You are on page 1of 5

გამსახურდია კონსტანტინე

დიონისეს ღიმილი

ლერიო დუელში საძაგელ ჰაუბიცებს დაუყრუებია მათიო... შიშისგან ენა დაბმია.


მათიო ძლიერ გამოიცვალა. დაღონდა. ახლაც სვამს, მაგრამ უფრო მეტს ხვნჭშის.
ხალხში იშვიათად ერევა. სულმუდამ რაღაცას ფიქრობს.

ფრანჩესკომ გადასცა მათიოს, რომ მათი სტუმარი ტედესკო და ყველა დამსწრენი


სთხოვენ მათიოს იტალიური ლექსები წარმოსთქვას. მათიო გაწითლდა. უარზეა.
სტუმრებმა დანა-ჩანგალი ააწკრიალეს. ყოველ კუთხიდან ეძახიან: «მათიო, მათიო...»
მათიო დაიბნა. ცრემლები მოერია. სახელოთი მოიწმინდა. ადგა. მე შემომცქერის.
საცოდავად ბლუკუნებს. СТОЙ Стреелять буду.

მე ვერ გავიგე მისი ლუღლუღი. ფრანჩესკომ გადმომცა: მათიო ამბობს, რომ მას აღარ
შეუძლია თურმე შაირის თქმა, რადგან ღმერთმა ენა წაართვა. და ესეც რომ არ იყოს,
იქ სადაც ჩემისთანა «ნასწავლი» კაცია, კადნიერებაც იქნებოდა რეჩიტატორობა რომ
ეკისრნა მათიოს.

მე ავდექი, ბევრი ვემუდარე. მათიო თავს აქნევს. ისევ უარზეა. ფრანჩესკომ კეხი
შემომიბრუნა. ალბანოს მღვდელს, მამა ჯიოვანის უამბნია, რომ მე თითქოს ძლიერ
განათლებული კაცი ვიყვე და მრავალი იტალიური ლექსიც ვიცოდე ზეპირად. არც ის
დაუმალავს მამა ჯიოვანის, რომ მე თვითონაც ვწერ თურმე ლექსებს, მაგრამ არ
ვამხელ. ამიხირდნენ მეინახეები.

ახლა მუსიკოსებიც ჩაერივნენ საქმეში. დაჟინებით მთხოვენ იტალიური ლექსი


წარვსთქვა. კახპებმა და გოგო-ბიჭებმა ჭიქები ააწკრიალეს. ეს უშველებელი აურ-
ზაური რომ დამერჩქალებინა, გამბედაობა მოვიკრიბე და დავიწყე:
„(ბააია ზასა:ა ათОაა»!!ა ა(ა(ა, ამაოა...“

მეხსიერებამ მიღალატა. დუქანში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გოჯა მეციმბალე


წამოვარდა. – «სტუმარს ზარხოში აკლია» დაიყვირა. ფრანჩესკომ უშველებელი კამი
გაავსო. თვითონ დალია, ისევ გაავსო და ხელში მომცა.

დავცალე თასი და ძათიოს გადავულოცე. ღვინო თავში ამივარდა. ახლა


შეუჭირვებლად წამოვდექი, შეუცდომლად წავრთქვი მიქელ ანჯელოს «ვიქტორია
კოლონნას სიკვდილი». ახმაურდა ჩემი აუდიტორია. «ბრავისსიმო»-ს იძახიან. კიდევ
ერთი სონეტი:

«როაიძა აახი Оიი Оაარ...


(მიყვარს და ნეტავ არ ვშობილიყავ).

გლეხები, მუსიკოსები და კახპები ტაშს მიკრავენ, ხმამაღლა მაქებენ, რომ მე


«გერმანელ მელექსეს» მათი ენა ასე მყვარებია. მე. ქართული თამადობა დავიწყე.
ხალხი გაოცებული მიცქერის.
გლეხები თავს არ იზოგავენ. ზედიზედ სცლიან ირგვლივ მავალ რვალის ჯამს.
ძლიერ გავთამამდი (იტალიური გრამატიკის ცოდვა!). ძლიერ პათეთიური სიტყვით
მიჰვმართე იტალიელებს. ვამბობდი:

«მე იმდენი სინათლე მიმიღია იტალიის დიდი პოეტების, ფილოსოფოსების და


ბერების ხელიდან, რა საშველი მაქვს იტალია რომ არ მიყვარდეს-მეთქი. ამჟამად
იმისთვის ვარ მოსული, რამოდენიმე იტალიური ლექსი ზეპირად ვისწავლო და
იტალიის ცხუნვარე მბით გავითბო გული.

...არ იქხა და არ დამშვიდდა ქვეყანა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სამხრეთსა და


ჩრდილოეთს შორის ჯერაც ბრძოლა არ დასრულებულა. არსებითად სამხრეთია
ადამიანური კულტურის შემქმნელი, მაგრამ ჩრდილოეთს ცივილიზაციის შოლტი
აქვს ხელში.

მონამ ხელიდან უნდა გამოჰგლიჯოს თავის ბატონს შოლტი. რადგან მონობა


სირცხვილია ადამიანისათვის. ყოველა ადამიანი ისე თავისუფალი უნდა იყოს,
როგორც თვით ღმერთი. ხვალ რომ იტალიას ისევ დასჭირდეს გარიბალდი, მე
ვიქნგბოდი მისი ერთგული მეჯინგორე. გაუმარჯოს იტალიას».

ასე დავასრულე ჩემი პათეთიური სიტყვა. ამ სიტყვამ დიდი მითქმამოთქმა


გამოიწვია. წარამარა ისმოდა «ტედესკო, ტედესკო». მომწყინდა სიტყვები (როგორც
ყოველთვის, სიმთვრალეში, ახლაც ცხენზე ჯდომა მომენატრა). ფრანჩესკოს
გამოვკითხე დუქნის წინ ღაბმული ცხენის ამბავი. გამოირკვა: ფრანჩესკოს ომში
ავსტრიელი ოფიცერი მოუკლავს. ეს ცხენი წაურთმევია.

«მე საიმისოდ არა მცალია, ცხენი მთლად გაურავდა. ამ სოფელში ვერავინ ბედავს
მასზე შეგდომას მას შემდეგ, რაც ჩემი სიძე ჩამოაგდო და მოჰკლა. ვეღარც გაყიდვა
მომიხერხებია». სჩივის ფრანჩესკო.

თავი გაბოვიდე, მე შევჯდები მეთქი. კაფეში დიდი აურზაური ატყდა. ფრანჩესკოს


და მათიოს ვერ წარმოედგინათ ჩემისთანა „ნასწავლი“ კაცი როგორ შეჯდებოდა ამ
ურა კვიცზე.

დავიტრაბახე: ამ ცხენს გავაჭენებ, ვეცხლის ლირას გადავაგდებ და ავიღებ მეთქი. სამ


ლიტრა ღვინოზე დავენეძლავე ფრანჩესკოს. მთელი ხალხი დუქნის წინ გამოეფინა.

ცხენმა იუარა. ყურები დაწურა. ყალხზე შედგომა დააპირა. მოვახტი, მაგრად


გადავუჭირე მათრახი, ცხენმა იგრძნო მაგარი ხელი, ალბანოს მტვერიან შოსეზე
გაჭენდა. ორბოძალ გზაზე ავტომობილი შემეფეთა. ყურები დასცქვიტა, ყალხზე
შესდგა ხრამისკენ გაიწია.

მარცხენა სადავით მოვუგრიხე კისერი, კიდევ გადავუჭირე მათრახი და გავმართე


თარჩია ალბანოს თემშარაზე, ბოლოს იმავე დუქნის წინ ქვიშაში ჩარჭობილ
ბოძალივით, გავაჩერე გაჭენებული.
ფრანჩესკომ ვეცხლის ლირა მომაწოდა, ისევ გავაჭენე, ლირა გადავაგდე,
შემოვტრიალდი და ჩამოვუქროლე, გადავწვდი, მაგრამ ამერიკული ფეხსაცმელები
კინაღამ გამომისხლტდა ავჟანდიდან და ლამის იყო არ გადმოვვარდი. ლირა ვეღარ
ავიღე, შევრცხვი ჩემი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. ევროპაში ცხენზე
ჯდომაც დამვიწყებია (აფსუს ტაია შელიას შეგირდო!). რათაც არ უნდა დამჯდომოდა
ჩემი სირცხვილი უნდა გამომეყიდნა (ჩემი მოუხეშაობა ამერიკულ ფეხსაცმელებს
გადავაბრალე). დუქნის გვერდით ათიოდე მეტრის სიმაღლე კოშკისმაგვარი ხის
როტონდო იდგა.

ბურღისებური, ფიჭვის კიბე უვლიდა გარს. ფრანჩესკოს კიდევ დავენეძლავე


რიხიანაღ: ამ როტონდრზე ავიყვან მეთქი ცხენს. კიდევ დავტუქსე ცხენი. ისევ
გავმართე ოარჩია ალბანოს თემშარაზე. აქლოშინებული, გაღვარული ცხენი
როტონდოს კიბეზე შევაგდე.

ერთ-ორჯერ იუარა, ყალხზე შესდგა, შემომაბრუნა. მაგრამ გაღავუჭირე ისევ მათრახი,


ტაია შელიასავით შევძახე: «ჰაიტ».

ცხენმა ყურები წაიწვეტა, და მიჰყვა საფეხურებს. აჭრიალდნენ, აწრიპინდნენ,


ატორტმანდნენ როტონდოს ფიჭვის საფეხურები. რაც უფრო მაღლა – მით უფრო
ძლიერი ჭრიალი... აქშინებულ ცხენს იფნის ფოთოლივით უცახცახებს მთელი
სხეული. ორმოცი საფეხური დავითვალე. ძლიერ შექანდა როტონდო. ავედით სულ
მაღლა, შემოვუარე მოტაბაკებულზე გაწყობილ სუფრას და ისევ ჩამოყვა ცხენი
როტონდოს კიბეს. ფრანჩესკოს ბლიტრა კიანტი მოვუგე. ახალი სუფრა გავაშლევინე.
ისევ გავმართე სადღეგრძელოები, მაგრამ ერთმა პატარა სკანდალმა შეგვიშალა ხელი:
თეთრებიანი ქალი კუთხეში მიემწყვდია შავქუდიან გლეხს. საცოდავი გოგონა ისე
კუთავდა მის ტლანქ მკლავებს ქგეშ, როგორც თეთრი ონაგა მოუხეშავ ძერას ჭანგებში.
თეთრებიანს გოჯა მეციმბალე გამოესარჩლა, იძვრეს იტალიელებმა ჩექბის ყელიდან
დანები. დუქანში ჩხუბი და ყვირილი ატყდა. მე ვიდროვე და უკანა კარებიდან
გავეპარე ფრანჩესკოს....

იმ დღეს სოფლის პატარა სამლოცველო ძლივს იტევდა ხალხს. ძლიერ მომწონს მამა
ჯიოვანის ტკბილი წირვა, ორღელის ექსტატიური ღიღინი. მლოცველების
ქორალური გალობა. ალოეს და მურის სურნელება. ნაწირვევს მამა ჯიოვანიმ
სადილად მიმიწვია.

ერთი ბოთლი კიანტი დავლიეთ. უბრალო, ღარიბული პურობა გაიმართა.


ნასადილევს ბიბლიოთეკაში გადავედით. მასპინძელს ერთი ბოთლი ძველი
ტოკაიურიც აღმოაჩნდა.

ვზივართ ძველ წიგნებსა და ფოლიანტებს შორის. ნეტარ ავგუსტინესა და ფრანჩესკო


ასიზელის გამო ვბაასობთ, წითელ ტოკაიტრს შევექცევით.

მამა ჯიოვანის ვერ გაუგია, თუ მე მართლა ან ლუტერანი გერმანელი ვარ, ან


ებრაელი, კაპელლაში რატომ დავდივარ ასე ხშირად, ან ქრისტეანული მისტიკა რად
მაინტერესებს.
«ყოველ შემთხვევაში, მეუბნება მამა ჯიოვანი, ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილოთ.
უკანასკნელ დროს ვიღაც არამზადებმა ძლიერ ცუდი ხმები დაჰყარეს თქვენს გამო.
ახლა ხომ იცით, მთელს იტალიაში ფაშისტების საიდუმლო პოლიციის ქსელია
გაბმული. ერთნი ამბობენ, თითქოს თქვენ გერმანიის სამხედრო აგენტი იყოთ, სხვანი
ამტკიცებენ _ რუს კომუნისტების მიერ ანტირელიგიურ პროპაგანდისთვის
წარმოგზავნილიაო.

მისაყვედურეს კიდეც, ასეთ საეჭვო კაცთან მისვლა-მოსვლა რათა გაქვსო? თუმცა მე


ყველას ვარწმუნებ, რომ თქვენ ძლიერ სათნო და უვნებელი კაცი ხართ, ალბანოში
თქვენ ღვთისმოსავ მეუღლესთან ერთად დასასვენებლადა ხართ ჩამოსული,
იტალიურ პოეზიას სწავლობთ, ოვიდის და ფრანჩესკო ასიზელს სთარგმნით ღა სხვა
არაფერი».

მე გამოვუტყდი მამა ჯიოვანის, ჩემი ნამდვილი ვინაობა გავუმხილე. ვარწმუნებდი:


მე ქართველი ვარ და არც გერმანიის, არც სხვა ქვეყნის ბრმა იარაღი არასოდეს
გავხდები-მეთქი. როცა წმ. კონსტანტინეს შანა ვაჩვენე, მისი ნდობა უფრო
განმტკიცდა. მამა ჯიოვანიმ ჭიქა გამივსო. ძლიერ გახარებულია, რომ მე «ძველთა
ძველი ქრისტეანი» ვყოფილვარ.

«ჩვენ თქვენსავით არ გაგვიგია ქრისტეანობა, მამაო ჯიოვანი – ჩვენთვის ქრისტეანობა


უფრო პოლიტიკური თავდაცვის იარაღი იყო. ისე ქართული ბუნება დღესაც
სანახევროდ წარმართულია».

კიდევ ერთი ბოთლი ტოკაიური შემოიტანა მამა ჯიოვანიმ. ლოყები ძოწისფრად


აუწითლდა მოხუცებულს. მე ეს მახარებს და ექსპრომტად ვეუბნები ერთ კუპლეტს
ფრანჩესკო ასიზელის «ფიორეტიდან». მამა ჯიოვანი იცინის (მისი თაფლისფერი
თვალები ღვინოში მოკიაფე ქარვას მომაგონებენ). გამოთხოვებისას განმეორებით
ვთხოვე მამა ჯიოვანის ჩემი ნაამბობი აღსარებად ჩაეთვალა.

«რა ბრძანებაა», მეუბნება მამა ჯიოვანი. მაგრად, მაგრად მართმევს ხელს.

მამა ჯიოვანის გაფრთხილებამ მომეტებულად დამაფიქრა. ტბის ნაპირს მივაშურე.


წვიმა წამოვიდა. ნაცრისფერი სევადი გადაჰკვრია ტბას. წვიმის წვეთები ისე ცეკვავენ
წყლის ზედაპირზე, როგორც ფრთაფარფატა ბეღურები მოწმენდილ კალოზე. შინ რომ
დავბრუნდი, სასადილო ოთახში ჯენეტი იტალიურ არიას უკრავდა. სინიორინა
ბიანკა ნოტებს ათვალიერებდა.

ჩემს დანახვაზე ჯენეტი ადგა, როიალის თაროდან ლარნაკი ჩამოიღო, მიჩვენებს


წითელ მიხაკებს:

«სინიორინა ბიანკამ მომიტანა», ამბობს. სახე უბრწყინავს. სტუმარი გაწითლდა.


ბიანკას მივჰმართე:

«არ ვიცი სწორედ, სინიორინა ბიანკა, თქვენ უჩემოდ როგორ ახერხებთ საუბარს. აკი
თქვენ ფრანგული არ იცით, ჩემმა დონამ არც იტალიური, არც ინგლისური?».
«ადამიანებს სიტყვა არც ისე სჭირიათ, სინიორე, მით უმეტესს თქვენს მეუღლეს... მას
ისეთი სათუთი სული აქვს, იგი უსიტყვოდაც ბევრს ეუბნკბა ჩემს გულს» (მიხარია,
რომ გარეშენი ჩემს «მეუღლეს» ეძახიან ჯენეტს).

დიასახლისმა ღვინო და ხილი მოგვიტანა. სინიორინა ბიანკა თავის პატრონესსას


შესახებ გვიამბობს. თურმე ბარონესსას ძლიერ აინტერესებს იტალიური მისტიკა.
ხშირად აკითხვებს ბიანკას ფრანჩესკო ასიზელის ნაწერებს. მე შევსცქერი ბიანკას,
თითქოს პირველად ვხედავდე ამ ქალს. ქერა, ჩალისფერი თმა ილეკროს ტალღებად
ჩამოსწოლია ნათელ შუბლზე. ფართე, წყლიანი, ლურგი თვალები. სიასამურივით
თეთრი ხორცი.

«იტალიაში მე ?ერ არ მინახავს თქვენსავით ქერა». ვვუბნვბი ბიანკას.

«რატომ, უმბრიაში ბევრია»...

ალბათ ფრიდრიჰ ბარბაროსსას ან ოტტო პირველის დროს რომელიმე გერმანელმა


ბარონმა ან ლანდსკნეხტმა შეაცდინა შავთვალა იტალიელი ქალი და მოდის
საუკუნოების ულევ მანძილზე ლურჯი თვალების ელვარება და ოქროვანი თმა
იზრდება რძისფერ სხეულზე.

ქალი ხომ სისხლის მოღალატეა! ვფიქრობ და ვაწვდი ბიანკას გაფცქვნილ ნარინჯს.

შევჰყურებ მის ნათელსა და სათნო სახეს, ცალი თვალით ბნელ საუკუნოებისკენ


ვიხედები.

ბიანკამ მარტო დაგვტოვა, ჯენეტი როიალს მიუჯდა. მელოდიის ტექსტს თვალი


გადავავლე:

სიკვდილზე ფიქრის სიხარულო და სიტკბოებავ.


ანაზდეულო სიკვდილზე ფიქრო.

You might also like