You are on page 1of 2

5/9/2020 კონსტანტი კახი

საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს
საქართველოს სამეფოსათვის
სამეფოსათვის საქართველოს
საქართველოს სამეფოს
სამეფოს ისტორია
ისტორია >> საისტორიო
საისტორიო მოთხრობები
მოთხრობები მამული,
მამული, ენა,
ენა, სარწმუნოება
სარწმუნოება

ძველი საქართველოს მეფეები კონსტანტი კახი საქართველო და ქართველი ერი


ფარნავაზიანები გია მამალაძე ქართული ენა და დამწერლობა

ბაგრატიონები საქართველოს სულიერი მისია


Like 34 Share
იდეოლოგია ქართული ხუროთმოძღვრება
ქართული ეთნოსი და ზნე-
ბაგრატოვანთა წარმომავლობა მეცხრე საუკუნის შუა წლებში არაბთა იმპერია – სახალიფო, ჩვეულებანი
ბაგრატიონები დღეს ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც ადრე, როცა შიშის ზარს
სცემდა მსოფლიოს. შინაომებითა და ხელისუფლებისთვის ქართული გვარები
პროექტები ბრძოლით იყო დასუსტებული, თუმცა, საომარი რესურსი ქართული ლიტერატურა
ბაგრატიონები საზღვარგარეთ ისევ დიდი ჰქონდა და იმ დროისათვის უზარმაზარი არმიის
ქართული ხელოვნება
გამოყვანაც შეეძლო.
ლეგიტიმიზმის საკითხები ქართული მეცნიერება
იმ დროს ქართლში მეფობა გაუქმებული იყო – ქართლი
დედა ეკლესია
საქართველოს საერისთავოდ ითვლებოდა. აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი და
საქართველოს სამეფოს
სამეფოს ისტორია
ისტორია საქართველოს ისტორიული
კახეთი მზარდი სიძლიერის ქართულ სახელმწიფოებად
მოიაზრებოდა. ტფილისი არაბი ამირას ხელში იყო. ამირა მხარეები
საისტორიო მატიანეები
საჰაკი ცდილობდა, საამირო დამოუკიდებლად ემართა და ქართლის ცხოვრების
საისტორიო ნაშრომები არ დამორჩილებოდა არაბთა თეოკრატიული სახელმწიფოს სავალალო ეპიზოდები
საისტორიო მოთხრობები მეთაურს – ხალიფას.
საქართველოს ისტორიის
ასეთივე მდგომარეობა იყო მეზობელ რეგიონებში. გარდა საამაყო ფურცლები
მსოფლიო
მსოფლიო მონარქიები
მონარქიები ამისა, ამ დროს დიდი დაპირისპირება არსებობდა ხაზარებსა ეროვნულ-
და არაბებს შორის, ამ დაპირისპირების ფრონტი კი განმათავისუფლებელი
სიახლეები მონარქისტულ სამყაროში კავკასიაზე გადიოდა. მოძრაობა
ევროპის სამეფო დინასტიები ჩვენებურები
სახალიფოში წესრიგის დასამყარებლად და არაბული
მსოფლიო მონარქიები ინტერესების გასავრცელებლად ხალიფამ კავკასიაში ჰიპოთეზების სამყაროში
გამოგზავნა დამსჯელი ექსპედიცია ბუღა თურქის (ბუღა ალ-
მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან ქაბირის) მეთაურობით, რომელიც 200 000 მეომარს შორეული ახლობელი

უავგუსტოესთა მორთულობანი და შემოუძღვა საქართველოში. ამ დროს თურქები დიდ როლს გეორგიკა


სამკაულები თამაშობდნენ ხალიფატის ცხოვრებაში.
უცხოელები საქართველოს
შესახებ
საჰაკს ეხმარებოდა, უფრო თუ დავაზუსტებთ, ბუღას ანუ ხალიფას ებრძოდა, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი,
მართლმადიდებლობა
მართლმადიდებლობა და
და ვინაიდან, ეს ვითარება ასუსტებდა ხალიფატს. მათ შორის იყო აფხაზთა მეფე დიმიტრი II და 85 წლის კოსტანტი ქართველები უცხო ხალხის
მონარქია
მონარქია კახი. სამსახურში

ქართველი წმინდანი მეფეები თუმცა, თავისი ინტერესების გასატარებლად ბუღას მხარეს გამოვიდა ტაო-კლარჯეთის ხელმწიფე, ბაგრატ I
კურაპალატი, აშოტ I დიდის ძე.
უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

წმინდა მართლმადიდებელი მეფეები როგორც ვთქვით, ამ დროს საქართველო ჯერ არ იყო გაერთიანებული და ყოველი სამთავრო სხვადასხვა რესურსით
ცდილობდა თავისი ტერიტორიების გაზრდას, საქართველოს გაერთიანებას და, ასევე, გარკვეულწილად, თავის
დაცვასაც.
პრესა
პრესა და
და ანალიტიკა
ანალიტიკა
ბაგრატ კურაპალატი ადრეც გამოსულა ხალიფატის მხარეზე, თუმცა, შემდეგ საჰაკს ემხრობოდა. მას უნდოდა,
ინტერვიუ ქართლს დაჰპატრონებოდა, რაც ასევე სურდა აფხაზთა მეფეს.
პუბლიცისტიკა
ამ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის გამოსვლა ბუღას წინააღმდეგ საკუთარი თავისა და
მოსახლეობის გადარჩენის სურვილიცაა. აფხაზთა მეფეს ჰქონდა ბრძოლები ბიზანტიასთანაც. ტაო-კლარჯეთის
ლიტერატურა
ლიტერატურა და
და ხელოვნება
ხელოვნება ხელმწიფეები იძულებულები იყვნენ, ბიზანტიის სუზერენიტეტი სიტყვით მაინც ეღიარებინათ და ბიზანტიური
ტიტულები ეტარებინათ.
მეფეები სახვით ხელოვნებაში
ბუღამ მოახერხა და ცალკე დაამარცხა საჰაკ ამირა და, 853 წლის 5 აგვისტოს, შაბათ დღეს, აიღო ტფლისი. ამირას
მეფეები ქართულ პოეზიაში თავი მოჰკვეთა, ქალაქი გადაწვა და 50 000 ტფილისელი ამოხოცა. მათ შორის, გარდა არაბებისა, ალბათ, უამრავი
ქართველ მეფეთა პოეზია ქართველიც იქნებოდა – ტფილისის მოქალაქენი და სხვები.

ამის შემდეგ, მრავალრიცხოვანი არაბული არმია დაიძრა აფხაზეთისკენ და, 11 აგვისტოს დაამარცხეს აფხაზთა მეფე.
კონტაქტი
კონტაქტი შემდეგ ბუღა თურქმა აღმოსავლეთ საქართველოს მთის დამორჩილება სცადა, რაც არ გამოუვიდა.

11 აგვი

სტოს ბუღას სარდალმა ზირაქმა, რომლის მეთაურობითაც


აიღეს ტფილისი, დაატყვევა ქართველი დიდებული
კოსტანტი კახი და მისი ძე – თარხუჯი.

„კოსტანტი კახის მარტვილობა“ დაწერა ჩვენთვის უცნობმა


პირმა. ავტორის შესახებ არაფერია ცნობილი. ის, შესაძლოა,
ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური
ცენტრებიდან მოშორებით, სადმე მონასტერში მოღვაწე ბერი.

ნაწარმოები უნდა დაწერილიყო 853-856 წლებში, ბიზანტიაში


დედოფალ თეოდორას მმართველობის ხანაში, კოსტანტი
კახის წამებიდან თეოდორა დედოფლის გარდაცვალებამდე
შუალედში, რადგან, ნაწარმოებში ნახსენებია დედოფალი
თეოდორა, რომელიც თავს ქართველების სუზერენად
მიიჩნევდა. თეოდორა გარდაიცვალა 856 წელს.

დედოფალი თეოდორა, ხატმბრძოლი იმპერატორის –


თეოფილეს ქვრივი იყო. იგი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ,
842 წლიდან, შვილის, მიხეილ III-ის მცირეწლოვნობის გამო,
ბიზანტიის ფაქტობრივი მმართველი გახლდათ. მან მოიწვია
საეკლესიო კრება და აღადგენინა ხატთა თაყვანისცემა,
რისთვისაც ის წმიდანადაა შერაცხილი
მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

კოსტანტი კახი გახლდათ ერთ-ერთი გავლენიანი ქართველი


დიდებული, წარმოშობით, ალბათ, კახეთიდან, რადგან
„კახაის” უწოდებდნენ „სახელად მამულისა მის ქვეყნისა“.

ამიერკავკასიაში ბუღა თურქის შემოსევის დროს კოსტანტი კახი უკვე 85 წლისა ყოფილა. კეთილშობილ ქართველს
დიდი რწმენა ჰქონდა ქრისტესი. ყოფილა ძალიან სტუმართმოყვარე და გლახაკთმოწყალე. მის სამფლობელოში
მისვლა უხაროდათ გლახაკებს, რადგან დაუპურებლად, დაუსაჩუქრებლად და შეუმოსავად არავის გაუშვებდა.

დიდი მოწიწება ჰქონია სასულიერო პირებისა – თუ რომელიმე მღვდელმთავარი ან ბერი ეწვეოდა მას, მიწამდე
თაყვანს სცემდა მორჩილად და დიდ პატივს მიაგებდა ხოლმე.

მოლოცვილი ჰქონია, თურმე, იერუსალიმი და წმინდა მიწაზე არსებული სხვა სიწმინდეები, სადაც დიდი საფასე
შეწირა ეკლესიებს.

დატყვევებული კოსტანტი კახი ტფილისში მიჰგვარეს ბუღა თურქს. არაბთა სარდალი დიდხანს არწმუნებდა
ქართველ დიდებულს, მიეღო მაჰმადიანობა, გამოეცხადებინა მორჩილება და სანაცვლოდ თავისუფლებას
ჰპირდებოდა.

როცა ვერას გახდა, ტყვე გაგზავნა თავის სუზერენთან, არაბთა იმდროინდელ საერო და სასულიერო უზენაეს
ხელისუფალთან – ხალიფა ჯაფარ ალ-მუთავაქილთან, რომელიც იმჟამად ქალაქ სამარაში იჯდა. ის ტახტზე ავიდა
ძმის გარდაცვალების შემდეგ და სახალიფოს განაგებდა 847-861 წლებში.

ეს ქალაქი სამარა სახალიფოს ძველი ცენტრიდან, ბაღდადიდან, ჩრდილოეთით, დაახლოებით 125 კილომეტრშია. აქ
უძველესი ქალაქის ნანგრევებზე აბასიდების ხალიფებმა 833 წელს წამოიწყეს ახალი ქალაქის მშენებლობა. იმ დროს
ისინი ბაღდადს ვერ აკონტროლებდნენ.

georoyal.ge/?MTID=101&TID=80&id=2830 1/2
5/9/2020 კონსტანტი კახი
ხალიფა ჯაფარი ძალიან დაუნდობელი ადამიანი იყო. მან კვლავ გააძლიერა სუნიზმი სახალიფოში, თუმცა თვითონ
ძალიან ჰყვარებია მაჰმადიანთათვის აკრძალული ღვ

ინო და, ასევე, ქალები – ჰარამხანაში 4


000 ხარჭა ჰყოლია. ჯაფარმა
ქრისტიანები და იუდეველები ძალიან
შეზღუდა, აიძულა, ტანსაცმელზე
განმასხვავებელი ნიშნები გამოესახათ,
ქონების მეათედი ჩამოართვა და
მაჰმადიან მასწავლებლებს მათი
შვილების განსწავლა აუკრძალა.

ამ ხალიფას, ასევე, უნდოდა, სახალიფოს


ძველი დიდება აღედგინა,
დაემარცხებინა ხაზარები და, ამიტომ,
ძველი ვასალების დამორჩილებას
ცდილობდა. სწორედ ამ მიზნით
ილაშქრა მისმა სარდალმა ბუღა თურქმა ამიერკავკასიაშიც.

კოსტანტი კახი სამარაში მიჰგვარეს ხალიფას. ჯაფარმა იცოდა, რომ ამ დიდებულ კაცს ძალიან დიდი ავტორიტეტი
ჰქონდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში და მის გადაბირებას ცდილობდა. ის დიდხანს არწმუნებდა ქართველ
დიდებულს, მაგრამ, ვერას გახდა. ამის შემდეგ, სომხეთში ტყვედ აყვანილი, უკვე გამაჰმადიანებული და ამის გამო
მის მიერვე განდიდებული ორი დიდებული მიუგზავნა კოსტანტი კახს, რათა მათ გადაებირებინათ ქრისტეს
ერთგული მოხუცი. ხალიფა ფიქრობდა, რომ რჯულშეცვლილი სომეხი დიდებულების მაგალითი დაარწმუნებდა
მათი მეზობელი ხალხის გმირს. მაგრამ, ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა.

მოხუცმა ხმამაღლა დაიწყო გალობა: „გიგალობ შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო“... – და თან
ცრემლის ნაკადული სდიოდა.

იქ მყოფები დიდხანს სცემდნენ, მაგრამ, ვერ გააჩუმეს მოხუცი ქართველი ქრისტიანი.

სომეხმა დიდებულებმა მოახსენეს ჯაფარ ხალიფას ყველაფერი. ჯაფარი მათ ბოლომდე არ ენდობოდა და, ამიტომ,
დაავალა, თავად სომხებს მოეკვეთათ ქართველი დიდებულისთვის თავი.

რა უნდა ექნათ გამაჰმადიანებულ სომხებს, სხვა რა გზა ჰქონდათ სიცოცხლის გადასარჩენად... ურტყეს ერისა და
სარწმუნოების ერთგულ მოხუცს მახვილი, მაგრამ, ვერ მოჰკვეთეს...

შემდეგ ხალიფამ „უცხოთესლი“, ალბათ, დახელოვნებული ჯალათი და, თან, ისეთი, რომელიც არ დაინდობდა,
წარავლინა და მან მოჰკვეთა თავი წმიდა კოსტანტი კახს და მიართვა თავის ხალიფას, როგორც „იოანე
ნათლისმცემლისა – ჰეროდეს“.

ეს მოხდა 10 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, პარასკევ დღეს.

ქართველი გმირის მოკვეთილი თავი ქალაქ სამარის ყველაზე მაღალ ბოძზე წამოაცვეს, რათა ყველას დაენახა.

როცა დედოფალმა თეოდორამ შეიტყო წმიდა კოსტანტი კახის წამების ამბავი, თანაგრძნობისა და გამამხნევებელი
წერილი გამოუგზავნა მის შვილებს.

რამდენიმე წლის მერე, ბუღა ალ ქაბირს მონათესავე ხაზარებთან კავშირის ეჭვით დაატოვებინეს ყველა
თანამდებობა სახალიფოში. ის ცოტა ხნით ისევ აღზევდა 862 წელს, მაგრამ, მალე გარდაიცვალა კიდეც – ამ დროს
90 წლისა ყოფილა.

მანამდე კი, 861 წელს, ხალიფა ჯაფარი მოკლეს მისივე დაცვის რაზმის მეომრებმა.

კოსტანტი-კახის წმიდანად შერაცხვის შემდეგ, წარმოშობის აღმნიშვნელი – კახი (კახა) მამაკაცის საკუთარ და
ქრისტიანულ სახელად იქცა.

0 Comments Sort by Oldest

Add a comment...

Facebook Comments Plugin

gaq

georoyal.ge/?MTID=101&TID=80&id=2830 2/2

You might also like