You are on page 1of 228

1.

ფერობედო
„მაცინის ძეგლთან…“ ხალხური
ივლისის მდუღარე დღე თენდებოდა. რიჩეტო დილის ხუთ საათზე
ადგა. პირველი ზიარება ელოდა. დონა ოლიმპიას ქუჩას რომ დაუყვა
გრძელი რუხი შარვლითა და თეთრი პერანგით, ტიბრის ნაპირზე
გოგოებთან საღლაბუცოდ გასულ გამოწკეპილ ლაწირაკს უფრო ჰგავდა,
ვიდრე საზიარებლად მიმავალ ღვთის მონას. მასავით გამოპრანჭულ
ძმაბიჭებთან ერთად შევიდა ტაძარში, სადაც ზუსტად ცხრა საათზე
აზიარა დონ პიცუტომ, თერთმეტზე კი ეპისკოპოსმა ზეთიც სცხო. რიჩეტო
ცმუკავდა: მონტევერდედან, ტრასტევერეს სადგურის მხრიდან,
მანქანების ხმაური აღწევდა. მათი საყვირებისა და აღმუვლებული
ძრავების გამაყრუებელი ხმა მზით გადახრუკულ გარეუბანსაც
სწვდებოდა. ქადაგება რომ დაამთავრა, დონ პიცუტომ ორ-სამ ცინგლიან
სტიქაროსანთან ერთად ეზოში გაიყვანა ბიჭები სურათის გადასაღებად.
ეპისკოპოსი წინ მიუძღოდათ, აკურთხებდა და ლოცავდა ნაზიარები
მოზარდების ოჯახების წევრებს. ნელა ადებდა თავზე ხელს თითოეულს,
ისინიც სასოებით იყრიდნენ მუხლს ეპისკოპოსის წინაშე. რიჩეტოს მალე
მობეზრდა იქაურობა. ვეღარ ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა,
დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა, დრო
იხელთა, როცა არავინ უყურებდა, დაცარიელებულ ტაძარში შებრუნდა
და ის იყო, უკანა კარიდან უნდა გამძვრალიყო, რომ ნათლიამისს
შეეფეთა.
- ბიჭო, საით გაგიწევია? – საით და სახში, – მიუგდო რიჩეტომ. –
მშია. – მერე, ჩემთან არ მოდიხარ, შე ლაწირაკო? სადილია გაშლილი.
ნათლიას სიტყვაც არ დაემთავრებინა, რომ რიჩეტო უკვე გარეთ იყო
გავარდნილი და კისრისტეხით გარბოდა გავარვარებულ ასფალტზე.
ქვევით რომი გუგუნებდა. იქ, მაღლა, ტაძართან, სიჩუმე იდგა.
რაღაცნაირი დაძაბული, დანაღმული სიჩუმე. რიჩეტომ ტანსაცმლის
გამოსაცვლელად სახლს მიაშურა.

1
ძველი მონტევერდედან გრანატიერამდე მოკლე გზაა: მინდორს
გადაყჭრი და მშენებარე სახლებს ჩაუვლი კუატრო-ვენტის გამზირზე.
ჯერ დაუმთავრებელ და უკვე მოფახფახებულ შენობებს, ტალახის
ვეებერთელა ტლაპოებს, ნაგვით სავსე ფერდობებსაც გასცდები და აბატ
უგონეს ქუჩაც იქვეა, ორ ნაბიჯზე. მონტევერდეს მშვიდი,
მოასფალტებული ქუჩებიდან გრატაჩელის უბნისკენ მიედინებოდა
ხალხი: სატვირთო მანქანების რიგებს ბოლო არ უჩანდა, ყველაფერი
ერთმანეთში ირეოდა: ფურგონები, ველოსიპედები, ავტომანქანები.
რიჩეტო ქვევით, საწყობებისკენ მიმავალი ხალხის ნაკადს შეერია.
ფერობედო – რკინაბეტონის ქარხანა – უზარმაზარ ეზოსავით
გაშლილიყო. ვეებერთელა, შემოღობილი მინდორი სტადიონს თუ
საქონლის ბაზარს ჰგავდა. ღობეში კარი დაეტანებინათ: ერთ მხარეს ხის
პატარა სახლები იდგა, მეორე მხარეს საწყობები ჩამწკრივებულიყო.
რიჩეტო ხალხს მიჰყვა. ბრბო ხმაურით მიაწყდა იქვე, შესასვლელში
მდგარ შენობას, მაგრამ ოთხი გერმანელი გადაეღობა. ამ ძიძგილაობაში
რიჩეტომ ეზოში ამოყირავებულ პატარა მაგიდას მოჰკრა თვალი, ხელი
სტაცა და გასასვლელისკენ მოკურცხლა. გარეთ გასულს უცხო ბიჭი
შეეფეთა, რომელიც საწყობებისკენ გარბოდა.
- საით? – სახში, რა საით?! – მიაყვირა რიჩეტომ. – აქეთ წამო, ბიჭო,
უფრო კარგ რამეებს დაითრევ!
– კაი, – ჩაილაპარაკა რიჩეტომ, ნადავლი მიაგდო და ბიჭს გაეკიდა.
მაგიდას წამში დასწვდა ვიღაც.
ბიჭთან ერთად შებრუნდა ეზოში. საწყობში შეძვრნენ. რასაც
დაინახავდნენ, ყველაფერს ტომრებში ტენიდნენ: რკინა-კავეულს,
მავთულებს.
– აქეთ მოდი, ბიჭო, ნახე, ლურსმებია… – ეძახოდა ბიჭი.
მავთულების, ლურსმნებისა და ათასგვარი ხარახურის გამოსაზიდად
ხუთი გზა გააკეთეს დონა ოლიმპიამდე. შუადღე გადასული იყო, სიცხე
ქვას ხეთქდა, მაგრამ ფერობედო ხალხით იყო გადაჭედილი. ერთმანეთს
ასწრებდნენ, ფურგონებით, მანქანებით ეზიდებოდნენ ყველაფერს და
ტრასტევერეს, პორტა პორტეზეს, სან-პაოლოს მიმართულებით

2
მიიჩქაროდნენ. რახრახი, ბრახაბრუხი, ლითონის ღრჭიალი ავსებდა
გავარვარებულ ჰაერს. მეოთხე გზობაზე რიჩეტომ და უცხო ბიჭმა
ღობესთან, ორ ფარდულს შორის, ცხენშებმული ურიკა დაინახეს.
რიჩეტოს იარაღის საწყობში ნაპოვნი ავტომატი მოეგდო მხარზე,
ქამარზე კი ორი პისტოლეტი ჩამოეკონწიალებინა. ასე, კბილებამდე
შეიარაღებული შეახტა ურიკას, მაგრამ გერმანელი გამოუდგა და ძირს
გადმოაგდო.
სანამ რიჩეტო ჯართით სავსე ტომრებს ეზიდებოდა დონა ოლიმპიაზე,
მარჩელო მეგობრებთან ერთად ბუონ პასტორეს უბანში აუზში
ჭყუმპალაობდა. იქვე, ტალახიან მინდორზე, ბიჭები ფეხბურთს
თამაშობდნენ.
- ე, რიჩეტო სადაა? – გაახსენდა უცებ ანიოლოს.
- ზიარება აქ დღეს! – გასძახა მარჩელომ.
- ეგ თუ არ ეზიარა!
- მერე კიდე ნათლიამისთანაა სადილზე…
იქ, ზევით, ბუონ პასტორეს აუზთან ჯერ არ იცოდნენ, რა ხდებოდა
ფერობედოზე. მზე უმოწყალოდ აჭერდა ღვთისმშობლის მიძინების
ეკლესიას, კაზალეტოსა და მის უკან – პრიმავალეს უბანს. ბანაობას რომ
მორჩნენ, ბიჭები ქვევით დაეშვნენ და მინდორი გადაჭრეს, სადაც
გერმანელებს ბანაკი მოეწყოთ.
ნაბიჯს უკლეს. ბანაკს ათვალიერებდნენ გარედან, რომ
მისაბმელიანმა მოტოციკლეტმა ჩამოიხრიგინა და ზედ წამომჯდარმა
გერმანელმა გადმოსძახა:
– Rausch, საშიში ზონაა! – იქვე ახლოს სამხედრო ჰოსპიტალი იყო.
– ამ ჩემ ფეხებს! – მიაყვირა მარჩელომ. მოტოციკლეტმა სვლა
შეანელა, გერმანელი მისაბმელიდან გადმოხტა და ისეთი სთხლიშა
სახეში მარჩელოს, რომ ჰაერში დააბზრიალა. მარჩელოს სისხლი წასკდა
გახეთქილი ტუჩიდან. დაიკუზა, საჯდომი მიაშვირა გერმანელს, ერთი
მაგრად მიაკუა და კისრისტეხით დაეშვა დაღმართში. მეგობრებიც
მიჰყვნენ. ღრიალითა და ხარხარით ირბინეს ყაზარმამდე და დანარჩენებს

3
შეუერთდნენ. ბიჭები ტალახში ამოსვრილები, ოფლში გახვითქულები
დახვდნენ.
- რას შვებით, ე? – გაოცებულები მიაჩერდნენ ახალმოსულებს.
- რას უნდა ვშვებოდეთ? – გაიკვირვა ანიოლომ.
- ფერობედოზე არ ჩახვედით? იმდენი რამეა!
ფერობედოსკენ დაეშვნენ. ავტოსახელოსნოს მიაშურეს, საიდანაც
ხმაური ისმოდა.
- მატორი, მატორი მოვხსნათ, ბიჭო, დროზე! – დაიყვირა ანიოლომ,
მარჩელო კი ჯართის გროვისკენ გავარდა. რიჩეტოს რომ არ შეეჩერებინა,
თაგვივით ჩაიხრჩობოდა გუდრონით სავსე ვეებერთელა ორმოში:
- მარჩე, მარჩე, ძირს იყურე, ბიჭო!
მარჩელომ ჯართის შეგროვება გადაიფიქრა და რიჩეტოს გაეკიდა.
რაღაც მიტოვებული საწყობი იპოვეს და წამში მოასუფთავეს იქაურობა:
ზეთის ქილები ტომრებში ჩაყარეს, ლითონის დაზგებს ჯაჭვები
შემოხსნეს, გამოხვეტეს ათასგვარი რკინა-კავეული და ჯართი, რაც
ხელში მოხვდათ. მარჩელო უზარმაზარი ფუთით დაბრუნდა სახლში და
უკანა ეზოში დაახვავა ნადავლი, რომ დედამისს თვალში არ
მოხვედროდა, მაგრამ ოთახში შესულს დედა
გაანჩხლებული დაეძგერა:
- სად დაეთრევი, შე უბედურო! – დაჰკიოდა და გამეტებით ურტყამდა
თავში.
- საბანაოდ, საბანაოდ ვიყავით ბიყები! – კალიასავით გამხმარი
მარჩელო საცოდავად იგრიხებოდა და დედის მუშტების მოგერიებას
ცდილობდა. ამ დროს უფროსი ძმაც დაბრუნდა სახლში და უკანა ეზოში
დახვავებული ჯართი დაინახა.
- ეს რა მოუთრევია! – აყვირდა. – სუ ნაგავს როგორ უნდა ეზიდებოდე,
შე წვინტლიანო, შენა!
მარჩელომ ძმაც გაიყოლა ფერობედოზე. მანქანის საბურავები
წამოზიდეს. საღამოვდებოდა. მზე საშინლად აჭერდა. ფერობედოზე
იმდენი ხალხი ირეოდა, ბაზრობა გეგონებოდათ. თუ ვინმე კარგ საკბილოს

4
მოჰკრავდა თვალს, აყვირდებოდა, გაიქეცით, გაიქეცით, გერმანელებიო,
რომ ნადავლში არავინ შესცილებოდა.
რიჩეტომ და მარჩელომ მშვენივრად აუღეს ალღო ამ საქმეს და
მეორე დღეს კაჩარაზე დიდი ბაზრის დალაშქვრაც გადაწყვიტეს. ბაზრის
კარები დაკეტილი იყო. უამრავი ხალხი მისწყდომოდა, გერმანელები
შესასვლელებს სდარაჯობდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ, თუმცა
გერმანელებზე მეტად ,პაის“(პა!| – „იტალიის აფრიკული პოლიცია“,
იგივე იტალიური კოლონიური პოლიცია, რომელიც 1936 წელს დაარსდა
იტალიის აფრიკულ კოლონიებში წესრიგის დასაცავად და მეორე
მსოფლიო ომის დასრულებამდე იარსება. 1943-1945 წლებში „პაი“
იტალიის ტერიტორიაზეც მუშაობდა.) ტიპები აქტიურობდნენ. ბრბო
ნელ-ნელა იზრდებოდა, ჭიშკარს აწვებოდა, ღრიალებდა, ტორტმანებდა,
მკვდარს და ცოცხალს უტრიალებდა პოლიციელებს. ბოლოს შეტევა
დაიწყო და პოლიციაც დანებდა. გარშემო ქუჩები ხალხით იყო
გადაძეძგილი, ბაზარი კი – სასაფლაოსავით ცარიელი. მზე აუტანლად
აჭერდა. ჭიშკარი გაიღო თუ არა, ხალხმა იხუვლა და წამში აავსო ბაზრის
ტერიტორია.
მთავარ ბაზარში საკბილო არაფერი იყო. დამპალი კომბოსტოს
ფურცელიც არსად ეგდო. გამხეცებული, დასიცხული ბრბო საწყობებს
მიაწყდა, დახლებქვეშ იქექებოდნენ, ყველას ეშინოდა, ხელცარიელი არ
დარჩენილიყო. ბიჭებმა რაღაც სარდაფს მიაგნეს, ეტყობოდა, რომ სავსე
უნდა ყოფილიყო: საგულდაგულოდ ჩარაზული, გისოსებიანი
ფანჯრებიდან ფუთები, ტომრები, თაროებზე კი ვეებერთელა ყველის
თავები მოჩანდა. ხმა ელვის სისწრაფით გავრცელდა და ასობით
ადამიანი ერთად მიაწყდა სარდაფს. წამში შეანგრიეს კარი. რიჩეტო და
მარჩელო შუაში აღმოჩნდნენ გაჭყლეტილები, მიწას ვეღარც ეხებოდნენ
ფეხით. ბრბო მდორედ მიიწევდა სარდაფში ჩასასვლელი კიბისკენ. ხალხი
ერთმანეთს აწვებოდა, ქალები კიოდნენ, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.
პატარა კიბე თვალის დახამხამებაში გაიძეძგა, რკინის მოაჯირმა
მიწოლას ვერ გაუძლო, გადატყდა, ვიღაც ქალი კიბიდან გადავარდა და
საშინელი ხმით, თავით დაასკდა ქვის საფეხურს. გარედან ხალხი ისევ
აწვებოდა.

5
- მოკვდა! – იღრიალა ვიღაცამ სიღრმიდან.
- მოკვდა! მოკვდა! – აკივლდნენ ქალები, გასვლაც შეუძლებელი იყო
და შემოსვლაც. მარჩელო ჯიუტად ცდილობდა კიბეზე გზის გაკვალვას,
მაინც ჩააღწია ბოლომდე, მკვდარ ქალს გადაახტა, სარდაფში შევარდა
და ნადავლს დაეტაკა: ტომარაში ტენიდა ყველაფერს, რაც ხელში
მოხვდებოდა. ბიჭებმაც მიბაძეს. რიჩეტო არ ჩანდა, ალბათ, გარეთ
დარჩენილიყო. საწყობი რომ დაცარიელდა, ხალხიც ნელ-ნელა
შეთხელდა, მარჩელომ ისევ გადაალაჯა ქალის გვამს, სარდაფის კიბე
ამოირბინა და სახლისკენ მოკურცხლა.
თეთრ ხიდთან მილიციის(მVშნ – „მოხალისეთა მილიცია ეროვნული
უსაფრთხოებისთვის“ – სამხედრო მოწყობის სამოქალაქო მილიცია
ფაშისტური იტალიის პერიოდში, 1923 წლიდან 1943 წლამდე, რომელიც
საზოგადოდ „შავპერანგიანთა“ სახელითაა ცნობილი.) პატრული
დახვდათ. ნადავლი ჩამოართვეს. მარჩელო ადგილიდან ფეხს არ
იცვლიდა. ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა, განზე იდგა, გამწარებული,
ცარიელი ტომრით და რაღაცას ელოდა. არც იცოდა, რას. მალე ხიდზე
რიჩეტოც გამოჩნდა. კაჩარას მხრიდან მოდიოდა.
- რას შვები?
- რავი, ყველაფერი წამართვეს ამ დამპლებმა! – გაქვავებული სახით
ჩაილაპარაკა მარჩელომ.
– თავის ტრაკს მიხედონ რა! – გაცხარდა რიჩეტო.
თეთრი ხიდის უკან, ცარიელ მინდორზე, უზარმაზარი მშენებლობა
წამოეწყოთ. მშენებლობის უკან კუატრო ვენტის გამზირს ბოლო არ
უჩანდა, შემდეგ კი მონტევერდეს უბანი იშლებოდა. რიჩეტო და მარჩელო
მზის გულზე, გაქუცულ მდელოზე ისხდნენ და ,პაის“ ხალხს
გაჰყურებდნენ, ხალხს რომ ჩხრეკდნენ საგულდაგულოდ. ცოტა ხანში
ხიდს პატარა ბიჭები მოადგნენ, ტომრები ყველით ჰქონდათ სავსე.
პოლიცია მათაც გადაეღობა, მაგრამ ბავშვები ნადავლის დათმობას არ
აპირებდნენ, გაჯგიმულები, ადგილიდან არ იძროდნენ. ბოლოს
პოლიციელები დანებდნენ, ბიჭებს მოეშვნენ და სხვებსაც დაუბრუნეს
ჩამორთმეული საქონელი. მარჩელო და რიჩეტო გახარებულები,

6
ასკინკილით გაიქცნენ სახლისკენ, თან ანგარიშობდნენ, რამდენს
გამორჩებოდნენ გადამყიდველებს. დონა ოლიმპიაზე დაეშვნენ.
დანარჩენებიც მალე მიმოიფანტნენ. თეთრ ხიდზე, გერმანელებთან
ერთად, მზეზე ადუღებული ნაგვის სიმყრალე დარჩა.
პატარა გორაკის ძირში, რომელსაც „ბრწყინვალე მთას“ ეძახდნენ,
მიწა დაეტკეპნათ და სათამაშო მოედანი მოესწორებინათ. გორაკის იქით
მონტევერდე და ფერობედო იშლებოდა, ჰორიზონტზე კი ზღვა
ციმციმებდა წვრილ ზოლად. შაბათი დღე იყო, ბავშვებს ყელში
ამოსვლოდათ თამაში. უფროსი ბიყები კარქვეშ იდგნენ წრეზე და
ერთმანეთს უგორებდნენ ბურთს მოჭრილი დარტყმებით. ოფლი ღვარად
ჩამოსდიოდათ, მაგრამ არ უნდოდათ საგარეო პიჯაკებისა და ცისფერი
შალის, შავ-ყვითელ ზოლიანი სვიტერების გახდა. რაღაცნაირად,
თითქოს ხუმრობით აგორავებდნენ იმ ბურთს, ბავშვები კი გაოცებულები
მისჩერებოდნენ: გიჟი თუ ითამაშებდა იმ სიცხეში და თანაც – ასეთი
გამოპრანჭული. ახალგაზრდები ლაზღანდარობდნენ, ერთმანეთს
დასცინოდნენ, თუმცა სხვას მათი დაცინვის სურვილი ნაკლებად
გაუჩნდებოდა, პატარები მოწიწებით უყურებდნენ.
ბიჭები ბურთს გადასცემდნენ, ფეხით აჩერებდნენ, დროდადრო
ორიოდე სიტყვას გადასძახებდნენ ერთმანეთს.
- რა ლეღვივით მოფლაშულხარ, ბიჭო, ალვა! – გასძახა ერთ-ერთს
შავტუხა, ჟელეთი თმაგადაზეპილმა ბიყმა.
- მიდით, ქალაჩუნებო! – და უკუღმა დაარტყა ფეხი ბურთს.
- გააჯვი რა! – შეეხმიანა ალვარო. ძვლიანი სახე, მონჯღრეული
ნაკვთები და ვეებერთელა თავი ჰქონდა. მოხდენილი მოძრაობა სცადა,
ფეხი ასწია, რომ ქუსლით დაერტყა, მაგრამ ააცილა და ირიბად წაჰკრა.
ბურთი ნელა გაგორდა რიჩეტოსა და ბიჭებისკენ, რომლებიც ტალახიან
ბალახზე მიწოლილები ადევნებდნენ თვალს სანახაობას.
ანიოლო წამოიზლაზნა და უხალისოდ გადაუგდო ბურთი ბიყებს.
– სწრაფად არ მოგივიდეს განძრევა! დიდი შრომა ელის საღამოს, რა
ქნას! – გადახედა როკომ ალვაროს.

7
– მილებზე მიდიან ამაღამ, – ჩაილაპარაკა ანიოლომ და ბიჭებს
გახედა. ამ დროს ფერობედოდან საყვირის ხმა მოისმა. სხვა მხრიდანაც
აჰყვნენ ქარხნები: ტესტაჩოდან, პორტოდან, სან-პაოლოდან. სამი საათის
საყვირი იყო. მარჩელო და რიჩეტო უხმოდ წამოდგნენ. თაკარა მზის ქვეშ
თეთრ ხიდამდე თამაშ-თამაშით ჩაუყვნენ ოზანამის ქუჩას. იქიდან 13 ან
28 ნომერს ჩამოეკიდებოდნენ და ფერობედოზე დაწყებულ და კაჩარას
ბაზარზე გაგრძელებულ საქმეს სადმე დაამთავრებდნენ. ხეტიალს
ადგილი არ სჭირდება. ასე იყო ყოველთვის. ისე, რიჩეტო კი მუშაობდა
ცოტა ხანს: ვიღაც მონტევერდელმა ტიპმა დაიქირავა ერთხელ
მოჯამაგირედ, ტომრებს აზიდვინებდა, აქეთ-იქით არბენინებდა. მერე
ამას ხელი წაუცდა, რაღაც მოიპარა და იმანაც გამოაპანღურა. მოკლედ,
ახლა უაზროდ ყიალში ატარებდა დღეებს დონა ოლიმპიაზე, მონტე დი
კასადიოზე. მინდორზე ბურთს აგორავებდა ბიჭებთან ერთად.
ნაშუადღევს ქალები მოდიოდნენ ხოლმე და იმ გადამწვარ ბალახზე
სარეცხს აფენდნენ. იქით, მოედანზე, გრატაჩელისა და მონტე დი
სპლენდორეს შორის, ბიჭები სულ ფეხბურთს თამაშობდნენ, ასობით ბიჭი
თამაშობდა იმ მზით გადახრუკულ ეზოებში, გამხმარ ბალახზე, ვია
ოზანამსა და დონა ოლიმპიაზე, „ჯორჯო ფრანჩესკის“ სკოლის შენობის
წინ, რომელიც ახლა დევნილებით და ვალების გამო ბინებიდან
გამოყრილებით იყო სავსე.
რიჩეტო და მარჩელო გარიბალდის ხიდთან ჩამოხტნენ ტრამვაიდან.
მზე აუტანლად აცხუნებდა. ხიდის ქვეშ მობანავეები ჭყუმპალაობდნენ.
რიჩეტო და მარჩელო, მოაჯირის გავარვარებულ რკინაზე
ნიკაპჩამოყრდნობილები, ერთხანს ზევიდან აკვირდებოდნენ ხალხს: ზოგი
მზეზე იწვა, ზოგიც ბანქოს თამაშობდა. ვერ გადაეწყვიტათ, საით
წასულიყვნენ. მერე მოითათბირეს და ნახევრად ცარიელ, დანჯღრეულ
ტრამვაის შეახტნენ, სან-პაოლოსკენ რომ მიჯაყჯაყებდა. ოსტიას
სადგურთან ჩამოხტნენ და ბართან და გაზეთების ჯიხურთან სიგარეტის
ნამწვები მოაგროვეს: დაოთხილები დაცოცავდნენ მაგიდებს შორის. მალე
მობეზრდათ იქაურობა. თან აუტანლად ცხელოდა, ზღვიდან მობერილი
ნიავიც არ შველოდა.

8
- შენა, რიჩე!.. – მარჩელო გაღიზიანებული ჩანდა. – ხო არ გვებანავა?
– წამო, რა… – დაიღრიჯა რიჩეტო და მხრები აიჩეჩა.
პაოლინოს პარკისა და სან-პაოლოს ტაძრის მოოქრული ფასადის
უკან, ვეებერთელა ჯებირის მიღმა, ტიბრი მიედინებოდა. ჯებირის
კედელზე უამრავი წარწერა გაეკრათ. მდინარე ცარიელი იყო, არც
საბანაო ადგილები იყო მოწყობილი, არც მობანავეები ჩანდნენ, არც
ნავები. მარჯვენა ნაპირი ამწეებით იყო გადაძეძგილი. შორს რომის
აბურძგნილი ანტენები და საკვამურები მოჩანდა, ცაში ქარხნის
უზარმაზარი მილი იყო აშვერილი. გადახრუკული და ბინძური ფერდობის
ზემოთ, ჰორიზონტზე, კოხტასახლებიანი მონტევერდეს უბანი იშლებოდა:
შორიდან სინათლეში ჩაკარგულ პაწაწინა კოლოფებს ჰგავდნენ. იქვე,
ქვევით, მშენებარე ხიდის ბურჯები ჩანდა, ბურჯების ძირში ბინძური
წყალი გუბდებოდა და მორევივით ტრიალებდა. სან-პაოლოს მხარეს
მდინარის ნაპირი ლერწმებსა და ხავსს დაეფარა. მარჩელომ და რიჩეტომ
დამრეცი ფერდობი ჩაირბინეს და ხიდის პირველ ბურჯს მიადგნენ, ზედ
ნაპირთან. თუმცა იქ ბანაობა არ ღირდა. გადაწყვიტეს, ცოტა მოშორებით
შესულიყვნენ წყალში, სადაც მდინარე ფართოდ უხვევდა და იშლებოდა.
რიჩეტო შიშველი იწვა ბალახზე, ხელები თავქვეშ ამოედო და ცას
აჰყურებდა.
- ოსტიაში ყოფილხარ? – უცებ მიუბრუნდა მარჩელოს.
– ბიჭო, – უპასუხა მარჩელომ, – მანდა ვარ დაბადებული, არ იცი?
- როდის მითხარი, მე რა ვიცი!
- და რა?
- გემით თუ ყოფილხარ ოსტიაში, ზღვაში, რა… – დაინტერესდა
რიჩეტო.
- კი-მეთქი.
- სადამდე? – არ ეშვებოდა რიჩეტო.
- რიჩე, მომეშვი რა, რა გამიტრაკე! რავი, სამი წლის ვიქნებოდი, რა
მახსოვს!
- მასე მეცა ვარ ნამყოფი! – შეაწყვეტინა რიჩეტომ.

9
- გააჯვი რა… სუ იქ დავდიოდი, ბიჭო, ბიძაჩემს იალქნიანი ნავი
ყავდა!
- მიდი, მიდი, გაიარე! – დაემანჭა რიჩეტო.
- ტივები, ბიჭო!! ფიცრები!! – წამოხტა უცებ მარჩელო. – ფიცრები! –
წყალს დანჯღრეული, დამპალი ყუთები მიჰქონდა. რიჩეტო და მარჩელო
ნაპირს მიადგნენ. ნაპირთან წყალი ბლანტი იყო, შავი, ზეთოვანი.
– აუ, როგორ მინდა ზღვაში გასვლა გემით… – ჩაილაპარაკა რიჩეტომ,
გულდაწყვეტილი გასცქეროდა ყუთს, ათას ნაგავში რომ ტივტივებდა.
- ხო იცი რო ჩირიოლაზე აქირავებენ, – უთხრა მარჩელომ. – მერე
ფული?.. – მოიღუშა რიჩეტო.
- მოიცა რა, ჩვენ ვერ ავალთ წყალსადენზე? არ გ კიდია, ბიჭო? –
მარჩელოს თვალები უბრწყინავდა. – ანიოლეტოს აქ იარაღები.
- ვინც არა! – გახედა რიჩეტომ.
გვიანამდე შერჩნენ მდინარეზე. ნაპირზე იწვნენ, თავქვეშ მტვრითა
და ოფლით გაზინზლული შარვლები ამოედოთ. არსად ეჩქარებოდათ.
გარშემო მხოლოდ დაბალი ბუჩქები და გამხმარი ლერწმები იყო, მეტი
არაფერი. თავთხელში ხრეში და წყალმცენარეები მოჩანდა. კარგა ხანს
ერთობოდნენ წყალში ქვების სროლით, ნახევრად შიშვლები: ან მეორე
ნაპირისკენ
ცდილობდნენ ქვის მიწვდენას, ან დაბლა, წყლის ზედაპირზე
მოტრიალე მერცხლებს უმიზნებდნენ.
ყვირილით, ბღუჯა-ბღუჯად ისროდნენ ხრეშს. წვრილი კენჭები
ჰაერში იშლებოდა და ჩხრიალით იბნეოდა წყლის ზედაპირსა და ხავსიან
ნაპირზე. რამდენჯერმე ბუჩქებისკენაც ისროლეს. შორიდან კაცის
ყვირილი მოისმა. მარჩელო და რიჩეტო გაოცებულები მიაჩერდნენ
ბუჩქებს. შებინდებულზე კარგად არ ჩანდა, მაგრამ აშკარად ზანგი იყო,
მუხლებზე იდგა და რაღაცას ყვიროდა. მიხვდნენ, რაც ხდებოდა,
კისრისტეხით მოკურცხლეს მოკლეზე. თავი სამშვიდობოს დაიგულეს თუ
არა, გაჩერდნენ, ისევ მოხვეტეს ხრეში და ახლა საგანგებოდ დაუშინეს
იქით, საითაც ზანგი ეგულებოდათ.

10
ბუჩქებში ახლა ქალი გამოჩნდა, ჯერ თავი წამოყო, მერე ფეხზე
წამოხტა. ძუძუებგადმოყრილი იდგა და კიოდა.
– მოკეტე რა! – უყვიროდა რიჩეტო. – რა იყო, ტყნაური არ გაცალეთ,
ჩათლახო?
ამ დროს ზანგიც წამოიმართა, შარვალი ამოიწია და მათკენ
გამოიქცა. ცალი ხელით ხვანჯარს იჭერდა, მეორით კი დანას იქნევდა და
გაცოფებული ღრიალებდა. ახლა კი იკადრეს და თავქუდმოგლეჯილები
გაიქცნენ. გვიშველეთო, გაჰკიოდნენ. ჯერ მდინარის დამრეცი ნაპირი
აირბინეს, მერე კი ზევით, ჯებირისკენ, აცვივდნენ გულამოვარდნილები.
ჯებირიდან გადმოხედეს მდინარეს: ზანგი ქვევით იდგა, დანას იქნევდა
და რაღაცას ყვიროდა. რიჩეტო და მარჩელო ერთმანეთს უყურებდნენ და
სიცილით იხოცებოდნენ. სამშვიდობოს რომ დაიგულეს თავი, რიჩეტო
მიწაზე გაგორდა.
- ვაიმე, ვაიმე, ვაიმე!!! ჰა, ჩაიჯვი, მარჩე?
სან-პაოლოსთან იყვნენ. ტაძრის მოოქრული ფასადი ჩამავალი მზის
შუქზე ლაპლაპებდა. ქვევით პარკი ჩეკინიოლადან გამოსული მუშებითა
და ჯარისკაცებით იყო სავსე. ბიჭები ჩაბნელებული ბილიკით
მიუახლოვდნენ ტაძარს. გარშემო არავინ იყო. ტაძრის კედელთან ბრმა
მათხოვარი იჯდა ხელგაწვდილი. კედელს მიყუდებოდა, ფეხები მიწაზე
გაეშალა.
რიჩეტო და მარჩელო ძლივს სუნთქავდნენ, ტროტუარზე ჩამოსხდნენ
დასასვენებლად.
ფეხის ხმა გაიგო თუ არა, უსინათლო მოთქმას მოჰყვა. ფეხებშუა
ხურდით სავსე ქუდი ედო. რიჩეტომ იდაყვი წაჰკრა მარჩელოს.
- მიდი, ნელა… – უჩურჩულა მარჩელომ. ცოტა შეიცადეს. სული
მოითქვეს. რიჩეტომ ისევ გაჰკრა იდაყვი, ხელით ანიშნა, რა ვქნათო?
მარჩელომ მხრები აიჩეჩა, რაც გინდა, ის ქენიო. რიჩეტომ
დაუბღვირა, ბრაზისგან წამოწითლდა. უჩურჩულა:
- ქვევით დამელოდე.
მარჩელო წამოდგა და ბილიკს გაუყვა ხეივნისაკენ. როგორც კი თვალს
მიეფარა, რიჩეტომ მიმოიხედა, ბრმას უხმაუროდ მიუახლოვდა, ქუდში

11
ჩაყრილი ხურდა მუჭით წამოხვეტა და
მოკურცხლა. კარგად რომ მოშორდნენ იქაურობას, ლამპიონის ქვეშ
გადათვალეს ფული. თითქმის ხუთასი ლირა იყო.
მეორე დღეს დედათა მონასტერს და მთელ გარიბალდის ქუჩას წყალი
შეუწყდა.
რიჩეტომ და მარჩელომ დონა ოლიმპიაზე ნახეს ანიოლო, სკოლის
შენობის წინ, მთვარის შუქზე ფეხბურთს თამაშობდა ბიჭებთან ერთად.
- წამო, იარაღები გამოიტანე, – დაუძახეს. ანიოლომ თამაში მიაგდო
და აედევნა. სან-პანკრაციოს ქუჩით ტიბრისკენ დაეშვნენ, შესაფერის
ადგილს ეძებდნენ. მანარას ქუჩა არჩიეს, ამ დროს უკაცრიელი იყო
ხოლმე, ვერავინ შეამჩნევდა. დაწყებულიც არ ჰქონდათ საქმე, რომ მათ
თავზე აივნის კარი გაიღო.
– მანდ რას აკეთებთ? – გადმოსჩხავლა ვიღაცამ. რიჩეტომ ახედა.
აივანზე გაპუტული ქათამივით დედაბერი იდგა. – არაფერი, ქალბატონო,
კანალიზაცია გაიჭედა!
წამში მოათავეს საქმე. ანიოლომ და რიჩეტომ ზურგზე წამოიგდეს
ჭის ყელი და სარქველი და ნელა დაიძრნენ ჯანიკოლოსკენ, სადაც ძველი
სპორტული დარბაზის მიტოვებული შენობა ეგულებოდათ. ბნელოდა,
მაგრამ ანიოლო გაჩვეული იყო: უზარმაზარი რკინის ქანჩი გამოათრია
საიდანღაც და წამში დაამსხვრია თუჯის სარქველი.
ახლა მყიდველი უნდა ენახათ. ამაზეც ანიოლომ იზრუნა. ჩინკუეს
ჩიხისკენ წავიდნენ. ქუჩაში კაციშვილი არ იყო, ორიოდე ლოთი
დაბოდიალობდა აქა-იქ. ერთი სახლის ფანჯრებს მიადგნენ. ანიოლომ
პირთან მიიბჯინა ხელები და ჩუმად დაიძახა:
– ანტო!
ფანჯარაში ვიღაც გადმოდგა. ცოტა ხნის შემდეგ ანტონიო გამოჩნდა
კარში. სარდაფი გაუღო ბიჭებს, უცებ აუწონა ნადავლი და ორი ათას
შვიდასი ლირა ჩაუთვალა. სამოცდაათი კილო გამოვიდა. რადგან
დაწყებული ჰქონდათ, გადაწყვიტეს, საქმე ბოლომდე მიეყვანათ. ანიოლო
სახლში გაიქცა ცულის მოსატანად. მალე მობრუნდა და ჯანიკოლოს
კიბეს აუყვნენ. საკანალიზაციო ჭას თავი ახადეს და ჩაძვრნენ. ცულით

12
ჯერ ისე დაჭეჭყეს დიდი მილი, რომ წყალი არ გამოსულიყო და ექვსი-
შვიდი მეტრის სიგრძის ნაჭერი ჩამოაჭრეს. სპორტულ დარბაზში
დაბრუნდნენ, მილი გააბრტყელეს, დაჭრეს და ტომარაში ჩააწყვეს.
კილოში ას ორმოცდაათ ლირას გამორჩნენ ანტონიოს.
თორმეტი საათი იქნებოდა, გრატაჩელის რომ მიაშურეს. ალვარო,
როკო და სხვა ბიჭები კიბეზე ბანქოს თამაშობდნენ. როკოს სახლის კიბის
უჯრედზე, პირდაპირ ფილაქანზე ეყარნენ ნიფხვებით. კიბე შიდა ეზოს
გადაჰყურებდა. ანიოლოს სახლში წასასვლელად მაინც იქ უნდა გაევლო,
რიჩეტო და მარჩელოც მიჰყვნენ. ცოტა ხნით გაჩერდნენ დიდებთან
ერთად სათამაშოდ და ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ბოლო
ლირამდე წააგეს ნაშოვნი ფული. კიდევ კარგი, ნავით გასასეირნებლად ის
ხურდა ჰქონდათ, ბრმას რომ ააცალეს: რიჩეტოს
ფეხსაცმელში ჩაემალა ნადავლი.
- ლაწირაკებიც მოსულან, – ჩაილაპარაკა ბორანზე მომუშავე
გარუჯულმა ჯეელმა, როცა გავარვარებულ ტროტუარზე ბიჭებს მოჰკრა
თვალი. რიჩეტო ტროტუარზე საქანელას შეახტა, ერთი გაქანდ-
გამოქანდა და ისევ ამხანაგებს აედევნა, რომ არ ჩამორჩენოდა: უკვე
ტიბრზე მოტივტივე ბაქანთან იდგნენ და ფულს უწვდიდნენ ორაციოს
ცოლს. ჯიჯეტო უჟმურად შეხვდა კლიენტებს.
- აქეთ, – მიუგდო და სამივეს ერთ კარადაზე მიუთითა. ბიჭები
შეყოყმანდნენ.
- რას დამდგარხართ? – დაუყვირა ჯიჯეტომ. – მე ხო არ გაგხადოთ? –
წადი შენი… – ჩაილაპარაკა ანიოლომ და მაისური გადაიძრო.
- ქვეშაჯვია ნაბიჭვრები… სულიც გაგძრობიათ თქვენც და იმ ჩათლახ
დედათქვენებსაც… – ბურტყუნებდა ჯიჯეტო.
ბიჭები გახდილები იდგნენ, ტანსაცმელი ხელში ჩაებღუჯათ და
დაბნეულები მისჩერებოდნენ.
- ჰა! რას დგახართ? – დაუღრიალა ჯიჯეტომ. იმათ აღარ იცოდნენ, რა
ექნათ. კაცმა ხელიდან გამოგლიჯა ტანსაცმელი, კარადაში შეყარა და
გასაღები გადაატრიალა. მისი ლაწირაკი შვილი დამცინავად უყურებდა
ახალმოსულებს. გასახდელი ახალგაზრდებით იყო სავსე: ზოგი შიშველი

13
მიდი-მოდიოდა, ზოგი საცვლებით იდგა, ზოგი სარკის წინ თმას
ივარცხნიდა ღიღინით. ამათ ყველა ალმაცერად უყურებდა. ბიჭებმა
სწრაფად შეიკრეს განიერი საბანაო კოსტუმები, გასახდელიდან გავიდნენ
და მოტივტივე ბაქნის რკინის მოაჯირს მიადგნენ. ჯიხურიდან, სადაც
ბარი იყო მოწყობილი, ორაციო გამოვარდა, კოჭლ ფეხს მოათრევდა და
ღრიალებდა:
- კაცო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, არ შეიძლება-მეთქი მანდ
მიყუდება, გადატყდება ეს დამპალი!
ბიჭები უხმოდ გაიძურწნენ, საშხაპეებისკენ გადაინაცვლეს. ორაციო
კიდევ დიდხანს ბობოქრობდა დაბალ სკამზე წამომჯდარი, წინ
გაშვერილი ფეხით. ბარში ახალგაზრდები ბანქოს თამაშობდნენ.
კლიენტების უმრავლესობა უხმოდ ადევნებდა თვალყურს თამაშს.
ფეხები დანჯღრეულ მაგიდებზე შემოეწყოთ და ეწეოდნენ. ვიწრო
ბილიკზე, რომელიც მოტივტივე ბაქანს ნაპირთან აერთებდა, სიცხისგან
ენაგადმოგდებული, გაქუცული ძაღლი იდგა. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ
ხალისიანი ჩანდა. ბიჭები ჯებირს გაუყვნენ ტრამპლინისკენ. ძაღლი
კუდის ქიცინით აედევნათ. ტრამპლინთან ცოტა ხანს შეჩერდნენ,
ერთმანეთს დაელოდნენ და სისტოს ხიდს მიაშურეს. ჯერ ორის
ნახევარიც არ იყო და რომში აუტანლად ცხელოდა. თითქოს მარტო მზე
იყო ამ ქალაქში. მეტი არაფერი.
წმინდა პეტრეს ტაძრიდან სისტოსა და გარიბალდის ხიდებამდე და
მათ გადაღმა, ტიბრის
კუნძულამდე, ჰაერი დოლისპირივით დაჭიმულიყო. ირგვლივ სიჩუმე
იდგა და ჯებირის კედელი ძირში ისე ყარდა, როგორც ჩეჩმა მზის გულზე.
ტიბრის წყალი ყვითლად, მდორედ
მიედინებოდა, თითქოს ის ნაგავი ამოძრავებდა, რომელსაც თავად
მიათრევდა ზანტად. ბაქანზე ჯერ ჯუდიას მოედნის ხუჭუჭთმიანი
ტიპები გამოჩდნენ. მერე ტრასტევერელები მოჰყვნენ და მალე – სისტოს
ხიდის უბნელებიც: გრძელ რიგებად მოდიოდნენ, ნახევრად შიშვლები,
სიცილ-ხარხარითა და ხმაურით, აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს, ერთი
სული ჰქონდათ, ვინმესთვის შარი აეტეხათ, ხელები ექავებოდათ,
როგორც ყოველთვის. ჩირიოლა სულ მალე აივსო ხალხით და ცოტა

14
ხანში ძუნძგლიან ნაპირებზე ტევა აღარ იყო. ბაქანიც, ბარიც,
გასახდელებიც, ხალხით იყო გადაჭედილი. მატლებივით ფუთფუთებდნენ
ყველგან. ტრამპლინის გარშემო ოცი-ოცდახუთი ბიჭი შემოკრებილიყო.
წყალში ხტომაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს: გაშლილი ნახტომი,
ყირამალები, ბრუნები. ტრამპლინი სულ მეტრ-ნახევრის სიმაღლის
იქნებოდა, ლაწირაკებიც კი ხტებოდნენ. სისტოს ხიდზე გამვლელები
ჩერდებოდნენ და ზევიდან უყურებდნენ სანახაობას. ნაპირიდანაც
ადევნებდნენ თვალყურს წყალში მხტომელებს, ქვიშაზე ან ჯებირის
ქვევით შერჩენილ გაქუცულ ყვითელ ბალახზე წამოწოლილები.
– აბა, ვინ აჯობებს! – იყვირა ტანდაბალმა და ბანჯგვლიანმა შავტუხა
ბიჭმა და წყალში იშვირა ფეხი. მაგრამ მარტო ნიკოლა აჰყვა:
რაღაცნაირად მოღრეცილი გადახტა და ფეხებგაფარჩხული ჩაეტყეპა
ყვითელ წყალში: ტრაკით დაენარცხა მდინარის ზედაპირს.
გარშემომყოფები აიმრიზნენ.
– გააჯვი რა! – ჩაილაპარაკა ზოგიერთმა. მერე ნელ-ნელა
წამოიშალნენ და ზანტად დაიძრნენ მოტივტივე ბაქნისკენ. საქანელას
წინ, მზით ადუღებულ ქვიშაზე მონეცა იდგა ფეხშიშველი. აჭარხლებულს
ორმოცდაათკილოიანი გირი ეჭირა ხელში, ბავშვებით იყო
გარშემორტყმული. ტრამპლინთან მხოლოდ რიჩეტო, მარჩელო, ანიოლო
და კიდევ რამდენიმე ბიჭი დარჩნენ ძაღლთან ერთად.
- ჰა, რა ვქნათ? – უხალისოდ იკითხა ანიოლომ.
- რა ჩემი ფეხები უნა ქნა? – მიუგდო რიჩეტომ. – საქმე გაქ თუ რა?
- გააჯვი რა, ბიჭო! – ანიოლო მოთმინებას კარგავდა. – რაზე მოვედით
აქ?
- რაზე და საბანაოდ, – უთხრა რიჩეტომ, ზურგი შეაქცია და
ტრამპლინისკენ წავიდა. წყალს გაჰყურებდა.
უცებ საიდანღაც ლეკვი გამოძვრა და კუდის ქიცინით აედევნა.
რიჩეტო დაიხარა. მოეფერა: – რა იყო, შენც წამოხვალ? წამო, წამო.
ლეკვი სახეში შესცქეროდა და კუდს ხალისით იქნევდა.
- რა არი, შენც ჩაყვინთვა გინდა? – რიჩეტომ ლეკვს ხელი წაავლო და
ტრამპლინის კიდესთან მიათრია. ძაღლი უძალიანდებოდა, უკან დახევას

15
ცდილობდა.
- გეშინია? კაი, კაი, არ გაყვინთავებ, ნუ გეშინია.
ლეკვი ისევ თვალებში შესციცინებდა.
- რა გინდა, ჰა? რა? – რიჩეტო ჩაიკუზა და ძაღლი ხელებში მოიქცია. –
შე უშნო, შენა, წუნკალო ნაბიჭვარო! – ეფერებოდა, ყელს ფხანდა, პირში
მუჭს უყოფდა, ყურებს, ფეხებს უზელდა, ჩქმეტდა. – უშნო, შე უშნო-
მეთქი! – ძაღლს სიამოვნებდა, მაგრამ თან აშკარად ეშინოდა და
ცდილობდა, წყალს მოშორებოდა. უკან-უკან იწევდა.
– კაი, ხო გითხარი, არ გაყვინთავებ-მეთქი, – გაიცინა რიჩეტომ. – ჰა,
რიჩე, არ ჩაყვინთავ? – დაუძახა ანიოლომ.
- მოიცა, ჯერ მივაფსა! – რიჩეტო ჯებირისკენ გაიქცა. ლეკვი კუდის
ქიცინით გაეკიდა. თვალს არ აშორებდა, წყლიანი თვალებით
შესციცინებდა, სანამ რიჩეტომ საქმე არ მოითავა.
ანიოლომ გარბენით ისკუპა წყალში. მუცლით დაასკდა მდინარის
ზედაპირს.
– ფუ, შენი! – დაიყვირა მარჩელომ.
– ფუ ამის! რას დავასკდი! – ამოყვინთა ანიოლომ. ლამის მდინარის
შუაში გასულიყო. – მე განახებ, როგორ უნა ჩაყვინთო! – რიჩეტოც
გადახტა წყალში.
- ჰა, როგორია? – მიაყვირა მარჩელოს, როგორც კი წყლიდან თავი
ამოყო.
- როგორი და ფეხებგაფარჩხული! – იცინოდა მარჩელო.
- მოიცა, თავიდან ჩავხტე! – რიჩეტომ ნაპირისკენ გამოცურა და ხის
ბაქანს ჩამოეკიდა.
საქანელასთან შექუჩებულებს, როგორც ჩანს, მობეზრდათ ძალოსნის
ყურება, ნელ-ნელა დაიშალნენ და ტრამპლინისკენ წამოვიდნენ.
ხითხითებდნენ, იფურთხებოდნენ, ბავშვები უფროსებს ფეხებში
ედებოდნენ ან ნაპირზე ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს. ორმოცდაათამდე
იქნებოდნენ, წამში გაავსეს გამხმარი ბალახით დაფარული ნაპირი
ტრამპლინის გარშემო. პირველი მონეცა გაექანა წყლისკენ. თივასავით

16
ქერა თმა და წითელი ყორფლით დაფარული სახე ჰქონდა. ახტა და
დაჭიმული ხელ-ფეხით მართი კუთხით გადაეშვა წყალში. უკან მიჰყვნენ
რემო, სპუდორატო, პეჩეტო, ჩიჩონე, პალანტე და სულ პატარებიც,
რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ უფროსებს. ჩამოუვარდებოდა
კი არა, ერკოლეტო, ჩინკუეს ჩიხიდან, ყველას სჯობდა: ლამაზად, ფეხის
წვერებზე გაირბენდა ხოლმე ტრამპლინს, მკლავებგაშლილი, მსუბუქი,
გეგონებოდა, ცეკვავსო. რიჩეტო და ბიჭები ბალახზე ისხდნენ და
უკმაყოფილოდ, ჩუმად უყურებდნენ დანარჩენებს. აღარ მოსწონდათ იქ
ყოფნა, ამდენ ხალხში შერევა ჭკუაში არ უჯდებოდათ. ყურთასმენა აღარ
იყო: ყაყანებდნენ, აქეთ-იქით დარბოდნენ და შიშველი ფეხებით
ზელდნენ ტალახს, ფართხუნა ნიფხვები ტანზე აჰკვროდათ,
მასხარაობდნენ და იკურთხებოდნენ. ჩიჩონეს რიგი რომ მოვიდა,
კვერცხივით მრგვალი თავით, რაღაცნაირი ბოროტი გამომეტყველებით
დაიძრა წყლისკენ. ის იყო, უნდა ამხტარიყო, რომ ფიცრის ბოლოში ფეხი
დაუცდა და გინებით მოადინა წყალში ზღართანი. რემო გიჟივით
ახარხარდა:
- ფუ, შენი დედაც!
ბასოტოც აიღრინა: ტროტუარზე ჩამომჯდარს ტალახი შეეწუწა.
- თქვენი დედაც, ყველასი! – შეიკურთხა და მიმოიხედა, მაგრამ ვერ
გაიგო, ვისგან შეესხა ტალახი, უამრავი ხალხი იყო და ყველა მდინარეს
მისჩერებოდა. ცოტა ხანში ისევ შეეშხეფა ლაფი.
- ბიჭო, მოგ კლავ-მეთქი! – ქეჩოში წასწვდა რემოს, გაცოფებული.
- რა ჩემი ფეხები გინდა, გააჯვი რა! – შეუტია იმანაც. რამდენიმე
წამში ყველა მხრიდან თხლაშა-თხლუზშით წამოვიდა ტალახის წვიმა.
ვიღაც მუხლებამდე ჩამდგარიყო შლამში და პეშვებით ისროდა ტალახს
ყველა მიმართულებით. ზოგიერთები განაპირას ისხდნენ, ვითომ არ
ერეოდნენ და ჩუმ-ჩუმად ესროდნენ ტალახს შეჯგუფებულებს, თან
სტვენას აყოლებდნენ.
- გააჭჯვით, ნაბიჭვრებო! ყველამ, გაიგეთ? ნაგვებო, თქვენი დედაც! –
იღრიალა რემომ, თვალებზე აიფარა ხელები და მდინარისკენ გაიქცა, თან
სახიდან ტალახს იშორებდა. მონეცა ყვირილით დაედევნა:

17
- ვინც ბოლო! – და წყალში შედგაფუნდა, გიჟივით იქნევდა ხელ-ფეხს.
- ეს ნაბიჭვარი ნახე რა! – გაიცინა სპუდორატომ, გაექანა და ისიც
წყალში ჩაებერტყა.
- პალანტე, ბიჭო, რას დაყუდებულხარ! – ამოსძახა წყლიდან.
– მეტი საქმე არა მაქ! – შეუღრინა პალანტემ.
- ქვეშაჯვია! – ყვიროდნენ წყლიდან სპუდორატო და მონეცა.
- ამ დამპლებს უყურე რა, – ბუტბუტებდა დაბოღმილი რიჩეტო
ნაპირზე.
- აქ რას ვაკეთებთ, ხო არ იცი? – გახედა ანიოლომ. ნიჩბების მოსმა
მხოლოდ მარჩელომ იცოდა. ის თუ იზამდა რამეს. ნაპირზე ძველი,
დანჯღრეული ნავები დაეხვავებინათ. ბიჭები იქვე, ბალახზე, ჩამოსხდნენ.
- მარჩე, მიდი რა! – მარჩელომ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გუაიონეს
მიუახლოვდა. გატრეტილი მთვრალი, დანით ჩხირკედელაობდა რაღაცას.
– რა ღირს ნავი? – ხმადაბლა ჩაულაპარაკა მარჩელომ, ლამის
ჩურჩულით. – ას ორმოცდაათი ლირა, – ჩაიბურტყუნა იმან, თავი არც
აუწევია. – მოგვცემ?
- მოიცა, ჯერ დაბრუნდეს, გასულია.
მარჩელომ ცოტა ხანს შეიცადა. – მალე მოვა, გუაი? – ჰკითხა.
- მე რა ვიცი, ბიჭო! – გუაიონემ ალკოჰოლით გამოთეთრებული
თვალებით ამოხედა. – გასულია-მეთქი! რა ვიცი, როდის დაბრუნდება! –
მერე მდინარეს გახედა სისტოს ხიდისკენ. – ეგე, მოდის! – თავით ანიშნა.
- გადახდა თავიდან თუ ბოლოს?
- თავიდან ჯობია.
- წავალ, ფულს მოვიტან, – უთხრა მარჩელომ. მაგრამ ჯიჯეტოსთან
მისვლა ესიკვდილებოდა. ჯიჯეტოს კი ერქვა მაშველი, მაგრამ მარტო
უფროსებისთვის. ბავშვები სულ ფეხებზე ეკიდა, ერთ დღესაც რომ
ამოწყვეტილიყვნენ, ბედნიერი იქნებოდა. ხელსაც არ წააშველებდა.
მარჩელომ ცოტა ხანს უტრიალა, სთხოვა, ეხვეწა, მაგრამ იმან ყურიც
არ ათხოვა. შეცბუნებული მობრუნდა ნავებთან.

18
– აუ, ფული რო იქაა ჩაკეტილი… – ჩაილუღლუღდღა.
- მაშველთან მიდი, კრეტინო!
- მივედი, ზედ არ შემაფურთხა.
ანიოლო გაცოფებული წამოხტა ფეხზე:
– ფუ, რა იდიოტი ხარ! უყურე რა, ამ ნაბიჭვარს უყურე! – და მუშტი
მოუღერა.
- შენ თვითონ რატო არ მიდიხარ?
- მიდი, დახოცეთ ბარემ ერთმანეთი, – ფილოსოფიურად ჩაილაპარაკა
რიჩეტომ.
- თავ-ყბას დავუნგრევ ამ დამპალ ნაბოზარს! – დაიღრინა ანიოლომ.
- შენ რატო არ მიდიხარ, გეკითხები, შე მართლა ბოზის გაგდებულო!
ანიოლო უხმოდ შეტრიალდა და ჯიჯეტოსკენ წავიდა. მალევე
მობრუნდა ხელში ას ორმოცდაათი ლირით და პირში – ანთებული
სიგარეტით. მოაჯირთან დადგნენ. ნავი მალე მოადგა ნაპირს და
კლიენტები ნაპირზე გადმოვიდნენ. ბიჭები წამში ჩახტნენ შიგ. რიჩეტო
და ანიოლო ცხოვრებაში პირველად იყვნენ ნავში.
მარჩელო ძლიერად უსვამდა ნიჩბებს, მაგრამ ნავი ადგილიდან არ
იძროდა. ბოლოს, როგორც იქნა, ნელ-ნელა მოსწყდა მოტივტივე ბაქანს
და მთვრალივით შებარბაცდა წყალში.
- ვაი შენ პატრონს! – მთელ ხმაზე ორიალებდა ანიოლეტო. – ესაა,
ბიჭო, ნიჩბების მოსმა ვიციო?
ნავი შეშლილივით ქანაობდა, ადგილზე ტრიალებდა, ხან სისტოს
ხიდისკენ იზამდა პირს, ხან – გარიბალდისკენ. დინება მარცხნივ,
გარიბალდის ხიდისკენ, ექაჩებოდა მაშინაც, როცა კიჩო საპირისპირო
მხარეს იყო მიქცეული. გუაიონე მოტივტივე ბაქნის კიდეზე იდგა და ხმის
ჩახლეჩამდე უყვიროდა რაღაცას, მაგრამ მისი ხმა ნავამდე ვეღარ
აღწევდა.
– სად მიდიხარ, ბიჭო! – ყვიროდა ანიოლო. – ფიუმიჩინოშიც ვეღარ
დაგვეწევიან!

19
- ნუ გამიტრაკე რა! – მარჩელოს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,
სიმწრისგან ხვითქი გადასდიოდა, საცოდავად ეჭიდავებოდა ნავს, მაგრამ
ვერ იმორჩილებდა: ნიჩბები ან წყლის ზედაპირზე ისხლიტებოდა ან
ზედმეტად ღრმად ჩადიოდა წყალში.
- მოდი, შენ ცადე, აბა!
- მე რა უნდა ვცადო, ბიჭო, ოსტიაში შენა ხარ დაბადებული, ნიჩბის
მოსმა მე რა ვიცი! – ღრიალებდა ანიოლო.
ნაპირი ნელ-ნელა შორდებოდათ. ხან გამოჩნდებოდა და ხანაც
მიიმალებოდა ნავის მოყანყალე კიჩოს იქით. მდინარის ჯებირი მთელ
სიგრძეზე მოჩანდა ჭადრების ჩრდილქვეშ, სისტოს ხიდიდან
გარიბალდიმდე. ნაპირზე ბიჭები ჩანდნენ, ზოგი საქანელასთან, ზოგი
ბაქანზე, სულ უფრო პატარავდებოდნენ და შორს იკარგებოდნენ, მათი
ხმები უკვე აღარ ისმოდა.
ტიბრის წყალი ისე მიაქანებდა ნავს ხიდისკენ, როგორც ის
დამტვრეული ყუთები მიჰქონდა დინებას. გარიბალდის ხიდის ქვეშ
წყალი მორევივით ტრიალებდა, მერე კი ტიბრის კუნძულის ქვებთან
ქაფდებოდა. გუაიონე ისევ ყვიროდა რადაცას ნაპირიდან, მისი
ჩახლეჩილი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევდა, მაგრამ სიტყვების გარჩევა
შეუძლებელი იყო. ნაპირთან, ხის ძელებით შემოღობილ წყალში ბავშვები
ჭყუმპალაობდნენ. ცურვა არ იცოდნენ. გუაიონეს ყვირილზე ორაციო და
სხვა უსაქმურებიც გამოლაგებულიყვნენ ბარიდან და ნავს უყურებდნენ.
ცოტა ხანში ორაციომაც დაიწყო ყვირილი და ხელების ქნევა. სხვები
იცინოდნენ. რიჩეტო უხმოდ, წარბაწეული უყურებდა მარჩელოს.
- ჰა, რა ვქნათ? მოარჯულებ ამ ნავს?
მარჩელოს უკვე საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ნავი წყალზე
გასწორებულიყო და სწრაფად მიიწევდა წინ, ნიჩბებიც ღირსეულად
უმკლავდებოდნენ დინებას.
- იქითა ნაპირზე გადავიდეთ, – თქვა ანიოლეტომ.
- აბა რას ვაპირებ, შენი აზრით? – მარჩელო გაღიზიანებული იყო.
ოფლი ასხამდა.

20
ჩირიოლა ჩამავალი მზით იყო გაჩახჩახებული, მდინარის მეორე
მხარე კი მთლიანად ჩრდილს დაეფარა. შავ გაპოხილ ქვებს ეკალბარდი
მოსდებოდა. ქვებს შორის დაგუბებული
წყლის ზეთით დაფარულ, ზანტად მოტორტმანე ზედაპირზე ნაგავი
ტივტივებდა. როგორც იქნა, მიადგნენ ნაპირს. ამ ადგილას წყალი
თითქმის არ მოძრაობდა და მარჩელომ მოახერხა,
ზევით, სისტოს ხიდისკენ, შეებრუნებინა ნავი. საშინლად წვალობდა,
ნიჩაბი ქვებში ეჭედებოდა და ეშინოდა, არ გატეხილიყო, ცდილობდა,
ზედაპირზე ფრთხილად მოესვა.
- წყალში შედი, ბიჭო, სად მიგვაყენე! – რიჩეტოს ფეხებზე ეკიდა
მარჩელოს წვალება. მდინარის შუაგულში უნდოდა შესვლა, ნერვები
ეშლებოდა. ვეღარ იტანდა ცხვირწინ ისევ სისტოს ხიდს, მის ნაცრისფერ
ანარეკლს წყალში, ისევ ჯანიკოლოს ფერდობს და ვეებერთელა, მრგვალი
თეთრი ღრუბელივით თავზე წამომდგარ წმინდა პეტრეს გუმბათს. ხიდს
მიუახლოვდნენ. მარჯვენა ბურჯის ქვეშ დინება იკლებდა. ტიბრის წყალი,
ღრმა, მწვანე, ბინძური, ნელა მიედინებოდა. დინების აღარ ეშინოდა და
ანიოლომაც მოისურვა ნიჩბების მოსმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა:
ჰაერში აიქნევდა ნიჩბებს და მოწყვეტით დაატყეპებდა წყალს.
რამდენიმე წუთში ლამის წყლით გაავსო ნავი.
– ფუ ამის, ფუ ამის!.. – გაცოფებული იფურთხებოდა რიჩეტო.
მარჩელოს შარვალი გაეხადა და ნავის ფსკერზე წყალში გაწოლილიყო.
ხმას არ იღებდა. ნაპირზე, ჯანიკოლოს შადრევნიდან ჩამავალი კიბის
ძირში ბიჭები თევზაობდნენ. ნავს უყურებდნენ და ანიოლოს
საცოდაობით ერთობოდნენ. მათმა სიცილმა ანიოლო კიდევ უფრო
გააცოფა:
- რა ჩემი ფეხები გინდათ, რას მომჩერებიხართ, თქვენი დედაც!..
ბიჭები ჩაჩუმდნენ. რამდენიმე წუთში ერთმა გამოსძახა:
- შენა, ნიჩბის მოსმა ვინ გასწავლა? ჩვენ არ გვასწავლის?
- „ნიჩბის მოსმა ვინ გასწავლა?..“ გააჯვი რა, ნაბიჭვარო!
– ტრაკში გაირჭე, ტრაკში, ეგ ნიჩაბი!

21
– ტრაკში თქვენ გაგირჭობთ! – ანიოლო ბრაზისგან
წამოჭარხლებულიყო.
- სირო!
- ბოზიშვილებო!
სასოწარკვეთილი ცდილობდა ნიჩბების მოსმას, ხვითქი გადასდიოდა,
ნავი კი გოჯითაც არ იწევდა წინ. მეორე მხარეს, ხიდის კიდურა ბურჯის
ძირში, გავარვარებულ ბეტონზე წამოწოლილი ბიჭები ხვლიკებივით
ეფიცხებოდნენ მზეს. ჩაძინებულებს ჰგავდნენ შორიდან, თუმცა
მოთევზავეების ჟრიამულმა ისინიც გამოაფხიზლა. წამოდგნენ და
ტიტვლები მიაჩერდნენ ნავს.
– ეი, მეზღვაურებო! – დაიყვირა ერთმა. – ჩვენ არ წაგვიყვანთ?
მოიცა, დაგველოდეთ!
- რა ჩემი ფეხები უნდა იმ ნაბოზარს? – რიჩეტოს გულმა რეჩხი უყო.
ბიჭი წამში აცოცდა ბურჯზე რკინის საფეხურებით. შუაში რომ
მოექცა, ფეხი იშვირა და ყვირილით გადახტა ნავისკენ. სხვებიც მიჰყვნენ:
პირდაპირ ბეტონიდან ხტებოდნენ წყალში,
ზევით აუსვლელად. სწრაფად უსვამდნენ მკლავებს, წამში
შემოარტყეს წრე ნავს, ჩამოფხატულ სველ თმაში ეშმაკურად
უციმციმებდათ თვალები. ყველა მხრიდან ჩამოეკონწიალნენ ნავის
კიდეს.
- რა გინდათ? – ჰკითხა მარჩელომ. – რა და ამოსვლა, – უპასუხა
ერთმა. – რა, არ ამოგვიშვებ?
უფროსები იყვნენ, უარის თქმას აზრი არ ჰქონდა. წამში აცოცდნენ
ნავზე. ერთ-ერთი მაშინვე ანიოლოს მიადგა:
- მოიტა, – და ნიჩბები ჩამოართვა.
- ხიდის იქით გავიდეთ, – თვალებში ჩახედა ანიოლოს. თითქოს
ეუბნებოდა, შემთხვევით წინააღმდეგი ხომ არ ხარო.
– კარგი, – ჩაილაპარაკა ანიოლომ. ბიჭმა სწრაფად მოუსვა ნიჩბებს,
მაგრამ ხიდის ქვეშ დინება ძლიერი იყო, ნავი კი – ძალიან დატვირთული.
თხუთმეტი წუთი მოანდომეს რამდენიმე მეტრის გავლას.

22
„ძველი უბნის რუხი სახლები, ღრუბლიანი ცა… მომენატრება…“ –
ნავში გადათხლაშულები, მთელი ხმით მღეროდნენ ბოლონიისქუჩელი
ბიჭები. ცდილობდნენ, სისტოს ხიდზე და ტიბრის ნაპირებზე მიეწვდინათ
ხმა გამვლელთათვის. დამძიმებული ნავი კიდემდე იყო წყალში
ჩაძირული.
რიჩეტო ხმას არ იღებდა. დაუპატიჟებელ სტუმრებს არც უყურებდა,
თითქმის ჩაწოლილს მარტო თავი უჩანდა ნავიდან. ღია ზღვაში,
ხმელეთიდან შორს წარმოედგინა თავი.
- პირატები, პირატები მოდიან! – ნაბოზარსახიანი ტრასტევერელი
ნავის შუაგულში იდგა და თავგატეხილივით ღრიალებდა. სხვები ხმის
ჩახლეჩამდე მღეროდნენ. უცებ რიჩეტო წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო და
რაღაცას დააკვირდა წყალზე. დაძაბული უყურებდა წყლის ზედაპირს
სისტოს ხიდის თაღებქვეშ, კარგად ვერ არჩევდა, რა იყო: ერთ ადგილას
წყალი უცნაურად ცახცახებდა, პატარა წრეები იხაზებოდა ზედაპირზე,
თითქოს ვიღაც ხელით ურევდა. წრეების შუაგულში რაღაც შავი
წერტილი ფართხალებდა.
– ე, რა არი… – რიჩეტო ფეხზე წამოდგა. დანარჩენები ჩაჩუმდნენ და
იმ ადგილს მიაჩერდნენ, საითაც რიჩეტო იყურებოდა.
- მერცხალია, ბიყო, ნახე… – ჩაილაპარაკა მარჩელომ. ჯებირის
სიახლოვეს უამრავი მერცხალი ირეოდა, ხიდის თაღებქვეშ, გაშლილ
მდინარეზე დაფრინავდნენ, ზოგი ლამის წყლის ზედაპირს ეხებოდა
მკერდით. თითქმის გაჩერებული ნავი დინებამ ნელა წაიღო ისევ უკან,
ხიდისკენ და უკეთ გამოჩნდა ის ადგილი: მართლა მერცხალი იყო,
წყალში ფრთხიალებდა, ვერ ამოდიოდა. საცოდავად აფართხუნებდა
ფრთებს, წვალობდა. რიჩეტო მუხლებით დაეყრდნო ნავის კიდეს, წინ
გადაიხარა.
- შე კრეტინო, ნავს გადააყირავებ! – დაუყვირა ანიოლომ.
– ბიჭო, ვერ ხედავ, იხჩობა… – ჩაილაპარაკა რიჩეტომ.
ტრასტევერელმა ნავის კიდეზე შემოაწყო ნიჩბები. დინებამ ნავი
ხიდისკენ წაიღო. იმ ადგილს უახლოვდებოდნენ, სადაც მერცხალი

23
ფრთხიალებდა წყალში. უცებ ტრასტევერელი ისევ დასწვდა ნიჩბებს და
ღონივრად მოუსვა.
– ეი, შენა, შავტუხ! – დაუყვირა რიჩეტომ და ბიჭს ხელი მიაშვირა. –
ვინ გითხრა, მოუსვიო?
იმას არც უპასუხია, ერთი გადააფურთხა და მოსმა განაგრძო. მათი
თავკაცი რიჩეტოს მიუბრუნდა:
- მაინც რა გინდა, არ იტყვი?
რიჩეტომ ისევ გახედა მერცხალს. ჩიტი იბრძოდა, ფართხალებდა,
მაგრამ ჩანდა, რომ ნელ-ნელა ნებდებოდა: დროდადრო, თავგანწირული,
საწყლად აფრთხიალდებოდა, მერე ისევ გაჩერდებოდა.
რიჩეტო უხმოდ გადახტა წყალში და მერცხლისკენ გაცურა. ბიჭები
ახარხარდნენ, ნიჩბიანს წარბიც არ შეტოკებია, საწინააღმდეგო
მიმართულებით განაგრძო მოსმა. რიჩეტო სწრაფად
შორდებოდა ნავს, ძლიერ დინებას ხიდისკენ მიჰყავდა. ღონივრად
უსვამდა მკლავებს. წამში
დაპატარავდა. ბიჭები ძლივსღა ხედავდნენ. რიჩეტო მერცხალს
მიუახლოვდა. ცდილობდა, დინებას გასძალიანებოდა, წყალში
გაჩერებულიყო, ცალი ხელი მოესვა, მეორით კი ჩიტი
დაეჭირა. – რიჩე! – ღრიალებდა მარჩელო ნავიდან. – ვერ იჭერ, ბიჭო?
რიჩეტოს ხმა შორიდან მოისმა: – ვერა, ბიჭო! – ფუ, მაგის! – გაიცინა
მარჩელომ. როგორც იქნა, რიჩეტომ ხელი წაავლო მერცხალს და ცალი
მკლავით გაცურა ნაპირისკენ. – წავედით, მოატრიალე, – უთხრა
მარჩელომ ნიჩბებიანს. ნავი ნაპირისკენ შეტრიალდა. რიჩეტო ტალახიან,
გაქუცულ ბალახზე იჯდა. ხელში სველი მერცხალი ეჭირა.
- რა ჩემ ფეხებად გინდა ახლა ეგ, რა უნდა უყო? – თავზე წამოადგა
მარჩელო. – გვენახა, გადარჩებოდა თუ დაიხჩობოდა…
რიჩეტომ თავისთვის ჩაილაპარაკა:
- სუ სველია… ცოტა გაშრეს…
დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. რამდენიმე წუთში მერცხალი
ხელში აუფრთხიალდა, აფრინდა, ტიბრს გადაუარა და გუნდს შეუერთდა.

24
რიჩეტო თვალს არ აშორებდა, ცდილობდა, არ დაეკარგა მხედველობის
არიდან, მაგრამ მდინარეზე უამრავი მერცხალი ირეოდა. რამდენიმე
წამში სხვებისაგან ვეღარც არჩევდა.

25
2. რიჩეტო
1946 წლის ზაფხული იდგა. წვიმდა. რიჩეტო ნელა მიუახლოვდა
ძოკოლეტეს ქუჩის კუთხეში შექუჩებულ ხალხს. ცამეტი-თოთხმეტი კაცი
იქნებოდა, გალუმპულები იდგნენ წყლისგან აპრიალებულ ქოლგ ებქვეშ.
შუაში ვეებერთელა ქოლგა გაეშალათ და ზედ ბანქოს სამი ქაღალდი
დაემაგრებინათ: ტუზები და ექვსიანი. ქოლგის ქვეშ ნეაპოლელი იჯდა და
ბანქოს ურევდა. ხალხი ფულს დებდა: ხუთას, ათას, ზოგი – ორი ათას
ლირასაც. რიჩეტო თვალს ვერ აშორებდა თამაშს. გვერდით ვიღაც კაცი
ცხარობდა. აგებდა. ბრაზობდა. შემოკრებილებიც აშკარად ნეაპოლელები
იყვნენ, ხან იგებდნენ, ხან აგებდნენ.
მოთამაშეები რომ დაიფანტნენ, უკვე მოსაღამოებული იყო. რიჩეტო
ნეაპოლელს მიუცუცქდა:
– ეი, შენა…
– ხო, – თავი დაუქნია იმან, არც შეუხედავს.
- ნეაპოლელი ხარ?
– ხო.
- ეგ თამაში იქ მოიგონეთ?
– ხო.
- და როგორ უნდა?
- ეგრე ადვილი არაა, დრო უნდა, მარა ისწავლი, რავი…
- მასწავლი?
– რატო არა, – გახედა ნეაპოლელმა, – რავი…
ახითხითდა, თითქოს სარფიანი საქმე გაჩარხაო. თვალებში ეწერა:
„რატო არა, დედას გიტირებო!“. სველი სახე მოიწმინდა. ახალგაზრდა
იყო, მაგრამ დამჭკნარი. ლაშებივით ეკიდა ტუჩები. თვალებში შეხედა
რიჩეტოს:

26
- გასწავლი, რატო არა, – რიჩეტო ხმას არ იღებდა. ისევ ნეაპოლელმა
გაანაგრძო:
- თუ გადამიხდი, გასწავლი.
– ხო, აბა რა.
ამასობაში ქოლგის გარშემო ახალი ჯგუფი შემოიკრიბა. რიჩეტომ
წეღანდელი ნეაპოლელებიც იცნო მათ შორის.
– მოიცა, ახლა მიყურე, – უთხრა ნეაპოლელმა და ბანქო გაშალა.
რიჩეტო განზე იდგა და ჩუმად ადევნებდა თამაშს თვალს.
ორიოდე საათში წვიმამ გადაიღო და მოსაღამოვდა. ნეაპოლელმა
ბარგი-ბარხანა აალაგა, ქოლგა დაკეცა, ბანქო წამოკრიფა და ამხანაგებს
რაღაც ანიშნა თვალით. ორნი იყვნენ: ერთი ქერა, ნახევრად უკბილო.
მეორე, ტანდაბალი, მოკლემკლავიანი კუბოკრული პერანგით, ებრაელს
წააგავდა. თვალებში შესციცინებდნენ ნეაპოლელს, როგორც შეგირდები –
ოსტატს. ამან – საქმე მაქვსო, უთხრა, იმათ ბარგი აიღეს და მოწიწებით
გამოემშვიდობნენ, რიჩეტოსაც კი ჩამოართვეს ხელი.
- წამო, – უთხრა ნეაპოლელმა.
თეთრ ხიდზე ჩავიდნენ. მალე დონა ოლიმპიაზე იყვნენ. რიჩეტოს
დედა დახვდათ სახლში, რომელიც ერთადერთი ოთახისგან შედგებოდა.
ოთხივე კედელთან საწოლი იყო მიდგმული.
კედლები არც ეთქმოდა, ფარღალალა ტიხრები უფრო იყო. ქალმა
გაიკვირვა: – ეს ვიღაა?
- ამხანაგია, – მოუჭრა რიჩეტომ ისე, რომ დედისთვის არც
შეუხედავს. დიდი კაცივით, საქმიანად ეჭირა თავი, მაგრამ ქალი არ
ეშვებოდა, გულს უღონებდა შეკითხვებით. რიჩეტო გვერდითა ოთახში
გავიდა, სადაც ანიოლო ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. უფროსები სახლში
არ იყვნენ. ტახტზე ორი ღლაპი ღნაოდა, ცხვირიდან წვინტლი
ჩამოსდიოდათ. რიჩეტომ ნეაპოლელს ანიშნა, აქ შემოდიო. უთოთი
დამწვარ, ჩაყვითლებულზეწრებიან საწოლზე ჩამოსხდნენ. ანიოლოსა და
მისი ძმების ლოგინი იყო: ერთად, თავბოლოშექცევით ეძინათ.
ნეაპოლელმა გაკვეთილი დაიწყო:

27
- მოკლედ, ხუთი კაცია, რა. ერთი ბანქოს ურევს, ეგენი ვითომ
უცხოები არიან, თავისთვის დგანან ეგრე, გარშემო. აი ნახე, დაუშვათ, მე
ურევ ბანქოს და ვიწყებ, ჩემები ასე, წინ დგანან, ასე რა… ნელ-ნელა
ხალხი გროვდება, ჩემიანებიდან ერთი ჩაიწევა და ვიღაცა ჩადგ ება
წრეზე… მერე მეორე და ეგრე, რა… ეს უცხო თავიდან ყოყმანობს, არ იცის,
ითამაშოს თუ არა. ამ დროს ჩემი კაცი დაიწყებს, ათასს ჩამოვა, მერე ორი
ათასს, რავი, როგორც ააქ, რა. ხოდა ეგ სანამ ფულს დებს, ვინც არიგებს,
ანუ მე რა, ბანქოს უცვლი. კარგ ბანქოს მაგას უდებ და ცუდს ბანქოში
შეურევ. შენ ხო არ იცი თამაში და ვერ ხვდები, რომ შეუცვალე. მოკლედ,
შენც ჩამოდიხარ. გეუნები, მეთქი, თუ წააგე ჩემი ბრალი არაა, ძმაო. ეს
ჩემები კიდე აძალებენ, მიდი, მიდი, აი ნახე, თუ არ მოიგებ… ამას კიდე
ეშინია, აუ, რო წავაგო, ბიჭო?.. და ეგრე მოკლეთ. მერე გაბედავს რა,
როგორც იქნება. ხოდა ეუნები, აიღეთ ბანქოო. იღებენ, ხოდა ეს ჩემი კაცი
იგებს, ბანქო ხო შეცვლილი აქ და ის კიდე აგებს რა. მოკლედ, ეს შენი
სირბანჯო სუ წააგებს, რაცა აქ, ჩემი კაცი კიდე ჩამოდის და ჩამოდის,
იგებს და იგებს. აგიჟებს, რა მაგას…
ნეაპოლელი ნახევარი საათი უხსნიდა თამაშის წესებს. რიჩეტო
უხმოდ უსმენდა. ის კი აღარ
ჩერდებოდა, კაცი ვერ გაიგებდა, რას ამბობდა. როგორც იქნა,
დაამთავრა.
- ეი, შენა, ბიჭო… რა ამიხსენი, ე, ვერაფერიც ვერ გავიგე! მიდი, ერთი
ძმურად თავიდან დაიწყე, რა ვქნა, ძმაო, ვერ გავიგე, ვა!
ოთახში ანიოლოს დედა შემოვიდა.
- აუ, ბოდიში რა, სორა ჩელესტე, – რიჩეტო ფეხზე წამოდგა.
ნეაპოლელიც გაჩუმდა. – რაღაცა სალაპარაკო მქონდა, ჩემი ამხანაგია! –
სორა ჩელესტე ტანმსხვილი იყო, შავი და ბზის ბუჩქივით ჯაგარა. ხმა არ
ამოუღია. ბიჭები სწრაფად გავიდნენ გარეთ და ყოფილი სკოლის შენობის
კიბეზე ჩამოსხდნენ. ნეაპოლელმა თავიდან დაიწყო ახსნა, როლში
შევიდა, სახეზე წამოჭარხლებულიყო, ხან ფეხზე წამოხტებოდა, ხან
დაჯდებოდა, რიჩეტო კი უაზროდ უკანტურებდა თავს, რაზეც ნეაპოლელი
აშკარად ღიზიანდებოდა, მაგრამ ახსნას განაგრძობდა. დროდადრო
ჩერდებოდა, თითქოს ამით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთარ

28
სიტყვებს, თან დაჟინებით მიაჩერდებოდა ხოლმე რიჩეტოს. მთელი
შთაგონებით უხსნიდა, ენერგიულად, ხან მუხლზე ჩაიჩოქებდა, ხან
ჩამოჯდებოდა და ფეხებს გაშლიდა, მუცელს ხან წინ გამოაგდებდა, ხან
შეისუნთქავდა, ხელებსაც გაუთავებლად იქნევდა, ხან ზევით ასწევდა,
დაძაბულ, ძლიერი დარტყმის მოლოდინში მყოფ მეკარესავით. ხან უცებ
ტუჩებს გააწკლაპუნებდა, შიმშილისგან გამხმარ ტუჩებს, პორტა
კაპუანას მცხოვრებლებს რომ აქვთ, თითქოს რაღაც ბრძნულმა აზრმა
გაუნათა გონება და ახლა რიჩეტოს ტვინიც უნდა ააბრდღვიალოსო. ამ
ყველაფრით დღეში ხუთას ლირას შოულობდა თურმე.
რიჩეტომ მაინც ვერაფერი გაიგო. ამასობაში ჩამობნელდა კიდეც და
გრატაჩელის უბნის ფანჯრები მწკრივებად აციმციმდა. სახლებიდან
რადიოს ხმა ისმოდა და სამზარეულოებიდან თეფშების რაჩხარუჩხი
გამოდიოდა, სადღაციდან ქალის კივილი და ჩხუბის ხმა აღწევდა, სადღაც
ვიღაც მღეროდა. ბიჭები შენობის კიბეზე ისხდნენ, წინ ხალხი მიდი-
მოდიოდა, ზოგიერთი სამუშაოდან ბრუნდებოდა ამოთხვრილი
ტანსაცმლით, ზოგს კი უკვე გამოცვლაც მოესწრო და მეგობრებთან
ერთად სასეირნოდ ეშურებოდა.
- წამო, წამო, რამე დავლიოთ, ჰა, ადე… – მხარზე ხელი დაუტყაპუნა
რიჩეტომ ნეაპოლელს, მოწიფული მამაკაცი მშიერ ლაწირაკს რომ
საჭმელად დაპატიჟებს, ისე. თითქოს ეუბნებოდა, ვიცი შენი გამხმარი
კუჭის ამბავიო. ნეაპოლელს თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ სიხარული
არ შეიმჩნია და სხვათა შორის უპასუხა:
- წამო რა… – და ლაპარაკი განაგრძო.
ახალი მონტევერდესკენ წავიდნენ. გზაში ნეაპოლელს ენა არ
გაუჩერებია, ერთ ამბავში იყო, აჩვენებდა, როგორ უნდა აეჭრა ბანქო,
როგორ უნდა დაერიგებინა, რა უნდა ექნა ამ დროს მის ამხანაგს, აი იმას,
ვითომ რომ იგებდა, როგორი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი: მოსულელო,
მაგრამ ფულიანი. აი წეღანდელი ტიპივით, ხელგაშლილად რომ დებდა
ხან ათას ლირას და ხან ორი ათასს… ნეაპოლელი (ნეაპოლელი კი არა,
სალერნოელი აღმოჩნდა), საოცრად ბაძავდა მოთამაშეების ჟესტებს და
მიმიკას.

29
ახალი მონტევერდესკენ მიდიოდნენ, რიჩეტოს არ უნდოდა დონა
ოლიმპიაზე ნეაპოლელთან ერთად გამოჩენა, იცოდა, იქ ათასი ვინმე
ჩაუყოფდა საქმეში ცხვირს.
- ეს ხალხი ვითომ სადღაც იყურება და სინამდვილეში შენ
გაკვირდება, – გამოაცხადა გამოცდილი კაცივით, თითქოს ამით
ამართლებდა ამსიგრძე აღმართს. გზაზე ამომტვრეული ასფალტი იყო
შემორჩენილი, შემდეგ ბილიკზე უნდა გადაეხვიათ, რომელიც ფერდობს
ჭრიდა, სადაც ვალების გამო გამოსახლებულები დაბინავებულიყვნენ
დაფეხვილ ქოხმახებში. აქაც და მონტევერდეზეც ერთი აურზაური იდგა,
შაბათი საღამოს ჟივილ-ხივილი.
ბიჭები მოედნის კუთხეში, ტრამვაის ბოლო გაჩერებასთან, პაწაწინა
სასაუზმეში შევიდნენ. სასაუზმეს წინ ფანჩატურით დახურული პატარა
ეზო შემოეღობა გამხმარი ლერწმებით. უკვე ბნელოდა. მორყეულ მერხზე
ჩამოსხდნენ და ნახევარი ლიტრი თეთრი ღვინო შეუკვეთეს.
რამდენიმე ყლუპში შეზარხოშდნენ. ნეაპოლელი მეოთხედ უხსნიდა
რიჩეტოს თამაშის წესებს. რიჩეტოს ყელში ამოსვლოდა, ვეღარ უსმენდა
და რაღაცნაირი, მიმტევებლური, ცოტა დამცინავი ღიმილით უყურებდა
ახალ ამხანაგს. ნეაპოლელიც დაქანცული ჩანდა ერთისა და იმავეს
გამეორებით. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ლაპარაკს აზრი არ
ჰქონდა და სხვა თემაზე გადავიდა. რიჩეტომ შვებით ამოისუნთქა.
მოსაყოლი ბევრი ჰქონდათ, ცხოვრებაზე ლაპარაკობდნენ,
უზიარებდნენ ერთმანეთს, რა ხდებოდა რომში და რა – ნეაპოლში,
განიხილავდნენ იტალიელებსა და ამერიკელებს.
ურთიერთპატივისცემისა და ნდობის ნიშნად დროდადრო მხარზე ხელს
უტყაპუნებდნენ ხოლმე ერთმანეთს. გულის სიღრმეში ერთსაც სულელი
ეგონა თანამოსაუბრე და მეორესაც, ამიტომ სიამოვნებით
ლაქლაქებდნენ, მოსმენა კი დიდად არ ეხალისებოდათ.
ნეაპოლელი, რაც უფრო მეტს სვამდა, უფრო უცნაურად იქცეოდა:
მეორე ჭიქის შემდეგ სახე წაეშალა, თვალებს ვერ ახელდა და ლაშებივით
ამოტრიალებული ტუჩები ერთმანეთზე ეწებებოდა. მისი
გამომეტყველება სრულიად ეწინააღმდეგებოდა ლაპარაკის მანერას:

30
მოთქვამდა და წუწუნებდა, უძრავი თვალები კი მსუბუქად უცინოდა.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ
დიალექტზე გადავიდა, მოკუზული, გამხმარ მხრებში თავჩარგული
იჯდა, დაჩამიჩებულ, შეშუპებულ სახეზე ოფლი სდიოდა და ძმური
სიყვარულით მისჩერებოდა რიჩეტოს.
– აუ, ბიჭო, რაღაცა უნა გითხრა…
- რა? – ჰკითხა რიჩეტომ. ისიც შეჭიკჭიკებულიყო.
ნეაპოლელმა ნაღვლიანად ჩაიცინა, თავი გააქნია და ცოტა ხნით
დადუმდა. მერე დაიწყო:
– მაგარი სერიოზული რამეა… შენ მინა გითხრა, შენ ხო მეგობარი
ხარ!
ამ სიტყვებმა ორივეს გული აუჩუყა. რიჩეტომ გაამხნევა:
– კაი მითხარი, რაც გინა იყოს, რავი, თუ გინა! კი არ დაგაძალებ…
– კაი, გეტყვი, – ამოთქვა ნეაპოლელმა. – ოღონდ უნა დამპირდე.
- რას? – შეაგება რიჩეტომ.
– რო არ ეტყვი არავის, – ტრაგიკულად უთხრა ნეაპოლელმა. აჭრილი
იყო. ენა ებმოდა.
რიჩეტო გამოფხიზლდასავით. კიდევ უფრო დასერიოზულდა,
გაიჯგიმა, მკერდი წინ გამოაგდო და ბიჭს მხარზე ხელი დაადო.
– კაცურ სიტყვას გეუნები-მეთქი.
ნეაპოლელმა ერთ წამს შეიცადა, თითქოს სული მოითქვა და მოყოლა
დაიწყო. რაღაცნაირად, თავისდა უნებურად უცინოდა იმ ორ წვრილ
ჭრილში ჩამჯდარი თვალები.
ერთი ბებერი და იმისი ორი შინაბერა შვილი მოვკალიო, რკინის
კეტით გავუხეთქე თავები და მერე დავწვიო. ამ აბდაუბდას ლამის
ნახევარი საათი ყვებოდა, თითო სიტყვას სამჯერ იმეორებდა. აზრს ვერ
გამოიტანდი, რას ამბობდა. რიჩეტომ არ შეიმჩნია, იფიქრა, გატრეტილია
და არც იცის, რას ბოდიალობსო. თუმცა ყურადღებით, მთელი
გულისყურით უსმენდა და თავს უკანტურებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ
მერე თავადაც მოეყოლა თავისი გულისნადები ნეაპოლელისთვის. იმდენი

31
რამე ჰქონდა მოსაყოლი, რამდენი რამე შემთხვეოდა ამერიკელების
მოსვლის შემდეგ!
ამ ბოლო წლებში მაგარი ნაბოზარი გავხდიო. არა, მთლად ისე კი არა
ვარო, ის ჩემი ძმაკაცი როა, აიმ დღეს, „ტერასებზე“ რო ვიყავით, ვიღაცა
მოვიდა და ეუნება, ბიჭო, აქ რა გინდა, დედაშენი კვდებაო და მეორე
დღეს, რო ვკითხე, მეთქი, ბიჭო დედაშენი როგორაა, მოკვდაო. რა-მეთქი?
– გამოვშტერდიო და იმან კიდე, მოკვდა, ხო, მოკვდაო! და მე რო პირი
დავაღე, იმან მაგრა იხალისაო. ხოდა ჯერ მთლად ეგრე არა ვარო, მაგრამ
ბევრიც არ მაკლიაო. აი ჯერ ხო პატარა ვარ, მაგრამ ათასი ნაბიჭვარი
მინახია და ახლა ყველა სირზე მკიდიაო. რამე რო იყოს, რავი მეც იმ
ტიპივით ვიზავდი, აი როტონდასთან რომ ცხოვრობდაო… რა ქნაო და
ერთხელ თავის ძმაკაცთან ერთად ვიდაც პიდარასტი დაასისხლიანა,
იმიტო რო იმ ნაბოზარს ორი ათასი ლირა მოუპარია, ხოდა ამას ცემით
მიუსიკვდილებია და ამ ძმაკაცს უთქვია, აუ, ბიჭო, მგონი, მოვკალითო და
ამას – ამ ჩემ ყლეს მერეო!
რიჩეტო მოგონებებში გადავარდა, ნეაპოლელი კი დამუნჯებული
უსმენდა. მაწანწალა ძაღლს ჰგავდა, ქუჩის ბიჭები ცეცხლში რომ
დახრუკავენ. რიჩეტოს მონაყოლის ბევრი ვერაფერი გაეგო, მაგრამ ის კი
იცოდა, რომ თვითონ სიმართლე მოეყოლა და საკუთარი აღსარებითვე
იყო შეძრული.
რადგან წეღან ამერიკელები ახსენეს, რიჩეტო ისევ დაუბრუნდა ამ
თემას.
- აუ, რა მოგიყვე! – გამხიარულდა უცებ. რაღაცას ჰყვებოდა
ამერიკელებზე, რაც თვითონ ძალიან სახალისოდ ეჩვენებოდა და
ცდილობდა, რაც შეიძლებოდა, ხატოვნად წარმოეჩინა თავი ნაბოზრად,
ჯიბიდან გავარდნილ ავაზაკად, გულქვა, ჩათლახ ნაბიჭვრად.
ნეაპოლელი მორჩილად უსმენდა, დაღლილი უღიმოდა და თავს
უკანტურებდა. მერე უცბად წელში გაიმართა ისე, რომ არც
გამომეტყველება შესცვლია და არც თვალი მოუშორებია რიჩეტოსთვის
და დაიძახა:
- უნდა მოვინანიო! – და მოთქმა-გოდებას მოჰყვა თავის მონაჩმახზე.

32
რიჩეტომ ცოტა დააცადა, არ უნდოდა, უხეშად შეეწყვეტინებინა,
უყურებდა და უცინოდა. როგორც კი ნეაპოლელმა ტემპს უკლო და
აბლუყუნდა, რიჩეტომ ოსტატურად ჩამოართვა
სიტყვა:
- აუ, ისე ამერიკელები მაგრები იყვენ რა! კი ვცოფდებოდი მაგათზე,
მაგრამ ისე მაგრა მაწყობდა, ბიჭო. აბა პოლონელები არ იცი რა
ჩათლახები იყვენ, აი დამპლები რა! ერთხელ ტორაჩაზე ვიყავი,
პოლონელების ბანაკში მივდიოდით საქონელზე, რა. მოკლედ აი იქა
ვართ, გამოქვაბულივით როა. ხოდა მესმის ვიღაცა კივის, მივედით, ორი
ბოზი დგას, ამათ უკივიან, პოლონელებს, რა… ფულს თხოვდენ. ერთი
შიგნით შევიდა, მეორე კიდე ამათთან დარჩა, გარეთ. ხოდა ამათ ეგონათ,
ბიჭო, ფულზე შევიდაო და იმან კიდე კანისტრა არ გამოიტანა? ხოდა
თავი მოხსნა იმ კანისტრას და ამ ბოზებს გადაასხა ბენზინი. იმ მეორემ
კიდე ასანთი აანთო და წაუკიდა. გიჟებივით კიოდნენ, ბიჭო, ახლოს რო
მივედით ცეცხლში აღარ ჩანდა არცეთი. დანახშირდენ ეგრევე.
ახლა ნეაპოლელის ჯერი იყო, მაგრამ ისე იყო გამობრუჟული, თვალს
ვეღარ ახელდა. – ჰა, ერთიც ავიღოთ? – გაეხუმრა რიჩეტო. იმან
შეკითხვაც ვერ გაიგო, სულელივით იცინოდა.
- წავედით? რა არი, გაგიტკბა, ხო? – რიჩეტოს ერთი სული ჰქონდა,
გადაეხადა და გამოსულიყო იქიდან, ყელში ამოსვლოდა იქ ჯდომა და
ლაქლაქი.
- შენა, ბიჭო, წავედით-მეთქი?
ნეაპოლელმა ისევ ჩაიცინა, თავს ვეღარ სწევდა; მერე ძლივს წამოდგა
და დიდი ნაბიჯებით წაბარბაცდა ღობეში დატანებული გასასვლელისკენ.
უკვე ბნელოდა. მოედანზე ახალგაზრდები მოპედებს აღმუვლებდნენ და
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მიასწრებდა „ტერასებიდან“ ტრამვაის
ცარიელ გაჩერებამდე.
სანამ რიჩეტო ფულს იხდიდა, ნეაპოლელმა რამდენიმე რთული
მოქმედება ჩაატარა: ჯერ ცხვირი მოიხოცა თითებით, მერე იქვე მიაფსა
და გაჩერებასთან მიბარბაცდა, საიდანაც ტრამვაი რომში დააბრუნებდა.

33
- სად ცხოვრობ? – ჰკითხა რიჩეტომ. ნეაპოლელმა ეშმაკურად
გაუღიმა, მაგრამ ხმა არ გაუცია. რიჩეტო არ მოეშვა:
- რა არი, არ მეუბნევი? – უთხრა განაწყენებულმა. ნეაპოლელმა ხელი
გამოართვა და მაგრად ჩაბღუჯა თავის შესიებულ, ცხელ ხელებში.
- ჩემი ძმაკაცი ხარ, – დაიწყო საზეიმო ტონით. ისევ შეჰფიცა ძმობა
და მეგობრობა და ათასი დაპირებაც ზედ მოაყოლა. რიჩეტოს ამდენის
თავი აღარ ჰქონდა. საშინლად შიოდა და ეძინებოდა, ფეხზე ძლივს იდგა.
მაგრამ ასე იოლად ვერ დაეხსნებოდა ახალ მეგობარს. გაირკვა, რომ
ნეაპოლელი და მისი ამხანაგები რამდენიმე დღის წინ ჩამოსულიყვნენ
რომში ბედის საძებნელად. ამიტომ დასთანხმებოდა ნეაპოლელი
რიჩეტოს, ხუთას ლირად გასწავლი
თამაშსო. ამ თამაშით მილიონებს შოულობენ, მილიონებსო! მაგრამ
ჯერ სახლიც არა გვაქვს, ტესტაჩოს მხარეს, ტიბრის ნაპირზე ერთი
გამოქვაბულია და იქ გვძინავსო. რიჩეტომ
მშვენივრად იცოდა ის ადგილი. თვალები ჭყიტა.
- ბიჭო, თქვენ… – მოლოდინით და იმედით აევსო მზერა. – კაცი
გინდათ, რო გაგარკვიოთ… კაი ადგილები გასწავლოთ…
ნეაპოლელი გადაეხვია. მერე თითი მიიდო პირზე, აქაოდა, ერთმანეთს
გავუგეთო. მოეწონა ეს ჟესტი, ორ-სამჯერ გაიმეორა. მერე ისევ ჩაბღუჯა
რიჩეტოს ხელი და თავიდან დაიწყო ფიცი-მტკიცი: რაღაც ზოგად,
ამაღლებულ სიტყვებს ბლუკუნებდა მეგობრობაზე, საიდანაც რიჩეტოს
ბევრი არაფერი ესმოდა: მეგობრობაზე მას სრულიად კონკრეტული და
მარტივი წარმოდგენა ჰქონდა, თავში კი – ზუსტი და ასევე მარტივი
გეგმა. უაზროდ უკანტურებდა თავს ნეაპოლელს:
– ხო, აბა რა!
ამასობაში რამდენიმე ტრამვაიმ ჩაიხრიგინა. მესამეს, როგორც იქნა,
შეახტა ნეაპოლელი, თავის ბოხჩიანად. მეორე დღისთვის დათქვეს
შეხვედრა. ორ-სამჯერ გაიმეორა ორივემ:
- ქვევით, სუბლიჩოს ხიდთან.
რიჩეტომ, როგორც იქნა, ხელობა გაიჩინა. მარჩელოსა და
ანიოლოსგან განსხვავებით, რომლებიც უაზროდ წვალობდნენ – ერთი

34
ბარში მუშაობდა სადღაც, მეორე კი მღებავად მოწყობილიყო თავის
ძმასთან ერთად – მან მშვენიერი საქმე ნახა, რომლის წყალობითაც
თითქმის როკოსა და ალვაროს სიმაღლეზე გრძნობდა თავს.
კანალიზაციის სარქველების ქურდობიდან როკო და ალვარო ბევრად
უფრო სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეებზე გადასულიყვნენ,
თუმცა მაინც ჯიბეგაფხეკილები დადიოდნენ და კიდევ უფრო ჰგავდნენ
მაწანწალებს, ვიდრე ადრე. რიჩეტო ახლა მათთან მეტ დროს ატარებდა,
ვიდრე თავისი ასაკის ბიჭებთან: ცამეტი წლის ლაწირაკებს აღარ
კადრულობდა. ბედს არ უჩიოდა, არაფერი აკლდა, მის ტოლებს კი,
თავდაყირა რომ დაგეკიდა, ერთი ლირაც არ გავარდებოდათ. მერე რა,
რომ როკოსა და ალვაროსაც არ ჰქონდათ ფული, მაინც სულ სხვა დონეზე
იყვნენ! რიჩეტო ერთ კვირა დილას მიხვდა ამას, როცა ოსტიაში წაჰყვა
თავის კერპებს, კმაყოფილი და გაბღენძილი.
თავიდან მართლა მშვენივრად შოულობდნენ ბანქოთი ფულს. სადმე
მოკალათდებოდნენ ხოლმე, კამპო დეი ფიორიზე, პონტე ვიტორიოს
მხარეს ან პრატის უბანში. თავიდან ქოლგას შლიდნენ, შემდეგ კი დახლი
მოაწყვეს, ზედ ბანქოს ქაღალდის ნაცვლად სამი ხის ნაჭერი დაამაგრეს,
კარგად გაშალაშინებულ-გაპრიალებული და რეზინით ერთმანეთზე
გადაბმული. ასე აღჭურვილები უკვე ესპანეთის მოედანზე ან სხვა
მდიდრულ უბნებშიც მოკალათდებოდნენ ხოლმე და თამაშ-თამაშით
აცუცურაკებდნენ გამვლელებსაც და ადგილობრივ გამოპრანჭულ
მდიდრებსაც. რიჩეტო ვითომ სალერნოელებს ეხმარებოდა,
სინამდვილეში კი ბევრად უფრო სერიოზული მოვალეობა ჰქონდა და
დღეში ათას ლირას, ხანდახან მეტსაც შოულობდა.
ერთხელ, შაბათ საღამოს, ივნისის პირველი რიცხვები იქნებოდა, ვია
პეტინარიზე გაეშალათ დახლი, რომ უცებ პონტე სისტოს მხრიდან
პოლიცია დაადგათ თავზე. რიჩეტომ პირველმა დაინახა ისინი და
ძოკოლეტეს ქუჩისკენ მოკურცხლა. პოლიციელმა უკნიდან მიაყვირა,
გაჩერდი, თორემ გესვრიო! რიჩეტო მიტრიალდა, დაინახა, რომ
გვარდიელს რევოლვერი ეჭირა ხელში, მაგრამ იფიქრა, მართლა ხომ არ
მომკლავსო და გაქცევა ამჯობინა. უკანმოუხედავად ირბინა ვია
არენულამდე და ჯუდიას მოედნის ჩიხებში გაუჩინარდა. დანარჩენები

35
დაიჭირეს და კომისარიატში წაათრიეს. მეორე დღეს კი რომიდან
ოფიციალურად გააძევეს ყველანი და თავ-თავიანთ სოფლებში
გაამწესეს. ასე დამთავრდა სალერნოელების ამბავი.
იმ საღამოს რიჩეტო პონტე სუბლიჩოს ძირში, სალერნოელების
სამალავში ჩავიდა. ძველი სასახლის სარდაფი იყო ეს გამოქვაბული.
შიგნით ბიჭების ტანსაცმელი ეწყო. რიჩეტო პირდაპირ იმ კუთხეს მიადგა,
სადაც ფული ეგულებოდა. სამი აგური ასწია და ხვრელიდან მთელი თვის
მონაგარი ამოიღო: ორმოცდაათი ათასი ლირა.
ივნისის პირველი კვირადღე თენდებოდა. რიჩეტო ფულიანი და
ბედნიერი იყო.
ლამაზი დილა იდგა. მზე ხალისიანად ჩახჩახებდა და სახურავებსა და
ჰორიზონტამდე გადაჭიმულ სილურჯეს ათბობდა. თითქოს ოქრო
აწვიმდა რომს, მონტე დი სპლენდორესა და კასადიოს გუმბათებს,
შენობების ფასადებს, შიდა ეზოებს, ტროტუარებს: ამ თვალისმომჭრელ
ბაჯაღლოსფერში, ამ გამჭვირვალე სიხასხასეში დონა ოლიმპიაზე
ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ სადღესასწაულოდ გამოწყობილი
ადამიანები. ტროტუარები, გზა, გაზეთების ჯიხურის წინ მოედანი
ხალხით იყო სავსე…
რიჩეტო ადრე გავიდა სახლიდან. ნელა, არხეინად მიაბიჯებდა
გამოპრანჭული, გვარიანად გამობერილი შარვლის ჯიბით. კაზე ნოვეს
გალავანთან ახალგაზრდები იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით
კამათობდნენ. რიჩეტომ როკოსა და ალვაროს მოჰკრა თვალი. ჭუჭყიანი
სამუშაო ფორმები ეცვათ და ლარნაკში ჩაგდებული გაქუცული ყვავილის
ღერივით უყანყალებდათ გამხდარი, გაღუნული ფეხები ფართხუნა,
კოჭებთან შევიწროებულ ტილოს შარვლებში. სახეები დანაშაულის
მუზეუმის ექსპონატებს მიუგავდათ. რიჩეტომ ამაყად ჩაუარა თავის
ტოლა ბიჭებს, რომლებსაც ვიღაც აღნავლებული ლაწირაკისთვის ბურთი
წაერთმიათ და აქეთ-იქით აგორავებდნენ. ალვარომ რიჩეტო დაინახა და
მისკენ წამოვიდა. სიცილისას თითოეული ძვალი ცალ-ცალკე
უმოძრავებდა, თითქოს ჩაქუჩით ჩაემტვრიათ სახე:
- რა არი, რიჩე, რაღაც კმაყოფილი ჩანხარ, რამე იშოვე? – აბა რა… –
გაიკრიჭა რიჩეტო.

36
ალვაროს ინტერესით აუციმციმდა თვალები.
- დღეს რას შვებით? – ჰკითხა რიჩეტომ.
- რა-ვი… – ნელა დამარცვლა ალვარომ, ვითომ დაღლილი, მაგრამ
მრავალმნიშვნელოვანი და იდუმალი გამომეტყველებით.
– ოსტიაში არ გინდა? ფული მაქ, – უთხრა რიჩეტომ.
– კაი კაცო… – ალვაროს ისევ აუთამაშდა სახეზე ჩამტვრეული
ძვლები. – ფული, თორე შენც მილიონი არ გ ქონდეს!
როკო ყურადღებით ისმენდა საუბარს.
– გეგონოს! – ჩაიცინა რიჩეტომ. – ორმოცდაათი ათასი მაქ, – თქვა
ხმადაბლა. მერე პირზე ძაბრივით აიფარა ხელები და ჩურჩულით
გაიმეორა: – ორმოცდაათი ათასი!
ალვარო ახარხარდა, როკოც აჰყვა. ისე ცახცახებდა სიცილისგან,
კიბეზე რომ არ ჩამომჯდარიყო, ალბათ, წაიქცეოდა. რიჩეტო ღიმილით
ელოდა, როდის დამშვიდდებოდნენ. მერე ორი თითი მოჰკიდა პერანგის
საყელოზე ალვაროს და ჩაულაპარაკა:
- წამო…
როკოც აედევნათ. შენობას მოეფარნენ, რიჩეტომ ასლირიანების
შეკვრა ამოიღო ჯიბიდან. ალვარო და როკო გაოგნებას ვერ მალავდნენ:
– ე, მართლა ქონია! მაგარია…
- ჰა, წავედით-მეთქი ოსტიაში? – გაიმეორა რიჩეტომ.
– წამო, რა!
- ჯერ უნა ვიბანაოთ, ბიჭო, სახში გავიაროთ, ასე ხო არ წავალთ…
- კაი, აქა ვარ! – უთხრა რიჩეტომ. როკომ და ალვარომ ერთმანეთს
გადახედეს.
- შენა… – თქვა ცოტა ხნის შემდეგ ალვარომ. ეტყობოდა,
ყოყმანობდა. – შენა… ოსტიაში ცოტა ხო არ წაგვეტყნაურა?
რიჩეტო ღირსეულად დაუხვდა შეკითხვას:
– რატომაც არა, ქალს თუ ააგდებთ!
- ავაგდებთ, ავაგდებთ! – მაშინვე წააშველა როკომ.

37
- კაი, ნახევარ საათში აქა ვართ, – თქვა ალვარომ. გატრიალდნენ,
მაგრამ სახლისკენ
წასვლის ნაცვლად მარჯვნივ, ჩიხში შეუხვიეს, ოძანამის ქუჩაზე რომ
გადიოდა და თამბაქოს მაღაზიაში შევიდნენ, სადაც ტელეფონი იდგა.
ალვარომ სერიოზული სახით აკრიფა ნომერი, როკომ თხუთმეტი
ლირა ჩააგდო აპარატში და ალვაროს მიუცუცქდა:
- ალო, – თქვა ალვარომ ყურმილში, – ნადიას დაუძახებთ? ჰო,
ნადიას, მეგობარი ვარ.
ის ვიღაცა ნადიას დასაძახებლად წავიდა, ალვარომ როკოს გამოხედა,
რომელიც, მაღაზიის საღებავგადაცლილ კედელზე მიყუდებული,
დაძაბული ელოდა.
- ალო, – განაგრძო ალვარომ. – ნადია ხარ? მოიხედე… ერთი პატარა
საქმეა… გცალია დღეს?.. ოსტიაში რო წამოხვიდე… ხო, ოსტიაში… რა?
ხო-მეთქი, რამდენს მალაპარაკებ?.. ხო-მეთქი, ხო! ხო! კაი, მარეკიაროზე
დაგველოდე… გაიგე, მარეკიაროზე!.. აი სარბენი ბილიკი როა, იმის წინ…
ხო, ხო… სადაც ადრე… მიდი ხო… სამზე, რავი, ოთხის თხუთმეტ წუთზე,
როცა მოხვალ… ხო, კაი… აბა ჰე, მაგარი ხარ!
ყურმილი დაკიდა და კმაყოფილი, სახეალეწილი გამოვიდა ქუჩაში.
როკოც გამოჰყვა.
ნადია უძრავად იდგა ქვიშიან ბილიკთან. თითქოს ბრაზობდა: მზეზე,
ქარზე, ზღვაზე, მთელ იმ ხალხზე, სანაპიროს რომ შესეოდნენ, როგორც
ბუზები ნასუფრალს. ათასობით ადამიანი ირეოდა ბატისტინიდან
ლიდომდე, ლიდოდან მარეკიარომდე, მარეკიაროდან პრინჩიპემდე,
პრინჩიპედან პონდინამდე. გაძეძგილი იყო ნაპირი, ზოგი მხარ-თეძოზე
იწვა, ზოგი პირქვე გაშხლართულიყო. თუმცა პლაჟზე ძირითადად
ხანშიშესულები იწვნენ. ფართხუნა ნიფხვებიანი ლაწირაკებიც იყვნენ და
ახალგაზრდებიც, მოტმასნილ ტრუსებში გამომწვევად რომ
ამზეურებდნენ დაკუნთულ სხეულებს. თმაგაშლილი ჩერჩეტი გოგოები,
მოტკეცილი საბანაო კოსტუმებით, გაუჩერებლად, ნევროზიანებივით
დაიარებოდნენ აღმა-დაღმა. ერთმანეთს ეძახდნენ, წიკვინებდნენ,
თამაშობდნენ, კაბინებში შედი-გამოდიოდნენ, მაშველებს

38
ეპრანჭებოდნენ… მექსიკურქუდებიანი ტრასტევერელი გოგო-ბიჭები
გარმონზე, გიტარაზე და დაირაზე უკრავდნენ. მათი სამბები მარეკიაროს
პლაჟის რუმბებს ერწყმოდა, გრამოფონებიდან რომ იფრქვეოდა და
ტალღების ხმას ერეოდა. ნადია ქვიშაზე იწვა, შავი საბანაო კოსტუმი
ეცვა, იღლიებში კუპრივით შავი დახვეული, ხშირი ბალანი უჩანდა.
ნახშირივით შავი ჰქონდა თმაც და ავი, შხამიანი თვალებიც.
ორმოციოდე წლის იქნებოდა, გვარიანად ჩათქვირული, ვეებერთელა
ძუძუებით და მსხვილი ბარძაყებით, რომლებზეც ხორცი ისე
უპრიალებდა, გეგონებოდა, ტუმბოთი დაბერესო. უკვე ყელში
ამოსვლოდა იქაურობა, ბანაობას მაინც არ აპირებდა, დილას უკვე
ებანავა, მატონატოზე, სორ”ანიტას პლაჟზე. ახალმისულები იყვნენ,
ნადიას კი უკვე წასვლა უნდოდა.
- ეი, ნადი, რა არი, რა გ ჭირს? – მშვიდად ჰკითხა ალვარომ, შეატყო,
რომ ქალი ნერვებმოშლილი იყო.
ნადია აფეთქდა: – წავედით რა! დროზე ქენით საქმე და მომეშვით! რა
ჯანდაბას ელოდებით, გამაგებინე!
– აჰაა… ვეღარ ითმენ, არა? – გაიცინა როკომ. ნადია გაცეცხლდა.
გველივით მოატრიალა თავი. თვალები ულაპლაპებდა. ცოფისგან გულით
ავადმყოფივით განაცრისფრებოდა უპეები.
- გინდა-მეთქი შეყოფა, თუ არა? – გაწიწმატებული ჩააჩერდა
თვალებში ალვაროს. – აბა რა მინდა! – უპასუხა იმან.
- ხოდა, წამო, რას წამომჯდარხარ მანდ! – მოუჭრა ქალმა. წვრილი
წითელი პირი ჯოჯოხეთის შესასვლელს უგავდა. ალვაროს ართობდა
გაკაპასებული ქალის ყურება.
– რა არი, გოგო, დღეს არავის მოუტყნიხარ? – გაიცინა. – რაღაცა
ახურუშებული ხარ, ხო იცი! – მოუკვდი დედაშენს, შე ლაწირაკო! –
დაისისინა ნადიამ. ყასაბს უგავდა აწითლებული სახე. – კაი ჰო, მიიღებ
ცოტა ხანში, – ჩაერია როკო. – შარვალში ვეღარ ვატევთ!
- იცი რო დღეს რიჩეტოსაც უნდა? – უთხრა ალვარომ. – მერე რა რო
ჟღვლინტიანია, იარაღი მაგასაც კი აქ! რო არ გეგონება, ისეთი!

39
რიჩეტოს ხმა არ ამოუღია, მუხლებზე იდგა, ფეხები განზე გაეშალა.
მექსიკური ქუდის ქვეშ შუბლზე კულულები ეყარა. თასმები ყურებს უკან
გადაეტარებინა და ნიკაპთან შეეკრა.
- კაი, წავედით, – დაეთანხმა, როგორც იქნა, ალვარო და კაბინისკენ
ანიშნა ქალს. ნადია დაიჭყანა და ცხვირი აიბზუა, მერე ხელებით
დაეყრდნო ქვიშას, უკანალი ზევით ააშვირა და ნელ-ნელა წამოსწია
ფუთობით ქონი, ძუძუებიდან წვივებამდე რომ ჰქონდა ჩალაგებული.
– მოიცა! – უთხრა ალვარომ. – ჯერ მე წავალ.
წამოდგა და წინ წავიდა. მალე გაუჩინარდა ქოლგებს, შეზლონგებსა
და შიშველ სხეულებს შორის. ცოტა ხანში ნადიაც მიჰყვა. სწრაფად
მიცუხცუხებდა, მდუღარე ქვიშაში ეფლობოდა
მსუქანი ტერფები.
რიჩეტო და როკო ადგილიდან არ დაძრულან. თავიანთ რიგს
ელოდნენ. როკოს უდარდელად ამოედო მკლავები თავქვეშ. ბანაობა არც
ერთს არ უფიქრია. ქვიშაზე გამხლართულები გოგოებს აკვირდებოდნენ:
ტრასტევერეს, პრატის, მარანელას, კუარტიჩოლოს უბნების საქალეთი
ოსტიას პლაჟზე შეყრილიყო. რიჩეტომ როკოს გახედა:
- რა, ცურვა იცი?
– რაო? აბა არ ვიცი? – წარბიც არ შეიხარა როკომ. – დელფინივით
ვარ წყალში ბიჭო, დელფინივით!
- წამო რა, სანამ ველოდებით, ერთი ჩავხტეთ! წამო რა! – დაეჯღანა
რიჩეტო. – ოო, არ მინდა, – როკომ დაამთქნარა. – მიდი, მე რაში
გ ჭირდები.
– კაი, – ჩაილაპარაკა რიჩეტომ, სომბრერო მოიძრო და წყლისკენ
გაიქცა. კარგა ხანს იდგა ნაპირთან, ჯერ ერთი ფეხი ჩაყო და მალევე
ამოიღო, მერე, ნელ-ნელა, მუხლამდე შევიდა. ტალღა რომ
შემოარტყამდა, ზევით იწევდა სიცივისგან აკანკალებული, თითქოს
პანღური ამოჰკრესო.
წყალი ხალხით იყო სავსე. ნაპირის შორიახლოს ველოსიპედი
ტივტივებდა, გარს მობანავეები შემორტყმოდნენ. რიჩეტომ, როგორც

40
იქნა, გაბედა და ბატივით, ფართხა-ფურთხით შევარდა წყალში. თუმცა
მისი ბანაობა ის იყო, რომ წყალში იდგა და
შეციებული გაჰყურებდა ბიჭებს, რომლებიც ხის ძელზე ცოცდებოდნენ
და იქიდან დგაფუნით ენარცხებოდნენ ზღვაში.
წყლიდან რომ ამოვიდა, ბიჭებს საქმე მოეთავებინათ. მისი ჯერი იყო.
რიჩეტო ქვიშაზე დაჯდა და თავზე სომბრერო წამოიხურა. ალვარო
მიუბრუნდა, უცნაურად ამოძრავებდა ყბებს:
- ეი, რიჩე, სანამ შენ საქმეს მოითავებდე, რამეს ხო არ
დაგვალევინებ? არა, კი არ გაძალებ, ისე… მე და ამას ფული არა გვაქ, ხო
იცი…
- აბა რას ვიზამ, – რიჩეტომ შარვლის ჯიბიდან ფულის შეკვრა
ამოიღო, ერთი ასლირიანი გამოაცურა და ხელით ანიშნა ბიჭებს,
წავედითო. წამოდგნენ და დახლს მიაშურეს
„კოკა-კოლას“ დასალევად.
მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა, ხალხი კი მატულობდა. შიშველი
ხორცით დაფარული ნაპირის მიღმა ალესილი ხმლის პირივით
ლაპლაპებდა ზღვა, გასახდელები ბიჭბუჭებით იყო სავსე, ყველა მხრიდან
ყვირილი და ლაპარაკი ისმოდა, შხაპები და გასახდელი კაბინები ისე იყო
ამოჩრილი ადამიანების თავების ზღვაში, როგორც მკვდარი ცხოველის
ძვლები ჭიანჭველების გროვიდან. ორკესტრი მთელ ხმაზე უკრავდა და
მის ხმას მარეკიაროს ნაპირიდან მომავალი მუსიკა ერწყმოდა.
- რიჩე, – შეახსენა ალვარომ, – შენი ჯერია, ბიჭო…
რიჩეტო უხმოდ წამოდგა, თითქოს მისჯილი ჰქონოდა ნადიასთან
ერთად გასახდელ კაბინაში განმარტოება. ბიჭებმა გაიცინეს, ნადიასაც
გაეცინა. მაგიდასთან იჯდა, მოთენთილი,
გატრუნული. – მოიცა, ჯერ გადაიხადე, რიჩე… – თავაზიანად, თითქოს
შემთხვევით დააწია ალვარომ.
- ვა, კინაღამ დამავიწყდა! – უხერხულად გაიცინა რიჩეტომ.
ცდილობდა, შფოთვა დაემალა. ფული გადაიხადა და როგორც წეღან
ალვარო, წინ გაუძღვა ქალს. ჰაერი და ქვიშა ცოტათი გაგრილებულიყო,
გასახდელ კაბინაში კი აუტანლად იგრძნობოდა სიცხე. რიჩეტოს

41
მოეჩვენა, რომ ღუმელში შერგო თავი. ტანსაცმლისა და წინდების
სიმყრალეს მარილის სასიამოვნო სუნი ერეოდა.
შეიცადა, სანამ სიბნელეს თვალს მიაჩვევდა. აღგზნებული იყო. კარზე
ნადიამ დააკაკუნა. გაუღო. ქალი უხმოდ შესრიალდა კარში. ვეებერთელა
საჯდომი, შემზარავად რომ უდანდალებდა ხოლმე, არენულაზე ან
ფარნეზეზე კაცები ხელებს რომ უფათურებდნენ, ბნელში თითქმის არ
უჩანდა. რიჩეტო ჯიხურის შუაში იდგა, თავზე სომბრეროთი. ქალმა
უხმოდ გაიძრო გაოფლილი ტანიდან ლიფი და საბანაო კოსტუმის
საცვალი. რიჩეტომაც ჩაიხადა.
- ჰა, მიდი… – ხმადაბლა უბრძანა ქალს. ნადიამ ქონებში მოიმწყვდია
ბიჭის გამხდარი სხეული, მერე ნელა გააცურა ხელი, მის
ძუძუებში თავჩარგულ რიჩეტოს ჯიბიდან ფულის შეკვრა ამოაცალა
და წამში შეაცურა იქვე მიგდებულ ჩანთაში.
რიჩეტო „ჯორჯო ფრანჩესკის“ დაწყებითი სკოლის შენობაში
ცხოვრობდა. პონტე ბიანკოს მხარეს, მარჯვნივ, ფერდობია, წვერში
ძველი მონტევერდეს სახლები მოჩანს, მარცხნივ, ფერდობის ძირში –
ფერობედო, იქიდან კი – დონა ოლიმპია, რომელსაც გრატაჩელისაც
ეძახიან. პირველივე შენობა, მარჯვენა მხარეს, ყოფილი სკოლაა:
დახეთქილ ასფალტზე წამომდგარი გაქუცული, ბათქაშჩამოყრილი
რამდენიმესართულიანი ნაგებობა, ცენტრში თეთრი, კვადრატული
კოლონებითა და ოთხივე კუთხეზე მასიური კოშკისებური მიშენებებით.
ამ შენობაში ჯერ გერმანელები იყვნენ, მერე – კანადელები, ბოლოს –
დევნილები, ახლა კი ვალების გამო გამოსახლებულები ცხოვრობდნენ,
როგორც რიჩეტოს ოჯახი.
მარჩელო ცოტა მოშორებით, გრატაჩელის მხარეს ცხოვრობდა. მთის
ქედივით გადაჭიმულიყო ათასობით ფანჯრით დაწინწკლული
ვეებერთელა სახლების უსასრულო მწკრივი. სიმაღლეზე, სიგანეზე,
წრიულად, დიაგონალზე – ყველა მიმართულებით ფანჯრები მოჩანდა:
გზებზე, ეზოებზე, კიბეებზე, ჩრდილოეთით, სამხრეთით, მზიან თუ
ჩრდილიან მხარეს გამავალი ფანჯრები; ღია და დახურული, ცარიელი და
სარეცხგადმოფენილი, ჩუმი და ხმაურიანი, ქალებისა და ბავშვების

42
ხმებით, ღნავილით, სიცილით, წივილით სავსე ფანჯრები. გარშემო კი
ტიტველი, პატარ-პატარა გორაკებიანი მინდვრები იშლებოდა, სადაც
ფეხშიშველა, წვინტლიანი და ტურტლიანი ბავშვები დატანტალებდნენ
და ბინძურ, დამტვრეულ სათამაშოებს დააპროწიალებდნენ.
კვირაობით მხოლოდ ბავშვები ჩანდნენ ქუჩაში. ახალგაზრდებს
თვალს ვერ მოჰკრავდით, რომში დადიოდნენ გასართობად,
რიჩეტოსნაირები კი ოსტიაში ტკბებოდნენ სიცოცხლით.
მარჩელო მარტო დახეტიალობდა დონა ოლიმპიაზე, შიოდა და თან
მოწყენილობისგან აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. უაზროდ, ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი დაყიალობდა გრატაჩელის უბნის ეზოებში. ხან ვიღაც
ლაწირაკებთან ბანქო წაითამაშა დროის გასაყვანად, თუმცა მალე
იმათაც მიაგდეს და ინდიელობანას სათამაშოდ გაცვივდნენ ჟივილ-
ხივილით მონტე დი სპლენდორეზე. სულ მარტო დარჩა. თავზე
ვეებერთელა შენობები წამოყუდებოდა. ეზოს შუაგულში იდგა და მზე
აუტანლად აჭერდა.
სკოლის შენობას მიაშურა. რამდენიმე საფეხური აირბინა და
მარჯვენა კიბეს აუყვა. საკლასო ოთახებში მხოლოდ დევნილები
ცხოვრობდნენ და ისინი, ვინც პირველები დასახლდნენ აქ. დერეფანი
ფიცრებით დაეტიხრათ პატარ-პატარა ოთახებად და გასავლელად
მხოლოდ ვიწრო ზოლი დაეტოვებინათ, ეზოზე გამავალი ფანჯრების
მხარეს. რიჩეტოს ოჯახი ერთ-ერთ ასეთ „ოთახში“ ცხოვრობდა. ტიხრებს
შორის ხელით გამოჩორკნილი საწოლები მოჩანდა. აქ მცხოვრებ ქალებს
იმდენი შვილი ჰყავდათ, რომ მისალაგებლად მხოლოდ სადილის შემდეგ
თუ მოიცლიდნენ. ერთი გოჯი არ იყო თავისუფალი: მორყეული მაგიდები,
ფეხმოტეხილი სკამები, საკერავი მანქანები, თოკებზე გადაკიდებული
ბავშვის ტანსაცმელი. შენობა თითქმის ცარიელი იყო: ახალგაზრდებს ამ
დროს აქ რა გააჩერებდა, უფროსები კი ქვევით, სასადილოში იყვნენ,
გრატაჩელის საწყობების მხარეს. შენობაში მხოლოდ რამდენიმე მოხუცი
ქალი დარჩენილიყო.
- დეიდა ადელე! – მარჩელომ დერეფნიდან წაიგრძელა კისერი
ოთახებისკენ: – დეიდა ადელე!

43
- რა გინდა? – უხეშად გამოსძახა ქალმა ტიხრის იქიდან. მარჩელო
კარს მიუახლოვდა. – თქვენი შვილი სახშია? მოვიდა? – ჰკითხა
მარჩელომ.
- არა-მეთქი! – დაუღრინა ქალმა – ბოლო ერთი საათში მესამედ
მისდგომოდა მარჩელო ამ
შეკითხვით. ქალი დანჯღრეულ სკამზე იჯდა, გაოფლილი, წელში
მოხრილი, ფეხებზე გაზეთი ედო და საკერავ მანქანაზე მიყუდებულ
სარკეში თმას ივარცხნიდა.
დახვეული და დამწვარი თმა ერთიანად გახეშეშებოდა და
ფაფარივით გაჩეჩვოდა. მონდომებით, წარბებშეჭმუხნილი ივარცხნიდა
და მოკუმულ ტუჩებში სამაგრები ეჭირა. რაღაცნაირად გაგულისებული
ებრძოდა თმას, მოთმინებაამოწურული, როგორც პატარა გოგო,
სიჩქარეში თმას რომ იწიწკნის, რადგან ქვევით გოგოები ელოდებიან
პიცერიაში წასასვლელად.
- კაი, ნახვამდის, დეიდა ადელე… – ჩაილაპარაკა მარჩელომ და
ზურგი შეაქცია. – უთხარით თქვენ შვილს, რო ქვევითა ვარ.
- კი, ხვალამდე თუ დაბრუნდა, ვეტყვი! – თავისთვის ჩაიბურტყუნა
ადელემ.
მარჩელო ეზოში ჩაბრუნდა და უკაცრიელ ქუჩაში გავიდა.
ყურებჩამოყრილი იყო, ბრაზისგან ეტირებოდა, ქვებს ფეხს ურტყამდა.
- დამპალი ნაბიყვარი ეგა! – ხმამაღლა ელაპარაკებოდა საკუთარ
თავს. – სად წაეთრა ამდენი ხანი, არც დაუბარებია… რა არი ეს?!
მეგობარი ქვია მაგას?.. დამპალი, თვალებს დავთხრიდი მაგ ნაბოზარს! –
კიბის საფეხურზე ჩრდილში ჩამოჯდა: მოპირდაპირე მხარეს,
ტროტუარზე, მტვერში ამოგანგლული ბავშვები ისხდნენ და დასაკეცი
დანით თამაშობდნენ. მარჩელომ ცოტა ხანს უყურა. მერე მიაშურა და
თავზე დაადგა ბავშვებს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. იმათ ზედაც არ
შეუხედავთ, უხმოდ განაგრძეს თამაში. უცებ ერთ-ერთი გახარებული
წამოხტა, მონტე დი სპლენდორეს მხარეს მიაშვირა თითი და აყვირდა:
– ძამბუ, ნახე ნახე!!

44
დანარჩენებიც წამოხტნენ და გაიქცნენ. მარჩელოც გაჰყვა ბავშვებს,
თუმცა ფეხის აუჩქარებლად. გორაკზე რომ ავიდა, დაინახა, ბავშვები
მშენებარე სახლის ჩრდილში მოგროვებულიყვნენ, საიდანაც მარჯვენა
მხარეს ახალი მონტევერდე მოჩანდა, ქვევით კი რომი გაშლილიყო,
წმინდა პავლეს ტაძრამდე. ძამბუიას ირგვლივ შეგროვებულიყვნენ,
ლეკვები ეჭირათ ხელში, ძამბუია კი იჯდა და გამოცდილი თვალით
აკვირდებოდა. ბიჭები უხმოდ აკვირდებოდნენ ლეკვებს, იცინოდნენ.
ძამბუია დროდადრო რომელიმე ლეკვს სტაცებდა ხელს,
დააბზრიალებდა, პირს გაუღებდა, მიწაზე აფორთხიალებდა, აწვალებდა,
ათამაშებდა. ლეკვი იზმორებოდა, წკმუტუნებდა, კუნტრუშებდა, ხან
ბავშვებს შიშველ ფეხებში გაუწვებოდა, ხან გაიქცეოდა და იქვე,
გორაკზე, გაკოტრიალდებოდა.
– იმას უყურე, იმას! – ჭყიოდნენ ბავშვები. მერე რომელიმე, სხვებზე
უფროსი, წამოდგებოდა, ხტუნვა-ხტუნვით დაეწეოდა ჩამოშორებულ
ლეკვს და უკან დააბრუნებდა. ეთამაშებოდა, მუცელს ფხანდა, აქეთ-
იქით აგორავებდა და თან რაღაცნაირად ალეწილი, თითქოს
ცდილობდა, დაემალა, რომ ლეკვი გულს უჩუყებდა.
- ვისია ეს ლეკვები? – იკითხა მარჩელომ. ცდილობდა, თავი
უფროსივით დაეჭირა, თუმცა აშკარად მოსწონდა ლეკვები.
- ჩემი, – მოიქუფრა ძამბუია.
- და ვინ მოგცა?
- ბრუციანი ხარ, ბიჭო? ვინა და ამ ძაღლმა, ვერა ხედავ?
ბავშვებს გაეცინათ.
დედა ძაღლიც იქვე იყო, კოღოსავით გალეული და გამხმარი.
- მიდი… – ძამბუიამ ლეკვები მოხვეტა და დედა ძაღლს მიუყარა
მუცელთან. ლეკვები ხარბად დაეძგერნენ ჩამოწლაწულ ძუძუებს. გოჭებს
ჰგავდნენ, გამალებით წოვდნენ. ბავშვები გარს შემოეხვივნენ, იცინოდნენ,
არ ჩუმდებოდნენ.
– ერთს არ მომცემ? – ვითომ სხვათა შორის ჰკითხა მარჩელომ.
ძამბუია თვალყურს ადევნებდა ძაღლებს, აკონტროლებდა, რომ ყველა
ლეკვს მოეწოვა ძუძუ. გამოხედა:

45
- მეტი საქმე არა მაქ, – მერე უცებ თითქოს გადაიფიქრაო: –
ორმოცდაათი ლირა გაქ?
- შენ ვერა ხარ ხო იცი… – გაეცინა მარჩელოს, თითი მიიტანა
საფეთქელთან და დაატრიალა. – ზოოპარკში მეცხვარის ლეკვებს
გაძლევენ ერთ ლირად.
- ვა, მეცხვარის? – გაიმეორა ძამბუიამ.
- არა, გატყუებ, – მიუგდო მარჩელომ. ამ კითხვას არ ელოდა. – წადი
ეგე, ობერდანს კითხე, თუ არა გჯერა.
- არ მკიდია? – მიაყოლა ძამბუიამ. – თუ მართალია, იყოს, თუ არა და
ამ ჩემს ფეხებს.
ორი ლეკვი ძუძუს მოშორდა. ბრაზით უღრენდნენ ერთმანეთს.
ბავშვებმა სიცილი ატეხეს და თავადაც გაკოტრიალდნენ მიწაზე,
ლეკვებივით.
- ათ ლირას მოგცემ, – თქვა მარჩელომ. ძამბუიას ხმა არ ამოუღია,
მაგრამ ჩანდა, რომ თანახმა იყო.
- ჰა, რას იტყვი? – არ მოეშვა მარჩელო. – კარგი, ეგრე იყოს, –
ჩაილაპარაკა ძამბუიამ.
– ამას წავიყვან, – მარჩელოს უკვე შეერჩია კიდეც შავი, პუტკუნა
ლეკვი, რომელიც ხარბად
წოვდა რძეს და სხვებს არ აცლიდა. ბავშვები მარჩელოს შურით
უყურებდნენ, ცდილობდნენ, შავი ლეკვი გაეღიზიანებინათ, რომ
სხვებისთვის შეეტია და დრუნჩზე ეკბინა. მარჩელომ ათი ლირა ამოიღო.
სულ ეს იყო მისი ავლადიდება.
- ჰა, – გაუწოდა ძამბუიას. იმან უხმოდ ჩაიდო ფული ჯიბეში. –
ეხლავე მოვალ, დამელოდე, – უთხრა მარჩელომ და სკოლის შენობისკენ
გაიქცა.
– სორა ადელეეეე! სორა ადელეეეე!
- ჰო-მეთქი! რა არი?! – დაუჯაჯღანა იმან, ვარცხნა დაემთავრებინა. –
ისევ შენა ხარ? – ზღურბლზე გადმოდგა, კუპატივით გაკვეტებულიყო

46
საგარეო კაბაში. – ვააახ!.. – და თითქოს უცებ გაუარა ბრაზმა და
გამხიარულდა: – ბიჭო, რას ელოდები იმ ჩემ ჭირიან შვილს, მოეშვი რა!
- კინოში გვინდოდა წასვლა… – ამოილუღლუღა მარჩელომ.
– იცი რა, – სორა ადელემ თავი დახარა და გულზე ხელი დაიდო,
ვითომ თანაუგრძნობსო. ნიკაპი კისრის ქონებში ჩაეფლო. – ეგ
შუაღამემდე არ მოვა სახში, გაიგე რა! არ იცი, რა ჯიბიდან გავარდნილია!
სუ არა გავს უბედურ მამამისს!
- კაი, მერე გამოვივლი… – დანებდა მარჩელო. აშკარად ხასიათი
გამოკეთებოდა, უხაროდა, რომ ანიოლოზე უკეთესი ლეკვი ჰყავდა. –
კარგად, სორა ადელე!
ქალი ისე იყო გაჭედილი ნაცრისფერ კაბაში, გეგონებოდა, საცაა ქონი
იხუვლებს და გამოსკდებაო. ხეშეშა თმა აქეთ-იქით გაშვეროდა შუბლზე.
ოთახში შებრუნდა, რომ სახე შეეღება და ჩანთა აეღო. მარჩელომ
სწრაფად ჩაირბინა ზუნზლიანი, მინგრეულ-მონგრეული და
რკინებამოჩრილი კიბე. შენობიდან ფეხი გამოდგა თუ არა, უკნიდან
გამაყრუებელი ხმაური მოესმა, თითქოს ბომბი აფეთქდაო და საშინელი
დარტყმა იგრძნო ზურგში. „ფუ შენი…“ – ამის გაფიქრებაღა მოასწრო
მარჩელომ, ყურები აუწივლდა და თეთრმა ბუღმა დაუბრმავა თვალები.
რიჩეტოს ხურდა ფული დარჩა. ორი ღერი სიგარეტის საყიდლად და
ტრამვაისთვის ეყოფოდა. მაწანწალა ძაღლივით მიჩანჩალდა
გაჩერებამდე, რომ ცამეტ ნომერს დალოდებოდა. ისე ცხელოდა, როგორც
შუადღეზე, არადა ექვსი საათი მაინც იქნებოდა. ტრამვაის ბოლოში
დაჯდა და წელამდე გადაეყუდა ღია ფანჯარაში. ტრამვაი ტიბრის
გასწვრივ მიქროდა, რიჩეტო ჩაფიქრებული გასცქეროდა უკაცრიელ
ქუჩებს და ხუჭუჭა თმას ქარი უფრიალებდა. შარვლიდან ამოჩაჩული
პერანგი გაშლილი იალქანივით ფართხუნობდა. რიჩეტო არც არაფერს
უყურებდა და ვერც ვერაფერს ხედავდა, სიცარიელეს მისჩერებოდა.
სახლების ფასადები სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს. გამწარებული,
გულდაწყვეტილი იყო, მზეზე დამწვარი სახე საშინლად უხურდა და
ცრემლიანი თვალები ულაპლაპებდა. თეთრ ხიდზე თავჩაქინდრული
ჩამოვიდა ტრამვაიდან და თავი აიღო თუ არა, ადგილზე გაშეშდა. აქ,
კუატრო ვენტის მშენებარე სახლებამდე, როგორც წესი, კაციშვილი არ

47
ჭაჭანებდა ხოლმე. კანტიკუნტად თუ ჩაივლიდნენ ახლომახლო უბნების
მცხოვრებლები, კოჟრებით გატანჯულები ძლივს რომ მიათრევდნენ
ფეხებს. ახლა კი აქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი.
- რა მოხდა? – ჰკითხა რიჩეტომ ვიღაცას.
- რავი… – მხრები აიჩეჩა იმან და მიმოიხედა.
რიჩეტო გაიქცა. მუჯლუგუნებით არღვევდა ბრბოს. ფერდობზე
ჩაირბინა, ლიანდაგის შლაგბაუმს გადაახტა და ციცაბო აღმართს აუყვა,
ფერობედოსკენ. ამ დროს ჯანიკოლოს, ტრასტევერეს სადგურის მხრიდან
პოლიციის სირენების კივილი მოესმა. შედგა, უკან გამოარღვია ხალხის
ნაკადი და ისევ ხიდზე ამოირბინა, რომ გადაეხედა და გაეგო, რა
ხდებოდა. ახალი მონტევერდესკენ გიჟებივით მიქროდნენ სახანძრო და
სასწრაფო დახმარების მანქანები. მათი კივილი ნელ-ნელა გაიფანტა და
შენობებსა და ქუჩებში ჩაიკარგა.
რიჩეტო ისევ კისრისტეხით დაეშვა ლიანდაგისკენ. გზაში ანიოლეტო
შეეფეთა ველოსიპედით. ერთად დაუყვნენ დაღმართს, აქოშინებულები.
– რა ხდება?.. – ისევ ჰკითხა რიჩეტომ ვიღაც უცნობს. ვეღარ ითმენდა.
- რავი, ხანძარია, ალბათ, ფერობედოზე, – დაიჯღანა უცნობი.
შლაგბაუმთან პოლიცია გადაეღობათ. არ გაატარეს. ანიოლო და რიჩეტო
ეხვეწებოდნენ, დონა ოლიმპიაზე ვცხოვრობთ, სახლში მივდივართო,
მაგრამ ამაოდ. უკან მობრუნება მოუხდათ. კუატრო ვენტის გამზირიდან
მოუარეს, მუშების გაყვანილი, ფერდობზე ამავალი ბილიკით, რომელიც
შლაგბაუმს გვერდს უქცევდა, მაგრამ იქაც პოლიცია დახვდათ.
ახალი მონტევერდედან თუ მიაღწევდნენ დონა ოლიმპიამდე. ხიდზე
აბრუნდნენ, რომელიც ისევ ხალხით იყო გადაჭედილი და
ჯანიკოლენსესკენ წავიდნენ. ხან ერთი ჯდებოდა ველოსიპედზე, ხან
მეორე. სადაც დაღმართი მეტისმეტად ციცაბო იყო, ველოსიპედს ხელით
მიაგორებდნენ. ორი კილომეტრი მაინც იქნებოდა მონტევერდეს
მოედნამდე, იქიდან დონა ოლიმპიამდე კიდევ ერთი კილომეტრი იყო:
დაღმართში, ქოხმახებითა და მშენებარე სახლებით სავსე მინდორი უნდა
გაევლოთ.

48
დონა ოლიმპიას რომ მიაღწიეს, უკვე ბნელდებოდა. გრატაჩელისთან
ნაბიჯი შეანელეს: ქუჩაში, ტროტუარებზე, ეზოებში უამრავი ხალხი
ირეოდა. ყვირილი, გაუგებარი გადაძახილ-გადმოძახილი ისმოდა ყველა
მხრიდან. რიჩეტო და ანიოლო უხმოდ შეერივნენ ხალხს. ველოსიპედს
ხელით მიაგორებდნენ. რიჩეტომ ნაცნობი სახეები დაინახა და
გულამოვარდნილი დაეძგერა:
- რა მოხდა? რა მოხდა?
იმათ უხმოდ აქციეს ზურგი. სანამ რიჩეტო, ქაღალდივით
გაფითრებული, ხალხის გარღვევას და წინ წაწევას ცდილობდა, ანიოლოს
ვიღაცა სწვდა პერანგის სახელოში:
– ბიჭო, არ იცი, რო სკოლა დაინგრა?
მონტევერდეს მხრიდან ისევ აკივლდნენ სირენები. რამდენიმე წამში
ბრბო სახანძროებმა გაარღვიეს და დონა ოლიმპიას გზაჯვარედინთან
ჩამოდგნენ. როცა სირენები ჩაჩუმდნენ, ყვირილმა და ღრიანცელმა კიდევ
უფრო იმატა გარშემო. კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ სკოლის შენობა
იდგა, ნანგრევების ვეებერთელა გორა იდგა და სქელი თეთრი კვამლი
ასდიოდა. ნანგრევებს ყველა მხრიდან ჩაეხერგა ქუჩა. ბუღში
უვნებლად გადარჩენილი სკოლის მთავარი შესასვლელის თეთრი
კოლონები მოჩანდა.
მეხანძრეებს ამწე მიეყენებინათ. ნანგრევების გორაზე
ორმოცდაათამდე ადამიანი ასულიყო და ნიჩბებით ყრიდნენ ქვებს.
ბნელდებოდა. გარშემო ბრძანებები და მითითებები ისმოდა. დანგრეულ
შენობას პოლიციის კორდონი ჰქონდა შემორტყმული და დაძაბული
ხალხი შორიდან ადევნებდა თვალს მეხანძრეების მუშაობას.
მოპირდაპირე შენობის ფანჯრებიდან ქალები გადმომდგარიყვნენ. ზოგი
კიოდა, ზოგი ტიროდა.
მარჩელო, ფქვილში ამოვლებული თევზივით გათეთრებული,
სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორი
ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. მისი პალატის ფანჯარა ბაღში გადიოდა,
სადაც პაციენტები მზეს ეფიცხებოდნენ. მარჩელო ღვიძლით ავადმყოფ
მოხუცს მიუწვინეს გვერდით, რომელიც გაუთავებლად ლაქლაქებდა,

49
ხითხითებდა და რაღაცას ბილწსიტყვაობდა მონაზვნებზე. სულ მთვრალი
გეგონებოდათ. მეორე მხარეს შუახნის კაცი იწვა. ორი-სამი დღე ხმა არ
ამოუღია. მერე ზეწარი გადააფარეს და სადღაც წაიყვანეს, დერეფნის
მეორე ბოლოსკენ. გარდაცვლილის ნაცვლად ვიღაც ბებერი დააწვინეს,
რომელიც დღედაღამე მოთქვამდა. ამას მოთმინებიდან გამოჰყავდა
ღვიძლით ავადმყოფი მოხუცი და ონავარი ბავშვივით ენას უყოფდა
მეზობელს, მის მოთქმა-წუწუნს აჯავრებდა. მარჩელო მშვენივრად
გრძნობდა თავს. მთელ დღეს სადილ-ვახშმის მოლოდინში ატარებდა.
სულ არ შიოდა, პირიქით, თითქმის ვერასოდეს ამთავრებდა საჭმელს.
უბრალოდ ერთობოდა, სახე გაუნათდებოდა ხოლმე, როცა დერეფანში
ურიკის ღრჭიალს გაიგებდა და მონაზონი წვნიანით სავსე ქვაბს
შემოაგორებდა. მარჩელო ცდილობდა, გამოეცნო, რა კერძი იყო იმ დღეს:
შორიდან აკვირდებოდა ჩამჩას, რომლითაც მოწყალების და პალატის
შესასვლელში მწოლიარე ავადმყოფებს ლითონის მათლაფებზე უსხამდა
კერძს. ავადმყოფები ნელა იწყებდნენ ჭამას და საწოლების გვერდით
ტუმბოებზე ჩამწკრივებული წამლის შუშების ჩუმი წკარუნი ავსებდა
ოთახს. პაციენტები ენერგიულად ამოძრავებდნენ ყბებს, თვალები
კმაყოფილებით უციმციმებდათ, თუმცა ზოგი წუწუნებდა, ფხუკიანობდა,
უკადრისობდა საავადმყოფოს კერძებს და ძალად ყლაპავდა რამდენიმე
ლუკმას: რა ვქნა, სხვა რა გზა მაქვსო. მარჩელოც ეწუწუნებოდა
თავისიანებს, საშინელებას მაჭმევენო, თითქოს არ სცოდნოდათ, სახლში
რას მიირთმევდა. თითქმის ყოველთვის ტოვებდა საჭმელს და უმადობას
საავადმყოფოს სალაფავებს აბრალებდა: კერძი ხან მოუხარშავია და ხან
გადახარშული, მონაზვნები საგანგებოდ მაძლევენ ყველაზე ცუდ
ნაჭრებსო. სინამდვილეში კი საჭმელს იმიტომ ტოვებდა, რომ ყლაპვისას
საშინლად სტკიოდა ჩამტვრეული ნეკნები. თანაც, რატომდაც სულ არ
შიოდა: იმ კერძების გახსენებაც კი არ უნდოდა, რომლებზეც ადრე
ოცნებობდა ხოლმე.
დღეები გადიოდა და იმის ნაცვლად, რომ გამოკეთებულიყო და მადა
დაბრუნებოდა, ტკივილიც ემატებოდა და უმადობაც. გაფითრდა,
ჩამოდნა, ადგომა კი არა, ზეწარქვეშ მოძრაობაც უჭირდა, გვერდით
გახედვაც ღლიდა. თუმცა თავად ვერც ხვდებოდა საკუთარ
მდგომარეობას, ცდილობდა, მოეთმინა ტკივილი და სისუსტე.

50
ამასობაში დონა ოლიმპია თითქმის გაწმინდეს ნანგრევებისაგან,
ქუჩაც გახსნეს, დადღუპულებიც დამარხეს და ქალაქის მერის ჩარევით
უსახლკაროდ დარჩენილებიც დააბინავეს. დაბინავება იმას ნიშნავდა,
რომ ათამდე ოჯახი კაზალეტოს მამათა მონასტრის კომპლექსში, ერთ
დიდ დარბაზში შეასახლეს, დანარჩენები კი აქა-იქ, სხვადასხვა უბანში
ჩაფანტეს: ტორმარანჩოზე ან ტიბურტინოზე, ქოხმახებში და ძველი
ყაზარმების შენობებში. ორ
კვირაში დონა ოლიმპია ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ახალგაზრდები ისევ ცენტრში დადიოდნენ გასართობად, მოხუცები
ქვევით, ტრაქტირში ღვინოს ყლურწავდნენ, ბავშვები ისევ მოედვნენ
მინდვრებსა და ეზოებს. მარჩელოს დედ-მამა, დანარჩენ ექვს შვილთან
ერთად, ყოველდღე დადიოდა სან-კამილოს საავადმყოფოში. ნახევარი
საათის გზა იყო ფეხით: ახალ მონტევერდეზე ადიოდნენ და
ჯანიკოლენსეს მხარეს დაღმართს დაუყვებოდნენ ხოლმე. უხმოდ,
თავჩახრილები, მზის გულზე მიუყვებოდნენ ოზანამის ქუჩას: წინ მამა,
უკან კი – დედა და უფროსი დები. პატარები აქეთ-იქით დარბოდნენ,
თამაშობდნენ, უფროსებს აწვალებდნენ.
იმ დილით ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ გრატაჩელის ნაგვიან
მოედანზე. ანიოლო და ობერდანი ტალახიან ბალახზე ისხდნენ და ისე
ადევნებდნენ თვალს თამაშს. ამ დროს მარჩელოს ოჯახმა ჩაიარა.
ანიოლომ იდაყვი გაჰკრა ობერდანს:
- შენა, მარჩელო ხო არ გვენახა?
- წამო, – უპასუხა იმან. საქმე მაინც არაფერი ჰქონდათ. წამოდგნენ
და საქმიანად გაეშურნენ საავადმყოფოსკენ. გზაში ახალი
მონტევერდედან მომავალი ბიყები შემოხვდნენ.
- საით? – საავადმყოფოში, მარჩელო უნა ვნახოთ, – სერიოზულად
უპასუხა ანიოლომ. – ვინ მარჩელო? – იკითხა ლუპეტომ, არ იცნობდა
მარჩელოს.
- მარჩელო, ბიჭო, აი მკერავის შვილი! – იდაყვი გაჰკრა ერთ-ერთმა
და ანიოლოს მიუბრუნდა:
– ხო იცი, კვდება.

51
– რა კვდება… – დაიბნა ანიოლო. მერე გაბრაზდა: – ვინ კვდება, ბიჭო,
ნეკნის გატეხვით, გააჯვი რა…
- მაგის დამ თქვა ბიჭო, გატეხილი ნეკნი ღვიძლში თუ ნაღვლის
ბუშტში თუ რაღაცაში შეერჭოო, რავი მე…
- წამო რა, ანიო, გვაგვიანდება, – გაღიზიანდა ობერდანი და ბიჭებს
ზურგი აქცია: – მერე გნახავთ.
სირბილით დაეწივნენ და უხმოდ აედევნენ მარჩელოს მშობლებს
ახალი მონტევერდეს მოედნისკენ. კვირადღე იყო. ცარიელ ქუჩებს მთელი
ძალით აჭერდა ნაშუადღევის მზე. საავადმყოფოს ჭიშკრამდე ხმა არავის
ამოუღია.
მარჩელოს გაუხარდა ბიყების დანახვა.
- არ გვიშვებდნენ, ბიყო… – დაიწყო ანიოლომ, გაცოფებული იყო
დაცვაზე. მარჩელომ დრო იხელთა გულის მოსაოხებლად:
- აქ ყველა ეგეთი უჟმურია, ბიჭო… მონაზვნები კიდე ყველაზე
ჩათლახები არიან, რა გგონია…
ლაპარაკისას ტკივილი ემატებოდა, საშინლად გაფითრდა, მაგრამ
ცდილობდა, არ შეემჩნია. – ბიჭო, ძამბუია ხო არ გინახავთ? – ჰკითხა
უცებ და თვალები გაუბრწყინდა. – სად ვნახავდით… – აიმრიზა ანიოლო.
არ იცოდა ლეკვის ამბავი.
– იცოდე, თუ ნახავ… ასე უთხარი, ჩემ ლეკვს კარგად მიხედოს და
კიდე ას ლირას მივცემ, რო გამოვალ. იცის, რაზეც ვამბობ…
– კაი… – ჩაილაპარაკა ანიოლომ.
– გეყოფათ ახლა… – ჩაერია მარჩელოს დედა. ხედავდა, როგორ
წვალობდა ლაპარაკისას მარჩელო, თითოეული სიტყვის წარმოთქმისას
მკვდარივით ფითრდებოდა. მარჩელომ მხრები აიჩეჩა, სუსტად გაიღიმა.
– ხო არ იცით… – ჰკითხა მერე ისე, რომ დედ-მამისკენ არც
გაუხედავს. – დაზღვევა ფულს ხო მომცემს?
- რა დაზღვევა? – ვერ მიხვდა ანიოლო.
- აი, ნეკნები რო ჩამემტვრა, ბიჭო… არ იცი, დაზღვევა რა არი? –
გახალისდა მარჩელო. ფერიც კი მოეცა დაზღვევის ფულის

52
წარმოდგენაზე. უკვე ისიც იცოდა, რას გააკეთებდა იმ ფულით,
თავისიანებთანაც მოელაპარაკა. – შენზე მაგარ ველოსიპედს ვიყიდი, –
თვალები უციმციმებდა.
– ვა… – გაიოცა ანიოლომ.
ამ დროს გვერდითა საწოლზე მოხუცმა მოთქმა დაიწყო.
გულისგამაწვრილებლად ვიშვიშებდა და მუცელზე იჭერდა ხელებს.
მოპირდაპირე საწოლზე ბებერი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა, უცებ
მოფხიზლდა, უკბილო პირი დააფჩინა და გამოჯავრება დაუწყო
მოვიშვიშე მოხუცს:
- ვაი… ვუი… – იმანჭებოდა გაღიზიანებული. მერე მოძრაობითაც
აჰყვა: მუცელზე იჭერდა ხელებს და იგრიხებოდა. მარჩელოს გაეცინა:
– ნახე რა… სუ ასე არიან…
ეს თქვა და რაღაც გმინვასავით ამოაყოლა სიტყვებს, თვალები
დახუჭა, თითქოს თავბრუ დაეხვაო. დედა სასთუმალს მივარდა, ზეწარი
ამოუკეცა.
- ჩუმად… ნუ ლაპარაკობ… – ჩაუჩურჩულა. დებიც შემოეხვივნენ
საწოლს, პატარა ძმები
გაისუსნენ და მიუცუცქდნენ. – ბიჭო… რიჩეტო რას შვება? – იკითხა
მარჩელომ, როგორც კი თავბრუსხვევამ გაუარა. – რავი ორი კვირა
იქნება, არ გამოჩენილა, – უპასუხა ანიოლომ. – ნეტა სად გადაასახლეს…
– ჩაილაპარაკა მარჩელომ. – რავი, ტიბურტინოზე თუ პიეტრალატაზეო…
სადღაც იქ, რა… მარჩელო დაფიქრდა. – რა თქვა, დედამისის სიკვდილი
რო გაიგო? – რა უნდა ეთქვა… ღრიალებდა… რას იზავდა…
მარჩელო მოიდუშა:
– ვა…
უცებ საშინელი ტკივილი იგრძნო ფერდში და შეხტა. შეშინებულმა
დედამ ხელი წაავლო ხელზე და დანამული შუბლი და კისერი
შეუმშრალა.
ბიჭი საშინლად იყო დასუსტებული. ტკივილი ტანჯავდა. მისიანებმა
იცოდნენ, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მამამისი

53
მედდის დასაძახებლად გავარდა დერეფანში. დედა მუხლებზე დაეშვა
საწოლთან. შვილის ხელი ეჭირა და უხმოდ ტიროდა. მამა მონაზონთან
ერთად შემობრუნდა პალატაში. ქალმა ერთი დახედა ბიჭს, ნელა
გადაუსვა ხელი ცივ შუბლზე და ჩამქრალი, უსიცოცხლო თვალებით
გაბრუნდა კარისკენ.
- რას ვიზამთ…
ამ სიტყვებზე დედამ თავი აიღო, საცოდავად მიმოიხედა და ხმამაღლა
ატირდა.
- შვილო… შვილო… – სლუკუნებდა საწყლად. – ჩემო უბედურო
ბიჭო…
მარჩელომ თვალები გაახილა. დედამისი უმწეოდ ტიროდა.
დანარჩენები გარს შემოხვეოდნენ: ზოგი იცრემლებოდა, ზოგი კი რაღაც
უცნაურად მიშტერებოდა. ანიოლო და ობერდანი, დამუნჯებულები,
პალატის კუთხეში მიყუჟულიყვნენ.
- რა ხდება? – მარჩელოს ძლივს ამოუვიდა ხმა. დედამისი კიდევ
უფრო მწარედ ატირდა. თავს ვეღარ იკავებდა, ზეწარს იფარებდა პირზე,
რომ ქვითინი ჩაეხშო.
მარჩელომ მიმოიხედა. თითქოს უცებ მიხვდა რაღაცას.
- მოიცა… – ჩაილაპარაკა, – მოიცა, ვკვდები?
ხმა არავინ გასცა.
- მოიცა… – გაიმეორა მარჩელომ და სათითაოდ ჩააჩერდა თვალებში
ოჯახის წევრებს. – რა არი, ვკვდები?..
ბიჭები გასუსულები მისჩერებოდნენ. პალატაში დუმილი ჩამოწვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ანიოლომ ძალ-ღონე მოიკრიბა, საწოლს
მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო მარჩელოს:
- მარჩე, წავედით ჩვენ… ბიჭები უნა ვნახოთ…
- კაი, ანიო, მიდი… მაგრათ იყავით… – სუსტად, მაგრამ მშვიდად
ჩაილაპარაკა მარჩელომ. მერე დაფიქრდა და დაამატა:
- დონა ოლიმპიაზე ბიჭები მომიკითხეთ… რავი… თუ ვეღარ ვნახე
ეგენი… უთხარით, ძაან ნუ დაწყდებათ გული…

54
ანიოლომ მხარი წაჰკრა ობერდანს. უხმოდ გავიდნენ ბნელ
დერეფანში.

55
3. ვილა ბორგეზე. ღამე
ტიბურტინოს სადგურის ესტაკადაზე ორი ბიჭი ურიკას მიაგორებდა.
ზედ სავარძლები შემოეწყოთ. დილა იყო. ხიდზე მონტე საკროს,
ტიბურტინოს, სეტეკამინისკენ მიმავალი ავტობუსები მიჯაყჯაყებდნენ.
409 ნომერი ხიდს გადაივლიდა თუ არა, ტრიალდებოდა და კაზალ
ბერტონეს, აკუა ბულიკანტესა და პორტა ფურბას მხარეს მიდიოდა.
ავტობუსები ხმაურით ცვლიდნენ სიჩქარეებს, ნელა იკვალავდნენ გზას
ადამიანებით, მოპედებით, მეძველმანეთა ურიკებით, ველოსიპედიანი
ბიყჭბუჭებით გაძეძგილ ქუჩაზე. რომის შემოგარენიდან დილაუთენია
ჩამოსული ბოსტნეულით მოვაჭრეები ცარიელ ორთვალებს
მოახრიგინებდნენ ბაზრებიდან და ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ საკუთარ
ქოხმახებს. ხიდის მიმტვრეულ-მომტვრეულ ტროტუარებზე უამრავი
ხალხი ირეოდა: მუშები თუ უსაქმურები, ქალები თუ ბავშვები.
პორტონაჩოს ტრამვაიდან ვერანოს სასაფლაოს გალავანთან ჩამოსული
დიასახლისები კომბოსტოთი და ღორის ტყავის ნაჭრებით დატვირთულ
ჩანთებს ტიბურტინოს ბარაკების ან ახალაშენებული მაღალი
სახლებისკენ მიათრევდნენ: სამშენებლო ნარჩენებით, ფიცრებით,
ჯართითა თუ ნაგვის გროვებით სავსე ქუჩებს მიუყვებოდნენ
„ფიორენტინის“ ან „რომანა კომპენსატის“ ქარხნებისკენ.
ბიჭები, რიგრიგობით, გაჭირვებით რომ მიაჯაყჯაყებდნენ მძიმე
ურიკას მანქანებისა და ადამიანების ზღვაში ხიდის უსწორმასწორო
ქვაფენილზე, დასასვენებლად შეჩერდნენ. ურიკას შემოახტნენ. ერთმა
სიგარეტის ნატეხი ამოაძვრინა ჯიბიდან და მოუკიდა. მეორე, ზოლებიანი
სავარძლის კიდეზე შემომჯდარი, მოთმინებით ელოდებოდა, სანამ მისი
ჯერი მოვიდოდა. სიცხისაგან შეწუხებულმა შავი მაისური შარვლიდან
ამოიჩაჩა. მეორე ჩუმად ეწეოდა. მეგობარს არც უყურებდა.
- ეი, შენ, არ უნა დამიტოვო?
- აჰა და მოკეტე რა… – გაუწოდა იმან ნამწვი. ხიდზე ისეთი ხმაური
იდგა, ბიჭებს ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ. ესტაკადაზე
გამაყრუებელი სტვენით ჩაიქროლა მატარებელმა ისე, რომ არ

56
გაუჩერებია. სადგურიდან ძარღვებივით იქსაქსებოდა ლიანდაგები და
მშენებარე სახლების ფონზე, ნომენტანის ქუჩის იქით, მზიან მტვერში
იკარგებოდა. შავპერანგამ ხარბად მოქაჩა მეგობრის მიწოდებული ნამწვი
და ფეხებგაფარჩხული გადაწვა სავარძელზე. სავარძლის სახელურს მისი
შავი კულულები გადაეფინა. ნეტარებით მოქაჩა „ნაციონალის“ ბოლო
ორი ნაფაზი. შუადღე ახლოვდებოდა და ხიდზე სწრაფად იმატებდა
მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა რიცხვი.
მეორე ბიჭიც გადაწვა თავისუფალ სავარძელზე და ხელები ხვანჯარზე
დაილაგა. – ფუ ამის… ძაან ცუდათ ვარ, ვეღარ დავდივარ, ბიჭო,
გუშინდელს მერე არ მიჭამია.
ამ დროს ხიდის ბოლოდან სტვენა მოისმა. ერთხელ, მეორედ.
სავარძლებზე
გადათხლაშულებს ხმა ეცნოთ, გვერდი იცვალეს, გახედეს. ტრამვაის
მოსახვევში, პორტონაჩოს მოედნის ბოლოში, მომცრო ორთვალა
გამოჩნდა. თამამად იკვალავდა გზას მანქანებსა და ავტობუსებს შორის.
ორთვალას ორი ჩამოძონძილი, ოფლში გახვითქული ბიჭი აწვებოდა
აღმართში, თან უსტვენდნენ და ხელებს იქნევდნენ. სავარძლებიან
ურიკასთან მალე მოაგორეს თავიანთი ნაგვით სავსე, აყროლებული
ორთვალა. ჩამოფხრენილებს, ჭუჭყიანებს, სახეზე სქლად ედოთ ოფლში
აზელილი მტვერი, თმა კი საგულდაგულოდ გადაევარცხნათ კეფაზე,
გეგონებოდა, სადალაქოდან ახლა გამოვიდნენო. ერთი ხმელი, შავთმიანი,
ლამაზი ყმაწვილი იყო, ასეთი, ტურტლიანიც კი იქცევდა ყურადღებას:
ნახშირივით თვალები, ზეთისხილისფერი კანი და ატმისფერი მაღალი
ღაწვები ჰქონდა. მეორეს კი მკვდრის ფერი ედო წაგრძელებულ,
დამუწუკებულ სახეზე.
– რა არი, ბიჭო? – გადმოსძახა პირველს შავპერანგამ ისე, რომ არ
განძრეულა. ხელები მუცელზე ეწყო, ტუჩზე სიგარეტის ნამწვი
მიჰკვროდა.
- გააჯვი რა, რიჩე… – უპასუხა შავტუხამ.
სავარძელზე გადათხლაშული ერთი ბიჭი რიჩეტო იყო.
შუბლშეჭმუხნილი, მოქუფრული, მრავლისმთქმელი გამომეტყველებით

57
შესცქეროდა ახალმოსულებს. კაჩოტა, სავარძელზე გადაწოლილი მეორე
ბიჭი, სწრაფად ჩამოხტა ურიკიდან, რომ ახალმოსულების ნადავლი
დაეთვალიერებინა, მაგრამ მაშინვე დაიჯღანა:
– ფუუ, ფუუ! – და სიცილი აუტყდა. იგრიხებოდა და მუცელი ხელით
ეჭირა. ორად მოკეცილი, ხარხარით ჩამოჯდა ტროტუარის კიდეზე.
დანარჩენები მშვიდად ელოდნენ, როდის მორჩებოდა მანჭვას, თუმცა
თვითონაც ეცინებოდათ.
– ბიჭო, ამაში ოცდაექვსი ლირა თუ მოგცეს, თავი მომჭერი! –
იცინოდა კაჩოტა.
შავტუხა მიხვდა, რასაც გულისხმობდა კაჩოტა. ენა გააწკლაპუნა,
ერთი მუჯლუგუნი უთავაზა, მერე უხმოდ დასწვდა ურიკის სახელურებს
და ადგილიდან დაიძრა. მეორე, უფერული, რომელსაც ბეგალონეს
ეძახდნენ, უსიტყვოდ აედევნა მეგობარს, თან ცალი თვალით კაჩოტას
უყურებდა, რომელიც ისევ იცინოდა და ტროტუარზე იგრიხებოდა.
- ოცდაექვსი ლირა, არა?.. – გამოსძახა. – ვნახოთ, საღამოს ვის მეტი
ფული ექნება!
კაჩოტა ისევ ახარხარდა. ბეგალონე გაჩერდა, არაბივით შავი თავი
მიატრიალა და სერიოზულად უთხრა:
- შე ტრაკგამოხეულო ნაბიჭვარო, წამოეთრიე, რამეს დაგალევინებთ.
- მოსულა! – შეაგება რიჩეტომ, რომელიც, სავარძელზე წამომჯდარი,
აქამდე უხმოდ ადევნებდა სცენას თვალს. ჩამოხტა და კაჩოტასთან
ერთად თავის ურიკას მიაწვა. ხმა არ ამოუღიათ, ისე ჩაახრიგინეს ურიკა
ხიდის მეორე მხარეს, ტიბურტინოსკენ და მაღალ შენობასთან,
ფანჩატურიანი ტრაქტირის წინ გაჩერდნენ. ერთი ლიტრი თეთრი ღვინო
აიღეს. ხარბად სვამდნენ, მოწყურებულები, ქანცგაწყვეტილები.
ალდუჩოს და ბეგალონეს ყელი გამომწვარი და გამშრალი ჰქონდათ:
რამდენიმე საათი იქექებოდნენ მზის გულზე
ნაგავსაყრელზე, რკინიგზის ხიდთან. რამდენიმე ყლუპზე
შეჟუჟუნდნენ.
- რიჩე, აუ, წამო რა, ის ავეჯი გავყიდოთ, – გადაულაპარაკა კაჩოტამ.
რიჩეტოს ეთვლიმებოდა, მერხზე გათხლაშუდლს წინ გაეშვირა

58
გადაჯვარედინებული ფეხები. – და გააჯვან მაგათ რა…
– სად უნა გაყიდო? – მოფხიზლდა რიჩეტო.
- ვერა ხარ, ბიჭო, პორტა პორტეზეზე, სად ჩემ ფეხებში უნა გაყიდო!
რიჩეტომ დაამთქნარა და მილულული თვალებით გახედა კაჩოტას. –
წამო კაი ხო, წამო…
იმან ბოლომდე გამოწრუპა ღვინის ჭიქა, გამობრუჟული წამოიზლაზნა
და გასასვლელს მიაშურა. კარში ხელი ასწია და დასყექა:
- ეი, მახინჯებო! კარგად ბრძანდებოდეთ!
რიჩეტომაც მოიყუდა ღვინო, ჩქარობდა, დიდი ყლუპებით სვამდა,
პერანგზე ეწუწებოდა. სულ ჩამოისველა გულისპირი. სწრაფად ჩაცალა
ჭიქა და ხველებით აედევნა კაჩოტას.
პორტა პორტეზემდე ოთხი-ხუთი კილომეტრი იქნებოდა. შაბათი
დილა იყო. აგვისტოს მზე გონებას ბინდავდა. რიჩეტოსა და კაჩოტას
შორი გზით მოუწევდათ მოვლა, რომ სან-ლორენცოს უბანს
არიდებოდნენ, სადაც იმ ტიპის კანტორა იყო, ვინც სავარძლების მიტანა
დაავალა კაზალ ბერტონეზე.
– ბიჭო, რო ვერ გავყიდოთ ეს საქონელი, ჰა?.. – ჩაილაპარაკა
კაჩოტამ. ვითომ შეწუხებული, გამალებული აწვებოდა ურიკას.
- გავყიდით, გავყიდით… – გაეპასუხა რიჩეტო და ჯიბიდან ისევ
ამოაძვრინა სიგარეტის ნატეხი.
- რიჩე, რამდენს ვიშოვით, ჰა? – მიამიტი თვალებით მიაჩერდა
კაჩოტა.

59
- რავი, ოცდაათი ათასს ნაღდად… – უპასუხა რიჩეტომ. – სახში
აღარც მივალ, – დაამატა ღრმა ნაფაზის შემდეგ. მერე ზედიზედ, ხარბად
მოქაჩა და ჩაათავა სიგარეტი.
სახლი მაინც არ ჰქონდა. სახლს ეძახდა, თორემ იქ მისვლა-არმისვლა
სულერთი იყო, სასმელი არ ელოდებოდა შინ და საჭმელი. იქ დაიძინებდა
თუ სადმე, ქალაქის სკვერში, სულერთი იყო. არც დეიდამისის დანახვა
უნდოდა, არც ალდუჩო ეხატებოდა გულზე, დეიდაშვილი. ბიძამისი ერთი
უსაქმური ვინმე იყო, რომელიც დილიდან საღამომდე სისხლს უშრობდა
გარშემომყოფებს. როგორ უნდა ეცხოვრა ორ ოჯახს, ერთს – ოთხი
შვილით და მეორეს – ექვსით, ორ პატარა ოთახში? ტუალეტიც კი არ
ჰქონდათ, გადაკარგულში, ეზოს ბოლოში უნდა ევლოთ ამ საქმეზე. ასეთ
პირობებში აღმოჩნდა რიჩეტო სკოლის შენობაში დატრიალებული იმ
უბედურების შემდეგ, როცა ტიბურტინოზე, ნათესავებთან შეასახლეს.
სავარძლები ანტონიოს, ჩინკუეს ჩიხის მეძველმანეს მიჰყიდეს, იმას,
რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინ რიჩეტომ, მარჩელოსა და
ანიოლოსთან ერთად, კანალიზაციის ჭების სარქველები მიჰყიდა.
თხუთმეტი ათასი ლირა ჩაიჯიბეს და სასწრაფოდ ტანსაცმლის
საყიდლად გაეშურნენ. თან რცხვენოდათ, ცდილობდნენ, გზაში თვალებში
არავისთვის შეეხედათ. კამპო დეი ფიორის მიაშურეს, სადაც ტანზე
მომდგარი შარვლები იყიდებოდა ათას-ათას ხუთას ლირად. მოდური
პერანგებიც ჰქონდათ, ორი ათასიც არ ღირდა. წვეტიანი, შავ-თეთრი
ფეხსაცმელებიც იყიდეს და კაჩოტამ მზის სათვალეც შეიძინა, რომელზეც
დიდი ხანია, ოცნებობდა. ძლივს მიათრევდნენ ქვაფენილზე დასიებულ,
მტკივან ფეხებს. უნდოდათ, ადგილი მოეძებნათ, სადაც გამოიცვლიდნენ
და თავიანთ ძონძებს შეინახავდნენ. ბოლოს გარიბალდის ხიდთან, ერთი
პატარა ბარის ტუალეტში დამალეს ყველაფერი: თუ დაგვხვდა, ხომ
კარგი, თუ არადა, ჩვენი ჭირიც წაუღიაო.
პიცაც მიირთვეს სილვიოსთან, ვია დელ კორსოზე. უკვე გვიანი იყო,
უნდა მოეფიქრებინათ, საღამო როგორ გაეტარებინათ, რა ექნათ. ასე
გამოპრანჭულებს კინოში შეეძლოთ წასვლა. არჩევანი დიდი იყო:
„მეტროპოლიტენი“, „ევროპა“, „ბარბერინი“, „კაპრანიეკეტა“, „ადრიანო“
ან „სისტინა“. პიცერიიდან მალე გამოიშალნენ.

60
კარგ ხასიათზე იყვნენ, ხუმრობდნენ, მაიმუნობდნენ. იმწუთას არც
ერთი არ ფიქრობდა, რომ ბედის ბორბალი ხანდახან უკუღმაც ტრიალებს.
„პაეზე სერა“ იყიდეს კინოთეატრების აფიშების სანახავად. ერთმანეთს არ
აცდიდნენ შიგ ჩახედვას, ბოლოს, როგორც იქნა, შეთანხმდნენ და
„სისტინაში“ გადაწყვიტეს წასვლა.
– აუ, რა მაგრა მიყვარს კინო! – კმაყოფილი იმეორებდა ოთხი საათის
შემდეგ კინოდან გამოსული კაჩოტა. ზედიზედ ორჯერ უყურეს ფილმს.
მზის სათვალე ცხვირზე ჩამოეწია. არხეინად მისეირნობდა ვია დუე
მაჩელის ტროტუარზე და განგებ ეჯახებოდა გამვლელებს.
- რას იჯღანები, შე მახინჯო! – მიაძახებდა ხოლმე ამრეზილ ქალებს.
ვინც განსაკუთრებულად აუბზუებდა ცხვირს, იმას დაჯახებას არ
აკმარებდა, ფეხის წვერებზე შედგებოდა და უკნიდან უყვიროდა:
- მახინჯო, ბებერო ჩათლახო! ზოგიერთებს მაინც განსაკუთრებულად
ერჩოდნენ.
– აუ, ამათ უყურე რა! – კაჩოტა მაღალ, ვეებერთელასაჯდომიან
ქალს მისჩერებოდა, რომელსაც მოკლე, სათვალიანი კაცი მოჰყვებოდა.
გვერდით რომ ჩაუარეს, კაჩოტა ხმამაღლა აფხუკუნდა. დანარჩენებიც
აჰყვნენ. წელში მოკაკულები, ადუღებული ქვაბებივით თუხთუხებდნენ და
იფურთხებოდნენ. სათვალიანმა კაცმა გამოხედათ. ამათ ფხუკუნსა და
სიცილს უმატეს.
– მიდიიი! – მიაყვირა კაჩოტამ უკნიდან. ახმახი ქალი უცებ
შემობრუნდა და გაცოფებული გამოექანა ბიჭებისკენ. მაშინ კი იკადრეს
და მოკურცხლეს. თავ-პირის მტვრევით გარბოდნენ ვილა ბორგეზეს
მიმართულებით.
რომში ბევრ პარკში შეიძლებოდა მერხზე დაძინება, მაგრამ ვილა
ბორგეზეს ეზო ყველაზე მაგარი იყო. პინჩოს კარიბჭის მხრიდან შევიდნენ
ხეივანში, რომელიც საცხენოსნო გზას მიუყვებოდა და გვიანობამდე
მანქანებითა და ხალხით იყო სავსე. ხეივნის ბოლოში, „ჯინესტრების“
სკვერის იქით, მეორე ხეივანი გრძელდებოდა პინჩოს კედლამდე,
რესტორან „კაზინა ვალადიერიმდე“. ხეივანსა და ტროტუარს შორის
კოხტა, ოთხკუთხა გაზონებში ორ რიგად ჩამწკრივებულ ოლეანდრებს

61
მერხები დაეჩრდილათ. სამანქანო გზა უკანა მხარეს გადიოდა. ყველა
მერხი დაკავებული იყო, ხალხი სიგრილით ტკბებოდა.
– ცოტას დავისვენებ, – ჩაილაპარაკა რიჩეტომ და ფერდობის გამხმარ
ბალახზე გულაღმა წამოკოტრიალდა. სხვებმაც მიბაძეს და ღიღინით,
უდარდელად მიეყარნენ მინდორზე. მოსაღამოებას უნდა
დალოდებოდნენ. მოგვიანებით წამოიშალნენ და ხეივანში დაბრუნდნენ.
ხალხი შეთხელებულიყო, მოსეირნეები კანტიკუნტად მოჩანდნენ და აქა-
იქ მერხებიც გათავისუფლებულიყო. ნამდვილი ცხოვრება ახლა
იწყებოდა ვილა ბორგეზეზე. შორიახლო მოკლემკლავიან პერანგებში
გამოწყობილი მოხუცი წყვილები დასეირნობდნენ. ახალგაზრდებიც მიდი-
მოდიოდნენ ჯგუფებად, ზოგს პიჯაკი მოეგდო მხრებზე, ზოგს ფერადი
ამერიკული მაისური ეცვა. გაზონებზეც ისხდნენ აქა-იქ: ქალებივით,
შეტყუპებული ფეხებით, ან ფეხი ფეხზე გადადებულები, მოკუნტულები
ეწეოდნენ მოკლე, ნერვიული ნაფაზებით. ოთხი თითით, დაძაბულად
ეჭირათ სიგარეტები. ერთ მერხზე, ოლეანდრის ჩრდილში, ხანში შესული
მამაკაცი შავგვრემან ყმაწვილს ეკამათებოდა. ბიჭს მოღეღილი ცისფერი
მაისური ეცვა, აი ისეთი, პორტა პორტეზეზე ხუთას ლირად რომ ყიდიან.
პარკის სიღრმეში, ხეებს შორის, ლამპიონების ქვეშ, ადამიანების
ფიგურები მოჩანდა.
- აუ, ჩემ გოგოს მთელი ბარკლები უჩანს, – უცებ თქვა კაჩოტამ.
გაშტერებული მისჩერებოდა
ხეივნის ბოლოს, ლამპიონის ქვეშ, მერხზე ჩამომჯდარ ქალს, მოკლე
სისხლისფერი ქვედაკაბით.
- სადა? – აილეწა რიჩეტო.
- ეი, შენა, ნაბოზარო! – მოისმა უცებ მეზობელი მერხიდან.
- რას შვები, ბიჭო! – გამოსძახა შავმა, ტაფასავით ბრტყელსახიანმა
ბიჭმა. თმაც კუპრივით შავი ჰქონდა: ხვეული, გაპოხილი და ბინძური.
ფეხებგაჩაჩხული იჯდა ერთ-ერთ მერხზე, ორ ბიჭთან ერთად.
- ქალი ავაგდოთ? – კაჩოტა აღგზნებული იყო, ბიჭებს გვერდით
მიუჯდა.

62
- შენ რა უნდა ააგდო, ბიჭო… სხვებმა ააგდეს უკვე… – ირონიულად,
ხმამაღლა ჩაიცინა შავმა ისე, რომ ორ მაღალ ტიპს გაეგო, წინ რომ
ჩაუარეს ამაყად: ვილა ბორგეზეს ორი ლამაზმანი დაეთრიათ და სადღაც
მიჰყავდათ, კმაყოფილებს.
- გააჭვით, დამპლებო… – მიასისინა ზურგს უკან რიჩეტომ.
- ეს ჩემი ძმაკაცია, – კაჩოტამ ბიჭებს რიჩეტო წარუდგინა. ხელი
ჩამოართვეს ერთმანეთს. ხეივნის ბოლოში ორი ღიპიანი ტიპი და ვიღაც
ბოზები ყაყანებდნენ, სიგარეტს უკიდებდნენ.
შავტუხა და მისი ძმაბიჭები ალმაცერად გასცქეროდნენ სცენას.
შავტუხას ძმაკაცებიდან ყველაზე პატარამ ხმადაბლა გადაულაპარაკა
რაღაც დიდთავა, მსხვილ, მხიარულთვალება ბიჭს.
- აუ, შემეშვი რა, კალაბრე… – ჩუმად უპასუხა იმან.
- ჰა, ფული იშოვე? რა არი? – ჰკითხა კაჩოტამ, ნიადაგის მოსასინჯად.
- მაგარი დღეა! – ფართოდ გაიღიმა გაბურძგნილმა, მერხზე
გადაიშხლართა და გაზონამდე გაჭიმა ფეხები.
კალაბრეზე არ ეშვებოდა დიდთავას, ახალგაცნობილებს არც
უყურებდა.
– აუ, დამაჭერინე რა… – სთხოვა უცებ ბრტყელსახიანმა
გაბურძგნილს. ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, სურდო ვერ მოეშორებინა მას
შემდეგ, რაც ღია ცის ქვეშ ეძინა ვილა ბორგეზეს პარკში. ოციოდე წლის
იქნებოდა, პუტკუნა შავი სახით თხუთმეტი წლის ბოზანდარა გოგოს
ჰგავდა. გაბერილ ჯიბეზე ხელი დაადო გაბურძგნილს.
- გააჯვი რა, – შეხტა ის. მერე უცებ გადაიფიქრა.
- კაი ჰო… – და რევოლვერი ამოიღო ჯიბიდან.
- ვერა ხარ, ბიჭო, – უთხრა შავმა. გაბურძგნილმა გაიცინა და ისევ
მტვრიან ჯიბეში ჩამალა იარაღი.
– ვა… – გაიოცა კაჩოტამ.
- რა არი, „ბერეტაა“? – მიუცუცქდა რიჩეტო. მაგრამ პასუხი არავინ
გასცა. კალაბრეზე თავისას არ ეშვებოდა, მონოტონურად, ეშმაკურად
ეკითხებოდა:

63
– და ისა… დანა, ბიჭო?..
- ეი, შენა, დებილო, – მიუბრუნდა გაბურძგნილი, – მე საიდან
მექნება?
- პიკიომ წაიღო-მეთქი! – გაღიზიანდა შავტუხა და ხელი აუქნია
კალაბრეზეს.
- აუ, მორჩა, სუ ბოზებს დაახარჯავს…
– ხოდა, მიდი და ეძებე… – მიუგდო გაბურძგნილმა.
- წამო… – უთხრა კალაბრეზემ. გაბურძგნილი სიცილით წამოდგა და
გაიზმორა. მერე კალაბრეზესთან ერთად ზანტად გაუყვა ხეივანს. რიჩეტო
და კაჩოტა უკან აედევნენ. შავტუხამ ბიჭებს გახედა, მერე თავისუფალ
მერხზე ჩამოჯდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- არა მკიდია? აქაც კარგათ ვარ! – და გულაღმა გადაწვა. ჯერ ერთი
ფეხი შემოდო მერხზე,
მერე მეორე.
პინჩოს კარიბჭისკენ მიმავალი ხეივანი ჯერ კიდევ ქალებით,
გამოპრანჭული ახალგაზრდებით და უცხოელებით იყო სავსე.
მოსეირნეები კაფედან გამოსულ ჯაზის ჰანგებს უსმენდნენ. ვილა
ბორგეზეს პარკს გარედან მეორე ხეივანი მიუყვებოდა, საცხენოსნო
მოედანს ესაზღვრებოდა და „მურო ტორტოს“ გასწვრივ ქვევით
ეშვებოდა. ხეივანში ბნელოდა და ჩამიჩუმი არ ისმოდა. შორიახლო
რამდენიმე ჯიბგირი და ორი-სამი ჯარისკაცი ირეოდა. დროდადრო ვიდაც
ჩაიქროლებდა „ლამბრეტათი“ და მალევე უჩინარდებოდა ჩრდილში.
მარჯვენა მხარეს ხეივანს ღობე მიუყვებოდა და ფერდობისგან ყოფდა.
ქვევით, მთვარის მკრთალი შუქით განათებულ მინდორზე, მეორე ღობე
მოჩანდა. ქვიშიანი, დატკეპნილი მოედანი შემოეღობათ. აქ დღისით
ბავშვები თამაშობდნენ ხოლმე, რომლებსაც მოსამსახურე ქალები
ასეირნებდნენ. ღამღამობით კი ათასი ჯურის ავაზაკითა და უსაქმურით
იყო სავსე აქაურობა: გაკრეჭილბუჩქებიან, ცხენის შარდით აყროლებულ
მანეჟთან ფუთფუთებდნენ ხოლმე პატარ-პატარა ჯგუფებად. ვინ აღარ
ირეოდა აქ: ხმელ-ხმელი, შავტუხა, სამხრეთელი მეზღვაურები,
სატვირთო მანქანების ჩრდილოელი მძღოლები, ვეებერთელა

64
მკლავებითა და ფართხუნა შარვლებით, პრატისა და ფლამინიოს უბნების
ლაწირაკი, ტრაკგამოხეული ქურდბაცაცები. როცა რიჩეტო, კაჩოტა და
მათი ორი ახალი ნაცნობი ამ ადგილს მიადგნენ, უკვე გვიანი იყო.
ირგვლივ ჩქამი არ ისმოდა.
– პიკიო! – თქვა უცებ კალაბრეზემ, თითქოს ვიღაც დაინახაო. – აბა
სადა? – იკითხა გაბურძგნილმა.
- ე, დაყრუვდი, ბიჭო? – მიუგდო კალაბრეზემ.
- წადი, შენი… – გაბურძგნილი ხის მორზე ჩამოჯდა და ისე
მოკალათდა, თითქოს იქიდან ადგომას აღარ აპირებდა. ამ დროს
მანეჟიდან, წაბლის ხეების მხრიდან, ყვირილი მოისმა. ბიჭებმა მანეჟს
მიაშურეს. ხმა გაძლიერდა.
- ნაბოზრებო! ჩათლახებო! – ყვიროდა ვიღაც. ჩაჩუმდებოდა და მერე
უცებ ხელახლა იწყებდა:
- ნაბოზრებო! – ყოველ ჯერზე უფრო გაცოფებული იმეორებდა ამ
სიტყვას. ადამიანი არ ჩანდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მიდიოდა და ისე
ყვიროდა: დროდადრო ჩერდებოდა, მანეჟისკენ ტრიალდებოდა და იქით
უყვიროდა ვიღაცას. ხმაზე ეტყობოდა, რომ პირზე ხელებს იდებდა
ძაბრივით და ისე ღრიალებდა, რომ უფრო შორს მიეწვდინა ხმა. მალე
ხრინწი გაერია.
- ნაბოზრებო!! ნაბოზრებო!!!
ხშირად ჩერდებოდა, ან ნაბიჯის გადასადგმელად, ან
ამოსახველებლად და გადასაფურთხებლად. ბოლო „ო“-ს საგანგებოდ
აგრძელებდა. რამდენიმე წუთში სულ ჩაეხლიჩა ხმა, მაგრამ გაცოფებული
არ ცხრებოდა, თან გამალებული იფურთხებოდა. მისი გამწარებული
ყვირილი ახლა უკვე ზევით, საჯირითო მოედნამდე, ხეივნამდე და
კაფეებამდეც კი აღწევდა. დადუმდებოდა, დაისვენებდა და ხელახლა
იწყებდა, თითქოს ბრაზისგან სხვა სიტყვა არ მოსდიოდა თავში:
- ნაბოზრებოოოოოო!
მალე მიუახლოვდა ხის ღობეს და მთვარის შუქზე მისი კონტურიც
გამოჩნდა. ბორძიკით მოიწევდა წინ, თითქოს ქარს უძალიანდებაო.
ხელებს ვერ აჩერებდა, პერანგს ხან ჩაიტანდა შარვალში, ხან

65
ამოიჩაჩავდა, ქამარს იჭერდა, პირში საღეჭი რეზინი ედო და ყბას
ძლიერად იქნევდა, თან სახეზე ჩამოყრილ თმას ისწორებდა.
- დამპალო ჩათლახებო!!! – ღრიალებდა მთელი ძალით, თან
ბუჩქებისკენ იხედებოდა. მიწაზე დაჯდა, მერე წამოხტა და ზევით
წამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ გაჩერდა, გაცოფებულმა
დაიწყო ფართხუნა პერანგის შარვალში ჩატენა და ისევ მოჰყვა
ლანძღვა-გინებას, თითქოს სიტყვებსაც რეზინივით ღეჭავდა,
იფურთხებოდა.
– პიკიო! – ჩასძახა გაბურძგნილმა. – რა გაღრიალებს, ბიჭო, ვის
უყვირი?
პიკიომ ერთი ამოხედა უხმოდ, ისევ უკან მიბრუნდა, საითაც თავისი
ბრაზის ადრესატი ეგულებოდა გატრუნული და დაუღრიალა:
- ჩათლახებო! – ნელა ამოუყვა ბილიკს ღობეებს შორის. გზაზე
ამოვიდა და ბიჭებს მიუჯდა მორზე. გამწარებული, პირდაფჩენილი
იღეჭებოდა, ყბებს აღრჭიალებდა, პირიდან ნერწყვი ეწუწებოდა.
– რა არი, პიკიო? – ჰკითხა კალაბრეზემ. ისე უბრწყინავდა თვალები,
როგორც მშიერ ძაღლს, ლუკმას რომ მიუგდებენ.
- დამპალი ბოზები!!! – ისევ აყვირდა პიკიო. ღეჭვისა და
ყვირილისაგან მოღრეცილ, გამხდარ სახეზე კანი მოეყმუყჭნა.
- არ მაძლევენ ეს ნაბოზრები! – დაიღრიალა.
– რაო? – გაიოცა გაბურძგნილმა. კალაბრეზე ქირქილებდა. პიკიო ისევ
წამოხტა, პირთან ხელები მიიტანა და სიბნელეს გაბღავლა:
- ბოზებო!
- რაო, ფულიო? – ვითარებაში გარკვევა სცადა კალაბრეზემ. პიკიოს
არც შეუხედავს, თითქოს არც ესმოდა მათი:
- ნაბოზრებო, რა არი, საყურე მაქ ცხვირში თუ ფულს არ გაძლევდით?
ხუთას ლირას არ გაძლევდით? ჩათლახებო! ხვალ განახებთ, დამპალო
ბოზებო!
– ვა, რას ანახებ, პიკიო? – დაინტერესდა გაბურძგნილი.

66
- რას ვანახებ? – ყბის ქნევით მიუბრუნდა პიკიო, თან ცხვირს
იხოცავდა. – ეგ მე ვიცი! აგე! – მიუბრუნდა მერე კალაბრეზეს და რაღაცა
მიაჩეჩა ხელში.
კალაბრეზე სინათლეზე გადგა. ხელში დანა ეჭირა. გულდასმით
დაათვალიერა. – ვა, ეს ვის აახიე?
- ერთს რა, ზემოთ, გზაზე, – ღლაჭუნით უთხრა პიკიომ.
- ვინ ერთს, ბიყჭო, აბა ამერიკელსო?
პიკიო არ უსმენდა.
– და რა უნა უყო მაგას? – მხრები აიჩეჩა რიჩეტომ.
- ბიჭო… – კალაბრეზე დანას დაჰყურებდა, – ამაში ხუთასს მაინც
აიღებ…
- დაგიხატავენ! – უპასუხა რიჩეტომ.
- ბიჭო-მეთქი, რამდენს აიღებ? – არ ეშვებოდა კალაბრეზე.
- ხუთასს არა, ჩემს ფეხებს, მიდი რა… – მიუგდო რიჩეტომ.
- წავედით, დავლიოთ! – იყვირა უცებ პიკიომ, თითქოს
გამოფხიზლდაო და ფეხზე წამოხტა. ისეთი გამხდარი იყო, ნიავი
წააქცევდა.
- ვერაა ეს, – თქვა კალაბრეზემ. – რა ვერა ვარ, ბიჭო, სამასი ლირა
მაქ! რიჩეტო და კაჩოტა უხმოდ აკვირდებოდნენ სცენას, ელოდნენ, რა
მოხდებოდა.
- წამო, წამო… – გაიმეორა პიკიომ ჩახლეჩილი ხმით და
აკანკალებული ხელი პინჩოს კარიბჭისკენ გაიშვირა.
- კაი, წამო… – გაიმეორა გაბურძგნილმაც. კალაბრეზეც მიჰყვათ.
რიჩეტო და კაჩოტა ადგილიდან არ იძროდნენ.
- ჰა, არ მოდიხართ? – გამოსძახა გაბურძგნილმა.
პინჩოს კარიბჭის თაღთან წეღანდელი შავტუხა და კიდევ ერთი
ხუჭუჭა ტიპი დახვდათ, შეშუპებული სახე და ავაზაკის შუშის თვალები
ჰქონდა. აკუა ბულიკანტეს უბნელი იყო, ლენცეტას ეძახდნენ, ყველა
იცნობდა.

67
– ე… – გადახედა გაბურძგნილმა შემადგენლობას, – ორი
ტიბურტინოელი, ერთი აკუა ბულიკანტედან, ორი პრიმავალედან, ერთი
ვიღაც მათხოვარი, პიკიო კიდე ვალე დელ ინფერნოდან. რომის
ნაბოზრების ლიგაა, რა!
შვიდნი იყვნენ. პიცერიას მიაშურეს ტერმინისთან ახლოს და ერთი
ლიტრი ღვინო აიღეს პიკიოს ფულით. მერე ვია ვენეტოს აუყვნენ,
ამოჩაჩულ პერანგებს ნიავი უფრიალებდათ. ზოგს პერანგი კისერზე
შემოეხვია და უმკლავებო მაისური შარვლიდან ამოეჩაჩა. სიმღერითა და
ღრიანცელით მიუყვებოდნენ ქუჩას და გზადაგზა ტროტუარზე მოსეირნე
გამოპრანჭულ მდიდრებს ემაიმუნებოდნენ, რომლებსაც სადღაც ქუჩის
ბოლოში „ალფა“ ელოდებოდათ. უკან რომ დაბრუნდნენ, ვილა ბორგეზე
თითქმის უკაცრიელი დახვდათ. ვიოლინოს მიმქრალი წრიპინი ისმოდა
კაფედან. საჯინიბოებთან პიკიო თავიდან მოვიდა ჩხუბის იშტაზე და ისევ
აღრიალდა ფილტვების დაგლეჯამდე:
- ბოზეებოო! – ღობეზე გადაძვრა და კისრისტეხით ჩაირბინა
ფერდობი, მაგრამ მინდორზე რაღაცას ფეხი წამოჰკრა, წაიბორძიკა,
წაიქცა და მაშინვე, სახით მტვერში ჩამხობილს ჩაეძინა.
– აუ, ამიდგა, ბიჭო… – თქვა რიჩეტომ. – რა ნაშები იყო ვია
ვენეტოზე… – წამო რა… იქნებ ისევ მანდ არიან… აი, პიკიოს რო
დაახვევინეს… – აჰყვა კაჩოტა. – დაგიხატავენ, – მიუგდო კალაბრეზემ. –
უფულოდ ვინ მოგცემს, ბიჭო!
- მერე რა, არა გვაქ ფული? – საზეიმოდ გამოაცხადა კაჩოტამ.
დანარჩენებმა ყურები ცქვიტეს.
- წამო მაშინ, – თქვა შავტუხამ და ისევ გადაიწია შუბლიდან
მატყლივით თმა. – რას ელოდები?
მთვარის შუქით განათებული მინდორი გადაყრეს, მანეჟზე გავიდნენ
და საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს იქაურობა, მაგრამ ქალები აღარსად
ჩანდნენ.
- პოლიციამ ჩაიარა, ალბათ… – გააანალიზა ვითარება კალაბრეზემ.
- არა… ძაან გვიანია… – დაიჯღანა კაჩოტა. ლენცეტამ საჯდომზე
შემოარტყა ხელი.

68
- ვა, ამას ნახე, ბიჭო, რა ტრაკი ქონია!
- ტრაკი თუ ყლე? – გაუსწორა კაჩოტამ.
- ჰა, რა არი, ტრაკამდე იწვდენ ხოლმე, ბიჭო? – ჰკითხა ლენცეტამ.
- ჰო, და შენ ტრაკამდეც მომწვდება, ნუ გეშინია.
- ჰა, მოგაკეტინა? – გაეცინა შავს და ლენცეტას გახედა, თითქოს არ
სიამოვნებდა ეს საუბარი. ფერდობი აიარეს და იმავე გზაზე გავიდნენ,
სადაც საღამოს ერთმანეთს შეხვდნენ. აქ
დაძინება ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო, მაინც ბევრი ხალხი ირეოდა.
ასე რომ, რესტორნის უკან, ბაღს შეუყვნენ სიღრმეში და იქ მოკალათდნენ
მერხებზე.
ღამემ სწრაფად გაიარა. რომს ჯერ კიდევ ეძინა, მურო ტორტოს
მხარეს ჯერ ავტობუსებსაც არ დაეწყოთ სიარული, როცა მზის პირველი
სხივები ათამაშდა ვილა ბორგეზეს ხეებსა და გაზონებზე და პარკის
შენობები და ხეივანში ჩამწკრივებული თაბაშირის ბიუსტები ააქათქათა.
რიჩეტო ტერფებზე უცნაურმა, გრილმა ღიტინმა გააღვიძა. გვერდი
იცვალა მერხზე, ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ ცოტა ხანში თავი
წამოსწია და საკუთარ ფეხებს გახედა. მზის სხივი, გრილი და კრიალა,
ირიბად აღწევდა ხის ფოთლებში და გახვრეტილ წინდაში გამოშვერილ
ცერა თითზე დასჩერებოდა.
- ვა, ფეხსაცმელი როდის გავიხადე? – წამში გამოფხიზლდა და
მერხზე წამოჯდა.
- არ გამიხდია… – უპასუხა საკუთარ თავს და სწრაფად მოათვალიერა
იქაურობა, მერხის ქვეშაც შეიხედა.
– კაჩოტააა! კაჩო, ბიჭო! – აყვირდა უცებ გამწარებული. იმას ჯერ
კიდევ ეძინა. – ფეხსაცმელი ამახიეს, ბიჭო!!
– რა? – ძლივს გაახილა თვალი კაჩოტამ.
– ფეხსაცმელი გამხადეს-მეთქი, ბიჭო! – ყვიროდა რიჩეტო. – მგონი,
ფულიც ამომაცალეს, მაგათი დედაც! – დაამატა და ჯიბეები მოიქექა.
ნახევრად მძინარე კაჩოტამაც ჯიბეზე წაივლო ხელი: ჯიბეც ცარიელი
ჰქონდა და სათვალეც არსად ჩანდა.

69
- ნაბიჭვრები! – ღრიალებდა გამწარებული რიჩეტო. დანარჩენებსაც
გაეღვიძათ, ნამძინარევები მისჩერებოდნენ.
- მე ფული არ მედო, – თქვა ლენცეტამ. კალაბრეზე ხმას არ იღებდა,
შეშუპებული სახით იყურებოდა და თავს იქნევდა, თითქოს ამბობდა,
ვიცი, რაშიცაა საქმე, მაგრამ ხმას არ ვიღებო. რიჩეტო და კაჩოტა
წამოდგნენ და უხმოდ გაეცალენ იქაურობას, აღარც შეუხედავთ
დანარჩენებისთვის, ვითომ შეწუხებული და უდანაშაულო სახეებით რომ
აცილებდნენ. მაინც ვერავინ გაბედავდა, რამე ეთქვა. ვილა ბორგეზეს
მთელი ძალით აცხუნებდა მზე. გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
საჯინიბოებს ჩაუყვნენ და მინდორი გადაჭრეს. ბალახზე გულაღმა ეძინა
პიკიოს. ნაჭრის დაძენძილი, ლანჩაგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა.
რიჩეტომ ფრთხილად წააძრო და ამოიცვა, თუმცა ცოტა უჭერდა. პინჩოს
კარიბჭეს მიაშურეს.
იმ დღეს მონასტერში მოუწევდათ სადილობა. მთელი დილა
იწრიალეს ვიტორიოს მოედანზე, მაგრამ ერთი ლირაც ვერ იშოვეს. სხვა
გზა არ ჰქონდათ.
შიმშილისგან გასავათებულებმა, ლასლასით ჩაუარეს სადგურის
ხარაჩოებს და ვია მარსალაზე გავიდნენ, სადაც ორას ათ ნომერზე
წარწერა იყო: „სატრაპეზო“. წმინდა გულისა და ნეტარი ქალწულის თუ
რაღაც ეგეთის ეკლესია იყო. გაუბედავად შეაღეს კარი, ფეხები უკან
რჩებოდათ, ფეხსაცმელი მხოლოდ რიჩეტოს ეცვა და ისიც – დაგლეჯილი.
დერეფანი შიდა ეზოში შედიოდა. ეზო სავსე იყო მათნაირი
მაწანწალებით, რამდენიმე მათგანი კალათბურთს თამაშობდა, თუმცა
აშკარად ბერების დასანახად აკეთებდნენ ამას, თამაში არავის
ეხალისებოდა.
რიჩეტომ და კაჩოტამ ერთმანეთი აათვალიერ-ჩაათვალიერეს. ორივე
საშინელი შესახედავი იყო. გაეცინათ, მხარზე წამოარტყეს ერთმანეთს
ხელი და ხალისიანად შეაბიჯეს ეზოში.
ჩასუქებული, გაოფლილი, აჩაჩული ბერი გამოეგებათ. ბიჭები წამით
დაიბნენ, ამას რაღა უნდაო, მაგრამ ბერი ომახიანად შეხვდათ:
- გშიათ, ბიჭებო?

70
რიჩეტომ გვერდზე გაიხედა, რომ სიცილი დაემალა, კაჩოტამ კი,
რომელიც უკვე ნამყოფი იყო აქ, სასოებით შეაგება მასპინძელს:
- დიახ, მამაო.
„მამაოზე“ რიჩეტომ თავი ვეღარ შეიკავა და აფხუკუნდა, თან
დაიკუზა, რომ სახე დაემალა, ვითომ იმ გაქუცულ ფეხსაცმელს იკრავდა.
- აქეთ, ბიჭებო, – ბერი ეზოს მეორე მხარეს, შენობაში შეუძღვათ,
სადაც მაგიდაზე გაშლილი ჟურნალი იდო და რაღაც დაჭრილი
ქაღალდები ეწყო.
ბერი დაჯდა, ანაფორის კალთები აიკეცა, იმსიმაღლეზე, რომ ლამის
ღიპი გამოუჩნდა და მონაცემები ჩამაწერინეთო, სთხოვა.
- რე-რეები? – თავაზიანად ჩაეკითხა გაოცებული რიჩეტო და
მორჩილად მიუცუცქდა ღვთისმსახურს. როცა გაარკვიეს, რას ნიშნავდა
„მონაცემები“, გამოგონილი სახელები ჩააწერინეს და სანაცვლოდ ბერს
დაჭრილი ფურცლები გამოართვეს.
რიჩეტო გაოგნებული იყო: ვერ იჯერებდა, რომ ასე ადვილად
შეიძლებოდა საჭმლის შოვნა. ცოტათი გულაჩუყებულიც ჩანდა, თავს
უხერხულად გრძნობდა:
- როდის გვაჭმევენ?
– მალე, – უპასუხა კაჩოტამ. მათნაირი მათხოვრები გარეთ დიდი
მონდომებით თამაშობდნენ კალათბურთს.
- ჩვენც ხო არ გვეთამაშა ისე… – გადაულაპარაკა რიჩეტომ მეგობარს,
თითქოს ეკითხებოდა, ჩვენც ხომ გვაქვს უფლებაო. ეზოში გავიდნენ,
თავიდან ერთი წაეკინკლავნენ მათზე უფრო დამშეულ და გაქუცულ
მოთამაშეებს და მალე თამაშშიც ჩაერთვნენ, თუმცა წარმოდგ ენაც არ
ჰქონდათ, რა უნდა ეკეთებინათ, არც კი გაეგონათ ასეთი თამაში.
ნახევარი საათი ისე ირბინეს აქეთ-იქით, რიჩეტოს „გააჯვის“ ყვირილის
მეტი არაფერი უკეთებია.
მალე ბერებიც გამოჩნდენ და ეზოში მყოფებს ტაშით მოუხმეს
სადილად. იმ შენობაში შეიყვანეს, სადაც წეღან ჩასუქებულმა
მასპინძელმა ტალონები დაურიგათ. დიდ დარბაზში გრძელი მაგიდები
იყო ჩამწკრივებული, ხის მერხებით. თითოეულს ორი ნაჭერი პური და

71
ლობიოიანი მაკარონის კერძი ჩამოურიგეს, ათქმევინეს „სახელითა
მამისათა, ძისათა და
სულისა წმიდისათა“ და სადილად დასვეს.
რიჩეტო და კაჩოტა ათიოდე დღე დადიოდნენ ბერებთან სასადილოდ.
ნაშუადღევს სატრაპეზო იკეტებოდა, ასე რომ იმ ათი დღის მანძილზე
მხოლოდ ერთხელ ჭამდნენ დღეში. საღამოობით როგორღაც გაჰქონდათ
თავი. დილაობით სადგურზე დაძრწოდნენ საშოვრის იმედით ან
ვიტორიოს მოედნის ბაზრობაზე რამეს აწაპნიდნენ მოვაჭრეებს. ბოლოს,
როგორც იქნა, ბედმა გაუღიმათ და ბერებსაც დაემშვიდობნენ.
ვია მერულანას სურსათის მაღაზიიდან დიდ ხელჩანთიანი ქალი
გამოვიდა და წრიული მარშრუტის ავტობუსში ავიდა. გაძეძგილ,
შეხსნილ ჩანთაში იმედისმომცემად გატენილი საფულე უჩანდა.
ბედისწერა იყო ნამდვილად, რადგან რიჩეტოს და კაჩოტას ზუსტად
ოცდაათი ლირა ჰქონდათ: ნაჩქარევად გაიყვეს ხურდა და ავტობუსს
შეახტნენ.
შორიშორს იდგნენ, ვითომ არც იცნობდნენ ერთმანეთს. ნელ-ნელა
მიუჩოჩდნენ ქალს, რომელიც, სახელურს ჩაბღაუჭებული, სიძულვილით
ათვალიერებდა გარშემომყოფებს. რიჩეტო უფრო ახლოს მიუცუცქდა,
მას უნდა ემუშავა, კაჩოტა კი უკან ამოუდგა, არამკითხე მზერისგან
დასაცავად. რიჩეტომ ოსტატურად ამოაცალა ქალს საფულე მარჯვენა
ხელით და თვალის დახამამებაში ამოიდო მარცხენა იღლიაში. კაჩოტას
მხრებს ამოფარებულმა, სწრაფად გაიკვალა გზა მგზავრებს შორის და
პირველივე გაჩერებაზე ჩამოხტა. კაჩოტაც მიჰყვა. ვიტორიოს მოედნის
ბაღი გადაჭრეს და წამში გაუჩინარდნენ, სანამ ვინმე რამეს მიხვდებოდა.
სან-ლორენცოსკენ დაეშვნენ, სანტა-ბიბიანას თაღის გავლით. გზად
ტიბურტინოზე შევლა
გადაწყვიტეს, იქვე იყვნენ და იფიქრეს, იქაურობისთვის დაეხედათ.
მას შემდეგ აღარ ყოფილან აქეთ, რაც ავეჯის მაღაზიიდან ის სავარძლები
მოიპარეს…
იმ საღამოს პირველად აგრილდა რომში. საამო ნიავი უბერავდა.
მუშები ქარხნებიდან გამოდიოდნენ. ავტობუსებში ტევა არ იყო. საათზე

72
მეტი გიწევდა ლოდინი, რომ გარედან მაინც ჩამოკონწიალებოდი
რომელიმეს. სან-ლორენცოდან ვერანომდე და პორტონაჩომდე იმდენი
ხალხი ირეოდა ქუჩაში, სახალხო ზეიმი გეგონებოდა. ფუთფუთებდენ,
გარბი-გამორბოდნენ.
რა ლამაზია რომი… რა ლამაზია ამ გაზაფხულის პირველ საღამოს…
რიჩეტო მთელი ძალით გაჰყვიროდა სიმღერის სიტყვებს და
კმაყოფილი, იმედითა და გეგმებით აღსავსე, იმედიანად ისინჯავდა
ჯიბეში ფულს: მისი ბედნიერების ერთადერთ წყაროს ამ დამპალ
სამყაროში. კაჩოტა ფეხდაფეხ მისდევდა, მშვიდი და ნეტარი.
პორტონაჩომდე მივიდნენ და ასე, ჯიბეში ხელებჩაწყობილები ჩამოდგნენ
ესტაკადის ქვეშ, ტიბურტინოსკენ მიმავალი ავტობუსის გაჩერებაზე.
ავტობუსი ახალი გასული იყო, კარგა ხანს მოუწევდათ ლოდინი. როგორც
იქნა, ჩამოდგა, მაგრამ წამში ისე გაიძეძგა, რომ გადაწყვიტეს, შემდეგს
დალოდებოდნენ. შემდეგზეც იგივე გამეორდა.
სან-პიეტროს მხრიდან ნიავმა წამოუბერა და მსხვილი ღრუბლები
წამოაყოლა. გრილი და თან რაღაცნაირად თბილი ქარი იყო. მალე
ქუხილიც მოჰყვა და წამოწვიმა. რიჩეტომ და კაჩოტამ ავტობუსის
ლოდინი გადაიფიქრეს, ამ დროს მაინც ვერ ავიდოდნენ. ფეხით
გადაწყვიტეს გავლა. ტიბურტინოს სადგურის უკან ქარხნების,
საწყობების, ჯართის საყრელების გრძელ რიგებს, ნაყარი მიწის გორებს,
ტალახიან მინდვრებს მიუყვებოდნენ და თან არემარეს ათვალიერებდნენ,
იქნებ სადმე ქალი დაენახათ. ავტობუსის გაჩერებაზე რომ დაბრუნდნენ,
ვერანოს სასაფლაოზე უკვე სინათლე ჩანდა. პაწაწინა ნათურების
რკალები და მწკრივები მოწითალოდ ციმციმებდნენ შეღამებულზე.
გაჩერებაზე უამრავი ხალხი იდგა. ავტობუსი უკვე ჩამომდგარიყო.
– კაჩო, რომელი საათი იქნება? – იკითხა რიჩეტომ.
– რავი, რვა? ან ცხრა… – უპასუხა კაჩოტამ. ათი საათი მაინც
იქნებოდა.
- გვიანია, – ჩაილაპარაკა რიჩეტომ ხალისიანად. – წამო.
ბებრუცუნების რიგი მუჯლუგუნებით გაარღვიეს. ვიღაცას ხელი
ჰკრეს, ვიღაცას კოჟრები დაუჯეჯგვეს ფეხებით და ასე, ჯიკაობით

73
გაიკვალეს გზა ავტობუსში, რომ მძღოლის უკან, კუთხეში,
დამსხდარიყვნენ. მხიარულად მოათვალიერეს მგზავრები და ხალხში
ჩაჭეჭყილი რამდენიმე ნაცნობი შენიშნეს. ახლა მათკენ წაიწიეს.
- ჰა, რას შვებით? – მფარველური იერით გაუწოდა კაჩოტამ ხელი
ერთ-ერთს. – რა ამბებია?
– რავი, ხო ხედავ… – ბიჭმა მანქანის ზეთით გაპოხილ ტანსაცმელზე
დაიხედა. დაღლილი ჩანდა, უხალისო.
– ხო… – ჩაილაპარაკა კაჩოტამ. მეორე ბიჭმა მწარედ დაამატა:
- რა ამბები უნდა იყოს, სახში მიხვალ, ჭამ, დაეგდები და დილას ისევ
აქეთ მორბიხარ საწვალებლად!
- ხოო, ხოო… – თავი დაუქნია კაჩოტამ.
- შენა, კაჩო, რას შვები? – შეეკითხა ქერა ბიჭი, ერნესტინო. მიხვდა,
რომ კაჩოტა რაღაც სხვანაირი იყო დღეს.
კაჩოტამ შეხედა. მერე უხმოდ, ნელა ჩაიყო ხელი ჯიბეში, ძლივს
მოხარა მკლავი, ისეთი გაძეძგილი იყო ავტობუსი. ერნესტინო და მისი
მეგობრები ინტერესით მისჩერებოდნენ.
კაჩოტამ საფულე ამოიდო, საზეიმოდ გახსნა, ერთ-ერთი
განყოფილებიდან ასლირიანების შეკვრა ამოაცურა და ერნესტინოს
სახეში შემოულაწუნა. ჯერ ერთ ლოყაში, მერე მეორეში, ტკაცატკუცით,
კმაყოფილმა. მერე ფული ისევ საფულეში ჩადო, საფულე კი – ჯიბეში.
ერნესტინოს თვალები აუციმციმდა, გაახალისა კაჩოტას გამოსვლამ:
- რაღა გიჭირს, ორი გროში გიშოვია!
- ჰო, დანარჩენი გადამალული გვაქ, – დაიჭყანა კაჩოტა და თვალები
მოყუტა.
რიჩეტო ხმას არ იღებდა, თვალებმილულული, გაბღენძილი
აკვირდებოდა სცენას. არც ერნესტინოს იცნობდა და არც დანარჩენებს,
კაჩოტას ძველი ნაცნობები იყვნენ, კაჩოტა ტიბურტინოზე იყო
დაბადებული და გაზრდილი.
ერნესტო და მისი მეგობარი, ფრანკო, მეტსახელად „თეთრ ბუმბულს“
რომ ეძახდნენ, კაჩოტას ბავშვობიდან ახსოვდა. იმ დროიდან, როცა

74
ტიბურტინო და პიეტრალატა ქალაქად არც ითვლებოდა. ციხეც ახალი
აშენებული იყო. შვიდი-რვა წლის იქნებოდნენ, სახლიდან რომ
გარბოდნენ ხოლმე და რამდენიმე კვირა არ ბრუნდებოდნენ: მშივრები
დაეხეტებოდნენ ქალაქში, ხახვს ან ატამს თუ აწაპნიდნენ ბაზარში ან
ღორის კანებს ამოაცლიდნენ ვინმეს ჩანთიდან. ისე, უმიზეზოდ
გარბოდნენ სახლიდან, ერთობოდნენ, მოსწონდათ ასე ხეტიალი.
ყაზარმასთან მოსაწევსაც შოულობდნენ. დასაძინებლად საზამთროების
გამყიდველის დახლში მოკალათდებოდნენ ხოლმე, ხანდახან ზედ
საზამთროებზეც ეძინათ.
კაჩოტას ძალიან ახალისებდა გატენილ საფულეზე ფიქრი, ჯიბეში
რომ ედო. ბედნიერი, გრძნობამოძალებული ლაქლაქებდა.
- ერნე, – თბილად ჰკითხა ბიყს, – გახსოვს მაშინ საზამთროების
ვაჭართან?
– რა არ მახსოვს, ბიჭო… – თუმცა ერნესტინოს ჯიბეში ფული არ ედო
და მოგონებებიც ნაკლებად ართობდა.
– რიჩე… – კაჩოტამ სახელოზე მოქაჩა რიჩეტოს, – აუ, რა მოგიყვე…
ერნე, შენ ხო გახსოვს… – თან იცინოდა. – აუ, რა შიში ვჭამეთ მაშინ,
ბიჭო, ბანი დე ტივოლიზე, ფული რო გვედო, აუ, გახსოვს? –
ერნესტინოსაც გაეცინა. – ეს გამყიდველი, ბიჭო… – განაგრძო კაჩოტამ, –
ბიჭო, ხოდა, ღორი ყოლია ამას იქით სადღაც რა, ბანიო დე ტივოლიზე,
რაღაცა ქოხი ქონდა მინდორში… ხოდა, მაგის საზამთროებს ხო
ვყარაულობდით ღამე და ამას უფიქრია, იმ ღორსაც უყარაულებენო…
ხო, მართლა, ერთი კურდღელიც ყავდა იქ, ღორთან რა… ხოდა, ერთხელ
დედამისი მოვიდა, იმ საზამთროს გამყიდველის დედა რა, და წადითო,
გვეუნება, პური მიყიდეთო. ხო აზზე ხარ, ორი კილომეტრი იქით და ორი
აქეთ… ბნელოდა უკვე… ხოდა, ამ ბებერმა თურმე, სანამ ჩვენ გზაში
ვართ, ეს კურდღელი არ დაკლა? მოხარშა და ეგრევე შეჭამა. ორმო
ამოუთხრია და ეს ძვლები შიგ ჩაუყრია… დამპალი დედაბერი!.. მოკლედ
მოვედით, უნა დავხედოთ ამ კურდღელს და სადაა, ბიჭო, კურდღელი!
ახლა ეს გაცოფდა, პატრონი რა, გამყიდველი: რა არიო, ორივე რას
მიეთრეოდითო! ხოდა, ჩვენ ვეუნებით, შეგვეშინდაო, რა. ხოდა, ეს
გაცოფდა, ბიჭო და ხუთასი ლირა ამოიღო ჯიბიდან და მორჩაო,

75
გააჯვითო, აქ არ დაგინახოთო, თორეო წიხლით გცემთო, ღრიალებდა
ტიპი…
- ხოდა, ჩვენ რა, გვეკიდა… – განაგრძობდა კაჩოტა კმაყოფილი. –
პიეტრალატაზე წამოვედით ისევ, ცირკში გვინდოდა რა რო გვემუშავა,
ერნე, ხო გახსოვს… ლომები და ვეფხვები ყავდათ… ეხა ის „რონდელა“
გაგვექცა, ცხენს ერქვა, ბიჭო, რონდელა, რავი ფაშატიო თუ რასაც
ეძახიან რა… მთელი ღამე დავდევდით მინდორში და ბოლოს მდინარეზე
დავიჭირეთ, წყალში შესულა და ბანაობდა, ბიჭო, ანიენეში! – რიჩეტო
ხალისით უსმენდა.
ძველი მეგობრებიც თავს უქნევდნენ, დანარჩენი მგზავრები კი
უინტერესოდ, იძულებით ისმენდნენ კაჩოტას მოგონებებს. ავტობუსში
ერთი პიეტრალატელი ტიპიც იყო, შავი ბუჩქივით თმით, იმსიმაღლე იყო,
დანარჩენი მგზავრები იღლიამდე ძლივს სწვდებოდნენ. ბიჭებისკენ
წამოვიდა და გვერდში ამოუდგა კაჩოტას. ყურადღებით უსმენდა, თვალს
არ აშორებდა. ამერიგო ერქვა, კაჩოტა შორიდან იცნობდა. ავტობუსი
ტიბურტინოს ქვაფენილზე მირახრახებდა და აჯანჯღარებდა
ერთმანეთზე მიჭეჭყილ მგზავრებს. ტიბურტინოს ბიჭები სულ უფრო
ყაყანებდნენ.
- ვა, ამას რა მაგარი ხუჭუჭები გაზდია, – ერნესტინომ უცებ შეცვალა
საუბრის თემა და თავით რიჩეტოზე ანიშნა.
– მოიცა, არ იცი, ეგა, აი ეგრე რო დაუხუჭუჭდეს თმა, – კაჩოტა
ოხუნჯობის ხასიათზე იყო, – ბიჭებს თხოვს, რო სახეში მიაკუონ? – ბიჭები
ახარხარდნენ. ამერიგომ მსუბუქად გაჰკრა იდაყვი კაჩოტას და ჩუმად
ჩაულაპარაკა: – შენა… რაღაც უნა გითხრა… 4. ქუჩის ბიჭები
„ხალხი საზოგადოების ყველაზე ველური ნაწილია“.
ლევ ტოლსტოი
ამერიგო მთვრალი იყო.
- აქ ჩავიდეთ, ციხესთან, – უთხრა კაჩოტას, რომელიც მოწიწებით
შესცქეროდა.
- ეს ჩემი ამხანაგია… – უპასუხა კაჩოტამ უაზროდ, რადგან არ იცოდა,
რა ეთქვა.

76
ამერიგომ მძიმედ გაუწოდა ხელი რიჩეტოს. პიჯაკის საყელო
წამოეწია, სახეზე მწვანე ფერი დაჰკრავდა, მტვრიანი, გაპოხილი ხვეული
თმა და მსხვილი, ყავისფერი, შუშასავით თვალები ჰქონდა. ღონივრად
ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, აი ისე, მაგარი ტიპები რომ ართმევენ
ხოლმე ხელს. ამერიგო ისევ კაჩოტას მიუბრუნდა:
- გაიგე?
კაჩოტა გრძნობდა, ამ ტიპთან ხუმრობა არ გამოვიდოდა. ერთხელ
ფარფარელის დუქანში საკუთარი თვალით ნახა, როგორ ასწია ცალი
ხელით ამერიგომ ერთმანეთზე გადაბმული ექვსი ვეებერთელა სკამი.
ერთხელაც ვიღაც პიეტრალატელი ისე სცემა, რომ ექიმებმა ძლივს
გადაარჩინეს. ბევრი ჰყავდა სიკვდილამდე ნაცემი.
- რაზე ჩავიდეთ? – თანასწორივით ჰკითხა კაჩოტამ, ცდილობდა,
არხეინად ეჩვენებინა თავი.
- დავილაპარაკოთ, – ამერიგომ უფრო წამოიწია პიჯაკის საყელო.
ავტობუსი პიეტრალატას ციხესთან გაჩერდა. კუთხეში ბარიდან
გამოსული შუქი ზოლად
ეცემოდა ტიბურტინოს ასფალტს. ამერიგო ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი ჩამოხტა ავტობუსის საფეხურიდან, ოდნავ გადაქანდა,
მაგრამ მალევე შეინარჩუნა წონასწორობა.
- წამო, – მიუბრუნდა კაჩოტა რიჩეტოს, რომელსაც ვერ გაეგო, რა
ხდებოდა, სად მიდიოდნენ.
- ცოტა ფეხით გავიაროთ, – თქვა ამერიგომ უკანმოუხედავად და
ყაზარმისკენ გაუყვა გზას. ციხეს რომ გასცდნენ, ამერიგომ შეიცადა და
ხელკავი გამოსდო კაჩოტას. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი სხეული
აუტანლად სტკიოდა. ქანცგაწყვეტილ მოკრივესავით მიათრევდა ფეხებს,
თუმცა ეს მისი ზლაზვნა მტაცებლის მზადებას უფრო ჰგავდა
თავდასხმისათვის. უწყინარი, ბუნჩულა კაცივით ეჭირა თავი, მაგრამ
კაჩოტამ მისი არაადამიანური ძალის ამბავიც კარგად იცოდა და ისიც,
რომ უკანასკნელი ნაძირალას სახელი ჰქონდა მთელ პიეტრალატაზე.
შინაურულად, მეგობრულად დაიწყო:
– თუ წამოხვალ, კმაყოფილი დარჩები, იცოდე…

77
- სად? – გაიოცა კაჩოტამ.
– იქ… – ამერიგომ ტიბურტინოსკენ ანიშნა თავით, – ფილენისთან.
კაჩოტას ეს სახელი არ გაეგონა, ხმა არ ამოუღია.
ამერიგო ვითომ ვერ ამჩნევდა ბიჭების დაბნევას.
- დღეს შაბათია, წავედით, – თქვა რაღაცნაირი ჩამქრალი, ქალივით
განაზებული ხმით, ალბათ, დედამისი ლაპარაკობდა ასე. სახე კიდევ
უფრო ყვითელი უჩანდა.
- წავედით, – თამამად უპასუხა კაჩოტამ. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა
და ცდილობდა, შფოთვა არ დასტყობოდა.
რიჩეტო უკან მისდევდათ, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. როგორც
კი ტიბურტინოს შესახვევი გამოჩნდა, წინ მიმავალთ გასძახა:
– ეი… მე წავედი. – სად? – კაჩოტა შედგა. ამერიგოც გაჩერდა და
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შემოტრიალდა. – მეძინება რა… ფეხზე ვეღარ
ვდგავარ!
ამერიგო მიუახლოვდა. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, პირზე
რაღაც სიცილისმაგვარი დასთამაშებდა. თითქოს ეუბნებოდა, ჩემს
სურვილს ჯერ არავინ შეწინააღმდეგებიაო.
- შენა, შავტუხ, – უთხრა ხმადაბლა, მშვიდად, თითქოს ცდილობდა,
რაღაცაში დაერწმუნებინა. – ხო გითხარი, თუ წამოხვალ, მადლობას
მეტყვი-მეთქი. შენ არ მიცნობ… – სამაგიეროდ, კაჩოტა იცნობდა და
მხიარულად უყურებდა სცენას. იცოდა, რიჩეტოს მაინც მოუწევდა იმ
ფილენისთან თუ ვიღაცასთან გაყოლა.
- მეძინება-მეთქი… – გაიმეორა რიჩეტომ.
- რა გეძინება, ბიჭო, – გაეცინა ამერიგოს, თუმცა შეჭმუხნილი შუბლი
არ გახსნია. აშკარად ახალისებდა, რომ ვიღაც ბედავდა, მის სურვილს
შეწინააღმდეგებოდა. – წამოდი-მეთქი! – მერე ხელი დაიდო გულზე: –
ერთი კაჩოტას კითხე აბა… როგორაა, კაჩო? ბიჭო, მე უარს არ მეუნებიან-
მეთქი, გაიგე შენა, შავტუხ? მე რასაც ვიტყვი, ისე უნა იყოს…
– აბა ძმაკაცობა რა არი? რაღაცას მე გაგიკეთებ, მერე შენ გამიკეთებ
და ასე, რა არი, არ უნა დავეხმაროთ ერთიმეორეს ბიყები? – სახეზე

78
ეწერა, ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა დიდი სისულელეაო. რიჩეტოს
გული ცუდს უგრძნობდა. კაჩოტა კი უცნაურად უყურებდა, თითქოს
თვალებით ეუბნებოდა, რაც გინდა, ის ქენი, მე არაფერ შუაში ვარო.
რიჩეტომ მხრები აიჩეჩა: – ისეთი რა ვთქვი, რო? მართალი ხარ, ხო,
კაჩოტა ხო მოგ ყვება, მე რაში გ ჭირდები?
ამერიგომ არ იცოდა, რომელს ედო ფული. ცდილობდა, მოთმინება არ
დაეკარგა. ისე ახლოს მიუტანა სახე, რომ რიჩეტო კინაღამ წააქცია
ღვინის ოხშივარმა. ამ დროს ტიბურტინოს უბნის პირველი სახლების
ფონზე ორი ჩრდილი გამოჩნდა. ქვევით მოდიოდნენ.
- კარაბინერები… – ჩაილაპარაკა კაჩოტამ. – მიცნობენ. ეგ ენი არიან,
დაჭერას რო მიპირებდენ იმ დღეს ტიბურტინოს კინოში!
ამერიგოს თვალები ჩაუსისხლიანდა. საფეთქლებზე შემოიყჭირა
ხელები. მიტკალივით იყო გაფითრებული, უცნაურად დაემანჭა სახე,
თითქოს ტირილს აპირებსო. როცა კარაბინერებმა ჩაიარეს, შუბლზე
ხელი გადაისვა:
– აუ, როგორ მტკივა… მგონია, ლურსმანს მაჭედებენ თავში…
მაგრამ ტკივილმა, როგორც ჩანს, მალევე გაუარა. ისევ რიჩეტოს
მიუბრუნდა და მეგობრულად გამოსდო ხელკავი.
- რიჩე, თუ რაც გ ქვია… ნუ მაიმუნობ ეხა, ჯობია, წამოხვიდე-მეთქი, –
მერე საზეიმოდ აუწია ხმას: – ბოზიშვილი ვიყო, თუ მერე არა თქვა,
ამერიგო, აუ, კიდე კაი წამოგ ყევი, მადლობაო! ბოდიშს მომიხდი, იცოდე,
– მძიმე ხელი ჰქონდა, რიჩეტოს ჩაწყვეტაზე ჰქონდა მხარი.
ტიბურტინოსკენ დაეშვნენ. მარტო ორი ბარიდან გამოდიოდა
მბჟუტავი შუქი. ირგვლივ რამდენიმე დაფხავებული შენობა იდგა, აქა-იქ
ფანჯრებში სარეცხი ჩანდა გადმოფენილი და სადღაც ჩუმად
ჟღრიალებდა გიტარა. დახურული ბაზრისკენ ჩაუხვიეს. ტურტლიანი
ასფალტი და დახლები თევზის სუნად ყარდა. რამდენიმე ერთნაირი ქუჩა
გაიარეს და შუშაბანდიან მოფახფახებულ სახლს მიადგნენ.
კიბეზე ავიდნენ, ქვის აივანი გაიარეს, რომელიც პარალელურ ქუჩაზე
გადიოდა და კარზე დააკაკუნეს. კარის ღრიჭოდან სინათლე გამოდიოდა.

79
ვიღაცამ შიგნიდან გაუღო და ბიჭები ხალხით სავსე სამზარეულოში
აღმოჩნდნენ. მრგვალ
მაგიდასთან ექვსი-შვიდი მოთამაშე იჯდა, დანარჩენები კედლებთან
მიმსხდარიყვნენ და მოთამაშეებს მისჩერებოდნენ. ონკანის ნიჟარა
ჭუჭყიანი თეფშებით იყო სავსე.
თამაშის მაყურებლებმა ნაჩქარევად აათვალიერეს ახალმოსულები,
მერე მიჩოჩ-მოჩოჩდნენ, ცოტა ადგილი დაუთმეს და ისევ მაგიდას
მიაჩერდნენ.
ამერიგო დაძაბული აკვირდებოდა თამაშს, კაჩოტა და რიჩეტო
თითქოს საერთოდ დავიწყებოდა. თამაში სწრაფად მიდიოდა. ბანქო
მაგიდაზე ცვიოდა, ხელები მოძრაობდნენ, მოგება-წაგება ერთმანეთს
ენაცვლებოდა, აქა-იქ გაისმოდა ძუნწი კომენტარი, ჩურჩული,
გადალაპარაკება. კაჩოტას თამაში ფეხებზე ეკიდა და საშინლად
ეძინებოდა, მაგრამ მაინც ინტერესით ათვალიერებდა იქაურობას.
რიჩეტოს დონა ოლიმპიაზე გატარებული ბავშვობა აგონდებოდა, როცა
საკანალიზაციო ჭების სარქველებით ნაშოვნი ფულით თამაშობდა
ხოლმე. ლოყები უხურდა, თვალები საშინლად ეწვოდა. ამერიგო ბიჭებს
არც უყურებდა, როგორც კი ხელი მთავრდებოდა, რომელიმე მოთამაშეს
გამოელაპარაკებოდა, თავს აქნევდა, ხან ხრინწიანი ხმით
ჩაილაპარაკებდა: – ფუ მაგის…
ამერიგოს წინ ვინმე ძინძელო იჯდა მოკუნტული, მედროგე ყოფილა,
მერე გაიგეს. სწორი თმა უკან გადაევარცხნა, რუდი ვალენტინოსავით.
აგებდა და აგებდა, სახე ნელ-ნელა ექუფრებოდა. ბოლოს, როგორც იქნა,
ადგა და მისი ადგილი მაგიდასთან სხვამ დაიკავა. ამერიგომ დრო
იხელთა და კაჩოტას ჩაულაპარაკა, თითქოს უკვე შეთანხმებულები
ყოფილიყვნენ:
- ხუთასი ლირა მასესხე, ხო გაქ…
- მე რა მაქ, მე არაფერი არ მაქ… – გაიკვირვა კაჩოტამ.
რიჩეტო უკან იდგა. ამერიგო მიტრიალდა და ყვითელი თვალებით
მიაჩერდა:

80
– ფული ამოიღე, – უთხრა ხმადაბლა, ისე, რომ სხვებს ვერ გაეგოთ.
რიჩეტო შეყოყმანდა.
- ჰა! – ამერიგოს აშკარად მოთმინება ეწურებოდა. – დაგიბრუნებ, რა
გგონია, კი არ გართმევ, ბიჭო, არ იცი თუ რა.
- მიდი, მიე… – უთხრა კაჩოტამაც. რიჩეტომ ფული ამოიღო:
- მაშინ, თუ მოიგე, ნახევარ-ნახევარია, იცოდე, – ფული ხელში ეჭირა
და მაგრად უჭერდა. – თუ წააგე კიდე, ხუთი ათასს მომცემ, – დაამატა.
- კი არ გპარავ-მეთქი, ბიყო… – გაიმეორა ამერიგომ. – კაი ჰო, ეგრე
იყოს, ჰო, – და ხარბად გამოსტაცა ფული ხელიდან. სამასი თუ ოთხასი
ლირა დადო მაგიდაზე. ბანქოს ქაღალდები ხელიდან ხელში
დასრიალებდა, ერთი შეკვრა აქეთ, მეორე იქით, წუთიც და… მალევე
გამოჩნდა, ვის გაუმართლა.
პირველი ხელი ამერიგომ მოიგო. ნიშნის მოგებით გახედა რიჩეტოს,
რომელიც მოღუშული
ადევნებდა თამაშს თვალს. კაჩოტა კმაყოფილი იღრიყჭებოდა.
- აუ, მოწევა მინდა… – თქვა უცებ და ჯიბეები მოიქექა. პატარა
ნამტვრევი იპოვა და მოუკიდა. ამერიგომ მეორე ხელიც მოიგო. უკან
იხედებოდა და ისე იჯიბავდა ფულს, კმაყოფილი. თითქმის არავის
გამოლაპარაკებია მაგიდასთან, ერთი-ორი სიტყვა უთხრა
თმაგადავარცხნილ ბიყს, რომელიც დამუნჯებული ედგა გვერდით.
რიჩეტოსა და კაჩოტასთვის ხმა არ გაუცია, მხოლოდ დროდადრო
გახედავდა ხოლმე.
მოგებულ ფულს ხარბად იტენიდა ჯიბეში. მაგრამ რამდენიმე ხელის
შემდეგ უკუღმა წაუვიდა საქმე. ხუთი-ექვსი ხელიც და ჯიბეცარიელი
დარჩა. მკვდრისფერი ედო სახეზე. რიჩეტოს მზერა გაქვავებოდა,
ეტირებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. ამერიგო ისევ თამაშს მიუბრუნდა.
რაღაცას ანგარიშობდა, შფოთავდა, ხან მედროგეს გადაულაპარაკებდა
რაღაცას, უხსნიდა, ამიტომ და ამიტომ წავაგეო. ბოლოს ისევ რიჩეტოს
მიუბრუნდა:
- კიდე მოიტა ფული.

81
- რა? გაგიჟდი? – იუარა რიჩეტომ. – ხვალ ვიღა მომცემს მერე, კიდე
რო წააგო? ამერიგო წამით გაჩუმდა. მერე ისევ შეუტია:
- მიდი რა, მომე!
- არა-მეთქი, აღარ დავდებ, ვერ გაიგე? – ხმადაბლა უპასუხა
რიჩეტომ. თუმცა თავადაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების. ამერიგო
თვალს არ აშორებდა.
- მისმინე… – ამერიგომ ხელი სტაცა და განზე გაიყვანა. მარწუხივით
უჭერდა რკინის ხელს. გარეთ მსუბუქად წამოეწვიმა, მიმოფანტული
ღრუბლებიდან მთვარის თეთრი შუქი ეცემოდა ტიბურტინოს უბნის
სახლებს.
– ძმა არა ხარ?.. დამიჯერე რა, ხვალ ვისაც გინა კითხე აქ
პიეტრალატაზე ან ტიბურტინოზე, კითხე ამერიგო ვინაა-თქო, კაცს ვერ
იპოვი, მე რო არ მიცნობდეს, ბიჭო, იცოდე, ამ უბანში ეგრე პატივს
არავის არ ცემენ. მე თუ შემილია, არ არსებობს, რო კაცს არ დავეხმარო,
არც დავფიქრდები, გაიგე, მერე რა, მეც მეხმარებიან. ეგრეა აბა რა, ეგრეა
წესი.
რიჩეტომ რაღაცის თქმა დააპირა.
– რატო? – არ დააცადა ამერიგომ და პიჯაკის საყელოში სწვდა. –
გითხრა, რატო? – გაუმეორა და თავი გააქნია. – იცი, რატო? იმიტო, რო
ვინმე რო რამეს გთხოვს, უნა დაეხმარო, გაიგე? ეხა სხვა დროს რო შენ
დაგ ჭირდეს, ხო უნდა დაგეხმარონ. არა?
– ხო… – უთხრა რიჩეტომ. – ბიჭო, მაგრამ ეს ბოლო ფულიც რო
წააგო, ხვალ რა ვჭამო, ა? – ამერიგომ ხელი გაუშვა, შუბლზე მიიდო და
თავი გააქნია, თითქოს უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი მარტივი
რაღაცის ვერგაგება.
– არ გესმის, ხო რას გეუნები… – გაეცინა. – ხვალე დამითქვი დრო და
მოგიტან-მეთქი…
ახლავე მითხარი, რომელზე გნახო? – რავი აბა, სამზე იყოს… – უთხრა
რიჩეტომ. – სამზე, კაი. ფარფარელის წინ, გაწყობს? – კი, რატო არა, –
უთხრა რიჩეტომ. – კაი, ხვალ სამზე ფარფარელისთან მოდი და შენ

82
ფულს მოგიტან. სუ რამდენი გაქ? – რავი, ორმოცი ათასი იქნება, –
უთხრა რიჩეტომ. – აბა მანახე, – ამერიგომ მხარზე დაადო ხელი.
რიჩეტომ ფული ამოიღო. ამერიგომ გამოართვა, გადათვალა და
სწრაფად შებრუნდა ოთახში, არც კი დაუნახავს, რიჩეტო შეჰყვა თუ
აივანზე დარჩა. კაჩოტა მედროგეს ელაპარაკებოდა, თან თამაშს
ადევნებდნენ თვალს. ამერიგომ მოთამაშეებს თავზე გადაატარა მკლავი
და ფული მაგიდაზე დადო. ისევ წააგო. არც ახლა ამოუღია ვინმეს ხმა.
ამერიგო ისევ თავის მართლებას მოჰყვა მედროგესა და კაჩოტასთან.
კიდევ ნახევარ საათს გაჩერდნენ ოთახში და წამოვიდნენ. მათი წასვლა
არავის შეუნიშნავს.
ცის ნახევარი მოკრიალებულიყო და ზედ ნოტიოდ ბრჭყვიალებდნენ
ვარსკვლავები. თითქოს ვეებერთელა ლითონის კედელზე ვიღაცას
მბჟუტავი ნათურები დაეკიდა. ნიავიც არ იძვროდა.
რომის მხარეს კი ცა წვიმიან ღრუბლებს დაეფარა და შიგნით ჭექა-
ქუხილის ენები ელავდა. ღრუბლების იქით ისევ განათებული იყო
ჰორიზონტი. ტიბურტინოსკენ, ძაბრივით შეხსნილ ღრუბლებზე, მქრქალი
ორთქლის ქულის მოქარგულ ნაპირზე, მთვარე წამომჯდარიყო.
ტიბურტინო უკაცრიელი იყო, მხოლოდ ცენტრალური გზიდან აღწევდა
ხმაური. რიჩეტო, კაჩოტა და ამერიგო უნდილად მიუყვებოდნენ ქუჩას,
შენობებს შორის, დატკეპნილ მიწაზე, აქა-იქ ბალახი წამოქოჩრილიყო.
კაჩოტა რაღაცას ღიღინებდა, დანარჩენები უხმოდ მიალასლასებდნენ
დაღლილ ფეხებს.
- წავედი აბა… – თქვა რიჩეტომ.
ამერიგომ გახედა. ვეებერთელა სახე და ძვლიანი ყბები მთვარის
შუქზე კიდევ უფრო დიდი უჩანდა. შეშუპებული პირი მტკივან
ჭრილობასავით აჩნდა უკმაყოფილო სახეზე.
- რა მინდოდა აქ… – ისევ რიჩეტომ დაარღვია დუმილი. – სახში ხარ
უკვე, გამცილებელი არ გ ჭირდება. წავედი.
ამერიგო იმდენად გაბრაზებული არ ჩანდა, რამდენადაც გაოგნებული:
შეიძლებოდა, იმდენად შტერი ყოფილიყო ადამიანი, მისთვის ასეთი რამ
გაებედა? ხვდებოდა, რომ ჯობდა, მოეთმინა რიჩეტოსთვის, არადა ისე

83
იყო გაცოფებული, ვინც იცნობდა, მის შემხედვარეს ძარღვებში სისხლი
გაეყინებოდა. ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო.
- ახლა ასიანი მოვიგებდი. მივხვდი მაგათ ფოკუსებს, გესმის, რას
გეუნები?
რიჩეტოს ხმა არ გაუცია. კაჩოტას გადახედა, რომელიც შიშისგან
გალურჯდა.
– ფული რო აღარ მაქ?.. – ჩაილაპარაკა ხმაჩახლეჩილმა. ამერიგოს
მოუსვენრობა დაეტყო სახეზე, თავი გააქნია, ენა გააწკლაპუნა, თითქოს
ეუბნებოდა, შენნაირი სულელი თუ იტყოდა ამასო. კედელს მიეყრდნო.
- კიდე ხუთასს თუ მომცემ, – არადა, რიჩეტოს არ უთქვამს, კიდე
მაქვს ფულიო, – რაც წავაგეთ, მაგასაც ამოვიღებ და კიდე მოვიგებ, –
სუსტი, ვეებერთელა სხეულთან სრულიად შეუსაბამო ხმა ჰქონდა.
უზარმაზარი იყო, უშველებელ, ახალდაკლულ ღონს ჰყავდა, ყასბები რომ
ჩამოკიდებენ ხოლმე ჭერში დამაგრებულ კაუყზე.
თვალებიც დაკლული ღორივით დაწვრილებოდა და დაბინდვოდა,
სახეზე ეწერა, რომ მოთმინება ეწურებოდა. რიჩეტომ გაოცებულმა ასწია
წარბები:
– ფული რო აღარ მაქ?
ამერიგო კიბის ჩამომტვრეულ საფეხურზე ჩამოჯდა.
– სუ რო ციხეში დამალპონ… ამაღამ უნა მოვიგო რა…
რიჩეტოს გააჟრიალა. მიხვდა, ცუდადაა ჩემი საქმეო, მაგრამ ხმა არ
გაუღია, რომ აღარ
გაეღიზიანებინა. ამერიგო ცოტა ხანს დუმდა. თითქოს საგანგებოდ
ამზადებდა მნიშვნელოვან სათქმელს. ბოლოს ხრინწიანი, მაგრამ მტკიცე
ხმით განაგრძო:
– დიდხანს ვიჯექი ციხეში… – სადა, პორტა პორტეზეზე? – ჰკითხა
კაჩოტამ.
– ხო, აბა სად… – ამერიგო მოიღუშა, დაჭმუჭნილი, სქელი ტუჩები
უკანკალებდა. – მკვლელობაზე დამიჭირეს.
- ვა, ვინ მოკალი? – ჰკითხა კაჩოტამ.

84
- ცხვარი, – ჩაილაპარაკა ამერიგომ. – მწყემსმა დაინახა, იმ
ნაბიჭვარმა და მიჩივლა.
თითქოს საცაა, ატირდებაო. სახე დამანჭვოდა, წარბები შუბლზე
აექაჩა.
- მაგათი დამპალი დედაც… რა არ მიქნეს… – ტკივილი ჰქონდა
წრიპინა ხმაში, ქალივით, დიდი ხნის წინ გადატანილ ძალადობას რომ
იგონებს, რომელიც ჯერ კიდევ ტანჯავს. – დღედაღამე მირტყავდენ…
ნახე! – პერანგი ამოიჩაჩა, აიწია და შიშველი ზურგი მიუშვირა ბიჭებს: –
ახლაც მეტყობა.
– რა გეტყობა? – კითხა კაჩოტამ.
- როზგები… ის დამპალი ნაბიჭვრები როზგით მცემდენ! –
კრიჭაშეკრული ამბობდა ამერიგო. – აი ნახე… კიდე მეტყობა, – გაიმეორა
და პერანგი კისრამდე წამოიწია. მთვარის შუქი მოცისფროდ
ირეკლებოდა ამერიგოს ფოლადის ფილასავით აპრიალებულ ზურგზე.
მუქ გარუჯულ კანზე როზგის კვალი არ ემჩნეოდა. კაჩოტა მაინც
დაიხარა და გულდასმით დაათვალიერა. კისრისკენ ჩაზნექილი
ხერხემლის მალები გრუზა თმაში იკარგებოდა.
– ხო… ხო… – კაჩოტა წელში გასწორდა.
– ხო ნახე… – ისევ დაიწრიპინა ამერიგომ.
– არაფერი არა ჩანს, – უთხრა კაჩოტამ.
– რა არ ჩანს, ბიჭო, კარგად შეხედე! – გაღიზიანდა ამერიგო.
კაჩოტა ისევ დაიხარა ამერიგოს ვეებერთელა ზურგზე. იძულებული
იყო, ეთქვა, ვხედავო: ამერიგო თვალს არ აშორებდა.
– ვახ! – გაიკვირვა.
ამერიგომ პერანგი ჩამოიწია, წამოდგა და შარვალში ჩაიტანა.
თვალებიდან ტკივილი გაჰქრობოდა და შიგ შიშველი, მშრალი
ყავისფერი ჩარჩენოდა. გაროზგვაზე წუწუნს ის დანიშნულება ჰქონდა,
რომ რიჩეტო ვეღარ გასძალიანებოდა.
- წავედით, – თქვა ამერიგომ, დარწმუნებულმა, რომ დაითანხმა
ბიჭები. მაგრამ რიჩეტო ყოყმანობდა. ამერიგო პიჯაკის საყელოში სწვდა.

85
- შენა-მეთქი, ხუჭუყ, წავედით! თუ მართლა გინდა, ყელში
ამომიყვანო? – დაამატა თითქოს შეწუხებულმა, აქაოდა, არ მინდოდა
ამის თქმა, მაიძულეო. უკან მიბრუნდნენ. კიბეზე ამერიგომ ერთი
გადახედა რიჩეტოს. იმან უხმოდ გაუწოდა ხუთასი ლირა. ოთახში
არაფერი შეცვლილიყო. თამაში გრძელდებოდა.
არც ამათი წასვლა შეუნიშნავს ვინმეს და არც უკან დაბრუნება.
ამერიგომ მალევე წააგო ყველაფერი, მაგრამ რიჩეტო ამას აღარ
დალოდებია: ნელ-ნელა წაიწია კარისკენ და შეუმჩნევლად გაიძურწა
ოთახიდან.
სწორადაც მოიქცა, რადგან შენობიდან გავიდა თუ არა, კარაბინერები
დაინახა. სანამ რიჩეტო ქუჩის კუთხეს მოეფარებოდა, კარაბინერები უკვე
მოთამაშეებს წამოსდგომოდნენ თავზე. „ფუ ამის!..“ – წაუმღერასავით
რიჩეტომ, კმაყოფილმა, რომ დროზე გაასწრო და ბოლოს მაინც უშველა
თავს. ცარიელ ქუჩაში გარბოდა, ჩაბნელებულ სახლებს შორის.
ბოკალეონეს ქუჩიდან სირბილით გადაუხვია ტორ საპიენცასკენ. ცა
მოკრიალებულიყო, ღრუბლის ნაკუწიც აღარსად ჩანდა. მარცხნივ რომის
ლამპიონები და ელექტროსადგურის რეფლექტორები ციმციმებდა.
უკნიდან კი, ტიბურტინოდან, რომელიც უკვე შორს დარჩენილიყო, ახალი
სახლების ბნელი მწკრივების კონტური იკვეთებოდა შავი ცის ფონზე.
სიღრმეში, ღამის რომის თბილ სიბნელეში სხვა უბნებიც ბრჭყვიალებდა:
ჩენტოჩელე, ჯორდანი, ტორ დე სკიავი,
კუარტიჩოლო. რიჩეტო ძლივს მიათრევდა დასიებულ ფეხებს.
პრენესტინამდე მილასლასდა და კუარტიჩოლოს ავტობუსის გაჩერებაზე
ჩამოჯდა. გადარჩენილი ხუთი ცალი ასლირიანი ამოიდო, დაათვალიერა
და ყველაზე დაჭმუჭნილი გაუწოდა მოლარეს.
- ესეც ასე… – ჩაილაპარაკა, როცა ცარიელმა ავტობუსმა
პრენესტინაზე ჩამოსვა. მიმოიხედა, ჩაჩაჩული შარვალი აიწია და
ღიღინით გაუყვა ქუჩას.
პრენესტინას ქუჩის მხრიდან ტრამვაები მორახრახებდნენ, გაქუცული
ხის ქვეშ აჩერებდნენ, მერე ჩამოფხავებულ, ჭუჭყიანეზოებიან სახლებს
შემოუვლიდნენ და მეორე მხარეს ჩამოდგებოდნენ. ტრამვაიდან
ჩამოსულების ნაწილი ქოშინით გარბოდა, რომ გარეუბნებისკენ მიმავალი

86
ავტობუსებისთვის მიესწრო, პატარა, განათებული კაფეს წინ რომ
იდგნენ. დანარჩენები კი, ვინც იქვე ცხოვრობდა, სახლებისკენ
მიიჩქაროდნენ. საქათმეებს უფრო ჰგავდა ის კამათლისხელა, არაბების
სადგომებივით დაფეხვილი თეთრი ქოხმახები, სამხრეთელი გლეხუჭებით
რომ იყო გაძეძგილი. ახალგაზრდა იქნებოდა თუ ბებერი, ამ დროს ყველა
გალეშილი და ჩამოფხრეწილი ბრუნდებოდა სახლში. ზოგიც
მშენებლობების გარშემო მიმოფანტული ან პრენესტინას მოპირდაპირე
ფერდობზე შეფენილი ბარაკებისკენ მიიჩქაროდა. რიჩეტოს საშინლად
უნდოდა მოწევა, არაქათგამოცლილმა ლასლასით გადაჭრა პატარა
მოედანი და ბარში შევიდა, თან ფულს ითვლიდა. სამი კოლოფი
„ნაციონალი“ იყიდა და კმაყოფილი, პირში სიგარეტგარჭობილი
გამოვიდა ბარიდან, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ ვინმესთვის ასანთი
ეთხოვა.
- მომიკიდებ? – მიადგა ბიჭს, რომელიც განათების ბოძზე
მიყუდებული ეწეოდა. იმან უხმოდ გაუწოდა ანთებული სიგარეტი.
რიჩეტომ ძველბიჭურად, თავი დაუკანტურა მადლობის ნიშნად და
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ღიღინ-ღიღინით გაუყვა ტალახიან ქუჩას,
რომელზეც ტრავმაი ტრიალდებოდა.
მშენებარე სახლები და ხარაჩოები წამოჰყუდებოდა თავზე, ქუჩაცა და
გაზონებიც მაღალ სარეველას მიჰქონდა, გორაკებად ეყარა ჯართი და
აქა-იქ ახალი მშენებლობებისთვის მოსწორებული მოედნები მოჩანდა.
სადღაც შორიდან, ალბათ, მარანელას მხრიდან, გრამოფონის ხმა
აღწევდა. გაახსენდა, რომ კაზალინას მოედანზე კარუსელები უნდა
ყოფილიყო გამართული: ალბათ მუსიკაც იქიდან მოდიოდა. ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი და არხეინად თავგადაგდებული გაუყვა კაზალინასკენ
გზას, თან ღიღინით იმეორებდა სიმღერის სიტყვებს, გრამოფონიდან რომ
ისმოდა.
აკუა ბულიკანტეს უბანში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ერთი-ორი
მოხუცი მიიჩქაროდა სახლისკენ. ამ დროს ქარხნების ღობეებს შორის
ამავალ ვიწრო გზაზე, რომელიც ჯორდანისკენ უხვევდა, ბიჭების ჯგუფი
გამოჩნდა. რიჩეტოსკენ მოდიოდნენ, მთელ სიგანეზე გაფენილიყვნენ
ვიწრო ქუჩაზე და ხმაურით, ყვირილით, ნელა მოიწევდნენ წინ. აღმართი

87
შორიდან ბუზებდასეულ ჭუჭყიან მაგიდას ჰგავდა. მუჯლუგუნებს
ურტყამდნენ ერთმანეთს, მკლავს უხვედრებდნენ, იგერიებდნენ, ზოგიც
არხეინად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოაბიჯებდა და ირონიულად
უყურებდა სხვებს. ზოგი იღრინებოდა, ზოგი ჩხუბობდა, კამათობდა,
ხელებს იქნევდა. აკუა ბულიკანტეს ქუჩის მცხოვრებლები სახლებში
შემალულიყვნენ. რიჩეტო ბიჭების დანახვაზევე აიჯაგრა. იცნობდა ამ
ტიპებს, უმიზეზოდ ერჩოდნენ ყველას, ვინც მათნაირი მაგარი არ იყო
(თვითონ ასე ეგონათ), ვისაც მათსავით ფეხებზე არ ეკიდა ყველა და
ყველაფერი. რიჩეტო გააღიზიანა იმან, რომ ისინი, მაგარი ბიჭები, ზედაც
არ უყურებდნენ,
თვითონ კი მარტო იდგა და მათ ღრიანცელს ისმენდა.
სტვენას უმატა და გზა განაგრძო. ისე ჩაუარა ბიჭებს, მათკენ არც
გაუხედავს და ის-ის იყო, მათი ყაყანი უკან მოიტოვა, რომ გზის განაპირა
თხრილიდან, რომლის იქითაც ტალახიანი ბოსტნები იწყებოდა, სლუკუნი
მოესმა. ნაბიჯს უმატა, მიაშურა ადგილს, საიდანაც ხმა მოდიოდა და
ბალახზე მოკუნტული, წელს ზევით შიშველი პატარა ბიჭი დაინახა.
- რა გ ჭირს? – თავზე წამოადგა რიჩეტო. ბიჭი გულამოსკვნილი
ტიროდა.
- შენა, რა გ ჭირს-მეთქი? – გაუმეორა. დაინახა, რომ წელს ზევით კი
არა, ბავშვი მთლად ტიტველი იყო, გამხდარი და გალუმპული, მუხლებზე
იდგა და გულამომჯდარი სლუკუნებდა.
- გამხადეს… და… ტანსაცმელი დამიმალეს, დამპლებმა…
- ვინა? ვინ გაგხადა? – ჩაეკითხა რიჩეტო. ბიჭი ფეხზე წამოდგა,
სველი, დედიშობილა და სლოკინით მიაშვირა ხელი ბიყებს:
– იმათმა…
რიჩეტო მიტრიალდა და ბიჭებს დაედევნა:
– ეი, თქვენ!
გაჩერდნენ. ყველა ერთად შემობრუნდა.
- თქვენა-მეთქი! ვინ დაუმალა შარვალი იმ ბიჭს? – მკაცრი, მაგრამ
თავაზიანი იყო.

88
- ბიჭო, მანდ გვერძე ყრია ყველაფერი! – დაუყვირა ერთ-ერთმა. –
იპოვის, ნუ გეშინია.
რიჩეტომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. შარი არ უნდოდა. არც
ისინი ჩანდნენ ჩხუბის ხასიათზე. თანაც უცებ რაღაცნაირად, მათნაირად
იგრძნო თავი, იმ ტიტლიკანა ასლუკუნებულ
ბიჭზე მაღლა მდგომად.
- შეეშვი, ბიჭო, ვერ ხედავ, რო დებილია… – ხელი მიაშვირა ბიჭს
ერთ-ერთმა. რიჩეტომ მხრები აიჩეჩა:
– ცოდოა…
ამასობაში ბიჭი თხრილიდან ამოვიდა. შარვალი ამოეცვა და ხელში
დაფლეთილი პერანგი ეჭირა. ბიჭები ადგილიდან არ იძვროდნენ. ერთი
მათგანი დაჟინებით მისჩერებოდა რიჩეტოს.
- რას მომაშტერდი? – გასძახა რიჩეტომ. იმას ნაძირალას სიფათი და
ხორციანი, დახეთქილი ტუჩები ჰქონდა, კეფის ქვეშ ცხენის კუდივით
წამოეზარდა ხუჭუჭა თმა.
- რა არი, მიცნობ? – ჰკითხა რიჩეტომ. ბიჭს ლამპიონის შუქი
ზურგიდან ეცემოდა და სახე არ
უჩანდა.
- აბა არ გიცნობ? – მხიარულად უპასუხა იმან. – ლენცეტა ვარ,
ერთად არ ვიყავით წუხელ ვილა ბორგეზეზე?
- ვახI – შესძახა რიჩეტომ, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. – სად
მიდიხარ? – რავი, ბიჭო, კუჭი მიხმება… – უპასუხა ლენცეტამ. სხვებს
გაეცინათ. – შენა?
რიჩეტომ მრავალმნიშვნელოვნად წამოიწია პიჯაკის სახელო, ხელები
ჯიბეებში ჩაიწყო და მხრები აიჩეჩა:
– რავი… მთელი ღამეა გარეთა ვარ… ვეღარც მივალ მგონი სახში. –
ვა, რატო? – დაინტერესდა ლენცეტა.
- კინაღამ დამიჭირეს, ბიჭო, ბანქოს ვთამაშობდით ერთთან რა
ტიბურტინოზე და პოლიცია არ დაგვადგა? დაუნძრევენ, ეხა ვინც
დაიჭირეს. მაგათი დედაც… კაჩოტაც იქ იყო, ბიჭო.

89
– აბა კაჩოტა? – ჰკითხა ლენცეტამ. – ბიჭო, კაჩოტა, აი წუხელ რო
იყო ჩემთან ერთად, ისა… ეხა ალბათ კარცერში გდია… – მეც ვერ მივალ
სახში… – თქვა ლენცეტამ. – ჩემი ძმა ცემით გამხეთქავს, რო დამინახოს…
- გაგხეთქავს არა ისა, – გამოსძახა რომელიდაცამ. – შაბათს
დაიჭირესო, ბიჭო, ვერ გაიგე? ხო გითხრეს იმ დღეს.
- მერე რა, დედაჩემი ხო მაინც სახშია. ეგ უარესია, ბიჭო, ნეტა ეგ
დაეჭირათ… აი ჩათლახი თუა, ეგაა მართლა…
- ჰა-ჰა, დაგენძრა, ბიჭო? – გაიცინა იმან. – სახში დედაშენი, ციხეში
კიდე შენი ძმა, აწყობილი გაქ რა საქმე: სახში მიხვალ, გაგედება,
დაგიჭერენ, გაგედება! – ბიჭები ახარხარდნენ.
- არა მკიდია? – გაიცინა ლენცეტამ. ნელა დაიძრნენ. სიცილ-
სიცილით აუყვნენ ზევით, მარანელასკენ.
- ელინა მაინც არ იქნება ამ საღამოს, – თქვა უცებ ერთმა. – იქნება-
მეთქი, ბიჭო, გითხარი, – გამოსძახა მეორემ. – სუ იქაა.
– გეგონოს… – უპასუხა პირველმა. – იმხელა მუცელი ედო, ბიჭო,
გეუნები, ახლა საავანტყოფოში იქნება, მშობიარობს ასიანი.
- მუცელი არა ისა, – არ დაუჯერა პირველმა, – ჯერ ოთხი თვის არ
იქნება.
- რა ოთხი თვის, ბიჭო, ვერა ხარ შენა, მე რო ვიხმარე, გაზაფხული
იყო და უკვე გაბერილი იყო.
– ხო, აბა რა, ათი წლის უკან, – თქვა ლენცეტამ. – ნეტა არ გ კიდიათ?
რო გადმოგაბრუნონ, შეჩემა, ათი ლირა არ გაგვარდებათ ყველას ერთად.
ყელი გამომყერი, თუ ეგრე არაა.
– უფულოდ ხო ჯერ არ მოგვიტყნია რა… – თქვა ვიღაცამ. – ეტყვი
რა, მატყნაურე და მერე მოგცემო, მოტყნავ და გააჯმევინებ.
– რა ნაბოზარი ხარ! – გაიცინა ლენცეტამ.
ამ ლაყბობაში თითქმის მიადგნენ მარანელას და ელინა
გადაავიწყდათ კიდეც. კარუსელების მუსიკა უკვე ყურისძირში ისმოდა
და მარანელადან, ტრამვაის გაჩერებიდან მომავალ ხმაურში ირეოდა.

90
გვიანი იყო, იმდენი ხალხი მიედინებოდა მოედნისკენ, გეგონებოდათ,
დღესასწაულზე მიიჩქარიანო.
- ვაა, ცირკის ხალხია, ბიჭოო! – იყვირა ერთმა და გაიქცა.
– ცირკის არა, იმის… – ჩაილაპარაკა ლენცეტამ, თუმცა თვითონაც
უმატა ნაბიჯს, რადგან სხვები უკვე გარბოდნენ. კაზალინას მხრიდან
ამომტვრეულ ქვაფენილზე ადამიანების ჯგუფი ჩამოდიოდა. კინოთეატრ
„დუე ალორისთან“ შეჩერდნენ, ხელებში რაღაც სინათლეები
უციმციმებდათ.
- ვახ, პროცესია ყოფილა… გააჯვით თქვენი… – ჩაილაპარაკა
იმედგაცრუებულმა ლენცეტამ.
ბიჭები გზაჯვარედინზე შეჩერდნენ, ყოყმანობდნენ, კარუსელებისკენ
წასულიყვნენ და ენახათ, ტირი ღია იყო თუ არა, თუ აქ დარჩენილიყვნენ
და პროცესიისთვის ეყურებინათ. ტროტუარზე ჩამოსხდნენ, ფეხებში
ებლანდებოდნენ პროცესიის საყურებლად გამოფენილ ხალხს. ვიღაც
მღეროდა, ვიღაც ვიღაცას ეხუმრებოდა, ბეჭზე ხელს უტყაპუნებდა,
სხვები გზისპირას მტვერში კოტრიალობდნენ. პროცესია ახლოვდებოდა.
- ბიჭო… – თქვა რიჩეტომ. – პრენესტინაზე არ ჯობდა?..
- და რა უნდა გეკეთებია? – ჰკითხა ლენცეტამ. – ელინას ვნახავდი,
რა… – იცრუა რიჩეტომ.
პროცესია ძირითადად ქალებისგან შედგებოდა, ძლივს
დაფახფახებდნენ. რამდენიმე ბებრუცუნა კაცი და ერთი-ორი ღლაპიც
მოჰყვებოდათ: ანთებული სანთლები ქაღალდის ძაბრებში ჩაედგათ, რომ
ღამის ნიავს არ ჩაექრო. დროდადრო გალობას წამოიწყებდნენ ხოლმე,
ცალ-ცალკე ან ერთად. ბოლოს გზაჯვარედინზე, პიცერიის წინ
შექუჩდნენ, ორმა ბიყმა მაგიდა მიადგა კედელს, ზედ ვიღაც დაფეხვილი
ბებერი შემოდგა და კომუნისტების ლანძღვასა და ქრისტეს ქება-
დიდებას მოჰყვა.
ბიჭების მხარეს ხმაური იყო, მქადაგებლის ხმა იქამდე ძლივს
აღწევდა, მაგრამ ისმოდა, რომ ჩრდილოური აქცენტი ჰქონდა.
- ეი შენა, მოკეტე რა! – იყვირა ერთმა.

91
- რა არი, ბიჭო, მოცო, სტიქაროსნობა ხო არ გინდა? – გასძახა
ლენცეტამ.
მოცონე ერთხანს გაჩუმდა, დაძაბული უსმენდა.
– ვა, ეს როგორ ლაპარაკობს, ე!.. – გაიღიმა გაოცებულმა. რიჩეტომ
იდაყვი გაჰკრა ლენცეტას:
– აუ, ამოვიდა რა ყელში…
- რა გინდა? – ჩაილაპარაკა ლენცეტამ.
- წამო რა ქვევით, – რიჩეტომ თავით ანიშნა პრენესტინასკენ.
- ვერა ხარ შენა… – უპასუხა იმან.
– ბიჭო, ფული მაქ, – უჩურჩულა რიჩეტომ, – მაგრამ მაგათზე არ
გვეყოფა.
ლენცეტამ ბიჭებს გადახედა, ყველა რაღაცით იყო გართული.
- ადე მაშინ, ქვემოთ წადი, აკუა ბულიკანტესკენ და დაგეწევი.
რიჩეტო წამოდგა და ნელ-ნელა გამოეყო ჯგუფს, რომელიც ქადაგების
მოსმენით იყო გართული. თუმცა ჩრდილოელი მალე მორჩა ქადაგებას,
პროცესია დაიძრა და ქვევით, ცენტრისკენ, ჩაუხვია. ლენცეტა სირბილით
დაეწია რიჩეტოს.
- ბიჭები? – ჰკითხა რიჩეტომ.
- კარუსელებზე წავიდენ.
აკუა ბულიკანტემდე ენა არ გაუჩერებიათ, ათას რამეზე
ლაქლაქებდნენ, გრამოფონისა და პროცესიის მგალობელთა ხმები ნელ-
ნელა შორდებოდათ.
გზაში კანტიკუნტად ხვდებოდნენ ჯორდანის ან პინეტოსკენ მიმავალი
ადამიანები, ერთი-ორი მთვრალიც დაბოდიალობდა და „ბანდიერა
როსას“ და „მარჩა რეალეს“ გაჰყვიროდა მთელ ხმაზე.
ელინა თავის ძუნძგლიან სამფლობელოში დახვდათ. ჯართით სავსე
ფერდობის იქით, სადაც ტრამვაი ბრუნდებოდა ხოლმე, რაღაც ბუნაგი
მოეწყო. ირგვლივ გზები ათხრილი იყო და მოედანს ორი ვეებერთელა

92
მშენებარე სახლი დაჰყურებდა. შენობები თითქმის დაემთავრებინათ,
მაგრამ ჯერ არც ეზოები ჰქონდათ, არც გზა იყო მიყვანილი და იქაურობა
სარეველასა და ნაგავს მიჰქონდა. სახლები ვეებერთელა
კოლოფებივით აზიდულიყვნენ ჩაბნელებული ცისკენ, სადაც რამდენიმე
მარტოსული ვარსკვლავი კიაფობდა. ღობეებით შემორაგული ახალი
სამშენებლო მოედნები უზარმაზარ ნაგავსაყრელებად იყო ქცეული და
მათ შორის დაედო ბინა ელინას.
ლენცეტა და რიჩეტო ქალს მიუცუცქდნენ. დაბალი, ლოტოს კოჭივით
ტანმსხვილი იყო ელინა. ცოტა შორიდანვე შეევაჭრნენ და მერე
გარღვეულ მავთულის ბადეში გაძვრნენ.
მალე მოითავეს საქმე და უკან გამობრუნდნენ. ტრამვაის გაჩერებაზე,
პატარა შადრევანთან, ცოტა მიიბან-მოიბანეს. დასაძინებელზე
ლენცეტამ იზრუნა. ჯორდანის უბნის გადაღმა, ჯართით სავსე მინდორზე,
საიდანაც რომის მთელი გარეუბნები მოჩანდა ჩენტოჩელედან
ტიბურტინომდე, ატალახებული ბოსტნების ბოლოში ორი დაჟანგული,
მოზრდილი კასრი ეგდო. დაჩოქილი ადამიანი თავისუფლად შეძვრებოდა
შიგ, სიგრძით კი საკმარისზე მეტიც იყო. ერთ-ერთ მათგანში ლენცეტას
თივა ჩაეფინა. ცოტა ააკლო თავისას და რიჩეტოს გადაუნაწილა.
დილის ათი საათი იყო, რომ გაეღვიძათ.
ლენცეტა ძირითადად ტუსკოლანაზე ატარებდა დღეებს: რე დი რომას
მოედანზე, ტარანტოს ქუჩაზე, უბნის ბაზრობებზე დაეხეტებოდა.
ყაზარმები იყო იმ უბანში და რამდენიმე უფასო სასადილოც, რომლებსაც
ბერები მართავდნენ. სახლში თითქმის არ ბრუნდებოდა, ხანდახან
წაიმუშავებდა კიდეც, სადმე თევზის ვაჭარს წაახმარდა ხელს, თუმცა
შრომით თავს არ იწუხებდა და ძირითადად დახლებიდან აწაპნილი
საჭმლით ან ტრამვაიში ნაჯიბგირალით ირჩენდა თავს.
ხანდახან პრენესტინადან კუადრარომდე დაეხეტებოდა ზურგზე
ტომარაწამოკიდებული და ნაგავსაყრელებზე სპილენძის ჯართს
აგროვებდა. თუმცა იშვიათად, რადგან ზურგი სტკიოდა სიმძიმის
თრევისგან და პირიც ისე ჰქონდა ხოლმე მტვრისაგან ამოგლესილი, რომ
საღამოობით ფუთი ღვინო არ ჰყოფნიდა იმის ჩასაწმენდად და ნადავლის

93
ნახევარზე მეტს ღვინოში ხარჯავდა. არც რიჩეტოს ეხატებოდა გულზე
ჯართის შეგროვება, თან ეს ლაწირაკების საქმედ მიაჩნდა. ასე რომ, ამ
უბანში დასაძინებლად თუ ამოვიდოდა, რომ თივაჩაფენილ კასრში
მოკალათებულიყო. დღეებს ძირითადად რომში ატარებდნენ. თუ
გაუმართლებდათ და ორი დღის სამყოფს იშოვიდნენ, მეორე დღეს წელს
აღარ იწყვეტდნენ: ავტობუსს შეახტებოდნენ და აკუა სანტაზე
გადიოდნენ. აპია ნუოვას ბუჩქებში გაძვრებოდნენ და ფერდობზე
გადიოდნენ, რომელიც გამხმარი ტალახით იყო დაფარული. თაღებისა და
კოშკების ნანგრევებით მოფენილი, ორმოებით სავსე გადახრუკული
მინდვრები თვალუწვდენელ და ბედკრულ აღთქმულ მიწამდე იყო
გადაჭიმული, რომელსაც აკუა სანტას ეძახდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ
გორაკზე ან გზასაყარზე მეძავს გადაეყრებოდნენ, რომელიც გარეუბნელ
უწვერულ ლაწირაკებს ემსახურებოდა, გარშემო მიმოფანტული
ბარაკებიდან ან ჰორიზონტზე წამომართული ვეებერთელა სახლებიდან
რომ ამოაკითხავდნენ ხოლმე, რომლებშიც სახელმწიფო ღატაკებს
ასახლებდა. თუ გაუმართლებდათ და მაყვლის ბუჩქებთან მიწაზე
დაფენილ გაზეთს გადააწყდებოდნენ ზედ ოქროს სათვალით, ეს ნიშნავდა,
რომ რომელიმე ზორბა გერმანელი მეძავთან იყო დაკავებული. სწრაფად
აწაპნიდნენ, რის აწაპნაც შეიძლებოდა და კისრისტეხით გარბოდნენ.
გერმანელი უნიფხვოდ დაედევნებოდათ, მაგრამ ბიჭები ელვის
სისწრაფით ახტებოდნენ თხრილებსა და ორმოებს, როგორც დიდი
რომაელი პოეტი ამბობდა:
„ის მამათმავალი ისე მომდევდა, მისი ქშენა ყურში ჩამესმოდა…“
ერთხელ ბოზის ძებნაში ტიბურტინოელ ბიჭს გადააწყდნენ,
რომელსაც ალდუჩოს ეძახდნენ. რიჩეტომ მხიარულად გაუწოდა ხელი:
– ვა, როგორა ხარ? – და გახდა დაიწყო. ალდუჩო ნიფხვით იწვა
ჭუჭყიან ბალახზე, ნახევრად ფარავდა ლერწმების ჩრდილი.
- რავი, როგორც ყოველთვის… – უპასუხა თავაზიანად ალდუჩომ. –
ყელში ამოვიდა რა… ხანდახან მინდა, გავაჯმევინო ყველას… ყაჩაღობა
დავიწყო…
– ვა! – რიჩეტომ მაისური გადაიძრო.

94
– ხო რა… თუ არ იმუშავე, მშიერი გდიხარ და ეს ოხერი, სამუშაოც
რო არაა… – ცხოვრებანანახი კაცივით დაიმანჭა ალდუჩო და საღეჭი
რეზინი გააღლაყუნა.
- მაგარია! – რიჩეტო მაიმუნობის ხასიათზე იყო. – მეორე
„ბერეტასაც“ თუ იშოვი, მეც შემოგიერთდები.
ალდუჩომ გახედა. არ ეხუმრებოდა.
– კაი.
ლენცეტამ „ბერეტას“ გაგონებაზე ყურები ცქვიტა:
- რა „ბერეტა“, ბიჭო, „კაპელა“ უნა იშოვო, „ბერეტა“ არა ისა!
რიჩეტო და ლენცეტაც წამოწვნენ ბალახზე.
- შენა და… – წამოიწყო ისევ რიჩეტომ, – ტიბურტინოზე რა ხდება?
- რა უნა ხდებოდეს, – ჩაილაპარაკა ალდუჩომ. – არც არაფერი.
- შენა, კაჩოტა ხო იცი, აი ისა, მეცხრეკორპუსელი… – ჰკითხა
რიჩეტომ.
– როგორ არ ვიცი, – უპასუხა ალდუჩომ. – რა არი?
- რას შვება? – დაინტერესდა რიჩეტო. ალდუჩოს ლამაზ სახეზე
ღიმილი აუთამაშდა. გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ერთმანეთზე
გადააჯვარედინა, რაც ნიშნავდა, პორტა პორტეზეზეა, ციხეშიო.
- ვა… – ჩაიცინა რიჩეტომ.
- ფილენისთან ჩაავლეს, ბიჭო, ბანქოს თამაშობდა ფულზე… – აუხსნა
ალდუჩომ.
- ხო, ხო, ვიცი, მეც იქ ვიყავი, – დასერიოზულდა რიჩეტო. ალდუჩოს
გაოცება დაეწერა სახეზე.
- ამერიგო რო მოკვდა, ხო იცი, – უთხრა. რიჩეტო წამოიწია, იდაყვებს
დაეყრდნო და თვალებში შეხედა ალდუჩოს. ტუჩის კუთხეები
უთამაშებდა, ცნობისმოყვარეობას ვერ უმკლავდებოდა.
- რა ქნა?
- მოკვდა-მეთქი, – კმაყოფილი იყო, რომ ასეთი მოულოდნელი ამბავი
აცნობა რიჩეტოს. – გუშინ მოკვდა, ბიჭო, საავანტყოფოში.

95
იმ საღამოს, რიჩეტო რომ გაიპარა, კაჩოტას და დანარჩენებს
პოლიცია წამოადგათ თავზე. დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა არავის
უფიქრია. მაგრამ ამერიგოს, გაკავებული რომ გამოუყვანიათ ოთახიდან,
აივანზე აქეთ-იქით მიუნარცხებია კარაბინერები და პირდაპირ ეზოში
გადამხტარა ორი თუ სამი მეტრის სიმაღლიდან. მუხლი უტკენია, მაგრამ
სახლის კუთხემდე მიფორთხებულა. ამასობაში ერთ კარაბინერს უსვრია
და მხარში დაუჭრია. ამერიგო ასე, სისხლმდინარი, მდინარეში
გადამხტარა – მეორე ნაპირზე გადასვლა და იქიდან ბოსტნების გავლით
პონტე მამოლოს ან ტორ საპიენცასკენ გაქცევა უნდოდა, მაგრამ წყალში
ცუდად გამხდარა და კარაბინერებს მაინც დაუჭერიათ. სისხლისგან
ნახევრად დაცლილი, ღრუბელივით გაჟღენთილი წაუყვანიათ
კომისარიატში და იქიდან საავადმყოფოში გადაუყვანიათ. ერთი კვირა
გათიშული ყოფილა, მაღალი სიცხე ჰქონია, გონს რომ მოსულა, ჭიქა
გაუტეხია და ვენების გადაჭრა უცდია, მაგრამ მოუსწრიათ და
გადაურჩენიათ. მოკლედ, ათი დღის წინ მესამე სართულიდან
გადამხტარა. ერთი კვირა აგონიაში ყოფილა და როგორც იქნა, სული
დაულევია.
– ხვალ მარხავენ, – დაასრულა ალდუჩომ.
– ვა-აა! – ხმადაბლა დამარცვლა გაოგნებულმა რიჩეტომ. ლენცეტამ,
აქაოდა, მე არაფერი მიკვირს, ასეთია ცხოვრებაო, დაასკვნა:
- დაიკიდე და შენ თავს მიხედე რა… – და აღიღინდა:
- ბოზებო… ბოზებო… – არხეინად გადაითხლაშა ბალახზე და ქორფა
კომბოსტოსავით ქუჩქუჩა თავქვეშ ხელები ამოიდო.
რიჩეტო ჩაფიქრდა. ამერიგოს დასაფლავებაზე წასვლა გადაწყვიტა.
მართალია, წესიერად არც იცნობდა, მაგრამ ბოლო-ბოლო ამერიგო
კაჩოტას ძმაკაცი იყო. და ისედაც, უნდოდა, რომ მისულიყო.
– ხვალ ამოვალ პიეტრალატაზე, – უთხრა ალდუჩოს. – ოღონდ შენ
არა თქვა იქ, მამაჩემმა არ გაიგოს, ბიჭო…
ამერიგო ტახტზე იწვა. ახალი ლურჯი კოსტუმი, თეთრი პერანგი და
შავი ფეხსაცმელი ეცვა. ხელები გულზე, უფრო სწორად, ჟილეტზე
დაეკრიფა, რომლითაც ასე ამაყობდა ხოლმე,

96
პიეტრალატაზე რომ დაიჯგიმებოდა კვირაობით და ბოროტ თვალებს
აბრიალებდა. ამ ტანსაცმლის ფული პრატი ფისკალის ქუჩაზე იშოვა:
ვიღაც სულელი დააყაჩაღა, ოცდაათი ათასი ლირა წაართვა და ისე,
გასართობად, თავ-პირიც დაუსისხლიანა. მაშინ იყიდა ეს ლურჯი
კოსტუმი და გამოპრანჭული კიდევ უფრო ბოროტი და სასტიკი ჩანდა
ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივად ჩაცმული. ამერიგოს ყველა უფრთხოდა,
უბნის ბიჭებიცა და მისნაირი ავაზაკებიც, რადგან ყველამ იცოდა მისი
ამბავი. უცხოები კი, ქუჩაში ან კომუნისტური პარტიის თავყრილობებზე
რომ გადაეყრებოდნენ ხოლმე შემთხვევით, ხშირად ბრუნდებოდნენ
სახლში თავპირდასისხლიანებულები და კბილებჩამტვრეულები. კიდევ
კარგი, ამერიგოს დანის ტარება არ უყვარდა. რიჩეტოს კარგად ახსოვდა
ეს ვიწრო შარვალი და მოკლე, განიერმხრებიანი პიჯაკი, თეთრი პერანგის
შეხსნილი საყელო და გვერდზე გადავარცხნილი თმა.
ახლა კი ასე, უდანაშაულო მსხვერპლივით, უძრავად იწვა და
ჟილეტზე დაკრეფილ ხელებში ჯვარი ეჭირა. თუმცა საყელო ისევ
ონავრულად ჰქონდა შეხსნილი და ჩარჩოსავით ევლებოდა სახეს,
რომელიც სიცოცხლეშივე მკვდარს მიუგავდა. მძინარე გეგონებოდა, ჩუმი,
მოქუფრული. მკვდარიც კი შიშის მომგვრელი იყო. იფიქრებდი, საცაა,
წამოხტება და თავ-ყბას დაულეწავს ყველას, ვინც მისი ასე გამოპრანჭვა
და ტახტზე წამოწვენა გაბედაო. ძლივს ეტეოდა იმ ტახტზე და ხვეული,
ჟელეთი გაპრიალებული თმა კალათივით ედო მონაცრისფრო ბალიშზე.
რიჩეტომ ტიბურტინოელ ბიჭებთან ერთად შეაბიჯა პირველ
სართულზე, პატარა ოთახში, სადაც ამერიგო ესვენა. სადარბაზოს კარი
არ ჰქონდა, მარჯვნივაც და მარცხნივაც პატარა კიბე ადიოდა და ზედ
შავებში ჩაცმული ხალხი შექუჩებულიყო. ლუკეტების მთელი სანათესაო
მოგროვილიყო, საგანგებოდ გამოპრანჭულიყვნენ: ბავშვები და
მოზარდები საზეიმოდ, ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილიყვნენ,
ახალგაზრდები კი ისე იყვნენ გამოპრანჭულები, გეგონებოდა, საცეკვაოდ
მიდიანო. ეზო და სადარბაზო მეზობლებით იყო სავსე. თითო ოთახში
ათი-თორმეტი კაცი ცხოვრობდა, ლამის მთელი უბანი ერთ სახლში იყო
შეყრილი. ცოტა მოშორებით ამერიგოს მეგობრები იდგნენ, ისინიც
საგანგებოდ გამოწყობილები: არდუინო, რომელსაც აფეთქებულმა

97
ხელყუმბარამ ბავშვობაში ცხვირი მოაგლიჯა და ცალი თვალი ამოთხარა,
ჭლექიანი ბიჭი მეთორმეტე კორპუსიდან, კარონია, ნაპოლიტანო და
სხვები. კაპეჩეც იქ იყო, სორა ანიტას ბიჭი, გიტარაზე რომ უკრავდა და
მღეროდა ხოლმე ღამღამობით, როცა საქმიდან დაბრუნებულები ეზოში
ისხდნენ და ფულს ინაწილებდნენ. ვიღაც უწვერული ლაწირაკებიც
აჰყუდებოდნენ სახლის კედელს: ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და ეზოში
მოთამაშე ბავშვებს გასცქეროდნენ პიეტრალატას ქუჩის კუთხეში.
რიჩეტოს, ფეხი შედგა თუ არა ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა,
გარეთ გამოვარდნა მოუნდა. ბნელოდა და იქაურობა ნესტის სუნით ისე
ყარდა, ზამთარი გეგონებოდა. ოთახი ამერიგოს ჩასუქებული დეიდებით
იყო გამოტენილი, ვერ გაინძრეოდი. ბიჭებმა სწრაფად შეავლეს მკვდარს
თვალი, ნაჩქარევად, უხერხულად გადაიწერეს პირჯვარი – პირველი
ზიარების მერე არც ერთს პირჯვარი არ გამოესახა – და ჩქარი ნაბიჯით
გამოვიდნენ გარეთ, სადაც კაცები იდგნენ და ლაპარაკობდნენ. ეზოში
განცალკევებით იდგა ალფიო ლუკეტი, ამერიგოს უმცროსი ბიძა. ცოტა
დაბნეული ჩანდა, ამერიგოსავით შავი იყო, მასავით მაღალი
ყვრიმალებითა და ხუჭუჭა თმით, მაგრამ კიდევ უფრო გრძელი და
ხმელი. ეს ალფიო იყო, სამი წლის წინ იქვე, გაჩერებაზე მდგარი ბარის
პატრონს პურის დანა რომ გაუყარა მუცელში. ამბობდნენ, ახლა სულ
გადაირია, ვიღაც ტესტაჩოელ ბოზზე დაკარგა ჭკუა და მთელ ფულს იმას
ახარჯავსო. ჩუმად
იდგა, ერთი-ორ სიტყვას თუ ეტყოდა ვინმეს, მოქუფრული, უცნაური
გამომეტყველებით. დროდადრო თავს გააქნევდა, თითქოს რაღაცის
თქმას აპირებსო, მაგრამ უცებ ჩერდებოდა,
თითქოს ეშინოდა, შეკრებილებთან ზედმეტი არაფერი
წამოსცდენოდა. შავი პიჯაკი ეცვა და ნაცრისფერზოლიანი შარვლის
ჯიბეებში ჩაემალა ხელები. ზევიდან დაჰყურებდა ყველას და მთელი
ძალით აჭერდა ყბებს ერთმანეთს ისე, რომ ლოყები ებერებოდა: ზუსტად
ისე, როგორც ამერიგომ იცოდა ხოლმე. იმსიგრძე იყო, ხელი რომ აეწია,
ელექტროგაყვანილობის მავთულებს მისწვდებოდა.
მშვიდად იდგა, თითქოს უნდოდა, დაეფარა ამერიგოს სიკვდილის
მიზეზი, რომელსაც უბანში ყველა ხვდებოდა. ალფიოს მუქარა ეხატა

98
სახეზე. ნაცრისფერ ლოყებზე წვერი წამოზრდოდა, შუბლზე ყორნისფერი
თმა ეყარა და თეთრი, წამოწეული საყელოს ზევით ბიჭური კეფა უჩანდა.
შურისძიების სურვილი ეწერათ სახეზე ამერიგოს სხვა ბიძებსა და
ბიძაშვილებსაც: მრისხანე სახეებით იდგნენ, იფერებდნენ საკუთარ,
ჭირისუფლის მდგომარეობას, მნიშვნელოვან ადამიანებად მიაჩნდათ
თავი და კრინტს არ ძრავდნენ ამერიგოს სიკვდილზე. რამდენიმე სიტყვას
თუ მიუგდებდნენ ცნობისმოყვარეებს, ისიც ირიბად, მინიშნებით,
მუქარით. შეკრებილებში არდუინოც გამოირჩეოდა: ამოთხრილ თვალზე
შავი ნაჭერი აეკრა, თუმცა ცხვირის ნარჩენებს ვერ უფარავდა. სორა
ანიტას შვილი, კარონია, მტაცებელი ფრინველის გამომეტყველებით
იდგა, რაღაც უცნაური ნეტარება აღბეჭდვოდა სახეზე, როგორც
ჯარისკაცს ცხელი შხაპის ქვეშ. ამერიგოს ნათესავებს რომ ჩაუარა,
ალდუჩომ რამდენიმე სიტყვას მოჰკრა ყური. სახე შეეცვალა, თავზე
ხელები წაივლო და ჩაიბურტყუნა:
– აუ, დაენძრათ, ბიჭო…
- ვის? – ყურები ცქვიტა რიჩეტომ, ბავშვურ ცნობისმოყვარეობას ვერ
მალავდა. ალდუჩო ხმას არ სცემდა.
- ვისა, ვისა, ალდუ! მითხარი რა! – არ მოეშვა რიჩეტო.
- ვისა და იმას, ვინც იტლიკინა, – ჩაულაპარაკა ალდუჩომ. რიჩეტოს
მაშინვე მეცხრეკორპუსელები გაახსენდა და შეკითხვა აღარ
გაუმეორებია. მოწიწებით შესცქეროდა ალფიო ლუკეტის, რომელიც ისევ
განზე იდგა, ჩუმად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
ოთახიდან ქალების ტირილი ისმოდა. კაცები განცდას არ იმჩნევდნენ.
პირიქით, მხიარული იერიც კი ჰქონდათ, ახალგაზრდასაც და ბებერსაც.
პიეტრალატაზე ადამიანი ცოცხალი არავის ადარდებდა და მკვდარი
ვიღას შეეცოდებოდა?
მალე მღვდელიც გამოჩნდა. ისე შევიდა ოთახში, არავისთვის
შეუხედავს, უკან მშიერი კნუტივით გამხმარი ორი ლაწირაკი მისდევდა,
ვინ იცის, სად ეშოვა ესენი, ალბათ, პიეტრალატას ქოხმახებში
შეხიზნული ტრაკგამოხეული სოფლელების შვილები იყვნენ.

99
ოთახში დაბორიალობდნენ და საკმეველს აკმევდნენ. გარეთ, მზეზე
ხალხი იდგა, ბავშვები თამაშობდნენ, ყაყანებდნენ, ყვიროდნენ,
ფუტკრების გუნდივით დასდევდნენ ბურთს, ტანსაცმელჩამოხეულები,
ჭყიოდნენ შუადღის ჩახჩახა შუქში. ბართან, გაჩერებაზე, ქუჩაში, მიდი-
მოდი არ წყდებოდა. ბარი შიგნით ნახევრად ცარიელი იყო, კლიენტები
გარეთ გამოლაგებულიყვნენ და უქამრო შარვლების ჯიბეებზე
თითებჩამოწყობილები, ირონიულად აკვირდებოდნენ დასაფლავებაზე
მისულებს. ხალხი იდგა ძველი ტუალეტების ნანგრევებთანაც, რომლებიც
ომის წლებში აგურ-აგურ დაეშალათ და სოფლელებზე გაეყიდათ. ყველა
სანახაობით იყო გართული. მღვდელმა მალე მოათავა საქმე და უკან
გამობრუნდა. მას ჯერ სტიქაროსანი ბავშვები გამოჰყვნენ ლეკვებივით,
შემდეგ – ქალები. მალე კუბოც გამოიტანეს და შავ კატაფალკზე დადეს.
ხალხი ნელა აედევნა კუბოს პიეტრალატას ქუჩისკენ. ჩაუარეს ბარს,
გაჩერებულ ავტობუსს, დატკეპნილ, კარუსელებიან მოედანს, ციხესავით
მოშიშვლებულ ამბულატორიის შენობას, გადახრუკულ მინდვრებს,
ვარდისფერ სახლებს, ქოხმახებსა და ბარაკებს, მინგრეულ-მონგრეულ
ქარხნებს, ახალ დაბომბილს რომ ჰგავდა და მონტე დელ პეკორაროს
კალთამდე მივიდნენ, ტიბურტინოს მხარეს, მიტოვებულ, პირდაფჩენილ
ძველ საბადოებთან.
– რა ვქნათ? – ხმადაბლა გადაულაპარაკა რიჩეტომ ალდუჩოს.
პროცესია უწესრიგოდ მისდევდა კუბოს: ხან წინ წავიდოდნენ, ხან – უკან.
მხოლოდ კუბოსა და მღვდელს არ უსწრებდა არავინ.
– რავი, – თავი გააქნია ალდუჩომ. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და
განიერ, ამოჩაჩულ პერანგს ქარი უფრიალებდა. ისედაც ნელა მიმავალი
პროცესიის ბოლოში მიჩანჩალებდნენ. როცა ძალიან ჩამორჩებოდნენ,
ნაბიჯს უმატებდნენ. თავდახრილები, შეწუხებულები მიდიოდნენ,
თითქოს ფეხები სტკივათო.
- რავი, მე მეგონა, კაი იქნებოდა… – თქვა რიჩეტომ. – ყელში
ამოვიდა.
- რას ელოდი, რო! – ერთმანეთს შეხედეს და გაეცინათ. თავი დახარეს,
რომ ვინმეს არ შეემჩნია მათი სიცილი. მზიანი დღე იყო, თბილი ნიავი
უბერავდა, აპრილის სასიამოვნო საღამო გეგონებოდა. ირგვლივ

100
სადღესასწაულო განწყობა სუფევდა, როგორც ნააღდგომევს,
გაზაფხულის პირველ მზიან კვირადღეს, რომაელები პირველად რომ
გადიან ზღვაზე ოსტიაში. მანქანებისა და ქუჩის ხმაურიც მიყუჩებულიყო,
თითქოს შუშის ხუფი ეხურა არემარეს. მზე ოქროსფრად ლივლივებდა
შენობების გახუნებულ კედლებზე, ნაგვის ნაცრისფერ გორებსა და მონტე
დელ პეკორაროს კალთებზე. ყაზარმიდან საყვირი ომახიანად ამცნობდა
ჯარისკაცებს სადილის დროს.
ტიბურტინოს ქუჩის კუთხეში, ბართან, პროცესია ცოტა ხნით
შეჩერდა. ხალხი ნელ-ნელა მიმოიფანტა სხვადასხვა მიმართულებით.
მძღოლმა კატაფალკი დაქოქა და ვერანოს სასაფლაოსკენ დაიძრა.
მხოლოდ ლუკეტების ოჯახის წევრები გაჰყვნენ ტაქსით.

101
5. ცხელი ღამეები
„მაძღარს მშიერის არ სჯეროდაო…“ ჯ. ბელი
ლენცეტა რიჩეტოსა და ალდუჩოს ელოდებოდა. მაღალი კედლის
ძირში, ტროტუარზე ჩამომჯდარიყო, მტვერში, ხავერდის შარვალსა და
მოტმასნილ, შავ-წითელ ამერიკულ მაისურში
გამოპრანჭული, რომლის დანახვაზეც – ასე ეგონა – მთელი მარანელა
შურით სკდებოდა. ოფლში იყო გახვითქული: წეღან ცოტა ფეხბურთი
ეთამაშა ბიჭებთან იქვე, აკუა ბულიკანტეს ქუჩასა და პინიეტოს შორის
გაშლილ პატარა მდელოზე. კედლის იქით დაფეხვილი, საქათმესავით
ქოხი იდგა, რომლის თუნუქის სახურავზე ელინა წამოსკუპულიყო:
ბიბილოებზე ვეებერთელა, ოქროსფერი ბიჟუტერიის რგოლები
უკონწიალებდა და ხელში ბავშვი ეჭირა, რომელიც
გულისგამაწვრილებლად ღნაოდა. ლენცეტა ყურადღებას არ აქცევდა
ელინას, დაფიქრებული, დროდადრო ხმამაღლა შეუკურთხებდა ხოლმე
რიჩეტოს, რომელიც იგვიანებდა. თუმცა უხალისო მაინც არ ეთქმოდა
ლენცეტას. ხუჭუჭა თავს უდარდელად უხახუნებდა ტურტლიან კედელს
და ჩუმად ღიღინებდა, ჩამოცვენილი მტვერი და ბათქაში თმაში და
ბეჭებზე ეყრებოდა. თვალები ნახევრად მოეჭუტა, ისე დუდუნებდა,
თითქოს აღსარებას ამბობსო. შორიდან არც ისმოდა მისი ხმა, თითქოს
მხოლოდ პირს აღებდა და ხვანჩი აუდ-ჩაუდიოდა.
დროდადრო ღიღინს წყვეტდა და რაღაცას გასძახებდა ხოლმე ბიჭებს,
გულამოვარდნილები რომ დასდევდნენ ბურთს. ორნი იქვე ისხდნენ და
თამაშს თვალს ადევნებდნენ: ერთს, ცამეტი წლისაც არ იქნებოდა, პირში
სიგარეტი გაერჭო, მეორე კი ბალახზე გაშხლართულიყო და ასე,
წამოწოლილი ელაზღანდარავებოდა მოთამაშეებს.
- რა მკვდრებივით დაბოდიალობთ, ბიჭო! – უყვიროდა ლენცეტა,
თუმცა ძალიანაც არ იძაბავდა ყელს ყვირილით.
- შენ თავს შეხედე, ბიჭო, ფეხზე ვერ დგახარ და ჩვენ რას გვეუნები! –
დაუყვირა მეკარემ. წაკუზული იდგა კარში, ისე გამოსძახა, მისკენ არც

102
გამოუხედავს. ჩამოფხრეწილი შარვალი და სადღაც სანაგვეზე ნაპოვნი
ხელთათმანები ეცვა. მინდორზე წამოწოლილი ბიჭი წამოიზლაზნა,
შარვალი აიწია და ქამრიდან ჭუჭყიანი მაისური ამოიჩაჩა. მერე ზურგი
აქცია მოთამაშეებს, ერთი გულიანად შეიკურთხა და პატარა ბიჭისკენ
წავიდა, რომელსაც იღლიაში რძის ბოთლი ამოეჩარა და მხიარულად,
მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მოცუნცულებდა ლენცეტასკენ. მის გვერდით
ჩამოსხდნენ ტროტუარზე და კოჭებით დაიწყეს თამაში. თუნუქის
სახურავზე წამომჯდარი ელინა ისე ჩანდა ქვევიდან ჩახჩახა მზისა და
ლურჯი ცის ფონზე, როგორც პროცესიაზე ციმციმ გამოსვენებული
ღვთისმშობლის ქანდაკება.
- აღარ მოეთრევიან? – ჩაიდუდღუნა ლენცეტამ, ბრაზობდა რიჩეტოსა
და ალდუჩოზე, თუმცა
ხასიათი მაინც არ წახდენია. ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მხიარულად
მოჟღურტულე რძისბოთლიანი ბიჭიცა და მისი ამხანაგიც, გაუთავებლად
რომ ატყუებდა პატარას თამაშში. ლენცეტამ ერთხანს უყურა ბიყებს,
მერე რატომღაც თვალში მოუვიდა დაჩაგრული პატარა და
მფარველურად მიუცუცქდა. მეორეს აშკარად შეეშინდა, თუმცა თამაში
არ შეუწყვეტიათ: დაიკუზებოდნენ, დაუმიზნებდნენ და კოჭი კაკუნით
ვარდებოდა ორმოში. ლენცეტა მამობრივი მზრუნველობით დაჰყურებდა
ბიჭებს. პატარა, როგორც კი მიზანს მოარტყამდა, სასაცილოდ, ცეკვა-
ცეკვით უვლიდა გარს მიწაზე დადგმულ რძის ბოთლს. მერე
ჩაცუცქდებოდა ორმოს თავზე, ფეხებს გაშლიდა, საჯდომს ქუსლებზე
დააყრდნობდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ორმოში აკუებდა.
- იგებ, ბიჭუნი? – მზრუნველი იერით ეკითხებოდა ლენცეტა. ამის
გაგონებაზე უფროსი ბიჭი გაბრაზებული აღლაყუნებდა კევს და
ცდილობდა, მიზნისთვის არ აეცილებინა. თუ უფროსი დაწინაურდებოდა,
ლენცეტა პატარას აქეზებდა: – ჰა, ბიჭო, არ დაგჩაგრონ!
ამ დროს ცარიელმა კატაფალკმა ჩაუარათ წინ: მაღალი სახლებისკენ
მიდიოდა, აკუა ბულიკანტეს ქუჩის მტვრიანი ბუჩქებისკენ გადაუხვია.
- აბა შენ იცი, იმქვეყანას მაგრათ იყავი! – გასძახა ლენცეტამ და
უცებ გაახსენდა, რომ იმ დღეს რიჩეტოც ვიღაცის დასაფლავებაზე
მიდიოდა.

103
- დამპალი… – ბრაზისგან წამოწითლდა, ადგა და გზას გაუყვა.
სახლში დაბრუნების ეშინოდა უფროსი ძმის გამო. მართალიც იყო.
ისეთი რამე გააკეთა, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგ ენდა და რომლის
გახსენებაზე საკუთარი თავისთვის შეფურთხება უნდოდა.
არა, ისე… ისეთიც არაფერი უქნია მორალური თვალსაზრისით…
ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიაჩნდა. თუმცა მორალი არა ისა,
ფეხებზე არ ეკიდათ მორალი მასაც და მის ძმასაც? მთავარი ისაა, რო
ღირსების საკითხი იყო, რაღაცა სისულელე კი არა.
მაინც რა ჯანდაბა შეუჩნდა იმ დღეს… ცოტა გალენჩებულიც იყო,
იმდენი ურტყეს ჯერ კამერაში და მერე ციხეში… თან „რეჯინა კოელიში“
წაათრიეს და არა პორტა პორტეზეზე, რადგან, ლაწირაკს კი ჰგავდა,
მაგრამ თვრამეტი წელი უკვე შესრულებოდა. ციხეში მიიყვანეს თუ არა,
ხუჭუჭა თავი მოიქექა და ჩაილაპარაკა:
- თქვენ ტრაკებს მიხედეთ რა! – და ძალიან მიზნობრივად ნათქვამიც
გამოუვიდა, რადგან კამერაში შეაგდეს თუ არა, პირველი, რაც გაიგო, ეს
სიტყვები იყო:
- ვახ, რა ტაკუნები გაქ, ბიჭი? – უთხრა ვიღაც ტიპმა, რომელიც
მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს ჰგავდა.
საბედნიეროდ, მისი ძმა, ლენცეტა უფროსი, რეჯინა კოელის ციხეში
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი იყო და ძმის რიდით მასაც
პატივს სცემდნენ, მიმზიდველი უკანალის მიუხედავად. რამდენიმე
კვირის შემდეგ კი პირობითით გამოაბრძანეს და ტორპინიატარაზე
დაბრუნებულს დედამისი დახვდა დოინჯშემოყრილი:
- ვაჟბატონო, იცოდე, რო ვინც არ მუშაობს, არ ყამს!
- დამაცა რა, ქალო, სული მომათქმევინე! ციხიდან გამოსვლა მაინც
დამაცადე! – შეუღრინა ლენცეტამ, გარეთ გავარდა და „პუნიალატასკენ“
გაუტია, რომელსაც მწვანეხალიჩიან ბარსაც ეძახდნენ და სადაც
მარანელას უბნის ჯიბგირები იკრიბებოდნენ: თხუთმეტი-თექვსმეტი
წლის ლაწირაკები, ახალი დაწყებული რომ ჰქონდათ ბარებში წანწალი
და ბილიარდის თამაში. ლენცეტას დიდად მოჰქონდა თავი „რეჯინა
კოელიში“ გატარებული რამდენიმე კვირით, მოწიწებას ითხოვდა

104
გარშემომყოფთაგან ამ დამსახურების გამო. აქეთ-იქით იბოდიალეს, მერე
ცოტა ღვინოც დალიეს და სახლებს მიაშურეს შეჟუჟუნებულებმა.
ლენცეტას უფროს ძმასთან ერთად უფანჯრო ოთახში
გონდოლასავით ვიწრო და დანჯღრეულ საწოლზე ეძინა. მისი ძმა
პირდაპირ იატაკზე დაგდებულ ლეიბზე იწვა. ღამის თორმეტი საათი
იქნებოდა, მაგრამ ლენცეტა ღვინოს შეეფხიზლებინა და ძილი არ
ეკარებოდა. დაკემსილი ზეწარი გადაიძრო და აღიღინდა. მისი ძმა
ნახევრად პირღია იწვა, ზეწარი ფეხებში აბლანდვოდა და მკვდარივით
ეძინა. ლენცეტა ღიღინიდან სიმღერაზე გადავიდა. მძინარე, როგორც
ჩანს, შეწუხდა, უცებ იცვალა გვერდი და ზეწრები ქვეშ მოიყოლა.
ლენცეტამ ხმას აუწია.
- ეი, შენა, ვერა ხარ?! – ლეიბიდან თავი წამოყო მისმა ძმამ.
- გააჯვი რა! – ლენცეტა წამოდგა. ძმა საბოლოოდ გამოფხიზლდა,
გამოერკვა, წამოიწია და ერთი ისეთი წიხლი ჩააზილა, რომ კედელს
ააკრა. მერე ისევ მიეგდო ლეიბზე და გვერდი
იცვალა.
მეორე დილით, ოთახიდან გამოსულს, უფროსი ძმა უკვე გარეთ
დახვდა. „ლამბრეტათი“ ელოდებოდა.
- დაჯე, – მიუგდო. ლენცეტა შეყოყმანდა, მაგრამ დაემორჩილა.
მთელი სიჩქარით გაიარეს მარანელა, ტორპინიატარას ჩიხებით მოჭრეს
გზა, რომ მთავარ ქუჩაზე გაშლილი ბაზრობისთვის აექციათ გვერდი და
მანდრიონესკენ გაქროლდნენ. რამდენიმე წუთში აკუა სანტაზე იყვნენ.
უფროს ძმას არც უფიქრია, შეენელებინა და ისე გაეჩერებინა
მოტოციკლეტი, მეოთხე სიჩქარით შევარდა მოედანზე და უცებ
დაამუხრუჭა. ასე აკეთებდნენ ხოლმე ბიჭები, რბოლებს როცა
მართავდნენ ქალაქგარეთ. ლენცეტა უფროსი უცებ გადმოხტა და ძმას
დაეძგერა:
– ეხა განახებ, შე დამპალო ნაბიჭვარო…
ნახევარი საათი გამეტებით სცემდნენ ერთმანეთს. უფროსი ძმა თან
ურტყამდა და თან ორივე ხელით იჭერდა, რომ არ გაჰქცეოდა.

105
გასავათებული ლენცეტა ბოლოს, როგორც იქნა, მაინც დაუსხლტა ძმას
და მოკურცხლა.
რიჩეტო და ალდუჩო ძლივს მოლასლასებდნენ. მთელი პიეტრალატა
ფეხით გამოევლოთ და
გაჭირვებით მოათრევდნენ დასიებულ ტერფებს. ქანცგალეულ
სხეულზე ტვირთივით ეკიდათ საკუთარი ფეხები, მაგრამ მაინც
ცდილობდნენ, სახეზე დაღლა არ შესტყობოდათ და წელში
გამართულები, ნელა მოდიოდნენ.
ოთხი კილომეტრი მაინც გამოევლოთ ბოკალეონეს ქუჩიდან
პრენესტინას გავლით აკუა ბულიკანტემდე: ნეხვითა და ნაგვით სავსე
მინდვრები, დაფხავებული ბარაკებით სავსე ფერდობები, მთასავით
წამოყუდებული მახინჯი სახლებისა და ჟანგიანი ქარხნების რიგები.
თუმცა მთავარი მაინც ახლა იწყებოდა: მთელი კაზალინა გასავლელი
ჰქონდათ. ლენცეტამ გულიანად შეუკურთხა ბიჭებს, ისინიც არ დარჩნენ
ვალში და ერთად განაგრძეს გზა. ლენცეტა, თავაწეული, წინ მიაბიჯებდა
ჩქარი ნაბიჯით, რიჩეტო და ალდუჩო კი უკან მოფლახუნობდნენ
დასიებული ფეხებით.
ლენცეტას ერთი ადგილი შეერჩია ამბა არადამის ქუჩაზე, იქ, სადაც
ქუჩა სან-ჯოვანის გამზირს კვეთდა, ყავისფერ-მწვანე გალავნის
გასწვრივ, გაქუცული მცენარეებითა და ძველებური, მოხდენილი, მაგრამ
ცოტა მოუვლელი და შელახული სახლებით სავსე ბაღებს შორის.
ფერდობზე დაბალი შენობების მწკრივები მოჩანდა და მათი დაჟანგული
ლითონის სახურავები ჩამავალ მზეს ირეკლავდა. დიდი, შემოღობილი და
ჯართით სავსე ეზოს სიღრმეში მომცრო შენობა იდგა. ირგვლივ ჩამიჩუმი
არ ისმოდა, სადღაც შორიდან, ბარაკების მხრიდან, მუშების სტვენა და
გადაძახილ-გადმოძახილი აღწევდა. ბიჭებმა უხმოდ, სტვენითა და
ღიღინით ჩაუარეს ჯართიან ეზოს და კარგად რომ გასცდნენ იქაურობას,
მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკნენ ერთმანეთს.
– აუ… – ჩაილაპარაკა რიჩეტომ, – რამდენი რამეა, ბიჭო! – აბა რას
გეუნებოდი? – შეაგება ლენცეტამ.

106
– ხო, ოღონდ ჯერ ადრეა, ბიჭო, – რიჩეტოს არ უნდოდა, ლენცეტას
მეტისმეტად გასვლოდა თავს. – თან ურიკა ხო გინდა, ბიჭო, ისე რას
წაიღებ.
– ურიკა არა ისა, ურიკას სად იშოვი ახლა, შიგ ხო არა გაქ! –
დაიღრიჯა ლენცეტა.
- მარანელაზე ჩავიდეთ, ბიჭო, რემოს ექნება, გვათხოვოს, რა მოხდა…
– თქვა ალდუჩომ, მაგრამ მაშინვე ჩაუქრა ენთუზიაზმი, რადგან მისი
იდეა არავის აუტაცია. ლენცეტამ ერთი გახედა მოღუშულმა და ენა
გააწკლაპუნა: პასუხის ღირსიც არა ხარო.
- რა სირია რა… – მაინც გაცხარდა ცოტა ხნის შემდეგ. – რა გინა,
ბიჭო, ისევ ფორლანინიზე ჩაეთრე ფეხით და მერე უკან ამოეთრე
მარანელაზე არა? შენა, თავი ხო არ მიგირტყია, ბიჭო?!
– მერე ვინა თქვა, შეჩემა, ფეხით ამოდიო? მე გითხარი ეგა? –
წამოჭარხლდა ალდუჩო. – აბა რა თქვი ერთი? – დაინტერესდა ლენცეტა.
რიჩეტო უხმოდ უსმენდა კამათს.
– ფული არ გინდა იშოვო, შეჩემა? – აყვირდა ალდუჩო.
- მერე?
- ხოდა, წამო-მეთქი! – ალდუჩო გატრიალდა და უკანმოუხედავად
გაუყვა გზას
სან-ჯოვანისკენ. – სად მიეთრევა ეს დებილი.. – მიუბრუნდა ლენცეტა
რიჩეტოს. – ვერაა ხო იცი ეს… – ძაან კაი ჭკუაზეა, ნუ გეშინია…
რიჩეტო მალევე მიუხვდა ჩანაფიქრს ალდუჩოს. მაგრამ პორტა სან-
ჯოვანის მოედანზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გალავანთან
ჩამწკრივებულ მერხებზე კი იჯდა ერთი-ორი კაცი, მაგრამ ისინი არ
იყვნენ, ვინც მათ სჭირდებოდათ. ერთ მერხზე ვიღაც მსუქანი ქალი იჯდა,
კრემისფერი აბრეშუმის კაბა ქონებზე ასკდებოდა, მოხარშული თევზის
გამომეტყველებით ფუნთუშას შეექცეოდა და ტუჩები და გულმკერდი
შაქრის პუდრით ჰქონდა მოთხვრილი. გვერდით რაღაც არსება ეჯდა,
ალბათ, ქმარი, ის საცოდავიც თევზს ჰგავდა, ოღონდ ტაფაზე შემწვარს.
აქა-იქ მოახლე ქალები ჩანდნენ და ერთი-ორი ლაწირაკი დარბოდა.
კედლის იქით მოწყობილი ვრცელი ტერასა ტუსკოლანოს უბანს

107
გადასცქეროდა და შორს, ტენისის კორტებისა და დატკეპნილი
მინდვრების გადაღმა, ჰაერი საღამოს მშვიდი სინათლით ივსებოდა.
წითელი და თბილი დაისი მარსის ზედაპირივით ალაპლაპებდა
ჩელესტინას უბნის ფანჯრების შუშებს. კედლის აქეთ კი, სადაც ბიჭები
ნადავლს დაეძებდნენ, სან-ჯოვანის უბნის სევდიანი ბაღები იშლებოდა,
კოპწია გაზონებითა და კოხტა ხეებით, რომლებსაც ტაძრის მოოქროვილი
ფასადიდან არეკლილი მზის უკანასკნელი სხივები ეთამაშებოდა.
იმედგაცრუებული ბიჭები გალავნის კედელზე ავიდნენ და იქ
მოეწყვნენ. ლენცეტა ღიღინით გაწვა გულაღმა და ტურტლიანი კეფის
ქვეშ ამოიდო ხელები. რიჩეტო უნაგირივით გადააჯდა კედელს, ჰაერში
ფეხებჩამოკონწიალებული. ალდუჩო კი ქვევით იდგა, ცალი მხრითა და
თეძოთი მიყრდნობოდა გალავანს, ნერვიულად გადაეჯვარედინებინა
ფეხები და არემარეს ათვალიერებდა. იმედს არ კარგავდა. ცალი ხელი
ღრმად ჩაეყო ჯიბეში, შერიფივით, სქელ ტუჩებზე მუქი ღინღლი ეფინა
და შავი თვალები ისე ულაპლაპებდა, როგორც ლიმონის წვენით
აპრიალებული მოლუსკის ნიჟარები.
მალე გაუმართლდა კიდეც იმედი. ლენცეტამ და რიჩეტომ შადრევანს
მიაშურეს წყლის დასალევად და უკან დაბრუნებულებს ალდუჩო
კმაყოფილი და გაღრეჭილი დაუხვდათ, წასვლას ეშურებოდა.
- აი, – ჯიბიდან დაჭმუჭნილი ქაღალდები ამოიღო. სამასი ლირა იყო.
– ერთმა ჩაიარა წეღან და ისე მომცა რა, მოვეწონე, რავი… ერთი ხელი
მომაკიდებინა მარტო, რატომაც არა, არ მეკიდა?.. – დაამატა ღიმილით.
ბიჭებს ახსნა-განმარტება აღარ მოუთხოვიათ. ხდებოდა ეგ ეთი რამეები.
ჟივილ-ხივილით მიაშურეს ტრამვაის გაჩერებას: იქვე იყო, პორტა სან-
ჯოვანისთან. ნახევარ საათში ისევ მარანელაზე იყვნენ.
მეძველმანე რემოსთან არც ისე ადვილად გამოვიდა საქმე, როგორც
ეგონათ. ურიკა სახლში წაეღო, პინეტოზე ცხოვრობდა, იმდენი კაცი იყო
იმ სახლში, ჭიანჭველების ბუდეს უფრო ჰგავდა. მიაკითხეს. დასალევად
ჩასულიყო ტრაქტირში.
ჭიით გამოჭმულ მაგიდასთან იჯდა, კიბორჩხალასავით აწითლებულ
სახეზე შეჭაღარავებული წვერი წამოზრდოდა. ისე იყო დასიებული,

108
გაზით დაბერილს ჰგავდა. ვიღაც ხმელ ბერიკაცს ელაპარაკებოდა,
რომელიც ასი წელი იყო, რომში ცხოვრობდა და მაინც
სოფლურად უქცევდა. მათ შორის კიდევ იჯდა ვიღაც, მაგიდაზე ეძინა
და სახე არ უჩანდა, შორიდან ძონძების გროვას უფრო ჰგავდა, ვიდრე
ადამიანს. ლენცეტა ზღურბლზე დადგა და გამოცდილი თვალი მოავლო
იქაურობას. რემო მოძებნა და ძმაკაცურად, დათაფლული მიუცუცქდა:
- ეი, რემო… რაღაცა უნა დამპირდე… რემომ ხმელ ბებერთან
ინტელექტუალური ბაასი შეწყვიტა. – ბოდიში რა… – ჩაულაპარაკა
თანამოსაუბრეს, – ნეტა რა უნდა ამ ნაბიჭვარს?
ბებერი მოიღუშა, განაწყენდასავით, და დიდი ყლუპით მოსვა ღვინო.
ვეებერთელა ხვანჩი ბურთივით აუდ-ჩაუდიოდა. ბიჭები გარეთ,
ტროტუარზე იცდიდნენ.
- ჩემი ძმაკაცები, – ლენცეტამ ამხანაგები წარუდგინა რემოს და
წამოწითლდა. – სასიამოვნოა, – ჩაილაპარაკა სამივემ ერთად. ხელი
ჩამოართვეს ერთმანეთს. – აუ, რემო… ერთი რაღაცა უნა გაგვიკეთო რა…
– დაიწყო ლენცეტამ.
– აბა რას ვიზამ, – შეაგება რემომ. ლენცეტა ვერ მიხვდა, დასცინოდა
თუ თავაზიანად ეუბნებოდა.
– ურიკა უნა გვათხოვო რა… ხო შეგილია?
რემოს არ უპასუხია. წამში გათვალა, რომ, თუ ურიკას ათხოვებდა,
საქონელსაც მას მიუტანდნენ გასაყიდად და მაშინ ფასსაც თვითონ
დაუდგენდა. ირონიული ღიმილით ამოიღო თამბაქო და პაპიროსის
შეხვევას შეუდგა. ენით ასველებდა ქაღალდს, იფურთხებოდა. არ
ჩქარობდა, თან გამვლელებს უყურებდა, დროდადრო გვერდით
გადგებოდა ხოლმე, რომ ვიღაც გაეტარებინა: ამ დროს მარანელაზე მეტი
ხალხი ირეოდა, ვიდრე ვია ვენეტოზე…
თერთმეტი ან თორმეტის ნახევარი იქნებოდა. ბიჭები რიგრიგობით
მიაგორებდნენ სამთვლიან, ურიკიან ველოსიპედს. ერთი იჯდა და
პედლებს ატრიალებდა, მეორე ფეხებგაფარჩხული გაწოლილიყო
ურიკაში, მესამე კი უკნიდან აწვებოდა. ასე გაიარეს მთელი კაზალინა და
გასავათებულები ავიდნენ მარანელაზე.

109
პაწაწინა სახლებს, რომლებიც ოჯახურ აკლდამებს ან
ბალნეოლოგიური კურორტის კოხტა შენობებს უფრო ჰგავდა, მდიდრებმა
რომ აიშენეს მუსოლინის წლებში (იმ წლებზე რიჩეტომ არაფერი იცოდა,
რადგან მაშინ დაბადებულიც არ იყო, მაგრამ არც თავისი დროის
გაეგებოდა ბევრი), ტაშტივით ვეებერთელა და ბრტყელი მთვარე
დაჰნათოდა. ჯართიან ეზოს რომ მიუახლოვდნენ, ალდუჩო გარეთ დარჩა
ურიკით, რიჩეტო და ლენცეტა კი, პირქვე გაწოლილები, ფორთხვით
გაძვრნენ ღობის ძირში გამოთხრილ ორმოში. ღობეს ნახევრად გამხმარი
დანდური მოსდებოდა და ერთი შეხედვით ორმო არც ჩანდა.
- ვაა! ნაღდი რკინის სამოთხეა რა! – მიმოიხედა ლენცეტამ, როგორც
კი ეზოში შეძვრნენ და
წელში გაიმართნენ. რიჩეტოს და ალდუჩოს შიშნარევი კმაყოფილება
ეწერათ სახეზე, თუმცა შიშის შემჩნევა არ სურდათ. ლენცეტას კი
მთლიანად საკუთარ დამსახურებად მიაჩნდა ეს დიდი წამოწყება და
ამაყად ეჭირა თავი.
- წავედით, – ჩაიჩურჩულა, დროის დაკარგვა აღარ უნდოდა. რიჩეტო
ყოყმანობდა, ყურებდაცქვეტილი, გაფაციცებული იყურებოდა აქეთ-
იქით, რომ ვინმე არ წამოსდგომოდათ თავზე. ლენცეტა გაბრაზდა:
- ბიჭო, რას დაგიღია პირი, გაინძერი! – და ჯართის გროვას მიადგა,
რომელიც ყველაზე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. რაღაც გამოაძრო,
ხელით მოსინჯა, მთვარის შუქზე კარგად დაათვალიერა, მერე მოისროლა
და ჩრდილივით შესრიალდა ეზოში. რიჩეტო უხმაუროდ აედევნა.
გორებად იდგა ძველი საბურავები, მაგრამ ბიჭები სხვა რამეს ეძებდნენ.
როგორც იქნა, მიაგნეს საჭირო საქონელს და გარეთ გაზიდვას შეუდგნენ:
რის წაღებასაც აპირებდნენ, ჯერ ყველაფერი ერთად დაახვავეს
გამოთხრილ ადგილთან, მერე რიჩეტო გარეთ გაძვრა, ლენცეტა კი ეზოში
დარჩა და ხვრელიდან სათითაოდ აწვდიდა გადარჩეულ ნივთებს. როცა
ყველაფერი გამოიტანეს, ლენცეტაც გამოძვრა. ალდუჩოს არ სჯეროდა,
რომ ამხელა ნადავლი დაითრიეს: მანქანის რადიატორები, ბრინჯაოს
ქანდაკებები, რკინის მილები, ნახევარღერძები და ორმოცდაათ კილომდე
ტყვიის ჯართი. როცა მოპარული ნადავლით ურიკას ტვირთავდნენ,
თვალებანთებული აგულიანებდა რიჩეტოს და ლენცეტას:

110
- კიდე ჩაეტევა, ბიჭო, კიდე!
– ესეც ჩააგდე, მიდი! – ლენცეტამ ბოლო რკინის ნაჭერიც მიაწოდა
ბიჭებს. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ადგილზე გაშეშდა და ამბა
არადამის ქუჩის მხარეს რაღაცას მიაშტერდა. დანარჩენები დადუმდნენ.
მათკენ თეთრმაისურიანი ტიპი მოდიოდა. ძონძროხა ჯეელი იყო,
გაპრიალებული სახითა და სულელური თვალებით. ლენცეტა მიხვდა,
ვიღაც მამიკოს ბიჭი ან სტუდენტი იქნებოდა, დროის დაკარგვა არ ღირდა
და საქმე განაგრძო, თან თვალებში უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმარს.
ბიჭს შიშით მზერა გაუწყალდა.
- რას მომშტერებიხარ, შე სირო! – დაუყვირა ლენცეტამ.
- არაფერი, ისე… – ჩაილაპარაკა ბიჭმა და ნაბიჯს უმატა, რომ
სწრაფად გასცლოდა იქაურობას. ისე ჩაიარა, ვითომ არაფერი უცნაური
არ ენახა და სრულიად ჩვეულებრივ სცენას შესწრებოდა.
მაგრამ ლენცეტა ასე ადვილად არ აპირებდა მის გაშვებას. ბიჭის
ვიწრო, ქალურ ბეჭებს თვალი გააყოლა და უკნიდან მიაყვირა:
- შენა, სქელო… იცოდე, არაფერი არ დაგინახია, თორე მე დაგანახებ
მერე ვარსკვლავებს!
ბიჭს ხმა არ გაუცია. მაგრამ როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა,
თავგატეხილივით აყვირდა:
- ქურდები!
- ჩაგვიშვებს ეს ნაბიჭვარი… – ალდუჩოს ხმა გაებზარა.
- ალდუ, მიდი, გაიქეცი და საავანტყოფოსთან დაგველოდე, გაიგე? –
ლენცეტაც შეშფოთებული ჩანდა. თითქოს წამით დაფიქრდა
გადაწყვეტილების მისაღებად და სანამ
ალდუჩო გამალებული ატრიალებდა პედლებს, მსუქან ბიჭს
გამოენთო უკან. რიჩეტო დაბნეული იდგა და ვერ გაეგო, რომელს
დასდევნებოდა. უცხო ბიჭი მიხვდა, რომ ლენცეტა კარგი საქმისთვის არ
მისდევდა, ადგილს მოსწყდა და ბნედიანივით, ხელ-ფეხის ქნევით გაიქცა
პორტა მეტრონიას გალავნისკენ. ლენცეტამ მეორე მოსახვევამდე სდია
და როცა ბიჭი თვალს მიეფარა, უკან მობრუნდა. მალე წამოეწივნენ

111
ალდუჩოს, რომელიც ქანცგაწყვეტილი, გადათეთრებული, ძლივსღა
ატრიალებდა პედლებს. შეენაცვლნენ. მალე გაიარეს ვია აპია ნუოვა.
- ვახ… აღარ შემილია, ბიჭო… – ლენცეტა ტრამვაის ლიანდაგებს
შორის გაწვა, ფეხები გაშალა და მიცვალებულივით დაიკრიფა გულზე
ხელები. – ორი მეტრიც რო გავიარო, სულს გავაცხებ რა…
დანარჩენებმაც მიაგდეს ურიკა და ლენცეტას გვერდით
წამოგორდნენ. იწვნენ და ვია აპიას ხეებს გაჰყურებდნენ, ორ მწკრივად
რომ გასდევდნენ გზას შორს, უსასრულობამდე.
- რა არი, ჩაიჯვი, ლენცე? – იცინოდა რიჩეტო, თავი ურიკის
ბორბლებს შორის მოექცია. ამ დროს გზაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა,
ხანდახან თუ ჩაუვლიდათ ვინმე მუტრუკი ქალთან ერთად: ბოზები
ამოჰყავდათ ხოლმე აქ აკუა სანტადან.
თუ წყვილი ჩაუვლიდათ, მიწაზე წამოკოტრიალებულები
მიაყვირებდნენ:
- მიდიიი!
ან:
- არ დაუჯერო, გოგო, მაგას, გაბოლებს!
ჯარისკაცი, რომელსაც ვიღაც ძუნძგლიანი ბოზანდარა მიჰყვებოდა
უკან მის შარვალზე ხელწავლებული, გააცეცხლა ამათმა
ლანზღანდარობამ და ნეაპოლური აქცენტით დაუღრიალა:
- გააჭვით რა!
ისე წამოყვეს თავები უცებ, თითქოს უკანალში რაღაც უჩხვლიტესო.
- შენა, სოფლელო, რომაელობა მოგინდა თუ რა არი? – გასჭყივლა
ალდუჩომ. – აგე იმას ხედავ? – გასძახა რიჩეტომ ნეაპოლეოლს. – სან-
ჯოვანის ბაზილიკაა!
- ბიჭო, შენ სოფელში კიდე უკრავენ გარმონებზე? – დააწია მუხლებზე
წამომდგარმა ლენცეტამ.
- კაი ხო, შეეშვი… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ, როცა ცოტათი
დამშვიდდნენ. – აქ ხო არ გავათევთ, ბიჭო, არ წავიდეთ?
ლენცეტა წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა.

112
- მომაწევიე რა… – სთხოვა ალდუჩომ და ურიკას მიაწვა. რამდენიმე
ნაფაზის შემდეგ ლენცეტამ უხალისოდ გადასცა ნამწვი. ალდუჩოს
რამდენიმე მეტრიც არ გაევლო, რომ საშინელი ღრჭიალი გაისმა,
სამთვალას ბორბალი ტრამვაის ლიანდაგში ჩაიჭედა და გაიგლიჯა.
იქიდან მარანელამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი. რაც იმ დღეს
იარეს… კიდევ გაივლიდნენ ცოტას. ნადავლი იქვე, ტროტუარზე
დაახვავეს და ალდო, გაცოფებული,
მოშხამული, დარაჯად დატოვეს. რიჩეტო და ლენცეტა კი
მარანელაზე დაბრუნდნენ, რომ ურიკის ბორბალი შეეკეთებინათ. მაგრამ
სახელოსნო დაკეტილი დახვდათ.
- ფუ შენი პიდარასტი დედაც!.. – შეუკურთხა კბილებდაკრეჭილმა
ლენცეტამ დარაჯს. სად უნდა წათრეულიყო ამ შუაღამეს? კარგ საქმეზე
არ იქნებოდა.
- ადრე კეტავს ხო ეგ ნაბიჭვარი? – თქვა რიჩეტომ. – ვასწავლი მაგ
დამპალს, როგორ უნა ადრე დაკეტვა…
შუაღამე გადასული იყო. სახელოსნოში შევიდნენ და საუკეთესო
ურიკა გამოაგორეს.
– ხვალ უკან მოუტანთ, რა მოხდა… – ლენცეტა კმაყოფილი ჩანდა.
სინდისიც წესრიგში ჰქონდა.
აპიაზე რომ დაბრუნდნენ, გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. სანამ
კამილას ქუჩის გადაკვეთამდე მივიდოდნენ, სადაც ალდუჩო
ეგულებოდათ, სიბნელეს ჩრდილი გამოეყო. ნელ-ნელა უახლოვდებოდათ.
გაძვალტყავებული ბებერი იყო, დაძონძილი ქუდი ეხურა და ხელში
რკინის ნახევარღერძი ეჭირა. ბიჭები შენიშნა თუ არა, მისი ზურგს უკან
დამალვა სცადა.
ლენცეტა ინდაურივით გაიფხორა და წამოწითლდა. ბებერს დაეტაკა:
- ეგ საიდან გაქ?
რიჩეტო უხმოდ, ორთვალას სახელურებზე ჩამოყრდნობილი
ადევნებდა თვალს სცენას. ბებერს ხმა დაეშაქრა, დაიმანყა:

113
- დამალვა მინდოდა… წეღან კინაღამ დაიჭირეს თქვენი ძმაკაცი.
ვეხმარები, რა იცი, იქნება კიდე დაადგენ თავზე…
„შენი დედაც…“ – გონებაში შეიკურთხა ლენცეტამ, მაგრამ
დარწმუნებული არ იყო, რომ ბებერი სიმართლეს ამბობდა, ამიტომ
სირბილით მიაშურა იმ ადგილს, სადაც ალდუჩო ეგულებდა. რიჩეტო
გაეკიდა. ცოტა მოშორებით ბებერიც აედევნათ, ხელში
რკინამომარჯვებული. მაგრამ ალდუჩო არსად ჩანდა. ყველგან
დაძებნეს, ქუჩაზე, ახლომახლო სადარბაზოებში.
- ალდუ, ალდუ! – აქეთ-იქით აწყდებოდნენ და სასოწარკვეთილები
ეძახდნენ. როგორც იქნა, ალდუჩო გამოჩნდა. საიდანღაც გამოძვრა. ჩიხში
დამალულიყო.
- რა არი, პატრულმა ჩაიარა? – ჩაეკითხა რიჩეტო.
- რავი, ბიჭო, ეგრევე მოვტყდი… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ. აღარ
განაგრძეს გამოძიება, თავი მოიკატუნეს, ვითომ სჯეროდათ ბებრის
სიტყვების. ბებერი ფეხებგაჩაჩხული იდგა გზაზე და ხელში მილი
ჩაებღუჯა. იღრიჭებოდა და მოფამფალებული ტუჩები უკბილო ყბებს
შორის უვარდებოდა.
- წავედით, წავედით… – აჩქარდა რიჩეტო. ალდუჩომ ურიკა საიმედო
ადგილას დააყენა ჩიხში, რიჩეტო და ლენცეტა კი ჯართის ტვირთვას
შეუდგნენ. ბებერიც ეხმარებოდათ.
როცა მორჩნენ, რიჩეტომ ლენცეტას თვალი ჩაუკრა და ის ალდოს
მიუბრუნდა დაფიქრებული:
- ალდო, შენ ურიკით წინ წადი, თორე ერთად რო დაგვინახონ, რამე
არ იეჭვონ… – ალდომ ერთი გაიბრძოლა, მაგრამ ბოლოს უკმაყოფილოდ
დაემორჩილა და ურიკა ადგილიდან დაძრა.
დანარჩენები შორიახლო მიჰყვებოდნენ, გაფაციცებულები, რომ თუ
საფრთხე გამოჩნდებოდა, გაქცევა მოესწროთ. ლენცეტამ კმაყოფილ
რიჩეტოს გახედა, თავი გააქნია და ღიმილით გასძახა ალდუჩოს:
- მონა, მონა, მიდი, მიაწექი!

114
ამაზე რიჩეტოსაც გაეცინა, სახე გაუბრწყინდა. ბებერი მათ გვერდით
მიცუხცუხებდა და ტროტუარზე მიაფლახუნებდა დაგლეჯილ
ფეხსაცმელს. რაღაცა ფუთა დაეიღლიავებინა, რომელიც ცოტა
სასაცილო, სპორტულ იერს აძლევდა.
- ნეტა ეგ ფუთა რას ჩაგიხუტებია… – გახედა ლენცეტამ. რიჩეტომ
ჩაიქირქილა.
- კომბოსტოზე მივდივარ… ხუთი მშიერი პირი მელოდება სახში, –
უპასუხა ბებერმა.
- ვა, ხუთი შვილი გ ყავს? – დაინტერესდა ლენცეტა.
- ჰო, ხუთი გოგო.
ლენცეტამ და რიჩეტომ ყურები ცქვიტეს.

115
- და რამდენი წლისები? – ვითომ სხვათა შორის ჩაეკითხა რიჩეტო,
ნიადაგი მოსინჯა. ლენცეტა კი აშკარად ხასიათზე მოვიდა და ძალა
მოეცა, დაღლილი სახედარივით, რომელსაც
თავლის სუნი ეცა.
- ერთი ოცის, ერთი თვრამეტის, ერთი თექვსმეტის და ორი კიდე
ბავშვია… – სულელივით, ამაყად უთხრა ბებერმა.
რიჩეტომ და ლენცეტამ ერთმანეთს გადახედეს. ცოტაც გაიარეს.
ლენცეტამ მსუბუქად წაჰკრა იდაყვი რიჩეტოს და მოსაფსმელად
გაჩერდა.
რიჩეტოც გაჩერდა და გვერდში ამოუდგა ლენცეტას. ბებერი
დაწინაურდა, მაგრამ მალევე შეანელა ნაბიჯი და დაელოდა.
- ალდუჩოს უნდა დავადოთ… – ჩაუჩურჩულა ლენცეტამ.
- ე, როგორ?.. – გაოცდა რიჩეტო.
- ვა, რამე მოიგონე, მიდი… – ლენცეტას მოუსვენრობა დაეტყო.
რიჩეტო დადუმდა, დაფიქრდა. მერე თითქოს რაღაც მოიფიქრა:
- კაი, მე მივხედავ მაგას… – სწრაფად შეიკრა შარვალი და ალდოსკენ
გატრიალდა, რომ ლენცეტამ მკლავზე მოქაჩა:
- შენა, ფულიც გამოართვი, – უჩურჩულა.
- კაი ხო, მივხედავ-მეთქი… – და გაიქცა.
ლენცეტა უდარდელი სახით წამოეწია მოხუცს, თან წინ მიმავალთ
უყურებდა დაძაბული. აკუა სანტას უბნის ხარაჩოებს უახლოვდებოდნენ.
შორიდან ჩანდა, რომ რიჩეტო რაღაცას უმტკიცებდა ალდუჩოს, ის
უარზე იყო, რიჩეტო არ ეშვებოდა, ალდუჩო არ თმობდა.
ცოტა ხანში რიჩეტო სირბილით დაბრუნდა უკან, ალდუჩო კი ისევ
ურიკას დასწვდა და ბეჭებში მოხრილი მიაწვა.
- მარტო წავიდა მარანელაზე, – აუხსნა მოხუცს რიჩეტომ. – სამივე
რო ერთად დაგვინახონ, გაგვედება.
- კაი ქენით, – მოუწონა ბებერმა.

116
უკვე აკუა სანტაზე იყვნენ. მარჯვნივ უკაცრიელი მინდვრები და
ტალახიანი ფერდობები იშლებოდა, მარცხნივ კი ტრავერტინის თაღის
ქუჩა იწყებოდა, რომელიც პირდაპირ პორტა ფურბასკენ, იქიდან კი
მანდრიონესა და მარანელასკენ მიდიოდა.
ტრავერტინის თაღის ქუჩის ბოლოში ჩადგმული თეთრი და
ვარდისფერი პატარა სახლები გზიდან ლამაზად მოჩანდა. მათ შორის კი
ბარაკები, ფარღალალა ფიცრულები, ბოშების უბორბლებო ვაგონები,
საწყობები ჩაფანტულიყო… შორიდან ნახატს ჰგავდა მინდვრებზე
მიმობნეული და აკვედუკების გასწვრივ ჩამწკრივებული ეს პაწაწინა
ყრელაჭრულა ნაგებობები.
გზის კიდეზე სხვებზე ცოტა უფრო მოზრდილი და მოვლილი სახლი
იდგა. შესასვლელთან ღვინის დოქი და აბრა იყო გამოკიდებული,
რომელზეც წითელი საღებავით, ბავშვის ნაწერივით ოღროჩოღროდ
ეწერა: „ღვინო“. კარის ღრიჭოდან სინათლე გამოდიოდა.
- ღიაა, – თქვა ლენცეტამ და რიჩეტოს გადახედა. რიჩეტომ თვალი
ჩაუკრა და მხიარულად დაირტყა ხელი შარვლის ჯიბეზე, უბესთან
ახლოს.
- ბიძაჩემო, ძაან გეჩქარება იმ კომბოსტოზე? – ჰკითხა ლენცეტამ.
– არა, სუ არ მეჩქარება…
– თუ გინა, მერე ჩვენც დაგეხმარებით! – დაჰპირდა ლენცეტა.
– როგორ არ მინდა… – უპასუხა მოხუცმა. „რატო არ გენდომება…“ –
გაიფიქრა ლენცეტამ. – მანამდე დავლიოთ ცოტა… არ გინდა? ყელი
ჩავისველოთ, თორე გაშრა ეს ოხერი… ბებერსაც მეტი არ უნდოდა,
თვალები აუციმციმდა, მაგრამ მაინც გაიპრანყა:
- ასე შეწუხება კი არ მინდა… – და ფუთა ერთი იღლიიდან მეორეში
გადაიტანა.
- რა შეწუხება… – ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა, გზიდან გადაუხვიეს და
კისრისტეხით დაუყვნენ ფერდობს. ბებერიც გაეკიდა.
ხუთ წუთში შეზარხოშდნენ და ღმერთზე და რელიგიაზე საუბრის
საღერღელი აეშალათ. ბებერი ხმას არ იღებდა. რიჩეტო კმაყოფილი
ჩანდა საკუთარი ორიგინალურობითა და დამაჯერებლობით. ღვინისგან

117
სახე ასწითლებოდა. ლენცეტა ყურადღებით უსმენდა, რომ თავი არ
შეერცხვინა.
- მისმინე… ხო გჯერა მარიამის, აი მადონას რო ეძახიან, იმის?
- რავი აბა… – უპასუხა ლენცეტამ. – კი არ მინახია, რო მჯეროდეს! –
და საკუთარი პასუხით კმაყოფილმა ბებერს გახედა.
- ცნობილია, დამტკიცებულია, – ჩაერია მოხუცი, – რო მადონა
არსებობს. მაგრამ რიჩეტოს სულ სხვა რამ აღელვებდა. პირზე ხელი
აიფარა და თვალები აუციმციმდა:
- შენა… ხო იცი, რო ქალწული იყო და შვილი ყავდა.
– ვერა ხარ შენ… – ლენცეტა წამოწითლდა. – ეგ თუ არ ვიცი, აბა
რაღა ვიცი, შეჩემა.
- და თქვენ გჯერათ ეგ? – მიუბრუნდა რიჩეტო ბებერს. იმან ნიკაპი
წაიგრძელა და მხრები აიჩეჩა:
- შენა, შავტუხ, შენ თუ გჯერა? – აარიდა თავი პასუხს.
- რავი, გააჩნია რა… როგორც ქალი, ადამიანი რა, მართლა იყო,
ალბათ, მაგრამ აი წმინდანობის და ქალწულობის ამბავში, რავი, არა
მჯერა… უფრო სწორად, წმინდანობა კიდე ხო, მაგრამ ქალწულობა არ
არსებობს! აი ეხა ხო მოიგონეს რაღაცა ხელოვნური შვილებიო, კოლბაში
თუ რაღაცაში, მაგრამ აი მაგითაც რო გააჩინოს ქალმა შვილი,
ქალიშვილი ხო ვერ დარჩება არა… მერე კიდე, ქრისტესი გწამდესო,
ღმერთისო, მაგათიო, რა, ყველასი… ეხა რწმენის ამბავში თუ
ილაპარაკებ, კი დაიჯერებ, რო მადონა ქალწული იყო, მაგრამ აი
მეცნიერულად ვერა, მე ასე მგონია, რავი, რო მაგას ვერ დაამტკიცებ… –
და კმაყოფილმა გახედა დანარჩენებს. ძალიან მოსწონდა ამ თემაზე
საუბარი, ერთი ბიჭისგან მოესმინა ეს მსჯელობა ერთხელ ტიბურტინოზე,
კარგად დაემახსოვრებინა და იმის მერე მზად იყო, ცხვირ-პირი დაენაყა
ყველასთვის, ვინც ამ მოსაზრებას არ დაეთანხმებოდა. ლენცეტას სიცილი
აუტყდა: მაგიდის კიდეს ჩააფრინდა ორივე ხელით და ისე თუხთუხებდა,
როგორც ადუღებული ქვაბი.
– აუ, რეჟისორს გავხარ!.. – თავს ძლივს იკავებდა, რომ არ
ახარხარებულიყო. – წადი, შენი გაუნათლებელი… – მიუგდო

118
განაწყენებულმა რიჩეტომ.
– მიდი, მიდი, ნახევარიც ავიღოთ! – დაიყვირა ლენცეტამ და ხელი
ხელზე მოუჭირა. – არ გინა?
მაგრამ რიჩეტომ ხელი დაჰკრა ხელზე: – დავლიო კი არა,
ჩაგაფურთხებ მაგ თვალებში, იცოდე! ლენცეტამ ხელები გაშალა:
- ბიჭო, რა ქრისტე და მადონა აგიტყდა, შიმშილით კუჭი გიხმება, რა
გამიტრაკე საქმე! – და ახარხარდა. – რძე და ყველი კი არა, წყაროს
წყალიც სანატრელი გაქ, შეჩემა!
- მოკეტე რა, – დაუღრინა რიჩეტომ. – შენ ხო სუ ოქროში ბანაობ…
მაგიტო მათხოვრობ, არა? ლენცეტას რაღაც გაახსენდა და ისევ
ახარხარდა. თან გადარეულივით იქნევდა ხელებს:
– მოიცა, ბიჭო, შენ არ იყავი, ცარიელ ბოთლებს რო აგროვებდი და
გროშებათ ყიდდი? შენ მოკეტე, თუ კაია!
ამაზე რიჩეტოსაც სიცილი წასკდა. ლენცეტა მუცელს ხელით იჭერდა.
ფეხზე წამოდგა, რომ უკეთ ელაპარაკა.
- აუ, გახსოვს, სკოლაში რო დადიოდი და საჭმელს რო ურიგებდენ იმ
ტრაკგამოხეულებს, ორ-სამ პორციას იღებდი ერთის მაგივრად… – და
გამოაჯავრა რიჩეტოს, რომელიც წვნიანის დამატებას იხვეწებოდა
სკოლის სასადილოში. – ერთს შენ ჭამდი და დანარჩენს შენნაირ
მათხოვრებზე ყიდდი გარეთ!
გიჟებივით ახარხარდნენ. ამ მანჭვა-გრეხაში ლენცეტას რაღაც
დაუვარდა. მის ფეხებთან მშრალი ჭახანი გაისმა. რიჩეტომ ძირს
დაიხედა და აგურის იატაკზე ძამბუიას „ბერეტა“ დაინახა. შარვლიდან
გამოვარდნოდა ლენცეტას. „ეს ნაბიჭვარი! – გაიფიქრა რიჩეტომ. – ნაღდი
ამან ამაცალა ფეხსაცმელები ვილა ბორგეზეზე!“
ლენცეტა უცებ დაიხარა, „ბერეტას“ დასწვდა და ქამარში გაირჭო.
ბებერს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ცოტა ხნის წინ წიხლით სცემეს
და ახლა მისმა მტარვალმა სწორედ ის ფეხი მოიტეხა, რომლითაც წეღან
ამას სცემდაო. ლენცეტა წამოდგა:

119
- შენა, შენი გოგოების სურათები არა გაქ? – და გაიფიქრა: „უშნოები
თუ არიან, ამ ღვინის ფულსაც შენ გადაგახდევინებ, იცოდე…“. ბებერს
ღვინისგან სახე წაშლოდა. საფულე ამოიღო და წვირიანი ლამპის შუქზე,
რომელიც თეთრად უნათებდა სახეს, რაღაცის ძებნა დაიწყო შიგნით:
ერთხანს აფათურა ჭუჭყიანი თითები საფულეში და ბოლოს პატარა
თეთრკაბიანი გოგონას სურათი ამოიღო, პირველი ზიარებისას
გადაღებული.
- ეხაც ეგეთია? – იმედგაცრუებულმა იკითხა რიჩეტომ.
- არა, მთლად ესეთი არაა! – თავი გააქნია ბებერმა და ისევ მოქექა
საფულე. პირადობის მოწმობა შერჩა ხელში, ვერ მოითმინა და ისიც
აჩვენა ბიჭებს: დაბანილ-დავარცხნილი, თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში
გამოწკეპილი იყო სურათზე, რუდი ვალენტინოს გამომეტყველებით:
ბიფონი ანტონიო, მამით ვირჯილიო, დაბადებული 3/XI/1896. საფულეში
რამდენიმე მონეტა ეგდო, კომუნისტის პარტბილეთი, დაზღვევის
მოთხოვნის ორი ფურცელი და უმუშევრის მოწმობა. როგორც იქნა,
სურათებიც იპოვა. ლენცეტა და რიჩეტო მოუთმენლად დაეძგ ერნენ.
- ვაა… მაგრები არიან! – დაიჩურჩულა რიჩეტომ.
- ეს ჩემია! – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლენცეტამ და სურათს თითი
დაადო. თან ბებერს ზურგი აქცია. – მეორე შენია.
გზად პორტა ფურბა უნდა გაევლოთ. მერე ქუჩა ქვევით უხვევდა,
კუადრაროსკენ, აქეთ-იქით ჩაყრილ სახლებს შორის ჭრიდა და დიდ
ბაღამდე მიდიოდა, რომელიც ერთი მხრიდან თეთრი ბილიკით იყო
შემოსაზღვრული, მეორე მხრიდან კი მინდორზე გადიოდა, რომლის
ბოლოში რაღაც შენობა და ფიჭვნარი მოჩანდა.
გათიბულზე ნეხვის, ნედლი თივისა და კამის სუნი იდგა. მწვანე
ღრუბლის ქულებივით მოსდებოდა კამა მთელ ბაოს და შიგადაშიგ ჭრელი
მინდვრის ყვავილები გამორეოდა. სპილენძის დაგლეჯილი ღობის იქით
კი გაქუცული ბუჩქები და სველი ლერწმები ჩანდა.
- აქეთ… – მცოდნედ მიუთითა ბებერმა და მოკუნტული, ფეხაკრეფით
წავიდა ღობისკენ. ღობის ბოლოში ბადე აგლეჯილი იყო და მხოლოდ
ოღროჩოღრო ძელები შერჩენოდა. გაუვალი ეკალბარდითა და

120
ლერწმებით იყო დაფარული იქაურობა. ბებერს აქ ერთგან ხვრელი
ეგულებოდა, გზის გაწმენდა სცადა ეკალბარდისაგან, მერე დაიჩოქა და
ღონივრად დაიწყო ბალახის გლეჯა: ათასგვარი მცენარე მოსდებოდა
იქაურობას: დანდური, ბალბა, თათაბო. ცვრიანი, სველი იყო მიწაცა და
ფოთლებიც. როგორც იქნა, გასაძრომი გაათავისუფლეს და ბაღში
შევიდნენ.
ბაღი ვეებერთელა იყო: მეორე ბოლოში ღობე არც მოჩანდა.
იქაურობას მთვარის შუქი ანათებდა. მთვარე მაღალზე ეკიდა და ისე
დაპატარავებულიყო, იფიქრებდი, სამუდამოდ ემშვიდობება დედამიწას
და სადღაც აპირებს გადაკარგვასო. თითქოს უკანალი მოეშვირა
სამყაროსათვის და იმ პაწაწინა ვერცხლის უკანალიდან ისეთი საოცარი
სინათლე იღვრებოდა, რომ ყველაფერს სწვდებოდა, ყველგან აღწევდა.
თეთრად ლიცლიცებდა ბოსტნეულის ქუჩქუჩა კვლები, ატმები,
ტირიფები, უცვეთელას ქათქათა ყვავილები, ალუბლები, ანწლის
მტევნები. ბოსტნეულის კვლებს შორის ხეხილიც იდგა და მთვარის
სინათლით სავსე ბნელი ცის ფონზე თეთრი მტვრით დაფარულს ჰგავდა
ხეების მაქმანივით ნაზი კონტურები. ხეხილის ბაღის შემდეგ ბოსტნები
გრძელდებოდა. ბოლო არ უჩანდა ჭარხლისა და კომბოსტოს თავებს,
სალათის ხუჭუჭა გორგლებს, პრასისა და ალოეს რიგებს. აქა-იქ თივის
ზვინები იდგა და ხელსაწყოები ეყარა: სოფლელები თავს არ იკლავდნენ
მიწის დამუშავებით, მიწა მაინც აკეთებდა თავის საქმეს.
ბებერი ყვავილოვანი კომბოსტოს რიგს მიადგა. ბიჭები უკან
მიჰყვებოდნენ. სწრაფად
გადაჭრა კვალი და ფერდობზე დაეშვა. განიერ კვლებს შორის
დატანებულ არხებში წყალი მიწანწკარებდა, კვლებში კი ვეებერთელა,
ფარშევანგივით კომბოსტოები გადაშლილიყო.
– აბა ჰე… – ბებერმა დანა მოიმარჯვა და კვალში შევიდა.
კომბოსტოები ლამის წელამდე სწვდებოდა. სწრაფად ჭრიდა და
ტომარაში ყრიდა, თან დროდადრო ხელით ან ფეხით აწვებოდა, რომ
მეტი ჩატეულყო. ბიჭები უკნიდან აკვირდებოდნენ, დროდადრო
ერთმანეთს გახედავდნენ და ეცინებოდათ. მათი სიცილის ხმა ლამის
კუადრარომდე აღწევდა.

121
- მოკეტეთ! – თავი გამოყო კომბოსტოებიდან ბებერმა. ბიჭები
დადუმდნენ. ბოლოს თავადაც გადაწყვიტეს ხელის განძრევა და ერთი-
ორი თავი კომბოსტო მოგლიჯეს ისე, რომ ადგილიდან არ დაძრულან,
რასაც სწვდებოდნენ, ფესვიან-მიწიანად თხრიდნენ. თავიანთ ნადავლსაც
ტომარაში ჩაუძახეს და წიხლებით ჩატენეს.
- ნელა! – სისინებდა დროდადრო მოხუცი. მაგრამ ბიჭები იცინოდნენ,
ტომარაში კომბოსტოს ჩატენით ერთობოდნენ. როგორც იქნა, ბებერი
საქმეს მორჩა, ტომარას დასწვდა, ზურგზე მოიგდო და ბარბაცით დაიძრა
ღობისკენ. ლენცეტამ შეაჩერა:
- შენა… მოიცა… საქმე მაქ, – პასუხს არც დალოდებია, სწრაფად
შეიხსნა ქამარი, შარვალი ჩაიწია, დაიკუზა და სველ ბალახზე მოისაქმა.
ბებერმა და რიჩეტომაც მიბაძეს. ალუბლის ქვეშ
მდუმარედ ჩაცუცქულებს მთვარის შუქი უნათებდა უკანალებს.
საქმეს მორჩა თუ არა, ლენცეტა აღიღინდა.
თავისი ტომრის გვერდით ჩაკუზულმა ბებერმა ალმაცერად გადახედა
და შეშინებულმა უჩურჩულა:
- შენა, ეი… იცი, რო ჩემი ძმიშვილი ექვსი თვე ჩააყუდეს ერთ თავ
კომბოსტოზე? რა, გინდა, სამივე ამოგვალპონ?
ლენცეტა უცებ დადუმდა. – ისა… – დრო იხელთა რიჩეტომ, – შენი
გოგო დანიშნულია?
ლენცეტა ისევ აფხუკუნდა. სუნზე მეცინებაო, ანიშნებდა და ცხვირზე
ხელს იჭერდა. ბებერმა მშვიდად გახედა რიჩეტოს:
– არა… არაა დანიშნული.
შარვლები აიწიეს, ქამრები შემოიჭირეს და ლენცეტას გაჰყვნენ,
რომელიც უკვე ღობეში გამძვრალიყო.
გზაზე ბიჭებმა ბებერს ტომარა გამოართვეს: შენ ხო არ ათრევ
მაგსიმძიმესო. რიგრიგობით მიჰქონდათ კომბოსტოთი გატენილი ტომარა.
მხიარულები, უდარდელები ჩანდნენ, სიცილ-ხარხარით მიუყვებოდნენ
გზას. ბებერი წინ მიუძღოდათ. პორტა ფურბას გასცდნენ და პატარა
ბოსტნებით, ბილიკებით, რკინის ღობეებით, ქოხმახებით, მშენებარე

122
სახლებით, საწყობებით სავსე ტალახიან უბანში შევიდნენ. ბორგატა
დელი ანჯელის რომ მიადგნენ, რომელიც ტოპინიატარასა და კუადრაროს
შორის იყო, ბებერი მოტრიალდა:
– ხო ამოხვალთ სახში?
– ხო, როგორ არა, მადლობა! – უპასუხეს გახვითქულებმა.
„დაპატიჟებასაც არ აპირებდი არა, შე დამპალო…“ – გაიფიქრეს ერთად.
ბორგატა დელი ანჯელი ამ დროს უკაცრიელი იყო. სწორ მწკრივებად
ჩადგმულ, ღარიბებისთვის აშენებულ მაღალ კორპუსებს ნაგვით სავსე
ეზოები აშორებდა. ზევით კი, ღამის კრიალა, უღრუბლო ცაზე, მთვარე
ჩადიოდა.
ანტონიოს კორპუსის სადარბაზო ღია იყო. შევიდნენ. ერთი კიბე
აიარეს, მეორე, მესამე. თვლა არ ჰქონდა კარებს, ფანჯრებს, რომლებიც
შიდა ეზოებზე გადიოდა. სადარბაზოს გადატყავებული კედლები
ბავშვებს ნახშირით მოეხატათ. სამოცდამეთოთხმეტე ბინის კარზე
ბებერმა ზარი დარეკა. ბიჭები ზურგს უკან ედგნენ. კარი უფროსმა
ქალიშვილმა გაუღო.
მშვენიერი მოწიფული გოგო იყო, ოცის არ იქნებოდა.
თვალებდასიებულს, ძილისაგან გახურებულ სხეულზე მოგდებული
ხალათი გადაღეღვოდა. სტუმრები დაინახა თუ არა, ისკუპა და
დერეფანში მდგარი შირმის უკან მიიმალა.
ბებერი შევიდა, ტომარა დადგა და დაიძახა:
- ნადია!
არავინ უპასუხა. ოთახიდან ჩურჩული ისმოდა, რამდენიმე ქალი
ერთად ლაპარაკობდა. „რა არი… – გაიფიქრა რიჩეტომ, – მთელი ჯარია,
მგონი, შიგნით…“
- ნადია! – ისევ გასძახა ანტონიომ.
ოთახში ჩურჩულმა იმატა და კარში ისევ უფროსი ქალიშვილი
გამოჩნდა, ხალათი საგულდაგულოდ შეეკრა, ფეხსაცმელი ჩაეცვა და
თმაც გადაევარცხნა.
- ესენი ჩემი ამხანაგები არიან, – უთხრა ანტონიომ.

123
ნადია დარცხვენილი ღიმილით მიესალმა სტუმრებს, ცალი ხელით
ხალათის გულისპირს იჭერდა, მეორე კი ბიჭებს გაუწოდა. კარაქივით
რბილი და თეთრი ხელი დაძაბული ჰქონდა.
- მასტრაკა კლაუდიო, – რიჩეტომ ღონივრად მოუჭირა იმ ფუმფულა,
ლამაზ ხელს.
- დე მარცი ალფრედო, – ხელი ჩამოართვა ლენცეტამაც და
წამოწითლდა, როგორც იცოდა ხოლმე, როცა ნერვიულობდა. გოგომ
დაიმორცხვა. იფიქრებდი, საცაა, ატირდებაო. რაღაცნაირად უხერხულად
იდგნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ, უხმოდ მისჩერებოდნენ
ერთმანეთს.
- მობძანდით… – თქვა ბოლოს ანტონიომ, დერეფანსა და
სამზარეულოს შორის ჩამოფარებული ფარდა გადასწია და
სამზარეულოში შევიდა. იქაც კარადასა და ქურას შორის რამდენიმე
სკამი იდგა და კედელთან საწოლი იყო მიდგმული, რომელზეც მორუხო
ზეწრებში გახლართულ, ოფლში გაღვრილ წითურ ბავშვებს ეძინათ
თავბოლოშექცევით. მაგიდაზე რამდენიმე ტაფა და ჭუჭყიანი თეფშები
ეწყო და ჰაერში ბუზები ირეოდნენ. ისე ბზუოდნენ, როგორც შუადღისას.
ნადია ბოლო შევიდა სამზარეულოში და უხმოდ აიტუზა კართან.
- არ შეიმჩნიოთ… – თქვა ანტონიომ. – მუშა ხალხი ვართ…
- შენ ჩემი სახლი უნა ნახო! – გაამხნევა ლენცეტამ და რაღაცნაირად,
ბავშვურად გაუცინა, თითქოს თავისტოლა ბიჭს ელაპარაკებოდა.
რიჩეტომაც ჩაიცინა. ლენცეტა გათამამდა. თავის ძმაბიჭებთან ეგონა
თავი „პუნიალატას“ ბარში, ქაქანებდა, თვალები უციმციმებდა.
- ჩემი სახლი ჩეჩმას უფრო გავს და იმდენი ვირთხაა, შიგ ჩემი
ადგილი აღარაა!
ანტონიო დერეფანში გავიდა, ყვავილოვანი კომბოსტოთი გატენილი
ტომარა სამზარეულოში შემოათრია და კმაყოფილმა დადგა ონკანის
ქვეშ.
- ეს ბიჭები რო არ დამხმარებოდენ… – გახედა ქალიშვილს, – ამას ხო
შობამდე ვერ
მოვათრევდი სახში!

124
ამ სიტყვებზე ნადიას, რომელიც აქამდე ძალიან ცდილობდა
გაღიმებას, ნიკაპი აუკანკალდა, თითქოს საცაა, ატირდებაო და სწრაფად
მიაბრუნა სახე.
– კაი რა! – ლენცეტამ ხელები გაშალა. – რა გატირებს, გოგო!
ნადია, თითქოს ამ სიტყვებს ელოდა, აქვითინდა და ოთახში მიიმალა.
– შტერო! – გაისმა ქალის ყვირილი ოთახიდან.
– ჩემი ცოლია… – ჩაულაპარაკა ბებერმა ბიჭებს.
ზღურბლზე ხალათშემოცმული, მაგრამ საგულდაგულოდ
დავარცხნილი სორა ადრიანა გამოჩნდა. აკეცილი თმა აქეთ-იქით
გაშვერილი სარჭებით დაემაგრებინა. ვეებერთელა ძუძუები ჰქონდა,
ლამის იმ კომბოსტოთი გატენილი ტომრისხელა. „ვააა… დედა ჯობია,
მგონი, გოგოებს…“ – გაიფიქრა რიჩეტომ. ქალი აღშფოთებული იყო,
ბრაზისაგან ხტოდა და ქოთქოთებდა:
– ლენჩი ესა! მაგის კუბო დავდგი, მაგის! რა აბღავლებს ნეტა, რამით
ხო უნდა ვიცხოვროთ, ამას უყურე ერთი! ვის გავს ეს სულელი, ეს
დებილი! უყურე მაგას!
უცებ გაჩუმდა და სწრაფად შეათვალიერა დაძონძილი სტუმრები. –
გაიცანი, ჩემი ამხანაგები არიან… – უთხრა ბებერმა. – სასიამოვნოა… –
ქალმა წარბი შეკრა და ნაჩქარევად ჩამოართვა ხელი ბიყებს.
- მასტრაკა კლაუდიო… – გაიმეორა რიჩეტომ.
- დე მარცი ალფრედო… – ჩაარაკრაკა ლენცეტამაც. ოფიციალური
ნაწილი გადააგორა თუ არა, ქალი ისევ გაშინაურდა და აკაკანდა:
– არა, ამას უყურე, ოცი წლის ქალი რას ჯღავის, თან რაზე! ორ თავ
კომბოსტოზე! ნეტა რა არი სასირცხვილო? – დოინჯშემოყრილი
მიუბრუნდა ბიჭებს, მხარდაჭერის მოლოდინში. – ნადია-მეთქი! –
დაიჯაჯღანა მერე ისევ ოთახის მიმართულებით.
- ნადიააააა!
სამზარეულოში მძინარე გოგონებსაც გაღვიძებოდათ და დაბნეულები
აცეცებდნენ საწოლიდან ცნობისმოყვარე თვალებს. ნადია
სამზარეულოში შემობრუნდა. დარცხვენილი, მჯიღით იმშრალებდა

125
თვალებს და უხერხულად ედიმებოდა თავის წეღანდელ საქციელზე,
თითქოს სტუმრებს ებოდიშებოდა, ყურადღებას ნუ მომაქცევთო.
– ვერა ხარ შენა! – გაუმეორა დედამ და ისევ გახედა ბიჭებს. – ნეტა
რისა ცხვენია!
- შენ რა გონია, ჩვენც ეგრე ვიპარავთ… – გამხნევება დაუპირა
ლენცეტამ. – რას ვიზავთ, აბა, უმუშევარი რო ვართ?
- რა გიკვირს… – დაამატა რიჩეტომ, – ყველა იპარავს, აბა რა, ზოგი
უფრო, ზოგი რავი, ხანდახან…
დამშვიდების ნაცვლად საწყალ გოგოს ისევ აუკანკალდა ნიკაპი. იმან
გადაარჩინა, რომ ამ დროს მეორე და შემოვიდა სამზარეულოში. ამდენ
ხანს იპრანჭებოდა, როგორც ჩანს: შავი აბრეშუმის საგარეო კაბაში
გამოწყობილიყო და პომადაც წაესვა. უნდოდა, შთაბეჭდილება მოეხდინა
სტუმრებზე.
- გაიცანი, კაი ბიჭები არიან, ჩემი ამხანაგები… – წარუდგინა მამამ
საგანგებოდ დაყენებული ხმითა და გამომეტყველებით. – ეს კიდე ჩემი
გოგოა.
– ლუჩიანა, – გაინაზა გოგო და თვალები ააფახულა.
- მასტრაკა კლაუდიო. დე მარცი ალფრედო. – სასიამოვნოა… –
გაწელა გოგომ და თმაზე ხელი გადაისვა.
- ძაან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა… – გაიტყლარჭნენ რიჩეტო და
ლენცეტა და კმაყოფილები, ყვინჩილებივით გაიფხორნენ. ცოტა ხანში
მესამე გოგოც გამოვიდა ოთახიდან, დამუწუკებული, ჭორფლიანი სახით,
თავზე ბაფთა დაეკოსებინა. სამზარეულოში არ შემოსულა, ოთახის
ზღურბლთან გაჩერდა და უხმოდ აათვალიერა ბიყები. პატარა იყო,
ანაფორასავით სწორი, კისრამდე შეკრული, მოჩითული კაბიდან ხმელი
ფეხები უჩანდა. ქალმა ლაპარაკი განაგრძო. თავდაჯერებული იყო,
ზუსტად იცოდა, რასაც ამბობდა და რატომ.
- მართალი ხარ, სინიორა… – გულმხურვალედ დაუკრა კვერი
ლენცეტამ, როგორც კი ქალი დადუმდა. – ყველა ეგრე არა ვართ? –
თუმცა ლენცეტას გულმხურვალება გოგოებით სავსე ოთახის ბრალი
უფრო იყო. თავბრუ ეხვეოდა საწყალს.

126
- აბა რით გაგიმასპინძდეთ? ყავას ხო არ დალევთ?
- არ შეწუხდე, სორ ანტო! – გაიქაჩა რიჩეტო, ლენცეტამ კი ყურები
ცქვიტა.
- ჩვენზე ხო არ შეწუხდებით! – რიჩეტო დაიჯღანა, გამოკვეთილად
გამოთქვა „ჩვენზე“, „ჩვენნაირ ტრაკგამოხეულებზეო“, ამის თქმა
უნდოდა, თან ლენცეტას გახედა ღიმილით. ანტონიომ ვერ შენიშნა, რომ
ყავის გაგონებაზე ქალები დაიძაბნენ, ბავშვებმაც კი ერთმანეთს
გადახედეს საწოლში.
- რა შეწუხებაა, კაცო, პირიქით…
ქალები აირივნენ. სორა ადრიანამ პირი დააღო, თითქოს რაღაცის
თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. გოგოები, გაქვავებულები, უხმოდ
შესცქეროდნენ თვალებში.
- ჰა, ეხა, გაგვიკეთეთ ყავა, რას დგეხართ… – დამაშვრალი მამა-
მარჩენალის გამომეტყველებით ბრძანა ანტონიომ.
ცოლი ადგილიდან არ იძვროდა, გოგოებიც, გაშეშებულები, ხან მას
გადახედავდნენ, ხან ერთმანეთს. ნადია, საცაა, ისევ ტირილს დაიწყებდა,
ლუჩიანა კი უხერხულად იღიმებოდა და თავის ქნევით ისწორებდა
შუბლზე ჩამოყრილ თმას. ბოლოს სორა ადრიანამ თავი გააქნია, გულზე
ხელი დაიდო და აბლუკუნდა:
- ხო, მაგრამ… იცი რა… შაქრის ყიდვა რო დაგვავიწყდა… – ანტონიოს
სახე შეეცვალა. – რავი, ანტო, რა ვქნა… იმდენი საქმეა, თავში ადგილი
აღარა მაქ ფიქრებისგან…
– რა უჭირს მერე! – მხიარულად ჩაერთო რიჩეტო, ისევ გადახედა
ჩამოფხრეწილ ლენცეტას
და თავიც ირონიული ღიმილით აითვალიერ-ჩაითვალიერა. – უშაქრო
ყავა არ დაგვილევია თუ რა!
ლენცეტა გაწითლდა, თავი დაუკანტურა.
ბიფონების ოჯახი აშკარად გაამხნევა ამ სიტყვებმა. სორა ადრიანა
დაფაცურდა:

127
- ეხავე გაგიკეთებთ… – ყავადანს დასწვდა და ღუმელი აანთო.
გოგოებიც ამოძრავდნენ, სამზარეულო უცებ გამოცოცხლდა, პატარებიც
კი გამოძვრნენ საწოლიდან და საღამურებით დაიწყეს სამზარეულოში
სირბილი.
ყავა წამში მომზადდა. ლენცეტას და რიჩეტოს ფინჯნებით მიართვეს,
ცოლ-ქმარმა კი კიდეებჩამომტვრეულ ჭიქებში დაისხა. რიჩეტომ სული
შეუბერა ფინჯანს და მასპინძლებს
გახედა:
– აი დავლევთ და გავიქცევით, აღარ შეგაწუხებთ!
- რა შეწუხებაა! – უპასუხა ანტონიომ. სორა ადრიანამ ყავა მოსვა და
დაიჯღანა. ბიჭები ცდილობდნენ, ისე გადაეყლაპათ ყავა, რომ ზიზღი არ
შესტყობოდათ. თავაზიანად დახვრიპეს და ფინჯნები ბუზებით სავსე
მაგიდაზე დადგეს.
- კაი, წავედით! – თქვა რიჩეტომ.
- უკვე, კაცო? – ისე გაიკვირვა სორ ანტონიომ, თითქოს შუა ვახშამზე
წამოუხტა სტუმარი გასაქცევად. ღამის ორი თუ სამი საათი იქნებოდა.
- უკვეო? გათენდება აწი! – კაი, რა გეჩქარებათ, დარჩით! – ხელები
გაშალა ბებერმა.
- აბა, კარგად, სორ ანტონიო! – რიჩეტომ დიდი კაცივით გაუწოდა
ხელი ბერიკაცს.
– კაი, გაგაცილებთ მაშინ… – ჩაილაპარაკა მოხუცმა. პალოსავით
გრძელი და ხმელი იყო. წინ გაუძღვა ბიჭებს, კარი გააღო და
სადარბაზოში გავიდა. ბიჭები დიდი ამბით, სათითაოდ დაემშვიდობნენ
ქალებს: სორა ადრიანას, ნადიას, ლუჩიანას და იმასაც, მესამეს,
თევზივით უხმოდ რომ გამოიჭიმა წინ ცერემონიაში მონაწილეობის
მისაღებად და თვალის დაუხამხამებლად გაუწოდა ხელი ბიჭებს, სანამ
უფროსი დები ოთახში მიიმალებოდნენ.
სორ ანტონიო, მოკუნტული, ირიბად ჩადიოდა კიბეზე, უხმოდ
აბიჯებდა დაგლეჯილი ფეხსაცმლით. რიჩეტომ იდაყვი წაჰკრა
ლენცეტას. იმან გახედა.

128
– ფული მოიტა… – ხმადაბლა, მკაცრად ჩაულაპარაკა რიჩეტომ.
ეშინოდა, რომ ლენცეტა არ დათანხმდებოდა. ლენცეტას სახე მოექუფრა,
ვითომ ვერ გაიგო.
- დაყრუვდი?.. – დაიჩურჩულა რიჩეტომ და კბილები ბრაზით
გააკრაჭუნა. – ფული-მეთქი!
ლენცეტამ ფული ამოიღო ჯიბიდან. მოხუცმა სადარბაზოს კარი
გამოაღო. თენდებოდა. კოლოფებივით სახლებისა და ნისლიანი
გორაკების მიღმა ბნელ ცას წითელი შერეოდა, თითქოს ცის კაბადონის
მეორე ბოლოში ნელ ცეცხლზე რომელიღაც სხვა ქალაქი, სხვა რომი
გიზგიზებდა.
- კაი, აბა თქვენ იცით, ბიჭებო… – ჩაილაპარაკა სორ ანტონიომ. –
წავალ დავიძინებ. – ხო… ისედაც ძაან შეგაწუხეთ! – თქვა ლენცეტამ.
მოხუცმა გაიღიმა, თავი დახარა და ისე ღონივრად მოიქნია უკბილო
ყბა, თითქოს რაღაც ქვასავით მაგარს ღეჭავდა.
- აი, აიღე რა, სორ ანტო! – რიჩეტომ ნაჩქარევად ჩაუჩურთა ხელში
დაჭმუჭნილი ფული. ას ორმოცდაათი ლირა იყო. ანტონიომ ფულს
დახედა, დააკვირდა:
– არა, რას ამბობ… რას ამბობ… – იუარა.
- კაი რა, აიღე… – გაამხნევა ლენცეტამაც. მოხუცი თავიდან უარზე
იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გამოართვა ფული.
- აუ! მზე ნახე, რა! – დაიძახა ლენცეტამ, როგორც კი ანტონიო
სახლში შებრუნდა და მარტო დარჩნენ ეზოში. ქუჩებში მოლიცლიცე
მკრთალ მოიისფრო შუქს ნელ-ნელა ფერავდა წითლით რომის მეორე
ბოლოში აბრდღვიალებული აისი, სადღაც გორაკებს მიღმა
აგიზგიზებული, უჩინარი და შორეული ხანძარი. შენობებს შორის,
დაბალზე, სადაც ალიონი ბნელს ჯერ კიდევ ვერ მორეოდა, რამდენიმე
ჭოტი დასრიალებდა და ხმადაბლა კიოდა.
ლენცეტამ შეშინებულმა მიაყურადა ჭოტების კივილს. ყველაფერი
ერთად უტრიალებდა გონებაში: საკუთარი საქციელით კმაყოფილების
შეგრძნება, ბიფონების ოჯახი, სიკვდილზე ფიქრი. მუხლებში უცნაური
სისუსტე იგრძნო, აზრების მოკრება სცადა, თითქოს გამოფხიზლდა,

129
მოკეცილი ფეხი ასწია, მუცელზე მიიბჯინა და ერთი მაგრად გააკუა.
გემრიელად, მთელი ძალით
უნდოდა, მაგრამ რაღაცნაირად უგემურად გამოუვიდა.
„პუნიალატაში“ მარანელას უბნის უსაქმურები ბილიარდს
აჭახუნებდნენ. ვინც არ თამაშობდა, თვალს ადევნებდა მოთამაშეებს,
გათანგული სახეებით აყუდებულიყვნენ კედელზე იმ ერთი ბეწო ოთახში,
სადაც ბილიარდის ორი მაგიდა ჩაეკვეხებინათ. ხელი რომ აგეწია, ჭერს
მისწვდებოდი. იმ დღეს, სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად,
რიჩეტოს ნიშნობაც განიხილებოდა.
ხან ხუმრობითა და მაიმუნობით, ხან თბილად, თავაზიანად, ხანაც
მთელი სერიოზულობით ბჭობდნენ ამ ამბავზე. თავად რიჩეტო
კმაყოფილი იყო ყურადღების ცენტრში ყოფნით. ამ სიახლის გამო თავი
ვალდებულადაც კი ეგრძნო, ახალი შარვლით გამოცხადებულიყო ბარში.
ცდილობდა, ღირსეული, სერიოზული საქმით დაკავებული კაცის იერი
ჰქონოდა, რომელსაც პირად ცხოვრებაზე ლაყბობა არ უყვარს. ვიწრო
შარვალი ამოეცვა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, დარდიმანდული
მანერებით შედიოდა ხოლმე ბარში. ნაცრისფერი შარვალი იყო, კოჭებში
ვიწრო, გვერდულად დატანებული ჯიბეებით. ოდნავ წინ გადახრილი,
ქამარში ცერათითებგაჩრილი რიჩეტო მსუბუქად, ვითომ უდარდელად
მოათრევდა ფეხებს. სასაცილო შესახედი იყო, ახლად წამოყვინჩილებულ
სოფლის ბიჭს ჰგავდა. ტანზე მომდგარი შარვალი სიარულისას სხეულის
ყველა ნაკვთს უჩენდა და როცა ფეხებგადაჯვარედინებული, კედელს ან
ბილიარდის მაგიდის კიდეს მიეყრდნობოდა, შარვლის უბეზე უძრავი,
მაგრამ დაძაბული და მუქარით შემართული ბორცვი ეკვეთებოდა. სხვა
მხრივ არაფერი შეცვლილიყო მის ცხოვრებაში, ისევ ლენცეტასთან
ერთად ეძინა პრატის უბანში, მაგრამ ბინაზე უნდა ეზრუნა, დიდხანს
ვეღარ გაგრძელდებოდა ასე: ჟანგიან კასრში ძილი მის ახალ ცხოვრებას
აღარ
შეეფერებოდა.
ისევ ლენცეტამ მიაგნო ერთ ადგილს: ტარანტოს ქუჩაზე, შვიდ-თუ
რვასართულიანი შენობის სხვენში. კიბის თავში ვიწრო, დერეფანივით

130
ოთახი იყო, მოფახფახებული კარი ება და ერთ მხარეს წყლიანი
რეზერვუარებით სავსე სხვენს ემიჯნებოდა, მეორე მხარეს კი – ვიღაცის
დაკეტილ ბინას. კარგა ხანი იყო, რაც ამ ბინაში აღარავინ ცხოვრობდა. ამ
პატარა დერეფანში მოიწყვეს საძინებელი რიჩეტომ და ლენცეტამ: ძირს
გაზეთებს იფენდნენ და იმაზე წვებოდნენ, დღისით კი თავიანთ ნივთებს
სხვენში, წყლიანი რეზერვუარების ქვეშ მალავდნენ.
დანიშნული ადამიანის ცხოვრებას სერიოზულობა უხდებოდა და
რიჩეტოც სიამოვნებით თამაშობდა დაღვინებული კაცის როლს.
„პუნიალატას“ ბარში ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ და რიჩეტოსაც
სიამოვნებდა, როცა მასზე ლაპარაკობდნენ. მუშაობაც დაიწყო:
მარანელას ბაზარზე ერთ თევზის ვაჭარს ეხმარებოდა.
კვირაობით რომში ან ჩენტოჩელეზე ლენცეტასთან და ბიჭებთან
ერთად ხეტიალზე უარს ამბობდა და კინოში მიჰყავდა ხოლმე საცოლე.
რიჩეტოს საცოლე არც ანტონიოს უფროსი გოგო იყო, ნადია და არც
მეორე, თვრამეტი წლის ლუჩიანა. მესამე გახლდათ, აი ის,
დამუწუკებული, ჭორფლიანი უშნო გოგო, მუნჯივით რომ მისჩერებოდა
იმ ღამეს ბიჭებს, ბოლოს ხმის ამოუღებლად რომ დაემშვიდობა და წამში
მიიმალა ჭუჭყიანი ფარდის უკან.
როცა ერთად იყვნენ და ხელს ვერსად წაავლებდა საცოლეს – ამას
იშვიათად ახერხებდა, იმიტომ კი არა, რომ გოგო უძალიანდებოდა,
უბრალოდ მისი დამარტოხელება ადვილი არ იყო –
რიჩეტოს საშინლად სწყინდებოდა. რამეზე აუშარდებოდა გოგოს,
წაეჩხუბებოდა, ერთი-ორს შემოულაწუნებდა კიდეც და მიაგდებდა
ხოლმე, რომ ბიჭებთან გაქცეულიყო. ერთი სული ჰქონდა, სანამ
გაშპებოდა და კმაყოფილი, გაფხორილი გამოეცხადებოდა ბიჭებს,
გამოცდილი კაცივით, რომელსაც ბევრი რამ უნახავს და ახალს
აღარაფერს ელის ცხოვრებაში.
თუმცა დანიშნული კაცის ცხოვრება ჯიბგირობაში ხელს სულაც არ
უშლიდა. იმავეს აკეთებდა, რასაც სხვები. რაც მოსაპარი იყო, იპარავდა
და არც „პუნიალატას“ ბარის მეპატრონისთვის რამის აწაპვნას
ერიდებოდა. ბარის მფლობელი კეთილი, მიამიტი კაცი იყო, ვერაფერს
ხვდებოდა და დილაობით, ბარს რომ ალაგებდა, ისევ ამათ შესჩიოდა

131
ხოლმე, ეს მომპარეს, ის ამაცალესო. ლენცეტა და კიდევ რამდენიმე
პორტა პორტეზეს ციხეში იყვნენ ნაჯდომი და კარგად იცოდნენ, ჭკუა
როგორ ესწავლებინათ იმათთვის, ვინც თვალში არ მოსდიოდათ. ბარის
პატრონის ქალიშვილის ბოღმა ჰქონდათ, რომელიც უკმეხად ექცეოდა
ბიჭებს და ისინიც თვლიდნენ, რომ, თუ რამეს იპარავდნენ ბარში, იმ
უცხვირპირო ალქაჯს საკუთარი თავისთვის უნდა დაებრალებინა. თანაც,
რიჩეტოს არაფერში ჰყოფნიდა ის გროშები, რასაც მეთევზე უხდიდა.
როგორ ეცხოვრა პატიოსნად? თუ მოსაპარია, მოიპარავ, დიდი ამბავი,
როცა შიმშილით კუჭი გიხმება! თან ახლა საცოლისთვის ნიშნობის
ბეჭედიც საყიდელი ჰქონდა… ამ საქმის მოსაგვარებლად მან და
ლენცეტამ გადაწყვიტეს, სერიოზული საქმე გაეჩარხათ: ისევ
ფეროვეკიოს საწყობიდან დაგეგმეს ჯართის მოპარვა. თუ
გამოუვიდოდათ, ერთი თვე მაინც იცხოვრებდნენ არხეინად.
ოთხნი წავიდნენ: რიჩეტო, ლენცეტა, ალდუჩო და კიდევ ერთი,
ლელო, ლენცეტას ძმაკაცი. მასაც „პუნიალატას“ ბარიდან იცნობდნენ.
ურიკაც გაიყოლეს.
როგორც კი კაზალინას შეუყვნენ, ქარმა წამოუბერა და მტვრისა და
ჭუჭყის სქელი კორიანტელი დააყენა. ვეებერთელა თეთრი მორევებივით
ატრიალებდა მტვერს და ნაგავს ჰაერში და ნეაპოლის რკინიგზის
სადენებს აწუილებდა. ცა ჯოჯოხეთივით ჩაშავდა და იმ მუქი
ღრუბლების ფონზე კაზალინას თეთრი და ვარდისფერი სახლები
შოკოლადის ქაღალდებივით ალაპლაპდა. მერე ის ლიცლიციც ჩაკვდა და
სრულიად ჩამობნელდა. მხოლოდ ქარი არ ცხრებოდა და გამვლელებს
ნაგვითა და ჭუჭყით უვსებდა პირსა და თვალებს.
ის იყო, ბიჭებმა რომელიღაც სადარბაზოს შეაფარეს თავი, რომ
თავსხმაც დაიწყო. ისე გამაყრუებლად გრგვინავდა ზეცა, გეგონებოდა,
პეტრეს ტაძრის შვიდივე გუმბათი ერთ ვეებერთელა რკინის ხუფში
გამოემწყვდიათ სადღაც, ზევით და მათი გრუხუნი ატყდებოდა თავს
რომის სახლების უსასრულო მწკრივებს. ალბათ, ქუხილი
ჰორიზონტამდეც აღწევდა, იქამდე, სადაც ცა ჯერ კიდევ კრიალა და
ცისფერი იყო, ბეღურების გუნდებით გადაწინწკლული.

132
თქეშმა ნახევარ საათში გადაიღო და ბიყები, შეციებულები და
წიწილებივით გაწუწულები, პორტა მეტრონიას მიადგნენ. აქედან ადრეც
არაერთხელ მოეპარათ ჯართი. წვიმას კი გადაეღო, მაგრამ ცა თითქოს
შავ საბურველად აჰფარებოდა რაღაც კიდევ უფრო საშიშსა და კიდევ
უფრო ბნელს, აქა-იქ ავბედითად ისერებოდა წითელი ენებით და უფრო
შიშის მომგვრელი იყო, ვიდრე ის, რასაც მალავდა. ორი საათის
მოსაღამოებული იყო და პორტა მეტრონიაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
სველი სიჩუმე იდგა ირგვლივ. ბიჭებმა კენჭი ყარეს, რომ გადაეწყვიტათ,
ვინ რას გააკეთებდა: რიჩეტოს გარეთ ურიკით დალოდება ერგო.
დანარჩენები ღობეში შეძვრნენ და უცებ გაინაწილეს საქმე: პირველი
ლელო უნდა შესულიყო ტომრით. აკანკალებული შევიდა საწყობში და
სწრაფად აავსო ტომარა ნახევარღერძებით, ქანჩებით… ყველაფერს
ყრიდა, რაც
ხელში ხვდებოდა. ძლივს ასწია ტვირთი უკან გამოსატანად, მაგრამ
ვერ მოერია და ხმადაბლა გამოსძახა ალდუჩოს და ლენცეტას, რომ
ტომრის გამოტანაში დახმარებოდნენ. მაგრამ ბიჭები არსად ჩანდნენ.
ლელო შეშინებული გამოვარდა ეზოში, ღობეს ეცა, სადაც რიჩეტო
ელოდებოდა, მაგრამ არც რიჩეტომ იცოდა, სად იყვნენ ის ორნი. შიგნით
შევიდნენო, უპასუხა. ლელო სირბილით შებრუნდა საწყობში, რომ
როგორმე მარტოს გამოეთრია ჯართით სავსე ტომარა. ის-ის იყო, კარში
გამოჩნდა, რომ საწყობის დარაჯი წამოადგა თავზე. ლენცეტა და
ალდუჩო ძირითადი შენობის უკან, მეორე საწყობში, შესულიყვნენ,
რომელიც გზიდან არ ჩანდა. იმათაც სავსე ტომარა მოჰქონდათ. რიჩეტო
კარგად ვერ არჩევდა გარედან, რა ეწყოთ ტომარაში, მაგრამ შორიდან
თითქოს ყველის თავებს ჰგავდა. ბიჭებმა ეზოში ლელო დაინახეს,
რომელსაც ქეჩოთი მიათრევდა დარაჯი. ლელო იმანჭებოდა,
უძალიანდებოდა, დასხლტომას ცდილობდა. ყველით სავსე ტომარა
მიაგდეს და ზურგიდან დაეტაკნენ დარაჯს. ის საცოდავი განწირულივით
აბღავლდა და წამში გამოცვივდნენ საიდანღაც საწყობის პატრონი და
მისი ბიჭები. მხოლოდ ალდუჩომ მოახერხა, დასხლტომოდათ და
ღობისკენ გაიქცა, სადაც რიჩეტო ელოდებოდა. წამში მოექცა რკინის
ღობეზე, მაგრამ სველ მავთულზე ფეხი დაუცდა და სანამ გარეთ
გადახტებოდა, შუბის ტარივით წამახვილებულ ღობის წვერზე წამოეცვა

133
ბარძაყით. როგორღაც მოახერხა ფეხის გათავისუფლება და გარეთ
გადახტა. რიჩეტო მივარდა წამოსაყენებლად. ორი-სამი კაცი დაედევნათ,
მაგრამ დაინახეს თუ არა, რომ ბიჭს ფეხი გაგლეჯილი ჰქონდა, უკან
გაბრუნდნენ. როგორც ჩანს, შარში გარევა აღარ მოინდომეს. რიჩეტომ
მხარი შეაშველა ალდუჩოს და გაჭირვებით ჩაიყვანა გზაზე. სირბილით
გაიარეს არქეოლოგიური გათხრების ტერიტორია. როგორც კი თავი
სამშვიდობოს დაიგულეს, რიჩეტომ მაისური გაიხადა, პერანგის ქვეშ რომ
ეცვა და ბარძაყზე გადაუჭირა ალდუჩოს. პონტე როტომდე იარეს.
როგორც იქნა, „ფატებენე ფრატელის“ საავადმყოფომდე მიაღწიეს და
რიჩეტომ შესასვლელთან დატოვა ამხანაგი. ისევ წვიმასა და ჭექა-
ქუხილს იწყებდა. რიჩეტო შიშობდა, რომ ან ალდუჩოს დააცდენინებდნენ
რამეს საავადმყოფოში, ან იმ ორს საკანში, წიხლებითა და მუშტებით.
ამიტომ დასაძინებლად ტარანტოს ქუჩაზე ვერ დაბრუნდებოდა: მთელი
ღამე უნდა ეხეტიალა.
საცაა, ინათებდა. ცაზე სქელ ღრუბლებს ისევ მოუსვენრად ჩეჩავდა
ქარი. იქ, მაღლა, ისე თავისუფლად ნავარდობდა, ალბათ, როგორც
ოდესდაც, იმ ყოვლისმომცველ სიცარიელეში, სამყაროს შექმნის დღეს,
როცა წინ არაფერი ეღობებოდა. აქ კი, ქვევით, ჭუჭყიან კედლებში
გამომწყვდეული ეხეთქებოდა აქეთ-იქით და ნახევრად ჩამოფხრეწილ
პლაკატებს აფრიალებდა, ნაგავსა და დაჭმუჭნილ ქაღალდებს ხვეტდა
მიწიდან და დამტვრეულ ტროტუარებსა და ჟანგიან ლიანდაგებზე
დაახოხიალებდა. კამპოსანტოს სასაფლაოსავით ჩამკვდარ და
დადუმებულ მოედნებს, ესტაკადას, სამშენებლოდ შემოღობილ ცარიელ
ნაკვეთებს, რკინის ჩონჩხებივით ახორხლილ არმატურებს ათასგვარი
ფორმისა და ფერის პაწაწინა ღრუბლის ქულებით მოფენილი ცა ადგა
თავზე. მოლუსკის ნიჟარებივით შავი და პრიალა, მოყვითალო,
ფირუზისფერი, ალისფერი თუ კვერცხისგულისფერი, ბუშტუკებივით
ღრუბლები სადღაც ჰორიზონტისკენ მიიჩქაროდნენ და მაღალი სახლების
მწკრივებს მიღმა უჩინარდებოდნენ. შორს, ჰორიზონტის კიდესთან,
კრიალა ცის ზოლი მოჩანდა, პოლარულ მდინარესავით კამკამა, მის იქით
კი ვეებერთელა, ქუჩქუჩა ღრუბელი აზიდულიყო, განსაწმენდელის
მთასავით მაღალი და ქათქათა.

134
რიჩეტოს მკვდრის ფერი ედო, ძლივს მილასლასებდა ტარანტოს
ქუჩისკენ. მალე ბაზარი გაიშლებოდა და ხალხიც აფუსფუსდებოდა.
შიმშილისგან ლამის გული წასვლოდა, უაზროდ ადგამდა ფეხებს, არც კი
იცოდა, საით მიდიოდა. დანაღმული მინდორივით ჩამკვდარიყო
ტარანტოს ქუჩაცა და მოედანიც. დარაბებით დაგმანული ფანჯრები
კიდევ უფრო აშავებდა
ისედაც მოქუფრულ შენობებს კანფეტებივით ჭრელი ღრუბლებით
მოფენილი ცის ქვეშ. გრილი ქარი უბერავდა და იმ ჭირიანი ხეების რიგს
არხევდა, გზის ორივე მხარეს რომ მიუყვებოდა სან-ჯოვანის უბნისკენ.
მონცასა და ორვიეტოს ქუჩების კუთხე ისე იყო დაცლილი და
დასუფთავებული, ვერც კი წარმოიდგენდი, რა ამბავი იყო აქ დღისით.
ბაზრობის კვალი კი არა, ქაღალდის ნაგლეჯიც არსად ჩანდა. რიჩეტო
მოიბუზა, პერანგის საყელო წამოიწია და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
უხალისოდ ჩაუხვია პირველივე ქუჩაზე.
- თქვენი დედაც… – შეიკურთხა უცებ. ხმამაღლა მოუვიდა,
მიმოიხედა. კრიჭა ეკვროდა სიცივისგან. კანკალებდა. – ისე… გაიგეთ რა…
ყლეზე არ მკიდია… – უცებ ლამპიონები ჩაქრა და კიდევ უფრო
მოიქუფრა ქუჩა. ყველას ეძინა, დარაჯებსაც და მსახურებსაც,
მოხელეებსაც და მათ უფროსებსაც. დარაბებს მიღმა გაყურსულიყო ვია
პირეოლოს მოსახლეობა.
ქუჩის ბოლოში მუხრუჭების გამაყრუებელი წუილი გაისმა. ალბათ,
სან-ჯოვანიმდე აღწევდა ეს ხმა. მალე ამას რაღაც ყრუ ბრაგაბრუგი
მოჰყვა. ექო სწრაფად იფანტებოდა ქუჩებსა და ჩიხებში, რომლებსაც
ნელ-ნელა ერეოდა დღის სინათლე. რიჩეტო უხმოდ წავიდა იქით,
საიდანაც ხმები ისმოდა და რე დი რომას მოედანზე გავიდა. სველ
გაზონებზე ჩამწკრივებული ხეების იქით ნაგვის ვეებერთელა მანქანა
იდგა. მოედანზე ათამდე ურნა იყო ჩამწკრივებული, რომლებსაც
ხელებდაკაპინებული მენაგვეები ეჯაჯგურებოდნენ და თან იგინებოდნენ.
ხუჭუჭა, გაბურძგნილი მძღოლი მანქანის ძუნძგლიან ფრთას
მიჰყუდებოდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, არხეინად ადევნებდა
თვალს მენაგვეებს. შორიახლო ვიღაც ლაწირაკი იდგა და თვალს არ
აშორებდა სანახაობას. ხელში გრძელი ჯოხი ეჭირა.

135
– ბიჭო, ხო გითხარი, დაუძახე-მეთქი იმ ნაბიჭვარს! – დაუღრიალა
მძღოლმა. ბიჭი წამოწითლდა, მაგრამ მალევე გადაუარა.
- დავუძახე.
- გაინძერით, რას ზოზინებთ! – დაუცაცხანა ახლა მენაგვეებს.
თვითონ კაბინაში ჩაჯდა, სავარძელზე გადაწვა და ფეხები ფანჯრიდან
გადმოყო. რა უნდა ექნათ, თავად მოუწევდათ მუშაობა. ძირითადად
ქუჩის ლაწირაკებს აკეთებინებდნენ ხოლმე ამ საქმეს, სამაგიეროდ კი
ნაგავში ქექვის უფლებას აძლევდნენ. ერთ-ერთი, ბოშასავით
ტურტლიანი, მშვიდად შეუდგა საქმეს. გორდიანის უბანში და
კუადრაროზე ყოველთვის ხვდებოდათ მშიერი მაწანწალების არმია,
რომლებიც ღამეს ათევდნენ ურნებთან, რომ უთენია მენაგვეებს
დახვედროდნენ და მათ ნაცვლად აპირქვავებდნენ ვეებერთელა ურნებს
სატვირთო მანქანაში. მენაგვეები ისე იყვნენ ამას მიჩვეული, რომ ხელის
განძრევაც ეზარებოდათ. რიჩეტო იქვე იდგა, დაძაბული, ხმას არ იღებდა,
მაგრამ თვალებში ეწერა, რასაც ფიქრობდა.
უკბილო შავწვერა მენაგვემ, გაფითრებული სახითა და სასმელისაგან
გამორეცხილი თვალებით, გახედა:
- ჰა, მოდი… რიჩეტომ აღარ გაამეორებინა. მენაგვეები ქირქილით
გადგნენ განზე:
- მშიერი არ დარჩები, ბიჭო, ნახე, რამდენი სიკეთეა…
რიჩეტო უცნობ ბიჭთან ერთად უხმოდ დასწვდა ვეებერთელა ურნას
სატვირთო მანქანაში ჩასაპირქვავებლად.
რუხი, ჭუჭყიანი ორთქლის ლაქა გაწყალებული მელანივით
იშლებოდა ცაზე, რომელიც აქა-იქ ნაგლეჯებად მოჩანდა მაღალ
შენობებს შორის. ფერადი ღრუბლების ქულები უფერულდებოდა და
ნელ-ნელა იხსნებოდა ნაცრისფერში. ვეებერთელა თეთრი ღრუბელიც,
წეღან მთასავით რომ აზიდულიყო ჰორიზონტზე, ფორმას კარგავდა და
დნებოდა, როგორც თოვლი ტალახში. ზაფხული ილეოდა.
რიჩეტო სამი საათის მანძილზე ცლიდა ნაგვის ურნებს სატვირთო
მანქანაში გორდიანის უბნელ ბიჭთან ერთად. მანქანის ძარაზე ნაგვის
გორა იზრდებოდა და მისი მწარე სუნი ისე შანთავდა ფილტვებს,

136
როგორც გადამწვარი ციტრუსის ბაღის კვამლი. ქუჩებში აქა-იქ უკვე
ცარიელჩანთებიანი მოსამსახურე ქალები ჩანდნენ და ტრამვაის
ბორბლების ღრჭიალიც სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა მოსახვევებში.
ნაგვის მანქანამ მდიდრული უბნები უკან მოიტოვა და კაზალინას
შეუდგა. გზადაგზა გულისშემაღონებელ სიმყრალეს ტოვებდა. ღარიბების
დასახლებას ჩაუარა, ჯაყჯაყით გაიარა ორმოებიანი, დანგრეული ქუჩები
და ნაგვით სავსე ტროტუარები, ტურტლიანი ესტაკადები, ხარაჩოები,
მშენებლობები, ქოხმახებითა და ბარაკებით გაძეძგილი უბნები, მუშებით
დახუნძლული ჩენტოჩელეს დანჯღრეული ტრამვაები და „თეთრ გზაზე“
გავიდა, კაზალინასა და პრენესტინას შორის რომ გადიოდა
შემაღლებულზე. ბოლოს გორდიანის უბანს მიუახლოვდა, რომელიც,
ცხელი ქარით გადახრუკულ მინდორზე გაშლილი, საკონცენტრაციო
ბანაკს უფრო ჰგავდა, ვიდრე დასახლებას.
ნაგვის მანქანა უბნის შესასვლელში გაჩერდა. გზის ორივე მხარეს
მინდვრები იშლებოდა, სადაც წესით ხორბლის ნათესები უნდა
ყოფილიყო, მაგრამ ნაგავსა და სარეველას მიჰქონდა იქაურობა. გზის
მოშორებით ბოსტანი, მოუვლელი, გაუსხლავი ხეხილი და
მოფახფახებული ხუხულა მოჩანდა. გზისპირა თხრილებში შავი წყალი
დაგუბებულიყო და ჩაყვითლებულ ბალახზე რამდენიმე გაქუცული იხვი
დატყაპუნობდა. შორს მინდვრები ყოფილი საბადოების შიშველ მიწებს
უერთდებოდა, რომლებიც ახლა მიტოვებული იყო და რომლებზეც
დროდადრო ცხვრის ფარა თუ გადაივლიდა.
- ჰა, ჩამოდით! – გასძახა მძღოლმა ბიჭებს, როგორც კი მანქანა
მოატრიალა და უკანა მხარე ფერდობს მიაყენა. მენაგვეებმა ძარა
გახსნეს. ნაგავი ზვავივით დაეშვა დამრეც კალთაზე. ბიჭებმა ნიჩბებით
გამოფხიკეს დამპალი ნარჩენები აქოთებული ძარიდან. მანქანა დაიძრა.
რიჩეტო მარტო დარჩა უცხო ბიჭთან ერთად იმ სიმყრალეში. წინ
ყოფილი საბადოს მიწები გადაშლილიყო, გარშემო – ხრიოკი მინდვრები.
ჩაცუცქდნენ და ნაგვის ქექვას შეუდგნენ.
უცხო ბიჭი გამოცდილი ჩანდა. დაძაბული მუშაობდა, მთელი
ყურადღებით, თითქოს უდიდესი სიზუსტის სამუშაოს ასრულებდა:
რიჩეტო ცდილობდა, მიებაძა მისთვის, მაგრამ ხელით ქექვა ეზიზღებოდა.

137
რაღაც ტოტი მოძებნა მინდორში, აზიდებდა, მაგრამ მაინც ჩხრეკდა
ჯოხით საჭმლის ნარჩენებს, ჭუჭყიან ქაღალდებს, წამლის ცარიელ
შუშებს. ასე დაათენდათ თავზე. ცხრა საათზე უკვე მწველი მზე აჭერდა
ნაგვის გროვას. რიჩეტოს ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი, დროდადრო
თვალებში უბნელდებოდა და ფერად რგოლებს ხედავდა. შიმშილით,
საცაა, გული წაუვიდოდა.
– ფუ შენი… – ჩაილაპარაკა უცებ. ბრაზისაგან დუჟი მოადგა. წამოხტა
და ისე, რომ ბიჭს არც გამომშვიდობებია – თუმცა არც იმას შეუწუხებია
თავი – სწრაფად გაეცალა იქაურობას. ძლივს მიაბიჯებდა პაპანაქებაში
„თეთრ გზაზე“, რომელიც მართლა გადათეთრებული იყო მზისა და
მტვრისაგან. კაზალინამდე მილასლასდა და გარედან ჩამოეკიდა
ტრამვაის სახელურს. ნახევარ საათში უკვე ტარანტოს ბაზარში იყო.
მაწანწალა ძაღლივით დასუნსულებდა დახლებს შორის, ხარბად
ისუნთქავდა მაღალ სახლებს შორის მომწყვდეული იმ პატარა ბაზრის
სუნს, რომელსაც სიროკოს მხურვალება კიდევ უფრო ამძაფრებდა.
ერთი-ორი ვაშლი და ატამი აწაპნა და ჩუმად გადასანსლა ჩიხში.
ხილმა კიდევ უფრო გაუმწვავა შიმშილის გრძნობა. ახლა ყველის
დახლთან აიტუზა, რომელიც შადრევნის გვერდით სველ ქვაფენილზე
მოეწყოთ. მოცარელასა და კაჩოტას კოხტა ბურთულები ლამაზად იყო
ჩამწკრივებული, ხარიხაზე კი პროვოლონეს თავები კონწიალობდა.
ემენტალის, პარმიჯანოს, პეკორინოს აწონილი ნაჭრები დახლის ზედა
ნაწილში შემოეწყოთ. სამას-ოთხასგრამიანი ნაჭრები ყველის მთლიან
თავებზეც შემოელაგებინათ. რიჩეტო შიმშილით გულშეღონებული
მიაშტერდა გროვიერას მოყვითალო ნაჭერს, რომელიც ისეთ სურნელს
აფრქვევდა, რომ სუნთქვას უკრავდა. ცოტა შეიცადა და სანამ ვაჭარი
ეპისკოპოსივით ჩათქვირულ ვიღაც დედაკაცს ელაპარაკებოდა,
უკმაყოფილოდ, მჟავე სახით რომ ათვალიერებდა ყველის ნაჭრებს, დრო
იხელთა, სწრაფად დასწვდა გროვიერას ნაჭერს და ჯიბისკენ გააქანა.
ვაჭარმა დაინახა. ვეებერთელა დანა ყველის დიდ თავს დაარჭო და
ჩუმად ჩაილაპარაკა: – ერთი წუთი, ქალბატონო…
დახლიდან გამოვიდა და საყელოში სწვდა რიჩეტოს, რომელიც თავს
ისულელებდა, ვითომ არაფერი მომხდარიყო. ვაჭარმა ისეთი ხეთქა

138
სახეში, რომ ბიჭი ადგილზე დააბზრიალა. რიჩეტო თითქოს სიზმრიდან
გამოფხიზლდა, თავდახრილი დაეძგერა მკერდში ყველის ვაჭარს და
გამწარებულმა, მთელი ძალით დაუშინა მუშტები ფერდებში. კაცი ერთი
წაბარბაცდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს. რიჩეტოზე ორჯერ მაღალიც
იყო და მსხვილიც, ისე შედგა წიხლებით, რომ მათ გასაშველებლად
ნახევარი ბაზარი გამოიშალა. ხალხი რომ არ ჩარეულიყო, რიჩეტო
საავადმყოფოში ამოყოფდა თავს.
ვაჭარი სწრაფად დაშოშმინდა. გამკავებლებს არწმუნებდა, ხელი
გამიშვითო: – კაი ხო, კაი… არაფერს არ უზავ… რა უნა უქნა,
ლაწირაკია…
რიჩეტო, ნაცემი, ტუჩგახეთქილი, გამკავებლების მკლავებში
ფართხალებდა, თავის გათავისუფლებას ცდილობდა.
- ყველი მოიტა და დაიკარგე აქიდან! – მშვიდად უთხრა ვაჭარმა.
- მიე, ბიჭო, ყველი, – გადაულაპარაკა რიჩეტოს მეთევზემ, რომელიც
მკლავში ჩაჰფრენოდა. რიჩეტომ ნელა ამოიღო ჯიბიდან ყველის ნაჭერი
და უხმოდ გაუწოდა. მკვდრისფერი ედო, სიმწრისგან კბილებს
აკრაჭუნებდა, ცდილობდა, გახეთქილი ღრძილიდან წამოსული სისხლი
ბოღმასთან ერთად გადაეყლაპა და შურისძიების სურვილი ახრჩობდა.
ბრბო ნელ-ნელა დაიფანტა. რიჩეტო ხილისა და ბოსტნეულის
მხიარულ, ჭრელაჭრულა გორებს შეერია, ბაზრიდან გავიდა და
ტარანტოს ქუჩას დაუყვა. იმ სახლს მიადგა, სადაც ლენცეტასთან ერთად
ათევდა ღამეს და ლასლასით აიარა ოთხასი საფეხური სხვენამდე. ფეხზე
ვეღარ იდგა. მიტოვებული ბინის კარი, რომელიც ღია არასოდეს ენახა,
ახლა შეღებული იყო და ქარი აბრახუნებდა. რიჩეტოს ამაზე ფიქრის
თავი არ ჰქონდა, ბარბაცით მივიდა კართან, რაღაც მავთული მოძებნა,
სახელურში გაატარა და კარი დაამაგრა. მერე მიეგდო და თავიც არ
დაედო იატაკზე, რომ უკვე ეძინა. ნახევარი საათი იქნებოდა გასული, რომ
მუჯლუგუნებმა გამოაღვიძა. ორი პოლიციელი ედგა თავზე. ბევრი რომ
აღარ გავაგრძელოთ, ის მიტოვებული ბინა ღამით ვიდაცას გაეძარცვა,
კარიც ამიტომ იყო ღია. რიჩეტო, რაღაც ტკბილი სიზმრიდან
გამოფხიზლებული – რესტორანი და რბილი ლოგინი თუ ესიზმრებოდა –
თვალების ფშვნეტით წამოდგა და უაზროდ ჩაუყვა კიბეს. უკან

139
პოლიციელები მისდევნენ. „ნეტა რა უნათ…“ – ფიქრობდა ჯერ კიდევ
ნახევრად მძინარე. „პორტა პორტეზეში“ მიიყვანეს და ჭკუის
სასწავლებლად – ასე თქვეს – სამი წელი მიუსაჯეს.
1950 წლის გაზაფხულამდე იჯდა ციხეში.

140
6. ბანაობა ანიენეზე
- ბიჭო, მშია, კუჭი გამიხმა… – ბეგალონემ მაისური გადაიძრო. მერე
შარვალი გაიხსნა, თავი უკან გადააგდო და შვებით გადააფსა გამხმარ
ბალახზე.
- რას შვები შეჩემა, ზედ დამაფსი ბარემ! – დაუყვირა კაჩოტამ. – არა,
ბიჭო, ვია არენულაზე ჩავალ მოსაფსმელად. გააჯვი რა… – გადახედა
ბეგალონემ.
- მე კიდე ვიბანავებ და კინოში წავალ… – კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
კაჩოტამ. სამ წელიწადში მოსუქებულიყო, დაკაცებულიყო.
- მერე ფული? – დაცინვით გახედა ალდუჩომ. – შენ შენ ტრაკს
მიხედე! – უპასუხა კაჩოტამ.
- რა არი, რა იშოვე, ტრაკი მიეცი ვინმეს? – გამოსძახა ალდუჩომ.
უკვე გატიტვლებულიყო და წელამდე წყალში იდგა.
- მიდი რა… – კაჩოტამ გაიხადა, ფუთასავით დაახვია ტანსაცმელი,
ქამარი შემოუჭირა და მტვრიან ბუჩქში ჩამალა იქვე, ახალ გათიბულ
მინდორში, სადაც რამდენიმე ცხენი დაებათ საბალახოდ. ამათ გარდა
მდინარის ნაპირზე ვიღაც წვინტლიანი ლაწირაკებიც ირეოდნენ.
დილიდან აქ იყვნენ. – რას დაგიღიათ პირი, კუანა მნძრეველებო! –
გასძახა კაჩოტამ. – წადი, შენი!.. – გაეპასუხა ერთ-ერთი.
- ამ ნაბიჭვარს უყურე! – გაცოფდა კაჩოტა. სცადა, ქეჩოში
სწვდომოდა ბავშვს, მაგრამ ბიჭი დაუსხლტა და კისრისტეხით დაეშვა
ფერდობზე. ბეგალონე, ტირილო და დანარჩენებიც შიშვლები იყვნენ.
კაჩოტა დიდ გულზე იყო, რადგან საბანაო „კოსტუმი“ ეცვა: დილით
თავისი უფროსი ძმისშვილის საცვალი აეწაპნა სარეცხის თოკიდან და
საკუთარი ხელით შემოეკეცა ბოლო, რომ საბანაო ტრუსისთვის
დაემსგავსებოდა.
– აუ, ამას უყურე, რას გამოკვანწულა! – გაიცინა ბეგალონემ და
მდინარეში გადაეშვა. ანიენეს შავი წყალი მდორედ მიედინებოდა

141
ლერწმებითა და ბუჩქებით გაჯაგრულ ნაპირებს შორის, მცხუნვარე მზის
ქვეშ. მეორე ნაპირიდან დედიშობილა ბიჭები მოცურავდნენ: ლერწმის
ღეროებისგან პატარა ტივები შეეკრათ და ზედ ჩამოკიდებულები,
სიცილითა და დგაფუნით მოიწევდნენ აქეთა ნაპირისკენ.
- აუ, ჩვენც გადავიდეთ რა იქით! – დაიყვირა ალდუჩომ და წყალში
გადახტა. დანარჩენებიც მიჰყვნენ. ლაწირაკები მორჩნენ ბალახში
კოტრიალს, წამოიშალნენ და წყლის პირას გამწკრივდნენ.
- შენ არ ხტები? – გახედეს კაჩოტას. – რავი… კი არ მეშინია, ისე, არ
მინდა, რავი… – გახედა კაჩოტამ.
ბიჭებმა სწრაფი მკლავურით გადაცურეს მდინარე, ჩაუარეს ლერწმის
ტივებზე ჩამოკონწიალებულებს და რამდენიმე წუთში გადავიდნენ იქით,
ტურტლიან და ხრიოკ ნაპირზე. მდინარის მეორე მხარეს ქლორის
ქარხნის ვეებერთელა, მახინჯი, ყვითელი უფანჯრო შენობა იდგა, მწვანე
რეზერვუარებით სავსე შემოღობილი ეზოთი. ღობიდან მდინარემდე
ჩამავალ ფერდობზე კირივით თეთრი პატარა ღელე ჩამოდიოდა:
გაქვავებულ ტალახსა და მტვრიან ბუჩქებს შორის გაეჭრა კალაპოტი.
ბეგალონე შიგ შეტყაპუნდა.
- მიდი ხო, იქნება გეშველოს, ცოტა გამოთეთრდე! – გასძახა კაჩოტამ.
ბეგალონე მოტრიალდა, ძაბრივით მიიდო პირზე ხელები:
- შენი მურთხი დაც გამოუშვი! – წადი, შე ძღნერიანო! – მეტრაკე
მაიმუნო!
მეორე ნაპირიდან გამოსულები ტალახიან ნაპირზე დაეყარნენ.
ბავშვებიც იქვე მოკალათდნენ, წყლის პირას.
ზევით, ხიდის მხარეს, სამი ბიჭი იდგა, პონტე მამოლოს მხრიდან
ჩამოსულიყვნენ. ცოტა ხანს ხიდიდან გადასცქეროდნენ სანახაობას, მერე
დაეშვნენ და დანარჩენებს შეუერთდნენ დამრეც ნაპირზე. იდგნენ,
ყოყმანობდნენ, ტანსაცმლის გახდა ვერ გადაეწყვიტათ.
მოჭყუმპალავეებს და ნაპირზე გაწოლილ ბიჭებს ათვალიერებდნენ. ხან
იმათ გახედავდნენ, მეორე ნაპირზე, ქლორის ნაკადში რომ
ტყაპუნობდნენ. პატარები მხიარულად იცინოდნენ, მესამე კი, ცოტა

142
უფროსი, კარგა ხანს ჩუმად ზვერავდა არემარეს. მერე ნელა დაიწყო
გახდა.
უმცროსებმაც მიბაძეს. ტანსაცმელი ერთ ფუთად შეკრეს და ყველაზე
პატარას ჩააბარეს. ბიჭმა გულმოდგინედ დაიიღლიავა ფუთა. მშვიდად
მიტანტალებდა უკან, მაგრამ როცა უფროსები წყლისკენ გაიქცნენ,
პატარამ უცებ ჩამოუშვა ცხვირი.
- ჯენე, ჯენე! – დაუყვირა ერთ-ერთს. – მე არ უნა ვიბანაო?
- მერე, – ხმადაბლა უპასუხა ჯენეზიომ.
ფერდობზე ყველა მხრიდან ეშვებოდნენ ბიჭები პატარ-პატარა
ჯგუფებად. ტიბურტინოს
ფერდობებზე და მდინარის ნაპირზე აქა-იქ ხმელ ბალახს ცეცხლი
ეკიდა და ჩუმი ტკაცუნი ისმოდა. ორ-ორნი, სამ-სამნი მიდიოდნენ
მდინარისკენ, ზოგი დინჯად, ზოგიც ხტუნვა-ხტუნვით
და სილვერ ჩინეს თეთრ კედლებსა და მონტე დელ პეკორაროს
კუზიან ქედს უკან იტოვებდნენ.
უმრავლესობა წელს ზევით შიშველი იყო, ფართხუნა, თოკით
შეკრული ტილოს შარვლებით. ზოგს დაფლეთილი მაისურიც გადაეცვა.
გზადაგზა იხდიდნენ და ნაპირთან მისულებს უკვე ხელში ეჭირათ
დაგორგლილი ტანსაცმელი.
- შენზე მაგრა ცურავს-მეთქი, გეუნები! – დუჟმორეული ღრიალებდა
არმანდინო და საყელურით იჭერდა თავის ნაგაზს. უკან პატარა ბიჭი
მისდევდა.
- გააჯვი რა… – ეძახდა ბიჭი და თან იხდიდა: ნაჩქარევად იძრობდა
გამხდარი ტანიდან რუხ პერანგსა და დაფლეთილ შარვალს. არმანდინო
ტოტს დასწვდა და მდინარეში მოისროლა. ძაღლმა ყურები ცქვიტა,
მტვრიანი ნაპირი ააბდღვირა, წყალში შევარდა და ტოტისკენ გაცურა.
ბავშვები სანახაობის საყურებლად შეგროვდნენ. ძაღლი დაეწია ტოტს,
კბილებით დასწვდა და მობრუნდა. დაკრეჭილი კბილებით მოცურავდა და
ალისფერი ღრძილები შორიდანვე უჩანდა. კმაყოფილი ამოვიდა
წყლიდან, შლამი იქვე, ნაპირზე, დაიფერთხა და პატრონთან მიირბინა.
არმანდინომ თავზე ხელი გადაუსვა და კმაყოფილმა ისევ მოისროლა

143
ჯოხი წყალში, კიდევ უფრო შორს. ძაღლმა თავიდან გაიმეორა სანახაობა.
მერე გემრიელად დაიფერთხა, ტოტი ძირს დააგდო და ბავშვებთან
მიირბინა. თამაში უნდოდა, მკერდზე ახტებოდა ბიჭებს, ძლიერ თათებს
აბჯენდა, დაძაბული, ღონიერი კუდი უკანა თათებს შორის გაეჭიმა.
გალუმპული და კმაყოფილი წკმუტუნებდა, ბიჭები კი ერთმანეთს
ეხეთქებოდნენ სიცილით.
- ნაბიჭვარი ხარ რა! – უყვიროდნენ ძაღლს. ნაგაზი სგარონეს ეცა,
მიწაზე დააგდო, თათებს შორის მოიმწყვდია და ზედ დაადგა
პირდაბჩენილი.
– არ მიგატყნას, ბიჭო! – გასძახა ტირილომ.
- გააჯვი რა… – სგარონემ ნაჩქარევად გასწია ძაღლი, თითქოს
მართლა არ მოსწონდა მისი განზრახვა.
– აუ, ტარაკანას გაუსწორდება! – ახარხარდა როშეტო. – მიდი, მიდი!
ტარაკან, ბიჭო! – აყვირდა ყველა ერთად.
ტარაკანა მოშორებით, მარტო ჩაცუცქულიყო წყალთან და ჯოხით
ქექავდა ტალახსა და მდინარეში მოტივტივე ნაგავს.
- ტარაკან, მოდი, ბიყჭო, წაიკუზე! – ღრიალებდნენ ბიჭები ზევიდან.
ის არ პასუხობდა. მოკუნტულ ზურგზე ქათმის ფრთებივით ამოსჩროდა
გამხდარი ბეჭები, გაჩხიკინებული მკლავები მუხლებზე შემოეხვია და
დამუწუკებული, თაგვივით სახე მკერდზე დაებჯინა. ტიტველ, იარებითა
და კოპებით დაფარულ თავზე პატარა ქუდი ჩამოეფხატა. ჩაყვითლებულ
სახეზე უპეები ჩაშავებოდა, ლაშები მაიმუნივით გადმობრუნებოდა.
სგარონემ და როშეტომ ფერდობი ჩაირბინეს და მკლავში სწვდნენ ბიჭს.
ტარაკანამ ამოხედა და უცებ ატირდა. გამხდარ სახეზე ღვარღვარით
ჩამოსდიოდა ცრემლები და ყელთან ესკვნებოდა.
- მიდი, ბიჭო, მოწუწნე ძაღლს, არ გინდა? – ექაჩებოდნენ სგარონე და
როშეტო. – ნახე, რა
კაცია!
ტარაკანა საცოდავად ებღაუჭებოდა ლერწმებს, ტალახს, ცდილობდა,
წინააღმდეგობა გაეწია, თან ჩუმად ტიროდა. ძაღლი მხიარულად ხტოდა
ნაპირზე, ხან წყლისკენ გაიქცეოდა, ხან ბუჩქებისკენ. უცებ ტანსაცმლის

144
ფუთებს მიაგნო, დასწვდა და ტალახიან ნაპირზე გამოათრია. ბიჭები
გულგახეთქილები გამოენთნენ, რომ ძაღლს წყალში არ ჩაეყარა მათი
ტანსაცმელი.
- გაუშვი, დამპალო! – სგარონეს და როშეტოსაც მიავიწყდათ
ტარაკანა და ტანსაცმლის გადასარჩენად გაცვივდნენ. ტარაკანამ დრო
იხელთა და ბუჩქებში მიიმალა. პატარა მარიუჩოს მთელი ძალით
ჩაებდუჯა საკუთარი და თავისი ძმების ტანსაცმელი და ნელა იხევდა
უკან.
ძაღლი ახტებოდა, ბიჭი ფორხილობდა, ძლივს ინარჩუნებდა
წონასწორობას, რომ ტალახში არ გაშხლართულიყო. ბოლოს მაინც
წაიქცა.
- ჯენე! ჯენე! – შეშინებული აწივლდა მარიუჩო, როცა ძაღლმა ძმის
შარვალი გამოგლიჯა. მარიუჩო მაინც არ თმობდა შარვალს, ერთი
ბოლოთი იჭერდა, მეორეს კი ძაღლი ექაჩებოდა. ბიჭები ხარხარებდნენ.
– აუ, რა ჯანზეა ეს დამპალი! – ჯენეზიომ გახვითქულმა ამოირბინა
ფერდობი, უკან ენაგადმოდგებული მოსდევდა უმცროსი ძმა. გზად ტოტს
დასწვდა და ძაღლს მოუქნია. ძაღლმა კბილი უშვა შარვალს. ჯენეზიომ
ისევ საგულდაგულოდ გადაახვია ტანსაცმელი.
სიჩუმე ჩამოწვა. სადღაც, ხიდის თაღებქვეშ, ტალახში, ლოთი იწვა და
რაღაცას მღეროდა. ბიჭები, რომლებიც წეღან მდინარის მეორე ნაპირზე
გავიდნენ, უკან ბრუნდებოდნენ. სწრაფად ახლოვდებოდა მათი ყვირილი.
კაჩოტა ისევ ნაპირზე იდგა:
- ბეგალო, თბილია? ბეგალო!
– თბილი კი არა, ცხელია, ბიჭო! – გამოსძახა ბეგალონემ. უკვე ფეხზე
იდგა და დგაფუნით მოაბიჯებდა ტურტლიან, მაზუთიან წყალში. –
ფსელივითაა, გეუნები!
– ჩახტი, ჰა! – დამცინავად გასძახა სგარონემ კაჩოტას. – ცურაობის
ტრაკიც არა აქI – გაეპასუხა უკნიდან ვიღაც ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი.
– რა იყო, შენ ხო არ მასწავლი, შე ქვეშაჯვია! – სახე ჩაუშავდა კაჩოტას.
- მიდი გადაცურე რა! – დაუძახა არმანდინომაც, რომელსაც
ამასობაში ტანზე გაეხადა. კაცმა არ იცის, სად ეშოვა, მაგრამ მასაც

145
საბანაო ტრუსი ეცვა.
- „გამიშვით, ერთიც… ერთიც დავლიო…“ – ბღაოდა ლოთი ხიდის ქვეშ.
– მიდი, კაჩო, მიდი! – ზევიდან დასჯღაოდნენ ალდუჩო და ბეგალონე.
– ნახე თუ არ ჩახტეს! – ჩაილაპარაკა არმანდინომ.
როშეტომ ტალახი მოაგუნდავა და კაჩოტას ესროლა. კაჩოტა
გაცოფებული შეტრიალდა:
- ვინ იყო?
ბიჭები ახარხარდნენ.
– თუ გავიგე, ვინ იყო, თავ-ყბას დავანგრევ მაგ ნაბიჭვარს! –
დაიღრინა კაჩოტამ.
– ბიჭო, ისე მართლა, ცურვა იცი? – ჰკითხა უცებ არმანდინომ. –
მაინც ვერ გადაცურავ მაგას.
– რას არ გადავცურავ… არ მინა რა… – გახედა კაჩოტამ.
ჯენეზიომ სიგარეტის ნატეხი ამოაძვრინა შარვლის ჯიბიდან და
მოუკიდა. ბიჭებს გახედა. არავინ ეცნობოდა. პონტე მამოლოს უბნიდან
მხოლოდ თვითონ და მისი ძმები იყვნენ. ნაფაზიც არ დაერტყა, რომ
ყველა გარს ეხვია.
– აუ, ერთი ნაფაზი რა… აუ, მოგვაწევინე რა… მოიცა, სუ შენ უნა
მოწიო?
მათხოვრებივით ეხვეოდნენ გარშემო ნაფაზის მოლოდინში.
მუჯლუგუნებით, იდაყვებით იგერიებდნენ ერთმანეთს.
- შენა, რა უბნელი ხარ?.. – საქმიანად მიუცუცქდა სგარონე. – პონტე
მამოლოდან, – უპასუხა ჯენეზიომ.
- ეხა სახსაც ვაშენებთ, – ამაყად გამოდგა წინ პატარა მარიუჩო.
რამდენიმე ღრმა ნაფაზის შემდეგ ჯენეზიომ უხმოდ გადააწოდა ნამწვი
სგარონეს. ახლა ყველა სგარონეს შემოეხვია ნაფაზის მოლოდინში.
- ერთს ვიბანავებ და კინოში წავალ, – კმაყოფილმა დაამატა კაჩოტამ.
– რას აჩვენებენ ტიბურტინოზე? – ჰკითხა არმანდინომ. – „ამალფის
ლომს“, – კაჩოტა მტვრიან ნაპირზე გადაწვა.

146
კარგ ხასიათზე იყო, ას ორმოცდაათი ლირა ედო ჯიბეში.
ტიბურტინოსკენ დროდადრო ბაზილიოს ან სეტეკამინის ავტობუსი
ჩაირახრახებდა. ცხელი, მტვრიანი ჰაერი კონტურს უშლიდა ჩამავალი
მზის დისკოს. შორს ადუღებული გარეუბნები და ტივოლის მთები
მოჩანდა. მდინარეზე ქოორის მძაფრი სუნი იდგა, დამპალი ვაშლის სუნს
ჰგავდა, ყველაფერში აღწევდა, ყველაფერს ჟღენთდა დაღვრილი ზეთის
ლაქასავით, უსასრულოდ რომ იშლება და ფართოვდება. ქარხანა
უშველებელ ობობას მოგაგონებდათ, ყველა მხარეს გაეშვირა რკინის
მილები, კიბეები, რეზერვუარები. ქლორი მდორედ იღვრებოდა ანიენეს
ფერდობზე და ზანტად ჟღენთდა მიწას, ასფალტს, გამხმარი ბალახის
ალმოკიდებულ გროვებსაც, რომელთა ალი ჩამავალი მზის მოელვარე
სხივებზე აღარც მოჩანდა.
– ბორგო! – უცებ მოისმა რიჩეტოს ხმა. ხიდის მხარეს,
შემაღლებულზე იდგა და ღიმილით უყურებდა ჯენეზიოს შუათანა ძმას.
მოტმასნილი თეთრი მაისური ეცვა, გაჯგიმული დაუყვა ბილიკს. ერთი
ტიბურტინოელი ბიჭი ხმამაღლა აჭყივლდა მის დანახვაზე:
- ვაააა, ნახეთ ვინ მოდის!
- ბორგო-მეთქი! – გაიმეორა რიჩეტომ და ფერდობზე გადმოდგა.
ბორგოს თითქოს არც ესმოდა მისი ხმა, მდინარის პირას, ტალახში
ჩაცუცქულიყო და წყალს გაჰყურებდა. რიჩეტომ ნელა, გამომწვევად
დაიწყო გახდა. აუჩქარებლად ყრიდა ტანსაცმელს ფეხებთან. ღია ფერის
საბანაო ტრუსი ამოიცვა, ჯიბიდან „ნაციონალის“ კოლოფი ამოიღო,
დინჯად მოუკიდა, გავარვარებულ ქვიშაზე ჩაცუცქდა და ზემოდან
გადმოხედა ნაპირზე შეგროვებულ ბიყებს. მარიუჩო გვერდით ედგა,
სასაცილოდ ჩაბღუჯული ტანსაცმელი მკერდზე მიეკრა.
- ბორგო-მეთქი! – ისევ დაიძახა რიჩეტომ.
– ეი, რა გ ჭირს! – გაუბედავად გასძახა პატარამ ძმას. მაგრამ ბორგოს
არც გამოუხედავს.
- ბორგო, მიდი რა, გვიმღერე რამე! – დაუყვირა რიჩეტომ. ბორგოს
შემობრუნება არც უფიქრია, შოკოლადისფერი პრიალა სახით წყალს
გაჰყურებდა.

147
- ვა, ეგაც მღერის? – გაეცინა სგარონეს.
- აბა! არ იცოდი? – გახალისდა რიჩეტო. ბორგო ხმას არ იღებდა,
ჯენეზიოც უხმოდ იდგა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. პატარა მარიუჩომ
ჩუმად აუხსნა რიჩეტოს საქმის ვითარება:
- არაა ხასიათზე…
- შენა, კუანა, – არ ეშვებოდა რიჩეტო, – რა არი, ყელი გაგიშრა, ბიჭო?
– ფული მიე და იმღერებს! – ხმა ამოიღო უცებ ჯენეზიომ.
– ერთ ღერ სიგარეტს მივცემ, – გახედა რიჩეტომ.
- იმღერე! – უბრძანა ჯენეზიომ ძმას.
- ხო, იმღერებს, დააცადე… – თქვა მარიუჩომ. ბორგომ გამხდარი,
მზეზე დახრუკული მხრები აიჩეჩა და ფრინველივით წაგრძელებული
სახე კიდევ უფრო ჩამოუგრძელდა.
- იმღერე-მეთქი, – ჯენეზიო მოთმინებას კარგავდა. – რა უნა
ვიმღერო? – ხმა გაებზარა ბორგოს.
- რავი, მიდი, „წითელი მთვარე“ იმღერე, – უთხრა რიჩეტომ. ბორგო
ნაპირზე ჩამოჯდა, მოხრილი მუხლები მკერდზე მიიბჯინა და ნეაპოლური
სიმღერა წამოიწყო. ძლიერი, ვნებითა და
გრძნობით სავსე ხმა ამოსდიოდა იმ ჩია სხეულიდან. თითქოს
ოცდაათი წლის კაცი მღეროდა. ბიჭები, რომლებიც აქამდე ყურადდღებას
არ აქცევდნენ, აქეთ-იქიდან შემოუცუცქდნენ.
- ვააა… რას მღერის, ე… – ჩაილაპარაკა როშეტომ. მდინარის ნაპირზე
მხოლოდ ბორგოს სიმღერა ისმოდა. ყველა გასუსული მიშტერებოდა. ამ
დროს კაჩოტას, რომელსაც კიდევ ვერ
გადაეწყვიტა წყალში შესვლა, ისევ დაეთხლიშა თავზე ტალახის
გუნდა.
- ვინ იყო? – მოტრიალდა გაცოფებული და დაინახა, როგორ დამალა
ხელი არმანდინომ, რომელიც ნაპირზე მოკალათებულიყო, გვერდით
ძაღლი ეჯდა.
- ჩემ ყლეს დაგაკავებიებ მაგ ხელში, შე ნაბოზარო!

148
არმანდინოს შიში შეერია დამცინავ მზერაში, მაგრამ სცადა, არ
შეემჩნია. ცოტა ხანს ყოყმანობდა, ხელი ზურგს უკან ეჭირა. მერე უცებ
გადაიფიქრა, გამომწვევად გაუყარა თვალი თვალში კაჩოტას, ხელი
ასწია და გაშლილი მტევანი დაანახვა. კაჩოტამ ისკუპა, იღლიებში
დასწვდა არმანდინოს და ფეხზე წამოაგდო. არმანდინო არ ელოდა ამას,
ნერვიულად იწევდა თმას შუბლიდან, უდარდელი გამომეტყველების
შენარჩუნებას ცდილობდა შიშნარევი თვალებით.
- რა გინა, შე დებილო… – გაბედა ბოლოს.
- რა გეჭირა ხელში? – კაჩოტა გაცოფებული დასწვდა მის
მოგუნდავებულ ტალახს. – გააჯვი რა, შე სირო!
- შენ იყავი? თქვი, რო შენ იყავი, შე დამპალო! – არ ცხრებოდა
კაჩოტა. არმანდინომ სახეზე ააფარა თითებგაფარჩხული, ტალახიანი
ხელი:
– აჰა, უყურე! – და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რომ თუ
დასჭირდებოდა, თავის დაცვა მოესწრო. – ხო, მე ვიყავი, რა გინა?
კაჩოტამ შეხედა. ბრაზით ხმას ვერ იღებდა, ყელში ბურთი
გასჩხეროდა. ნელი ნაბიჯით დაიძრა არმანდინოსკენ. არმანდინოს
არაფერი უშლიდა ხელს, გაქცეულიყო: ზურგს უკან შიშველი ფერდობი
გაშლილიყო, გზამდე, მეთევზეების სასაუზმემდე და იქიდან –
ტიბურტინომდე ისე ირბენდა, ერთი ქვაც არ დახვდებოდა გზაზე. მაგრამ
გაქცევა არ უფიქრია: უძრავად იდგა, ბეჭებში ოდნავ მოხრილი,
აწითლებული და ბრძოლისთვის შემართული. როგორც კი კაჩოტა
მიუახლოვდა, დაიკუზა, ცხენის გამხმარ ჩონჩორიკს დასწვდა და მთელი
ძალით სთხლიშა სახეში მეტოქეს. მერე სწრაფად შეტრიალდა, მაგრამ
სანამ გაქცევას მოასწრებდა, კაჩოტამ გადარეულივით ისკუპა, ნიფხავში
სწვდა და შემოახია. არმანდინომ ტრაკშიშველმა მოკურცხლა. ბიჭებმა
ხარხარი მიაყოლეს. უკან არ მოუხედავს, სანამ უსაფრთხოდ არ დაიგულა
თავი. მერე შედგა და ჩამოხეული ტრუსი შეიტრიალა. ფეხებზე ეკიდა, წინ
რა გამოუჩნდებოდა, მთავარი იყო, შიშველი ტრაკი დაეფარა.
კმაყოფილმა კაჩოტამ ზურგი აქცია გაქცეულს. ბიჭები ერთად
შექუჩებულიყვნენ და გულიანად იცინოდნენ.

149
- ვა, ტარაკანაც იცინის! – დაიძახა ბეგალომ, რომელიც ამასობაში
მდინარის მეორე ნაპირიდან გამოსულიყო დანარჩენებთან ერთად.
ტარაკანამ უცებ შეწყვიტა სიცილი, გატრიალდა და ისევ წყალს
მიაშურა, მაგრამ ბეგალონემ ხელი ჩაავლო. საოცარი განსხვავება იყო
მათ შორის. წითური, ჭორფლიანი და ბრუციანი ბეგალონე ყველაზე
მაგარ ტიპად ითვლებოდა ბიჭებში. ღამოამობით სალარიოსა და ვილა
ბორგეზეზე დაეხეტებოდა და ბოზებსა და მამათმავლებს შიშის ზარს
სცემდა, ტრამვაიში ფულიან იდიოტებს ჯიბეებს უცარიელებდა.
ტარაკანა კი დილაობით დაფეხვილ ბებიამისთან ერთად რომის ყველაზე
მყრალ ნაგავსაყრელზე იქექებოდა, პოლიკლინიკის ეზოდან გამომავალი
არხი ანიენეში რომ ჩადის, იმ ადგილას. ბეგალონემ ხელი ჰკრა და მიწაზე
დააგდო. ისიც უხმოდ მოიკუნტა, შეშინებული ცხოველივით, მტაცებელს
მკვდრად რომ აჩვენებს თავს. პარტყუნა ყურები უკავებდა კეფაზე
გადავარდნილ, ოდესღაც თეთრ ტურტლიან ქუდს. საცაა, ისევ
ატირდებოდა.
- ესეც იცინის… ეს საცოდავი, – გაიმეორა ბეგალონემ და ძვლიან,
ვიწრო ბეჭებზე ვითომ გასამხნევებლად დაუტყაპუნა ხელი. ტარაკანა
შეჯანჯღარდა.
- წელში არ გადატეხო, შეჩემა, – გასძახა რიჩეტომ.
– რას გადატეხავ, ბიჭო, ნახე, რკინასავითაა! – ბეგალონემ მთელი
ძალით ჩასცხო ბეჭებში ტარაკანას. ბიჭმა გაცინება სცადა, საცოდავად
დაეღრიჯა სახე.
– იცი, რა აცინებდა? – ჰკითხა სგარონემ. – არმანდინოს ტრაკის
დანახვა გაუხარდა.
- ხოო? ეს ნაბიჭვარი ნახე რა! რა არი, ბიჭო, შენ გვერძე კაცმა ტრაკი
უნა აიკრას შიშით? ჰა, ტრაკები მოგწონს, ბიჭო? ვინ გასწავლა, ბიჭო,
ეგეთები, იმ შავტრაკა მამაშენმა?
ტარაკანამ მუხლებში ჩარგო თავი. ბიჭები გიჟებივით ხარხარებდნენ.
– ტრაკი კი არა, ბიჭო… – დედიშობილა ტირილო ბიჭებს გამოეყო,
ფეხებგაფარჩხული დაუდგა წინ ტარაკანას და თავისი ავლადიდება
ცხვირწინ აუთამაშა. – ეს უყვარს ამას, ამ პიდარასტს!

150
- შენ ჩათლახ დას დაანახე ეგ… – ამოილუღლუღა ტარაკანამ და
ატირდა. ტირილომ შიშველი ბოქვენი მიაბჯინა ბიჭს სახეზე და
ღონივრად აუსვ-დაუსვა, მერე სიცილით გაგორდა ნაპირზე.
- დაანებე, ბიჭო, თავი… – თქვა ბეგალონემ. – მიდი, ტარაკან,
გერმანულად გვითხარი რა რამე…
- ვა, გერმანელია? – გაიკვირვა რიჩეტომ.
- რავი ვინაა, ამის ბოზ დედას შევეცი… – უპასუხა ბეგალონემ. –
ნაბოზარ დედამისს კითხე, გერმანელია, ინგლისელი თუ არაბი!
ტარაკანას ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები გამხდარ სახეზე. არც კი
იმშრალებდა,
გულამოსკვნილი, ჩუმად ტიროდა.
- კითხე აბა, როგორ ლაპარაკობს გერმანულს, – თქვა სგარონემ. –
მიდი რა, ტარაკან, გვითხარი რამე.
- მიდი-მეთქი, ბიჭო, ამოიღე ხმა! – დაუღრიალა ბეგალონემ. –
ნაბოზრის გაგდებულო!
- იცოდე, თუ რამეს არ გვეტყვი, – წამოხტა ტირილო, – ისეთს
გაგიდებთ ტრაკში, შე პიდარასტო, ტაშტივით გაგიხდით მაგ პროჭს
იცოდე!..
– რას ამბობ, ეხა ხო ძაან ვიწრო აქI – ჩაერთო როშეტო.
- მორჩა ეხა! – ბრძანა ბეგალონემ და ბეჭებზე მოხვია ხელი
ტარაკანას. – იცი რა… ეხა თუ არ დაილაპარაკებ გერმანულს, ძონძებს
წყალში გადაგიყრი და გააჯვი მერე ეგრე ტიტველამ პიეტრალატაზე.
გაიგე?
ტარაკანა სლუკუნებდა.
- სადა აქ ტანსაცმელი ამ ქვეშაჯვიას? – იკითხა ბეგალონემ.
- ქვევით, ნაპირზე, – სგარონე მოსატანად გაიქცა.
- ამ ქუდსაც წყალი წაიღებს, იცოდე, – ბეგალონემ ქუდი ააცალა
ტარაკანას. ბიჭს ტიტველი, თეთრი ნაიარევებით დაფარული თავი მზეზე
აულაპლაპდა.

151
ბეგალომ ტარაკანას ტანსაცმელი ჩაბღუჯა, ხელი ზევით ასწია და
წყალში შევიდა. სწრაფად გადაცურა მდინარე, მეორე ნაპირზე, ქლორიან
შესართავთან დადგა და გამოსძახა:
- გერმანულად თქვი რამე, თორე იცოდე, ვეღარ ნახავ ამ შენ დამპალ
ძონძებს! – მიდი, ჰა, თქვი რამე! – უთხრა რიჩეტომ.
– ხმა ამოიღე, შე დამპალო! – დაუღრიალა სგარონემ და ბეჭებში
წიხლი ჩააზილა ბიქს. ტარაკანა აქვითინდა. უშნო სახე კიდევ უფრო
დაემანჭა და დაუმახინჯდა. სლუკუნით დაიწყო:
- ახ რიხ გრაუ რიხე ფრამ გელენენ ფილ ახ ახ… – ჩუმად ამბობდა და
ცრემლები ყელში ესკვნებოდა.
- არ მესმის! ხმამაღლა! – გამოსძახა ბეგალონემ მეორე ნაპირიდან.
– ირ ცუმ ახ გრამენ ბურ ახ მინენ ფილ ახ ცუმ კრამენ ფირენ… –
ოდნავ აუწია ხმას ტარაკანამ და ისევ ატირდა.
- ახლა ინდიელებს მიბაძე! – დაუყვირა მეორე ნაპირიდან ბეგალონემ.
ტარაკანა დაემორჩილა. ადგილზე ხტოდა, ხელებს იქნევდა და ყვიროდა,
თან მოჭუტული თვალებიდან
თქრიალით მოსდიოდა ცრემლები:
- იჰიუუუ! იჰუუ! იჰუ-ჰუუუუ! – ბეგალონემ იქვე ბუჩქში ჩატენა
ტანსაცმელი, წყალში ჩახტა და სწრაფად გამოცურა.
- მეტი საქმე არა მაქ, ეს ძონძები გამოგიტანო.
მზე რომისკენ გადახრილიყო და მთელი ძალით აჭერდა. ცხელი ქარი
უბერავდა მდინარის შავი მტვრით გაბუღულ, გავარვარებულ ნაპირზე.
- წავედით, – გადაულაპარაკა ჯენეზიომ ძმებს. მარიუჩოს
ტანსაცმელი გამოართვა და შარვალი ამოიცვა. ძაღლს მთლად დაეძიძგნა
ნაჭერი.
– ფუ შენი… – ჯენეზიომ შეწუხებულმა დაათვალიერა დაფხრეწილი
შარვალი. – დედას რას ეტყვი? – უჩურჩულა მარიუჩომ.
ჯენეზიოს არ უპასუხია. სიგარეტის მეორე ნახევარი ამოიღო ჯიბიდან
და როგორც კი მდინარეს გასცდნენ და ტიბურტინოსკენ მიმავალ
ბილიკზე გავიდნენ, უხმოდ მოუკიდა.

152
- მოიცათ! – მიაყვირა ბიჭებს რიჩეტომ. სამივე ერთად შეტრიალდა.
ერთმანეთს გადახედეს, ვერ გადაეწყვიტათ, დალოდებოდნენ თუ არა.
- დაუცადოთ… – მოღუშულმა, ჩუმად ჩაილაპარაკა ჯენეზიომ. არც
შეუხედავს ძმებისთვის, მტვრიან ბალახში ჩაჯდა. უხმოდ, თავდახრილი
ეწეოდა.
რიჩეტო ნაპირზე იჯდა და ნელა, ღიღინ-ღიღინით იცვამდა.
რამდენჯერმე გადაიძრო და თავიდან გადაიცვა მაისური. ბოლოს,
როგორც იქნა, წამოდგა და ნელი ნაბიჯით წამოეწია ბიჭებს. წინ წავიდა,
შემობრუნდა და თავით ანიშნა:
- ჰა, წავედით.
ჩამწკრივებულები გაუყვნენ მდინარის გასწვრივ მიმავალ ბილიკს.
ციცაბო ფერდობი აიარეს და ხიდზე ავიდნენ.
რიჩეტო წინ მიდიოდა, თეთრი მაისური სველ ტანზე შემოტმასნოდა,
ცოტა მოსუქებულიყო. დარდიმანდულად, უდარდელად მიაბიჯებდა.
თვალებმოჭუტული, მხიარულად ღიღინებდა და გაწურულ საბანაო
ტრუსს ატრიალებდა ხელში. ბიჭები უკან მისდევდნენ. გარუჯული,
კუპრივით შავთვალა ჯენეზიო ჩაფიქრებული მიდიოდა, პატარები კი
ლეკვებივით მიცუნცულებდნენ უკან, თითქოს პროცესიას მიჰყვებიანო.
ტიბურტინოდან კაზალ დეი პაციზე ჩაუხვიეს, საიდანაც ზიგზაგად
მოხნული მინდვრები იშლებოდა, აქა-იქ ჩაფანტული პაწაწინა თეთრი
კირის შენობებითა და საწყობებით. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
საღამოს მზე ასფალტს ალღობდა. მხოლოდ რიჩეტოს ღიდინი არღვევდა
სიჩუმეს.
არჩევნები ახლოვდებოდა და მერიას საკანალიზაციო ჭების თხრა
წამოეწყო კაზალ დეი
პაცის ქუჩაზე. მუშები გულაღმა მიყრილიყვნენ კედლის ჩრდილში და
ეძინათ.
- ნახე! – მარიუჩოს ჩიტივით ჭიკჭიკა ხმამ გაარღვია სიჩუმე. ერთ-
ერთ ჭას დასდგომოდა და შიგნით იყურებოდა: ჭაში ხარიხიანი ამწის
თოკი იყო ჩაკიდული. ბორგომაც მიირბინა. გაოცებულები ჩასცქეროდნენ
უძირო ორმოს, ჯენეზიოც შეჩერდა, ზიზღით ჩახედა ჭას.

153
- რა ხდება, გაინძერით… – ჩამორჩენილებს მიუბრუნდა რიჩეტო. გზის
მთელ სიგრძეზე გაეთხარათ საკანალიზაციო ჭები და შემოეღობათ.
- დროზე, თორე ხო იცი, დაგირხევთ მამათქვენი, – დაუძახა რიჩეტომ
და ხელი დაუქნია, წამოდითო.
- ფეხებზე მკიდია! – ხრინწიანი ხმით უთხრა ჯენეზიომ.
– გ კიდია არა ისა… – გაიცინა რიჩეტომ და მუშტით გამოაჯავრა,
ვიცი, როგორც გიბარტყუნებენ სახლშიო. ბიჭების მამა წყალწაღებული
ლოთი იყო, გასულ გაზაფხულს რიჩეტო მასთან ერთად მუშაობდა პონტე
მამოლოზე და კარგად იცნობდა. სელმის ქუჩაზე გადაუხვიეს.
- რას დაგინაყავთ ცხვირ-პირს! – ხალისობდა რიჩეტო.
- ჩემ ფეხებს დამინაყავს! – გახედა ჯენეზიომ. უნდოდა, რამე ეთქვა
რიჩეტოსთვის, მაგრამ ვერაფერი მოეფიქრებინა. რიჩეტოც
სარგებლობდა ამით და კიდევ უფრო აშინებდა ბავშვებს.
- თუ მთვრალია, ნაღდი ვერ გადაურჩებით, – აგრძელებდა. –
მათრახით დაგერევათ.
- მორჩი რა… – უთხრა მარიუჩომ. უნდოდა ეთქვა, „გააჯვიო“, მაგრამ
ვერ შებედა უფროსს. რიჩეტომ გადახედა. ბავშვმა გაუღიმა.
- რა გაცინებს, შე უბედურო? სატირლად გაქ საქმე!
- გამანებე თავი… – გაიმეორა მარიუჩომ, ვერ გადაეწყვიტა,
გაბრაზებულიყო თუ ხუმრობას აჰყოლოდა. რიჩეტო აღიღინდა, თითქოს
წამით მიავიწყდა ბიჭები, მაგრამ მალევე დაუბრუნდა ცემა-ტყეპის
საკითხს:
- აუ, ნაღდად არ მინა თქვენ ადგილზე ყოფნა! – გაიღრიჭა და თავი
უკან გადააგდო, თითქოს ვიღაცის მუშტებს იგერიებსო.
- მორჩი!.. – მარიუჩო გაბრაზდა. ჯენეზიომ უხმოდ მოქაჩა ბოლო
ნაფაზი და ქვაფენილიდან ამოვარდნილ ქვას ფეხი გაჰკრა. ვია სელმი
გაქუცული ბოსტნებით, მიტოვებული ბარაკებითა და პირდაპირ ქუჩაზე
გამოფენილი სარეცხით იყო სავსე.
- მოვედით, – დამცინავად ჩაილაპარაკა რიჩეტომ. ქუჩის ბოლოში
იყვნენ, პულიეზეების სახლთან ახლოს. ერთსართულიანი, შეთეთრებული

154
ბარაკი იყო. ზედ მეორე სართულის დაშენება წამოეწყოთ და ხარაჩოებში
ჩაესვათ სახლი. ბოსტანში, დატკეპნილ მიწაზე კირი და ყვითელი ქვიშა
ეყარა. მუშები არსად ჩანდნენ. ოჯახის უფროსს ის-ის იყო, ცოლი ეცემა
და
გახვითქული, ბრაზით აჭარხლებული იჯდა კიბეზე. ავი ძაღლივით
ულაპლაპებდა ბრუციანი, ჩასისხლიანებული თვალები. ბიჭებმა
შორიდანვე შენიშნეს მამა. არ უნდოდათ, პირისპირ შესჩეხებოდნენ,
ამიტომ უკნიდან მოუარეს სახლს და გამორღვეული ღობიდან შევიდნენ
ეზოში. გული ცუდს უგრძნობდათ. რიჩეტომ მშვიდად გადაალაჯა
ბოსტანში, შარვლის უკანა ჯიბიდან აუღელვებლად ამოიღო პატარა
სავარცხელი, წყაროსთან მივიდა, პირდაპირ ეზოში რომ გადმოდიოდა,
დაასველა და კლეოპატრასავით თავმომწონედ შეუდგა თმის ვარცხნას.
- ძაღლები, ძაღლები! – აყვირდა როშეტო და მდინარის ნაპირი
აირბინა. ბიჭები უკან მისდევდნენ. ტიბურტინოს მხრიდან ნელა
მოაბიჯებდნენ ამერიკულ ყაიდაზე, უკან თმაგადავარცხნილი ძინძელო
და მიჩა. გვგერდით ორი უშველებელი ნაგაზი მოჰყვებოდათ: დედალ-
მამალი. მდინარეს რომ მიუახლოვდნენ, ძაღლები მომკილ ყანაში
შეცვივდნენ, ბიჭებმა კი ნელა გაიხადეს, ჯიბიდან საპნები ამოიღეს და
თავთხელში შევიდნენ დასაბანად.
ყველა გაოცებული მიშტერებოდა ახალმოსულებს, პატარებიც და
მოზრდილებიც. ძინძელოს გაუთლელი, ბრტყელი ფიზიონომია ჰქონდა,
მიჩა კი უშველებელი ტიპი იყო, შავი წვერი უფარავდა ჩასუქებულ
ლოყებს. ღიღინ-ღიღინით ისაპნებოდნენ. არც უყურებდნენ ბიყებს,
ძაღლებს რომ ეთამაშებოდნენ მინდორში. არმანდინოს ძაღლი დაიძაბა,
შორიდან დაუწყო ღრენა ძაღლებს, დაძაბული კუდი ფეხებს შორის
მოექცია, მაგრამ ადგილზე ტრიალებდა, პატრონს არ სცილდებოდა.
ბავშვები მის გარშემო შეგროვდნენ. ტარაკანაც მათ შორის იყო.
- აუ, ნახე, იჯვავს შიშით, ყლეც უკანკალებს! – იყვირა როშეტომ.
– ჯერ ლეკვია, ბიჭო… – დაიცვა ძაღლი სგარონემ.
– რაღა ლეკვი, შე სირო! ჩემზე დიდი აქ, ნახე!
არმანდინომ პირი გააწკლაპუნა და წარბი ასწია:

155
- წლისაც არაა ჯერ…
- და რა არი მერე, სხვა ძაღლის დანახვაზე ეგრე უნა იჯვავდეს?
- რას იჯვავს, ბიჭო! მოკეტე რა! – გაცხარდა არმანდინო, ყელსაბამში
სწვდა ძაღლს და ახალმოსულებისკენ წაათრია. ძინძელოს ნაგაზები ავად
იღრინებოდნენ, წრეზე დადიოდნენ გამხმარ ბალახზე და დროდადრო
პატრონს უყურებდნენ.
არმანდინო დაიხარა და ხმადაბლა დაუწყო ძაღლს დაგეშვა.
ბრაზისგან დუჟი სდიოდა:
- მიდი, მგელა, მიდი!
ძაღლი, ლარივით დაჭიმული და შემართული, ერთიანად კანკალებდა.
მკერდი წინ გაეშვირა, ყურები დაეცქვიტა. არმანდომ უცებ გაუშვა ხელი
ყელსაბამს.
ბავშვები გაიყურსნენ, დაიძაბნენ. მამალი მომცრო ტანის იყო,
გამხდარი. მიქსეული მგელას დანახვამ უცებ დააფრთხო, უკან დაიხია,
მაგრამ თითქოს არ უნდოდა, შიში შეემჩნია, ადგილზე ტრიალებდა და
გაანჩხლებული იყეფებოდა.
ძუკნა კი ველურ მხეცს ჰგავდა: გამხდარი, შავი, წაწვეტებული
დრუნჩით, გაქუცული კუდითა და დაბინდული თვალებით. გაუნძრევლად
ელოდა, სანამ გაანჩხლებული მგელა საჭირო მანძილზე
მიუახლოვდებოდა. უცებ ზურგია აქცია მეტოქეს და უხმოდ გატრიალდა,
თითქოს უნდოდა, ეთქვა, მოშორდი აქედან, სანამ უბედურება
დატრიალებულაო.
ნელა მიდიოდა და დროდადრო უკან იხედებოდა, წვეტიანი დრუნჩი
ჰქონდა, მღვრიე, ბნელ თვალებში სისხლი ჩაღვროდა.
- მიდი, მგელა, მიდი! – უჩურჩულებდა ძაღლს ჩაცუცქული,
დაძაბული არმანდინო, ბიჭებიც აქეზებდნენ მგელას, იგრიხებოდნენ,
ყვიროდნენ, მათი ღრიანცელი, ალბათ, ტიბურტინომდე
აღწევდა.
მგელა ადგილს მოსწყდა და საშინელი ყეფითა და ღრენით გამოენთო
დედალს. იმან გამოხედა, თითქოს არ აპირებდა აყოლას, წამით შეჩერდა,

156
მაგრამ უცებ მოტრიალდა და გაგიჟებული აყეფდა. ველური
მტაცებელივით იღრინებოდა, მგელაც შეშინდა და ბიჭებიც გაისუსნენ,
მუხლები აუკანკალდათ. ძუკნამ თითქოს ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ
ისევ გადაიფიქრა და ისეთი სისწრაფით გამოექანა, რომ გალენჩებულმა
მგელამ მაშინვე უკან დაიხია.
- რას გეუნებოდი, სგარო, იჯვავს-მეთქი… – ჩაილაპარაკა როშეტომ.
არმანდინო დაიკუზა:
- მიდი, მგელა, მიდი, მიდი!.. – აცახცახებული აქეზებდა ძაღლს.
მგელამ გამბედაობა მოიკრიბა და წეღანდელზე მეტი გაანჩხლებით
აყეფდა. ძუკნამ გამოხედა. რა ჯანდაბა გინდაო, ეწერა თვალებში. მამალი
გვერდში ამოუდგა და ისიც აყეფდა.
მგელა ახლა მამალს დაეტაკა ყეფით. ძუკნამ ავის მომასწავებლად,
დაბალ ხმაზე დაიღრინა და ღრძილები გამოაჩინა. მოთმინება
ეწურებოდა. ნელა გამოვიდა და პირისპირ დაუდგა მგელას. თითქოს
ეუბნებოდა, ხო იცი, მაინც გამოგ ჭამ მაგ დამპალ ყელსო.
- აუ, ესენი დახოცავენ, ბიჭო, ერთმანეთს… – ჩაილაპარაკა სგარონემ.
სიტყვა არც დაემთავრებინა, რომ ძაღლები ერთმანეთს ეძგ ერნენ. უკანა
თათები მიწაზე დაებჯინათ, წინათი კი ერთმანეთში ჩახლართულიყვნენ,
თეთრი დუჟი სდიოდათ წითელი ღრძილებიდან. გაცოფებულები
გორავდნენ მიწაზე, ერთმანეთს კბენდნენ და მათი ღრენა ბიყჭების
ყიჟინასაც კი ფარავდა. ისე ააბუღეს იქაურობა, აღარც ჩანდნენ მტვერში.
ბოლოს ძუკნა ზევიდან მოექცა და კბილებით ყელში ჩააფრინდა მგელას.
მგელამ მაინც მოახერხა თავის დახსნა, წამოდგა, უკან გახტა და თავიდან
დაეძგერა მეტოქეს. მთელი ტანით წამომართულიყო უკანა ფეხებზე და
ისე იქნევდა წინა თათებს, როგორც ადამიანი, წყალში რომ იხრჩობა და
თავის გადარჩენას ცდილობს. როცა დაძაბულობამ კულმინაციას
მიაღწია, ძინძელო ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა მინდორზე და დაუსტვინა.
ძუკნა თითქოს ჯადოსგან გამოფხიზლდა, მგელას კბილი უშვა,
ადგილს მოსწყდა და პატრონს მიაშურა. გაიქცა. მამალიც ძუნძულით
აედევნა. მსუბუქად, ხტუნვითა და კუდის ქიცინით მირბოდა, ერთგული
და მხიარული.

157
ძინძელომ ერთი კარგად შეუკურთხა ბიჭებს, გული მოიოხა, მერე ისევ
მდინარესთან დაბრუნდა და ტანის გასაპნვა განაგრძო, ძაღლები ნაპირზე
დაცუცქდნენ. კუდამოძუებული მგელა ნირწამხდარი უყურებდა
შორიდან.
– სგარო, ნაკბენები აქ! – ტირილომ ძაღლთან ჩაიმუხლა. –
დაკბენილია, ბიჭო! – ბიჭები დაეხვივნენ. მგელას ყელზე ბალანი
შემობდღვნილი ჰქონდა და ნაკბენებში აქა-იქ შავი ბეწვის ბღუჯა
ჩარჩენოდა. ალისფერი ჭრილობებით დაფარულ ყელზე ზოგან უკვე
შეხმობოდა სისხლი.
– ფუ ამის! – გადახედა ტირილომ სგაროს.
- წყალში ჩავაგდოთ! – დაასკვნა როშეტომ. ძაღლი მდინარისკენ
წაათრიეს.
კაჩოტა წყლიდან ამოვიდა. წყლის პირას დიდი ბიჭები ბანქოს
თამაშობდნენ და თან მეორე ნაპირზე ქარხნის ღობეს გაჰყურებდნენ,
სადაც დროდადრო დარაჯის გოგო გამოჩნდებოდა ხოლმე. ტიტვლები,
აქეთა ნაპირიდან ელაზღანდარებოდნენ გოგოს. კაჩოტამ მიმოიხედა:
- ჩემი ტანსაცმელი სადაა?
ხმა არავინ გასცა.
- ჩემი ზმანები-მეთქი! – იყვირა მთელი ხმით და გაეცინა.
- ვა, მიდიხარ? – გახედა ალდუჩომ.
- აქ რა ჩემი ფეხები უნა ვაკეთო? – კაჩოტამ ბუჩქებს მიაშურა.
- რავი, კიდე გავცუროთ… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ.
– არა…
- შეეშვი რა… – ბეგალონემ იდაყვი გაკრა ალდუჩოს. კაჩოტამ მიაგნო
ტანსაცმლის ფუთას, ერთხანს ხელში ატრიალა, რომ თავი და ბოლო
მოეძებნა.
– ე… – ჩაილაპარაკა და ადგილზე გაშეშდა. – მოიცა, ჯიბეებში ხო არ
დაძვრებოდა აქ ვიღაცა? – იკითხა ხმამაღლა და ბიჭებს გამოხედა.
– არაა… ვინ იკადრებს მაგას! – დაცინვით გასძახა სგარონემ. – არც
იფიქრო, ბიჭო. თვალებს დაგთხრი, დამპალო ნაბიჭვარო! – გასძახა

158
კაჩოტამ.
- მიდი, მიდი… – ქვევიდან ამოსძახა ბეგალონემ. კაჩოტამ ღიღინით
ამოიცვა წინდები და ფეხსაცმელები:
- „შენი ხის ქოშები… შენი კაკუნა ქოშები…“
– კლაუდიო ვილას ჯობიხარ, რა! – გასძახა ბეგალონემ.
– აბა რა! – უპასუხა კაჩოტამ და სიმღერა განაგრძო.
- სიმღერა გიშველის შენ? – გახედა ალდუჩომ.
- დიახაც მიშველის… – უპასუხა კაჩოტამ.
„შენი კაკუნა ქოშები…“
– რა არი, არ შეილება? შენ ხო არ გ კითხო, ვიმღერო თუ არა? „შენი
კაკუნა ქოშები…“
– ცოტას გავივლი, მერე კინოში შევალ, გადავითხლაშები უკან
გემრიელად… – ღიღინ-ღიღინით ამოიცვა შარვალიც და ახლა ქამრის
შეკვრას ცდილობდა.
– კინოში მიდიხარ და ძმაკაცები არ მიგ ყავს, არა? – ჰკითხა
ბეგალონემ. – შე კრეტინო, სუ ას ორმოცდაათი ლირა მაქ…
– წადი, შენი…
„შენი კაკუნა ქო…“
კაჩოტა უცებ გაჩუმდა. ფერი დაკარგა. წინ გადმოდგა რამდენიმე
ნაბიჯი. ხელში პერანგი ეჭირა:
- ვინ ამომაცალა ფული? – იკითხა. – ვინ-მეთქი? – გაიმეორა
გაფითრებულმა.
- უცებ არ გითხრას, ვინც ამოგაცალა… – გახედა ძინძელომ. სველ
თავს იბერტყავდა და წასასვლელად ემზადებოდა ძაღლებთან ერთად.
- ჯიბეები მანახეთ ახლავე! – აყვირდა კაჩოტა. ბეგალონე
გაცოფებული წამოხტა. – ეი შენ, კრეტინო, რა დღეში ხარ, ბიჭო! აჰა,
ნახე! – თავის ტანსაცმელს დასწვდა და სახეში
ესროლა კაჩოტას. კაჩოტამ გულდასმით დაუთვალიერა ჯიბეები. მერე
წინდები და ფეხსაცმელიც გაუჩხრიკა ბეგალონეს.

159
- ჰა, ნახე რამე? – დაუყვირა ბეგალომ. – ნაბოზარი დედაშენი ვნახე,
შე დამპალო! – შეუღრინა კაჩოტამ. – ბიჭო, სახე არ დაგინგრიო, ჭკუით
იყავი მანდ!
კაჩოტამ ალდუჩოს ტანსაცმელიც გაჩხრიკა, მერე სათითაოდ
ჩამოუარა პატარებისასაც, მაგრამ ვერაფერს მიაგნო.
მტვერში ჩაჯდა, თავჩახრილი. თვეზე მეტი იყო, გროში არ სდებია
ჯიბეში. ასეთი ბედნიერი კარგა ხანია, არ ყოფილა, როგორც ამ საღამოს.
უხმოდ წამოდგა, პერანგი გადაიცვა და გატრიალდა. ტიბურტინოზე
მანქანები ამოძრავებულიყვნენ, თუმცა მზე ჯერ საშინლად აჭერდა. რომს
შავი კვამლის მახრჩობელა ღრუბელი ეფარა. სილვერ ჩინეს უბანში უკვე
დარაბები აეწიათ, აქა-იქ ხმაური ისმოდა ფანჯრებიდან. ალდუჩომ და
ბეგალონემ ერთიც გაიჭყუმპალავეს, სწრაფად გადაიცვეს და წავიდნენ.
ყველაზე ბოლოს ბავშვებმა დატოვეს მდინარის ნაპირი.
ზოგიერთი ბოკალეონეს ქუჩით გაუყვა სახლის გზას, ზოგიც აქეთ-
იქით მიმოიფანტა. ერთი ჯგუფი მდინარეს აუყვა ტიბურტინოსკენ.
სილვერ ჩინეს წინ იდგნენ ცოტა ხანს, აფიშებს ათვალიერებდნენ,
ლაზღანდარობდნენ. მერე ოლეანდრებით სავსე ბილიკით ავტობუსის
გაჩერებაზე გავიდნენ. აქ, მონტე დელ პეკორაროს მოედანზე, ყველა
ჯურისა და ასაკის უსაქმურთა ბირჟა იყო.
აქა-იქ გოგოებიც ჩანდნენ. ტიბურტინო ნელ-ნელა გაივსო
ველოსიპედიანი მუშებით: ქარხნებიდან ბრუნდებოდნენ, ზოგი პონტე
მამოლოს ან სეტეკამინის მხარეს უხვევდა, ზოგი კი იქვე, ტიბურტინო II-
ის სახლების ან მადონა დელ სოკორსოსკენ მიიჩქაროდა. ზოგს სახლში
მისვლა და გამოცვლაც მოესწრო და ახლა ფართხუნა შარვლითა და ზედ
გადმოშვებული პერანგით ამხანაგებთან ერთად მისეირნობდა
პიეტრალატასკენ ან იქვე რომელიმე კინოთეატრისკენ.
ანიენეს მხრიდან მომავალი ნახევრად შიშველი ბიჭები ვიწრო ბილიკს
მიუყვებოდნენ, რომელიც გორაკს ჭრიდა, ტუფის საბადოს შემოუვლიდა
და ბუჩქნარით გადიოდა მონტე დელ პეკორაროზე.
ბილიკზე გოგოების ჯგუფი გამოჩნდა. ფერდობზე ჩავიდნენ, საიდანაც
გზა აღარ ჩანდა და ყოფილი საბადოს მოსწორებული ტერასები ალაგ-

160
ალაგ ციცაბოდ იყო ჩაჭრილი. წმინდა პეტრეს ტაძრის მხრიდან საავდრო
ღრუბელი ახლოვდებოდა. ჯერ ადრე იყო, მაგრამ მოსაღამოებული
გეგონებოდა. მზე დასავლეთის მხარეს შავ ღრუბლებში ჩამალულიყო და
ბნელ ცაზე აქა-იქ ელავდა. ღრუბლების გარშემო ნათელი ცა მოჩანდა,
ცხელი დაისის ალისფერი შუქით გაბრდღვიალებული. მზის სხივების
ნაცვლად მონტე დელ პეკორაროს კალთებს აფრიკული ქარი
ელამუნებოდა და რომის გარეუბნების მოგუდული ხმები აქეთ-იქით
დაჰქონდა.
ტარაკანა უკან მიჩანჩალებდა, სხვებისგან ოდნავ მოშორებით, თავზე
ქუდი ჩამოეფხატა და ჩუმად იცინოდა. ბიჭები ვერც ამჩნევდნენ,
გოგოებისკენ ჰქონდათ თვალი და ყური. ლამპიონის
ქვეშ შეჩერდნენ. სგარონემ და ტირილომ თამაში წამოიწყეს:
მოკუმულ მუშტს მიაშვერდნენ ერთმანეთს, მერე რამდენიმე თითს
გაშლიდნენ და რიცხვს დაიყვირებდნენ. ვინც მოარტყამდა, რამდენ თითს
გაშლიდა მეორე, მოგებულიც ის იყო. მალე გახურდნენ, აზარტში
შევიდნენ. ერთი ჩაჩოქილიყო, მეორე კი გამხმარ ბალახზე იჯდა.
არმანდინო ჩრდილში მიწოლილიყო ხიდის ქვეშ. სხვები კი გოგოებს
ებღლარძუნებოდნენ. მაგარ ბიჭებად კი მოჰქონდათ თავი, მაგრამ
გოგოებთან მორცხვობდნენ, ბევრს ვერაფერს უბედავდნენ. ერთად უფრო
თამამად გრძნობდნენ თავს, ხმაურობდნენ, ლაზღანდარობდნენ. მაგრამ
არც გოგოები რჩებოდნენ ვალში.
– მაგათ… – სერიოზულად ჩაილაპარაკა არმანდინომ, – ბიჭო, მაგათ
სუ კიდიხართ ყველანი, ზედ არ გიყურებენ, ვერა ხედავთ? – და
აღიღინდა. ბიჭები არ იმჩნევდნენ, თავისას განაგრძობდნენ. როშეტომ
სათქმელი ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ყურადღების მისაქცევად ერთ-
ერთ გოგოს კეფაში წაუთაქა. გოგოები გაბრაზდნენ, გაიბუტნენ, ზურგი
აქციეს ბიჭებს და ხიდის მეორე მხარეს გადავიდნენ, საიდანაც
პიეტრალატა მოჩანდა. ბიჭები უკან მიჰყვნენ, აღიზიანებდათ, რომ
გოგოები თავს იფასებდნენ. ქვევით, მონტე დელ პეკორაროს მეორე
ფერდობზე, ტუფის ყოფილ საბადოებს შორის, „ფიორენტინის“ ქარხანა
იდგა. მისი გუგუნი ჰაერს აზანზარებდა, ვეებერთელა, ღია ფანჯრებიდან
კი ავტოგენის აპარატის თეთრი ენები იფრქვეოდა. მის უკან

161
პიეტრალატას გაქვავებული მტვრის ფენით დაფარული ვარდისფერი
ბარაკები მოჩანდა, სულ ბოლოში კი – შიშველ მინდორზე
ჩამწკრივებული უზარმაზარი ყვითელი კორპუსები. მზით გადამწვარი
მინდორიც ყვითლად მოჩანდა.
გოგოები თავისთვის ისხდნენ, ბიჭებს არ უყურებდნენ და იშვიათად,
ძუნწად თუ გაეპასუხებოდნენ. ბიჭები ფერდობზე წამომსხდარიყვნენ,
ცდილობდნენ, ეს არ შეემჩნიათ და როგორმე მაინც მიეპყროთ მათი
ყურადღება, გამოეჯავრებინათ, გაებრაზებინათ. სიტყვით რომ ვერაფერს
გახდნენ, კენჭებისა და ნაფოტების სროლა დაუწყეს გოგოებს ფეხებში და
მტვრიან, თუმცა საგულდაგულოდ, დიდი ქალებივით დავარცხნილ
თმებში.
გოგოები დროდადრო გამოხედავდნენ, დაუცაცხანებდნენ და
მოშორებით გადასხდებოდნენ.
- თქვენ დებს ესროლეთ ტალახი! უფ! დებილები! – წიკვინებდნენ.
ბიჭები მათ ხმას აჯავრებდნენ, ზუსტად ისე, როგორც გარეუბნელი
მუტრუკები – ვია ვენეტოს გაპრანჭულ ქალებს.
- წუნკლებო! – დაუყვირა გოგოებს ერთმა. მერე ერთად დაიძრნენ და
ნელა, გამომწვევად ჩაუარეს გოგოებს. მიიზლაზნებოდნენ და თან
არტისტულად ისწორებდნენ კეფაზე თმას.
არმანდო ხიდის ქვეშ იწვა და თავისთვის ღიღინებდა. ის ორნი თამაშს
აგრძელებდნენ. ბიჭები ფერდობზე გაიშალნენ. ზოგი საძიძგილაოდ
გაკოტრიალდა მინდორზე, ერთმა სიგარეტის ნატეხი გამოაძვრინა
საიდანღაც, მოუკიდა და ანთებული ასანთი ძირს მოისროლა. ალმა
პატარა რკალად მოტრუსა გარშემო გამხმარი ბალახი.
ელვა სულ უფრო სწრაფად სერავდა სქელ, რუხ ღრუბლებს. ქარხნის
ფანჯრიდან
გადმოფრქვეული ავტოგენის ცეცხლის ენებიც უფრო მკვეთრად
მოჩანდა მუქი ცის ფონზე. ქარხნის გუგუნი პიეტრალატასა და
ტიბურტინოს ღატაკი ცხოვრების ხმებს ახშობდა.
ტარაკანა მიწაზე იჯდა, ფეხები გადაეჯვარედინებინა და ქუდი
ყურებზე ჩამოეფხატა. იცინოდა და ლაშებივით გადმობრუნებული

162
ტუჩები უცახცახებდა.
- ტარაკან, ბიჭო, – ეძახდნენ გამხმარ ტალახზე გაკოტრიალებული
ბიყები, – არ გინდა, მოგაწუწნიოთ?
სგარონე და როშეტო ძიძგილაობდნენ, სგარონე გულაღმა ეგდო,
ზევიდან როშეტო გადასჯდომოდა და მაჯებს უჭერდა. სგარონე
ფართხალებდა, თავის დახსნას ცდილობდა.
- არ გაინძრე, ბიჭო! – უყვიროდა დაძაბული, აჭარხლებული როშეტო,
მაგრამ სგარონე თავგანწირვით იბრძოდა.
-– გაეთრიე! – ყვიროდა ძალაგამოცლილი.
- ჯობია, დამნებდე, სგარო!
- გაწი-მეთქი შენი დამპალი ტრაკი! – გაცოფებული ღრიალებდა
სგარონე. გაბზარულ ხმაში მართლა შეჰპარვოდა ბრაზი. როშეტომ ზედ
შეჯდომა არ აკმარა და ამხედრებულმა ხტუნვა დაიწყო.
- როშე, გეყო ეხა, დაცვა დადის, დაგინახავენ და გაგედება! – გაეცინა
სგარონეს. როშეტომ უცებ გაუშვა ხელი და უკან გადახტა. აღგზნებული
იყო, წამონთებული:
- ინდიელობანა ვითამაშოთ! – დაიყვირა.
– გააჯვი რა… – გამოხედეს ბიჭებმა.
– კაი, რა უნა აკეთო აქ? აუ, მიდი რა! იჰუუუუ! იიჰუ-იჰუუუ! –
ყვიროდა და ადგილზე ხტოდა.
– ვერაა ეს… – ჩაილაპარაკა არმანდინომ.
- მოდი რა, ტარაკან, რა იყო! – არ ცხრებოდა როშეტო.
ტარაკანა წამოდგა და როშეტოს აჰყვა. ასკინკილა ხტოდნენ და
იცინოდნენ:
- იჰუუ! იჰიუუუ, იჰუ! – თან დროდადრო ფეხს ინაცვლებდნენ.
მალე სხვებიც წამოიშალნენ. ცალ ფეხზე ხტოდნენ, იგრიხებოდნენ,
ყვიროდნენ. გოგოებს ცნობისმოყვარეობამ სძლიათ, ოდნავ წამოიჩოჩეს
ბიჭებისკენ. მათ დანახვაზე ესენი კიდევ უფრო გიჟებივით ახტუნავდნენ
და აღრიალდნენ.

163
- სიკვდილის ცეკვა! ბიჭო, მოდი, სიკვდილის ცეკვა! – იყვირა
როშეტომ.
დანარჩენებიც აჰყვნენ:
- იჰუუ! იჰიუუუ! – თან გოგოებისკენ იწევდნენ ხტუნვა-ხტუნვით და
ცდილობდნენ, ხან საჯდომში ამოერტყათ რომელიმესთვის ფეხი, ხან –
კეფაში წაეთაქებინათ. მაგრამ ადვილი არ იყო, გოგოები
დადარაჯებულები იყვნენ, საფრთხეს დაინახავდნენ თუ არა, წამში განზე
ხტებოდნენ. ბიჭები ფეხზე ძლივს იდგნენ, მაგრამ თავისას არ იშლიდნენ.
- აუ, მოდი, ვინმე ვაწამოთ! ბოძი, ბოძი გვ ჭირდება!
- ეხა წამება მოუნდათ! უყურე რა… დებილები! – წიკვინებდნენ
ერთად შექუჩებული გოგოები.
როშეტო ტარაკანას დაეძგერა, რომელიც სხვებთან ერთად ხტოდა და
მთელი ძალით
გაჰყვიროდა, თუმცა ფეხზე ძლივსდა იდგა. როშეტო ქეჩოში სწვდა,
სხვებიც ჟივილ-ხივილით შეუერთდნენ და ტარაკანა ლამპიონის
ბოძისკენ წაათრიეს.
- მივაბათ! – ღრიალებდა სგარონე. ტარაკანა საცოდავად
ფართხალებდა, მიწაზე გაწოლას ცდილობდა.
- გასწორდი, ბიჭო! – უყვიროდა როშეტო და წაქცევის საშუალებას არ
აძლევდა, მთელი ძალით იჭერდა. – გასწორდი-მეთქი, შე დამპალო!
ტარაკანა არ ნებდებოდა, განწირული იქნევდა წიხლებს. ბიჭები
ყიჟინით ესეოდნენ.
- ეხა მართლა გაატრაკე! – მოთმინება დაეკარგა როშეტოს და წიხლი
ჩააზილა მუცელში. ტარაკანა ატირდა. ისე მოთქვამდა, რომ ბიჭების
ყიჟინასაც ფარავდა მისი ხმა.
– აჰა, აღნავლდა ეს ნაბიჭვარი… – თქვა არმანდინომ.
- ადექი-მეთქი! – თავზე დაადგა როშეტო, მაგრამ ტარაკანა ყურს არ
უგდებდა, მიწაზე იკლაკნებოდა და გულამოსკვნილი ტიროდა.
– ათ კაცს ვერ აუწევია ეს ერთი გაჩხიკინებული, – გაისმა გოგოების
მხრიდან. როშეტა გაცოფებული დასწვდა ბიჭს ქეჩოში და ფეხზე

164
წამოაგდო. ტარაკანა საცოდავად აკივლდა:
- გამიშვი, გამიშვი… დამპალო! ნაბოზარო!
- აჰა! – დაუღრიალა როშეტომ და თვალებში შეაფურთხა. სგარონემ
და ტირილომაც შეაშველეს ხელი, ჩაბღუჯეს და ბოძისკენ წაათრიეს ბიჭი.
საიდანღაც მავთული გამოაძრეს და ხელები დაუბეს.
ტარაკანა ხელშეკრულიც ფართხალებდა, იბრძოდა, ყვიროდა. ბიჭები
ასკინკილა უვლიდნენ და ღრიალებდნენ:
- იჰუუუ! იჰი-უუუ! იჰუ!!!
ცდილობდნენ, ძალიან არ მიახლოებოდნენ, რომ ტარაკანას ფეხი არ
მოხვედროდათ.
- მოიცა, რამე თოკი არა გვაქ? – იყვირა როშეტომ.
- საიდან, შეჩემა! – მიმოიხედა ტირილომ.
- ტარაკანას აქ, ტარაკანას, შარვალზე ხო აქ, მოხსენი! – აყვირდა
სგარონე.
დაეტაკნენ. ტარაკანა ტიროდა, ფართხალებდა, ფეხებს იქნევდა.
გოგოები კისკისებდნენ:
- აუუუ, ამათ უყურე!
ბიჭებმა წამში შემოხსნეს თოკი, რომელიც ქამრის ნაცვლად
შემოეჭირა შარვალზე და ფეხები დაუბეს.
- ცეცხლი, ცეცხლი მოუკიდეთ ბოძს! – აღრიალდა არმანდინო და
ასანთი აანთო. მაგრამ ქარმა მაშინვე ჩააქრო.
– იჰუ! ჰუუუ! იჰუუ! – ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებდნენ გარშემო. – შენ
ხო გაქ, ბიჭო, ასანთები! – გასძახა სგარონემ ტირილოს.
– აჰა! – ტირილომ სანთებელა გადაუგდო. სანამ ბიჭები ფიჩხს და
ნაფოტებს აგროვებდნენ ნაპირზე, სგარონემ ბოძზე მიბმულ ტარაკანას
გამხმარი ბალახი მიუყარა ფეხებთან და ცეცხლი წაუკიდა.
მონტე დელ პეკორაროზე თითქმის ჩამობნელდა. ცხელი ქარი
უბერავდა და მდინარის მეორე ნაპირზე ქარხნიდან გამოფრქვეული
ცეცხლის ენები ანათებდა წყლის ზედაპირს.

165
ღრუბლებიდან უკვე ქუხილის ხმაც აღწევდა. წვიმას იწყებდა.
ხმელი ბალახი წამში აალდა. ცეცხლი ფიჩხსაც გადაედო და ბოძზე
მიბმული, საცოდავად აფართხალებული ტარაკანას გარშემო სქელი
კვამლი ავარდა. ბიჭს შარვალი კოჭებში ჩაუცურდა და გამხმარი,
ჩავარდნილი მუცელი გამოუჩნდა. დანარჩენები ღრიალითა და ცეკვა-
ცეკვით უვლიდნენ გარშემო ლამპიონს. ცეცხლი ტკაცატკუცით მოეკიდა
ტარაკანას დაძონძილ ტილოს შარვალს.

166
7. რომში
მონტე დელ პეკორაროს წინ ფართო მოედანი იყო. კუთხეში აბრა
ეკიდა წარწერით: „რაიონის დასასრული – რაიონის დასაწყისი“. მოედნის
იქით, ანიენეს ნაპირამდე, მინდვრები იშლებოდა. მოედანზე 309-ე
ავტობუსის ბოლო გაჩერება იყო: აქ ტრიალდებოდა, ზურგს აქცევდა
ტიბურტინოს და მადონა დელ სოკორსოს მხარეს, კვარტლებად
დაყოფილ ახალ უბანში შედიოდა. ალდუჩო და ბეგალონე აქ
ცხოვრობდნენ, ბაზრის მოედნის იქით, მთავარი ქუჩის ბოლოს, მეოთხე
კორპუსში. მოსაღამოებულზე, ლამპიონები რომ აინთებოდა, აქაურობა
ღარიბ პროვინციულ ბალნეოლოგიურ დაბას ემსგავსებოდა
ორსართულიანი, სიმეტრიულად ჩაწიკწიკებული სახლებით. მთავარი
ქუჩა დაღმართად ეშვებოდა უბანში და ბოლოში გაფერმკრთალებულ
ცას უერთდებოდა. ხმაურიან ეზოებში ხალხი სავახშმოდ გამოფენილიყო.
ზოგს უკვე ევახშმა და დასაძინებლად ემზადებოდა. გვიანობამდე ისმოდა
ბავშვებისა და ახალგაზრდების ჟივილ-ხივილი, „მაგარი“ ტიპები კი
მოშორებით, ბარებსა და გზისპირა ტრაქტირებში ელოდნენ დაღამებას,
რომ კინოში წასულიყვნენ, ან საშოვარზე – ვილა ბორგეზეში. სადღაც
გიტარა კვნესოდა, ქალები სახლებს ალაგებდნენ, ფანჯრებიდან ჩვილი
ბავშვების ღნავილი, წყლის ჩხრიალი და თეფშების ჩხარაჩხური ისმოდა.
გადაძეძგილი, ქარხნებიდან მომავალი მუშებით დახუნძლული
ავტობუსები გვიანობამდე დარახრახებდნენ.
- კაი, ბეგალ, წავედი… – დაემშვიდობა ალდუჩო, როცა სახლს
მიუახლოვდნენ. – კაი… გნახავ რა… – უპასუხა ბეგალონემ. – ცხრაზე
გელოდები, – უთხრა ალდუჩომ. – დამისტვინე, ხო?
- ჰო, ოღონდ მზად იყავი რა… – ბეგალონემ ბავშვებით სავსე ბინძურ
ეზოში ჩაუხვია. ალდუჩო სამი კარის იქით ცხოვრობდა, პირველივე
სართულზე.
ყველა სადარბაზოს პატარა შესასვლელი ჰქონდა მიშენებული და ზედ
მოფახფახებული კარი ეკიდა. შეაღო თუ არა, თავისი და დაინახა: კიბეზე
იჯდა, მუხლებში თავჩარგული.

167
– აქ რა გინა?.. – ჰკითხა ალდუჩომ. გოგოს არ უპასუხია, ქუჩას
გაჰყურებდა შეღებული კარიდან.
- თავხედი ბოზანდარა… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ და ბინაში შევიდა.
დედამისი გაზქურასთან საქმიანობდა.
- რა გნებავს? – ჰკითხა ქალმა ისე, რომ არც შემობრუნებულა.
- რა უნა მნებავდეს?
ქალი გაკაპასდა:
– თუ არ მუშაობ, არც ჭამ, არ გაგიგია, ხო? – მაღალი, მსხვილი ქალი
იყო, ტიტველ ტანზე
ჭუჭყიანი, ნახევრად შემოფლეთილი ხალათი მოეცვა, გაოფლილი
გაჩეჩილი თმა შუბლზე მისწებებოდა. ხალათის საყელოსა და
სახელოებზე თმები ჰქონდა მიკრული.
- არ მაჭმევ, არა? – გაცხარდა ალდუჩო. – არ მაჭმევ და ნუ მაჭმევ, სუ
მკიდია, გააჯვით რა ყველამ!
ოთახში გავიდა. მთელ ოჯახს ერთ ოთახში ეძინა. გვერდითა ოთახში
რიჩეტოს ოჯახი ცხოვრობდა. გახდა დაიწყო. თან ხმამაღლა უსტვენდა,
საგანგებოდ, დედამისის გასაგონად.
– უფრო ხმამაღლა, არ ისმის! – დაუჯაჯღანა ქალმა
სამზარეულოდან. – უდღეურო შენა, ერთი იმ დღეს მომასწრო, სული რო
გაგძვრეთ შენა და იმ დამპალ ლოთ მამაშენს!
- ხო, და ქოფაკ დედაჩემსაც! – გასძახა ალდუჩომ. შიშველი იჯდა
საწოლზე და სანდლებს იცვამდა. – შენ იმ შენ ბოზანდარა გოგოს მიხედე,
მე რა შუაში ვარ, მაგაზე თუ ხარ გაცოფებული, მაგას უყვირე და მე თავი
დამანებე რა! არ მაჭმევ და ნუ მაჭმევ! შენ ოღონდ მოკეტე და!..
– რა უნა მოვკეტო, შე დამპალო! – აკივლდა ქალი. – ოცი წლის
მუტრუკი სახში გეჯდეს და ერთი ლირა არ მოქონდეს? ნაგავო!
– აუ, გაატრაკე რა! – გამოჰყვირა ალდუჩომ, თან ჩაცმას
განაგრძობდა. უცებ გარეთ წივილ-კივილი ატყდა. ალდუჩოს დედა
ჩაჩუმდა, დაძაბულმა მიაყურადა. ალდუჩო სიტყვებს ვერ არჩევდა.

168
- ეს დამპალი, ეს წუნკალი ბოზი! ერთი ამას უყურე! – გაზქურას არ
მოშორებია, ისე აყვირდა დედამისი. გარედან ყვირილით უპასუხა
ვიღაცამ. ქალმა ქურას თავი დაანება, კარი გამოაღო და დააყურადა.
ერთხანს ჩუმად უსმენდა ქუჩიდან შემოსულ კივილს, მერე კიბეზე გავიდა
და ჩხუბში ჩაერთო. მისი გამკივანი ხმა დროდადრო სხვებისას ფარავდა.
- აუ, ამათ უყურე რა!.. წადი რა, საქმე ნახე, დაანძრიე, რავი რამე
ქენი… ესენი ვინ არიან… – თავისთვის ბურტყუნებდა ალდუჩო. გარეთ
კარგა ხანს გაგრძელდა დავიდარაბა, ბოლოს კარი ხმაურით გაიღო და
ალდუჩოს დედა გამოჩნდა, თუმცა არ შემოსულა, კარში იდგა და
გაჰკიოდა:
– შე ბინძურო ძუკნა, შენა! შე ბოზო, მთელი ცხოვრება რო ბოზობდი,
ჩემ გოგოს უძახი ბოზს? – ზემოდან ვიღაცამ რაღაც ჩამოსძახა, აოდუჩო
სიტყვებს ვერ არჩევდა.
- აუ, ესენი ნაღდი დახოცავენ ერთმანეთს! – ჩაიცინა. – ეგ ება
მეშველოს…
- კიდე კაი!! – გაჰკივლა დედამისმა ვიღაცას. ალდუჩოს გარეთ
მოჩხუბარის სიტყვები არ ესმოდა.
- არა ამ დამპალს უსმინეთ რა, ჩემი შენ გითხარიო! შენა, ქალო? შენ
ამბობ მაგას? შენი
კურო შენ ბავშებს ფულს აძლევდა, რო გარეთ გასულიყვენ და
ტყნაურში ხელი არ შეეშალათ! შე მართლა ბოზო! – ამ სიტყვებზე გარეთ
საშინელი წივილ-კივილი ატყდა. ალდუჩოს დედა ცოტა ხანს დაელოდა
და როგორც კი გარეთ ხმა ცოტა მიწყნარდა, ისევ აკივლდა:
- დაგავიწყდა ხო! – ისე იყო გაანჩხლებული, მამაზეციერი ვერ
გააჩუმებდა. – შე აყროლებულო ბოზო, ქმარი რო წამოგადგა თავზე,
მაგის ძმაკაცთან რო ბურჯგნაობდი ლოგინში და ბავშები პირდაღებული
რო გიყურებდნენ? – ბრახუნით შემოიკეტა კარი და გაზქურას
დაუბრუნდა. ახლა მარტო განაგრძობდა ბობოქრობას, მისი მწივანა ხმა
დანასავით ესობოდა ალდუჩოს ყურში:
- შე დამპალო, შენა, მოიცა, ხვალ ბაზარში გნახო, თუ მაგ ზუნზლიანი
თმით არ გითრიო, შე ბოზო! სუ გაგაცლი მაგ თმას, შე ჩათლახო! მალე

169
მენახე ჩაძაღლებული! – ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ალდუჩოს მამა
შემოვიდა, გალეშილი, როგორც ყოველ საღამოს. სამზარეულოში ფეხი
შედგა თუ არა, მუშტი მოიღერა და ცოლზე გაიწია, მაგრამ ქალმა ხელი
დაახვედრა და მთელი ძალით უბიძგა მკერდში. კაცი გადაქანდა და
სკამზე დაეხეთქა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და ისევ დაეტაკა ცოლს.
ხმაურზე გვერდითა ოთახიდან, სადაც რიჩეტოს ოჯახი ცხოვრობდა,
რიჩეტოს დამ გამოიხედა. პატარა ხუჭუჭა ბიჭი ეჭირა ხელში. ამ დროს
ქალმა ხელმეორედ გადააქცია ქმარი, რომელიც ისევ სკამზე დაენარცხა.
- რა გინდა, გაეთრიე აქედან! – დასჩხავლა ქალმა გოგოს, რომელიც
სწრაფად გატრიალდა და ბავშვიანად მიიმალა ოთახში.
- უდღეურო შენა! თქვენ თავს მიხედეთ, შიმშილით რო იხოცებით,
თქვე მათხოვრებო! ოთხი წელია აქა ხართ და ერთხელ მახსოვდეს ათასი
ლირა მოგეცათ, ამდენი რამეა გადასახდელი, შუქია, წყალია!
კაცმა ძალა მოიკრიბა და სკამიდან წამოიწია ბლუყუნით:
– სუ როგორ ჯღავის ეს ქოფაკი! – ქანაობით წამოდგა. რაღაცის თქმას
ცდილობდა, ხან მკერდზე მიიდებდა ხელს, ხან ცხვირზე. ბოლოს თითი
მიიტანა საფეთქელთან, დააბზრიალა და სირბილით, რომ არ
წაქცეულიყო, საძინებელში შევარდა. ჩაცმულ-დახურული, პირქვე
ჩაემხო საწოლში. მკვდრის ფერი ედო. ღვინით გაჟღენთილ ჯაგარა
წვერში ძაღლის ლაშებივით ჩამოწელილი, სველი, დანაოჭებული ტუჩები
უჩანდა. უგრძნობლად ეგდო საწოლზე, ხელები იატაკზე ჩამოვარდნოდა,
ნახევრად დაფჩენილ, მოფლაშულ პირსა და ჩამოსიებულ უპეებზე
ოფლიანი თმა მიჰკვროდა. სასთუმალთან შუქი ენთო და სულ სათითაოდ
უჩანდა ყავისფერი ჭორფლი და ოფლში აზელილი ჭუჭყის ლაქები
შუბლზე. ობობას ქსელივით აბურდული ნაოჭებით, ლაქებითა და
იარებით დაფარულ, შეშუპებულ და ჩაყვითლებულ სახეზე ეწერა იმ
გამხმარ სხეულში გამომწყვდეული, ალკოჰოლით გაბიჟვინებული
ღვიძლის სნეულება. ეტყობოდა, რომ მუშტებს ნაჩვევი იყო: ჯერ კიდევ
ბავშვობაში და მერე – მოგვიანებით, ჯარში ყოფნის წლებში
დაესახიჩრებინათ ასე.

170
ალდუჩომ ვიწრო შარვალი ამოიცვა და ზოლიანი, ყელამოჭრილი
მაისური შარვალზე გადმოუშვა. სამზარეულოში გავიდა თმის
დასავარცხნად. ონკანის თავზე პატარა სარკე ეკიდა.
სავარცხელი დაასველა და თმის მოწესრიგებას შეუდგა.
ფეხებგაჩაჩხული, ოდნავ მოხრილი იდგა, რადგან სარკე ძალიან დაბლა
იყო მისთვის.
- ეს მუქთამჭამელი ნაგავი… – წამოიწყო დედამისმა, სიბრაზისგან
ფერი არ ედო სახეზე. – მორჩა ეხა, გეყოფა რა! მართლა მომბეზდა.
ამოხვედი რა ყელში, ხო იცი!
- მე კი არა, შენ ამოხვედი ყელში! – დაუცაცხანა დედამ. ალდუჩო,
სარკის წინ დახრილი, აღიღინდა.
- მუშაობით ეს არ მუშაობს… სული რო გაგძვრეს, არ მოგეხმარება!.. –
კაი რა, დედა, რა! – შეაწყვეტინა ალდუჩომ. – მომბეზდა-მეთქი, მორჩი
ეხა!
- მოვჩე? რას მოვჩე! – უკივლა ქალმა. – იმდენს ვიყვირებ, რამდენიც
მომინდება, გაიგე შენა? ამოვიდა ყელში!
- გამატარე რა, წავედი მე! – გაცხარდა ალდუჩო. საგულდაგულოდ
დავარცხნილი, სამზარეულოდან გავარდა და ისედაც დაფეხვილი კარი
მთელი ძალით გაიჯახუნა. დისთვის არც შეუხედავს, რომელიც კიბეზე
მოკუნტულიყო და ქვედაკაბა ტერფებამდე ჩამოეფხატა. პომადიანი
ტუჩები იარასავით აჩნდა გაფითრებულ სახეზე. სწორი, ხეშეში თმა
ბეჭებსა და სახეზე ეყარა.
„ბოზანდარა!“ – გაიფიქრა ალდუჩომ და უხმოდ ჩაუარა დას. მას
მერე, რაც ხილის გამყიდველის, სორა ანიტას ბიჭს გადაეკიდა, მათ ოჯახს
ერთხელ არ დაღამებია მშვიდად. ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ
ვაჟბატონს. თავიდან, რომ დაორსულდა და სახლიდან გააგდეს,
დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა ორივეს ოჯახი წინააღმდეგი იყო.
მერე ბიჭმაც გადაიფიქრა. გოგო ადგა და შუშის ნატეხით ვენები
გადაიჭრა, ძლივს გადაარჩინეს. მაჯებზე ახლაც აჩნდა წითლად
დაბურცული ჭრილობები.

171
ბეგალონეს ლოდინში ალდუჩომ უბანში გაისეირნა. თავსხმას
გადაეღო, გაზაფხულის
საღამოსავით გრილოდა. მალე ბეგალონეც გამოჩნდა. მასაც
გამოეცვალა ტანსაცმელი და
კისერზე დაუდევრად შეეკრა ცხვირსახოცი. საგულდაგულოდ
გადავარცხნილი, ჩალისფერი თმა კინკრიხოზე ბიბილოსავით
შეემაღლებინა და კისერთან მოეზარდა.
- ბეგალ! – დაუძახა ალდუჩომ.
- რამდენი გაქ? – საქმეზე გადავიდა ბეგალონე.
- ოცდაათი ლირა, – უპასუხა ალდუჩომ.
– ავტობუსის ფული გვაქ რა… – ჩაილაპარაკა ბეგალონემ. – მეც ეგრე
მაქ!
- მოიცა, დანარჩენი? – დაეჭვდა ალდუჩო.
– აქაა, აქა, ბიჭო! – ბეგალონემ მხიარულად მიიტყაპუნა ხელი უკანა
ჯიბეზე, სადაც კაჩოტასთვის მოპარული ას ორმოცდაათი ლირა ედო.
- ორი სიგარეტიც მოგვივა, – თქვა ალდუჩომ, როცა ბარს ჩაუარეს.
- ჰა, ალდუ, მიდი! – ბეგალონე ავტობუსისკენ გაიქცა, მაგრამ ვერ
მოასწრეს. ავტობუსმა ჩაიარა. – ეეეე… კარგად მეყოლე!.. – დაიძახა
ბეგალონემ.
- კიდე ჩამოივლის, კაცო! – ხალისიანად გაიზმორა ალდუჩო.
ბეგალონეც მშიერი იყო. მომწვანო სახეზე კიდევ უფრო მკვეთრად
ეტყობოდა წითელი მუწუკები. ზაფხულშიც მკვდრისფერი ედო და
ყოველდდე სიცხე ჰქონდა, რაც ფორლანინის საავადმყოფოდან
გამოწერეს. რამდენიმე წელი იყო, ჭლექი უჭამდა ფილტვებს, აღარაფერი
ეშველებოდა, დიდი-დიდი, კიდევ ერთი წელი ეცოცხლა.
ალდოს გვერდით მიაბიჯებდა და ცარიელ მუცელზე ისვამდა ხელს.
დროდადრო მოიკუნტებოდა და თავისი ოჯახის წევრებს გემრიელად
შეუკურთხებდა: ძმებს, მამას, უბედურ დედასაც, რომელსაც
აექეჩემებინა, ეშმაკი შემიჩნდაო. ერთხელ, შუაღამისას, კივილით
გადმომხტარა საწოლიდან, ეშმაკი გამომეცხადაო. იფიცებოდა, ოთახში

172
შემოძვრა გველის სახით, საწოლის ფეხს დაეხვია, მომაშტერდა,
მომნუსხა და გაშიშვლება მიბრძანაო. ამიტომ აუტეხია კივილი. მთელი
მეორე დღე ასე გაატარა: ან გიჟივით კიოდა, ან ტკივილისაგან შეშლილი
ძუკნა ძაღლივით ყმუოდა და გმინავდა, ხან შვილებს დაეძგ ერებოდა, ხან
მეზობლებს, ნებისმიერს, ვინც ხელში მოხვდებოდა: მიშველეთ,
დამიცავითო! ოღონდ რისგან უნდა დაეცვათ, ეს მხოლოდ თვითონ
იცოდა. მეორე ღამესაც კივილით გააღვიძა ოჯახი, მაგრამ ახლა ეშმაკს
აღარ უჩიოდა: საწოლის კიდეზე ჩაჩოჩებულიყო და გაიძახოდა, მკვდარი
გოგო მეწვა ლოგინშიო. ნამდვილად მკვდარი იყო, საგარეო კაბა და
თეთრი შალის გეტრები ეცვა, თავზე კი ფორთოხლის ყვავილების
გვირგვინი ედგა, როგორც გარდაცვლილ პატარძალსო. საწყალმა
ტირილით შემომჩივლა, ძალიან მოკლე პერანგი ჩამაცვეს, გვირგვინი კი
საფეთქლებზე მიჭერს და თავს მატკიებსო. მკვდარი გოგო იმასაც
დარდობდა თურმე, წირვაში ხშირად არ მომიხსენიებენო, ჩემი პატარა
ბიძაშვილი, აი ის, „ქვეშაფსიას“ რო ვეძახით, საფლავზე იშვიათად
მოდისო! მოკლედ, ქალი ასეთ რამეებს ჰყვებოდა და მისი წივილ-კივილი
ღამღამობით მთელ უბანს აღვიძებდა. იმ გოგოზე ამბობდა, არ ვიცნობო,
მაგრამ მეზობლებს გაუკითხ-გამოუკითხავთ და დაუდგ ენიათ, რომ ის
გარდაცვლილი გოგო რამდენიმე კორპუსის იქით მცხოვრები ოჯახის
ნათესავი უნდა ყოფილიყო. ძალიან ჰგავს ეს მონაყოლი იმ ამბავსო,
ამტკიცებდნენ, ყველაფერი ემთხვევა, ქვეშაფსია ბიძაშვილიც კიო!
პრენესტინაზე ცხოვრობსო. მკვდარ გოგოს ისევ ეშმაკი მოჰყვა, ათასნაირი
ფორმით მოევლინებოდა ხოლმე ქალს: ხან გველის სახე ჰქონდა, ხან
დათვის, ერთხელ მეზობლის ქალის სახითაც კი გამოსცხადებია, ოღონდ
ვეებერთელა ეშვები გამობმოდა თურმე. მოკლედ ეს ეშმაკი თავის ჭკუაზე
დაიარებოდა ბეგალონეს სახლში და მოსვენებას არ აძლევდა უბედურ
დედამისს. ოჯახს გადაუწყვეტია, რამე უნდა ვიღონოთო და ნეაპოლიდან
გამოუძახიათ ასეთ ამბებში დიდად გამოცდილი მოხუცი ნათესავი. ამ
ნათესავს უბრძანებია, პირველ რიგში, ქალის ყველა პირადი ნივთი
გამოხარშეთო! უშველებელი ქვაბი შემოუდგამთ ცეცხლზე და ამ ხარშვა-
დუღილში რამდენიმე დღეში უამრავი გაზიც დაუწვავთ. სადილ-ვახშამიც
აღარ ახსოვდათ ოჯახში: სამი ძმა, ოთხი და და მთელი სამეზობლო იყო
ჩართული კორპუსიდან სატანის გაძევებაში. ბეგალოს დედის ბალიშში

173
ათასნაირი ფორმის დაგორგლილ-დაკოშტილი ბუმბულები უნახავთ:
ზოგს მტრედის
ფორმა ჰქონია, ზოგს – ჯვრის, ზოგსაც – გვირგვინის. ცხადია,
ბალიშებიც სასწრაფოდ გამოუხარშავთ. ათას სხვა მეთოდსაც მიმართეს:
მდუღარე ზეთში კალის ნაჭრებს ჩაყრიდნენ, მერე ამოიღებდნენ, ცივ
წყალში ჩააგდებდნენ და აკვირდებოდნენ, რა ფორმას მიიღებდა ლითონი.
რამდენიმე დღე მხოლოდ ბრახაბრუხი და ფეხების ბაკუნი ისმოდა
სახლში: წრეებს ხაზავდნენ შეპყრობილის გარშემო, რომელიც იჯდა,
მოთქვამდა და ბოდიშებს იხდიდა.
- ერთი ლუკმა პური მაინც მოეცათ ამ უდდღეურებს! – ბრაზობდა
ბეგალო და გამხმარ მუცელზე იჭერდა ხელს.
- ახლა ერთნაირი მშივრები და მათხოვრები ვართ, – გაეცინა
ალდუჩოს და ირონიულმა ღიმილმა დაუმანჭა ლამაზი სახე.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილები, ფეხით გაუყვნენ მონტე დელ
პეკორაროსაკენ.
ისევ ჩამოცხა. არც სიროკო უბერავდა და ჩახუთულიც არ ეთქმოდა,
უბრალოდ ცხელოდა. თბილი ნიავი ეფერებოდა გარეუბნის სახლების
ყვითელ კედლებს, მინდვრებს, გზებს, მანქანებს, ურიკებს, ხალხით
დახუნძლულ ავტობუსებს და რაღაცნაირი, ხალისიანი სიღარიბის ფერით
ღებავდა ზაფხულის საღამოს. ჰაერი დოლისპირივით დაჭიმულიყო.
ამშრალი შარდის ლაქებს დაეფარა ტროტუარები. ნაგვის დახრუკულ,
გამომშრალ გორებს სუნიც აღარ უდიოდა. გაქუცულ ბოსტნებში აქა-იქ
ლობიო მოჩანდა. გარეუბანშიც და ცენტრშიც, აქაც და ტიბურტინოზეც,
უამრავი ხალხი ირეოდა, ხმაურობდა, ყვიროდა, გარბი-გამორბოდა.
შანხაის ღარიბ კვარტლებს ჰგავდა რომის გარეუბნები. ყველაზე
მიგდებულ კუთხე-კუნჭულებშიც კი ხალხი ფუსფუსებდა, ქალის პოვნის
იმედით ახეტებული ბიჭები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ, გზადაგზა
მაღაზიებთან, სახელოსნოებთან ჩერდებოდნენ, გარეთ გამოლაგებულ
მოვაჭრეებს ელაპარაკებოდნენ. ყველგან – ტორდეი სკიავიზე,
პრენესტინაზე, აკუა ბულიკანტეზე, მარანელაზე, მანდრიონეზე, პორტა
ფურბაზე, კუარტიჩოლოზე, კუადრაროზე – იგივე ხდებოდა, რაც
ტიბურტინოზე: დროდადრო შუქნიშნებთან ხალხი გროვდებოდა და

174
მალევე იფანტებოდა ირგვლივ შეფენილი ხმაურიანი ქუჩებისა და
ჩიხების მიმართულებით. ყველგან ადამიანები მოძრაობდნენ: გზებზე,
დანგრეულ ტროტუარებზე, ვეებერთელა გალავნების გასწვრივ. ზოგი
მაღალი კორპუსის სადარბაზოს აფარებდა თავს, ზოგი – ბარაკებს.
შეზარხოშებული, აღგზნებული ახალგაზრდები „ლამბრეტების“,
„დუკატებისა“ და „მონდიალების“ ძრავებს აღმუვლებდნენ, ჟელატინით
გადაზეპილი თმითა და გაღეღილი ტანსაცმლით დაქროდნენ აქეთ-იქით.
ზოგი ისე გამოწკეპილიყო, პიაცა ვიტორიოს მდიდრული ვიტრინიდან
გადმოსულს ჰგავდა. რომში თუ რომის გარეთ ყველგან ხალხი
ფუსფუსებდა: ასობით ათასი სიცოცხლე დუღდა და თუხთუხებდა
კორპუსებში, ბარაკებში, ქოხმახებში. ქალაქის ცენტრშიც იგივე ხდებოდა:
საკმარისი იყო, პეტრეს მოედნის კოლონადიდან ფეხი გამოგედგა, რომ
ყურთასმენა არ იყო: გადაძახილ-გადმოძახილი, ყვირილი, ჩხუბი,
დავიდარაბა, აყალმაყალი კინოების, პიცერიების წინ. გუგუნებდა ვია
დელ ჯელსომინო და ვია დელა კავა, ნაგვით სავსე, დატკეპნილი
ფეხბურთის მოედნები, ჭუყყიანი გაზეთებით გადაპენტილი ბუჩქები, ვია
ფორნაჩი და ჯანიკოლო. გვირაბის იქითაც, რომელშიც მუდამ წყალი
წვეთავდა, იგივე ხდებოდა: პიაცა როვერე სავსე იყო ყელმოღერებული
ტურისტებით, ხელკავგამოდებულები რომ დასეირნობდნენ
მაღალყელიანი ფეხსაცმელებით, განიერ შარვლებს დააფართხუნებდნენ
და ალპურ სიმღერებს გუგუნებდნენ ქოროდ. ტიბრის ჯებირის გასწვრივ
კი, ნაგვის გადავსებულ ურნებს შორის, ვიწრო, კოჭამდე შარვლებსა და
წაწვეტებულ ფეხსაცმელში გამოკვანწული ახალგაზრდები
ჩამწკრივებულიყვნენ და ტურისტების დაცინვით ერთობოდნენ. იმათ,
კიდევ კარგი, ამათი
ერთი სიტყვაც არ ესმოდათ, თორემ, ალბათ, გულიც გაუსკდებოდათ.
ქვემოთ, ტიბრის ნაპირებზე, ჭადრების ხეივნებში და ქვაფენილებზე
კანტიკუნტად დარახრახებდნენ დანჯღრეული ტრამვაები და
ლაწირაკები მოსახვევებში მთელ ხმაზე აბღუვლებდნენ „ლამბრეტებს“,
თითქოს შარს ეძებდნენ. კასტელ სანტ-ანჯელოს ძირში ჩირიოლა
ბრჭყვიალებდა. ვილა ბორგეზედან ვიოლინოების ხმადაბალი წრიპინი
ეფრქვეოდა ვეებერთელა თეატრის მორთულ-მოკაზმულ სცენასავით
აციმციმებულ პიაცა დელ პოპოლოსა და პინჩოს, სადაც

175
თვალებმინაბული ბოზები და მამათმავლები დასეირნობდნენ,
სასიყვარულო სიმღერებს ღიღინებდნენ და თან გზისკენ აპარებდნენ
თვალს მდიდრული მანქანების მოლოდინში. მეორე მხარეს, პონტე
სისტოსკენ, გაბრდღვიალებული, ჭუჭყისგან ჩაშავებული შადრევნის წინ,
ტრასტევერეს უბნის ლაწირაკები ღრიანცელით თამაშობდნენ ფეხბურთს
და ფეხებში ებლანდებოდნენ მოპედზე შემომხტარ, გამოპრანჭულ ბიჭებს,
ჩინეჩიტაში მოხსნილ ბოზებთან ერთად რომ მიიჩქაროდნენ სავახშმოდ.
ტრასტევერეს ჩიხებში ღია ცის ქვეშ გაშლილი რესტორნებიდან
მოგუდული დუდუნი აღწევდა: კაცებისა და ქალების ხმები პიცისა და
ბრუსკეტების ხრაშუნს ერეოდა. პიაცა სანტ-ეჯიდიოზე ან მატონატოზე
ჩვილი ბავშვები ღნაოდნენ, ცოტა უფროსები კი თამაშობდნენ:
დარბოდნენ, ჩხუბობდნენ, ძიძგილაობდნენ – გამხდრები, მსუბუქები, ისე
დაფრიალებდნენ მოედნის ქვაფენილზე, როგორც ქარით აფარფატებული
ქაღალდის ნაფლეთები.
– ალდუ, ჩამო რა, ჩავიდეთ! – გასძახა ბეგალონემ და მოხერხებულად,
მსუბუქად ისკუპა ტრამვაის საფეხურიდან.
ალდუჩო მთელი სხეულით გადაიზნიქა ტრამვაის კიბიდან, რომ
კონტროლიორს უკეთ დაენახა, შუშას ხელი დაარტყა და დაუყვირა:
- კარგად ბძანდებოდე, მახინჯო!
და ქვაფენილზე ისკუპა. კონტროლიორმა ფანჯარაში გადმოყო თავი,
ბილეთების შეკვრა ჩაებღუჯა და მგზავრები ხელებში მისჩერებოდნენ
ბილეთის მოლოდინში.
- ნაბიჭვარო მაიმუნო!
- დამახტი აგერ, შე სირო! – ალდუჩომ მუხლები ოდნავ მოხარა და
ხელები შარვლის უბეზე დაიშვირა.
მზეზე გავარვარებული ვეებრეთელა ღუმელივით წამომართული
კოლოსეუმის თაღებს, ცელიუსისა და ოპიუსის ბორცვებსა და მანქანებით
გადაჭედილ ვია ლაბიკანას ვია დელ იმპეროზე აბრდღვიალებული
პროჟექტორები ანათებდა.
– ეხა რა ვქნათ? – იკითხა ალდუჩომ.
- რავი, გავიაროთ… – გახედა ბეგალონემ.

176
– კაი…
კოლოსეუმისკენ დაუყვნენ, გარს შემოუარეს და კონსტანტინეს
თაღთან გავიდნენ
ჩაბნელებული და გავარვარებული ვიალე დეი ტრიონფის მხარეს,
რომელიც დაღმართში უხვევდა და პალატინოს ბორცვის ნანგრევებსა და
ფიყვებში იკარგებოდა.
ერთმანეთისგან შორიშორს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილები,
მოშვებულები მისეირნობდნენ და ერთ სიმღერას ღიდღინებდნენ, თუმცა
არ ცდილობდნენ, ერთმანეთს აჰყოლოდნენ.
- „შენი კაკუნა ქოშები…“ – ბეგალონემ უცებ შეწყვიტა სიმღერა და
ალდუჩოს გახედა: – აუ, ნახე, რა სახე ქონდა კაჩოტას?
- „შენი კაკუნა ქოშები…“ – გააგრძელა უფრო ხმამაღლა. გარშემო
მხოლოდ ნანგრევები იყო, თავზე კი ქოლგებივით ფიყვები
წამოსდგომოდათ. ალდუჩოს არც უპასუხია, სიმღერით იყო გართული:
ყელმოღერებული, თვალდახუჭული ღიღინებდა.
ვია დეი ჩერკის პაწაწინა, დაბურული, თითქოს მტვრიანი მთვარე
ადგა თავს და უცნაურად ქათქათა შუქით ანათებდა ჩაშავებულ ბუჩქებს,
ნანგრევებს, ნაგვის გროვებს. გამვლელები უნდობლად უყურებდნენ
ერთმანეთს, თითქოს აწუხებდათ მეტისმეტი სინათლე. მხოლოდ დიდი
ცირკის გალავნის ჩაყოლებაზე იყო ჩრდილი. ალდუჩო და ბეგალონე
კედელს მიადგნენ და გადაიხედეს: მთვარის კაშკაშა შუქზე ცირკის
ვეებერთელა ოვალი გაშლილიყო. ნანგრევებს შორის ხალხი
ფუთფუთებდა: ბებრები, ახალგაზრდები, ბიყჭბუჭები. რამდენიმე
ლაწირაკიც კი დაბორიალობდა. სიღრმეში, წრიული ავტობუსის
გაჩერებასთანაც ჩრდილები ფუსფუსებდნენ, შექუჩდებოდნენ და მალევე
იშლებოდნენ.
– აუ, ამათ უყურე რა! – ბეგალონემ უცებ ქალები დაინახა, სიცილი
აუტყდა და პირზე ხელი აიფარა.
ჩაჩოქილები მიყრდნობოდნენ დაბალ კედელს და ისე
ათვალიერებდნენ იქაურობას, თან იცინოდნენ, იფურთხებოდნენ და
ცდილობდნენ, ჩუმად ყოფილიყვნენ, თუმცა ქალებს მაინც არ ესმოდათ

177
მათი ხმა. მერე იფიქრეს, ამ მაიმუნობას, ხომ არ გვეცადა, ამ
ჩასუქებული ძუკნებიდან იქნებ რომელიმეს მოეცა კიდეც, ან, თუ არ
მოგვცემს, მინეტი მაინც დაგვეტყუებინაო. ისე იყვნენ ახურუშებულები,
სამოცდაათი წლის ბებრუხანასაც სიამოვნებით მიატყნავდნენ.
კედელს გადაალაჯეს და სერიოზული სახით მოათვალიერეს
იქაურობა: აკვირდებოდნენ ნანგრევებსა და ჩაშავებულ ბუჩქებს,
რომლებსაც მთვარე უნათებდა კონტურს. გარშემო ჯარისკაცები, ერთი-
ორი უწვერული ლაწირაკი და აქაური ძუკნები ირეოდნენ. ქალები
გაანჩხლებულები უქნევდნენ ერთმანეთს ჩანთებს და წიკვინებდნენ.
– არ არსებობს, ბიჭო… – ბეგალონემ ცხვირი ჩამოუშვა. – ისევ სანტა
კალაზე ჯობია წასვლა… აუ, არადა რა მეტყნაურება… ამათი დედაც! იმას
უყურე, იმას! – ხელი მიაშვირა ვეებერთელა მანქანას, რომელმაც ნელა
ჩაუარათ: – რა ენაღვლება! ეგ დამპალი უნდა იყოს მაგაში გამოჭიმული
ნაშასთან ერთად, თან ფულით გატენილი და ჩვენ აქ ვანძრევდეთ?
ღორები! ამოვიდა რა ყელში! მოიცა, თქვენც დაგენძრევათ, ნაბიჭვრებო…
– უცებ დადუმდა. სახე ბრაზისა და ზიზღისაგან დაღრეჯოდა.
ვია დელ მარეზე გავიდნენ. ვესტას ტაძრის წინ, აღმართში, ბაღები
იყო შეფენილი.
ბეგალონე უცებ შედგა, რაღაცას დააკვირდა:
– შეხე… – ბაღს მისჩერებოდა.
– რა არი? – აოდუჩოს ვერ გადაეწყვიტა, გზა გაეგრძელებინა თუ
დალოდებოდა. ბეგალონე დაიხარა და ხმადაბლა დაუსტვინა.
– რა არი, ბიჭო, არ იტყვი? – უთხრა ალდუჩომ.
– აუუუ… რა მაგარია! – დაიჩურჩულა ბეგალომ. ტაძრის
შესასვლელისკენ იყურებოდა: კიბეზე ქერათმიანი გოგოები
ჩამომსხდარიყვნენ, განიერი ქვედაკაბები წამოეხადათ და შიშველი
ფეხები და მოღეღილი გულისპირიდან გადმოყრილი ძუძუები უჩანდათ.
პირისპირ ისხდნენ, განაბულები, თითქოს ერთმანეთსაც ვერ
ამჩნევდნენ და ბაღს გასცქეროდნენ, რომლის მოვლილი კვლები
ტიბრისკენ ეშვებოდა, ბოკა დელა ვერიტას მოედნამდე, მთვარით

178
განათებულ ძველ ეკლესიამდე. გოგოები ისე ნათლად ჩანდნენ, თითქოს
დღე ყოფილიყო.
ბეგალონე და ალდუჩო ვია დეი ჩერკის ქუჩიდან ამოუყვნენ გზას და
ვითომ სხვათა შორის, ღიღინ-ღიღინით ჩაუარეს ბაღს. ცოტათი გასცდნენ
თუ არა, შეჩერდნენ და ნელ-ნელა უკან დაიხიეს.
გოგოები ადგილიდან არ იძვროდნენ, გეგონებოდა, ამ ხნის
განმავლობაში არც კი ჩაუსუნთქავთო. ბიჭებმა ცოტაც გაიარეს ვია დელ
მარეზე და კუდამოძუებული ძაღლებივით უკან მობრუნდნენ, ბაღის
ჭიშკართან ჩამოდგნენ და ტაძრის კიბეზე ვარდებივით გაფურჩქნილ
გოგოებს მიაჩერდნენ. გოგოები თითქოს ვერც ამჩნევდნენ. ბიჭებმა
საპირისპირო მხარეს, პატარა საყდრისკენ ჩაუხვიეს, რომელიც
ფერდობზე გადიოდა, ბნელი კოლონადა გაიარეს და მთვარით
გაჩახჩახებული ბოკა დელა ვერიტასკენ წაიწიეს.
გოგოებს არც ახლა მიუქცევიათ ყურადღება, უძრავად ისხდნენ
კიბეზე. მაწანწალა ძაღლებივით ამძუვნებული ბიჭები ტაძრის ყვითელ
აქერცლილ კედელთან ჩამოსხდნენ, სადაც სანახევროდ სცემდათ
მთვარის შუქი.
- აუ, ისე გავბდღვნიდი, ძვალსაც არ დავტოვებდი რა… რომელი
გირჩევნია? – ჰკითხა ბეგალონემ. – ქერა თუ წითელთმიანი?
- ორივე, – უპასუხა ალდუჩომ. – კაი კაცო! ყელზე არ დაგადგ ეს! –
გახედა ბეგალონემ. – ან ორივე, ან არც ერთი! – გაიცინა ალდუჩომ. –
ერთი რო დავითრიო, მეორეს ხო ეწყინება.
- ხო, სუ შენ გელოდებიან რა! ვინ იცის, ამათ რამდენს უხდიან, ბიჭო…
– ჩაიბურტყუნა ბეგალონემ.
- ამათი დასაწუნი რა გვაქ? – თამამად გახედა ალდუჩომ.
- ჰა, მივიდეთ? – ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ თქვა ბეგალომ.
– ხო რა, რას ვკარგავთ! – თუმცა ადგილიდან არ იძვროდნენ.
მტვერში ისხდნენ, ხუჭუჭა ქოჩორს და ფეხსაცმლის ჭვინტებს მთვარე
უნათებდათ, ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, მკერდზე
მუხლებმიბჯენილები. როგორც იქნა, გოგოებმაც ამოიღეს ხმა. ერთმა
რაღაც გადაულაპარაკა მეორეს. ბიჭებს გული მოეცათ, ხმას აუწიეს.

179
- მომაწევიე! – თითქმის ყვირილით თქვა ბეგალონემ.
- აჰა, ბოლოა, იცოდე! – ალდუჩომ სიგარეტს მოუკიდა.
– რა არი მერე, ვერ ვიყიდით კიდე?
- კი, ფული თუ გაქ!
– აუ, რა ცხელა… – ხმაურით ამოიხვნეშა ბეგალონემ. – კუც
გაიხდიდა, რო შეეძლოს.
- ბიჭო, დავიწვი-მეთქი, არ გესმის?! – გააგრძელა ცოტა ხნის შემდეგ.
- მერე მე რა გიყო? – გაიკვირვა ალდუჩომ.
– რა და ჩავხტეთ! – ბეგალომ შადრევანს გახედა.
– ვერა ხარ შენ! – გაეცინა ალდუჩოს.
- მართლა გეუნები! – შეხედა ბეგალომ.
- მიდი, რა! – ხმამაღლა გაიცინა ალდუჩომ.
გოგოებსაც გაეცინათ.
- აუ, კაი რა, ალდუ! – დაიყვირა ბეგალონემ.
წამოდგნენ, ჩრდილიდან გამოვიდნენ და ხმაურითა და სიცილით
დაიწყეს გახდა. პერანგები მიწაზე, ჩრდილში დაყარეს. სამსონსა და
აბესალომს ჰგავდნენ მოტკეცილ მაისურებში გამოკვართული, ნახევრად
ტიტველი ტორსებით, თმააბურძგნილები. ნელა შეუდგნენ ვიწრო
შარვლების გახდას, თან ცდილობდნენ, წონასწორობა შეენარჩუნებინათ.
შარვლებიც რომ გაიძრეს, ისევ ჩამოსხდნენ.
- მოიცა, ფეხზეც გავიძრო… – აოდუჩომ ირონიულად, მაგრამ
სიყვარულით დახედა თავის
ახალ ფეხსაცმელს, მერე გაიძრო და შორს მოიქნია. სულ ბოლოს
მაისურებიც გადაიძრეს ბანჯგვლიანი, გაოფლილი ტანიდან და
საცვლების ამარა დარჩნენ.
- ჰა? როგორი ვარ? არა მიშავს? – მკერდი გაბერა ბეგალონემ.
- კი, ძვალი და ტყავი ხარ, – გახედა ალდუჩომ.
- „შენი კაკუნა ქოშები….“ – ისევ წამოიწყო ბეგალონემ და წამოდგა.
მიყრილ-მოყრილი ტანსაცმელი მოაგროვეს, ფუთებივით შეკრეს

180
ქამრებით და დაიიღლიავეს. ცოტა ხანს მთვარის შუქით გაჩახჩახებულ
კიბეზე იდგნენ, მერე კი ხტუნვა-ხტუნვით გაიქცნენ გაზონებისკენ.
ტანსაცმლის ფუთები ბალახზე, ჯაჭვებთან მიყარეს, რომლებითაც
შადრევანი იყო შემოღობილი, შადრევნის კიდეზე აცოცდნენ და ზედ
წამოიმართნენ.
- აუ, უკვე მაკანკალებს, ბიყო, ცივი იქნება… – ბეგალონე მოიკუნტა. –
მიდი, მიდი, ბეგალ, ჩახტი, თბილია! – გაამხნევა ალდუჩომ.
- ხო, თბილი, როგორ არა… სუპივით იქნება! – ბეგალონე ტერფს
ტერფზე უხახუნებდა და მაიმუნივით იმანჭებოდა. ალდუჩომ ხელი ჰკრა
და ტომარასავით ჩაატყეპა წყალში.
- აუ, რა დავასკდი! – ბეგალონემ გალუმპული თავი ამოყო წყლიდან.
- აეხა მე მიყურე! – ალდუჩომ ფეხი იშვირა და წყალში გადაეშვა.
წყალი დგაფუნით გადმოისხა შადრევნიდან და გარშემო მარმარილო
მოწუწა. ბეგალონემ სიმღერა წამოიწყო. მთელ ხმაზე გაჰყვიროდა.
- მოკეტე, ბიჭო, გაგიჟდი? – შეშინდა ალდუჩო. – რო გაიგონ,
დაგინძრევენ, არ იცი?
- გინა, განახო, მკვდარი როგორ ტივტივებს? – ბეგალონე პირქვე
გაწვა, სახე წყალში ჩარგო და ხელ-ფეხი გაშალა. ცოტა ხანს იტივტივა
ასე, მერე ფხუკუნით ამოტრიალდა და სახეზე ჩამოფხატული თმა
გადაიწია.
- არ გამოგდის, შე უბედურო, ხო ხედავ, – გაიცინა ალდუჩომ.
რამდენიმე წუთში ყველაფერი დაასველეს გარშემო: შადრევნის
მარმარილოც, ქვაფენილიც, გაზონებიც.
- მორჩა, ამოვდივარ… – დაიძახა ბეგალონემ. – მეც! – აჰყვა ალდუჩო.
– აქ ჩახჩობას კი არ ვაპირებ.
შადრევნის კიდეზე წამოიმართნენ. სველ საცვლებში ყველაფერი
უჩანდათ. ერთიც ჩახტნენ და მერე დგაფუნით ამოვიდნენ წყლიდან.
- აუ, ამის დედაც… გავიყინე… – ბეგალონე კბილს კბილზე აცემინებდა.
გალუმპულებმა ტანსაცმელი წამოკრიფეს და მოთიბული მდელოსკენ
გაიქცნენ, თან პატარა

181
ბუჩქებს ახტებოდნენ, ერთმანეთს დასდევდნენ, რომ ცოტა
გახურებულიყვნენ. ხტუნვა-ხტუნვით აიარეს სამლოცველოს კიბე,
გოგოებს უკნიდან ჩაუარეს და ჩრდილში შეიმალნენ. ლოყებზე
ხელებს იტყაპუნებდნენ შესახურებლად. გოგოები ალმაცერად,
ამრეზილები გაჰყურებდნენ.
– აქეთ გამო… – თქვა ბეგალონემ. – ნიფხავი არ უნდა გაწურო,
ბიჭყჭო?.. – სიცილით გაიძრეს საცვლები და ღონივრად გაწურეს.
როგორც ყოველთვის ბანაობის შემდეგ, ბეგალონეს გრძნობები მოეძალა:
- „არასდროს ასე… არ მყვარებიხარ… არასდროს…“ – გაწურული
საცვალი კისერზე შემოეგდო და წინდებს იცვამდა. გოგოები წამოდგნენ
და ნელა გაუყვნენ ტიბრისაკენ. ხელში წიგნები ეჭირათ, ფართხუნა,
გრძელი ქვედაკაბები ლამაზად ულივლივებდათ მთვარის ბრდღვიალა
შუქზე. ბეგალონე საფეხურზე ჩამოჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ გოგოები
ისხდნენ. ნახევრად ტიტველს შარვალი ხელში ეჭირა.
– რა კარგები ხართ! – უკნიდან მიაყვირა მიმავალ გოგოებს.
ალდუჩოც, შიშველი, გვერდით მიუჯდა, ხელები პირზე მიიდო
ძაბრივით და გოგოებს გასძახა:
– კოკრებო! – აუ, მოდი რა… – დაამატა მერე სწრაფად, – ჩავიცვათ და
დავეწიოთ… რაც იქნება, იქნება!
გოგოები უკვე მონტე საველოსთან იყვნენ, როცა ალდუჩო და
ბეგალონე წამოეწივნენ. ბიჭებს ტანზე ეკვროდათ სველი ტანსაცმელი.
- ერთი გიყურო, როგორ აბავ ქალს… – ჩაულაპარაკა ბეგალონემ.
გოგოები აუღელვებლად, ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ.
- ვახ, რას გარბიან, ე… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ. ფეხებს ისე
მიათრევდა, თითქოს საშინლად სტკიოდა. – შენ გამოელაპარაკე რა,
მიდი…
- რა ვუთხრა, ბიჭო, ენას ძლივს ვატრიალებ პირში… – ყურები
ჩამოყარა ბეგალომ. – გააჯვი რა… სუ ქალებს არ აბავ? მიდი, ბიჭო, რამე
უთხარი! – შენ თითონ გააჯვი! – დაიჯღანა ბეგალონე.

182
გოგოები მდინარის პირას გავიდნენ, უშველებელ მანქანას
მიუახლოვდნენ და შიგ ჩასხდნენ. ერთ-ერთმა მანქანა დაქოქა და წამში
გაეცალნენ იქაურობას.
ბიჭები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ, ინდაურის გალუმპული
ჭუკებივით. – მათხოვარს გევხარ, შეჩემა… – აღდუჩომ ბეგალოს გახედა
და სიცილი აუტყდა.
- შენ კიდე ციხიდან გამოთრეულს, – უპასუხა ბეგალონემ. – იცი რა…
– დაამატა უცებ, – არ არსებობს, დღეს რამე უნდა ავაგდო…
- ას ორმოცდაათი ლირით ნეტა რას აპირებ! – ალდუჩომ ჯიბეზე
მიარტყა ხელი, სადაც კაჩოტასთვის მოპარული ფული ეგულებოდა.
- წამო, ჩერკიზე ჩავიდეთ, ვითამაშოთ, – თქვა უცებ ბეგალონემ.
– შენ ხო არ გააფრინე! – საფეთქელთან თითი დაიტრიალა ალდუჩომ.
– მერე ტიბურტინომდე ფეხით ვეთრიო, არა?
– რატო რა, ას ორმოცდაათ ლირას ვეღარ ვიშოვით?! – გაცხარდა
უცებ ბეგალონე. – დავიჯერო ას ორმოცდაათ ლირას ვერ ავაცლით
ვინმეს, შეჩემა?
- სად? ეგება შობამდე მოგიწიოს ლოდინი! – უპასუხა ალდუჩომ.
- წადი შენი!.. გინდა, დაგენიძლაო, რო ვიშოვი?
საშოვარზე გამოსული მშიერი მგლებივით დაუყვნენ სანაპიროს
გარიბალდის ხიდისკენ. ვია არენულას მხარეს, ხიდზე, მოკუნტული
ბებერი დაინახეს. იქვე ქუჩის ტუალეტი იდგა. ბეგალონე შევიდა, წყალი
მოსვა, გამოვიდა და ბებერს მიუცუცქდა. ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია.
მერე ჯიბიდან სიგარეტის ნატეხი ამოიღო, მოხუცის თავთან დაიხარა და
თავაზიანად ჰკითხა:
- ხო ვერ მომიკიდებ, ბიძაჩემო? – რამდენიმე წუთში ორმოცდაათი
ლირაც ასწაპნა და გაეცალა.
კიდევ ასი ლირა პონტე სისტოზე იშოვეს: ერთ მოხუცს გამოსტყუეს,
რომელიც იღლიაში ჩანთაამოდებული მიდიოდა. ფული რომ სთხოვეს,
ბებერმა თავიდან ერთი ამბავი ატეხა. ისე

183
აჯაჯღანდა, გული შეგიღონდებოდა. ბეგალონემ მოკლედ მოუჭრა: –
კაი, რა, ბიძაჩემო… რა დაგემართა… დილიდან ლუკმა არ ჩაგვსვლია
პირში!
კაცმა უხმოდ გაუწოდა ასი ლირა, კისერი გიტეხიათო და ბიჭებმაც
სასწრაფოდ ჯუბონარის ქუჩას მიაშურეს, კამპო დეი ფიორისკენ. გზად
კამათობდნენ.
- კაცი ხარ ეხა შენ? – ამბობდა ალდუჩო.
- გააჯვი, ბიჭო! – ბეგალონე შედგა და სამი თითის კომბინაცია
დაანახვა. – შენ იშოვე ფული თუ რა?
- მერე რა? – უპასუხა ალდუჩომ. – ისა, რო ფული მე ვიშოვო და შენ
იტყნაურო? – ნაბიჯს უმატა. – კრეტინო! – დაამატა ცოტა ხანში.
ტრაქტირს ჩაუარეს.
- აუ, დამახტეს ყველა რა… სუ მკიდია… მშია, – და შევიდა. სამ-სამი
სუპლი”( ზეთში
შებრაწული ყველიანი ბრინჯის გუნდები, ტიპური რომაული კერძი.)
აიღეს და წამში გადასანსლეს. გარეთ რომ გამოვიდნენ, უწინდელზე
მეტად შიოდათ. ჯუბონარის ქუჩას გაუყვნენ. ის-ის იყო, კამპო დეი
ფიორიზე უნდა გასულიყვნენ, რომ ალდუჩომ იდაყვი გაჰკრა ბეგალონეს
და თავით რადაც ანიშნა. მათ წინ შუახნის მამაკაცი მიდიოდა ნელი
ნაბიჯით და დროდადრო მრავალმნიშვნელოვნად გამოხედავდა ხოლმე
ბიყებს.
– ეგაა… – ჩაილაპარაკა ბეგალონემ. კაცი ხან აუჩქარებდა ფეხს, ხან
შეანელებდა. კამპო დეი ფიორიზე რომ გავიდა, მარცხნივ გაუხვია,
ბავშვებს ჩაუარა, ნაჭრის ბურთით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ სველ
მოედანზე, ქუჩის ტუალეტის დაკბილული სახურავის ქვეშ წამით
შეჩერდა და ისევ ბიჭებს გამოხედა. ბეგალონემ და ალდუჩომ კარგად
შეათვალიერეს. გამოპრანჭული იყო: ახალი პერანგი და ძვირფასი
სანდლები ეცვა. მერე პიაცა ფარნეზესკენ გაუყვა გზას და ჩაბნელებული
ჩიხით ისევ კამპო დეი ფიორისკენ გამობრუნდა. ასე, წინ და უკან
დადიოდა იმ ბნელ ქუჩებში, როგორც თაგვი, ლაბირინთიდან გამოსვლას
რომ ცდილობს.

184
- ვა, შენ რაღა ჩემი ფეხები გინდა აქ? – ბეგალონემ წინ წადგა ნაბიჯი.
– თუმცა ვიცი, რაც გინდა…
- შენ თვითონ რა გინდა? – რიჩეტომ ჯერ ბეგალონეს გადახედა, მერე
ალდუჩოს.
- მიდი, მიდი, მომიკიდე… – ბეგალონე პირში სიგარეტგაჩრილი
მიუახლოვდა. რიჩეტო არც განძრეულა, ისე გაუწოდა ანთებული
სიგარეტი. მდინარის ჯებირზე შემომჯდარიყო, ცალი ფეხი კედლიდან
გადმოეკიდა, მეორე კი ზევით შეედგა და მუხლი მკერდზე მიებჯინა.
– რა არი, ვინმეს ელოდები? – ახედა ბეგალომ.
-– ველოდები არა ისა… – ჩაიცინა რიჩეტომ.
- რა ნაბიჭვარი ხარ!.. – ჩაილაპარაკა ბეგალომ.
ალდუჩო და უცნობი გალენჩებულები მისჩერებოდნენ.
- ე, იმას, მგონი, ალდუ მოწონს… – ჩაიქირქილა ბეგალომ და თავით
უცნობზე ანიშნა რიჩეტოს. მაგრამ უცნობი ალდუჩოს კი არა, რიჩეტოს
ათვალიერებდა, რომელსაც ეს არ გამოჰპარვია: საგანგებოდ,
გამომწვევად გაშალა ფეხები.
- მე მიყურებ? – ჰკითხა უცნობს.
იმან გაუღიმა:
– ხო… – ცოტა მორცხვად, პრანჭვით.
– ააა… – ჩაილაპარაკა ბეგალონემ, თითქოს ახლა მიხვდა რაღაცასო
და თავაზიანად მიუბრუნდა:
- ეს ჩემი ამხანაგია, გაიცანით…
რიჩეტომ მკერდზე მიდებული მუხლი ჩამოუშვა, კედლიდან
გადმოიხარა და ხელი, რომელიც მუხლზე ჰქონდა შემოხვეული, უცნობს
გაუწოდა. იმან თავაზიანი გოგოს ღიმილით ჩამოართვა:
- სასიამოვნოა… – ისე თბილად და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა,
თითქოს ეუბნებოდა, ამ ნაცნობობის დიდი იმედი მაქვსო და თავიდან
ფეხებამდე ჩაათვალიერა რიჩეტო. ხარბად უყურებდა ფეხებს შორის,
ბედნიერი ჩანდა.

185
- რას მიყურებ? – რიჩეტოს არ გამოჰპარვია უცნობის მზერა.
მამათმავალმა ვითომ უხერხულად, დაბნეულად გაიღიმა, თუმცა
პირზე ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა და ენასაც უცნაურად
აწკლაპუნებდა. ერთი ხელი მკერდზე დაიდო, მეორით კი ნერვიულად
შეისწორა პერანგის საყელო, თითქოს ღამის სინესტემ შეაწუხა ან
მამაკაცთა მზერას არიდებს შიშველ ყელსო, დამორცხვებული ქალივით.
– რა არი, გინდა? – ჰკითხა ბეგალონემ.
– არა… რა მინდა! – აიმრიზა კაცი და ცალი მხარი აიჩეჩა.
ალდუჩო მოთმინებას კარგავდა. თან აღიზიანებდა, რომ ყურადღებას
არავინ აქცევდა.
- ჰა, აღარ გაინძრევით? – თქვა ბოლოს.
- საით გვეპატიჟები? – გაიღრიჭა მამათმავალი.
- აგერ ჩავიდეთ, მდინარეზე… – თქვა ალდუჩომ. ტიბრის ნაპირზე
იყვნენ, სისტოსა და გარიბალდის ხიდებს შორის.
- გადაირიე, ლამაზო? – გაიტყლარმძა კაცი.
– რატო გადავირიე… აქვე ჩავიდეთ, ხიდის ქვეშ… იქ ვიზავთ რა…
– აჰ… არავითარ შემთხვევაში, – თავი გააქნია მამათმავალმა.
- ვითომ რატო? – გაცხარდა ალდუჩო. – მშვენიერი ადგილია! ხუთ
წუთში მოათავებ საქმეს და ეგაა, რა! ვითომ მოსაფსმელად ჩადიხარ, ვინ
გიყურებს! – ალდუჩო ლაპარაკობდა, მამათმავალი კი ოდნავ შეღებული
პირით, ალაპლაპებული თვალებით, ხარბად მისჩერებოდა რიჩეტოს
დაბერილ უბეს. როგორც კი ალდუჩო დადუმდა, თითქოს გონს მოეგოო,
მოჭრით, კატეგორიულად განაცხადა:
- არა, იქ არ ჩამოვალ, – ისევ ტკბილად გაუღიმა და თვალები
დაუნაბა რიჩეტოს.
– ფუ, რას გავხარ, შეჩემა! – უთხრა რიჩეტომ.
ალდუჩო საქმეს დაუბრუნდა:
– აბა რა ვქნათ? ბეგალონემაც მხარი აუბა:

186
– ეი, შენა! ეხა დროს ნუ გვაკარგინებ, გაიგე, შე ტრაკო, შენა! –
მამათმავალი ორმოცდაათი წლის მაინც იქნებოდა, თუმცა აშკარად
ცდილობდა, ოცი წლით ახალგაზრდა გამოჩენილიყო: მოხდენილად
ისწორებდა პერანგის საყელოს ქათამივით მკერდზე.
– კაი, ხო, ჯანდაბას, ჩავიდეთ, – დაეთანხმა ბოლოს.
- ჩავიდეთო და ფეხს არ იცვლი! – გაღიზიანდა ალდუჩო.
სისტოსა და გარიბალდის ხიდებს შორის კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
რიჩეტოს კარგად ახსოვდა, მის პატარაობაში, ომის შემდეგ, რაც ხდებოდა
ამ ადგილზე: ამ ჯებირზე ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებული
პატარა ბიჭები პირველსავე გამვლელს აძლევდნენ, ვინც კი
გადაუხდიდათ. ათასი ჯურის ნაბიჭვარი და მამათმავალი ირეოდა ამ
ადგილზე, მელოტი და თმიანი, ახალგაზრდა და ბებერი. არავის
ერიდებოდნენ, არც ფეხით მოსიარულეს და არც მანქანიანს, იყო ერთი
გადაძახილ-გადმოძახილი:
- ვანდა! ბოლერო! ფეროვერა! მისტანგეტა!
ტრაკის ქნევით დაცუნცულებდნენ და ქალებმა რომ იციან ხოლმე
ერთმანეთის გადაკოცნა გვერდზე გაბზეკილი ტუჩებით, რომ მაკიაჟი არ
გაიფუჭონ, ზუსტად ისე ჰკოცნიდნენ ერთმანეთს. მდინარის ჯებირზე
გადაყუდებული კაცების წინ შეგროვდებოდნენ ხოლმე და ცეკვავდნენ:
ზოგი – ბალეტს, ზოგი – კანკანს, თან მთელი ხმით გაჰკიოდნენ:
– თავისუფლება! თავისუფლება!
ხიდის ქვეშ ჩაიყვანდნენ კლიენტს და იქვე, ნაჩქარევად, ტალახის
გუბეებსა და ნაგვის გროვებს შორის ითავებდნენ საქმეს, ყველა ფეხებზე
ეკიდათ. იშვიათად, როცა პატრულის მანქანა გამოჩნდებოდა,
იკადრებდნენ და შეშინებულები გარბი-გამორბოდნენ, მაგრამ პატრული
ჩაივლიდა თუ არა, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა.
რიჩეტოს არანაირი გეგმა არ ჰქონდა იმ საღამოს, ისე, დროის
გასაყვანად გამოსულიყო. ბავშვობას იხსენებდა.
– აუ, მე წაგიყვანთ კაი ადგილზე! – წამოიძახა უცებ და თითქოს
ხასიათი გამოუკეთდა. ქველმოქმედის გამომეტყველებით გადახედა
ბიჭებს.

187
მამათმავალმა ფართოდ გაიღიმა და წვრილ-წვრილი ნაოჭები
დაეფინა სახეზე. გამარჯვებულმა მიმოიხედა, მოახლე გოგოსავით,
რომელიც რაღაც მანქანებით ჟურნალის ყდაზე აღმოჩნდა
მოშიშვლებული მხრებით. ნაზად გადაიყარა თმა ზურგზე და ოდნავ წინ
გადახრილი, კმაყოფილი აედევნა რიჩეტოს.
44-ე ნომერ ავტობუსს გაჰყვნენ ოტავილას მოედნამდე. რიჩეტოს
პატარაობაში აქ ჯერ კიდევ სოფელი იყო. მარცხნივ, ახალგაყვანილ
გზაზე ჩაუხვიეს. ადრე აქ, მინდვრებს შორის, უზარმაზარ ლერწმებსა და
ჯაგნარში ვიწრო ბილიკი გადიოდა, ახლა კი უშველებელი სახლები
ჩაედგათ და მათი უმრავლესობა უკვე დასახლებულიც იყო.
– აქეთ… – დროდადრო გზას უთითებდა რიჩეტო.
ბოლომდე ჩაუყვნენ ბილიკს. საწყობებიც რომ დამთავრდა, დონა
ოლიმპიასკენ ვიწრო გასასვლელს მიადგნენ. იქვე ძველი სასაუზმე იდგა,
მისი ფანჩატურიანი ეზო ლოთებით იყო გაძეძგილი. სასაუზმეც უკან
მოიტოვეს. ბილიკი ბოლომდე ჭრიდა სახლებით სავსე მინდორს,
რომელზეც სულ რამდენიმე წლის წინ ერთი შენობაც არ იდგა. მის
ბოლოში ახალი გზა იწყებოდა. აქაურობაც ახალაშენებული ან მშენებარე
სახლებით იყო სავსე. აქედან დაღმართი ეშვებოდა მონტე დი
კასადიოსკენ, სადაც რიჩეტო მთელ დღეებს ატარებდა ბავშვობაში.
ციცაბო დაღმართის ძირში მთვარით განათებული ფერობედო
გაშლილიყო. მის ბოლოში,
მოთეთრო ღრუბლების ფონზე, მონტევერდეს სახლების დაკბილული
კონტური, მარჯვნივ კი, მონტე დი კასადიოს იქით, დონა ოლიმპიას
მაღალი სახლების წვერები მოჩანდა.
- მოვედით… – რიჩეტო გაჩერდა. – აქ ჩახვალთ, მარჯვნივ… –
მიუთითა ბუჩქებს შორის გამავალ ბილიკზე, – და გამოქვაბულს
მიადგებით. ეგრევე დაინახავთ. რაც გინდათ, ის ქენით. აქ არავინ არ
გაგიტრაკებთ. მე წავედი.
- მოიცა, სად წახვედი… უნდა დაგვტოვო? – გაიბუტა მამათმავალი.
– სადაც უნა იქ წავა, შენ ვინ გ ტყნავს? – მიუგდო ალდუჩომ. აშკარად
უხაროდა, რომ რიჩეტო მიდიოდა.

188
– მოიცა რა… ესე როგორ შეილება? – მამათმავალს არაფრით არ
ეთმობოდა რიჩეტო. – კაი, ხო… – დანებდა რიჩეტო, – გამოქვაბულამდე
ჩაგაცილებთ.
ჯაგებით დაფარულ ბილიკს ჩაუყვნენ. მიწა სველი იყო, რადგან
გამოქვაბულიდან წყალი ჟონავდა.
– აგე, იქაა… კაცი რიჩეტოს ვერ ელეოდა. მკლავში სწვდა, მორცხვად
გაუღიმა, გაენაზა.
რიჩეტოს გაეცინა. რაც ციხიდან გამოვიდა, არა მარტო
მოსუქებულიყო, ქცევაც შესცვლოდა. თამამი იყო, მოურიდებელი.
- ვა, ეს ვინაა, ე… – გაეცინა. – რა რი, ორი კაცი არ გეყოფა? – ჰკითხა
მხიარულად. – ა-რა… – ბავშვივით გაჭირვეულდა მამათმავალი.
– ე… – გაეღიმა რიჩეტოს. – გართობა გიყვარს, არა? – და საკუთარი
ღირსებისა და
უპირატესობის გრძნობით აღსავსე, თვითკმაყოფილი გაუყვა ბილიკს.
უკან არც მოუხედავს, ისე დაუქნია ხელი ბიყებს.
ბილიკი ოციოდე ნაბიჯით დაღმართში ეშვებოდა და დონა ოლიმპიას
შუაში ადიოდა. ჩამონგრეულ კედელს თუ გადაახტებოდა და გზას
გადაჭრიდა, პირდაპირ „ფრანჩესკის“ სკოლის წინ აღმოჩნდებოდა.
აქაურობა ისევ ნანგრევებით იყო სავსე, თითქოს შენობა ორი დღის წინ
დანგრეულიყო. მაგრამ წვიმით ნარეცხი და მზეზე გახუნებული
ნანგრევები ნაგავს ამოევსო და ამით თუ მიხვდებოდი, რომ იმ ამბის მერე
წლები იყო გასული. რიჩეტო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ათვალიერებდა
არემარეს. ქუჩაზე გადმოყრილი ქვა-დღორდი გზის პირას მიეხვეტათ,
მხოლოდ რამდენიმე აგური ეგდო აქა-იქ. არჩევნების წინ
გამოცოცხლდებოდა ხოლმე ეს ადგილი, ვითომ წამოიწყებდნენ შენობის
აღსადგენ სამუშაოებს, ერთ-ორ აგურს გადადებ-გადმოდებდნენ აქეთ-
იქით და არჩევნები ჩაივლიდა თუ არა, უწინდებურად მიაგდებდნენ
აქაურობას.
რიჩეტომ ყურადღებით მოათვალიერა დანგრეული შენობა. უკანა
ეზოშიც გავიდა, სადაც ოდესღაც ტუალეტები იდგა, მერე წინა ეზოში
შემორჩენილ ხუხულებს დაუარა, რომლებშიც ახლა აღარავინ

189
ცხოვრობდა. აჭედილი ფანჯრების ჩარჩოები წყლით გაჯირჯვებულიყო.
რიჩეტო სინამდვილეში აქაურობის სანახავად წამოუძღვა ბიჭებს დონა
ოლიმპიასკენ. კარგა ხანს იბოდიალა დანგრეული შენობის გარშემო,
სანამ არ აგრილდა. მოიბუზა, პერანგის საყელო წამოიწია და დონა
ოლიმპიას გაუყვა ნელი ნაბიჯით. ამომტვრეულ ტროტუარზე გაზეთების
დაკეტილი ჯიხური იდგა. რამდენიმე ძილმორეული ადამიანი სახლისკენ
მიიჩქაროდა. „კაზე ნოვეს“ შესასვლელში ორი პოლიციელი დაეყენებინათ
დაცვად: გაბეზრებულები, სიცივით მობუზულები, ხან ერთ ადგილას
იდგნენ, ხან აჩრდილებივით დაბორიალებდნენ აქეთ-იქით. ქამარზე
პისტოლეტის ბუდეები უჩანდათ.
რიჩეტო მოგონებებს გამოჰყოლოდა აქ, სინდისი სუფთა ჰქონდა,
ამიტომ არხეინად ჩაუარა ღამის დარაჯებს და გრატაჩელისკენ გაუყვა.
მაღალი შენობები ისე ახლოს იდგა ერთმანეთთან, რომ ვერც კი
გაარჩევდი, სად მთავრდებოდა ერთი და სად იწყებოდა მეორე:
ფანჯრების მწკრივები უწყვეტად გაჭიმულიყო ასობით მეტრზე.
იდეალურად ეხამებოდა ერთმანეთს სადარბაზოების ფანჯრებიც,
რომლებიც ვეებერთელა მართკუთხა ჩარჩოებით ადვილად გამოირჩეოდა
ბინების ფანჯრებისაგან. კორპუსებს შორის კი ფაშისტური
არქიტექტურისთვის ტიპური შიდა ეზოები იშლებოდა. ნაგვით სავსე
მოტკეპნილ მოედნებს ჯერაც ეტყობოდა ბოსტნების კვალი. მაღალი
კორპუსებით შემორტყმული ეზოები ღრმა ჭებს ჰგავდა და ზევით თუ
აიხედავდი, როგორც ძაბრის ყელში, ისე მოჩანდა შენობებს შორის
გამომწყვდეული ცის ნაკუწი. შიდა ეზოებში ნახევრად ბნელი,
გვირაბივით შესასვლელები შედიოდა, რომლებითაც ღამით არავინ
სარგებლობდა. თუ ვინმე მაინც შევიდოდა იქ ღამით, სწრაფი ნაბიჯით
მიდიოდა, თითქმის გარბოდა, რომ რაც შეიძლება, მალე ედურთა თავი
რომელიმე სადარბაზოში და თავისი ბინისკენ აჰყოლოდა გრძელ,
მტვრისა და შმორის სუნით აყროლებულ კიბეს.
რიჩეტომ სათითაოდ მოიარა ის ჩაბნელებული ეზოები იმის იმედით,
რომ ვინმეს შეხვდებოდა და გამოელაპარაკებოდა. როგორც იქნა, ვია
ოძანამის ქუჩის რკინის კიბეზე ბიჭის ლანდს მოჰკრა თვალი. „ე… ამას,
მგონი, ვიცნობ…“ – გაიფიქრა და მიაშურა. წითური, ჭორფლიანი ბიჭი

190
იყო, წარბების ნაცვლადაც ორი ჟღალი ბუჩქი ეჯდა. საგულდაგულოდ
გადაევარცხნა თმა ცალ მხარეს. რიჩეტო დააკვირდა, დააცადა, რომ
მიახლოებოდა. ბიჭი მიხვდა, რომ ვიღაც უყურებდა, შედგა, ცოტა
დაიძაბა.
- შენა… ჩვენ ხო ვიცნობთ ერთმანეთს? – გასძახა რიჩეტომ და ხელი
გაუწოდა.
- რავი, ხოო? – ბიჭი დააკვირდა.
- მოიცა, ანიოლო არა ხარ, შეჩემა? – ჰკითხა რიჩეტომ.
– ხო… – ჩაილაპარაკა ბიჭმა.
– ხოდა, რიჩეტო ვარ, ბიჭო! – გაუხარდა რიჩეტოს.
– ვა… – გაიოცა ანიოლომ.
- შენა, როგორა ხარ, რა ხდება შენკენ? – ხალისით ჩაეკითხა რიჩეტო.
– რავი, ვარ რა… – ანიოლოს ეტყობოდა, რომ საშინლად ეძინებოდა.
- ჰა, რამე მითხარი, ბიყო… – არ ეშვებოდა რიჩეტო, ლაპარაკის
საღერღელი აშლოდა.
– რავი აბა… არც არაფერი… ეხა მოვდივარ სამუშაოდან. ძაან
მეძინება…
- რას შვები, ისევ ბარში მუშაობ?
– ხო…
- სხვები? ობერდანი, ძამბუ, ბრუნო, ლუპეტო?
- რავი არიან რა… მუშაობენ ეგენიც.
-– როკო და ალვარო?
- ვინ ალვარო?
- ფურჩინიტი, ბიჭო, თავგასა.
- ააა… – თავი მოიქექა ანიოლომ.
მოკლედ მოუყვა, როკო, რაც რიზანოში გადავიდა, იმის მერე აღარ
მინახავსო. ალვაროს კიდევ ცუდად წაუვიდა საქმეო. შარშან მარტში,
წვიმდა ერთხელ, ალვარო ტესტაჩოზე იყო ბარში, ვიღაც ბიჭებთან

191
ერთად ბილიარდს თამაშობდაო. მოკლედ, იმ ბარში ათასი ჯიბგირი
იკრიბებოდა, პატრონიც ეგ ეთი იყო, ერთი მელოტი გასიებული,
კისერგაბანჯგვლული ნაგავი, ნერონივით სიფათითო. ნაქურდალ
საქონელს იბარებდაო. იმ დღეს ორშაბათი იყო, ყველას ჰქონდა რაღაცა
ნაშოვნი, ჰოდა, იმ ბარში ეყარნენ და ხარჯავდნენ, როგორც
ყოველთვისო.
მთელი დღე იმ ნესტიან ოთახში ყოფნა რომ მობეზრებიათ, რომში
გასეირნება
გადაუწყვეტიათ. პიაცა დელ პოპოლოსთან ერთი ძველი,
დანჯღრეული „აპრილია“ დაუნახავთ, „ისე იდგა, საცოდაობა იყო იმის იქ
დატოვებაო“. მოსაპარი შიგნით არაფერი ყოფილა, მაგრამ გასართობად
გამოადგებოდათ, მერე სადმე მივაგდებთო, გადაუწყვეტიათ. იქამდე
გვარიანად დაელიათ ტესტაჩოზე, მერე ესპანეთის მოედანზე და
ბაბუინის ქუჩაზეც დაემატებინათ. ჰოდა, გიჟებივით დაქროდნენ თურმე
აქეთ-იქით იმ მოპარული მანქანით. თან გზადაგზა სვამდნენ. ბოლოს
მთლად გალეშილები, შეშლილებივით დააქროლებდნენ მანქანას რომის
ქუჩებში. ნავონას მოედანზე შევარდნილან, მერე ჩერკიზე გადასულან,
არქეოლოგიური ნანგრევებიც მოუშლიგინიათ. ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ თურმე საჭესთან, ას ოცით, ას ოცდაათით დაქროდნენ
სველ ქუჩებში. პოლიციაც ასდევნებიათ მოტოციკლეტებით, მაგრამ ამათ
ანაგრაფესა და ჯუდიას მოედნის ჩიხებით მოუხერხებიათ გაძრომა და
დასხლტომიან. მერე ისევ ნავონაზე დაბრუნებულან, გიჟივით
ურტყამდნენ წრეებსო. ბავშვის ეტლსაც დასჯახებიან და ჰაერში
აუსვრიათ, კიდევ კარგი, ბავშვი შიგ არ იწვა, დედამისს სჭერია ხელშიო.
ვიღაცამ მიალანძღა თურმე ქუჩაში, ამათ გაუჩერებიათ და თავ-პირი
დაუჟეჟავთ იმ უბედურისთვის, მერე დასისხლიანებული იქვე მიუგდიათ,
ისევ მანქანაში ჩამხტარან და გადარეულებივით გაქროლებულან
გოვერნო ვეკიოსა და ბორგო პანიგოს ქუჩებით. სანაპიროზე პონტე
მილვიოსკენ წასულან, საზღვაო საქმეთა სამინისტროს შენობასთან
ვიღაც ქალისთვის ჩანთა გამოუგლეჯიათ ხელიდან, მერე კი ხიდის
გავლით ბორგო პიოზე და იქიდან – წმინდა პეტრეს მოედანზე

192
გავარდნილან. იქაც უბზრიალიათ მანქანით, ბოლოს კი ისევ ტესტაჩოზე
გასულან და კონიაკის ყლურწვა გაუგრძელებიათ.
მოსაღამოებულზე ქალაქგარეთ გასეირნება მონდომებიათ თურმე,
ჩამხტარან ისევ იმ „აპრილიაში“ და სან-ჯოვანისკენ, იქიდან კი ვია
აპიათი წასულან. გზად რომელიღაცა სოფლის ტრაქტირში ნახევარი
ლიტრი ღვინოც დაუმატებიათ. შეღამებულზე ვიღაცის ეზოს მისდგომიან,
შეპარულან, ძაღლი რევოლვერით მოუკლავთ და ოციოდე ქათამი
მოუპარავთ. ქათმები მანქანაში ჩაუყრიათ და გიჟებივით გაუქროლებიათ
მანქანა ისევ რომისკენ. ვია აპიაზე, რომიდან ოცდაათ კილომეტრში,
სატვირთო მანქანას შესკდომიან უკნიდან. „აპრილია“ ჯართის გროვად
ქცეულა: სისხლიანი ცომივით იყო შეზელილი ერთმანეთში ბიჭების
სხეულები და ქათმის ბუმბულებიო. ერთადერთი, ალვარო გადარჩენილა,
მაგრამ ცალი ხელი დაუკარგავს და დაბრმავებულა.
ამას რომ უყვებოდა, ანიოლოს ამცივნებდა, ალბათ,
დაღლილობისგან, სახეზე ფერი არ ედო და შურით აპარებდა თვალს
გამვლელებისკენ, რომლებიც სახლებში ბრუნდებოდნენ და უხმაუროდ,
მოკუნტულები უჩინარდებოდნენ ბნელ სადარბაზოებში.
- კაი, წავედი, თორე მამაჩემი აჯაჯღანდება… – გაიზმორა ბოლოს.
- კაი… გნახავ აბა… – რიჩეტოს აშკარად გული სწყდებოდა, არ
უნდოდა გამომშვიდობება, მაგრამ არ იმჩნევდა.
- კაი, რიჩე, აბა შენ იცი, წავედი… – ანიოლომ ხელი ჩამოართვა და
კიბეზე გაუჩინარდა, რომლის შესასვლელშიც მკრთალი სინათლე
ბჟუტავდა.
რიჩეტომ ჩაფიქრებულმა გადაჭრა ეზო და დონა ოლიმპიაზე გავიდა.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა, სტვენით ჩაუარა პოლიციელებს, მონტე
კასადიო გაიარა და თეთრი ხიდისკენ გაუყვა გზას, რომლის ძირშიც
ფერობედო გაშლილიყო. აღარაფერი ესაქმებოდა აქ.
ნაბიჯს უმატა, თუმცა სტვენა არ შეუწყვეტია. ერთი სული ჰქონდა,
ხიდი გადაევლო და ტრამვაიში ჩამჯდარიყო. ეძინებოდა.
ფერობედო მარჯვნივ გაფენილიყო და ზედ შაქრის ქათქათა, სქელი,
ფაფუკი მტვერივით ეფინა მთვარის შუქი. ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო

193
ირგვლივ, რომ სადღაც შორიდან ღამის დარაჯის ხმადაბალი ღიღინი
აღწევდა. ბოლოში, შემაღლებულზე, ჩაბნელებული გორაკების იქით,
ახალი მონტევერდეს ვეებერთელა რკალს უკნიდან ანათებდა მთვარე.
ღრუბლის ქულები თეთრი ფაიფურის ბურთულებივით შეგორებულიყო
აქა-იქ კრიალა ცაზე. რაც სკოლის შენობა ჩამოინგრა, იმ დღის შემდეგ
რიჩეტოს აქეთ აღარ გამოუხედავს, ყველაფერი ეუცხოებოდა, ძლივს
ცნობდა აქაურობას.
დასუფთავებული, მოწესრიგებული ფერობედო სარკესავით
პრიალებდა: მაღალი საკვამურები ცამდე აშვერილიყო, მოედნებზე
ლამაზად დაწყობილი ლითონის მილები და რელსები მთვარის შუქზე
ლაპლაპებდა. შავი ნაგებობების სიმეტრიული მწკრივები მოწითალო,
ერთნაირი სახურავებით ისეთი მოვლილი და კოხტა ჩანდა ზევიდან, ვერ
გაიგებდი, საცეკვაო დარბაზები იყო თუ ქარხნის საწყობები.
ლითონის ბადეც კი, რომელიც ქარხნის ეზოს ჯაგებიანი
ფერდობისაგან ყოფდა, ახალთახალი იყო, ერთ ნარღვევსაც ვერ
უპოვიდი. მხოლოდ დარაჯის ყოფილი ხუხულა იყო ძველი და
ძუნძგლიანი მთელ ამ ტერიტორიაზე. ყველა აქ ისაქმებდა, ვინც კი
ახლოს ჩაივლიდა. ერთადერთი ეს ჯიხური ეშინაურა რიჩეტოს: ზუსტად
ისეთივე იყო, როგორიც მის ბავშვობაში, ომისშემდგომ წლებში.
ბეგალონე და ალდუჩო ჯიბეებში ხელებჩაწყობილები, შარვლიდან
ამოჩაჩული პერანგებით მიაბიჯებდნენ კამპო დეი ფიორისკენ. აღარც
მღეროდნენ და აღარც ერთმანეთს ეღლაბუცებოდნენ.
- რას ამეკიდე! – დაუბღვირა ალდუჩომ.
– რაო? – ბეგალონე მობრუნდა და გაცოფებულმა ხელი მიაშვირა
ალდუჩოს. – რა აგეკიდე, ბიჭო, მარტო შენ მიეცი თუ რა იმ პიდარასტს?
- ეგ რა შუაშია, იმას მე მოვწონდი!
- კაი კაცო ერთი! – ბეგალონემ გზა განაგრძო. – კრეტინო, – დაამატა
ბოლოს და თავზე მიიკაკუნა.
- კაი, ხო, ის კი არ მითქვია, მარტო მე მინდა-მეთქი, – თქვა
ალდუჩომ. – კენჭი ვყაროთ-მეთქი, გეუნები.

194
ასე, კამათითა და ჯუჯღუნით მივიდნენ კამპო დეი ფიორიმდე.
ქვაფენილი ახალი გარეცხილი იყო, თუმცა აქა-იქ მაინც ეყარა
ბოსტნეულის ნარჩენები. უბნის ლაწირაკებიც ისევ აგორავებდნენ ნაჭრის
ბურთს მოედანზე. მოედნის ბოლოში ჩაბნელებული ჩიხი შედიოდა, ვია
დელი კაპელარი, დამპალი ხის კარებით, დაბრეცილი ფანჯრებითა და
თაღებით, შარდით ჩაყვითლებული, აყროლებული ქვაფენილით.
მონჯორეული, მბჟუტავი ლამპიონის ქვეშ
ბეგალონემ მონეტა ამოიღო ჯიბიდან, ოსტატურად დააბზრიალა
თითებში და ჰაერში ააგდო.
მონეტამ ბინძურ ქვაფენილზე დაიწკარუნა და საკანალიზაციო ჭისკენ
გაგორდა. ბეგალონე და ალდუჩო გაეკიდნენ, თან ერთმანეთს
მუჯლუგუნებით იშორებდნენ და პერანგებში ექაჩებოდნენ, ორივე
ცდილობდა, პირველს დაეხედა.
- მოვიგე! – დაიძახა ალდუჩომ, გაიფხორა და ჩიხში შეაბიჯა.
ბეგალო უკან მიჰყვა. ქვაფენილს, რომელიც თავლის აქოთებულ
იატაკს უფრო ჰგავდა, ერთ-ერთი სახლის ტურტლიან კედელში გაჭრილი
პაწაწინა ფანჯრიდან გამოსული მბჟუტავი შუქი ანათებდა. ამ კედელზე
კარს ვერც შეამჩნევდა ადამიანი, მწვანედ რომ არ ყოფილიყო შეღებილი.
შეღებულ კარში თეთრფილებიანი დერეფანი მოჩანდა. ასეთი ფილები
იყო ხოლმე პანსიონებში, სადაც საათობრივად აქირავებდნენ ოთახებს.
ერთი სართული აიარეს. მარცხნივ კიბე გრძელდებოდა და ზედ
დაძენძილი ხალიჩა ეფინა, ჭერი თეთრად იყო შეღებილი. მარჯვნივ კი,
შეღებული კარის იქით, მოზრდილი ოთახი ჩანდა. ოთახის შუაგულში
დიასახლისის მაგიდა იდგა.
ოთახში ვერავინ დაინახეს და ის-ის იყო, კიბეს აუყვნენ, რომ უკნიდან
ქალის გამკივანი ხმა მოესმათ.
- ლაწირაკებო! – პანსიონის დიასახლისი ზღურბლზე გამომდგარიყო
და ისე ჩხაოდა, გულს გაგიხეთქავდა. – ამ წუნკლებს უყურე! თქვენი
სახლი ხო არა გგონიათ აქ, ნაბიჭვარო მათხოვრებო!
კვამლით გაბუღული ოთახის სიღრმიდან ხმაური და სიცილი-კისკისი
მოისმა. კიბეზე კლიენტები გამოლაგდნენ სასეიროდ.

195
ბეგალონემ და ალდუჩომ კიბე უკან ჩამოირბინეს და ღიმილით
აეტუზნენ ქალს წინ, რომელმაც ზურგი აქციათ, ოთახში შებრუნდა და
თავის მაგიდასთან მოკალათდა. მასაც და მის მოახლე გოგოსაც საქმიანი
გამომეტყველება ჰქონდათ სახეზე.
- ეს დებილები… – ბუზღუნებდა. უცებ გაიჯგიმა და სცადა,
გამართული იტალიურით დაელაპარაკა, მაღალი საზოგადოების
ქალივით. – რას ფიქრობდით ნეტა, უფულოდ აპირებდით აქ შემოსვლას?
გაგიჟდება ადამიანი!
- სინიორა, შეგვეშალა… – სცადა ქალის დამშვიდება ბეგალონემ.
- რა შეგეშალათ, ვის ატყუებ შენა! – დაუჯაჯღანა ქალმა და
გაცოფებულმა მიაშვირა ხელი ბეგალონეს. მივიწყებოდა სწორი
იტალიური და ტრასტევერეს ჟარგონზე უქცევდა, თუმცა თავად
ფროზინონედან გახლდათ. ბიჭებმა სასწრაფოდ ამოიღეს პირადობის
მოწმობები, ქალს გაუწოდეს და მისაღებში შეაბიჯეს. იქიდან კი
კლიენტებით სავსე ოთახში შევიდნენ. კაცები კედლებთან ჩამწკრივებულ
ტახტებზე ჩამომსხდარიყვნენ და, სიცხისა და უჰაერობისგან
კიბორჩხალებივით გაწითლებულები, უხმოდ ეწეოდნენ.
ოთახის შუაგულში უზურგო სკამზე ბებერი სიცილიელი ქალი
წამოსკუპებულიყო, თეძოებზე გამჭვირვალე პიტნისფერი ქსოვილი
შემოეხვია და პომადით გათხიპნილ ტუჩებში სიგარეტი გაერჭო.
გარშემომყოფები მდუმარედ მისჩერებოდნენ ჭიპამდე
ძუძუებჩამოწლაწულ ქალს, ის კი თავხედურად, გამომწვევად უყურებდა
კაცებს თვალებში და აქეთ-იქით უშვებდა კვამლის ქულებს.
ოთახში შევიდა თუ არა, ალდუჩო მაშინვე წინ აესვეტა ქალს, სხვა
კლიენტებს ზურგი შეაქცია და თავით ანიშნა:
- წამო!
„ამას უყურე, რა დღეშია… – გაიფიქრა ბეგალონემ და დივანზე
ჩამოჯდა. – ეს ხალხი ამდენი ხანია ელოდება, ეს შემოდის და ეგრევე
ოთახში მიათრევს ქალს!“ ალდუჩომ ამასობაში ოთახიდან გაიყვანა ბოზი.
ხალიჩიან კიბეს აუყვნენ. ბეგალონე სანახევროდ იჯდა ტახტის კიდეზე და
უხმოდ აბოლებდა. გვერდით ორი ჟღალთმიანი ჩრდილოელი სამხედრო

196
ეჯდა. გასუსულები, ისეთი მოწიწებით ისხდნენ, თითქოს ბორდელში კი
არა, ეკლესიაში ყოფილიყვნენ. „აუ, ეგ როდის ჩამოვა უკან… – ფიქრობდა
ბეგალონე. – ერთი ჩემთვის არ გადაუხდია შემდეგზე, მაგას ვაჩვენებ, მაგ
ნაბიჭვარს…“ – ხარბად მოქაჩა ბოლო რამდენიმე ნაფაზი, სანამ თითები
არ დაეწვა. ნამწვი ძირს დააგდო, ფეხით გასრისა და ქუსლით ტახტის
ქვეშ შეაგდო.
ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის: დიასახლისი მსახურ
გოგოს ცოფავდა. ისე ჩხაოდა, გეგონებოდა, ყელს ფატრავენო, ვერ
გაარჩევდი, რას ყვიროდა.
- კაი, მოკეტე, ქოფაკო! – დაუძახა კუთხეში მიმჯდარი
ახალგაზრდებიდან რომელიდაცამ. ქალი სწრაფად მიტრიალდა, მაგრამ
ვერ მიხვდა, ვინ იყო. ასე იცოდნენ ხოლმე ბიყებმა: რაღაცას
დაუძახებდნენ, მაგრამ წამში ჩვეულებრივ გამომეტყველებას
მიიღებდნენ და კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რომელი იყო.
ქალმა ჯაჯღანი განაგრძო. ცოტა ხანში ორი გოგო ჩამოვიდა კიბეზე.
ერთი ცარიელ სკამზე ჩამოჯდა, რომელზეც წეღან სიცილიელი ქალი
იჯდა, მეორე კი ერთ ყმაწვილს ჩაუსკუპდა კალთაში. გოგოები ისეთი
სათნო გამომეტყველებით ისხდნენ, გეგონებოდა, ეს წუთია, ეზიარნენო.
სამხედროები წამოდგნენ და ქალებს მიუახლოვდნენ. ახალგაზრდები
ხორხოცებდნენ, ჩახუთულ ოთახში კვამლის, ოფლისა და დაუბანელი
ფეხების სიმყრალე იდგა.
უცებ ზედა სართულიდან ყურთასმენის წამღები სიცილი მოისმა და
კლიენტების აყალმაყალი, დიასახლისის ჯაჯღანი და გოგოების წრიპინი
გადაფარა. თავიდან ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ
სიცილი არ წყდებოდა. ოთახში მყოფებმა ნელ-ნელა მიაყურადეს.
დიასახლისმა რამდენჯერმე დაძაბული მზერით ახედა კიბეს, თუმცა,
სანამ ფულის თვლას არ მორჩა, არ განძრეულა. მერე ფული ზარდახშაში
შეინახა, მოახლეს ისევ დაჰკივლა რადაც და კიბისკენ წავიდა. გოგოებიც
ჩაჩუმდნენ და აედევნენ. ფარშევანგის ბოლოსავით მიათრევდნენ იატაკზე
გამჭვირვალე მოსასხამებს, რომლის ქვეშაც ფერუმარილისა და ხრაკის
სუნით აყროლებული ქონები უდანდალებდათ. კლიენტები

197
წამოიშალნენ და კიბეზე გამოეფინენ, ერთმანეთს აწვებოდნენ,
ცდილობდნენ, დაენახათ, რა
ხდებოდა ზევით. ყველაზე ბოლოს ბეგალონე იდგა და
კისერწაგრძელებული ცდილობდა, რამე დაენახა.
კიბეზე ქალი ჩამოდიოდა და მჭახე ხმით იცინოდა. თავი ჯერ არ
უჩანდა, დროდადრო ჩერდებოდა და უკან იხედებოდა, მერე წინ
გადაიხრებოდა და გულის წასვლამდე, თუმცა აშკარად ხელოვნურად
ხარხარებდა. მისი ხმა, ალბათ, ქუჩაშიც ისმოდა. შეისვენებდა, მერე ისევ
თავიდან, უფრო ხმამაღლა იწყებდა, გეგონებოდა, ხმის ჩაწყვეტა
განუზრახავსო. როგორც იქნა, სახე გამოუჩნდა. გაშტერებული ხალხის
წინ იდგა და სიცილს განაგრძობდა. ბორდელის პატრონი, ბოზები და
კაცები პირდაფჩენილები მისჩერებოდნენ ქვემოდან.
- ქალო, რა გაცინებს, არ იტყვი, რო დაგიღია ეგ პირი? – დაუყვირა
ერთმა ბიჭმა.
ქალმა ზევიდან გადმოხედა კაცებს და ისევ გადაიკისკისა. – მე
გაცინებდი კარგად! – ასძახა ერთმა. ქალმა ზევით აიხედა და ვიღაცას
ასძახა:
- ჰა ეხა, დროზე, რა არი ამდენი ხანი, დედიკო ხო არ გინდა, რო
ჩაგაცვას? – კიბეზე აოდუჩო გამოჩნდა. თავჩახრილი ჩამოდიოდა და
ქამარში ნახვრეტს ეძებდა, რომ შარვალი შეეკრა.
– გოგლიმოგლი ხო არ გაგიკეთო, ბიჭი? – ხარხარებდა ქალი.
- წადი შენი… – ჩაუბურტყუნა ალდუჩომ, როგორც იქნა, ნახვრეტი
იპოვა და ქამარი წელზე შემოიჭირა.
ქალი ნელა ჩამოდიოდა და ცალი ხელით კედელს ეყრდნობოდა, რომ
გულიანად ეცინა. ბიჭი თითქოს მის ზურგს უკან ცდილობდა დამალვას.
მოსეირეები ჩუმად ხითხითებდნენ:
- რა მოხდა, ასეთი ამბავი რო ატეხე?..
მაგრამ ქალი არ ჩქარობდა.
- რა ვიცი, გიჟივით კი დამეტაკე და… – ეუბნებოდა ალდუჩოს და
სიტყვასა და სიტყვას შორის ბჟირდებოდა. – მერე ვერაფერიც ვეღარ

198
ქენი! ჰა, ჰა, ჰა!!! – გადაფიჩინდა ისევ.
- რა მოხდა მერე… დღეს არა ვარ კარგად! – თავი იმართლასავით
ალდუჩომ ჩუმად, რომ ქალის გარდა არავის გაეგო. კიბე რომ
ჩამოათავეს, ქალმა კარის ზღურბლზე შეგროვილები გასწი-გამოსწია და
ისტერიული სიცილით შევიდა ოთახში. ალდუჩომ კი ელვის სისწრაფით,
ისე, რომ სახეში არავისთვის შეუხედავს, გამწარებულმა ჩაირბინა კიბე
და ქუჩაში გავარდა. ბეგალონემ ნაჩქარევად მიუყარა ფული
დიასახლისს, რომელიც უკვე კივილს აპირებდა და ალდუჩოს გაეკიდა.
- ტერმინიმდე რო ფეხით უნდა ვიაროთ, ხვდები, ხო? – შეწუხებულმა
უთხრა ალდუჩოს,
როგორც კი წამოეწია და ბორდელს საკმაო მანძილზე გასცილდნენ.
- სუ მკიდია! – დაუღრინა ალდუჩომ. დაბოღმილი მიდიოდა,
კუდამოძუებული მშიერი მგელივით, ბეგალოს ზედაც არ უყურებდა. ვია
დეი კაპელარიზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ნესტიან კედლებს შორის
მიაბიჯებდნენ, ფანჯრებიდან ჩაშავებული სარეცხი იყო გადმოფენილი.
ქუჩა ისეთი ვიწრო იყო, რომ ფანჯრიდან ადამიანი მოპირდაპირე სახლის
კედელს გადასწვდებოდა. უკუნი სიბნელე იდგა გარშემო.
– ფუ… ბიჭო, რამეში არ ჩავდგა ფეხი… სახეში რო შემაფსას ვინმემ,
ვერც დავინახავ… – ბეგალო ხელის ცეცებით მიუყვებოდა კედელს და
დაძაბული ძირს იყურებოდა. უცებ სიცილი აუტყდა.
- რა ჩემი ფეხები გაცინებს? – მიუტრიალდა ალდუჩო. ბეგალონე
ნელა მიაბიჯებდა გაზუნზლულ ქვაფენილზე და თავისთვის იცინოდა.
- იცინე, იცინე… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ.
უხმოდ გადაჭრეს კამპო დეი ფიორი, ლარგო აჯენტინაც გაიარეს და
ვია ნაციონალეთი აუყვნენ რკინიგზის სადგურისკენ. ნახევარი საათი
მიდიოდნენ სწრაფი ნაბიჯით, წამითაც არ შეუსვენიათ.
- აქა? – იკითხა ალდუჩომ, სადგურს რომ მიადგნენ.
- ცოტა იქით ჯობია… – ბეგალოს სახეზე ფერი აღარ ედო
დაღლილობისგან. ცოტაც წაიწიეს წინ და ყაზარმის წინ ცხრა ნომერ
ტრამვაის ჩამოეკიდნენ. ბეგალონე კარგ ხასიათზე იყო. ცალი ხელით

199
ტრამვაიზე ჩამოკონწიალებულმა ისევ შემოსძახა თავისი „კაკუნა
ქოშები“. თუ გამვლელები გაოცებით გააყოლებდნენ თვალს, პასუხს არ
აყოვნებდა:
- რას მომაშტერდი? – გასძახებდა. ან: – რა არი, რა ლენჩივით
მიყურებ, შეჩემა, ტრამვაიზე დაკიდებული კაცი არ გინახავს? ან კიდევ:
რა არი, შენ ხო არ მასესხებდი ბილეთის ფულს? – თუ ქალი შერჩებოდა
ხელში: – ხო-ხო-ხო, რა კარგი ხარ! – და უფრო ხმამაღლა ამღერდებოდა.
- მორჩი ეხა… – გადაულაპარაკა ალდუჩომ, როცა ერთ-ერთ
გაჩერებაზე ჩამოხტნენ დასასვენებლად. – რა ამბავში ხარ, ბარემ
პოლიციას გააგებინე, რო მოვიდნენ და წაგათრიონ. მიდი, დაუძახე და
უთხარი, ორი ნაბიჭვარი კიდია ცხრა ნომერზეო!
- არ მკიდია? ჩემ სახს ციხე თუ არ ჯობდეს! – ბეგალონემ ისკუპა და
ისევ ჩამოეკიდა ვაგონს.
ვერანოზე უკვე აენთოთ სინათლეები. ასობით პაწაწინა ნათურა
ჭიატობდა გალავნის მიღმა, ბნელ კვიპაროსებში. პორტონაჩო, ტერმინის
ესტაკადის იქით ბოლო გაჩერება, ჩამკვდარიყო: რამდენიმე ტრამვაი და
ავტობუსი უძრავად იდგა. სევდიანად მოჩანდა მათი მუქი კონტური
ბნელი ცისა და შორს მბჟუტავი სინათლეების ფონზე. დაკეტილი კიოსკის
წინ, გაჩერებაზე, 309 ნომერი ავტობუსი იდგა. გარშემო სულიერი არ
ჭაჭანებდა.
- რამდენი დამჩა ნეტა… – ბეგალონემ ჯიბე მოიქექა და ხურდა მუჭში
გადმოიყარა. –
ორმოცდათხუთმეტი ლირაა… ოცდაათი გზაზე და ოცითაც კამფეტს
ვიყიდით, არა, ალდუ?
- კაი… – ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ალდუჩომ. შიმშილით კვდებოდა,
კანფეტი სულ არ ეხალისებოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ბეგალონემ
კანფეტი იყიდა თითქმის ცარიელ დახლთან.
- ჰა, ჭამე… – უთხრა ალდუჩოს და პირთან მიუტანა შოკოლადი.
ალდუჩომ უხალისოდ მოკბიჩა.
- მიდი, კიდე… – აღარ მინდა… – ალდუჩო აიმრიზა და თავი
გაატრიალა.

200
– კი ბატონო! – ბეგალონემ გემრიელად ჩაკბიჩა შოკოლადი. – სუ მე
დამჩება! – იღეჭებოდა და პირგამოტენილი იცინოდა.
– იცინე ხო, იცინე… – მოშხამულმა ჩაილაპარაკა ალდუჩომ.
- წავედით? – იკითხა ბეგალონემ, როგორც კი ღეჭვას მორჩა.
მხიარულად შეახტა საფეხურს. ალდუჩო უხმოდ ავიდა ნახევრად
ცარიელ ავტობუსში. ფეხები უკან რჩებოდა, ჯიბიდან ხელები არც
ამოუღია. ბეგალონემ ჩარლსტონის სტვენით მიაშურა კონტროლიორს:
– ორი ბილეთი, ბიძაჩემო! – მესმის… რა გაღრიალებს! – ჩაილაპარაკა
იმან და ნელა მოახია გორგალს ორი ბილეთი.
ავტობუსში ათიოდე ადამიანი იჯდა: ერთი ბრმა გოგო, ვიღაც ტიპთან
ერთად, რომელიც ცოტათი კავურს ჩამოჰგავდა, ორი მუსიკოსი შავ
ტილოში შეფუთული ინსტრუმენტებით, კარაბინერების ბრიგადირი,
ორი-სამი მუშა და რამდენიმე ბიჭი, რომლებიც კინოდან ბრუნდებოდნენ.
ბეგალო და ალდუჩო წინა სკამებზე გადაითხლაშნენ. ალდუჩო ხმას არ
იღებდა, ამიტომ ბეგალონე ისევ აღიღინდა. მძღოლი ფეხზე იდგა და
კონტროლიორს ებაასებოდა. ქვევით, გალავნის გადაღმა, ვერანოს
სასაფლაოს ნათურები ციმციმებდა. უცებ ამ ღარიბი ხალხის სუნით სავსე
ნაღვლიან სიჩუმეში ქერა ბიჭი ამოვიდა. შვიდი თაობის ნაშიმშილარი
სახე ჰქონდა, გაქუცული კუბოკრული პიჯაკი ეცვა. ყურადღება არავის
მიუქცევია. ბიჭი გასასვლელში დადგა, ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა და
სიმღერა დაიწყო. მგზავრებმა გამოხედეს. ბიჭმა ხმას აუწია. ცხვირში
მღეროდა, მაგრამ გარკვევით წარმოთქვამდა სიტყვებს:
- გამიფრინდი! გამიფრინდი! გამიფრინდიიიი!
ბეგალონე და ალდუჩო ალმაცერად გაჰყურებდნენ ბიყს.
მგზავრებიდან ზოგი იცინოდა, ზოგი პირდაღებული მისჩერებოდა
მომღერალს, ზოგი კი უხერხულად ცდილობდა, თვალი აერიდებინა
მისთვის და ფანჯრიდან იყურებოდა.
- გაგვიფრინდი, სანამ ავტობუსი დაძრულა, თორე დაგენძრევა… –
წაუღიღინა ბეგალონემ. ალდოს თითქოს არც ესმოდა იმ საცოდავის
სიმღერა, ფიქრებში წასულიყო. ბიჭმა სიმღერა

201
დაამთავრა და სამარისებურ სიჩუმეში სათითაოდ ჩამოუარა
მგზავრებს ფულის სათხოვნელად. ბეგალონემ ქველმოქმედის
გამომეტყველებით დააქნია თავი, უკანასკნელი ხუთი ლირა ამოიღო
ჯიბიდან და ინდაურივით გაფხორილმა გაუწოდა ბიჭს, რომელიც უხმოდ
ჩავიდა ავტობუსიდან.
– იშოვა, ხო იცი, ფული… – ჩაიცინა ბეგალონემ, თან გულში იმ ხუთ
ლირას მისტიროდა.
- გამიფრინდი… გამიფრინდი… – მიამღერა უკან, თუმცა ბიჭი უკვე
შორს იყო. – ჯანდაბაშიც გაფრენილხარ! – დააყოლა და ალდუჩოს
ცხვირთან მიუტანა ჩაყვითლებული სახე. ალდუჩომ ისეთი უთავაზა
ნიკაპში იდაყვი, რომ ბეგალონე კეფით მიასკდა საზურგ ეს. გაცოფებულმა
შეხედა ამხანაგს, ერთი იფიქრა, თავ-პირს დავულეწავო, მაგრამ ალდო
დუმდა და ბეგალონეს უცებ გაუარა ბრაზმა.
ამ დროს მძღოლი ავტობუსში ამოიზლაზნა, მაგრამ იმის ნაცვლად,
რომ დაექოქა, სკამის საზურგეს მიაწვა, იუდასავით შავი სახე მკერდში
ჩარგო, ხელები კალთაში ჩაიწყო და გაისუსა, თითქოს ჩაეძინაო.
მგზავრები აჩოჩქოლდნენ.
- შენა, შავტუხ, რა არი, აქ უნა გაგვათენებიო? მძღოლს ხმა არ
გაუცია.
- გაგვიფრინდი, გაგვიფრინდი… – წააშველა ბეგალონემაც, უფრო
ხმამაღლა. მგზავრები მოცოცხლდნენ, ახმაურდნენ, მსოფლიო პოლიტიკა
და ომებიც გარიეს საქმეში და როცა ყველამ მოიოხა გული, მძღოლს
სიცოცხლის ნიშნები დაეტყო: ნელა მოჰკიდა ხელი მუხრუშყს, საჭეს,
ავტობუსი ათუხთუხდა, აძაგძაგდა და ნელა, ჯაყჯაყით დაუყვა ცარიელი,
ჩაბნელებული ტიბურტინოს ქვაფენილს.
- კაი, ალდუ, წავედი… – უთხრა ბეგალონემ, როცა სახლს მიადგნენ
და ნახევრად ჩამონგრეულ კიბეს მიაშურა.
- კარგად… – ამოღერღა ალდუჩომაც და სახლისკენ გაუყვა ცარიელ
გზას. თუმცა იქაურობა ხალხით სავსეც რომ ყოფილიყო, ალდუჩო ახლა
ვერავის შეამჩნევდა. ლამპიონების მიმქრალი შუქი აქა-იქ ანათებდა
ამომტვრეულ ასფალტს, უსასრულოდ ჩამწკრივებული, ერთნაირი

202
სახლების ჩაყვითლებულ კედლებსა და დატკეპნილი მიწის ეზოებს.
ალდუჩოს ბავშვების ჯგუფმა ჩაუქროლა. რაღაცას უკრავდნენ: ერთს
დოლი ეჭირა ხელში, მეორეს – აკორდეონი, მესამეს – დაირა. წამში
გაუჩინარდნენ კორპუსებს შორის და ის სამბასავით მელოდიაც თან
წაიყოლეს: მუსიკის ხმა ნელ-ნელა გაიშალა და მკვდარი ქალაქის
კედლებში მოხეტიალე, შორეულ, მონოტონურ ბგერებად იქცა.
საიდანღაც ლოთი გამობოდიალდა, სახე ისე ასწითლებოდა, თითქოს
ცეცხლი უკიდიაო, თავზე ჭუჭყიანი ბერეტი ჩამოეფხატა და ნაწყვეტ-
ნაწყვეტ უსტვენდა. ვიღაცას ეძახდა, ალბათ, საყვარელს, სანამ მისი
ქმარი ხვრინავდა.
საიდანღაც ბიჭების საუბარი ისმოდა. ჩუმად ლაპარაკობდნენ, მაგრამ
ღამის სიჩუმეში მაინც მკაფიოდ ისმოდა მათი ხმა. ეზოებში გაბმული
სარეცხის თოკებისთვის ორკაპი საბჯენები შეედგათ: ვეებერთელა,
ჰაერში აშვერილი ჩანგლების რიგს ჰგავდა სიბნელეში.
ალდუჩოს ბინის კარი შეღებული იყო. ოთახში შუქი ენთო.
შუაგულში, სკამზე, მისი და იჯდა, დედამისი არეულ-დარეული
სამზარეულოს ბოლოში იდგა და გოგოს უყვიროდა. ნიჟარა ჭუჭყიანი
თეფშებით, ზუნზლიანი იატაკი კი ნაგვით იყო სავსე. სველ მაგიდაზე
პურის ნამდენიმე ნატეხი, გასარეცხი ჯამი და დანა ეგდო. საძინებლის
კარიც შეღებული იყო და ბნელში ალდოს მამა მოჩანდა: ნახევრად
ჩაცმული, ფეხებგაჩაჩხული იჯდა დიდ საწოლზე, სადაც ცოლ-ქმარს
უმცროს გოგონასთან ერთად ეძინა. უფროსები იატაკზე დაყრილ
ლეიბებზე წვებოდნენ. მეორე ოთახი, სადაც რიჩეტოს ოჯახი ცხოვრობდა,
დაკეტილი იყო.
– თავს მოვიკლავ! თავს მოვიკლავ! – ყვიროდა ალდუჩოს და და
გამხდარ ხელებს კრუნჩხვიანივით იჭერდა თავზე.
- ამინ… – ჩაილაპარაკა ალდუჩომ ისე, რომ თვალებში არავისთვის
შეუხედავს და თავისი საწოლისკენ წავიდა, რომელიც საძინებელი
ოთახის კედელთან იდგა. გოგო სკამიდან წამოხტა და კარისკენ გავარდა.
- მოიცა! – ალდუჩომ წელზე მოხვია ხელი და ისეთი ძალით უბიძგა,
რომ გოგო იატაკზე დაენარცხა.

203
არც განძრეულა, იქ ეგდო, აყირავებულ სკამსა და მაგიდას შორის, და
უცრემლოდ ტიროდა, უფრო სწორად, ბრაზისგან ღმუოდა და სველ
იატაკზე იგრიხებოდა.
- კარი დაკეტე, – უთხრა დედამ ალდუჩოს.
– შენ თითონ დაკეტე! – დაუღრინა ბიჭმა. პურის ნატეხს დასწვდა და
პირისკენ გააქანა.
- შე უდღეურო! – ქალი ცდილობდა, ხმადაბლა ეყვირა, რომ
მეზობლებს არ გაეგოთ და ეს ჩახშული ბრაზი კიდევ უფრო ბოღმით
ახრჩობდა. ისევ ისე იყო, როგორც დილით: გაღეღილი ხალათიდან
გაოფლილი ძუძუები უჩანდა. კარს ეცა დასაკეტად, უცნაურად
მიათრევდა შიშველ ფეხებს სველ ფილებზე.
- ეს დამპალი, უსაქმური მუქთამჭამელი! – ღმუოდა ქალი. იატაკზე
დაგრეხილი გოგო კი რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემდა და კვნესოდა:
- ღმერთო… ღმერთო…
ალდუჩომ გაჭირვებით გადაყლაპა ლუკმა და ონკანთან მივიდა, რომ
წყალი დაელია. მამამისი ბარბაცით წამოდგა, შარვალი გაეხადა, მუშის
პერანგი კი ისევ ზედ ეცვა. სასმელისაგან თვალები დაბინდვოდა,
აჩეჩილი, გაოფლილი თმა შუბლზე მიწებებოდა. ერთ ადგილას გაჩერდა,
თითქოს დაავიწყდა, რის გაკეთებას აპირებდა. ხელს სწევდა, ხან პირზე
მიიდებდა, ხან მკერდზე, თითქოს რადაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებს
და ვერ ახერხებსო. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, რომ აზრის
გამოხატვას ვერ შეძლებდა და სირბილით გაექანა საწოლისკენ. ალდუჩო
გარეთ გავიდა, საქმე მოითავა: ბინებში ტუალეტები არ ჰქონდათ. უკან
დაბრუნებულს დედა გადაეღობა:
- მთელი დღე სადღაც დაეთრევaი… ჭამ, სვამ… ლირა არ მოგიტანია
სახლში, შე ნაგავო, არასდროს!
- დე, ყელში ამოვიდა, იცოდე! ათასჯერ გითხარი უკვე! გეყოფა ეხა! –
დაიყვირა ალდუჩომ და პირში პურის ნატეხი ჩაიდო.
- ვერ ეღირსები ჩემ გაჩუმებას! – ქალმა ორივე ხელით გადაიწია
კისერზე და სახეზე მიკრული ოფლიანი თმა. – ხმაც აღარ ამოვიღო არა,
შე დამპალო ჯიბგირო! იცოდე, დიდხანს მოგიწევს ჩემი მოსმენა!

204
ალდუჩომ მოთმინება დაკარგა, პურის ლუკმა გადმოაფურთხა და
აღრიალდა:
– აჰა, აიღე! – მაგიდას მუშტი დაარტყა, ჯამი და დანა იატაკზე
გადმოყარა და საძინებლისკენ გატრიალდა.
– ეს ავიღო ხო? – გამოენთო ქალი. – გგონია, ეს მეყოფა? – გააჯვი! –
დაუღრიალა ალდუჩომ. – მე კი არა, შენ გააჯვი აქედან, შე მეტრაკე
ნაგავო შენა! ეგა ხარ ზუსტად! – იწივლა ქალმა.
ალდუჩოს თვალთ დაუბნელდა. მოტრიალდა და მაგიდიდან
გადმოვარდნილ დანას დასწვდა, რომელიც მის ფეხებთან ეგდო ქუყყიან
იატაკზე.

205
8. კუზიანი დედაბერი
„…ვია ჯულიას კუზიანი დედაბერი
დაგასობს კლანჭებს…“
ჯ. ჯ. ბელი
კვირადღე იყო. დილა გადასულიყო. სან-ბაზილიოსკენ მიმავალი
ავტობუსიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა: ტიბურტინოდან პონტე
მამოლომდე ავტობუსი არ აჩერებდა და ლურჯი ცის ფონზე,
სანაპიროდან ტივოლის ნისლიან მთებამდე, ხეების, გორაკების, ხიდების,
ფაბრიკებისა და სახლების მკრთალი კონტურები ლამაზ სოფლურ
პეიზაჟს ერთვოდა.
ავტობუსი ღრჭიალითა და რახრახით მიქროდა ტიბურტინოზე. აქა-იქ
ფეხით ან ველოსიპედით მიმავალი, სადღესასწაულოდ გამოპრანჭული
ბიჭები ან ჯგუფ-ჯგუფად მოსეირნე გოგოები მოჩანდნენ. ნაწვიმარი ჰაერი
ისეთი კრიალა იყო, თითქოს პეიზაჟს ლაქი გადაუსვეს და აალაპლაპესო.
ლერწმებითა და ჯაგნარით დაფარული ანიენეც კი კრიალებდა, ლამაზ
რკალად უხვევდა და ქვევით, მონტე საკროსკენ იშლებოდა.
ავტობუსის ფანჯრიდან ორი კარაბინერი ტკბებოდა ამ ლამაზი
ხედით. შავტუხა, ჩოჩარელი თუ სალერნოელი ბიჭები იყვნენ, ოფლი
წურწურით ჩამოსდიოდათ. ზაფხულის ფორმები ბოლომდე გადაეღეღათ
გულზე, მკლავებზეც დაეხსნათ ღილები, ბერეტები კი ხელში ჩაებღუჯათ
და გამოსწორებული ქუჩის ბიჭის გამომეტყველებით, ცოტა
გაბეზრებულები და გაღიზიანებულებიც ჩანდნენ: ვიღაც ნაბიჭვარი
ლაწირაკის დამწვრობის გამო უნდა ეწვალათ ამდენი. როგორც კი
ავტობუსმა ანიენეს ხიდი გაიარა, ქლორის ქარხანას გაუსწორდა და
ძველი სასაუზმის წინ გაჩერდა, ბიჭები აუჩქარებლად ჩამოვიდნენ,
შუბლზე ოფლი შეიმშრალეს და ფეხით შეუდგნენ კაზალ დეი პაცის
ქუჩას, რომელიც სასაუზმესთან იწყებოდა და მწველი მზის გულზე,
ჰორიზონტამდე გრძელდებოდა. იქ, ბოლოში, არაბული ქალაქის

206
ქონგურებივით მოჩანდა პონტე მამოლოს გარშემო ფერდობებზე
შეფანტული პაწაწინა თეთრი სახლები.
კარაბინერები ნელა დაადგნენ სიცხისგან დარბილებულ ასფალტს,
გზასაყართან ვია სელმის გაუყვნენ და უბანში შევიდნენ. მაგრამ ვისაც
ეძებდნენ, სახლში არ დაუხვდათ. ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში
კედლების ნაცვლად ფარდები ეკიდა და წყლის ონკანთან ქალები
ჩხუბობდნენ. ვერც ეზოში მოთამაშე ბიჭებს შორის მიაგნეს იმას, ვისაც
ეძებდნენ. სულ ტყუილად გამოევლოთ ფეხით ამხელა გზა! რა იცოდნენ,
რომ როცა ავტობუსმა ანიენეს ხიდზე გადაუხვია, ქვევით რომ ჩაეხედათ
და მდინარის მოსახვევთან მობანავე ბიჭებს დაკვირვებოდნენ,
დაინახავდნენ, ვისაც ეძებდნენ…
ბიჭები სწორედ იქ იყვნენ, ლერწმებითა და ჯაგნარით დაფარულ იმ
ნაპირზე, ციცაბო ფერდობად რომ ეშვებოდა წყლამდე. მარიუჩო ჯერ
სულ პაწაწინა იყო, სკოლაშიც კი არ
დადიოდა. ჩაცუცქული იჩიჩქნებოდა ქვიშაში ჯოხით, ჭიანჭველებს
აკვირდებოდა. ბორგო უხმოდ მისჩერებოდა, ჯენეზიო კი თავისთვის,
მიწაზე წამოკოტრიალებული, პაპიროსს
აბოლებდა. მათი ძაღლიც, ფიდო, იქვე, ნაპირზე წამომჯდარიყო, წინა
ორი თათი გაჭიმული დაებჯინა მიწაზე, შიგადაშიგ უკანა თათს
წამოსწევდა, გვერდზე გადაიხრებოდა და იღლიას იფხანდა. მერე
გასწორდებოდა და არემარეს მოათვალიერებდა, ან შორს ჰორიზონტს
აკვირდებოდა, მდინარის მოსახვევს, ტიბურტინოს ქუჩის სახლებს.
დროდადრო კი თავის პატარა პატრონებს გახედავდა იმედიანად.
უცებ ძაღლმა იდილია დაარღვია: წამოხტა და მარიუჩოს ქუსლების
ყნოსვა დაიწყო.
- ფიდო, ჩემთან! – დაუძახა ჯენეზიომ, მოქუფრულმა. ძაღლმა
მიაშურა. ბიჭმა ხელში აიყვანა, მუხლებს შორის ჩაისვა, მოეფერა.
ცხოველი გაიტრუნა, დაანება, თვალები დაჭუტა ნეტარებით, თითქოს
ჩათვლიმა კიდეც. ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა: ჯენეზიო გულკეთილი
ბიჭი იყო, მაგრამ სითბოსა და სიყვარულს ვერ ავლენდა, გულში
ინახავდა ყველაფერს და რაც შეიძლებოდა, ნაკლებს ლაპარაკობდა, რომ

207
გრძნობები არ გაემჟღავნებინა. პატარა ძმები ყოველთვის
ემორჩილებოდნენ და უჯერებდნენ ჯენეს, მაგრამ იმიტომ არა, რომ მისი
ეშინოდათ. ხანდახან დასცინოდნენ კიდეც უფროს ძმას. ლეკვს ბიჭის
კალთაში ეყვინთებოდა. იმ დილას ოთხივე უძილო იყო. გამხმარ ბალახსა
და დაბრტყელებულ ლერწმებზე ჯერ კიდევ ჩანდა მათი სხეულების
კვალი. ღამე აქ გაეტარებინათ, ბაჭიებივით ბუჩქებში შემალულებს. არ
ნანობდნენ, რომ სახლიდან გამოიქცნენ. პირიქით, ძალიან კმაყოფილები
იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ჯენეზიო ნამდვილად, თუმცა ხმას არ
იღებდა, სანამ პატარები ჭიანყველებით ერთობოდნენ.
უცებ წამოდგა:
- წავედით.
ბავშვებს არც უკითხავთ, სად ან რატომო. როგორც ყოველთვის,
ბორგო და მარიუჩო ცნობისმოყვარე, მოლოდინით სავსე სახეებით
წამოდგნენ. ლეკვი ხალისიანად აქიცინებდა კუდს, აქეთ-იქით დარბოდა
ენაგადმოგდებული, ყეფდა. ჯენეზიოს ერთი ადგილი ეგულებოდა აქვე
ახლოს. ანიენეს ქვიან, ჯაგებიან ნაპირს გაუყვნენ. გზადაგზა ლერწმებს
ახტებოდნენ. მეთევზეების სასაუზმემდე მივიდნენ. აგურის ძველი ხიდი
გადაიარეს და მეორე ნაპირს უკან გამოუყვნენ გამხმარ ბუჩქებს შორის
ჩამავალი ბილიკით. ცოტა ხანში ზუსტად იმ ადგილის მოპირდაპირე
მხარეს აღმოჩნდნენ, სადაც წეღან იდგნენ. ხიდის ქვეშ ისევ იჯდა
წუხანდელი ბებერი ლოთი და მღეროდა:
– თავისუფლება… თავისუფლება…
ხიდის იქით გადახრუკული, მომკილი ყანები მოჩანდა. კაციშვილი არ
ჭაჭანებდა. ცოტა ხანში ხმაური მოისმა და ფერდობის ძირში, წყლის
პირას, აჩიჩქნილ, შლამიან ნაპირზე რამდენიმე მობანავე გამოჩნდა.
ალბათ, მაშინ თუ მოვიდნენ, სანამ ბიჭები და ძაღლი მდინარის მეორე
ნაპირზე გადავიდოდნენ.
ჰაერი ჯერ კიდევ სუფთა იყო, თუმცა უკვე ნელ-ნელა ეპარებოდა
აშმორებული ხვატი. მობანავეები ფეხებგაფარჩხულები იწვნენ მტვერში,
ლაპარაკობდნენ, თან დროდადრო გვერდს

208
იცვლიდნენ და მათი ხმები მკვეთრად ისმოდა სიჩუმეში. ამ დროს
ტიბურტინოზე მანქანები თითქმის არ მოძრაობდა და ქარხანაც
გაჩერებული იყო.
მობანავეებიდან ერთ-ერთი კაჩოტა იყო.
– ეხ… – ამბობდა გულდაწყვეტით, როცა ჯენეზიო და მისი ძმები
ნაპირს მიუახლოვდნენ. – ნეტა შარშან მცოდნოდა ეს სიმღერა…
ძინძელო გამხმარ სხეულს ისაპნავდა და თან მღეროდა. ძაღლები
აღარ ახლდა. მთელი ძალით გაჰყვიროდა სიმღერის სიტყვებს:
- ციხეში ვზივარ, დედა მომიკვდა…
– რატო უნა გცოდნოდა შარშან ეს სიმღერა? – დაინტერესდა
ალდუჩო. თვალები ჩასწითლებოდა.
– რატო? რატო და იმიტო რო შარშან „პორტა პორტეზეში“ ვიჯექი და
იქ ვიმღერებდი ხოლმე! – ეუფ! კაი ერთი! – ჩაიცინა ალდუჩომ.
– ეე… არ იცი, როგორ გამისწორდებოდა, ეს სიმღერა რო მაშინ
მცოდნოდა! – კაჩოტა გულდაწყვეტილი და ცოტა გულაჩუყებული ჩანდა.
– ეხ… საღამოს ძილის წინ ხო ვიმღერებდი ხოლმე, ბიჭო! – და მთელი
გრძნობით აჰყვა ძინძელოს. ორივე უაზროდ, თავისთვის გაჰყვიროდა,
თუმცა განცდით წარმოთქვამდნენ სიტყვებს, ძინძელო ბუჩქებიდან,
კაჩოტა კი – ძუნძგლიანი ნაპირიდან.
- შენ, მგონი, ბევრი არ მოგხვედრია იქ! – უთხრა ბეგალონემ. –
ციხეში… – რას იზამ… – სიმღერა შეწყვიტა და მრავალმნიშვნელოვნად
ჩაილაპარაკა კაჩოტამ.
– ფუ, ამის… – ჩაიბურტყუნა ჯენეზიომ. ციცაბო ფერდობის კიდეზე
იჯდა. მარიუჩო და ბორგო გაოცებულები მიაჩერდნენ. აქამდე არასოდეს
სმენოდათ მისგან ცუდი სიტყვები.
- დედას რო გაეგო… – ჩუმად თქვა მარიუჩომ და ძმას გახედა, – რას
გიზავდა!..
ჯენეზიომ ცარიელი თვალებით გახედა და ისევ ტიბურტინოელ ბიყებს
მიაჩერდა. ჯენეზიოს, ბორგოსა და მარიუჩოს დედა მარკელი იყო, კაცმა
არ იცის, როგორ და რანაირად გაიცნო ის ანდრიელი კალატოზი, ცოლად

209
რომ გაჰყვა. ქმარი დილა-საღამოს ურტყამდა საცოდავს, პირუტყვული
ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ზრდილობიანი შვილების გაზრდა მისთვის
მთავარი იყო. ასე ეუბნებოდა ხოლმე მეზობლებს, როცა ქმარი არ სცემდა
და ცოტა ხნით სიმშვიდე დაისადგურებდა სახლში. ახლა იჯდა ალბათ და
გამწარებული მოთქვამდა ბავშვებისა და ლეკვის გაქრობის გამო. თანაც,
კარაბინერები დასდგომოდნენ თავზე და რატომღაც მის შვილებს
ეძებდნენ. ბიჭები მართლა ძალიან ჰგავდნენ დედას, გარეგნულადაც და
ხასიათითაც, მაგრამ იქ, მდინარის ნაპირზე, დედაზე ფიქრისთვის არ
ეცალათ.
- ბორგო, მიდი რა… – გასძახა ბეგალონემ, – შენ იმღერე!
- არ ვიცი ეგ სიმღერა! – მოიდუშა ბიჭი.
- იტყუება! – წამოიძახა მარიუჩომ. – იცის!
ბეგალონე გაბრაზდა, წამოდგა და კეფაში წაუთაქა ბიჭს.
- არ გამაბრაზო, იცოდე… – და მუქარით ჩააჩერდა: – იმღერე, თორე
გცემ! ბორგო გაიბუსხა და თავჩაქინდრულმა დაიწყო სიმღერა.
ალდომ ისარგებლა იმით, რომ არავინ უყურებდა და განმარტოვდა.
თითქოს წაძინებას აპირებდა: წინა საღამოს წვიმით გადარეცხილ და
მზისგან გამომშრალ ბალახზე პირქვე გაწვა და თავი მკლავებში ჩარგო.
სანამ ბორგო მღეროდა, ჯენეზიო წამოდგა და უხმოდ ჩავიდა
ნაპირთან. მარიუჩო და ლეკვი უკან აედევნენ. ქვიან ციცაბო დაღმართზე
ფეხი უცურავდათ და ხელებს იშველიებდნენ.
ჯენეზიო წყალთან გაჩერდა და დაფიქრებულმა გახედა მდინარეს,
მეორე ნაპირზე ქლორის ქარხნის გალავანს, იქიდან ჩამონადენ თეთრ
ნაკადს. მარიუჩო და ფიდო, ჩაცუცქულები, მოწიწებით მისჩერებოდნენ.
ჯენეზიომ აუჩქარებლად დაიწყო გახდა. ყველაფერი გაიძრო: მტვრისა
და ოფლისაგან გამხმარი შარვალი, პერანგი, ვარდისფერი შიდა მაისური,
წინდები, ფეხსაცმელი. იდგა ასე, თითქმის შიშველი, გამხდარი, ზურგზე
გამოშვერილი ბეჭის ძვლებით.
მთლად არ გატიტვლებულა, ტომარასავით ნიფხავი ეცვა.
– დაიჭი… – გაუწოდა მარიუჩოს დაგორგოლავებული და ქამრით
საგულდაგულოდ შეკრული ტანსაცმელი. – არა, მოიცა… – უცებ ქამარი

210
შემოხსნა, ტანსაცმელი გაშალა, შარვლის ჯიბე მოქექა და სიგარეტის
ნატეხი ამოიღო. მოუკიდა და საიდანღაც სავარცხელიც ამოაძვრინა.
ეწეოდა, თან ნელა, გულდასმით ივარცხნიდა და მარიუჩოს ეკითხებოდა,
სწორად ჰქონდა თუ არა გაყოფილი. ბოლოს ტალღასავით გადმოიტარა
შავი ხვეული თმა გარუჯულ, პრიალა შუბლზე, ისევ ძმას გადაულოცა
ტანსაცმელი და გამოაცხადა:
- დღეს იქით გადავცურავ.
მარიუჩომ შეხედა, მიხვდა, რომ სერიოზული რამ ხდებოდა და
აჭყივლდა:
– ბორგო! ბორგო!
ბორგომ აჩქარებით ჩაარაკრაკა სიმღერის ბოლო სიტყვები და
ფერდობზე გადმოდგა. ხმას არ იღებდა.
– ბორგო! – მარიუჩო აღგზნებული, მხიარული იყო. – დღეს ჯენე
მდინარეს გადაცურავს!
ბორგოს არც ამაზე უთქვამს რამე, დამჯდარი, სრიალით ჩამოჰყვა
ფერდობს.
– რა არი, ჯენე, უნა გადაცურო? – მიადგა ძმას.
- ხო-მეთქი… – გაიღიმა ჯენეზიომ. ეტყობოდა, რომ ღელავდა.
- მოიცა, ეხა?
- არა, ეხავე არა, ცოტას დავისვენებ და მერე.
შავ ქვიშაზე ჩამოსხდნენ ერთმანეთის გვერდით. ლეკვიც
მიუცუცქდათ, რომელსაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა, მაგრამ თითქოს
გრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ენახა. ვერ ისვენებდა,
ხტოდა, ხვანცალებდა, ტანზე დრუნჩს უხახუნებდა ბიჭებს. ჯენეზიო
სერიოზული სახით ეწეოდა, ხმას არ იღებდა. ბოლოს დაარღვია სიჩუმე:
- რო გავიზდებით, მამაჩვენს მოვკლავთ.
- მეც! – ენთუზიაზმით წააშველა მარიუჩომ.
- სამივე, ერთად, – დაუდასტურა ჯენეზიომ. – მოვკლავთ და მერე
დედასთან ერთად სხვაგან გადავალთ.

211
ნამწვი წყალში გადააფურთხა. წინ იყურებოდა. სერიოზული, ოდნავ
აწყლიანებული თვალები უციმციმებდა.
– დღესაც ცემა, ალბათ… – ჩაილაპარაკა და გაჩუმდა, რომ ყელში
მოწოლილი ბურთი გადაეყლაპა. ცოტა ხანში ისევ დაიბრუნა თავისი
მოგუდული, გრძნობაგამოცლილი ხმა: – მოიცა, გავიზარდოთ… მაგას
ვანახებთ.
- ვცდი, რავი… – დაამატა მერე უცებ ისე, რომ ტონი არ შესცვლია.
- მეორე მხარეს გახვალ? – პატარას ხმა უკანკალებდა. თვალებში
შესციცინებდა ძმას.
– რავი… ჯერ ისე ვცდი რა…
- ნახევრამდე გახვალ? – ვერ ისვენებდა მარიუჩო.
- ხო, – ჯენეზიო წამოდგა, მიტრიალდა და ფერდობს აუყვა.
- მოიცა, სად მიდიხარ? – გაოცდა მარიუჩო.
– იქა… – უთხრა ჯენეზიომ ისე, რომ არც გაუხედავს მისკენ.
ძმები უხმოდ აედევნენ, ფერდობზე ავიდნენ და ტრამპლინის მეორე
მხარეს ჩავიდნენ
წყალთან, სადაც ძინძელოს გასაპვნა მოეთავებინა და ახლა მის
ადგილზე ვიღაც აყლაყუდა იდგა, გაქუცული თმითა და ჩამოზრდილი
წვერით, და ტანსაცმელს იხდიდა. უცნაური, თითქოს
ციებისგან დამზრალი სახე ჰქონდა. ალფიო ლუკეტი იყო, იმ
პიეტრალატელი ამერიგოს ბიძა, თავი რომ მოიკლა.
– ესენი სადღა მიდიან? – დამცინავად იკითხა ძინძელომ. ალფიო
წელს ზევით გატიტვლებულიყო და ახლა ზოლიან შავ შარვალს იხდიდა.
ბავშვებს გახედა და ირონიულად გაიქნია თავი. ღიმილმა ჯაგარა, ოდნავ
წამოზრდილი შავი წვერით დაფარული ყბა მოუღრიცა. განიერი ბაკები,
პანტურა ყურები და პატარა ბიჭივით აჩეჩილი, თუმცა უკვე
ჭაღარაშერეული თმა ჰქონდა. ჯენეზიოს მათკენ არც გაუხედავს,
ტრამპლინზე ჩამოჯდა და ფეხები წყალში გადაყო. ცოტა ხანს წყალს
გასცქეროდა, მერე ჩახტა და ნელა შევიდა წელამდე. ბოლოს ძაღლივით
მოუსვა ხელები და მდინარეში შეცურა.

212
- ვარჯიშობს, რო იქით გადაცუროს, – ამაყად გამოუცხადა მარიუჩომ
დიდ ბიჭებს. ქვევიდან აჰყურებდა. ბიჭები ზედაც არ უყურებდნენ, არც
გაუგიათ მისი სიტყვები. ჯენეზიო მდინარის შუამდე მივიდა, სადაც
დინება ოდნავ იქოჩრებოდა და მთელ ნაგავს ერთად აქუჩებდა, რომელიც
წყალს მიჰქონდა. ზეთი შავ ზოლებად დაჰყვებოდა ჭუჭყიანი წყლის
ზედაპირს, მოყვითალო ქაფი კი ისე ჩანდა შორიდან, თითქოს ათას კაცს
ერთად ჩაეფურთხებინა წყალში. ბიჭი მოტრიალდა, ცოტა მიჰყვა
დინებას, ტრამპლინს გაუსწორდა და ისევ ნაპირისკენ გამოცურა. ცოტა
ქვევით, ხიდისკენ ამოვიდა წყლიდან, ციცაბო ნაპირზე.
ბორგომ და მარიუჩომ კისრისტეხით მიაშურეს ძმას. ძირს არც
იყურებოდნენ, ფეხი
უცურავდათ, ეცემოდნენ, დგებოდნენ. ძაღლიც უკან მისდევდათ,
უაზროდ იყეფებოდა, ვერ გაეგო, კარგი ხდებოდა რამე თუ ცუდი.
- ჯენე! ჯენეზიო! – ეძახდნენ პატარები ძმას, თითქოს ათი
კილომეტრით ყოფილიყო მათგან დაშორებული.
- ვერ გახვედი, ხო? – ათრთოლებული მივარდა მარიუჩო.
- გამიტრაკეთ რა! – დაუბღვირა ჯენეზიომ და გაბრაზებულმა
მიმოიხედა. – ხო გითხარით, უნა ვცადო-მეთქი!
ახლა უკვე შინაურულად აკვირდებოდა მდინარეს, უხმოდ, თვალით
ზომავდა მანძილს. დინების იქით ათიოდე მეტრი მაინც იქნებოდა მეორე
ნაპირამდე, იქამდე, სადაც ქლორი თეთრ ნაკადულად ჩაედინებოდა
წყალში. ძაღლიც დაძაბული, პირღია, აქოშინებული მიაჩერდა მეორე
ნაპირს. დროდადრო პირს დახურავდა, რომ ნერწყვი გადაეყლაპა ან
ფერდი გაელოკა. თითქოს პატივს სცემდა თავისი პატარა პატრონების
დუმილს. აშკარად ნაცემი იყო: ცალი თვალი დაბუშტული და მოჭუტული
ჰქონდა, ბროლი – ჩასისხლიანებული და იმ მხარეს ყურიც რაღაცნაირად
საცოდავად ეკიდა, თუმცა მეორე დაცქვეტილი ჰქონდა.
ნაპირზე გათხლაშული ბიჭები ნელ-ნელა მოფხიზლდნენ, თავები
წამოყვეს. ტირილო წამოდგა და ნელა, ზმორებით ავიდა ტრამპლინზე.
ზიზღიანი გამომეტყველება ჰქონდა და ენას აწკლაპუნებდა, თითქოს
ძილში გამოუშრაო.

213
- სანამ შენ ჩახტები, ვირი ხეზე ავა… – უთხრა კაჩოტამ ისე, რომ არც
გაუხედავს მისკენ.
- არ იცი, რო დავიბადე, უკვე დაღლილი ვიყავი? – ზარმაცად მოჭუტა
თვალები ტირილომ. ბეგალონეს უცებ ისეთი ხველება აუტყდა,
გეგონებოდა, სადაცაა, ფილტვის ნაფლეთს გადმოაფურთხებსო.
– კაი, ხო, გეყოფათ მანდ წოლა! – ტირილო უცებ მოვიდა ხასიათზე. –
ჰა, რომელი ჩახტებით ჩემთან ერთად?
- ჩახტი რა, რა გაგვიტრაკე! – ხველებ-ხველებით უთხრა ბეგალონემ.
ტირილომ ყვირილით ასწია ხელები და ფეხებგაჩაჩხულმა ისკუპა
წყალში.
– ფუ შენი!.. – ჩაილაპარაკა კაჩოტამ, სანამ ტირილო თავს ამოყოფდა
წყლიდან.
ამ დროს ზევიდან საშინელი გრუხუნი მოისმა. თითქოს მიწისძვრა
იყო, ტიბურტინოს მხრიდან მოდიოდა და ქუჩაში და მდინარის
ზედაპირზე ერთნაირად ვრცელდებოდა. იფიქრებდი, დედამიწა შუაზე
გაირღვაო. თუმცა გრუხუნი თანაბარი შუალედებით ისმოდა და უცნაური
ღრჭიალიც ერთვოდა, თითქოს ვეებერთელა ბურდღი ქვიშის
ხუხულებივით ფშვნიდა ტიბურტინოსა და მონტე დელ პეკორაროს
კორპუსებს, გზას, ხიდებს, ყველაფერს, რაც წინ დახვდებოდა.
თვითმფრინავებიდან დაბომბვის ხმას ჰგავდა. მეორე მხრიდან, ანიენეს
ნაპირზე, ყურთასმენის წამღები წივილ-კივილით გამოცვივდნენ
ბავშვები. უამრავი იყვნენ, ისე გამორბოდნენ, როგორც ველური
ცხოველები – ცეცხლმოდებული ტყიდან. გაურკვეველი იყო, შიშის იყო
თუ აღტაცების მათი ყიჟინა. გადარეულებივით მორბოდნენ,
გამოპრანჭულები თუ ჩამოძონძილები, პერანგებსა და მაისურებს
გზადაგზა იხდიდნენ და ჰაერში იქნევდნენ. საშინელი ღრიანცელი იდგა,
არ ისმოდა, რას ყვიროდნენ, წამში აავსეს სანაპირო. ნელ-ნელა ხმების
გარჩევაც შესაძლებელი გახდა:
- ტანკები! ტანკები! – ყვიროდნენ და გიჟებივით ჩამორბოდნენ
ტრამპლინისკენ. ეტყობოდათ, რომ ტანკები სულ ფეხებზე ეკიდათ,
უბრალოდ მიზეზი ეშოვათ აყალმაყალის ასატეხად და გასართობად.

214
გაჭენებული ცხენებივით ფაფარაშლილები მოქროდნენ. მათ შორის
იყვნენ სგარონე, როშეტო და არმანდინოც, ველური ყიჟინით მორბოდნენ
მდინარისკენ. ბავშვების ჯგუფმა საოცარი სისწრაფით ჩაიქროლა და
მოწითალო ბუღი დააყენა მტვრიან ნაპირზე. კისრისტეხით გარბოდნენ
მდინარის გასწვრივ და ღრიალებდნენ:
- ტანკები! – ყვირილით ჩაუხვიეს ტიბურტინოსკენ. ტანკების კოლონა
ახლოვდებოდა. წინ ბერსალიერები მოუძღოდნენ მოტოციკლეტებითა და
ჯავშნოსნებით. დროდადრო მათ სხვადასხვა ფერის ფორმებში
გამოწყობილი ჯარისკაცებით გაძეძგილი სატვირთო მანქანები
წამოეწეოდნენ ხოლმე. სამხედროებს ფეხებშუა ავტომატები ჩაედგათ.
ტანკების მუხლუხოები დაუნდობლად სრესდნენ მზეზე კარაქივით
დარბილებულ ასფალტს. დაწინაურებული ბავშვები უკვე გზის პირას,
ხიდზე ასულიყვნენ, უკან ჩამორჩენილები კი თავქუდმოგლეჯილები
გარბოდნენ და თან ბერსალიერების მარშს მღეროდნენ:
– პაპპა-რაპპა, პაპპა-პარრა, პაპპა-რაპპა-პა, პაპპა-პარა!
კაჩოტასაც გადაედო ენთუზიაზმი და ბავშვებს აედევნა. ტირილოც
მიჰყვა, რომელსაც ამასობაში გამოეცურა გაპოხილი და ფურთხივით
ქაფმოდებული მდინარიდან. ბორგო და მარიუჩო ნაპირზე ხტოდნენ და
ხმის ჩახლეჩამდე გაჰკიოდნენ: – ჯენე! მოდი! ტანკებია!
მაგრამ ჯენეზიო თითქოს ვერც ამჩნევდა იმ აურზაურს, ადგილიდან
არ დაძრულა.
- მოდი რა, ჯენე! – ყვიროდნენ აღელვებისაგან თვალებაციმციმებული
პატარები, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ ჯენეზიოს არანაირი
სურვილი არ ჰქონდა, მათ შეერთებოდა, მარტო გაკუნტრუშდნენ
ხიდისკენ. სასაცილოდ ებლანდებოდნენ ფეხებში უფროს ბიჭებს
ტიბურტინოსკენ ამავალ ფერდობზე. საწყალი ფიდოც კუდის ქიცინით
მისდევდათ, თუმცა ვერ გაეგო, რა ხდებოდა ირგვლივ.
ტრამპლინთან დარჩნენ ალფიო ლუკეტი, მოქუფრული და მუქარით
სავსე თვალებით, ალდუჩო, რომელსაც უფრო ღრმად ჩაერგო სახე
გახურებულ ქვიშაზე გადაჯვარედინებულ ხელებში, ჯენეზიო, რომელიც
განდეგილივით მარტო იჯდა წყლის პირას და ბეგალონე. ბეგალოს

215
საშინლად ახველებდა და ისეთი ხრიალი ამოსდიოდა ფილტვებიდან,
გეგონებოდა, უშველებელ კოვზს არახუნებენ ცარიელ ქვაბშიო. ყვითელ
სახეზე ისეთი ალმური ასდიოდა, რომ მუწუკებიც აღარ უჩანდა.
საცოდავი შესახედავი იყო: თითქოს იმ უსუსურ ჩონჩხზე ცოცხალი კი
არა, მოხარშული ხორცი ეკიდა. შარვლის ჯიბიდან წითელი ლაქებით
დაფარული ცხვირსახოცი ამოიღო, პირზე აიფარა, ცდილობდა, ხველება
როგორმე ცხვირსახოცში ჩაეხშო. ბიჭები ზედაც არ უყურებდნენ.
თავისთვის იჯდა და ახველებდა, თან ჩუმად იგინებოდა და
იფურთხებოდა. როგორც კი შეტევა ცოტა ჩაუცხრა, ცხვირსახოცი ისევ
ჯიბეში ჩაიტენა, ტანსაცმელი კი ბუჩქებში შეყარა. ხველებისგან თავბრუ
ეხვეოდა და ცოტა გულიც ერეოდა. ძალიან იყო დასუსტებული, წინა
ღამით თვალი თითქმის არ მოეხუჭა. იფიქრა, ბანაობა მომიხდებაო,
გაჭირვებით წამოდგა, ძლივს აზიდა ტანი და მაგრად შემოიჭირა თავზე
თოკი, რომლითაც გამხდარ მხრებზე ჩამოყრილ ქერა თმას იმაგრებდა.
ნელა, ლასლასით შევიდა ჭუჭყით აქაფებულ წყალში. ფეხი ჩაყო თუ არა,
მაშინვე უკან ამოყო, ქათამმა რომ იცის ხოლმე წყლის ფეხით მოსინჯვა
და სასწრაფოდ უკან გამოწევა, ისე. მერე გაეჩვია. ბებრუხანასავით იდგა
კოჭამდე წყალში და საცოდავად ატყაპუნებდა ფეხებს, რომ ცოტა
მოცოცხლებულიყო. საშინლად აჟრიალებდა.
- ფუ ამის… – ცოტა მიეჩვია წყალს, ნელა წაიწია წინ და აბუზული
შევიდა ძუძუსთავებამდე, რომლებიც ალისფრად უჩანდა ცვილივით
კანზე. ბოლოს შეცურა, მაგრამ გამოკეთების ნაცვლად კიდევ უფრო
ცუდად გახდა. თავს ვერ იჭერდა, კისერზე უყანყალებდა, გულ-მუცელი
საშინლად უწრიალებდა. მიხვდა, რომ საცაა, გული წაუვიდოდა. შეშინდა,
ნაპირისკენ მოტრიალდა და ნაჩქარევად მოუსვა მკლავი. როგორც კი
ფეხი მიწას შეახო, თავი ვეღარ შეიმაგრა, შლამში ჩაიმუხლა და გული
აერია. წინა დღის ნაშიმშილარს დილით ნახევარი პური შეეჭამა
მოხარშული ღორის კანებით. ალბათ, ვერ მოინელა. ისე არწყევდა, ლამის
სული ამოეყოლებინა.
ასე, სახით შლამში ჩამხობილი დაინახეს ბიჭებმა, რომლებიც
ტანკების სანახავად გარბოდნენ პონტე მამოლოსკენ.

216
– ე… ბეგალონე ცუდადაა! – დაიყვირა კაჩოტამ, რომელმაც პირველმა
დაინახა ბიჭი. გამოიქცნენ, გარს შემოეხვივნენ, მაგრამ ბეგალონე
ვეღარავის ხედავდა, ნახევრად ღია თვალებით სიცარიელეს გასცქეროდა.
კაჩოტა და ტირილო მხრებში სწვდნენ, აჯანჯოარებდნენ და
ჩასძახოდნენ:
- ბეგალ, ბეგალ, გესმის? – მაგრამ ბეგალონე ხმას არ იღებდა. სახე
შლამითა და ნარწყევით
ჰქონდა დაფარული. ოცდაათამდე ბიჭი ეხვია გარშემო,
მუჯლუგუნებით ცდილობდნენ, გზა გაეკვალათ, შეეხედათ მისთვის.
აოდუჩომ კისრისტეხით ჩამოირბინა ნაპირზე და აღრიალდა:
- გაიწიეთ, მოშორდით აქედან! დებილებო! ვერ ხედავთ, რო ვერ
სუნთქავს? მოშორდით! – მხრებში სწვდა ბეგალონეს. ბიჭები რკალად
შემოერტყნენ. ბეგალო თითქოს რადაცის თქმას ცდილობდა,
ბუტბუტებდა.
- რას ამბობს? – მიაჩერდა კაჩოტა ალდუჩოს. – რავი… – ჩაილაპარაკა
ტირილომ. ალდუჩომ ბიჭებს ახედა:
- დავბანოთ. – ნელა წამოსწია ბეგალონე, პეშვით მდინარის წყალი
ამოიღო და სახე ჩამობანა. ბიჭი შეხტა, თვალები აახამხამა, მთვრალებმა
რომ იციან ხოლმე ისე, მაგრამ მაშინვე დაკარგა გონება.
- მიდი… ბეგალ… – ჩუმად ეუბნებოდა ალდუჩო. ტირილო და კაჩოტა
ეხმარებოდნენ, სწრაფად მობანეს სახიდან და მკერდიდან შლამი და
ნარწყევი.
- დაგვერხა… სახლამდე როგორ უნა მივიყვანოთ… – ჩაილაპარაკა
კაჩოტამ. ტირილომ გახედა:
– აუ, კაჩო… მართლა…
სხვა გზა არ ჰქონდათ. ბეგალონე მშრალზე გადმოაწვინეს და ჩაცმა
დაიწყეს. მერე, ბავშვებით გარშემორტყმულებმა, რომლებიც ფეხებში
ებლანდებოდნენ და ხელის წაშველებას ცდილობდნენ, ბეგალონესაც
ჩააცვეს. კაჩოტამ იღლიებში ამოსდო ხელები, ტირილომ ფეხებით ასწია
და ასე გაუყვნენ ტიბურტინოსკენ. ყოველ ხუთ-ექვს მეტრში
ჩერდებოდნენ სულის მოსათქმელად. უკან ლაწირაკების ლაშქარი

217
მისდევდათ, რომლებიც ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამდნენ, რომ
რაც შეიძლება, ახლოს მდგარიყვნენ ავადმყოფთან. ბიჭები დროდადრო
ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და ნელა მიიწევდნენ წინ. აოდუჩოს არ
უნდოდა, სახლამდე მიჰყოლოდა ბეგალოს, ამიტომ პროცესიას ჩამორჩა
და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ამ დროს მათკენ მომავალი რიჩეტო
დაინახა, რომელიც მშვენიერ ხასიათზე ჩანდა, გამოპრანჭული მოდიოდა
და ძირს იყურებოდა, რომ თეთრი, ნაჩვრეტებიანი ფეხსაცმელი რამით არ
დაესვარა. ხელში ახალი საბანაო კოსტუმი ეჭირა და ცისფერი პერანგის
კალთები ქარზე უფრიალებდა.
ალდუჩო გაიქცა, რომ ბიჭებს დასწეოდა და მოესმინა, როგორ
უყვებოდნენ მომხდარს რიჩეტოს. კაჩოტამ და ტირილომ სულის
მოსათქმელად მიწაზე დაასვენეს ბეგალონე. ფერწასული ბიჭი ჯვრიდან
გარდამოხსნილ იესოს ჰგავდა. უცებ შეინძრა, წამოდგომა სცადა. ბიჭებმა
იღლიებში წააშველეს ხელი და წამოაყენეს. რიჩეტო უიმედოდ
შეჰყურებდა ამ სცენას. უცებ ალდუჩო დაინახა, ბეგალონე მიავიწყდა და
მხიარულად გაიღრიქა:
- აუ, ალდუ, რა მაგარი ხარ! რა ამბავი დაატრიალე წუხელ… მაგარი
იყო რა!
ალდუჩო გაცოფდა:
- კრეტინო, მოკეტე რა! გგონია, ხუმრობის ხასიათზე ვარ, ხო?
დამპალო! გააჯვი, სხვებს ეღლიცინე! – სახე ბრაზით დაემანჭა და ყელში
ბურთი გაეჩხირა, საცაა, ატირდებოდა. ზურგი აქცია რიჩეტოს და
სწრაფი ნაბიჯით წავიდა მდინარისკენ.
– კაი, რა გაყვირებს, შეჩემა… – ღრეჭით დაედევნა რიჩეტო. ალდუჩო
გაცოფებული მოუტრიალდა: – გააჯვი-მეთქი, გაიგე?
- მიდი, მიდი… შენც ლენცეტას ბოლო გიწერია, იცოდე! თუ ეგრე არ
იყოს, თავი მომჭერი! ლენცეტასი-მეთქი, გაიგე? – გაუმეორა.
ლენცეტას ამბავი ყველამ იცოდა: ერთი წელი ხდებოდა, რაც ციხეში
იჯდა, სადღაც რომის გარეთ, ვოლტერაში თუ ისკიაში. ოცდაათი წელი
ჰქონდა მისჯილი. ერთხელ დამთვრალა და, კაცმა არ იცის, საიდან
მოუვიდა თავში ასეთი რამ: ტაქსი დაუჭერია, სადღაც გროტა როსასკენ

218
წაუყვანია, მიყრუებულ ადგილას და თავგასასთვის მოპარული
რევოლვერით ტაქსისტი მოუკლავს, რომ ხუთი თუ ექვსი ათასი ლირა
წაერთმია. მეტი არც სდებია ჯიბეში იმ უბედურს.
რიჩეტო გაჩუმდა. გახედა ბიძაშვილს, რომელიც გაგულისებული,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თავჩაღუნული ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.
– კაი ხო, არაფერია… სახში წადი, მგონი, ჯობია, სახში წახვიდე…
ალდუჩომ დაეჭვებულმა გამოხედა. არ სჯეროდა რიჩეტოსი, მაგრამ
თვალებში მაინც გაუკრთა იმედის სხივი:
– რა არაფერია, ბიჭო…
- გეუნები, არაფერია-მეთქი… – გაიმეორა რიჩეტომ. – აბა ესე ხო არ
ვიმაიმუნებდი? არ უჩივლია დედაშენს, შეჩემა. ესე თქვა, ჩემით
გავიჭერიო… რავი, ეგრე უთქვია!
ალდუჩო გაჩუმდა, ისევ მდინარისკენ გაუყვა, დაფიქრებული. მერე
უცებ შეტრიალდა ისე, რომ რიჩეტოსთვის ხმა არ გაუცია და
ტიბურტინოსკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. ლამის გარბოდა, რომ
ბეგალონეს და ბიჭებს დასწეოდა. ბეგალო უკვე თავისით ადგამდა
ფეხებს, კაჩოტა და ტირილო იღლიებში შესდგომოდნენ და
ეხმარებოდნენ.
- კარგად იყავი! – დაუძახა რიჩეტომ და ისე დაუქნია ხელი, არც
გაუხედავს მისკენ.
მარტო, აუჩქარებლად გაუყვა გზას მდინარისკენ და ქლორის
ქარხნისკენ ჩაუხვია. ღიღინით წამოდგა ფერდობის თავში და მდინარეს
გახედა. ერთ მხარეს ჯენეზიო და მისი ძმები იყვნენ,
თუმცა რიჩეტო ზევიდან ვერ ხედავდა ბავშვებს, მეორე მხარეს კი
ალფიო ლუკეტი იდგა: მშვიდად, თითქოს არაფერი მომხდარიყო,
ბანაობა დაემთავრებინა, საპონიც ჩამოებანა და
გაქუცულ, ზოლიან შარვალს იცვამდა.
– ე, ეს ვიღაა? – ჩაილაპარაკა რიჩეტომ და ალფიოს ძვლიან, მაღალ
სხეულს დააკვირდა, სანამ კაცი ბანჯგვლიან მკერდზე პერანგს იკრავდა. –
ვააა! – ჩაილაპარაკა და ამერიგოს დასაფლავება გაახსენდა. მაშინდელი

219
შიშიც მოაგონდა. – ამას ხო ვიცნობ… – გახდა დაიწყო ისე, რომ
ალფიოსკენ აღარ გაუხედავს. ამასობაში ის ჩაცმას მორჩა, გატრიალდა
და ფერდობს აუყვა. „შე საცოდაო“, თვალი გააყოლა რიჩეტომ.
ფრთხილად, ფეხებაწეული იხდიდა შარვალს, რომ არ დაესვარა, თან
კმაყოფილი უსტვენდა და რაღაცას ღიღინებდა. წინდები გაიხადა და
ახალი მაისური კმაყოფილმა დაათვალიერა.
- მაგარია… – ჩაილაპარაკა და ამაყად დაკეცა ტანსაცმელი. – ეხა იმ
ჩემ გამოქლიავებულ უფროსს დავადგები… – ჩაილაპარაკა ნახევრად
შიშველმა, – ფულს გამოვართმევ და სადმე კარგად ჩავსკდები. მიდი,
რიჩე, მიდი!
დოინჯშემოყრილი მივიდა ტრამპლინის კიდესთან და უცებ ბაჭაჭყები
დაინახა ნაპირზე – თავისი უფროსის შვილები. ფიდომ იცნო და კუდის
ქიცინით შეეგება, მკერდზე ახტებოდა და წინა თათებს უცაცუნებდა.
რიჩეტომ დაბნეულმა და გაოცებულმა გადაუსვა თავზე ხელი ძაღლს:
გაუხარდა ბავშვების დანახვა, თანაც მარტო ბანაობა არ ეპრიანებოდა.
შუადღე ახლოვდებოდა. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.
ბიჭებმაც შენიშნეს და გაისუსნენ. რიჩეტო თვალს არ აშორებდა, ისინი
ხმას არ იღებდნენ, აშკარად თავს არიდებდნენ. ხანდახან თუ
გამოხედავდნენ ირიბად. ბოლოს რიჩეტომ ხელი დაუქნია ბავშვებს. მერე
ირიბად მოიქნია ხელი, ანიშნა, მოგხვდებათო. ბიჭუნები გაბუსხულები
უყურებდნენ.
– ბუტიაობა გიშველით თქვენ? – გასძახა რიჩეტომ.
- რა გინდა? – ვეღარ მოითმინა ჯენეზიომ, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა
და მოიბუზა, როგორც ზღარბი, საკუთარ ეკლებს რომ შეაფარებს თავს.
რიჩეტო გამხიარულდა. ნიშნის მოგებით იქნევდა თავს, მე ვიცი, რაც
გელითო. – მაგრები ხართ, მოკლედ… – გასძახა ბოლოს.
– რატო? რა დავაშავეთ? – ყველას მაგივრად იკითხა მარიუჩომ.
ძალიან პატარა იყო საიმისოდ, რომ სახლიდან გაქცევის გამო თავი
დამნაშავედ ეგრძნო.
- რა დააშავეთ? – თვალები გადმოქაჩა რიჩეტომ. – აუ, რა თავხედი
ხარ, რო იცოდე! – ხო, რა დავაშავეთ! – რაკრაკა ხმით გაიმეორა პატარამ.

220
- მაგარია! – რიჩეტომ ხმა დაიბოხა. – უარსაც ამბობთ, არა?
ჯენეზიო აფორიაქდა. ჯოხით ფეხი მოიფხანა, დოინჯი შემოიყარა და
გასძახა:
– უარს? რაზე?
– რაო? – ვითომ გაოგნებული სახით ჰკითხა რიჩეტომ და მიუხედავად
იმისა, რომ ის, რასაც
გულისხმობდა, სასაცილო ნამდვილად არ იყო, სიცილი აუტყდა.
ადუღებული წყლით სავსე ქვაბივით ათუხთუხდა.
- ტარაკანებს რო ბრაწავთ შამფურზე, ეგ არაფერია, ხო? – და
ხარხარი აუტყდა თავისსავე სიტყვებზე. – თან იძახით, რა დავაშავეთო! –
იცინოდა და იმანჭებოდა, ლამის მიწაზე გაგორებულიყო. ძალიან გაართო
შამფურზე წამოგებული ტარაკანას წარმოდგენამ. მერე რა, რომ იმ დღეს
ტარაკანა მთლიანად არ დაუწვავთ, მხოლოდ ოდნავ შებრაწეს. ბავშვები
პირდაღებულები მისჩერებოდნენ.
- რას ბოდავ? – იყვირა უცებ ჯენეზიომ. ხმაში ხრინწი გარეოდა.
- ძაან კარგად იცი, აფერისტო! – რიჩეტო დასერიოზულდა.
- სახლიდან წამოვედით, რა შენი საქმეა! – შეუტია ჯენეზიომ.
- აჰა! სახლიდანაც გაქცეულან ვაჟბატონები… ესე იგი, იცოდი,
კარაბინერები რო გეძებდენ, არა?
ჯენეზიოს ენა ჩაუვარდა. თან არ უნდოდა, გაოცება შეემჩნია.
ჩაცუცქდა, მუხლებზე ხელები
შემოიხვია. ცდილობდა, გაეაზრებინა რიჩეტოს სიტყვები. მაგრამ
პატარები ვერ ისვენებდნენ. მარიუჩო გაგულისებული აჟღურტულდა:
- არაფერიც! არავინაც არ გვეძებს!
- შენ არა იძახე და რო წაგავლებენ მაგ კისერში ხელს და ციხეში
წაგათრევენ, მერე ნახავ! – არ ეშვებოდა რიჩეტო.
– მატყუარა! – დაუყვირა მარიუჩომ. – და რატო გვეძებენ
კარაბინერები? – ვითომ გულგრილად დაინტერესდა ჯენეზიო.

221
- რატოო? ისეთი თავხედი ხარ რო კითხულობ კიდეც, ხო? გუშინ
საღამოს მონტე დელ პეკორაროზე რა გააკეთეთ? ჰა? გაიხსენე აბა!
- რა გავაკეთეთ?.. – ჯენეზიომ გამომწვევად გაუყარა თვალი თვალში.
რიჩეტომ წარბი ასწია, აქაოდა, გაოგნებული ვარ ასეთი
თავხედობითო.
- ვინ წაუკიდა ცეცხლი ბოძზე გაკრულ ტარაკანას გუშინ მონტე დელ
პეკორაროზე? ჯენეზიო ამას არ ელოდა. გაოგნებულმა პირი დააღო. მერე
მხრები აიჩეჩა:
- მე რა ვიცი…
- ვინა და თქვენ! – გამარჯვებული ხმით შესძახა რიჩეტომ.
- რა?.. – ამოღერღა ჯენეზიომ, საცოდავად გააქნია თავი და გვერდით
გაიხედა, რომ ბრაზისაგან ალმოდებული თვალები და ალეწილი სახე
დაემალა.
- არა! ჩვენ არ გვიქნია! – შეშინებულმა შეაშველა მარიუჩომ.
– ტყუილა იძახი უარს, – რიჩეტო სულ უფრო ერთობოდა. –
მოწმეებიც იყვნენ, არ გინდა ეხა რა!
- რა მოწმეები! – გაცხარდა ჯენეზიო.
– რაო? სამოცი კაცი იქნებოდა გუშინ იქ! როშეტო, სგარონე,
არმანდინო, მეორეკორპუსელი ბიჭები სუ იქ იყვენ!
- ჩვენ არ გვიქნია… – დაიწრიპინა მარიუჩომ.
- ციხეში რო ჩაგაგდებენ, იქ ვერ მოიტყუები! – გამოაცხადა რიჩეტომ.
მარიუჩოს გული აუჩუყდა, სახე დაეჯღანა და ასლუკუნდა:
- ჩვენ არ გვიქნია!
ატირებული ბიჭუნას დანახვაზე რიჩეტოს გუნება წაუხდა. თავი
მიანება ბავშვებს და სიმღერა წამოიწყო.
- იტირე ხო, იზლუქუნე… – დროდადრო გახედავდა ხოლმე მარიუჩოს.
შეეცოდა პატარა. გაახსენდა, თავადაც რომ ამხელა იყო და გრატაჩელის
დიდი ბიყები სცემდნენ. საღამოობით, ნაცემი და ატირებული,
მარჩელოსთან და ანიოლეტოსთან ერთად ნამწვების შესაგროვებლად

222
რომ მიდიოდა. ის დრო გაახსენდა, როცა ყველას ფეხებზე ეკიდა, ყველას
ეზიზღებოდა ან საერთოდ ვერ ამჩნევდა. ის დღეც, ბრმა მათხოვარს რომ
ფული მოჰპარეს, მერე – ჩირიოლაზე რომ იყვნენ საბანაოდ და ნავი
დაიქირავეს. ის მერცხალიც, პონტე სისტოსთან წყლიდან რომ ამოიყვანა.
სადღაც შორს შუადღის ზარმა ჩამოჰკრა.
- ჯობია, ვიბანაო… – თქვა ხმამაღლა. – თორე ის ჩემი უფროსი
გამოთვრება და ფულს კი არა, ჩემ ფეხებს მომცემს. ეგღა მაკლია ეხა, რო
ამ საღამოს უფულოდ დავჩე… – და თავით გადაეშვა წყალში. მარიუჩო
წამში დაწყნარებულიყო და უკნიდან უყვიროდა:
– იცი, რო ჯენეზიომაც გადაცურა იქითა ნაპირზე?
ჯენეზიომ დაუბღვირა:
- მოკეტე! – და ჩაფიქრდა.
მერე მაინც დაინტერესდა, რას აკეთებდა რიჩეტო მდინარეში. ძმებს
მიუცუცქდა ნაპირთან.
პატარები მოჯადოებულებივით გაჰყურებდნენ წყალში მოდგაფუნე
რიჩეტოს. ჯენეზიომ ჩუმად ჩაულაპარაკა ძმებს:
- მერე სახში წავიდეთ, კაი? თორე დედა იტირებს…
ეს რომ თქვა, თითქოს დამშვიდდა და ისევ რიჩეტოს გახედა,
რომელიც ნიჩბებივით იქნევდა ხელებს, წყალს ადგაფუნებდა, აქაფებდა,
მერე ჩაყვინთავდა, საჯდომს იხვივით ზევით ამოაშვერდა, ხან პირქვე
გაწვებოდა და მკვდარივით ტივტივებდა წყალზე. მერე გულაღმა
ამოტრიალდებოდა და მთელ ხმაზე მღეროდა. რომ მობეზრდა,
ტრამპლინისკენ გამოცურა, მის კიდეს მოებღაუჭა, ზედ აძვრა და
მაშინვე, გაოგნებული ბავშვებისთვის თავის მოსაწონებლად,
ფრთაგაშლილი ანგელოზივით გადაეშვა წყალში.
ამოყვინთა, ღონივრად მოუსვა მკლავი და გაღმა ნაპირისკენ წავიდა.
ჯენეზიოს ხმა არ ამოუღია, წამოდგა და სწრაფად შედგაფუნდა შლამიან
წყალში ტრამპლინის ქვეშ. მკერდამდე შევიდა, მერე კი ძაღლივით,
ხელების ჩქარ-ჩქარი მოძრაობით შეცურა მდინარეში.

223
- გადახვალ იქით, ჯენე? – აყვირდნენ მარიუჩო და ბორგო. ადგილზე
ხტოდნენ და ყიჟინებდნენ. მაგრამ ჯენეს მათი არ ესმოდა, ცდილობდა,
რიჩეტოს დასწეოდა: დაძაბული, პირმომუწული მიიწევდა წინ, რომ
წყალი არ ჩასვლოდა, ცდილობდა, თავი მაღლა დაეჭირა. დინებამ ცოტა
ქვევით წაიღო, მაგრამ ბიჭი გაუმკლავდა, გასცდა მდინარის შუაგულს და
ხელების ჩქარი მოძრაობით, სწრაფად გაცურა მეორე ნაპირამდე.
რიჩეტო ნაპირზე ავიდა, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ქლორის ნაკადი
ჩაედინებოდა მდინარეში, მაგრამ მაშინვე უკან ჩახტა და სწრაფად
გამოცურა უკან. მკლავის რამდენიმე მოსმა დასჭირდა სულ, თან
გზადაგზა გულაღმა წვებოდა წყალზე და მღეროდა. გამოვიდა თუ არა,
ისევ ტრამპლინზე შემოდგა და სიმღერ-სიმღერით ხელ-ფეხის ქნევა
დაიწყო გასაშრობად, თითქოს ვარჯიშობდა. მზე საშინლად აცხუნებდა
და ისეთი პაპანაქება იდგა, რომ ჰაერიც კი კანს შანთავდა. სადღაც,
შორიდან ჯერ კიდევ ისმოდა ტანკებისა და ჯავშნოსნების ყრუ გუგუნი და
შუადღის გამაყრუებელი სიჩუმე ნელ-ნელა ავსებდა არემარეს.
რამდენიმე წუთში რიჩეტო არათუ გაშრა, გაოფლიანდა კიდეც.
ჯენეზიო მეორე ნაპირზე, ქლორით გათეთრებულ შლამში
ჩაცუცქულიყო, როგორც იცოდა ხოლმე და ხელები მუხლებზე შემოეხვია.
მის ზურგს უკან ჯაგნარით დაფარული ფერდობი ადიოდა ქარხნის
ღობემდე. ღობის იქით შუადღის მზეს შავად ირეკლავდა ლითონის
ცისტერნები, რეზერვუარები, ვეებერთელა ყუთები.
მარიუჩო და ბორგო ბედუინივით მიწაზე ჩამჯდარ, მოკუნტულ ძმას
გაჰყურებდნენ.
- ჯენე, არ გამოდიხარ? – მარიუჩოს წკრიალა ხმამ გაარღვია
შუადღის ჰაერი. პატარა მოლოდინით გაჰყურებდა გაღმა ნაპირს და
გულში იხუტებდა ძმის ტანსაცმელს.
- ხო, მოვდივარ! – ხმადაბლა დაიძახა ჯენეზიომ. სახე ისევ მუხლებში
ჰქონდა ჩარგული. რიჩეტო ნელა იცვამდა. გულმოდგინედ ისწორებდა
წინდებს, აკვირდებოდა, რომ უკუღმა არ
ჩაეცვა.

224
- წავალ, კარაბინერებს ვეტყვი, რო აქა ხართ! – როგორც კი ჩაიცვა,
მხიარულად გასძახა
ჯენეზიოს. – ხო, მამათქვენსაც!
პატარებს, რომლებიც შეშინებულები უყურებდნენ ქვევიდან, მუშტი
მოუღერა სიცილით და ის იყო, უნდა გატრიალებულიყო, რომ უცებ
ქარხნის ერთ-ერთ ფანჯარაში დარაჯის გოგოს მოჰკრა თვალი, რომელიც
შუშებს წმენდდა.
- ლამაზოოო! – დაუყვირა გოგოს და გაიჯგიმა. რამდენიმე ნაბიჯი
წადგა წინ, მერე თითქოს გადაიფიქრა და ხიდისკენ შეტრიალდა. მაგრამ
ისევ გადაიფიქრა. მოიხედა. გოგო იქ იდგა, ფანჯარაში და ნელა უსვამდა
ტილოს მზეზე ალაპლაპებულ შუშას.
- სად მეჩქარება… – ჩაილაპარაკა რიჩეტომ და ბუჩქებს მოეფარა ისე,
რომ ვერც ბავშვებს დაენახათ ქვევიდან და ვერც ზემოთ, ტიბურტინოზე
ან ხიდზე გამვლელებს. თუმცა ამ დროს ისედაც არავინ იყო ქუჩაში.
კანტიკუნტად თუ ჩაივლიდნენ მანქანები და ტანკების ექოც თითქმის
აღარ ისმოდა.
სწრაფად გაიძრო შარვალი და საცვალი და, ვითომ ნიფხავს წურავდა,
ისე დადგა, რომ გოგოს კარგად დაენახა ფანჯრიდან.
– ჯენე, არ გამოდიხარ? – ისმოდა მარიუჩოს წკრიალა ხმა. ჯენეზიო
პასუხს არ სცემდა. მერე უცებ ჩახტა წყალში და სწრაფად გამოცურა
დინებამდე, მაგრამ რატომღაც მაშინვე უკან მიტრიალდა და ისევ
მოიბუზა ნაპირზე.
- ჯენე, გამო! – მარიუჩო იმედგაცრუებული ჩანდა. – ხო, მოიცა, ცოტა
ხანში გამოვალ… – გამოსძახა ჯენეზიომ. – კარგია აქ.
– კაი რა, გამო! – არ ეშვებოდა მარიუჩო, მთელი ძალით უყვიროდა
ძმას, გამხდარ კისერზე ძარღვები ებერებოდა. ბორგოც ამოუდგა
გვერდში. ძაღლიც ნაპირთან იდგა და ყეფდა, თითქოს ისიც ჯენეზიოს
ეძახდა.
ჯენეზიო წამოდგა, გაიზმორა. არ იცოდა ხოლმე ასე გაზმორება.
- ოცდაათამდე დავითვლი და ჩავხტები! – დაუძახა ძმებს.
გაუნძრევლად დაითვალა ოცდაათამდე. მერე წყალს დააკვირდა შავი
225
თვალებით და, როგორც იქნა, გადახტა. უცებ მიცურა შუამდე. ზუსტად
ქარხნის პირდაპირ იყო, სადაც მდინარე ტიბურტინოს ხიდისკენ უხვევდა.
ამ ადგილზე ძლიერი იყო დინება, უკან, ისევ ქარხნის ნაპირისკენ
აგდებდა ბიჭს. ჯენეზიომ სხვანაირი ცურვა არ იცოდა, ძაღლური
იმისთვის კი ჰყოფნიდა, რომ წყალზე შეენარჩუნებინა თავი, მაგრამ
დინებას ვერ უმკლავდებოდა, ვერაფრით წინ ვერ მიდიოდა. ცოტა ხანს
იბრძოლა ერთ ადგილზე და მერე ნელ-ნელა წაიღო დინებამ ხიდისკენ.
– მიდი, ჯენე, მიდი! – უყვიროდნენ ძმები ნაპირიდან. ვერ გაეგოთ,
რატომ არ მოიწევდა წინ ჯენეზიო. – დროზე, სახში ხო უნა წავიდეთ!
მაგრამ ჯენეზიო ვეღარ ერეოდა დინებას. იმის ნაცვლად, რომ
ნაპირისკენ წამოსულიყო, სწრაფად მიექანებოდა ხიდისკენ.
ბორგო და მარიუჩო რაღაცას მიხვდნენ, შეშინებულები გაიქცნენ
იქით, საითაც ჯენეზიო მიჰყავდა წყალს. ძაღლიც უკან მისდევდათ.
პატარები კისრისტეხით გარბოდნენ, შლამში იქცეოდნენ, დგ ებოდნენ,
გზადაგზა დაოთხილები გადადიოდნენ ჯაგებზე, ლერწმებზე. რიჩეტო
თავისი ავლა-დიდების გამომზეურებით იყო გართული, გოგო დაბნეული
აპრიალებდა ფანჯრებს და დროდადრო შეშინებული აპარებდა თვალს
აქეთა ნაპირისკენ. უცებ რიჩეტომ ბავშვებს მოჰკრა თვალი,
აქოშინებულები, ყვირილითა და ტირილით გარბოდნენ წყლის პირას
ჯაგებში. მდინარეს გახედა. ჯენეზიო სასოწარკვეთილი, შეშინებული
ლეკვივით, ჩქარ-ჩქარა ამოძრავებდა ხელებს, მაგრამ სანტიმეტრითაც
ვერ იწევდა წინ. რიჩეტომ, შიშველმა, დაბნეულმა, წინ წადგა რამდენიმე
ნაბიჯი. თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, ეგონა, ბავშვები
მაიმუნობდნენ. მაგრამ მალე გაერკვა, ადგილს მოსწყდა და კისრისტეხით
დაეშვა ფერდობზე, ფეხი უცდებოდა, იქცეოდა, თან ხვდებოდა, რომ აზრი
აღარ ჰქონდა მიშველებას: ხიდის ქვეშ წყალში ჩახტომა უეჭველ
სიკვდილს ნიშნავდა. იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოვიდოდა.
მკვდარივით გათეთრდა.
ჯენეზიო თავს ვეღარ იჭერდა, საცოდავად აფართხუნებდა წყალში
გამხდარ ხელებს, მაგრამ ხმას არ იღებდა. ერთხელაც არ დაუძახია, რომ
შველა ეთხოვა.

226
სულ უფრო შორდებოდა ნაპირს. დროდადრო გაუჩინარდებოდა და
მერე უფრო ქვევით გამოჩნდებოდა. ბოლოს, როცა ხიდს მიუახლოვდა,
სადაც მდინარე ქვებზე ქაფდებოდა, ერთიც ჩაყვინთა და მერე ბოლოჯერ,
კიდევ რამდენიმე წამით გამოჩნდა მღვრიე წყალში მისი პაწაწინა,
ხუჭუჭა თავი.
რიჩეტოს ხელები უკანკალებდა. სწრაფად ამოიცვა შარვალი ისე, რომ
ქარხნისკენ აღარ გაუხედავს. ერთხანს უძრავად იდგა ადგილზე, ვერ
მოეფიქრებინა, რა ექნა. ნაპირიდან მარიუჩოსა და ბორგოს საცოდავი
ტირილი და წივილი ისმოდა. მარიუჩო მთელი ძალით იხუტებდა გულში
ჯენეზიოს ტანსაცმელს და ცრემლად იღვრებოდა.
რიჩეტომ დაინახა, რომ ბავშვები გაჭირვებით ამოდიოდნენ ჯაგებით
დაფარულ, ციცაბო ფერდობზე, სლუკუნებდნენ და ერთმანეთს
ეხმარებოდნენ ამოსვლაში.
ეტირებოდა. სწრაფად აუყვა ტიბურტინოსკენ ამავალ ბილიკს. ლამის
გარბოდა, რომ ბავშვებისთვის ხიდზე აესწრო.
„ეგ მაიმუნი… რა საყვარელი იყო…“
რიჩეტოს ბალახზე ფეხი უსხლტებოდა, ბუჩქებს ებღაუჭებოდა, რომ
თავი შეეკავებინა. გულამოვარდნილმა აათავა ფერდობი და ხიდზე
ავიდა.
უკანმოუხედავად გარბოდა უკაცრიელ ხიდზე. თითქოს ქუჩებიც,
პიეტრალატასა და მონტე საკროზე შეხუნძლული თეთრი სახლებიც
დაცლილიყო და ტიბურტინოც უცებ ჩამკვდარიყო. სულიერი არ
ჭაჭანებდა ირგვლივ. არც მანქანა ჩანდა, არც ავტობუსი. საოცარი
სიჩუმე იდგა. სადღაც, შორს, პონტე მამოლოს იქით, სპორტული
მოედნების გადაღმა, ტანკების ყრუ ექო კაწრავდა ჰორიზონტს.

227

You might also like