You are on page 1of 2

რაზომცა სწყრები,შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.

ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა,

აწ წასვლა იყო წამალი,ჩემთა სახმილთა გზნებისა,

სადა გინდ ვიყო რა მგამა,ყოფაცა მქონდა ნებისა.

არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა,

არ გარდავა გარდაუვად მომავალი საქმე ზენა.

წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა,

არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

მეფეო,ესე თათბირი,მომკალ ვინ დამიწუნოსა!

მეფეო,ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა!

ვერ ვეცრუები,ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,

პირისპირ მარცხვენს.ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა,

ვგმობ კაცსა აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა.!

ვერ ვეცრუენი ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა

რა უარე მამაცსა სულდიდსა წასვლა გვიანსა.


რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხვეჭელსა

შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა,

სჯობს სახელის მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო,ვერცაკლდოვან

მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი~

ბოლოდ შეტარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.

მერმე ვიშვიში,მეფეო თქვენად კადრებად ამისად;

სცთების და სცთების,სიკვდილა ვინ არ მოელის წამისა

მოვა შემყრელი ყოვეთა ერთგან დღისა და ღამისად

თუ ვერა გნახე ცოცხალმან ყოფაცა მქონდა ჟამისად!

You might also like