You are on page 1of 50

წიწამურს ვხედავ,დროები ვიცი

დროში ყოფნად კი ყოფა მწყურია

მწყურია განა,როდესმე ყოფის

ყოფნად ყოფადვე,განა მწყურია!

მინდოდა მეთქვა,მშვიდად,უწყინრად,

მაგრამ რომ მორჩა,ნუთუ მწყურია!

პირი მიშრება,მაგრამ დროების

ყოფადვე ყოფნად ყოფა წუნია

დღესაც გვიკლავენ,დღესაც კლავენ შვილებს სისოვლის

ძველად ოდესღაც ყოფნაც მწყურია

ნეტა რა სწყინდათ,რასაც ხედავდნენ

დარჩა იგივე,მე კი მწყურია

მწყურია სიტყვა,ვუცდიდი ლანდებს

ქარებს ვებრძოდი ყოფა მურია

შავი ბურია ბინდად ურია

უვლიან,თუმცა მხოლოდ შურია

თანაც შორია ჩემთან მურიანს

მხოლოდ ცხოვრება დარჩა გწყურია

მე კი ლანდებით მიდგას დროება

შენგან ყოფნად კი ყოფა მწყურია.

ცხოვრების ბინდით ვტანჯავთ ცხოვრებას

სიცოცხლის რიდით გვინდა სიცოცხლე

ცხოვრების ფანდით ნახულ სიცოცხლეს

ფარდას ვაფარებთ გვინდა სიცოცხლე


ვცვლიდით გასაცვლევს,ვფიქრობდით ცვლაზე

ვანაცვალებდით ცხოვრებას ცვლაზე

ცვლადი უცვლადზე,უცვლადი ცვლადზე

მაინც ყოფნაა ყოვლად ყოფილზე

ყოფილი ფირზე ფირი ყოფილზე

სასრული სრულზე,სული უსრულზე

რანი ვშობილვართ უღრანზე რამით

რამად რამეა ჩვენი სიცოცხლე

რომელიც გვიყვარს ვენდობით მასზე

მასზე ყოველმან,ყოველმან რაზე?

პიროვნებამდე ჯერ კაცი გქვია,

კაცი ხარ მხოლოდ ადამიანი,

ადამიანი კაცია მხოლოდ

კაცია მხოლოდ ადამიანი.

დამტკიცებამდე შიში ხარ მხოლოდ

მხოლოდ შიშში გაქვს ფართე საზღვარი

ძღვენის მსგავსად რომ მიემართება

დრო ყოფილაო ჩვენი სამძღვარი

დროში ვეშვებით დრო კი ეშვება

ეშვებსაც ვამჩნევთ ფართო საგზალით,

თუმცა ვიჯერებთ,გვაჯერებთ მხოლოდ

თურმე კაცია ადამიანი!

და რანი ვყოფილვართ რად ვშობილვართ

მხოლოდ აქ არის? რა არის არეს მსგავსი

რა არის?
მე გეტყვით,ვიტყვი მხოლოდ სიტყვებით

საქციელს მოწმობთ თავად ვინ არის,

როგორც მდინარის,სულით წყინარის

უწყინარ დროში წყენის მდინარის

ზღვებად იქცევით ტალღებს ექცევით

მოქცევააო თავად იქცევით

საბოლოოდ კი მიწად იქცევით

ჩადიხართ ქვევით მერე იქცევით

და შენ ვინც უსმენ დაფიქრდი საღად

ნეტა რიდესმე სად გაიქცევი?

უხერხულია მენატრებოდე

უხეში ბინდი მართობდეს კარგო

ალვის ყლორტს მსგავსად კენწეროს ვნატრობ

კენწეროს,რომელიც არაფერს ამბობს.

ხილულ სამყაროს ფესვებში ვაქსოვ

ჯანღად მიმათრევს, ბედენა მადნობს,

მე კი ვესწრაფვი ლაჟვარდს ცის მსგავსად

შენი ფერება გონებას ახსოვს,მახსოვს

ბნელ ღამეში განატარები ყოველი წამი

მთვარე კი სხივებს გვისტყორცნიდა

ოდესღაც მახსოვს

სხივი შენ იყავ,მოკიაფრე ცეტი და ანჩხლიც,

თუმცა მე კიდე გაგაყოლე ცხოვრებას დარდო

სამყაროს შობას ვანაცვალებდი თითო თმის ღერსაც

ვერც კი ვფიქრობდი გაუჩენელ ლაჟვარდებს რა სჯობს

შობა ყოფილხარ მეწამური ნისლის მაგვარი


ნუთუ როდესმე მართლა შობილხარ კარგო!

შენ უნდა გერქვას უმწიკლო სული

მე კი კუთხეში მიგდებულს გნატრობ

თუმცა ვინ იცის ოდესმე მოვალ

კვლავ დავბრუნდები უძინარ აწმყოდ!

ილუზიებში იმალება ჩვენი ცხოვრება

ილუზიურად იმართება ჩვენი გონებაც

ჩვენი შეგნება იკვანძება უდრტვინავ სულში

ჩვენი ღირსება გაკვანძულა უძირო ჭურში

ისეთ ყოფაში,სადაც გართობას ყველა ფერი განაგებს

ადამიანს კი ადამიანის გრძნობა განაბნევს

თავჩაქინდრული თავს ვერ იწონებს მონანიება

აქ ხომ პატივი პატიოსანს ფიქრშიც ერევა

ისეთ ყოფაში სადაც ფერმა ნისლისამ დაისადგურა

ბურუსმა უმალ გარდაფარა ცნება ღირსისა

თვით ურიცხვისა ჟამთა სვლამაც დაისადგურა

სადგურს რიგი აქვს,რიგს კი მჩივანი

ვეღარ დაუდგამს!

სიტყვები,როგორც სიზმრები,

ბგერები,როგორც აკორდები,

მე აღარ გავშორდები,მე აღარ დავგორდები,

ოცნება,თანაც მზაკვრული,

ცხოვრება თანაც ავკრული,

მაგრამ რა კრული,გზამკვრული

უცაბედ ბედად დაკრული


გაკვრული ვითარ ნაკლული

სიცოცხლის ბეწვზეც დაბმული,

თუმცა ჩაბმული,ვითარ ავგული

თუმცა საწუთროს ხიდზეც გართული

ნიღბებით თავად შეჭედილ საწმყოს

ბედმა რომ ვერა,ვერარა აკლო

თავადვე საწმყომ ავნო და გვავნო

თავადვე გვარგო ის,რამაც გვავნო

ჩვენ კი სიტყვები ვაქციეთ ღმერთად

ჩვენ ხომ ღმერთებად ვაქცევდით ვაცებს,

თუმცა რა გვაცნეს,გვამსგავსეს ბაცნებს,

თავი მიუგდეს ყორნებს და ლაჩრებს

ის ხომ მარადჟამ ზრუნავდა ხალხზე

ის ხომ ამაო სიკეთედ გვამცნეს

არსთგამრიგე ხომ გამგებლად დასვეს


გამგებლურადვე თავადვე გასცეს

დაკარგეს სახე ხატქმნილი ძისა

განაქრეს ქრისტეს სპეტაკი სარკე

სარკე ხატქმნილი სპეტაკი ძისა

განაქრეს დროში გაბნეულ მხარეს

ნეტავ შეგვეძლოს განვშორდეთ მახეს

ნეტავ გვძალუძდეს განგვკარგოს საფრთხემ

მაშ ჩვენ შეგვეძლოს სიტყვებში ხედვა

მაშ ჩვენ ვყვებოდეთ ბგერათა ჰანგებს,

ტალღებს და დარდებს სიმშვიდე არღვევს

მშვიდადმყოფელი დროება ზარდეს

ვერ გამოზარდეს,ვერ გამოგვზარდეს

სხვაგვარად გვზარდეს და სხვაგვარ გაგვზარდეს.(მკრეხელური არა გლობალურია)


მე ის არა ვარ ვისაც შენ ფიქრობ

მე მინდა,მაგრამ მგონი ვერ ვუშვებ

სად მიდის,რა მიდის,ვინ უშვებს იალებს

ყველგან რომ გადაიარეს

გადაგვიარეს,გვაღიარეს,მაგრამ მაღიარე?

მე ის არა ვარ,ვისაც შენ ფიქრობ

მე მინდა,მაგრამ მგონი შენც უშვებ

სად უშვებ,რას უშვებ?მიშვებ და მიშვებდი

როდესღაც ხომ შველასაც ჰყავდა მშველელი

როგორც უძირო გლახაკს მლხენელი

მე კი მლხენელად მრჩენელი მაკლდა

სულის მრჩეველი,ავკარგადმქმნელი

მე ის არა ვარ,ვისაც შენ ფიქრობ

მე მინდა,მაგრამ მგონი თქვენც უსმენთ

როგორ დაღლილი და ნამტირალი

ვითხოვდი თქვენგან აღიარებას

რათა გამეღო კარი გზად შარად მდგარი,

მაგრამ ხელთ შემრჩა მხოლოდ კარები

იდეა გაქრა,ზღვამ ტალღა შთანთქა

დავრჩით ჩვენ ორნი,კვლავ უდაბურად,

ერთში ჩვენ ვიყავთ,მეორედ კი პირველს ვხედავდით

ყველა ჩვენ ვიყავთ სრულქმნილი მხოლოდ

იდეა დარჩა მიუსაფარი

და ახლა სად არის?

მე ის არა ვარ ვისაც ისინი აფიქრებს ჩემზე

მე არც შენა ვარ და არც შენითა ვარ

მე,მე ვარ,მაგრამ მეც ხომ შენ გგავარ


იდეით არ ვართ,მაგრამ ხომ ვართ?

შენ ისევ შენ ხარ,მე კვლავაც გხედავ

შეცვლილა მხოლოდ წლები აწმყოსი!

მყინვარზე მეხმა დაიწყო გრგვინვა,

იბრძოდა დღენი წარსულის კვალის

კვალდაკვალ ვიდექ,მეტრფოდა წამი

წამი უდაბურ ორღობედ მდგარი!

მებრძოდა ყინვა,მართმევდა იმედს

ირგვლივ ისმოდა ხმაური მძლავრი

ნამი მიჰქონდათ,დამსხმოდა სვავი

შავი, ბნელი და შეუბღალავი

შეურაცხადი იყო გრიგალი,

თუმცა ხომ გულში ბრდღვინავდა ქარი,

ქარი რა ქარი...მიუსაფარი,

მაგრამ არა ისეთი ქარი,

როგორც სჩვევია მხოლოდ გულისთქმას,

ვით მგალობ მელას ხურჯინის კვალით

კვლავ ავად ლხენა,ისევ ამაოდ

ვით ობოლი და შეურაცხმყავი.

ჩაფიქრებული ვიჯექ სერზედა

ვუცქერდი წარსულს მომავლის თვალით

უცებ გაისმა ორომტრიალი

ვითარ არწივის მრისხანე ზავი,

ვხედავდი როგორ ჩამერგო თავი,

მიწას ვჩიჩქნიდი სიმწრისგან მდგარი

ხელები თავზე როკვითა ჰქმნიდა,


თურმე ყიჟინით გართულ გრიგალებს.

მყინვარის წვერზე ზავი დაიდო!!!

გამოიდარა წარსულის ხიბლმა,

მოგვცა მომავლის ფიქრი ამაო,

ვით ჯოჯოხეთი,მაგრამ გულწრფელი.

როგორც იმედი ყოფილა წამი

მერე რაა რომ მე ვეღარ ვწერდი,

მეჭირა მხოლოდ ხურჯინი ბედის.

მელამ რომ მომცა კრძალვით და მალვით,

მე მხოლოდ მივხვდი რომ შენს ბედსა ვწერდი

იყო ერების ფერები ბევრი,

ჰოო!

ბედნიერების იყო ფერები,

სწორედ მაგიტო დარდობდა ღმერთი

იდარდიანა,გამოდარებით,

დარდიანობდა ჩემით და შენით.

კავშირი აღდგა,წარსული გაქრა

აწმყოა მხოლოდ ცბიერი ღმერთი!

ეს ცხოვრება ხომ ცოცხლობს ზმანებით

ჩემი და შენი გამოზმანებით,

რომელიც იყო არსთ სიტყვა ღრჭენით

რომელიც ვიყოთ აზრთ ფიქრთა დევნით,

რათა ვიცოცხლოთ,გადარჩეს გენი.

ადამიანის შეცნობის გზები დაბინდულია,

ვითარ კლდეები,

მწვერვალს მზე აკრავს,ბნელი და მწველი

არსად აღარს სჩანს კლდეების წლები


მე კი...

სიმწრისფერი მაქვს დღეები,

კენწეროს შენსას ვერ ვწვდები

მყინვარმწვერია ფესვები

რა რიგ ვართ,რა რიგ ვერ ვრჩები,

მე და კვლავ ჩემი ეჭვები

გამხდარა შენი ფერები,

რა რიგ ვერ ხვდები,თუმცა

ვერც მე გხვდები,მშვიდობით,მაგრამ

სადღაც იქ შეხვდები.

ვარსკვლავთშორისი განთიადები

ღრუბლის ზმანება ხიბლში რიდებით

მოგესალმებით მგოსნად მგოსნობით

სახლიდან თქვენად მოგესალმებით.

სიზმრებს თან ჰყვება,ელამუნება

ბგერას ფერები,საზღვრებს ბგერები

განთიადებად დრონი დარჩება

დროში ვერ ვრჩები,დროს ვეღარ ვრჩები

და ის კვლავ ცაზე აკიაფრდება

მნათობი ღამის უდაბნოდ მდგარი

გამთლიანდება,კვლავ ვარსკვავთ მდგარი

ჩემი ფიქრები მწვერვალთან მდგარი

ვის შესადარი,კვლავ მარტოდ მდგარი

ოცნება დარი ცას შესადარი

უკადნიერად მიუვლად მდგარი


სასოწარკვეთით ცხოვრების კვალი

ცასაც დაეტყო,დაამჩნდა კვალი

ქვესკნელში მდგარი,კვლავ ირგვლივ ცანი

ათასფერობით შემკული ცანი

თუმცა კვლავ სდუმან სიტყვები,ქარი

ეს პოეზია ზეცას არ ჰყვება

ეს პოეტია მე კი ვარ მთვრალი

ლოდინის რიტმს მე გავატან წვიმას

დავჯდები ხარბად ქეროზე ღამით

აკიაფრდება იდუმალ ძალვით

ყურს მიუვალი გალობა ნანის

ეჰ ნანავ ნენავ,დიდო ორერავ

იქნებ წილად გვხვდეს შეცნობა ღამით

როცა მზე ქრება კვლავ წილად დნება

საერთოდ ცისკენ გახელილ თვალით

მიითვლიმება გადმოგვცემს გზავნილს

რომ ჩვენ ვიცოდეთ მიღება წამის

რათა რბიოდეს მეჩხერი დარი

მთვარევ რა გინდა,ნუთუ ცდად ღირდა

გარიჟრაჟს ჰგავდე,ეძიო კვალი

შენი შეგეძლოს,შეგვეძლოს უნდა

კვლავ დავარწიოთ დედის აკვანი

რათა მივიღოთ ბავშვწრფულად სახე

რათა ვიგემოთ კვლავ ძღვენის მხარი

მედალს ხომ მუდამ სახე აქვს სწორი

შენ კი გძალუძდა გეცვალა მხარი

თუმცა არ გსურდა,დასრულდა გნახე


ყოფნიდან ყოფად მიმდობო მთვარევ

კვლავ დიდოვ დიდო ხატქმნილო გენო

იქნებ შენ სცადო დააცხრო მთვარე

მაგრამ დაგაცხრნენ,დაგტაცეს მხარე

დაგასწრეს ჭკუაში გჯობნიდნენ ღამე

მე რომ მცოდნოდა შეგეძლო ღამევ

მე რომ მეფიქრა შენამდე ღამევ

მე რომ მეცხოვრა შენიდან კვლავ შენ

რას ქმნიდი შორეულ მთვარედ

უცილობლად რომ შეეცდებოდი

დაგბრუნებოდა კაშკაშა მხარე

იქნებ შენც სცადე და გამოსცადე

ჩემამდე ფერად გყოფნოდა ღამე

მაგრამ დაგაცდი,ვხედავ განკაცდი

აკაციები აქციე მთვარედ

რომ გაანათო კვლავ ვარსკვლავთ შორის

განთიადები ღრუბლებად მდგარი

გაინაბება მსუნაგი ქარი

დაგეჩემება მხუთავი კვალი

ვხედავ ნათდება,კვლავ მთვარე ჩნდება

მოგაქვს იმედი მგოსნის კარს მდგარი

მერე დაცხრება ან გაჩერდება

შემდეგ კვლავ იქცა უძიროდ მკვდარი

ზეცის აკვანი აკიაფრდება

შენ თუ დაგვაცდი?

დროა განკაცდი!
ჩვილი ბავშვი ვარ,არსრულად მწირი

ვის შესაწირი უტყვი მაქვს პირი

გამონათების დარდით ვარ ხშირით

შენი ზმანებით და შენი ჯინით

მინდა გითხრა რომ მიყვარხარ ვტირი

მინდა გითხრა რომ მუზაა ძვირი

დამიჯდა ფასად ძვირფასათასად

თვალები ხშირი ფიქრებით ვივლი

მაგრამ ვეღარ გეტყვი სიტყვა მიყვარხარს

კვლავ გასჩენია ავთვალსაც ჯინი

სამი სურვილი,ორით კვლავ ჩემი,

თუმცა მე ხომ ჩვილობა მინდოდა შენიც

ბედნიერებას გაუჩნდა ჟინი

მშვენიერებამ წალეკა ლხინი

ჩვენი ფესვების გაჩნდა ჭაღარა

უბადრუკს ერგო ზმანება ხშირი

თვით ძვირფას ბილიკს გაუჩნდა ჭირი

გაუძღვა ბედსაც ცხოვრება ძვირი

ბედნიერების გაიბნა ჯინი

ლამპარს გაუყვა ხედვებიც ქმნილი

მონანიების სიძვაა ძნელი,

თუმცა არა იმდენად წრფელი,

რომ დრო დასჭირდეს,

დრო რომ დაგჭირდეს

უწოდო წრფელი გაგების დღენი,

შეცნობას გენი სჭირდება ზენით

თუმცა გამოდგა რომ ხალხის რწმენით


სრულმქნელად ჩვენი არით კვლავ ველით

შენს გენს ყოლია ჩემი და შენი

თეთრი თოლია,ცისფერი თოვლი,

მელანქოლია გრდემლს კვლავ ჰქონია

დანიშნულება ჩემით და შენით.

სიძვანარევი ალგორითმები

დაიხლართება უძირო ჭურში

იას მაგვარ რომ გაიკვანძება

მომავლის უწყვეტ სიამის ტყუპში.

მე კი ვინატრებ ვეცადო განა

დავმდაბლდე თავად რომ კვლავაც აღვდგე

აღვდგე უაზრო,მაგრამ დროა და

დამთავრდა დარდი,განქარდა ღამეც.

ავიდარია,ქარიშხალია,

რა ბედენაა მწუხარე ღამე

მაგრამ მარტო ხარ

წყვდიადს ახსოვხარ

მან იცის მუდამ ბნელმქნელი მხარე.

უხერხულია მენატრებოდე

უხეში ბინდი მართობდეს კარგო

ვის რა შევსჩივნო,რა ჯიბრზე ვივნო

ესაა მუდამ არჩევნის მხარე.

მე კი მსაჯულსაც ხელი დავავლე

სტკიოდათ უკან ჩემს ირგვლივ მკვდარებს

ბედისბორბალებს ვასწრებდი წინ და

გზას გიკაფავდი რომ გევლო მხარეს,

თუმცა ვიცოდი,გიცნობდი მუდამ


მხარეს გულისას არ ჰქონდა მხარე.

მე მატიანე შენ კი ბატონი

მე ვატრიალებ შენ კი ხარ ბრმა მე

მემატიანეს ძალუძს იყოს ბატონი

მემატიანე გავმხდარვარ კვლავ მე

ბატონებს მუდამ ვისროდით გარეთ

ბატონებს მუდამ გვართმევდა არე

ვით არემარე გვამხელდა თითქოს

მივუყვებოდით დროულად ნარევს

რომ დაიარეს და ძალა ნახეს

რომ ნაიარევს დააცხრა გარე

ცხოველი ველურ მბორკველი

რომ დააცხრა და აქცია მალედ.

და ვაჯერებდით ბრბოს მზაკვარ ვალებს

ვიხედებოდით უჩუმრად და მე

ვდიდობდი,ბედსა ვსჩიოდი,

რომ მატიანეს შთანთქავდა ღამე.

რაც ჩვენში ხდება ჩვენშივე რჩება

რაც კვდება ჩემით კვლავ ღდგება შენში

გამოღვიძება დრო უსაშველოდ

გაილანდა და მოხდა შემთხვევით

გზაა რომელიც გაიყო ორად

ცხოვრებამ მისმა მოსჭამა ფერდი

ვერ გიმღერებდი კვლავ უსაშველოდ

რომ არ შემეძლოს მემღერა შენთვის


დარდია ისევ კვლავ უსაშველოდ

მე კი მარადჟამ ვწერდი და ვწერდი

დღეს უსაშველოს ღუპავდა სევდა

დღე უსაშველოდ ბრუნავდა ღმერთით

კვლავ უსაშველო სიმღერას ვწერდი

თითქოს ვმღეროდი ბუნებას ვწერდი

აღვწერდი იმედს სამშობლოს კიდეს

მიუვლად მდგარს და მაინც დიდ რიდებს

საქვეყნოდ იმედს შორიშორს მიმდევს

ვინ დაიტია გულისთქმა ვინ დევს

ართობდნენ ვინებს,ჯამბაზებს,ვირებს

ვინ დაიტია გულისთქმა გირევს

სევდა ტვინს გირევს,უსევდოდ მდგარი

ვის დაუწვია უდავოდ დარი

ღველფი კერას და სად მოსჩანს კვალი

ნეტავ ფერფლობას იმედის კოცნოზე მდგარი

ვიყავ და ვერ ვთქვი გულისთქმა ღველფში

დავმალე თქვენთვის დავმარცხდი ფერფლში

რათა ვაქციო,გაქციოთ დარად

საქართველოსთვის შორია ღველფი.

რა ხდება თუ კი ამ ქვეყნად ხდება

მაშინ როდესაც დროს მიაქვს ნავი

მაშინ როდესაც ყველაფერი კვლავ ერთსა რჩება

სად მიაქვს გვამებს მწუხარე ქარი?

და ის კვალ იმას კვლავ მასთან რჩება

აღტაცება და მქუხარე ტაში


ავი არ ცხრება შენით რომ დნება

მისაფურთხებელ ტაშისთვის მდგარი

ძგიდები მკვდარი,არ დამაშვრალი

კვლავ შენგან ბევრზე ნანატრი დარი

თუ შენ იფიქრებ დროა ვიფიქრებ

რათა დავაცხრო ცხარე ავდარი.

ღმერთო რა ხდება,

ამქვეყნად რაც კი რამ ხდება კრძალვით

პატივი არ აქვს,არა აქვს ძალი

და რძალი?უზადოდ მდგარი,

ღმერთო რა ხდება, ნუ მეტყვი, მთვრალი

ვყოფილვარ ეჭვით და მალვით

და მაინც კრძალვით,შენი სახელით ჭორებით,ქარით

რომ დასჩვევია ხვერწნა გულისას

ნუ რომ ვფხიზლდები დავრჩი კვლავ მთვრალი.

მომავალს ვხედავ,ჩვენ ვსხედვართ თავდებით

ფულების გოდრები რომ ძლიერ გავდევით

კვლავ დასჩვევია ფიქრებს ფანდები

ველური გრძნობები რომ გვიბყრობს,არ რჩები?

ჩვენ რომ ფულების გოდრებს კვლავ არ ვწყდებით

დარჩება გზა მხოლოდ უძირო დარდებით

რომელიც კვლავ ისევ მიბყრობს და არ რჩევით

მეშინია და თან მცივა ხათრებით

ვისი მეხათრება სად ხდება ხათრებით

გზაა უსაშველო რომ ვცდილობ ვიტიო

გამძლეობა რომ გამოვიტნიო


და მაინც მარტოდ,უმწიროდ ფართოდ

კვლავ გასჩენია კედლებს იარა

მე კი ვფიქობ და დავასკვნი მხოლოდ

ალბათ იარამ არ გაიარა

და ისევ ვარ მარტოდ,კვლავ მარტოდმარტოდ

და მაინც ვფიქრობ ამ ქვეყნად მარტოდ

მარადიული ეს არის მხოლოდ

არც შენ ხარ იგი,არც მე ვარ ფლიდი

მხოლოდ შენ ხარ და შენა ხარ იგი.

მე ვიცი,წყეულიმც იყოს,მაინც კვლავ ვიცი

თუ როგორია ხორცის ჭიდილი

წყეულიმც იყოს ვიცი კვლავ ვიცი

თუ როგორია ხორცის ტკივილი

რომელიც არ გაქვს და მხოლოდ გაგაქვს

დღეს უნაპიროს არ აქვს ჟივილი

დღის უკან ჩემო უგანაჩენო

სხეულის გენო თან გაქვს ტკივილი

დისკომფორტი რომ კომფორტს თან ახლავს

ახლოა თქვენთვის სულის ყიჟინი

დღე უსაშველოდ ჩქარია ანდა

ცვარია მხოლოდ კვლავაც იღიმის.

მე კი გამიჩნდა მხოლოდ ჩხივილი

ჩხივილი ვაზით დაწნული დაშნით

კვლავაც არ დავშლით დღეს უსაშველოს

მანძილს დავაცდით უშენოდ არ ვშლით

ვრბიოდით დაშნით,ვმუქრობდით დაშლით


ვმუქთავმუქთობდით ვრბიოდით მაშინ

ახლაც კვლავაა დავრბივართ დაშნით

მიზანი იქცა მხოლოდ ამაოდ

რომ დროა ყოფის შეცვლისა მჯობნის

დროა გულთქმელი და დროა ამაო (და არა)

გიჟი ჰო არ ხარ,არა რა გიჟი

მე პოეტი ვარ,მე ხომ ვარ ნიჭი

ნიჭი ამაო ისევ არს ნიჭი

ნიჭი მცირე და ხშირად ვარ ნიჭშიც

ვით უღიმარი ნიჭი თანაო

დედისთანაო უბადლო ხრიკი

ბედისთანაო ვით უგანაჩენო სილას ზვირთები

ახლოა ძაბრში გედის სიმღერა

სიმღერას გიძღვნი ჩვენისთანაო

ვით სარწმუნო და ეშხად მავალო.

მარტის მამალო უბადრუკობით ბედისთანაო.

ხანაც ალალო,მაგრამ მავალო

როგორ ხმის ყორყზე ხმებით ნავარდობ

რომ განავარდა რა ჭირად გზარდა

რა ჭირად გზარდა ბედმა თანაო

ვახ შენ ახეა,ვხედავ მახეა,

განაჩენი ხომ ბედად სახეა

გიჟია ღია,პოეტის რიას

აქვს,გასჩენია რომ რიარია.

გული მახვილია,სახე მანძილია


გზაა ბუტაფორიულად უწყვეტი კავშირი

მავნე ავქმნილია,ხიდი დახრილია

გადახრილია ქანქარა თავხედი.

ფიქრში ავად დარობს,მაგრამ სად წაუვა

ავ დარდს ზმანებისას უძირო ქარები

ტიალი მინდორი,სიმშვიდე თავდებით

პირობა დავდევით,მაგრამ სხვაა რომ ლანდებით

ჩემს მსგავსად დადევი,შლეგური ეგოა კვლავ რომ ვერ თავდები

ჩემი აღარც ხარ და მაინც არ დაცხრები

რამდენი დღეა რბის ვითარ ფანდები

უწყვეტი კადრები,წყვეტილი გადევი

სიმშვიდეც დადევი,ბოლოს კი გაჩერდი

ადრეა გავჩერდი,დიახ ხომ დანებდი

მე კი არც ავღელდი,გაცადე უბრძოლველ დაგნებდი,

მაგრამ მანამდე თავად შენ დანებდი.

სამშობლოს გადავარჩენ,მიწამ რთულია გატკინოს ფიქრით,

მაგრამ შენ ვერა,ვეღარასოდეს მიიღებ იმედს,

რაც ხდება ფიქრით,მაგრამ შენ არ გაქვს ფიქრი

არ გინდა იგი,შენ არ ხარ ფიქრში

მე კი მოვითხოვ,რათა მიიღო იგი.

თხოვნას რომ საქმისთვის რამე შეეძლოს

ვის გაუგია ამდენი ფიქრი,მაგრამ მეც ვიცი

კვლავ ვიყავი და ვიარე შიგნით,

თუმცა ფიქრობთ რომ ვიარე ამაოდ

უფრო სწორად მე დავარქმევდი სვლასაც ამაოს,

რომელსაც გააჩნდა მხოლოდ სამშობლოს ფიქრი


და მაშინ რატომ იყო კიდევ ამაო?

(ქვეყნად ხომ მუდამ ერთია იგი)

დაგაკლდათ ჰო,მეც გთხოვს ფრჩხილებსაც გთხოვთ

რომ არ იყოს სიტყვა ამაო

და წაიკითხოთ და დაგაკლდეთ იგიც,

მე თავიდანვე ვიცოდი,რომ ჩემი ხვედრი

სრულებითაც არ ყოფილა მარაო.

მე ვიხსენებდი სულის წიაღში ვიხედებოდი

ფიქრი გზად მოყმედ არის გამოღვიძება

კი ხვედრია გულისთანაო

შერყეულ სულში გაკვანძულა იდეა სახით

ხატქმნილი სახით,სადაც კვლავ სჩანდა ჩვენი ილია

სადაც ვეძებდი ქვეყნად იმ ერთსა

გალაქტიონი რომ ერქვა მერი

რომ არ ყოფილა მხოლოდღა ძღვენი

ძღვენი ნიჭისა შენ რომ შექმენი

მაგრამ არაო,არაა შენი,

შენ ხომ მერით ხარ შენი გულისთქმა

ხალხისთანაო

და მაინც უცხოდ ნაპირად მდგარი

დაგთამაშებდა ბავშვური დარი

ილია გხედავდა,გხედავდა მალვით

თავისთანაო

და მეც იქ მინდოდა,თქვენთან მინდოდა,

გხედავდით მხოლოდ ანარეკლებთან

სარკესთან მდგარი ვიდექ და წამი


ველოდებოდი გამოჩინებას

და ის მოხდა,მე ვგრძნობდი ამას

ვიცოდი იგი მომავლად მყოფი

მე მჭირდებოდა ვიგრძენი ყოფით

რომ რაც კი ხდება მომენტით,შფოთვით

რომ კვლავ ღდგება თქვენით,მაგრამ ამაოდ?

შენ კი ნავარდობ,ილია კიდევ მიმზერდა ეჭვით,

მაგრამ ვხედავდი იმედს,რომ ჩვენსა კიდეს

გააჩნდა ხიდი,ხიდი ავკარგი თავისთანაო.

მართალი ხიდი,გზამართლად ვვლიდით

და მაინც ფლიდი?

დრო არ ყოფილა ამისთანაო.

ცხოვრება მუდამ ტრამპლინია

გზები დახრილია,იყალთო დაჭრილია

ვხედავ მწუხარე ბებერ იყალთოს

ვხვდები წყვდიადში რომ მასთან ვდგები

და მაინც არ მეცოდება იყალთო ჩემი

ვერ მეცოდება იყალთო ჩვენთვის

იმედს რა უნდა,ღმერთმა არაო

კვლავ ვამბობთ ჩვენით,ისევე როგორც

გვექცევა ჩვენი კვლავ ჩვენი გენი

მაგრამ არაო,კვლავ ვამბობთ ჩვენით

ისევე,როგორც გვექცევა ჩვენი უფალი გენი

პასუხსაც იმავეს ვუბრუნებთ ჩვენით

და რა გვიკვირს თუკი

იმედს იყალთო ვერ გვაძლევს ჩვენი


არ გვაძლევს ჯობს რომ იყალთო ჩვევად

მივანდოთ სულის წყენისას ჩვენებს

ბოდიში არ სცნოთ,ბოდიშს არ დასცხოთ

ეტაცეთ მხოლოდ იყალთოს მკვდარებს

მე კი შევყურებ როგორ იცვლება

და მალე ისევ გამოიდარებს.

სიმართლე წარმოშობს ზიზღს და მერე

რომ დაიღერე ეგ პირი ავი

მერე გვითხარი რა ხდება მერე

წილად რომ გვხდება რომ რჩება მერე

თუმცა არ იცი,სდუმხარ და მერე

ისევ ქანაობ,დაუყვები და ბედით თამაშობ

და იქ სადაც ზიზღი ნავარდობს

სიმართლეს ვერასდროს ექნება ეშხი

სანახევროდაც კი ვერ თქვი

რა ხდება მერე,როცა სიმართლემ წარმოშვა ეჭვი

მე გეტყვი მერეს,ღმერთმა წარმოშვა სიმართლე დიდი

რათა დავაცხროთ ეგო და ღმერთიც

რათა თვითონვე რომ გახდე ღმერთი

მშვიდი ნაკლული კი მხოლოდ ახლა

ყოფილხარ ამით,რომ ამას გარდა გეგონა თავი

ახლაც რომ ბედის ხმალია,როცა

ჩვენ კვლავ ღმერთებად რომ გვინდა თავი

მაგრამ არა რომ, კვლავ დაივიწყე ნუთუ ჩვენთვითონ

სადღა გვაქვს თავი.


ხასიათი,რომ მოვიდა შემთხვევით

როცა იჯექი უსულოდ ეჭვებით

სურვილს სადარე გაუჩნდა შევსებით

სრულებით შემთხვევით,სრულებით შემთხვევით.

ვღაღადებდით რომ არ გეტრფი შემთხვევით

არც ყოფილად ვარ და არც შეგხვდები

მელაპარაკე,შეცვალე რამე,

რომ იქცეს ცხოვრება შენს მსგავსად არე

თუმცა გავიგე შენთვის მხოლოდ

მომენტს არა აქვს ფასება შეგრძნებით

და თქვენ მაინც არ მემშვიდობებით

მე კვლავ გეუბნებით,როცა

ტაქსიში დაცხრება ღამე,

ღამე ბევრმქმნელი ტაქსიში ღამე

მე ხომ შენ გიძღვნი და დაგაჯერებ

რომ მომენტს ყოველთვის გააჩნდა მხარე.

მე შეიძლება მალე მოვკდი

მოვკვდი,თუმცა არ გარდავიცვალე

მე შეიძლება რომ მივხვდი მალე

თუმცა მალე რომ არ ჩავიშხამე

მუზების დარი,ცას შესადარი,

ღალატი მკვდარი,დარდმქმნელი თვალი

თვალი ამაო,ხატქმნილი დარი,

იყო ამაო,წილად მხვდა რაო

ჩემი ხანაო,სამყაროს გცვლიდი,

გცვლიდი ამაოდ,მაგრამ
მაინც არ გცვლიდი.

შენ არ მიცნობ,მაგრამ მაინც მგონია რომ

ოდნავ მაინც მოვიპოვო შენი სიმპათია

იმიტომ,რომ ყოველთვის მწამდა იმის რომ

ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით

მარადიული ფიქრთ თამაშია.

მომავლის ხედვის,გრაალის ნების,

ამოუცნობი გონების ფლობის

ქვეცნობიერი ეგოს შემკობით ვთავისუფლდებით

კვლავ რომ ვიქცევით მომენტუნებად და ბაჭუნებად

როდესაც ვიქცევით მხოლოდ მაშინ

არც გამოღვიძება ბავშვური წნორით,წრფელობით ორით

რომ გაგვაჩნია ფიქრის აზრები

მე კი უაზროდ ვეღარ დავდგები

დროა მოგტაცო ფიქრთა ჰანგები და გითხრა მხოლოდ

ამქვეყნად რაკი ხდება შემთხვევით მარადიული ეს არის მხოლოდ

(დაე ეს ლექსი იყოს დასტური

ჩემი ჰანგების შენს მიმართ ნაქებრის

თან ძლიერ ნაქებრის

სამყაროს ზენიდან გხედავდი ლანდებით

ყოველთვის გახსოვდეს,რომ შენი ბედის ვარ კვლავაც თანმდევი)

მე ვამბობ,რომ საქართველო ისევ დაიჭერს ცაზე დიდ მნათობს

ბრწყინვალე მნათობს,უსაზღვროდ უწყვეტ გამონათებას

ღმერთი,რომ ძალით ჩამოართმევდა,ვინ იფიქრებდა ღმერთი კვლავ მხოლოდ?

მაგრამ არა ჩვენი წვლილი დიდია,თანა დიდია საკმაოდ მხოლოდ


იბერია რომ კვლავ გაბრწყინდება მე მომერია გულისთქმა მხოლოდ?

ბატონო ლევან,მე ვიცი მჯერა,კვლავ ჯერ თუ ვერა

კვლავ გაბრწყინდება სულის დიდებით

და აფხაზეთი და საქართველო კვლავ რომ გახდება დიდი იმედი

იმედი,რომელიც სჭირდება ნაციას,

რომ კვლავაც იქცეს იმედის გრაციად

და გააბრწყინოს კვლავ საქართველო

როგორც ერთი და დიდი ნაცია

კულმინაცია არაა მხოლოდ

მე კი მივედი,გახსოვდეთ მხოლოდ

ეს ლექსები კი არის იმედი

იმედი გეგმის,გემგმის იმედი

სადამდეც მე უკვე მივედი

თანაც მივედი საკმაოდ მალე

მაგრამ თან გზადაც ბევრი ვიარე

ვიარე კვლავაც რომ არ დამეკარგა მიმეგნო მალე

მალე რომ დროა გამოანათებს ქართველის მალე

თქვენ კი რას მეტყვით ბატონო ლევან

როგორი ვარ და როგორიც ვარ მე.

დღეს რა იქცა სასწაულად ან რად იქცა სასწაულად

ან სად იქცა სასწაული,ჩვენი წილი ჩვენად წილი

რომ სად არის შეწირული,შენი სული სასწაული

ან რას ჰქვია სასწაული,დღეს რა არის სასწაული?

ოჯახია სასწაული?

მაგრამ არა სასწაული ოჯახებიც ბევრიცა გვყავს


არ ვუჩივით ღმერთის კალთას

მაგრამ დღეს რა იქცა სასწაულად

რომ ხვალ იყოს სინანული,სასწაულის სინანული

რომ დღეს იყოს სიხარული და სიყვარული?

ოჯახია სიყვარული,სამშობლოა სიყვარული

და სასწაული სიყვარული?

ეს ხომ არის გენის სიბრალული

სიბრალული უბედობის,უღმერთობის სიბრალული

და ვიქმნებით სასწაულად,სასწაული როცა არ სჩანს

რადგან სასწაულნი ჩვენ ვართ თავად

თვით სამშობლოა არნახული სასწაული

უნახავი სასწაული და მაინც ნაგლეჯარი სასწაული

არის გიჟი სასწაული

მთავარია დავიჯეროთ არნახული სასწაულის

ქართლის ზენის უდრტვინავი განჩინების

და მაინც ბედის სასწაული

არის ქართლის დედის საზღაური.

ის რაც შენ თავს ხდება შენთვის არს მხოლოდ

და ალბათ მხოლოდ ის ხდება შენთვის

სამყაროს ხომ აქვს ათასთვალები

და ის რაც შენ დაინახე და გამოცადე

რომ არის ზღვაში წვეთი დანაცვალები

და მაიც რას ხედავ შენ?

ყველაფერი კი ისეა როგორც

გესმის და აღიქვამ შენ


და ხედავს მხოლოდ სიწრფელე ერთი

და ეს სიწრფელე კი თავად ხარ შენ.

დღეს მე ვარ ცხვარი,ხვალ შენ ხარ ცხარი

დღეს მე ვარ ნაპო შენ კი ლეოენი

ნაპოლოენი გვეგონა თავი

თურმე აღმოჩნდა დღემდე ეს მცდარი

სინამდვილე კი ისაა მხოლოდ

რომ არ არსებობენ ნაპოლეოლნი

არც ცხვრებს აქვთ მტკიცე კანონის დონე

არც მე ვარ ცეცხლად შეყრილი ზევსი

არც ჩვენ ვართ ერთი საერთო დონე,

მაგრამ ამაოდ,ამასთანავე

გვაქვს მხოლოდ ერთი ხელქმნელი დონე

გვყავს ერთადერთი ხელქმნილი ღმერთი

რომელიც როდი ამბობდა მხოლოდ

რომ ცხვრებს ვემსგავსოთ,ვიყოთ მსგავსები

ადამიანი ისაა მხოლოდ რაც ჰქვია მხოლოდ

ბედის მსგავსებით.

მზეს და მთვარეს მზე აკავებს?

აკაციებს რა აციებს?

იებიც ხომ გაგვიციეს

გრძნობას ფერი არ იცილებს

ფერს კი გრძნობა არ აშველეს


ვინ მაშველი დამაშვრალი

რა მლხენელი ულმობელი

საცოდავი უბედური,

უბადრუკი ჭიის მაცნე

რომ გამაცნე,დამანახე

დედა მიწა რად გააქრე

ბრუნავდა და ჩვენთან ერთად

ზრუნავდა და შენ მე მაცნე

მაპატიე რომ ვერ გიცან

ბოდიში,რომ საქმეს გაცდენ.

მე ოქტომბერში ვაღწევდი სრულქმნას

მე ოქტომბერში ვამჩნევდი შველას

დიახ ჩვენს შველას ქართველისაო

მე დღესაც მჯერა,რომ დღეს თუ ვერა

კვლავ გაბრწყინდება სრულქმნელი სული,

მაგრამ შენ გჯერა?

შენ კი არ გჯერა,მაგრამ მე უკვე ვნახე და გამოვცადე

რას ნიშნავს თქვენთვის სულის შეჭედვა

რომელსაც დაარქვით კვლავ სულის ლხენა

და სწორედ მაგიტომ დღეს შენ ვერ გჯერა

მაგრამ იჯერებ რომ დაგაჯერებ რომ

ერის კაცობა არის ზენა,თვით სულის ზენა

ჩვენისთანაო

დიახ ეს მე ვარ სადაც კვლავ დღეა

დღე ოქტომბრისა უკანასკნელად.


ღმერთო შენს მზეს ვფიცავ მიიღე მორჩილება

შენი კრავი ვარ და ცხვარად თვალებს ვფიცავ

ცვარად მთვარე მომაქვს,მიწას ფეხს დავადგამ

ღმერთო შენს მზეს ვფიცავ კვალად ხატებს გვწირავ

მიიღე მორჩილება კვლავაც შენს მზეს ვფიცავ

დედა მიწაა და მამას ძე ღმერთს გფიცავ

კვლავაც მორჩილი ვარ,დღეს ხომ მარად გწირავ

ვიყავ მე ღვიძილში ძილად ეშმაკისა

რათა კვლავაც იქცეს ფეხქვეშ დედამიწა

ღმერთო შენს მზეს ვფიცავ,მას ხომ სად წაუვალ

ღმერთო გევედრები კვალად დედამიწას

მიიღე უძღები შვილისგან მორჩილება

რათა გამოვფხიზლდეთ იქცეს დედა მიწად

შენი შვილი ვარ და თავსაც შენთვის ვწირავ

ღმერთო აარიდე ვნება დედამიწას

გრძნობა დაგვიამე სულით გაღიარებ

ხორცს კი ვევედრები თავად ავსა მიწად

ჩემო დედამიწავ ღმერთსა შეგავედრებ

რათა კვლავაც იქცეს მიწა დედამიწად

ზეცის კაბადონზე სხივი აკიაფრდა

იშვა ნათელი და სხივად დედამიწა

შენი იმედი მაქვს,სხვისი არა მჯერა

ვიცი გაანათებ კვლავაც დედამიწას.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

ერის მამა სულიწმინდის განთიადი

სპეტაკ გრძნობით თეთრად მოსილ ღვთისა მადლით


თვის ძე ღმერთის საუკუნო კვლავ რიჟრაჟით

არსთგამრიგევ ღმერთო ჩვენო განგვიცხადდი

კვლავ სანთელი დანადნობი კვლავ წიაღში

სული წმინდა,მსოფლიოსთვის გამთლიანდი

გვმოძღვრავდი და ღმერთი მუდამ გვაქვს წიაღში

გულის კუნჭულს სიყვარულით კვლავ გვიხსნიდი

გავმთლიანდეთ წმინდა მამავ გავმთლიანდით

შენ აღგვავსე სიყვარულით კვლავ წიაღში

რომ ვიქეცით უსასრულო ცოდვა ბრალში

გაგვინათე პატრიარქო ჩვენო წმინდავ

საქართველოს იმედო და კრძალვავ მადლით

დაფარული ეჭვებით და ისევ მალვით

გავმთლიანდით მწყემსო ჩვენო გავმთლიანდით

გვაუწყე რომ ღმერთის მადლით საქართველო

ისევ კიდევ გამთლიანდა ლოცვით,მადლით

თვით ერია სულიწმინდის განთიადი

თვით თქვენა ხართ ღვაწმოსილი განთიადი

გვაპატიეთ უგუნური უმეცრება

ჩვენ კი ზეცად გვიმოძღვრავდით სასოდ კრძალვით

წარკვეთასაც რომ მივიღებთ გავმთლიანდით?

მთელი წილი ლომის წვლილით,განთიადით

გაგვინათე გზები მრუდედ განაყოფი

სიყვარულით თვით თქვენშია განთიადი.

ქუთაისური სიტყვების ტრიადა

დღეს სულ სხვაგვარად გადატრიალდა


ოცნებამ საზღვრებს შეასხა ფრთები

ვერ გაფრინდება ოცნება ჩემი

ფიქრით ნაფიქრი,სიტყვით ნამსჯელი

როგორც დამსჯელი არის განმსჯელი

ფიქრში ნამსჯელი სიტყვა დამსჯელი

უნარს აქვს მსჯელი იდეის მბრჯენი

კედელს სასჯელი უნარს აქვს მბრჯენი

თვით ცათამბრჯენი არსით კვლავ ჩვენი

კაცობის,ზენის თვითგვემის გველის

ძინძგილაობით გადარჩა დღენი

ჭეშმარიტების სიქველით დღენით

ვსულდგმულობდით და ვრბიოდით ბნელით

სინათლეს ერის აქვს სიზმრის ფერი

ცისფრად შეიმკო ცის ფერი ბნელი

მთვარეს სიტყვები მზეს კი გოდება

ქუთაისში რომ გადაგორდება

აკვნის რწევით ვართ თვით მიზანრხევით

ხელებს დარისას გაუჩნდა ფერი

თვითონ ცისფერი არსით კვლავ ლხენით

თვითონ ცის ფერით ქუთაისს რბენით

ოდეს ყიჟინით და ათასფერით

დღეს კი სიზმრებით მხოლოდ ერთფერით

ერთფეროვნებით გატანჯულ ტრიადაც

დღეს ხომ სხვაგვარად გადატრიალდა

მწვანე მოლი კი აივსო მწერით

მან გადაჭამა ოცნება ლხენით

დარჩა სიტყვები მიზანის ფერი


დარჩა ოცნება სიტყვების ფერით

ხასხასა ბალახს გაუჩნდა ჭია

ჭიას გაუჩნდა მაია ბნელი

ქუთაისისთვის შორია ჭია

ვინ იმეტებდა ჭიას-მაიას

ქუთაისური სიტყვების ტრიადა

თურმე ხომ სხვაგვარ გადატრიალდა.

შენთვის ვნებაა თვით სიყვარული

ჩემთვის ნებაა თვით სიხარულის

შენთვის ინება სამყარომ ვნება

მე კი ვინებე სამყაროს ნება

თუმცა გაიგე?რა ვქნა გამიგე

მე ვღიღინებდი,შენ კი ჩხაოდი

ტიროდი ბევრს და ცრემლად ხაოდი

ინამებოდა მდინარე მშვიდი

შენი ნახვითაც ვყვიროდი ფლიდი

ნეტა რას თვლიდი,შენ ხომ არ მცვლიდი

მე კი კვლავ გცდიდი

ვიგვიანებდი,უზადოდ გცვლიდი

ამოდენად რომ იქცა მდინარე

მე ხომ ისედაც დაგიგვიანე

მეცოდებოდა ყოველი ფლიდი

შენ კი ჩხაოდი შენთვისაც გცვლიდი

თუმცა რას გცდიდი თავად იცოდი

ბუნებამ შენმა იცვალა ხიდი


ცრემლი დანამე ზეცაც დაღალე

საბოლოოდ მე შენს ვნებას ვცდიდი

მინდოდა ვნებას ქონოდა ნება

ვიცოდი ბედი მატარებელის

რომ იქცა წვიმად დამტარებელის

მე კი კვლავ შენთვის ოთახებს ვცვლიდი

ხალიჩა დიდი ხაფანგის ძგიდი

დავატარე და გადავიარე

მე გავიარე შენ კი იარე

იარე ჩემგან გზად შარად დიდი

ვემშვიდობები სიმღერის ღვიძილს

გემშვიდობები მშვიდობით მიდი!!!

ტკაც-ტკუც სიგარეტის გადაკიდება

ღერი ღერზე ბედის გადმოკიდებაც

კვამლს ხომ სუდარა დაუდგამს რძისფერი

შენ კი მზისფერად გაგირჩევია

და კვლავაც სხივს ელი

ელპიდე ჩემი საქართველოსა

დღესაც რომ ელის

გველი მოგვიკლავს,გველს თავად ვხვდებით

ისე რომ ჩვენც ვერ ვხვდებით

ვიქეცით გიურზად თვით ბედის ურზად

ურმად და მუქთად გადავაბარეთ

დროს ჩვენსა სამყაროს ცდები

შენ გაოცდები,მე კი გშორდები

შენ მაოცებ და მე კი ვოცდები?


აღარ ვბრიყვდები,შენ კი სხივს ელი

სხივი შენა ხარ სხვისგან რას ელი.

საათობრივი დროა ღვიძილის

ეტაპობრივი დროა სისოვლის

ცრემლის ღვიძილის გამოფხიზლების

სანახაობრივ ჟამის დიდების

დღეს მე ვიღვიძებ,ხვალ შენ იფხიზლებ

დროა მშვიდობის ფერის სისოვლის

აღვსდექ თვით მკვდრეთით

ვარ და ვინ მებრძვის

ბიჭი ბიჭუნა,ვარსკვლავთბიჭუნა

მე ვარ ეს შენი მე ვარ ეს შენთვის

მე შენ მიყვარხარ,მას კი არ ვეტყვი

უყვარს ვინმესთვის სხვისთვის და შენთვის

მე კი ვარ შენთვის,დრო კი ცოტა მაქვს

ლუციფერი ვარ დავკარგე შენთვის

გრძნობა ხორცისთვის,ვნება კი ჩვენთვის

განვკარგავს ყოფა,ვთვლი რომ ეს დროა

დროა იმედის და სასოების

დროა დიდების,გამოფხიზლების.

ჩემს მუზას დავარქვი სახელი

ეგოა ყველაფრის თანმდევი

რამდენიმეა რამდენი

უთვალავ ფერად თანმდევი


დღეს მქვია ლექსო,ხვალ კი ვარ ბესო

ზეგ კი ვიქნები ჭკუამხდალი რეზო

რა მნიშვნელი აქვს მე ვინ ვიქნები

მთავარია რომ კარგად ვიქნებით

ჩვენ ყველა ერთად,მე კი ვარ გარეთ

თანავუგრძნობდი დღეს თანმდევ კვალებს

მეცოდებოდნენ ვუშვებდი მხდალებს

მე კი ვხედავდი შორიდან გვამებს

მადლობელი კი არვინ არ იყო

მე ხომ ვცურავდი ზღვებზე სადარედ

ვის შემადარებთ,რატომ რომ მავნეთ

ლექსის წერაში რატომ მხდით თავებს

სახეც დამალეთ,სიტყვა მითხარით

რატომ ვარ მე დღეს ჭკუამხდალ სადარედ

მე შეგადარებთ,სხვას არვის ავნებთ

მე კი დავჯდები გიყურებთ თან ბევრს

მერე ვიცინებ,ვხედავ მიცილებთ

ვერ მოიცილებთ იმედის დარებს.

ირგვივ კვლავ ბინდია,რა ცუდი ამინდია

შემოდგომასაც მოსწყვიტეს ნამქერი

მე ვეღარ გამიგია ვინ არის ბინდია

მე ვეღარ ამიგია კოშკები ნამქერის

შემოდგომასაც მოსწყვიტეს ნამქერი

ზამთრად რომ აქციეს ცხოვრების ფიალა

გაზაფხულმაც რომ ამიკვიატა

ფოთლებს გიშრისას მოაკლდა იალა


რომ ბედმა იარა ზაფხულის მხარეში

გაზაფხულს რაღა უნდა ზაფხულს ჟრიამულთა

დააკლდა იმედი დაკარგულ ზღაპრებში

მე ისევ მომერია ფოთლების მელოდია

მელანქოლიაა უსაზღვროდ დამჭერი

ვინღა მექაჩება,სადღა გაბნეულა

ოცნება იმედის ოცნებად ნამქერი

ირგვლივ კვლავ ბინდია,ვეღარ გამიგია

ვის ვენდო უსაზღვროდ უწყვეტ მხარეში

მხარი არ მიცვლია,უცებ დამიცლია

თოვლსაც რომ მიცვლიან რა გინდათ გამეშვით

მე ისევ მომერია ფიქრთა მელოდია

რომ გადამისროლეთ უწყვეტად არ გყოფნით?

ჩემი თვით რიდია,თუმცა კვლავ ბინდია

ბინდია უსაზღვროდ გაბნეულ ამ ლექსში.

ყვავები ისევ ყვავიან,ტურები ისევ ავს სცდიან

ისმის გრგვინვა და გრიგალი

ვხედავ უფსკრულსა სიჩუმის

გხედავ სიშავეს მხარეში

მე,რომ წავალ და ბრუნდებით

მე რომ მოვალ და ჩუმდებით

მეცოცხლა და ვყოფილიყავ მკვდარი

ვისთვის მეთქვა უჩუმარი გვამი

სიდიადის განსაცდელი ავი

საქართველოს კელაპტრად ვარ მკვდარი


გული მებრძვის უსაზღვრიდ რომ ვჩხავი

გული ებრძვის უსასრულო პატივს

მწირი ვიყავ ვყოფილიყავ კვლავ ის

ტვინი კიდევ ეშაპოტთან მდგარი

მუქარა და იდუმალი ძალი

შიში მეფობს ქართველისთვის კრძალვით

ეს ქვეყანა პატივია კაცის

ეს სამშობლო უძიროდ რომ კნავის

ფისუნები ავს სჩადიან თან ის

იყურება ეშმაკურად კვლავ ის

ვებრძოდი და ვებრძოლები თან ვის

ბელზებელი ვერღა აღწევს წადილს

რწმენა ენის,სიყვარული,თავის

ქვევრად ბუდობს უსაზღვროდ რომ ხავის

ქნარი კიდევ მოუპარავთ ძაღლებს

ირგვივ ისმის მონაჩმახი ყვავის

ერთიანად ეცოცხლაო პატივს

ერთის მსგავსად გვეცოცხლაო კვლავ ის

გვებრძოდა და ვებრძოლებით ავ ჩიტს

გავიმარჯვებთ ვერღა გვძალავს კვლავ ის!!!

ქრისტეს სჯულზე აუგის მთქმელს

თუ სცოდნია ჰყვარებია

უფლის გზაზე გაბნეულ მტვერს

თანაც ძლიერ გაჰყოლია

ღმერთში არის სიყვარული

თვით გულწრფელი სინანული


ბედკრულობის სიხარულსაც

ერი მწვავედ გაჰყოლია

სად ვეძებო ხსნა სად ვპოვო

მივაგენი კოცნის რიდებს

ვინ გვამშვიდებს მისსა გარდა

ღმერთო ჩვენო ვინ გაგვიღებს

კარებს შენსას ვინ დაგვიფენს

შენ ხარ ძალა ულმობელი

შენ ხარ ხატი სხივმფენელი

სასოება დარდსამქნელი

სიყვარული სულსა ჩვენი

მიეცი და მიეგებე

მოგვეცი და მოგვეგებე

შენ ხომ თავი ერთსა მყოფი

მოგვეცი და გვანუგეშე

ყინვა როგორც კაშხლის ზვინი

შენ გაალღვე დაგვიჯერე

ჩვენ კი სიტყვაც არ ვიჯერეთ

სასწაული მოვინდომეთ

შენზე დიდი სასწაული

თუ გვექნება ზეცად კიდე.

სიყვარულს დაერქვა დღეს ჩვენი სახელი

გვიყვარდეს ცხოვრება ეს არის საშველი

სამოთხის ბაღები ედემის სახლები

ევასთვის ძღვენია დღეს ჩვენი სახელი


ტრფობაა წამების ხიდების მნახველი

დედაა ყოველი ცხოვრების დამცველი

სიცოცხლის კვალნია იესოს არსს ველით

ცხოვრება ბაღია დღეს მიწის კვალს ვწვდებით

დედა მიწაა და დედისთვის თან ერი

ბერია მნუსხველის კიბეზე დამცდენი?

ვინ გითხრათ თქვენ ცხვრებო ცხოვრება ამფერი

საშველი დღედაღამ ბუნების თან ძველი

ჩვენ რომ ვართ ასეთი დროების მნახველი

ვინ გვითხრა ვიყოთო სატანის დამცველი

ვიცანით დროება ბელზებელს კვლავ ელით?

შეეშვით ყოველმან გვანახეთ კვლავ ერი.

მწვანე კორიდორი,ფერთა გამის წყარო

როგორ უმოწყალოდ როგორც ფერთა წყარო

ჟრიალმხიარული ბედის ქარბორბალად

უსაშველოა და მაინც წყლისა წყაროდ

როგორც განთიადი სულთა ჟრიამულის

როგორც ღამენათევ ფერთა ბედის წყარო

ვზივარ მყინვარწვერზე ვხედავ ფერთა წყაროს

გამოვჩინდები და ვხედავ დროსა წყაროდ

მწვანე განთიადი,ლურჯთა სხივთა ფენა

შევისისხლხორცე და მიწაც იქცა წყაროდ

მწვანე მოლი მიყვარს სხივის ფეხთა ბწკარით

წკრიალ მონდორს ვხედავ,ვხედავ პირველწყაროდ.

ფულად გაყიდულა ღირსება


ჩვენდა წილად თუ ვის ხვდება

ყოველ ბოროტსა ცრემლ დღეა

ყოველ ცხოველთა დღეს ტყვეა

მე მომერია ძალმომრეობით

მე მომერია აზრთმცოდნეობით

სხვისი ღირსება დღეს წილად კვდება

სხვისი ღირსება დღეს წილად ტყვეა

ვით ირიბ სიზმრებს,მეტამორფოზებს

ვით დილით იმ ფერს,სხივთა კომფორტზე

ვხედავ და ვერ ვთქვი,ძნელად ვერ შევცბი

შევიცანით და ვამბობთ დღეს ტყვე ვართ?

ტყვე უსაზღვრობის კიჩოზე ღუზით

ხელთდავატარებთ ნაგვებ კიჩოებს

ვინ მოგვიგონებს ერთადერთ კრძალვით

ვინ მოგვიგონებს სხივების ძალვით

ისევ ზღვა ღელავს,ისევ მთა გვეტრფის

ისეთ ცხოვრებას ვემსგავსეთ განა

სიყვარულისთვის შეიქმნა ყოფა

ნუ ვემსგავსებით დანას ნარნარას

გემბანზე ოდეს შევხედავთ მიზნებს

გემბანზე ვგონებ შევიტანთ იმედს

ჰორიზონტს ვინ ლევს,ვისთვის ვინ ითმენს

მხოლოდ თვლითა ვართ აზრთდაცემულნი

ფულს კი ვინ იღებს,ღირსებას ვინ დებს

ოდეს კმაყოფით სხივებს ვინ გვირევს

ეშმაკნი ჩვენნი,გვიყვარს და ვერ ვთქვით

რა საჭიროა მივალთ და გეტყვით.


გოლგოთას გზაზე მდგარ უწყვეტ ქიმერს ვგავარ

სული მებოჭება,სისხლს კი სწყურებია

აღარ დაილია მქუხარე პარასკევი

ირგვლივ ქაოსია,ირგვლივ კვლავ ოსია

დარდიმანდს უნახავს მწუხარე შაბათ-კვირა

დასვენებააო შენ რომ მეუბნები

როგორ დაგიჯერო ირგვლივ კვლავ გონს მიაქვს

მწვანე ინტეგრალი სულით დანაპირი

ვაგონს გულებისას დააწვა შემოდგომა

ყვითელ ზეცის შუქზე ისევ ქაოსია

აღარ დაილია მწუხარე პარასკევი

რომელი გზა ჯობია,რომელი გზაც გვჯობია

გვერდით ვიხედები სასოწარკვეთილი

გზას რომ აპრილისას დროება დამთხვევია

ცეცხლში ვიწვები და გული მეფერფლება

ჭორებს ქარებისას გულიც გაჰყოლია

გაზაფხულის ჟამზე ყლორტი გაიშალა

ირგვლივ კვლავ ომია,მე თუ დავასკვენი

რიდი პარასკევის,მე თუ წვალებისას ფიქრი მომერია

აღარ დამნებდება ვითომ პარასკევი?

ჩემიც რომ გაიგოს,იქნებ კვლავ მჯობია

ვეღარ მომერევა მძინარე შაბათ-კვირა

ირგვლივ კვლავ ომია,ირგვლივ კვლავ მჯობნიან

გავთავისუფლდები მე თუ დავასკენი?

ნეტავ სად წამიყვანს ბედის ბედისწერა

ადრე რომ ყოფილა მწუხარე პარასკევი

ჯერაც ჯერ მხნეობით სახეც ამყოლია


ვერღა ამიყოლებს რიდი პარასკევის

ზეცაზე სხივებიც ხომ ჩემი დამყოლია.

ეს მე ვარ სხივების კაშკაშა ნათება

ეს მე ვარ სხივების კაშკაშა ნათელი

პოეტის სიმღერა ზეცას რომ თან ჰყვება

პოეტის ნაპირებს რომ არ აქვს თარეში

დროებას მიჰყვება სახეცვლილ ნათება

დროებას მივყვებით სახეცვლილ მხარეში

თვით უკვდავება არის უებრო ნათება

თვით უკვდავი ვარ სამოთხედ მთვარეში

გასწიეთ ნუ მომცხებთ ჩირქებს ამ მხარეში

ნუ მეტყვით რომ ვიყო ჭაღარა ნათება

მე ისევ იქავარ უძიროდ თან მტვერში

ნათელი სხივების კაშკაშა ნათებად

რომ დღესაც ჩემთვის უძირო მხარეში

რომ მოერია სხივები ამ წრესაც

მე ვბრუნავ კელაპტრად ამ ქვეყნის მხარეში

რომ მე ვარ ბუნების მარადჟამ ნათება.

მუხლჩახრილი და მუხლმოდრეკილი

მუხლაყრილი და მუხლდავრდომილი

გევედრებოდნენ მზეზე სინათლეს

სანთელს ვინ ანთებს ცრემლებს ვინ გვართმევს

სიომ შთაგბერა სული სინაზის

ფიქრმა წალეკა სიტყვა სნეული

მიწას ვინ აბნევს წიაღს ვინ ავლენს


სულის მნათობებს მზეზე ვინ დასდევს

ბრალად ვინ დაგვდეს ბრალს კი ვინ გვართმევს

კვლავ რომ ვებრძოდით ქართა სინაზეს

მინდა და ვერ ვთქვი,სიტყვას ვერ შეცვლი

საქციელს კიდევ მოწმობს ნათება

ვინ გვემართლება,ვინ გვესარჩლება

ცხოველ ცხოვრების ვინ გვეკადრება

ვიკადრეთ ვნება ვსწავლობდით ავხორცს

ვევედრებოდით წისქვილებს ნებას

ქარტეხილს შველას,ცუნამის რხევას

მიწისძვრებიდან ვაქცევდით ჩვენ ნავს

სიო მიჰქროდა სიო დაჰქროდა

გვერეკებოდა ხასხასა მოლი

ბოლოს დავეცით,ვხედავ ავს ნემსით

ჩხვლეტა ყოფილა ბედისწერობის

წეროებს იქით,ვყვებოდით მიზნით

წეროებს აქით იქცა მაშველად

ხელებს ვებრძოდით,ტალღებს ვახრჩობდით

არა უჩანდა ბოლო ნათებას

სულს კი არასრულს,მიწას კვლავ ნაკლულს

ვევედრებოდით მუხლდავრდომილად

ვიქეცით ცოდვად,ცოდვას ვინ მოძღვრავს

საშველი მხოლოდ იყო ამაო

მე კიდევ ძალით,ვედრებით,ამით

სასოობისგან განსვენებული

გევედრებოდი იმედს სხივისგან

თანაც გიცქერდი ამაოდ,ამად


მე დღეს ვიცოდი,ხვალ რომ იცოდი

რომ ვიქნებოდით მუხლჩახრილ დარად

მხევლებს ვის მალვად,ძალებს ვის მარად

ჟამს სასრულისას ჰქონდა მიზანი

მიზანი ერთი თვით მწყალობ ღმერთი

მუხლჩახრილი და მუხლდავრდომილი.(მუხთლთა მიზანით)

როცა ზღვა არის აწითლებული

როცა ცა არის აყვითლებული

როცა სიმართლემ შობა ღირსება

როცა მდინარე იქცა მიზნებად

როცა კანიონს ეყრება დარდი

როცა ნაღდები იქცნენ ლაჩრებად

მე მომერია ვიყო სინათლე

მე მომერია ვიყო ღირსებად

შორს სხივთა კომფორტს დაამჩნდა ლანდიც

შორს ცისკროვნება იქცა ბინდებად

მე მომერია ვიყო სიმართლე

მე მომერია ვიყო ღირსებად

იაგუნდს მიწა დაამჩნდა კვალად

ვის შესადარად იქცა ღირსება

თაიგულებად შემკობილ კომფორტს

ხორცშესხმული აქვს სიტყვა სხივფენა

მე მინდა ვიყო ვარდების კონა

მე მინდა ვიყო სანთლის რიდება

კაშკაშა მნათობს ელვისა ნახვად რომ

დასტყობია სიტყვა,ბინდდება
ვერ ვეგუები აღნიშნულ კომფორტს

ჩვენს ხელთ სადღაა სიტყვა ღირსება.

ზეცის კაბადონზე სხივი აკიაფრდა

იშვა ნათელი და სხივად დედამიწა

სხივად დედას ვფიცავ,სიტყვა ღმერთსა მიწად

ღმერთო დაგვიამე სხივად დედამიწა

შენგან განსაცდელი გაცდეს დედას, მიწად

ღმერთო დაგვითრგუნე ზეცად დედამიწა

სხივად რომ იქმენი ნათლავ შენსა მიწას

სარეველებისგან გვწმინდავ დედამიწავ

მაგრამ რა ხეირი დედაც იქცა მიწად

ღმერთო გადმოხედე მშობელს ჩვენსა მიწას

ზეცის კაბადონი იქცა სხივად მზისად

ღმერთო აქა ხარ და იცავ დედამიწას

მაგრამ განსაცდელი ავის დედამიწა

შენგან ხაოდა და ჩხავის დედაც მიწად

შენ რომ ამაღლდები ზეცას დალაგდები

შემდეგ კვლავ იქცევა სხივი დედამიწად.

ღმერთო,განმაშორე გრძნეულნი სხეულიდან

განდევნე ლახვრად ჩანასობი სიტყვის მეოხება

ვინაც წინ არის და სასთუმალს მიმუხთლავენ

ვინაც მეოხებით ჩემგან მეუბნება

რომ მე ვყოფილვარო თურმე ავი თვალი

რომ მე ვყოფილვარო ფლიდი მეოხებად


განა ცხოვრებისგან მეტს რას მოველოდი

თურმე მცოდნია მე სიტყვის მეოხება

აწ მე დამნაშავე ჩუმად უნდა ვიყო

განა სიცოცხლისგან სხვას რას ვის ვეტყოდი

მხოლოდ ტრფობაა და სიტყვა მეუბნება

მხოლოდ მიზანია ფიქრთა ამბოხება

პრელუდიებად რომ იქცა წუთის წამი

წუთისოფელსაც რომ ჰქვია მეოხება

ვის სად შევხედო და რა ჯიბრზე გადავძალო

ღმერთო განმაშორე ავნი მე ოხერად.

სამყაროს შეეყარა სიშლეგე მხარეში

ვერ ვნახე მართალი ამ მძიმედ ამ ლექსშიც

ვზივარ და ვერც ვამბობ მიზანს თუ რა ეტრფის

სიშლეგის მხარეში კრავი ვარ ამ თერგში

თერგდალეული და ვყოფილვარ ამ ტექსტშიც

გისვრივართ უმწიროდ სანუკვარ მხარეში

მიგრძვნია მე შვება ამ მხარის არეშიც

მითქვია საწუთროს ამ მძიმე თარეშშიც

რომ გრძნობა უშვერი არის თვით ამ ლექსშიც

რომ ვნებას ძალებისას რომ არ აქვს თარეში.

ამოწურული სიტყვის მარაგი

გამოწურული ღვინო,ბადაგი

თავდაღუნული სიო ვერაგი

აღსანუსხული ბეწვის ფარდაგი

მე მომერია ვიყო გულისთქმა


შენ მოგერია იყო ბადრაგი

ციხის ეშაფოტს გაუყვა სევდა

მე მივუყვები მტრისას ძღვენობებს

თავს ვინ იმონებს,ვისთვის გვიმონებთ

მატერიაში ვისთვის ვის ვთმობდეთ

უმატერიოდ ვინ ვართ არავინ

გადავაბიჯებთ ზღურბლებს ფარდაგით

ოცნების სხივმა რომ გვშვა სად არის?

ოცნების ფიქრმა რომ გვშვა სად არის?

ფიქრი ეშაფოტს მგდარი სად არის?

სად არის სიტყვა კილოდ გამხდარი?

სად არის სული ხორცად დამდგარი?

სულისა წინდამ სად შობა წმინდა

აღარ გვყავს წმინდა შობა ლანგარით.

ის რაც შენ თავს ხდება შენთვის არს მხოლოდ

და ალბათ მხოლოდ ის ხდება შენთვის

სამყაროს ხომ აქვს ათასთვალები

და ის რაც შენ დაინახე და გამოსცადე

რომ არის ზღვაში წვეთი დანაცვალები

და მაინც რას ხედავ შენ?

ყველაფერი კი ისეა როგორც

გესმის და აღიქვამ შენ

და ხედავს მხოლოდ სიწრფელე ერთი

და ეს სიწრფელე თავად ხარ შენ.


დედა ენა ხარ,დედაენა ხარ

დედა სხივი ხარ კაშკაშა ცაზე

შენ გარეშე ხომ არა იქნება

ცხოვრების ფერი და სილაჟვარდე

ვარდი სილაში,თვალზე ცრემლები

მე რომ გატკინე და გულზე მოგხვდა

თვითონ ვასწორებ,თვითონ მასწორებ

სიყვარულით და იმედით მმოძღვრავ

რომ შენ ისევ გაქვს ჩემი იმედი

მე კიდევ ახლა სხვასთან მივედი

მაგრამ ვიწვნიე მარცხის სიგლახე

მაგრამ ვიგემე მარცხის სიგამხდრე

მე შენ გპირდები ცაზე ვიქნებით

მნათობ სხივისას რომ გვაქვს მშვენება

არ დაიღლება და გაიჭრება

გვარი კაბადონს მოჰკრავს ნათებას

თუ დავიღალე მითხარი მარდად

გაიარე და ვიქნებით კარგად

რომ ჩვენს ცას მოძღვრავს უფალის გენი

რომ ჩვენ ვართ მარად,უსაზღვროდ მარდად

დედა ენა ხარ,დედაენა ხარ

სხივი ხარ ცაზე გაბნეულ დარად

რომ შენ გიყვარვარ,ვიცი მეც გყავარ

უსაზღროდ უწყეტ სინათლით მკვანძავ.

როცა ოცნების მორევში ჩაეშვები

ქვევით ნუ დაეშვები,არ ღირს ნუ დანებდები


როცა იმედის მიზნებსაც გაეშვები

სამყაროშიც რომ უსაზღვროდ დაეჭვდები

რთულია აღელდები,მიზანს თუ დანებდები

შორს თუ არ გაექცევი,იფიქრე გამრთელდები

შენ ხომ იმარჯვებ და უეცრად ან ვერ ცხრები

იყავი გულითადი ან იქნებ არც შენ ცდები

ეს სამყარო კი როცა გხდის ძალისმიერს

ანდა უეცრად რომ ძაღლები მოგიქსიეს

იყავი თვინიერი ავად ნუ გაკერპდები

თორემ გამოგჭამენ სულსაც დამოძღვრავენ

მერე კი შენ გაქცევენ სიშლეგის ფაიტონად

მერე კი დაგაცლიან უზადო რუბიკონებს

შემდეგ კი გამოგცდიან მერე კი მოგისვრიან

სულით რომ გადაგშლიან ხორცით კი დაეცემი

გახსოვდეს მარადჟამ რომ სრულად ნუ გამოჩნდები

თორემ გატიტვლებენ ვხედავ რომ დაგიშვებენ

შემდეგ კი გაგწირავენ,თუ შენით არ დაცხრები

გახსოვდეს რომ მუდამ შენ არ ხარ დანებდები

ისწავლე თვალთახვევა იცოდე გარეთ ცდები

საბოლოოდ კი ოჯახშიც დაეჭვდები,

შემედეგ კი გაიხსენე რომ არ ხარ კვლავ გახდები

შენ რომ იმარჯვებ და სხვისგან ნუ დაეჭვდები

რომ შენა ხარ და პირველი შენ იქნები

რომ შენ გაიმარჯვებ თუ სხვებსაც არ აყვები

გახსოვდეს შენ ძმობილო შენით ხარ კვლავ შენ ხდები.


იმედნარევად ცხოვრება ბობოქრობს

ზამთრადაც მოდიან მქუხარე ქარები

დაჰქრიან ბოგინობს ავკარგი დეკემბერი

ჭიდილში იმალება ეს ცხარე იანვარი

ალღოც კი აუღიათ ცხენებსაც სათარეშოდ

მოაკლდათ ოხერი გულისგან თებერვალი

გამოკეტილი და გარდაცვალებული

თავს ვეღარ მოიწონებს მწუხარე პარასკევი

ვერღა მოერევა თვით მწვავე შაბათ-კვირა

ფრთამოჭრილია და დღესაც რომ დავასკვენით

ქუდმოხდილია და გვიმზერს შემოდგომაც

დროების სიშლეგეში ბრდღვინავს ნოემბერიც

რა ქნან აერიათ ეს ზამთრის დროებანი

მე კი ვერ ვიძინებ მწუხრი მელანდება

თუ გადაგორდება ეს მწვავე თებერვალი

გამოიდარებს და მწუხრიც დანამდება

ვერღა მოგვერევა მწუხრი პარასკევის

და მთას ზმანებისას ცრემლი დაედგმება.

You might also like