You are on page 1of 9

გიორგი თათარაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის
მეორე კურსის სტუდენტი

ქალი სუპერგმირები ამერიკულ კომიქსებში

ნაშრომის მთავარ საკითხს წარმოადგენს, რომ ამერიკული კომიქსების წიგნების ყველაზე


თვალსაჩინო და გამორჩეულ ქალ სუპერგმირებს სულ სხვა თვალით შევხედოთ და მხოლოდ
ეკრანზე სპეცეფექტებით გაჯერებული ზღაპრული სანახაობით არ შემოვიფარგლოთ, ამიტომ
შევეცდები წინა პლანზე წამოვწიო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ფემინიზმთან
კავშირშია და აშკარად ქალის სტატუსის ზრდისკენაა მიმართული. ასევე მსურს დავამატო, რომ
ამერიკული კომიქსები ბოლო წლებში, აკადემიური დისციპლინა ხდება, რომელიც
ლიტერატურის დარგთან ახლოს დგება და ეს ტენდენცია ნამდვილად შესამჩნევია, თუნდაც
ვახსენოთ ის ფაქტი, რომ ამერიკული კომიქსების კრიტიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის
მოწვეული პროფესორი და ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის(Northeastern University)
მეცნიერი, ჰილარი ჩუთი კომიქსებს როგორც, აკადემიურ დისციპლინას შეისწავლის.
შესაბამისად კომიქსები, მხოლოდ თხელყდიანი გასართობი ბუკლეტების და ტელეეკრანების
სამიზნე არ არის, ეს საკითხი აკადემიურ სივრცეშიც ბოლო დროს უფრო და უფრო აქტიურად
შეისწავლება.
ნაშრომში განვიხილავ სამ მთავარ ქალ სუპერგმირს, რომელთნაც ყველაზე კარგად ჩანს
პირველობისკენ სწრაფვა, სიძლიერე და დომინანტობა, თუნდაც სახინააღმდეგო სქესის
სუპერგმირებზე.
პირველი სუპერგმირი, რომლის განხილვითაც მსურს დავიწყო საუბარი არის, ქალი
საოცრება(Wonder Woman). როგორც DC კომიქსების დიდი სამეული(Big Three), ისევე ქალი
საოცრება, ერთერთი ყველაზე, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ქალი
სუპერგმირია, არა მხოლოდ DC - სთვის, არამედ მარველისთვისაც, რომელთა შორის წლების
განმავლობაში კეთილსინდისიერი დუელი მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. 1941
წლიდან, როდესაც პირველად შეიქმნა სუპერგმირი ქალი საოცრება, მას შემდეგ დღემდე არ
შეწყვეტილა გამოცემა, ეს იმითაცაა განპირობებული, რომ აღნიშნული ქალი სუპერგმირი
მთავარი პროტაგონისტია ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1941 წლიდან 1947 წლამდე ქალი
საოცრების კომიქსების შექმნაზე ზრუნავდა უილიამ მოლტონ მორტსონი, რომლის მთავარი იდეა
და მიზანი იყო რომ შეექმნა ისეთივე ძლევამოსილი სუპერგმრი როგორიც მსოფლიო აქამდე უკვე

1
ყავდა, საუბარია სუპერმენზე, თუმცა ერთი განსხვავებით პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ქალი,
მთელი თავისი მომხიბვლელობით, სილამაზითა და ეშხით.(1. The Strange Story of Wonder
Woman’s Creator William Moulton Marston: Polyamorous Feminist, Psychologist & Inventor of the Lie
Detector. july 24th 2017) და თუ გავითვალისწინებთ ქალი საოცრების ფიზიკურ მონაცემებსა და
ამასთან ერთად სილამაზეს, აშკარაა რომ ქალი საოცრება არ შეიქმნა იმისთვის, რომ მხოლოდ
თავისი სქესის წარმომადგენლებს შორის სუპერქალი ყოფილიყო, არამედ მიზანი უფრო
შორსმჭვრეტელი იყო და საწინააღმდეგო სქესის სუპერგმირების ძალთა თანაზიარი უნდა
გამხდარიყო. თუ გავითვალისწინებთ იმ ათწლეულებს, როდესაც ვილიამ მორტსონმა ეს იდეა
დაისახა მიზნად, რთული წარმოსადენია რამდენად ექნებოდა ამ იდეას გასაქანი, გამომდინარე
იქიდან, რომ ფემინიზმის მეორე ტალღის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდ დრო იყო გასავლელი.
თუმცა, როგორც დროებამ გვაჩვენა მიზანი ნაწილობრივ მაინც ანხორციელდა და სულ ახლახანს
2000 - იანი წლების მეორე ათწლეულში ქალი სუპერგმირები გამალებით იბრძვიან აღიარებისკენ
და სრული თანასწორობისკენ რაც როგორც DC - ს ასევე Marvel - ის კომიქსების მიხედვით
გადაღებულ ფილმებში კარად ჩანს. თუნდაც იმ მაგალითის მოყვანა რად ღირს, რომ 2017 წელს
გამოშვებულ DC- ს კომიქსებზე დაფუძნებულ ფილმში “სამართლიანობის ლიგა”(Justice League),
ქალი საოცრება, რომელიც მონაცემებით მართლაც თითქმის სუპერმენივით ძლიერია, თავს
ესხმის სუპერმენს და ძლიერ ურტყამს თავში, რაც დამეთანხმებით აქამდე ასეთ სცენას
კომიქსებში ადგილი არ ჰქონია, დიახ ყოფილა კამათი, თუმცა ბრძოლა ქალ და მამაკაც
სუპერგმირს შორის და მითუმეტეს ქალის მიერ მამაკაცი სუპერგმირის, თან სუპერმენის
დაჩაგვრას ადგილი არ ჰქონია. თუ სიუჟეტს გავაგრძელებთ, შემდგომ მომენტში კარად ჩანს, რომ
სუპერმენი ორმაგად უპასუხებს ქალ საოცრებას, მაგრამ ეს უკვე სხვა განხილვის თემაა.2(Justice
League 2017)
თუ გადავხედავთ, ქალი საოცრების კომიქსების განვითარების ტენდენციას, ფემინიზმთან
კავშირებსაც ვიპოვით, პირველი ალბათ უნდა დავიწყოთ, კომიქსების ოქროს ხანიდან რომელმაც
50-იან წლებამდე გასტანა. ამ პერიოდში აღნიშნული სუპერგმირი გამოირჩეოდა შედარებით
ძლიერი მასკულინური აგებულებით, თუ არ ჩავთვლით პირველ წლებს, როდესაც ქალი
საოცრება შეიქმნა მისი ავტორის უილიამ ვოლტსონის მიერ, რომლის მიზანიც ძლიერი თუმცა
არა მასკულინური აგებულების სუპერგმირის შექმნა სურდა. თუმცა ქალ და მამაკაც
სუპერგმირებს შორის ჯერ არ შეიმჩნეოდა ისეთი შტრიხები, რომელიც გვაფიქრებინებდა
თანასწორობაზე. ამერიკული კომიქსების ვერცხლის ხანაში, რომელმაც თავის განვითარების პიკს
70- წლებში მიაღწია, სიტუაცია შეიცვალა, გამოჩნდა ისეთი კომიქსები ქალი საოცრების
მონაწილეობთ, რომელიც ცდილობდა იმდროინდელი ქალის სტატუსუს გამყარებას და იმ
„ჯაჭვების დამსხვრევას“ რომლითაც ქალი იყო შებორკილი წლების განმავლობაში, ამ პროცესის

2
არა ერთი სურათი არსებობს. ასეთი პროგრესი ქალის სტატუსის, ამაღლებასთან დაკავშირებით
კომიქსებში(რომელიც ოქროს ხანიდან ვერცხლის ხანამდე განიცადა ქალის სტატუსმა) არაა
გასაკვირი, იმით იყო გამოწვეული, რომ ფემინიზმის მეორე ტალღა რომელიც ფაქტობრივად
1960-იან წლებში დაიწყო და 70-იანებში უფრო განვითარდა, თითქმის ყველა სფეროს შეეხო და
კომიქსებიც არ იყო გამონაკლისი, კიდევ უფრო მეტიც კომიქსებმა წინ გაუსწრო მოვლენებს.
ახალი დროის კომიქსებში კი ქალი საოცრება, როგორც სიძლიერით ასევე ქალის სხეულის
ლამაზი აგებულებით და ფორმებით გამოირჩევა, სადაც მთავარი არაა ძლიერი მასკულინური
აგებულება იმისათვის, რომ ძლიერი იყო და დაფასებული, არამედ სიძლიერე იმაშია რომ ქალი
ხარ, ყოველ შემთხვევაში ტენდენცია ასეთია, რაც დამეთანხმებით ჯანსაღი ფემინიზმის ერთ-
ერთი მთვარი საკითხია.(3. Publication history of Wonder Woman) ასევე გასათვალისწინებელია
დიანა პრინსის მონოლოგი ერთ-ერთ კომიქსში სადაც ის მთლიანად ამჟღავნებს ფემინისტი
ქალის ბუნებას, კერძოდ დიანა(ქალი საოცრების სახელი) ამბობს, რომ ისეთი განათლებული
ქალი როგორიცაა ეტა კენდი(კომიქსების ერთერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი) რატომ
მუშაობს კაცისთვის.4.( Wonder Woman’ is a beautiful reminder of what feminism has to offer women
— and men. By Alyssa Rosenberg, June 5, 2017)
როდესაც ქალ საოცრებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ვახსენოთ თუ საიდანაა წარმოშობით
მისი პერსონაჟი, ანუ ორიგინალური კომიქსების შემქმნელმა უილიამ მერსტონმა რატომ, შექმნა
სამოთხის კუნძული(Paradise Island) და მაინცდამაინც ქალებით რატომ არის დასახლებული ეს
კუნძული, საიდანაცაა სწორედ ქალი საოცრება. პასუხი მარტივია: აღნიშნული სუპერგმირი
შექმნის იდეა დაიბადა სუფრაჟისტული მოძრაობის დროს, როდესაც უილიამ მერსტონი
აქტიურად იყო ჩაბმული ქალთ სუფრაჟისტულ მოძრაობაში და ამავდროულად ჰარვარდის
უნივერსიტეტში სწავლობდა.5(8 Secret Calls to Feminism Hidden in Wonder Woman's Costume.
Cynthia Griffith) სწორედ ამიტომ უილიამის მთავარი ამოცანა იყო შეექმნა დამოუკიდებელი
ქალი, რომელიც „მამაკაცთა სამყაროს“ შვილი კია რ იქნებოდა არამედ, ცალკე მდგომი. სამოთხის
კუნძულზე წარმოდგენა , რომ შეგვექმნას ვიტყვი, რომ ეს კუნძული მთლიანად ქალებითაა
დასახლებული და ქალთა მიერაა მართული, მათივე შექმნილი კანონებით, მამაკაცის ხსენებაც
არაა. თუმცა მას შემდეგ რაც „ბოროტი მამაკაცები“ ამ კუნძულის შესახებ შეიტყობენ სიტუაცია
ირევა და მთავარი დამნაშავეები მამაკაცები არიან. ამ ასპექტების გათვალისწინებით მარტივად
შეიძლება ვთქვათ, რომ უილიამის პირველადი განზრახვა სწორედ ფემინისტი ქალის შექმნა იყო,
რაც გამოუვიდა კიდეც, ხოლო დღევანდელი ქალი საოცრება რომ ენახა მის პირველ-ავტორს
ალბათ თავის მთავარ მიზანს დაინახავდა, სუპერგმირს, ამასთანავე ქალს მთელი თავისი
მშვენიერებით.

3
ქალ საოცრებაზე კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება თუმცა ახლა მსურს მეორე
„ფემინისტ“ სუპერ გმირზე გვამახვილო ყურადღება, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და
ბევრი პარალელის გავლება შეიძლება ფემინიზმის კუთხით. მეორე სუპერგმირია შავი
ქვრივი(Black Widow) რომელიც ამჯერად მარველის კომიქსებს წარმოადგენს. შავი ქვრივი
თითქმის ყველაფრით განსხვავდება ქალი საოცრებისგან გარდა იმისა, რომ ორივე ქალია.
დავიწყოთ იქიდან, რომ შავი ქვრივი არ გამოირჩევა ისეთი არაბუნებრივი ძალებით, როგორიც
მაგალითად ქალ საოცრებას ან She Hulk- ს აქვს. შავი ქვრივი მოკვდავია, მაგრამ
გათვალისწინებით იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი მოკვდავია, შავი ქვრივი უფრო კარგად
უმკლავდება გამოწვევებს(„ნუ ეს გასაკვირიც არ არის ის ხომ ქალია“ Avengers:Age of Ultrons –
Tony Stark - quote). პირველად შავი ქვრივი კომიქსების წიგნში გამოჩნდა 1964 წელს, იმ დროს
როცა ფემინიზმის მეორე ტალღა უკვე დაწყებული იყო. აღსანიშნავია, რომ შავი ქვრივი
თავდაპირველად, როგორც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ისეა წარმოჩენილი, და 1990 -იან
წლებამდე ასეთი მეორეხარიხოვანი როლით კმაყოფილდებოდა. ხოლო 90-იანი წლებიდან უკვე
აღნიშნული სუპერგმირის როლი საგრძნობლად იზრდება და მისი დაწინაურების და წინა
პლანზე წამოწევის ტენდენციაც ჩნდება, არ უნდა დაგვავიწყდე ასევე თუ ამ წლებში შტატებში რა
ვითარება იყო ფემინიზმთან დაკავშირებით(რეიგანის 80-იანი წლების ანტიქალურმა პოლიტიკამ
კიდევ უფრო გააძლიერა ფემინიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკურეაქცია გამოიწვია,
სწორედ ამ პროცესებს ემთხვევა შავი ქვრივის როლის ზრდაც და პოპულარიზაციაც, ზოგიერთი
ავტორი სწორედ ასეთ ფაქტორებს მიუთითებს როდესაც ამ საკითხზე მსჯელობს6.(The strong
feminism behind Black Widow, and why the critiques don’t stand up, By Alyssa Rosenberg May 5, 2015)
შავი ქვრივის როლის ზრდა, როგორც ქალი სუპერგმირის იმითაც იყო განპირობებული,
რომ მარველის კომიქსებში ქალი სუპერგმირების არც თუ ისე დიდი რაოდენობა არსებობდა, თუ
არ ჩავთვლით She-Hulk -ს რომელიც არაბუნებრივი ძალებით დაჯილდოებული სუპერგმირია.
1980-90 -იან წლებში არსებობდა იდეა მარველის კომიქსების მწერალთა ჯგუფში, თუ როგორი
სტრატეგია აერჩიათ, გაეგრძელებინათ შავი ქვრივის ისტორია და მართლაც სუპერგმირად
ექციათ თუ პირიქით სულ სხვა სუპერგმირი შეექმნათ, თუმცა პირველმა იდეამ იმარჯვა7.(
https://www.marvel.com/) რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ მარველის გუნდმა გაითვალისწინა
ის გარემოება, როდესაც შეიქმნა შავი ქვრივის პერსონაჟი, კერძოდ 1960-იანი წლები, რაც
ნაწილობრივ სწორედ ქალის სტატუსის ზრდას ეხმაურებოდა. წლების შემდეგ, უკვე 2000-იანი
წლების მეორე ათწლეულში, გამოჩნდა რომ სტრატეგიამ გაამართლა, რადგან აღნიშნული
პერსონაჟი ახლა უკვე გამოხატავს, ლამაზ, ძლიერ, ჭკვიან ქალს, რომელიც მამაკაც
სუპერგმირებთან ხშრად, როგორც ძალისმიერ, ისე ვერბალურ კონფლიქტში შედის და არაფერს
უთმობს. თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, რომ ნატაშა რომანოვი(შავი ქვრივის სამოქალაქო

4
პირის სახელი) ბოლო წლებში გამოშვებულ მარველის კომიქსების საფუძველზე გადაღებულ
ფილმში „Avengers” თვით ჰალკს, დიად მწვანე უკვდავ კაცს, მოკვდავი ხელებით ებრძვის.
აქვე ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ მთავარ ფაქტზე, რომელიც შავი ქვრივის
სამოქალაქო სახელს და გვარს უკავშირდება. მარველის კომიქსებში ნატაშას გვარი წერია როგორც
რომანოვ და არა რომანოვა, რაც მეტად საყურადღებოა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ
რომანოვა ქალის მიმართ ითქმის , რომანოვ კი კაცის, ნატაშა კი რომანოვია და არა
რომანოვა.8(FantasticFeminism:FemaleCharactersinSuperheroComicBooks ByIngridMarieFretheim 3.3)
ასევე ნატაშა არ არის გათხოვილი ან გამოთხოვილი, რაც იმ არგუმენტს ამტკიცებს, რომ მისი
გვარი მეუღლისგან ვერ იქნებოდა აღებული, ასევე ნატაშა არის ძალიან ძლიერი,
დამოუკიდებელი ქალი, რომელიც გამუდმებით იმისკენ მიუთითებს მის გარშემო მყოფ მოკვდავ
საზოგადოებას, მოკვდავ სუპერგმირებს, თუ უკვდავებს, რომ მას შეუძლია თავისი თავის
მიხედვა ყველაზე უკეთ და ასევე მსოფლიოს გადარჩენაც. აღსანიშნაია ისიც, რომ ნატაშა
„შურისმაძიებლებში“ სადაზვერცო აგენტის როლს ასრულებს(თანაც ამასთანავე, შავი ქვრივია,
სუპერგმირი), სადაზვერვო აგენტი კი როგორც ისტორიული რეალობა გადმოგვცემს ფაქტებით,
ძირითადად მამაკაცის პროფესიაა და ქალები ამ საქმეში არ აქტიურობენ(მატაჰარი ნამდვილად
გამონაკლისია), სწორედ ამ თვისებების გამო შავი ქვრივის გვარის დაბოლოება იმის
სიმბოლიზაციას ახდენს, რომ იგი თავისუფალი ძლიერი და დამოუკიდებელია ჯერ კიდევ
„მამაკაცთა ქვეყანაში“9(Ibid 3.3).
შავი ქვრივი, ასევე ასოციაიცას იწვევს ადამიან ობობასთან, რომელიც მარველის კომიქსების
ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული სუპერგმირია, ვიტყოდი ყველაზე პოპულარული
სუპერგმირი, რომ არა ადამიანი ობობას ბოლო ფილმები სახელად („Homecoming”). კრიტიკოსები
თვლიან, რომ შავი ქვრივი ზუსტად ადამიანი ობობას ვერსიაა, ოღონდ ერთი განსხვავებით ამ
შემთხვევაში სუპერგმირი ქალია.10(Ibid 3.3) ასევე სახელი შავი ქვრივი, ობობას უკავშირდება,
რომელიც მომაკვდინებელი ობობაა, ეს ზედმეტსახელი შემთხვევით არ არის შერჩეული,როგორც
შავი ქვრივია ლეტალური ასევე, ნატაშა რომანოვიც სწორედ თავისი ლეტალურობით გამოირჩევა,
თუ უფრო ღრმა ანალიზს გავაკეთებთ, იქამდეც მივალთ, რომ ობობის ეს სახეობა მამრზე ბევრად
დიდი და ძლიერია და ხშირ შემთხვევაში განაყოფიერების შემდეგ მამრს კლავს და ჭამს. ამიტომ
ყოველივე ამ ასოციაციაზე, სიმბოლიზმზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატაშა
რომანოვი, ქალი სუპერგმირი, ქალის სიძლიერეს, დამოუკიდებლობას და ძლევამოსილებას
განასახიერებს. სწორედ ამიტომაა, რომ ნატაშა საზოგადოებაში, მარველის ფილმების მიხედბით
ძალიან თავისუფლად იქცევა და მამაკაცზე დომინანტობს, თითქმის ყველა სცენაში, თუ არ
ჩავთვლით ჰალკს, მაგრამ ამასაც მოევლება, რადგან შემდგომი ჩვენი სუპერგმირი, რომელიც
უნდა განვიხილოთ არის She-Hulk, რომელიც სწორედ ჰალკის საპირწონედაა შექმნილი, ხოლო

5
ნატაშასნაირი სუპერგმირები და მისნაირი მოკვდავები ისევ მოკვდავი სუპერგმირების პირისპირ
დავტოვოთ.
მესამე გამორჩეული ქალი სუპერგმირია, She-Hulk, რომელიც 1980-იან წლებში გამოჩნდა
პირველად მარველის კომიქსების წიგნში, მისი შემქმნელიც სტელ ლია, რომელმაც 1960-იან
წლებში შექმნა ორიგინალური ჰალკი, რომელიც ქალი ჰალკისგან განსხვავებით დღესაც ძალიან
პოპულარულია. ჩემი პირადი მოსაზრებით და არა მარტო ჩემი, ქალი ჰალკი, ქალის ძალის
უკიდურესი გამოვლინებაა და პირიქით ფემინიზმის უარყოფით ასპექტებს ამახვილებს, კერძოდ
ის, რომ ქალი უნდა იყოს მამაკაცივით ღონიერი, ძლიერი აგებულების. ქალი ჰალკი სწორედ ასეთ
ასპექტებს უსვამს ხაზს და თითქოს რეალობიდან გარბის. კერძოდ იმის მცდელობა, რომ
ორიგინალური ჰალკის მაგალითზე ქალის სუპერგმირი შეექმნათ უკვე მცდარი გადაწყვეტილება
იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ მისი პოპულარობა დღესაც ძალიან დაბალია.
ასევე სრულიად განსხვავებულია, აღნიშნული სუპერგმირის იდენტურობა საზოგადოებაში,
როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი სახელად, ჯენიფერ უოლტერსი და ქალი ჰალკი,
როგორც მწვანე ძლიერი არსება, ძლიერი მასკულინური აგებულებით, სრულიად განსხვავებული
პიროვნებებია. ჯენიფერი თუ არის პუნქტუალური, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ქალური,
ლამაზად ჩაცმული პიროვნება, ქალი ჰალკი პირიქით სრულიად საპირისპიროს წარმოადგენს,
არც ესთეტიკური კუთხით გამოირჩევა და არც სულიერი, მისი ბუნება არეული და
არასტაბილურია და ათლეტური სხეული კი, ზედ შემოხეულ სმოსშია გამოწყობილი. თუმცა ისიც
უნდა აღინიშნოს, რომ გარდასახვის შემდეგ ჯენიფერი უფრო გონიერი ხდება, ძლიერი
თავისთავად და მას ეს მოსწონს. იგი უფრო თავისუფალი და თავდაჯერებულია და პირველად
როდესაც გარდაისახება ჰალკად, ასე დარჩენას სამუდამოდ მოინდომებს, რადგან გააცნობიერებს
იმას, თუ როგორ ძლიერ ადამიანად იქცა როგორც, ფიზიკურად ასევე ემოციური
თვალსაზრისითაც.11(HULK SMASH! Stan Lee responds to She-Hulk controversy, May 23, 2014) რაც
თავისთავად არაა ჯანსაღი მიდგომა რადგან, საკუთარი ნამდვილი იდენტობიდან გაქცევა არაა
სწორი არჩევანი, ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავისგან შექმნას ის სასურველი პიროვნება,
რომელიც მას სურს. ხოლო ემოციური თვალსაზრისით სიძლიერე კიდევ ერთ საკითხს უსვამს
ხაზს, კერძოდ ის, რომ ჩვენ უკვე ვიცით, როდესაც მამაკაცისა და ქალის თვისებებზე საუბრობენ,
ხშირად ასეთი აზრია გამოთქმული, რომ ქალი ემოციურად სუსტი არსებაა. აქედან გამომდინარე
კარგად ჩანს ამ პროპაგანდის გაგრძელება, ჯენიფერი ჩვეულებრივი საზოგადოების მოკვდავი
წევრი, ემოციურად სუსტია(რომელიც საერთოდ ქალებს განასახიერებს) ხოლო, ქალი ჰალკი -
საკუთარი იდენტობისგან გაქცეული ემოციურად ძლიერი, თუმცა აქ კითხვაც ისმის, არის თუ არა
ქალი ჰალკი ჩვეულებრივი ჰალკი, პასუხი აქაც მარტივია, რა საკვირველია არა. შესაბამისად ეჭვი
მიჩნება, აღნიშნული სუპერგმირი არა თუ ქალის სტატუსის წინ წამოწევისთვის იყო შექმნილი

6
თავის დროზე არამედ პირიქით. თუნდაც ის ფაქტი ვახსენოთ, რომ ქალების უმრავლესობა, ვინც
კომიქსებითაა დაინტერესებული, ამ სუპერგმირის მიმართ სიმპათია ნაკლებად აღენიშნებათ.
დასკვნის სახით მსურს ვთქვს, რომ უკვე ნახსენები სამი მთვარი ქალი სუპერგმირი
მარველის და DC - ს კომიქსებიდან ყველაზე გამორჩეულნი არიან. ისინი გრძნობენ
პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ იმოქმედონ და გადაარჩინონ მსოფლიო. ქალი
საოცრება პირდაპირ (არა გადატანითი მნიშვნელობით) გაგზავნილია „მამაკაცთა სამყაროში“ -
რომ დაიცვას დემოკრატიის უკანასკნელი ციტადელი და თანაბარი უფლებები მოუტანოს
ქალებს, ამასთანავე ომის საშინელებებს ებრძვის. She-Hulk სრულიად შეპყრობილია თავისი
მეორე სუპერგმირის იდენტობით და ზრუნავს მათზე, რომელიც სუსტია, განსაკუთრებით
დაჩაგრულ ქალებზე, რადგან ეს ჩაგვრა თავის დროზე თვითონაც გადატანილი ჰქონდა. შავი
ქვრივი ამ ორი სუპერგმირისგან განსხვავებით, სრულიად ცალკე მდგომი სუპერგმირია,
რომელსაც, ზებუნებრივი ძალა არა გააჩნია, თუმცა თავისი ქალურობის დემონსტრაციით,
ჭკუით, ინტელექტით, ალბათ ჩემი აზრით მაინც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ფემინისტ ქალს,
რომელიც არავის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მამაკაცებზე დომინანტობს, მოხერხებულობით თუ
ჭკუით და სიამოვნებას იღებს იმ სადაზვერვო საქმით, რომელის ნაწილიც თვითონაა.

7
გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრონული რესურსები:

1. FantasticFeminism: Female Characters in Superhero Comic Books By Ingrid Marie Fretheim


2017
2. "Paradoxes and patriarchy: a legal reading of She-Hulk" by Dale Mitchell (Griffith Law Review,
2015 Vol. 24, No. 3, 446–481)
3. Marvel feminism: Real or comic fantasy? By Gena-mour Barrett 6 july 2018
4. The Strange Story of Wonder Woman’s Creator William Moulton Marston: Polyamorous
Feminist, Psychologist & Inventor of the Lie Detector July 24th, 2017
5. https://www.comics.org/issue/2268 wonder woman
6. WONDER WOMAN GOLDEN AND SILVER AGE KEY COMIC BOOK ISSUES April 6, 2017
7. 8 Secret Calls to Feminism Hidden in Wonder Woman's Costume by Cynthia Griffith
(https://www.ranker.com/list/wonder-woman-feminist-costume-symbols/cynthia-griffith)
8. The strong feminism behind Black Widow, and why the critiques don’t stand up By Alyssa
Rosenberg May 5, 2015
9. Black Widow Movie Character Breakdowns Surface As Casting Begins BY COOPER HOOD –
ON NOV 12, 2018 IN MOVIE NEWS
10. https://www.marvel.com/comics Characters
11. https://www.marvel.com/
12. She-Hulk is a feminist hero, not a male fantasy By Alyssa Rosenberg May 21, 2014
13. https://comicsverse.com/she-hulk-feminist-icon/
14. A Second Look at She-Hulk: The Female Role Model We Never Knew We Had By Peyton
Hinckle Posted: March 10, 2018
15. She-Hulk From A Feminist Perspective MAY 28, 2014 by SAMANTHA
(http://www.literallydarling.com/blog/2014/05/28/she-hulk-feminist-perspective/)
16. She-Hulk: Marvel’s Wonder Woman Posted by Rocco Thompson | Jul 27, 2017 | Big Reads,
Literature & Film.

8
9

You might also like