიუბრუნა მხარი.
ერთხელ მათს მეცადინეობას შესწრებულმა ვახო ვახახიშვილმა ზაზას
ჩაუქილიკა სიტყვა:
- ჩემო ტოლო მასწავლებელო, რაღა „შაჰ-ნამეთი“ ჩრდილავ და აღამებ
ჩვენს მნათობ-ცისკარს? „ვისრამიანი“ ასწავლე. იქნებ ოდესმე ჩვენც გად-
მოგვიშალოს თავისი ფრთამალი ცოდნა ამ უკარებელმა კვიმატმა ხოხობ-
მა!
ზაზას დაკოდილ გულს მწვავედ მოხვდა ეს ავყია სიტყვა, თამარმა კი
ბევრი იცინა და „შაჰ-ნამე“ ისევ განზე გადასდო.
გიორგი ამილახვარი კი ხშირად წერილებს აგზავნიდა. „სპარსულ ამო
მასლაათის“ შესწავლას ბეჯითად მოითხოვდა. „ისე არცთუ საქართველოს
დედოფლად გამოდგება ქალი... და არც უფრო მაღლა!“
ამპარტავან თამარს გულში ხვდებოდა ეს შესაფერისად ნატყორცნი ან-
გარების ისარ-სიტყვა. მამამ იცოდა, როგორ წაეხალისებინა შვილი.
თამარმა ახლა „ვისრამიანი“ იშოვნა და მას ქართულ-საპარსულად აყო-
ლებინებდა, აკითხვინებდა ზაზას. ვაჟისთვის ტკბილ-სატანჯველი იყო
ასეთი თხრობა. თავში კრძალულობდა, ვით რამინი, ხოლო მერმე მასაც და-
ეკარგა ზღვარი; მორევში გადაეშვა და „ვისრამიანის“ ნაცვლად, „თამარ-ზა-
ზიანი“ გამოსდიოდა.
ქალი თითქოს არაფერს ამჩნევდა. მისი ამაყი გულ-შუბლი სულ სხვა
გვირგვინს იდგამდა და ზაზას გატაცებული ტრფიალი მხოლოდ საამო ელ-
ფერსა და ახალ სხივს მატებდა მისი მშვენების შარავანდედს. იგი ნებივ-
რობდა. ქალისთვის ზაზას სიყვარული ის ყვავილი იყო, რომელსაც იგი შემ-
ჩნევის ღირსად არა თვლიდა, არც მისი მოწყვეტის სურვილი ჰქონდა. მისი
საამო სურნელი შეუმჩნევლად მასაც ხვდებოდა და ოდნავ თავბრუსაც ხვევ-
და.
მალე ალექსანდრე მეფე მოვიდა გრემს. სამცხეში წასული კახთა ფა-
რულმაშველი გუნდიც მობრუნდა.
273
ხალხი ბლომად გადაარჩინეს სამცხეს, მაგრამ სამცხის მდგომარეო-
ბის ამობრუნება ვერ მოხერხდა. აქ გაერთიანებული, სრულიად ქარ-
თულ ძალთა ძაბვა იყო საჭირო. სვიმონ მეფეც ამის სამზადისს შეუდგა.
ალექსანდრეც გვერდში ედგა მას, მაგრამ ქართლშიაც და კახეთშიაც
სხვა გადაუდებელი საქმეები იყო გზაზე გახირული.
თურქთა წინააღმდეგ საერთო ქართული იერიშის დასაწყისი შაჰ-
აბასისა და რუსეთის მომავალ გამოსვლას შეუფარდეს. მანამდე კი შიდა
საქმეებსა და ფარულ გარეხლართებს თავს უყრიდა ორივე მეფე.
ალექსანდრეს თავსატეხი ახლა შაჰ-აბასთან შერიგება იყო. მას შემ-
დეგ, რაც შაჰმა გურჯი ბატონიშვილის მიმართ ასეთი მტკიცე „სიყვარუ-
ლი“ გამოაჩინა და რუსეთს არასგზით არ გაუშვა, კახთ ბატონმა კარგად
იგრძნო, რომ კახეთის მიმართ შაჰინშაჰს შორს მიმავალი ზრახვები
კვლავ გულში უდევს, მიუხედავად კახეთის „მფარველი“ რუსთ ხელმწი-
ფის მეგობრობისა.
ნესტან ბატონიშვილის შერთვის დაჟინებითმა ძიებამ და გაწბილე-
ბამ, რა თქმა უნდა, უფრო გაამწვავა კახ-სპარსული ურთიერთობა. შაჰ-
აბასის კლანჭების გამოჩენას ახლო ხანში ელოდა ალექსანდრე.
- ვეჟო! როგორ სწავლობს ამილახვრიანთ ასული სპარსულს? - შიგა-
დაშიგ ჰკითხავდა იგი ზაზას და უნებურად გულს უბალთავდა.
- ახლა უკეთ, მეფევ-ბატონო! - მორიდებით უპასუხებდა და უმალ
ხელსადასტურო გრაგნილს მიაწოდებდა.
სასახლის ამ სამალავმა ტრფობა-სიყვარულმა ერთ რამეში გამოს-
წურთნა ზაზა. მის სახეზე კარგა ხანია არაფრის ამოკითხვა აღარ შეიძ-
ლებოდა და რამდენადაც იგი შინაგანად მოდუნებული და აფორიაქებუ-
ლი იყო, იმდენად გარეგნულად დინჯად განწყობილი კარისკაცის ნი-
ღაბს უფრო იფარებდა და შიგ იხიზნებოდა. მართალია, მისი მიკერძოე-
ბა თამარის მშვენებისადმი მაინც იგრძნობოდა, მაგრამ გრემ-სასახლე-
ში ასეთი მიკერძოება „კვიმატ ხოხობისადმი“ თითქმის ყველა მოწი-
ფულ თავადს ჰქონდა და უჩვეულოდ ან ჭორის ღირსად არ ითვლებოდა,
მით უფრო, რომ სასახლის გარეთ იშვიათად იახლებდა თამარი თავის
„სახიფათო მოტრფიალეს“.
274
და, რაც უფრო უიმედოდ ესახებოდა ზაზას თავისი მაღალტრფიალი,
მით უფრო უძლეველად ძირს იდგამდა იგი მის გულში და ხაფანგში ჩაჭე-
დილი ბოკვერივით თათებს აკვნეტინებდა. გახდა, გაილია, ჩუმი და ნაღ-
ვლიანი ნიშატი მიიღო.
ხალიანა თავს ევლებოდა, უთქმელად, უსაყვედუროდ უვლიდა, რითაც
სულ ზაფრავდა გაოგნებულ მეუღლეს. ხალიანას კი თავისი იმედი კვლავ
ჰქონდა: „სახადივით მოიხდის ავ ტრფიალს და ცეცხლნაწრთობი დამიბ-
რუნდება“, მაგრამ ასე დასტაქარი მსჯელობდა, ხოლო იჭვიანი ცოლი მუ-
დამ მწარედ ღელავდა: „ამ კვიმატმა, ანჩხლმა ხოხობმა არ დამიკორტნოს
ჩემი შევარდენი?“ და ჩუმი უძლური ცრემლებით ისალბუნებდა გულს.
ერთ დღეს ყველაფერი ყალყზე შედგა. კახთ ბატონმა სასწრაფოდ იხმო
ზაზა. ფრიად აღელვებულიც ჩანდა. აშკარად დაზაფრულები იყვნენ იასონ
ჭავჭავაძეც და ჯანდიერიც.
- დიდ საიდუმლოდ... სხვას არვის ვანდობ ამ საქმეს... გაისარჯე... არც
ცხენი დაინდო, არც თავი... გიორგი ამილახვარს საკუთარ ხელში მიარ-
თმევ! - და ისევ დალუქული ბარათი გადასცა მას... - მერმე კი, როგორც დი-
დი თავადი გიბრძანებს, უკანა გზაზე სვიმონ მეფესაც ეახლები!
ზაზას გულმა რეჩხი უყო. იგრძნო, დიდი უბედურება მოგორდა და ეს-
ესაა თავზე დაემხობა. სასახლიდან წასვლისას იასონ მდივანბეგი მოეწია,
სასვიმონო გრაგნილი გადასცა. ჩუმად გაუმხილა:
- ზაზავ-ჩემო, დიდი და მძიმე მოვალეობა ჩვენ დაგვაწვა. შენ გირჩიე
მწედ. რომ მობრუნდები, ყველაფერს გეტყვი. ამიერით გული გავიქვაოთ და
ყველაფერი საერთოსა და საეროს მივცეთ!
ასეთმა წანამძღვარმა სულ დახუთა ზაზა. იძალა და ცხენს მოახტა. შუ-
აღამისას იგი, მეაბჯრესთან ერთად, ცხენ-მარქაფად მიჰქროდა ქართლის-
კენ. მოკლე გზებს არჩევდნენ. მიჰქროდნენ, ცხენები ოფლში იღვრებოდ-
ნენ, ოღროჩოღროს ასკდებოდნენ. უფრო და უფრო უხშირეს ცხენების
ცვლას. არც თელავში გაჩერებულან, არც შუა მთაში შესულან, თუმცა ზაზას
მეტად სურდა ზოსიმე მოძღვართ მოძღვარის ნახვა და აღსარება.
გომბორს იქით - საგურამოსკენ გაიჭრნენ მოკლეებით. ტფილისს სულ
უგანეს. მცხეთას ჩავიდნენ პირდაპირ. მეოთხე დღეს მეაბჯრეს დაუვარდა
275
ცხენი. ჩამორჩა. გვიან სერობისას ზაზამ ცხენი ამილახვრიანთ კოშკის
ალაყაფს მიაგდო და მიაკლა კიდევაც.
დიდთავადს უკვე ეძინა. ვერავინ შებედა გაღვიძება. მოურავმა პირჯვა-
რი ისახა და დილამდე მოთმინება თხოვა მწუხრის სტუმარს. მაგრამ ზა-
ზა არვის შეეპუა. კახთ ბატონის სახელმაც გასჭრა. თავად შეუშვეს ამი-
ლახვრიანთ საწოლში. აკანკალებულ მესაწოლეს შუქი მოატანინა, კარი
ხმიანად შეაღო და დიდთავადს ხმა მისცა.
გიორგი გულდაგულ ხვრინავდა. საკინძე გადაეხსნა, ჭაღარა ბან-
ჯგვლიან გულმკერდზე მცირე ვერცხლის ჯვარი დაკარგულივით ძლივს
ბზინავდა.
- ბატონო... გაღვიძება ინებეთ!
თავადმა ხვრინვას უკლო, ფშვინვაც მოილია... თვალები აზრმიუცემ-
ლად, მაგრამ მწყრალად დაელმა და გაახილა.
მოურავი და მესაწოლე უმალ ზაზას ზურგს ამოეფარნენ.
- მე გახლავართ, ბატონო, ზაზა კახნიაური! კახეთიდან... ალექსან-
დრე მეფემ მოგართვათ!
კახეთის ხსენებაზე თავი წამოსწია გიორგიმ.
- თამარ?! - მერმე სიტყვა გაიკმინდა და ყველანი გარდა ზაზასი, გა-
რეთ გაყარა.
- ხომ მშვიდობაა, ვეჟო... რა ძილი დამიფრთხე?! - ჩახრინწული
ხვრინვის ხმით შეესიტყვა და ბარათი გამოართვა. ლუქი შეატეხა, სან-
თლის შუქზე მოიმარჯვა. ბებრულად იშორა თვალთაგან, მაგრამ მაინც
ვერ გაარჩია ხვეულნაწერი.
- რაო? ირანის ლაშქარიო... ქორწილიო? - თვალები გადმოკაკლა გი-
ორგიმ და გული ღელვით აევსო. მეტი მოთმინება აღარ ეყო. - ვეჟო, აბა
ერთი წამიკითხე, გეთაყვა, შენ მაინც გეცოდინება! - დაწერილი შეთ-
რთოლებული ხელით გაუწოდა.
ზაზამ გამოართვა და წაიკითხა:
დიდო თავადო! შაჰ-აბასის სარდალი ველი-ხანი დიდი ლაშქრით კა-
ხეთს უახლოვდება. არავინ იცის საქორწილოდ მოდის თუ დასაპყრო-

276
ბად. შაჰის სადედოფლო მაინც მზად უნდა იყოს. გვაუწყეთ თქვენი სიტყვა“.
- საქორწილოდ! საქორწილოდ! აგეთი სიზმარი ვნახე... ვაშა! მახა-
რობლად მოსულხარ! - გულიანად წამოიძახა გიორგიმ და ბანჯგვლიანი
ფეხები ხალზე გადმოაბოტა.
- სწორედ ახლა ვიყავი სიზმარშია. ვითომ ლიახვის პირას დიდი კალოო-
ბა იყო... აგეთი ძნები იდგა! კევრში ლომები ება. კევრზე კი ჩემი თამარი,
გვირგვინშემკული, შუქს მზესავით აფრქვევდა! - ხელების შლითა და სუ-
რათხატებით უამბობდა ზაზას ატაცებული დიდთავადი. მაგრამ თავზარ-
დაცემულ ზაზას აღარაფერი ესმოდა. იგი ძლივს იდგა ფეხზე, ძლივს იყო
გონზე, გული ჩამტვერილი ჩოხის მასრების ქვემოდან სულ ამოვარდნაზე
ჰქონდა.
- ცხენ-უნაგირი, ოქროს ქამარ-ხანჯალი მახარობელს! - გაიძახოდა დიდ-
თავადი და საცვლების ამარა დაბორიალობდა ხალიან იატაკზე. მერმე ფე-
ხი წამოჰკრა ფოსტალს. - ბიჭო, სამოსი! - გასძახა გარეთ და შემოვარდნილ
ფარეშებს ტანი დაანება.
ზაზას ნიადაგი ეკარგებოდა ფეხქვეშ. უსაშველო შიდა ტკივილი კივი-
ლად ამოვარდნას ლამობდა. იმის ცდაშიღა იყო - არ დამანჭოდა სახე, არ
ემჟღავნებინა გულისთქმა.
- ბატონო ჩემო! ნება მიბოძეთ...
გიორგიმ ახლაღა შეატყო „მახარობელს“, რომ ძლივს იდგა ფეხზე.
დაღლას მიაწერა.
- დაგიფასებ გარჯას! მე და ჩემმა ღმერთმა... აბა, მოასვენეთ!
და როდესაც ზაზა თავის „დასასვენებელ“ ოთახში მარტო დარჩა, დაემ-
ხო ლოგინზე და უცრემლო გოდების დასაძლევად ბალიში დაკბინა და ჩა-
ბუბნა.
ირგვლივ კი ოთახი კევრივით ტრიალებდა და ზედ „მამის ნასიზმრი“
შაჰ-სადედოფლო შუქსა თუ ცრემლს აფრქვევდა.
დილით ზაზა ადრე ადგა. სადგომიდან რომ გამოვიდა, ეზოში უკვე საკ-
მაოდ მოზრდილი ცხენ-ქარავანი შენიშნა. დაავშრული და კეხდგმული ცხე-
ნები საპალნის მოლოდინში ეზოს მოლს სძოვდნენ. ხალხი ფუსფუსებდა.
ქალები აბრეშუმ-ფარჩეულს ალაგებდნენ, ოქრომკედულ დარაიებსა და
277
რჩეულ ხალ-ფარდაგებს ფუთავდნენ და ბოხჩებში კრავდნენ. მედავ-
თრენი მოჭედილ ზანდუკებს და გვაბანაკებს დასდგომოდნენ, ოქრო-
ვერცხლის ნივთებს, ლალ-მარგალიტებით მოოჭვილ გულამბრებსა და
ფარღულებს ითვლიდნენ და იწერდნენ. ზაზამ შეატყო, რომ მთელ ღა-
მეს არავის სძინებია ამილახვრიანთ კოშკში და მის ირგვლივ. დიდ აი-
ვანზე თავად გიორგი გადმომდგარიყო და კიბეზე გადახრილ მოურავს
უტატანებდა. მოურავი მასაც მდაბლად უპასუხებდა და ახლა ქვევით
მეხსა და სეტყვას აყრიდა ხელქვეითთ.
- ჰო-ჰო, ვეჟო! - ზაზას მიაძახა დიდთავადმა, - არა, ჯერ პირი არ და-
აბანინოთ, - გადასძახა ტაშტ-პირსახოცით წამოწეულ მოახლეებს. - სა-
მახარობლო ჯერ წუხელივე უნდა მეძღვნა... უზმოზე, სისხამზე იყოს! -
მაგიდაზე გამზადებული ბაჯაღლო ოქროს ხრტილმავალა ქამარი და
ვარაყა ოდნავ დრეკადი ხანჯალი აიღო და თავისი ხელით შეაბა დადუ-
მებულ ზაზას. - ჯერ ეს იყოს, იცოცხლე, დაგიფასო!
ცეცხლად და გველად შეება ეს დაფასება ბედშავ ტრფიალს, მაგრამ
საშველი აღარ იყო რა უნდა ეღონა და ეფიქრა. წელმოწყვეტილი იხრე-
ბოდა და ერთ რაიმესღა ლამობდა - მალე გასცლოდა აქაურობას. იქ
მიჭრილიყო - გრემს... ერთხელ კიდევ ენახა... ამის იქით მისი ფიქრი ვე-
ღარ სჭრიდა.
- ბატონო ჩემო... მე დღესვე, უმალვე უნდა გავბრუნდე... ნაბრძანევი
მაქვს!
გიორგის არც კი მოუხედავს, ისევ მოურავს უტატანა და ააჩქარა.
- ბატონო ჩემო... - ისევ შებედა ზაზამ.
- ერთად წავალთ... ვერა ხედავ, მზითვ-ქარავანიც მზად არის! ყვე-
ლაფრის თადარიგი მქონდა.
და მართლაც, შუადღისას მზითვ-ქარავანის მცველად წვეული სა-
ამილახვრო დროშის რჩეულიც მოვიდა.
- აბა ცხენი! კახ-თავადსაც მიჰგვარეთ. თამარის თეთრა-იაბო მაგის-
თვის უპრიანია! ცხენი არ მოაკლა ამ ჩემს ალაყაფს! აი, მახარობელიც
ასეთი უნდა! ჩემს თამარს კი აღარ დასჭირდება...

278
ზაზამ დერეფნიდან გახედა. იცნო ცხენი. ის იყო, პირველად ლიახვის
პირას რომ შეეყარა ამილახვრიანთ ასულს. ის იყო, ბოდბის ხევის ბილიკზე
რომ გაეცალა მაღალი იორღით.
ქარავანი თუმცა კეთილ-ლაფშურით ვიდოდა, მაგრამ ზაზას გულს
ახლა, აბა, რა სისწრაფე შეაჯერებდა.
- ნუ ჩქარობ, ვეჟო! ახლა ჩვენც დავიფასოთ თავი. ეს საქმე კი ვეღარსად
წაგვივა! - ზაზასაც თანამზრახველივით უზიარებდა და დინჯობას ცდი-
ლობდა. ზაზა კი, განსჯის უნარი რომ მოუბრუნდა, მიხვდა, რომ ეს საქმე
დიდიხანია ნავარაუდევი და გადაწყვეტილი. ახლა კი გაარკვია, სად იხსნე-
ბოდა მის მიერ აქა-იქ ყურმოკრული სიტყვების ავი წრე.
„კახთ ბატონმა და დიდთავადმა იცოდნენ, მაგრამ იმან თუ იცოდა?“
უსახელოდ იხსენიებდა თამარს და თავის მეხსიერებაში ყოველ საეჭვოდ
თქმულს ცხრილავდა და იმეორებდა. „აი, სად ყოფილა „შაჰ-ნამეს“ სწავ-
ლის მიზეზი? აი, სად ყოფილა სვიმონ მეფის მწარე გულისხმა სხვისი ჰა-
რამხანების გაკეთილშობილების შესახებ! მაშ, სამთა სცოდნიათ... მაგრამ
თავად თუ იცოდა, თავად?“ ამას ზაზასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მი-
ეცა და ყველაფერი რომ გადაცხრილა, დაასკვნა: „არა, არ იცოდა! ალბათ,
არც ახლა იცის!“ ამის დასკვნის შემდგომ სიყვარულის ცეცხლი და დაგვა
გაუორკეცდა. ახლა თამარი არა მარტო საოცნებო სატრფო იყო, არამედ
გულსაწვავი მსხვერპლიც. ზედაც იასონ ჭავჭავაძის ბოლო სიტყვა შანთი-
ვით გაეყარა მეხსიერებაში: „ჩვენ დაგვევალა... შენ გირჩიე მწედ! ნუთუ ბე-
დის დაცინვა აქაც არ თავდება?“
გიორგი ამილახვარი კი სულ სხვაფრით ფიქრობდა და მსჯელობდა.
მცხეთას რომ მიუახლოვდნენ, ზაზა კახნიაური ტფილისს-სასახლეში გაუშ-
ვა, თავად კი ნიკოლოზ კათოლიკოს-პატრიარქს ეწვია, მას ყველაფერი სარ-
გებლიანობისა და განდიდების თვალით ჰქონდა განჭვრეტილი. მცხეთის
მამამთავრისაგან თავისი ქრისტიანი ასულის მაჰმადიან შაჰინშაჰზე „იძუ-
ლებით გათხოვების“ ნებართვა და დასტური უნდა მიეღო. თავისი თამარი
ქართლ-კახეთის გადამრჩენად და თავდადებულად უნდა მოენათლა.
წინასწარ გაფრთხილებულ სვიმონ ქართლის მეფისაგანაც დიდ პატივ-
სა და „შაჰინშაჰის სასიმამროს“ ზეიმად შეყრას მოელოდა.
279
ნიკოლოზ კათოლიკოსმა უკვე იცოდა და მოელოდა ლიახველ ამაყ
ბატონს. მისი დანახვისას წარბი შეკრა და კუშტად აკურთხა. ტანზე შებ-
მულ ჯაჭვის მარჭვლებს ბერული წამოსასხამის ზემოთ ხელი დაუსვა,
სულის სიმტკიცე და საჭირო წონასწორობა ისევ მოიპოვა. იგი უთქმე-
ლად მიმხვდარი იყო, როგორ მოხდა თამარის არჩევანი, რა ამოძრავებ-
და ამილახვარს, და ზოსიმე ბერდიდის ნამოწაფარს მხილებისაგან თა-
ვის შეკავება დიახაც უჭირდა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თამარი კი
მართლაც მსხვერპლი იყო და, იქნებ, თავდადებულიც. წირვა გადაიხა-
და. თამარს მცხეთის სეფისკვერი, მირონი, სულ პაწია ჯვარმარგალიტი
და ციცქნა ლოცვანი საიდუმლო ქრისტიანობის შესანახად უბოძა. ხო-
ლო გაყრის ჟამს ერთი-ორი მწარგაკრული სიტყვა „ანგარების საფ-
რთხეში მყოფ“ მამასაც შეაწია და გზად შუამთის შორს მოვლა ურჩია.
ტუჩი ჩაიკვნიტა დიდმა თავადმა. არა, იგი სრულიადაც არ ფიქრობ-
და მკაცრი ბერდიდის ნახვას. აცალონ, ცოტაც აცალონ... საქორწილო
საქმე მოითავოს და მერმე, ჭადრაკში ორი მეფისა და ერთი შაჰინშაჰის
მომნადირებელს, ყველა დიდთან, ჭარბად თუ არა, ფრედ და ყაიმად
ხომ მაინც ექნება საქმე.
ავჭალას რომ მიუახლოვდნენ, სვიმონ მეფე გადაეყარა თავისი ამა-
ლით, თითქოს სანადიროდ გამოსული. იცის გიორგიმ, იცის, რა ზეიმნა-
დირობაც არის. არც იფერებს სვიმონ მეფე და გამოჩინებულადაც ხვდე-
ბა „შაჰის სასიმამროს“. მეტი რა გზა აქვს! ან აწ რა გზა ექნება?!
ურთიერთს მიესალმნენ ამაყი თავადი და უკვე „ფრედ“ დამდგარი
მეფე.
- რაღა ავჭალა აგირჩევიათ სანადიროდ, მეფევ-ბატონო! მცირე და
წვრილი ნადირია! მოგეხსენებათ... - მაინც ვერ მოითმინა, შორს გაუკენ-
წლა დიდთავადმა. სიხარულმა ააცმუტა ცხენზე.
- მაშ, სულ შინ... ყველანი შინ ხომ არ ვინადირებთ, დიდო თავადო?!
ზოგიც ავჭალას ვირჩევთ! - სვიმონ მეფემაც ნემსიკავური გაჰკრა, მერმე
კეთილი მგზავრობა, ამბავ-ხაბარის წვრილად შემოთვლა უბრძანა და
აკავკავებულ მწევრებს აედევნა.

280
ამილახვარმა თვალი მრუდედ გააყოლა, ენადაწეწკილად ჩაიხითხითა,
მონადირეებს ჩამორჩენილი ზაზა იხმო და გზას გაუდგა.
მიუხედავად გრემში მალე ჩასვლის სურვილისა, მაინც გრძელი, ივ-
რის გზა ირჩია და შუამთა შორს განზე მოიტოვა.
კახეთის საზღვარი რომ გადავლეს, უფრო შეგოროზებული ამილახვარი
მზითვის ქარავანს თავში ჩაუდგა და ზაზას ძველ-ახალი სიზმრები ჩამოუ-
ყოლა. თავიდანვე „სიხარულის გზად“ ხსნიდა და ხარობდა.
ზაზა კი თამარისეულ თეთრა-იაბოზე იჯდა. „მახარობლის“ ქამარ-ხან-
ჯალი წელზე ერტყა და „სიმწრის გზაზე“ ვიდოდა.
გზა კი ყველასათვის ერთი იყო - სიმწრისა და სიხარულის გზა!

XXVI ბედის მარცვალი


კახეთში დიდი შიშიანობა იყო. ველი-ხანის ლაშქარი კახეთის საზღვარს
სამ სხვადასხვა ადგილზე მოადგა, მაგრამ არ გადმოულახავს. შიკრიკ-შათი-
რები გაგზავნა კახთ ბატონთან.
არც კახნი იყვნენ ცუდად. სარდალნი და მოურავნი დაქროდნენ ალაზ-
ნის გაღმა-გამოღმა და სასწრაფო ლაშქარს აგროვებდნენ. მეწინავენი უკვე
საზღვარზე იყვნენ ჩამდგარნი. ხელოსნებს შორისაც დიდი ჭაპან-წყვეტა და
დღე-ღამ გასწორებული მუშაობა იყო. მაინც მეიარაღენი და ოქრომჭედლე-
ბი იყვნენ სასახლის შეკვეთებით დახაფრულნი.
- იარაღის კეთება გასაგებია, მაგრამ ეს ოქროს წვრილჭედილობა რის
მაქნისია? - ჰკვირობდა ხალხი, ათას ჭორ-მართალში იბნეოდა. ქართლი-
დან რაღაც ქარავანს მოელოდნენ. მაინც სულ აირია ხალხის საგონებელი,
როდესაც ირანის შათირმა უნიშნო შავ-არაბულა ცხენი დაავშრული მოიყ-
ვანა, უნაგირის ფართო ტახტაზე ჩადრისებური რიდე-საბურავი იდო, ზედ
კი ბრტყელი შიშველი დაშნა იყო ყაითანით დამაგრებული. დაშნა ომის მუ-
ქარას ნიშნავდა, მაგრამ ეს რიდე რაღას ნიშნავდა, არავინ იცოდა.
კახთ ბატონი არაფერს ამბობდა. საომრად ემზადებოდა. ველი-ხანის
შათირ-შიკრიკებსაც იღებდა და უკან აგზავნიდა. არათუ დიდებულებმა, ბა-
ტონიშვილებმაც არაფერი იცოდნენ. როდესაც გრემ-სასახლეს გიორგი ამი-
ლახვრის ქარავანი მიადგა, კახთ ბატონმა ზიზღით შეხედა მას, მაგრამ შვე-
281
ბით კი ამოისუნთქა. პირობა ურღვევი და, მაშასადამე, დიდი ომი აცდე-
ნილი იყო.
ამილახვარს თავისი შვილი არც კი ენახა, ისე ჩაუჯდა კახთ ბატონს სა-
თათბიროდ.
ორნი იყვნენ. საუბარიც სულ მოკლე ჰქონდათ.
- ჩემი მზითევი მზად გახლავს... შაჰინშაჰის საკადრისია! - თავადმა
ხელი ამაყად იკრიფა გულზე.
- მზითევი ჩვენგანაც იქნება... ჩინებული... მაგრამ ქალი თუ არის
მზად? - თვალებში შეუხედავად ჰკითხა ალექსანდრემ და სულ მხრებში
ჩაიძვრინა თავი.
- თამარი? განა არა გითქვამთ რა? - ისეთი გულუბრყვილობით გაიკ-
ვირვა ამილახვარმა, რომ ალექსანდრეს მოთმინება აღარ ეყო.
- მე ჩემს ქალს ვერ გავუბედე ასეთი რამის თქმა, თქვენსას როგორღა
გავუბედავდი?
მწარე საყვედურად გაისმა დარბაზში ალექსანდრეს ნათქვამი, მაგ-
რამ დიდი თავადის მოზეიმე გულისყურს იგი არ მოხვედრია.
- მაშინ მე ვეტყვი... ახლავე ვნახავ და ვეტყვი!
გიორგი წამოდგა და და გარეთ გავიდა. კარს იქით სახე შესაფერი-
სად იცვალა, სიხარული ღოჯებში ჩაიმალა, ჭმუნვისა და თავგანწირვის
იერი შეიფერა და დიდებულებს მიაშურა.
ალექსანდრე კი მარტო დარჩა, უმოწმობასაც ვერ გაუძლო - სახეზე
ხელები აიფარა. მან იცოდა, რომ სასახლე ამავ წუთს გაიგებდა აქამდე
ჩუმ ამბავს... გამჟღავნებისა და განხორციელების ჟამიც დადგა... ომი-
დან ხსნის ამბავიცა და ჟამიც იყო... მაგრამ ესევე იყო ჟამი დამცირებისა
და სირცხვილისა...
დიდხანს იჯდა ასე კახთ ბატონი. მას არც მაშინ ჩამოუღია ხელები,
როდესაც დარბაზის კარი გაიღო და უკითხავად ერთი თუ ორი ვიღაც შე-
მოვიდა, - არც მაშინ, როდესაც შორს - მარიამ დედოფლის სადგომში -
კივილი გაისმა. ალექსანდრემ თავის მეუღლის ხმა იცნო... მერმე ყველა-
ფერი ჩაჰქრა, ჩაიჩქმალა - ალექსანდრეს უეცარი დაყრუების შიშიც კი
მოეძალა, დაუშვა ხელები.
282
მის წინაშე დავით და გიორგი ბატონიშვილები იდგნენ. ერთად იდგნენ,
ძმურად და მჭმუნვარედ. სახის ძარღვები ორივეს დაძაბულად უთამაშებდა.
- მამავ, ნუთუ ჩვენ იმიტომ ვიხსენით და, რომ ბიძაშვილი გაგვეყიდა?! -
მკაცრად შემობედა დავითმა.
- მამა! ნუთუ შენი ზრახვაა ეს ზნედაბლობა?! - თავი ვერც გიორგიმ შე-
იკავა...
- ლაშქრობა და ომი გვირჩევნია! - ხმაშერევით დაასკვნეს ძმებმა და მა-
მას დაუფარავი სიმკაცრითა და წყენით შეაჩერდნენ.
კახთ ბატონს მოეწონა მათი ერთობა, ძმურად დგომა და რაინდული
სიმტკიცე. მაგრამ რაოდენი სიბრძნე აკლდა მათს თქმულსა და ვერ-
თქმულს! ზნეობა კი ძნელსაზომია. ხანდახან ზნეობა და სიბრძნე ერთი
ხმლის ფხაზე ვერ თავსდებიან. ეჰ! ან კი რა ფასი აქვს იმ რაინდობას, რო-
მელსაც შესაფერისი ძალა ვერ შესწევს?! დაბრძენებული ჭირისუფალი
თავს ვეღარ მოიტყუებს!
მძიმედ ფიქრობდა და დუმდა ალექსანდრე.
- მამა... პასუხი გაგვეც!
აბა რაღა უნდა ქნას... უნდა გასცეს პასუხი თავის შვილებს... დის - შაჰის
ძალად დედოფლობისაგან გადამრჩენებს... მათ, დიახაც, უფლება აქვთ,
მოთხოვონ პასუხი... მხოლოდ მათ. ესენი არიან თამარის უახლოესი ნათე-
სავი, მასზე - კახთ ბატონზე - უფრო უახლოესნიც!
- ან ჩვენ რას გვეტყვი? ან მამამისს - რა პასუხი გაეც?!
- მეც ომს ვარჩევდი! - მუშტი მაგიდაზე დაჰკრა ალექსანდრემ.
- მერმე?
- მამამისმა თავად ირჩია... მომთხოვა... ჯერ კიდევ მაშინ, იქ - ტყის კა-
რავში - აკი მზითევიც უკვე მოუტანია! თამარის სურათიც მან გადასცა ბირი-
ბეის.
ძმები სახტად დარჩნენ.
- მაშ, ასეთი საჭოჭმანო ხერხებით განდიდების გზას იკაფავს ამილახვა-
რი? - აღშფოთებულად ამეტყველდა გიორგი. დავითი კი სულ დადუმდა,
თავი ჩახარა, ახლა სხვა - „ამილახვრის თვალით“ - შეხედა ამ საქმეს. ხოლო
საჭოჭმანო ხერხების ცოდვა ხომ მასაც ჰქონდა.
283
ძმათა შორის მხარდაჭერა და გაგება უმალ ჩაიშალა. ეს მათ არც უგ-
რძვნიათ, მათმა მამამ - კახთ ბატონმა კი იგრძნო და ისევ სახეზე იფარა ხე-
ლი.
გიორგი ამილახვარმა გული იჯერა კახ დიდებულთა გაკვირვებით
და ისევ კახთ ბატონთან მობრუნდა. თამარი ზედა სასახლეში აღმოჩ-
ნდა, ქეთევან დედოფალთან ერთად წასული.
- მაშ, დღეს ნუღარ... ხვალ კვირაა, ზეიმით ჩამოატარე გრემკიბეზე.
მე კი მთავარანგელოზში დაგხვდები. ხალხსაც დაგახვედრებთ. ზეგ კი
ალბათ ველი-ხანიც მოგვისწრებს.
მამა იცნობდა თავის შვილს, უმალ დაეთანხმა. ასეთს შეზვიადებულ
ვითარებაში ამპარტავანი თამარი შეკრთომასაც კი არ შეიმჩნევდა.
უმალ მოიხიბლებოდა პატივმოყვარეობის ცეცხლით.
იმ ღამეს დიდი სამზადისი დატრიალდა გრემ-სასახლეში. გაიხსნა
კახთ ბატონის ოჯახური სალაროები და ღირსეული ახალმზითევი მომ-
ზადდა. ლიახველი კოშკისა არ იყოს, აქაც ყველაფერი გათვალისწინე-
ბული შაჰის საკადრისად შერჩეული აღმოჩნდა.
იმ ღამეს ჯანდიერიც დიდად გაისარჯა. ჯერ-ერთი და ჭორმართა-
ლის მიმტანი ჩიტიც არ ააფრინა ზედა სასახლეში. ხოლო დილა-ადრია-
ნად გრემდიდმა საზეიმოდ ჩამორეკა თუ არა სარანგებსა და ტარუღებს,
მთელი გრემქალაქი ათასსაფეხურაზე მოაყვანინა. დიდი ახალი ამბის
მოლოდინში უამრავი ხალხი მოაწყდა მთავარანგელოზსა და ზედა სა-
სახლის კიბეს.
დანიშნულ დროს გიორგი ამილახვარი და კახ-დიდებულნი მიად-
გნენ ზედა სასახლეს. მრგვალ დარბაზში ადგილწარჩინებით დას-
ხდნენ.
თამარს აცნობეს პირადად მასთან მამისა და დიდებულთა საზეიმო
ხლება.
- ჩემთან? საზეიმო? - განცვიფრდა თამარი, მაგრამ მამის გადაკრუ-
ლი სიტყვები მოაგონდა, უმალ შეიფერა, საზეიმო სამოსში გამოეწყო
და დარბაზში მარტო გამოვიდა.

284
ყველანი ფეხზე წამოუდგნენ. მდაბლად თაყვანი სცეს. მამა მიეახლა,
მოწიწებით შუბლზე აკოცა, მძიმედ დაიხარა და კაბის ძირა ქობაზეც ტუჩი
დააკარა.
მამის ესოდენმა თავმდაბლობამ სულ გააოგნა ქალი. მაგრამ კახ-დი-
დებულნი ერთობლივ შეფრფენვით მას უმზერდნენ და თამარმა განცვიფ-
რება ლამაზ თვალ-წარბში ჩამალა. არც არაფერი უთქვამს, გაკვირვება რომ
არ გაჰპარვოდა ხმაში. მამამ ზვიადად ხელი გაუწოდა, წამობრძანება ანიშ-
ნა. თამარმა ხელი დაადო მამის ხელს და გაჰყვა.
ეზოში რომ გავიდნენ, კარის ეკლესიის მცირე ზარი დაირეკა. უმალ
გრემდედოც გამოეხმაურა ქვევიდან. მერმე სხვა ზარებიც აჰყვნენ.
მცირე ეზოც სავსე იყო წარჩინებული მოხელეებით. ხოლო თამარმა
ათასსაფეხურას რომ ჩახედა, უფრო განცვიფრდა. იგი თავით ბოლომდე
ხალხით იყო ჩაკირწყლული.
- რა ამბავია, მამა?! - ჩუმად წასჩურჩულა შეფორიაქებულმა ქალმა.
- დიდი ბედნიერება, შვილო! არნახული... არგაგონილი! აკი გითხარი,
დიდზე დიდ ბედს შეგახვედრებ-მეთქი! - ჩუმადვე უპასუხა და თავი უფრო
მაღლა ასწია დიდთავადმა.
თამარს გული გულამბართან ამოაჯდა, მაგრამ ნელ-ნარნარი სვლა არ
შეუჩერებია. დიდი ქორწილ-ზეიმის ეშხი და სურნელი იგრძნო გასათხო-
ვარმა და უფრო მოიხიბლა.
- მაინც ვინ? - ისევ ჩუმად შეეკითხა და პირველ საფეხურზე ჩადგა ფეხი.
- მზეზე მაღალმა შაჰინშაჰმა... შაჰ-აბასმა დიდი გამოჩინებით სამგზის
მთხოვა შენი თავი! დიდი ელჩ-ლაშქარიც გაახლა! - უკვე ხმამაღლად, სხვა-
თა გასაგონადაც უპასუხა გიორგიმ და შეზვიადებული მოწიწებით გზა უტია.
თამარს თავბრუ დაეხვია... აღარც ჰაერი ეყო... ტანის გრძნობაც დაეკარ-
გა. უფიქრო გახევებამ ალმაცერად აუყუდა ათასსაფეხურებიანი კიბე, მაგ-
რამ ერთდროულად ისეთი მოზღვავებული სიამაყე იგრძნო, რომ არც შე-
უჩერებია კიბეზე ჩასვლა, ხოლო ხალხმა კიბის სავალი ყვავილებით რომ
შეუმკო და თავად კი აქეთ-იქით ჩაუჩოქა, თამარს უკვე აწმყოსა და, ვგონებ,
მიწიერების გრძნობაც დაეკარგა და თითქოს ოცნებაში თუ ზეცაზე ვიდოდა.

285
კიბის მუხლებში მაძახურები ხმამაღლა ამცნობდნენ ყველას შაჰინ-
შაჰთან „დამოყვრების ბედნიერებას“, რაიც შემოსევისაგან გადასარჩე-
ნად გამოისმოდა. დაშიშულ ხალხს გულწრფელად უხაროდა, თამარს
მშვიდობის მოციქულად სახავდა, ვაშას ძახილსა და დალოცვას არ აკ-
ლებდა.
- ხალხი გესალმება შაჰ-სადედოფლოს! - წასჩურჩულა გიორგიმ.
თამარმა უფიქროდ, ამაყად, როგორც იცოდა ხოლმე, თავი ოდნავ
დაუკრა ხალხს და ისევ ჩაჰყვა კიბეს. მისი საროტანი არ ირხეოდა, სახის
სილამაზეს კი ოდნავი ფითრი უფრო დაშვენდა.
კიბეზე ახლა საპატიო მანდილოსნები შემოეყარნენ, თავზე კახთ ბა-
ტონისა და დედოფლის მორთმეული ახალსადედოფლო გვირგვინი
დაადგეს. თამარი ახლა უფრო ამაღლდა და, რაც უფრო ქვევით ჩადიო-
და ათასკიბურზე, პატივმოყვარეობით შენაპყარი, სულ მაღლა-მაღლა
ზეისწრაფვოდა „შაჰ-სადედოფლო“ - არა - „დედოფალთ დედოფალი!“
მთავარანგელოზის გალავანში რომ შედგა ფეხი, ახლა შემოსილი
სამღვდელოება შემოეყარა, საკმეველი უკმიეს, ლოცვა-გალობით ტა-
ძარში შეუძღვნენ.
აქ კახთ ბატონი, დავით უფლისწული, სახლთუხუცესი და სხვა დი-
დებულნი შემოეყარნენ.
აქ იყო ზაზაც, იასონ ჭავჭავაძის დავალებით მოსული, მაგრამ იგი
თამარს, რა თქმა უნდა, არც შეუმჩნევია. არც ის შეუმჩნევია შაჰის სადე-
დოფლოს, რომ არც მამიდა - მარიამ დედოფალი, არც ქეთევანი არსად
იყვნენ... შეზვიადებულ და შემზადებულ საერთო ზეიმში მონაწილეო-
ბას არ იღებდნენ.
არც გიორგი ბატონიშვილი ჩანდა სადმე.
ხალხის პირველსიხარულმა რომ განვლო, შიგადაშიგ ქალების ჩუმი
ოხვრაც კი გაკრთა.
- აფსუსი არ არის... რა სილამაზე უნდა დაჭკნეს ჩადრშია და ჰარამ-
ხანაში?!
- რჯულზედაც უნდა გადადგეს... ქართველობაზეც ხელი აიღოს! სამ-
შობლოც დაივიწყოს! - ჩურჩულებდნენ აქა-იქ.
286
- შაჰ-აბასს უნდა უმრავლოს მირზები... ჯიშიც მისცეს!
- ჰაი დედასა! ისინი კი ჩვენ დაგვერევიან მერმე! აგვიკლებენ, მაშ, რა
იქნება! - ჩუმათობდნენ გლეხები.
- აი, მითქვამს... ეს ქორწილიც ვაჭრობასა ჰგავს! კარგ საქონელს დიდი
ვაჭარიც გამოუჩნდება... მაგრამ ჩვენი ერთობლივი ზარალია! - ხელმოფარ-
ვით ბჭობდნენ ხელოსან-სოვდაგრები.
- ჩვენ ომს კი გადავურჩით... ამილახვარიც დიდ ხეირს ნახავს... ნაღდი
ბაზრობაა! ქალი ცოდვაა, მე და ჩემმა ღმერთმა!
საყდრის კუთხეში ხალიანაც იდგა. იგი აქ გაურკვეველმა გრძნობამ მო-
იყვანა, დარდისა და ცნობისმოყვარეობის ნარევმა: ახლაც თვალდაბნეუ-
ლად შეჰყურებდა თავის მეტოქეს და იბნიდებოდა. ზაზას სიყრმის სატ-
რფოს შვებით უხაროდა თავისი მეტოქის აუცილებელი მოშორება. გულ-
ლმობიერ და ფაქიზად მზრუნველ ცოლს მაინც აწუხებდა ზაზას აუცდენე-
ლი მწარე წყლულვა. სადღაც სიღრმეში კი ქალს ქალი ეცოდებოდა უცხოო-
ბაში, ისიც ჩადრებისა და მონობა-ჰარამხანების ქვეყანაში მიმავალი. ბო-
ლოს ზაზას მიაგნო, შორიახლოს ამოუდგა და მისი გულის რხევის გაგებას
ლამობდა.
საზეიმო პარაკლისი პანაშვიდს უფრო ჰგავდა. თამარი აღსარების გარე-
შე აზიარეს, კათოლიკოს-პატრიარქის ჯვარ-მარგალიტი და ციცქნა ლოცვა-
ნი „სამუდამჟამოდ“ გადასცეს. ხვალ უკვე გვიან იქნებოდა. ქრისტიანული
წესების აღსრულება ველი-ხანის თანდასწრებით უხერხულობას შექმნიდა.
ნაპარაკლისევს გალავანთან შაჰ-აბასის შათირის მიერ მოყვანილი შავ-
არაბულა მოართვეს თამარს. ზედ უნაგირზე შაჰის სადედოფლოს ოქრო-
კემსული რიდე-ჩადრი იყო გადაშლილი.
პირველად აქ შეკრთა თამარი; ჩადრი არ ისურვა; მოახლოებულ მანდი-
ლოსნებს გადაუგდო; ჩაჩოქილ დავით უფლისწულს მუხლსა და ხელს ოდ-
ნავ შეახო ტერფი და შავ-არაბულას შეაჯდა; აღვირიც უმალ მოიგდო ხელ-
ში; ტუჩებში ოდნავი კვიმატობა დაეტყო; მაინცდამაინც თვალს ახეირა,
გულსაც მოხვდა მამის ფართო ზურგი. ამილახვარს შაჰის სადედოფლოს
ცხენისთვის ლაგამში წაევლო ხელი და თავნებად, ულვაშებგაფაფრულად
წინ უძღოდა თავის „კვიმატ ხოხობს“. აწ „განდიდების ტალკვესს...“ და,
287
ვგონებ, აქ იგრძნო თამარმა, რომ იგი სარფად და სასახელოდ გაყიდუ-
ლია მამის მიერ, ანგარების და პირად ამაღლების მიზნით. აქვე მო-
აგონდა მამიდაშვილის - ნესტანის ასე ნაჩქარევი და ნაადრევი გათხო-
ვება, ისიც თამარისთვის სასურველი მანუჩარ მთავრის „მიტაცება“. ქა-
ლური გუმანით და უშუალობით ახლა მიხვდა, რომ შაჰის სადედოფ-
ლოდ ნესტანი იყო ზრახული. ნესტანი გაარიდეს და ახლა იგია სხვისი
ბედის ულოდნელი მაცვალი, თუნდაც დიდი ბედის, მაგრამ მაინც სხვი-
სი მაცვალი... ხელდახელ დანაცვლებული... ღობის ჩხირი!
ახლა მოაგონდა კახთ ბატონის დაფიქრებული, თითქოს დამნაშა-
ვის სახე... მამიდა ხომ სულ არ გამოჩენილა, არც ყოვლად ზნემაღალი
და უანგარო ქეთევან დედოფალი?! არა, არც გიორგი არ იყო არსად!
უცბად ზაზა მოაგონდა. ისიც არსად დაუნახავს. გული შეეკუმშა: „მაშ
ისიც მატყუებდა? რის ტრფობა, რა სიყვარული... თავად მასწავლიდა
„შაჰ-ნამეს“ ...საშაჰოდ მამზადებდა... აი, ამ დღისთვის. თავად დაშათი-
რობდა გრემ-ლიახვს შორის! ალბათ, იცოდა და მლიქვნელობდა... რო-
გორ გამიბედა?!“ ყველაზე უფრო ამან გააგულისა, ყველაზე ადრე მაინც
თუნდაც ათვალწუნებულ, მაგრამ მაინც სატრფოს მისწვდა გამწყრალი
ფიქრი. „მაშ ასე! ყველა ჩემ წინააღმდეგ ყოფილა!?“ - ცხენს ამოჰკრა აღ-
ვირი.
განზე შეიზნიქა შავ-ბედაური, ყელი მოიღერა. თავ-ლაგამი ვერ წა-
ართვა ამილახვრის მძიმე ხელს.
თამარმა ერთხელაც მიმოიხედა. მრისხანედ დაკვესილი თვალი გაჰ-
კრა მიდამოს. უკვე თითქმის ჩამოსულიყვნენ მთავარანგელოზის გორი-
დან, გრემულას დიდი რიყეც ახლოვე იყო. მცირე ღელის გაღმა, არცთუ
შორს, დიდი სასახლის ღია ალაყაფი მოჩანდა. ირგვლივ, გალავანზე
თუ გორაკზე, უამრავი ხალხი სახემრუდედ ეჩვენა თამარს... „შენაცვლე-
ბულ სადედოფლოს სანახაობას უმზერენ!“ - ფიქრში დაიღველფა თამა-
რი, ახლა უკან მოიხედა.
მეფე, დიდებულნი... მანდილოსანნი... თავკაცები, დიდ-პატარა მო-
ხელენი ფეხით მოჰყვებოდნენ... „მომდევენ, ქუდები მოუხდიათ... ალ-

288
ბათ მოფარვით ხელებს იშმუშვნიან... სამარქაფო ფაშატივით მიმაჩეჩეს და
არც კი მკითხეს!“
ქალმა ჯიქურად დეზი ჰკრა შავ-არაბულას და გზას უგანა. კინაღამ
რიყეზე გადაჩეხა წინმავალი მამა. ახლა კი იკადრა ხელის შეშვება ამი-
ლახვარმა. ქალმა კლდოვან ნაპირზე მოსხლიტა შავ-არაბულა, პირდა-
პირ ღელეს გაღმა ასკუპა, რიყეზე გრიალი გააღებინა.
ხალხმა ერთბაშად შეკივლა. ნაპირს მიასკდა. თამარმა ყურიც არვის ათ-
ხოვა, არაბულა მოიოკა და გრემ-სასახლისაკენ გაქუსლა. მხოლოდ ალა-
ყაფთან ერთიც მოიხედა... ყველა ჩამორჩენილიყო, მხოლოდ ერთი მოს-
დევდა ფეხმარდად და თავგანწირულად. იცნო თამარმა - ზაზა იყო. ერთხე-
ლაც რაღაცამ უკბინა გულზე, ცხენი ალაყაფში შეაჭენა, სარანგებს მიუგდო.
დედოფლის სადგომში შევარდა:
- მამიდა! ეს რაა ჩემს თავზე? - მარიამ დედოფალს კალთაში ჩაუვარდა
და აქვითინდა. აქვე იყო ქეთევან დედოფალიც. მან უმალ კარი გამოკეტა.
სამნი დარჩნენ და ქართველი ქალის ბედი ერთად იტირეს.

XXVII გლოვის მაყარი


თამარის ბედი შემოუბრუნებლად გადაწყვეტილი იყო. გაუთავებელი
ზეიმი იყო გრემში.
ველი-ხანის უკვე დიდი ელჩობა და არა დიდი ლაშქრობა, მართლაც, გა-
მოჩინებული გამოდგა. საჩუქრებითა და მოსაკითხავებით აავსო შაჰის სა-
დედოფლო, კახთ ბატონი და მისი დიდკაცობა. სასიმამრო - გიორგი ამი-
ლახვარი - ხომ სულ აღარ იხდიდა შაჰ-აბასის ნაწყალობევ ხალათს.
საზეიმო ნადიმსა და მიღებას ახლა ნობათების გაცვლა-გამოცვლა მოს-
დევდა. პირის ნახვა ნარევი ქართულ-ირანული წესით შედგა. თამარი უჩად-
როდ იჯდა, ხოლო დარბაზი შუქმიბინდული იყო. მორთმეული ალმასები
კი უფრო საოცრად ბრწყინავდნენ, მაინც ალმასის ბეჭედი ამოდ კიაფობდა
თამარის თლილ არათითზე.
პირის ნახვას ხადილ-ნადიმი მოჰყვა. თათბირ-სამზადისიც დაუცადე-
ლად მიმდინარეობდა. ჩქარობდა ველი-ხანი. ჰამადანის მზეზე დამწვარსა
და შაჰინშაჰის დიდ მოშიშარს დაგვიანებისა და ჩამოზამთრების ეშინოდა,
289
მცივანობდა და წვიმაში უკვე შიგადაშიგ გამოკრულმა თოვლ-ჭყაპმა
სულ ააჩქარა.
არც კახელები ითრევდნენ ფეხს. სტუმარ-მასპინძლობამ, ხარაჯებმა და
მზითევ-მოსაკითხავებმა გააწყალა მეფის სალარო, დუხჭირად დააწვა
კახეთს. კახთ ბატონსაც გულზე ლოდად ჰქონდა საჭოჭმანო ხერხი თა-
ვის დახსნისა. სხვა მრავალი საქმეც ითხოვდა მოცლას.
სადედოფლოს ქარავნის საბოლოო სამზადისში მხოლოდ ერთი გა-
რემოება აფიქრებდა და აფერხებდა ალექსანდრეს. სვიმონ მეფე, რო-
გორც ზაზას მოტანილი საიდუმლო ბარათიდან ჩანდა, თამარის „სამ-
ძიმრის ღირსი გათხოვების იძულებითი თანახმა“ იყო, ოღონდ გიორგი
ამილახვრის ირანში გაყოლის „ფრიად მოწინააღმდეგე“ რჩებოდა. სა-
სიმამრო კი გაქირად იწევდა თავის დიდებულ სასიძოსთან. ალექსან-
დრეს დესპან-გამყოლებად თავიდანვე იასონ ჭავჭავაძე და ზაზა კახნია-
ური ჰყავდა შერჩეული. ერთ ან ორ საპატიო, არაფრის მაქნის, მოხუცსაც
გააყოლებდა, ხოლო გიორგი ამილახვრის ქართლში გაბრუნება სწად-
და.
გულში მის მიმართ ზიზღის ნალექი დარჩა. მაგრამ ამილახვრის
დამბმელი, ვგონებ, არვინ იყო. თავს იტეხდა ალექსანდრე, მაგრამ გა-
მოსავალს ვერ პოულობდა. ეს საკითხი სულ უცბად და სულ უცნაურად
გადაწყდა.
საბოლოო თათბირზე თამარმა თავად ისურვა დასწრება. ყველას გა-
უკვირდა ასეთი სითამამე. ალექსანდრემ უმალ იხმო, თავის გვერდით
დაუდო საჯდომი. მოთათბირენი ფეხზე აუდგნენ. ზაზა და სხვა მდივან-
მოხელენი კი აღარც დამსხდარან.
გიორგიმ ვეღარც იცნო თავისი შვილი. იგი უკვე ლამაზი „კვიმატი ხო-
ხობი“ კი აღარ იყო, არამედ ულამაზესი, მაგრამ „კუშტი ჯიქი“.
კახთ ბატონმა მზითვის წიგნები ჩააკითხვინა მდივნებს. ორი იყო -
მამისა და მამობილისა. კახთ ბატონის წიგნი ბევრად სჭარბობდა პირ-
ველს.
- დესპანად იასონ ჭავჭავაძე ვიზრახეთ, სახლთუხუცესობას ვუბოძებ
და გაგაყოლებ. - დინჯად განაგრძო კახთ ბატონმა და თამარს შეხედა.
290
იგი კვლავ კუშტად იჯდა, მაგრამ ყურადღებით უსმენდა.
- თანახმა ვარ... - ოდნავ თავი დახარა თამარმა, - მწედ და ელჩმდივ-
ნად? - ისევე კუშტად შეეკითხა. ყველამ იგრძნო, რომ შაჰის სადედოფ-
ლო მხოლოდ თავის არჩევით წაიყვანს ხალხს.
კახთ ბატონს თვალწინ მტკვარსამზირის ძველი ბანაკი წარმოუდგა...
ერეკლეს გასტუმრება სტამბოლს... გული შეუტოკდა და თავი დახარა. შეძ-
რული ხმით შეეკითხა.
- ვის ირჩევდი, შვილო თამარ?!
თამარს გულში მოხვდა კახთ ბატონის შეძრული ხმა... წარბები აეტანჯა,
მაგრამ ისევ დაკუშტა, თვალი მოავლო მოთათბირეთ.
- ზაზა თავადს!
- ჩვენც იგი გვყავდა განზრახული... - შვებით ხმა ამოიღო კახთ ბატონმა.
ზაზას ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, კეფა-კისრის ძარღვებიდან წამოაწვა
სიწითლე, მაგრამ ნებისყოფამ სიფითრედ აქცია.
მას რომ უპირებდნენ ირანში გაგზავნას, ეს მან იცოდა. იასონ ჭავჭავაძეს
ჰქონდა ნათქვამი... მაგრამ თავად თამარი, მისი მიუწვდომელი სატრფო...
აწ კი შაჰის სადედოფლო თუ ისურვებდა მის წაყვანას, ამას სულ არ მოელო-
და. მას არ უნდოდა წასვლა, არასგზით არ უნდოდა. გადაწყვეტილი ჰქონ-
და, კახთ ბატონს უნდა შეხვეწოდა... უსათუოდ დასთხოვოდა ასეთი აუტა-
ნელი ელჩობისაგან... მაგრამ ეს რაღას ნიშნავს? დასცინის? მის გრძნობას
აინუნში მისაღებადაც არა თვლის? არა, არ წავა... თავს მოიკლავს და არ
გაჰყვება მას... თავის თუნდაც მიუწვდომელ, მაგრამ მაინც სატრფოს... თა-
ვად გაჰყვეს მაყრად... გლოვის მაყრად! არა, თავს მოიკლავს და არ გაჰყვე-
ბა!
დიდი თათბირი კი მიმდინარეობდა.
- შვილო, ერთი-ორი საპატიო მოხუციც წავიყვანოთ. შესაფერისი მოახ-
ლე-მესაწოლენიც დაგვჭირდება... - ახლა გიორგი ამილახვარმა აღიმაღლა
ხმა.
- წავიყვან... - მამისკენ მოუხედავად დაასკვნა თამარმა და კახთ ბატონს
დასტურით გადახედა. ალექსანდრემ იგრძნო, რომ მამაზე გულმოსული
იყო თამარი, მაგრამ არ შეიმჩნია.
291
- მაგათ გარდა, მეც ვიახლებ პირად ამალას, - გიორგი ამილახვარმა
განაგრძო თავისი... მაგრამ თამარმა უფრო შეჰკრა წარბები.
- მამაჩემი ნუ ინებებს შეწუხებას... მას ამჟამად საამილახვრო დიდი ცი-
ხე აქვს ასაშენ-ასამაღლებელი! - და რომ მისი სურვილის სიმტკიცეში
არავითარი ეჭვი არ დარჩენოდა მამას, თავს ძალა დაატანა და უშუა-
ლოდ მას მიმართა:
- სალიახვოს მიხედე... დამსახურებულ სახსარს კი უმალ გაახლებ.
გიორგი ამილახვარი სულ არ მოელოდა ასეთ აბრუნდს. ზეწამოიჭ-
რა.
- შვილო, ერთი ციხის შენება რა ბედენაა! შენს ბედს საქართველოს
ყველა ციხეს ვანაცვალებ!
- ვიცი, ვიცი... ციხეებსაც და დედოფლებსაც... ასეთი „დანაცვლება“
უსათუოდ დაგიფასდება! - სამართებელივით ჩამოუჭრა სიტყვა და პირი
იბრუნა.
ასეთმა სიმტკიცემ და პირდაპირობამ კახთ ბატონიც გააცვიფრა, თა-
მარის ადგილზე თავისი ნორჩი და ფაქიზი ნესტანი წარმოიდგინა. „ჰოი,
რა უბედური იქნებოდა! ეს კი არ დაიღუპება, არა!“ და მით უფრო ინანა
მისი „მტრის ტომში წასვლა“.
გაგოროზებული ამილახვარი კი გაშეშებული იდგა და აშკარად დაბ-
ნეული - ტუჩ-ქილვაშს იკბენდა.
კახთ ბატონმა იგრძნო, რომ აქ უნდა დაემთავრებინა თათბირი და
წამოდგა. ყველანი წამოიშალნენ. წამოდგა თამარიც.
- ზაზა თავადო! - მოუწოდა მან კართან მდგარ ზაზას. თავდახრი-
ლად მიეახლა იგი. - სიის პირს მეც გადამიწერ! - ზაზა ნელი სვლით გა-
ნის კარისკენ აიყოლია. ზაზამ ვერც იაზრა, რომელი სიის პირზე ეუბნე-
ბოდა თამარი, მაგრამ იგრძნო, რომ ეს არ იყო მთავარსათქმელი. - ...აგ-
რეთვე „შაჰ-ნამეს“ წამოღებაც არ დაგავიწყდეს, - უფრო სხვა კილოთი,
უფრო ყუჩად უთხრა.
არა, გული არ ატყუებს ზაზას... არც ეს არის მთავარსათქმელი, არც
ეს! ახლა კი გაბედა და თვალებში შეხედა თამარს... მაგრამ თამარმა და-
ხარა თავისი საოცარი წამწამები, მოცელილი ისლივით ჩაიფინა ქვედა
292
ქუთუთოს კილოზე და სულ ახლო ჩაუარა... სულ ოდნავ გასაგონად, გული-
დან ამოღებული ხმით ჩაუჩურჩულა:
- წამოდი... უსათუოდ წამოდი... მე გთხოვ!
ზაზა პასუხის გონზე რომ მოვიდა, ქალი აღარ იყო დარბაზში. სხვებიც
გასულიყვნენ. მხოლოდ გიორგი ამილახვარი ბოხით ზვავობდა, თუმცა
კახთ ბატონმა მალე მოიყვანა სწორ გზაზე, მწარე ტკბილად უთხრა და უფ-
რო გაამწარა. ამილახვარმაც გონება იკრიფა და იმავ ღამესვე გაბრუნდა
ლიახვს „ციხის ასაშენ-სამაღლებლად“.
ველი-ხანის უკანასკნელი დარბაზობის დროს გამოირკვა, რომ შაჰ-
აბასს მარტოოდენ „სურათზე დახატული“ კი არ მოუთხოვია, არამედ სურა-
თის დამხატავიც - შაჰინშაჰის „ახალი სასახლის მოსახატავად“. ასე რომ,
მამუკა კახნიაურის ოჯახიდან ორივე ძმა მიდიოდა ისპაჰანს - ზაზაც და სია-
უშიც.
გამგზავრების წინაღამეს კი კახთ ბატონმა თავის საწოლში იხმო ზაზა
და ჩაიკეტა.
- ზაზავ ჩემო, შვილებში არ გამომერჩევი... დიდად გაგსაჯა და დაგტან-
ჯა ჩემმა ოჯახმა. ჩემს ერეკლეს შენ გაუწიე ჭირის ძმობა. შენი ღვაწლი გულ-
ში დამრჩენია. ჩემს გიორგისაც შენ ეახელ მთის დუხჭირის დროს, სალიჰას
დატირების ჟამს. ესეც გულზე დამჩენია. ახლაც შენ ხარ ამ მძიმე მაყრიონ-
ში. შენი იმედი მაქვს. ვიცი, პირნათლად შეასრულებ... მაგრამ ეს არ კმარა!
- კახთ ბატონი დადუმდა. დუმდა ზაზაც; მისი გული კი ღელავდა: „ნუთუ არ
კმარა?! ნუთუ კიდევ მეტს მოითხოვს? როგორ თქვა - მძიმე მაყრიონიო?! -
გლოვის მაყრიონი... გლოვის! ჰოი, რომ იცოდეს?!“ - რაღა მოეთხოვება ზა-
ზას?! ერთი გულშიაც ჩამოგახედათ! მასაც აქვს გული - უარის თქმასაც აპი-
რებდა... მაგრამ არა, ახლა სიტყვას აღარ დაძრავს... მეფეც რაღაცას ავა-
ლებს, იმედიც აქვს მისი! გლოვის სატრფოც როგორ შეეხვეწა, შეემუდარა...
უგრძვნია, რომ არ აპირებდა წასვლას! ალბათ ეს იყო მთავარსათქმელი...
თუ, იქნებ, კიდევ სხვა რაიმე?! წავა, წაჰყვება... პირნათლადაც შეასრულებს
მეფისა და ელჩის ყოველ დავალებას, რადაც უნდა დაუჯდეს მის გულს ეს
პირნათლობა!

293
- შვილო, იქ ჩემი უბედური კონსტანტინეა... ისეთი კარგი, ბუთხუზა
ბიჭი იყო და... წამგლიჯეს. შენ, ალბათ, არც კი გახსოვს, შეიძლება არც
გინახავს? - ალექსანდრემ მეხსიერებაში თარიღები შეათანაბრა, მაგ-
რამ ვეღარ გაართვა თავი, ხელი ჩიაქნია. - ისევ შენ თუ მომაგონებ!
- მახსოვს, როგორ არა! ჩემი ძმა - სიაუში იმავ დღეს არის მონათლუ-
ლი, ოქროს ემბაზში, ბატონიშვილის ნანათლში!
- აღარ მახსოვდა... დახე, რა ყოფილა? სად შეხვდებიან ახლა?! გან-
გების ძალაა! ჩემსას კი აემღვრა ნათელ-მირონი! - გულშეძრულად
ამეტყველდა კახთ ბატონი. ახლა იგი ყოველ წვრილმანს იგონებდა და
შეზვიადებულ მნიშვნელობას აძლევდა.
- ჰოდა შენ სადღა იყავი მაშინ?
- იქ ვიყავ, საყდარ... - სიტყვა აღარ დაამთავრა ზაზამ. ტყუილი არ
უყვარდა. აბა იმას ხომ არ ეტყოდა, რომ საყდრის სახურავზე იყო და არა
საყდარში. სახურავის სარკმლიდან უმზერდა კონსტანტინეს ნათლო-
ბას. მან არ გადასძახა გალავანსა და მთელ ქალაქს - კონსტანტინეს
ნათლობის სახელი? და ზაზას საოცარი სიცხადით წარმოუდგა თავისი
ბავშვობა... ლეღვის ბუჩქი, კლდესაძრომი... ბრუცო-დარაჯი, რომელიც
აღარ იყო ცოცხალი... ფილო-მნათე - „ზართ-ბატონი“, რომელიც სიკ-
ვდილსაც კი შემორჩა სამრეკლოზე. მტრედიც კი მოაგონდა, სახეში რომ
მოეფეთქა - საყდრიდან გამოფრენისას. ფიქრიც კი აღუდგა მაშინდელი,
ბალღურად დასკვნილი: „წვიმაში არ ვარგებულა მეფის გვირგვინი!“..
რა უდარდელობა იყო! რა ლაღობა და ტკბილი სიტკბო! იმის შემდეგ
რამდენი სიმწარე ნახა... აი, ახლაც უსმენს ახალ დავალებას თუ ახალი
მსხვერპლის მოთხოვას...
- ჰოდა, ახლა გაიზარდა, დავაჟკაცდა ჩემი კოსტალა! - და უცბად თა-
ვის მართლება დაიწყო ალექსანდრემ, - ბევრი ვეცადე, ვერასგზით ვე-
ღარ ამოვიყვანე უკან... რა არ ვიღონე! არც რუსეთის ძალამ გასჭრა, არც
იმათ მისცა აბასმა. ვიცი, რისთვისაც სჭირია, რად აფასებს... რად იახ-
ლოებს, აწინაურებს... ჯიშს და სამშობლოს სიყვარულს ავიწყებინებს
და თავის უნაგირზე ყურით აბამს. ვიცი, ყველაფერი ვიცი... - თავჩაქინ-
დრულად უბნობდა კახთ ბატონი. ზაზას იგი საოცრად დაბერებული ეჩ-
294
ვენა. თავისი დარდიც კი დაავიწყდა, გული და ფიქრი მთხრობელს აუწყო. -
ჰოდა, ახლავ გადავიწყვიტე იმედი... აი, აქ მჭირია შენი ნიჭი და სიმტკიცე.
უნდა დაუახლოვდე, გვერდში ამოუდგე... გულში ჩაუჯდე... დაბეჯითებით
ჩაუთვალა, მაგრამ მაინც ეჭვი შეეპარა, - არა, იდუმალ მაცნედ კი არ მინდა
შენი თავი... არ იფიქრო! მე გთხოვ, მასაც ძმობა გაუწიო, სულიერი მეგობ-
რობა ზნეობრივი გასაჭირის ჟამს! - ახლა უკვე ყოველ სიტყვას ზუსტად არ-
ჩევდა კახთ ბატონი და მკაფიოდ უნერგავდა გულში თუ მეხსიერებაში თა-
ვის ელჩ-მდივანსა და შვილის „ძმას“. - ქართული მხარი გაუსწორე! იქ გაუმ-
რუდეს, დაუმახინჯეს. ჯალათად სწურთნიან, მოღალატედ... კეთილქარ-
თველობა შეაგნებინე. და თუ არა გამოვიდა რა, ესეც მაცნობე. დროში არ
გსაზღვრავ, რამდენ ხანსაც საქმემ მოითხოვოს, იმდენ ხანს დარჩი ირანში.
მიუხედავად სიმწრისა, ალექსანდრეს შეეცოდა ზაზაც, ბოლოს და ბო-
ლოს, ყველაფერსა თხოვს და არაფერს კი ჰპირდება. არა, არა გასამრჯე-
ლოს, მან კარგად იცოდა ზაზას უანგარობა, მაგრამ ალბათ, ზაზასაც აქვს
თავისი სურვილები... დარდ-სიხარული... მით უფრო, ახლა, როდესაც მისი
ძმაც მიჰყვება ისპაჰანს.
- მოხუცების ნუ გედარდება... მამუკას სასახლის მდივან-მწერლად ავიყ-
ვან. შენს მეუღლეზე კი ქეთევან დედოფალს დავამფარველებ... ჰო, მარ-
თლა, ის შენი რუს-მამობილი დამავიწყდა... ჰოდა, არც იმას დავივიწყებ...
დედა ანუგეშე - ორი ვაჟკაცი მისდის სახლიდან, მოიწყენს, მაშ, რა იქნება...
მაგრამ სიაუში მალე და, ვფიქრობ, სახელოვნად მოუბრუნდება... - ალექ-
სანდრემ უცბად მოწყვიტა გულითადი საუბარი და სულ უცნაურად ჩაათავა
- ეჰ, ჩვენში ნიჭი, ვგონებ, უნიჭობაზე უფრო უშლის ადამიანს კეთილ ცხოვ-
რებას!
- ზაზა, მე ყველაფერი ვიცი! - სევდისგან უფრო გაშავებული თვალებითა
და შეთრთოლებული ხელებით ქვევიდან შეუალერსა ხალიანამ, საფეთ-
ქლების ხუჭუჭი ნაზად დაუსწორა.
მარტონი იყვნენ. ყველას დაემშვიდობა ზაზა - ცრემლიანად მოფუსფუ-
სე დედას, ხველებაატეხილ მამას, შეფრუტუნებულ მათე-რუსს... სხვა ნათე-
სავ-მოყვარეთ... ყველას, რადგან იცოდა - დიდი ხნით მიდიოდა, დარდია-
ნადაც მიდიოდა. არა, ისე, როგორც სიაუში. უმცროსი ძმა გატაცებული იყო
295
ამ პირველი დიდი მოგზაურობით, ისიც ისეთ ძველი მხატვრობის ქვეყა-
ნაში, როგორც სპარსეთი იყო. უფროსი საამაყო ძმაც მოდიოდა. მეტი
რაღა უნდოდა. ჯერ დარდს არ ჩაეხედა მის გულში და ქვეყანა სულ ლა-
მაზხატულობა ეგონა.
- ბიჭო, თავს მოგაცლის შაჰ-აბასი, შენი დახატული ქალი თუ არ მო-
ეწონა! - ეჭვშერეულად ეხუმრებოდნენ მეგობარ-ამქრები, მაგრამ სია-
უშს თავისი ყალმისა და თამარის თვალ-წარბის იმედი ჰქონდა და ჯერ
კიდევ ჭაბუკურად, მაღალ ხმაზე ხარხარებდა. ახლა შაჰ-აბასის სურა-
თის დახატვასა და მალე ჩამობრუნებ-ჩამოტანას ჰპირდებოდა ამქართ.
ახლაც თავის მხატვარ-ხელოსნების ფსონის პურის ჭამაში იყო წასული.
შინაურებმა აცალეს ცოლ-ქმარს უთქმელ-სათქმელის მოთავება და
ადრე დატოვეს მარტო.
- ყველაფერი ვიცი, ჩემო ზაზავ... დარდით აღარა ვარ... ჩემს თავს
არა ვჩივი. შენსას ვდარდობ, შენსას! - და ზეაწეული თვალები ცრემლით
რომ ამოევსო, ქვევით ჩაიხედა და ჩაღვარა.
ხმა არ ამოუღია ზაზას. ან კი რა ეთქმოდა!? გადაშლილ ლოგინზე
ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩაუვარდა, სახე ჩამალა.
- ნუ გრცხვენია, ზაზავ ჩემო! - სულ ჩუმად ჩაესმა და ხალიანას ტუჩე-
ბის ხაო ყვრიმალზე იგრძნო, - რა ვუყოთ, წარმავალია! ჩვენი სიყვარუ-
ლი კი მყარიცაა და შეუბღალავად წმინდაც!
ზაზა სულგანაბულად უსმენდა და უფრო იზაფრებოდა.
- მე კი არ მიღალატე შენ, არამედ შენვე გიღალატა შენმა გულმა...
სახადივით მოგედო რაღაც... ახლა კიდევ ეს უბედურება!
ზაზამ იგრძნო, რომ „ეს უბედურება“ მისი და თამარის უბედურებად
ედარდებოდა ხალიანას, თავისი უბედურება კი საოცარი სათნოებით
მიეჩქმალა. ქალი სუნთქვაშერეული გულ-მკერდით მიეკრო ზაზას თა-
ვაშლილ ხუჭუჭს.
- მე მეშინია... მეშინია...
- რიღას გეშინია? - ძლივს ამოიდგა ენა ზაზამ.
- შენი გულის... განწირული სიყვარული ყოველთვის უფრო მძაფრია
და მოუზომელი... ამას მე ვამბობ, შენი ხალიანა, რაიმე უსაშველო და
296
საბედისწერო არ აუტეხო თავს! გულხიფათიანად მიხვალ! მეტს არაფერსა
გთხოვ - მშვიდობით მობრუნდი... ან როგორც გეწადოს... ოღონდ ბედნიერი
იყავ! ბედნიერი - ჩემთან თუ ჩემს გარეშე, როგორც გინდა, ოღონდ ბედნი-
ერი! - ცრემლშერევით ლუღლუღებდა ხალიანა. მერმე მოიწყვიტა ცრემლი.
თვალები ამოიმშრალა, ზაზას პირისპირ დაუჯდა და უკვე სულ სხვა სულის-
კვეთებით მიჰმართა: - ზაზა, ჩემი გულისა გითხარ... ახლა სხვასაც, მთავარ-
საც გეტყვი.
ზაზას ისე გაუკვირდა ეს ცვლილება და ხმის ნაჭედობა, რომ თავი წა-
მოსწია.
- მთავარს?! განა არის კიდევ ამაზე მთავარი? - გულში კი გაუელვა... „იმა-
ნაც... იმანაც სულ ბოლოს მითხრა მთავარი“ უმთავრესი კი იქნებ არც უთ-
ქვამს?!“
ხალიანამ ახალუხის საყელოს კილო შეუხსნა და ხელი მკერდის არეში
შეატოვა, თითქოს ზაზას გულს უშუალოდ შეავლო ხელი:
- ისეთი არაფერი მოიმოქმედო, მერმე თითები დაიკვნიტო! კახეთსაც
შავად დაუჯდეს შენი ელჩობა! თუ გულის იმედი არა გაქვს, კახთ ბატონს
ყველაფერი უთხარი და დარჩი. ამას ქალი კი არ გეუბნება, არამედ ქართვე-
ლი ქალი!
ზაზა განცვიფრებული, ოდნავ გულნაწყენიც უსმენდა ცოლის საუბარს.
ნუთუ აქვს საბაბი ასეთი ეჭვისთვის? განა აქამდე პირნათლად არ შეუსრუ-
ლებია თავისი საერო და საერთო ვალი? თვით კახთ ბატონმა განა ახალი
დავალებაც არ მიანდო, რომ სხვას შეაგონოს და კეთილქართველობა არ
დაავიწყოს!! ახლა კი თავად არის ეჭვმიტანილი, ისიც ხალიანასაგან?! თუმ-
ცა მან ხომ არ იცის ყველაფერი, საქმის შესახები! მან სატრფოს შესახები
იცის მხოლოდ, თუმცა არც კახთა ბატონმა იცის ყველაფერი...ის, რაც ხა-
ლიანამ იცის!.. რომ სცოდნოდა მეფეს, იქნებ არც გაეშვა?“ ნუთუ ხალიანა
მართალია? ნუთუ იგი მე უკეთ მცნობს, ვიდრე მე თავად? ვიდრე კახთ ბა-
ტონი? ვიდრე იასონ ჭავჭავაძე? ნუთუ სწორად მჭვრეტს და მაფრთხილებს?
თუ იჭვიანობა - ქალური იჭვიანობაა ყველაფრის მიზეზი! საბუთიერი ეჭვია-
ნობა, მაგრამ უკვე შემრუდებული, მიკერძოებით განჭვრეტილი!
- თუ მაქვს თავისა და გულის იმედი?
297
- მაშინ წადი... მაგრამ მტკიცედ იარე! სახელ-პირიანად იყავ, სადაც
არ უნდა იყო!
ზაზამ მკერდზე შეჭიდებული ხელი დაუკოცნა მეუღლეს.
- შენ ჩემი ფიცისა აღარ უნდა გჯეროდეს... მაინც გეტყვი... - ახლა ხა-
ლიანას თბილი ხელები აიფარა სახეზე, - შენ ჩემს გულში ვით იყავ, -
ისევე ხარ და ვერც რაი ამოგშლის... ზედმეტ გულს, შენს იქითა გულს კი
ავი ცეცხლი მოედო... იწვის... მაგრამ ძირი ამოეწვა და ამოესკვნა! განწი-
რული ცეცხლისა ნუღარას ვიტყვით. მართალია, მდაგავს, მაგრამ მაბ-
ნევს კია?!
ზაზა ქალის ყოველ თითში გრძნობდა, რომ ხალიანა, როგორც თა-
ვისი სხეულის ტკივილი, ისე განიცდიდა მის დაგვას, მაგრამ ზაზა თავს
ვერ ართმევდა, თუ რა ორმაგ ჭირში აგდებდა თავის მეუღლესა და მეგო-
ბარს. ვგონებ, საერთოდ, მოსიყვარულე ქალმა მუდამ უფრო იცის, რა და
რარიგად სტკივა ვაჟს, ხოლო მოტრფიალე ვაჟს კი ამის ცოდნა ქალის
მიმართ ხშირად აკლია.
- ეს კი იცოდე, ჩემო ხალი, რაც არ უნდა მოხდეს.... ჩემს თავს არ დავ-
ზოგავ, ჩემს პატიოსნებასა და კეთილქართველობას არ შევბღალავ!
ამის საწინდარი, აი ეს, ერეკლეს ნამეგობრევი მაჯა იყოს! - ზაზამ მარ-
ჯვენა ხელი მაღლა აღმართა, მერმე კი უცბად მოხარა, კბილებით სწვდა
და გამეტებით იკბინა მაჯაზე. ხალიანამ ხმადახშულად შეკივლა. ხელ-
ში ეტაკა, კბილები გააშვებინა და მაჯიდან ამოჟონილი სისხლი თავის
გულისპირზე შეიწმინდა. რვა ნაკბილევი ღრმად და ალბათ დიდი ხნით
აჯდა ზაზას მაჯას. ქალმა ეს ტკივილიც ცხადლივ თავის მაჯაზე იგრძნო
და უფრო შეძრწუნდა. თვალთ ისევ ცრემლები მოადგა. მაგიდას ნელა
შემოუარა და ლოგინი გაშალა... ბალიშში შეხიზნა და შეაფარა ყელში
ამობჯენილი ქვითინი... მერმე დუნედ შებერტყა ბალიში, თავთით დას-
დო.
- დაწექ, ზაზავ! ეს ერთი ღამეც ამ ლოგინში გაათიე...
ზაზამ უკვე იცოდა - ეს არ იყო მთავარი სათქმელი. გულისყური მი-
უდარაჯა.
- მე ბევრი საქმე მაქვს... ჯერ კიდევ... შენი საგზალი...
298
არა, არც ეს იყო მთავარი.
- დაწექ... მარტო იძინე... მერმე კი მე ვიქნები ამ ლოგინში მარტოკა...
შენს მოლოდინში და ასე... თუნდაც მთელი სიცოცხლე! როდისმე მოხ-
ვალ!
ზაზა ჩაწვა ლოგინში. მან იცოდა, რომ ეს იყო ხალიანას მთავარსათქმე-
ლი. ამ უკანასკნელ ღამესაც იგი არ მოუწვებოდა გვერდში. პირველმა სიყვა-
რულმა მაინც არ აპატია, სხვისი, თუნდაც შორი, თუნდაც განწირული
ტრფიალი. შეუნდო, მაგრამ არ აპატია! ქალის სიფაქიზე და ტკივილი კი
ისევ შეუმჩნეველი და მიუწვდომელი დარჩა „გლოვის მაყრიონში“ მიმავალ
ამაო ტრფიალს.

XXVIII ჯიქურდავლური
ნელა, აუჩქარებლად მიჰყავდა თამარს თავისი შავ-არაბულა. კახ-ელ-
ჩიონი მას ახლდა სრულად: შორიახლოს მზითვ-ქარავანი მისდევდა, ხო-
ლო უკან, შორს ველი-ხანის ელჩობა და ირანელთა საპატიო სარანგი, სულ
ბოლოს კი - ორი აქლემის კუზებს შორის აღმართული, ძვირფასად შემკული
და ჩახშული, შაჰის სადედოფლოს ოქროს გალიაკი, მის ირგვლივ - საჭუ-
რისთა მთელი დასტა.
თამარმა შაჰის სადედოფლოს სვლის ყველა წესი დაარღვია. ზღვარად
განჯა დაიდო და იქამდე არ ისურვა არც გალიაკში შებრძანება, არც პირსა-
ბურავის ჩახურვა. ველი-ხანის მოთხოვნაზე კი მოკლე პასუხი გასცა, რომ
ირანში ჩასვლისას ირანულ ჩადრს დაიბურავს, იქამდე კი ქართული მან-
დილ-ქათიბით ივლის. ველი-ხანზე ასეთი მოკლე განცხადება არ იმოქმე-
დებდა, მაგრამ თამარმა, სხვათა შორის, დასძინა, რომ მას შესანიშნავი მეხ-
სიერება აქვს, ავსა და კეთილს სამსახურსაც არჩევს, ხოლო ისპაჰანს ყოვ-
ლისშემძლე შაჰინ-შაჰის ყური ფრიად ახლო იქნება მის ბედნიერ ბაგეებ-
თან.
ველი-ხანი უმალ დადრკა და გაუჩინარდა.
ძეგამს იქით გამცილებელთაგანი აღარავინ გაიყოლა თამარმა. კახთ ბა-
ტონსაც და კახ-მანდილოსნებსაც დაბრუნება თხოვა. სადაც თხოვნა და მუ-
დარა არა სჭრიდა, შაჰ-აბასის სახელს აჭრევინებდა.
299
გამოთხოვებისას არც ერთი ცრემლი არვის უნახავს მის თვალზე...
არც ღიმილი, მაგრამ არც ცრემლი. ხოლო ძეგამს იქით, მხოლოდ წამ-
სვლელნი რომ დარჩნენ, სვლის სიჩქარეს უფრო უკლო. სვენებ-სვენე-
ბით ვიდოდა. კარვებში ღამისთევით ერთი დღის სავალს სამ დღეს ან-
დომებდა. ხან ხიდის გაკეთებას მოითხოვდა, მოდიდებულ ღელეზე, ხან
საფლობი ტალახის გაჭრას ან ქვებით ამოვსებას. ერთგან დიდი მუხაც
კი მოაჭრევინა, თითქოს მისი ნათელი გზის მჩრდილავი იყო, თუმცა ხეს
ზამთარში სულ არ გააჩნდა ფოთლები.
ერთგან ახალი თოვლი მოახვეტინა მთელ ველობზე. თოვლის გო-
რაკი გააკეთებინა, ზედ ახალნაზარდი ნაძვი დაასობინა. შორიახლოს
თავისი კარავი დაადგმევინა. და, ვიდრე არ ჩალბა თოვლი, ყოველ ღა-
მით უმზერდა მოჭრილი ნაძვის წიწვებში გაცრილ მთვარეს, თითქოს
„თავისი და შაჰინშაჰის ბედის გამოსაცნობად“.
ერთ დასობისას კი ბუნებით მოიხიბლა და სიაუშს „საქართველოს
თუნდაც ზამთრის მზისა და ალაზნის მშვენების“ დახატვა მოსთხოვა
„შაჰინშაჰისთვის მისართმევად“. სამ დღეს არ დაძრულა, ვიდრე სიაუშ-
მა არ გაასრულა „შაჰის საკადრისი საჩუქარი“.
„ნუთუ ძალაუფლებით ნებივრობს?!“ - ფიქრობდა ზაზა. მას სიზმარ-
ცხადად უჩანდა ეს გაჭიანურებული სვლა.
ქალი კახ-ელჩებს არ იშორებდა, უფრო იასონ ჭავჭავაძესა და ზაზას.
ყოველ დასვენებისას ელჩ-მდივანს მოატანინებდა ირანულ „შაჰ-ნამეს“
და ირგვლივ დაბანაკებულ სპარსთა გასაგონად ხმამაღლა კითხულობ-
და ფირდოუსის ტაეპებს.
კიდევ ერთი უცნაურობა დასჩემდა. დასანახავად შესჯავრდნენ მესა-
წოლე ქალები და საჭურისნი. დაუდგამდნენ თუ არა კარავს და სარე-
ცელს, უმალ დაითხოვდა ყველას. ხოლო ღამის დარაჯებს თავად სინ-
ჯავდა... თავადაც დაენახვებოდა, რომ აქ არის, მარტო არის... რათა არ-
ვის აღძროდა რაიმე ეჭვი. ხოლო დარაჯობა კახ-ირანელთა შეწყვილე-
ბული წესით დაადგინა. მცდელობა გამოიჩინა და სულ მალე ორივ ელჩ-
ლაშქრიონის ბატონ-პატრონი გახდა.

300
ზაზას კი თავისი მოსდიოდა, ცალკე დარდითა და ტრფიალით იწვოდა,
ცალკე ამათი ფარვით. შაჰის სადედოფლოს მოწიწებით ეახლებოდა, გვერ-
დზე ედგა, სპარსულს ასწავლიდა, გულზე კი სისხლი ედინებოდა. პირზე
ღიმილით, მაღალფარდოვნად ესაუბრებოდა ველი-ხანს თუ სხვათა სპარ-
სთა, გუნებაში კი საკირე და ჯოჯოხეთი უტრიალებდა. დინჯად, საზრიანად
თათბირობდა თავის მწურთნელთან - პირველელჩთან, სევდა კი უხუთავდა
სასულეს.
თამარი მასთანაც, ისევე როგორც სხვებთან, ამპარტავან კილოზე იდგა.
მართალია, სხვებზე უფრო ხშირად იახლებდა, ხან გზაში მიმყოლად და
მოსაუბრედ, ხან მკითხველად და მწიგნობრად, ხან სარანგად მის კარვის
ზღურბლზე, მაგრამ, რაც უფრო უახლოვდებოდნენ საზღვარს, მით უფრო
უმატებდა ცივსიტყვაობას. ქალის საქციელში ყოველ წვრილმანშიაც გან-
ზრახი ყინულ-პატრუქი იდო. მაგრამ ზაზა უმცდარად გრძნობდა, რომ ქალს
რაღაც ჰქონდა სათქმელი და არც ისე წყნარ-ამპარტავნად იყო, როგორა-
დაც უჩნდა მიმყოლთ.
ერთგან გაწინაურდა თამარი, ზაზა მიიყოლა. იასონი და სხვა კახნი ოდ-
ნავ ჩამორჩნენ ღელობში. მოულოდნელად ქალმა ისლიანში შეაგდო ცხე-
ნი. ხოხობი წამოუფართხალდა და შეაკრთო. გარეგნული თავდაჭერა უმალ
მოუშალა. ქალმა სევდიანი თვალები გააყოლა გაფრენილს.
- მამა მე „კვიმატ ხოხობს“ მეძახდა. ჰოი, ასეთი ფრთები რომ მომცა?!...
მე კი მხოლოდ კვიმატობა შემრჩა! - კილოძრულად ამოიოხრა. - მამა! მამად
ითქმის, თორემ... - ქალმა ისევ მოიპოვა სიმკაცრე, ზაზას შემოუბრუნდა და
ღვარძლიანად მიუგო: - შენც იცოდი ჩემი ვაი-ქორწინების ამბავი! შენც წი-
ლი გიძევს! კარგი ტრფიალი გცოდნია, რაინდო! საჩუქარიც კარგი შეგახ-
ვედრა მამაჩემმა! - ნათავისარ თეთრა-იაბოს მათრახი დაუკრა და ისევ მო-
უხედავად დაწინაურდა.
ზაზას თითქოს თავად სუსხებოდა მათრახი.
- არა, არ ვიცოდი რა... ვაი ჩემს თავს! - აღმოხდა, მაგრამ უმალ იკბინა
ენაზე. ბილიკზე ცხენების თქარუნი ისმოდა. კახ-ელჩიონი ეწეოდა მათ.

301
ცხენ-კაცზე მაღალ ჩალიანში ახლა მარტო მიაცორვებდა შავ-არაბუ-
ლას თამარი. მოსაბრუნებში მოუხედავად დაუქნია მათრახი. ზაზა მიხ-
ვდა, დეზი ჰკრა იაბოს.
- არ იცოდი? - მიუხედავად შეკითხა, - დამიფიცე!
- შენს თავს ვფიცავ. ამაზე დიდი საფიცარი მე აღარ გამაჩნია!
- ჩემზე დიდი საფიცარი? - გატეხილი კილოთი გაიმეორა ქალმა და
შეტოკდა ცხენზე. მოიხარა და თითქოს კრუნჩხვა შეეყარა.
- ჩემო თავო, უბედურო! სიყვარული კარს მადგა, მე კი შორს სარ-
კმელში ვიმზირებოდი!
ეს იყო უკანასკნელი, ასე თუ ისე მოზომილი სიტყვა. მერმე სულ
აირია.
- რას დავეძებდი, რას? ზვიადობას? ტახტს? უფლისწულებს... ან უფ-
რო მაღლა... და, აი, მივაღწიე... მივალ!.. - ყველაფერი ერთბაშად შემოე-
ძარცვა ქალს, სიამაყეც, ამპარტავნობაც, ყინულდატნეული ზრდილო-
ბაც და ხელსიმტკიცეც. ცხენმაც წასტაცა აღვირი, თითქოს იგრძნო
მხედრის სისუსტე, მუხლი გაშალა. მაღალი ჩალიანი ლიწინ-ლიწინით
შეარღვია და გაუჩინარდა.
დაფეთებული ზაზა უკან მიჰყვა, ჭაობის თავში უყელა, ხელი უტაცა.
ჭენებამ შეარყია ჭანჭრობის მყუდროება. მრავალი იხვი წამოიშალა
კრიახით.
ქალი ცხენდაცხენ სულ ახლო მიიდრიკა ზაზასთან. მკერდზე მიეყ-
რდნო, ჩუმი ქვითინი ამოუშვა. ზაზამ აზრმიუცემლად ხელი მოხვია თა-
მარის საროტანს და ამბორით შეაკვდა.
დამფრთხალი, აფორიაქებული იხვები ხელახლად წამოაფრინ-
დნენ და შურდულის შხუილით გადაუარეს. მაღალი ჩალიანის ჩამხმარ-
ჩაყვითლებული, თავჩახრილი ფოჩები უღიმღამოდ ზუზუნებდნენ.
- ზაზავ... მეც მიყვარდი... ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ სიამაყე
მძალავდა! ახლა კი, როდესაც გკარგავ... სამუდამოდ გკარგავ... არ შე-
მიძლია არ გითხრა, არ შემიძლია... მძევლად რომ მივდიოდე, რა მი-
ჭირს - ჰარემში მივალ! ცოცხლივ უნდა გავეხვიო სუდარაში! იძულებით
რომ მივდიოდე, კიდევ ჰო, - მამის ზვავობითა და მზაკვრობით, ჩემი კვი-
302
მატობითა და ამპარტავნობით მივალ! ჩემდა თავად და ბედად რომ მივ-
დიოდე მაინც? არც ეგა - სხვის ნაცვლად მივალ! სხვის მაგიერ! - აღგზნებით
ჩურჩულებდა და ზაზას ხვევნა-კოცნას გულით იღებდა.
შორიდან ძახილი მოესმა. ქალი შეკრთა, აღვირს სტაცა ხელი. ზაზაც
შესწორდა, გონზე მოვიდა, თავზე იტაცა ორივ ხელი და ცხენი უგზო-უკ-
ვლოდ დასძრა.
- ზაზავ! - დახშული ხმით შესჩურჩულა თამარმა, - მობრუნდი! ჩვენს სიყ-
ვარულს გაფიცებ!
ზაზამ ცხენი ყალყზე შეაყენა, მოაბრუნა. ქალმა ხელი შესტაცა ზაზას
ჩოხის პირს, აღგზნებული გამჭრიახობით შეაჩერდა, მერმე ძლიერად მო-
იზიდა და ვაჟის ტუჩებს აქამდე უღირსებელი შმაგი კოცნა და სული მიალია.
თავი ძლივს მოსწყვიტა, ცხენზე შესწორდა და ხელი აუქნია ზაზას.
- იასონი მაახლე! ახლავ!
ზაზამ გაქუსლა ცხენი და მალე იასონ ჭავჭავაძესთან ერთად ეახლა ჩა-
ლიანის კიდეში ბილიკზე გასულ თამარს.
- იასონ ბატონო! ველი-ხანს აცნობეთ, რომ ამ ჭანჭრობში ნადირობას
ვბრძანებ. მრავალი ნადირ-ფრინველი ჩანს!
ზაზამ ქვე გახედა თამარს და განცვიფრდა, ვაჟი თავად შინაგანი ძრწო-
ლისაგან ძლივს მაგრობდა უნაგირზე. მის წინაშე კი ისევ ამაყი და ყოვლად
მიუკარებელი ამილახვრიანთ ასული და შაჰის სადედოფლო იყო და ბრძა-
ნებლობდა.
ცოტა ხნის შემდეგ, ველი-ხანიც რომ ეწვია თამარს და ნადირობის შეუძ-
ლებლობის შესახებ სიტყვა შებედა, თამარმა წარბები შეკრა.
- რა მიზეზით?
- ძაღლები არა გვყვანან, დედოფალ-ხანუმ!
- ძაღლები? - სპარსულადვე გაეპასუხა თამარი და ზაზას მიუბრუნდა,
ქართულად განაგრძო, - გადაუთარგმნეთ დესპანს, ძაღლების მაგივრობას
საჭურისნი გასწევენ... ჩინებულად მორეკავენ ნადირთ... მათი ყნოსვა ცნო-
ბილია! - და ვერდაფარული ზიზღით ზედა ტუჩი აიმრიზა.
- ჩემი კარავი კი ცალკე, აი, იმ წარაფიან გორაკზე დადგით! - ხელი ნე-
ბიერად გაიშვირა და ცხენი გორაკისკენ დასძრა, მერმე ისევ იხმო ზაზა: -
303
ესეც გადაუთარგმნე: აქლემ-გალიაკი მტკვრის გაღმა დამახვედროს...
იქიდან უკვე ირანული წესით ვივლი... - უფრო ხმადაკლებულად კი და-
ურთო: - ნადირობისას ყველგან მეახლე... ამაღამაც შენ დაუდექ სარან-
გად ჩემს კარავს... - უკვე სულ ჩუმად ჩაათავა და გორაკისკენ გზა განაგ-
რძო.
ზაზას თავბრუ დაეხვია, მაგრამ სძლია. ველი-ხანს ეახლა და სიტ-
ყვასიტყვით გადაუთარგმნა სადედოფლოს მიერ აქლემ-გალიაკის შესა-
ხებ თქმული.
ველი-ხანმა სული მოითქვა. უკვე მტკვრის ჭალებში იყვნენ, მაშასა-
დამე, სულ ორიოდ დღეში მოეღებოდა ბოლო „დედოფალ-ხანუმის“
გიაურ-ნებივრობას. ბევრი საცოლე და სახარჭე მოუგვრია ველი-ხანს
„მზეზე მაღალი სიძისათვის“, მაგრამ ასეთი კვიმატი და თავნება კი არც
ერთი... მაგრამ „სილამაზე მრავალ კვიმატობას აპატიებს ბანოვანს!“
საღამოს პირს მოახლენი და მესაწოლენი მრავალგვარი დავალებე-
ბით დაითხოვა თამარმა. ზაზა-მასწავლებელი „შაჰ-ნამეთი“ თავის კა-
რავში იხმო.
გარეთ ერთი კახი და ერთი სპარსი იდგა სადარაჯოზე. არ ციოდა და
კარვის ცალი კალთა აწეული იყო. ფრთხილობდა და წინდახედულობ-
და შაჰის სადედოფლო. იცოდა - ათასი თვალი მას უჭვრეტდა. საჭურის-
ნი ხომ ჰაერსაც ყნოსავდნენ... ხოლო ზაზა ელჩ-მდივანი კი მეტად კეთი-
ლი რაინდი და სახეშემკული იყო, რომ ჩუმი იჭვის გარეშე დარჩენილი-
ყო.
გორაკის კარვიდან ხელისგულზე ჩანდა მთელი ბანაკი და ზედ მო-
დებული ტყე-ჭალა თუ ჩალიანი. ბანაკში სიჩუმე იყო, რადგან აქვე აპი-
რებდნენ ნადირობას. ველი-ხანმა სიჩუმის დაცვა ბრძანა.
თამარი დაბალ სარეცელზე, ფერმიმქრალ ბალიშებში ნებიერად
იჯდა და „შაჰ-ნამეს“ ფურცლავდა. ზაზა მოწიწებით იდგა და შორიდან
უსწორებდა სიტყვასა და გამოთქმას. მაგრამ კითხვა მეტად შერეული
და ნაძალადევი გამოდიოდა, არც ზაზას განმარტება-თარგმანები იყო
ზუსტი და მართებული. შესაძლოა, ერთად, მაგრამ სულ სხვაგან იყო მა-
თი გულსაწადელი და ფიქრსაწიერი.
304
თამარმა ისევ „ვისრამიანი“ ითხოვა და ჯერ კახ-დარაჯი გაგზავნა თავის
მემზითვესთან. მერმე სპარსიც „ყურანის“ მოსატანად მოიშორა. ასე რომ,
მხოლოდ გორაკის ქვევითა და ირგვლივი შორი დარაჯნი დარჩნენ.
ქალი კვლავ ფურცლავდა წიგნს, არც მობრუნებულა, ოღონდ სიტყვის
მასალა გამოიცვალა:
- ზაზავ! ჩემი წუთები დათვლილია, მერმე გალიაში და ჩადრის კუბოში
უნდა ჩავწვე! შენი სიყვარულიც გულში ჩავიმარხო!
ვაჟი შეტოკდა, ალბათ ფერხთით დაუვარდებოდა, მაგრამ ქალმა დაას-
წრო:
- არ დაიძრე! ადგილიდან არ დაიძრე! მთელი ბანაკი ჩვენ გვიცქერის!
ზაზა გონს მოვიდა და ბანაკისკენ გაიხედა.
- მანდ იდექ და მისმინე... სათქმელი კი ბევრი მაქვს, დრო კი სულ ცო-
ტა... სულ ცოტა... მეც არ ვიცი, საიდან დავიწყო... რა მჭირს, რა? თუმცა ვიცი,
აი, ეს „შაჰ-ნამე“ მჭირს, „შაჰ-ნამე“! - და ზაზას ხელნაწერი გაუწოდა, ხელი
ხელს შეახო და წიგნის საფარველქვეშ შეატოვა. მათ შორის ისევ მოპარული
ალერსის ცეცხლი დაინთო. წუთი ერთი იყო და გულის ძგერა ათასი... მაგ-
რამ კახ-დარაჯი უკვე გორაკზე ამოდიოდა.
ქალმა ხელი და ხელნაწერი გამოაცალა... ნაჩქარევად ამეტყველდა:
- ვიცი, ბევრი ცრემლი გაღვრევინე, ბევრი წამება გარგუნე... მომწონდი
და მეამაყებოდი, ჩემ გამო რომ იტანჯებოდი. ჯერ შენ კი არ მიყვარდი, არა-
მედ შენი უიმედო დაგვა ჩემ გამო! მაგრამ შენიც ყველაფერი, აღნაგობა, ვაჟ-
კაცობა, ნათელი შუბლი, ცხელი გული... თურმე შენ მომწონდი, მე კი სხვა
რამეზე ვოცნებობდი... აი, ახლა ოცნება ამისრულდა და სიყვარული კი და-
მეკარგა... - მწარედ ჩაიკვნესა ქალმა და გახედა მომავალ დარაჯს. მეორე
მხრიდან ახლა სპარსიც გამოჩნდა.
- ვერა, ვერ გითხარ! თქმის საშუალებაც კი არა მაქვს შაჰის სადედოფ-
ლოს. - თამარს იერი შეეცვალა, ტუჩის ჭრილი ირიბად ჩაეწურა. ზაზამ, მი-
უხედავად გახევებისა, იგრძნო - ქალი თავდაჭერის დაკარგვის ზღვარზე
იყო. ესღა იღონა, დარაჯებს გაეგება, „ვისრამიანი“ და „ყურანი“ გამოარ-
თვა, ორივ წიგნი ქალს მოართვა.

305
თამარმა გაშმაგებით დაუწყო ფურცვლა ხელში მოხვედრილს. მას
„ვისრამიანი“ ეგონა, მზაკვრულად კი „ყურანი“ შეხვედროდა.
- წამიკითხე... აი, აქ... ან სხვაგან... სულ ერთია, ოღონდ ხმამაღლა, ყუ-
რის გასაგონად... არ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია!
ზაზას თავად აღარ შეეძლო, ათრთოლებული ხელი წაავლო „ყუ-
რანს“ და არაბული ლოცვა ხმამაღლა წაიკითხა. ხვეული ასოები ჭიაყე-
ლებივით იკლაკნებოდნენ და ზაზას სიყვარულის წიგნივით უკუღმა
იკითხებოდნენ და იფურცლებოდნენ. თამარი ჭმუნვით უმზერდა ზაზას
და გაალმასებული ფიქრი კრაზანასავით უვლიდა გარშემო. ბოლოს ხე-
ლი მეტყველად ჩაიქნია, ჯერ კახი გაგზავნა, იასონ ჭავჭავაძე იხმო...
მერმე სპარსიც მიაყოლა, ველი-ხანი დაიბარა. მოუთმენარი თვალი გა-
აყოლა წასულთ, გორაკის ჩაცილება აცალა და უცბად კარვის კალთის
ბალთას ხელი ჩამოჰკრა, ჩამოშალა. შიგ ბინდბუნდი და უეცარი მყუდ-
როება დაამყარა. ზაზა არ მოელოდა და, ვიდრე გაერკვევოდა, თამარი
თავად მისწვდა მას, ყელზე ჯიქურად მოეხვია.
- გავიქცეთ, ზაზა! წამიყვანე! იმერეთში გადავიხვეწოთ... სადაც გინ-
და... ოღონდ შენთან! ოღონდ საქართველოში! - ალერსთან ერთად
უჩურჩულებდა, მერმე მაჯაში სტაცა ხელი, საოცარი ძალით მოუჭირა.
ზაზამ ტკივილიც კი იგრძნო მაჯაში. - დამიფიცე! ფიცი მომეც, ფიცი! რო-
გორც მაშინ! ბოდბეს ბილიკზე... ახლა მჭირია... ჩქარა! მალე მოვლიან!
- ვფიცავ! - აზრმიუცემლად წამოიძახა ალერსითა და ქალის უძლური
ხვეწნით ცნობაგადასულმა ზაზამ. მაგრამ ახლაღა შეიმცნო ნაკბილევი
მაჯის საშინელი ტკივილი, სხვა ფიცი მოაგონდა და გამოფხიზლდა. მა-
ჯა გამოსტაცა თამარს, მაგრამ ქალს აღარაფერი ესმოდა და ეგრძნობო-
და ლტოლვის გარეშე.
- ხვალ... ნადირობის ჟამს... ჩემთან იყავ... სულ ჩემთან! - თვალები
ამოუკოცნა და მხოლოდ ქალისთვის შესაძლებელი ძალითა და ულოდ-
ნელი სიფხიზლით წიგნები შეაჩეჩა ხელში და კარისკენ მიაბრუნა - ჩქა-
რა! ჩქარა! მოდიან... მაშინ დავიღუპეთ! ნაბადი წამოიღე... არ დაგავიწ-
ყდეს... ერთი ნაბადი გვეყოფა ორთა!

306
ზაზა გარეთ გავარდა. იქ არაფერი არ შეცვლილა. ზაზას კი ყველაფერი
სხვანაირად ეჩვენებოდა და ეჩოთირებოდა.
უკვე ბინდდებოდა. დარაჯები გორაკზე ამოდიოდნენ. ბანაკში კი
სრული სიჩუმე სუფევდა. არც არავინ იცოდა, რომ ზაზას გულში ორი ფი-
ცი იბრძოდა.
ვიდრე დარაჯნი ამოვიდნენ, ელჩ-მდივანი დადგა სადარაჯოზე და აქვე,
კარვის დახშულ კართან, დახვდა მათ. მერმე განზრახ დინჯად გამოემშვი-
დობა მათ და ნელი ნაბიჯით წავიდა თავისი კარვისკენ. გზაში იასონ ჭავჭა-
ვაძე შემოეყარა. მოხუცმა დესპანმა ყურადღებით შეხედა თავის მდივან-ნა-
მოწაფარს, ხელი გამოსდო და უკან, გორაკზე წაიყვანა.
- ზაზა ჩემო! აი, საზღვარს რომ გადავალთ, ისევ განვაგრძოთ ჩვენი სჯა
და მეცადინობა. მე შეუძლოდ ვარ და რაიმე რომ შემემთხვას, შენ უნდა გა-
ასრულო ელჩობა. ორი ხელოვნება კიდევ გვაქვს შესაძენი.
ზაზას საუბრის თავი არა ჰქონდა - „რაიმეს შესამთხვევად“ სწორედ მას
უფრო ჰქონდა საქმე... იმისაც ეშინოდა, რომ გამჭრიახ მწურთნელს მისი
აფორიაქება და სხეულის ჟრჟოლა არ ეგრძნო. ხელში ჩამძიმებული წიგნე-
ბი მოინაცვლა, ოდნავ განზე გაუდგა და შეეკითხა:
- ორი ხელოვნება?
- დიახ, ორი. ხელოვნება გულთამხილაობისა და ხელოვნება დუმილი-
სა! მერმე კი შენ უნდა იარო ელჩად ირანს. მე მოვბერდი უკვე.
ზაზა ვერც ახლა ჩასწვდა იასონ-დესპანის ნათქვამს. გული და აზრი
სულ სხვა ჭიდილში ჰქონდა. არც იცოდა, რა ეპასუხა. ბედად ველი-ხანიც შე-
მოხვდათ და დინჯი მასლაათით ისევ შაჰის სადედოფლოს კარავს მიატა-
ნეს.
ზაზას უმძიმდა მეორედ შესვლა და თამარის ნახვა. მაგრამ იასონმა,
თითქოს განგებ, იგიც შეიყვანა.
თამარი მომაღლო სარეცელზე იჯდა. ჩვეულებრივზე ოდნავ შეფითრე-
ბული იყო. მან ხვალინდელი ნადირობის განაგისი იკითხა და, როდესაც
დაწვრილებით მოისმინა, ყველაფერში დაეთანხმა, გარდა ერთისა.
- კახთ ბატონისგან მსმენია, რომ ნადირობა მშვილდ-ისრით არის რაინ-
დული და ვაჟკაცური. თოფი არვინ იქონიოს ნადირობაზე! ისარში და შუბში
307
მარჯვეს კი მე ვაჯილდოებ! არც შორი ალყა გვინდა... მალევე მოვათა-
ოთ და ჩვენს გზას ვეწიოთ!
ველი-ხანი ფრიად ნასიამოვნები დარჩა.
წასვლისას იასონ-დესპანმა თამარის წინაშე მოიბოდიშა:
- დედოფალ-ბატონო! ხვალინდელი ნადირობიდან ჩემს დათხოვ-
ნას გეაჯებით... არ ენადირება გულს. შეუძლოდაც ვარ... ნუ მიწყენთ მო-
ხუცს - ვერ გეახლებით.
თამარს ცრემლიც კი მოადგა ყელში. განა მას კი ენადირება? ან ამა-
ლა სჭირდება? ან ვინმეს ხლება, გარდა ზაზასი, ამალადაც და სამალა-
ვადაც! თოფიც იმიტომ აკრძალა და შორი ალყაც.
- მაშინ ზაზა-მდივანს მაახლებთ, დესპან-ბატონო!
- რა ბრძანებაა, დედოფალო! მით უფრო, ზაზას იმედი ყველგანა
მაქვს... დიდად გონიერი, წინდახედული მონადირეა! - მერმე ოდნავ და-
ახანა და უფრო ფრთხილად განაგრძო, - აქამდე, ყოველ შემთხვევაში,
ასეთად ვიცნობდი!
ზაზას გულში და მაჯაში სხვანაირად ამოჰკრა ამ სიტყვამ, თავი და-
ახრევინა.
უკვე ღამე იყო, სადედოფლოს კარვიდან რომ გამოვიდნენ კახ-ირა-
ნელი ელჩები. ჭალის თავზე ყრუ ბინდი იდგა. შორიახლოს აკივლებუ-
ლი ტურების ხმა ქალის კივილს ჰგავდა.
... თუმც იქნებ ქალიც ტიროდა სადმე?!
იმ ღამეს ორს არ უძინია კახ-ირანულ ბანაკში. ურთიერთისგან შორს
იყვნენ, მაგრამ მოპარული ალერსის სურნელი და ზრახვების იდუმალ-
ბადე ისევ აახლოვებდა მათ.
ქალი ოცნებაში იყო, ვაჟი - ტანჯვაში და ქენჯნაში.
ქალმა ყველაფერი გადაწყვიტა. მას, თავისა და ზაზას მეტი, აღარა-
ფერი ებადა. არც ეკითხებოდა... არც ეფიქრებოდა. ვაჟს კი ყველაფერი
გადასაწყვეტი ჰქონდა. აწვა ათასი რამ მოვალეობა, რომელსაც ერთი
ხელის მოსმით ვერ მოიშორებდა. მაჯაზე რვა ნაკბილევს ახალი ნაკბე-
ნიც შემატებოდა და თითებს ახლავე აკვნეტინებდა ზაზას. ღამე
ილეოდა, ფიქრი კი არა. ან კი რა გაარკვევდა ფიქრს, ბურბუშელასავით
308
დახვეულს, ტრფობის, ვნებისა და სიბრალულის ცეცხლით მოდებულს?!
დილით სანადირო საყვირი რომ დახმიანდა, ზაზა დაფეთებული-
ვით წამოიჭრა, გარეთ გამოვარდა, თითქოს პირადად მას და მხოლოდ მას
ეძახდა ვიღაც, მოუწოდებდა ხმამაღლა, გამყინავად და ჯადოძალით,
თრგუნავდა მის ნებისყოფას, მაგრამ უჯანყებდა ზნეობას. ბანაკში ჩავარ-
დნილმა ჩქამმა ააჩქარა და სულ აუბურდა ფიქრები... რაღაც ავიწყდება! თუ
განზრახ ივიწყებს?! ცხენს მოახტა და გაიჭრა. მერმე ნადირობა დაიწყო,
მისვლა-მოსვლა, მოისართა ჩასაფრება, მომრეკთ შორის გაბმული ყიჟინ-
ძახილი.
ყველაფერი ეს სიზმარივით შენელებულად და სადღაც საფეთქლის
მიღმა მიიზლაზნებოდა. ზაზა თამარისეულ ცხენხე იჯდა და უნებურად
თვითდინებას მიჰყვებოდა.
იასონ ჭავჭავაძე კარავში დარჩა:
- ზაზავ, შენი იმედი მაქვს!
... მაგრამ ზაზას კი აქვს თავის იმედი? აქამდე იცოდა - ახლა კი არ იცის!
აი, ახლაც მიქრის, მიჰყვება ველი-ხანს, სხვა კახ-ირანელთ... უკვე აფრინ-
დნენ და დაცვივდნენ პირველ ისარნატყორცნი ხოხბები და დურაჯები. ჭან-
ჭრობ-ჭალიანებში აფრინდნენ იხვები და ბატები. გადაისისინეს გრძელ-
ნისკარტა ტყის ქათმებმა. ფრთოსანთა მონადირებამ გამოიღო პირველი
მარილი. ზაზას არც ისარი უტყორცნია, არც შუბი მოუქნევია უკვე გამომხტა-
რი ღორების კოლტისთვის. იგი თავად ისარგაყრილსა ჰგავდა. ლანდივით
დაჰყვებოდა ველი-ხანს და შაჰის სადედოფლოს სადგომს გულის კრთო-
მით უახლოვდებოდა.
ველი-ხანმა ჯერ მომრეკთ დაუარა, შეუძახა.
საჭურისნი ძაღლებივით წკავწკაობდნენ... ჯოხებს აბორიალებდნენ,
ხმაურობდნენ.
ხეობის ვიწროში ჩამდგარ გარეყარაულთ ჩამოუარა ველი-ხანმა და ისი-
ნიც გაიყოლია. ახლა ხეობის ვიწრო ხსნილი იყო. აქ ტყის ბილიკი მიიკლაკ-
ნებოდა, იცის ზაზამ - ბილიკი იორზე გადის... მერმე კი იორ-იორ თითქმის
უჯარმამდე ბიამან ადგილებზე აივლის, ხოლო იქით გლდან-მანგლის-

309
თრიალეთით იმერეთშიაც შესაძლოა ფარულად გასვლა. ამ გზის ზრახ-
ვა აქვს თამარს. ეს ზაზამ წუხელვე, ნადირობის განაგისის დროს, იგ-
რძნო.
როდესაც მომრეკებმა მთელ ჭალას თავს დაუარეს, ველი-ხანი და სხვა
წარჩინებულნი პირდაპირ სეფე-კარვისაკენ გაემართნენ. თამარმაც არ და-
აყოვნა, შავ-არაბულაზე მჯდარი შემოეგება მოახლებულთ. მას ვაჟურად
ეცვა - ღვიძლისფერი ქართული ქულაჯა, ცისფერი ფართო შარვალი და
ნატის მესტები. თმა კრაველის ქუდში შეემალა, კაპარჭი მოეგდო გვერ-
დზე. მშვილ-ისარი კი გაწყობილად მოეზიდა. სახეზე მკაცრი ბრწყინვა-
ლება ადგა და მშვილდმოღერებულ ნადირობის ქალ-ღმერთს ჰგავდა.
- ეუჰ! - ეუცხოვა ველი-ხანს შაჰის სადედოფლოს ასეთი გამოჩენა,
მაგრამ მისმა სილამაზემ და მოხდენილობამ დააჭარბა და გააჩუმა.
ზაზა კი ერთბაშად მოეშვა და თვალგატეხილად შეაჩერდა თავის
ქალ-ღმერთს.
თამარმა თვალი მოავლო ყველას, მათ შორის ზაზასაც. თითქოს მას
და მხოლოდ მას ეკითხებოდა რაღაცას.
ვაჟს მოაგონდა, რომ „ორთ სამყოფი ერთი ნაბადი“ არ ება ტახტზე.
ქალისთვის ეს საკმაო ნიშანი იყო -ზაზა თავს ებრძოდა და კიდევ არა-
ფერი ჰქონდა გადაწყვეტილი. ტუჩებზე იკბინა ქალმა და ცხენი დააწი-
ნაურა. ჩასაფრებულთ ჩაუარა. ნადირმაც იწყო მოსვლა. კურდღლებს
გრძელი ყურები გადაეწყოთ ზურგზე და აღმა-დაღმა დაქროდნენ. ტუ-
რები მოიპარებოდნენ წარაფებში. ერთბაშად მგლების ხროვა გამოძუნ-
ძულდა. ირანელები უფრო შველებსა და ჯეირნებს მისდევდნენ, ღო-
რებს კი ერიდებოდნენ. კახელები ამათ თვლიდნენ უფრო სავაჟკაცოდ
და არც ცუდად იყვნენ.
გახშირდა შუბ-ისრის ტყორცნა და ცხენდაცხენ დევნა.
თამარი თავშეკავებულად ვიდოდა. ყველაფერს ამჩნევდა, მოზიდუ-
ლად იყო, მაგრამ გახურებულ ცხენს არ ანებებდა სადავეს. ნადირობა
რომ ჩახურდა, თამარმაც რამდენიმეჯერ აადევნა ცხენი გაჭრილ ნა-
დირს... მაგრამ მის ერთხელ აღებულ გეზს თუ უგანებდა ნადირი, თა-
მარს უმალ ეკარგებოდა დევნის სურვილი. ზაზა გრძნობდა - გეზი იყო
310
მთავარი, არა ნადირი. ხეობის ვიწროს მიმართულებით ედო გზა და გული
ქალ-მონადირეს. მორეკილი ნადირი და მომრეკნი კი სწორედ იქიდან მო-
დიოდნენ. რკალი იწურებოდა. თამარიც გადამწყვეტ წუთს ელოდა.
ერთგან დიდი კოლტი გამოჯირგალდა ჭაობიდან. მაგრამ ცხენოსანთ
დანახვაზე პირი იბრუნა და ისევ ჩალიან-ჭაობიანში შევიდა. თამარმაც
უმალ შიგ შეახტუნა ცხენი. კახნი მიჰყვნენ. სპარსნი კი ველი-ხანთან დარ-
ჩნენ. ჭაობში ისევ რკალი დაჰკრეს ღორებმა და დაიფანტნენ. დაიფანტნენ
მდევარნიც. მაღალ ჩალიანში შეიქნა დევნა-ყიჟინი და წყლის დგაფუნი.
თამარმა მოიხედა - უკან მხოლოდ ზაზა მოჰყვებოდა მას. ახლა ჭაობს
უგანა ქალმა, მეორე მხარეს გაინაპირა. ზაზა ისევ მოჰყვებოდა... ვერც ნა-
დირის აშორებას ამჩნევდა, ვერც სავალის გეზს, ჩინდაკარგულად მისდევ-
და თამარის ჩრდილს.
შუბლი გაეხსნა ქალს. ისევ მოიპოვა რწმენა. მაგრამ ნაპირზე ჩასაფრე-
ბულთ წააწყდნენ, დახოცილი ნადირი ბლომად ეყარა საფრებთან. ქალმა
ცხენი შეაჩერა და ზაზა გვერდში ამოიყენა. უნდოდა რაიმე თბილი ეთქვა.
ვაჟს ბევრი არ ჭირდება, როდესაც უამისოდაც აღგზნებულია!
ამ დროს საშინელი კივილი გაისმა. დაფეთებული საჭურისნი გამოცვივ-
დნენ ჯაგებიდან.
- ჯიქი! კაცი დაგლიჯა!
ეკლიანიდან დიდი ნახტომებით ყვითელფორაჯებიანი ნადირი გამო-
იჭრა. ცხენები აფრუტუნდნენ და განზე გაფრთხნენ. ჯიქი კი ამოხტა კოდმე-
ზე და თავგზააბნეულად მიატანა ბილიკს. თამარის შავ-არაბულას შეეფე-
თა - ყალყზე შეაყენა. ზაზამ თავგანწირულად იმარჯვა - შუბი ჰკრა ჯიქს,
გვერდში გაუყარა. შეღრინა ნადირმა, შეტრიალდა, გადაღრღნა შუბის ტა-
რი, ბილიკს უტია, ტიალში გავარდა.
ქალი თითქოს ამას ელოდა.
- მომყევი, ზაზავ! - ცხენი აადევნა დაკოდილ ნადირს. ზაზამ მეაბჯრეს
ახალი შუბი გამოსტაცა, თეთრა-იაბო ჭენებაში გასწურა.
ნადირი ისევ ჩალიანში შევარდა, უკან მაძახურ-მომრეკთ მიატანა. თა-
მარიც მიჰყვა, მხედველობიდან არ ჰკარგავდა ნადირს, თითქოს ის იყო მი-
სი გზის მჩენი. მომრეკნი უმალ გაიფანტნენ. ჯიქი ნახტომებით მიქროდა,
311
სისხლის კვალს ტოვებდა. თამარი და ზაზა ბაწარაღებით მიჰყვებოდ-
ნენ. ქალს თვალში უკუღმა გადახვეწილ ლანდებად რჩებოდნენ მომ-
რეკნი, შეშრიალებული ჩალიანი, შლამიანი ჭაობი... უკან გადახრილი
ტოტმიმდგარი ვერხვები და მუხები...
- ჯიქი, ზაზა! - უკვე ყიჟინით მიქრის ქალი და უკან მიყოლილი ცხე-
ნის დგრიალიც სიყვარულის ყიჟინად ესმის. ყველანი ჩამორჩნენ მათ.
ჰა, მეკარავენიც განზე დარჩნენ. ახლა უკვე წინ აღარავინ არის... აღარ-
ვინ! გარდა ჯიქისა! აი, ის სანუკვარი ვიწრო ხეობაც... იმის იქით თავი-
სუფლებაა! სიყვარული! სამშობლო! აი, ხეობაც მისი და ჯიქის შესახ-
ვედრად თითქოს მოილტვის, თავის კალთას უშლის! მოილტვიან მის
თავზედაც ჩადრადარეული ღრუბლები... ჩამოზურგული კლდეები...
ყველაფერი მოილტვის და ჯიქურობს... იძვრის, ცეკვავს, დავლურში -
ჯიქურდავლურში!
ზაზაც მისდევს საერთო დავლურში ჩაბმული. კარგავს ყველაფერს,
პირადულს.
...და თითქოს აქ იწყება ჯერ არგანცდილი... ყოვლისშთანმთქმელი,
ჯიქურსიყვარული, როდესაც კაცი ხელია - დაკოდილი ჯიქის დარი!
ქალმა დიდი ხანია გადააგდო მშვილდიც, ისარიც... მათრახი უსუსხა
შავ-არაბულას. გახელებულმა ნახტომმა ქუდიც გადაუგდო თავიდან.
თმა ჩამოეშალა ქალს. ახლა მართლაც ქალ-ღმერთსა ჰგავს - ჯიქისა და
სიყვარულის ბედუეჭველ მომნადირებელს!
ჯიქმა მიაღწია ხეობის ვიწროს, კუზიან კლდეზე დაჰკრა კამარა.
ის-ის იყო ქალს შვების ყიჟინი აღმოხდა... და იჭექა კიდევაც დამბა-
ჩამ. ჯიქი ნახტომშივე შეტრიალდა და კუზიან კლდეს დაასკდა. ბრჭყა-
ლებით ჩამოფხატა კლდე და კრუნჩხვით ჩაგორდა ქვევით.
ზედაც თამარი და ზაზა მიიჭრნენ.
კლდესთან დამბაჩა შეკვალებული იასონ ჭავჭავაძე იდგა.
თამარს გული ჩამოსწყდა. თითქოს ცხენმაც იგრძნო, ფრუტუნით და
თავის ქნევით ადგილზე დაესო.

312
ზაზა დაჭერილი ქურდივით გაოგნდა, ცხენიდან გადმოიჭრა. ხან ჯიქს
უმზერდა, ხან გაჯიქებულ სატრფოს, ხოლო მწურთნელსა და პირველელჩს
თვალს ვერც უმართავდა და ვერც არიდებდა.
ღონე იკრიფა თამარმა.
- თავადო! ჩემი სიტყვა იყო - დამბაჩა არავის ეხმარა ნადირობისას?!
- კრიჭაში გაცრილად ძლივს ამეტყველდა. სიბრაზე და ცრემლი ახრჩობდა.
იასონ-დესპანს თითქოს არც შეუმჩნევია ქალის აღელვება, დამბაჩა
დინჯად ჩაიდო ბუდეში და თავაზიანად მოუბრუნდა:
- შაჰის სადედოფლოვ! უმჯობესია ერთი ჯიქი მოიკლას დამბაჩით, ვიდ-
რე მთელი კახეთი თოფ-ზარბაზნით გადაიბუგოს! - მერმე ზაზას შეხედა და
უფრო რბილი ხმით შეეკითხა: - ვფიქრობ, ელჩმდივანიც დამეთანხმება!
- ჭეშმარიტებას ვეღარ წაუვა კაცი! - თავი ჩახარა ზაზამ.
მალე მეაბჯრენი და მონადირენიც მოიჭრნენ. ველი-ხანიც, მთელი ამა-
ლით, აქვე, კუზიან კლდესთან გაჩნდა. საყვირმა კი ყველა აქ შეჰყარა. ტყეში
დაკარგული სადედოფლოს ქუდის საძებნელად დაიტიშნენ მრავალნი.
მალე მოართვეს. არ მიიღო. მპოვნელს უბოძა, თავად კი ჩადრი ითხოვა.
...და ვიდრე ჯიქს ატყავებდნენ, მტირალივით თმაგაშლილი ადგა თავ-
ზე. ხოლო როდესაც კარვის მესაწოლეებმა პირსაბურავი მოართვეს, ცხენზე
შეჯდა, თავით ფეხამდე შეიბურა და სეფე-კარვისაკენ გაბრუნდა.
ჭაობის პირას ნანადირევს რომ გადახედა, ყველგან სისხლში გაღვრი-
ლი ჯიქი ელანდებოდა. მხოლოდ ერთგან საჩიხში ცოცხლად ჩავარდნილი
ნუკრი დაინახა. მისი სეფე-კარავში მოგვრა ბრძანა. მერმე, საჭურისს გარდა,
ყველა მოლაშქრეს და მონადირეს დიდი განძი უბოძა და ყველას გაერიდა.
ზაზამ მხოლოდ მეორე დღეს, უკვე მტკვრის გაღმა, ისევ მოჰკრა თვალი
უბედურ სატრფოს. თავით ფეხამდე ოქროკემსულ ჩადრში იყო გახვეული,
ირგვლივ მცველებად საჭურისნი უდგნენ. ახლომახლოში მორთულ-მოხა-
ტული გალიაკი ელოდა. დედოფლის აქლემები ჩოქვით იდგნენ და ოქროს
გალიაკი მცირე გორაკზე შემდგარ საოცნებო კარავსა ჰგავდა.
ჩადროსანი შიგ რომ შედიოდა, ზაზამ მხრების ტოკვაზე უგრძნო - უხ-
მოდ ტიროდა ქალი. მერმე დაიხშო გალიაკის ხატოვანი რიდე. აქლემებმა
ადგომა იწყეს. ზეშემაღლდა გალიაკი, თითქოს ზეცაში მიიწევდა. მერმე
313
რხევითა და ტაატით დაიძრა. მას მთელი ამალა და ელჩობა მიჰყვა.
საზღვარზე ახალი ლაშქარიც შემოეგება და შემოემატა დედოფლიონს.
შაჰის სადედოფლოს მაყრიონის სვლის წესი ისევ შეიცვალა. ახლა წინ
საპატიო ყარაული მიდიოდა, მერმე - აქლემ-გალიაკი და საჭურისთა
ამალა. შემდგომ ველი-ხანის ელჩობა და ლაშქარი, ხოლო სულ ბოლოს
- კახ-ელჩიონი.
ყველამ რომ ჩაიარა, ზაზამ ოდნავ უგანა გზას, კლდის ნაშვავს ამოე-
ფარა, ჩაქვეითდა, ღორღიანზე დაემხო და ხმიანი გოდება ვეღარ შეიკა-
ვა.
- სად მივალ... სად? დავბრუნდე - გადავიკარგო სადმე! ვაი, რომ არც
წინ მეგზების - არც უკან მიმესვლების! ორჯერ დავიფიცე - ორივ დავარ-
ღვიე... ორივეს ვემტყუნე! ერეკლეს ნატივარ მტკვარში თუღა არის ჩემი
ადგილი! - შეჭარხლებულ შუბლსა და ნაკბილევ მაჯას ახლიდა უცხო,
ღორღიან მიწას და აღგზნებულ გულში ისევ ჯიქურდავლური იწყებოდა.
კარგა ხანს თავაუღებლად გოდებდა ზაზა. ანაზდად ცხენის ჭიხვინი
ჩაესმა. მიხედა - მის თამარისეულ თეთრა-იაბოსთან შავ-არაბულა იდგა
და ქეჩოს ამაოდ უქიჩმაჩებდა.
წელი უცბად წამოზიდა ზაზამ. მიმოიხედა. მის თავთით კლდეზე ია-
სონ ჭავჭავაძე იჯდა და ჭმუნვით დაჰყურებდა.
სულ შეილეწა ზაზა, მაგრამ იასონმა დაასწრო.
- ეჰ, მძიმეა... მძიმე... მაგრამ, მაინც უმჯობესია ერთმა ქართველმა
ქალმა შაჰის ჩადრით შეიბუროს სახე, ვიდრე მთელ კახეთს გადაეფა-
როს გლოვისა და ძაძის სუდარა!
ზაზა ისევ ჩაემხო, დაჭრილი ჯიქივით ბრჭყალი გაჰკრა ქვაღორღი-
ანს. ძლივსღა ესმოდა ჩუმი შეგონება მწურთნელისა:
- თავდადება მრავალნაირია! მრავალგვარი! მოწამებრივობა მარ-
ტო ჯვარცმა როდია! ამ მხრივ მას კიდევ ბედი ჰქონია... სალიჰა, მარიამ-
დედა, იქნებ, ქეთევანიც უფრო უბედურნი იყვნენ... თუ არიან! სხვა ქა-
ლებზე და მამაკაცებზე რომ არა ვთქვათ რა! როდესაც ერში ვარამია,
ყველას ბედში ვარამია, იცოდე! აქ გმართებს სიმტკიცე - აქ არის ხელოვ-
ნება გულთამხილავობისა და პირადულის ძლევისა!
314
იასონი დადუმდა, სამგზავრო ჩოხის ქილები სათითაოდ ჩაისწორა,
თითქოს კიდევ ეძებდა სათქმელს, მაგრამ გადაიფიქრა. ქარავნის დაშო-
რებულ ბუქს გახედა.
- მოიგოდე, იჯერე გული და დაგვეწიე. მე კი წავალ, ხელს აღარ შეგიშლი.
არც მეყოვნება. სიმძიმე და სიმწარე კი წინაა მთავარი!
პირველელჩი ხვნეშით წამოდგა, წელში ნელიად გაიმართა და შავ-არა-
ბულას მიატანა.
ზაზამ ისევ წამოსწია თავი.
- მისი ცხენი? შავ-არაბულა...
- ჯიქის მოკვლაში მიწყალობა შაჰის სადედოფლომ! - დინჯად, ნიშნეუ-
ლად დასძინა იასონმა და გზას გაუდგა.
ზაზა ისევ ჩაემხო ღორღიანს... კბილით სწვდა დატკეჩილ ქვიშა-ქვებს...
მწარ-მლაშე იყო უცხო მიწა. ისევ აეღველფა გული, ისევ შეეჭარხლა შუბლი.
ასტკივდა მაჯა, ისევ ჯიქურდავლური იწყებოდა.

XXIX ხელოვნება სიმწრისა და დუმილისა


დიდ-მაყრიონმა კახეთის, შექის, განჯისა და შუშის სახანოების შესაყარ-
ში გადავლო მტკვარი. და რადგან განჯისა და შექის სახანოებში ამჟამად
ფაშები იჯდნენ და თურქთა მფლობელობაში ითვლებოდნენ, ველი-ხანი
შუშის გზით წარემართა შიდა ირანისაკენ.
თუმცა ირან-თურქთა შორის ზავი იყო დადებული, ყველამ იცოდა, რომ
შაჰ-აბასი ომისთვის ემზადებოდა. არც თურქნი იყვნენ ხელდაკრეფილად.
თუ შაჰ-აბასი ქართლ-კახეთს მუქარითა თუ დაყვავებით, საჩუქრებითა და
ჩანათესავებით იმხრობდა და იბირებდა, თურქნი, ვითარცა უფრო ძლევა-
მოსილნი, მეტსაც იჩემებდნენ და უფრო თავგასულობდნენ: ათურქებდნენ
სამცხეს, ეძალებოდნენ ლიხთიმერსა და ზღვისპირეთს, ხშირძალადობ-
დნენ და ამტკიცებდნენ ქართლში ჩადგმულ ციხეებს. ორთავ მხარეს სურდა
მომავალ გადამწყვეტ ბრძოლაში ქართული ფრთამოსავლელი მის ხელთ
ყოფილიყო. მცირე რბევა-ლაშქრობანი და ადგილმაცვალი ომტრიალი
ხომ ზავის განმავლობაშიც არ შეწყვეტილა ირან-თურქთა შორის. მხოლოდ
იგი უამრავი საფაშოსა და სახანოს სახელით მიმდინარეობდა.
315
ამჯერადაც იასონ ჭავჭავაძემ გზაშივე გამოარკვია, რომ შაჰ-აბასს -
ბამბაკსა და სამცხეში ყაზახ-შამშადიელთა სახელით დიდი თარეში გა-
ეშვა, ხოლო თურქნი ერევნის ციხიდან ნახჭევანზე აპირებდნენ თავდას-
ხმასა და ისინიც ყაზახ-შამშადილის სახელდებით. თურქნი და სპარსნი
ძალებს უსინჯავდნენ ურთიერთს, ხოლო იასონ ჭავჭავაძემ კარგად იცო-
და, რომ ჭირი და რბევა ისევ ქართველთა და ნახჭევანელთა უნდა რგე-
ბოდათ.
დიდ-მაყრიონი კი თავისი გზით ვიდოდა. ველი-ხანმა სულ აინაზ-
ღაურა კახეთში დაკარგული დრო. არც ერთ დაბა-ქალაქში არ დგებოდა
დიდხანს. შიდა ირანსაც რომ ჩააღწია, არც მაშინ უკლო სვლას.
შაჰის სადედოფლოს გალიაკის რჩეულ-აქლემებმაც კი ვერ გაუძლეს
დაუნაცვლებლად სწრაფვას.
„ახალ ბანუმსა“ და კახ-ელჩიონს ზეიმით შეეყარნენ ისპაჰანს. ხანე-
ბი და დიდკაცობა ქალაქგარეთ გამოეგებნენ. დიდვეზირი ფარხად-ხანი
თავად მესტუმრეობდა. მასვე ახლდა კონსტანტინე მირზა-ბატონიშვი-
ლი. და როდესაც აქლემ-გალიაკმა ჩაუარა მას, იგი ფარხად-ხანივით
თავდახრილი იდგა, მაგრამ ცნობისმოყვარეობით ქვეშ-ქვეშად გაჰყუ-
რებდა თავისი ბიძაშვილის ოქროს გალიაკს და ცდილობდა მისი სახის
წარმოდგენას. თამარის სილამაზე და სიმარჯვე საარაკოდ გაეხდა ამა-
ლის მითქმა-მოთქმას, მომყოლი ლაშქრისთვის სათაყვანებელ მწყა-
ლობლად ქცეულიყო, ხოლო საჭურისთ შორის ჯიქთახანუმის მწყრალ-
სახელი მოეპოვებინა.
ამიერით ოქროს გალიაკში მჯდომის სახე, გარდა შაჰისა, ყველას-
თვის დახშული იყო. ყვავილ-ჩუქურთმა ალაყაფის იქით აქლემ-გალია-
კიც გაუჩინარდა.
მზითევს ელჩ-მდივანი აბარებდა. ზაზამ გულის მთელი სიმტკიცე
და სიმკაცრე იკრიფა და ყველაფერი დავთრებითა და ჩანაწერებით გა-
ასრულა. სულ ბოლოს კი „შაჰ-ნამე“ და „ყურანი“ ჩააბარა. „ვისრამი-
ანის“ შეტოვება უნდოდა, მაგრამ ხელფაფუკა მთავარსაჭურისმა გაყ-
ვითლებული თითი დაადო ჩანაწერის სტრიქონს:
- „ვისრამიანი“?
316
ზაზამ ისიც მოიგლიჯა გულიდან, ჩააბარა და კახთ სადგომში გამოშიგ-
ნულივით მობრუნდა.
კახ-ელჩებს დიდი პატივით ექცეოდნენ. გამოჩინებულ ადგილას
ჰყავდათ. ულუფაც შაჰინშაჰის სუფრისა იყო. მაგრამ შაჰ-აბასი მათს მიღე-
ბას აყოვნებდა.
თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ სხვადასხვა სახელოს დიდ მოხელე-
ნი, თავის განკუთვნილს ეპატრონებოდნენ. ელჩობის უმთავრესი სამკაუ-
ლის წაყვანისა და მზითევის ჩაბარების შემდგომ შაჰინშაჰის მეხარკე მოვი-
და და კახეთის ხარკი - ოცდაათი საპალნე აბრეშუმი ჩაიბარა. მას ახლა შა-
ჰინშაჰის მესაჩუქრე მოჰყვა, შაჰ-აბასის პირადი საჩუქრების სია-ნუსხა ით-
ხოვა, საჩუქრებიც მიიღო და შაჰ-სასახლეში „დარბაზობის ჟამს გამოსაჩე-
ნად“ წაიღო. ახლა სასახლის ხუროთმოძღვარმა მიაკითხა კახ-ელჩებსა და
სიაუშ-მხატვარი ახალ სასახლეში წაიყვანა.
დარბაზობა კი სულ უფრო და უფრო გვიანდებოდა. ბოლოს დიდმა ვე-
ზირმა ფარხად-ხანმა იწვია კახ-დესპანი სასაუბროდ და ზოგ რამეთა წინას-
წარ სათვალისწინოდ“.
იასონ ჭავჭავაძე მიხვდა, რომ, მიუხედავად შაჰ-სადედოფლოს მოგვრი-
სა, შაჰ-აბასი მაინც განრისხებული იყო და ამას აგრძნობინებდა კახთ. გან-
ზრახულ მოლაპარაკებაში მას წინასწარ უნდოდა ფონს გასვლა და საქმის
დაჭარბება, ხოლო პირად დარბაზობას კახთ მხოლოდ ბოლოს - წყალობის
სახით - აღირსებდა.
დესპანმაც თავი დაიფასა: შეუძლობა მოიმიზეზა, ზაზა ელჩ-მდივანი
წვრილად დაარიგა და დიდვეზირთან გაუშვა.
ფარხად-ხანს ეამა კიდევაც ახალგაზრდა ელჩ-მდივნის წვევა. იგი იასონ
პირველელჩს ძველთაგანვე იცნობდა. „ძნელი“ ელჩი იყო, დაქნილი და
ყოვლად ფრთხილი. ეს „მოუშუშებელი“ ელჩ-მდივანი კი „ადვილი“ ჩანდა.
ჯერ შეზვიადებული თავაზი და პატივი დასდო. ზაზამ ღირსეულად მი-
იღო, არც თავბრუ დახვევია, არც გაჰკვირვებია.
- თქვენი ესოდენი გამოჩინება ჩემ მიმართ კახეთის მეფისა და მხცოვან
დესპანის პატივდებად მიმიჩნევია და წვრილად მოხსენდება ჩემს ბატონს!
თქვენი პირადი ღვაწლიც ღირსეულად აღინიშნება!
317
ახლა ტკბილი სუფრა გაუშალა ვეზირმა, თავაზიანად გაუმხილა,
რომ მას - „პირადად ზაზა-მირზა თავადის პატივსაცემად კონსტანტინ-
მირზა კახ-ბატონიშვილის წვევა“ სწადდა ამავე სუფრაზე, „უკეთუ თავის
ნათელი ზრახვების მხრივაც ამას უხერხულად არ მიიჩნევდა პირველ
შეყრიდანვე ღირსპატივსაცემი ელჩ-მდივანი“!
ზაზამ იგრძნო, რომ ხასიათის მიდრეკილებას უმოწმებდა, „ნათელ
ზრახვებს“ უყნოსავდა მცდელი ვეზირი. მანაც ფერადოვნად დაახვია,
დააცხრაფეხა სიტყვა:
- ყოვლად მწყალობელი შაჰინშაჰის დიდვეზირის, ირანის იქითაც
სახელოვანი ფარხად-ხანის ნება-სურვილი ვერასოდეს ვერ გახდება ჩე-
მი უხერხულობის მიზეზ-საბაბი, ოღონდ... ვიდრე შაჰის უღრუბლო
თვალთა წინაშე ჩვენი წარმოდგომა ჯერ არ უსურვებია განგებას, ჩვენი
ფიქრებიცა და სურვილებიც - მოგეხსენებათ - ერთადერთია! ხოლო,
ამის გარეშეც, - უკეთუ მზესა სურს, მის სხივთათვის გულისკარი ვის და-
უხშვია?!
ფარხად-ხანმა უმალ დაუფასა ენის დაქნილობა და ახლა სხვაგან გა-
დაუტანა ბაასი:
- თქვენს ყოვლად მართებულ ერთადერთ სურვილს ზოგი რამ აფერ-
ხებს და თვალს უღრუბლავს. ყოვლად ლმობიერი შაჰინშაჰის გულს ჯე-
რაც არ გამონელებია უამურობა კახეთის გზაზე ორ წინა ელჩობის უგ-
ზო-უკვლოდ დაკარგვის გამო!
ზაზამ ოდნავ მწუხარე სახე მიიღო და უფრო შეახამა საუბარი:
- დიახ, პატივამაღლებულო! კახეთის მეფე-ბატონმა იუწყა ველი-ხა-
ნისგან ორი სასახელო ელჩ-საჩუქრის დაღუპვა. ყველაზე უფრო ალბათ
კახთ მეფეს ევალალა ეს აუგი გარემოება. რამეთუ საამო მაშინ არის სა-
ამო - ოდეს საამოა! ხოლო შაჰინშაჰის მაღალ საბედოს მთავრის ბედ-
ნაკლულობა შეხვდა! ახლა ყველას გულდაჯერებული იმედი გვახლავს
- კახთ მეფის დამოყვრება მზის სწორთან ზოგ რამ მაფერხებელ ღრუბ-
ლიანობას უმალ გაფანტავს! ჩვენ კი, საერთო მოყვრობის გარდა, საერ-
თო მეგობარიცა გვყავს ჩრდილოეთით, საერთო მტერიც სამხრეთ-და-

318
სავლეთით!.. ასეთ დუღაბზე კი საერთო გამარჯვების ხმლები აილესება!
ფარად-ხანმა ისევ შარბათი მოართვა „ზაზა-მირზას“ და ნაამები
ხმით მისი სიტყვა გაიმეორა.
- დიახაც... საამო მაშინ არის საამო - ოდეს საამოა!.. - მაგრამ კახთ ბატო-
ნის ჩრდილო მეგობრობა ფრიად აწუხებდა ფარხად-ხანს და ამის შესახებ
შორიდან მოტარებული სიტყვა გაუკენწლა.
ზაზამ „კეთილგანწყობილად“ გაანდო შაჰის ვეზირს თავისი რუსეთს
ნამყოფობა და მრავალი „რუსთ უცნაურობაც“ უამბო... და მობაასესაც გუ-
ლი ოდნავ დაუალხეინა. შაჰის ვეზირმა, რა თქმა უნდა, იცოდა ზაზა კახნია-
ურის მოსკოვს მიმყოფობა, ამიტომ მის თხრობას ფასი დასდო, ჭეშმარიტ
გულახდილობად და შაჰის კარზე დაწინაურების სურვილად მიიჩნია. ზაზა-
მაც აქეთკენვე წარმართა დაქნილი საუბარი და ისიც კი აუწყა „კეთილად
განწყობილ დიდ ვეზირს“, რომ რუსთ ხელმწიფემ მძევალიც კი თხოვა კახთ
ბატონს, რაზედაც მან „არსებითად უარი უთხრა“. ირანთან „კეთილურთი-
ერთობის საჩვენებლად და წარსამართებლად შეახსენა, რომ მისი საყვარე-
ლი შვილი - კონსტანტინე მირზა შაჰინშაჰის დიდებულ კარზე იზრდებოდა
და კეთილნებივრობს. ხოლო თუ აღმოსავლეთის მბრძანებელმა ჩრდილო
ძმის კარზე იზრახა მისი გაშვება, შაჰინშაჰის მაღალი სურვილი ჩვენი მდა-
ბალი დასტურის წინამორბედი მუდამ ყოფილაო“.
ასე უკუღმა შებრუნებული, კონსტანტინე ბატონიშვილის მძევლობიდან
გამოხსნის საქმე კარგად მიიღო ფარხად-ხანმა. არცთუ დაიჯერა, მაგრამ
საკმაოდ დასაბუთებულად მიიჩნია.
ახლა ქართლის საკითხს შეეხო დიდვეზირი და როდესაც მან კახ ელჩ-
მდივნის პირიდან ისევ „მინდობით და წვრილად“ გაიგო, რაიც სვიმონ მე-
ფის მონაწერით უკვე იცოდა, თვალები სიამით მოჭუტა და ქარვის კრიალო-
სანი აათამაშა. ქართლ-კახეთის შედასტურებული თანადგომა თურქთა წი-
ნააღმდეგ და გაზაფხულზე ომის განახლების განზრახვა ფრიად ეხმატკბი-
ლებოდა შაჰინშაჰის ზრახვებს. ფარხად-ხანი კმაყოფილი იყო „კახ-გურჯ
ჭაბუკთან“ პირველი საუბრით. ელჩ-მდივანი მიმხვდური და ადვილად მო-
საშინაურებელიც ჩანდა. უფრო უთაფლა თავაზსა და შარბათზე წვევას. მა-
ნაც „კეთილგანწყობილად“ გაუზიარა „ელჩ-მაყარს“, რომ „ზღვასა და ხმე-
319
ლეთზე ყველაზე საამაყო სასიძო ფრიად კმაყოფილია თავისი ახალ-
ბედნიერის ნატიფი სიფაქიზით და რომ „ალაზნის ხოხობს“ მანაც „ჯიქ-
თხანუმი“ უწოდა და ფიცხელი მონადირის გატაცებით აღარ იშორებს
გულის სანიშნოდან, რამეთუ - საამო მაშინ არის საამო - ოდეს საამოა!“
ზაზას თავის ნათქვამი საამებლად დაუბრუნა ვეზირმა. თვით ფარ-
ხად მეტად რომ არ ყოფილიყო ნაამები, ალბათ შეამჩნევდა, რომ ელჩ-
მდივანზე ამ ამო ცნობამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ,
ვგონებ, არც ისე სასიხარულო, როგორც სიტყვითა და სახით მოიმეტ-
ყველა და გამოსახა.
შემდეგში რამდენიმეჯერ თავად ფარხად-ხანი ეწვია შეუძლოდ
მყოფ იასონ ჭავჭავაძეს. პირველ საუბარში წამოჭრილი საკითხები და-
აზუსტეს და დაარიგეს. მათი მოლაპარაკება განზრახ ნელა, მაგრამ კე-
თილად მიმდინარეობდა. იასონმა ამ საუბრების დროს ერთ, სხვათა
შორის, ნათქვამს მიაქცია ყურადღება:
- მალე ძლევამოსილი თარეშიდან გამობრუნებულმა ლაშქარმაც უნ-
და მოაღწიოს ისპაჰანს. ნელა მოდიან, მოგეხსნებათ, დიდი ნადავლისა
და მრავალი ტყვის ჩამოტანა-ჩამოყვანა, მრავალი საზეიმო მიღება იქ-
ნება მაშინ! - ჩააზუსტა თუ ჩააბუდნა ფარხად-ხანმა. კახელებმა იგ-
რძნეს, რომ ამ ნადავლსა და ტყვეებს რაღაც კავშირი ჰქონდა მათს დარ-
ბაზობასთან.
ერთ-ერთ წვევისას ფარხად-ხანმა კონსტანტინე მირზას მოყვანის
დასტურიც ითხოვა. თან დასძინა, რომ შაჰინშაჰს სიამეს მოჰგვრის ასე-
თი შეხვედრა და მათ შორის გულისხმიერი ურთიერთობის დამყარება.
ამის შემდგომ კონსტანტინე ბატონიშვილი ხშირი სტუმარი გახდა
კახ-ელჩებისა. პირველ მისვლისას კი ფრიად უხერხულობდა კონსტან-
ტინე, დაფარული სევდით უმზერდა უკვე მოხუცებულ იასონ ჭავჭავაძეს,
თავისი ბავშვობა და ათი წლის წინათ ირანს თავისი მოსვლა აგონდე-
ბოდა. მაშინდელი ბუთხუზა კოსტალა ბატონიშვილი ახლა უკვე ოცი
წლის დავაჟკაცებული, წარჩინებული და შაჰის კარზე გამორჩეული კონ-
სტან-მირზა იყო.

320
ირანულ წესზე აღზრდილსა და ნაწურთნს ქართული ცოტა რამღა შერ-
ჩენოდა. დედაენა კი არ დაჰვიწყებოდა, მაგრამ ხშირად უნაცვლებდა ხოლ-
მე სპარსულ შესატყვისებს. გარეგნულად კი საოცრად დამსგავსებოდა და-
ვით ბატონიშვილს. როდესაც იასონმა და ზაზამ ეს ერთხმად დაუდასტუ-
რეს, მას არ ეამა. რატომღაც თავისი საყვარელი ძმის - გიორგის დამსგავსე-
ბას უფრო ელოდა და ეწადა, მიუხედავად იმისა, რომ მის მეხსიერებაში
ორივე ძმის სახე-სიყვარული საკმაოდ გაფერმკრთალებულიყო.
კონსტანტინეს სტუმრობისას - პირველ ხანად - მუდამ ახლდა მისი მას-
წავლებელი და შემდგომ მწე-მრჩეველი ალი-მაჰმად-ხოჯა. ყოველ შეხვედ-
რისას „აქოჩრილი ვარსკვლავის“ რაინდი ყურადღებით ზვერავდა ახალ-
გაზრდა ელჩ-მდივანს. მრავალ საკითხს შორის მას ყველაზე უფრო ერთი
რამ აწუხებდა: იცის თუ არა ზაზამ მისი დამღის საიდუმლო? მაგრამ ზაზას
ვერაფერი შეატყო. დაწყნარდა და მასთან დაახლოებაც სცადა. მართლაც,
ზაზამ „აქოჩრილისა“ არა იცოდა რა, მაგრამ მისი სპარსთ-მსტოვრობა -
„კოჭლი სოვდაგრობა“ კი გულისყურიდან არაოდეს არ მოუშორებია. ამ და-
ახლოების ცდაშიაც ახალი ფანდი იყო... და, საერთოდ, ამიერით მათ შო-
რის ფარული ბრძოლა იწყებოდა.
ზაზა შვიდი წლით იყო კონსტანტინეზე უფროსი, მაგრამ მათს ასაკში
ასეთი განსხვავება ხელს სრულიადაც არ უშლის გულითად მეგობრობას.
მით უფრო, ზაზას მხრივ აქ გარკვეული მიზანდასახულობაც იყო. ზაზას ის
გაუკვირდა, რომ კონსტანტინეც მეტად გულიანად ეკიდებოდა მას. და რაც
სულ ვეღარ აეხსნა ზაზას, თვით ალი-ხოჯაც თითქოს ხელს უწყობდა მათს
დამეგობრებას. ამან დააეჭვა და უფრო გააფრთხილა ელჩ-მდივანი.
შაჰ-აბასი უზბეგების მხარეში ლაშქრობდა, ჰოდა, ახალგაზრდებს დრო
ჰქონდათ. ხშირად, სულ ხშირად ერთად ათვალიერებდნენ ისპაჰანსა და
მის მიდამოებს. კონსტანტინე ქართული საუბრის მოწყურებული ჩანდა და,
როგორც კი ორნი დარჩებოდნენ, უმალ ქართულზე გადავიდოდნენ. გამძევ-
ლებულ ბატონიშვილს მეგობრობაშიაც - ბუნებრივ მხიარულებასთან ერ-
თად - ფრიად ეჭვიანობა და სიფრთხილე დასჩემებოდა. მას მძევლის სი-
ამაყე და შეკრთომა ორგრეხილად ჩამოსდევდა ყოველ ქცევაში.

321
ირანს იგი მასპინძელი იყო. ირანული ავ-კარგის საკმაოდ მცოდნე.
მოინახულეს ისპაჰანის ღირსშესანიშნავი ადგილები - ციხე-გალავნები,
განთქმული ჩაარ-ბაღი, თაღიანი ხიდი, შაჰის მოედანი; დავლეთხანეს
ხელახლა ნახვამ გული მოუკლა ზაზას. მის მაღალ და ყრუ კედელს
ჭმუნვით შეავლო იმედდაკარგული ტრფიალის თვალი. კედლის იქით
მოჩანდა გაბუტულივით ზურგით ქუჩა-მოედნისკენ მობრუნებული დი-
დი სასახლის ბურთულსახურავი. თანაც, ფარშავანგების გამყინავი ხმა
გამოისმოდა. ეს იყო და ეს... ალაყაფთან საჭურისნი იდგნენ.
სიცოცხლე კი ქუჩაში იყო ისპაჰანს. დახურული და ღია ბაზრების
სიმრავლე და მრავალფეროვნება ქმნიდა მის ძირითად ნიშატს. ძველ
შენობებს სპილოს ძვლის ფერი მიეღოთ, ხოლო კბილჩაკლებული ჩუ-
ქურთმები და თაღები მეჩეთების სიძველეზე მეტყველებდნენ.
ზაზა უნებურად ადარებდა აქ ნახულსა და განცდილს - შორეულ
ჩრდილოეთში, მოსკოვში ნანახს.
იქ თუ უმთავრესად შეჭირხლული ხის სამყარო იყო, აქ - ძირითადად
გახუნებული ქვისა და აგურის სამყოფელი. იქ თუ ყველაფერი ახალფე-
ხადგმული, ჯერ დაუდუღებელი იყო, აქ ყოველ წვრილმანში ძველთა-
ძველობა, უკვე ჩრჩილშეყრილობაც კი იგრძნობოდა. იქ მზარდი ძალის-
გან მოჭარბებული ზვიადურობის ნიშატი იდგა ძირა სახედ, აქ - ძველნა-
ტიფობა, ცხრომისკენ გადასული ძლიერების უტყვი ნიშანი.
...და აქ ნათლივ იგრძნო ზაზამ, რომ მის ქართულ სულში რაღაც ბზა-
რი ბინადრობს. ქრისტიანული ლტოლვითა და ხვალინდელის ბრძნუ-
ლი ჭვრეტით რუსეთისკენ აბრუნებდა მას გული, ხოლო ყოფითა და
გრძნობით იმავ გულს ირანული, იქნებ უკვე გუშინდელი სამყარო უფრო
ეხმიანებოდა.
გარდა განსხვავებისა, ერთი უცნაური საერთოც შეამჩნია მათ შო-
რის. მოსკოვისა არ იყოს, ისპაჰანშიაც მრავალი ღარიბ-გლახაკი დაბორ-
გავდა ქალაქში. მოსკოვს თუ ნეტარ-ხეიბარნი ფუტკრებივით ეხვეოდ-
ნენ საყდრებს, აქ მეჩეთებსა თუ ბაზრებში არანაკლებ ირეოდნენ დერ-
ვიშ-მაიმახნი.

322
ორი დიდი სხვაობა კი მუდამ თვალწინ ედგა ზაზას. უმზერდა იგი თა-
ვით-ფეხამდე რიდეში გახვეულ ქალებს, ზეზეურად ჩამკვდარ სულებად
რომ ილანდებოდნენ ყველგან... და შესადარისად - მოსკოვს მეფე-ზარბაზ-
ნის კრემლისკენ გადატანა მოაგონდა ზაზას... რა ყიჟინითა და ძალით ჩა-
უხტნენ რუსი დედაკაცები, ცხენებს ჩაეშველნენ და მამაკაცებთან ერთად
ხელი ხელ გასწიეს ჭაპანი. აქ მოსკოვი ხელაღებით სჯაბნიდა ისპაჰანს.
ახლა, პირიქით, იგონებდა ზაზა მოსკოვურ ვეება ბოქლომებს, გამოკე-
ტილ საყდრებს, შიგნიდან ჩაჯორგილ ალაყაფებს, ურდულჩაყრილ დუქ-
ნებსა და ჩატიხრულ ქუჩებს... და შესაბამისად - ისპაჰანის სულ ღია ბაზარ-
დუქნებს, კარხსნილ მეჩეთებსა და ჯამებს, უდარდელად ქუჩაში გამოწყო-
ბილ ხალ-ფარდაგებს, ფართალს, ოქრონამჭედურს.
აქ ისპაჰანი მრავალგზის ზეობდა.
ახალგაზრდები მიეჩვივნენ ურთიერთს. მათთვის მაინცდამაინც ყუ-
რადღება რომ არ მიექციათ, ტანთ უბრალოდ ჩაიცვამდნენ და ასე შეფარ-
დებულად დადიოდნენ ქუჩაბანდებში, ხელოსანთა რიგებში თუ სარდაფ-
ჩაიხანებში. ხშირად სვამდნენ სპარსულ დიუშალს, მადიანად შეექცეოდნენ
ბაქაქ-ფითი-ჩანახებს. კონსტანტინე, რომელიც მწურთნელის წყალობით,
ჰაშიშსაც გასწყობოდა, ხშირად იწვევდა ზაზას ჰაშიშხანაში. მაგრამ ზაზა
არასგზით არ სთანხმდებოდა, ისევე როგორც არ ეკარებოდა აქაც მომრავ-
ლებულ ჩადრჩამოფარებულ, მაგრამ კალთახსნილ ხარჭებს.
კონსტან-მირზას ორი ცოლი უკვე ჰყავდა - ერთი სურხაი-შამხლის, ხო-
ლო მეორე შაჰმირ-ხანის ასული. ამათ გარდა, თავის მასწავლებლის მიერ
შერჩეული ორი ხარჭა ცალკე ჰყავდა. ქალმრავლიანობის წესი ყოვლად მი-
ღებულად და ხელსაამოდ ესახებოდა კონსტანტინეს და ზაზას კდემაკ-
რძალვა ჯერ აღიმებდა, მერმე აფიქრებდა, ხოლო, ბოლოს, ქლესად დაარ-
ცხვენდა კიდევაც... სიტყვას დაუთმობდა „მოუქნელ ამხანაგს“.
ზაზამ იგრძნო, რომ კონსტანტინეს ნებისა და ზნეობის მოსადუნებლად
შავი ოფლი ბლომად დაეღვარა აღმზრდელს. და თუ რუსი ნებით მფარვე-
ლი კახ ბატონს ნაწურთნ სონღულებს უგზავნიდა ირანული ფარშავანგების
დასაჭერად, აქ ირანელი ძალადმოყვარე საკუთრივ ალაზნის არწივს იწურ-
თვნიდა ალაზანზევე სანადიროდ.
323
ახალგაზრდების მეგობრობა, მიუხედავად მრავალი კლიტულ-ხრი-
კულისა, სულ უფრო მჭიდროვდებოდა, თუმცა ზაზა ჯერჯერობით ერი-
დებოდა გულახდილ საუბრებს; შორს მოიარებით ახვედრებდა ხოლმე.
ჯერ ქართული ენა გაუსწორა, მერმე ქართული წიგნებიც შეაყვარა და მა-
თი კითხვა-მოყოლა შეაჩვია. „ქართლის ცხოვრებას“ - უამრავი შიდაბ-
რძოლების აღწერის გამო - ჯერჯერობით არიდებდა.
ბაირამობის დღეებში შათირმა შაჰ-აბასის უზბეგებზე დიდი გამარ-
ჯვების ამბავი მოიტანა. დიდ ზეიმითა და სიხარულით იდღესასწაულა
ეს გამარჯვება ისპაჰანმა. ეს იყო შაჰ-აბასის მიერ გათვალისწინებული
„გამარჯვებათა კიბის“ პირველი საფეხური. სადღაც ამ „კიბეზე“
ქართლ-კახეთის კვანძიც იდო გადასაჭრელად. ეს კარგად იცოდა ზაზამ.
ისპაჰანს ყოფნისას მან უმცდარად დაასკვნა, რომ, შაჰის თვალსაზრი-
სით, ქართლ-კახეთი ირანისათვის ისეთივე დიდმნიშვნელოვანია, ვით
ყაზან-აშთარხანი რუსეთისთვის.
მალე მეორე გამარჯვების ხმაც მოსწვდა ისპაჰანს. ამჯერად „დიდი
თარეშის“ ამბავი იყო. კახელებმა ყური ცქვიტეს და გაარკვიეს, რომ შა-
ჰის სარდალს - ალავერდი-ხანს - ყაზახ-ბამბაკი აევლო და, მართალია,
არც ერთი თურქთა დაპყრობილი ციხე არ აეღო, მაგრამ თარეში სამ-
ცხემდე გაეტანა, ნადავლი და ტყვე ბევრი ეშოვნა. შინაც მშვიდობით
ბრუნდებოდა.
ისპაჰანს მოსკოვზე ნაკლებად არ უყვარდა ზეიმ-ხმაური და ზარბაზ-
ნების შელუღი. საერთო ზეიმს კახნიც ვერ გამოეთიშებოდნენ, და ეს
მით უფრო სავალალო იყო, რომ იცოდნენ - რბევა და ტყვევნა ისედაც
რბეულ ქართველთა ხარჯზე იქნებოდა სამცხესა და ბამბაკში.
მალე შაჰ-აბასის დღე-დღეზე დაბრუნება გამოცხადდა ისპაჰანს.
სატახტო ქალაქი ნიშნაკრავი ზეიმით ხვდებოდა თავის მრისხანე
მპყრობელს.
მრავალნი სანახაობასა და საჩუქარ-წყალობებს მოელოდნენ, მრა-
ვალნიც - რისხვასა და გვემას.
შემკრთალი იყო კონსტანტინე ბატონიშვილიც.

324
ერთ დღეს ყველა ელჩობას, მათ შორის კახთაც, გამოეცხადა ქალაქგა-
რეთ „შაჰის შესაფერისად“ ყოფნა.
კახნი გამოჩინებულად დაუხვდნენ აბასს. ზაზამ აქ პირველად ნახა
თავისი ტომისა და გულის მტერ-მეტოქე!
შაჰი საოცარი სინატიფისა და აღჭურვილობის ბედაურზე იჯდა. ჯმუხა
ტანი ოდნავ გვერდად მოეხალვათებინა უნაგირზე. ბრგე ფეხებზე წამოცმუ-
ლი წითელი ნატის ცხვირკაუჭა მესტები განზე გაეჩაჩხა. ძვირფასი სირმით
შემკულ უზბეგურ ხალათზე ოქროს დიდბალთიანი ჭრელქამარი ერტყა და
ოდნავ დამჩნეულ ღიპის ქვეშ მოკლე და მრუდე ხანჯალი გაეყარა. თავზე
თეთრი დოლბანდი და სხივისფერი ფრთა ეკეთა. გაფუებულ ულვაშებს
მტკიცე ჩაპარსული ტუჩები უმაგრებდნენ ძირს. კეხიანი, ნესტოამოღებული
ცხვირი ამაყად აემრიზა, ხოლო გამჭრიახი, ყოვლისმხედველი თვალები
დამხვდურთ შორის მოშვილდულად დათარეშობდნენ... საეჭვო პირებსა
და ფიქრებს თუ დაეძებდნენ. შუბლი არ უჩანდა შაჰინშაჰს, არც კისერი.
თითქოს თავ-დოლბანდი პირდაპირ ჯმუხ და მყარ მხრებზე იყო დაფესკვი-
ლი და დაჭედილი.
გვერდით, ოდნავ ჩამორჩენით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, შაჰსევენების
წინ, კაპარჭმოზიდული მეაბჯრენი მისდევდნენ. კაპარჭებში ამჯერად, მსახ-
ვრალი ისრების ნაცვლად, ტკბილად მჟღერი წვრილი ფული იყო.
შაჰი ნებიერად მოინაცვლებდა აღვირს, ხან ერთ, ხან მეორე ხელს ჩაჰ-
ყოფდა კაპარჭში და ჩითახურს აბნევდა გზადაგზა. დოლზურნა, მცირე დიპ-
ლიპიტო თუ დაირა, თარ-საზი თუ სხვა საკრავნი ერთად ჟღერდნენ. ყველა
მესაკრავე ერთად და ყველა სხვადასხვა ჰანგზე უკრავდა. შაჰინშაჰის გზა
მრავალფრად იყო შემკულ-მორთული. ქალაქის მოედან-ქუჩაბანდებზე
დიდვაჭრებს შაჰინშაჰის ცხენფერხთით ძვირფასი ხალები გაეშალათ და
შაჰის ნაკვალევ ხალიჩებს ბედის ნიშნად ახლა დახლის თავზე ჰკიდებ-
დნენ.
შაჰინშაჰს დიდსარდლები და ხანები დამანძილებით მიჰყვებოდნენ,
მერმე ისევ შაჰსევენები და საპატიო ამალისანნი დიოდნენ. მათ უკან კი
რამდენიმე ჩახატულ-ჩახუთული აქლემ-გალიაკი შეამჩნია ზაზამ. შაჰ-
აბასს ბოლო ლაშქრობაში ზოგი ცოლთაგანიც წაეყვანა. წინ მავალი ოქროს
325
გალიაკი ხიწვად მოხვდა ზაზას თვალსა და გულს. მან იცნო გალიაკი,
სხვებზე უფრო მორთული და შემაღლებული... მაგრამ მისმა შეძრულმა
თვალმა ვერ განსჭვრიტა შეფერადებული ფარჩის ფარდების იქითა.
მესტუმრეს ნიშანზე, სხვა ელჩ-დესპანებთან ერთად, კახნიც უკან აჰ-
ყვნენ შაჰინშაჰს და დავლეთ-ხანამდე მიაცილეს.
საღამოს დიდმა ვეზირმა შეუთვალა კახ-ელჩებს, რომ შაჰინშაჰმა ის-
პაჰანს შემობრძანების დროს სიამით შეამჩნია კახ-ელჩები და დარბა-
ზობის სათანადო დროს უნიშნავს.
ეს ნიშნავდა, რომ დესპანების მიღება იწყება და ხვალიდან ყოველ
დღე დავლეთ-ხანის დესპანთ დარბაზში, მრავალ სხვა ელჩთან ერთად,
კახნიც უნდა მზად ყოფილიყვნენ „შაჰის თვალთა წინაშე წარსადგო-
მად“.
შაჰინშაჰი უცხო დესპანთა სიმრავლით უფრო იმაღლებდა თავისი
ტახტის საფეხურებს და, მართლაც, ვინ არ დახვდათ აქ კახთა... ინ-
გლის-მეფის ელჩნი და მეზღვაურ-სოვდაგარნი, სწორ-ვიწრო დაშნებია-
ნი და თეთრ ხელთათმანებიანი ფრანგთა დესპანი დიდი ფრთიანი ქუ-
დით და ქუსლმაღალა - ქვევით გამოყვანილი, ხოლო მუხლებზე გადმო-
ტანილი ჩექმებით, გრძელკაუჭა დეზებიანი, ბურბუშელა საყელოებიანი
ესპანელი შიკრიკ-რაინდები, თმადაფაფრული, თხელნაქსოვი შავმაღა-
ლა წინდებიანი ვენეტიკელი წარჩინებულნი, მოოქროვილ და კოპწიად
მოჭედილ მხედრულ კურტაკებში მჯდარი კორსიკელი მოხეტიალე რა-
ინდები, გრძელშავა სამოსში გასუდრული მისიონნი...
უფრო მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი აღმოსავლეთის ხელმწი-
ფენი. ხოლო კახელებმა ისიც იცოდნენ, რომ ისპაჰანისკენ მოიჩქაროდ-
ნენ რუსეთის ელჩებიც.
დღეში თითო ან ორ-ორ ელჩობას იღებდა შაჰი. დრო ზლაზვნით და
მოსაბეზრებელ მოლოდინში ვიდოდა. უკანასკნელ წუთამდე არვინ
იცოდა, დღეს რომელ ელჩობას ხვდებოდა „ბედნიერება მზეზე მაღა-
ლის წინაშე წარდგომისა“, ამიტომ ყველანი და ყოველდღე მზად იყვნენ
- საჩუქრებ-სიგელებით, ხარკ-მისართმევებით, საქონლის ნიმუშებით...

326
დოვლეთ-ხანეს დესპანთ-დარბაზში მუდამ დიდძალი ხალხი და მის-
ვლა-მოსვლა იყო. თავისი სიჭრელით ეს დარბაზი სჭარბობდა კიდევაც
მთავარ მოედანს, რომელიც ასე კარგად ჩანდა მისი სარკმელიდან.
დარბაზობაზე უკვე ნამყოფი ელჩებიც განაგრძობდნენ ხოლმე სა-
დესპანოში მოსვლას, სადაც მრავალი ძველ-ახალი ჭორ-მართალი და ახ-
ლო თუ შორი ამბები მუდამ ირეოდა. აქ იყრიდა თავს ომისა თუ ზავის, ვაჭ-
რობისა თუ მსტოვრობის ამბები. ძველი გამოცდილი ელჩნი ამ სარკმელე-
ბიან დარბაზს ჩუმ-ჩუმად ათასყურას უწოდებდნენ. და მართლაც, თვით
შაჰ-აბასის ნათქვამ-ნამოქმედარი შერისხვა თუ წყალობა უმალ გაჩურჩულ-
დებოდა ათასნაირ ყურსა და ენაზე, „ვაზებისა და ხოხბების ქვეყნიდან“ შა-
ჰინშაჰის ახალი ცოლის „ჯიქთახანუმის“ მობრძანება ჯერ კიდევ ახალ ამ-
ბად დადიოდა „ათასყურაში“. ხელისშემწყობ პირობებს შორის, რომელ-
თაც შაჰს უზბეგეთში გამარჯვება მოაპოვებინეს, „ჯიქთახანუმის ლაშქარში
ყოფნასაც“ ჩუმი ღიმილით ასახელებდნენ.
ერთ დღეს უმაღლესად გამოცხადდა ალავერდი-ხანის დიდი თარეშის
მობრუნება და დავლეთ-ხანის მოედანზე ნადავლითა და ტყვეებით „შაჰინ-
შაჰის სადიდებლად საზეიმო სვლა“.
კახნი მიხვდნენ - მათი რიგიც დგებოდა.
დესპანდარბაზი სავსე იყო. შუადღისას მოედანზე გაისმა მაძახურთა და
მესაკრავეთა ხმა-რიხი. ალავერდი-ხანი მეწინავე გუნდით ლაღად შემოვი-
და მოედანზე - დესპანთ დარბაზს და დავლეთ-ხანეს მიატანა. მათ უკან ქვე-
ითად ტყვე სარდალნი მოსდევდნენ, კისერზე თავისივე უხმლო ქარქაშები
ეკიდათ, ხოლო ხელთ თავისივე დროშები დახრილად ეპყრათ. დროშებზე
თურქული ნახევარმთვარე ეხატათ. ტყვე თურქების გამოჩენამ დიდხმიანი
აღტაცება გამოიწვია მოედანზე და არანაკლები მითქმა-მოთქმა დესპანთ
დარბაზში.
პირველ წყებას მალევე მეორე, გაცილებით უფრო დიდი, წყება მოჰყვა.
მრავალ ჯგუფად, ჯგროდ მოდიოდნენ. მათ უკვე ჯვრიანი დროშები ჰქონ-
დათ და არც თურქებს ჰგავდნენ ტყვეები. იასონ ჭავჭავაძემ უმალ იცნო, ოდ-
ნავ მოწურა თვალები და არა შეიმჩნია რა. ზაზა კი შეაკრთო დროშებმა.
„ათასყურას“ სარკმელებთან კი ჩურჩული კრთოდა:
327
- ჯვრები? ქრისტიანები ყოფილან?! ჰო, რამდენია! - კათოლიკე მი-
სიონნი პირველნი შეხმიანდნენ. მათ სხვანიც აჰყვნენ.
- მესხნი! ქართველები არიან! - იცნო ვიღაცამ და სარკმელებს ახალი
ჩურჩული ააყოლა: - მრავალი დროშა უგდია ალავერდი-ხანს! დიდი გა-
მარჯვება ჩანს?!
ათასყურას ყურადღება ახლა კახ-ელჩებს მიეპყრო. ჭავჭავაძემ იგ-
რძნო და სხვათა გასაგონად ჩაუსაუბრა მეზობელს:
- საეკლესიო დროშებია... არა საბრძოლო! - მერმე თავის შეშფოთე-
ბულ ელჩ-მდივანს მიმართა, თვალითა და სიტყვით შეამხნევა, - დღეს
გვიწვევს შაჰ-აბასი და ფრიად ლმობიერადაც მიგვიღებს!
ზაზამ კბილებშივე ჩაიკლა ღრჭიალი, ძლივს გამოცრა:
- მოედნიდან რისხვას თუ გვივლენს, ტახტიდან წყალობას უნდა ვე-
ლოდოთ მაშინ? ასეა, მასწავლებელო ჩემო?! - გვერდში ამოუდგა ია-
სონს და ისეთი სახე მიიღო, თითქოს სარკმლის იქით, მოედანზე, რაც
ხდებოდა, მას სრულიადაც არ ეხებოდა. გულზე კი სისხლი ედებოდა.
თვალწინ დაუდგა მისი ყოფნა სამცხეს - სვიმონ მეფესთან... ქართველ-
თა შეუპოვარი, იქნებ განწირული, ბრძოლა თურქობასთან, ოტებულნი
- სამცხის ხიზანნი - თურქთა რბევას გარიდებულნი, ახლა აქ კი ბედის
უკუღმართობით, თურქებთან ერთად, სპარსთა ტყვეობაში ჩავარდნილ-
ნი ვიდოდნენ და ვიდოდნენ დაუბრუნეთში.
„ასეთია ერის შინაგანი ჩაშლა, დაქსაქსულობა! ასეთია თურქთა და
სპარსთა ბრძოლა, აი, სახე! იგიც ჩვენს ხარჯზე ხდება ისევ!“ გაიფიქრა
მან და ახალი ჭმუნვით აღევსო გული.
ტყვენი კი წელჩახრილად... თავჩაწყვეტილად ვიდოდნენ და ვი-
დოდნენ...
სწორედ ამ დროს შაჰ-აბასთან იწვიეს კახ-ელჩნი.
ზაზას სისხლი აუვარდა თავში; იასონს წასჩურჩულა:
- ასეთი წვევა შეურაცხყოფაა! განზრახი დამცირება! დღეს შეუძლე-
ბელია ჩვენი წვევა! წამება და დამცირებაა! რაიმე ვიღონოთ, ელჩ-ბა-
ტონო!

328
პირველელჩმა ერთი გადახედა თავის მცირე ამალას, მესაჩუქრეთ თი-
თო სიტყვა უთხრა და ზაზას მოუბრუნდა:
- აბა, წავიდეთ, ზაზავ! - მერმე სულ ჩაუწია ხმას, - შენი იმედი მაქვს...
ერთი ხელოვნებაღა დაგრჩა შესაძენი - ხელოვნება დუმილისა! წამება
ამაღლებს ადამიანს... დამცირება კი თავმოყვარეობის საკითხია. ჩვენ,
ვგონებ, უფრო მეტი მოვალეობა გვაწევს! - მერმე ჭაღარამოსილი წვერი ჩა-
ისწორა და წინ წადგა. ზაზამაც თავი აიძულა, გვერდში ამოუდგა, სხვებიც
მიჰყვნენ.
თაღდაბალი კარი უმალ გაიღო და დიდვეზირი ფარხად-ხანი შემოეგე-
ბა, თავად წარუძღვა კახ-ელჩებს.
ტახტის დარბაზში შესვლისას თავი დახარეს კახელებმა. მხოლოდ ზა-
ზამ ასწია თავი, მკაცრი თვალი მოავლო ტახტის დარბაზს.
თაღებად ჩამოსული ჭრელკენჭული ჭერი მოშორენკეცებულ მრავალ
სვეტზე იდგა. კამარებს ხვეულჩუქურთმა ჩასდევდა. კედლებზე მრავალხა-
ტულები - ხელხვეწილად დანაზებული და შეკვანწული მონადირენი, ან
ბრძოლად გასული რაინდები..
...და უნებურად მეორე დიდხელმწიფის სატახტო მოაგონდა ზაზს. იქ
ერთი დიდი სვეტი იდგა შუაში, ზედ ჩამოდრეკილი, ჩამომყარებული ჭე-
რით. აქ კი მრავალსვეტები შიდა ქამარივით ერტყმოდნენ დარბაზს და მათ
მცირე ცად ადგათ ფერად შუშაბანდიანი მრგვალგუმბათი.
მაღალი ტახტის თავზე დიდი მოოჭვილი ჩარდახი იყო გადმოშლილი.
მაღლა კუთხის კამარაში გისოსჩაყრილი, ჩაფარდული სარკმელი შენიშნა
ზაზამ.
„ცოლის სამზერი! მოსკოვის სატახტოსაც ჰქონდა ასეთი!“ - გაჰკრა ფიქ-
რმა. არა, არ ცდება - გულიცა და თვალიც ამას ეტყვის! ფორაჯიანი ფარდა
მოკლული ჯიქის ტყავად გამოუჩანს ზაზს... იქ არის... იქ ახლა, ალბათ, იც-
ქირება... უბედური თუ... მეტად ბედნიერი... უმზერს და ადარებს! მას და
შაჰს უმზერს! ზაზას და აბასს ადარებს! დამცირებულსა და მოსხლეტილს -
გალაღებულთან და მორჭმულთან!

329
ზაზამ ძლივს მოსწყვიტა თვალი ფორაჯებიან სამზერს. იატაკს და-
ხედა. ტახტის საფეხურებთან წეღან მოედანზე გამოტარებული ალამ-
დროშები ეყარა.
კახ-ელჩთა მისვლისას შაჰ-აბასი წამოდგა და ტახტის კიბე ჩამოვლო,
დროშები გადმოთელა, უკან მოფენილი სიასამურმოვლებული წამოსასხა-
მი ხელით მოიმოკლა.
- ელჩი ისკანდერ კახ-გურჯისა! - სადღაც დაიძახა ტახტის მდივანმა.
კახნი წინ შეეყარნენ მომავალ შაჰინშაჰს. იასონ ჭავჭავაძემ ორივე
ხელი გულზე მიიდო და მდაბლად დახარა თავ-წელი.
ასევე მოიქცა ზაზა-მდივანიც.
- მოხარული ვარ, მოხარული! - ნაჩქარევად, თავდაუკვრელად წა-
მოიძახა შაჰმა და სვლა განაგრძო, დიდი აივნისკენ წარემართა, - მეახე-
ლით, ხალხს გადავხედოთ! - ელჩთა და სპარსთ დიდებულთა გასაგო-
ნად დასძინა.
ჯერ ელჩნი, მერმე დიდებულნი მიჰყვნენ.
შაჰინშაჰის გამოჩენამ მოედანზე ერთი ზეიმ-ძახილი გამოიწვია.
ხალხი შეფრფენვით ადიდებდა „მდაბიოთა მწყალობელს“.
აივნის ძირას ტყვეები იდგნენ, ხოლო ახალი ჯგუფები სულ ვიდოდ-
ნენ და ვიდოდნენ... უძლურნი, გაძვალტყავებულნი, ჩამოძონძილნი...
ქალები და ბალღები... გზაში დახეიბრებული მოხუცები, დაბორკილი
და უღელდადებული ჭარმაგ-მოწიფულნი. ჰარაქათგამოცლილთ სად-
ღაც სიღრმეში შერჩენილი ცხოვრებისეული მჭიდეობა და ჯიუტი ალღო
თუ ამოქმედებდათ. ირგვლივი კი აღარაფერი ეგრძნობოდათ... მძიმე
დაღლა ხშავდა ყველაფერს.
გარსშემორტყმულმა დარაჯებმა შეაჩერეს მათი დინება და შიგ
დატრიალდნენ. ხმადახშულად უტატანებდნენ და უნაცვლებდნენ ჯო-
ხებსა და მათრახებს. მაგრამ ხმას არვინ იღებდა. შეაჩერეს თუ არა
ტყვენი, წინანი მაშინვე დაეყარნენ მიწაზე. ზაზა მიხვდა, რომ დარაჯნი
აიძულებდნენ ტყვეთაც, ძახილით ედიდებინათ შაჰინშაჰი. მაგრამ
ახალმოსულნი დრკებოდნენ, ქუჩდებოდნენ და ისევ სხდებოდნენ მიწა-

330
ზე. ხმას კი დაღლილ-ჯიუტად არვინ იღებდა. ხანდახან გულჩათხრობილი
დუმილიც ისევე გადამდებია, როგორც გულხალასი აღფრთოვანება.
ირგვლივ ხალხ-ლაშქარიც დადუმდა. უეცარი სიჩუმე შავი ალამივით
გამოიკიდა ჰაერში. ახალი ჭიდილ-სანახაობის მოლოდინში ყველა წინ
წამოდგა.
სასახლიდანაც ყველა გამოფენილიყო. შაჰის აივანზე დესპანთ დარ-
ბაზში მყოფნიც ეწვიათ. ახლა მრავალი მხრისა და ქვეყნის თვალი უცქერ-
და შაჰსა და ტყვეებს.
აბასმა არწივის თვალი მოავლო ირგვლივეთს. ყველაფერი დაინახა,
ყველაფერი იგულისხმა - ითვალისწინა... ისიც შეამჩნია, რომ ტყვეები ჯი-
უტად დუმდნენ... არ ადიდებდნენ მას - შაჰინშაჰსა და მათი ბედის სრულ
უფალს.
თავადაც ჯიუტი იყო აბასი, მკაცრი და ჯიუტი. ჯიუტი ხალხი უყვარდა
კიდევაც. არც სიმკაცრეს აკლებდა მათ, მაგრამ - ხშირად არც წყალობას.
- რატომ დუმან?! - შაჰი ხმამაღლად შეეკითხა მიმყოლთ. არც მობრუნე-
ბულა, არც კერძოდ ვისმესთვის საპასუხოდ უთქვამს. შაჰინშაჰს უყვარდა,
უზედმეტსიტყვოდ რომ მიუხვდებოდნენ, ვისაც ეხებოდა.
ახლაც თითქმის ყველამ იგრძნო, რომ შაჰი კახ-ელჩებისგან ელოდა პა-
სუხს.
მაგრამ ვიდრე ნამდვილელჩობა არ დაწყებულიყო, პირველსათქმელიც
ჯერ არ თქმულიყო ელჩსა და შაჰინშაჰს შორის, კახპირველელჩს არ სურდა
საკამათო სიტყვის დაძვრა, მაგრამ ღირსეული პასუხი კი საჭირო იყო, არც
გადამეტებითი, მაგრამ ღირსეული. ელჩ-მდივანს წარბით ანიშნა:
- განცვიფრებისაგან დუმან! - სხაპად უპასუხა ზაზამ და პირველელჩს გა-
დახედა. იასონმა თვალები ჩახუჭა, „ეამა“, დაასკვნა ზაზამ და გული უკეთ
მოიცა.
შაჰს არც მოუხედავს, ისე შეეკითხა:
- რა გაუკვირდათ თურქთა?
- სწორედ ის... მბრძანებელო, რომ მათ - თურქთა წინააღმდეგ მებ-
რძოლთ - თურქებად თვლიან... თურქულად ექცევიან!

331
ყველამ, გარდა შაჰისა, თავი იბრუნა. ასეთი პასუხი არგაგონილ
უტიფრობად ეჩვენა ყველას. ახლა კი შაჰის რისხვას მოელოდნენ. მაგ-
რამ შეცდნენ, მან სხვა ინება...
- ქისა!
ხელად მოართვეს. აბასმა თავად პეშვებზე დაიცალა ქისა და თავჩა-
ქინდრულად ჩამჯდარ-ჩადუმებულ ტყვეებს გადაუყარა.
არვინ შერხეულა ფულის ასაღებად. ჯოხები აამუშავეს დარაჯებმა,
მაგრამ ტყვეები უფრო შემჭიდროვდნენ და თავები უფრო ღრმად ჩამა-
ლეს მხრებში.
- მაშ, რა სურთ? - ისევ კითხვა-პასუხის კილოთი განაგრძო შაჰმა.
- თავისუფლება! - უკვე უკანმოუხედავად შეესიტყვა ზაზა. მას ძველი
და ახალი სიბრაზე უფრო და უფრო ეუფლებოდა. ახლა აღარც იყო გზა-
დასახევი.
- მაშ, გურჯნი ყოფილან... ვცნობ! ალაჰს ვფიცავ, მაამეს! ვათავისუფ-
ლებ! ყულის ჯარში, აი, ესენი გამომადგებიან! - მოაჯირზე გადაიხარა
და გადასძახა: - ალავერდი-ხან, შეარჩევ!
- ბრძანება შაჰინშაჰისა! - მდაბლად სალამი სცა ალავერდი-ხანმა და
ხელი აუქნია დარაჯთ. ისინიც ისევ დაერივნენ „განთავისუფლებულ
ტყვეებს“ და გზას გაუყენეს.
შაჰი ახლაღა მობრუნდა, ზაზას შეხედა, გაკვირვება დაეტყო სახეზე:
- რა ახალგაზრდა ყოფილხარ, რაინდო! ვინ ხარ?
- თავადი ზაზა კახნიაური გახლავთ, ჩემი ნამოწაფარი, აწ მწე და
ელჩ-მდივანი, რაინდი და წარჩინებული მწიგნობარი, გარდა ქართული-
სა და არაბულისა, სამ მთავარ ენაზე განსწავლული.
ზაზა თავდახრილი იდგა. ახლა პირველელჩი ლაპარაკობდა.
- სამ მთავარ ენაზე? - ყურადღებით ჩაიმეორა შაჰმა და დარბაზისკენ
გამობრუნდა, იასონ ჭავჭავაძეც საუბარ-საუბარ გამოიყოლა, - სპარსუ-
ლი, თურქული, მესამე რომელიღაა მთავარი?
- თქვენი დიდი მოკავშირის ენა - რუსული!
- ჰმ! - გაურკვევლად ჩაიდუდუნა შაჰ-აბასმა და მოაგონდა, რომ სწო-
რედ ამ ახალგაზრდა ელჩზე ეუბნებოდა ფარხად-ხანი, მის გამორჩევას
332
თხოვდა. „მართალია, ფარხად... ჩემთვის საჭირო პირია ეს ყვინჩილ-კაცი.
კონსტან-მირზას ამოვუყენებ გვერდში... გამოვცდი, გადმოვიბირებ... ან
გავტეხ, ან ვიყიდი!“ ტახტის კიბეები აათავა და ფეხშემოკეცილად დაჯდა.
- უსეინ კახ-თავადო! დიდად მაამა ჩემმა ძმამ და მოყვარემ ისკანდერ
კახ-გურჯმა... - ისევ საუბრის კილოთი განაგრძო შაჰ-აბასმა.
იასონ ჭავჭავაძემ ისევ ინიშნა შაჰის ძველჩვეულება: აშინაურებდა კახ-
ელჩების მიღებას, უტყვად აგრძნობინებდა, რომ თავის მოხელეებად
თვლიდა.
პირველელჩი დუმდა და უსმენდა.
- მეტად მაამა ყველაფრით და, განსაკუთრებით, იმ თვალმარგალიტით,
რომლის მსგავსი ჩემს ბაჰრეინის მხარეშიაც არ მოიპოვება!
შაჰს მოეწონა თავისი შედარება და დიდებულთ გადაავლო თვალი.
- ველი-ხან!
- ჭეშმარიტება გახლავთ... შაჰინშაჰ-დიდებულო! სრული ჭეშმარიტება!
ზაზა ახლა მიხვდა, რომელ „თვალმარგალიტზე“ იყო საუბარი, თვალი
ფარულად ფორეჯებიან სამზერისკენ გაეპარა, მაგრამ ფორეჯებს იქით უძ-
ლური იყო ტრფიალის თვალიც.
- დანარჩენიც ყველაფერი მომახსენა ფარხად-ვეზირმა. მოვიწონე
თქვენი განზრახვა. პასუხიც გეუწყებათ - შაჰინშაჰი ყურადღებით უმზერდა
კახელებს. ყველანი თავდახრილნი უსმენდნენ, მხოლოდ ერთი - ელჩ-მდი-
ვანი იყო თავაღერილი. იგი სადღაც ზევით იმზირებოდა. აბასმა ზაზას შე-
ასწრო თვალი და, ვგონებ, ფიქრის მიდრეკილებაც ბუნდოვნად უგრძნო.
მან კარგად იცოდა ჯიქთახანუმის საქორწილო მოგზაურობის ყოველი
წვრილმანი, „შაჰ-ნამეს“ კითხვაც, ჯიქზე ნადირობაც, ახალგაზრდა მდივან-
მწიგნობრის ბეჯითობაცა და დიდ-გავლენაც. მასაც მოეწონა ელჩ-მწიგნო-
ბარი, იჭვიანად მოეწონა და, მიუხედავად მისი გარეგნული თავაზიანი მორ-
ჩილებისა, თვალებში სხვა ცეცხლი ამოუკითხა. შაჰს თავადაც უმცდარი,
ალღოიანი თვალი ჰქონდა.
- დიდი ძმის საჩუქარი! - თავის ხაზინადარს გასძახა და იასონ ჭავჭავა-
ძეს გადახედა. კახ-პირველელჩმა იდროვა და ელჩობა წესზე გაარიგა - თა-
ვისთვის საჭირო კალაპოტში ჩააგდო. ალექსანდრე კახთ მეფე-ბატონისგან
333
დიდი მოკითხვა და ხათრიჯამობა აუწყა. სიგელ-საჩუქრები ფერხთით
დაუწყო და ახლა ელჩ-მდივანს დაუთმო სიტყვა. ზაზამ ალექსანდრეს
ღია სიგელი გაშალა და შაჰ-აბასის ზეპირ შენათვალზე კახთ-ბატონის
პასუხიც ღიად აუწყა.
სიგელი „ურთიერთ დამოყვრებასა და ძლევამოსილ დამეზობლე-
ბას“ შეეხებოდა. ზაზა დაფარული გაბოროტებით და, ამიტომ, მეტყვე-
ლად კითხულობდა „ქორწილის სიგელს“. მისი ხმა ალბათ ფორაჯებია-
ნი სამზერის ჩაგისოსებულ სამყაროსაც აღწევდა და ვინ იცის, იქ როგორ
ჟღერდა!
- კიდევ მადლობა მომიხსენებია ისკანდერ კახ-გურჯისთვის! - მოკ-
ლედ მოუჭრა შაჰმა და მოახლოებულ ხაზინადარს დიდი მოოქროვილი,
კეხად მდგარი საათი თავის ფერხთით დაადებინა.
- აბა, მწიგნობარო, წამიკითხე! - ულვაშით მიუჩვენა შაჰმა.
ზაზამ დინჯად დაახვია სიგელი, აუჩქარებლად დიდვეზირს გადას-
ცა. პირველელჩს ნება თხოვა და მხოლოდ მერმე ტახტის საფეხურთან
მიდგა - საათს შეხედა. საისრეს ირგვლივ ოქროს აბრა ჰქონდა მოვლე-
ბული საათს. ზედ რუსული წარწერა იყო. ახლა მიხვდა ზაზა ვის გულის-
ხმობდა შაჰ-აბასი დიდ ძმად.
ზაზამ ხმამაღლა წაიკითხა რუსული წარწერა და ნებართვის უთხოვ-
ნელად ხელი დააჭირა სადაფის ღილაკს. საათმა რეკვა იწყო. რეკვას
თარგმანი ააყოლა ზაზამ:
- სამხრეთის მბრძანებელს - ჩემს დიდ ძმას - ჩრდილოეთის მბრძა-
ნებლისგან!
ზარი კიდევ რეკდა და ზაზას კიდევ ერთი ზართა რეკვა მოაგონდა...
ოდეს იგი იმედითა და ნახულის სიდიადით განცვიფრებული ჯვარ-ზა-
რის რეკვით პირველ მეკვლედ შეუძღვა კახ-ელჩიონს რუსთ დიდხელ-
მწიფის ჩრდილოეთის მბრძანებლის - სატახტო პალატში... და დიდ-
ქრისტიან მეფის წინაშე წარდგა. ეს იყო თორმეტი წლის წინათ. მას
აქეთ რამდენი ოცნება და იმედი ან სულ გაქარწყლდა, ან ფრთაშეკვეცი-
ლი აღმოჩნდა... და ახლა ჩრდილოეთის მბრძანებლის ხელდებული
კვლავ იძულებულია სამხრეთის მბრძანებელს ეახლოს და ფხაგატეხი-
334
ლად თვალებში შეაჩერდეს, ძალად სადედოფლო მოჰგვაროს და, ვინ იცის,
კიდევ რამდენი ვაი და დამცირება ითმინოს. ზაზამ ხელი დააჭირა სადაფის
ღილაკს. ზართა რეკვა აქაც და „იქაც“ შეწყდა.
- კარგია, მწიგნობარო... მაამე! ჩემი სამსახური გწადს? გაბედნიერებ! -
შაჰმა საათი გაატანინა და დოინჯშემოყრილად ზაზას გადახედა.
- დიდი ბედნიერებაა თქვენი სამსახური, სამხრეთის დიდო მბრძანებე-
ლო... მაგრამ დედამიწაზე უფრო ხშირად ბედნიერება და მოვალეობა ურ-
თიერთს როდი ემთხვევიან ხოლმე!
შაჰმა უკვე გულში ჩაიხვია „სამხრეთის მბრძანებლის“ ნიშანდობლივი
გამეორება. ეს ჩრდილო ძმისა და მბრძანებლის ხელდებული ეუბნებოდა
ამას.
- არ ემთხვევიან! ბედნიერება და მოვალეობა?! - შაჰმა გონების თვა-
ლით განჭვრიტა, - გონივრულია! მაგრამ ხშირად ჩრდილო სურვილებიც და
სამხრეთ ნამდვილიც არ ემთხვევიან ურთიერთს! ახალგაზრდა ბრძენო...
ან იქნებ მასწავლებელმა ინებოს დახმარება?! - შაჰმა ახლა ჭავჭავაძისკენ
მოიღო თავი. მაგრამ იასონ პირველელჩი სრულიად აუღელვებლად დახ-
ვდა შაჰინშაჰის გაღიმებულ შემოტევას.
- დიდ გამოცდაზე დახმარება ცუდი წურთვნის წესია, ბატონთბატონო,
ხოლო ჩემს წურთვნილს არცთუ სჭირდება, ვგონებ!
- ისე ვით შაჰინშაჰის მაღალ ჭეშმარიტებას არ სჭირდება დადასტურება,
იგი თავად დასტურია! - უმალ სიტყვა დაასრულა ზაზამ და მოუბრუნებლად
უკან დადრკა.
- ხალათი! - ფარეშს გასძახა შაჰმა.
შვებით ამოისუნთქა დარბაზმა. შაჰინშაჰი კმაყოფილი იყო ელჩობით.
ღიმილი გადაეფინათ სპარს-დიდებულთ. რისხვის ღრუბელი აღარ იყო ცა-
ზე.
პირადმა ფარეშ-მესამოსემ მოართვა ხალათი.
- მიართვით! - თავაუღებლად ბრძანა აბასმა.
მესამოსე ერთი შეყოყმანდა, მაგრამ იცოდა შაჰის ხასიათი, მიმხვდურო-
ბას მოითხოვდა მსახურთაგან. უმალ ზაზა-მდივანის წინაშე წარდგა ხე-
ლებზე გადაფენილი ხალათით.
335
შაჰმა განიდან გააყოლა თვალი. ცალი ქილვაში შეუტოკდა. მესამო-
სემ უკვე ინიშნა, რომ შეცდომა დაუშვა - ვერ გაიგო შაჰის სურვილი. მერ-
მე შერისხვა იწყებოდა.
- შოლტი!
ახლა აბჯროსანი მეპატიჟნე წამოდგა წინ. ეს უკვე მას ეხებოდა, მაგ-
რამ იგიც დაიბნა.
- ვის... მაღალთ-მაღალო! - უნებურად წამოცდა, უმალ შეასწორა, -
რამდენი?
- ოცდაოთხი! ნახევარი შენ, ნახევარი ფარეშს... - მიმხვდურობის გა-
მოსაჩენად! - დაბალი ხმით, მაგრამ ყველას გასაგონად ბრძანა შაჰ-
აბასმა და შემკაცრებული თვალებით ელჩების წინაშე თავისი ფარეშე-
ბის უგნურობა მოიბოდიშა.
სპარს-დიდებულნი და შაჰის ამალა სულ დაიბნენ... მაშ, ვიღასთვის
სურდა ხალათი მრისხანე მბრძანებელს? ახლა ვინმე სხვას უნდა მიერ-
თმია და შეცდომისთვის უფრო მეტი შოლტი მიეღო.
შაჰი კი არ ჩქარობდა, თითქოს ისევ ელოდა რაღაცას...
- სარკმელი!
ეს კი უმალ გაუგეს, ეზოს სარკმელი გააღეს. იქიდან შოლტდარტყმუ-
ლის კივილი შემოკრთა. იქვე, სარკმლის ძირში, სატახტოსთან ახლო
ჰქონდა შაჰ-აბასს საპატიჟნო.
„ჩვენ გვიტეხს ფხას“, გაიფიქრა ზაზამ და გული გაიკერპა. ახლა იგიც
თანდათან ეწია თავისი გრძნობების დათრგუნვის ხელოვნებას. პირვე-
ლელჩივით დინჯ-ნაამები გამომეტყველება მიიღო. შინაგანი სიმტკიცე
მოიპოვა.
- მიართვით ხალათი! - კვლავ ბრძანა შაჰმა და თვალი მიყუჩებულ
ამალას გადაავლო. მათ ალბათ წინასწარ ისუსხეს შოლტები. არვინ
დაძრულა.
- ნება მიბოძეთ! - ისევ ზაზა წამოდგა წინ, შაჰინშაჰს უკვე გაბედუ-
ლად შეხედა, - მე თავად! თორემ შოლტები არ ეყოფა შაჰინშაჰს!
აბასს გაეღიმა. მერმე ისევ შეკრა წარბი... უეცრად კი ღიად და ულვა-
შების აღერებით გადაიხარხარა.
336
- ინებეთ! - და ცნობისმოყვარეობით გააყოლა თვალი და ფიქრი: „გამ-
ბედაობა სჭარბობს თუ მიმხვდურობა?“
ზაზამ ხელშეკანკალებულ ახალ მესამოსეს გამოართვა შაჰის ხალა-
თი და იასონ ჭავჭავაძის წინაშე ცალ მუხლზე ჩადგა.
- სრულიად სამხრეთის მბრძანებლისგან კახთ მეფის საპატიო დესპანს
- ბრძენსა და მასწავლებელს! - ხმამაღლა აუწყა, ხალათს ემთხვია, წამოდგა
და მხცოვან თავადს თავისი ხელით მოახურა შაჰის ხალათი.
ჭავჭავაძემ მადლობა და სალამი სცა შაჰინშაჰს.
- კიდევ ხალათი! - გასძახა შაჰმა.
ახლა კი ყველამ უმცდარად იცოდა, ვის სწყალობდა შაჰი.
...და უკვე ნადარბაზევს, დავლეთ-ხანეს კიბეზე რომ ჩამოდიოდნენ კახ-
ნი, იასონ ჭავჭავაძემ შაჰის ხალათქვეშ ხელი დაუჭირა ელჩ-მდივანს:
- ზაზავ ჩემო! ახლა შენ უკვე უწყი ხელოვნება დუმილისა... ამის შემ-
დგომ მარტო შეგიძლია ელჩობა!
უსმენდა ზაზა თავის მასწავლებელს, ტუჩ-კბილი მკაცრად შეჰკროდა,
ხოლო პირის თუ პიროვნების სიღრმეში მტკვრის გადმოღმართში დაღ-
რღნილი უცხო მწარე მიწის გემო ეხირებოდა. მაშინ მიხვდა, რომ ბრძნუ-
ლად დუმილის ხელოვნება სიმწრის ხელოვნება იყო!

XXX დიდმარხვის ბრძოლა


რუსეთ-კახეთის ურთიერთობა ადგილზე იტკეპნებოდა. თავბოლო მო-
უბამი გზა და გაუთავებელი მიმოწერა სულ უფრო იბურდებოდა და იბნე-
ოდა. კახეთში დატრიალებული ახალი ამბავი მოსკოვში ჩასვლამდე ძველ-
თაძველ, ხშირად აღარც მოსაგონებელ ამბავად ხდებოდა... ხოლო შველას
ხომ სულ არ დაადგა საშველი. ალექსანდრე გრძნობდა, რომ ჯერ მეტად
შორს იყო რუსეთი, საქმის ვითარებასაც ჯერ ჩრდილოს მხრივ მომწიფება
აკლდა. ბოლო ელჩობამ კი გული შემოჰყარა. მოსკოვიდან „დიდ საყვე-
დურს“ უთვლიდნენ. გიორგი ბატონიშვილის და ელიმ-შამხლის ვერმის-
ვლას ტარკში პირის შეშლად მიიჩნევდნენ და რუსთა ლაშქრის ტარკიდან
გაბრუნებას „დიდი ზარალითა და მარცხით“ კახეთს აბრალებდნენ.

337
ალექსანდრემ ვერასგზით ვერ შეაგონა რუს-ელჩებს, რომ, ვიდრე
თერგ-ტარკა-ყაზი-ყუმუხი-ანდის-კახეთის გზა არ გაიხსნებოდა რუსთა
მიერ, კახთა ლაშქრის გასვლა თერგზე შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც:
სწორედ ეს ესახებოდა „სამფარველოს გზად“, მისი მოსვლის პირველ-
ნიშნად და იმედად. მფარველი კი ახლა გიორგი ბატონიშვილის და
სხვასა მეფის ოჯახის წევრთა მოსვლას ითხოვდა მოსკოვს... „ყოვლის-
შემძლე და მწყალობელი დიდი ხელმწიფის თვალთა წინაშე წარსადგე-
ნად“.
- ესღა გვაკლია, ახლა იმედად დასახულ ქრისტიან მეფეს მივცეთ
მძევალი! - გაწყრა ალექსანდრე და ელჩები მოშორებით გაამწესა. მაგ-
რამ არც უკან გაგზავნას ჩქარობდა. ამჟამად ვერც თავის ელჩიონს გამო-
აწყობდა ღირსეულად.
და მართლაც: დიდი მზითევი ნესტანს, დიდი მზითევი თამარს, ხარ-
კი შაჰინშაჰს, ხარკი თურქთა, მრავალი საჩუქარი მეზობელი მთისა და
ბარის მცირე მტაცებელთ, ლაშქრისა და სამეფოს შინა ხარჯები რომ არ
ვიანგარიშოთ... ასე მდიდარიც აღარ იყო კახეთი... ბზრიალასავით ბრუ-
ნავდა, შრომობდა, მაგრამ თანდათან ტყავდებოდა, ღარიბდებოდა.
დიდი გადასახადების სიმძიმით მაინც გლეხები და ხელოსნები იჩაგრე-
ბოდნენ. ვაჭრობამაც იკლო - გზები დახშული იყო. აღარც გასაზიდი სა-
ქონელი იყო ჭარბად, შორს ცნობილი კახური აბრეშუმი სულ ხარკებში
მიდიოდა. ხშირმა ომებმა ცხენთა რემებიც მეტად შეამცირეს კახთ სა-
ძოვრებზე. ცხვარ-მატყლმაც იკლო. ღვინის მაზანდა კი მეტად დაეცა -
ვერსად გაჰქონდათ. ისევ ხორბალი, საჩოხე შალი და რკინა-ფოლადის
ნაჭედობანი ასულდგმულებდა კახელთა ვაჭრობას. რუს-ელჩებს რომ
თავისი თვალით დაენახათ და თავისი „ხელდებულის“ გაჭირვება ეგ-
რძნოთ, მათი ფარული თანდასწრებით მოძალებულ თურქთა ჩაუშს,
ხარკის ანგარიშში, რუსთ ხელმწიფის ნაჩუქარი „ხუთი ორმოცი“ სიასა-
მური, თევზის ათი კბილი და სხვა ბეწვეული გაატანეს.
ბოლოს, 1597 წლის შემოდგომისას, გაისტუმრეს ხევში რუსთ ელჩო-
ბა, მაგრამ ახლა თერგის ციხიდან ბადრაგი კაზაკები არ ამოუვიდნენ
ელჩებს. რუსნი ისევ გრემში დაბრუნდნენ და კვლავ დაიზამთრეს.
338
ბოლოს და ბოლოს, მათი წასვლისას ალექსანდრემ ისევ ახალი, სიმ-
წრის წინადადება შესთავაზა მფარველს: „მხოლოდ თურქთა წინააღმდეგ
ვითხოვ შველას, ხოლო თურქთა კუთვნილ ხარკს მივართმევ ქრისტიან
ხელმწიფეს!“ თავისი ელჩებიც კვლავ გააყოლა. ამჯერად სოლომონ თავა-
დი და ლევან მდივანი მიდიოდნენ.
ხევში რუსთ ბადრაგმა ელჩებს დიდი ახალი ამბავი ამოუტანა. ხელმწი-
ფე თედორე იოანეს-ძე გარდაცვლილიყო, ხოლო რუსეთის ტახტზე მისი
ცოლისძმა და მეჯინიბეთუხუცესი - ბორის გოდუნოვი დამჯდარიყო. სო-
ლომონ კახთ ელჩმა ეს ახალი გარემოება უმალ აცნობა კახთ ბატონს, თა-
ვად კი გზა განაგრძო. მას რუს ხელმწიფესთან, - სულ ერთია, მიცვალებულ-
თან თუ ცოცხალთან, - მიჰქონდა დიდი საყვედური.
„უკვე თორმეტი წელიწადია, რაც უდიდებულესმა მეფობამან თქვენმან
ხელი დაგვდო. ჩვენ ქრისტიანობით შემოგეწყალეთ... ჩვენი უდიდესი იმე-
დი და ნატვრა თქვენ იყავით, დიდო ხელმწიფევ! ხოლო ლაშქარი შენი ჩვენ
ვერსად მოგვწვდა მოსახმარებლად... ვეღარ გავბედავთ თავის შეწყენას.
პირველი სიტყვა იყო მფარველობისა... ჩვენ გვჯეროდა ამა სიტყვისა... ხო-
ლო ამის შემდგომ მამული ჩვენი სრულიად იავარყვეს... გლეხნი დაგვიტ-
ყვევეს, ხოლო საყდარ-მონასტრები გაგვიპარტახეს - დაგვიძარცვეს. ამის
შემდგომ სათქმელი აღარა გვაქვს რა. იცის მაღალმან ღმერთმან და უფალ-
მან და შენმა სახელმან მეფობისამან... ჩვენ კი აღარც თავს შეგაწყენთ, აღა-
რც საყვედურებს გკადრებთ“. მაგრამ, ალექსანდრეს მწარე დასკვნით,
სრულ უიმედობას გაბზარული იმედი სჯობნიდა. გაწამებული ალღოთი
გრძნობდა, რომ საბოლოოდ მაინც გამომწიფდებოდა ჩრდილოეთის
მფარველობა და შველა. ერთი იყო ფრიად ძნელგასაძლისი: თურქთა სიძ-
ლიერეს არ უჩნდა ზღვარი. თუმცა ერთმა ცნობამ ოდნავ ანუგეშა მეფე. ნი-
კოლოზ კათოლიკოსი ფილიპე ალავერდელის ხელდასასხმელად ეწვია კა-
ხეთს.
ცალკე სენაკში დიდხანს იჩურჩულეს ძმებმა. კათოლიკე მისიონების
ცნობით, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე და ევროპაში დაემარცხებინათ
თურქნი. გაზაფხულის მომყვან მერცხლის ჭიკჭიკად მოესმა ეს ცნობა კახთ
ბატონს. ამის შემდეგ აღარც გაჰკვირვებია, რომ სვიმონ მეფე ჯანყისა და
339
ბრძოლის განახლებას ეშურებოდა, „მარტყოფის ზრახვის“ მიხედვით,
შველას თხოვდა.
- როგორც ითქვა, ისე აღსრულდეს! ლაშქარს ვაახლებ... თარიღი და
წვრილი ცნობა კი მასზე იყოს!
და სულ მალე კახთ ბატონს ახალი სტუმარი მოუვიდა ქართლიდან -
ზემო ქართლის სარდალი პაპუნა ამილახვარი. იგი გიორგი ამილახვრის
ბიძათაშვილი იყო, მაგრამ სრულიად განსხვავებული მისაგან: ღია ხა-
სიათისა, თავდადებული მებრძოლი, ხელმართალი მოამაგე ქართული
საქმისა და არანაკლებ თავდადებული სუფროსანი. მას სრულიად დაჩე-
ხილი სახე-სხეული ჰქონდა. ოციოდ ჭრილობის ძველნაწიბური ასდევ-
ჩამოსდევდა მის მკვრივად შეკრულ იოგებს. ამ ჭრილობათა შორის ნა-
ხევარი თუ იყო ბრძოლაში მიღებული, დანარჩენი კი - სუფრაზე თუ
დღეობებში კენწლაობის დროს.
- ვიწყებთ, ბატონო! გვეღირსა... ლორედან ვიწყებთ!
უმალ მიახარა ალექსანდრეს, როგორც კი მარტონი დარჩნენ.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
საკითხები ჩამოაჯამეს: თურქთა ომი და მარცხი დასავლეთით, შაჰ-
აბასის თურქთ საწინააღმდეგო სამზადისის მიწურული. რუსთა უეჭვე-
ლი მზადებაც... ხოლო, რაც მთავარია, სამცხისა და ქართლის უკვე აუ-
ტანელი მდგომარეობა. ბრძოლისა და ჯანყის განახლება დროული ჩან-
და. ყველაფერში შეთანხმდნენ. კახთ ბატონი ნუგზარ ერისთავსაც უშ-
ვებდა არაგველთა ლაშქრით და კახ მებრძოლთაც ატანდა. არჩევანი
ამჯერად თიანეთზე დადგა. არაგველთა და თიანელთა ქართლელებად
გასაღება სულ ადვილი იყო. სიფრთხილე კი ჯერ კახეთის „ჩაურევლო-
ბას“ მოითხოვდა.
ალექსანდრემ პირადი ბარათიც მისწერა სვიმონს:
„მეფეო, სიძევ ჩემო! მარტყოფს თქმული ურყევი არს. ჯერ ფარუ-
ლად გაახლებ ნუგზარ არაგველს კახ-ლაშქარით ლორესა და ქვედა ქარ-
თლის ციხეთა გამოსაღებად. ქართულ გამარჯვებას გისურვებ! დამდეგ
ჟამს გორის ციხეზე უფლისწულს გაახლებ დროშიონით. ხოლო ღვთის
შეწევნით, ტფილისის დათურქულ ციხეებზე მე თავად და ღიად მოვალ
340
კახ-ლაშქრიონით, მაცხოვარს შევთხოვ ჯვარ-ხმლისა და საერთო ქართუ-
ლი საქმის წარმატებას! ამინ და სიმტკიცე! უთუო და უთუმცაო!“
ამის შემდგომ კახთ ბატონი დღენიადაგ გომბორს იქით იყო გამხედ-
ვარი.
პირველი შიკრიკიც მალე მოიჭრა. სვიმონ მეფეს მარჯვედ აეღო ლორე.
„ამბის წამღებიც არავინ გავუშვით. ხელში შემოგვეხარჯნენ ანაზდად.
შენი ვეფხვებიც სახელოვნად და ხელჯავრიანად იბრძოდნენ. ალაყაფი
შევაბით ქართლსა. ახლა ქვეშზე და დმანისზე მივალთ!“
ქართლ-კახეთის ნაერთმა ლაშქარმა არა სიმრავლით, არამედ ერთია-
ნობით გაიორკეცა ძალა. შედეგიც უმალ ჩამოდგა ომის კვალზე. ამჯერად
ქართლელთა და კახელთა მუდმივმა ჯიბრმაც საერთო ბრძოლას ახალი
შემართება და ურთიერთ დაჭარბების სიფიცხე მისცა. ნაყოფიც მალე გაც-
ხადდა - ისევ მოვიდა შიკრიკი. ქართველებს აეღოთ ქვეშის ციხე. შეპარვით
მისულიყვნენ. თავზარი დასცემოდათ თურქ მეციხოვნეთ.
ხოლო შემდგომმა შიკრიკმა დმანისისა და სამშვილდეს აღების ამბავი
ახარა კახეთს. კახთ ბატონმა უმალ ხარკის ძლევა შეუწყვიტა თურქებს. ქარ-
თლში უკვე თავაშლილი აჯანყება იმარჯვებდა. წვრილ-წვრილი ციხეები
უკვე ადგილობრივმა თავადებმა და გლეხობამ გატეხეს და დაიბრუნეს.
შემდეგი პირობაც შეუსრულა კახთ ბატონმა სვიმონ მეფეს: ახლა დავით
უფლისწული მეწინავე დროშით აახლა „გორის ციხის კვლავ გასაქართუ-
ლებლად“, როგორც იგი სწერდა სვიმონს. აქ, არაგველ-თიანელთა გარდა,
გარეკახელნიც მიახმარა. ხოლო უვალი ციხეების ამღებ ოსტატებად კახეთ-
ში თუშნი და ქიზიყელნი ითვლებოდნენ. ჰოდა დავით უფლისწულმა ისი-
ნიც იახლა.
ქართლელ-კახელნი ღართის კარზე შეიყარნენ, ფიცხლად ავლეს მუხ-
რანი და უფლისციხის ქვაბებში შეაფარეს თავი, დღე დაიღამეს და ბნელში
ისევ განაგრძეს სვლა, ავიდნენ გორიჯვარს. ქართლკახური ლაშქარი ერთო-
ჯახურად ვიდოდა. ბნელი ღამე იყო. სადღაც წინ დინჯი ლაფშურით მიდი-
ოდნენ სვიმონ მეფე, გიორგი ქართლის უფლისწული და დავით კახ-ბატო-
ნიშვილი. ლაშქარში მრავალი ქვეითი იყო და კუდი საკმაოდ გაეჭიმა

341
მსვლელობას. ბნელიდან ხშირ-ხშირად ცხენებს გამოახტუნებდნენ მე-
ფის შიკრიკნი და მოლაშქრეთ აჩქარებდნენ, მოკლე გზას აძლევდნენ.
გათენებამდე გორის ციხის შორ მისადგომებს დაუარეს. ჯერ გზები შე-
უკრეს, შორი ალყა დაადეს და ირგვლივ ნელინელ მისვლა იწყეს.
მაინც გაუგეს თურქებმა, ჯიქურად გამოაგებეს ლაშარი, მაგრამ ქარ-
თველნი მედგრად მივიდნენ და უკან გააბრუნეს.
კახნი ბოსტნების მხრივ იდგნენ თავიანთი დროშისა და მედაფდა-
ფის ირგვლივ. დავით უფლისწულმა სანგრის გათხრა უბრძანა და თა-
ვად ბინდში ჩაიკარგა. გათენებამდე ვეღარაფერი მოასწრეს, ისე შეეხამ-
ნენ, თურქთ რომ ვერ აეღოთ სწორი ვარაუდი. ღამე კი სანგრებს თხრიდ-
ნენ, მართავდნენ და ფხიზლობდნენ.
ადრეული გაზაფხული იყო და ღამღამობით საკმაოდ ციოდა. მაგ-
რამ ცეცხლს ერიდებოდნენ. ისე ჩაეხვევოდნენ ნაბდებში და ძილფხიზ-
ლობდნენ, საერთო იერიშს ელოდნენ.
კახთ-დროშიონის მედაფდაფის მაზანდამ კვლავ აიწია.
- ქოხსალამურავ, ახლაა შენი დრო-დარია, ირგვლივ ბნელა და
ფხიზლობაც საჭიროა. თქვი რამე? - ეხვეწებოდნენ მას მოლაშქრენი.
- ჰოდა, აი, უფლისციხეში რომ გვიამბე... ამირან-დარეჯანიანი! - მო-
იგონა სოსიამ. ოდესმე ლეკთა ტყვეობაში ნამყოფი მენახირე ახლა
ბრგე ტანისა და დიდი ძალის პატრონი გამხდარიყო.
- მორჩა, რაცა ვთქვი - ვთქვი... დანარჩენს კი გორის ციხეზე გეტყვით!
- შემომჯდარ მოლაშქრეთ გადასძახა ქოხსალამურამ და ნაბადში უფრო
გაეხვია.
- ეჰეი... რა შორს გადაგვიდო! - სოსიამ შორს მაღლა ბინდში შავი
ღრუბელივით გადმოდგმულ ციხეს ახედა.
- მაღლა კია და შორს კი არა! - გაუწყრა ქოხსალამურა.
- შენ, შვილოსა... სალამურავ... გორის ციხის აღება მარტო დაფდა-
ფის კვრა ან შაირობა ხომ არ გგონია?! - ბინდიდან სოსიას ვიღაც გამოე-
ქომაგა.
- ეჰე, ქიტა ჯიღაურიც აქ ყოფილა? - ხმაზე იცნო ქოხსალამურამ, -
მაშ, არა გვიშავს-რა, ხალხნო! ქვის დაცემის ან აჩეხვის ფიქრი ნუღარ
342
გაქვთ, დოსტაქარი ზედა გვყოლია... თავით ფეხამდე შეგვაკოწიწებს... წი-
კო-წიკო! იფხიზლეთ! - ქოხსალამურამ წინ წამდგარ გუშაგებს გასძახა, ზე-
დაც ამოკვიატებული ლექსი მიაყოლა:
ნაკოწიწებო ბიჭებო...
გამოაჩინეთ ჯანია...
გორის ციხეზე ვინც შემყვეს -
ქორწილშიც წამიყვანია! ...წიკო-წიკო!
- წიკო-წიკო! - ხმა გასცა მახლობელმა გუშაგმა და ახლა შორეულ გუშაგს
გაუწია ძახილი... როდესაც „წიკოს“ ძახილმა ქართლელ გუშაგებამდე მიაღ-
წია, მათ გაიკვირვეს...
- ე... რა ჭოტები გაჩენილან კახთა ბანაკშია?
მაგრამ მალე... გუშაგ-გუშაგ... პირიდან-პირზე გადასული ქოხსალამუ-
რას შაირი - ქორწილში მიწვევის ამბავი რომ გასწვდა ჩაჩუმათებულ ლაშ-
ქარს, ვინც ხალვათად იყო, კახთა ბანაკს მიეტანა. მალე ქოხსალამურას
სანგარში კარგა დიდი ჯარობა მოქუჩდა.
- ბიჭო... ვინ არის აქა... ქორწილში რომ იწვევს ხალხსა?
- მართალი თუ არის? ამბავი გაგვაგებინეთ... ვინ ვის ირთავს? მაყრიონი
კი ჩვენზე იყოს!
- ჰოდა, მოჰყევი... ღამეც შეგვიმოკლე და ხალისიც მოგვეც... ჩვენც ჩვენი
დანიშნულ-მოყვანილები გვაგონდებიან განა! - აყაყანდნენ მოლაშქრენი.
- ჩუმად! სოფლის მოედანი ხომ არ გგონიათ? თურქის თვალში ვზი-
ვართ! არ გამოგვთოფოს, თორემა მერმე ვეღარც ქიტესა-დოსტაქარი გიშ-
ველით და მეც უმაყროდ დავრჩები... - დაყვავებით ჯავრობდა ქოხსალამუ-
რა.
- არა, ფიქრი არ არის. თვალი დაუდგეს თურქსა!
- ჰოდა, მეც ეგ მინდა. ჩემი ამბის მოყოლა კი მეც მიხარია, მიამება ცო-
ლის შერთვა, სიყვარულის ამბავია განა! ახლა გამჟღავნებული, აღარც და-
საფარავი... თორემ განა ვიტყოდი... - ისევ განგებ შეყოყმანდა და ხალხს
გულში უფრო ჩაუგდო სურვილი.

343
- ჰოდა, თქვი... გორის ციხე კი ჩვენზე იყოს! - ირგვლივ შესძახეს და
მერმე ერთბაშად დადუმდნენ, ჩადარდიანდნენ... გორის ციხის აღება
არც ასე ადვილი საქმე იყო.
ქოხსალამურამაც იგრძნო მოლაშქრეთა ჩუმი ჭოჭმანი.
- საიდან დავიწყო... ვერ მომიხერხებია... ჰაიჰარად არ შეიძლება!
- აცალეთ, გულში დაილაგოს! - ჩრდილებში წამოიტოტა სოსია, თა-
ნამესოფლელს წამოეშველა, წასჩურჩულა: - აი იქიდან მოაყოლე... პირ-
ველად რომ შეხედავდი, რა მოგდიოდა?
- პირველად ლამაზ გოგოს რომ შევხედავდი, ყველა ჩემი საცოლე მე-
გონა. ჯერ ლექსს შევუთხზავდი, შაირებს ჩავუმღერებდი...
- დახე მაგასა?! მეც ასე მეგონა განა? მერმე, მერმე! - აჟრიამულდნენ
და უფრო ახლო მოუსხდნენ მთხრობელს.
- შენ შიგადაშიგ ახლაც ჩაურთე ლექსები... არკი დაუშლის... მარი-
ლია! - შეეხვეწა სოსია. სხვებმაც დაუდასტურეს.
- ახლა მაცალეთ... ლექსები განა კბილებზე მკიდია, პირი დავაღო და
ნაპურჭყლებს გადმოვაყოლო?! - სული ამოიბრუნა ქოხსალამურამ და
ცოტა შემღერებით ლექსიც ამოაყოლა:
იორში ჩავდგი კალ-ბადე,
წყალმა წაიღო ნელადა...
გოგოვ, რა დედამ დაგბადა
ამ ჩემი გულის მწველადა?!
ხალხი უმალ გაინაბა. ახლო გუშაგიც უფრო ახლო მოდგა და წამოი-
ხარა. ყველას გულისყური ჩრდილად მჩენ მთხრობელთან იყო. მხო-
ლოდ იქ, ბინდის თავზე მტრად გადმომდგარი გორის ციხე იყო, შავ
ღრუბელზე უკარებად გაკრული. მაგრამ თხრობის სიტკბომ უთხრობელ
სიმწარეს ერთი თითი გადააჭარბა და მოლაშქრეებს ბრძოლის წინ შვე-
ბა მისცა.
- ჰოდა, მეწოდა ე ვერანა გული... მერმე იმ ჩვენს დალოცვილ ქედშია
სულ ნესვებივით გოგოები არიან!
- ჰოდა, კარგები არ ყოფილან?! - ყორეს ბნელოდან შემოსძახა ვიღა-
ცამ.
344
- ეჰე, გაგრი, განა გოგრა ვთქვი! გარჩევა უნდა ბოსტნეულსა... ბოსტანში
არ იჯდე მაინცა. მე დუთმა-ნესვებს ვიძახი... ჩაკოკრილსა და ჩაკოკბილსა!
- მაშ, შენა ზორბა-ზორბაების მოყვარე არა ყოფილხარ? - ახლა ბუჩქის
ძირიდან ალაპარაკდა ნაბდოსანი.
იჰ! ფონში გატოპვა სჯობია,
წელჩატეხილსა ხიდასა...
ქალი პატარა სჯობია
ახმახსა, ტანა-დიდასა!
- დახე მაგასა... ხელად არ მოაწყო! მაგას რა ქალი და რა ციხე გაუმაგ-
რდება!
- ამბავი თქვი, ამბავი! მერმე! მერმე! - ახმიანდნენ ირგვლივ და უფრო
გაისუდრნენ. ლანდიც აღარ ჩანდა. თითქოს გულსაღირღიტო საუბარი ად-
რეული გაზაფხულის მიწას ასდიოდა ოხშივრად. თითქოს კვალი ესაუბრე-
ბოდა კვალს.
- ჰოდა, ჩვენს სოფელშია, გატეხილად რომ ვთქვა, ცალ-ცალკე ყველა
გოგო მიყვარდა... არა ისე, თავით-ფეხებამდე კი არა... ზოგს ტუჩში აქვს მა-
რილი, ზოგს თვალის ქუთუთოებში - ეშხი... ზოგს ზედ საწარბეზე ადგია ცი-
სარტყელა, ზოგის დალალ-ხუჭუჭში სულ დაგეკარგება გული... ერთს კი,
ვფიცავ, ზედ ცხვირის კიმკიმაზე აჯდა სილამაზე... მოდი და თავბრუ ნუ და-
გეხვევა?! ... მე კი ვბერავ და ვბერავ ჩემს გუდასა, სალამურს ვაკვნესებ,
სტვირს ვაპუტუნებ... გულის ეშხს ვაყოლებ...
შორით ვარსკვლავის სადარო,
ახლო მჯობნელო მთვარისა...
ქალო, როდემდე გატარო
ოცნებად გულის დარისა?!
- სულ ასე წესიერად და ტკბილად ვეკურკურებოდი ხან ერთს, ხან მე-
ორეს, ხან მესამეს... ხან მეათეს...
- ჰერიჰა! აგრე ნიავ-ქარად როგორ იქნება! - მიაძახეს აქეთ-იქიდან. ქოხ-
სალამურამ ვითომ ვერც კი გაიგო მათი შემოძახება, ხმა აიმაღლა და ღამე-
ში ჩალანდულ გარემოს გადასძახა...

345
- არა, განა მარტო ასე... უფრო გარკვეულადაც ვეუბნებოდი... გატე-
ხილად:
ხომლები გახლდნენ დასებად,
სჯობდი მათაც და მზესაცა...
თუკი შენ დაგემსგავსება,
ბიჭსაც გაგიჩენ - ძესაცა!
ბნელში ერთი კი წამოჰყო პირი ხარხარმა, მაგრამ დაშიშულ თხუნე-
ლასავით ისევ მიწის პირში ჩაძვრა და ჩაბუსუნდა.
- არა, არც ასე შეიძლება, კაცო?! სად გაგონილა?! ზრდილობის ზა-
რალია!
- დახე, რა ჰქონია გუნებაში! ისინი რაღას გეუბნებოდნენ? რასა?
- სულ სხვადასხვანაირად მიპასუხებდნენ, ზოგი ენითა, ზოგი ბლიკ-
ვითა და მუჯლუგუნითა... ჭიტლაყითაცა განა! ერთი კაპასა კი ცოცხითაც
გამომიდგა... და მაინც სულ სიცილ-ხარხარითა.
- ახია, ახი! - ნაბდებწაფარვით იცინოდნენ მსმენელნიც და სიყვარუ-
ლის ალღო სახიფათო ბრძოლის წინ უფრო მძაფრად თაველობდა და
ლაღობდა.
- საქმისა კი ვერაფერი გავარიგე... მე მიცინოდნენ და განზე კი თხოვ-
დებდნენ!
- მაშ ასე, ცალად დარჩი განა?! - გადმოსძახა ახლო გუშაგმა.
- შენ ემანდ ფრთხილად იყავ, თორემა... შენი ცოლი არ დაგრჩეს ცა-
ლადა! - გუშაგს შეუძახა ქოხსალამურამ და ისევ ჩრდილებს გადახედა. -
ბოლოს ჩემთვისაც გაიხსნა ცა... ერთ გოგონას, მარცხიანი შემთხვევის
დროს, თვალი შევასწარი. გამიკვირდა, გავშტერდი კაცი! ისე მოპარუ-
ლად გაზრდილიყო, ვერვის გაეგო იმისი ზღაპრული ეშხი! მათთან რამ-
დენჯერ ვყოფილვარ, ფუძის ანგელოზიც მე დავუმწყალობე და ბარე
სხვა დროსაც ბევრჯერ ამიტალახებია მათი პურმარილიანი ეზო.
- ხოსიტაანთას იძახი?
- ჰოდე, სოსიავ, ძალიან არ გამოიცან! ახლა მეც კი ვიცი. აი, დანიშნუ-
ლიცა ვარ! - ქოხსალამურამ ბნელაში ხელი ასწია. რაღა თქმა უნდა, ბე-

346
ჭედი კი არა, თითიც არვის დაუნახავს, მაგრამ ყველას ამბავი ეჩქარებოდა.
- ვხედავთ, ვხედავთ! - მიაძახეს ხმაშერეულად.
- ჰოდა, რადგან ხედავთ, ყურებიც გამოიჩიჩქნეთ, გუმანში ციხის სი-
ახლოვე არ გამოგრჩეთ... - და ქოხსალამურამ ხმას უფრო დაუწია, ჩურჩულ-
ზე გადავიდა: - ერთხელ, აი, ჩვენი სარდალი - დავით ბატონიშვილი გვეწვია
ქედშია. სწორედ ხოსიტაანთ ალაყაფს მიადგა. ჩამოაღებინა და ისე შევიდა
ეზოშია. ნაქეიფარი გახლდათ და ვერ შეეტია! ჰოდა, მან შეამჩნია ხოსიტას
გერის - თაკოს სილამაზე და მოკვანწულობა. არა, გაგონილა? მთვრალმა
და შორეულმა შეამჩნია, მე კი - ფხიზელმა და ახლობელმა - ვერა! ასეა
ხოლმე, ხშირად არის, ჩვენი ღობის ძირში ამოსულ უმანკო იას ვერ შევამ-
ჩნევთ, ხოლო სხვის ბაღში ათასჯერ ნაყნოს ჭრელ-ჭრელა ყვავილებს კი ვე-
პოტინებით და დიდ ფასსა ვდებთ!
- ეგ კი მართალია! - კვერი დაუკრა ბოხმა.
- ჰოდა, ბატონიშვილმა მრუში ალერსი დაუპირა. აქვე სუფრასთან გაჰ-
კრა მთვრალი ხელი, გულისპირი შემოახია. აკი მეც იქ ვიყავი. ჰოდა, ის უბე-
დური თაკოი ისეთი ლამაზი მეჩვენა თვალცრემლიანი, რომა... ერთი სიტ-
ყვით...
- რას ამბობ, კაცო! დახე მუსუს დიდ-კაცუნასა! ჰაი დედასა!
- მერმე შენ რა ჰქენი, ან ხალხი არ იყო იმ ქვეყანაზე! - აზუზუნდნენ მო-
ლაშქრენი.
- აბა, რას ვიზამდი. ხელი ამოვიბრუნე... დავაქუხე...
- მოიცა, კაცო! რეებს ამბობ? დავით ბატონიშვილი!
- რა დააქუხე, კაცო? - ახლა კი სულ ახლო კვლებში ჩაგორდნენ, წამოი-
წივნენ ჩრდილები.
- სოფლის ღოროტოტოი! მთელი სოფელი შევუყარე!
ჩრდილებმა ჩაკუჭკუჭებულად გაიცინეს, მერმე ერთბაშად „დასაქუხე-
ბელ“ ციხეს ახედეს.
- მეც ასე მეგონა.
- ჰოდა, მართალია, მართალი! მეც იქ გავჩნდი, ოქრო-პაპაც, მთელი სო-
ფელიც, დიდ-პატარა! - ედასტურებოდა, მოწმედ უდგებოდა მუხლებზე წა-
მომდგარი სოსია.
347
- რაღა ბევრი გავაგრძელო, მთელი სოფელი რომ შევყარე, ყველაფე-
რი ბედნიერად რომ ჩამოთავდა და ბატონიშვილი „ლეკების“ სადევ-
რად ავამხედრეთ, ახლა მეც დავაკვირდი თაკოსა... და ახლა ბატონიშ-
ვილის მოწონებული მეც მომეწონა... გულში ჩამივარდა, ყველაფერიც
თავზე შემომავლებინა.
ქოხსალამურას სულის მოთქმაც არ აცალა ჯმუხა მეზობელმა.
- ლექსად თქვი, ლექსად!
- არა, დახე ლექსის უკუღმართობასა! ვერც ერთი ვეღარ მოვიგონე,
ლაყუჩები დავიგლიჯე და ვეღარაფერი ვერ ვუთხარ.
- დახე, რა ყოფილა სიყვარული! დაგამუნჯა?!
- მაშა! გულში ჩავიხედე - აღარც ერთი ლექსი, მიწყობილზე-მიწყო-
ბილი შიგ აღარ იყო. მარტო თაკო იჯდა და დახეულ კაბას იკერავდა,
თმას ივარცხნიდა, პურს აცხობდა, ჯარას ატრიალებდა, თავის უმცროს
ძმას - გუცას კითხვას ასწავლიდა.
- შენ თუ შემოგხედავდა ხოლმე?
- აბა, რა ვიცი. თვალებს კი ვერ ვუსწორებდი. ერთხელ - მსხლობას -
იმის ეზოში ჩავედი. დიდი მსხალი ედგათ. უმწიფდათ. ერთი კალთა
მსხალი აეკრიფა. - ქოხსალამურა გაჩუმდა, მაღლა გორის ციხეს ახედა.
- არა, ვითომ ვთქვა, თუ გვეყო ლაყბობა?
- უჰ, რას ამბობ, კაცო. უმწიფდათ... თქვი, მაშა!
- ჰოდა, ეგრე მითხარით, თორემ სიტყვა და გაბედულობა მაკლდება.
განა უბრალო ამბავია! - ქოხსალამურამ შუბლზე ხელი გადაისვა, ოფლი
მოიწმინდა და ხმაჩაკრულად ჩაიშაირა:
მან კალთა გამომიწოდა,
მსხალსა ვწვდი, კალთას კი არა...
ისიც სირცხვილით იწოდა,
მეც გულზე დამრჩა იარა...
მეც ელვამ გადამიარა!
უფრო მედგრად ჩაათავა და ისევ ჩაუკლო ხმას.
- დავიჩაგრე და დავიდაგე, ვეღარავის ვერაფერს ვეუბნებოდი, ვე-
ღარც ლექსითა, ვეღარც იგრე... მეც მოვიწყინე და სოფელმაც.
348
- სულ თაკოს ბრალი ყოფილა, ჰა?! - გაიკვირვა სოსიამ. მას დავაჟკაცე-
ბაშიაც შერჩა ჩვეულება - უცბად გაიკვირვებდა და სხვასაც გააკვირვებდა
ამითი.
- ჰოდა, მსხლობას ხოსიტას ეზოში გზად ჩავიარე. არა, მოსავლელი კი
შორი იყო, მაგრამ სულ აქეთ მექცეოდა ე ვერანა მხარი და გული. ჰოდა,
მსხლის ძირში მარტო იჯდა. ფეხები დაბორკილივით მივიტანე. უმჯობესი
დრო აღარ იქნებოდა. „აჰა, გოგო, ვთქვა-მეთქი?.. და თქვიო“, „ვერ ვიტყვი-
თქო“ და „მაშინ ნუ იტყვიო. აბა მოდი, ჯერ მსხალი დამირეკეო“. მსხალზე
ამაფრინა... იცოცხლე, მე იმ დღეს მსხლის ტოტებზე ვიყარე ჯავრი... მწი-
ფეს მკვახეც მივაყოლე... „ბიჭო, რატომ ასე გაშმაგებით ბერტყავო, მკვახეც
ცვივაო“? - ქვევიდან შემომცინოდა. ჰოდა, მაშინ მოვახერხე, ისე იკრიკანტუ-
რად, მსხლებში ჩავურიე... „რა ვქნა, გოგო-მეთქი? მკვახესთან ერთად ჩემი
გულიც ემანდ ჩამომივარდა და რას იზამო?“ „სადა, ბიჭოო?!“ თვალჟუჟუ-
ნად შემომხედა და იცით, რა მითხრა იმ ეშმაკმა, იმანა? „იჰ, ჭიანი რამე არ
იყოსო?!“ ვაჰმე, მაშინ მოგიკვდეს ჩემი გული! ხელად ჩამოვფრინდი და ად-
გილზე ახლოს მივეტანე... ჰოდა, მაშინ იყო, კალთით მსხალი რომ მომაწო-
და და შინისკენ წავიდა ფეხშიშველა და ხელებაკაპიწებული, ოდნავ კალ-
თააწურული. დედოფალივით მინარნარობდა და კალთაში, მსხალთან ერ-
თად, ჩემი გულიც მიჰქონდა. „გოგოვ, რას შვრები-მეთქი?“ „რასა, ბიჭოო?“
შედგა, შემომხედა. ენა ჩამიგდო. „კიდევ მსხალი ხომ არ გინდაო?“ მერმე
ალბათ შემატყო, ჩემგან ხეირ-სიტყვა არ გამოდიოდა. ტუჩები დაკუშტა და
ასე მითხრა: „მე თუ არაფერს მეტყვი, ჩემს მამინაცვალს - ხოსიტას მაინც
უთხარო“ და წავიდა.
- მერმე უთხარ?
- ვისა, კაცო, ხოსიტასა? სათოფეზე არ ვეკარებოდი. სოფლის თავში რომ
გამოჩნდებოდა, სოფლის ბოლოში ვიმალებოდი.
- რათა, კაცო?
- რას ამბობ. მის გერს ბატონიშვილმა, ტახტის მემკვიდრემ, დაუპირა
სიმთვრალეში ცოტა რამ ალერსი... და იმას არ შეეპუა, ცულით მიეტანა,
ძლივს დააკავა სოფელმა. მე სულ არ გამიხეთქავდა თავსა! საქმეში ისევ
ჩვენი გულმეცნიერი ოქრო-პაპა ჩაერია და ისე, უჩემოდ, გამოარიგა საქმე.
349
ჰოდა, ნიშნობის ხადილიც იმავ მსხლის ძირას გადავიხადეთ. საქორწი-
ლოდ კი ახლა ვეშურებოდი... ლაშქრობამ მომისწრო...
- მერმე რა დაგაბარა თაკომა?
ამ დროს ჩუმი მოძრაობა შეიქნა. გუშაგმაც ნიშანი მისცა გუნდს.
- რაც დამაბარა, ამას იქ - გორის ციხეზე - გეტყვით! - ხელი ზევით
აიქნია და მსმენელები დაშალა. ყველამ თავის სანგარსა და გუნდს მი-
აშურა. სიბნელიდან ცხენოსანთა ჯგუფი გამოთავთავდა - დავით ბატო-
ნიშვილი, პაპუნა სარდალი მცირე ამალით.
- აბა, მზად იყავით, ბოსტნებში გამოსულან ციხის თურქნი. დამშეუ-
ლან და ახლა ჩვენი წიწმატით უნდათ ჩვენვე გვაჯობონ! - ჩუმ ბრძანე-
ბას ხუმრობა ააყოლა დავითმა.
- ნიახურს ვარგუნებთ, ნიახურს! - გასძახა ქოხსალამურამ.
- ჰოდა, ასე, კახელებო! სვიმონ მეფესაც წიწმატი მონატრებია. აბა-
და ვის ერგოს! - ახლა პაპუნა ამილახვარმა ჩუმად გასძახა კახელებს: -
აბა, ერთი თქვენებურად, გაუხდელი ზაქებივითა!
ბუკი და დაფდაფი არვის სჭიროდა. ჩუმად მუცელხოხურით შეეპარ-
ნენ კახნი სულ ნაპირა ბოსტნებს. გაზაფხული უკვე იგრძნობოდა ჰაერ-
შიაც და ბოსტნებშიაც. წაწოლილი მებრძოლნი ნაადრევ კვლებს ხელს
რომ გადაუსვამდნენ, ქორფა მწვანილი საამოდ უღიტინებდა გლეხურ
ხელისგულსა და გულისყურს, კამისა და რეჰანის სურნელი ნესტოებს
უთრთოლებდა მათ და საკუთარი ბოსტნების მადლსა და მყუდროებას
აგონებდა.
- მაშ, ჩუმად შეპარული ბრძოლა იქნება ბნელაშია! ბოსტანშია! რა
საკიტრე ადგილია?!
- ჰოდე! - ჩურჩულებდნენ ჩრდილები და მიხოხავდნენ, - წიწმატს რა
უჭირს, მეორედ მოვა!
კახნი რომ საგრძნობლად დაწინაურდნენ, ბილიკზე ძეძვიანი ღობის
ჩრდილში სარდლების ჯგუფს წაადგნენ. აქ იყვნენ დავითიც, გიორგი
ქართლის უფლისწულიც, ქართლის სარდლები - გოჩაშვილი და ამი-
ლახვარი. მერმე სვიმონ მეფემაც მოაგდო ფლოქვებზე ნაბადამოკრუ-

350
ლი შურდანი. ყველას ოდნავი ნასვამობა ეტყობოდა. ლაღი სუფრიდან წა-
მოეშალა ისინი მაცნეს.
- აბა, კახნო, სიტყვა დათქვით რამე... ქართლელთ თურქნი არ ეგო-
ნოთ ამ ბინდშია! თქვენც გაარკვიეთ, ჩვენი სადაა! - უშუალოდ მოლაშ-
ქრეთ გამოეხმიანა სვიმონ მეფე. სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ერთ სიტ-
ყვას ეძებდა, ნიშანდობლივს.
- წიწმატი! - წამოიძახა ქოხსალამურამ.
- კარგია... წიწმატის ბრძოლა!
მაგრამ „წიწმატის ბრძოლა“ არც ისეთი უბრალო და არც ისე უწყინარი
გამოდგა. თურქ-მეციხოვნეთ დიდი ლაშქარი გამოეშვათ ახლომახლოში სა-
ნოვაგის შემოსაკრებად. კახნი ცოტა ჩასცილდნენ თუ არა ბოსტნის ღობე-
ყორეებს, ჩასაფრებულ თურქთ წააწყდნენ. შეიქნა ერთი ბათქი, ყიჟინა და
ხმლების ჩახაჩუხი. ხუმრობით ჩაგდებული სიტყვა კი სწორედ მეტად საჭი-
რო გამოდგა.
- წიწმატი! - გაიძახოდნენ კახნი და ბოსტან-ბაღების ბინდ-ბუნდში და-
ბორიალებულ ხელჩართულში ჯიქურად ჩადიოდნენ.
არაერთი ქართველი მოლაშქრე გადაარჩინა „წიწმატმა“ თავისი მოძმის
ხმალსა და ტყვიას. ბინდის ბრძოლა დიდი „გაწიწმატებითა“ და აღრევით
ბუბუნებდა და მხოლოდ ეს უცნაური ძახილი იყო გეზისა და გეშის მიმცემი.
ღამის ცა კი სულ ჩაილურსა ღრუბლებში. მაღლა მტრად ქცეული გორის ცი-
ხეც გალურსულიყო და სულ აღარ ჩანდა. მის ძირში კი ჩრდილები ებრძოდ-
ნენ ჩრდილებს, მაგრამ ქორფა წიწმატის კვლებს კი ნამდვილი სისხლით
რწყავდნენ.
ქართლელ-კახელნი წინ მიიწევდნენ და არც შეჩერებულან, ვიდრე გო-
რის ციხის ქვედა კოშკები არ წამოეტოტათ თავზე. მარცხნანახი თურქნი
მედგარი ბრძოლით შებრუნდნენ ციხის ბჭეში. შეტევაც მოასწრეს და ფეხ-
დაფეხ მიყოლილ ქართველთ ზემოდან ისრებისა და ტყვიების სეტყვა წა-
მოაყარეს.
გათენებისას ქართველებმა უკვე ახლო ალყა დაადეს გორის ციხეს, ყვე-
ლა ახლო გზა-მისავალი გადაუჭრეს, მაგრამ ციხე მიუვალად და თამამად
იდგა. მეტი გზა არ იყო - ხანგრძლივი და ქართული ლაშქრისთვის გულმა-
351
ბეზარი ალყად ჯდომა უნდა გაეწიათ. ზედ დამთხვეულად კი გაზაფხუ-
ლის ხვნა-თესვის დროც იყო და დიდი მარხვაც დგებოდა. ხოლო ქარ-
თველთ არა მარტო ქეიფი ემარჯვებოდათ სააღდგომოდ, არამედ ომიც
ეძრახებოდათ დიდმარხვაში. მაგრამ მსხვერპლი - გაღებული, ომი - გაც-
ხადებული იყო. თავი მოიქაჩლეს, გორის ციხეს და, საერთოდ, მთელ
კლდეს ირგვლივ მჭიდრო ალყა დაადეს და ჩაჯდნენ.
სვიმონ მეფემ ახლა კი იკადრა ღვინის სმის აკრძალვა, რითაც დიდი
შეჭირვება ჩამოაგდო ლაშქარში. უსაქმურობაც უჭირდათ ქართველთ.
თურქნი კი „წიწმატის“ ბრძოლის შემდგომ ერიდებოდნენ გამოხტომას.
სულ მალე ამოუთავდათ მოთმინება ქართველთ. დრტვინვა იწყეს.
სარდლები და გუნდის თავები ძლივს ამაგრებდნენ მოლაშქრეთ.
- ან გვაბრძოლეთ, ან შიგ გაგვიშვით... კრუხობაა?! ვიქექებით და ცი-
ხეს შევყურებთ. ვითომ რაო და რისთვინაო? სახნავ-სათესი მიწა კი ღვი-
ვის! ციხე არსად გაგვექცევა - უჭირნახულობას კი ჩვენ ვერ გავექცევით
ვერსად.
- ეგეც არ იყოს, ამ უღვინობას რა ეშველება! განა ლოთობას? - უღვი-
ნობას?! გული შეგვისუსტდა!
სულწასულნი კი ასეც გაიძახოდნენ:
- უღვინობისგან სიკვდილს ბრძოლაში სიკვდილი გვირჩევნია... მა-
შა!
სვიმონ მეფეს კი სხვაც აფიქრებდა. თურქთა მაშველის მოსვლაც
იყო სავარაუდო. ისევ სარდალთა თათბირი დაასკვნა. ახალი გეგმაც და-
სახა: ციხის იერიშით აღება.
ამ გაბედულმა ზრახვამ ყველა მოთათბირე შეაფიქრიანა. მაღალ
ფრიალოზე შემდგარი გორის ციხე მიუდგომელი იყო, თავს მტკიცედ
იცავდნენ ციხოვანნი. არსებითად აქ კლდეზე კიბე-კიბედ, ჩაბმულად შე-
მავალი რვა ციხე იყო, ხოლო მეცხრე - კლდის თხემზე, ფრიალოს პირ-
სწორად იყო დაშენებული, ოთხი კოშკ-ბურჯით და მრავალი ქონგურით
შეკრული. ამ ციხეებს საერთო მაღალკედელი შესდევდა, შიგადაშიგ
კოშკები იცავდნენ კედელს. შუადაშუა კი ტიხრები და რკინა ჭედილი

352
ალაყაფები ხშავდნენ შიდასავალს. გარეგასავლად მხოლოდ ერთი - ძირა,
დიდი ციხის კარიბჭე ჰქონდა მთელ ცხრაციხეს.
მის შენებაში და მიუდგომლად ამაღლებაში, გარდა ბუნებისა, ვის
არ ერია ხელი... მოყვარესაც და მტერსაც. ბურჯი ძველქართული იყო.
დიდი ციხე კი დავით აღმაშენებელმა ააგო, ქართველი არწივების სა-
ბუდრად, ხოლო ჟამთა ვარამს იგი ხან სპარსული ძერებისა და ხან თურქუ-
ლი ყორნების ბუდედ ექცია.
- უნდა ავიღოთ, ყველანი რომ შევაკვდეთ კლდე-კედელს. თავი ვახა-
ლოთ, კბილებით გავღრღნათ. უკან მომხედავს კი თვალები დავთხაროთ!
სვიმონ მეფემ ლაშქრის მზადყოფნა ბრძანა და ყველა დაითხოვა; ცალ-
კე დაიბარა გორის ძველი მოურავი სულხან თურმანიძე და ატენის ციხის
პატრონი ფარსადან ციციშვილი, კიბეების ფარულად გათლა-გაკეთება და-
ავალა.
- ასე ივარაუდეთ: ზეცამდე რომ დაგვჭირდეს ასვლა, უნდა გვეყოს! თოკ-
ბაწრებიც დააგრეხინეთ, საფარ-გოდრებიც და მსუბუქი ლასტებიც რომ
ბლომად იყოს! დანარჩენი თქვენ იცით თავად. როდესაც გაცნობებთ,
მტკვრისა და ლიახვის ხერთვისის ჭალაში დამხვდით და დამახვედრეთ!
სარდლებმა კი ალყის ლაშქარი დიდმარხვის პირველ კვირასავე აჰყა-
რეს, ახლომახლო სოფლები და დაბა გახიზნეს, გააჩანაგეს და გორის ციხე-
ში გაშორდნენ.
ციხეში დიდი ზეიმი იყო. თურქნი მოელოდნენ ამას. იცოდნენ ქარ-
თველთა უბრძოლველობა მარხვაში.
სამმა დღემ განვლო. ციხეში მაინც ფრთხილობდნენ. არ გამოდიოდნენ
გარეთ. ბოლოს გაბედეს, ახლომახლო დაზვერეს. ქართველები არსად ჩან-
დნენ. კიდევ აცალეს და რომ აღარსად გამოჩნდნენ გურჯნი სვიმონისანნი,
შიკრიკები აფრინეს ტფილისსა და ერევანს. ახლოში თარეშიც გაუშვეს.
მერმე გათამამდნენ. გამანძილებით ნახირი იშოვნეს სახორცედ. მაინც შე-
მოჰკლებოდათ ხორცი, მოიალაფიანეს და მობრუნდნენ. მიუხედავად რჯუ-
ლის კრძალვისა, ღვინო და არაყიც ეშოვნათ.

353
ქართველები კვლავ არსად ჩანდნენ. დამშეული მეციხოვნენი ძერე-
ბივით დააძღნენ სოფლის ნახირს და ტანში შემძიმდნენ. სიფრთხილეც
შეუნელდათ. უკვე გააცივეს ადუღებული ფისი და კუპრი.
მთვარე რომ დაილია, დათქმულ პაემანზე შეიყარნენ ყველანი. აქ იყ-
ვნენ კახნიც, რომელნიც კიბეების კეთებაში ეხმარებოდნენ თურმანიძეს.
ქოხსალამურამ თავიდანვე ალღო აუღო სვიმონ მეფის განზრახვას.
გუმანში მოუწონა. თავადაც ეჩქარებოდა სოფელში - თაკოსთან. მანაც
თავისი ვარაუდები გასწია, ლაშქარი დაიარა და მუჭა-მუჭად შეაგროვა
„გორის ციხის ასაღებად საჭირო“ ხორბალი. ზოგმა საგზლიდან უწილა-
და, ზოგმა საკორკოტე ღერღილი ჩაუპეშვა გუდაში.
- ერთი მუჭა საკორკოტე თუ გორის ციხეს აიღებს, ჰა, შენი ჭირიმე!
- ასეთი რა თილისმა მოგიგონებია? საკენკი ხომ არ უნდა მიუყარო
იმ ლეშის მჭამელებსა?
- ხორბლის ზარბაზანი ხომ არ უნდა დააქუხო? ან კორკოტის კიდე
ხომ არ უნდა გააკეთო? შენმა „წიწმატმა“ რა ხეირი ქნა, კორკოტი რას
იზამს? - იცინოდნენ მოლაშქრენი და მუჭა-მუჭას მაინც აძლევდნენ.
- ჰა, ჩვენც წილი დაგვიდია! სარგებელი სადღა ვეძიოთ?
- იქ გამოჩნდება! მაღლა!
- ყველაფერი იქა? სულ გორის ციხეზე როგორ უნდა გამოჩნდეს თა-
კოს ნათქვამიცა და კორკოტის ნაჭამიცა? - ჰკვირობდა სოსია და უკან
დასვდევდა. ქოხსალამურამ გუდა კარგა ხვავიანად რომ აავსო, ახლა ჩუ-
მად ლიახვის წისქვილებზე გაიპარა და პირწმინდად ფიფქგამტკიცუ-
ლად ჩამოაფქვევინა. მშვილდ-ისარი და თოფ-ტყვია წამალი წაიღო,
უფრო შორს გაიპარა.
- სად მიხვალ, კაცო? - დაეწია სოსია.
- მოშორებით, რომ თოფის ხმა არ მოვიდეს, უცხო თვალიც არ მომ-
წვდეს!
- მეც წამიყვანე.
- თავის დროზე წაგიყვან.
- შენ რაღას ოინბაზობ?
- წუთისოფელს ვეეშმაკები... სიკვდილს - გამარჯვება მირჩევნია!
354
არვინ იცოდა, რას აკეთებდა ქოხსალამურა თავის შორსსაფარში. დიდ
სამზადისში მაინცდამაინც არც ვისმე მიუქცევია ყურადღება. ქოხსალამუ-
რა, მობრუნებისას კი დავით უფლისწულს ეახლა.
- ბატონო, შენი ჭირიმე, განა მარტო ბერიკაობა და ღორო-ტოტოს დაქუ-
ხება ვიცი. მთაშიაც ნავალი ვარ, კლდეზე ხოხვაც მუხლში მომდევს.
- ჰოდა, რა გინდა მერმე?
- მეწინავედ მიმიშვი ზედ მეცხრე ციხეზე.
- თავციხეზე? სულ მაღლა? - ეჭვით შეხედა დავითმა, - ვერ ახვალ, ჩა-
მოიჩეხები!
- ავაღწევ. დამიხედეთ, რა დავათიო! ჩვენს ბიჭებსაც გავიყოლებ. ჩვენ-
თან თუშებიც არიან, კლდეზე შეფრენა მაგათი მოგონილია. გორელებსაც
შევარჩევ - ადგილის მცოდნეებს. თავზარი იქიდან უნდა დაეცეს ციხეს!
დავითმა თავი გაიქნია, მაგრამ სვიმონ მეფეს მაინც მოახსენა. მან კი
უმალ ინიშნა და ნება დართო, თანაც დედო-ციხეზე შეხოხების ცდა საერთო
იერიშის გეგმას მიუსადაგა.
მრავალი კიბე და საწყობი გაეკეთებიანთ სულხანსა და ფარსადანს. ყვე-
ლას ჭარბად ერგო. ქოხსალამურას ჯგუფსაც ხვდა.
სვიმონ მეფემ ასე გაარიგა ბოლო გეგმა: ერთდროული და ორმხრივი იე-
რიში უნდა მიეტანათ პირველ ხუთ აკიბულ ციხე-გალავანზე, ბურჯის ციხი-
დან ვიდრე მაღლა შუაწელამდე. ამის ზევით, კლდის მხრივ, მიუდგომელ
ნაწილში შიდატიხრების გამონგრევის იმედი იყო. ამავე დროს, მცირე
ჯგუფს სულ ზედა დედო-ციხის ჩრდილო კოშკზე უნდა ეცადა შეცოცება. კი-
დევაც რომ ვერ აეღწია, შიშს მაინც ჩააგდებდა, მარქაფი ქვედა ციხეებში
რომ ვერ ჩამოეგზავნათ თურქებს.
ყველაზე ადრე დედო-ციხის ჯგუფი უნდა დაძრულიყო, მათ ყველაზე
გრძელი და ძნელი ფრიალო სავალი ჰქონდათ.
შუაღამემდე მტკვრისა და ლიახვის ხერთვისში ისვენებდნენ. მერმე ამ
შუა მარხვაში ეზიარნენ, მსუბუქადაც წაიხემსეს, მაგრამ სახსნილო არვის
უჭამია. ღვინის შესმის ნება კი დართო მეფემ. თავადაც ჩამოარიგებინა ატე-
ნური. დროშები ხერთვისშივე დატოვეს და მცირე ჯგუფებად, ფეხაკრეფით

355
აკიბული ციხის განკუთვნილი მარჭვლებისაკენ დაიძრნენ. ყველას უმ-
თვარო ღამის უჩინმაჩინის ქუდი ეხურა, სრული სიჩუმეც სუფევდა.
კლდეს რომ მიადგნენ, ქოხსალამურამ უნებურად ზევით აიხედა. სად-
ღაც, ბინდ ცაში ვეშაპივით თავმოზიდულად და მიუკარებად შავობდა გო-
რის დედო-ციხე, მისი კუდი კი სახსარ-სახსარ ბურჯის ციხემდე ეშვებოდა.
იქაც სრული სიჩუმე და ბინდბუნდი სუფევდა.
ამ ყიამეთ ღამეში, ყოველმხრივ ეპარებოდნენ ციხეს მისი ნამდვილი
შვილები. კიბეებს, გოდრებს, ლასტებს, პატნეზებს, თოფ-იარაღს
ფრთხილად მიახოხებდნენ, ჩუმად შეჰქონდათ კლდესავალზე. საეჭვო
ხმაურის დროს მიწას ეკვროდნენ, სულგაკმენდილად შეჰყურებდნენ ცი-
ხის კამარას. ყველას ესმოდა, ადრეული გამჟღავნება სამარცხო, იქნებ
საქმის სრული ჩაფუშვა იყო.
ქოხსალამურას მიმყოლნი ხომ ხვლიკებივით მიცოცავდნენ. ფრი-
ალოს ძირში უფრო ბნელოდა. ქოხსალამურა გორელ ზაქროსთან შე-
თათბირდა. გეზი აიღო, თავიდანვე ჩრდილო კოშკს უსწორა და ფეხზე
გაიხადა. სხვებმაც წაიყარეს ქალამნები. ორი უგრძესი კიბე აქვე წააბეს
ურთიერთს. თავი და ბოლო ნაბდის ფლასებით შეუფუთეს. მთავარი
იყო, ხმა არ გაეღო კლდეზე. ერთი-ორი კიბეც სამარქაფოდ წაიღეს. ქოხ-
სალამურამ ახლა ჯაჭვის პერანგიც გაიხადა და ტანი შეიმსუბუქა. სხვებს
კი არ გაახდევინა.
- მე ჩემი აბჯარი მაქვს! - ერთი გუდაღა შეიტოვა ზურგზე, ხანჯალიც
შემოიხსნა, თოკი შეიბა და კლდეს შეახოხდა.
- სხვა გუდები და ბუკი არ დამიკარგოთ, ბიჭებო! უკლებლივ ამომი-
ტანეთ! - კლდის პირს გააკრა ჩუმი სიტყვა, თავადაც გაეკრა და უცბად
გაქრა. მხოლოდ თოკი მიიკლაკნებოდა მეგობრების ხელში.
მაღლა ხელების ფათურით, მაგრამ ტანმსუბუქად მიიწევდა იგი,
უკან სოსია და თუში ბიჭი მოსდევდნენ. მათ ქოხსალამურას გუდაიარა-
ღი ჰქონდათ ზურგზე გამართული. თან კიბის წინა თავს ეზიდებოდნენ
ნელ-ნელა. შუაწელში და ბოლოში კიდევ ორ-ორნი მოხოხავდნენ, კიბეს
ადგილს უნაცვლებდნენ ზევით-ზევით, ორნიც სულ ბოლოს მიჰყვებოდ-
ნენ, დაგორებულ ქვებს შეძლებისდაგვარად აჩერ-აჩუმებდნენ. გორე-
356
ლი ოდნავ განზე მოხოხავდა და სვლის სისწორეს ამოწმებდა. თრიალელი
პეტო მენიშნედ და მეკავშირედ დადგა, ორიოდ კაციც ქვევით დარჩა - შვე-
ლის მიმცემად, თოფ-იარაღის ამტანად.
ქოხსალამურა უკვე აღმაპირად მიძვრებოდა, მუდამ კლდის ჩრდილო-
ვან ღარს დაეძებდა - ხელის ლოლიავით, ნიადაგის სინჯვით. მერმე თოკით
მოსწევდა კიბის თავს. ეს ნიშანიც იყო და დახმარებაც. თუმცა მომყოლ სო-
სიას სამი კაცის ღონე ჰქონდა. არც სხვა შერჩეულნი იყვნენ ძაბუნად. გუდა
ხელს უშლიდა ქოხსალამურას, მაგრამ მისი იმედიც გუდაში იყო. ერთიმეო-
რეზე საგანგებოდ წაბმული შუბი კი ადვილად მოსაწვდომში კიბეზე დაკრუ-
ლი ეგულვებოდა. ახლა გეზის დაკარგვა იყო ყველაზე ადვილი და სახიფა-
თო; გორელ ზაქროს ნიშან-ჩურჩულს დაელოდებოდა, სულს მოითქვამდა
და თავის მკერდს ისევ კლდის მკერდს აალესავდა. ფრიალოში ოდნავ შე-
პობილ ღარს მიაგნო და იმას აჰყვა.
როდესაც დაღლითა და ღელვით გული ამოენასკვებოდა, ისევ კლდეს
დააკვდებოდა, ყურს დაადებდა. ქვევიდან ოდნავ გასაგები კიბის ხოხვის
ხმა და ამხანაგების ჩუმი ქშენა ამოესმოდა, ისევ დაითავხელებდა გულს და
აღმა მიცოცავდა. დრო კი ფრიალო კლდესავით ვარაუდაუღებლად იდგა
თუ დიოდა. რამდენმა ხანმა განვლო, ან რამდენი სავალი აილია, ეს არ იცო-
და არც ერთმა კლდეზე გაკრულმა. საკმაოდ რომ აგრილდა, მაშინღა მიხ-
ვდა ქოხსალამურა - ეს სიმაღლის ნიშანი იყო. გადმოიხედა კიდევაც, მაგ-
რამ ბინდში მტკვარ-ლიახვის შხუილის მეტი არა ისმოდა რა, სივრცე კი
სრულიად არ ჩანდა. იქნებ უმჯობესიც იყო, ისედაც თავბრუ ეხვეოდა დაღ-
ლილს. ცხელ-ცივი ოფლი დიდი ხანია გადაედინა შუბლსა და ხერხემალზე.
ბოლოს, არაქათგამოცდილი მიეყუდა კიდეს და გულის უსუსტეს კუნჭულში
ინანა კიდევაც, რომ ითხოვა პირველმავლობა დედო-ციხეზე, მაგრამ შინა-
განმა ძალამ ისევ წაუბიძგა მას, ძალამ, რომლის სახელი მან არც იცოდა და
რომელიც აიძულებდა ხოლმე, თავზე აეღო სოფლის საერთო საზრუნავი
და პირველტვირთი. ისევ წაიწია, კლდის ბასრზე წაიკრა შიშველი, შეცივე-
ბული ფეხი. უნებურად კიბეს დაეყრდნო, ზედ შემაგრდა. კიდე მყარად ეჭი-
რათ ქვევიდან. გულზე იმედად მოეცა ტერფით ნაგრძნობი ძალა. ქვევით

357
ქვა ახმიანდა - არც ისე ხმიანად, ქოხსალამურას რომ მოეჩვენა და შეაკ-
რთო.
- ჩუმად! - ჩასჩურჩულა ქვევით. მაგრამ ჩურჩულიც არც ისეთი ჩუმი გა-
მოუვიდა, როგორც მას სწადდა. მიხვდა და დადუმდა. გული გუდის არტა-
ხებს ებჯინებოდა. ხელი ზედმეტი სავსავით საყრდენ შიბს მიადო და სული
მოითქვა, დასვენება გადაწყვიტა. ანაზდად მოაგონდა, რომ ამ კლდეზე
ყოველ მხრივ ასევე მოცოცავენ ზიარებამიღებულნი... და მას - ქოხსა-
ლამურას - ელიან ასევე კლდეზე გაკრულნი. მას ელიან, ის კი ისვენებს?!
ღრუბელს ზევით კი იქნებ განთიადიც იწყება! თუ დაათენდათ, სის-
ხლით ზიარება მაშინ დადგება! რა დაასვენებს, რა? ისევ აცოცდა, კიბეც
აითრია.
- მიდი, მიდი! - იმედიანად ამოესმა კლდის ეხში შესულ სოსიას ჩუმი
ჩურჩული და კიბე კამეჩის რქებივით მოაწვა ქვევიდან. და ჰა, კლდეს
ეუცხოვა; უფრო გლუვი და სულ შვეული გახდა; ხელი შეავლო და ნაშენი
იგრძნო.
- ციხის ძირი! - თავისი პირით თავისივე ყურს მოასმენინა და საოც-
რად იმატა ძალა. აინაცვლა, ცოტა განზე გადგა, კოშკისა და გალავნის
შეყრის წიბოს უსწორა გეზი, მის ბალავარს შუბლი და კიბის თავი მიაბ-
ჯინა. ახლა სოსიას შეუცადა. ისიც მოსწვდა, ფეხებში შემოსჩურჩულა:
- თავი აუწი კიბეს! გორელი იძახის, ნიშანშიაო!
უცბად კიბეზე შეხოხდა, კლდეზე აღმატოტვა იწყო.
კიბის თავის თოკი მიუშვა ქოხსალამურამ. მას ახლა პირადული აღა-
რაფერი ახსოვდა - არც ხიფათი, არც გაყინულ-შეტკივებული ფეხები,
არც გახურებული შუბლი. გონება კვესივით აუმუშავდა, ყველაფერი თა-
ვის რიგზე გააწყო. თითქოს სრული ნათელი ყოფილიყო ირგვლივ. კი-
ბის შუა გადაბმული წელი რომ მას გაუსწორდა, შუა თოკს მოავლო ხე-
ლი, დაიგრძელა და ამოწეულ სოსიას შეაბა მკერდზე.
- აქ მიდექ, ბალავართან, და დაამაგრე! - უჩურჩულა ყურში და კიბე-
ზე დამაგრებული გრძელშუბი შეხსნა.
სოსიამ ისევ ასწია კიბე. ქვევიდან ამოცოცებულმა თუშმა და გორელ-
მა ფეხ-მუხლები მოიყარეს და კიბის ძირი გაჭიმულ ხელებზე დაიმაგ-
358
რეს. სოსიამ ფეხები გაჩაჩხა, ზურგით კედლის ტენიან და ხავსიან ბალა-
ვარს მიეყრდნო, მკერდზე შებმული თოკი შიგნიდან დაჭიმა და სადღაც
ზევით წასული კიბის თავი კედელს მყარად მიაბჯინა.
- მიდი, ნუ გეშინია! ვინც ძალადობდა, ფქვავდაო!
მაგრამ ქოხსალამურა ახლა დინჯობდა, თადარიგიანად საქმიანობდა.
თითქოს ტახში ჩაჯდომის სამზადისში იყო და ეს-ეს არის მოედანზე უნდა
საბერიკაოდ გასულიყო. ჯერ სამარაგო გუდა გამოართვა მომყოლთ, მაკვა-
რანცხად მკერდზე შეიბა. ახლა მას წინ და უკან ბრტყელ-ფართო გუდები
ჰქონდა დიდი აბჯარივით მოყენებული. ერთი მცირეც თავზე ჩამოიკოსა.
- გორის ჯვარო, შენ შეგვეწიე! - პირჯვარი ისახა და კიბეს შიგნიდან შე-
ახოხდა, მერმე კატასავით შეტრიალდა და ზემოდან მოექცა. ამოცოცებულ-
მა თრიალელმა გრძელშუბიც შეაწოდა. ქოხსალამურამ მოიმარჯვა და ნე-
ლი აღმასვლა იწყო.
სულგანაბულად უმზერდნენ კლდეზე გაკრული მიმყოლნი ქოხსალამუ-
რას საოცრად „გაგუდულ აღნაგობას“. მისი ბურთულა ლანდი ერთი კი გა-
მოიკიდა კიბეზე, მერმე კი კედლის ფხაში გაუჩინარდა. მხოლოდ კიბის სიმ-
ძიმე და ჩამოკიდებული საბელი იყვნენ უტყვი მოწმენი, რომ იქ ვიღაცა
არის და ზევით მიიწევს.
გორის ციხის თავზე, ირგვლივ თუ ქვევით, კვლავ სრული სიჩუმე სუფევ-
და.
ბოლოს ზემოდან ჩამობმული საბელი დაქიჩმაჩდა. ეს ასვლის ნიშანი
იყო. წუთიც და სოსიამ კიბის სიმძიმე ვეღარ იგრძნო მკერდზე.
მართლაც, ქოხსალამურა გალავნის ქონგურზე შეხამებულად მიმჯდა-
რიყო და კიბის თავი ზედ გამოება. ერთი შიდაეზოს გაჰკრა თვალი და სრუ-
ლი სიწყნარე რომ იგულა, ქვევით ამოსვლის თოკნიშანი მისცა. თავად კი
გალავნიდან აგურის გარეკიბით ჩრდილო კოშკის თავანზე ადვილად ააღ-
წია და გაინაბა.
თავანზე დინჯი ხვრინვა ისმოდა. ქოხსალამურამ გრძელშუბი მოიმარ-
ჯვა, ჩუმად ჩაცოცდა თავანის ფორეზე. შუაში ძირსსავალი ღრუდო შავად
გამოჩნდა. იქვე დიდი ქვასარქველი იდო. კუთხეში კუპრის სადუღარი ქვაბი,
შეშა, საჩირაღე მასალა და საგორავები ეწყო. მძინარესთვის შუბის ძგერე-
359
ბას დაერიდა ქოხსალამურა, იჭოჭმანა კიდევაც და იფრთხილა - უნებუ-
რად ხმა არ გაეღო დარაჯს. სულ ახლოს რომ მიბედა, გამოუნელებელი
არაყის სუნი უგრძნო თურქს. ის მთვრალი იყო, მაშასადმე, მაგრად მძი-
ნარი. დაწყნარდა, საძრომის ღრუში ჩაიხედა. ბნელაში მხოლოდ ლატ-
ნის თავი გაარჩია, ხელით მოსინჯა. ზედ ამოჭრილი საფეხურები მო-
აფათურა. უკან რომ მოიხედა, ქონგურზე უკვე სოსია მოცოცავდა. ქოხსა-
ლამურა შეეგება, ტუჩებზე ხელი დაადო და მძინარეზე მიუთითა.
- გადავახტუნოთ?! - ყურში ჩასჩურჩულა სოსიამ.
- იყვირებს... ციხეს შეჰყრის! - ხელით ანიშნა და სოსიას დახმარებით
თავანის სავალ ხვრელს ქვასარქველი ჩუმად დაახურა. სოსია მძინარეს
სადარაჯოდ გვერდში მიუწვინა, თავად კი ისევ კიბეს მიხედა. ახლა თუ-
ში ამოდიოდა. ჯერ შიშველი ხმალი ამოილანდა, მერმე მხრებში ჩამ-
ჯდარი თავი.
- მოდი! - თამამი ჩურჩულით მიეგება და ხელმოფარვით ქვევით „ბუ
კივილი“ გაგზავნა. უკან თავანზე რომ ამობრუნდა, თურქი, ხვრინვის მა-
გიერ, ხროტინებდა... მერმე ფეხები ააფხაკუნა და სულ დადუმდა.
სოსიას დალეოდა მოთმინება, მიწოლის მაგივრად, ზედ დასწოლო-
და მძინარეს და უხმოდ გაეგუდა.
გორელიც და თრიალელიც ამოვიდნენ, თოფი და ბუკი ამოუტანეს
ქოხსალამურას. სულ მალე ათიოდ იარაღასხმული ქართველი დედო-
ციხის ჩრდილო კოშკის თავანზე იჯდა და სულგანაბული მოელოდა სა-
ერთო იერიშის დაწყებას.
არკი ჩქარობდნენ „თავანელნი“. ბრძოლის არაქათი, სოსიას გარდა,
ვგონებ, აღარც ერთს აღარ ჰქონდა.
ამ დროს სადღაც ქვევით, ბურჯის ციხის გალავანზე, რაღაც ძახილი
იშვა... გრძლად აეკიდა... ჰუპუდ გამეორდა ცოტა ზემოთ.
- დაიწყო?
- არა, გუშაგების გადაძახილია!
ძახილი კი ხმაცვალებადად ამოჰყვა ჩაკიბულ ციხე-კოშკებს და გას-
წვრივ კოშკზე გამეორდა.

360
- ჰე-ჰე-ჰე-ჰე! - ახლა აქეთ გამოსძახეს ჩრდილო კოშკს. აქ განაბულები
ოდნავ დაიბნენ, დაახანეს.
- ე... მაგათი პატრონიცა... - ჩაიწყევლა ქოხსალამურამ და წამოდგა,
ხელები ტუჩებზე შემოიგუნდა.
- ჰე-ჰე-ჰე! - მანაც მიმსგავსებულად გასძახა ჯერ აღმოსავლეთს, მერმე
დასავლეთს... - დავს მოვდივარ, ორიც ჩემზე იყოს! - თავისიანებსაც ჩაუგ-
დო სიტყვა.
ძახილი შეუფერხებლად მოევლო დედო-ციხესაც და ახლა ისევ ჩაქვე-
ითდა ბურჯის ციხისკენ. გარეგნულად ყველაფერი რიგზე იყო, ოღონდ ქვე-
ვით აბეზარად გაყიოდა ჭოტი. ქოხსალამურამ იცნო - პასუხიც დააპირა, მაგ-
რამ ამ დროს საეჭვო ყვირილი მოისმა ქვევიდან. ზედაც თოფის ხმამ გაბზა-
რა სიჩუმე.
უმალ შერეულად ახმიანდა ციხე-გალავანი.
- ახლა კი დაიწყო! - ქონგურს გადააწვა ქოხსალამურა, მაგრამ ზევიდან
არაფერი ჩანდა.
ცოტაც და ქვედა ციხეებზე აანთეს ჩირაღები და ჟინჟღილები. კიბურგა-
ლავანზე გამოიტვიფრნენ გრძელ-წოწოლა ჩრდილ-ლანდები. ზედმიტანე-
ბით ზარდამცემი ყიჟინა ავარდა ბნელ ჰაერში და გორის ციხის სიმაღლეს
ჯიქურად ასწვდა.
ახლა ყველა კოშკზე აენთო ცეცხლი. გარდა ერთისა - ჩრდილო თავანი-
სა.
- ახლა ჩვენი ცეცხლიც ნახონ! - შესძახა ქოხსალმურამ და ტალ-კვესი ჩა-
მოჰკრა, - მაინცდამაინც ნუ გამოუჩნდებით ცეცხლზე! „თავანელები“ მიწ-
ვნენ-მოწვნენ თუ არა, ქოხსალამურამ აკვამლებული აბედი თურქთა მიერ
შემზადებულ ბულულს მისცა, ზედ ფიჩხი და ბლის ტყავი მიაყარა. ცეცხლი
ჩრდილო კოშკზედაც ავარდა. მაგრამ ნამდვილი ცეცხლ-თამაში ახლა იწყე-
ბოდა. სამი ჩირაღი ჯვარედინად შეჰკრა ქოხსალამურამ და სამი ბოლო
აუნთო. ახლა ცეცხლის ჯვარი ენთო გორის ციხის თავზე. იგი ყველამ და-
ინახა, მტერმაც და მოყვარემაც. მტერმა ვერაფერი გაიგო, მოყვარეს კი იმე-
დად ენიშნა და მხნეობა შეჰმატა. ციხის ეზოში ნაღარის ხმა გაისმა, შეგვია-
ნებულად დაფდაფიც აჰყვა. დაფეთებული მენაღარენი შეუწყობლად, გულ-
361
განგაშად ხმიანობდნენ. ნამძინარევი თურქნი იარაღის ჟღარუნით, შე-
უმოსავად გამორბოდნენ კარავ-სადგომებიდან და თავიანთ სარდლებს
დაეძებდნენ.
ქვედა ხუთი ციხის გალავან-კედლებზე ორმხრივი ხელჩართული
ჩაბმულიყო. მისავლებში, კიბის თავებზე, გალავნის ტიხრებზე ბრძო-
ლა-ყიჟინა ბორიალობდა. ზოგან უკვე შიდაფორეში ჩაესწროთ ქართვე-
ლებს. ზევიდან ისე ჩანდა, თითქოს მხოლოდ ჩირაღებისა და კოცონე-
ბის შუქზე იყო ბრძოლა-ტრიალი. ნამდვილად ბინდში უფრო სიმწრის
და სამკვდრო-სასიცოცხლო რკენა მძვინვარებდა.
ჯერ ქართველებმა იმარჯვეს. თურქნი ვიდრე გონს მოვიდოდნენ, მე-
ოთხე და მეხუთე საფეხურის ციხეებში მყარად ჩაჯდნენ. ახლა გორის
ციხე-კიბური შუაში იყო გაწყვეტილი. მაგრამ ბურჯის ციხეში და მიმ-
ყოლში, რაც ციხეთა პირველსა და მეორე საფეხურს შეადგენდა, თურ-
ქებმა იმარჯვეს და გალავანზე შემომსხდარნი მომხვდურნი კიბე-გოდ-
რებიანად, დიდი მსხვერპლით და ზარალით კლდეზე გადაყარეს.
მიუხედავად ამისა, ახალი კიბეები ცოცხლებივით დგებოდნენ ბინ-
დიდან, ახალი შუბები იჯაგრებოდნენ, ეტანებოდნენ გალავანს, გარეკე-
დელს. ისართ წივილი, თოფების ბათქი, აბჯარ-ჩაჩქნის რეჩხი, საგორა-
ვების ხრიალი ირეოდა გაავებულ მებრძოლთა ძახილ-ღრიალში. მესა-
მე ციხეში კალო-ბრძოლა კედელზედაც და შიდაფორეზედაც ტრიალებ-
და. ქართველნი კედლებიდანაც ჩაცვივდნენ და ზედა, მიმყოლი ციხი-
დან შიდაკარით ჩამოუხტნენ.
დედო-ციხეში ჯერ შფოთი დატრიალდა, ნამძინარევი სარდლები
უცბად დაიბნენ. ამ ბნელაში თავი ვერ გაართვეს, სად იყო მტერი - სად
მოყვარე. ბოლოს იკრიფეს მარქაფა, ზოგი დედო-ციხის გალავანზე შეგ-
ზავნეს. უმეტესი ქვევით ჩასაშველებლად გააწყვეს დედო-ალაყაფთან.
- ახლა ჩვენც მოგვივა „მაშველი“! - გრძელ შუბს დაავლო ხელი ქოხ-
სალამურამ.
- მოგვივიდა და ის არის! - სარქველის ქვას ხელი დაჰკრა სოსიამ. ქვე-
ვიდან უკვე აკაკუნებდნენ.

362
- ჰოდა, ამოუშვი! თითო-თითო მივიღოთ... გორელო, პირველმასპინ-
ძლობა შენზეა!
- აქ მოიყვა!
ყველანი შეემზადნენ. სოსიამ ფეხები გაფარჩხა და ცალი კიდე აუწია
მძიმე სარქველს. თურქმა თავ-წელი ამოჰყო თუ არა, გორელის ალმედად
მოქნეულმა ხმალმა კეფა-კისერი ჩაუპო. კახელებმა ხელი შესტაცეს და ზე-
ვით ამოათრიეს. სოსიამ კი ხელი უშვა ქვას. ხრიალით დაიხურა სავალი...
მაგრამ ახლა მეორემ ამოაკაკუნა.
- მიიღეთ ესეცა! - გაეჩურჩულა ქოხსალამურა.
- ახლა ჩემია! - წინ თუში წამოდგა.
მეორესაც იგივ ბედი ეწია. მან შეჰკივლა კიდევაც, მაგრამ სარქველის
გრუხუნში და ციხის ირგვლივ ბრძოლის ზათქში არავის გაუგია მომაკვდა-
ვის ხმიანი კვნესა. ხაფანგი მეტად მოხერხებული გამოდგა, ან თურქნი იყ-
ვნენ ნასვამ-ნამძინარევნი... ალბათ დაფეთებულნიც. გვამები მოუმრავ-
ლდათ ბანზე შესაფრებულთ. ქვევით გადაყრასაც ჯერჯერობით ერიდე-
ბოდნენ. მეხუთეს შემდეგ აღარავის ამოუკაკუნებია ქვევიდან.
- ამოთავდა, ვგონებ, ჩვენი „მაშველი“? - დუღდუღებდა სოსია და ნიდაყ-
ვებით ოფლს იწმენდდა შუბლიდან.
- აბა, ერთი ჩაიხედე ფრთხილადა!
სოსიამ ისევ ასწია ქვა და ღრეჭად დამაგრა.
- ბიჭო, კიდევ ასწი... ვერ ვეტევი... არკი დამიტანო, განა თურქი ვარ, თუ-
ში ვარ! არა, აღარავინ ჩანს! - სიბნელეში ბოლოს გაარჩია თუშმა.
- მაშინ კიბე ამოსწით!
ორიოდ წუთში ჭდეული ლატანი უკვე ბინის თავზე იყო, საძრომს კი მყა-
რად დაემაგრა სარქველი. ახლა გალავნის სავალზე გამოიშალნენ ახალი
დარაჯნი. ჩრდილო კოშკისკენაც წამოვიდნენ გალავან-გალავან.
- ჩვენს კიბეს იპოვნიან - ახლა გაგვიგებენ!
- ჩავჭრათ... სულ ერთია, აღარ გვჭირდება!
- ჰოდა, მართალია! ჩვენი გზა ან დიდ ციხე-კიბეზეა, ან სულ უკიბოდ! გა-
დახტი, სოსია! მაგრამ, რაც შეიძლება, ჩუმად, ჯერ თოკით ჩაუშვი... მერმე...

363
- და ხელი ქვევით ჩაიქნია, - ჩვენ კი გათენებამდე ნუ ვამჟღავნებთ თავ-
სა... ვარაუდი მაქვს!
სოსიაც ამობრუნდა და გასწვრივ კოშკიდან წამოსული ახალი დარაჯი
გალავანს შუამდე მოსწვდა, გაურკვეველი ხმაური მოესმა. ბედად უკან გაბ-
რუნდა.
ქვევიდან დიდი ვაი-ვიში და დგანდგარი ამოდიოდა. დედო-ციხის
რკინის კარი გააღეს თურქებმა და ჯგუფ-ჯგუფად ქვევით ჩაეშველნენ,
ბრძოლის ზათქი კი მატულობდა. თურქებმა ზამბულაკებიც კი ააყეფეს.
ნაღარა ხომ განუწყვეტლად გუგუნებდა. რკინის კარი ხშირ-ხშირად იღე-
ბოდა და თურქნი ახალი ძალებით ჩადიოდნენ ბრძოლაში. ეს კარი
ჩრდილოსა და დასავლეთ კოშკებს შორის კედელს ჰქონდა დატნეული,
კოშკის ქართველნი კარგად ხედავდნენ ამ მოძრაობას და კბილებს აღ-
რჭიალებდნენ.
- ჰოდა, მოწმეებად ხომ არ ამოვსულვართ, ქოხსალამურავ?! გული
დაილია! ერთი ჩვენც ჩავეხმიანოთ! - ბორგავდა სოსიაც.
- აი, ჩვენი კუპრიც გვიდუღს უკვე! - სპილენძის ქვაბს დასტრიალებდა
თრიალელი.
- კაცო! უჭირთ ჩვენებსა! აბა ჩახედე?! - ღელავდა თუში, გორელი ხომ
სულ აწყვეტაზე იყო, მაგრამ ქოხსალამურა დუმდა და ყველას აკავებდა.
გარედან კი ქართველთა სულ ახალ-ახალი გუნდები გადადიოდნენ
შუაწელის კედელზე, ცეცხლსა და გუგუნში ინთქებოდნენ. არვინ იყო
უკან მომხედავი, დაჭრილთ ან გადაჩეხილთ გამკითხავი. ქართველებს
ზევიდან აწვებოდნენ დედო-ციხიდან ჩაშვებული თურქები. მაგივრად,
ციხეთა ქვედა წელში ირგვლივ თავდასხმას განიცდიდნენ, ისინი. ძირა
ბურჯი-ციხე კი მაინც მაგრობდა. ქართველები ვეება მორებსა და საძგე-
რებს ეზიდებოდნენ მხარდამხარ - ბურჯის ბჭეს შესატეხად ახლიდნენ.
იქვე წვებოდნენ ისარ-ტყვიით ნაძალნი, მაგრამ საძგერებს ახლა სხვანი
უდგებოდნენ და ისევ ახლიდნენ და ახლიდნენ!
ამ შეკვამლულ და შეჭვარტლულ სიბნელეში, შვეულად აბმულ-აკი-
ბულ ცხრაციხეში ხელჩართულ და ჩახლართულ ბრძოლას არც გარე-
დან და არც შიგნიდან შეგნებულად აღარავინ ხელმძღვანელობდა. არც
364
მტერმა და არც მოყვარემ ნათლად არ იცოდა, სად რა ხდებოდა, ვინ ვის
სძალავდა, ან სად იყო მტრის სუსტი მხარე. ყველა განთიადს მოელო-
და, განთიადი კი თითქოს განგებ გვიან და ბინდბუნდად მოდიოდა.
ცოტა რომ შეტიალდა, ქოხსალამურამ დედო-ციხის შინამო გულდას-
მით მოათვალიერა. იქ უკვე ნაკლებად იყო თურქთა მარქაფი. მაგრამ რკი-
ნის კარის მიღმა ქვედა ციხის მცირე ფორე სულ გაჭედილი იყო თურქების
ლაშქრით. მას ქვევითაც ღია ვიწრო კარს ეტანებოდნენ ნელ-ნელა. მეშვიდე
ციხეშიაც თურქნი ჩანდნენ. მეექვსეში კი ტანწაყრილი, ბურხლი-ბრძოლა
იყო. მის ქვევით კი ახლა უკვე გასარჩევად მჩენი შავი ნაბდები ფრიალებ-
დნენ ჰაერში. ქოხსალამურამ იცოდა - ეს ქართველების ნიშანი იყო. მარ-
ხვის ომში არ გამოიტანეს დროშები, შავი ნაბდები არჩიეს.
სულ ქვევით მედგარი ბრძოლა არ ნელდებოდა. გალავანგარეთ, ფრი-
ალო კლდის ძირში ქოხსალამურამ ქართველთ მარქაფები შეამჩნია, მაგ-
რამ ისინი ბრძოლის გარეშე იყვნენ და ზედა გალავანზე მათი ამოღწევა ახ-
ლა, გათენებისას, ისევე უიმედო იყო, ვით ქოხსალამურას ჯგუფის ჩასვლა
ქვევით.
ამ გარემოებაში გათენება და მზის ამოსვლა თურქთა სასარგებლოდ
იყო. და ვიდრე დილაბინდობდა, საჭირო იყო თურქთა შორის ფორიაქისა
და შიშის ჩაგდება. ეს კი მათ და მხოლოდ მათ - თავანის თავგანწირულთ
შეეძლოთ.
- ახლა კი ჩვენი დროც დადგა, აბა ის რკინის კარი დავხშოთ უნდა! ყვე-
ლაფერი მზად იყოს.
- მაშა, მაშა! გამოვთოფავთ!
- ჩემს ნიშანს ელოდეთ... მანამდე არასგზით... რაც არ უნდა მოხდეს! -
ქოხსალამურამ თავისი გუდა-აბჯარი შეისწორა, ზედ თათრის ნაბადი მო-
იგდო, გრძელშუბი და ბუკი აიღო, გალავანზე ღიად გადგა და ზედა კედელს
ყველას დასანახავად გაჰყვა. რკინის კარის თაღს მიატანა. ქვეშ კიდევ გა-
ვიდნენ თურქნი, კარიც გაიხურეს. თურქ-მეკარემ გვერდის ურდული გაუყა-
რა. რკინის კარს ზედა შვეული საურდულეც აღმოაჩნდა. ლომკეტიც აქვე,
თაღის კიდეზე, იდო. ქოხსალამურამ ღმერთს მადლობა შესწირა, ხელები
მოიხალვათა და ლომკეტი საურდულე ხვრელში მარდად ჩაუყარა. რკინის
365
კარი ახლა ზევიდან იყო ჩაკეტილი. ხრიალზე ქვევიდან მეკარე თურქმა
შემოსძახა... მაგრამ ქოხსალამურამ ყურიც არ ათხოვა, ნაბადი გრძელ
შუბს წამოაგო და მაღლა ასწია. ბუკიც იმარჯვა და გამეტებით ქართულ-
საიერიშო დააქუხა. ერთ წუთს ბრძოლის ხმაური დაფარა.
დილის ბინდბუნდში თაღგალავანზე ზეაწეული ნაბადი ვეება დევი-
ვით გადმოიბრიცა. დედო-ციხეშიაც და მის ქვევითაც გაუგებრობის
ალიაქოთი შეიქნა. სამაგიეროდ ქართველთათვის ეს შავი ნაბადი მზე-
სავით ამობრწყინდა და მზეს დაასწრო. ქართველთა ომმა ახალი სი-
ფიცხე და ყიჟინა მოიკიდა. აღფრთოვანებამ შეუძლებელი შეაძლებინა
ხალხს და კიბეებზე კიდევ ამოჰყარა ლაშქარი. ზევიდან ქვევით მიმარ-
თული თურქული ტალღა ახლა უკან მიასკდა დედო-ციხის რკინის კარს
და მისი დაკეტილობა რომ გაიგო, ნირი შეერია. შიდა მეკარემ თოფიც
კი ესროლა ნაბადს და, რომ ვერა დააკლო რა, ყვირილი მორთო, რითაც
სულ არია მარქაფნი. სწორედ რომ ითქვას, - ყველა დაიბნა - დედო-ცი-
ხეში დარჩენილნიც, ქვედა ციხიდან მობრუნებულნიც, ჩრდილო თუ და-
სავლეთ კოშკზე ჩასაფრებულნიც და, ვგონებ, თვით ქოხსალამურაც...
მაგრამ იგი ახლა მებრძოლი კი არა, თოკზე გასული ჯამბაზი და დიდბე-
რიკა უფრო იყო, ამჯერად გორის ციხის თავზე შეროკებული.
მეკარე თურქმა ბოლოს იაზრა, შუბს დაავლო ხელი და ბჭის კიბეზე
შეხოხდა. ახლა კი იკადრა ქოხსალამურამ - ბუკი ამოიბრუნა და, ვიდრე
მეკარე თურქი შუბს მოიმარჯვებდა, თავში დასცხო და ჩაუტეხ-ჩაატეხა.
მეკარემ ქვევით ჩაიტანა ზღართანი.
ქვედა ციხის თურქნი ზარდაცემულად შეჰყურებდნენ ამ დილაბინ-
დის საოცრებას. და მართლაც, ქოხსალამურას თავიც გუდებში ჩაერგო,
ზემოდან კი თათრის ჩაჩი დაედო. ქვევიდან ყველასთვის სულ უთავო
დიდ-მუცელა ჩანდა. კლდეზე ნახოხი, ჩამოხეული შარვალი და შიშვე-
ლი წვივებ-ტერფები ხომ სულ აუცნაურებდა სანახაობას.
ბოლოს ზოგნი გონზე მოვიდნენ და თოფ-ისარი დაუშინეს. ჰოდა,
მთავარი უცნაურობა და შფოთი სწორედ აქ მოხდა... ისრისა თუ ტყვიის
მოხვედრისას საოცარი თეთრი ბუქი გასდიოდა შაითან-ჯამბაზს. გუდა-
ში დასობილ ისრებს იგლეჯდა „შაითანი“ და უკან აყრიდა მტყორ-
366
ცნელთ. ხოლო როდესაც ხელებს მოიხალვათებდა, მუცლისა და ზურგის
გუდებს შემოჰკრავდა და ისეთ თეთრ ბუქს დააყენებდა თავის ირგვლივ,
რომ თითქმის უჩინარდებოდა და უკვე კარგად გატიალებულ სივრცეში
გრძელ შუბზე წამოგებული ნაბადიღა ჩანდა. მაგრამ ერთმა ისარმა მუხლის
ქვევით გაჰკრა კბილი, გაკაწრა... აგრძნობინა ფქვილ-გუდოსანს, რომ მთე-
ლი ტანი არ აქვს დაცული. უმალ ჩაყუყდა და ძალა-ძალად ისეთი თეთრბუ-
ქიანი ბუქნა დაჰკრა, რომ მტერსაც და მოყვარესაც პირი დააღებინა. ახლა
თითქოს ღრუბელზე ცეკვავდა უთავო ღიპი... არც ტყვიასა თუ ისარს იკარებ-
და. შავ ნაბადს აცეკვებდა და იყო ასე!
- ბიჭო სოსიავ! კუპრის ფაფა ჩააცეცხლე მაგათა... განა ბუქნით აიღება
გორის ციხე?! - ჩრდილო კოშკს გასძახა მობუქნავემ.
- ჰოდა, ეგრე გეთქვა განა! თორემ გული გამიწყალდა! - სოსიამ გრძელ-
ტარა თუნგი ამოუსვა მდუღარე კუპრს და ქვედა ციხის თურქობას გადააღვა-
რა. დანარჩენებმაც საგორავები დაანარცხეს თავგზააბნეულთ.
დიდი შფოთი და მიფეთ-მოფეთება შეიქნა ქვევით. ახლა კი ზურგი უჩ-
ვენეს ქვედა, მეშვიდე ციხე-ტიხარის კარს მიაშურეს ერთბაშად. აქ კი ვიწრო
საძრომ-სავალი იყო. ერთი ჭყლეტა და ჯიქური შეიქნა. ზარალს ზარალი
მოემატა. ზევიდან წამოსული ქვა-გოხი და კუპრი თავის საქმეს აკეთებდა.
დედო-ციხის შიგნით, რკინის კარზე მიტანებულთ მარქაფთ კი თოფები და-
უშინეს გორელმა და თრიალელმა, რკინის კართან აღარავინ მიუშვეს.
ქოხსალამურამ „ნაბდის დროშა“ აქვე დაამაგრა კარიბჭის თავზე, თა-
ვად კი ბუქნა-ბუქნაობით უვნებლად აასწრო კოშკის ბანზე, ახალი ხალისი
შეჰმატა „თავანელთა“ ბრძოლას.
- არიქა, ბიჭებო! ახლა კი გადავახტუნოთ, თურქნი დავცხოთ თურქთა!
ნურაფერს დაიშურებთ! ლეშის ყუმბარა!
- ახში გუნება არ გამიკეთე! კუპრი-ფაფა მითავდება... ეს ლეში კი დამიგ-
როვდა! - სოსიამ მოკლულ თურქს დასტაცა ხელი და ქვედა ციხის თურქთ
დაანარცხა. არც სხვები ჩამორჩნენ.
„ლეშის ყუმბარა“ ზარბაზნის ყუმბარაზე უფრო მზარავი აღმოჩნდა.
ქვევით მებრძოლ თურქთ დედო-ციხე უკვე ქართველების მიერ აღებულად
მოაჩვენა. „ფაფა“ და „ლეში“ რომ მოათავეს, ახლა სპილენძის დიდი ქვაბი
367
გრიალით გადაუშვეს ქვევით და, ვიდრე გადარჩენილი თურქები მეშვი-
დე ციხე-ტიხარში ჩაიკრიფებოდნენ, ყველაფერი გამოდგა საქმეში -
ჭდეული ლატანიც, ცეცხლმოდებული მუგუზლებიც და დაუწვავი შეშაც.
სულ მალე მერვე ციხის ფორეზე ცოცხალი აღარავინ იყო. ახლა აქ არც
თურქნი იყვნენ, მაგრამ არც ქართველნი. დედო-ციხის თურქნი კი ბო-
ლოს გაერკვნენ - ჩრდილო კოშკს დასცხეს თოფ-ისარი. დასავლეთ კოშ-
კიდან კი ხმალშიშველი თურქი ჩამოიჭრა გალავანზე და რკინის კარის
თაღისკენ გაბედულად წამოვიდა. ცხადი იყო, რომ შვეული ურდულის
ამოძრობა, რკინის კარის გაღება სწადდა.
ქოხსალამურა უმალ გავარდა გალავანზე, თავის ნაბდის დროშას მი-
ატანა, სტაცა ხელი გრძელ შუბს და თურქს სახეში ნაბადი მიაფეთა.
მერმე დააძრო გრძელშუბი და საბრძოლო ილეთი მოზომა. თანდათან
შეიყარნენ. მათ შორის კედელზე სიკვდილის ჩრდილივით ნაბადი იდო.
მაგრამ შუბი გაცილებით გრძელი იყო ხმალზე, ხოლო „თეთრი ბუქის“
გამდენი „შაითან-ჯამბაზი“ ახლა უფრო მზარავი აღმოჩნდა. თურქმა
უკან-უკან იწყო ჩოჩვა, შუბი აიცდინა, მაგრამ კედლიდან ფეხი ჩაუცდა
და ღრიალით გადაიჩეხა. ახლა ისევ თოფის ბათქი ატყდა დასავლეთ
კოშკიდან, შიდაეზოდან... ტყვიებისა და ისრების წივილმა ისევ ააბუქ-
ნავა გუდის აბჯროსანი. ფიფქი ფქვილი აშკარად უძლებდა ტყვიას, მაგ-
რამ ახლა ბდღვირად გასდიოდა „ჯავშნის მასალა“. თავის შველა იყო
საჭირო. შუბი წამოსდო ნაბადს და მზის პირველი სხივის ანარეკლზე
ისევ მაღლა ააფრიალა, აათამაშა... და ვინ იცის, რითი დამთავრდებო-
და ეს უცნაური დავლურ-ბერიკული, რომ დავით ბატონიშვილს კლდის
ძირიდან არ შეემჩნია.
- ღმერთო, შენ გვიშველე! ეს ჩემი დიდბერიკა უნდა იყოს! დახე, სად
გასულა! - სვიმონ მეფესთან მიიჭრა და დაანახა.
- არიქა, მაშველი! მერვე ციხეზე მიუშვით იერიში! ნიშანს გვაძლევს!
ახლა დაჰკარით თავი ბრძოლა! - სვიმონმა ცხენი შეაგდო კლდის თავ-
ზე. დაქვეითდა და თავადაც აიღო კიბე.
ახლა დიდი თუ მცირე, მეფე-ბატონიშვილნი, თავად-სარდალნი თუ
მეაღალე-ჩახთაულნი, ყველანი, მივიდნენ ბრძოლაში.
368
და სულ მალე მერვე ციხე-ტიხარის კედლებს ჩრდილო მხრიდან ზედ
გადმოაჯდნენ ქართველები. ზოგი ქვევით ჩააფრინდა, ზოგიც ჩრდილო
კოშკზე შეძვრა სოსიასა და სხვათა დახმარებით.
ახლა მეშვიდე ციხეს ჩაუხტნენ კარიდანაც და ტიხრგადავლებითაც.
ისეთ ვიწროობაში ჩავარდა ხელჩართული, რომ გარდა ხანჯლისა, ურიგო
იყო სხვა იარაღი.
ციხე შემძაფრებული ომის ბუბუნით ეგებებოდა განთიადს. ბატონიშვი-
ლები რომ გამოჩნდნენ ციხის გალავანზე, ქოხსალამურამ შიშველი ფეხი
დაჰკრა რკინის კარის თაღს და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა გადაჰყიჟინა
ბრძოლას.
- ეს არის და გორის ციხე!
ყიჟინი თავით-ძირამდე ჩაჰყვა ციხეს.
- ეს არის და გორის ციხე! - გაიძახოდა ყველა და უკანასკნელ ძალას იკ-
რეფდა... სატევარში ჩადიოდა ძახილი - დაჭრილებს ჭრილობას ავიწყებდა,
დაშიშულებს მხნეობას უბრუნებდა, გაბედულთ მუხლს უმტკიცებდა,
მკლავს უგრძელებდა. ქოხსალამურადან სვიმონ მეფემდე მიაღწია ძახილ-
მა.
- ეს არის და გორის ციხე! - ამოფეთქილი ძალით შეანარცხეს საძგერი
და, როგორც იქნა, სულ ძირა ბურჯის ბჭე შეულეწეს გორის ციხეს.
ერთხელ კიდევ შეტკოციალდა ირგვლივი ბრძოლა, მაგრამ ახლა და-
თურქული გორის ციხის ჯაჭვი მრავალ ადგილას იყო გაწყვეტილი. გათენე-
ბასთან ერთად, ნაბდის დროშებით მოდიოდა გამარჯვება!
ერთი დიდი ბრძოლა დედო-ციხის კართან დატრიალდა. ქოხსალამუ-
რამ ახლა კი ააცალა ზედა ურდული რკინის კარს. სოსიამ კიდევ ერთხელ
ახადა ქვასარქველი ჩრდილო კოშკის ჩასაძრომს, თოკით ჩაუშვა მებრძოლ-
ნი, ბრძოლის ცეცხლი დედო-ეზოშივე ჩააგდო.
კარის თაღიცა და ეზოს ბრძოლა კიდევ არ იყო მოთავებული, როდესაც
მოიკლა ხიზირ-ფაშა - გორის ციხის თავი, ხოლო სარდალმა ბათალ-ფაშამ
სიკვდილს ან ტყვეობას სამხრეთ კოშკიდან ფრიალოზე გადახტომა არჩია.
...და მზე როდესაც წითელი ნაბადივით ამოვიდა, სისხლში გაწურული
გორის ციხე მტრისაგან უკვე განთავისუფლებული იყო.
369
სამი დღის შემდგომ, როდესაც ყველაფერი გასრულდა, დაჭრილ-
დამტვრეულნი დაბინავდნენ. მოკლული მტერი თუ მოყვარე თავთავის
რიგზე დაიმარხა. ნავაჟკაცევი აღინიშნა, დაჯილდოვდა. ნადავლი გა-
იყო. სისხლით გატეხილი მარხვა ისევ აღდგა, პარაკლისებით და პანაშ-
ვიდებით მოინანიეს, მოიგლოვეს. გორის ციხიდან შავი ნაბდები ჩამოი-
ღეს და ქართული დროშები ააფრიალეს.
დიდ მსხვერპლს გამარჯვება სძალავდა და ქართველების გულში
შვებისა და იმედის გაზაფხული დგებოდა.
ქოხსალამურამ, მიუხედავად ახალი ჩოხა-ნაბდისა, რომელიც მას
სვიმონ მეფემ უწყალობა, მაინც თავისი დახეული გუდები მოინახა და
რკინის კართან შექუჩებულ კახელთ მიუჯდა. მოლაშქრეები ცეცხლის
პირს უსხდნენ და დაღუპული მეგობრების შესანდობარს სვამდნენ.
ქოხსალამურამ გობზე გადმოცალა გუდებში დაბებკილი წმინდა
ნაფქვავი და ყველაფერი შეამოწმა. გუდები დაცხავული იყო. ფქვილში
ცხრამეტი ტყვია და შერჩენილი ორი ისრის წვერი მოხელა.
- ესეც ჩემი სარგებელია! ერთ სათხეველ ბადეს ეყოფა ამოსაბამად.
ამ გამტკიცულიდან კი ერთი „გამარჯვების პურიც“ გამოვა.
- დახე, რა მადლი ჰქონია მუჭა-მუჭა ხორბალ-საკორკოტეს?! - ჰკვი-
რობდა სოსია და ეხმარებოდა, - ერთი მუჭა ჩემიც ურევია განა, წილი მი-
დევს!
ქოხსალამურამ „ნაბრძოლევი“ ფქვილი ღვინოში ამოზილა, კვერად
გამოაცხო და „გამარჯვების ლუკმაში“ ყველას წილი დაუდო. დედო-
ეზოში შემოსწორებული ნაერთი ლაშქროსანნი უმალ დაედვნენ, „ქოხ-
სალამურას ზიარება“ სასოებით მიიღეს და არც საშველი მისცეს...
- მართლა! მაშინ - ბოსტნებში რომ იძახდი... ბრძოლის წინა... და-
ნარჩენს გორის ციხეზე გეტყვითო... დაგვხვდა სიტყვა! რა დაგიბარა
შენმა თაკომა.
არ ეშვებოდა სოსია... სხვებმაც ბანი მიცეს...
- ჰო, თაკომა?! ვთქვა ვითომ? გორის ციხეს რომ აიღებ, ჩამოდი და
ჩვენი ქორწილიც შეგერგებაო! „ვეფხისტყაოსანშიც“ ასე სწერიაო. - ოც-

370
ნების ხმით უპასუხებდა ქოხსალამურა და თავის დაცხრილულ-დაფორჯე-
ბულ ტყავ-გუდებს ვეფხის ტყავივით ეფერებოდა.

XXXI ალაზნურაი
სააღდგომოდ კახნი სვიმონმა დიდი მადლობით და საჩუქრებით შინ გა-
ისტუმრა; გორის ციხის თურქული გასაღები შუაზე გაატეხინა და ნახევარი
დავით უფლისწულის ხელით კახთ ბატონს გამოუგზავნა - „ნიშნად მოზია-
რობისა და თანადგომისა. ახლა ტფილისის ციხის გასაღები გვაქვს გასატე-
ხი და იქნებ შემოვაბრუნოთ ივერთ ბედი?!“
- იქნებ შემოვაბრუნოთ... იქნებ? - კითხულობდა ალექსანდრე სვიმონის
მოლოცვას, უსმენდა დავითის აღგზნებულ თხრობას და ჩრდილოეთით
გულნაკლულობას თითქოს ადგილობრივი ქართული მალამო ეცხებოდა.
- იქნებ შემოვაბრუნოთ, იქნებ... ივერთ ბედი?! - და უკვე ამ ივერთ ბედში
უწინდებურად, ჩაკერძოებულად კახეთი კი აღარ ესმოდა, არამედ ერთობ-
ლივ ყველა ივერნი... კოლხნიც... სამცხისანიც... ზღვის პირიც, მთაცა და ბა-
რიც...
გრემშიაც დიდი ზეიმით იდღესასწაულეს გორის ციხის აღება.
აღდგომაც ბედნიერი გაითენეს. ალექსანდრე მეფემ საქვეყნოდ გამოაც-
ხადა უარი თურქთა ხარკის გადახდაზე და გლეხობას გამოსაღებიც სათანა-
დოდ შეუმცირა. სწორედ დროულიც იყო, გლეხობამ ფრიად დაუფასა ეს შე-
ღავათი. გაზაფხულზე ბევრს შემოაკლდა ჭირნახული და ხარკის გამოსაღე-
ბელს სათესლეს ხორბალი თუ გასწვდებოდა. საერთოდ, ყოველგვარი დუხ-
ჭირი, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე უფრო მაინც გლეხობას აწვებოდა. ასე
იყო კახეთშიაც. მაგრამ, ესეც უნდა ითქვას, კახელი გლეხობა საქართველოს
ყველა კუთხის გლეხთა შორის მაინც ყველაზე უფრო დოვლათიანი იყო.
მას თავისი მიწის ბარაქისა სჯეროდა და იმედ-ხალისს მაინც ილაღებდა.
დიდი ქართული სიხარულის კვალად, თავისი პატარა სიხარული ქე-
დელ გლეხებსაც ერგოთ.
ლაშქრიდან მობრუნებულთ სოფლის თავშივე ზეიმ-ყიჟინით შეეგებ-
ნენ. ბედად, გარდა ჭრილობებისა, არც ერთი სიკვდილის ბავთი არ მოჰყო-

371
ლიათ ქედში მობრუნებულთ. ხოლო მათი გმირობის ხმა, ბრძოლის ამ-
ბავი ხომ მათზე ადრე იყო მოსული სოფელში. აკი მთელი სოფელი გა-
ეგება მათ.
ჯერ ყველანი ერთად მიეტანენ და შეჯგუფდნენ. მერმე აირივნენ მო-
სულ-დამხვდურნი. შეძახილებმა და საერთო ყაყანმა ალაზანგაღმა გააღ-
წია, მერმე ჯგუფურად დაითავისეს მოსულნი. სულ ბოლოს, თავთავიანთი
დაისაკუთრა მშობელმა თუ სხვა ჭირისუფალმა. ხოსიტამ და ოქრო-პა-
პამ ტოლებივით გადაკოცნეს ქოხსალამურა და სოსია-მაკვირია. ჯერ
მოკლედ საქვეყნო და ვაჟკაცური ამბავი გამოჰკითხეს... ომისა და გამარ-
ჯვებისა, არც მოკლულ-დაჭრილი გამორჩათ. მერმე კი ქოხსალამურა
შორიახლოს ღობეს ამოფარებულ თაკოსთან გაუშვეს. „გმირბერიკას“
თავიდან იქით ეპარებოდა თვალი, მაგრამ ის-ის იყო ფეხი გადადგა,
რომ თუთია სასიდედრო ძერასავით ეძგერა და გორისციხის ამღები კი-
ნაღამ გათელა.
- მოდი, შენ გენაცვალე! არა, რომ ვიწუნებდი, ჩოფურა და ჭორფლია-
ნი არის-მეთქი! შაირობისა და სალამურის მეტი არ იცის რა-მეთქი! ჩემ
სასიძოდ არ გამოდგება-მეთქი! ამას დამიხედე, ამასა - რა გმირი მეომა-
რი ყოფილა?! - მაღალხმიანად ჰკოცნიდა და გაფუებულ მკერდში იკრავ-
და.
- მოდი, შენ გენაცვალოს სასიდედროი... ის დალოცვილი ოქრო-პაპა
აკი იძახდა, გამოდგებაო! აი, სასიძოც ასეთი უნდა... ყველგან პირველი
და წარჩინებული. არა ხედავთ, ხალხნო-დედაკაცებო! აბა, თუ მტყუანი
ვარ, ხმა გამეცით! - ხელებს შლიდა და განზე გაწეულ ქოხსალამურას
ისევ ეხვევოდა.
- მოდი, გოგო, სად დამეკარგე?! ორი მეფის ქებული და მოწონებული
სასიძო არ გერგო! ჰოდა, აგრე არ არის, ხალხნო-დედაკაცებო?!
მაგრამ ხალხი მათ აღარ უგდებდა ყურს. ძალზე დაბერებულ საბე-
დოს სიხარულით გულზე შემოჰყროდა, სოსიას იგი პაწია ბავშვივით
ხელში აეყვანა და შინისკენ გაკვირვებულად მიაბიჯებდა.
- ჰოდა, რა გაგიკვირდა, დედაჩემო! მაშა და გორის ციხეზე ხომ არ
დავრჩებოდი?
372
...უკან წამოჩიტებული და-ძმები ყიჟინითა და ხარხარით მოსდევდნენ.
ფეხებში კი გოშია ძაღლი ელაქუცებოდა და წკავწკავით ყეფდა.
ქედელებმაც ბედნიერი აღდგომა გაითენეს. ყველაზე ბედნიერი მა-
ინც - ქოხსალამურა იყო. თაკომ აუსრულა პირობა. აღდგომის მეორე დღეს
ქორწილი გადაიხადეს. მთელი სოფელი ქეიფობდა. სუფრა ხან შინ იყო,
ხან გარეთ - მსხლის ძირში. ხოსიტამ თავი მოიქაჩლა, მომჭირნე ხელი მო-
იხალვათა და გლეხის კვალობაზე სახელოვნად დააქორწილა თავისი გერი.
და ვიდრე ქოხსალამურა თავისთვის ცალკე სახლს აიშენებდა, ზედსიძედ
მიიყვანა ოჯახში. თუთიას სიხარულს საზღვრად მხოლოდ ცრემლები ედო.
თაკო კი ქეთევან დედოფლის ნაჩუქარ კაბაში გამოეწყო. ახლა მისი შეუმ-
ჩნეველი სილამაზე ალმასივით ბრწყინავდა და სოფლელებს აკვირვებდა.
შრიალებდნენ თავშლები, ქათიბები, ჩიხტი-კოპები:
- დახე თაკოსა, რა თვალ-წარბისა და ტანადობის გოგო ყოფილა? ტუჩ-
კბილი გაუსინჯე? დედოფალია სწორედ! უი, და-და-და-და!
- ქა... რომ არაფერი ეტყობოდა? საიდან გამოიჩეკა?
- მე მზედამწვარი მეგონა... და მზეთუნახავი არ ყოფილა?
- უიმე... ეს როგორ არის, რისგან?
- გორის ციხის აღება მოხდომია! ამდენ სიხარულში ვინ არ გალამაზდე-
ბა, ქა?!
- იქნება მართლა?! მერმე ამ ჩვენი გონჯა გომბიოების გალამაზებას რა
ციხეები ეყოფა?
ჭარტალობდნენ დედაკაცები და გასათხოვარ გოგოებს უტატანებდნენ.
- აბა, დაბზრიალდით, ყადრიც დაიჭირეთ და ჩვენებურ ბიჭებსაც ქორ-
წილში თავი მოაწონეთ... ჯიშში გმირობა მოსდევთ!
ქოხსალამურა კი თაკოს გვერდით ნაწყალობევ ჩოხა-ახალუხში გამოჭი-
მული იჯდა და სირცხვილით იწვოდა. დიდბერიკას თავის ქორწილში ენა
ჩავარდნოდა: ვერც პურს ჭამდა, ვერც ღვინოს სვამდა და ამდენ თვალსაჭ-
ყეტად ყოფნას, ვგონებ, ისევ გორის ციხის ზედა გალავანზე ფეხშიშველა და
ფქვილისგუდა აბჯროსნობა და ბუქნაობა ერჩია.

373
გვერდზე მჯდარ შეზარხოშებულ სოსიას მოავლებდა ხელს. ისიც
ჯერ გაიკვირვებდა, მერმე გაამხნევებდა, ისევ ისე, როგორც მაშინ - გო-
რის კლდეზე.
- მიდი... მიდი... ნუ გეშინია! ვინც ძალაობდა - ფქვავდაო! - და კოხტად
დაჭაბუკებულ გუცას გორის ციხის ამბავს მეასეჯერ უთხრობდა.
- მაშ, მაღალია გორის ციხე?!
- მაღალი, მაშა! ღამე რომ ავედით, ცა ქვევით დაგვრჩა! გადმობრუ-
ნებულ საწნახელსა ჰგავდა!
- მერმე მზე როგორღა ამოვიდა?! - ჰკვირობდა გუცაი, რომელსაც
დღეს პირველად მამისეული დიდი სატევარი დაეკიდა და გული საომ-
რად ერჩოდა.
- ჰოდა, მაშა... მეც ეგ მიკვირს განა! ქვევიდან ამოვიდოდა, მეტი რაღა
გზა ჰქონდა?! შენ მაგ შენი სიძის ბუქის ბუქნა გენახა გალავანზე და სულ
დაგავიწყებდა მზესაცა და მთვარესაცა! - კეფას იფხანდა ღვინით გაბ-
რუჟებული სოსია.
სუფრის თავში სოფლის მოხუცები ოქრო-პაპასა და ხოსიტას შემოს-
ხდომოდნენ და, ღვინის დაჭარბებასთან ერთად, მეტ სიდინჯესა და
სიბრძნეს იხვეჭდნენ. ჭერში კი მრავალმუხლიანი მრავალჟამიერი გუგუ-
ნებდა.
ნააღდგომევს მთელი სოფელი ალაზნის პირზე ჩავიდა. დიდ-პატა-
რიანად ქალი და კაცი აქ იყო. მუშა საქონელიც აქ ჩამოერეკათ. ეს დღე
აღდგომაზე ნაკლებად კი არ მიაჩნდათ გამოღმა - ქედელებს, გაღმა -
ვარდისუბნელებს. ამ დღეს პირველი საგაზაფხულო კვალი უნდა გაევ-
ლოთ გლეხებს. გაღმა-გამოღმა სოფლების გუთნისდედები ერთად შეყ-
რილიყვნენ და საგუთნე ჭაპნებს ითვლიდნენ, ერთიმეორეზე აბამდნენ.
დედამიწაზე პირველკვალის გატანამდე ალაზნურაი უნდა გაბმულიყო
დედა-მდინარის გაღმა-გამოღმა გასაწევად.
ორივე სოფლის ჭაპნები და ჯამბარები რომ გადაიბა, საკმაო სიგ-
რძის „დიდჯამბარა“ გამოვიდა. სოსიამ ცალი თავი ალაზნის გაღმა გა-
იტანა.
- აბა, ვარდისუბნელებო... წელსაც ვნახოთ!
374
- ჰოდა, ვნახოთ! არ გვიეშმაკოთ ოღონდაცა... ვირის ტვინი არ გვაჭა-
მოთ!
- არა, როგორ იქნება! ნაღდ ძალაზეა საქმე! ოქრო-პაპა დავსვათ მსა-
ჯულადა, იმის ტყუილი ხომ არ იქნება?! თქვენი ბახუტაც გამოგზავნეთ... მა-
გათაც ეამებათ და ჩვენცა!
და მართლაც, მოკლე ხანში გაღმა-გამოღმელი მოხუცი გუთნისდედები
ზედ ალაზნის პირის ბექოზე ჩამოსხდნენ და ხელადებით ღვინო დაატრი-
ალეს. თითო-თითო ჯამი „გაღმა-გამოღმის საბარაქო“ ალაზანსაც „ასვეს“
და მრავალი „ჯიგრიან-მადლიანი“ სადღეგრძელოც თქვეს.
ამასობაში ახალგაზრდებმა დიდჯამბარა ალაზნის გაღმა-გამოღმა გა-
ჭიმეს და საცდელად დაითრიეს. მაშინვე შეიქნა ყიჟინ-ყივილი.
- დაიცათ, ხალხო! გაღმელებო, თქვენცა! ჯერი არ არის, ჯერი!
- ჯერ სოფლის ძალა მოდგეს!
- ჰოდა, კარგი! ჯამბრისა წამოვიწყოთ - ალაზნურაი!
- ფერხული ჩააბით, გაღმელებო! - ქოხსალამურას ხმამ დაფარა გაღმა-
გამოღმა გადაძახილიც და ალაზნის შხუილიც.
ახლა იგი ისევ სოფლის ხალისის თავი და მარილი იყო. დღევანდელი
სახნავიც მისი ალოსი იყო.
გაღმელი ბიჭები დაიტიშნენ სოფლისკენ და მალე ალაზნის პირზე დი-
დი ჯარობა მოდგა. გაღმაც და გამოღმაც სახელდახელო სუფრები გაიშალა.
ჯერ დალოცეს ურთიერთი ქედელებმა და ვარდისუბნელებმა, მერმე კი ში-
გადაშიგ კვიმატი სიტყვებიც სტყორცნეს.
- ჰე-ჰეი, ქედელებო! თქვენებურ ქოხსალამურაზე ამბობენ... თურქ-ფა-
შას გორის ციხე იმიტომ დაუთმია მისთვინა... შესცოდებია - ციბაურიანთ
თაკოი არ გამოჰყვებაო! მართალია!
- ჰოდე, მართალია, მართალი! - სხვებს დაასწრო ქოხსალამურამ, - თურ-
ქი ფაშა ციხიდან რომ ხტებოდა, აგრე დამიბარა - ვარდისუბნელებს თვალი
დაუყენეო... მაგათ არც ციხის აღებისა, არც ცოლის შერთვის შნო არ აქვთო,
იარაღი არ უვარგათო! იგეც მართალია?!
- არა... არ არის მართალი! ტყუილია! მოჩმახული! - ხელად აყვირდნენ
გაღმელი ვაჟები.
375
- მაშ, რატომ არის, რომ თქვენმა ქალებმა ენები ჩაიწყვიტეს?! არ გე-
მოწმებიან?!
- დახე, სად მოჭრა სიტყვა? სად ჩაიჭირა?!
- არ შეგაცდინოთ, ქალებო, ხმა არ ამოიღოთ! სხვა ვთქვათ, სხვა!
- შენ ისა თქვი! ის როგორ იყო, თხლის ქვევრში როგორ ჩახტი ვაჟკა-
ცურად! ლეკებს ებრძოდი და ყვინჩილა კი დაახრჩვე?! ეგეც მართალია!
- მართალი!
- ის როგორღა იყო... დამფრთხალი კამეჩებით ლეკები გააქციე? კუ-
დალა ზაქის ამბავი დაგავიწყდა!
- ჰოდა, სულ ვაჟკაცური საქმეებია, განა! - ახლა თაკო წაექომაგა ქოხ-
სალმურას. გაღმელებსაც თითქოს ეს უნდოდათ:
- ემაგას წუხელისაც უვაჟკაცნია, შენი წყალობითა, თაკო-პატარძა-
ლო! მერმე გაიძახოდაო - ეს იყო და გორის ციხეო! კვერი დაუკარ, კვერი!
- გაღმელებმა ერთი სიცილ-ხარხარი ატეხეს. დარცხვენილი თაკო ხალ-
ხში ჩაიმალა. მაგრამ ახლა თუთია-დედაკაცმა განიერი დოინჯები შე-
მოიყარა და ალაზანს ზედ გადააფარა თავისი ჩრდილი.
- აი, თქვენ ენადაცრეხილებო! შაკიკშეყრილებო! გშურთ განა ბრაწი
თქვენა და ბურბუშელა! ალაზანივით რომ გადმოგიგდიათ ენა... ცოტა
ჭკუაც უნდა ამოურიოთ ნათქვამსა!
ამასობაში ქოხსალამურამაც მოიმაგრა ნირი. გული აუდუღდა და
ტყუილ-მართალი ერთიანად ურია. ერთი ციცქნა მარცვლიდან ხატო-
ვან-გასაკილავს სახელდახელოდ თხზავდა...
- ისიცა თქვით, გაღმელებო! ის როგორ იყო, დიაკვანი რომ გეხრჩო-
ბოდათ ალაზანშია... და ჯაჭვი გადაუგდეთ, უფრო მაგარია, მოიტივტი-
ვებს და გამოჰყვებაო?!
- აბა, როდისა? არ არის მართალი, არა!
მაგრამ ხარხარი უკვე ფარავდა უარს. ქოხსალამურამაც მიაყარა გა-
საკილავი:
- მაშ, ის როგორ იყო - ალაზნის ხიდს რომ აგრევდით, გაღმიდან ქო-
რები გამოდიან და გვაწუხებენო. წიწილები გაგვიწყალესო?!
- დახე, რას გვიშვრება! ახლა ჩვენ გვაცალე, ჩვენცა!
376
ხარხარი ისევ შველოდა ქოხსალამურას.
- ჯერ გავსწორდეთ. ესეცა თქვით: ის როგორღა იყო, ვირს რომ სიმ-
ღერას ასწავლიდით, ბოხი ხმა აქვს და სოფელს ბანში მოგვეხმარებაო?!
- ხალხის ალაზანი ხარხარით გაღმა-გამოღმა ეხეთქებოდა. - ისიც მო-
იგონეთ, კუს კვერცხები კრუხს რომ აჩეკინეთ, ახალი ჯიშის წიწილები გა-
მოგვივაო!
- გვეყო! გვეყო! ყაბულსა ვართ!
- ჰოდა, თუ გეყოთ, ახლა ფერხული ჩააბით. საკილავში დაგჩაგრეთ... ახ-
ლა საცეკვავში დაგცდით. მერმე სხვაცა ვნახოთ. აბა, ჯამბარა! გაღმა-გა-
მოღმა გაჭიმულ ჯამბარას მიესივნენ და ლარივით დაჭიმეს. მაგრამ ჯერ ძა-
ლის ცდის ამბავი არ იყო. ფერხული ჩააბეს. ჯამბარა ერთი იყო. მოფერ-
ხულთა ჯგუფი კი ორი - გაღმა-გამოღმა. შუაში კი თითქოს ალაზანიც იყო
ჩაბმული ალაზნურას ფერხულში.
ჯამბარა მხრებზე გადაივლეს ვაჟებმა, მკლავები ჩაახლართეს. ჯერ
მარტო მამაკაცები იყვნენ ჩაბმული ჯამბარას ფერხულში.
- ჰე-ჰეი! რა უკუღმა აბამთ ჯამბარულსა? მზის ამოსვლის მხარე აღარ
გახსოვთ? - კოდმედან მოხუცმა გუთნისდედებმა დაუტატანეს ახალგაზრდა
გუთნისდედებსა და მეხრეებს.
ქოხსალამურამ უმალ პირი მზისკენ მისცა „ჯამბარას“, ხოლო ფერხუ-
ლის ასაწყობ-გასამართავად დინჯი სიმღერა წამოიწყო, ჯამბარასავით ჩაკ-
რული და ჭაპანივით გაჭიმული, ალაზანივით ტაატა და ლივლივა.
ჰოი-და ჯამბარ-ჭაპანიო... ერთად ჩავაბიო...
ალაზნის გაღმა-გამოღმა გასაწევადაო...
სიმღერა გაღმელებმაც აიტაცეს, ალაზანს გადაატარეს, გააგრძელეს.
ჩადექ ფერხულშიო... ბოლო ჩასკვენიოოო...
ჰოი ჭაპანიო... ჯამბარა, ჯამბარა!!
ახლა ჯამბარა და ჭაპანი ლექსისა და როკვის დაგუბულ ცეცხლსა და
ძალს პატრუქად ედო გაღმა-გამოღმა სოფლელებსა და ალაზანს.
ფერხულში ჩაბმულ ვაჟებს ახლა ქალები წამოუდგნენ... ალაზნიდან კო-
კებით და დოქებით წყალი ამოიტანეს და პირისპირ დოქფერხულა ჩაუბეს.
ვაჟებს სიმღერაშიც შველოდნენ და ყოველ მუხლის ამობრუნებისას, ჯამბა-
377
რას შეძახილზე, ცოტა-ცოტა წყალს განზე გადაღვრიდნენ ხოლმე.
მროკველნი - ხან გაღმელები, ხან გამოღმელები სულ ახლოს მოდგე-
ბოდნენ ხოლმე წყალთან. პირველი წყება შემოტოპავდა კიდევაც.
- ალაზნურაი! - დაიძახებდა მოხუცთაგანი სუფრიდან და რიგი შებ-
რუნდებოდა. ახლა გაღმელები იხევდნენ უკან.
ფერხული რომ გახურდა, მოხუცი გუთნისდედები სუფრიდან წამოი-
შალნენ და ჯამბარ-ჭაპანის შუა კვანძზე სოფლის ფსონში ახალდაკლუ-
ლი რქებდაგრეხილი ყოჩის თავი დაჰკიდეს. იგიც ცოცხალივით აჰყვა
როკვის რხევას, ალაზანს დაადგა თავზე და ერთი შეხედვით დაემსგავსა
ზღაპრულ ცხოველს, რომელსაც თავი ყოჩისა ჰქონდა, ტანი კი ალაზნი-
სა.
ხანდახან წყალს გაეკვროდა თავი, მაშინ აკივლდებოდნენ გაღმა-გა-
მოღმა ქალები.
- უიმე, წყალი სვა! წყალი!
ეს წვიმიანობისა და მრავალშვილიანობის ნიშანი იყო. სულ თუ ჩა-
ეფარებოდა ალაზანში რქაგრეხილი, ეს კარგ მოსავალს, მაგრამ ომია-
ნობასაც ნიშნავდა.
ფერხული კი თანდათან ცეცხლს იკიდებდა. ქოხსალამურა სულ უფ-
რო და უფრო უჩქარებდა სიტყვებსა და შეძახილებს:
ჰოი-და... შუა შაბულიო... თვალგახელილიო...
ავკარგისა და მომავლის სანიშნებლადაო...
ჰოი ჭაპანო... ჯამბარა, ჯამბარა!!
ალაზნისპირა სუფრაზე კი მოხუცებსაც საღერღელი ეშლებოდათ.
- ჰაი დედასა... ჩვენს ახალგაზრდობაში თავიდანვე უფრო დაჭიმუ-
ლი იყო ჭაპანი, ჰა, ბახუტავ?! - ოქრო-პაპამ როგორც ფანდურის სიმს, ისე
ჩამოჰკრა თითი ჭაპანს.
- დროა... მერმე გუთნებიც ჩავაბათ ძველებურადა! ჰაი დედასა... ძა-
ლა აღარ არის, თორემა ეს გული ისევ გვეჯიქურება!
- აბა ახლა მაგათი ძალაც ვცადოთ!
მოხუცები წამოიშალნენ. ამ ნიშანზე ქოხსალამურამ თვალი ჩაუკრა
სოსიას და სიმღერა სულ კვინიხში აიყვანა.
378
ჰოი-და... ტყავ-ჭაპანიო, ერთად გამოსწიო...
სოფლის პირის და ჯან-ღონის გასაგებადაო...
ხელხვავის და გაზაფხულის სადიდებლადაო...
ჰოი-და... ტყავ-ჭაპანიო... ჯამბარა-ჯამბარა!
სიმღერა გაღმა მხარეს კიდევ არ იყო ჩათავებული, რომ ქოხსალამურამ
ჭიპის სიღრმიდან ამოღებული ხმით გასძახა გაღმა:
- გაქირ-ჯიქური!
- ჯიქურ-გაქირი! - უმალ უპასუხეს გაღმიდან, ფერხული შერიეს და ჭაპან-
ჯამბარას დაეზიდნენ.
- აბა, დაიჭით! დააქანეთ... ძალიანად, მაგრამ თავიანად! პირველგაქი-
რია! - ხიხინებდა ქოხსალამურა და თავადაც ეწეოდა.
- აბა, ერთი მოიყვა! მოიყვა! - გაიძახოდა სოსია და კუნთებს ჭარბად
ბურთავდა. ყველაფერი აირია, ყველანი გაიჭაჭნენ. პირველი შექიჩმაჩება
თანაბარი გამოდგა. ჭაპანი სიმივით დაიჭიმა. ყოჩის თავი ღიად დარჩენი-
ლი თვალებით ახლა მაღლიდან, ყოჩურად გადმოჰყურებდა ალაზანს. ხან-
დახან შეხტებოდა და შებრუნდებოდა. ხან გამოღმა გამოხედავდა შემრე-
ცილ ვაკეს, ფესვებმობურთქულ კოდმეს, იქით კი ჩადრეკილ ნაყანევს, სა-
დაც იკარგებოდა ჯამბარ-ჭაპანის ბოლოც და ბოლო გამწევნიც. არც გაღმა
ჩანდა ჭაპანის ბოლო, მალევე ხშირჩალიანი და მეჩხერი ჩირგვნარი იწყე-
ბოდა.
- აბა ჰა, თავდაუზოგავად! - გადი-გამოდიოდა ძახილი, ყიჟინი... დაფე-
თებული ძაღლები ყეფდნენ... დამფრთხალი საქონელიც ან გარინდული-
ყო, ან ზმუოდა. ყველაფერი ჭაპანწყვეტის უზურში მოდიოდა.
ყველა, ვინც ჭაპანს არ ეწეოდა, ყოჩის თავს უმზერდა, ის იყო დაძალვის
ნიშანმაჩვენებელი. იგი ჯერ შუა ალაზანზე ირხეოდა, მერმე კი ნელა-ნელა
გაღმისკენ გაჰყვა ჭაპანს.
- წავიდა ყოჩის თავი! წავიდა! - შეკივლეს ქედელმა ქალებმა.
- აბა, ძალა! ფეხები გაიდგით! მიწაში ჩასთხარეთ, მიწაში!
ქედელებმა ფერდები ჩაიდგეს და „ყოჩის სვლა“ შეანელეს, მაგრამ გაღ-
მელები უფრო რიხიანად ყიჟინებდნენ:

379
- აბა, ცოტაცა, ვარდის უბნელებო! აბა, თუ ალაზანში არ ჩამოვლა-
ლოთ ქედელები!
და მართლაც, ჯიკავ-ჯიკავითა და ფეხ-გაფარჩხული ბორძიკით ქედე-
ლები ძალაუნებურად მოჩოჩავდნენ ალაზნისკენ. ქოხსალამურამ ადგილი
გამოიცვალა, ჭაპნის ბოლოში ჩადგა. სოსიაც იქ მიიყვანა... მაგრამ ნაყანევს
უკვე ამოსცილდნენ, აღმართიც ავლეს, ახლა უკვე თავქვე იწყებოდა ზედ
ალაზნამდე. აქ კი დაითრევდნენ გაღმელები.
- ჰე, ბიჭებო! ჭიპები დაიწყვიტეთ!
გაღმაც დიდი ჭაპანწყვეტა იყო.
- აბა, ერთიცა! კუდი გამოვაჩენინოთ, კუდი! არიქა, ბიჭებო, ქედის კუ-
დი! ერთად! ერთად!
- პატივისცემა ჩვენზე იყოს! - გვერდით მოსდევდნენ, მოჰკიოდნენ
ვარდისუბნელი ქალები, - ღვინო, ქადა-ნაზუქები... სხვაცა! ოღონდაცა...
- სხვაცა?! მერმე არ გადათქვათ, ქალებო! და ამ საათში ალაზანში
ჩამოვყრით ქოხიან-სალამურიანა!
- აბა, ერთიც, ჯიქურ-ჩქარი! ჯიქურ-სირბილი! - გაღმელებმა, რაც ძა-
ლი და ღონე ჰქონდათ, დაითრიეს ჯამბარ-ჭაპანი და ის-ის იყო პირვე-
ლი ქედელი ჯიუტი ბორძიკით ალაზნის შესატოპავთან აღმოჩნდა, რომ
ქედელმა ქალებმა დიდი ჟრიამული და ვაი-ვიში შექნეს. წინ თუთია დე-
დაკაცი წამოვარდა:
- დედაკაცებო, ჩვენ რა, სოფლის შვილები არა ვართ? აბა, მხარი მივ-
ცეთ ჩვენს მხარესა! - კაბა ლაჯებში ამოიკეცა და ძერასავით ეძგერა ჭა-
პანს. სხვა ქალებიც ყიჟინ-წიოკით მიჰყვნენ. ახლა კი მთელი სოფელი
ჩავიდა ჭაპანწყვეტაში.
ქალებმა ისე გაიწიეს, ისეთი ძალა შეჰმატეს ქედელ მხარეს, რომ
უკუღმა წამოათრიეს გაღმელები. თვალის დახამხამებაში ყოჩის თავი
ალაზნის გამოღმა არხევდა დაგრეხილ რქებს.
- ეჰეი! ჯერი არ არის, ჯერი! დედაკაცების ნაჭარბია! - გაცხარდა ბა-
ხუტა, მაგრამ საქმის გამობრუნება გვიან იყო.

380
- ჰოდა, თქვენი დედაკაცებიც მიუშვით! ბარი-ბარში ვიქნებით! გასწორ-
დება ძალა! - საქმე გაარიგა ოქრო-პაპამ და მართლაც, ახლა გაღმელმა დე-
დაცებმა დაიკოტავეს ხელები და „ჩაჭაპანდნენ“.
ისევ შუა ალაზანში ატრიალდა ყოჩის თავი. მაგრამ ახლა გაღმა-გა-
მოღმა ისეთი კივილ-წივილი იდგა, რომ შორეულ სოფლებში დიდი ლე-
კიანობა ეგონათ.
ამ საერთო ხალის-განგაშს, ბალღ-მოზარდებზე რომ არა ვთქვათ რა, ვე-
ღარც მოხუცებმა გაუძლეს, საერთო სუფრიდან გაღმა-გამოღმა გაიპარნენ,
თავთავიანთ სოფლის ჯამბარ-ფერხულში ჩადგნენ და სულ მალე ალაზნის
სუფრაზე მხოლოდ ორი დარჩა - ოქრო-პაპა და ბახუტა.
ქედელებმა ოფლი დაიდინეს, იმძლავრეს და ჯამბარ-ჭაპანი ნაყანევს
გააცილეს.
- აბა, გუცავ, ჩამოდგნენ წყალში თუ არა?!
- ცოტაცა, ცოტაცა! ერთი მუხლის დადება!
- აჰანდე, ესეც ჩემზე იყოს! - ისე ჯანმოუტოვებლად გაიწია სოსიამ, რომ
ხერხემალში ტკაცატკუცი შეუდგა.
- წინანი ჩამოდგნენ, ჩადგნენ! - სადღაც თავში გაჩნდა ძახილი, ბოლომ-
დე ძიძგინ-გუგუნით ჩაიარა.
- ცოტაცა და ყოჩის თავი ჩვენია! - ალაზნის პირიდან ამოიძახა ოქრო-
პაპამ. მაგრამ მეტი, რამდენიც არ გაიჭაჭნენ ქედელები, ძვრა ვეღარ უყვეს
ყოჩის თავს.
- ეს რა ჯანდაბაა! ხომ არ დააბეს სადმე?
ქოხსალამურას ის აწუხებდა - თუ შედგნენ ვეღარც შეჩერდებიან, ახლა
გაღმელები დაითრევენ. სოფლის ძალა კი ილეოდა.
მართლაც ასე მოხდა. გაღმელებმა ცას უწიეს საერთო ყიჟინი და ისეთი
ძალით გაჰკრეს ჯამბარას, რომ ყოჩის თავი ჭაპანს ზევიდან გადაახტა. გა-
მოღმა ყველანი ერთმანეთს შეაძგერდნენ, შემოტრიალდნენ და წასულ
ჯამბარ-ჭაპანს აეთრივნენ.
- არიქა, ბიჭო სოსია!
მაგრამ სოსია ფეხით ხნავდა ნაყანევს. ჰარაქათიც აღარავის ჰქონდა.

381
- ბიჭო, გუთანი მაინც ჩავუბათ. მოვახვნევინოთ მაინცა ეს ნაყანევი!
ჩვენც დავისვენოთ! - ეშმაკური მოისაზრა ქოხსალმურამ, - გაღმიდან მაინც
ვერ დაგვინახავენ ბექის აქეთ!
- კარგია! არიქა, თორემ წაგვივიდა! - მიაძახეს აქეთ-იქიდან. სოსიამ ერ-
თი ნახტომით გადაზომა დიდი მანძილი, კვალში ჩაგდებული გუთანი
მოაბრუნა, ჯამბარას ჩაუბა ბოლოში. ქოხსალამურამ უმალ უმარჯვა -
გუთნისდედად ჩაუდგა და სახნისს ღრმა კვალი გაატანინა, მოდიდებუ-
ლი ალაზნის ტალღასავით დიდი ბელტი გადააბრუნებინა. შეღავათი
მოეცათ ქედელებს. ჩანს, გაღმელებსაც გამოუთავდათ არაქათი. მეტი
ვეღარ გაუძლეს.
ახლა ისევ ქედელებმა მოიბრუნეს პირი და დგანდგარით უკან და-
ითრიეს გუთანიც, ჯამბარაც და ზედ წამოხუნზლული ვარდისუბნელე-
ბიც. მაგრამ შუანაყანევში ისევ გაიჭედნენ ქედელები. მეორე კვალი უფ-
რო ღრმა გაიტანა მათმა გუთანმა და აღარც ნაყანევის თავში შეჩერდა,
ძეწნის ძირებიც კი ამოაბრუნა.
- არიქა, ბექობს უსწორე! ეს რა ძალა მოიღეს?!
ქოხსალამურამ ყამირ კორდს ამოსდო გუთანი, ღრმად მიუშვა და
იმედიანად ოფლი მოიწმინდა.
- ახლა სულ ფაშვებიც რომ ჩაიგდონ, ფიქრი არ არის!
მაგრამ სულის მოთქმაც არ დასცალდათ ქედელებს, ბექობმა ზანზა-
რი იწყო და ცოცხალივით ამოძრავდა.
- არა, ეს სოფლის ძალა როდია! - ხელები აასავსავა ქოხსალამურამ,
- ბიჭო გუცავ, მუხაზე შეფრინდი, გახედე გაღმელებსა - რა ყოფაში
არიან!
თავგადადებულად გაძალიანდა სოფელი, მაგრამ საშველი აღარ
იყო. და სწორედ მაშინ, კორდი რომ აარღვია გუთანმა და ბექობზე რომ
შეყირავდა, გუცას ძახილიც გაისმა მუხიდან:
- ჰერიჰა! ყევარი კამეჩები არ ჩაუბიათ გაღმელებსა! აგერა, აგერა...
ჩალიანშია!
გაღმა-გამოღმა საშინელი ღრიანცელი შეიქნა.

382
- ჰოდა, მაშ რა გეგონათ... ემანდა! თქვენ გუთანსა კამეჩები სჭიროდა,
მარა რა? დედაკაცებს ხომ არ ვახვნევინებდით თქვენს ნაყანევსა!
ალაზნის პირას კინაღამ შეჩხუბდნენ ოქრო-პაპა და ბახუტა. მაგრამ
ნახევსურალს ოინი მოეწონა, სიცილი მოერია.
- როგორიც გუთანია, ეგეთივე კამეჩებიც ჩაუბიათ! ბარიბარში! მართალ-
შიც გავსწორდეთ და ტყუილშიაც!
მაგრამ ოქრო-პაპა კი გაწყრა:
- ტყუილი არც ჭირში ვარგა და არც ლხინში. ერთნიც ვარცხვინე და მე-
ორენიც! - გაგულისებული ჯამბარ-ჭაპანთან მიიჭრა. გაღმისაკენ მიმავალი
ყოჩის თავი სწორედ ხელში შემოეხეჩა. ზედ შუა კვანძზე დაუსვა ხანჯალი.
გრძელჭაპანი გადაჭრა.
ხმიანი ზღართანი გაისმა გაღმა-გამოღმა. ერთიან ყირაზე გადავიდა
ქალ-კაცი. გაუგებარი წიოკი შეიქნა. გაღმელები ჩალიანში გორაობდნენ. კა-
მეჩებმაც კი წასთხარეს მიწაში დრუნჩები. ქედელები ზოგნი შეღმართს შე-
ენარცხნენ ანაზდად, ზოგნიც ბექობის ნათხარში ჩაიფარცხნენ. ყოჩის თავი
კი ალაზანში ჩავარდა.
- არიქა, წაგვივიდა ბარაქა!
უმალ ყველანი წამოცვივდნენ და გაღმა-გამოღმელი დიდ-პატარა ნა-
პირ-ნაპირ და წყალ-წყალ დაედო ალაზანს.
აქ კი გუცამ იმარჯვა, ხიდანვე გადახტა, მორევში ჩასდია ყოჩის თავს,
ყურყუმალი დაჰკრა, ხელთ იგდო, დადევნებულ გაღმელებს გამოუსხლტა
და თავის საყვარელ სიძეს მოურბენინა.
მოხუცი გუთნისდედები კი უკვე ჭაპან-ჯამბარებს ხსნიდნენ, გუთნეუ-
ლებს აბამდნენ და ლაღობის შემდეგ დიდ ოფლიან, მუყაით შრომას იწყებ-
დნენ.
ხოლო ყოჩის თავის ნიშნის მიხედვით, კარგი მოსავლის, მაგრამ დიდი
ომიანობის მოლოდინიც იყო.

XXXII დიდი მარცხი (უცნაური ელჩობა)


გორის ციხის აღების შემდგომ კახთ ბატონი ტფილისის ციხეზე საერთო
ლაშქრობის მოლოდინში იყო. ქართულ საქმეს აღმავლობა ეტყობოდა.
383
კერძოდ, კახეთის ახლო-ირგვლივ შედარებითი სიწყნარე სუფევდა. და
უეცრად სვიმონ მეფის შათირმა ცუდი და ოდნავ დაგვიანებული ცნობა
მოიტანა. ბეგლარბეგი ჯაფარ-ფაშა თურქთა დიდი ლაშქრით შემოსეო-
და ქართლს. გადამწყვეტი დღეები დგებოდა. გიორგი ქართლის უფ-
ლისწული გორში აგროვებდა ლაშქარს. თავად სვიმონ მეფე კი საბარა-
თიანოში გაჭრილიყო მეწინავე დროშის გამოსაყვანად.
ალექსანდრე მეფემაც, მიუხედავად ცნობის ნაგვიანევობისა, უმალ
დაგზავნა ლაშქართ მწვეველნი, გარე კახეთის სადროშოც შეჰყარა, თა-
ვადაც რჩეული თოფოსნებით დაიძრა გრემიდან. თელავში ასვლისას
მოუსწრო თავზარდამცემმა ცნობამ - სვიმონ მეფე თურქებს ტყვედ ჩა-
ეგდოთ.
თელავის სასახლის კარჭედილა ოთახში მარტო შეიკეტა ალექსან-
დრე და ცხარედ იტირა დიდხანს, გულამომჯდარად იტირა სიძე-თანამ-
დგომი, საქართველოს ხმალვაჟკაცი და გულდამწვარი ჭირისუფალი,
რაღაც დიდი და ვაი-უშველებელი წამოაწყდა და ძარღვიც ჩაწყვიტა
მკერდის არეში. აქ მას თავისი შვილის ცივი ხელი ჰკიდებია, უტარებია...
მაგრამ ახლა სხვა, უფრო საზარელი შეძრწუნება ეუფლებოდა მას. ახლა
დაქუცმაცებული მამულის გაბზარული და შეცივებული სახე ეგრძნობო-
და გულის არეში ალექსანდრეს. „ვაი რომ, ვგონებ, ჩემი ჩავარდნა სჯობ-
და ჩვენთვის, ყველასთვის!“ - ტკივილის ფსკერიდან ამოიღო ეს ფიქრის
ფიქრი და, როგორც მიცვალებული, ისე გამოიტირა სვიმონი, უფრო მე-
ტიც - როგორც წამებული. არც აქ იყო ზღვარი უბედურებისა. სვიმონ მე-
ფის თურქთა ხელში ჩავარდნა პიროვნულ სიკვდილზე და წამებაზე გა-
ცილებით მეტსაც ნიშნავდა. და ეს ალექსანდრემ, ვგონებ, ყველაზე
უკეთ იცოდა.
ქართლში გასვლას აზრი აღარ ჰქონდა. თურქნი თავადაც გაბრუნ-
დნენ ალაფიანად.
ალექსანდრემ ლაშქარი თელავში დააგდო და შუამთაში ზოსიმე
ბერდიდს მიაკითხა. თეთრ შინდნარში გავიდნენ და ჩუმად იგლოვეს სა-
ქართველოს შინაძალთა დიდი, იქნებ, საბედისწერო მარცხი.

384
ორნი ისხდნენ და სამათ კი გრძნობდნენ თავსა და დარდს. იმ მესამის
ბორკილებს თავის ხელ-ფეხზე გრძნობდნენ. გლოვა კი არც ერთ სიტყვის
შავ ჩოხაში არ ეტეოდა. ბოლოს სულ გაქვავდნენ და მაშინღა ამოიღეს ხმა.
- ეჰ, მიდის ჩემი თაობაც. საქმე კი ისევ ახლად დასაწყები რჩება! - ალექ-
სანდრემ „ჩემი თაობა“ ისე გაიაზრა და წარმოთქვა, რომ „ახლა ჩემს რიგს“
უფრო ნიშნავდა. მართლაც, ამ ბოლო დროს წელგახრილობა და გულის-
ფრიალი შეეპარა ალექსანდრეს... ახლა კი უეცარი ცრემლიანობაც... უმზერ-
და თავის გადაბერებულ მასწავლებელს და უნებურად თავის მყარად შე-
მომდგარ სიბერეს უდარებდა. გრძნობდა, რომ ქუთუთოებზე მასაც გასჩე-
ნოდა ფითრი პარკულები და, მოძღვართ მოძღვარის მსგავსად მასაც უმ-
ძიმდა თვალის ხამხამი. ხოლო წარბებში თეთრი მასაც ერია. მაგრამ ბერ-
დიდი სადღაც სიკვდილ-სიცოცხლის მიღმა იყო გარჩენილი. იგი, ალექსან-
დრე კი, პირდაპირ სამარის კარის რიგში ედგა სიკვდილს. აი, მისი თანატო-
ლი და თანამდგომი, მეფე და სიძე უკვე აღარ არის, აღარ და იქ - ცივგომ-
ბორს იქით - საშინელი, მართლაც ცივი, ამოუვსები სიცარიელე დარჩა.
ვეღარც ზოსიმეს ეთქვა გულსაოხი რამ - იგიც ზარდაცემული იჯდა და
ბერული ჩოხის კალთამდე ჩაღწეულ თეთრ წვერს ჩასანთლული თითებით
შმუშნიდა.
ბოლოს მოიპოვა სულის სიმტკიცე, მძიმედ აზიდა ქუთუთოები:
- სავალალო გვჭირს! დიდად სავალალო! მაგრამ... იქნებ კიდევ გამოჩ-
ნდეს საშველი... ჩვენთან არს ღმერთი! სვიმონ მეფე ცოცხალია... მაინც
ცოცხალი. მიცვალებულ-წამებულად ნუ ჩაგითვლია... ცოცხალ-წამებულია!
ხოლო ტყვეობაში იგი უმალაც ყოფილა, და აკი დაბრუნდა კიდევაც სახე-
ლოვნად და რჯულიერად!
ალექსანდრეს ძველი ამბავი მოაგონდა... მაგრამ როგორ გამოცვლილი-
ყო გარემოებაც და თავად ალექსანდრეც! მაშინ სპარსთა ტყვეობიდან სვი-
მონ მეფის განთავისუფლება ეზაფრა კახთ ბატონს. ახლა კი სვიმონისავე
თურქთ ტყვეობაში ჩავარდნა სცემდა თავზარს!
- ეჰ, ნეტავი მოხერხდეს რამე!
- ჯერ ნუგეშის ცემაა საჭირო, მერმე სახსრის მიშველება! - ისევ ძველი,
მასწავლებლური კილოთი ურჩევდა კახთ ბატონს ზოსიმე, მაგრამ კახთ ბა-
385
ტონმა, აგრეთვე უკვე მოხუცმა და გამოცდილმა, კარგად იცოდა, რომ
უაღრეს შეძრწუნებას ამ კილოთი ფარავდა ბერი. ორივემ კარგად იცოდა
- თურქნი აღარ დაახსნიდნენ ქართველთ თურქთ მებრძოლ მეფეს. მათ
ხელში მყოფი ცოცხალი სვიმონი, საქართველოს პირველი ხმლის გარ-
და, მთელი ქვეყნის სახსარსა და ქართული ძალა-ნების დამბლას ნიშ-
ნავდა.
დახუჭულ თვალთა წინ ისევ ძველი ნადარდალი ტივად ამოცურდა,
ნადარდალი, რომელმაც ოდესმე სიყრმის შვილი „იქითკენვე“ წასტაცა
და მწარე სიბრძნის განჭვრეტით მიხვდა, რომ სვიმონიც ერეკლესეულ
დაუბრუნებელ გზაზე იდგა.
მიუხედავად ამისა, დავით უფლისწული ქართლში აფრინა, ლაშ-
ქრით და სახსრით დახმარება, თანაც, ძველთანადგომა შეჰპირდა ქარ-
თლის ტახტის მემკვიდრეს. თავად კი უკან გრემში გამობრუნდა. საშინე-
ლი მარტოობის გრძნობა მოჰქონდა. და, ვგონებ, პირველად თავის სი-
ცოცხლეში გულდაგულ აღარაფერი ენუგეშებოდა. ისევ ჩაიშალა ასეთი
სიძნელით და რუდუნებით ძლივს აგებული ქართლ-კახური გულთაშო-
რისი ხიდი, ყოველ საქართველოთა შინაძალების ბალავარი. ახლა
ისევ, ჯერჯერობით მაინც, რუსთა გაუმართლებელ იმედის ანაბარა უნ-
და დარჩენილიყო. ახლა კი ისევ აირეოდა მეზობლური ჭილყვავი მთი-
დან თუ ბარიდან.
და მართლაც, სამხრეთის და აღმოსავლეთის მოსაზღვრე საფაშოე-
ბი უკვე ამხედრებულნი დახვდნენ კახთ ბატონს. შექისა და შემახიის ფა-
შები იორ-ალაზნის შესართავში შემოსაჭრელად თავს უყრიდნენ ლაშ-
ქარს. დარუბანდისა და ყუბისა კი კახ-ელისენს ემუქრებოდნენ. მთა ქუ-
რუხად დუმდა, ხელსაყრელ დროს ელოდა. მხოლოდ განჯის ახალმა
ფაშა-ბეგლარბეგმა ჩუმი მაცნე აფრინა გრემს და მტკვარსამზირის მახ-
ლობლად ჩუმი პაემანი შემოსთავაზა კახთ ბატონს, „ყოვლად საჭირო,
საჩქარო და საიდუმლო საქმის გამო“, როგორც ეწერა არაბულ გრაგ-
ნილში. საიდუმლო ბარათს ქვევით ქართული მინაწერი ჰქონდა: „ჩვენ-
თან არს ღმერთი!“

386
ალექსანდრე გააოცა ამ მინაწერმა. განჯის ახალი ბეგლარბეგის ვინაო-
ბა მან არ იცოდა, ხელად გიორგი ბატონიშვილი იხმო და მტკვარსამზირზე
გაგზავნა. გიორგი მეუღლის მოგლოვების შემდგომ მაინც გულჩათხრობი-
ლი და სევდიანი დარჩა. სულ აიღო ხელი გართობაზე, ნადირობასაც კი
ერიდებოდა. რაც უფრო შედიოდა მოწიფულობაში, ქვეყნის ჭირისუფლო-
ბის გრძნობა უმახვილდებოდა და დარდს უმრავლებდა. მამას სიბერეს ატ-
ყობდა. ძმას - დავითს, თუმც ბოლო დროს თითქოს სიდინჯე და საქმიანობა
დაეტყო, მაგრამ გიორგიმ კარგად იცოდა, რომ ეს ქეთევანის ნაღვაწი იყო.
მას ეშინოდა, რომ ტახტის მემკვიდრის სულგრძელობა და სიბრძნე პირ-
ველ დიდ ქვაზევე ფეხს წაიკრავს. ირგვლივ კი არც ერთი ნუგეშის ცისარტყე-
ლა არ ადგებოდა დაქსაქსულ საქართველოს და, მათ შორის, კახეთსაც.
ჩრდილოთა იმედი თანდათან ეჭვის ჭიამ გამოუღრღნა და მოუშუშებელ
ჭრილობად დაუტოვა. ქართულ მთლიანობაზე ან ძალთა ერთიანობის აღ-
დგენაზე სვიმონის მარცხმა გაუტეხა გული. ყველაფერში და თითქმის ყვე-
ლას მიმართ ჩრდილთვალიანობა დასჩემდა, ცუდ, ჩრდილოვან მხარეს უმ-
ჩნევდა მხოლოდ და მრავალი - კერძო ჩემიაობისა და ნაღდი სარფიანობის
მოტრფიალედ ეჩვენებოდა. არც უმაგისობა იყო, მაგრამ გიორგის ჯერ და-
უდუღებელ სიბრძნეს სწორედ ის საზომი აკლდა, რომელიც მოკლე მიზეზი-
ან უიმედობაზე მაღლა აყენებს შორს ნაგრძნობ და ნაზომ იმედსაც და გუ-
ლაბჯრიანობასაც. თამარ დედისძმის შვილის „ირანს გაყიდვამ“ ხომ სულ
უფრო ჩაუკლა რაინდული გული და „ქალწულის გასარეცლებით“ ნაშოვნი
სიმშვიდე ომის მარცხზე უარესად ეჩვენებოდა.
„ნუთუ ერთად ვერ თავსდება სიბრძნე და რაინდობა, ზნეობა და მოვა-
ლეობა? ნუთუ კეთილშობილება და სათნოება ზოსიმე ბერდიდისა და მის-
თანანის მოგონილია? ნუთუ ძალა და მხოლოდ ძალა - უხეში და სისხლიანი
- არის ის გზა, რომელიც ხანდახან, შემთხვევით, კუდმოკვეცილ სიკეთესა
ქმნის, შეკოჭლებულ სიმართლეს ამარჯვებინებს?! ან ჩემი კეთილგანზრახ-
ვა არის კია საერთო სიკეთე?! ან სწორმართებული და ზნეობრივი რად არის
ხშირ გათიშვაში? ან სიკეთე ხშირად რატომ ადუნებს ნებას? პატიოსნება
უფრო ხშირად ცხოვრების ფათერაკის წინამორბედად რატომ ხდება?!“

387
ამ კითხვათა გამოუვალ ჭაობში ხშირად ბორგავდა და უფრო იფლე-
ბოდა, ხოლო, გულშეჯიუტებული, აღარავის ეკითხებოდა, აღარავის უხ-
სნიდა გულს როგორც ტახტის მემკვიდრის მომყოლი და ყველას მიერ
ფრიად მიჩნეული, მაგრამ ორჭოფულ მდგომარეობაში იყო. ყოველ მის
ნათქვამს, შესაძლოა, სულ სხვა თარგმანება მოჰყოლოდა და უმალვე
აემღვრია ძლივს დაშოშმინებული ეჭვის ნაკადი. ყველაფერს უტია ხე-
ლი, მხოლოდ სამხედრო საქმეს მიჰყვა. აქ ყველაფერი ნათელი იყო -
კახეთის საზღვრებს ფხიზლად დარაჯობდა, შეიარაღების გაუმჯობესე-
ბას ცდილობდა, ახალი თოფებისა და ზამბულაკების სახელოსნოს და
სალითონოს მფარველობდა, ახალ სპას სწურთნიდა, სულ ლაშქრობაში
ან მოლაშქრეებში ტრიალებდა, თავს იღლიდა და გონებაში აშლილ ეჭ-
ვებს დაღლაში ხშავდა. მომავლისკენ აღარც იცქირებოდა, მხოლოდ აწ-
მყოში, ისიც სამხედრო საქმეში ეძიებდა თავის სამოღვაწოს.
ახლაც უმალ შეკრა მებრძოლთა მცირე ამალა და მტკვარსამზირზე
გავიდა.
წვიმიანი დარი შეესწრო, მერმე გაიდარა. მტკვარსამზირის ქვედა სა-
ნაოსთან მაღალ ნაპირზე კარავი დაადგმევინა და იქ მოისვენა; მტკვრის
შეხმუხ ტალღებს გაჰყურებდა და სევდიანად ახალ გართულებას მო-
ელოდა. არავინ იცოდა, ვინ მოვიდოდა, ან როდის მოვიდოდა. ჯერ გა-
ფაციცებით იყო გიორგი, მერმე დარაჯები გააწესა და თავად წასთვლი-
მა.
შუაძილში იყო, მეაბჯრის ხმა რომ ჩაესმა:
- ბატონიშვილო, მობრძანდებიან!
- ვინ? - გიორგიმ სწრაფი გამოღვიძება და აზრის უეცარი წაბმა იცო-
და.
- თავად ინებეთ გახედვა! - და მეაბჯრემ კარავის კალთა ასწია.
გაღმიდან ნავი მოცურავდა. გარდა მენავეებისა, ზედ ჩადროსანნი
ჩანდნენ. გიორგი განცვიფრდა.
ნავი ჩამოჰყვა მტკვრის ტანს და კარვისკენ აიღო გეზი. გიორგიმ რამ-
დენიმე კაცი დააწინაურა, თავად კი კარავში არჩია ლოდინი.

388
ნავი ნაპირს რომ მოადგა და კახ-მესტუმრეებმა თოკით მოიმაგრეს, მხო-
ლოდ სამმა ჩადროსანმა გადმოინაპირა, ჩადროსნებმა თითქოს აცალეს
ნავს უკან გამანძილება. კახ-მესტუმრეებიც რიყეზე მოიტოვეს, მეჩხერ ჯაგ-
ნარს ამოაღწიეს თუ არა, ჩაიჩოქეს, ჩადრები გადაიძვრეს, პირჯვარი ისახეს
და მიწას ეამბორეს. მერმეღა წამოდგნენ, ჩადრები გველის პერანგებივით
მიწის ხაოს შეატოვეს და კარვისკენ ამოჰყვნენ შეღმართს.
ახლა კი ზეწამოიჭრა გიორგი. ჩაეგება.
წინ მოხუცი კავებჭაღარა ტანადი მანდილოსანი მოდიოდა. მხრების
ტოკვაზე ეტყობოდა ფრიადი ღელვა. ხოლო, ახლო რომ მოვიდა, თვალის
კილოებში ცრემლიც კი შეამჩნია გიორგიმ. უკან მომყოლნი კი ხელჩაკიდე-
ბულნი ვიდოდნენ. ერთი სულ ყმაწვილგოგო ჩანდა, მეორე კი დაქალიშვი-
ლებული ქალწული.
გიორგი ზრდილი თავდახრით შეეყარა მათ. მოხუცმა მანდილოსანმა
შუბლზე აკოცა.
- შვილო, ქართველ ბატონიშვილს გხედავ! ღმერთო, შენ გვიშველე! კე-
თილი იყოს ჩვენი შეყრა და ჩვენი ნატერფალი ბედმშვიდობის მომტანი ამ
წმინდა ქართულ მიწაზე! - უკვე პირჯვარი ისახა და ისევ შეცრემლებული
თვალები ხელსახოცით ამოიწმინდა. გიორგი დუმდა.
- მე, ბატონო, განჯის ბეგლარბეგის ქაიხოსრო-ფაშის სახლობა გახლა-
ვართ, კახეთის წმინდა ადგილების მოსალოცავად მოვალ. ჩემი მეუღლის
პირადი ელჩობაც ვიკისრე. - უფრო ხმადაკლებულად დასძინა და მომ-
ყოლთ გადახედა, - ესენი კი ჩემი ქალები არიან! - ხოლო თავის ქალებს შემ-
კრთალობა რომ შეატყო, დაურიდებლად შეუძახა: - ნუ კრთებით უჩადრო-
ბით, აქ დათურქული მიწა ნუ გგონიათ! ბატონიშვილო, ნურც თქვენ გაიკ-
ვირვებთ... - ახლა გიორგის მიუბრუნდა, - მძიმეა ჩადრის ჩრდილი! პირვე-
ლად ახლა აიხადეს პირბადე... დამეჩაგრნენ უცხოობაში!
ბატონიშვილმა სათითაოდ ხელი ჩამოართვა მათ, „ჩადრის განშორე-
ბა“ დაბალი ხმით მიულოცა და კარავში მიიწვია.
ახლა კი მიმოიხედა და მხედრული კარავი მანდილოსანთა მისაღებად
ისირცხვილა.

389
- კარვის შეუფერებლობის ბოდიშს ვიხდი... ასე საპატიო სტუმართ,
ისიც მანდილოსანთ, არ მოველოდი!
მაგრამ ქალებს ყველაფერი ახარებდა - ხევსურული ჯეჯიმი, თელავური
ფოჩებიანი მუთაქები, თუშური ჩითები, გრემული ქარგულ-პირსახოცი, პან-
კისური ბაღდადები თუ ძეგამური ხალ-ფარდაგი. კარვის მცირე ჯვარ-ხატმა
და ლოცვანმა ხომ ცრემლიანი სიხარულით ალოცათ.
გიორგი მიხვდა, რომ ყოველივე ქართულს დანატრულნი და დახარ-
ბებულნი იყვნენ ქალები. თავადაც გული აუჩქროლდა, მოიბოდიშა და
თადარიგის გასაწევად გაეცალა. გარეთ რომ გავიდა, შენიშნა: გაღმიდან
ისევ მოცურავდა ნავი. ამჯერად სამი დაავშრული ცხენი და ერთი აქლე-
მი ფრუტუნითა და ტორების ქნევით მოარღვევდნენ ნავის უკანა ტალ-
ღას. ნავზე კი საპალნეები ეწყო. გიორგი მიხვდა, რომ მანდილოსნები
კარგა ხნით იყვნენ მოსტუმრებული კახეთში და რატომღაც ეამა. მე-
ითართა ახალი კარავი დაადგმევინა და უკან გამობრუნდა, კარვის ბი-
ლიკზე უმცროსი ქალიშვილი დახვდა, ბალღურად დაიმორცხვა, ნაწნა-
ვები კისერ-ნიკაპზე იფარა.
- ბიძია გიორგი-ბატონო! დედამ შემოგითვალათ, ფაშა-ბატონიშვი-
ლო... არა, ფაშა არა! - უცბად შეირია, სახეზე ხელები აიფარა და უკან
გაქცევა დააპირა.
- ყმაწვილ-ქალბატონო! - შეაჩერა გიორგიმ, - რა შემოთვალა დე-
დათქვენმა? - ღიმილი ვეღარ დაფარა, რითაც სულ დააბნია გოგონა.
- აბა მე რა ვიცი... დამავიწყდა... მოწიწებითაო... არც ერთი თურქუ-
ლი სიტყვა არ გაურიოო, რას იტყვისო... ვეუბნებოდი, ნათო გაგზავნე, მე
დამავიწყდება-მეთქი... არ შეიძლებაო, ის გასათხოვარი ქალიაო... მო-
რიდება არის საჭიროო, მე კი ბავშვად მთვლიან...
გიორგიმ კბილით დაიჭირა სიცილი. ამ გოგონას დაბნეულმა თხრო-
ბამ გული უეცრად გაუხსნა, კილოც შეურბილ-შეუშინაურა.
- რა გქვია, ჩემო კარგო?
- უიმე, გამახსენდა! ბიძია გიორგი, რა კარგი ხარ! სწორედ ეს დამა-
ბარა, დედაჩემს ხორეშანი ჰქვია, თურქულად კი ხორეშ-ხანუმ... ჩემს
დას კი...
390
- ნათელა. - დაასწრო გიორგიმ, თავისთვისაც მოულოდნელად.
- უიმე, საიდან იცი? სცოდნია! სცოდნია! - გოგო სხარტად მოტრიალ-
და და კარვისაკენ გაიქცა.
- მოიცადე, ჩემო კარგო, შენი სახელი მაინც არ მითხარი?
გოგონა მობრუნდა და დიდმნიშვნელოვნად განუცხადა:
- მე კი ცისოს მეძახიან. რომ გავიზრდები, თურქულად ზულეიხა, ქართუ-
ლად კი ეფემია დამერქმევა. უიმე! - უცბად ხელი პირზე მიიფარა, - რამდენს
ვლაპარაკობ. დედამ კი გამაფრთხილა, ჩადრი თუ მოიხადე, ეს არ ნიშნავს,
რომ სულ უნდა იჭიკჭიკოო! მე კი მიხარია. ნათელამ კი იტირა სიხარულისა-
გან. - და ცისოს ისევ ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ ამ დროს კარვიდან და-
უძახეს.
- ნათელა მეძახის... გამიჯავრდება... ძია გიორგი დინჯი და დარდიანი
კაცი ჩანსო და შენებური ტაშფანდურა არ დაიწყოო.
- ასე გითხრა და გაგაჩუმა?! - უკვე სიცილმოუკავებლად შეეკითხა გიორ-
გი. თან ნათელას შესახებ მეტის გაგების სურვილი აღეძრა.
- ასე მითხრა. მაგრამ მეც გავაჩუმე!
- ასეთი რა უთხარ განა?
ცისომ ბალღურ-ეშმაკურად შემოხედა გიორგის და ჩუმად გაანდო:
- შენ ვინც მოგეწონება, ყველა დარდიანი გგონიაო! გავაჩუმე! - მერმე კა-
რებისაკენ მიაძახა, - მოვდივარ! მოვდივარ! - და ფეხმარდად გაიჩქარა.
გიორგი რატომღაც ნასიამოვნები დარჩა ამ ბალღის ჭიკჭიკ-ნათქვამით.
საერთოდ, ამ ქართველ ქალთა მოულოდნელმა სტუმრობამ ფრიად გაახა-
რა იგი.
აშკარა იყო, რომ განჯის ბეგლარბეგი ქაიხოსრო-ფაშა ნაქართველარი
თუ ჩუმქართველი ყოფილა და, ნიშნად სრული ნდობისა და გულდაგულო-
ბისა, თავის ფარულ ქრისტიან სახლობას სალოცავად გზავნიდა დაკარგულ
სამშობლოში. გიორგიმ უმალ შიკრიკი აფრინა მამასთან. თავად კი, რაც შე-
ეძლო ასე საუცბათოდ პატივი სცა; მსახურნი და მეითარნი დაახვია; ზედ კა-
რავში მოასვენა. თავისთვის კი ქვევით დაადგმევინა მცირე კარავი.
საღამოს პირს ისევ ჩამოეწვია „ცისო-ელჩი“ და მაღლა, კარავში მობ-
რძანება თხოვა.
391
გიორგი სიამოვნებით გაჰყვა. კარავი ვეღარ იცნო. ქალებს ბარგი და-
ეხსნათ და კარავი თავის გემოზე მოერთოთ. გიორგის შემკაცრებულმა
გულმა საოცარი მყუდროება იგრძნო. მანდილოსნებს ქართული საში-
ნაო კაბები ჩაეცვათ და ყოველგვარი ზეიმურობისა და უცხოურობის იე-
რი სრულიად მოეცილებინათ.
- შვილო ჩემო! გიორგი ბატონო, ნუ გვიწყენ ასეთ შინაურობას. მე ახ-
ლა ამოვითქვი სული და ჩემს თავს შინა ვგრძნობ. შინ მობრუნებულ ნა-
თესავად ჩამთვალეთ.
მერმე სულ ახლო დაისვა გიორგი და მოკლედ, მაგრამ დალაგებუ-
ლად თავისი ოჯახის თავგადასავალი უამბო. ჩვეულებრივი ამბავი იყო.
სამცხის ერთ-ერთ აკლებისას ყვარყვარე ათაბაგის უმცროსი ვაჟი
თავისი ოჯახითურთ ჩაიჩიხა სამცხეში. სიკვდილს გადარჩა. ჯერ თავად
მოხვდა სტამბოლს, მერმე ოჯახიც იქ მიიყვანა. მოძალებამ და გამოუვა-
ლობამ რჯულზე კი ააღებინა ხელი ქაიხოსროს, მაგრამ ზოგიერთივით
ქვეყნის ღალატი მაინც ვერ აკისრებინა. გიორგი მიხვდა, რომ ამ „ღალა-
ტის ვერკისრებაში“ ხორეშან-ხანუმს დიდი წილი და ღვაწლი ედო. ოცი
წელი იყო უცხოობაში ქაიხოსრო-ფაშა. ხან ბაღდადში იბრძოდა არაბთ
წინააღმდეგ, ხან ბრუსაში ბეგობდა, ხან სირიაში ბეგლარბეგობდა.
ყველგან თან ჰყავდა თავისი ფარულ-ქრისტიანი ოჯახი. ვაჟი ენგიჩრებ-
ში ჰყავდა და სადღაც ევროპისა და აზიის გასაყარზე შეეწირა „თურქულ
საქმეს“. ბოლოს განჯის ბეგლარბეგად გამოგზავნეს, გარეგნულად დი-
დი ხნის გათურქებული, ხოლო შინაგანად ჩუმ-ქართველი ქაიხოსრო-
ფაშა.
- მამაკაცებმა იკითხონ, თორემ ჩვენ ჩადრის ქვეშ დედაენაც შევინა-
ხეთ და დედარჯულიც! ნათელას ძლივს ახსოვს საქართველო. მაშინ ექ-
ვსი წლისა იყო. ცისო კი ოსმალეთში გაჩენილია... ოცი წლის შემდეგ
ჩვენ ისევ ვეღირსეთ ივერთ მიწას... ჩემი ვაჟი კი ვეღარ... ცრემლს ნუ
დაგვიძრახავ... ძნელია, შვილო...
ქალები ჩუმად ქვითინებდნენ. გულსევდიანად უსმენდა ამ მძიმე
თხრობას გიორგი და უფრო ედარდებოდა მათი მოსვლის გარემოება.
რამდენი სულ ვეღარ მობრუნდა, უცხოობაში და უთვისტომობაში ამოუ-
392
ვიდა სული. ან ესენი თითქოს სწვდნენ საწადელს და ქართულ მიწაზე დად-
გეს ფეხი. და მაინც იგივ ოსმალეთი ფეხდაფეხ მოსდევთ, როგორც გადამ-
წვარი სოფლების კვამლი, როგორც დაჩეხილ ვაჟკაცთა საფლავზე ამოსუ-
ლი ძეძვი და ჭინჭარი, როგორც დაბეჩავებულ ტყვეთა ჩუმი ვარამი და ჩად-
რის ჩრდილი, აი, თუნდაც იმ ჩადრისა, დღეს დილით, მტკვრის ნაპირის ჯა-
გებში რომ დააგდეს მობრუნებულებმა.
გიორგიმ ნათელასაც შეხედა ფარულად. მას ამო ქართული სახე ჰქონ-
და. ჩადრდაკრული ფითრი და ოდნავ ღინღლი ზედა ბაგეზე თავისებურ
ეშხს აძლევდა ქალს. იგიც იცრემლებოდა, მაგრამ გიორგიმ ცრემლთა სიმ-
რავლეზე უფრო წამწამთ სიგრძე შეუმჩნია. შესადარისად თავისი დაღუპუ-
ლი სალიჰა მოაგონდა. უკვე ექვს წელს გაევლო, მაგრამ მისი დაღუპვის ყო-
ველი გარემოება შემაძრწუნებელი სიცხოველით ახსოვდა გიორგის. არა,
სალიჰა გაცილებით ლამაზი იყო ნათელაზე... მაგრამ ნათელას როგორღაც
უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი სახე ჰქონდა. და ჯერ გამოურკვევ
ფიქრთა დრეკამ ცოცხალი ნათელა მიცვალებულ სალიჰას გვერდით დაუტ-
ვიფრა და დაუმკვიდრა.
მეორე დღეს, ნასადილევს, აიყარნენ და ნებიერი სვენებით და ბუნების
წიაღის დაწაფებით გაუდგნენ ძეგამის გზას.
გულდაგული გაზაფხული ყოველი ბუჩქის ძირას ფერად ყვავილებად
გაშლილიყო, ნაირ ყლორტებად აფუთქულიყო. ჯავარ მწვანედ შეფოთლი-
ლი ტყე-ბაღნარები კი ხიბლავდა სამშობლოს დანატრულებს. მაინც ბრო-
წეულის ტევრის წითელ ვარსკვლავა ყვავილები ხე-ბუჩქნარზე ჩამომდგარ
ცის ხომლებად ესახებოდათ. ალაზნის ლეილაღები და კახური ზამბახები
ხომ თავისი სურნელითა და სიკეკლუცით ესალბუნებოდნენ შორით მო-
სულთ. ცისოს დაოკება ხომ მაინც არ მოხერხდება. იმდენი კრიფა ყვავილე-
ბი, იმდენი ირბინა, ვიდრე ერთ ღელეში ცალი ქოშმაშია არ ჩაღუპა და, ვიდ-
რე წინწასულ აღალს მისწვდებოდნენ, ცალფეხშემოკეცილად შესვეს ცხენ-
ზე. ხოლო გიორგი ბატონიშვილმა, რომელსაც ცისო მოკლედ უკვე „ძია-
გიას“ ეძახდა, თავის მხრივ მას „ცალქოშა“ შეარქვა.
ნათელა დედას არ შორდებოდა და, კახეთის ბუნებით შინაგანად მო-
ხიბლული, მეტწილად დუმდა. მის სახეზე სევდიანი ბედნიერება ეწერა.
393
ხორეშანი კი ყველაფერს ამჩნევდა, ცნობდა, ყოველი ხისა და ყვავი-
ლის სახელი იცოდა. შესანიშნავ მეხსიერებასაც ამჟღავნებდა. მან კახ-
თა ზნე-ჩვეულებანიც და ნიშან-ხასიათიც იცოდა. კახთ ბატონის ოჯახუ-
რი ვითარებაც გაეგო. ზოგი რამ კი გიორგის გამოჰკითხა. გიორგიც და-
უფარავად, შინაურულად უამბობდა ყველაფერს, მაინც, როდესაც შეამ-
ჩნია, რომ ნათელა დიდი მუყაითობით უსმენდა. თუმც არასოდეს არ
ეკითხებოდა. ვაჟს კი მისი შეკითხვაც გულით სურდა, უფრო სწორად, მი-
სი ხმის მოსმენა სწადდა. ქალს შესანიშნავი, დაბალი კილო, გულიდან
მორხეული ხმა ჰქონდა.
„ალბათ მღერის კიდევაც!“ გაიფიქრა მან, კითხვა კი ვერ გაუბედა.
მალე გორაკზე განმარტოებულ ძველნაშენ საყდარს წაადგნენ.
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! ამ ოცი წლის განმავლობაში ეს
პირველი ქართული საყდარია! - წამოიძახა ხორეშანმა და აქ ღამისთევა
გადაწყვიტა. შორიდანვე ფეხთ დაიხადა, ცისოსაც ცალქოში წააძრო და
გვერდში ამოიყენა. მხოლოდ ნათელას, გიორგისა და სხვა მამაკაცთა
ახლო ყოფნის გამო, არ გააშიშვლებინა ფეხი. ქალები ხელანაპყარნი
შევიდნენ საყდარში.
გიორგი ოდნავ ჩამორჩა მათ. ხოლო მერმე, საყდარში რომ შევიდა,
დედა-შვილნი, წმიდა ნინოს ხატის წინაშე დაჩოქილნი, ნინოს საგალო-
ბელს საოცარ კილოზე გალობდნენ. ნათელას გულხავერდა ხმა ხომ
სულ ქარგავდა საგალობელს. ეს მესხური კილო ხორეშანმა ოცი წლის
განმავლობაში უსაყდროდ იგალობა და ქართულ ძველ საყდარს კილო-
უცვლელად შეუნახა და მოუტანა.
მაგრამ მალე ხორეშანმა ჭაღარა თმა გაშალა და ყველანი, მათ შო-
რის თავის ქალებიც, საყდრიდან დაითხოვა. ცისო კარავში გაიქცა ახა-
ლი მაშიების ჩასაცმელად, ხოლო ნათელა და გიორგი დანგრეული გა-
ლავნის ყურეში ჩამოსხდნენ. კარგა ხანს დუმდნენ. საყდრიდან ჩუმი
მოთქმის ხმა მოსწვდათ.
- ხომ არ მივხედოთ?

394
- არა, უცხოობაში და სხვის საქმეში ჩაღუპულ შვილსა სტირის! ჩემს
ძმას, - გულში ჩამწვდომი ხმით უპასუხა ნათელამ... და იქნებ აკიაფებუ-
ლი ცრემლის დასაფარავად ბაასი სხვაგან გადაიტანა.
- თქვენ ყველას შესახებ გვიამბეთ... და აი, თქვენი უბედურების შე-
სახებ კი არა გითქვამთ რა! მე მსმენია... ისიც ვიცი - ძნელია სათქმელად,
მაგრამ თქვენ „იმ თავგანწირულის“ გულისთვის უნდა გეთქვათ... „იმის“
სადიდებლად!
როგორც ჩუმი საყვედური, ისე ჩაესმა გიორგის ქალის სიტყვა. ჩუმადვე
მოჰყვა მთის მარცხის ამბავი. წვრილად მოჰყვა. დაუფარავად, თითქოს ვის-
მე უფლებამოსილს აღსარებას ეუბნებოდა. არც სალიჰა-ერეკლეს საიდუმ-
ლო ნიშნობა დაუფარავს, არც თავისი სევდა-ჭმუნვა... პირველი სიცივე...
არც შემდგომი მარცხი და დარდი.
საყდრიდან შენელებული ზარით მოთქმა ისმოდა და იგი გიორგის ზა-
რით თხრობას ეხმიანებოდა.
ნათელას თანაგრძნობის ცრემლი ეპკურა თვალებზე და გიორგიმ მკა-
ფიოდ ინიშნა, რომ ამ თანაგრძნობამ, ამ ღრმაგანცდიანმა მესხურმა თვა-
ლებმა, ტუჩ-წარბების მოხდენილმა იერმა ბუნდად დაფარა, დაჩრდილა
მთაში ნაშობისა და თავგანწირულის ნათელი სახე. მიხვდა ამას გიორგი და
დადუმდა. ვგონებ, ნათელამაც იგრძნო რაღაც, თრიმლის ფერმა გადაურ-
ბინა სახეზე, წამოდგა.
- ახლა კი მივაკითხოთ! - და საყდრისაკენ გაწინაურდა. ახლა მისი ტანა-
დობა და მტკიცედ ხვეწილი მხარ-კისერი შეამჩნია გიორგიმ.
საყდარში რომ შევიდნენ, გიორგის ხილვაში წმინდა ნინოს ხატს თით-
ქოს თვალები ჰქონდა დათხრილი... როგორც იქ - მთის ბიამან ნიშში. ხორე-
შანმა ზარი და გმინვა გულის სიღრმეში ჩაიბრუნა და გაბზარული ხმით მი-
უგო გიორგის:
- მოღალატის გამოგლოვებას ნუ მიწყენ, ნურც დამძრახავ, ბატონიშვი-
ლო... ჩემი სისხლი და ხორცი იყო!
- რატომ მოღალატის? მას ხომ საქართველოზე ხმალი არაოდეს არ აღუ-
მართავს?!

395
- ოჰ, ეგ არა! - პირჯვარი ისახა ხორეშანმა, - მაგრამ არც ქართული
საქმისათვის არ აუფარებია მკერდი, არ მოუქნევია ხმალი. ისიც ღალა-
ტია, როდესაც შენს ნიჭს სამშობლოს მოაკლებ და სულ სხვის საქმეს
უმადლოდ და უგზო-უკვლოდ გადაალევ თავს!
ძეგამს ხორეშან-ხანუმს ქეთევან დედოფალი დახვდა - წარჩინებულ
მანდილოსანთა მთელი მარაქით. ქეთევანმა მისთვის ჩვეული გულის-
ხმიერებით და სიფაქიზით მოათბო და შეივრდომა სამშობლოს ალე-
რსს დანატრული დედა-შვილნი.
გიორგიმ კი იუხერხულა ამდენ მანდილოსნებში ყოფნა. ნათელას-
თან ახლო ყოფნის სურვილიც მოჭარბებულად მიიჩნია, საზღვარზე
სასწრაფო საქმე მოიმიზეზა და ისევ ლაშქარში წავიდა.
მანდილოსანთა მარაქა კი გრემისაკენ გაემართა.

XXXIII აუგი შეხლა


ხორეშან-ხანუმმა მარიამ დედოფალს მიუსწრო ცოცხალს, მაგრამ
მძიმე ავადმყოფს. იგი გულის მანკს კარგა ხანია ლოგინად ჩაეგდო. ხში-
რად სულ გაუჩერდებოდა მაჯა და ხალიანა, რომელიც დღე და ღამ მას
ადგა, უმალ მამასთან - მანასესთან აფრენდა ხოლმე მესაწოლეს. მძიმე
მდგომარეობას კიდევ ის ართულებდა, რომ მარიამ დედოფალს თვით
სიკვდილის შიში ისე კი არ აღელვებდა და აფრთხობდა, როგორც უზია-
რებელი სიკვდილის შიში. ეს გარემოება პირდაპირ გულს უხეთქავდა.
გაბმულად მარხულობდა, ყოველ კვირას ზიარებას იღებდა. მანასე,
დოსტაქართან ერთად, კარის მოძღვარი ზაქარიაც მუდამ ახლო ხელმი-
საწვდენში იყო.
ჯერ ყველანი გულებს იხეთქავდნენ. ყოველ გულისყრაზე შეიძრე-
ბოდნენ ხოლმე გრემ-სასახლის სტუმარ-მოხელენი. ალექსანდრე მეფე-
საც მოახსენებდნენ, ღამისმთეველნი შეჯარდებოდნენ დედოფლის
სადგომის დერეფანში, ჩუმად ჩურჩულებდნენ. მერმე თანდათან მიეჩ-
ვივნენ და მიწყნარდნენ. დედოფლის ავადობა ყოფაში გადაიტანეს და
მესაწოლის ჩვეულებრივ პასუხებს - „დედოფალი ლოცულობს“, „დედო-

396
ფალი ისვენებს“, „დედოფალი საუზმობს“. ერთიც მიემატა: „დედოფალი
გულისყრაშია“.
მარიამ-დედა კი ნელა, მაგრამ შეუნელებლად ილეოდა. ხორეშან-ხა-
ნუმის ულოდნელმა მოსტუმრებამ გამოამხნევა, ხოლო კახთა სალოცა-
ვების მოლოცვის განზრახვამ იგიც აიყოლია და ოდნავ მოამჯობინა კი-
დევაც.
- ცოტაც მაცალეთ, მეც მოვიმთელებ გულსა და მერმე ერთად წავიდეთ.
და მართლაც, „აცლიდნენ“, ყოველ აუგს მას უკვე უმალავდნენ. მან არც
სვიმონ მეფის ტყვეობა იცოდა და არც კახეთის თავზე დასასხმელად მომ-
დგარი ფაშების ზრახვა.
ავადმყოფის სარეცელთან ხშირად ხვდებოდნენ ურთიერთს კახთ ბა-
ტონი და ხორეშან-ხანუმი, მაგრამ მათ არაოდეს, არც ერთი სიტყვით არ უმ-
ჟღავნებიათ, რომ ხორეშანის კახეთს მოსვლას მარტო წმიდა ადგილების
მოლოცვა როდი ედო მიზნად.
მანდილოსანმა კეთილად წარმართა თავისი „ჩუმი-ელჩობის“ ვალიც.
ქაიხოსრო-ფაშამ მეუღლის პირით გაანდო კახთ ბატონს სტამბოლის
ყოვლად საიდუმლო ბრძანება მოსაზღვრე ფაშების „ურჩ კახეთზე“ ერ-
თდროული თავდასხმის შესახებ, მისი გეგმა და თარიღები. ამ „ურჩთა რბე-
ვაში“ თავად განჯის ახალ ფაშასაც უნდა მიეღო მონაწილეობა. ქაიხოსრო
კი ჩუმ თანადგომასა და შუამდგომლობას სთავაზობდა. ფარულ გეგმასაც
უსახავდა. შექისა და განჯის ლაშქრები კახეთის სამხრეთ საზღვარზე უნდა
შეყრილიყვნენ მტკვარსამზირის ქვედა მიდამოში. იქ უნდა მდგარიყვნენ,
ვიდრე ელისუსა და ოქრომუხის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არ მო-
ადგებოდნენ ყუბის და რუბანდისა და შემახის ფაშები. კახეთზე დარტყმა
ერთდროულად და ორმხრივი უნდა ყოფილიყო. ქაიხოსრო-ფაშა თავისი
ლაშქრითურთ ორი დღით დაგვიანებას ჰპირდებოდა თავდამსხმელთა
ლაშქართ პაემანზე.
კახთ ბატონი ჯერ მარტო დაჯდა, საქმე გულმოდგინედ აზომ-დაზომა.
საიდუმლო არვისთვის გაუმხელია, დავით უფლისწულისთვისაც არა უთ-
ქვამს რა. გიორგი ჯერაც ლაშქრად იყო.

397
პირველი დასკვნა თავისთავად მოსდევდა „ფარულ გეგმას“. შექის
ფაშას თავად ჩაუსაფრდება პაემნის ადგილას და განჯელების მოს-
ვლამდე გაანადგურებს. მაგრამ მერმე? მართალი ჩანდა ქაიხოსრო-ფა-
შა: „ჯერ ძალა აჩვენე ხმლისა, მერმე ოქრო აუჩხრიალე სახარკედ... მა-
შინ მოგისმენენ. მე ვკისრულობ შუამდგომლობას“. სიტყვა-სიტყვით
ასე გადმოსცა ხორეშანმა თავის ქმრის ზეპირი სიგელი. თავისი პირუმ-
ტეხლობისას კი არაფერს უთვლიდა. მთელი ოჯახი აახლა - ამაზე მეტი
საწინდარი რაღა უნდა ყოფილიყო.
კახთ ბატონისა და განჯელის ჩუმი ურთიერთობა უმალ გაცხოველ-
და. ფარულშიკრიკებმა არაერთგზის გაცურეს გაღმა-გამოღმა.
მიმოწერას აწარმოებდა მხოლოდ ხორეშან-ხანუმი, რომელიც გან-
ჯელებისათვის „შორეული მექის მოსალოცად იყო წასული“.
დაბოლოს, ყველაფერი შეთანხმდა და გათვალისწინდა. მხოლოდ
მაშინ შეჰყარა კახთ ბატონმა დიდი თათბირი. ამ ბოლო წლებში იგი, სა-
ერთოდ, ერიდებოდა ასეთ თათბირებს. გარდა საიდუმლოს ადრე გამ-
ჟღავნებისა და შიდამტრობის გაღრმავებისა, არაფერი გამოდიოდა.
ძველი თავადები და ახალი მოურავები სულ ვერ თვისობდნენ და საერ-
თო ბჭობაში ღვარძლი და პირადი მდურვა შეჰქონდათ, მაინც იმის შემ-
დგომ, რაც კახთ ბატონი ხანში შევიდა, ხოლო შვილები კი ჩაუვაჟკაც-
დნენ და თავთავიანთი ჯგუფები გაიჩინეს. აშკარად მომხრეებს ჩრდი-
ლებად ჩუმი მომხრეობაც აჰყვა და ყოველ მნიშვნელოვან პაექრობისას
თავის რქებსა და ღოჯებს წამოჰყრიდა ხოლმე. უბედურობა ის იყო, რომ
მამასაც ყოყმანი და მერყეობა ეტყობოდა შვილთა რჩევაში. მართალია,
ამ ბოლო დროს თითქმის მიიჩქმალა ეს მერყეობა - დავითი და მხო-
ლოდ დავითი უფლისწულობდა... მაგრამ ძველნაწიბური ლარად იდო,
ხოლო დავითის ავადმყოფური იჭვიანობა ხომ კედლად აშენებდა მას.
კახთ ბატონმა ყველაფერი აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ უდიდ-
თათბიროდ ხარკის აღდგენა თურქთათვის დიდ გაუგებრობასა და სიძ-
ნელეებს გამოიწვევდა. თუმცა ყველაფერი არც ახლა ითქმოდა თათ-
ბირზე, მაგრამ ერთ აზრზე კი მოაყენებდა ყველას. ძირითადი ყველა-
სათვის უდავო და გარდუვალი უნდა გამხდარიყო. კახთ ბატონს დარბა-
398
ზის ერის გავლენიან ჯგუფთან ერთად დგომა კახეთის გარეთაც და შიგნი-
თაც სჭიროდა.
სასახლის სატახტო დარბაზში მოგროვდნენ წარჩინებულ-დიდე-
ბულნი. კახთ ბატონმა თვალი გადაავლო დარბაზის ერსა და განცვიფრდა.
დროის საოცარი სისწრაფით ქროლვა როგორღაც უეცრად შემოეფეთა...
ცალ-ცალკე არ იგრძნობოდა აგრერიგად, ერთად კი დროის ნიშანი ერთბა-
შად და მკაფიოდ დაიდო. მისი თანატოლნი, უკვე ღრმა მოხუცნი, მიუძლუ-
რებულ-დათოვლილნი ისხდნენ მის წინაშე. იასონ ჭავჭავაძე აღარც ისეთი
მაღალი და აღარც ისეთი წარმოსადეგი იყო. მაინც ბოლო გულსაჩოთირო
ელჩობამ პაპანაქება ირანში ფრიად მოტეხა იგი. ყაფლან ვაჩნაძეს სახე ნა-
ოჭებით დაჰფარვოდა, ხოლო სუფთა ჭაღარა წვერ-ულვაში და სრული მე-
ლოტი უკვე ჩაჩანაკად აჩენდა. ან კი რა გასაკვირი იყო - მის ვაჟებსაც უკვე
ვერცხლი გასჩენოდათ საფეთქლებზე. ჯანდიერი ძველებურად განზე კუთ-
ხეში იდგა და ყველას არწივის თვალით გადმოსცქეროდა, მაგრამ მასაც დი-
დი ულვაშები უკვე ქვევით დასდრეკოდა და თეთრი აბრეშუმით ჩაჰქსელო-
და, შუბლის ძარღვი კი ვაზის კლერტივით გამოსტვიფროდა. გორჯასპ ენ-
დრონიკაშვილი და ომან სახლთუხუცეს-ყოფილი ბებრულად, ჩაჭუჭკვით
ისხდნენ და კბილჩავარდნილად, მაგრამ მაინც ბასრად ჩიფჩიფებდნენ.
„ძველღოჯიანი“ ფიქრები და ზრახვები კვლავინდებურად ასულდგმულებ-
და მათ. და „დიდერისთავობის“ აღდგენის მოლოდინში ჩრდილში ეჭირათ
თავი. მათარსა სომხიშვილს უკვე დიდი ღიპი დასდებოდა და კოტიტა ხელ-
ფეხი ახლა გაფარჩხულად გამოუჩანდა.
მხცოვნობის ჭირი მყარად შეჰპარვოდა ალექსანდრეს დიდებულთ. სა-
მაგიეროდ, გუშინდელ და გუშინწინდელ ღლაპებსა და ჭაბუკებს ულვაშები
ნაწვიმარზე ამოსული მოლივით მოსწრებოდათ. ახლა მამებსა და პაპებს
უსხდნენ თუ უდგნენ და გვარის სიამაყეს ფიცხლად დარაჯობდნენ. ზოგი-
ერთებს კი, იცის კახთ ბატონმა, უკვე ფარული და მზაკვრული ზრახვები გა-
აჩნიათ. აი, ანდერმან ვახახიშვილის ვაჟი - ვახუშტი, ვახო... დავითის ძველი
მეგობარი და თანამოდასე, ქორფა წიწაკებივით წინ რომ წამოუყრია ულვა-
შები, ენაც წიწაკასავით მწარე აქვს, თანაც, გველივით დაქნილი და ქლესა.

399
აქვეა, დავითის მოწვევით, ბარამ ჩოლოყაშვილი, ტანდაბალი და
მკვრივი, მამამისივით - ომანივით, ქვეშ და შორს გამხედავი. იგი ახლავე
ქვეგესლიანად შემზერს ვაჩნაძეებსა და ჯორჯაძეებს, რომლებიც გიორგი
ბატონიშვილის მოტრფიალენი არიან.
დარბაზის კიდეებში შეყრილიყვნენ საშუალო თაობის და მდგომა-
რეობის თავად-აზნაურები, მოურავები, სხვა მოხელენი, რომლებიც მუ-
დამ „სასწორის აბრას“ უმზერდნენ და უმალ „თავგანწირულად დაეხმა-
რებოდნენ“... გამარჯვებულთ.
უმზერდა თავის დარბაზს ალექსანდრე და გრძნობდა, რომ ის ათასი
წინააღმდეგობა, რომელიც აქამდე ჯიჯგნიდა და თიშავდა კახ-წარჩინე-
ბულთ, ისევ ისე დარჩა, იოტის ოდენადაც არა მოჰკლებია რა, მთელი
თავისი ძალა კი შეალია ამას. აი, იმ შორეულ სარკეში თავის თავსაც ხე-
დავს... შორსმჭვრეტელი გამხდარა, წინათ ამ ტახტიდან ამავ სარკეში,
ასე ზუსტად ვერ ამჩნევდა თავის ნაკვთებს. ახლა კი სულ მკაფიოდ, ნიშ-
ნისგებით ხედავს. მელოტი ისე შეეპარა, ვერც კი გაიგო, ჯერ სადღაც კე-
ფაზე დასცხრომია, როცა შეამჩნია - უკვე ჩუმი ბუდე ჩაედგა ქოჩრის ძირ-
ში, მერმე წინ იწყო ჩამოცოცება. ახლა შუბლიდანაც იწყო ასწრაფვა
„სიბრძნის ხარვეზმა“ და უეცრად მორჭმული სიბერე ჩაუბინავდა მთელ
არსებაში. მოდუნება და სიმძიმე მოუტანა. უხილავ ბორკილებად შეება
სიმკვირცხლეს, წელში ტკივილად გაუჯდა... გონება კი უფრო მკაფიო და
მჭრიახი გაუხდა. მაგრამ ეს იყო, რომ თავისი ძალისა და გამძლეობის
ძველებური რწმენა აღარ შეურჩინა და ეს ამწარებდა ყველაზე უფრო.
დიდი თათბირი ჩვეულად წარმართა. მაგრამ მის „სატახტო სიტყვას“
ძველებური დამაჯერებლობა აკლდა. ამას თავად გრძნობდა და გული
მოსდიოდა. ყველაფერი გააზრებული და გადაწყვეტილი ჰქონდა, და
მაინც დასტურს ეძებდა. ათასჯერ ამოწმებდა სიბერის დაეჭვებით შე-
ნაპყარი მეფე.
- ხუთი საფაშო... მათ უკან დიდი ოსმალეთი... ჩვენს უკან კი ჯერჯე-
რობით საეჭვო მფარველი... ქართლს კი თავის ჭირი ეყოფა... ვაგლახად
მარტონი დავრჩით!

400
- მარტონი! ჯერჯერობით საეჭვო? - ჩურჩულმა გადაიშრიალა კრებუ-
ლის თავზე. ასე ღია საყვედური თავისი მფარველისადმი ასე საჯაროდ
ჯერ არ გამოუთქვამს კახთ ბატონს. თავადაც შეფიქრიანდა, შერბილება
სცადა. - სიშორით... საეჭვო... ჯერჯერობით... ჩვენ კი გვაქუხს უკვე!
სიჩუმე ჩამოვარდა. კახთ ბატონის დიდებულნი არასოდეს არ ჩქარობ-
დნენ აზრის გამოთქმას. ახლა კი - მით უფრო. არც სისხლის გაღება ეჩქარე-
ბოდათ, არც ხარკის. კახთ ბატონის აზრიც არვინ იცოდა.
დავით უფლისწულმა ითხოვა სიტყვა. მას გული არ უთმენდა. იგი, საერ-
თოდ, თვლიდა, რომ კახთ ბატონის შემდეგ მას ეკუთვნოდა სათქმელი. იგი
მამის ქვემორე იჯდა. მანაც მიჰბაძა კახთ ბატონს - არ ადგა. სახე ჩვეულად
მოიგოროზა.
- ხმალი და სისხლი - ვამბობ მე! ის დიდი ბრძოლა, რომელსაც ეწეოდა
სვიმონ მეფე ქართლისა, ახლა ჩვენ უნდა განვაგრძოთ... აქაც და, თუ საჭი-
რო იქნება, ქართლშიაც... კაცი - ქუდზედა! და მაშინ ხუთ ფაშასაც ვეყოფით
და იქნებ მეტსაც გავწვდეთ! მფარველზე შორ ოცნებას კი თავი ვანებოთ! -
მოკვეთილად ჩაათავა ისედაც მოკლე სიტყვა. მაგრამ ეჭვი მოსდევდა ფეხ-
დაფეხ, რომ ჯეროვანი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა დარბაზის ერზე, უფ-
რო გაამკაცრა და გაამუქა დასკვნა.
- ხარკი შეუწყნარებელია ამჯერად! მეტს ვიტყვი - სიმხდალეა! და უფრო
მეტსაც - იქნებ ღალატიც! ჩვენს შორის კი ასეთები არ მეგულება...
ახლაღა წამოდგა, ყველას თვალი მოავლო, თუმცა გარკვევით არავინ
დაუნახავს. ისევ მოსმით დაჯდა:
- მე გავათავე და ჩემდა თავად ხმალს ვირტყამ!
დავითის შემდგომ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.
- ჰოდა, საერთო აზრია! - გამყინავი ხმით შეიძახა ვახო ვახახიშვილმა,
მაგრამ მის ძახილს, გარდა ერთი-ორი გაუბედავი ხმისა და ჩურჩულისა,
არავინ აჰყოლია.
კახთ ბატონს არ მოეწონა დავითის მიერ სხვათა აზრის მოჭრის ასეთი
ფანდი. ხოლო მისი მოუზომავი სიტყვა ეჩოთირა, მაგრამ უფლისწული
აღარ დაამცირა ქვეშევრდომთა წინაშე. წაუჩუმა. და რადგან თავისი ნებით
აღარვის სურდა აზრის გამოთქმა, ისევ თავად მიჰმართა:
401
- იასონ ჩემო, რას გვითათბირებ?
იასონ ჭავჭავაძე წამოდგა, ყურთმაჯებიანი ქულაჯა შეისწორა, ღრმად
ამოითქვა სული.
- აღარა მეთქმის რა, მეფევ-ბატონო!
- იქნებ შენ, შერმაზან-სარდალო?
იგი არც ამდგარა, პირიქით, თავი უფრო ჩაღუნა, ულვაშები ხომ სულ
ჩაფარცხა.
- ენის მოქნევა არ მეხერხება... მოგეხსენებათ, ბატონო!
ომან ჩოლოყაშვილმა უმალ იგრძნო უხერხულობა, რომელიც მისი
გაზრდილის სიტყვამ შექმნა. საქმის გამოსწორება, უფრო სწორად, გამ-
წვავება იზრახა.
- თავად ბრძანეთ, მეფევ-ბატონო... ან იქნებ გიორგი ბატონიშვილმა
ბრძანოს, სწორედ საზღვრიდან გახლავთ მობრუნებული. მერმე ჩვენც
ვიტყვით რასმე! აზრს - გუმანს მივცემთ!
- აბა, გიორგი, შენ რაღას მოგვახსენებ? - უშუალოდ შვილს შეეკითხა
ალექსანდრე. დაგვიანებულმა ფიქრმა ეჭვი აწვია. „ასე მიამიტად არ უნ-
და ავყოლიყავ ომანის რჩევას!“ მერმე თავს „ბებრულ-ეჭვიანობად“ ჩა-
უთვალა. მაინც უთხრა გიორგის: - საზღვრების ამბავი გვაუწყე, მდგომა-
რეობის არცოდნა - არცოდვაა! - ნართაულად მოაბოდიშა დავითი და გი-
ორგის შეაჩერდა.
ალექსანდრე მაინც დარწმუნებული იყო: ვიდრე თავად ედგა დარბა-
ზის ერს, აშკარა გათიშვას ვერავინ გაბედავდა. მაგრამ ახალი ვარამი
სწორედ აქ დარაჯობდა.
- მოგახსენებთ, მამავ-მეფეო და დარბაზო! - წამოდგა გიორგი, - წე-
სით ჯერ უხუცესნი გახლდნენ. მაგრამ რადგან მე დამდეთ პატივი, სათ-
ქმელი ითქვას უნდა! საზღვრებზე ცუდზე ცუდი ამბავია! ხმლის შერ-
ტყმა უთუოდ დაგვჭირდება! სიმხდალედ ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ აქ
დამსწრეთ ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ, ხმლის შერტყმა კიდევ არ ნიშ-
ნავს გამარჯვებას!
- მართალია! - ხმიანად დაედასტურა შერმაზან სარდალი.

402
- არც სისხლის დაღვრა არის მაინცდამაინც გამარჯვება! - გიორგიმ ხმას
უმატა, უკვე შესაფერის კილოში ჩააგდო. დინჯადაც ზომავდა სიტყვას, არც
უშუალოდ კენწლავდა ვისმე, მაგრამ არც უმაგისობა იყო. ძმის სიტყვამ იგი
გაანაწყენა. - მეტსაც ვიტყვი: ზოგ „მოკლე გამარჯვებას“ ხანგრძლივი უმარ-
ცხობა გვერჩიოს!
- რა „მოკლე გამარჯვება“? - უკმეხად შესძახა დავითმა, მაგრამ კახთ ბა-
ტონმა დააჩუმა. გიორგი არ აჰყვა ძმის შეძახილს, თავისი განაგრძო:
- ჩვენც და ქართლიც ისეთ დღეში ვართ, ურთიერთს ვერ დავეხმარე-
ბით... როდესაც გვქონდა ამის საშუალება, არც ძაბუნად იყვნენ ერთობლივ
ჩვენები. ახლა კი ჩვენ უარესი დღე მოგველის! ხუთი საფაშო ლაშქარს აგ-
როვებს... მე თავად ვარ ამის მოწმე... ნუხში უკვე მზად არიან, ჯერ არ დაძ-
რულან ოღონდ...
- მოკლედ მოსჭერ, როგორ მოვიქცეთ? - ისევ არ ეყო მოთმინება და-
ვითს.
- არა, შვილო, პირიქით... უფრო დაწვრილებით ჩამოსთვალე საფაშოე-
ბი და მათი მზადყოფნა. - ისევ კახთ ბატონი ჩაერია საქმეში და თათბირს
საქმიანი კალაპოტი მისცა.
გიორგიმ დაწვრილებით გააცნო მოთათბირეთ ფაშების სამზადისი.
ყველაფერი ჩინებულად დაზვერილი აღმოჩნდა. ყველა დაბეჯითებით უს-
მენდა გიორგის თხრობას. გამონაკლისი დავით უფლისწული იყო, რომე-
ლიც ტუჩებს იკვნეტდა და ნატის რბილ მესტებს ხალის ორხოვილზე აცმუ-
ტებდა. იგი გრძნობდა, რომ დარბაზი გიორგის მიჰყვებოდა თათბირში,
ალბათ დასკვნებშიაც დაჰყვებოდა. მამაც გიორგის მხარეზე ჩანდა... და
მისმა ეჭვიანმა გონებამ კვლავ ჩაუკაკუნა:
„იქნებ მოლაპარაკებულნი არიან? მე კი გამერიდნენ?!“ და ვეღარაფერ-
მა გააჩერა:
- მაშ ხარკით გსურს იყიდო „გამარჯვება“?
- არა, უფლისწულო! ბრძოლაც უსათუოდ დაგვჭირდება... მაგრამ ხარ-
კიც... პირველი გამარჯვება თუ არ მოვიპოვეთ, მარტო ხარკსაც არავინ დაგ-
ვჯერდება! საჭირო იქნება სისხლიც და ხარკიც!

403
კახთ ბატონი განცვიფრდა - რა გამჭრიახობით განსჭვრიტა მდგომა-
რეობა გიორგიმ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საიდუმლო და გან-
ჯის ფაშის გეგმა მან არ იცოდა.
გიორგის კიდევ არა ჰქონდა ჩათავებული ზოგი რამ სამხედრო სამზადი-
სის გარემოებანი, რომ დარბაზში საბა-მდივანი შემოვიდა და სახლთუ-
ხუცესი გარეთ გაიხმო.
- რა იყო, იასონ? - ჩუმად შეეკითხა შემობრუნებულს და მოახლე-
ბულს ალექსანდრე მეფე.
- ქეთევან დედოფალი მდაბლად გთხოვთ, ბატონო! დაუყოვნებლივ
მობრძანებას ითხოვს თქვენსას, მარიამ დედოფლის სადგომში.
ალექსანდრე შეტოკდა. ქეთევანი წვრილ-უბრალოდ ვერ შეჰბედავ-
და მის წვევას დარბაზის ერის სათათბიროდან. თათბირის განგრძობა
ხელით ანიშნა დარბაზს და გარეთ გავიდა.
უფლისწულმა თავისი სავარძელი მისწია მამის ტახტისაკენ და სა-
თათბიროს სათავეში ჩაუდგა.
გიორგიმ თვალი გააყოლა გასულ მამას და სიტყვა ოდნავ შეუფერ-
ხდა, აღარც სურვილი ჰქონდა და თავადაც შეღერღილი შიშობდა, რომ
ძმის მოსალოდნელ უტიფრობას ვეღარ მოითმენდა.
- განაგრძე, განაგრძე... მხოლოდ საქმესთან ახლოს! - კბილი გაჰკრა
დავითმა.
- მე საქმესთან, ვგონებ, უფრო ახლოსა ვარ, ვიდრე ზოგთ ჰგონიათ...
იქნებ სიბრძნითაც!
- სიბრძნეს მამაცობა სჭირდება! მხდალი სიბრძნე რის მაქნისია?! -
დავითს მოეწონა თავისი ნათქვამი, დარბაზს მოავლო თვალი. ყველა
მას უმზერდა - ზოგი შეფორიაქებით, ზოგი ცნობისმოყვარეობითა და
სიხარულით. ძმათა აშკარა რკენა დიდ ბჭობაზე - ეს პირველი იყო.
გიორგიმ ერთხელ კიდევ მოიხვეჭა გონივრობა, დაყვავებით უპასუ-
ხა:
- უფროსის პატივისცემას მხდალ სიბრძნეში ნუ ჩამითვლი, ძმაო. ჩე-
მი თათბირიც ესაა, ერთ-ერთი საფაშო წინდაწინვე უნდა დავლაშქროთ,
სხვებთან კი ხარკის ელჩები ვაწვიოთ!
404
- ხარკის მიცემა ქართლ-კახეთის ღალატია ახლა! ნუთუ არ გესმის! - გა-
აწყვეტინა დავითმა.
- არა, უფლისწულო! - ცივად უპასუხა გიორგიმ, - არ მესმის! ქართლი
ახლა თავადაც გაიღებს დიდ ხარკს, ოღონდ მხცოვანი სვიმონ მეფე იხსნას
ტყვეობიდან... თავად ბრძანდებოდი ტფილისს, უნდა მოგეხსენებოდეს! კა-
ხეთმა კი, იქნებ დრო მოიგოს, ვიდრე მომავალ დიდ ომში თურქთა წინააღ-
მდეგ არ ჩადგება ფარდი ძალა ირანისა ან რუსეთისა. იქნებ, ბედად, ორივ
ერთად... მაშინ ჩვენი დროც დადგა!... მანამდე კი...
- ისევ ჩამუხლება... ისევ მხარში გამოცლა? ეს ჩვენი გზა არ არის! - ზეწა-
მოიჭრა დავითი.
- ვისი - ჩვენი?!
- კახ-რაინდებისა! შავხანჯლიანებისა! შეფიცულთა! - ხელი შავქარქაშა
სატევარზე დაიდო და თავის მომხრეებს გადახედა. ყველამ ახლა შეამჩნია,
რომ დავითის მოდასეებს ერთნაირი შავქარქაშა ხანჯლები ეკიდათ.
დავითის დასი უკვე ღიად მოქმედებდა. თავისუფლებას მოითხოვდა.
დარბაზში ერთნაირი მოზიდულობა და დაბნევა ჩავარდა. ძმათა მძაფრ პა-
ექრობაში ვერავინ გაბედა ჩარევა. ხოლო მდგომარეობა კიდევ იმან გაამ-
წვავა, რომ გიორგიმაც დაკარგა მოთმინება.
- ზოგიერთ შეფიცულს დიდ ომთან თამაში ლეჩაქებზე ცეცხლის მოკი-
დება ხომ არ ჰგონია? - მწარედ გაუკენწლა სიტყვა უფროს ძმას და ზურგი
შეაქცია, დარბაზს მოუბრუნდა.
- მე ყველაფერი ვთქვი... და ჩემს ნათქვამზე მუდამ პასუხს ვაგებ!
- გაგებინებ კიდევაც! - ზურგს უკნიდან მოესმა უკვე ჩხუბის კილოზე გაკ-
რული ძახილი. გიორგი რომ შემობრუნდა, მისი უფროსი ძმა თვალდაკაკ-
ლული და სახეშერეული იდგა მის წინ.
ყველანი წამოცვივდნენ და, ვინ იცის, რითი დამთავრდებოდა ეს საბე-
დისწერო თათბირი, რომ დარბაზში ულოდნელად ქეთევან დედოფალი არ
შემოსულიყო... მას ჩიხტიკოპზე შავი ლეჩაქი ემოსა და შეძაძული, გლოვის
კაბა ეცვა. ყველანი შედრკნენ და შედგნენ.
ქეთევანი წინ წამოდგა, დაბალი, სევდიანი ხმით აუწყა დამსწრეთ:

405
- მარიამ დედოფლის მიცვალებას გისამძიმრებთ, პატივცემულნო!
კახთ ბატონმა თათბირის მოშლა ბრძანა... გლოვის კვირა გამოაცხადა...
და თითქოს ამ სიტყვებით დასტურად მთავარანგელოზის სამრეკლოზე
დედოზარმა სამგლოვიარო ჩამორეკა.
მოთათბირენი უმალ დედოფლის სადგომისაკენ გაეშურნენ.
დედამ ერთხელ კიდევ, უკვე უკანასკნელად, დააშოშმინა, გააზავა
ძმათა აუგი შეხლა. მაგრამ დედოფლის სადგომისაკენ მაინც გათიშუ-
ლად, ორ დასტად წარემართნენ ძმებიც და მათი მოთათბირენიც.

XXXIV „ლომთავა“ და „ცხენფაფარა“


კონსტანტინე ბატონიშვილი და ზაზა კახნიაური კარგა დაყოვნების
შემდგომ გამობრუნდნენ ისპაჰანისაკენ. იასონ ჭავჭავაძე, რომელიც მათ
გამოაცილეს, უკვე კარგა ხანია წავიდა ვაზებისა და ხოხბების ქვეყანაში.
ახლა, ალბათ, უკვე ჩასული იქნებოდა საქართველოში. კონსტანტინე
და ზაზა კი ისევ ისხდნენ და „იასონის გზას“ გაჰყურებდნენ. „ჯიქთა-ხა-
ნუმის“ მშვიდობით მოყვანისა და გაჭიანურებული ელჩობის შემდეგ კი-
დევ კარგა ხანს დააყოვნა შაჰ-აბასმა. საქართველოს ამბები დაგვიანე-
ბით აღწევდნენ ისპაჰანს. კახთ ბატონის დახმარებით, სვიმონ მეფის მი-
ერ თურქთა მეციხოვნეების წინააღმდეგ ბრძოლის განახლებამ დაგვია-
ნებით ასიამოვნა შაჰ-აბასი. კიდევ იწვია კახთ-ელჩი და „გურჯ-ლომებს“
- სვიმონს და ალექსანდრეს ქება-ძღვენი მოუმრავლა. ხოლო ალექსან-
დრეს მიერ ოსმალთ ხარკის შეწყვეტა რომ გაიგო, აბასმა თავის მხრივაც
„ძველი ვალის“ შეღავათი მისცა. მდიდრული ყალანიც გაატანა, ჭავჭა-
ვაძე კახეთისაკენ გაუშვა, ოღონდ მისი მწე ელჩ-მდივანი ზაზა მოკლე
ხნით ისპაჰანს დაიტოვა „რუსთ მოენის სიკვდილის გამო“. იასონმა იცო-
და, რომ მოსკოვიდან დიდ ელჩობას ელოდა შაჰი თურქთ საწინააღმდე-
გო სამხედრო კავშირის შესაკვრელად. ამ პირობებში ზაზას ისპაჰანს
ყოფნა ფრიად საჭირო და, იქნებ აუცილებელიც იყო... და მიუხედავად
იმისა, რომ იასონი კარგად გრძნობდა, აბასს „სხვა ზრახვებიც“ გააჩნდა
ელჩ-მდივნის მიმართ... იგიც სწორედ, თავისი „სხვა ზრახვების“ წყა-
ლობით, სიამით „დაჰყვა“ შაჰ-აბასის მოთხოვნას.
406
უკან გაბრუნებისას თეირანამდე გაიყოლა ზაზა. დაწვრილებითი დარი-
გება არ მოაკლო და ელჩობის შემდგომი კეთილ წარმართვა უსურვა.
- შენ ახლა კახეთის საიმედო, მოამაგე ხელი ხარ ირანში... უფრო მეტიც,
საქართველოს ხელი! ხელის მადლი კი მოგეხსენება! დამილოცნიხარ!
წავიდა, თითქოს თან წაიღო საქართველოს მხცოვანი მიწის სურნელი.
სულ გაყრისას ზაზა და კონსტანტინე ერთად გაჰყურებდნენ უკან მიმავალ
ქართველებს. მაგრამ რა გადახლართული და სხვადასხვა იყო მათი წუხი-
ლი?! ერთში კი თანხმდებოდა მათი აზრი, რაღაც ნაწილი გულის ჭავჭავა-
ძიანთ ქარავანს ორთავემ გაატანეს, ერთმა შეგნებულად, მეორემ კი ალ-
ღოს მიკნავებული ძახილით. და როდესაც წავიდა ქარავანი, ისევ აირია მა-
თი ფარული ლტოლვანი, საოცარია რომ კონსტანტინეს სრულიადაც არ ეჩ-
ქარებოდა ისპაჰანში გაბრუნება, ზაზას კი გული და გონება იქით მიუწევდა.
გარდა „დესპანთ დარბაზისა“, სადაც მას უკვე მრავალი ნაცნობი და კეთი-
ლის მსურველი ჰყავდა და სადაც მრავალ ახალ და საჭირო ამბავს იგებდა,
ძმა სიაუშიც იქ ჰყავდა. ამასთანავე, გულისყურში გამჯდარი დარდი ეოჩნე-
ბოდა, იწევდა ისპაჰანისაკენ, „გაბუტული სახლისაკენ“. იქ უსაშველოდ გა-
დაწურული და, მით უფრო, მტკივნეულად მოუშორებელი ფიქრის მარყუჟი
იყო სახრჩობელასავით ჩამოკიდებული. მთელი ქვეყნისკენ ზურგით შე-
მობრუნებულ ვარაყიან დარბაზში, ოქროსა და ზურმუხტში, ფუფუნებასა
და განცხრომაში, ჩამარხული იყო მისი ჯიქურსიყვარული.
პირველად ცეცხლის სიმწვავით განიცდიდა ყველაფერს, რაც თამარს
მოაგონებდა, მაგრამ თანდათანობით გრძნობდა სიცხოველე მიეფერფლა
და იმედგადაწურულ გულს საფლავის ხავსი მოეკიდა. ბოლო დროს „გაბუ-
ტულ სასახლეს“ ზაზა ისე ჩაუვლიდა, როგორც ოდესღაც ძვირფას, მაგრამ
უკვე გამოტირებულ საფლავს ჩაუვლის ხოლმე მახლობელი ადამიანი.
კონსტანტინე ბატონიშვილისათვის ეს პირველი „თავისუფალი“ მგზავ-
რობა იყო. ამჯერად არც ალი-ხოჯა მაჰმადი გამოჰყოლია მას. ზაზა
გრძნობდა, რომ ეს ხოჯა-მაჰმადის განზრახი ოინი იყო, ერთგვარი გამოცდა
„კონსტან-მირზასი“, თორემ შინამოხელეებსა და გარესტუმრებს შორის
მრავლად ჰყავდა „ქვეგამზვერავი თვალი“.

407
მიუხედავად ურთიერთი ლტოლვისა, ზაზა გრძნობდა, რომ იგი უფ-
რო გულწრფელი და კეთილგანწყობილი იყო ბატონიშვილის მიმართ,
ვიდრე პირიქით. კონსტანტინე სულ ეჭვიანობდა, ყველგან და ყოველ-
თვის - ყველასთან, ჩუმად, შეფარვით, ეჭვიანობდა შაჰის კარის სენი მა-
საც შეჰყროდა, მაგრამ მეგობრობას დანატრული გული მაინც, ეჭვის მი-
უხედავად, ეძებდა და ეჩვეოდა თვისტომსა და სამეგობროდ ღირსეულ
ზაზას.
კახნიაურმა იცოდა, რომ მათ შორის „ერეკლესეული“ ურთიერთობა
არც იყო და ვერც იქნებოდა. ერეკლე სათნოებით აღსავსე პიროვნება
იყო... მეოცნებე, სამშობლოსათვის თავდაწერილი და სევდიანი ტრფი-
ალი. ეს კი - კვიმატი და ნებამოდუნებული, ეროვნულ ალღოს მოკლებუ-
ლი, გულჩათხრობილი და ეჭვიანი უფრო, ვიდრე სევდიანი. ხოლო
ტრფობა და ნამდვილი სიყვარული მან ჯერ არც კი იცოდა. ორცოლიანს,
მრავალხარჭიანს, ქალის ხორციელ ალერსს ადრე დახარბებულ-და-
ჭარბებულს გულზეც ადრეული ობი და ლოპრი მოჰკიდებოდა.
ხანდახან კონსტანტინე ქართულ ჩოხას ჩაიცვამდა. შვენოდა კიდეც.
მაშინ თითქოს მოიშორებდა სპარსულ იერს. მაგრამ ზაზას ქართული
თვალი მაინც ამჩნევდა, რომ ჩოხაში ისე მოსხეპილადაც და ქართული
სილაღითაც ვერ იყო კონსტანტინე. ოდნავ იხრებოდა მხრებში. წერწე-
ტობაც ადრე დაეკარგა. ჩოხის სახელოებშიც შეუხამებლად ასავსავებდა
ხელებს. მრავალ გარემოებაში ენახა იგი ზაზას. ყველგან უმჩნევდა თი-
თო რამეს სანიშატოს. ნადირობაში მარჯვე იყო, მაგრამ შემპარავი. ჯი-
რითის დრო ფეხებს ირანულ ყაიდაზე ამოაკრავდა ხოლმე ცხენის მუ-
ცელს. მაყივარობდა, მაგრამ ქართული ყიჟინი არ ეხერხებოდა. ხმალ-
ისარშიაც ხელოვანი იყო, მაგრამ ხელგაშლილი, გრძლად მოქნეული
ბრძოლა არ უყვარდა. უფრო მოკლე-მოკლე და ხელმრუდე დარტყმები
ეხერხებოდა. სატევარშიაც სწრაფი იყო, მაგრამ უფრო ყელში ან მუცელ-
ში უსწორებდა საძგერად - არა მკერდში. ქეიფობისას ჩუმი იყო და ჩუ-
მად ანჩხლი, სვამდა და კარგადაც იტანდა ღვინოს და არაყს, ხოლო ჰა-
შიშ-გაჩვეულობას, ზაზას შეგონებით, მალე დაანება თავი.

408
კონსტანტინეს ხასიათზე დადებული „მწურთნელის“ ხელის ჩრდილს
კარგად გრძნობდა ზაზა და ფრთხილად ცდილობდა მკურნალობას. მაგ-
რამ ის უკვირდა, რომ კონსტანტინე შინაგანად ეჯიუტებოდა და ხელში არ
მოჰყვებოდა მას... შეგნებულად თუ შეუგნებლად - ეს კი ვერა და ვერ გამო-
ერკვია ზაზას. არც მიმხვდურობა აკლდა კონსტანტინეს, მაგრამ აქაც ცუდსა
და ვერაგულს უფრო ადრე და უფრო უტყუარად ხვდებოდა და ამჩნევდა,
ვიდრე კეთილსა და სათნოს. ზაზა ხშირად, სულ ხშირად ჩამოუგდებდა
ხოლმე სიტყვას დაქსაქსული საქართველოს მომავალზე. კონსტანტინე მუ-
დამ დაფეთებულად უსმენდა და თვალებს სადღაც ქვევით გააფარებდა.
არა, ისიც წუხდა საქართველოს ბედზე, მაგრამ ან მიკერძოებულად თავის
ბედთან დაკავშირებით... ან ისე - ფიქრგარიდებულად და უღვიძლოდ. აი,
ისე, შორეული მიწისძვრის ამბავს რომ გაიგებს კაცი. მისთვის ქართული მი-
წა მხოლოდ მიწა იყო და არა დედის მკერდი, მტკვარ-ალაზანი კი - მხო-
ლოდ წყალი და განზე მომდინარე მდინარე. და ეს ყველაფერი იმდენად
აღელვებდა, რამდენადაც მის პირად ბედს ეხებოდა.
ისპაჰანს დაბრუნებისას კიდევ დიდხანს მოუხდათ ლოდინი, ვიდრე
„ქართული ამბები“ კვლავ გახმაურდნენ შაჰის კარზე და დესპანთ დარბაზ-
ში. გორის ციხის აღების ცნობამ და საგანგებოდ გამოგზავნილმა თურქების
დროშებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ირანში. შაჰ-აბასმა ზარბა-
ზანთ შელუღიც კი ბრძანა.
ზაზას, სიაუშის და სხვა ქართველთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ვერხვის ფოთლებით მორთეს თავისი სადგომი. გაეხარდა კონსტანტინე-
საც, მისთვის ეს „ახალ წარჩინებასა და შაჰთან დაახლოებას“ ნიშნავდა.
და მართლაც, შაჰ-აბასმა იწვია კახნი და ზეიმით მიიღო. კონსტანტინე
და ზაზა კი თავის სუფრაზე იწვია, მრავალი მადლითაც აავსო. ამის შემ-
დგომ, საერთოდ, ხშირ-ხშირად იახლებდა ხოლმე მათ ნადირობისას თუ
საჯარო გართობების დროს.
ისპაჰანში ზაზას სასახლის უბანში ჰქონდა გაჩენილი სადგომი. მასთან
იყვნენ შემორჩენილი კახ-მსახურნი და ზოგნი გამოხსნილი ტყვე ქართველ-
ნი. სიაუში პირდაპირ სასახლეში ცხოვრობდა და ვერცთუ ხშირად მოდიო-
და ძმასთან. მას სხვა მრავალ ნახატობათა გასრულების შემდეგ დიდი სა-
409
ზეიმო დარბაზის მოხატვა მიანდეს. იგი გატაცებული იყო თავისი მუშა-
ობით. იმასღა ნანობდა, რომ მისი მოხატული სასახლეები მეტად შორს იყ-
ვნენ საქართველოდან. ძმასთან მოვიდოდა თუ არა, ყველაფერი ავიწყდე-
ბოდა... სულ გრემ-კახეთში იყო. დედ-მამისა, ხალიანასი, მათე-რუსისა თუ
მეზობელ მოკეთეთა მოგონებაში იყვნენ ძმები. შუქსაც გაირიდებდნენ,
ბინდ-ბუნდში მისხდებოდნენ. სიაუშს ხმათა ბაძვის უნარი ჰქონდა. თი-
თოეულის სახასიათო თქმა-ქცევანიც ახსოვდა და ისე მიმსგავსებულად
„ასურათხატებდა“, რომ ერთბაშად აახლოებდა კახეთს.
ძმები, „ოჯახში და სამშობლოში“ მყუდროდ ჩასხდებოდნენ და
გულდარდიანად ატყუებდნენ თავსა და მანძილს.
ერთხელ კი ფრიად აღელვებული მოიჭრა სიაუში.
- ხედავ?! - დამჭკნარი ყარამფილი გადასცა ზაზას, - დღეს შაჰინშა-
ჰის ჰარემი გამობრძანდა დოვლეთ-ხანის ახალი დარბაზის მოხატუ-
ლობის სანახავად!
ზაზას გულის აპკას მიზრაფივით ჩამოჰკრა ძმის ნათქვამმა. სიაუშ-
მაც იგრძნო, მაგრამ განაგრძო, თავადაც არანაკლებად მიზრაფჩამოკ-
რული იყო.
- აჩრდილივით ჩამიარეს. თავით-ფეხამდე ჩაჩადრულნი, საჭურის-
თა თანხლებით, ჩუმად ვიდოდნენ. ყველანი ჭრელ-მდიდრულ პირსაბუ-
რავებით იყვნენ. მხოლოდ ერთს ეფარა სრულშავი. იგი ყველაზე დიდ-
ხანს დარჩა ჩემს ნახატთან. უკანასკნელი წავიდა. მის ნატერფალზე ეს
ყარამფილი ვნახე!
- იგი იყო... - სულ ჩუმად აღმოხდა ზაზას.
ამის შემდეგ დასჩემდა ზაზას: ყოველ კვირას ჩაუვლიდა „გაბუტულ
სასახლეს“ და გალავნის უშორეს კუთხეში, გარე კვარცხლზე ყარამ-
ფილს დასდებდა, სულ ისე - სატრფოს საფლავზე რომ მოიტანენ ხოლ-
მე გლოვის ყვავილებს.
1600 წლის შემოდგომისას კახ-შიკრიკმა მრავალი ზარის ამბავი ერ-
თად მოიტანა: სვიმონ ქართლის მეფის ტყვეობა, კახ დედოფლის მარი-
ამ დედის სიკვდილი, თურქთა მუქარა კახეთის მიმართ - ხარკის გაუღებ-

410
ლობის გამო. ზაზა უმალ ეახლა კონსტანტინეს და, სხვა ქართული ჭირის
გარდა, დედის სიკვდილიც შეუცხადა.
კონსტანტინე დაიბნა. ჯერ გარინდებულად ჩაჯდა დაბლა სარეცელ-
ზე, ხელები თავზე შემოიდო და უხმოდ უსმენდა ზაზას გულშემატკივარ
სამძიმარს. შვილს დედის გლოვის ვერაფერი შეატყო ზაზამ. სამძიმარი
მოიმოკლა და ახლა სხვა ჭირზე გადავიდა.
მაგრამ სულ მოულოდნელად კონსტანტინემ, როგორღაც ბალღურად,
ჩამოუშვა ქვედა ჩარბი და გულამოსკვნილად აქვითინდა. ქვეჩაემხო, სახე
ბალიშ-მუთაქებში ჩამალა და ზლუქუნი განაგრძო.
აბა, რა იცოდა ზაზამ, რომ კონსტანტინეს მეხსიერებამ დაგვიანებით
ამოაწოდა ბალღობის დროინდელი ჭდეული... ჯერ თუთიყუში, მერმე დე-
დის უბე და ძუძუს ძირში მძევლად მიმავლის მწარე ნაკბენმა. ხოლო უც-
ხოობაში გაზრდილმა და ღვიძლშემღვრეულმა შვილმა რა იცოდა, რომ სიკ-
ვდილის სარეცელზე დედას ყველაზე უფრო კონსტანტინეს დარდი ამწა-
რებდა და ოდესმე ძუძუზე ნაკბენის ტკივილი სამარეში განუქარვებლად ჩა-
იტანა.
ზაზამ ხოჯა-მაჰმადის ხელში დატოვა კონსტანტინე. თავად კი ფარხად-
ხანთან გაემართა.
გვიანამდე ითათბირეს ქართლ-კახეთში დატრიალებული ბავთის თა-
ობაზე. ფარხად-ხანმა დაუყოვნებლივ „უზენაესად მოხსენება“ აღუთქვა.
სამი დღის შემდგომ ზაზას ბაღ-სასახლის მესტუმრე ეახლა და შაჰინშაჰის
მოწვევა აუწყა. ცხენებიც მოართვა და თავადვე წარუძღვა, ბაღ-სასახლეში
მიაცილა.
ეს უკვე ფრიადი გამორჩევა იყო. ბაღ-სასახლეში მხოლოდ დაახლოე-
ბულთ იწვევდა აბასი. აქ არც განზრახი თვალმოსაჭრელი დიდ ზეიმურობა
იყო, არც შეზვიადებული სუფრა-ლაღობა და არც პირფერული სტუმრობა.
შაჰი დიდ ტახტრევანზე ფეხმორთხმით იჯდა, წინ თალათინად გამოყ-
ვანილ ირმის ტყავზე საქართველოს სამეფო-სამთავროების გამომხატვე-
ლი რუკა ჰქონდა გადაშლილი. მის უკან, როგორც მისი ჩრდილი, ალი-მაჰ-
მად-ხოჯა იდგა, ხოლო გვერდით, მაგრამ უფრო დაბლა ფარხად-ხანი იჯ-

411
და, ალექსანდრე მეფის უკანასკნელს მონაწერს უკითხავდა და რუკაზე
აჩვენებდა.
ზაზას შესვლაზე თავი არვის აუწევია. კახთ-ელჩი შორიახლოს შედგა და
ოდნავ გასაგონად ჩაახველა. შაჰმა თავი აიღო. ხოლო ზაზას მდაბალი სა-
ლამი რომ შეამჩნია, ხელი უამურად აუქნია.
- აქ მოდი, გურჯო-მწიგნობარო! აბა, მაჩვენე... - და რუკაზე ხელი მი-
უთითა, ზაზამ ხელად იაზრა, ცალ მუხლზე ჩადგა:
- აი, აქ გახლავთ ნახიდურა. - ქართლს ხელი კრძალვით გადაუსვა და
მიახლოებით აჩვენა.
- აი, ბრძოლა აქ მომხდარა, აქ, ნახიდურას მიდამოებში. ჭაობნარში
ჩაჩიხულა გმირი მეფე!
შაჰ-აბასმა თავი გაიქნია, რუკის ტყავი მოჭმუჭნა.
- შვილი?
- გიორგი უფლისწული, აი, აქ, გორში. დიდი ლაშქრის გამოსაყვანად
იყო. ამაო აღმოჩნდა დევნა... - ისევ რუკას მიუბრუნდა ზაზა.
შაჰმა რუკას შეუშვა ხელი. მაგრამ მისი გულმოსული ნათითარი ისე-
ვე დარჩა საქართველოს რუკაზე.
- ჰმ! ისევ თურქთა სარფა-სარგებელი. ჩემი ზარალი... დიდი ზარა-
ლი! - აბასმა ღჯუდ წაილუღლუღა და ხმაჩაბრუნებულად ამოხმიანებუ-
ლი წყევლა-კრულვა პირში გაკვნიტა. დაღლილად შეიზმორა და კეფა
მოიქექა.
შაჰის ასეთმა უბრალოებამ შეფორიაქებული ზაზა საქმიან კალა-
პოტში ჩააგდო; გააკვირვა კიდევაც. მის წინაშე არა განზრახ შეზვიადე-
ბული „მზეზე მაღალი“ შაჰინშაჰის არსება თუ ღვთაება კი არ იმყოფე-
ბოდა, არამედ სრულიად ჩვეულებრივი, ადამიანური ავკარგის განმცდე-
ლი პიროვნება, რომელმაც წუხილიც იცის და დაღლაც. სახეზეც მრავა-
ლი ნაადრევი ნაოჭი შეუმჩნია ზაზამ. ასეთი შაჰ-აბასი სრულიადაც არ
ენახა მას. მხოლოდ თვალებიღა აბასური ენიშნა, უპეებში, ფართო კი-
ლოებში ოდნავ ვიწრო, შიგ კი ნაპერწკალჩაკრული ნახშირი, მჭვრეტე-
ლი და მეტყველი. ქუთუთოები - ჩამობერილი და ხორკლებიანი. თვით
ულვაშებიც კი, ცნობილი შაჰაბასური ფუთქა ქილვაშ-ჭანგებიანი, სულ
412
უბრალოდ ჩამოშვებოდა მოკუმულ ტუჩებზე და ნაპარსი უსწორო ნიკაპი ეკ-
ლიან კალაპოტში მოექცია.
ზაზამ უმალ მიაგნო სწორ კილოს. აქ სრული პირსწორობა და გაბე-
დულ-საქმიანი ელჩობა იყო საჭირო და არა შეზვიადებული ხატოვანი სიტ-
ყვაობა და ლიქვნა.
აბასმა თვალდახუჭულად იბრუნა სახე ზაზასაკენ.
- კახეთში რა ამბავია?
- ფაშების ირგვლივი მუქარა, - ზაზამ ხელის მოსმით შეახმიანა რუკა,
ალაზნის მხარე შემოფარგლა, - ან დიდი ომი, ან ისევ ხარკი?!
- რომელს ირჩევს? პირდაპირ ვთქვათ? - ახლა ფარხად-ხანმა ამოიდგა
ენა. დღეს მასაც ხელი აეღო მოიარებით საუბარზე.
ზაზამ დააყოვნა პასუხი, შაჰს გადახედა. აბასმა გაახილა თვალები, გამ-
ჭრიახად შეხედა... უსიტყვოდ გაუგო.
- მართალს ამბობს. ჩვენგან ელის პასუხს.
- და შეწევნას! - კრძალვით, მაგრამ თამამად ჩაუბა სიტყვა ზაზამ. აბასმა
ისევ რუკას დაადგა თვალი, მერმე ააყოლა, შავტეხილ ხაზად ჩავლებულ
კავკასიონს გადააცილა. იქით თერგიღა იყო, იმის იქით კი - უხაზო და უნა-
ხატო არე.
- შეწევნას? მარტო ჩვენგან?
- უმთავრესად და უპირველესად თქვენგან! - ჩააზუსტა ზაზამ. ახლა
ორივეს ფიქრი რუსეთისაკენ იყო მისხლეტილი. ზაზამაც ხელი გადაუსვა
რუკას, თერგის მხარე გადაასწორა... და თითქოს ხელისგულმა შეახსენა
ახალგაზრდულ მეხსიერებაში ჩაჭდეული სურათი... აგრეთვე რუკა - მოსკო-
ვური „დიდი ნახაზის“ წიგნი და ბორის გოდუნოვის დიდი ხელები. იმ „ნა-
ხაზში“ თერგის და მთების აქეთ სიცარიელე იყო... აქ კი სწორედ პირიქით
არის! თითქოს ერთიმეორეს გამორიცხავს ორი რუკა - სამყარო! და ეს „გა-
მომრიცხავი ხაზი“ სწორედ კავკასიონზე გადის! და უეცრად ზაზამ კავკა-
სიონი თავის ხერხემლად იგრძნო. ემტკიცა, მაგრამ ერთმხრივ ეცივა, მე-
ორე მხრივ ეტკინა ხერხემალი.
სიღრმისა და სიბრძნის უფსკრულში ულოდნელად ჩაიხედა და გარინ-
დდა.
413
- ცხენფაფარა! - ფიქრიანი ხმით ჩაიდუდუნა აბასმა და რუკაზე და-
დებულ ზაზას ხელს დააკვირდა, - რა ბეჭედია, ერთადერთი რომ და-
გაქვს სამკაულად?!
შინაგანად შეიწურა და შეკრთა ზაზა. რატომღაც თამარ ჯიქთახანუ-
მი მოაგონდა, მაგრამ უმალ მოერია იჭვიან ფიქრს, მით უფრო, ბეჭედი
სულ სხვა გზისა და ნიშნისა იყო. დახედა ბაჯაღლო ოქროში ჩამჯდარ
ლალსა და ზედ ამოტვიფრულ ფაფარაყრილ ცხენის თავს.
- თქვენი დიდი ძმისა და მოკავშირის, აგრეთვე, ჩვენი მფარველის -
ბორის გოდუნოვის ნაწყალობევია!
- რუსთ ხელმწიფის? - ირიბად ახედა ზაზას აბასმა.
- მაშინ იგი ხელმწიფის დიდი მეჯინიბე-ნუგერი იყო... - და ზაზამ
უნებურად შეადარა, შეათანაბრა ისინი. ბორისი უფრო ჯანსავსე და
ცულდით მოკვეთილი იყო, ფრიად გამჭრიახი და პირადად უბოროტო.
მაგრამ მისი გონების სიფართოეს და წიგნნაკლულ განსწავლულობას
მისი სახელმწიფოს ამომავალი მზით გადაზომილი სიდიდე მეტად
სჭარბობდა.
აბასს, ჯიშნატიფობისა და დახვეწილობის გარდა, განსწავლულობა
და ძლიერი ნაწურთნი ნება და გონება ჰქონდა... და ერთიც - საოცარი
სიმკაცრე.
აბასი ისე დააკვირდა ზაზას, თითქოს გამოწვლილვით ჩაუთვალიე-
რა ფიქრები. იგრძნო შეთანაბრებაც და მის სასარგებლოდ გამოტანი-
ლი დასკვნაც. წამოჯდა, მუხლი შეპარსულ ნიკაპამდე მიიტანა, ზედ და-
ეყრდნო.
- რა შველას მოითხოვს ჩვენგან? - ულოდნელად ისევ საქმეს დაუბ-
რუნდა.
- ყველაზე უფრო ბასრს!
- ხმალს ჯერ თუ არ სცალია? - გაჭიანურებით ჩამარცვლა აბასმა.
ზაზამ გუმანით ინიშნა, ახლა შეუძლია დიდი რაიმე ითხოვოს და მი-
იღოს, მიაღწიოს იმას, რისთვისაც ამდენხანს ვერ მიუღწევია ვერც კახთ
ბატონს და ვერც მის ჩრდილო მფარველს.

414
შაჰინშაჰის „ხმლის მოცლის“ თარიღიც დიდი ნუგეში იქნება ქართლ-კა-
ხეთისათვის... გულსაიმედო და საპატიო პირით შეთვლილი.
- ნაადრევი დიდი ელჩობა?! რამდენად მიზანშეწონილი იქნება იგი,
იქნებ საჩოთიროც თურქთა და რუსთა მიმართ... თქვენთვისაც და ჩვენ-
თვისაც? - ფარხად-ხანმა სხვა კალაპოტი მისცა ზაზას ფრთხილად ნათ-
ქვამს, მაგრამ ზაზამ განაგრძო თავისი კალაპოტით სვლა. წამოიწია, უშუა-
ლოდ შაჰინშაჰს შეხედა...
- დიდო მფარველო, მოგეხსენებათ შვილიც ხმალია, ხოლო სიბერისა
და დუხჭირის ჟამს დიდი მხნეობის მიმცემიც, პირუმტეხლობის სრული
დასტურიც, მოყვრული გულდაგულობაც და ზურგს უკან გაუხედაობაც... ძის
ელჩობა, ხმლის მოცლის თარიღის მაუწყებელი, დიდი ნუგეშის მიმტანიც
იქნება ქართლ-კახეთში, ხოლო შვილის დაბრუნება მამასთან არც „ნაად-
რევი“ იქნება და არც „საჩოთირო“... არც თქვენთვის, არც ჩვენთვის... მით
უფრო, სხვათათვის... - ფარხად-ხანსაც გადაუკენწლა სიტყვა.
შაჰმა ოდნავი თავის მოქცევით და თვალთ შეირიბებით მოხედა ხოჯა-
მაჰმადს.
ხოჯამ ჰინით ნაღებ წვერზე ხელი ჩამოისვა და სულ ოდნავ დახარა თა-
ვი. წურთნილის საიმედობა დაუდასტურა.
ზაზას არ გამოჰპარვია არც ერთი მოძრაობა, არც შაჰ-მაღალისა და არც
ხოჯა-დაბალისა. მან იგრძნო, რომ მისი თათბირი მიზანს მოხვდა. ერთი სა-
ბუთიც შეაწია:
- კონსტან-მირზაც დედას მოიგლოვს, ხოლო მარიამ დედოფალი, მო-
გეხსენებათ, თქვენი უფაქიზესი დედოფლის მკვიდრი მამიდა და გამზრდე-
ლი გახლავთ.
აბასმა დიდხანს უმზირა ზაზას. მის გონებაში ცივი ანგარიში და ცხრა
ვარაუდი წარმოებდა. მზერაც მძიმე და გველცივი ჰქონდა. ზაზა შეაძრწუნა
ამ მზერამ და თავის „ბოლო საბუთმაც“. საქართველოს ტყავ-რუკაზე მოკ-
ლული ჯიქის ჩრდილი გაკრთა და ტრფიალის გულს ჭანგი გაჰკრა. ხელებზე
რომ დაიხედა, ყარამფილის ფერი მოეფეთა, თუმცა ზაზა-ელჩის სახეზე
არც ერთი ძარღვი არ შერხეულა. ეს ხელოვნება უკვე ფრიად დაძლეული
ჰქონდა მას.
415
შაჰმა კიდევ ერთხელ იცვალა კილო და მოლარე იხმო, ოქროს ყულა-
ბა მოატანინა. ზედ რუკაზე მოსმით დაამხო. უამრავი თვალმარგალიტი,
საყურენი, სამაჯური, ბეჭედი და სხვა წვრილსამკაული დაგორდა საქარ-
თველოს ტყავ-რუკაზე. ალბათ, ჰოი, ეს სამკაულები როგორ არ ჰგავდნენ
ამავ რუკაზე დაგორებულ აბასის ფარულ ფიქრებს და ზრახვებს?!
შაჰმა ყაირათიანად გადაჩხრიკა სამკაულნი და ლალზე ამოკვეთი-
ლი ლომის თავით შემკული დიდი ბეჭედი ამოარჩია.
- ესეც ჩემგან გქონდეს... იმავე თითზე „ცხენფაფარასთან“ ერთად
ატარე!
მეორე დღეს „დესპანთ დარბაზში“ ყველა უცხოელმა იცოდა „ლომ-
საჩუქრის“ შესახებ. ზაზას საჩვენებელი თითი მართლაც „საჩვენებე-
ლი“ გახდა. „ცხენფაფარას“ და „ლომთავას“ ურთიერთს უდარებდნენ
და ათას ჭორებს თხზავდნენ.
ფარხად-ხანი და ხოჯა-მაჰმადი კი კონსტან-მირზას - შაჰინშაჰის პი-
რადი დესპანის - საკადრისი ელჩობის სამზადისს შეუდგნენ.

XXXV მანდილთსიბრძნისა
მარიამ დედოფლის გარდაცვალება მთელმა კახეთმა იგლოვა. მას
ქვრივ-ობლების მფარველის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული. თავისი
სიცოცხლის განმავლობაში იგი ოჯახისა და სამეფოს ჩუმი მოსიყვარუ-
ლე და მუდამ შემკრთალად მოამაგე იყო. მაინცდამაინც არსად ჩანდა...
სულ მეუღლისა და შვილების, მერმე რძლების ჩრდილში იყო. ბოლოს
ხომ სულ აღარც იმჩნეოდა მისი გავლენა.
ხშირად არის ხოლმე - სიცოცხლეში უჩინარი ულოდნელად დიდ სი-
ცარიელეს დატოვებს სიკვდილის შემდგომ. ახლაც ასე მოხდა. სასახ-
ლეში დიდი ხარვეზი ჩავარდა. ეს ყველამ ერთბაშად იგრძნო. ალექსან-
დრე ხომ მხარმოტეხილი დადიოდა, უცრემლო და გარინდებული. სამ-
ზადისი, ფუსფუსთა შორის უარესი - ჩუმი ფუსფუსი... გლოვის ზარი, ტი-
რილი და მოთქმა... სიტყვები და სამძიმრები საკმევლის სურნელთან
და პანაშვიდების ღაღადისთან არეულ-დანაცვლებულად მოესმოდა და
სადღაც მეხსიერების მიღმა ილექებოდა. თავად კი წარსულში იყო გულ-
416
ჩათხრობილი და მარიამ დედოფალს ისევ ცოცხლად, ჩვეულებრივ გულშე-
მოყრილად თვლიდა... და შინაგანად ეუცხოვა კიდევაც შინაურების მოძა-
ლება... თითქმის თავის შებეზრება. მაინც ქეთევან დედოფალმა არ გაარ-
თვა საშველი.
- მამავ-ბატონო! ბრძანეთ რამე. დასაკრძალავი ადგილი დაგვიდეთ! აკ-
ლდამას უნდა ამოყვანა!
- აკლდამას?! - ალექსანდრე ღრმად ჩაფიქრდა, ისევ გაირინდა. განა ცო-
ტა ჰქონდა საფიქრალი?! განა მარტო მეუღლესა და თანამეცხედრეს ასაფ-
ლავებს - თავისი ცხოვრების უდიდეს და უმთავრეს ნაწილს თან ატანს... მა-
ლე, იქნებ სულ მალე თავადაც უნდა მიჰყვეს! ჰოდა, მას თავად სად სურს
საუკუნო განსვენება?! აქ თუ უთბობდა გულს, იქაც გაუთბობს მიწას თავისი
ჩუმი მეუღლე, სიკვდილში დაწინაურებული, ოჯახს და მეუღლეს ყველა-
ფერში დანაცვლებული.
მცხეთა შორს არის, იმ შიშიანობის დროს შეუძლებელიც... შუამთა, სა-
დაც დედა - თინათინი ასაფლავია... ან მთავარანგელოზი, სადაც მამა - ლე-
ვან ბატონი განისვენებს?! ალექსანდრეს მოაგონდა, რომ მარიამ დედო-
ფალმა არ კი თქვა, არც დაიბარა, მაგრამ გრემის ბოლოში, მდინარის გაღ-
მა, თავად ააგო დიდი ტაძარი. ალბათ, თავის სამარხად სწადდა, მაგრამ
ყველაფერში ჩუმმა აქაც ჩაიკლა თავისი სურვილი. როგორც ყოველთვის,
ქმარს დაუთმო ამის განსაზღვრაც.
- ახალ საყდარში, მარიამ დედოფლისეულში! დაე, ახლა მაინც მის უთ-
ქვამ სურვილზე იყოს! - ძლივს დაასკვნა და ისევ დუმილს მიეცა.
მალე ზოსიმე ბერდიდი ეწვია კახთ ბატონს. ხოლო დაკრძალვის წინად-
ღით ნიკოლოზ კათოლიკოსიც ჩამობრძანდა მცხეთიდან.
დიდი პანაშვიდის შემდგომ საყდრიონი და მთელი გრემ-ქალაქი გა-
ემართა ახალი საყდრისაკენ.
დედის კუბოს გამოსვენებისას დავითი და გიორგი შეუდგნენ ერთად,
მხარმიმდგარად ვიდოდნენ, მაგრამ უბრად კი იყვნენ.
კახთ ბატონი სრულიად უმოქმედოდ, უსიტყვოდ ემორჩილებოდა სახ-
ლთუხუცესის განაწესს, დაკრძალვის მეგამრიგეც იგი იყო. უამრავი ხალხი
მისდევდა კუბოს. ერიონის ბოლო შორს იყო გაჭიმული გზაზე. სადღაც ბო-
417
ლოში კი ბელქან-თუშიც მოდიოდა, ქაფდადენილი ცხენი თან ახლდა.
ეს მეოთხე იყო. სამი წელში გაწყვიტა - სასწრაფოდ რომ ამოჭრილიყო
გრემს.
„ფრიად გადაუდები, პირადად ხელში მისართმევი“ ორი დალუქული
გრაგნილი ჰქონდა უბეში, ერთი - ნუხის საზღვარზე გასული ჯანდიერი-
საგან, მეორე - ქაიხოსრო განჯელისაგან. ფაშა თავის მეუღლეს - ხორე-
შან-ხანუმსაც უგზავნიდა უსტარს. ამის გადაცემაღა შეძლო ბელქანმა,
თორემ კახთ ბატონი არავის არაფრის გზით და არაფრის გამო არ იკა-
რებდა.
ერიონი ნელი სვლით, გალობა-სვენებით, პარაკლის-პანაშვიდებით
ვიდოდა.
გიორგი ბატონიშვილი თავჩაქინდრული მიჰყვებოდა დედის ცხე-
დარს. იგი იქნებ ყველაზე უფრო მეტად გრძნობდა - რა დუღაბი გამოე-
შალა მათს ოჯახს. ამის იქით ოჯახგათიშულობა იწყებოდა. ჩაჰყურებდა
გრემულას რიყეზე შემრუდებულად წასულ ღორღიან ასავალს და თავის
ცხოვრების გზას ადარებდა. გულთან მიფერფლილმა გრძნობებმა კი
მთის ტირილი და სალის დასაფლავებაც მოაგონა და უფრო შეჰმატა
ჭმუნვა. ირგვლივ ახლო მავალ დიდკაცობასა და მანდილოსანთ ვეღარც
ამჩნევდა. ვიღაც ჩუმად შეესიტყვა:
- ბატონიშვილო! მაპატიეთ... ასეთ დროს, მაგრამ...
გიორგიმ თავი ასწია. მის გვერდით ნათელა იდგა. მისი დაბალი, გუ-
ლითადი ხმა და ნაზ-სევდიანი გამომეტყველება ნუგეშად მოეფინა გი-
ორგის, თუმცა ხმა არ გაუცია, მძიმედ დაუკრა თავი და გვერდში ამოუდ-
გა.
- დედამ შემოგითვალათ, ვაჟკაცის საზრუნავი სხვაც არისო. გლოვა
კი ჩვენ - მანდილოსნებს დაგვითმეთო!
- დედათქვენმა? - ოდნავ დაბნევით შეეკითხა გიორგი და აზრი ვერ
გაართვა ნათქვამს. თანაც ხალხში გრძელსაუბარი იუხერხულა... ეს კი
მიხვდა - აქ, სამძიმრის გარდა, სხვა რაღაც მნიშვნელოვანი იყო სათქმე-
ლი. განაპირდა და რიყეზე გაშლილ ხალხს ოდნავ გაეცალა.
ნათელა გვერდში მიჰყვებოდა.
418
- მამათქვენი არვის იკარებს. განჯიდან კი ომის ამბავია! - მერმე თვალ-
გატეხილად შეხედა გიორგის, - მე კი ვერ გავბედავდი თქვენს შეწუხებას...
დედამ...
- რასა ბრძანებთ, ნათელა! - გიორგიმ იგრძნო, რომ პირველად უწოდა
მას მხოლოდ სახელი და რომ ამას მნიშვნელობა აქვს... საერთოდ, ამ „შე-
წუხებამ“ გაურკვევი შვებაც კი მოჰგვარა მას, მგლოვიარეს და გულჩათხრო-
ბილს. ერთდროულად წრფელი სირცხვილიც ეწვია გიორგის. საყვარელ
დედას ასაფლავებს და მის კუბოს გამოეცალა თუ არა, ვინმე ასულის მოს-
ვლამ და საუბარმა სულ ულოდნელად მისტაცა ფიქრი, „სიკვდილისეულს“
„სიცოცხლისეული“ დაუნაცვლა და იყო ასე.
„ვინმე ასული“ კი პასუხს ელოდა.
- განჯიდან? - „სიცოცხლისეულს“ ახლა „ბრძოლისეული“ დააცხრა და
აამოქმედა. გიორგიმ იაზრა, რომ აქ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ „მოქ-
მედისეულს“ უზანგი ჩამოაწყდა, მისი ჩარევაც უარესი იყო. ჰე, კუბოს ზედ-
მიბმით მავალ მამას გვერდით დავითი ამოსდგომია, თითქოს დარაჯობს
და ახლა უმცროსი ძმის ყოველი სიტყვა არც მამას ეამება, ხოლო უფროს
ძმას კი შაშრად მოხვდება. არა, დედის კუბო ავალებს წინდახედულობასა
და სიდინჯეს.
- ქეთევან დედოფალს აუწყეთ! ყველაზე უმჯობესია... ის მოახსენებს! -
ცუდად გამოუვიდა ნათქვამი. ნათელას ოდნავი გაკვირვება და წყენა რომ
შეატყო, გულისტკივილით დასძინა: - მიზეზს მერმე გაგიმხელთ, ნუ მიწ-
ყენთ, ნათელა ქალბატონო! თუ ნებას დამრთავთ, ხვალ გეახლებით?!
ქალის თვალებში შუქი გაკრთა.
- კეთილი ინებეთ, ბატონიშვილო! დედაჩემსაც ფრიად ეამება!
ეს „დედაჩემსაც“ ამოდ მოხვდა გიორგის დანაღვლიანებულ და დაცა-
რიელებულ გულს, მაგრამ კვლავ დაირცხვინა, უსიტყვოდ თავი დაუკრა ნა-
თელას და დედის კუბოს მიაშურა, ისევ კუბოს თავთით შეუდგა და ახალ
საყდრამდე აღარც გამოსცლია, თითქოს ეპიტიმიად დაიდო.
უკვე გვიან, დაკრძალვის შემდგომ, როდესაც ყველაფერი გასრულდა, აკ-
ლდამაც ჩაიკირა, ხალხისთვის დიდი ქელეხი გაიშალა ახალ გალავანში,
ხოლო წარჩინებულთათვის და დიდებულთათვის - სასახლეში. ეს რომ ჩა-
419
თავდა, ქეთევან დედოფალმა გიორგი ბატონიშვილს ჩოხის პირში მოჰ-
კიდა ხელი - კრძალვითაც და შინაურულადაც, როგორც მას და მხოლოდ
მას ეხერხებოდა ხოლმე... ფაქიზად ამოიყენა გვერდში და მამის საწო-
ლისაკენ წაიყვანა.
- გიორგი, რაც არ უნდა მდურვა იყოს შენსა და ჩემს დავითს შორის,
შენ ჩემი ძმა და კეთილი მაზლი ხარ და მეც - შენი პირუტეხი კეთილის
მდომელი. ეს გახსოვდეს, გიორგი!
- უთქმელადაც ვიცი, ქეთევან ჩემო!
მართლაც, უთქმელად და შეუთანხმებლად მარიამ-დედას სადგომ-
ზე გაიარეს, თუმც სხვა დერეფანი უფრო სამარჯვო იყო. გული ორივეს
აქეთ მოუწევდა. აქ ჯერ კიდევ დედის სარეცელი აუშლელად იდგა.
რძალ-მაზლს ისეთი გრძნობა ჰქონდა, ეს-ესაა მოესალმებათ დედოფ-
ლის ტკბილი გაკვირვებული ხმა „მომხედეთ სნეულსა! ეგრე, შვილებო,
ეგრე! აბა, შე ქალო, ტკბილნუკბარი მოგვაშველე რამე... ნებიერად მყვა-
ნან აღზრდილნი!“
ამ სარეცელზე დაიდო მეუღლობა, დედობა, აქვე დალია სული, ჩუმ
ლოცვაში და ქადაგებაში. ქეთევანის ხელზე დალია მანდილთ სიბ-
რძნეც და ანდერძნამაგიც მას გაუზიარა. გულის ფრიალით აქოშინებულ
ხმას სულ ჩაუწია და ისე იდუმალი განდობით ეჩურჩულა:
- დაბადებისა და ცხოვრების ყადრი დედაკაცებმა უფრო ვიცით,
ბრძოლისა და სიკვდილის - მამაკაცებმა! გახსოვდეს, ცხოვრება მარტო
ბრძოლა როდია... სიყვარული უფრო მრავალწილადი და მაღალწილა-
დია! ხოლო გულით ღარიბი ყველა ღარიბ-ხეიბარზე უბედურია! ჩვენც
გაგვაჩნია ჩვენი მანდილთსიბრძნე. მამაკაცებს კი მარტო ბრძოლა ჰგო-
ნიათ უმთავრესი - ყოველი ნიჭი, სიბრძნეც და ძალაც ამისთვისა სურთ.
ერთგზის ატაცებული გამჭრიახობა ასგზის სიბრმავეს ბადებს. ბრძო-
ლის თავბრუში კი ხშირად ზნეობაც ავიწყდებათ და სახლიკაცობაც! ჰო-
და, ორივე ძმასა და მათს მამას შენ გაბარებ! ურთიერთ შორის არ და-
ატრიალონ რამ უღირსი და უხამსი. ჩვენ ჩვენი საქმე ვიცოდეთ და ნამუ-
სი ჩვენზეა.

420
- ეჰ, ესეც იცოდე, - ქადაგად დავარდნილივით ჩქარობდა სნეული, - ქა-
ლი, ბოლოს და ბოლოს, მსხვერპლია მაინც! სადღაც აქ არის ჭეშმარიტქა-
ლობა, ყოველდღიური და წვრილუჩინარი თავშეწირვა... ნურც გვშურს! არა-
მც დაგვეშურების თავი! - ხმამაღლა ამოიძახა და ისევ ჩაყუჩდა.
- ქეთევან ჩემო, შენ გენდობი. ჩემს დავითზე უფრო მეტი იმედი შენი
მაქვს. ეჰ, გიორგი გამიუბედურდა. მასაც რომ ჰყავდეს ასეთი პატრონი.
უკვე აზრის ნაწყვეტებს ჩიფჩიფებდა, მაგრამ გულისხმიერ ქეთევანს ეს-
მოდა ყველაფერი და პირმოკუმულად უსმენდა, უსმენდა, უსმენდა...
- იქნებ მესხური ნათელი გიორგის ბედზეა მოსული... რომ ვიცოდე? ჩემი
კოსტალა კი აი, აქ მტკივა! - მკერდის ძირში დაიდო ხელი და ისე შერჩა, -
ერეკლეს კი აღარ ვგლოვობ, მისი ხვედრი გლოვაზე მეტია, იცოდე!
ჩვენ დედები ვართ და ქვეყანაზე რაც იბადება, ყველაფერი ჩვენი საზ-
რუნავია, მაგრამ მთავარი საზრუნავი დაბადების შემდეგ - ზნეობაა! ქეთე-
ვან ჩემო... სიკვდილის ჟამს ერთ საიდუმლოსაც გეტყვი. მამაკაცთა საყვე-
დურად ნუ ჩამომართმევ. ჩვენი მამაკაცები ზნეობრივად ქართველი ქალე-
ბის სიმაღლეზე რომ იდგნენ, საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!
სხვა მრავალი უკვე სულ დაქუცმაცებულად უთხრა... სახელდობრ არა-
ვინ დაივიწყა... სჯა-ბაასით ილეოდა... თავისებური სიამაყითაც... აუცილებ-
ლობასთან შეგუებით... და ამ ცხოვრებიდან წასვლის ნუგეშად „იმქვეყნი-
ურ“ ნეტარებაზე უფრო ამქვეყნიური ვალმონახადობა ჰქონდა და ისე მი-
ილია მანდილთ სიბრძნეთა თხრობაში და სხვათა ბედის მატკივრობაში,
რომ მაინცდამაინც უზიარებლად მოუსწრო სიკვდილმა. ბოლოს ამის შიში-
ღა ჰქონდა, მაგრამ ისიც დაავიწყდა თავის სამსხვერპლოზე.
დედოფლისეულ დარბაზში გავლისას ოდნავ შეფერხდნენ. აქ ახლა
მრავალი მანდილოსანი ფუსფუსებდა. დედადაკარგული სკასავით დაბალ
ხმაზე ზუზუნებდნენ ქვრივ-ობლები, მოხუც-მონაზვნები, მარიამ დედის
კალთის კიდით რომ თბებოდნენ, საზრდოობდნენ და არსებობდნენ.
ქეთევან დედოფლის დანახვაზე ყველა დამნაშავესავით წამოდგა და
ხმა გაიკმინდა. ახლა ქეთევანი იყო ერთადერთი დედოფალი კახეთისა და,
ვინ იცოდა, რა მადლიან თუ რისხვიან კალთას დააბერტყავდა იგი თავზე
გარდაცვლილ ძველდედოფლის „კრუხ-მონამცეცეთ“.
421
- დაბრძანდით. განაგრძეთ პურისჭამა! მფარველობას არც მე მოგაკ-
ლებთ. მარიამ-დედას ანდერძში არც თქვენი ბედ-წუხილი გამორჩენია!
როდესაც სადგომი გავლეს, ისევ გიორგის მიუბრუნდა:
- ნათელა ქალბატონი იყო ჩემთან. შენ გამოგეგზავნა. ვაფასებ შენს
წინდახედულობასა და სულგრძელობას.
მისაღებ დარბაზში ბელქან-თუში შენიშნა გიორგიმ, მამასთან კი და-
ვითი დახვდა. ჩუმად ისხდნენ.
კახთ ბატონმა ასწია თავი, ოდნავ გაკვირვებით შეხედა ქეთევან დე-
დოფალს. ქალმა იგრძნო:
- მამავ ბატონო! ორივე ვაჟი აქ მოგგვარე. თუ გლოვად შედგომა გიზ-
რახავს, ამათ მაინც უბრძანე, გზა დაუსახე - რა იღონონ. ჯანდიერი და
ქაიხოსრო-ფაშა ომის ამბავს გითვლიან. ბელქან-თუში დერეფანში გე-
ლოდებათ.
კახთ ბატონმა დაღლილად ძლივს აზიდა ქუთუთოები და შეხედა ქე-
თევანს. ოჰ, აი, ახლა საუკუნო განსვენების გზაზე გულხელდაკრეფი-
ლად გააცილა თავისი ჭირისა და ლხინის მეუღლე. სიკვდილ-სიცოც-
ხლის ვარაუდები წამოუშალა დარდმა და დაღლამ. გულხელდაკრეფის
სურვილი მასაც მოეძალა, აქ კი ისევ ბრძოლისაკენ, ისევ ხლართებისა-
კენ, ისევ ცოცხალთა საქმისაკენ ეწევიან, ავალდებულებენ კიდევაც... აი,
შვილებიც დაახვია, აუგ-შიკრიკიც მოჰგვარა. სიკვდილისაკენ, გლოვად
შედგომისაკენ კი გზა მოუჭრა.
ქეთევანმა თითქოს იგრძნო უტყვი საყვედური, თავი ჩახარა, მაგრამ
შუბლის ძარღვი არ გაუშლია.
- რას ვიზამთ, ჭირისუფლობა - ჭირისუფლობაა! მე წავალ, ბელქან-
თუშს გაახლებთ, მამავ-ბატონო!
მაგრამ ალექსანდრეს აღარ გაუშვია რძალი.
- აქ დარჩი, ქეთევან შვილო, აი, აქ დაჯექ - ხელი მოჰკიდა, სულ ახლო
დაისვა, - აი, ესენიღა დავრჩით! ჩვენღა ვართ. როგორა თქვი, ჰო, ჭირი-
სუფლებიო... - მერმე პირდაპირ ქეთევანს მიმართა: - მარიამ-დედა
აღარ გვყავს, - შენღა ხარ ახლა ჩვენი ოჯახის მანდილი! ასე თანდათან

422
შევაკლდებით ერთმანეთს. და ვინძლო, ტკბილად და გაუთიშავად მაინც
ვიყოთ?!
მეტყველებდა ალექსანდრე და გრძნობდა, რომ სწორედ ეს „გაუ-
თიშველობა“ იყო დიდ საფრთხეში მათს ოჯახშიაც და, ვაგლახად, ერ-
თობლივ ერშიაც.
გიორგის გული მოულეღმა მამის სიტყვამ, დავითს ხელი გაუწოდა, ნაჩ-
ქარევად ჩამოართვა და მამას უფრო ახლო მიუჯდა.
- მაშ, გაახლო ბელქან-თუში?
კახთ ბატონმა, ნიშნად იძულებითი თანხმობისა, მხრები ერთიც შეყარა
და უფრო დაბლა ჩაღუნა თავი.
ნაშუაღამევს გიორგი ბატონიშვილი მარქაფა გუნდით უკვე შექის საზ-
ღვრისაკენ მიქროდა. დავით უფლისწული კი კბილების ღრჭენით, მოლარე-
თუხუცესთან ერთად, სახარკო სახსრებს ანგარიშობდა. როცა მან ყველა სა-
იდუმლო გაიგო, მიხვდა, რომ გიორგი ცამდე მართალი იყო. ამ გარემოებამ
უფრო გააჯავრა. „გიორგიმ სწორად განსჭვრიტა, მე კი შევცდი. ნუთუ იგი
ჩემზე გამჭრიახია? თუ იცოდა რამე? ალბათ იცოდა!“ ისევ ეჭვი აეხვართქა-
ლა და მრუდედ არწმუნა: „რა თქმა უნდა, იცოდა! მაგრამ რატომ მე არ გამა-
გებინეს უფრო ადრე? ისევ განზე ვრჩები მამას!“
მეორე დღეს სასწრაფოდ თათბირი იწვია კახთ ბატონმა. ეს უკვე ვიწრო
თათბირი იყო, მოკლეხნიანიც. ალექსანდრემ თავად წარმართა გეზი და
დასკვნებიც ვარაუდს დამთხვეული გამოატანინა.
ომი შექის ფაშასთან... კეთილელჩობა განჯის ფაშასთან და მისი მეშ-
ვეობით ძველი ხარკის შეთავაზება სტამბოლს... საჩუქრების გაგზავნა და-
რუბანდის ფაშასთან... შინასაქმეებში კი ისევ და ისევ ლაშქრის სამზადისი
და ხარკის სახსრის შეკრება.
გიორგი ბატონიშვილმა და ჯანდიერმა ფარულად გადალახეს შექის
საზღვარი და ქაიხოსრო-ფაშის მიერ იდუმლად შემონათვალ ადგილზე ჩა-
საფრდნენ. ფაშების დათქმულ თარიღს დაასწრეს ერთი დღით.
კახელებმა ორ ფრთად გაშალეს თავისი არცთუ მრავალი ლაშქარი. გი-
ორგი მტკვრის მარცხენა ნაპირის მცირე შენაკადის ხეობის თავში ჩაჯდა,
ჯანდიერი კი ხოების მარცხენა ფრთაზე, გზასაკვეთში. კახელებს სიფრთხი-
423
ლისათვის არც ერთი ცხენი არ წაუყვანიათ. არც ცეცხლი აუნთიათ. ასე
უკვამლოდ და ცივად ითიეს ორი ღამე. მესამე დღეს მწუხრისას შექის
ლაშქარი მოდგა. კარგად შეეყარათ, ლაღად და ხალვათიანად მოდი-
ოდნენ. ჯერ ნუხის მიწა-წყალზე იყვნენ და გაღმიდან განჯელ მაშველ-
საც ელოდნენ.
კახელებმა დაბანაკება აცალეს. არცთუ ჩქარობდნენ. იცოდნენ, ერ-
თი დღით „დაიგვიანებდნენ“ განჯელნი.
შექელებმა კარვების დადგმა რომ გაასრულეს და პირველი ცეცხლი
აანთეს, გიორგიმ უეცარ-შეპარული იერიში ბრძანა.
თოფის ბათქმა და ზარდამცემმა ირგვლივმა ყიჟინამ თავიდანვე და-
აფორიაქა ბანაკი, გზა და ვარაუდი აუბნია ყველას და, ვიდრე გონზე მო-
ვიდოდნენ, კახნი უკვე შუა ბანაკში ბორიალობდნენ. შორეულ-დაქუჩე-
ბული შექელნი თავის საშველს დაეძებდნენ, ჯერ არც იმდენი იყო მარ-
ცხი, როგორიც თავგზაარევა. ნახირულად მიეტანენ გზასაკვეთს.
ახლა ჯანდიერმა გაუსია თავისი გუნდი. დოგა-დოგა რბევა კალოს
ბრუნვას ემსგავსა და სულ მალე გასრულდა და გაილეშა. მერმე ტყის
ბინდში შეხიზნულთა ხოცვა-ტყვევნა შეიქნა. შუაღამემდე ისიც ჩათავ-
და. კახელებს მრავალი ცხენ-იარაღი და სხვა ნადავლი დარჩათ. იმღამ
იქვე გაითენეს - უკვე ცეცხლითა და ალაფითა. მეორე დღეს კი, განჯის
ლაშქრის გამოჩენისას, როგორც დათქმული იყო, თავი გაარიდეს კახე-
ლებმა. მაგრამ არც განჯის ფაშას გადმოულახავს კახთ საზღვარი. დად-
გა და კახთ ელჩებს ელოდა.
გიორგიმ კაცი აფრინა გრემს. მალე კახ-ელჩებიც ჩამოვიდნენ, ჯერ
გიორგის მოეახლნენ ბანაკში. ბატონიშვილის განცვიფრებას საზღვარი
არა ჰქონდა. პირველელჩად ქეთევან დედოფალი მოვიდა. მას ყაფლან
ვაჩნაძე ახლდა. ხოლო ელჩობაში გიორგიმ ნათელაც შენიშნა.
- ნუ გაიკვირვებ, მაზლო! - გაეღიმა ქეთევანს და კარავში შეჰყვა, - კე-
თილბრძნულად გაარიგა მამა-ბატონმა, ხორეშან-ხანუმის „მანდილთ
ელჩობას“, აგრეთვე, გულითად რძალ-ელჩობით უპასუხა. დავით უფ-
ლისწულის მოსამტკიცებლად კი მე დამავალა ხარკის დასტურის ელჩო-
ბა!
424
გიორგიმ აზომ-დაზომა საქმე და მამის არჩევანი ფრიად მოიწონა. მაგ-
რამ კიდევ მოელოდა ქეთევანის განმარტებას. გარეთ გახედა - ყაფლან ვაჩ-
ნაძე და ნათელა მოდიოდნენ კარვისაკენ. ქეთევანს არ გამოჰპარვია გიორ-
გის ჩუმი სურვილიც და უეცარი რიდიც.
- ნათელა კი მე წამოვიყვანე... არც თავისი სურვილის გარეშე... მამასაც
ნახავს... - ქეთევანს სწორად მოკვეთილ ტუჩების უპეებში ოდნავ ჩაეღიმა
და საუბარი სულ სხვა, საქმიან კილოზე გადაიტანა.
- აბა, გიორგი, ეს ბარათი მამამ გიბოძა. იგი ყველაფერს აგიხსნის. ელ-
ჩობის სიმძიმე კი ისევ შენ უნდა იტვირთო. გაღმა შენ თუ ეწვევი ქაიხოსრო-
ფაშას, შენი სტუმრობა საბაბს მისცემს, ხვალ აქეთ მოგვეწვიოს და არც ვის-
მესთვის საეჭვო დარჩეს ეს საქციელი.
ამასობაში სტუმრებიც მოადგნენ კარავს. გიორგი გაეგება და მოუთავა-
ზიანა. ნათელა, ნამგზავრი და გიორგის დანახვაზე შეფერიანებული, უფრო
ეშხიანად და სანდომიანად მოეჩვენა ვაჟს და ქეთევანის „გულითანი ელჩო-
ბა“ „გულის ელჩობადაც“ ჩაესახა.
მალე მანდილოსნებს ახალი მყუდრო კარავი დაუდგეს და მოასვენეს.
ყაფლანი და გიორგი საქმის ვითარებას შეუდგნენ.
გიორგიმ მამის მონაწერი რომ გადაიკითხა, მიხვდა, რომ არსებითად
ყველაფერი გადაწყვეტილი და წინასწარ შეთანხმებული იყო. მან მთლი-
ანად მხოლოდ ახლა დააფასა ხორეშან-ხანუმის ფარული ელჩობა. ახლა
მხოლოდ საჯარო ურთიერთობა იყო საჭირო. განჯის ფაშის სახელის ამაღ-
ლება და ყოველგვარ ეჭვისგან დაცვა... თავის დაფასებაც.
გიორგიმ ბელქან-თუში ახლა გაღმა გაგზავნა პირველ ღია შათირად. აც-
ნობა, რომ „შექელებზე ძლევამოსილი გამარჯვების შემდგომ განჯის ბეგ-
ლარბეგთან სურს სამშვიდობოდ მოსტუმრება, კეთილმეზობლური გაცნო-
ბა, ხოლო მისი მეშვეობით - სტამბოლისათვის თავის დაკვრა“.
მეორე დღეს ნავში ჩასხდნენ გიორგი, ყაფლან და იგივე ბელქან. გაღმა
ქაიხოსრო-ფაშა თავისი ამალითურთ პირადად დახვდა. მდიდრულ კარავ-
ში იწვია, შესაფერისი მასპინძლობაც ჰყო.
სტუმარ-მასპინძლები ფეხმორთხმით ისხდნენ, ხილ-შარბათს შეექცე-
ოდნენ, შიგადაშიგ მოიარებით, თურქულად მასლაათობდნენ.
425
ქაიხოსრო-ფაშა შუატანადი, ჩასხმული ვაჟკაცი იყო, წვერ-ულვაშჰი-
ნიანი, ჩალმაქუდიანი; დანარჩენ თურქ სარდალ-ჩაუშებს ვერაფრით
ვერ გამოერჩეოდა. მხოლოდ თვალებში ჰქონდა თაფლისებურად ჩაკ-
რული ქართული იერი.
სასაუბრო მასალა თანდათანობით მოიფარგლეს, განჯელ ფაშას
ზავ-ხარკის შუამავლობა სთხოვეს. „ვერაგ“ შექელებზეც „სრული გამარ-
ჯვება“ ფრიად მინიშნებულად, მაგრამ სხვათა შორის მოიხსენიეს და
„კახ-თურქთა უბრძოლველობა“ ისურვეს „ორივე მხრივ, დიდი და უსარ-
გებლო მსხვერპლის ასაცილებლად“ ხარკ-სარგებლიანობაც აღნიშნეს.
პირველი თათბირის დასასრულს კახ ბატონიშვილმა ახლა გაღმა იწვია
ქაიხოსრო-ფაშა, „ბანაკში მოსულ, მაგრამ შეუძლოდ და მგლოვიარედ
მყოფ კახთ მეფის მოსანახულებლად და პირადად სასაუბროდ“.
განჯის ფაშა თავის სარდლებთან და ჩაუშებთან შეთათბირდა.
თურქებმა უმძევლოდ გაღმა წასვლა არ ურჩიეს.
როდესაც კახთ ამცნეს „გაღმა-გამოღმაში მძევალთ სასურველობა“,
გიორგი ბატონიშვილმა ფრიად „იწყინა“ ასეთი უნდობლობა და უმალ
ელჩის დიდი ქამარი შემოიხსნა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი თავად რჩებოდა მძევლად, ქაიხოსრო-
ფაშას გამობრუნებამდე.
ნასადილევს ქაიხოსრო-ფაშა გაღმა გაჰყვა ყაფლანს და ბელქანს.
თავის მხრივ მოსაკითხავებიც წაუღო „გაღმაურთ“ და ორიოდ სანდო
მხლებელიც იახლა.
მყუდრო კარავში თავის შვილს ტკბილად შეეყარა, ქეთევან დედო-
ფალსაც თავისი პატივისცემა დიდი მოწიწებით დაუდასტურა.
აქ, მყუდრო კარავში, იგი ისევ ძველი მესხი იყო და არა ჰინაკრული
ახალ-თურქი.
ასე გაღმა-გამოღმა სტუმრობა-თათბირებით მალე ჩაათავეს ელჩო-
ბა.
თურქ-კახთა შორის ზავ-ხარკი აღდგა. თურქი ფაშების საერთო ლაშ-
ქრობა კახეთზე კი ერთხელ კიდევ იქნა აცილებული.

426
ამავ დროს, საიდუმლო კეთილმეზობლობის კავშირიც დაიდო ალექ-
სანდრე-ქაიხოსროს შორის.
ნათათბირევს ქეთევანმა გიორგი ცალკე გაიხმო და შორიდან ჩამოუ-
არაკა:
- მანდილთ-ელჩობას მოვრჩი, ახლა ერთი გვირგვინთ-ელჩობაღა დამ-
რჩა და აქაც შენი იმედი მაქვს!
გიორგიმ წაუყრუა, კვლავ გულჩახშულობაში დააპირა ჩაჯდომა, მაგრამ
ქეთევანმა აღარ აცალა, გზა მოუჭრა:
- ნუ ჰფარცხავ ნათელს! მამაკაცების დამალულ გრძნობას მუდამ უჩანს
ბოლო კიკინა!
გიორგი დაიბნა, იუხერხულა... და ერთიც იგრძნო: მართლაც ფარცხავ-
და ნათელს. ის გრძნობა და ლტოლვა, რომელიც მას შეუმჩნევლად გასჩე-
ნოდა, უკვე ძლიერად და გარკვეულად მოითხოვდა „ნათელს და ნათელას“.
რადგან ენიშნა რძლის ნათქვამი, როგორც ახლა შეყვარებულთ და ძვე-
ლი ღვინით დამთვრალთ მოსდით ხოლმე, უმალ იუარა.
- არ მესმის?
- გიორგი, თუმც ჩვენ ტოლები ვართ, მაგრამ დედა-დედოფალმა შენი
თავი მე ჩამაბარა. ნუ მიწყენ მზრუნველობას. დედაშენმა ჩემს ხელში და-
ლია სული, ზოგი რამ, ანდერძად თქმული, მანდილთ სიბრძნისაც მე დამი-
ბარა. რაც შენ შეგეხება, იმას გეტყვი.
ახლა კი გიორგიმ პირი მოიბრუნა და გულღიად შეხედა ქეთევანს.
- გიორგი თვალწინ დამეჩაგრაო, ახლა კი ბედი თავად მოგვადგა კარ-
ზეო! მათი შეუღლება საფლავში მაინც ჩამომძახეო... მიწას შემიმსუბუქებ-
სო!
გიორგიზე მეტად იმოქმედა დედის ანდერძმა.
- ქეთევან ჩემო! ცოტა მაცალე, გავერკვე გულვარაუდში.
მამაკაცმა იქნებ არ იცოდა, ხოლო ქეთევანისთვის ეს პასუხი უკვე გარ-
კვეული და გულვარაუდიანი თანხმობა იყო.
მაგრამ სულ მალე გიორგისთვისაც გაირკვა ყველაფერი. მასთან ნათე-
ლა მოვიდა და „ქართულ ქადებზე და თურქულ ყავაზე“ იწვია.

427
იმ დღეს გიორგიმ ქადა ორივე ხელით ჭამა, ხოლო შემდგომ თათ-
ბირზე ქეთევანმა ცალკე იწვია ქაიხოსრო-ფაშა და ნათელას ყოვლად
ღირსეული მაღალმთხოვნელის გამოჩენა აცნობა.
ქაიხოსრო-ფაშამ ინიშნა და იხარა. მისი თოხუმის საქართველოსაკენ
მობრუნების იმედი ჩაესახა. მაგრამ თავი შეიკავა და გულჩაწყვეტილად
უპასუხა:
- ეს არც ბრძოლაა, არც ქვეყნის გარიგება. ვაჟი მე დავღუპე. ქალების
საქმეში აღარ ვერევი. ხორეშან-ხანუმის ხელია! - მერმე იუხერხულა მა-
მის განზე განდგომა, ისევ შემოუბრუნდა ქეთევანს, - მიხვედრილი ვარ,
მე ყაბულს ვიქნები, თუკი იგი, ხორეშანი გადაწყვეტს!
მერმე ისევ მამაკაცური გარემოებით განსჭვრიტა საქმე, შეშფოთე-
ბულ ფიქრს ბოლომდე ჩაჰყვა.
- ვაითუ მერმე ჩემს სიძესთან მომიხდეს ბრძოლა?!
- არ იქნების ესე! - მტკიცედ მიუგო ქეთევანმა.
- არ იქნების... არა! - შვებით აჰყვა ქაიხოსრო-ფაშა, - განგებამ ჩვენ
ავგზასაც აცილოს იგი! ხორეშან-ხანუმმა გადაწყვიტოს. მე თავს აღარ
ვენდობი... თავსა! - და აღელვებული გავიდა კარვიდან.
ქეთევანმა იგრძნო, თუ რა უსაშველო ჭია ღრღნიდა გათურქებული
ქართველის გულს... მაგრამ „გაუთურქებელ“ ქართველსაც „თითო ჭია“
ღრღნიდა, ვგონებ.
ეს უკვე „მანდილთა სიბრძნის“ განჭვრეტილი იყო.

XXXVI თოთხმეტი წლის უნახავი


მცირე გამარჯვებით, ხოლო დიდი მოხერხებითა და ხარკით კიდევ
ერთხელ აიცდინა კახეთმა რბევა და შედარებითი მშვიდობა მოიპოვა.
უფრო ცუდი მდგომარეობა იყო ქართლში. მართალია, ახალმა გვირ-
გვინოსანმა - გიორგიმ გორის ციხე შეინარჩუნა, მაგრამ, მეტეხისა და ნა-
რიყალას გარდა, თურქთა მეციხოვნენი კვლავ ჩადგნენ ლორეს, სამ-
შვილდეს, დმანისსა და ქვეშს. სვიმონ მეფის გამოსასყიდელი დიდი
ხარკის კრეფა კი მძიმე ტვირთად აწვა გაწამებულ ქვეყანას. კახთ ბა-
ტონმაც თავი მოიქაჩლა და თავისი წვლილიც შეიტანა სიძე-თანამებ-
428
რძოლის გამოსახსნელად, თუმცა მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ სვიმონს,
ცოცხალს, არასგზით არ დათმობდა სტამბოლი.
მარიამ დედოფლის სიკვდილის შემდგომ, როგორღაც უცბად მოტ-
ყდა ალექსანდრე. ჩადარდიანდა და ნელა-ნელა ჩასნეულდა კიდევაც.
ოდესმე დაუღალავ მხედარს, უკვე ცხენზე ჯდომაც მალე ღლიდა. დილაად-
რიან ადგომის ჩვეულებაც მოეშალა. ნასადილევს უეცარი ძილი ერეოდა,
ხოლო ღამე უძილობა აწამებდა. ამ უძილობის ბურანში უფრო ხშირად ძვე-
ლი და ახალი ახლო მიცვალებულნი ელანდებოდნენ... ხან დედა - თინათი-
ნი, ხან მამა - ლევანი... ხან მარიამი და ერეკლე... ხან მასთანვე სამტრო
ბრძოლაში დაღუპული ნახევარძმები. მუდამ ამ მიცვალებულთა შორის
ელანდებოდა სვიმონ მეფეც.
სულიერ მყუდროებასა და შოშმინს მხოლოდ ზოსიმე ბერდიდთან სა-
უბარში პოულობდა. მაგრამ იგიც იშვიათად ჩამოდიოდა შუამთიდან. მარ-
თალია, ჯერ კიდევ მძლედ იყო მხცოვანი, მაგრამ სააქაო თვალი მასაც
თითქმის მიეხუჭა.
როგორღაც თავისთავად გამოდიოდა, რომ მათი საუბარი უფრო და უფ-
რო წუთისოფლის წარმავლობას, წარსულის ცოდვებსა და მომავლის დარ-
დებს შეეხებოდა. ალექსანდრე ახლა სულ ხშირად ფიქრობდა საერო ცხოვ-
რების დასასრულზე და ბერად აღკვეცისაკენ თანდათან იხრებოდა მისი
მოღლილი სული და სხეული.
„აი, ცოტასაც მოვითავებ ქვეყნის საქმეს და წავალ ზოსიმესთან, გამო-
ვუწრთნი მემკვიდრეთ... და...“, მაგრამ აქ ისევ ჩაუწყდებოდა ფიქრი - ძირი-
თადი საკითხი მაინც არ ჰქონდა უჭოჭმანოდ გადაწყვეტილი. კარის გარიგე-
ბით და გარეგნულად დავითი იყო უფლისწული, უდაო და უმეტოქო მემ-
კვიდრე, მაგრამ მამა უტყუარად გრძნობდა, რომ ჭეშმარიტად სამეფო კაცი
გიორგი იყო და მხოლოდ მისი იმედით შეეძლო მშვიდ-ბერობა და თუნდაც
სიკვდილი მას, ქვეყნის ძველ ჭირისუფალს. ჰოდა, რაც უფრო ხუცდებოდა
და სნეულდებოდა კახთ ბატონი, მით უფრო იზრდებოდა და აშკარავდებო-
და ეჭვი და მეტოქეობის საშიშროება ძმათა შორის.
მარიამ დედოფლის გარდაცვალების გამო ერთი წლის გლოვა დაიდო
მეფის ოჯახმა. გრემ-სასახლეში ამოიკვეთა პურადობა-ზეიმები, მოხშირდა
429
წირვა-პარაკლისები. ალექსანდრემ მაკრატელი აღარ გაიკარა წვერ-
ულვაშზე, მთლიანად მოუშვა. გულს იშვიათად თუ რამე უხალისებდა.
მხოლოდ ქეთევანმა აამა, თავის ელჩობა-მაჭანკლობის ამბავი გაუმხი-
ლა. გიორგის „ახალბედობა“ დინჯად, საქმიანად და არც უფაქიზოდ
განსაჯა; პირადული, ოჯახური და სრულიად კახური თვალსაზრისით
განიხილა და დაასაბუთა. კახთ ბატონი ხომ თავიდანვე დიდი პატივის-
მცემელი იყო თავისი მუხრანელი რძლისა, მაგრამ ამ დიდგონივრულმა
განსჯამ და გულგამჭრიახობამ მაინც გააკვირვა.
- რძალო ჩემო! მეც კარგა ხანია ეს ფიქრი გამჩენია... ქალიც მომ-
წონს... ჯილაგიც, საქმის სარფიანობაც კახეთისთვის, ერთობლივ ქარ-
თველთათვის. მაგრამ ვეღარ გავუბედე გიორგის. ისედაც დამეჩაგრა.
კვლავ იძულებით შეუღლებას ვერიდებოდი. ვაშა, შენს ქალობას, რომ
ასე ბრძნულად მოგისაზრებია და გიღონია. წლის გლოვას გავათავებთ
და ვიქორწილოთ. მაამე, ქეთევან ჩემო, გულით მაამე! - რძალს შუბლზე
აკოცა და გიორგის ხმობა გადაწყვიტა, მაგრამ ქეთევანმა არ ურჩია.
- ჯერ ნუ ინებებთ, მეფევ-ბატონო! გიორგი დინჯი, გულდარდიანი
კაცია. დრო სჭირია და მზრუნველი ხელი.
- აგრე, შვილო, აგრე. როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი. ვხედავ, ამ საქ-
მეს ჩემზე უკეთ გამოარიგებ! - და გიორგის ბედი მოქიშპე ძმის მეუღლის
ხელში სულ უყოყმანოდ ჩააგდო. ქეთევანის იმედიც ჰქონდა, მართა-
ლია, თავს არ უტყდებოდა, მაგრამ სხვა მიზეზიც იყო. მოხუცებულობის
ძალთ მოდუნებამ ხელი დაადო, ახლა სიამით სხვას გადააბარებდა საქ-
მეს, რომელსაც უწინ მხოლოდ და მხოლოდ თავად ინდობდა. აქ მარტო
დაღლაც არ იყო, არამედ თავის ძალებში დაეჭვებაც. არა, არც ნება მო-
დუნებია, მაგრამ ისე უმცდარად, როგორც უწინ, აღარ მიაჩნდა თავისი
ნამოქმედარი. ეს, ალბათ, ხანდაზმულობისა და მწარე გამოცდილების
ნაყოფი თუ ნალექი იყო.
გაზაფხულზე უფრო უმატა სისუსტემ და უძილობამ. მრგვალდარბა-
ზა სასახლეში ადრევე ავიდა. მაღალი ბანის თავზე უწინდებურად გააშ-
ლევინებდა ხალიჩას, წამოწვებოდა. ხოხბის ფრთასავით გადაფენილ
სამეფოს გადახედავდა, მერმე ცას ახიზნებდა მზერას და თვალღია
430
ძილ-ბურანს მიეცემოდა. ისევ ყველანი, ძველ-ახალი მიცვალებულნი, გარს
მოეხვეოდნენ და მის გულში თუ მამულში თავის კერძოს თხოვდნენ - ზოგი
საფლავის მიწას; და მან იცოდა, რომ ეს ერეკლე იყო, ზოგი - სიტყვის შეს-
რულებას და „ვერხვის გზისა და საქმის“ ბოლომდე მიყვანას, და ეს სვიმონ-
მეფე იყო, ზოგი - შვილებზე და შვილიშვილებზე, შთამომავლობაზე ზრუნ-
ვას უდებდა ვალად... ყველა რაღაცას ემუდარებოდა, ყრუდ ესაყვედურებო-
და კიდევაც მას... მაგრამ არა როგორც მტყუანსა და პირის მტეხელს, არა-
მედ როგორც ყველაზე ბედნიერსა და ძალამოსილს, თავისი თაობისა და
საუკუნის ბოლოში მირჩენილს, სიკვდილ-სიცოცხლის სიბრძნეს მიღწე-
ულს, ბოლოს და ბოლოს, პირადული და ეროვნული ზნეობის გამგებს, ამი-
ტომ სხვა თვისტომის უზნეობისა და უბედურების პასუხისმგებელს. და მე-
ტად რომ შემოადგებოდნენ, ზეწამოიჭრებოდა ალექსანდრე, ახლა ქვევით
გაშლილ ველსა და ქალაქს გადახედავდა და ჯაბას სამჭედლოდან ამოსუ-
ლი ხმაური ცოცხლებს მოაგონებდა... ახლა მათ ჭირ-ვარამს შემოისევდა...
ახლა ისინი ემუდარ-ესაყვედურებოდნენ... ყველა თავისას ითხოვდა და
ყველა თავისებურად მართალი იყო!
ერთი ასეთი ძილ-ბურანის დროს მოულოდნელად იასონ სახლთუხუცე-
სი ეწვია და ზაზა-ელჩის სასწრაფო გრაგნილი გადასცა.
კონსტანტინე ბატონიშვილის საპატიო ელჩობის ამბავს ატყობინებდა
ზაზა, „ახლო ხანში კახეთისაკენ გამომგზავრებას“ წინასწარ ატყობინებდა.
ალექსანდრე ძირფესვიანად შესძრა ამ ცნობამ. მით უფრო, რომ თავის
თვალღია ძილ-ბურანში კონსტანტინე ცოცხლებშიც გამორჩენოდა და მიც-
ვალებულებშიაც არ ჩაერიცხა. მამის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგ-
რამ სიღრმეში სიხარულს ძირმწარე ჰყვებოდა.
„ჩემი ლეშის სუნი ხომ არ უგრძვნია შაჰ-აბასს, მძევალ ძეს ასე საპატიოდ
რომ მიგზავნის თავის ელჩად? დაფარული და ვერაგული ნაზრახი ხომ არა-
ფერია ნეტავ?“ მაგრამ მამის სიხარული ყველაფერს ფარავდა და უფრო და
უფრო ეუფლებოდა. მერე ეჭვიც შეეპარა: იქნებ განგებ ამხნევებენ მოხუცს.
იასონ ჭავჭავაძესაც დიდი გაკვირვება და ეჭვი შეატყო. „და მართლაც, რუსთ
ხელმწიფის შეუძლებელი როგორ შეძლო ზაზა-ელჩმა?“

431
ამბავი ახალ დადასტურებამდე არავის გაუმხილა. მაგრამ ახლა
სულ დაეკარგა ძილი. ბურანს კი მოუთმენლობა და მოლოდინი დაერ-
თო.
- აბა, გაიხედე, ვინმე მახარობელი ხომ არ ქრის ძეგამის გზაზე?! - სულ
ხშირად აგზავნიდა მზვერავს ქონგურის თავზე, მაგრამ მახარობელი ჯერ
არსად ჩანდა.
ბოლოს მართლაც მოიჭრა ცხენოსანი, მაგრამ არა ძეგამის მხრიდან,
არამედ მუხრანიდან... იგიც არა მახარობელი, არამედ გლოვის შიკრიკი
გამოდგა. ქეთევან დედოფლის მამა - აშოთან მუხრან-ბატონი გარდაც-
ვლილიყო.
ქეთევანი, მიუხედავად მოჭარბებული ფეხმძიმობისა, უმალ წავიდა
მუხრანს. მას დავითიც გაჰყვა. ქეთევანმა ხალიანაც გაიყოლა.
მალე განჯიდანაც მოიჭრა შიკრიკი. ზაზა-ელჩი იტყობინებოდა კონ-
სტანტინე ბატონიშვილის განჯას მოსვლას და ქაიხოსრო-ფაშის მიერ
მის საზეიმო მიღებას, „ვით შაჰინშაჰის ნათესავსა და კახთ ბატონის ძეს
შეეფერებოდა“.
კახთ ბატონი ახლა კი დარწმუნდა, ბურანიდან უცბად გამოფხიზ-
ლდა და კონსტანტინესთან შინაურული შეყრა და მისი მამაშვილურად
გულში ჩაკვრა უძლეველ სურვილად შეეჭიდა. საზღვარზე წასვლა გა-
დაწყვიტა. „შაჰინშაჰის ელჩის“ საზეიმო შეხვედრა კი ძეგამის სასახლე-
ში იზრახა. ამიტომ დიდებულებსა და თავადებს დაწვრილებით ახლაც
არაფერი გააგებინა, მხოლოდ იასონ ჭავჭავაძე, დავით ჯანდიერი, მცი-
რე რამ ამალა და ახლობლები იახლა - ძეგამისკენ დაიძრა. მამუკა მდი-
ვანიც წაიყვანა. „ისიც მამაა და მასაც კარგა ხანია არ უნახია შვილები“.
იმავ დღესვე ცალკე ჯგუფად ძეგამისაკენ დაიძრა ხორეშან-ხანუმი
თავისი ქალებით. მათ გიორგი აცილებდა. იგი უკვე შინაურობაში სასი-
ძოდ ითვლებოდა, მაგრამ დედოფლის გლოვის გამო მათი საჯარო ნიშ-
ნობაც საგაისოდ გადაიდო.
ხორეშანმა მოილოცა კახეთის სალოცავები, იდუმალი ელჩობაც
ხელკეთილად მოითავა, ხოლო მარიამ დედოფლის სიკვდილისა და,
მით უფრო, ქეთევანის ქართლში წასვლის შემდგომ იუხერხულა კახეთს
432
სტუმრობის გახანგრძლივება, თუმცა გულიც აქ რჩებოდა და სალოცავებიც.
ცისომ ბევრი ცხადი ცრემლი ღვარა, ნათელამ კი - ბევრი ჩუმი. ცალკე ჯგუ-
ფად სვლა კი მათი დაბრუნების იდუმალებით იყო შეპირობებული.
- შვილო გიორგი, - გზადაგზა ესაუბრებოდა ხორეშანი, - იმავ ადგილზე
ისევ ის შავი ნავი დაგხვდება. ისევ შავ ჩადრებში უნდა ჩავსხდეთ, თურქო-
ბაში წავიდეთ ქართველ ქრისტიანენი! მაგრამ არა გვიჭირს რა, - მომდგარ
ცრემლს იმშრალებდა, თავს იმხნევებდა, - ალავერდის მიწა თან მიგვაქვს.
ახლა საგაისოდ ედირნეს წავალ, სტამბოლს იქითაა, იქ არის ჩემი ვაჟის
უბედური საფლავი. ქართულ მიწას დავაყრი... წმინდა მიწას. თითქოს არა-
ფერია და ბევრს რასმეს კი ნიშნავს. სამადლოდ დავაყრი, თორემ იგი მას
არ დაუმსახურებია, არა! - ხმაჩაწყვეტილად ამოიოხრა ქალმა და უეცრად
შემკაცრებული კილოთი პირდაპირ გიორგის მიმართა: - ღმერთმა ნუ შეგას-
წროს, შვილო! შენ არ იცი, რა ძნელია სამშობლოს გარეშე ცხოვრება, ბრძო-
ლა და, მით უფრო, სიკვდილი, სხვისი საქმისთვის ქართული სისხლის გან-
წირვა. კვლავაც მითქვამს, ახლა უფრო პირდაპირ გეტყვი, ბატონიშვილო:
რა ვუყოთ, რომ ჩემი ქმარია ქაიხოსრო-ფაშა, ან ჩემი შვილი, შენი თურქუ-
ლი სეხნა - გურგან-ბეგი იყო. სწორედ ამიტომ უფრო ვიცი - ღალატი მარტო
ის კი არ არის, მტრის მხარეზე რომ გადახვალ და სამშობლოს ებრძვი, არა-
მედ ისიც - მტრის საქმეს რომ შეალევ შენს ძალასა და სიცოცხლეს, სამშობ-
ლოს კი მოაკლებ ან სულ დაუკარგავ!
ხორეშანი შინაგანი დრტვინვით თითქოს ყალიბში სვამდა სიტყვებს.
- ეს დაიმახსოვრე, გიორგი! ჩადრში ჩამჯდარი ქრისტიანი ქალი გეტ-
ყვის ამას! მაჰმადიანი ქმრის პატრონი და ღალატად დასახულ საქმეზე და-
კარგული შვილის გაუბედურებული დედა! იმიტომ გეუბნები - ახალგაზრდა
ხარ, წინ კიდევ მრავალი ბრძოლა და ცხოვრების უკუღმართობა გელის, ჩე-
მი ნათქვამი გამოგადგება! შვილს კიდევ შევუნდე მრუდედ სვლა. ბედუხამ-
სობისა და მამის კვალსაწიერი იყო. მაგრამ შვილის ადგილზე დასმულს მუ-
დამ პირნათლად, ნამუსიანად სვლას მოვთხოვ! ვერც ვაპატიებ, ვერა!
ძველ ადგილზე დადგეს სანიშნო კარავი. დათქმულ დროზე შავი ნავი
გამოვიდა გაღმიდან. ხორეშანმა დედაშვილურად გადაკოცნა სასიძო. ჯვა-
რი ისახა, ჩადრი მოიხვია, ცისოსაც მოხვია და გავიდა კარვიდან.
433
გიორგი და ნათელა მარტონი დარჩნენ.
ასეთი გაყრისას ქალი მუდამ უფრო ალერსიანია ვაჟზე. დრო წამებით
და მართლაც წამებით ისაზღვრებოდა. ნათელა გულზე მიეკრო გიორგის
და საკინძე ცრემლით დაუქამა.
- როდის, როდისღა გნახავ?
- მალე... სულ მალე, ნათელ... აი, მიწყნარდება, მე თავად ამოვალ...
სამუდამოდ წამოგიყვან კახეთს! - ალერსით ეჩურჩულებოდა გიორგი.
- მეშინია... რაღაც მეშინია! - მერმე თვალ-პირი ამოუკოცნა თავის
ტრფიალს და ჩადრი აიტაცა.
- შენი ხელით მომახვიე და ასევე ვატარებ... ისევ შენი ხელის შეხე-
ბამდე!
კარვიდან რომ გავიდნენ, შენიშნეს: ჯაგნარის სანაპიროზე ხელჩაკი-
დებული ჩადროსანი დედა და შვილი მუხლებზე იდგნენ და ლოცულობ-
დნენ. მერმე ემთხვიეს ქართულ მიწას და ნავისაკენ დაიძრნენ. ნათელა-
მაც აიჩქარა. ნალოც ადგილს რომ ჩაუარა, უკან მოიხედა. გიორგი უმ-
ზერდა შორიდან. არა, არ დაიჩოქა ნათელამ, არც მიწას ეამბორა. მას
ვაჟის კოცნის სურნელი ჰქონდა შერჩენილი სატირლად მოზიდულ ტუ-
ჩებზე. ასევე წაიღო ეს სურნელი - ერთადერთი საწინდარი მომავალი
ბედნიერებისა.
ნავი გასცდა თუ არა მტკვრის მუხლს და თვალთ მიეფარა, უმალ აი-
ყარა გიორგი და მამის ბანაკს მიაშურა. მტკვარსამზირის ახლოს მივი-
და. ოდნავ ჟინჟღლი წვიმა დაიწყო. ციხის სადგომში შეაფარეს თავი, იქ
დაიღამეს და გაითენეს. დილას ნავლი აუვიდა მდინარეს. გაღმა-გამოღ-
მა ცისარტყელაც მაღალ ხიდად და დარის ნიშნად გადაადგა მტკვარს.
მაღალ შუადღისას ხშირი პირისბანა აუტყდა მზეს. ირიბ წვიმაში სხივი
და დარი მოიცრებოდა.
კახთ ბატონმა გაშლილი ფონის მახლობლად დასცა სეფე-კარავი,
ხოლო გიორგიმ სიფრთხილისათვის მამისაგან ფარულად მოყვანილი
გუნდი ასწვრივ ტყეში ჩაასაფრა. აქ მტკვარი მუხლედად დიოდა და კა-
ხეთის საზღვარში ფართო ოდრიკალად იყო გამოშლილი. მიუხედავად

434
ნაწვიმრობისა, ფონი კეთილსავალი იყო. ცხენს მკერდზე თუ დაჰკრავდა
წყალი.
ნაშუადღევს გაღმა ნაპირზე გამოჩნდა ქარავნის თავი. მალე მთლი-
ანად გამოიშალა და ფონთან მოქუჩდა. ცხენ-აქლემების ნარევი დიდი
ქარავანი იყო. ფონში რომ ჩამოდგნენ, ორი ელჩის დროშა გაიშალა, ერ-
თი დიდი მწვანე და, ალბათ, ლომ-ხმლიანი, შაჰინშაჰის ელჩისა იყო. კახთ
ბატონმა უმალ იცნო იგი. მეორე, უფრო მორჩილი, შინდისფერი ბაგრატო-
ვანთ გვარის კერძო ალამი იყო, ოდესმე მძევლისთვის გატანებული.
- მოდიან! - აღელვებით ამოისუნთქ-ამოიგმინა ალექსანდრემ და
მტკვრის მაღალ ბექობზე გადმოდგა. აქედან ფონის მთელი სიგრძე-სიგანე
ხელისგულზე იყო.
ქარავანი ჩაიწვართნა წყალში. კარგად მოისმოდა შორი შეძახილები და
წყლის დგაფდგაფი.
ხარბი, დაუთმენელი თვალით შორიდანვე ეძებდა თავის ძეს ალექსან-
დრე, მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. გიორგიც, მამუკაც, დანარჩენი
კახნიც ღელავდნენ და სულწასულობდნენ, ოღონდ ამას ალექსანდრეს
კრძალვით არ ამჟღავნებდნენ.
მოქარავნენი შუა ფონს რომ გამოსცდნენ, ვეღარ მოითმინა გიორგიმ:
- მამა, შევეგებები ძმას! აღარ მეთმინება!
- წადი, შვილო!
ცხენს მოაფრინდა გიორგი და წყალში გამეტებით ჩაახტუნა. ცხენის
სამკერდულს დაუკრა ტალღამ, შემუხლდა უნაგირზე და ყიჟინი დაჰკრა. მო-
ქარავნეთაც მოაძახეს. ოციოდე კახიც გაჰყვა გიორგის.
მტკვრის შუაგულ ტალღებში შეხვდნენ ურთიერთს ძმები. გიორგის გა-
უჭირდა ცნობა ირანულ სამოსელში გამოწყობილი ძმისა, მაგრამ ზაზა მო-
ეგება, მიუჩვენა, სახე კარგად არც კი გაურჩევია გიორგის - ცხენდაცხენ გა-
დასწვდა, მღვრიე ტალღას გადაეფარა.
- შენ ხარ, ძმაო კოსტალა?! - ბალღობისდროინდელი სახელი ამოეხირა.
ძმები გადაეხვივნენ ურთიერთს და მრავალგზის გადაკოცნეს. მათი ნაერთი
ჩრდილი მზის პირბანაში და მღვრიე ტალღაში ერთდროულად ბანაობდა.

435
გიორგიმ უნებურად ღლიავში ამოუსვა ხელი, ცერამოკრულად მოუვიდა,
კონსტანტინე შეკრთა და აარიდა ღლიავი.
- ისევ ჰშინებია ხიცინისა! ის არის... ის! ჩვენია - არც გამოცვლილა! - ხარ-
ხარით შესძახა გიორგიმ, ფეხწაკრული ცხენი ყალყზე შეაყენა და ძმას ისევ
მიეტანა საკოცნელად.
- ფრთხილად, ფრთხილად! ეს ფონია, რომელიც ერთ ადგილას ახ-
რჩობს! - შესძახა ზაზამ. გიორგი მასაც გადაეხვია და თავისი სიხარული
არც აქ დაუფარავს.
- იარეთ! იარეთ! - იძახოდნენ უკანანი. ახლა მათ მოხედა გიორგიმ.
ცხენები ნესტოებს ბერავდნენ და ფრუტუნებდნენ. აქლემები ძველი არ-
გოს ხომალდებივით მოცურავდნენ. მტკვრის მზეჩრდილ დაკრულ სარ-
კეში არეკლილი სპარსულ-ქართული სახე და სამოსი ირეოდა. თვალიც
კი აუჭრელდა გიორგის; ძმას ამოუდგა გვერდში, სულ ახლო მიაყოლა
ცხენი.
- მამა იქაა, გელოდება! - ხელ-მათრახით მიუჩვენა. კიდევ უძახდა,
უყიჟინებდა რაღაცას, მაგრამ დგაფდგაფში არც თავისი ნათქვამი ესმო-
და, არც ძმის პასუხი.
ნაპირს რომ მიაღწიეს, დაქვეითდნენ და რიყე-რიყე მაღალი ბექო-
ბისკენ წავიდნენ. ორიოდე ნაბიჯით გაწინაურდა გიორგი.
- მამა, აბა, იცან - რომელია... რომელი?
მაგრამ აღელვებულმა ალექსანდრემ შეჯრილად მოახლებულ
ირან-კახთა მოზრდილ ჯგუფს რომ გადახედა, სულ აენისლა თვალის
ჩინი.
- შვილო, რომელი ხარ... თავად მითხარი?! აბა, რაღას გიცნობ... სად-
ღა...
- მე ვარ, მამავ! - შეტოკებული ხმით შესძახა კონსტანტინემ და ფერ-
ხთით დაუვარდა ბექობზე გადმომდგარს. შეხედა, წამოზიდული მოხუ-
ცის ასავსავებულ ხელებში შეახიზნა თავი. კიდევ აიწია და გულში ჩაეკ-
რა თოთხმეტი წლის უნახავ მამას.

XXXVII კუზიანი სიტკბო


436
პირველი აღელვებული წუთების შემდგომ კონსტანტინე უმალ დაცხრა
და ჩაპირქუშდა. შემკრთალი სიდინჯით ზომავდა ყოველ სიტყვასა და ქცე-
ვას. ხანდახან მოპარულად ალი-მაჰმად-ხოჯასკენ გაეხრებოდა თვალი. იგი
იყო მისი პირველი მრჩეველიც და მჩხრეკელიც. იგი აწარმოებდა თათბირს
იასონ ჭავჭავაძესთან. საქმის ვითარებაც მალე გაარიგეს და შაჰინშაჰის პი-
რადი ელჩის საზეიმო მიღება ძეგამს დათქვეს.
იასონმა იგრძნო, რომ ალი-მაჰმადს არ სურს კახ-ბატონიშვილის ღრმა
კახეთში გაშვება, თუმცა მრჩეველი ფრიადი მიფადილებით ფარავდა ამას.
„ზეიმი ძეგამს გადავიხადოთ. შაჰინშაჰის ნაბოძვარი კახთ ბატონს და
მის მრავალ დიდებულს იქ დავურიგოთ, ხოლო გრემს, დედის საფლავზე
მერმე წავიდეს კონსტან-მირზა. განა ასე უფრო მართებული არ არის? მერ-
მე კი ქართლშიაც გადაესვლების აუჩქარებლად!
- იქნებ მართებულია! - ორჭოფულად ეთანხმებოდა იასონი, - მოვახსე-
ნებ ჩვენს ბატონს. დასტურს გამოვთხოვ! - და ვიდრე მტკვარზე გამოსული
ქარავანი ისვენებდა, ხოლო მოსულ-დამხვდურნი პურადობდნენ, მოლაპა-
რაკებაც თავისი რიგითა და ჯერით ვიდოდა.
შეხვედრის სიხარულმა ისე დააუძლურა მხცოვანი მეფე, რომ ღამის თე-
ვა მტკვრის ბანაკშივე არჩიეს.
კონსტანტინე ელჩ-მირზა ცალკე კარავში დადგა. ხოჯა-მაჰმადმა მო-
უწონა ეს საქციელი. არა ძეობის, არამედ ელჩობის პირველადობა აგრძნო-
ბინა ყველას. და შეყრის სიყვარულის შემდგომ უხილავი ჩრდილი და ზღვა-
რი ისევ ჩადგა ბაგრატოვანთა მამა-შვილს შორის.
სამაგიეროდ, სულ სხვა სულისკვეთება იყო ზაზა-მამუკას კარავში. პირ-
ველშეყრისთანავე ზაზა გამოეყო სხვებს და ცალკე მორიდებულად მდგარ
მამუკა-მდივანს მიეტანა, გადაეხვია და გულაჩუყებულ მამას ცრემლი უეც-
რად გააწყვეტინა.
- მოიცა, მამავ, რა დროს ეგ არის. ჯერ ეს მითხარ, რუსთ ელჩები თუ არი-
ან კახეთს?
- არა, შვილო. არც ჩვენები ჩამობრუნებულან. - დაბნეულად უპასუხა მა-
მამ, - მესამე წელიწადი მიდის!

437
- ცუდია... ცუდი! - თავი გაიქნია ზაზამ, მერმე ეს ფიქრიც თავიდან
მოიშორა და ახლა შინაურების ამბავი ბეჯითად გამოჰკითხა. სათითა-
ოდ ჩაძიებით გაიგო და ინიშნა ყველაფერი - ხალიანას ქართლში ყოფ-
ნა. დედისა და მათე-რუსის დაბერება.
ტკბილბაასი მათ იასონ ჭავჭავაძემ დაურღვია, ზაზა იხმო და მასთან
განმარტოვდა.
- ძის ელჩობაში ვერაგობის რამ ნატამალი ხომ არ არის?
- არა... ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა! - დარწმუნებით უპასუხა ზა-
ზამ.
მან დაწვრილებით უამბო მასწავლებელს ძის ელჩობის გადაწყვე-
ტილების მიზეზ-საბაბი და გარემოება.
- კეთილნაზრახია! - ახალგაზრდა ელჩს მოუწონა იასონმა ხელობა,
- მაგრამ მათაც ხომ არაფერი აქვთ დაფარული ზრახვა?!
- ვფიქრობ, რომ აქვთ. ძეგამს გამოჩნდება. აგვყვება გრემს კონსტან-
ტინე თუ არა! მაშინ დავასკვნი და მოგახსენებ კიდევაც. ჯერ ნაადრევია.
ხოლო უმწიფარ ფიქრს ტყემლის ფასი თუ გააჩნია!
იასონს ენიშნა „ტყემლის ფასი“ და გაეღიმა, მოწაფის სრული სიმწი-
ფის ნიშანი იყო.
- კეითლი, მაგრამ ახლა მშვიდად ყოფნის საბაბი თუ გვაქვს?
- გვაქვს. შაჰინშაჰი ყაზგინსაა, ლაშქარი გამოჰყავს. თურქ-ირანის
დიდი ომი ბევრი-ბევრი ერთი წლის ამბავია. თარიღს თავად ძე-ელჩი
გეტყვით.
ზაზამ კვლავ დაწვრილებით მოუთხრო ირანის ამბები. „დესპანთ
დარბაზის“ ახალი მითქმა-მოთქმა და ჭორიდან გაცხრილული მართა-
ლი. უამბო, რომ აბასმა დიდი დესპანი ჰასან-ბეგი და ინგლისელი ან-
ტონ შერლი ევროპის ქვეყნებს აწვია. მათ შორის რუსთ ხელმწიფეს,
საფრანგეთის კოროლს, ვენეციელ დოჟს, გერმანელ იმპერატორს, რო-
მის პაპს, ტოსკანის გრანდდუკს ოსმალთა წინააღმდეგ „დიდ კავშირის
შესაკვრელად“ მოუწოდა მათ. ამ კავშირში უშუალო თანამებრძოლებად
„ყველა საქართველო“, განსაკუთრებით კი ქართლ-კახეთი სჭიროდა,
ამიტომ უტკბებოდა კიდევაც.
438
- გატკბობის საბუთი კი მრავალ აქლემს ჰკიდია კუზებზე!
- „კუზიანი სიტკბოა“ სწორედ! - დაუდასტურა იასონმა, - მაგრამ ჯერ
კონსტანტინეზე ვთქვათ: რა ზრახვა გაქვს?
იასონი კარგად იცნობდა თავის ნამოწაფარს, იცოდა, რომ მას შორს გა-
მიზნული ნააზრევი და ნათარჯი ექნებოდა.
- არ გამიმართლა პირველმა ნააზრმა; მე რუსთ ელჩობა ჩამოსული მე-
გონა.
- ასეც უნდა ყოფილიყო ვარაუდით.
- მაშინ, ისპაჰანს გაბრუნების ნაცვლად, კონსტანტინე ბატონიშვილს
მოსკოვს შეეძლო ამოეყო თავი! ხოლო შაჰ-აბასთან რუსთ-ელჩები ჩავი-
დოდნენ ჩვენს შუამავლად და ჩვენისავე მეშვეობით რუს-ირანის სამხედრო
კავშირის შესამტკიცებლად. ან აქვე ჩადგებოდნენ შუაში, ჩვენს მდგომა-
რეობას უფრო გაარკვევდნენ და გაამტკიცებდნენ ჩრდილოეთითაც, სამ-
ხრეთითაც და თურქული დასავლეთითაც. შესაფერისი დარია და გასჭრი-
და. სხვა თუ არა, აბასი მაინც გადაყლაპავდა კონსტანტინეს წასვლის გორ-
ვალას.
იასონმა კარგა ხანს იფიქრა, ნათქვამ-უთქვამს აზრი გაუყარა.
- კეთილნააზრია... მაგრამ ჯერ არ მობრუნებულან, თუმცა დაჭარბებუ-
ლად დროულია. თუ ცოცხლები არიან, სადაცაა უნდა გაჩნდნენ.
ახლა ჩვენი ამოცანაა კახეთში დავაბანდოთ კონსტანტინე. თუ მოუს-
წრეს, ჩვენი ბედია, თუ არა და ისევ გაჭიანურდება საქმე!
ღამით, ნავახშმევს, როდესაც თავ-თავიანთ კარვებში მიმოდგნენ სტუ-
მარ-მასპინძლები, კახთ ბატონმა იხმო ზაზა. იასონ ჭავჭავაძეც აქ იყო, მაგ-
რამ მან თავისთვის ჩვეული სიფაქიზით იგრძნო, რომ მისი აქ ყოფნა შებო-
ჭავს ორივეს, და ჩაათავა თუ არა თავისი თათბირ-მოხსენება, უმალ დაღ-
ლილობა მოიბოდიშა და მარტონი დატოვა ისინი.
კარავში შუქბინდი ზოლარეული იყო. ორიოდე სანთელი ენთო. კანდე-
ლიც ბჟუტავდა ხატთან. ალექსანდრემ სულ ახლო დაისვა ზაზა.
- შესახები და ირგვლივი ყველაფერი ვიცი. ახლა შეუხები და ძირეული
მითხარ, ნურაფერს გამომაკლებ! - და რადგან ზაზას ყოყმანი შეატყო, უფ-
რო ჩუმად დასძინა: - ჩემი ძე ჩემია თუ არა?!
439
ზაზამ არ იცოდა, საიდან დაეწყო ეს ფრთხილ-საჭოჭმანო საუბარი.
შვილის ნახვით გულაფორიაქებულ ალექსანდრეს ისე ჰქონდა გამახვი-
ლებული ყოველი ძირა გრძნობა, რომ ინიშანცხადა ზაზას დუმილი და
ოდნავ წაათამამა.
- შეუძლებელი შესძელ, თოთხმეტი წლის დაკარგულ-გამძევლებუ-
ლი შვილი უკან ამომგვარე და კიდევ მაჩვენე სიკვდილამდე. ვიცი, რომ
ეს კეთილ სამსახურზე მეტია. დიდი მადლი გიქნია, მარილიც მოაყარე!
- ზედმეტი აღელვებისაგან სული შეეხუთა ალექსანდრეს. საკინძე შეიხ-
სნა, უფრო დაუკლო ხმას, სულ ჩუმად უთხრა:
- ერთხელაც ამომიხვედი აქვე, მტკვარსამზირს. შვილის ხელი ამო-
მიტანე დასატირებლად. ახლა კი შვილი საღსალამათი მომგვარე. მაგ-
რამ, იქნებ, იგი უფრო გამოსატირებელი მყავს?
ზაზამ ვერასგზით ვერ მიაგნო საჭირო სიტყვებს მისი ფიქრებისა და
ეჭვების გამოსახატავად. ერთი მხრივ, მას ეცოდებოდა მძევლობაში
გულ-ხასიათ შემჭკნარი კონსტანტინე, ხოლო, მეორე მხრივ, მამის
გრძნობებიც იყო მისაღები მხედველობაში.
ზაზას ისიც აჩუმებდა, რომ, მართალია, მისა და კონსტანტინეს შო-
რის სრული გულახდილობა და მეგობრობა აღარ დამკვიდრდა, მაგრამ
კარგი ამხანაგობა და კეთილმსურველობა კი მოთავთავდა და ახლა
აღარ სურდა გამოწვლილვით მისი მანკიერების ძებნა. მაგრამ არც დუ-
მილი შეიძლებოდა.
- ყოველ შემთხვევაში, როგორც მისი კეთილმსურველი, უფრო გულ-
მშვიდად ვიქნებოდი... იგი რომ მოსკოვს მეგულებოდეს, ვიდრე ისპა-
ჰანს!
- ეს პირველი კანი! - ცივად მიუგო ალექსანდრემ, - აბა, მეორეც გა-
აცალე.
- კისკასი და ჯომარდი რაინდია, მაგრამ ქართული ხელგაშლილობა
და გულდაგულობა აკლია. ხასიათში ღრმა და, იქნებ, უკურნებელი ბზა-
რი დასდევს... ეს, საერთოდ, მძევალთ სენია!
- ბზარი უკურნებელი... მძევალთ სენი? - თავისთვის, თითქოს დასა-
მახსოვრებლად, საუბარმიყოლებით იმეორებდა ალექსანდრე.
440
- მერმე, მერმე... მესამე კანი?! - თავისთავსა და ზაზას ჩუმად ცეცხლს
უნთებდა ალექსანდრე. მას ზედმიწევნით სურდა ყველაფრის გაგება.
- მას რაღაც ძირეული აკლია, ან ჩაუკლეს... სწორედ ის, რაც წამებულ
ერეკლეს ჭარბად ჰქონდა. და კიდევ: მას წადილი აქვს, ნება კი არა... შეში-
ნებულად მკაცრია და ფრთხილად კეთილი.
ზაზას სიტყვებიდან ალექსანდრემ შვიდ კანში ამოიღო თავისი შვილის
სრული სახე. ხელი არც მერმე შეუშვა. ახლა შეუბრუნა თვალკვეთილი:
- ხიფათი თუ უდევს ხასიათში? ხომ გამიგე? - ალექსანდრემ სანთელიც
კი მიანათა ზაზას, - არაფერი დამიფარო, შენი იმედი მაქვს! - გაუყოფი გაყო
და ჩაუზუსტა, - შვილისას აღარ გკითხავ, კონსტანიტ-მირზა ელჩისა მით-
ხარ!
- არ, არ უდევს... ხასიათში არა! - უპასუხა ზაზამ და თავად დაეჭვდა, ისიც
იგრძნო, რომ ალექსანდრეც შეაეჭვა თავის გულწრფელობაში. ვერა, ვერ
იპოვნა საჭირო სიტყვა-შედარება კონსტანტინეს ჩახლართული ხასიათის
გადმოსაცემად. კიდევ სცადა.
- გულახდილად შეგბედავთ... აი, მაგალითად, ვფიქრობ, დავით უფ-
ლისწულს უფრო უდევს ხიფათი, ვიდრე კონსტანტინეს! - თქვა და იგრძნო,
რომ გადააჭარბა გულწრფელობაში. ასეთ რამეს სრულიად არ უკარნახებდა
„ხელოვნება დუმილისა“. მაგრამ ეს ხელოვნება თავისიანებთან არ სურდა
ზაზას.
- განაგრძე... - უკვე უფლებამოსილად მოსთხოვა ალექსანდრემ. იგი ახ-
ლა დავით-კონსტანტინეს შედარება-შეფარდებას ამჭრიახებდა გონებაში.
ზაზამ კი ახლა სხვა მხრივ დააბრუნა აზრის ბორბალი.
- ირან-ივერ-ოსმალოს სამთაგანა ღია ჭიდილში სრულიად უხიფათოა.
პირიქით, კეთილფალავანიც გახლავთ თქვენი გამძევლებული ბატონიშვი-
ლი. ხოლო რუს-ივერ-ირანის ფარულ ჭიდილში ხიფათი შესაძლოა ჩაუნერ-
გონ განზრახ მოდუნებულ ხასიათში. მოძლიერებული შაჰ-აბასი კი ნებით
ისევე არ დათმობს კახეთს, ვით არ დათმობს თავის ერთ-ერთ თვალს!
- მაშ, ხიფათი შაჰის თვალშია და არ ჩემი შვილის ხასიათში?! - თითქოს
ერთგვარი შვება იგრძნო კახთ ბატონმა, მაგრამ სიმწარემ ისევ დასძლია, -
დავითის შესახებ კი შენ, ვგონებ, მართალი მითხარ!
441
...კიდევ ერთი ჩუმი დაძაბული შეხვედრა დაფარა იმ ღამის ბინდმა
გარეგნულად მიშოშმინებულ ბანაკში.
მაჰმად-ხოჯას კარავი კონსტანტინეს კარვის გასწვრივ ჩრდილოში იდ-
გა. მასაც საპატიო ყარაული ეყენა. ალი-მაჰმად-ხოჯამ საქმე მოითავა,
მაგრამ მესაწოლეთ არ იბარებდა. თითქოს ელოდა ვიღაცას. კელაპტა-
რი ჩააქრო, წვრილი სანთელიღა დაიტოვა და გარეთ გახედა. კახელი
გუშაგის ვეება ზურგი ემცნაურა. ირგვლივ მის მეტი არავინ იყო.
- მე ხომ არ მელოდებით, ოსტატ-ბატონო? - ხმადაბლა შეეკითხა გუ-
შაგი და ბნელაში თითქოს მარტო ულვაში მოაბრუნა.
- დიახაც, თავად ოსტატ-ბატონო! ვიცოდი, მოგენატრებოდით. კე-
თილურთიერთობა დიდი წყალობაა ამ შფოთით აღსავსე ქვეყანაზე!
- ჭეშმარიტი ნაბრძანებია! - დავით ჯანდიერმა კიდევ ერთხელ დაუ-
არა კარავს, დარწმუნდა - ახლომახლოში არავინ იყო. ხის ჩრდილში ნა-
ბადი ზემდგარად მიაყუდა, ზედ თავის ბოხოხი დააფხატა და ხოჯას
კარდაბალ კარავში წელწახრილად შევიდა.
- შუქი რად გინდა, ოსტატ-ბატონო, სიმართლე ბინდსაც ანათებს,
ხოლო ტყუილი მზესაც აქრობს! - დაბალი ხმით, მაგრამ შეზვიადებუ-
ლად შეემეტყველა ჯანდიერი „აქოჩრილი ვარსკვლავის“ დაღოსანს.
- როგორც გენებოთ... აქ თქვენ ბრძანდებით მასპინძელი, - გულჩახ-
ვეულად გამოეხმაურა ალი-მაჰმადი და უკანასკნელი სანთელიც ჩააქ-
რო.
ცოტა ხნის შემდგომ, ჯანდიერი რომ შეცვალეს სადარაჯოზე, იგი ბა-
ნაკის შემოვლით და კვალაბნევით კახთ ბატონს ეახლა. მან უკვე დაწ-
ვრილებით იცოდა, რა ეწერა შაჰინშაჰის გაუხსნელ სიგელ-რაყამებში,
რა ზრახვები თუ განზრახვები ჰქონდა აბასს, „მძევალი შვილის“ ელჩო-
ბას რომ აგზავნიდა კახეთს. ნათქვამი ზედმიწევნით ემთხვეოდა ზაზას
ვარაუდებს. მხოლოდ ერთი რამ არ უთხრა ალი-მაჰმადმა თავის დამ-
დაღველს: როდესაც აგზავნიდა კონსტანტინეს, აბასმა იცოდა, რომ
რუს-კახთა ელჩები ჯერაც არ იყვნენ მობრუნებულნი... ყოველ შემთხვე-
ვაში, მთას გადმოვლილნი, და, მეორეც, ალი-მაჰმადის რჩევით, ძეგამს
იქით არ უნდა გაშვებულიყო კონსტან-მირზა.
442
- ნაწურთნი შევარდენი შორს ჭალაში არ უნდა მიუშვა პირველად, იქნებ
ძველტყიურობამ დაჰკრას, დასძლიოს!
ორიოდე კვირაში ფეხდაფეხ შაჰ-აბასის პირადი შიკრიკიც უნდა მოს-
წეოდა ელჩიონს - კონსტან-მირზას თურქთ საზღვრისკენ დაძრული ყულის
ლაშქრის სარდლად გამწესების რაყამით და მისი დაუყოვნებლივ უკან გა-
მობრუნების ბრძანებით.
დილიდან ზეიმსვლა დაიწყო ძეგამისაკენ. სვენებ-სვენებით, პურად-პუ-
რადობით ვიდოდნენ. გზაში სოფლები თუ ციხე-საყდრები პურ-მარილითა
და ზეიმ-სიმღერა-გალობით ხვდებოდნენ. კონსტანტინესაც თანდათანო-
ბით გაეხსნა გული, ბალღობის ჩვევანი და მიფერფლილი მოგონებანი გა-
უმახვილდნენ და ერთ ვიწრო წრეში, როდესაც არც მამა და არც ალი-მაჰმა-
დი არ უმზერდნენ, ღვინოც სვა და კახურდავლურიც ჩამოუარა.
ჯერ სპარსულ ყაიდაზე შეგრიხა ხელები და ფეხშლილად ატოკდა, მაგ-
რამ მალე დოლის ხმამ და შეწყობილმა ტაშმა მეხსიერების სიღრმიდან
სწორმოქნილობა ამოუტვიფრა და ცეკვა დაუხვეწა.
გიორგი ბატონიშვილმა ცას სწია სიხარულის ტაში.
რამდენიმე თვე რომ დარჩებოდეს ჩვენთან, ისევ გავაკახელებთ! შეხე,
რა მალე უბრუნდება სწორქართული იერი...
მაგრამ ასეთი წუთები მაინც იშვიათი იყო. უფრო კი შებოჭილობა და
კრძალვა სდევდა და ჩრდილავდა კონსტანტინეს ყოველ საქციელს, ცალი
თვალი მუდამ მაჰმად-ხოჯასკენ წარბწაწეული ჰქონდა.
ქალაქგარეთ გამოეგება ხალხი ელჩ-სტუმრებს. ძეგამ-სასახლეში ხომ
დიდსტუმრიანობა გაჩაღდა. გრემისაკენ მრავალი შიკრიკი გაიგზავნა. მრა-
ვალ მოხელე-დიდებულსა და თავად-აზნაურობას იბარებდა კახთ ბატონი
შვილთან და შაჰინშაჰის დესპანთან შესახვედრად.
ისპაჰანსაც ფართოდ გაერიგებინა საქმე, ცოტად თუ ბევრად მნიშვნე-
ლოვანი პიროვნება არ გამორჩენიათ უნობათოდ. სათადარიგო საჩუქრე-
ბიც ბლომად წამოეღოთ. თვით სამღვდელოებასაც კი უგზავნიდნენ ტყვე
ქართველი ოსტატების მიერ ირანში გაჭედილსა თუ ქართულ მიწა-წყალზე
მოპოვებულ ჯვრებსა და ბარძიმ-ფეშხუმებს.
გიორგი ბატონიშვილი ჩუმად ეოხუნჯებოდა ზაზას:
443
- თუ თურქთა სიძულვილს ასეთი ძღვნობა მოსდევს ირანიდან, მა-
შინ ხარკი უნდა გავუდიდოთ თურქთა!
პირველ მიღებას უამრავი ხალხი დაესწრო. კარგი დარი იყო და მამა-
შვილის საზეიმო შეყრა სვეტებიან აივანზე მოაწყვეს. ხალხიანობამ, ზე-
იმხმამ და ზეიმსროლამ კახთ ბატონის სასახლის სვეტები თითქოს უფ-
რო აამაღლეს, მაგრამ მტრედები კი გააფრთხეს მისი კამარიდან.
ალექსანდრემ უეცარი გუმანის თვალით გახედა გაფრენილ მტრე-
დებს და ჩამწარებულ მეხსიერებაში თუთიყუში ამოუფრინდა. მაგრამ
მაინც გაუტეხელმა იმედმა და შვილის სიყვარულმა ერთხელ კიდევ მო-
ახრჩო თუთიყუში და უკან მეხსიერების უფსკრულში ჩაუძახა.
შემდგომს შეხვედრებსაც მრავალი დიდებული და წარჩინებული ეს-
წრებოდა. ისინი დასაჩუქრებული და მოხიბლული ბრუნდებოდნენ.
იმავე დროს იასონ ჭავჭავაძეს საქმიანი ბაასი ჰქონდა მაჰმად-ხოჯას-
თან. მოლაპარაკება ფრიად მალე ჩასრულდა, მიუხედავად კახთა გან-
ზრახი ჭიანურისა; ალი-მაჰმადი მოხერხებულად და მიფადილებულად
ჩქარობდა. შაჰინშაჰი ქართლ-კახეთს და „სრულად გურჯობას“ ირან-
ოსმალთა ომის დაწყებისას „კვლავ ძველებური თანადგომისაკენ“ მო-
უწოდებდა, „ახლო მომავალში ძველქართული მიწა-წყლის გამოხსნას“
ჰპირდებოდა, ხოლო „მოყვრულ გულს მრავალი საჩუქრიანობით“
უდასტურებდა როგორც „ისკანდერ კახს, აგრეთვე, მის სახელოვან ქვე-
შევრდომთ“.
მიახლოებითი თარიღები, ლაშქართა და დასალაშქრავ არეთა ვა-
რაუდები ურთიერთ შეაწამეს, მიუსადაგეს. ალი-მაჰმადი ყოველ სადა-
ვოს უმალ უთმობდა კახელთ. ამან უფრო დაარწმუნა კახელნი, რომ ომი,
მართლაც, როგორც გიორგი ამბობდა, „ერთი აბჯრის გაჭედვის დრო-
მანძილზე“ იყო.
„იდუმალი პირობის სიტყვა“ შაჰინშაჰის საჩუქრების დარიგებაზე
ადრე გასრულდა. კახთ ბატონმა, დროის მოგების მიზნით, მუხრანს აფ-
რინა კაცი, დავით უფლისწულს შეუთვალა - მობრუნებული ძმისთვის
ტკბილი სიტყვა მოეწერა, თავისი დაგვიანება მეუღლის მდგომარეო-
ბით და თავისი ავადობით მოებოდიშებინა. თავადაც კვლავ ფეხი აეთ-
444
რია. კიდევ ერთი რამ თავიდანვე იღონა კახთ ბატონმა: ფარულშიკრიკი აფ-
რინა თერგზე რუს-კახთა ელჩობის მოსაკვლევად, დასაჩქარებლად.
კახთ ბატონმა თითქმის სულ გადაიგდო გულიდან გლოვა. საზეიმო
მიღებასა და დასაჩუქრებებს ლხინი და ნადიმი ცვლიდა. მართალია, თა-
ვად მოხერხებულად თავს არიდებდა, მაგრამ სხვებს ახალისებდა. ერ-
თხელ ნადირობაც კი ბრძანა. თავად არც ახლა გასულა ჭალაში, შვილები
კი გაუშვა. გიორგიმ რუსული სონღულებით თეთრ გედებზე და შავ ბატებზე
ანადირა თავისი გასპარსელებული ძმა.
ამ ახალი ნადირობით გატაცებულმა კონსტანტინემ როდესაც გაიგო
ფრინველთა სადაურობა, საოცრად შეკრთა... სონღულიანი მხარი ჩამოუ-
ვარდა, და ესღა მოახერხა ზაზამ: გიორგის ათქმევინა, თითქოს ეს სონღუ-
ლი რუსეთიდან საგანგებოდ შაჰინშაჰისათვის საჩუქრად ჰყავდა ჩამოყვა-
ნილი კახთ ბატონს.
როდესაც ალექსანდრეს მოახსენეს კონსტანტინეს ესოდენი შეკრთომა,
ფრიად დაღონდა, მეხსიერებამ ისევ ამოუფრინა ერთხელ თითქოს უკვე
„დამხრჩვალი“ თუთიყუში. გულთან ისე ახლოს მიიღო ეს თავისთავად უმ-
ნიშვნელო შემთხვევა, რომ სულის ხუთვაც განუახლა, ნადირობაც აკრძალა
და საზეიმო მიღებაც შეაჩერა ზერა-ქვერა ავადობის გამო.
კვირის დამლევს შიკრიკი მოიჭრა ირანიდან. ღამე კი კოშკის სენაკში
ჯანდიერი და მაჰმად-ხოჯა ყოვლად ფარულად შეიყარნენ.
ხოჯამ შაჰინშაჰის ახალი ბრძანების შინაარსი „საიდუმლოდ“ გაანდო
ჯანდიერს. და როდესაც „ულვაშმა“ ჩრდილი მოიკიდა, ზოგი რამ ეჭვი გა-
მოთქვა და „სიბრძნის ყულაბის“ პირობა კბილში ცრილად შეახსენა, დაფე-
თებულმა დაღოსანმა თვით შაჰის ბეჭდიანი სიგელი ამოიღო უბიდან და
თავად წაიკითხა:
„დიდი ომის სიახლოვის გამო, ებრძანოს ჩვენს ნათესავს და ელჩს კონ-
სტან-მირზას ძისა და პატივის ელჩობის საქმე კახეთს - ძეგამსავე საჩქა-
როდ და კეთილად მოითავოს ქართლს გასაგზავნი სიტყვა. განძ-საჩუქრები
და სიგელები დავით-მირზა უფლისწულს, ან კახ-ისკანდერის შერჩევით,
სხვა ღირსეულს გადასცეს ქართლში მშვიდობით და უზარალოდ გადასატა-
ნად. ჩვენი სახელოვანი სიმამრის - დიდი თავადის გიორგი ამილახვრის
445
თანდასწრებით, აღნიშნული სია-ნუსხით გიორგი - ქართლის ახალბა-
ტონი და სხვა მოხსენებულნი დიდებულნი ჩვენი სახელით დაგვისაჩუქ-
როს. თავად კი მთელი ელჩობით, სასურველია, კახთ-ისკანდერის ელ-
ჩითაც დაუყოვნებლივ უკან გამობრუნდეს, ძლევამოსილი შაჰის ყულის
ლაშქრის სარდლობისა და დიდი ბაირაღის ჩასაბარებლად“.
ბრძანებას, ნიშნად გარდუვალობისა, შაჰინშაჰის პირადი ბეჭედი აჯ-
და.
მეორე დღეს კონსტანტინემ მამის ნახვა ითხოვა, „არა როგორც ძემ,
არამედ როგორც ელჩმა“. სწორედ ამიტომ მამამ ერთი-ორი დღით გა-
დაუდო წვევა, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. ირანის ელჩიონმა გაბრუ-
ნების სწრაფი სამზადისი იწყო.
მამის ნახვისას კონსტანტინეს მაჰმად-ხოჯა ახლდა. შვილ-დესპანმა
სიტყვიერად მოახსენა შაჰინშაჰის დიდი წყალობისა და თავის სასწრა-
ფოდ გაბრუნების შესახებ. მამამ პირმრუდედ მიულოცა, მაგრამ გაბრუ-
ნებაზე შორს დაუჭირა, „დავით უფლისწულისა და გიორგი ამილახვრის
თუნდაც გრემს ჩამოსაღწევი“ დრო ითხოვა. თან „დედის საფლავის
მოგლოვების“ სურვილი შეახსენა შვილს. შვილმა თავისი სახის ხოჯასა-
კენ მიქცეულ მხარეს მოთნე ღიმილი გააკრა, მამისათვის ნაჩენს კი შეშ-
ფოთება ვერ დაუფარა.
- მიცვალებულთა საგლოვარში ცოცხლად საგლოვარნიც არ დავი-
ვიწყოთ... წინ დიდი ომი გვიძევს! - ხმააწეულად წაფარცხა გულიდან
მოსხლეტილი სიტყვა და უარი თქვა.
მამამ ყველაფერი უგრძნო თვალნათლივ, სახეზევე, სიტყვაშივე სა-
შინელი ბზარი დაუნახა თავის და აღარც თავის შვილს. მაგრამ მამის გუ-
ლი ასე ადვილად არ თმობდა ღვიძლს. ახლა კახ-ელჩობის და შაჰის სა-
კადრისი საჩუქრების შერჩევა იმიზეზა. კონსტანტინე ალი-ხოჯასთან
შეთათბირდა და ერთი კვირის ვადა დასდო. მამას ხშირ-ხშირად თვალ-
გატეხილად შეხედავდა ხოლმე, რაღაცას ემუდარებოდა. ალექსანდრე
ვეღარ უმზერდა მას, მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა შაჰის ბრძანების
აღსრულების დაგვიანება, მით უფრო - საეჭვო მძევლისათვის.

446
კახთა ვიწრო თათბირზე ალექსანდრემ გიორგი, იასონი, ჯანდიერი და
ზაზა ნაელჩარი და ალბათ ისევ საელჩო დაისწრო. მდივნად „ისიც მამა“ -
მამუკა დაისვა, მასაც რომ ბოლომდე სცოდნოდა ვითარება და გული შეეჯე-
რებინა როგორმე.
- მთავარი თათბირი ზაზა-ელჩს ეკუთვნის!
- მოკლედ მოგახსენებთ, მეფევ-ბატონო; მოველოდი შაჰის ასეთ ბრძა-
ნებას. ვაგლახ, რუსმა ელჩებმა ვერ მოგვისწრეს. კონსტანტინე ბატონიშვი-
ლი არც ისეა მომტკიცებული, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე გადამწყვეტი
გავაბედინოთ. თანაც, ნდობის მხრივ, არც ისე საიმედოდ აქვს თავი მხრებ-
ზე, რომ შაჰ-აბასის ბრძანების დაყოვნებას დაუგორებლად გაუძლოს. ხო-
ლო ჩვენ, ირანის მხრივ, ახლა მაინც არც ისე გვიჭირს, რომ მისმა მშვიდო-
ბით გაბრუნებამ რაიმე გვავნოს.
ყველანი დუმდნენ. მაშინ ისევ ზაზამ განაგრძო:
- მეტსაც ვიტყვი: დღეს თუ ძეგამამდე გამოუშვეს, ხვალ გრემამდე მოვა
და, იქნებ, უფრო ხერხიან ვითარებაშიც. ახლა კი უჩრდილოდ და უეჭვოდ
გავუშვათ! სხვა გზა არ მიჩანს!
სათქმელი აღარაფერი იყო. ნათათბირევს კახთ ბატონი ზურგში უფრო
მოხრილი გავიდა საწოლში; ძის ელჩობის „კუზიანი სიტკბოს“ ნაძალი იყო.
მეორე დღეს მამამ იწვია მამა. შეხედეს ურთიერთს და ერთიმეორეზე კუ-
ზიანებად მოეჩვენათ.
- მოხრილხარ, მამუკავ? - დავარდნილი კილოთი მიჰმართა ალექსან-
დრემ.
- არც თქვენ გადგათ უმჯობესი დღე, ბატონო! - ვერდაფარული თანაგ-
რძნობით ხელი ჩაიქნია მდივანმა.
- ეგეც მართალია... - თავი ჩაქინდრა, ხელები ჩაიგრძელა ალექსანდრემ,
- იგულისხმე გუშინდელ თათბირზე თქმული?
- გულისხმა სადღა იყო - გულის ცეცხლი! - უფრო მოიხარა, კუზი უფრო
გამოაჩინა მამუკამ.
ალექსანდრემ ახლაღა იაზრა, რომ ორივენი დგანან და წაქცევაზე კი
არიან.
- დაჯექ... ვიფიქროთ... ერთმანეთი ვამწაროთ და ვამხნევოთ...
447
და ორივეს მოეჩვენა, თითქოს დასხდნენ, ფიქრობენ, მხნეობენ. ნამ-
დვილად კი ისევ ზეზე დარჩნენ, წაქცევაზე, მაგრამ გაშეშებულად.
- ვამწაროთ... - თავი ასწია მამუკამ, გამოტანჯულად შეხედა კახთ ბა-
ტონს.
- ვიცი, რასაც მთხოვ. ვერასგზით მე ვერ გავუშვებ ჩემსას... მაგრამ...
- მეც ვერ ვუშვებ ჩემსას... მაგრამ - მეც მაგრამ... - ალექსანდრეს თით-
ქოს კატა შემოახტა გულზე, ხელიც კი იტაცა, - ავდგეთ და ყველაფერი
ერთბაშად ვთქვათ, ნაღველი ვანთხიოთ... ღვიძლი ვჯიჯგნოთ...
მამუკას უფრო დაეყავრა სახე:
- მაგრამ ჩემი თავად მიდის. მეც ვიცი, რომ მისი წაუსვლელობა შე-
უძლებელია.
- ვაგლახ, რომ ჩემიც თავად მიდის. მისი წაუსვლელობაც შეუძლებე-
ლია, მაგრამ იგი თავადაც მიდის. გამიგე?! ჩვენი შვილების წასვლა და,
საერთოდ, ბედი ყველაფერში ერთ თარგზეა და არაფერი კი არა აქვს
საერთო, გარდა... ერთისა...
- მიგიხვდი, მეფევ-ბატონო, მამის გულით მიგიხვდი: გარდა ერთისა
- ერის უბედურებისა!
ახლა ზაზა იხმო ალექსანდრემ და სასწრაფო სამზადისი უბრძანა.
ისევ გზავნიდა ირანს „შაჰინშაჰის გამოთქმული სასურველობით“. გამო-
უთქმელად კი კვლავ კონსტანტინეს აყოლებდა.
კონსტანტინემ „საქართლო განძ-საჩუქრები“, კახთ ბატონის შერჩე-
ვით, დავით უფლისწულის მოსვლამდე გიორგისა და იასონ სახლთუხუ-
ცესს ჩააბარა და კვირის დამლევს გამოემშვიდობა მამას. საზეიმო ბო-
ლო ნახვის შემდგომ კახთ ბატონმა შვილი თავის საწოლში იწვია, მამაშ-
ვილური სიტყვის თქმა სურდა, მაგრამ კონსტანტინემ მაჰმად-ხოჯა თან
იახლა. მამის სიტყვა აღარ ითქვა. ესღა ამოღეჭა შეკრული კრიჭიდან:
- შაჰინშაჰის საპატიო დესპანო და ჩემო შვილო! ირან-ოსმალოს დი-
დი ომის დაწყების ამბავს ისევ შენის პირით ველი ჩემს სიცოცხლეში,
ჩემს გვერდით შენი ხმლის მადლი და მარილიც მენახა; პირობაზე მეც
უფრო მხნედ და მტკიცედ ვიქნებოდი მაშინ!

448
საზღვრამდე გიორგი ბატონიშვილი, დავით ჯანდიერი, სხვა დიდებულ-
ნი და მოხელენი აცილებდნენ. მათ შორის მამუკა კახნიაურიც იყო. იგი ჩუ-
მი, გულში ჩაბურული ვაი-ვიშით მიჰყვებოდა ზაზას.
- შვილო, სად გაგონილა ეს ამბავი?! ისევ წასვლა... მერმე ასე, ოჯა-
ხის უნახავად! ჯერ სიაუშის მოუსვლელობამ გამათავა... ახლა ესეც... ან დე-
დაშენს რა ვუთხრა? ან მათე-რუსს რა პასუხი გავცე? ან შენს დატანჯულ ხა-
ლიანას რა თვალით შევხედო? - სუნთქვას მძიმედ, ბებრულად ამოიბრუ-
ნებდა და ახლა სხვას მოაყოლებდა, - სიაუში დამიკოცნე ყველას მაგიერ.
არა, ის რომ სულ ვერ ვნახე! კიდევ ვნახავთ კი ერთმანეთს?! ვეღირსებით
კია?! ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! ვინ იცის, როდისღა ამოვბრუნდე-
ბით... როდისღა?!
კონსტანტინე ბატონიშვილი კი სულ ჩუმად, ხმაამოუღებლად ვიდოდა.
იგი თავით-ფეხამდე შეძრულად გრძნობდა, რომ რაღაც ახალი თუ განახ-
ლებული შემოეჭიდა, სურვილის გარეშე სულში შეუძვრა და ახლა ყელში ებ-
ჯინება! როგორღაც უეცრად გაუღრმავა აქამდე ძლივს ნაგრძნობი, სიღრმი-
სეული, სიყრმისეული ბზარი. ახლა მას ყოველი სახე, ყოველი სიტყვა და
აზრი, თავისი საკუთარი ხუთი გრძნობაც კი გაბზარულად ეგრძნობოდა,
ეხატებოდა, ეჟღერებოდა. გაბზარული იყო ყველაფერი... მამის ნაჩუქარი
ცხენის ფაფარი, მშობლიური და აღარც მშობლიური მიწა, წაღმართი გზა,
ხეობა, ველი, მთა, ცა, მზე, სამყარო. სულ ხშირად უკან იხედებოდა და მა-
ინც ამოუხსნელად უკუღმა ნაბზარი იყო ყველაფერი... მაინც იქ, ბოლო აქ-
ლემზე, ერთ გალიაკში ისხდნენ შაჰის საჩუქრად გამოგზავნილი ჩრდი-
ლოური სონღული და ქართული შევარდნები. სონღულს თვალებზე ნატის
ჩაფხუტი ჰქონდა. გრეხილი თასმა გაფაფრული ულვაშივით ადგა. ამით უფ-
რო აშარ მტაცებლად ეჩვენებოდა იგი მძევალ-გაბზარულს. რაღაც უხილავ
ხაზებში და ფერებში შაჰ-აბასს აგონებდა და უფრო უსაშველოდ ბზარავდა
და ზარავდა ყველაფერს.

XXXVIII შუღლის გზა


გიორგი ბატონიშვილს გულით სწადდა ძმის გაცილება განჯამდე, მაგ-
რამ განჯის ფაშასთან დამოყვრების ადრეულ გამჟღავნებას დაერიდა და
449
კახეთის საზღვრიდან უკან გამობრუნდა. ძეგამს უკვე ძლიერი ბადრაგი
დახვდა გამზადებული, მამა კი ლოგინად მწოლიარე. კახთ ბატონმა მაინც
იხმო და „შაჰის ლარის“ ქართლში ატანა დაავალა. გიორგის არ სწადდა
ქართლში წასვლა, იქ დავითი დახვდებოდა და იწყენდა გიორგის ასეთ გა-
მოჩინებას. მაგრამ უარი ვეღარ უთხრა ისედაც გულმოკლულსა და შე-
ავადებულ მამას. ოღონდ იასონ სახლთუხუცესის გაყოლაც ითხოვა. მა-
მა მიუხვდა მიზეზს. ერთხელ კიდევ ჩაფიქრდა, მაგრამ აღარ გადათქვა.
„მოხდეს, რაც მოსახდენია. ბარემ ჩემს სიცოცხლეშივე მოხდეს!“ გა-
იფიქრა და იასონის წაყვანის დასტური მისცა.
ორიოდ დღეში ალექსანდრემ უკვე ცხენით მოგზაურობა შეძლო.
ყველანი გრემისაკენ დაიძრნენ. გიორგი კი აღარც გრემში გაჩერებულა,
ქარავან-ბადრაგიანად ცივგომბორი გადავლო და ტფილისს მოატანა.
გზიდანვე მუხრანში და ლიახვზე აფრინა შიკრიკები. მამის ბარათი დაგ-
ზავნა, უფლისწულიცა და გიორგი ამილახვარიც ტფილისს იხმო.
პირველად დავითი მოიჭრა. იგი ბღვერით უსმენდა გიორგის დაწ-
ვრილებითს მონათხრობს და, რაც უფრო იშლებოდა მძევალი ძმის ელ-
ჩობისა და ძეგამის ზეიმ-სურათი, მით უფრო იქუფრებოდა იგი. დავითი
გუნებაში თვლიდა, რომ მას განგებ გვერდი აუარეს, იდროვეს მისი კა-
ხეთში არყოფნით, მუხრანში დააბეს და კახთ ბატონმა თავისი საყვარე-
ლი შვილი გამოუჩინა ძმასა და შაჰინშაჰის საგანგებო ელჩს. ახლა ქარ-
თლშიაც გზავნის სახელის მოსახვეჭად და განსამტკიცებლად.
ძმათა შორის თავიდანვე გათიშულობა აჩნდა, მალე კი ეჭვი და
გველჭორი გაიკლაკნა. იასონ ჭავჭავაძემ ინიშნა და მუხრანს ჩუმი მაცნე
აფრინა - ქეთევან დედოფალს, „მიუხედავად მამის გლოვისა და ახალ-
დედობისა, ტფილისს მიუცილებლად მობრძანება“ თხოვა.
გიორგიმ, ქართლის ახალნაკურთხმა მეფემ, ავლაბრის სასახლეში
დააყენა ძმები. ისინი დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ ზეიმის გამარ-
თვის არც დრო იყო, არც გარემოება. ქართლშიაც გლოვა იყო. სვიმონ
მეფის სტამბოლში წაყვანის შემდგომ მისი გარდაცვალების ჯერ და-
უმოწმებელი ხმა მოსწვდა ტფილისს და ერთხელ კიდევ დააგლოვა.

450
მალე გიორგი ამილახვარიც მოგოროზდა ქალაქში. იგი ცას ქუდად ვე-
ღარ გრძნობდა და დედამიწას ქალამნად. ახლა იგი მარტო დიდი თავადი
როდი იყო, არამედ შაჰინშაჰის სიმამრიც და მისი ნების აღმასრულებელიც
ქართლში. თავის წილ საჩუქრებს ხომ უმალ დაეპატრონა და სხვების და-
ჯილდოების საპატიო ტვირთიც მან იდო თავზე. ვერც ვინ გაუბედა დამეტო-
ქება. დავით უფლისწულიც კი დადრკა და შოშმინი მოიღო.
ავლაბრის სასახლისაკენ მრავლად გაიწკაპნენ ქართლის დიდებულ-
ნიც. ამ მხრივ ისინი სრულიადაც არ ჩამორჩებოდნენ გომბორის იქითა დი-
დებულებს.
მალე ქეთევან დედოფალიც ჩამოვიდა. მიუხედავად ჩვილშვილიანობი-
სა, ვეღარ დადგა მუხრანს. ახლადშეძენილი გოგონა ძიძებს დაუტოვა და
თავად იასონ სახლთუხუცესის მოწოდებას დაჰყვა. იგი გამხდარიყო და გა-
ფერმკრთალებულიყო, მამის გლოვაც და მოლოგინებაც დასტყობოდა,
მაგრამ თვალებში იგივ შინაგანი სიმტკიცე და ძველნაპერწკლიანობა ახ-
ლდა. როგორც მისი გამზრდელი და ახლაც მომყოლი მესაწოლე ბაბო იტ-
ყოდა, იგი „ციცინათელებს კვლავ აფრქვევდა თვალებიდან“.
მისმა მოსვლამ უფრო მეტი კრძალვაც, მაგრამ შნოც შეჰმატა ავლაბრის
სასახლეს; ახალგაზრდა მანდილოსნებსაც მისასვლელად კარი გაუღო.
ყველაფერი ჩინებულად მიმდინარეობდა. ისპაჰანისა და შაჰის მიმართ
მრავალი სადიდებელი იკმეოდა, ქართველობის დაცვის ჭარბი სიტყვებიც
ხმიანობდა მოხატულ დარბაზებში. ფარულად მუშტებს უქნევდნენ, ემუქ-
რებოდნენ თურქთა მიტაცებულ მეტეხსა და ნარიყალას, ურთიერთს ეჭვით
უმზერდნენ, მაგრამ უეჭვობაში არწმუნებდნენ. და, მიუხედავად აფარფაშე-
ბული განწყობილებისა, ყველა კარგად გრძნობდა, რაღაც არსებითი აკ-
ლდა ამ სტუმარ-საჩუქრიანობას.
არა, ეს შეყრა მარტყოფის თუ მცხეთის, თუმცა ლარის მხრივ უფრო ღა-
რიბულ შეყრას არცა ჰგავდა, ვერც ენაცვლებოდა. ახლაც ცდილობდნენ
სრულიად ქართული მთლიანობის შემტკიცებას. ლიხთიქითანიც იწვიეს,
ირან-მფარველის საჩუქრები ჩაუნაწილეს. ახალ კოწიწებს დაეძებდნენ,
მაგრამ სვიმონის დაღუპვა, ალექსანდრეს მიუძლურება და შაჰის ლარი ვე-
რაფერი ბერკეტები იყო საქართველოს მთლიანობის სარბიელზე.
451
გარეგნულად მაინც ყველაფერი ჩინებულად მიმდინარეობდა, მაგ-
რამ ასეთი „ჩინებულება“ იმ ღრუბელსა ჰგავდა, რომელსაც ერთი ელვა-
ღა ჰყოფნის, რომ თქეშად და სეტყვად ჩამოვიდეს სახურავმორღვეულ
მიწაზე.
ახლაც უეცრად ყველაფერი ყალყზე შედგა.
ავლაბრის სასახლეში მოიჭრა ბელქან-თუში და იასონ სახლთუხუ-
ცესს დალუქული გრაგნილი მოუტანა. ლუქს დავით ჯანდიერის ბეჭედი
აჯდა, თან გარეწარწერა ჩასდევდა: „გაიხსნას ორთა ბატონიშვილთა
თანდასწრებით“.
გახსნეს. კახთ ბატონის სულთმობრძაობას იტყობინებოდა ჯანდი-
ერი.
„უეცრად, დიდი ხურვების შემდგომ, გულის ლევისა და აზრის მიღე-
ბის დღეშია. იქნებ მოუსწროთ სულთმობრძავს“.
გრაგნილს, გარდა ჯანდიერისა, შერმაზან ჩოლოყაშვილისა და
დოსტაქარ ჯიღაურის ხელმოწერა-ბეჭედი აჯდა.
...და უეცრად ძმათა შორის ფარულმა თიშვამ გველვეშაპივით და-
აღო ხახა.
- უნდა გავბრუნდეთ დღესვე! - ჩუმად დაარღვია მძიმე სიჩუმე იასონ-
მა. ძმები დუმდნენ. დავითი დაბნეულად ჭმუჭნიდა გრაგნილს. გიორგი
თავჩაქინდრული იჯდა. ღია სარკმელში ბუზანკალი შემოფრინდა, ოთ-
ხივე კუთხეს და ჭერს ებუცა.
დავითი ანაზდად წამოვარდა და გრაგნილიანად გავარდა გარეთ,
ქეთევანს და გიორგი ქართლის მეფეს მიაშურა. გიორგი ბატონიშვილმა
გზადსამზადისი უბრძანა კახელებს.
აფორიაქდა ავლაბრის სასახლე. ზედაც ბარამ ჩოლოყაშვილი მოიჭ-
რა კახეთიდან. ყველა იმ გარემოებამ გააკვირვა, რომ ბარამ-ჯუჯამ თა-
ვის თანაშეზრდილს, ძუძუთძმას და ძმადნაფიცს დავით უფლისწულს
კი არ დაუწყო ძებნა, არამედ - გიორგის.
- სად ბრძანდება გიორგი უფლისწული?! - ქლესა და ზვიადი მოწიწე-
ბით ეკითხებოდა იგი კარისკაცთ.

452
გიორგის არ ეამა ბარამის ულოდნელი ხლება და ტკბილკილოიანობა,
ისიც - პირისპირ სათქმელის მოსაბაბება. მაგრამ ფიქრის დრო აღარ იყო.
- უფლისწულო! უკურნებელ დღეშია ჩვენი პატრონი... სულ თქვენს
ნატვრაშია... იქნებ მოუსწროთ... ვგონებ, ანდერძის თქმა სწადს თქვენთვის
და მხოლოდ თქვენთვის... ოღონდ ჩემი რჩევაა - შეაბჯრული ბრძანდებო-
დით, გზა უფრო სახიფათოა, ვიდრე გგონიათ! - ბარამ-ჯუჯამ სულ მოიკა-
ტუნა თავი, - მერმე, იმედია დამიფასებთ... ძველსაც შემინდობთ... ახალი
სამსახური კი ჩემზე იყოს! - ქლესად ხელზე მთხვევაც კი დაუპირა.
გიორგიმ არ მიუშვა, არც დაჯერება უყო გულმა, მაგრამ სულში შფოთვა
ჩაუვარდა. „თუკი ასეთი მელია ბოლოს ფარცხავს, მაშ, იქ მართლაც სხვა-
ნაირი ანდერძი უნებებია მამას?!“
ჯუჯას კი მაინც შორს დაუჭირა.
- დავით უფლისწულს მოახსენე?
- არა, არც მინახავს, არც ვაპირებ.
გიორგიმ გააწყვეტინა, აშკარა თაღლითობისა და შეთქმის კილო უგ-
რძნო ბარამს.
- ახლავ მოახსენე დავითს! გრემს კი ჩვენ ერთად წავალთ! - მკაცრად მი-
უგო და კარზე მიუთითა.
ბარამ უკან-უკან დახევით და მრავალქლესა სალამით გაშორდა.
- რას ნიშნავს? ახალი ბატონისადმი ლიქვნას თუ ძველ ვერაგობას? ნუ-
თუ მე და არა დავითი? - მერმე ხმა გაიკმინდა, მაგრამ ფიქრი კი ვერა... იქ
ბარამის ჩაგდებული ჭია აბრუნდა და ასივილდა... „ნუთუ მე? ალბათ მე,
ნამდვილად მე! ერთი რამ კი ყოველ ეჭვს გარეშე მართალი მითხრა - გზა
არც ისე უხიფათოა? ალბათ აქ ყოფნაც!“
უმალ ბადრაგთავი იხმო და მზადყოფნა უბრძანა. თავადაც მეაბჯრე მი-
იშველია და საჭურველით აღკაზმვა იწყო.
დავით უფლისწულთან კი სულ სხვა ამბავ-სურათი გაშალა ბარამმა. მა-
მის - ომანის - ბარათიც გადასცა საიდუმლოდ.
„დადგა დღე, ოდესმე თქმული, მარჯვედ იყავ. გულიც გაიმედგრე. მა-
მათქვენის ნათელი დღენი, ვაგლახ, დათვლილია! მამის ტახტზე მანდვე
უნდა ახვიდე. დანდობა დათმობაა, გახსოვდეს! თუ უსისხლოდ დაგნებდა,
453
უბორკილოდ მაინც არ მიინდო. პირობით საუფლისწულოზე დასვი.
ჯერ კი ბორკილი! დანარჩენს ბარამი გეტყვის. მერმე ჩემზე იყოს!“
მაგრამ ნამდვილი „ომანაური“, მამის დავალებით, ბარამმა გაითამაშა,
ჯერ გიორგის აუმღვრია წყალი, მერმე დავითს „აცნობა“.
- შეთქმულებაა, უფლისწულო! ახალბატონო! - გაათამაშა, გაისწორა
სიტყვა ბარამმა და უფრო ახლოს ყურში უჩურჩულა: - შეთქმულება!
მრავალ ახალ თავადსა და ყველა მოურავს გიორგი სურთ კახთ ბატო-
ნად! იქ მზად არიან, ჯგუფი აქაც ჰყავს! თავადაც უკვე საჭურველს ის-
ხამს. ახლავ საჭიროა მოქმედება.
- მოქმედება! - ეთანხმებოდა დავითი.
- პყრობა!
- პყრობა! - იმეორებდა უფლისწული, - მაგრამ ჩვენები ცოტანი არი-
ან აქა, მას კი ბადრაგი ჰყავს ამოყვანილი!
- ჩვენებიც ფეხდაფეხ მომყვებიან. მამამ ყველაფერი იღონა. ვახო
ვახახი მოდის, ჩვენი ფიცმომხრენი, შავხანჯლიანნი მოჰყავს! ოღონდ
გიორგი ქართლის მეფე?
- იგი მე დამიჭერს მხარს! - აღფრთოვანდა დავითი. ფიცხლავ წამო-
იჭრა. მეტი აღარც უყოყმანია.
და მართლაც, ავლაბრის სასახლეში მალე კახთა ახალი ჯგუფი მო-
იჭრა. მხედრებს, მიუხედავად დარისა, შავი ნაბდები ჰქონდათ მოგდე-
ბული და შორიდან გლოვის შიკრიკებს ჰგავდნენ. შავხანჯლიანთა გუნ-
დი იყო.
- მაშ, დროა! - დავითი გავარდა ეზოში, ალაყაფში შეყოყმანებულ
დარაჯებს ხელი აუქნია და ნაბდოსნები შემოაშვებინა.
- გვიბრძანე, კახთ ბატონო! - წინ წამოეჭიმა დაქვეითებული ვახო ვა-
ხახიშვილი.
- მომყევით! - დავითს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მდუღარეში
მიადგამდა ფეხებს.
გიორგის დარბაზში რომ შევიდნენ, ბატონიშვილი იარაღასხმული
და აღჭურვილი დახვდათ. მასაც გვერდში რამდენიმე ახლობელი ედგა.
- რისთვის აღჭურვილხარ? - გამყინავად მიაძახა დავითმა.
454
- მოგელოდი! - ყრუდ უპასუხა გიორგიმ. შემოსულთა სიმრავლეს რომ
შეხედა, მიხვდა: თითქმის განწირული იყო. გარედარაჯებმა და ბადრაგებ-
მაც იგრძნეს ავგანზრახვა და თავის სარდალს წამოეშველნენ.
კახთ ბანაკი უეცრად ორ იარაღმოზიდულ დასტად გაიყო და აიძაგრა.
სისხლის ღვრა აუცდენელი იყო.
- დამრჩი! - შეღრიალა დავითმა და ხმალი იშიშვლა. ერთი მაგრად შეჟ-
ღრიალდა იარაღი. ამ დროს კივილით და ლეჩაქ-მანდილების შრიალ-
ფრიალით შემოვარდნენ მანდილოსნები და მათ შუა ჩადგნენ. წინ სახეა-
ლეწილი ქეთევან დედოფალი იყო.
- რას სჩადით! ან ღმერთს, ან ერს რა პასუხს აძლევთ?!
მას ფეხდაფეხ აქოშინებული იასონ ჭავჭავაძე შემოჰყვა. მანდილოსან-
თა უეცარი შემოჭრაც მისი მადლი იყო. შავნაბდიანთა მოსევის შემდგომ ია-
სონმა ხიფათი იგრძნო და ქართლის მეფესთან აფრინა კაცი, ხოლო ქეთე-
ვან დედოფალი და სხვა მანდილოსნები შეჰყარა და გამოშალა. თავადაც
შუაში ჩადგა:
- დარბაისელნო! ბატონიშვილნო! ერთობლივ ქართველებო! გონება
მოიღეთ!
- დამრჩეს და არ ვერჩი! - შესძახა დავითმა.
იასონმა ძლივს მოითქვა სული და შუამავლობის სიტყვა ჩაგდო.
- უვნებლობის პირობა თავდები და სიგელი იქნება?!
- მე ვარ თავდები, თუ მიმიღებთ! - წამოიძახა მანდილჩაშლილმა ქეთე-
ვანმა.
- რასა ბრძანებთ, დედოფალო! დიდად სანუგეშოა! - გული მოიცა სახ-
ლთუხუცესმა, - საუფლისწულოზე დასვამ ძმას? - ისევ დავითს შეეკითხა. ია-
სონი მკაფიო და პირდაპირი იყო. აქ დარბაისლური ბაასის დრო როდი იყო.
ნაშიშვლ და მოზიდულ იარაღს მანდილების სიფრიფანა რიდეღა აკავებ-
და.
დავითს ომანის რჩევა მოაგონდა.
- დავსვამ... ძეგამს!
ამ დროს გარეთ კიდევ რაღაც დიდი მოძრაობა შეიქნა. დარბაზში აბ-
ჯარში ჩამჯდარი, შუბოსნებმოახლებული გიორგი მეფე შემოდგა.
455
- იარაღის დაყრას მოვითხოვ! - მტკიცე ხმით უბრძანა მან. ბოლოს
და ბოლოს, იგი იყო აქ მეფე და მბრძანებელი.
დაძაბულობა კვინიხში იყო ასული და იარაღის დაყრაზე ამაო იყო სიტ-
ყვა. არც გიორგი ბატონიშვილმა შეუშვა ხელი იარაღს. მისი ქართლელი
სეხნა დავითის ძმადნაფიცი და ერთად ნაომარმეგობარი იყო.
ისევ იასონმა გამოარიგა საქმე, ქართლის მეფეს მოახსენა შუამავ-
ლობის ბოლო ვითარება.
- ახლა გიორგი ბატონიშვილზეა პასუხი! ვინძლო მისთვის ჩვეულ
წინდახედულობას გამოიჩენს და ძმათა სისხლის ღვრას აგვარიდებს!
გიორგი ბატონიშვილმა ახალგაღვიძებულივით გადახედა დარბაზს.
ყველა მას უმზერდა. მის ირგვლივ ყველანი ქართველები იყვნენ, მათ
შორის ახლო ნათესავებიც. აქეთ მოუხტნენ, სისხლისღვრის არიდებას
კი მას თხოვენ. საქმე კი ისე ჩაიხლართა, რომ მართლაც მის პასუხზეა
დამოკიდებული სისხლ-უსისხლობა. იგი კი დუმს! შეშფოთებასთან,
აფორიაქებასთან და ბრაზთან ერთად - სირცხვილის ულოდნელი
გრძნობაც შემოეჭიდა. თვალებზე ხელი იფარა.
- ჯერ ეს გამაგებინეთ - მამაჩემი ცოცხალია თუ არა?
- ცოცხალია... - უპასუხა ქეთევანმა.
- მაშინ თანახმა ვარ. ქეთევან, ხმალს შენ გაბარებ! შენი ტყვედა
ვთვლი თავს. უვნებლობის ფიცის სიმტკიცეს კი ქართლის მეფეც დამი-
დასტურებს.
- დასტური მომიცია! - ქართლის მეფემაც ზედ დააყოლა სიტყვა. ყვე-
ლას ეჩქარებოდა ხმლისპირულის აცილება.
გიორგიმ ხმალი გადასცა თავის რძალს და თავის მომხრეებს გადა-
ხედა.
- ერთიც... ჩემს თანამდგომთაც უვნებლობა - ღვთისა და ერის წინა-
შე!
დავითს უკვე წეღანდელი სიფიცხე და სიბრაზე აღფრთოვანებად შე-
ეცვალა.
- ჩემზე იყოს - არა ვავნო რა, ოღონდ მემსახურონ თავდაწერილად.

456
და ორიოდ საათის შემდგომ, ვიდრე კახნი აიყრებოდნენ, იასონ ჭავჭა-
ვაძემ გაასრულა ძმათაშორის უვნებლობის ფიცისა და დარიგების პირობე-
ბის წიგნები, რომელთაც ბატონიშვილები ხელს აწერდნენ, ხოლო ქეთევან
დედოფალი და ქართლის მეფე გიორგი ამტკიცებდნენ.
უკან, კახეთში მიმავალი გიორგი ბატონიშვილი თავს ობლად და ტყვედ
გრძნობდა. მართალია, ქეთევანმა ხმალი უმალვე დაუბრუნა, მაგრამ რა ბე-
დენაა, თოფოსანთა შუა ჩამდგარს, მუდამ გარს ეხვივნენ და თვალში ავად
ეჩრდილებოდნენ შავნაბდიანნი, მაინც ვახო ვახახიშვილი ხომ სულ არ აცი-
ლებდა თვალს. ხანდახან ქეთევანი მოხედავდა ხოლმე და მოამხნევებდა.
დანარჩენი კი ჭირშეყრილივით გაურბოდნენ. თვით მომხრეებიც ახლა ერი-
დებოდნენ მას.
დავით უფლისწული უკვე კახთბატონობდა, მრავალ და ხშირად საწინა-
აღმდეგო ბრძანებას აფრქვევდა და წინ მიიჩქაროდა.
შუამთა რომ ჩაიარეს, გიორგიმ ზოსიმე ბერდიდის ნახვა ისურვა, მაგრამ
იგიც გრემში წასული აღმოჩნდა.
თელავში დაწინაურებულ დავითს ომან ჩოლოყაშვილი შემოეგება.
- მამათქვენმა დღეს თვალი გაახილა, აზრიც მოუბრუნდა მოკლე ხნით,
ორივ გიკითხათ. მერმე ისევ მიუძლურდა.
ომანმა ტფილისს დატრიალებული ამბები რომ გაიგო, საქმის გარიგება
მოუწონა, ოღონდ გიორგის უბორკილობამ შეაკრთო.
- გაგვექცევა, მერმე ჩვენზე მეტს შემოიკრებს... და მერმე უყარე კაკალი!
მამასთანაც შენ მარტო უნდა გაჩნდე. იგი არ მიჰგვარო არასგზით. თუ გაგ-
ვისხლტა, შუღლში გვაჯობებს!
ალავერდში გადახვევა ურჩია, გიორგის საყდრის სენაკში პყრობა, ვიდ-
რე საბოლოოდ არ გარიგდებოდა ტახტის საქმე.
დავითი ბალღივით პირშეუბრუნებლად უჯერებდა მას. ან როგორ არ
დაუჯეროს, დავითის „ტივზე გაუსმელობაც და ტახტის მემკვიდრედ გახ-
დომაც“, ხომ ომანის „მადლი და მონაგარი“ იყო.
როდესაც ალავერდისაკენ გადაუხვიეს, გიორგიმ ხიფათი იგრძნო, მან-
დილოსნებს შორის ხალიანა შენიშნა და ქეთევანს დააწია, ახმობინა.
- რა გვინდა ალავერდს?
457
- ალავერდელის წაყვანა მინდა სასახლეშიო... ასე მაუწყა ჩემმა... -
მაგრამ ქეთევანს არც თავად სჯეროდა ქმრის ნათქვამი, - შენ ფიქრი ნუ
გაქვს...
ქეთევანმა ვეღარ შეხედა გიორგის, თავი იბრუნა. სიმწარითა და სირ-
ცხვილით აღევსო გული. რას ანუგეშებს თავის მაზლს? რის ფიქრი ნუ
ექნება? რომ მისი მეუღლე - გიორგის ძმა - ფარულად და მოტყუებით არ
მოჰკლავს, ან თვალებს არ დასთხრის თავისსავე ძმას, მონდობილსა და
უღალატოს, ისევ გაიმეორებს ძველ ტახტმტაცებლურ და ძმათაშორის
მზაკვრობას, რომელიც ქართველობასაც სამარცხვინოდ შემოეჩვია და
აკი დასცა კიდევაც?!
თავს სძლია და კვლავ გიორგის მოუბრუნდა, მაგრამ შეამჩნია - ვახო
და ბარამი სულ ახლო უტრიალებდნენ, მათი საუბრისათვის ყურის მოკ-
ვრას ართუ არ თაკილობდნენ, არამედ სწორედ ეს სწადდათ; მასაც - ქე-
თევანსაც - ჯაშუშობენ, უთვალთვალებენ, გიორგის კი გათამამებული
მგლებივით გარს უვლიან... და, რაღა თქმა უნდა, ფათერაკს წაჰკიდებენ.
სიფიცხე წამოერია ქეთევანს, სახეკუშტად მოუბრუნდა მათ:
- ვეჟო, გთხოვთ დაეწიოთ ჩემს ვაჟს - თეიმურაზს და მისი მხლებელი
გოლა აქ მაახლოთ. თქვენ გეუბნებით, თავადო ვახუშტი! - მკაცრად მი-
უგო შეყოყმანებულს. ვახახიშვილმა თავი დახარა, ბარამს თვალნიშანი
გაჰკრა და ცხენი მოსხლიტა.
- თავადო ბარამ, თქვენ კი მამათქვენი მაწვიეთ ახლავ!
გიორგიმ ომან ჩოლოყაშვილის აქ ყოფნა რომ გაიგო, უფრო მოიღუ-
შა. თუ აქამდე ეჭვობდა, ახლა კი ნათლივ დაასკვნა, რომ ბარამ-ჯუჯას
მასთან მოსვლაც და მთელი დატრიალებული კორიანტელი „ომანა-
ური“ იყო, და არც დანდობა იყო მოსალოდნელი. ქეთევანმა მოიშორა
თუ არა აბეზარი მოყურადენი, ისევ მობრუნდა:
- გიორგი, რადაც უნდა დამიჯდეს, მე ჩემს ფიცს არ დავარღვევ და ამ
ფოცხვერების ხელში არ მიგცემ, არა!
- კი, მაგრამ...
- მესმის, - გააწყვეტინა ქეთევანმა, - შენ ფიქრობ, რომ ჩემი დავითიც
ამ ფოცხვერების რიცხვშია... იქნებ პირველიც? არ იქნების ესე! არ ვა-
458
ფოცხვერებ! მე ძმის სისხლის მოსურნე ქმარს არ ვიქმრობ, არა! მანდილთ
სიბრძნესა ვფიცავ - შენი თავი მე მაბარია!
ალავერდს რომ მიატანეს, გალავანში მხოლოდ მცირედნი შევიდ-
ნენ. გიორგის ქეთევანიც თან შეჰყვა. უმალ ჩაკეტეს ალავერდის კარიბჭე და
გიორგის ვახო, ბარამი და სხვა შავხანჯლიანები შემოადგნენ.
დავითმა ქეთევანი განზე გაიხმო, მაგრამ იგი არ გაჰყვა.
- არა, თუ პატიმრობაა, მე ვაპატიმრებ გიორგის! დარაჯსაც ჩემსას გავუ-
ჩენ. მეც დავამტკიცე ფიცის წიგნი! - წინ გადაეფარა იგი გიორგის და სიტ-
ყვის სიმტკიცისათვის პირჯვარი ისახა.
დავითმა ცეცხლი მოიკიდა, სიბრაზემ დააბნია და ენა დაუბა. ძმასთან
გათიშვას ახლა ოჯახური გათიშულობაც ემატებოდა. მოფარებულში
მდგარმა ომანმა შეაფასა ახალი გართულება, იცოდა, ქეთევანი უკან აღარ
დაიხევდა. გალავანში მყოფთ გამოუჩნდა. თითქოს ახალი მოსული ყოფი-
ლიყო, ყველას სალამი მისცა... და, განსაკუთრებით, გიორგის. მერმე ქეთე-
ვანს მიეახლა.
- დედოფალო! თქვენი წუხილი უმიზეზოა. თქვენს მეუღლეს, გიორგი ბა-
ტონიშვილს ალავერდს დატოვება სწადდა, ვიდრე ძეგამს საუფლისწულო-
ზე გაისტუმრებდა. ალავერდელთან ყველაზე უვნებელ ადგილზე იქნებო-
და, მაგრამ რადგან თქვენცა გსურთ ფიცის უმტეხლობის ზედმეტი დასტუ-
რი, ვფიქრობ, ეს ცუდი არ იქნება. პასუხისმგებლობასაც თქვენ გა-
იზიარებთ. კახთ ბატონის წინაშეც თქვენვე ითავეთ პასუხი!
გიორგი სახორცე საკლავივით უსმენდა ამ დაძაბულ ვაჭრობას და ისე
გამოესმოდა, თითქოს მას არც კი შეეხებოდა იგი. მხოლოდ ერთხელ კიდევ
გაიგო, რომ მამა ცოცხალი ყოფილა. ბურანში ქეთევანის პასუხიც ესმოდა.
- თანახმა ვარ. პასუხს ვაგებ ღვთის წინაშეც, მამა-ბატონისა, ქმრისა და
მანდილის წინაშეც!
ომან ცოტა ხანს განზე ეჩურჩულა დავითს და ისიც დაითანხმა.
ქეთევანმა მოახლებულ დეკანოზს ტაძრის გასაღები თხოვა.
- ღია გახლავთ, დედოფალო!
- მე საკეტი მინდა!

459
როდესაც აქოშინებულმა დეკანოზმა საოსტიგნოდან გასაღები მო-
უტანა, ქეთევანმა გიორგი იხმო და ტაძარში შევიდა. გოლასაც დაუძახა.
თავად დაიარა, ტაძრის ყოველი კარი შიგნიდან ჩაკეტა, საკურთხევლის
მინაშენში შეუშვა გიორგი და გოლა მცველად მიუჩინა.
- ჩემს მეტს არვის გაუღებ ამ კარს... ვინც არ უნდა მოვიდეს, თვით
დავითიც... გასაგებია?!
- ჰოდე, შენი ჭირიმე, რა არის აქ გაუგებარი! - თოფის ფალიაზე წამა-
ლი მიუმატა გოლამ, ხმალ-სატევარიც შეისწორა.
- მაშველი გარეთ გეყოლება, სამრეკლოზეც. ნიშანს მისცემ, თუ რა-
იმე...
- ფიქრი ნუ გექნებათ, იცის გოლამა! მხოლოდ ესეც შემაგნებინე
დათვის აზნაურსა... მღვდლებიც არ შემოვუშვა, მაშა?! - ეშმაკური გუ-
ლუბრყვილობით მან მეტისმეტ დაძაბულობაში ხალვათობა შეიტანა.
- არავინ! არავინ! კეთილად გნახეთ! - გოლას სიწყნარე საოცრად გა-
დაედო ქეთევანს, სიწყნარე კი იმედიანობის პირველკვალია!
დედოფალი რომ გავიდა, გოლამ ტაძრის კარი შიგნიდან ჯერ ურდუ-
ლით, მერმე ბოქლომ-გასაღებით ჩაკეტა და გასაღები ქამარში გაიყარა.
ტაძრის შინამოს თვალი მოავლო, მძლე მხრები აიჩეჩა, პირჯვარი ისა-
ხა.
- რა ვქნა, ალავერდელიც ვყოფილვარ და ის არის! - ახლა გიორგის
მისცა ხალვათი.
...ქეთევანი და დავითი უბრად მიაგელვებდნენ ცხენებს. დანარჩენე-
ბიც მიჰყვებოდნენ. თუმცა ქეთევანმა შეამჩნია, რომ ვახახიშვილი, თავ-
ზე ხელაღებულ ამფსონებით, აღარ ახლდა მათ.
„ალბათ ომანმაც თავისი დარაჯი მიუყენა ალავერდს“, გაიფიქრა ქე-
თევანმა და ცხენი უფრო მიუშვა, ყველგან მოსწრება და დასწრება იყო
საჭირო. მისი მანდილი ჰაერში დროშასავით ფრიალებდა, თავად კი
შეშფოთებულად გრძნობდა, რომ კახეთი შუღლის გზაზე იყო შემდგა-
რი.

XXXIX „შავი კატის ჩრდილი“


460
თავის საწოლ ოთახში რბილ სარეცელზე იწვა ალექსანდრე. თვალები
დახუჭული ჰქონდა. შუბლ-ღაწვებზე და მოკრუნჩხულ ხელებზე სანთლის
სიფითრე ედო. ხურვება გამონელებოდა და ჯიღაურს ყინულიანი გუდები
განზე გადაედო. საწოლში უამური წამლის სუნი და სიგრილე იდგა.
- დიდი ხურვება შეეყარა, ულოდნელად მოერია სენი. ცხენიდან ჩამოეგ-
დო. გული დაუხუთა, ცნებაც მოუსხლიტა. ახლა დაუვარდა ხურვება, მაგრამ
გულისყრა და უძლურება შემოაწვა, მესამე დღეა, გონზე არ მოსულა. ამად
შეგაწუხეთ. ახლაც სულთმობრძავი გახლავთ. არ დავფარავ - წუხელ იმე-
დის ნატამალი აღარ მქონდა, დღეს ოდნავ მომეცა იმედი... - ჩუმად უთ-
ხრობდა მანასე-დოსტაქარი განზე გაყვანილ დავითსა და ქეთევანს.
სასახლეში ყველა ფეხაკრეფით დადიოდა. დიდი თავდაკარგულობა
იდგა. დიდებულნი კარის იქით დღეს უღამებდნენ და ღამეს უთენებდნენ.
ათას ჭორ-მართალს აძლევდნენ საბაბს და საკვებს.
დავით ჯანდიერსაც კი აერია გზა-კვალი, მაინც - პირველ დღეს, მისი
შემხედვარე იყო სულთმობრძავი მეფე. იგი კი გულხელდაკრეფილი იდგა
ბატონის თავთით. უმზერდა აქიმთა და მესაწოლეთა ფუსფუსს... იდგა და
ფიქრობდა - ფიქრობდა და იდგა, მერმე ზოსიმესთან აფრინა კაცი.
ჯანდიერმა კარგად იცოდა, რომ დიდი შფოთი და აღრეულობა დაიწყე-
ბოდა ახლა. მაინც მაშინ გადაიწყვიტა იმედი, სასახლეში კარგა ხნის ფეხა-
მოკვეთილი ომან ჩოლოყაშვილი შავ კატასავით რომ შემოცუნცულდა, მიყ-
ნოს-მოყნოსა და ისევ გაქრა. დავითმა უმცდარად ინიშნა, რომ შავმა კატამ
ომანაური მორგვი უკვე ააგორა, მალე კი ისე აბურდავს დამორგვილ ქვეყა-
ნას, რომ ყველას შეაშფოთებს. რა ეღონა, არკი იცოდა.
სასახლეში ყოვლად საიმედო, ჩუმი და ღია დარაჯები ჩააყენა და თავად
ზოსიმეს გზაშივე შეეგება.
ჯორს მოაჩქარებდა ბერდიდი, შორიახლოს მორჩილი და ჯანდიერის
გაგზავნილი კაცი მოსდევდა.
- ცუდად არის საქმე, მამაო!
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! - ხელები აღაპყრო ბერმა.
ჯანდიერმა გზადაგზა წვრილად აუწყა კახთ ბატონის მძიმე მდგომარე-
ობა. ზოსიმე სულ ჩაჩუმდა, თითქოს სიტყვის უნარიც წაერთვა. ჯანდიერს
461
კი ამის იქითი სათქმელი აწვალებდა. დღეს კიდევ მის ხელში იყო სამე-
ფოსა და ტახტის სადავე. ხვალ ყველაფერი აირეოდა... დღეს მას კიდევ
შეეძლო გარკვეულ კალაპოტში ჩაეგდო „ვითარების განვითარება, კახე-
თის ტახტის ბედი“, მაგრამ საქმეს „სწორედ გარღვევა და დიდვარაუდი“
სჭიროდა.
„მამაო, ვიდრე სასახლეში მივალთ, ყველაფერი ვთქვათ. კახთ ბა-
ტონის ანდერძისა არა ვიცი რა. ვგონებ არც უნდა ჰქონდეს!
ჯანდიერი ზოსიმესგან მოელოდა სიტყვას, მაგრამ იგი კვლავ დუმ-
და. მაშინ პირდაპირ შეეკითხა:
- იქნებ მოგახსენებათ რამე?
- არა... - კვლავ ჩაიჩიხა საუბარი.
- მამის ასეთ დღეში ყოფნა რომელ ბატონიშვილს ვაცნობო პირვე-
ლად?
ზოსიმემ ჭაღარა წარბები მაღლა შეჰყრა და მკაცრად შეხედა მოსა-
უბრეს.
- ორივეს!
- ორივეს ერთად?! მძიმე შედეგია მოსალოდნელი!
- ღმერთია შენი შემწე...
მაგრამ ჯანდიერს სრულიად არ აკმაყოფილებდა ასეთი „შემწე“ და
ასეთი პასუხი. მან იცოდა, რომ დავით უფლისწული ან თავად აიწყვეტ-
და ან ომანი აწყვეტდა მას. სულ აიფუნგებოდა ძლივს დაწყობილი
კახთ-სამეფოს საქმე. თავად გიორგის მომხრე იყო და ზოსიმეს მხარში
დგომასა და ზნეობრივ საყრდენს ეძებდა. მაშინ კიდევაც იმოქმედებდა
„თუნდაც ახლოს ხელშავად, მაგრამ შორს მართებულად“.
ზოსიმესაც კარგად ესმოდა, რისი გაგება სწადდა ჯანდიერს. მაგრამ
გულის ჯიქური მასაც ჰქონდა, ისიც ითრევდა სათქმელს. ბოლოს მაინც
გამოღეჭა:
- არა, არ შეიძლება, უფროსი ვაჟია მემკვიდრე ღვთისა და ერის წი-
ნაშე, ღირსეული თუ უღირსი - ეს მერმე გამოჩნდება... მატიანემ თქვას...
სხვაფრივ - თავიდანვე უეჭველად შფოთი და განხეთქილება იქნება,
ჯერ ახლა... მერმე კი მემკვიდრეები რომ დაიზრდებიან... ესეც არის ჩვე-
462
ნი ერთ-ერთი ვარამი! არა, არ შეიძლება, უმჯობესია ცუდი მეფე იყოს, მაგ-
რამ კანონიერი, ვიდრე კარგი - უკანონო! ეს უკანონობა მას უეჭველად გა-
აფუჭებს და ქვეყანასაც არევს! შფოთის თავნი კი ისედაც ბევრნი არიან
ჩვენში. საბაბი არ უნდა მივცეთ, საბაბი! - ზოსიმემ ნაჩქარევი პირჯვარი
ისახა და დადუმდა, ჩაიხარა უნაგირზე. მეტი სიტყვაც ვერ ათქმევინა ჯან-
დიერმა. ხოლო სასახლეში მოსვლისთანავე ორივე ბატონიშვილთან აფრი-
ნა შიკრიკი.
აი, ახლა მხოლოდ ერთი მოვიდა გრემს, მეორე კი - ისიც უმჯობესი -
ალავერდს არის პყრობილი.
ჯანდიერმა კარგად იცოდა, ეს რას ნიშნავდა. შავი კატის ჩრდილი მთელ
კახეთს წამოეფაფხა თავზე.
კახთ ბატონი კი სულს ებრძოდა, მაგრამ ჯერ ცოცხალი იყო.
დავით უფლისწული გრემ-სასახლისაკენ დიდი მუქარითა და გოროზო-
ბით მოქროდა, სახეგაფითრებული, თვალდახუჭული, მაგრამ ცოცხალი მა-
მის წინაშე რომ წარდგა, უცბად ძალა მოეფოლხვა. მამა მაინც მამა იყო.
თქმა არ უნდა, ენანებოდა, სადღაც სიღრმეში, სულის სოროებში შეშინებუ-
ლი თაგვივით გადაურბინა ფიქრმა... უმჯობესი იყო ყველაფერი გათავებუ-
ლი დახვედროდა გრემში. მაშინ გარკვეული იქნებოდა ყველაფერი... ახლა
კი დაიბნა. „ან სულ ცოცხალი - ან სულ მკვდარი! ცოცხალ-მკვდარი კი..“
ისვე ომან ჩოლოყაშვილს მიაკითხა. მამასთან ქეთევანი დატოვა და თა-
ვის სადგომისაკენ გაეშურა. სასახლის დარბაზ-დერეფნებში შეყრილნი თა-
ვად-დიდებულნი დაბლა უხრიდნენ თავს. და მას ოდესმე ალავერდის ტაძ-
რის ეზოში პირველად განცდილმა გრძნობამ ისევ თავი შეახსენა. ოღონდ
როდის იყო, ეს ვერასგზით ვერ გაიხსენა დავითმა. უცაბედად ხელზე და-
იხედა და მოაგონდა... მაშინ - ერეკლეს მარჯვენას რომ მარხავდნენ ალა-
ვერდს! გაუფლისწულდა მაშინ... ახლა გზაშივე, იმავ ალავერდშივე გაკახ-
თბატონდა და უკან უფლისწულობაში როგორღა ჩადგეს?!
ომანი ელოდა დავითს. სია წარუდგინა.
- ვინ არიან?
- ჯერ ჩაიკითხეთ უფლისწულ-ბატონო!

463
დავითმა გულდაუდებლად ჩააყოლა თვალი. აქ იყვნენ: ყაფლან ვაჩ-
ნაძე და მისი ორივე ვაჟი, ზოგი ჯორჯაძენი, ორიოდ ენდრონიკაშვილნი,
ახალგაზრდა მაყაშვილები. არც თავისი მოგვარე და მოკეთე ჩოლოყაშვი-
ლები გამორჩენოდა ომანს. ზოგნი დიდმოხელენი და მდივანმოურავნიც
იყვნენ სიაში. დავითმა ინიშნა - გიორგის მომხრენი და მოდასენი იყვნენ.
მაინც იკითხა:
- რა სიაა?
- პირველსაპატიმრო.
დავითი სხვა, „გარკვეულ“ დროს არც დაფიქრდებოდა, უმალ დას-
ტურს მისცემდა. მაგრამ ახლა მამა ცოცხალი იყო... ჯერ ცოცხალი. სია
გულის უბეში ჩაიდო. ომანმა ახლა მეორე გაუწოდა.
- ესენი ვინღა არიან?
- ჩვენი დასია. ვიწრო თათბირზე ვიწვიოთ, უფრო მოვიმტკიცოთ.
სულთმობრძავი მამის თანამოსაყდრეობა ახლავ იტვირთე!
დავითმა ეს სიაც უბეში ჩაიდო.
- ვაცალოთ, სიკვდილი მაინც ვაცალოთ მამას და... - ერთიც ამოხეთ-
ქა შვილურმა... რაღაც კიდევ უნდა ეთქვა და გამოშიშვლებულად იგ-
რძნო, რომ სათქმელი აღარაფერი აქვს... დაუმთავრებელად თქვა და
სათქმელი კი ამოუთავდა?!
ბედად, დააკაკუნა ვიღაცამ. ჯანდიერი აღმოჩნდა - მამის საწოლში
იხმო, ჯანდიერსა და ომანს არც შეუხედავთ, უამისოდ მთელი ტანით იგ-
რძნეს ურთიერთი, ორივემ ბრჭყალები ჩამალა და ურთიერთ დასანახი
ცალყბა სიამე გამოხატა სახეზე.
- ახლავ მოვალ! - ჯანდიერი გაისტუმრა დავითმა და ომანს მოუბ-
რუნდა.
- ქონდაქართუხუცესს რაღა ვუყოთ? არც ერთ სიაში არ შემინიშნავს!
- ჯანდიერი ფრიად საჭიროა ჩვენთვის. იქნებ მოვიმხროთ. ჯერ სარ-
დლად დავტოვოთ... ვიდრე ერისთავობას აღვადგენთ, ქიზიყის ერის-
თავობა ყასიტად შევთავაზოთ, იქნებ დავაბათ. ქონდაქრობის სამოხე-
ლეო კი უნდა ჩამოვართვათ.
- მე მყავს შესაფერისი. - გააწყვეტინა დავითმა, - ვახო ვახახი!
464
- კარგია! - დაყვავებით მოუწონა ომანმა, - ფრიად მცდელი და ყოვლად
ჩვენი... ოღონდ გამოაჩვიოს უნდა...
დავითი მამის საწოლში რომ შევიდა, ქეთევანმა ხელი მოჰკიდა და
სულ ახლოს მიიყვანა მამის სარეცელთან. ალექსანდრემ ქუთუთოები აა-
პარპალა, მძიმედ გაახილა. თვალის ჩინიც ჩაუშვა. დავითი იცნო. თვალე-
ბით ახლა სხვას დაუწყო ძებნა. ქეთევანი უმალ მიხვდა, ვის დაეძებდა მა-
მის თვალი. მიხვდა დავითიც და ისევ აელანძა სახე.
დოსტაქარმა თავი წამოუწია ალექსანდრეს და ხურვებისაგან დატკე-
ჩილ ტუჩებზე ბატის ფრთით ცივი წყალი გადაუსვა. ტუჩები აამოძრავა
ავადმყოფმა, ისევ გაახილა თვალები და უკვე კარგა გასაგონად ამოიხვნეშა.
- გიორგი სადღაა?
მიუხედავად იმისა, რომ დავითი მხოლოდ ამ კითხვას მოელოდა, მაინც
შეილეწა და სახე იბრუნა.
- სამშვიდობოსაა, ალავერდს! - უპასუხა ქეთევანმა, ნიშნად ფიცისა,
გულ-მკერდზე მიიკრა ხელები, მაგრამ მოხუცის თვალებში ეჭვი იგრძნო...
მომაკვდავის საფლავში ჩასატანი ეჭვი! ალექსანდრე ისევ მიუძლურდა, მი-
სი თავი თვალმიბნედილი, უძრავად ესვენა ბალიშზე, დახუჭული ქუთუ-
თოების ქვეშ თვალის გუგა კი მოძრაობდა, მოძრაობდა... თითქოს ქუთუ-
თოს სალტეს ებრძოდა. ვეღარ დასძლია და თვალგაუხელელად აღმოხდა:
- აქ მომგვარეთ... აქა!
- ხვალ მოგეწვევათ... - ქმრისათვის შეუხედავად უპასუხა ქეთევანმა და
მამამთილს მოუნუგეშა.
დავითმაც დააპირა საუბარში ჩარევა, მაგრამ წარბშეწკიპულმა დოსტა-
ქარმა გამოიხმო.
- გამობრუნების ნიშანია! აცალეთ... აღელვება ისევ დააკარგვინებს ცნე-
ბას.
დავითი ისევ თავისი სადგომისაკენ გაეშურა. დარბაზ-დერეფნებში
დიდკაცობა და მოხელენი კახთ ბატონის გონს მოსვლაზე და გამობრუნე-
ბის პირზე იმედიანად ჩურჩულებდნენ. დავითს მოეჩვენა, თითქოს მოჩურ-
ჩულენი წეღანდებურად მდაბლად აღარ უხრიდნენ თავს. საუფლისწულო
სადგომში შესვლისთანავე ომანს ორივე სია ხელჯიქურად გადასცა.
465
- აღსრულდეს!
ომანმა ჯერ ხელი მოაწერინა, ბეჭედიც დაასმევინა და მხოლოდ შემ-
დგომ შეეკითხა:
- ახალი არის რამე?
- იბარებს!
ომანი განზრახი ქუშობით ჩაფიქრდა. დავითის სიბრაზის აღმავლო-
ბას ელოდა. ზედმიწევნით იცოდა თავისი გაზრდილის ხასიათი.
- ანდერძის გადაცემა ხომ არ სურს... თუ შეატყვე?! - ომანმა ფიჩხი
მიუმატა ცეცხლს.
- მე გადავცემ მას... ავუგებ ანდერძს! - იქუხა დავითმა, - გავაანდერ-
ძებ და დამრჩება!
ომანმა დახურული კარი უფრო დაახშო.
- მართალი ხარ! იგი არასგზით არ უნდა მოვიდეს გრემს!
- ქეთევანი შეჰპირდა - ხვალვე მოგგვრიო.
- ჰმ! ისევ ქეთევანი?! - დაიმანჭა ომანი, - ხვალამდე მთელი ღამეა! -
მნიშვნელოვნად გაჭიანურა სიტყვა, - და მერმე ქეთევანიც თქვენი მეუღ-
ლე გახლავთ, ბოლოს და ბოლოს! თქმა არ უნდა, ღირსეული დედოფა-
ლი. რა სიტყვაა! მაგრამ თქვენით დედოფლობს... ბოლოს და ბოლოს,
ყველამ თავისი საქმე უნდა იცოდეს! - ომანი გაჩუმდა, მას ახლა მარ-
თლაც ახრჩობდა სიბრაზე, ხოლო ამის გამოჩენა არ მიაჩნდა საჭიროდ.
კარგა ხანს ბერა ნესტოები, მელაკუდად შეთხელებულ წვერ-ულვაშში
იფრუტუნა, ჩაძველებული ხველებაც კი აუვარდა. ბაღდადი იფარა პირ-
ზე, მაგრამ უეცრად დაჭმუჭნა და უბეში ჩაიჭუჭკა. - ბოლოს და ბოლოს! -
ბაღდადს უბეში ხრინწიანი მუქარა ჩააყოლა და ჩაიხვია.
დავითი თავადაც გრძნობდა ქეთევანის მიმართ ღვარძლს, მაგრამ
მეუღლის გავლენა ისე შეპარვით და მყარად დაუფლებოდა მის გულს,
რომ ჯერ კიდევ სჭარბობდა სიბრაზეს. მაგრამ ახლა სხვისი პირით, ისიც
ომანისით სამჯერ ნათქვამი „ბოლოს და ბოლოს“ გულში სამთითივით
გაეყარა და კბილები აუკრაჭუნა.
- იგი არ მოვა გრემს, მე არ დავუშვებ! - მკაცრად დაასკვნა დავითმა.
მაგრამ ომანს არც ეს ჰყოფნიდა.
466
- აქ არ მოვა - სხვაგან წავა... და მით უარესი... ან ირანს, ან სტამბოლს!
დავითმაც კარგად იცოდა ამ საუკნიახო გზების არსებობა, მაგრამ გი-
ორგისად როგორღაც არ სჯეროდა. თუმცა ახლა ისეთი განრისხებული იყო
ძმაზე, რომ ყველაფერს ცუდს დაიჯერებდა.
- იგი ვერსად ვერ წავა! მას ჩემი ხალხი დარაჯობს.
- თქვენი მეუღლისა! - ცივად გაუსწორა ომანმა, - იგი კი ხვალ აქ ამოიყ-
ვანს, მაგრამ არც ეგ არის მთავარი!
- მაშ რაღა?
- გიორგის დასმა, იცი, რა შეუთვალა შენს ძმას ალავერდში?
- კარგს არაფერს შეუთვლიდა. არც მინდა ვიცოდე. ვერც მისწვდებიან!
დავითი ისეთ საბრაზეში გაეხვია, რომ უკვე აღარავის უსმენდა და არც
ვის დაუჯერებდა რასმე. მაგრამ ომანმა კარგად იცოდა მისი წამალი.
- გიორგის ვერ მისწვდებიან - დაცულია. სამაგიეროდ, მისი უფროსი ძმა
კი მისაწვდომშია, თავისივე სასახლეს ყოველ კუთხეში საფრთხე ელის!
დავითი მობრუნდა, თუმცა თავი შეიკავა, არა ჰკითხა რა. მაინც დიდხანს
ვერ გაძლო. ახლო მიუჯდა ომანს.
- ჰოდა, მაინც რა შეუთვალეს გიორგის?
- ცოცხალ მეტოქეს მკვდარი ძმა გერჩიოსო!
დავითი გველნაკბენივით წამოვარდა.
- მწარედ უთქვამთ!
- ...და ვგონებ, მართებულად?! - ყრუდ ჩააწვეთა ომანმა.
- იქნებ მართებულადაც! - ჩაღველფებული ხმით დაჰყვა დავითი, დაახა-
ნა და ჭირვეულად, მაგრამ ნიშნეულად ჩაათავა, - ერთი სიტყვით... მე არა-
ფერი არ ვიცი!
- ჩემზე იყოს! - ახლა კი წამოცოცხლდა ომანი, - როგორც მაშინ... პირვე-
ლად... ამას ტივზე ვერ გავსვამთ, გალვანზე გადავახტუნოთ! - ახლა უკვე
აღარაფერს ფარავდა ომანი, ისევ ხელთ მოიგდო გაზრდილი და ბოლომდე
მაჯაგანში გამოიყვანა. - მაშინ ნუღარც ვიხმობთ ქეთევანს. არც არაფერი გა-
ვაგებინოთ. პირიქით, მის ფარს ამოვეფაროთ. ვახუშტისა და ბარამს შე-
ვუთვლი - ისინი გაიყვანენ გალავანზე!

467
- მე არაფერი არ ვიცი! მე არაფერი არ ვიცი! როგორც უმჯობესია, რო-
გორც უმჯობესია!
ომანსა და ქეთევანს შორის თავიდანვე შავმა კატამ გაირბინა. ქეთევანს
უსისხლოდ და უმსხვერპლოდ სწადდა საქმის გასრულება. ომანმა კი იცო-
და, რომ მშვიდობიანი დარიგებისას მას არ დარჩებოდა პირველობა. „ომა-
ნაურიც“ მის წინააღმდეგ შემობრუნდებოდა. მან იცოდა, რომ დიდე-
ბულთ შორის „ზოსიმეს გარიგება“ ჭარბობდა, რომელიც მართალია,
„გიორგიულ გარიგებას“ არ იღებდა, მაგრამ არც „დავით-ომანაურს“
ეთანხმებოდა. ზოსიმეს ზრახვით, კახთბატონის ავადობისას თანამო-
საყდრედ დავითი უნდა დამჯდარიყო, ხოლო მის ირგვლივ - დროებითი
საბჭო ალავერდელის, იასონ სახლთუხუცესის, შერმაზან ჩოლოყაშვი-
ლის და გიორგი ბატონიშვილის შემადგენლობით. გიორგი აგრეთვე, ძე-
გამს საუფლისწულოზე უნდა მჯდარიყო.
ომანს კი თავისი შორს მომშვილდული ზრახვები ჰქონდა. მისთვის
მცირედი დათმობაც თავის დაგმობას უდრიდა.
საღამოს ისევ ცნობაზე მოვიდა ალექსანდრე და ქეთევანი იხმო.
თავთით ზოსიმე ბერდიდი უჯდა.
- გიორგის შენ გაბარებ... დანარჩენს გეტყვის... - თვალები ზოსიმე-
საკენ გადადრიკა, გაუჭირდა და ისევ მილულა.
- დედოფალო, ასე ინება ბატონმა... სნეულების გამო თანამოსაყ-
რდედ დავით უფლისწულს ისვამს, ჯერჯერობით ბჭეებსაც უჩენს.
ზოსიმემ ჩამოუთვალა თავისი „გარიგების ხალხი“.
- ... და კიდევ... შენ, ჩემო რძალო, დაჯდები საბჭოში... - დაამატა
ალექსანდრემ, - დავითსაც შენ აუწყებ და ძმებსაც შენ დაარიგებ! - ალექ-
სანდრემ ძალა დაატანა თავს და სათქმელი ძლივს ჩაათავა, - სიგელი
ხვალ იქნება... - მერმე კი სლოკინი აუვარდა.
ქეთევანმა თავისი ხელით ასვა წყალი, პირი მოუწმინდა და მანასე
დოსტაქარი იხმო. გარეთ რომ გამოვიდა, კართან მოუშორებლად მდგა-
რი ჯანდიერი შეეყარა.
- დედოფალო, ცხენი მზად გახლავს... ამალაც!

468
- მე, ვგონებ, არსად ვაპირებ? - გულფიქრიანად უპასუხა ქეთევანმა. „ნე-
ტავ რას უნდა ნიშნავდეს?“ გაიფიქრა და გზა განაგრძო. ჯანდიერი ყოყმა-
ნით გაჰყვა, მაგრამ მალევე შედგა. უკან გამობრუნდა, მეფის კარს აღარ მო-
შორდა.
ქეთევანი ფრთხილობდა, ერთი შეცდომა, არასწორი ნაბიჯი და... ან
ქმარ-შვილის მოღალატე გამოვიდოდა, ან მაზლსა და, იქნებ, მამამთილ-
საც დაღუპავდა. ჯერაც ვერ გაერკვია, ვის ბანაკში იყო, ან რა აზრზე იდგა
ჯანდიერი. ქეთევანი ჯერ დავითის სადგომში არ იყო შეღწეული, რომ მას
ხალიანა დაეწია.
- ღვთის გულისათვის... უჩქარეთ, ქეთევან-ქალბატონო!
- რა იყო?
- გიორგი ბატონიშვილს ამაღამ... - წყვეტილი ჩურჩულით ამბობდა შე-
შინებულ-შეშფოთებული ხალიანა.
- რა იცი? ვინ თქვა?
- ჯანდიერმა შემოგითვალათ.
- სად არის? იქვე ბატონის კართან?
- ბერდიდთან... თქვენთან გამომგზავნეს.
კახთ ბატონის სადგომის გვერდით სენაკში ზოსიმე და ჯანდიერი დახ-
ვდა.
- თავადო, ვისი ვერაგობაა ეს ზრახვა?
- ომანის... - დაზომილად უპასუხა დავითმა.
- მარტო მისი? - ჩაეძია ქეთევანი.
- არცთუ მარტო...
- დავით... - წამოაკივლა ქეთევანს, მაგრამ თავი დაიჭირა და სათქმელი
ჩაასხვაფერა, - დავით ჯანდიერმა საიდან იცის?
- ჯანდიერმა ბევრი რამ იცის... მაგრამ საიდან - მას არასოდეს არ ეკით-
ხებიან! ზოსიმე ბერდიდის თანდასწრება ჩემი სიტყვის მართებულობის სა-
წინდარია!
- მერე რატომ არ ჩაერევით?
- სისხლის ღვრას ვერიდები. მერმე ვერაფერი ვერ შეაჩერებს შიდა ომს.
თქვენს მეტი უსისხლოდ ვერვინ ჩაერევა ამ საქმეში.
469
ჯანდიერის სიდინჯემ და საზრიანობამ ქეთევანიც დაადინჯა და აა-
მოქმედა.
- მესმის... ახლავ წავალ ალავერდს. ხვალვე აქ ამოვიყვან გიორგის!
- არამც და არამც! თქვენ დაგედებათ მისი ცოდვა!
- მაშინ?
ჯანდიერმა არ გასცა პასუხი, ბერდიდს შეხედა.
ახლა კი ზოსიმემაც ხმა ამოიღო:
- უფლისწულის დასარწმუნებლად უღალატობის ფიცი ჩამოართვი
გიორგის და გაუშვი ძეგამს. კახთ ბატონსაც მისი ნაწერი ამოუტანე. საქ-
მე, ვგონებ, ასე დარიგდეს. თანამოსაყდრეობის სიგელი კი, როგორცა
ვთქვით, დილას იქნება!
ქეთევანმა ახლა აუღო ალღო საქმეს. ერთადერთი უსისხლო გამო-
სავალი მართლაც ეს იყო, ყველა კეთილგანწყობილისათვის უსათუოდ
მისაღები, მისი ჭირვეული დავითისათვის კი ყველაზე უფრო სარგო და
სავსებით კანონიერი. ერთიც მოაგონდა, ალავერდის ირგვლივ შავხან-
ჯლიანები იყვნენ ჩასაფრებულნი.
- ტაძრიდან მისი გამოყვანა უფრო სამარცხოა ვგონებ?
- მართალი ბრძანებაა! იქაც არიან, აქედანაც წავიდნენ! - ჯანდიერმა
ისევ ზოსიმეს შეხედა. ბერმა მკერდის ჯვარი გადაიძრო.
- ალავერდელი ახლა იქ იქნება. ადრევე გაბრუნდა. ჩემს ჯვარს გა-
დასცემ, საიდუმლო სავალს გაგანდობს. ამიერით ერთადერთ დედო-
ფალს გეცოდინება!
ქეთევანმა უმალ ჩაიბარა ბერის ჯვარი და ჯანდიერს მიუბრუნდა:
- ახლა კი დამჭირდება ცხენ-ამალა. ნაბადსაც ვითხოვ. ჩემს დარბაზ-
ში აღარ მინდა გავბრუნდე.
- ყველაფერი მზად გახლავს! მე ერთადერთი, მაგრამ თითქმის უმ-
ცდარი იმედი მქონდა.
ქეთევანი თავგამეტებით მიქროდა ჩაბნელებულ გზაზე. ჯანდიერის
შერჩეული ამალა ძლივს წვდებოდა მას. ჩქარობდა ქეთევანი - მისწრე-
ბაზე იყო საქმე. ვერაგობის მზრახველთა ჯგუფი კარგა გაწინაურებული
იყო. ბედად, მთვარე ადრე ამოვიდა და გზადსწრაფვა გაუადვილა.
470
უკვე ალვანთან იყვნენ, როდესაც ალაზნის გაღმა - ალავერდის გალა-
ვანზე თოფი გავარდა, ზარიც დაარისხეს.
ქეთევანმა მათრახი უსუსხა ცხენს და ალაზანში ჩააგდო, გზა გაიმოკ-
ლა და სულ მალე გალავნის ალაყაფთან გაჩნდა. იქ ერთი ყვირილ-ძახილი
და უშვერი ლანძღვა ისმოდა.
- გააღეთ! რა ქვეყანა შეჰყარეთ! ალავერდელთან მოვალთ, დავით კახთ
ბატონის სიგელი მოგვაქვს! ალაყაფი გააღეთ!
გუშაგები, მართალია, ზარის დარისხებას დაეთხოვნენ, მაგრამ ალა-
ყაფს არ უღებდნენ.
- დილამდე არა! ბრძანება არ არის, გაიგეთ!
- შე ღდინძაღლო! მაცალე, შენს ოხტშიაც ამოვალ! ემანდ ხალხი მაინც
დააშოშმინე! ვერა ხედავ, სოფლებში შუქი და ყიჟინა ჩავარდა. აჰა, ხალ-
ხმაც მოგვატანა!
ქეთევანმა იცნო ვახახიშვილის ხმა და ზედ მიაგდო ცხენი.
- რა ამბავია? რა მოხდა?!
ვახახიშვილმა იცნო დედოფალი. მოულოდნელობისგან დადრკა, დაქ-
ვეითდა:
- მშვიდობა, დედოფალო! გალავანში გვინდოდა შესვლა და კარიბჭე არ
გაგვიღეს დარაჯებმა.
- რა გინდათ ამ შუაღამისას ალავერდს?
- დავით უფლისწულმა... - და უეცრად მწარედ ჩაუკრა, - თქვენმა მეუღ-
ლემ გამოგვაგზავნა - ალავერდელს იბარებს დილაადრიანად - წარბშეუხ-
რელად იცრუა ვახახიშვილმა... - მეტი რაღა გზაა, დილამდე აქ დაველოდე-
ბით. უკანწაუსვლელობის გასამართლებელი სიტყვა ახლავე ჩაასმინა დე-
დოფალს, მაგრამ შეცდა.
- რატომ დილამდე! ახლავ შევალთ! - ნაბადი მოიშორა და ზევით ასძა-
ხა:
- მანდ რომელი ხარ? აბა, გამიღე!
- დედოფალი ბრძანდებით?! ახლავ, დედოფალ-ბატონო!
ალაყაფში რომ შევიდნენ, დედოფალმა ტაძარს დაუარა. ყველა კარი
მოსინჯა, თავისი გუშაგები ჩააყენა. ისევ კარიბჭეს რომ ჩაუარა, დაინახა: ვა-
471
ხახიშვილიც თავის ამფსონებით შემოსულიყო. ქეთევანმა დრო აღარ
დაკარგა, საოსტიგნოს მიაშურა. მესაწოლე ბერი დახვდა, ალავერდე-
ლის სენაკში შეუძღვა. იგი უკვე ელოდა.
- უდროო სტუმრობა მაპატიეთ, მამათმთავარო!
- რასა ბრძანებთ, დედოფალო! ფრიადი საქმისათვის გაისჯებო-
დით?
ქეთევანმა ზოსიმეს ჯვარი გადასცა და მოკლედ აუწყა საქმის ვითა-
რება.
- მაშ, ყველანი გალავანში არიან, მხსნელნიც და მკვლელნიც? კარგი
მრევლი გაგვჩენია! - ალავერდელმა ფაფუკა ხელებით ჯვარიც სახა და
ქოქოლაც აყარა კარისაკენ, - მაინც ვინღა წაჰყვება ბატონიშვილს?
- ვინც შიდა დარაჯად ახლავს.
- კარგია! სანდო ალავერდის საიდუმლოსაც შეინახავს. ვეფხის გლე-
ხია და დათვის აზნაური! - თავის ვარაუდებს ჩურჩულებდა ალავერდე-
ლი, მერმე იოველ-ბერი იხმო, სანთლები აანთებინა და ქეთევანის თან-
ხლებით ტაძრისაკენ გაემართა.
გოლამ, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ დედოფალიც ახლდა, კარი აღა-
რც ალავერდელს გაუღო. ქეთევანმა ისევ ჩააკეტინა კარი და მინაშენში
გიორგისთან შევიდა. ალავერდელმა და იოველ-ბერმა კი საკურთხევ-
ლის მარცხენა მინაშენს მიაშურეს. გოლაც იქ წაიყვანეს.
- გიორგი, აქა მშვიდობა! აჰა, ქაღალდი - მამასთან ბარათი დაწერე...
მოკლე.
- მაშ, ცოცხალია...
- ცნებაზეც მოვიდა... გკითხულობს.
ქეთევანი ჩქარობდა. მისი ციებ-ცხელება გიორგისაც გადაედო.
- რა ამბავია ირგვლივ? რა ზარის ხმაა?
- ნურას კითხულობ... მალე დაწერე... კიდევ მაქვს საქმე... მერმე წახ-
ვალ...
- სად?
- ძეგამს... პირდაპირ და ფრთხილად. ზოგი ვინმე გემტერება... - ქე-
თევანმა ვეღარ დაამთავრა სათქმელი.
472
- ზოგი ვინმე! - გიორგიმ ხელი ჩაიქნია და სანთელს მიუჯდა, მამას ორი-
ოდ თბილი სტრიქონი მისწერა. ხელიც მოაწერა და ბეჭედიც დაასვა.
- ახლა დავითს, კახთ ბატონის თანამოსაყდრეს, უღალატობის სიგელი
მიეც. - ქეთევანმა ახალი ქაღალდი გადასცა მას. მალე ესეც გასრულდა და
ქეთევანმა ალავერდელს მოუწოდა.
სახარებაზე დაიფიცა გიორგიმ... ხმამაღლა წაიკითხა სიგელი.
„მე - ძეგამს საუფლისწულოზე დამჯდარმან ბატონიშვილმან გიორგიმ -
არც ვეღალატო ჩემსა ძმასა - დავითს - კახთ ბატონის თანამოსაყდრეს, არ-
ცა ვინდომო მისი შური და ვნება. ჩემი ხმალიც ერთგულად ვამსახურო და
არცა ოდესმე გავუორგულდე ჩემსა მამულსა და თვისტომთ...“
- ამინ და ამინ! გისმინოს და გამხნევოს უფალმა... ვადასტურებ! - შიგა-
დაშიგ ჩართვით ღაღადებდა ალავერდელი და პირჯვარს სახავდა საფი-
ცარს.
- ამინ და დასტური! ამინ და დასტური!
- აბა, ნუღარ დავაყოვნებთ! - ძარღვების თრთოლვას ვეღარ იკავებდა
ქეთევანი. ალავერდელის ნიშანზე იოველ-ბერი ჩრდილივით შემოდგა მი-
ნაშენში.
- მზად გახლავს, მამაო!
- სანთლები ჩააქრე... არვინ შეგვნიშნოს.
იოველ-ბერმა დაუარა ყველა ხატსა და ჭაღს. სულის შეუბერავად, სა-
ლოკი თითის დადებით ჩააქრო მბჟუტავი სანთლები და ტაძარში ჯერ სულ
სიბნელე გამეფდა, მერმე ვიწრო სარკმლიდან ჩამოღვრილი მთვარის სხივ-
ყვითელი ბილიკებად დაედო ტაძრის ნახატობას და იატაკს. სულ გააუცნაუ-
რა შინამო. ქეთევანი გაურკვევმა შიშმა შეიპყრო, მაზლის ხელს დაეყრდნო
და მიჰყვა.
- რძალო ჩემო, დიდი დარდი-ჯაფა შეგახვედრე უნებურად. ჩემს მამასაც
შენ გაბარებ და ჩემს შვილსაც... - გიორგიმ დამთავრებაც ვერ მოასწრო გა-
მოსათხოვარისა. ყველა ჩქარობდა... მას კი გარეთ არ მიუწევდა გული.
იოველ-ბერმა ყველა მარცხენა მინაშენში გაიყვანა, კარი მყარად გამო-
ხურა, მაშინღა აანთო სანთელი.

473
მინაშენის შუაგულში, იატაკზე საფლავის დიდი ქვა ცალმხრივ წამო-
ყუდებული იყო და მუხლის სისხო წინსადგარი ჰქონდა შეყენებული.
ქვევიდან ობისა და ნესტის სუნი ამოდიოდა.
- გოლავ, სადა ხარ?
- აქ გახლავარ, ქალბატონო! - საფლავის ქვის ქვევიდან თავი გამოყო
გოლამ.
- ბატონიშვილს ეახლები, სადაც არ უნდა ინებოს წასვლა. აბა, გზა
მშვიდობისა! - ქეთევანს ძალ-ღონე ელეოდა, თვალებშიაც ეძაძებოდა
ბინდბუნდი. ეს ყოველივე - საფლავს ზედა და საფლავს ქვედა - სიზმარ-
ცხადის მიღმა დანახულს ჰგავდა.
ბერმა მარქაფა სანთელი ჩააწოდა გოლას. და გიორგის გზა მისცა.
- საკირეში მომელოდეთ. ცხენებს იქ მოგგვრით!
სულ ბოლოს კი ალავერდელმა აღიმაღლა ხმა:
- ალავერდის ტაძრის საიდუმლო წმიდათა წმიდაა! წყეულიმც იყოს
ავად გამთქმელი იდუმალ სავალისა!
- წყეულიმც! - ერთად აჩურჩულდნენ საფლავს ქვედანი და საფლავს
ზედანი, მერმე ხრიალით ჩაემხო ქვა. საფლავი დახშო. იატაკი ისევ სწო-
რი იყო.
ტაძრიდან ზედმეტი არავინ გამოსულა. ვახო ვახახმა თავად დაით-
ვალა. მალე ქეთევან დედოფალი თავის ამალით გაეცალა ალავერდს.
ალავერდელმა კი ფრიადი დაღლა იმიზეზა და ვახახიშვილს დილი-
სათვის გადაუდო წვევა. სენაკში შეიკეტა და შუქი ჩააქრობინა. ბერებიც
თანდათან მიყუჩდნენ. წავიდ-წამოვიდნენ. დარაჯებიც ფეხათრევით
მილაგდნენ.
გალავნის ალაყაფი არცთუ მყარად მიხურეს, შიდაბოქლომი არც კი
დაუდიათ. ვახახიშვილის ჯგუფს თითქოს არცვინ ამჩნევდა.
მათაც დააყოვნეს და დააყურადეს, მერმე კი მიყნოს-მოყნოსეს ყვე-
ლაფერი. ტაძრის კარიც მოსინჯეს, კარი ღია აღმოჩნდა. ვახომ მაშინ კი
იტკიცა ხელი და ჩირაღანთებული შევარდა ტაძარში.
შიგ, რა თქმა უნდა, აღარც ბატონიშვილი და არც მისი მცველი გოლა
არ დახვედრია.
474
- სად მოგვატყუა დიაცმა! - ტუჩებზე იკბინა მცდელმა მდევარმა და თა-
ვის ჯგუფიანად გაეცალა ალავერდს.
კარგა გათენებული იყო, ქეთევანმა რომ მიაღწია გრემ-სასახლეს.
იგი ძლივსღა მაგრობდა უნაგირზე, ძლივს ავიდა კიბეზე და უმალ კახთ ბა-
ტონის საწოლს მიატანა.
ისევ იქვე იდგა ჯანდიერი. მთელი ღამე არ მოშორებია ტახტის კარს.
- გკითხულობდათ... ახლაც გელით!
ზოსიმეც ისევ ისე თავთით უჯდა ავადმყოფს.
კახთ ბატონმა თვალები გაახილა.
- მშვიდობა გახლავთ, მამავ-ბატონო! - და ქეთევანმა გიორგის მინაწერი
გადასცა ზოსიმეს. მან დაბალი ხმით ჩაუკითხა ალექსანდრეს. იგიც უმალ
დაწყნარდა. ისევ ბურანს მიეცა.
- შვილო! დაისვენებდე... აგრე კეთილად და გონივრულად გატაროს
უფალმა!
თავის ჯვარი დაიბრუნა ზოსიმემ, გიორგის „უღალატობის საფიცარიც“
ჩაიკითხა და, თავის მხრივ, ზედ დადებით გრაგნილიც გაუწოდა.
- ეს გუშინ თქმული სიგელი გახლავთ დავით უფლისწულის თანამოსაყ-
დრედ დასმის შესახებ... სრულდამოწმებული და დამტკიცებული.
ქეთევანს კიდევ არ ეწერა დასვენება. შევიდა თუ არა თავის სადგომში,
დავითი თვალცეცხლიანად წამოეფეთა.
- ამის იმედი მქონდა?! გულთან მყოლია მთავარი მოღალატე! - მეტის-
მეტი სიბრაზისაგან სიტყვაც მოებორკა. სული ქშენით მოიბრუნა.
- ბოლოს და ბოლოს! - მოწყვეტილად წამოისროლა სხვისი სიტყვა.
- სად არის გიორგი?
- ძეგამს გავუშვი.
- როგორ თუ გაუშვი? რატომ?
- შენს ხელებზე მისი სისხლი რომ არ მენახა!
- იქნებ პირიქით ნახო... მის ხელებზე... ჩემი... მაშინ რას იტყვი?
- აჰანდე! - და გიორგის უღალატობის სიგელი გადაუშალა, - ეს გიორგის
ფიცია. შენსას კი არა ჰგავს! გუშინ ფიცი მიეც - დღეს მკვლელებს უგზავნი!

475
დავითი შეწფა და შეჩერდა. უეცრად ვერ მოახერხა პასუხი და უფრო
მეტი სიბრაზე მოერია.
- შენ მღუპავ მე... ტახტს მაკარგვინებ! მეუღლე ხარ ჩემი თუ...
- აჰა ესეც! - და ქეთევანმა გაავებულ მეუღლეს კახთ ბატონის თანამო-
საყდრეობის სიგელი ააფარა თვალებზე.

XL ვინმე გაუკითხავი
წყალი უკვე ამღვრეული იყო. იმ ღამეს, როდესაც ქეთევანი გიორგის
გადარჩენის ჩალიჩში იყო, ხოლო დავით უფლისწული თავის დარბაზში
კრუნჩხვითა და ბრაზით ტეხდა ღამეს, ომან ჩოყოლაშვილი თავად
ხელმძღვანელობდა „პირველი საპატიმრო სიით“ ტყვევნას და რბევას.
მართალია, პირადად არც ერთ სახლში თუ სასახლეში არ შესულა, გა-
რეთ ჩრდილში პირაფარებული იდგა და ელოდა მისეულ მარბიელთა
„ლაფიან თუ ალაფიან“ მობრუნებას. „ლაფიანად“ - უპატიმროდ მობ-
რუნებას უწოდებდა და საოცარ ცეცხლს იკიდებდა, მისი სრული გამარ-
ჯვების ჩავარდნილ საფეხურად თვლიდა. სადაც წინააღმდეგობას წააწ-
ყდებოდა, მტერზე არანაკლებად დააფორიაქებინებდა სახლ-კარსა და
ციხე-სოფელს. თავიდანვე დიდ შიშს აძლევდა, რომ „შემდგომი მცირე
სიკეთე დიდ სიკეთედ“ მოსჩვენებოდათ. მრავალი თავადის სასახლეს
გაედო ულოდნელი ხანძარი. გიორგი ბატონიშვილის ბევრი აშკარა ან
ჩუმი მომხრე ულოდნელ „შინა ტყვეობაში“ ჩავარდა, ან ილვტოდა უგ-
ზო-უკვლოდ, თავგზაბნეულად. მაყაშვილნი ომანის ხელში აღმოჩ-
ნდნენ. ახალგაზრდა ენდრონიკაშვილნი ზოგნი ჩაუვარდნენ ხელთ,
ზოგნიც, მოხუცი გორჯასპისა არ იყოს, მასთან იყვნენ. დანარჩენებმაც
„დავით-ომანაური დარიგების“ მომხრეობა იტვირთეს და მძევალიც გა-
იღეს. თამაზ და ბებურ ვაჩნაძეებმა თავს უშველეს, შემთხვევით თუ დამ-
თხვევით შინ არ აღმოჩნდნენ. და ეს ყველაზე უფრო აწუხებდა ომანს.
ისევ მოხუც ყაფლან ვაჩნაძეს უყელა გრემს და დამძევლა. შავხანჯლია-
ნები ახლა უფრო შორს მყოფთ გაუსია, თავად კი დილაადრიანად ისევ
გრემსასახლეს მიაკითხა.

476
მისვლისთანავე ვახახიშვილი და თავისი ბარამი შემოეყარნენ, გიორ-
გის შესახები ყველაფერი აუწყეს. მისი გადარჩენა და ძეგამს წასვლა რომ
გაიგო, ცეცხლი მოიკიდა. დავითთან რომ მიიჭრა, გარეგნული სიმშვიდე ნა-
ბადივით მოიხურა, დილა მშვიდობისა და ნაწილობრივი გამარჯვება მი-
ულოცა. ძირითადს არ შეეხო.
- პატიმრები და მძევლები მალე აქ გაჩნდებიან, სად მიბრძანებთ მათს
მოთავსებას, კახთბატონო და არამცდაარამც ნაკლებო!
- რა პატიმრები? - დაბნეულად იკითხა დავითმა, მას ქეთევანის გადმო-
ცემული თანამოსაყდრეობის სიგელი ჯადო თილისმასავით ჯერაც ხელთ
ეპყრა, ხშირ-ხშირად გაშლიდა, ჩაიკითხავდა. ტახტის მომკვიდრების სა-
კითხში ასე უშნოდ მჟღავნებულ სულწასულობას ნაგვიანევად უხერხულობ-
და. იგი უკვე კახთ ბატონის სიგელდამტკიცებული თანამოსაყდრე იყო.
მამისადმი უეცრად ცეცხლად ავარდნილი ეჭვი ისევე უეცრად გაქრობო-
და. ახლა ბევრ რასმე გულწრფელად ნანობდა, ზოგი რამ კი, მაგალითად,
„პირველსაპატიმრო სია“ გულში ახსოვდა, მაგრამ აინუნში აღარ მოსდიო-
და და როგორღაც თავისთავად გაუქმებულად მიაჩნდა.
- აი, რა პატიმრებისა! - ომანმა გუშინდელი სია უკვე შეპყრობილთა აღ-
ნიშვნით წინ დაუდო. დავითმა როცა ჩაათვალიერა, შეძრწუნდა. შინაური
ომი უკვე დაწყებული იყო.
- ახლა რაღა გამოდის? - და პირველსაპატიმრო სიას თავისი თანამოსაყ-
დრეობის სიგელი გადააფარა.
ომანმა ჩაიკითხა. ტუჩებიც ჩაიკბინა. ისევ ზოსიმე და ისევ ქეთევანი უდ-
გნენ თვალწინ.
„მაშ, ასე, მოსაყდრედ დავითს ჰგუობენ, ომანს კი მცირე ბჭედაც აღარ
სვამენ?“ თავის თავზე, ვით სხვა პირზე, ისე ფიქრობდა ყოფილი სახლთუ-
ხუცესი, ერისთავ-ყოფილი... მისი ვერაგსაზრისიანი გონება კვლავ დაძაბა.
მისთვის ერთი რამ ცხადი იყო: ვიდრე დავით-თანამოსაყდრე დიდ სასახ-
ლეში, ქეთევანის გვერდით იყო, მთლიანად ვერ იგდებდა მას ომანი. „წუ-
ხანდელი პატიმრობანი რა ბედენაა, პირველ ყოვლისა, თავად უფლისწუ-
ლი, თანამოსაყდრე თუ ახალბატონი უნდა ვიგდო ხელთ! სხვა საშველი არა
მაქვს“.
477
საბაბიც ხელად შეთხზა. მით უფრო, შემთხვევამაც ხელი შეუწყო. ვა-
ხახიშვილმა სასწრაფოდ წვევა ითხოვა და ჩქარსიტყვიანად მოახსენა
მათ, რომ ვაჩნაძენი, ავალიშვილნი და გაღმა მხრის მოურავნი დიდ გუნ-
დად შეყრილან და გრემ-სასახლეს უახლოვდებიან.
- გიორგი ბატონიშვილი ხომ არ არის მათთან? - გამომწვევად შე-
ეკითხა ომანი. ვახომ ინიშნა, რომ ომანს სჭიროდა გიორგის „შეყრილებ-
თან“ ყოფნა. მაგრამ მას არ უყვარდა ისეთი ტყუილი, რომელიც მალევე
გაირკვევოდა.
- ჯერ არა... ძეგამს უფრენიათ მომწვევი.
დავითი დუმდა. მას ისევ მოუდუნდა ნება. შინაომის დაწყება მომაკ-
ვდავი მამის წინააღმდეგი ომი იქნებოდა. ასე შეხედავდა მას ყველა. ახ-
ლა თანამოსაყდრეს არ სჭიროდა იგი.
- რაღა ვიმოქმედოთ?! მე სრულიადაც არ მსურს... სრულიადაც!
- პირველ ყოვლისა, გრემ-სასახლეს უნდა გავეცალოთ. აქ კედლებიც
ჩვენი წინააღმდეგი არიან. თუ მოაძალა გიორგიულთ ჯგუფმა, აქ თავს
ვერ დავიცავთ. შუბის ფასად არ დაგისვან მოსაყდრეობა. ეს ფარატინი
კი ვერაფერი აბჯარია!
ნატყორცნი ნიშანში მოხვდა, თუმცა უმთავრესად არა „ომანაურ“
მოსაზრებით. დავითს ისედაც უმძიმდა მომაკვდავ და არსებითად მიძა-
ლებული მამის გვერდით ყოფნა. არანაკლებ უმძიმდა ქეთევანის წამ-
დაუწუმი მხილებანი.
- მაშ სად მირჩევ?
- მრგვალ დარბაზში ავიდეთ. იქ ვიხმოთ თანამდგომნიც და, თუ გნე-
ბავთ, ახალი სიგელის ბჭენიც... - და ზედმიბმით მნიშვნელოვნად და-
აყოლა: - მძევალ-პატიმარნი კი ჭოეთის ციხეში ავგზავნოთ!
ასე შერბილებულ-შესხვაფერებულმა აზრმა მოითანხმა დავითი,
თუმცა სულ ვერ ერწმუნა. მისი ნიშატ-ხასიათის საბუთიერება აკლდა.
ომანმა ხელად დაუმატა. გაზრდილის ხასიათს მიუსადაგა.
- მრგვალ დარბაზში შენ თანამოსაყდრეზე უფრო მნიშვნელოვანი
იქნები! საკუთარი კარის მქონე მრისხველი და მწყალობელი! აქ კი, სა-
უბედუროდ, დღედათვლილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი დიდი ბატო-
478
ნის ღამისმთეველი და ჭირისუფალი ბრძანდები! მეტი არაფერი! იქ კი თა-
ვიც დავიცვათ და დიდებულებიც იქ დავაფიცოთ!
დავითი ახლა კი მოხიბლა ომანის გარიგებამ. თანხმობა მისცა. და-
ნარჩენი მალე გაარიგა ომანმა. პატიმრები გზიდანვე ჭოეთის ციხეში გაგ-
ზავნა. გრემის ციხის გუნდი კი დავითის სახელით მრგვალდარბაზში აიყვა-
ნა, იქ ჩააყენა. ბრძანებაც აფრინა ქიზიყის სადროშოს გამოსაყვანად... და
ის-ის იყო დავითი თავისი ამალით მრგვალდარბაზა სასახლისკენ დაძვრას
აპირებდა, რომ ჯანდიერი ეწვია. თვალებში სულ არ შეუხედავს, არც სახე-
ლი უხსენებია.
- ოდნავ მომჯობინდა... დაუყოვნებლივ გითხოვს!
თანამოსაყდრემ ომანს გადახედა, მაგრამ იგი მთაზე გადმომდგარ
მრგვალდარბაზას გაჰყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა მას.
- კარგი, მოვალ!
ჯანდიერი კარს გაეფარა თუ არა, ომანმა სარკმელთან იხმო თანამოსაყ-
დრე.
- ბატონო ჩემო, ამ მთის ნიღრს გახედეთ. იქ, შუაგზაზე, გალავანში ჩაშე-
ნებულ-მიშენებული დილეგია, სულ მაღლა კი - მრგვალდარბაზა. ლევანი-
სეული, პაპათქვენის სასახლე, მოგეხსენებათ... ჰოდა, რომელს ირჩევთ?
- რა საკითხავია? - გაფიცხდა დავითი.
- მაშინ არ უნდა ეწვიოთ მამას! იქიდან საიდუმლო სავალი გახლავთ და,
ვინ იცის, სად ამოჰყოფს თავს თანამოსაყდრე? ტახტის ბედით არვინ
უდარდელობს და, ვისაც მთელი ეკუთვნის, არ მენახევრობს! არც ცდაბედი-
ობს!
ამრეზილად უსმენდა დავითი. იგი უკვე უკადრისობდა ასეთ კილოზე შე-
გონებას, მაგრამ გუნებაში ეთანხმებოდა და დუმდა. თან მომაკვდავ მამას-
თან არმისვლა უკვე მეტისმეტად მიაჩნდა. ასეთი გულხენეშობა დავითსაც
აცბუნებდა.
- მამას ვნახავ და წავიდეთ!
- შენი შინაომისა და მძევლობის ამბავს გაიგებდა. რა პასუხს გასცემ?
დავითი დუმდა. ომანმა კიდევ მოუჭირა ზამბარა:

479
- უცბად არ გითხარ. თავად ინიშნებდი, მეგონა. მრგვალ დარბაზში
არიან ბატონიშვილნი, შენი თეიმურაზი და გიორგის - იესე!
დავითს მხოლოდ ახლა მოაგონდა თავისი ვაჟი. ამ ორომტრიალში სრუ-
ლიად გამორჩენოდა გუმანიდან და ახლა ომანის აზრმიფლულმა სიტყვამ
აგრძნობინა, რომ მას რაღაც ფარული მნიშვნელობა ჰქონია. იესე კი მძევ-
ლად ეყოლება... მაგრამ თავისი თეიმურაზი?!
- თანამოსაყდრის ეს ბჭენი ვერ მომდიან თვალში! - სიგელზე მიუთი-
თა ომანმა, - მეურვეებს უფრო ჰგვანან! ხოლო, რადგან შერმაზანი, შენი
შვილის მამამტე, და ქეთევან დედოფალიც - შენი შვილის დედაც შიგ
ურევია, ვეღარ გამიგია, ვის მეურვეობას ვარაუდობენ?! ეჭვის საოცარი
მთესველი იყო ომანი. დავითის გულში კი ამისთვის მდიდარი ნიადაგიც
იყო და დიდი მოსავალიც იცოდა.
„იქნებ თეიმურაზის?“ უკბინა ფიქრმა და მოაგონდა ოდესმე ქეთევა-
ნის ნათქვამი „შვილის მეტოქეობის“ შესახებ! „აი ახლა კი მივხვდი, რად
მიყვავებენ... სად მიგებენ ხაფანგს... ან ქეთევანი რად ჩალიჩობს ასე
თავგამოდებით!“ დავითი ახლა აღარ ფიქრობდა, უკვე იღველფებოდა
ეჭვებით. უცბად მოაგონდა შერმაზანსარდლისადმი ჩარჩენილი ძველი
ღვარძლი და შური, ჯერ კიდევ ძეგამის ციხე-გალავნის ბრძოლის დრო-
ინდელი, გულში ჯღუდ ჩამჯდარი... მერმე თეიმურაზის მამამტისა და
მწურთნელის შერჩევის დროს, შერმაზანის პირველი უარი და მწარსიტ-
ყვაობა მის - დავითის - მიმართ. მაშინ დაუთმო კახთ ბატონსა და თავის
მეუღლეს... ახლა კი... როდესაც თვით არის „მრისხველი და მწყალობე-
ლი“.
- შერმაზან თუ შეიპყრეს?
- არა, ბატონო, სიაში არ ყოფილა! - ფიცხლავ უპასუხა ომანმა. მან
უკვე იცოდა, რომ აქამდე თუ წაბიძგება სჭიროდა დავითს, ახლა უკვე
თავდაჭერაც დასჭირდებოდა.
- არაფერი გიბრძანებიათ!
- ვბრძანებ!
- ავალთ და იქ დაგვხვდება! - მიუგო და მიუგო ომანმა. მას უკვე ორი
კურდღელი ჰყავდა დაჭერილი.
480
სულ მალე მრგვალდარბაზა სასახლე საომარ ბანაკს დაემსგავსა. კა-
რიბჭე ჩაკეტილი იყო. გალავანზე მოძლიერდა გუშაგობა. ხოლო გალავ-
ნის ირგვლივ და ათასსაფეხურაზე თოფოსნები და შუბოსნები იყვნენ
ჩასაფრებულნი. დავითის მომხრე თავადებმაც მხედრები მოიყვანეს.
აქ, „მრგვალ კარზე“, სახლთუხუცესობა ომან ჩოლოყაშვილს უბოძა და-
ვითმა, ქონდაქრობა - ვახუშტ ვახახიშვილს, მეჯინიბეთუხუცესობა - ბარამ
ჩოლოყაშვილს. მალე აბელ-სარდალიც მოუვიდა. უმალ იგი და ვახახიშვი-
ლი კმალაშქრით ჩაგზავნა, დიდი სასახლის შორიახლო მისავლები შეაკ-
ვრევინა.
ვაჩნაძიანთ ჯგუფი, ახალი ცნობით. შილდას ციხეში გროვდებოდა.
ყველგან დიდი თიშვა ჩავარდა. ძველი თავდადებულნი კახთ ბატონს
კვლავ ღამეს უთევდნენ და კვლავ „ზოსიმეს დარიგებაზე“ იდგნენ. „გიორ-
გიულნი“ და მძევლობა-პატიმრობას გარიდებულნი, გადარჩენილნი თუ
დამფრთხალნი, ახლა ძეგამისაკენ იხედებოდნენ და ეშურებოდნენ.
„დავით-ომანაურნი“ კი ზედა სასახლეში „ახალ კარზე“ მიიჩქაროდნენ.
თანდათანობით თავადობა გაიკრიბა „ძველი კარიდან“, ზოგი ნებით,
ზოგი ძალით, ზოგი სიფრთხალით. გრემდიდის სასახლის ღამის მთევარ-
თა რიცხვმა იწყო კლება და „ახალ კარზე“ შედგომა. იქ მათ დავითის ერ-
თგულებაზე აფიცებდნენ და იმტკიცებდნენ.
ათასი ჭორი გაედო ქალაქს, მერმე მთელ კახეთს. ყველა შეფორიაქდა,
მოურავობის გაუქმებაზე და ისევ ერისთავობის შემოღებაზე გავარდა ხმა
და მთელი კახეთი მეხივით ჩაიარა. ეს მარტო ახალი ბატონის გამეფებას
როდი ნიშნავდა, არამედ მთელი სამოხელეო და სამეურნეო წყობის ხელახ-
ლად მსხვრევასა და ძველკობურობზე მობრუნებას. ახლა ჩუმი შფოთი და
ჩოჩქოლი გლეხობაში და ამქარ-მოქალაქეებშიც ჩავარდა. ხოლო დიდთა-
ვადნი უკვე დასტა-დასტებად მოუვიდნენ დავითს. ახალთავადნი, დაწინაუ-
რებულნი აზნაურნი და მოურავნი კი ძეგამს დაიხიზნენ.
ქეთევანმა თავისი ქმრის ნაცვლად მოინახულა კახთ ბატონი და მისი
უტყვი საყვედურების თვალცრემლიანი მოწმე გახდა; მრგვალდარბაზა სა-
სახლეში წასვლა დააპირა, მაგრამ ზოსიმემ ჯერ არ უყო.

481
- ირგვლივ შიდაშფოთი და განდგომაა. ახლა ცხელ გულზე ცოლ-
ქმარს შორის არ მოგიხდეთ საბოლოო თიშვა. ჯერ ალავერდელი და ია-
სონ ჭავჭავაძე ვიშუამავლოთ!
მაგრამ ალავერდელი სულ არ მიიღო დავითმა. იგი გიორგი ბატონიშვი-
ლის გაქცევის თანამზრახველად ჩათვალა. იასონ ჭავჭავაძის პირით კი
მამას „მშვიდად ყოფნა“ მოსთხოვა, „კახეთის მთლიანობისა და უშიშ-
როების საზრუნავი თავზე და ხმალზე“ იდვა. ქეთევანს კი „მამასთან
დღენიადაგ და მოუცილებელ მზრუნველად ყოფნა“ შემოუთვალა.
ქეთევანი მიხვდა, რომ ეს ომანის ხერხი იყო და დედოფლის ზედა
სასახლეში ასვლის აკრძალვას ნიშნავდა. მაშინვე შერმაზან ჩოლოყაშ-
ვილს თავისი და მაზლის შვილის ქვევით ჩამოყვანა შეუთვალა. ამან
სულ დაარწმუნა დავითი „შვილის გამეფებისა და საბჭოს მეურვე-
ობის...“ გარიგების არსებობაში, და კიდევ ერთი წინდაუხედავი ნაბიჯი
გადაადგმევინა. შერმაზანი აქამდე გაუცხადებელ შინატყვეობაში თუ
ჰყავდა, ახლა აშკარად დააპატიმრა და შვილს ჩამოაშორა.
ძალა რომ იკრიფა და მომხნევდა, იერიშზე გადავიდა. შილდის ცი-
ხეს ლაშქარი გაუსია. „გიორგიულნი“ უბელადოდ და დაბნეულად იყ-
ვნენ. შილდაში ომს გაერიდნენ, ძეგამს გაიხვეწნენ. გათამამებულმა და-
ვითმა ახლა ძეგამის გზაზე დაადევნა ლაშქარი. თავადაც გავიდა შილ-
დას, გაქცეულ თავადთა სასახლეები მოარბია და, უკან რომ ბრუნდებო-
და, ვიღაც ჩასაფრებულთ წააწყდა. თოფის სროლა აუტეხეს ბნელაში.
ცხენი გამოუკლეს, თავადაც მხარი დაუშავდა ჩამოვარდნისას. მისი გა-
დარჩენა ან დიდ ვერაგობა იყო, ან სასწაული. ომანმა კი, რაღა თქმა უნ-
და, სასწაულად გაუსაღა. იგი თავად იყო ამ ცრუ-ჩასაფრების მომწყობი.
მან ისევ ორი კურდღელი დაიჭირა; დავითიც საოცრად გააავა და ქვეყ-
ნის თვალშიაც მისი სიმკაცრე გაამართლა. თავდასხმა ვაჩნაძეებს დაჰ-
ბრალდათ. დავითმა ჭოეთს აფრინა ასასი. ტყვე მძევლები ციხის თავა-
ნიდან გადმოაყრევინა, ხეობაში ჩააღუპვინა. ხუთი რჩეული თავადთა-
განი, მათ შორის ყაფლან ვაჩნაძეც, გრემს მოაყვანინა და ქარვასლის
მოედანზე თავები დააყრევინა.

482
მთელი კახეთი სახტად დარჩა. ასეთი გაუკითხავი შური დიდი ხანია არ
დატრიალებულა ალაზნის მხარეში. დრტვინვამ დავითის ყურამდე მიაღ-
წია. თავად აღარ წავიდა ძეგამს. ზედა სასახლეში შეიკეტა და ხელი საოც-
რად მოიმკაცრა. ძეგამს გადახვეწილ თავადაზნაურობას და მოურავებს
მთელი მამულ-საქონელი მიუღო და თავის მომხრეებს ჩაურიგა. ახლა მო-
ხელეებსა და მდივნებს დაერია. ოდნავ საეჭვონი დაითხოვა, აღარც წლის
ჯამაგირი გაუსწორა, გრემ-ქალაქიც დაშიშა და დიდი სასახლისაკენ მიმავა-
ლი გზა დააყრუა.
ძეგამს გადახვეწილნი კი მიეჭრნენ გიორგი ბატონიშვილს. მან ისინი არ
მიიღო, - თავი გაარიდა მტერსაც და მოყვარესაც.
არც სიმხდალით მოსდიოდა. ფიცმა, ქეთევანის საოცარმა სათნოებამ
და მამის დარდმა სულ დაბორკა, მოქმედების უნარი მოუსხლიტა. მის უბ-
რძოლველობას კეთილშობილი მიზანი გააჩნდა, მის ბრძოლას კი იმდენი
ავი და მრუდი მოჰყვებოდა, რომ ვეღარ გაამართლებდა ვერავითარ კეთილ
მიზანს. მისი მომხრეები კი მოთავეობას და გრემზე ლაშქრობას მოითხოვ-
დნენ. ათასი ურწმუნსარწმუნო მოსაზრება მოიშველიეს. მაინც ვერ დაარ-
წმუნეს გიორგი, რადგან სწამდა, რომ ძმათაშორისი ომი მარტო წითელი
ფერის ცხოველმყოფელი სითხის დაღვრას როდი ნიშნავს, არამედ ეროვ-
ნული ზნეობის კიდევ ახალ მარცხსა და დაკნინებას.
ძნელი და მძიმე იყო მისი შეხვედრა ვაჩნაძეებთან.
ბებურ და თამაზ თავჩაქინდრულნი იდგნენ.
- ბატონიშვილო, მამაჩვენი მოკლეს... გრემის მოედანზე ცალ-ცალკე
ჰგდია მისი თავი და ტანი!
- ყაფლან-ბატონი?! შეუძლებელია... ვერ დავიჯერებ!
- ყველა ჭოეთის ტყვე-მძევალიც თავანიდან გადაჩეხეს!
- ჭორი იქნება... ამას მტერიც არ ჩაიდენს! - არ ნებდებოდა გიორგი.
- ჩვენ ძლივს გამოვასწარით... კარ-მიდამო აგვიკლეს... ახლა შენთან მო-
ვედით... და განა მარტო ჩვენ? მრავლად არიან დევნილ-რბევულნი! სის-
ხლი უკვე დაიღვარა... ახლა გვითავე - დავამხოთ ავი დავითი! მერმე კი უთა-
ვე კახეთს! თორემ უფრო მეტი სისხლი დაიღვრება, იცოდე!
გიორგის უფრო ჩაეკიდა თავი:
483
- ვერა, ვერ ვიზამ! ვერ გითავებთ! სისხლი მან თუ დაღვარა, ჩვენ ნუ-
ღარ გავიმეორებთ მის მძიმე შეცდომას! მას თუ არ ენანება კახეთი, მე
მენანება და ვთმობ!
ახლა კი ძმები დუმდნენ. გიორგი გრძნობდა - ვერ დაარწმუნა ისინი.
- ჩვენს შინაბრძოლაში ორივე წაგებულნი გამოვდივართ... მესამე -
მტერი მოიგებს მხოლოდ! ვერა, ვერ გითავებთ!
- შენი გულისათვის გვარბევენ, გვდევნიან! შენც ხელსა გვკრავ. მაშინ
რაღა დაგვრჩენია? როგორღა მოვიქცეთ?
- ძნელია, მეტად ძნელი... მაგრამ შესდექით.
- მერმე, რომ არ გვაყენებენ!
- მამის სისხლი?
- ეგ არ მჯერა! და მაშინაც პირადი შურისძიების გზას ნუ დაადგებით!
- განა მარტო ჩვენა ვართ ამ დღეში?
- მაშინ, ჩვენც დავუდოთ თავები? დაგვაყრევინებს დაურიდებლად!
- გაერიდეთ, მთაში წადით. იქ დაახანეთ. მერმე გამოჩნდება გამოსა-
ვალი. მამაც ცოცხალია, მოვითმინოთ... საქმის ძალა და კეთილი მიზა-
ნი - ჭეშმარიტად მართებულ გზას გვაპოვნინებს, თქვენ კი შურის გზაზე
მეწევით!
ძმებმა გიორგის თავობის იმედი გადაიწყვიტეს.
- ჩვენ კი გაგეცლებით... წავალთ მთაში, მაგრამ არც შენ დაგინდობს.
ჩვენ მოგვდევს - შენზე ნადირობს!
- იქნებ ინანო, ან სხვა პირზე მოხვიდე, მოგვიკითხე! ჩვენ მზად
ვართ. მომხრე ლაშქარსაც და სხვა ერთგულთაც ბევრს ვიშოვნით.
- ახლა კი წავიდეთ, ძმაო - წელში გაიმართა თამაზი, - თუ საერთო
საქმეს ჯერ გამობრუნების პირი არ უჩანს, პირადს მივხედოთ! შურისგე-
ბა ჩვენზეა. ომან ჩოლოყაშვილი პირველი შფოთის თავი - ჯერ მან გვი-
გოს პასუხი!
ძველი მეგობრები და ძმადნაფიცები ხელჩამოურთმევლად გა-
ეცალნენ.
ძეგამს მოსულ სხვა მრავალთ უკან დაბრუნება და ქედის მოხრა ურ-
ჩია გიორგიმ. თავად იკისრა შუამდგომლობა, მაგრამ ჭოეთის ციხისა და
484
გრემმოედნის ბავთი რომ დადასტურდა, თავადაც დადრკა. კიდევ შემოეც-
რიცა აზრი. გამოდიოდა, რომ ცალკერძო ზნეობა ართუ არ შველოდა საქ-
მეს, პირიქით, უფრო ათამამებდა „ძალადობის გზით მავალთ“. მაშინ მიხ-
ვდა გიორგი, რომ პირადულის უარყოფა, თავდადებული პირმარილობა
მხოლოდ დასაწყისია და კიდევ არ შველის საქმეს. საჭიროა რაღაც დიდი
ზნეობრივი ძალა, და ამ ზნეობრივის, მაგრამ ძალის მოდუნება იწვევს იმას,
რასაც ზოსიმე ბერდიდი გმირთა ვარამს უწოდებს და რომლის დვრიტას
თავისი ცხოვრების ბედით, კაცობითა და გუმანით უნდა მისწვდე, რომ ეწიო
ეროვნულ სიბრძნეს და იქიდან განსჭვრიტო ყოველი მოქმედება თუ უმოქ-
მედობა.
მალე ძეგამს მოადგა ძმის ლაშქარი. გიორგიმ თავის უნებური დასი დაქ-
საქსა და თავადაც გაერიდა სისხლის ღვრასა და ახალ ტყვეობას. მხოლოდ
გოლა იახლა და ალაზნის ჭალებში გაიჭრა. მალულად ჩაჰყვა, ნადირივით
ერიდებოდა ყველას... მტერს - მტრობით, მოყვარეს - მოყვრობით. და არც
იყო ამაზე ძნელი არაფერი! გარკვეულადაც არაფერი ჰქონდა გადაწყვეტი-
ლი. მხოლოდ სიკვდილი - ისიც ძმის ხელით - არ უნდოდა, მაგრამ როდემ-
დე შეიძლებოდა ასე ტყე-ღრედ ყოფნა და ხეტიალი. აქა-იქ უცაბედად შემ-
ხვდურნი აფრთხილებდნენ - ფეხდაფეხ მოსდევდა მდევარი. დიდი ჯილ-
დო განეკუთვნათ მისი „ცოცხლად ან არაცოცხლად“ მოგვრისათვის.
ახლა იორის შესართავს ჩასწვდა, იქ გააფარა თავი. მტკვარსამზირისა-
კენ მიმავალი გზა შეკრული დახვდათ... და აი, მტკვრის იმ ადგილას მიიჩი-
ხა, საიდანაც არცთუ დიდი ხანია გაისტუმრა ხორეშანი თავისი ქალებით.
ახლა იგი დგას კახეთის საზღვარზე და თითქოს ერთადერთი თავშესაფარი
განჯას დარჩენია. გულის კუნჭულიც იქით უწევდა და გზაც მიჩიხული იყო
უმოწყალოდ.
- ეჰ, გოლავ! მეტი რაღა გზა გვაქვს. ვგონებ, უნდა გაღმა გავიდეთ! მაგ-
რამ შენს ცოდვას რაღას ვიღებ. ამ თურქობაში შენ რაღა გინდა?! გაბრუნდი,
ქეთევანს ეახელ და ჩემი ვაგლახობა მოახსენე! ფიცის გატეხა და უგნურთ
შინაბრძოლაში ჩაბმა გულმა არ მიყო, სასიკვდილოდ კი - სიკეთის გამარ-
ჯვების იმედმა-თქო!

485
გოლა თავჩაქინდრული იდგა. განიერი, მძლე მხრები ჩაედრიკა და
მიწას ჩაჰყურებდა.
- მერმე სადღა უნდა წაბრძანდეთ, ბატონიშვილო... მერმე?
- როდის მერმე? - და გიორგი მტკვრისპირას ჩაქვეითდა. - „განჯის იქით
კითხულობს და მართებულად კითხულობს“. იგი თავად გაეპასუხა გო-
ლას კითხვას და იგრძნო, რომ სწორედ ეს ფიქრია, რომ აწვალებს, იგია,
რა აბორგებს ამ ჭალებში, თორემ დიდი ხანია გაიტანდა განჯის კვალს,
მაგრამ ამ გზაზე გასვლა სავარამოა კეთილქართველისათვის, თავად
ხომ მთაში აგზავნა მომხრენი! ნუთუ იმიტომ, რომ თავად განჯის გზაზე
დამდგარიყო? ან ხორეშან-ხანუმის წინაშე რა პირით წარდგეს? ან ნათე-
ლას რა თვალებით შეხედოს? ან ქაიხოსრო-ფაშას - ამ ჩუმ ქართველს -
რა უნდა უთხრას? განჯას წასული კახთ ბატონიშვილი ხომ სტამბოლში-
აც უნდა გავიდეს აი, მისი ძმისა, ერეკლესი არ იყოს... არა იმ ძმისა, რო-
მელიც სასიკვდილოდ მოსდევს, არამედ ძმატკბილისა, ზნემაღალისა...
და გიორგის წინაშე ტკივილამდე დასულ ხილვად წარმოისახა სამოსშე-
მოხეული ერეკლე, სამ მდინარეს შორის ბორიალიდან რომ მობრუნდა
ბანაკში. ჰოი, როგორ არ ჰგავდა ერეკლეს ბორიალს მისი - გიორგის - ბო-
რიალი ამავ ჭალებში! თვალი დღესა და მზეს ხედავს, გუმანი - ღამეს,
მტკვარზე ჟინჟღილებით განათებულ ტივს, ზედ თავგანწირულ ერეკ-
ლეს. მერმე დიდი ხელი, მარჯვენა წამებულისა გადაეფარა მზესაც,
მტკვარსაც და ტივსაც, ხელი იქ, ალავერდის ტაძარში რომ ასაფლავია,
იქ, საიდანაც იგი - გიორგი - ქეთევანმა გამოაპარა. გადაარჩინა... და ნუ-
თუ იმიტომ, რომ სტამბოლის გზას დასდგომოდა?! ვერ იზამს ამას!
არც მეორე გზა, განჯა-ისპაჰანისა საკეთილოში ვერასგზით ვერ ჩა-
ითვლება. იქაც ძმა ჰყავს - ახლახან სტუმრად ნამყოფი ძმა... შინაგანად
გამოცვლილი... ვინ იცის, რა სავერაგოდ ნაწურთნი. ნუთუ ახლა გიორ-
გიც იქ მიუვა შაჰ-აბასს... მძევალ-მეტოქედ და კახეთის მტრად? ვერა,
ვერც იქ წავა! ვაი და ვიში... ეს რა უბედურება სჭირს, ყველა გზა როგორ
შეუკრეს ძმებმა?! რა მღვრიედ სდის მტკვარი! ალბათ ეს სწორედ ის ფო-
ნია, რომელიც ერთ ადგილას ყოველ ძმას ახრჩობს! ეს გაღმა, უცხო მხა-
რე კი სწორედ ისაა, ხორეშანმა რომ შეაჩვენა სავალად!
486
მაშ, რაღა დარჩენია მას, ყოველმხრივ სავალმოსხლეტილსა და ვინმე
გაუკითხავს? უკან - ჭოეთის ჩრდილი, წინ - ღალატისა!
აქამდე სიმართლით უვლია და რაღაშია მისი დანაშაული? ნუთუ
იმაში, რომ ზნეობრივ გზას ადგია?! ადვილცდუნებას არ შეუდგა ჯერ კიდევ
მაშინ - ნეკერჩხლის ჩრდილში... თელავიდან რომ მოჰყავდა ძმა ნაბახურევ-
ნახაშხაშარი?! ცოტა ვერაგობა, ცოტა ძალადობა, ცოტა ტყუილი და ერთა-
დერთი კანონიერი მემკვიდრე იგი იქნებოდა! არა არ ნანობს, მაგრამ ძალა-
ძალად ანანებინებენ! ახლა ყველაფერში დამნაშავე გამოდის. ტფილისს
ვერ გადაწყვიტა ძმის პატიმრობა... დამნაშავეა! ვერც ძეგამს აიღო ხმალი,
მეამბოხენი რომ მოუვიდნენ... ისევ დამნაშავე! ვერ აიღო თავზე შინა ძმაც-
ვა... ბოლოს და ბოლოს, ნებით დაუთმო ტახტი, მიუხედავად იმისა, რომ მა-
მასაც და ხალხსაც იგი სურთ კახთ ბატონად. და აი, ახლა მაინც იგია დამნა-
შავე და დევნილი მის სანუკვარ კახეთში, ალაზნის პირზე, ჭალებშიაც აღარ
არის მისთვის საფარი და სადგომი! გაუკითხავად დამნაშავეა და არსაით
ჩანს ადამიანური საშველი! ალღო და აზრი ციბრუტივით ტრიალებდა და
გამოსავალს ეძებდა. დასთან ოდიშში გადახვეწაც კი იფიქრა. ახლა იქ უნდა
შეეტანა თიშვა და სიმწარე. ქართლზე გადავლაც სახიფათო იყო, გიორგი,
ქართლის ახალი მეფე დავითის მხრისა იყო. არც ის გაიკითხავდა ლტოლ-
ვილს.
- გოლავ! ქეთევან დედოფალი ალავერდიდან რომ მიშვებდა, ნეტავ რას
ფიქრობდა? ახლა რაღა წყალში გადავვარდე?
- ეჰ, ბატონო-ჩემო, ვიდრე კაცი ცოცხალია, მუდამ არის თითო გამოსავა-
ლი! - მოწიწებით მიუგო გოლამ... - ერთ რამეში კი დარწმუნებული იყო, რომ
ფიცს არ უღალატებდი და მტერთან არ წახვიდოდი!
გიორგის ჭინჭარივით ესუსხა ეს „წახვიდოდი“.
- კი, მაგრამ, ძმა რომ არ მინდობს. დახე, სად მიმჩიხა? სადღა გვაქვს
გზა! არც მთაში და არც ქართლში არ დამედგომება!
- მე რა რჩევის მიმცემი ვარ, მაგრამა... ერთს კი ვიტყვი... იქნებ მცხეთას
შეაფარო თავი... კათოლიკოსი ჩაიყენე შუაში... ქრისტიანობა! სისხლმა
სულ ხომ არ ჩარეცხა ნამუსი? რამე ნატამალი დარჩებოდა!
გიორგიმ აღარც დაამთავრებინა სიტყვა, ზეწამოიჭრა.
487
- მცხეთას... ბიძასთან, კათოლიკოს-პატრიარქთან! - და იორის ნაპი-
რამდე არც შეუჩერებია ცხენის ჭენება. გოლა ძლივს მიჰყვებოდა შორი-
ახლოს. იორი საკმაოდ დაკლებული იყო შემოდგომის სიცხეების გამო.
გიორგიმ შიგ შეაგდო ცხენი და წყალ-წყალ აღმა აჰყვა.
კარგა ხანს ასე იარეს. გზას ერიდებოდნენ, არც ტიალზე სურდათ
გასვლა. გიორგი, ლეკთა ხშირი მდევარი, ახლა თავს „შიდა ლეკად“
გრძნობდა და გულს ასკდებოდა. ტყემ რომ იკლო, გიორგიმ გოლა გაუშ-
ვა წინ, თავად გულჩათხრობილად და ფიქრჩაკრულად მიაყოლა ცხენი.
„რატომ, რატომ თავიდანვე გამომრჩა ეს მართებული გზა და აზრი? რამ
მიმაგდო განჯის გზაზე? ნუთუ მაინც ზის, ჩემშიაც ზის მცირე მოღალა-
ტე? მეც დამყოლია ციცქნა თვალი, გზაზე გამხედავი? ესეც საყოველ-
თაო სენია? აი, გოლას ხომ გულპირველად მოუვიდა ეს „მცხეთის აზ-
რი“? ნუთუ მართლაც ჩვენა ვართ - მაღალი წოდებისანნი - გათიშვის მო-
თავენი? ნუთუ მოღალატობა და სიმრუდე თავადისა და ბატონიშვილის
ხმალს უფრო ახლავს, ვიდრე გლეხის ნამგალს?! მრუდე ხმალი და სწო-
რი ნამგალი?“
იორის ჩქერებში და ჩალა-ბარდებში მავალი გიორგი ამაოდ ეძებდა
ამ თავსატეხი კითხვების პასუხს. ნადირივით პარვით და სოფლების
შორს მოვლით ვიდოდნენ ლტოლვილნი. ტყის ხილითა და წაბლ-კაკა-
ლით იკვებებოდნენ. მერმე გასცილდნენ იორს. სართიჭალასთან... მარ-
ტყოფის გზით ღამიანად დაუარეს ტფილისს. და მცხეთას მიატანეს. გი-
ორგი მტკვრის პირას დარჩა, გოლა კი სვეტიცხოვლის გალავანს მიადგა.
მიაკაკუნა. ძლივს გაუღეს კარი, ბევრი ამოწმეს, ვინაობა, სადაურობა,
მარტოდ ყოფნა. პირჯვარიც აწერინეს და „მამაო ჩვენოც“ აძახებინეს,
ვიდრე კარგად არ დარწმუნდნენ მის ქრისტიანობაში და ქართველობა-
ში.
კათოლიკოსი თავის სენაკში ისვენებდა. გოლამ მისი შეწუხება ით-
ხოვა და სულ მოკლე ხანში გიორგი ბატონიშვილი თავისი ბიძის ნიკო-
ხოსრო კათოლიკოსის სენაკში იდგა და თავის ჭირ-ვარამს უზიარებდა.
- დაწყნარდი, დაწყნარდი! ახლა აქ სამშვიდობოს ხარ. მე ხვალ ვაპი-
რებდი გრემს გამგზავრებას, ქეთევან დედოფლის სასწრაფო წვევა მო-
488
მივიდა. ალექსანდრე კი უკეთ ყოფილა. დოსტაქრებს გამორჩენის იმედი
აქვთო!
დინჯად, სულ დინჯად მეტყველებდა ნიკოლოზ კათოლიკოსი. მისი
სიმშვიდე და იმედიანობა გიორგისაც ედებოდა, აშლილ ფიქრებს ულაგებ-
და და უწყნარებდა.
- ახლა დაისვენე, შვილო. ხვალ კი წირვაზე ტაძარში გამოჩნდი. ხალხს
დაენახვე, რომ მოღალატედ არსად წასულხარ, რომ ჩვენთან ისურვე ყოფ-
ნა. - და მხოლოდ ახლა ჩაიკრა გულში გიორგი, ახლა, როდესაც მისი გზა-
სავალი და თავგადასავალი წვრილად მოისმინა და შეაფასა. - ერეკლეს ძმა
შენ ყოფილხარ! გრძნობდა წამებული... აკი მაშინ, იქ წასვლისას მამა და
მამული ზნეობრივად შენ ჩაგაბარა!
გიორგის უცბად მოულბა გული, ეჭვი და მძიმე დუხჭირი უმალ შეუმსუ-
ბუქდა. „არიან პირუთვნელნი, ზნეობრივი სიმართლის მქონენი და მჭვრე-
ტელნი, ისინი არათუ არ დამძრახავენ, არამედ ყოველმხრივ მომიწონებენ
საქციელს, სულიერად გამიკითხავენ! ეს იქნება ჩემი ნუგეში შინაგანი სი-
მართლის გრძნობასთან ერთად!“
თავის ბიძას გულში რომ ჩაეკრა, ბერული ჩოხის ქვეშ ოდესმე ციხიდან
წამოღებული ჯაჭვი უგრძნო. ესეც ნუგეშად მოეფინა, „ჯაჭვიც“ ხომ ძმათა-
შორისის ნაშთი იყო. აი, ასეთი ჯაჭვი მასაც - გიორგისაც - სჭირდება, ვიდრე
მიაღწევდეს ასეთსავე სულიერ სიმაღლესა და სიბრძნეს. ყველაზე გვიან-
სამწიფარი და მაღალი - ზნეობრივი სიბრძნე ყოფილა!
„არა, მე არაოდეს არ წავალ სამშობლოდან, როგორც გულნაბოროტევი
ლტოლვილი! ისევ აქ, თუნდაც ციხეში ჯდომა მირჩევნია. ჭეშმარიტი სიბ-
რძნე, ბოლოს და ბოლოს, მაღალი ზნეობა ყოფილა... და თუ ის გახლავს,
მუდამ მიაგნებ მართებულ სავალს და შვების მცხეთას!“
გიორგიმ თავის ფიქრებს თავი რომ გაართვა, ბიძას დაკვირვებით შეხე-
და და ცრემლი შეუმჩნია.
ბერმცირე თავისას ფიქრობდა... მასაც აგონდებოდა ძველი ამბავი, ძმა-
თა აშლილობა...
ნუთუ ყველაფერი ისევ სისხლითა და ტანჯვით უნდა მეორდებოდეს?
ნუთუ მწარე გამოცდილება და კეთილმეხსიერება არ გადადის თაობიდან
489
თაობაზე და ერთხელ აშლილი ზნეობის ამომთელებას უფრო დიდი
დრო და რუდუნი სჭირია, ვიდრე ერის დოვლათის აღდგენას, ხალხის
მომრავლებას, ახალი ქალაქების აშენებას? თუ, კერძოდ, ქართველებსა
გვჭირს ასეთი ვაი-უშველებელი? მაშინ დავღუპულვართ... არც მომა-
ვალში გვქონია საშველი?!“ - ბერმცირემ ანაფორის უბეში შეხიზნა ხე-
ლი, ჯაჭვს მიჩვეულად აუსვ-ჩამოუსვა, თითქოს ზედ შეალესა იმედი.
„მთელი ერი უნდა ასეთ ჯაჭვში ჩაჯდეს! მაგრამ თავის შეგნებით ჩაჯ-
დეს! ჩაჯდება კიდევაც, მე მწამს!“
- მე მწამს! - უკვე ხმამაღლა აღმოხდა.
- მეცა მწამს! - გიორგიმ ინიშნა, რომ ეს მრწამსი არა ღმერთს შეეხე-
ბოდა, ან თითო-ოროლა „შეჯაჭვულს“, არამედ ერთობლივ ერს.
ნიკოლოზ კათოლიკოსმა გადადო გრემს წასვლა. მეორე დღეს წირ-
ვაზე მჭევრად იქადაგა „თაობათა ზნეობაზე და ძმათა დანდობაზე“.
გიორგი ბატონიშვილი წირვაზე იდგა, მაგრამ ვერ ლოცულობდა. იგი
გრძნობდა, რომ მთელი ხალხი მას უმზერდა, კათოლიკოსის ქადაგებას
მის აქ ყოფნას უკავშირებდა და, ალბათ, მას მტყუანად თვლიდა... რად-
გან უმრავლესობის თვალში დამარცხებული მუდამ მტყუანია!
მას ერთი სული ჰქონდა, მობრუნებოდა ლოცვაზე მოსულთ და ხმი-
ანად ეყვირა თავისი სიმართლის შესახებ.
ნაწირვევს ორი შიკრიკი გაგზავნა კათოლიკოსმა, ერთი კახეთს - ზა-
ქარია ალავერდელთან, მეორე ტფილისს ან გორს - ქართლის მეფეს-
თან. გიორგი ბატონიშვილის მცხეთას მოსვლას ატყობინებდა და ძმა-
თა შერიგებას ქრისტეს სახელით მოითხოვდა.

XLI მღვრიე ალაზანი


კახეთში კი სულ აიმღვრა წყალი. ალაზანი მღვრიე დიოდა. და არა
მარტო იმიტომ, რომ წვიმებმა ჩაიარეს. არც იმას დაუჩენია დიდი კვა-
ლი, რომ გაღმა მხარი დასეტყვა. საერთოდ, მაინც კარგი მოსავალი იყო,
მათ შორის - ყურძნისაც. გარემშვიდობიანობაც სუფევდა. შინაურობაში
კი აირია ცხოვრება. თუშეთსა და ხევსურეთს მრავალმა შეაფარა თავი.
ზოგმა შექსა და შემახიასაც კი გააღწია. ძალად მოსაყდრეს „ჭოეთის ჭო-
490
ტი, ავდავითი“ უწოდეს და შორეული სახიზრები მონახეს. დავითს კი ყველ-
გან ახალი ღალატი და შეთქმა ელანდებოდა, მაინც - გიორგი რომ ვეღარ
ჩაიგდო ხელში. ვახო ვახახმა მტკვრამდე მიიტანა გიორგის კვალი... აქ და-
ეკარგა. განჯას გახვეწილად ჩათვალა. გიორგი ბატონიშვილის „თურქებ-
თან საღალატოდ გადასვლა“ გამოცხადდა. დავითმა ზაქარია ალავერ-
დელს თავისი ძმისა და მის მომხრეთა საჯარო განკვეთა და შეჩვენება მოს-
თხოვა. ალავერდელმა შორს დაუჭირა. იგი არც გიორგის ღალატში იყო
დარწმუნებული და არც დასჯილ-დახოცილთა პასუხისმგებლობის გაზია-
რებას ფიქრობდა. მასაც თავისი ვარაუდები ჰქონდა და თავის მომხრეობას
ასე იოლად არ აფასებდა. მან კახთ ბატონის სიგელით დადგენილ ბჭეთა
შეყრა მოითხოვა. დავითმა მეტად თავისებურად „გაუგო და შეუსრულა“ ეს
მოთხოვნა და უკვე „შეყრილ“ შერმაზან სარდალს ახლა ერთი ბჭეც, დიდი
სასახლის სახლთუხუცესიც „შეჰყარა“. მხცოვანი იასონ ჭავჭავაძე გრემის
სასახლიდან გამოვიდა თუ არა, უმალ დაპაატიმრებინა და მრგვალდარბა-
ზაში ამოაყვანინა. ახლა მხოლოდ ერთი - ზედა სახლთუხუცესი დარჩა კა-
ხეთში. ასე სათითაოდ და ფარულ-მოპარულად მრავალი მოხელე გამოაცა-
ლა თავის მამას.
დავით ჯანდიერმა იგრძნო თუ არა მრუდე ვითარება, საქმეს თავისებუ-
რად, თავით ბოლომდე გაუხედა და ორმაგი ნიშანი აიღო. დილეგის გასა-
ღები დავით თანამოსაყდრეს აუგზავნა, თავად კი კახთ ბატონთან ბოლომ-
დე დარჩენის უფლება ითხოვა... ხოლო მომავალში ხლება და კეთილსამ-
სახური შეჰპირდა.
ამავე დროს, ზოსიმე ბერდიდს ეახლა, შორიდან მოუგო ნიშანი.
- მამაო, ჩვენ რაღა ვაკეთოთ, კანონიერი, ვგონებ, კანონიერად მოგ-
ვდგა?! - ზოსიმემ უგრძნო საყვედური და ღვარძლი:
- მივენდოთ უფლის სიბრძნეს და ლმობიერებას! კახთ ბატონსაც მომ-
ჯობინება დაეტყო. სიავეს იქნებ აქედან შეებას ეჟვანი!
და მართლაც, ალექსანდრემ გამობრუნება იწყო. ხურვებამაც უკლო და
ცნების მიხდამაც გაუარა. მაგრამ სისუსტე ვერ დაძლია სხეულმა. მეტყვე-
ლებაც ჯერ ისევ შეკვეცილი ჰქონდა, აზრის სინათლე კი მოუბრუნდა.

491
ირგვლივ ამბებს მას აღარ აგებინებენ. მან აღარც ჭოეთისა თუ გრე-
მის მოედნის ბავთი იცოდა. გიორგი ძეგამს საუფლისწულოზე ეგულე-
ბოდა. ესღა აკვირვებდა, დავითი რომ არ მოდიოდა მის სანახავად. ამა-
საც ნაგვიანევი დასირცხვილებით ხსნიდა.
საერთო დასუსტებისას მეტად ლმობიერი და შემწყნარებელი გახ-
და, ხოლო ქეთევან დედოფლის მიუცილებლად მასთან ყოფნა ანუგე-
შებდა და აწყნარებდა.
ჯანდიერი ხომ მუდამ კარზე იდგა, ფრთხილად აყოლებდა თვალს
საეჭვო მნახველს, თუ საქციელს, თუ სიტყვას. იასონ სახლთუხუცესის
დაპატიმრების დაფარვა კი მეტად გაჭირდა. ჯერ ავადობა უმიზეზეს,
მერმე კი ძეგამს გიორგი ბატონიშვილთან წასულად გაუსაღეს. მაგრამ
ალექსანდრემ რაღაც ინიშნა... ყაფლან ვაჩნაძე იხმო. ახლა იგი „აღმოჩ-
ნდა“ თელავს წასული. მაშინ შერმაზან ჩოლოყაშვილი მოიგონა... იგიც
მუხრანს „წასულიყო“ ქეთევანის ჩვილი შვილის ძიძიანად მოსაყვანად.
ალექსანდრე აჭირვეულდა. თავისი შვილიშვილები - თეიმურაზ და იესე
ინატრა. არც მათი მოყვანა მოხერხდა. მაშინ მიხვდა ავადმყოფი, რომ
ფრიად არეულია საქმე. სამდივნოდან ყველა მდივანი იხმო. მამუკა
მდივნის მეტი აღარვინ არ აღმოჩნდა. ზოგი ძალით, ზოგი ნებით ქალა-
ქის დივანხანაში იყო გადამწესებული და იქ დავითის მომრავლებულ
სიგელებს წერდნენ.
- მამუკავ, მოხუცო... მარტო მოხვედი? ახალგაზრდა აღარვინ დარჩა!
- მე მიბრძანეთ, მეფევ-ბატონო!
ალექსანდრემ დიდხანს უმზირა მას და მჭუნვარე სახე-შუბლზე ყვე-
ლაფერი ამოუკითხა.
- ალავერდელი მაწვიეთ!
მამუკამ ჯანდიერს მიაკითხა.
- სასახლიდან არ გახვიდე... ვერც მიაღწევ და ვერც გამობრუნდები!
კიდევ ვაცალოთ - უფრო მომჯობინდეს... მერმე ყველაფერს ვეტყვით.
- მან უკვე ყველაფერი იცის... მიმხვდარია!
ზაქარია ალავერდელთან არავინ გაუგზავნიათ, მაგრამ ულოდნე-
ლად იგი თავად მოეწვია გრემის სასახლეს.
492
მისავალთან დავით-თანამოსაყდრის გუშაგნი დახვდნენ. ბარამ-ჯუჯამ
ახლა „თვით დავით კახთ ბატონის სახელით“ ალავერდელი მრგვალდარ-
ბააზში იწვია.
- კახთ ბატონი ალექსანდრე მეფე, რამდენადაც ვიცი, გრემის სასახლეში
ბრძანდება! - „ჯერჯერობის“ გამოყოფით უპასუხა ალავერდელმა, - ჯერ მას
ვეწვევი, ხოლო შემდგომ დავით თანამოსაყდრესაც მოვინახულებ მაღლა!
- ბარამი დადუმდა, მაგრამ გზა არ უტია... ალავერდელმა იწყინა... - და სა-
ერთოდ, რა წესია, ვეჟო, გზაზე გადაფერხება და სხვაგან წვევა? გთხოვთ,
მამათქვენს - ომან-თავადს - აუწყოთ ჩვენი საუბარი და უამურობა.
ბარამმა ახლა კი იკადრა გზის დატევება. აშკარა განხეთქილება ალა-
ვერდელთანაც ჯერჯერობით მაინც მეტისმეტი იქნებოდა.
სასახლეში ალავერდელს ჯანდიერი შემოეგება.
- დილეგად გვიქციეს დიდი სასახლე, მამაო! - მაგრამ ალავერდელმა
არც მას ათხოვა ყური, კახთ ბატონის ჯანმრთელობა იკითხა და ზოსიმე
ბერდიდთან განმარტოვდა. მალე მანასე დოსტაქარიც იხმეს და ავადმყო-
ფის შეწუხების უფლება ითხოვეს.
- დღეს უკეთ არის. სისხლი გამოუშვია და ფრიად შემსუბუქდა. ხემსიც
ინება. გუმანით ბევრი რამ ნაგრძნობი აქვს და მაინც შეწუხებულია. თუ საქ-
მეც მაინცდამაინც არ ითმენს...
მოკლე ხნის შემდგომ ზოსიმე და ზაქარია თავთით უსხდნენ ალექსან-
დრეს და საქმის ვითარებას შერბილებულად უთხრობდნენ. გარეკართან
ჯანდიერი გაქვავებულივით იდგა.
კახთ ბატონი თვალდახუჭული უსმენდა. ერთხელღა შეეკითხა:
- მაშ, გიორგი მცხეთას არის შეხვეწილი?
ალავერდელმა ნიკოლოზ კათოლიკოსის ეპისტოლე ჩაუკითხა. კახთ ბა-
ტონმა თვალები გაახილა და ძველებური ფოლადიანი ხმით შეუძახა:
- თქვენ, მამანო, ნუკი მიფადილებთ საქმეს! ჩემი ავადობა რა არის -
მთავარი სენი მანდ მჭირვებია! - გულის მოსვლამ სახე შეუწითლა, ნიდაყ-
ვებზე წამოაგდო... მეტზე ვეღარ აზიდა წელი, - ყველაფერი მითხარით...
თუ ვკვდები, ისე ნუ მომკლავთ, არეული საქმის დარდი ჩამაყოლოთ. კიდევ
გამოვაბრუნებ საქმეს!
493
მამებმა ურთიერთს გადახედეს და დაუფარავად უამბეს ყველაფე-
რი. იგი გახევებულად უსმენდა.
- ესეც ჩაიდინა?! - ვეღარ შეიკავა თავი ჭოეთის თავყირისა და გრემის
თავკვეთის ბავთი რომ გაიგო. მერმე საშინელი სიფითრე გადაეკრა და
მამები ფრიად შეაფორიაქა. მაგრამ ალექსანდრემ დააწყნარა ისინი და,
დოსტაქრის მაგივრად, ქეთევანი ახმობინა. თავად კი თვალები დახუჭა,
გულხელი იკრიფა და ყველა დაღუპულის სახელები თითო-თითოდ ჩა-
მოათვლევინა. ასე თვალდახუჭულად და უცრემლოდ თავადაც მისიკ-
ვდილებულად გამოიტირა თავისი ერთგული თანადგომნი ალექსან-
დრემ. თითო სახელთან ერთად დახუჭული თვალის გუგაზე ჩნდებოდა
და უპესთან კვდებოდა თითო სახე და უსაშველოზე უსაშველო იყო უხმო
მოთქმა უძლური სხეულისა.
ქეთევანი რომ შემოვიდა, თვალი გაახილა ალექსანდრემ, მაგრამ
კარგა ხანს თავზე წამომდგარი ცოცხალნიც თვალის გუგაზე გაჩენილ
მიცვალებულთა ვაი-სახილავი ეგონა. მერმე ხელით მოიშორა აღრევა.
- მაშ, აღარც შენ გიშვებს მაღლა?
ქალს სიმწარე და სირცხვილი ერთად შემოაწვა სახე-გულზე.
ალექსანდრემ გაბოროტებული ღონე მოიცა და ახლა თავის რძალს
გამოწვლილვით გამოჰკითხა ყოველი.
- ახლა მაცალეთ... მოკლე ხანში გაუწყებთ პასუხს - და თვალები ისევ
დახუჭა. ყველანი გაეცალნენ.
მარტო დარჩენილმა ალექსანდრემ კი ხელსახებად იგრძნო, როგორ
მოუსხლტა ფიქრი... ჯერ აიბურდა, აი, წეღანდელ მიცვალებულთა და
ცოცხალთა აკუწულ ნასახურებად, მერმე სულ გაქრა. არც ცნება დაუკარ-
გავს. აი, საშინელ ტკივილსა და ფეთქვას გრძნობს კეფაში... აზრი კი არ
არის და არა! ყველაფერს გრძნობს... ყველაფერი ახსოვს... ძირვარაუდი
კი დაკარგული აქვს... შუბლი თითქოს უხურს, გონების კარს კი რაღაც
აწევს გველთევზასავით ცივი და ფხიანი. თავს საოცარი ძალა დაატანა,
ისევ მანასე დოსტაქარი იხმო და სისხლი ჭარბად გამოაშვებინა.
თითქოს კეფას ხელი აუშვა ვიღაცამ. გონების საწიერმაც გადაიკარა,
ნათელი გახდა. კედლისაკენ იბრუნა პირი და დოსტარაქიც დაითხოვა.
494
ყველაფერი აშკარა იყო, ერთის გარდა... და ეს აბნევდა ყველაფერს:
კვდებოდა თუ გადარჩენის საშველი ადგა? თუ სიკვდილის სარეცელზე
იწვა, მთელი მისი ნაღვაწი ნაცარ-ტუტად მიჰყვებოდა უკან. თუ გადარ-
ჩენა და კვლავ კახთ ბატონობა უწევდა - დავითის საქციელის უსასჯე-
ლობა არ იქნებოდა. ეს კი უფრო აამღვრევდა ალაზანს. ახლა თუ „დავით-
ომანაურნი“ დაერივნენ „გიორგიულთ“ და უკვე გაუსწორებელი მოიმოქმე-
დეს, მაშინ პირიქით მოხდებოდა. მაშასადმე - ახალი მსხვერპლი და ახალი
სისხლის ალაზანი.
კახთ ბატონს კედლის ფარგზე თავისი ახალგაზრდობა და ტახტის გამო
ძმებთან ბრძოლა აეხატა, თავისი ხელაღებული გაბედულება და ჯიუტ-ჯი-
ქურობა მოაგონდა. და აი, ახლა აქვს კია მას ზნეობრივი უფლება, გაამტყუ-
ნოს თავისი უფროსი ვაჟი?! მან რომ წამოიძახოს - მამავ, შენგან ვისწავლე
ტახტისათვის ბრძოლა და მის მოპოვებას შენს მაგალითზე ვეშურებიო?!
განსხვავებასაც გრძნობს ზოგ რამეში, იქ მარტო ძმათაშორისი იყო, აქ ამას
კიდევ მამა-შვილის შორისიც ერთვის, მაგრამ არსებითი - არსებითია! თა-
ნაც რა დავითის ბრალია, რომ მას არა ჰყავს თავისი ზოსიმე? ომანის ანაბა-
რა! არა, თუმცა ჰყავს - ქეთევანი... ძირითადი წამალიც იცის - ტახტი განუ-
ყოფელი და სამემკვიდრო უსათუოდ დააშოშმინებს... გაავებულ თანამო-
საყდრეს. ფიქრი დაშლილ ძნასავით აეჩხორა, მაგრამ დასკვნა ულოსავით
მაგრად ჩამოეგრიხა.
სამივენი იხმო
- მამათმთავარო, გთხოვთ ეწვიოთ დავითს - ჩემს თანამოსაყდრეს. ან აქ
მომგვარეთ... თუ აქვს გამოსაჩენი პირი... ან გადაეცით - არ კვდება-თქო...
და რა სწადს?! - მერმე უფრო წყნარად და დაყვავებით ესაუბრა, ქვეყნის
დაწყნარების ახალი თარგი დაუდო.
კვლავ შერიგება გიორგისთან, ძეგამს გაშვება, ყველა პყრობილის გაშ-
ვება, დევნილთა და ლტოლვილთა უვნებლობა და დაბრუნება. დაღუპულ-
თა ოჯახთათვის კანონიერი სისხლის ფასის მიცემა... ნარბევის ანაზღაურე-
ბა. თავის მხრივ, ალექსანდრე თმობდა მცირე საბჭოს. დავითს აკუთვნიდა
შერჩევის უფლებას. ხოლო ქვეყნის პირველდარიგებასთანავე „ყოვლად კა-

495
ნონიერად და საჯაროდ დავითსა და მის შთამომავლობას“ აკუთვნებდა
კახთ ბატონის განუყოფელ ტახტს.
ასე დაიწყო მოლაპარაკება ქვედა და ზედა სასახლეთა შორის.
ომანი ხელებს იშმუშნიდა და ალავერდელის შუამავლობას სიამით
იღებდა. სისხლის შენდობა მხოლოდ ეკლესიას შეეძლო. და, გარდა
ამისა, ქეთევანის შუადგომას ალავერდელი ერჩია. მაგრამ ახლა დავით-
მა დაიწყო ოჩნობა. ძმის მცხეთაში შეხვეწა, როგორც უმრწამსო კაცს
სჩვევია ხოლმე, თან ეწყინა და კიდევაც გაეხარდა. მართალია, საჯა-
როდ გამოცხადებული გიორგის მოღალატეობა გაუმტყუნდა, სამაგი-
ეროდ, მისი ისევ ხელმისაწვდომზე ყოფნამ ხელში ჩაგდების იმედიც
მისცა. შუამავლობაში კი სამღვდელოების ჩარევა არ სურდა. პირიქით,
ეპისკოპოსთა დროშის მპყრობელობის მოსპობა ჰქონდა უზურში. მან
უკვე იგემა უფლებამოსილობის მათრობელა თაფლი და ახლა მეფე-
თვითმპყრობელზე ნაკლები გვირგვინი უკვე ემცირებოდა. მაგრამ გო-
როზობას შიშნაკრავობაც ახლდა. მამისაგან ჭოეთის, თავყირის, პატიე-
ბას არ მოელოდა. ერთიც მოხვდა ხიწვად: დარიგებისას „დავითსა და
მის შთამომავლობას“ აკუთვნებდა ტახტს... ხომ შესაძლოა - თანამო-
საყდრე განზე დარჩეს, ხოლო „მისი შთამომავალი“ ავიდეს ტახტზე?
ისევ ის ავადმყოფური ეჭვი იყო. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ თავის თე-
იმურაზს ფარულმძევლად უფრო გრძნობდა მრგვალდარბაზაში, ვიდ-
რე შვილად!
არც ამაში უტყდებოდა თავს, მაგრამ ქეთევანის „ქვევით დარჩენამ“
და უნახველობამ სიცარიელე ჩაუგდო გულში. და როდესაც ამ სიცარიე-
ლეს სიბრაზე არ ავსებდა, უმალ ხილვის სურვილითა და მონატრებით
აევსებოდა იგი.
დავითმა ზაქარია ალავერდელის შუამდგომლობა აიცილა და, მი-
უხედავად ომანის წინააღმდეგობისა, ისევ ქეთევანი იხმო მაღლა...
დედოფალმა ჯერ შვილი და მაზლისშვილი მოინახულა, დაკოცნა
და მერმე ეახლა მეუღლეს.
ურთიერთს მდურვით შეხვდნენ. დავითს ირგვლივ უსხდნენ ომანი
და ბარამი, ანდერმანი და ვახუშტი.
496
- რას გვაუწყებ? - თვალგაუსწორებლად, ავყია კილოთი შეეკითხა დავი-
თი. ქეთევანმა წარბები შეჰყარა.
- მე ჩემმა მეუღლემ მიხმო თუ სამსჯავროს წინაშე ვიმყოფები?
დავითმა წაუყრუა... უმალ დაუკლო კილოს.
- მამა როგორ არის? ან თავად როგორ... - იგი უკვე შეიცვალა. ისევ თავი-
სი მეუღლის სურვილისა და გავლენის არეში მოხვდა. თვალს ვეღარ აშო-
რებდა. მას უყვარდა, თავისებურად უყვარდა ქეთევანი. უყვარდა მისი ლა-
მაზი, დახვეწილი გარეგნობა, მისი მოხდენილი ტანადობა, მისი უმწიკ-
ვლობაც კი უყვარდა როგორღაც მესაკუთრის სიყვარულით, აი, პატრონს
რომ უყვარს თავისი უძვირფასესი სამკაული და თილისმა. მაგრამ ამ
გრძნობას ვერასგზით ვერმონელებული, ქეთევანის უპირატესობის გრძნო-
ბა მუდამ ახლდა, მუდამ უფრო აყვარებდა და უფრო აჯავრებდა, როგორც
კოჭლს - ნარნარა მოცეკვავის დანახვა.
- მამა?! ალავერდელი მოგახსენებდა...
- მე შენგან მინდა ვიცოდე! ალავერდელი მაინცდამაინც უცხოა, შენ კი
შინაური...
- ამიტომ ასე „შინაურულად“ მეკითხები? - ქეთევანმა დამსწრეთ გადა-
ხედა და ისევ დადუმდა.
ომანმა ჭეშმარიტი რაინდობა არ დაიკნინა.
- ნება გვიბოძეთ გაგეცალოთ! - ნელი ტაატით წამოიწია. სხვებიც წა-
მოდგნენ. მაგრამ აქ კი მოტყუვდა ომანი. იგი დავითის მკაცრ, ადრევე შე-
თანხმებულ უარს მოელოდა... და უეცრად ლმობიერი თანხმობა მოემთხვა.
ომანმა ესღა იღონა, წინასწარ გამზადებული სიგელი დავითს გადასცა,
თვალმეტყველად შეხედა და სხვებს გაჰყვა.
ცოლ-ქმარი მარტო დარჩა. დუმდნენ. არ იცოდნენ, საიდან დაეწყოთ. სა-
ზოგადო გათიშული იყო, საოჯახო კი ხელახლად გასალანძვი.
ითმინა დავითმა, მერმე წამოიჭრა და ქეთევანს ხელშორვით ომანისეუ-
ლი სიგელი გაუწოდა.
- მამას გადასცემ! - ამაყად მიუგო, მაგრამ თითქოს სიმტკიცის ხიდი ჩა-
უტყდა. - მოაწეროს ხელი! ბეჭედი დასვას... და ყველაფერი გათავდება...
ყველაფერი! - სხაპასხუპით, სიტყვაყლაპვით ალაპარაკდა. თითქოს მრავა-
497
ლი სათქმელი ჰქონოდა, ხოლო მოსმენის იმედი კი არა... - ოღონდ მო-
აწეროს! ოღონდ!
ქეთევანმა ჩახედა სიგელს. კახთ ბატონის გადადგომისა და დავითი-
სათვის ტახტის განუყოფელად დათმობის სიგელი იყო.
ტახტის მაძიებელი კი როგორღაც გვერდულად იდგა, ცალი მხარი
ასჩეჩოდა და ბოდიშნარევი კილოთი ღერღავდა სათქმელს.
- ახლა ყველაფერი გათავებულია... სხვა გზა არ არის... უკან ვეღარ
მოვბრუნდები! ყველაფერი თავისთავად მოხდა. განა მე მინდოდა ჭო-
ეთი, გრემის მოედანი... ხანძრები, რბევა... ახლა კიდევ მცხეთა! ვეღარ
შემოვაბრუნებ... გვიანღა არის და ნუღარც შემატოპინებთ უფრო
ღრმად... ნუღარ! - მერმე გაიმკაცრა ხმა, მაგრამ მაინც წყვეტილად და
კნინ-ამაყად გამოსდიოდა. - ყველაფერი ჩემს ხელშია - ლაშქარი, დი-
ვანხანა, ქალაქი, მეგამრიგენი... ციხე და დილეგი... მე ყველაფერი შე-
მიძლია!
წუთიერი გაამაყება ისევ ჩაეშალა, ისევ მწარმუდარაზე გადავიდა. -
საოცრება არ ჩამადენინოთ... ვეღარ დავიხევ - ძალა არ მეყოფა!
ქეთევანმა იგრძნო, რომ ეს მართალი იყო. მას არც ენახა დავითი
ასეთი გოროზი და ასეთი საცოდავი, ასეთი შენაპყარი და ასეთი უნებო.
ქალი მიხვდა, რომ მისი ქმარი უკურნებელი ბორგვნით არის ავად და
მისი ხელიდან ახლა ყოველი საშინელება გამოვა, თუ ბორგვნეულ მი-
ზანს არ მიაღწია.
- მერმე რას ჰპირდები სამაგიეროს... თუ მოაწერა?!
- რას ვპირდები? - დაიბნა დავითი. მას არც უფიქრია ამის შესახებ,
ალბათ არც მოელოდა, რომ მამამისი უმსხვერპლოდ და იძულების გა-
რეშე დათმობდა ტახტს... და მაშინ, აბა, რაღა საჭირო იყო სამაგიერო
პირობა. ახლა კი ქეთევანი, მისი ჭკვიანი და ყოვლისმჭვრეტელი ქეთე-
ვანი ეკითხება. რაღაც იცის და ეკითხება... მაშ, შეუძლებელი შესაძლე-
ბელი ყოფილა?! - ყველაფერს... ყველაფერს, რასაც ისურვებს!
ქეთევანმა იგრძნო, რომ ისევ მოიპოვა გავლენა ქმარზე.
- კეთილი. მაშინ პირობებიც ჩემზე იყოს!

498
- შენზე? - ისევ შეყოყმანდა დავითი. ახლა მის გულში ომანი ებრძოდა
ქეთევანს. ქეთევანმა იგრძნო ეს.
- ტახტი ვისთვის გწადს... შენთვის თუ ომანისათვის?
დავითი გახევდა. გაწყრა კიდევაც. მალული ფიქრის დაჭერა იწყინა
და კითხვის მართებულობაც ინიშნა. მაგრამ ქეთევანმა აღარ აცალა, ისევ
შეუტია:
- შენ სისხლის ღვრა გწადს თუ კახთ ბატონობის მოპოვება? თანამოსაყ-
დრეობა მოგიტანე - ჭოეთითა და ფიცის გატეხით უპასუხე... სწორად რომ
ითქვას, შენ კი არა, ომანმა უპასუხა!
დავითს გულზე მოეშვა. მაშ, იგი კი არა, ომანია მთავარი დამნაშავე. ასე
ფიქრობს მისი ქეთევანი... ალბათ მამაც... და მართლაც, განა ასე არაა? - და
რაც უფრო აკვიატებულად ფიქრობდა, უფრო რწმუნდებოდა...
ქეთევანი კი ჭედდა ცხელ გულზე:
- მან უპასუხა, მაგრამ... ჩირქი და სისხლი შენ მოგაცხო! მას კი რა ენაღ-
ვლება... ჩვენი თავსატეხია! ახლა ჩემზე იყოს ახალი სისხლის აშორება
და...
- იყოს შენზე... იყოს! - გააწყვეტინა, უმალ დაეთანხმა დავითი და ცოლს
უხერხულად ხელი მოხვია. ქეთევანმა არ მიიკარა. ცივოფლიანი, ქლესა ხე-
ლების თრთოლვა იხიწვა. თან ეცოდებოდა მაინც მისი მეუღლე და შვილე-
ბის მამა, მაგრამ ვერ მიიკარა ხელსისხლიანი.
- წავალ მე... - და წასვლის დროს დედობრივმა სძლია და ერთი უნებური
შეცდომა ჩაადენინა: - თეიმურაზი გამაყოლე... პაპას ეამება! - იესეც უნდა
ეთხოვა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.
უცბად გაკერპდა დავითი. ისევ ებუცა ეჭვის ჭია.
- შენ თეიმურაზი უფრო გიყვარს, ვიდრე... არა, მარტო წადი! - მერმე გა-
რეთ გასძახა, ომანი და სხვანი იხმო. უკვე სახეცვლილად, ისევ გოროზად
განუცხადა ქეთევანს: - ეუწყოს მამა-ბატონს სიტყვა ჩემი - უკანასკნელი...
სამეფო ხმალი და გვირგვინ-დროშა მაახლოს! დანარჩენი მერმე ითქვას...
უვნებლობაც, შეუვალობაც, საუფლისწულოც... ფიცმტკიცობაც და პირშეუშ-
ლელობაც! არა-და სამეფო ნიშნებს მაინც მოვიპოვებ! არცა ვფარავ - ძალა
ჩვენს ხელთ არის! მერმე აღარც პირობები იქნება!
499
ქეთევანი სასახლეში რომ ჩამობრუნდა, იგი უკვე მთლიანად გარე-
მოცული დახვდა. გრემდიდს ქიზიყელი მოლაშქრენი შემოსდგომოდ-
ნენ „ახალი ბატონის ბრძანებით“. ცხენ-ქვეითნი არევით იდგნენ, მაგ-
რამ ერთნაირად თავს იტეხდნენ და მაინც ვერ გაეგოთ - რა საშიში მტე-
რი გაჩენილიყო ავადმყოფი კახთ ბატონის დიდ სასახლეში?!
ქეთევან-ალექსანდრეს ბჭობა საოცრად მოკლე აღმოჩნდა.
- რძალო ჩემო, რას გვიპირებს შენი მეუღლე... დაუფარავად მით-
ხარ?
- ძალადობას! - და ქეთევანმა სიგელი გადასცა.
ისევ ზოსიმემ წაუკითხა. ჩასრულებისას ალექსანდრემ ხელი უტაცა
სიგელზე, დახევა სწადდა, მაგრამ ძალა არ ეყო. ხბოს ტყავზე იყო ნაწე-
რი სიგელი.
- მამუკა მიხმეთ!
როგორც კი ეახლა მდივანი, გრაგნილი გადასცა.
- ამას დასწვავ... სამარცხვინოდ ნუღარ დარჩება შთამომავალთ...
ახალს კი დასწერ...
ალექსანდრემ ანდერძი უკარნახა მდივანს. აუჩქარებლად. სიტყვა-
შეუშლელად უკარნახებდა. ქეთევანმა ინიშნა, რომ კახთ ბატონს ყვე-
ლაფერი წინასწარ მოფიქრებული და გათვალისწინებული ჰქონდა.
„სრული ცნებით გონიერებით, უფლებამოსილებით და ღვთის შე-
წევნით ეუწყოს ესე ნება ჩვენი - სრულიად კახთა, მამათა და დიდ თა-
ვადთა, დიდებულთა, მოურავთა, აზნაურთა და უაზნოთა მოქალაქეთა,
თემთა და გვართა ხანდაზმულობისა, სნეულებისა და დაშთენილ დღე-
თა სიმცირისა გამო უარსა ვყოფ ჩვენისა ნებითა მეფობასა და კახთ ბა-
ტონობას. ტახტს სამემკვიდროდ ვუტოვებ ჩვენს თანამოსაყდრეს უფ-
ლისწულს დავითს და შთამომავალთა მისთა, წესისაებრ სამეფო კარის
გარიგებისა“, - მაგრამ ალექსანდრეს არც „მიუცილებლად აღსასრულე-
ბელნი პირობები“ გამორჩენია. „ქვეყნის გასარიგებლად მოურავთ წე-
სის ურყევობა, დროშის მპყრობელად კვლავინდებურად ეპისკოპოსთ
შთენა, ძმის - გიორგის საუფლისწულოზე ძეგამს დასმა, შინაუშფოთვე-
ლობა, პყრობით გაშვება, რბეულთა და დევნილთ დაბრუნება-შეწყნა-
500
რება, დაღუპულთ სისხლის ფასის გაღება“ და სულ ბოლოს, როგორც თა-
ობიდან თაობაზე გადასული დიდსაფიცარი: „ქრისტეს რჯულისა და ქარ-
თველობის თავგამოდებით და გონიერებით დაცვა!“
ანდერძი ქეთევან დედოფალს, ზოსიმე ბერდიდს, ზაქარია ალავერ-
დელს, დავით ჯანდიერს და მამუკა-მდივანს დაამოწმებინა და რძალს გა-
დასცა. სარეცელზე შესწორდა და საბანზე ხელები მრავალგზის დაუსვა,
თითქოს სააქაო საქმები ზედ შეაწმინდა.
- სამეფო ნიშნები მთავარანგელოზს გადაასვენეთ და მეც მომასვენეთ
და ისიც!
...ქეთევან დედოფალი მეორედ რომ ეწვია ზედა სასახლეს და დავითს
ანდერძი გადასცა, სწორედ გრემის დედო-ზარის ხმაც ამოსწვდა ზედა სა-
სახლეს. არც სამგლოვიარო იყო და არც სადღესასწაულო... რაღაც ახალი,
ნარევი კილო შეეთხზა ზართ ბატონს. ქვეყნის ბატონი იცვლებოდა, ის კი
ძველებურად ბატონობდა სამრეკლოზე.
დავითმა აღელვებულად სარკმელს მიაშურა. დაინახა, რომ დიდი სა-
სახლიდან მთავარანგელოზისაკენ არცთუ მოზრდილი ხატიონ-დროშიონი
ნელი სვლით ვიდოდა. უფრო მიხვდა, ვიდრე გაარჩია... შემოსილი სამ-
ღვდელოება და მანდილოსნები იყვნენ, მერმე მოქალაქენიც შეუერთდნენ,
გაშლილი სამეფო დროშა რომ კარგად გაარკვია, დანარჩენიც ინიშნა, წინ
ალავერდელს ხავერდის ბალიშზე უთუოდ კახეთის გვირგვინი და სამეფო
ხმალ-სკიპტრა მოჰქონდა.
მაინც არ ენდო თვალსა და გულს. ბარამი ჩაგზავნა და, ვიდრე დადას-
ტურებული ამბავი არ ამოუტანეს, ვერც სიგელ-ანდერძი წაიკითხა და ვერც
ხმა გასცა ქეთევანს. მერმე კი შეფრფენვით, წაუკითხავად ყველაფერზე და-
ეთანხმა. მთავარანგელოზს საპატიო ყარაული ჩაგზავნა და სამეფო ნიშ-
ნებს მიუყენა.
თავად კი აქვე, ქეთევანის თანდასწრებით, მცხეთაში წასვლა გადაწყვი-
ტა.
- მცხეთიდან ვიწყებ უშფოთველობას! მივალ... იქ ვნახავ... მოვიყვან! -
ახმიანებდა ყურწმიტეხილ, აზრგაურკვევ სიტყვებს, და სულ მოულოდნე-
ლად ისევ მეუღლეს მიეტანა: - ქეთევან ჩემო! აწ უეჭველო დედოფალო! რას
501
მირჩევ? რომ მივიდე... ფერხთით ჩავუვარდე მამას. არ შემინდობს?! არ
მიმიღებს? არ მაპატიებს?
დავითს ისეთი ნირშეშლილი სახე და ავყიად ჩახრინწული ხმა ჰქონდა,
რომ ქეთევანმა ხეირიანად ვეღარ გაარკვია, თვალთმაქცობდა თუ გულ-
წრფელად ნანობდა დავითი. მაინც გული მოეფოლხვა, მაინც მისი მე-
უღლე და თავსატეხი იყო.
- შეგინდობს! უეჭველად შეგინდობს! თუკი გულწრფელად ამბობ! -
ქეთევანს ერთხელ კიდევ წარმოეშვა შერიგების, საერთო დაშოშმინები-
სა და აწ უსისხლობის იმედი, - გიორგი ძმურად მოიყვანე. სხვაც აღასრუ-
ლე, რაც ანდერძად დაგიდო და მოდი, უთუოდ მოდი... ჩემზე იყოს!
ქეთევანი გულნაამები გაბრუნდა ქვევით. ისე გაბრუნდა, თეიმურაზი
არც კი უკითხავს. იგრძნო - შვილზედაც ეჭვიანობდა მამა... და ვიდრე
„შფოთის ხანა“ არ გასრულებულიყო, აღარ შეუბორგა ეჭვის ბუდე.
რძლის სიხარული ალექსანდრესაც გადაედო, მით უფრო, რომ მა-
ლევე დავითმა დიდი ალყა შემოხსნა ქვედა სასახლეს. მართალია, მი-
სავლებში თავის გუშაგები დატოვა, მაგრამ ისინი აღარ უშლიდნენ მნახ-
ველების მიმოსვლას. ხოლო საღამოს პირას დილეგიდან გამოშვებული
იასონ ჭავჭავაძე და შერმაზან-სარდალი ეწვივნენ ალექსანდრეს. სხვა
პატიმართა განთავისუფლებაც ამცნეს.
დავითმა კი მრგვალდარბაზში თავისი სახლთუხუცესი ომანი დატო-
ვა და თავად მცხეთას წავიდა. კმა-ლაშქარიც გაიყოლა.
ომანი გარეგნულად დინჯად და გამოჩინებით უხუცესობდა, მაგრამ
გულნაკლულად იყო. საქმე ისე მაინც არ მიდიოდა, როგორც მას სწად-
და. მართალია, თითქმის მთელი ხელისუფლების სადავე მას ეპყრო...
სახლთუხუცესობის გარდა, დავითმა მას მდივანბეგობაც უბოძა, მაგრამ
იგი გრძნობდა, რომ ეს მყარი არ იყო, და ერისთავობის წყობა-წოდების
აღდგენის ფარულ სამზადისს შეუდგა. ალექსანდრეს ანდერძ-სიგელი
აინუნში ვერ მოსდიოდა და მამა-შვილის დარიგების გზა არ ხიბლავდა.
„ყოველი დარიგება ჩემს ხარჯზე იქნება!“ ასკვნიდა იგი და „თავის
ხარჯსაც“ ახალ ხერხებს უმატებდა. არც გიორგის მშვიდად დაბრუნება
სწადდა. აქაც ახალი საბაბი იყო საჭირო და ამ საბაბს ქვედა სასახლი-
502
დან მოელოდა. გაფაციცებით უთვალთვალებდა. სულ მალე მოეცა შემ-
თხვევა.
დავით ჯანდიერმა ქვედა სასახლიდან შემოუთვალა ფარული შიკ-
რიკის მოტანილი ამბავი. განჯის ფაშა ქაიხოსრო ფარულ სტუმრად გამო-
სულიყო კახეთს და მტკვართან ელოდა ფარულ მესტუმრეს.
ომანს ეამა ჯანდიერის ასეთი ცნობა და მასთან შეთანხმებით ბელქან-
თუში მცირე ამალით გაუგზავნა ფარულ სტუმარს.
რამდენიმე დღეში ამოვიდნენ სტუმრებიც, ქაიხოსროს ნათელაც ახ-
ლდა. ფაშა მესხ-ათაბაგის სამოსში იყო გამოწყობილი... ფრიადაც შვენო-
და. გრემში მოსვლისთანავე ავადმყოფის ნახვა ისურვა, დიდ სასახლეში ეწ-
ვია და ალექსანდრეს თხოვნით იქვე დარჩა. მაღლა სასახლეში არც ასულა,
ახალბატონი იქ მაინც არ იყო.
ალექსანდრემ ფრიად იხარა მოულოდნელი სტუმრობა. ბებრული
ცრემლიც შეეპარა. მერმე კი შეხალისებით პირველსუფრა თავის სარეცელ-
თანვე გააშლევინა. თავადაც ისურვა მცირედი ძველი ღვინო.
- ჰერიჰა... ახლა კი გაფასდა ჩემი ხელობა! სირაჯობა უნდა დავიწყო! -
ცას ეწია მანასე-დოსტაქარი და მადაზე მოსულ ალექსანდრეს ყოველ სასა-
ლუქო ლუკმას უზომავდა და ხშირსადავოდ უხდიდა.
- ქაიხოსრო-ბატონო! სიდედრს არ მოვსწრებივარ და ახლა ამ ქვრივო-
ბაში დამიხედე... ესააო და პილპილიანიაო... ესააო და ნივრიანიაო... ეს ჩა-
ხოხბილი ხახვმრავალია, მწვადი მეტად ცვრიანიაო, ღვინო - მარახოშიაო...
მაშ, ღოლოს შეჭამანდზე ხომ არ დავჯდები ნანადირევს მიჩვეული კაცი?
ჰო, კარგი, კარგი, დოსტაქარო, სიკვდილს კი გამომტაცე ხელიდანა და ახლა
შიმშილით ნუღარ მომკლავ!
ქეთევანმა და ნათელამ კი ცრემლი უხვად უფრქვიეს ურთიერთს გულ-
საკინძეში. მერმე კი განმარტოვდნენ საქალებოში.
- ვეღარ დავდექი... ბატონიშვილის სიმწარე გავიგე! - გულახდილად უყ-
ვებოდა ნათელა, - დედამ კი მამას უთხრა, „ეს სავაჟკაცო საქმეაო... ახლა
შენ წადი და დაარიგე ძმებიო!“ მეც ნება დამრთო, თუ გიორგი მტკვარზე
იყო მოჩიხული და ჩვენთან გაღმა ნათურქალში არ გამოვიდაო, ღირსი ყო-

503
ფილა, რომ იქით მიაკითხოო! ქეთევანს ეახელ, რაც გირჩიოს, გაუგო-
ნეო. იმის პირის შეშლა არ იქნებაო!
...ალაზანი კი მაინც მღვრიედ დიოდა.

XLII ახალვითარება
დავით ახალბატონი ჯერ თელავს ავიდა. საქმე თავისებურად გაარი-
გა. ხალხ-თავადნი თავის ერთგულებაზე დააფიცა, მერმე ქართლს გა-
დავიდა. თავის ძმადნაფიცს ქართლის მეფე გიორგის შეეყარა. მო-
ითათბირეს. ერთად მიადგნენ მცხეთას, სვეტიცხოველის კარიბჭეში სა-
ეკლესიო სპა დახვდათ. მეფეთ მოახსენეს, რომ ნიკოლოზ კათოლიკოს-
პატრიარქის განკარგულებით, მეფეთათვის ბჭეხსნილია სვეტიცხოვე-
ლი, ხოლო ლაშქრისათვის - ჯერ არა, ვიდრე ძმათა შუღლი არ დარიგ-
დება. მეფენი გარეთ დაბანაკდნენ და შუამავლობა გაიმართა. ნიკო-
ლოზ პატრიარქმა მეფეთ არ დაანება გიორგის ნახვა, ვიდრე შუღლის
ყოველი წვრილ-ნამდვილი არ გაირკვა და დარიგების სრული სახე არ
მოდგა. ხშირი შიკრიკობა გაიმართა მცხეთა-გრემს შორის. ბოლოს კა-
თოლიკოსმა თავად იწვია მოდავენი და თავის სადგომში, მრგვალი მა-
გიდის ირგვლივ დასხა, ბერმორჩილები დაითხოვა, კარი გამოიკეტა და
მაგიდაზე ალექსანდრეს ანდერძ-სიგელი დაადებინა დავითს. ზედ
ჯვარ-სეფისკვერი დაადო და თავადაც საპატრიარქო საკარცხულში ჩაჯ-
და. ძმები თავჩაქინდრულნი ისხდნენ. ურთიერთს არ უმზერდნენ. გი-
ორგი ქართლის მეფე უფრო თამამად იყო და აშკარად დავითის მხარე
ეჭირა.
- გარდა იმისა, რომ თქვენ ჩემი სამწყსონი და საკურთხნი ხართ, თი-
თოეულ თქვენთაგანს მე ბიძად ვეკუთვნი... მამისძმად თუ დედისძმად...
- სულ წყნარად, სადღაც სენაკის თაღებში შერბილებული ხმით წამოიწ-
ყო ნიკოლოზ ბერმცირემ, - ახლა ესეც მოგეხსენებათ, რომ ოდესმე
ერისკაცობაში მეც მედო ძმათა შუღლის ცოდვა... უგნურნი ვიყავით...
დავისაჯენით... ჰოი, ვით ვნანობთ! ცოდვები მოვინანიეთ, ვძლიეთ
გულზვავობას - სამშობლოსა და ერის კეთილდღეობას დავუდეთ ჩვენი
გული და მარჯვენა. სვიმონისა და ალექსანდრეს დიდი ღვაწლიც მოგეხ-
504
სენებათ. თქვენ უკვე ბედნიერ კვართში იშვით, და რას სჩადიხართ? - ამ
კითხვაზე გაუწყდა მოთმინება კათოლიკოსს. ფაფუკი მუშტი დაჰკრა მა-
გიდას... ისეთი სიმწარით დაჰკრა, რომ ჯვარ-სეფისკვერი შეხტა მაგიდა-
ზე. - ნუთუ ძმათა გატანაც აღარ არის საქართველოში? ნუთუ ფიციც აღა-
რაფერს ნიშნავს? - სამივეს მოსდგა, მათი მეფე-ბატონიშვილობა არაფრად
ჩააგდო, ქართლის ახალგაზრდა მეფეს ნაწყენობა შეატყო და უფრო შე-
ემართა რისხვა.
- არც სიმართლე მოგწონს! ძმათა დარიგების ნაცვლად, კერძოობ და
ჩაგრულს ჩაგრავ! მაგრამ არც შენი სეხნა გახლავთ მართალი. - ახლა გიორ-
გი ბატონიშვილს მოსდგა და თავი მხრებში ჩაუძვრინა, - იმდენი ძმობა ვერ
უჩვენა ძმას, რომ ეჭვი გაუჩინა! სხვათა ბოროტთა წაქეზებასაც ყური უპ-
ყრო!
მაგრამ ყველაზე უფრო, რა თქმა უნდა, დავითს მოხვდა.
- ცრუმაფიცარო! - და გაფარჩხულ თითებზე ნიშანდობლივ ჩამოუთვა-
ლა, - ტფილისს ფიცი... ალავერდს ფიცი... ახლა მცხეთას! ტახტს არავინ გე-
დავება - მაინც მტაცებლობ! მამას სიკვდილს არ აცლი, ძმას - სიცოცხლეს!
რა ჭოეთი გჭირს?!
ჭოეთის ხსენებაზე სულ ჩაიგუდა დავითი. მას სახეზე ხელები აეფარე-
ბინა და გულწრფელად განიცდიდა მხილებას.
ნიკოლოზ ბერმცირემ კი ისევე უეცრად მოისხლიტა სიფიცხე, ვით მო-
იკიდა. უნებურად ტანის ჯაჭვზე გაიკრა ხელი, ააჩხრიალა და თავად კი დაც-
ხრა. თავი მოიმდაბლა, ტაშტ-თუნგი აიღო და სამივეს თავად დააბანინა ხე-
ლები, ერთ პირსახოცზე შეახოცინა.
- ეჰ, რაღა გაეწყობა, - შეწყნარებით დაუყვავა შერისხულთ, - შფოთის ხე-
ლები განიბანეთ! - მერმე სამივეს ხელისგულებზე ჯვარსახვით მირონი
დასცხო, - მცხეთის მირონია! სრულიად საქართველოს სამირონოსი! აბა,
ურთიერთს ჩამოართვით... უღალატობის მარჯვენად ვრაცხავ! - მერმე ან-
დერძ-სიგელი ორივე გიორგის დაამოწმებინა, თავადაც დაამოწმა, ყველა
ჯვარზე დააფიცა და სეფისკვერი სამად გაუყო.

505
- აბა, ახლა სულ ღიადა ვთქვათ, ვინმეს თუ დაგრჩათ ეჭვის ნატამა-
ლი? გული ხომ არაფერზე გეთანაღრებათ? ცხოვრებაში ერთხელ მაინც
ვიყოთ გულსარკედ! - ისეთი ჩამწვდომი კილოთი თქვა, რომ დავითი ზე-
წამოაგდო.
- აღარაფერი! წავალ და მამასაც ფერხთით ჩავუვარდები. ძმაო, წავი-
დეთ!
გიორგიმ უფრო დინჯად გაზომა საქმე. იგიც მეტად აღელვებული
იყო, მაგრამ თავის ბიძას, ისევე როგორც ბიძის მასწავლებელს - ზოსიმე
ბერდიდს, სიწმინდესთან და სიბრძნესთან ერთად, ცხოვრებისეული
საქმეებისაგან განკრძალვა-მოწყვეტასა და ჭარბ მეოცნებობასაც უგ-
რძნობდა.
- მამაო, შემინდე. აი, დავითი ახლა გულწრფელია და უშუალო. იგი
ყოველთვის ასეთია... მაგრამ ხვალ, შესაძლოა, ისევ გულწრფელად
სხვას დაუჯეროს და... - გიორგიმ ხმა მოიკვეთა.
- თქვი, ბოლომდე თქვი! - უბრძანა კათოლიკოსმა.
- ...ზეგ, შესაძლოა, მუხლებში ჩამივარდეს და პატიება მთხოვოს...
ხვალ კი თავი მომკვეთოს... ან ჭოეთის იქით გადამახედოს... ასეთია და
რა ქვას ვახალო თავი?!
დავითი დუმდა. იგი ახლაც გულწრფელად გრძნობდა, რომ ძმა მარ-
თალი იყო.
- მაშ, არ წაჰყვები გრემს? თუ მენდობი, ჩემთან წამოდი ტფილისს...
- დინჯად ჩაერია ქართლელი.
- რა ვქნა, რომ მეც მინდა მამის ნახვა. და თუ არავინ მიწყენთ, ქეთე-
ვან დედოფალი ვიხმოთ და გულმშვიდად წავყვები ძმასაც.
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, რა მფარველი ანგელოზი ჩამოგ-
ვდგომია ოჯახში! - შინაგანი აღფრთოვანებით დასძინა ბერმცირემ, და-
ვითს არც ჰკითხა, შიკრიკი აფრინა გრემს და ქეთევან დედოფალი მცხე-
თაში სასწრაფოდ იხმო.
გრემში კი შემსუბუქდა ჰაერი. კახთ ბატონ-ყოფილის ჯანმრთელობა
დღითიდღე უმჯობესდებოდა. სისხლის გამოშვებას კარგა ხანია უტია
მანასე დოსტაქარმა. ახლა შერჩეულ კვებასა და მძიმე ფიქრების გან-
506
ქარვებას აქცევდა ყურადღებას. ხანდახანაც ზურგზე კოტოშებს აყრიდა
ხოლმე, წელის ტკივილსა და ჩაბებრებულ ხველებას ებრძოდა. ლოგინ-
ში წამოჯდომისა და ნარდ-ჭადრაკის თამაშის ნება დართო, ხოლო ხან-
გრძლივი ლოცვა და სახარება-დაბადების კითხვანი ფრიად მოუფარ-
გლა. თვით ზოსიმე ბერდიდსაც შეჰბედა და ხშირი აღსარება-ზიარებანი და
„საიქიო ცხოვრებისათვის სათნო სამზადისი“ აუკრძალა.
- ცხოვრებისაკენ იბრუნა პირი და ახლა მის ფიქრებს განქარვება სჭირ-
დება, არა ჩაღრმავებული ქენჯნა და მარადიული ნეტარების სამზადისი.
ამის შემდგომ ზოსიმეც ერიდებოდა, იშვიათად დაახანებდა ჯდომას.
ალექსანდრეს კი ახალი ნუგეშ-სტუმარი აღმოაჩნდა. ქაიხოსრო-ფაშა შესა-
ნიშნავი მოსაუბრე და მოჭადრაკე იყო. ტკბილადაც შეეთვისნენ ურთი-
ერთს. ქეთევანი და ნათელა ხშირად ეახლებოდნენ ხოლმე მოხუცთ და
მათს საუბრებში ოჯახური ნიშანდობლივობა და სითბო შეჰქონდათ.
ქაიხოსრო-ფაშა სულ აღარ ასულა ზედა სასახლეში. აქ, ალექსანდრეს-
თან, ელოდა დავითსა და თავის სასიძოს. მისი უშუალო ჩარევა აღარ ჩანდა
საჭირო. მცხეთიდან ხშირ-შიკრიკი მოდიოდა. სანუგეშო ცნობა მოჰქონდა.
ალექსანდრეს ნიკოლოზ კათოლიკოსის დიდი იმედი ჰქონდა.
- იგი თუ ჩაერია საქმეში, გაჯიქებულ ძმებსაც მოარჯულებს, შეჯაჭვული
გახლავს, ჰა, ზოსიმე-ჩემო?!
- მათი საქმე აღარ მადარდებს, საიმედო ადგილზეა და მკაცრმართალ
ხელში.
მალე სრული დარიგების ამბავიც მოვიდა. ქეთევანიც იხმეს მცხეთაში.
ქაიხოსრო-ფაშას სასწრაფო საქმე გამოაჩნდა და მოკლე ხნით შემახიას წა-
ვიდა.
ალექსანდრემ სენის თავბრუ, შვილებისა და სამეფოს დარდი რომ შე-
ინელა, მოშორებულად ჩათვალა და ახლა ისევ თავის „ძირა საფიქრალს“
მიუბრუნდა. როდესაც ფეხიც აიდგა და ოთახში სიარულის საშუალება მო-
ეცა, ხშირად შედგებოდა სარკმელთან და გრემის გზას და მთავარანგე-
ლოზს უჭვრეტდა. ინანა და ინატრა ზედა სასახლე - იქიდან უფრო ლამაზი
და საოცნებო ჩანდა კახეთი. ყოველდღიური ცხოვრებაც შორეთის საამო
ნავლში იყო გაცრილი. აქედან კი ცხოვრებას უშუალოდ უჭვრეტდა მობრუ-
507
ნებული ავადმყოფი. აქ ნავლი აღარ ჰქონდა სამზერს. ქვედა სასახლეს
უფრო „ცხოვრებისეული სარკმელი“ ედგა. აქედან დანახულ გზაზე და
რიყეზე ახლაც ვიდოდნენ ქარავნები. ზოგი ტვირთით იყო, ზოგს ეკიდა
ცარიელი ხურჯინები და ტომრები. ცხენოსნები მოაჭენებდნენ ნასუქალ
ბედაურებს. მაგრამ ჯაგლაგებსაც წყევლა-კრულვით მოალასლასებდენ
ღარიბები. ჯოგ-ნახირიც ჩამოივლიდა. მეღორეები და მეხბორეები
დარბოდნენ ყიჟინით. რუმბდადებული ურმები ჩაივლიდნენ რიყის კა-
რისაკენ. ქეთხუზ-ვაჭრები ყაყანით მიიჩქაროდნენ გრემის ბაზრობაზე.
სამოსმოძველებული გლეხები ჩაატარებდნენ კოჭლა გუთანს, გულის-
ყურს წაიღებდა ღირღიტას ჭრიალი. მთავარანგელოზის კარზე გაკით-
ხვას ითხოვდნენ ხეიბრები. ერთხელ კუბოც კი შენიშნა - სასაფლაოზე
მიასვენებდნენ ვიღაც „აღარმობრუნებულს“. ცხოვრება თავისთვის ვი-
დოდა, ყველაფერს თავისი სახე ჰქონდა, თავისი ხმაც, თავისი მადლიც
და ჭუჭყიც... და, რაც მთავარია, თავისი ადგილიც! მხოლოდ იგი, კახთ
ბატონ-ყოფილი, სიკვდილის სარეცელზე უკვე ნაწოლი, ცხოვრების ან-
გარიშმოთავებული... ახლა ისევ წინაუკმოდ ცხოვრებისკენ მობრუნებუ-
ლი... მერმე როგორ - დაღლილი, გაცუდებული ნებით, მოსუსტებული
მუხლებით, დამძიმებული ხერხემლით, მანკიანი გულით... მაგრამ ძვე-
ლებურზე უფრო გამჭრიახი, დაბრძენებული გონებით... სიკვდილ-სი-
ცოცხლის მიჯნაზე, სადაც მას აღარა აქვს ადგილი, არსებითად გაილია,
მოითავა თავისი წუთისოფელი, გაიტანა, დათესა თავისი კვალი და ახ-
ლა უკუღმა ხომ არ მოჰყვება ფარცხვას?! სადღაც აქ გრძნობდა თავის-
თავის უარყოფის, განყენების დიდი სიბრძნის ახალ საფუძველს.
შუადღისას ზოსიმე მოეწვია. აღარ გაუშვა.
- მოძღვართ მოძღვარო, აბა, ერთი ეს წამიკითხე... - თაროს მისწვდა,
გრაგნილი გადმოიღო, სული გადაუბერა. თითქოს საუკუნეთა მტვერი
გააცალა და ბერდიდს გადასცა.
ზოსიმე შესანიშნავი მკითხველი იყო, ხოლო დავით აღმაშენებლის
„გალობანი სინანულისანი“ კი - მისი საყვარელი ნიადაგსაკითხავი, არა-
ერთგზის განხილული და მოწაფეთათვის ნათარგმანევი.

508
ალექსანდრემ უტია „ცხოვრებისეულ სარკმელს“ და გულისხმიერად მი-
უყურადა მოძღვართ მოძღვრის დინჯ, განცდილ კითხვას. ნამეფარი მთე-
ლი არსებით ეჟღერებოდა თავისი დიდი წინაპარის გალობასა და სინა-
ნულს. მან არ იცოდა, რა კერძო მიზეზით თუ ცხოვრების რომელ ხანაში აღ-
მოხდა აღმაშენებელს „გალობანნი“, მაგრამ ხანდაზმული სიბრძნის ნაყო-
ფი რომ იყო, ამას თავისი ბებრული გულით გრძნობდა. არა, ეს მხოლოდ
სარწმუნეობრივ აღტკინებად როდი გამოესმოდა მას, არამედ უნებლიე
ცოდვათა და ცთომილებათა შეგნებად, ხელისუფლების, ვერაცდენილ
მსჯავრდებათა ღრმად განცდილ მონანიებად, ბოლოს მარტოობის ნაგ-
რძნობი დიდი სულის საოცარ ძახილად...
„...ყოველი მიდრკების და ენაი ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა.
...ხატსა თვისსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა
მყოფობისად დამაწესე, შენებრ... ბუნებითნი რაი ძალნი, არა სჯულისაებრ
ვიხუმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი“...
ესმოდა სულგანაბულ ალექსანდრეს და თითქოს თავად გალობდა წი-
ნაპართან ერთად და თავის „დაბადებულ ბოროტებათა“ აჩრდილები
ბნელფარფატა პეპლებივით უვლიდნენ გონების ირგვლივ, და ესმოდა
ალექსანდრეს.
„...მეფობისაიცა შარავანდედნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა
მონებად მივჰყიდე თავი...
... სოლომონისაისა წურბლისა მსგავსად ვერმაძღარი სხვათა სოფლის
კიდეთა ვეძიებდი დასაპყრობელად... ესენი ვცოდენ“...
სცოდა, მრავალი სცოდა მანაც... ბევრი სიკეთეცა ჰყო... ბევრი იბრძოლა,
იღვაწა, იჩალიჩა... ზოგი რაინდულად და გულღიად, ზოგიც ვერაგულად და
ქვებუდანურად, არსად გაურიდებია თავი - არც შავუმადური საქმისათვის,
არც ხელკეთილობაში ყოფილა ძუნწი. ბევრი რამ თქვა სიტყვით თუ საქ-
მით... ზოგი ალბათ ავად, ზოგი კი უეჭველად კარგად... და აი, ახლა ყველა-
ფერი მიიჩიხა, ჩათავდა. სიკვდილმა ბევრი თანამებრძოლი და მახლობე-
ლი გამოსტაცა, ულოდნელად მასაც მოსდო ხელი, სამარის კარზე მიაგდო.
ყველაფერი გასრულებული იყო... ახლა ისევ დგას შეფოლხვებულ მუხლებ-

509
ზე და გაძვალტყავებული ხელებით პირჯვარს იწერს. გულისყურით კი
ესმის, სულ ესმის:
„...ნუ მოიხსენებ ძვირთა ჩემთა და ნუ დამსჯი მე... ქვესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაი!“
ესმის, სულ ესმის კახთ ბატონ-ყოფილს წინაპრის გალობანი სინანუ-
ლისანი, ვით თავისი ცხოვრების ძირითადი ჰანგი.
„...ჟამი რაი წუხილთა და ავთა აღმოფშვინვათაი წარმოდგეს, ზარი
მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნენ... ყვავი-
ლოვნებაი დაჭნეს... სხუამან მიიღოს სკიპტრაი; სხუასა შეუდგენ სპანი, -
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“...
კარგა ხანია ბერდიდის ხმას ალექსანდრეც აჰყვა. ხმამაღლა იმეო-
რებს ნათქვამს, სხვის ნაგალობევს, მის ცხოვრებაში და განცდაში გა-
მეორებულს.
...და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად... მაშინ შემიწყა-
ლე... იესუ ჩემო!“
და როგორც გაგრძელება, ახლა თავისი ხმით აღაღადდა კახთ ბა-
ტონ-ყოფილი:
- საუკუნო ნეტარება არ მაღირსე, უფალო, სააქაოსაკენ მობრუნება კი
გვიანაც არის, შეუძლებელიც და, ვგონებ, არავისთვის აღარც სასურვე-
ლი! სადღა არის ჩემი ადგილი?! სააქაო საქმეები გამსრულებია, მა-
მულს ახალი ბატონი ჰყავს... ჩემი ჭირისუფლობა აღარავის აღარ სჭი-
რია... ვგონებ, დროა ჩემს თავსა და სულზე ვიფიქრო, აღარ მწადს სასახ-
ლეში ყოფნა. აქ არათუ ზედმეტი ვარ, შესაძლოა, ხელის შემშლელიც.
სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი... ზოგი კარგად და ზოგი ცუ-
დად... ახლა მათაც ვაცალოთ. თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი
მიზნები და მისწრაფებანი, თავისი აუცილებელი და აუცდენელი შეც-
დომანი, თავსატეხი გზით მისაღწევი სიბრძნე. ალბათ თავისი ახალ-
თაობური ზნეობაც გააჩნიათ, ან არ გააჩნიათ! ესეც ნიშანდობლივი და
ანგარიშგასაწევია! ჩემი შემობრუნება ახლა აღარ იქნება მართებული,
ვით ალაზანში ჩავლილი წყლის უკუსვლა! მეც შემიმძიმდა ამ ქვეყნის
ამაოება... განმარტება მომწყურდა დამაშვრალსა!
510
ალექსანდრე აშლილ ლოგინზე ჩამოჯდა, ხალათი მოიხალვათა, თუშუ-
რად მოჩითული ფოსტლები წაიყარა. ფეხშიშველა მივიდა ხატთან. ხალს
რომ გადასცდა, იატაკის სიგრილემ შეაჟრჟოლა, აწმყოს გრძნობა მოუბრუ-
ნა, გატაცებას ფრთა შეუკვეცა. ხატს უკან ხელი გადაჰყო, ციცქნა ჯვარი
ამოიღო.
- ზოსიმე... გახსოვს?!
ბერმა იცნო ჯვარი, ოდესმე თორღვას ციხიდან მტრედის მიერ გამარ-
ჯვების ნიშნად მოტანილი.
- ისიც გახსოვს, ბორბალოს ქვაბში რომ წახვედით შენ და ხოსრო... ნიკო-
ხოსრო... ნიკოლოზ კათოლიკოსი, - სამჯერ გაასწორა თავისი ძმის ცვლება-
დი სახელი, - ორივე წახვედით და მე დამტოვეთ... ახლა კი, რიგიც მოვიდა,
აქედან ამ მტრედის ჯვრის მეტს არც რას წავიღებ... არც მეფური ბისონი
მინდა, არც წითელი ნატის წაღები. ჯვალოს ბებრული ჩოხა და გლეხური
ქალამნები! ბერად აღმკვეცე და იდუმლად ბორბალოს შემაყენე... ყველა
კახური მდინარის სათავე იქ არის! ცოტა ხანს ჩემთან დარჩი, მერმე კი, რო-
გორც გენებოს.
ზოსიმე მიეახლა ოდესმე თავის გაზრდილს და ახლა თითქმის თანა-
ტოლ მოხუცს, გადაეხვია და ძმური ჩურჩულით სამგზისი ამბორი ჰყო.
- იყავნ ნება შენი, ძმაო და ძმაო! ღვთისშთაგონებული სურვილია! დრო-
ზე დროული და მართებულზე მართებული! ოღონდ არ ავჩქარდეთ, იქნებ
გიორგი ბატონიშვილის მობრუნებას მაინც დაველოდოთ?!
ზოსიმემ იცოდა ალექსანდრეს გულის სუსტი ადგილი, მაინც ცდიდა ბე-
რად შედგომის მსურველს.
- არა, უმჯობესია მანამდე, დავითი ეჭვიანობს. ვგონებ, მეც მაქვს გულ-
მიკერძოების დანაშაული. ჩემი აქ ყოფნა მრავალ სხვა უხერხულობას და
შფოთის საბაბს შეუქმნის ახალ ბატონს.
კიდევ დიდხანს იბაასეს მოხუცებმა. ყოველმხრივ გასინჯეს საქმე და
კვირის სწორს, როდესაც მცხეთიდან ქეთევანის შიკრიკი მოვიდა და „ძმათა
სრული თანხმობის“ ამბავი მოიტანა, ალექსანდრეს გულზე სულ მოეშვა და
უკვე მომტკიცებული ფეხი დაჰკრა თავის კარის ზღუდეს.
- დროა! ახლა კი დაჰკრა ჟამმა!
511
ისევ ზოსიმე იხმო, მერმე დავით ჯანდიერს დაუძახეს და ყველაფე-
რი აუწყეს. იგი თავიდანვე მიმხვდარი იყო. თავი ჩაქინდრა და ეს შეჰღა-
ღადა:
- მე რაღას მიპირებთ... მე რაღას?
- შენ ჯერ აქა ხარ საჭირო... დავითს და კახეთს ემსახურე უწინდებუ-
რი ერთგულებით და გამჭრიახობით. შენ ყველაფერი იცი - ყველა სა-
იდუმლო! უშენობა არ იქნების. ახლა კი მეც გამიწიე ბოლო სამსახური.
ზოსიმე გეტყვის... უბრალო სამოსი და იქ გარეთ - ურემი... თუ გამიჭირ-
და, ზედ წამოვწვები... ცხენზე შემჯდომი კი მე მეტი აღარა ვარ! ხვალ
ღამ მივდივართ.
მეორე დღეს ალექსანდრემ მთელი სასახლე შემოიარა, ყოველი მი-
სი კუთხე და კუნჭული მოინახულა. მარიამ დედის გამოკეტილ სადგომ-
შიაც დაჰყო ხანი. ყველგან გულისა და საქმის ნაწილი რჩებოდა. მის-
თვის აქ ყოველი ნივთი რაიმე ამბავში იყო გულგადგმული და მხოლოდ
ალექსანდრესთვის ცნობილ იდუმალ ენაზე ამეტყველებული. ეზოშიც
ჩავიდა, ყველა სამოხელო და საჯინიბო მოინახულა. თავის საბრძოლო
ცხენს ფაფარზე ხელი რომ გადაუსვა, ყველა გადახდილი ბრძოლის ყი-
ჟინა ერთბაშად შეუხმიანდა გულში და სმენაში. თვალები დახუჭა, შაქა-
რი ასე ბრმად მიაჩეჩა ბედაურს და ხელისგულზე მისი მკვრივი და
თბილხავერდა დრუნჩის ცმაცუნი იგრძნო, შუბლზე აკოცა ბრძოლის მე-
გობარს და ხელი რომ მოსწყვიტა, თითებში ჩატეხილი ხმლის გრძნობა
შერჩა. თავს მიეძალა და მსწრაფლ განშორდა. ერთხელ კიდევ განავარ-
დების სურვილმა დააფრთხო. ამის შემდგომ სატახტოში და თოფხანა-
ში შესვლას დაერიდა. ახლა მესაწოლენი და შინამსახურნი დაასაჩუქრა.
საღამოს პირას კი ისევ ჯანდიერი იხმო, თავისი „მშვიდობის სიგელი“
გადასცა.
- დავით კახთ ბატონს მიართმევ! - ჯანდიერი დუმდა, - არა, კი არ გა-
უგზავნი, აქ მიართმევ მობრძანებისას. მანამდე კი ჩვენს წასვლას ნურ-
ვინ გაიგებს. შენი იმედი მაქვს - როგორც უწინ... ეჰ, ასი ხმალი!
იდუმალი სავალის ძახილ-სიტყვა მოიგონა კახთ ბატონ-ყოფილმა.

512
ჯანდიერი ისევ დუმდა. ალექსანდრე ერთიც შეაცქერდა მჭმუნვარეს,
ანაზდად შემოპარული ცრემლი თვალის კილოში მიჩქმალა და ჯვალოს
ჩოხა თავად მოირგო ტანზე. შარვლის ტოტები ყელმაღალა წინდებში
ჩაიკეცა და ჩახსაკრავის ჩასკვნით დაიმაგრა. ჯანდიერმა ინიშნა, რომ
ყველაფერი გათავებული იყო. ისევე მდუმარედ მოეხმარა, კოპებიანი
ქალამნები ჩაიცვა და თასმები ამოუყარა. მან იცოდა, რომ ესეც კიდევ ზო-
სიმეს ჩალიჩი იყო, თორემ ბატონ-ყოფილს საეპიტიმიოდ სულ ფეხშიშვე-
ლა უნდოდა გასვლა სასახლიდან.
მგზავრებმა ნაბდები მოიგდეს, სახე შეიბურეს, ბერული არგნები აიღეს,
ჯანდიერს ანთებული სანთლები გამოართვეს. დარჩენილთა და წამ-
სვლელთათვის ილოცეს. ჯანდიერი ძმურად გადაკოცნეს და მეფის საწო-
ლის უკან, საიდუმლო სავალში გაუჩინარდნენ.
დაცარიელებულ დიდ სასახლეში უცნაური დუმილი ჩამოვარდა, გარეგ-
ნულად არაფერი გამოცვლილა, ჯანდიერი კვლავ მოუშორებლად იდგა მე-
ფის საწოლის წინ, ან ახლომახლო დერეფნებში ულვაშკიდებულ ჩრდი-
ლად დადიოდა. ყველაფერს ყურადღებას აქცევდა. ყველას ბატონის სახე-
ლით თადარიგსა და გარჯას ავალებდა. ძველებურად ფუსფუსებდნენ მზა-
რეულნი და მესტუმრენი... ეს კია, სტუმრიანობამ ისევ იკლო. ალექსანდრე
კი აღარავის იღებდა.
საერთოდ, როგორც კი მომჯობინდა ალექსანდრე, ომანმა გააძლიერა
სასახლის გარეშემო დარაჯობა. დიდთავადნიც თავის კოშკებში ჩასხდნენ
და მოვლენათა განვითარებას მოელოდნენ. აღარც იასონი და შერმაზანი
ჩანდნენ სადმე. არც მცხეთას წასულნი ბრუნდებოდნენ. მხოლოდღა ჯან-
დიერი თავგამოდებით დარაჯობდა მეფის ცარიელ საწოლს.
ჯერ სულ ჩუმი ხმა გაკრთა. ალექსანდრეს თავის საწოლში შეკეტვის შე-
სახებ. იგი აღარც მესაწოლეთ, არც დალაქ-მექისეთ და მოახლეთ იბარებდა
თავის საწოლში. აღარც მზარეულთა და მერიქიფეთ უნახავთ იგი, სწორედ
მაშინ, როდესაც ყველამ გაიგო მისი სრული გამორჩენა. აკი აღარც მანასე-
დოსტაქარი ტრიალებდა სასახლეში. აღარც ზოსიმე ბერდიდი უნახავთ.
იყო და გაქრა.

513
ზედა სასახლეს უმალ მისწვდა ეს ხმა. ომანმა ყურები ცქვიტა. ეჭვი
აიღო. ჩუმი ჯაშუშები ჩამოგზავნა. ყველაფერი დადასტურდა - ალექსანდრე
და ზოსიმე აღარსად ჩანდნენ. და იყვნენ თუ არა სასახლეში, არავინ იცოდა.
ომანს ჯერ ქაიხოსრო-ფაშის ფარული მოსვლა-წასვლა აფიქრებდა. და-
ვითს მისწერა კიდევაც „განჯის ფაშის საეჭვო სტუმრობის“ შესახებ. „იქ-
ნებ თურქეთთან ფარულ კავშირს ნიშნავდეს?!“ - ყურში უწვეთებდა მა-
ლემრწმენს. მერმე ერთი მძიმე ამბავიც დაერთო შიდაშიშიანობას. ბე-
ბურ და თამაზ ვაჩნაძენი ფარულად ჩამოიჭრნენ თუშეთიდან და „შუ-
რისძიების სათვალავში“ ომანის იორის სასახლე ნაცარ-ტუტად აქციეს.
დაზარალდა ვახახიანთ ძველდარბაზიც. ომანმა ესეც მისწერა და-
ვითს... მაგრამ ახლა რა მისწეროს? არის თუ არ არის, ბოლოს და ბო-
ლოს, დიდ სასახლეში ალექსანდრე? ამის გამორკვევა ყოვლად აუცი-
ლებელი იყო. ათი წლის თეიმურაზ ბატონიშვილი ჩაგზავნა. პაპასთან
სადილობამდე დარჩენის დრო დაუდო.
თეიმურაზს მეტად უყვარდა პაპა და სიხარულით კახეთის მაღალ
ცას ეწია. სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩაირბინა, გამყოლთ გაუსწრო. ხუმ-
რობა ხომ არ იყო - ამდენი ხნის უნახავი პაპასთვის თავისი პირველი
ლექსი მიჰქონდა შვილიშვილს.
სასახლეში ჯანდიერმა მიიღო. იგი უმალ მიხვდა ომანის ოინს, მაგ-
რამ რას გააწყობდა. ნამეფარის წასვლის დაფარვა ორ დღეზე მეტი ვერ
ხერხდებოდა. აღარც ვარგოდა, მით უფრო, რომ ამ ორ დღეში ბევრი რამ
ახალი და ძირითადი დატრიალდა.
- ახალგაზრდა ბატონიშვილო, მთელი გული და გონება მოიკრიფე,
სადიდკაცოს მოგახსენებ... პაპაშენი ზოსიმესთან ერთად წავიდა, ბე-
რად აღიკვეცა. სასახლეში აღარ არის, მაგრამ, დედაშენს გაფიცებ, მის
მოსვლამდე ნურავის ეტყვი... სულ ნურავის! აბა, ჭაბუკ-ბატონიშვილო,
შენი სიტყვის სიმტკიცე ვნახოთ! - დაყვავებით უთხრა და უკან გაუშვა.
თვალცრემლიანი თეიმურაზი მალე მოუვიდა ომანს. ოღონდ, ყო-
ველ შეკითხვაზე ცრემლს უმატებდა და დუმდა.
- მაშ, ვერ ნახე პაპა?!
- დედას ვეტყვი, მხოლოდ დედას!
514
ომანმა თავისი გუმანვარაუდი გასწია:
„...ალექსანდრეს სიკვდილს არ დაფარავდა ჯანდიერი. შვილიშვილ-
საც უნახავად არ გამოაბრუნებდა ალექსანდრე, აღარ ყოფილა სასახ-
ლეში და ის არის!“
მეტი აღარაფერი უკითხავს თეიმურაზისთვის. მხოლოდ საღამოს მო-
ინახულა.
- ბატონიშვილო, დედოფალთან ვაგზავნი შიკრიკს, ხომ არაფერს მის-
წერ დედას, გაეხარდება, თუმც შენ იცი კია წერა? - განგებ მოიეჭვიანა.
თეიმურაზმა იწყინა. ამაყად განუცხადა, რომ წერაც იცის და მისწერს კი-
დევაც. მერმე შერმაზან მასწავლებელი ინატრა. თავად როგორც მოახერხა,
დაწერა და გასაგზავნად ომანს გადასცა. მან, რაღა თქმა უნდა, არც დალუქა
და არც გაგზავნა, მხოლოდ წაიკითხა. რაც სწადდა, გაიგო, თეიმურაზი სხვა
ბალღურ მოკითხვებს შორის სწერდა დედას: „პაპა-ბატონი ვეღარ ვნახე, წა-
სულა ბერად და შენს მეტს არვის ვუმხელ“.
ღამე მართლაც გაიგზავნა შიკრიკი. ომანს ახლა კი „ნაღდი საბუთი“
ჰქონდა. იგი ამცნობდა ახალ ბატონს „ალექსანდრე ბატონყოფილის სრულ
მორჩენას და სასახლიდან ფარულად, უგზოუკვლოდ თავის გარიდებას...
ალბათ თავისი და გიორგის თანამდგომთა შესაგროვებლად. ამ მიზეზისა
გამო გიორგის პყრობა და მამის მობრუნებამდე ციხეში განმარტოება სრულ
აუცილებლად მიმაჩნია“. ვაჩნაძიანთ გამოხტომაც ალექსანდრეს წასვლას
დაუკავშირა. ომანი იმასაც ითვალისწინებდა, რომ ბატონ-ყოფილს ახალ-
ბატონისათვის დატოვებული ან გაგზავნილი ექნებოდა რამე ცნობა თავის
ბერად შედგომის შესახებ. ამიტომ „მხცოვანთა ყოველგვარი თვალთმაქ-
ცობისაგან“ აფრთხილებდა ახალბატონს. შიკრიკი გაგზავნილი იყო. რო-
დესაც კიდევ ახალი „გიორგის საწინააღმდეგო ნაღდი საბაბი“ გამოუტყვრა.
ჯანდიერმა აცნობა, რომ ხევსურეთის გზით მოვიდა საიდუმლო ცნობა -
ოთხი წლის დაკარგული კახთ ელჩობის, ახალ და მრავალ რუსთ ელჩებთან
ერთად, თერგს ჩამოსვლის შესახებ.
ომანმა ახალი შიკრიკი აფრინა მცხეთას. ამბავი თავის გაგებულად აც-
ნობა და „ბრძნულგანჭვრეტილად“ დასძენდა: „იქნებ ბატონ-ყოფილმა
იცოდა რუსეთ ელჩების მოსვლა, ამიტომ გაგვარიდა თავი? არც ის უნდა და-
515
ვივიწყოთ, რომ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ რუსთ ხელმწიფე ითხოვ-
და გიორგი ბატონიშვილის მოსკოვს ხლებას. ახლა ეს სრული მოსა-
ლოდნელი არის და გიორგისათვის უეჭველად სასურველიც და სარფაც.
არც თურქეთში წავიდა, არც ირანში. რუსეთი თუ ჰქონდა ზრახვაში?!“ და
ისევ ძველებურად ამთავრებდა: „გიორგის პყრობა და მამის მობრუნე-
ბამდე ციხედ განმარტოება, სრულ აუცილებლად მიმაჩნია!“
ომანი ხელებს იშმუშნიდა. ახლა აღარ ეჭვობდა, რომ „გიორგის
პყრობას ვეღარავითარი მანდილი დედოფლისა ვეღარ შეუშლიდა
ხელს“.
ქეთევანი მარტო არ წასულა მცხეთას, ნათელაც წაიყვანა. ქალწული
იწვოდა სირცხვილით. გიორგის მოხვეულ ჩადრში სახეტანს ფარავდა,
მაგრამ, გიორგისავე ნახვის სურვილით მოხიბლული, ცას ეწეოდა. გზა-
ში ხშირ-ხშირად შეანელებდა ცხენის სვლას.
- ქეთევან ჩემო, სულწასულობაში ჩამითვლიან? არც გიორგის ეამოს
იქნებ? ან კათოლიკოს-პატრიარქი რას იტყვის?
- ყველაფერი კეთილად მოგვირგვინდება! - აწყნარებდა ქეთევანი, -
შენი მოსვლა უცბად შეანელებს დაძაბულობას, სხვა კალაპოტს მის-
ცემს, სხვა კრძალვას! მე მენდე, არც უცბად მიგიყვან. შენს თავს სულ ბო-
ლოს გამოვუჩენ! აქეთ ვახვეწნინებ!
- უხერხულია, მაინც უხერხული!
- რაა უხერხული, მარტო ხომ არა ხარ? ჩემთან ხარ, ჩემი მახლობე-
ლი!
დაქალები ისევ მიაჩქარებდნენ ცხენებს.
დედოფალმა ნათელა მუხრანში დატოვა, თავად გადაიმოკლა საგუ-
რამოზე.
მცხეთაში კახთა და ქართლელთა ლაშქარი ძველ ხიდთან იდგა ბა-
ნაკად. იქვე დაეცათ სეფე-კარვებიც. მაგრამ ქეთევანი პირდაპირ სვე-
ტიცხოვლის გალავანს მიადგა. მას კი უმალ გაუღეს კარი. ნიკოლოზ კა-
თოლიკოსმა მაშინვე იწვია, იქვე დახვდა გიორგი ბატონიშვილიც.
მაზლ-რძალი ტკბილად შეხვდნენ ურთიერთს. მამის განკურნებამ სულ

516
აღაფრთოვანა გიორგი და მაშინვე გრემს გაბრუნებაზე ჩამოაგდო სიტყვა.
ქეთევანმა კვერიც დაუკრა და ნიშნიანი სიტყვაც დააყოლა.
- მით უფრო, განჯელი სტუმრები არიან კახეთს.
გიორგის ფერმა წამოუარა სახეზე, მაგრამ აღარა იკითხა რა, ბიძა-კა-
თოლიკოსის ყოფნას დაერიდა. მაგრამ მამათმთავარმაც იგრძნო ახალი კი-
ლოც და სხივიც.
- ვინ? რა სტუმრები?
- ფარული ქრისტიანები გახლავან. თქვენთანაც სურდათ ხლება. და-
ირიდეს!
- ფარული ქრისტიანები?
- დიახ. ერთი ასულიც გახლავთ - ჩადროსანი!
ნიკოლოზ კათოლიკოსს უკვე სმენოდა განჯის ფაშის და მისი ოჯახის ამ-
ბავი. გიორგის მეორედ დაქორწინების სურვილიც. ხოლო ამდენი სიკვდი-
ლიანობის, ავბედობისა და შუღლის მიწურვის ჟამს ახალი ქორწილი სწო-
რედ მალამოდ მოესაშველებოდა კახ-ბაგრატოვანთა აშლილ ოჯახს.
- მერმე რატომ არ მაახლე, ქეთევან დედოფალო? ჩადრსაც გავაცლი-
დით და საქორწინო გვირგვინის კურთხევასაც არ მოვაკლებდით!
- მამობამან თქვენმან! ახლა კი ვუწყი თქვენი სურვილი, მაგრამ... - ქეთე-
ვანი დადუმდა და თბილი ღიმილით გადახედა მაზლს, - ზოგი ვინმე ახლა-
ცა დუმს?! იქნებ გულსაწყენადაც დარჩენოდა მცხეთაში ულოდნელი მოს-
ვლა ჩადროსანისა?!
გიორგი ნაამებად დუმდა. ქეთევანმა ინიშნა და მოითამამა სიტყვა:
- და მართლაც... ვინც მტკვარსამზირს იყო და ახლო განჯას, შორეულ
და გზა სახიფათო მცხეთას ამოსვლა არჩია. რა საფიქრებელია, რომ განჯე-
ლი ჩადროსნის მოსვლა მცხეთაში მაინცდამაინც ეამებოდა?!
- თქვენ იცით, რად ვარჩიე!
ბოლოს ენა ამოიდგა გიორგიმ.
- ჰოდა, მათაც იციან! ხოლო ერთ ვინმეს ასეც უთქვამს - თუ მტკვარზე
იყო და ჩვენთან ნათურქალში არ გამოვიდა, ღირსი ყოფილა იქით მიაკით-
ხოთო!

517
ნიკოლოზ კათოლიკოსმა თავი ვერ გაართვა ამდენ ქარგმებს. ესღა
იგრძნო, ქეთევანი კიდევ ერთ კეთილ საქმეს აგვარებდა, ხოლო მისი -
ბიძისა და შეჯაჭვული ბერის აქ ყოფნა ბორკავდა და ადუმებდა გიორ-
გის.
- ვატყობ, ამ საქმეს თქვენ უჩემოდ უკეთ მოაგვარებთ. დალოცვა კი ჩემ-
ზე იყოს! - მძიმედ წამოდგა და კარი გაიხურა.
გიორგი უკვე მიმხვდარი იყო, ნათელა სადღაც ახლოს იყო. გულზე
დიდ შვებად მოეფინა ეს მოულოდნელი გარემოება. ამ ბოლო დროის
ვაი-ვარამში მხოლოდ ეს „ნათელაური ნათელი“, როგორც თავისთვის
ჩაისიტყვებდა ხოლმე, შერჩენოდა გულსაამოდ და მოსაოხებლად. ახ-
ლა კი ნათელას „აქეთ მოსვლა“ თავისი უღალატობის პირველ მარილ-
მადლად ესახებოდა. მისი ნადუხჭირევი გული უცბად მოლბა და სით-
ბოთი აღივსო.
- სად არის?
- მუხრანს დავტოვე, წამომყევ, მოვიყვანოთ, დავნიშნოთ. დიდი ზე-
იმის დრო არც არის. მამას კი ფრიად გაეხარდება. ჩვენც ყველას! და,
ვგონებ, არც შენ დარჩე გულნაკლულად!
გიორგიმ ვეღარ დაფარა ღიმილი.
მეორე დღეს გაკვირვებული ქართლელ-კახელთა ლაშქრის წინაშე
ხალისიანად ჩააქროლეს ცხენები და მუხრანის გზას ბუქი გაადინეს ქარ-
თლის მეფემ გიორგიმ, დავით კახთ ბატონმა და ქეთევან დედოფალმა.
მათვე ახლდათ „ცხრაჯერ გაქცეული და ძლივს შემორიგებული“ გიორ-
გი ბატონიშვილი.
მეფიონს მცირე, მაგრამ რჩეული ამალა ახლდა.
ასეთ საპატიო სტუმრიონის დანახვაზე ნათელა სულ დაიბნა, ჩად-
რში ჩაიბურა და მაღლა სართულში, ქეთევანისეულ დარბაზში შეიხიზ-
ნა. კიბეზე ფეხის ხმა და კარზე მოკრძალებული კაკუნი მოესმა, მაგრამ
ვერ გაარკვია - გულიც უკაკუნებდა. გაინაბა და მაშინ გულის კაკუნმა დას-
ძლია ყველაფერს. კართან სიჩუმე იყო - სარკმლიდან მოისმა ხმიანი.
თავი ვეღარ მოიმორჩილა, ფეხაკრეფით მივიდა, შემკრთალი დაწაფე-
ბით გაიხედა. ვგონებ, ყველანი აქ, ბაღში იყვნენ. სათითაოდ შეათვალი-
518
ერა. ზურგით სარკმლისკენ რომ ზის, დავით ახალბატონია; ოდნავ მოხ-
რილ მხრებზე და გრძელ კისერზე ცნობს. ქეთევანი ვიღაც წარმოსადეგ
ქულაჯოსანს ესაუბრება. ეს ალბათ ქართლის ახალგაზრდა მეფეა! მაგ-
რამ მისი გიორგი, მისი გულის მეფე და ტრფიალი სადღა არის? ნუთუ
არ მოსულა? ახლა შეკრთომამ აჯობა კდემას.
უეცრად წელზე შემოჭდეული მარჯვენა იგრძნო. ხმადაგუბულად შეკივ-
ლა, მაგრამ არ გარიდებია. მაჯის ძგერაზე იცნო - მისი გიორგი იყო. მხარზე
მიეკრო და ასლუკუნდა. გიორგიმ თავის ხელით შემოაცალა ჩადრი, თვალე-
ბი ტრფიალთ წესით ამოუმშრალა და ბაღში მაყრიონთან ჩაიყვანა.
მთელი ღამე მუხრანელი მკერავები და ოქრომკედის მოხელენი საქორ-
წილო კაბას უკერავდნენ ნათელას.
ქალწული სიზმარ-ბურანში იყო, ქეთევანს ეკვროდა და შემკრთალი
ჩურჩულებდა:
- არც დედა, არც მამა? როგორ იქნება, როგორ?
- ჯვრისწერისას სიძე-პატარძალია აუცილებელი, დანარჩენნი კი მხო-
ლოდ სასურველნი! - ალერსიანად სიტყვას უგებდა ქეთევანი.
ნიშნობის სადილი მუხრანშივე გადაიხადეს. დიდ სუფრიანობას რჩე-
ულთ სუფრიანობა არჩიეს. მუხრანშიაც აშოთანის გლოვიანობა იყო. ხოლო
მესამე დღეს ისევ მცხეთას - ნიკოლოზ კათოლიკოსს ეწვივნენ.
მამათმთავარი მათ უნიშნო თეთრ სამოსელში მოეგება, საჩუქრებით
აავსო. ნათელათი მეტად ნაამებიც დარჩა. სულ მოიშორა სიმკაცრე, გა-
იბადრა და ჩაბამბულად წვერულვაშთეთრა კარგად გაკეთებულ თოვლის
პაპას დაემსგავსა.
- ქეთევან-მაჭანკალო, ჯერ ახლო არ გამაცნო პატარძალი... ჯერ ჯვარს
დავწერ, მერმე, მერმე!
ჯვრისწერასაც სულ მცირედნი დაესწრნენ, მდადე კი ერთადერთი - ქე-
თევანი იყო. ნიკოლოზ კათოლიკოსი დიდი სასოებით მღვდელმსახურობ-
და. მაგრამ ოქროს მიტრისა და ოლარის ქვეშ, ბერული ჩოხისა და ნაციხარი
ჯაჭვის სიღრმივ, ლოცვა-ღაღადისთან შეწყობილად, ხან წმინდა გივარგის
ნიში და საიდუმლო ნიშნობა უდგა თვალწინ... წმინდა ყალიბში ამოღებუ-
ლი სალიჰას სახე ამოაცხადებოდა... ხან შავი ტივი და ერეკლეს მოკვეთილი
519
მარჯვენა აეფარებოდა ამ სურათს... მერმე ისევ სალიჰას გაბზარული
სახე, უკვე გიორგის გვერდით ცხრაკარის საყდარში... მერმე ურჯულოთა
მკრეხელობა შეაშფოთებდა - წმიდა ნინოს თვალდათხრილი ხატი... და
ისევ გიორგი... უკვე ჩადრგახდილ, ფარულ ქრისტიანთან, ტანჯულ ქარ-
თველთან - ნათელასთან... და ყველაფერი ეს - როგორც ძმათა შფოთის
მოულოდნელი და ყველასათვის საამო გვირგვინი.
„ღმერთო ჩემო, რამდენი უბედურების გადამტანია თითოეული
მათგანი და ვინ უწყის, რამდენი ფათერაკი და ტანჯვა მოელით კვლა-
ვაც?! უფალო, შეიწყალე ყველა! მაცხოვარო, შეიწყალე და შეიფარე!“
მან, პირველმა, გადაკოცნა ახალ ჯვარდაწერილნი და აწ მაინც ბედ-
ნიერება უსურვა. ძმებმაც გადაკოცნეს ურთიერთი. დავითი გულწრფე-
ლად ხარობდა, ცრემლიც კი ადგებოდა თვალებზე... ცოლს უჩურჩუ-
ლებდა:
- გენაცვალე, ქეთევან! რა მეშველებოდა უშენოდ? რამდენ ცოდვას
ჩავიდენდი!
პირველი სუფრა კათოლიკოს-პატრიარქმა გაუშალა და, ურჩეულესი
მაყრიონის გარდა, მხოლოდ უსათნოესი სასულიერო მამები დაისწრო.
ნათელას ბექა ოპიზარის ნაკეთობის მცირე ხატი აჩუქა, ხოლო ხორეშა-
ნისათვის მცხეთის მირონი და ათონიდან ჩამოტანილი ქართული სახა-
რება გაატანა.
მეორე სუფრა უკვე ქართლის მეფე გიორგიმ გაუშალა ტფილისს.
...და ბოლოს კახელებმა პირი იბრუნეს და ცივგომბორი მაყრული
სიმღერით გადავლეს. მაგრამ გომბორს იქით ღრუბელი არა მარტო ცა-
ზე დახვდათ. პირველ თაქვეზევე შიკრიკი შემოეყარათ.
- ომან სახლთუხუცესისაგან! - შიკრიკი სულ ახლოს მიეახლა და-
ვითს, - სასწრაფო და საჩუმათო... ასე ბრძანა!
დავითმა ცხენზევე შეატეხა ბეჭედი და ჩაიკითხა. ქეთევანმა დაინა-
ხა, როგორ გაფითრდა იგი, მაგრამ არა ჰკითხა რა. დავითს კი უფრო და
უფრო ეშლებოდა სახის იერი. თანაც ინიშნა, რომ ქეთევანი მას სახეზე-
ვე უგრძნობს სულისკვეთებას. ცხენს დეზი ჰკრა - დაწინაურდა. ქეთევანი

520
არ აჰყვა. ამან უფრო იმოქმედა დავითზე, ცხენი მოსხლეტით მოაბრუნა და
ზედ მიეჭრა მეუღლეს.
- აჰა, აჰანდე! - ხელში მიაჩეჩა გრაგნილი, - ახლაც გაამტყუნე ომანი,
- წასულა! უგზოუკვლოდ გაქცეულა მამა!
- როგორ თუ გაქცეულა?! - გრაგნილს დაეწაფა ქეთევანი.
- გამორჩა, მოჯანსაღდა. თავი მომიფადილა და ახლა დამცხებს!
ქალმა ჩაიკითხა გრაგნილი და უმალ დაწყნარდა, შვებით ამოიღო სუ-
ლი. დავითი შეაწყნარა მისმა აუღელვებლობამ. ქეთევანმა ტყეში გადაიყ-
ვანა ცხენი, მოწეულთ გაერიდა. დავითიც გაჰყვა.
- ვაჩნაძეები რომ სასახლეს უწვავენ ომანს - გასაგებია... ყაფლანის დამ-
ღუპველს მეტიც ეკუთვნის!
დავითმა თავი დახარა. ეს ნათქვამი მასაც მოხვდა.
- ხოლო რაც შეეხება კახთ ბატონ-ყოფილის იდუმლად წასვლას, ეგეც
ცხადია. მაგრამ ომანი განზრახ აბნევს საქმეს. რატომ ზოსიმეზე არაფერს
იტყვის? ერთად იქნებიან წასულნი, ბერად შედგებოდა მამაც... და იქნებ შუ-
ამთაშიაც დაგვხვდნენ. ან ასე იქნება - ან შენ წერილი დაგხვდება გრემს.
არც ჯანდიერზეა განზრახ არც ერთი სიტყვა! თვალს გიხვევს შენი ომანი,
თავის საქმეს იკეთებს!
დავითს უცბად მოეშვა გულზე. ჭკუაში დაუჯდა დედოფლის ნათქვამი.
- შუამთაში ჩავუსწროთ ყველას! - მოუთმენარი მათრახი აკადრა ქურანს.
ახლა კი მიჰყვა ქეთევანიც... მაგრამ შუამთაში არც ძველი ბერი აღმოჩნდა
და არც ახალი. დავითმა ისევ ჩამოყარა ყურები. ზედაც ახალი შიკრიკი მოს-
წვდათ. ომანი „რუსეთ ელჩების თერგს მოსვლას“ ატყობინებდა და „გიორ-
გის პყრობას“ შეზვიადებულად უსაბუთებდა.
- აჰა, ესენიღა გვაკლდნენ! ჰა, ესეც წაიკითხე... ერთად განვსაჯოთ!
დავითს აშკარა დაბნეულობა დაეტყო. ქეთევანიც დააფიქრა ომანის
ცნობამ.
- ჩემო კეთილო, - ჩუმი ხმით შეესიტყვა დავითი, - განა მე კი აუცილებ-
ლად ავი მინდა, მაგრამ რომ არ გამოდის? - ხელების სავსავით ემუდარებო-
და იგი თავის მეუღლეს. - შენ მე გულახდილად არ მთვლი. მაგრამ აი რა
გითხრა: მე თუ სიყვარული შემიძლია, შენ მიყვარხარ! ვგონებ, თავსაც მირ-
521
ჩევნიხარ. თუმცა ამ ბოლო დროს მრავალი მწარი ვსვი და ცხარე ვჭამე
შენგან და შენ გამო! ნურც სულ უგნური გგონივარ. ვიცი რომ ჩემზე ბევ-
რად კეთილი ხარ, არაადამიანურად კეთილი. ყველასათვის კარგი
გწადს. ერთი ჩემკენაც გამოიხედე! ჩემი მხარისაცა თქვი! - ქეთევანს
თვალებში შეაჩერდა. ხელიც კი ჩაავლო სახელოში, მაგრამ უცბად გა-
ერიდა. - არა, ასე ყველაფერს ვერ გეტყვი... წავიდეთ, იქ დავსხდეთ, აი,
იმ მორზე! - და ქეთევანი გზა-ბილიკს გააცილა.
ირგვლივ შემოდგომის ტყე იყო. შუამთის ტაძრის გუმბათი ამაყად
გამოჩანდა შეყვითლებული ფოთლების ქარგაზე. მწიფე სხმარტლის
სურნელი ტკბილჭანგად აზავებდა გაჩრდილულ ჰაერს.
- რაც მოხდა - მოხდა! მრუდ-მართალი გასწორებულია! ახლა ახალი
ვითარებისა ვთქვათ. აღსარებასავით გეტყვი, შენ მაინც დამიჯერე! ერ-
თხელ მაინც მერწმუნე...
ქეთევანი გაკვირვებით უმზერდა მეუღლეს. ასეთი ქედდადრეკილი
და გულალალი არასოდეს არ უნახავს იგი. სინანულიც კი შეეპარა, „ბო-
ლოს და ბოლოს, ყველაფერში მტყუანი არც იგია, არც იგი!“
დავითმა ქუდი მოიხადა და წინ დაუჯდა ქეთევანს.
- ომანი მწერდა, ქაიხოსრო-ფაშა საეჭვოდ არისო ჩამოსტუმრებუ-
ლი...
- მერმე და...
- შენ მართალი გამოდექი... - გააწყვეტინა დავითმა, - მიგვყავს კიდე-
ვაც პატარძალი... მიგვიხარია!
ვაჩნაძიანთ ჯგუფის ჩამოსვლა ბარში... შურისძიების დასაწყისი...
ღირსი არის ომანი... და, იქნებ, არც მარტო ომანი, არა?!
- არც მარტო.
- კეთილი! აქაც შენ ხარ მართალი... თუმცა მე, ახალი კახთ ბატონი,
ჩემს ქვეყანაში ამბოხსა და უჩემოდ შურის სამართალს ვერ დავუშვებ,
ვერა! - დავითი წამოვარდა ზეზე, - მე შენგან, მაინცდამაინც შენგან მო-
ველი გამართლებას - ამიტომ გეთანხმები! - ისევ მორზე დავარდა და-
ვითი, - ახლა მამაჩემი გამოსაღდა და იდუმალად გადაიკარგა... არც

522
მოგვიცადა, არც გვაცნობა! შენ ამბობ, ბერად შედგებოდაო? ესეც შუამთა!
- მონასტრები მრავლად არის კახეთში! - ვეღარცთუ ისე დაბეჯითე-
ბით შეახსენა ქეთევანმა.
- მაგაშიაც გეთანხმები - სხვა მონასტერშია... მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით.
- გრემში გავიგებთ.
- გრემამდე?
- უნდა მოვითმინოთ.
- მეც მოვითმენდი, ეს ახალი ცნობა რომ არ იყოს. გიორგის რუსეთში მე
ვერასგზით ვერ გავუშვებ! აქ კი ომანი მართალია!
- ჯერ ხომ არ...
- მერმე გვიან იქნება... იქამდე თუ... მაშინ აღარც დაისმის ეს საკითხი...
- როდის მაშინ? - შეფიქრიანდა ქალი, მაგრამ დავითმა თავისი განაგ-
რძო.
- ვიდრე გიორგი ლაღადაა... სურს მას ეს თუ არა, სულ ერთია, ჩემ წინა-
აღმდეგ ამბოხის ალამი მხოლოდ იგია. ალამდარები კი ყოველთვის მრავ-
ლად გამოჩნდებიან! აქაც ომანი მართალია და შენ ჩემო კეთილო, მტყუანი.
კახეთის სრული დაშოშმინება „ალამის“ გაფარებით უნდა დაიწყოს!
- მერმე რა გსურს?.. ისევ...
- არა... - ფიქრ-ჯავრიანად გააწყვეტინა დავითმა, - არც ფიცის გატეხა და
არც ჩემი ტახტის განწირვა! იქნებ კეთილი სადგომი - გარედან ციხე, შიგნი-
დან - ტრფობის სავანე?! დროებით მაინც... ვიდრე... ვიდრე... - დავითმა
მორს ხავსი აჰგლიჯა, უნებურად ჭიანჭველების ბუდე არია და თავად შეჰ-
ზარდა. აფორიაქებული ბუდე კახეთად გამოეჩვენა... ხავსი ისევ დააფარა
და წამოვარდა. ადგა ქეთევანიც. მას შინაგანად ეამა მისი მეუღლის ასეთი
გონივრული, დალაგებული განსჯა. ეს აღარ იყო აცეტებული და ტახტის
ბჭყვრიალით თვალმოჭრილი კვიმატი კაცი, არც ფიქრი იყო ზვავობის ნაგე-
რალა და უსაფუძვლო, არამედ საჭირბოროტო განსჯა, კანონიერი სიფ-
რთხილე.
- დავით, ნეტავ ასე გონივრულად თავიდანვე გემოქმედა... რამდენ ამაო
სისხლსა და დრტვინვას აიცდენდი?! - ქეთევანმა ახლა თავად მოიახლოვა
ქმარი, - ასეთ პირობებში თადარიგის დაჭერა მართებულია... მაგრამ ერ-
523
თსაღა გთხოვ: ასევე ჩავიდეთ გრემს... იქ ბევრი რამ გამოირკვევა, ან
სხვანაირად გამოშუქდება. მერმე, თუ საჭირო იქნება, მე თავად მივალ
გიორგისთან და შენს სიტყვაზე მოვაყენებ!
- გრემამდე?.. კარგი! - ხელი ძლიერად ჩაიქნია დავითმა და შემოსეუ-
ლი ჭიანჭველები თუ ეჭვიანი ფიქრები შემოიბერტყა.
ბილიკზე უკვე გამოჩნდნენ მომავალნი. ნათელასა და გიორგის შე-
ოგურებულად მოჰყავდათ ცხენები. მათს სახეზე უღრუბლო სიყვარული
ეწერა, მხრებზე კი შეყვითლებული ფოთლები უდარდელად ეფრქვევო-
დათ და მყუდროებას უფენდა.
შუამთაში აღარც შეჩერებულან. შემოდგომით დაფოთლილი გზა გა-
აგრძელეს. თელავში ჩასვლისთანავე ერთი აუგიც გადაეყარათ: ვაჩნა-
ძიათ ჯგუფს ვახახიშვილის ჯგუფი დაემარცხებინა; მდევარს თავად
დასდევნებოდა; კუდით ქვანასროლი ვახო ვახახი თავად ეახლა დავითს
და ბებურ-თამაზის „ლაშქრის სიძლიერე“ უფრო გააზვიადა. ხოლო ვა-
ხოს ყბაში პირადი შურისძიების გამოხდომამ საერთო ამბოხის სახე და
ხასიათი მიიღო. მრავალი მითქმა-მოთქმა და ენატანიანობა შეიქნა
აქეთ-იქით. დავით ახალბატონი ისევ გაქურუხდა. ამან ზოგი შემორიგე-
ბული ისევ შეაშინა და კვლავ თავი გაარიდებინა. დამატებით კი დავითს
მოახსენეს, რომ ამბოხებულნი შაქრიანთან არიან ჩასაფრებულნი,
„ქართლიდან გამობრუნებულთ მოელიან პყრობილი გიორგი ბატონიშ-
ვილის გამოსახსნელად და ტახტზე ასაყვანად“.
დავითმა თელაველი და ახლომახლო დიდთავადნი იწვია, ამათი
იმედი მაინც ჰქონდა. მცირედნი მოეახლნენ. უმრავლესობა გაერიდა,
მათ შორის - იასონ ჭავჭავაძეც და შერმაზან ჩოლოყაშვილიც.
დავითი გაწყრა:
- ერთხელ შევუნდე, ახლა მანანეს... მაგრამ კიდევ ვანანებინებ!
ლაშქრის საბრძოლო სამზადისი ჰყო. თელაველნიც ძალით თუ ნე-
ბით შემოიმტკიცა და შაქრიანისაკენ დააპირა გასვლა.
დიდი შინაბრძოლა აუცდენელი იყო. ერთხელ აგორებული ქვა დამ-
შვიდების თუნდაც ხავსსაც აღარ იკიდებდა. კახეთი, მართლაც, აფო-
რიაქებულ ბუდეს დაემსგავსა. მდგომარეობა და გარემოება გამოუვალი
524
შეიქნა, ჭოეთის გაგრძელებად ახლა სისხლის შაქრიანი წამოადგა ალაზნის
ქვეყანას. არც გიორგის, არც ქეთევანს და უკვე არც დავითს ეს არამცდაა-
რამც არ სურდათ.
ახლა კი გიორგიმ იხმო ქეთევანი, დიდხანს ითათბირეს. ნათელა უჯ-
დათ ჩუმ მოწმედ. დათათბირდნენ და ქეთევანი ახლა დავითს ეწვია:
- კახთ ბატონო, მოციქულად მოვალ... ძმამ შემოგითვალა... - სევდიანი
ღიმილით შეესიტყვა და ცალკე გაიხმო. დავითმა ღჯუდ მოხედა, მაგრამ
გაჰყვა.
- რაო?! - უკვე დამცხრალი ხმით შეეკითხა. ქეთევანს მის კვიმატ, დაუდ-
გრომელ სულში მუდამ რაღაც სითბო და დამშვიდება შეჰქონდა.
- ნებით პატიმრობაში წავალ, ოღონდ შინაბრძოლას აერიდოსო!
- არც მე მწადს, არც მე! - წამოიძახა მან, მერე კი „ნებით პატიმრობა“
რომ იგულისხმა, საოცრად განცვიფრდა. - როგორ თანახმაა?!
დიდმა განცვიფრებამ თითქმის ყოველთვის ეჭვი იცის...
- მაინც სად სურს?
ქეთევანმაც უმალ უგრძნო ეჭვის კოღოს ნაგესლი.
- თავად ირჩიოსო... - ეს კი თავად დაუმატა მანდილის სიბრძნის პატ-
რონმა. იგი გიორგის ნათქვამიდან და ნამოქმედარიდან გამომდინარეობ-
და, დავითს კი მალამოდ მოედო. უმალ მოლბა. ლაშქრის აყრა ბრძანა. საბ-
რძოლო თადარიგით ვიდოდნენ, მაგრამ შაქრიანს სულ უგანეს, წინანდალ-
ში ჩავიდნენ, იქიდან კი სისხევით ჩააპირდაპირეს ალაზანზე და წვრილგზე-
ბით ყვარელს მიატანეს. სრულ მშვიდობით იარეს. არც ყვარელში გაჩერე-
ბულან, კუდიგორას ჩაუარეს. ლაშქარი ქვევით დარჩა. დავითმა ქორწი-
ლიონის მცირე ჯგუფით ნეკრესის ციხე-ტაძარს მიაშურა.
ნეკრესის სიონის თითქმის ზედ მიბრჯმით ექვსსართულიანი კოშკი შეს-
დგომოდა. ცაში წაეღო თავი. კოშკს ძირა ნაწილში დიდი სასახლე ჰქონდა
მიდგმული. ტერფთან კი დიდი მარანი და წყლის ავაზანი ეკვროდა. საერ-
თო გალავანი ფარგლავდა მრავალ საყდარსა და ბერსადგომებს. მთის სი-
მაღლესა და ირგვლივ შემოტევრილ ტყემაღალ განყენებისა და უშფოთვე-
ლობის მზე-ჩრდილში ჩაებუბნა დიდი ნეკრესი.
მოსულთ თავად სტეფანოზ ნეკრესელი გამოეგება კარიბჭესთან.
525
- მშვიდობით მობრძანებით, კახთ ბატონო!
- სტუმრები მოგგვარეთ, მამაო სტეფანოზ... ამ შფოთიან დროს!
- სტუმართათვის და მლოცველთათვის მუდამ ღია არის ნეკრეს-სამყო-
ფელი, ბატონო!
ამ დღიდან სასახლის ზედა სართული და მთელი კოშკი გიორგისა
და მისი მეუღლის სამყოფელად გადაიქცა. ქვედა სართულში და ირ-
გვლივ მკაცრი, მაგრამ პატიმართა თვალში უცემი გუშაგობა გააწესა და-
ვითმა.
სასახლის ფართო სარკმელებიდან და კოშკის ბანიდან შესანიშნავი
ხედი იყო კახეთის უმდიდრეს და ულამაზეს ნაწილზე. ამ მხრივ ნეკრესი
მრგვალდარბაზა სასახლესაც არ ჩამოუვარდებოდა. მთის სიმაღლითა
და ტყის უღრანობით კი სჭარბობდა კიდევაც.
კახთ ბატონი და მისი მეუღლე ტყიან თავქვეში ჩაკიდებულ ბილიკს
რომ ჩაჰყვნენ, ფაფარწაყრილი ცხენები ძლივს შეაჩერეს და მაღლა ახე-
დეს.
კლდიან და ტყიან თხემს გალავან-სასახლე და კოშკი წაფერდებულ
ქვის ცისარტყელასავით გადმოსდგომოდა. აივნიდან გიორგი და ნათე-
ლა კიდევ აქნევდნენ ფერად ბაღდადებს.
ძირს, ალაყაფთან, მდგარი ნეკრესელი კი პირჯვარს იწერდა და
კბილჩაკლებულად ჩიფჩიფებდა:
- ქორწილ-პატიმრობის მნახველიც ხომ გამხადა უფალმა! რას არ
მოიგონებს ახალბატონი?! რას არ მოიგონებს... დიდება შენდა...

XLIII ალავერდი და ნეკრესი


წვეთის წყაროსთან, სადაც საიდუმლო სავალი იყრებოდა, დაისვე-
ნეს. წყალიც შესვეს.
- ამ წყაროსაც სხვა გემო აქვს უკვე! - ალექსანდრეს ხმა დაგუბულად
გაისმა გვირაბში, - ვიაროთ, თორემ სანთელი არ გვეყოფა. მარცხნივ
ტყეში გავალთ! - და უფრო ვიწრო სავალში გადაუხვია.
მალე უძირო ქვევრს მიადგნენ ქვევიდან. ქვევრი ზევით თაღში იყო
დატანებული და შიგ ხის ვიწრო კიბე იყო შეყენებული.
526
ალექსანდრე დაწინაურდა. კიბეზე სისუსტე იგრძნო, მაგრამ არც შეიფე-
რა, არც გაამხილა. სარქველი მხარ-კისრით ქვევიდან ასწია და თავი ტყეში
ამოყო. უმალ შემოდგომის ფოთოლცვენის იდუმალშრიალი შემოესმა. ამო
სურნელი და ჩუჩუნი შემოადგა. გვირაბის სამარისებურ სიჩუმეს ახლა ღა-
მის ტყის მეტყველი ჩქამი შეენაცვლა. მთელი მკერდით შეისუნთქა და შვე-
ბით ამოისუნთქა ნამეფარმა, ეს ყოველივე სასწაულს უფრო ჰგავდა. ალექ-
სანდრეს დაღლილ სულში ჭირთაშვება, გაოცებასთან ერთად, ჩაიხლართა.
ისევ მიჯნაზე იყო, ხოლო ეს ვერ გაერკვია: მკვდრეთით აღდგომა იყო თუ
სიცოცხლით განდგომა, დაბადება თუ გარდაცვალება?!
კიბე აათავა, ფეხი ფოთლების ლოგორს წამოსდო. ქვევრის სავალს პი-
რი მოუსუფთავა. ახლა ოდნავი ნოტიო და სოკოს სუნი მოეძალა, თავბრუ
დაახვია. როგორღაც მეტზედმეტი იყო ჰაერი. მალე ზოსიმეც ამოძვრა...
მოჩვენებასავით ამოიზარდა ქვევრის პირიდან, ჩამქრალი სანთლის სურ-
ნელი ამოიტანა.
- აბა, დავხუროთ ისევ.
- დავხუროთ. ჩვენი ძველი ცხოვრება, სურვილები და ცოდვები იქ, ბნელ
ხვეულებში, ჩავტოვოთ! - ალექსანდრემ სარქველი ისევ მოარგო ქვევრის
თავს და ფოთლის ლოგორი ისევ მიაყარა. ისევ დაებნა გრძნობა, თუ მიცვა-
ლება იყო, თავად მიაყარა მიწა და შლამი თავის სამარეს, თუ დაბადება -
თავად მიიჭრა ჭიპი, ახლა უჭიპოდ და, ვგონებ, უღვიძლოდაც დგას უკუნეთ-
ში.
მოხუცებმა ურთიერთს ჩაჰკიდეს ხელი, ფათურ-ფათურით უტეხ ტყეზე
ჩაინაცვლეს ერთი გაყოლა, მერმე ბილიკზე გავიდნენ. უფრო ქვევით კი შა-
რაგზა იყო. ამ გზაზე არა ერთგზის იყო ავლილ-ჩავლილი ნამეფარი. ეს გზა
ნაწილობრივ მისი ცხოვრების გზის უტყვი მატიანეც იყო. გზა იგი მრგვალ-
დარბაზა სასახლიდან ჩამოსწრაფული. ბოლიას ხევში ჩამოდიოდა, ოქლა-
ქის წყაროს ჩაუვლიდა და დიდ სასახლეს ადგებოდა, იმავ სასახლეს, სა-
იდანაც ამ ცოტა ხნის წინათ მალულად გამოიპარა უკან აღარასდროს მო-
საბრუნებლად.
ლტოლვილნი ნაბდებში შეიბურნენ და გზას ჩაჰყვნენ, გრემდიდთან გა-
რედარაჯები გალანდეს.
527
- ჰმ! შვილი დარაჯობს მამას?! - ჩაიდუდუნა ბატონ-ყოფილმა, მაგ-
რამ თავად გაუკვირდა, რომ ამ უნებურ შენიშვნას არავითარი გულის
მოსვლა არ მოჰყოლია. თავის თავზე როგორღაც მესამე პირში ფიქრობ-
და... უფრო მეტიც, „იმ მამას“ სასახლეშივე დარჩენილად თვლიდა. „ამ
ჭიპმოჭრილს“ კი მძიმე მოვალეობის მოშორების გრძნობა შვებით ავ-
სებდა. ირგვლივეთის შეგრძნობასაც ძველსაზრისი ეკარგებოდა. წარ-
სული კი ჭიჭინობელას შორეულ ხმადღა მოსდევდა, ისიც შორს სარ-
ქველს უკან და გულს მიღმა.
დარაჯებსა და გრემის სასახლეს შორიახლოდან დაუარეს და გრემუ-
ლას რიყეზე გავიდნენ. ახლა უკვე ქალაქიც გამოჩნდა. მთის მყუდრო
უბეში შეჩრდილულ შენობებს აქა-იქ ჩამდგარი შუქჭრაქები უცნაური სი-
ლამაზით ტვიფრავდნენ და, ცხოვრების ამაოებიდან ლტოლვილს,
სრულიად ახალი, ჯერ არნახული ეშხით უჩანდნენ. მთის უკან სავსე
მთვარეც ამოდგა. ახლა იგიც სარქველს ჰგავდა.
- ოჰ! ერთი ქალაქშიაც გამატარა?! - ინატრა მან, მაგრამ აბეზარი ბუ-
ზივით აუქშია სურვილს, - ჰერიჰა! გადამეყრება ვინმე... იქ ხომ მიცნობ-
დნენ?! - უეცრად „მიცვალებულად“ ჩათვალა თავი და თავისი „ცნობაც“
შორს წარსულში გადაიტანა;
ზოსიმე დუმდა. არც ერთ კითხვაზე პასუხს არ აძლევდა. ესმოდა გუ-
ლისხმიერს, რომ ყოველი მისი სიტყვა სულის საოცარ გაოგნებასა და
ნეტარებას დაურღვევდა მის ახალ თუ ხელახალ მოწაფეს.
სადღაც ზევით მთავარანგელოზი და ალექსანდრეს კოშკი შემოი-
ტოვეს. მათი ჩაორმაგებულად ნაერთი ჩრდილი გზაზე იყო გადაწოლი-
ლი. კოშკის ჩრდილის გადავლამ კიდევ ახალი შვება აწვია ამ კოშკის სა-
ხელის მიმცემს. თითქოს ტანზე შეჭედილი მძიმე, ნაბრძოლევი აბჯარ-
ჩაჩქანი გააცალეს და ყველა სახსრისა და იოგის შვებათაშვება მისცეს!
მთელი სხეულით, ყველა გრძნობით შემსუბუქდა მებრძოლყოფილი.
გრემულაზე გადავიდნენ. დიდი რიყის შუა, ბალახოვან ხარვეზზე,
ურემი შენიშნეს.
- იგი თუ არის?

528
მივიდნენ. საძნე ურემს დიდი ლასტები ჰქონდა აფარებული. შიგ ბზე
ეყარა, ხოლო ზემოდან თივა ჰქონდა, უკან მიყრილად შემაღლებული.
იქვე ბერკამეჩები ეყარნენ და ზანტად იცოხნებოდნენ. პატრონი კი არ-
სად ჩანდა.
- ოქრო-პაპავ! - ხმა ამოიღო ზოსიმემ.
- აქ გახლავართ! - ურმის თავიდან თავი წამოყო ოქრო-პაპამ, დინჯად
ჩამოცურდა და თავჩახრილად წადგა მოსულთა წინაშე.
სულ მალე ურემი დინჯი რხევით მიგორავდა რიყეზე. კოფოზე ოქრო-პა-
პა იჯდა და ოდნავ ზურგმობრუნებით იქვე მიყუჩებულ ზოსიმე ბერდიდს
დაბალი ხმით ესაუბრებოდა. ნაბადქვეშ კახთ ბატონ-ყოფილი იწვა და თი-
ვის მათრობელა სურნელს ხარბად ყნოსავდა. ველური პიტნის, ღანძილისა
და თეთრი ყაყაჩოს მჭახედ ხრჩოლვას სამყურასა და იონჯას სურნელი არ-
ბილებდა და ამო თვლემაში წასულს შვების ღიმილს უფრო უტკბობდა. ნა-
მეფარს ისიც კი ეამა, როდესაც ღაწვზე ძალამილეული ჭინჭრის ბუსუსი
ესუსხა და შინაგან სიამეს გამოსავალი და სიტყვის საბაბი მისცა. მანაც ძა-
ლამილეული ჭინჭარივით ააბუსუსა სიტყვა, ბებრულ დუდღუნა საყვედურ-
ში შებურა კილო:
- კი, მაგრამ... რაღა თივა წამოიღე? ახლა ფარდაგ-ჯეჯიმიც აღარ უპრია-
ნობდა ჩვენთვის?!
- ეჰ, ბატონო, შენი ჭირიმე... ვიცი განა... თივაზე წოლა გიყვართ. ერთი
ზვინი ჯერ კიდევ წინათ მომიშალეთ, თუკი გახსოვთღა? აი, ნუკი მიწყენთ
და დიდკაცობაში მოკლე მეხსიერება აქვთ ხოლმე უმეტესსა.
- მახსოვს, ოქრო-პაპავ, მოურავი რომ გამისამართლე, მაშინა!
- ჰოდე, ბატონო! ისიც თუ გახსოვს, უღელი ზაქი და ურემი რომ მიწყა-
ლობე?
- ისიც მახსოვს... აი, რუსთ ელჩებისა და ზოსიმეს რუსეთიდან მობრუნე-
ბის მახარობელი იყავ! ეს ქალამნებიც, ვგონებ, ნუგზარისეული ცხენის ტყა-
ვისა უნდა იყოს?! შენს მორთმეულს შენვე უკეთ იცნობ!
ალექსანდრემ ნაბადსქვევიდან გამოყო ქალამნების უჩვევი, ოდნავ შე-
ბუჟული ფეხები.

529
- ჰოდა, ეს ურემიც იგივეა, სწორედ შენი ნაწყალობევი. ზაქები კი ახ-
ლა ბერზაქები არიან, შენი ჭირიმე. ჩაბეხრეკდნენ. მაგრამ აღარც ჩვენა
ვართ ყმაწვილკაცები! - ბნელაში შავად წამოზიდულ კამეჩების ზურ-
გებს სახრე სასიყვარულოდ მოუთათუნა და ისევ უკან იბრუნა პირი, - და-
ხე ამასა, ისევ შენს ნაწყალობევ ურემზე არ შევიყარენით. შენც, შენი
მუხლების ჭირიმე, მამა ზოსიმეცა და მეც - თქვენი მეურმე და ბორბა-
ლოს გამყოლი! - ხმა შეუტოკდა პაპას, კილო უფრო ჩაუკლო, მაგრამ
მნიშვნელობით ჩააღრმავა... - ასეთია ცხოვრება, მაშა... ამ ბეხრეკი ურე-
მივით მიგორავს ოღროჩოღრო რიყეზე, ხან აღმა და ხან დაღმა. ბოლოს
კი სულ ერთად იყრიან თავსა, მოდგებიან გზანი სავალნი და მისი ავკარ-
გობის ამყოლ-დამყოლნი, დიდ-პატარა, ქალი თუ კაცი, ერი თუ ბერი, მე-
ფე თუ გლეხი... აი, კვალი და ხნული კი რჩება... სიკეთეს თესავ და თავა-
დაც კმაყოფილი ხარ, ბოროტს გესლავ და სამარის კარსიქითაც ჩაგდევს
შენი ნაგესლი... სადმე მოგეკითხება... სიტკბო და სიმწარე, როგორც
დღე და ღამე, ბარიბარშია, აი, სიკეთე და ბოროტება კი კაცობაზეა! ავი
სჯობნის იქნება, მაინც სიკეთე უკვდავია! - კიდევ დიდხანს ჩიოდა ოქრო-
პაპა წუთისოფლის წაღმართ-უკუღმართობას. მისი უღვარძლო ტკბილ-
ჩივილი და გაპოხილი ურმის თვლის ოდნავი ჭრიალი უტკბილეს ნანი-
ნად ჩაესმოდა თივაში ჩაბურულ, ყარიბულ ნაბადგადახურულ ალექსან-
დრეს და მყუდროებას უმკვიდრებდა სულში.
ალაზნისპირა შარაგზაზე რომ გავიდნენ, მას უკვე უშფოთველად
ეძინა. და პირველძილმა თავისი ღრმა ჯადო რომ გადააცალა, მერმე
უფრო მოეშვა სხეულში და სიამგულობამ ახლა სიზმრის ბურბუშელა წა-
მოაფარა. ალაზნის მოდუნებული ჩხრიალის ხმაზე ურმის შერბილებუ-
ლი რყევა ტივის ტაატს უფრო დაემსგავსა, უფრო გაისიზმრა წყალ-ხმე-
ლეთი. რული ზოსიმესაც შეაპარა.
ოქრო-პაპას დაბალი ბაასით ახლა მარტოხელა კონკილასავით ირ-
ხეოდა ჰაერში. მერმე პაპამაც ხელმოფარვით, ჯვრის გადასახვით მოიმ-
თქნარა, კოფოს ძირში ცუცქით ჩაჯდა, კამეჩებს დინჯად შეუძახა და და-
ბალი ხმით ჩივილს ასევე დაბლა ახლა ურმული გამოაბა:
ჰარუ არალოო დააა!
530
ალექსანდრეს ტკბილ სიზმარს სულ თაფლად და ბადაგარ დაედინა ღი-
ღინში ჩაქსოვილი ვარამი. სადღაც აზრისა და გრძნობის ლანძვებიან
ზღვარზე ესმოდა და არც ესმოდა დარდის კილოში სახეცვლილი მრა-
ვალფენიანი სიტყვები:
...გაუწი უღელს, ნიკორავ,
გაიმანძილე მხარია...
...იყო და არა იყო რა...
რაც იყო... აღარ არია...
„აღარ არის! აღარ!“ თითქოს ვიღაც სიზმრისპირელი უჩურჩულებდა ბა-
ტონ-ყოფილს. ახლა „ტივიდან“ პირდაპირ ალაზნის ტალღაზე გადადიო-
და სიზმართ-ბატონი, ზედ ტალღაზე ვიდოდა ტანმსუბუქად და გულხალი-
სიანად, კვალსაც ტოვებდა - სიკეთის კვალს! თითო კვალში მთვარის სხივი
დგებოდა და უეცრად აკვანს ამსგავსებდა... ზედ ნაპირზე მომდგარი ვეება
მუხები და ვერხვები, ნეკერჩხლები და თელები ათასტოტება ხელებს უშ-
ვერდნენ და ახალნაზარდ კვირტებს კალთებით აბერტყავდნენ. ახლა კაკ-
ლის ხეები და წაბლის კორომები, ნაპირზე გამოჯრილი ბაღ-ვენახები თავ-
თავიანთ მადლიან ნაყოფებს ხონჩებით და გოდრებით სთავაზობდნენ...
ბაგეხსნილი ბროწეულები ვარსკვლავებივით ეკიდნენ და ლალის კბილებ-
ში ღიმილი უთრთოდათ. ფეხქვეშ მიყუჩებული ალაზნის კიდე-მუხლებში
შავნაბადა მაყვლიანები აურაცხელ ციცინათელებს ისევდნენ და სიზმართ-
ბატონს მხრებზე ციმციმით ეფრქვეოდნენ.
ოქრო-პაპა კი აურმულებდა გარემოს:
დავაგდე, რაც რამ მებადა.
ცხოვრებას მივეც ღალაო,
შენთან ვარ, ჩემო ნაბადო,
ჩემო ალაზნის ჭალაო!..
...მორჩა, მოიხადა ცხოვრების ღალა. ბევრი მისცა, ბევრზე მეტიც... ვგო-
ნებ, იმაზე მეტიც, რაც აშკარად გააჩნდა. ახლა კი ყველაფერი დააგდო, რაც
ებადა, რაც ედარდებოდა. ჭირისუფლის მძიმე ტვირთი მოიშორა და რა
მსუბუქი, რა ადვილი ყოფილა ასე ცხოვრება! არავინ არაფერს ჰკითხავს...
ვერც მოჰკითხავს. ქვეყნის საზრუნავი დოლაბი აღარ უბრუნავს თავზე. მო-
531
ილია ჟამთა სიმუხთლე და ვარამი. ახლა მხოლოდ თავისთვის და თა-
ვის სულისათვის იცხოვრებს და იზრუნავს. აი, სად ყოფილა ჭეშმარიტი
შვება და თავისუფლება! უფლებამოსილებისა და ზვავობის პატიმრო-
ბიდან იხსნა თავი და აი, ახლა უდრტვინველობა, ალაზანი... ურმული...
მერმე მარტოობა და მარტვილობა ბორბალოს შორეულ სავანეში!
მიგორავს ურემი, ღამესავით შავი კამეჩები უბია უღელში, ოქრო-პა-
პას თეთრ ფთილა წვერზე კი მთვარის მკრთალი ნათელი დაჰფენია.
ურმულში გადაღვენთილი სევდიანი ღიმილ-ღიღინი კი ალაზნის წიაღ-
ში დარხეულ წარმართულ ლოცვას უფრო წააგავს, ვიდრე ცხოვრებით
დაღლილი კაცის სიმღერას...
შენთან ვარ, ჩემო ნაბადო,
ჩემო ალაზნის ჭალაო,
მაინც გულში მაქვს იმედი,
ვიდრე მაქვს მუხლში ძალაო!
გათენებისას გზას უტიეს. ჭალის უდაბურ ჩეროში მიდგნენ და თავი
უცაბედ მგზავრებს აარიდეს. ნალოცევს ხემსად მისხდნენ. ოქრო-პაპას
მოტანილ გლეხურ ნუზლს გემრიელად შეექცეოდნენ. შორიახლოს კამე-
ჩები ალაზნის შემოსილულ უბეში ეყარნენ და განცხრომით იცოხნე-
ბოდნენ. აქ ალაზანიც თითქოს ნელი ცოხნით დიოდა და დროც სულ
სხვა მაჯაზე იყო აწყობილი.
ალექსანდრემ თავი ისევ ძილს მისცა. მის დღეში არ უძინია ამდენი.
„ძილქუში გამიჩნდა, თუ შფოთიანი მეფობის დროინდელ ძილდანაკ-
ლისს ერთბაშად ვივსებ?!“
მწუხრისას ისევ დაიძრნენ. ახლა უფრო ფხიზლობდა ალექსანდრე,
მაგრამ გარინდებაში იყო თავწასული. ცალყურად სწვდებოდა ოქრო-პა-
პისა და ბერდიდის სიტყვადაზომილი მსჯელობა. კახეთის ვარამს ჩი-
ოდა ორივე. მერმე ზოგადქართულ ვარამსა და დაქსაქსულობაზე გა-
დაიტანეს სიტყვა.
- ასეთი რა გვჭირს ქართველებს, რომ ვერა და ვერ გავერთიანდით
ისევ? - ჩუმად კითხულობდა პაპა.

532
- მრავალი მტერი გვიშლის, მაგრამ ჩვენც ზედმეტად ამპარტავნული
განკერძოება და ჩემიაობა გვჭირს... ყველას ბატონობა და პირველობა
გვწადს, მხოლოდ თავისთვის გვსურს თამადობა, დიდი სახელი... თა-
ვისთავადობა გვინდა. ასე კი არ გამოდის საქმე, არა! ურთიერთ საძალა-
ოდ ძალა არ გვყოფნის, დასათმობად კი - სიბრძნე! ასე ვართ!
- მაშ, თავისაც გვჭირს და გულისაც?! მე კი სხვაც მგონია, მამაო... სხვაცა!
- სხვაც არის. ასეთ დიდ მანკს ერთი-ორი მიზეზი არ ეყოფა!
- თავისთავადობაო, ბრძანე, მამაო, მე კი დიდთავადობას ვიტყვი. მათ
არ სწადიათ ერის ერთიანობა, სადაც ერთიანობაა, იქ მეფე-მოურავობა და
ამქარ-გლეხობა ხარობს... იქ არის უმეტოქობაც და მუშაკობაც, უამპარტავ-
ნო დათმობაც და ერთ აზრზე მოდგომაც!
კახთ ბატონ-ყოფილი უსმენდა და არც უსმენდა ამ გულდაძრულ მსჯე-
ლობას, ათასჯერ ნაფიქრალსა და თავნატეხს, მაინც გადაუწყვეტელ დავა-
თა დავას.
და ახლა, ამ ყოველივეს რომ მოშორდა, ისევ ამასვე აგონებენ მეგზურ-
ნი. იგი მოხუცის მიმხვდურობით გრძნობს - არც უბრალოდ აგონებენ... მარ-
თალია, მათაც მწვავედ სტკივათ ქვეყნის ეს სატკივარი, მაგრამ მას კი „ამ
გზიდან შემოსაბრუნებლად ან გამოსაცდელად აგონებენ. „იქნებ გაჭრას?!
ჰა, იქნებ?“ არა, მორჩა... გულიდან ქვეყნის დარდი და ჯავრი მოიშორა.
აქამდე თავზე ევლებოდა - ახლა თავზე შემოივლო. მოიცილა და აღარ შე-
მობრუნდება. მისი ურემი ახლა და ამიერით სულ სხვა გზაზე მიგორავს, მი-
სი ფიქრი სულ სხვა სიზმრისპირულს ელამუნება.
უფრო შეიბუბნა სურნელოვან თივაში, ნაბდის ხაოს ყური აუსვა და შე-
იხიზნა. შორეულ თუ სიღრმისეულ ჭიჭინობელას ხმაც მიწყდა. ისევ სიზ-
მრისპირს მისცა თავი.
ისევ სდის ალაზანი... უფრო ხმიანად და ჩქეფიანად... ტყესაც ჩქამი უმ-
რავლებია. ურემიც კი უფრო ჭრიალებს. ბაასის ხმაც მატულობს. მაგრამ
სიზმრისპირული ნავლი ყველაფერს ფლობს, ყველას აყუჩებს.
ალბათ კარგა ხანს ეძინა. უეცრად გამახვილებულმა სმენამ შორიდანვე
ახალი, უჩვეულო ხმა მოაწვდინა. რკინის რეჩხსა ჰგავდა. ყური ათხოვა, გა-
მოცდილმა ცხენოსანმა უმალ „გამოიცნო“ შეძრული ნალის ხმა! მაშ, უჩქა-
533
რია ცხენოსანს!“ შეიშმუშნა და ნაბადი გადაიშორა სახიდან. თვალი არ
გაუხელია, მაგრამ თითქმის გაეღვიძა. ურმის ჭრიალს ფლოქვების ხმაც
შეჰმატებოდა. ნესტოებს ჭენებით გახურებული ცხენის ოფლის მჭახე
სუნიც მოხვდა და აათრთოლა.
ახლა ბაასი შემოესმა, უფრო ხმამაღალი და ხმანაცვალიც. ხმაც იც-
ნო - არც ზოსიმე იყო და არც ოქრო-პაპა.
- ძლივს მოგეწიეთ! სასახლიდან თქვენი გზით გამოვედი. უმალ უნ-
და მივბრუნდე.
- ვერა, ვერ გავაღვიძებ! - ჩვეულებრივზე უფრო მაღლა უარობდა
ბერდიდი.
- აუწყეთ მაინც. ომანმა ინიშნა, თქვენი წასვლა გაიგო. თეიმურაზ ბა-
ტონიშვილი ჩამოუგზავნა პაპას. ახლა ათას ჭორს შეთხზავს. თქვენც არ
გიმუხდლოთ რამე გზაში! ერთიც: იქნებ სჯობდეს, „ბერის ანდერძი“
ახალბატონს თელავში ვაახლო. ირგვლივ ყველაფერი აირია. ვაჩნაძე-
ებმა ომანს გადაუწვეს სასახლე. ჭორი დადის - დავით ბატონიშვილს გი-
ორგი ბორკილგაყრილი მოჰყავსო. მათ კი შაქრიანში გადაუდგნენ მეამ-
ბოხენი. ნუგზარ ერისთავი ხომ სულ გაუდგა კახეთს... - ნაწყვეტ-ნაწყვე-
ტად უბნობდა დაღლილი ჯანდიერი. სულს მოითქვამდა, გახურებული
ცხენის ნავარდს ურმის სვლას შეათანაბრებდა და ისევ ჰყვებოდა. - და
კიდევ ახალი ცნობა: კახთ ელჩები, ბოლოს და ბოლოს, მობრუნებულან,
თერგს ჩამოსულან. ხევისაკენ მოდიან. რუსთ დესპანებიც მრავლად
მოჰყავთ თურმე. ასეთ დროს ბორბალოს განდგომა უხერხულიც არის,
სახიფათოც. მე ჩემი მითქვამს და... ნურვინ მიწყენს, მღვიძარ-მძინა-
რიც. ახლა ყველაფერი ვთქვი და წავიდე თუ არა?!
ყველა დუმდა. დუმდა ალექსანდრეც. არა, მას აღარ ეძინა, თუმცა
თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. იგი ფიქრობდა, ისმენდა და ფიქრობ-
და... ურემი კი მიგორავდა. ცხენი მიჰყვებოდა. ალაზანი დიოდა... წუხელ
თუ დღეს კანტიკუნტად გაგონილი ხმა ახლა აბეზარად იჭრებოდა ფიქ-
რში, ძველ სატკივარს უჯიჯგნიდა. ისევ ძველი ჭიჭინობელა წამოეძალა
და მალე ყველა დანარჩენი ხმა დაფარა.

534
- წავიდე თუ არა?! გავბრუნდე - რა პირით გავბრუნდე... ან რას იტყვით?
ისევ სიჩუმე და ისევ არავინ ეტყოდა პასუხს.
- ეს რა ჭირკეთილობა გვჭირს?! - ბოლოს გაოცდა ყოვლად დინჯი
ქონდაქართუხუცესი.
- წადი! - ძლივს აღმოხდა სიტყვა ალექსანდრეს.
ჯანდიერმა ყალყზე შეაყენა ცხენი, შემობრუნდა და ისე უეცრად გაქრა
ბინდში, თითქოს მიწა გაუსკდა, ალაზანში ჩაიტანა. მხოლოდ დაძრული ნა-
ლის ხმა ნაკაწრად გაჰყვა ბინდის ჩქამს. მერმე ისევ აბეზარ ჭიჭინობელას
ხმამ შთანთქა იგიც. ალექსანდრეს კი ისევ შემოაწვა ძველი დუხჭირი...
აფუნგული და ამბოხებული კახეთი, ძმათა შუღლი... მაგრამ სულ საოცარი
შთაბეჭდილება მოახდინა მასზე რუსთ ელჩების კვლავ გამოჩენამ. ოთხი
წელი ჩამიჩუმი არ იყო ჩრდილოეთიდან. თითქოს გადაიწურა მოლოდინი.
ბოლო ვარაუდებში გულს აღარც შეუხსენებია ჩრდილოეთიდან თეთრი კე-
ისრის მიერ სამფარველოდ გამოწვდილი, მაგრამ ვეღარ მოწვდენილი ხე-
ლი.
„იქნებ ახლა?! იქნებ ამჯერად? როგორ თქვა - დიდი კი არა, მრავალი
დესპანიო!“ თავს შემოსწყრა კიდევაც. რომ მიდიოდა, ხელს რომ იბანდა
ყველაფერზე, „იმ იმედზეც“ რომ აღარ უფიქრია გულგატეხილს, ფიცდებაც
დაავიწყდა და ურთიერთ შორის გაბმული ქრისტიანული სიტყვაც. და აი,
ახლა ბერობის გზაზე შემდგარს შემოახსენა თავი „მეორე იერუსალიმმა,
ახალმა რომმა, ქრისტიანმა მფარველმა“. მაგრამ უკან აღარ გამობრუნდე-
ბა ბერი კახი. ესღა არის - შორსაც ვერ წავა. ჯერ ვერ წავა. ისევ ხელს მო-
უმართავს, პირს მოუწყობს ქვეყანას. „არა ზვიადობით, არამედ თავმდაბ-
ლობით“. ვერც ნუგზარებსა და ომანებს დაუტოვებს კახეთს საპარპაშოდ...
ვერც თავის შვილებსა და შვილიშვილებს დაჰყრის ასე ურთიერთში ხელ-
დარეულად. კიდევ ერთიც და უმთავრესიც - „იქნებ ახლა მოსწვდეს ივერთ
დაქსაქსულ მიწებს, შორი, მაგრამ ძლიერი მფარველის მაერთიანებელი და
გარემტრებისაგან დამცველი ხელი!“
თვალდახუჭული იწვა ბერი კახი და შორიდან შორს ცდილობდა აწმყო-
სა და მომავლის განჭვრეტას. ბოლოს ხმა ამოიღო:
- სად ვართ?
535
- ალონის თავში.
- ალავერდს გადაუხვიე, გეთაყვა, ჯერ იქ შევდგები. მერმე დავით გარეჯს
წავალ. ქართულ საერთო გულთან ის უფრო ახლოა! - და სრულიად მო-
ულოდნელად ოქრო-პაპას ნამღერი ურმულის ნაწყვეტი ამოებორკა ენაზე:
- „მაინც გულში მაქვს იმედი, ვიდრე მაქვს მუხლში ძალაო!“ - წამოჯ-
და და გაკვირვებით მიმოიხედა, - ღმერთო, შენ შემიწყალე! შენს საფარ-
ველს შემახიზნე, მეცა და მთელი კეთილქართველობაც!.. თავიდანვე
ბერცოდვილი გამოვდექ... უკან მომდევს წარსულის ჭირი და ათასი
ხლართებით მბორკავს!
ურემი შემობრუნდა, მიმართულება იცვალა. რატომღაც უფრო აჭრი-
ალდა.
- ეჰ, ვგრძნობ, ისევ ჭრიალში მივალთ! - აღმოხდა ალექსანდრეს.
ალაზანზე რომ გადადიოდნენ, ალექსანდრემ ხელი გადაყო, წყალს
უწვდინა. ალაზნის შეხება სწადდა, მისი წყალის სისველის გრძნობა
მოსწყურებოდა. ალაზანი ხომ მისი ცხოვრების მანძილზე ნიშატეულად
გადადიოდა, ფესვებს ურწყავდა, ალღოსა და იმედს უმახვილებდა. ჰო-
და, აწვდინა, იგრძნო, ახალდაღვრილი სისხლივით თბილი დიოდა
ალაზანი.
დილაადრიანად ალავერდელი ბერები სენაკებიდან რომ გამოვიდ-
ნენ, შენიშნეს - სამრეკლოს მახლობლად განმარტოებულ სენაკში ვიღაც
ახალი მორჩილი ჩამდგარიყო. თითოეულ მათგანს ბერად აღკვეცის წინ
გავლილი ჰქონდა ეს სენაკი. ზოგი სასოებითა და ზოგიც, იქნებ, წყევლა-
კრულვით იგონებდა ამ „განსაწმენდელსა“ და ახალ სულიერი ცხოვრე-
ბის საზღურბლოს.
უცნაური ის იყო, რომ ახალი მორჩილი სულ არ გამოდიოდა გარეთ.
ისიც შეამჩნიეს შეეჭვებულმა ბერებმა, რომ მას - ახალ მორჩილს - მან-
ველ-ბერი ემსახურებოდა. დილის ლოცვას, ალავერდელის გარდა, ზო-
სიმე ბერდიდიც დაესწრო, ხოლო როდესაც ნალოცველს ორთა მამათა
თავისი ხელით ახალ მორჩილს სენაკშივე მიართვეს სეფისკვერი, ბე-
რებმა უმალ ინიშნეს, რომ ახალმორჩილი ვინმე დიდ კაცთაგანი იყო და
უმალ ენები მოიკვნიტეს.
536
არც შემდგომ დღეებში გამოსულა ახალმორჩილი საერთო ლოცვად,
ბერმორჩილების წესსა და ლოცვას თავის სენაკშივე ასრულებდა უცნო-
ბი. ხოლო ბერად აღსაკვეცად მას თავად ზოსიმე ბერდიდი ამზადებდა.
შაბათს, მწუხრისას, დიდ წირვად ერთად მოდგნენ ალავერდის ბერები.
ალავერდელმა და ზოსიმემ ახალმორჩილიც გამოიყვანეს და ბერული აღ-
თქმა მიაღებინეს. ყველამ იცნო ალექსანდრე კახთ ბატონ-ყოფილი. ზოსი-
მემ ახალბერს თავად შეაკვეცა ჭაღარა კულული, დანარჩენი თმა მელოტს
უკან გადაუსწორა და ბერული ბარტყულა დაახურა. დღეიდან იგი ალექსი-
ახალბერი გახდა და ნალოცვევს სერობაზე იგი ემსახურებოდა ძმებს.
მას, ღრმად მოხუცს, არ შეჰკადრებდნენ ასეთ სამსახურს, მაგრამ თავად
დაიდო ეპიტიმიად და წესის ყოველგვარ შერბილებაზე მკაცრი უარი განაც-
ხადა.
სერობა ჯერ გასრულებული არ იყო, რომ ტაძრის ეზოში, ხოლო შემ-
დგომ სატრაპეზოს შემოსავალში ხმაურ-ჩოჩქოლი შეიქნა. მანველ-ბერი
აქოშინებული შემოვარდა, მაგრამ, ვიდრე რაიმეს თქმას მოასწრებდა, ვი-
ღაც ნაბდოსანი პირდაპირ სატრაპეზოში შემოიჭრა, ოდნავ დაბნეულმა მი-
მოხედა შაოსანთა სიმრავლეს, ახალბერი შენიშნა, მას მიეჭრა და ფერ-
ხთით ჩაუვარდა.
- მამა... მაპატიე! შემინდე, შენს უმადურ შვილს, შენს სიცოცხლეშივე
შენს ტახტზე მიძალებით დამჯდარს, ზვავობით პყრობილსა და უღირსს!
გაზეპირებულივით გაიძახოდა იგი და მუხლებზე ეხვეოდა მამას. ალექ-
სანდრე უძლურად ჩაჯდა საკარცხულში. ერთხანს ჰაერი და სიტყვის საძა-
ლი აღარ ეყო. ძველმეფური და ახალბერული გრძნობა აერია. ახლა მამის
გრძნობაც წამოეტოტა... და ვიდრე ყველაფერი არ განსაზღვრა, დუმდა.
- ადექ, შვილო! შემინდვიხარ შენცა და სხვებიც. აწღა იყავ ლმობიერი
და ზნემაღალი, სამართლიანად მპყრობელი! - გულშეძრული ახალბერი
ახლა თავად ეხვეოდა შვილს და ბებრულ ქუთუთოთა შორის ცრემლი ცრი-
ლად ეპარებოდა.
ალავერდელმა ნიშანი მისცა, ბერები ლანდებივით ჩუმად წამოდგნენ
და ნელი ტაატით, კეთიწყობილად წარემართნენ გასავლისაკენ. ახლაღა
შეამჩნიეს, რომ იქ, კარში, დავით ჯანდიერი იდგა, ხოლო გარეთ, ეზოში -
537
ქეთევან დედოფალი, მას თავისი ათი წლის თეიმურაზი და ქართლში
ნაშობი, აქამდე გაძიძავებული ძუძუთა გოგონაც მოეყვანა. ახლა ახალ-
ბერის გამობრძანებასა და დალოცვას ელოდა.
სატრაპეზოს დიდ სუფრაზე ახლა ოთხნიღა დარჩნენ.
- შვილო, ამ ჩემს სულიერ მამებთან და ძმებთან გეტყვი, მე საამქვეყ-
ნო ამაო ცხოვრება გამითავებია, ახლა შენ იცი, რა გონიერებით წარუძ-
ღვები კახეთს და, საერთოდ, ივერთ საქმეს. ანდერძში დაწვრილებით
დაგიტოვე სიტყვა. ჯანდიერი გადმოგცემდა.
- ყველაფერს აღვასრულებ, ყველაფერს, რაც დამიბარე, რასაც ახლა
მეტყვი, - თავაუღებლივ, სხაპასხუპით უპასუხებდა დავითი. გულწრფე-
ლად უპასუხებდა და ამ წუთში თავადაც სჯეროდა ნათქვამისა. მაგრამ
პირველაღელვებამ რომ გაუარა, ფეხქვეშ ნიადაგი იგრძნო და ამ ნია-
დაგს ხელი ამოაყოლა.
- მამა, შენი ხელით მაინც დამადგი გვირგვინი, შენი ხელით! - მუდა-
რაც გულის სიღრმიდან იყო მოსული და, რა შეატყო, რომ მამას აღარ
სურს საერთო საქმეებში გარევა, სულ დაწყნარდა და მარჯვედ გამონიშ-
ნული სიტყვა შეამატა ნათქვამს:
- ასეთი კურთხევა დააშოშმინებდა მეამბოხეებს! ყველაფერი თავის
ადგილზე მოდგებოდა... ამად გემუდარები - ხმლით არ მინდა ტახტის
შემომტკიცება! ამ ჭკუაზე გვიან მოველ და ახლა მაინც ნუღარ მკრავ
ხელს! ნუღარ შევაწითლებთ ალაზანს!
ხელები შეუთრთოლდა ალექსანდრეს. თითქოს ალაზნის წყლის
„სითბო და სიწითლე“ ისევ იგრძნო ხელებზე. მერმე შვილის მუდარა შე-
ზომა გუმანით, ნაამებმა გადახედა ზოსიმესა და ალავერდელს. მათაც
ურთიერთს შეხედეს და თავები დაუხარეს.
- კარგი, შვილო! კეთილი! ამასაც ვიტვირთავ ქვეყნის საშოშმინოდ,
ძმათაშორისის ასაცილებლად.
დავითი უცბად წამოიჭრა, წამოთამამდა. ახლა უკვე სარფიანობის
თვალსაზრისით ზომავდა საქმეს.

538
- ერთშიაც შეგაწუხებ, მამავ! რუსთ ელჩებს შენი თანდასწრებით მივი-
ღებ. ასე მირჩიეს... მეც ასე მიჩანს კახეთის და, საერთოდ, ივერთა საკე-
თილდღეოდ მფარველი ხელმწიფის უფრო სარწმუნოდაც.
ალექსანდრეს მოეწონა დავითის განსჯა. თავადაც უმთავრესად ამ
მიზნით არ დარჩა ალავერდს?! მაგრამ ზოგი რამის გასაგებად მაინც ჩა-
ეძია შემორიგებულ შვილს.
- ვინ გირჩია, შვილო?!
- ქეთევან დედოფალმა... ჯანდიერმაც... - მაგრამ მან იგრძნო, რომ ძველ
ბატონს კიდევ ერთი რამის გაგება სწადდა. - ომანმაც მირჩია, მანაც!
- კეთილი, მაგაშიაც დაგეთანხმები.
ახალი ბატონი ხელზე ეამბორა ძველ ბატონსა თუ ახალ ბერს.
- ცოლ-შვილიც დამილოცე... მამავ... აქ არიან.. აქ მოგგვარე...
ახლა კი მეტად აღელდა ახალბერი, ჯანდიერის მიერ შემოწვეული
თვალცრემლიანი ქეთევანი და თეიმურაზი გულში ჩაიკრა. ჯანდიერი კი
ისევ კარის რაფაში იდგა და ახლა ჩვილი გოგონა უხერხულად ხელში ეჭი-
რა. ჩვილსაც გაეღვიძა და ბერების სატრაპეზოში ალბათ პირველად ძუძუ-
თა ბავშვის ტირილი გაისმა. ალექსანდრე შეკრთა და შემობრუნდა... უკვე
ბერულად აკურთხა ჩვილი, სიტყვა კი ვერაფრად სანუგეშო გამოუვიდა: - ვა-
ითუ მაგიც ქვეყნის სატირალს ტირისო?!
კვირის სწორზე ალავერდის ტაძარში, უამრავი ხალხისა და თავადაზ-
ნაურობის თანდასწრებით, საზეიმო ლიტანიისა და შესაფერის ქადაგება-
თა შემდგომ, სადა ჯვალოს ჩოხამოსილმა ალექსანდრემ თავისი ხელით
დაადგა დავითს მთავარანგელოზიდან გადმოსვენებული კახთ ბაგრატი-
ონთა გვირგვინი. სამეფო ალამიც გადასცა. ხმალს კი ხელი არ შეახო ახალ-
ბერმა. დავითმა თავად აიღო ხმალი და, წესის საწინააღმდეგოდ, აქვე ტა-
ძარშივე შეირტყა წელზე. მამას არ ეამა, მაგრამ თავს უსაყვედურა, გამარ-
თლებაც კი მოუნახა შვილის საქციელს... „მე არ შევარტყი და რაღა უნდა
ექნა?!“
დამსწრეთ შორის მრავალი მეამბოხე და თავგარიდებული თავადი თუ
მოურავი აკლდა. არც ნეკრესში გამომწყვდეული გიორგი ბატონიშვილი
დასწრებია კურთხევას.
539
ნაზეიმევს ალავერდის ირგვლივ „შინა თუ გარემტერთა საგონებელ-
ში ჩასადგებად“ დიდი აღლუმი გაიმართა. მრავალი თოფის ბათქი, ისა-
რთ ტყორცნა თუ ხმალ-თამაში და ჯირითი მოეწყო. ხოლო როდესაც მე-
ფიონი გრემისაკენ დაიძრა, ზოსიმემ და ალავერდელმა ალავერდის ბე-
რები იხმეს, კვლავ უქადაგეს და ახალი ძმის ალექსიბერის სახელით
თხოვეს მთელ კახეთში ჯგუფ-ჯგუფად გაშლა, მეამბოხეთა თუ გააფ-
თრებულთა ნახვა, თავისი თვალით ნანახის მოყოლა და ალექსიბერის
- ძველბატონის - „შენდობისა და შოშმინის სიტყვის“ ხატზე ფიცით გა-
დაცემა. დავით ახალბატონის სახელითაც სრული პატიებისა და ხელ-
შეუხებლობის სიტყვის დაძენა.
ერთ თვეში მთელი კახეთი ასე თუ ისე დაშოშმინდა. მრავალმა მეამ-
ბოხემ პატიება მიიღო და შინ დაბრუნდა. ძმანი ვაჩნაძენი კვლავ არ ენ-
დვნენ დავითს და ისევ თუშეთში ავიდნენ. ჯორჯაძენი და ზოგი ჩოლო-
ყაანი გაბუტულად ჩასხდნენ თავთავიანთ ციხეებში და გაყუჩდნენ. ნუგ-
ზარ ერისთავმაც თითქოს ქედი მოიხარა, მართალია, თავად არ ეახლა,
მაგრამ მოსაკითხავები მოართვა დავით კახთ ბატონს, გვირგვინღებაც
მოულოცა და კახთ-რუსთა ელჩების გადმოყვანა „კავკასიონის გზაზე
თოვლის აღებისთანავე“ აღუთქვა.
მიუხედავად აღდგენილი სიმშვიდისა, ყრუ ჭიდილი და ურთიერთის
მიმართ ჩასაფრულობა მაინც დარჩა. შინაუნდობლობას კვლავ წოდებ-
რივი და ქონებრივი გაწამაწია დაერთო და გაართულა. ომან სახლთუ-
ხუცესის წყალობით, ყველა ერისთავყოფილი სულ მალე მიემხრო და-
ვითს და მისი ტახტის დასაყრდენი გახდა. ეს გარემოება კი მეტად
აღელვებდა და აეჭვებდა ახალთავადებს, აზნაურებსა და მრავალ მოუ-
რავს. ხოლო მათს მხარეზე იყო ეკლესიაც, რადგან დროშათმპყრობე-
ლები ერისთავობის გაუქმების შემდგომ ეპისკოპოსნი იყვნენ, რაიც ეკ-
ლესიასაც გარკვეულ უფლებასა და სარგებელს უხვეჭდა. ომანი დიდი
ხანია მოითხოვდა „ძველქართულ წესზე მობრუნებას; წვრილბობოლა
მოურავთა ხელიდან კახთ სამეფოს განთავისუფლებას, ქართლისა და
სხვა საქართველოების ერთ შინა წესზე მოდგომას“. დავითი კი, მიუხე-
დავად ძველი პირობისა, ფრთხილობდა, უფრო სწორად, შიშობდა. მით
540
უფრო, მამის ანდერძის მთავარ მუხლად „მოურავთა წესის შეუშლელობას“
უდებდა, „ოდესმე საქართველოთა გაერთიანების შინასაფუძვლად“ უსა-
ხავდა; საკუთარი მრწამსის უქონლობის გამო, სულ ორთაშუა ყოყმანში
იყო. საქმესაც ყოველდღიურობით ფარგლავდა. ხოლო, რაც უფრო გადიო-
და დრო, ხელისუფლების მათრობელა თაფლი თავს უბრუებდა, ჭაბუკურ
გოროზობას ახალი ნაღდი საფუძველი უჩნდებოდა და უფრო აზვიადებდა.
ზოგნიც უგრძნობდნენ და არცთუ უსარფოდ სარგებლობდნენ. მლიქვნე-
ლობა ხომ ყველაზე ადვილი საშუალებაა, უმრწამსო კაცის თვალში დაწი-
ნაურდე!
სახლთუხუცესმა ხომ ისე დაალაგა საქმე, რომ დავით ბატონი გრემის
სასახლეში „მორჭმით“ დააბა და ირგვლივ ერისთავყოფილი დიდთავადნი
და მათი ნაშიერნი დაახვია. ძველებიდან, ძალა-ძალად, მხოლოდ ჯანდიე-
რი შემორჩა სასახლეს, რადგან მასთან მრავალი შინა და გარე საიდუმლოე-
ბანი იყო დაბანდებული... და ვიდრე ვახო ვახახიშვილი გამოეჩვეოდა, ყვე-
ლა ქვეხლართს და ძაფს ხელში ჩაიბარებდა, დავითმა თავის ულვაშა სეხნა
დატოვა ციხის ქონდაქრად.
მათ შორის მოკლე, მაგრამ ფრიად მკაცრი საუბარი ახალ ბატონის მცხე-
თიდან მობრუნებისთანავე მოხდა.
- მემსახურები?
- თუ მენდობით, ბატონო?!
- მამაჩემი თავის თავივით გენდობოდა. მეც მამაჩემის შვილი გახლა-
ვარ!
ჯანდიერმა იგრძნო, რომ სულ ღიად არ იყო ნათქვამი სიტყვა. აზრს შუ-
აზორი ჰქონდა ჩაჩრდილული.
- უკეთუ ეგ სიტყვა ხალასია, ჩემი თავი და ხმალი კახეთის საქმეს ამსა-
ხურე. მე მეტი არაფერი გამაჩნია. ულვაშს თუ არ ვიანგარიშებთ, ბატონო! -
დავითმა თვალში თვალი გაუყარა დავითს. ერთს უფრო აეწკიპა ულვაშები,
მეორეს უფრო ქვევით დაეშვა.
- ულვაშიც რომ ვიანგარიშოთ, სახიფათოდ მდიდარი ჩანხარ?! - ჩაიდუ-
დუნა ბატონმა და უცბად აჩქარდა, აკეპა სიტყვები: - ჯერ ძველებურად დარ-
ჩი, ვახახიშვილსაც გამომიჩვევ... მერმე სარდლობას ჩაგაბარებ.
541
დავით ბატონი მეტად გამოუცდელი და ფიცხი იყო სიტყვების ჯერო-
ვან მოზომვაში, დავით ქონდაქარი კი - მეტად მიმხვდური. მან ახალი
დასტურით იგრძნო, რაც თავიდანვე იცოდა, რომ ახალ ბატონთან ერ-
თად დიდხანს ვერ მოხნავდა საჭირნახულოს. მაგრამ ალექსანდრეს ბო-
ლოსიტყვაც ახსოვდა: „შენ აქ დარჩი და სამშობლოს წინაშე შენი ჩუმი
და ძნელი საქმე პირნათლად ასრულე! ბატონები იცვლებიან. ხოლო
სამშობლო იგივე რჩება!“
...და ჯანდიერი დარჩა. დარჩა იასონ ჭავჭავაძეც. იგი ახლა სამარ-
თლის კარზე ჯდომასა და ქალაქის მდივანბეგობას დაუბრუნდა. გრემ-
ქალაქში გადაბარგდა და სასახლეში იშვიათად მოდიოდა.
ქეთევანმა ისევ მიაღწია თავისას - თეიმურაზი და იესე კვლავ შერმა-
ზან ჩოლოყაშვილს ჩააბარა.
მრჩეველთა საბჭო სულ არ მოიწვია დავითმა, არც ოდესმე მამის
შერჩეული და არც ომანის ნაგულისხმევი. მარტო ბრძანებლობდა. ცალ
ყურს მხოლოდ ომანს უთმობდა, მაგრამ მისდაუნებურად სწორედ ამ
„ცალ ყურზე“ მიდიოდა საქმე. ვიდრე რუს-კახთა ელჩები არ ჩამოსუ-
ლიყვნენ, ომანმა გარეგნულად სულ ჩაფარა კლანჭები. შეფარულად,
დიდი ოსტატობით ამზადებდა ზრახულ საქმეს. ამ ნიადაგზე სულ ახ-
ლო მოიბირა, სიბერისაგან ყურდაკლებული, მაგრამ ამპარტავნობითა
და სახლკაცობით მდიდარი გორჯასპ ენდრონიკაშვილი. მოიმხრო აბე-
ლიშვილები, სხვა დიდგვარეულობანი. ყოველი წვრილმანი ჩაიანგარი-
შა, თავის გუმანში კარგი მქარგავივით ჩააგვირისტა „ერისთავობის აღ-
სადგენი ფარგი“ და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა შინაგანი დი-
დი ცვლილებებისათვის.
„ნაბადფარული მოქმედების“ დიდი ოსტატი ახლა მოურავების სა-
ხელის გატეხას შეუდგა. მათ ახალი გადასახადების აკრეფა დროზე ად-
რე მოთხოვა, რათა მათს იძულებითს სიმკაცრეს ხალხში მათდამი სი-
ძულვილი გამოეწვია. ერთი ყოვლად ვერაგი „ორსარგებელა“ ხერხი გა-
ჩარხა. გადასახადის გასადიდებლად დავით ბატონის თანხმობა მი-
იღო, მაგრამ რაოდენობის ღიად შეცვლას დაერიდა. ძველჩვეულ მტკი-
ცე ზომას ფუძე გამოუშალა, საწყაული გაადიდებინა და ახალი გამოსა-
542
ღების დიდი საწყაულით აღება მოურავებს ვალად დაუდო, მან კარგად იცო-
და, რომ საწყაულის შეშლა ათას გაუგებრობასა და ბოროტმოქმედებას გა-
მოიწვევდა და, პირველ ყოვლისა, ისევ მოურავებს გაუტეხდა სახელს, რა-
იცა მას საშუალებას მისცემდა „თავის დროზე“ მეფისა და ხალხის თვალში
„სიდუხჭირის დამნაშავედ“ მოურავები გამოეცხადებინა და უმტკივნეუ-
ლოდ მოეშორებინა. „ომანურებს“ ისე ხელგველურად აძვრენდა, რომ ეჭვის
მიტანა ფრიად ძნელი იყო; გრემის სასახლეში ხელგაშლილად უხუცესობ-
და, პურადობდა, მწყალობლობდა; თავის გაზრდილი მეფის ტახტის გა-
რეგნული ბრწყინვალებით შინაგან ნაკლებ მტკიცობას ფარავდა.
ასევე დიდი გამოჩინებით მიიღეს გრემდიდში ისევ გადმოსტუმრებული
„ახლო მოყვარე“ - ქაიხოსრო განჯელი, რომელიც შარშანდელი ხარაჯის წა-
საღებად მოსულ თურქ ჩაუშს ახლდა „შუამდგომლად და თავდებად,
მტკვარსამზირის დარიგების თანახმად“.
ქაიხოსრომ ჩუმმოყვარულად ქეთევანის პირით ნეკრესს მისვლა ითხო-
ვა. დავითმა, მიუხედავად ომანის დიდი წინააღმდეგობისა, ამჯერადაც ქე-
თევან დედოფალს დაუჯერა და ნება დართო, მაგრამ ვახახიშვილი თან გა-
აყოლა და „მტკიცედ მიუცილებელი თვალყური“ უბრძანა.
ნეკრესის მაღალ მთაზე, მკაცრი მონასტრის გალავანში, დაბურული
ტყის თავზე კუშტად მდგარი კოშკი ულოდნელად სიყვარულის სავანედ გა-
დაიქცა. ნეკრესის ტყვეებს - ნათელასა და გიორგის - მთელი გარესამყარო
დავიწყებოდათ და ურთიერთის ტრფობით სულდგმულობდნენ. გიორგის
ნაგვიანევად მოებედა გულუხინჯო სიყვარული და მით უფრო ღრმაფესვია-
ნად ჩაეჭიდა.
სულ ერთად იყვნენ, ერთად ოცნებობდნენ, ერთად გადაჰყურებდნენ კა-
ხეთის დაფორეჯებულ კიდეგანს, ერთად ადი-ჩამოდიოდნენ კოშკის მრა-
ვალსართულა სავალებში, სულ ძირა, დახშული და ცარიელი წყალსაგუბა-
რიდან - სულ მაღლა, ღია ბანამდე, ერთად აპურებდნენ შემოჩვეულ მტრე-
დებს. შიდასარკმლიდან ერთად უსმენდნენ ნეკრესელი ბერების ლოცვა-გა-
ლობას. ერთად დაჰყურებდნენ ტყით ჩაუღრანებულ ფერდოებს. ღამიანად
უსმენდნენ მომრავლებული ციყვების ხტუნვა-წრიპინს, ღამურების ღრჭი-
ალსა და ბუკნაჭოტების გადაძახილს. მერმე ფოთლების სრულცვენის მოწ-
543
მენიც გახდნენ. ხოლო ერთ მწუხრისას თეთრი ფანტელები რბილად და
უხმოდ ფოთლების მაგიერ თუ ჩამოასხდნენ ჩამოშიშვლებულ ხეებს.
დაბლა ვაკეც, ალაზნის ველიც თეთრხატაურა ბოკვერის უშველებელ
ტყავს დაემსგავსა. აღმადაღმა შორი ქედები კი თეთრკუზიანი აქლემე-
ბის გაყინული ქარავნებივით იდგნენ.
თავისი ნაზი და თავგანწირული სიყვარულით ნათელამ თითქმის
დაავიწყა გიორგის გადატანილი ღელვა. ციხე-პატიმრობა, ვგონებ, ნე-
ტარებად გადაუქცია. მაგრამ ქალი გრძნობდა, რომ გიორგის მარტო სი-
ფაქიზით ვერ გააყუჩებდა, მარტო ტრფობის ცეცხლით ვერ დაწვავდა
და აბედნიერებდა. ვაჟკაცის მოქმედებითს და შემოქმედებითს ძალას
თავისი გასაქანი და საზრდო-სამოღვაწო სჭიროდა. ძალთა თვლემას
დიდხანს ვერ აიტანდა, უმოქმედობა გულსა და, იქნებ, სიყვარულსაც
დაუკორტნიდა.
ქალმა გარემეციხოვნეთ სტეფანოზ ნეკრესელი ახმობინა და მონას-
ტრის წიგნსაცავებიდან „რაიმე სულის საზრდო“ თხოვა გიორგისათვის.
ნეკრესელმა ბევრი არჩია სახარებათა და წმიდა მამათა ცხოვრება-
თა შორის. შესაფერისი ვერაფერი შეურჩია. დაბოლოს, ისევ „მოქალა-
ქეობაი და წამებაი წმიდისა ჰაბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაი“ მიაწო-
და ამავ ნეკრესის ტყვეს, თან, ქაღალდიც და საწერკალამიც უნობათა
„ქორწილ-პატიმართ“.
ამის შემდგომ ნეკრესის ყოველ კუთხეს სულ ახალი შინაარსი მიეცა.
„ქორწილ-პატიმართა“ შიდა და გარეხილვაში ადგილისმამა ადგა და
შიგნიდან გააცოცხლა ყველაფერი. სიონის რუხ კედლებს, ჯვარჩუქურ-
თმებსა და კამარებს სხვა სითბო ჩაუდგათ. ნეკრეს-ქალაქის ოდესმე
დანგრეული, ტყეშესეული ნაგალავნარი ზვიად ჩრდილოებში თითქოს
კვლავ წამოდგა და აბიბოს ნეკრესელის სახე და საქმე ქვის ქარაგმებში
ამოძერწა.
ერთად ისხდნენ ამინდის და გრძნობების მიხედვით შესაფერ სარ-
თულზე თუ სარკმელთან... უფრო კი კოშკის ბანზე. ჯერ გიორგი კითხუ-
ლობდა, სანამ აუწყო გული და კილო. უჭირდა ხმამაღლა კითხვა. მერმე
კი ძველთაძველი ნაწერის შინაარსს ჩაუკვირდა, შემდგომ კი შინაარსის
544
მიღმა გაჩენილი სამყაროც დაინახა. ძალაუნებურად თავის განცდებსა და
ცხოვრებას უდარებდა, არა მსგავსებით, არამედ უფრო განსხვავებით და,
იქნებ, ამიტომაც უფრო ნიშანდობლივად, რადგან განსხვავება ყოველთვის
უფრო ნიშანდობლივია, ვიდრე მსგავსება.
„ხოლო ჯერ არს მოხსენებაი წმიდისა მღდელთ-მოძღვრისა და უბიწოი-
სა და ახოვანისა მოწამისაი...“
„ჯერ არს! ჯერ არს!“ უჩუმრად ეთანხმებოდა ვიღაც გიორგის მიღმეთი-
დან და კვლავ აიძულებდა ჩაკითხვას. „მიზეზი რა იყო, მიზეზი?!“
„ხოლო მიზეზი წამებისა მისისაა ესრეთ იყო“, - და გიორგი ისევ სიონს
გახედავდა, მერმე - სიონის წინ აყუდებულ შენობას, რომელსაც ქვევით აწ
ამოშენებული სვეტები ეტყობოდა. კუთხურ ოდრიკალად მომდგარი ძირა-
ტანი და ცალგვერდზე ნაშენი წოწოლა კოშკი თუ გუმბათი უეცარი შეხედ-
ვით ცაში მზირალ ქვის აქლემს ამსგავსებდა შენობის ფარგს. აქ უწინ, ნეკ-
რესის დიდქალაქობის დროს, სპარსთა მოძალების ხანაში, ცეცხლის თაყ-
ვანისმცემლობის ჟამს იყო ათეშგა - უცხო ცეცხლის კერა. აქ ენთო „ცეცხლის
ღმერთი“. აქ გმობდნენ ქრისტიანობასა და ქართველობას, და მაშინ აღი-
მართა ხმა და საქციელი აბიბოს ნეკრესელმა, დაასხა წყალი და ხენეში იგი
ცეცხლი მათი დაშრიტა... სპარსთა შეიპყრეს, გვემეს, შეაყენეს საპყრობი-
ლეს.
...მაგრამ მას, გიორგის, არც წყალი დაუსხამს, არც ცეცხლი დაუშრეტია,
თუმცა არც სპარსელებს შეუპყრიათ იგი. ძმამ შეიპყრო. ბოლოს კი თავად
არჩია პატიმრობა ძმათაშორისსა და შიდა სისხლის ღვრას... შინა კერის
შრეტას და რბევას! მკითხველს გული აემღვრა, ხმა შეეხიწვა. იგრძნო ნათე-
ლამ - დაღლაში ჩაუთვალა, ახლა მან განაგრძო ხმამაღლა კითხვა. მას
უკეთ გამოსდიოდა - წამღერებულად და განცდილად, არცთუ გიორგისებუ-
რი სიმკაცრით.
...და იშლებოდა თხრობის სურათი... წამება და სიკვდილი ელოდა „ცეც-
ხლის დამშრეტელს“, უცხო „ღმერთის მკვლელს“... და „ემთხვივნენ ვიეთ-
ნიმე, ჰრქუეს... ჩვენ უკუნ გაქციოთ საყოფელსადვე შენდა!“
„...და არა ინება, რამე თუ სურდა მარტვილობად“. მიიღო კიდევაც. მი-
ემთხვია „საკვირველთა სატანჯველთა“.
545
გიორგის ფიქრთა ანარეკლმა რატომღაც მტკვარზე თავის ყოფა შე-
ახსენა. იქ იგრძნო მან, საკუთარ ბუნებაში იგრძნო უეცარი ყოყმანი, მცი-
რე მოღალატე. მაგრამ სძლია. გველსისინა თავი დაუჩეჩქვა და აი, გზამ
ბოლოს ნეკრესამდე მოიყვანა. იქნებ მარტვილობამდე. იცოდა, თით-
ქმის იცოდა, მაგრამ ისევ ეს ირჩია. „ნუთუ ყველას ასე მოსდის, თუ ჩვენი
- კერძო ქართული სენია? და ყოველ ქართველში ზის მცირე გმირიც, მაგ-
რამ მცირე მოღალატეც, მცირე მარტვილიც?! უცხო ცეცხლის დამშრე-
ტიც, მაგრამ ვერც თავისის გამჩაღებელი?! აქ რაღაც მანკია, რაღაც მი-
ზეზი!“ - გიორგიმ ფიქრებში დიდ ხარვეზები იგრძნო, უმწყობროდ, უფ-
რო აქლემის ჭენებასავით ოკრობოკროდ მიჯაგჯაგებდნენ სხვისი მარ-
ტვილობით გამოწვეული კითხვები. მას საოცრად აწუხებდა, რომ ვერ
უძებნიდა სათანადო პასუხებს. მას მუდამ მკაფიობა და გარკვეულობა
უყვარდა. ამ ბოლო დროს კი სულ გაურკვევლობა და ყოვლადი დაბურ-
დულობა ეძალებოდა.
აი, აქ, ამ ნეკრესის ათეშგაში, მოკლა აბიბომ „უცხო ღმერთი“,
სპარსთ ცეცხლის სახით შემოჭრილი... ეს გარკვეულია. მან კი თავი უნდა
უარყოს და არა უცხო ცეცხლის ბრძოლას შეეწიროს! რა ცეცხლისა
სჭირს, რომელი უნდა შრიტოს, რომელი ანთოს?! რა გმირუკუღმობა წა-
ეკიდა? ან სად არის მისი თავის განწირვის მადლი და მყუდროება, ნუთუ
ნეკრესის უძალ-ნაძალ პატიმრობაში და უმოქმედობაში? ისიც სამშობ-
ლოსათვის ასეთ საჭირო დროს?! ან მიზეზის მიზეზი სად არის, ან გამო-
სავლის გამოსავალი?
ისევ ნათელას ტრფიალში და თავდაწერილ სიყვარულში ეძიებდა
გაყუჩებას. ისევ მარტვილობის კითხვაში ეძიებდა ზნეობრივ საწყისსა
და სულის საზრდოს.
ასე მიდიოდა მათი ცხოვრება. ირგვლივ რა ხდებოდა, არაფერი
იცოდნენ. მხოლოდ შორიახლო გარედარაჯები იცვლებოდნენ და სინ-
ჯავდნენ ურდულებს. ხანდახან დღებედნიერისა თუ დღესასწაულის
მლოცველნი ამოვიდოდნენ ნეკრესს. მაშინ გალავანში გალობა-ღაღა-
დისი მოძლიერდებოდა, ხოლო გალავნის მიღმიდან დასაკლავი ღორე-
ბის ხროტინ-ჭყვიტინი სწვდებოდა კოშკის თავს.
546
მხოლოდ ერთხელ დაერღვა მათ „საკუთარი ცეცხლდაშრეტილობის“
მყუდროება: ქაიხოსრო-ფაშა ეწვიათ.
მამის ნახვამ ნათელას აღდგომა გაუთენა. მერმე კი უცბად დაირ-
ცხვინა. იგრძნო გიორგის შინაგანი უხერხულობა. მამაკაცებს შორიახლო-
დან უსმენდა და ხილ-საუზმეს სთავაზობდა.
გიორგიმ მხოლოდ ახლა გაიგო მამის ბერად შედგომა. ალავერდს იქნებ
„ბერუნებურად ყოფნა“, ისევე როგორც მისი და ნათელას ქორწილ-პატიმ-
რობა. სხვა ამბებსაც ყური აწია და ღვიძლში დაუშრეტელად მიფერფლილი
ნაკვერჩხალი აუშიშინდა... არა აბიბოსეული, არამედ მისი, გიორგისეული,
უშუალოდ ერისეული, გულდაწერილი ჭირისუფლისეული! მან ერთხელ კი-
დევ და უფრო ნათლივ იგრძნო, რომ ნეკრესის „ტრფობის სავანე“ მხოლოდ
დროებითი, იძულებითი თავდავიწყებაა, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელ-
დება! და, რაც იქ, ნეკრესგალავნის მიღმა კახეთში თუ სხვა ივერთ მიწა-
წყალზე ხდება, ეს არის მასზე, ნათელაზე... მათ კერძო სიყვარულზე თუ
ბედზე გაცილებით დიდმნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, და დიდი შინაგა-
ნი კეთილი ცეცხლის დაშრეტაც ხშირად ღალატს უდრის!

XLIV ორომტრიალი
ყოველგვარი ცდის მიუხედავად კახთა და რუსთა ელჩებს უფერხდებო-
დათ გზა. მათ ჯერ თერგზევე გაიგეს კახეთის ტახტზე მომხდარი ცვლილე-
ბანი. ამ გარემოებამ კახელები ააჩქარა, ხოლო რუსებს ფეხი აათრევინა.
არსებითად ახლაც ხელცარიელნი მოდიოდნენ ჩრდილონი, თუ არ ვი-
ანგარიშებთ საჩუქრებსა და ოქროსბეჭდიან სიგელს - ხელახალ საფიცარს,
ამჯერად უკვე ბორის მეფისას.
სოლომონ თავადი ფრიად გაისაჯა, დაბოლოს, შამხალზე დიდი ლაშ-
ქრობის დაპირებაც მიიღო. აშთარხნისა და თერგის ვოევოდა-სარდლების
სახელზე ბრძანებულებაც გამოიცა. რუსთ ელჩებსაც შესაფერისი დანაბა-
რები ჩაბარდათ. მაგრამ სოლომონ თავადი ათასგზით გაფრთხილებული
იყო კახთ ბატონის მიერ, ნათქვამს თუ ნაწერს აგრერიგად არ უჯერებდა,
ლაშქრის ჩვენებას მოითხოვდა. ჯერ აშთარხანში, მერმე თერგზე. ამ ნი-

547
ადაგზე ფრიადი შეხლა და ელჩთათვის უფერო მკაცრსიტყვაობა არა
ერთგზის შეხვდათ.
ელჩები - ლეონტიევი და ნაშჩოკინი - სოვდაგრობით წამოწეული იყ-
ვნენ, მათ, წინა ელჩებთან შედარებით, განათლებაც აკლდათ და აღმოსავ-
ლეთის ქვეყნებში მხოლოდ ვაჭრებად იყვნენ ნავალნი. მათ არც რუსეთის-
თვის, არც ქრისტიანობისთვის და, მით უფრო, შორეული ივერ-კახეთის-
თვის გული არ ეწვოდათ. მათი გამოგზავნაც სავაჭრო მოზვერვითა და
აბრეშუმის ახალი გზისა და სანედლეულოს მოკვლევითაც იყო შეპირო-
ბებული. ისინიც ამ ელჩობას ვაჭრული თვალსაზრისით ზომავდნენ და
პირადი სარგებლობისთვის ზრახავდნენ.
თერგზე კახეთის ამბების გაგებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ
ყველაფერი ნათელი იყო, საქმე გაართულეს მათ და „მდგომარეობის
გამორკვევამდე“ შამხალზე ლაშქრობის „შეფერხებას“ კახეთის ამბები
დაუსაბაბეს. თერგიდანაც მძიმედ დაიძრნენ. კავკასიონის დიდმა თოვ-
ლიანობამაც ფრიად შეაფერხა. ნუგზარ ერისთავმა მათ დასაბანდებ-
ლად და საჩუქრების გამოსარჩენად ბარე ორი განის ფანდი იღონა.
მხოლოდ 1602 წლის პირველ ივლისს მიაღწიეს კახეთს რუსებმა და
კახელებმა. ეს უკვე მეექვსე ელჩობა იყო.
პირველმიღება ალავერდის დიდ სატრაპეზოში მოხდა. ორი ტახტი
იდგა. ერთზე ბერულად მოსილი ალექსანდრე იჯდა, მეორეზე - მეფურ
საზეიმო ბისონში გამოწყობილი დავით კახთბატონი. აქვე იყვნენ ალა-
ვერდელიც, ზოსიმე ბერდიდიც, ომან სახლთუხუცესიც, რომელიც არი-
გებდა ელჩობის წესსაც და მოლაპარაკებაც მასვე ჰქონდა დავალებუ-
ლი. დარბაზობას ესწრებოდნენ დავითის მოწვევით და შერჩევით, მისი
ერთგულნი დიდთავადნიც.
ალექსანდრე უამურად იყო. იგი უკვე წინასწარ ნასაუბრევი იყო სო-
ლომონ თავადთან. მეტად დაბერებულად გამოიყურებოდა ნაელჩარი.
- დავიტანჯეთ, მეფევ-ბატონო! - ძველჩვეულად მოახსენებდა იგი, -
ამ ვაი-უშველებელი გზით, ამდენი ლოდინით... ამდენი ჰო და არათი.
საბრალო არტემ მდივანმა ვეღარ გაძლო, უკანა გზაზე დავმარხეთ...
ჯერ კიდევ შარშან, არა, ბატონო, ეგენი ჩვენი მშველელნი ჯერ ვერ
548
არიან! ესახელებათ, სურთ კია ჩაგრულ ქრისტიანთა მფარველობა, მაგრამ
ჯერჯერობით ლოცვის მასალაა! - ზოგთათვის იქნებ ვაჭრობისაც. აი, მაგა-
ლითად... - მაგრამ სოლომონმა სხვა ამბავზე გადაინაცვლა, - დიახ, ახლაც
აღგვითქვეს ივანე რომოდანოვსკის დიდი ლაშქრობა შამხალზე, მაგრამ არ
მაჩვენეს! - და სურათის შესავსებად ისევ ნახულზე გადადიოდა დაღლილი
და გულმოცარული - სიმდიდრე აურაცხელი, ხალხი უამრავი, ძალაც დიდი,
მაგრამ ჯერ მოუშუშებელი, ვგონებ?! ჯერ არ სცალიათ ჩვენთვის!
- ახალ ელჩებზე რას იტყვი? - და რადგან სოლომონმა დაახანა პასუხი,
ალექსანდრემ აღარ მისცა უკან დასახევი, - წეღან ვაჭრობის მაგალითი უნ-
და გეთქვა...
სოლომონს ჩაეღიმა:
- ორნი არიან, ტოლნი არიან. ორივეს ივანე ჰქვია, და ორივენი ვაჭრუკა-
ნები უფრო არიან. რაც მე გზაში მაგათი ალიშ-ველიში ვნახე... აფსუს, პეტრე
სოვინი და ანდრია პოლუხანოვი, რომელთაც მე გავყევ!
ახლა მიღებაზე უმზერდა ალექსანდრე ამ ორ ივანეს და სოლომონ ნა-
ელჩარის სიტყვები თვალწინ ედგა.
ლეონტიევი და ნაშჩოკინი მართლაც ძმებივით ჰგავდნენ ურთიერთს.
ქართული თვალისათვის მართლაც ძნელი იყო მათი გარჩევა. ორივეს პა-
ჭუა ცხვირები ჰქონდათ და ცისფერ თვალებზე გადმოდგმული შუბლები,
წინ წამოსული ღაწვები და ქერა-ქერა წვერ-ულვაში. ესღა იყო განსხვავება:
ერთი მელოტი იყო, მეორე - ზღარბათმიანი. მაგრამ ელჩობისას ორივეს მა-
ღალწოწოლა ბეწვის ქუდები ეხურათ, ასე რომ მხოლოდ პირჯვარის გადა-
წერისას ასხვავებდა მათ ალექსანდრე. ელჩური წურთვნა ორივეს აკლდა
და წინა ელჩების შემდგომ ამათი მოსვლა სულ ეუცხოვა ბატონ-ყოფილსაც
და ახალ ბატონსაც. დავითი მაინც სულ მოღუშული იჯდა და ძლივს შეკავე-
ბული მოუთმენლობა ეტყობოდა. ელჩებმა იგი თავიდანვე აიმხედრეს თა-
ვისი წინასწარი პირობებით. მათ, მიღებისას, სხვა მეფეთა ელჩების არ-
ყოფნის გარდა, მოითხოვეს, რომ მიღებას დავითის შვილი თეიმურაზი და
ძმა - გიორგიც დასწრებოდა. ამან თავიდანვე ეჭვი აღუძრა დავითს, ძმის
დასწრებაზე უარი განაცხადა. ზრდილობიანმა უარმა რომ არ გაჭრა, არც

549
თავად ეყო ზრდილობა და მოიარებით მუქარაც შეუთვალა: „მე იძულე-
ბული ვიქნები, თქვენც იქ მიგიღოთ, სადაც ჩემი ძმა იმყოფება!“
ელჩებმა იგულისხმეს და ახლა სხვაგან სცადეს გამოგება. მოითხოვეს,
რომ თავდაპირველად მეფეს, მის ოჯახს და ახლო დიდებულთ მიეღოთ
ახალი ფიცი ბორის მეფისადმი ხელთშევრდომაზე, ხოლო შემდგომ გა-
ემართათ სჯა-მოლაპარაკება, საქმიანი სიგელების გაცვლა-გამოცვლა
და საჩუქრების მიღება. დავითი არც ამაზე თანხმდებოდა, მაგრამ ალექ-
სანდრემ დასტური მისცა.
- ჩვენ ახალს აღარაფერს ვკარგავთ, ხოლო რომოდანოვსკის ლაშ-
ქრობა ბოლოს მოვიდეს იქნებ?
პირველი საწესო მოკითხვების შემდგომ ყურშიტამ თარგმნა „ბორი-
სის ჯვარ-საფიცარი“, ალავერდელმა იგი ამბიონზე ჯვარ-სახარებასთან
დადო.
პირველმა ისევ ალექსანდრემ დაიფიცა და თავისი, უკვე ბერული,
ბეჭედი დასვა. მეხსიერებამ, თავისდა უნებურად, ახლანდელი უნდილი
ფიცი, თხუთმეტი წლის უწინდელ, ნათელიმედიან ფიცს შეადარა. რამ-
დენი გზა გაიკვალა, დაიკეცა, რამდენი რამ უკვალოდ ჩაიფინა!
დავით ახალ ბატონის ფიცი კი შინაურობაშიც არ ვარგოდა, ახლა კი
რაღას ივარგებდა, ერთადერთი - ათი წლის თეიმურაზი იყო გულწრფე-
ლი და ჭაბუკურად მეოცნებე. დიდებულთაგან, დავითის შერჩევით,
ფიც-ბეჭედი დადეს ომანმა და მისმა ვაჟმა ბარამმა. სრულიად დაყრუე-
ბულმა გორჯასპმა. თეიმურაზის მამამტემ - შერმაზან-სარდალმა, ვახო
ვახახიშვილმა და ფარსადან ჯორჯაძემ. ალავერდელმა მხოლოდ და-
ამოწმა ფიცისდება.
ივანე ნაშჩოკინმა ფიცგასრულებული სიგელი უმალ ყულაბაში შე-
ინახა და ივანე ლეონტიევს გადაულოცა სიტყვა. მან კი საჩუქრების მორ-
თმევა უბრძანა მომყოლთ. მაგრამ მეტად დაგვიანებულ ელჩობას ცოც-
ხალი საჩუქართაგანი, აბა, რაღა შერჩებოდათ. პირველ ყოვლისა, სამი
მკვდარი სონღული შემოიტანეს. ორი გატყავებული იყო და ძველი
მკვდარი ჩანდა, ერთს კი ახალი მძორის სუნი ასდიოდა.

550
- სულ ახლახანს დაიღუპა საარაგვოზე! - სინანულით თქვა ლეონტიევმა.
მან ვაჭრული ალღოთი იცოდა ამ ფრინველების ფასი კავკასიონს აქეთ, მაგ-
რამ რაღას გააწყობდა.
ალექსანდრემ თავი იბრუნა, დავითმა კი წყრომით ახლავე მათი გა-
დაყრა ბრძანა. სხვა საჩუქრებიც ნაკლულად და მოუვლელად იყო ჩამოტა-
ნილი. დამოწმებული სიები სულ არ აღმოაჩნდათ. მათი ზღვაში დაღუპვა
მოიმიზეზეს ელჩებმა.
დავითმა უმალ დაითხოვა ისინი.
მესამე დღეს, სიგელების თარგმნა-წაკითხვის შემდგომ, ომანის რჩე-
ვით, დავითმა ცალკე იწვია ელჩები და საუბარი გაუმართა.
ნაშჩოკინმა ისევ ითხოვა „გიორგი ბატონიშვილის გაგზავნა ლაშქრი-
თურთ თავად რომოდანოვსკისთან შესაყრელად, ერთად შამხლის დასა-
ლაშქრავად“.
დავითს შაშრად მოხვდა ეს წინადადება. ომანს მოუწონა შორსმჭვრეტე-
ლობა. ელჩები მოიშორა, გარეკახეთში, მაღაროს მახლობლად ბიამან ად-
გილზე კარვებში დააყენა. თავად კი მამას ეთათბირა და, მისი რჩევით, რო-
მოდანოვსკის ლაშქრის მოსვლის შესამოწმებლად თერგზე ბერდიკა ნუნ-
გიაური გაგზავნა. ყველასგან საიდუმლოდ ვახახიშვილი ნეკრესს აფრინა
და გიორგის პყრობის და თვალყურის უფრო შემკაცრება ბრძანა. თავად კი,
ესეც ფარულად, შუამთის მახლობლად უკანა მხრის ლაშქრის პაემანი და-
ნიშნა. ნუგზარ არაგველის საბოლოო მოსათრგუნად ემზადებოდა.
ამ დროს დავით ჯანდიერმა აცნობა თურქთა ჩაუშის ხელახალი მოსვლა
ძეგამს. თან ფარული ცნობაც მოვიდა ქაიხოსრო განჯელისაგან, რომ თურქ
ჩაუშს „ამჯერად რუსთ ელჩების ჩამოსვლის გარემოებათა გამორკვევა უდე-
ვთ მიზნად კახეთის მიმართ გადამწყვეტი მხედრული დასკვნის გამოსატა-
ნად“, საბაბად კი უკვე წლევანდელი ხარკის წინდაწინ წასაღებად იყვნენ
მოსულნი.
დავითმა ომან სახლთუხუცესს დაავალა საქმის თავმობმა. მას ხომ
„ომანური“ არა მარტო შინაურობაში ეხერხებოდა. დატრიალდა, ძეგამს
ეახლა თურქ ჩაუშს და „რუსთ ვაჭრუკანა ელჩების უპატიურად ყოფნა“ სა-
იდუმლოდ ამცნო. თანაც, დასარწმუნებლად „საკუთარი თვალით დანახ-
551
ვის, საკუთარი ყურით მოსმენისა და ხელის მოთბობის“ საშუალების
აღმოჩენაც აღუთქვა, „უკეთუ ხარკის ნაადრევ აღებაში შეღავათს“ მის-
ცემდა.
რუსეთ ელჩები კი, თავის მხრივ, არზებსა და თარჯიმნებს უგზავნიდნენ
დავითს, „კვლავ მიღებას ან მაღაროდან ძეგამს გაშვებას ითხოვდნენ“.
ამავ დროს, მაღაროს მოურავმა დავით ბატონს თემის სარჩელი მო-
ართვა „ელჩების მსახურთა უსაქციელო ძალაობის შესახებ“. დავითი
მიჰყვა „ომანურს“. ელჩები გრემს დაიბარა. მათი მიღებისას საგანგე-
ბოდ შერჩეულ თავადთა შორის ვინაობის გაუმჟღავნებლად ქულაჯაში
გამოწყობილი თურქი ჩაუშიც იყო. დავითი ისედაც არ იყო მადლიერი,
ახლა კი განზრახი უამურობით მიიღო ნაშჩოკინი და ლეონტიევი, თემის
სარჩელის ირგვლივ ჩამოუგდო „წყენის სიტყვა“ და ძეგამს დაითხოვა,
რითაც ფრიად აამა სავაჭროდ განწყობილებს. ძეგამის ნადირბაზრობა
საკმაოდ ცნობილი იყო.
და სულ მალე ძეგამს თურქი ჩაუშის ამალისა და რუსთ ელჩების მსა-
ხურთ მეშვეობით მათ შორის ფრიად სარფა ვაჭრობა გაიმართა. მოსკო-
ვიდან კახეთისაკენ საჩუქრად გამოტანებული ბეწვეულის ანასხლეტი
კეთილ ფასად შეიძინა თურქთა ჩაუშმა. სარგებელი და ნამატი ომანმაც
მიიღო. იგიც იშმუშნიდა ხელებს.
- რა ვქნა, ელჩობა და ვაჭრობა ერთად დადიან ბეწვის ხიდზე! - ამჯე-
რად იგი უსათუოდ მართალი იყო, რადგან ელჩობა-ვაჭრობის საგანი
სწორედ ბეწვეული იყო.
დავით ბატონიც კმაყოფილი დარჩა. თურქ-სახარკოს მოგროვება
ბრძანა და თავად არაგვისაკენ „ნუგზარის მოსაბრუნებლად“ გაილაშ-
ქრა.
ომანმა ზოგი თავისთვის, ზოგი კახეთისთვისაც იჩალიჩა. თურქ ჩა-
უშს დანაპირები აუსრულა, მაგრამ თავისი და ქვეყნის შეღავათებიც გა-
მოიგო. ბოლოს და ბოლოს, გადასახადი დარჩა ოცდაათი საპალნე აბ-
რეშუმი. ესეც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. „ჭიის ოქრო“ მართლაც
ბაჯაღლო ოქროს სწორად ფასობდა. უწინ ალექსანდრე საკმაოდ უმ-
ტკივნეულოდ იხდიდა ამ „ჭიის ხარკს“. მეფის ქარვასლა წინდაწინვე
552
იძენდა აბრეშუმს, როდესაც ბაზარზე მისი მაზანდა ხელსაყრელი იყო და
ხარკს ისტუმრებდა ხოლმე. მერმე მოსახლეობას ფულად ან ხორაგად შე-
მოჰქონდა სახარკო გამოსაღები, მამულისა და ქონების მიხედვით. რადგან
მემამულენი დიდთავადნი უფრო იყვნენ, ხარკის ძირითადი სიმძიმეც მათ
ხვდებოდა. მეფეც უზრუნველყოფილი იყო თავნის ამოგებაში. ხელოსნები
და წვრილვაჭრები კი სრულიად განთავისუფლებული იყვნენ აბრეშუმის ხა-
რაჯისაგან.
დავით ახალ ბატონმა ვეღარ მიიღო ეს წესი, რადგან დიდთავადობა
იყო მისი დასაყრდენი და მაღალკედელი. „მოურავთა წესზე“ სწორედ აქ მი-
იტანა ომანმა ახალი ფარულიერიში. მან ყველა მოურავი შეჰყარა გრემში.
ორმოცამდე მოგროვდა სახლთუხუცესის სამოხელოში. ომანმა, დავით
ახალ ბატონის დამტკიცებული, ახალწესი გამოუცხადა მათ. „აბრეშუმის
ხარკი“ ოჯახის სულადობაზე გადადიოდა, თანაც ქალაქიც დაიბეგრა. „ჭიის
ოქრო“ ახლა ხელოსნებსაც და ქეთხუდ-ვაჭრებსაც უნდა გამოეღოთ. მოგ-
როვების მკაცრი ვადაც დაუდო. საჭირო სახსარი კი დიდთავადებს შორის
სესხად შეაგროვა, ამით ისინიც უფრო შეჰკრა და შეაკავშირა. ხოლო „ჭიის
ოქროს“ სესხის განაღდება მოსახლეობიდან იმავ თავადებს მისცა სარფა
იჯარად. ასე რომ, არსებითად, ხარკის მომკრეფი მოურავები ერისთავ-ყო-
ფილებს დაუქვემდებარა და ჩაუნაწილა. ქვეყნისა და მეფის წინაშე დიდთა-
ვადობა დამხმარედ და პირმოწმენდილად წამოაყენა.
ამ წესმა დიდი არეულობა გამოიწვია. ათასგვარი ხელმრუდობა და ნა-
კით აღება გახშირდა. წვრილ-ცოლშვილიან გლეხობას ხომ მძიმედ დააწვა
„ჭია“. დაიჩაგრნენ ხელოსნებიც. ყელამდე ვალებში ჩავარდნილი წვრილ-
ცოლშვილიანი და მცირექონებიანი ხალხი ისევ დიდთავადებთან ეძიებდა
შველასა და შეღავათებს. მოურავები კი ყველას მიერ საძაგებელნი და დამ-
ნაშავენი გამოდიოდნენ. აღარც საწყავი იყო სწორი, აღარც გამოსაღები
მართებული. გახშირდა შფოთი და ყრუ მტრობა. ზოგან კეტი და ორთითი
დატრიალდა. მას ხანჯალი და თოფი მოჰყვა. ახმაურდნენ მოქალაქენიც.
ერთ დღეს გრემელმა ხელოსნებმა ერთბაშად მუშაობას უტიეს, ამქრის
დროშები გამოიტანეს და მკლავები საჩხუბრად დაიკაპიწეს.
ჯარობა თარსა-გალავანში შედგა.
553
- ხალხო, გაგონილა! - ხელებს შლიდა ჯაბა-ოსტატი, - ეს ჭიის ოქრო
ჩვენც დაგვადეს კისერზე! სამართალი აღარ არის! რამდენი საურავი... ესაო
და სამეფოო, სალაშქროო, საქალაქო, სარგებლისა, მიწისა, ხელობისა, ქო-
ნებისა. ახლა ჭია აკლდა ჩვენს საქმეს?! ავყვირდებით, მაშ, რა იქნება! ჩვენც
ხალხი ვართ!
- ჰოდა, მართალია! სწორია! - უფრო და უფრო ხმიანობდა და ჯარ-
დებოდა ხალხი. ბოლოს მთელი ამქარ-ვაჭარი აქ მოდგა, შენივთდა და
თითქოს ერთი აღშფოთებული ლტოლვით შეიკრა; უეცარი ძალა და გა-
ბედულება მოიცა.
- არა, მეტი აღარ იქნება თავმიდება! ლეკიანობა ხომ არ არის?
- წავიდეთ, ვიჩივლოთ კახთ ბატონთან! სამართალი ვითხოვოთ!
მოურავები თუ გვჭამენ, რად გვჭამენ?! თუ სხვა გვჭამს და ესეც გავიგოთ!
- ვინ იძახოდა, აღარავინ იცოდა. კერძოობა აღარ იყო, ტალღიანობა კი
უფრო ძალუმი და გაბედული ხდებოდა.
- ჯერ ქალაქის მოურავთან მივიდეთ! რა პასუხს გაგვცემს!
- წავიდეთ! ყველა ერთად! - იღრიალა და იგრიალა ხალხმა, ვეშაპი-
ვით კუდი მოიქნია და ქალაქის სამოურავოს მიეტანა.
იგი არც შორს იყო. რიყის ალაყაფის მახლობლად იდგა ორსართუ-
ლიანი, სვეტებიანი და ფერადშუშებიანი დარბაზი.
ხალხი მიჯრილად მიადგა სამოურავოს და ერთი უშველებელი ყი-
ჟინ-სტვენა შექნა.
- გარეთ გამოდი! გამოგვხედე, მოურავო!
- ზაალ-მოურავო! გამოდი, სიტყვა გვითხარ!
ყველა ერთად ყვიროდა. შავჭრელა ტალღასავით ტორტმანობდა.
სამოურავო მოხელენი და ტარუღები აივანზე გამოცვივდნენ. ერთი
ფუსფუსი და შესვლა-გამოსვლა შეიქნა. ბოლოს ქოსა-ტარუღამ აივანზე
კისერი გაიგრძელა და ხალხს გადასძახა:
- ზაალ-მოურავი სასახლეშია წასული! - მაგრამ იაზრა, რომ მისმა
ხმამ ხალხის შუამდეც არ მიაღწია და ისევ ხელები მარჯვნივ-მარცხნივ
გაასავსავა, - აქ არ არის, არა!
- დახე ამ ქოსას! გვატყუებს!
554
- ტყუის! ტყუის ქოსატყუილა! - შესძახა ხალხმა და ახლო მოეტანა სვე-
ტებს, ზოგი კიბეებზედაც კი ავარდა.
- შედით! ნახეთ! საქმეზე მოვსულვართ მთელი ქალაქი! შედით! -
აქეზებდნენ და აწვებოდნენ უკანანი. მოწინავენი კიბეზე აიხუნზლენ და
ჯგროდ შედგნენ, აივნის დაბალტიხარი გამოსწიეს. ახლა კი გაწყრა ქოსა-
ტარუღა და გაფხორილი კრუხივით ეძგერა, მათრახი გადაუნაცვლა წინ მა-
ვალთ.
- სად მოხვალთ! არ არის-მეთქი! ამათ დამიხედეთ?! ამბოხია?
მათრახნასუსხი მეწინავენი დადრკნენ, მაგრამ უკანანი ისევ მოაწვნენ.
აივანზე ერთი შეხლა-შემოხლა შეიქნა. მაგრამ მთავარი მაინც უკანა რიგებ-
ში მოხდა. ერთი პატარა ძახილი ამოვარდა:
- ამქრებს სცემენ! ქოსა-ტარუღა სცემს!
- სცემენო! - ნაპერწკალი თორნის ფიჩხში ჩავარდნილივით ერთბაშად
ამოვარდა. ერთბაშად მოედო მოედანს. - ჰაი, დედასა! ჰკა მაგათ! ჰკა! - და
ძახილი მეხივით გადააგორდა ხალს.
პირველი ქვა სარკმელს მოხვდა, ჩხრიალით ჩალეწა ფერადი შუშა. ამ
რეჩხის ხმამ თითქოს ყველას გაუკიდა მსხვრევის ცეცხლი, დიდი ხნის
ღვარძლი და ღველფი შეუშიშვლა. მრავალმა ხელმა აიტაცა ქვა და ლოდი.
ქოსა-ტარუღამ ვიშითა და ყვირილით თავს უშველა, დარბაზში შეასწრო
და კარი შიგნიდან ჩაიკეტა. ახლა მრავალნი ტალღის ძალით შეიჭრნენ აი-
ვანზე. შფოთის ძალა უკვე ზვირთად იქცა. ახლა ყოველი დაკეტილი თუ წინ
აღმართული მხოლოდ აძლიერებდა შფოთსა და მიწოლას. შიდა კარიც თა-
ვისთავად შეილეწა. სამოურავოში უკვე აღარავინ იყო. უკანა სავალით გაეს-
წროთ. მხოლოდ ზაალ-მოურავის ყოვლად ცნობილი ყალმუხის მაღალქუ-
დი იპოვნეს.
- აი, ქუდი! ზაალის ქუდი! აქ ყოფილა და თავი გაგვარიდა!
- თავქუდმოგლეჯილი გაქცევაც ამას ჰქვია! - აივნიდან ქუდი მოედანზე
გადაფრინდა. ხალხმა მოურავის ქუდი მთავარ დამნაშავესავით გააბურთა-
ვა. იგი ცოცხალი ზღარბივით დახტოდა ხალხის თავზე, მაგრამ მალე ჩაქუც-
მაცდა, ნაკუწ-ნაკუწად იქცა და ხელებში ჩაიხარჯა.

555
ყაყანმა და ყვირილმა კი უეცრად ფოლორცის ბოლოში გადაინაც-
ვლა. ყველამ თავი იბრუნა. ქუჩის მუხლში დარაჯთ გუნდი გამოჩნდა, მე-
წინავედ კი დავით ჯანდიერი ცხენდაცხენ მოარღვევდა ხალხს.
- რა ამბავია, ხალხო! ხატობაა თუ ფუტკარმა იყარა?! გზა, გზა! - გაიძა-
ხოდა და მათრახს მაღლა იქნევდა, მაგრამ არავის აკარებდა. განზრახ
ლაღი კილოც ჰქონდა მომარჯვებული. მან შესანიშნავად იცოდა, რა ამ-
ბავიც იყო. ახლა დაშოშმინების საშუალებას ეძებდა.
- ასე რომ მოჯარდით - თუ ფლავს არიგებენ, მეც მარგუნეთ! თუ ფსო-
ნის პურია და მეც დამიდეთ წილი! უწესოც არაფერი ჩაიდინოთ! - დაყ-
ვავებით, მაგრამ ხმამაღლა ესიტყვებოდა ხალხის არეულ მორევს. - ყე-
ენად და ხონთქარად თუ არ ჩამთვლით, მოურავად მაინც ჩამთვალეთ,
მაგის ქუდზე უფრო მაინც გაგცემთ პასუხს! ან ჰოს გეტყვით, ან არასა!
თუ თქვენა გაქვთ სათქმელი, თავკაცები ამოირჩიეთ, დანარჩენები შინ
წადით... განა თურქობაა - კახეთში ვართ! ოფოფები გააფრინეთ, მაგრამ
ჭკუასაც სულ ნუ კი გაატანთ!
- ჰოდა, მართალია! შენ გეტყვით, სამართლიანი კაცი ხარ! ზაალთან
მოვედით, მაგრამ გაგვექცა! - ერთხმად ახმიანდა და ალაპარაკდა მო-
ედანი.
დავითმა იგრძნო, რომ კილოში მოჰყვა ხალხი, ახლა თავად აუწყო
ხალხს კილო. აღარც აცალა დაფიქრება და ახალი ტალღის წამოტოტვა.
- ჩვენ მოვთხოვთ მას პასუხს! ახლა მე გამაყოლეთ თავკაცები, პირ-
დაპირ სასახლეში მივგვრი სახლთუხუცესს! თუ საჭირო იქნება - ახალ
ბატონსაც. ხომ მიცნობთ, ამ ულვაშს დამიხედეთ - ხომ მენდობით?! - და
თავისი შევარდენის ფრთებივით ულვაშები აქეთ-იქით გასწია.
- გცნობთ! გენდობით! ულვაშ-პირიანი კაცი ხარ! - მიაძახეს აქეთ-
იქიდან.
- ჰოდა, მაშინ მოიყვათ, ვისაც მაყოლებთ!
- გავაყოლოთ! მართალია! - უკვე ჯგუფ-ჯგუფად ახმიანდა ამქრობა.
დავითმა იგრძნო, რომ შფოთის ალი ნელდება. ახლა იდინჯა, პირ-
ველი სიტყვა მაინც ხალხს აცალა. წინ წასწრება გააფუჭებდა წკიპზე მო-
სულ საქმეს.
556
- აი, მამუკა-მდივანი გავგზავნოთ! - წამოიძახა ვიღაცამ.
- კარგია! გავგზავნოთ მამუკა! - კვერი დაუკრა ჯანდიერმაც. ახლა
ისიც ხალხის შუაგულში და ხალხთან იყო.
- გავგზავნოთ! - აქა-იქ ააყოლეს და გააერთიანეს ძახილი.
- ჯაბაც... ჯაბა-ოსტატიც!
- გურგენ კალატოზიც! იციან, რასაც ეტყვიან!
ახლა ერთმანეთს ასწრებდნენ და არწმუნებდნენ ამქარნი.
- ჰოდა, აქა, აქ გამოდით... აბა, სადა ხართ?! - უკვე ჩამოქვეითდა ჯანდი-
ერი.
- ხალხო, გზას უტიეთ! აირჩიეთ და ახლა ნუღარ მოჰკლავთ! აბა რაღა
სათქმელს იტყვიან, თუ აქვე დააყრევინეთ ნაპურჭყალები?! - მიზნიანად
ოხუნჯობდა ჯანდიერი. ნატყორცნი სწორად მოხვდა. ხალხი ახარხარდა,
შფოთის სული სულ მიილულა... მიდგა-მოდგა და სახე-სამოსაშლილი მა-
მუკა და ჯაბა ძლივს ავიდნენ კიბეზე.
- სარგის სომხიშვილიც წავიყვანოთ სოვდაგრებისაგან! - ხალხს გადას-
ძახა ჯაბამ.
- კარგია! წაიყვანეთ! წაიყვანეთ!
კიდევ ერთი-ოსტატ-ხელოსანი დაუმატეს არჩეულთ და ჯანდიერი თა-
ვად წაუძღვა; რიყის კარით სასახლისაკენ წაიყვანა.
ხალხმა სახლებისაკენ და დუქნებ-სახელოსნოებისაკენ იბრუნა პირი.
შფოთი ამჯერად მიშოშმინდა. მაგრამ ჯანდიერმა კარგად იცოდა ამქრების
განწყობილება და, როდესაც მოქალაქენი ომან სახლთუხუცესს მიჰგვარა,
მათი დაშოშმინება-დაკმაყოფილება ბეჯითად ურჩია. თავად კი ქალაქის
წესრიგის გაძლიერებულ თადარიგს შეუდგა. გალავანზე, კარიბჭეებში და
ქულბაქებში დარაჯები გაამწესა. ეს საქმეც რომ მოათავა, დილეგის სად-
გომში ავიდა და დიდ საფიქრალს მიეცა... ამჯერადაც მას ყველაზე უკეთ
ჰქონდა თვალწინ კახეთის სურათი. მან კარგად იცოდა დავით ახალბატო-
ნის, უფრო სწორად, ომანის სურვილები. მან, აგრეთვე, იცოდა ვაჩნაძიანთ
ჯგუფის ზრახვებიც, სხვათა მრავალთა აშკარა თუ ფარული ფანდები და ბა-
დეები. ისიც იცოდა, რომ ქალაქის შფოთი თუ აქვე დიდი დაყვავებით არ

557
დააცხრო ომანმა, ფეხდაფეხ სოფლის შფოთიც მოჰყვებოდა. ომანს კი
შფოთის ზრახვები უფრო ჰქონდა, ვიდრე დაშოშმინების.
- არა, ასე არ გარიგდება საქმე! საჭიროა ძირითადი შეცვლა! თორემ უფ-
სკრულისაკენ მიექანება კახეთი! - ჯანდიერმა აღმოაჩინა, რომ იგიც მის-
ჩვეოდა ხმამაღლა ფიქრს, იგი - ქვეყნის ყველაზე ჩუმი მესაიდუმლე! ან
დაბნევის ნიშანი იყო, ან სიბერის, მის ძალუმ გონებაში მრავალვარაუ-
დი ბრუნავდა, მაგრამ ერთი - ძირითადი ფიქრი ქვეგაგუდულად იდო და
ძალავდა ყველაფერს. აქ იჩიხებოდა ყველაფერი - ჰოც და არაც!
გარეხმაურმა ხელი შეუშალა. ალაყაფის ჭრიალი გაარკვია. ეზოში
გავიდა. კარიბჭეში დარაჯები შემოსულიყვნენ და ხუთივე არჩეული
თავკაცი დილეგში პატიმრად მოეყვანათ.
- დავით კახთ ბატონის მობრძანებამდე პატიმარყო სახლთუხუცეს-
მა... - ჩუმად მოახსენა თედო ბაცაცაისძემ.
- რათა?
- ამქართ ამბოხის მოთავობისათვის! - მხრები შეჰყარა თედომ და
პირი იბრუნა, - შფოთი და ამბოხი ახლა ნახონ... ძლივს გამოვასწარით,
მთელი ქალაქი დაგვედო!
და მართლაც, დაპატიმრებულნი ქალაქის კარიბჭეში შემოიყვანეს
თუ არა, უმალ განგაში ჩავარდა ქუჩაბანდებში. ბანიდან - ბანზე, ფო-
ლორციდან - ფოლორცზე ხმა უსწრებდა ბადრაგთა სვლას. და სულ მა-
ლე ისევ გამოიშალნენ ქალაქელნი, მხოლოდ იმ დიდი განსხვავებით,
რომ დილას თუ მამაკაცები იყვნენ, ახლა ჯერ დედაკაცები დაწინაურ-
დნენ, სათინოს მიჰყვნენ. მამაკაცები კი ახლა უკვე კეტ-მაჯაგნებითა და
ჩაქუჩ-უროებით გამოდიოდნენ. ზედაუბნელებმა ლომკეტებიც ჩამოი-
ტანეს.
მოყიჟინე და გაგულისებული მოქალაქენი დილეგს მიეტანენ. წინ
ნალბანდები წამოდგნენ და დილეგის კარის რკინას ისე დასცხეს ურო-
ჩაქუჩები, რომ მათმა ხმამ მთელ ქალაქს გადაუარა და უფრო შეჰყარა
ხალხიცა და ხიფათიც.
ბჭის სადარაჯოზე გადმომდგარმა ჯანდიერმა ხალხის შემღვრეულ
თვალს აზრი რომ უწია, მიხვდა - დიდი ამბოხი უკვე იწყებოდა.
558
- ეგ არის შენი ულვაშის პირობა?! სად არიან ჩვენები?! თურქობა ყოფი-
ლა! - ისეთი მუქარითა და ბუბუნით შემოსძახეს ჯანდიერს, რომ სიტყვებიც
უროებს ჰგვანდნენ.
- გამოუშვით, თორემა?! და ისე აგრიალდა რკინის კარზე ურო და ლომ-
კეტი, რომ ხალხის ხმაურიც კი დაფარა.
დავითი არ დაიბნა:
- ხალხო, ახლავე გამოვუშვებ განა!.. ერთი-ორი სიტყვაღა მაქვს საკით-
ხავი!
მაგრამ მისი რიხიანი ხმა უსუსურ ჩურჩულად ჩაიყლაპა ხმათა მორევში.
- გამოუშვით! - ღრიალებდა ხალხი, ირყეოდა რკინის ალაყაფი. ქუხილი
ქვევიდან ადიოდა ზეცაზე.
ჯანდიერმა ხელი ასწია, ოდნავი შეჩუმებით იდროვა და ახლობელთ გა-
დასძახა:
- ნალბანდებო, ვიდრე თქვენ ასჯერ დაჰკრავთ ჩაქუჩს მაგ ვერანა კარს,
ყველანი გარეთ იქნებიან! არა-და მეტს მაინც ვერ გაუძლებს ეგ კარიც!
- კიდევ გვატყუებს რასმე! არ გვესმის! - ისევ აყვირდა ხალხი. მაგრამ
ნალბანდები ჯერ არ იყვნენ აგრერიგად გაჯავრებულნი, გახურება აკ-
ლდათ.
- აგრე იყოს! ერთიც ვნახოთ... ერთი, ორი, სამი, ოთხი... - კარს მოუხში-
რეს უროს ცემა.
- ხელდინჯად! განა ნალსა სჭედთ! ჩასვლა მაცალეთ! ხალხნო... თქვენც
დაითვალეთ... ტყუილად არ გამაშავოთ! - ერთიც გადასძახა და ეზოში ჩა-
იჩქარა. მრავალთ ხმამაღალი სათვალავი ესმოდათ, ხოლო უროს ბაგუნი
ქალაქის მწყრალ გულისცემას ნათლად სახავდა.
დავითმა კახნიაური გაიხმო განზე.
- მამუკავ, ალექსანდრე ბერ-ბატონს ეახელ. ის თუ გაგვიკითხავს. ახლა
წადით. თავზე ვიღებ... ოღონდ იცოდე, მეტად ცუდად არის საქმე... მას ყვე-
ლაფერი მოახსენე!
ჯერ ასამდე არც იყო ჩათავებული უროსკვრა, კარი რომ გაიღო და გრე-
მის რჩეულები ხალხის ტალღას შეერივნენ. „უროთი დახსნილები“ ხელად

559
ხელებზე აიტაცეს და ქულბაქებისაკენ ამქრის დროშებივით მაღლა
აწეულად გააქანეს.
ხოლო საღამოს ჯანდიერი იწვია ომანმა.
- რა ამბავია ქალაქში?
- ჯერ შოშმინია... გადავრჩით.
- პატიმრები?
- გავუშვი...
ომანმა მელაკუდა წვერის ქვეშ ყბა შეაქანა, მაგრამ დინჯად განაგ-
რძო საუბარი:
- ხვალ ახლა გლეხები მიჰბაძავენ ამქართ...
- მეც ასე ვფიქრობ, - დაუდასტურა ჯანდიერმა.
- მაშ, რაღად გაუშვი?
ჯანდიერმა ომახი მხრები შეჰყარა, მერმე ულვაშზე გადაისვა ხელი.
- დღესვე რომ არ მომხდარიყო ამბოხი! უროს ხმა მთელ კახეთზე გა-
დადიოდა. მე თავდები ვიყავ... თავზე ვერ ვიდე.
სახლთუხუცესმა გვერდული მზერით აუარ-ჩამოურაა ქონდაქართუ-
ხუცესს, ოდნავ ალმაცერადაც აზომა.
- მაშ, ისევ იყრებიან ჩვენი გზები?
- დავით ბატონი რომ მობრძანდება, უმალ ჩავაბარებ გასაღებს და
სამოხელოს, არა მიჩანს რა აქ სანუგეშო.
- მე კი იმედი მქონდა... დიდთავადო... ჯანდიერს არც ერისთავობა
ასცდებოდა, შეშვენდებოდა კიდევაც! - ომანი შუბლსა და წარბებს იჭ-
მუხვნიდა, ხოლო ენაზე ხან თაფლსა და ხან ფარულ ღველფს ივლებდა.
- დიახ, ღირსეულად და დამსახურებულად შეშვენდებოდა.
დავითი დუმდა. აქ ომანური ქამანდი იყო ნატყორცნი. საქმეს შემ-
ხვდური ქამანდი სჭიროდა და შველოდა მხოლოდ.
- მათი დაპატიმრება ყოველთვის შეიძლება, ქალაქიდან კი არავინ
გამიშვია! ხელახლა „ვიწვიოთ“ და უფრო ხერხიანადაც.
- საგულისხმოა. - სიამით დაეთანხმა ომანი და მაინც გაკენწლა, - ვა-
ხახიშვილსაც დავიბარებ. იქნებ დაგვჭირდეს მაინც, სიტყვაზე სიტყვა
რომ ტეხოს მესიტყვემ...
560
დავითმა თავი დაუკრა და მძიმე ნაბიჯით გაეცალა. მან ახლა სულ აშკა-
რად იცოდა, რა სწადდა ომანს.
„აბრეშუმის ხარკის“ სულადობის მიხედვით განაწილების ამბავი
ელვის სისწრაფით მოედო მთელ კახეთს. ახლა გრემის შფოთის ამბავმა
აშალა თავდადებული მორჩილების ისედაც გაწვრილებული და სუსტი სა-
ფარველი.
სოფლად ჯერ აზატი გლეხები შეხმაურდნენ. ისინი ისევ ბატონის
უღელში ჩაბმის შიშმა ააფორიაქა. ახლა სხვებიც აჰყვნენ. მაინც ყველაზე
უფრო ქიზიყი ბობოქრობდა. სოფლები ურთიერთში მიმოდგნენ. ქედელებ-
მაც ვარდისუბნელები მოინახულეს და იბჭეს. ახლომახლო სოფლების
თავკაცები შეკრბნენ და მარუთა მოურავს ჩაუდგნენ კარში.
- რა ვქნა, მოხუცებო! აბა, რა ვიჩალიჩო... ვატყობ, ძალადობაზე დგება
საქმე... და ყველაზე უფრო - ჩვენ - მოურავები ვიჭყლიტებით! საქმე ხარკზე
კი არ არის განა ამის მეტი კი არ გადაგვიხდია?! საქმე მოურავთ წესის მოს-
პობაზე დგება. ახლა თქვენ თავად გასაჯეთ!
- დიდ-ერისთავობას კიდევ პატარა-მოურავობა სჯობდა! - დაეთანხმნენ
გლეხები, - მაგრამ ესეც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერისთავებს არ დავის-
ვამთ ქიზიყშია!
მალე ეს ძახილი მთელ ქიზიყს მოედო და ყველა აახმიანა. ახლა შიდა-
კახეთს თუ გაღმა მხარეს მოეკიდა შფოთის ცეცხლი.
დავით ბატონიშვილის მოწინააღმდეგეებმა ამით იხელთეს და ცეცხლს
ახალი საფანელი მისცეს. მოურავები ორჭოფულად მერყეობდნენ. ვერც გა-
დასახადს კრეფდნენ და ვერც დიდთავადებს უბედავდნენ ურჩობას. უმრავ-
ლესობა ყველაფერს გაერიდა და გრემში ჩამობარგდა.
შიდაშფოთის ხმა არაგვზეც მისწვდა კახთ ბატონს. დავითმა ომანი იხ-
მო და ყველაფერი ჩაძიებით გამოჰკითხა. იგი ისევ ავადმყოფური აღგზნე-
ბის კარზე იყო.
- გრემი შფოთავს. ქიზიყი მეურჩება. გაღმა მხარეში კვლავ ვაჩნაძიანთ
ჯგუფი ჩამომდგარა. რუსთ ელჩები, ვგონებ, ნეკრესისაკენ იბრეცენ თვა-
ლებს, სათურქო ხარკ-სახსარი ვერ გროვდება. მოურავები ცუდმადობენ და

561
ქრთამობენ. ნუგზარს ვერც ვძლიე, ვერც დავზავდი. ისე კი ვერ გავეცლე-
ბი, ვერა!
დავითი ხან სასოწარკვეთით მეტყველებდა, ხან აღგზნებით კეპავდა
სიტყვებს. ომანმა აცალა და საბოლოოდ რომ დარწმუნდა დავითის სული-
ერ შეშფოთებაში და უმწეობაში, მაშინღა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი.
თავისი ძველი ზრახვები უკვე სადღესხვალიოდ მოინიშნა.
- არა იმიტომ, რომ ოდესმე პირობა მოგვეც, არამედ იმიტომ, რომ სა-
ჭიროა ქვეყნის აშლილობის ძირში საკვეთად, ტახტის საყრდენის შე-
სამტკიცებლად! - დიდმნიშვნელოვნად წამოიწყო ომანმა თათბირი. მა-
საც ოდნავ წასძლია სულმა, - ახლა ყველაზე უმჯობესი დროა! - მაგრამ
ხელადვე უყელა თავის მოსხლეტილ სიტყვას, - დავიწყოთ ძირფესვია-
ნი დაშოშმინება! - გოროზად წამოდგა და წარბებს ააყოლა სიტყვა: -
ხვალ მე თავად წავალ მოციქულად ნუგზართან, საქმეს გამოვაგვარებ,
მძევალს მოგგვრი. ეს იქნება დაშოშმინების პირველი საწინდარი. მაგ-
რამ ჩვენც უნდა შევათანაბროთ საქმე, ზეგ გრემს გავბრუნდეთ და სა-
ჭირბოროტო „მოურავების საქმის“ მოგვარებასაც შევუდგეთ, ერთი ძი-
რა ნასკვი გავჭრათ, სხვა ნასკვები თავისთავად გაიხსნებიან!
დავითი კარგად ხვდებოდა, რაშიც იყო „ძირა ნასკვი“ და საჭოჭმანო
დროის პირობასაც რომ თავი დაანებოს, თითქოს ჩიხიდან გამოსავალს
მართლაც ჰგავდა ომანის ზრახვა და მოსაზრება. ამ „ძირა ნასკვის გაჭ-
რა“ უფრო და უფრო საჭიროდ ეჩვენებოდა, ვიდრე ნუგზარივით ახლა
ერისთავ-ყოფილნი არ გადაუდგნენ მას. უკან „სამოურავო და სამამო თუ
საძმო გზები“ მოჭრილი ჰქონდა. გარდა ამისა, დავითს აძრწუნებდა
არაგვს უქმად დგომა.
ნუგზარი თავიდანვე გაფრთხილებული და ჩასაფრებული დახვდა.
დიდი ბრძოლის გარეშე არ იქნებოდა გამარჯვება. არა, შინამსხვერპლს
კი არ ერიდებოდა დავითი, არამედ შესაძლებელ დამარცხებას! არც
ზურგი ჰქონდა საიმედოდ, არც ლაშქარი ჰყავდა შინაბრძოლის მოსურ-
ნე. ასეთ დროს დამარცხება, იქნებ, ტახტის დაკარგვასაც უდრიდა!
აქ დასვა წერტილი და ომანს უსიტყვო თანხმობა მისცა.

562
სახლთუხუცესი მეორე დღესვე ეწვია ნუგზარს. სუფრაზე არც დაყოვ-
ნდნენ. საქმის სიტყვა არც დაუძრავთ ამალასთან. ციხესაფარს გასცილ-
დნენ და არაგვის პირზე ერთ დიდ ლოდზე ჩამოსხდნენ მარტონი.
წაღის ჭვინტზე ქაფს აყრიდა არაგვი. ზვიადი ქედები გაბუტულები-
ვით ადგნენ ხეობას. ომანს ხევის სიგრილემ დაჰკრა, ცოტა შეიშმუშნა და სა-
ლოკი თითი შეახო ნუგზარის ჯაჭვის პერანგს.
- კარგი ნაკეთობაა! დროზეც ჩაგიცვია, ერისთავო, ყველა ერისთავის
საქმეს იცავ!
- შენი ცნობაც დროზე მომივიდა, - ესეც ყველა ერისთავს შველის, მათ
შორის, ყოფილებს, ვგონებ, უფრო!
- მაშ, რაღა გვაქვს სადავო?! - გაეღიმა ომანს. არაგველი აიმრიზა, დუმი-
ლი არჩია. არაგვისა და საუბრის წყალი მისი კალაპოტისაკენ დიოდა. უფ-
რო დაიდო ფასი. მოსულის იყო სიტყვა.
ომანმაც აღარ დააყოვნა, ჯიქურ-არაგვულად მთავარიდან დაიწყო, მაგ-
რამ სხვათა შორის... ისევ არაგვთან შერეულად და ჩახლართულად.
- ხედავ, ნუგზარ ბატონო ჩემო, ჩვენი ორთა ჩრდილი როგორ გადასწო-
ლია არაგვს? ალაზანიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ. წყალი მიდის - ჩრდილი
რჩება, უკეთუ ჩვენ ერთ ქვაზე ვსხედვართ! კახეთში ერისთავობის წესის აღ-
დგენა იმ ქვის ჯიშისა გახლავთ, ვგონებ, ისევ, ერისთავ-ბატონო?!
- გახლავთ... სასურველად გახლავთ, ომან-ჩემო, თავად ბატონო!
- ხევზე ხელის თავისუფლება ამ საარაკო მდინარის პატრონს ნეტავ ხომ
არ შეაწუხებს? - არაგვის ჩქერს ახლა ომანის მიშვერილი ხელის ჩრდილი
გადააწვა. ნუგზარს საქმის ფანდები უფრო ეხერხებოდა, ვიდრე სიტყვის
ხლართები.
უფრო ჩააპირდაპირა სიტყვა:
- მაამებს დიდად! მაგრამ ვის აზრს მეტყვი - შენს კეთილ სურვილს თუ
კახთ ახალ ბატონის პირობას?!
- ორივეს და კიდევ შვიდთა ყოფილთა და კვლავ მომავალთა...
ომანმა მელაკუდა წვერი ღიმილში ააცმაცუნა და არაგვის ქაფს ისევ
ამოჰკრა ჭვინტი.
- რუსთ ელჩების უკან გატარებაზე რას ინებებდი ამის შემდგომ?
563
- მზად გახლავართ... ოღონდ ერთიც, იქნებ არც სახსენებელიც. სულ
ამის ბრალია. - არაგვს წაჰკრა წიხლი მისმა მფლობელმა, - ხიდები არ და-
მიყენა... ჰოდა, უკეთუ მეც დამიდებთ რუსთ საჩუქრებში წილს, ხიდების აღ-
დგენას სწორედ ეყოფა!
- ეგეც, უკეთუ ბაადური პირველი გადმოივლის ამ ხიდზე და გრემს
გვესტუმრება. თუ საჭიროა, ძმურად ჩემს ბარამსაც გასტუმრებთ არაგვს,
ვიდრე თქვენი ბაადურ ალაზანზე ინებებს ყოფნას!
ნუგზარმა თავი ნელა ჩახარა, მერმე უცბად გადაიხარხარა, ერთ წამს
არაგვის ჩქერის ხმაც კი დაჰფარა. ახლა ომანმაც ქვევიდან ააყოლა ნა-
ამები ხითხითი. არაგველმა ულვაშებზე გადაისვა ხელი და ომანს გადა-
ეხვია. ურთიერთი გადაკოცნეს და წამოდგნენ.
- თანახმა ვარ, კახეთის ერისთავთ-ერისთავო! ერთ ქვაზე ვმსხდარ-
ვართ!
- მოხარული ვარ, არაგვისა და ხევის ერისთავო! დიახაც ერთ ქვაზე -
ერისთავობის წყობაზე!
მეორე დღეს დავით კახთ ბატონი მართლაც გამობრუნდა არაგვი-
დან. მას, ომანის გარდა, ბაადურ არაგველიც ახლდა. დავითი შესანიშ-
ნავ გუნებაზე იყო. არაგველი ისევ მოიმტკიცა. მდაბიოთა შფოთი კი არც
აწუხებდა.
- ახლა ერთი ვეფხური ნახტომიც და ყველაფერი ჩვენს კალაპოტში
ჩადგება!
- ვის გულისხმობთ, მეფევ-ბატონო?! - მცდელად ჰკითხავდა ომანი.
- იმ გაიძვერა ქურდ-ბაცაცებსა და შფოთის თავებს! ისინი არიან ყვე-
ლაფრის მხვრელნი და მთხრელნი! ერთიანად უნდა შევცვალოთ ხალ-
ხი.
ომანს ხელში მოდიოდა საქმე, მაგრამ ერთი ვერ გაეგო - „ხალხის ერ-
თიანად შეცვლაში“ მოურავების შეცვლას გულისხმობდა მისი დაუდ-
გრომელი მეფე, თუ მოურავობის საერთოდ შეცვლას?! ისევ წაბიძგე-
ბულ-შეკავებული, ქიჩმაჩიანი სიტყვა და საქმე მოიმარჯვა „უსიტყვო
თანხმობა“ აღარ კმაროდა.

564
- არც პირველ პირობისას ვიტყვი - მტკვარზე დიდი ხანია ჩაიარა წყალმა
და ტივმა... არც მეორე პირობისას - არაგვიც უკან დაგვრჩა... ალაზნისა
ვთქვათ. მოურავობა შენი მამისა და ძმის გზა იყო... მათი ცხენია - შენ არ
გიგუებს, თავადაც ხედავ. ამ ცხენიდან ჩამოვარდნის მუდმივ შიშს თავიდან-
ვე ცხენის გამოცვლა გერჩიოს!
დავითს ისევ შეეცვალა გუნება. ღჯუდ ჩაჩუმდა. შეფიქრიანდა. ბოლოს
და ბოლოს, უნდა გადაჭრას ეს კვანძიც, მაგრამ ახლა თავის ჭკუაზე რომ ათ-
რიოს ამ „ახალმა ცხენმა?!“ ეს კი არის, რომ მამისა და ძმის სასარგებლოდ
არაოდეს არ ჩამოაგდებს მას ახალი ცხენი! ხოლო ომანი თუ მასთან იქნება,
აღვირსაც არ მიუშვებს ახალი ცხენის ჭკუაზე. ამაში კი შემოპარული ეჭვი
ჩრდილივით უდგა გადამჭრელ ფიქრსა და მოქმედებას.
ომანმა უგრძნო ფიქრი. საჭირო იყო მისი გაფანტვა, მაგრამ პირუკუ ხერ-
ხით. მან იცოდა, რომ დავითს „თავის აზრად“ მისთვის თქმულის საწინააღ-
მდეგო აზრი უფრო მიაჩნდა და ჩვეულებრივ აქ უგებდა ხოლმე ხაფანგს.
- ერთსაც გითათბირებ, ნუ ავჩქარდებით. ფრთხილად, თანდათანობით
ვკვეცოთ მოურავობა, ნელ-ნელა დავუნაცვლოთ ჩვენი წესი. სასურველი
ერისთავებიც დინჯად ვარჩიოთ. თუ მოურავთა თავუხლარობას გადავრჩე-
ბით, ეს სრულიადაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ ახლა ერისთავები წამოვის-
ვათ და ვიაროთ მათს ნებაზე. არა, ნელ-ნელა ვკვეთოთ!
- არა, ყველაფერი ერთად. თუ მოსაკვეთია - ერთი დაკვრით! დავრწმუნ-
დი, რომ სადაც ვითანდითანე, იქ წავხდი! სადაც გავბედე ერთი დაკვრით,
ბოლოს კარგი გამოვიდა! მეც ჩემი გამოცდილების ხურჯინი გამაჩნია უკვე!
- თქვენი ნება არის!
თავის ქნევითა და იძულებით „დაეთანხმა“ სახლთუხუცესი.
- მოურავებზე აღარაფერს გითათბირებ... ერისთავებზე დავძრავ სიტ-
ყვას, სამ ახალ საერისთავოს ახალი დროშა მივცეთ... ოთხთა კი ჯერ არა,
ეპისკოპოსებს დავუტოვოთ დრომდე მათი ალმები. წონასწორობის აბრაც
თქვენს ხელთ იქნება... სწორედ ხურჯინის სიბრძნეა - აქეთ ერისთავები,
იქით - ეკლესია! თუ სწორედ გავიგე ზრახვა?! - უკვე ქლესად შეაპარა სიტყვა
სახლთუხუცესმა და ალბათ ერისთავთერისთავმა.

565
დავითი უმალ მოდგა ამ თავისი „ხურჯინის“ აზრზე. ასევე დაას-
კვნეს. მაგრამ ერთი გაურკვევლობა კვლავ შერჩა ომანს. ექვსი დასანიშ-
ნი ერისთავის ვინაობა იცოდა, მისივე შერჩეულ-შეთანხმებული იყო,
მაგრამ მეშვიდესი - არა. არც დავითი ეუბნებოდა რასმე.
ომანმა ისევ მოიარებით დაუარა.
- ბატონო ჩემო! ყველაზე მკაცრი ხელი ახლა ქიზიყს დასჭირდება.
ის არის შფოთის თავი. სითამამეში ჰყავდა თქვენს მამა-პაპას... თავგა-
სულობა წაეკიდათ!
- სწორედ ეგეთს ვგულისხმობ, მკაცრხელიანს, მტკიცეშუბლიანს და
გრძელულვაშას!
თავისი ქარაგმით მოხიბლულ დავითს გაეღიმა, ომან კი საგონებელ-
ში ჩავარდა... ასეთი ორი იყო. ერთი მისი მოგვარე - შერმაზანი, მეორე -
დავით ჯანდიერი. მას არც ერთი სწადდა ქიზიყში, არც მეორე. მაგრამ
ჯერჯერობით დაფარვა არჩია.
- შენ რომელს ირჩევდი? - მოულოდნელად შეეკითხა დავითი.
ომანს გაუკვირდა: მაშ, კახთ ბატონიც არჩევანში იყო ამ ორთა შო-
რის.
- მაშინ შერმაზანს!
- მე კი დავითს ვირჩევ! - უმალ უკუღმა დაასკვნა კახთ ბატონმა.
- ვშიშობ! - და მან ისევ შეახსენა ჯანდიერის მიერ პატიმართა გაშვე-
ბის ამბავი.
- მეც ვშიშობ და ამიტომ ვირჩევ. იგი ან ჩვენთან უნდა იყოს, ან არსად
სიცოცხლის კარზე. დავაწინაურებ, მოვიმტკიცებ, მოვიერთგულებ. - უკ-
ვე ჯიუტად ეძებდა და ჭედდა შესატყვისებს. ეჭვის ჭიას თავად ღრღნი-
და.
- ძნელი კაცია! ყოვლის გამხედავი... არ გვიღალატოს!
- არც მე მაქვს მსუბუქი ხელი! უკანა გზას მოვუჭრი. მთავარ საქმეს
მას ჩავადენინებ.. სისხლით მოვიბამ ტახტის ყურზე! ის თუ დავითია -
მეც დავითი ვარ!
მეორე დღეს სეხნიები ერთად შეიყარნენ გრემ-სასახლეში. ერთი იჯ-
და, მეორე - იდგა.
566
- ჯანდიერო, მე ყველაფერი ვიცი, რისი თქმაც გწადს. ნურას მეტყვი - ჩე-
მი მოისმინე!
- ბატონობამან თქვენმან!
- ქიზიყის ერისთავად მწადს შენი თავი.
- მოურავად, ბატონო?!
- ერისთავად და სარდლად... დროშის მპყრობელადაც. - უკვე მკაცრად
უპასუხა სეხნა-ბატონმა, - ჯერ კი ვახო ვახახიშვილს მარჯვედ გამომიჩვევ!
ჯანდიერი მიხვდა, რომ მისთვის ბეწვის ხიდის სავალი იწყებოდა. ხო-
ლო მოურავთ წესის წირვაც გამოსული იყო.
- თქვენი ნება გახლავთ, ბატონო, მიბრძანეთ!
- ჰოდა, ვბრძანებ! შენი სამსახური კი ახლა გამოჩნდება. ორ რამეს გავა-
ლებ... და ისე კი არა, სხვას მიანდო! პირადად შენ აღასრულე! ყველა მო-
ურავი შეიპყარ... ორმოცამდეა. ესენი არიან შფოთისა და არევ-დარევის
თავნი! - მჯდომი თვალებით ჩხიბავდა მდგომს. - ჰოდა, მეორეს... მერე გეტ-
ყვი, ამას რომ პირნათლად აღმისრულებ.
ჯანდიერმა აღარ ისურვა ცხენი. ქალაქისაკენ ქვეითად გასწია. მთავა-
რანგელოზზე გადაიარა და ქვაფიქალის კარით ჩავიდა ქალაქში. მძიმედ
მიდიოდა, მიფიქრიანობდა:
„მე თუ არ შევიპყარ ორმოცი... სხვა შეიპყრობს და მაშინ უკვე - ორმოც-
დაერთს!“ ქვა წამოებორკა გზაზე. მოიშორა და ფიქრიანი გზა განაგრძო:
„ახლა ამათ რომ შემაპყრობინებს, სხვათა შეპყრობასაც მოითხოვს!“ ისევ
წაიკრა ფეხი. ბევრი უჯიგრალა ფიქრსა და ულვაშს, გაუგრძელდა და გაუძ-
ნელდა გზა. ბოლოს, დილეგის რკინის კარს რომ მიადგა, ხმამაღლა დაას-
კვნა:
- ვნახოთ... ჯერ კი ჩათრევას ჩაყოლა მერჩიოს... მეცა და, იქნებ, სხვებ-
საც?!
შესვლისთანავე ვახო ვახახიშვილი იხმო. მას არ უყვარდა ეს დიდგვა-
როვანი ვიგინდარა, უტიფარი და უშნოდ ვერაგი.
„ზოგ რასმე გავუმხელ... რაც ეთქმის. რაც არა და მე ვიცი და ჩემმა ულ-
ვაშ-ნამუსმა!“ გუნებაში დაასკვნა და ვახო ვახახს გულთამამად შეეგება.
- კახთ ბატონის ბრძანება მოგეხსენება?!
567
- დიახ.
- დღეიდან ჩემთან იქნები, დინჯად გაზიარებ საქმის ვითარებას და მერ-
მე წავალ.
- წარჩინებაში მიბრძანდები, თავადო... ეგეც ვიცი.
დავითმა გულისყური მიუპყრო, მაგრამ ვერ გაარკვია - შურით იყო
ნათქვამი თუ ფარული დაცინვით. „კარგი გველი ჩამისვეს უბეში!“ ფიქ-
რიანად მაგიდას თავისი ვეება, ფოცხივით ხელი გადაუსვა და შემკაცრე-
ბული ხმით მოსჭრა: - ახლა საქმეზე: სამ დღეში სახლთუხუცესს მოურავ-
თა თათბირი უნდა ვაწვევინოთ. ადგილი - მეფის ქარვასლა. მპყრობელ-
თა გუნდი მზად იქნება, საკნებიც. საღამოს ადრე დაიკეტოს ქალაქის
ყველა კარიბჭე. პირადად ვაგებ პასუხს. აბა, საქმე! შენ გვერდში მიდექ
ყველგან!
დათქმულ დღეს მწე ქონდაქარმა, მწუხრისას, დილეგის დარაჯები
დაახვია მეფის ქარვასლაში თავმოყრილ მოურავებს და დილეგში მი-
რეკა. ჯანდიერი იქ ელოდა. სულ ოციოდე მოურავი აღმოჩნდა ქარვას-
ლაში. დანარჩენები ვიღაცას გაეფრთხილებინა და ისინიც საღამოს პი-
რასვე გაფანტულიყვნენ ქალაქში.
ჩაფიქრდა ჯანდიერი. ეს უკვე მის წინააღმდეგ ნაგები ფანდი იყო.
„ან მცდიან, ან კერძოდ იგესლება უბის გველი?!“
ვიდრე გვიან არ იყო, დარაჯები ჩაკეტილ ქალაქს შეუსიეს დასაჩხრე-
კად. თავად ის-ის იყო გასვლას აპირებდა სამოქმედოდ, რომ დავით ბა-
ტონის ახალი ბრძანება მოუვიდა: „უწინ უსწოროდ გაშვებული ხელო-
სან-ვაჭრების, შფოთის მოთავეთა ხელახალი პყრობა“. ძველი ქონდა-
ქარი მიხვდა, რომ ახლა მისი, და არა მარტო მისი, ყოფნა-არყოფნის სა-
კითხი დგება. ისევ თავი მოიქაჩლა, უწინდებურად დაბორიალდა. დაში-
შა ქალაქი. თორმეტი მოურავი აღმოაჩინა. თავის განთავისუფლებული
ამქარ-მოქალაქენი ისევ შეაქუჩებინა, ხოლო მამუკაანთა თავად წავიდა.
სრულიად სანდო დარაჯი უბნის მისავალში ჩააყენა.
მამუკას არ ეძინა, ხელნაწერს უჯდა. კარი ღრეჭად იყო ღია. ჯანდიე-
რი უეცარ ჩრდილად წაადგა თავზე და სინათლე ჩაუქრო.
- სხვებს სძინავთ?
568
- დიახ, ბატონო! - ფეხზე წამოუდგა შემკრთალი მამუკა.
- იყავ ალავერდს?
- ვიყავ... ასე ბრძანა... საჩივარი ჩემს შვილს დავით ბატონს მიარ-
თვიო!
- საჩივარი?! ახლა აიღე გუდა-ნაბადი და წამომყევ... ყველა მოურავი
შეპყრობილია. მოთავე მოქალაქენიც. შენც იმათ სიაში ხარ!
- ღმერთო ძლიერო! აღარ ყოფილა საშველი და ის არის?!
ბნელაში მამუკას ძველი ქონდაქარის მძიმე ხელი წამოეტანა:
- ქალაქიდან გაგიყვან. ისევ ეახლე ბატონ-ყოფილს. ალავერდსავე დარ-
ჩი. აქ პატიმრობა გელის! ბერდიდსაც ყველაფერი უთხარ!
მამუკა უსიტყვოდ და საკმაოდ დაბნეულად გაჰყვა. დავითმა მისი თავი
ბექლან-თუშს ჩააბარა და ცხრაკარის სამალავიდან ქალაქგარეთ გააშვები-
ნა.
მეორე დღეს ხელოსნებსა და ვაჭრებს არ გაუღიათ ქულბაქები. დანარ-
ჩენი რიგის დუქნებსა და სამჭედლოებსაც ბოქლომები უმალვე დაედო. ყვე-
ლა მიჰყვა საერთო მიხედულებას და ქალაქი ქარბუქის მოლოდინში ჩაბუ-
სუნდა.
კახთ ბატონმა სასახლის თოფოსნები გამოგზავნა. ტარუღებს ბაზრის
თავში ახალი ბრძანება აძახებინა, შფოთის თავად მოურავები და შეპყრო-
ბილი მოქალაქენი გამოაცხადა. ყველას მორჩილება და დუქნების დაუყოვ-
ნებლივ გახსნა უბრძანა. რბევითაც და პყრობითაც დაემუქრა.
ქალაქი საშინელმა აღშფოთებამ მოიცვა და ქუჩაში გამოჰყარა, რიყის
კარიბჭეს მიანარცხა. დიდი სასახლისაკენ მიმავალი გზა-კარი ჩაკეტილი
და დაცული აღმოჩნდა. ქალაქში კი უშვებდნენ ახალმოსულთ, ხოლო ქალა-
ქიდან კი არავის შეეძლო გასვლა.
ხალხის ტალღა გაოგნებული დატრიალდა და აყიჟინდა. ამის შემდეგ
სასწაული თუ შეაჩერებდა ხალხის ძვრას... მაგრამ სასწაული მოხდა“.
ქალაქის კარიბჭე გაიღო და შიგ მამუკა შემოვიდა. იგი ჩვეულებრივ ნე-
ლი ტაატით მოაჩაქჩაქებდა ცხენს. ბებრულად ღრმად და ოდნავ მოხრი-
ლად იჯდა უნაგირზე.
- მამუკავ, სად მოხვალ?! რატომ გამოჩნდი?! დაგიჭერენ!
569
- ყველანი გაბაწრეს... ჩაყარეს... ჯაბაც, სარგისიც... მოურავებიც!
- სად მოხვალ, სად? - მიაცვივდნენ მოქალაქენი. ერთი ვაი-ვიში და ახა-
ლი წიოკი შეახვედრეს.
მამუკა სრულიადაც არ დამდრკალა, თითქოს მოელოდა კიდევაც
ვიშ-ვიშს. ამან სულ გააკვირვა და გააშეშა ხალხი. მეხისშემდგომი სიჩუ-
მე ჩამოვარდა.
- არა უშავს, რა, ხალხნო! დამშვიდდით... იშოშმინეთ! დაუჯერეთ,
რაც გიბრძანეს ტარუღებმა. იმუშავეთ, დუქნები გააღეთ! ყველაფერი გა-
ირკვევა! - ცხენიდან აქეთ-იქით იხრებოდა და დინჯად მეტყველებდა
მამუკა. - მე ალექსანდრე მეფესთან გახლდი... მისი მუხლების ჭირიმე.
ზოსიმე ბერდიდიც ვნახე, ასე შემოთვალეს: შფოთს თავი დაანებეთ და
ყველაფერი მორიგდებაო. ჰოდა, ხალხნო! აგრე მეც მოვბრუნდი. თუ და-
ნაშაული ჩაგვიდენია და პყრობაა, აქ ვარ, თავად მივალ დილეგშია!
- რას ამბობ, კაცო?! შენც ჩაგაგდებენ და ის არის! - უკვე ხმადაკლე-
ბულად მიაძახეს აქეთ-იქიდან...
- ჰოდა, მეც ასე ვკადრე ზოსიმეს. ასე მიპასუხა: ცოტნე დადიანი მონ-
ღოლ-ნოინებთან მივიდა და მართალ ხალხს გვერდში ამოუჯდაო. ესე-
ნი ხომ არც მონღოლებია - ქართველები და ქრისტიანები არიანო!
განცვიფრებამ სასწაული მოახდინა. ხალხი დაბალი ხმაჩუჩუნით
უკან მიჰყვა მამუკას; იგი შინ არც კი მისულა, ისე გაემართა დილეგისა-
კენ. თავის უბანზე ავლისას სათინო გადაეყარა. უმალ დაქვეითდა მამუ-
კა, მოშოშმინებულ ხალხში ჩაიკარგა.
- დედაკაცო, ეს ცხენი მაშორე. განა ცხენიანად მიმიღებენ დილეგშია.
თუ მაინცდამაინც...
განცვიფრებას ახლა ღიმილიც მიემატა. სულ მოიხიბლა და დაიმე-
დიანდა ხალხი. სათინომ ცხენი ჩამოართვა და ერთიც წასჩურჩულა:
- რა ვიცი, საჯინიბოში კი ჩაყარეს ხალხი. ცხენი რაღა ბედენაა... დი-
ლეგში ტევა აღარ არისო.
ვიდრე მამუკა და ხალხი უბანს აივლიდა, სათინომ კიდევ მოასწრო,
შოთი-პურები მაინც მოურბენინა ქმარს.

570
დილეგთან უკვე ვახახიშვილის თოფოსნები დახვდა ხალხს. ანაზდად
შემოუტიეს კიდევაც. მაგრამ ხალხმა ერთად მიაძახა:
- მამუკა მოდის! მამუკა! განა სამტროდ მოვალთ! დადიანურად!
ცოტნესავით!
- სასიკეთოდ! ახლა თქვენი სიკეთეც, ქართველობაც და ქრისტიანობაც
ვნახოთ!
მაგრამ ვახო ახალქონდაქარმა მამუკა შენიშნა და ზედ მიეტანა. ხალხის
ძახილს სულ არ ათხოვა ყური.
- აჰა, კახნიაურო! მოდი, ბებერო მელავ! შენთვის ყოველთვის მექნება
ადგილი! მაშ არა-და, დაგვემალებოდი გეგონა?!
მამუკა ოდნავ დააბნია ამ შეხვედრამ. იგი ჯანდიერთან შეყრას მოელო-
და, სხვა სიტყვასაც. ერთიღა მოისაზრა, თუმც ნოინებთან არ მოსულა, მაგ-
რამ ზოგი რამის დაფარვა არჩია.
- არა ვიცოდი რა... აქ არ გახლდით! ღამიანად თურმე ქონდაქართუხუ-
ცესი მკითხულობდა... გავიგე და უმალ გეახელი ჩემი ფეხითა. თუ სამარ-
თლიანია აჰანდე! - ხელები გაშალა და დილეგის ღია კარს მიეტანა... ერთიც
შემოუბრუნდა ხალხს, - თქვენ კი თქვენს საქმესა და სახლებს მიხედეთ! არც
ჭორს აჰყვეთ და შფოთსაც მოერიდეთ! მეფემაც ასე ბრძანა და ბერდიდმაც!
ჯანდიერს ფრიად გაუკვირდა მამუკას მობრუნება, მაგრამ არ შეიფერა
და მისი ცალკე საკანში პყრობა ბრძანა.
ხალხმა კი კიდევ კარგ ხანს იყურყუტა და იყაყანა კარგამოკეტილი დი-
ლეგის ახლომახლოში, დაბოლოს, აბნეულ-ჩაბნეული გრძნობითა და აზ-
რით, თავჩაქინდრულად დაიძრა თავქვე. მამუკას ქცევით მოხიბლვა მაინც
ძალავდა ყველაფერს. ამქარ-მოქალაქენი მისსავე რჩევას დაჰყვნენ და თა-
ვის გამოკეტილ დუქან-დარაბებს მიაკითხეს.
მალე ამქართ უბნებში და ქულბაქებში ჩვეულებრივი შრომის ხმაური
და ფუსფუსი კვლავ დატრიალდა. მაგრამ შფოთი კი არ მოისპო, უფრო
ღრმად, ძირბუდიანად ჩაჯდა.
სოფლად კი უარესი ამბავი დატრიალდა. მას ხომ გალავანი არ ჰქონდა
მოვლებული. სავალ-სამალავს რა გადაწურავდა. მოურავების პყრობამ დი-
დი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. და არა იმიტომ, რომ ისინი უყვარდათ სოფ-
571
ლად, არამედ იმიტომ, რომ ერისთავები უფრო ეჯავრებოდათ. გარდა
ამისა, მოურავების უმრავლესობა ახალდაწინაურებული აზატები და
აზნაურები იყო. ეს ფენა კი საკმაოდ წამოზრდილიყო. ხმა კი გავრცელ-
და, რომ ყველა ახალდაწინაურებულს მოელის პყრობა და რბევა. და
მრავალი ახალაზატი, ახალაზნაური თუ ახალთავადი „რბევის მოლო-
დინმა“ იარაღში ჩასვა და სამალავებში გააგდო. დავით ბატონმა, სადაც
ხელი მიუწვდინა, უმალ დამძევლა გაქცეულნი. ახლა გრემის დილეგში
და საჯინიბოში პყრობილთ შორის ქალებიცა და ბავშვებიც გაჩნდნენ.
ლტოლვილნი და დახიზნულნი, ბუნებრივად, ან ნეკრესზე ან ისევ
ალავერდზე ამყარებდნენ თავის იმედებს და ამ ორი ადგილის ირ-
გვლივ იწყეს თავშეყრა.
დავით კახთ ბატონმა იწვია დიდთავადნი, ერისთავთ ძველწესის
აღდგენა „ჯერ იდუმალად“ გამოუცხადა, ლაშქრის წვევა და „წესის მო-
პოვება“ მათვე დაავალა, მოიმყარა და ახლა „ქვეყნის მოშინაურებას“
შეუდგა. ნაკლული და უდროშო ლაშქარი მოუვიდა ახალ ბატონს. დრო-
შის მპყრობელმა ეპისკოპოსებმა არ გამოსცეს დროშები, შიდა შუღლს
თავი გაარიდეს. არც მოსულთა სულისკვეთება იყო საიმედო. ამიტომ
ახალმა ერისთავებმა დაასკვნეს ორი დიდი გუნდის შერჩევით გაყოფა.
ნეკრესისა და ალავერდის მახლობლად ჩასაფრება სწორედ დროულიც
აღმოჩნდა. მეამბოხეთა ერთი ჯგუფი, გიორგი ბატონიშვილის გამოხ-
სნის მიზნით, დაეცა ნეკრესს. მონასტრის კარიბჭე ღია აღმოჩნდა. ალ-
ბათ არც ნეკრესელი იყო შეთქმის გარეშე. მაგრამ კოშკის მცველები
მედგრად დახვდნენ მოსულთ. სანიშნო ცეცხლიც აანთეს კოშკის ბანზე
და, ვიდრე მაშველი მოუვიდოდათ, იმაგრეს. დავით ბატონიშვილი თა-
ვად მოიჭრა ლაშქრით, ალყა გაარღვია, აოტა მომხვდურნი. არც უმარ-
ცხოდ ჩათავდა ფიცხი ბრძოლა: დევნისას ცხენი გამოუკლეს დავითს.
თავად გადმოვარდნისას მაგრად დაიტყავა ხელები. უმალ ოცი მძევ-
ლის სიკვდილი ბრძანა. აქვე შეთხზულ სიას სისხლიანი ხელი დაარტყა
და ხუთივ თითი დააჩნია. გრემში მობრუნებისას ჯანდიერი იხმო.

572
- წადით, ხელთ მიგდეთ თამაზ და ბებურ. ისინი ყოფილან ნეკრესს! მა-
თი ქება შენთვის მიწყალობებია. ხოლო მათ, ან მათ თავებს რომ მაახლებ,
ქიზიყის ერისთავობასაც ჩაიბარებ.
- მეფური წყალობაა, ბატონო! - თვალი არ დაუხამხამებია ჯანდი-
ერს, - ოღონდ საქმე შესაფერის საშუალებებსა და დროს მოითხოვს!
- ნუ რა ზომას ნუ დაიშურებ! მორჩა დანდობა... ყველაფერი გამოიყენე -
ქრთამი, ზურგის ხანჯალი, წამალი. აი, ავად გახდომის, ან უეცარი სიკვდი-
ლისა, - ძველმა მოგონებამ ამოჰკრა დავითს, - ომანმა... არა, ომანმა კი
არა... - შიშნაკრავად გადათქვა, - თურქმა აქიმმა იცის... - და ისევ შეშფოთ-
და, - მაგრამ ჩემი სახელით ნუ ეტყვი!
- ჯერ ვაჟკაცურ გზაზე ვცდი! კუდიგორასთან ყოფილან. იქ მივუხტები!
სხვაზე მერმე ვიფიქროთ! - და რა შეამჩნია, როგორი დაელმილი თვალე-
ბით უჭვრეტდა მას უნდო ბატონი, უმალ დასძინა: - ამ საქმეში არაფრის რი-
დი არ იქნება. გასადენი უნდა გადინდეს! არ მიწყინოთ სიმკაცრე და გაურ-
ჩევლობა, მაგრამ ერთ პირობასაც ვითხოვ...
- რა პირობას? - ისევ აენთო ხელებმტკივანი.
- ხუთი თითის განაჩენი ჯერ შეაჩეროთ, იმათ მიუყვანს$$ მრავალს და
სიფრთხილესაც გაუმახივლებთ!$$
დავთი უცბად დაწყნარდა და „ჯერჯერობით ხუთთითიანის შეჩერების“
დასტური მისცა.
მეამბოხენი მართლაც კუდიგორის ტყეში იყვნენ ჩასაფრებულნი. ჯან-
დიერმა თედო ბაცაცაისძე იხმო და ძმებს ჩუმ მაცნედ გაუგზავნა.
„ამაო მსხვერპლს ვიწვევთ, ამაო სისხლსა ვღვრით, სხვა ხერხი არის სა-
ჭირო... ახლა მოვდივარ, ქიზიყისაკენ დაიხიეთ“.
მეორე დღეს კუდიგორის ტყეს რომ შეესია მეფის სპა, იქ აღარავინ არ
აღმოჩენილა.
ახლა ახალი ამბავი მოვიდა, რომ პანკისის ხეობაში მოეკლათ იქ ახალ
ერისთავად გამწესებული ფარსადან ჯორჯაძე. კახთ ბატონმა ყველა გაღ-
მამხრელი მოურავის თავის გაყრევინება ბრძანა.
- თავის კვეთის კვირას დავატრიალებ! თავზე - ოცი! ვნახოთ, რა დახლი
დაუდგებათ ჩემს მტრებს?!
573
ისევ ჭოეთის ციხის ჩრდილი წამოეფაფხა მთელ კახეთს.
ჯანდიერს „დიღმის ალექსანდრე“ წარმოუდგა თვალწინ. დავითიც აღა-
რაფერს არ ერიდებოდა და ოდნავ განსხვავებული თათბირიც ღალატად
მიაჩნდა. ორი რამ მაინც უთათბირა ჯანდიერმა: „თავების კვეთა“ მდივან-
ბეგის მსჯავრდადებით, კანონში გამოეყვანა, ხოლო „რბევის კვირა“
რუსთ ელჩების უკან გაშვების შემდეგ დაედო.
დავით ბატონი ომან სახლთუხუცესს შეეთათბირა, ჯანდიერის ორივ
თათბირი მიიღო და „ორ ჯიქზე ნადირობის წარმატება“ უსურვა.
ჯანდიერი ისევ ქვეითად წავიდა გრემ-ქალაქში. ბევრი ივარაუდა,
ძველთა-ძველი ეჭვები და ახალი სიტყვა-საქმენი ურთიერთს მიუსადა-
გა და დასკვნამ ისევ თურქ-აქიმის შავქოსა სახეს მიაბორკა. მაგრამ
ძველმა უფრო შეაწუხა, ვიდრე ახალმა. ყველა კითხვის გადასაწყვეტად
ჩამჩი-აქიმს მიაკითხა, სხვა დროს უფრო იფრთხილებდა, მაგრამ ახლა
ყველაფერი დანის პირზე იყო.
ჯანდიერის დანახვისთანავე აქიმი შეკრთა. მას არაერთი ცოდვა
ჰქონდა ჩადენილი და ჯანდიერის მუდამ ეშინოდა.
დავითმა უგრძნო, სწორ კვალზე იყო, მაგრამ უფრო მიუფადილა საქ-
მე.
- არა, სამტროდ არ მოვსულვარ, აქიმო! - დაამშვიდა და ბინას მიმო-
ხედა, დარწმუნდა, რომ მარტონი იყვნენ, - შენი შველა მჭირდება... მა-
მულში ორი ჯიქი შემეჩვია, ზაქები და კვიცები გამიწყალა... შენი იმედი
მაქვს!
- ჰა! მერმე, მე რომ ვერაფერი მონადირე გახლავართ?! ჯანუმ-ჯან! -
გაიკვირვა ექიმმა და ნუშა თვალები დაჭუტა.
- შენთან „შენმა გამეფებულმა“ და მისმა ოსტატმა გამომგზავნეს... -
კილონიშნიანად შეაპარა გადაკრული ჯანდიერმა. ჩამჩი-აქიმი დაიბნა,
ყასიტი ხველა აუვარდა. წაყრუება, ვერგაგება არჩია.
- ხეირ-მობრძანებისა, დიდო ქონდაქარო!
მაგრამ დავითმაც წაუყრუა სალამზე, ისევ თავისი განაგრძო:

574
- თავად ვერ მოიცალეს... აგრეთვე სანადიროდ არიან... ერთად ვეახლე-
ბით წამლითურთ... მე არ მაქვს გამოცდილი შენი... მამამტე თავობს, ერთ
დროს ჩინებულად გამომადგაო... დასაწყნარებლად გეტყვი ამას.
ჩამჩი-აქიმი თითქოს დაწყნარდა. უფერ-ნაფერად შეიფერა. მაგრამ
ახლა სხვა მხრივაც ამოწმა საქმე:
- ორი ჯიქი... ერთ თოხუმისანი?
- ეგრეა... ერთ მოკლული ნადირ-მამის ლეკვები!
- ვცდი, შევაზავებ... თუ ვიშოვნე. როდის მოგართვათ?
- დღესვე შუაღამისას. ერთად მოგველოდებიან ბატონ-ოსტატი... - და
დავითმა ოქროიანი ქისა გაუგდო თახჩაზე, - ფხვნილი იქნება?
- დიახ... დასაყრელი.
- წყალღვინოში? - ისევ შეაპარა კახმა.
- შეიძლება... - და ისევ მიფარცხა ნათქვამ-უთქვამი, - კახეთში ჯიქებიც
თუ სვამენ ღვინოს, ჯანუმჯან?! - მაინც საქმის გაჭიანურება გადაწყვიტა.
ომანისაგან თავიდანვე დათქმული ჰქონდა, რომ უამისოდ არავისთვის არ
მიეცა „სიცოცხლის წამალი“. მართალია, „ეს ვეშაპი“ მისი წამლით „გამეფე-
ბულისა და ოსტატის“ სახელით მოსულა, მაგრამ პირადად შემოწმებას ხომ
არაფერი სჯობს. ქუდი უნდა დაიხურო, თავზე კაცმა და არა თავი შეჰყო
ქუდში, თორემ ვაითუ ქუდის მაგივრად - ყულფი გამოდგეს.
- ღამიანად ქალაქში არ გამატარებენ - შიშიანობაა! დარაჯი დგას!
- ეგ უბრალოა. აჰა, ჩემი ნიშანი! - ჯანდიერმა ქონდაქრის სამოხელოს
რკინის ცერაბეჭედი წაიძრო და გადასცა. - თუ მაინცდამაინც გაგამწარეს, მა-
შინ გამოაჩენ. გზაც ხსნილი გექნება ყველგან... მაგრამ, ხომ გესმის, სუნი არ
იკრას ვინმემ.
ემძიმა დიდი ბეჭედი თურქ-აქიმს, მაგრამ ენუგეშა კიდევაც... ეს დიდი
ნდობა იყო, ვგონებ, წამალზე მეტიც. თანაც შუაღამემდე ყველა გზახსნილს
ომანისა კი არა მთელი ქალაქის და ქალაქგარეთის ნახვა შეეძლო.
ჯანდიერი წამოდგა, წასვლისას ჩოხის მასრებზე გაივლო ხელი და მარ-
ცხენა მკერდის ორი უკანასკნელი ამოიძრო.
- ესეც ორი... ორად გამიმზადე... ცალ-ცალკე და სამყოფი... ოქრო კი კი-
დევ იქნება! - მასრების გადაცემის დროს შეუნიშნა, თავისი ბეჭედი როგორ
575
ფამფედ ეკიდა ჩხირა ცერზე. - აქიმ-კაცო, ბეჭედი არ დამიკარგო! - ღი-
მილით მიუგო და დილეგში წავიდა.
აქიმმა ჯერ ოქრო გადათვალა და ყულაბაში ჩადო. ახლა იდუმალი გან-
ჯინა გამოაღო და ორივ მასრა თეთრ-ბრჭყვიალა ფხვნილით აავსო.
სწორედ ეყო კიდევაც. კეთილსინდისიერად საჯიქოც მოუმატა და ფა-
იფურის კოტოში ზედ დაარეკა მასრებს. „ახალი უნდა გავაჩინო... ისეთი
დროა - კარგი მაზანდა ექნება ამ საქონელს...“ ვარაუდიანად გაიფიქრა
და განჯინა დაახშო. თავად ომანი რომ მოსულიყო, ახლავ გაატანდა
მასრებს, ამ „ვეშაპჯანდიერის“ ბეჭედი კი ჰქონდა ცერზე, მაგრამ გულში
მაინც შიშის ჭვალა გაჰკრავდა ხოლმე.
კარგა რომ დაღამდა და ქუჩაში ხალხის მიმოსვლა მიწყდა, კარგად
გამოეწყო, მასრები უბეში ჩაიდო და ომან სახლთუხუცესის სანახავად
წავიდა. ჩაბნელებულ ქუჩაში არავინ ჩანდა... მაგრამ რიყის ალაყაფის
წინა მოედანზე ულოდნელად ორი დარაჯი წამოადგა თავზე.
- ვინ ხარ? სად მიხვალ ამ შუაღამისას? ჯანდიერის ბრძანება განა არ
გაგიგია?!
- ჰოდა, სწორედ ჯანდიერთან მივალ, ჯანუმ! საჩივლელად! - მაინც
იფრთხილა შემკრთალმა ჩამჩი-აქიმმა.
- მერე აქეთ რა უნდა ჯანდიერსა?! აბა, ერთი... იარაღი არა ჰქონდეს
რა? მეამბოხე არ იყოს?
და ვიდრე აქიმი გონზე მოვიდოდა, უბე-ჯიბეებში სხვისი ხელების
ფათური იგრძნო.
- ეს რაღაა? ამას დამიხედე, ჩოხის მასრები არ ჩაუდვია უბეში ამ ქა-
ლაჩუნა ქაჩალსა?! რა ოხრად გინდა? - და დარაჯმა ხელი ჩაღამებული
გალავნისაკენ მოწყვეტილად გადაიქნია.
- აჰ! - რას სჩადი? - ხელში ეცა აქიმი, მაგრამ გვიან იყო. დარაჯის ცა-
რიელი ხელიღა შერჩა. ახლა კი გაალმასდა ჩამჩი-ქოსა. სიბრაზის ცეც-
ხლმა სიფრთხილეც კი დაავიწყა.
- ჯანდიერისა იყო. აი, მისი ნიშან-ბეჭედი! ახლა აგე პასუხი!
დარაჯები სახტად დარჩნენ. მეტისმეტად შეწუხდნენ.
- შე დალოცვილო, თავიდანვე გეჩვენებინა!
576
მერმე აქეთ-იქიც ეცნენ, ჭრაქი გააჩინეს, ქუჩის ბოლო და გალავნის ძირი
მტკაველ-მტკაველ მოჩხრიკეს. ერთი მასრა კი იპოვნეს რუს პირზე. მეორის
ნახვა კი არასგზით არ მოხერხდა. რუმ თუ წაიღო. ძებნაში დაშუაღამდა. მე-
ტი დროც აღარ იყო, ახლა ჩამჩი-აქიმი თავად აჩქარდა.
- კარგი, წავიდეთ ჯანდიერთან! რაც არის, არის! აჰა, შენი მასრა - ესეც
არ დავკარგოთ! მაგის ღმერთი არ იყოს. ერთზე კი პასუხს ვაგებ - ბოლოს
და ბოლოს, მასრაა, მეტი ხომ არაფერი?!
და დარაჯებმა აქიმი დილეგისაკენ წაიყვანეს, თუ პირიქით - აქიმმა და-
რაჯები ჯანდიერს მიჰგვარა.
დილეგის კართან მასრის გადამგდები დარაჯი მიეფადილა აქიმს:
- ავად ნუ შემასმენ. ხელმარცხიანად მომივიდა. სამაგიერო ჩემზე იყოს!
მერმე გაწინაურდა ჯანდიერთან თავის გასამართლებლად.
აქიმი დაბალ დარბაზში რომ შეიყვანეს, ჯანდიერის გრგვინვა მოესმა.
ღია კარში შენიშნა - „ვეშაპ-ქონდაქარი“ ვახშმის სუფრას უჯდა. იქვე მასრის
დამკარგავი შემცბარად იდგა.
- მაშ, ერთი დაგიკარგა ამ რეგვენმა? - და ჯანდიერმა თავისი მძიმე ხელი
დარაჯს ისე წამოუტიალა ქეჩოში, რომ ჩამჩი-ქოსასაც გააჟრჟოლა. დამკარ-
გავი კი კარს მიასკდა და გარეთ გავარდა.
- დილაზე სულ ენით ალოკე იქაურობა. დილეგი არ აგცდება! - მიაძახა
ჯანდიერმა და ახლა ჩამჩის შემოუბრუნდა, - ეს როგორ მოგივიდა ოსტატო?
- ერთი კი მომირთმევია. - მასრა და ბეჭედი სუფრაზე დადო, - მეორეს
კი, თუ ვერ იპოვნი დილას, ორიოდე დღე შეაგვიანდება - ტფილისს მომი-
წევს წასვლა.
- ეჰ! რა გვიყო ამ რეგვენმა. ახლა როგორღა მივიდეთ ბატონ-ოსტატ-
თან?! ერთი არ ეყოფა ორ ჯიქს? იქნებ გადავანაწილოთ?
- საეჭვოა, ასეთ საქმეში დიდი ნამუსი და უტყუარობაა საჭირო!
- აბა, დილისთვის გადავდოთ ხლება, დავაძებნინებ. შენ კი ტფილისში
წასასვლელად მაინც მზად იყავ! - დაეთანხმა ჯანდიერი და ოქრო დაპირე-
ბულზე ხვავიანად მიუთვალა, მაგრამ არ გაუშვა.
- მაშ, ასე, აქიმო, ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვა, მაგრამ კარგი
გამოცხვა!
577
- აგრე მოგახსენებენ, ბატონო, ქართველებშია! - ხელმადლიანი
ბრძანებულხარ.
- არა, რატომ, თორმეტი წლის წინათ დათესილი მადლის წყალობაა...
ასე დამაბარეს... არც მაშინ მიიღებდი ნაკლებს!
ჩამჩი-ქოსამ ყური ცქვიტა. ისევ გადაკრულად ქარაგმობდა ჯანდი-
ერი.
- ეჰ! ჯანუმჯან, ვცდილობთ, რაც კი შეგვიძლია.
- ბევრისშემძლე ყოლფილხარ, თუკი შენი წამალი ჯიქსაც კლავს და
არაჯიქსაც! ზოგს კი, პირიქით, უხდება კიდევაც. ასეთიც არის - კარგა
ხანს იავადოს, ჯიღაურ-დოსტაქარმაც ვერც გაუგოს, ვერც გაარიგოს. მაგ-
რამ შენი სნეული არათუ არ მოკვდეს, არამედ ტახტის მემკვიდრედაც
დარჩეს! მართალია თუ არა?!
აქიმი შეცბა და გაშრა. ეს უკვე ჯიქურ-პირდაპირი იყო.
- ნუ შიშობ... - ლაღი ღიმილით განაგრძო ჯანდიერმა, - ამდენი ხანია
ვიცი და არა ვნება არ მომიყენებია შენთვის. ახლა კი, როდესაც შენი კვე-
რიც გამოცხვა, შენი გამეფებული მეფობს... ახლა რაღას გერჩი. ეს იმი-
ტომ ვთქვი, დროა იცოდე, ჩვენ შორის დაფარული არა იყოს რა; ერთი
ხელისანი ვართ!
- გიშველა ღმერთმა, ჯანუმ! - შვებით ამოისუნთქა აქიმმა, - თორმე-
ტი წელი სულ შენს შიშში ვარ. იმ სნეულების შემდეგ, თურმე, ყველაფე-
რი გცოდნია! თავად ომანმა მოგახსენათ, თუ დავით ბატონმა? - სულ
გახსნა სიტყვა ჩამჩი-თურქმა. დაფარული მაინც აღარაფერი იყო.
- მაშინდელმა და ახლანდელმა სახლთუხუცესმა... ახლა კი ბატონ-
მაც.
- მერმე მე რაღად მაფრთხილებდა ომან-ოსტატი. გულს მიხეთქავ-
და შენი ხსენებით?!
- ასეა, საიდუმლოს შენახვას ყველაზე უფრო შიში შველის! ახლაც
საქმე მოითხოვს. ეს ყველაფერი კიდევ ერთ კაცს ეცოდინება და მორჩა.
მამუკავ, მომისმინე?! - ჯეჯიმაფარებული ბნელი კუთხისაკენ გასძახა
ჯანდიერმა.
- მოვუსმინე, ბატონო! - და მამუკა კახნიაური წინ წამოდგა.
578
აქიმმა იცნო და დაიბნა. საშინელმა ეჭვმა კიდევ ერთხელ დასცა თავზა-
რი. ჯანდიერმა მამუკას ხელი აუქნია და გარეთ გაუშვა. მერმე ისევ დაუყვავა
გახევებულ აქიმს.
- ისევ დაფრთხი! გამოგცადე. ფიქრი ნუ გაქვს, ოღონდ მე მიგდე ყური და
ენამოკვნეტილად იყავ. ომანის მეტს არავის გაუმხილო აქ ნანახი. ახლა წა-
დი, ხვალ კი, როგორც ითქვა, ან მივიდეთ „დიდთა პაემანზე“, ან ტფილისს
გაეშურე. მობრუნებისას მე თუ არ დაგვხდი, ომანს აუტან მეორეს. გასაგე-
ბია? თუ იგიც სანადიროდ აღმოჩნდა წასული, მამუკას გადასცემ. ახლა მიხ-
ვდი, რაშია საქმე?!
- გასაგებია! გასაგები! - ჩიფჩიფებდა აქიმი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იყო
მოსული გონზე. შეძრული ალღო ერთსღა უგრძნობდა, რომ სიცოცხლეში
იჯდა და მგელივით ყელში ცემული საშიშროება მგლის ჩრდილი გამოდგა
მხოლოდ.
- ყველაფერი გასაგებია, ჩემო მფარველო! ამ საქმეში დიდი ნამუსი და
უტყუარობა ჭრის წამალზე უფრო! - გული საგულეზე ძლივს მოიყენა ქოსამ
და წამოდგა. წამოდგა ჯანდიერიც.
- ვერ გიმასპინძლე. სხვა დროს იყოს. ერთი შენი გამეფებულის სადღეგ-
რძელო მაინც შესვი! - დავითმა ღვინო დაუსხა და მიაწოდა. მას ისევ უბრუნა
ეჭვმა და უკან დახია. ჯანდიერს გაეღიმა:
- ესეც ხომ „შენისეული“ არ არის? რამ შეგაშინა!
აქიმმა დახედა მაგიდას, მისი დადებული მასრა ისევ იქვე ხელუხლებე-
ლი იდო. დაწყნარდა და ჯამი გამოართვა. იხტიბარიც მოიმაგრა.
- არა, თქვენი აღარ მეშინია. როგორც ბრძანეთ, ერთი ხელისანი ვყო-
ფილვართ!
- ჰო, ეს შენი წამალი... - მასრაზე მიუთითა ჯანდიერმა, - რამდენ ხანში
მოქმედობს? ან შემოწმებას ხომ არ საჭიროებს?
- ფიქრი ნუ გაქვთ... სულ მოკლე ხანში გაათავებს კაცს... ჯიქსაც. - უხერ-
ხულად გაისწორა სიტყვა, - ნაღდი საქონელია! უებარი. აბა და, ხომ გამოჩ-
ნდება! - უკვე ამაყად განაცხადა და „კახთ მეფებატონის და მისი ღია და ფა-
რული ხელის შემწყობთა“ სადღეგრძელო გადაკრა.

579
უმალ ხახა ჩაესუსხა. სული შეიგუბა, მაგრამ ნაკვერცხალი უფრო
ღრმად ჩაუგორდა სტომაქში. გაფართოებული თვალებით სუფრას და-
ხედა - „საჯიქე“ მასრა ისევ იქ იდო.
- მეორე?! დაკარგული! - შეკივლა ჩამჩი-ქოსამ და ხრიალით გადაგორდა
იატაკზე. სულ მოკლე ხანში გათავდა. საქონელი მართლაც ნაღდი გა-
მოდგა, და აღარც შემოწმება სჭიროდა.
გვამი საიდუმლო სავალში გაქრა. ხოლო მეორე დღეს ვახახიშვილმა
ჯანდიერს რომ აცნობა თურქ-აქიმის საეჭვო დაკარგვა, დავითმა „საი-
დუმლოდ გაუმხილა“.
- ტფილისს გავაგზავნე, დავით მეფის ბრძანებით, ჯიქის წამლის მო-
სატანად. მე თუ აქ არ ვიქენ, შენს მეტი არავინ გაერიოს ამ საქმეში.
- ფრიად გასაგებია! - თავი დაუქნია ვახომ და ომან სახლთუხუცესის
დასაწყნარებლად გაიჩქარა.
იმ ღამეს კი დილეგიდან საიდუმლო სავალით ერთი ცოცხალიც გა-
ვიდა. ეს - მამუკა კახნიაური იყო. ჯანდიერმა იგი ისევ გაგზავნა ალა-
ვერდს. ამჯერად მარტო ზოსიმე ბერდიდთან, „ნანახის და ნასმენის
სრულ გასამხელად“.
- კახეთის ყოფნა-არყოფნის საკითხია-თქო! შევაწუხებ და შევთხოვ.
მე თავად არ შემიძლია აქედან შეუმჩნევლად დაძვრა. ჩვენი პაემანი,
შეყრა კი ყოვლად აუცილებელია. იდუმალ სავალში წვეთის წყაროსთან
ვთხოვ მობრძანდეს. თუ არ ინება, აი, ეს გადაეცი! - ჯანდიერმა ულვაშზე
წაივლო ხელი, სანახევროდ წაიგლიჯა და მამუკას გაუწოდა.

XLV მესხური ნანინა


დავით კახთ ბატონმა ნაჩქარევად მიიღო ძეგამიდან გამოწვეული
რუსი ელჩები. ბერდიკა ნუნგიაური მობრუნდა თერგიდან და მოახსენა
დავითს, რომ თავად რომოდანოვსკის ლაშქრის ჩამიჩუმიც არ იყო თერ-
გზე, მრავალი უამური სიტყვა მიუთვალა დავითმა ელჩებს; თორღას
კაცნაკლებ ციხეში გაამწესა საცხოვრებლად. თან, მალე უკან გაბრუნე-
ბას დაჰპირდა. იგი აღარც კახ-ელჩებს ატანდა და ხელდებულების ფიც-
საც პირის შეშლის გამო გაუქმებულად თვლიდა.
580
რუსების ასე შორს განმარტოებას ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ ახალ
ბატონს არ სურდა რუსთა მოწმეობა კახეთის შინამდგომარეობის გართუ-
ლების დროს. მათი გასტუმრება კი ვერ მოასწრო. დიდად კი ეჭვიანობდა -
ან მამასთან, ან მეამბოხეებთან უშუალო ურთიერთობა არ გაებათ ელჩებს.
ვახახიშვილის გამორკვევით თუ მოგონებით, ნეკრესზე დაცემა სწორედ რუ-
სეთის ელჩებთან იყო შეთათბირებული.
დავით ახალ ბატონმა საოცარი - უმჯობეს გამოყენების ღირსი - დაუღა-
ლავობა გამოიჩინა. ქვეყნის მეგამრიგედ თავად ჩადგა. ხმალზე თავისებუ-
რად გაგებული შოთას სიტყვები დაიწერა „შიში შეიქმნს სიყვარულსაო“.
ხელმიყოლებით მოსდგა საერისთავოებს და შიშ-მორჩილება დაამყარა.
სათითაოდ იმტკიცებდა დიდ-პატარა თავადებს - ზოგს თანამდებობით,
ზოგს იძულებით. არც ვერაგობასა და ღია ძალადობას ერიდებოდა. სადაც
ეჭვსა და უარს გრძნობდა და საუცბათოდ არ გამოსდიოდა მომტკიცება,
იმახსოვრებდა. ომანს „რბევის სიაში“ აწერინებდა. საბოლოო „შიში“ კი
ქმნიდა „სიყვარულს“, მაგრამ სიძულვილს უფრო ამრავლებდა. ქვეყნის
ცხოვრება უცბად ჩაიდრიკა. შემცირდა შემოსავალი. ჩაღარიბების ნიშნები
გაჩნდა ბაზარ-ქულბაქებში. საქონლის სიძვირე და ხვავნაკლებობა ჩავარ-
და. აშკარად ტყეში და მთაში გასულთ ახლა „ჩუმად საფრულნი“ მოემატ-
ნენ.
თავისებურად მახვილი თვალი და გამჭრიახობა მაინც ახლდა დავითს.
ბევრ რამეს ამჩნევდა და გასწორების საშუალებისათვის ვერ მიეგნო. ღველ-
ფი და სიმკაცრე ემატებოდა. უკან დახევაც უკვე შეუძლებელი და საქმის-
თვის უშველებელი იყო. ერთადერთ გზად ისევ თავისი უფლების ძალით
გატანა ესახებოდა მასაც და მის ირგვლივ შემომდგარ ერისთავებსაც. თავი-
დანვე ცერად გაზომილი და გაჭრილი საქმე ვერასგზით ვეღარ მოდგა სწორ
სავალში და დავითისაგან სულ ახალ-ახალ „ხმალ-სამართალს“ მოითხოვ-
და.
- არა, ასე ვერ დავდგები, ერთი „თავის კვეთის“ კვირაც არ მოვაწყო. მერ-
მე დაშოშმინდება კახეთი!
ეს კი შეიგნო, რომ თავების კვეთას მაინც რაიმე სამართალი სჭიროდა.
არა-და მას უდანაშაულო სისხლის წყურვილსაც დასწამებდნენ. მას კი ამ
581
ბოლო დროს მართლაც შეეყარა წყურვილი, მაგრამ არა სისხლისა, არა-
მედ წყლის. აი, სვამს და ვერ ძღება. წყურვილს ვერ იკლავს და ისევ
სვამს. მთელ ალაზანს შესვამდა, რომ შეეძლოს. ჯიღაურმა წყურტი შე-
არქვა ამ სენს. დასვენება და მოსვენება ურჩია. მაგრამ რა დაასვენებს...
ჯერ თავისი „ცხენისა“ და „ფარსადანის თავის“ ანგარიშიც არ გაუსწო-
რებია. მართებულად ურჩიეს კია. მაგრამ ახლა თავად გრძნობს, მეტი
გადადებაც უკვე სისუსტეში და უმოქმედობაში ჩაეთვლება. წყურტსაც
გაუჩენს და ჭლექსაც! - ჭოეთი, აი, რა მიხსნის... რა მომასვენებს! თუ დამ-
ჭირდა, ნახევარ კახეთს გადავახტუნებ ჭოეთიდან, დანარჩენი მკვიდ-
რად ჩემი იქნება! ალაზანიც მომიკლავს წყურვილს!
„ხმალ-სამართლის“ გამოსაღებად იასონ ჭავჭავაძე იხმო.
მოხუცი მდივანბეგი თავს არიდებდა ახალ ბატონს, არც სასახლეში
უჩნდებოდა, არც ზეიმ-თათბირებს ესწრებოდა.
დავითმა სასწრაფოდ იხმო და საქმის გადაწყვეტა ერთი დაკვრით
მოისურვა.
- მდივანბეგო, დილეგში დაგვიმრავლდა ხალხი!
- დიახ, ბატონო ჩემო! ასე ამბობენ! - თავაუღებლად უპასუხა იასონ-
მა.
- სამართალია საჭირო!
- ვინც დააპატიმრა, ალბათ ბრალსაც იგი დასდებს... დანაშაულსაც
დაუმტკიცებს და განსჯის! - ჭავჭავაძემ ახლა კი ასწია თავი. ღია სახეზე
იმედის ნატამალმაც გადაურბინა. - თუ მე მომანდობთ, პირუთვნელ სა-
მართალს არ მოვაკლებ მათ!
დავითს უკვე არ მოეწონა მისი „პირუთვნელობა“, ახალხელისუ-
ფალს „პირმოთნეობა“ უფრო მოსწონდა და თავის ძალის ნიშნად ესა-
ხებოდა.
- განა ფარსადან ერისთავის მოკვლა - სისხლით საპასუხო არ არის?
განა გრემის სამოურავოს რბევა სამაგალითო სასჯელს არ მოითხოვს?
განა მეამბოხე თავად-აზნაურთა მოქმედება, გლეხთა ურჩობა ლმობიე-
რებასა და პირუთვნელობას გვიკარნახებს? ჩემს პიროვნებაზე ხელის
აღმართვისა რომ აღარაფერი ვთქვა... - ახალმოშუშებული ხელებით
582
წყალს წაეტანა, ხარბად შესვა, - მკაცრად მიუსაჯე! ჩემგან შერისხულად
იანგარიშე! მე დაგიმტკიცებ... და სასჯელის აღსრულების შემდეგ, ფარ-
სადანის ნაცვლად, შვიდთა შორის, ერისთავობასაც დაგიმტკიცებ!
იასონ ჭავჭავაძე დუმდა. მას სისხლი მოაწვა სახეზე. „ნუთუ ამდენი იმი-
ტომ ვიღვაწე ქართულ საქმეზე, რომ ბოლოს ასეთი ნარდიბაზრობა გაემარ-
თათ ჩემთვის?“ - ჭმუნვით ფიქრობდა იგი და თავს უფრო დაბლა ხრიდა.
დავითმა უმცდარად შეაფასა დუმილი, მაგრამ უკან აღარ დაიხია, პირი-
ქით, დაეძგერა წინააღმდეგობას... ხახაამომშრალად დაიხავლა:
- ასე ვბრძანებ! ასეთია სისხლის მაზანდა. ფარსდანის თავი ოცი გაღ-
მამხრელი მოურავის თავს უდრის... გრემის მაშფოთართ - სახსრის დაკლე-
ბა... დანარჩენებიც ასე - ამგვარად!
იასონი დუმდა. სულ დუმდა. და მისი კერპი დუმილი უფრო ლესავდა და
ახავლებდა დავითს.
- გარდა ამისა, „სარბევთა სიას“ გადმოგცემს ომან სახლთუხუცესი და
ერისავთ-ერისთავი... - განგებ ზვიადად აღნიშნა, მაგრამ გულს მაინც არ
ეყო. კიდევ აკლდა მწარმარილი, შეფარული და არც შეფარული მუქარა, -
საქმის ვითარებას წვრილად გამცნობს ქონდაქართუხუცესი და მდივანბე-
გის მწე-მსაჯული ჯანდიერი. „ახლა გაიგოს, რომ უიმისოდაც შესაძლოა გან-
სჯა... და არცთუ ძნელი“.
იასონი ისევ დუმდა. ახლა კი სულ გაწყრა დავითი:
- ერთი სიტყვით, ან სიას მიიღებ, ან სიის თავში ჩაიწერები! ფარულ გა-
ქირსაც ვერსად ვერ მოვითმენ!
- პასუხს ხვალ მოგახსენებთ, ბატონო! ასეთი დიდი რამ ერთი ხელის
მოსმით ვერ გადაწყდება. მე მამათქვენის ტოლი მოხუცი გახლავართ, ვგო-
ნებ, უფროსიც და აქამდე ასე არცვის გადაუწურავს ჩემთვის სავალი!
- კეთილი, ხვალ! - უცბად მოსჭრა დავითმა, - ოღონდ პასუხის მოუცემ-
ლად ქალაქიდან არსად გახვიდე!
ახლა კი ამაყად აიღო თავი მხცოვანმა.
- მე ლოცვად წასვლას ვერვინ დამიშლის მიწიერი!
- საყდრები გრემშიაც ბლომად მოგვეპოვება.
- იქნებ დილეგიც?
583
- დილეგიც - ურჩთათვის! მორჩილთათვის კი საერისთავოც!
იასონი დარბაზიდან სისხლგამშრალი გავიდა. ტალანში ჯანდიერს შე-
ეყარა. სალამი არც მიუცია, ნელზე ნელი სვლით ჩაუარა.
კახთ ბატონმა კი მაშინვე ჯანდიერი იხმო:
- ურჩობს იასონი! სარბევთ სიაში შეიტანე... ხვალამდე აცალე... ქა-
ლაქიდან თუ გავიდა, შეიპყარ! ისევ შენ მოგიწევს მდივანბეგობა!
- ხვალამდე იქნებ მობრუნდეს აზრზე! არა-და მე მიმსახურეთ, მეფო-
ბამან თქვენმან! - დავითმა დავითს შეუწყო კილო და მსწრაფლ გაეცა-
ლა. იჩქარა, დაეწია და კიბეზე ჩაასწრო კიდევაც ნელად მავალ იასონს.
არც მას მიუცია სალამი, ისე ჩაუარა - ჩაუჩურჩულა:
- სიაში ბრძანდებით... თავს უშველეთ ალავერდს... მზად იყავით, ჩე-
მი კაცი მოგივათ... - და ჯანდიერმა კიბის ბოლოში გამოჩენილ ვახოს ხე-
ლი უყო, განზე გაიხმო.
- მდივანბეგს დაუნიშნე თვალი... არსად გავიდეს ქალაქიდან... ბა-
ტონმა ბრძანა!
იასონმა კი ჩაათავა მრავლის მოწმე სასახლის კიბე. ეზოში ცხენი მო-
ართვეს. გაოგნებული შეჯდა და გრემ-ქალაქში წავიდა.
ჯანდიერის ნათქვამმა ხომ სულ დააბნია. ენდოს კია ახლა ჯანდი-
ერს? ან ვინღა არის ახლა სანდო? ვინ საით იწევს? ვინ რას მიელტვის?
ლიბოგამოშლილი ფიქრი ჩრდილივით ხან წინ წაუსწრებდა, ხან სულ
უკან ჩამორჩებოდა. არც შორდებოდა და არც საშველს აძლევდა.
შუღამისას, მცირე სანთლის შუქზე, იდუმალი სავალის გზაჯვარზე,
წვეთისწყაროსთან ისხდნენ ზოსიმე ბერდიდი და დავით ჯანდიერი. მა-
მუკა უკვე თავის მიწურ საკანში იყო.
- გაგსაჯეთ, მამაო... მკაცრი დრო დაგვიდგა!
- ახალ-მოღვაწენო, თავად ამკაცრებთ - დროს აბრალებთ მერმე...
მაგრამ ჯანდიერს საპაექროდ არ ეცალა.
- ვითარება მოგეხსენებათ... საჭიროა რაიმე ზომაზე გადასული, რომ
გამოსწორდეს საქმე... ისიც მშვილდის სისწრაფით...
მაგრამ ზოსიმე მეტად მკაცრ გუნებაზე იყო. შორს დაუჭირა „ბნელ
მოხელეს“. მაინც ახლოა, ამდენი ჭორ-მართალი რომ ბორიალობდა
584
ირგვლივ, - ჯანდიერის ირგვლივ მით უფრო - მამუკას ნაამბობმაც ხომ სულ
შეძრა და გულზე ძველი ნაიარევი აუსისვა.
- რაიმე ზომაზე გადასული, თორემ იღუპება კახეთი! - ყრუდ იმეო-
რებდა ჯანდიერი. გვირაბის დაბალთაღური უფრო ხშავდა ისედაც ჩაბუბ-
ნულ ხმას. მაგრამ ზოსიმეს ჩაკეტილი და გაქვავებული ჰქონდა გული. იდუ-
მალ პაემანზე წამოსვლაშიაც დიდი ძალაობა მიაყენა თავს. „ყოვლად დინ-
ჯი ჯანდიერი თუ ულვაშს იგლეჯს, მართლაც უსაშველოდ ყოფილა საქმე!“
ამან გადააწყვეტინა ბოლოს და ბოლოს... მაგრამ ახლა ნანობს - არ უნდა
მოსულიყო, არა!
თორემ იღუპება კახეთი! - წვეთის წყაროსავით წვეთავდა ჯანდიერის ნა-
მარცვლი.
- პატიოსნად დაღუპვა გვერჩიოს უპატიოსნო გადარჩენას! ულვაშდაკ-
ლებულად გხედავ, ქონდაქართუხუცესო!
მაგრამ ჯანდიერმა კარგად იცოდა ზოსიმეს საუბრის ფარგი. მკაცრად
კვეთავდა, ხოლო მაინც აზრად იღებდა, გულში ამოსკვნიდა და კერძოს -
ზოგადს უკავშირებდა. ამიტომ ჯერ შინავითარების სრული სურათი დაუხა-
ტა:
- დღეისწორს „თავების კვეთის“ კვირა გაგვითენდება, მამაო!
- გაზვიადებული ამბავია... არა მჯერა ასეთი უმსგავსობა!
- როდესაც სრულსარწმუნო გახდება, მერმე თავი ვეღარ მიებმის ტანმო-
შორებულ სხეულს!
- მერმე რა გწადს?
- ზომაზე გადასული...
- მე „მამაო ჩვენო“ მესმის! - ისევ შორს დაუჭირა ბერმა.
- მამუკამ მოგახსენათ დაკარგული აქიმის ბოლო აღსარება?!
- უკვე დაიკარგა? - ზოსიმემ პირჯვარი გადაისახა, - მისმა შავმა სახელომ
ღამურასავით გაიფრიალა ბინდბუნდში.
- უკვე... - დავითმა უნებურად ჩოხის მასრებზე გადაისვა ხელი. ყველა
მასრა ადგილზე იყო.
- რომ საკუთარი ყურით ვერ მომესმინა? - ჩაღეჭა ბერმა.
- არა, უფრო დიდი მიზეზის გამო. მაშ, არა ჰგავს სიმართლეს?
585
- ჰგავს კია, მაგრამ მეტად უმსგავსოა, რომ სიმართლე იყოს!
- რა ეკუთვნის უმსგავსობის ჩამდენს? - ძლივს მისჩიხა საუბარი დავით-
მა.
- არა მსგავსი - ყოველ შემთხვევაში... - ისევ გაუფარიკავა სიტყვა და
უფრო უმწარა კილოს ბერმა, - მსაჯულობა დაგიწყია, ქონდაქრობის
გარდა?
დავითს ჩოხის მასრებმა შეუხუთეს სულის მოთქმა.
- მაშ, რაღა? კანონიერი ძირშივე უკანონოა... ბოროტმოქმედიც! ჩვენ
რაღა გვმართებს ამის გამო?! - ყოვლად დინჯსაც აღარ ჰყოფნიდა მოთ-
მინება.
- ახლა დუმილი, რადგან ერთადერთი მოწმეც დაგიდუმებია! ასე გა-
უკითხავად კი თორმეტი წლის ეჭვების ჩრდილს ვერ ავყვებით... სად-
ღეისო ვთქვათ!
საუბრის პირველი ნაწილი მოითავა ბერმა.
- ვთქვათ, სადღეისო! რაც კახთ დიდბატონმა ოცდაათი წელი აღმა
ხნა, ოცდაათ კვირაში დაღმა ჩამოფარცხა მისმა ძემან!
- იქნებ უმჯობესი რამ გამოხნას! მამას თავისი სიმართლე ჰქონდა
და მოითავა... შვილმა თავისი იცის - მაინცდამაინც ეს ბოროტებას კი-
დევ არ ნიშნავს!
- მაშ, მამაო, ამართლებ?!
- არა, მე კი არ ვამართლებ მომხდარს... ახალ ბოროტებას არ ვეთან-
ხმები! იქ მაღლა, დედამიწის პირზე, - ხელიც კი აიქნია ბერთა ბერმა, -
მოთმინებასა და კაცთმოყვარეობას ვქადაგებ! აქ ჯურღმულშიაც იგი
ვარ!
დავითმა იგრძნო, რომ ზოსიმე ყველაფერს მიმხვდარია. იმასაც კი,
რაც მას - ჯანდიერს - ჯერ მხოლოდ მოუმწიფებელი ფიქრის ნაწიბურად
დააქვს.
ზოსიმე კი თავისას განაგრძობდა:
- იცოდე, რომ კეთილი საქმე ცუდი გზით არ გაკეთდება, ისევე რო-
გორც კრაზანის თაფლიდან არ იქნების წმინდა სანთელი! არა!

586
ბერდიდი ისე დაბეჯითებით ადასტურებდა თავის ნათქვამს, რომ ჯან-
დიერს ეჭვიც შეეპარა... ზოსიმე მარტო მას - ბნელ საქმეებში ხელდარეულს
კი არ არწმუნებდა, არამედ თავის თავსაც. იქნებ დაეჭვებულ გონსაწიერში
თავადაც იჭდევდა საბუთ-საბუთად ნათქვამს.
ულვაშდაკლებულმა უფრო დაძაბულად მიაპყრო ყური ბერის აზრთა
სრბოლას, მისი სიტყვების ზეპირ ჟღერასა და დაფარული დვრიტას კრთო-
მას.
- ბოროტება მაინც ბოროტებაა, ერთი დავითი ჩაიდენს მას თუ მეორე!
გარდა ამისა, ორი ბოროტებიდან ერთი სიკეთე მაინც არ გამოვა, არა! აი,
თუნდაც მანკიერი... ამის შესახებ ნუღარას მეტყვი, ნუღარას!
- სპეტაკ მიზანს თუ ემსახურება ეს... - ჯანდიერი შეფერხდა, მან შესაფე-
რისი სიტყვა ვერ მოუნახა თავის უფრო მოძლიერებულ აზრს. არა, ბორო-
ტებად სულ არ ესახებოდა იგი. არც მკაცრ შურისგებად. „ზომაზე გადასუ-
ლი“ უწოდა ამას წინათ, მაგრამ ახლა არც ეს მოეჩვენა მართებულად. ვგო-
ნებ, პირიქით, კანონზომიერად და ყოვლად საჭირო საქმედ ესახება. აი,
თუნდაც ჭიაჭმული კბილი რომ უნდა მოითხაროს კაცმა, ვიდრე ამ ჭიაჭმულ-
მა არ შეჭამა ქვეყანა!
ზოსიმე ამაოდ ელოდა წინადადების დამთავრებას. მაშინ არც თავად
მოითავა ნათქვამი თუ სათქვამი.
- სპეტაკ მიზანს სპეტაკი გზა და სუფთა ხელები უნდა და არა...
- ჩემი ხელები ჯერ სუფთაა... დღეისწორს კი თამაზი და ბებურ უნდა მო-
იწამლონ! ოციოდე მოურავი უნდა უთავოდ დარჩეს! ხუთ მოქალაქეს უნდა
დააკლდეს სახსარი, ორმოციოდე ურჩი და განდგომილი „რბევის სიაშია“
შეტანილი. სხვებს აღარ ვიტყვი... კახეთში ჭოეთი დგება ყველგან... ნეკრეს-
სა და ალავერდსაც არ ასცდება... ამ ჯურღმულშიაც მოვა!
- შენ... შენ კი როგორ გაქვს საქმე? - შეეკითხა შეეჭვებული და შეძრწუნე-
ბული ზოსიმე.
- მე დღეს ძველი ქონდაქარი ვარ, ხვალ - მდივანბეგი, ზეგ - ქიზიყის
ერისთავი და დროშის მპყრობელი! მერმე კი, ულვაშის სიგრძე თუ მეყოფა!
- დიდს წარჩინებაში ჩავარდნილხარ! - და ზოსიმემ სულ გაიცივა ხმა.
მაგრამ ჯანდიერს სხვა რჩებოდა საკვირვლად. რაც უფრო არწმუნებდა ზო-
587
სიმეს და რაც უფრო ეწინააღმდეგებოდა იგი, მით უფრო მყარად ჯდე-
ბოდა თავის აზრში. თვალდახელშუა მწიფდებოდა და ახლა მიმხვდუ-
რად ბერდიდის უჩვეულო უმწეობასაც გრძნობდა. არა, იგი ძველებუ-
რად სიტყვამკაცრი და რიტორმეტყველი იყო, ზნეობამყარიც... მაგრამ
როგორ ფუძეგამოშლილსა და ჰაერზე გამოკიდებულს ჰგავდა. მისი სიმ-
ტკიცე ისევე უმწეოდ კიაფობდა, როგორც იდუმალ სავალში, წვეთის წყა-
როსთავზე აკრული ერთადერთი წმინდა სანთელი.
ბერი სულ „არა-არას“ იძახოდა და ამ ბნელი სავალის ბინდბუნდში
ეს არა საოცრად „დასტურ-დასტურად“ გამოისმოდა. და არა ცხოვრების
ამაოებიდან განდგომა გამოსჭვივოდა ბერის ნათქვამში, არამედ ქმედი-
თი უმწეობა და თვალის ლიბრი, ნამდვილი ვითარებისათვის ალღოს
შეცილება.
მაშინ მიხვდა ჯანდიერი, რომ ადამიანისათვის ნიადაგმოწყვეტი-
ლი, მარტო შინაგან რწმენაზე ან სარწმუნოებაზე დამყარებული ზნეობა
სრულიად არ კმარა, კიდევ საჭირო ყოფილა ეროვნული ზნეობისა და
ცხოვრების დიდი მრწამსი, მისი მიღწევების შემოქმედი ნებაც და გაბე-
დულობაც. ზოსიმეს სპეტაკი ზნეობა და დიდი ოცნება კი იმ ცისარტყე-
ლას ჰგავდა, რომელიც მომხიბვლელია იმედად, მაგრამ დღევანდელი
ჭოეთის მებრძოლად და კახეთის გზა-ბილიკად კი ფუჭია და ვერაფრის
მშველელი.
- მამაო ზოსიმე! ეახელით დავით მეფეს, როგორც ოდესმე მის მა-
მას... მოუწყვეთ ზნეობრივი განსჯა... იქნებ ამ „სუფთა სიკეთემ“ გაჭრას!
მოთმინებას იქნებ მხილებაც ამოუყენოთ გვერდში! მაშინ ჩვენც „ბნელ-
ხელიანნი“ მოვითმენთ! სულ ჩამოვდგებით! ამად გიწვიეთ!
ზოსიმე შუბნაკრავივით წამოიმართა.
- არა, აქ, ვგონებ, ექიმი და წამალი უფრო არის საჭირო!
- წამალი? დიახ, ვგონებ, უფრო! - იგავფიქრიანად დაუდასტურა და
მასრაზე უნებურად ხელი გადაისვა. მარჯვნივ, სულ ნაპირზე - იქ, სადაც
გულისპირი თავდება და იღლია იწყება, ხელი შეუტოკდა და წაბიძგებუ-
ლივით წამოდგა. როყიო სიტყვის უნებური აზრის ნასხლეტი სადღაც
რაღაცას დაემთხვა და საუბარიც გადასწურა.
588
- ამაღამ სად მოისვენებთ, მამაო?
- მთავარანგელოზში.
- მაშ, აქეთ მობრძანდით! - და წყნარად მარცხნივ გაუნათა სავალი.
დინჯად, უსიტყვოდ, თითქოს მდურვითაც ვიდოდნენ დიდბერი და
დიდქონდაქარი. მათი ნაბიჯები ერთნაირად ყრუდ ხმიანობდნენ ნოტიო
ხაროში. სხივდაკლებული სანთელი ერთნაირად უნათებდა იძულებით სა-
ერთო სავალს... მაგრამ თანხმობა მათ შორის იყო და არც იყო.
დავით კახთ ბატონს ახალი აბრუნდის შემდგომ მკაცრი შეხლა მოუხდა
ქეთევან დედოფალთან. მისი სადგომიდან მამის დაცარიელებულ სადგომ-
ში შევიდა. „შინაური მეამბოხის“, როგორც მან უწოდა ქეთევანს, ყოველ-
დღიურ მხილებას თავი გაარიდა. აქ, მამის სადგომში, შინა და გარედაცვაც
უფრო სახერხო იყო და იდუმალსავალიც აქედან იღებდა საწყისს. მისი სა-
იდუმლოს გახსნა თავიდანვე მოსთხოვა ჯანდიერს, მაგრამ იგი მოხერხებუ-
ლად უხვალიებდა საქმეს. სხვა საიდუმლოთა გახსნასაც ჯერ უმტკივნეუ-
ლოდ უყოვნებდა, მაგრამ ვახახიშვილის მუდამ გვერდში მწედ და მეთვალ-
ყურედ ყოფნა ურთულებდა მდგომარეობას. ცისმარე წუთს მარცხის მოლო-
დინში იყო. დანის პირზე ვიდოდა. მწე ჩქარობდა ქონდაქრობის სრულ და-
ხელთებას, ყოველდღე ასმენდა.
ამ დილით ჯანდიერი როგორც კი ეწვია ახალბატონს, შეატყო ეჭვის ხიწ-
ვი.
- თურქი-აქიმი სად არის. რად დაიკარგა?
- ტფილისს გავგზავნე თქვენი ბრძანებით... სრულ საიდუმლოდ... ორი
ჯიქის წამლის მოსატანად.
- მამუკა კახნიაური სადღაა?
- დილეგში მყავს, ბატონო, მიწურ საკანში. ხომ არ გაახლოთ? - ჯანდი-
ერმა თვალი გაუსწორა ბატონს. გუნებაში კი სხვას გაჰკრა ფიქრი. „მაშ, მა-
ინც შეუმჩნევია ვახახს?!“
- დილეგში? დარჩეს. როდის გაასამართლებ?
- თქვენი ნებართვით - სხვებზე უფრო გვიან... დღეს კი გარეთ მინდა გა-
ვუშვა.

589
კახთ ბატონმა მათრახი აათამაშა, მაგრამ ჯანდიერი არ შეეპუა...
თითქოს თანხმობის ნიშნად მიიღო და დანის პირზე სვლა უფრო თამა-
მად განაგრძო.
- თამაზ ვაჩნაძეს გავუგზავნი იასონ ჭავჭავაძის სახელით. მათ ასავალ-
დასავალს მივაგნებ. პაემანზე გამოვიტყუებ ძმებს.
- თუ გიღალატა მამუკამ? - საუბარს აჰყვა კახთ ბატონი.
- მაშინ მსჯავრი უფრო მკაცრი იქნება! წასვლით კი ვერსად წაგვივა.
დავით ბატონმა ერთი ხელის მოსმით მოსჭრა საკითხი. ვახოს ცნობა
გაყალბდა. ახალმა ეჭვმა გულს გადაუარა, ხოლო ვაჩნაძიანთ შურმა
ისევ ამოძალა.
- თანახმა ვარ! თუ მოგვატყუა ბებერმა - ჩემი ხელით ავკუწავ!
დავით ქონდაქარმა იდროვა და ახლა სხვაგან გააჭრევინა საუბარს:
- ხვალ, ბატონო, სამსჯავრო საქმეებს შევუდგები. დღეს კი „სარბევ-
თა სიას“ მივხედავ.
ქონდაქართუხუცესი უკან დილეგში გაბრუნდა და ფრიად განცვიფ-
რებულ ვახახიშვილს მამუკა კახნიაური მიწური საკნიდან გამოაყვანინა.
მერმე გაიძვერა მწე ხერხიანად დაასაქმა და შორს იშორა. გრემქალაქში
მყოფთ სარბევთა სია მამუკას გადასცა.
- ყველას დაივლი ფრთხილად და ფარულად. დღეს კვირაძალია,
გვიან დაიკეტება ქალაქის კარნი. იასონ ჭავჭავაძესაც ნახავ. ჩაბინდდე-
ბა თუ არა, ერთად გაიხიზნეთ ალავერდს. ღვთისმშობლის ხატს შეეხვე-
წეთ. კახთ ბატონ-ყოფილსაც აუწყეთ ყველაფერი. თუ საქმეში არ ჩა-
ერია, რბევისა და კვეთის კვირას იწყებს-თქო! ჩემი სახელი კი არსად ახ-
სენო - მე დავიღუპები პირველი! შუაღამიდან მდევარი გამოგყვებათ.
მარჯვედ იარეთ!
მამუკა რომ გაუშვა, ახლა თედო ბაცაცაისძეს და მის ძმას - ფიდოს
სოფლად სარბევთა სიის პირი გადასცა და ცხენ-მარქაფად გაუშვა
ალაზნის აღმა-დაღმა, გაღმა-გამოღმა. გაუფრთხილებლად არავინ მო-
იტოვა. ყველაფერი რომ მოათავა, ღრმად ამოიღო სული, გულზე მოეშ-
ვა, ფარული და, მით უფრო, დაძაბული, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძო-

590
ლა იწყებოდა. დიდხანს იარა თავის სადგომში. ათასი ხლართი და ქსელი
აზომა, ბოლოს ჩუმად დაასკვნა:
- რაც მოგივა, დავითაო - ყველა შენი თავითაო! - მაგრამ ისეთ ხლარ-
თულში იყო ჩახვეული ფიქრი, რომ ამ წუთას ხეირიანად თავადაც არ
იცოდა, რომელ დავითს გულისხმობდა - თავს თუ თავის ბატონს?!
დაღამებამდე ერთი მარცხი კიდევ აწია ვახომ. მისმა კაცებმა ხელთ იგ-
დეს იასონ ჭავჭავაძის მაცნე. მას წაღის ყელში ჩაკერებული წერილი აღმო-
აჩნდა. თამაზსა და ბებურს სწერდა იასონი:
კახეთს გაცოფებული ფოცხვერი გასჩენია ბატონად. ყველას ერჩის -
მართალსაც და მტყუანსაც. მეც მომწვდა ისევ. ახლა ვეღარ გადავურჩები,
თუ არ გავარიდე თავი. ალავერდს მივალ. ხატსა და ძველ ბატონს შევეხვე-
წები. იქ მოველი თქვენს პასუხს. იცოდეთ, ვიდრე ამ ფოცხვერს თავი მხრებ-
ზე აბია, ვერც ერთი კახის თავი ვერ იხეირებს!
ჯანდიერისა კი ვერა გავიგე-რა ვის მხარეზეა... დიდ წარჩინებაში კი
ჰყავს“.
დავით ბატონმა ეს წერილი რომ წაიკითხა, მართლაც გაცოფდა;
თვალთ დაუბნელდა, საკინძე ჩამოიგლიჯა; მთელი ტოლჩა წყალი შესვა,
მკერდიც მოიგრილა და ისევ შემოუბრუნდა წერილს. ომანი და ვახო იქვე
დატოვა და ჯანდიერი იხმო.
- ჯერ ეს ახმახკაცი უნდა გამოვიყვანო სააშკარაოზე!
- ამ მგელკუდიან დათვს, ბატონო ჩემო, ჯერ მე მოვესაუბრები. - შეეხვეწა
ომანი, - თქვენ კი მოისვენეთ... ამაღამ ღამისტეხა გვიწევს.
ჯანდიერი, მიუხედავად დაბარებისა, არ წავიდა სასახლეში, ვიდრე ია-
სონი და მამუკა ქალაქგარეთ არ გაიგულა. ხოლო დაღამებისას ფეთებით
მიიჭრა სასახლეში. წინ გადაყრილ სახლთუხუცესს მიეტანა.
- სასწრაფოდ ბატონთან!
- ბატონი შეუძლოდ გახლავს! რას გვაუწყებთ თავადო?!
დავითი თითქოს დადრკა.
- რაც არ უნდა გაუწყოთ, სულ ერთია, სახლთუხუცესი არ მერწმუნება, მე
კი სხვა გზა აღარსად მაქვს!

591
ომანი არ ელოდა ასეთ პირდაპირობას, მაგრამ არც ისე ადვილად
თმობდა თავის უნდობლობას.
- რასა ბრძანებთ... მდივანბეგობა უნდობლობის ნიშანი როდი ყოფილა
სადმე ოდესმე? გარდა ამისა, საქმე თავისას გამოაჩენს!
- გამოაჩენს!
ჯანდიერმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, ეს რამდენიმე დღე
კიდევ უნდა იშოვნოს სამოქმედოდ. კიდევ უნდა იშოროს დავით-ომანის
გადაწურული ეჭვი. ბეწვის ხიდზე შედგა - და თვისი თავი დააბეზღა:
- იასონ ჭავჭავაძე გაიხიზნა! ალავერდს წასულა, ბატონ-ყოფილთან!
- რას ამბობ? - შეწუხდა ომანი.
- გარდა ამისა... ვიღაც გვღალატობს - სიოსნების უმრავლესობა გაფ-
რთხილებულნი არიან, თავსა და ქონებას ფარავენ. ნებას ვითხოვ, რბე-
ვა-პყრობა ახლავე ვიწყოთ!
შეშფოთებული ომანი დავით ბატონთან შევიდა. მალე ჯანდიერიც
იწვიეს. საწოლში რომ შევიდა, ვახო ვახახიც იქ დახვდა. ახალბატონი
ალექსანდრესეულ დიდ სარეცელზე ნებიერად იწვა და გუნებიანად იზ-
მორებოდა. ახლო რომ მიდგა, ჯანდიერმა ხაშხაშის ტკბილ-ძელგა სურ-
ნელი იგრძნო. ბატონს თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა, ხოლო
ნესტოებს უსწორმასწორო სუნთქვით ბერავდა. თანაც, გალენჩებული
ღიმილი მაძღარ წურბელასავით გადასწოლოდა სახეზე. ჯანდიერმა,
მიუხედავად ბატონის ხაშხაშიანობისა, წვრილად მოახსენა... თუმცა აზ-
რად ღების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ ვახო ვახახიც აქ იყო და მის ნი-
შანსაგებად უფრო ჰყვებოდა.
ბატონმა ომანსა და ვახახს გადახედა, ჩაეღიმა და ზანტი ხელით ია-
სონის ბარათი ჯანდიერს გადასცა. ჯანდიერმა ვახოს ყურების ჩალურ-
სვაზე იგრძნო, რომ ბეწვის ხიდი ბუსუსზე იყო დასული.
კითხულობდა და დაჭერილ სტრიქონებთან ერთად ჰაერში გამოკი-
დებულად მოეგრძნო თავისი ზორბა სხეული. „აი, ჭოეთის ნახტომი!“
ალმაცერად გაკრთა ფიქრი, ერთბაშად აამოქმედა საფეთქელი, შეფ-
რიალებული გული წამშივე მოძაბრა და გარეგნულად აღელვებული და
უღალატო ხმით სიტყვაც კი ჩაურთო ჩუმ კითხვას.
592
- ჯანდიერმა თავად იცის, ვის მხარეზეც არის! - და რადგან აზრს აუწყო
უეცარი პირი და ფეხი გამოღმა მოიკიდა, ახლა გაღმა შედავება ან შეტოპვა
სცადა... - ეს კი გაირკვა, იასონის ასავალ-დასავალი ვიცით... მაგრამ მამუკა
სადღა არის, ვერ გამიგია! ნუთუ მანაც მიღალატა და იასონს აჰყვა?
- მამუკა რა ბედენაა! - მოუთმენლად შესძახა ვახომ, რომელიც თავის
მოძიებულ ბარათს მეტად დიდ მნიშვნელობას აძლევდა.
- ის ბედენაა, რომ ეს წერილი უნდა უსათუოდ გაიგზავნოს ძმებთან...
სიტყვიერადაც შეითვალოს, რომ იასონი მათ ალავერდს ელის!
სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა გაშმაგებით ფიქრობდა, ხაშხაშნაძალი ბა-
ტონიც კი. მას ყველაფერი ნავლიან ზმანებაში გაცრილად ეჩვენებოდა და
ეფიქრებოდა. გადამწყვეტი წუთი იყო სასწორზე. ამას ყველაზე უფრო ჯან-
დიერი გრძნობდა.
- მართალია, ქონდაქარ-მდივანბეგო! - ბოლოს დათათბირდა ომანი და
თავის დადუმებულ ბატონს გადახედა. მანაც ჩაუღიმა და ჩაუქიცინა თავი.
ომანმა უმალ წარმართა საქმე:
- ამ წერილს ვახახიშვილი გაგზავნის, პასუხსაც ამოატანინებს... ჩაუსაფ-
რდება კიდევაც... ჩვენ კი თავარიდებულთა პყრობას ახლავ უნდა შევუდ-
გეთ!
ახალბატონი ისევ ჩუმად იყო. თითქოს მას არ ეხებოდა დაძაბული
თათბირი. მაგრამ წეღანდელი ღიმილი ახლა გაჭყლეტილ წურბელას ემ-
სგავსა. სახეზე ხან მკვდრის ფითრი გადაჰკრავდა, ხან წითლად ეწინწკლე-
ბოდა ღაწვები. მერმე საოცრად გამოუმკაცრდა იერი. გარდატეხის წუთები
უდგებოდა ნახაშხაშარს. ახლა გაცლა სჯობდა. ჯანდიერმა ხელი უშვა იასო-
ნისეულ წერილს. გრაგნილი ზამბარასავით დაეხვია და სადაფის მერხზე
ცოცხალივით ჩაიკლაკნა. დავით ბატონის შებრუებული ყურადღება მიიქ-
ცია. ულოდნელ აღგზნებაში ჩააგდო, ერთი დაიკრუნჩხა და შლეგივით წა-
მოვარდა:
- ცხენი! მე მას ვუჩვენებ ცოფიან ფოცხვერს! ჯავრის ყრას ალავერდიდან
ვიწყებ!
ერისთავობის აღდგენამ და ზედ მიყოლებულმა ამბებმა წყალდიდობა-
სავით ჩახრამა და ჩახერგა ალაზნის მხარე. მთელ კახეთში არ იყო არც ერ-
593
თი ქოხი თუ სასახლე, საყდარი, თუ ქალაქ-გალავანი, სადაც ათასჯერ
არ გამეორებულიყო ნანახი და ნასმენი. ყველგან გათიშულობა იყო. მი-
ნელებული შიდამტრობა ახალი ძალით ჩაიგესლა და წამოიფაფხა. ჩა-
საფრულობა და დრტვინვა, ზოგან კი უკვე ღია ბრძოლა კევრივით დატ-
რიალდა ალაზნის ველზე.
მხოლოდ ერთი კოშკი იყო ამ ორომტრიალის მიღმა. ეს ზევით გარ-
ჩენილი ნეკრესის კოშკი იყო, ნათელამ და გიორგიმ არაფერი არ იცოდ-
ნენ. უტყვი ციხე-დარაჯებით ყველას მოწყვეტილნი, განმარტოებულნი
თავისი ტრფობითა და აბიბოს ნეკრესელის წამებით იყვნენ თავჩავიწ-
ყებულნი. ტრფობა და წამება ისე ხელიხელ ჩაკიდებული ვიდოდა მათი
კოშკის კიბეებზე, რომ არამგალობელიც ააგალობა. გიორგიმ გალექ-
სვაც კი სცადა ნეკრესელის მარტვილობისა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ
იგი არა ლექსის, არამედ საქმისა და სიმარჯვის კაცი იყო. ბრძოლის ოს-
ტატი, სამეფოს საქმეთა ფრიად მცოდნე, ბეჯითი მოამაგე, ახლა კი
უმოქმედობაში მყოფი იძულებითი ცუდმადი.
მალე ნათელამ ჩუმი რიდი და შავსევდიანობა უგრძნო თავის ტრფი-
ალს. არა, სიყვარულიც კი არ გამონელებოდა - საქმე მონატრებოდა,
სარგო და მარდი მოქმედება. მერმე, ჰოი, რამდენი საჭირბოროტო და
გადაუდები საქმე ეგულებოდა კახეთში...
მის მიერ დაწყებული ლაშქრის ახალ წესწყობაზე გადასვლა ისევ ჩა-
იფუშა. დიდი თოფხანისა და, ბოლოს და ბოლოს, საზარბაზნეს მოწყო-
ბა ისევ შეფერხდა.
აბა-და, მართლა მშვილდ-ისრების შემხედვარე ხომ ვეღარ დარჩე-
ბოდნენ ქართლოსიანნი? აღარც ჯაბას ზამბულაკები კმაროდნენ. რო-
გორც იქნა, ლითონი გამონახა და დიდი ყალიბიც გააკეთებინა ჯაბა-ოს-
ტატს. აქაც ხელი შეეშალა. განა მისი პირადი - ერისა და სამეფოს ზარა-
ლია! აუცილებელი იყო, სალეკო სწრაფი ლაშქრის დაწესება, მოურავთა
წესის უფრო გამტკიცება და მოქნა. არც კახთა კარის გარიგება მიაჩნდა
უზადოდ. და თავისთავად ისე მოხდა, რომ ნათელა ოქრომკედულ სა-
ქარგავს რომ შეუდგებოდა, გიორგი საწერ-კალამს მოჰკიდებდა ხელს
და მომწიფებულ ფიქრებს თავს უყრიდა ერთ ხელნაწერში. არა, ეს არც
594
„ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვა ან გაგრძელება იყო, არც იგავ-არაკთა კრებუ-
ლი. საქმის წიგნი იყო „კარისა და ქვეყნის გარიგებათა სიახლისათვის“ მუ-
შაობამ გაიტაცა. გარეშე, სახელდახელო ფიქრები თავიდან ქუდივით მო-
იშორა და თითქოს ბედმიყუჩებულად თვლიდა თავს. თავისი ტრფობის
სამყაროს გონებრივი შრომისა და საქმიანობის გრძნობაც მიუსადაგა.
მაინცდამაინც, არავის იგონებდა, არავინ ენატრებოდა... არც თავისი ვა-
ჟი იესე. მისი შორით ყოფნას თავიდანვე ჩვეული იყო. საერთოდ, ჩანს, იგი
ქმარი უფრო იყო, ვიდრე მამა. და ასეთ საყვედურს თავის გულზე რომ მო-
იზომავდა, თავის მამა აგონდებოდა. მამას კი სულ ხშირად ნატრულობდა,
ესაუბრებოდა, ილანდებდა... სიზმარ-ცხადადად კი არა, თვალ-ჩუბინად.
ნეკრესის სიმაღლიდან შორს-შორს ალაზნის ველის ლაჟვარდში დანახულ
ალავერდის ვეება გუმბათს მამის აღალმად სახავდა. „მამა-ალავერდს“
სულ ხშირად უჭვრეტდა „შვილი-ნეკრესი“... და მაშინ კახეთის ცაზე და ველ-
ზე დარი იყო... იდარებდა გიორგის გულშიაც... ციხე აღარ ედილეგებოდა,
საქმის წიგნს დაეწაფებოდა იმედიანად. როდესაც ვერ ხედავდა, ავდარი
იყო მაშინ სულშიაც და თვალებს ნისლის ლიბრები ასხდნენ.
ძველი, „ნეკრესსიქითა“ ჩვევები თითქმის მოიშორა, გარდა ერთისა.
ამას კი ვერასგზით ვერ სძლია. ხშირად კოშკის სიმაღლეს ამოწეული ხოხ-
ბის კრიახ-ყივილი სწვდებოდა და აღელვებდა. გიორგი ხომ გულშეტაცებუ-
ლი მონადირე იყო. ესეც ხომ მამისაგან დაჰყვა.
მაგრამ... ჰოი, უცნაურობავ, ხანდაყოლებით შეამჩნია, რომ სულ ერთსა
და იმავე ადგილას, სულ ახლო, ქვევით ტყეში კრიახობდა ხოხობი.
ნათელა ნახევრად ხუმრობით იჭვიანობდა კიდევაც:
- აი, ჩემო, ისევ აგიკრიახდა ხოხობი?!
გიორგი ფიცხლავ უტევდა საწერს და ციხის ბანს ან სარკმელს გადაად-
გებოდა. ხოხობი თითქოს კოშკის მიღმა მოდენილი ცხოვრების ძალით ეკ-
რიახებოდა მას, მონადირესა და მოქმედების კაცს!
ნათელა გრძნობდა მისი გიორგის უნებურ გარელტოლვას. აქ კი საფ-
რთხეს გრძნობდა მოსიყვარულე გული. საფრთხე ხოხბის ხმითა და
ფრთით მოიჭრებოდა ნეკრესში. ქალი ფაქიზი მორიდებით აცლიდა გიორ-
გის მარტოდ ყოფნას. თავად სადმე შუა სართულში ჩავიდოდა და გულიდან
595
ამოღებული ხმით მესხურ ნანინას წამოიწყებდა... ასე ებრძოდა ნათე-
ლა ხოხობს. გიორგის გამახვილებული სმენა კი გარეხმასაც და გულის-
ხმასაც იჭერდა და ვაჟკაცის გულში ასევე განაწილდა - ნათელა ნათელი
ხოხობი იყო და იგი შეუპოვრად ებრძოდა ბოროტმაყივარ ტყის ხოხობს.
- რა მეშველებოდა, მესხური ნანინა რომ არ მესმოდეს ხშირხშირად!
მაგრამ ერთხელ სრულიად მოულოდნელი ამბავი გამოირკვა. ტყის
ხოხობის აჩემებულ ადგილას, გიორგის ბანზე გამოჩენისას, ერთი წა-
მით მცირე მრეში ალამი აფრიალდა ხის კენწეროზე.
გიორგი მიხვდა, რომ განდგომილი მეგობრები უთვალყურებდნენ
მის დახშულ სადგომს. მაშასადამე, მისი განთავისუფლება-გატაცება
სწადდათ. ამ ამბის გამო ვერც უნებური სიამე ჩაიკლა. თანაც ახალი
შფოთისა და ამბოხის უტყუარ ნიშნად მოეცეცხლა გულზე.
- მაშ, კიდევ არ დალაგებულა კახეთის შინასაქმე! ვაითუ ალაზანი
ვერცხლისფრად მხოლოდ აქედან ჩანს?!
გიორგის თვალში კოშკის სიმაღლიდან დანახული კახეთის ზვიადი
სილამაზე ისევ დუხჭირისა და, იქნებ, შინაღალატის „ხოხბის ქვეყნად“
იქცა.
ნათელას ნაგრძნობ ეჭვს კი ახლა შეკრთომაც მოჰყვა.
ერთხელ კი, მოძალებული ყივილის შემდგომ, გიორგიმ ბანის თავზე
ამოტყორცნილი ისარი იპოვნა, ზედ აბრეშუმის წვრილმკედი იყო მიბ-
მული და მისი ბოლო სადღაც ქვევით, ციხისგარე ცხოვრებაში იკარგე-
ბოდა. გიორგიმ ნელა მოსწია მკედს და სულ მალე ციხის კედელზე შესე-
ულ ფითალოში ჩუმი შრიალი შეიქნა... და ბანის თავზე შავი ხაოიანი
გველივით წაგრძელებული საბელის თავი ამოხოხდა. მალე მთელი სა-
ბელი იდო გიორგის ფერხთით. ზედ მობმული მცირე ბარათიც აღმოჩ-
ნდა:
„გელოდებით ქვევით ბებურ, თამაზ, სხვანი მრავალნი. ალაზნის
ქვეყანას ეპატრონე. ავ დავითი ღუპავს ყველაფერს.“
ტყეში გამყინავად ყიოდა ხოხობი. ციხეში გულგანწირულ ნანინას
მღეროდა ნათელა.

596
ქალმა ბანის თავზე ამოუსწრო შეყოვნებულ გიორგის, დამატებით და-
რაჯების მოსვლა აცნობა. უმალ ჩაიტანეს საბელი და საწოლში ჩამალეს.
მერმე, მიუხედავად კარგი დარისა, ბუხარი დაანთო გიორგიმ... თავად და-
ანთო. დიდხანს აქუცმაცა ნაფოტი, დიდხანს კვესა ცეცხლი! დიდხანს უბერა
სული, ვიდრე არ გააღვივა ბუხარი, მერმე მიუჯდა ცეცხლს და დიდხანს ჩუ-
მად უმზერდა, ალის ენები როგორ ლოკავდნენ და წვავდნენ შეშას.
ათასჯერ ნაფიქრალს კიდევ ერთხელ ამოწმებდა და წვლილავდა.
ნათელა სულ ახლოს, გვერდში უჯდა, თანაგრძნობითა და სიყვარულით
უმზერდა, მაგრამ ფიქრს არ უშლიდა. მასაც ესმოდა ვაჟკაცის გულის წადი-
ლი, ესეც იცოდა - გალია, თუნდაც ოქროსი და ტრფობისა, მაინც გალია
არის! იგი ქალსაც უფარგლავდა ლტოლვას, მაგრამ ნათელა ქალური უშუა-
ლობით გრძნობდა გარეცხოვრების ხიფათიანობას თავის გიორგისათვის.
ამ პირობებში შემოფარგლული ბედნიერება ერჩია. მით უფრო, რომ აქ გი-
ორგი განუყოფელად და განუყრელად მისი იყო... ახლა კი ეს გრძელი, შავი
საბელი, გველივით დახვეული რომ იდო მათს საერთო საწოლში, ვინ იცის,
რას უქადის მის გიორგის და ნეკრესის ციხე-სამოთხეს.
ბუხარში შეშა რომ დანაკვერცხლდა, გიორგიმ უეცრად საბელი მოსთხო-
ვა ნათელას. იგიც უსიტყვოდ მისწვდა და მიაწოდა. გიორგი უფრო ახლოს
მიუჯდა ბუხარს და საბელის თავი ცეცხლს მისცა. ალი ლამაზი ყვავილივით
ამოენთო, საბელის კვანძს გადმოაცოცდა და პატრუქად დაიდო. ნელ-ნელა
უტევებდა საბელს გიორგი. ისევ მოძლიერდა ცეცხლი ბუხარში. ნატისუსა-
ლი სუნიც აეკიდა კერის პირს, ძალით თუ ნებით პატიმარს უფრო გაუმახვი-
ლა შინაგანი წვის გრძნობა. მალე კი ასე მოეგრძო გიორგის, თითქოს ეს ცეც-
ხლმოკიდებული საბელი მისი შიგნეულის უშუალო გაგრძელება იყო და
ვაი, რა მწარედ იწვოდა იგი! რა ცუდად იცნობენ მას მისი ახლობელი თა-
ნამდგომნი! მარტო მის გარეგნულ გამბედაობასა და მებრძოლ ქცევა-ილე-
თებსა ხედავენ, მარტო პირად ვაჟკაცობასა და თავმოყვარეობაზე, კერძო
სარგებლიანობაზე აგებენ თავის სურვილებს და ჰგონიათ, რომ მასაც - გი-
ორგისაც - აიყოლებენ! არა, პირადულს არც აჰყვა და, მით უფრო, ახლა არ
აჰყვება, მოწამეობრივ გზას ირჩევს! და დღეს თუკი ციხეში ჯდომა და უმოქ-

597
მედობა სჯობს ქვეყნისათვის, დაე, ასე იყოს! თუნდაც სძრახონ... თუნ-
დაც გაკილონ.
ისევ მიუკეცა ცეცხლს შავი საბელი და ფიქრიც ცეცხლმოდებული თოკი-
ვით გაიკლაკნა, წარსულის ძირეულ კვანძებს ჩაჰყვა, მოწამეობრივი გზნება
ჩაუნთო. თუ დაწვაა, ისევ ამ რჩეულთ მეწამულ გზაზე დაიწვას ამ საბელი-
ვით ამ რჩეულთა შორის უკვე დამწვარნიც - ერეკლე, სალიჰა და ყველა
ქართველი წამებული ესახებოდა. ამ გზაზევე ეგულებოდა მამა, ქეთევა-
ნი, ჩადრის საგოდებელში ჩამჯდარი ხორეშან-ხანუმი, ხოლო კერძოდ
და გზაგაუყრელად - მარადქალური სითბოთი და სიყვარულით განათე-
ბული ნათელა. და ეს თითქოს უაღრესად პირადული გრძნობა, „მისი
მესხური ნანინა“ როდი უშლის მის საერთო სულისკვეთებას... პირიქით,
სიმართლის შეგნებაში და რწმენაში სიყვარულის დიდი სათნოება და
სითბო შეაქვს!
... საბელი ჩაათავდა ხელში. მერმე ფიქრიღა დარჩა. „ბრძოლად ჩას-
ვლა განა ყოველთვის ვაჟკაცობაა, ხანდახან ბრძოლად ჩაუსვლელობა
არის უფრო მაღალკაცური! ხოლო დიდი სათნო სიყვარული კი ყოველ-
თვის ვაჟკაცური ყოფილა! და საოცარია, რომ თურმე იგი ქალსაც ავაჟკა-
ცებს!“ ეს უკვე აქ მყოფ ნათელას შეეხებოდა.
- უჰ! რა ცეცხლი ჰქონია ამ საბელს?! - აღმოხდა და უკანასკნელი
ყულფიც შეუკეთა, მაგრამ ისიც ჩაიფერფლა, უეცარი სიგრილე ჩამოწვა
ციხის ტენიან სართულში. გიორგის გააჟრჟოლა და მან სადღაც, შეციე-
ბული გულის კუნჭულში იქნებ ინანა კიდევაც შავი საბელის დაწვა.
მიმოიხედა. ახლაღა შეამჩნია, ნათელას შავი ცრემლები ჩამოსდიო-
და ღაწვებზე, მაგრამ არ ტიროდა... მესხურ ნანინას გალობდა ღრმა, და-
ბალ, სულ დაბალ ხმაზე.
მეორე დღეს, გათენებისას, მეტად ადრე და მეტად გამომწვევად
აყივლდა ხოხობი. გიორგი წამოვარდა, ტანს ჩაიცვა და ის-ის იყო ბანზე
აპირებდა გავარდნას, რომ გარედარაჯმა თოფი დაცალა და მთელი და-
რაჯობა ფეხზე დააყენა. ზედაც „ხოხობთა“ იერიში დაიწყო. მონასტრის
ეზოში ადვილად შემოიჭრნენ, მაგრამ ციხის აღება კი ვერ მოახერხეს.

598
ბანზე სანიშნო ცეცხლი და კვამლი ავარდა, შავი საბელივით აეკიდა ნეკრე-
სის ზეცას.
მალე მაშველიც მოიჭრა გრემიდან. გიორგის არც გაუგია, რომ თავად
მისი ავი ძმა ამოვარდა ნეკრესს. ტყვეს ახლა ბორკილები დაადეს და
სულ ქვედა სართულში, დუღაბამოლესილ ამომშრალ და გაუქმებულ
წყალსაცავში ჩასვეს. ნათელასაც დააშორეს და ხელნაწერებიც ჩამოარ-
თვეს.
აქაც, განმარტოებულ კოშკშიაც, უტიფრად შემოიჭრა არეულ-დარეული
ცხოვრება, ჯაჭვი და ახალი ტანჯვა მოიტანა.
გიორგიმ ახლა ხელსახებად იგრძნო, რომ იგიც აბიბოს ნეკრესელის
ლტოლვით არის შენაპყარი. მიუხედავად იმისა, რომ არც ამბავით, არც ხა-
სიათით მისი ცხოვრება არა ჰგავს აბიბოსას. მას არათუ არ დაუშრეტია ნეკ-
რესის ცეცხლი, არამედ შავი საბელით აღვივა კიდევაც. და მაინც მოწამეობ-
რივობაში ერთად მოდიან. ამ ამომშრალ, ჩაბნელებულ წყალსაცავში იგი
სრულიადაც არ არის მარტო. იგი მაინც კმაყოფილია, რომ არ ჰყვა ტყიური
ხოხბის ყივილს, დაწვა მაცდური შავი საბელი... იქნებ თავადაც დაიწვა მა-
შინ, მაგრამ არ აირიდა თავისი ხვედრი, არ აღმართა მრუდე ხმალი!
დღეში სამჯერ მისი ბნელსამყოფლის ჭერში გამოჭრილი ხუფი აიხდება
და დარაჯებთან ერთად ნათელა გადმოწვება ზევიდან, ახალ აღნაგ მთვა-
რესავით გადმოანათებს, არც ისე გრძელი, მაგრამ ისევ შავი საბელით კა-
ლათსა და დოქს ჩამოაწოდებს. გადმოწოლილს ხანდახან მხრიდან ნაწნა-
ვებიც ჩამოეშლება ხოლმე და მაშინ ბინდბუნდში გიორგის ისე ეჩვენება,
თითქოს დოქი და კალათი ნათელას ჰკიდია შავ ნაწნავებზე.
არსებითად ეს ასეც არის. ყველაფერს მისი თავშემოვლება ეტყობა. ყო-
ველ ლუკმას მისი ხელი და კბილი აზის. პური - ყუამოტეხილი, ღვინო - ჭაშ-
ნიკაღებული, ვაშლი თუ ჩურჩხელა - ჩაკბეჩილი... ყველაფერს თავად სინ-
ჯავს ნათელა. და თუ გაუკითხავი ვერაგობაა, მას ესღა აქვს აზრად და ნატ-
ვრად, პირველად მან მიიღოს შემოპარებული სამსალა.
და კიდევ: სულ ხშირად დახშული ჭერიდან ახლა კი ერთადერთ ხმად
დაბალი და სევდიანი მესხური ნანინა ჩამოესმის ახალ ნეკრესელს.

599
XLVI ტაძრის კალო
წინ დავით კახთ ბატონი მიაგელვებდა ცხენს, გვერდით ფეხმოუცვლე-
ლად ომან ჩოლოყაშვილი, ბარამ-ჯუჯა და ვახო ვახახიშვილი. მეაბჯრედ
ბესია მიჰყვებოდა. გუნდიც შერჩეული ახალბატონისანნი ახლდნენ, ხოლო
სულ ბოლოს დავით ჯანდიერი მიითრევდა ფეხს, ამჯერადაც გადარჩა,
საქმე ისევ დახლართა, მაგრამ თავის ნახლართშივე იბმებოდა და
იბურდებოდა. ისევ მოაგონდა ახალგაზრდა ალექსანდრეს გაჭრა დი-
ღომს.
„ნუთუ ეს არის ქართული ხასიათი? აკვიატებული ჯიქურობა, ფიქ-
რგაუკითხავობა? ან მე რას ჩავდივარ? თოფის წამალს ვაყრი მუგუ-
ზალს?! ვაგლახ ჩვენ, ვგონებ, უმჯობესიც არის - მალე მიგორდეს! ბო-
ლომდე მიგორდეს! რაც მალე მიგორდება, მით ნაკლები დაიფარცხება,
ნაკლები იქნება მსხვერპლი, ნაკლები გახმება თავ-კისერი! მოდი და ახ-
ლა აქ შეინახე წმინდა ხელები! სუფთად, თეთრად შეინახე?!“ ჭენებაში
ჩაკეცილ მთელ ღამის გზაზე გრემიდან - ალავერდამდე ჯანდიერი შე-
ბასრულად ედავებოდა მთავარანგელოზში „მოსვენებულ“ ზოსიმეს.
მთელი ბნელი გზაც იდუმალ სავალს ჰგავდა, ხოლო ალაზანი წვეთის
წყაროსავით განაბულიყო.
ლალისყურთან ცხენი შეაყენა დავით ახალბატონმა, დაქვეითდა.
გზის პირას ნაბადზე მიწვა. ბინდბუნდში არა ჩანდა რა, თორემ ძალზე
გაფითრებული იყო, ხელებიც შესამჩნევად უკანკალებდა. აქვე დაათენ-
დათ. ჯანდიერმა გული მოიხალვათა - ლტოლვილნი ახლა კი ეჭვს გა-
რეშე მოასწრებდნენ ალავერდში შეხიზვნას. იქ ღვთისმშობლის ხატსაც
შეუდგებოდნენ და ალექსანდრე ბერბატონის შავი ჩოხის კალთასაც
ამოეფარებოდნენ. „ამაზე უშიშარი ადგილი ამჟამად კახეთში არ მო-
იპოვებოდა! ერთი-ორი დღეც ალავერდს ირგვლივ დაბანდდება შვი-
ლი... მამაც ხმას ამოიღებს, სხვებიც თავს უშველიან... სამსჯავროს ჭი-
ანურიც გადიდდება... იმის იქით კი ისევ გამოჩნდება გამოსავალი, ზო-
მიერი თუ უზომო!“ ჯანდიერი ფიქრებში ისევ ზოსიმესთან იწყებდა და-
ვას.

600
ახალბატონმა უზმოზე არაყი ისურვა. ბესიამ ხელად გააჩინა სოფლი-
დან. ჯერ თავად მოსვა - უწამლობის ჭაშნიკი აიღო.
- გაამოთ, ბატონო, უებარია!
ახალბატონმა ზედიზედ ორი თითაყანწი შესვა, მერმე კი დოქიან-
ყანწიანად შორს გატყორცნა და ცხენს ტანშემსუბუქებულად მოახტა. ალა-
ზანში რომ შეაგდეს ცხენები, დავითს წინაუკმოდ მოაგონდა, რომ მას წყა-
ლი სწყუროდა და არა არაყი, მაგრამ ამ წყურვილის ყველაზე უფრო ეშინო-
და... ეს შიში კი უფრო ანდომებდა, უფრო უშრობდა ხახას. ახლა კი მისმა
ცხენმაც წაიწია, ჩადრიკა კისერი და შესრუტვით შესვა ალაზნის სალბუნი.
დავით ჯანდიერმა შეატყო წყურვილი მეფეს, საუბრის საბაბს ეძებდა,
ალავერდის მისავალთან მშვიდობიანი სიტყვის ჩაგდება სწადდა.
- წყალს ხომ არ ინებებთ, ბატონო! ალავერდის ალაზანია! უებარობა
ამისი იკითხეთ!
ამ დროს ალავერდის სამრეკლოზე დილის ლოცვის ზარი ჩამორეკეს. ამ
ზარმა ულოდნელი სიბრაზე აუკიდა ორგზის ნაბახურევს, ცხენს ლაგამი
ამოჰკრა და თავი ააღებინა...
- არა, ჯერ არ დავლევ... ცოფიანი ვარ! შენ - განსაკუთრებით - ყველგან
მომყევ!
ჯანდიერმა ცუდად ინიშნა სიტყვა, იგი პირველი იყო „ცოფიანის“ დასაკ-
ბენი. სულ მალე ახალბატონისანნი ალავერდის გალავანში შეიჭრნენ.
ალექსანდრე ბერბატონის თხოვნით და ალავერდელის ბრძანებით, გა-
ლავნის ალაყაფი და ტაძარი დღიან-ღამიანად ყველასათვის ღია იყო.
ღვთისმშობლის ხატის შეხვეწის უფლება ყველას ჰქონდა. ამ შფოთიან
დროს კი მრავალი ლტოლვილისათვის იგი იყო უკანასკნელი მფარველი
და ნუგეში.
ახლაც ბლომად მოგროვილიყვნენ. მომხვდურთ დანახვაზე უმალ დაწი-
ოკდნენ ახალლტოლვილნი, ტაძრის კარში შევარდნენ და მარიამ დედის
ხიზანნი მისი ხატის ძირში შექუჩდნენ. საკმაო ჯგუფს მოეყარა თავი.
დავით მეფემ მიმინოს თვალი გაჰკრა მისგან ლტოლვილთ, ცხენიდან
კატასავით გადახტა, ტაძარში ქუდმოუხდელად შეიჭრა. ახლო მხლებლე-
ბიც შეჰყვნენ... გარდა ჯანდიერისა. იგი გარეთ დარჩა და თვალები აქეთ-
601
იქით აცეცა. მაგრამ ალექსანდრე ბერბატონი არსად ჩანდა, ზოსიმე კი
აქ არ იყო. ჯერ, საერთოდ, ადრე იყო, დილის ლოცვა არ დაწყებულიყო
და ტაძარში ხატშეხიზნულთა გარდა, არავინ იყო. ზოგი ჩოქვით ლოცუ-
ლობდა, ხელაპყრობით ევედრებოდა ალავერდის მარიამ-დედას, ზოგი
კელაპტარაღმართული იდგა... ალის კანკალი ამჟღავნებდა მათ სულთა
კრთომას. ზოგთ სანთლის ანთებაც ვერ მოესწრო, ჯვარს ისახავდნენ და
დაბნეულად შეჰყურებდნენ ტაძარში შემოჭრილ მდევრებს.
წინ იასონ ჭავჭავაძე და მამუკა კახნიაური შენიშნა ახალბატონმა.
- ჰა! ვინ არის ცოფიანი ფოცხვერი?! წამიხვიდოდი გეგონა! ან შენ, ან
სხვები! - ლეზვის შეყრით მიაძახა და ზედ მიეტანა ხატის ხიზანთ. კვი-
ნიხამდე ასული მისი ხრინწი მაღლა აეკიდა გუმბათის კამარას. ზევით
ხატის მტრედები დააფრთხო, ქვევით - ხატშეხიზნულნი. შემართულ კე-
ლაპტარებს მათრახი აუქნია დავითმა, მაგრამ, ვიდრე დასცხებდა, მის-
მა ბანგდარეულმა და კვიატმა გონებამ ერთი ნახტომი კიდევ გააკეთა.
- გავარკვევ! ახლა კი გავარკვევ ყველაფერს... ვინ - ვისთან არის! გავ-
ლეწავ და გავარკვევ! ჯანდიერო! - ერთიც შესძახა და ერთ-ერთი კელაპ-
ტარი გადაკვეთა მათრახით.
თმააშლილი და ულვაშჩამოყრილი ჯანდიერი შევარდა ტაძარში.
წინ წარუდგა.
- ხმალი ჰკარ! ხმალი! აქვე ტაძრისა და ხატის კალო! - მეფის ოდნავ
დაბნეული, მაგრამ პირდაპირი ბრძანება იყო. ჯანდიერმა თვალგატე-
ხილად გადახედა განწირულთ. იასონ ჭავჭავაძე გულხელდაკრეფილი
იდგა ღვთისმშობლის ხატის ჩრდილში, მამუკა მუხლებზე ჩავარდნი-
ლიყო... სხვა უმრავლესნიც, ზოგს სახეზე აეფარებინა ხელები. ფიქრმა
ხმლის მოქნევის უსწრაფეს გაუელვა. „აი, სად მცდის? სად მაბამს? სად
მიბილწავს ხელებს? ხატის კალოს მალეწვინებს?“ ერთხელაც გამოხე-
და გაავებულ ბატონს. ამალა უკვე ხმალნაშიშვლი იდგა. ვახახიშვილი
ჯანდიერის ზურგს ხმლის კერძად ზომავდა უკვე. ბატონმა კი გამკილავი
მუქარით ჩაიხავლა:
- დაჰკა მალე! შენი ხელიც ვნახოთ, თორემა...

602
ჯანდიერმა სისინით აშიშვლა ხმალი, მიზანს უმცდარად უსწორა...
თვალდახუჭულად მოუქნია და... ღვთისმშობლის ხატი გააპო შუაზე.
- გაწყვიტეთ ყველა! - ერთხელ კიდევ დასჭყივლა ახალბატონმა, - გა-
ლეწეთ!
ჯანდიერმა თვალი რომ გაახილა, ვახახიშვილის ხმალს მკერდამდე ჩა-
ეკვეთა იასონი... მაგრამ იგი ჯერ კიდევ იდგა. ხმალი გაეცალა თუ არა, უც-
ბად წინ წაჰყარა ხელები და იატაკზე ხრიალით დაეცა. ახლა ზედ მამუკა
კახნიაური დააკლეს დარაჯებმა. მერმე ყველაფერი აირია. აზრზე გადას-
ხლეტილი ახალბატონი დასისხლულ მათრახს ურტყამდა შეწიოკებულთ
და მიმობნეულ შეხიზნულთ.
...უეცრად ყველანი შედგნენ, რაღაცამ გააშეშა ყველა - მოძალადენიც და
რბეულნიც. გონებაზე რომ მოვიდნენ, ერთბაშად დაინახეს, რომ ტაძრის
კარში ხელებგაფარჩხული ალექსანდრე იდგა. გრძელი, შავბერული ჩოხა
საოცრად მაღალს აჩენდა, ხოლო შავი ხავერდის ბარტყულას ქვემოდან
ამოკაუჭებული ჭაღარა თმა და გაფითრებული სახე კედლიდან ჩამოსულ
ძველ ხატულს უფრო ამსგავსებდა მას, ვიდრე ცოცხალ ნამეფარს.
- შვილო! შვილო! - გაბზარული ხმით შესძახა და ბიჯი წარსდგა, მხო-
ლოდ ახლა თუ შეიაზრა და შეიმცნო მომხდარი. ხელები მოწყვეტილად ჩა-
მოუცვივდა, - რასა ვხედავ! ღმერთო, შენ მიშველე! ღმერთო, შენ... ღვთის-
მშობელო!.. - ბებრულად აჩიფჩიფდა და პირჯვარის გადასახვას ამაოდ ლა-
მობდა. არ ემორჩილებოდა ხელი. სამი თითი ვერასგზით ვერ შეჰყარა ერ-
თად.
მაგრამ ტაძრის კალოს გადარჩენილნი, საკურთხეველში დაქსაქსულნი,
სამსხვერპლოსა და ჯვარ-სახარებებს ამოფარებულნი ფერხთით რომ ჩა-
უვარდნენ და შველა შესთხოვეს, მაშინ კი მოიპოვა ძალა, ბარტყულა თავი-
დან მოიშვლიპა, იატაკზე დააგდო და საშინელი ხმით შესძახა:
- წყეულიმც იყავ! წყეულიმც ამის ჩამდენი! შეხვეწილთ ჯალათი... ტაძ-
რის შემბღალავი!
დავითს თითქოს არც გაუგია ეს შეძახილი, მამის ლანდიც როგორღაც
თვალხილვის მიღმა იყო. იგი გაშმაგებით, მიბოკვით უმზერდა იატაკზე და-
დენილი სისხლის კვალს... კვალი მკაფიოდ, წითელ ზოლად მიედინებოდა
603
ფიქალებს შორის, იქით მიედინებოდა, სადაც ქვაზე ხელი იყო ამოკვე-
თილი. ძმის მარჯვენა. ერეკლეს ხელის საფლავისაკენ მიედინებოდა
ახალი სისხლი და ახალბატონს ტვინს უბურღავდა აზრი... „მიაღწევს -
ვერ მიაღწევს?! მიაღწევს - ვერ მიაღწევს?!“... მას არ ესმოდა მამის საში-
ნელი წყევლა... არა, სიტყვები კი ესმოდა, ალავერდის მაღალ კამარაში
გაორკეცებული და ქუხილად მოსული...
- წყეულიმც... თავისა და გვარის წამწყმედი! გაუგონარი მკრეხელო-
ბის, ართქმული ბოროტების ჩამდენი!
„მიაღწია!“... სისხლის კვალმა მიაღწია ხელმოკვეთილ ფიქალს და
მაჯა-თითებში ჩადგა. უცბად თითქოს გაცოცხლდა ხელი. თორმეტი
წლის წინათ, ზღვის იქით მოკვეთილი და აქ დაფლული... აი, წამოიმარ-
თა სისხლჩადგმული ხელი! ქვის ხელი! თითები აატკაცუნა და დავითი
გააქვავა ადგილზე. ხელიდან სისხლიანი მათრახი გააგდებინა. მერმე
კოჭებში სწვდა... მერმე წვივებში...
- წყეულიმც... აწ და მარადის!
- ამინ! ამინ! - ღაღადებდნენ ვიღაცანი. ალექსანდრე ბერს შემოსი-
ლი ალავერდელი ედგა გვერდში. ყველანი აქ მომდგარიყვნენ - ალავერ-
დელი ბერები. სანთელ-ხატები გამოეტანათ, ჯვარ-დროშანი აღემარ-
თათ...
- შერისხულ და განკვეთილ! მოუბრუნებლად და სახელუხსენებ-
ლად!
- ამინ! ამინ!
ყველაფერი ესმოდა და არც ესმოდა დავითს. ხედავდა და ვერც ხე-
დავდა შერისხული. აი, იქ, მამის უკან მთელი კახეთი იდგა თითქოს...
იდგა და იძროდა... მოილტვოდა და სულ წინ, თუ სულ უკან სისხლჩამ-
დგარი ქვის ხელი იძროდა... ახლა უკვე წელ-ხერხემალში სწვდა ქვათი-
თებით... მკერდამდე ამოუტარა, ქვის არტახებით შეხუთა.
- განვედ ჩვენგან! განვედ, წყეულო! - შემზარავი ხმითა და სახით წინ
წამოდგა ალექსანდრე... სისხლის კვალს გადმოაბიჯა... ხატშეხიზნულე-
ბიდან - ძმის ხელამდე დადენილი სისხლის კვალს... მისი ახალბატო-
ნობის ნახელავს, მისი ნამოქმედარის კვალსა თუ რკალს?! შეიკრა, ყვე-
604
ლაფერი შეისკვნა - ძმის ხელით დაიწყო და ხატის სისხლით უკან მობრუნ-
და!
- განვედ ჩვენგან! - მთელი ტაძრეული დაიძრა... ყველანი მოიწევ-
დნენ - დროშები და ჯვრები... სანთლები და ხატები... გაპობილი ღვთის-
მშობელი თუ გაბზარული კედელხატულები... თვით კედელიც და იატაკიც
და ზედ ვეება სისხლიანი ხელკვალი თუ ხელრკალი! აი, ყელშიაც სწვდა
ქვის ხელი... სუნთქვა შეუკრა... თავ-ტანში დაუარა ცივმა ძალამ, ხერხემალი
გაუდრიკა, იატაკს ააცილა... უსაშველოდ ჩამძიმებულმა კეფამ გადასწონა...
ერთიც შეტრიალდა და ერთბაშად მოსხლეტილი, კრუნჩხვით ძირს დაეცა...
და, როგორც ოდესმე, თავისი უფროსი ძმის ქვახელს თავი ახალა.
- გარეთ! გარეთ! - ძლივს დაისივლა შეძრწუნებულმა ომანმა. დაკრუნ-
ჩხულ დავითს ხელი სტაცა. ამალისანნიც მისწვდნენ, ტაძრიდან გაიტანეს
მბორგავი და ბორგვნეული.
- განვედ ჩვენგან! შერისხულო და მოკვეთილო! ძალო ბნელეთისაო!
ფუი ეშმაკს! ფუი უხსენებელს!
ზარის ხმასავით მოსდევდა შერისხვა და ღაღად-გოდება... ფეხდაფეხ
მოჰყვებოდა ოტებულთ.
გარეთაც მოსწვდნენ ტაძრიონნი. მხლებლებმა ახლა გალავნის გარეთ
გაიტანეს დაკრუნჩხული... ცხენებს შორის გადაჭიმულ ნაბადზე მიასვენეს
და ჭენებით გააცილეს ალავერდს.
კიდევ დიდხანს მისდევდათ ალავერდის ზარის ხმა თუ შერისხვა ოტე-
ბულ ცხენოსანთ... ალაზნის გაღმაც გასდია... დაბოლოს, მიყრუვდა, მიყუჩ-
და და მიწიდან ავარდნილ ჭენების ხმაურში მიილია.
შერისხული თანდათან მოვიდა ცნებაზე. თემის გზაზე მიმოდიოდა
ხალხი. მიუხედავად იოგების სისუსტისა და ტკივილისა, ბატონმა ითაკი-
ლა... უფრო სწორად, გახელებული ნადირის ალღოთი იგრძნო, რომ ახლა
მხოლოდ ჯიქურობა თუ უშველის. თავს დიდი ძალა დაატანა და ისევ ცხენ-
ზე შეჯდა. მათრახი ითხოვა. მოართვეს... მაგრამ იგი პირველ მოქნევისთა-
ნავე შორს გადააგდო. მეორე მოართვეს... არც ის გაჰყოლია დიდხანს -
ცხენს დაატეხა და განიშორა. მესამეს სულ ვერ გააკარა ხელი - ისიც სის-
ხლიანი ეჩვენებოდა. ისევ შემძიმებული დეზებით მიაქროლებდა ცხენს.
605
უცბად შედგა. უკან მოიხედა. თავისი ამალა შეათვალიერა... კეთილი
ნირი არავის ედო. მაგრამ ყველანი აქ იყვნენ, გარდა ჯანდიერისა.
- სად არის? გაპობილ ხატს ხომ არ ამთელებს?! - და უცბად დავით შე-
რისხულს კვლავ თვალწინ წარმოუდგა ტაძრის კალოს მთელი სურათი,
თავით ბოლომდე საოცარი სიცხადითა და სიცხოველით, ყოველი
წვრილმანის გამოძერწით წარმოსახული. უფრო მკაფიოდ, ვიდრე მა-
შინ, ხედავს: აი, მამის გადმოკარკლული თვალები... აშლილი თმა, წყევ-
ლაში აცახცახებული წვერი... მაღლა აწეული, გაფარჩხული ხელები...
ხელები... ხელები!
- სად არის? - უფრო ხმამაღლა იკითხა და გამეორებული შერისხვის
აცილება სცადა.
- აქ გახლავართ! - შეეხმიანა დაოთხვით მოწეული ჯანდიერი, - მიბ-
რძანებთ რასმე? - და შეციებულ სხეულში ისევ ჭოეთიდან გადახტუნე-
ბის გრძნობა მოეძალა.
- ახლა ჩემი შერისხვაცა და მოკვეთაცა ნახონ! რას იტყვი! - შესძახა
ჯანდიერს და ახლაღა დაინახა იგი.
ჯანდიერმა მიმოხედა შემომდგარ მხლებლებს და სადღაც აზრისა
და ალღოს მიჯნაზე გაუელვა მიხვედრამ - ამწუთიერ პასუხზე ეკიდა მი-
სი სიცოცხლეც და მთელი საქმეც. პასუხიც უეცრად გაუჩნდა. ალღოსეუ-
ლი უფრო იყო, ვიდრე აზრისეული:
- ვინც ტაძრის კალო ლეწა, უნდა გაანიავოს კიდევაც!
- მართალია! აი, ნათქვამი! - აღგზნებული შეფრფენვით წამოიძახა
შერისხულმა, - ვანიავებ კიდევაც! - მაგრამ ისევ დასძლია და არია შე-
რისხვის მოუშორებელმა სურათმა. - მაშ, მამუკაც იქ აღმოჩნდა?! - სული
ძლივს მოიბრუნა, - ხვალვე სამსჯავრო სხვათათვის და ისე კი არა - კაცს
უქნევდე და ხატს კი აპობდე! დანარჩენს კი საღამოს გეტყვი! - ყრუ მუქა-
რით ჩაათავა სიტყვა და უცბად მოსხლიტა ცხენი... ისევ გაწინაურდა.
ისევ ჩამორჩა ჯანდიერი. მოჰყვებოდა შორიახლოს და უფრო გართუ-
ლებულ თავსატეხს ფიქრობდა... ახლაც გადარჩა, კვლავ გადარჩა... მაგ-
რამ სადღა მიჰყვება თავის ფეხით? კიდევ რაღადა ცდის თუ აცდუნებს
ბედს? გაარიდოს თავი, როგორც სხვებმა... ზოსიმემაც კი... ერთი გადა-
606
უხვიოს ამ გზას, დეზი ჰკრას ცხენს, გეზი მისცეს ალაზნის ჭალაში და მერმე
ვინღა არის მისი მნახველი?! მაგრამ, ასე გაპობილი ხატის ანაბარა სადღა
წავიდეს? ვის მიუვიდეს? ახლა, მართლაც მიბორკილია „ზომაზე გადასულ
საქმეზე“, რა პირ-ულვაშით გაუდგეს განზე ქვეყნის ვარამს... ისიც ახლა! მან
ხომ კარგად იცის - მაშინ რა მოელით პატიმართ, რბეულთ თუ სარბევთ...
საერთოდ, გათიშულ და, იქნებ იმ ხატივით გაპობილ ალაზანის მხარეს!
არა, ისევ მას და მხოლოდ მას თუ ძალუძს საქმის გამობრუნება... უნდა შეძ-
ლოს აქაც ჩაუკუღმართებულ ერთ-ერთი ქართული კერა-კვალის გამოგვა-
რება. მაინცდამაინც უნდა სცადოს და არა გაეცალოს... ზოგი თუ მოვალეა,
ხელი არ დასძრას... ციხეში ჩაჯდეს ან ხელის სისუფთავე შეინახოს... ზოგს,
პირიქით, მცდელობა და მოქმედება ეკარნახება!
ჯანდიერმა ინიშნა, რომ თურმე არსებობს ერის თვითმყოფადი ჭირისუ-
ფალთ შორის, უთქმელი, მაგრამ მეტად ზუსტი, მოვალეობათა განაწილე-
ბა... და რომ თვით ჭირისუფლობა მაინცდამაინც მემკვიდრეობით, თანამ-
დებობით ან არჩევით კი არ ენიჭება ვისმე, არამედ იმ მძიმე საერთო ტვირ-
თით, რომელსაც შემძლე კაცური კაცი უანგაროდ თავად იტვირთავს და ყვე-
ლაფერს მას ანაცვალებს! ვერა, ახლა მით უფრო ვერ გაეცლება „გაპობილ
ხატსა და ზომაზე გადასულ საქმეს!“
საღამოს კვლავ თავად უნდა დაასწროს რაიმეს „თქმა, ღონისა და ოინის
მოპოვება, ეჭვის მიყუჩება... საქმის მიწურვამდე...“ თორემ მისი გაბათილე-
ბა უკვე შეუძლებელი
იყო, ვით გაპობილი ხატის გამთელება. ეს კარგად ესმოდა დავითს... ერ-
თსაც და მეორესაც.
მაგრამ არც ომან სახლთუხუცესი იყო მშვიდად. იგიც, მრავალის მნახვე-
ლიც, ბევრის მომწყობიც და უფრო მეტის მოსურნეც - შეაძრწუნა მომხდარ-
მა ამბავმა და შერისხვამ. ახლა მართლაც მთელი ქვეყანა მტრად გაუხდება
მათ. ეკლესია - პირველ ყოვლისა! არა, ასე შორს აღარ მიდიოდა მისი ზრახ-
ვა. მას ეგონა, რომ თავისი მორჩილი კატა გამოზარდა - ეს კი მართლაც ცო-
ფიანი ფოცხვერი გამოდგა! მაგრამ ერთში კი ეთანხმებოდა დავით ბატონ-
საც და დავით ქონდაქარსაც: ახლა უკან დახევა სისუსტედ და დამარცხებად
მოევლინებოდა მათს ბანაკს. მაშ, რაღა უნდა მოიმოქმედოს?!
607
ომანი დაბნეულად მოაგელვებდა ცხენს. ბოლოს ჯანდიერს შეუცა-
და. არა, კი იცოდა, რომ „ხატის გამპობი“ მათთან არ იყო. პირველ ხელ-
საყრელ შემთხვევისთანავე განუდგებოდა მათ... მაგრამ ახლა არ შეიძ-
ლება მისი „არც თავით და არც უთავოდ გაშვება“. სხვა დროს კი, ომანმა
იცის, „იგია პირველი სალეწიც და სანიავებელიც“.
- ვნანობ, თავადო, შენთან აღარც ვფარავ... ასეთ შემთხვევას არ მო-
ველოდი! აღარც ვიცი, როგორღა გამოვაბრუნო საქმე?!
ჯანდიერმა უმალ თავისი საქმე მოზომა, მასაც აკვიატებული ფიქრი
მოსდევდა, თავს არ ანებებდა, როგორც გაპობილი ხატის ზმანება...
მიმოიხედა და განზე იხმო.
- ომან ბატონო! მხოლოდ სახლთუხუცესი თუ მოაგვარებს ამ საუკ-
ნიახო საქმეს. პირი კი, არ ვფარავ, ცუდი უჩანს... მამისა და ეკლესიის შე-
რისხულ მეფეს ვერ იგუებს კახეთი! იქნებ ასე სჯობდეს, - სულ ახლო,
თითქმის ყურში უჩურჩულა დავითმა, - მე ხვალ მკაცრ... სასიკვდილო
სასჯელს დავდებ ტყვეულებს... განაჩენის აღსრულება კი დავაყოვნები-
ნოთ ბატონს. თქვენ ზოსიმე ბერდიდი მოინახულეთ, მთავარანგელოზ-
ში არის... შუამავლად ჩასდექით და... ჩვენი განაჩენი გავაუქმოთ, მათ
შერისხვა მოშალონ! ოღონდ ბატონს ჯერ არაფერი მოახსენოთ ამის შე-
სახებ.
ომანი დიდხანს ჩუმად ვიდოდა.
- რომ უარყონ?!
დავითი მიხვდა, რომ საცდელად ეკითხებოდა ომანი. თავადაც იგი-
ვე გეგმა უნდა სდებოდა გუმანში.
- მაშინ მე თავად გავასრულებ განაჩენს! „განიავება“ ჩემი მონაგო-
ნია! გაპობილ ხატსა ვფიცავ!
ამ ფიცმა ომანიც კი შეაძრწუნა. ფიქრიც გაპობილი და ორად ყრილი
გამოსდიოდა... „ნუთუ გულწრფელია?! ჩვენთან არის თუ არ არის ჩვენ-
თან?!“
- კარგი აზრია. ერთი ხარვეზი აქვს: არ მიმიღებს ზოსიმე... არ მიმი-
კარებს!

608
- ეგ ჩემზე იყოს! - და ჯანდიერმა თავისი ვეება, ფოცხივით ხელი ცხენი-
დან გაუწოდა ომანს.
- მაშინ თანახმა ვარ! - ნაჩქარევად მისცა თავისი მოკლე ხელი ომან-
მა, მერმე, თითქოს ხელის დაკარგვისა შეეშინდა, უკან გამოსტაცა და
დავით ბატონის დასაწევად ცხენი გააჩქარა.
ჯანდიერმა კი ცხენის ფაფარს გადაუსვა ხელი, შეაწმინდა და ახალ კვან-
ძზე აწყობილი საქმის ბოლო ვარაუდს შეუდგა.
გრემს მისვლისთანავე ორი ბარათი დაწერა და გაგზავნა.
ერთი - ზოსიმე ბერდიდს:
„მამაო! ომან სახლთუხუცესი გეახლებათ ხვალღამ - უსათუოდ მიიღეთ,
მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთ... უკანასკნელი ცდაა!“
მეორე - ქეთევან დედოფალს:
„დედოფლობამან თქვენმან! გევედრებით - მიმიღეთ, მომისმინეთ და
თქვენს სადედოფლოს მფარველობის ღვაწლი კიდევ ერთხელ დასდეთ!“
თავად კი დილეგში ჩაჯდა, დიდი ძიება და სამზადისი გააჩაღა, მდივნე-
ბი დაისია. ბრალდებანი დააწერინა. მოურავთათვის - ცალკე, მოქალაქე-
თათვის - ცალკე და განდგომილთათვის - ცალკე. საღამოს კი სასახლეში
დავით შერისხულს ეწვია. იგი სარეცელზე გაუხდელად მიწოლილი დახვდა.
სახე უხურდა, ყელი სტკიოდა და უშრებოდა. ხელ-ფეხი უბუჟდებოდა. შე-
რისხვით შიშნაკრავი და აკვიატებული ფიქრით შენაპყარი არავის ენდობო-
და. მანასე დოსტაქარს არ იკარებდა, თურქი აქიმი კი „ჯერ“ არ მობრუნებუ-
ლიყო. არცთუ წამალს, საჭმელსაც ერიდებოდა, ყველაფერი ლოხმად ად-
გებოდა.
ომანი განუყრელად მასთან იყო. მისავალთან კი ან ბარამი ან ვახო რიგ-
რიგობით დარაჯობდნენ, სხვა მრავალ დარაჯთა გარდა.
- სწორედ მჭიროდი! - სალამს დაასწრო შერისხულმა.
ჯანდიერი ახლოს რომ მიეახლა ბატონს, გახსნილ საკინძეში ჯაჭვის პე-
რანგის მარჭვალი დაუნახა. შერისხული ბატონი თავის სარეცელზე მალულ
აბჯროსნად იწვა.
ქონდაქართუხუცესისა და მდივანბეგის მოხსენება სამსჯავრო სამზადი-
სის შესახებ სიამით მიიღო, თუმცა უნდილად უსმენდა. სურა მოედგა, წამ-
609
დაუწუმ ისხამდა და ხარბად სვამდა. ჯანდიერმა „წყურტის მოძლიერე-
ბა“ ფიქრში ჩაინიშნა.
სასახლეში შიშიანობა იყო ჩავარდნილი, ყველა ფხიზლად იყო, რაღა-
ცას მოელოდა. დავით ქონდაქარმა ესეც ინიშნა. დაწყნარება და ნდო-
ბის დამსახურება სწორედ ახლა იყო მიზანმართებული. მაგრამ ომანის
თანდასწრებით არ სურდა რაიმეს თქმა.
- მეფევ ბატონო! ზოგი რამ ფრიად საიდუმლო მეფისა და ქონდაქ-
რის სამოხელოსი უნდა მოგახსენოთ, ვიდრე ვახახიშვილს გავუმხელდე.
შერისხული ბატონი აშკარად კმაყოფილი დარჩა.
- საიდუმლო სავალისა?! - სულ ჩუმად შეეკითხა.
- დიახ, ბატონო! ეგეცა და სხვაცა...
ბატონმა ომანი დაითხოვა და ყური ჯანდიერს მიუბეჯითა.
ქონდაქარმა ჯერ კარი შიგნიდან ჩაიკეტა და კედლის განჯინის უკან
შენიღბული იდუმალსავალი აჩვენა მეფეს. შიგნიდან გაღება-დახურვა
ასწავლა.
- დღეს უქეიფოდ და დაღლილი ბრძანდებით, ხვალ კი, დაღამები-
სას, თუ ინებებთ, შუქს გამოსდგამთ ამ სარკმელში და მეც უმალ გეახ-
ლებით ამ სავალით... პირდაპირ დილეგიდან. დაგატარებთ და ყოვე-
ლივე თქვენი თვალით გასინჯეთ. შიშიანი და ამბოხიანი დროა, ეს გზა,
ვინ იცის, როგორ დასჭირდეს მეფეს!
- მართალია, ჩემო დავით! - ნაამებად გამოეხმაურა იგი, - უსათუოდ
ხვალვე, როგორც არ უნდა ვიყო! - კი დაემოწმა, მაგრამ ზედმიყოლებით
ისევ ეჭვი და შიში შეეპარა. მარტო გაყოლა სადღაც ჯურღმულებში, სა-
ეჭვო ქონდაქრის ხელში თავის მიცემას ნიშნავდა. ხოლო ამ „ვეება ახ-
მახს“ კიდევ ვინ იცის, რა უდევს გულში. იქნებ იგიც ხატივით გაპობილი
აქვს?! და, საერთოდ, ხატის გამპობს ბატონი როგორღა უნდა ენდოს?!
ჯანდიერმა ხელად შეატყო ეჭვის აშლა, სწორედ მანდ უმიზნებდა...
და უმარჯვა კიდევაც სიტყვა:
- ერთსაც გთხოვთ: თქვენი ნებართვით, ახალ ქონდაქარს - ვახახიშ-
ვილსაც ვიახლებ. მანაც უნდა იცოდეს, წესით, სხვამ კი არა!

610
დავით ბატონს გულზე მოეშვა. აბა, რას ერჩის ამ „ახმახს“. სულ გულ-
წრფელია მასთან და, როგორც ჩანს, თავდადებულიც.
- კეთილი... ნებასა ვრთავ!
- სიტყვა-ძახილი - ასი ხმალი! სხვა საიდუმლო კი...
მაგრამ ხასიათგახსნილმა ბატონმა ერთი კიდევ მოსვა წყალი და სიტ-
ყვა გააწყვეტინა:
- კარგი... დღეს გვეყო ასი ხმალი! დანარჩენი ხვალ იყოს!
ჯანდიერი ფრიად გულშოშმინად განშორდა ეჭვიტანია მეფეს, დღესაც
მისი იყო ხლართული თამაში. ისევ მოახერხა ეჭვების მიფადილება და
ყოვლად საჭიროთა რიგში ჩადგომა... ხვალამდე, ხვალ კი კიდევ ჰქონდა
იმედი ბეწვის სავალის აღმოჩენისა. ამ საღამოსავე ორი სახვალიო საქმე კი-
დევ გაინაღდა ჯანდიერმა. ვახახიშვილი უმალ გააშორა დიდ სასახლეს, დი-
ლეგში აგზავნა ვაჩნაძიანთ „რბევისა და სასიკვდილოდ დევნის“ განაჩენის
დასაწერად. მერმე დედოფლის სადგომს მიაკითხა. ხალიანა გამოეგება.
ჯერ შეკრთა, უნებურად უკან დაიხია, ცრემლებით აღევსო თვალები და
უსიტყვოდ შებრუნდა უკან.
ქეთევანი სახეგაფითრებული, ძაძაშემოსილი და თმაგაშლილი დახ-
ვდა. თავი ხელებზე დაეყრდნო და უხმო ცრემლები სდიოდა ღაწვებზე. ხა-
ლიანა ფერხთით უჯდა და სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა, ხმიან ტირილს იკა-
ვებდა.
ჯანდიერი მუდამ უხერხული და სიტყვადაბორკილი იყო მანდილოს-
ნებთან. მით უფრო ამჯერად...
- ჰგლოვობთ?! - ცალ მუხლზე ჩადგა და დედოფლის ძაძის ქობას ეამბო-
რა.
- განა ცოტა მაქვს საგლოვი?! ცოტანი მყვანან... ხატშეხვეწილნი... გა-
ხიზნულნი... ხვალინდელი თქვენი განსასჯელნი... რბეული კახეთიც და ჩე-
მი მეუღლეც...
დავითი შინაგანად შეტოკდა. წამოდგა, მაგრამ უფრო დახარა თავი...
ისევ ჩოქილსა და მავედრებელს უფრო ჰგავდა. ქეთევანს შეეცოდა კიდევაც
იგი - ახმახი და უხერხული.

611
- თქვენ არ გამტყუნებთ... დღევანდლამდე თქვენს ხელებზე კეთილ-
ქართველთა სისხლი არ მეგულვება.
- ჰოი, თქვენ რომ ყველაფერი იცოდეთ, ნეტავ მაშინ?!
- ვიცი! თითქმის ყველაფერი! მრავალ ავსაც გული მიგრძნობს და უბე-
დური ვარ! - უხმო ცრემლვა მოუხშირა დედოფალმა. იგი არ კვნესოდა,
არ ოხრავდა, მომავლის მხილველივით დინჯად მეტყველებდა და იც-
რემლებოდა. დავითი დუმდა. დაავიწყდა, რად მოვიდა აქ - დედოფალ-
თან არსებითად ნათლივ არც წინდაწინ იცოდა, რა ამოძრავებდა მას, ან
რა კარგის მახარობელი იყო, რა კეთილის წინამორბედი!
- მეფე-ბატონი შეუძლოდ გახლავთ... - თვალარიდებით როგორღაც
კბილღოჯში გასცრა, - ფრიად შეუძლოდ... შეჭირვებულად არის! - შეის-
წორა ხმა და ამოისუნთქა. იყო ამ თქმაში გულწრფელობაც, მაგრამ ხე-
ლოვნურობაც... სიმართლეც, მაგრამ განზრახი შეზვიადებაც. ყოველ
სიტყვას თითქოს რაღაც ართქმული წილი თუ ჩრდილი ახლდა. ქეთე-
ვანმა იგრძნო ეს და თავისი მეტყველი, თუმცა დარდით ამოშავებული,
თვალები შეახვედრა...
დარდიანად შეეკითხა:
- როგორ გსურთ, თავადო, მივიდე თუ არ მივიდე?
დავითმა უფრო დახარა თავი. მართლაც-და, რომელი სურს მას? მე-
ფე-დედოფალს შორის რომ განხეთქილება იყო, ეს ყველამ იცოდა სა-
სახლეში. ახლა განმარტება იყო საჭირო. მიფადილებული პასუხი უკვე
საეჭვოდ გახდებოდა ან ახლავე, ან უფრო მეტად შემდგომ - ხვალის შემ-
დგომ... ამ „შემდგომმა“ მოიყვანა აქ და ეს „შემდგომი“ ამოქმედებს
„შეგნებულად და შეუგნებლად“. იგიც შენაპყარივით დადის და ყველგან
ეს „შემდგომი“ ელანდება და ეფიქრება.
- სურვილი თქვენზეა, დედოფალ-ქალბატონო! ადამიანური გრძნო-
ბით განმსჯელს მეც მერჩია მეფის მიხედვით თათბირი. მაგრამ მეფიქ-
რება კიდევაც... მეშინია...
- რისიღა გეშინიათ, ხატისკაცო, ყოვლად უშიშარო მიწიერისა და,
ვგონებ, ზეციერისაც... - ღვიძლჩაწყვეტილად უპასუხა ქეთევანმა.

612
- თქვენც ჩემსავით სწორედ ხატი არ გააპოთ! შინასაყრდენი არ ჩაგიტ-
ყდეთ სამერმისოდ... თქვენცა და იმ უბედურსაც... თუ აღარც ოჯახი და რაღა
დარჩა მძიმე სენით შენაპყარს! იგი კი ფრიად მძიმედ არის ავად, იქნებ, გა-
ნუკურნებლადაც. მე ყველაზე უკეთ ვიცი, დედოფალ-ქალბატონო! საუბე-
დუროდ, ყველაზე უკეთ მთელი ჩაბედკრულებული ქართველების წილ დე-
დამიწაზე!
ქეთევანმა ხელები აიფარა სახეზე. ასე ხმაჩახშულად და მგლოვიარედ
დიდხანს იჯდა და გამოწვლილვით ითვალისწინებდა ქონდაქრის ნათქვამ-
სა და ვერნათქვამს.
ჯანდიერმა ხელზე დავით მეფის ბელგა-ბეჭედი დაუნახა დედოფალს,
ჯვრისწერისა და უკანასკნელი ჭირისუფლობის ნიშანი. აი, ამან მოიყვანა,
სწორედ ამან! ბოლომდე მხოლოდ ახლა თუ გაარკვია მოსვლის მიზეზი.
ჯანდიერი ახლა უფრო თვალმახვილად უმზერდა ბეჭედს... არა, ხე-
ლებს... თლილ, მოვლილ, ზედმეტად გაფაქიზებულსა და სანთლის სი-
თეთრის მქონეს... „სუფთა ხელები?!“ რატომღაც ფიქრმა ამოუბორკა ზოსი-
მესეული სიტყვა და ერთ მოლანდებად, ძაძამოსილი ქეთევანის ნაცვლად,
ბერდიდის სახე მოეჩვენა... და, ალექსანდრე ბატონ-ყოფილისა არ იყოს,
მისთვისაც ნათელი გახდა, რომ ზოსიმესა და ქეთევანს შორის, მიუხედავად
სრული სხვადასხვაობისა, იყო რაღაც დიდი და მთავარი საერთო და უხი-
ლავ ხაზებში მსგავსზე მსგავსი.
- ჩემი მისვლა, თუნდაც ხატი რომ გაიპოს, შეცვლის რასმე? - ხელებჩა-
მოუღებლად შეეკითხა ქეთევანი.
... ჰოი, კიდევ კარგი, რომ არ უმზერს, თორემ ჯანდიერი ისე შეაშფოთა
ამ კითხვამ, რომ ვეღარც ფარავდა დრტვინვას. „ნეტავ, რას გულისხმობს,
რასა!“ ნუთუ იმასვე, რაც ქვეყნის ქონდაქარს და ძალად მდივანბეგს ლო-
დად აწევს? რაც მოსვენებას არ აძლევს... ჯერ ზოსიმესთან მიიყვანა, ახლა
ქეთევანთან? მაგრამ ყველგან სუფთა ხელები, იქნებ პილატეს ხელები დახ-
ვდა. მან კი რა მოიმოქმედოს არც პილატემ, მაგრამ არც იუდამ და არც ქრის-
ტემ... სამშობლოს მოყვარულმა და მოამაგემ?!
- ვგონებ, ვეღარაფერს შეცვლის?!

613
- მაშინ არ მივალ... აღარ მივალ... ხელები ჩამოიღო ქეთევანმა. თვა-
ლებში ახლა ცრემლი უკიაფებდა, - მე ყველაფერი ვცადე. არც თავი დამი-
ზოგავს, არც ქმარი. ვეღარაფერი ღვაწლი დავდე უფრო უბედურად შებრუნ-
და საქმე, ახლა განგებისათვის მიმინდვია ყოველი. მხოლოდ მგლოვიარე
მავედრებელი გახლავარ! გული ერთს მიკარნახებს, მდგომარეობა - მე-
ორეს. მაინც ალავერდის რისხვამ და შერისხვამ სულ ამრია! იგი ჩემ-
თვის ცოცხალი აღარ არის. იმ კალოზე მეც გავილეწე და ძაძებში ჩავ-
ჯექ...
... მიდიოდა ჯანდიერი თავის სადგომში და ქეთევანის ნათქვამზე
ფიქრობდა. „მანაც ზოსიმესავით განგებას მიანდო... მე კი ვისღა მივან-
დო? ხვალ მკაცრი მსჯავრი უნდა დავდო უდანაშაულოთ... ზეგ თავები
დავაყრევინო ძალა-ძალა გაამბოხებულთ... ამ ხელების სისუფთავე
ვისთვისღა შევინახო? უდანაშაულოთა საჯალათოდ? აი, ალექსანდრე
ძველბატონმა განგებას კი არ მიანდო - მოსთხოვა, დაავალდებულა...
საჯაროდ შერისხა და განკვეთა თავისი შვილი და მემკვიდრე! მაშ, ვინ
ვართ მართალნი და მართებულნი... „ხელჭუჭყიანნი“ კახ-ალექსანდრე
და მე, თუ „ხელსუფთანი“ ზოსიმე და ქეთევანი?!
დილეგში მისვლისას ზოსიმეს პასუხი დახვდა. სულ ერთი სიტყვა
ეწერა, სამჯერ გამეორებული:
„მოვუსმენ, მოვუსმენ, მოვუსმენ...“
ჯანდიერი კვლავ საგონებელში ჩავარდა. ნუთუ შუამავლობის რაიმე
გულბეჯითი იმედი აქვს ზოსიმეს? თუ მიუხვდა მის „ხელჭუჭყიან“ საწა-
დელსა და ხვალ ომანს მთელ საღამოს დააბანდებს გრემის სასახლის
გარეშე?!
გველაძუა ვახახიშვილი იხმო, ქალაქის კარიბჭეები ადრევე ჩააკეტ-
ვინა და მთელი ღამე ფხიზლობა დაავალა, თავად კი გაუხდელად მიწვა
ნაბადზე და მძიმე, საღათას ძილისდაგვარი რამ უეცრად ჩამოაწვა და
თავდავიწყების შვება მისცა.

XVII დიდი სამსჯავრო

614
ახალმა მდივანბეგმა სამსჯავრო მეფის ქარვასლის წინ, მოედანზე მო-
აწყო. სწორედ იქ, სადაც ქარვასლის კარის საზეიმო შეყრა ხდებოდა ხოლ-
მე. მაგრამ დღევანდელი შეყრა როგორ არა ჰგავდა ბერიკაობა-ყეენობასა
და თეატრონის გასართობ-სანახაობას.
ჯანდიერ-მდივანბეგი, ყურთმაჯებიან ჩოხაში გამოწყობილი, პირქუშად
იჯდა კიბის თავზე სავარძელში. გულზე მსაჯულის ჯაჭვ-ბეჭედი ჩამოეკიდა.
მსაჯულებად აქეთ-იქით ვახო ვახახიშვილი და ბარამ ჩოლოყაშვილი უს-
ხდნენ. კიბის ბოლოში შუბოსანთა შორის ხელდაბორკილი ორმოციოდე პა-
ტიმარი იდგა. ეს პირველი ჯგუფი იყო. აქ იყვნენ მოურავებიც, მოქალაქე-
ნიც, ამბოხში შემჩნეულნიც და უბრალოდ რბეულნიც.
მოედანზე კი მთელი ქალაქი და ახლომახლო სოფლების გლეხობა
მომდგარიყო. მათი დაგუბული ჟრიამული დაფარულ მუქარად აღწევდა კი-
ბის თავს თადარიგიც გაწეული იყო. ბანებზე და შუკებში მზადყოფილნი
თოფოსნები, სხვა მოლაშქრენი და ერისთავთ მოხელენი იდგნენ და ხალხს
შიშავდნენ. კიბის მარჯვნივ მდივნები ისხდნენ და ბრალდება-განაჩენებს
წერდნენ. ახალი მდივან-ბეგი ფრიად ჩქარობდა. მზე უკვე გადახრაზე იყო.
მდივნებმა კი ჯერ თითოეულის ბრალდებათა კითხვა ვერ ჩაათავეს. ახლა
მოწმენი, ახლა კითხვა-პასუხი. ამდენი კი არც გული იყო, არც დრო... და,
რადგან თითოეულის მტყუან-მართლობას ან დანაშაულის მეტ-ნაკლებო-
ბას მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, დასაჩქარებლად - სამსჯავრო ახალ
წესზე წარმართა ჯანდიერმა. ჯერ ყველას ბრალდებანი წააკითხვინა და
მოწმენი ალაპარაკა, ხოლო შემდგომ მოკლე, კერძო დაკითხვებზე გადავი-
და.
ხალხმა შეატყო წესმრუდობა და შეშფოთდა. ყრუ გუგუნმა იმატა.
- დოღია თუ ჯირითი?! - ჯერ გაუბედავად გაიძახოდნენ მზირალნი.
- აბა, ასე როგორ იქნება?! დალაობაა!
- ესეც სამართალი? აფსუს იასონ-მდივანბეგი?!
- ჰოდა, იმას რა კარგი დღე წაჰკიდეს. ახლა ამათ რაღა დღეს დააყრიან!
- ყრუსიტყვაობა უკვე გუგუნებდა მოედანზე.
- ეს ჯანდიერი რაღამ გააავა?! მკაცრი კი იყო, მაგრამ კაცურ-კაცობა არ
აკლდა და...
615
- ეჰ, ძალა აღმართს ხნავს.
- ხნავს კია, მაგრამ ბოროტებას თესავს... ესეც უზურში მისაღებია განა?!
შიშნაკრავი ხალხის მითქმა-მოთქმა უფრო და უფრო მატულობდა, თან,
ურთიერთის მიხედულობით და მხარდამხარ დგომით უფრო თამამდე-
ბოდა.
არც ჯანდიერს ადგა კარგი დღე. გულის მიღმა ესმოდა ბრალდებათა
კითხვა. თვალს ვეღარ უსწორებდა ვერც თავჩაქინდრულ ბრალდე-
ბულთ, ვერც მოედანზე მოჯრილ ხალხს და ვეღარც ნირშერეულ მხედ-
რებსა და დარაჯებს. ყველგან გაპობილი მარიამხატის ნასახი ელანდე-
ბოდა, აკუწულ იასონ ჭავჭავაძეს ხედავდა, მისი ნაქონი ჯაჭვ-ბეჭედი
სუნთქვას უხუთავდა, მდივნების ქაღალდების შრიალიდან მამუკას
სათნოდ შემკრთალი სახე დგებოდა... ახლა ამ ბრალდებულთ რომ გა-
დაავლო თვალი, ვეღარც ერთს თავი ვეღარ დაუნახა. მან ხომ იცის, რა
განაჩენიც აქვს გამოსატანი?! აქ მომდგარ ხალხშიაც მრავალს ხედავს,
მრავალი ეგულება ახალბატონისაგან თავმოსაკვეთი თუ სარბევი. მერ-
მე რისთვის? დიდი, გამართლებული მიზნის მისაღწევად ჯანდიერს თა-
ვადაც ყველა ზომა - ზომიერად სწამდა. მაგრამ მიზანგამართლება სად-
ღა არის?! ახლა ყველა მოკვეთილ თუ მოსაკვეთ თავს, აკუწულ თუ ასა-
კუწ სხეულს უკან შავი აჩრდილივით ეფარებოდა დაკრუნჩხული სხე-
ული, კრიჭაშეკრული... აცახცახებული სახე ახალბატონისა!
იჯდა სამსჯავროზე ახალი მდივანბეგი და თავისთვის ჩუმად ბჭობ-
და: „ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, დამნაშავე - ესენი თუ ის დაკრუნჩხუ-
ლი?!“ ვის უნდა დაედოს მსჯავრი, დიახაც სასტიკი და პირუთვნელი,
ერისა და სინდისის წინაშე, როგორადაც მდივანბეგის ეს ვერანა ჯაჭვ-
ბეჭედი უკარნახებს?! ვის ეკუთვნის საჯარო და მსწრაფლ აღსასრულე-
ბელი განსჯა და განჩინება? არა ამათ! არა ამათ! და მაინცდამაინც სა-
ჯარო მსჯავრი მხოლოდ ამ უბედურთ უნდა დაედოთ... ვაითუ აღსრუ-
ლებაც? ომანის შუამავლობა ფუჭი კაკალია... იგი მხოლოდ საქმის გა-
საბლანდავად, მხოლოდ დროის მოსაგებ ხერხად არის ნავარაუდევი.
სხვა მხრივ თავის მოტყუებაა, ცეცხლთან და სიკვდილთან უაზრო თამა-
შია, სხვათა სულმდაბალი და მიზანგაუმართლებელი განწირვაა, უკეთუ
616
მან, ახალმა მდივანბეგმა, აქვე, ახლავე მეორე მსჯავრ-განაჩენი არ გამოი-
ტანა.
სხვა განაჩენი, ყოვლად ფარულად და სწრაფად აღსასრულებლად
დათქმული, ვიდრე ამათ და სხვა მრავალთაც კიდევ არ დაუკარგავთ თავე-
ბი... და ყველაფერი მან პირადად და მარტო მან უნდა ითავოს, საჯოს და
მოიმოქმედოს! დასდოს, აღასრულოს, დაფაროს; რომ ვერაოდეს ვერავინ
ვერ გაიგოს ამ „დიდი სამსჯავროს“ შესახებ, რათა ახალი შფოთი და ახალი
სისხლის გართულება არ გამოიწვიოს ან ახლა, ან სამერმისოდ. აი, იყო
ავადმყოფი, ბორგვნეული... ჩაიდინა მრავალი ბოროტება, საშინელი მკრე-
ხელობა... ტაძარში მარიამ-ხატის წინაშე სისხლიანი კალო გალეწა და უწია
მამისა და ერის, მიწისა და ზეცის წყევლამ და განკვეთამ!
...დაკითხვები თავდებოდა. ვახო და ბარამ ფრიად ცდილობდნენ.
ახლა ბრალდებულთა ბოლო სიტყვებზე გადავიდნენ. ზოგი სულ არ
სცნობდა თავს დამნაშავედ... ზოგი პატიებას ითხოვდა... ზოგი ოჯახის ურ-
ბევლობას ახვეწებდა მდივანბეგს... ზოგიც უსიტყვოდ იცრემლებოდა ან გა-
ხევებული იდგა, სახეზე ფითრი და სიკვდილის შიში ეწერა.
ხალხი შფოთავდა. თითოეული სიტყვა თავისებურ ანარეკლს პოულობ-
და. ჯერი მოქალაქეებზე რომ მიდგა, სულ აილესა, აიჯაგრა ხალხი. ჰაერიც
ჩამომძიმდა - დიდი სეტყვა-ქუხილის მოლოდინი იყო. ხოლო სიტყვა ჯაბა-
ოსტატს რომ ახვედრეს, გულ-ღვიძლი სულ აეშაშრათ მოქალაქეებს.
- ჰოდა, ეს არის და ესა! - ხელბორკილიანი წინ წამოდგა, უცერო ხელი
ასწია, - სადაც ღვთისმშობლის ხატს შეხვეწილი იასონ მდივანბეგი და ჩვე-
ნი ალალ-მართალი მამუკაც არ დაინდო ახალმა ბატონმა, ჩვენ რაღას უნდა
გამოველოდეთ?! აღარ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში სამართალი და ის არის!
პატიოსან კაცს აღარ დაედგომება ალაზანზედა! ჰოდა, რაღა უნდა ვითხო-
ვო?! ეჰ, დედასა! - ბორკილები დაარხია ჯაბამ, - რა ახლა სახსენებელია,
მაგრამ, აბა, როდისღა?! ყავლი გამსვლია და ეს არის... სანანებელიც ეს
მრჩება, ასეთი ბორკილები კი გაიჭედა კახეთშიაც, ხოლო ერთი კახური
ზარბაზანი ვეღარ ჩამოვასხით... ჰოდა, თქვენთვის მიანდერძებია, ამქრე-
ბო! - პირდაპირ ხალხს მიმართა ჯაბამ, - რა ყურები ჩამოგიყრიათ, განა

617
მართლა რამე დანაშაულის ჩამდენი ვარ? განა შერისხული ვარ! იმასაც
მოეკითხება! იმასაცა!
- ჯაბავ, შენი ვაჟკაცობის ჭირიმე! მაშ მამუკას გზაზე ხარ?! ღმერთი აღარ
არის?! - აღრიალდა მათე-რუსი, რომელიც მამუკას უეცარი მოკვლის შემ-
დგომ შეშლილივით დადიოდა.
- მოეკითხება! მოეკითხება! - ერთად იგრიალა ხალხმა... მრავალი
მუშტი და გაჩენილი კეტი შეტრიალდა მაღლა. ვინ რას იძახდა, აღარა-
ფერი ირკვეოდა. ნამეხარი მორევივით შეიმღვრა და შებორიალდა მო-
ედანი. ქვების სეტყა წამოვიდა კიბის თავზე. ფიქალის ნატკეჩი ჯანდი-
ერსაც მოხვდა, ნიკაპზე კაწრი დააჩინა და წინ დაუვარდა. ბრაზმორეუ-
ლად დასტაცა ხელი. მოედნიდან ხალხის გარეკვა ბრძანა, თავად კი
ქვის ნატკეჩი პირში იგდო, დაღრღნა და არც გამოუფურთხებია, ვიდრე
დარაჯები აღმა თოფის სროლით და შუბ-მათრახებით ებრძოდნენ
ხალხს, ვაი-ღრიანცელით ერეკებოდნენ. ბოლოს გადააფურთხა ცარიე-
ლი მოედნისაკენ და წამოდგა. აღარც საბჭოდ გასულა, აღარც ქვანაცემ
ბჭეთ დასთათბირებია. მას განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, - მკაც-
რი, უფრო მკაცრი, ვიდრე დათქმული იყო: ყველას სიკვდილი. მაგრამ
„იმასაც“ გამოუტანა განაჩენი, „ვისაც“ ეს სიმკაცრე უნდა დაემტკიცები-
ნა: ეს იყო მთავარი, ძირითადი და სასწრაფო, პირველ რიგში აღსასრუ-
ლებელი.
ყველას გამოუცხადა თავისი მსჯავრი, გარდა ერთისა - მთავარისა,
იგი არ იყო აქ. მაგრამ სეხნამ კარგად იცოდა, სად იმყოფებოდა იგი. და
ამ მთავარი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ყველაფერი მზად ჰქონ-
და.
მსჯავრდადებულნი ჯერ არ იყვნენ მოედანს ჩაცილებულნი, რომ
ბელქან-თუში ცხენდაცხენ მოიჭრა ჯანდიერთან, სასწრაფო საიდუმლო
ბარათი გადასცა. დავითმა აქვე შესტეხა სანთლის ბეჭედი და ჩაათვა-
ლიერა. აღარც ჩაუკითხავს. კარგად იცოდა, რაც ეწერა შიგ: მისივე ნა-
კარნახევი იყო. უმალ ვახოსა და ბარამს მოუბრუნდა:
- აბა, ახლა საჭიროა სიმარჯვე და ორი დიდი ჯიქის თავსაც მივარ-
თმევთ ბატონს. სტორის ვიწროში ამაღამ ჩამოივლიან ბებურ და თამაზ.
618
ალავერდს მიდიან კახთ ბატონ-ყოფილთან... - და საიდუმლო ბარათი მათ
გადასცა, ჩააკითხა, - რომელი წახვალთ?! მე მეფეს უნდა ვეახლო ამ განაჩე-
ნის დასამტკიცებლად.
- მე წავალ! - დაასწრო ვახახიშვილმა.
- ორი თავია - ორივე წავიდეთ! - არც ბარამი ჩამორჩა ვახოს.
- ოღონდ ახლავე მოსხლიტეთ ცხენები. თქვენივე შერჩევით სრულსაი-
მედონი წაიყვანეთ. სტორის ვიწროში ჩაუსაფრდებით. აბა ხვალ დილით
ორ-ორთავიანებს გელით!
ვახახი და ბარამ ჯერ დილეგში შევიდნენ, დარაჯები შეარჩიეს და სულ
მალე, საღამოს ბინდბუნდში, სტორის გზაზე მიქროდნენ რჩეული თოფოს-
ნების გუნდით.
ჯანდიერს კი ახლა ყველაფერი აწყობილი ჰქონდა. სახიფათონი სასახ-
ლის გარეთ იყვნენ. მზად ჰქონდა საერთო განაჩენის სიგელიც დასამტკი-
ცებლად და ჩამჩი-აქიმის მასრაც - ფარული სასჯელის აღსასრულებლად.
მხოლოდ შერისხულის ნიშანს ელოდა სარკმლიდან.
„ვაითუ გადაიფიქრა?!“ „არა, არ გადაიფიქრებს“, „სულ ამაზე ფიქ-
რობს... ვერ დაივიწყებს!“ „ჯერ კი არ ჩანს შუქი?!“ „თუმცა ჯერ ადრეა!“ -
„იქნებ გვიან?“ „არა, ადრეა!“... ურთიერთგადაბორკილად კითხვა-პასუხია-
ნი ფიქრი აქეთ-იქით აბარბაცებდა მდევივით კაცს და სარკმელს არ აშო-
რებდა. იგიც, ყოვლად დინჯი და აუღელვებელი, ამჯერად ღელავდა... სა-
სახლის სარკმელს ზვერავდა დილეგიდან და იქ შუქის გამოჩენას შუქურ-
ვარსკვლავივით ელოდა.
„ომანი ზოსიმესთან არის... ვახო და ბარამ - სტორზე... ქეთევანი არ მო-
ვა. ახლა რაღა, ან ვიღა შემიშლის?!“
...და მეფის სარკმელში, როგორღაც, უცბად აენთო ნიშანი. ერთიც შეჰ-
ყარა წარბები ჯანდიერმა, მერმე ულვაშებზე ჩამოისვა ხელი და დადინ-
ჯდა. ახლა უკვე დიდი საქმე იწყებოდა.
- ჰმ! ეს ეჩქარება სეხნას?! კეთილი, არც მე დავაყოვნებ! თუმცა არც სიჩ-
ქარეს დავიმჩნევ... მოთმინება დაელიოს... მოსწყურდეს... - დინჯად მოესა-
უბრა თავს და ნელი თვლით ოცდაათჯერ დილეგის დერეფანში ბოლთა
დაჰკრა. ირგვლივ საკნებიდან სიკვდილმისჯილნი გასუდრულნი უსმენ-
619
დნენ მის მძიმე ფეხის ხმას და სიკვდილის ასავალ-დასავალს ეწეოდ-
ნენ. დრო რომ მოიმყოფინა, მდივანბეგის სამოსზე ნაბადი მოიგდო,
„აქოჩრილი ვარსკვლავის“ დაღის რკინა ჯიბეში ჩაიდო და ჩოხის მას-
რებზე ხელი გადაისვა. აქ იყო - მარცხენა, ნაპირა, შავი. სანთელი აანთო
და საიდუმლო სავალის კარს გაეფარა. ფარულ კიბეზე ჩაინაცვლა და
გრძელხაროს ოდნავ ტანმოხრილად ჩაჰყვა. წვეთის წყაროსთან შედგა.
თავანზე ორი ჯამი მოხელა, ერთი უფრო წინ წამოდგა, მეორეში კი - მარ-
ცხენა, ნაპირა, შავი მასრის სამსალა ჩაყარა და უკან ამოაფარა ქვის თა-
ვანს. გზა განაგრძო და მეფის სადგომს მიუკაკუნა.
- სიტყვა?! - მოესმა ღრეჭად გამოღებულ დარკინულში.
- ასი ხმალი!
კარი მთლიანად გაიღო. დამბაჩაშემართული დავით კახთ ბატონი
რაფაში იდგა და ელოდა...
- მე გახლავართ, ბატონო! - ნაბადი მოიშორა და შიგ შევიდა.
- სად ხარ ამდენხანს?
- ვახახიშვილს ველოდი და...
- მერე სად არის? - ისევ ეჭვიანად შეიმრიზა დამბაჩოსანი.
- მარტო გახლავართ. თუ გნებავთ, გადავდოთ გვირაბში გავლა! -
ცალყბად ჩაუმალსიტყვა,- სტორის ხეობაში გაიჭრნენ იგი და ბარამ.
ხვალ დილია, ვფიქრობ, ვაჩნაძეთა თავებს მოგართმევენ! - და ახლა
კახთ ბატონს გადასცა თავისი ნაკარნახევი საიდუმლო ბარათი.
დავით ბატონმა სავალი კარი გამოხურა და ძალა-ძალა დინჯობით
ჩაიკითხა, მაგრამ არ გამოსდიოდა სიდინჯე.
- ესეც განაჩენი - ახალმა მდივანბეგმა ახლა იგი დაუნაცვლა ბარათს.
და ვიდრე კახთ ბატონი ამასაც ჩაიკითხავდა, საწოლს მოავლო მცდელი
და მჭვრეტელი თვალი. დარბაზის კარს ურდული შიგნიდან ჰქონდა გაყ-
რილი. მაშასადამე, მისი დარიგებისდაგვარად მოქცეულა კახთ ბატონი.
- ყველას სიკვდილი?! - ოდნავ გაიკვირვა კიდევაც მეფემ.
- დიახ, ბატონო, ყველას! ახლა სიმკაცრეა საჭირო, სხვების მიყოლე-
ბაც დაგვჭირდება. სამსჯავროს დროს ქვები დაგვიშინეს! კინაღამ ჩაგ-

620
ვქოლეს უგუნურებმა! აი, მეც მომხვდა! - ყბის განაკაწრი აჩვენა. დიდ ულვა-
შოსანს თავადაც ქვასავით ჰქონდა სახე.
- ქვებიო?! ესღა გვაკლდა! - იქუხა დავითმა. შერისხვა არ გვეყოფა.
ახლა ჩაქოლვას გვიპირებენ?! კარგი... თანახმა ვარ! ხმალი და დაშნა -
აი, ჩემი პასუხი!
- ხელი და ბეჭედი! აღსრულების დროცა და წესიც ბრძანეთ!
დავით ბატონმა წარბქვეშეთ შეხედა თავის საეჭვო ქონდაქარსა და მდი-
ვანბეგს. მკაფიოდ, მაგრამ როგორღაც ნაკვთებ-ნაკვთებად ხედავდა... მის
წინაშე ხან უთავო ახმახი იდგა, ხან უსახო ულვაშები, ხან ჩამძიმებული ხამ-
ხამგაშეშებული ქუთუთოები და შავ ქვაში ამოღებული თვალები. ისევ
აერია გუნება. სხაპასხუპით, კვიმატად ამეტყველდა:
- ქვებიო?! ხვალვე! საჯაროდ! გრემის მოედანზე! ვანიავოთ! მე ვუჩვენებ
მათ ჩაქოლვასა და ქვების სროლას! შერისხვასაც! - ისევ ამოეკიდა ძველი
სურათი, კრუნჩხვის ნაპერწკლებმა დაუარა... კალამ-ბეჭედი მოსხლეტით
მოიმარჯვა, - ეს საქმე შენვე უნდა მიიყვანო ბოლომდე!
ჯანდიერმა ინიშნა, რომ კიდევ ცდიდა, კიდევ აბამდა, კიდევ არ ენდო-
ბოდა სეხნა ბატონი.
- ვითავე და მოვითავებ, ბატონო! ქვა მე პირველს მომხვდა!
„ახლა კი ჩემია... სიკვდილამდე ჩემი... ყურმოჭრილი ყმა!“ ძველი თუ
ახალი ნახაშხაშარი აფიონა ადვილი დასკვნით უფადილებდა გასავათე-
ბულ გონებას. ბეჭედი კი ძგერებით დაასვა და გრაგნილ-განაჩენი აღსასრუ-
ლებლად ჯანდიერს ჩააბარა.
- ახლა კი წავიდეთ! დღეის იქით ყველაფერში გენდობი... დამიმტკიცე
თავდადება, მაგრამ არც მე დაგრჩები ვალში! - და დაბალი ხმით ჩაიხითხი-
თა, ლოხმად მომდგარი ნერწყვით ვერ ჩაისველა ამომშრალი ხახა და ისევ
სურას წაავლო ხელი.
- იქაც გახლავთ შესანიშნავი წყარო... უებარს იტყვიან, წვეთის წყარო...
მამათქვენი ხშირად სურვილობდა...
დავითმა სურას უტია ხელი..

621
- აბა, გამიძეხ! - მაგრამ ბოლო წუთებში ისევ ახედ-დახედა ქვაში და
კლდეში გამოკვეთილ ქონდაქარს და დამბაჩას წაავლო ხელი. „ეს ახმახი,
ბოლოს და ბოლოს, ხიფათს რასმე გადამკიდებს... ომანი მართალია“.
„მაინც არ მენდობა“, თავის ჯერად გაიფიქრა ჯანდიერმა და სავალში
სანთელანთებული შევიდა.
დახშულ ვიწროში და ბნელში რომ შევიდნენ, დავით ბატონს უფრო
ეცვალა გუნება:
- ღალატი რამე არ იყოს, თორემ?! - და ჩახმახის წკაპანი შენივთე-
ბულ მუქარად გაისმა.
- დამბაჩა თქვენს ხელთაა, მე კი ხანჯალიც არ წამომიღია, როგორც
შეამჩნიეთ, ალბათ... გადადებაც ჩვენს ხელთაა... არ გვაქუხს?! - თქვა
კია, თორემ სვლას მოუჩქარა.
ახალბატონს ეუხერხულა შეკრთომის გამომჟღავნება, მით უფრო,
რომ სეხნას უხანჯლობა მართლაც შემჩნეული ჰქონდა. თავად კი ფარუ-
ლად ჯაჭვის პერანგიც ეცვა და ხანჯალიც ჰქონდა, დამბაჩაზე რომ არა
ვთქვათ რა.
- დინჯად იარე, თვალი შევაჩვიო! გვაქუხს, მაშ რა ჯანდაბაა!
ჯანდიერმა უკლო სვლას... ნელა, ზურგწახრილად ვიდოდა. წყაროს-
თან რომ ჩააღწიეს, ოდანვ შემობრუნდა წინა დავითი.
- წყალს ხომ არ ინებებთ?! წვეთის წყარო ეს გახლავთ!
- არა, იარე! - მკვახედ მოუჭრა უკანამ და დამბაჩის ტუჩი ზურგში წაჰ-
კრა.
ჯანდიერმა მის სახეს თვალი შეასწრო და შეძრწუნდა. ქვედა ყბა გან-
ზე ეძაგრებოდა, თვალებში სანთლის შუქი დგუშის წვერივით უბზინავ-
და. ხშირი ხიხინით სუნთქავდა. წინა დავითმა განაგრძო სვლა და ფიქ-
რვარაუდი: „სწყურია და არ სვამს?! ან მიხვდა, ან ტანმა უაზრა? იქნებ
შემცდა რაიმე?! იქნებ თავი ვამჟღავნე?“ თავის ნამოქმედარს ფიცხლად
ამოწმებდა: „მაშინ ვაი ჩვენ, ყველას! ვაი ქვეყანას და ვაი მე?!“ წინმავა-
ლი უკვე გულშეძრულად ვიდოდა, ნაბიჯს ითვლიდა: „მესვრის?!“ - „არ
მესვრის?!“... „მესვრის?!“ - არ მესვრის?!“

622
და სულ ულოდნელად ძველთა-ძველი ამბავი მოაგონდა: ოდესმე ასე
მის წინ ზოსიმე ბერდიდი ვიდოდა აღმართზე... იგი კი დამბაჩით მიჰყვებო-
და უკან მის მოსაკლავად, ალექსანდრე მეფის მიერ მიყოლებული... რად
მოაგონდა? ჰოი, დამბაჩა იცნო - იგივ გურულფიშტო იყო, კახთ ბატონის სა-
წოლში თავთით ხალზე გაკრული.
ამ მოგონებამ ისევ დააწყნარა. „რა მშვიდად ვიდოდა ზოსიმე! ჰოი, მხო-
ლოდ დამბაჩაა საერთო, თორემ რა სხვადასხვაობაა ამ ორ მსვლელობას
შორის?! იქ, ბოლოს და ბოლოს, ზნეობრივი სიმაღლე მჟღავნდებოდა ყვე-
ლას მხრივ. აქ კი... ახლა ორივეს ფარდი ვერაგობა უძევთ გულში! იგი მე -
თუ მე იმას! „არა, არ მესვრის!“ დაასკვნა ჯანდიერმა... მიმხვდარიც რომ
იყოს, ჯერ არ მესვრის... ერთი დიდი საიდუმლოც დამრჩა სათქმელი!“
ფარული სავალის გასაყართან წვრილად აუხსნა, რომელი ხარო საით
მიდიოდა, ხოლო ტყის სავალში ბოლომდე გაატარა და ძირგამოცლილ
ქვევრს მიაყენა.
- აი, ამ გზით გავიდნენ მამათქვენი და ზოსიმე!
- კარგი... დავბრუნდეთ! - ნოტიო და შეხუთული ჰაერისგან თავბრუ ეხ-
ვეოდა იდუმალი სავალის ახალპატრონს. ჯანდიერმა ესეც ინიშნა და უკან
უფრო მალე ატარა. დილეგის ფარულ კიბე-კარამდე აიყვანა და საგრძნობ-
ლად დაღალა. „მოდუნებისა და მოწყურვების ვარაუდზე“ აგებდა საშველს.
და მართლაც, უკანა გზაზე დამბაჩა უკვე ხელდახრილად მოჰქონდა ბა-
ტონს. ჩახმახი კი მაინც წკიპზე იყო.
წყაროსთან შეისვენეს. კახთ ბატონი ლორფინზე ჩამოჯდა. ჯანდიერმა
სანთელი შორიახლოს მიაკრა კედელზე. წყაროს თავანი და ჯამები ბინ-
დბუნდში დატოვა.
- ახლა, ბატონო, ერთი დიდი საიდუმლოც მაქვს სათქმელი და ქონდაქ-
რობასაც ვახახიშვილს გადავაბარებ.
- რომელი? დიდი ირანელი ჯაშუშისა?
- დიახ, ბატონო, ახლავ მოგახსენებთ... - და წინა, უწამლო ჯამი წყაროს
წვნიკ, ძლივს შესამჩნევ, ნაჟურს შეუდგა. ოდნავ გამოავლო და ასავსებად
დატოვა. დავით ბატონი გაფაციცებით ადევნებდა თვალს მის ხელებს. მას
სწყუროდა, მაგრამ არ იჩნევდა... თავს იკავებდა. „არა, არ შეიძლება, რომ
623
მამის საიმედო ქონდაქარი, მისი მომხრე ახლა ასე უცბად ჩემი სრული
ერთგული გახდეს?! ომან მართალია! რა ვუყოთ, რომ მოურავთათვის
განაჩენი გამომიტანა! იძულებული იყო... რა ვუყოთ, რომ იდუმალსავა-
ლიც მაჩვენა - ვალდებული იყო! ახლა ამ დიდ საიდუმლოებას მეტყვის
- მეტი რაღა გზა აქვს! მაგრამ თუ გამოუჩნდა გზა, მაშინვე მიაგნებს და
ამ საიდუმლო სავალს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს...“
ფიალა ივსებოდა... ამო ჟღურტულით დენილი ჩრდილდაკრული
წყალი შავად გამოჩნდა. თუმცა აქ, ამ შავბნელ გვირაბში, ყველაფერი
აუგად გამოუჩნდა შერისხულ ბატონს. იქნებ ასე სჯობდეს, ეს უკანასკნე-
ლი დიდი საიდუმლოც გაიგოს, მერე დაჰკრას დამბაჩა, აქვე გაათავოს?!
მისი აქ მოსვლა არავინ იცის, გარდა ვახოსი... ვერც ვინ გაიგებს სხვა...
და ყველა საიდუმლოც ახლა მხოლოდ ბატონს დარჩება!
- წყალს ხომ არ ისურვებთ, ბატონო?! - ფიალა ხელში აიღო ჯანდი-
ერმა... „აბა, ვცდები თუ არა? პირველს არ დალევს?“ ჩუმი ფიქრი სარჩუ-
ლივით ამოჰყვა სიტყვას.
- არა, არ მინდა! - ღჯუდ უპასუხა, მაგრამ წყურტით გამშრალ ხახაში
სხვა სიტყვებმაც ამოასწრო... - ჯერ შენ!
ჯანდიერმა უნებური ღიმილი ჩამალა ფიალაში. „არა, არ ვცდები!“
დინჯად, გემოიანად შესვა. სიამის ნიშნად, ულვაშებზე ხელი გადაისვა,
ჯამს ისევ გამოავლო წყალი და თავანზე, ჩრდილში დადო. ახლა ჯამები
ადგილშენაცვლებულად იდგნენ.
- შეუდგი, შეუდგი! - მიაძახა მეფემ.
- ახლავ, ბატონო! - მაგრამ არც ახლა აჩქარდა, ჯიბიდან დაღი ამოი-
ღო და მეფეს მიაწოდა.
- ეს გახლავთ ირანელი ჯაშუშის საიდუმლოს გასაღები. აბა, გასინ-
ჯეთ თუ გეცნობათ... - დაღის გადაცემასთან ერთად, უკვე წამლიანი ფი-
ალა მიუდგა წყაროს წვეთებს...
- ეს რა არის, დაღი თუ ხაფანგი? - ჩახმახი ფრთხილად დაუშვა და
რკინა გასინჯა დავითმა.
- დიახ, ორივე გახლავთ... თქვენი ცხენების დაღია - „აქოჩრილი ვარ-
სკვლავი“, ხოლო ირანელისათვის - ხაფანგი, მას სწორედ ასეთი დაღი
624
აზის, უკაცრავად პასუხია, რბილოზე, შაჰინ-შაჰის უახლოეს მაცნეს და
ხშირს დესპანს - კონსტანტინე ბატონიშვილის მასწავლებელს.
- ალი-მაჰმად-ხოჯას? - წამოიძახა გაკვირვებით ბატონმა.
- დიახ, სწორედ მას. იგი გახლავთ ჩვენი „თვალი“ შაჰ-აბასის უბეში.
ახალმა მეფემ შიშნაკრავი განცვიფრებით შეხედა ჯანდიერს. ახლა კი
მართლა ყოვლისშემძლედ მოეჩვენა იგი. ოჰ, უნდა მოიშოროს, და რაც შე-
იძლება მალე! უნდა მოისპოს ასეთი სახიფათო ქონდაქარ-ყოფილი. შაჰ-
აბასის ვაზირს თუ მისწვდა, დადაღა, მორჩილ ჯორად გაიხადა. მას, ახალ-
ბატონს, მისთვის არც თუ საამო ბატონს, რაღას უზამს?!
„ხატი გააპო, ხატი.. და მე დამინდობს... შერისხულს?“
ჯანდიერმა მოკლედ ჩამოუყოლა ხოჯა-მაჰმადის დადაღვის ამბავი, ხო-
ლო „სიბრძნის ყულაბის“ ხსენებისას სიტყვა გაწყვიტა:
- ფიალა აღივსო, ბატონო... ხომ არ...
- არა, მე თავად. მერმე? განაგრძე... - კახთ ახალბატონმა მარცხენა ხე-
ლით ფიალა აიღო და რატომღაც დაყნოსა, მაგრამ წყაროს სალბუნი და
სიგრილე იგრძნო და უმალ ხარბად დიდი ყლუპებით გამომშრალ ხახაში
გადაუშვა... გმინვით ზეზე წამოიჭრა, დამბაჩა აღმართა, მაგრამ ჩახმახის
შესაყენებლად აღარც ძალა, აღარც მოსაზრება არ ეყო.
- დამასწარ?! - ერთიც შეჰღრიალა, მკერდ-მუცელი ამოზნექილად გა-
დაეხეთქა ლორფინზე და გმინვა იწყო.
ჯანდიერმა უმალ გადააფარა ნაბადი, ნაწამლ ფიალას წიხლი დაჰკრა
და დაფშვნა. წყაროს მიუჯდა, სველი ხელი შუბლზე გადაისვა... დარჩენი-
ლი, სუფთა ფიალა ისევ მიუდგა წვნიკ ნაკადს და ასე გაინაბა.
მთელი არსებით უსმენდა წყაროს წვეთ-წვეთს და კახთ-შერისხული ბა-
ტონის კბილების ღრჭიალს.
ხუთჯერ აივსო ფიალა ჯანდიერმა და ხუთჯერვე შესვა. მასაც თუ გადას-
დებოდა წყურტი. მეექვსეზე ყველაფერი გათავებული იყო.
ახლა ყოვლად ფარულობის დაცვა იყო საჭირო. ძველ, ჩამოღვენთილ
სანთელს ახალი შეუმატა. დაღი მოხელა, ჯიბეში ჩაიდო. დამბაჩა, როგორც
ოდესმე, ქამარში გაიყარა. თავისი ვეება ხელებით მოფოცხა კახთ ბატონის
უსულო გვამი და ვიწრო სავალში გვერდულად დაიძრა.
625
ახლა მხოლოდ წვეთის წყაროდან სწვდებოდა ოდნავი სხივი, ლა-
ჯებში უძვრებოდა და საოცარ ჩრდილნარევს უქმნიდა. მერმე ისიც გა-
უჩინარდა.
ნაბადი აღარ შეუტანია, ნაჭედ კართან გააცალა, დააგდო და კახთ ბატო-
ნის ცხედარი მეფის სარეცელზე მიასვენა. აქ კი ყაირათიანი დიასახლი-
სივით დატრიალდა. ყველაფერი თავის რიგზე მოაყენა და სულ მოკლე
ხანში დავითის გვამი ჯაჭვის პერანგისა და საცვლების ამარა, ხელებგა-
დაყრილად იწვა თავის ლოგინზე და სახე-პირზე მაინცდამაინც დიდი
ტანჯვისა და დუჟის ნატამალი აღარ ეტყობოდა. გურული ფიშტო ისევ
თავთით ხალზე, ძველებურად ეკიდა. საქმე რომ მოითავა დარბაზის კა-
რის ურდული უჩუმრად გამოსწია. ისე წკიპად დატოვა, რომ დილით კა-
რის გატეხა არ დასჭირდებოდათ მცველებს.
ყველაფერს რომ მორჩა, მუხლებში ცახცახი იგრძნო. საიდუმლო კა-
რი გამოალაჯა და გამოიხურა. წკაპანი გაიგო... ეს შიდაკბილის ჩაკეტვას
ნიშნავდა. მხოლოდ ახლა სავსე მკერდით ამოისუნთქა. საბერველივით
დაიჩუტა, ნაბადი აუღებლად დაითრია გვირაბში... თითქოს თავის დღე-
ვანდელ კვალს აქაც შლიდა და ფარცხავდა.
მიუხედავად სრული სიბნელისა, თითქმის უმცდარად ვიდოდა. მხო-
ლოდ ერთგან გაჰკრა კედელს მხარი. მაშინღა შეიმცნო ტანის მთლიანი
დაბუჟება. მალე წყაროს სანთელმაც ცალთვალა მგელივით გამოუჩინა
ძუნწი, ნაავები სხივი. ისევ შესვა წყალი. ხელებიც დაისველა. დაბანა
სწადდა...
- ეჰ, მაინც არ მექნება სუფთა! - სიბნელეში თითქოს კიდევ შეედავა
ვიღაცის ნატერფალს. ხელი ჩაიქნია და უკვე ფართო ნაბიჯებით დილე-
გისაკენ აიჩქარა. გვირაბის აღმართი და კიბე ავლო.
დერეფანში გავლისას საკნებს მიუყურადა. არავის არ ეძინა, მაგრამ
ყველანი განაბულები იყვნენ... არა, გასუდრულები... აქ ყველგან სიკ-
ვდილის მოლოდინი იყო... და ჯანდიერი იყო სიკვდილის უფალი.
იგი კი თავის მაგარ სარეცელზე გაუხდელად იწვა და მოცელილივით
ჩააწყდა ჯურღმულისდაგვარ ძილქუშს.
დილით ბელქან-თუშმა დიდი ვაი-ვაგლახით გააღვიძა ჯანდიერი.
626
- რაღაც ახალი უბედურება გვჭირს, ბატონო! გრემის სასახლიდან გოლა
გეახლათ. დედოფალი გიბარებთ დაუყოვნებლივ. ცხენი მზადაა.
ჯანდიერმა ნაჩქარევად წყალი ისხურა სახეზე. ხმალ-ხანჯალი შე-
მოირტყა და გარეთ გავიდა. კიბეზე უბე მოისინჯა. დაღიც აქა ჰქონდა და
განაჩენის სიგელიც. ერთი ქილაღა აკლდა ჩოხის სამასრეს. შედგა, მაგრამ
აღარ გამობრუნდა. გოლას უხმოდ გაჰყვა. დილეგს გადაღმა რომ განმარ-
ტოვდნენ, სახეში შეუხადავად მოუბრუნდა.
- რა ამბავია, გოლავ?
- წუხელ გარდაცვლილა მეფე დავითი!
ჯანდიერმა ახლა უკვე გაკვირებით შეხედა გოლას, ცხენს მოახტა და
მათრახი გადაუჭირა.
სასახლეში სრული დაბნეულობა დახვდა. გუშაგები მრავლად და უწე-
სოდ იდგნენ. ყველა მოსულს უტყვად უშვებდნენ სასახლეში. არც ტახტის
დარბაზში, არც სამოხელოში არავინ იყო; ჯანდიერს გაუკვირდა, რომ ერის-
თავები თუ სხვა დიდებულნი არსად ჩანდნენ „ნუთუ არ იციან?! გაიფიქრა
მან და სეფე-საწოლის წინა დარბაზში შედგა ფეხი. აქ მხოლოდ დაბნეულ-
დამფრთხალი შინამოსამსახურენი იყვნენ მოხრილნი. ჯანდიერს უკითხა-
ვად გაუღეს მეფის საწოლის კარი.
თალხ დარაიაჩამოფარებული სარკმლიდან ძუნწი სხივი სწვდებოდა
საწოლს. მეფის ნეშტი სუდარაგადაფარებული ესვენა სარეცელზე. თავთით
კელაპტარი და ღვთისმშობლის დიდი ხატი ედგა. მეფის სეხნას ერთი თვა-
ლის დახამხამებაში - ჯერ გაპობილად, მერმე ისევ გამთელებულად მოეჩ-
ვენა ხატი. თვალი გაარიდა. მიხედა, იქვე, დაბალ სავარძელზე, ისევე, რო-
გორც გუშინ, თმაგაშლილი და ძაძამოსილი ქეთევან დედოფალი იჯდა, ხო-
ლო სარკმელთან ზოსიმე ბერდიდი იდგა.
ჯანდიერმა, მიუხედავად აღელვებისა, პირველ ყოვლისა, ის შეამჩნია,
რომ ომან სახლთუხუცესი არც აქ იყო.
ერთი ნაბიჯიც წაიწია და ცხედრის წინაშე ცალ მუხლზე ჩადგა, თავიც
ჩახარა. მის ჩაყრილ მხრებზე ჭეშმარიტი ჭმუნვა ეწერა.
- თავადო, თქვენი შიში მართებული აღმოჩნდა. ახლა ვნანობ, რომ წუ-
ხელ არ ვეახელ მომაკვდავ მეუღლეს! ასე მოუნანიებლად... უზიარებლად
627
მაინც არ დალევდა წუთისოფელს... უბედური და მაინც საბრალო... -
მოღლილი, პირველ სიმწარე გამოცივებული ხმით ამეტყველდა ქეთე-
ვანი.
- ახლა არც სასახლეს ჰყავს პატრონი, არც ქვეყანას. სათათბიროდ და
საქმის გასარიგებლად გიწვიეთ, მამა ზოსიმეს რჩევით, - მისი დავარ-
დნილი კილო სულ ჩურჩულში გადავიდა.
- თავადო, მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა იყოს, უკანასკნე-
ლი ვალი ყველას გვმართებს.
- მზად გახლავართ... მიმსახურეთ, დედოფალ-ბატონო! - ჯანდიერი
წამოდგა და თვალგატეხილად გადახედა სუდაროსანს, - საეჭვო ხომ
არაფერი გახლავთ? როდის, ან როგორ აღსრულდა მეფე?!
- საღამოს ადრე შესულა საწოლში. შეუძლოდ ყოფილა, მაგრამ არა-
ვინ უხმია. კარიც კი შეუკეტავს შიგნიდან...
ჯანდიერი ძალა-ძალად უსმენდა თხრობას, თავად კი გულგაკერპე-
ბული ჯიუტობით ათვალიერებდა საწოლს. ხატ-სუდარის გარდა, ყვე-
ლაფერი თითქმის ისევე იყო, როგორც დატოვა - იგივ სურა, იგივ საწერ-
კალამი, იგივ გურული ფიშტო. უეცრად ხელხლებულივით შეკრთა და
ბერდიდს მოხედა. იგიც ხან დამბაჩას, ხან მას უმზერდა... უტყვად, გულ-
ხელაკრეფილად დუმდა... მკაცრად დუმდა. ქონდაქარისათვის კი - მეტ-
ყველზე მეტყველად!
ჯანდიერმა მეტი ვეღარ აიტანა ქეთევანის თხრობა, ზოსიმეს ეჭვია-
ნი მზერა და სუდარის სითეთრე.
- ჩანს, ყველაზე ბოლოს მე ვხლებივარ მეფეს. ფრიად აღგზნებული
გახლდათ. ვგონებ, ტანი უგრძნობდა კიდევაც...
- ბოლო ბრძანება, ანდერძი ან რაიმე ხომ არ უსურვებია უბედურს?
ხომ ვერაფერს გვაუწყებ... სულის აღმასრულებელო?! - კითხვა შუბივით
მიაბჯინა ბერდიდმა.
ჯანდიერი შეყოყმანდა, ჩაუკვირდა ყრუდ ნათქვამს, დუმილი არჩია,
მაგრამ ზოსიმეს ქურუხად წამოზიდულ თეთრ წარბებს რომ შეხედა, უე-
ცარი წყრომაც კი ამოადგა ყელში... „კვლავ მედავება? ახლა მძრახავს

628
კიდევაც წარბთეთრი თუ ხელთეთრი?!“ ეს - „სულის აღმასრულებელო“
ხომ სულთამხუთავს ნიშნავს?!“
- დიახ... აი, ეს გახლავთ მისი... ჩანს, უკანასკნელი სურვილი და
ბრძანება. ახლა ანდერძიც... - ფარდი კილოთი მისცა პასუხი ბერს და
დედოფალს დამტკიცებული განაჩენი გადასცა.
ქეთევმა ჩაიკითხა და სლოკინა ტირილი ვეღარ შეიკავა.
- ახლა რას აპირებთ?
- ახლა თქვენს სურვილზე და ბრძანებაზე გახლავთ, დედოფალ-ბატო-
ნო!
- მოისპოს! - მტკიცედ მოჭრა ქეთევანმა.
ზოსიმემაც ჩაიკითხა სუდაროსნის უკანასკნელი ნება და ხელრთვა...
დამტკიცებული განაჩენი, ხელდამწვარივით გაიშორა, პირჯვარი ისახა და
ჯანდიერმა ბერის ამოძრავებულ ტუჩებზე სრულიად მოულოდნელად შვე-
ბის ლოცვა ამოიკითხა. მერმე მოისმინა კიდევაც:
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე!
და, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი ზაქის ტყავზე იყო ნაწერი, ახალმა
მდივანბეგმა იგი ერთი მოსმით გადახია, შვებით და ჩაძიებით დააქუცმაცა.
თვალებზე ლიბრად ამოკრული სუდარის სითეთრეც გაქრა. მიზანგამარ-
თლებულობის გრძნობამ აამოქმედა...
- ომან სახლთუხუცესს ვერა ვხედავ, სად ბრძანდება ასეთ დროს?
- გაიგო თუ არა მეფის აღსასრული, მოიჭრა, დარწმუნდა და სადღაც გა-
დაიხვეწა. მეტი არავის უნახავს იგიც და სხვა ერისთავნიც, - ქეთევანმა თავი
ასწია, - ამად გიწვიეთ!
„ნუთუ გადაიხვეწა?!“ გაუელვა ჯანდიერს და მხოლოდ ახლა მოისაზრა,
რომ „მეფის სუდარის“ იქით თავის ვარაუდებში არც გადაუხედავს მას...
ჯიქზე მონადირეს ჯიქის ლეკვები გამორჩენოდა...
- იქნებ შერმაზან სარდალს უბრძანოთ, კახეთის საზღვრები სწრაფად
შეჰკრას. ავის მზრახველი არვინ წაგვივიდეს მტერთან?!
ქეთევანმა ზოსიმეს გადახედა. ბერმაც, ნიშნად თანხმობისა, თავი და-
ხარა. ქეთევანმა უმალ ზედა სასახლეში, სარდალთან აფრინა გოლა.

629
- მთავარზე და დანარჩენზე რას მითათბირებთ? - ქეთევანი ახლა
აღარ მოთქვამდა, იგი გაკერპებული სიდინჯით და გამკაცრებული სა-
ხით მოუბრუნდა ორივე მოთათბირეს.
- მიცვალებულის გაპატიოსნება და ღირსეულად წეს-ანდერძის აგება
ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია. ყველაფერი მზად იქნება. მთა-
ვარზე კი თქვენ თავად უნდა იფიქროთ, კახთ დედოფალო!
დავითი დადუმდა, ზოსიმეს კი სულ არ დაუძრავს ენა.
ქეთევანმა იგრძნო, რომ მას ეკუთვნის პირველი სიტყვა და ამ საკით-
ხში ყველა დაერიდება რჩევის მიცემას.
- მე ასე გამისჯია. უკეთუ ეს მწყრალი განაჩენი დაიხა, ეს იმას არ ნიშ-
ნავს, რომ ახლა შურის განაჩენი უნდა დაიწეროს... თუნდაც მართალი
მხრიდან! საჭიროა დიდი და საყოველთაო დაშოშმინება... სულგრძე-
ლობა და ერთადერთი გვირგვინოსანი, რომელიც ამჟამად ამას შეძ-
ლებს - მამა ალექსანდრე კახთ ბატონი გახლავთ! - ქეთევანმა გადახედა
თავის მოთათბირეთ, ღელვა დაიოკა და რა დარწმუნდა, რომ ისინი დი-
დი თანაგრძნობითა და უტყვი თანხმობით უსმენდნენ, უფრო თამამად
განაგრძო: - ვეახლოთ... ყველანი ფერხთით ჩავუვარდეთ და კვლავ შე-
ვავედროთ ჩვენი თავი და ქვეყანა! ისევ ის გვეპატრონოს!
ზოსიმემ ხელაპყრობით, დიდი სასოებით აკურთხა, ხოლო დავითმა
კვლავ ჩაიჩოქა და ძაძებიან ქობაზე ემთხვია ასე ულოდნელად დაქვრი-
ვებულ დედოფალს.
გრემ-ქალაქს და მიდამოს გლოვის ზარის ხმა სწვდებოდა. ფილო
მნათე გამუდმებულ რეკვაში იყო. თავისი დალიბრული თვალებით გა-
დაჰყურებდა ალაზნის ქვეყანას და სულ ერთ რხევაზე ატოკებდა ტანსა
და დედო-ზარის ენას. ხოლო ათას ენად და ათას კილოდ ედებოდა კა-
ხეთის მთასა და ბარს გლოვის ზარის ხმა და ამბავი.
ჭორ-მართალი მიწისძვრასავით გაედო ქალაქსა და სოფელს. და-
ვით მეფის უეცარი სიკვდილი დიდ-პატარას პირზე ეკერა. ამჯერად
გლოვის ზარმა - შეშინებული შვება მოიტანა. ამ ბოლო დროს, საერ-
თოდ, ცუდი ტაროსი უდგა კახეთს. ჯერ ალავერდის შეხიზნულთა რბე-
ვამ და მეფის შერისხვის ამბავმა ალაზნის წყალდიდობასავით ჩაიარა
630
მთელ კახეთში. ახლა მკაცრმა განაჩენმა დასეტყვა და დააწიოკა ვაზების
მხარე. ზედაც - ეს უეცარი „სიკვდილ-სასწაული!“
დავითის სიკვდილმა დიდ შვებას ახალი შფოთიც შემოაპარა. სხვა-
დასხვა ბანაკისანი თავ-თავიანთ ჯგუფებად ქუჩდებოდნენ. ჩურჩულებ-
დნენ და ურთიერთს ახალი ეჭვებითა და ფეთებით შეჰყურებდნენ.
- უწია, უწია ცოდვამ! მამისა და ხატის შერისხვამ! ხალხის წყევლამ! - გა-
იძახოდნენ ერთნი.
- მოუკლავთ! დაუხრჩვიათ! - გაიძახოდნენ მეორენი.
„გიორგიულთ“ ისევ წამოეყოთ თავი და ახლა „დავითურთ“ წამოეტა-
ნენ. აქა-იქ რბევაც უყვეს. ომან სახლთუხუცესი, ბარამ და ვახო-ახალქონდა-
ქარი უკვალოდ ჩაიყლაპნენ. სხვა ძველთავადნიც და დავითის დღემოკლე
ერითავებიც - ზოგნი თავ-თავიანთ ციხეებში შედგნენ-შეიკეტნენ, ზოგნი კი
სადღაც გადაიხვეწნენ. შერმაზან სარდლის მოციქულნი და მოლაშქრენი
კახეთის საზღვრებზე და დაბა-სოფლებში დაქროდნენ და „შორს წასვლას“
ყველას უშლიდნენ, აშოშმინებდნენ... მაგრამ მათი არავის სჯეროდა.
დავით ჯანდიერი თავის მიცვალებულ მეფეს ჭირისუფლობდა. „გაპატი-
ოსნებული ცხედარი“ უკვე მთავარანგელოზის ტაძარში კუბოღიად ესვენა.
ხალხს რომ თავისი თვალით ენახა და ერწმუნა შერისხული ბატონის სიკ-
ვდილის ბუნებრივობა. სამღვდელოება ჯერ არ უწირავდა შერისხვააუხ-
სნელ მეფეს. ხალხიც ერიდებოდა ტაძარში შესვლას და თავისი თვალით
დანახულსაც აღარ უჯერებდა.
კახეთი უბატონოდ იყო. გიორგი კვლავ ნეკრესის ციხეში იყო ჩაგდებულ-
მიჯაჭვული. ქეთევანი და მისი ძე, მცირეწლოვანი თეიმურაზი, ბერ-ნამე-
ფართან ალავერდს იყვნენ წასულნი.
მალე სულ ახალი ამბავიც გავრცელდა - ალექსანდრე ბატონყოფილი
უარს ამბობდა ქვეყნისა და ტახტის კვლავ პატრონობაზე და თავისი შერის-
ხვის ძალითა და შედეგით შეძრწუნებული დაუცადელ ლოცვა-გოდებაზე
იყო.
კახეთი სულ არია ამ ხმამ. მაინც გრემელები კრთოდნენ. მართალია,
ჯანდიერმა თავად გამოუცხადა ხალხსა და პატიმრებს მისი მკაცრი განაჩე-
ნის გაუქმება, მაგრამ დილეგიდან კი ჯერ არავინ გამოუშვიათ. ასეთ დაუდ-
631
გრომელსა და უპატრონო ჟამს კი, აბა, ვის შეეძლო ხვალინდელი დღის
მინდობა. ახალი შიშის ბავთიც მოედო ამქრიონს, რომ ახლა მოურავები
და „გიორგიულნი“ ამზადებენ უფრო მკაცრ რბევასა და განაჩენს.
იორზე თურქების ახალი მუქარის ცნობაც დაგრიალდა - ბანი ალა-
ზანზე აიტანა. ლეკებმა კი მართლაც წამოჰყვეს თავი.
...და არცვინ იცის, ვინ დაიძახა პირველად...
- ალავერდს წავიდეთ, ხალხნო! ალავერდს! ფერხთით ჩავუვარდეთ
ბერბატონს! ის თუ გვეპატრონება და დაგვიფარავს!
ეს ძახილი ქალაქსა და სოფელს ერთი ძალით მოსწვდა და მოენიშ-
ნა; იხუვლა ხალხმა. ვინ ფეხით, ვინ ცხენით თუ ურმით... მაინც მთელი
კახეთის მოხუცი დედაკაცები და მამაკაცები დაიძრნენ... მათ შორის, რა-
ღა თქმა უნდა, ოქრო-პაპაც პირველთაგანი იყო, დიდძალი ხალხი მიაწ-
ყდა ალავერდს. გალავანში უკვე ტევა აღარ იყო. ტაძარში შინდის კურ-
კაც არ ჩავარდებოდა.
კახეთის მთელი დიდკაცობა აქ შეგროვილიყო - შეკოწიწებულ
ღვთისმშობლის ხატს ძრწოლვით შეჰყურებდა. თითქმის ყველა მათ-
განს ქულაჯისა თუ ნაბდის ქვემოთ - აბჯარ-პერანგი ეცვა, რამ იარაღი
ჰქონდა შეფარულად დაგულებული. ყველა მზად და ჩუმჩასაფრულად
იყო. ტაძრის კალოს მძიმე სუნი ტრიალებდა გათიშულ მრევლში.
ალექსანდრე-ბერი კი არსად ჩანდა. იგი მართლაც თავის სენაკში შე-
კეტილიყო და არავის იკარებდა. მას, მართლაც, ბევრი ემუდარა - ჯერ
ზოსიმე ბერდიდი, მერე ქეთევან დედოფალი... ახლა ალავერდელი და
მთელი ძმობა. მაგრამ იგი მტკიცე უარზე იდგა.
- არა, მე აღარ გამეხდების ბერული ჩოხა... საწუთრო ამაოებისაკენ
ნუღარ მომახედებთ... ახალ ცოდვებს ნუღარ ჩამადენინებთ... არა და
არა! მე შვილი მყავს კიდევ - გიორგი - კეთილი და ცდილი, ზნემაღალი...
ჯერ მან იმეფოს, ვიდრე თეიმურაზ-მემკვიდრე მოიზრდებოდეს! მე დი-
დად სათნო რძალი მყავს - ქეთევან-დედოფალი! არა, ნუ იტყვით კახთ
უბატონობას! უშვილძიროდ არ გადავსულვარ... არა! ჩემი შერისხვით ის
უბედური თუ დაიღუპა, ასეთი ყოფილა ღვთის განგება! მან - ზეციერმა -
დასაჯა, ცოდვილი, გაუგონარი მკრეხელობისა და მძლავრობის მოქმე-
632
დი! მე იგიც შემინდვია. ღვთის განაჩენში ჩვენ აღარა გვაქვს ხელი! ჩემდა
თავად ამიხსნია შერისხვა! აქ მოასვენეთ... დაკრძალეთ... აპატიოსნეთ!
ამასღა გევედრებით წმიდა მამებო, მცხეთას შემითვალეთ... ნიკო-ხოსრო
კათოლიკოსს თხოვეთ... მე - მამა, უბედური და მხოლოდღა უფლის მოსა-
ვი... მდაბლად ყოვლის საქართველოის მაკურთხებლის ნებართვას
ვთხოვ... ქრისტიანული წესით დამიკრძალეთ! მე კი ხელი მიშვით! ხელი
მიშვით!
კათოლიკოსს თავიდანვე შეთვლილი ჰქონდა. მას თავად მოელოდნენ
ალავერდს; ტაძარში უწყვეტი ლოცვა-წირვა იყო. ამით თუ იყო დაბმული
გათიშულ დასთა ღია ხელდარევა. ხალხიც დაღამებამდე ელოდა, არ შორ-
დებოდა გალავანს.
საღამოს კი მცხეთიდან, მართლაც, მობრძანდა ნიკოლოზ-კათოლიკო-
სი. იგი ჯერ ხალხს გამოეჩვენა. დალოცა. მერმე ზოსიმესთან და ალავერ-
დელთან განმარტოვდა.
სამ მამათა თათბირი ჯერაც არ იყო გათავებული, რომ უფრო შეშფოთ-
და ტაძარ-გალავანში და ირგვლივეთში მოჯრილი ერი.
ჯანდიერი მოიჭრა დარაჯთა დასით და, მიუხედავად ნაბდით შებურვი-
სა, ხალხმა თვალი შეასწრო ბორკილგაუცლელ გიორგი ბატონიშვილს და
მის ახალბედა ნათელას. მათმა გამოჩენამ ალავერდს ყველა ახალი ძალით
შეაძაგრა და დაძაბა. ტაძარ-გალავანში ფარული იარაღი აჟღარუნდა, ხან-
ჯლები მოიზიდა, საფარ-ჩასაჯდომი მოინახა. პატრონგაჩენილი „გიორგი-
ულნი“ და უპატრონო „დავითურნი“ გადამწყვეტი რკენისათვის მზად იყ-
ვნენ. მწირველნიც და მლოცველნიც კარგად გრძნობდნენ, რომ ტაძრის საკ-
მეველს თოფის წამლის სუნი უფრო ასდიოდა.
მხოლოდ გიორგი ბატონიშვილს გაუღო სენაკის კარი მამამ. გულში ჩა-
იკრა ამდენი ხნის უნახავი, ამდენი ჭირის მნახველი და მომთმენი... ბებრუ-
ლი ცრემლიც ღვარა.
- მამა! უნდა გვეპატრონო, თორემ ახალი სისხლი დღესვე დაიღვრება
ტაძარში. გარდა ამისა, ჯანდიერს მოუსმინე, ჯანდიერს!
ქონდაქრის მოკრძალებული ჩრდილი კარის რაფაზე ძლივს ეტეოდა,
შიგგაჭედილად იდგა.
633
- ზაზა-ელჩის მალემსრბოლი გეახლათ. თქვენს სახელზე გახლავთ
უსტარი. შაჰ-აბასი უკვე დაძრულა თურქთა საომრად. თქვენც მოგიწო-
დებს! - ჯანდიერი ჩამოსცილდა რაფას. ახლა შიგ მიჯრილად შემოლაგ-
დნენ ნიკოლოზ კათოლიკოს-პატრიარქი, ზაქარია ალავერდელი, ზოსი-
მე ბერდიდი. მათ კრძალვით შემოჰყვნენ ქეთევან და ნათელა. მცირეწ-
ლოვანი ბატონიშვილები - თეიმურაზ და იესე. შერმაზან სარდალი და
უკვე გადაყრუებული, ვეღარსად გაცლილი გორჯასპ ენდრონიკაშვილი.
ხოლო სულ ბოლოს დიდი ჩოჩქოლი შეიქნა კიბეზე და ღიად შეაბჯრუ-
ლი თამაზ და ბებურ ვაჩნაძენი ჩამოდგნენ კარში.
სენაკში აღარც ტევა იყო, აღარც ჰაერი. ბერ-ნამეფარი ხატის ნიშში
მისჩიხეს. გუნდურად შემოადგნენ, შეემუდარნენ... ხოლო ნიკოლოზ კა-
თოლიკოსმა მოსთხოვა კიდევაც. ავალდებულა. ეკლესიით შერისხუ-
ლის ხელახსნაც ამითვე დაუპირობა. გარედან კი მავედრებელთა ხმას
უკვე მოშუღართა ყიჟინიც ამოება და სენაკში შემოგუგუნდა.
ალექსანდრეს ფეხები ჩაეკეცა, იატაკზე ჩაჯდა, თმაშეცრეცილ, ჩამე-
ლოტებულ თავზე ხელები შემოიჭდო და სახე ბერული ჩოხის გულის-
პირში ჩამალა. ყველა დადუმდა. ყველა ელოდა. მოლოდინი კიბესაც
შემზარავ შიშინად ჩაჰყვა... ტაძარ-გალავანსაც და მიღმეთსაც მოედო.
შორიდან ალაზნის შხუილი ისმოდა.
- ვაი კაცს, ჯერ საეროდან განდევნილს, მერმე ბერობიდან გაძევე-
ბულს! ვაი ბერს - ნამეფარს... მეფობაზე შემობრუნებულს! ღმერთო, შენ
მიშველე! ღმერთო, შენ! თავს ნუ მაკარგვინებ! სულსა და თავს! - მოთ-
ქმით ჩურჩულებდა, ხმამაღლა ფიქრობდა ალექსანდრე.
ყველას გულზე მოეშვა. ნელა, უხმოდ იწყეს გასვლა... ბოლოს და ბო-
ლოს მასაც ჰქონდა, „სულისა და თავის“ გამოტირების უფლება.
გიორგი რომ გადიოდა, ხელში უნებურად ბორკილის ჯაჭვი გაუჩხრი-
ალდა.
ალექსანდრემ თავი წამოჰყო.
- გააცალეთ! - უკვე შემკაცრებული, ბრძანების კილოთი გასძახა. - მა-
გასაც და, საერთოდ, ყველას! - და ისევ ლოცვა-გოდების კილოზე აჩურ-
ჩულდა.
634
- ბრძანება თქვენი, მეფევ-ბატონო! - სხვათა გასაგონადაც, ხმამაღლა
შესძახა ჯანდიერმა და გიორგი ბატონიშვილს ჯაჭვი შეხსნა.
შვების ჩოჩქოლი კიბეზევე იშვა და ცეცხლმოდებული პატრუქივით
გაედო ტაძარ-გალავანს, ალაზან-კახეთს.
- პირი იბრუნა! მოგვხედა! ბორკილებიანობა გათავდა კახეთში! მოდის!
მობრძანდება!
ტალღა-ტალღად გადადიოდა ხალხის თავზე.
- გამობრძანდა სენაკიდან!
და მართლაც, სულ მალე ალექსანდრე, კვერთხნაპყარი და ბერული
ბარტყულით მოსილი, მძიმედ ჩამოვიდა ქვის კიბეზე.
ეზოში უკვე შემოსილი სამღვდელოება და ერისკაცნი სანთელ-საკმევე-
ლით და დროშა-მაშხალებით ელოდნენ. აქვე დაახვედრეს სხვა სამეფო
ნიშნები და ბაგრატოვანთა ძველი ალამი.
მრავალი სანთელი დაიღვენთა და მრავალი ცრემლი აკიაფდა. საყ-
დრიონი ტაძრისაკენ დაიძრა. ალექსანდრე ისევ შეკოწიწებული ხატის წი-
ნაშე წარსდგა და მხურვალედ მოილოცა. მერმეღა მოუბრუნდა სამწყსოს და
ქვეშევრდომთ.
ყველანი მუხლებზე იდგნენ. კათოლიკოსმა და ალავერდელმა ხავერ-
დის ბალიშზე დასვენებული, მისეული გვირგვინი მიართვეს.
- არა ღვთისათვის, არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის და ერთობლივ სა-
ქართველოსთვის... ვიბრუნებ ამ მძიმე ხვედრსა და გვირგვინს. ყველას-
თვის კეთილქართველობა და გულმშვიდობა მითხოვნია... ვალის შეგნება
და მადლი მისურვებია! უდანაშაულოდ დასჯილთ სრული სამართალი
აღუდგეს, საპატიებელთ - ეპატიოს! ღვთისმშობლის მფარველობა და
ალაზნის მადლი და ბარაქა თქვენ!.. ჩემთვის კი შავბერულ ჩოხას ვიტოვებ!
- გვირგვინი პირდაპირ ბარტყულაზე დაიდგა, ალამსა და ჯვარძლიერს ემ-
თხვია. ხმალი კი აღარ შეირტყა, აქვე გიორგი ბატონიშვილს დაულოცა, თა-
ნამოსაყდრედ დაისვა.
მერმე ხალხს გამოეჩვენა გარეთ. ალავერდის ტაძარს სამგზის შემოუ-
არა. გალავანზედაც გავიდა და მომყოლთა კელაპტრებით განათებულმა
სამრეკლოზე შედგა ფეხი. გალავანგარეთი აკურთხა. შემოჯრილი ხალხი
635
და იორ-ალაზნის მხარე დალოცა... მერმე მტკვარსა და, საერთოდ, ყვე-
ლა ქართულ მდინარეს უწია ჭირისუფლის გრძნობით შედარდებული
საფიცარი.
- ღვთისმშობლის სამფარველოს - სრულიად ივერთა მიწა-წყლის სა-
კეთილდღეოდ - შემოვუბრუნდით საჭირისუფლოსა ჩვენსა... მე ვარ -
ერი ჩემი და მშვიდობას გეტყვით ყველას!
- ამინ! - სადღაც ქვევით ამოისუნთქა ალაზანმა, მერმე კენტი, ბერ-
მეფისათვის მეტად ნაცნობი, ჩაბრძენებული ხმა გაისმა...
- ურემი შებმული მყავს! მობრუნებულო, მეფევ-ბატონო... ახლა
ხალ-ფარდაგებიც გაახლე განა! თუ მიკადრებ, ისევა...
ალექსანდრემ ჩინჩაკლებული თვალით შორს, წინ გახედვა სცადა,
მაგრამ ღამის ბინდში და ბურუსში ვერაფერი ვერ დაინახა. მაშინ უფრო
ახლო, ქვევით ჩაიხედა. იქაც, მიჯრილად ჩაჩოქილი ჩრდილებისა და
ურმის ჩარდახების გარდა, არა ირკვეოდა რა.
- რომელი ხარ? ესეც მითხარი - რა გვჭირს?
- ოქრო-პაპა ვარ, შენი მუხლების ჭირიმე! წუთისოფლისა გვჭირს!
გუთნისდედობა და - სამარის კარამდეო!
- მსმენია... ახლა წინ დამხვდა... - და რა ერისა თუ წუთისოფლისა
მოითავა ბერ-მეფემ, ახლა საკუთარი ხელით ნელი, გლოვის ზარი ჩამო-
რეკა.

636

You might also like