You are on page 1of 3

იმსჯელეთ ქართველური ენების ფუნქციურ გადანაწილებასა და იდენტიფიკაციის

საკითხზე

2006-2008 წლებში ლინგვისტთა ჯგუფის მიერ (ლ. ეზუგბაია, კ. გაბუნია, ჭ.


ქირია) განხორციელებული სოციოლინგვისტური კვლევის მიხედვით, გამოიკითხა
მეგრულენოვანი და სვანურენოვანი დევნილი მოსახლეობა, ასევე სვანი ეკომიგრანტები
ქვემო ქართლში, შედარებისთვის კვლევა ჩატარდა სამეგრელოშიც.

ერთ-ერთი კითხვის ფორმულირება იყო ასეთი - `რომელ ენაზე დაიწყეთ


ლაპარაკი?~; რომელსაც მოსდევს: `რომელია თქვენთვის მეორე ენა?~, `რომელია
თქვენთვის მესამე (მეოთხე...) ენა?~... რიგობითობა უნდა მიეთითებინათ პასუხად
ჩამოთვლილი ქართველური ენებისთვის: ქართული, მეგრული/ლაზური, სვანური.

ამ ორი კითხვის ანალიზიდან გაირკვევა შემდეგი:

696 რესპონდენტიდან, რომელიც ფლობს ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენას, 328-მ


პირველ ენად მონიშნა ქართული (47,2 %); 331-მა – მეგრულ-ლაზური (47,5 %), ორივე
გაათანაბრა – 37-მა (5,3 %).

412 რესპონდენტიდან, რომელიც ფლობს სვანურ ენას, 166-მა პირველ ენად მონიშნა
ქართული (40,4 %); 212-მა – სვანური (51,4 %), ორივე გაათანაბრა – 34-მა (8,2 %).

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია ზოგადი დასკვნის გამოტანა:

გამოკითხულ რესპონდენტთა ცალსახად მიკუთვნება (მათი თვითიდენტიფიკაცია)


კონკრეტული ენისადმი არ ხდება: გამოკითხულთა თითქმის ნახევარი პირველ ენად
აღიქვამს მეგრულ-ლაზურს / სვანურს (49,4 %); რესპონდენტთა დიდი ნაწილი პირველ ენად
ე. წ. `სიმბოლურ ენას~ (`დედაენას~ - ქართულს) აღიქვამს (43,8 %); 6,8 % მკაფიო
იდენტიფაკაციას ვერ ახდენს და აფიქსირებს კლასიკური დიგლოსიის /ორენოვნება/ ფაქტს.

აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული სხვაობის არსებობა ადგილობრივ


მკვიდრთა და ადგილმონაცვლე პირთა (დევნილები აფხაზეთიდან, ეკომიგრანტები
სვანეთიდან) პასუხებს შორის: საზოგადოდ, ადგილმონაცვლე პირებს, რომელთაც
სხვაენოვან გარემოსთან მეტი კონტაქტი აქვთ, ენობრივი ინტეგრაციისთვის მეტი მოტივაცია
ექმნებათ; მიუხედავად ამისა, კითხვარების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ
ადგილმონაცვლე პირთა უფრო მაღალი პროცენტი პირველ ენად მეგრულ-ლაზურს /
სვანურს ასახელებს (ვიდრე ადგილობრივი მცხოვრებნი სამეგრელოში/სვანეთში);
ვფიქრობთ, ამ მოვლენას ეძებნება ლოგიკური ახსნა: სხვა ენობრივ გარემოში მოხვედრილი
ეთნოგრაფიული ჯგუფი (ზანურენოვანი, სვანურენოვანი – ქართულენოვან გარემოში)
ცდილობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას: თუ სვანეთსა და სამეგრელოში ეს ჯგუფები
ენობრივი თვითიდენტიფიკაციის თვალსაზრისით საფრთხეს ვერ ხედავენ, ამ შემთხვევაში
ისინი ცდილობენ, `დაიცვან~ ეს კულტურული ფენომენი - ეს ჯგუფი ერთიანდება
საიდენტიფიკაციო ენის გარშემო და მას აღიქვამს, როგორც სიმბოლურ ენას საკუთარი
კულტურული მახასიათებლების `დაცვის~ მიზნით.

მეორე მხრივ, ქართულის, როგორც საიდენტიფიკაციო ენის აღქმა ესოდენ მაღალი


პროცენტით (როგორც ზემოთ აღინიშნა, კითხვარის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ
ფუნქციონირების თვალსაზრისით: ოჯახში, მშობლებთან, შვილებთან, მეზობლებთან და ა.
შ. საკომუნიკაციო ინსტრუმენტი მათი დიდი ნაწილისთვის ზანური / სვანური ენაა), ასევე
ლოგიკურ ახსნას ექვემდებარება: ქართული, როგორც `დედაენა~, როგორც
`ელიტარული~ სამეტყველო კოდი, რესპონდენტებისთვის პრესტიჟულობისა და
ეთნიკური იდენტობის // იგივეობის (`მეგრელი ვარ, სვანი ვარ – ესე იგი, ქართველი
ვარ~) მაჩვენებელია; შესაბამისად, მიუხედავად ობიექტური წანამძღვრებისა, არჩევანი
კეთდება ემოციური ნიშნით – თვითიდენტიფიკაცია ხომ ყველა შემთხვევაში ინდივიდის
ემოციური არჩევანია და არა რეალობის პირდაპირი ასახვა მის პასუხში.

სწორედ ის ფაქტი, რომ საიდენტიფიკაციო ენის ფუნქციას თანაბრად ინაწილებენ


ზანური და სვანური ენები ქართულთან, ადასტურებს ამ უნიკალური ისტორიული
მოვლენის მნიშვნელობას ქართველის ფსიქოკულტურული ფენომენის ფორმირებისათვის.
საერთო კოსმოგონიური წარმოდგენები, საგანთა სახელდების ერთიანი მსოფლხედვა კარგად
ჩანს შესადარებელ მასალაში, მაგალითად, დღეების აღმნიშვნელ ძველ ქართულ, ზანურ და
სვანურ ლექსიკაში: ქართ. მზისა, ზან. ჟაშ(ხა), სვან. მიჟ/შლადეღ (მზის დღე) „კვირა“; ქართ.
მთოვარისა, ზან. თუთაშ(ხა), სვან. დოშდიშ „ორშაბათი“; ქართ. ჯიმაღისა, ზან. ჯუმაშ(ხა),
სვან. ჯიმაშ „ოთხშაბათი“; ქართ. მთიებისა/ცისა ზან. ცაშ(ხა), სვან. ცაშ „ხუთშაბათი“...
(დაბოლოება ხა მეგრულში მომდინარეობს დღა „დღე“ სიტყვისგან).
მიუხედვად სვანურის უფრო მეტად არქაულობისა, საერთოქართველურის დონეზე
აღდგენილი ლექსიკა და ბგერათა სისტემა გვიჩვენებს საოცარ მდგრადობას, განურჩევლად
ქარტეხილებისა ათასწლეულების განმავლობაში.

შენიშვნა: ტექსტში დამოწმებული სიტყვების მიხედვით აღწერეთ მათ შორის


არსებული ბგერათშესატყვისობები.

You might also like