You are on page 1of 259

იოსებ ლავრეცკი

ერნესტო ჩე გევარა

თარგმნა ელდარ კერძევაძემ


რედაქტორი ზაზა აბზიანიძე
მხატვარი-დიზაინერი ალ. ბერდიშევი

„ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ 2013

2
გზა „გრანმისაკენ“

პირველი ნაბიჯები

კითხვა: თქვენი ეროვნება, თქვენი წარმომავლობა?


პასუხი: თქვენ იცით, და ეს ყველასათვის ცნობილია, – არგენტინაში
დავიბადე.
(ინტერვიუდან, რომელიც ერნესტო ჩე გევარამ მექსიკურ ჟურნალ
„სიემპრეს“ კორესპონდენტს მისცა 1959 წლის სექტემბერში).

1969 წლის თებერვლის ერთ საღამოს ჩვენ ვსხედვართ ალბერტო


გრანადოსის ვრცელ სასტუმრო ოთახში, ჰავანის გარეუბან მირამარში.
მაგიდას ვუსხედვართ: დონ ერნესტო გევარა ლინჩი, ალბერტო და მე.
ხანდახან ჩვენს საუბარს შემოუერთდება ხოლმე ალბერტოს მეუღლე
ხულია, – წარმოშობით ვენესუელელი. ვიგონებთ ერნესტო ჩე გევარას
ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს.
გარეთ ტროპიკული თავსხმა და ისეთი ჭექა-ქუხილია, კაცს ეგონება,
ქვემეხები გრიალებენო. უნებლიეთ ფიქრობ, კიდევ კარგი, რომ სახლში
ხარ ამ დროს, თორემ შენს მტერს, მთებში ან მანიგუაში (ასე უწოდებენ
კუბელები ეკლიანი ბუჩქნარით მოფენილ მინდორს) რომ მოგისწროს ამ
კოკისპირულმა.
სწავლულთა თქმით – სევდიანი და მოსაწყენი ტროპიკები ამავე დროს
მრისხანეცაა. ცხოვრება აქ ძნელია და ხშირად საშიშიც. ლუკმაპური რომ
იშოვო, დიდი სიმამაცე, შეუპოვრობა, მოხერხება და რკინის ნებისყოფა
უნდა გქონდეს კაცს და, ცხადია, იღბალიც.
ჩეს მამა საშუალო ტანისაა; სამოცდაათ წელს აღარაფერი უკლია,
მაგრამ ასაკთან შედარებით ყინჩად გამოიყურება. სათვალსიდან ეშმაკურად
ელავენ მისი თვალები. ლაპლატელთათვის დამახასიათებელი აქცენტით
საუბრობს და მაშინვე მიხვდები, რომ იგი არგენტინელია. როგორც ყველა
არგენტინელი და ურუგვაელი, საუბარში ხშირად ხმარობს შორისდებულს –
„ჩე“. მცოდნენი ამბობენ, რომ არგენტინელებმა ეს სიტყვა ინდიელებისაგან
ისესხეს, რომელთა ენაზე იგი „ჩემიას“ ნიშნავს. პამპასების მოსახლეობა

3
სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ინტონაციით ამ შორისდებულით
„ადამიანური ვნებების“ მთელ გამას გამოხატავს: გაკვირვებას, აღტაცებას,
ნაღველს, სინაზეს, თანხმობას და პროტესტს. საუბარში ამ სიტყვის ხშირად
ხმარებისათვის შეარქვეს კუბელმა მეგობრებმა ერნესტო გევარას
მეტსახელი „ჩე“. დროთა განმავლობაში ეს მეტსახელი მისი საბრძოლო
ფსევდონიმი გახდა და ბუნებრივად შეესისხლხორცა მის სახელსა და გვარს.
ერნესტო ჩე გევარა – ასე გაიცნო იგი არა მარტო კუბამ, არამედ მთელმა
მსოფლიომ. ბატისტას დამარცხების შემდეგ, როდესაც გევარა კუბის
ეროვნული ბანკის დირექტორად დანიშნეს, ახლად გამოშვებულ
ბანკნოტებზე ხელს აწერდა უბრალოდ – „ჩე“, რითაც
კონტრრევოლუციონერთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. კუბის
რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ერთხელ მას ჰკითხეს, თუ როგორ
შეეგუა ამ ახალ სახელს. მან უპასუხა: „ჩემთვის „ჩე“ ყველაზე ძვირფასი,
ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. სხვანაირად არც შეიძლება,
უამისოდ ჩემი სახელი და გვარი რაღაც მცირეა, რაღაც პირადია და
უმნიშვნელო“.
– იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ გახდა ჩემი შვილი მაიორი ჩე,
კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ბელადი, და რამ მიიყვანა იგი ბოლივიის
მთებში, – მეუბნება დონ ერნესტო, – საჭიროა, წარსულის ფარდა
გადავწიოთ და გაგაცნოთ ჩვენი ოჯახის წინაპრები. პირდაპირ გეტყვით: ჩემი
შვილის ძარღვებში ირლანდიელ მეამბოხეთა, ესპანელ დამპყრობთა და
არგენტინელ პატრიოტთა სისხლი ჩქეფდა. როგორც ჩანს, მას
მემკვიდრეობით დაჰყვა მოუსვენარ წინაპართა ზოგიერთი თვისება. მის
ხასიათში იყო რაღაც ისეთი, რაც მას შორეული ხეტიალისკენ, საშიში
თავგადასავლისაკენ და ახალი იდეებისაკენ იზიდავდა. ახალგაზრდობაში
მეც დიდი მოუსვენარი ვინმე ვიყავი. ჯერ იყო და, არგენტინის ერთ-ერთ
შორეულ პროვინცია მისიონესში, პარაგვაის საზღვართან, იერბა-მატე –
პარაგვაული ჩაის პლანტაცია შევიძინე. შემდეგ სახლებს ვაშენებდი
კორდოვაში, ბუენოს-აირესში და ჩემი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
დავაარსე სამშენებლო კომპანიები, მაგრამ ხშირად წაგებული ვრჩებოდი და
სიმდიდრეც ვერაფრით ვერ დავაგროვე. სხვის ხარჯზე ცხოვრება არ
შემეძლო, სხვები კი, იცოცხლე, კარგად მიყენებდნენ. მაგრამ ახლა ამაზე
არ ვდარდობ; ცხოვრებაში მთავარი ფული კი არა, პატიოსნება და
4
სინდისია. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ საქმეებს კარგად ვერ გავუძეხი,
ჩემს ხუთივე შვილს უმაღლესი განათლება მივაღებინე და, როგორც
იტყვიან, ხალხში გამოვიყვანე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ერნესტოთი
ვამაყობ. იგი ნამდვილი ვაჟკაცი და ნამდვილი მებრძოლი იყო.
ცხელ ყავას ვსვამთ, ნამდვილ „ტინტოს“ (მაგარს), რომელიც ხულიამ
ვენესუელური რეცეპტით მოამზადა.
– სამწუხაროდ, „მატე“ არა მაქვს, ვერ გაგიმასპინძლდებით. ამ
დაწყევლილი ბლოკადის გამო არგენტინიდან შემოტანა გაძნელდა, –
მეუბნება ალბერტო. მაგრამ ამ უჟმურ საღამოს „ტინტოსაც“ არა უშავს, მით
უმეტეს, თუ „ექსტრა-სეკოს“ გარდა, ჩვენს სუფრას ერთი ბოთლი რუსული
არაყიც ამშვენებს.
ხულია უკმაყოფილოა: მის ქმარს ღვიძლი სტკივა და ექიმებმა მას
ყოველგვარი სპირტიანი სასმელი აუკრძალეს, იგი კი მაინც სვამს.
– ღმერთმანი, მიყვარს ცოტა გადაკვრა, – თავს იმართლებს ალბერტო.
– აი, ჩეს კი არ უყვარდა სპირტიანი სასმელები. მან ადრევე შეიყვარა
ასთმის საწინააღმდეგო არომატული სიგარეტი, კუბაში ცხოვრების დროს კი
– სიგარა „ტაბაკო“. იგი ამტკიცებდა, რომ ასთმის შეტევებისაგან ამ
სიგარებმა იხსნეს. მან იცოდა კარგი თამბაქოს ყადრი და თითქმის
განუწყვეტლივ ეწეოდა.
– მაშ ასე, ყმაწვილო, როგორც მოგახსენეთ, – განაგრძობს დონ
ერნესტო, – აუცილებელია, ისტორიას ჩავუღრმავდეთ. თქვენთვის,
ისტორიკოსისათვის, ეს მეტადრე საინტერესო იქნება. როდესაც ბატისტა
ჩამოაგდეს და ჩე ცნობილი კაცი გახდა, გაზეთები ათასგვარ ზღაპრებს
თხზავდნენ მის შესახებ. ზოგიერთ ჟურნალისტს ეჭვიც კი შეჰქონდა მის
არგენტინელობაში. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, ჩე რუსია და თავს
არგენტინელად ასაღებსო.
ჩვენ არგენტინაში ევროპიდან დიდი ხნის წინ გადმოვსახლდით. ჩემი
მხრიდან ჩე ჩვენი არგენიტნული წარმოშობის მეთორმეტე თაობაა, დედის
მხრივ – მერვე. უფრო ძველი არგენტინული წარმოშობის მოძებნა ჩვენს
ქვეყანაში ძალზე ძნელია. დავიწყებ ჩვენი წინაპრებით. ესპანური ჩვეულების
მიხედვით, ორ გვარს ვატარებთ. მამის გვარი გევარაა, ხოლო დედისა –
ლინჩი. ჩვენი წინაპრები – ესპანელები, კოლონიზაციის დროს დასახლდნენ
არგენტინაში.
5
ისინი ჩილეს მოსაზღვრე პროვინცია მენდოსაში დასახლდნენ და
მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი. მენდოსა კი, როგორც მოგეხსენებათ, ის
ბაზა იყო, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩვენს
განმათავისუფლებელს – გენერალ ხოსე დე სან-მარტინსა და მის არმიას
ემსახურებოდა. ამ დროიდან დაიწყო ესპანელი კოლონიზატორებისაგან
არგენტინის განთავისუფლება. მენდოსადან სან-მარტინის არმია ჩილეში
გადავიდა და იქიდანაც იფრინა ესპანელები. შემდეგ პერუს ვიცე-სამეფოს
დედაქალაქი ლიმა გაათავისუფლა. ამ დროს დაიწყო არგენტინაში
სამოქალაქო ომიც. სან-მარტინი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.
კოლუმბიის ჯარებმა სიმონ ბოლივარისა და მარშალ სუკრეს
ხელმძღვანელობით საბოლოოდ გაათავისუფლეს პერუ.
სამოქალაქო ხოცვა-ჟლეტას 1829 წელს მოეღო ბოლო, როდესაც
ბუენოს-აირესში ძალაუფლება ხელთ იგდო გენერალმა ხუან მანუელ
როსასმა. იგი ბუენოს-აირესის მდიდარი მესაქონლეების რჩეული იყო.
დაუნდობლად ანადგურებდა მოწინააღმდეგეებს, ჟლეტდა ოჯახებს და
ითვისებდა მათ სიმდიდრეს. 23 წელი იპარპაშა ამ სისხლისმსმელმა
გენერალმა.
1840 წელს, გენერალ როსასის დევნისაგან თავი რომ დაეღწიათ,
მენდოსადან ვალპარაისოში გაიქცნენ პაპაჩემი ხუან ანტონიო და მისი ძმა
ხოსე გაბრიელ გევარა. როსასმა კონფისკაცია უყო მათ მიწებს. პაპაჩემთან
და მის ძმასთან ერთად ჩილეში გაიქცა მათი მეზობელი ლეიტენანტი
ფრანსისკო ლინჩი, რომლის მამა, პოლკოვნიკი ლინჩი-ი-არანდია როსასის
ბრძანებით მოკლეს. მათი მიწებიც გენერალს დარჩა.
ლინჩების გვარის არგენტინელი დამწყები ირლანდიელი პატრიკი იყო,
ანუ ჩვენებურად, პატრისიო, – ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ
განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე. პატრისიომ ბევრი
დავიდარაბა გაუჩინა ინგლისელებს, რისთვისაც სასტიკად დევნიდნენ.
ირლანდიიდან იგი ესპანეთში გაიქცა, ხოლო იქიდან – არგენტინაში, ანუ,
როგორც მაშინ უწოდებდნენ, ლაპლატის საგუბერნატოროში.
აქ იგი მდიდარ კრეოლზე დაქორწინდა და მემკვიდრეობად მიიღო
მენდოსის მეცხოველეობის დიდი მეურნეობა და მამულები. ეს იყო
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ჯერ კიდევ ესპანელთა ბატონობის
პერიოდში.
6
– დაიხსომეთ, ყმაწვილო, ფრანსისკო ლინჩი პაპაჩემია დედის მხრიდან.
ახლა კი მომისმინეთ, ვნახოთ, რა ამბები დატრიალდა ამის შემდეგ.
ფრანსისკო ლინჩიმ სამუშაოს ძებნაში მთელი ჩილე შემოიარა, მაგელანის
სრუტემდე იხეტიალა, შემდეგ კი გულმა პერუსაკენ გაუწია. იქ ქოლერით
დაავადდა და გამოჯანმრთელების შემდეგ ეკვადორისაკენ გასწია.
ეკვადორში ყვავილი შეეყარა. მორჩა და ვალპარაისოში დაბრუნდა, სადაც
კვლავ ძმებ გევარებს შეხვდა.
იმჟამად ვალპარაისოში როსასის მოწინააღმდეგე ბევრი არგენტინელი
ლტოლვილი ცხოვრობდა. მათ შორის მწერლები – დომინგო სარმიენტო,
ბართლომე მიტრე და ხუან ბაუტისტა ალბერდი. პირველი ორი შემდგომ
არგენტინის პრეზიდენტიც გახდა, ხოლო ხუან ბაუტისტა ალბერდი ჩვენი
ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო დემოკრატი და ფრანგი უტოპისტების
მიმდევარი იყო. ისინი ადგილობრივ პრესაში ამხილებდნენ გენერალ
როსასის დანაშაულებრივ მოქმედებას, აწყობდნენ შეთქმულებებს, მაგრამ
როსასის ხელისუფლებას ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდა და შეთქმულთა
ცდებიც მეტწილად მათი დაღუპვით მთავრდებოდა.
ერთხელ, ეს იყო 1848 წლის დასაწყისში, ლინჩი და ძმები გევარები,
სარმიენტოსთან ერთად ვალპარაისოს კაფეში ისხდნენ და არგენტინის
ცხელ-ცხელი ამბების გამო მსჯელობდნენ. ამ დროს კაფეში მათი
თანამემამულე ხოსე კარეასი შემოვიდა და სენსაციური ამბავი მოიტანა:
კალიფორნიაში ოქროს ქვიშრობების ზღაპრული მარაგი აღმოჩნდა და
საჭიროა, დაუყოვნებლივ გავემგზავროთ, რათა ოქრო მოვიპოვოთ,
პატრიოტები შევაიარაღოთ და საბოლოოდ გავუსწორდეთ როსასის
მთავრობასო.
კარეასის წინადადებას სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. მაგალითად,
სარმიენტომ თქვა, – კალიფორნიაში თქვენს ჩასვლამდე ოქროს სხვები
დაეპატრონებიან და ვალპარაისოში ხახამშრალი დავბრუნდებითო. მაგრამ
ახალგაზრდულ ჟინსა და ენთუზიაზმს წინ რა დაუდგებოდა და ფრანსისკო
ლინჩისა და ძმებ გევარებს ერთად „ოქროს ციებ-ცხელება“ გადაედოთ.
გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყვნენ კალიფორნიაში.
მომავალი მილიონერები რამდენიმე კვირის შემდეგ ჩასხდნენ ორაფრიან
ბრიგანტინაში და გზას დაადგნენ. 1848 წლის ზამთარში ისინი სან-
ფრანცისკოში ჩავიდნენ. იმჟამად სან-ფრანცისკოს უამრავი ჩილელი
7
მოაწყდა. ის, რაც მაშინ მათ გადაიტანეს, მთელ მსოფლიოს ამცნო პაბლო
ნერუდამ თავის დრამატულ კანტატაში „ცხოვრება და აღსასრული ხოაკინ
მურიეტასი“.
მაშინ სან-ფრანცისკოში ენით აუწერელი ამბები ხდებოდა. ქალაქი
გაჭედილი იყო სხვადასხვა ქვეყნისა და რასის ოქროს მაძიებლებით. მალე
ჩვენმა ოქროს მაძიებლებმა ბრიგანტინა გაყიდეს და გეზი საკრამენტოს
ველისაკენ აიღეს, სადაც მათი ღრმა რწმენით, დიდი სიმდიდრის
მფლობელები უნდა გამხდარიყვნენ. მაგრამ საკრამენტოში ყველა არ
წასულა. ლინჩი სან-ფრანცისკოში ჩარჩა. აქ მან გაიცნო ახალგაზრდა
ჩილელი ელოის ორტისი, ინგლისელი მეზღვაურის ქვრივი, შეუყვარდა და
მალე დაქორწინდა. რა უნდა ეღონა – საკრამენტოში მარტო წასულიყო თუ
ცოლთან ერთად? ერთიცა და მეორეც სახიფათო იყო. ამიტომ გადაწყვიტა,
სან-ფრანცისკოში დავრჩები და ბედს აქ ვცდიო. წარმატებებს მან მართლაც
მიაღწია. სან-ფრანცისკოში გახსნა სალონი-ბარი „პლასერეს დე
კალიფორნია“ – „კალიფორნიის სიამენი“. საქმე კარგად აეწყო და ლინჩიც
გამდიდრდა...
მალე მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ანა დაარქვეს.
დაიმახსოვრეთ, ყმაწვილო, ანა ლინჩი ორტისი, – დედაჩემი, ჩეს ბებია.
– კი, მაგრამ ძმები გევარები?
– ჰოო, ჩემო კარგო, მათი ამბავი ნამდვილი ოდისეაა! ხუან ანტონიოს და
ხოსე გაბრიელ გევარას ხელი მოეცარათ. როგორც ჩანს, ჩვენი ბედის
დავთარში იმთავითვე ეწერა, რომ მილიონერი ჩვენს გვარში ვერავინ
გახდებოდა. საკრამენტოს ველზე შეძენილი მიწის ნაკვეთი ერთი წლის
განმავლობაში თითქმის მთლიანად გადათხარეს, მაგრამ ნამცეცი ოქროც
ვერ მოიპოვეს. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, და ისინიც
გაბოროტებულნი, დაღლილ-დაქანცულნი მალე სან-ფრანცისკოში
დაბრუნდნენ. აქ ისინი ლინჩმა შეიფარა, – სამუშაოდ თავის ბარში მოაწყო.
მალე მათ გაიცნეს ადგილობრივი არისტოკრატი დონ გილერმო დე
კასტრო. იგი ახალი ესპანეთის (ახლანდელი მექსიკა) ყოფილი ვიცე-მეფის
გრანდ პერალტოს სიძე გახლდათ. გილერმო დე კასტროს უამრავი მიწა
ჰქონდა, მას ეკუთვნოდა დიდი კანიონიც კოლორადოში.
არ იფიქროთ, ყმაწვილო, რომ რაღაცას მივედ-მოვედები, რომ
ყოველივე ამას პირდაპირი კავშირი არა აქვს თქვენთვის საინტერესო
8
საკითხებთან. პირიქით, ახლავე დარწმუნდებით, რომ გილერმო დე
კასტროს ოჯახის ისტორიას პირდაპირი კავშირი აქვს თქვენი მონა-
მორჩილის და, აქედან გამომდინარე, ჩეს ამბებთან.
ძმები გევარები ძალიან მოეწონა დონ გილერმოს და მათ ჩააბარა
მესაქონლეობის რანჩო „სან-ლორენსო“, ქალაქ სან-დიეგოს მახლობლად.
იგი არც შემცდარა – ძმები კარგად გაუძღვნენ მინდობილ საქმეს.
განსაკუთრებით პაპაჩემს, ხუან ანტონიოს გაუმართლა – მან გაიცნო დონ
გილერმოს დედისერთა ქალიშვილი კონსეპსიონი. ახალგაზრდებს
ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე დაქორწინდნენ. დონ გილერმო ფრიად
გახარებული იყო, რომ ესპანური სისხლისა და წარმოშობის არგენტინელი
სიძე ჰყავდა.
პაპაჩემმა მემკვიდრეობად მიიღო დონ გილერმოს მთელი სიმდიდრე.
მათ შორის, დიდი კანიონიც. შემდეგ მთელი ეს სიმდიდრე ამერიკელებმა
მოტყუებით ჩაიგდეს ხელში. ჩვენმა ოჯახმა სასამართლოში აღძრა საქმე,
მაგრამ უმაღლესმა ფედერალურმა სასამართლომ მაინც ამერიკელი
ხელისუფალნი გაამართლა, – ჩვენ კი სასამართლოს ხარჯები
აგვინაზღაურეს, რაც იმ დროისათვის საარაკო თანხა იყო. თუმცა, ახლა
ამაზე წუწუნი არც ღირს. მიწები რომ დაებრუნებინათ, ჩვენი ოჯახის
ისტორიაც ალბათ სხვაგვარად წარიმართებოდა და გმირ მაიორ ჩეს
ნაცვლად, რომელმაც თავი დადო ამერიკის თავისუფლებისათვის, ვინ იცის,
სიმდიდრით მოყირჭებული კიდევ ერთი უსაქმური შეემატებოდა ქვეყანას.
თქვენ ალბათ მიხვდებით, რომ პაპაჩემს, ხუან ანტონიოს და ბებიაჩემს,
კონსეპსიონს ბიჭი შეეძინათ. დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო. იგი ამერიკის
შეერთებულ შტატებში დაიბადა და რობერტო დაარქვეს. ეს იყო მამაჩემი.
დედაცა და მამაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ. აი,
ზოგჯერ როგორ სიურპრიზს გვიმზადებს ცხოვრება. იმისათვის, რომ მე,
თქვენი მონა-მორჩილი მოვვლენოდი ამ ქვეყანას, მამაჩემი რობერტო
გევარა, – ხუან ანტონიოსა და კონსეპსიონ დე კასტროს შვილი – უნდა
დაქორწინებულიყო ანა ლინჩზე – ფრანსისკო ლინჩისა და ელიოს ორტისის
ქალიშვილზე. ეს ამბავი კი ასე მოხდა: ჩვენთან, არგენტინაში, ასეთი
ანდაზაა: „ღორსაც არ შერჩება ღორობაო“. გენერალ როსასსაც დაუდგა ეს
დღე. 1852 წელს მას აუჯანყდა პროვინცია ენტრე-რიოსის გუბერნატორი,
გენერალი ხუსტო ხოსე დე ურკისა. გენერალს მხარში ამოუდგა
9
მოსახლეობა და როსასის ხელისუფლება დაამხეს. არგენტინაში კვლავ
თავისუფლების სიომ დაჰბერა. როდესაც ამ სასიხარულო ამბავმა სან-
ფრანცისკომდე მოაღწია, პაპაჩემსა და მის ძმას რაღა დააკავებდა.
პაპაჩემმა, როგორც ჭეშმარიტმა იდალგომ, იცოდა, რომ მამაკაცის
უპირველესი მოვალეობა სამშობლოს სამსახურია და ძმებიც სასწრაფოდ
სამშობლოში გასამგზავრებლად მოემზადნენ.
ვალპარაისომდე გემით იმგზავრეს, იქიდან ანდები გადალახეს და
მშობლიურ მენდოსაში ჩავიდნენ. ახალმა მთავრობამ, რა თქმა უნდა,
მაშინვე დაუბრუნა ძმებს წართმეული მიწები. ცხოვრება თავის კალაპოტს
დაუბრუნდა.
თქვენ ალბათ მკითხავთ „კალიფორნიის სიამენის“ მეპატრონის,
ფრანსისკო ლინჩის ამბავს. ახლავე გეტყვით. ფრანსისკო ლინჩი კიდევ
ოცდახუთი წელი დარჩა უცხოეთში. ამის მიზეზებს ახლა ვერავინ ახსნის.
შეიძლება, უჭირდა თავისი ბარის დატოვება, ან თავისი მრავალრიცხოვანი
ოჯახი აკავებდა, – მას ხომ, არც მეტი და არც ნაკლები, 17 შვილი ჰყავდა.
მაგრამ სამშობლო მაინც სამშობლოა და სამოცდაათიან წლებში მან გაყიდა
თავისი სალონი-ბარი, მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და წინაპართა მიწას
დაუბრუნდა, მშობლიურ მენდოსაში დასახლდა მეგობრებისა და ძმებ
გევარების მეზობლად.
ადვილი წარმოსადგენია, როგორი სიხარულით მიიღეს იგი პაპაჩემმა და
მისმა ძმამ. მამაჩემი მაშინ ოცდაექვსი წლისა იყო, ხოლო ლინჩების
უფროსი ქალიშვილი ანა მასზე ერთი წლით უფროსი. მათ ერთმანეთი
შეუყვარდათ და მალე კიდეც დაქორწინდნენ. თერთმეტი შვილი ეყოლათ,
რომელთაგან მეექვსე მე გახლავართ, თქვენი მონა-მორჩილი – ერნესტო
გევარა ლინჩი.
მამაჩემი რობერტო განათლებით მიწისმზომელი იყო. მას საკმაოდ დიდი
თანამდებობა ეკავა მთავრობაში, – საზღვრების დამდგენი სახელმწიფო
კომისიის თავმჯდომარე იყო. ამის გამო მუდამ მოგზაურობდა. საზღვრების
დადგენის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩვენი მეზობელი
ქვეყნების – ჩილეს, ბოლივიის, პარაგვაისა და ურუგვაის მთავრობებთან.
არგენტინის დღევანდელი საზღვრები მისი უშუალო მონაწილეობითაა
დადგენილი.

10
ახლა კი, ყმაწვილო, ნება მიბოძეთ, ორიოდე სიტყვა ჩემზედაც
მოგახსენოთ. მე ბუენოს-აირესის ნაციონალურ უნივერსიტეტში
არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. რადგანაც ოჯახს უჭირდა და თან
ვმუშაობდი, კარგა ხანს მომიწია სწავლა. პაპაჩემის სიმდიდრეზე
მოგონებებიღა შემოგვრჩა. როგორც მოგახსენეთ, მას ბევრი შვილი ჰყავდა,
ასევე ჩემს მშობლებსაც და, ბუნებრივია, გვიჭირდა. თავიდანვე მივეჩვიეთ
შრომას, ამიტომ არც ერთი ჩვენგანი უსაქმური და ყალთაბანდი არ
გამოსულა.
– დონ ერნესტო, სახელგანთქმული არგენტინელი მწერალი ბენიტო
ლინჩი, „ფლორიდის ფასკუნჯის“ ავტორი, თქვენი ნათესავი ხომ არ იყო?
– ბენიტო დონ ფრანჩესკო ლინჩის შვილიშვილია და ბიძაშვილად
მერგება. საერთოდ, ბევრი ნათესავი მყავს, ყოველგვარი და ყოველნაირი:
მდიდრები, ღარიბები, ჭკვიანები, სულელები, ცნობილი და ნაკლებად
ცნობილი, რევოლუციონერები და რეაქციონერები. ერთ-ერთი ჩემი
ბიძაშვილი, ადმირალი ლინჩი არგენტინის ელჩი იყო კუბაში, ვიდრე იქ
რევოლუცია მოხდებოდა. ლინჩების საგვარეულოში გერმანული შტოც
არის. ჩემი ერთ-ერთი დეიდა, დონ ფრანცისკოს ქალიშვილი, თავის მუსიკის
მასწავლებელს, ეროვნებით გერმანელს გაჰყვა ცოლად და ამით „შელახა“
ჩვენი საგვარეულოს ესპანური წარმომავლობა. მათი შვილები ჰიტლერის
და ფაშიზმის მიმდევრები გახდნენ. მე და ჩემი ოჯახი კი მთელი სიცოცხლე
ფაშიზმის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში
აქტიურად ვმონაწილეობდით ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ
არგენტინელთა მოძრაობაში, ვმონაწილეობდით ესპანეთის რესპუბლიკის
მომხრეთა მოძრაობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი მხარს ვუჭერდით
მოკავშირეებს და განსაკუთრებული სიმპათიები მაშინ დე გოლისეული
„თავისუფალი საფრანგეთისადმი“ გვქონდა.
მე 1927 წელს დავქორწინდი.
ჩემი ცოლი სელია დე ლა სერნა-ი-დე ლა ლოსა ასევე არგენტინის
ძველი საგვარეულოს შთამომავალი იყო. იგი შორეულ ნათესავადაც კი
მერგებოდა. სელიას ბიძის, ხუან დე ლა სერნას მეუღლე დეიდაჩემი იყო, –
დონ ფრანსისკო ლინჩის ქალიშვილი. ჩემი სიმამრი, ადვოკატი ხუან მარტინ
დე ლა სერნა არგენტინის ისტორიაში შევიდა, როგორც ქალაქ
აველიანედის დამაარსებელი. ეს ქალაქი ბუენოს-აირესის სიახლოვესაა და
11
მსხვილი სამრეწველო ცენტრია: აქაა ჩვენი სახელგანთქმული
„ფრიგორიფიკო“ – საქონლის სასაკლაოები და მაცივრები.
ჩემი ცოლი სელია თავისუფალი ბუნების ადამიანი იყო. ანგარიშს არ
უწევდა არისტოკრატული კასტის მოთხოვნებს. პოლიტიკა აინტერესებდა და
ყველა საკითხზე თავისებურად, გაბედულად მსჯელობდა. ეს მით უფრო
საინტერესოა, რომ იგი კათოლიკურ კოლეჯში აღიზარდა. თუმცა, ვინ იცის,
იქნებ სწორედ ამიტომ იყო იგი ასეთი, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ
ვოლტერი და ფიდელ კასტროც იეზუიტურ სასწავლებლებში სწავლობდნენ.
რაც შეეხება რელიგიას, აქაც ჩვენი შეხედულებები ერთსულოვანი იყო. არც
ჩვენ და არც ჩვენი ბავშვები ეკლესიაში არასოდეს ვყოფილვართ.
სელია ახალგაზრდობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა არგენტინელ
ქალთა მოძრაობაში. შეიჭრა ნაწნავები, საბანკო ჩეკებს თავის სახლსა და
გვარს აწერდა, არგენტინელ ქალთაგან იგი ერთ-ერთი პირველი მიუჯდა
ავტომობილის საჭეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთხელ იმ ქუჩაზეც კი
გაიარა, სადაც მხოლოდ ფეხით მოსიარულენი დადიოდნენ. ყოველივე ამის
გამო, არისტოკრატულ წრეებში იგი ექსცენტრულ და უცნაურ ქალად
მიაჩნდათ. მაგრამ ის, რაც მათ აღაშფოთებდათ, მე მომწონდა. მომწონდა
მისი აზროვნება და მისი დამოუკიდებელი, თავისუფლებისმოყვარე ხასიათი.
ცხოვრება რით დავიწყეთ? სელიამ მემკვიდრეობად მიიღო იერბა-მატეს
პლანტაცია მისიონესის პროვინციაში, სწორედ იქ დავსახლდით და
ვცდილობდით, მეურნეობას სანიმუშოდ გავძღოლოდით. იერბა-მატეს მაშინ
დიდი ფასი ედო. ტყუილად კი არ უწოდებდნენ „მწვანე ოქროს“. ვიყიდე
უახლესი მანქანა-იარაღები, მინდოდა, მუშებისათვის შრომა
შემემსუბუქებინა.
არგენტინელებს ძალიან უყვართ იერბა-მატე და ისე სვამენ, როგორც
სხვა ხალხები ჩაის ან ყავას. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა იერბა-მატე.
ჩვენმა პოეტმა ფერნან სილვა ვალდესმა სწორედ ამ სამკურნალო და
სასიამოვნო სასმელზე თქვა:
მამაკაცის ხელისგულივით, შენშია რაღაც მოუხეშავი
და მკვეთრი ძალა
იერბა-მატე.
გადავკრავ ერთ ყლუპს

12
და გაქრება სევდა-წუხილი, და ოჯახში დაისადგურებს, – სინათლე,
სითბო და სიხარული.
ამ სასმელს ადამიანებისათვის სიხარული და ბედნიერება მოაქვს, მაგრამ
მათთვის, ვისაც იგი მოჰყავდა, მატე დიდი ტანჯვისა და მწუხარების
მომტანიც იყო.
მუშას ფულის ნაცვლად რაღაც ტალონებს აძლევდნენ, რითაც
წვრილმანებისა და უხარისხო პროდუქტების შეძენა შეეძლოთ, მაგრამ იქაც
უმოწყალოდ ატყუებდნენ. სამაგიეროდ, სავაჭრო ფარდულებში ბლომად
ჰქონდათ სპირტიანი სასმელი... თუ ვინმე გაბედავდა და ხმას ამოიღებდა,
ხელკეტებით ენას პირში ჩასჩრიდნენ და ნაჯაფ სხეულს მათრახებით
აუჭრელებდნენ საგანგებოდ მოწვეული გონებადაბინდული პოლიციელები.
მეურნეობის პატრონობა იმით დავიწყე, რომ მუშებს ტალონების
ნაცვლად ფულს ვაძლევდი. ავკრძალე ჩემს პლანტაციაში ალკოჰოლიანი
სასმელების შემოტანა და მტრებიც უცებ გავიჩინე. მათ ჯერ სულელი
ვეგონე, მაგრამ, როცა დარწმუნდნენ – სულელი არ ვიყავი – კომუნისტობა
დამაბრალეს. მე კი მაშინ, ჩემი პოლიტიკური მრწამსით, სამოქალაქო
რადიკალური პარტიის კავშირს ვეკუთვნოდი. ეს იყო დემოკრატიული
პარტია და მისი ლიდერი, არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტი იპოლიტო
ირიგოიენი ძალზე სასარგებლო მოღვაწეობას ეწეოდა.
ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია პლანტატორების ხელში
იყო. ისინი მემუქრებოდნენ. ნაკლებად ვეკუთვნი მშიშრების ჯილაგს, მაგრამ
მაინც გადავწყვიტეთ, იქაურობას გავცლოდით. როსარიო სიდიდით მეორე
ქალაქია არგენტინაში და იქ გადავწყვიტეთ გადასვლა. პლანტაცია
გავყიდეთ და როსარიოში იერბა-მატეს გადასამუშავებელი ფაბრიკის შეძენა
გადავწყვიტეთ. სწორედ აქ, 1928 წლის 14 ივნისს დაიბადა ჩე, რომელსაც
სელიამ ჩემი სახელი, ერნესტო დაარქვა, მოფერებით კი ტეტეს ვეძახდით.
ჩემს გეგმებს განხორციელება არ ეწერა. სწორედ ამ დროს წამომეწია
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. არგენტინის ეკონომიკა, რომელიც ნიუ-
იორკსა და ლონდონზე იყო დამოკიდებული, ძალზე დააზარალა ამ
კრიზისმა. შემცირდა საგარეო ვაჭრობა, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი
ნედლეულის ფასი კატასტროფულად დაეცა. ბევრი ფირმა გაკოტრდა,
ქვეყანა სიღარიბემ და უმუშევრობამ მოიცვა. სასტიკი მარცხი განვიცადე.

13
გადავწყვიტე, თავი დამენებებინა ფაბრიკისათვის, დავბრუნებულიყავი
მისიონესში და კვლავ შემესყიდა პარაგვაული ჩაის პლანტაცია.
ძალზე კარგად მახსოვს 1930 წლის 2 მაისი. მე, სელია და ტეტე საცურაო
აუზისაკენ გავემართეთ. სხვათა შორის, სელიამ კარგი ცურვა იცოდა.
ღრუბლიანი დღე იყო, ცივი ქარი ქროდა. ტეტეს უცებ ისეთი ხველება
აუტყდა, კინაღამ დაგვეხრჩო. დაუყოვნებლივ მოვძებნეთ ექიმი. ბავშვს
ასთმა აღმოაჩნდა. მიზეზი ახლაც არ ვიცი, შეიძლება გაგვიცივდა, ან იქნებ
მემკვიდრეობით გადმოეცა, – ბავშვობაში სელიაც ასთმით იყო ავად. ახლა
ექიმები ამტკიცებენ, რომ ასთმა ალერგიული წარმოშობისაა, მაშინ ესეც კი
არ იცოდნენ. ერთადერთი, რაც გვირჩიეს, ის იყო, რომ ჰავა გამოგვეცვალა.
კორდოვა ავირჩიეთ, ჩვენი ყველაზე „ჯანმრთელი“ და მაღალმთიანი
პროვინცია, რომელიც გამჭვირვალე და მშრალი ჰაერისა და წიწვიანი
ტყეების გამო სამკურნალო ადგილად არის მიჩნეული. პლანტაცია, რა თქმა
უნდა, გავყიდეთ და ქალაქ კორდოვას ახლოს, ალტა-გრასიაში, აგარაკი
შევიძინეთ. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 000 მეტრზეა.
სახლების მშენებლობის მოიჯარედ დავიწყე მუშაობა. სელია ავადმყოფ
ბავშვს უვლიდა. 1930 წლის 2 მაისის იმ დაწყევლილი დღიდან, ყოველდღე,
უფრო სწორად, ყოველღამე ასთმის შეტევებისაგან იხრჩობოდა ბავშვი. მისი
საწოლის გვერდით ვიწექი და, როცა შეტევა დაეწყებოდა, ხელში ამყავდა,
ოთახში დავატარებდი, ვამშვიდებდი მანამ, სანამ გაწამებულსა და
დაღლილს არ ჩაეძინებოდა.
ტეტეს გარდა კიდევ ოთხი შვილი შეგვეძინა: სელია, რობერტო, ანა და
ხუანი. ყველამ უმაღლესი განათლება მიიღო. სელია და ანა
არქიტექტორები გახდნენ, რობერტო – ადვოკატი, ხოლო ხუანი –
დამპროექტებელი. ოთხივენი ნორმალურად გაიზარდნენ – განსაკუთრებულ
ზრუნვას არ ითხოვდნენ. აი, ტეტე კი სულ სხვანაირი ბავშვი იყო. თავის
დროზე სკოლაშიც კი ვერ შევიყვანეთ, ორი წელი ასწავლიდა დედამისი
სახლში, თუმცა ოთხი წლისამ ისწავლა კითხვა და რაღაც თავისებურად,
სიმღერით კითხულობდა. ეს ჩვეულება მას ბოლომდე გაჰყვა, ძალიან
უყვარდა კითხვა. თურმე, როცა ბოლივიაში იბრძოდა, მტრების დევნისა და
ასთმისაგან გაწამებული, ყოველთვის პოულობდა წიგნის წასაკითხ დროს.
რას კითხულობდა? როგორ გითხრათ? ყველაფერს. მე და ჩემს
მეუღლეს ძალიან გვიყვარდა წიგნების კითხვა. მდიდარი ბიბლიოთეკა
14
გვქონდა, ესპანურიდან დაწყებული რუსული კლასიკის ჩათვლით. წიგნები
ისტორიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ხელოვნების შესახებ. მარქსის,
ენგელსის, ლენინის წიგნები, რუსი მარქსისტების ნაშრომები. სელიამ
ფრანგული იცოდა და ბევრი წიგნი გვქონდა ფრანგულ ენაზეც. ტეტეც
სწავლობდა ფრანგულს.
როგორც ყველა ჩვენგანს, ტეტესაც ჰყავდა თავისი საყვარელი
მწერლები: სალგარო, ჟიულ ვერნი, დიუმა, ჰიუგო, ჯეკ ლონდონი, ხოლო
როცა წამოიზარდა, გატაცებით კითხულობდა სერვანტესს, ანატოლ ფრანსს,
ტოლსტოის, დოსტოევსკის, გორკის. წაკითხული ჰქონდა ლათინური
ამერიკის მწერალთა სოციალური რომანები. მაშინდელ ამ მოდურ
რომანებში აღწერილი იყო ინდიელთა კატორღული შრომა მაღაროებსა და
პლანტაციებში, მათი უაღრესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები.
ჩეს ბავშვობიდან უყვარდა პოეზია. წაკითხული ჰქონდა ბოდლერი,
ვერლენი, გარსია ლორკა, ანტონიო მაჩადო. უყვარდა პაბლო ნერუდას
ლექსები. ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად, თავადაც წერდა ლექსებს, მაგრამ
თავი პოეტად არ მიაჩნდა. ესპანელი პოეტ-რესპუბლიკელის, ლეონ
ფილიპესადმი მიწერილ წერილში იგი თავის თავს „ხელმოცარულ პოეტს“
უწოდებს. კუბელი პოეტი რობერტო ფერნანდეს როტემარი იგონებდა:
ვიდრე ჩე საბოლოოდ დატოვებდა კუბას და ბოლივიაში წავიდოდა, ჩემგან
ესპანური პოეზიის ანთოლოგია ითხოვა და ამ წიგნიდან ამოწერა პაბლო
ნერუდას ლექსი „მშვიდობით!“
ჩემს შვილს სიკვდილამდე გაჰყვა პოეზიის სიყვარული. როგორც
ცნობილია, მის აბგაში განთქმულ „ბოლივიურ დღიურითან“ ერთად
აღმოჩნდა რვეული, რომელშიც მისი საყვარელი ლექსები იყო ჩაწერილი.
ერთი სიტყვით, მასზე შეიძლება იგივე ითქვას, რასაც ამბობდა
არგენტინასა და ურუგვაიში განთქმული პოეტის, ხოსე ერნანდესის პოემის
„მარტინ ფიეროს“ გმირი:
სიმღერა იყო ჩემი იმედი, ჩემი სიცოცხლე და გულის ფეთქვა.
და თუ მოვკვდები, მხოლოდ სიმღერით
და ამ სიმღერით წარვდგები ღმერთთან.
ერნესტო ფერწერითაც იყო გატაცებული, კარგად იცოდა მისი ისტორია
და აკვარელითაც ხატავდა.

15
– გამიგონია, – ვაწყვეტინებ დონ ერნესტოს, – რომ ჩეს არ უყვარდა
მოდერნისტული მხატვრობა. ერთხელ, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში,
მოდერნისტი მხატვრების გამოფენაზე, ჟურნალისტებისათვის განუცხადებია:
„მაპატიეთ, მაგრამ მოდერნისტულ ფერწერაზე ვერაფერს გეტყვით,
უბრალოდ, არ მესმის. შეიძლება, ასეთ მხატვრობაშიც არის რაიმე აზრი,
მაგრამ იგი ჩემს თავში არ თავსდება“.
– ჩემს შვილს უფრო მეტად იმპრესიონისტები მოსწონდა. გატაცებით
თამაშობდა ჭადრაკსაც. კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა
შეჯიბრებაში მონაწილეობდა. როცა ჭადრაკის სათამაშოდ მიდიოდა, ცოლს
დაურეკავდა და ეტყოდა ხოლმე: „პაემანზე წავედიო“. მეუღლემ იცოდა,
რომ სათამაშოდ მიდიოდა. ერთადერთი, რაც საერთოდ არ ესმოდა, მუსიკა
იყო. სმენა არ ჰქონდა და ტანგოს ვალსისაგან ვერ არჩევდა. არც ცეკვა
იცოდა, რაც იშვიათია არგენტინელისათვის. ყოველი არგენტინელი,
ეხერხება ცეკვა თუ არ ეხერხება, თავს მაინც კარგ მოცეკვავედ თვლის.
– დონ ერნესტო, ერთხელ ჩეს ჰკითხეს თურმე, როცა იგი მრეწველობის
მინისტრი იყო, თავისი აზრი გამოეთქვა ახლად გამოშვებული ფირფიტების
თაობაზე. მას უთქვამს: „ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან ამ საქმეში
ასპროცენტიანი უვიცი ვარო“.
– კი, ნამდვილად ასე იტყოდა, იგი არასოდეს მალავდა თავის ნაკლს. ამ
მხრივ არც თავს ზოგავდა და არც სხვას. ზოგიერთს ეგონა, რომ იგი
ორიგინალობდა, თამაშობდა. მიზეზი კი უფრო სერიოზული და ღრმა იყო.
კერძოდ ის, რომ უსაზღვროდ გულწრფელი იყო. ვერ იტანდა
პირობითობას, სიყალბეს, მეშჩანობას, გულწრფელობა კი, მოგეხსენებათ,
როგორ აღიზიანებს და აოცებს ობივატელს. ზოგიერთი ბიოგრაფი ჩეს
ხასიათსა და ქცევებს ფროიდისტული კომპლექსებით ხსნის. მისი ხასიათის
ჩამოყალიბებას, მის რევოლუციურ მსოფლმხედველობას ასთმას
აბრალებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან
რევოლუციონერებს ავადმყოფობა, ფიზიკური ნაკლი, ან რაიმე სულიერი
წყობა კი არ წარმოშობს, არამედ სოციალური წყობა და სიმართლისაკენ
ადამიანების ბუნებრივი სწრაფვა.
ტეტე მარტო ხელოვნებითა და პოეზიით კი არ იყო გატაცებული, ის
ძლიერი იყო მათემატიკასა და სხვა ზუსტ მეცნიერებებშიც. ჩვენ
ვფიქრობდით კიდეც, რომ იგი ინჟინერი გახდებოდა, მაგრამ, როგორც
16
იცით, მან ექიმის პროფესია აირჩია. შეიძლება, ამის მიზეზი მისი
ავადმყოფობა იყო, ან ის, რომ ჩეს ბებია – სელიას დედა – კიბოთი იყო
ავად. ჩეს კი უსაზღვროდ უყვარდა ბებია და მის ავადმყოფობას ძალიან
განიცდიდა. სხვათა შორის, კიბომ იმსხვერპლა ჩემი მეუღლეც. მაგრამ,
ვატყობ, ძალზე გავუსწარი ამბებსა და მოვლენებს.
ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიეთ ბავშვები სპორტს. ტეტეს ძალზე
უყვარდა სპორტი და, როგორც ყველა საქმეს, სპორტსაც დიდი გატაცებითა
და სერიოზულად მოჰკიდა ხელი. მიუხედავად ასთმისა, თავდაუზოგავად
ვარჯიშობდა. თითქოს უნდოდა, თანატოლებისათვის დაემტკიცებინა, რომ
არათუ მათზე ნაკლების, მეტის გაკეთებაც შეეძლო. ჯერ კიდევ მოსწავლე
იყო, როცა ადგილობრივ ფეხბურთელთა გუნდში ჩაეწერა. კარგი
ფეხბურთელი იყო, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ თამაშობდა
ასთმის ხშირი შეტევის გამო. კარგად თამაშობდა რეგბის, უყვარდა
ცხენოსნობა, გოლფი და, თქვენ წარმოიდგინეთ, საპლანერო სპორტითაც
კი იყო გატაცებული. თუმცა, ბავშვობიდანვე მისი ყველაზე დიდი გატაცება
მაინც ველოსპორტი იყო. ფოტოსურათს, რომელიც ჩემ თავის შეყვარებულს
აჩუქა, ასე წააწერა: „ჩინჩინას თაყვანისმცემლებს – პედლების მეფისაგან“.
– დონ ერნესტო, თუ არ ვცდები, თქვენი შვილი პრესის ფურცლებზე
პირველად სწორედ ველოსიპედის გამო მოხვდა.
ვფურცლავ ჩანაწერებს. არგენტინული ჟურნალი „ელ გრაფიკო“, 1950
წლის 5 მაისი. დონ ერნესტოს ხმამაღლა ვუკითხავ ჟურნალში
გამოქვეყნებულ განცხადებას: – „1950 წლის 23 თებერვალი. ბატონებო,
მოპედების ფირმა „მიკრონის“ წარმომადგენლებო! შესამოწმებლად
გიგზავნით თქვენი ფირმის მიერ გამოშვებულ მოპედს. ამ მოპედით
შემოვიარე არგენტინის თორმეტი პროვინცია, გავიარე ოთხი ათასი
კილომეტრი. მოპედი უნაკლოდ მუშაობდა. იმედი მაქვს, არაფერს
შეასწორებთ და უკანვე გამომიგზავნით.
ერნესტო გევარა სერნა“.
– ეს მოგზაურობა ტეტემ სტუდენტობის პერიოდში განახორციელა.
ფირმის მესვეურებმა რეკლამისთვის მისცეს ეს მოპედი და გზის ხარჯებიც
აუნაზღაურეს. სახლში ვერ გააჩერებდი, სულ გზაში იყო. ერთხანს
არგენტინის ერთ-ერთ სატვირთო გემზე მოეწყო მატროსად. შემდეგ
მეგობართან ერთად ფეხით შემოიარა თითქმის მთელი სამხრეთი ამერიკა.
17
– მერე, თქვენ არ წუხდით, ასეთ შორეულ მოგზაურობაში რომ მიდიოდა,
თანაც ასთმით დაავადებული?
– რა თქმა უნდა, მე და სელია ძალიან განვიცდიდით და ვწუხდით, მაგრამ
ხმამაღლა არასოდეს ვლაპარაკობდით ამის შესახებ პატარაობიდანვე
შევაჩვიე ჩემი ბავშვები დამოუკიდებლობას. ვიცოდი, რომ ეს მომავალში
გამოადგებოდათ. ისიც ვიცოდი, რომ ახალგაზრდული გატაცებისა და
ცთუნებებისაგან მათი შეზღუდვა სისულელე იყო და ბედის საჭე თვითონ მათ
მივანდე. მაგონდება, ერთხელ ტეტე და რობერტო სახლიდან გაიპარნენ.
ტეტე მაშინ თერთმეტისა იყო, რობერტო კი რვა წლის. გვეგონა, ალბათ,
სადმე ახლომახლო ტყეში გზა დაებნათო. ვეძებეთ, მაგრამ თითქოს მიწამ
ჩაყლაპაო, ვერსად ვიპოვეთ. პოლიციაში განვაცხადეთ. რამდენიმე დღის
შემდეგ კორდოვიდან რვაასი კილომეტრის მოშორებით იპოვეს ორივე.
თურმე საბარგო მანქანაზე ამძვრალიყვნენ ჩუმად და ამ სიშორეზე
გაპარულიყვნენ. მაგრამ ტეტეს ბავშვობის თავგადასავალი რა იყო თურმე
იმასთან შედარებით, რაც მომავალში გველოდა! ბურუსი და მღელვარება
ისადგურებდა მე და ჩემი მეუღლის სულში, როდესაც სამხრეთ ამერიკიდან
მისი და გრანადოსის წერილებს ვღებულობდით. ამ წერილებში აღწერილი
იყო პრერიებში მოგზაურობა, ათასგვარი სახიფათო ადგილი და
თავგადასავალი. ერთხელ პერუდან მოგვწერა, რომ ალბერტოსთან ერთად
ამაზონზე ტივით აპირებდა მოგზაურობას და თან მისთვის ჩვეული იუმორით
გვაფრთხილებდა: „თუ ერთ თვეში ჩემგან წერილს არ მიიღებთ, ეს იმას
ნიშნავს, რომ ან ნიანგებმა დაგვტკვირეს, ან ხიბაროს ინდიელებმა
შეგვსანსლეს, თავის ქალები მზეზე გააშრეს და ამერიკელ ტურისტებს
მიჰყიდეს. მაშინ ჩვენი მეამბოხე თავები ნიუ-იორკის სუვენირების მაღაზიაში
ეძებეთ“. რა თქმა უნდა, გვჯეროდა ჩვენი შვილისა, ვიცოდით მისი იუმორის
ამბავიც, ვიცოდით, რომ მას თავისი თავის იმედი ჰქონდა, რომ იგი არსად
დაიკარგებოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად მაინც ვღელავდით, მით უმეტეს, მისი
წერილი ერთი კი არა, ორი თვის შემდეგ მივიღეთ.
შემდეგ... მექსიკიდან მივიღეთ მისი წერილი. გვწერდა, რომ ფიდელ
კასტროს რაზმს შეუერთდა და კუბაში მიდის ბატისტასთან საბრძოლველად.
მართალი გითხრათ, ვაჟკაცობა არ მეყო, ეს წერილი ბოლომდე წამეკითხა.
სელია მომიყვა მოკლედ. ორი წელი მისი ასავალ-დასავლისა არაფერი
ვიცოდით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ არგენტინელი ჟურნალისტის,
18
ხორხე რიკარდო მასეტის ნაამბობს. იგი 1958 წლის აპრილ-მაისში სიერა-
მაესტრაში იმყოფებოდა და მაგნიტოფონზე ჩაეწერა ფიდელთან და ჩესთან
საუბარი. ამ შეხვედრების შესახებ წიგნიც გამოაქვეყნა: „ისინი, ვინც იბრძვიან
და ისინი, ვინც ტირიან“. გაზეთებმა ბევრჯერ გამოაქვეყნეს ცნობა ფიდელ
კასტროს რაზმის დამარცხების შესახებ და ადვილი წარმოსადგენია,
როგორ განვიცდიდით ყოველ ასეთ ცნობას.
1958 წლის 31 დეკემბერს მთელი ოჯახი ახალი წლის შესახვედრად
ვემზადებოდით. საზეიმო განწყობილება ნაკლებად გვქონდა, მით უმეტეს,
რადიომ გადმოსცა ათასგვარი ჭრელ-ჭრელი ამბები აჯანყებულთა შესახებ.
ერთადერთი, რაც ვიცოდით, ის იყო, რომ ქალაქ სანტა-კლარუსათვის
ბრძოლაში ჩე დაიჭრა. მაშინ ბუენოს-აირესში მოქმედებდა კუბელ ხალხთან
სოლიდარობის კომიტეტი. ამ კომიტეტს რადიოკავშირიც კი ჰქონდა ფიდელ
კასტროს ბანაკთან, მაგრამ კავშირი საიმედო არ იყო, ხშირად წყდებოდა და
სინამდვილეში კუბაზე რა ხდებოდა, არავინ იცოდა.
ახალი წლის იმ ღამეს, როცა მთელი ოჯახი შევიკრიბეთ და უკვე
აღარავის ველოდით, დაახლოებით თერთმეტ საათზე კარზე დააკაკუნეს.
კარი გავაღეთ და კონვერტი გადმოგვცეს. ვინ მოიტანა, დღესაც ვერ
ვიხსენებ. სასწრაფოდ გავხსენით... „ძვირფასო მოხუცებო! განწყობილება
ბრწყინვალეა. დავხარჯე ორი, დარჩა ხუთი. განვაგრძობ მუშაობას. ამბებს
იშვიათად გატყობინებთ, შემდეგაც ასე იქნება. ღმერთი გფარავდეთ.
გკოცნით. ტეტე“.
იგი მუდამ ამბობდა, კატასავით შვიდი სიცოცხლე მაქვსო. „დავხარჯე
ორი, დამრჩა ხუთი“ იმას ნიშნავდა, რომ ორჯერ დავიჭერი და ხუთი
სიცოცხლე კიდევ დამრჩაო. ამ მოულოდნელმა ცნობამ სიხარულით აავსო
ჩვენი ოჯახი. მაგრამ სიურპრიზი იმ ღამეს კიდევ გველოდა. ათი წუთიც არ
იყო გასული, კონვერტი მოგვიტანეს. კონვერტში ღია ბარათი იდო. ბარათს
ვარდი ეხატა, ქვემოთ ეწერა: „ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
განწყობილება ბრწყინვალეა! ტეტე“.
1959 წლის 1 იანვარს, დილით, ჩვენთან მასეტი და ალბერტო
გრანადოსი მოვიდნენ და გვითხრეს, ბატისტა კუბიდან გაიქცაო. 7 იანვარს
ჰავანა გაათავისუფლეს და კამილო სიენფუეგოსმა ჩეს სიურპრიზი
მოუმზადა: თვითმფრინავი გამოგვიგზავნა, კუბაზე რომ გავფრენილიყავით.
ისე ავღელდი, ლოგინად ჩავწექი, ჰავანაში სელია გაფრინდა. როცა დედა-
19
შვილი აეროდრომზე ერთმანეთს გადაეხვივნენ, სელია თავის სიცოცხლეში
პირველად ატირდა. ერთი თვის შემდეგ ჰავანაში მეც ჩავფრინდი. ტრაპთან
შემეგება ჩე. ამიერიდან ხომ მაინც ემსახურები მედიცინას-მეთქი, ვკითხე.
– ექიმის ტიტული შენთვის მიჩუქნია, რაც შეეხება ჩემს გეგმებს, გეტყვი, –
შეიძლება აქ დავრჩე, ან ბრძოლა განვაგრძო სხვა ადგილებში...
ასეთი ადგილი მისთვის, როგორც იცით, ბოლივია აღმოჩნდა. ჩვენმა
ოჯახმა მაშინ არაფერი იცოდა ამის შესახებ, თუმცა გაზეთები კი წერდნენ.
1967 წლის იანვრის დასაწყისში ტეტესაგან წერილი მივიღეთ. წერილი
ჩემდამი იყო მოწერილი და ჩემი დის, ჩეს საყვარელი მამიდის, ბეატრისას
დაბადების დღეს ეძღვნებოდა. აი, რას წერდა:
„დონ ერნესტო!
როსინანტზე ამხედრებული, მახვილით ხელში, მახვილით, რომელიც
მზადაა, გული გაუპოს ჩემს გოლიათ მტრებს, მუდამ რომ თანა მდევენ, –
ვჩქარობ, თითქმის ტელეპატიური ესე უსტარი გადმოგცეთ და ყოველგვარი
წეს-ჩვეულების დაცვით მოგილოცოთ ახალი წელი და ყველას გეამბოროთ.
დაე, თქვენი და, 15 წლის ქალიშვილი, შეხვდეს თავის დაბადების დღეს მისი
მოყვარული ნათესავების წრეში და ერთხელ მაინც მოიგონოს ცხრა მთას
იქით გადავარდნილი, ველად გაჭრილი კავალერი, რომელსაც სურს,
წინანდელთან შედარებით უფრო ადრე გინახულოთ. ასეთია ჩემი
კონკრეტული სურვილები, ჯადოსნური მეფის ნებით ცაზე წამიერად
გაელვებულ ბედის ვარსკვლავს რომ გავანდე.
მალე ნახვამდის.
და თუკი ვერასოდეს გიხილავ...
შენი შვილი“.
ბოლო ორი სტრიქონი იტალიურ ენაზე იყო მიწერილი. როგორც მას
სჩვეოდა, ეს წერილიც სახუმარო-დრამატულ „კონსპირაციულ“ ყაიდაზეა
დაწერილი. ჩემს დას მაშინ 15 კი არა, 80 წელი შეუსრულდა. ყველაფრიდან
ჩანს, რომ წერილი ჩემ ტანიას მეშვეობით გამოგვიგზავნა, რომელიც მას
გარემოსთან აკავშირებდა.
ეს იყო უკანასკნელი ცნობა, რომელიც მისგან მივიღე...
– როგორ სწავლობდა ჩე, კარგი მოსწავლე იყო?
– ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ კარგი მოსწავლე არასოდეს ყოფილა.
აკი მოგახსენეთ, ორი წელი სახლში ვასწავლიდით. მერე ალტა-გრასიას
20
საშუალო სკოლაში დადიოდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ხანგამოშვებით
სწავლობდა.
1941 წელს სწავლა განაგრძო კორდოვაში დეან-ფუნესის სახელობის
სახელმწიფო კოლეჯში. რადგან კოლეჯი შორს იყო, დედამისს დაჰყავდა
ყოველდღე მანქანით. ოთხი წლის შემდეგ ტეტემ კოლეჯი დაამთავრა. ამავე
წელს (1945) საცხოვრებლად ბუენოს-აირესში გადავედით. ტეტემ
ადგილობრივი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო
სწავლა.
– დონ ერნესტო, მართალია, დაგღალეთ ამდენი შეკითხვით, მაგრამ
ერთი ჩემთვის ფრიად საინტერესო საკითხი მაინტერესებს. კერძოდ,
როგორ ვითარებაში, რა ფაქტებისა და მოვლენების გავლენით
ჩამოყალიბდა მისი პოლიტიკური შეხედულებები. სტუდენტობის წლებში
მონაწილეობდა თუ არა პოლიტიკურ მოძრაობაში?
– ეს ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის. ამ საკითხზე ათას რამეს ჩმახავდნენ
ჟურნალისტები. რაც შეეხება ხსენებული პერიოდის მის პოლიტიკურ
შეხედულებებს, შემიძლია ვთქვა შემდეგი. მეც და ჩემი ცოლიც ოპოზიციაში
ვიყავით ჩვენი ქვეყნის ოლიგარქიულ და სამხედრო ხელისუფლებასთან იმ
დღიდან, როცა არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ირიგოიენი 1930 წელს
ჩამოაგდეს. ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა პირველი არგენტინელი
„გორილა“, გენერალი ურიბურუ, რომელმაც ხალხს განუცხადა,
კომუნისტებისაგან მე გიხსნითო. ურიბურუ გენერალმა ხუსტომ შეცვალა.
შემდგომ ამისა, ხანმოკლე დროის განმავლობაში ქვეყანას ორი ოლიგარქი
მართავდა: ორტისი და კასტილიო. პირველი ინგლისური, ხოლო მეორე
გერმანული ორიენტაციისა იყო.. 1941 წელს გენერლის ფორმაში ჩაცმულმა
„გორილებმა“ – რაუსონმა, ფარელმა და რამისერმა ჩაიგდეს
ხელისუფლება. შემდეგ ისინი პოლკოვნიკმა პერონმა შეცვალა. 1956 წელს
გენერლებისა და ადმირალების ხუნტამ ლონარდისა და არამბურეს
მეთაურობით დაამხო პერონის მთავრობა. შემდგომ ამბებზე აღარ
მოვყვები, რადგან 1953 წელს ტეტემ სამუდამოდ დატოვა არგენტინა.
გარდა შინაპოლიტიკურისა, არგენტინაზე მუდამ ახდენდა გავლენას დიდი
საგარეო პოლიტიკური ამბები, – სხვადასხვა მიზეზის გამო.
პირველი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა მჭიდროდაა
დაკავშირებული ლონდონის სიტისა და ნიუ-იორკის უოლ-სტრიტთან.
21
ყველაფერი, რაც ამ ქვეყნებში ხდება, ჩვენც გვაღელვებს. მეორეც ის, რომ
არგენტინაში ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს – იტალიელები, ფრანგები,
გერმანელები, ებრაელები, პოლონელები, სირიელები, ინგლისელები და,
ბუნებრივია, მათ აღელვებთ იმ ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური
მდგომარეობა, საიდანაც ისინი ან მათი მშობლები არიან ჩამოსულნი.
მესამეც ის, რომ ჩვენს ინტელიგენციას მუდამ საფრანგეთისა და მისი
კულტურისაკენ ჰქონდა გულისყური. პარიზი იყო ჩვენი მწერლების,
არტისტების, მხატვრების მექა. ამიტომ საფრანგეთის ბედი მუდამ
აღელვებდა ჩვენს ინტელიგენციას. ასევე ძალზე გვაინტერესებდა საბჭოთა
კავშირის ამბები.
მაშინ არგენტინის პრესა საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ამბებს
უფრო ფართოდ აშუქებდა, ვიდრე საშინაოს. ყველაფერმა ამან ხელი
შეუწყო ტეტეს, საერთაშორისო ამბებში კარგად გარკვეულიყო.
ვცდილობდი, ბავშვებს მრავალმხრივი აღზრდა მიეღოთ. მათი
თანატოლებისათვის ჩვენი სახლის კარი მუდამ ღია იყო. ხშირად
მოდიოდნენ ჩვენთან როგორც მდიდარი ოჯახების, ასევე მუშათა და
კომუნისტთა შვილები. მაგალითად, ტეტე მეგობრობდა პოეტ კაეტანო
კორდობა იტურბურუს ქალიშვილთან. იტურბურუ სელიას სიძე იყო და მაშინ
კომუნისტურ იდეებს იზიარებდა.
– დონ ერნესტო! მე ესპანეთში ინტერნაციონალურ ბრიგადაში
ვიბრძოდი. 1937 წლის დასაწყისში ჩემმა მეგობარმა, პოეტმა რაფაელ
ალბერტიმ მადრიდში გამაცნო კორდობა იტურბურუ, რომელიც ასევე
ესპანეთის რესპუბლიკის დასახმარებლად იყო ჩამოსული.
– თქვენ დროზე გაიხსენეთ ესპანეთის ამბები. ესპანეთის სამოქალაქო
ომმა ფართო გამოხმაურება პოვა არგენტინაში. ჩვენთან მაშინ შეიქმნა
რესპუბლიკური ესპანეთის მომხრეთა კომიტეტი. მე და სელია ამ კომიტეტის
აქტიური წევრები ვიყავით. ჩვენ უახლოესი მეგობრობა გვაკავშირებდა ჩვენს
მეზობელთან, დოქტორ ხუან გონსალეს აგილიართან. იგი ესპანეთის
რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნეგრინის მოადგილე იყო.
რესპუბლიკური ესპანეთის დამარცხების შემდეგ არგენიტნაში ჩამოვიდა
ოჯახით და ალტა-გრასიაში დასახლდა. ჩვენი ბავშვები მეგობრობდნენ.
ერთად სწავლობდნენ ჯერ სკოლაში, შემდეგ კი კორდოვის კოლეჯში,
სადაც ისინი ტეტესთან ერთად ყოველდღე დაჰყავდა სელიას თავისი
22
მანქანით. ტეტე მეგობრობდა აგრეთვე თავის თანატოლ ესპანელ
ფერნანდო ბარალესთან. ფერნანდოს მამა რესპუბლიკელი იყო და
ფაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა. აქვე მინდა გავიხსენო ესპანეთის
რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო გენერალი ხურადო, რომელიც მაშინ
გონსალესის ოჯახის სტუმარი იყო. გენერალი ჩვენთანაც ხშირად დადიოდა,
ჰყვებოდა სამოქალაქო ომის ამბებს, ფრანკოსა და მის მოკავშირეთა
მხეცობასა და სისასტიკეზე. ყველაფერმა ამან გავლენა მოახდინა ტეტეს
მომავალი პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.
შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი
ოჯახი, ჩვენი მეგობრები რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხარეზე
ვიყავით. სიხარულით ვხვდებოდით წითელი არმიის ყოველ გამარჯვებას.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტალინგრადში ფაშისტური არმიის
განადგურებამ. ეს იყო გადამწყვეტი დარტყმა. იმჟამად არგენტინის
მთავრობის სათავეში პერონი იდგა, რომელიც ჰიტლერსა და მუსოლინის
თანაუგრძნობდა. მიუხედავად მოკავშირეთა ზეწოლისა, იგი მაინც არ
წყვეტდა „ღერძის“ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობას.
ჩვენ ვებრძოდით ფაშისტთა აგენტებს, ვცდილობდით, ჩვენს მიწაზე არ
გაგვეჭაჭანებინა ისინი. ასეთ ოპერაციებში მეც ვმონაწილეობდი. ტეტემ ეს
იცოდა და მთხოვდა, მეც დაგეხმარებიო.
მე და სელია სხვებთან ერთად აქტიურად ვიბრძოდით პერონის
მთავრობის წინააღმდეგ. სელია ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, – იგი
კორდოვაში მონაწილეობდა მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში,
საქვეყნოდ გამოთქვამდა პერონის მთავრობის საწინააღმდეგო
მოწოდებებსა და ლოზუნგებს. დიდი ხნის შემდეგ, 1962 წელს, იგი კვლავ
დააკავა პოლიციამ მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში
მონაწილეობისათვის. ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც კუბიდან დაბრუნდა,
პოლიციამ რამდენიმე კვირით დააპატიმრა.
პერონის ხელისუფლების დროს არგენტინაში ბევრი იატაკქვეშა
ორგანიზაცია არსებობდა. ეს ორგანიზაციები ყოველნაირად ებრძოდნენ
პერონის დიქტატურას. ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომლის წევრი მეც
ვიყავი, კორდოვაში იყო. ჩვენს სახლში ყუმბარებს ვამზადებდით,
რომლებსაც დემონსტრაციის დროს პოლიციელების წინააღმდეგ
ვიყენებდით. ყველაფერი ეს ტეტეს თვალწინ ხდებოდა. ერთხელ მან
23
კატეგორიულად განმიცხადა: „მამა! ან ნება დამრთე, მოგეხმარო, ან
დამოუკიდებლად ვიბრძოლებ, სხვა ჯგუფს შევუერთდები“. იძულებული
გავხდი, დავთანხმებოდი, რათა ახლოს მყოლოდა და პოლიციის
რეპრესიებისაგან დამეხსნა. ტეტე მაშინ დემოკრატი და ანტიფაშისტი იყო,
მაგრამ პოლიტიკურ ამბებში არ ერეოდა, უფრო სწორად, თავისებურად
აღიქვამდა. ალბათ უფრო სერიოზული და გადამწყვეტი პოლიტიკური
ბრძოლებისათვის ემზადებოდა.
მე, რა თქმა უნდა, მისი ავადმყოფობის გამო არ ვაძალებდი, უფრო
აქტიურად მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ ამბებში, მაგრამ არც
ვუკრძალავდი. ყველაფერს, რასაც იგი მაშინ აკეთებდა, აკეთებდა თავისით,
თავად წყვეტდა, როგორ მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში.
კვლავ ჩემს ჩანაწერებში ვიქექები... წავაწყდი ჩეს წერილის ასლს,
რომელიც მან 1959 წელს, ბატისტას დამარცხების შემდეგ მისწერა
ფერნანდო ბარალის, წერილს ხმამაღლა ვკითხულობ: „ძვირფასო
ფერნანდო! ვიცი, რომ გაეჭვებდა ჩემი პიროვნება – ვიყავი თუ არა ისეთი,
როგორიც ვიყავი, თუმცა, მართალი რომ გითხრა, ის აღარა ვარ, რაც
ვიყავი, როგორსაც შენ მიცნობდი. ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ.
იმჟამინდელი მხოლოდ ასთმა შემრჩა. გავიგე, რომ დაქორწინებულხარ.
მეც შევირთე ცოლი, ორი ბავშვი მყავს, მაგრამ თავგადასავალი კვლავაც
მიყვარს, თუმცა ჩემს თავგადასავლებს ახლა სხვა მიზნები აქვს. შენ და შენს
ოჯახს მიესალმება გარდასული ეპოქის გადმონაშთი. მიიღე ძმური სალამი
ჩესგან, ასეთია ჩემი ახალი სახელი“.
– მაშ, ასე: ინდივიდუალისტი და თავგადასავლის მოყვარული. ასეთად
მიაჩნდა თავი ჩეს ახალგაზრდობაში?
– დიახ, მართალს ბრძანებთ, – კვერს მიკრავს დონ ერნესტო.
უკვე შუაღამეა გადასული. თავსხმამ გადაიღო. ვემშვიდობებით დონ
ერნესტოს, ისეთივე გულღიას, მართალსა და მომხიბლავ ადამიანს,
როგორიც მისი შვილი ჩე იყო.

24
ხასიათის აღზრდა

მდგომარეობათა გამო და, ალბათ, ჩემი ხასიათის წყალობით,


მოგზაურობა დავიწყე. შემოვიარე ამერიკის კონტინენტი და კარგად
გავეცანი...
ერნესტო ჩე გევარა

ალბერტო გრანადოსის მეუღლე ხულია ალბათ უკვე მეათე ფინჯანი


არომატული „ტინტო“ -თი გვიმასპინძლდება. კიდევ რამდენიმე საათი უნდა
ვისაუბროთ მე და ალბერტომ, რადგან იგი უნდა მომიყვეს, თუ როგორ
დაიწყო ჩესთან მისი მეგობრობა, როგორ მოგზაურობდნენ ერთად
ლათინურ ამერიკაში. ალბერტომ ეს მოგონებები უკვე გამოაქვეყნა კუბის
ერთ-ერთ გაზეთში, მაგრამ ერთია, წაიკითხო და მეორე – საკუთარი ყურით
მოისმინო მათი მოგზაურობის სათავგადასავლო ამბები.
თითო-ოროლა მეგობარი ჰყავდა ტეტეს სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც.
თანატოლთაგან ძალზე განსხვავდებოდა. თავის გარეგნობას ჩე არავითარ
ყურადღებას არ აქცევდა – დაჭმუჭნილი ქურთუკი, უზარმაზარი, უხეში
„ბათინკები“, დაუვარცხნელი თმა. ეს მაშინ, როდესაც მისი თანატოლები,
მისივე წრის წარმომადგენლები პეწიანად იცვამდნენ, გაპრიალებული
ფეხსაცმელებით ამაყობდნენ, კოხტად შეკრეჭილ-დავარცხნილები
დადიოდნენ.
ერნესტო მათგან მკვეთრი ხასიათით გამოირჩეოდა. მწარე და ბასრი ენა
ჰქონდა და მაინც იგი იყო მათი რჩეული, მათი სული და გული. რატომ?!
მათ ხიბლავდათ ერნესტოს ხასიათის თვისებები – რაინდული სული,
მეგობრობაში უღალატობა, რომანტიზმი და ფანტაზია, და, ალბათ, მისი
ხასიათის უპირველესი თვისება – სიმამაცე და გამბედაობა. მძიმე
ავადმყოფობის მიუხედავად, იგი არათუ ჩამორჩებოდა სხვებს თამაშებში,
გართობაში და სხვა ახალგაზრდულ გატაცებებში, არამედ ყველგან და
ყველაფერში პირველი იყო. ამავე დროს, არსებობდა რაღაც უხილავი
ზღუდე, რომლითაც იგი განცალკევებული იყო თავისი მეგობრებისაგან და
ამ ზღუდეზე გადაბიჯება ყველას არ შეეძლო. რატომ?! იქნებ ამის მიზეზი
მისი პოეტური სული იყო (მას ხომ მთელი სიცოცხლე პოეზია იტაცებდა),
მისი უღალატო და სუფთა გული, ავადმყოფობის გამო რომ იტანჯებოდა. ეს
25
უხილავი ზღუდე არ არსებობდა მხოლოდ ჩინჩინასათვის და ალბერტო
გრანადოსისათვის. ისეთი ჭაბუკისათვის, როგორიც ჩე იყო, ეს
კანონზომიერია. ჩინჩინა ხასიათითა და სულიერი წყობით მისგან
განსხვავდებოდა, მაგრამ ჩეს უყვარდა იგი, – ჩინჩინა იყო მისი პირველი
სიყვარული. ალბერტოსა და ჩეს ხასიათიც სრულიად განსხვავებული იყო.
მაგრამ მათი მეგობრობა მტკიცე იყო და ძლიერი. ისინი არ იჭრებოდნენ
ერთმანეთის სულიერ ავტონომიაში, გამორიცხული იყო სულიერი
მენტორობა, ერთმანეთისადმი მონური მორჩილება, ბრმა თანხმობა და
უსიტყვო თავდადება, მათი მეგობრობა სწორედ იმის მაგალითია, თუ
როგორ შეერწყა ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი.
ჩვენ ცოტა რამ ვიცით ჩესა და ჩინჩინას მეგობრობის შესახებ. მაგრამ თუ
დავუჯერებთ ჩინჩინას დისა და სხვათა მოგონებებს, ჩეს იგი უყვარდა და
ფიქრობდა, ცოლად შეერთო. ჩინჩინა იყო კორდოვის ერთ-ერთი
უმდიდრესი მემამულის ქალიშვილი, უმაღლესი არისტოკრატიის
წარმომადგენელი. ჩინჩინას თავზე საყრელად ჰქონდა ის, რაც ჩეს არ
გააჩნდა: უზარმაზარი სიმდიდრე, თვალისმომჭრელი სილამაზე,
არისტოკრატული ელეგანტურობა, შესაშური ჯანმრთელობა. უკეთეს
სარძლოს ვერ ინატრებდნენ კორდოველი არისტოკრატები.
ჩინჩინას ოჯახში წვეულებებზე ჩე ისე დადიოდა, როგორც ყველგან, –
დაუვარცხნელი, დაჭმუჭნილი ქურთუკით, ძველი ბათინკებით. ადგილობრივ
სნობებს აღიზიანებდა არა მარტო მისი გარეგნობა, არამედ ჩეს მწარე,
დამცინავი რეპლიკები, როდესაც პოლიტიკაზე ან სხვა საკითხზე იყო
საუბარი. ერთი სიტყვით, ჩეს ჩინჩინას წრეში კარგი რეპუტაცია არ ჰქონდა.
მაშ, რისი იმედი ჰქონდა ჩეს? მხოლოდ ჩინჩინას სიყვარულისა. იგი
სთავაზობდა ჩინჩინას, მიეტოვებინა მამისეული სიმდიდრე, ოჯახი და მასთან
ერთად საზღვარგარეთ წასულიყო. ასეთი წინადადება ჩემ სამხრეთ
ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ შესთავაზა. ჩეს უნდოდა, ჩინჩინასთან
ერთად ვენესუელაში წასულიყო, სადაც იგი კეთრით დაავადებულთა
საავადმყოფოში აპირებდა მუშაობას თავის მეგობარ ალბერტო
გრანადოსთან ერთად. ადრე იქ ალბერტ შვაიცერი მუშაობდა, რომლის
გმირობითა და თავდადებით ჩე აღფრთოვანებული იყო.
მაგრამ ჩინჩინას – ჩვეულებრივ ქალიშვილს – ჩვეულებრივად უყვარდა
ჩე. მზად იყო, ცოლად გაჰყოლოდა ერნესტოს, ოღონდ ერთი პირობით –
26
მასთან დარჩენილიყო. ჩინჩინა მოხიბლული იყო ჩეს დონკიხოტური
გეგმებით, მისი კეთილშობილებითა და დიდსულოვნებით, მაგრამ
ყოველივე ეს მაინც არარეალურად მიაჩნდა და აქ ერთმანეთს შეეჯახა
ამაღლებული და ჩვეულებრივი, პოეზია და ცხოვრებისეული პროზა. არც
ერთმა მხარემ არ დათმო და ისინი მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.
ქალიშვილი წავიდა ჩვეულებრივი გზით, რომ მშვიდობიანი ოჯახი შეექმნა,
ხოლო ჭაბუკი გაუყვა მომავლის რომანტიკულ გზას, რათა წარსულს
აღარასოდეს დაბრუნებოდა.
ალბერტო გრანადოსი ჩეზე ექვსი წლით უფროსი იყო. რა იყო მათი
დაახლოების, მათი მეგობრობის მიზეზი? ვუსმენდი ალბერტოს და
ვფიქრობდი, რომ მისი ორიგინალური მსჯელობა, შეუცნობელის შეცნობის
სურვილი იყო მათი მეგობრობის პირველი წყარო. გარდა ამისა, ალბერტო
კეთროვანთა თავშესაფარში მუშაობდა. ასეთი არჩევანის გაკეთება შეეძლო
მხოლოდ მაღალი მორალური თვისებების, ჭეშმარიტი მოქალაქეობრივი
თავდადებისა და სიმამაცის მქონე ადამიანს. სიცოცხლის მოყვარული,
ათასგვარ განსაცდელში გამოვლილი ალბერტო გარეგნულადაც ჰგავდა
კოლა ბრიუნიონს, და განა ჩემი თანამოსაუბრის ეს თვისებები არ
მოხიბლავდა ჩეს?
თუმცა სჯობს, თავად ალბერტოს მოვუსმინოთ: – სამი ძმანი ვიყავით – მე,
თომას-ფრანსისკო და გრეგორიო-პატრისიო. წარმოშობით ერნანდოდან
ვართ. ეს ადგილი კორდოვის სამხრეთ პროვინციაში მდებარეობს. თავიდან
უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ
აფთიაქარის პროფესიით მაინცდამაინც მოხიბლული არ გახლდით.
კეთროვანთა მკურნალობის პრობლემებმა გამიტაცა და კიდევ სამი წელი
დავყავი უნივერსიტეტში – ბიოქიმიური ფაკულტეტი დავამთავრე. 1945 წელს
კეთრით დაავადებულთა საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. ეს
ლეპროზორიუმი კორდოვიდან ას ოთხმოც კილომეტრზე მდებარეობდა. ჩე
ჯერ კიდევ 1941 წელს გამაცნო ჩემმა ძმამ თომაზომ. ჩე მაშინ 13 წლისა
იყო. იგი და ჩემი ძმა დეან-ფუნესის კოლეჯში სწავლობდნენ. ჩვენ წიგნების
კითხვამ და ბუნების სიყვარულმა დაგვამეგობრა. მე ხშირად დავდიოდი
მათთან სახლში, ვსარგებლობდი გევარების მდიდარი ბიბლიოთეკით. ჩე
მგზნებარე მოკამათე იყო და მრავალი ღამე გაგვითენებია ამა თუ იმ წიგნსა
და ავტორზე კამათში.
27
მე და ჩემი ძმები თავისუფალ დროს კორდოვის ულამაზეს სანახებში
ვატარებდით, რობინზონებივით ვცხოვრობდით ღია ცის ქვეშ. ჩე თითქმის
ყოველთვის ჩვენთან იყო – მშობლები არ უშლიდნენ ჩვენთან ყოფნას. მთის
სუფთა ჰაერი კეთილად მოქმედებდა მის ჯანმრთელობაზე, ფეხით
ხანგრძლივი სიარული აწრთობდა მის ორგანიზმს, აჩვევდა ამტანობას.
მართალია, მაშინ ექიმები ფიქრობდნენ, ასთმით დაავადებულთათვის
ფიზიკური დატვირთვა საშიშიაო, მაგრამ ჩვენ, ახალბედა მედიკოსები,
სხვაგვარად ვფიქრობდით. გვჯეროდა, რომ ამ ავადმყოფობის უებარი
წამალი მხოლოდ და მხოლოდ სპორტია; ჩეს მშობლებიც ამ აზრისა იყვნენ.
ბუნების წიაღში ჩე ბევრ ცხოვრებისეულ სიბრძნეს ეზიარა. ისწავლა ხის
ტოტებისგან ქოხის გაკეთება. კოცონის სწრაფად დანთება და სხვა მრავალი
ცხოვრებისეული ამბავი. ყველაფერი ეს ძალზე გამოადგა პარტიზანობის
პერიოდში. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ჩვენი რობინზონული, უწყინარი
გართობა-თამაშობანი მომავალში მას ასეთ სამსახურს გაუწევდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში
ჩვენი პატრიოტები პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ ესპანელ
კოლონიზატორთა წინააღმდეგ; ვიცოდით აგრეთვე მექსიკის რევოლუციის
დროს პარტიზანთა და მათ მეთაურთა პანჩო ვილასა და სპატის
ბრძოლების შესახებ; გენერალ სანდინოს წინამძღოლობით იანკების
წინააღმდეგ ამბოხებულ ნიკარაგუელთა შესახებაც; ჩვენამდე აღწევდა
ჩინეთში პარტიზანული მოძრაობის ამბებიც; აღფრთოვანებული ვიყავით
საბჭოთა პარტიზანების გმირობით მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ
მაშინ არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ მსგავსი რამ ჩვენთანაც იყო
შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, სტუდენტებს, პოლიტიკური
ამბები არ გვაინტერესებდა, პირიქით, გაფიცვებს ვაწყობდით, პერონის
ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდით, პოლიციასაც არაერთხელ
შევეტაკეთ.
კორდოვა არგენტინის ერთ-ერთი დიდი კულტურული ცენტრია. ჩვენთან
მას „დოქტა კორდოვას“ უწოდებენ, რაც მეცნიერების, სიბრძნის ქალაქს
ნიშნავს.
იმ უნივერსიტეტის გარდა, რომელიც მთელს ამერიკაში ერთ-ერთი
უძველესია (1613 წელს დაარსდა), ჩვენს ქალაქში იყო ბუნებისმეტყველების
28
ისტორიის მუზეუმი, დიდი ზოოლოგიური ბაღი, სამხატვრო აკადემია.
ქალაქი განთქმული იყო აგრეთვე თავისი თავისუფლებისმოყვარე
ტრადიციებით. პერონის ხელისუფლების წინააღმდეგ მოძრაობაში თავადაც
ვმონაწილეობდი. 1943 წელს უნივერსიტეტის სტუდენტობამ დემონსტრაცია
მოაწყო პოლიციის წინააღმდეგ, – მოვითხოვდით, რომ პოლიციას
უნივერსიტეტის ტერიტორია დაეტოვებინა. რამდენიმე სტუდენტთან ერთად
მეც დამაპატიმრეს. თომასთან ერთად ჩემს სანახავად ჩეც მოვიდა. მე მათ
ვთხოვე, კოლეჯის მოსწავლეები გამოეყვანათ და დაპატიმრებულ
სტუდენტთა განთავისუფლება მოეთხოვათ. გამოგიტყდებით, მაშინ ძალზე
გამაკვირვა ჩეს რეპლიკამ: „შენ რა, იმისთვის გინდა, ქუჩაში გამოვიდე, რომ
პოლიციამ ხელკეტით გვერდები აგიხურა? არა, ძმაო, ქუჩაში გამოვალ, თუ
„ბუფოსოს“ (პისტოლეტს) მომცემენ!“
კარგად მახსოვს ჩეს მეორე რეპლიკაც, სხვა დროს თქმული. ეს იყო
ლათინურ ამერიკაში ჩვენი მოგზაურობის დროს. პერუში ყოფნისას ჩვენ
მოვინახულეთ ინკების ძველი ქალაქი მაჩუ-პიკჩუ. შემოვიარეთ ქალაქის
ყველა კუთხე-კუნჭული და ბოლოს ერთ-ერთი ძველი საყდრის მოედანზე
გავჩერდით. ამ მოედანზე, ძველი თქმულების მიხედვით, ადამიანთა
მსხვერპლთშეწირვა ხდებოდა. ჩვენ მატეს ვსვამდით და
ვფანტაზიორობდით. ჩეს ვეუბნები: „იცი რა, მოდი, აქ დავრჩეთ, მე
დავქორწინდები ინკური წარმოშობის მდიდარ ინდიელზე, თავს
გამოვაცხადებ პერუს იმპერატორად, ხოლო შენ პრემიერ-მინისტრად
დაგნიშნავ და ჩვენ მოვახდენთ სოციალურ რევოლუციას“. ჩემ მიპასუხა:
„გაგიჟდი, ძმაო, გასროლის გარეშე რევოლუცია ვის მოუხდენია!“
– ალბერტო, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით მომიყევით ამ
მოგზაურობის შესახებ.
– სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.
ჩვენ მაშინ, ასე თუ ისე, ვიცოდით, რა ხდებოდა ესპანეთში, საფრანგეთში ან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა
გვქონდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების შესახებ. პროფესიული
თვალსაზრისითაც მაინტერესებდა ამ ქვეყნების ნახვა. მინდოდა,
მომენახულებინა იქაური ლეპროზორიუმები, გავცნობოდი კეთროვანთა
მკურნალობის მეთოდებს და შემდეგ წიგნიც კი დამეწერა.

29
ასეთი მოგზაურობისათვის საჭირო თანხა, ბუნებრივია, მე არ გამაჩნდა.
სამაგიეროდ, მქონდა „ტრანსპორტი“ – ძველი მოტოციკლი, რომელსაც
დღენიადაგ ვუკირკიტებდი, რომ როგორმე გამემართა და გზას
დავდგომოდი. რაც შეეხება საკვებს, ეს საკითხი დიდად არ მაღელვებდა,
რადგან გზადაგზა გამომუშავების იმედი მქონდა. ჩემი კოლეგების –
ლეპროზორიუმში მომუშავე ექიმების სოლიდარობისა და მხარდაჭერის
იმედიც მქონდა.
დადგა ის დღეც, როცა ჩემი „მერანი“ მზად იყო მოგზაურობისთვის.
იმხანად გევარების ოჯახი ბუენოს-აირესში ცხოვრობდა. ჩე სამედიცინო
ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო პრაქტიკას გადიოდა ალერგიის
მიზეზების შემსწავლელ ინსტიტუტში, რომელსაც ცნობილი არგენტინელი
მეცნიერი, დოქტორი პისანი ხელმძღვანელობდა. გევარების ოჯახს მაშინ
მატერიალურად უჭირდა. ოჯახს რომ დახმარებოდა, ჩე მუნიციპალურ
ბიბლიოთეკაში მუშაობდა, არდადეგებზე იგი კორდოვაში ჩამოვიდა და
ლეპროზორიუმში მომინახულა. მას აინტერესებდა კეთროვანთა
მკურნალობის ახალი მეთოდები, სამკურნალო ცდებშიც მეხმარებოდა.
ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლისას, 1951 წლის სექტემბერში, ჩემი ძმის
თომასის რჩევით ერნესტოს შევთავაზე ჩემთან ერთად ემოგზაურა
ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ჩე ბავშვობიდანვე ოცნებობდა
მოგზაურობაზე. გარესამყაროს სინამდვილის შეცნობა უშუალო
დაკვირვებით და არა მარტო წიგნებითა და ტრაქტატებით, – მისი ხასიათის
თვისება, მისი სულიერი მოთხოვნილება იყო. მას აინტერესებდა, როგორ
ცხოვრობდნენ თანამემამულენი არა მარტო დედაქალაქში, არამედ
პროვინციებში. როგორ ცხოვრობდნენ გლეხები, მოჯამაგირეები,
ინდიელები და, საერთოდ, როგორი იყო მისი სამშობლო. მას სურდა,
თავად ენახა სამშობლოს უსაზღვრო ტრამალები – პამპასები, მისი მთები,
ჩრდილოეთის ცხელი რაიონები, სადაც გაშენებული იყო ბამბისა და
პარაგვაული ჩაის – მატეს პლანტაციები.
ამის შემდეგ განა გასაკვირია, რომ ერნესტო აღაფრთოვანა ჩემმა
წინადადებამ, ოღონდ მთხოვა, ცოტა ხანს მაცალე, მორიგ გამოცდას
ჩავაბარებო. იგი უკანასკნელ კურსზე იყო მაშინ. ერნესტოს მშობლებიც
დაგვეთანხმნენ, მხოლოდ ერთი პირობით – ერთი წლის შემდეგ
დავბრუნებულიყავით, რათა ერნესტოს უნივერსიტეტი დაესრულებინა.
30
და აი, 1951 წლის 29 დეკემბერს ჩვენს „მერანს“ ავკიდეთ საჭირო
ტვირთი: კარავი, საბნები, შევიარაღდით ავტომატური პისტოლეტით,
ფოტოაპარატით და გზას გავუდექით. გზად ჩინჩინასთან შევიარეთ,
რომელმაც ერნესტოს 15 დოლარი მისცა და სთხოვა, მაქმანიანი კაბა
მიყიდეო. ერნესტომ საჩუქრად ლეკვი დაუტოვა, რომელსაც „კამბეკი“
უწოდა, რაც ესპანურად „დაბრუნდის!“ ნიშნავს. გამოვემშვიდობეთ ერნესტოს
მშობლებსაც. ამის შემდეგ პირდაპირ ჩვენს გზას დავადექით. პირველი
ქვეყანა, რომლის საზღვრებიც გადავლახეთ, ჩილე იყო. გავიარეთ
პროვინცია მენდოსა, სადაც ოდესღაც ჩეს წინაპრები ცხოვრობდნენ, და
გეზი სამხრეთისაკენ ავიღეთ. ბევრი ვიწვალეთ ჩვენი ორთვლიანი
როსინანტის გამო. მოტოციკლი ხშირად გვიფუჭდებოდა და ჩვენც
ვაკეთებდით. მაგრამ რას ვუშველიდით, უფრო ხშირად მივათრევდით.
ღამეს ტყეში ან მინდორში ვათევდით. ცუდად გვქონდა კვების საქმეც.
ცოტაოდენი თანხა, რაც გვებადა, პირველსავე დღეებში შემოგვეხარჯა.
ჩინჩინას მოცემული 15 დოლარიც დავხარჯეთ. გადავწყვიტეთ, საკუთარი
ოფლით მოგვეპოვებინა „პური ჩვენი არსობისა“. რესტორნებში ვრეცხავდით
ჭურჭელს, ვმკურნალობდით გლეხებს, ვმუშაობდით მტვირთავებად,
მეკურტნეებად, მატროსებად, სოფლებში რადიომიმღებებს შევაკეთებდით
ხოლმე. ოაზისივით იყო ჩვენთვის ლეპროზორიუმები და ისე მივილტვოდით
მათკენ, როგორც მუსულმანი მექისაკენ. ჩვენ იქ ვიკლავდით არა მარტო
ფიზიკურ, არამედ სულიერ წყურვილსაც. ადგილობრივ კოლეგებს
ვუზიარებდით გამოცდილებას და ბევრ ახალსა და სასარგებლო რამეს
ვსწავლობდით. ერნესტოსაც უფრო და უფრო იტაცებდა კეთრის
მკურნალობის პრობლემები. კეთროვანების არც მას ეშინოდა, არ
ეზიზღებოდა მათთან ყოფნა. პირიქით, ძლიერ ებრალებოდა ყველასაგან
მიტოვებული, უძლური ადამიანები და სულ უფრო და უფრო ხშირად
ფიქრობდა, მთელი სიცოცხლე მათი მკურნალობისთვის მიეძღვნა.
1952 წლის 18 თებერვალს ჩილეს ქალაქ ტემუკოში ჩავედით. მეორე
დღეს ადგილობრივმა გაზეთმა „დიარის აუსტრალმა“ ჩვენზე სტატია
გამოაქვეყნა. ეს სტატია 1967 წელს, ჩეს სიკვდილის შემდეგ გადაბეჭდა
გაზეთ „გრანმამ“.
– მე მაქვს ამ სტატიის ტექსტი, – ვეუბნები ალბერტოს და ხმამაღლა
ვუკითხავ სათაურს: „ორი არგენტინელი ექსპერტი-ლეპროლოგი
31
მოტოციკლით მოგზაურობს სამხრეთ ამერიკაში“.
„გუშინ ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ ბიოქიმიის დოქტორი ბატონი
ალბერტო გრანადოსი და ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტის უკანასკნელი კურსის სტუდენტი, ბატონი ერნესტო გევარა
სერნა. ექიმები მოტოციკლით მოგზაურობენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
ისინი 29 დეკემბერს გამოვიდნენ ქალაქ კორდოვიდან. გამოიარეს
მენდოსა, სალტუ, ჩილეს სასაზღვრო პუნქტი პეულია, იყვნენ პეტრობუეში,
ოსორბოში და ვალდივიაში, საიდანაც გუშინ ჩვენთან ჩამოვიდნენ. ჩვენი
სტუმრები ლეპროლოგიის სპეციალისტები არიან და მკურნალობენ
კეთრთან დაკავშირებულ ბევრ სხვა ავადმყოფობასაც. ამ სფეროში ისინი
კარგად არიან გათვითცნობიერებულნი. მათ სამშობლოში ამ
ავადმყოფობით სამი ათასამდე კაცია დაავადებული, რომლებსაც
კურნავდნენ სერიტოსის, დიამანტესის, გენერალ როდრიგესის, კორდოვისა
და პოსადასის ლეპროზორიუმებში. ექიმებმა მოინახულეს
ლეპროზორიუმები ბრაზილიაში, – ქვეყანაში, სადაც ამ ავადმყოფობით
ყველაზე მეტია დაავადებული.
მათ აინტერესებთ აღდგომის კუნძულის ნახვა.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სანიტარული მდგომარეობის გაცნობის
გარდა ბატონებს, გრანადოსსა და გევარას, რომლებიც საკუთარი
სახსრებით მოგზაურობენ, განსაკუთრებით აინტერესებთ ჩილეს ქალაქ
რაპა-ნუის ლეპროზორიუმის მონახულება.
ექიმებს უნდათ ვალპარაისოში ჩასვლა და აღდგომის კუნძულის
მეგობრობის საზოგადოებასთან დაკავშირება. მათ აინტერესებთ წყნარ
ოკეანეში მდებარე ამ კუნძულის ლეპროზორიუმის ნახვა.
მეცნიერები ფიქრობენ, მოგზაურობა ვენესუელაში დაასრულონ.
ბატონებმა გრანადოსმა და გევარამ ერთი დღე დაჰყვეს ჩვენს ქალაქში
და დღეს კონსეპსიონისაკენ გაემგზავრებიან“.
ალბერტო იცინის.
– ნამეტანი გაუბუქავთ... ბრაზილიაში, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვართ.
რაც შეეხება აღდგომის კუნძულს, იქ წასვლა ჩვენი ოცნება იყო, მაგრამ
ვალპარაისოში გვითხრეს, გემს, რომელიც ამ კუნძულზე წაგიყვანთ, ექვსი
თვე მაინც უნდა ელოდოთო. ამიტომ ჩვენს იდეას – მეტოქეობა გაგვეწია
ტურ ჰეიერდალისათვის, განხორციელება არ ეწერა. მართალია, ამ
32
კუნძულმა გარკვეული ადგილი დაიკავა ჩემს ბიოგრაფიაში, მაგრამ ეს
მოგვიანებით, ჩეს ბოლივიის ეპოპეის დროს იყო.
ვალპარაისოდან გზა განვაგრძეთ, მაგრამ არა მოტოციკლით, არამედ
ფეხით. ხან რომელ ტრანსპორტს ავეკიდებოდით, ხან – რომელს. ჩვენმა
როსინანტმა სანტიაგოს მახლობლად დალია სული. არავითარმა შეკეთებამ
არ უშველა და მართალია, ძალიან დაგვენანა, მაგრამ იძულებული
გავხდით, მიგვეტოვებინა. შესაფერისი პატივით „დავკრძალეთ“, –
კარვისნაირი შენობა ავუგეთ ჩვენს ნაგვემ როსინანტს.
ფეხით მივაღწიეთ ჩუკიკამატის სპილენძის საბადოებამდე, რომელიც
ამერიკულ კომპანიას ეკუთვნოდა. ღამე საბადოების მცველთა ყაზარმაში
გავათიეთ.
პერუში ჩვენი თვალით ვნახეთ კეჩუასა და აიმარის ტომის ინდიელთა
მძიმე და გაუხარელი ცხოვრება. ჩვენ გვაინტერესებდა ინკების ძველი
ცივილიზაციის კვალი. საკმაო თავგადასავლის შემდეგ კუსკოში ჩავედით.
ერნესტო საათობით იჯდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, რათა ბევრი
წაეკითხა და გაეგო ინკების ძველი იმპერიის შესახებ. ვათვალიერებდით
მაჩუ-პიკჩუს ნანგრევებს, რომლის გრანდიოზულობამ ისე გაიტაცა ერნესტო,
რომ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება წარსულის შესწავლისათვის მიეძღვნა.
ხუმრობით არქეოლოგიც კი შევარქვი.
ჩე ექსტაზით წარმოთქვამდა ინკების წმინდა ქალაქისადმი მიძღვნილ
პაბლო ნერუდას სტრიქონებს: შენკენ მოვყვები წარსულის კიბეს
ტყეთა ჩონჩხებში გამკრთალო და გაქვავებულო, მიუწვდომელო მაჩუ-
პიკჩუ, სიზმარეულო, ღრუბელთა მიღმა გადაკარგულო.
დიდი წარსულის სამყოფელო უკანასკნელო, ცხოვრებისეულ სიმართლის
და სიბრძნის დამწყებო, შენს ცაზე ელავს, – სახე კაცის და ღმერთის სახე
ქარიშხლიანი ღამის აკვანო, დედაო ქვისა, პირველქმნილის დიდო
გვირგვინო, კაცობრიობის დილავ ნათელო, პირველო მხვნელო და
მთესველო, მტვრით დაფარულო.
– ჩემზე და ერნესტოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაჩუ-პიკჩუმ. ეს
მკვდარი ქალაქი სიცოცხლით სავსე და მოზეიმე გვეჩვენა. მისმა არსებობამ
ჩვენი ხალხების ნათელი მომავლის რწმენით აღგვავსო. ჩვენ გვჯეროდა და
ვოცნებობდით, რომ კვლავ დაიძვრებოდნენ ინდიელთა არმიები ახალი
ტუპაკ-ამარუს (ინდიელთა ბელადი, რომელიც ესპანელ დამპყრობელთა
33
წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა XVIII საუკუნის მეორე
ნახევარში) მეთაურობით, რა თქმა უნდა, ჩვენი აქტიური მონაწილეობით და
პერუს გაათავისუფლებდნენ.
მაჩუ-პიკჩუდან შორს, მთებში, სოფელ უამბოში გავემგზავრეთ. შევიარეთ
იქაურ ლეპროზორიუმში, რომელიც დოქტორმა უგო პესჩემ დააარსა. მან
გულითადად მიგვიღო, გაგვაცნო მკურნალობის მისეული მეთოდები,
რეკომენდაციები გაგვატანა და ჩვენც გზას გავუდექით ქალაქ სან-პაბლოს
მახლობლად მდებარე კეთროვანთა სამკურნალო ლეპროზორიუმისაკენ.
სან-პაბლომდე მგზავრობა არც ისე იოლი გახლდათ. ჯერ გემით
ვიმგზავრეთ, ჩავედით ნავსადგურ იკიტოსამდე. სამოციან წლებში ამ
ადგილებში პერუელი პარტიზანები იბრძოდნენ. იკიტოსაში იძულებულნი
გავხდით, შევყოვნებულიყავით. ერნესტო კარგად ვერ გრძნობდა თავს, –
როგორც ჩანს, მასზე იმოქმედა ნესტიანმა ჰაერმა, მარტოოდენ თევზეულით
კვებამ და ასთმის შეტევები დაეწყო. იგი „დასასვენებლად“ ადგილობრივ
საავადმყოფოში მოვათავსეთ. მისმა რკინისებურმა ნებისყოფამ მალე
გაიმარჯვა არა მარტო ასთმაზე, არამედ სხვა მრავალ დაბრკოლებასა და
სიძნელეზე.
ჩესთან ერთად მგზავრობა იოლი საქმე არ იყო. დიდი კვიმატი ენა
ჰქონდა. ხშირად ვკამათობდით ათასგვარი სისულელის გამო, მაგრამ
გულგამყოლი არც ერთი არ ვიყავით და ახალ „კონფლიქტამდე“ გზას
მშვიდობიანად მივიკვლევდით. იგი იდეალური თანამგზავრი იყო. ჩემთან
ერთად იყოფდა ძმურად მგზავრობის ყველა სიძნელესა და გასაჭირს.
არასოდეს ითხოვდა შეღავათს თავისი მძიმე დაავადების გამო. შესაშური
სიჯიუტით შეერკინებოდა ხოლმე სიძნელეებს და თუ რაიმე საქმეს ხელს
მოჰკიდებდა, უთუოდ ბოლომდე მიიყვანდა.
იკიტოსას საავადმყოფოში იგი მალე წამოაყენეს ფეხზე და ჩვენც
გავაგრძელეთ გზა სან-პაბლოსაკენ.
სან-პაბლოს ლეპროზორიუმში გულთბილად მიგვიღეს, ლაბორატორია
და ავადმყოფთა მკურნალობა შემოგვთავაზეს. გადავწყვიტეთ,
ავადმყოფთათვის ფსიქოთერაპიული მეთოდებით გვემკურნალა:
ფეხბურთის გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ვაწყობდით სპორტულ შეჯიბრებებს,
მათთან ერთად მაიმუნებზე ვნადირობდით, ავადმყოფებს სხვადასხვა
საკითხებზე ვესუბრებოდით. ადამიანურმა და გულთბილმა
34
დამოკიდებულებამ თავისი ქნა, – ისინი გვენდობოდნენ, გულწრფელად
გვეკიდებოდნენ. მადლობის ნიშნად რაღაც „კონ-ტიკის“ მაგვარი ტივი
შეგვიკრეს, რომ ლეტისამდე ჩავსულიყავით, – ეს ნავსადგური ამაზონის
სანაპიროზეა.
გამგზავრების წინ ჩვენს ტივს გემით მოადგა სან-პაბლოს კეთროვანთა
დელეგაცია. ჩვენი მეგობრობის აღსანიშნავად ტივს „მამბო-ტანგო“
დაარქვეს. ტანგო, როგორც იცით, არგენტინული ეროვნული ცეკვაა, ხოლო
მამბო – პერუელთა. ეს ეგზოტიკური სახელი ჩვენი ხალხების მეგობრობის
სიმბოლო უნდა ყოფილიყო.
დილიდანვე წვიმდა, მაგრამ გამცილებელთა ენთუზიაზმი ამას არ
გაუნელებია. ისინი ჯერ მღეროდნენ, ხოლო შემდეგ სამმა მათგანმა
გამოსათხოვარი სიტყვით მოგვმართა. საპასუხო სიტყვა მე წარმოვთქვი.
მართალი გითხრათ, ძალიან ვღელავდი, – მებრალებოდნენ ეს
მიტოვებული, საზოგადოებისაგან განკიცხული, გაჭირვებული და საწყალი
ადამიანები, რომლებსაც ასე დავუმეგობრდით მე და ერნესტო.
მეორე დღეს, 1952 წლის 21 ივნისს, ჩვენს ხაბაკ-ხუბაკს თავი მოვუყარეთ,
ავედით „მამბო-ტანგოზე“ და ამაზონზე დავეშვით. გზადაგზა ერნესტო
სურათებს იღებდა და ჩემი რჩევით დღიურს წერდა. ულამაზესმა
ტროპიკულმა სანახებმა ისე გაგვიტაცა, ჩვენდა სამარცხვინოდ, გამოგვრჩა
ნავსადგური ლეტისია და ამას მაშინ მივხვდით, როცა „მამბო-ტანგო“ ერთ
დიდ კუნძულს მიადგა, რომელიც თურმე ბრაზილიის ტერიტორიას
ეკუთვნოდა. ტივით აღმა ცურვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენი „მამბო-
ტანგო“ ნავში გადავცვალეთ, ჩვენი „სიმდიდრიდან“ კიდევ რაღაცები
დავუმატეთ და ლეტისიისაკენ მოვტრიალდით. დაღლილ-დაქანცულნი
მივადექით ლეტისიას, ჯიბეში ერთი სენტავოც არ გვიჭყაოდა. ჩვენმა
ტანსაცმელმა და შესახედაობამ პოლიცია ერთობ დააეჭვა და საპატიმროში
გვიკრეს თავი. სახელგანთქმულმა არგენტინულმა ფეხბურთმა გვიხსნა.
ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა, პოლიციის უფროსმა გაიგო, რომ
არგენტინელები ვიყავით და გაგვათავისუფლა. სამაგიეროდ, წინადადება
მოგვცა, ადგილობრივ ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელობა გვეკისრა. ეს
გუნდი რაიონის პირველობაზე უნდა გამოსულიყო. ჩვენ, რა თქმა უნდა,
დავთანხმდით. როდესაც „ჩვენმა“ გუნდმა გაიმარჯვა, გახარებულმა

35
ფეხბურთის ფანატიკოსებმა თვითმფრინავის ბილეთები გვიყიდეს და ჩვენც
მშვიდობიანად ჩავფრინდით კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში.
იმჟამად კოლუმბიის პრეზიდენტი ლაურეანო გომესი გახლდთ. ქვეყანაში
ძალადობა და ტერორი მძვინვარებდა. ყოველდღე აპატიმრებდნენ და
ხვრეტდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთ. ციხეები პოლიტიკური
პატიმრებით იყო გაჭედილი. პოლიცია აქაც „სტუმართმოყვრულად“
შეგვხვდა, – საპატიმროში გვიკრეს თავი. ხელისუფლების
წარმომადგენლებს დავპირდით, – თუ გაგვათავისუფლებდნენ, მყისვე
დავტოვებდით კოლუმბიის ტერიტორიას. ეს ასეც მოხდა. ნაცნობმა
სტუდენტებმა ფული შეგვიგროვეს, ჩავსხედით ავტობუსში და ვენესუელის
სასაზღვრო ქალაქ კუკუტუსაკენ გავემართეთ. კუკუტუდან საერთაშორისო
სასაზღვრო ხიდი გადავიარეთ და ვენესუელის ქალაქ სან-კრისტობალში
ჩავედით. წინასწარი შეთანხმებით, ჩვენი მოგზაურობა კარაკასში უნდა
დამთავრებულიყო, სადაც 1952 წლის 14 ივლისს ჩავედით.
ერთი თვით ადრე ჩეს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა.
დადგა არგენტინაში დაბრუნების დროც. მაგრამ მე გადავწყვიტე,
ვენესუელაში დავრჩენილიყავი. ამის მიზეზი მარტო ის კი არ იყო, რომ
საინტერესო სამუშაოს დამპირდნენ კარაკასის ლეპროზორიუმში, არამედ
ისიც, რომ ხულია გავიცანი. ახლა იმაზე ვფიქრობდით, როგორ
დაბრუნებულიყო ჩე არგენტინაში. ფული ჩვენ არ გაგვაჩნდა, მაგრამ ისევე,
როგოც მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე, ბედმა ახლაც გაგვიღიმა.
კარაკასში ჩე შემთხვევით შეხვდა თავის შორეულ ნათესავს, რომელიც
ჯიშიანი ცხენებით ვაჭრობდა. ჩეს ნათესავს ბუენოს-აირესიდან
თვითმფრინავით ცხენები ჩამოჰყავდა ხოლმე ამერიკის შეერთებული
შტატების ქალაქ მაიამიში და გავლით ყოველთვის კარაკასში ჩერდებოდა.
მაიამიში იგი ფორანში შესაბმელ ანუ საჯაგაო ცხენებს ყიდულობდა და
ვენესუელის ქალაქ მარაკაიბოში ყიდდა. იქიდან კი ცარიელი
თვითმფრინავით კვლავ ბუენოს-აირესში ბრუნდებოდა.
ნათესავი დაჰპირდა ჩეს, ბუენოს-აირესშიც წაგიყვან და საგზაო ხარჯებსაც
მე ვიკისრებო. ჩე დათანხმდა და ივლისის ბოლოს ჩვენ ერთმანეთს
დავემშვიდობეთ. იგი დამპირდა, – როგორც კი დიპლომს ავიღებ, კარაკასში
ჩამოვალ და შენთან ერთად ვიმუშავებო, მაგრამ ამ დაპირებას
განხორციელება არ ეწერა.
36
ამის შემდეგ ჩე მხოლოდ 1960 წლის 18 ივნისს ვნახე ჰავანაში, მის
კაბინეტში, – იგი მაშინ კუბის ეროვნული ბანკის დირექტორი იყო.
ჩვენი მოგზაურობის ისტორია რომ დავამთავრო, ბარემ აქვე ვიტყვი, –
მაიამიში ჩე მთელი თვე დაყოვნდა, რათა ნათესავის ნაწყალობევი ფულით
ჩინჩინასათვის მაქმანის კაბა ეყიდა, მაგრამ მერე მთელი თვე მშიერ-
მწყურვალი დადიოდა თურმე. გამგზავრების მოლოდინში ადგილობრივ
ბიბლიოთეკაში იჯდა და ბევრს კითხულობდა.
1952 წლის აგვისტოში, ერნესტო, როგორც იქნა, ბუენოს-აირესში
დაბრუნდა და საფუძვლიანი მეცადინეობა დაიწყო. ალერგიის
პრობლემებზე იცავდა სადიპლომო ნაშრომს. ბევრი გამოცდა ჰქონდა
ჩასაბარებელი და მცირე დროში, – ხუთ თვეში ყველაფერი მოამთავრა. იგი
იმიტომაც ჩქარობდა უნივერსიტეტის დამთავრებას, რომ შემდეგ წელს
გამოცდების ჩაბარება მოუწევდა „ხუსტისიალიზმში“ – ასე ეწოდებოდა
არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტის პერონის სოციალურ-პოლიტიკურ
დოქტრინას. ეს დოქტრინა კი ჩეს სოციალურ-პოლიტიკური
შეხედულებებისა და შინაგანი მოთხოვნილებებისათვის სრულიად უცხო და
მიუღებელი იყო.
1953 წლის მარტში ერნესტომ მიიღო ქირურგის დიპლომი –
დერმატოლოგის სპეციალობით, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ იყო
თავისუფალი მოქალაქე. მალე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მას არ
სურდა „გორილების“ არმიაში ემსახურა და, თავი რომ დაეძვრინა, ყინულის
აბაზანა მიიღო. ასთმის შეტევებმა უმატა და სამხედრო-საექიმო კომისიამ
„დაიწუნა“. ახლა უკვე შეეძლო თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება,
შეეძლო ექიმის კარიერაზე ეზრუნა სამშობლოში ან კარაკასში
ჩამოსულიყო, სადაც ლეპროზორიუმის ხელმძღვანელობა ექიმის ადგილს
ჰპირდებოდა და თვიური ხელფასი 800 ამერიკული დოლარი ექნებოდა.
როგორც იცით, ეს ასე არ მოხდა, მისი ბედის დავთარში თურმე სულ სხვა
რამ ეწერა.
– ალბერტო, კარაკასში განშორების შემდეგ თუ გქონდათ ერთმანეთთან
მიმოწერა?
– კი, სანამ ბუენოს-აირესში იყო. დარწმუნებული ვიყავი, კარაკასში
ჩამოვიდოდა. მერე ლათინურ ამერიკაში მეორედ მოგზაურობისას
ეკვატორიდან ასეთი ბარათი გამომიგზავნა: „გვატემალაში მივდივარ,
37
დაწვრილებით მერე მოგწერ“. ამის შემდეგ ჩვენი მიმოწერა შეწყდა. კუბის
რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ჩეს წერილი მივწერე და პასუხი მალე
მივიღე. იგი მწერდა, ფიდელთან ერთად კარაკასში ჩამოსვლა მინდოდა,
მაგრამ ავადმყოფობამ შემიშალა ხელიო. ჩემდა თავად, მეც მინდოდა
კუბაში წასვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვახერხე.
1960 წლის 13 მაისს კვლავ მივიღე მისი წერილი. ჩე გვთავაზობდა,
სამუდამო საცხოვრებლად კუბაში ჩამოდითო. იგი მწერდა: „განა შეგეძლო
წარმოგედგინა, რომ ქაქანისა და მატეს მოყვარული ოდესმე
გარდაიქმნებოდა საქმისათვის თავდაუზოგავ ადამიანად?!“
რევოლუციამ გარდაქმნა ტეტე. დიდი სახალხო საქმისათვის მებრძოლ,
გასაოცარი ნებისყოფის ადამიანად ჩამოყალიბდა. თვალნათლივ ამაში
მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ბოლოს და ბოლოს კუბაში ჩავედი. ახლა
მან უკვე იცოდა, როგორი პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, ბავშვობიდანვე რომ
სტანჯავდა. ადრინდელი ერთი რამ შერჩა მხოლოდ – სისადავე და
ფუფუნებისადმი გულგრილობა. საყოველთაო დიდებასა და სახელს
მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღიქვამდა. რევოლუციის ერთ-ერთი
ბელადი, მთავრობის წევრი და მინისტრი, იგი კვლავ ძველებური,
სპარტანული ცხოვრებით ცხოვრობდა. სამ რამეს ვერ შეელია მხოლოდ –
თამბაქოს, წიგნსა და ჭადრაკს. ჩეს ბევრჯერ უთქვამს, რომ
რევოლუციონერი და სახელმწიფო მოღვაწე ბერივით უნდა ცხოვრობდესო.
იგი სრული ანტიპოდი იყო იმ ბობოლა ჩინოვნიკებისა, რომლებიც
სახელმწიფო ხარჯზე მდიდრდებიან, ქრთამს იღებენ, აგარაკებს იშენებენ,
ლოთობენ და გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან.
1960 წელს, როდესაც კუბაში ჩავედით, ჩეს რჩევით სანტიაგოში
დავსახლდით. ადგილობრივი ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე
მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. მახსოვს, ჩე გვეუბნებოდა: „უბრალოდ და
სადად იცხოვრეთ, ნუ შეეცდებით სოციალიზმში გაკაპიტალისტებას“. რა
თქმა უნდა, ეს ასეც იყო. როდესაც მისი წიგნი „პარტიზანული ომი“
გამოვიდა, მაჩუქა და თავფურცელზე ასე წამიწერა: „გისურვებ, ისე არ
გაგელიოს სიცოცხლის დღენი, რომ ერთხელ მაინც არ იყნოსო დენთის
სუნი და არ გაიგონო ბრძოლისთვის შემართული ხალხის მოწოდება; არ
განიცადო იმაზე უფრო დიდი და სასარგებლო ემოციები, ვიდრე მაშინ,
ამაზონზე მოგზაურობისას რომ განვიცდიდით“.
38
კუბიდან გამგზავრების წინ კიდევ ერთი წიგნი მაჩუქა სამახსოვრო
წარწერით. მითხრა, კუბიდან მივემგზავრებიო, მაგრამ სად და რისთვის, არ
უთქვამს, არც მე დამიწყია გამოკითხვა.
წიგნზე კი, აი, რა წამიწერა: „არ ვიცი, სამახსოვროდ რა დაგიტოვო.
გავალებ, წახვიდე შაქრის ლერწმის საჭრელად. თავსასთუმალი კვლავ ღია
ცის ქვეშ მექნება, ხოლო ჩემს ოცნებებს ტყვია თუ დაუსვამს წერტილს.
მოხეტიალე ბოშავ, ველოდები შენთან შეხვედრას, ოდეს დენთის კვამლი
გაიფანტება. გეხვევით ყველას, თომასის ჩათვლით. ჩე“.
– გარდა პოლიტიკური მოსაზრებისა, – ვეკითხები ალბერტოს, – ჰქონდა
ჩეს რაიმე პირადი მიზეზები, კუბა დაეტოვებინა და ბოლივიის პარტიზანულ
მოძრაობას ჩასდგომოდა სათავეში?
– ჩეს სიტყვა და საქმე ერთი იყო. იგი არასოდეს არავის ისეთ რამეს არ
დაავალებდა, რისი აღსრულებაც თავად არ შეეძლო. პირად მაგალითს
უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე თეორიულ მსჯელობებს. პირად
მაგალითს ჩვენს ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მუდამ
თავსაყრელად გვყავდნენ თეორეტიკოსები, პრაქტიკული მოქმედების
ადამიანები კი – ძალზე ცოტანი. ჩე მათ მცირე რიცხვს ეკუთვნოდა.
სიერა-მაესტრაში იგი არა მარტო იბრძოდა, არამედ მკურნალობდა
დაჭრილებს, თხრიდა სანგრებს, აშენებდა სახელოსნოებს, ასრულებდა
ყოველგვარ შავ სამუშაოს. არამარტო მეთაური, არამედ როგითი
ჯარისკაციც იყო.
ასეთივე იყო მინისტრობის დროსაც, – მშენებლობებზე ფიზიკურად
მუშაობდა, ტვირთავდა გემებს, ჭრიდა ლერწამს, თავად მიუჯდებოდა ხოლმე
ტრაქტორის საჭეს.
გარეგნულად იგი, ერთი შეხედვით, მკაცრი და უხეში ჩანდა, მაგრამ ჩვენ,
მისმა მეგობრებმა, ვიცოდით, თუ როგორი გულისხმიერი და ყურადღებიანი
იყო. ძალიან განიცდიდა თავისი მეგობრებისა და თანამებრძოლების
დაღუპვას. მას ბევრი მიმდევარი ჰყავდა, რომლებიც ლათინური ამერიკის
სხვადასხვა ქვეყანაში იბრძოდნენ თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის.
ერთხელ სინანულით მითხრა: „იცი რა, ძმაო! სანამ მე საწერ მაგიდას
ვუზივარ, ჩემი მეგობრები ბრძოლებში იღუპებიან. კარგად ვერ იყენებენ
ჩემს საბრძოლო ტაქტიკას“.

39
კუბიდან რომ მიდიოდა, მახსოვს, ასე მითხრა: „დამარცხებული არასოდეს
დავბრუნდები. დამარცხებას სიკვდილი მიჯობს“. და ეს ლამაზი სიტყვები არ
გახლდათ, – ასეთი იყო მისი მრწამსი.
ალბერტო თაროდან იღებს ჩეს წიგნს „პარტიზანული ომი“. – ეს წიგნი ჩემ
1960 წელს დაწერა და კუბის რევოლუციის ერთ-ერთ გმირს, კამილო
სიენფუეგოსს მიუძღვნა. იგი ტრაგიკულად დაიღუპა, – კამაგუედან ჰავანაში
მოფრინავდა და სადღაც გზაში დაიკარგა მისი თვითმფრინავი. შეიძლება
კონტრრევოლუციონერებმა სადმე ოკეანეში ჩამოაგდეს. დანამდვილებით
არავინ იცის, რა მოხდა.
წიგნის მიძღვნაში ჩე წერდა: „კამილო მრავალი ბრძოლის მონაწილე
იყო. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ფიდელი ომის ყველაზე მძიმე მომენტში
უყოყმანოდ ენდობოდა. იგი მამაცი მებრძოლი იყო და თუ საჭიროება
მოითხოვდა, ყოველთვის მზად იყო, თავი გაეწირა. მისი ეს თვისებები
აწრთობდა პარტიზანთა ხასიათს, ბრძოლისათვის აღანთებდა მათ. მაგრამ
ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს იგი იბრძოდა მარტოდმარტო თავისი
გულის კარნახით. კამილო იმ ხალხის ნაწილი იყო, რომელმაც აღზარდა
და გამოაწრთო იგი, ისევე როგორც რევოლუციის სხვა მრავალი გმირი და
ბელადი.
მე არ ვიცი, იცოდა თუ არა კამილომ დანტონის გამონათქვამი
რევოლუციური მოძრაობის შესახებ: „გაბედულება, გაბედულება და კიდევ
ერთხელ გაბედულება!“ მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ამ გაბედულების
განსახიერება იყო.
ვინ მოკლა კამილო?
იგი მტერმა მოკლა, მოკლა იმიტომ, რომ მისი სიკვდილი უნდოდა... მისი
სიკვდილის მიზეზი მისი ხასიათი იყო. იგი საშიშროების წინაშე უკან
არასოდეს იხევდა, სიკვდილს თვალებში უშიშრად უმზერდა, ეთამაშებოდა,
ახელებდა ისე, როგორც ტორეადორი ხარს. მის შეგნებაში ვერ
თავსდებოდა ის, რომ რაიმე წინააღმდეგობას შეეძლო ხელი შეეშალა
არჩეული მიზნისაკენ სწრაფვაში.
ჩეც სწორედ ასეთი იყო, საკმარისია, კამილოს სახელის მაგივრად ჩე
ჩაწეროთ და თქვენ მიიღებთ ჩემი სიყრმის მეგობრის პორტრეტს. დიახ,
ასეთი იყო ჩე და სხვაგვარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

40
ალბერტომ დაამთავრა თავისი საუბარი. უკვე გათენებულა. ფარდებიდან
ამამავალი მზის სხივებმა შემოატანა.
შევკრიბე ჩემი ქაღალდები და ჩანაწერები, ხულიაც შემოვიდა. მთელი
ღამე არც მას უძინია. თითო ფინჯანი „ტინტო“ კიდევ დავლიეთ და
ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

41
წაგებული ბრძოლა

პირველი რევოლუციური ნათლობა გვატემალაში მივიღე.


ერნესტო ჩე გევარა

მას ეზიზღებოდა იმპერიალიზმი, არა მარტო უაღრესად განვითარებული


პოლიტიკური შეგნების გამო, არამედ იმიტომაც, რომ გვატემალაში
ყოფნისას თავად იყო მოწმე იმპერიალიზმის დანაშაულებრივი აგრესიისა, –
როდესაც დაქირავებულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლითა და მახვილით
ჩააქრეს რევოლუცია ამ ქვეყანაში.
ფიდელ კასტრო
მაინც საით მიილტვოდა ეს 24 წლის არგენტინელი, რომელსაც ჯიბეში
ექიმ-დერმატოლოგის დიპლომი ედო, რა მიზნებს ისახავდა, ასე საჩქაროდ
რატომ დატოვა კვლავ სამშობლო? ამ კითხვებზე მხოლოდ მაშინ
შევძლებთ პასუხის გაცემას, როცა უფრო დაწვრილებით გავეცნობით
შემდგომ ამბებსა და მოვლენებს. მისთვის დამახასიათებელი უაღრესი
გულწრფელობით, კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ჩეს ბევრჯერ
მოუყოლია, თუ როგორი იყო იგი, სანამ ფიდელ კასტროს შეხვდებოდა
მექსიკაში 1956 წლის ივნისში და თავის ბედს სამუდამოდ დაუკავშირებდა
კუბის რევოლუციის საქმეს.
1960 წლის 19 აგვისტოს ჰავანაში კუბელ ექიმებთან შეხვედრისას ჩემ
განაცხადა: „როდესაც მედიცინის შესწავლას ვიწყებდი... ვოცნებობდი,
სახელგანთქმული მკვლევარი ვყოფილიყავი, დაუღალავად მეშრომა, რომ
კაცობრიობისათვის რაიმე სარგებლობა მომეტანა, მაგრამ ეს იყო პირად
გამარჯვებაზე ოცნება. მე მაშინ იმ წრის ინტერესებით ვცხოვრობდი,
რომელსაც ვეკუთვნოდი“.
გარდატეხა გრანადოსთან ერთად მოგზაურობის დროს მოხდა.
რამ იქონია მასზე ყველაზე დიდი ზეგავლენა? როდესაც სამხრეთ
ამერიკაში მოგზაურობდა და საკუთარი თვალით ნახა სპილენძის
საბადოები, ინდიელთა სოფლები და ლეპროზორიუმები? თუ გლეხებისა და
ინდიელების უსიხარულო ცხოვრებამ, საერთოდ, ამ უზარმაზარი
კონტინენტის მშრომელთა სიდუხჭირემ და მმართველი წრეების
მომხვეჭელობამ?!
42
„... მე ვნახე, – განაგრძობდა ჩე თავის გამოსვლაში, როგორ ვერ
მკურნალობენ ბავშვებს – უსახსრობის გამო. ისე გაძაღლებულია ადამიანთა
ცხოვრება,...რომ მშობლები უმნიშვნელო ამბად თვლიან ბავშვების
სიკვდილს. მაშინ გავიფიქრე, რომ ყოველგვარ სამედიცინო
გამოკვლევებზე, უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებზე არანაკლებია, –
დაეხმარო, მხარში ამოუდგე ამ საცოდავ და გაჭირვებულ ადამიანებს“.
მაგრამ რა საშუალებით უნდა დაეხმარო, რა უნდა გააკეთო იმისათვის,
რომ მათი მძიმე ცხოვრება შეცვალო, რომ ტვირთი შეუმსუბუქო, სიღარიბისა
და გაჭირვებისაგან იხსნა, რომ თავიანთი ბედის ბატონ-პატრონები თავად
იყვნენ, რომ თავად იყვნენ ამ უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრის
მფლობელნი?!
როგორ უნდა განხორციელდეს ეს? ქველმოქმედებით? თანდათანობითი
რეფორმებით? ასეთ რამეს ხომ უკვე ეცადნენ ბურჟუაზიული
პოლიტიკოსები. მაგრამ მათმა სარეფორმო პოლიტიკამ უფრო მეტად
შეუწყო ხელი ქვეყანაში უცხოური მონოპოლიების გაბატონებას. არა! ასეთი
გზა არ გამოდგება. ლათინური ამერიკის ხალხთა ცხოვრება მხოლოდ მაშინ
შეიცვლება, როცა ბოროტება ძირფესვიანად აღმოიფხვრება, როცა
სოციალური რევოლუცია მოხდება. აი, ამ დასკვნამდე მიდის ჩე ლათინურ
ამერიკაში პირველი მოგზაურობის დროს. მან ჯერ კიდევ არ იცის, სად
როდის და ვინ მოახდენს ასეთ რევოლუციას, ბევრი რამ მისთვის ჯერ კიდევ
გაურკვეველია, ჯერ კიდევ არაა ნათელი, მაგრამ ერთი რამ კი მტკიცედ
აქვს გადაწყვეტილი: თუკი ოდესმე, ვინმე დაიწყებს ასეთ რევოლუციას, იგი
მხარში ამოუდგება მას, როგორც ერთგული ჯარისკაცი. დიახ, სწორედ ეს
ჰქონდა მხედველობაში ჩეს, როდესაც 1953 წლის ივლისში ბუენოს-აირესს
ტოვებდა: „თქვენ გემშვიდობებათ ამერიკის ჯარისკაცი“, – ასე დაემშვიდობა
იგი მშობლებსა და მეგობრებს.
ჩე გევარას ამერიკელი ბიოგრაფი დანიელ ჯეიმსი, რომელიც
ყოველნაირად ეცადა, დაემახინჯებინა ჩეს მოღვაწეობა, თვალთმაქცური
გულუბრყვილობით წერდა: „რატომ არ გამოიყენა ისეთი ღრმა და ფართო
გონების ადამიანმა, როგორიც ერნესტო გევარა იყო, იმ ქვეყნების
გამოცდილება, სადაც სოციალურ საკითხებს მშვიდობიანი განვითარების
გზით წყვეტდნენ? თუ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი სიძულვილი
ხელს უშლიდა, ობიექტურად შეესწავლა ამ ქვეყნის საზოგადოებრივი
43
ცხოვრება. მაშინ რატომ არ მიმართა ისეთი ქვეყნების გამოცდილებას,
როგორიცაა შვედეთი და ისრაელი? ამ ქვეყნების სოციალური
ექსპერიმენტები ხომ უფრო მახლობელი და მისაღები იყო მისთვის? რატომ
ვერ შესძლო, უფრო ფართოდ გაეაზრებინა ფაქტები და მოვლენები,
რატომ უნდოდა, გონებაში გაეთიშა ლათინური ამერიკის ქვეყნების საერთო
კულტურა. რატომ გამორიცხა მისმა გონებამ სხვა გზები და საშუალებები იმ
საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ოდითგან ასე აღელვებს
კაცობრიობას?
თავისივე პათეტიკურ კითხვებს დანიელ ჯეიმსი, რა თქმა უნდა, არ
პასუხობს, რადგან კარგად იცის: მიზეზი იმისა, რომ ჩემ სოციალური
რევოლუციის გზა აირჩია, იყო დამონებისა და ძალადობის ის პოლიტიკა,
რომელსაც ლათინური ამერიკის ქვეყნებში დიდი ხანია ახორციელებდა
ამერიკის შეერთებული შტატები. ვაშინგტონელი მესვეურნი ყველაზე
ზომიერ რეფორმისტებსაც კი არ ინდობდნენ. რეფორმისტებს სასტიკად
უსწორდებოდნენ საგანგებოდ გაწვრთნილი „გორილები“, არც სხვებს ადგათ
კარგი დღე. ზოგს შანტაჟით აშინებდნენ, ზოგს პირდაპრი მუქარით.
ვაშინგტონის მითითებით გაანადგურეს ლათინური ამერიკის
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები, ისეთები,
როგორებიც იყვნენ: გიტერასი – კუბაში, გაიტანი – კოლუმიაში. ჩამოაგდეს
ვენესუელის დემოკრატი პრეზიდენტი გალეგოსი. მოიშინაურეს და ხელზე
მოსამსახურედ გაიხადეს ისეთი „რეფორმატორები“, როგორებიც იყვნენ
ჩილელი გონსალეს ვიდელა და თქვენთვის უკვე ნაცნობი არგენტინელი
პერონი.
ყოველივე ამას კარგად ხედავდა ახალგაზრდა არგენტინელი ექიმი
ერნესტო გევარა, ისევე, როგორც ბევრი მისი თანატოლი, მაგრამ ყველა
თავისებურად აღიქვამდა ამ ამბებს. მათ შორის, ყველაზე სწორი
გადაწყვეტილება ჩემ მიიღო: ერნესტო გევარა, სხვებისაგან განსხვავებით,
ისე არ იყო დამძიმებული თავისი წრის შეხედულებებითა და წეს-
ჩვეულებებით, რომ ვერ მიეღო ახალი, რევოლუციური იდეები. მით უფრო,
რომ მან თავისი სულიერი ცხოვრება ბურჟუაზიული წრის შეხედულებებისა
და წეს-ჩვეულებების გადაფასებით დაიწყო. მაგრამ მისი პოზიტიური
იდეალები ნელ-ნელა ყალიბდებოდა, თანდათან მწიფდებოდა. აი, ამიტომ
რევოლუციის მომავალი ჯარისკაცი ჯერჯერობით კარაკასში აპირებს
44
წასვლას, რომ თავის მეგობარ გრანადოსთან ერთად კეთროვანებს
უმკურნალოს.
ჩე ბოლივიაში იმიტომ მიემგზავრება, რომ იქ ნამყოფი არ იყო, მას კი
უნდოდა ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანა ენახა, გასცნობოდა ხალხის
ყოფა-ცხოვრებას. და მაინც ბოლივიაში ახლა იმისათვის კი არ
მიისწრაფვის, ინდიელთა ძველი ტაძრების ნანგრევები, ან კეჩუას ტომის
შიმშილი და სიღარიბე იხილოს, არამედ მოუთმენლად მიილტვის, რათა
საკუთარი თვალით ნახოს ბოლივიის რევოლუცია.
ყოველწლიურად აქ ხდებოდა ორი რევოლუცია მაინც და, როგორც წესი,
ხოცვა-ჟლეტითა და სისხლით მთავრდებოდა. აი, როგორ აღწერს
ბოლივიის დედაქალაქს შვედი მწერალი არტურ ლუნდკვისტი:
„უსწორმასწორო და ციცაბო ქუჩებს მურილიოს მოედნისაკენ მივყავართ.
მოედნის ირგვლივ განლაგებულია პრეზიდენტის სასახლე, მთავრობის
სახლი და ტაძარი. განათებისათვის აღმართული ბოძები თითქოს
საგანგებოდ იმისათვისაა, რომ ზედ პრეზიდენტები და მინისტრები
ჩამოახრჩონ. გუმანით გრძნობთ იმ საიდუმლო ხვრელებს და
გასასვლელებს, რომლებითაც უკანასკნელ მომენტში ქალაქიდან გაშპებიან
ყოველნაირი მსხვილფეხა მოხელენი გატაცებული ფულითა და
სიმდიდრით. მაღაროს მუშები ამ მოედანზე აწყობენ ხოლმე
დემონსტრაციებს. ხშირად ხდება ხოლმე, სახელმწიფოს რომელიმე
მოღვაწეს პირდაპირ ქუჩაში ესვრიან ხელყუმბარას, ან კაბინეტში
შეუცვივდებიან, მოკლავენ და გვამს აივნიდან პირდაპირ ქვაფენილზე
აგდებენ“.
ამ არაჩვეულებრივი ქალაქით არ შეიძლება არ დაინტერესებულიყო
ახალგაზრდა არგენტინელი ექიმი, რომელსაც ახალი შთაბეჭდილებებისა
და განცდების გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. მაგრამ ამჟამად მას
ბოლივიის დედაქალაქის კონტრასტები იმდენად არ აინტერესებდა,
რამდენადაც ის ახალი ამბები, რაც აქ უკანასკნელ ხანს ხდებოდა.
1952 წლის 9 აპრილს აქ მოხდა რიგით 179-ე რევოლუცია. წინათაგან
განსხვავებით, ამ რევოლუციამ ჭეშმარიტად წასწია ბოლივია
პროგრესისაკენ. ეს რევოლუცია მაღაროელებმა და გლეხებმა მოახდინეს.
ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული რევოლუციური მოძრაობის პარტია,
რომლის ლიდერი პას ესტენსორო პრეზიდენტი გახდა. ახალმა მთავრობამ
45
კალის საბადოების ნაციონალიზაცია მოახდინა, თუმცა ამისათვის უცხოურ
მონოპოლიებს უზარმაზარი თანხა გადაუხადა. მთავრობამ გაატარა
აგრარული რეფორმა, გლეხობისა და მაღაროელებისაგან შექმნა მილიცია.
შეზღუდულობის მიუხედავად, ეს ღონისძიებები იმედის მომცემი იყო.
გამოცდილების გასაზიარებლად ბოლივიისაკენ დაიძრნენ პროგრესულად
განწყობილი ინტელექტუალები; პოლიტიკური მოღვაწენი. მათ მსგავსად
ერნესტო გევარამაც საჭიროდ ჩათვალა ენახა ბოლივია, სანამ კარაკასში
ჩავიდოდა.
ბოლივიაში გევარა მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, მოინახულა
მაღაროელთა დასახლებები, იყო ინდიელ მთიელთა სოფლებში.
ერთხანად კულტურისა და ინფორმაციის სამმართველოსა და აგრარული
რეფორმის განმახორციელებელ უწყებაშიც კი მუშაობდა. რა თქმა უნდა, მას
აინტერესებდა ბოლივიის არქეოლოგიური სიძველენი და მოინახულა
ინდიელთა ლეგენდარული ტიაუანაკუს ნანგრევები. მან „მზის აღმოხდომის“
ტაძრის ათობით სურათი გადაიღო. ოდესღაც ამ ტაძარში ინდიელები
ლოცულობდნენ. მათი ღმერთი ვირაკოჩა მზის მნათობად იყო შერაცხილი.
მაგრამ თუ მასზე ინდიელთა ძველი სამყაროს ხილვამ მაგიურად
იმოქმედა, თუ თავად ინდიელები, ეს ჩუმი, დამყოლი და, ამავე დროს,
მრისხანე ადამიანები კვლავინდებურად ნუსხავდნენ მის გულსა და გონებას
– ბოლივიის რევოლუციამ იმედები გაუცრუა. იმედები გაუცრუა
უპირველესად იმიტომ, რომ ინდიელები – ქვეყნის ძველი და მკვიდრი
მოსახლეობა – საზოგადოებრივი ცხოვრებიდან კვლავ გათიშული
აღმოჩნდა. ინდიელები ისევ ისეთ სიღარიბესა და სიბნელეში
ცხოვრობდნენ, როგორშიც მაშინ, ესპანელ დამპყრობთა ბატონობის დროს.
არა, ბოლივიის თავისუფლების დღე ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. რას
იფიქრებდა, რომ არც ისე შორეულ მომავალში ბედი კვლავ ამ ქვეყანაში
დააბრუნებდა მას და იბრძოლებდა ამ ინდიელებისათვის – ოდესღაც
ძლიერი ინკების შთამომავლებისათვის, რომ სწორედ აქ, ამ ქვეყანაში
დამთავრდებოდა მისი ხანმოკლე, მაგრამ სახელოვანი სიცოცხლე და
რევოლუციური მოღვაწეობა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ იმან, რომ 1953
წელს მან მოინახულა ეს ქვეყანა, შეისწავლა მისი სოციალური და
პოლიტიკური პრობლემები, ერთგვარად განაპირობა მისი გადაწყვეტილება
– კვლავ დაბრუნებოდა ბოლივიის მთებს.
46
ლა-პასში ერნესტომ გაიცნო ახალგაზრდა არგენტინელი ადვოკატი
რიკარდო როხო. იგი პერონის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და
პოლიციის დევნისაგან რომ თავი დაეღწია, ბუენოს-აირესში გვატემალის
საელჩოს შეაფარა თავი. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჩემ, გვატემალაში
წასულიყო. იმჟამად გვატემალის პრეზიდენტი ხაკობო არბენსი იყო. მან
ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო მოღვაწისათვის უჩვეულო გამბედაობა
გამოიჩინა – მიწების გარკვეული ნაწილის ნაციონალიზაცია მოახდინა. ეს
„მწვანე საოცრების“ მიწები, ანუ როგორც ლათინურ ამერიკაში „მამიტი
იუნაის“ უწოდებენ, უცხოური კომპანიების ხელში იყო. ხაკობო არბენსამდე
პრეზიდენტის პოსტი ფილოსოფიის პროფესორს, დემოკრატიულად
განწყობილ ხუან-ხოსე არევალოს ეკავა. იგი ერთი პერიოდი ემიგრაციაში
იმყოფებოდა არგენტინაში, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავდა. სწორედ
ზოგიერთი მათგანისაგან მიიღო როხომ სარეკომენდაციო წერილები და
იმედი ჰქონდა, გვატემალაში ამ წერილების წყალობით კარგად
მოეწყობოდა. როხომ დაითანხმა ჩე, გვატემალში მასთან ერთად
წასულიყო. აქვე შევნიშნავ, რომ როხო შემდგომში ბურჟუაზიული
პოლიტიკანი აღმოჩნდა. ჩეს სიკვდილის შემდეგ იგი სარფიანად იყენებდა
მასთან ნაცნობობას და ათასგვარ სისულელეს ჩმახავდა ჩეს ცხოვრებასა და
მოღვაწეობაზე, ხოლო მის მონაჩმახს ფართო პროპაგანდას უწევდა
რეაქციული პრესა.
ჩე დათანხმდა, მისი თანამგზავრი ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ
კოლუმბიამდე. ბოლივიის რევოლუციით იმედგაცრუებული ჩე გვატემალის
მთავრობით როხოს აღტაცებას ძალზე კრიტიკულად ეპყრობოდა. იგი ჯერ
კიდევ ფიქრობდა კარაკასში გამგზავრებულიყო, სადაც მას
ლეპროზორიუმში დღე-დღეზე ელოდებოდა მისი მეგობარი ალბერტო
გრანადოსი.
როხო ლიმაში გაფრინდა, ხოლო გევარამ არგენტინელ სტუდენტ
კარლოს ფერეროსთან ერთად ავტობუსით შემოიარა მსოფლიოში ზღვის
დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბა ტიტიკაკა, რომელიც ბოლივიისა
და პერუს საზღვარზე მდებარეობს, და ჩავიდა მისთვის უკვე ცნობილ ქალაქ
კუსკოში. აქ ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს, რადგანაც საშიშ აგიტატორებად
ჩათვალეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს – ჩამოართვეს წიგნები და

47
ბროშურები ბოლივიის რევოლუციის შესახებ. მალე მოგზაურები ლიმაში
ჩავიდნენ და როხოს შეხვდნენ.
მდგომარეობა პერუში მაშინ ძალზე დაძაბული იყო. ქვეყანას მართავდა
ვაშინგტონის მსახური ტირანი ოდრია. ციხეები პოლიტიკური პატიმრებით
იყო გაჭედილი. ლიმაში დიდხანს დარჩენა სახიფათო იყო. სამივენი
ავტობუსში ჩასხდნენ და წყნარი ოკეანის სანაპიროთი ეკვადორისაკენ
გაემგზავრნენ, რომლის საზღვარი 1953 წლის 26 სექტემბერს გადაკვეთეს.
გუაიაკილეში ვიზისათვის ბოლივიის საკონსულოს მიმართეს. კონსული
დათანხმდა, მაგრამ ბოგოტამდე თვითმფრინავის ბილეთები მოითხოვა.
საქმე ისაა, რომ კოლუმბიაში გადატრიალება ახალი მომხდარი იყო.
ტირანი ლაურეანო გომესი გენერალმა როხას პინილიამ დაამხო. კონსული
ფიქრობდა, რომ ისეთი დემოკრატიული ტრანსპორტით, როგორიც
ავტობუსია, უცხოელებს გაუჭირდებოდათ ასეთ დაძაბულ ვითარებაში
მოგზაურობა.
მოგზაურებს გულით უნდოდათ კონსულისათვის თვითმფრინავის
ბილეთები წარედგინათ, მაგრამ საამისო თანხა მათ არ გააჩნდათ. საჭირო
იყო, რაიმე გამოსავალი მოეძებნათ. მათ ჰქონდათ ჩილეს სოციალისტური
პარტიის ლიდერის, სალვადორე ალიენდეს წერილი – რეკომენდაცია
ადგილობრივი სოციალისტური მოძრაობის მოღვაწის, გუაიაკილეში
საკმაოდ ცნობილი ადვოკატისადმი მიწერილი. ადვოკატმა მათ უფასო
ბილეთები აუღო „იუნაიტედ ფრუტ კომპანიის“ გემზე, რომელიც პანამაში
მიდიოდა.
კომპანია „მწვანე საოცრება“ დროდადრო მოწყალე გულის დასტურად
ეხმარებოდა ხოლმე ღარიბ სტუდენტებს. როხო ისევ ცდილობდა
დაეთანხმებინა ჩე, გვატემალაში წასულიყვნენ. ალბათ ამის გამო, ან
შეიძლება იმიტომ, რომ ჩეზე შთაბეჭდილება მოახდინა ინფორმაციამ
არბენსის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მომავალი ინტერვენციის
შესახებ, ჩემ გადაწყვიტა, ვენესუელის ნაცვლად გვატემალაში წასულიყო.
ხომ გახსოვთ, ამის შესახებ როგორ მოსწერა მან ალბერტოს: „მივდივარ
გვატემალაში. მერე მოგწერ“.
პანამაში ჯგუფი ორად გაიყო: როხო გვატემალაში წავიდა, ხოლო
გევარა და ფერერი დარჩნენ, რადგან ფული შემოელიათ. მეზობელ კოსტა-
რიკამდე რომ ჩასულიყვნენ, გევარამ თავისი წიგნები გაყიდა, შემდეგ
48
რამდენიმე რეპორტაჟი გამოაქვეყნა ჟურნალში მაჩუ-პიკჩუსა და პერუს სხვა
სიძველეთა შესახებ. ფული მაინც ცოტა ჰქონდათ. კოსტა-რიკის დედაქალაქ
სან-ხოსემდე ისინი სატვირთო მანქანით გაემგზავრნენ. ავტომანქანა
ტროპიკული თავსხმის ზონაში მოჰყვა და გადაბრუნდა. ერნესტომ
საგრძნობლად დაიშავა ფეხი და მარცხენა ხელი. ხელი მას დიდხანს
სტკიოდა და თავისუფლად ვერ ხმარობდა.
დეკემბრის დასაწყისში ერნესტო და მისი არგენტინელი მეგობარი სან-
ხოსეს ქუჩებში დასეირნობდნენ.
კოსტა-რიკაში ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მცირე (XX
ს-ის შუა წლებში – ერთ მილიონამდე) მოსახლეობაა. მიუხედავად ამისა,
მისი დედაქალაქი სან-ხოსე სოციალურ-პოლიტიკური ამბების
მნიშვნელობით არც ერთ სხვა დედაქალაქს არ ჩამორჩებოდა. სან-ხოსეს
ბევრი პოლიტიკური ემიგრანტი მოაწყდა ცენტრალური ამერიკისა და
კარიბის აუზის ქვეყნებიდან. აქ იკვანძებოდა მომავალ შეთქმულებათა,
აჯანყებათა და რევოლუციათა ძაფები. მზადდებოდა განმათავისუფლებელი
ექსპედიციები, მსჯელობდნენ მომავალი პოლიტიკური გეგმების,
პროგრამებისა და მანიფესტების შესახებ. მაგრამ ბარებსა და კაფეებში
ვისკის სმისა და სიტყვების რახა-რუხის იქით საქმე არ წასულა.
იმხანად კოსტა-რიკის პრეზიდენტი ხოსე ფიგერესი იყო. იგი გახლდათ
ყავის პლანტაციების მფლობელი და 1948 წელს თეოდორო პიკადოს
მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოთავე. იგი კომუნისტურ
მსოფლმხედველობაში ადანაშაულებდა პიკადოს. თავისთავად, არც
ფიგერესი იყო ჩვეულებრივი ტიპის რეაქციონერი. მისი იდეალი იყო ეგრეთ
წოდებული „მესამე გზა“, ანუ ბურჟუაზიული დემოკრატია. ფიგერესი
ამხილებდა ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში
გამეფებულ დიქტატორულ რეჟიმებს და ეხმარებოდა ამ ქვეყნებში ახალი
ხელისუფლების მაძიებელთ. მათი უმრავლესობა იმხანად ემიგრაციაში
იმყოფებოდა სან-ხოსეში. დახმარების მიზნით ფიგერესმა შექმნა ეგრეთ
წოდებული „კარიბის ლეგიონი“, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ
თავგადასავლის მაძიებელნი, პოლიტიკური მოღვაწენი, ავანტურისტები და
უბრალოდ დაქირავებულნიც კი. ლეგიონში შედიოდნენ დომინიკელები,
ნიკარაგუელები, კუბელები, გვატემალელები, ესპანელი რესპუბლიკელები,

49
რომლებიც ლათინურ ამერიკაში გადმოიხვეწნენ კაუდილიო ფრანკოს
გამარჯვების შემდეგ.
სან-ხოსეში გაიცნო გევარამ ვენესუელური პარტიის „დემოკრატიული
მოქმედების“ ლიდერი რომულო ბეტანკური. ახალგაზრდობაში იგი
კომუნისტებს ემხრობოდა, ახლა კი მას ვერაფრით მოენელებინა ეს
„ყმაწვილური ცოდვები“. რენეგატი, პოლიტიკანი, დემაგოგი ბეტანკური
ყოველნაირად ცდილობდა, დაერწმუნებინა გევარა, რომ ამერიკის
შერთებული შტატების მმართველ წრეებში მოიძებნებიან ადამიანები,
დაინტერესებულნი ლათინური ამერიკის პროგრესით.
გევარამ უცებ აუღო ალღო ამ ენადათაფლულ „დემოკრატს“ და
მართლაც, როდესაც 1968 წელს ბეტანკური ვენესუელის პრეზიდენტი
გახდა, პირველი, რაც მან განახორციელა, მკაცრი და ულმობელი ტერორი
იყო.
ბუნებრივია, რომ გევარა მის მიმართ არა მარტო ანტიპათიურად, არამედ
ზიზღითაც კი განეწყო.
მეორე პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც გევარამ სან-ხოსეში გაიცნო,
დომინკელი ხუან ბოში იყო. გევარას ის მოეწონა. ნიჭიერი მწერალი,
მართალი და მკაფიო მოთხრობების ავტორი ხუან ბოში ლათინური
ამერიკის ქვეყნებში დაეხეტებოდა და ამხელდა ლეონიდას ტრუხილიოს, ამ
ულმობელი ტირანის დანაშაულებრივ მოქმედებებს, რომელმაც შუა
საუკუნეების ციხედ აქცია დომინიკის რესპუბლიკა. ხუან ბოშს არავითარი
ილუზიები არ გააჩნდა ამერიკელების მიმართ. მათ ბევრჯერ გაგზავნეს
თავიანთი სამხედრო ძალები დომინიკის რესპუბლიკაში „წესრიგის
დასამყარებლად“, საიმედოდ იცავდნენ თავიანთ მოკავშირესა და
თანამზრახველს – „კარიბელ ტურას“, ტრუხილიოს. ხუან ბოშიც გახდა
შემდგომ დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მაგრამ ბეტანკურისაგან
განსხვავებით, ხანდაზმული მწერალი და პატრიოტი მალე ჩამოაგდეს
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის მიერ
საგანგებოდ გაწვრთნილმა „გორილიებმა“.
სან-ხოსეში მოგვიანებით, 1963 წელს, კუბის გაზეთ „ელ მუნდოს“
კორესპონდენტთა საუბარში ჩემ თქვა, რომ პირველად კუბით თერთმეტი
წლისა დაინტერესდა. მაშინ ბუენოს-აირესში ჩამოვიდა გენიალური კუბელი
მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა. ტეტეს ძალზე უყვარდა ჭადრაკი და,
50
ბუნებრივია, კაპაბლანკას აღმერთებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი
დიდხანს იყო კუბისადმი მისი ინტერესის განმსაზღვრელი. ბუენოს-
აირესიდან ბოლივიისაკენ მიმავალმა ჩემ, შესაძლოა, გაზეთში წაიკითხა
მოკლე ცნობა იმ თავდასხმის შესახებ, რომელიც მამაცთა ჯგუფმა მოაწყო
„მონკადის“ ყაზარმაზე სანტიაგოში. ამ ჯგუფს ახალგაზრდა ადვოკატი
ფიდელ კასტრო მეთაურობდა. ჩვენ ვამბობთ, „შესაძლოა“, რადგანაც ჩეს
ამის შესახებ არასოდეს არაფერი უთქვამს. მაგრამ რომც წაეკითხა, არა
გვგონია, დიდი ყურადღება მიექცია მაშინ ამ ამბისათვის. ახალგაზრდებისა
და პოლიციელების შეტაკება ჩვეულებრივი ამბავია ლათინური ამერიკის
ქვეყნებში. სათუოა, მაშინ ეფიქრა, რომ სახელდობრ კუნძული კუბა,
ამერიკის შეერთებული შტატების „საშაქრე“, რომელსაც თავად
ამერიკელები ურცხვად უწოდებდნენ „ჩვენს კოლონიას“, მალე იქცეოდა
რევოლუციური ბრძოლის არენად, დასავლეთ ნახევარსფეროს პირველ
ქვეყნად, რომელიც სოციალიზმისა და თავისუფლების დროშას
აღმართავდა და რომ მას – ჩე გევარას ამ ამბებში ერთ-ერთი მთავარი
როლი ჰქონდა განკუთვნილი.
პირველ კუბელებს, რომლებიც ერნესტოს სან-ხოსეში შეხვდნენ,
შეეძლოთ ეამბნათ ფიდელ კასტროს მებრძოლთა დამარცხების, ბევრი
მათგანის გმირული სიკვდილის, ან გადარჩენილთა დაპატიმრების შესახებ.
დიახ, ისინი მამაცი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი პატრიოტები, მაგრამ მერე რა?
კბილებამდე შეიარაღებული ბატისტას არმიის წინააღმდეგ, რომელსაც
ზურგს უმაგრებდნენ ამერიკელები, რას გახდებოდნენ. მით უმეტეს,
მაშინდელი კუბის შესახებ ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა: „ეს ის ქვეყანაა,
სადაც არასდროს არაფერი არ მოხდებაო“. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ
ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რაიმე ცვლილებები მომხდარიყო იმ
ქვეყანაში, რომელიც მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული ჩრდილოელ გიგანტს, –
ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ყოველ შემთხვევაში, მაშინ საყოველთაო ყურადღება მიპყრობილი იყო
არა კუბისაკენ, სადაც ფიდელ კასტრო და მისი ძმა რაულ კასტრო
„მონკადაზე“ თავდასხმისათვის საპატიმროებში იტანჯებოდნენ, არამედ
გვატემალასკენ. გაზეთები იტყობინებოდნენ, რომ გვატემალას მოსაზღვრე
ჰონდურასში ადგილობრივი დიქტატორი მფარველობდა ყველა ჯურის
ავანტიურისტებს, მკვლელებსა და ჯალათებს, რომლებსაც წვრთნიდნენ
51
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო
სამმართველოს „მკვლელობისა და სისხლის ღვრის მცოდნე“
სპეციალისტები. ისინი შეთქმულებას ამზადებდნენ არბენსის მთავრობის
წინააღმდეგ. შეთქმულებას სათავეში ედგა გვატემალელი პოლკოვნიკი
კასტილიო არმასი, რომელიც ჯერ კიდევ 1950 წელს აჯანყდა არბენსის
მთავრობის წინააღმდეგ და შემდეგ ჰონდურასში გაიქცა. არმასი
ამერიკელებისაგან ყოველთვიურად ღებულობდა 150 000 დოლარს, რათა
დაექირავებინა და შეეიარაღებინა თავისი „არმია“. ინტერვენცია
ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე მზადდებოდა ვაშინგტონის თანხმობითა
და მხარდაჭერით. საჭირო იყო გვატემალაში სასწრაფოდ გამგზავრება, და
1953 წლის მიწურულს ერნესტო გევარა რამდენიმე არგენტინელ
ამხანაგთან ერთად სან-ხოსედან მიემგზავრება ავტობუსით გვატემალის
ამავე სახელწოდების დედაქალაქისაკენ. გვატემალაში იგი 24 დეკემბერს
ჩავიდა.
ქალაქი გვატემალა ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. ესაა
ცენტრალური ამერიკის ყველაზე „მაღალი“ დედაქალაქი. მის ირგვლივ
მოქმედი ვულკანებია და ქალაქიც არაერთხელ დანგრეულა მიწისძვრების
გამო. სახლების დიდი უმრავლესობა ერთსართულიანია და მწვანეშია
ჩაფლული. ქალაქის პარკებსა და სკვერებში ბევრი მგალობელი
ფრინველია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა ჩიტი
ტესონტლე, რომელიც ძალიან ჰგავს ბეღურას. ამ ჩიტს „ოთხასხმიანს“
უწოდებენ. გვატემალის სიმბოლოც ჩიტია, – კეტცალი ჰქვია ამ ჩიტს. იგი
პატარაა, მაგრამ გრძელი ბოლო აქვს და ძალზე ლამაზია, როდესაც კუდს
გაშლის. იგი ტყვეობას ვერ იტანს და მალე კვდება.
ერნესტოს პირველი ნახვისთანავე მოეწონა ეს ქალაქი. მისი
გამჭვირვალე და სუფთა ჰაერი ალტა-გარსიას აგონებდა. მას ჰქონდა
სარეკომენდაციო წერილები გვატემალელი მოღვაწეებისადმი, აგრეთვე
ლიმელი ნაცნობებისაგან პერუელი რევოლუციონერი ქალის, ილდა
გადეასადმი მოწერილი წერილი. ილდა მეტისია. მის ძარღვებში ჩქეფს
ესპანელისა და ინდიელის სისხლი. მან დაამთავრა ლიმის უნივერსიტეტის
ეკონომიკური ფაკულტეტი. იგი იმ პარტიის აქტიური მოღვაწე იყო,
რომელიც კანონგარეშე გამოაცხადა პერუს დიქტატორმა, გენერალმა
ოდრიამ. ილდა მუშაობდა სახალხო მეურნეობის განვითარების
52
სახელმწიფო ინსტიტუტში. როგორც ყველა მემარცხენე ფრთის
პოლიტიკური ემიგრანტი, ილდაც არბენსის მთავრობის მომხრე იყო.
ერნესტომ იგი პანსიონატ „სერვანტესში“ ინახულა, სადაც ლათინური
ამერიკის პოლიტიკური ემიგრანტები ცხოვრობდნენ. ერნესტომაც აქ დაიდო
ბინა.
ილდა გადეაც ერნესტოსავით ბევრს მოგზაურობდა ლათინური ამერიკის
ქვეყნებში. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება, თავს მარქსისტად თვლიდა.
საერთო შეხედულებებმა და ინტერესებმა ისინი მალე დაამეგობრა.
აი, რას წერს ილდა გადეა იმ პირველ შთაბეჭდილებებზე, რაც მასზე
მოახდინა ახალგაზრდა არგენტინელმა ექიმმა.
დოქტორმა ერნესტო გევარამ პირველი საუბრისთანავე მომხიბლა
თავისი გონებით, შეხედულებებითა და მარქსიზმის ცოდნით,
სერიოზულობით... ბურჟუაზიულ ოჯახში გაზრდილს, ექიმის დიპლომით
იოლად შეეძლო კარიერის გაკეთება თავის სამშობლოში, როგორც ამას
ჩვენს ქვეყნებში უმაღლესი განათლების სპეციალისტები აკეთებენ. იგი კი
ყოველთვის მიყრუებული და ჩამორჩენილი რაიონებისაკენ მიილტვოდა,
რათა უბრალო ადამიანებისთვის ემკურნალა, თანაც უფასოდ. ჩემი ყველაზე
დიდი აღტაცება გამოიწვია მისმა შეხედულებებმა მედიცინის შესახებ. იგი
გულისტკივილით ლაპარაკობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ნანახის
შესახებ, იმ ანტისანიტარიულ პირობებსა და სიღარიბეზე, რომელიც მან
იხილა. კარგად მახსოვს, როგორ ვმსჯელობდით ა. კრონინის რომანის
„ციტადელისა“ და სხვა წიგნების შესახებ, რომლებიც ექიმის მოვალეობას
და მშრომელი მასებისადმი ექიმის დამოკიდებულებას ეხებოდა. ამ წიგნების
მიხედვით, ერნესტო ასკვნიდა, რომ ექიმი ჩვენს ქვეყნებში
პრივილეგირებული სპეციალისტი არ უნდა იყოს, რომ ის გაბატონებულ
კლასებს კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ უბრალო ადამიანებს და
იგონებდეს ახალ საშუალებებსა და ახალ წამლებს უფასო
მკურნალობისთვის...“
ერნესტო აქაც ხვდება კუბელ ემიგრანტებს, ფიდელ კასტროს
თანამებრძოლებს. მათ შორის, ანტონიო ლოპეს ფერნანდესს, მარიო დალ
მაუს და დარიო ლოპასს, რომლებმაც შემდგომ აქტიური მონაწილეობა
მიიღეს ექსპედიცია „გრანმის“ განხორციელებაში. ისინი ერნესტოს
უამბობდნენ ბატისტას წინააღმდეგ მებრძოლთა გმირობასა და
53
თავდადებაზე. მათ სჯეროდათ, რომ რევოლუცია გვატემალაში შეცვლიდა
საბრძოლო ძალთა შეფარდებას კარიბის აუზში ბატისტას წინააღმდეგ
მებრძოლთა სასარგებლოდ და დაეხმარებოდა მათ საძულველი ტირანის
დამარცხებაში. ამ რწმენით იყვნენ გამსჭვალული სხვა ქვეყნების
ემიგრანტებიც. მათ ქვეყნებშიც ხომ ამერიკის ფავორიტები ბატონობდნენ.
გვატემალაში ერნესტომ თითქოსდა მოიპოვა ბედნიერება, შეიძინა
თანამზრახველნი და თანამოაზრენი, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ იყო.
მას სურდა, აქტიური მონაწილეობა გვატემალის რევოლუციურ პროცესებში,
უნდოდა, საჭირო და სასარგებლო საქმეები გაეკეთებინა. იგი ხომ
ამისათვის ჩამოვიდა აქ. მაგრამ სწორედ ეს არ გამოუვიდა.
მაშ ასე, ერნესტო გევარა ჩამოვიდა გვატემალაში, რათა რევოლუციაში
მონაწილეობა მიიღოს. მაინც როგორი რევოლუცია იყო ეს? როგორც უკვე
ვთქვით, ხაკობო არბენსის მთავრობამ განახორციელა ზოგიერთი
ღონისძიება გვატემალის ეროვნული ინტერესების დასაცავად. მან
პარლამენტის მეშვეობით აგრარული რეფორმა გაატარა. „იუნაიტედ ფრუტ
კომპანის“ მუშებს ხელფასი გაუორმაგა, ექსპროპრიაცია უყო 554 ათას
ჰექტარ მიწას, რომლებიც მემამულეებს ეკუთვნოდა, აქედან 160 ათასი
ჰექტარი „მამიტე იუნაის“ კომპანიას ეკუთვნოდა. იცავდა დემოკრატიულ
უფლებებს. ყოველივე ამან გააცოფა ვაშინგტონის მმართველი წრეები.
მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი
იყო, ხოლო მისი მარჯვენა ხელი – ჯონ ფოსტერ დალესი, „იუნაიტედ ფრუტ
კომპანის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი. „მამიტო იუნაისთან“ მჭიდროდ იყო
დაკავშირებული დალესის თანაშემწე ამერიკული ქვეყნების საქმეებში ჯონ მ.
კებოტ ლოჯი, სწორედ ის კებოტ ლოჯი, რომელიც პრეზიდენტ ჯონსონის
დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო საიგონში და აქტიურად
მონაწილეობდა ვიეტნამის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეებში, ხოლო შემდეგ
ამერიკა-ვიეტნამის მოლაპარაკებას მეთაურობდა პარიზში. შეერთებული
შტატების მთავრობამ გვატემალაში ელჩად ცნობილი მზვერავი ჯონ
პერიფუა დანიშნა და არბენსის მთავრობის დამხობა დაავალა. პრეზიდენტ
ეიზენჰაუერის თქმით, „პერიფუა ადრე საბერძნეთში იყო ელჩად, სადაც
კომუნისტების ტაქტიკა შეისწავლა. პერიფუა ძალიან სწრაფად გაერკვა
არბენსის მთავრობის ტაქტიკასა და სტრატეგიაში“.

54
მაინც რა დასკვნები გააკეთა ამ პირწავარდნილმა აგენტმა? ამის შესახებ
თავად ლოჯი წერდა არბენსის მთავრობის დამხობის შემდეგ: „მე მომეჩვენა,
რომ ეს ადამიანი (არბენსი) ფიქრობდა და ლაპარაკობდა როგორც
კომუნისტი და თუ ამას იგი პირდაპირ არ ამჟღავნებდა, შეიძლება
მომავალში გამომჟღავნებულიყო. ამის შესახებ მე დალესს მოვახსენე,
რომელმაც თავის მხრივ პრეზიდენტს მოახსენა“.
ამის შემდეგ ამერიკულ პრესაში გაჩაღდა ცილისმწამებლური კამპანია
არბენსის „კომუნისტური“ მთავრობის ირგვლივ. „გვატემალა ცენტრალური
ამერიკის წითელი ავანპოსტია“, „ ზღვა კომუნისტური ტბაა“ – აი, ასეთი და
ამის მსგავსი პროვოკაციული სათაურებით იყო სავსე ამერიკული გაზეთები,
რომლებიც არწმუნებდნენ ობივატელებს, თითქოს გვატემალა „კომუნისტურ“
სახელმწიფოდ იქცა და არათუ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს ემუქრება
კომუნიზმით, არამედ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი.
ვაშინგტონის უმაღლესი ოფიციალური პირები პირდაპირ მოითხოვდნენ
არბენსის მთავრობის დამხობას. ელჩმა ჯონ პერიდუამ ჟურნალ „ტაიმში“
განაცხადა: „შეერთებული შტატები ვერ მოითმენენ სოციალისტური
რესპუბლიკის დაბადებას ტეხასსა და პანამის არხს შორის“. სახელმწიფო
მდივნის თანაშემწე კებოტ ლოჯი ამტკიცებდა, რომ გვატემალის მთავრობას
„კრემლი მფარველობს“, იგი „მოსკოვის მარიონეტია“ და რომ ამ
მდგომარეობას მალე მოეღება ბოლო. დამსჯელთა როლი დაქირავებულ
„მოხალისეებს“ უნდა ეთამაშათ, რომელთაც მეთაურობდა კასტილიო
არმასი. ჯონ პერიფუაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მასთან.
იყო კი სინამდვილეში არბენსის მთავრობა „კომუნისტური“? რა თქმა
უნდა, არა. არბენსი სამხედრო პირი იყო, რომელმაც წარმატებით
დაამთავრა კოლეჯი ჯერ კიდევ ტირან ხორხე უბიკოს დროს, რომელსაც
დაცინვით „კარიბის ზღვის პატარა ნაპოლეონს“ უწოდებდნენ. არბენსი
მონაწილეობდა იმ სამხედრო შეთქმულებაში, რომელმაც 1944 წელს
დაამხო უბიკოს მთავრობა. შემდეგ მას სამხედრო მინისტრის თანამდებობა
ეკავა ხუან ხოსე არევალოს ლიბერალურ მთავრობაში. 1945 წელს
პრეზიდენტმა არევალომ საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური კავშირი
დაამყარა, მაგრამ არც მოსკოვში და არც გვატემალაში არასოდეს ყოფილა
საელჩოები.

55
პოლკოვნიკი არბენსი 1950 წელს გახდა გვატემალის პრეზიდენტი. მან
მიიღო 267 ათასი ხმა, ხოლო მისმა მოწინააღმდგეებმა ყველამ ერთად –
140 ათასი. არბენსს მხარი დაუჭირეს ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა
პარტიებმა, რომლებიც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.
მას მხარს უჭერდა აგრეთვე გვატემალის ახლად შექმნილი შრომის პარტია
(კომპარტია), მაგრამ ამ პარტიას ერთობ უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა. იგი
1949 წელს ჩამოყალიბდა და რამდენიმე ასეულ წევრს აერთიანებდა.
ეროვნულ კონგრესში ამ პარტიას მხოლოდ 4 დეპუტატი წარმოადგენდა.
არბენსის მთავრობა პროგრესული იყო, მაგრამ ბურჟუაზიული და მას
სჩვეოდა ასეთი მთავრობისათვის დამახასიათებელი ყოყმანი და მერყეობა.
ამ მთავრობაში შედიოდნენ აშკარად კონსერვატორული ელემენტებიც.
ახალგაზრდა არგენტინელ ექიმს, რომელიც აშკარად და გულახდილად
გამოთქვამდა თავის მარქსისტულ შეხედულებებს, რა თქმა უნდა,
გაუჭირდებოდა გვატემალაში ცხოვრება და საქმიანობა.
ერნესტომ ჯანმრთელობის მინისტრს შესთავაზა, ექიმად ვიმუშავებ
გვატემალის შორეულ რაიონში, კერძოდ, პეტენის ჯუნგლებში, ინდიელთა
ერთ-ერთ დასახლებაშიო. იგი მზად იყო, ნებისმიერი სამუშაო
შეესრულებინა, ოღონდაც რევოლუციისათვის რაიმე სარგებლობა მოეტანა.
მაგრამ მთავრობის ჩინოვნიკები ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე
მოეკიდნენ ერნესტოს წინადადებას. ისინი არ ენდობოდნენ ახალგაზრდა
არგენტინელ ექიმს, უფრო სწორად, იმისთვის არ ეცალათ. არსებობისათვის
საჭირო ელემენტარული პირობები რომ ჰქონოდა, ერნესტო
თანამშრომლობს ადგილობრივ პრესაში, ვაჭრობს წიგნებით... ილდა
ღიმილით იგონებს, იგი უფრო კითხულობდა ამ წიგნებს, ვიდრე ყიდდაო.
ერნესტო თანამშრომლობს გვატემალის შრომითი პარტიის ახალგაზრდულ
ორგანიზაციასთან. ბევრს მოგზაურობს, სწავლობს მაიას ინდიელთა
უძველეს კულტურას. ყველა მაშინდელი მისი მეგობარი იგონებს, რომ იგი
დაუღალავი მოსაუბრე და მოკამათე იყო. მისი საუბრისა და კამათის თემა კი
იყო, თუ რა გზებით, რა ძალებზე დაყრდნობით შეიძლებოდა
იმპერიალიზმის, ექსპლოატაციისა და სიღარიბისაგან ლათინური ამერიკის
ხალხთა განთავისუფლება. მის ახალგაზრდა მეგობრებს ახალი
ცხოვრებისათვის ბრძოლა სწყუროდათ. ისინი ხმის ჩახლეჩამდე

56
კამათობდნენ კლასობრივი ბრძოლის, აგრარული რეფორმის და
სოციალიზმის.
ერნესტო უაღრესად შეშფოთებულია გვატემალის შინაპოლიტიკური
ამბების გამო. ქვეყანა აივსო ამერიკელი ჯაშუშებითა და დივერსანტებით.
ერთ-ერთ სოფელში იგი ხვდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში
კომუნისტური იდეოლოგიის ექსპერტს, ამერიკელ პროფესორს რობერტ
ალექსანდერს.
– გვატემალაში ბევრი გრინგოა, ძალზე ბევრი! როგორ ფიქრობთ,
რისთვის არიან ისინი აქ ჩამოსული? – ეკითხება იგი პროფესორს, – ისინი
თავს ასაღებენ მკვლევრებად, სინამდვილეში კი ამერიკულ დაზვერვას
ემსახურებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გვატემალის
„მოსათვინიერებლად“ ემზადებოდა. 1954 წელს ვაშინგტონის მითითებით,
კარაკასში ჩატარდა ამერიკის ხალხთა X კონფერენცია. ამ კონფერენციაზე
სიტყვით გამოვიდა ჯონ ფოსტერ დალესი, რომელმაც გვატემალის
მთავრობა კომუნიზმის იდეებისადმი მიდრეკილებებში დაადანაშაულა.
მისივე მოთხოვნით, მიუხედავად ლათინური ამერიკის ზოგიერთი
სახელმწიფოს წინააღმდეგობისა, კონფერენციამ ანტიკომუნისტური
რეზოლუცია მიიღო. ფაქტობრივად, ეს რეზოლუცია გახდა გვატემალის
წინააღმდეგ ინტერვენციის დასაწყისი.
არბენსი კატეგორიულად უარყოფდა კომუნიზმთან და კომუნისტებთან
რაიმე კავშირს. იგი სრულიად საფუძვლიანად უარყოფდა რაიმე კავშირს
საბჭოთა კავშირთანაც. 1954 წლის 1 მარტს რესპუბლიკის კონგრესისადმი
გაგზავნილ წერილში იგი წერდა: „ყველასათვის ნათელია, რომ საბჭოთა
კავშირი ჩვენს საშინაო საქმეებში არ ერევა და არც ინტერვენციით
გვემუქრება“.
არბენსი არ იყო კომუნისტებისა და საბჭოთა კავშირის მტერი და
ვაშინგტონელ მესვეურთ სწორედ ეს არ ეპიტნავებოდათ. ლიფსიტამ
გაბედა, ვეშაპისათვის წინააღმდეგობა გაეწია! ბანანის რესპუბლიკამ
ბრძოლაში გამოიწვია მისი მეუფე ძია სემი! მონროს „უწმინდესი“
დოქტრინის გაუგონარი დარღვევა, – სხვანაირად ვერ უწოდებ კაცი
არბენსის მთავრობის მოქმედებას. ვაშინგტონი დარწმუნდა, რომ
ვერავითარმა დაშინებამ და ეკონომიკურმა სანქციებმა ვერ იმოქმედა
57
არბენსის მთავრობაზე და დაუყოვნებლივ აუშვა ამ საქმისთვის
სპეციალურად გაწვრთნილი „ჯაჭვით დაბმული ძაღლები“.
1954 წლის 17 ივნისს ამერიკის დაზვერვის მიერ შეიარაღებულმა და
გაწვრთნილმა არმასის „ლეგიონმა“ ჰონდურასი დატოვა და გვატემალის
ტერიტორიისაკენ დაიძრა. დადგა არბენსის მომხრეებთან ანგარიშსწორების
ჟამი... ინტერვენტთა სამხედრო თვითმფრინავები გამუდმებით ბომბავდნენ
გვატემალის დედაქალაქსა და სხვა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტებს.
„ლეგიონი“ სულ 800 კაცს ითვლიდა, რომელთაგან გვატემალელი
მხოლოდ 200 იყო, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნის
წარმომადგენლები. არბენსის მთავრობას 6-7 ათასიანი არმია ჰყავდა.
ძალთა ასეთი სხვაობის მიუხედავად, ინტერვენტებთან ბრძოლას არმია
ერიდებოდა და ღრმა ზურგისკენ იხევდა.
არბენსს სურდა, მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა ეს საქმე. მან მიმართა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, – მოითხოვდა,
ინტერვენტებს დაეტოვებინათ გვატემალის ტერიტორია. საბჭოს არავითარი
ეფექტური ღონისძიება არ მიუღია ამ საკითხის გადასაწყვეტად. ისევ
სამთავრობო ძალებმა იმარჯვეს და არმასის „ლეგიონი“ ქვეყნიდან
განდევნეს.
ამერიკელებმა სასწრაფოდ დაიწყეს არბენსის მთავრობის წინააღმდეგ
სამხედრო შეთქმულებისათვის მზადება. ამისთვის მათ გამოიყენეს თავიანთი
აგენტები, რომლებიც აქამდე ვითომ არბენსის მომხრეები იყვნენ. მათ
შორის მთავარი როლი დაეკისრა პერიფუას. მან შეადგინა ულტიმატუმი,
რომელიც არმიის უმაღლესმა ოფიცრობამ არბენსს გაუგზავნა.
მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტი გადამდგარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში,
ისინი ძალას იხმარდნენ. თავიანთი განზრახვა რომ შეენიღბათ, შეთქმულები
პრეზიდენტს ჰპირდებოდნენ „ხალხის თავისუფლების განმტკიცებას“ და
ყოველგვარი ინტერვენციის წინააღმდეგ ულმობელ ბრძოლას. არბენსმა
ვერ გაუძლო ამდენ ზეწოლას და ისე, რომ არც უკითხავს მისი
მომხრეებისათვის, 1954 წელს 27 ივნისს გადადგა. მან ხელისუფლება
გვატემალის შეიარაღებული ძალების სარდალს, პოლკოვნიკ დიასს
გადასცა და თავად მექსიკის საელჩოს შეაფარა თავი. მალე გვატემალაც
დატოვა და საზღვარგარეთ წავიდა. დიასმა ხელისუფლება მალე მონსონს

58
გადააბარა, ხოლო მან კასტილიო არმასს, რომელმაც ცეცხლითა და
მახვილით დაიწყო ქვეყანაში „სიმშვიდისა და თავისუფლების“ დამკვიდრება.
რას აკეთებდა გვატემალასთვის ამ მძიმე დღეებში ერნესტო გევარა? მას
ისევე, როგორც იმპერიალიზმის ყველა მოწინააღმდეგეს, სურდა იარაღით
ებრძოლა არბენსის მთავრობის დასაცავად. იგი მოუწოდებდა სახალხო
შეიარაღებისკენ, რეაქციონერთა და შეთქმულთა წინააღმდეგ გადამწყვეტი
ბრძოლებისაკენ, მაგრამ მისი, ისევე, როგორც სხვა პატრიოტთა მოწოდება,
რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“... არბენსს ეგონა,
შეიარაღებული ძალებით გაუსწორდებოდა შეთქმულებას, მას სჯეროდა
არმიის ოფიცერთა ერთგულებისა.
ილდა იგონებს: „ერნესტო ითხოვდა, რომ ბრძოლის ველზე გაეშვათ,
მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. მაშინ იგი ქალაქის საჰაერო თავდაცვის
ერთ-ერთ ნაწილში ჩაირიცხა, ეხმარებოდა დაჭრილებს, გადაჰქონდა
იარაღი“. იგი არავითარ სამუშაოს არ ერიდებოდა. ცეცხლსა და
ორომტრიალში საგუშაგოზე იდგა და აშკარა საფრთხის ქვეშ აყენებდა
თავის სიცოცხლეს. მისი მოწოდებები, საბრძოლო მოქმედება, რა თქმა
უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამერიკის შეერთებული შტატების
ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს აგენტებს. მათ იგი შეიტანეს
„საშიშ კომუნისტთა“ სიაში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არბენსის მთავრობის
დამარცხების შემდეგ სიკვდილით უნდა დაესაჯათ ყველა ამ სიაში
მოხვედრილი. ამის შესახებ გაიგო გვატემალაში არგენტინის ელჩმა და
ერნესტოს საელჩოში თავშესაფარი შესთავაზა, როცა კასტილიო არმასი
გვატემალაში შემოვიდა. ერნესტო ასეც მოიქცა. არგენტინის საელჩოს
შეაფარეს თავი კუბელებმა და არბენსის მომხრე ზოგიერთმა
გვატემალელმაც.
საელჩოში შეფარებულნი ორად გაიყვნენ: „დემოკრატებად“ და
კომუნისტებად. ერნესტო კომუნისტების ჯგუფს მიემხრო, თუმცა იგი
კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. ელჩმა მას შესთავაზა, სახელმწიფო
ხარჯებით დაბრუნებულიყო არგენტინაში, მაგრამ ერნესტოს პერონის
არგენტინაში დაბრუნების არავითარი სურვილი არ ჰქონდა. მექსიკაში
წასვლა არჩია, საითაც უკვე მიემგზავრებოდნენ მისი მეგობრები კუბიდან და
ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ჟინით იყვნენ ანთებული და
59
გამარჯვების იმედს არ კარგავდნენ. როცა ასეთი რწმენის ადამიანები კიდევ
არიან დედამიწაზე, რომელთაც სჯერათ შეუძლებლისა, მაშინ ყველაფერი
წინ არის, ასე ფიქრობდა ერნესტო.
გვატემალის ამბებმა ღრმა კვალი დააჩნიეს ჩეს შეგნებას. იგი
პოლიტიკურად მომწიფდა და დავაჟკაცდა სწორედ აქ, გვატემალაში.
ეს ევოლუცია შეუჩნეველი არ დარჩათ ამერიკელ აგენტებს, როდესაც
დოსიეს ადგენდნენ ფიდელ კასტროს თანამებრძოლთა შესახებ.
1958 წლის აპრილში არგენტინელმა ჟურნალისტმა ხორხე რიკარდო
მასეტიმ სიერა-მაესტრას მთებში მოინახულა ფიდელ კასტრო და მისი
თანამებრძოლნი. რა თქმა უნდა, მას თავისი თანამემამულეც აინტერესებდა.
მასეტიმ ჩეს ჰკითხა, თუ რამდენად მართალი იყო ხალხში დარხეული ხმა,
ფიდელ კასტრო კომუნისტიაო.
– ფიდელი კომუნისტი არა... კომუნისტობას უპირველესად მე მომაწერენ.
ჩვენთან ჯერ არ ამოსულა ჟურნალისტი, რომელსაც არ გამოეკითხოს
გვატემალის კომუნისტურ პარტიაში ჩემი მოღვაწეობის შესახებ. ისინი
მხოლოდ იმით ამტკიცებდნენ გვატემალის კომუნისტური პარტიის ჩემს
წევრობას, რომ ვემხრობოდი ხაკობო არბენსის დემოკრატიულ მთავრობას.
– რაიმე თანამდებობა ხომ არ გეკავა მთავრობაში? – გულმხურვალედ
განაგრძობდა „დაკითხვას“ მასეტი.
– არა, არავითარი. მაგრამ როგორც კი ჩრდილოამერიკული
ინტერვენცია გვატემალისაკენ დაიძრა, შევეცადე, ჯგუფი შემეკრიბა ისეთივე
ახალგაზრდებისაგან, როგორიც მე ვიყავი, რათა ავანტურისტების
წინააღმდეგ გვებრძოლა. გვატემალაში ბრძოლა იყო საჭირო, მაგრამ,
სამწუხაროდ, თითქმის არავინ იბრძოდა.
კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ თავის გამოსვლებსა და
წერილებში ჩე ბევრჯერ იგონებდა თავის „გვატემალის პერიოდს“. ერთ-ერთ
ასეთ გამოსვლაში 1960 წელს ჩე ამბობდა: – დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ,
როცა არბენსის გვატემალაში მოვხვდი, შევეცადე, ჩემთვის ამეხსნა
ზოგიერთი რამ, რათა გამომემუშავებინა ექიმ-რევოლუციონერის
ყოფაქცევის ნორმები. შევეცადე გამეგო, თუ რა იყო საჭირო ამისათვის.
მაგრამ მაშინვე დაიწყო აგრესია, რომელიც გვატემალას თავს მოახვია
„იუნაიტედ ფრუტმა“, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჯონ ფოსტერ დალესმა
და მარიონეტმა კასტილიო არმასმა. აგრესიამ გაიმარჯვა, რადგან
60
გვატემალელი ხალხი ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული იმ საქმისათვის,
რასაც კუბელმა ხალხმა მიაღწია. და ერთ მშვენიერ დღეს მე დავტოვე
გვატემალა, უფრო სწორად, გამოვიქეცი იქიდან... აი, მაშინ მივხვდი
უმთავრესს: იმისათვის, რომ რევოლუციონერი გახდე, საჭიროა
რევოლუცია. არაფერს არ ნიშნავს იზოლირებული, ინდივიდუალური
მოქმედება, მაღალი იდეალები, ამ იდეალებისათვის ბრძოლა და
თავგანწირვა, განცალკევებული ბრძოლა მთავრობისა და სოციალური
უკუღმართობის წინააღმდეგ, ერთგულთა გმირობა და ვაჟკაცობა.
იმისათვის, რომ რევოლუცია მოახდინო, საჭიროა ის, რაც კუბაშია: მთელი
ხალხის მობილიზება, ხალხისა, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს იარაღი
და ბრძოლაში მიღებული გამოცდილება“.
იგივეზე სწერდა ჩე აშშ-ში ერთ-ერთ თავის კორესპონდენტს: „ჩემმა
გამოცდილებამ გვატემალაში, ქვეყანაში, რომელიც მამაცურად აღდგა
იმპერიალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ჩრდილო ამერიკის აგრესიის
მსხვერპლი გახდა, ერთ საგულისხმო დასკვნამდე მიმიყვანა:
რევოლუციონერი რომ იყო, უპირველესად რევოლუციაა საჭირო“.
ბოლივიის რევოლუცია შუა გზაზე გაიჭედა, გვატემალის რევოლუცია
დამარცხდა, მაგრამ ნამდვილი რევოლუცია ჯერ კიდევ წინაა და მასთან
შეხვედრის ჟამი ახლოვდება...

61
„გრანმა“

„ფიდელ კასტრო ერთ-ერთ ცივ საღამოს მექსიკაში გავიცანი. მახსოვს,


ჩვენი პირველი საუბარი საერთაშორისო პოლიტიკას შეეხებოდა. დილამდე
ვსაუბრობდით. ასე გავხდი მომავალი ექსპედიციის მონაწილე“.
ერნესტო ჩე გევარა

გვატემალაში არგენტინის ელჩმა, როგორც იქნა, ახალი


ხელისუფლებისაგან ნებართვა აიღო ჩეს გამგზავრების თაობაზე. მანვე
სთხოვა მექსიკელ კოლეგას, ჩესთვის მექსიკის ვიზა მიეცა. ამის შემდეგ
ელჩმა ჩეს ბილეთი უყიდა და ერთ-ერთი გარეუბნის სადგურიდან
მეხიკოსაკენ მიმავალი მატარებლით გაამგზავრა.
ეს მატარებელიც ისე ნელა „მიხოხავდა“, როგორც „სარძეო ბადრაგა“,
რომლითაც იგი ერთი წლის წინათ ლა-პასში ჩავიდა. გზა ხან უსიერ ტყეებში
გადიოდა, ხან ოკეანის სანაპიროს მიჰყვებოდა. უკაცრიელ სადგურებში
სამხედრო პატრულები გაკრთებოდნენ ხოლმე, რაც ერთხელ კიდევ
მოაგონებდა კაცს, რომ ქვეყანა სამხედრო მდგომარეობაში იყო.
რაზე ფიქრობდა ჩე, როდესაც ამ პატრულს უცქერდა? შეიძლება, იგი
ფიქრობდა, რომ ამერიკელებმა კვლავ გამოიყენეს ადგილობრივი
მარიონეტები და, როგორც ბევრჯერ მომხდარა, ლათინური ამერიკის
ქვეყნებში ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდნენ თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთ.
და მაინც... მიუხედავად ამდენი დამარცხებისა, გამცემლობისა და
ღალატისა, თავისუფლებისათვის დაღვრილი სისხლისა და ცრემლისა, ეს
ხალხი კვლავ აღდგებოდა ხოლმე, კვლავ ცდილობდა, თავის მუდმივ მტერს
შესჭიდებოდა და შებრძოლებოდა.
როგორც ჩანს, ამ ხალხში იმალება ამოუწურავი რევოლუციური ენერგია
და, მიუხედავად მრავალი დამარცხებისა, ეს გაუტეხელი სული მას
გამარჯვებამდე მიიყვანს. იგი მით უფრო უფრო ადრე გაიმარჯვებს, რაც
უფრო ბრძენი და მამაცი ბელადი ჩაუდგება ამ ბრძოლას სათავეში. არბენსი
სწორი გზით მიდიოდა, მაგრამ განსაცდელის ჟამს გამოამჟღავნა სისუსტე
და იოლადაც ამიტომ დამარცხდა... ასე ფიქრობდა ჩე...

62
სწორედ ამ დროს კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. კუპეში შემოვიდა
პატარა ტანის კაცი, რომელიც ბიჭს უფრო ჰგავდა, ვიდრე მოწიფულ
ადამიანს. ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა.
– თქვენი მონა-მორჩილი ხულიო რობერტო კასერეს ვალიე, – თქვა
შემოსულმა.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ უცნობმა თავისი თავგადასავალი
უამბო ჩეს. დამწყები ჟურნალისტი და გვატემალის შრომითი პარტიის წევრი
მექსიკაში მიემგზავრებოდა, რათა ხელისუფალთა დევნისაგან თავი
დაეღწია.
– უბრალოდ პატოხო დამიძახე, ასე უწოდებენ გვატემალაში ცეროდენას,
– უთხრა მან ჩეს.
ჩეზე რამდენიმე წლით უმცროსი პატოხო მისი ერთ-ერთი უახლოესი
მეგობარი გახდა ალბერტო გრანადოსის შემდეგ. პატოხო კომუნისტი იყო
და, აქედან გამომდინარე, – ოპტიმისტი. მიუხედავად დამარცხებისა, ღრმად
სწამდა მისი იდეების საბოლოო გამარჯვებისა. კუბის რევოლუციის
გამარჯვების შემდეგ პატოხო გვატემალაში დაბრუნდა, რათა იარაღით
ებრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის, მაგრამ ერთ-ერთი ბრძოლის
დროს დაიღუპა გვატემალის მთებში. პატოხოსადმი მიძღვნილ სტატიაში ჩე
მას ახასიათებდა, როგორც მტკიცე რევოლუციონერს, ჭკვიან და
გულისხმიერ ადამიანს. აღნიშნავდა, რომ რევოლუციამ მას ბევრი რამ
ასწავლა. „რევოლუცია, – წერდა ჩე, – განწმენდს ხოლმე ადამიანს, უფრო
კარგსა და კეთილშობილს ხდის, ისევე, როგორც გამოცდილი მეურნე
უვლის თავის ბაღს, ტოვებს და ამაგრებს სასარგებლო მცენარეულს“.
პატოხოსაც ჩესავით პოეზია უყვარდა, წერდა ლექსებს და ესეც მათი
მეგობრობის კიდევ ერთი საწინდარი იყო.
ზემოაღნიშნულ სტატიაში ჩე მოგვითხრობს, რომ კუბიდან გამგზავრების
წინ პატოხომ მას თავისი ლექსები დაუტოვა. ჩეს მოჰყავს
შეყვარებულისადმი მიძღვნილი პატოხოს ერთი ლექსის სტროფი: მე გულს
გიტოვებ
სიყვარულით სავსეს და წმინდას, მზე რომ ამოვა, მზის სხივებით გაათბე
იგი.
1954 წლის 21 სექტემბერს ისინი მეხიკოში ჩავიდნენ. ამ უცხო და
უზარმაზარ ქალაქში მათ არც მეგობარი ჰყავდათ და არც ნაცნობი. ჩე და
63
პატოხო რაღაც შემთხვევის გამო პუერტორიკოელ ემიგრანტებს
დაუახლოვდნენ. როდესაც ისინი ბინას ეძებდნენ, პუერტორიკოელ ხუან
ხუარბესთან მიასწავლეს, რომელსაც ერთი პატარა ოთახი ეჭირა. ხუან
ხუარბე ეროვნული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე აღმოჩნდა, რომელიც
კუნძულ პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ეს კუნძული
1898 წლიდან ამერიკის კოლონია იყო. პუერტორიკოელთა მძიმე
მდგომარეობისათვის საზოგადოების ყურადღება რომ მიეპყრო, ეროვნული
პარტიის წევრებმა ვაშინგტონში კონგრესის ერთ-ერთ სესიაზე სროლა
ატეხეს. ამის გამო ეროვნული პარტია უკანონოდ გამოაცხადეს პუერტო-
რიკოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო პარტიის ლიდერს,
ალბის კამპოსს ხანგრძლივი დროით კატორღა მიუსაჯეს.
არ შეიძლებოდა, პუერტო-რიკოელ რევოლუციონერებს ჩე
სიყვარულითა და პატივისცემით არ მოჰკიდებოდა. მართალია, ისინი ძალზე
ცოტანი იყვნენ, მაგრამ მზად იყვნენ, შებრძოლებოდნენ მსოფლიოში
უდიდეს იმპერიალისტურ ქვეყანას. მზად იყვნენ, როცა კი საჭიროება
მოითხოვდა, ამ ბრძოლაში თავი გაეწირათ. მათი გაუტეხელი რწმენა,
იდეალიზმი, სიმამაცე, გულწრფელობა, ფანატიზმი და, ამავე დროს,
გამარჯვების რაიმე შანსის უქონლობა აღტაცებასა და სიყვარულს
იმსახურებდა. ჩეს იმიტომაც შეუყვარდა ეს ადამიანები, რომ ისინი იყვნენ
არა ხმამაღალი სიტყვებისა და ფრაზების რევოლუციონერები, არამედ
საქმიანი და მამაცი ადამიანები.
ყოველ შემთხვევაში, ისინი ცხვრებივით არ მიჰყვებოდნენ ჯალათებს
სასაკლაოზე, ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ და შეეძლოთ, უყოყმანოდ
მიეტანათ საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის
სამსხვერპლოზე.
ხუან ხუარბესთან ერთად ცხოვრობდა კიდევ ერთი ემიგრანტი,
ახალგაზრდა პერუელი რევოლუციონერი ლიუჩო (ლუის) დე ლა პუენტე –
პერუს იმჟამინდელი დიქტატორის, პოლკოვნიკ ოდრიას წინააღმდეგ
მებრძოლი. ლიუჩო დღედაღამ იმაზე ოცნებობდა, როგორ აემხედრებინა
დიქტატორის წინააღმდეგ ინდიელთა ტომები. შემდგომში იგი კუბის
რევოლუციის მომხრე გახდა, სათავეში ჩაუდგა პერუს ერთ-ერთ
პარტიზანულ რაზმს და 1965 წელს „რეინჯერებთან“ ბრძოლაში დაიღუპა.

64
(„რეინჯერები“ იყვნენ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი სპეციალური
ნაწილები, რომლებიც პარტიზანების წინააღმდეგ იბრძოდნენ).
ხუარბეს ოჯახი სტუმართმოყვარე იყო, მაგრამ ხშირად ერთი ლუკმა
პურიც კი არ ჰქონდა. თუმცა, ახალგაზრდებისათვის ეს პრობლემა არაა.
„ნახევარჯერ მშიერი ვიყავით, – იგონებს ჩე, – პატოხოს არაფერი
გააჩნდა, მე კი სულ რამდენიმე პესო მქონდა. ვიყიდე ფოტოაპარატი და
დავიწყეთ სურათების გადაღება. სურათებს ერთ-ერთი მექსიკელის
ლაბორატორიაში ვბეჭდავდით. ფეხით შემოვივლიდით ხოლმე ამ
უზარმაზარ ქალაქს, რომ როგორმე ჩვენი ფოტოსურათები გაგვესაღებინა.
თითქმის ძალით შევაჩეჩებდით ხოლმე მყიდველს ჩვენს ფოტოსურათებს და
რამდენიმე თვე ამით ვირჩენდით თავს. თანდათან ჩვენი საქმეებიც
გამოსწორდა“.
ჩემ დაწერა სტატია „მე ვნახე არბენსის დამხობა“, მაგრამ მისი
ყოველგვარი ცდა, ჟურნალისტად დაეწყო სადმე მუშაობა, უშედეგოდ
დამთავრდა.
ამ დროისთვის გვატემალიდან ილდა ჩამოვიდა. ისინი დაქორწინდნენ.
ჩეს ახლა არა მარტო თავის თავზე უნდა ეზრუნა, არამედ მეუღლეზეც. ჩე
შეუდგა სამუშაოს ძებნას.
მან კვლავ წიგნებით ვაჭრობა დაიწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი
გამოუვიდა. იგი უფრო მეტად გამომცემლებთან ჩხუბობდა და კამათობდა,
ვიდრე წიგნების გაყიდვა-გასაღებაზე ფიქრობდა.
იგი კვლავ წიგნების კითხვამ გაიტაცა. ახალგამოცემულ ლიტერატურას
რომ გასცნობოდა, ღამის დარაჯად მოეწყო წიგნების ერთ-ერთ გამოფენაზე
და ღამღამობით ერთიმეორეზე „ნთქავდა“ წიგნებს. ბოლოს, როგორც იქნა,
კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში ალერგიულ
განყოფილებაში მოეწყო ექიმად. ლექციებსაც კითხულობდა მეხიკოს
ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ
კარდიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა და მეცნიერ-მუშაკად დაიწყო
მუშაობა. ამავე დროს, ფრანგული საავადმყოფოს ლაბორატორიაში
ატარებდა ექსპერიმენტულ ცდებს.
მექსიკის მაშინდელი პოლიტიკური ატმოსფერო ჩეს რაიმე
განსაკუთრებულ იმედებს არ აღუძრავდა. ათიანი წლების მექსიკის
რევოლუციამ, რომელმაც ბოლო მოუღო დიქტატორ პორფირიო დიასის
65
რეჟიმს, კარგა ხანია, სული დაღაფა. ხელისუფლების სათავეში ახალი
ბურჟუაზია მოვიდა, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი ამერიკულ კაპიტალს.
იგი თავის მოღვაწეობას ცრუ რევოლუციური დემაგოგიით ნიღბავდა.
მემარცხენე ძალები დაქსაქსეს და გაანადგურეს.
ჩეს შეუყვარდა მექსიკა, მისი მშრომელი ხალხი, მისი მხატვრები და
პოეტები, მექსიკის ინდიელთა ძველი კულტურა, მექსიკის მომხიბვლელი
ბუნება, მისი სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, რომელიც ასთმიანისათვის
მისწრება იყო.
1956 წლის 15 თებერვალს ჩეს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც დედის
პატივსაცემად ილდიტა დაარქვეს. „როდესაც გოგონა შეგვეძინა, – თქვა
1959 წლის სექტემბერში ჩემ მექსიკური ჟურნალის „სიემპრეს“
კორესპონდენტთან ინტერვიუში, – ჩვენ შეგვეძლო, იგი რეგისტრაციაში
გაგვეტარებინა, როგორც პერუელი დედის მხრიდან და არგენტინელი ჩემი
მხრიდან. ერთიცა და მეორეც ლოგიკური იქნებოდა – ჩვენ ხომ გავლით
ვიყავით მექსიკაში, მაგრამ გადავწყვიტეთ, ბავშვი რეგისტრაციაში
გაგვეტარებინა, როგორც მექსიკელი, იმ ხალხისა და ქვეყნის პატივსაცემად,
რომელმაც დამარცხებისა და ხეტიალის მძიმე ჟამს შეგვიფარა“.
მექსიკაში ჩე შეხვდა რაულ როას – კუბელ მწერალსა და პუბლიცისტს,
ბატისტას წინააღმდეგ მებრძოლს. კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ
იგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. გევარასთან შეხვედრის შესახებ რაულ
როა იგონებს: „ჩე ერთ ღამეს გავიცანი მისი თანამემამულის, რიკარდო
როხოს ოჯახში. იგი ახალი ჩამოსული იყო გვატემალიდან, სადაც
პირველად მიიღო მონაწილეობა ანტიიმპერიალისტურ მოძრაობაში და
ძალზე განიცდიდა დამარცხებას. ჩე ახალგაზრდა იყო. ის ასე ჩამებეჭდა
მეხსიერებაში: ნათელი გონება, ასკეტური სიფერმკრთალე, ასთმური
სუნთქვა, მრგვალი, ნათელი შუბლი, ხშირი ქოჩორი, გაბედული და მტკიცე
მსჯელობა, ენერგიული ნიკაპი, დინჯი მოძრაობა, გულისხმიერი და სულში
ჩამწვდომი მზერა, მახვილი აზრი, საუბრობს მშვიდად, იცინის ხმამაღლა...
მას ეს-ესაა მუშაობა დაეწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში. ჩვენ
ვსაუბრობდით არგენტინის, გვატემალისა და კუბის შესახებ და
განვიხილავდით ლათინური ამერიკის ქვეყნების პრობლემებს. ჯერ კიდევ
მაშინ ჩე მაღლა იდგა კრეოლურ ვიწრო ეროვნულ გაგებაზე და სრულიად
კონტინენტის რევოლუციონერის პოზიციებიდან მსჯელობდა“.
66
ეს არგენტინელი ექიმი სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებით, რომლებიც
მარტო თავიანთი ქვეყნის ბედით იყვნენ დაინტერესებული, ფიქრობდა არა
იმდენად არგენტინაზე, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაზე, ცდილობდა,
ამოეხსნა მთელი კონტინენტის „სუსტი რგოლი“. ისიც ნათელია, რომ
როასთან საუბრისას ასეთ სუსტ რგოლად ლათინური ამერიკის ქვეყნებში
იგი კუბას არ თვლიდა, თუმცა მან კარგად იცოდა ამ ქვეყნის პოლიტიკური
ამბები. კუბისთვის უფრო მეტი ყურადღება რომ მიეპყრო, ვიდრე ლათინური
ამერიკის რომელიმე სხვადასხვა ქვეყნისათვის, ჩე უნდა შეხვედროდა იმ
ადამიანებს, რომლებიც მარტო ლამაზი სიტყვებითა და ფრაზებით კი არ
კეკლუცობდნენ, არამედ მოქმედებდნენ და რევოლუციური აჯანყებისაკენ
მოუწოდებდნენ ხალხს. ჩესთვის შემობრუნების წერტილი იყო ჯერ რაულ
კასტროს, ხოლო შემდეგ ფიდელ კასტროს გაცნობა.
1955 წლის ივნისის ბოლოს ქალაქის საავადმყოფოში ორი კუბელი
მოვიდა საკონსულტაციოდ. ისინი მიიღო მორიგე ექიმმა ერნესტო გევარამ.
ერთ-ერთი მათგანი ჩეს გვატემალური პერიოდის მეგობარი ნიიკო ლოპესი
აღმოჩნდა. ამ მოულოდნელი შეხვედრით ორივემ გაიხარა. ნიიკომ ჩეს
უამბო, ჩემი ამხანაგები „მონკადაზე“ თავდასხმის შემდეგ ამნისტიით
განთავისუფლდნენ და ახლა მექსიკაში ჩამოდიანო. მათ განზრახული აქვთ
კუბაზე შეიარაღებული ექსპედიციის მომზადება. ეს უკვე საქმეს ჰგავდა! ჩე
დაინტერესდა და ნიიკოც დაჰპირდა, რაულ კასტროს გაგაცნობო.
რაულ კასტროს ჩე რამდენიმე დღის შემდეგ შეხვდა. მან ჩეს უამბო
„მონკადის“ ეპოპეის შესახებ. უამბო, როგორ გაუსწორდნენ ბატისტას
ხელისუფალნი შეთქმულებს, ასევე მისი ძმის, ფიდელის სასამართლო
პროცესის შესახებ, ამ პროცესზე ფიდელის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე,
რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა სახელწოდებით „ისტორია მე
გამამართლებს“, და ბოლოს, იმ მტკიცე განზრახვაზე, რომ დაუცხრომლად
ებრძოლათ ბატისტას ხელისუფლების წინააღმდეგ.
შთაბეჭდილებები? რაულ კასტროს შესახებ ჩე იტყვის: „მე მგონია, იგი
სხვებს არ ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ის სხვებზე უკეთესად ლაპარაკობს
და, რაც მთავარია, ფიქრობს“.
ჩესთან საუბრით რაულიც კმაყოფილი დარჩა. ჩეში მან დაინახა ის
ადამიანი, რომელსაც სარგებლობის მოტანა შეეძლო მათ ექსპედიციაში.
ჩეს უკვე ჰქონდა „გვატემალის გამოცდილება“ და, გარდა ამისა, იგი ექიმი
67
იყო. შეთანხმდნენ, რაული ფიდელს გააცნობდა. მის ჩამოსვლას ნიუ-
იორკიდან დღე-დღეზე ელოდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიდელი კუბელ ემიგრანტებს შორის
ფულს კრებდა მომავალი ექსპედიციის დასაფინანსებლად. ნიუ-იორკში
ბატისტას ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე
ფიდელ კასტრომ განაცხადა: „მთელი პასუხისმგებლობით მინდა
განვაცხადო, რომ 1956 წელს ჩვენ ან თავისუფლებას მოვიპოვებთ, ან
სამუდამო ტანჯვა-წამებას“.
რისი იმედი ჰქონდა ახალგაზრდა კუბელ პატრიოტს? უპირველესად, იგი
ეყრდნობოდა თავის ხალხს, რომელსაც ჭირის დღესავით სძულდა ბატისტას
ხელისუფლება. ამ ხალხმა ბევრჯერ გამოამჟღავნა გმირობა და სიმამაცე
თავისი ისტორიის მანძილზე. განა ეს ხალხი არ იყო, მთელი საუკუნის
განმავლობაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის რომ
იბრძოდა? მათ არ ჩამოაგდეს 1933 წელს საძულველი დიქტატორი
მაჩადო? და ახლაც, რაკიღა ბატისტა გამხეცებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ
ხალხის ეშინია.
ფიდელს იმედიც ჰქონდა მის თანამზრახველთა მხარდაჭერის, მათი
გაერთიანება ცნობილი იყო „26 ივლისის მოძრაობის“ სახელწოდებით
(„მონკადაზე“ თავდასხმის დღის აღსანიშნავად). ძირითადად, ესენი იყვნენ
სტუდენტები, ახალგაზრდა მუშები, მოსამსახურეები, ხელოსნები, მაღალი
კლასების მოსწავლეები. მათ არ გააჩნდათ პოლიტიკური ბრძოლის
გამოცდილება, არ ჰქონდათ ნათელი პროგრამა, მაგრამ, სამაგიეროდ,
ჰქონდათ ფრიად საჭირო და აუცილებელი თვისებები: უსაზღვროდ
უყვარდათ სამშობლო და ასევე უსაზღვროდ სძულდათ ბატისტას
ხელისუფლება.
ამ ახალგაზრდებისათვის ფიდელი ნამდვილი ბელადი იყო. როგორც
ყველა მისი თანამებრძოლი, ფიდელიც ახალგაზრდა იყო, ბრწყინვალე
ორატორი, შესანიშნავი გარეგნობის მქონე, გამბედავი და მტკიცე
ნებისყოფის ადამიანი, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა კუბის წარსული და
უშეცდომოდ მიიკვლევდა გზას თანამედროვე კუბის სოციალისტურ-
პოლიტიკურ ლაბირინთებში. მან კარგად იცოდა, რის და ვის წინააღმდეგ
უნდა ებრძოლა და ყოველივე ეს შესანიშნავად ჩამოაყალიბა თავის
გამოსვლაში „ისტორია მე გამამართლებს“.
68
ჩე და ფიდელი ერთმანეთს მარია-ანტონია გონსალესის სახლში
შეხვდნენ. მარია, წარმოშობით კუბელი, მექსიკელის ცოლი იყო. მარიას
ქმარი მხურვალედ თანაუგრძნობდა ახალგაზრდა კუბელ პატრიოტებს.
მარიას ერთ-ერთი ძმა ბატისტას წინააღმდეგ იბრძოდა. ბევრჯერ
დააპატიმრეს და მხეცურად აწამეს. განთავისუფლების შემდეგ იგი მექსიკაში
ჩამოვიდა და მალე გარდაიცვალა. მარიამ თავისი ბინა დაუთმო ფიდელსა
და მის თანამებრძოლებს. ეს ბინა მათი შტაბი იყო. ისინი ამ ოჯახში
იკვებებოდნენ და ცხოვრობდნენ. ბინა ჩახერგილი იყო საწოლებით,
ლეიბებით, ათასგვარი ლიტერატურით და იარაღითაც კი. საიდუმლოება
რომ დაეცვათ, სხვადასხვა პირობითი ნიშანი და პაროლი ჰქონდათ.
მეთვალყურედ ფარდულში მოვაჭრე, მარიას ერთ-ერთი მეგობარი ჰყავდათ.
ესეც შემთხვევის ბრალია, რომ ფიდელ კასტრო მეხიკოში ჩავიდა 1955
წლის 9 ივლისს, იმ დღეს, როცა არგენტინა დამოუკიდებლობის
დღესასწაულს ზეიმობდა. რაულმა მას შეატყობინა ახალგაზრდა
არგენტინელი ექიმის შესახებ, რომელიც გვატემალის ამბებში
მონაწილეობდა, და ძმას ურჩია ერნესტო გევარასთან შეხვედრა.
რაზე საუბრობდნენ ფიდელი და ჩე პირველი შეხვედრის დროს?
როგორც ჩე შემდგომ ამბობდა, მათი საუბარი საერთაშორისო პოლიტიკას
შეეხებოდა. იგულისხმება, რომ ფიდელმა ჩეს გააცნო თავისი გეგმები,
თავისი პოლიტიკური პროგრამა.
– საბრძოლო მოქმედებას ორიენტეში დავიწყებთ, – ეუბნებოდა ფიდელი
თავის ახალშეძენილ მეგობარს. – ორიენტე ყველაზე უფრო მებრძოლი,
რევოლუციური და პატრიოტული პროვინციაა კუბაში. აქ მყავს ყველაზე
მეტი თანამზრახველი და მეგობარი აქ ვცდილობდით, იერიშით აგვეღო
„მონკადის“ ყაზარმები. სწორედ აქ დაიწყო ოდესღაც თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რომელიც ოცდაათ წელს გაგრძელდა.
ორიენტეში დღემდე იგრძნობა იმ დიდი ეპოპეის გმირული ატმოსფერო.
გამთენიისას, როდესაც მამლები ყივიან, თითქოს ბუკითა და ნაღარით
მოუხმობენ ჯარისკაცებს. როდესაც ამომავალი მზე მთებსა და ველებს
ეფინება, გეჩვენება, თითქოს კვლავ დგება იარასა და ბაირეს დღეები (იარა
და ბაირე ქალაქებია, სადაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლა დაიწყო).

69
ფიდელი ჩეს შესახებ ამბობდა: „მაშინ მას ჩემზე მეტად ჩამოყალიბებული
რევოლუციური იდეები ჰქონდა. თეორიისა და იდეოლოგიის მხრივ იგი
ჩემზე განვითარებული იყო. ჩემთან შედარებით იგი უფრო მოწინავე
რევოლუციონერი იყო“.
თავის მხრივ, ჩე შემდგომ წერდა: „მთელი ღამე ვსაუბრობდით. დილით
მე უკვე მომავალ ექსპედიციაში ჩამრიცხეს ექიმად. კაცმა რომ თქვას,
ლათინურ ამერიკაში ხეტიალისა და გვატემალის ამბების შემდეგ ბევრი არც
იყო საჭირო, რომ კვლავ იარაღი ამეღო ხელში და საბრძოლველად
წავსულიყავი, მაგრამ ფიდელმა ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება
მოახდინა. მას შეეძლო ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტა. მას
ღრმად სწამდა, რომ ბრძოლას დაიწყებდა, დაიწყებდა და გამარჯვებით
დააგვირგვინებდა. მეც გადმომედო მისი ოპტიმიზმი. საჭირო იყო
საქმისათვის ხელის მოკიდება, კონკრეტული ზომების მიღება. ერთი
სიტყვით, საჭირო იყო ბრძოლა. მონანიების დრო აღარ იყო, – საჭირო იყო
მხოლოდ მოქმედება“.
მაგრამ ჩეს ოპტიმიზმს სკეპსისიც ახლდა. იგი შემდგომში წერდა:
„გამარჯვება საეჭვოდ მიმაჩნდა და, როგორც კი შეთქმულთა მეთაური
გავიცანი, დასაწყისში მასთან მხოლოდ სათავგადასავლო რომანტიკა
მაკავშირებდა. ვფიქრობდი, რომ არცთუ ურიგო იქნებოდა, სხვისი ქვეყნის
მიწაზე დავღუპულიყავი ესოდენ მაღალი იდეალებისათვის“.
რა იდეალებზეა საუბარი? ამ კითხვაზე პასუხს ვპოულობთ ლექსში
„სიმღერა ფიდელის პატივსაცემად“, რომელიც ჩემ მასთან პირველი
შეხვედრის შემდეგ მალე დაწერა. ლექსი ავტორის სიკვდილის შემდეგ
გამოქვეყნდა. აღსანიშნავია შემდეგი ორი სტროფი:
როცა მთელი ხმით მოითხოვ
მიწის რეფორმას, პურს, სიმართლეს, თავისუფლებას, ჩვენც შენთან
ერთად, ჩვენც შენ გვერდით ვიქნებით, ფიდელ!
იმ დღეს, როდესაც დაჭრილი მხეცი
უკანასკნელად მორწყავს ბუნაგს
საკუთარი სისხლით, თავაწეულნი, ამაყი მზერით
ჩვენც შენს მხარდამხარ ვიქნებით, ფიდელ!
სწორედ იმ ხანებში, როდესაც ჩემ ფიდელ კასტრო და სხვა კუბელი
რევოლუციონერები გაიცნო, არგენტინაში სამხედრო გადატრიალება
70
მოხდა. პრეზიდენტი პერონი საზღვარგარეთ გაიქცა. ახალმა
ხელისუფლებამ პერონის მოწინააღმდეგე ყველა ემიგრანტს წინადადება
მისცა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. როხო და სხვა არგენტინელები,
რომლებიც მეხიკოში ცხოვრობდნენ, სამშობლოში დასაბრუნებლად
ემზადებოდნენ. ისინი ჩესაც არწმუნებდნენ, სამშობლოში დაბრუნებულიყო,
მაგრამ ჩე უარზე იყო. მას არ სჯეროდა, რომ არგენტინის მაშინდელ
პირობებში შესაძლებელი იყო ძირეული სოციალური გარდაქმნები. ჩეს
გრძნობა და გონება ახლა კუბაზე მომავალი ექსპედიციით იყო დაკავებული.
ჯერჯერობით ამ ექსპედიციის მხოლოდ პროექტი არსებობდა, რომლის
განხორციელებისათვის უამრავი დიდი და წვრილმანი საქმე იყო
გასაკეთებელი. საჭირო იყო ბევრი ფულის შოვნა, მექსიკაში უნდა
შეეგროვებინათ მომავალი ექსპედიციის მონაწილენი. საჭირო იყო მათი
უზრუნველყოფა ტანსაცმლითა და საკვებით. საჭირო იყო რაზმის
ჩამოყალიბება და პარტიზანულ ყაიდაზე მათი გაწვრთნა, იარაღისა და
გემის შოვნა და სხვა მრავალი რამ. ყველაფერი ეს უნდა გაკეთებულიყო
უაღრესად საიდუმლო პირობებში, რომ ათასგვარი ჯურის აგენტებისა და
მაძებრებისაგან თავი დაეცვათ. ექსპედიციის სხვა ქვეყანაში მომზადება,
ერთი შეხედვით შეიძლება ავანტიურად მოსჩვენებოდა კაცს, მაგრამ ასეთ
მზადებას თავისი ისტორია ჰქონდა.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც კუბელი პატრიოტები
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ექსპედიციის
ორგანიზება შეერთებულ შტატებში, ჰონდურასში, დომინიკის რესპუბლიკასა
და მექსიკაში დაიწყეს. სხვა მრავალი შეიარაღებული ექსპედიციაც მოაწყვეს
გასული საუკუნის 40-იან წლებში, რომელთა მონაწილენიც იყვნენ
ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე
ადამიანები.
ფიდელ კასტორს მიერ მექსიკაში მომავალი ექსპედიციისათვის მზადება
იმ ტრადიციების ბუნებრივი გაგრძელება იყო; ასევე ბუნებრივი იყო
ექსპედიციაში არგენტინელი გევარას მონაწილეობა.
მომავალი ექსპედიციის მონაწილენი, და მათ შორის ფიდელ კასტრო,
ფიქრობდნენ, რომ შეთქმულები ქალაქ სანტიაგოს მახლობლად უნდა
გადმომსხდარიყვნენ და იერიშით აეღოთ ქალაქი. როგორც ჩანს, მექსიკაში
ყოფნისას მათ ვერ განსაზღვრეს, რომ აჯანყებულთა მთავარი ბაზა
71
სანტიაგო კი არ იქნებოდა, არამედ სიერა-მაესტრას მთები. მაგრამ ის კი
ცხადი იყო, რომ პარტიზანული ბრძოლა შეიძლება გაჭიანურებულიყო და
სწორედ ამისათვის უნდა მომზადებულიყვნენ.
საჭირო იყო, გამოენახათ პარტიზანული ბრძოლის მცოდნე, რომელიც
მებრძოლებს გაწვრთნიდა და შეასწავლიდა პარტიზანული ბრძოლის
ხელოვნებას.
მარია-ანტონიამ ფიდელს გააცნო თავისი ოჯახის მეგობარი, მექსიკელი
არსასიო ვანაგას აროიო – პატარა სტამბის მფლობელი. ამ სტამბაში
შეთქმულებმა დაიწყეს ფულის, მანიფესტებისა და დოკუმენტების ბეჭდვა.
სხვა სიკეთესთან ერთად, არსასიო სპორტსმენიც აღმოჩნდა. ფიდელმა
შესთავაზა მას მომავალი ექსპედიციის – „გრანმას“ – მონაწილენი
ფიზიკურად მოემზადებინა. არსასიო დათანხმდა. იგი კუბელებთან ერთად
აწყობდა სპორტულ ლაშქრობებს, ასწავლიდა მათ ძიუ-დოს, დაიქირავა
სპორტული დარბაზი და შეთქმულების მონაწილეებს სპორტის სხვადასხვა
სახეობაში ავარჯიშებდა. „გარდა ამისა, – იგონებს არსასიო, – დიდი
ყურადღებით ისმენდნენ ბიჭები ლექციებს გეოგრაფიის, ისტორიის და
სხვადასხვა აქტუალური პოლიტიკური ამბების შესახებ. მეც დიდი
ყურადღებით ვუსმენდი ამ ლექციებს. ბიჭები კინოშიც დადიოდნენ, რომ
ომის შესახებ ფილმები ენახათ“.
ასეთი დახმარების მიუხედავად, არსასიო მაინც არ იყო ის კაცი,
რომელსაც პარტიზანული ბრძოლების მეთოდები და ხერხები
ეცოდინებოდა. არსასიომ პარტიზანულ ბრძოლებზე მხოლოდ ის იცოდა,
რასაც ბაბუა მოუთხრობდა ხოლმე პანჩო ვილას გმირული ბრძოლების
შესახებ.
ფიდელ კასტრომ მალე მონახა საჭირო სპეციალისტი. ეს იყო ალბერტო
ბაიო – ესპანეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი. ალბერტო ბაიო ერთობ
კოლორიტული პიროვნება აღმოჩნდა. იგი 1892 წელს დაბადებულა კუბაში
ესპანურ ოჯახში. შემდეგ კი მისი ოჯახი ესპანეთში გადასახლებულა.
დაუმთავრებია სამხედრო სასწავლებელი, იბრძოდა მაროკოში, მერე
ავიატორი გახდა. ამასთან ერთად, ალბერტო ლიტერატურულ
მოღვაწეობასაც ეწეოდა, – წერდა ლექსებსა და მოთხრობებს, უმთავრესად,
სამხედრო თემებზე. როდესაც ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, იგი
უყოყმანოდ მიემხრო ხალხს და ფრანკოს წინააღმდეგ იბრძოდა.
72
მონაწილეობდა კუნძულ მალიორკაზე დესანტის გადასხმაში,
ხელმძღვანელობდა პარტიზანული რაზმების ჩამოყალიბებას და
მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლებში. რესპუბლიკური ესპანეთის
დამარცხების შემდეგ ბაიო სამშობლოში დაბრუნდა და კერძო
მათემატიკური სკოლა გახსნა. შემდგომ იგი მექსიკაში გადასახლდა, მიიღო
ამ ქვეყნის მოქალაქეობა და მეწარმე გახდა, ავეჯის ფაბრიკა შეიძინა,
ინსტრუქტორად მუშაობდა საავიაციო სკოლაში. ალბერტო ბაიო
პარტიზანული ბრძოლის „დიპლომიანი სპეციალისტი“ იყო და დროდადრო
მონაწილეობდა ამა თუ იმ დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1955
წელს მან მექსიკაში გამოსცა სახელმძღვანელო სახელწოდებით „150
კითხვა პარტიზანს“. ეს სახელმძღვანელო პარტიზანული ბრძოლის
თავისებური ენციკლოპედია გახლდათ. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით
შეიძლებოდა გესწავლათ არა მარტო ის, როგორ აგეფეთქებინათ ხიდები,
დაგემზადებინათ ხელყუმბარები, სხვადასხვა ჯოჯოხეთური ასაფეთქებელი
მექანიზმეი, არამედ ისიც, თუ როგორ შეიძლებოდა საპატიმროდან თავის
დაღწევა, როგორ უნდა აგემუშავებინა თვითმფრინავის ძრავა და
გაფრენილიყავი, ისიც კი... თუ როგორ უნდა გესწავლა მხატვრული სტვენა!
ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო ამ წიგნში იმისთვის, რომ პარტიზანული
ბრძოლის ხელოვნებას დაუფლებოდი. ცხადია, ასეთი სპეციალისტი
ნამდვილი აღმოჩენა იყო მომავალი ექსპედიციის მონაწილეთათვის.
ფიდელ კასტროს დიდი შრომა არ დასჭირვებია, რომ დაერწმუნებინა
პოლკოვნიკი, პოეტი, ავიატორი და პარტიზანული ბრძოლის სპეციალისტი,
შეესრულებინა საპატიო ამოცანა, – მოემზადებინა მათი საერთო
სამშობლოს მომავალი განმათავისუფლებლები.
მართალია, პირველად ამ საქმისათვის დონ ალბერტომ 100 ათასი
მექსიკური პესო (8 ათასი ამერიკული დოლარი) მოითხოვა, მაგრამ შემდეგ
ამის ნახევარს დასთანხმდა. საბოლოოდ ეს გარიგება იმით დამთავრდა,
რომ მან არათუ ერთი პესოც არ აიღო ახალგაზრდა პატრიოტებისაგან,
პირიქით, გაყიდა თავისი ავეჯის ფაბრიკა და თანხა მთლიანად თავის
მოწაფეებს გადასცა. დონ ალბერტოს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ისინი
გაიმარჯვებდნენ!
მალე დონ ალბერტომ სალვადორელ ემიგრანტად გაასაღა თავი, 26
ათას დოლარად ვინმე ერასმო რივიერასაგან მამული „სანტაროსა“
73
შეისყიდა და მომავალი ექსპედიციის მონაწილენი იქ დაასახლა. ეს მამული
მეხიკოდან 35 კილომეტრზე მდებარეობდა. სხვებთან ერთად გევარაც იქ
დაბინავდა.
ფიდელმა ჩე დანიშნა „კადრების პასუხისმგებლად“ პოლკოვნიკ ბაიოს
„უნივერსიტეტში“. ეს კი, ფაქტიობრივად, ამ თავისებური პარტიზანული
ბანაკის კომენდანტობას ნიშნავდა.
დაიწყო მომავალ პარტიზანთა გაძლიერებული წვრთნა და მზადება.
ბაიო, რომელიც საიდუმლოების დაცვის მიზნით „ინგლისური ენის
პროფესორად“ მონათლეს, დღედაღამ დაუღალავად მუშაობდა. იგი
მომთხოვნი და მკაცრი მასწავლებელი აღმოჩნდა. მოითხოვდა უმკაცრეს
წესრიგს, ფიზიკურ წრთობას, ალკოჰოლისა და სხვადასხვა „ამქვეყნიურ
სიამეთაგან“ თავშეკავებას. დილიდან საღამომდე წვრთნიდა იგი მომავალ
პარტიზანებს, – ავარჯიშებდა სროლაში, რუკების შედგენასა და
ამოკითხვაში, ასაფეთქებელი მასალების შემზადებაში, ხელყუმბარის
სროლასა და საყარაულო სამსახურში, აწყობდა მომქანცველ და ძნელ
ლაშქრობებს ყოველ სეზონსა და ამინდში. ჩე მთელი სერიოზულობითა და
პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პარტიზანული ცხოვრების თითოეულ
წვრილმანს. პოლკოვნიკ ბაიოს პირველივე გაკვეთილების შემდეგ,
როგორც თავად წერდა, ყოველგვარი ეჭვი გაეფანტა და ღრმად
დარწმუნდა გამარჯვებაში. ჩე ყველგან გამოირჩეოდა დისციპლინით და
ყველაზე უკეთ ასრულებდა „ინგლისური ენის პროფესორის“ დავალებებს.
„პროფესორი“ ნიშნებს უწერდა თავის მოსწავლეებს. ჩე ყოველთვის
უმაღლეს შეფასებას – 10 ქულას იმსახურებდა. – „ჩემი ყველაზე ნიჭიერი
მოწაფე“, – ამბობდა ხოლმე მასზე ესპანეთის არმიის ყოფილი
პოლკოვნიკი.
ჩე პოლიტკომისრის ფუნქციებსაც ასრულებდა. კუბელი კარლოს
ბერმუდესი იგონებს: „რანჩო „სანტა-როსაში“ მასთან ერთად
მეცადინეობისას გავიგე, თუ როგორი ადამიანი იყო იგი: ყველაზე
გულმოდგინე, ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით გამსჭვალული,
ყოველთვის მზადმყოფი, რათა თითოეულ ჩვენგანს დახმარებოდა. იმ
დროს ძლივს ვკითხულობდი. იგი მეუბნებოდა: „მე გასწავლი კითხვას და
წაკითხულის გაგებაში დაგეხმარები“... ერთხელ ქუჩაში მივდიოდით და

74
წიგნის მაღაზიაში შევიარეთ. იმ მცირე თანხით, რაც მას მაშინ ჰქონდა, ორი
წიგნი მიყიდა – „რეპორტაჟი სახრჩობელიდან“ და „ახალგაზრდა გვარდია“.
ფიდელ კასტრო „სანტა-როსაში“ იშვიათად იყო ხოლმე. იგი ყელამდე
იყო ჩაფლული მომავალი ექსპედიციისათვის მზადების საქმეში. შოულობდა
ფულსა და იარაღს, ღებულობდა შიკრიკებს კუბიდან, მოლაპარაკებას
აწარმოებდა ბატისტას ხელისუფლების მოწინააღმდეგეებთან, წერდა
სტატიებს, მოწოდებებს, ინსტრუქციებს.
რაზმის მზადების საქმე კარგად მიდიოდა. ბაიო კმაყოფილი იყო თავისი
აღსაზრდელებით და პირობას დებდა, სწავლება 1956 წლის
შუაგულისათვის დაემთავრებინა. კუბაში ბატისტა კვლავ ბობოქრობდა.
პოლიცია მხეცური მეთოდებით უსწორდებოდა ხელისუფლების
მოწინააღმდეგეებს. აწამებდნენ პატიმრებს, შემდეგ სიკვდილის პირას
მიყვანილთ ქუჩაში ყრიდნენ ან ზღვაში გადააგდებდნენ ხოლმე. დიქტატორი
ამერიკელთა გოშიად იქცა. განა გასაკვირია, რომ ამერიკის შეერთებული
შტატების მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბატისტას „კეთილშობილურ“
მოღვაწეობას „მშვიდობისა და დემოკრატიის“ საიმედო ფარი უწოდა. ხოლო
შეერთებული შტატების ელჩმა კუბაში ბატისტას, ამ ცნობილ თაღლითსა და
მექრთამეს, ურცხვად უწოდა კუბის პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის „ყველზე
პატიოსანი“ ადამიანი.
მიუხედავად ამგვარი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობისა,
კუბელი ხალხი სასოწარკვეთას არ მისცემია. იატაკქვეშა პრესა ნიღაბს
ხდიდა ბატისტას დანაშაულებრივ ქმედებებს. ხშირად ეწყობოდა მიტინგები,
დემონსტრაციები, გაფიცვები. დიქტატორი იძულებული გახდა, ყველა
უმაღლესი სასწავლებელი დაეხურა. ქრთამით, მოსყიდვით, შანტაჟით,
მუქარით ცდილობდა იგი ხელისუფლების შენარჩუნებას. თავის საჯარო
გამოსვლებში ლაპარაკობდა პროგრესზე, ერის კეთილდღეობაზე,
პატრიოტიზმზე, ურცხვად მოჰყავდა ხოსე მარტის მაგალითი, რომელმაც
თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლას შესწირა თავი. მაგრამ
ვერც სასტიკმა ტერორმა, ვერც სოციალურმა დემაგოგიამ თუ
პოლიტიკურმა ინტრიგებმა ვერ შეაჩერა დიდი სახალხო მოძრაობა
ყოფილი სერჟანტის, ახლა კი კუბის თვითმარქვია პრეზიდენტის,
ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლების წინააღმდეგ.

75
ფიდელ კასტრომ ეს ყველაფერი იცოდა და ყოველნაირად ცდილობდა,
ექსპედიციის მომზადება დაეჩქარებინა. მაგრამ არც ბატისტასა და
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები თვლემდნენ. 1956
წლის 22 ივნისს მექსიკის დაზვერვის აგენტებმა მეხიკოს ერთ-ერთ ქუჩაზე
ფიდელ კასტრო დააპატიმრეს. შემდეგ დაარბიეს მარია-ანტონიას სახლი, იქ
თავიანთი აგენტები ჩააყენეს და ყველა მომსვლელი დააპატიმრეს.
პოლიციელები თავს დაესხნენ აგრეთვე რანჩო „სანტა-როსას“, სადაც მათ
დააპატიმრეს ჩე და რამდენიმე მისი ამხანაგი. პრესა დიდი ხმაურით
იუწყებოდა კუბელ შეთქმულთა დაპატიმრების შესახებ. რა თქმა უნდა, მათ
არ გამოუტოვებიათ „ინგლისური ენის პროფესორის“ ბაიოს სახელიც.
კუბის გაზეთები მაშინ წერდნენ, რომ მექსიკის პოლიციას სარწმუნო
მტკიცებანი მოეპოვება, თითქოს ფიდელ კასტრო არა მარტო კომუნისტური
პარტიის წევრია, არამედ მექსიკა-საბჭოთა კავშირის კულტურის ინსტიტუტის
საიდუმლო ხელმძღვანელიცაა. როგორც შემდეგ გამოირკვა,
კონსპირატორთა შორის შემოპარული ყოფილა ბატისტას აგენტი ვენერიო,
რომელმაც მუხანათურად გასცა შეთქმულები.
26 ივნისს მექსიკურ გაზეთ „ექსელსიორში“ გამოქვეყნდა
დაპატიმრებულთა სია, რომელთა შორის ფიგურირებდა ერნესტო გევარა
სერნას გვარი. გაზეთი მას ახასიათებდა, როგორც „საერთაშორისო
კომუნისტურ აგიტატორს“, რომელმაც ადრე გვატემალაში თითქმის
„მოსკოვის აგენტის“ როლი ითამაშაო.
„დაგვაპატიმრეს და ჩაგვსვეს ემიგრანტებისათვის განკუთვნილ ციხე
„მიგელშულცში“, – იგონებს მარია-ანტონია, – იქ ვნახე ჩე, რომელსაც
იაფფასიანი ნეილონის საწვიმარი ეცვა და ძველი გახუნებული ქუდი ეხურა.
რომ გამემხიარულებინა, ვუთხარი, როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი
ახლანდელი გარეგნობა... როდესაც დაკითხვაზე გაგვიყვანეს, მხოლოდ მას
დაადეს ხელებზე ბორკილი. მე აღვშფოთდი და პროკურატურის
წარმომადგენელს ვუთხარი, რომ გევარა სისხლის დამნაშავე არაა,
ხელბორკილით რომ გაგყავთ-მეთქი. ამის შემდეგ იგი ხელბორკილის
გარეშე დაბრუნდა საკანში“.
ასე და ამგვარად, კაცი იფიქრებდა, ფიდელ კასტრო ერთხელ კიდევ
დამარცხდაო ბატისტას წინააღმდეგ ბრძოლაში. ასისინდნენ ორჭოფა და

76
ავისმზრახველი ადამიანები: ერთხელ კიდევ დამტკიცდა, ამბობდნენ ისინი,
რომ უაზრობაა ასეთი შეთქმულება, ასეთი ბიჭბუჭური რევოლუცია.
მაგრამ ფიდელი სხვანაირად აზროვნებდა. მარცხს იგი აღიქვამდა,
როგორც რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას.
დამარცხებებმა უფრო გამოაწრთო, უფრო მტკიცე და შეუპოვარი გახადა
მისი რწმენა, უფრო მეტად დაარწმუნა იმ საქმის საბოლოო გამარჯვებაში,
რისთვისაც იბრძოდა.
„ჩვენ ყოველთვის გვწამდა ფიდელ კასტროსი“, – წერდა ჩე, როდესაც
მექსიკაში დაპატიმრების პერიოდს იგონებდა.
კუბელი რევოლუციონერების დაპატიმრებამ აღაშფოთა პროგრესული
მექსიკური საზოგადოება. დაპატიმრებულთა განთავისუფლებას
მოითხოვდნენ ყოფილი პრეზიდენტი ლასარო კარდენასი, მისი მთავრობის
ყოფილი საზღვაო მინისტრი ერიბერტო ხარა, მუშათა ლიდერი ლომბარდო
ტოლედანო, სახელგანთქმული მხატვრები დავიდ ალვარო სიკეიროსი და
დიეგო რივერა, ცნობილი მწერლები, უნივერსიტეტის მოღვაწეები. თანაც
ბატისტა ოდიოზური პიროვნება იყო მექსიკის ხელისუფალთათვისაც კი.
მექსიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაპატიმრებამ და პრესაში მხილებამ
ფიდელ კასტროს გეგმები დაასამარაო და ერთი თვის შემდეგ ყველა
პატიმარი გაათავისუფლეს, ერნესტო გევარასა და კუბელ კალიკსტო
გარსიას გარდა. მათ ბრალად დასდეს მექსიკის ტერიტორიაზე
არალეგალურად შემოსვლა.
განთავისუფლებისთანავე ფიდელი ენერგიულად შეუდგა კუბაზე
ექსპედიციის მზადებას. მან ისევ დაიწყო ფულის შეგროვება, ყიდულობდა
იარაღს, მოძებნა კონსპირაციული ბინა. პატარ-პატარა ჯგუფებად
დაყოფილი მებრძოლები ქვეყნის სხვადასხვა მიყრუებულ ადგილებში
ვარჯიშობდნენ, ეუფლებოდნენ პარტიზანული ბრძოლის ხელოვნებას.
ცნობილი შვედი ეთნოგრაფის, ვერნერ გრინისაგან 12 000 დოლარად
იყიდეს იახტა „გრანმა“, რომლითაც განზრახული ჰქონდათ შეთქმულთა
კუბაზე გადაყვანა. „გრანმა“ განსაზღვრული იყო 8, ან მაქსიმუმ 12
კაცისათვის, რაზმში კი ოთხმოცზე მეტი კაცი იყო. მაგრამ ეს მაინცდამაინც
არ აწუხებდა ფიდელს, მით უფრო, რომ სხვა გამოსავალი არ იყო.
ფიდელმა მთელი თავისი ნაცნობობა და კავშირები გამოიყენა, რომ რაც
შეიძლება მალე გაეთავისუფლებინათ ჩე და გარსია. ჩე ფიდელს
77
ეუბნებოდა, დროსა და თანხას ნუ დახარჯავ ჩემი განთავისუფლებისათვის,
იჩქარე, ექსპედიცია არ დაყოვნდესო, მაგრამ ფიდელმა მტკიცედ მიუგო: „მე
შენ არ მიგატოვებ!“
ჩეს ციხეში, ძილის დროს, ტანსაცმელი მოჰპარეს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, –
იგონებს ილდა გადეა, – მისთვის ახალი ტანსაცმელი გვეყიდა, მაგრამ თან
ვშიშობდით, რომ იგი საჩუქარს არ მიიღებდა. ჩვენდა გასაკვირად, მან
თავად ისურვა ახალი კოსტიუმის ამორჩევა. და ამოირჩია მუქი ყავისფერი
კოსტიუმი, მაგრამ ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ კალიკსტო
გარსიას აჩუქა“.
მექსიკის პოლიციამ ილდა გადეაც დააპატიმრა. მაგრამ ყველაფერი
შედარებით კეთილად დამთავრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ილდაცა და ჩეც
გაათავისუფლეს. ჩე 57 დღე იყო პატიმრობაში, ახლა იგი კვლავ თავის
პოსტს დაუბრუნდა, კვლავ ფიდელისა და რაულის გვერდით დადგა.
პოლიციის მაძებრები კვლავ დასდევდნენ კუბელებს. დროდადრო ისინი
კონსპირაციულ ბინებში შეიჭრებოდნენ ხოლმე. გაზეთები იტყობინებოდნენ,
ფიდელი კვლავაც არ ისვენებს და აჯანყებისთვის ემზადებაო.
საჭირო იყო აჩქარება, თორემ შეიძლებოდა, ყველაფერი წყალში
ჩაყრილიყო. მაგრამ ბევრი რამე ჯერ კიდევ არ იყო რიგზე – არ ჰქონდათ
ფული, არ ჰყოფნიდათ იარაღი. შეთქმულებს დახმარების ხელს უწვდის
ფრანკ პაისი, რომელმაც სანტიაგოდან 8 ათასი დოლარი ჩამოიტანა და
თანაც ფიდელს მოახსენა, მისი ხალხი მზადაა ქალაქში აჯანყებისათვისო.
ნოემბრის დასაწყისში პოლიციამ კვლავ დაარბია რამდენიმე
კონსპირაციული ბინა. ფიდელმა გაიგო, რომ პირადი მცველი იმ კაცისა,
რომლის სახელზედაც იყიდეს „გრანმა“ და რომელთანაც რადიოგადამცემი
ჰქონდათ შენახული, ვინმე რაფიელ დე პინო, მექსიკაში კუბის საელჩოსაგან
შეპირებული 15 000 დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა, გაეცა
შეთქმულები. ახლა კი დაყოვნება სიკვდილს უდრიდა. ფიდელმა ბრძანება
გასცა, პროვოკატორის იზოლირება მოეხდინათ, ხოლო ყველა მებრძოლი,
იარაღითა და სურსათ-სანოვაგით შეკრებილიყო მექსიკის ყურის ერთ-ერთ
პატარა ნავსადგურ ტუსპანში, სადაც „გრანმა“ იდგა. ფიდელის ბრძანებით,
იარაღის გარკვეული რაოდენობა საიდუმლოდ გადამალეს.
თანამებრძოლთა გაკვირვებულ შეკითხვაზე ფიდელმა უპასუხა: – თუ კვლავ
მარცხი გველოდება, მე მექსიკაში დავბრუნდები. კვლავ შევკრებ საიმედო
78
ხალხს და თვითმფრინავით კვლავ კუბაში დავბრუნდები, პარაშუტებით
მთებში დავეშვებით. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ მომკლავენ, ან არ
გავათავისუფლებ სამშობლოს ექსპლუატატორებისა და ტირანებისაგან.
ფიდელი იძლევა უკანასკნელ განკარგულებას, – სანტიაგოში ფრანკ
პაისს გაუგზავნონ პირობითი დეპეშა „წიგნი გაყიდულია“. ახლა პაისს უკვე
შეუძლია, დადგენილ დროს დაიწყოს აჯანყება. ჩე საკვოიაჟით ხელში,
რომელშიც მედიკამენტები უწყვია, რადგან იგი რაზმის ექიმიცაა, საჩქაროდ
სახლში შეირბენს, კოცნის მძინარე გოგონას და მშობლებს წერილს სწერს.
როგორც ყველა მისი წერილი, ესეც იუმორითაა დაწერილი. წერილის
დედააზრი შემდეგია: საქმე, რაზედაც მივდივარ, ღირს იმად, რომ მისთვის
დავიღუპო, თუმცა ეს იგივეა, კედელს შუბლი ვურტყა. „არ დაგავიწყდეს შენი
ინჰალატორი, არ დაკარგო“, – ეუბნება ილდა... მაგრამ ჩეს სწორედ
ინჰალატორი დაავიწყდა.
1956 წლის 25 ნოემბრის ღამის 2 საათია. ტუსპანის ნავსადგურში
„გრანმაზე“ ადიან შეთქმულები. სანაპიროზე ისმის ხმამაღალი სიცილი,
ხმაურია, ირგვლივ უწესრიგობაა. ადგილობრივი პოლიცია, რომელმაც
„თავისი“ მიიღო, ახლოსაც არ ეკარება ნაპირს. 82 კაცით გაჭედილი პატარა
იახტა თევზის კონსერვის ქილას დაემსგავსა. წვიმს, ზღვაზე შტორმი
დაიწყო, მაგრამ დაყოვნება არ შეიძლება. მხოლოდ წინ! ჩე, კალიკსტო
გარსია და კიდევ სამი შეთქმული „გრანმასთან“ ბოლოს მივიდნენ.
ტუსპანამდე მხოლოდ ავტომობილით შეიძლებოდა მგზავრობა. რკინიგზის
ერთ-ერთ სადგურზე ჩე და მისი ამხანაგები ცდილობდნენ, ტუსპანისკენ
მიმავალი მანქანა გაეჩერებინათ. „ასეთი ავტომანქანის შოვნა გაგვიჭირდა,
– იგონებს კალიკსტო, – დიდხანს ველოდით. ბოლოს გავაჩერეთ ერთ-
ერთი თავისუფალი მანქანა და ვთხოვეთ ნავსადგურამდე წაყვანა. 180 პესო
მოგვთხოვა. სხვა გზა არ გვქონდა და დავთანხმდით. მაგრამ შუა გზაზე
მძღოლს, ეტყობა, შეეშინდა და გზის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ჩვენი
მდგომარეობა გართულდა. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ და ახლა ეს
გვინდოდა კიდევ?..
მაშინ ჩემ მითხრა: „შენ გზას მიხედე, მძღოლს კი მე მოვუვლი“. როგორც
იქნა, დაითანხმა მძღოლი, როსა-რიკამდე მივეყვანეთ, იქიდან კი სხვა
მანქანაზე გადავსხედით და დანიშნული ადგილისაკენ გავეშურეთ. როგორც

79
იქნა, გამოჩნდა პატარა ქალაქი ტუსპანიც. იქ ხუან მანუელ მარკესი
დაგვხვდა და იქით წაგვიყვანა, სადაც „გრანმა“ იდგა.
დაგვიანებულები ჩქარობენ.
ისმის ფიდელის ბრძანება: – ჩართეთ ძრავა, აუშვით ღუზა!
დიდი ვაი-ვაგლახით „გრანმამ“ კურსი კუბისაკენ აიღო. მებრძოლები
მღერიან კუბისა და „ოცდაექვსი ივნისის მოძრაობის“ ჰიმნს.
ფიდელმა თავისი სიტყვა შეასრულა: 1956 წელს ისინი ან გმირები
გახდებიან, ან წამებულნი...

80
სიერა-მაესტრა

ბრძოლა მთებში

ქარიშხალი ამოვარდა. „გრანმა“ ძლივს მიიკვლევდა გზას. „გემი, – წერს


ჩე თავის მოგონებებში, – ტრაგიკომიკური სანახავი იყო: შეწუხებულ
ადამიანებს მუცელი ხელით ეჭირათ, ზოგიერთი ვედროში ჩამხობილიყო,
ყველანი რაღაც არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 82-დან სამი
თუ ხუთი კაცი იყო, რომლებსაც ზღვის ავადმყოფობა ვერ მოერია“. იახტა
წყლით ივსებოდა, წყალსაქაჩი გაფუჭდა, ძრავა ჩაქრა. ვედროებით
ვიღებდით წყალს. იახტა რომ ზედმეტი ბარგისაგან გაგვეთავისუფლებინა,
წყალში კონსერვებს ვყრიდით. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას საპირფარეშოში
ონკანი დარჩენოდა ღია და იახტაზე წყალიც იმიტომ გაჩნდა. როგორც იქნა,
ძრავაც აამუშავეს.
კალიკსტო გარსია იგონებს: „დიდი ფანტაზიაა საჭირო, რომ
წარმოიდგინოს კაცმა, როგორ მოთავსდა ამ პატარა იახტაზე 82 კაცი
იარაღითა და სხვადასხვა საჭირო ნივთით. იახტა გაძეძგილი იყო,
ერთმანეთს ვასხედით თავზე. სურსათ-სანოვაგე ცოტა გვქონდა. პირველ
დღეებში კაცზე ნახევარი ქილა შედედებული რძე გვეძლეოდა, მაგრამ
მალე ისიც გათავდა. მეოთხე დღეს თითო ნაჭერი ყველი და ძეხვი
დაგვირიგეს, ხოლო მეხუთე დღეს მარტო დამპალი ფორთოხლებით
ვიკვებებოდით“. ჯერ კიდევ სამი დღე უნდა ემგზავრათ. ჩეს ასთმის შეტევები
დაეწყო, მაგრამ, როგორც რობერტო ნუნიესი იგონებს, იგი თავს ძალას
ატანდა, ხუმრობდა და სხვებს ამხნევებდა...
რობერტო გამოცდილი მეზღვაური იყო. ფიდელმა იგი გემის შტურმანად
დანიშნა (კაპიტანი იყო ლადისლაო ონდინო პინო) ერთხელ რობერტომ
მოინდომა გაეგო, თუ სად იმყოფებოდნენ და კაპიტნის სამზერის სახურავზე
აცოცდა, მაგრამ ტალღამ მოიტაცა და დიდი ვაი-ვაგლახით ამოიყვანეს
იახტაზე. ზომაზე მეტად დატვირთული იახტა ძლივს მიიკვლევდა გზას.
ბევრჯერ ასცდა კურსს. ფიდელის ანგარიშით, სანტიაგოს მახლობლად
მდებარე სოფელ ნიკაროში 30 ნოემბერს უნდა გადამსხდარიყვნენ. ფიდელი
აქედან ფიქრობდა სანტიაგოში ჩასვლას, სადაც ფრანკ პაისი

81
თანამზრახველებთან ერთად სწორედ ამ დღეს აპირებდა აჯანყებას. მაგრამ
30 ნოემბერს „გრანმა“ ჯერ კიდევ გზაში იყო, კუბამდე ორი დღის სავალზე.
30 ნოემბერს დილის ხუთ საათსა და ორმოც წუთზე ფრანკ პაისის
მომხრეები სანტიაგოს ქუჩებში გამოვიდნენ და მთავრობის დაწესებულებები
დაიკავეს. მაგრამ ხელისუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. იმავე დღეს
ბატისტას თვითმფრინავებმა კუბის ნაპირებთან დალანდეს „გრანმა“. 2
დეკემბერს, როგორც იქნა, „გრანმა“ კუნძულს მიადგა.
„გასცეს საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება, – იგონებს ექსპედიციის ერთ-
ერთი მონაწილე. – ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვღელავდით მაშინ,
განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც სამშობლო დიდი ხანია, დავტოვეთ.
ძრავაგამორთული იახტა წყნარად მიადგა ნაპირს! ჩვენ ლას
კოლორადოსში ჩამოვედით. ეს არის ორიენტეს პროვინციის, ნიკაროს
მუნიციპალური ოლქი“.
„გრანმამ“ ხმელეთამდე მაინც ვერ მიაღწია. მეჩეჩზე დაჯდა. ყველა ცდა
ამაო გამოდგა და მებრძოლები იძულებული გახდნენ წელამდე წყალში
გაეტოპათ. მარტო იარაღი და ცოტაოდენი სურსათი წაიღეს თან. მათი
ნაპირზე გადმოსხდომა და ბატისტას თვითმფრინავებისა და კატერების
თავდასხმაც ერთი იყო. „ეს გადმოსხდომა კი არა, ჯოჯოხეთი იყო“, –
იგონებდა შემდეგ რაულ კასტრო.
რევოლუციონერები ჭაობსა და ლაქაშებში ძლივს მიიწევდნენ წინ.
არაადამიანურ ძალასა და გამძლეობას ითხოვდა დაღლილი და მშიერი
მებრძოლებისაგან ამ გზის გადალახვა. კაცს ეგონებოდა, ისტორია
განმეორდაო. სამოცი წლის წინათ სწორედ აქ ომობდნენ ლეგენდარული
„მამბისები“ – კუბელი პატრიოტები. მაშინ მათ მეთაურობდა კუბის
თავისუფლებისათვის მამაცი მებრძოლი, გენერალი ანტონიო მასეო.
ორი დღე-ღამე მიიკვლევდნენ ფიდელ კასტროს მებრძოლები გზას
ლაქაშებსა და ტყე-ღრეში, რომ მტრის თვითმფრინავებს ვერ შეემჩნიათ.
„5 დეკემბრის მთელი ღამე, – იგონებს ჩე, – შაქრის ლერწმის
პლანტაციებში მივდიოდით. შიმშილსა და წყურვილს ლერწმით ვიკლავდით,
ნარჩენებს გზადაგზა ვყრიდით. ეს შეცდომა იყო, რადგანაც ბატისტას
ჯარისკაცებს ადვილად შეეძლოთ კვალისთვის მიეგნოთ. მაგრამ როგორც
შემდეგ გამოირკვა, ჩვენ შაქრის ლერწმის ნარჩენებმა კი არა, იმ კაცმა
გაგვცა, რომელიც მეგზურობას გვიწევდა. ასეთი შეცდომა ჩვენ ბევრი
82
დავუშვით, სანამ არ მივხვდით, რომ საჭირო იყო, უფრო მეტი სიფრთხილე
და ყურადღება გამოგვეჩინა.
გამთენიისას მთლად გამოგვეცალა ძალ-ღონე. გადავწყვიტეთ,
ცოტახნით შეგვესვენა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ალეგრია დე პიო
ეწოდება. დასასვენებლად მოვეწყვეთ თუ არა, მაშინვე ჩაგვეძინა.
დაახლოებით შუადღისას თვითმფრინავების გუგუნმა გამოგვაღვიძა, მაგრამ
გზითა და უძილობით გაწამებულებს ყურადღება არ მიგვიქცევია. მე,
როგორც ექიმი, ამხანაგებს ჭრილობებსა და დაჟეჟილ ადგილებს ვუხვევდი.
კარგად მახსოვს, უკანასკნელად უმბერტო ლამოტეს შევუხვიე ჭრილობა.
მე და ჩემი ამხანაგი მონტანე ხეს ვიყავით მიყრდნობილი და ჩვენს
ბავშვებზე ვსაუბრობდით, თან თითო ნაჭერი ძეხვითა და ნამცხვრით
ვსაუზმობდით. სწორედ ამ დროს სროლის ხმა გაისმა. წამიც არ გასულა,
რომ ტყვიების წვიმა წამოვიდა. მე მაინცდამაინც კარგი შაშხანა არ მქონდა.
ასეთი შაშხანა შეგნებულად ამოვარჩიე, რადგანაც მთელი გზა ასთმის
შეტევები მაწუხებდა და არ მინდოდა, კარგი იარაღი მომეცდინა. თითქმის
შეუიარაღებელი ვჩანდით სასტიკი მტრის წინაშე. ნაპირზე გადმოსხდომის
შემდეგ ჩვენი საბრძოლო აღჭურვილობიდან შემოგვრჩა მხოლოდ
შაშხანები და ცოტაოდენი ვაზნები, ისიც – უმრავლესობა სველი აღმოჩნდა.
მახსოვს, ჩემთან ხუან ალმეიდამ მოირბინა. „რა ვქნათ“? – მეკითხება.
გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეგვეფარებინა თავი შაქრის
მაღალ ლერწმოვანში. ამ დროს შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მებრძოლი
მირბოდა და გზადაგზა ვაზნებს ყრიდა. გამოვეკიდე და ხელი ვტაცე, რას
შვრები-მეთქი. მან კი შეშინებულმა იყვირა: „მორჩა, დადგა ჩვენი
აღსასრული!“ შიშისაგან სახე დაღრეჯოდა.
შეიძლება, მაშინ ვიფიქრე პირველად: ვინ ვიყავი, ექიმი თუ ჯარისკაცი?
წინ მედო სხვადასხვა წამლით სავსე ჩანთა და ყუთი, რომლებშიც ვაზნები
იყო ჩაწყობილი. ორივეს წასაღებად ძალა არ მეყოფოდა. ვაზნებიან ყუთს
დავავლე ხელი და სწრაფად გადავირბინე მიტოვებული მონაკვეთი, რათა
ლერწმოვანში დავმალულიყავი. სროლა თანდათან გაძლიერდა. უცებ
რაღაც ძლიერად დამეტაკა მკერდზე და დავეცი. დაჭრილის გაურკვეველი
ინსტინქტით გავისროლე. ამ დროს, როცა ყველაფერი დაკარგული მეგონა,
ჯეკ ლონდონის მოთხრობა გამახსენდა. ამ მოთხრობის გმირი, რომელიც

83
გრძნობს, თანდათან როგორ ცივდება, ცდილობს, სიკვდილს ღირსეულად
შეხვდეს.
ჩემ გვერდით არბენტოსი იწვა. იგი სისხლში ცურავდა, მაგრამ მაინც
ისროდა. წამოდგომა არ შემეძლო და ფაუსტინოს გავძახე. მას სროლა არ
შეუწყვეტია, ჩემკენ შემობრუნდა, მეგობრულად გამიღიმა და დამიძახა: „არა
უშავს, ძმაო, გაუძელი!“ ძლივძლივობით ჩავავლე ხელი შაშხანას და
სროლა დავიწყე. მტკიცედ გადავწყვიტე, თუ სიკვდილი მიწერია, ვეცდები,
რაც შეიძლება ძვირად დავუსვა მტერს ჩემი სიკვდილი-მეთქი. რომელიღაც
მებრძოლმა დაიყვირა, სხვა გზა არაა, დავნებდეთო, მაგრამ გაისმა კამილო
სიენფუეგოსის მტკიცე ხმა: „ლაჩარო! ფიდელ კასტროს მებრძოლები არ
ნებდებიან!“
ამ დროს ალმეიდა გამოჩნდა. მან ზურგზე მომიკიდა და სიღრმისაკენ
წამიყვანა, სადაც სხვა დაჭრილებიც იწვნენ და აუსტინო უხვევდა
ჭრილობებს. მტრის თვითმფრინავებმა გადაგვიქროლეს. ერთმანეთში
აირია დაჭრილთა კვნესა, ავტომატებისა და შაშხანების ხმა. როგორც იქნა,
თვითმფრინავები წავიდნენ, სროლაც თანდათან შეწყდა. ახლა ხუთიღა
ვიყავით: ვალდესი, ჩოა, ბენიტესი, ალმეიდა და მე. ჩვენ, როგორც იქნა,
გავიარეთ პლანტაცია და ტყეს მივეცით თავი. ბრძოლის ადგილს რომ
გამოვხედეთ, ისეთი კვამლი იდგა, კაცი ვერაფერს გაარჩევდა.
არასოდეს დამავიწყდება ალეგრია-და-პიო! იქ 1956 წლის 5 დეკემბერს
რაზმმა პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო“.
ამ ბრძოლაში მებრძოლთა თითქმის ნახევარი დაიღუპა, ოცი კაცი ტყვედ
ჩავარდა. ბევრი მათგანი აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. მეორე დღეს, როცა
გადარჩენილები სიერა-მაესტრას მთების მისადგომებთან ერთ ქოხში
შეიკრიბნენ, ფიდელმა თქვა: „მტერმა დაგვამარცხა, მაგრამ ვერ
გაგვანადგურა, ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ ამ ომს“.
მებრძოლებს დამარცხებით გამოწვეულ ტკივილს გლეხების
კეთილგანწყობა და პატივისცემა უმსუბუქებდათ. „ყველანი ვგრძნობდით
გულითადობასა და პატივისცემას გლეხების მხრიდან, – წერდა ჩე, – ისინი
სიხარულით გვხვდებოდნენ და საიმედოდ გვმალავდნენ თავიანთ სახლებში.
ყველაზე მეტად, ვისაც ხალხისა სჯეროდა, ფიდელი იყო. მან გამოამჟღავნა
ბელადისა და ორგანიზატორის უჩვეულო ტალანტი. სადმე, ტყეში
ვსახავდით ხოლმე გაბედულ გეგმებს. ვოცნებობდით ბრძოლებზე, დიდ
84
საბრძოლო ოპერაციებზე, გამარჯვებაზე. ეს იყო ბედნიერი დრო. სხვა
სიამეთა შორის, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვტკბებოდი სიგარებით,
რომლებსაც იმიტომ ვეწეოდი, რომ კოღოების მოსაბეზრებელი
თავდასხმებისაგან თავი დამეცვა. მაშინ შევიგრძენი პირველად კუბური
სიგარის არომატიც. არ ვიცი, სიგარისაგან ვიყავი გაბრუებული, თუ ჩვენი
გაბედული გეგმებისაგან: თავს კარგად ვგრძნობდი“.
მაგრამ ჩესავით ყველა როდი იზიარებდა ფიდელ კასტროს ოპტიმიზმს.
მძიმე დანაკლისმა, ხანგრძლივმა და მომქანცველმა მგზავრობამ თავისი
ქნა, – იკლო დისციპლინამ, მებრძოლებს არ ჰყოფნიდათ ძალა, რათა
ბრძოლებში მტკიცე გადაწყვეტილება მიეღოთ.
როგორ აფასებდა ასეთ მდგომარეობას ჩე? 1963 წელს იგი წერდა:
„სინამდვილემ ჩვენი გეგმები ჩაშალა. ყველა სუბიექტური პირობა არ იყო
საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებით განგვეხორციელებინა ჩვენი ცდები,
ვერ დავიცავით რევოლუციური ბრძოლის წესები, ის წესები, რომლებიც
შემდეგ შევითვისეთ საკუთარი და ჩვენი მეგობრების სისხლის ფასად. ჩვენ
დავმარცხდით და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მოძრაობის ყველაზე
უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, მხოლოდ მაშინ გახდა ნათელი ამ მოძრაობის
ნამდვილი ძალა, მისი ნამდვილი ისტორიული დამსახურება. ჩვენ მაშინ
მივხვდით, რომ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, რომ მოძრაობას
აკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სუბიექტური ელემენტი. ხალხი
გრძნობდა ცხოვრების გარდაქმნის აუცილებლობას, მაგრამ ამ გარდაქმნის
შესაძლებლობის რწმენა არ ჰქონდა. ჩვენი ამოცანა იყო, ხალხი ამაში
დაგვერწმუნებინა“.
მაგრამ მთავარი იყო, ჯერ რწმენა თავად მათ ჰქონოდათ.
ამისთვის საჭირო იყო ბრძოლა, მტრის დამარცხება თუნდაც სულ
უმნიშვნელო ბრძოლაში, რადგან არაფერი ისე არ აფხიზლებს, არ
უნერგავს ადამიანს საკუთარი ძალების რწმენას, როგორც გამარჯვება.
შეთქმულებმა ასეთი გამარჯვება პირველად მდინარე ლაპლატაზე
მოიპოვეს, როდესაც ხელთ იგდეს სამხედრო პუნქტი. ამ ოპერაციაში ჩეც
მონაწილეობდა. ამ შეტაკების შედეგი ასეთი იყო: მტერმა დაკარგა ორი
მებრძოლი, ხუთი დაიჭრა, სამი ტყვედ ჩავარდა. ხოლო შეთქმულებს
არავითარი დანაკარგი არ ჰქონიათ. გარდა ამისა, მათ ხელთ იგდეს
შაშხანები, ტყვიამფრქვევი, ათასამდე ვაზნა, ამუნიცია, სურსათ-სანოვაგე.
85
ფიდელმა ბრძანა, დაჭრილი ჯარისკაცებისათვის დახმარება აღმოეჩინათ.
დაჭრილებიცა და ტყვეებიც გაათავისუფლეს. შეთქმულთა მდგომარეობა
ოდნავ გაუმჯობესდა. ჩე თავის დღიურში აღნიშნავდა, რომ გლეხები თუმცა
კეთილგანწყობილი იყვნენ ფიდელის მებრძოლებისადმი, მაგრამ „ჯერ
კიდევ არ იყვნენ მომწიფებული იმისათვის, რომ მათთან ერთად
ებრძოლათ. ქალაქთანაც არ გვქონდა საჭირო და აუცილებელი კავშირი“.
ბატისტას ჯარი, ავიაცია და პოლიცია კვლავ გულმოდგინედ ეძებდა
აჯანყებულთა გზა-კვალს. ამიტომ ფიდელმა გადაწყვიტა, სიერა-მაესტრას
მთებს შეჰფარებოდნენ, იქ გამაგრებულიყვნენ და შემდეგ დაეწყოთ
პარტიზანული ბრძოლა ბატისტას არმიის წინააღმდეგ.
მაინც რას წარმოადგენს ეს სიერა-მაესტრა? ოცი წლით ადრე, სანამ იქ
ფიდელ კასტრო და მისი რაზმი მივიდოდა, ცნობილი მწერალი პაბლო დე
ლა ტორიენტე ბრაუ წერდა, რომ თუ ვინმეს სურს კუბაში სხვა,
აბსოლუტურად განსხვავებული ქვეყანა იხილოს, სიერა-მაესტრას უნდა
ეწვიოსო. აქ იგი ნახავს არა მარტო სხვანაირ ბუნებას, სხვა ადათ-წესებს,
არამედ სხვაგვარ ადამიანებსაც, რომლებიც ცხოვრებას სხვაგვარად
აღიქვამენ. აქ იგი შეხვდება თავისუფლების მოყვარულ, მამაც და
კეთილშობილ ადამიანებს, რომლებსაც პოლიციასა და ხელისუფლებასთან
თავიანთი ანგარიშები აქვთ.
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში სწორედ აქ შეაფარეს თავი კუბის
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა პატრიოტებმა.
„ვაი მას, ვინც ამ მწვერვალების წინააღმდეგ ამხედრდებაო, – წერდა
პაბლო დე ლა ტორიენტე ბრაუ, – აქ კლდეებში გამაგრებულ ერთ
მებრძოლს შეუძლია ათს გაუმკლავდეს, ხოლო ერთი მეტყვიამფრქვევე
ათას კაცს შეებრძოლება. ნურც თვითმფრინავების იმედი ექნება ვინმეს,
გამოქვაბულები საიმედოდ იცავენ მებრძოლებს... ვაი მას, ვინც მთიელთა
განადგურებას მოიწადინებს. როგორც კლდეებზე ამოზრდილი ხეები, ისინიც
ისე არიან ჩაჭიდებული მშობელ მიწას. ვაი მას, ვინც მთიელთა წინააღმდეგ
მახვილს აღმართავს! მათ ძალუძთ იმის გაკეთება, რაც სხვებს არ
შეუძლიათ. თავიანთი მიწა, თავიანთი სიღარიბე მათ ზღაპრული სიმამაცის
შარავანდედით შემოსეს. დაე, ყველამ იცოდეს: როგორც ეს ასწლოვანი
ნაძვები, ისე შეურყევლად დგანან მთიელებიც. უმჯობესია
თავისუფლებისათვის მშობელ მთებში სიკვდილი, ვიდრე მონობა და
86
უღელი. და როგორც ამ მთებში გაზრდილი ხეები ვერ ხარობენ გაფუყულ
და გაკრიალებულ ინგლისურ პარკებში, ასევე მთიელებიც ვერ იცოცხლებენ
თავისუფლებისა და ამ მთების გარეშე“.
თუმცა ფიდელ კასტრო ორიენტეს პროვინციაში დაიბადა, სიერა-
მაესტრას მთებში არასოდეს ყოფილა და სხვებივით მანაც ყურმოკვრით
იცოდა მთიელთა ამბები. ჩემ მით უფრო არაფერი იცოდა სიერა-მაესტრას
შესახებ.
სწორედ ამ უცნობი მთებისაკენ გაემართნენ აჯანყებულნი ალეგრია-დე-
პიოსთან დამარცხების შემდეგ. ისინი აქ აპირებდნენ გამაგრებას, რათა
მომავალი ბრძოლებისათვის მომზადებულიყვნენ. არც შემცდარან. სიერა-
მაესტრა ბატისტას არმიისათვის აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. იგი იყო
თავისუფლების პირველი ბურჯი არა მარტო კუბაზე, არამედ მთელ
ამერიკაში.
აჯანყებულები ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდნენ სიერა-მაესტრას
მიდამოებს, როდესაც 1957 წლის 22 იანვარს მდინარე აროიოდე-
ინფიერნოსთან დაამარცხეს ბატისტას რაზმი, რომელსაც ერთ-ერთი
ყველაზე სისხლისმსმელი ჯალათი სანჩეს მოსკერა მეთაურობდა. ამ
ბრძოლის შესახებ ჩე წერდა: „უცებ შევნიშნე, რომ ჩემს მახლობლად ქოხში
იმყოფებოდა მტრის ერთი ჯარისკაცი, რომელიც გაპარვას ცდილობდა.
ვესროლე, მაგრამ ავაცდინე. მეორე ტყვია პირდაპირ მკერდში მოვარტყი.
იგი დაეცა, შაშხანა ხიშტით ჩაერჭო მიწაში. მივედი მოკლულთან, ავართვი
შაშხანა, ვაზნები და სხვა საბრძოლო ნივთები“.
სანჩეს მოსკერა იძულებული გახდა, უკან დაეხია. ბრძოლის ველზე
დატოვა ხუთი მოკლული ჯარისკაცი, აჯანყებულები კი ამ ბრძოლიდან
უდანაკარგოდ გამოვიდნენ.
28 იანვარს ჩემ წერილი მისწერა ილდას. წერილი სანდო პირს გაატანა
გაგზავნა სანტიაგოდან. ეს პირველი წერილობითი საბუთია იმ ორი თვის
ამბებისა, შეთქმულები „გრანმიდან“ რომ გადმოსხდნენ. ჩე წერდა:
„ძვირფასო დედაბერო!
ამ მხურვალე სტრიქონებს კუბის მანიგუადან გწერ. ცოცხალი ვარ და
სისხლი მწყურია. ნამდვილ ჯარისკაცს ვგავარ (ყოველ შემთხვევაში,
დახეულ-დაღლეტილი, გაუპარსავი და ჭუჭყიანი ვარ). ამ წერილს როცა
გწერ, მხარზე შაშხანა მაქვს გადაკიდებული და პირში გაჩრილი მაქვს
87
კუბური სიგარა. საქმე არც ისე იოლად წარიმართა. შენ უკვე იცი, შვიდი
დღის ცურვის შემდეგ „გრანმა“ შტურმანის შეცდომის გამო აქოთებულ
ლაქაშებიან ნაპირს რომ მიადგა. ჩვენი ტანჯვა-წამება მანამ გაგრძელდა,
სანამ ალეგრია-დეპიოსთან თავს არ დაგვესხნენ და არ გაგვფანტეს აქეთ-
იქით, როგორც მტრედების გუნდი. აქ მე ყელში დამჭრეს და მხოლოდ
იმიტომ გადავრჩი, რომ ტყვია ვაზნების ყუთს მოხვდა და რიკოშეტით
გამიარა ყელში. გადავრჩი ბედის წყალობით. რამდენიმე დღე-ღამე მთებში
დავეხეტებოდით. ყელის გარდა, მკერდიც ძალიან მტკიოდა. შენი
ნაცნობებიდან მხოლოდ ჯიმი ხირტცელი დაიღუპა, – იგი ტყვედ ჩაიგდეს და
შემდეგ დახვრიტეს. მე კი ალმეიდასა და რამირიტოსთან ერთად შვიდი
დღე-ღამე ვშიმშილობდი, შემდეგ კი, როგორც იქნა, ალყას თავი
დავაღწიეთ და გლეხების დახმარებით ფიდელს შევუერთდით (ამბობენ,
თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, თითქოს საწყალი ნიიკო მოკლეს).
დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ კვლავ ჩამოგვეყალიბებინა რაზმი და კვლავ
შევიარაღებულიყავით. შემდეგ ჩვენ თავს დავესხით სამხედრო საგუშაგოს,
დავხოცეთ რამდენიმე ჯარისკაცი, რამდენიმე დავჭერით და ზოგიც ტყვედ
ჩავიგდეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ სამი ჯარისკაცი ჩავიგდეთ ხელში
და განვაიარაღეთ. თუ იმასაც დავუმატებ, რომ არავითარი დანაკარგი ჩვენ
არ გვქონია და მთებში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში,
ადვილად წარმოიდგენ, როგორი დემორალიზებული იქნებიან ბატისტას
ჯარისკაცები, რომლებიც ვერასოდეს გაბედავენ ხელაღებით ჩვენს
წინააღმდეგ ბრძოლას. ცხადია, ბრძოლა ჯერ არ მოგვიგია, წინ უამრავი
შეტაკება გველის, მაგრამ სასწორი უკვე ჩვენს მხარეზე გადმოიხარა და ეს
უპირატესობა თანდათან იზრდება.
ახლა მაინტერესებს თქვენი ამბები. ისევ იმ სახლში ცხოვრობთ თუ არა,
როგორა ხართ? რას შვრება „ჩვენი სიყვარულის უნაზესი ყვავილი“? აკოცე
და მკერდში ჩაიკარი იგი ისე, რომ ძვლები არ დაუმტვრიო. ისე ვჩქარობდი,
რომ შენი და ბავშვის სურათები პანჩოს სახლში დამრჩა. გამომიგზავნე.
შეგიძლია მომწერო ბიძის ან პატოხოს მისამართით. წერილებს შეიძლება
დააგვიანდეს, მაგრამ აუცილებლად მივიღებ“.
აჯანყებულები კვლავ სიერა-მაესტრას მთებში დაეხეტებოდნენ. მათ
სასტიკად დევნიდა ბატისტას ავიაცია და არმია. მშიერ-მწყურვალნი,
დახეული ფეხსაცმელებითა და ტანსაცმლით, ისინი საიდუმლო ბილიკებით
88
ცდილობდნენ, არიდებოდნენ გამცემლებსა და აგენტებს, ცდილობდნენ,
მაძებრისათვის კვალი აერიათ, მაგრამ მათ შორის გამცემი აღმოჩნდა. ეს
იყო გლეხი ეუტიმიო გერა, რომელიც აჯანყებულებს ნაპირზე
გადმოსხდომისთანავე შეეკედლა. ეუტიმიომ მთის ყველა ბილიკი ზეპირად
იცოდა. აჯანყებულებს საკვებით ამარაგებდა. მაგრამ ერთხელ ბატისტელებს
ჩაუვარდა ხელში. მას დიდ ჯილდოს დაჰპირდნენ, თუ ფიდელ კასტროს
მოკლავდა. გაუნათლებელი და ყრუ გლეხი უცებ მოთაფლეს და ისიც
შესაფერის მომენტს ელოდა. შემთხვევით გამოაშკარავდა მისი განზრახვა.
მან აღიარა დანაშაული და სიკვდილის წინ ითხოვა, გამარჯვების შემდეგ
აჯანყებულებს მისი ოჯახისათვის მიეხედათ, დახმარებოდნენ ბავშვებს
განათლების მიღებაში. მას დაჰპირდნენ დახმარებას და აღასრულეს კიდეც.
ამ პერიოდში ჩეს ფიზიკური მდგომარეობა სავალალო იყო.
აკლიმატიზაცია მისთვის ძალზე მძიმე აღმოჩნდა. თებერვალში ციება
შეეყარა, შემდეგ ახალი ძალით შეუტია ასთმამ, რომლისგანაც თავის
დაღწევა წამლების უქონლობის გამო უშედეგო აღმოჩნდა. ერთ-ერთი
შეტაკების დროს აჯანყებულები უკან იხევდნენ, მაგრამ ავადმყოფ ჩეს არ
შეეძლო მოძრაობა. იგი ერთ-ერთმა გლეხმა მოიკიდა ზურგზე და ბრძოლის
ველიდან გამოიყვანა.
აჯანყებულებმა ჩე ერთი ფერმერის სახლში დააბინავეს და მცველად
ჯარისკაცი მიუჩინეს. ფერმერს ცოტაოდენი ადრენალინი აღმოაჩნდა და ჩე
მალე ფეხზე წამოდგა. მას ამხანაგებისაკენ მიუწევდა გული, მაგრამ იმდენად
გადაღლილი და დასუსტებული იყო, რამდენიმე საათის სავალ გზას ათი
დღე მოუნდა. „ეს დღეები, – იგონებს ჩე, – ყველაზე მწარე და ძნელი იყო
სიერა-მაესტრას პერიოდში. ძლივძლივობით დავდიოდი, ხან იარაღს
ვეყრდნობოდი, ხან ხის ტოტებს ვებღაუჭებოდი. ჩემი თანამგზავრი მშიშარა
და ლაჩარი აღმოჩნდა, სროლის ხმაზე კანკალებდა, ხოლო, როცა
ასთმისაგან შეწუხებული ვახველებდი, ისტერიკა მოუვლიდა ხოლმე, ვაითუ
შეგვამჩნიონო“.
1957 წლის აპრილში, ასთმის შეტევისას, ჩე გევარა სანჩეს მოსკერის
ჯარისკაცებს წააწყდა. ჩემ ცეცხლით უპასუხა და ძლივძლივობით მიაღწია
თავშესაფრამდე. „ასთმამ, – წერს იგი, – ჯერ შემიცოდა. რამდენიმე მეტრი
გავირბინე, მაგრამ შემდეგ შური იძია. გული ისე მიცემდა, თითქოს
მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. ამ დროს ტოტების ტკაცუნის ხმა
89
შემომესმა, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი ამხანაგი იყო, გზა არეოდა და
როდესაც დამინახა, თქვა: „ნუ გეშინია, უფროსო, თქვენთან ერთად
მოვკვდები“. სიკვდილი სულაც არ მინდოდა. იმწუთას მინდოდა, მისთვის
ერთი მაგრად შემეკურთხებინა, მგონი, ასეც მოვიქეცი. იმ დღეს პირველად
მომეჩვენა, რომ ლაჩარი ვიყავი“.
როდესაც ასთმა უმოწყალოდ შეუტევდა ხოლმე, ჩე, იმის შიშით,
ამხანაგებს ზედმეტ ბარგად არ ავეკიდოო, რომელიმე გლეხის ქოხში
რჩებოდა. ასეთ დროს იგი იარაღს ხელს შეუშვებდა ხოლმე და ხელში წიგნი
ან კალამი ეჭირა.
კაპიტანი მარსიალ ოროსკო იგონებს: „მახსოვს, მას ბევრი წიგნი ჰქონდა.
ბევრს კითხულობდა, წუთსაც არ კარგავდა. ცოტა ეძინა, რომ წიგნი
წაეკითხა, ან დღიურში რაიმე ჩაეწერა. თუ ალიონზე დგებოდა, მაშინვე
წიგნს მიუჯდებოდა. ხშირად ღამით კოცონის შუქზე კითხულობდა. მას ძალზე
კარგი მხედველობა ჰქონდა“.
სიერა-მაესტრას მთებშიც არ შეეძლო მას, ლექსების გარეშე ეცხოვრა.
ერთ-ერთი თანამებრძოლი იგონებს: „მე სანტიაგოში მაგზავნიან. ჩე მთხოვს,
მოვუტანო ორი წიგნი. ერთი პაბლო ნერუდას „საყოველთაო სიმღერა“,
მეორე – მიგელ ერნანდესის ლექსების კრებული. მას ძალიან უყვარდა
ლექსები“.
მისი მეორე თანამებრძოლი კაპიტანი ანტონიო წერს: „ვერ ვხვდებოდი,
როგორ შეეძლო სიარული, ასთმა ახრჩობდა. მაგრამ იგი ჩვენთან ერთად
დადიოდა მთებში საბრძოლო და სამგზავრო ნივთებით აღჭურვილი:
მართლაც რკინის ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ უფრო მტკიცე იყო მისი
თავდადება იდეალებისადმი, – ეს გრძნობა იყო მისი ამოუწურავი ენერგიის
წყარო“.
თუ ასთმა მარშის დროს შეუტევდა, იგი მწყობრიდან არ გამოდიოდა და
ბოლომდე ამხანაგებთან ერთად მიაბიჯებდა. „თუ ჩეს შეტევები ეწყებოდა, –
იგონებს ჟოელ იგლესიასი, – ეს გავლენას არ ახდენდა კოლონის
მოძრაობაზე. ყველაზე დიდი შეღავათი, რის უფლებასაც ჩე აძლევდა თავის
თავს, ის იყო, რომ თავის ზურგჩანთას სხვას გადასცემდა ხოლმე. იგი
თვლიდა, რომ ავადმყოფთა გამო რაზმის შეყოვნება არ შეიძლებოდა. თუ
სიარული არ შეგიძლია, დარჩი და იმკურნალე. თუ მოთმენა შეგიძლია, წინ
იარე. წესს იგი არასოდეს არღვევდა“.
90
ეს არგენტინელი ექიმი, ასთმის შეტევებისაგან გაწამებული, გლეხების
განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. ერთნი გაკვირვებული
იყვნენ ამ ახალგაზრდა კაცის საქციელით, მეორენი პატივისცემითა და
თანაგრძნობით ეკიდებოდნენ. მოხუცი მთიელი გლეხი ქალი პონსიანსა
პერესი, რომელიც აჯანყებულებს ეხმარებოდა (ჩე მას ხუმრობით „ჩემს
სარძლოს“ უწოდებდა), იგონებს: „საწყალი ჩე! ვხედავდი, როგორ
იტანჯებოდა ასთმის შეტევებისაგან და მეც ვოხრავდი.
გაყუჩდებოდა ხოლმე, მშვიდად სუნთქავდა, რომ ასთმა არ
გაეღიზიანებინა. ზოგიერთნი შეტევის დროს ისტერიკაში ვარდებიან,
ახველებენ, პირს აღებენ, ჩე ცდილობდა, შეეკავებინა შეტევა,
დაემშვიდებინა ასთმა. იგი სადმე კუთხეში ჩამოჯდებოდა სკამზე ან ქვაზე და
ისვენებდა. ზოგჯერ, როცა მელაპარაკებოდა, სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტად
წარმოთქვამდა და მე ვხვდებოდი, რომ ასთმის შეტევა ეწყებოდა.
ვცდილობდი, რაიმე თბილი მომემზადებინა მისთვის, რომ შეესვა და
მკერდი გაეთბო. იგი უკეთ ხდებოდა. ღმერთო ჩემო! როგორ მიჭირდა
ყურება, როდესაც ასე უღვთოდ იტანჯებოდა ეს ძლიერი და ლამაზი კაცი!
მაგრამ მას არ მოსწონდა, როდესაც იცოდებდნენ. საკმარისი იყო, ვინმეს
ეთქვა, „საწყალიო“, რომ მაშინვე მკაცრ მზერას შეაგებებდა. ეს მზერა
თითქოს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ბევრ რამეს ამბობდა. ამ დროს მას
რაიმე თბილი და სასიამოვნო სასმელი უნდოდა და არა ვაით და ვიშით
ნათქვამი თანაგრძნობის სიტყვები“.
თუმცა ეს უცნობი ახალგაზრდა კაცი მათ არ ჰგავდა და ლაპარაკითაც
სხვანაირად, არგენტინული აქცენტით ლაპარაკობდა, გლეხები მას დიდ
პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ. იგი გლეხებს ხიბლავდა უბრალოებით,
სიმამაცითა და სამართლიანობით, იმ ადამიანური თვისებებით, რომლებიც
ყველა გრძედზე და განედზე ერთნაირად ფასობს.
აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე, რაფაელ ჩაო იგონებს: „იგი ყოველთვის
კარგ ხასიათზე იყო, ლაპარაკობდა ხმადაბლა, ხმას არასოდეს იმაღლებდა.
არასდროს არავის არ უყვიროდა, თუმცა საუბარში ხშირად იცოდა მკვეთრი
სიტყვების ხმარება, მაგრამ ადამიანს არასოდეს დაუყვირებდა, არასოდეს
დასცინებდა. მაშინაც კი ასე იქცეოდა, როდესაც გაბრაზების მიზეზი ბევრი
ჰქონდა. ძალიან ბევრი მეგობრისათვის ასე გადაგებული კაცი არც მანამდე
და არც შემდეგ მე არ შემხვედრია“.
91
პარტიზანი ასკეტივით უნდა ცხოვრობდესო, – ამბობდა ჩე და თავად
სწორედ ასეთი იყო. მეთაური, ამბობდა ჩე, სამაგალითო უნდა იყოს თავისი
ქცევითა და სიმამაცით. ამას არა მარტო ამბობდა, არამედ უპირველესად
თავად იყო ასეთი. ფიდელ კასტრო ამბობდა, ჩე იმით გამოირჩეოდა, რომ
დაუფიქრებლად და უყოყმანოდ ასრულებდა ყველაზე სახიფათო და
სარისკო დავალებას. ეს ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მაღალი
იდეალებისათვის ბრძოლას მიუძღვნა, ოცნებობდა მთელი ლათინური
ამერიკის განთავისუფლებაზე და თანამებრძოლებს ხიბლავდა მისი
ალტრუიზმით, მუდამ მზად იყო ყველაზე ძნელი საქმეების
აღსასრულებლად და მუდამ რისკზე მიდიოდა.
პარტიზანს, – წერდა ჩე, – რკინის ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს. ეს მას
დაეხმარება ყოველგვარი სიძნელის გადალახვაში. ამ სიტყვებში უნებლიეთ
ისმის სინანული იმისა, რომ თავად იგი ჯანმრთელი არ იყო; ხოლო თუ რა
სულიერი ძალისხმევა სჭირდებოდა მას თავისი ავადმყოფობის
დასაძლევად, ამის წარმოდგენა გაგვიჭირდება.
განა გასაკვირია, რომ იგი ასე უყვარდათ არა მარტო თანამებრძოლებს,
არამედ გლეხებსაც, რომელთა თვალწინ ცხოვრობდა და იბრძოდა.
დღიური, რომლებსაც ჩე ომის განმავლობაში წერდა, საფუძვლად დაედო
მის სახელგანთქმულ წიგნს „პარტიზანული ბრძოლის ეპიზოდები“. ესაა
პოეზიითა და დრამატიზმით აღსავსე მართალი წიგნი. ესაა წიგნი
პარტიზანების მკაცრ ცხოვრებაზე, ადამიანთა ოცნებებსა და იმედებზე, იმ
ხალხზე, რომლებიც მოვიდნენ აქ, სიერა-მაესტრას მთებში, რათა
დამარცხდნენ ან გაიმარჯვონ ულმობელ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში.
მაგრამ ეს წიგნი თავად მასზეცაა დაწერილი, მასზე – მამაც, უბრალო და
კეთილ ადამიანზე, თუმცა ავტორი თავის თავზე ძალიან ცოტას ამბობს და
თუ ამბობს, ღიმილითა და ირონიით, თითქოსდა, საგანგებოდ ცდილობს
თავისი დამსახურების მიფუჩეჩებას.
ჩეს მოგონებები ლათინური ამერიკის მემუარული ლიტერატურისთვის
უჩვეულო სტილითაა დაწერილი. აქ ვერ შეხვდებით მრავალსიტყვაობას,
მელოდრამატულ პასაჟებს, არც იმის მისწრაფებას, რომ თავი იდეურ
გმირად წარმოგვიდგინოს. ჩეს არ უყვარდა ბაქიაობა, გადაჭარბება და
თვითრეკლამა. მისი სიმამაცე რეტუშირებას არ საჭიროებდა. აღწერს რა
სოფელ ბუქისიტოსთან ბრძოლას, რომელსაც იგი მეთაურობდა, ჩე წერს:
92
„ჩემი მონაწილეობა ამ ბრძოლაში უმნიშვნელო იყო და დიდი ვაჟკაცობით
ვერ დავიკვეხნი. იმ რამდენიმე გასროლას მკერდით კი არ შევგებებივარ,
არამედ პირიქით“.
*
თანდათან მოგვარდა „26 ივლისის მოძრაობასთან“ კავშირ-
ურთიერთობის დამყარება. ეს იატაკქვეშა ორგანიზაცია სანტიაგოსა და
ჰავანაში მოქმედებდა. იატაკქვეშეთის ხელმძღვანელები და აქტივისტები
ფრანკ პაისი, არმანდო ხარტი, ვილმა ესპინი, აიდე სანტამარია და სელია
სანჩესი მთებში ამოვიდნენ და ფიდელს შეხვდნენ. მათ აჯანყებულებს
აღუთქვეს, დახმარებოდნენ იარაღით, საბრძოლო მასალით, ტანსაცმლით,
სამკურნალო საშუალებებითა და ფულით. აგრეთვე, მთებში მოხალისეების
გაგზავნით. მათ ხალხიც უნდა აემხედრებინათ ბატისტას წინააღმდეგ.
სანამ მთებში თუნდაც ერთი მუჭა აჯანყებულები იყვნენ, ბატისტას მშვიდად
ცხოვრება არ შეეძლო. აჯანყებულების ნაპირზე გადმოსხდომის პირველი
დღეებიდანვე იგი აცხადებდა, რომ აჯანყებული „ბანდიტები“
ალყაშემორტყმულნი, განადგურებულნი არიან და არავითარ საშიშროებას
აღარ წარმოადგენენ.
ამავე დროს, აჯანყებულთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ იგი თავის
საუკეთესო არმიასა და ავიაციას გზავნიდა.
ბატისტას მონაჭორის უარსაყოფად, თითქოს აჯანყებულები
განადგურებულნი არიანო, ფიდელ კასტრომ გადაწყვიტა, ჰავანაში
გაეგზავნა ფაუსტინო პერესი, რომელსაც დაავალა რომელიმე
ავტორიტეტულ ამერიკელ კორესპონდენტთან კავშირის დამყარება და
შემდეგ ჟურნალისტის მთებში ამოყვანა. არჩევანი გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“
კორესპონდენტ ჰერბერტ მეტიუზზე შეჩერდა. მან მოხერხებულად გააცურა
ბატისტას „მეძებრები“ და 1957 წლის 17 თებერვალს სიერა-მაესტრას
მთებში ფიდელ კასტროს შეხვდა. ერთი კვირის შემდეგ მეტიუზმა თავის
გაზეთში გამოაქვეყნა წერილი, რომ ფიდელ კასტრო ცოცხალია და
წარმატებით იბრძვის სიერა-მაესტრას მკაცრ და თითქმის მიუდგომელ
მთებში. „ყველაფრიდან გამომდინარე, – წინასწარმეტყველურად წერდა
მეტიუზი, – გენერალ ბატისტას არავითარი ძალა არ გააჩნია, კასტროს
აჯანყება ჩაახშოს. ერთადერთი, რისი იმედიც უნდა ჰქონდეს გენერალს,
ისაა, რომ შეიძლება, სადმე შემთხვევით წააწყდნენ მისი ჯარიკაცები
93
კასტროსა და მის ერთი მუჭა თანამებრძოლებს და მოკლან აჯანყებულთა
ახალგაზრდა ბელადი, მაგრამ არა მგონია, ეს ასე მოხდეს“.
მეტიუზის სტატიამ, რომელიც ილუსტრირებული იყო ფიდელ კასტროსა
და მისი თანამებრძოლების ფოტოსურათებით, შეარყია კუბელი
დიქტატორის ავტორიტეტი. ბატისტას მოწინააღმდეგეებმა უფრო
გაააქტიურეს თავიანთი მოღვაწეობა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. 4
იანვარს სანტიაგოში ქალთა მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. ქალები
ბატისტას წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ მოჰქონდათ პლაკატები,
რომლებზეც ეწერა: „შეწყვიტეთ ბრძოლა, ჩვენი შვილების მკვლელებო!“
ჰავანაში აჯანყებისათვის ემზადებოდა სტუდენტთა ორგანიზაცია
„რევოლუციური დირექტორატი“. 1957 წლის 13 მარტს სტუდენტები თავს
დაესხნენ რადიოსადგურს, უნივერსიტეტს და პრეზიდენტის სასახლეს იმ
იმედით, რომ ბატისტას დააპატიმრებდნენ. თუმც ეს ცდა მარცხით
დამთავრდა, – აჯანყებულთა უმრავლესობა პოლიციასთან და არმიასთან
ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბატისტას წინააღმდეგ
მოძრაობა დღითი დღე იზრდებოდა.
მარტის შუა რიცხვებში აჯანყებულებმა ახალი შევსება მიიღეს. ფრანკ
პაისმა 50 მოხალისისაგან შემდგარი რაზმი გამოგზავნა მთებში ხორხე
სოტუსის მეთაურობით. სოტუსი იატაკქვეშელი იყო, რომელიც სანტიაგოში
მონაწილეობდა 30 ნოემბრის აჯანყებაში. მოხალისეები სატვირთო
მანქანებით წამოიყვანა ბრინჯის პლანტაციების მფლობელმა უბერტო
მატოსმა. ხორხე სოტუსიცა და უბერტო მატოსიც აშკარა ანტიკომუნისტები
გახდნენ შემდგომში და სამხედრო ტრიბუნალმა მათ ხანგრძლივი კატორღა
მიუსაჯა (სოტუსი მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და
რევოლუციური კუბის წინააღმდეგ ერთ-ერთი დივერსიის დროს დაიღუპა).
ფიდელმა ჩეს დაავალა, ახალი შევსება მიეღო და თავად ყოფილიყო მათი
მეთაური. მაგრამ სოტუსმა კატეგორიული უარი განაცხადა,
არგენტინელისთვის გადაეცა მოხალისეთა რაზმის მეთაურობა. „მე მაშინ
ჯერ კიდევ უცხოელად ვგრძნობდი თავს, – წერს ჩე, – და არ მინდოდა
მდგომარეობის გამწვავება“. როდესაც ფიდელმა ეს ამბავი გაიგო, ჩეს
უსაყვედურა, რატომ არ შეასრულე ბრძანებაო.
ახალი შევსება არ იყო მომზადებული პარტიზანული ბრძოლებისათვის,
მით უმეტეს, მთის პირობებში. ისინი ქალაქელები იყვნენ და
94
ძლივძლივობით გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, მალე
იღლებოდნენ და ტვირთისაგან რომ განთავისუფლებულიყვნენ, სურსათ-
სანოვაგესაც კი ტოვებდნენ. მიუხედავად ამისა, პარტიზანთა ძალები მაინც
საგრძნობლად გაიზარდა. ფიდელმა მებრძოლები სამ ჯგუფად დაყო და
მათ სათავეში ჩაუყენა რაულ კასტრო, ხუან ალმეიდუ და ხოსე სოტუსი.
ავანგარდის მეთაურობა კამილო სინეფუეგოსს დაევალა, ხოლო
არიერგარდისა – ეფიხენიო ამეიხეირასს. გენერალური შტაბის დაცვის
უფროსად უნივერსო სანჩესი დანიშნეს. ჩე გენერალური შტაბის
ოფიციალურ ექიმად და ფიდელ კასტროს მრჩევლად დაინიშნა.
ახლა, როდესაც პარტიზანთა რიგები შეივსო, ჩემ ფიდელს შესთავაზა,
დაუყოვნებლივ დაეწყო საბრძოლო ოპერაციები ბატისტას წინააღმდეგ.
კერძოდ, თავს დასხმოდნენ რომელიმე სამხედრო საგუშაგოს ან
ჩასაფრებულიყვნენ გზაზე, ჯარისკაცები დაეხოცათ და ხელთ ეგდოთ
იარაღი და ტრანსპორტი, მაგრამ ფიდელი სხვა აზრისა იყო. ჯერ საჭირო
იყო მოხალისეთა გამოწრთობა, სროლაში გავარჯიშება. მხოლოდ მერე,
როდესაც ისინი „მომწიფდებოდნენ“, შეიძლებოდა, ერთ-ერთ გარნიზონს
თავს დასხმოდნენ. ასეთი გარნიზონის აღება კი დიდ შთაბეჭდილებას
მოახდენდა ყველაზე. ჩე დაეთანხმა ფიდელის საფუძვლიან მსჯელობას.
დაიწყეს მომავალი საბრძოლო ოპერაციებისათვის მებრძოლთა
მზადება.
„სწორედ იმხანად, – იგონებს ჩე, – მე ბოლოს და ბოლოს მომცეს
ბრეზენტის ჰამაკი. ეს ჰამაკი ძვირფასი განძი იყო ჩვენთვის. პარტიზანული
ცხოვრების მკაცრი კანონების მიხედვით ბრეზენტის ჰამაკს მხოლოდ ის
იღებდა, ვისაც შეეძლო, ჯერ სატომრე ქსოვილისაგან გაეკეთებინა ჰამაკი.
სატომრე ქსოვილისაგან გაკეთებული ჰამაკის პატრონი ბრეზენტის ჰამაკი
მიიღებდა, როგორც კი საშუალება გაჩნდებოდა. მაგრამ მე ალერგიის გამო
სატომრე ქსოვილისაგან გაკეთებული ჰამაკით ვერ ვსარგებლობდი.
ხაოიანი სატომრე ქსოვილი ძალზე მაღიზიანებდა და იძულებული ვიყავი,
მიწაზე დამეძინა. როდესაც ფიდელმა ამის შესახებ გაიგო, გამონაკლისის
სახით, ბრეზენტის ჰამაკი მომცა. ძალზე ნათლად მახსოვს, – ეს მაშინ
მოხდა, როდესაც ჩვენ ლა-პლატის ნაპირებიდან პალმა-მოჩეს მთებისაკენ
გავემართეთ. წინა დღეს ჩვენ პირველად ვჭამეთ ცხენის ხორცი. ცხენის
ხორცი არა მარტო გემრიელი აღმოჩნდა, არამედ ეს იყო ერთგვარი
95
გამოცდა, თუ როგორ შეგვეძლო, სხვადასხვა საკვებსა და ვითარებას
შევგუებოდით. გლეხებმა, რომლებიც ჩვენთან იყვნენ რაზმში, უარი თქვეს
თავიანთ ულუფაზე, ხოლო ზოგიერთნი მანუელ ფახარდოს მკვლელადაც კი
თვლიდნენ. მშვიდობიან დროს იგი ყასაბი იყო. ჩვენც ვისარგებლეთ მისი
პროფესიით და დავავალეთ ცხენის დაკვლა. ეს პირველი ცხენი ერთ
გლეხს, გვარად პოპს ეკუთვნოდა, რომელიც ლა-პლატის მეორე ნაპირზე
ცხოვრობდა. პარტიზანებს ეს გლეხი დამბეზღებელი ეგონათ და სამაგიერო
ამით გადაუხადეს. ბებერი ცხენი ძლივს დადიოდა და ზურგი მთლად
გადატყავებული ჰქონდა. ზოგიერთისათვის ცხენი ხორცი დელიკატესი იყო,
ხოლო გლეხებისათვის, რომლებსაც არასოდეს ეჭამათ ცხენის ხორცი, –
რაღაც გამოცდისმაგვარი. კაციჭამიებად თვლიდნენ თავიანთ თავს,
როდესაც ცხენის ხორცს ღეჭავდნენ. როგორ შეიძლება ადამიანის
ძველთაძველი მეგობრის ხორცის ჭამაო, ბუზღუნებდნენ ისინი.
ბატისტას არმია და პოლიცია ყოველნაირად ცდილობდნენ, საბოლოოდ
გასწორებოდნენ სიერა-მაესტრას მთებში შეფარებულ პარტიზანებს და
ჩაეხშოთ ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობა. მაგრამ ტერორმა ტირანს
სასურველი შედეგები ვერ მოუტანა. მთები მისი არმიისათვის აუღებელ
ციხესიმაგრედ იქცა. პარტიზანების გარნიზონზე თავდასხმის, თამამი
საბრძოლო ოპერაციების შესახებ წერდა პრესა, გადმოსცემდნენ
რადიოსადგურები.
ფიდელ კასტროსა და მის რაზმელებს ხალხმა წვეროსნები შეარქვა,
რადგან უდროობისა და საპარსი მოწყობილობების უქონლობის გამო
ყველა წვერმოშვებული დადიოდა. აი, ამ წვეროსნებისკენ მოილტვოდნენ
სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მოხალისენი. საზღვარგარეთ
კუბელი ემიგრანტები პარტიზანებისათვის აგროვებდნენ ფულს,
ყიდულობდნენ მედიკამეტებს, იარაღს და საიდუმლო გზებითა და
საშუალებებით კუბაში გზავნიდნენ.
1957 წლის მაისში მაიამიდან (აშშ) უნდა მოსულიყო გემი „კორინთია“
მოხალისეთა რაზმით, რომელსაც კალკსტო სანჩესი მეთაურობდა. გემი
რომ მშვიდობიანად მოსდგომოდა ნაპირს, ფიდელმა განიზრახა,
პოლიციისა და ჯარის ყურადღება აქეთ გადმოეტანა და ბრძანა, იერიშით
აეღოთ სოფელ უვეროში განლაგებული გარნიზონის ყაზარმა. ეს ოპერაცია
სანჩესის რაზმს გზას უხსნიდა ორიენტეს პროვინციისაკენ, ხოლო
96
პარტიზანებისათვის ეს იქნებოდა ერთ-ერთი გაბედული და თამამი
ოპერაცია, რომელიც კიდევ ერთხელ შეარყევდა ბატისტას სამხედრო
რეპუტაციას.
თავის „რევოლუციური ბრძოლის ეპიზოდებში“ ჩე ასე აღწერს ამ
ბრძოლას: „მას შემდეგ, რაც დადგინდა თავდასხმის ობიექტი, ჩვენ უნდა
დაგვეზუსტებინა მომავალი ბრძოლის დეტალები. ამისათვის საჭირო იყო,
დაგვედგინა მტრის ჯარისკაცთა და სადარაჯო საგუშაგოების რაოდენობა,
კავშირთა სახესხვაობა, მისასვლელი გზები და ა. შ.
ვფიქრობდით, რომ მტერს ჩვენ შესახებ ასე თუ ისე ზუსტი ცნობები
ჰქონდა. დავიჭირეთ ორი ჯაშუში, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ
პარტიზანთა ადგილსამყოფელის დაზუსტება და სხვა მრავალი წვრილმანი.
27 მაისს მთელი შტაბი შეიკრიბა. ფიდელმა განაცხადა, რომ ბრძოლა
მალე დაიწყებოდა და მზად უნდა ვყოფილიყავით იერიშისათვის, ჩვენი
მეგზური კალდერო იყო, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა უვერის ყაზარმის
ადგილმდებარეობა და მისასვლელი გზა-ბილიკები. ლაშქრობა საღამოს
დაიწყო. თექვსმეტი კილომეტრის გავლა მოგვიხდა ღამით. გზა ძნელად
სავალი იყო, მიხვეულ-მოხვეული, ვიწრო ბილიკები თავქვე ეშვებოდა, რვა
საათს მოვუნდით ამ გზის გავლას. გზადაგზა სიფრთხილის გამო
ვჩერდებოდით, განსაკუთრებით მაშინ, სახიფათო რაიონებს როცა
ვუახლოვდებოდით. ბოლოს გაიცა იერიშის ბრძანებაც. უნდა აგვეღო
საგუშაგოები და ყველა სახეობის იარაღით ცეცხლი დაგვეშინა
ბატისტელების ხის ყაზარმებისათვის. ისიც ვიცოდით, რომ ყაზარმის
ირგვლივ გაძლიერებული დაცვა იდგა. ბუჩქნარი დაგვეხმარა, რომ
ყაზარმასთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით. ჩვენი შტაბი ყაზარმის
პირდაპირ პატარა გორაკზე განლაგდა. მებრძოლები მკაცრად
გააფრთხილეს, საცხოვრებელი სახლებისათვის ცეცხლი არ დაეშინათ.
უვეროს ყაზარმა ზღვისპირად მდებარეობდა და ჩვენ სამი მხრიდან უნდა
შემოგვერტყა ალყა.
რადგან ჩვენს თავდასხმას მტერი არ ელოდა, ვფიქროდით, რომ
ხანმოკლე ბრძოლა მოგვიწევდა, მაგრამ დრო გადიოდა, ჩვენ კი ჯერ კიდევ
არ გვქონდა დაკავებული ბრძანებით გათვალისწინებული საბრძოლო
პუნქტები. უკვე თენდება, ბრძოლას კი არ ვიწყებთ. მე პატარა ბორცვზე
ვიწექი, ყაზარმა ჩემგან საკმაოდ შორს მოჩანდა. გადავწყვიტე, წინ
97
წავსულიყავი და უფრო ხელსაყრელი პოზიცია დამეკავებინა. ამასობაში
სიენფუეგოსისა და ალმეიდას ჯგუფებიც განლაგდნენ ყაზარმის
მისადგომებთან. მოწინააღმდეგემ შეგვამჩნია და ცეცხლი დაგვიშინა. ჩვენ
მაინც დიდი სიფრთხილით მივიწევდით წინ. სროლა სულ უფრო
ძლიერდებოდა. უცებ ჩემი საბრძოლო პოზიციიდან დაახლოებით 60
მეტრზე დავინახე, თუ როგორ ამოხტა სანგრიდან ორი ჯარისკაცი და
საცხოვრებელი სახლისაკენ გაიქცა. რამდენჯერმე გავისროლე, მაგრამ
ბატისტას ჯარისკაცებმა სახლში შემასწრეს. სროლა შევწყვიტე, რადგან
სახლში ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ.
ამასობაში ჯგუფი ღია პოზიციებზე გამოვიდა. უფრო გააძლიერეს
სროლა, ტყვიების წივილში უცებ კვნესა შემომესმა. მე მეგონა, ბატისტას
დაჭრილი ჯარისკაცი კვნესოდა. ფრთხილად მივხოხდი. იგი მარის ლეალი
აღმოჩნდა, თავში დაეჭრათ. გავსინჯე ჭრილობა, საჭირო იყო სასწრაფოდ
შეხვევა, მაგრამ რითი და როგორ, მე თან არაფერი გამაჩნდა. ჟოელ
იგლესიასმა, რომელიც ჩემს უკან მოხოხავდა, ამხანაგი ბუჩქებში
ძლივძლივობით გადაიყვანა. ჩვენ კვლავ წინ მივხოხავდით. უცებ აკუნიაც
დაეცა. ჩვენ შევჩერდით, უფრო ხელსაყრელი პოზიცია ამოვირჩიეთ და
სროლა დავიწყეთ. ჩვენ წინ იყო კარგად შენიღბული მტრის სანგარი.
სანგრის აღება მხოლოდ გაბედული იერიშით შეიძლებოდა. მივიღე ასეთი
გადაწყვეტილება და სანგარიც ავიღეთ.
გეგონებოდათ, ბრძოლა ეს-ესაა დაიწყოო, მაგრამ პირველი
გასროლიდან ვიდრე ყაზარმის აღებამდე 2 საათი და 45 წუთი გავიდა,
ბოლოს, როგორც იქნა, თავშესაფრიდან ხელებაწეული ბატისტას ჯარისკაცი
გამოვიდა და ყოველი მხრიდან გაისმა ჯარისკაცთა ხმები: „გნებდებით!“
ფეხზე წამოვდექით და ყაზარმისაკენ გავიქეცით.
აი, ჩვენ უკვე ყაზარმის ეზოში ვართ. გვნებდება ორი ჯარისკაცი, ერთი
ექიმია და ერთი სანიტარი, ბევრია დაჭრილი. საშუალება არა მაქვს, რომ
მათ მივხედო და მათ მოვლას ტყვე ექიმს ვავალებ. იგი უცებ მეკითხება,
რამდენი წლის ხარ და დიპლომი როდის მიიღეო... შემდეგ გულწრფელად
აღიარებს: „იცი რა, ჭაბუკო, შენ თავად მიხედე დაჭრილებს. მე სულ
ახლახან მივიღე ექიმის დიპლომი და არავითარი გამოცდილება არ
გამაჩნია“. როგორც ჩანს, ამ ექიმს, გამოუცდელობისა და შიშის გამო, რაც

98
იცოდა, ისიც დაავიწყდა. იძულებული გავხდი, ჯარისკაცის შაშხანა გვერდზე
გადამედო და კვლავ ექიმის ხალათი ჩამეცვა...
ყველაზე მძიმედ დაჭრილი, რომელიც მე იმ დღეს ვნახე, იყო ამხანაგი
სილიეროსა. ტყვია მხარში მოხვედროდა, ფილტვებში გაევლო და
ხერხემალში გაჩხერილიყო. დაჭრილი ძალზე მძიმე მდგომარეობაში იყო.
მივეცი გასაყუჩებელი წამალი და ჭრილობა შევუხვიე. ეს იყო ერთადერთი,
რისი გაკეთებაც შემეძლო. ორი მძიმედ დაჭრილი ამხანაგის – ლეალიას და
სილიეროსას მოვლა-პატრონობა ტყვე ექიმს დავავალეთ. დავემშვიდობეთ
მათ, ვატყობდით, ჩვენთან ერთად წამოსვლა და ჩვენთან ყოფნა უნდოდათ,
მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, სხვა დაჭრილებთან ერთად ისინიც უნდა
დაგვეტოვებინა. დავტოვეთ ბატისტას ჯარისკაცებთან ერთად, რომლებსაც
ასევე პირველი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ.
დავტვირთეთ ერთი საბარგო მანქანა საბრძოლო იარაღითა და
მედიკამენტებით და მთებისაკენ გზას გავუდექი. მალე მივედით ჩვენს
ბაზამდე, მსუბუქად დაჭრილებს ჭრილობები შევუხვიეთ, ხოლო ბრძოლაში
დაცემული ამხანაგები მიწას მივაბარეთ“.
კრესენსიოსის ჯგუფი იერიშში არ მონაწილეობდა, – ისინი ჩივირიკოსკენ
მიმავალ გზას იცავდნენ. მათ დაიჭირეს ბატისტას რამდენიმე ჯარისკაცი,
რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ.
როცა ბრძოლის შედეგები შეჯამდა, აღმოჩნდა, რომ პარტიზანებმა 15
კაცი დაკარგეს (ამ რიცხვში დაჭრილებიც შედიოდნენ), ხოლო მათმა
მოწინააღმდეგემ – 33 ჯარისკაცი, 19 დაჭრილი და 14 მოკლული.
უვეროს ბრძოლა გარდამტეხი აღმოჩნდა. ამის შემდეგ პარტიზანთა
მებრძოლი სულისკვეთება, გამარჯვების რწმენა გაიზარდა და განმტკიცდა.
პარტიზანებმა უვეროს ბრძოლის შემდეგ ყველა ახლომახლო მდებარე
პატარა გარნიზონი გაანადგურეს. იმათ შორის, ვინც უვეროს ბრძოლაში
თავი გამოიჩინა, იყო ხუან-ვიტალიო აკუნია ნუნიესი (მეგობრები მას ვილოს
ეძახდნენ). შემდეგ იგი, ხოაკინის ფსევდონიმით, ჩესთან ერთად ბოლივიის
მთებში იბრძოდა და იქ დაიღუპა.
უვეროს ბრძოლაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩეს ბუნებრივი სამხედრო
მონაცემები: სიმამაცე, სიდინჯე, სწრაფი მოფიქრებისა და ორიენტაციის
უნარი. ტყუილად როდი უწოდებდა მას პარტიზანული „პროფესორი“ ბაიო

99
თავის ყველაზე ნიჭიერ მოწაფეს. მაგრამ ის ვიყო, ახლა კი ჩემ ეს
პრაქტიკით დაამტკიცა.
ჩესთვის ბრძოლები თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. კალიკსტო
მორალესი ჩეს, როგორც მებრძოლს, ასე ახასიათებს: „ბრძოლა მისთვის
მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ბრძოლის შემდეგ, თუნდაც
იგი გამარჯვებით დამთავრდეს, საჭიროა მუშაობა. საჭიროა დანაკარგისა და
მოპოვებულის აღნუსხვა. მხოლოდ ეს და არავითარი მიტინგები, არავითარი
დღესასწაულები. ხანდახან შევიკრიბებოდით ხოლმე და განვლილ
ბრძოლაზე ვსაუბრობდით. ამ საუბრებსაც იგი მხოლოდ იმიტომ იყენებდა,
რომ შეცდომებზე მიეთითებინა, გარდახდილი ბრძოლა დეტალურად
გაეანალიზებინა“.
ჩე ყველანაირად ცდილობდა, მხოლოდ და მხოლოდ მებრძოლი
ყოფილიყო და არა ექიმი, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, დაჭრილების
მკურნალობა მაინც მას უწევდა. მკურნალობდა იგი დინჯად, საქმის
ცოდნითა და საფუძვლიანად, რა თქმა უნდა, რა საშუალებებითაც შეეძლო
პარტიზანული ცხოვრების პირობებში. ჩეზე, როგორც კბილის ექიმზე,
ლეგენდები დადიოდა სიერა-მაესტრას მთებში. ერთხელ რაზმში კბილის
სამკურნალო ინსტრუმენტები მოიტანეს. როგორც კი განლაგდნენ
მებრძოლები დასასვენებლად, ჩემ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ძებნა, თუ
ვის ჰქონდა კბილი ამოსაღები. ამ საქმეს იგი თავის ცხოვრებაში პირველად
აკეთებდა. აღმოჩნდნენ გამბედავნიც, თუმცა შემდეგ ნანობდნენ, რომ ჩეს
მიანდეს თავიანთი კბილები.
„გარდა იმისა, რომ არავითარი გამოცდილება არ მქონდა, – წერდა ჩე
შემდეგ, – ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებებიც არ გამაჩნდა. ამიტომ
„ფსიქოლოგიურ ანესთეზიას“ მივმართავდი ხოლმე, თუ რომელიმე მათგანი
ძალზე წუწუნებდა“.
ჩე მარტო პარტიზანებს კი არა, გლეხებსაც მკურნალობდა. იგი
მკურნალობდა ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მძიმე შრომისაგან
ნაადრევად დაბერებულიყვნენ; რაქიტით დაავადებულ ბავშვებს, ჭლექითა
და ავიტამინოზით დაავადებულ გლეხებს. არც ერთ მათგანს მანამდე ექიმი
არ ენახა. ჩემ იცოდა, რომ მათი განკურნება მარტო ექიმსა და წამალს არ
შეეძლო, რომ ამისათვის საჭირო იყო სოციალური პირობების ძირფესვიანი
გარდაქმნა, რათა ხალხი უმეცრებისა და ცრურწმენისაგან
100
განთავისუფლებულიყო. ჩეს ღრმად სწამდა, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო
და ცდილობდა, თავისი რწმენა ამხანაგებისათვის გადაედო...

101
პარტიზანული ცხარე დღეები

სიტყვის საუკეთესი განსახიერება საქმეა.


ხოსე მარტი

უვეროსთან გამარჯვებით მეამბოხეებმა დაამტკიცეს, რომ ბატისტას არმია


სულაც არ არის დაუმარცხებელი, რის შესახებაც ასე ხმამაღლა
გაჰყვიროდნენ ბატისტას რეჟიმის მომხრეები. თუმცა უვეროსთან ბრძოლის
მეორე დღეს არმიის მთავარსარდლობამ განაცხადა, მეამბოხეები,
რომლებიც „კორინთიიდან“ გადმოსხდნენ, გავანადგურეთ და ტყვედ
ჩავიგდეთო, მაგრამ მაინც იძულებული იყო, უვეროსთან დამარცხების
ნიშნად, საბრძოლო დროშები დაეხარა სამხედრო ბანაკ „კოლუმბიაში“.
გაცოფებულმა დიქტატორმა ბრძანა, ძალით ჩამოესახლებინათ გლეხები
სიერა-მაესტრას მთებიდან, რათა მეამბოხეებს ადგილობრივი
მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ ჰქონოდათ. მაგრამ გლეხებმა დიდი
წინააღმდეგობა გაუწიეს ხელისუფლების წარმომადგენლებს – ბევრი
მათგანი მეამბოხეთა რაზმში ჩაწერა, ან სხვადასხვა საშუალებით
ცდილობდნენ, პარტიზანებს დახმარებოდნენ. ისინი სურსათ-სანოვაგით
ამარაგებდნენ მეამბოხეებს, თვალყურს ადევნებდნენ მოწინააღმდეგის
სამხედრო საგუშაგოებს, მეამბოხეებს გზების გაგნებაში ეხმარებოდნენ
მაგრამ გლეხების ურთიერთობა მეამბოხეებთან რთული და
წინააღმდეობრივი პროცესი იყო. ყველა გლეხს როდი ესმოდა მეამბოხეთა
პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. მათი უმრავლესობა გაუნათლებელი
და ბნელი იყო. ზოგჯერ თუნდაც ერთი დაუკვირვებელი სიტყვა ან
დაუფიქრებელი ქცევა იყო საკმარისი მათი ნდობის დასაკარგავად.
გლეხთა იმჟამინდელ განწყობილებებზე შეიძლება ვიმსჯელოთ
პარტიზანული ბრძოლების ერთ-ერთი მონაწილის, ჟოელ იგლესიასის
მოგონებებით: „პირველად, როდესაც ჩვენ ამ რაიონში დავმკვიდრდით,
ძალზე ვიწრო იყო ნაცნობების წრე... შემდეგ თანდათან ჩვენ გარშემო
შემოიკრიბნენ გლეხები, რომელთა ნდობაც შეიძლებოდა. ეს ყველაფერი
ჩეს წყალობით მოხდა. მისმა გულღია ხასიათმა, გულწრფელმა
ურთიერთობამ გლეხებთან, მათთან საუბარმა თავისი გააკეთა, – ჩვენ მათი

102
ნდობა და პატივისცემა დავიმსახურეთ. მათ იცოდნენ, ვინც ვიყავით, მაგრამ
არც ერთ მათგანს არ დავუბეზღებივართ.
*
მთიელთა ნდობის მოპოვება მეამბოხეთა ქცევაზე იყო დამოკიდებული.
იმისათვის, რომ მეამბოხეთა დამოკიდებულება გლეხებთან სამაგალითო
ყოფილიყო, ჯერ თავად უნდა ჰქონოდათ წესრიგი, გაეწმინდათ თავიანთი
რიგები ანარქისტებისაგან, დეკლასირებული ელემენტებისაგან, რომლებიც
ყოველთვის აღმოჩნდებიან ხოლმე ასეთი მოძრაობაში, განსაკუთრებით
პირველ ეტაპზე.
ომის პირველ თვეებში დისციპლინა მეამბოხეთა ბანაკში მოიკოჭლებდა.
ამის შესახებ თავად ჩე მოგვითხრობს თავისი მოგონებების ერთ-ერთ თავში
„საგანგებო შემთხვევა“.
ჩე იმყოფებოდა იმ რაზმში, რომელსაც მეთაურობდა ლალო
სარდინიასი, გამოცდილი და მამაცი პარტიზანი, რომელიც ამხანაგებს
ძალიან უყვარდათ. რაზმში შექმნეს დისციპლინის დამცველი კომისია,
სამხედრო ტრიბუნალის უფლებებით. ერთხელ მებრძოლთა ჯგუფმა ამ
კომისიის წევრთა გამასხარავება მოინდომა. მათ გამოიძახეს კომისიის
წევრები, ვითომდა სასწრაფო საქმეზე, ბანაკიდან მოშორებით. ძვირად
დაუჯდათ მათ ეს ხუმრობა, – ისინი დააპატიმრეს. ლალო სარდინიასმა
თავად დაკითხა დამნაშავეები. დაკითხვის დროს მან ერთ-ერთ მებრძოლს
პისტოლეტი ჩაარტყა. პისტოლეტი მოულოდნელად გავარდა და
მებრძოლი მოკლა. ფიდელის ბრძანებით, ლალო სარდინიასი
დააპატიმრეს. დაიწყო გამოძიება, მოწმეთა დაკითხვა, ერთნი ამბობდნენ,
მკვლელობა განზრახ არის ჩადენილიო, მეორენი შემთხვევითობას
მიაწერდნენ. მაგრამ როგორც უნდა ყოფილიყო, მეთაურის თვითნებური
ანგარიშსწორება ხელქვეითისადმი მაინც დაუშვებელია.
რაზმში ფიდელი მოვიდა. მოწმეთა დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა.
ბევრი მოითხოვდა ლალო სარდინიასის სიკვდილით დასჯას. ჩე თავისი
მგზნებარე სიტყვით ასეთი დასჯის წინააღმდეგი გამოვიდა, მაგრამ მისმა
სიტყვამ მაინც ვერ გადააჯერა სარდინიასის მოწინააღმდეგენი.
შუაღამე მოახლოვდა, დისკუსია კი ისევ გრძელდებოდა. ბოლოს სიტყვა
ფიდელმა მოითხოვა. იგი დიდხანს და მხურვალედ ლაპარაკობდა, უხსნიდა
მებრძოლებს, თუ რატომ არ უნდა დაესაჯათ სარდინიასი სიკვდილით. იგი
103
საუბრობდა მეამბოხეთა უდისციპლინობაზე, ყოველდღიურ შეცდომებზე,
ცდილობდა, აეხსნა ამ შეცდომების მიზეზები. ბოლოს აღნიშნა, რომ ლალო
სარდინიასი იმსახურებდა მკაცრ სასჯელს, მაგრამ იგი დისციპლინას იცავდა
და ეს არ უნდა დავივიწყოთო. ფიდელის ძლიერმა ხმამ, მგზნებარე სიტყვამ,
მისმა გარეგნობამ და ღამის კოცონით განათებულმა მიდამომ
მებრძოლებზე ძლიერ იმოქმედა და იმათაც კი, სარდინიასის სიკვდილით
დასჯას რომ მოითხოვდნენ, თანდათან ფიდელის მხარე დაიჭირეს.
როდესაც განაჩენს კენჭი უყარეს, აღმოჩნდა, რომ 146 მებრძოლიდან 76-მა
ხმა მისცა სარდინიასის ჩამოქვეითებას, 70-მა კაცმა მისი დახვრეტა
მოითხოვა.
ლალო სარდინიასი ჩამოაქვეითეს და მის ადგილზე ფიდელმა კამილო
სიენფუეგოსი დანიშნა.
მეამბოხენი არა მარტო დისციპლინის განმტკიცებისათვის იბრძოდნენ,
ისინი ებრძოდნენ სხვადასხვა ჯურის ბანდებსაც, რომლებიც რევოლუციის
სახელით გლეხებს ძარცვავდნენ და, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობდნენ
ბატისტას ხელისუფლებას. ერთ-ერთი ასეთი ბანდის განადგურება კამილო
სიენფუეგოსის რაზმს დაევალა. თუ როგორ შეასრულეს ეს დავალება, ამის
შესახებ ჩე წერს თავისი მოგონებების ერთ თავში „ბანდიტებთან ბრძოლა“.
სიერა-მაესტრას მთებში ერთიანი და მტკიცე რევოლუციური წესრიგის
დამყარება არც ისე იოლი იყო. მოსახლეობის ძალზე დაბალი
პოლიტიკური შეგნება მძიმე და შრომატევად აღმზრდელობით მუშაობას
მოითხოვდა. ირგვლივ ბატისტას ხალხი ტრიალებდა. მეამბოხენი ბატისტას
არმიის თავდასხმის მუდმივ მოლოდინში იყვნენ.
ერთ-ერთ მთიან რაიონში ბანდიტთა მრისხანე ბანდა მოქმედებდა. ეს
ბანდა ძარცვავდა და აპარტახებდა გლეხთა კარ-მიდამოებს. ბანდის
უფროსი იყო ვინმე ჩანგი, ეროვნებით ჩინელი. სხვათა შორის, კუბაში იმ
დროს ჩინური წარმოშობის 100 ათასამდე კაცი ცხოვრობდა. რევოლუციურ
ლოზუნგებს ამოფარებული ეს ბანდიტები ძალადობით, მკვლელობით,
ძარცვითა და თვითნებობით შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობას.
მეამბოხეებმა გაანადგურეს ეს ბანდა. ისინი რევოლუციურმა ტრიბუნალმა
გაასამართლა. ჩანგი დახვრიტეს, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვაგვარად
დასაჯეს. სამი ახალგაზრდა ამ ბანდიდან მეამბოხეებს შეუერთდა და
შემდგომ თავი გამოიჩინეს სიმამაცითა და კეთილსინდისიერებით.
104
„იმ მძიმე დღეებში, – წერს ჩე, – საჭირო იყო მტკიცე ბრძოლა
რევოლუციური დისციპლინის ყოველგვარი დარღვევის წინააღმდეგ, რომ
აღგვეკვეცა ყოველგვარი ანარქია განთავისუფლებულ რაიონებში“.
მეორე პრობლემა, რომელიც ასევე გადაუდებელ ზომებს ითხოვდა,
დეზერტირობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. დეზერტირობდნენ არა მარტო
ქალაქის მცხოვრები პარტიზანები, რომლებიც სიძნელეებს უშინდებოდნენ,
არამედ გლეხებიც. ჩე გვიამბობს, თუ როგორ დახვრიტეს
დეზერტირობისათვის მისი რაზმის ერთ-ერთი მებრძოლი: „მე შევკრიბე
მთელი ჩემი რაზმი მთის თხემზე, სწორედ იქ, სადაც ტრაგედია
დატრიალდა, ავუხსენი მებრძოლებს, თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის
დეზერტირობა და რატომ უნდა დაისაჯოს სიკვდილით ის, ვინც
რევოლუციას უღალატებს. მდუმარედ ჩავუარეთ იმ კაცის გვამს, რომელმაც
გვიღალატა და თავისი საგუშაგო დატოვა. მებრძოლებზე ძალიან იმოქმედა
სიკვდილით დასჯამ. ალბათ ბევრ მათგანზე რაღაც პირადი გრძნობები
დეზერტირობისადმი და სუსტი პოლიტიკური შეხედულებები უფრო ახდენდა
გავლენას, ვიდრე რევოლუციის ღალატი. არაა სავალდებულო
დეზერტირის გვარის დასახელება... ვიტყვი მხოლოდ, რომ იგი იყო
უბრალო, ჩამორჩენილი სოფლელი ახალგაზრდა, ამ მხარის მკვიდრი“.
მეამბოხეთა რევოლუციური შეგნების ჩამოყალიბება რთული და ძნელი
საქმე იყო. სიერა-მაესტრას „პარტიზანულ სკოლაში“ ყველა სწავლობდა,
მოსწავლეცა და მასწავლებელიც.
ჩეს ყველაზე მეტად გლეხების სამყარო იტაცებდა. ფაქტობრივად,
გლეხები იყვნენ პირველი „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“,
რომლებიც ჩემ საკუთარი თვალით იხილა, და რომლებთანაც მას
ურთიერთობა ჰქონდა. ჩეს ისინი შეუყვარდა. გლეხების დახმარების გარეშე
მეამბოხენი არათუ ვერ გაიმარჯვებდნენ, ცოტა ხნითაც კი ვერ
მოიკიდებდნენ ფეხს მთებში. ასევე, გლეხებსაც სჭირდებოდათ მეამბოხენი,
რომელთა გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული მათი შემდგომი ცხოვრება,
მათი მომავალი. ნდობა რომ მოეპოვებინათ, მეამბოხეებს არა მარტო
სიტყვით, საქმითაც უნდა დაემტკიცებინათ ეს მეგობრობა. მეამბოხენი ამას
აკეთებდნენ – ისინი გლეხების უფლებებს იცავდნენ. მკურნალობდნენ და
წერა-კითხვას ასწავლიდნენ მათ.

105
ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც 1958 წლის აპრილში სიერა-მაესტრას
მთებში მეამბოხეებთან იყო, ჩემ უთხრა: – ბევრი რამ, რასაც ახლა
ვაკეთებთ, ადრე ოცნებაშიც კი ვერ წარმოგვედგინა. შეიძლება ითქვას,
რევოლუციონერები რევოლუციური პროცესების დროს გავხდით. ჩვენ აქ
იმისთვის მოვედით, რომ ტირანი დავამხოთ, მაგრამ აქ აღმოვაჩინეთ
გლეხთა ფართო ზონა, ჩვენი ბრძოლის მტკიცე საყრდენი. ეს ზონა კუბის
განთავისუფლებისათვის ყველაზე საჭირო ზონაა. უარვყავით დრომოჭმული
დოგმები და ორთოდოქსალური შეხედულებები და გლეხობას დახმარება
და მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ არა ფუჭსიტყვაობითა და ფუყე ფრაზებით,
როგორც ამას ადრე ფსევდორევოლუციონერები აკეთებდნენ, არამედ
ნამდვილად და ქმედითად დავეხმარეთ.
*
ბრძოლის ინტერესები ხშირად ითხოვდა მკაცრ და გადამწყვეტ ზომებს,
მაგრამ ეს, ამავე დროს, გამარჯვების ის საფასური იყო, რომლის გარეშეც
წარმოუდგენელია ნამდვილი რევოლუცია. აქ მხედველობაში მარტო
ადამიანებთან დამოკიდებულება როდი გვაქვს. აი, როგორ აღწერს ჩე
პარტიზანთა ყოველდღიურ ცხოვრებას: „სიერა-მაესტრას ძნელ პირობებში
ეს იყო ბედნიერი დღე. აგუა-რევესის ველზე ჩვენ ყურადღებით
ვადევნებდით თვალს სანჩეს მოსკერას ჯარისკაცებს. ეს თავზეხელაღებული
მკვლელი ძარცვავდა და წვავდა რანჩოებსა და გლეხთა კარ-მიდამოებს.
ჩვენ კი, ამის შემყურენი, აღშფოთებული ვიყავით. მოწინააღმდეგე ჩვენკენ
მოიწევდა და იძულებული იყო, ზევით, მთებისკენ წამოსულიყო იმ სამი
გადასასვლელიდან ერთ-ერთით, რომლებიც ამ ადგილებში მდებარეობდა.
ამ გადასასვლელებს კამილო იცავდა. მოწინააღმდეგე შეიძლებოდა,
ნევადის გასასვლელითაც წამოსულიყო, ან იმ გასასვლელით, რომელსაც
ახლა სიკვდილის კარს ეძახიან.
კამილო თავისი 12 ჯარისკაცით სასწრაფოდ გამოვიდა მტერთან
შესახვედრად. ეს თორმეტი მებრძოლიც უნდა გაენაწილებინა, რომ ყველა
გასასვლელი დაეკავებინა და შებრძოლებოდა მოწინააღმდეგის რაზმს,
რომელშიც ასი ჯარისკაცი მაინც იყო. ჩემი ამოცანა იყო, ზურგიდან
დავსხმოდი მტერს და ალყაში მომექცია. ამიტომ ვცდილობდი, უკან
უხმაუროდ მივყოლოდით სანჩეს მოსკერას რაზმს და თანდათან ალყა
შეგვევიწროებინა. ზუსტად არ ვიცოდით, რამდენი ჯარისკაცი ჰყავდა
106
მოსკერას. მტერს საშუალება მივეცით, ნორმალური გზებით ევლო, ხოლო
ჩვენ კლდე-ღრეში მივიკვლევდით გზას, რათა მტერი უფრო ღრმად
შეგვეტყუებინა.
ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყო, რომ არ გამომტყვრალიყო ჩვენი
მუდმივი მეგზური, – მეძებარი ლეკვი. თუმცა ფელიქსი უჯავრდებოდა ლეკვს
და ჩვენი ბაზისკენ აგდებდა, სადაც მზარეულებიღა დარჩნენ, მაგრამ ლეკვი
მაინც მოგვდევდა. უგზოობის გამო სიერა-მაესტრას ეს რაიონი ძნელად
სავალია. ალაგ-ალაგ გვერდს რომ ვერ ვუვლიდით ხშირ და ეკლიან
ბუჩქებს, თავზე გადავევლებოდით ხოლმე და თანაც ვცდილობდით,
უხმაუროდ მივყოლოდით კვალში ჩვენს „სტუმრებს“. უცებ ლეკვის ღრენა და
ყეფა გაისმა, თურმე ეკლიან ბუჩქნარში გაჩხერილიყო და საშველად
გვიხმობდა. რომელიღაც მებრძოლმა ლეკვი გამოიყვანა და გზა
განვაგრძეთ. მაგრამ როცა მდინარის პირას ვისვენებდით, ხოლო ერთ-
ერთი ჩვენგანი მტრის გადაადგილებას ადევნებდა თვალს, სწორედ ამ
დროს ლეკვიც აყეფდა. საწყალმა ალბათ იფიქრა, მიმატოვებენ ამ ტყე-
ღრეშიო და რაც შეეძლო, აყეფდა და გაუთავებლად ყეფდა. მახსოვს, რა
მკაცრად ვუბრძანე ფელიქსს: „ჩააწყვეტინე ხმა, დაახრჩვე! ყეფა უნდა
შეწყდეს!“ ფელიქსმა გაკვირვებით შემომხედა, შემდეგ კი ბრძანების
აღსრულებას შეუდგა. ლეკვს კისერზე მარყუჟიანი თოკი შემოაბა და ნელ-
ნელა მოქაჩა. ლეკვი პირველად მხიარულად აქიცინებდა კუდს, მაგრამ
შემდეგ საწყალი უმწეოდ აფხარკალდა და ბოლოს სულ მიწყნარდა. არ
ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს უმოწყალო პროცესი, მაგრამ ყველას
მოგვეჩვენა, რომ დიდი დრო გავიდა.
გზა განვაგრძეთ. ამ ამბის შემდეგ სიტყვა არავის დასცდენია. სანჩეს
მოსკერას რაზმს უკვე საკმაოდ ჩამოვრჩით. მერე სროლის ხმაც გავიგონეთ.
სწრაფად დავეშვით კლდეებიდან ძირს. ხელსაყრელ გზებს ვეძებდით, რომ
რაც შეიძლება მივახლოვებოდით მოწინააღმდეგეს. ყველაფრიდან ჩანდა,
მტერი კამილოს მებრძოლებს შეეჩეხა. სროლა ხშირი იყო, მაგრამ
ხანმოკლე. ყველანი დაძაბული ვიყავით და მტერზე თავდასხმის
მოლოდინში წინ მივიწევდით. საკმაო შრომა დაგვჭირდა, რომ იმ ქოხამდე
მიგვეღწია, სადაც ჩვენი ანგარიშით შეტაკება უნდა მომხდარიყო, მაგრამ იქ
არავინ აღმოჩნდა. ორი მზვერავი ვაფრინეთ წინ. მალე მობრუნდნენ და
გვამცნეს, მხოლოდ ერთი გვამი ვიპოვეთ და მოკლულის საბუთები
107
გადმოგვცეს. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ შეტაკება მომხდარიყო და
ჩვენებს ერთი ჯარისკაცი მოეკლათ, სხვა – არაფერი.
შერცხვენილები უკან გამოვბრუნდით. დავზვერეთ მიდამო და თხემის
ორივე მხარეს აღმოვაჩინეთ ნაფეხურები. დიდხანს ვბრუნდებოდით უკან.
საღამოხანს ერთ ცარიელ ქოხამდე მივაღწიეთ. ეს იყო ფერმა მარ-
ვერდე. აქ შევჩერდით დასასვენებლად. გოჭი დავკალით და ცეცხლზე
შემოვდგით. ერთმა ჩვენმა მებრძოლმა ქოხში გიტარა აღმოაჩინა და
ვიღაცამ სიმღერაც შემოსძახა. იმიტომ, რომ სიმღერა იყო ერთობ
ნაღვლიანი, თუ ძალზე დაღლილები ვიყავით, არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ
კი მოხდა. ფელიქსმა ძვალი ისროლა, ძვალს ამ ქოხის პატრონის ძაღლი
დასწვდა და ღრღნა დაუწყო. ფელიქსი ძაღლს მოეფერა, თავზე ხელი
გადაუსვა. ძაღლი ფელიქსს უყურებდა, ხოლო ფელიქსი მე. ორივემ
დამნაშავედ ვიგრძენით თავი. ყველანი გაჩუმდნენ. უცებ ყველანი
დავსევდიანდით, ჩვენ თვალებში მშვიდად შემოგვყურებდა სხვა ძაღლი, –
ჩვენ მიერ მოკლული, – და ამ თვალებში საყვედური ამოვიკითხეთ“.
ამერიკელი პროპაგანდისტები ყოველნაირად ცდილობდნენ, ჩე ბრმა
ფანატიკოსად, მტრის სისხლს დახარბებულ მკაცრ, უგულო პიროვნებად
დაეხატათ. ისინი ყველაფერს საკუთარი და თავიანთი მოკავშირეების
საზომით ზომავდნენ. ჩე ჰუმანური და კეთილშობილი მებრძოლი იყო. იგი
სამედიცინო დახმარებას უპირველესად დატყვევებულ მებრძოლებს
აღმოუჩენდა ხოლმე და მკაცრად ადევნებდა თვალყურს, ვინმეს არ
შეებღალა მათი ღირსება. როგორც წესი, ტყვეებს ისინი ათავისუფლებდნენ
ხოლმე. ჩე ძალიან განიცდიდა მებრძოლი ამხანაგების დაღუპვას. მაგრამ
მებრძოლი მაინც მებრძოლია, – იგი მამაცურად უნდა შეეგებოს საკუთარ
სიკვდილს და მტკიცე და შეუდრეკელი იყოს ამხანაგის სიკვდილის
მიმართაც. ამ სიკვდილზე პასუხი ერთია – შურისძიება. მეთაური ყოველთვის
და ყველაფერში მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.
მაგრამ იყო დღეები, როცა ჩეს რკინისებური ნებისყოფაც უძლური
აღმოჩნდა სიკვდილის წინაშე. ერთ-ერთი გლეხი იგონებს: „როდესაც სირო
რედონდოს სიკვდილი აცნობეს, საოცარი და საშინელი რამ მოხდა. მე არ
მეგონა, თუ ჩეს ტირილი შეეძლო, მაგრამ იმ დღეს მან თავი ვერ შეიკავა,
მწუხარებამ დასძლია... მე ვხედავდი კლდეზე მიყრდნობილი, თვალებზე
ხელებაფარებული ,ხმამაღლა როგორ ქვითინებდა...“
108
*
1957 წლის ივნისის დასაწყისში მეამბოხეთა რაზმები ფიდელ კასტრომ
ორ კოლონად დაყო. პირველ კოლონას, რომელიც ხოსე მარტის სახელს
ატარებდა, ფიდელი თავად ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე კოლონის
მეთაურად ჩე დანიშნეს, რომელმაც, საერთო აღიარებით, ბრწყინვალე
სამხედრო უნარი გამოამჟღავნა.
ჩეს კოლონა, რომელშიც 75 მებრძოლი ირიცხებოდა, სამი რაზმისაგან
შედგებოდა. რაზმების მეთაურები იყვნენ: ჩვენთვის უკვე ცნობილი ლალო
სარდინიასი, სირო რედონდო და რამირო ვალდესი.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა მეამბოხეთა მეთაურები ხელს აწერდნენ
ფრანკ პაისისადმი მიწერილ სამადლობელ წერილს, ფიდელმა უთხრა ჩეს:
„ხელი მოაწერე, როგორც მაიორმა“. ასე მიენიჭა კაპიტან ჩეს მეამბოხეთა
არმიის უმაღლესი სამხედრო წოდება. „პატივმოყვარეობამ, რომელიც
რაღაც დოზით ყველა ჩვენგანს აქვს, იმ დღეს მე ყველაზე ბედნიერ
ადამიანად მაქცია დედამიწაზე“, – იგონებდა ჩე. სელია სანჩესმა, რომელიც
გენერალური შტაბის საველე კანცელარიის უფროსი იყო, ჩეს მაჯის საათი
აჩუქა და პატარა ხუთქიმიანი ვარსკვლავი მიაბნია შავ ბერეტზე.
მეამბოხეთა საბრძოლო წარმატებებმა აიძულა ბატისტას ხელისუფლების
ოპოზიციაში მდგომი ბურჟუაზია, ფიდელ კასტროსთან პირდაპირი კონტაქტი
დაემყარებინა. 1957 წლის ივლისში ფელიპე პასოსი და რაულ ჩიბასი, ეს
ბურჟუაზიული პოლიტიკის „პრიმადონები“, – როგორც მათ ჩე უწოდებდა,
სიერა-მაესტრაში ჩამოვიდნენ. პასოსი პრეზიდენტ პრიო სოკარასეს დროს
სახელმწიფო ეროვნული ბანკის დირექტორი იყო, ხოლო რაულ ჩიბასი –
„ორთოდოქსების“ პარტიის ლიდერი. ფიდელმა მათთან ერთად ხელი
მოაწერა რევოლუციური სამოქალაქო ფრონტის მანიფესტს. მანიფესტი
მოითხოვდა ბატისტას გადადგომას, დროებითი პრეზიდენტის დანიშვნას
(პასოსი ამ პოსტის პრეტენდენტი იყო), საყოველთაო არჩევნებს და
აგრარული რეფორმის განხორციელებას.
ჩე უკეთებდა კომენტარს ამ შეთანხმებას და წერდა: „ჩვენ ვიცოდით, რომ
ეს პროგრამა-მინიმუმი იყო, რომელიც ზღუდავდა ჩვენს ღონისძიებებს,
მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ სიერა-მაესტრადან ჩვენი გავლენა მეტის
საშუალებას არ იძლეოდა. აი, ამიტომ იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში
ჩვენ ვეყრდნობოდით „მეგობრებს“, რომლებიც ცდილობდნენ, რაც
109
შეიძლება მეტად გამოეყენებინათ ჩვენი სამხედრო ძალა და ფიდელ
კასტროსადმი ხალხის ნდობა თავიანთი უსინდისო ინტრიგებისა და,
უპირველესად, კუბაში იმპერიალიზმის გასაძლიერებად“.
ამასობაში ბატისტას არმია და პოლიცია ზედიზედ მარცხდებოდა სიერა-
მაესტრას მთებში. ხელისუფლებამ სულ კიდევ უფრო გააძლიერა ტერორი
ქალაქებსა და სოფლებში. 1957 წლის 30 ივლისს პოლიციამ სანტიაგოს
ერთ-ერთ ქუჩაზე ფრანკ პაისი და მისი ძმა მოკლა. ამ ამბავთან
დაკავშირებით მთელი სანტიაგოს მოსახლეობა გაიფიცა, მაგრამ
ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომებით ჩაახშო მათი პროტესტი.
1957 წლის 5 წექტემბერს ქალაქ სიენ-ფუეგოსში სამხედრო-საზღვაო
ბაზის მეზღვაურები აჯანყდნენ. აჯანყებას ოპოზიციაში მდგომი ოფიცრები
ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც ბატისტას დამხობა მხოლოდ იმიტომ
სურდათ, რომ უფრო არ გაღრმავებულიყო საერთო-სახალხო მოძრაობა.
მაგრამ ეს აჯანყებაც დამარცხდა. ბატისტას ჯალათები სასტიკად
გაუსწორდნენ სახალხო-სოციალისტური პარტიის წევრებს, რომლებიც
დაუღალავად იბრძოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყოველნაირად
ეხმარებოდნენ ფიდელ კასტროს მებრძოლებს.
„მუშაობა, რომელსაც ჩვენი პარტიის წევრები და სოციალისტური
ახალგაზრდობის კავშირი ეწეოდა არალეგალურ პირობებში, ჩვენგან
მოითხოვდა პრინციპულობას, სიმამაცესა და მტკიცე ნებისყოფას. პატიმრებს
ჯოჯოხეთურად აწამებდნენ, ხოლო ბევრი მხეცურად ამოხოცეს“, – წერდა
1959 წელს კუბის სახალხო-სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი
ბლას როკა.
„ტერორისტულმა აქტებმა, – წერს მექსიკელი პუბლიცისტი მარიო ხილი,
– გაუგონარმა ტანჯვა-წამებამ, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტამ
ცეცხლოვან კუნძულად გადააქცია კუბა. ერთი მხრივ, მოქმედებდა კარგად
შეიარაღებული ბატისტური დიქტატურა, რომელსაც ამერიკის შეერთებული
შტატები უჭერდა მხარს, ხოლო მეორე მხრივ – ხალხი, არაორგანიზებული,
მაგრამ ბატისტას რეჟიმის სიძულვილით ერთ მთლიან ძალად შეკრული.
ხალხი ტერორით რომ ვერ გატეხა, ბატისტამ ყველაზე ბინძურ საშუალებას
მიმართა: დიდი ჯილდო დააწესა ფიდელ კასტროს მოკვლისათვის. მთელი
ორიენტეს პროვინცია ასეთი შინაარსის განცხადებებით მოჰფინეს:
„ვაცხადებთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რაიმე
110
მნიშვნელოვანი ცნობა მოგვაწოდოს, რომელიც დაგვეხმარება
აჯანყებულთა წინააღმდეგ ოპერაციის წარმატებაში, დაჯილდოვდება იმისდა
მიხედვით, თუ რა მნიშვნელობის იქნება ესა თუ ის ცნობა. ნებისმიერ
შემთხვევაში, ჯილდო 5 000 პესოზე ნაკლები არ იქნება. ჯილდოს
რაოდენობა 5 000-დან 100 000 პესომდეა. უმაღლესი ჯილდო – 100 000
პესო გადაეცემა მას, ვინც ფიდელ კასტროს თავს მოიტანს.
შენიშვნა: ყველას ვინაობას, ვინც კი ცნობას მოგვაწვდის, საიდუმლოდ
შევინახავთ სამუდამოდ“.
მაგრამ ასეთი ჯილდოს მაძიებელიც ვერ იპოვა ბატისტამ...
პოლიციელთა დევნისა და ტანჯვა-წამებისაგან რომ თავი დაეღწიათ,
ბატისტას ბევრი მოწინააღმდეგე სიერა-მაესტრაში გაიხიზნა და მეამბოხეებს
შეუერთდა. აჯანყებულთა კერები გაჩნდა აგრეთვე ესკამბრიას, სიერა-დელ-
კრისტალისა და ბარაკოას მთებში და რაიონებში.
„როდესაც ერთმანეთს ვადარებთ რევოლუციურ ბრძოლას ქალაქებში და
პარტიზანთა მოქმედებას, – წერდა ჩე, – ნათელია, რომ დესპოტური
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ფორმა უფრო ქმედითია და
მსხვერპლიც ნაკლები მოსდევს; მაშინ, როდესაც პარტიზანთა დანაკარგი
უმნიშვნელო იყო, ქალაქებში იხოცებოდნენ არა მარტო პროფესიონალი
რევოლუციონერები, არამედ რიგითი მებრძოლები და ქალაქის
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მათი არაორგანიზებულობის
შედეგია“.
ქალაქებში, წერდა ჩე, კარგად აწყობენ საბოტაჟს, მაგრამ კარგად
ორგანიზებულ საბოტაჟებს ცვლიდა სასოწარკვეთა, ხოლო სრულიად
უაზრო ტერორისტული აქტებისაგან ნადგურდებოდა მოსახლეობა,
იღუპებოდნენ ხალხის საუკეთესო შვილები, ზარალდებოდა საერთო-
სახალხო საქმე.
კუბელი ბურჟუაზიული მოღვაწენი იმედოვნებდნენ, სიერა-მაესტრას
მთებში მებრძოლთა ხარჯზე მოეპოვებინათ პოლიტიკური დივიდენდები.
ოქტომბერში ისინი მაიამიში შეიკრიბნენ და დაიწყეს იმ დათვის ტყავის
განაწილება, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მოკლული. დააარსეს
თავისუფლების საბჭო, მიიღეს მანიფესტი და ფელიპე პასოსი დროებით
პრეზიდენტად გამოაცხადეს. ამ პოლიტიკურ მანევრებში მონაწილეობდა

111
ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს აგენტი ჟიულ დიუბუა, რომელსაც
მჭიდრო კავშირი ჰქონდა მაიამელ შეთქმულებთან.
თავის საჯარო გამოსვლაში ფიდელ კასტრომ გამოააშკარავა
ბურჟუაზიული „პრიმადონების“ პოლიტიკური ინტრიგები. „ჩვენ მაშინ
მარტონი დავრჩით, – ამბობდა რევოლუციის შემდეგ ფიდელ კასტრო, –
მაგრამ ეს ნამდვილად ის შემთხვევა იყო, როცა უკეთესია მარტო ყოფნა“.
ამ პოლიტიკანების მიზნები აშკარა იყო: მათ სურდათ, მეამბოხეებისათვის
ხელიდან გამოეტაცათ გამარჯვება და, ბატისტას დამარცხების შემდეგ,
„დემოკრატიული წესრიგის“ რესტავრაცია მოეხდინათ. ფიდელ კასტრომ
მტკიცედ უარყო „მაიამის პაქტი“.
ჩემ მოიწონა ფიდელის პოზიცია. იგი ფიდელს სწერდა: „კიდევ ერთხელ
მოგილოცავ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, – შენი დამსახურება
მუდამ იქნება ის, რომ შენ დაამტკიცე შეიარაღებული ბრძოლის
შესაძლებლობა, ბრძოლისა, რომელიც ხალხის მხარდაჭერით
სარგებლობს. ახლა კი შენ დაადექი კიდევ უფრო არაჩვეულებრივ გზას,
რომელიც მასების შეიარაღებული ბრძოლის შედეგად გამარჯვებამდე
მიგიყვანს“.
1957 წლის ბოლოს მეამბოხეთა სამხედრო მდგომარეობა კიდევ უფრო
განმტკიცდა. ახლა უკვე ისინი ბატონობდნენ სიერა-მაესტრაში. ძალას
იკრებდნენ და ბარში არ ჩამოდიოდნენ.
მეამბოხეთა „მშვიდობიანი“ ცხოვრება, გვიამბობს თავის „ეპიზოდებში“ ჩე,
ძალზე მძიმე იყო. მებრძოლებს არ ჰყოფნიდათ სურსათ-სანოვაგე,
ტანსაცმელი და მედიკამენტები, ცუდად იყო საქმე იარაღის მხრივაც.
პოლიტიკური მუშაობის გასაშლელად აშკარად დადგა დღის წესრიგში
საკუთარი გაზეთისა და რადიოსადგურის საჭიროება.
პირველ ხანებში პარტიზანები, ვისაც სად და როგორ შეეძლო, ისე
შოულობდნენ სურსათ-სანოვაგეს, მაგრამ მალე საჭირო გახდა
ცენტრალიზებული მომარაგება. პარტიზანები გლეხებისაგან ყიდულობდნენ
ლობიოს, ბრინჯს და სხვადასხვა პროდუქტს. მედიკამენტებით მათ
იატაკქვეშელები ამარაგებდნენ, მაგრამ არარეგულარულად და თანაც არა
იმ რაოდენობითა და ასორტიმენტით, რაც საჭირო იყო.
მშვიდობიან შუალედებში ჩე ყოველნაირად ცდილობდა „ზურგის“
განმტკიცებას. აყალიბებდა სანიტარულ პუნქტებს, საველე ჰოსპიტლებს,
112
იარაღის სახელოსნოებს. ეს სახელოსნოები, მართალია, კუსტარული იყო,
მაგრამ მაინც ამზადებდნენ ფეხსაცმელს, პატრონტაშებს და სხვა წვრილმან
ნივთებს. ასეთ სახელოსნოში შეკერილი პირველი ქუდი ჩემ საზეიმოდ
გადასცა ფიდელ კასტროს.
ჩეს ინიციატივით შეიქმნა თამბაქოს მინიატურული ფაბრიკაც. სიგარეტები
დაბალი ხარისხის იყო, მაგრამ მებრძოლები მაინც სიამოვნებით ეწეოდნენ,
რადგან უკეთესი არ ჰქონდათ. ხორცს პარტიზანები მოღალატეებსა და
მდიდარ ფერმერებს ართმევდნენ, ხოლო ნაწილს ღარიბ გლეხებს
ურიგებდნენ ხოლმე.
ჩეს ინიციატივითა და რედაქტორობით მთებში გაზეთის გამოცემა
დაიწყეს. გაზეთს „ელ კუბანო ლიბრე“ დაარქვეს. მისი პირველი ნომერი
ხელნაწერი იყო, ხოლო შემდეგ ჰექტოგრაფზე ბეჭდავდნენ. გაზეთს ამ
სახელწოდებით მე-19 საუკუნის ბოლოს უშვებდნენ კუბის
თავისუფლებისათვის მებრძოლი პატრიოტები. გაზეთის პირველი ნომრის
გამოსვლასთან დაკავშირებით ჩე ფიდელ კასტროს სწერდა: „გიგზავნი
გაზეთს და მის პროგრამას. ვიმედოვნებ, მისი დაბალი ტექნიკური დონე
შოკში ჩაგაგდებს და რამეს დაგვიწერ. მეორე ნომრის მოწინავე სტატია
შაქრის ლერწმის პლანტაციებში ხანძრის მიზეზებს ეძღვნება. ამავე ნომერში
იქნება ნოდას სტატია აგრარული რეფორმის შესახებ, კიალას სტატია
„რეაქციის დანაშაულებრივი სახე“, ექიმის წერილი „როგორია კუბელი
გლეხის ცხოვრება“, რომეროს მიმოხილვა უკანასკნელი ამბებისა და ჩემი
წერილი, რომელშიც განმარტებულია გაზეთის სახელწოდება და ჩემივე
სტატია „არც ერთი ტყვია უმიზნოდ!“
მეამბოხეებმა პატარა რადიოგადამცემიც შეიძინეს. გადაცემების ხარისხი
თანდათან უმჯობესდებოდა, ხოლო 1958 წლის ბოლოს ეს რადიოსადგური
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო კუბაში.
მეამბოხეები კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ქალაქისა და
სოფლის მოსახლეობას. მცხოვრებლები საიდუმლო ბილიკებით მთებში
ამოდიოდნენ და ახალი ამბები ამოჰქონდათ.
ადგილობრივი გლეხები დაუყოვნებლივ ატყობინებდნენ ხოლმე
პარტიზანებს არა მარტო ბატისტას ჯარისკაცების გამოჩენის შესახებ,
არამედ ფხიზლად ადევნებდნენ თვალს მთებში გამოჩენილ ყველა უცხო
ადამიანს. მათი წყალობით ბევრი ჯაშუში და „ცნობისმოყვარე“ ალაგმეს.
113
„რაც შეეხება იმდროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას, – წერდა ჩე
„ეპიზოდებში, – ის ძალზე რთული იყო. ბატისტას დიქტატურა გამყიდველ
კონგრესს ეყრდნობოდა. მის ხელში იყო პროპაგანდის მძლავრი
საშუალებები. დღედაღამ მოუწოდებდნენ ხალხს ეროვნული ერთიანობისა
და თანხმობისაკენ...
ქვეყანაში არსებობდა მრავალი დიდი და მცირე ჯგუფი, რომლებიც
ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ. ამ ჯგუფების უმრავლესობა
საიდუმლოდ ცდილობდა, ხელისუფლების სათავეში მოსულიყო. მათ შორის
ბუზებივით ირეოდნენ ბატისტას ჯაშუშები, რომლებიც შესაბამისი
ინფორმაციით აღჭურვილი მიდიოდნენ იქ, სადაც ჯერ არს.
მიუხედავად ამ ჯგუფების ყაჩაღური მოქმედებისა, მათ შორის იყვნენ
ისეთი ადამიანებიც, რომელთა სახელებს დღემდე დიდი სიყვარულითა და
პატივისცემით წარმოთქვამს ხალხი. რევოლუციურმა დირექტორატმა,
თუმცა კი თანაუგრძნობდა ამბოხებას, მაგრამ მალე გაგვემიჯნა და თავისი
ლოზუნგები წამოაყენა, კუბის სახალხო-სოციალისტური პარტია მხარს
გვიჭერდა ზოგიერთ კონკრეტულ ღონისძიებაში. ორმხრივი უნდობლობა
ხელს უშლიდა ჩვენს საერთო მოქმედებას, ჩვენს გაერთიანებას.
თავად ჩვენს მოძრაობაშიც არსებობდა ორი აშკარად გამოკვეთილი
თვალსაზრისი ბრძოლასთან დაკავშირებით. სიერა-მაესტრას მთებში
მებრძოლნი ვთვლიდით, რომ საჭირო იყო პარტიზანული მოძრაობის კიდევ
უფრო გაშლა, შეიარაღებული ბრძოლით დიქტატორული აპარატის
მოსპობა სხვადასხვა რაიონში. ბარად მოქმედი რევოლუციონერები კი სხვა
პოზიციაზე იდგნენ, კერძოდ, ისინი გვთავაზობდნენ, დაგვეწყო ქვეყნის
ყველა ქალაქში მშრომელთა ორგანიზებული გამოსვლები, რომლებიც
თანდათან საერთო-სახალხო გაფიცვად გადაიქცეოდა, რის შედეგად
შესაძლებელი იქნებოდა ბატისტას რეჟიმის დამხობა.
მათი პოზიცია, ერთი შეხედვით, უფრო რევოლუციური მოეჩვენებოდა
კაცს, ვიდრე ჩვენი. ამ კონცეფციის დამცველთა პოლიტიკური დონე დაბალი
იყო... ორივე თვალსაზრისი თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობდა „26
ივლისის მოძრაობის“ ეროვნული ხელმძღვანელობის წევრთა შორის,
რომლის შემადგენლობა ბრძოლის პერიოდში ხშირად იცვლებოდა“...
აქვე მოვიყვანთ ნაწყვეტს ფიდელ კასტროს სიტყვიდან, რომელიც მან
წარმოთქვა 1968 წლის 9 აპრილს საგუა-ლა-გრანდეში: „სამართლიანობა
114
მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ბრძოლის ხასიათი და ის ვითარება,
რომ ბრძოლები სიერა-მაესტრაში დაიწყო და გადამწყვეტ ბრძოლებს
პარტიზანები აწარმოებდნენ, იყო იმის მიზეზი, რომ ხანგრძლივი დროის
მანძილზე მთელი ყურადღება, მთელი აღიარება და აღტაცება
კონცენტრირებული იყო მთებში მებრძოლი პარტიზანების გარშემო.
სამართლიანი არ ვიქნებით, თუ იმასაც არ აღვნიშნავთ, რომ ამ
მდგომარეობამ ერთგვარად გააფერმკრთალა იატაკქვეშა
რევოლუციონერთა მოძრაობის როლი, იმ ათასობით მამაცი ადამიანის
როლი, რომელიც იბრძოდა განსაკუთრებით მძიმე პირობებში.
აუცილებელია, აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენი რევოლუციური
მოძრაობის ისტორიაში არ იყო გამოკვეთილი არც პარტიზანული და არც
იატაკქვეშა მოძრაობის როლი. უეჭველია, ბევრი რევოლუციონერი
თვლიდა პარტიზანულ მოძრაობას რევოლუციის დროშად, რომელსაც უნდა
განემტკიცებინა მშრომელთა მისწრაფებები, მაგრამ საბოლოო გამარჯვება
მაინც საერთო აჯანყებას უნდა მოეტანა. რევოლუციური მოძრაობის დროს
სხვადასხვა თვალსაზრისი და კონცეფცია ჩვენის აზრით ბუნებრივია, რადგან
არავის არ შეეძლო გადაჭრით დაემტკიცებინა, თუ რომელი თვალსაზრისი
იყო უფრო სწორი. პირადად ჩვენ ორიენტაცია პარტიზანულ მოძრაობაზე
გვქონდა აღებული, მაგრამ თუკი პარტიზანულ მოძრაობაზე ადრე
რევოლუციური აჯანყებით შესაძლებელი იქნებოდა ბატისტას არმიის
წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დამარცხება, ჩვენ უყოყმანოდ
მივემხრობოდით აჯანყებულებს და მთელი სულითა და გულით
ჩავებმებოდით ასეთ ბრძოლებში. მე ის მინდა ვთქვა, რომ რევოლუციურ
პროცესებში შეიძლება იყოს სხვადასხვა ალტერნატივა და რომ ყოველთვის
მზად უნდა ვიყოთ, გამოვიყენოთ მათგან ნებისმიერი, რომელიც
გამარჯვებას შეუწყობს ხელს“.
ბატისტას დიქტატურის დამხობა იმიტომ ჭიანურდებოდა, რომ ამერიკის
შეერთებული შტატები დიქტატორს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო
დახმარებას უწევდა. ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ თუკი კუბაში
„თავიანთ კაცს“ ვერ შეინარჩუნებდნენ, იგი მისი მსგავსი ერთგული
მარიონეტით შეეცვალათ. ბატისტას მიერ გამოცხადებული კონსტიტუციის
თანახმად პრეზიდენტის არჩევნები 1958 წლის ბოლოს უნდა
ჩატარებულიყო. პრეზიდენტის პოსტზე ბატისტამ თავისი მთავრობის
115
პრემიერი რიკა აგუერო წამოაყენა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ
„არჩევნებში“ ეს კანდიდატურა „გაიმარჯვებდა“. ფიდელ კასტროსა და მის
თანამებრძოლებს დიდი მოქნილობა და ტაქტი სჭირდებოდათ, რომ
ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არ მიეცათ საბაბი, იარაღით
ჩარეულიყვნენ კუბის საშინაო საქმეებში და ერთი მარიონეტი მეორეთი
შეეცვალათ. ფიდელ კასტრომ ეს შეძლო, რადგანაც მან, როგორც ჩე
აღნიშნავდა, გამოამჟღავნა ბრწყინვალე პოლიტიკური ალღო. მან აჯობა
ვაშინგტონელ პოლიტიკურ სტრატეგებს. სიერა-მაესტრას მთებში
სოციალიზმზე და, მით უფრო, კომუნიზმზე არავინ ლაპარაკობდა. ამავე
დროს, მეამბოხეთა მიერ განხორციელებულ რადიკალურ რეფორმებს,
ისეთებს, როგორიცაა ტრანსპორტის, ელექტროკომპანიების და სხვა
საზოგადოებრივი დაწესებულებების ნაციონალიზაცია, ამერიკელები
მაინცდამაინც დიდი შიშით არ უყურებდნენ. კუბაში მყოფი ამერიკელი
სპეციალისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ღმერთი გაწყრება და
ფიდელ კასტრო გაიმარჯვებს, მასთანაც შესაძლებელი იქნება
„მოლაპარაკება“, ისევე, როგორც მანამდე ყველა ბურჟუაზიულ
რეფორმატორთან.
1958 წლის მარტში, კასტროს ბრძანებით, კოლონა, რომელსაც რაულ
კასტრო მეთაურობდა, სიერა-მაესტრადან ბარისკენ დაეშვა. მათ ხელთ
იგდეს რამდენიმე სატვირთო მანქანა, გადალახეს საბრძოლო ხაზი და
ორიენტეს პროვინციაში მეორე ფრონტი გახსნეს. იმავე დროს, მეორე
კოლონა ალმეიდას მეთაურობით, ორიენტეს აღმოსავლეთ ნაწილში
გამაგრდა და წარმატებით დაიწყო ბრძოლა.
1958 წლის 12 მარტს ფიდელ კასტროს ხელმოწერით გამოქვეყნდა „26
ივლისის მოძრაობის“ მანიფესტი, რომელიც 1 აპრილიდან კრძალავდა
ბატისტას მთავრობისათვის გადასახადების გადახდას, მოუწოდებდა არმიას,
მეამბოხეებს მიმხრობოდნენ და მათთან ერთად ებრძოლათ დიქტატორის
წინააღმდეგ. მანიფესტი მოუწოდებდა მოსახლეობას საერთო-სახალხო
გაფიცვისაკენ. გაფიცვა 9 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩაიშალა.
ამ გაფიცვებსა და შემდგომ პერიოდზე თავის „ეპიზოდებში“ ჩე იგონებს:
„დადგა 9 აპრილი და მთელი ჩვენი ბრძოლა ამაო აღმოჩნდა! „26 ივლისის
მოძრაობის“ ხელმძღვანელობა მასობრივი ბრძოლის პრინციპების
იგნორირებით შეეცადა, გაფიცვა მოულოდნელად დაეწყო. მათ
116
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს სროლა, რამაც მუშების
პროტესტი და ბევრი შესანიშნავი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. 9 აპრილი
სერიოზული მარცხი იყო, მან ოდნავადაც ვერ შეარყია ბატისტას რეჟიმი.
გარდა ამისა, როგორც კი ეს გაფიცვა ჩაახშეს, მთავრობას შესაძლებლობა
მიეცა, არმია თანდათან ორიენტეს პროვინციაში გადაესროლა და
მეამბოხეთათვის დაერტყა სიერა-მაესტრას მთებში. იძულებული ვიყავით,
თავდაცვაზე გადავსულიყავით. სულ უფრო მაღლა მივიწევდით მთებისკენ,
მტერი კი ჩვენ მიერ დატოვებულ პოზიციებზე მაგრდებოდა. ბატისტას
ჯარისკაცთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია. 25 მაისს ბატისტას არმია შეტევაზე
გადმოვიდა სოფელ ლას-მერსედესში, სადაც განლაგებული იყო ჩვენი
მოწინავე პოზიციები. ჩვენი ბიჭები თავგანწირვით იბრძოდნენ ორი დღის
განმავლობაში. ძალთა შეფარდება უთანასწორო იყო, – ერთ კაცზე 10-15
ჯარისკაცი მოდიოდა. გარდა ამისა, არმიამ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა
ნაღმტყორცნები, ტანკები და ავიაცია. იძულებული გავხდით, სოფელი
დაგვეტოვებინა. მოწინააღმდეგე უფრო ძლიერად გვიტევდა. ორთვე-
ნახევრის განმავლობაში მოკლულის, დაჭრილისა და დეზერტირის სახით
ბატისტას არმიამ ათასამდე კაცი დაკარგა. არმია თითქოს წელში გაწყდა,
მაგრამ იგი კვლავ დაუმარცხებელი იყო...
არმიამ არათუ ვერ დაიპყრო სიერა-მაესტრა, ვერ გაუსწორდა ორიენტეს
პროვინციაში მებრძოლ მეორე ფრონტსაც, რომელსაც რაულ კასტრო
მეთაურობდა. 1958 წლის მეორე ნახევარში მეორე ფრონტის მეამბოხეთა
ხელში იყო ორიენტეს პროვინციის 12 000 კვადრატული კილომეტრი. ამ
ტერიტორიაზე მოქმედებდა ახალი რევოლუციური წეს-წყობილება.
ტერიტორიაზე იყო 200 სკოლა, 300 მოსამზადებელი კლასი, 12
ჰოსპიტალი. ჰქონდათ თავიანთი რადიოსადგური, სატელეფონო ქსელი, 7
აეროდრომი, რევოლუციური ტრიბუნალი, საკუთარი გაზეთი. მოსახლეობას
შეუმცირეს გადასახადები, განახორციელეს აგრარული რეფორმა...“
არმიის უმწეობა დიქტატურის კრახის მომასწავებელი იყო. ზოგიერთი
მაღალი თანამდებობის პირი უკვე ცდილობდა, ბატისტას განდგომოდა და
თან თავიანთი პოსტებიც შეენარჩუნებინათ. ორიენტეში არმიის სარდალმა
გენერალმა კანტილიომ ფიდელს შესთავაზა, ბატისტა ჩამოეგდოთ და მის
ნაცვლად ახალი დიქტატორი აერჩიათ. გენერალს თავად სურდა ბატისტას
ადგილის დაკავება. ფიდელმა ჩესთან ერთად მიიღო კანტილიოს ელჩობა
117
და განაცხადა, რომ თანახმაა ერთი პირობით, თუ ხელისუფლებას
მთლიანად მეამბოხეებს გადასცემდნენ. მან კანტილიოს მოსთხოვა,
დაეპატიმრებინა ბატისტა და მისი მთავრობის წევრები სასამართლოსათვის
გადაეცა.
აგვისტოში მეამბოხეთა არა მარტო სამხედრო, პოლიტიკური
მდგომარეობაც კიდევ უფრო განმტკიცდა. სახალხო-სოციალისტურმა
პარტიამ მჭიდრო კავშირი დაამყარა მეამბოხეთა ხელმძღვანელობასთან.
სიერა-მაესტრაში ჩამოვიდნენ სახალხო-სოციალისტური პარტიის
პოლიტბიუროს წევრი კარლოს რაფაელ როდრიგესი და სხვა
კომუნისტები... ფიდელი და ჩე გულითადად შეხვდნენ მათ და ერთხმად
აღიარეს, რომ კომუნისტებთან ერთად უფრო და უფრო გააძლიერებდნენ
საერთო-სახალხო საქმისათვის ბრძოლას, თუმცა „26 ივლისის მოძრაობის“
ჯგუფში ჯერ კიდევ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კომუნისტებს ალმაცერად
უყურებდნენ.
ბატისტას ტირანიაზე გამარჯვების წუთები ახლოვდებოდა...

118
სანტა-კლარადან ჰავანისაკენ

უმაღლესი მთავარსარდლის, ფიდელ კასტროს ბრძანებიდან: – მაიორ


ერნესტო გევარას ევალება, – მეამბოხეთა კოლონა სიერა-მაესტრადან
გადაიყვანოს პროვინცია ლას-ვილიასში და იმოქმედოს აღნიშნულ
ტერიტორიაზე მეამბოხეთა არმიის სტრაგეგიული გეგმით.
სიერა-მაესტრა, 1958 წლის 21 აგვისტო, 21 საათი.

1958 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მეამბოხეთა არმიის


მთავარსარდალმა ფიდელ კასტრომ შეიმუშავა შეტევის გენერალური გეგმა,
რომლის მიხედვითაც ბოლო უნდა მოღებოდა ბატისტას ტირანიას. გეგმა
იყო ერთობ გაბედული, თითქმის თავხედური, მაგრამ პოლიტიკურად ნაღდი
და დასაბუთებული. მართალია, შეერთებული შტატების წყალობით,
ბატისტას ჯერ კიდევ ჰქონდა დიდი სამხედრო ძალა, – 20 000-იანი არმია,
მრავალგვარი სახის იარაღი, თვითმფრინავები და ტანკები, დაზვერვა და
კონტრდაზვერვა, „მაძებრები“ და დამბეზღებლები, ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს აგენტები და მილიონობით დოლარი, –
მეამბოხეებს კი რამდენიმე ასეული ცუდად შეიარაღებული მებრძოლი
ჰყავთ, მაგრამ მათ მაინც აქვთ გამარჯვების იმედი. დაუჯერებელია, არა?
არა, ამჯერად ვარაუდი სწორია, რევოლუცია სწორ გზაზე დგას.
ბატისტას სამხედრო ძალთა უპირატესობა უდავოა, მაგრამ იარაღი ხომ
ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, ბატისტას ჯარისკაცები კი უკვე მიხვდნენ,
რომ მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლა ძნელია და სარისკო. მათ უკვე
აღარ სურთ, ბატისტას შესწირონ სიცოცხლე და თავი ასე უაზროდ წააგონ.
ის კი არა, უკვე ოფიცრებიც ბუზღუნებენ, უკმაყოფილო არიან, ყველა
მარცხს ბატისტას აბრალებენ. ხალხი დაიღალა ამდენი ტერორითა და
ძალადობით, ძარცვა-გლეჯით, ხელისუფალთა თვითნებობით. უკვე
აღარავის სჯერა, რომ ბატისტას შეუძლია მართვის სადავეების შენარჩუნება.
არც ეკლესიის მსახურთ, პლანტატორებს და შაქრის ქარხნის მეპატრონეებს
მოსდით თვალში ეს უილაჯო დიქტატორი.
ძველ მოკავშირეებს აღარ სურთ ბატისტასთან ერთად ბრძოლა, მასთან
ერთად ფსკერზე დაშვება. უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ
წრეებშიც უარს ამბობენ „ჰავანაში ჩვენი კაცის“ დახმარებაზე. და მართლაც,
119
ვის სჭირდება ეს ყოფილი სერჟანტი, თუ მას უნარი არა აქვს, შეინარჩუნოს
„მშვიდობა და წესრიგი“ სიმდიდრით განთქმულ კუნძულზე...
მეამბოხეთა ძალები თანდათან იზრდება, – რიცხობრივად იმდენად არა,
რამდენადაც მორალურად. დღითი დღე მატულობს მოსახლეობის ყველა
ფენისა და განსაკუთრებით გლეხობის სიყვარული და პატივისცემა
მეამბოხეთა მიმართ. გელხობა ყველგან და ყველაფერში ეხმარება
მეამბოხეებს, გლეხებს სჯერათ, რომ მეამბოხეები მათი ნამდვილი
მეგობრები და მათი უფლებების ერთგული დამცველები არიან. ასევე
ფიქრობენ მუშები, სტუდენტები, ინტელიგენცია და ბურჟუაზიის სხვადასხვა
ფენა, თუმცა ბურჟუაზიას თავისი ანგარიშიც აქვს. მეამბოხეთა ბანაკში
მოდიან ეკლესიის მსახურნი, კუბელი და უცხოელი ჟურნალისტები. ზოგი
ჟურნალისტის სახელით ინიღბება, სინამდვილეში კი შეერთებული შტატების
სადაზვერვო სამმართველოს აგენტია და დავალებული აქვს, გამოარკვიოს
ფიდელ კასტროს რადიკალიზმი, განწყობილება, შეეძლება თუ არა
ვაშინგტონს მასთან ურთიერთობის დამყარება იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი
გაწყრა და ფიდელ კასტრომ გაიმარჯვა. ეს ფაქტი თავისთავად ადასტურებს
პარტიზანული მოძრაობის და მისი ბელადის, ამ მეოცე საუკუნის რობინ
ჰუდის, დიდ ავტორიტეტსა და პოპულარობას.
კონკრეტულად, როგორი იყო ფიდელ კასტროს სტრატეგიული გეგმა? ეს
გეგმა რაღაცით ჰგავდა წარსულში კუბელ პატრიოტთა საბრძოლო
მოქმედებას ესპანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ. გეგმის თანახმად,
ფიდელისა და რაულ კასტროს კოლონებს ალყა უნდა შემოერტყათ და
აეღოთ ქალაქი სანტიაგო. ხოლო კამილო სიენფუეგოსის კოლონას
საბრძოლო ოპერაციები უნდა დაეწყო კუნძულის დასავლეთ ნაწილში,
კერძოდ, პროვინცია პინარ-დელრიოში. და ბოლოს, ჩეს კოლონას
დაევალა, აეღო კუნძულის ცენტრალური პროვინცია ლას-ვილიასი და მისი
დედაქალაქი სანტა-კლარა, ხოლო შემდეგ დაძრულიყო ჰავანისაკენ.
დასავლეთიდან კი ჰავანას კამილო სიენფუეგოსის კოლონა უნდა
მოსდგომოდა.
ყველაზე ძნელი ამოცანა ჩეს დაეკისრა. მარტო იმიტომ კი არა, რომ
ლას-ვილიასში თავმოყრილი იყო მოწინააღმდეგის დიდი სამხედრო
ძალები, არამედ იმიტომაც, რომ ამ რაიონში მოქმედებდნენ ბატისტას
მოწინააღმდეგე სხვადასხვა ორგანიზაციის შეიარაღებული ჯგუფები. ეს
120
ჯგუფები ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ყოველი მათგანი ცდილობდა,
თავისი გავლენა მოეპოვებინა. ჩეს უნდა გამოენახა საერთო ენა ყველა ამ
დაჯგუფებასთან, ჩაექრო მათი ანტიკომუნისტური განწყობილება და
მიეერთებინა ისინი სახალხო-სოციალისტური პარტიის მებრძოლ
ძალებისათვის.
ფიდელის ბრძანებით, ჩე დაინიშნა „პროვინცია ლას-ვილიასში მოქმედ
მეამბოხეთა ყველა საბრძოლო ნაწილის მთავარსარდლად“. მას დაევალა
გადასახადების აკრეფა და სამხედრო დანიშნულებისამებრ გამოყენება,
პროვინციაში აგრარული კანონიერების, სისხლის სამართლისა და სხვა
სამოქალაქო კანონების გატარება, ადმინისტრაციულ და სამხედრო
ბრძანებათა კოორდინაცია იმ რევოლუციურ ძალებთან ერთად, რომლებიც
ამ დროს პროვინციაში მოქმედებენ. ადგილობრივი რევოლუციური ძალები
და მათი თანამოაზრენი უნდა გაეერთიანებინა და წარემართა საერთო
გზით.
ბრძანების მიღებისთანავე ჩემ თავისი კოლონა შეავსო პარტიზანთა
სკოლის კურსდამთავრებულებით (ეს სკოლა მან დააარსა და თვითონ
ხელმძღვანელობდა) და მათ ასე მიმართა: „მე არ მჭირდება ცხვრები,
რომლებსაც თვითმფრინავების ეშინიათ.“
მებრძოლებს დაურიგეს მთელი იარაღი, რაც კი იმჟამად პარტიზანებს
გააჩნდათ.
27 აგვისტოს ჩემ სოფელ ელ-ხიბაროში მეთაურები შეკრიბა და
შეატყობინა, რომ კოლონა ტოვებდა მთებს და საბრძოლო ოპერაციები
ბარში გადაჰქონდა. ამოცანის შესახებ დაწვრილებით არაფერი უთქვამს.
მეთაურებს მან ასე მიმართა: „შეიძლება, მებრძოლთა ნახევარი შეეწიროს
ამ ამოცანის შესრულებას, მაგრამ ყველანი რომ გავწყდეთ და ერთი მაინც
გადარჩეს, ესეც კი საკმარისია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც
გვავალებს უმაღლესი მთავარსარდალი ფიდელ კასტრო. ვისაც არ
შეუძლია ასეთ რისკზე წასვლა, სჯობს ახლავე დატოვოს კოლონა, –
ლაჩრად არ ჩავთვლით“. მთებში რამდენიმე კაცი დარჩა, დანარჩენები კი
მხარში ამოუდგნენ ჩეს.
პარტიზანები ფიქრობდნენ, რომ საბარგო ავტომანქანებს
გამოიყენებდნენ, როგორც ეს ადრე რაულ კასტრომ გააკეთა, და ოთხ
დღეში შევიდოდნენ პროვინცია ლას-ვილიასში. მაგრამ ჩეს არ გაუმართლა.
121
30 აგვისტოს ჩეს კოლონა სიერა-მაესტრადან ქვევით, მანსანილიოს
რაიონში დაეშვა. აქ მათ საბარგო მანქანები ელოდებოდათ, ხოლო
სახელდახელოდ მოწყობილ აეროდრომზე იარაღითა და მედიკამენტებით
დატვირთული თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო. თვითმფრინავი
ჩამოფრინდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ შეიტყო და არტილერიის ცეცხლი
დაუშინა აეროდრომსა და ახლომდებარე ტერიტორიას. მთელი ღამე
ქუხდნენ ქვემეხები. დილით მოწინააღმდეგე აეროდრომს მოადგა. ხელში
რომ არ ჩაეგდოთ, ჩემ ბრძანა, თვითმფრინავი დაეწვათ. ჩეს ბრძანებით
საბარგო მანქანებიც დაწვეს. მტერმა ხელში ჩაიგდეს ბენზინის გადასატანი
მანქანა და პარტიზანები საწვავის გარეშე დარჩნენ. ჩემ დასავლეთისაკენ
აიღო გეზი, მანსანილიოსა და ბაიამოს შორის მდებარე ცენტრალურ
გზატკეცილზე პარტიზანებმა ხელთ იგდეს რამდენიმე ავტომანქანა, მაგრამ
გამოყენება ვერ შეძლეს. ქარიშხალმა და კოკისპირულმა წვიმებმა ისე
დააზიანა გზები, ავტომანქანებით მგზავრობა შეუძლებელი გახდა.
„ავტომანქანებზე ხელი ავიღეთ, – იგონებს ჩე, – ვიშოვეთ რამდენიმე
ცხენი ბარგის გადასატანად და დავიძარით. ჩვენი მდგომარეობა დღითი
დღე უარესდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროვინცია ორიენტეს
მოსახლეობა ჩვენდამი კეთილად იყო განწყობილი. დიდი სიძნელეების
მიუხედავად, გადავლახეთ წვიმებისაგან ადიდებული რამდენიმე მდინარე.
ქანცგაწყვეტილ ცხენებს გზაში ვტოვებდით და მოსახლეობისაგან ახლებს
ვშოულობდით. შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, დასახლებული
ადგილებისათვის გვერდი აგვევლო“.
9 სექტემბერს ჩეს რაზმის ავანგარდი სოფელ ლა-ფედერალში მტრის
საგუშაგოს წააწყდა. თუმცა მეამბოხეებმა მტერი გაანადგურეს, – მოკლეს
ორი ჯარისკაცი, ხოლო ხუთი ტყვედ იგდეს, – პარტიზანებმაც დაკარგეს
ორი ჯარისკაცი, ხოლო ხუთი მძიმედ დაიჭრა. მტერმა იყნოსა და კვალში
ჩაუდგა პარტიზანებს.
მალე სიენფუეგოსის რაზმი ჩეს რაზმს შეუერთდა და ერთი ხანი ერთად
მიიწევდნენ წინ. ერთიანი ძალით გადალახეს ბატისტას ავიაციისა და ქვეითი
ჯარების წინააღმდეგობა, მაგრამ მათი გზები ისევ გაიყარა.
მტრისათვის შეუმჩნეველი რომ ყოფილიყვნენ, პარტიზანები
დაუსახლებელი, ჭაობიანი გზებით მიდიოდნენ. ამდენ გასაჭირს ისიც
დაემატა, რომ დაღლილ-დაქანცულ ადამიანებს პირდაპირ რისხვად
122
მოევლინა ჭაობის მსხვილი კოღოები, რომელთაგანაც თავის დაცვა უფრო
ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მტრის შეტევისაგან.
ერთ საღამოს მეამბოხეებმა რადიოთი მოისმინეს გენერალური შტაბის
უფროსის, გენერალ ტაბერნილის გამოსვლა, არმიამ გაანადგურა „ჩე
გევარას ხროვაო“. ამ დატრაბახებამ პარტიზანები გამოაცოცხლა, მაგრამ
მათი მძიმე განწყობილება მაინც არ შეცვლილა.
„სასოწარკვეთა, – წერს ჩე, – თანდათან ეუფლებოდა მებრძოლებს.
შიმშილმა და წყურვილმა, მოწინააღმდეგის ძალთა უპირატესობამ, რაც
დღითი დღე საგრძნობი ხდებოდა, რაც მთავარია, სახსრებისა და ფეხების
საშინელმა დაავადებამ, რომელსაც გლეხები „მასამორას“ ეძახიან, ქანცი
გამოგვაცალა და მოხეტიალე აჩრდილებად გვაქცია. წინსვლა ძალიან
გვიჭირდა. დღითი დღე უარესდებოდა მებრძოლთა ფიზიკური
მდგომარეობა. ცუდად ვიკვებებოდით.
ყველაზე საშინელი დღე მაშინ დაგვადგა, როცა ბარაგუას რაიონში
მტრის ალყაში მოვექეცით. აქოთებულ ჭაობიან ადგილებში შეგვრეკეს,
სასმელი წყალიც არ გვქონდა. ავიაცია წამდაუწუმ თავს გვესხმოდა. არც
ერთი ცხენი არ გვყავდა, ქანცგაწყვეტილი და დაჭრილი მებრძოლები
უსაფრთხო ადგილებში რომ გადაგვეყვანა. ჩვენი მდგომარეობა მართლა
კატასტროფული იყო მანამ, სანამ დიდი გაჭირვებით მტრის ალყას
გავარღვევდით და ხუკაროდან მორონისაკენ მიმავალ ისტორიულ ბილიკს
დავადგებოდით. ეს ადგილები იმიტომაა ისტორიული, რომ გასულ
საუკუნეში სწორედ აქ ებრძოდნენ კუბელი პარტიზანები ესპანელებს. ცოტა
სული მოვითქვით თუ არა, საშინელი თავსხმა დაიწყო. მტერი კვალდაკვალ
მოგვყვებოდა. შეჩერება აღარ შეიძლებოდა. მებრძოლები უკიდურესად
გადაიღალნენ. მათი სულიერი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. და
აი, მაშინ, როცა ასეთი ვითარებიდან თითქმის არ ჩანდა გამოსავალი, როცა
ხვეწნით, მუქარითა და გინებით ვაიძულებდით მებრძოლებს, გზა
განეგრძოთ, სწორედ მაშინ ამოიწვერა ჩვენ წინ ლას-ვილიასის მთათა
გრეხილები. ჩვენ კვლავ ახალი ძალით აღვივსეთ“. ჩე, როგორც
ყოველთვის, არაფერს ამბობს, თუ რა გადაიტანა თვითონ. ერთხელ,
როდესაც კოლონა მარშით მიდიოდა, უეცრად მოცელილივით დაეცა.
მიირბინეს მებრძოლებმა. ჩე ყველას მკვდარი ეგონა.მკვდარივით ეძინა.
დაღლილობამ თავისი გაიტანა.
123
ასთმის შეტევებისაგან გატანჯული ჩე უხმოდ იტანდა ყველაფერს
მებრძოლებთან ერთად. მას უნდა გაემხიარულებინა მებრძოლები,
გამოეწრთო მათი ნებისყოფა, შთაეგონებინა გამარჯვების გარდაუვალობა,
აღეკვეთა წუწუნი. ასე რომ იქცეოდა, სწორედ ამიტომ უყვარდათ იგი
მებრძოლებს, სწორედ ამიტომ სჯეროდათ მისი.
ბატისტამ ბრძანა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გაენადგურებინათ ჩეს
კოლონა კამაგუას რაიონში. ამ რაიონში ბატისტას ჯარების სარდალი
საიდუმლო ინსტრუქციაში წერდა: „მზად ვარ, ვიმუშაო დღე-ღამეში 24
საათი, არ ვისადილო და არ ვივახშმო, რომ გზა გადავუღობო და
გავანადგურო ჩე გევარას ხროვა. მათ შევაჩერებთ! მეამბოხეებს,
გაუნათლებელ და გაუთლელ გლეხებს, რომლებიც შეიარაღებული არიან
წარღვნამდელი იარაღით, იოლად გავუსწორდებით“. მაგრამ ეს მკვეხარა
აქვე დასძენს: „თითქოს ატომური სხივებით ვიყოთ ელდანაცემი, ისე
გვეშინია ამ ბრიყვი და გაუთლელი მძარცველებისა“. მკვეხარა სარდალმა
ვერც ეს შიში გადალახა და ვერც დაპირება შეუსრულა თავის მფარველ
ბატისტას.
16 ოქტომბერს კოლონამ ბრძოლით გაიარა 600 კილომეტრი და
მიაღწია ესკამბრაიას მთებამდე. ეს მეამბოხეთა დიდი გამარჯვება იყო,
რამაც საგრძნობი დარტყმა მიაყენა ბატისტასა და მის „უძლეველ“ არმიას.
შეირყა ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა ავტორიტეტიც, რომლებიც
ბატისტას არმიას ეხმარებოდნენ.
შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს კაცს, ამბობდა ჩე, რომ ჩემი და
სიენფუეგოსის კოლონები, რომლებშიც გაერთიანებული იყო ორასზე ცოტა
მეტი პარტიზანი, ჩაუცმელი და ცუდად შეიარაღებული, ასე წარმატებით
იბრძოდნენ თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული არმიის წინააღმდეგ. ჩე ამ
ამბავს იმით ხსნის, რომ მეამბოხეები პარტიზანული ცხოვრების სიძნელეებს
გამარჯვების საწინდრად თვლიდნენ. რისკი და თავგანწირვა მათთვის
ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ იყო. ბატისტას ჯარისკაცებს კი თავიანთი
სიცოცხლე უფრო უყვარდათ, ვიდრე ის, ვისთვისაც და რისთვისაც
იბრძოდნენ.
მაგრამ მეამბოხეთა წარმატების მთავარი მიზეზი, ამბობს ჩე, ის იყო, რომ
ისინი იყვნენ აგრარული რეფორმის პირველი მაუწყებელნი. ისინი გლეხებს
მიწას ჰპირდებოდნენ და არათუ ჰპირდებოდნენ, თავად მონაწილეობდნენ
124
მიწების გაყოფაში, პირუტყვის განაწილებაში. „ჩვენი პირველი არგენტინული
აქცია ლას-ვილიასში ის იყო, წერს ჩე, რომ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ
პირველ სახალხო სკოლას გავხსნიდით, გამოვაქვეყნეთ რევოლუციური
კანონი აგრარული რეფორმისა, რომლის თანახმად, გლეხი
თავისუფლდებოდა საიჯარო გადასახადისაგან. ეს კანონი „ჩვენ არ
გამოგვიგონია, თავად გლეხებმა დაგვავალეს ამის გამოცემა“.
როცა ჩე მოგვითხრობს იმ დიდ გასაჭირსა და სიძნელეებზე, რაც მის
კოლონას გადახდა, ვიდრე ლას-ვილიასში შევიდოდნენ, იგი ხაზს უსვამს იმ
დიდ ყურადღებასა და დახმარებას, რასაც გლეხები იჩენდნენ მეამბოხეთა
მიმართ. გლეხები თავიანთ ლუკმას უყოფდნენ პარტიზანებს, მიჰყვებოდნენ
მეგზურებად. რა თქმა უნდა, მოღალატეები და გამცემლებიც ერია მათ
შორის, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენა იყო.
სოფელ ელ-პედრეროში ჩე შეხვდა ახალგაზრდა გოგონას, ალეიდა
მარჩს, „26 ივლისის მოძრაობის“ იატაკქვეშელს, რომელიც მამაცურად
ეხმარებოდა პარტიზანებს. ალეიდამ სთხოვა ჩეს, მის რაზმში მიეღო. ჩეს
მოეწონა ეს მამაცი პარტიზანი გოგონა და თავის რაზმში ჩარიცხა. მალე
კოლონა ესკამბრაიას მთებისკენ დაიძრა. ამ მთებში კი, როგორც
აღვნიშნეთ, რამდენიმე პარტიზანული ჯგუფი მოქმედებდა. ერთი მათგანი,
რომელსაც გუტიერეს მენოიო მეთაურობდა (მან შემდეგ უღალატა კუბის
რევოლუციას და კონტრრევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა),
„ესკამბრაიას მეორე ეროვნული ფრონტის“ პრეტენზიული სახელწოდებით
გამოდიოდა. აქვე მოქმედებდა რევოლუციური დირექტორატის ჯგუფი,
რომელსაც მეთაურობდა ფაურე ჩომონი. მან მონაწილეობა მიიღო
პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაში 1957 წლის 13 მარტს. სახალხო
სოციალისტურ პარტიასაც ჰყავდა თავისი პარტიზანული რაზმი, რომელსაც
კომუნისტი ფელიქს ტორესი მეთაურობდა.
ფელიქს ტორესის რაზმის შესახებ კამილო სიენფუეგოსი თავის დღიურში
წერს: „ჩვენ მოვედით ძალზე კარგად ორგანიზებულ ბანაკში, რომელსაც
ფელიქს ტორესი მეთაურობს. ტორესი მსოფლმხედველობით კომუნისტია.
მან თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა, რომ ერთიანი ძალით
გვემოქმედა. აქ მოსვლისთანავე დიდი სითბოთი და ყურადღებით
მიგვიღეს“.

125
ასევე სიყვარულით მიიღეს ჩე და მისი კოლონა ფაურე ჩომონის
მებრძოლებმა.
სხვაგვარად ეჭირა თავი მეორე ფრონტის მეთაურს გუტიერეს მენოიოს.
იგი შეეცადა, ჩეს მებრძოლებისათვის გზა გადაეღობა იმ მიზეზით, რომ „ეს
მისი ტერიტორია“ იყო. მენოიო აგრარული რეფორმის წინააღმდეგი იყო,
ხოლო ჩე ამ რეფორმისათვის იბრძოდა. საერთოდ, ფიდელ კასტროს მიერ
გამოცხადებული აგრარული რეფორმა ყველაზე მეტად რეაქციონერებს არ
მოსწონდათ. ზოგიერთი ამას თითქოსდა ტაქტიკური თვალსაზრისით
ხსნიდა, კერძოდ, ამტკიცებდნენ, აგრარული რეფორმის გატარება
უკმაყოფილებას გამოიწვევს შეძლებულ მემამულეებში, რომლებიც
მეამბოხეებს ეხმარებიანო.
ჩვენ ვეთანახმებით აგრარულ რეფორმას, – მსჯელობდნენ ეს ცრუ
რევოლუციონერები, – ოღონდ ეს გონივრულად უნდა განვახორციელოთ,
ეკონომიკურად ხელსაყრელად და, აქედან გამომდინარე, თანდათანობით,
ნელ-ნელა. რადიკალურმა რეფორმამ, ამტკიცებდნენ ისინი, შეიძლება
ეკონომიკური ქაოსი გამოიწვიოს, ხალხი აგვიჯანყოს და რევოლუციის საქმე
საფრთხეში ჩააგდოსო.
კერძოდ, ასე მსჯელობდა სიერა (მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის,
ენრიკო ოლტუსკის პარტიული ფსევდონიმი) – „26 ივლისის მოძრაობის“
მეთაური პროვინცია ლას-ვილიასში. ეს შეხედულება ჩესთან საუბარში
სიერამ ესკამბრაიას მთებში პირველ შეხვედრისთანავე გამოთქვა და ჩე
გევარამაც შესაბამისად დატუქსა.
სიერას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ
მდიდრებთან და მომხრე არ იყო ბატისტას წინააღმდეგ შეიარაღებული
ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში, როცა ჩე და მისი კოლონა ესკამბრაიას
მთებში მოვიდა, არავითარი შეიარაღებული რაზმი „26 ივლისის
მოძრაობას“ არ ჰყავდა.
ადამიანებს, რომლებიც სიერასავით მსჯელობდნენ, ჩე უცხოდ მიაჩნდათ,
არ უყვარდათ იგი და ეშინოდათ კიდევაც. აი, როგორ აღწერს თავის
მოგონებებში სიერა ჩესთან პირველ შეხვედრას: „მივუახლოვდით
ერთმანეთს. ჩეს ვიცნობდი გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოსურათებით.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ერთი ფოტოსურათი ორიგინალს არ ჰგავდა.
ეს იყო ჩასკვნილი ახალგაზრდა კაცი, თავზე ბერეტი ეხურა, ხშირი, გრძელი
126
თმა ბეჭებამდე სცემდა. მეჩხერი წვერი ჰქონდა. ეცვა საყელოგადაღეღილი
ხალათი და კოხტად მორგებული შავი საწვიმარი. ისეთი ულვაშები ჰქონდა,
კოცონის შუქზე ჩინელს ჰგავდა. ჩინგიზ ყაენი მომაგონდა. კოცონის ათინათი
მის სახეს რაღაც მოულოდნელ ფანტასტიკურ გამომეტყველებას აძლევდა“.
ამ „ბოროტმა სულმა“ სიერას იმწამსვე დაუწყო მტკიცება აგრარული
რეფორმის გატარების აუცილებლობაზე.
როგორც სიერა წერს, მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა: „– როცა
ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს ტერიტორიებს და მოვძლიერდებით, – თქვა
ჩემ, – აგრარულ რეფორმას განვახორციელებთ. მიწას იმას მივცემთ, ვინც
ამუშავებს. შენ რას ფიქრობ რეფორმის შესახებ?
– რეფორმა აუცილებელია, – ვუპასუხე მე. ჩეს თვალები გაუბრწყინდა.
– აგრარული რეფორმის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური პროგრესი.
– და სოციალურიც, – შემაწყვეტინა ჩემ.
– რა თქმა უნდა. ჩვენი მოძრაობის პროგრამისათვის მე დავწერე ტექსტი
აგრარული რეფორმის შესახებ.
– მართლა? მაინც როგორ ჩამოაყალიბე?
– ყველა დაუმუშავებელი მიწა გლეხებს უნდა მივცეთ. მიწის
მფლობელებს დიდი გადასახადები უნდა შევაწეროთ, რომ შემდეგ მათივე
ფულით შევიძინოთ მიწები. შემდეგ ეს მიწები გლეხებს უნდა მივყიდოთ
რეალურ ფასად. თუ საჭირო იქნა, ნისიადაც კი. მივცეთ კრედიტი, რომ
გლეხმა შეძლოს მეურნეობის მოწესრიგება.
– ეს ხომ რეაქციული თეზისია, – სიბრაზისგან ადუღდა ჩე. – როგორ
უნდა მივყიდოთ მიწა იმას, ვინც მიწას ამუშავებს? შენც ისე მსჯელობ,
როგორც სხვები.
მე გავბრაზდი: – ეშმაკმა დალახვროს! აბა რა გინდა? მიწები ვაჩუქოთ
გლეხებს? მათ უნდა გაიგონ, რა ბრძოლითა და სისხლით მოვიპოვეთ ეს
ყოველივე.
– აი, რა მამაძაღლი ყოფილხარ! – გადაირია ჩე. კისრის ძარღვები
ბრაზისაგან ლამის დაუწყდა.
თითქმის მთელი ღამე ვკამათობდით...
– გარდა ამისა, – ვუმტკიცებდი მე, – ჩვენი მოქმედება უნდა შევნიღბოთ.
არ გეგონოს, რომ ამერიკელები გულზე ხელს დაიკრეფენ, როცა ჩვენს
ჩანაფიქრს გაიგებენ. მათ თავგზა უნდა ავუბნიოთ.
127
– მაშ ასე, შენ ერთი იმათგანი ხარ, ვინც ფიქრობს, რომ რევოლუცია
ჩუმად, ამერიკელთა ზურგს უკან უნდა მოვახდინოთ? რა გაცვეთილი ვინმე
ყოფილხარ! ჩვენ რევოლუცია იმპერიალიზმთან სასიკვდილო შეტაკებით
უნდა მოვახდინოთ. ჭეშმარიტი რევოლუციის შენიღბვა არ შეიძლება“.
მეამბოხეებს ფული თანდათან შემოელიათ. ამიტომ ჩემ სიერას უბრძანა,
ქალაქ სანკტი-სპირიტუსის ბანკის ექსპროპრიაცია მოეხდინა. ჩეს, რა თქმა
უნდა, წაკითხული ჰქონდა კარლ მარქსის შრომა პარიზის კომუნის შესახებ
და კარგად ახსოვდა მარქსის საყვედური კომუნარების მიმართ, რომლებმაც
ხელი არ ახლეს საფრანგეთის ეროვნული ბანკის სარდაფებში შენახულ
ოქროს. ჩეს არ უნდოდა, კომუნარების შეცდომა გაემეორებინა, მაგრამ
სიერამ სასტიკი უარი განაცხადა. მისი აზრით, ბანკის ექსპროპრიაცია „26
ივლისის მოძრაობას“ ჩამოაშორებდა განაწყენებულ, შეძლებულ
ადამიანებს.
1958 წლის 3 ნოემბერს დაწერილ საპასუხო წერილში ჩე მკაცრად
აღნიშნავს: „შემიძლია გკითხოთ, რატომ იწონებენ გლეხები ჩვენს
მოთხოვნებს, მიწები გადავცეთ იმათ, ვინც მიწას ამუშავებს? ნუთუ ამას
კავშირი არა აქვს იმასთან, რომ მეამბოხეთა მასას სურს ბანკების
ექსპროპრიაცია, რადგან მათ ანგარიშზე ახლა ერთი გახვრეტილი კაპიკიც
არ ირიცხება? შენ პატივისცემით ეპყრობი ამ ყველაზე დიდ მძარცველ
ფინანსურ დაწესებულებას და, აქედან გამომდინარე, არ ფიქრობ
ეკონომიკურ მიზეზებზე. არ შეიძლება დაინდო ისინი, ვინც სპეკულანტობს
და ხალხს ტყავს აძრობს. მცირე დახმარება, რომელსაც ისინი გვიწევენ,
ჩირადაც არ ღირს, მაშინ როდესაც ეს მრავალტანჯული ხალხი
სისხლისაგან იცლება და ყოევლდღიურად მსხვერპლად ეწირება იმ
გამცემლობასა და მაბეზღარობას, რასაც ეს ცრუ მფარველები ეწევიან ჩვენ
მიმართ“.
ჩეს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, ვიდრე სიერასა და მის
თანამზრახველებს მოარჯულებდა და ესკამბრაიას მთებში მოქმედ
რევოლუციურ ძალებს გააერთიანებდა.
ჩე იძულებული გახდა, საერთო ფრონტიდან მოეკვეთა გუტიერეს
მენოიოს ბანდა. ამის მიზეზების შესახებ 1958 წლის 7 ნოემბერს იგი სწერდა
დირექტორატის ლიდერს ფაურე ჩომონს: „სიძნელეები, რომლებიც
წარმოიშვა ჩვენსა და ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტის ორგანიზაციას
128
შორის, ძალზე კრიტიკული შეიქმნა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჩვენი
მთავარსარდლის, ფიდელ კასტროს მიმართვა (ამ მიმართვაში ფიდელი
მოუწოდებდა, ბატისტას მიერ დაწყებული საარჩევნო კამპანიისათვის
ბოიკოტი გამოეცხადებინათ). ამის გამო ისინი თავს დაესხნენ სან-ბლასის
ზონაში განლაგებული ჩვენი შენაერთის მეთაურს. ასეთი საქციელის გამო
შეუძლებელია ამ ორგანიზაციასთან რაიმე შეთანხმება“.
ამავე წერილში ჩე აღნიშნავდა: „სახალხო-სოციალისტური პარტიის
წევრებთან ოფიციალური მოლაპარაკების დროს მათ წამოაყენეს
წინადადება ერთიანი მოქმედების შესახებ და ამის დასტურად გადაწყვიტეს,
საერთო მოქმედების ფრონტს შემოუერთონ თავიანთი ორგანიზაცია“.
რამდენიმე დღის შემდეგ „26 ივლისის მოძრაობა“ და რევოლუციური
დირექტორატი შეთანხმდნენ ერთიანი მოქმედების შესახებ და მოუწოდეს
სხვა ანტიბატისტურ ორგანიზაციებს, მათ შეერთებოდნენ. ამ მოწოდებას
მხოლოდ სახალხო-სოციალისტური პარტია გამოეხმაურა. 1958 წლის 9
დეკემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში ისინი წერდნენ: „განიხილა რა
თქვენი მოწოდება, სახალხო-სოციალისტური პარტია გიპასუხებთ შემდეგს:
პირველი: პარტია იღებს თქვენს მოწოდებას, მხარს უჭერს და ეთანხმება
იმას, რომ ძალთა კოორდინაციას არსებითი და აუცილებელი მნიშვნელობა
აქვს კუბის რევოლუციური და დემოკრატიული მოძრაობისთვის. ექვს წელზე
მეტია, ჩვენ იმ აზრს ვიცავთ, რომ ტირანიის დასამარცხებლად საჭიროა
ოპოზიციისა და დაქსაქსულობის ლიკვიდაცია, დემოკრატიული და
რევოლუციური ძალების ერთიანი მოქმედება.
მეორე: პარტია იღებს თქვენ მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებული
მოქმედების პრინციპებს.
მესამე: და მაინც საჭიროდ მიგვაჩნია, განვაცხადოთ შემდეგი: პრინციპები,
რომლებიც მოწოდებაშია გამოთქმული, ამ საქმის საწყისად მიგვაჩნია. ამ
პრინციპებს შემდეგში უნდა დაემატოს მთელი რიგი იდეებისა და
განსაზღვრული პროგრამა, რაც უპასუხებს ჩვენი ხალხის ფიქრებსა და
კანონიერ მოთხოვნებს.
რაც უფრო მჭიდრო იქნება ერთიანობა, განსაკუთრებით კი
შეიარაღებული მოქმედება, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება შედეგი.
ამიტომ პარტია მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ყველა შეიარაღებული
ძალა, რომელიც ამჟამად ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის და მათ შორის
129
პროვინცია ლას-ვილიასში მოქმედი ძალები, უნდა გაერთიანდნენ ერთ
საერთო არმიად, რომელსაც სათავეში ერთი მთავარსარდალი ჩაუდგება.
მეოთხე: ჩვენ უკვე მივიღეთ გადამწყვეტი ზომები, რათა შევუერთდეთ
ესკამბრაიას პაქტს და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვაკისრია“.
როდესაც ძირითადი რევოლუციური ძალები ერთობლივი მოქმედების
შესახებ შეთანხმდნენ, შესაძლებელი გახდა, საერთო ძალით დაეწყოთ
საბრძოლო ოპერაციები. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო, ჩაეშალათ
საპრეზიდენტო, საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ლას-
ვილიასში. ფიდელ კასტრომ მოუწოდა ხალხს, რომ ბოიკოტი
გამოეცხადებინათ ამ საარჩევნო ფარსისათვის. რევოლუციურმა საბჭომ
გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, ყველა, ვინც არჩევნებში თავის
კანდიდატურას წამოაყენებდა, ერის მოღალატედ ჩაითვლებოდა, ხოლო
ვინც არჩევნებში ხმას მისცემდა, მოქალაქის უფლებები ჩამოერთმეოდა. ამ
მკაცრ კანონებს გამყარება სჭირდებოდა რეალური სამხედრო მოქმედებით.
„დრო ცოტა იყო, ამოცანები კი ძალზე დიდი, – წერდა ჩე, – კამილო
(სიენფუეგოსი), რომელიც თავის ამოცანებს ჩრდილოეთში ასრულებდა,
შიშსა და ძრწოლას თესდა ბატისტას რეჟიმის მომხრეთა შორის, ჩვენ კი
უნდა გვემოქმედა ახლომდებარე სოფლებში, რათა არჩევნები ჩაგვეშალა.
შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვით ერთდროულად უნდა
დავსხმოდით ქალაქებს კაბაიგუანს, ფომენტოსა და სანკტი-სპირიტუსს.
ამასობაში გავანადგურეთ გინია-დე-მირანდას გარნიზონი, შემდეგ კი
შევუტიეთ ბანაოს ყაზარმას. 3 ნოემბრის წინა დღეები ჩვენი აქტიური
სამხედრო მოქმედებით აღინიშნა. ყველგან და ყოველმხრივ მოვახდინეთ
ჩვენი კოლონების მობილიზება და ამომრჩევლებს კენჭისყრის საშუალება
არ მივეცით“.
ბატისტას არმია, რომელიც ახლა იძულებული იყო, ოთხ ფრონტზე
ებრძოლა ჩეს, სიენფუეგოსის, რაულ კასტროსა და ფიდელის კოლონების
წინააღმდეგ, ვერავითარ რეალურ შეტევას ვეღარ ახორციელებდა
მეამბოხეთა წინააღმდეგ. ბატისტას მებრძოლები დემორალიზებული და
შეშინებული იყვნენ, ხოლო ოფიცერთა უმრავლესობას წარმატების
ყოველგვარი იმედი გადაეწურა. ამავე დროს, მეამბოხეთა ავტორიტეტი
მოსახლეობაში დღითი დღე იზრდებოდა. თუმცა, ამ დროისათვის ბატისტას
არმია ჯერ კიდევ მრისხანე ძალას წარმოადგენდა, არმიას ჯერ კიდევ
130
ჰყავდა საუკეთესოდ შეიარაღებული ათასობით ჯარისკაცი, ხოლო
მეამბოხეთა ძალები რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს ითვლიდა და წინ სასტიკი
და სისხლისმღვრელი ბრძოლა ედოთ.
დეკემბრის მეორე ნახევარში ჩე თავისი რაზმებით ესკამბრაიას მთებიდან
დაეშვა და ლას-ვილიასის გამაგრებულ პუნქტებს შეუტია. ამ ოპერაციის
წარმატებას გზა უნდა გაეხსნა ქალაქ სანტა-კლარასაკენ.
16 დეკემბერს ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს პატარა ქალაქ
ფომენტოს. ორი დღის ბრძოლის შემდეგ ქალაქის გარნიზონი დანებდა.
მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს 141 ჯარისკაცი, ხელთ იგდეს დიდძალი
სამხედრო ტექნიკა, იარაღი და სატრანსპორტო საშუალება.
21 დეკემბერს მეამბოხეებმა შეუტიეს ქალაქ კაბაიგუანს. ერთ-ერთი
შეტევის დროს ჩე სახლის სახურავიდან გადმოხტა და მარცხენა ხელი
მოიტეხა. იქვე, ადგილობრივ საავადმყოფოში ხელი თაბაშირში ჩაუსვეს და
იგი კვლავ ბრძოლის ქარცეცხლში გადაეშვა.
მალე მეამბოხეებმა ქალაქი აიღეს. როგორც ყოველთვის, ტყვეებს
იარაღი ჩამოართვეს და გაუშვეს. განიარაღებულნი და შერცხვენილნი,
ისინი საშიში აღარ იყვნენ. ასეთი ჰუმანური დამოკიდებულების გამო
ბატისტას ჯარისკაცებს ტყვედ ჩავარდნა ერჩივნათ ნაღდ სიკვდილს და
ისინიც ნებდებოდნენ. მეამბოხეები ჩამორთმეულ იარაღს ურიგებდნენ მათ
რაზმებს შემოერთებულ მოსახლეობას, რომელთა რიცხვი თანდათან
იზრდებოდა.
ორი დღის ბრძოლის შემდეგ ჩეს რაზმებმა აიღეს კიდევ ერთი ქალაქი –
სანკტი-სპირიტუსი, – პროვინციის სიდიდით მეორე ქალაქი. დრო რომ არ
დაეკარგა, ჩემ საბარგო მანქანებში ჩასვა თავისი მებრძოლები და გაეშურა
ქალაქ რემედიოსისაკენ, რომელიც სანტა-კლარასაკენ მიმავალ გზაზე
მდებარეობს. მეამბოხეებმა ეს ქალაქიც მალე აიღეს. ამავე დღეს, 25
დეკემბერს, მეამბოხეები შეიჭრნენ ნავსადგურ კაიბაირიენში და ხანმოკლე
ბრძოლის შემდეგ აიღეს. ტყვე მეზღვაურები და ოფიცრები განაიარაღეს და
სახლებში გაუშვეს. მეორე დღეს მეამბოხეებმა დასახლებული პუნქტი
კამახუანა გაათავისუფლეს.
27 დეკემბერს ჩემ შეკრიბა მეთაურები და გამოუცხადა მათ, რომ დადგა
სანტა-კლარაზე შეტევის დრო. ნუნიეს ხიმენესს ჩემ დაავალა, თავისი
კოლონა დაუსახლებელი ადგილების გავლით გადაეყვანა საუნივერსიტეტო
131
ქალაქ „მარტა აბრეუში“, რომელიც სანტა-კლარადან რამდენიმე
კილომეტრში მდებარეობს.
დილით ხიმენესის მებრძოლები, სულ 300 კაცი, ავტომანქანებში
ჩასხდნენ და ორი საათის შემდეგ ქალაქში შევიდნენ. სტუდენტები,
პროფესორ-მასწავლებლები, მომსახურე პერსონალი აღტაცებით შეეგებნენ
მეამბოხეებს. მალე ქალაქში ჩეც ჩამოვიდა. ჩემ ბრძანება გასცა,
დაძრულიყვნენ მთავარი გზატკეცილით ქალაქ სანტა-კლარასაკენ.
მეამბოხეთა კოლონები დაიძრნენ. პატარა „ჯიპში“ ჩესთან ერთად ისხდნენ
ალეიდა, ნუნიეს ხიმენესი და მისი მეუღლე.
ნუნიეს ხიმენესი ჩეს ეუბნება, რომ სანტა-კლარას ერთ-ერთ გარეუბანში
მეგობრებთან დატოვებული ჰყავს შვილი, – ორი წლის გოგონა. ჩე მიჰყვება
ხიმენესსა და მის მეუღლეს ბავშვის მოსანახულებლად.
28 დეკემბერს, დღის 12 საათზე, მეამბოხეთა კოლონები მიუახლოვდნენ
სანტა-კლარას ახლომდებარე მთას. ამ მთაზე გამაგრებული არიან
ბატისტას ჯარისკაცები. მთის ძირში ორი ტანკი დგას, იქვე ახლოს
ჯავშნოსანი მატარებელია, რომელიც შეიარაღებულია რაკეტებით,
ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით. ჯავშნოსან მატარებელში 400
ჯარისკაცია, რომელთაც ბატისტას არმიის საინჟინრო ნაწილების სარდალი,
პოლკოვნიკი როსელ ლეივა მეთაურობს. თითქოსდა შეუძლებელია მათ
წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ისინი უკვე დემორალიზებული არიან. მარტო
ჩეს სახელის გაგონება შიშის ზარს სცემს ბატისტას ჯარისკაცებს. ერთი-ორი
გასროლის შემდეგ ტანკები შებრუნდნენ და სანტა-კლარასაკენ გასწიეს.
ქალაქისკენ გარბიან ჯარისკაცებიც. არც პოლკოვნიკ ლეივას აქვს რაიმე
სურვილი მეამბოხეებთან ბრძოლისა. და ისიც გარბის ჯავშნოსანი
მატარებლით. პოლკოვნიკმა ჯერ არ იცის, რომ ჩემ ორი ბულდოზერით
ლიანდაგი აყარა და ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე ელოდება.
მალე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, ორთქლმავალი და
რამდენიმე წინა ვაგონი გადაბრუნდა. ხმაური და გრუხუნი გაისმა. ვინაიდან
ტყვია ვერას დააკლებდა ჯავშნოსანს, მეამბოხეებმა, როგორც ჩე იგონებს,
ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი ბოთლები დაუშინეს და ჯავშანი
თონესავით გახურდა. შიგნით სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ჯავშნოსანი
დანებდა. მეამბოხეებმა ხელთ იგდეს 22 ვაგონი, საზენიტო ქვემეხები,
ტყვიამფრქვევები და სხვა საბრძოლო იარაღის ზღაპრული რაოდენობა.
132
ამ ოპერაციაში მონაწილეობდა მეამბოხეთა მხოლოდ ერთი პატარა
ჯგუფი 18 კაცის შემადგენლობით, რომლებმაც ხელთ იგდეს არა მარტო
ბატისტას ერთადერთი ჯავშნოსანი მატარებელი, არამედ ტყვედ ჩაიგდეს
400 ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩემ ნება დართო, ოფიცრებისათვის იარაღი
დაეტოვებინათ, ნუნიეს ხიმენესს უბრძანა, ისინი ნავსადგურ კაიბარიენში
ჩაეყვანა და იქიდან ბატისტას არმიის განკარგულებაში გადაეგზავნა.
„ჩვენ ჩავსხით ტყვეები ავტომანქანებში და გავწიეთ ნავსადგურისაკენ, –
იგონებს ნუნიეს ხიმენესი, – თუმცა ჩვენ სამნი ვიყავით, ტყვეები ისე იყვნენ
დაბნეული და გაოგნებული მომხდარი ამბისაგან, არც ერთ მათგანს გაქცევა
არ უფიქრია. მოსახლეობა გზაში დიდი აღტაცებით გვხვდებოდა. ისინი
იმდენად იყვნენ აღშფოთებული და აღგზნებული, დიდი გაჭირვებით
ვიცავდით ტყვე ოფიცრებს მათი რისხვისაგან. ნავსადგურში რადიოთი
დავუკავშირდი ბატისტას არმიის შეიარაღებულ ფრეგატს და წინადადება
მივეცი, ნავსადგურში შემოსულიყო, რათა ტყვე ოფიცრები წაეყვანა.
ფრეგატის კაპიტანი ბატისტას გენერალურ შტაბს დაუკავშირდა ჰავანაში,
საიდანაც უპასუხეს, ტყვედ ჩავარდნილები ლაჩრები და არამზადები არიან
და მეამბოხეებს შეუძლიათ, როგორც უნდათ, ისე მოექცნენო. ჩვენც მეტი რა
დაგვრჩენოდა, ტყვეები მეზღვაურთა კლუბში მოვათავსეთ და ადგილობრივ
სახალხო მილიციას ჩავაბარეთ. ამის შემდეგ სასწრაფოდ გამოვბრუნდით
უკან სანტა-კლარასაკენ, სადაც სისხლისმღვრელი ბრძოლები
მიმდინარეობდა“.
მოწინააღმდეგე განლაგებული იყო ქალაქის დიდ და მასიურ შენობებში,
– ყაზარმა „ლეონსიო ვიდალში“, პოლიციის სამმართველოში, სასტუმრო
„გრანდ-ოტელში“, მართლმსაჯულების სასახლეში, ეკლესიებსა და სხვა
შენობებში, რომლებსაც ტანკები იცავდა. ასეთი გამაგრებული პუნქტების
აღება, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, მით უფრო, რომ მეამბოხეებს არ
სურდათ, ქალაქის მოსახლეობისათვის ზიანი მიეყენებინათ. ბატისტას
ჯარისკაცები იმედოვნებდნენ, რომ მანამდე გაძლებდნენ, სანამ დამხმარე
ძალებს მიიღებდნენ, როგორც მათ ბატისტა დაჰპირდა. ჩემ სწორად
განსაზღვრა, რომ დამხმარე ძალები ბატისტას ჯარისკაცებს შეეძლოთ,
ქალაქ ტრინიდადიდან და სიენფუეგოსიდან მიეღოთ. ამიტომ ალყა
შემოარტყა ამ ქალაქს და სანტა-კლარას მოწყვიტა. სანტა-კლარას
თავდაცვა ბატისტამ პოლკოვნიკ ლუმპუის დაავალა, რომელმაც თავისი
133
შტაბი ყაზარმა „ლეონსიო ვიდალში“ განალაგა. როგორც კი ბრძოლები
დაიწყო, პოლკოვნიკმა ლუმპუიმ მალულად დატოვა ყაზარმა, მაგრამ იგი
ხელთ იგდეს მეამბოხეებმა და დახვრიტეს. მისი ადგილი დაიკავა
პოლკოვნიკმა ერნანდესმა.
ცეცხლსა და კვამლში, ნანგრევებსა და მტვერში სულ უფრო და უფრო
მწვავდებოდა ბრძოლა. ქალაქის მოსახლეობა აღფრთოვანებით უჭერდა
მხარს მეამბოხეებს. ისინი სიხარულით უღებდნენ სახლის კარებს
პარტიზანებს, აჭმევდნენ და ასმევდნენ, ყველანაირად ხელს უწყობდნენ
მებრძოლებს, ატყობინებდნენ მტრის განლაგების, საიდუმლო სათავსოებისა
და სიმაგრეების შესახებ. ჩესთან მოდიოდა ასობით ადამიანი, რომლებიც
თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ. ჩეს მარცხენა ხელზე თაბაშირი ედო,
მარჯვენაში ავტომატი ეჭირა, ხოლო პირში განუყრელი სიგარა ჰქონდა
გარჭობილი, თავზე შავი ბერეტი ეხურა და, მიუხედავად ტკივილებისა,
ყველგან თვითონ იყო, ყველა მწვავე საბრძოლო შეტაკებას მეთაურობდა.
ღმერთმა უწყის, რა ძალა იყო ამ ტანმორჩილ სხეულში.
29 და 30 დეკემბერს მეამბოხეებმა აიღეს სასამართლოს შენობა,
„გრანდ-ოტელი“, ორი გამაგრებული ეკლესია და ტყვედ ჩაიგდეს უამრავი
ჯარისკაცი და ოფიცერი. სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა
პოლიციის სამმართველოსთან.
როცა მეამბოხეებმა ცეცხლს მისცეს პოლიციის ბუნაგი,
მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, იარაღს დავყრით, თუ ნებას დაგვრთავთ,
ყაზარმა „ლეონსიო ვიდალს“ შევაფაროთ თავიო. ჩე დათანხმდა. შენობა
დატოვა სამასიოდე კაცმა, მაგრამ აქედან მხოლოდ რამდენიმე ათეულმა
კაცმა შეაფარა „ლეონსიო ვიდალს“ თავი, დანარჩენებმა თავიანთ სახლებს
მიაშურეს.
1959 წლის პირველ იანვარს მოწინააღმდეგეთა ხელში მხოლოდ ციხე,
ყაზარმები და აეროდრომი იყო. ბატისტას ხელისუფალთა ყოველგვარმა
ცდამ, დახმარებოდნენ სანტა-კლარაში მყოფ მომხრეებს, ამაოდ ჩაიარა.
მაგრამ ყაზარმებში, რომლებსაც საგანგებოდ აშენებენ კუბაში, ჯერ კიდევ
დიდი სამხედრო ძალა იმყოფებოდა. მათი წინააღმდეგობის გადალახვა
დიდ მსხვერპლს მოითხოვდა. ამიტომ საჭირო იყო ამ წინააღმდეგობის
გადალახვა აზრიანი და მოფიქრებული გზით.

134
ჩემ პირველ იანვარს დაავალა თავის კაპიტნებს, ხიმენესსა და ვეგასს,
მოსალაპარაკებლად წასულიყვნენ ყაზარმა „ლეონსიო ვიდალში“.
ყაზარმაში გამაგრებულებს უნდა შეესრულებინათ მეამბოხეთა მოთხოვნა:
იარაღი დაეყარათ, წინააღმდეგობა შეეწყვიტათ, სამაგიეროდ, ბატისტას
ოფიცრებსა და ჯარისკაცებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ და ნებას
დართავდნენ, სადაც უნდოდათ, იქ ეცხოვრათ.
პარლამენტარებმა ავტომანქანაზე თეთრი დროშა აღმართეს და
მოსალაპარაკებლად გაემართნენ.
ბატისტას ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა
მათთან მოსალაპარაკებლად მისული პარლამენტარები მიიღეს.
– ძმებო! – ყვიროდნენ ბატისტას ჯარისკაცები, – დროა, ომი
დავამთავროთ! მშვიდობა გვინდა, მშვიდობა!
მეამბოხეები ყაზარმაში შეიყვანეს, სადაც მათ ელოდებოდა პოლკოვნიკი
ერნანდესი, მეთაურთა მთელი შემადგენლობა და აგრეთვე პოლიციის
უფროსი, პოლკოვნიკი კორნელიო როხასი. პოლკოვნიკ ერნანდესს
ბრძოლის გაგრძელების არავითარი სურვილი არ ჰქონდა. სიენფუეგოსის
აჯანყების დროს მან შვილი დაკარგა, ხოლო თვითონ ფეხში დაიჭრა,
რომელიც ჯერ კიდევ თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. მეამბოხეთა
წარმომადგენლებმა ჩეს სახელით უსიტყვო კაპიტულაცია მოითხოვეს.
– თქვენ, – განაცხადა ხიმენესმა, – ალყაში ხართ. ჩვენი მებრძოლები
კონტროლს უწევენ მთელ ქალაქს, მოსახლეობა ჩვენს მხარეზეა,
ორიენტეში თქვენი ჯარები გავანადგურეთ, მთელი კუნძული აჯანყებულია
და ასეთ დროს თქვენი წინააღმდეგობა დანაშაულია.
ერნანდესი თანახმაა, მაგრამ როხასი და ზოგიერთი ოფიცერი დროს
ითხოვენ თითქოსდა იმისთვის, გარნიზონს მოველაპარაკებითო.
ნუნიეს ხიმენესი კი მათ ეუბნება: – ბატონებო! ახლა თორმეტის
ნახევარია. თუ ორმოცდახუთ წუთში არ მიიღებთ ჩვენს წინადადებას,
გაფრთხილების გარეშე დავიწყებთ შეტევას. ასე გვაქვს ნაბრძანები.
სწორედ ამ დროს ჰავანიდან რადიომ გადმოსცა, რომ ბატისტა
საზღვარგარეთ გაიქცა, ხოლო ახლად შექმნილი მთავრობის ხუნტას
სათავეში ჩაუდგნენ პედრო და გენერალი კანტილიო. ერნანდესი უმალვე
დაუკავშირდა გენერალ კანტილიოს რადიოთი და მოახსენა სანტა-კლარაში

135
მდგომარეობის შესახებ. ისიც უთხრა, რომ მეამბოხეთა წარმომადგენლები
ახლა ჩვენთან არიან და დანებებას გვიბრძანებენო.
კანტილიომ ხიმენესს მიმართა რადიოთი და განაცხადა, რომ
ძალაუფლება ფიდელ კასტროსთან შეთანხმებით აიღო ხელში და, ვინაიდან
ახლა სანტა-კლარას გარნიზონი მას ემორჩილება, აჯანყებულებს უფლება
არა აქვთ, მათ კაპიტულაცია მოსთხოვონო. სინამდვილეში ასეთი რამ
მოხდა: 24 დეკემბერს კანტილიო საიდუმლოდ შეხვდა ფიდელ კასტროს
ჰავანის მახლობლად და დაჰპირდა, 31 დეკემბერს დაეპატიმრებინა
ბატისტა და მისი ამალა. ამასთანავე, კანტილიო დაჰპირდა ფიდელ
კასტროს, რომ ყველგან შეწყვეტდა მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლას და
ხელისუფლებას მათ გადასცემდა. ჰავანაში კი ხელისუფლებისათვის
ბრძოლა არმიასა და იატაკქვეშა რევოლუციონერებს უნდა
განეხორციელებინათ.
კანტილიომ მუხანათურად დაარღვია ეს შეთანხმება. იგი სულაც არ
ფიქრობდა ბატისტას დაპატიმრებას. იგი ცდილობდა დროის მოგებას, რათა
შეერთებული შტატებიდან დახმარება მიეღო, რომ შემდეგ მეამბოხეებს
სასტიკად გასწორებოდა. ამ მიზნით ბატისტამ სთხოვა დომინიკის
რესპუბლიკის დიქტატორს, ტრუხილიოს, დაებომბა კუბის ქალაქები, რათა
ვაშინგტონს მიზეზი ჰქონოდა კუბის საშინაო საქმეებში ჩარევისა. მაგრამ
აქედან არაფერი გამოვიდა. მეამბოხეთა გაუგონარმა წარმატებებმა მათ
გუნება გაუფუჭა.
31 დეკემბერს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ტაბერნილიამ
ბატისტას მოახსენა, არმიამ მთლიანად დაკარგა ბრძოლის უნარი და
არავითარი შანსი არ გაგვაჩნია ჰავანისაკენ მეამბოხეთა წინსვლა
შევაჩეროთო. ასეთივე თვალსაზრისი გამოთქვა კანტილიომაც. ბატისტა
მიხვდა, რომ ეს დასასრული იყო, და ჩემოდნების ჩალაგებას შეუდგა.
ვალუტა მან ადრე გადაგზავნა შვეიცარიის ბანკში. ჩემოდნებში კი იგი
ათასგვარ „წვრილმანს“ აწყობდა, მათ შორის ისეთ საყვარელ და
სამახსოვრო რელიკვიებს, როგორიც იყო ამერიკელ ბიზნესმენთა ნაჩუქარი,
– ტელეფონის ოქროს აპარატი, ვერცხლის ღამის ჭურჭელი და სხვა
ძვირფასი ნივთები. დიქტატორთან ერთად გაქცევა გადაწყვიტეს მისმა
მინისტრებმა, გენერლებმა, საიდუმლო სამსახურის უფროსებმა, სულ 124-მა
კაცმა. თავის მემკვიდრედ ბატისტამ გენერალი კანტილიო დატოვა.
136
კანტილიომ თვითმფრინავის ტრაპამდე მიაცილა თავისი
კეთილისმყოფელი. „არ დაივიწყო ჩემი ინსტრუქციები!“ – კიდევ ერთხელ
შეახსენა განრისხებულმა ბატისტამ „მემკვიდრეს“. ბატისტა, ასე თუ ისე,
შვიდი წელი მაინც იდგა კუბის ხელისუფლების სათავეში, მისმა „მემკვიდრემ“
ოცდაოთხი საათიც ვერ გაძლო.
ფიდელ კასტრომ მალე აუღო ალღო კანტილიოს მზაკვრობას და
სახალხოდ გამოააშკარავა იგი, როგორც ბატისტას დამქაში. ფიდელმა
მოსახლეობას მოუწოდა საყოველთაო-სახალხო გაფიცვისაკენ. მათ
მანამდე არ უნდა შეეწყვიტათ გაფიცვა, სანამ ხელისუფლება მთლიანად
მეამბოხეთა ხელში არ გადავიდოდა. ამავე დროს, ფიდელ კასტრომ
მეამბოხეებს მოუწოდა გადამწყვეტი ბრძოლისაკენ, რათა საბოლოოდ
გაენადგურებინათ ბატისტას არმიის დარჩენილი ნაწილები და
გაეთავისუფლებინათ სანტიაგო, კამაგუეი და სხვა ქალაქები. „რევოლუცია –
ჰო! სამხედრო გადატრიალება – არა!“ – ასეთი ლოზუნგით დაამთავრა
ფიდელ კასტრომ თავისი უკანასკნელი პარტიზანული გამოსვლა.
ახლა დავუბრუნდეთ ყაზარმა „ლეონსიო ვიდალს“. ამ დროს ნუნიეს
ხიმენესი კანტილიოს ესაუბრებოდა: – კაპიტულაციის გადადება ჩვენ არ
შეგვიძლია. გარდა ამისა, თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენი
ხუნტა, რომელთანაც ხალხს არავითარი საერთო არა აქვს, ვითომ ფიდელ
კასტროს მხარდაჭერით სარგებლობს, სიცრუეა! სწორედ ფიდელ კასტრო
ელაპარაკა გუშინ რადიოტელეფონით ჩეს და დაგმო სამხედრო
გადატრიალება, ყველა, ვინც ჯერ კიდევ ებღაუჭება ბატისტას წყალწაღებულ
ხელისუფლებას.
კანტილიომ ლანძღა დაუწყო ხიმენესს, რატომ არ მიჯერებო. მათი
საუბარი იმით დამთავრდა, რომ ნუნიეს ხიმენესმა ერთი კარგად შეუკურთხა
გენერალს და რადიოგადამცემი გამორთო. ოფიცრები გაოგნებულები
იყვნენ ცალკერძ ბატისტას გაქცევის, ცალკერძ იმ საუბრის გამო, რომელიც
ახლა ხიმენესსა და ერთ დროს უძლეველ კანტილიოს შორის მოისმინეს.
და მაინც თავიანთ ტყავს უფრთხილდებოდნენ, – უსიტყვო კაპიტულაციას
ვერ ბედავდნენ. მათ ითხოვეს, რომ ჩეს ბანაკში თავიანთი
წარმომადგენელი, მაიორი ფერნანდესი გაეგზავნათ მოლაპარაკების
გასაგრძელებლად.

137
ფერნანდესმა ჩესთანაც გაიმეორა თავისი თხოვნა დაზავების შესახებ,
მაგრამ ჩემ კატეგორიული უარი განუცხადა.
– სროლას 12.30 წუთზე განვაახლებთ მთელი ძალითა და
სერიოზულობით, – უთხრა ფერნანდესს ჩემ. – ნუ აჭიანურებთ ომს. თუ
თქვენ გამო მოხდება ამერიკელთა ინტერვენცია, თქვენ ყველანი ერის
მოღალატეები იქნებით და სიცოცხლეს სახრჩობელაზე დაასრულებთ.
ჩემ დაადასტურა, რომ კაპიტულაციის შემთხვევაში ყველა ოფიცერსა და
ჯარისკაცს, რომლებიც სანტა-კლარაში ცხოვრობდნენ, სახლებში
დაბრუნების ნებას მისცემენ, დანარჩენებს კი, სადაც სურთ, იქ შეეძლებათ
წასვლა. ხოლო ვინც წინააღმდეგობას გასწევს, დახვრეტენ.
ასეთი პირობებით დაბრუნდა ფერნანდესი ყაზარმაში, მას თან ხიმენესი
და ვეგე ახლდნენ.
– ყველაფერი დაკარგულია! ჩვენ ვნებდებით, – თქვა პოლკოვნიკმა
ერნანდესმა, როცა ფერნანდესის მოტანილი პასუხი მოისმინა.
ყაზარმა „ლეონსიო ვიდალის“ დაცემის შემდეგ სხვა გამაგრებული
პუნქტებიც დანებდნენ მეამბოხეებს. 1959 წლის პირველ იანვარს, დღის
მეორე ნახევარში მთელი სანტა-კლარა მეამბოხეთა ხელში იყო.
ჩემ რადიოტელეფონით შეატყობინა ფიდელს მოპოვებული გამარჯვების
შესახებ. ფიდელმა, რომელიც სანტიაგოზე ამზადებდა თავდასხმას, ჩესა და
სიენფუეგოსს უბრძანა, დრო არ დაეკარგათ და ჰავანისაკენ დაძრულიყვნენ.
გენერალი კანტილიო იმდენად იყო შეშინებული სახალხო მღელვარებით,
რომ თავად ინება გადადგომა და თავისი პოსტი პოლკოვნიკ რამონ
ბარკინს „დაუთმო“. ბარკინი დიდი სიამოვნებით დათანხმდა, დაეკავებინა
ესოდენ საპატიო თანამდებობა. მან ფიდელ კასტროს უდეპეშა და
წინადადება მისცა, ერთად ჩამოეყალიბებინათ ახალი მთავრობა.
1959 წლის 2 იანვარს სანტა-კლარას მცხოვრებნი კითხულობდნენ
სახლის კედლებზე გაკრულ ჩეს მოწოდებას – „პროვინცია ლას-ვილიასის
მოქალაქეებს“: „ვტოვებ რა თქვენს ქალაქსა და პროვინციას, რათა
აღვასრულო შემდგომი ვალდებულებანი, რაც დამავალა მეამბოხეთა
არმიის უმაღლესმა მთავარსარდლობამ, დიდ მადლობას მოვახსენებ
ქალაქისა და მთელი პროვინციის მოსახლეობას, რომელმაც დიდი
წვლილი შეიტანა რევოლუციის საქმეში, დიდად დაგვეხმარა ტირანის
წინააღმდეგ ბრძოლაში. გთხოვთ, ყოველნაირად დაეხმაროთ და მხარი
138
დაუჭიროთ ამხანაგ კაპიტან მორალესს, – ლას-ვილიასში მეამბოხეთა
არმიის წარმომადგენელს, – რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს მთელ
პროვინციაში ნორმალური ცხოვრება.
დაე, ლას-ვილიასის მოსახლეობამ იცოდეს, რომ მეამბოხეთა
კოლონები, რომელთა რიგებში ბევრი თქვენი სახელოვანი თანამემამულეა,
თქვენს პროვინციას ტოვებენ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
აღსავსენი. დაე, მუდამ იყოს ანთებული რევოლუციის ცეცხლით თქვენი
გულები, რათა აღდგენითი სამუშაოების ამოცანების გადაჭრისას ლას-
ვილიასის პროვინციის მოსახლეობა იყოს რევოლუციის ავანგარდი და
დასაყრდენი“.
იმავე დღეს მერვე კოლონის ჯარისკაცები, თავიანთი ლეგენდარული
მეთაურის, არგენტინელი ექიმის, ერნესტო გევარა სერნას, ანუ როგორც მას
მეგობრებმა შეარქვეს, „ჩეს“ მეთაურობით, ჩასხდნენ ავტომანქანებში და
ჰავანისაკენ გაემართნენ. ჩე ჩქარობდა, რადგან უნდა შეესრულებინა
ფიდელ კასტროს ბრძანება, – რაც შეიძლება მალე აეღო „კაბანია“, ჰავანის
ნავსადგურის მისადგომთან მდებარე ციხესიმაგრე, რომელსაც ჯერ კიდევ
იცავდნენ ბატისტას ჯარისკაცები.
ციხესიმაგრე გასროლის გარეშე დანებდა ჩეს.
იმავე დღეს, 1959 წლის 2 იანვარს, ასევე სასწრაფოდ შემოიჭრა ჰავანაში
სიენფუეგოსის კოლონა. მასაც გასროლის გარეშე ჩაბარდა სამხედრო
ბანაკი „კოლუმბია“, რომელშიაც ბატისტას რჩეული ჯარისკაცები
იმყოფებოდნენ.
წვეროსნებმა გაიმარჯვეს.
ახლა მტრებიცა და მეგობრებიც ასე ეკითხებოდნენ თავიანთ თავს: რა
იქნება ხვალ?

139
სამშობლო ან სიკვდილი!

რევოლუციის გრიგალში

ეს რევოლუცია მოულოდნელი და ყოველმხრივ არაჩვეულებრივი იყო,


არ ჰგავდა სხვა რევოლუციებს, ასე ხშირად რომ ხდებოდა ლათინურ
ამერიკაში.
არაჩვეულებრივი იყვნენ ეს მეამბოხენიც – წვერიანები, გრძელი,
ბეჭებამდე დაფენილი ხშირი თმით, მხარზე – იარაღი, ხოლო ყელზე
ავგაროზები ეკიდათ. მათი მეთაურებიც არაჩვეულებრივები იყვნენ –
სრულიად ახალგაზრდები და ლამაზები, ჭკვიანები და უსაზღვროდ
მამაცები. ისინი ისე როდი იქცეოდნენ, როგორც, ჩვეულებრივ, ლათინური
ამერიკის „წარმატებული რაინდები“ იქცეოდნენ ხოლმე. ისინი სერიოზულად
ფიქრობდნენ, ამოეძირკვათ გამცემლობა, კორუფცია და ყოველგვარი
საზიზღრობა, გადაექციათ კუბა კონტინენტის ყველაზე მოწინავე ქვეყნად.
მსგავსი გეგმები ფანტაზიად ეჩვენებოდათ საღად მოაზროვნეებს, რადგან
ამის მისაღწევად საჭირო იყო ამერიკული მონოპოლიის
„მზრუნველობისაგან“ განთავისუფლება, რაც გაცილებით უფრო ძნელი იყო,
ვიდრე ბატისტას ტირანიის დამხობა.
1959 წლის 2 იანვარი – ჩეს პირველი დღე ჰავანაში სასიხარულოც იყო
და საგანგაშოც. დედაქალაქის მოსახლეობა ენით აუწერელი სიხარულით
შეეგება თავიანთ განმათავისუფლებლებს. დიქტატორი და მისი ხროვა
გაიქცა, პოლიციასა და ჰავანის გარნიზონს მეამბოხეებისათვის არავითარი
წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ
ცდილობდა, ძალის გამოყენებით თუ არა, ეშმაკობით მაინც შეენარჩუნებინა
ხელისუფლება. ბატისტელები ქალაქში დაიმალნენ... გენერალმა
კანტილიომ და პოლკოვნიკმა ბარკინმა იატაკქვეშეთს მიაშურეს, რადგან
ჯერ კიდევ იმედი ჰქონდათ თავიანთი ამერიკელი მფარველების
დახმარებისა, რათა კვლავაც მდგომარეობის ბატონ-პატრონნი
გამხდარიყვნენ.
ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ილტვოდნენ სხვა დაჯგუფებებიც.
თავიანთი პოზიციები რომ გაემყარებინათ, რევოლუციური სტუდენტური

140
დირექტორატის მომხრეებმა დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე და
სტუდენტთა ქალაქი. მეორე დღეს მეამბოხეებმა სანტიაგოში რესპუბლიკის
დროებით პრეზიდენტად მოსამართლე მანუელ ურუტია დაასახელეს.
მანუელ ურუტია იმ ტრიბუნალის წევრი იყო, რომელიც ასამართლებდა
ფიდელ კასტროს და ყაზარმა „მონკადაზე“ თავდასხმის სხვა მონაწილეებს.
მაშინ ურუტიამ მათი განთავისუფლება მოითხოვა. ამ დღიდან იგი ბატისტას
მოწინააღმდეგედ ითვლებოდა.
ჰავანაში კი ჩე და კამილო სიენფუეგოსი ცდილობენ რევოლუციური
ძალების თავმოყრას, რათა განეიარაღებინათ პოლიცია და სამხედრო
ნაწილები. ტელევიზიით პირველივე გამოსვლაში ჩემ განაცხადა, რომ
საჭიროა შეიქმნას სახალხო მილიცია ტირანული პოლიციის ნაცვლად.
3 იანვარს ჰავანაში გავლით იმყოფებოდა ჩილეს სოციალისტური
პარტიის ლიდერი, ჩილეს მომავალი პრეზიდენტი სალვადორე ალიენდე.
კარლოს როდრიგესის დახმარებით ალიენდე „კაბანიაში“ ჩეს შეხვდა. შვიდი
წლის წინათ ალიენდეს სარეკომენდაციო ბარათის წყალობით ჩემ შეძლო,
ეკვადორიდან გვატემალაში გადასულიყო. ახლა კი ლათინური ამერიკის
ქვეყნებში ხანგრძლივი მოგზაურობა ჩემ ჰავანაში დაამთავრა, ქალაქში,
რომლის ბედ-იღბალი მასზეც იყო დამოკიდებული.
ჩემ ალიენდეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით
გააოცა ალიენდე იმ ამბავმა, რომ ჩე, განათლებით ექიმი, ლეგენდარული
გმირი, ასე იტანჯებოდა ასთმისაგან. ამ შეხვედრის შესახებ ალიენდე წერს:
„ოთახში, რომელიც საძინებლად იყო გამოყენებული, ყველგან წიგნები
ჩანდა. გასაშლელ საწოლზე წელს ზევით შიშველი კაცი იწვა. მწვანე
ჯარისკაცური შარვალი ეცვა, ხელში ინჰალატორი ეჭირა. მან ხელით
მანიშნა, მომეცადა, სანამ იგი ასთმის ძლიერი შეტევისაგან
განთავისუფლდებოდა. რამდენიმე წუთს ვუცქერდი მას და ვხედავდი
ტკივილებისაგან აღგზნებული მისი თვალების ელვარებას. ჩემ წინ იწვა
მძიმე ავადმყოფობისაგან მოცელილი ადამიანი, – ამერიკის ერთ-ერთი
უდიდესი მებრძოლი.
შემდეგ ჩვენ საუბარი დავიწყეთ. იგი უბრალოდ, ყოველგვარი
გადაჭარბების გარეშე მეუბნებოდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ასთმა
მოსვენებას არ აძლევდა. ვუსმენდი მას და უნებლიედ ვფიქრობდი ამ
ადამიანის მდგომარეობაზე: კაცი, რომელიც მოწოდებული იყო უდიდესი
141
საქმეების აღსასრულებლად, ასე უმოწყალოდ იტანჯებოდა მძიმე
ავადმყოფობით“.
5 იანვარს ჰავანაში ჩამოვიდა დროებითი პრეზიდენტი ურუტია. საკმაო
გასაჭირი დაადგა, სანამ სტუდენტური დირექტორატის მიერ დაკავებულ
პრეზიდენტის სასახლეში შესახლდებოდა. ურუტიამ გამოაცხადა მინისტრთა
კაბინეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ხოსე მირო კარდონა. კაბინეტში
მინისტრთა პორტფელების დიდი უმრავლესობა ბურჟუაზიის
წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ კი საერთოდ არ აინტერესებდათ
რევოლუციური გარდაქმნების განხორციელება. თუმცა ისინი არც ბატისტას
მიმდევრები იყვნენ და, გარდა ამისა, რეალური ხელისუფლება თანდათან
მეამბოხეთა ხელში გადადიოდა. პროვინციის გუბერნატორებად
რევოლუციური ბრძოლის აქტიური მოღვაწეები დაინიშნენ. თავად ფიდელ
კასტრო და მეამბოხეთა არმიის სხვა ხელმძღვანელები მთავრობაში არ
შეიყვანეს. ჩემ ერთი შეხედვით უმნიშვნელო თანამდებობა მიიღო. იგი
ციხესიმაგრე „კაბანიის“ სამხედრო დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.
კამილო სიენფუეგოსი მეამბოხეთა სახმელეთო ჯარების სარდლად
დაინიშნა.
ამრიგად, ქვეყანაში რაღაცნაირად ორხელისუფლებიანობა დამყარდა.
ერთი მხრივ, ბურჟუაზიული მთავრობა, რომელსაც არ გააჩნდა რეალური
ძალაუფლება, და მეორე მხრივ, მეამბოხეთა არმია, რომლის ხელში
თანდათან გადადიოდა ქვეყნის მართვის სხვადასხვა ბერკეტი და
საშუალება. მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ
პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გარშემო, ხოლო
ანტიიმპერიალისტური ძალები – მეამბოხეთა ლიდერების ირგვლივ. ძალთა
ასეთ გათიშვას უთუოდ უნდა გამოეწვია მათ შორის შეტაკება, მაგრამ ასეთი
შეტაკების რეალური სურათი ჯერ არ ჩანდა.
8 იანვარს ჰავანაში ფიდელ კასტრო ჩამოვიდა. ქალაქის მთელი
მოსახლეობა გამოვიდა ამბოხებულთა ბელადის შესახვედრად. იმავე დღეს
ფიდელ კასტრომ სიტყვა წარმოთქვა ქალაქის მოსახლეობის წინაშე. მან
ერთიანი მოქმედებისაკენ მოუწოდა ყველა რევოლუციონერს. თავის
სიტყვაში ფიდელმა ჩეც დაასახელა, როგორც რევოლუციური ბრძოლის
„ჭეშმარიტი გმირი“.

142
9 იანვარს ბუენოს-აირესიდან ჰავანაში ჩამოფრინდა სელია – ჩეს დედა.
შვილი მას აეროპორტში დახვდა და „კაბანიაში“ წაიყვანა. სელიამ ნახა ჩე –
დავაჟკაცებული, ძლიერი, თავდაჯერებული, ნამდვილი მებრძოლი, ისეთი,
როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო მისი სიყრმის შვილი.
დედამ ჩეს ჰკითხა ასთმის შესახებ. ჩემ ხუმრობით უპასუხა, კუბის კლიმატი
და სიგარები ასთმაზე „დამღუპველად“ მოქმედებენო. მერე გააცნო ალეიდა
მარჩი და ჰკითხა: – მოგწონს?
– ძალიან, ასეთი ახალგაზრდაა, ასეთი მომხიბვლელი და მამაცი!
– ჩვენ მალე დავქორწინდებით.
– ილდა? ილდიტა?
– ილდას ველაპარაკე, იგი შეგნებულად მიუდგა ამ საკითხს, დამთანხმდა,
რომ ილდიტა ჩემთან დარჩება.
რევოლუციამ გაიმარჯვა, მაგრამ რევოლუციის იდეალებისათვის
ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყებოდა.
ბურჟუაზიული სახელმწიფო მანქანის ბირთვი კუბაზე იყო არმიის
ნაწილები, პოლიცია, მრავალრიცხოვანი საიდუმლო სამსახური. ბატისტას
არმია აღარ არსებობდა, ხოლო ამერიკის სამხედრო მისია, რომელიც
წლების მანძილზე, წვრთნიდა ბატისტას არმიას, ფიდელმა უუნარობისა და
უცოდინარობის გამო დაითხოვა.
ახლა საჭირო იყო ბატისტას ჯალათების სამაგალითოდ დასჯა. ბატისტას
ხელისუფლების შვიდი წლის მანძილზე ტანჯვა-წამებით მოკლეს 20 000
კუბელი პატრიოტი. ხალხი ჯალათების დასჯას მოითხოვდა. შეიქმნა
რევოლუციური ტრიბუნალები. ჯალათებს ასამართლებდნენ
მართლმსაჯულების ყველა წესის დაცვით.
ბატისტას ჯალათთა უმრავლესობა ამერიკის დაზვერვის აგენტი იყო.
ამიტომ მათმა დასჯამ დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია
შეერთებულ შტატებში. ამერიკული პრესა ბრალს სდებდა კუბელ
მეამბოხეებს უზომო სისასტიკესა და გულქვაობაში.
ბატისტას ტირანიის დამხობის შემდეგ კუბაში პრესის თავისუფლება იყო
და სწორედ ამით ისარგებლეს რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა,
რომლებიც მოუწოდებდნენ, ჰუმანიზმისა და ქრისტიანობის სახელით აღარ
დაეღვარათ კუბელთა სისხლი და შეეწყალებინათ ჯალათები. ვინაიდან
ჯალათები „კაბანიაში“ ჰყავდათ დაპატიმრებული, სადაც რევოლუციური
143
ტრიბუნალები იმართებოდა, ხოლო „კაბანიას“ კომენდანტი ჩე გევარა იყო,
ამიტომ ამერიკელ რეაქციონერთა მთელი რისხვა მას დაატყდა თავს.
კამპანიამ ჩეს წინააღმდეგ მიზანს ვერ მიაღწია. მისი ავტორიტეტი და
პოპულარობა, ისე, როგორც რევოლუციის სხვა ბელადებისა, ხალხში
დღითი დღე იზრდებოდა ჩეც ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა აუდიტორიის
წინაშე. ერთ-ერთი ასეთი პირველი საჯარო გამოსვლა იყო ჰავანაში, 16
იანვარს, ექიმთა კოლეგიის სხდომაზე.
ექიმები მას თავიანთ კოლეგად თვლიდნენ. თავად ჩეც რევოლუციის
პირველ თვეებში სახელისა და გვარის წინ „დოქტორს“ წერდა. შემდეგ მან
შეცვალა თავისი ხელმოწერა, „დოქტორის“ ნაცვლად „მაიორს“ აწერდა.
მართლაც, რაღა ექიმია იგი, როცა დღე და ღამე პოლიტიკური და
სამხედრო მოღვაწეობითაა დაკავებული.
ლათინურ ამერიკაში, სადაც უნდა ვიმყოფებოდე, – თქვა ჩემ თავის
გამოსვლაში, – თავს უცხოელად არ ვთვლი. გვატემალაში გვატემალელი
ვიყავი, მექსიკაში – მექსიკელი, პერუში – პერუელი, როგორც ახლა კუბაში
კუბელი ვარ, მაგრამ აქაც და ყველგან არგენტინელი ვარ, რადგანაც არ
შემიძლია, დავივიწყო მატესა და ასადოს (ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორცი,
არგენტინელთა ეროვნული საჭმელი) გემო. ასეთია ჩემი ხასიათის
თავისებურება“.
ეს არგენტინელი მთელი ლათინური ამერიკის სრულუფლებიანი
წარმომადგენელი იყო კუბის რევოლუციაში. მისი მონაწილეობა კუბის
რევოლუციაში სიმბოლურად ასახავს ამ რევოლუციის ლათინურ-ამერიკულ
ხასიათს: ხაზს უსვამს იმას, რომ ეს რევოლუცია გარდატეხის ნიშანსვეტია
არა მარტო კუბის, არამედ მთელი ლათინური ამერიკის ისტორიაში.
9 თებერვალს, მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელთა მოთხოვნით,
მთავრობამ კანონი გამოსცა, რომლის თანახმად კუბელი ხალხის წინაშე
დამსახურებისათვის ერნესტო გევარას კუბის მოქალაქეობა მიენიჭა. მისი
უფლებები მკვიდრი კუბელის სამოქალაქო უფლებებს გაუტოლდა.
12 თებერვალს ჩე ტელევიზიით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ
უსაზღვროდ გახარებულია კუბის მოქალაქეობის მინიჭების გამო, რომ
წარსულში ასეთი დიდი პატივი მხოლოდ ერთ კაცს ხვდა წილად, კერძოდ,
დომინიკელ გენერალს, მაქსიმო გომესს, რომელიც ეროვნული არმიის
მთავარსარდალი იყო და კუბის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ახლა,
144
აღნიშნა ჩემ, ჩემი მიზანია აგრარული რეფორმის განხორციელებისათვის
ბრძოლაო.
13 თებერვალს გადადგა მირო კარდონას მთავრობა, რომელმაც
საბოტაჟი მოაწყო სოციალისტური გარდაქმნების განხორციელების
წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტი ფიდელ კასტრომ დაიკავა. ეს იყო
სახალხო ძალების დიდი გამარჯვება.
1959 წლის 16 თებერვალს ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ უახლოეს
ხანში მიღებული იქნებოდა აგრარული რეფორმის რადიკალური კანონი. ამ
ხანებში „26 ივლისის მოძრაობის“ ორგანომ, გაზეთმა „რევოლუსიონმა“
დაბეჭდა ჩეს სტატია „ვინ არის პარტიზანი?“ ამ სტატიაში, რომელიც
ავტორმა ჯერ კიდევ მთებში დაწერა, იგი ცდილობს სიტყვა „პარტიზანის“
რეაბილიტაციას. საქმე ისაა, რომ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებისაგან
განსხვავებით, კუბაში „პარტიზანებს“ უწოდებდნენ იმ მოხალისეებს,
რომლებიც მხარს უჭერდნენ ესპანელ კოლონიზატორებს. კუბის
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პატრიოტებს კი „მეამბოხეებს“
უწოდებდნენ. ახლა პარტიზანები სახალხო საქმისათვის მებრძოლები
არიან, – წერდა ჩე, – ისინი იბრძოდნენ სიერა-მაესტრას მთებში, ესაა
მეამბოხეთა არმია. ბატისტას ჩამოგდებით პარტიზანებმა გადაჭრეს ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ხოლო მეორე – აგრარული რეფორმა –
მათ ჯერ კიდევ განსახორციელებელი აქვთ და ამისათვის ისეთივე
გადამწყვეტი, თავგანწირული და შეუპოვარი ბრძოლაა საჭირო, როგორიც
ბატისტას რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიზანთა ძალა ხალხთან ერთიანობაშია,
ხალხის მხარდაჭერაშია, – წერდა ჩე.
ამ სტატიით იწყება ჩე გევარას ნაყოფიერი ლიტერატურულ-
პუბლიცისტური მოღვაწეობა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა
ჟანრობრივად და შინაარსობრივად მრავალფეროვანია, ხოლო
მოცულობით დიდი. ესაა ნაშრომები პარტიზანული ომის თეორიის,
სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ; მოგონებების წიგნი „რევოლუციური
ბრძოლის ეპიზოდები“; სტატიები და ფელეტონები; მოხსენებები და
ლექციები, რომლებშიც განხილულია კუბის ისტორიის, საგარეო
პოლიტიკის, ეკონომიკის, უმნიშვნელოვანესი საკითხები. აქვე უნდა
დავუმატოთ მისი განთქმული „ბოლივიის დღიური“. თავის ნაშრომებში ჩე
ცდილობს, განაზოგადოს კუბის პარტიზანული ბრძოლის გამოცდილება,
145
გამოიყენოს იგი ლათინურ ამერიკაში რევოლუციური პროცესის
განვითარებისათვის.
ჩეს ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობა მიანიშნებს არა მარტო მის
ამოუწურავ ენერგიაზე, არამედ კულტურის, მარქსისტული ლიტერატურის,
კუბისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიის, საერთაშორისო
მდგომარეობის ღრმა ცოდნაზე. იგი ყოველთვის კონკრეტული
სინამდვილის ანალიზიდან ამოდიოდა, ცდილობდა, სიახლე შეემჩნია და
რევოლუციისათვის გამოეყენებინა. იგი ცოცხლობდა და იბრძოდა
რევოლუციისათვის, მხოლოდ მისთვის, და უშურველად გასცემდა
ყოველივეს, რაც ჰქონდა, როგორც პოლიტიკური მწერალი და მოაზროვნე.
ჩეს აზრით, ნამდვილი რევოლუციონერი და, მით უფრო, ხელმძღვანელი
თავმდაბალი და უანგარო უნდა იყოს, თანაც მოჩვენებითად კი არა –
ნამდვილად. ამ საკითხში იგი არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. მისი ეს
თვისებები მრავალი, ზოგჯერ კი მოულოდნელი ფორმით
გამომჟღავნებულა.
1959 წლის მარტის დასაწყისში ჩეს ფიზიკური მდგომარეობა ძალზე
სავალალო იყო. ასთმის განუწყვეტელმა შეტევებმა და დღენიადაგ შრომამ
მისი ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. თანამემამულეებმა დიდი გაჭირვებით
აიძულეს იგი ჰავანის გარეუბანში, მისთვის გამოყოფილ ვილაში
დაწოლილიყო და ემკურნალა. რევოლუციამდე ეს ვილა ბატისტას ერთ-
ერთ ჯალათს ეკუთვნოდა. რეაქციულმა პრესამ მაშინვე ხმაური ატეხა ამ
ამბის გამო, ჩე გევარამ ვილა მიითვისა და განცხრომით ცხოვრობსო.
ჩემ მაშინვე უასპუხა ამ ბინძურ ბრალდებას. 1959 წლის 10 თებერვალს
გაზეთ „რევოლუსიონში“ გამოქვეყნებულ წერილში მან განაცხადა, რომ
ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, დაწოლილიყო და ემკურნალა.
სწორედ ამ მიზნით დაუთმო მას ხელისუფლებამ ეს ვილა, რადგან იმ 125
პესოთი, რომელსაც იგი იღებს, როგორც მეამბოხეთა არმიის ოფიცერი,
შეუძლებელია სამკურნალო პირობების შექმნა.
„ეს ვილა ეკუთვნოდა მდიდარ ბურჟუას, – წერდა ჩე. – მე ავირჩიე
შედარებით უბრალო ოთახი, მაგრამ თავად ამ ფაქტმა, რომ აქ ვცხოვრობ,
შეიძლება გულისწყრომა გამოიწვიოს. ამიტომ პირობას ვაძლევ
უპირველესად კუბელ ხალხს, რომ მაშინვე დავტოვებ ამ ვილას, როგორც
კი განვიკურნები...“
146
კუბაში გამოქვეყნებულ არც ერთ თავის ნაშრომში ჩეს ჰონორარი არ
აუღია. ხოლო უცხოეთიდან შემოსულ ჰონორარს იგი ურიცხავდა კუბის, ან
საზღვარგარეთის პროგრესულ ორგანიზაციებს (მაგალითად, როდესაც
იტალიაში გამოვიდა მისი წიგნი „პარტიზანული ბრძოლა“, ჰონორარი
იტალიელ მშვიდობის მომხრეთა ორგანიზაციას გადაურიცხა).
ერთხელ, როდესაც ჰავანის უნივერსიტეტის პროფესორმა ელიას
ენტრაგომ ჩე უნივერსიტეტში მიიწვია ლექციის წასაკითხად და ამ
გამოსვლისათვის ჰონორარს დაჰპირდა, ჩემ მას თავაზიანად, მაგრამ მაინც
მკაცრად უპასუხა: „ჩვენ, – წერდა ჩე პროფესორს, – დიამეტრულად
საწინააღმდეგო პოზიციებზე ვდგავართ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ
უნდა იქცეოდეს ხელმძღვანელი რევოლუციონერი... ჩემთვის ყოვლად
გაუგებარია ის, რომ პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეს ფულადი
ანაზღაურება შესთავაზონ რაიმე სამუშაოსათვის საერთოდ. რაც შემეხება
პირადად მე, ყველაზე ძვირფასი ჯილდო ჩემთვის ისაა, რომ ვეკუთვნი
კუბელ ხალხს და ვერავითარი პესო და სენტიმი ვერ გამოხატავს ამ
ჯილდოს ფასს“. ერთხელ, როდესაც კუბაში პროდუქტებს წიგნაკებით
არიგებდნენ, ჩე და მისი თანამებრძოლები მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ
როგორ გაენაწილებინათ პროდუქტები ოჯახების მიხედვით. ზოგიერთები
ჩიოდნენ პროდუქტების რაოდენობის გამო. ჩე ამშვიდებდა მათ და ამბობდა,
ასეთი რაოდენობის პროდუქტი სრულიად საკმარისიაო და მაგალითად
თავისი ოჯახი მოჰყავდა.
ვიღაცამ ხუმრობით უთხრა: „შენ, როგორც უფროსი, ალბათ უფრო მეტს
იღებო“. ჩე გაბრაზდა. მეორე დღეს ამავე ამხანაგს უთხრა: – შევამოწმე და
მართლაც აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახი უფრო მეტ პროდუქტს იღებდა. ახლა
ყველაფერი რიგზეა.
ერთი შეხედვით, კაცს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს „გათანაბრების“
იდეა ცრუ „მემარცხენეობის“ გამოხატულება იყო, სინამდვილეში, როგორც
ჩე, ისე ფიდელ კასტროს სხვა თანამებრძოლებიც ცდილობდნენ,
ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ ისინი ემსახურებიან რევოლუციას, ხალხს
უანგარო ერთგულებით. ერთ-ერთ გამოსვლაში ფიდელ კასტრო ამბობდა,
რომ კუბელი ხალხი მიეჩვია, „რევოლუციონერში“ დაინახოს გაზულუქებული
და უხეში ღლაპი, რომელსაც წელზე უზარმაზარი პისტოლეტი კიდია. ასეთი
ტიპის „რევოლუციონერი“ მინისტრების მისაღებში აღამებს და
147
„დამსახურების“ გამო სხვადასხვა შეღავათს, პრივილეგიასა და ჯილდოს
თხოულობს. ასეთი „რევოლუციონერები“ თანდათან საზოგადოებისათვის
პარაზიტებად იქცეოდნენ ხოლმე და ხალხის ზიზღსა და რისხვას
იმსახურებდნენ.
ასეთი „რევოლუციონერებისათვის“ ხელისუფლება სიმდიდრის
დაგროვების და კეთილდღეობის საშუალება იყო: 1959 წლის
რევოლუციონერები მათგან დიამეტრულად განსხვავდებოდნენ. ისინი არც
დიდებასა და სიმდიდრეს ეძებდნენ, არც რაიმე სხვა კეთილდღეობას, მათი
ცხოვრების მთავარი აზრი იყო ხალხისადმი, რევოლუციისადმი უანგარო
სამსახური. მეგობრებიც და მტრებიც, მთელი ხალხი ყურადღებით
ადევნებდა თვალს რევოლუციის ბელადების ყოველ ნაბიჯსა და
მოქმედებას, ცდილობდნენ გაეგოთ, ეს ჩვეულებრივი „რევოლუცია“ იყო, თუ
რაღაც ახალი, ნაღდი, სხვა რევოლუცია, რომელზედაც ისინი ოცნებობდნენ,
მაგრამ რომლის მსგავსი ჯერ არ ენახათ. რევოლუციის ხასიათის
განსაზღვრისათვის არა ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ბელადების ქცევას,
ვიდრე იმ მაღალ პრინციპებს, რომლებსაც ისინი აყენებდნენ და იცავდნენ.
მათი სიტყვა და საქმე ერთი იყო. მათი მთავარი ძალა მორალურ
უპირატესობაში გამოიხატებოდა.
ჩემ ეს კარგად იცოდა. ამ სპარტანული ცხოვრების პოლიტიკური
არგუმენტების გარდა, ჩეს ჰქონდა ბუნებრივი მიდრეკილება უბრალოებისა
და სისადავისაკენ. იგი ვერ იტანდა ფუფუნებას, და, წარმოიდგინეთ,
ელემენტარულ კომფორტსაც კი. მას ნამდვილად შეეძლო, თავის ფიზიკურ
მოთხოვნილებებზე ებატონა და მხოლოდ აუცილებლით
დაკმაყოფილებულიყო.
მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავდა იმას, რომ ჩე ის ასკეტი იყო,
რომლისთვისაც უცხო იყო ჩვეულებრივი ადამიანური სიხარული.
1959 წლის 2 ივნისს ჩემ მეორედ იქორწინა მომხიბლავ კუბელ
ქალიშვილზე, ალეიდა მარჩზე, რომელიც ესკამბრაიას მთებში
პარტიზანობისას გაიცნო. ჩე იყო მოყვარული და ერთგული მეუღლე,
მზრუნველი მამა. ალეიდასთან მას შეეძინა ორი გოგო და ორი ბიჭი.
მათთან ცხოვრობდა აგრეთვე ილდიტა. სამსახურიდან თავისუფალ დროს
ჩე ოჯახში, თავის ბავშვებთან ატარებდა. ამ გაუტეხელ რევოლუციონერს
არა მარტო თავისი ბავშვები უყვარდა, არამედ ბავშვები საერთოდ.
148
ბავშვებსაც ძალიან უყვარდათ იგი და კუბის ყოველი მხრიდან სწერდნენ
წერილებს. ჩეც პასუხობდა მათ მთელი სერიოზულობით, როგორც
თანატოლი თანატოლს.
*
რაზე ფიქრობდა ჩე რევოლუციის გამარჯვების პირველ დღეებში? იგი,
ისევე როგორც ფიდელ კასტრო, თვლიდა, რომ პირველ რიგში საჭირო
იყო რევოლუციის გაღრმავებისათვის ბრძოლა. ბრძოლა იმისათვის, რომ
შეცვლილიყო მთავრობის ძველი, ბურჟუაზიული აპარატი. საჭირო იყო
ბრძოლა ახალი, რევოლუციური არმიის შესაქმნელად, რომლის ბირთვი
მეამბოხეთა არმია იქნებოდა. საჭირო იყო რეფორმის განხოციელება, რათა
ძირფესვიანად შერყეულიყო ადგილობრივი ექსპლუატატორებისა და
ამერიკული კაპიტალის პოზიციები. დაემყარებინათ საბჭოთა კავშირთან და
სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური, ეკონომიკური და
კულტურული კავშირები. დაუფასებელია ჩეს როლი ამ რევოლუციურ
პროცესებსა და გარდაქმნებში.
დასავლურ პრესას დღემდე სურს გამოიყვანოს იგი, როგორც
ანტიკომუნისტი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი, ლამის
თავიანთი იდეოლოგიური მოკავშირე და თანამებრძოლი. ჩე გამოჰყავდათ
ხან ტროცკისტად, ხან მაოისტად, ხან ნეჩაევის მიმდევრად. ერთი სიტყვით,
ყველაფერს აბრალებენ...
17 მაისს, სოფელ ლა-პლატაში (სიერა-მაესტრაში) რევოლუციური
მთავრობის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ჩეც ესწრებოდა,
მიიღეს კანონი აგრარული რეფორმის გატარების შესახებ. კანონის
თანახმად, ყველა მესაკუთრეს, ვისაც 400 ჰექტარზე მეტი ჰქონდა მიწა,
ჩამოერთვა და გლეხებს დაურიგდა. იქ, სადაც ეკონომიკური ინტერესები
მოითხოვდა, ჩამორთმეულ მიწებზე შეიქმნა სახელმწიფო მეურნეობები. ამ
კანონის განსახორციელებლად შეიქმნა აგრარული რეფორმის ეროვნული
ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა ჩეს თანამებრძოლი
კაპიტანი, ანტონიო ნუნიეს ხიმენესი.
კუბის რევოლუცია აშკარად არ ჰგავდა თავის წინამორბედებს. როდესაც
კომენტარს უკეთებდა კუბის რევოლუციის ამბებს, ისეთი კონსერვატიული
ამერიკული ჟურნალი, როგორიცაა „კარენტ ჰისტორი“, აღნიშნავდა:
„ლათინურ ამერიკაში რევოლუციები ერთფეროვანია და მოსაწყენი. მთელ
149
რიგ შემთხვევებში ისინი შაბლონურია და როგორც კი დაიწყება, იოლად
შეიძლება მათი შედეგების განსაზღვრა. სულ სხვანაირად არის საქმე კუბაში.
ფიდელ კასტროს რევოლუცია იმ ძველ რევოლუციებს რაღაც ახალსა და
არსებითს ჰმატებს, რისი გამოცნობაც წინასწარ შეუძლებელია. ის შეიძლება
რევოლუციათა იმ ახალი ციკლის დასაწყისი იყოს, რომლებიც გარეგნულად
ძველს გვაგონებენ, მაგრამ სინამდვილეში ახალი სტილით გამოირჩევიან.
როგორც ჩანს, პოლიტიკური რევოლუციები ადგილს უთმობენ სოციალურ
რევოლუციებს“.
აგრარულმა რეფორმამ გააცოფა ადგილობრივი მიწათმფლობელები და
ამერიკელებიც, რომელთა მფლობელობაში იყო მთელი მიწები. მთავრობა
დატოვა ბურჟუაზიულ წრეებთან დაახლოებულმა ხუთმა მინისტრმა,
რადიკალური ორიენტაციის მიმართ პროტესტის ნიშნად. მალე პრეზიდენტი
ურუტიაც გადადგა. მისი ადგილი დაიკავა ბატისტას წინააღმდეგ მებრძოლმა
იატაკქვეშელმა, უშიშარმა რევოლუციონერმა, ოსვალდო დორტიკოს
ტორადომ. ურუტია და მისი ყოფილი მინისტრები შეერთებულ შტატებში
წავიდნენ. აქ ისინი მმართველი წრეების მხარდაჭერით ხალხს
მოუწოდებდნენ, ფიდელ კასტროს წინააღმდეგ გამოსულიყო.
განსაკუთრებული კამპანია გაჩაღდა ჩეს წინააღმდეგ. რეაქციონერთა
აზრით, ჩეს მიუძღოდა ყველაზე მეტი ბრალი მათ უბედურებაში. ჩეს
თვლიდნენ რევოლუციის „ბოროტ გენიად“. ვინ არის ეს ჩე? –
კითხულობდნენ ისინი. – ვინაა ეს უსამშობლო ავანტიურისტი, რომელიც
ბედავს, კუბა აქციოს „კომუნისტური აგრესიის“ პლაცდარმად არა მარტო
ლათინური ამერიკის, არამედ შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
რეაქციული პრესა ამტკიცებდა: როგორც კი კუბა დიპლომატურ
ურთიერთობას დაამყარებს საბჭოთა კავშირთან, ელჩად ჩეს დანიშნავენ,
რომ ქვეყანა „წითლებს“ დაუმორჩილოსო.
რევოლუციური კუბის საერთაშორისო მდგომარეობა რომ უფრო
განმტკიცებულიყო, მთავრობამ გადაწყვიტა, ჩე გაეგზავნა მეგობრული
ურთიერთობის დასამყარებლად „მესამე სამყაროს“ ქვეყნებთან:
ეგვიპტესთან, სუდანთან, მაროკოსთან, ინდოეთთან, პაკისტანთან,
ბირმასთან, ცეილონთან, ინდონეზიასთან... ამ მოგზაურობისას ჩემ ინახულა
აგრეთვე იაპონია, იუგოსლავია და ესპანეთი. ამ ქვეყნების

150
უმრავლესობასთან ადრე კუბას დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ
ჰქონდა.
აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს იყო არა მარტო კუბის, არამედ ლათინური
ამერიკის პოლიტიკური მოღვაწის პირველი ვიზიტი.
აფრიკისა და აზიის ქვეყნებში მოგზაურობისას ჩეს თვალწინ ახალი
სამყარო გადაიშალა. ამ ქვეყნების ცხოვრების შესახებ ჩემ, რა თქმა უნდა,
იცოდა, მაგრამ თვალით ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ
ქვეყნებს, ბევრი განმასხვავებელი ნიშნების მიუხედავად, კუბასთან ბევრი
საერთო ჰქონდათ. მათი ხელმძღვანელები პატივისცემით ეპყრობოდნენ
რევოლუციურ კუბას, მზად იყვნენ დიპლომატიური და სავაჭრო
ურთიერთობების დასამყარებლად. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ურთიერთობა
ვერ წყვეტდა კუბის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ბევრ
საკითხს, კერძოდ, შეერთებული შტატებისა და სხვა მტრულად განწყობილი
ქვეყნების ეკონომიკური სანქციებით გათვალისწინებულ საკითხებს, მაგრამ
ჩე დარწმუნდა, რომ ეს ქვეყნები კუბის მეგობრები არიან. ეს კი უკვე
რაღაცას ნიშნავდა.
ჩე საზღვარგარეთ სამი თვე მოგზაურობდა. ამ ხნის მანძილზე იგი
მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჰავანასთან, ყველა ამბავს იგებდა, მუდამ
საქმის კურსში იყო. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მალე დანიშნეს
სამრეწველო დეპარტამენტის უფროსად. ეს დეპარტამენტი დიდ
სახელმწიფო დაწესებულებად გარდაიქმნა, არა მარტო აგრარული
რეფორმის განხორციელების, არამედ ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების
დაგეგმვის გამო. ამ საკითხებზე ჩე დღედაღამ მუშაობდა. ქვეყნის
ინდუსტრიული განვითარება ფინანსებზე იყო დამოკიდებული, ფინანსები კი
ჯერ კიდევ კერძო მესაკუთრე ბანკირთა ხელში იყო. ეროვნულ ბანკს
სათავეში ედგა ფელიპე პასოსი, რომელიც დიდი კაპიტალის მფლობელთა
ნდობით სარგებლობდა. სანამდე ქვეყნის ფინანსები რევოლუციის მტრების
ხელში იყო, ინდუსტრიალიზაციის გეგმების განხორციელებაზე ფიქრიც კი
არ შეიძლებოდა.
21 ოქტომბერს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო
სამმართველოს მხარდაჭერით, კუბიდან გაქცეული
კონტრრევოლუციონერის, დიას ლანსის მფრინავებმა ჰავანა დაბომბეს.
დაბომბვის დროს დაიჭრა და დაიღუპა 50-ზე მეტი კაცი. იმავე დღეს
151
მაიორმა უბერტო მატოსმა, რომელიც ადრე სიერა-მაესტრაში იბრძოდა
მეამბოხეებთან ერთად, კამაგუეს პროვინციაში აჯანყება მოაწყო იმის
მოთხოვნით, რომ ფიდელ კასტროს ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა
კომუნისტებთან.
ამ კონტრრევოლუციურმა გამოხდომებმა კუბელი ხალხის დიდი
გულისწყრომა გამოიწვია. მატოსის აჯანყება ჩაიშალა და ტრიბუნალმა მას
20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
26 ნოემბერს ფიდელ კასტროს წინადადებით ეროვნული ბანკის
დირექტორად ჩე გევარა დაინიშნა, ფინანსთა მინისტრის უფლებებით.
ამ თანამდებობაზე ჩე 1961 წლის 23 თებერვლამდე იყო. შემდეგ იგი
დანიშნეს მრეწველობის მინისტრად. მრეწველობის მინისტრად რომ
ნიშნავდნენ, მხედველობაში ჰქონდათ ჩეს, როგორც პოლიტიკური
მოღვაწის თვისებები, ქვეყნის სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისადმი
მისი დიდი მისწრაფება.
მრეწველობის სამინისტროსთან ერთად მთავრობამ შექმნა
დაგეგმარების ცენტრალური საბჭო, რომლის მუშაობაშიც ჩე აქტიურ
მონაწილეობას ღებულობდა. პარალელურად, ჩე ხელმძღვანელობდა კუბის
შეიარაღებული ძალების სასწავლო-მეთოდოლოგიურ დეპარტამენტს. ამ
დეპარტამენტს ევალებოდა სამხედრო მოსამსახურეთა და სახალხო
მილიციელთა სამწყობრო და პოლიტიკური მომზადება. ამავე
დეპარტამენტში ჩაისახა პირველად კუბის ახალგაზრდა მეამბოხეთა
ასოციაციის შექმნის იდეა. ჩეს ინიციატივით ამ დეპარტამენტმა დაიწყო
მეამბოხეთა არმიის ყოველკვირეული გაზეთის, „ვერდე ოლივიოს“
გამოცემა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში.
ამ ყოველკვირეულში ჩე ხშირად ბეჭდავდა ფელეტონებს საერთაშორისო
საკითხებზე.
1963 წელს, როდესაც გაერთიანებული რევოლუციური ორგანიზაცია
კუბის სოციალისტური რევოლუციის პარტიად გარდაიქმნა, ჩე აირჩიეს
ეროვნული ხელმძღვანელობისა და სამდივნოს წევრად.
ფრანგი ჟურნალისტი ანია ფრანკოსი, რომელმაც ჩე ნახა პლაია-
ხირონში ბრძოლების დროს, თავის წიგნში – „კუბაში დღესასწაულია“ – ჩეს
შესახებ წერს: „ჩე გარშემორტყმულია მილიციელებით, ძლივს ვხედავ მის
ფერმკრთალ სახეს. შავი ბერეტი ახურავს. მუქი მწვანე ქურთუკი აცვია...
152
მაგონდება ჩემი არგენტინელი ახლობლის აღტაცებული სიტყვები: –
„ლათინური ამერიკის ყველა გოგონა ჩეზეა შეყვარებული. ის ძალიან
ლამაზია: ფერმკრთალი, რომანტიკული სახე, დიდი, შავი თვალები, კოხტა
წვერი. ნამდვილი სენ-ჟიუსტია! ჟან პოლ სარტრი ჩეს შესახებ წერდა, იგი
რევოლუციის ნაღდი გმირიაო, და მოჰყავდა ჩეს სიტყვები: „ფიდელს
შეეძლო, ჩემზე უკეთესი ეპოვა, მაგრამ არა მგონია, ვინმე მის იდეებთან
ჩემსავით შეთანხმებული ყოფილიყოო“.
ჩე დაუღალავად შრომობდა, სწავლობდა უმაღლესი მათემატიკისა და
ეკონომიკის საკითხებს. იგი თავის ცოდნას სიამოვნებით გადასცემდა
სტუდენტებს, მაგრამ ჭკუას როდი ასწავლიდა მათ, ძველებურად უბრალო,
გულისხმიერი და მეგობრული იყო ყველას მიმართ. იგი მთელ თავის ძალას
ახმარდა კუბაში რევოლუციის სახელოვანი საქმეების განვითარებასა და
განმტკიცებას. ამასთან ერთად, იგი ოცნებობდა დიდ საყოველთაო
კონტინენტურ რევოლუციაზე, რათა თავისუფლება მოეპოვებინა მთელ
ლათინურ ამერიკას და, მათ შორის, მის სამშობლოს, არგენტინას.
და თუ იგი, არგენტინელი, ჩამოვიდა შორეულ კუბაში, რომ იბრძოლოს
კუბის თავისუფლებისათვის, კიდევ უფრო მეტი საფუძველი ჰქონდა,
დაეტოვებინა კუბა და ებრძოლა იმათ გვერდით, ვინც აღმართავდა
თავისუფლების დროშას მის მშობლიურ პამპასებსა და ანდებში.
მაგრამ კუბის რევოლუცია ჯერ კიდევ აკვანშია. მართალია, ეს ზღაპრული
ბავშვი ყოველ საათში და ყოველ წუთში იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი
წინააღმდეგობის გადალახვა და ძნელი გამოცდა ელის, სანამ ერნესტო ჩე
გევარა მინისტრის პორტფელს ზურგჩანთაზე გაცვლის.

153
სოციალიზმის სამყარო

რევოლუციის გამარჯვების პირველი დღეებიდანვე ჩესა და მისი


თანამოაზრეებისათვის ცხადზე ცხადი გახდა, რომ კუბელი ხალხის
სოციალური თავისუფლება დიდ რეპრესიებს გამოიწვევდა ამერიკის
შეერთებული შტატების მხრიდან და რომ ისინი ძალასა და საშუალებას არ
დაზოგავდნენ, რათა კუბაშიც გაემეორებინათ „გვატემალის ოპერაცია“
1960 წლის თებერვალში კუბის მთავრობის მოწვევით თავისუფლების
კუნძულს ესტუმრა საბჭოთა მთავრობის დელეგაცია, რომელიც დაესწრო
ჰავანაში საბჭოთა კავშირის კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის
მიღწევათა გამოფენის გახსნას.
ჩე, როგორც ეროვნული ბანკის დირექტორი, აქტიურად მონაწილეობდა
საბჭოთა დელეგაციასთან მოლაპარაკებაში. საბჭოთა მხარემ ივალდებულა,
კუბისაგან შეესყიდა ერთი მილიონი ტონა შაქარი იმ ფასად, რომელიც
სჭარბობდა მსოფლიო ბაზრის საშუალო ფასს. საბჭოთა კავშირმა კუბას
მისცა 100 000 მილიონი დოლარი კრედიტი 12 წლის ვადით.
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო
უწინდებურად ხლართავდა შეთქმულებისა და პროვოკაციების ბადეს. 1960
წლის 4 მარტს ჰავანის ნავსადგურში მათ ააფეთქეს ბელგიის ხომალდი.
დაიღუპა 70 კაცი, 100 დაიჭრა. დაღუპულთა დაკრძალვაზე ფიდელ
კასტრომ თავისი გამოსვლა დაამთავრა სიტყვებით: „სამშობლო ან
სიკვდილი! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ ეს სიტყვები შემდეგ რევოლუციის
სიმბოლოდ იქცა.
1960 წლის 8 მაისს კუბასა და საბჭოთა კავშირს შორის ოფიციალურად
აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა. ვაშინგტონი აღშფოთებულია ჰავანის
ასეთი საქციელით: ამ ფაქტს მოჰყვა ეკონომიკური სანქციები, – ამერიკული
ფირმები წყვეტენ კუბაში ნავთობის მიწოდებასა და გადამუშავებას. მაგრამ
კუბის მთავრობა მოსკოვში აგზავნის მისიას კუბისათვის ნავთობისა და
ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხებიზე მოსალაპარაკებლად, რაც
წარმატებით შედგა კიდეც.
„მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა შეგვიწყვიტა ნავთობის მოწოდება,
ხოლო ჩვენგან აღარ ყიდულობდა შაქარს, რომ არა საბჭოთა კავშირი, –
აღნიშნავდა ჩე, – ჩვენი საქმე მართლა ძალზე ცუდად იქნებოდა“.
154
1960 წლის 22 ოქტომბერს ჩე, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი,
სოციალისტურ ქვეყნებში მიემგზავრება. ეს იყო კუბის რევოლუციის ერთ-
ერთი მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი სოციალისტურ ქვეყნებში.
ჩე ორი თვე მოგზაურობდა და აქედან თითქმის ერთი თვე საბჭოთა
კავშირში დაყო. იგი ეწვია ჩეხოსლოვაკიას, ჩინეთს, კორეას და გერმანიის
დემოკრატიულ რესპუბლიკას.
მოსკოვში ჩემ ხელი მოაწერა კუბისათვის ძალზე ხელსაყრელ
ეკონომიკურ შეთანხმებას.
19 დეკემბერს კუბის მთავრობის სახელით ჩემ ხელი მოაწერა საბჭოთა
კავშირ-კუბის ერთობლივ კომუნიკეს. ამ კომუნიკეში ჩამოყალიბებული იყო
ორივე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები. საბჭოთა
კავშირმა ივალდებულა, კუბისათვის გაეწია ფართო ტექნიკური და
ეკონომიკური დახმარება, განევითარებინა და განემტკიცებინა სავაჭრო
ურთიერთობა, შეესყიდა კუბისაგან შაქრის დიდი რაოდენობა.
კუბის მთავრობამ თხოვნით მიმართა საბჭოთა კავშირს, დახმარებოდა
მას თავდაცვის განმტკიცების საქმეში. საბჭოთა მთავრობა დასთანხმდა
კუბელ მეგობრებს და შესაბამისი შეთანხმების მისაღებად 1962 წლის 27
აგვისტოს მოსკოვს ჩამოვიდა კუბის დელეგაცია ერნესტო ჩე გევარას
მეთაურობით. ჩემ ამჯერად ერთი კვირა დაყო საბჭოთა კავშირში.
მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა.
ამის პასუხად, შეერთებული შტატების მთავრობამ კუბასთან გამოაცხადა
კარანტინი, დაემუქრა სამხედრო ინტერვენციით და საქმე კინაღამ
მსოფლიო კონფლიქტით დამთავრდა.
კუბის მთავრობასა და საბჭოთა მთავრობას თავიანთი თვალსაზრისი
ჰქონდათ კარიბის კრიზისის გადაწყვეტის გამო. ფიდელ კასტრომ 1962
წლის პირველ ნოემბერს განაცხადა: „ჩვენ გვქონდა საბჭოთა კავშირთან ამ
საკითხში უთანხმოება, მაგრამ ჩვენ შორის არავითარი ბზარი არ ყოფილა“.
1964 წლის ნოემბერში ჩე მესამედ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში, ამჯერად
ორი კვირით. იგი მონაწილეობდა დიდი ოქტომბრის სოციალისტური
რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში; შეხვდა საბჭოთა
კავშირის პარტიულ და სახელმწიფო ხელმძღვანელებს. 11 ნოემბერს
მეგობრობის სახლში ჩე დაესწრო სხდომას, რომელიც მიეძღვნა საბჭოთა
კავშირ-კუბის მეგობრობის საზოგადოების შექმნას. იური გაგარინის
155
მოხსენების შემდეგ, რომელიც ამ საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს,
სიტყვა მისცეს ჩეს. მეგობრობის სახლში წარმოთქმული სიტყვა საბჭოთა
კავშირში მისი უკანასკნელი გამოსვლა იყო.
როცა ჩე თავის მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მას უკვე
გადაწყვეტილი ჰქონდა კუბიდან წასვლა.
1961 წლის 2 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა
კუბასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა. ამ ფაქტებმა და
აგრეთვე შეერთებული შტატების მმართველი წრეების მტრულმა
გამოხდომებმა კუბის მიმართ გამოიწვია ის, რომ რევოლუციურმა
მთავრობამ მთელი ამერიკული კომპანიების ექსპოპრიაცია მოახდინა.
იმავე წლის თებერვალში სამრეწველო დეპარტამენტი მრეწველობის
სამინისტროდ გარდაიქმნა. ამავე დროს, შეიქმნა დაგეგმარების
ცენტრალური საბჭო. აპრილში ფიდელ კასტრომ გამოაცხადა რევოლუციის
სოციალისტური მიმართულება. პლაია-ხარონში რევოლუციის წინააღმდეგ
შეთქმულთა განადგურების შემდეგ კუბის მთავრობამ ყველა სამრეწველო
და სავაჭრო საწარმოს ნაციონალიზაცია მოახდინა.
ჩე თვალნათლივ ხედავდა სოციალისტური მშენებლობის სიძნელეებსა
და ნაკლოვანებებს კუბის რევოლუციის პირველ წლებში. ამ პერიოდის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად იგი თვლიდა ხელმძღვანელთა
პროფესიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განათლებაზე ზრუნვას. ამის
მაგალითს თავად ჩე და მისი მოადგილეები იძლეოდნენ – რეგულარულად
ესწრებოდნენ ლექციებს და გულდასმით სწავლობდნენ პოლიტეკონომიის,
დაგეგმვის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა
პრობლემას.
ჩეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აღიარებდა რა მორალური
სტიმულირების უპირატესობას მატერიალურთან შედარებით, 1964 წელს
გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში წერდა, რომ ამ „სუბიექტურ“
თვალსაზრისს პრაქტიკული დამტკიცება სჭირდებოდა. და თუ მორალური
სტიმულირების პოლიტიკა ხელს შეუშლიდა საწარმოო ძალების
განვითარებას, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ამაზე და დავუბრუნდეთ
მატერიალური სტიმულირების ცნობილ მეთოდებსო.
მრეწველობის სამინისტროს კოლეგიებსა და ფაბრიკა-ქარხნების
დირექტორთა თათბირზე ჩე მოთმინებით აანალიზებდა შეცდომებსა და
156
ჩავარდნებს, სახავდა მათი გამოსწორების გზებს, ნერგავდა თვითკრიტიკას
და თავად იძლეოდა ამის მაგალითს.
იგი თანამშრომლებს ასწავლიდა ანგარიშიანობას, ყაირათიანობას,
მოუწოდებდა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისაკენ.
როგორც ყოველთვის, იგი პირველ რიგში თავისი თავისადმი იყო
მომთხოვნი. მას ბევრჯერ გაუკრიტიკებია საკუთარი თავი იმისათვის, რომ
ვერ შეძლო უამრავი პრობლემისაგან უმნიშვნელოვანესის გამორჩევა და
ყოველთვის ვერ ახერხებდა მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების
შემოწმებას.
რამდენად ეფექტური იყო ჩეს მოღვაწეობა, როგორც კუბის
მრეწველობის მინისტრისა? ჩე კუბის სოციალისტურ გარდაქმნებს
მრეწველობის დარგში ოთხი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ამ ხნის
მანძილზე კუბაში მთლიანად ლიკვიდირებულ იქნა წარმოების საშუალებათა
კერძო საკუთრება. ქვეყანა გეგმიურ ეკონომიკაზე გადავიდა.
თავად ჩე, აღნიშნავდა რა რევოლუციური კუბის უდავო მიღწევებს, 1964
წელს ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა,
რომ წარმატებები უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, სერიოზული შეცდომები
რომ არ დაგვეშვა, რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება გვქონოდაო. შემდეგ
ჩეს მოჰყავდა შეცდომები და ნაკლოვანებები, ხსნიდა მათ გამომწვევ მიზეზს,
ამ მიზეზების სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებებს.

157
„იანკები - შორს, გაუმარჯოს კუბას!“

გვიბიძგებენ ომისაკენ და ჩვენც სხვა გამოსავალი არა გვაქვს, გარდა


იმისა, რომ მოვემზადოთ და დავიწყოთ ბრძოლა.
ერნესტო ჩე გევარა

1961 წლის 13 მარტს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კენედიმ


თეთრ სახლში შეკრიბა ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩები და გააცნო
მათ მთავრობის გადაწყვეტილება „პროგრესისათვის კავშირის“ შექმნის
შესახებ. კენედიმ მოუწოდა დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს,
შეერთებოდნენ შეერთებული შტატების ამ განზრახვას, რომელსაც „თავისი
გრანდიოზული მასშტაბებით და კეთილშობილური მიზნებით ტოლი არ
ჰყავდა ლათინური ამერიკის ქვეყნების ხალხთა ძირითადი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საქმეში“. პრეზიდენტ კენედის ამ
დაპირებების გამო ერთ-ერთმა ენაკვიმატმა ჟურნალისტმა თქვა: „დიდი
მადლობა, ფიდელ, შენი რევოლუციისათვის, ურომლისოდაც შეერთებული
შტატებისაგან ჩვენ გროშსაც ვერ მივიღებდით“.
კუბის მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ილუზია არ
ჰქონდა, პრეზიდენტ კენედის მთავრობის შეფასებისას, მაინც ფიქრობდა,
რომ წინამორბედთაგან განსხვავებით, ახალი პრეზიდენტი უფრო მეტ
კეთილგონიერებასა და საღ პოლიტიკურ ალღოს გამოიჩენდა კუბის
მიმართ. კუბის მთავრობა ცდილობდა, ურთიერთობა არ გაემწვავებინა
ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. იგი ითხოვდა მხოლოდ ერთს:
შეერთებული შტატები არ ჩარეულიყო კუბის საშინაო საქმეებში და პატივი
ეცა მისი სუვერენიტეტისათვის..
თავის მხრივ, შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო
„პროგრესისათვის კავშირის“ გეგმით მოქმედება. ამ მიზნით ურუგვაის
საზღვაო ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში მოიწვიეს ლათინური ამერიკის
ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური საბჭოების სპეციალური სესია.
კუბაში ამერიკელთა ინტერვენციის მიუხედავად, მთავრობა მაინც
ცდილობდა, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არ გაემწვავებინა. კუბის
რევოლუციური მთავრობა იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი კენედი კუბის
მიმართ უფრო კეთილგონივრულ პოზიციას დაიჭერდა. ამიტომ კუბის
158
მთავრობამ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო პუნტა-დელ-ესტეს
კონფერენციაში და დელეგაციის მეთაურად ერნესტო ჩე გევარა დანიშნა.
ამ კონფერენციაზე ჩეს მონაწილეობა ლათინურ ამერიკაში ნომერ
პირველ სენსაციად აღიარეს. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა ლათინური
ამერიკის კონტინენტზე კუბის რევოლუციის შემდეგ და არაფრით არ ჰგავდა
უძღები შვილის შინ დაბრუნებას. ათასობით ადამიანი აღფრთოვანებით
მიესალმა მას მონტევიდეოს აეროდრომზე. მთელ გზაზე, აეროდრომიდან
პუნტა-დელ-ესტემდე, ურუგვაელები ჩეს ოვაციით მიაცილებდნენ.
კონფერენციის მონაწილეთაგან მხოლოდ მას ხვდებოდა მოსახლეობა
ასეთი აღფრთოვანებით. მისი სახით ხალხი კუბის რევოლუციას
მიესალმებოდა. სწორედ ამ რევოლუციის გამარჯვებამ აიძულა „ძლიერნი
ამა ქვეყნისა“, ეს კონფერენცია მოეწვიათ. კონფერნციაზე ჩე თავისი ჩვეული
სამხედრო ფორმით გამოცხადდა. მან მაშინვე განაცხადა. რომ კუბის
დელეგაცია არათუ ხელს შეუშლის კონფერენციის მუშაობას, არამედ
ყოველნაირად ეცდება, სხვა დელეგაციებთან ერთად ეძიოს ლათინური
ამერიკის ქვეყნების ეკონომიკური დამოუკიდებლობის განვითარების გზები
და საშუალებები.
ამის დასტურად კუბის დელეგაციამ კონფერენციაზე განსახილველად
წარადგინა დადგენილებათა 29 სხვადასხვა პროექტი კონფერენციაზე
განსახილველ პრობლემებსა და საკითხებზე.
კუბის დელეგაციის მიერ დასმული 29 საკითხიდან, როგორც ჩე წერდა
ერთ-ერთ სტატიაში „კუბა და კენედის გეგმა“ – უმრავლესობა მიიღეს,
რადგან ისინი ზედმიწევნით უპასუხებდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნების
ეკონომიკური განვითარების პრობლემებს. წინააღმდეგობების მიუხედავად,
კუბის დელეგაციამ იმასაც მიაღწია, რომ კონფერენციაზე სულ სხვაგვარი
ატმოსფერო შეიქმნა, – დელეგატები სხვაგვარად საუბრობდნენ და
სხვაგვარად აზროვნებდნენ, ვიდრე ეს ტრადიციულად ასეთ
კონფერენციებზე ხდებოდა ხოლმე.
ჩე აღნიშნავდა, რომ კონფერენციის მონაწილეთაგან სამმა, –
ბრაზილიის, ეკვადორისა და ბოლივიის დელეგაციებმა კუბის დელეგაციას
დაუჭირეს მხარი.
პუნტა-დელ-ესტეში ბოლივიის დელეგაციის მუშაობა ჩემ შემდეგნაირად
შეაფასა: „თუ კუბის დელეგაციის გეგმებზე არ ვილაპარაკებთ, მაშინ უნდა
159
აღვნიშნოთ, რომ სხვა დელეგაციებს შორის სწორედ ბოლივიის
დელეგაციამ წამოაყენა ყველაზე კონკრეტული ეკონომიკური განვითარების
გეგმა და, საერთოდ, საკმაოდ დადებითი პოზიცია დაიკავა. ამის გამო
ბოლივიის წარმომადგენლებს „კუბელთა ბიძაშვილები“ შეარქვეს“.
გამორიცხული არაა ის, რომ კონფერენციაზე ჩესა და კუბის სხვა
დელეგატთა კონტაქტებმა ბოლივიელ „ბიძაშვილებთან“ ხელი შეუწყო ჩეს
შემდგომ გადაწყვეტილებას, – პარტიზანული მოქმედების პლაცდარმად
სწორედ ბოლივია აერჩია. ჩე ორჯერ გამოვიდა კონფერენციის პლენარულ
სხდომაზე და ორივეჯერ ზომიერი ტონით ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩემ
ფარდა ახადა შეერთებული შტატების მმართველი წრეების მისწრაფებას –
„პროგრესისათვის კავშირის“ საშუალებით კუბა პოლიტიკურ იზოლაციაში
მოექციათ.
ჩე იმასაც ამტკიცებდა, რომ „პროგრესისასთვის კავშირი“ ხელს
შეუწყობდა მხოლოდ სახალხო მეურნეობის მეორეხარისხოვანი დარგების
განვითარებას, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები თავისუფალი კი არა,
უფრო დამოკიდებული იქნებოდნენ ამერიკულ მონოპოლიაზე. ამავე დროს,
ამბობდა ჩე, კუბას სრულიადაც არ სურს, ხელი შეუშალოს ლათინური
ამერიკის ქვეყნებს, რომ მათ გამოიყენონ ის მცირე და საეჭვო
შესაძლებლობები, რომლებსაც „პროგრესისათვის კავშირი“ ჰპირდება.
კონფერენციის 9 აგვისტოს პლენარულ სხდომაზე ჩემ განაცხადა: „კუბის
დელეგაცია მთელი გულახდილობით აცხადებს, რომ ჩვენ გვსურს
ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანაარსებობა, გვსურს, კვლავაც ამ
ოჯახის წევრი ვიყოთ. ჩვენ გვსურს, თქვენი ზრდა და განვითარება
წარიმართოს იმავე ტემპით, როგორიც ჩვენია, მაგრამ ჩვენ არაფერი
საწინააღმდეგო არა გვაქვს, თუ თქვენ სხვა ტემპს აიღებთ. ჩვენ მხოლოდ
ჩვენი საზღვრების ხელშეუხებლობის გარანტიას ვთხოულობთ“.
ასეთივე ზომიერი იყო ჩეს გამოსვლა კონფერენციის დასკვნით
სხდომაზე. ამ გამოსვლის შესახებ იგი წერს: „კონფერენციის დასკვნით
პლენარულ სხდომაზე კუბის დელეგაციამ თავი შეიკავა ყველა მიღებული
დოკუმენტის კენჭისყრისაგან და შეეცადა, თავისი პოზიცია დაესაბუთებინა.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ კუბა წინააღმდეგია „ფულის“ პოლიტიკისა, არ
ეთანხმება თავისუფალი მეწარმეობის პრინციპებს, არც იმას, რომ
დოკუმენტებში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ყველა ჩვენი უბედურების
160
მიზეზის, – კაპიტალისტური მონოპოლიისა და აგრესიის შესახებ. კითხვაზე,
მიიღებს თუ არა კუბა „პროგრესისათვის კავშირში“ მონაწილეობას, ჩვენ
დუმილით ვუპასუხეთ, რაც უარს ნიშნავდა. ცხადია, ჩვენ არ შეგვეძლო,
ვყოფილიყავით იმ კავშირის მონაწილე, რომელიც ჩვენს ხალხს არაფერს
არ აძლევს“
ამავე დროს, ჩემ აღნიშნა კონფერენციის დასკვნითი დოკუმენტების ერთ-
ერთი ქვეთავის დადებითი მნიშვნელობაც. კერძოდ ის, რომ „თავისუფალი
მეწარმეობის“ ქვეყნებთან ერთად არიან ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ,
განახორციელონ „თავისუფალი მეწარმეობაო“.
„კუბის დელეგაციამ, – წერს ჩე, – როდესაც წაიკითხა ეს პარაგრაფი,
განაცხადა, რომ ეს არის მშვიდობიანი თანაარსებობის გამარჯვება, ორი
განსხვავებული სოციალური სისტემის თანაარსებობის შესაძლებლობა,
კონფერენციის მუშაობის ერთ-ერთი დადებითი შედეგი“. მაგრამ, აღნიშნავს
ჩე, ამ პარაგრაფის წინააღმდეგ ერთ-ერთი ამერიკელი დელეგატი
გამოვიდა, რომელმაც საერთოდ არ ცნო კუბის მთავრობა. ამ
კონფერენციაზე ჩე შეხვდა შეერთებული შტატების დელეგაციის წევრს, 28
წლის რიჩარდ გუდვინს, რომელიც პრეზიდენტ კენედისთან ძალზე
დაახლოებული იყო. გუდვინის სიტყვებით, ჩემ შესთავაზა ამერიკელ
მესაკუთრეებს ჩამორთმეული ქონების კომპენსაცია, ლათინური ამერიკის
ქვეყნებში რევოლუციური პროპაგანდის შენელება იმ შემთხვევაში, თუ,
თავის მხრივ, შეერთებული შტატები შეწყვეტდნენ კუბის წინააღმდეგ მტრულ
მოქმედებებსა და ეკონომიკურ ბლოკადას. „ჩვენ ვთხოულობთ, – განუცხადა
ჩემ გუდვინს, – აღიაროთ კუბა, როგორც ლათინური ამერიკის
სრულუფლებიანი წევრი, რომელიც მიუხედავად განსხვავებული
სოციალური და ეკონომიკური წყობისა, მზადაა, ითანამშრომლოს, როგორც
ამერიკის ქვეყნებთან, ისე მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან“. გუდვინი
მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ჩეს დაჰპირდა, თქვენს მოსაზრებებს
პრეზიდენტს გადავცემო. ამ შეხვედრას მრავალნაირი კომენტარი გაუკეთა
ლათინური ამერიკის პრესამ. ბევრი კომენტატორის აზრით, ეს შეხვედრა
გზას გაუხსნიდა შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის წარმატებული
ურთიერთობას. სინამდვილეში, შეერთებული შტატები სრულიადაც არ იყო
დაინტერესებული, კუბასთან რაიმე გონივრული შეთანხმებისათვის მიეღწია.

161
შეერთებული შტატები მზად იყო, ყველაფერი „ეპატიებინა“ კუბისათვის
მხოლოდ ერთის პირობით, – კუბას უარი უნდა ეთქვა საბჭოთა კავშირის
დახმარებაზე.
დაახლოებით ასეთივე პოზიცია ეჭირა არგენტინის მაშინდელ
პრეზიდენტს, არტურო ფრონდისისაც. მან ჯერ კიდევ კონფერენციის
დაწყებამდე მიიწვია ჩე ბუენოს-აირესში. პრეზიდენტი ძალზე მერყევი
პოლიტიკოსი იყო. მრავალი წლის მანძილზე იგი პროგრესულ პოზიციებზე
იდგა და ყოველ თავის გამოსვლაში პროგრესულ აზრებს იცავდა, მაგრამ
როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, მაშინვე სამხედრო წრეებისა და
ამერიკელ მონოპოლისტთა გავლენაში მოექცა. იმის ნაცვლად, რომ
საზოგადოებრივი რეფორმები განეხორციელებინა, რასაც იგი
პრეზიდენტობამდე ითხოვდა, მან კომუნისტებს დაუწყო დევნა და უფრო
მეტად მოაქცია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა ამერიკის მონოპოლიის
ტყვეობაში. მან დიპლომატიური კავშირიც კი გაწყვიტა რევოლუციურ
კუბასთან. მიუხედავად ამისა, რეაქციული სამხედრო წრეები მას მაინც
„მემარცხენედ“ თვლიდნენ.
ჩე ბუენოს-აირესში 18 აგვისტოს ჩაფრინდა და იქ სულ რამდენიმე საათი
დაყო. მისი და პრეზიდენტის შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში მოხდა.
როცა ამ შეხვედრის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა
შეიტყო, პროტესტის ნიშნად გადადგა. გაცოფდნენ რეაქციონერი
გენერლებიც და, ჩეს დროზე რომ არ დაეტოვებინა პრეზიდენტის სასახლე,
უეჭველია, პრეზიდენტთან ერთად დააპატიმრებდნენ. ამის შესახებ ორივემ
კარგად იცოდა და მაინც რისკზე წავიდნენ და ერთმანეთს შეხვდნენ.
პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ იგი გადმოიბირებდა თავის
სახელგანთქმულ თანამემამულეს, რათა კუბას დაეტოვებინა „საბჭოთა
ბლოკი“ და დაბრუნებოდა ლათინური ამერიკის „ფარეხს“.
თუ პრეზიდენტი კუბას შეერთებული შტატების მხარეზე გადმოიბირებდა,
მაშინ იგი ღრმად და მშვიდად ჩაჯდებოდა პრეზიდენტის სავარძელში.
ღირდა ეს საქმე იმ რისკად, რომელზედაც იგი წავიდა.
ჩემ პრეზიდენტის მიწვევა სულ სხვაგვარი განზრახვით მიიღო. ჯერ ერთი,
ჩე ლათინური ამერიკის ქვეყნების სახელმწიფო მოღვაწეებთან არათუ
ერიდებოდა კონტაქტებს, პირიქით, ამ კონტაქტებისაკენ მიილტვოდა. ჩეს
იმედი ჰქონდა, ასეთი კონტაქტებით ჩაშლიდა ამერიკის აგრესიულ
162
პოლიტიკას რევოლუციური კუბის მიმართ. გარდა ამისა, ჩეს ძალიან
აინტერესებდა თავისი სამშობლოს ნახვა. მას ხომ ათი წლის მანძილზე
სამშობლო არ ენახა.
ჩემ ვერ გაამართლა პრეზიდენტ ფრონდისის იმედები. მან იგივე უთხრა
პრეზიდენტს, რაც გუდვინს. პრეზიდენტი ჩეს გაუმასპინძლდა განთქმული
არგენტინული მწვადით, ზედ მატე დააყოლეს და ასე განშორდნენ: გზად ჩემ
თავისი ავადმყოფი დეიდა ინახულა და საღამოს მონტე-ვიდეოში გაფრინდა.
მეორე დღეს ჩემ ურუგვაი დატოვა და მისმა თვითმფრინავმა კურსი
ჰავანისაკენ აიღო. სანამ ჰავანაში ჩაფრინდებოდა, ჩეს გზად ერთი
შეხვედრაც ელოდა. იგი მიიწვია ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟანიო
კუადროსმა, რომელსაც ჩე ეგვიპტეში გაეცნო. არგენტინის
პრეზიდენტისაგან განსხვავებით, ჟანიო კადროსი დამოუკიდებელ
პოლიტიკას ეწეოდა შეერთებულ შტატებთან და სრულიადაც არ მალავდა
თავის სიმპათიებს რევოლუციური კუბის მიმართ. ამ პოლიტიკის გამო მას
დიდად შემოსწყრნენ ვაშინგტონელი „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, მაგრამ იგი
მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე. პრეზიდენტი გულთბილად შეეგება ჩეს
ბრაზილიის ახალ დედაქალაქში და იგი ბრაზილიის უმაღლესი ორდენით
დააჯილდოვა.
როგორი შედეგები მოჰყვა პუნტა-დელ-ესტეს კონფერენციას? ამ
კონფერენციამ ცხადყო, რომ ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყნის
მმართველები არათუ ეთანხმებოდნენ ვაშინგტონის პოლიტიკას, არამედ
სიყვარულითა და თანაგრძნობით ეპყრობოდნენ რევოლუციურ კუბას. თავის
მხრივ, შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობდა კუბის „შევიწროებას“,
ყოველნაირად ცდილობდა ახალ-ახალი სიძნელეების შექმნას.
ცოტა ხანში მდგომარეობა ლათინური ამერიკის კონტინენტზე სულ უფრო
გართულდა. არგენტინის პრეზიდენტი ფრონდისი ჩამოაგდეს რეაქციულმა
სამხედრო წრეებმა, ხოლო ბრაზილიის პრეზიდენტი კუადროსი თავად
გადადგა, რადგან ვერ გაუძლო რეაქციული ძალების ზეწოლას. 1962 წლის
დასაწყისში კუბა გარიცხეს ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან. ამ
პოლიტიკური აქციის წინააღმდეგ მხოლოდ ურუგვაი, ბოლივია, ჩილე და
მექსიკა გამოვიდა, მაგრამ მალე მათაც, მექსიკის გარდა, კუბასთან
დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტეს. ყველაფერი ეს
მოხდა ვაშინგტონის ჩარევით, რომელიც ემუქრებოდა ლათინური ამერიკის
163
ქვეყნებს – შეგიწყვეტთ იმ დახმარებას, რომელსაც „პროგრესისათვის
კავშირი“ ითვალისწინებსო.
1964 წლის 18 აგვისტოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა,
დინ რასკმა განაცხადა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობდა
შეერთებულ შტატებსა და რევოლუციურ კუბას შორის ურთიერთობის
გასაუმჯობესებლად. შეერთებული შტატების მთავრობის აზრით, დასავლეთ
ნახევარსფეროს საფრთხე ემუქრებოდა და ამ საფრთხის აცილება მხოლოდ
კუბის რევოლუციის ჩახშობით შეიძლებოდა.
რასკის ასეთი განცხადება იმ აზრს ამტკიცებდა, რომ შეერთებული
შტატების მმართველი წრეები, პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ,
კვლავ ცდილობდნენ, ლათინურ ამერიკაში არ დაეშვათ „მეორე კუბის“
წარმოშობის შესაძლებლობა.
ამ სიტუაციაში რევოლუციურ კუბას დიდი იმედი ჰქონდა ლათინურ
ამერიკაში ანტიიმპერიალისტური რევოლუციის გაღვივებისა, რომელსაც
უნდა შეესუსტებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური თუ ეკონომიკური
ზეწოლა.
მაგრამ იყო კი კონტინენტურ რევოლუციაზე ფიქრი საიმედო და
საფუძვლიანი? დიახ, თავად კუბის რევოლუცია ამის მაუწყებელი იყო. თუმცა
რევოლუციამ მარტო კუბაში გაიმარჯვა, მაგრამ მისი მხურვალე სუნთქვა
იგრძნობოდა არგენტინის პამპასებში, ბოლივიის მთებში, ამაზონის
ჯუნგლებში, მზით გადახრუკული ბრაზილიის ველ-მინდვრებზე, ვენესუელის
ლიანებში და ყველგან, ლათინური ამერიკის სოფლებსა და ქალაქებში,
კუბიდან დაწყებული მექსიკის ჩრდილოეთ საზღვრებამდე.
როგორც კუბელები ამბობენ, „რევოლუცია ესპანურად ალაპარაკდა“.
ყველა ხედავდა და გრძნობდა ლათინურ ამერიკაში რევოლუციის ქარის
ქროლვას. ამ რეგიონის ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა ტედ
შულცმა 1965 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით „რევოლუციის ქარი.
ლათინური ამერიკა დღეს და ხვალ“. ამ წიგნში იგი წერდა: „რევოლუციის
თემა ისე ჟღერს ზოგიერთ ადგილებში, როგორც ნაღარა, ზოგან ჯერ კიდევ
სუსტად, მოგუდულად ისმის მისი ხმა, თითქმის გაუთვითცნობიერებლად,
მაგრამ მისი მოტივები დომინირებს სიღარიბით გატანჯულ ლათინური
ამერიკის მასებში, რომლებიც დღითი დღე ფხიზლდებიან“.

164
შეერთებული შტატებისათვის ამ რევოლუციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა
მიღებული ისეთი მუქარის სახე, როგორსაც კუბის რევოლუცია
წარმოადგენდა. მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო ფორმები და
მეთოდები, უდავოა, ლათინური ამერიკის რევოლუცია ორთაბრძოლისაკენ
იწვევდა შეერთებულ შტატებს.
სოციალურ რევოლუციაზე ეკლესიის მსახურნიც კი ალაპარკდნენ. ერთ-
ერთმა კოლუმბიელმა მღვდელმა ეკლესია დატოვა და პარტიზანულ რაზმში
ჩაეწერა. „მეაბოხე“ ეკლესიის მსახურნი ლათინური ამერიკის სხვა
ქვეყნებშიაც გაჩნდნენ.
ასეთ პირობებში ჩე დილემის წინაშე აღმოჩნდა: ერთი მხრივ, იგი
მთლიანად მშვიდობიანი მშენებლობის პროცესში იყო ჩაბმული, – ხოლო
მეორე მხრივ, მას თავისკენ ეძახდა ლათინური ამერიკის რევოლუცია.
ჰქონდა კი ისეთ ადამიანს უფლება, რომელმაც გრძელი გზა გამოიარა
არგენტინის პამპასებიდან სიერა-მაესტრას მთებამდე, კვლავ თავისუფლების
კუნძულზე დარჩენილიყო?
ეს დილემა მან იოლად გადაწყვიტა. მას მხოლოდ და მხოლოდ წინა
ხაზის არჩევა შეეძლო, მხოლოდ ყველაზე სახიფათო, ყველაზე მრისხანე
და გაუკვალავი გზის არჩევა, ლათინური ამერიკის რევოლუციის გზის
არჩევა. და როცა არჩევანი გადაწყვეტილი იყო, იგი მოუთმენლად ელოდა
თავისი როსინანტის შეკაზმვას, რათა გზას დასდგომოდა. ერთი სული
ჰქონდა, როდის მოიკიდებდა კვლავ წამლებით, ვაზნებითა და წიგნებით
გატენილ ზურგჩანთას, როდის გადაიკიდებდა მხარზე ავტომატს. იგი
ოცნებაში უკვე კოცონთან იწვა, კოღოებით გაბეზრებული, ასთმის
შეტევებისაგან გაწამებული, მაგრამ ბედნიერი, რადგან მის გვერდით იყვნენ
ისინი, რომლებიც ასე ვაჟკაცურად და უსაზღვროდ უყვარდა, ლათინური
ამერიკის გაწამებული და გაკიცხული შვილები, მისი გლეხები, მისი
ინდიელები, მისი ზანგები. ეს ორმხრივი სიყვარული იყო, რადგან მათაც
უყვარდათ ეს კეთილშობილი და სამართლიანი ვაჟკაცი, რომელიც
კურნავდა მათ ბავშვებს, ეხმარეობდა მათ ცოლებსა და დედებს, იყო მამაცი
და სამართლიანი და მათთვის სულსაც არ დაზოგავდა. რა ბედენა იყო
მისთვის მინისტრის სავარძელი, როცა შესაძლებლობა ეძლეოდა, კვლავ
ბრძოლის წინა ხაზზე ყოფილიყო, კვლავ ებრძოლა იმ ხალხთან ერთად,
რომელთა ლხინიცა და გასაჭირიც მისთვის ასე ახლობელი და ორგანული
165
იყო. გზა არჩეული იყო და თუ ბედი უმუხთლებდა, დაეცემოდა იგი ამ
ხალხთან ერთად, დაეცემოდა სადმე მიკარგულ ადგილას, მთაში ან
რომელიმე მდინარის ნაპირას, მაინც ბედნიერი იქნებოდა, რადგან ამ
ხალხის თავისუფლებისათვის იბრძოლებდა.
მაგრამ ვიდრე იგი ამ გზას დაადგებოდა, ჯერ თავისი მთავრობისა და
პარტიის სხვადასხვაგვარი მისია და დავალება უნდა შეესრულებინა. კუბიდან
საიდუმლოდ წასვლის უკანასკნელ დღემდე, იგი კვლავ ფაბრიკებსა და
ქარხნებში, მინდვრებსა და პლანტაციებში ტრიალებს ან წიგნებს უზის, ან
ლექსებს წერს, ან, უბრალოდ, ოცნებობს ლათინური ამერიკის ნათელ
მომავალზე.
1964 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩე ნიუ-იორკშია და ხელმძღვანელობს
კუბის დელეგაციას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის XIX
გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.
11 დეკემბერს გენერალურ ასამბლეაზე ჩემ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა:
„ჩვენ გვსურს სოციალიზმის აშენება, ჩვენ მათ ვემხრობით, ვინც
მშვიდობისათვის იბრძვის. ჩვენ იმ ქვეყნებს ვეკუთვნით, რომლებიც
იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძვიან, ჩვენ მშვიდობა გვინდა, უკეთესი
ცხოვრების დამკვიდრება გვინდა და ყოველნაირად ვცდილობთ,
პროვოკაციის საბაბი არ მივცეთ იანკებს, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, თუ
რას ფიქრობს შეერთებული შტატების მთავრობა, – მას სურს, ძვირად
დაგვისვას ჩვენი ეს სურვილი. მაგრამ ჩვენ მათ ვუპასუხებთ, რაც უნდა
ძვირად დაგვიჯდეს, მათი ცდა ვერ აღემატება ჩვენს ღირსებებს“.
შეერთებული შტატების დელეგატმა ედლაი სტივენსონმა ბრალი დასდო
ჩეს კომუნისტურ მიდრეკილებებში. შეეცადა, კუბის ეკონომიკური
სიძნელეები კარიბის კრიზისის გამო გაემართლებინა. ჩემ პასუხი გასცა
სტივენსონს: „გამოვდივართ რა ამ ასამბლეაზე, ჩვენ საგნებს თავიანთ
სახელებს ვარქმევთ, კერძოდ, თქვენ – ამერიკის შეერთებული შტატების
წარმომადგენლებს, ჟანდარმებს გიწოდებთ, რადგან ცდილობთ, თქვენს
ძალაუფლებას დაუმორჩილოთ მთელი მსოფლიო“.
ის, ვინც ჩეს უსმენდა, რაც უნდა დიდი ფანტაზიის პატრონი ყოფილიყო,
ვერ წარმოიდგენდა მასთან დაკავშირებულ შემდგომ მოვლენებსა და
ფაქტებს: ჩემ კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა ლათინური
ამერიკის განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაში. ყოველივე ის, რაც
166
შემდგომ მოხდა, თავადაც არ ჰქონდა წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც
მან მტკიცედ იცოდა, იყო ის, რომ უკვე შეკაზმული როსინანტი პატრონს
ელოდა, რათა კვლავ გზას გასდგომოდა ყველა ჩაგრულის
უსამართლობისაგან დასახსნელად...

167
„ბოლივიური დღიური“

იდუმალი გაუჩინარება

აბსოლუტური საიდუმლოება პარტიზანული მოძრაობის პირველი და


ძირითადი პირობაა.
ერნესტო ჩე გვევარა

საზღვარგარეთის ქვეყნებში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, 1965


წლის 14 მარტს ერნესტო ჩე გევარა ჰავანაში დაბრუნდა. უცხოეთში მან სამ
თვეზე მეტი დაყო. ამ ხნის მანძილზე მოინახულა აზიისა და აფრიკის
მრავალი ქვეყანა, – ალჟირი, ტანზანია, ეგვიპტე, ისევ ალჟირი, ალჟირიდან
კვლავ კაიროში ჩაფრინდა, მოინახულა მალი და კონგო. 14 მარტს ჰავანის
აეროპორტში ჩეს დახვდნენ ფიდელ კასტრო, ოსვალდო დორტიკოსი და
სხვა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეები, აგრეთვე მეუღლე ალეიდა
მარჩი.
ამ მოგზაურობას ფართოდ აშუქებდა კუბის პრესა, რადიო და ტელევიზია.
აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ჩეს ასეთ ხანგრძლივ მოგზაურობას, რა თქმა
უნდა, თავისი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ჩეს სურდა, პირდაპირი
კონტაქტები დაემყარებინა აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის მოღვაწეებთან, რათა ერთობლივი სამომავლო ბრძოლისათვის
შეეკავშირებინა აზია-აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ეს მისია
დაედო საფუძვლად შემდგომში სამი კონტინენტის ქვეყნების
წარმომადგენელთა კონფერენციას, რომელიც ჰავანაში ჩატარდა 1966
წლის იანვარში. ჰავანაში სწორედ მაშინ შეიქმნა აზიის, აფრიკისა და
ლათინური ამერიკის ხალხთა სოლიდარობის ორგანიზაცია. აფრიკისა და
აზიის ქვეყნებში მოგზაურობამ კიდევ უფრო განუმტკიცა ჩეს პარტიზანული
ბრძოლის ეფექტურობის იმედები. სწორედ პარტიზანული ბრძოლის
მეთოდებმა აიძულა საფრანგეთი, ბოლოს და ბოლოს, ხელი აეღო
ალჟირში ბატონობაზე. ასევე სამაგალითო იყო ვიეტნამელ პარტიზანთა
ბრძოლა, რის შედეგადაც ფრანგებმა ინდოჩინეთი დათმეს. იმედის მომცემი
იყო აგრეთვე ყოფილ ბელგიის კონგოში პარტიზანთა ბრძოლა, პატრის

168
ლუმუმბას მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო რომ გაიშალა. პარტიზანული
ბრძოლა ფრთებს შლიდა აგრეთვე პორტუგალიის აფრიკულ კოლონიებში.
ყველგან ჩნდებოდნენ ახალი ლიდერები, რომლებიც ქმნიდნენ ახალ
პარტიებს, ახალ მოძრაობებს, პარტიზანულ რაზმებსა და არმიებსაც კი.
ყველაფერი ეს ძალზე ჰგავდა იმას, რაც ლათინურ ამერიკაში ხდებოდა და
რაც ასე ნაცნობი, ასე მახლობელი იყო რევოლუციური კუბის მრეწველობის
მინისტრისათვის, რომელიც პარტიზანული ბრძოლის ხერხებისა და
მეთოდების მისეული თეზისების განმტკიცებასა და დადასტურებას ეძებდა
აფრიკელ პარტიზანთა მოძრაობაში.
ლათინურ ამერიკაში პარტიზანული მოძრაობა კი არ ჩაქრა, როგორც
ამას მტრები მოელოდნენ, არამედ უფრო გაღვივდა და გაიშალა.
პარტიზანული რაზმები მოქმედებდნენ გვატემალაში, კოლუმბიაში,
ვენესუელასა და პერუში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ ბრძოლას
რაიმე რეალური შედეგები არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე,
შეიძლებოდა გვეფიქრა, კუბის რევოლუციის პარტიზანული გამოცდილება
მისაღები იყო თუ არა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებისათვის?!
ამ კითხვის საპასუხოდ, ერთნი მხარს უჭერდნენ პარტიზანულ მოძრაობას,
მეორენი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ: აქაოდა, ჯერ ასეთი
ბრძოლისათვის არც გლეხობაა მზად, არც მუშებიო. როგორც ასეთ
შემთხვევაში ხდება ხოლმე, პოლემიკა გამწვავდა.
რას ფიქრობდა ამ საკითხზე ჩე? იგი ახლა, როგორც არასდროს,
დარწმუნებული იყო პარტიზანული მეთოდების აუცილებლობაში. ჩე
სთვლიდა, რომ პარტიზანული მოძრაობის წარმატებისათვის ერთ-ერთი
გადამწყვეტი ფაქტორი პიროვნების ავტორიტეტი იყო. სტატიაში
„პარტიზანული ბრძოლა, როგორც მეთოდი“, ჩე წერდა: „როგორც წესი,
პარტიზანულ მოძრაობას სათავეში უნდა ედგეს ავტორიტეტული ბელადი“.
კუბაში ასეთი ლიდერი ფიდელ კასტრო იყო, ნიჭიერი სამხედრო და
პოლიტიკური მოღვაწე, რომლის ავტორიტეტს აღიარებდნენ არა მარტო
პროგრესულად მოაზროვნენი, არამედ მტრებიც.
ფიდელ კასტროს მსგავსი პარტიზანული ლიდერი ლათინურ ამერიკას
არ უშვია. ზოგიერთები, რომლებსაც ამისი მონაცემები ჰქონდათ, ადრე
დაიღუპნენ და ვერ გამოავლინეს თავიანთი ნიჭი. მაგრამ თუ ასეთი ლიდერი
არ იყო, განა ჩეს არ შეეძლო ასეთი გამხდარიყო? არგენტინელი,
169
რომელიც პირველად პერუელზე იყო დაქორწინებული, ხოლო შვილი
ნახევრად მექსიკელი ჰყავდა, ადაპტირებული კუბელი – ასეთი ადამიანი
განა ლათინური ამერიკის ჭეშმარიტი მოქალაქე არ იყო?! განა იგი არ იყო
სან-მარტინის, ბოლივარის, ხოსე მარტისა და თავისუფლებისათვის
მებრძოლ სხვა მოღვაწეთა საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი?!
ბუნებრივია, ისმის კითხვა: ხომ არ იქნებოდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე
რევოლუციურ მოძრაობაში მისი მონაწილეობა ამ ქვეყნის საშინაო
საქმეებში ჩარევა? ფორმალური და იურიდიული თვალსაზრისით, ეს
მართლაც ასე იყო, მაგრამ განა ლათინური ამერიკის ქვეყნების საშინაო
საქმეებში წლების განმავლობაში არ ერეოდნენ შეერთებული შტატები?!
აქ შეიძლება სადავო იყოს, რამდენად მიზანშეწონილი და დროული იყო
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთოდები, ფორმები და საშუალებები,
ადგილობრივ რევოლუციურ მოძრაობასთან კოორდინაცია და შეთანხმება,
თორემ ასეთი მოქმედების უფლება ნამდვილად არ იყო სადავო.
ამის შესახებ მრავალჯერ განუცხადებია როგორც ფიდელ კასტროს, ისე
კუბის მთავრობის სხვა მოღვაწეებს. ამ საკითხების შესახებ ნათლად ითქვა
ჰავანის I და II დეკლარაციაში, ამის შესახებ რევოლუციის მტრებს ჩემ
შესაფერი პასუხი გასცა: „მე კუბელი ვარ, მე არგენტინელიც ვარ და თუ არ
შემომწყრებიან ლათინური ამერიკის პატივცემული ვაჟბატონები, არავისზე
ნაკლები პატრიოტი არა ვარ ლათინური ამერიკისა და მზად ვარ ყოველ
დროს, როცა კი საჭირო იქნება, თავი გავწირო ლათინური ამერიკის
ნებისმიერი ქვეყნის თავისუფლებისათვის. ამისათვის კი სამაგიეროდ
არაფერს მოვითხოვ... არც სახელს და არც ჯილდოს“.
ეს ლამაზი სიტყვები არ გახლავთ. ადამიანმა, რომელმაც ეს სიტყვები
წარმოთქვა, უკვე იცოდა, რომ უახლოეს მომავალში ეს სიტყვები საქმით
უნდა დაემტკიცებინა. ამისაკენ იგი მოისწრაფოდა მთელი სულითა და
გულით, მთელი გზნებით, რამეთუ რევოლუცია და მხოლოდ რევოლუცია
იყო მისი სტიქია.
კუბაში დაბრუნების შემდეგ (1964 წლის 14 მარტი) ჩე საჯაროდ აღარავის
უნახავს. ამას ამჩნევდნენ როგორც კუბელები, ისე საზღვარგარეთელი
ჟურნალისტები. ჩეს ამ „გაუჩინარებამ“ ათასგვარი მითქმა-მოთქმა და
სხვადასხვაგვარი ვერსიები გამოიწვია. ამ ამბის გამო ატეხილი ხმაური
თანდათან მატულობდა. საზღვარგარეთის და, განსაკუთრებით,
170
შეერთებული შტატების პრესა დიდ „გულუხვობას“ იჩენდა, რათა ათასგვარი
მონაჭორი გამოექვეყნებინა ამ ამბის გამო: – „ჩე მოკლეს, „ჩე უკანასკნელ
წუთებშია“, „ჩე დაპატიმრებულია“, „ჩე კუბიდან გაიქცა“. ასე იყო თუ ისე,
ფაქტი ფაქტად რჩებოდა, – ჩე არსად ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, კუბაში
იგი არავის უნახავს. აპრილის შუა რიცხვებში დედამ, რომელიც იმ დროს
ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა, ჩესგან უცნაური წერილი
მიიღო. ამ წერილში იგი დედას სწერდა, რომ გადაწყვიტა პოლიტიკურ
მოღვაწეობას თავი დაანებოს, ერთი თვე შაქრის ლერწმის პლანტაციაში
წაიმუშაოს, ხოლო შემდეგ ალბერტო გრანადოსთან ერთად სადმე
დასახლდეს და ხუთი წელი რიგით მუშად იმუშაოს ფაბრიკაში.
გამორიცხული არაა, რომ ამ წერილის ტექსტი ცნობილი გახდა არა მარტო
ფართო წრისათვის, არამედ კუბის რევოლუციის მტრებისთვისაც. ეს
წერილი ჩვენ უნდა მივიღოთ ჩეს ჩვეულებრივ მისტიფიკაციად. თუმცა ჩეს
ადრეც მიუწერია მსგავსი წერილები ახლობლებისა და ნათესავებისათვის,
მაგრამ ამჯერად მისი საიდუმლო გაუჩინარება დრამატულ ელფერს
ანიჭებდა ამ წერილს.
1965 წლის 20 აპრილს ფიდელ კასტრომ, რომელიც შაქრის ლერწმის
პლანტაციაში იმყოფებოდა, ჩეს ადგილსამყოფელით დაინტერესულ
უცხოელ ჟურნალისტებს საჯაროდ განუცხადა: „ერთადერთი, რაც შემიძლია
გითხრათ მაიორ გევარას შესახებ, ისაა, რომ იგი მუდამ იქაა, სადაც
რევოლუციას უფრო სჭირდება, ხოლო ურთიერთობა ჩვენ შორის ისევ
ისეთი მეგობრულია, შეიძლება ითქვას, უკეთესიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.
ფიდელ კასტროს ამ განცხადებაში ფარულად გამოსჭვივის ის, რომ ჩე
კუბაში არ იმყოფებოდა. მაისის დასაწყისში ჩეს დედა, სელია, ბუენოს-
აირესში ტელეფონით ჰავანას დაუკავშირდა და შვილი მოიკითხა. დედას
უპასუხეს, რომ მისი შვილი კარგადაა და, როგორც კი დრო ექნება, თავად
დაგიკავშირდებათო. მაგრამ სელია ისე გარდაიცვალა (1965 წლის 10
მაისს), შვილს მისთვის არ დაურეკავს. როგორც ჩანს, ჩე ამ დროს კუბაში
უკვე აღარ იყო. საინტერესოა, სად იმყოფებოდა იგი?! ბურჟუაზიული
გაზეთები ათასნაირ ვერსიას თხზავდნენ ჩეს ადგილსამყოფელის შესახებ.
ზოგი წერდა, ჩე ვიეტნამშიაო, ზოგის აზრით, იგი გვატემალაში იყო, სხვანი
და სხვანი ამტკიცებდნენ, ჩე ვენესუელაშიაო, კოლუმბიაშიაო, პერუში,
ბოლივიაში, ბრაზილიაში და, ვინ მოთვლის, მათი აზრით, სად არ იყო ჩე.
171
1965 წლის 24 აპრილს დომინიკის რესპუბლიკაში მომხდარ ამბებთან
დაკავშირებით გაზეთები წერდნენ, თითქოს ჩე იქ იმყოფებოდა და ერთ-
ერთი შეტაკების დროს მოკლესო. „სერიოზული“ ამერიკული ჟურნალი „ნიუს
უიკი“ 9 ივლისს იტყობინებოდა, ჩემ 10 მილიონ დოლარად გაყიდა „კუბის
საიდუმლოებანი“ და უგზოუკვლოდ გაქრაო. ურუგვაის გაზეთები
ამტკიცებდნენ, ჩე „ისვენებს, წერს და მუშაობსო“ ორიენტეს პროვინციაში,
ხოლო ლონდონის ერთ-ერთი გაზეთი, კერძოდ, „ივნინგ პოსტი“ წერდა, ჩე
ჩინეთში იმყოფებაო. ამხელა საგაზეთო მითქმა-მოთქმამ ცხადყო, რომ ჩეს
ადგილსამყოფელი და მისი შემდგომი ბედ-იღბალი ყველასათვის სრულიად
უცნობი იყო. ამის შესახებ მხოლოდ კუბის მთავრობის წევრებმა და ჩეს
უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ და მტკიცედ იცავდნენ ამ საიდუმლოს.
17 ივნისს ფიდელ კასტრომ კვლავ საჯაროდ განაცხადა: „ჩვენ
ვალდებული არა ვართ, ადგილსამყოფელის შესახებ ვინმეს ანგარიში
ჩავაბაროთ“. ოღონდ ფიდელ კასტრომ თქვა, რომ იგი ცოცხალია და
კარგადაც არისო. კითხვაზე „როდის გაიგებს ხალხი გევარას ამბებსო“,
ფიდელმა უპასუხა: „როცა ამას გევარა მოისურვებს. რა ვიცით ჩვენ ამის
შესახებ? არაფერი. რას ვფიქრობთ ამაზე? ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაიორი
გევარა მუდამ მოქმედებდა და კვლავაც იმოქმედებს ისე, როგორც
რევოლუციონერს შეჰფერის“.
1965 წლის 3 ოქტომბერს ფიდელ კასტრომ ოდნავ მეტი სინათლე
მოჰფინა ერნესტო ჩე გევარას საიდუმლო გაუჩინარებას. კუბის კომუნისტური
პარტიის ცენტრალური კომიტეტის დამფუძნებელ სხდომაზე მან განაცხადა:
„ჩვენს ცენტრალურ კომიტეტში ამჟამად არ იმყოფება ერთი ადამიანი,
რომელსაც ყოველგვარი დამსახურება და ყველა თვისება აქვს, რომ ჩვენი
ორგანოს წევრი იყოს, მაგრამ იგი არ არის ჩვენი ცენტრალური კომიტეტის
წევრთა შორის.
ამ ფაქტის გამო ბევრი ცილი დაგვწამეს ჩვენმა მტრებმა. ისინი
ცდილობენ, თავგზა აუბნიონ ადამიანებს, ეჭვები და უნდობლობა დათესონ.
რაც შეგვეხება ჩვენ, ვიცდიდით, რადგან ეს აუცილებელი იყო...
ყოველი ჯურის წინასწარმეტყველნი, „კუბის სპეციალსიტები“,
ელექტრონული მანქანები დღედაღამ მუშაობენ, რომ ეს საიდუმლო
გახსნან. რაღას არ ამბობენ: ერნესტო გევარა „წმენდის“ მსხვერპლიაო,
ერნესტო გევარა ავადააო, ერნესტო გევარას მთავრობასთან უთანხმოება
172
აქვსო და ა. შ. ხალხს, რა თქმა უნდა, ჩვენი სჯერა და გვენდობა, მაგრამ
ჩვენი საზღვარგარეთელი მტრები ყოველნაირად ცდილობენ, ცილი
დაგვწამონ, სახელი გაგვიტეხონ. აი, ესეც თქვენი ავბედითი კომუნისტური
რეჟიმი, – ამბობენ ისინი, – ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებიანო. რაც
შეგვეხება ჩვენ, თავის დროზე, როცა კი ხალხმა შეამჩნია ამ ადამიანის
გაუჩინარება, ავუხსენით მას, რომ საჭირო მომენტში ყველაფერს
ვეტყოდით. ჯერჯერობით კი მიზეზი გვაქვს, კიდევ შევიცადოთ...
ყველაფერ ამის ასახსნელად ჩვენ აქ წავიკითხავთ წერილს, რომელიც
მისი სახელითაა დაწერილი და მანქანაზეა გადაბეჭდილი. ეს გახლავთ
ამხანაგ ერნესტო გევარას წერილი, რომელიც თავისთავად მეტყველებს
ყველაფერზე. ვიფიქრე, საჭირო ხომ არ არის, მოვყვე აქ ჩვენი
მეგობრობის, ჩვენი ამხანაგობის ისტორია. ის, თუ რა პირობებში ჩაეყარა
საფუძველი და როგორ განვითარდა ეს მეგობრობა, მაგრამ ვფიქრობ,
საჭირო არაა. მე მხოლოდ წერილს წაგიკითხავთ. წერილი დათარიღებული
არაა იმიტომ, რომ იგი მაშინ უნდა წაგვეკითხა, როცა ამას საჭიროება
მოითხოვდა. თუ მაინც დავიცავთ მკაცრ სინამდვილეს, ვიტყვი, რომ ეს
წერილი ამა წლის 1 აპრილსაა გადმოცემული. სწორედ 6 თვისა და 2 დღის
წინათ. აი, რა წერია ამ წერილში: ფიდელ!
ამ წუთში ბევრ რამეზე ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გაგიცანი
მარია-ანტონიას სახლში, როგორ შემომთავაზე შენთან ერთად წამოსვლა,
ვფიქრობ იმ დაძაბულ მზადებაზე.
ერთხელ ჩვენ გვკითხეს, დაღუპვის შემთხვევაში ამბავი ვის უნდა
შევატყობინოთო, და ჩვენ ელდა გვეცა, რადგან სრულიად მოსალოდნელი
იყო ასეთი შედეგი. შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა, რადგან
რევოლუციის დროს (თუ ჭეშმარიტი რევოლუციაა) ან იმარჯვებენ, ან
იღუპებიან. ამ გზაზე ბევრი მეგობარი დავტოვეთ.
ახლა ყველაფერი ეს ისე დრამატულად აღარ გვეჩვენება, როგორც
მაშინ, რადგან ჩვენ უკვე მოვმწიფდით, მაგრამ ყოველივე ეს მაინც
მეორდება. მე ვგრძნობ, რომ ნაწილობრივ შევასრულე ჩემი ვალი კუბის
რევოლუციაში, – კუბის ტერიტორიაზე, და ახლა გემშვიდობები შენ, ჩვენს
ამხანაგებს, ვემშვიდობები შენს ხალხს, რომელსაც უკვე ჩემად ვთვლი.
პარტიის ხელმძღვანელობაში ჩემს პოსტზე, მინისტრის თანამდებობაზე,
ჩემს სამხედრო წოდებაზე და კუბის მოქალაქეობაზე მე ოფიციალურად
173
ვამბობ უარს, კუბასთან ოფიციალურად მეტი აღარაფერი მაკავშირებს,
გარდა იმ კავშირისა, რომელიც სულ სხვა ხასიათისაა და რომელზედაც
უარის თქმა არ შემიძლია.
ვაჯამებ რა ჩემს წარსულ ცხოვრებას, ვთვლი, რომ საკმაოდ პატიოსნად
და თავდადებულად ვიმუშავე. ყოველნაირად ვცდილობდი რევოლუციის
მონაპოვარის განმტკიცებას. ჩემი ერთადერთი სერიოზული შეცდომა ის
იყო, რომ თავიდან ნაკლებად მჯეროდა შენი, რომ გვიან გავიგე შენი,
როგორც ბელადისა და რევოლუციონერის ღირსებები. მე საუკეთესო
დღეები გავატარე შენს გვერდით და ყოველთვის სიამაყეს ვგრძნობდი, რომ
ვეკუთვნოდი ჩვენს ხალხს ყველაზე ნათელ დღეებში და კარიბის მძიმე
კრიზისის დროს.
არასოდეს ისე ნათლად არ გამომჟღავნებულა შენი ტალანტი
სახელმწიფო მოღვაწისა, როგორც მაშინ, იმ მძიმე დღეებში. ვამაყობ
იმითაც, რომ მე მაშინ შენს გვერდით ვიდექი უყოყმანოდ, რომ ისე
ვხედავდი, ისე ვაზროვნებდი, ისე ვაფასებდი საშიშროებასა და პრინციპებს,
როგორც შენ, ახლა ჩემი მოკრძალებული დახმარება სხვა ქვეყნებს
სჭირდება. მე ის უნდა გავაკეთო, რაზეც შენ უარი გითხარი. შენ
პასუხისმგებელი ხარ შენი ქვეყნის წინაშე. დადგა ჩვენი განშორების ჟამი.
იცოდე, რომ ერთდროულად სიხარულსაც განვიცდი და მწუხარებასაც. მე აქ
ვტოვებ შექმნისა და შენების ყველაზე ნათელ იმედებს, ჩემთვის ყველაზე
ძვირფას ადამიანებს... დიდ მწუხარებას განვიცდი, რადგან ვტოვებ ხალხს,
რომელმაც შვილივით მიმიღო. ბრძოლის ველზე მივდივარ იმ რწმენით,
რომელიც შენ შთამინერგე. მე თან მიმყვება ჩემი ხალხის რევოლუციური
სული, შეგნება იმისა, რომ ვასრულებ ყველაზე წმიდათაწმიდა მოვალეობას
– ვებრძოლო იმპერიალიზმს ყველგან, სადაც კი იგი არსებობს. ეს აზრი
განამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას და ყოველგვარ ტკივილს მიმსუბუქებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კუბის წინაშე ყოველგვარ
პასუხისმგებლობას ვიხსნი, გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც მის
მაგალითთანაა დაკავშირებული. და თუ სხვა ცის ქვეშ მიწერია სიკვდილი,
ჩემი უკანასკნელი ფიქრი ეს ხალხი იქნება, და განსაკუთრებით შენ.
მადლობელი ვარ შენი გაკვეთილებისა და მაგალითისათვის, – მე
შევეცდები, ბოლომდე ერთგული ვიყო მისი. მე მუდამ ვიყავი და დღემდე
ვრჩები ჩვენი რევოლუციის საგარეო პოლიტიკის ერთგული. სადაც უნდა
174
ვიყო, მე ვიმოქმედებ და პასუხს ვაგებ, როგორც კუბელი რევოლუციონერი.
ცოლ-შვილს არავითარ ქონებას არ ვუტოვებ და ამაზე არც ვწუხვარ.
მიხარია, რომ ეს ასეა. მათთვის მე არავის არაფერს არ ვთხოვ, რადგან
ვიცი, – სახელმწიფო იმდენს მისცემს, რომ მათ შეძლონ ცხოვრება და
განათლების მიღება.
კიდევ ბევრი შემეძლო მეთქვა შენთვის და ჩვენი ხალხისათვის, მაგრამ
ვგრძნობ, რომ ეს საჭირო არაა, რადგანაც სიტყვებით ვერ გამოთქვამ კაცი
ყველაფერს და ტყუილად ქაღალდის გაფუჭება არ ღირს.
დაე, მუდამ გამარჯვებული ვიყოთ! სამშობლო ან სიკვდილი! მთელი
რევოლუციური გზნებით გეხვევა
ჩე“.
წაიკითხა რა წერილი, ფიდელ კასტრომ განაგრძო: „მათთვის, ვინც
ფიქრობს და ამბობს, რომ რევოლუციონერები უგრძნობელი და გულცივი
ხალხია, დაე, ეს წერილი იყოს მაგალითი იმისა, თუ რამდენი გრძნობა,
სიწმინდე და კეთილშობილება იმალება რევოლუციონერის სულში...
ამ წერილის გარდა ჩვენ გვაქვს სხვა გამოსამშვიდობებელი წერილები,
რომლებიც დაწერილია სხვადასხვა ამხანაგს მიმართ და აგრეთვე ორი
წერილი: „ჩემს ბავშვებს“ და „ჩემს მშობლებს“. წერილებს ჩვენ გადავცემთ ამ
ამხანაგებსა და ახლობლებს, და ვთხოვთ, ეს წერილები შემდგომ კვლავ
დაგვიბრუნონ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტები რევოლუციის
ისტორიისათვის შენახვის ღირსია...
წერილები „ჩემს მშობლებს“ და „ჩემს ბავშვებს“ პრესაში გამოქვეყნდა.
პირველი წერილი 1967 წელს დაიბეჭდა არგენტინის ჟურნალ „სიეტე დიას
ილუსტრადოში“, ხოლო მეორე – ჩეს სიკვდილის შემდეგ. რადგანაც ისინი
ფიდელ კასტროსადმი მიმართულ წერილთან ერთად დაიწერა, აქვე
მოგვყავს:
წერილი მშობლებს.
„ძვირფასო მოხუცებო!
აბჯარი ავისხი და ჩემი როსინანტით კვლავ გზას დავადექი. ათი წლის
წინათ მე თქვენ ასეთივე გამოსამშვიდობებელი წერილი მოგწერეთ.
რამდენადაც მახსოვს, მაშინ გწერდით, რომ ჩემგან კარგი ჯარისკაცი და
ექიმი არ დადგა. ექიმობა ახლა უკვე აღარ მაინტერესებს, ჯარისკაცი კი
მგონი ურიგო არა ვარ. იმ დროიდან ჩემში ძირითადად არაფერი
175
შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემს შეგნებაში მარქსიზმი უფრო
დაიწმინდა და განმტკიცდა. მე მიმაჩნია და მტკიცედ მჯერა, რომ ხალხთა
განთავისუფლების ერთადერთი საშუალება შეიარაღებული ბრძოლაა.
ბევრი ჩამთვლის თავგადასავლების მოყვარულად და ეს ასეცაა, მაგრამ მე
თავგადასავლების განსაკუთრებული მაძიებელი ვარ, – საკუთარ ტყავს არ
ვუფრთხილდები, ოღონდ კი საკუთარი სიმართლე დავამტკიცო.
შეიძლება ამას მე უკანასკნელად ვცდილობ. მე არ მინდა, რომ ეს
მოხდეს, მაგრამ შესაძლებლობათა ლოგიკით ეს შეიძლება მოხდეს, და თუ
ასე მოხდება, მაშინ მიიღეთ ჩემი უკანასკნელი ამბორი.
მე თქვენ ძალიან მიყვარდით, მაგრამ ვერ ვახერხებდი ამის
გამომჟღავნებას. მე ძალზე პირდაპირ და სწორხაზოვნად ვმოქმედებდი და
ვფიქრობდი, რომ ზოგჯერ არ გესმოდათ ჩემი. ამასთანავე, მე იოლად
გასაგები არ ვიყავი, მაგრამ ამჯერად ჩემი გჯეროდეთ. ამგვარად,
გადაწყვეტილება, რომელსაც მე არტისტული გატაცებით ვსრულყოფდი,
დაღლილ ფეხებსა და ფილტვებს სამოქმედოდ აიძულებს. მე ჩემსას
მივაღწევ.
ხანდახან გაიხსენეთ XX საუკუნის ეს მოკრძალებული და თავმდაბალი
კონდოტიერი.
აკოცეთ სელიას, რობერტოს, ხუანა-მარტინას, პოტოტინას, ბეატრისას და
ყველას.
გეამბორებათ თქვენი უძღები და გამოუსწორებელი შვილი ერნესტო“.
ჩემს ბავშვებს!
„ძვირფასო ილდიტა, ალეიდიტა, კამილო, სელია და ერნესტო!
როცა ამ წერილს წაიკითხავთ, მე თქვენს შორის აღარ ვიქნები.
მამათქვენი იყო ის ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებით
მოქმედებდა და თავისი რწმენით ცხოვრობდა. კარგი რევოლუციონერები
გაიზარდეთ. ბევრი ისწავლეთ და ტექნიკას დაეუფლეთ, რომ ბუნებაზე
იბატონოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მთავარი რევოლუციაა და რომ
თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე არაფერს არ ნიშნავს. რაც მთავარია,
ყოველთვის შეგწევდეთ უნარი, იგრძნოთ და შენიშნოთ ყოველგვარი
უსამართლობა, სადაც არ უნდა ხდებოდეს იგი – ეს რევოლუციონერის
ყველაზე ძვირფასი თვისებაა.
ნახვამდის, ბავშვებო, იმედი მაქვს, კიდევ გინახულებთ.
176
მოკითხვას გითვლით და გკოცნით მამათქვენი“.
ჩეს სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა კიდევ ერთი წერილი. წერილი
დათარიღებულია 1966 წლის 15 თებერვლით და უფროსი ქალიშვილის,
ილდასადმია მიწერილი. ეს წერილი კუბაშია დაწერილი თუ საზღვარგარეთ,
ცნობილი არაა. აი, ეს წერილიც:
„ძვირფასო ილდიტა!
ამ წერილს დღეს გწერ, მაგრამ გვიან მიიღებ. იცოდე, მახსოვხარ და
იმედი მაქვს, მხიარულად გაატარებ შენი დაბადების დღეს. შენ უკვე დიდი
გოგო ხარ და არ შემიძლია, ისეთივე წერილი მოგწერო, როგორიც შენს
უმცროსს და-ძმებს, რომლებსაც ათასგვარ სისულელეს ვწერდი.
შენ უნდა იცოდე, რომ ახლა შორს ვიმყოფები და კიდევ დიდხანს ვიქნები
და ძალ-ღონის დაუზოგავად ვიბრძოლებ ჩვენი მტრების წინააღმდეგ.
ცოტას ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შენ შეგეძლება იამაყო ჩემით,
როგორც მე შენით ვამაყობ.
გახსოვდეს, რომ წინ ხანგრძლივი ბრძოლებია და როცა დიდი
გაიზრდები, შენც მოგიწევს საკუთარი ღვაწლი შეიტანო ამ ბრძოლაში.
მანამდე კი ამ ბრძოლებისათვის უნდა ემზადო, კარგი რევოლუციონერი
უნდა გახდე, ძალ-ღონე არ უნდა დაიშურო და ბევრი ისწავლო, რომ
სიმართლისათვის მხარდასაჭერად ყოველთვის მზად იყო. დედას დაუჯერე.
დამოუკიდებლად ჯერ ნურაფერს გააკეთებ, მერეც მოესწრები. ეცადე, ერთ-
ერთი საუკეთესო იყო სკოლაში. იცი, რასაც ვგულისხმობ: სწავლასა და
რევოლუციურ მოქცევას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შრომისადმი
სერიოზულ დამოკიდებულებას, სამშობლოს სიყვარულს, რევოლუციას,
ამხანაგობასა და მეგობრობას და ა. შ.
შენს ასაკში ასეთი ვიყავი, მაგრამ მე იმ საზოგადოებაში ვიზრდებოდი,
სადაც ადამიანი ადამიანის მტერია. შენ ბედნიერი ხარ, რადგან სხვა
საზოგადოებაში ცხოვრობ და იყავი ახალი დროის, ახალი საზოგადოების
ღირსი. მიხედე შენს უმცროს და-ძმებს, ჩაუნერგე მათ შრომისა და სწავლის
სიყვარული... განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარი ალეიდიტას,
რომელიც დიდ პატივს გცემს, როგორც უფროს დას.
ასე, ჩემო ბებრუხანა, კიდევ ერთხელ გისურვებ დაბადების დღის
ბედნიერად გატარებას. ჩემ მაგივრად აკოცე დედასა და ჯინას. მიიღე ჩემი
დიდი სიყვარული და პატივისცემა.
177
შენი მამა“.
რაზე მეტყველებდნენ ეს დრამატიზმით აღსავსე დოკუმენტები და
პირველ რიგში ფიდელ კასტროსადმი მიწერილი გამოსათხოვარი წერილი?
უპირველესად იმაზე, რომ ჩე ერთხელ და სამუდამოდ ტოვებდა
რევოლუციურ კუბას, რომელმაც მას საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.
თავისთავად ეს აქტი არ ნიშნავდა ჩეს იძულებით ან ნებაყოფლობით
წასვლას კუბიდან, მით უმეტეს, ეს არ ნიშნავდა რევოლუციური
მოღვაწეობისგან ჩეს განდგომას. ეს არ იყო განუსჯელობით,
გულგატეხილობით და, როგორც ჩე ჩვეული გულახდილობით წერს,
ავანტიურისადმი მიდრეკილებით გამოწვეული მოქმედება. ეს არ იყო არც
თვითმკვლელობის აქტი კაცისა, რომელიც პოლიტიკურ ჩიხში მოექცა და,
გამოსავალი რომ ეპოვა, სიკვდილს დაეძებდა.
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც 1956 წელს ჩე, სრულიად უცნობი
არგენტინელი ექიმი, ბედის მიერ მექსიკაში გადასროლილი, სრულიად
შემთხვევით კუბელ რევოლუციონერთა ჯგუფში მოხვდა. ახლა კი, 1965
წელს კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ბელადი, საქვეყნოდ სახელმწიფო
მოღვაწე უეცრად ტოვებს კუბას და ახალი რევოლუციური ბრძოლებისაკენ
მიილტვის.
50-იან წლებში სოციალიზმი ლათინურ ამერიკაში ჯერ კიდევ მიუღწეველ,
შორეულ ოცნებად წარმოედგინათ. როცა ჩე ფიდელ კასტროს მცირე ჯგუფს
შეუერთდა, იგი ფიქრობდა, რომ ძალზე სარისკო და განუსჯელ ნაბიჯს
დგამდა. თუმცა ისიც იცოდა, მიზანი კეთილშობილური და მაღალი იყო,
წარმატების შანსი კი – ძალზე მცირე. მაგრამ ხდება „სასწაული“ და ეს
თავგანწირვა წარმატებით მთავრდება.
1965 წელს ჩე უკვე აღარ იყო რევოლუციის დონ-კიხოტი, რომელიც
იმპერიალიზმის ქარის წისქვილებთან ბრძოლას აპირებდა. მას უკვე ჰქონდა
კუბის რევოლუციის მდიდარი გამოცდილება.
თავგადასავლებისა და სიკვდილის საძიებლად არ დაუტოვებია მას კუბა.
ჩემ კუბა დატოვა იმისათვის, რომ რევოლუციონერებს ამოსდგომოდა
გვერდში და თავისი წვლილი შეეტანა საერთო საქმეში. მაშ, რატომ ისმის
მის წერილებში ასეთი ტრაგიკული ტონი, რატომ ეთხოვება იგი ყველას? რა
არის ეს? გარდუვალი დაღუპვის წინათგრძნობა, თუ ჩესთვის
დამახასიათებელი მწუხარე იუმორი?
178
მის არსებაში რევოლუციურ რომანტიზმთან, აბსოლუტურ
უანგარობასთან, ასკეტიზმთან, თავგანწირვის გრძნობასთან ერთად წლების
განმავლობაში დამკვიდრდა „ანტირომანტიზმი“ – ყოველგვარი იაფი
სენტიმენტალიზმისადმი სიძულვილი. ყოველგვარი დოგმატიზმის მტერი,
იგი თავად იყო თავისებური დოგმატიკოსი. ერთ-ერთი მისი „დოგმა“ ის იყო,
რომ ბავშვობიდანვე ეზიზღებოდა სიკვდილზე ფიქრი, ხოლო პარტიზანული
ბრძოლის დროს ეს გრძნობა უფრო და უფრო განუმტკიცდა. ჩემ ისიც
კარგად იცოდა, რომ რევოლუცია ბრძოლა იყო, ხოლო ბრძოლაში ან
იმარჯვებენ, ან იღუპებიან. აქ სიკვდილისაგან არავინაა დაზღვეული, – არც
ყველაზე ჭკვიანი და არც ყველაზე მამაცი. ჩემ ეს კარგად იცოდა და
სწორედ ეს იყო მისი წერილების „ტონის“ მიზეზი.
ღრმად თუ ჩავუკვირდებით ჩეს გადაწყვეტილებას, ახალი
„რევოლუციური ჰორიზონტების“ ძიებას, ამაში არაჩვეულებრივი არაფერია,
როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს. რომელი
ნამდვილი რევოლუციონერი, – რიგითი, თუ გამოჩენილი – არ ოცნებობდა,
მოხალისედ წასულიყო სხვა ხალხთა განთავისუფლებისათვის ბრძოლაში?
ბოლივიის ეპოპეაში 17 კუბელი რევოლუციონერი მონაწილეობდა,
რომელთაგან 14 ბრძოლაში დაიღუპა. არც ერთი მათგანი ოცდათხუთმეტი
წლის ასაკს გადაცილებული არ იყო. ყველა ცოლშვილიანი იყო.
ჩემ კუბა დატოვა, ან ყოველ შემთხვევაში, დატოვება გადაწყვიტა 1965
წლის აპრილში. ამ დღიდან იგი ოფიციალურად კუბაში არ გამოჩენილა.
ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება და მხოლოდ 1966 წლის ნოემბერში
გამოჩნდა ბოლივიაში. თუ სად იმყოფებოდა იგი ამ ხნის (19 თვის)
მანძილზე, ჩვენთვის ზუსტად ცნობილი არაა. ჩეს დაღუპვის შემდეგ პრესა
ამტკიცებდა, რომ ამ ხნის მანძილზე იგი აფრიკაში იყო და კონგოს
სამოქალაქო ომში მონაწილეობდა. ამის შესახებ მინიშნებულია „ბოლივიურ
დღიურშიც“. ჩე შეიძლება მართლაც იმყოფებოდა აფრიკაში, რადგან იგი
ყოველთვის დიდი ინტერესით ეკიდებოდა ამ კონტინენტის ცხოვრებას.
შეიძლება სხვაგან იყო, ან სულაც კუბაში იყო 1965 წლის აპრილის
შემდეგაც. ჩვენ ამის შესახებ ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ასეა თუ
ისე, ერთი რამ ცხადია – ამ ხნის მანძილზე იგი უსაქმოდ არ იჯდა. უეჭველია,
იგი ათასნაირი საზრუნავით იყო დაკავებული, ხვდებოდა სხვადასხვა
ადამიანს, ყოველნაირად ემზადებოდა მომავალი ბრძოლებისათვის და თუ
179
ამის შესახებ არაფერია ცნობილი, ეს მხოლოდ მის დიდ კონსპირაციულ
უნარზე მეტყველებს.
ემზადებოდა თუ არა იგი ამ ხნის განმავლობაში ბოლივიის
ექსპედიციისათვის? თუ ვიმსჯელებთ გერმანელი რევოლუციონერი
გოგონას, „ტანიას“ ისტორიის მიხედვით, რომელიც ჩესთან ერთად იბრძოდა
ბოლივიაში და იქვე დაიღუპა, ჩე კუბიდან საიდუმლო გაუჩინარებამდე ერთი
წლით ადრე ემზადებოდა ამ ექსპედიციისათვის. ეს წერია წიგნში, რომელიც
ჰავანაში გამოვიდა 1970 წელს სახელწოდებით „ტანია – დაუვიწყარი
პარტიზანი“.
ტანია ფსევდონიმი იყო გერმანელი კომუნისტების, ერიკ და ნადია ბუნკეს
ქალიშვილისა. ეს ოჯახი ნაცისტური რეჟიმის დროს (1935 წ.) გერმანიიდან
არგენტინაში გადმოსახლდა. აქ 1937 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი
თამარა, ანუ როგორც მოფერებით ეძახდნენ იტა. იტამ არგენტინაში
დაამთავრა საშუალო სკოლა. იგი მომხიბვლელი და ნიჭიერი გოგონა იყო.
იტა კარგად ერკვეოდა ლიტერატურასა და პოლიტიკაში, უყვარდა მუსიკა,
გატაცებული იყო ბალეტითა და სპორტით.
ტანიას მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ არგენტინელ კომუნისტთა
იატაკქვეშა მოძრაობაში. გოგონა იზრდებოდა კონსპირაციის, საიდუმლო
კრებებისა და პოლიტიკური კამათის ატმოსფეროში. „ჩვენ, – იგონებს
ტანიას დედა, – ვუხსნიდით ჩვენს ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, რომ
ვიბრძვით მთელი კაცობრიობის ინტერესებისათვის, ვიბრძვით
არგენტინელი ხალხის საკეთილდღეოდ. ვუხსნიდით ოქტომბრის
რევოლუციის მნიშვნელობას. ვეუბნებოდით მათ, რომ ვიბრძვით ახალი
საზოგადოების აშენებისათვის, ისეთი საზოგადოებისათვის, როგორიც
საბჭოთა კავშირშია, რომ ჩვენი ბრძოლა დიდ სიძნელეებთან და
საფრთხესთანაა დაკავშირებული. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ
ჩვენნაირ ხალხს პოლიცია ეძებდა და ამიტომ საჭირო იყო სიფრთხილე,
თავდაჭერა, საიდუმლოების შენახვა. არავისთვის არ ეთქვათ, რომ ჩვენს
სახლში იკრიბებოდნენ იატაკქვეშელი არგენტინელი კომუნისტები“.
1952 წელს ბუნკეს ოჯახი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში
დაბრუნდა. ტანიამ სწავლა დაიწყო ბერლინის უნივერსიტეტში
ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იგი ჯერ სოციალისტური ახალგაზრდობის

180
კავშირის, ხოლო შემდეგ გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის
წევრი გახდა.
მიაჩნდა რა არგენტინაც თავის სამშობლოდ, ტანია ყურადღებით
ადევნებდა თვალს ლათინური ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას.
ოცნებობდა, კვლავ დაბრუნებულიყო არგენტინაში და მონაწილეობა მიეღო
რევოლუციურ ბრძოლებში.
ბუნებრივია, რომ იგი კუბის რევოლუციას აღტაცებით შეეგებებოდა.
ყოველნაირად ცდილობდა, კუბაში ჩასულიყო და აქტიური მონაწილეობა
მიეღო რევოლუციურ გარდაქმნებში. 1961 წლის 12 მაისს მისი ოცნება
ასრულდა. იგი ჩადის ჰავანაში და მუშაობას იწყებს განათლების
სამინისტროში, თანაც ჰავანის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე
სწავლობს, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში,
მუშაობს თარჯიმნად. კუბის რევოლუციამ მთელი არსებით გაიტაცა. ტანია
ცდილობს, პროფესიონალი რევოლუციონერი გახდეს, მთელი სიცოცხლე
„კაცობრიობის განთავისუფლებისათვის ბრძოლას“ მიუძღვნას. ერთხანს იგი
ჰავანაში მყოფ ნიკარაგუას გაერთიანებული ფრონტის წარმომადგენლებთან
მუშაობს. ოცნებობს გახდეს პარტიზანი, იატაკქვეშელი. მისი სურვილი კვლავ
ახდა.
1963 წლის მარტში კუბელი ამხანაგები სთავაზობს, იატაკქვეშელი
გახდეს, ლათინურ ამერიკაში გაემგზავროს და მთელი რიგი მნიშვნელოვანი
დავალებები შეასრულოს. იგი ბედნიერია. საქმე, რომელიც მას მიანდეს,
საპასუხისმგებლოა, საშიშია, მაგრამ ნამდვილი რევოლუციონერის
ღირსებას მოითხოვს, სწორედ იმას, რაზედაც იგი ოცნებობდა. მას ეამაყება,
რომ ასეთი ნდობა გამოუცხადეს. ძალასა და ცოდნას არ ზოგავს, რომ
ასეთი მაღალი ნდობა გაამართლოს. ასე მოგვევლინა თამარ ბუნკე
იატაკქვეშელ ტანიად. მრავალი თვე ამზადებდნენ მას ამ საქმისათვის,
შეასწავლეს საიდუმლო ჩაწერის ხელოვნება, საიდუმლო შრიფტის,
რადიოკავშირისა და კონსპირაციის სხვადასხვა ხერხი. წიგნში „ტანია –
დაუვიწყარი პარტიზანი“ ვკითხულობთ: „1964 წლის მარტში, როცა მზადება
დამთავრდა, ტანია, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „თავის სიცოცხლეში
ყველაზე დიდ მღელვარებას“ განიცდიდა. მაიორმა ერნესტო ჩე გევარამ იგი
თავის სამინისტროში მიიწვია, რათა საბოლოოდ აეხსნა მისთვის ის
ამოცანა, რომელიც უნდა შეესრულებინა. მანამდე ტანიამ არ იცოდა,
181
კონკრეტულად რა ევალებოდა. მან შეისწავლა ლათინური ამერიკისა და
ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა,
მაგრამ, თუ სად მოუწევდა მუშაობა, ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჩემ
ტანიას ჰკითხა, მზად იყო თუ არა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც
მას ავალებდნენ და ხომ არ ეშინოდა იმ სიძნელეებისა, რომლებიც თან
ახლავს ასეთ საქმიანობას. ტანიამ ძალზე მოკლედ და ნათლად უპასუხა,
რომ მხოლოდ ბრძანებას ელოდება და მზადაა ყოველგვარ პირობებში მის
შესასრულებლად. ჩემ ტანიას აუხსნა, რომ ბოლივიაში უნდა წავიდეს,
როგორმე დაუკავშირდეს სამხედრო და მმართველ წრეებს. გაეცნოს
ქვეყნის საშინაო მდგომარეობას, შეისწავლოს ბოლივიელი
მემაღაროელების, გლეხებისა და მუშების ექსპლოატაციის ფორმები და
მეთოდები, დაამყაროს სასარგებლო ურთიერთობანი და დაელოდოს
მეკავშირეს, რომელიც აუხსნის მას გადამწყვეტი მოქმედების გეგმას და
იმას, თუ რა უნდა გააკეთოს თავად მან კონკრეტულად. ჩემ გააფრთხილა
ტანია, აუცილებლად დალოდებოდა მეკავშირეს, რომელსაც უშუალოდ
ჰავანა გამოუგზავნიდა. რაც უნდა მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყო, თავად
არ უნდა ეძებნა მეკავშირე, არავისთვის არ უნდა ეთხოვა დახმარება და არ
გაემჟღავნებინა თავისი თავი რომელიმე ადამიანის, ორგანიზაციის, თუ
პარტიის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რევოლუციური
ორგანიზაციები და პარტიები ბოლივიაში ბევრი იყო. არავის არ უნდა ენდო
– აი, ასეთი იყო ამოცანა“.
ეს ნაწყვეტი აღსანიშნავია იმით, რომ ჩეს უშუალო ხელმძღვანელობით
ჯერ კიდევ 1964 წლის მარტში დაიგეგმა ბოლივიის ექსპედიცია. ეს ფაქტი
კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ როგორი უსაფუძვლო იყო რევოლუციის
მტრების მონაჩმახი, თითქოს ჩეს საიდუმლო გაუჩინარება
„გულგატეხილობით“ და „მთავრობასთან უთანხმოებით“ იყო გამოწვეული.
რა ხდებოდა ამ დროს ლათინურ ამერიკაში? ბრაზილიის
ხელისუფლების სათავეში იდგა პრეზიდენტი გულარტი, რომლის მთავრობა
სულ უფრო და უფრო ემიჯნებოდა შეერთებულ შტატებს. ვენესუელაში,
კოლუმბიასა და პერუში აქტიურად მოქმედებდნენ პარტიზანული რაზმები,
ხოლო არგენტინაში პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამდა პარტიზანული
რაზმი, რომელსაც მასეტი მეთაურობდა. ჩეს იმედი ჰქონდა, რომ მასეტი
შეძლებდა ჩილესთან, ბოლივიასთან და პარაგვაისთან სასაზღვრო ზონაში
182
გამაგრებას. ბოლივიის პრეზიდენტი იყო პას ესტენსორი, რომლის
მოღვაწეობასაც ჩე ჯერ კიდევ ბოლივიაში პირველად ყოფნის დღიდან
იცნობდა. პარტიზანულ მოძრაობას ბოლივიაში თავისი საფუძველი ჰქონდა.
მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ხუან ლეჩინი აშკარად უჭერდა მხარს კუბის
რევოლუციას. გარდა ამისა, ბოლივიელი მემაღაროელები შეიარაღებულნი
იყვნენ და სახალხო მილიცია იცავდა მათ მაღაროებს. ამ ძალის გარდაქმნა
პარტიზანულ ძალად ალბათ ძნელი არ იყო, მაგრამ 1964 წლის
ბოლოსათვის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. არგენტინაში
პარტიზანული მოძრაობა ჩაახშეს, მისი მეთაური მოკლეს. ბრაზილიის
პრეზიდენტი გულარტი რეაქციონერმა გენერლებმა ჩამოაგდეს. ასეთივე
ბედი ეწია ბოლივიის პრეზიდენტს, ესტენსოროს, რომელიც გენერალმა
ორტუნიომ შეცვალა.
ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, სასიკეთო გავლენაც შეიძლებოდა ჰქონოდა,
რადგან ახლა რეაქციული რეჟიმის საწინააღმდეგოდ უფრო ადვილად
შეიძლებოდა პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება და, წარმატების
შემთხვევაში, ძირფესვიანად შეიცვლებოდა ამ ქვეყნის სოციალურ-
პოლიტიკური მდგომარეობა.
1964 წლის 9 აპრილს ტანია ყალბი პასპორტით დასავლეთ ევროპაში
მიემგზავრება და რამდენიმე თვე იატაკქვეშა ბრძოლის საიდუმლოებას
ეუფლება. ოქტომბრის დასაწყისში უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის
ბოლივიაში წასულიყო. ახლა პასპორტის მიხედვით იგი ლაურა გუტიერეს
ბაუერი გახდა – მოყვარული-ეთნოგრაფი, არგენტინელი ფერმერისა და
გერმანელი ანტიფაშისტის შვილი. 5 ნოემბერს ტანია მშვიდობიანად ჩავიდა
პერუს დედაქალაქ ლიმაში, ხოლო 18 ნოემბერს, ბოლოს და ბოლოს,
აღწევს თავის მიზანს და ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში ჩადის.
ახალგაზრდა მომხიბვლელმა ქალიშვილმა, მრავალი ენის მცოდნემ,
„მდიდარი მამის შვილმა“, ლაღმა და უზრუნველმა მალე გაიკაფა გზა
ბოლივიის მმართველ წრეებში. იგი მეგობრულ კავშირს ამყარებს ახალი
პრეზიდენტის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან გონსალო ლოპეს
მუნიოსთან და ჩეს მომავალი პარტიზანული რაზმის წევრთან ინტისთან.
გონსალოს რეკომენდაციით ტანია ერთ-ერთ რედაქციაში იწყებს მუშაობას,
თან თანამშრომლობს განათლების დეპარტამენტთან, გერმანულ ენას
ასწავლის მინისტრების შვილებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის
183
მინისტრის, მენდიეტის შვილს. ამ მინისტრის მდივანი ანიტა ჰაინდრიხი
წარმოშობით გერმანელი იყო და ტანიაც სანდო კავშირს ამყარებს მასთან.
ბოლივიის მმართველ წრეებში, და განსაკუთრებით სამხედროებში,
გერმანელები და გერმანული წარმოშობის ადამიანები განსაკუთრებული
სიყვარულითა და პატივისცემით ექცეოდნენ. პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ ბოლივიის არმიას წლების განმავლობაში გერმანელი ოფიცრები
წვრთნიდნენ და ასწავლიდნენ. 1937-39 წლებში ბოლივიის პრეზიდენტი იყო
პოდპოლკოვნიკი გერმან ბუში – გერმანელი ემიგრანტისა და ინდიელის
შვილი, რომელიც ხალხში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით
სარგებლობდა. გერმანელებისადმი ეს სიმპათია მოხერხებულად გამოიყენა
ტანიამ და კიდევ უფრო გააფართოვა ნაცნობობის წრე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიოს განყოფილებას ინტის ძმა
ანტონიო ხელმძღვანელობდა. მისი დახმარებით ტანია მონაწილეობს
რადიოგადაცემებში, პასუხს სცემს ქალების წერილებსა და შეკითხვებს.
თავისი მდგომარეობა რომ გაემყარებინა, ტანია ცოლად გაჰყვა ბოლივიელ
სტუდენტს, რის შედეგადაც მან ბოლივიის მოქალაქეობა მიიღო. მალე
ტანიას ქმარი სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში წავიდა. ტანიამ
შეაღწია ბოლივიის „უმაღლეს საზოგადოებაში“ და ერთ-ერთ ფიესტაზე
პრეზიდენტიც კი გაიცნო.
საქმეები კარგად მიდიოდა. მეკავშირეები ტანიას ხვდებოდნენ როგორც
ბოლივიაში, ისე ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ბოლივიის საშინაო
საქმეები კარგად იყო ცნობილი ჰავანაში. ბარიენტოსის მთავრობის
მდგომარეობა არც ისე საფუძველშერყეული იყო, როგორც ეს ერთი
შეხედვით შეიძლებოდა მოსჩვენებოდა კაცს. ბარიენტოსმა გლეხების
მეგობრად და მფარველად გამოაცხადა თავი და გარკვეულ წარმატებასაც
მიაღწია. რევოლუციონერები კი ხშირად უსაფუძვლო ოპტიმიზმს ეძლევიან
ხოლმე. ეს ბუნებრივია, რადგანაც დიდი ოპტიმიზმის გარეშე შეუძლებელია
დიდ ბრძოლაში ჩაბმა...
თუ ტანიამ წარმატებით შეაღწია ბოლივიის „უმაღლეს წრეებში“, ჰავანის
მეორე ნდობით აღჭურვილი პირი, 23 წლის ფრანგი სტუდენტი რეჟი დებრე
ყოველგვარი კონსპირაციისა და საიდუმლოების დაცვის გარეშე
მოგზაურობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში და მათ შორის ბოლივიაშიც.
სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი რეჟი
184
დებრე 1959 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა სასწავლო
პრაქტიკას, საიდანაც იგი კუბაში ჩამოვიდა. კუბის რევოლუციის
ხელმძღვანელობამ გულწრფელად მიიღო ფრანგი სტუდენტი და
რევოლუციის გამოცდილებებია გააცნო. ამის შემდეგ იგი წელიწად-ნახევარ
მოგზაურობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. საფრანგეთის
ტელევიზიისათვის გადაიღო ფილმი ვენესუელაზე, შემდეგ სამი თვე
ბოლივიაში დაყო, სადაც სადისერტაციო ნაშრომისათვის ინდიელთა ყოფა-
ცხოვრების ამსახველი მასალები შეკრიბა. ბოლივიაში დებრე ლექციებს
კითხულობდა, დაუახლოვდა პოლიტიკისა და ხელოვნების მრავალ
მოღვაწეს.
1965 წელს გამოიცა რეჟი დებრეს პირველი ნაშრომები, რომლებშიც
თავისებურადაა განმარტებული კუბის რევოლუციის მნიშვნელობა
ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის. ლათინური ამერიკის ქვეყნებში
მოგზაურობის შემდეგ, 1965 წლის ბოლოს, იგი კვლავ კუბაში ჩამოვიდა. ჩე
ამ დროს კუბაში უკვე აღარ იყო. დებრე უფრო ღრმად ეცნობა კუბის
რევოლუციის ისტორიას, ესაუბრება ფიდელ კასტროსა და პარტიზანული
მოძრაობის სხვა მოღვაწეებს, სწავლობს ამ ბრძოლის ამსახველ სვადასხვახ
დოკუმენტებს.
ამ საუბრებისა და დოკუმენტების გაცნობის შემდეგ დებრე წერს წიგნს
„რევოლუცია რევოლუციაში?“, რომელიც დიდი ტირაჟით გამოვიდა
ჰავანაში 1967 წელს. ახლა ეს წიგნი არავის ახსოვს, მაგრამ თავის დროზე
დიდი ხმაური გამოიწვია. დებრე ცდილობდა, თეორიულად დაესაბუთებინა
იმპერიალიზმის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის მეთოდების
აუცილებლობა და მაგალითად კუბის რევოლუცია მოჰყავდა. დებრეს
ნაშრომში აისახა ყველა ის პარადოქსი, რაც ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობას მოჰყვა ლათინურ ამერიკაში კუბის
რევოლუციის გამარჯვების შემდეგ. ურუგვაის კომუნისტური პარტიის
გენერალური მდივანი როდნეი არისმენდი წერდა: „ეს იყო ძიებებისა და
თეორიული დისკუსიების დრო. ეს ასევე იყო ზოგიერთი მემარცხენე
ტენდენციის განვითარებისა და ლათინური ამერიკის რევოლუციისათვის
დამახასიათებელი კონცეფციებისა და პროცესების კრიზისის დრო“.
საყურადღებოა, რას წერდა დებრე თავის წიგნში ბოლივიაში
პარტიზანული მოძრაობის ხელისშემშლელი პირობების შესახებ:
185
„პარტიზანული მოძრაობა, ჩვეულებრივ, მიყრუებულ და მეჩხრად
დასახლებულ რაიონებში იწყება. ასეთ ადგილებში „უცხო“ ადამიანი
შეუმჩნეველი ვერ დარჩება, „უცხოს“ კი ადგილობრივი მოსახლეობა არ
ენდობა. მათ იციან, რომ ლამაზი სიტყვები ვერ გამოკვებავს მათ ოჯახებს
და ვერც დაბომბვისაგან იხსნის. ღარიბი გლეხი პატივს სცემს იმას, ვისაც
ძალაუფლება აქვს, ვისაც მოქმედება შეუძლია. ძალისადმი მორჩილება და
თაყვანისცემა ამ ადგილებში საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა... არმია,
სოფლის ჟანდარმერია და პოლიცია გლეხებისათვის ძალიან დიდი
ავტორიტეტია, ხოლო ეს ავტორიტეტი მორჩილების საწყისთა საწყისია. ეს
ავტორიტეტი აიძულებს გლეხებს, ხმა ჩაიგდონ, აიტანონ ყოველგვარი
გასაჭირი და უკმაყოფილება. ნეოკოლონიალიზმის იდეალი ისაა, რომ
„ძალის დემონსტრირება მოახდინონ, თუმცა არ გამოიყენონ“, მაგრამ
თავსითავად ეს დემონსტრაცია ძალის გამოყენებას ნიშნავს. ერთი სიტყვით,
ლამაზი სიტყვებით არ შეიძლება პოლიციისა და ჯარის ფიზიკური ძალის
უგულებელყოფა. ეს ძალა ისეთი მომნუსხველია, რომ შეუძლებელია მისგან
გლეხის შეგნების განთავისუფლება“.
იცნობდა თუ არა ჩე დებრეს ნაშრომს? დიახ, იცნობდა. დებრემ თავისი
წიგნი აჩუქა ჩეს 1967 წელს, როცა იგი ბოლივიაში ჩამოვიდა. ამ წიგნმა ჩე
ვერ დააკმაყოფილა და მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით
ილაპარაკა წიგნის ნაკლოვანებებზე. ყოველ შემთხვევაში, ასე განუცხადა
წიგნის ავტორმა ჟურნალისტებს დაპატიმრებისას...
მომავალი უკვე არჩეული იყო. დადგა ბრძოლისა და მოქმედების ჟამი...

186
ბანაკი მდინარე ნიანკაუასუსთან

დასაწყისისთვის საკმარისია 30 ან 50 კაცი. ასეთი რაზმით ლათინური


ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება შეიარაღებული ბრძოლის დაწყება.
ერნესტო ჩე გევარა

1966 წლის მარტში ლა-პასში ჩამოვიდა კუბელი რიკარდო (იგივე ჩინჩუ)


– კაპიტანი ხოსე მარია მარტინეს ტამაიო, სიერა-მაესტრას პარტიზანული
ბრძოლების აქტიური მონაწილე. რიკარდო 1936 წელს დაიბადა მუშის
ოჯახში. იგი ჯერ ტრაქტორისტი იყო, ხოლო რევოლუციის შემდეგ
თვითმფრინავის მართვა ისწავლა. ერთხანს სატანკო ნაწილებშიც
მსახურობდა. ჯერ კიდევ 1962 წელს, როგორც გაზეთი „გრანმა“ წერდა,
რიკარდო „მნიშვნელოვან მისიას ასრულებდა გვატემალის რევოლუციურ
მოძრაობაში“. 1963 წელს მან კოლუმბიის პასპორტი აიღო და საიდუმლო
მისიით ბოლივიაში ჩავიდა. მალე მან ბოლივიური საბუთები აიღო
რიკარდო როდრიგესის სახელზე და დაუბრკოლებლად მოგზაურობდა ამ
ქვეყანაში. ბოლივიაში რიკარდო პარტიზანებს საიდუმლო ბანაკის შექმნაში
ეხმარება. ეს ბანაკი არგენტინის საზღვარზე შეიქმნა და არგენტინის
პროვინცია სალტაში მოქმედ პარტიზანთა ძირითად ბაზად უნდა ქცეულიყო.
ბოლივიაში ჯერ კიდევ პირველად ყოფნისას რიკარდო ინტის და მის ძმას
კოკოს დაუკავშირდა. ძმები ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან მონაწილეობდნენ
რევოლუციურ მოძრაობაში. ინტი ჯერ პიონერულ ორგანიზაციას
ხელმძღვანელობდა, შემდეგ კომკავშირულს, ხოლო უფრო გვიან ლას-
პასის პარტიული ორგანიზაციის მდივანი და ბოლივიის კომუნისტური
პარტიის წევრი გახდა. კოკოც აქტიური რევოლუციონერი იყო. იგი ორჯერ
იყო რევოლუციურ კუბაში, ხოლო 1964 და 1965 წლებში საბჭოთა კავშირს
ესტუმრა.
შეასრულა რა თავისი მისია, 1963 წელს რიკარდო კვლავ კუბაში
ბრუნდება. ორ წლინახევრის შემდეგ იგი კვლავ ბოლივიაში ჩავიდა.
დაუკავშირდა ტანიას, ინტის, კოკოს და მისთვის ცნობილ სხვა
რევოლუციონერებს, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ეთანამშრომლათ.
ბოლივიაში მალე კიდევ ორი კუბელი ჩამოვიდა: კაპიტანი გარი ტამაი
(მეტსახელად „ჰომბო“) და ლეიტენანტი კარლოს კოელიო (მეტსახელად
187
„ტუმბა“). ეს უკანასკნელი ჩეს „ბოლივიურ დღიურში“ იხსენიება როგორც
„ტუმაინი“ და „რაფაელი“. ბოლივიაში ორივენი კოლუმბიური პასპორტით
ჩამოვიდნენ.
პომბოს ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, ადგილი გამოენახა
სავარჯიშო ბაზისათვის. ასეთი ადგილი მათ გამონახეს არგენტინის
საზღვართან ახლოს. პარტიზანული მოძრაობის თვალსაზრისით, ამ
ადგილს ჰქონდა თავისი ღირსებებიცა და ნაკლოვანებებიც. ღირსება ის
იყო, რომ ამ ადგილის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუვალი ტყეებით იყო
დაფარული, მეჩხრად იყო დასახლებული და მოსახლეობა ნადირობასა და
მესაქონლეობას მისდევდა. ეს რაიონი ამერიკელ მენავთობეთა კომპანიას
ეკუთვნოდა და, ბუნებრივია, პარტიზანები ფიქრობდნენ, რომ მუშები მხარს
დაუჭერდნენ მათ მოძრაობას. ამ რაიონის ნაკლი კი ის იყო, რომ არ იყო
სასმელი წყალი და კოღოებისგანაც დღედაღამ გაწამებულები იყვნენ.
მემაღაროელთა ცენტრიდან, სადაც თავმოყრილი იყო ბოლივიის მუშათა
მებრძოლი ძალები, ეს ზონა შორს იყო. ადგილობრივი მოსახლეობა,
რომლის ძირითადი ნაწილი ინდიელები იყვნენ, პოლიტიკურად ძალზე
გაუნათლებელი და უმეცარი იყო. სწორედ ამ ზონაში 1966 წელს კოკომ
შეისყიდა რანჩო, ანუ ფერმა, რომელიც ისტორიაში „კალამინას“
სახელწოდებით შევიდა. ფერმის ფართობი, 1227 ჰექტარი, თითქმის
დაუსახლებელი იყო. სიახლოვეს მდინარე ნიანკაუასუ ჩამოუდიოდა.
უახლოესი პროვინციული ცენტრი სანტა-კრუსის მახლობლად
მდებარეობდა. ეს იყო პატარა ქალაქი კამირი – ბოლივიის ერთ-ერთი
სამხედრო ოლქის ცენტრი. ქალაქი ბოლივიის არმიის მეოთხე დივიზიას
ეკუთვნოდა. ასეთი მეზობლობა კი კარგს არაფერს უქადდა პარტიზანებს.
„კალამინის“ ნაკლი ისიც იყო, რომ სამიოდე კილომეტრის დაშორებით
ადგილობრივი მემამულე ცხოვრობდა და გზა მის მამულზე გადიოდა.
ბუნებრივია, მემამულეს შეეძლო პარტიზანების მიმოსვლისათვის თვალყური
ედევნებინა და დაებეზღებინა ისინი, მითუმეტეს, რომ ხორცის სავაჭრო
ჰქონდა სამხედრო ქალაქ კამირში.
ამასობაში ლა-პასში ჩილედან ჩამოვიდა კიდევ ერთი კუბელი – პაჩო
(იგივე პაჩუნგო) – კაპიტანი ალბერტო ფერნანდეს მონტეს დე ოკა. მალე
მან დატოვა ბოლივია, რომ შემდეგ ჩესთნ ერთად დაბრუნებულიყო.

188
სექტემბერში ბოლივიაში ჩამოვიდა თქვენთვის უკვე ცნობილი რეჟი
დებრე. ვინაიდან მას თავისი ნამდვილი პასპორტი ჰქონდა, კონსპირაციის
თვალსაზრისით ეს სახიფათო იყო, მით უმეტეს, დებრე ცნობილი იყო,
როგორც კუბის რევოლუციის მომხრე და მისი ჩამოსვლა შეუმჩნეველი არ
დარჩებოდა არათუ ბოლივიის საიდუმლო სამსახურს, არამედ ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს აგენტებსაც, რომლებიც ბოლივიაში აქტიურად
მოქმედებდნენ.
ბოლივიაში დებრეს გამოჩენის გამო საიდუმლო სამსახურის აგენტებს
შეიძლებოდა ეფიქრათ, ჩე ჩამოსვლას აპირებს, ან უკვე ბოლივიაშიაო. მით
უმეტეს, ზოგიერთი გაზეთი უკვე წერდა, იგი ბოლივიაში იმალებაო. ერთ-
ერთი მექსიკელი ჟურნალისტი 1966 წლის 14 სექტემბერს წერდა, ჩე
ბოლივიაში ბრაზილიიდან ჩამოვიდა წლის დასაწყისშიო. იგი თითქმის
ზუსტად აღწერდა ჩეს ახალ გარეგნობას და ამტკიცებდა, ზედმეტ სახელად
„რამონი“ ჰქვიანო. მართალია, სხვადასხვა გაზეთი სხვადასხვანაირ ვერსიას
ავრცელებდა, მაგრამ დებრეს გამოჩენა მაინც სახიფათო იყო როგორც
პირადად მისთვის, ისე ჩესთვისაც.
ტანიას მეგობარი, პრეზიდენტის სამსახურთან არსებული პრესისა და
ინფორმაციის დეპარტამენტის ჩვენთვის უკვე ცნობილი უფროსი ლოპეს
მუნიოსი რეჟე დებრეს აძლევს ისეთ საბუთს, რომლითაც მას შეუძლია
დაუბრკოლებლად იმოგზაუროს ბოლივიაში. დებრეს მიზანი ვითომ
ბოლივიის შესახებ „გეოპოლიტიკური“ წიგნის დაწერა იყო. დებრე სწორედ
იმ ადგილებში მოგზაურობს, სადაც პარტიზანებს თავიანთი საქმიანობა უნდა
გაეშალათ. ადგენს ამ ადგილების რუკებს. იღებს სხვადასხვა ობიექტის
ფოტოსურათებს. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას იგი შემთხვევით შეხვდა
რიკარდოსა და მის მებრძოლებს. დებრემ ისინი ბოლივიელებად ჩათვალა
და შეეცადა, მათთვის სურათი გადაეღო, რიკარდომ ძლივს მოიშორა
ფრანგი. რამდენიმე კვირის შემდეგ დებრე ჩილეში გაემგზავრა, საიდანაც
ბოლივიაში 1967 წლის თებერვალში დაბრუნდა.
როგორც ირკვევა, ჩე გევარა ბოლივიაში სან-პაულუდან (ბრაზილია)
ჩამოფრინდა 1966 წლის ნოემბერში. წვერგაპარსული ჩე, შეთხელებული და
ჭაღარა თმის პარიკით, სათვალეებით, მსხვილად გამონასკვული
ჰალსტუხით ოდნავადაც არ ჰგავდა იმ ჩეს, რომელსაც მთელი მსოფლიო
იცნობდა. მან იმდენად შეიცვალა გარეგნობა, რომ როდესაც გამგზავრების
189
წინ გამოსამშვიდობებლად ცოლთან და შვილთან შეიარა, ბავშვმა მამა ვერ
იცნო და დედას უთხრა: – შეხედე, დედიკო, როგორ მეფერება ეს მოხუცი!
ახლა კი ეს „მოხუცი“ თავისუფლად დასეირნობდა ბოლივიის
დედაქალაქის ქუჩებში. ჯიბეში მას კომერსანტ რამონ ბენიტეს ფერნანდესის
სახელზე გაცემული ურუგვაული პასპორტი ედო. ყოველი შემთხვევისათვის,
ჩეს კომერსანტ ადოლფო მენა გონსალესის სახელზე გაცემული მეორე
ურუგვაული პასპორტიც ჰქონოდა. რომელი პასპორტით ჩამოვიდა იგი
ბოლივიაში, ჩვენ არ ვიცით, რადგან არც ერთ პასპორტს ურუგვაიდან
წამოსვლის დამადასტურებელი შტამპი არ ჰქონდა.
ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც 13 წლის წინათ ჩემ პირველად
დადგა ფეხი ბოლივიის მიწაზე. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა
მსოფლიოში, შეიცვალა თავად ჩეც, ბოლივიაში კი განსაკუთრებული
არაფერი მომხდარა. ქვეყანას კვლავ გამყიდველი გენერლები და
პოლიტიკანები მართავდნენ. ბოლივიის რევოლუციური ძალები, რომლებიც
არც ადრე აქტიურობდნენ მაინცა და მაინც, ახლა ტროცკისტების,
მაოისტებისა და ანარქისტების გავლენაში იყვნენ მოქცეული... მიუხედავად
ამისა, ჩე ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მას სჯეროდა, რომ
პარტიზანული მოძრაობა ძირეულად შეცვლიდა ქვეყნის პოლიტიკურ
მდგომარეობას.
ჩეს ბოლივიაში დახვდა კუბელ თანამებრძოლთა უმრავლესობა.
სპეციალურ მანდატში, რომელიც ადოლფო მენა გონსალესის სახელზე იყო
გაცემული და რომელიც ჩეს ლოპეს მუნიოსმა მისცა, ეწერა, რომ იგი იყო:
„ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის საგანგებო რწმუნებული,
რომელიც სწავლობს და ინფორმაციებს აგროვებს ბოლივიის სოფლების
ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ“. ეს მანდატი,
რომელიც 1966 წლის 3 ნოემბერსაა გაცემული, ჩეს საშუალებას აძლევდა,
თავისუფლად ემოგზაურა ბოლივიაში.
ჩე, ანუ რამონი, როგორც ახლა მას უწოდებდნენ, ლა-პასში დიდხანს არ
დაყოვნებულა და პაჩოსთან ერთად „კალამინაში“ გაემგზავრა, სადაც 1966
წლის 7 ნოემბერს ჩავიდა. ამ დღიდან დაიწყო მან თავისი დღიურის წერა,
რაც თერთმეტი თვის განმავლობაში, ე. ი. სიცოცხლის უკანასკნელ
დღეებამდე არ შეუწყვეტია.

190
ჩეს დღიურში, რომლის გამოქვეყნება დიდ სენსაციად იქცა, როგორც
სარკეში, ისეა არეკლილი მისი ხასიათი, მისი მსოფლაღქმა. ეს დღიური
გულწრფელი და მართალი დოკუმენტია. დღიურში მთავარი ყურადღება
ექცევა როგორც ამა თუ იმ პარტიზანის, ასევე მთელი რაზმის მიერ
დაშვებულ შეცდომებს, სისუსტეებს, მცდარ მოსაზრებებს. ჩე დაწვრილებით
აღწერს მერყევ და სუსტ ელემენტებს და ძალზე ძუნწად – გმირობისა და
სიმამაცის ამსახველ ფაქტებს. გმირობა და სიმამაცე მას ჩვეულებრივ
მოვლენად მიაჩნდა. ამ დღიურის წამკითხველმა ერთი გარემოებაც უნდა
იქონიოს მხედველობაში: ჩე თავის თავზე ძალზე ცოტას წერს და თუ წერს,
– მხოლოდ მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მის ნაკლოვანებებზე. ამას
აკეთებს კაცი, რომელიც თავად იყო ამ დრამის შემოქმედი. მხოლოდ მისმა
რკინისებურმა ნებისყოფამ, რევოლუციისადმი მისმა შეურყეველმა რწმენამ
აიძულა თავად იგი და მისი თანამებრძოლები, ებრძოლათ ლოზუნგით:
„გამარჯვება ან სიკვდილი!“ ამ ლოზუნგით იბრძოდნენ მამაცი ადამიანები
ყველგან და ყოველ დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩესა და მისი თანამებრძოლების ჩანაფიქრი, –
იმპერიალისტების ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ ამერიკის
კონტინენტი, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, დღიურში არც ერთი
ფრაზა და სიტყვა არ არის დონკიხოტური და დაუჯერებელი. ეს დღიური
ფანტაზიორისა და რომანტიკოსის ჩანაწერები კი არ არის, არამედ ესაა
ნათელი აზროვნების რევოლუციონერის ფიქრები და აზრები. კაცისა,
რომელიც დარწმუნებულია თავისი საქმის სიმართლეში.
მაინც რაზე მოგვითხრობს ჩეს დღიურის პირველი გვერდი?
„დღეს იწყება ახალი ეტაპი, – წერს ჩე 1966 წლის 7 ნოემბერს. –
რანჩოში ღამით მოვედით. კარგად ვიმგზავრეთ. მე და პაჩუნგომ
შესაფერისად შევიცვალეთ გარეგნობა და ასე შევხვდით კოჩამბაბაში
ჩვენთვის საჭირო ხალხს. ვიმგზავრეთ „ჯიპებით“. ერთი „ჯიპი“ გზაში
დავტოვეთ, რომ მეზობელ გლეხებს ეჭვი არ გასჩენოდათ. გლეხები უნდა
დაგვეჯერებინა, რომ ჩვენ აქ თითქოს კოკაინის წარმოება უნდა დაგვეწყო.
მემამულე სირო ალგარანიასს ტუმაინი გავაცანით, როგორც ჩვენი ჯგუფის
„ქიმიკოსი“. მეორე გასვლის დროს ბიგოტესმა (ხორხე ვასკეს მაჩიკადო
ვიანია, ბოლივიელი სტუდენტი) მიცნო და გაოცებისაგან მანქანა კინაღამ
ხრამში გადაუვარდა. „ჯიპი“ დავტოვეთ და ოცი კილომეტრი ფეხით ვიარეთ.
191
როგორც იქნა, რანჩოში მივედით, სადაც სამი პარტიული ამხანაგი
გვიცდიდა“.
ჩეს ჩამოსვლა „კალამინაში“ მის დიდ კონსპირაციულ წარმატებად უნდა
მივიჩნიოთ, რადგან მის კვალს წელიწად-ნახევარი დაეძებდნენ
ცენტრალური სადაზვერვოს აგენტები და მათთან დაკავშირებული
დაქირავებული მზვერავები. ასეთივე დიდი წარმატება იყო ბოლივიაში
დანარჩენი 17 კუბელის ჩამოსვლაც, რომელთაგან ოთხი კუბის
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. ყველა ისინი
სხვადასხვა გზითა და საშუალებით მოხვდნენ ნიანკაუასუს ბაზაში,
პარტიზანებს ჰქონდათ დიდი რაოდენობის იარაღი, ტყვია-წამალი,
მედიკამენტები, ფოტოაპარატები, რადიო და კავშირის სხვა საშუალებები,
აგრეთვე წიგნები და პარტიზანული უნიფორმა. ამგვარად, მდინარე
ნიანკაუასუსთან პარტიზანული ბაზის შექმნას კარგი პირი უჩანდა.
გავიხსენოთ, როგორ დაიწყო კუბის ეპოპეა. მაშინ შეთქმულთა კუბაზე
გადმოსხმის შესახებ ბატისტამ წინასწარ იცოდა ყველაფერი და მისი არმიის
მებრძოლები ელოდებოდნენ „გრანმას“ გამოჩენას. პირველივე დღეს
ფიდელ კასტრომ დაკარგა თავისი მებრძოლების ოთხი მეხუთედი,
დიდძალი იარაღი. ალეგრია-დელპოსთან ბრძოლის შემდეგ ფიდელ
კასტროს პრაქტიკულად თავიდან მოუხდა თავისი რაზმის შევსება.
ახლა კი მეამბოხეები უბრძოლველად დამკვიდრდნენ ლათინური
ამერიკის ცენტრში. მათ აქვთ თანამედროვე იარაღი და ტექნიკა, ფულადი
სახსრები. ინიციატივა მათ ხელშია და არ ემუქრებათ მოულოდნელი
თავდასხმა და განადგურება. მაშინ ჩესთვის კუბა სრულიად უცხო ქვეყანა
იყო. ახლა კი იგი ბოლივიაში, იმ ქვეყანაში იმყოფებოდა, რომელსაც
კარგად იცნობდა ჯერ კიდევ 1953 წლიდან.
მაგრამ ბოლივიის ვარიანტი არც ისე საიმედო ჩანდა, როგორც ეს
შეიძლებოდა ერთი შეხედვით მოსჩვენებოდა კაცს. კუბაში, მიუხედავად
დიდი სიძნელეებისა, ფიდელ კასტროს მებრძოლები შინ იყვნენ, შენს
სახლში კი, როგორც იტყვიან, კედლებიც გეხმარება. ფიდელს ეგულებოდა
თანამზრახველები და თანამგრძნობნი თავისი ქვეყნის ყველა კუთხეში.
კუბისაგან განსხვავებით, ბოლივიაში პარტიზანული ავანგარდი
მთლიანად კუბელებისაგან, ე. ი. უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისაგან
შედგებოდა და მეთაურიც – ჩე – უცხოელი იყო. ამიტომ როგორი
192
სიყვარულითა და პატივისცემითაც არ უნდა მოკიდებოდნენ მათ განზრახვას
პარტიზანულ წრეებში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ისინი მაინც
უცხოელები იყვნენ და, აქედან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობას
დიდად ვერ მიენდობოდნენ.
კუბისა და ბოლივიის ამბების შედარება არც საერთაშორისო
თვალსაზრისით იყო ჩეს რაზმისთვის სასარგებლო: როცა ფიდელ კასტროს
მებრძოლები სიერა-მაესტრას მთებში იბრძოდნენ, ამერიკელებს აზრადაც
არ მოსვლიათ, რომ ეს ბრძოლა კუბაში სოციალისტური რევოლუციის
გამარჯვებით დამთავრდებოდა. ამიტომ სიერა-მაესტრას ბრძოლები მათ
მაინცა და მაინც არ აღელვებდა. ბოლივიის მთებში ბრძოლის დაწყებას კი
შეიძლება ვაშინგტონის მხრიდან საპასუხო დარტყმა მოჰყოლოდა.
მართალია, ჩეს ესეც ჰქონდა გაანგარიშებული, მაგრამ ვინ შეიძლებოდა,
დაიმედებული ყოფილიყო, რომ ეს ბრძოლა პარტიზანთა სასარგებლოდ
დამთავრდებოდა? ასეა თუ ისე, უპირატესობა მაინც „კალამინაში“
დაბინავებულ პარტიზანთა მხარეზე იყო.
8 და 9 ნოემბერს ჩემ დაათვალიერა რანჩოს ახლომახლო მდებარე
ჯუნგლები და დაზვერვით კმაყოფილი დარჩა. 9 ნოემბერს იგი წერს
დღიურში: „თუ დისციპლინა თავის სიმაღლეზე იქნება, ამ რაიონში დიდხანს
გავმაგრდებით“. მაგრამ 10 ნოემბერს ჩემ გადაწყვიტა, ბანაკიდან რვა
კილომეტრის დაშორებით, ჯუნგლებში გადაეტანა პარტიზანთა ძირითადი
საბრძოლო ბაზა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მემამულე ალგარანიასი,
რომლისგანაც პარტიზანები პროდუქტებს ყიდულობდნენ, ზედმეტი
ცნობისმოყვარეობით ეკიდებოდა ჩეს რაზმელებს. ჯუნგლებში გათეული
პირველი ღამის შემდეგ, 11 ნოემბერს, ჩე თავის დღიურში წერს:
„კოღოებისაგან მოსვენება არ არის. მათგან თავის დახსნა მხოლოდ ჰამაკში
შეიძლება, თანაც წვრილად ნაქსოვი ბადე უნდა გადაიფარო; ასეთი ბადე კი
მხოლოდ მე მაქვს“. მომდევნო დღეს ჩე დღიურში წერს: „თმა მეზრდება,
მართალია, ნელა, მაგრამ ჭაღარა თანდათან შავდება. წვერიც
წამომეზარდა და მალე ისევ საკუთარ თავს დავემსგავსები“.
ბანაკში მოაწყვეს პურის საცხობი, ააშენეს ფარდული და დადგეს დიდი
მაგიდა. ამ ფარდულში ჩემ ორსაათიანი პოლიტმეცადინეობები წამოიწყო.
იგი პარტიზანებს მოუთხრობდა კუბის რევოლუციის გამოცდილებების
შესახებ, პარტიზანული მოძრაობის ხერხებსა და მეთოდებზე. სხვები
193
პარტიზანებს მოუთხრობდნენ ბოლივიის ისტორიისა და გეოგრაფიის
შესახებ. პარტიზანებს ასწავლიდნენ ესპანურ და კეჩუას ენებს. ამ
მეცადინეობებზე დასწრება ყველა პარტიზანისთვის სავალდებულო იყო.
საღამოობით, ვახშმობის შემდეგ, ჩე მსურველებს ფრანგულ ენას
ასწავლიდა. ჩემ მოაწყო სახელგანთქმული „გონდოლა“ – პროდუქტების,
იარაღის და პარტიზანული მეურნეობის სხვადასხვა ნივთების გადატანა
„კალამინიდან“ ჯუნგლებში, ძირითად ბაზაში. ეს იყო ძალზე მომქანცველი
სამუშაო. პარტიზანებს ყოველდღიურად ზურგით გადაჰქონდათ მძიმე
ტვირთი. ჯუნგლებში პარტიზანები ეძებდნენ, გამოქვაბულებს, თხრიდნენ
ორმოებს, სადაც თავიანთ ტვირთს ინახავდნენ.
კალამინელთა ცხოვრებით სულ უფრო დაინტერესდნენ ალგარანიასი და
მისი მეურნეობის მუშები. პარტიზანები ახლა უკვე ხშირად ხვდებოდნენ
გზაზე ალგარანიასსა და მის ხალხს, რომლებიც აშკარა
ცნობისმოყვარეობით ადევნებდნენ თვალს პარტიზანთა ყოველ ნაბიჯს.
საჭირო იყო სიფრთხილის დაცვა. ჯუნგლების ძირითად ბანაკში
პარტიზანებმა მოაწყვეს სათვალთვალო, საიდანაც კარგად ჩანდა
„კალამინა“ და მისი შემოგარენი. 25 ნოემბერს ჩემ დღიურში ჩაწერა:
„სათვალთვალო პუნქტიდან შეგვატყობინეს, რომ „ჯიპით“ მოვიდა ორი თუ
სამი კაცი. როგორც გამოირკვა, ისინი მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის
სამსახურიდან იყვნენ, აიღეს სისხლის ანალიზი და მალე უკანვე
გაბრუნდნენ“. მეორე, რაც პარტიზანებმა ვერ გაითვალისწინეს და რაც
ტანჯავდა მათ, ის იყო, რომ ჯუნგლებში ბევრი კოღო, ტკიპა და ქინქლა იყო.
პარტიზანებმა არ იცოდნენ, როგორ დაეცვათ მათგან თავი და ახლა
იძულებული იყვნენ, ეს უმოწყალო ფიზიკური ტკივილები აეტანათ. 18
ნოემბერს ჩე დღიურში წერს: „ყველაფერი მონოტონურად მიდის. ტკიპების
და კოღოების ნაკბენებისაგან მთელი სხეული დაგვიწყლულდა“.
ჩეს მუდმივი რადიოკავშირი აქვს „მანილასთან“ (ჰავანა).
ბოლივიელი და კუბელი პარტიზანები თანდათან უერთდებიან ჩეს რაზმს.
27 ნოემბრისათვის რაზმში უკვე 30 პარტიზანი იყო.
30 ნოემბერს, ჩე აანალიზებს ერთი თვის შედეგებს და წერს:
„ყველაფერი კარგად მიდის. მე ჩამოვედი ყოველგვარი დავიდარაბის
გარეშე. პარტიზანთა ნახევარიც უკვე ადგილზე იმყოფება. მათ, ცოტა
დაგვიანებით, მაგრამ მაინც მშვიდობიანად მოაღწიეს რანჩომდე. რიკარდოს
194
პარტიზანთა ძირითადი ნაწილი მზადაა, რომ ჩვენს მოძრაობას
შემოუერთდეს. ამ შორეულ რაიონში ჩვენ შეგვიძლია იმდენ ხანს დავრჩეთ,
რამდენიც საჭირო იქნება და ეს პერსპექტივა რეალური ჩანს. ჩვენი გეგმაა,
დაველოდოთ დანარჩენების ჩამოსვლას, ბოლივიელ პარტიზანთა რიცხვი
20 კაცამდე მაინც გავზარდოთ და შევუდგეთ მოქმედებას. ისღა დაგვრჩენია,
დაველოდოთ მონხეს რეაქციას და იმას, თუ როგორ მოიქცევიან გევარას
მოყვანილი პარტიზანები“.
რიკარდოს ჯგუფში შედიოდნენ ორი ძმა პედრო და რამდენიმე
ბოლივიელი სტუდენტი, რომლებსაც უშუალოდ მასთან ჰქონდათ კავშირი.
როგორც ვიცით, მოისეს გევარა როდრიგესი მაღაროელთა მოძრაობის
ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და მის ჯგუფში მაღაროელები იყვნენ.
მარიო მონხე კი ბოლივიის კომუნისტური პარტიის მაშინდელი ლიდერი იყო
და, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ როგორ პოზიციას
დაიკავებდა ბოლივიის კომუნისტური პარტია პარტიზანული მოძრაობის
მიმართ.
2 დეკემბერს ჩამოვიდა ჩინო – პერუელი რევოლუციონერი, პერუში
პარტიზანული მოძრაობის აქტიური მონაწილე, რომელმაც 20 პერუელი
პარტიზანი ჩამოიყვანა. მოლაპარაკების შემდეგ ჩინო მალე ლა-პასში
გაბრუნდა, საიდანაც ჰავანაში ჩასვლას აპირებდა, შემდეგ კვლავ
ჩამოვიდოდა ბოლივიაში და ჩეს რაზმში იბრძოლებდა.
პარტიზანული ცხოვრება კი თანდათან გართულდა. დეკემბერში კიდევ
ერთი საიდუმლო შესანახი გათხარეს და სხვადასხვა საბრძოლო იარაღი და
ტყვია-წამალი გადამალეს. ალგარანიასის ხალხი პარტიზანთა ბანაკს სულ
უფრო და უფრო მეტ საზრუნავს უჩენდა. „კალამინის“ მკვიდრთ
აბეზღებდნენ. კომენტარს უკეთებს ამ ფაქტს და 11 დეკემბერს ჩე დღიურში
წერს: „ეს ჩვენს გეგმებს ცვლის, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“.
ბანაკში მყოფ ბოლივიელთა შორის უთანხმოებამ იმატა. ნაწილი თანახმაა,
პარტიზანებს ამოუდგეს მხარში, დანარჩენები კვლავ ბოლივიის
კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებას ემხრობიან, ხოლო ჩეს რაზმთან
პარტიის ლიდერთა დამოკიდებულება ჯერ კიდევ გაურკვეველია.
12 დეკემბერს ჩე დღიურში წერს: „ვესაუბრე ჩემს ჯგუფს და ავუხსენი მათ
შეიარაღებული ბრძოლის არსებითი მნიშვნელობა. განსაკუთრებით გავუსვი
ხაზი ერთმმართველობასა და დისციპლინას. თანამდებობები შემდეგნაირად
195
გავანაწილე: ჩემს მოადგილედ სამხედრო ნაწილში ხოაკინი დავნიშნე.
როლანდო და ინტი – კომისრებად, ხოლო ალეხანდრო შტაბის უფროსად
დავნიშნე. პომბოს დაევალა კავშირი, ინტის – ფინანსები, ნიატოს –
მომარაგება და შეიარაღება, ხოლო მოროს – სამედიცინო მომსახურება
(დროებით)“. ამავე ჩანაწერში ჩე მიუთითებს კიდევ ერთ დამაფიქრებელ
ფაქტზე: „კოკო კარანავიდან დაბრუნდა, სადაც მან საჭირო სურსათ-
სანოვაგე იყიდა. ლაგუნიალიასეში ზოგიერთები დააეჭვა მის მიერ შეძენილი
სურსათ-სანოვაგის რაოდენობამ“.
31 დეკემბრამდე ბანაკში გაჩაღდა დიდი პარტიზანული მუშაობა.
პარტიზანები თხრიდნენ მიწისქვეშა სათავსოებსა და თავშესაფრებს, ზუსტად
სწავლობდნენ შემოგარენს, ჯუნგლებში ნიშნავდნენ ახალ გზებსა და
ბილიკებს, ეძებდნენ საგუშაგოებისათვის ხელსაყრელ ადგილებს,
ეუფლებოდნენ პარტიზანული ბრძოლის სხვადასხვა ხერხსა და მეთოდს.
პარტიზანები ხშირად მშიერ-მწყურვალნი ყოველგვარ ამინდში
მუშაობდნენ. ჩე ძალ-ღონის დაუზოგავად მუშაობდა, მაგალითს აძლევდა
მებრძოლებს და მათგანაც ითხოვდა თავდაუზოგავ შრომას. ამას კი,
როგორც ჩანს, ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდნენ არათუ
სხვები, არამედ გამოცდილი კუბელი პარტიზანებიც კი. 28 დეკემბერს ჩე
წერს დღიურში: „ბანაკში შემხვდნენ მარკოსი და მიგელი, რომლებსაც ვერ
მოესწროთ უკან დაბრუნება და ღამე ცისქვეშ გაეთიათ. ისინი
აღშფოთებული იყვნენ იმის გამო, რომ ბანაკში ჩემი არყოფნის დროს ჩემზე
თურმე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ყველაფრიდან გამომდინარე, მათ
მხედველობაში ჰყავდათ ხოაკინი, ალეხანდრო და ექიმი“.
31 დეკემბერს დილით, როგორც იქნა, ბანაკში მოვიდა მარიო მონხე,
ტანიას, რიკარდოს და ერთი ბოლივიელი პარტიზანის თანხლებით. მთელი
დღე და ახალი წლის ღამე ჩემ მოანდომა მასთან მოლაპარაკებას, რაც
ძალზე გაჭირდა. საკითხი იმის შესახებ, პარტიზანული მოძრაობა საჭირო
იყო თუ არა, არ მდგარა – ბოლივიის კომუნისტური პარტიაც რევოლუციურ
მოქმედებას მოითხოვდა. ჩე და მონხე ვერ შეთანხმდნენ პარტიზანული
მოძრაობისათვის ერთობლივი ხელმძღვანელობის თაობაზე.
ხორხე კოლიემ, რომელმაც ბოლივიელი კომუნისტების ლიდერის
პოსტზე მარიო მონხე შეცვალა, ჟურნალისტებს განუცხადა: „პარტიზანულ

196
მოძრაობასთან ჩვენი დამოკიდებულება შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველაფერში, რითაც კი პარტიას შეუძლია“.
ახლა კი კვლავ პარტიზანთა ბანაკს დავუბრუნდეთ. ჩე ფიქრობდა, რომ
„კალამინა“ პარტიზანული ბრძოლის იმ ჯაჭვის რგოლად იქცეოდა,
რომელიც მოიცავდა მთელ სამხრეთის კონუსს, პერუდან – არგენტინის
ჩათვლით. რაც შეეხება პერუს, ჩეს ამის შესახებ უკვე ჰქონდა საუბარი
ჩინოსთან, რომელიც „კალამინაში“ მალე უნდა დაბრუნებულიყო. არგენტინა
კი ჩესთვის ყველაზე საიმედო ქვეყანა იყო. მიუხედავად პარტიზანული
მოძრაობის სასტიკი მარცხისა, ჩეს სჯეროდა, რომ მისი სამშობლო
არგენტინა გახდებოდა პარტიზანული მოძრაობისა და მოქმედების საიმედო
არენა. არგენტინის მეჩხრად დასახლებული მთის პროვინციები სალტა და
ხუხუი ბოლივიას ესაზღვრება. ამ პროვინციების მცხოვრებნი, უაღრესად
გაჭირვებულნი და ღატაკნი, ფიქრობდა ჩე, უნდა გახდნენ მომავალი
პარტიზანული არმიის მებრძოლები. ისინი ხომ ერთხელ, ასი წლის წინათ,
უკვე იბრძოდნენ ამ მთებში ესპანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ.
არგენტინაში ბევრი „საწვავი“ მასალაა. ბოლივიაში პარტიზანული „კერის“
არსებობა ამ ადამიანებს იმედს ჩაუნერგავს და მაშინ მათ დასახმარებლად
ნიანკაუასუდან მოვა ჩე. დიახ, მაშინ სამშობლოში, ბოლოს და ბოლოს,
დაბრუნდება ერნესტო გევარა სერნა, რათა იბრძოლოს და გაიმარჯვოს.
იმისათვის კი, რომ ეს ასე მოხდეს, აუცილებელია საჩქაროდ დაუკავშირდეს
თავის არგენტინელ თანამოაზრეებს, რომლებიც უმოქმედოდ არიან მასეტის
(არგენტინაში პარტიზანული მოძრაობის ხელმძღვანელი) რაზმის
განადგურების შემდეგ. მათთან კავშირის დასამყარებლად ჩე არგენტინაში
ტანიას აგზავნის.
1967 წლის 18 იანვარს ჩე დღიურში წერს: „თავსხმაში ბანაკში მოვიდა
ლორო (ვასკეს მაჩიკადო), რომელმაც შეგვატყობინა, რომ ალგარანიასმა
საუბარში ანტონიოს აგრძნობინა, რომ ბევრი რამე იცის. მან ანტონიოს
წინადადება მისცა, შეეამხანაგებინათ იგი კოკაინის წარმოების საქმეში და
კიდევ სხვა რამეში, რითაც ისინი არიან დაკავებული. „კიდევ სხვა რამე“ იმას
ნიშნავს, რომ ეს ტიპი რაღაცას ხვდება. ლოროს ვუთხარი, რომ შეაბას
ეჟვანი ალგარანიასს, მაგრამ ბევრს ნუ დაჰპირდება, მხოლოდ ქირა
გადაუხადოს, თუ მისი „ჯიპით“ ტვირთს გადაგვატანინებს. ვუთხარი აგრეთვე,
რომ ალგარანიასს სიკვდილით დაემუქროს, თუ იგი ჩვენს გაცემას
197
შეეცდება“. ალგარანიასი კი, როგორც ჩანს, დიდი ხანია პოლიციასთან იყო
დაკავშირებული, რადგანაც მეორე დღეს, ე. ი. 19 იანვარს, პოლიციამ
„კალამინა“ გაჩხრიკა. 19 იანვარს ჩე დღიურში წერს: „ნარკოტიკების
ფაბრიკის“ საძებრად „ჯიპით“ ჩამოვიდნენ ლეიტენანტი ფერნანდესი და
ოთხი გადაცმული პოლიციელი. გაჩხრიკეს შენობა. მათი ყურადღება
მიიქცია ზოგიერთმა უცნაურმა ნივთმა. მაგალითად, სითხემ, რომელსაც
ნავთის ნაცვლად ვიყენებდით ლამპებისათვის და რომლის გადამალვაც
ვერ მოვასწარით. ლოროს ჩამოართვეს პისტოლეტი, მაგრამ შაშხანა და
მცირეკალიბრიანი პისტოლეტი დაუტოვეს. მოსაჩვენებლად, მანამდე
ალგარანიასსაც ჩამოართვეს პისტოლეტი და თან გააფრთხილეს ჩვენები,
რომ მათ ყველაფერი იციან და ამიტომ ანგარიში უნდა გაუწიონ“.
ჩეს უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ ალგარანიასი და მისი ხალხი
პოლიციასთან არიან შეკრულები.
მეორე დღეს კვლავ განგაშია: „ჩვენ გვინდოდა სამხედრო მეცადინეობის
ჩატარება, მაგრამ არ მოხერხდა, რადგანაც ბანაკი კვლავ საფრთხეში
აღმოჩნდა. ბანაკის ტერიტორიაზე გამოჩნდა ვიღაც გრინგო, რომელიც
ავტომატური შაშხანით ისროდა. იგი თითქოს ალგარანიასის „მეგობარი“
იყო და შვებულებას მასთან ატარებდა. გავგზავნი დაზვერვას, რომ
ალგარანიასის სახლს თვალყური ადევნოს და თუ საქმე ცუდად წაგვივიდა
და იძულებული გავხდებით, დავტოვოთ ეს ადგილები, მაშინ ალგარანიასს
ძვირად დავუსვამთ ამ ამბავს“.
ბანაკი ახალ შევსებას იღებდა. პარტიზანებს შემოუერთდა სამი
ბოლივიელი, ხოლო 26 იანვარს ბანაკში ჩამოვიდნენ ბოლივიელ
მემაღაროელთა ლიდერი მოისეს გევარა და იატაკქვეშელი მებრძოლი
ქალი ლოიოლა. მოისეს გევარამ სურვილი გამოთქვა, თავის ოც
მომხრესთან ერთად პარტიზანულ რაზმში ჩაწერილიყო. ჩემ თავის
თანამოგვარეს მოსთხოვა, მის ხალხს არ დაეწყო ფრაქციული მუშაობა,
„კამათი საერთაშორისო და საშინაო პრობლემებზე“. მოისესი დათანხმდა,
მაგრამ მოხალისეების ჩამოყვანას მხოლოდ თებერვლის პირველი
ნახევრისათვის დაჰპირდა. ამის მიზეზი, როგორც ჩე აღნიშნავს თავის
დღიურში, ის იყო, რომ „სანამ კარნავალი არ დამთავრდებოდა, ხალხი
უარს ამბობდა გამოჰყოლოდა მას“.

198
ლოიოლამ თავისი სიმტკიცითა და რევოლუციური რწმენით ჩეზე ძალიან
კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემ მას დაავალა ლა-პასსა და სხვა
ქალაქებში იატაკქვეშა ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც მხარს
დაუჭერდა პარტიზანულ მოძრაობას. ამ ორგანიზაციას უნდა მოემარაგებინა
პარტიზანები იარაღით, ტყვია-წამლით, სურსათ-სანოვაგით, უნდა
შეეგროვებინა ცნობები მოწინააღმდეგის შესახებ, მოეწყო საბოტაჟები და
დივერსიები. ჩესგან ლოიოლამ მიიღო „ქალაქში მომუშავე კადრებისათვის
საჭირო ინსტრუქცია“ და ლა-პასში დაბრუნდა. ჩე ამ კონტაქტებისაგან ბევრს
მოელოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „თვიურ ანალიზში“ ჩე ამის გამო
მისთვის დამახასიათებელი გულახდილობით წერს: „ახლა იწყება
პარტიზანული ცხოვრების ახალი ეტაპი და ჩვენ უნდა გამოვცადოთ
მებრძოლები. დრო გვაჩვენებს, თუ რა შეუძლიათ მათ და რა პერსპექტივები
აქვს ბოლივიის რევოლუციას. ის, რაზეც ადრე ვფიქრობდით, კერძოდ,
ბოლივიელ მებრძოლთა შემოერთების პროცესი, ძალზე ნელა
მიმდინარეობს“.
პირველ თებერვალს ჩემ რამდენიმე მებრძოლი კუბელ მარკოსის
ხელმძღვანელობით „კალამინაში“ დატოვა, ხოლო თვითონ 20-კაციან
რაზმს ჩაუდგა სათავეში და მთებში წავიდა სამხედრო წვრთნის
ჩასატარებლად. მთებში ჩე და მისი რაზმი 25 დღე უნდა ყოფილიყვნენ. ინტი
წერს, რომ ამ ლაშქრობის დროს ჩეს ყველაზე მძიმე ზურგჩანთა
მიჰქონდაო. როგორც ყოველთვის, სხვებს პირად მაგალითს უჩვენებდა.
ამ ლაშქრობას უნდა გამოეწრთო მებრძოლები. გამოეცადა მათი
ამტანობა, დისციპლინა და სიმამაცე. ლაშქრობისას უნდა დაეზვერათ
შემოგარენი, გზადაგზა გაეთხარათ საიდუმლო სამალავები იარაღისა და
სურსათ-სანოვაგისათვის, და კონტაქტი დაემყარებინათ მოსახლეობასთან.
ეს ადგილები ძალზე ძნელად სავალი აღმოჩნდა, ნახევრად უდაბნო,
რომელიც დაფარული იყო ეკლიანი ბუჩქებით. ამას ისიც ემატებოდა, რომ
პარტიზანებს დღედაღამ მოსვენება არ ჰქონდათ კოღოებისაგან. ზოგ
ადგილებში პარტიზანები დიდი გაჭირვებით იკაფავდნენ გზას. რუკა,
რომელიც მათ ჰქონდათ, არ გამოადგათ, რადგანაც არაზუსტად იყო
ნაჩვენები ადგილმდებარეობა. ჩეს რაზმს გზა აებნა და ოცდახუთი დღის
ნაცვლად 48 დღე დარჩნენ მთებში.

199
ამ ლაშქრობისას პარტიზანები ბევრჯერ შეეცადნენ, ადგილობრივ
მოსახლეობასთან კავშირი დაემყარებინათ. გლეხები ლაპარაკობდნენ
პარტიზანებისათვის გაუგებარ, ადგილობრივ ინდიელთა დიალექტზე. ისინი
უნდობლად, ეჭვით და ზოგან მტრულადაც კი ეპყრობოდნენ პარტიზანებს.
ეს ჩესთვის მოულოდნელი არ იყო. თავის ტრაქტატში პარტიზანული
ბრძოლების შესახებ იგი წერდა, რომ დასაწყისში გლეხები ყოველთვის ასე
იქცევიან, რადგანაც მათ ეშინიათ ხელისუფლების და რეპრესიებისა, ხოლო
თავიანთი გაუთლელობის გამო პარტიზანებს „უცხო“ და „საშიშ“ ხალხად
თვლიან. საკმარისია მოსახლეობამ დაინახოს მათდამი კეთილი განწყობა,
რომ სურათი მთლიანად შეიცვალოს პარტიზანთა სასარგებლოდ. ეს იცოდა
ჩემ და მაინც უფრო გულთბილ და გულისხმიერ შეხვედრას ელოდა
ბოლივიელი გლეხებისაგან. აი, როგორ აღწერს ჩე გლეხებთან პირველ
შეხვედრას: „თავი ინტის თანაშემწედ გავაცანი და ველაპარაკე
ადგილობრივ მცხოვრებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათთვის
დამაჯერებელი არ იყო, რადგან ინტის თავი ძალიან მოკრძალებულად
ეჭირა. გლეხს, რომელსაც ვესაუბრე, შევატყვე, ჩვენი გაგება არ შეეძლო.
მას არც იმის წარმოდგენა შეეძლო, თუ როგორი საშიში შედეგი
შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენთან მის ურთიერთობას და ამიტომ იგი
თავად იყო პოტენციურად ჩვენთვის საშიში. მან გვიამბო თავისი რამდენიმე
მეზობლის შესახებ, მაგრამ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან იგი
თავდაუჯერებლად საუბრობდა. ექიმმა უმკურნალა მის ბავშვებს...
(გლეხს როხასს ეძახიან)“.
შემონახულია ფოტოსურათი: ჩე ჯირკზე ზის და როხასის ორი ბავშვი
მუხლებზე უზის, თავად როხასი კი გვერდით დგას. დავიხსომოთ ეს გვარი.
ჩვენ კიდევ შევხვდებით მას...
პარტიზანებს თან ჰქონდათ პორტატული რადიოგადამცემი, რომლის
მეშვეობითაც ისინი მუდმივ კავშირში იყვნენ „მანილასთან“.
გადიოდა დღეები... პარტიზანები სულ უფრო მაღლა მიიწევდნენ მთებში.
ღარიბული საგზალი, მძიმე ზურგჩანთები, კოღოები, დახეული
ფეხსაცმელები, დაღლეტილი ფეხები, განუწყვეტელი თავსხმა წვიმა ძალას
აცლიდა პარტიზანებს და ისინიც, ძალზე განერვიულებულნი და
დაღლილები, თანდათან აბუზღუნდნენ. ბანაკში უბრალო რამეზე
წალაპარაკდებოდნენ ხოლმე ხან კუბელები კუბელებთან, ხანაც კუბელები
200
ბოლივიელებთან. ჩე ყოველნაირად ცდილობდა მათ დაშოშმინებას,
მოუწოდებდა დისციპლინისაკენ, მაგრამ მის მოწოდებას დაღლილ და
გაწამებულ ადამიანებზე ადრინდელი შთაბეჭდილების მოხდენა აღარ
შეეძლო.
თავად ჩე ლაშქრობის პირველი დღიდანვე თავს ძალიან ცუდად
გრძნობდა. 3 თებერვალს იგი დღიურში წერს: „გამანთავისუფლეს 15
გირვანქა ტვირთისაგან და ცოტა სიმსუბუქე ვიგრძენი, მაგრამ
სამხრეებისაგან გადაღლეტილი მხრები ზოგჯერ აუტანლად მტკივა“.
12 თებერვლის ჩანაწერი: „სასტიკად დავიღალე...“
23 თებერვლის ჩანაწერი: „ჩემთვის ჯოჯოხეთური დღეა... თორმეტი
საათია და ისეთი მცხუნვარე მზეა, კაცს ეგონება, სიცხისაგან ქვები
დასკდებაო... გზას დავადექით. მომეჩვენა, რომ გონებას ვკარგავდი. ამ
წუთიდან მხოლოდ ჩემს ენთუზიაზმს მივენდე. ამ ზონის მაქსიმალური
სიმაღლე 1420 მეტრია“.
26 თებერვალს ბოლივიელი ბენხამინი შემთხვევით მდინარეში ჩავარდა.
მის გადასარჩენად ყოველგვარი ცდა ამაო აღმოჩნდა, – იგი დაიხრჩო.
„ძალზე სუსტი და მოუხერხებელი ბიჭი იყო, – წერს ჩე, – მაგრამ
გამარჯვების დიდი რწმენა და ნებისყოფა ჰქონდა. ეს გამოცდა მისთვის
ძნელი აღმოჩნდა. ფიზიკურად მოუმზადებელი იყო და აი, ჩვენც მივიღეთ
ნათლობა მდინარე რიო-გრანდეს ნაპირებზე, ნათლობა სრულიად
გაუთვალისწინებელი და უაზრო“.
მიუხედავად ამისა, ჩე მაინც არ კარგავს ოპტიმიზმს. თებერვლის თვის
ანალიზში იგი წერს: „მართალია არ ვიცი, ბანაკში როგორაა საქმე, მაგრამ
აქ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად მიდის.
ლაშქრობა კარგად დაიწყო, მაგრამ შემთხვევამ, რომელმაც ბენხამინის
სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენი გუნება-განწყობილება დაამძიმა. ხალხი ჯერ
კიდევ ცუდადაა მომზადებული და ბოლივიელებიც ბოლომდე ვერ
გაუძლებენ. შიმშილის დღეებმა არათუ შეასუსტა, მკვეთრად დასცა მათი
ენთუზიაზმი...
რაც შეეხება კუბელებს, მათგან ორს – პაჩოს და რულიოს – მცირე
გამოცდილება აქვთ და ამიტომ სასურველ სიმაღლეზე ვერ დგანან.
ალეხანდრო სრულ წესრიგშია. რაც შეეხება ძველებს, – მარკოსი დიდ

201
საფიქრალში გვაგდებს, რიკარდოსაც ხანდახან ეშლება. ჩვენი ლაშქრობის
შემდეგი ეტაპი უფრო მებრძოლი და გადამწყვეტი უნდა გახდეს“.
ერთი თვე გავიდა, რაც რაზმმა ბანაკი დატოვა. სურსათ-სანოვაგე
თითქმის გაუთავდათ. მებრძოლები უკვე გზადაგზა ქორებსა და თუთიყუშებს
ხოცავენ, ხანაც ცხენის ხორცით იკვებებიან. ასეთი კვებისაგან ყველას კუჭი
მოეშალა. ჩე ბრძანებას იძლევა, რაზმი ბანაკში დაბრუნდეს, მაგრამ ეს არც
ისე იოლი აღმოჩნდა, – გზა აებნათ. მშიერი და გაწამებული მებრძოლები
ბრძანებას არღვევენ და ხელუხლებელი მარაგიდან კონსერვებს ჭამენ. 4
მარტს ჩე დღიურში წერს: „მორალური დონე დაბალია, ხოლო მათი
ფიზიკური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მე ფეხები დამისივდა“.
7 მარტის ჩანაწერი: „უკვე ოთხი თვეა, რაც აქა ვართ. ადამიანები
თანდათან კარგავენ სიმტკიცეს, ეცემიან სულით, რადგანაც ხედავენ, რომ
სურსათ-სანოვაგე გვითავდება, ხოლო გზას ბოლო არ უჩანს“.
14 მარტის ჩანაწერში ვკითხულობთ: „მოვკალით ოთხი ქორი და ეს იყო
ჩვენი სადილი: ბარგი მთლად დაგვილბო გადაუღებელმა წვიმებმა.
განწყობილება ძალზე ცუდია. მიგელს და ზოგიერთ სხვასაც ფეხები
დაუსივდათ“. მეორე დღეს ჩე ნებას რთავს პარტიზანებს, ცხენი დაკლან და
შეჭამონ, რადგანაც ხალხი ძალზე დაასუსტა უჭმელობამ. ჩე წერს დღიურში:
„მიგელს, ინტის, ურბანოს და ალეხანდროს ფეხები დაუსივდათ. თავს მეც
ძალზე სუსტად ვგრძნობ“.
სწორედ ამ დღეებში მოხდა ერთი ეპიზოდი, რომლისთვისაც ჩეს
განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ რომელსაც პარტიზანთა
რაზმისათვის ფრიად უარყოფითი შედეგები მოჰყვა. მარტის დასაწყისში
მარკოსი და რამდენიმე პარტიზანი ჩეს საძებრად წავიდნენ. გზად ისინი
ნავთობის ჭაბურღილს წააწყდნენ. ამ ჭაბურღილთან მარკოსმა ნახა გლეხი
ეპიფანიო ვარგასი. მას თავი „მექსიკელ ინჟინრად“ გააცნო, რომელიც
თითქოს პროდუქტების შესაძენად მიდიოდა. „მექსიკელი“ ვარგასმა საეჭვო
პიროვნებად ჩათვალა და ამის შესახებ ცოლს მოუყვა. ამ უკანასკნელმა
თავის მეპატრონის ცოლს უამბო, ხოლო ქალმა ქმარს მოახსენა
„მექსიკელის“ შესახებ. მერე მათ ყველაფერი შეატყობინეს მეოთხე ოლქის
სამხედრო ხელმძღვანელობას ქალაქ კამირიში. ვარგასი დააპატიმრეს და
აიძულეს, არმიელ პატრულს გასძღოლოდა მარკოსის კვალდაკვალ. ამ
კვალმა ჯარისკაცები პარტიზანთა ბანაკში მიიყვანა.
202
ჩეს ჯგუფმა დაბრუნებისას ნავთობის ჭაბურღილთან ჩამოიარა და
პარტიზანებმა ადგილობრივ მცხოვრებთაგან გაიგეს, რომ მათ ამ
მიდამოებში თავიან-ფეხებიანად შეიარაღებული „მექსიკელი“ ნახეს.
პარტიზანები მიხვდნენ, რომ ეს მარკოსი იყო. 9 მარტს ჩემ თავის დღიურში
აღნიშნა, მარკოსმა კვლავ „გამოიჩინა“ თავიო. მან ჯერ კიდევ არ იცოდა,
რომ მარკოსის დაუფიქრებელმა მოქმედებამ ჯარისკაცებს საშუალება მისცა,
ბანაკი აღმოეჩინათ.
ჩეს გაანგარიშებით, პარტიზანები უკვე ბანაკში უნდა დაბრუნებულიყვნენ,
მაგრამ გზა აებნათ და აშკარად ვეღარ აგნებდნენ თავიანთ ბანაკს მდინარე
ნიანკაუასუს პირად.
17 მარტს, ორი დღით ადრე, სანამ ისინი მიაღწევდნენ თავიანთ
„სამფლობელოს“, მდინარე ნიანკაუასუზე ტივი გადაუბრუნდათ და ერთ-
ერთი პარტიზანი, კარლოსი დაიხრჩო. „იგი, – წერს ჩე კარლოსის შესახებ,
– ბოლივიელთა შორის ყველაზე უფრო დისციპლინირებული და
სერიოზული იყო“.
პარტიზანებს წყალში ჩაუცვივდათ 6 ზურგჩანთა, 6 შაშხანა და ვაზნების
თითქმის მთელი მარაგი.
რაზმს იარაღი აღარ გააჩნდა. გზააბნეულებმა და გაწამებულბმა
საბოლოოდ დაკარგეს ყოველგვარი ენთუზიაზმი. შიმშილმა, ფიზიკურმა
ტანჯვა-წამებამ, ორი მებრძოლი ამხანაგის უაზროდ დაკარგვამ, უგზო-
უკვლოდ ხეტიალმა საბოლოოდ გატეხა ბევრი მათგანის ნებისყოფა.
ყველაზე უფრო გამოცდილი და გამობრძმედილი კუბელებიც კი
„აბუზღუნდნენ“, – როგორც ჩე წერს. თავად ჩე, რომელსაც თავის
ამხანაგებზე უფრო უჭირდა, თავს ნებას არ აძლევდა, რაიმე უკმაყოფილება
გამოეთქვა ანდა წუწუნი და ბუზღუნი დაეწყო. რაზე და ვისზე უნდა ეწუწუნა?
ვისთვის უნდა ეჩივლა? ვისით უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო? იქნებ
თავისი თავით? ეს ლაშქრობა ხომ მორალური და ფიზიკური
გამძლეობისათვის მოეწყო და რა აზრი ჰქონდა ჩივილს, დაეჭვებას
საკუთარ ძალებში, ბუზღუნსა და წუწუნს. მოგება ომისა, რომელიც მალე
უნდა დაწყებულიყო ძლიერი და მრავალსახოვანი მტრის წინააღმდეგ,
მხოლოდ იმ მებრძოლებს შეეძლოთ, რომლებსაც უნარი აქვთ, გადაიტანონ
ყოველგვარი განსაცდელი რომლებიც გმირები კი არ არიან მარტო,
არამედ უფრო მეტი – უდრეკი და უშიშარი სულის რაინდები. და ახლა ჩეს
203
თანამებრძოლები შიმშილით, უწყლობითა და უგზოობით გაწამებულები,
მორალურად და ფიზიკურად უაღრესად დაძაბულები, ბუზღუნებდნენ,
ჩხუბობდნენ და ყოველ წუთს უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. შიმშილმა
ისინი გააწამა, უძილობისა და ხეტიალისაგან თვალები ცივად უელავდათ,
მაგრამ ისინი მაინც წინ მიიწევდნენ, იმედი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ
დაკარგული, სჯეროდათ თავიანთი ბელადისა და მზად იყვნენ, ყელში
სწვდომოდნენ მტერს. მათ ეს გამოცდა გაიარეს და ასეთი ადამიანების
იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს კაცს. ასეთი ადამიანები ყველაფერს
შეძლებენ!
19 მარტს, ლაშქრობის 48-ე დღეს, რაზმი ბანაკს მიუახლოვდა, მაგრამ
სიხარული ჯერ ნაადრევი იყო. რაზმს თავს დასტრიალებდა მტრის მზვერავი
თვითმფრინავი. საღამოთი ჩესა და მის რაზმს შეეგება ნეგრო – პერუელი
ექიმი. ჩეს მან ახალი ამბები უამბო. ბანაკში უკვე ჩამოსულიყვნენ დებრე,
ტანია, ჩინო, მოისეს გევარა ჯგუფთან ერთად და არგენტინელი სირო
რობერტო ბუსტოსი. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიახლე იყო, მაგრამ
არასასიამოვნო უფრო მეტი აღმოჩნდა. ბოლივიის ხელისუფალთათვის
„კალამინას“ არსებობა უკვე ცნობილი იყო. მოისეს გევარას ჯგუფიდან ორი
კაცი გაპარულა. მათ, ალბათ უკვე ყველაფერი გადასცეს ქალაქ კამირიში
ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ მანამდე ეს არ გააკეთა პარტიზანთა
მეზობელმა, ჩვენთვის უკევ ცნობილმა ალგარანიასმა. ბანაკის ახლომახლო
უკვე გამოჩნდნენ ჯარისკაცები. 17 მარტს მოისეს გევარას ჯგუფიდან კიდევ
ერთი კაცი გაიპარა. რანჩოს თავს დაესხა პოლიცია და ყველაფერი
გადააქოთა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გააფთხილა ხალხი, გადაემალათ
ყოველგვარი საეჭვო ნივთი, პოლიციამ მაინც აღმოაჩინა აკრძალული
ლიტერატურა და სხვა სამხილი. ამის შემდეგ ბანაკის ახლომახლო
პარტიზანებმა სამოცამდე ჯარისკაცი ნახეს, რომლებიც ბანაკის შემოგარენს
ათვალიერებდნენ. ჯარისკაცებს ყოველ წუთს შეეძლოთ თავს დასხმოდნენ
პარტიზანებს.
ასეთმა მდგომარეობამ, ჩეს ბანაკში არყოფნის დროს, დარჩენილთა
შორის დიდი შეშფოთება და პანიკა გამოიწვია. 20 მარტს ჩე დღიურში წერს:
„აქ ახლა პანიკური ატმოსფეროა... ყველაფერი ეს იწვევს ქაოსს. მათ
სრულიად არ იციან, რა გააკეთონ“.

204
ჩე გაეცნო მდგომარეობას და შეუდგა წესრიგის დამყარებას. ბანაკში
დარჩენა საშიში იყო და ჩეც ლაშქრობისათვის მზადებას შეუდგა. ბანაკში ჩეს
დაბრუნებამ გამოაკეთა პარტიზანთა გუნება-განწყობილება, მაგრამ
ზოგიერთი, განსაკუთრებით, ახლები კვლავ დაბნეულად გამოიყურებოდნენ,
შიშით მოელოდნენ მომავალს. 21 და 22 მარტს შეკრებაზე ჩე მოელაპარაკა
პერუელ ჩინოს, არგენტინელ პალადოს, დებრესა და ტანიას. ჩინო,
რომელიც კუბიდან დაბრუნდა, იმედის თვალით შეჰყურებდა პერუში
პარტიზანული მოძრაობის პერსპექტივას. „იგი, – წერს ჩე, – ფიქრობს,
პარტიზანული მოძრაობა პერუში 15 კაცით დაიწყოს. მოვილაპარაკეთ, რომ
იგი მომცემს ხუთ კაცს უახლოეს ხანში, ხოლო ცოტა მოგვიანებით, კიდევ
15-ს. წვრთნის შემდეგ ისინი კვლავ პერუში დაბრუნდებიან... ჩინო
აღფრთოვანებული მეჩვენება“.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩესა და არგენტინელი პალადოს
მოლაპარაკება. პალადო ჩეს დასთანხმდა, რომ სათავეში ჩაუდგებოდა
არგენტინაში ჩეს მომხრეებს. არგენტინულ ჯგუფს მოქმედება უნდა დაეწყო
ამ ქვეყნის ჩრდილო რაიონებში...
დებრემაც მიიღო შესაბამისი ინსტრუქციები. დებრეს ჯერ ჩეს რაზმში
უნდოდა დარჩენილიყო პარტიზანთა საბრძოლო საქმეების აღმწერად,
მაგრამ შემდეგ ჩეს რჩევა მიიღო და გადაწყვიტა საფრანგეთში დაბრუნება,
რათა იქიდან დახმარებოდა პარტიზანებს და აღესრულებინა თავისი
მთავარი ოცნება, ჰყოლოდა „ცოლი და შვილები“. ასეთი ირონიით წერს ჩე
დებრეს შესახებ თავის დღიურში. მაგრამ ნუ გავუსწრებთ წინ ამბებს და ნუ
ვიქნებით მკაცრნი ახალგაზრდა ფრანგი ანთროპოლოგის მიმართ.
ტანიასთან საუბარი კი მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო. მან ხომ
კონსპირაციის ყოველგვარი მოთხოვნა დაარღვია. საჭირო რომ არ იყო,
მაშინ ჩამოვიდა ბანაკში და ჩეს ელოდებოდა. ამან საფრთხე შეუქმნა
პირადად მას, თან მან ბოლომდე არ მიიყვანა ჩეს დავალება, რომელიც მას
ბოლივიის დედაქალაქში უნდა შეესრულებინა. ჩემ ჯერ კიდევ არ იცოდა ის
ამბავი, რომ „ჯიპი“, რომელიც ტანიამ კამარიში დატოვა, პოლიციელებმა
აღმოაჩინეს და გაჩხრიკეს. გაჩხრეკისას ნახეს მრავალი ჩანაწერი და
მისამართები, რის გამოც შემდეგ ტანიას მთელი აგენტურა ჩავარდა.
ჯერჯერობით ერთი რამ იყო ნათელი: რაც შეიძლება ჩქარა
დაეტოვებინათ ბანაკი, რადგან ყოველ წუთს არმიის თავდასხმა იყო
205
მოსალოდნელი. იმედოვნებდნენ, ჯარი თუნდაც რომ შემოსულიყო ბანაკის
მიდამოებში, საიდუმლო სამალავებს მაინც ვერ მიაგნებდა. ახლა უკვე მათი
მომავალი სწორ და მოხერხებულ მანევრირებაზე იყო დამოკიდებული.
პარტიზანები აქედან რაც შეიძლება მალე უნდა გაუჩინარებულიყვნენ,
სიზმარეულ მოჩვენებად, უჩინმაჩინებად უნდა ქცეულიყვნენ, რათა
მტრისათვის გზა-კვალი აერიათ. ხოლო თუ სადმე გამოჩნდებოდნენ, იქ
უნდა გამოჩენილიყვნენ, სადაც მტერი მათ ნაკლებად მოელოდა. ჩე კარგად
ფლობდა პარტიზანული ბრძოლის ხერხებსა და მეთოდებს, ამიტომ,
ბუნებრივია, იმედი ჰქონდა, რომ იოლად გააცურებდა გაუნათლებელ და
გამოუცდელ ბოლივიელ ჯარისკაცებსა და გენერლებს, რომლებიც აქამდე
მხოლოდ შეუიარაღებელ და უმწეო ხალხს ებრძოდნენ.
ასეთი განწყობილების მიუხედავად, ბანაკში ერთობ ნერვიული
ატმოსფერო სუფევდა. პარტიზანთა შორის უკმაყოფილება გახშირდა,
ზოგიერთები აღარ ასრულებდნენ ჩეს ბრძანებებს. 22 მარტს თავის
დღიურში ჩე წერს: „მოვიდა ინტი და მარკოსის უხეშობის გამო შემომჩივლა.
მე გავცოფდი და მარკოსს ვუთხარი, თუ ეს მართალია, ბანაკიდან გაგაგდებ-
მეთქი. ამაზე მან მიპასუხა, უმალ დახვრეტას ვირჩევდიო... საღამოს
დაბრუნდნენ მზვერავები, რომლებმაც ვერ შეასრულეს დავალება. სასტიკად
გავთათხე ისინი. ლორო ამის გამო ძალზე აღშფოთდა და თქვა, ჩემს
მოვალეობაზე უარს ვამბობო. შეკრება ძალზე მკაცრი და დაუნდობელი
აღმოჩნდა და ცუდად დამთავრდა“.
მეთაურმა თავის აღელვებულ და დაღლილ თანამებრძოლებს
ყველაფერი უთხრა, სიმართლე არ დაუმალა. რაზმი უკვე მზად იყო
სალაშქროდ. ახლებთან და სტუმრებთან ერთად რაზმში 47-მა კაცმა
მოიყარა თავი, დადგა წინსვლისა და ბრძოლის დრო...

206
კვლავაც გვიხმობს ნაღარა ბრძოლის…

მე ამერიკის შვილი ვარ; ყველაფერს მას ვუმადლი. ამერიკა ჩემი


სამშობლოა, რომლის განვითარებას, განახლებასა და განმტკიცებას
სიცოცხლეს ვუძღვნი. შხამით სავს ფიალა რჩეულთა ხვედრია. ასპიტი
მამაცის მკერდს ვერ დაგესლავს.
ხოსე მარტი

20 მარტს „კალამინის“ მახლობლად ლორომ ერთი ჯარისკაცი მოკლა.


ამ ამბავმა სამხედროები გაახელა. მათ გადაწყვიტეს, კარგად დაეზვერათ ეს
ადგილები და პარტიზანებს გასწორებოდნენ. 23 მარტს, საგუშაგოს
მიდამოებში, რომელსაც როლანდო იცავდა თავისი რაზმით, ერთი
ჯარისკაცი შემოეხეტა, სწორედ ის, მარკოს რომ კვალდაკვალ მოჰყვებოდა.
პატრული იქვე ჩაცხრილეს. ჯარისკაცებთან პირველი შეეტაკების შედეგები
პარტიზანებისათვის იმედის მომცემი და შთამაგონებელი იყო. შვიდი
ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის ვარგასიც (ასეთია ყველა მოღალატის
ხვედრი), 14 ჯარისკაცი ტყვედ წამოიყვანეს, რომელთა შორის ორი
ოფიცერი აღმოჩნდა – მაიორი და კაპიტანი. ტყვედ წამოყვანილ
დაჭრილებს პარტიზანებმა სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს.
პარტიზანების ნადავლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თავად
განსაჯეთ: 16 შაშხანა, „მაუზერი“ ორიათასი ვაზნით, 3 ნაღმმტყორცნი 64
ნაღმით, 3 ავტომატი, 30-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი ორი სავსე
პატრონტაჟით. ჩემ ბრძანა, ტყვეებს დალაპარაკებოდნენ და ვისაც წასვლა
უნდოდა, გაეშვათ. აღსანიშნავი იყო, როგორც ჩე წერს, ტყვე ოფიცერთა
ქცევა, რომლებმაც ყველაფერი „დაფქვეს“. მაიორს პარტიზანებთან
დარჩენა შესთავაზეს. მან უარი განაცხადა, მაგრამ პარტიზანებს დაჰპირდა,
ჯარში აღარ ვიმსახურებ, გადავდგებიო. კაპიტანი კი თითქმის პარტიზანთა
თანამზრახველი აღმოჩნდა. იგი არწმუნებდა პარტიზანებს, ჯარში იმ
ამხანაგების რჩევით ვმსახურობდი, რომლებიც ბოლივიის კომუნისტური
პარტიის წევრები არიან, ხოლო ჩემი ერთ-ერთი ძმა კუბაში სწავლობსო. მან
დაასახელა კიდევ ორი ოფიცერი, რომლებიც მზად არიან, პარტიზანებთან
ითანამშრომლონო. ტყვეებმა პატიმრებს გააცნეს ოპერაციის გეგმა,

207
რომლის მიხედვითაც არმიას მდინარის ორივე მხარე თანდათან უნდა
დაეკავებინა და პარტიზანები რკალში მოექცია.
ნიშნავდა თუ არა პარტიზანთა გამარჯვებას მთავრობის არმიასთან ეს
პირველი შეტაკება? დიახ, მაგრამ იგივე გამარჯვება ართულებდა კიდეც მათ
მდგომარეობას. ეს შეტაკება ომის დაწყებას ნიშნავდა, ხოლო ომისათვის
პარტიზანები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად. ჩე ფიქრობდა, ამ ადგილებში 1967
წლის ბოლომდე ყოფილიყო და შემდეგ დაეწყო საბრძოლო ოპერაციები.
მისი ანგარიშით, ამ ხნის მანძილზე უკვე ამოქმედდებოდნენ პარტიზანული
ბაზები პერუსა და არგენტინის ჩრდილოეთით. ახლა კი ამ ქვეყნებში
მომავალი ოპერაციების ორგანიზატორები მის რაზმში იმყოფებოდნენ და
ერთობ საეჭვო იყო, რომ ისინი აქედან ცოცხლები გააღწევდნენ. გარდა
ამისა, პირველმა შეტაკებებმა შეაშინა პოლიტიკურად მერყევი ბოლივიელი
მოხალისეები, რომლებიც მოისეს გევარას ჯგუფში იყვნენ. მათ სილაჩრეს ჩე
წონასწორობიდან გამოჰყავდა. 24 მარტს ჩე დღიურში წერს: „ნიატო და
კოკო წავიდნენ ზემო ბანაკში სურსათ-სანოვაგის ჩამოსატანად, მაგრამ შუა
გზიდან დაბრუნდნენ, რადგან ნაძირლებმა (იგულისხმება ბოლივიელი
მოხალისეები) წასვლაზე უარი განაცხადეს. იძულებული ვარ, ისინი
გავყარო“.
მეორე დღეს ჩემ ოთხ ბოლივიელს ჩამოართვა პარტიზანის წოდება და
პირადი ნივთები, აკრძალა მათთვის თამბაქოს გაცემა და დაემუქრა, თუ
ბრძანებებს არ შეასრულებთ, საკვებსაც აღარ მოგცემთო.
და მაინც, სიერა-მაესტრას პირველ დღეებთან შედარებით ეს
ბრწყინვალე დასაწყისი იყო! მაშინ, სიერა-მაესტრას მთებში, პარტიზანებმა
დაკარგეს სამოცამდე კაცი და თითქმის მთელი იარაღი. აქ კი პირველივე
ბრძოლაში მტერს სასტიკი დამარცხება აგემეს. ჩეს 35 საუცხოოდ
შეიარაღებული მებრძოლი ჰყავდა, მაშინ როცა ფიდელ კასტროს
ალეგრია-დელ-პიოსთან შეტაკების შემდეგ 12 მებრძოლი დარჩა.
დასაწყისი, ნამდვილად საიმედო იყო. ახლა მოსალოდნელი იყო არმიის
საპასუხო დარტყმა და პარტიზანებს დიდხანს ცდა არც დასჭირვებიათ,
დაბომბეს ბანაკი და მისი შემოგარენი, რამაც, როგორც ჩე წერს, „ბანაკში
დიდი შეხლა-შემოხლა“ გამოიწვია. ორი პარტიზანი დაიჭრა. გამოჩნდნენ
შვეულმფრენები. 25 მარტს გაიმართა პარტიზანთა კრება, რომელზეც
გადაწყვიტეს, ამიერიდან რაზმისათვის ბოლივიის ეროვნული
208
განთავისუფლების არმია ეწოდებინათ. გადაწყდა აგრეთვე
გაევრცელებინათ შემდეგი ცნობა: ჩემ დაწერა ოთხი ცნობა პარტიზანთა
საბრძოლო მოქმედების შესახებ. მანვე დაწერა ეროვნულ-
განმათავისუფლებელი არმიის მანიფესტი, რომელიც მიმართული იყო
ბოლივიელი ხალხისადმი. წერილი გაუგზავნეს ბოლივიელ მეშახტეებს. ამ
დოკუმენტებიდან ბოლივიის პრესაში მხოლოდ ერთი გამოქვეყნდა.
დანარჩენი დოკუმენტები ხელთ იგდეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა
და მათი შინაარსი მხოლოდ ჩეს სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.
27 მარტს პირველად გაისმა ეთერში სენსაციური ცნობები ნიანკაუასის
რაიონში პარტიზანებთან ბრძოლის შესახებ. მთავრობა, „თავისი სახელი
რომ არ შეებღალა“, ამტკიცებდა, პარტიზანებმა „ერთი კაცით მეტი“
დაკარგეს, ჯარისკაცებმა კი ტყვედ ოთხი პარტიზანი აიყვანეს, რომელთაგან
ორი უცხოელიაო. მთავრობის ამ ყალბი ინფორმაციიდან ერთი რამე იყო
ცხადი. ხელისუფლებისათვის კარგად იყო ცნობილი პარტიზანთა
შემადგენლობა. დეზერტირებმა და ტყვეებმა, როგორც ჩანს, ბევრი რამ
ჩაუკაკლეს პოლიციას, ტანიას საიდუმლო აგენტურა ხომ ჩაფლავდა.
რამდენიმე დღემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. რადიო კვლავ
ბობოქრობდა, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი საპასუხო მოქმედება არ
ჩანდა. არმია, როგორც ჩანს, ძალას იკრებდა და ბრძოლისთვის
ემზადებოდა. რაზმში კვლავ უდისციპლინობა სუფევდა. კვლავ
გრძელდებოდა კონფლიქტი კუბელებსა და ბოლივიელებს შორის. 29
მარტის ჩანაწერში ჩე კვლავ ჩივის, რომ „უკანასკნელ დღეებში ჩემი
ბრძანებები არ სრულდება“. 31 მარტს ჩეს „უსიამოვნო საუბარი“ ჰქონდა
ბოლივიელ ლოროსთან, რომელიც „პარტიზანული მოძრაობის სრულ
ჩაშლას“ ამტკიცებდა. ამავე დღეს არმიამ განაახლა შეტევითი ოპერაციები.
დაცარიელებულ რანჩოს ნაღმები დაუშინეს და დაბომბეს, ხოლო შემდეგ
აიღეს იგი. ჩე აანალიზებდა მარტის თვის შედეგებს და წერდა: „ეს თვე
აღსავსეა ამბებით. შეიძლება მოკლედ მოვხაზოთ შემდეგნაირი პანორამა.
ახლა მიმდინარეობს პარტიზანული რაზმის კონსოლიდაცია და
თვითწმენდა, – მიმდინარეობს იგი დაუზოგავად. რაზმის შემადგენლობა
ნელ-ნელა იზრდება, ისიც კუბიდან ჩამოსული მებრძოლების ხარჯზე. რაც
შეეხება გევარას ხალხს (ორი დეზერტირი, ხოლო ერთი ტყვედ
ჩავარდნილი, რომელმაც ყველაფერი დაფქვა, რაც იცოდა. სამი ლაჩარი
209
და ორი ძალზე სუსტი – აი, მათი სახე), ისინი მორალურად ძალზე დაბალ
დონეზე არიან. ახლა დაიწყო ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც ზუსტად
მიყენებულმა დარტყმამ გამოიწვია. ეს დარტყმა, მართალია, სენსაციური
იყო, მაგრამ მას ახლდა ძალზე უხეში შეცდომები: მარკოსის გამოხდომები,
ბრაულიოს უღიმღამო პოზიცია. დადგა მოწინააღმდეგის კონტრდარტყმის
ეტაპი, რომელიც შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ა) იმ პუნქტების დაკავების
ტენდენცია, რამაც იზოლაციაში უნდა მოგვაქციოს; ბ) პროპაგანდისტული
კომპანია ეროვნულ ჩარჩოებში და საერთაშორისო მასშტაბებით; გ)
ეროვნული არმიის პასიურობა დღემდე; დ) ჩვენს წინააღმდეგ გლეხთა
აქტიურობის მობილიზაცია. ერთი რამ ცხადია, უფრო ადრე უნდა
ავორთქლდეთ აქედან, ვიდრე მე ვფიქრობდი. ჩვენი მდგომარეობა
სახარბიელო არ არის“.
ჩეს ძალზე აფიქრებდა რაზმში დებრესა და არგენტინელი ბუსტოსის
ყოფნა. არც ერთი მათგანი პარტიზანად არ ვარგოდა. თან ისინი არც
მალავდნენ, რომ უნდოდათ, რაც შეიძლება მალე „მოეპოვებინათ
თავისუფლება“. მაგრამ მათი ამ ზონიდან გაყვანა ძნელი საქმე იყო. ჩეს
უნდოდა, თავს დასხმოდა სოფელ გუტიერესს, ხელთ ეგდო „ჯიპი“ და
ორივენი სანტა-კრუსისაკენ მიმავალ გზატკეცილამდე გაეყვანა.
გუტიერისისაკენ მიმავალი პარტიზანები გზაში სამხედრო პატრულს
გადაეყარნენ, რომელიც ამ რაიონში ხელისუფლებამ გამოგზავნა. პატრულს
დაწვრილებით ცნობები მიეღო ადგილობრივ მცხოვრებთაგან პარტიზანების
გადაადგილების შესახებ. ამის გამო ჩე იძულებული გახდა, ადრე დასახული
გეგმის ნაცვლად, უკან, ძირითადი ბანაკისაკენ შემობრუნებულიყო. 3
აპრილს ჩემ დებრესა და ბუსტოსს სამი ვარიანტი შესთავაზა: ა)
დარჩენილიყვნენ რაზმში; ბ) სასწრაფოდ დაეტოვებინათ რაზმი საკუთარი
რისკის იმედით; გ) დაეცადათ ხელსაყრელი მომენტისათვის. მათ მესამე
ვარიანტი აირჩიეს. სანამ დებრე და ბუსტოსი თავიანთ გადაწყვეტილებას
განახორციელებდნენ, პარტიზანებს კიდევ ორჯერ მოუხდათ არმიის
ნაწილებთან შეტაკება. ორივე შეტაკება პარტიზანების გამარჯვებით
დამთავრდა. ამ შეტაკებაში პარტიზანთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო.
თავად განსაჯეთ: პარტიზანებმა მოკლეს 10 ჯარისკაცი, 30 ტყვედ ჩაიგდეს,
მათ შორის მაიორი რუბენ სანჩესი და რამდენიმე უნტერ-ოფიცერი. ასეთი
წარმატებით პარტიზანთა ბრძოლები სიერა-მაესტრას მთებშიც კი არ
210
დამთავრებულა. ამ შეტაკების დროს დაიღუპა კუბელი რუბიო (კაპიტანი
ხესუს სუარეს გაიოლი), ტყვეები და, მათ შორის მაიორი რუბენ სანჩესი,
სათანადო პოლიტსაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს. ასეთი წარმატების
მიუხედავად, მდგომარეობა ერთობ დაძაბული და საგანგაშო იყო. რადიომ
გადმოსცა, რომ პარტიზანთა ბანაკში აღმოჩნდა ჩეს ფოტოსურათი და
მიაგნეს ასევე პარტიზანთა ერთ-ერთ საიდუმლო სათავსს.
ჩე ყოველნაირად ცდილობდა ბოლივიელებისა და კუბელების მტკიცედ
შეკავშირებას, მაგრამ მიუხედავად საბრძოლო წარმატებებისა, ჩეს ცდას
სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. 12 აპრილს ჩე დღიურში წერს: „დილის
შვიდის ნახევარზე შევკრიბე ყველა მებრძოლი (ოთხის გარდა, რომლებიც
თავს სუსტად გრძნობდნენ), რათა პატივი გვეცა რუბიოს ხსოვნისათვის და
აღგვენიშნა ის, რომ პირველი დაღვრილი სისხლი კუბელის სისხლი იყო.
ამის აღნიშვნა აუცილებელი იყო, რადგანაც პარტიზანთა მებრძოლ
ავანგარდში თანდათან მტკიცდება კუბელთა მიმართ უნდობლობისა და
მტრული განწყობილების ტენდენციები. ეს აშკარად გამომჟღავნდა გუშინ,
როდესაც კამბამ განაცხადა, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა
კუბელებს.… მე კვლავ მოვუწოდე მათ ერთიანობისაკენ, რადგან მხოლოდ
ამ გზით შეიძლება ჩვენი საბრძოლო ძალების ზრდა, რომელმაც უკვე
დაამტკიცა თავისი საბრძოლო წრთობა. მაგრამ გაზრდის ნაცვლად ჩვენი
ძალები თანდათან მცირდება“.
15 აპრილს „მანილადან“ დაშიფრული გზავნილი მიიღეს, რომლითაც
იტყობინებოდნენ, რომ ხუან ლეჩინი ჰავანაში იმყოფებოდა და იცოდა ჩეს
ადგილსამყოფელი. ხუან ლეჩინი აპირებდა, ჩეს მხარდასაჭერად საჯარო
განცხადება გაეკეთებინა, ხოლო ოცი დღის შემდეგ არალეგალურად
ჩასულიყო ბოლივიაში და პარტიზანებთან ეთანამშრომლა.
პარტიზანთა რაზმი ნიანკაუასუს რაიონს არ სცილდებოდა, რათა არ
მიეტოვებინათ იარაღისა და სურსათ-სანოვაგის საიდუმლო სამალავები.
მომჭირნეობის მიზნით, პარტიზანები ძირითადად კვლავ ცხენის ხორცით
იკვებებოდნენ. 16 აპრილს ტანიასა და ალეხანდროს 390 სიცხე მისცა. კუჭის
აშლილობისაგან მოისესიც ავად გახდა. ასეთ პირობებში ჩემ გადაწყვიტა ამ
ზონაში 13 პარტიზანი დაეტოვებინა (მათ შორის ის ოთხი ბოლივიელი,
რომელთაც ჩემ პარტიზანის წოდება ჩამოართვა) ხოაკინის მეთაურობით.
ხოაკინის რაზმში დატოვეს აგრეთვე ტანია და ალეხანდრო. „ხოაკინს
211
დავავალე, – წერს ჩე თავის დღიურში, – პატარა საბრძოლო ოპერაციები
ჩაეტარებინა, რათა მთავარი ჯგუფისაგან მტრის ყურადღება
ჩამოეშორებინა. ამ ზონაში ისინი უნდა მორიდებოდნენ საბრძოლო
ოპერაციებს და სამი დღის განმავლობაში ჩვენს დაბრუნებას
დალოდებოდნენ“.
ჩე იძულებული იყო, ასეთი ნაბიჯი გადაედგა, დებრესა და ბუსტოსისათვის
წასვლის ხელსაყრელი პირობები რომ შეექმნა, ჩეს და მის რაზმს
ნიანკაუასუს ზონა რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა, რადგანაც
ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო მტრის თავდასხმა. ხოაკინსა და ჩეს
ერთმანეთის ნახვა აღარ ეწერათ...
თუმცა პარტიზანთა საბრძოლო ოპერაციები ერთ თვეზე მეტ ხანს
გრძელდებოდა და საკმაო წარმატებითაც, მაგრამ გლეხები მაინც
გაურბოდნენ პარტიზანებთან თანამშრომლობას, არ ენდობოდნენ მათ. არ
შეიძლებოდა, ამისათვის ჩეს ყურადღება არ მიექცია, მით უფრო, რომ
საბრძოლო მანევრირებისათვის გლეხობის მხარდაჭერა გადამწყვეტი
ფაქტორი იყო. 17 აპრილს ჩე დღიურში წერს: „იმ გლეხთაგან, რომლებსაც
ჩვენ შევხვდით, მხოლოდ ერთმა – სიმონმა გამოთქვა სურვილი, ჩვენ
დაგვხმარებოდა, მაგრამ აშკარად შეშინებული ჩანდა“. როცა ჩე ამ სიტყვებს
წერდა დღიურში, სწორედ ამ დროს ჰავანის რადიო გადასცემდა მის
ცნობილ მიმართვას: „შევქმნათ ორი, სამი... ბევრი ვიეტნამი – აი,
დღევანდელი დღის ლოზუნგი“. ამ მიმართვაში ჩე მისთვის ჩვეული
მგზნებარებით მოუწოდებს ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ამ ქვეყნებში
შეიქმნას იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კერები. თუ ამერიკის
შეერთებული შტატები ვერ უმკლავდებიან ერთ ვიეტნამს, მით უფრო ვერას
დააკლებენ ორსა და სამ ვიეტნამს, – ასეთი იყო ჩეს არგუმენტაცია. იგი
წინასწარმეტყველებდა მრავალწლიან, სისხლისმღვრელ ბრძოლებს და
რევოლუციონერებს მოუწოდებდა, გაერთიანებულიყვნენ და ერთიანი
ფრონტით ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ.
ამ დოკუმენტთან ერთად ჰავანაში აჩვენებდნენ ჩეს 7 ფოტოსურათს, –
შეცვლილი გარეგნობითა და შემდგომ ბოლივიაში ყოფნის დროინდელს, –
უკვე წამოზრდილი წვერით. როგორც ჩანს, ბოლო ფოტოსურათები
ჰავანაში ჩინომ ჩაიტანა. ჩე შემდეგ დღიურში ჩაწერს: „ჰავანაში ჩემი

212
მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ არა მგონია ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმაში,
რომ მე აქ ვიმყოფები“.
19 აპრილს პარტიზანებმა დააკავეს ინგლისელი გეორგ როსი, რომელიც
ხან ჟურნალსტად და ხან ფოტორეპორტიორად ასაღებდა თავს. როსი
უფრო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტს ჰგავდა. ყოველ
შემთხვევაში, მან უკვე მოასწრო „მშვიდობის კორპუსის“ ინსტრუქტორად
ემუშავა პუერტო-რიკოში. როსმა განაცხადა, რომ ბოლივიაში ჩილედან
ჩამოვიდა იმ მიზნით, რათა პარტიზანებზე სენსაციური რეპორტაჟი
გააკეთოს და ბლომად ფული ჩაიჯიბოს. ბოლივიელმა ოფიცრებმა მას
აჩვენეს ერთ-ერთ საიდუმლო სათავსოში ნაპოვნი ბრაულიოს დღიური. ამ
დღიურში ბრაულიო წერდა, თუ როგორ ჩავიდა იგი 1966 წლის 20
ნოემბერს ჰავანიდან მოსკოვის გავლით პრაღაში, შემდეგ ბუენოს-აირესში
და ბოლოს ლა-პასში. ამ ცნობამ ჩე აღაშფოთა. რადგანაც ბრაულიოს
დღიურში ჩე რამონად იხსენიება, მან გადაწყვიტა, თავისი მეტსახელი
ფერნანდოდ შეეცვალა. დებრე ისე ჩაეჭიდა გეორგ როსს, როგორც
წყალწაღებული ხავსს ჩაეჭიდება ხოლმე. დებრემ ურჩია ჩეს, პარტიზანთა
შესახებ მასალებს დაჰპირებოდა ინგლისელს იმ შემთხვევაში, თუ ეს
უკანასკნელი დაეხმარებოდა მასა და ბუსტოსს ალყიდან გასვლაში. ბუსტოსი
წერს, ჩე „დათანხმდა ამ ვარიანტს და მეც ხელები დავიბანე“. იმავე დღეს
როსმა, დებრემ და ბუსტოსმა პარტიზანთა რაზმი დატოვეს.
მეორე დღეს ჩემ რადიოთი შეიტყო, რომ ბოლივიის ხელისუფლებას
სამივე დაეკავებინა. ეს ფაქტი სერიოზული დარტყმა იყო ჩესთვის,
რომელიც დღიურში წერს: „დანტონი და კარლოსი (ბუსტოსი) თავიანთმა
აჩქარებამ დაღუპა. ამას ჩემმა თანხმობამაც შეუწყო ხელი. ამრიგად, წყდება
ჩვენი კავშირი კუბასთან (დანტონი) და დავკარგეთ არგენტინაში ბრძოლის
სქემა (კარლოსი)“.
შემდგომ ათი დღის განმავლობაში ჩეს რაზმი სულ უფრო
ჩრდილოეთისაკენ მიიწევდა. რაზმი მიდიოდა სოფლების გავლით.
ადგილობრივი მოსახლეობა პარტიზანებს შიშითა და უნდობლობით
ხვდებოდა. ჯარისკაცებთან ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა
როლანდო, ლას-ვილიასში ჩეს ყოფილი მეკავშირე. ჩე დიდ პატივს სცემდა
მას.

213
ამავე დღეებში რაზმი დატოვა ლორომაც. პარტიზანთა რიგები ნელ-
ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ კლებულობდა, შევსებისა კი არავითარი იმედი
არ იყო. სოფლებში, სადაც კი პარტიზანებმა გაიარეს, ერთი გლეხიც არ
მიმხრობია მათ რაზმს. ასევე გულგრილი იყვნენ პარტიზანებისადმი მუშები,
რომლებიც ამერიკელთა ნავთობსარეწებზე მუშაობდნენ. პარტიზანები
მგზნებარედ მოუწოდებდნენ გლეხებს აჯანყებისაკენ, იმპერიალიზმის
წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისაკენ, მაგრამ მხარდაჭერა ვერ პოვეს,
მოსახლეობა აშკარად არ ენდობოდა მათ. მიუხედავად ამისა, ჩეს სჯეროდა,
რომ ეს დროებითი მოვლენა იყო.
მაისის თვის ანალიზში ჩე ფხიზელი გონებით აღნიშნავს შეცდომებსა და
წარუმატებლობებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ოპტიმისტურად უყურებს
მომავალს. აი, რას წერს იგი: „საქმე, ასე თუ ისე, ნორმალურად მიდის,
თუმცა დავკარგეთ ორი ძვირფასი მეგობარი: რუბიო და როლანდო.
განსაკუთრებით უკანასკნელის დაღუპვა იყო ჩვენთვის ძალზე მძიმე, რადგან
მე ვაპირებდი მის დანიშვნას დამოუკიდებლად მოქმედი რაზმის მეთაურად.
არმიის ნაწილებთან კიდევ ორჯერ გვქონდა ბრძოლა. ამ ბრძოლების
საერთო შედეგები კარგია, მათგან ერთ-ერთისა – ძალზე კარგი. ეს ის
ბრძოლაა, რომლის დროსაც რუბიო დაიღუპა.
მეორე მხრივ, ჩვენ ძველებურად იზოლირებული ვართ. სხვადასხვა
დაავადებამ მწყობრიდან გამოიყვანა მებრძოლები. ჩვენი ძალები დასუსტდა
და ამის გამო ბევრი შესაძლებლობა დავკარგეთ. ჯერ კიდევ ვერავითარი
კავშირი ვერ დავამყარეთ ხოაკინის ჯგუფთან. გლეხები მხარს არ გვიჭერენ,
თუმცა ჩვენდამი მტრულად განწყობილებს ტერორით დავემუქრეთ და ამან
მდგომარეობა გაანეიტრალა. გლეხები თანდათან მხარს დაგვიჭერენ... არც
ერთი დანაკლისი ჯერ არ შეგვივსია. ორი დაღუპული პარტიზანის გარდა
ლოროც დავკარგეთ...
შედეგი ასეთია: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარტიზანული
ბრძოლისათვის გარდაუვალია ყოველგვარი გაუთვალისწინებელი
შემთხვევა, ეს თვე ნორმალური იყო. იმ პარტიზანთა მორალური სიმაღლე,
რომლებმაც პარტიზანული გამოცდები წინდაწინ ჩააბარეს, მაღალია“.
მაისში პარტიზანთა რაზმი იმ მარშრუტით მიიწევდა წინ, რომლითაც
პირველი ლაშქრობა დაიწყეს. ამ გზაზე პარტიზანებს სურსათ-სანოვაგისა
და იარაღის საიდუმლო სათავსოები ჰქონდათ. ცუდ კვებას, უწყლობას,
214
დაღლილობასა და ნერვულ დაძაბულობას არ შეიძლებოდა თავისი კვალი
არ დაემჩნია პარტიზანებზე და მათ მეთაურზე. პარტიზანთა უმრავლესობა
კუჭის აშლილობითა და ციებ-ცხელებით იტანჯებოდა. თავად ჩეს
ჯანმრთელობის შესახებ შეიძლება მისი ჩანაწერის მიხედვით ვიმსჯელოთ.
აი, რას წერს იგი თავის დღიურში 9 მაისს: „ვგრძნობდი, გონებას
ვკარგავდი და ორი საათით წავიძინე, რომ გზა ნელა გამეგრძელებინა“. 13
მაისის ჩანაწერი: „თავს ძალზე ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ არ მიღებინებია“.
სამი დღის შემდეგ იგი კვლავ კუჭის აშლილობასა და ღებინებას უჩივის.
ასეთი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩე არათუ აგრძელებს
დღიურის წერას, არამედ არ ივიწყებს თავისი ბავშვებისა და ახლობლების
დაბადების დღეებსაც...
არმიის ნაწილებთან ორი ახალი შეტაკება, ისევე, როგორც წინა,
პარტიზანებისათვის წარმატებით დამთავრდა. 8 მაისს პარტიზანთა ზონაში
27 ჯარისკაცი მოხვდა. გაიმართა ბრძოლა. პარტიზანებმა მოკლეს სამი, 10
ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს. ერთ-ერთი მოკლულის, კერძოდ ლეიტენანტის,
გვარად ლარედოს, დღიურში პარტიზანებმა ამოიკითხეს, რომ ლეიტენანტი
ჯარისკაცებს ბრალს სდებდა სიმხდალეში, ხოლო მუშებს უსაქმურებსა და
პარტიზანებს უწოდებდა. ამავე ლეიტენანტს აღმოაჩნდა ცოლის წერილი,
რომელიც ქმარს სთხოვდა, მისთვის და მისი მეგობრისთვის სასტუმრო
ოთახის მოსართავად პარტიზანთა ქოჩრის შენაჭრები გაეგზავნა. ჩემ, წერს
ინტი, ლეიტენანტის ეს წერილი ჩანთაში ჩადო და თავის დღიურთან ერთად
ინახავდა...
30 მაისს პარტიზანებს კვლავ მოუხდათ ჯარისკაცებთან შეტაკება.
პარტიზანებმა მოჰკლეს სამი, დაჭრეს ერთი ჯარისკაცი და როგორც წინა
შეტაკების დროს დანაკარგი არ ჰქონიათ. პარტიზანები ამ ლაშქრობის
დროს ორ დიდ სოფელში შევიდნენ. ესაუბრნენ გლეხებს, გააცნეს თავიანთი
განზრახვა და პროგრამა. მსურველებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ მათ
მოძრაობას, მაგრამ, თუმცა გლეხები მეგობრულად ეპყრობოდნენ
პარტიზანებს, რაზმში ჩაწერაზე მაინც უარს აცხადებდნენ. მეორე, რაზეც ჩე
წუხდა, ის იყო, რომ ხოაკინის რაზმის შესახებ არაფერი ისმოდა, თითქოს
იგი მიწამ ჩაყლაპა. ჩე ფიქრობდა, რომ ხოაკინს გზა აებნა. ლა-პასთან
ყოველგვარი კავშირი შეწყვეტილი იყო და არც არავითარი იმედი ჰქონდათ
ამ კავშირის აღდგენისა. გარდა ამისა, 16 მაისს ჩემ „მანილადან“ მიიღო
215
„შიფრი“, რომელმაც, როგორც ჩე წერს თავის დღიურში, დაადასტურა, რომ
„ვიმყოფებით სრულ იზოლაციაში“. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას
ნიშნავდა, რომ ლა-პასის იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელიც პარტიზანებს
ეხმარებოდა ტანიას ჩავარდნის შემდეგ, სრულიად პარალიზებული იყო,
ახლის შექმნა კი დიდ დროს მოითხოვდა...
არაფერი ისმოდა ხუან ლეჩინისა და პოლიტიკური ლიდერებისაგან,
რომლებიც პარტიზანებს მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. ივნისში ჩე თავისი
რაზმით ისევ იმ ზონაში მოქმედებდა იმის იმედით, რომ ხოაკინი ჯგუფს
შეხვდებოდა. 14 ივნისს, თავისი დაბადების დღეს, ჩე დღიურში წერს: „39
წელი შემისრულდა. დრო სწრაფად გარბის. უნებლიეთ ვფიქრობ ჩემს
პარტიზანულ მომავალზე. თუმცა ჯერ ფორმაში ვარ“. და ეს ნამდვილად ასე
იყო. კოღოებით დაკბენილს ასთმა ახრჩობდა და კუჭის ტკივილები
აწამებდა, მაგრამ მგზნებარე რევოლუციონერის ნებისყოფა ამ დასუსტებულ
სხეულს უძლეველ ძალად ედგა და ყოველგვარ სისუსტეს, გასაჭირსა და
ფიზიკურ ტკივილს უმკლავდებოდა. ნათლად და ფხიზლად აზროვნებდა.
ამის დასტურია ჩეს დღიური, რომელშიც იგი აანალიზებს მოქმედების
დადებით და უარყოფით მხარეებს, ბრძოლის შესაძლებლობებსა და
პერსპექტივებს. ჩეს მისთვის ჩვეული სიმამაცითა და თავგანწირვით მიჰყავს
თავისი პატარა რაზმი წინ და თანამებრძოლების გაკვირვებასა და
თაყვანისცემას იმსახურებს. არა მარტო თანამებრძოლები იყვნენ მის
მიმართ უსაზღვრო პატივისცემით გამსჭვალული, არამედ გლეხებიც. როცა
მისი რაზმი სოფელში შედიოდა, ისინი გაკვირვებული უცქერდნენ ამ
წვერმოშვებულ უცხოელს, რომელიც ეალერსებოდა ბავშვებს და
მკურნალობდა მათ. გლეხები მას ისე უყურებდნენ, როგორც ღვთით
მოვლენილს, მიუხედავად უჩინარი კედლისა მასა და ბოლივიელ
ინდიელებს შორის.
ჩე დღიურში წერს: „გლეხები ჩვენგან კვლავ შორს დგანან. იქმნება
რაღაც გამოუვალი წრე: ახალი შევსება რომ მივიღოთ, დასახლებულ
რაიონებში უნდა ვიმოქმედოთ. ამისათვის კი ბევრი ხალხია საჭირო...
სამხედრო თვალსაზრისით, არმია არც ისე უნარიანად მოქმედებს, მაგრამ
გლეხებს შორის ისეთ მუშაობას ეწევა, რისი შეუფასებლობაც არ შეიძლება.
დაშინებით თუ მოტყუებით ისინი ყოველნაირად იყენებენ გლეხებს თავიანთი
მიზნებისათვის“.
216
19 ივნისს ჩე დღიურში წერს: „მათთან მოლაპარკებაა საჭირო, ისინი კი
ისე გაგვირბიან, როგორც მხეცები“. და მაინც აღმოჩნდნენ გლეხები,
რომლებიც მზად იყვნენ, პარტიზანებთან ეთანამშრომლათ, მაგალითად,
ჭლექით დაავადებული ახალგაზრდა გლეხი პაულინო, რომელსაც ჩე ერთ-
ერთ სოფელში შეხვდა 20 ივლისს. პაულინომ გამოააშკარავა პოლიციის
აგენტები, რომლებიც თავს ღორით მოვაჭრეებად ასაღებდნენ. „ეს იყო
ჩვენი პირველი რეკრუტი“, – წერს ინტი. ჩემ პაულინოს დაავალა,
კოჩაბამბაში ჩასულიყო, შეხვედროდა ინტის ცოლს და, რადგან
რადიოგადამცემი აღარ მუშაობდა, „მანილასათვის“ განკუთვნილი ცნობები
მისთვის გადაეცა. პაულინო შეეცადა დავალების შესრულებას, მაგრამ
კოჩაბამბამდე ვერ ჩააღწია, იგი გზაში დააპატიმრეს და ინტის ცოლისათვის
გადასაცემი ყველა მასალა ჩამოართვეს.
26 ივლისს, ჯარის ნაწილებთან შეტაკების დროს, დაჭრეს პომბო და
მოკლეს კუბელი ტუმა. ჩეს შვილივით უყვარდა ტუმა, – თავმდაბალი, მამაცი
მებრძოლი და ძლიერ განიცადა მისი სიკვდილი. პარტიზანებმა ოთხი
ჯარისკაცი მოკლეს და სამი დაჭრეს. ჯარის ნაწილებისათვის ეს დანაკლისი
არაფერს, ხოლო პარტიზანებისათვის, როგორც ჩე თავის დღიურში წერს,
თითოეული მებრძოლის დაკარგვა დამარცხებას უდრიდა, თუმცა ამის
შესახებ მოწინააღმდეგემ არაფერი იცოდა.
ჩე ყურადღებით უსმენდა ბოლივიის რადიოს გადაცემებს. დებრის
ჩვენებაზე დაყრდნობით, რადიო ამტკიცებდა, პარტიზანთა შორის
იმყოფებიან გამოცდილი ვიეტნამელი მეთაურები, რომლებმაც თავის
დროზე გაანადგურეს „საუკეთესო ამერიკული პოლკებიო“. „ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, – წერს თავის დღიურში ჩე, – რომ დებრემ ბევრი
დაფქვა“.
30 ივლისს „მანილამ“ ჩეს შეატყობინა, პერუშიც შეიქმნა პარტიზანული
ორგანიზაცია, მაგრამ ჯერჯერობით პარტიზანული მოძრაობის გაშლის
არავითარი იმედი არ არისო. ჩემ ეს ცნობა ყოველგვარი კომენტარის
გარეშე შეიტანა თავის დღიურში.
ივლისში რაზმის მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა.
მართალია, ჯარისკაცებთან შეტაკებები ჯერ ისევ პარტიზანების გამარჯვებით
მთავრდებოდა, მაგრამ დანაკარგიც საგრძნობი იყო. არმიის ნაწილებთან
შეტაკებისას დაიღუპა ორი პარტიზანი, – კუბელი რიკარდო და ბოლივიელი
217
რაულიო. ორი პარტიზანი მძიმედ დაჭრეს და დამოუკიდებლად სიარული
აღარ შეეძლოთ. თავად ჩეც ასთმის შეტევების გამო ვეღარ
გადაადგილდებოდა უწამლოდ. გარდა ამისა, ერთ-ერთი შეტაკების დროს
პარტიზანებმა დაკარგეს 11 ზურგჩანთა, რომლებშიც ეწყოთ მედიკამენტები,
დურბინდები და, რაც მთავარია, მაგნიტოფონი, რომლითაც „მანილადან“
მიღებულ დაშიფრულ გზავნილებს იწერდნენ. – ჰავანასთან ცალმხრივი
კავშირიც შეწყდა. ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ახლა ჩვეულებრივი
რადიოგადაცემებიმიმღები იქცა, მაგრამ რადიოს ცნობები
ურთიერთსაწინააღმდეგო და ძალზე არასაიმედო იყო. ბოლივიის რადიო
დიდი ყურადღებით ეკიდებოდა დებრესა და ბუსტოსის მომავალ პროცესს.
ჩე ერთობ კრიტიკულად აფასებდა დებრესა და ბუსტოსის ქმედებას. 10
ივლისს იგი დღიურში წერს: „დებრემ და პალადომ ბევრი რამ მიქარეს და
უპირველესად ის, რომ ბოლივიის ხელისუფლებას შეატყობინეს ჩვენი
მოძრაობის კონტინენტური ამოცანების შესახებ, რაც მათ არ უნდა ექნათ“.
ივლისის თვის რეზიუმეში იგი წერს: „ისევ გრძელდება ის უარყოფითი
მომენტები, რაც წინა თვეში იყო. ვერ მოხერხდა ხოაკინთან და სხვა ჩვენს
მეგობრებთან კავშირის დამყარება, დანაკარგია პირად შემადგენლობაშიც...
თვის მნიშვნელოვანი თავისებურებანი ასეთია: 1. კონტაქტები კვლავაც
ვერ დავამყარეთ; 2. გლეხები კვლავ უარს ამბობენ ჩვენს რაზმში ჩაწერაზე.
თუმცა შეინიშნება ზოგიერთი გამამხნევებელი ნიშანი, კერძოდ ის, რომ
გლეხებს შორის ჩვენი ძველი ნაცნობები კარგად გვღებულობენ; 3.
ლეგენდა პარტიზანებზე მთელ კონტინენტზე ვრცელდება... 4. უშედეგოდ
ჩაიარა ცდამ, პაულინოს მეშვეობით კონტაქტები დაგვემყარებინა; 5.
პარტიზანთა მორალური სიძლიერე და საბრძოლო გამოცდილება დღითი
დღე იზრდება. კამბა და ჩაპაკო სუსტად გამოიყურებიან; 6. არმია
წარუმატებლად მოქმედებს, მაგრამ ზოგიერთი მისი ქვედანაყოფი უფრო
ბრძოლისუნარიანი გახდა; 7. ბოლივიის მთავრობაში ღრმავდება
პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ შეერთებული შტატები ცოტაოდენ
ეკონომიკურ დახმარებას უწევს მთავრობას, ხოლო ეს დახმარება
რამდენადმე ანელებს უკმაყოფილებას.
უმნიშვნელოვანესი ამოცანებია: აღდგეს კონტაქტები, შევკრიბოთ ახალი
მოხალისეები, ვიშოვოთ მედიკამენტები“.

218
აგვისტოში რაზმის მდგომარეობა გართულდა, რადგან ასთმის შეტევებმა
ჩე მწყობრიდან გამოიყვანა. ამ შეტევების შეჩერება წამლებით
შეიძლებოდა, მაგრამ უახლოეს სოფლებში წამლები არსად იშოვებოდა.
7 აგვისტოს ჩე წერს დღიურში: „დღეს სრულდება 9 თვე პარტიზანული
რაზმის ჩამოყალიბების დღიდან. იმ პირველი ექვსი პარტიზანიდან ორი
დაიღუპა, ორი დაჭრილია, ერთი გაიპარა, მე კი ასთმას თავი ვერაფრით
დავაღწიე“.
8 აგვისტოს რაზმი მთიან ადგილებში გადადიოდა. ჩე ცხენზე იჯდა,
რომელიც შიმშილისა და დაღლილობისაგან ძლივს მილაყუნებდა. ჩე თავს
ცუდად გრძნობდა, ასთმა ახრჩობდა და ძალზე სტკიოდა გასიებული ტერფი.
იგი წამდაუწუმ ურტყამდა ცხენს, რომ ჩქარა ევლო, მაგრამ ცხენი კვლავ
ძლივს მიდიოდა. ჩემ დანა დააძრო და ცხენს კისერში ჩასცა. როცა გონს
მოეგო, შეკრიბა თავისი რაზმელები და უთხრა: „ჩვენ მძიმე მდგომარეობაში
ვართ. მე უკვე კაცს აღარ ვგავარ. ის მაგალითი, რომ ცხენს დანა ჩავარტყი,
იმის ნიშანია, რომ მომენტებში საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ. სხვა
ამხანაგებიც ცუდად იქცევიან.
დადგა უდიდესი გადაწყვეტილებების დრო. ჩვენი ბრძოლა, რომელიც
უაღრესად მძიმე პირობებში მიმდინარეობს, გვაძლევს იმის
შესაძლებლობას, რომ ნამდვილი რევოლუციონერების გამოცდა
ჩავაბაროთ. რევოლუციონერობა კაცთა მოდგმის უმაღლესი საფეხურია და
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ჭეშმარიტი რევოლუციონერი გახდეს, მაგრამ
ამისათვის საჭიროა, საკუთარ თავს ვაჯობოთ. ვინც გრძნობს, რომ ეს
შეუძლია, დარჩეს, ვისაც არ შეუძლია, წავიდეს“. შემდეგ ჩე აღნიშნავს:
„ყველა კუბელისა და ზოგიერთი ბოლივიელის სურვილია, ბოლომდე
განვაგრძოთ ბრძოლა“. ჩემ მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო
ძველ ბანაკში და ერთ-ერთი საიდუმლო სამალავიდან წამოეღო ასთმის
საწინააღმდეგო წამლები და რადიოგადამცემი. 8 კაცი მან წინ გაუშვა,
ხოლო თვითონ დანარჩენებთან ერთად ნელ-ნელა უკან გაჰყვა. მას ჯერ
კიდევ აქვს იმედი, რომ შეხვდება ხოაკინის ჯგუფს ან, ყოველ შემთხვევაში,
რაღაცას მაინც გაიგებს მათ შესახებ. დაღლილ-დაქანცულები
ბრუნდებოდნენ პარტიზანები უკან და თან ცდილობდნენ, დასახლებული
ადგილებისათვის გვერდი აეარათ. შიმშილისაგან კბილები უკაწკაწებდათ.
ბოლივიელ ჩაპაკოს შეშლილობის ნიშნები დაეტყო. ჩეს ქუსლი დაუჩირქდა.
219
ამხანაგებმა გამოურწყეს ჩირქი, რათა ტკივილი შეემსუბუქებინათ თავიანთი
მეთაურისათვის, მაგრამ მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა
საშინელი იყო, რასაც იგი აღნიშნავს კიდეც თავის დღიურში.
სწორედ ამ დღეებში მშობლიურ ჰავანაში მიმდინარეობდა კონფერენცია,
რომელშიც მონაწილეობდნენ ლათინური ამერიკის თითქმის ყველა
ქვეყნისა და, მათ შორის, ბოლივიის რევოლუციურ ორგანიზაციათა
წარმომადგენლები. კონფერენციამ დააარსა ლათინური ამერიკის ქვეყნების
სოლიდარობის ორგანიზაცია და მოიწონა ამ რეგიონში პარტიზანული
მოძრაობის გაშლისა და განვითარების კურსი. კონფერენციის სხდომათა
დარბაზში, ტრიბუნის ზემოთ, კედელზე ეკიდა ჩეს უზარმაზარი სურათი. იგი
თითქოს თავმჯდომარეობდა ამ სხდომას. კონფერენციამ მიიღო
„მისასალმებელი წერილი მაიორ ჩე გევარასადმი“, რომელშიც მთლიანად
იყო მოწონებული ჩეს დოკუმენტი რამდენიმე ვიეტნამის შექმნის შესახებ, იმ
პარტიზანული კერებისა, რომლებიც იქცევიან ლათინურ ამერიკაში
შეერთებული შტატების იმპერიალიზმის საფლავად. კონფერენციის
პრეზიდიუმმა სხვადასხვა დელეგაციის წინადადებით გადაწყვიტა,
სიმბოლურად შეექმნა „ლათინურ-ამერიკული ეროვნება“ და საჯაროდ
გამოაცხადა „ჩვენი საერთო სამშობლოს – ლათინური ამერიკის საპატიო
მოქალაქედ ძვირფასი პარტიზანი, მაიორი ერნესტო ჩე გევარა“
კონფერენციამ ასევე მიიღო ბოლივიის პარტიზანულ მოძრაობასთან
სოლიდარობის რეზოლუცია, მაგრამ ეს რეზოლუცია არც თავისი
მოცულობით, არც თავისი შინაარსით მაინცდამაინც არ განსხვავდებოდა
სოლიდარობის იმ რეზოლუციებისაგან, რომლებიც პარტიზანული
მოძრაობის გამო ადრე მიიღეს გვატემალაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში.
ჰავანის კონფერენცია მრავალი დრამატული მომენტით იყო აღსავსე.
დელეგატებს წარუდგა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოთხი
აგენტი, რომლებიც დაწვრილებით მოჰყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ
ამზადებდა ამერიკის დაზვერვა ფიდელ კასტროს მკვლელობას. აგენტების
ეს აღიარება კიდევ ერთი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ ერეოდა
შეერთებული შტატები კუბის შინაურ საქმეებში, რამდენი დივერსია და
მკვლელობა მოაწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბაში 1959
წლიდან მოყოლებული. ბოლივიის რადიო დღედაღამ გადმოსცემდა
მასალებსა და ცნობებს ჰავანის კონფერენციის შესახებ.
220
ჩე ისწრაფოდა, რაც შეიძლება ჩქარა მიეღწია საიდუმლო სამალავამდე,
სადაც მას წამლები და სურსათ-სანოვაგე ეგულებოდა. აღმოჩნდა, რომ
მტერს უკვე დაესწრო მისთვის.
14 აგვისტოს იგი დღიურში წერს: „შავი დღე გაგვითენდა. მოვდიოდით
ჩვეულებრივ, მაგრამ ღამით რადიოთი შევიტყვეთ, რომ არმიას მიეგნო
საიდუმლო სათავსოსათვის. ცნობაში ისეთი დეტალებია მოცემული, რომ
მისი სიმართლე ეჭვს არ იწვევს. ახლა უკვე მისჯილი მაქვს ასთმის
შეტევისაგან ტანჯვა-წამება განუსაზღვრელი ვადით. რადიო იტყობინება,
რომ ნაპოვნია ფოტოები და დოკუმენტები. ყველაზე ძლიერი დარტყმა
მოგვაყენეს. ვიღაცამ გაგვყიდა. ვინ? ჯერჯერობით საიდუმლოებითაა
მოცული“.
მეორე დღეს რადიომ გადმოსცა, არმიის ნაწილებმა კიდევ ოთხი
საიდუმლო სათავსო აღმოაჩინეს მთავარი ბანაკის რაიონშიო. ახლა
პარტიზანების მთელი მარაგი მტრების ხელში იყო. მთელი ქვეყნისაგან
მოწყვეტილი ჩეს რაზმი დაეხეტებოდა ნახევრად ველურ ჯუნგლებში, სადაც
წყალი ისეთივე იშვიათი იყო, როგორც ფრინველები და ცხოველები;
ყოველგვარ წამლებსა თუ სურსათ-სანოვაგეს მოკლებულნი უიმედოდ
მინდობოდნენ თავიანთ რკინისებური ნებისყოფის მეთაურს...
„ყველაფერი საშინლად აეწყო“, – ასე იწყება ჩე 26 აგვისტოს ჩანაწერი.
ამ დღეს მან დაკარგა საკუთარ თავზე ყოველგვარი კონტროლი და
გაცოფებულმა ანტონიო სცემა, რომელსაც ბრძანების შესრულება
დავიწყებოდა.
„გამოსავლის ძებნაში დღე გაილია, შედეგი კი არ ჩანს“, ასე იწყება 27
აგვისტოს ჩანაწერი. 28 აგვისტოს ჩანაწერი კი ასე იწყება: „დღე ძალზე
ნაღვლიანი და სატანჯველია“. „დღე ძალზე მძიმე და სატანჯველია“, – წერს
იგი 29 აგვისტოს. ადამიანები წყურვილისაგან გაცოფებული არიან. 30
აგვისტოს ჩანაწერი: „მდგომარეობა აუტანელია: ადამიანები გულწასულები
ეცემიან ძირს. მიგელმა, დარიომ და ჩინომ შარდი დალიეს. კუჭი აეშალათ
და სამივეს მუცლის გვრემა აწუხებს. ურბანო, ბენიგნო და ხულიო
დობიროში ჩავიდნენ და წყალს მიაგნეს. მე მითხრეს, რომ ჯორებს არ
შეუძლიათ იქ ჩასვლა და გადავწყვიტე, ნიატოსთან ერთად
დავრჩენილიყავი. მალე მოვიდა ინტი, წყალი მოგვიტანა და სამივემ

221
დავიწყეთ ცხენის ხორცის ჭამა. რადიომიმღები მათ დარჩათ და
უკანასკნელი ცნობები ვეღარ მოვისმინეთ.
საბრძოლო თვალსაზრისით ეს თვე მეტად უფერული იყო. ერთადერთ
შეტაკებაში პარტიზანებმა მხოლოდ მოწინააღმდეგის ერთი ჯარისკაცი
დაჭრეს“.
თვე დამთავრდა და საჭიროა შედეგების შეჯამება, მდგომარეობის
შეფასება. ჩე, როგორც ყოველთვის, ზედმიწევნით აკეთებს ამას.
„ეს თვე, უეჭველად, ყველაზე მძიმე თვე იყო, რაც საბრძოლო
მოქმედებები დავიწყეთ. ჩვენთვის მძიმე დარტყმა იყო ის, რომ არმიამ
აღმოაჩინა ყველა ჩვენი საიდუმლო სათავსო. ეს იყო დიდი ფსიქოლოგიური
დარტყმა. ორი პარტიზანის დაკარგვამ და შემდგომმა მძიმე პერიოდმა,
რომლის დროსაც ჩვენ მარტო ცხენის ხორცით ვიკვებებოდით, ადამიანები
მორალურად დასცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კამბა რაზმიდან წასვლის
საკითხს აყენებს... უარყოფითად მოქმედებს მებრძოლებზე ისიც, რომ
ხოაკინთან ვერავითარი კავშირი ვერ აღვადგინეთ და ის ფაქტიც, რომ
ტყვეებმა ჯარისკაცებს ყველაფერი ჩაუკაკლეს. ჩემმა ავადმყოფობამაც
უარყოფითი გავლენა იქონია პარტიზანებზე და ეს გამოჩნდა იმ ერთადერთ
ბრძოლაში, სადაც მტრისთვის შეგვეძლო დიდი ზიანი მიგვეყენებინა, მაგრამ
მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დავჭერით. მეორეს მხრივ, ამ მძიმე ლაშქრობამ
– უწყლოდ და სურსათ-სანოვაგის გარეშე – გამოამჟღავნა პარტიზანთა
ზოგიერთი უარყოფითი ადამიანური თვისება. მდგომარეობის ამსახველი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ასეთია: 1) ჩვენ კვლავ არ გაგვაჩნია
არავითარი კონტაქტები და იმედიც არა გვაქვს, უახლოეს დროში
აღვადგინოთ ისინი; 2) გლეხები კვლავ გაგვირბიან და ეს ბუნებრივიცაა,
რადგან უკანასკნელ ხანს იშვიათად ვხვდებოდით მათ; 3) რაზმი სულიერად
დაეცა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს დროებითია; 4) არმია არცთუ ეფექტურად
მოქმედებს.
ჩვენი საბრძოლო განწყობილება ძალზე ცუდია. ლეგენდა პარტიზანებზე
თანდათან ხუნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები იგივეა, რაც
შარშან: აღვადგინოთ კონტაქტები, შევავსოთ ჩვენი რიგები ახალი
მებრძოლებით, მოვიმარაგოთ წამლები და იარაღი. უნდა აღინიშნოს, რომ
ინტი და კოკო უფრო და უფრო ამჟღავნებენ მტკიცე და მებრძოლი
მეთაურების თვისებებს“.
222
როცა ჩე ამ სტრიქონებს წერდა, მისი ადგილსამყოფელიდან რამდენიმე
ათეული კილომეტრის დაშორებით, მდინარე რიო-გრანდესთან, ხოაკინი და
მისი მებრძოლები უკანასკნელ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში
ერკინებოდნენ ბოლივიელ ჯარისკაცებს. მას შემდეგ, რაც ხოაკინი ჩეს
რაზმს გამოეყო თავისი ხალხით, იგი ძირითადი ბანაკის რაიონში
ტრიალებდა, რათა იქ დალოდებოდა თავის მეთაურს. ხოაკინის ჯგუფის
მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯგუფში
ოთხი ავადმყოფი იყო, მათ შორის ტანია და მოისეს გევარა. მართალია,
ჯგუფში სამი ექიმი იყო: კუბელი მარკოსი, პერუელი ნეგრო და ბოლივიელი
ერნესტო, მაგრამ მათ წამლები არ ჰქონდათ და ავადმყოფებს რითი უნდა
დახმარებოდნენ. მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლივიელი სერაპიოც. იგი
კოჭლობდა და რაზმს მუდამ უკან რჩებოდა. მეორე პრობლემა იყო ის
ოთხი ბოლივიელი, რომლებსაც ჩემ პარტიზანის წოდება ჩამოართვა და
საჭირო იყო მათთვის თვალყურის დევნება, რათა რაზმიდან არ
გაპარულიყვნენ და მტერს არ ჩაბარებოდნენ. ბოლივიის ხელისუფლებამ
იგრძნო რომ ხოაკინის ჯგუფი უფრო მცირერიცხოვანი იყო, ვიდრე ჩეს
რაზმი და გადაწყვიტა, ჯერ ხოაკინის ხალხს გასწორებოდა. დაამუშავეს
ჯგუფის ლიკვიდაციის გეგმა, რომელსაც გენერალ ბარიენტოსის
ქალიშვილის პატივსაცემად „სინტია“ უწოდეს. ამ ოპერაციის
განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობდნენ არმიის მეოთხე და მერვე
დივიზიის ნაწილები და ავიაცია, რომელიც გამუდმებით ბომბავდა იმ
ადგილებს, სადაც პარტიზანები იმყოფებოდნენ.
23 მაისს გაიპარა ბოლივიელი პეპე, რომელიც ტყვედ დანებდა და
ყველაფერი ჩამოკაკლა, რაც კი პარტიზანების შესახებ იცოდა. მაგრამ
მოღალატეს ამანაც ვერ უშველა: გაშმაგებულმა ჯარისკაცებმა დეზერტირი
მოკლეს.
4 ივნისს მოწინააღმდეგეებთან შეტევის დროს დაიღუპა კუბელი მარკოსი
და ბოლივიელი ვარგასი. ივლისში ხოაკინი კარგავს კიდევ ერთ მებრძოლს,
– ბოლივიელ სერაპიოს, რომლის ნამდვილი გვარი და სახელი დღემდე
უცნობია. ერთი თვის შემდეგ, ერთ-ერთი შეტაკების დროს ბოლივიელებმა
ეუსებიომ და ჩინგოლომ პარტიზანებს უღალატეს და მტრის ბანაკში
გადავიდნენ. ორივე მოღალატემ ხელისუფლებას შეატყობინა ყველაფერი,
რაც იცოდნენ. მათ ჯარისკაცებს მიასწავლეს საიდუმლო სათავსოები,
223
დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს ხოაკინის მებრძოლების შესახებ.
გაიგეს თუ არა ხოაკინისა და მისი ჯგუფის მძიმე მდგომარეობა, ჯარის
ნაწილებმა გააძლიერეს მათი დევნა და შევიწროება. თუმცა ჯარის ნაწილები
მაინც ნელა და გაუბედავად მოქმედებდნენ. როგორც ჩანს, ეს გამოწვეული
იყო მათი მეთაურების უცოდინარობით, ანდა იმით, რომ მათ ეშინოდათ,
პარტიზანთა სხვა ჯგუფებს არ გადაყროდნენ.
ასეა თუ ისე, 9 აგვისტოს „კალამინასთან“ მორიგი შეტაკების დროს
მოკლეს 26 წლის ბოლივიელი პედრო, ბოლივიის კომკავშირის ერთ-ერთი
ხელმძღვანელი. ახლა ხოაკინის ჯგუფში მისი და ტანიას ჩათვლით 10
კაციღა დარჩა – ისინი მთლად იზოლირებული აღმოჩნდნენ მტრის ალყაში
წამლებისა და სურსათ-სანოვაგის გარეშე, მაგრამ დანებებას მაინც არ
ფიქრობდნენ. მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ჩეს შეხვდებოდნენ.
30 აგვისტოს ხოაკინის რაზმი მდინარე რიო-გრანდესთან გავიდა, სადაც
ონორატო როხასის ქოხი იდგა. ეს ის როხასია, რომელსაც ჩე შეხვდა
საწვრთნელი ლაშქრობის დროს. ჯერ კიდევ მაშინ ჩემ როხასს
„პოტენციურად საშიში“ უწოდა.
პარტიზანებმა ახლოს გაიცნეს როხასი და ისიც შეძლებისდაგვარად
ეხმარებოდა მათ. როხასს დიდი ოჯახი ჰყავდა, – 8 შვილი. იგი, როგორც
აქაური სხვა გლეხები, ღარიბი იყო. 1963 წელს მან ადგილობრივი
მემამულის ხარი დაკლა, რათა ბავშვები გამოეკვება და ამისათვის 6 თვით
ციხეში ჩასვეს. ასე, რომ ხელისუფლებისადმი მას არავითარი პატივისცემა
და სიყვარული არ გააჩნდა. მართლაც, კარგა ხნის განმავლობაში იგი
პარტიზანებისათვის ყიდულობდა სურსათ-სანოვაგეს, ტანსაცმელსა და
წამლებს ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვალიეგრანდეში.
1967 წლის ივნისში ორმოც სხვა გლეხთან ერთად იგი დააპატიმრეს და
ვალიეგრანდეში წაიყვანეს. პარტიზანების წინააღმდეგ მებრძოლმა
სპეციალურმა ჯგუფმა დაპატიმრებულები დაკითხა და წამება დაუწყო,
განსაკუთრებით როხასს აწამებდნენ, მაგრამ როხასმა ამჯერად წამება
აიტანა და არც ერთი ზედმეტი სიტყვა არ წამოსცდენია. იგი გაათავისუფლეს
და განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესეს. ამას გარდა, არმიის
ხელმძღვანელობამ მის ქოხთან პოსტი დააწესა და ჯარიკაცებისთვის
პატარა ყაზარმაც კი ააშენა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიციამ კვლავ
დააპატიმრა როხასი. იგი წაიყვანეს ქალაქ სანტა-კრუსში, სადაც
224
გაუნათლებელი გლეხი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს
გამოცდილმა აგენტმა ირვი როსმა დაკითხა. აგენტმა წამება კი არ დაუწყო
როხასს, არამედ ტკბილად შესთავაზა, „დაგვეხმარე პარტიზანების
შეპყრობაში და ამისათვის 3000 დოლარს მიიღებ. გარდა ამისა, შენ და
მთელ შენს ოჯახს გადაგიყვანთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოგცემთ
მიწას და იცხოვრებ არხეინად“. როხასი დათანხმდა. ახლა საჭირო იყო,
დალოდებოდნენ როხასთან პარტიზანების მისვლას. ამოცანა რომ
შეემსუბუქებინათ, არმიამ როხასის ქოხთან საგუშაგო მოხსნა.
რამდენიმე საათით ადრე, სანამ ხოაკინი და მისი მებრძოლები
როხასთან მივიდოდნენ, ქოხში მივიდა სანიტარი გარსია ჯარისკაცის
თანხლებით. რა იყო მათი მისვლის მიზანი? როგორც ჩანს, მათ უნდოდათ
პარტიზანების შესახებ ცნობები მიეღო, სანამ გარსია როხასთან საუბრობდა,
ჯარისკაცი ახლომახლო სანადიროდ წავიდა. სწორედ ამ დროს მივიდნენ
პარტიზანები. გარსიამ იგრძნო, რომ საქმე ცუდად იყო და როხასს უბრძანა,
ტახტზე წამოვწვები და ავადმყოფ პეონად გამასაღეო.
პარტიზანები ფრთხილად მიუხლოვდნენ როხასის ქოხს, რადგან
ჯარისკაცის შაშხანის გასროლის ხმა გაიგონეს და ცდილობდნენ,
ჯარისკაცებს არ გადაყროდნენ სადმე. ქოხთან ვერაფერი სახიფათო ვერ
შენიშნეს. პარტიზანებმა გარისკეს და ქოხში შევიდნენ. როხასი ისე შეხვდა
პარტიზანებს, როგორც სასურველ სტუმრებს. იგი მათ დაჰპირდა, რომ
სურსათ-სანოვაგეს უშოვიდა და მდინარე რიო-გრანდეს მეორე ნაპირზე
გადაიყვანდა, სადაც, საიმედო თავშესაფარს მოაძებნინებდა. პარტიზანებმა
როხასს ფული დაუტოვეს, მეორე დღისთვის შეხვედრის ადგილი დაუთქვეს
და წავიდნენ. ის-ის იყო პარტიზანები წავიდნენ, რომ როხასმა თავისი 8
წლის ბავშვი გაგზავნა იქვე ახლო მდებარე სოფელში, სადაც არმიის
ნაწილი იდგა. შეიტყო რა პარტიზანების გამოჩენის შესახებ, კაპიტანი მარიო
ვარგასი საჩქაროდ გაეშურა როხასის ქოხისაკენ.
31 აგვისტოს, გამთენიისას, ვარგასის რაზმი როხასის ქოხს მიუახლოვდა.
როხასმა შეიძინა სურსათ-სანოვაგე პარტიზანებისათვის, მაგრამ ამ
ოპერაციაში მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა. როგორც ჩანს, შეეშინდა.
ყოველ შემთხვევაში, როცა ვარგასი თავისი რაზმით მის ქოხს მიადგა, იგი
მთელი თავისი ოჯახით იქიდან წასასვლელად ემზადებოდა. ვარგასმა

225
უთხრა, დაელოდე პარტიზანებს და წაიყვანე ისინი იმ გზით, რომლითაც
დაჰპირდი. ჩვენ კი, სადმე ახლოს ჩავსაფრდებითო.
დაახლოებით საღამოს 5 საათზე ხოაკინი და მისი მებრძოლები
როხასთან მივიდნენ. როხასი მათ შეეგება, როგორც გულთბილი
მასპინძელი: საჭმელი აჭამა, სურსათ-სანოვაგითაც მოამარაგა, შემდეგ,
როგორც მოილაპარაკეს, წინ გაუძღვა, რათა მდინარე გადაელახათ.
როცა პარტიზანები მდინარეში შევიდნენ, ვარგასმა და მისმა
ჯარისკაცებმა ორივე ნაპირიდან ცეცხლი გახსნეს. ბრაულიომ სროლით
უპასუხა და ერთი ჯარისკაცი მოკლა, მაგრამ თვითონაც მოკლეს.
ჯარიკაცებმა მოკლეს ექვსი პარტიზანი, მათ შორის ტანია და მოისეს
გევარა. გადარჩა მხოლოდ ნეგრო, რომელიც ლაქაშებში დაიმალა, მაგრამ
რამდენიმე დღის შემდეგ ჯარისკაცებმა იგი დაიჭირეს და კონდახების ცემით
სული ამოხადეს. ჯარისკაცებმა ტყვედ ჩაიგდეს 2 პარტიზანი: პაკო და
ერნესტო. ისინი მხეცურად აწამებდნენ ტყვეებს, რათა მათგან ჩეს
ადგილსამყოფელის შესახებ შეეტყოთ. ერნესტოს თავი ვაჟკაცურად ეჭირა
და არ გაუცია თავისი მეთაური. ჯარისკაცებმა იგი აწამეს და მოჰკლეს.
ცოცხალი გადარჩა მარტო პაკო, რომელმაც ყველაფერი ჩაუკაკლა
ჯარიკაცებს, რაც იცოდა, იგი გაათავისუფლეს.
ჯარისკაცებმა რიო-გრანდედან ამოიტანეს პარტიზანთა გვამები, ვალიე
გრანდეში წაიღეს და იქ საერთო სასაფლაოზე დამარხეს. ტანიას გვამი
ერთი კვირის შემდეგ ნახეს ბრძოლის ადგილიდან 23 კილომეტრზე. ამ
ადგილას შვეულმფრენით თვით ბოლივიის პრეზიდენტი ბარიენტოსი
ჩაფრინდა. ტანიას გვამი შვეულფრენს მიაბეს და ვალიეგრანდეში წაიღეს.
თუ სად დაკრძალეს იგი, დღესაც უცნობია. გამცემ როხასს, რა თქმა უნდა
შეპირებული ჯილდო არ მისცეს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში
წაიყვანეს. პრეზიდენტმა მას პატარა ფერმა აჩუქა ქალაქ სანტა-კრუსის
მახლობლად, სადაც იგი თავის ოჯახთან ერთად გადაბარგდა. 1969 წელს
კი ვიღაც უცნობმა პირმა მოკლა. კაპიტანმა ვარგასმა ამ ოპერაციისათვის
მაიორის ჩინი მიიღო, მაგრამ მალე ჭკუიდან შეიშალა.
ხოაკინის ჯგუფის განადგურების შესახებ სხვადასხვა
ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია ვრცელდებოდა. სიმართლე მხოლოდ
1971 წელს დაადგინა „პრენსა ლატინას“ ბოლივიელმა კორესპონდენტმა.
კორესპონდენტი შეხვდა პაკოს, გაეცნო ბრაულიოს დღიურს, რომელიც
226
ჯარისკაცებს ჩაუვარდა ხელში. ეს მასალები გამოქვეყნდა ჟურნალ „კუბა
ინტერნასიონალეში“ 1971 წლის სექტემბრის ნომერში. ხოსე ტოლედოს,
ღარიბ გლეხს, რომელიც არმიის ნაწილებს წინ მიუძღოდა, როგორც
მეგზური, კორესპონდენტმა ჰკითხა, თუ რატომ დაეხმარა იგი ვარგასსა და
მის რაზმს.
– იმედი მქონდა, რაღაცას გადმომიგდებდნენ, – უპასუხა მან, –
გენერალმა ბარიენტოსმა მხოლოდ ორასი პესო მომცა, ლაპასში მიმიწვია
და დამპირდა, ფერმას გაჩუქებო. მეც წავედი დედაქალაქში და ერთი თვე
დავყავი იქ. მასთან შეხვედრის მოლოდინში შვიდასი პესო დავხარჯე,
პრეზიდენტის ნახვა კი ვერაფრით მოვახერხე და უკან დავბრუნდი.
– თქვენ იცოდით, რისთვის იბრძოდნენ პარტიზანები?
– სამხედროები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პარტიზანებს კომუნიზმი
უნდათ, კომუნიზმის დროს კი, როგორც ისინი გვიხსნიდნენ, ყველა და
ყველაფერი სახელმწიფოს სამსახურში ჩადგებაო, ყველას ერთნაირ
ტანსაცმელს ჩაგვაცმევენო, ოჯახები დაინგრევაო. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ
პარტიზანები აუპატიურებენ ქალებს, კლავენ ყველას, ვინც მათ არ
ემსახურებაო. რაც მთავარია, ამბობდნენ, რომ მათ ჩვენი მონებად ქცევა
უნდოდათ, მე კი თავისუფლება მიყვარს...
ყველაზე განსაცვიფრებელი ამ დრამაში ის იყო, რომ ხოაკინის რაზმის
განადგურების მეორე დღეს, პირველ სექტემბერს, საღამოს, ჩე და მისი
მებრძოლები როხასის ქოხში მივიდნენ. ქოხის ახლო-მახლო არაფერი
საეჭვო პარტიზანებს არ აღმოუჩენიათ. პარტიზანებმა ქოხში დატოვებული
საჭმელი ნახეს, ისადილეს და გზა განაგრძეს. მეორე დღეს ჩე და მისი
მებრძოლები გლეხებს შეხვდნენ, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს
ხოაკინისა და მისი ჯგუფის დაღუპვის შესახებ. ჩე „ამერიკის ხმას“ უსმენდა და
გაიგო, რომ ბოლივიის სამხედრო ხელისუფლებამ კამირის რაიონში
გაანადგურა პარტიზანული რაზმი, რომელსაც მეთაურობდა კუბელი
ხოაკინი. ჩეს ეს ცნობა სარწმუნოდ არ მიაჩნდა. იგი დიდხანს ვერ შეურიგდა
იმ აზრს, რომ ხოაკინის მთელი ჯგუფი დაღუპული იყო. მხოლოდ
სექტემბრის ბოლოს, როცა ბოლივიის რადიომ დაწვრილებით გადმოსცა
პარტიზანთა დაღუპვის დეტალები, ჩემ ირწმუნა ყველაფერი, მაგრამ მაინც
გამოთქვა იმედი, რომ „ყველანი არ დაღუპულან და სადღაც დაეხეტება
პარტიზანთა რაზმი, რომელიც არმიასთან პირისპირ შეხვედრას ერიდება.
227
შესაძლებელია, ცნობა ყველა მებრძოლის დაღუპვის შესახებ ყალბია, ან,
ყოველ შემთხვევაში, გადაჭარბებული“.
თუ აგვისტოს ჩანაწერების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩე თავს ძალზე ცუდად
გრძნობდა. მას ძლიერ აწუხებდა ასთმა და კუჭის მუდმივი აშლილობა,
მაგრამ როხასის ქოხში ცხელი სადილის ჭამის შემდეგ კვლავ იგრძნო ძალა
და ხალისი. 1 სექტემბერს იგი დღიურში წერს: „ექიმი კვლავ ცუდადაა, მე კი
კარგად ვგრძნობ თავს“.
წინა თვისგან განსხვავებით, სექტემბერში ჩე მხოლოდ სამჯერ ჩივის
თავის ჯანმრთელობის შესახებ.
სექტემბერში ჩეს რაზმი უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
გადადის. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ კვების საქმე.
მეორე მხრივ, გლეხებთან კონტაქტი დაღუპვას უდრიდა. გლეხები არმიის
ნაწილებთან თანამშრომლობდნენ. სექტემბრის თვის ანალიზში ჩე მისთვის
დამახასიათებელი გულწრფელობითა და გულახდილობით წერს, „გლეხები
არაფერში არ გვეხმარებიან, ისინი ყოველ ნაბიჯზე გვღალატობენ“.
მართალია, სექტემბერში ჩე არ ჩივის თავისი ჯანმრთელობის გამო,
მაგრამ მისი თანამებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან
მწყობრიდან. 9 თვის მანძილზე არაადამიანურმა დაძაბულობამ დააუძლურა
ისინი არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. არა, მათ არ
დაუკარგავთ რწმენა საბოლოო მიზნისა. ისინი კვლავაც მზად იყვნენ,
ებრძოლათ, მაგრამ ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დასვენება,
გამოძინება და დანაყრება. 12 სექტემბერს ჩე დღიურში წერს, რომ ანტონიო
გიჟივით იქცევა... მან უარი თქვა, შეესრულებინა ჩაპაკოს ბრძანება. 13
სექტემბერს ჩემ შესთავაზა დარიოს, რომელსაც ნერვული აშლილობის
ნიშნები დაეტყო, დაეტოვებინა რაზმი. 16 სექტემბერს ანტონიომ და ჩაპაკომ
მაგრად იჩხუბეს. ეუსტაკიომ ბრალი დასდო ნიატოს, ამხანაგები შეიკლა
ხელშიო, ხოლო ხულიო ავადმყოფ ექიმს სიმულაციას აბრალებდა. 18
სექტემბერს ბენიგნომ არ შეასრულა ბრძანება. ჩემ იგი მკაცრად გაკიცხა და
ბენიგნო აქვითინდა. თავის ანალიზში ჩე წერს: „ჩემი მებრძოლების
უმრავლესობა მორალურად ძლიერია“. მას უყვარს ეს მამაცი ადამიანები,
რომლებიც მზად არიან, თავისუფლების იდეალებისათვის იბრძოლონ
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

228
იმისათვის, რომ მებრძოლებს მცირე დასვენების საშუალება მისცეს და
სურსათ-სანოვაგე მოიმარაგოს, ჩე რისკზე მიდის და თავისი რაზმით
სოფელში შედის. გლეხები პარტიზანებს შიშით, უნდობლობითა და
სიძულვილით ექცევიან. უმრავლესობა უარს ამბობს პარტიზანებისთვის
სურსათ-სანოვაგის მიყიდვაზე. მებრძოლები ცდილობდნენ, გლეხებთან
პოლიტსაუბრები ჩაეტარებინათ, რომ პარტიზანებისათვის სურსათ-სანოვაგე
მიეყიდათ, მაგრამ ამაოდ.
22 სექტემბერს პარტიზანები შევიდნენ ალტო-სეკოში. ამ სოფელში 50
ღატაკი ინდიელის ოჯახი ცხოვრობდა. პარტიზანებმა სკოლაში მიტინგი
მოაწყვეს. გლეხების წინაშე ჯერ ინტი გამოვიდა, ხოლო შემდეგ ჩე. ინტი
ლაპარაკობდა ინდიელთა მძიმე ხვედრზე, მემამულეთა მხრიდან
ექსპლოატაციაზე და გამყიდველ ჩინოვნიკებზე. ინტიმ მათ აუხსნა, რომ
პარტიზანები იბრძოდნენ გლეხების უკეთესი ცხოვრებისათვის. ჩემ კიდევ
ერთხელ მოაგონა თავის მსმენელებს, თუ რა მძიმე პირობებში
ცხოვრობდნენ ისინი. „თქვენ დაინახავთ, – თქვა მან, – რომ ჩვენი აქ
გამოჩენის შემდეგ ხელისუფლებას პირველად გაახსენდებით. ისინი თქვენ
დაგპირდებიან, რომ საავადმყოფოს აგიშენებენ ან სხვა რაიმეს. მაგრამ ეს
დაპირებები მხოლოდ იმით იქნება გამოწვეული, რომ ჩვენ ვმოქმედებთ.
ხოლო თუ ეს დაპირებები შესრულდება, თქვენ იგრძნობთ, რა სარგებლობა
მოგიტანათ ჩვენმა პარტიზანულმა მოძრაობამ“. ეს იყო ჩეს უკანასკნელი
საჯარო გამოსვლა.
26 სექტემბერს რაზმი შევიდა მაღალმთიან სოფელ იგერაში. სოფლიდან
გასვლისას რაზმი არმიელთა საგუშაგოს გადააწყდა. ხანმოკლე შეტაკება
კინაღამ კატასტროფული შედეგით დამთავრდა. სამი პარტიზანი: კოკო,
მიგელი და ხულიო მოკლეს; ბენიგნო და პაბლიტო დაჭრეს, ხოლო
ბოლივიელები კამბა და ლეონი ტყვედ ჩაბარდნენ ჯარისკაცებს.
დანარჩენებმა ძლივს გაასწრეს.
შემოგარენს ჯარის ნაწილები აკონტროლებდა. ყველა გზა და ბილიკი
მათ ხელში იყო. ახლა ფიქრიც კი არ შეიძლებოდა რომელიმე სოფელში
შესვლაზე, რადგან ყველა მათგანი ხაფანგად იყო ქცეული.
28 სექტემბერს ჩე წერს დღიურში: „საშინელი დღე გათენდა.
რამდენჯერმე ვიფიქრეთ, რომ ეს დღე უკანასკნელი იქნებოდა ჩვენთვის“.
ირგვლივ ჯარისკაცები არიან. შეტაკება პარტიზანებს დაღუპვით ემუქრება.
229
რადიო გადმოსცემს, რომ ჩე ალყაშია და უახლოეს ხანში მისი რაზმი
განადგურდება.
30 სექტემბერს ამ თვის ანალიზში ჩე წერს: „ეს თვე თავისი ძირითადი
ნიშნებით წინა თვეს ჰგავს, მაგრამ ახლა არმია აშკარად უფრო ეფექტურად
მოქმედებს...
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, აქედან გავიდეთ და
მოვძებნოთ ხელსაყრელი ადგილი. გარდა ამისა, უნდა აღვადგინოთ
კონტაქტები, თუმცა მთელი ჩვენი აპარატი ლა-პასში დაშლილია. იქაც
დარტყმა მოგვაყენეს“.
ოქტომბრის პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა. დილით პარტიზანები
ტყეში შევიდნენ და მყუდრო ადგილზე მოაწყვეს თავიანთი ბანაკი. დააწესეს
საგუშაგოები. აქედან ხელისგულივით მოჩანდა დაბლობი, სადაც
ჯარისკაცები გადადიოდ-გადმოდიოდნენ. გლეხთა ქოხები სავსე იყო
ჯარისკაცებით. გვიან ღამით პარტიზანებმა მიაგნეს წყალს და ივახშმეს.
მეორე დღეს ჯარისკაცები სადღაც გაქრნენ და პარტიზანები დაბლობისაკენ
დაეშვნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ღამეს იქ გაათევდნენ, მაგრამ ნიატო
სადღაც დაიკარგა. გადაწყვიტეს, უკან დაბრუნებულიყვნენ მის საძებრად,
მაგრამ გზა აებნათ და მშიერ-მწყურვალთ მთელი ღამე არ დაუძინიათ.
3 ოქტომბერს პარტიზანებმა წყარო იპოვეს და დანაყრდნენ. საჭმლის
მარაგი მოამზადეს და კვლავ გზას დაადგნენ. რადიომ გადმოსცა კამბასა და
ლეონის ტყვედ ჩავარდნის ამბავი. ჩე წერს დღიურში: „მათ უამრავი
ინფორმაცია მიაწოდეს ჯარის ნაწილებს ფერნანდოს შესახებ (ფერნანდო
ჩეს უკანასკნელი ფსევდონიმია). მათ შეატყობინეს ჩემი ავადმყოფობის
შესახებ. აღარას ვამბობ იმ წვრილმანებზე, რასაც ოფიციალურად არ
იტყობინებიან“.
შემდგომი სამი დღის მანძილზე, გლეხებს და ჯარისკაცებს რომ არ
გადაყროდნენ, პარტიზანები ერთი ხეობიდან მეორე ხეობაში ძნელად
სავალი ბილიკებით გადადიოდნენ. ხალხს წყურვილი ტანჯავდა. ბენიგნოს
ჭრილობა დაუჩირქდა, ხოლო ექიმი ზურგში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა. 7
ოქტომბერს ჩე წერს თავის დღიურში:
„11 თვეა, რაც მდინარე ნიანკაუასუს ზონაში ვიმყოფებით და ამ ხნის
მანძილზე არავითარი გართულებები არ ყოფილა. ყველაფერმა თითქმის
იდეალურად ჩაიარა. პირველის ნახევრამდე სიმშვიდე იყო. შემდეგ ჩვენი
230
ბანაკის მახლობლად გამოჩნდა მოხუცი ქალი, რომელიც თხებს
აბალახებდა. იძულებული გავხდით, იგი დაგვეკავებინა. მას ჯარისკაცების
შესახებ გარკვევით არაფერი უთქვამს. გვითხრა არაფერი ვიცი, რადგან ამ
ადგილებში დიდი ხანია არ ვყოფილვარო. მან მხოლოდ გზები გვასწავლა.
მისი ნაამბობიდან ნათელია ერთი, რომ იგერიდან და ხაგუედან
ვიმყოფებით დაახლოებით ერთი ვერსის მანძილზე, ხოლო პუკარიმდე ორი
ვერსია. ექვსის ნახევარზე ინტი, ანისეტო და პაბლიტო დედაბრის ქოხში
მივიდნენ. დედაბერს ერთი ქალიშვილი დამბლით ავადმყოფი ჰყოლია,
ხოლო მეორე – ჯუჯა და უსახური. დედაბერს ორმოცდაათი პესო მისცეს და
უთხრეს, ჩვენს შესახებ არაფერი ეთქვა. რა თქმა უნდა, იმედი არა გვაქვს,
რომ იგი თავის დანაპირებს შეასრულებს. ღამით დავადექით გზას. მთვარე
მკრთალად ანათებდა და სიარული ძალზე გვიჭირდა. კარტოფილის
ნათესებში მივდიოდით და მიწაზე კვალს ვტოვებდით, რადგან ნათესებს
რწყავდნენ. ღამის ორ საათზე გადავწყვიტეთ, დაგვესვენა, მაგრამ მერე ეს
უაზრობად მივიჩნიეთ და გზა განვაგრძეთ. ჩინო, რომელიც ახლომხედველი
იყო, ღამით მძიმე ტვირთად გვექცა. არმიამ გადმოსცა უცნაური ცნობა იმის
შესახებ, რომ სერანაში იმყოფება 250 ჯარისკაცი, რომელთაც ევალებათ,
გზა გადაუჭრან ალყაში მყოფ 37 პარტიზანს და რომ ჩვენ მდინარეების,
ასეროსა და ოროს შუა ვიმყოფებით“.
ამ ჩანაწერით, რომელიც 8 ოქტომბრის დილის 2-სა და 4 საათს შორისაა
გაკეთებული, წყდება ჩეს ბოლივიური დღიური.
იმის შესახებ, თუ რა მოხდა 8 ოქტომბერს, ჩვენ ვიცით ინტის, პომბოს,
ბენიგნოსა და ურბანოს ნაამბობიდან. დილის ოთხ საათზე ჩე და მისი
ჩვიდმეტი მებრძოლი 2-საათიანი შესვენების შემდეგ კვლავ გზას გაუდგნენ.
უცებ წინ რაღაც სინათლე აკაშკაშდა. ჩანდა, ვიღაცა გზას ელექტროფარნით
ანათებდა. პარტიზანები შეყოვნდნენ და დააკვირდნენ, მაგრამ შუქი უცებ
გაქრა. გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი მოეჩვენათ და გზა განაგრძეს.
შემდეგ გამოირკვა, რომ ადგილობრივ გლეხს პარტიზანების ხმა გაეგონა
და მათკენ გამოეწია. გლეხმა პარტიზანები შენიშნა და სასწრაფოდ
შეატყობინა ჯარისკაცებს იმ იმედით, რომ დიდ ჯილდოს მიიღებდა. მანამდე
პარტიზანების შესახებ ჯარისკაცებს სწორედ იმ დედაბერმა შეატყობინა,
რომელიც თხებს მწყემსავდა.

231
განთიადისას პარტიზანებმა დაინახეს, რომ მათი ადგილსამყოფელი,
დაბალი და მეჩხერი ბუჩქნარების გამო, არავითარ საფარს არ
წარმოადგენდა. ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა. ჩე მიხვდა, თუ რა
საშიშროება მოელოდა რაზმს და რამდენიმე პარტიზანი
ადგილმდებარეობის დასაზვერად გაგზავნა. მალე მარჯვენა ფლანგიდან
შეატყობინეს, რომ ეს ადგილი ჯარისკაცებით იყო გარშემორტმული. საათის
ისრები დილის რვა საათსა და ოცდაათ წუთს უჩვენებდა.
ჩემ არ იცოდა, ჯარისკაცები ბრმად მოქმედებდნენ, თუ იცოდნენ აქ
პარტიზანების ყოფნის შესახებ, ამიტომ მან უბრძანა თავის მებრძოლებს,
როგორც შესაძლებელი იყო, შენიღბულიყვნენ და შემდეგ ღამით როგორმე
გაერღვიათ ალყა.
ჩემ ასე გაანაწილა თავისი მებრძოლები: მარჯვენა ფლანგზე დააყენა
ბენიგნო, დარიო და ინტი, მარცხენაზე – პომბო და ურბანო. თავად 11
მებრძოლთან დარჩა. ალყის გარღვევის შემთხვევაში მოილაპარაკეს,
მდინარე პიდელპარგოს ნაპირთან შეკრებილიყვნენ.
ცამეტ საათსა და ოცდაათ წუთზე ჩემ ნიატო და ანისეტო გაგზავნა
პომბოსა და ურბანოს შესაცვლელად. როცა ისინი ბრძანების შესრულებას
შეეცადნენ, გაიხმა გასროლა და ანისეტო მოცელილივით დაეცა. ნიატო
უცებ ჩაწვა საფარში. ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. სროლა საღამომდე
გაგრძელდა. ის, რაც დაბლა ხდებოდა, მაღლა არ ჩანდა. დაახლოებით
საღამოს შვიდი საათისთვის, როცა სროლა მიწყდა, პარტიზანები,
რომლებიც ფლანგებზე იმყოფებოდნენ, დაბლა დაეშვნენ იმის იმედით,
რომ ჩეს ნახავდნენ, მაგრამ არც ჩე და არც სხვა ამხანაგები იქ არ
აღმოჩნდნენ. ზურგჩანთებში, რომლებიც აქა-იქ მიეყარ-მოეყარათ, არ იყო
დოკუმენტები და ფული. მათ იფიქრეს, ალბათ დათქმული ადგილისაკენ
წავიდნენო და თვითონაც იქით გაემართნენ. გზაზე ინტიმ ნახა ალუმინის
დაჭყლეტილი თეფში, რომელიც ჩეს ეკუთვნოდა. იქვე ეყარა საჭმელი,
რამაც ინტი ძლიერ გააოცა, რადგან ჩე სასტიკად კრძალავდა სურსათ-
სანოვაგის გადაყრას. პარტიზანებმა გაარჩიეს ჩეს კვალი, რომელსაც
ამხანაგებისაგან განსხვავებით მოკასინები ეცვა ხოლმე. მათ იმედი
ჰქონდათ, რომ ჩეს დათქმულ ადგილას შეხვდებოდნენ, მაგრამ არც იგი და
არც მისი ამხანაგები იქ არ დახვდათ. ინტი და მებრძოლები ამ ამბავმა
საგონებელში ჩააგდო. მათ განაგრძეს ჩეს ნაკვალევზე სიარული და
232
მიადგნენ მდინარე იგერას. აქ მათ ცოტახნით შეისვენეს. რა იცოდნენ, რომ
იქვე ახლოს, სოფლის სკოლის ერთ-ერთ ოთახში იწვა დაჭრილი ჩე.
მაინც რა ამბები გადახდათ თავს ჩესა და მის ამხანაგებს იუროს ხევში
1967 წლის 8 ოქტომბერს? პომბო, ბენიგნო და ურბანო, დღეისათვის
ცნობილი ფაქტებიდან გამომდინარე, ასე ასახავენ ამ ამბავს: როგორც კი
ბრძოლა დაიწყო, ჩემ თავისი მებრძოლები ორ ჯგუფად გაყო. პირველ
ჯგუფში იყვნენ ავადმყოფები, რომელთა მეთაურად ჩემ პაბლიტო გამოყო
და უბრძანა მათ, სასწრაფოდ მდინარე პიდელპარგოსკენ წასულიყვნენ.
დანარჩენ მებრძოლებს თვითონ ჩაუდგა სათავეში და ცდილობდა, პირველი
ჯგუფისათვის გზა გაეკვალა. ამგვარად, ჩეს და მის ამხანაგებს ავადმყოფები
რომ დაეცვათ, მტრის ყველა შეტევის მოგერიება თავად მოუხდათ. როცა
სროლა შეწყდა, აღმოჩნდა, რომ ანტონიო, არტურო და პაჩო მოეკლათ,
ხოლო ჩე ფეხში იყო დაჭრილი. ჩეს შაშხანა მტრის ტყვიას დაემსხვრია,
ხოლო პისტოლეტში არც ერთი ტყვია არ ჰქონდა. საჭირო იყო იქაურობას
სასწრაფოდ გასცლოდნენ. ვილიმ ზურგზე მოიკიდა დაჭრილი ჩე და იქვე
მახლობლად, ხშირ ბუჩქნარში გადაიყვანა. ჩინოც შეეცადა, მათ
გაჰყოლოდა, მაგრამ გზაზე სათვალე დაკარგა და ვერ იპოვა. ცოტა ხნის
შემდეგ იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჩე და ვილი იმალებოდნენ,
ჯარისკაცებმა, რომლებიც ნაღმტყორცნის დადგმას აპირებდნენ, ბუჩქებში
რაღაც ხმაური გაიგონეს. ჯარისკაცები შევიდნენ ბუჩქნარში და დაინახეს,
რომ ჩე ჭრილობას იხვევდა. მათ სროლა ატეხეს და წუთის შემდეგ ჩეცა და
ვილიც მათ ხელში იყო. დაჭრილები შეკრეს და სოფლის სკოლისაკენ
წაიყვანეს. ცოტა უფრო გვიან ამავე გზას გაუყენეს ჩინოც. ყოველივე ამის
შესახებ პამბომ და მისმა ამხანაგებმა გვიან გაიგეს. 9 ოქტომბერს ისინი
ცდილობდნენ, დაეტოვებინათ მდინარე იგერის მიდამოები. დღისით მათ
დაინახეს, თუ როგორ მოფრინდა იგერაში შვეულმფრენი და ცოტა ხნის
შემდეგ ისევ გაფრინდა. ამ შვეულმფრენით ჩეს გვამი წაიღეს, მაგრამ ამის
შესახებ მათ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ.
ბენიგნოს შემორჩა პატარა რადიომიმღები, რომლის საშუალებით
პარტიზანებმა გაიგეს ჩეს დატყვევებისა და სიკვდილის ამბავი. მათ ჯერ
კიდევ არ სჯეროდათ იმ საშინელების შესახებ, რომლის უტყუარობა
თითქოს იცოდნენ, მაგრამ თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად
ფიქრობდა. მხოლოდ 10 ოქტომბერს, როცა ყველა რადიოსადგურმა
233
დაწვრილებით გადმოსცა ჩეს ტყვედ ჩავარდნა და სიკვდილის ამბავი, ინტი
და მისი ამხანაგები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ჩე ნამდვილად
მკვდარი იყო.
მეთაურის სიკვდილმა შეაძრწუნა ისინი, მაგრამ ბრძოლის გაგრძელების
რწმენა ვერ შეურყია. იმავე დღეს რადიომ გადმოსცა, რომ ჯარის ნაწილები
დაეძებდნენ იმ ათ პარტიზანს, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ. ინტიმ და
მისმა ამხანაგებმა ამ ცნობის მიხედვით დაასკვნეს, რომ მათ გარდა კიდევ
გადარჩენილიყო ოთხი პარტიზანი, ხოლო ჩესთან ერთად დაიღუპა ან
ტყვედ ჩავარდა ექვსი კაცი.
12 ოქტომბერს ინტიმ და მისმა ამხანაგებმა რადიოთი მოისმინეს, რომ
მდინარე მისკეს სათავესთან ჯარის ნაწილებთან შეტაკების დროს
დაიღუპნენ კუბელი ექიმი მორო, პერუელი ეუსტაკიო, ბოლივიელები
პაბლიტო და ჩაპაკო. ახლა ცოცხალი მხოლოდ ექვსი კაცი დარჩა (ინტის
ჯგუფი), მაგრამ მათ ჯერ საკმაოდ ჰქონდათ საბრძოლო იარაღი და, რაც
მთავარია, მტკიცე რწმენა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ.
ამ პატარა ჯგუფმა ორი ალყა გაარღვია და 13 ნოემბერს გავიდა კოჩაბამბა-
სანტა-კრუსის გზატკეცილზე. აქ მათ კიდევ ერთი შეტაკება მოუხდათ არმიის
ნაწილებთან, რომლის დროსაც დაიღუპა ყველასათვის საყვარელი
მეგობარი, 30 წლის ბოლივიელი ნიატო. ახლა პარტიზანები უკვე იმ ზონაში
მოქმედებდნენ, სადაც ბევრი მეგობარი ჰყავდათ. ბოლივიის მთავრობამ
ცოცხლად დარჩენილი ხუთი პარტიზანის ადგილსამყოფელის
დასახელებისათვის თუმცა კი გამოყო დიდი ჯილდო (ათი მილიონი
ბოლივიური პესო), მაგრამ არც ერთ გლეხს პარტიზანები არ გაუცია.
ცნობამ პარტიზანის ჩეს დაღუპვის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე გაწირა
სახალხო საქმისათვის, ბოლივიის ყველა სოფელი და ქალაქი მოიარა.
ახლა უკვე ბევრი გლეხი თვლიდა თავს მოვალედ, დახმარება გაეწია ჩეს
ლეგენდარული რაზმის ცოცხლად გადარჩენილი მებრძოლებისათვის.
ხოლო ცნობამ იმის შესახებ, რომ ინტი და მისი ამხანაგები კოჩაბამბა-სანტა-
კრუსის რაიონში იმყოფებიან, მიაღწია ამ ქალაქებში მცხოვრები მეამბოხე
ახალგაზრდების ყურამდე. მათ გადაწყვიტეს, ყველანაირად დახმარებოდნენ
პარტიზანებს. მალე მთელი ჯგუფი კოჩაბამბაში გადაიყვანეს და საიმედოდ
გადამალეს. 1968 წლის თებერვალში კუბელებმა პომბომ, ბენიგნომ და
ურბანომ ბოლივიის დასავლეთ საზღვრამდე მიაღწიეს და ჩილეში
234
გადავიდნენ. ჩილეში ისინი დააპატიმრეს, მაგრამ მალე აღდგომის
კუნძულზე გადაასახლეს, საიდანაც მათ შეძლეს, თვითმფრინავით პარიზში
გაფრენილიყვნენ. ინტი და დარიო ბოლივიაში დარჩნენ. მათ გადაწყვიტეს,
გაეგრძელებინათ შეიარაღებული ბრძოლა, როგორც ამას მოუწოდებდა
მათი ლეგენდარული მეთაური ერნესტო ჩე გევარა. 1969 წლის 9 მარტს
ლა-პასში პოლიციამ მიაგნო იმ სახლს, სადაც ინტი იმალებოდა.
პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა ინტი, ჩე გევარას ერთგული მიმდევარი.
იმავე წლის 31 დეკემბერს პოლიციასთან შეტაკების დროს დარიოც
დაიღუპა.
პოლიციის აგენტი, ვინმე რობერტო კანტანილია, რომელიც ინტის
ჯგუფის ლიკვიდაციას ედგა სათავეში, მთავრობამ იმით დააჯილდოვა, რომ
იგი ბოლივიის კონსულად დანიშნეს ჰამბურგში, მაგრამ ის მაინც ვერ ასცდა
შურისძიებას. 1971 წლის აპრილში პოლიციამ ტყვიებით დაცხრილული
კანტანილიას გვამი იპოვა.
ასეთი იყო ბედი ჩეს რაზმისა, მაგრამ თავად ჩეს ისტორია ამით არ
მთავრდება.

235
ბარიკადებს იქით

მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები საზიზღარი მტრების ხელში ძალზე


მძიმე უნდა ყოფილიყო მისთვის, მაგრამ არავის ისე არ შეეძლო, ასეთი
გამოცდისათვის მზად ყოფილიყო, როგორც ჩეს.
ფიდელ კასტრო

ბოლივია ცივილიზებული ქვეყანაა, მაგრამ...


გენერალი ალფრედო ოვანდო

ბოლივიის მთავრობის ახალი მეთაური რენე ბარიენტოს ორტუნიო


გამოცდილი პოლიტიკური ინტრიგანი აღმოჩნდა, რომელმაც
ხელისუფლება ღალატისა და გამცემლობის საშუალებით მოიპოვა. მამამისი
ესპანელი ემიგრანტი იყო, ხოლო დედა ინდიელი. ჯერ კიდევ სამხედრო-
საავიაციო სასწავლებელში ყოფნისას მომავალი პრეზიდენტი იატაკქვეშა
რევოლუციურ-ნაციონალისტურ მოძრაობას დაუკავშირდა, რისთვისაც იგი
სასწავლებლიდან გარიცხეს, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს.
მიუხედავად ამისა, 1952 წელს ლეიტენანტის ჩინით კვლავ ავიაციაში
მიიღეს. იმავე წელს, როცა ბოლივიაში გადატრიალება მოხდა და
ხელისუფლებას სათავეში ნაციონალისტურ-რევოლუციური მოძრაობის
პარტია ჩაუდგა, ბარიენტოსი ბუენოს-აირესში გაფრინდა. იქიდან იგი ამ
პარტიის ლიდერთან – ესტენსოროსთან, მომავალ პრეზიდენტთან ერთად
დაბრუნდა.
ახალგაზრდა ლეიტენანტის დამსახურებანი შესაბამისად შეაფასა
ბოლივიის მთავრობის ახალმა მეთაურმა. ბარიენტოსს სამხედრო ჩინი
მოუმატეს, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნეს
ხანგრძლივი სწავლებისათვის. ამგვარად, 1953 წელს, როცა ჩე ლა-პასში
ბოლივიის რევოლუციის „მიღწევებს“ ეცნობოდა, მისი მომავალი
მოწინააღმდეგე ოკლაჰომაში (აშშ) იმყოფებოდა და საფრენოსნო საქმესა
და ინგლისურ ენას სწავლობდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნა ბარიენტოსისათვის ფრიად
სასარგებლო აღმოჩნდა; მას იქ გამოუჩნდნენ საიმედო მფარველები,
რომლებიც იმ დღიდან მოყოლებული მზრუნველობას არ აკლებდნენ.
236
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბარიენტოსმა დიდ წარმატებებს მიაღწია.
იგი გახდა გენერალი და ბოლივიის ავიაციის მთავარსარდალი. რა
სჭირდებოდა კიდევ მას? რა თქმა უნდა, მხოლოდ პრეზიდენტის
სავარძელი, მაგრამ ესტენსოროს რეჟიმი ძალზე მყარი აღმოჩნდა. პას
ესტენსორო პრეზიდენტის სავარძელში იჯდა კონსტიტუციით
გათვალისწინებული ოთხი წლის მანძილზე. 1956 წელს მან შემდგომი ოთხი
წლის ვადით მმართველობის სადავეები თავის თანამოაზრეს, ერნან სილეს
სუასოს გადასცა. ყველას გასაკვირად, ისიც მშვიდად იჯდა პრეზიდენტის
სავარძელში და 1960 წელს მმართველობის სადავეები კვლავ პას
ესტენსოროს გადააბარა. ბოლივიის ისტორიისათვის ასეთმა უჩვეულო
სტაბილურმა პოლიტიკამ ყველა პარტიაში უკმაყოფილება გამოიწვია. ის
პარტიაც კი დაიშალა, რომელსაც თავად პას ესტენსორო ეკუთვნოდა. ამ
პარტიის მარცხენა ფრთა, რომელსაც მუშათა ლიდერი ხუან ლეჩინი
მეთაურობდა, პრეზიდენტთან ოპოზიციაში აღმოჩნდა. პრეზიდენტის
მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა აგრეთვე მისი ერთგული
თანამოაზრე სილეს სუასო. პრეზიდენტი იძულებული გახდა, ერთგული
ადამიანები არმიაში გამოენახა და თავისი მდგომარეობა გაემყარებინა. აი,
სწორედ აქ ესტენსოროსა და ბარიენტოსის გზები. იგი ხომ, თავის დროზე
ბარიენტოსმა ჩამოიყვანა ბუენოს-აირესიდან დიდი რისკის ფასად. ამ
დღიდან ბარიენტოსი არმიაში მის სანდო პირად ითვლებოდა. ამგვარად,
ბარიენტოსი გახდა ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტი. ახლა მას პრეზიდენტის
სავარძლამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა და ყოჩაღი გენერალი მზად იყო,
ეს ნაბიჯიც გადაედგა, მით უფრო, რომ იგი უზრუნველყოფილი იყო
ამერიკელი მფარველების დახმარებითაც. ამერიკელებს აფიქრებდათ, რომ
ვერ მოიპოვებდნენ მეშახტეების მხარდაჭერას. ისინი ერთ დროს იარაღით
ამოუდგნენ მხარში პას ესტენსოროს. ხუმრობა ხომ არ იყო ოცი ათასი
შეიარაღებული მეშახტე, მართალია, ძველი იარაღით შეიარაღებული,
მაგრამ მაინც შეიარაღებული. ის ხალხი, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა
თავის მაღაროებს „ბოლივიის თავისუფალ ტერიტორიად“. საკმარისი იყო
ოდნავ თვალის მოხუჭვა და ბოლივიაც მეორე კუბად გადაიქცეოდა. ერთ-
ერთი იმედი არმია იყო, რომელსაც შეეძლო მდგომარეობის გამოსწორება
და ეს „ჩვარი“ სტენსორო საიმედო „გორილით“ – ბარიანტოსით
შეეცვალათ. ასე მსჯელობდნენ პენტაგონსა და სახელმწიფოს
237
დეპარტამენტში, მაგრამ ამ ჩანაფიქრის განხორციელება არც ისე ადვილი
აღმოჩნდა. ბარიენტოსის ხელში მხოლოდ ავიაცია იყო, ხოლო სახმელეთო
ჯარების სარდალ გენერალ ოვანდო კანდიას ბარიენტოსზე ნაკლებად
როდი სურდა პრეზიდენტის სავარძელი. ოვანდო ძალზე კერკეტი კაკალი
აღმოჩნდა და მისი მოთაფვლა გაძნელდა. იმისათვის, რომ ოვანდოს
მხარდაჭერა ჰქონოდა, ბარიენტოსმა მას შესთავაზა, პრეზიდენტის ტიტული
თანაბრად გავიყოთო. 1964 წლის 4 ნოემბერს პას ესტენსორო გადააყენეს
და პერუში გადაასახლეს. ხელისუფლება ორი პრეზიდენტის ხელში
გადავიდა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც
ბოლივიაა, თუმცა ამბობენ, ბოლივიაში ყველაფერი ხდებაო.
რა თქმა უნდა, ორი პრეზიდენტის თანამოღვაწეობა ზედმეტი აღმოჩნდა
ბოლივიისათვისაც კი. ბრძოლა პირველი ადგილისათვის წელიწად-
ნახევარს გაგრძელდა. ბარიენტოსი ამტკიცებდა, ამ ხნის მანძილზე რვაჯერ
შეეცადნენ ჩემს მოკვლასო! ბარიენტოსი არამცთუ ცოცხალი გადარჩა,
არამედ საკმაოდ შეავიწროვა ოვანდო. ბარიენტოსი თავს დემოკრატად,
რევოლუციონერად და რეფორმატორად ასაღებდა. მან თავისი საკუთარი
პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელსაც „რევოლუციური
ფრონტი“ უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს ზემოქმედების შედეგად ოვანდო იძულებული
გახდა, დაეთმო ბარიენტოსისათვის. ამ უკანასკნელმა ოვანდოს შეჰფიცა,
რომ ოთხი წლის შემდეგ პრეზიდენტის სავარძელს მას დაუთმობდა. ამის
საგარანტიოდ ოვანდო არმიის მთავარსარდლად დანიშნეს.
1966 წლის ივლისში ბარიენტოსი პრეზიდენტად, ხოლო სილეს
სალინასი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამით პოლიტიკური დაძაბულობა
ბოლივიაში არ შენელებულა. გაზეთები პირდაპირ წერდნენ, ოვანდო
„უკმაყოფილოა“ და ყოველ წუთს მზადაა, ბარიენტოსი „გადააყენოსო“.
რადგანაც ასეთი შესაძლებლობა სრულიად რეალური იყო, საიდანღაც
პრეზიდენტის პოსტის პრეტენდენტად გამოჩხრიკეს არმიის გენერალური
შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი მარკოს ვასკეს სემპერტეგი. ოვანდოს
დაჟინებით, გენერალური შტაბის უფროსად გენერალი ხუან ხოსე ტორესი
დანიშნეს. რა იცოდა ოვანდომ, რომ ამით თავის დასაკლავ დანას
ლესავდა...

238
ვიდრე ეს კატა-თაგვობანას თამაში გრძელდებოდა ბოლივიის
პრეზიდენტობის პრეტენდენტთა შორის, სულ უფრო და უფრო აშკარად
გაისმოდა ხმები პარტიზანული მოძრაობისა და ბოლივიაში ერნესტო ჩე
გევარას ყოფნის შესახებ. თავდაჯერებული და ტრაბახა ბარიენტოსი
ყოველნაირად უარყოფდა ამ ხმებს. 1967 წლის 11 მარტს ლა-პასში
პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მოჩვენებებისა არ მჯერა.
დარწმუნებული ვარ, ჩე გევარა, კამილო სიენფუეგოსი და სხვა
რევოლუციონერები ფიდელ კასტროს რეჟიმმა იმსხვერპლა და დიდი ხანია
საიქიოს განისვენებენო“.
სწორედ ამ დღეს, 11 მარტს, პარტიზანთა ბანაკიდან გაიქცნენ ვისენტე
როკაბადო ტერასასი და ბერერა კინტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა,
პირველი პოლიციის აგენტი იყო, ხოლო – მოღალატე. ორივეს იმედი
ჰქონდა, ლა-პასში გაეყიდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ხუმრობა ხომ არ
იყო, ხელისუფლებისათვის ეცნობებინათ პარტიზანთა მოძრაობის შესახებ,
რომელსაც თავად ჩე გევარა მეთაურობდა. მათ პირადად არ უნახავთ ჩე,
მაგრამ აჩვენეს მისი ფოტოსურათი, იცოდნენ ბოლივიაში ჩეს ჩამოსვლის
თარიღი და ისიც, რომ მას „რამონი“ ერქვა. გარდა ამისა, ბანაკში მათ ნახეს
დებრე, ბუსტოსი, ტანია და ჩინო. ერთი სიტყვით, ისინი იცნობდნენ ყველას
და იცოდნენ ყველაფერი. 14 და 15 მარტს ისინი სამხედრო დაზვერვამ
დაკითხა ქალაქ ვალიეგრანდეში. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ
როგორი აღტკინება გამოიწვია სამხედროებში მოღალატეთა ჩვენებამ: ჩე,
რომელსაც ისინი ყველგან ეძებდნენ, თურმე სხვაგან კი არა, იქვე იმყოფება!
მაგრამ თუ ეს ორი გამცემის ბოდვა არაა, მაშინ ჩეს აქ ყოფნა ძალზე
სერიოზული და საშიში ამბავია! ლეგენდარული ჩე ხომ ჰაიჰარად არ
ჩამოვიდოდა ბოლივიაში და, ღმერთმა უწყის, როგორი ძალები გააჩნია
მას!
ამიტომ ვალიეგრანდედან სასწრაფოდ აფრინეს დეპეშა ლა-პასში.
ბარიენტოსსა და მის მთავრობას მდინარე ნიანკაუასუს რაიონში ჩეს
გამოჩენა პირველ ხანებში ფანტასტიკად ეჩვენათ. მიუხედავად ამისა,
ბრძანება გასცეს, სასწრაფოდ აეღოთ „კალამინა“ და გამცემთა ჩვენებები
შეემოწმებინათ.
16 მარტს ჯარისკაცთა რაზმმა „კალამინა“ დაიკავა. ბანაკში აღმოაჩინეს
სხვადასხვაგვარი ნივთები, რაც პარტიზანების აქ ყოფნას ადასტურებდა.
239
ერთი ჯარისკაცი, რომელიც საგუშაგოზე იდგა, უცნობმა პირებმა მოკლეს.
ვინ მოკლა იგი, პარტიზანებმა? სრული სიმართლეა. ეს აზრი
დაადასტურა პარტიზანული რაზმის წევრმა სალუსტიო ჩოკე ჩოკემ,
რომელიც ტყვედ იგდეს ჯარისკაცებმა 17 მარტს. როკაბადოს, ბარერას,
ჩოკე ჩოკეს და სხვა მოღალატეთა ჩვენებები ცნობილი გახდა დებრეს
სასამართლო პროცესის დროს. ამ პროცესზე გამომჟღავნდა აგრეთვე
„კალამინას“ მეზობლად მცხოვრები მემამულის ალგარანიასის გამცემლური
საქმეები. დებრესთან ერთად ისინი „დამნაშავეთა“ სკამზე ისხდნენ და
სასამართლოს მოაგონებდნენ ხოლმე ჩეს რაზმის ლიკვიდაციაში გაწეული
თავიანთი „დამსახურების“ შესახებ.
თუ როგორ აღმოჩნდნენ დამნაშავეთა სკამზე დებრესთან ერთად ეს
მოღალატეები, ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ, ახლა კი მხოლოდ იმას
შეგახსენებთ, რომ მათი „წყალობით“ 23 მარტს მოხდა პირველი დიდი
შეიარაღებული შეტაკება პარტიზანებსა და არმიის ნაწილებს შორის. ეს
შეტაკება ბოლივიის არმიის ნაწილებისათვის სამარცხვინოდ დამთავრდა.
პარტიზანებმა მოკლეს 6 ჯარისკაცი, 14 ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო 8
ჯარისკაცმა გაქცევით უშველა თავს. გაქცეულებმა ძლივს მიაღწიეს ქალაქ
კამირიმდე და შეშინებულებმა თავიანთი დივიზიის შტაბს მოახსენეს,
პარტიზანთა რიცხვი ძალზე მნიშვნელოვანი უნდა იყოსო. კამარიდან ამის
შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს ბოლივიის არმიის შტაბის უფროსს, ხუან
ხოსე ტორეს, რომელმაც თავის მხრივ არმიის სარდალს გენერალ
ალფრედო ოვანდოსა და სამხედრო დაზვერვის უფროსს, ფედერიკო
არანას მოახსენა. ოვანდომ ეს ცნობები სასწრაფოდ გადასცა პრეზიდენტ
ბარიენტოსს, ხოლო არანამ – ბოლივიის არმიის გენერალურ შტაბში
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მრჩეველს.
ბარიენტოსმა და ამერიკის სამხედრო მრჩეველმა ამ ამბების შესახებ
მოახსენეს ბოლივიაში ამერიკის ელჩს, რომელმაც სასწრაფოდ შეადგინა
საიდუმლო გზავნილი და ვაშინგტონს აფრინა. ვაშინგტონში განიხილეს ეს
საკითხი და პენტაგონის რჩევით გადაწყვიტეს, ბოლივიაში შეეყვანათ ჯგუფი
„რეგიონული დახმარების“ სახელწოდებით. ამერიკის შეერთებული
შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თავის მხრივ
მოითხოვდა, მისთვის მიენდოთ ჩეს რაზმის ლიკვიდაცია.

240
იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თეთრმა სახლმა და რა
დაავალა თავის ერთგულ პრეზიდენტ ბარიენტოსს, შეიძლება ვიმსჯელოთ
როგორც ბარიენტოსის შემდგომი მოქმედებებით, ისე თეთრი სახლის
„დახმარების“ შედეგების მიხედვით. ერთი შეხედვით რაც უნდა
პარადოქსულად მოეჩვენოს კაცს, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ვაშინგტონმა
და თავის მხრივ ბოლივიის მთავრობამ ყველაფერი იღონეს იმისათვის,
რომ საზოგადოებისათვის დაემალათ მდინარე ნიანკაუასუს რაიონში
საერთაშორისო პარტიზანული რაზმის არსებობა ჩე გევარას მეთაურობით.
ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ ჰავანაშიც, რადგან არ უნდოდათ, ჩეს
შესახებ რაიმე სცოდნოდათ ვაშინგტონში, რაიმე ცნობა ჰქონოდა
პრეზიდენტ ბარიენტოსს; და ბოლოს, ჩუმად იყო თავად ჩეც, რომელიც
თავს „რამონად“ ასაღებდა. როცა ვაშინგტონმა და ბარიენტოსმა სიმართლე
გაიგეს, ისინიც ისე მოიქცნენ, თითქოს არ იცოდნენ, რომ ჩე ბოლივიაში
იმყოფებოდა. როდესაც ბოლივიის გაზეთებმა გამოაქვეყნეს სენსაციური
ცნობა ბოლივიაში ჩეს ყოფნის შესახებ, მთავრობამ განაცხადა, რომ
ლაპარაკია არა სახელგანთქმულ ჩე გევარაზე, არამედ მის მოგვარეზე,
მეშახტეთა ლიდერ მოისეს გევარაზეო.
რითი აიხსნება, რომ ბოლივიის ხელისუფალნი (და ამერიკელებიც) ასე
დუმდნენ? განა საკმარისი არ იყო ეს ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ
შტატებს ბოლივიაში ინტერვენცია დაეწყოთ? მაგრამ უცნაურობაც სწორედ
ის არის, რომ მათ არ ისარგებლეს ამ სიტუაციით იმიტომ, რომ ბოლივიის
ინტერვენციას შეიძლებოდა მართლაც მოჰყოლოდა ბოლივიაში „მეორე
ვიეტნამის“ შექმნა, როგორც ჩე წერდა თავის ცნობილ მოწოდებაში. ამას
გარდა, შეიძლება ბოლივიაში თავიანთი ჯარები შეეყვანა ბრაზილიასა და
არგენტინას, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს ექიშპებოდნენ ამ ქვეყანაში
თავიანთი გავლენის თაობაზე. ბოლივიაში ამერიკის, ბრაზილიისა და
არგენტინის ჯარების შესვლა კი დიდ გართულებებს გამოიწვევდა.
პერუ და ჩილე ამ ინტერვენციას ძალზე უარყოფითად შეხვდებოდნენ,
რადგან ისინი ამ ფაქტს ბოლივიის საბოლოო განაწილებად მიიღებდნენ და
შეეცდებოდნენ, ნადავლისათვის თავადაც გაეკრათ კბილი. ბოლოს,
ინტერვენციას შეიძლებოდა ბოლივიელი ხალხის ამბოხება მოჰყოლოდა.
ამიტომ ვაშინგტონმა თავი შეიკავა ასეთი სამხედრო აქციისაგან. პრეზიდენტ
ჯონსონს ერთი ვიეტნამიც ეყოფოდა და სრულებით არ ჰქონდა სურვილი,
241
„მეორე ვიეტნამი“ შეექმნა. მისთვის საკმარისი იყო დომინიკის
რესპუბლიკაში ადრე მომხდარი ინტერვენცია, რომელმაც აღაშფოთა არა
მარტო მთელი ლათინური ამერიკა, არამედ ამერიკელი ხალხიც. ამიტომ
უაზრობა იქნებოდა თავისი ჯარები ბოლივიის ჯუნგლებში შეეყვანა. ყოველ
შემთხვევაში, აჩქარება მაინც არ შეიძლებოდა და რაკი ეს ასე იყო, არ უნდა
ეღიარებინათ ჩეს ბოლივიაში ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის
შეერთებული შტატების ულტრათა წარმომადგენლებს შეეძლოთ,
იძულებული გაეხადათ პრეზიდენტი ჯონსონი, ბოლივიაში ჯარები შეეყვანა.
მეორე მხრივ, ცნობას იმის შესახებ, რომ ჩე ბოლივიაში იმყოფებოდა,
შეეძლო რევოლუციური კრიზისის განვითარების დაჩქარება ბოლივიაში და
პრეზიდენტ ბარიანტოსის გადმოგდება, რაც თეთრი სახლისათვის
სასურველი არ იყო; ამიტომ ჩეს მოშორება სხვა ხერხებითა და მეთოდებით
იყო საჭირო, კერძოდ, ეს უნდა მომხდარიყო ადგილობრივი მოსახლეობის
საშუალებით, ისე, როგორც პერუში, გვატემალაში, ვენესუელასა და
არგენტინაში გაუსწორდნენ პარტიზანებს.
დებრეს, ბუსტოსისა და როსას დაპატიმრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ
ჩეს ძალები არცთუ მნიშვნელოვანი იყო და ხმაურის ატეხა ჩესა და მისი
რაზმის გამო საჭირო არ იყო. გარდა ამისა, პრესა იმდენს წერდა ჩეს
სიკვდილის შესახებ, რომ ახლა მისი მკვდრეთით აღდგომა და თან
პარტიზანული რაზმის მეთაურად მისი ყოფნა, არამარტო დაუჯერებელი
იყო, არამედ საშინელიც იქნებოდა.
ჩეს სახელის ხსენება თუ აკრძალული იყო, დებრეს შესახებ მთელი ხმით
გაკიოდნენ. მისი სახით ბოლივიის ხელისუფლებამ „შეიძინა“ მათთვის
უაღრესად საჭირო „ბოროტმოქმედი“. მას შეუკერეს კატორღელის
სპეციალური ზოლებიანი ხალათი, რომელსაც ზურგზე დააწერეს „001“, რაც
ნიშნავდა „მტერი #1“.
ეს ფრანგი, უფრო ზუსტად, „ფრანტი – კუბელი“ დებრე – ჩე არ იყო და
თუ ბოლივიის მთავრობის პროპაგანდას დავუჯერებთ, სწორედ იგი იყო
პარტიზანული მოძრაობის შთამაგონებელი, ბოლივიელი ჯარისკაცების
„მკვლელი“. მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ „უბრალო“ ადამიანები
(პოლიციის გადაცმული აგენტები). მართალია, ბოლივიაში სიკვდილით
დასჯა გაუქმებული იყო, მაგრამ პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, ეს
სასჯელი აღედგინათ და იგი დებრეს მიმართ გამოეყენებინათ. პრეზიდენტს,
242
რა თქმა უნდა, შეეძლო ბრძანება გაეცა და მერე ეთქვათ, რომ დებრე
„გაქცევის მცდელობისას“ მოკლესო, მაგრამ საქმეში ჩაერია საფრანგეთის
პრეზიდენტი დე გოლი და ბარიენტოსი იძულებული გახდა, მისთვის
ანგარიში გაეწია. მას კარგად ახსოვდა, რომ ასი წლის წინ გულმოსულმა
ბოლივიის პრეზიდენტმა მელგარხომ ინგლისის ელჩი ვირზე შესვა და ლა-
პასიდან ბუენოს-აირესში გააძევა. ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ კი
ამის საპასუხოდ ბრძანება გასცა, ბოლივია ყველა რუკიდან ამოეშალათ.
ბარიენტოსს არ სურდა უთანხმოება გენერალ დე გოლთან და ფიქრობდა,
დებრე „ცივილიზებურად“, „კანონზომიერად“ მოესპო.
ასეთი იყო ბარიენტოსისა და მისი ამერიკელი მფარველების გეგმები
დებრეს მიმართ, რომლის წინააღმდეგაც დიდ და საჩვენებელ სასამართლო
პროცესს ამზადებდნენ. იმის გამო, რომ დებრე პარტიზანთა შესახებ
არაფერს ლაპარაკობდა, გადაწყვიტეს, მასთან ერთად სასამართლო
პროცესზე გამოეყვანათ ენაჭარტალა ბუსტოსი, რომელმაც არათუ
ყველაფერი ჩამოკაკლა, არამედ მხატვარ-მოყვარულის პირობაზე
კარგადაც დახატა ყველას პორტრეტი, ვინც კი პარტიზანთა ბანაკში ნახა.
ბუსტოსთან ერთად საბრალდებო სკამზე დასვეს პოლიციის აგენტები
რეკაბადო და ბარერა, ჩოკე და სირო ალგარანიასი, რომლებსაც უბრძანეს,
„მომნანიებელ“ პარტიზანთა როლი გაეთამაშათ. ბრალდებულთა შორის
იყო აგრეთვე ხორხე ვასკეს მაჩივადო ვიანია, იგივე ბიგოტესი, რომელმაც,
როგორც გახსოვთ, ჩესთან პირველი შეხვედრის დროს გაოცებისაგან
კინაღამ გონება დაკარგა. „ავადმყოფობის გამო“ იგი პროცესს არ
ესწრებოდა. სინამდვილეში იგი ცოცხალი აღარ იყო. მთავრობას
„ეუხერხულებოდა“ ამ ფაქტის აღიარება. პროკურორი ბევრჯერ დაჰპირდა
სასამართლოს, ბიგოტესს პროცესზე გამოვიყვანო, მაგრამ, ბუნებრივია,
თავისი დაპირება ვერ შეასრულა, რადგან ბოლივიელ ხელისუფლებს
შეეძლოთ, სიცოცხლე მოესპოთ მათთვის არახელსაყრელი
პიროვნებისათვის, ხოლო მკვდრეთით მისი აღდგომა, რა თქმა უნდა, არ
შეეძლოთ. ისინი იძულებული გახდნენ განეცხადებინათ, რომ იგი „გაიქცა“
და „დაუსწრებლად“ მიესაჯა პატიმრობაო.
დებრეს პროცესით, რომელიც ხუთ თვეს გაგრძელდა, ხელისუფლება, რა
თქმა უნდა, ვერ გაუსწორდებოდა ჩეს და მის რაზმს. ამისათვის საჭირო იყო
ჩესა და მისი რაზმის ფიზიკური მოსპობა, რაც ბარიენტოსმა ვერ შეძლო.
243
პარტიზანებთან ყველა შეტაკება არმიის ნაწილების მარცხით
მთავრდებოდა. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ პარტიზანები
დაუმარცხებელი იყვნენ და დიდი შანსი ჰქონდათ, დასახული მიზნისათვის
მიეღწიათ. ყოველ შემთხვევაში, დაემხოთ ბარიენტოსის მთავრობა, რისი
სურვილიც არა მარტო პარტიზანებს ჰქონდათ, იგივე სურდა პრეზიდენტის
უამრავ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესაც.
აღსანიშნავია, რომ ჩეს რაზმის გამოჩენას, ბოლივიის მთავრობის გარდა,
მთელი საზოგადოება მხურვალედ შეხვდა. მით უმეტეს პირველ თვეებში,
როცა პარტიზანები წარმატებებს წარმატებებზე აღწევდნენ. საკმარისია
მოვიყვანოთ ვიქტორ პას ესტენსოროს გამონათქვამი: „პარტიზანული
მოძრაობა ბოლივიის ამბების ლოგიკური განვითარებაა. ჩვენ,
ნაციონალისტურ-რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლები,
თანაგრძნობითა და პატივისცემით ვეკიდებით მეამბოხეებს...“ მართალია, ეს
იყო მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, მაგრამ ისეთი გაცვეთილი
პოლიტიკანებიც კი, როგორიც პას ესტენსორო იყო, არ გამორიცხავდნენ
იმის შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა პარტიზანებს წარმატებისათვის
მიეღწიათ.
ის კი არა, გენერალი ოვანდოც ცდილობდა, პარტიზანული მოძრაობა
თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა პრეზიდენტის სავარძლისათვის
ბრძოლაში. რამეთუ ის ამტკიცებდა, რომ ბარიენტოსს უნარი არ შესწევს
პარტიზანების წინააღმდეგ წარმატებით იბრძოლოსო.
ბარიენტოსს თავისი არმიის მთავარსარდლისა უფრო მეტად ეშინოდა,
ვიდრე პარტიზანებისა, მაგრამ ვერ შეძლო მისი გადაყენება, რადგანაც
ოვანდოს მხარს უჭერდა ბოლივიაში ამერიკის შეერთებული შტატების
ელჩი. ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრ ანტონიო არგედას მენდიეტის
ხმამაღალი მუქარა, „უახლოეს ხანში“ გავანადგურებ პარტიზანებსო,
როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, გამოწვეული იყო არა მისი ბრძოლის
სურვილით, არამედ იმით, რომ პარტიზანებთან თავისი კავშირის კვალი
წაეშალა. ამგვარად, მხოლოდ ბარიენტოსი ცდილობდა, რაც შეიძლება
მალე გასწორებოდა პარტიზანებს.
თუ პარტიზანებთან ბრძოლაში მთავრობას სატრაბახო არაფერი ჰქონდა,
სამაგიეროდ, იგი წარმატებით უსწორდებოდა ყველას, ვინც კი მთავრობის
საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. გაფიცვებსა და სტუდენტურ დემონსტრაციებს
244
იოლად ახშობდნენ. დამნაშავეებს აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ, ან
უბრალოდ, ტყვიით უმასპინძლდებოდნენ.
25 ივნისს არმია თავს დაესხა მეშახტეთა ზონას კატავი-უანუნიში: 80
მეშახტე მოკლეს, რამდენიმე ასეული დაჭრეს. მეშახტეები განაიარაღეს,
„მეშახტეთა თავისუფალმა ზონამ“ ისე შეწყვიტა არსებობა, ჩეს პარტიზანული
რაზმისათვის არავითარი დახმარება არ აღმოუჩენია. მეშახტეები უმწეო
აღმოჩნდენ და ისინი ფაქტობრივად წინააღმდეგობის გაუწევლად
გაანადგურეს. ამ წარმატებებმა ისე გაამხნევა ბარიენტოსი, რომ მეოთხე
დივიზიის მეთაურს ნება მისცეს, მის ზონაში ჩესა და პარტიზანთა რაზმის
ყოფნის შესახებ საქვეყნოდ განეცხადებინა. იმავე დღეს, 5 ივლისს,
ბარიენტოსმა ნება დართო ჟურნალისტებს, ინტერვიუ აეღოთ დებრესაგან,
რომელმაც დაადასტურა, ამ რაიონში ჩე და მისი რაზმი ნამდვილად
„იყოო“... კაცი იფიქრებდა, თითქოს ის იქ უკვე აღარ იყო!
რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფალთა ოპტიმიზმს პარტიზანებმა
სერიოზული დარტყმა მიაყენეს, როდესაც კამირიიდან 350 კილომეტრზე
მდებარე პატარა ქალაქი სამაიპატი დაიკავეს. იმ ფაქტმა, რომ პარტიზანები
ავტობუსით შევიდნენ ქალაქში და ქალაქის გარნიზონმა ვერავითარი
წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ, დააღონა არა მარტო ბოლივიელთა
ხელისუფალნი, არამედ მათი ამერიკელი მფარველებიც. ამერიკის ელჩმა
ბოლივიაში სენატის ერთ-ერთი კომისიის სხდომაზე ვაშინგტონში განაცხადა,
ბოლივიის მთავრობას ძალზე გაუჭირდება პარტიზანებთან ბრძოლაო.
გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იმ დღეებში წერდა, სამხედრო თვალსაზრისით,
პარტიზანები დღითი დღე ძალას იკრებენ და სრული საფუძველი გაქვს
ვიფიქროთ, რომ ბარიენტოსის რეჟიმი უძლურია მათ წინააღმდეგ
ბრძოლაშიო.
ბოლივიაში თანდათან იზრდებოდა უკმაყოფილება. მთავრობის
წინააღმდეგ გამოდიოდნენ სტუდენტები, გაიფიცნენ მასწავლებლები, ხმა
დაირხა, რომ პარტიზანული კერები ქვეყნის სხვა ადგილებშიც გაჩნდაო.
აგვისტოში კამირიში, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო დებრეს პროცესი,
მაგრამ მთავრობის სურვილს – პროცესი ულტრანაციონალისტური
პოზიციების გასაღვივებლად გამოეყენებინა, წარმატება არ მოჰყოლია.
საზოგადოებრივი აზრი, პირიქით, მთავრობის საწინააღმდეგო იყო. ამას
ადასტურებდა ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, – ეგრეთ
245
წოდებული ბოლივიის რევოლუციური ფრონტი, რომლის მხარდაჭერის
იმედიც პრეზიდენტს ჰქონდა, ხუხულასავით ჩამოიშალა.
რას აკეთებდნენ ამ დროს ამერიკელები? ამერიკის აგენტურა აგროვებდა
ყოველგვარ ინფორმაციას და ყურადღებით ადევნებდა თვალყურს
ქვეყანაში მიმდინარე ამბებს. ჩეს რაზმის გასანადგურებლად ვაშინგტონში
შეიქმნა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა
ავიაციის გენერალი უილიამ კ. სკერი. გენერალი კარგად ფლობდა ესპანურ
ენას და პარტიზანთა წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაახშეს პარტიზანული მოძრაობა პერუში,
ვენესუელასა და კოლუმბიაში. მის მოადგილედ დაინიშნა სპეციალურ
ძალთა (ე. წ. „რეინჯერები“) მერვე პოლკის მეთაური პოდპოლკოვნიკი
რედმონდ ი. უებერი. უებერმა თავის „სპეციალისტ“ დივერსანტებისაგან
შექმნა ორმოცდაათკაციანი მოძრავი საწვრთნელი რაზმი, რომელსაც
სათავეში ჩაუყენა მაიორი რალფ უ. შელტონი, მეტსახელად „პაპი“. მას
დაევალა, ბოლივიელებისაგან ჩამოეყალიბებინა „რეინჯერთა“ 600-კაციანი
რაზმი, რისთვისაც მას ორი თვის ვადა მისცეს. მასვე დაევალა სამი ქვეითი
ჯგუფის სასწრაფოდ მომზადება. აპრილის ბოლოს ჯარისკაცთა ეს ჯგუფები
გადაიყვანეს ქალაქ სანტა-კრუსიდან ასი კილომეტრის დაშორებით
საწვრთნელ ბანაკში.
პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა
სადაზვერვო მუშაობას და „რეინჯერთა“ შენაერთებთან შეიქმნა სპეციალური
სადაზვერვო ჯგუფები. ამ ჯგუფებმა ფართოდ გაშალეს მუშაობა. ისინი არა
მარტო ადგილობრივ მოსახლეობაში ეძებდნენ მათთვის საჭირო პირებს,
არამედ სოფლებში აგზავნიდნენ პროფესიონალ მეთვალყურეებს,
რომლებიც თავს ასაღებდნენ სანტექნიკოსებად, მონადირეებად, ვაჭრებად,
მასწავლებლებად, გადასახადების ამკრეფებად, აგრონომებად,
სტუდენტებად და უბრალოდ ტურისტებად. სანტა-კრუსის მახლობლად
ჯარისკაცებს ამ „მეცნიერებას“ ასწავლიდნენ ცენტრალური სადაზვერვო
სამმართველოს აგენტები, კუბელი კონტრრევოლუციონერები; ფელიქს
რამოსი, ედუარდო გონსალესი და პუერტორიკოელი მარგარიტო კრუსი.
აგვისტოს დასაწყისში პაპის მიერ მომზადებული „რეინჯერები“ ჩეს
პარტიზანული რაზმის მოქმედების ზონაში დაანაწილეს.

246
რამოსი, გონსალესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს „კონსულტანტი“,
ვინმე გაბრიელ გარსია, რომლებიც თავს ასაღებდნენ მეცნიერებათა
დოქტორებად (კაცმა არ იცის, რომელ მეცნიერებას ემსახურებოდნენ ისინი)
და რომელთაც ბარიენტოსის რეკომენდაციები ჰქონდათ, მიამაგრეს
კამირიში განლაგებულ მეოთხე დივიზიის შტაბში. მათ პირადად დაკითხეს
დებრე და სხვა პატიმრები, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ პარტიზანებთან
ურთიერთობაში. ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მეტი ინფორმაცია
მიეღოთ, როგორც თავიანთი აგენტების, ასევე მოსახლეობიდანაც. 1968
წლის 13 ივლისს მეოთხე დივიზიის დაზვერვის უფროსმა, არნოლდოს
სენტენომ ანტონიო არგედასის სასამართლო პროცესზე განაცხადა:
„პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩვენ ყოველმხრივ
ვთანამშრომლობდით ფელიქს რამოსთან და ედუარდო გონსალესთან,
რადგან ვიცოდით, რომ ისინი ემსახურებოდნენ ამერიკის შეერთებულ
შტატებს, ქვეყანას, რომელიც პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი
მოკავშირეა“.
„რეინჯერთა“ მესამე ბატალიონის მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა ანდრეს
სელიჩ შონმა, რომელიც ჩეს რაზმის წინააღმდეგ უკანასკნელ ბრძოლაში
მონაწილეობდა, იმავე სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს აგენტებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ
საბრძოლო მოქმედების რაიონში, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მათ საშუალება მოგვცეს,
გავცნობოდით ამ რაიონში მოქმედ პარტიზანთა ფოტოსურათებს და
ყველაფერი შეგვატყობინეს“ პარტიზანებზე, მათთან საბოლოო
ანგარიშსწორებამდე.
ბოლივიის დაზვერვის ოფიცერმა მაისეს ვასკერმა ამავე სასამართლოზე
განაცხადა: „სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ინფორმაცია
არმიის დაზვერვის განყოფილებაში მოხვდებოდა, ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის მეშვეობით ამერიკის
შეერთებული შტატების საელჩოში იგზავნებოდა. ამ ინფორმაციებს
გზავნიდნენ ის აგენტები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში
მუშაობდნენ...“
ანტონიო არგედასის აღიარებით, ცენტრალურმა სადაზვერვო
სამმართველომ ჯერ კიდევ 1957 წელს, კუბის რევოლუციის გამარჯვებამდე
247
ორი წლით ადრე და ბოლივიაში პარტიზანულ მოძრაობამდე ათი წლით
ადრე, დაქსაქსა ამ ქვეყანაში თავისი ქსელი.
1967 წლის 8 ოქტომბერს იუროს ხევში ჩესა და მის თანამებრძოლებს
ებრძოდნენ „რეინჯერთა“ გაწვრთნილი ნაწილები, რომლებსაც
მეთაურობდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი
შელტონი და კუბელი კონტრრევოლუციონერები რამოსი, გონსალესი და
გარსია.
29 სექტემბერს ამერიკის სააგენტოები კამირიდან იუწყებოდნენ, რომ
ქალაქიდან 128 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს ჩე გევარას რაზმი
და ამ ადგილისაკენ ქალაქ სანტა-კრუსიდან გადასროლილ იქნა
„რეინჯერთა“ ნაწილებიო. ამერიკელები იმდენად იყვნენ დარწმუნებული
თავიანთ საშიშ მოწინააღმდეგესთან საბოლოო გამარჯვებაში, რომ 7
ოქტომბერს გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია
სახელწოდებით „ჩე გევარას უკანასკნელი ბრძოლა“. 8 ოქტომბერს
სერჟანტმა უინკამ ტყვედ ჩაიგდო ჩე და ვილი, და ამის შესახებ შეატყობინა
იუროს ხევში მოქმედ „რეინჯერთა“ რაზმის მეთაურს, კაპიტან ჰარი პრადოს.
ესენი პირველი ტყვეები იყვნენ (ჩინო რამდენიმე საათის შემდეგ ჩავარდა
ტყვედ) და, ბუნებრივია, პრადო ჩქარობდა მათ ნახვას. მან უმალ იცნო ჩე.
„მე ისე განვცვიფრდი, რომ კინაღამ გონება დავკარგე“, – აღიარა მან
შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში. პრადო რადიოგადამცემით სასწრაფოდ
დაუკავშირდა დივიზიის მეთაურს, სენტენოს და გადასცა კოდური ფრაზა:
„ხუთასი კანსადა“, რაც ნიშნავდა: „ჩე დატყვევებულია“.
ამის შემდეგ ჩე და ვილი, გაძლიერებული დაცვის თანხლებით,
იგერისაკენ წაიყვანეს. ჩე ორ ჯარისკაცს ეყრდნობოდა და კოჭლობით
მიდიოდა. მას უკან მიჰყვებოდა ხელებშეკრული ვილი. იგერაში ისინი ღამით
მიიყვანეს და პატარა, ოროთახიან სკოლაში შეყარეს. ერთ ოთახში ჩე
მოათავსეს, რომელსაც მაგრად შეუკრეს ხელ-ფეხი, მეორეში – ასევე ხელ-
ფეხშეკრული ვილი. რამდენიმე საათის შემდეგ სამხედრო სანიტარმა ჩეს
მობანა დაჭრილი ფეხი და ჭრილობა დაუმუშუვა.
განთიადისას იგერაში შვეულმფრენებით ჩამოფრინდნენ თანამდებობის
პირები. პირველები გამოჩნდნენ პოლკოვნიკი ანდრე სელიჩი, დაზვერვის
პოლკოვნიკი მიგელ ანორო, ხოლო შემდეგ პოლკოვნიკი სენტენო,
ბოლივიის არმიის მთავარსარდალი, გენერალი ოვანდო და ცენტრალური
248
სადაზვერვო სამმართველოს აგენტები. ისინი ჩეს ოთახში შევიდნენ და
შეეცადნენ მასთან გამოლაპარაკებას.
თუ რაზე ესაუბრებოდნენ ჩეს მისი მკვლელები, დანამდვილებით დღემდე
ცნობილი არ არის. მანამდე ჩე ესაუბრა ორწლიანი სკოლის
მასწავლებელს, ხულია კორტესს. დაფაზე ცარცით ესპანურ ენაზე ეწერა: „მე
უკვე შემიძლია კითხვა“. ჩემ ღიმილით უთხრა მასწავლებელ ქალს: – სიტყვა
„შემიძლია“ უმახვილოდ უნდა დაგეწერათ!
შემდეგ იგი მასწავლებელ ქალს მოუყვა კუბაში განათლების
განვითარების შესახებ. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი იგი არ
ივიწყებდა რევოლუციურ პროპაგანდას.
„დოქტორი“ გონსალესი შეეცადა ჩეს დაკითხვას, მაგრამ ჩე დუმდა.
– რაზე ფიქრობთ? – ჰკითხა მას გონსალესმა.
– ვფიქრობ რევოლუციის უკვდავებაზე.
შეიძლება ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.
მთელი დილა ოვანდო და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები
რადიოთი ბარიენტოსს ეთათბირებოდნენ, ხოლო გონსალესი და
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები – ამერიკის საელჩოს.
გონსალესმა დიდი ტრაბახით გადასცა თავის შეფს რალფ შელტონს,
მეტსახელად „პაპის“ რადიოტელეფონით: – პაპი, იგი ჩემს ხელთაა.
შუადღისას ყველამ, სელიჩისა და ანორას გამოკლებით, დატოვა იგერა
და ვალიეგრანდეში გაემგზავრა. მათ თან წაიღეს ჩეს დოკუმენტები და მათ
შორის მისი სახელგანთქმული დღიური.
ამ დროისათვის ვილისთან ერთად ოთახში ჩინოც იმყოფებოდა.
1967 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით ორის ნახევარზე, ვილისა და
ჩინოს ოთახში შევიდნენ „რეინჯერები“ და ავტომატის ჯერით ორივე
სიცოცხლეს გამოასალმეს. ვილიმ სიკვდილის წინ მოასწრო დაეყვირა:
„ვამაყობ, რომ ჩესთან ერთად ვკვდები!“
ამავე დროს, მეზობელ ოთახში შევარდა უმცროსი ლეიტენანტი მარიო
ტერანი და რამდენიმე გასროლით ჩე სიცოცხლეს გამოასალმა.

249
რევოლუციის უკვდავი საქმენი

ჩემი დამარცხება არ იგულისხმებს იმას, რომ გამარჯვება არ


შეიძლებოდა. ბევრი დაიღუპა ევერესტზე ლაშრობის დროს, მაგრამ
ბოლოს იგი მაინც დაიპყრეს.
ერნესტო ჩე გევარა

მტრები ჩქარობდნენ ჩეს მოკვლას და მოკლეს იგი. რატომ? ცხადია,


როცა ხელ-ფეხშეკრულსა და დაჭრილს კლავენ, ეს ჩვეულებრივი
მკვლელობა როდი იყო. ეს იყო პოლიტიკური დანაშაული, რადგან
ცოცხალი ჩე, დატყვევებული, ბორკილებდადებული და დაჭრილი,
მტრისათვის მაინც ძალიან საშიში იყო. საეჭვოა, ბოლივიის პრეზიდენტს,
ბარიენტოსს ხელისუფლება შეენარჩუნებინა, ჩეს სასამართლო პროცესი
რომ გამართულიყო. არც მის ამერიკელ მფარველებს დაადგებოდათ კარგი
დღე. ხოლო თუ ჩეს გაუსამართლებლად დააპატიმრებდნენ, ესეც
არანაკლებ საშიში იქნებოდა მათთვის, რადგან ჩეს დასაცავად მთელი
მსოფლიო აღდგებოდა. სანამ ჩე დატყვევებული იქნებოდა, მშვიდი ძილი
არ ეღირსებოდათ ლა-პასელ „გორილებს“ და მათ ვაშინგტონელ
„მწვრთნელებს“. მხოლოდ ჩეს სიკვდილით შეეძლოთ მათ სიმშვიდისა და
რწმენის მოპოვება, ყოველ შემთხვევაში, მკვლელები ასე ფიქრობდნენ.
ჩე მოკლეს იმიტომაც, რომ დარწმუნებული იყვნენ, მათი დანაშაული
საიდუმლოდ დარჩებოდა.
იმავე დღეს, 9 ოქტომბერს, როცა ჩეს ჯერ კიდევ თბილი გვამი
შვეულმფრენით ვალიეგრანდეში ჩაიტანეს და ექიმებს დაავალეს,
სიკვდილის შესახებ ყალბი განცხადება გაეკეთებინათ, ბოლივიელმა
ხელისუფლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ჩე ჭრილობებისგან
გარდაიცვალაო.
ამ ყალბი ცნობის გამოაშკარავებას თავად ჟურნალისტებმა შეუწყვეს
ხელი.
სანამ ჩეს სიკვდილის ყალბი ვერსია გავრცელდებოდა, გენერალი
ოვანდო ჟურნალისტებთან ტრაბახობდა, რომ ტყვედ ჩავარდნილმა ჩემ
თითქოს განაცხადა: „მე დავმარცხდი“. მაგრამ ექიმები, რომლებმაც ჩეს
გვამი შეამოწმეს და ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც ამის უფლება მისცეს,
250
ერთხმად ამტკიცებდნენ ჩეს 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან
ორი მაინც სასიკვდილო იყო, აქედან გამომდინარე, ჩეს არ შეეძლო ის
სიტყვები ეთქვა, რასაც ოვანდო მიაწერდა. და თუ მან მართლა თქვა
მსგავსი რამ, მაშინ იგი ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოუკლავთ „რეინჯერებს“.
ჟურნალისტებმა ათობით მოწმე გამოძებნეს, რომლებიც ამტკიცებდნენ,
რომ ფეხში დაჭრილი ჩე იგერაში წაიყვანეს, სადაც ცდილობდნენ მის
დაკითხვას; რომ იგერაში იგი ესაუბრა სოფლის ახალგაზრდა მასწავლებელ
ქალს და, ბოლოს, რომ ნამდვილად მარიო ტერანიმ მოკლა. არც ის იყო
საეჭვო, რომ ვილი და ჩინო ჩეს მეზობელ ოთახში დახვრიტეს, თუმცა ამის
შესახებ მაშინ ძალზე ცოტას წერდნენ.
ყველა ამ ფაქტის გამო ჟურნალისტები „უხერხულ“ კითხვებს უსვამდნენ
ბოლივიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი
„განმარტებებითა“ და ფაქტების „უარყოფით“ თავად მოექცნენ ჩიხში და
უნებლიეთ გასცეს ყველა ის, ვისაც ჩეს სისხლით ჰქონდა ხელები
დასვრილი.
ბუნებრივია, ბოლივიელთაგან ჩეს მკვლელობაში უპირველესი
პასუხისმგებელი პრეზიდენტი ბარიენტოსი იყო. ბარიენტოსმა,
დანაშაულისათვის თავი რომ აერიდებინა, „ვაშინგტონ პოსტის“
კორესპონდენტს განუცხადა: „ჯარისკაცებს, რომლებმაც ტყვედ ჩაიგდეს ჩე,
ინსტრუქციისათვის ჩვენთვის არ მოუმართავთ და არც ჩვენგან მიუღიათ
ბრძანება მისი მოკვლის შესახებ. ამის არავითარი აუცილებლობა არც იყო.
სამხედრო ნაწილებს უკვე ჰქონდათ ბრძანება მიღებული, ტყვეები არ
აეყვანათ, რაგანაც პატრიზანები ხშირად, როცა ტყვედ ჩავარდნას
სთავაზობდნენ ჯარისკაცებს, ცეცხლითა და მახვილით ეგებებოდნენ მათ.
პირადად მე მსურდა, ტყვედ მყოლოდა ის, რათა საბოლოოდ მომეღო
ბოლო ჩე გევარას მითისთვის.
როგორც პრეზიდენტი, მოვალე ვიყავი, თუ ჩეს ცოცხლად ჩავიგდებდით
ხელში, ესეც ჩემი ხალხის ინტერესებისათვის გამომეყენებინა და იგი
ცოცხალი გადამეცა ფიდელ კასტროსათვის, ან სხვა სახელმწიფოს
მეთაურისთვის, ვთქვათ, 20 მილიონ დოლარად“.
ამ უსირცხვილო და ლაჩრულ განცხადებაში ერთი სიტყვაც არ არის
მართალი. როცა ბოლივიის ხელისუფალნი მიხვდნენ, რომ მსოფლიოს

251
საზოგადოებას ვეღარ დაუმალავდნენ სიმართლეს, კვლავ ახალი
დანაშაული ჩაიდინეს: ჩეს გვამი გააუჩინარეს.
10 ოქტომბერს ჩეს გვამი ვალიეგრანდედან გააქრეს. ბარიენტოსისა და
ოვანდოს ერთი განცხადების მიხედვით, ჩე ბოლივიაში იყო დაკრძალული
მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ცნობილ ადგილას. მეორე განცხადებაში
ისინი იტყობინებოდნენ, ჩეს ცხედრის კრემაცია მოახდინეს და ფერფლი
დამარხესო. გავრცელდა ხმა, რომ ცხედარი გადაეცა ცენტრალურ
სადაზვერვო სამმართველოს, რომლის აგენტებმაც იგი ამერიკის ზონაში
გადაიტანეს.
ზუსტად კი დადგენილია შემდეგი: სანამ ჩეს ცხედარს დამარხავდნენ,
მკვლელებმა მისი სახის ნიღაბი აიღეს, ორივე ხელის მტევანი მოაჭრეს და
სპირტიან ჭურჭელში შეინახეს. უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ მათი
მსხვერპლი ნამდვილად ჩე იყო. ისინი შიშობდნენ, ვაითუ ხალხმა არ
დაგვიჯეროს, რომ ისეთი გოლიათის დამარცხება, როგორიც ჩე იყო,
ჩვენისთანა ჯუჯებმა შეძლესო. მაგრამ მათი შიში უსაფუძვლო იყო. ყველამ
ირწმუნა ჩეს სიკვდილი. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ფიდელ კასტრო
იყო.
უკვე 10 ოქტომბრიდან კუბის რადიო და პრესა ყოველდღე გადმოსცემდა
და აქვეყნებდა ბოლივიის ტრაგიკული ამბების სხვადასხვა ცნობასა და
ფაქტს. ყველაფერი ეს კომენტარების გარეშე იბეჭდებოდა, მაგრამ ხალხს
კარგად ესმოდა ამ საშინელი სიმართლის არსი. 15 ოქტომბერს ფიდელ
კასტრო კუბის ტელევიზიითა და რადიოთი გამოვიდა. მან დაწვრილებით
გააშუქა ჩეს მუხანათური მკვლელობა და გამოააშკარავა მკვლელები,
რომლებიც თავიანთი დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენ. დასასრულს
ფიდელ კასტრომ წაიკითხა კუბის მინისტრთა საბჭოს დადგენილება,
რომელშიც აღნიშნული იყო ჩეს დამსახურება კუბელი და ლათინური
ამერიკის ხალხების წინაშე. გამოცხადდა ოცდაათდღიანი გლოვა, ხოლო 8
ოქტომბერი „გმირი პარტიზანის“ დღედ გამოცხადდა.
ახლა კვლავ ბოლივიის ამბებს დავუბრუნდეთ. როცა ჩე მოკლეს,
ბოლივიის ქალაქ კამირიში კვლავ გრძელდებოდა დებრეს, ბუსტოსისა და
პარტიზანული მოძრაობის სხვა მონაწილეთა სასამართლო პროცესი. ჩეს
სიკვდილის შემდეგ ბოლივიის ხელისუფლებს უკვე აღარ სჭირდებოდათ ამ
სასამართლო ფარსის გაგრძელება. 17 ნოემბერს სამხედრო სასამართლომ
252
დებრესა და ბუსტოს ოცდაათი წლის პატიმრობა მიუსაჯა. სხვადასხვა ვადით
პატიმრბოა „მიესაჯათ“ აგრეთვე პროვოკატორებსაც. ესეც, რა თქმა უნდა,
გათამაშებული იყო, რადგან ყველა ისინი მალე გაათავისუფლეს.
დებრე და ბუსტოსი პატიმრობაში 1971 წლამდე იმყოფებოდნენ, შემდეგ
ისინი ამნისტიით გაათავისუფლეს და ჩილეში დაასახლეს. ერთი თვის
შემდეგ დებრე კუბაში ჩავიდა. კუბის პრესა იუწყებოდა, რომ დებრე
ჟურნალისტების წინაშე გამოვიდოდა და მოუთხრობდა მათ ბოლივიის
ამბებზე, მაგრამ ასეთი შეხვედრა არ შედგა. მალე მან დატოვა კუბა და
ევროპაში დაბრუნდა, სადაც გამოაქვეყნა წიგნი ჩილეს ყოფილ
პრეზიდენტთან, ალიენდესთან საუბრების შესახებ.
1968 წლის ივლისში მთელი მსოფლიო მოიარა სენსაციურმა ცნობამ:
ჰავანაში ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ კუბის მთავრობამ ერთი თავისი
კეთილმოსურნისაგან ბოლივიიდან მიიღო ერნესტო ჩე გევარას დღიურის
ფოტოასლი და, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად ჩეს დღიურია,
მთავრობამ გადაწყვიტა, მასობრივი ტირაჟით გამოსცეს და ხალხს უფასოდ
დაურიგოს. კუბის მთავრობამ გადაწყვიტა, სხვა ქვეყნებისთვისაც
უსასყიდლოდ გადაეცა ჩეს დღიურის გამოცემის უფლება.
პრეზიდენტი ბარიენტოსი შეეცადა, ფიდელ კასტროს ეს განცხადება
უარეყო. მან განაცხადა, რომ ჩეს დღიურის ყველა ფოტოასლი ჩემი პირადი
მეთვალყურეობის ქვეშ არისო, ხოლო ის, რაც ფიდელ კასტროს აქვს, ან
ყალბია, ან – დღიურის ის ნაწყვეტებია, რომლებიც სხვა დროს ბოლივიაში
გამოქვეყნდაო. 1968 წლის 3 ივლისს ფიდელ კასტრო ჰავანის ტელევიზიით
გამოვიდა და ჩეს დღიური ტელემაყურებლებს განსახილველად წარუდგინა.
კუბის მთავრობის მეთაურმა გამოააშკარავა სამარცხვინო მაქინაციები
ბოლივიის მთავრობის მესვეურებისა, რომლებიც ცდილობდნენ, ჩეს
დღიური საზღვარგარეთის გამომცემლობისთვის მიეყიდათ თითქმის
მილიონ დოლარად.
რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტი ბარიენტოსი იძულებული გახდა
ეღიარებინა, რომ ჰავანა ნამდვილად ფლობდა ჩეს დღიურისა და სხვა
დოკუმენტების ფოტოასლებს. ეს რომ ასე იყო, ეჭვს აღარ იწვევდა, მაგრამ
საკითხავი იყო: ვინ და რა გზებით გადასცა ეს დოკუმენტები კუბის
მთავრობას? უეჭველია, ამის გაკეთება შეეძლო მაღალი თანამდებობის
პირს, მაგრამ ვის, ამ საიდუმლოებასაც მალე აეხადა ფარდა.
253
იმავე წლის 19 ივლისს ბოლივიიდან ჩილეში გაიქცა ბოლივიის შინაგან
საქმეთა მინისტრი ანტონიო არგედასი, რომელიც პრეზიდენტ ბარიენტოსის
ყველაზე სანდო პირი იყო. არგედასმა ჩილეს ჟურნალისტებს განუცხადა,
რომ რამდენიმე წლის მანძილზე იგი ამერიკის შეერთებული შტატების
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი იყო. ახლა გადავწყვიტე,
„კაცობრიობის ამ უბოროტეს ბანდასთან“ კავშირი გამეწყვიტა და ჩეს
დოკუმენტები ჰავანაში მე გადავგზავნეო.
ის, რაც შემდგომ მოხდა, ძალზე წააგავს დეტექტურ ფილმს. არგედასი
ჩილედან ლონდონში ჩავიდა, ლონდონიდან – ნიუ-იორკში, ხოლო იქიდან
– ლიმაში. და ყველგან ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებას
აკეთებდა. ლიმაში არგედასმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ბრუნდება
ლა-პასში და მზადაა, პასუხი აგოს თავისი დანაშაულის გამო.
იგი მართლაც დაბრუნდა ლა-პასში, სადაც დააპატიმრეს. იგი
გაასამართლა უმაღლესმა სამხედრო ტრიბუნალმა, მაგრამ, თუ როგორ
მიმდინარეობდა სასამართლო, ერთხანს არავინ არაფერი იცოდა, რადგან
ეს სასამართლო დახურული იყო. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ
სასამართლომ არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღო და არგედასი
გაათავისუფლა.
ერთი წლის შემდეგ ვიღაც უცნობები შეეცადნენ მის მოკვლას, მაგრამ
გადარჩა და, ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ, ბოლივიაში მექსიკის
საელჩოს შეაფარა თავი. 1969 წლის სექტემბერში ბოლივიის
ხელისუფლებამ არგედასს ნება დართო, ოჯახთან ერთად მექსიკაში
წასულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი საცხოვრებლად ჰავანაში
დამკვიდრდა. ამ ამბებიდან მალე არგედასის საიდუმლო სასამართლოს
ფოტოები და დოკუმენტები საზღვარგარეთ აღმოჩნდა. ამ დოკუმენტებსა და
ფოტოებს აქვეყნებდა ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების
სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი. უფრო მოგვიანებით ამ პროცესის მთელი
დოკუმენტები გამოაქვეყნა არგენიტნელმა პუბლიცისტმა გრეგორიო
სელსერმა თავის წიგნში „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო
ბოლივიაში“. თავის ჩვენებებში არგედასი ამხელდა ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოსა და მისი აგენტების ძირგამომთხრელ
საქმიანობას ბოლივიაში. თავისი მოქმედება არგედასმა სასამართლოს ასე
განუმარტა: „მე ვასრულებდი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას,
254
მაგრამ იმიტომ დავტოვე ჩვენი ქვეყანა, რომ დავინახე, როგორ დაკარგა
ჩემმა სამშობლომ სუვერენიტეტი, რომ ბოლივიაში ყველაფერს წყვეტდა
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მე ვიყავი ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობის მსხვერპლი“.
არგედასმა აღიარა, რომ სწორედ მან გადასცა ჩეს დღიური ჰავანას და
გააკეთა ეს უანგაროდ, პატრიოტული მოსაზრებით. „ჩრდილოამერიკელ
ჩინოვნიკებთან საუბარში, – განუცხადა არგედასმა სასამართლოს, – მე
მივხვდი, რომ შეერთებული შტატების მთავრობას უნდოდა, მაიორ ერნესტო
გევარას დღიური ფართო ინტერესის საგნად ექცია და თავისი ვერსიით
გაევრცელებინა ის. ორიგინალში შეეტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები,
რათა გაემართლებინა კუბის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა და
ქვეყნის შიგნით მასიური რეპრესიები. მას სურდა, თავისებურად შეეთითხნათ
ეს დღიური და ისე გამოეცათ“.
არგედასმა დიდი გამძლეობა და სიმამაცე გამოიჩინა ამ საქმეში. სწორედ
ამის შესახებ ლაპარაკობდა ფიდელ კასტრო 1970 წელს „26 ივლისისადმი“
მიძღვნილ მიტინგზე: „მინდა გაცნობოთ, – თქვა კუბის მთავრობის მეთაურმა,
– დიღურთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ დოქტორი არგედასი
კვლავ განაგრძობდა ბრძოლას და ცდილობდა, ჩვენს ქვეყანაში
გადმოეგზავნა ჩეს სახიდან აღებული ნიღაბი და ხელის მტევნები.
ჩეს ხელის მტევნები კარგადაა შენახული. კუბელმა სპეციალისტებმა
ყველაფერი იღონეს ამისათვის.
ჩვენი ერის ტრადიციები ცნობილია. იგი ასაფლავებს თავის შვილებს.
მასეო და მარტი დასაფლავებული არიან. ასე მოვიქცევით ყოველთვის,
მაგრამ მე გეკითხებით თქვენ, რა ვუყოთ ჩეს ხელებს? ესაა ერთადერთი
რამ, რაც ჩვენ ჩე გევარასგან დაგვრჩა. შევძლებთ კი ოდესმე ვიპოვოთ მისი
სხეული? მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელები, რომლებიც კარგადაა შენახული.
ამიტომაც გვინდა ხალხს შევეკითხოთ, რა ვუყოთ ამ ხელებს? („შევინახოთ!
შევინახოთ!“). შევინახოთ? მაშინ ჩვენ ასეთ წინადადებას გთავაზობთ
განსახილველად: ჩვენ უკვე გავაკეთეთ მისი სახის ნიღბის ასლი და
შეგვიძლია მისგან ბევრი რეპროდუქცია დავამზადოთ. შეგვიძლია აგრეთვე,
ჩეს ხელის მტევნები მინის ურნაში მოვათავსოთ და დავდგათ აქ, ან
რომელიმე დარბაზში გამოვიტანოთ მისი დაღუპვის ყოველ წლისთავზე. ამ
ხელებში ეჭირა მას იარაღი, ამ ხელებით გადმოჰქონდა ქაღალდზე თავისი
255
ბრწყინვალე აზრები, ამ ხელებით მუშაობდა იგი შაქრის პლანტაციებში,
ნავსადგურებში და მშენებლობებზე. ჩვენ შეგვიძლია, თუ თქვენი სურვილი
იქნება, შევქმნათ ჩეს მუზეუმი, რაღაც დროებითი მუზეუმის მსგავსი. ჩე
მარტო ჩვენს ქვეყანას არ ეკუთვნის. ჩე მთელ ამერიკას ეკუთვნის. ამას
ისურვებენ ამერიკის ხალხები. ჯერჯერობით კი ამ ხელებს შეინახავს და
მოვულის ჩვენი ხალხი...“
*
ჩეს დაღუპვის გამო ათობითა და ასობით წიგნი და ბროშურა დაიბეჭდა
მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის ხსოვნას მიეძღვნა მრავალი ლექსი, პოემა,
დრამა, მოთხრობა, რომანი და ფილმი. რა თქმა უნდა, მასზე წერენ არა
მარტო მეგობრები და კეთილმოსურნენი, არამედ მტრებიც – ერთნი მას
წარმოგვიდგენენ როგორც სუპერგმირს, მარტოსულს, ტრაგიკულ
პიროვნებას, რევოლუციონერ-თვითმკვლელს, ხოლო მეორენი – როგორც
ანარქისტს, ტროცკისტს, მაო ძე-დუნის მიმდევარს.
სინამდვილეში კი ჩეს ჭირის დღესავით ეზარებოდა რევოლუციური პოზა,
ყალბი ჰეროიკა და ყველანაირი ჯურის სექტანტობა. მრავალ ფოტოსურათს
შორის საყოველთაოდაა ცნობილი ჩეს ერთი ფოტო: იგი დგას შაქრის
ლერწმის პლანტაციაში მუშებს შორის, ხოლო ამაყად აღმართულ წითელ
დროშას აწერია: „სამშობლო ან სიკვდილი! ჩვენ გავიმარჯვებთ!“

256
ბოლოთქმა

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა ჩე გევარას სიკვდილის შემდეგ.


გაქარწყლდა კუბის რევოლუციის მითი, ამ რევოლუციის რომანტიკული
ლიდერი – ფიდელ კასტრო ბანალურ დიქტატორად იქცა, ხოლო მისი
ქვეშევრდომნი – ერთ ყველაზე შეჭირვებულ და უუფლებო ადამიანებად
სამხრეთ ამერიკაში. ამ მშფოთვარე კონტინენტზე „კუბის ექსპერიმენტის“
ეკონომიკურმა და იდეოლოგიურმა კრახმა საბოლოოდ ჩააქრო
პარტიზანული მოძრაობის ისედაც მინავლებული კერები, ხოლო მათ
თანამგრძნობელთ მთელ მსოფლიოში გაუქარვა უკანასკნელი იმედები
სოციალისტური რევოლუციის გზით სამართლიანობის დამკვიდრებისა...
რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ამ საყოველთაო განხიბლვის ფონზე
დარჩა ერთადერთი კერპი, რომლის სიცოცხლემაც და სიკვდილმაც
მილიონობით თაყვანისმცემელისათვის განასახიერა სოციალური
რომანტიზმის იდეალი და რომლის ემბლემური გამოსახულება პლაკატებზე,
მაისურებზე თუ სამკერდე ნიშნებზე დღემდე მისი ჯადოსნური ქარიზმის
დასტურია.
ეს კერპი, რაღა თქმა უნდა, ერნესტო „ჩე“ გევარა გახლავთ. სიტყვა
„ჯადოსნური“ აქ გამიზნულად დაიწერა: არის რაღაც ირაციონალური იმაში,
რომ გევარას ქარიზმას ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიმზიდველობა
არ დაუკარგავს მიუხედავად მისი სიკვდილის შემდგომ გამოქვეყნებული და
მის თაყვანისმცემელთათვის აშკარად გულდამამძიმებელი ბიოგრაფიული
დეტალებისა. ამჯერად, ეს ინფორმაცია მართლაც უტყუარი იყო და არ
წააგავდა იმგვარ პროპაგანდისტულ „შედევრს“, რომელიც გევარას კუბიდან
გაუჩინარების შემდეგ, ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „ნიუსუიკმა“
გამოაქვეყნა ანონსით: „ჩე გევარამ 10 მილიონ დოლარად გაყიდა კუბის
საიდუმლოებანი!“. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მასალა ქვეყნდება გასული
საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ამერიკელი „ჰიპები“ თავიანთ
სვებედნიერ მშობლებს ტოვებენ და ნეპალში დაბოდიალობენ, მათი ფრანგი
თანატოლები პარიზში, სორბონასთან ბარიკადებს აგებენ... რაღაც,
მღელვარე ანტიბურჟუაზიული სული „დააბიჯებს მთელ მსოფლიოში“...
მკითხველისათვის, რაღა თქმა უნდა, ცხადია, რომ აქ წარმოდგენილი
ბიოგრაფია ჩე გევარასი – „რომანტიზმის ეპოქის“ ნიმუშია. ტექსტის
257
რედაქტირებისას, ჩვენ უყოყმანოდ შეველიეთ ზოგიერთ, დღეს უკვე
ანაქრონიზმად ქცეულ პასაჟს, მაგრამ არ შევხებივართ კამერტონს,
რომელზეც აეწყო ამ „ჰეროიკული ბიოგრაფიის“ პათოსი.
ჩე გევარასადმი მიძღვნილი წიგნის თარგმანი მხოლოდ რომანტიკულ
მკითხველთათვის რომ ყოფილიყო გამიზნული, აქ, ალბათ, წერტილი უნდა
დასმულიყო – შემდგომი ნაწილი ჩვენი ბოლოთქმისა აშკარა დისონანსშია
ავტორისეული თხრობის „დომინანტურ ბგერასთან“. მაგრამ, რადგან გარდა
„რომანტიკოსებისა“ მკითხველთა შორის „რეალისტებიც“ იქნებიან, მათი
ცნობისწადილი რომ გავითვალისწინოთ და ჭეშმარიტებასთან
პირნათელნიც ვიყოთ, მოვალენი ვართ, ის მოგონებებიცა და დოკუმენტებიც
მოვიხმოთ, რომლებიც არცთუ იოლი საკითხავია (და არა მარტო გევარას
თაყვანისმცემელთათვის).
ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში, ჩე გევარა თავის პირად
წერილებს ხუმრობით წააწერდა ხოლმე – „სტალინ II“. როდესაც ათი წლის
შემდეგ იგი რევოლუციური კუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ეს ხუმრობა
მწარე სინამდვილედ იქცა: „მისთვის არ არსებობდა არც სასამართლო და
არც გამოძიება, დახვრეტით იწყებდა და ამთავრებდა, რადგან ამ ადამიანს
გული არ ჰქონდა“, – წერდა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფიდელ და
რაულ კასტროების და – ხუანიტა კასტრო. ხუანიტა ძმებს განუდგა და
შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი, თუმცაღა არაა გამორიცხული რომ
გევარასადმი გამჟღავნებული სიძულვილი იმ ლატენტური ანტიპათიის
გამოძახილი ყოფილიყო, რომელსაც ჩეს ქარიზმატული ფიგურა იწვევდა
კასტროთა ოჯახში (ასეთივე გაორებული მიმართება ჰქონდათ კასტროებს
კიდევ ერთ ლეგენდარულ პარტიზანთან – კამილო სიენფუეგოსთან,
რომელიც ძალზე საეჭვო ავიაკატასტროფაში დაიღუპა კუბის ნაპირთან 1959
წლის 28 ოქტომბერს).
გევარასა და სიენფუეგოსის საერთო აზრი ჩეს ერთ ლაკონურ ფრაზაშია
ჩამოაყალიბებული: „რევოლუციის შემდეგ საქმეს უძღვებიან არა
რევოლუციონერები, არამედ ტექნოკრატები და ბიუროკრატები. ისინი კი –
კონტრრევოლუციონერები არიან“. ახლა, გარდა ძველი მტრებისა, ჩე ამ
„კონტრრევოლუციონერებთან“ ანგარიშსწორებასაც შეუდგა და მისი
ფანატიზმი თავისი უსასტიკესი სახით წარმოჩნდა: „ნუ აჭიანურებთ
სასამართლო განხილვებს, – რობესპიერის კატეგორიულობით არიგებდა ჩე
258
მოსამართლეებს, – ეს რევოლუციაა და მტკიცებულებანი აქ
მეორეხარისხოვანი საქმეა. ჩვენ ჩვენივე მრწამსით უნდა
ვიხელმძღვანელოთ. ესენი ყველანი – დამნაშავეთა და მკვლელთა ბანდაა.
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სააპელაციო სასამართლოც
არსებობს“. აქვე დავსძენთ, რომ სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც
ერთხანს თვით გევარა თავმჯდომარეობდა, არც ერთი გამამართლებელი
განაჩენი არ გამოუტანია!
ასეთი გულშემზარავი შტრიხები შემატა ისტორიამ ხელისუფლების
სათავეში მოსული არგენტინელი ექიმის პორტრეტს, რომელიც
ახალგაზრდობისას ლათინური ამერიკის გადაკარგულ ლეპროზორიუმებში
თვეობით უვლიდა კეთროვანთ, ხოლო კუბის დატოვების შემდეგ,
ბოლივიაში, თავის პარტიზანულ სტიქიას მიბრუნებული, კვლავინდელი
სულგრძელობით მკურნალობდა ტყვედ ჩავარდნილ დაჭრილ
მოწინააღმდეგეებს და გამოჯანმრთელების შემდგომ ათავისუფლებდა
კიდეც...
თუმცა, რა ძნელია ჩვენთვის ჩვეული ცნებებით განსჯა იმ ადამიანებისა, –
რობესპიერი იქნება ეს თუ ჩე გევარა, რომელთაც ფანატიკურად სწამთ, რომ
„თავისუფლების მთავრული ასოები სიკვდილის მელნით იწერება“ და
რომელნიც წარმოსახული თავისუფლების ნერგებს ასე უხვად რწყავენ
თავისი თუ სხვათა სისხლით…

ზაზა აბზიანიძე

259

You might also like