Professional Documents
Culture Documents
ჰოლმსის უკანასკნელი საქმე
ჰოლმსის უკანასკნელი საქმე
მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ახლო ურთიერთობა, რაც ჩემსა და ჰოლმსს შორის
არსებობდა, ჩემი დაქორწინების დღიდან რამდენადმე შეიცვალა. იმ ხანებში კერძო
საექიმო პრაქტიკაზე გადავედი. ჰოლმსი ჩემთან დროგამოშვებით შემოივთლიდა
ხოლმე, ისიც მხოლოდ ისეთ დროს, როცა ძიებისას დამხმარე ესაჭიროებოდა. მაგრამ
ეს სულ უფრო და უფრო იშვიათად ხდებოდა, ხოლო 1890 წელს მის
თავგადასავლიდან მხოლდო სამი ამბავი გამოვაქვეყნე.
1890 წლის ზამთარში და 1891 წლის გაზაფხულზე გაზეთები წერდნენ, რომ ჰოლმსი
საფრანგეთის მთავრობამ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეზე მიიწვია, თვითონ
ჰოლმსმა ნარბონიდან და ნიმიდან ორი წერილი გამომიგზავნა, საიდანაც ის დასკვნა
გამოვიტანე, რომ მისი ყოფნა საფრანგეთში ძლიერ გაჭიანურდებოდა, ამიტომ , ცოტა
არ იყოს, გაოცებული დავრჩი, როცა 24 აპრილს საღამოს უეცრად ჰოლმსი ჩემს
სამუშაო ოთახში გაჩნდა. მაშინვე თვალში მეცა, რომ კიდევ უფრო ფერმკრთალი და
გამხდარი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ გახლდათ ხოლმე.
- დიახ, მეშინია.
- რისი?
- ჯერ ერთი, ბოდიში უნდა მოვიხადო ასე გვიან მოსვლისათვის, - მითხრა ჩემმა
მეგობარმა, - და ამას გარდა, ნებართვა უნდა გთხოვოთ იმ საქციელისათვის, რის
ჩადენასაც ახლა ვაპირებ. მინდა თქვენი ბაღის უკანა კედელზე გადავძვრე, რადგანაც
თქვენი სახლიდან სწორედ ამ გზით წასვლა განვიზრახე.
- როგორც ხედავთ, საქმე მთლად სახუმროდ არაა, - თქვა ღიმილით. - ასე კაცმა
შეიძლება მთელი ხელიც დაკარგოს. მისის უოტსონი სადაა? შინ არის?
- სრულიად მარტო.
- სახელდობრ, საით?
- სულ ერთია საითაც წავალთ. ჩემთვის ამ ამბავს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
- არაფერი.
- რა ჩაიდინა ასეთი?
ფოლადის ნერვები მაქვს, უოტსონ, მაგრამ, ვაღიარებ, შევკრთი, როცა ჩემ წინაშე ის
ადამიანი ვიხილე, რომელსაც მთელი ჩემი ფიქრი დასტრიალებდა. გარეგნულად
მორიარტის უწინაც კარგად ვიცნობდი. იგი ძალიან გამხდარი და მაღალია. თეთრი
შუბლი აქვს, უზარმაზარი და გამობურცული, თვალები - ღრმად ჩავარდნილი, სახე -
სუფთად გაპარსული, ფერმკრთალი, ასკეტური იერისა, - რაღაც ნაპერწკალი
პროფესორ მორიარტისა ამ ადამიანში კიდევ დარჩენილა. მხრებში მოხრილია -
ალბათ საწერ მაგიდასთან მუდმივი ჯდომით, თავი გველივით აღერილი აქვს და აქეთ-
იქით ასარსალებს. შემოვიდა და მსუსხავი მზერა მომაპყრო.
"დიახ".
"თქვენ გზაზე პირველად ოთხ იანვარს გადამეღობეთ, - თქვა მან. - ოცდასამ იანვარს
კიდევ მომაყენეთ უსიამოვნება. თებერვლის შუა რიცხვებში ფრიად სერიოზულად
შემაშფოთეთ. მარტის მიწურულში სრულიად ჩაშალეთ ჩემი გეგმები. ახლა კი თქვენი
განუწყვეტელი თვალთვალის გამო ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ
თავისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე მემუქრება. ასე გაგრძელება არ
შეიძლება".
- ახლა ავადმყოფები ცოტა მყავს, - ვუთხარი მე, - ჩემი კოლეგა, რომელიც მეზობლად
ცხოვრობს, სიამოვნებით შემცვლის. ასე რომ, სიამოვნებით წამოგყვებით.
- დიახ, თუ ეს აუცილებელია.
- ნამდვილად გადაუდებელი ამბავია. ახლა მოისმინეთ ჩემი ინსტრუქცია და
გემუდარებით, უოტსონ, დაიცავით იგი ზედმიწევნითა და დიდი გულმოდგინებით,
რადგანაც ჩვენ ორს ბრძოლა უნიჭიერეს თაღლითთან და მთელ ევროპაში
დამნაშავეთა ყველაზე დიდ გაერთიანებასთან მოგვიწევს. მომაპყარით ყურნი და
გულდასმით მომისმინეთ. დღეს საღამოსვე საიმედო კაცის ხელით, ვიქტორიას
ვოგზალზე ისე უნდა გააგზავნოთ თქვენი ბარგი, რომ ზედ დანიშნულების სადგური არ
აღინიშნოს, დილით მსახურს კების მოყვანა დაავალეთ, მაგრამ მკაცრად
გააფრთხილეთ, რომ პირველ ორ გზად გადაყრილ ეტლს ნუ აიყვანს. ეტლში რომ
ჩაჯდებით, კებმენს უბრძანეთ სტენდისაკენ წაგიყვანოთ. საბოლოო გაჩერება
ლოუსერის პასაჟზე გექნებათ. სად უნდა მიგიყვანოთ კებმა, ეს ქაღალდის ფურცელზე
გექნებათ დაწერილი. მეეტლეს ხელში ჩასჩრით და გააფრთხილებთ, არავითარ
შემთხვევაში არ გადააგდოს. ფული წინასწარ გადაიხადეთ და როგორც კი კები
დანიშნულების ადგილას გაჩერდება, იმავე წამს შეიმალეთ პასაჟში იმ ვარაუდით, რომ
ზუსტად ათის თხუთმეტ წუთზე პასაჟის მეორე ბოლოში აღმოჩნდეთ. იქ ტროტუარის
კიდეზე, პატარა ეტლს შენიშნავთ. ეტლის სადავეები ხელ ექნება შავი ფერის
მოსასხამიან კაცს, რომლის საყელოზე წითელ არშიას შენიშნავთ. მის ეტლში ჩაჯდებით
და სწორედ დროზე გახვალთ ვოგზალზე, რათა კონტინენტისაკენ მიმავალ ექსპრესზე
მოხვდეთ.
- დიახ.
განცვიფრებულმა მივიხედე. ხნიერი პატერი ჩემ პირისპირ იდგა. ერთ წამში ნაოჭები
გაუსწორდა, ცხვირი ნიკაპს დაშორდა, ქვედა ბაგე წინ წამოწეული აღარ მეჩვენებოდა,
პირმა ჩიფჩიფი შეწყვიტა, მიმქრალ თვალებში ჰოლმსისებურმა ცეცხლმა იელვა,
მოხრილი წელი გასწორდა. მაგრამ ყველაფერი ეს ერთი თვალის დახამხამებაში
მოხდა, და ჰოლმსი ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გამოჩნდა.
- არა.
- ბეიკერსტრიტზე?
- ალბათ მას შემდეგ, რაც მათი კომბლიანი აგენტი დააპატიმრეს, ჩემი კვალი
დაკარგეს, თორემ აბა, საიდან მოისაზრებდნენ, რომ შინ დავბრუნდებოდი. შემდეგ კი,
ეტყობა, თქვენ დაგიწყეს თვალთვალი - აი, რამ მოიყვანა მორიარტი ვიქტორიას
ვოგზალზე. რაიმე შეცდომა ხომ არ დაუშვით, უოტსონ?
- მეეტლე იცანით?
- ვერა.
- ჩემი ძმა იყო, მაიკროფტი. ასეთ საქმეებში დაქირავებულ კაცს საიდუმლოება არ უნდა
გაანდო. ახლა კი უნდა მოვიფიქროთ, რა ვუყოთ მორიარტის.
- მაშ, რა ვქნათ?
- მერე?
შორს, კენტის ტყეებში კვამლის წვრილი სვეტი ირხეოდა. ერთი წუთის შემდეგ
სადგურისაკენ მსრბოლი მეორე მატარებელი შევნიშნე, რომელიც მხოლოდ
ორთქმავალისა და ერთი ვაგონისაგან შედგებოდა. ძლივს მოვასწარით გამოკრული
ფუთების უკან მიმალვა, რომ მატარებელმა გრიალით ჩაგვიქროლა და სახეში
გახურებული ორთქლის ნაკადი შემოგვაფრქვია.
იმავე ღამეს ჩავედით ბრიუსელში, იქ ორი დღე დავყავით და მესამე დღეს სტრასბურგს
გავემგზავრეთ.
- მორიარტი?
- იმ ერთის გარდა მთელი ბანდა იგდეს ხელთ! მეთაური კი პოლიციას დაუსხლტა! ჰო,
რა თქმა უნდა, მე წამოვედი, და ის ხალხი მორიარტის რას გაუსწორდებოდა! თუმცა
დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიციას ყველა გზა ვუჩვენე. იცით, უოტსონ, ჯობია
ახლავე ინგლისში დაბრუნდეთ.
- ვითომ რატომაო?
- მგონია, უფლება მაქვს ვთქვა, უოტსონ, რომ მთლად უქმად არ მიცხოვრია. თუნდაც
ჩემი სიცოცხლე დღეს დასრულდეს, ასე მგონია, განვლილი გზის გადახედვა სულიერ
კმაყოფილებას მანიჭებს-მეთქი. ჩემი წყალობით ლონდონის ჰაერი უფრო
გასუფთავდა. ბევრ საქმეში მიმიღია მონაწილეობა და ჩემი გავლენით ბოროტად
არასოდეს მისარგებლია. მტყუანის მხარე არ დამიჭერია და სიმართლისათვის ზურგი
არ მიქცევია. მართალია, უკანასკნელ ხანებში ერთბაშად თვალში საცემ მოვლენებზე
უფრო იმ გამოცანების ამოხსნა მიზიდავდა, რომელთაც ბუნება გვთავაზობს და
რომელთა გამოც პასუხისმგებლობა ჩვენს ჯერ კიდევ მოუწყობელ საზოგადოებას
ეკისრება, მაგრამ იმ დღეს, უოტსონ, როცა ჩემს კარიერას მთელ ევროპაში ყველაზე
უფრო საშიში და ყველაზე უფრო ნიჭიერი დამნაშავის შეპყრობით ან განადგურებით
დავაგვირგვინებ, თქვენი მემუარებიც დასრულდება.
ძირს დავეშვი და ისევ მივიხედე. იმ ადგილიდან ჩანჩქერი აღარ ჩანდა, მაგრამ ვნახე
მისკენ მიმავალი გზა, რომელიც მთის შვერილის გასწვრივ იკლაკნებოდა. ამ გზაზე
ვიღაც კაცი სწრაფი ნაბიჯით ადიოდა მაღლა. მისი შავი სილუეტი გარკვევით ჩანდა
ნათელ მწვანე ფონზე. შევნიშნე ეს კაცი, შევნიშნე მისი ნაბიჯების არაჩვეულებრივი
სისწრაფეც, მაგრამ ჩემს ავადმყოფთან მიმეჩქარებოდა და ამიტომ მალე ყოველივე
დავიწყებას მივეცი.
შერლოკ ჰოლმსი".