You are on page 1of 2

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა

მამუკა კომახია
ფინალური გამოცდის საკითხები

• ზეპირ გამოცდაზე თქვენ უნდა ისაუბროთ ლექტორის მიერ შერჩეულ 4 საკითხზე.


• თითოეული საკითხი ფასდება 10 ქულით.
• მაქსიმალური ქულა ზეპირ გამოცდაში: 40 ქულა.

საკითხები

1. ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ (ტერმინის წარმოშობის ისტორია, ტერმინები „ახლო


საზღვარგარეთი“ და „პოსტსაბჭოთა სივრცე“, ტერმინის განმარტება).

2. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ


საკითხებზე: ორგანიზაციის დაარსების მიზეზები, ძირითადი მიზნები, ვინ არიან წევრები,
საქმიანობის არეალი, რუსეთის როლი ორგანიზაციის საქმიანობაში, ძირითადი გამოწვევები).

3. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ყურადღება გაამახვილეთ


შემდეგ საკითხებზე: ორგანიზაციის დაარსების მიზეზები, ძირითადი მიზნები, ვინ არიან
წევრები, საქმიანობის არეალი, რუსეთის როლი ორგანიზაციის საქმიანობაში, ძირითადი
გამოწვევები, რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში).

4. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე:


ორგანიზაციის დაარსების მიზეზები, ძირითადი მიზნები, ვინ არიან წევრები, საქმიანობის
არეალი, რუსეთის როლი ორგანიზაციის საქმიანობაში, ძირითადი გამოწვევები).

5. შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე:


ორგანიზაციის დაარსების მიზეზები, ძირითადი მიზნები, ვინ არიან წევრები, საქმიანობის
არეალი, რუსეთის როლი ორგანიზაციის საქმიანობაში, ძირითადი გამოწვევები).

6. რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტები (რუსეთის საგარეო პოლიტიკის


პრიორიტეტები პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღწერეთ საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტები, რა
არის „რბილი ძალა“, დაასახელეთ „რბილი ძალის“ გამოყენების პრაქტიკული მაგალითები).

7. „პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო


ძალის გამოყენება (ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე: „პუტინის დოქტრინის“
ძირითადი მიმართულებები, რუსულენოვანი მოსახლეობის განსახლება პოსტსაბჭოთა
ქვეყნებში, რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობები).

8. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ენერგო პოლიტიკა (პოსტსაბჭოთა ქვეყნების ენერგო მარაგების


მიმოხილვა, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ძირითადი მილსადენების ზოგადი
მიმოხილვა, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ძირითადი მილსადენების პოლიტიკური
მნიშვნელობა, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მილსადენები, რუსეთის კონტროლისაგან
თავისუფალი მილსადენები, პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმილი მილსადენის პროექტები და
მათი პოლიტიკური მნიშვნელობა).
პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა
მამუკა კომახია
9. ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგო პოლიტიკა (ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგო
პოლიტიკა, ცენტრალურ აზიაში არსებული ძირითადი მილსადენების ზოგადი მიმოხილვა და
მათი პოლიტიკური მნიშვნელობა, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მილსადენები, რუსეთის
კონტროლისაგან თავისუფალი მილსადენები, რეგიონში დაგეგმილი მილსადენის პროექტები
და მათი პოლიტიკური მნიშვნელობა).

10. სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფნის განვითარება (სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფნის
განვითარების ისტორიული ეტაპები, „საუკუნის კონტრაქტის“ გაფორმება, სამხრეთის გაზის
დერეფნის განვითარება, სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფნის განვითარების პერსპექტივები
და გამოწვევები, რეგიონის – აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი – სატრანზიტო
მილსადენები და მათი პოლიტიკური მნიშვნელობა, რეგიონში მიმდინარე მილსადენის
პროექტები და მათი პოლიტიკური მნიშვნელობა).

11. უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1990-იან წლებიდან დღემდე (აღწერეთ ძირითადი ეტაპები და
მნიშვნელოვანი მოვლენები, ძირითადი გამოწვევები).

12. უკრაინა: რელიგია და პოლიტიკა (აღწერეთ რუსული ეკლესიისა და უკრაინაში მოქმედი


მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენა საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, ეკლესიის როლი
უკრაინული იდენტობისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში).

13. გაგაუზიის კონფლიქტი (აღწერეთ კონფლიქტური ვითარების გამომწვევი მიზეზები,


არსებული ვითარება).

14. დნესტრისპირეთის კონფლიქტი (აღწერეთ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, არსებული


ვითარება, რუსეთის როლი კონფლიქტში).

15. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი (აღწერეთ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, არსებული


ვითარება, რუსეთის როლი კონფლიქტში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები, სომხეთ-
აზერბაიჯანის „ოთხდღიანი ომი“).

16. სომხეთის საგარეო პოლიტიკა 1990-იანი წლებიდან დღემდე (აღწერეთ ძირითადი ეტაპები და
მნიშვნელოვანი მოვლენები).

17. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა 1990-იანი წლებიდან დღემდე (აღწერეთ ძირითადი


ეტაპები და მნიშვნელოვანი მოვლენები, ენერგო შემოსავლების გავლენა აზერბაიჯანის
სამხედრო შესაძლებობის ზრდაზე).

18. კლანური მმართველობა ცენტრალურ აზიაში (ისაუბრეთ ცენტრალურ აზიაში (მათ შორის,
ყაზახეთი, უზბეკეთი) საზოგადოების კლანური დანაწევრების ძირითად პრინციპებზე).

You might also like