You are on page 1of 28

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან


რომელია სწორი განმარტება?
1. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული
ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება
2. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც
დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე
პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება
3. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა გამოიცეს
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე
პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ზეპირი ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი:
1. წერილობით უნდა გამოიცეს მიღებიდან 3 დღის ვადაში
2. წერილობით უნდა გამოიცეს გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში
3. წერილობით არ გამოიცემა
4. წერილობით გამოიცემა, თუ ადმინისტრაციული ორგანო ამას საჭიროდ მიიჩნევს
პასუხი 1

3. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი


დასაბუთების გარეშე გამოსცა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,
იყო თუ არა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, არ დაესაბუთებინა წერილობითი
ფორმით გამოცემული აქტი?
1. იყო, რადგან წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ ის გამოცემულია დაინტერესებული
მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და
ინტერესებს
2. იყო, რადგან წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ ის გამოცემულია დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში
3. იყო, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიძლება საჭიროდ არ ჩათვალოს დასაბუთება
4. არ იყო
პასუხი 1

4. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით ვ-მ წერილობითი განცხადებით მიმართა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მოთხოვნაზე სრულყოფილი
პასუხის გაცემა მოითხოვდა სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული
ქვედანაყოფიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა საჯარო მოსამსახურემ საჯარო
ინფორმაცია მე-14 დღეს გასცა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,
დაცულია თუ არა აღნიშნულ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი
ვადა?
1. დაცულია, რადგან ასეთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია უნდა გაცემულიყო არა უგვიანეს 14
დღისა
2. არ არის დაცული, რადგან საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის სხვა
დასახლებულ პუნქტში არსებობის გამო ასეთი ინფორმაცია უნდა გაცემულიყო არა უგვიანეს 10
დღისა
3. არ არის დაცული, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს
ინფორმაციის გაცემის სპეციალურ ვადებს და გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი
ზოგადი ვადები.
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 2

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ კანონი არ


ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული
ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს:
1. ზოგადი ან ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, საკუთარი დისკრეციის
ფარგლებში
2. მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაშია


ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული, აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი
დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს?
1. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე
2. ზემდგომი ორგანოს თანხმობის საფუძველზე
3. შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე
4. ქვემდგომი ორგანოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე
პასუხი 3

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც:
1. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს
2. შეიცავს მისი მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს
3. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ქცევის ზოგად წესს.
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ


ვრცელდება:
1. საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე.
2. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე
3. სამინისტროს საქმიანობაზე
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 2

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა არის აღმასრულებელი


პრივილეგია?
1. სახელმწიფო ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
დასაბუთების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ
2. მოსამართლის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება
დაუშვებელია
3. თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება, დაუბრკოლებლად გაეცნოს
გასაიდუმლოებულ ინფორმაციას
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 4

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაშია


ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით?
1. თუ თანამდებობის პირს არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი
მიზეზების გამო
2. თუ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია, თავად შეასრულოს კონკრეტული სამართლებრივი
მოქმედება
3. თუ მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები
არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების
აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 3

11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაშია


ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, არ აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს?
1. თუ ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს
2. თუ ის საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ამას არ ჩათვლის საჭიროდ
3. თუ მას აქვს უფლება, უარი თქვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე
4. თუ მათ არა ჰყავთ საერთო ზემდგომი ორგანო
პასუხი 1

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


წარმოების მხარე შეიძლება იყოს:
1. ადმინისტრაციული ორგანო
2. ფიზიკური პირი
3. იურიდიული პირი
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4
13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვინ და სად ასაჩივრებს
ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს?
1. ნებისმიერი პირი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში
2. მხოლოდ დაინტერესებული პირი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში
3. მხოლოდ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირი ზემდგომ ადმინისტრაციულ
ორგანოში ან სასამართლოში
4. როგორც წესი, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი არ საჩივრდება
პასუხი 1

14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაში უნდა


განაცხადოს ადმინისტრაციულ წარმოებაში თვითაცილება ადმინისტრაციული ორგანოს
თანამდებობის პირმა?
1. თუ იგი წარმოადგენს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს
2. თუ იგი იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
3. თუ იგი მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში
4. თუ იგი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ნათესავია
პასუხი 2

15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების


უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს:
1. 30 დღის ვადაში
2. 10 დღის ვადაში
3. დაუყოვნებლივ
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

16. ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირ თ-ს შორის დაიდო ადმინისტრაციული


ხელშეკრულება დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობის თაობაზე, რომლითაც იზღუდება
პარკის გვერდზე მცხოვრები კ-ის ინტერესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, შეიძლება თუ არა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლა?
1. არ შეიძლება
2. შეიძლება, თუ ხელშეკრულების მხარეები არ გამოთქვამენ პრეტენზიებს
3. შეიძლება მესამე პირის წერილობითი თანხმობით
4. არ შეიძლება, თუ ამას საჭიროდ არ თვლის ადმინისტრაციული ორგანო
პასუხი 1

17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, პროფესიული და


კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება:
1. არა უმეტეს 1 წლით
2. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადით
3. არანაკლებ ერთი თვის ვადით
4. უვადოდ, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა
პასუხი 4

18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ჯარიმის, როგორც


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველყოფის
ერთ-ერთი საშუალების, საერთო თანხის ოდენობა იურიდიული პირისათვის არ უნდა
აღემატებოდეს:
1. 100 ლარს
2. 500 ლარს
3. 5000 ლარს
4. 10000 ლარს
პასუხი 3

19. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს
სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები:
1. მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში
2. მხოლოდ მაშინ, თუ ისინი დაიხარჯა არამიზნობრივად
3. თუ ისინი აღემატება 500 ლარს
4. თუ ისინი აღემატება 50 ლარს
პასუხი 4

20. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ კანონით ან მის


საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო
გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან
მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან:
1. ხუთი დღის ვადაში
2. ათი დღის ვადაში
3. ორი კვირის ვადაში
4. ერთი თვის ვადაში
პასუხი 4

21. მოქალაქე ლემონჯავამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა განცხადებით,


რომლითაც ითხოვა კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონის შეიარაღების სახეობისა და
იარაღის რაოდენობის თაობაზე ინფორმაციის გაცემა. მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ეს
ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა მოქალაქე ლემონჯავასათვის ინფორმაციის გაცემაზე
უარის თქმა?
1. კანონიერია, რადგან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემა არ
შეიძლება
2. კანონიერია, რადგან მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა შეარაღებას ფლობს თავდაცვის
სამინისტროს ესა თუ ის ქვედანაყოფი
3. არ არის კანონიერი, რადგან მოქალაქე ლემონჯავა თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

22. ქალაქ თბილისის მერიას განცხადებით მიმართა 30 პირმა. მერიამ მათ მოსთხოვა, დაენიშნათ
ერთი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, ეწარმოებინა მასთან
ურთიერთობა. ვინაიდან განმცხადებლებმა მერიის მიერ დადგენილ ვადაში არ დანიშნეს
წარმომადგენელი, მერიამ მათ წარმომადგენლად განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი
ჩათვალა და მას გაუგზავნა მხარისათვის განკუთვნილი ყველა დოკუმენტი. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა მერიის მოქმედება?
1. არ არის კანონიერი, რადგან განცხადება შედგენილი იყო ადვოკატის მიერ
2. კანონიერია, რადგან განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა
3. არ არის კანონიერი, რადგან ყველა განმცხადებელი ქმედუნარიანი პირია
4. კანონიერია, რადგან განცხადება პირველმა ხელმომწერმა პირმა შეადგინა
პასუხი 2

23. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება


ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო ინფორმაციის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს:
1. საქართველოს პრეზიდენტს
2. საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს
3. საზოგადოებრივ მაუწყებელს
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
პასუხი 2

24. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვინ არის პასუხისმგებელი


სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა
სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას
მიყენებული ზიანისათვის?
1. ადმინისტრაციული ორგანო და ზიანის მიმყენებელი სახელმწიფო მოსამსახურე
2. სახელმწიფო
3. მხოლოდ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო
4. ზიანის მიმყენებელი თანამდებობის პირი
პასუხი 2

25. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, გარემოებათა არსებითად


შეცვლისას:
1. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში
ცვლილებების შეტანა, თუ ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული
2. მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმება, თუ
ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს
3. მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმება, თუ
ადმინისტრაციული ორგანო არ თანხმდება ხელშეკრულების შეცვლას
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უქმდება
პასუხი 2

26. ვანომ გადაწყვიტა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტი გაეხსნა.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასეთი
ობიექტის გახსნის შესაძლებლობას. ვანომ შეაგროვა საჭირო დოკუმენტები და განცხადებით
მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის თანამდებობის პირისაგან
წერილობითი თანხმობა მიიღო, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის
განხილვამდე შეიცვალა ნორმატიული აქტი; კერძოდ, ამ აქტით აიკრძალა პარკის მიმდებარე
ტერიტორიაზე აღნიშნული ობიექტის გახსნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, უნდა შეასრულოს თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვანოსთვის
მიცემული დაპირება?
1. უნდა შეასრულოს, ვინაიდან წერილობითი თანხმობა ყოველთვის წარმოშობს პირის
კანონიერი ნდობის უფლებას
2. არ უნდა შეასრულოს, ვინაიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
შეცვლის გამო ვანო ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს
3. არ უნდა შეასრულოს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის,
წინასწარ დაჰპირდეს პირს რაიმეს შესრულებას
4. უნდა შეასრულოს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას პირის
კანონიერი ნდობის უფლება
პასუხი 2

27. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა,


რადგან იგი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი საჩივარი არ განიხილება,
თუ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი
2. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ
საჩივარს, თუ იგი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციული საჩივარი
არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს იგი
და მიიღოს გადაწყვეტილება
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

28. პირმა სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს


მიმართა განცხადებით უძრავ ნივთთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის
თაობაზე, რაზედაც უარი ეთქვა. ამის შემდეგ მან სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით
მიმართა. სააგენტომ გამოიტანა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის
თქმის შესახებ, ისე, რომ პირისთვის არ მიუცია აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების
წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,
კანონიერია თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მოისმინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის
მოსაზრება
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა,
ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი
პირის თანხმობის გარეშე
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული
საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს
ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების
წარდგენის შესაძლებლობა
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

29. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან


დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებაში. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა პირის მოქმედება?
1. არ არის კანონიერი, ვინაიდან დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში
მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მომზადებაში
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში
მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც დასაქმებულია იმ ადმინისტრაციულ ორგანოში,
რომელმაც გამოსცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
3. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება
ნებისმიერ პირს შეუძლია
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

30. პირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა განცხადებით საჯარო ინფორმაციის


გაცემის თაობაზე. სამინისტრომ მას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი უთხრა და
გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში წერილობით განუმარტა მისი უფლებები და
გასაჩივრების წესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია
თუ არა სამინისტროს მოქმედება?
1. არ არის კანონიერი, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს
წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის
სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა
კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას
2. კანონიერია, ვინაიდან საჯარო დაწესებულებას ჰქონდა უფლება, საჯარო ინფორმაციის
გაცემაზე უარი ეთქვა გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში
3. კანონიერია, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო
დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში პირს წერილობით
განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

31. მოქალაქემ მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა საკრებულოს


საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების შესახებ საჯარო ინფორმაცია.
საკრებულომ გასცა მოთხოვილი ინფორმაცია და იმავე პირს დააკისრა ამ მონაცემების ასლების
გადაღების ღირებულების გადახდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
თანახმად, კანონიერია თუ არა საკრებულოს მოქმედება?
1. არ არის კანონიერი, თუ პირი თანხმობას არ განაცხადებს ინფორმაციის ასლის გადაღების
ღირებულების გადახდაზე
2. კანონიერია, ვინაიდან პირს აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო დაწესებულების საქმიანობის
ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია; ამასთანავე, ის
ვალდებულია აანაზღაუროს ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხა;
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან პირს აქვს უფლება, უსასყიდლოდ მიიღოს სხვა პირის შესახებ
საჯარო დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემების ასლები
4. არ არის კანონიერი, ვინაიდან დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო
ინფორმაციის გაცემისათვის
პასუხი 2

32. დაინტერესებულმა პირმა - ვ. ფარცვანიამ ქალაქ თბილისის მერიაში შეიტანა განცხადება იმ


საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების,
აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, შეიძლება თუ არა დაინტერესებულმა პირმა
წარადგინოს აღნიშნული განცხადება?
1. შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა,
რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის საზიანოდ
2. შეიძლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
3. შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა,
რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ
4. არ შეიძლება, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ უკვე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა
პასუხი 3

33. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული მხარე დაესწრო მოწმისა


და ექსპერტის დაკითხვას, დაუსვა მათ შეკითხვები და მოითხოვა ექსპერტის წერილობითი
დასკვნის გაცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია
თუ არა დაინტერესებული მხარის მოთხოვნა?
1. კანონიერია, ვინაიდან დაინტერესებული მხარე ვალდებულია გაეცნოს ექსპერტის
წერილობით დასკვნას
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან დაინტერესებულ მხარეს მხოლოდ ექსპერტისთვის შეკითხვების
დასმის უფლება აქვს
3. კანონიერია, ვინაიდან დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, დაესწროს მოწმის ან ექსპერტის
დაკითხვას, დაუსვას მათ შეკითხვები, გაეცნოს ექსპერტის წერილობით დასკვნას
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

34. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ნორმატიული


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც:
1. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს
2. შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს
3. შეიცავს პირის ან პირთა შეზღუდული წრის მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი
გამოყენების ქცევის ზოგად წესს
4. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ქცევის ზოგად წესს
პასუხი 2

35. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე
უფლებას ან სარგებელს
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით
ფიზიკურ პირთან დადებული შეთანხმება
3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული
მხარის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით
შეტანილი წერილობითი მოთხოვნა უფლების მოპოვებაზე
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 1

36. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვალდებულია თუ არა


ადმინისტრაციული ორგანო, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული
წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს იმ მოტივით, რომ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს დაინტერესებული მხარის
სამართლებრივი მდგომარეობა?
1. ვალდებულია, თუ დაინტერესებული მხარე წინასწარ წარადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში
მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელ საბუთებს
2. არ არის ვალდებული, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია
ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მხოლოდ დასაბუთებული
წერილობითი თხოვნის საფუძველზე
3. ვალდებულია, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების
დაწყების შესახებ უნდა აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უნდა
უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

37. ქალაქ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური მოქალაქე ტ-ს წერილობით დაჰპირდა,
რომ მასზე უახლოეს მომავალში გასცემდა მშენებლობის ნებართვას. როგორც შემდგომ გაირკვა,
ტ-მ აღნიშნული ნებართვის მისაღებად შეგნებულად წარადგინა ყალბი დოკუმენტები,
რომლებიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. ამის გამო
ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადრე მიცემული დაპირების მიუხედავად, ტ-ს მშენებლობის
ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. ნებართვის გაცემაზე უარის მიღებამდე მოქალაქე ტ-მ, რაკი
მიღებული ჰქონდა დაპირება ადმინისტრაციული ორგანოსგან, მშენებლობის დასაწყებად
გარკვეული ხარჯი გასწია. ამიტომ მან მოითხოვა დაპირებული ნებართვის გაცემა იმ
საფუძვლით, რომ ჰქონდა კანონიერი ნდობის საფუძველი. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საფუძვლიანია თუ არა მოქალაქის მოთხოვნა?
1. საფუძვლიანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების საფუძველზე მოქალაქემ
მშენებლობის დასაწყებად გარკვეული ხარჯი გასწია
2. საფუძვლიანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დაპირება არის კანონიერი
ნდობის საფუძველი, რომელიც ავალდებულებს მას, გასცეს დაპირებული ნებართვა
3. არ არის საფუძვლიანი, რადგან კანონიერ ნდობას საფუძვლად უდევს მოქალაქის უკანონო
მოქმედება
4. არ არის საფუძვლიანი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
მოქალაქეს არ ანიჭებს კანონიერი ნდობის უფლებას
პასუხი 3

38. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების მიზნით
2. ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის მიზნით
3. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4

39. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აქვს თუ არა


ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს კომერციული
საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების ასლების მიღების უფლება?
1. არა აქვს, ვინაიდან მას შეუძლია მიიღოს მხოლოდ იმ საჯარო ინფორმაციის ასლები, რომელიც
ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომია
2. არა აქვს, ვინაიდან კომერციული საიდუმლოება ხელმისაწვდომია მხოლოდ
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისათვის
3. აქვს იმ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, სადაც მიმდინარეობს
ადმინისტრაციული წარმოება
4. აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში
პასუხი 4

40. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, უფლებამოსილება,


რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო
და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე
გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, არის:
1. დისკრეციული უფლებამოსილება
2. საჯარო და კერძო ინტერესების გამოხატვის თავისუფლება
3. აღმასრულებელი პრივილეგია
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 1

41. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურემ, რომელიც სახელმწიფო


მინისტრის მრჩეველი იყო, ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული საიდუმლო
ინფორმაცია არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა საჯარო მოსამსახურის მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან მრჩეველს უფლება აქვს, ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს
ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საიდუმლო ინფორმაცია
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეს
უფლება არა აქვს, არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების
დროს მიღებული საიდუმლო ინფორმაცია
3. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციულ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია
საჯაროობის პრინციპი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

42. მოქალაქე მ. წულაიამ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა წერილობითი განცხადებით, რომ


მისთვის წარედგინათ საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა
და რევიზიების შედეგები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და გასცა
ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სწორია თუ არა
ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება?
1. არ არის სწორი, ვინაიდან აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგების შესახებ
ინფორმაცია შეიძლება გაიცეს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ პირებზე.
2. არ არის სწორი, ვინაიდან აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგების შესახებ
ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით აკრძალულია
3. სწორია, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის
საიდუმლო ინფორმაცია
4. სწორია, ვინაიდან საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა
და რევიზიების შედეგები არ არის საიდუმლო ინფორმაცია;
პასუხი 4

43. საქართველოს პარლამენტის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მოქალაქე პ-მ


პარლამენტის აპარატს წერილობით მიმართა პარლამენტის აპარატის სტრუქტურის შესახებ
მონაცემების ასლების გაცემის მოთხოვნით. პარლამენტის აპარატმა უფლება მისცა მას,
გასცნობოდა ამ მონაცემებს, თუმცა ასლების გაცემაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პ-ს არ
გადაუხდია ასლის გადაღების ღირებულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა საჯარო დაწესებულების უარი?
1. კანონიერია, ვინაიდან საჯარო დაწესებულებას არა აქვს შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე
პირებზე ზემოაღნიშნული მონაცემების ასლის გაცემის უფლება
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან პირს აქვს უფლება, გაეცნოს ზემოაღნიშნულ მონაცემებს და
უსასყიდლოდ მიიღოს მათი ასლები
3. კანონიერია, ვინაიდან საჯარო დაწესებულება არ გასცემს ზემოაღნიშნული მონაცემების
ასლებს, თუ არ ანაზღაურდა მისი გადაღებისათვის აუცილებელი თანხა
4. არ არის კანონიერი, ვინაიდან პირს არ შეიძლება უარი ეთქვას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,
გარდა კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციისა
პასუხი 3

44. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


ორგანო სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით:
1. არ მიმართავს, რადგან არა აქვს ამის უფლება
2. მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ზემდგომი ორგანოა
3. უფლებამოსილია მიმართოს, თუ დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც
აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, იმყოფება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

45. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაში არ


გამოსცემს თანამდებობის პირი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს?
1. თუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას პირის კანონიერი ნდობის უფლება
2. თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი
არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა
3. თუ თანამდებობის პირს, რომელიც საქმეში მონაწილეობს, აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს
ისეთი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

46. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, გამოიწვევს თუ არა


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მის საფუძველზე დადებული
ხელშეკრულების ბათილობას?
1. გამოიწვევს, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა ზოგადად ითვალისწინებს
ხელშეკრულების ბათილობას
2. არ გამოიწვევს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით
დამდგარ სამართლებრივ შედეგებს უკუქცევითი ძალა ვერ მიენიჭება
3. გამოიწვევს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება
ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში,
რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება
4. არ გამოიწვევს, ვინაიდან ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი
თანხმობის შემდეგ ამოქმედდა
პასუხი 3

47. ქალაქ თბილისის მერიასა და მოქალაქე რ-ს შორის დაიდო ადმინისტრაციული


ხელშეკრულება, რომელიც მესამე პირების – ტ-სა და გ-ს – ინტერესებს შეეხებოდა. მერიამ ამის
შესახებ მესამე პირებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შემდეგ აცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა მერიის
მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით დადგენილი წესით დაიდო
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული
ხელშეკრულების დადებამდე აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი
შეეხება
3. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება ზღუდავს მესამე პირის უფლებებს
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

48. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაში შეუძლია


ადმინისტრაციულ ორგანოს, აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება ზეპირად
გამოსცეს?
1. თუ არსებობს იმ წერილობითი მტკიცებულებების დაკარგვის საფრთხე, რომლებიც
საფუძვლად უნდა დაედოს გადაწყვეტილებას
2. თუ მოსალოდნელია გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმა
3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

49. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ჯარიმის, როგორც


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველყოფის
ერთ-ერთი საშუალების, საერთო თანხის ოდენობა ფიზიკური პირისათვის არ უნდა
აღემატებოდეს:
1. 100 ლარს
2. 1000 ლარს
3. 5000 ლარს
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

50. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ


ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილება საჩივრის წარდგენიდან 9
დღის შემდეგ მიიღო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაირღვა
თუ არა კანონის მოთხოვნა?
1. არ დარღვეულა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში
2. არ დარღვეულა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების
თაობაზე გადაწყვეტილებას არ იღებს
3. დაირღვა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში
4. დაირღვა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 42 საათში
პასუხი 3

51. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რომელი არ არის


ადმინისტრაციულ წარმოებაში ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების
საფუძველი?
1. იგი საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია
2. იგი საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია
3. იგი საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის მეზობლის
ნათესავია
4. იგი საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია
პასუხი 3

52. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკური პირი მისი დარღვევის ყოველი დღისათვის
50 ლარით დააჯარიმა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სწორია
თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება?
1. სწორია, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯარიმის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს
2. არ არის სწორი, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯარიმის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 65 ლარს
3. არ არის სწორი, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯარიმის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

53. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვის აქვს ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უფლება?
1. მხოლოდ სასამართლოს
2. მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
3. მხოლოდ იმ თანამდებობის პირს, რომელსაც სამსახურებრივად აკისრია ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მოვალეობა
4. მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომ ორგანოს
პასუხი 3

54. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების:
1. უშუალო იძულების საშუალებით უზრუნველყოფის უფლება აქვს სააღსრულებო ბიუროს
პასუხისმგებელ პირს იმ შემთხვევაში, თუ აქტის აღსრულების დაყოვნება ზიანს აყენებს სხვა
პირის კანონიერ ინტერესს
2. უშუალო იძულების საშუალებით უზრუნველყოფის უფლება აქვს აღსრულებაზე
პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ, კანონით გათვალისწინებული
აღსრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალების გამოყენების მიუხედავად, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდა.
3. უზრუნველყოფის უშუალო იძულების საშუალება კანონით გათვალისწინებული არ არის
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

55. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვის და რა ვადაში უგზავნის
ადმინისტრაციული საჩივრისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლს:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს
რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში
2. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს 10 დღის ვადაში
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირს 7 დღის ვადაში
4. სააპელაციო სასამართლოს 1 თვის ვადაში
პასუხი 1

56. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა:
1. იწვევს ამ აქტის მოქმედების შეჩერებას, თუ აქტი გამოცემულია მინისტრის მიერ
2. იწვევს ამ აქტის მოქმედების შეჩერებას, თუ დაინტერესებული მხარე მოითხოვს აქტის
ბათილად ცნობას
3. არ იწვევს ამ აქტის მოქმედების შეჩერებას
4. არ იწვევს ამ აქტის მოქმედების შეჩერებას, თუ აქტი გამოცემულია საგანგებო ან საომარ
მდგომარეობაში, შესაბამისი კანონის საფუძველზე
პასუხი 4

57. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ


ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის გაუმართავად განხილვისა და
გადაწყვეტის უფლება:
1. აქვს ნებისმიერ შემთხვევაში
2. აქვს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის
საფუძველი
3. არა აქვს
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

58. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა შემთხვევაში


გამოიყენება ჯარიმა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება?
1. როდესაც აღსასრულებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც
დაინტერესებული მხარის სამეწარმეო საქმიანობას ეხება
2. როდესაც უკვე გამოყენებულმა აღსრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებამ ვერ მიაღწია
დასახულ მიზანს
3. როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერ ნების გამოვლენით
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 3

59. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ოფიციალური დოკუმენტი


(მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო-
და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო
დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არის:
1. საჯარო ინფორმაცია
2. საიდუმლო ინფორმაცია
3. ოფიციალური ინფორმაცია
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

60. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციული


ორგანოს თანამდებობის პირს წერილობით განუცხადა აცილება იმ მოტივით, რომ იგი იყო
ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ამ თანამდებობის პირის ხელმძღვანელმა
თანამდებობის პირმა დაინტერესებულ პირს აცილების განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი
უთხრა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სწორია თუ არა
ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოქმედება?
1. სწორია, რადგან აღნიშნული გარემოება არ არის აცილების საფუძველი
2. არ არის სწორი, რადგან ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს
ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც იყო ექსპერტი მოცემულ
საკითხთან დაკავშირებით
3. სწორია, რადგან მოცემულ შემთხვევაში აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი ორგანოს
თანამდებობის პირი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

61. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ჯარიმის, როგორც


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველყოფის
ერთ-ერთი საშუალების, მინიმალური ოდენობაა:
1. 5 ლარი
2. 15 ლარი
3. 50 ლარი
4. 100 ლარი
პასუხი 1

62. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საჯაროდ მიმდინარეობისას, ზეპირი მოსმენის


დროს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სხდომაზე რამდენჯერმე დაარღვია
წესრიგი, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ იგი დარბაზიდან გააძევა, შემდეგ კი სხდომა
გააგრძელა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა
სხდომის თავმჯდომარის მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის
მონაწილეობის გარეშე
2. არ არის კანონიერი, სავალდებულოა, რომ სხდომა გაგრძელდეს წესრიგის დამრღვევი პირის
მონაწილეობით, რადგან ის თავიდანვე მონაწილეობდა ზეპირ მოსმენაში
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხოლოდ
სიტყვიერად გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

63. დაინტერესებულმა მხარემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა


უძრავი ქონების ლეგალიზაცია. განცხადებაში დაშვებული რამდენიმე შეცდომის გამო მერიამ
მიუთითა დაინტერესებულ მხარეს, მიემართა მერიის შენობაში არსებული ფასიანი
იურიდიული კონსულტაციისათვის, სადაც მას კვალიფიციურად განუმარტავდნენ მის
უფლებებსა და მოვალეობებს და განცხადებაში დაშვებულ შეცდომებსაც გაუსწორებდნენ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა მერიის
მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ აკისრია კანონისმიერი ვალდებულება,
ყველა დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს უფლება-მოვალეობანი და გაუსწოროს
განცხადებაში დაშვებული შეცდომები
2. კანონიერია, ვინაიდან სამართლებრივი დახმარების გაწევა ადმინისტრაციული ორგანოს
კომპეტენციას არ განეკუთვნება
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს
დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, მიუთითოს განცხადებაში
დაშვებული შეცდომების შესახებ
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

64. მოქალაქეობის არმქონე პირმა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მის უფლებამოსილებას


მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის
გადაწყვეტაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ პირი არ იყო საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა
ადმინისტრაციული ორგანოს უარი?
1. კანონიერია, ვინაიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, მიმართოს
ადმინისტრაციულ ორგანოს
2. კანონიერია, ვინაიდან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მიმართოს
ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ
გაცემული ნებართვის საფუძველზე
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს ადმინისტრაციულ
ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული იმ საკითხის
გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ
ინტერესებს
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

65. მოქალაქე ფაცაციამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა. ადმინისტრაციული
საჩივარი არ იქნა მიღებული იმ მოტივით, რომ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის
განხილვისას სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავალდებულოა
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რამე გადასახადი
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის
3. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებული უნდა
ყოფილიყო სასამართლოში
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

66. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


საჩივრის გადასაწყვეტად დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნა:
1. შეუძლია იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც უარი განაცხადა ადმინისტრაციული
საჩივრის წარმოებაში მიღებაზე
2. შეუძლია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის
4. შეუძლია ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირს
პასუხი 2

67. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საზოგადოებრივმა ექსპერტმა გარკვეულ საკითხზე


დასკვნის მიცემაზე უარი განაცხადა პირადი განცხადების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ექსპერტის ვადამდე
გათავისუფლება მისი მოვალეობის შესრულებისაგან:
1. შეუძლია ადმინისტრაციულ წარმოებაში უშუალოდ მონაწილე თანამდებობის პირს
2. შეუძლია იმ ორგანოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ
3. კანონით დაუშვებელია
4. შეუძლია მხოლოდ სასამართლოს
პასუხი 2

68. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არის თუ არა


სავალდებულო საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის?
1. სავალდებულოა, ვინაიდან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა წერილობითი
მტკიცებულებაა
2. სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მოიწონებს ექსპერტის დასკვნას
3. არ არის სავალდებულო, ვინაიდან საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო
საზოგადოებრივი ექსპერტის აზრს არ ითვალისწინებს
4. არ არის სავალდებულო, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი
პასუხი 4

69. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა ვადაში უნდა იქნეს


წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად ცნობის მოთხოვნით?
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების დღიდან ერთი კვირის ვადაში
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის
დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 14 დღის
ვადაში
4. დაუყოვნებლივ
პასუხი 2
70. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში
დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი
ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ
საიდუმლოებას, არის:
1. პირადი ინფორმაცია
2. საიდუმლო ინფორმაცია
3. საჯარო ინფორმაცია
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

71. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, როდიდან დაიწყება


დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი განცხადების
განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება?
1. განცხადების ხელმოწერის მომენტიდან
2. უფლებამოსილი პირის მიერ განცხადებაზე რეზოლუციის დადების მომენტიდან
3. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

72. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სად გაეცნობა


დაინტერესებული მხარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს?
1. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში
2. იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას
3. მხოლოდ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

73. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვინ წყვეტს კოლეგიური


ადმინისტრაციული ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირის აცილების
საკითხს?
1. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
2. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე
3. კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე
4. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო
პასუხი 3

74. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულმა მხარემ მოითხოვა


ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა, რაზედაც ადმინისტრაციული ორგანოსაგან
უარი მიიღო იმ მოტივით, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას ამის
უფლება არ ჰქონდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,
კანონიერია თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს უარი?
1. კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მოითხოვს იმ მასალებს, რომლებიც
წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას
2. არ არის კანონიერი იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე
დაინტერესებული მხარე მოითხოვს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მასალების
ასლების ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით მიღებას
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების
ნებისმიერ მასალას ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

75. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუ:
1. არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების
გამო
2. არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ
ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო
3. დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის
გადასაწყვეტად, იმყოფება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4

76. ქ. თბილისის საკრებულომ დაინტერესებულ მხარეს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მას არ მიუღია.
დაინტერესებულმა მხარემ მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი,
რისთვისაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მას გარკვეული თანხა გადაახდევინა. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა ადმინისტრაციული
ორგანოს მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემა ფასიანია
2. არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, დაინტერესებული
მხარისათვის მხოლოდ ფოსტის ხარჯები გადაეხდევინებინა
3. კანონიერია, ვინაიდან დაინტერესებულ მხარის ადვოკატსაც გაეგზავნა ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ასლი
4. არ არის კანონიერი, ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება
პასუხი 4

77. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


გამოცემასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, რა
ვადაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?
1. ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში
2. ზეპირი მოსმენის გამართვიდან 3 დღის ვადაში
3. აქტის დაინტერესებული მხარისათვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში
4. აქტის დაინტერესებული მხარისათვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში
პასუხი 1

78. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის ასლი სამსახურებრივი ბეჭდით დაამოწმა და ისე გადასცა
დაინტერესებულ მხარეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აქვს
თუ არა ასეთი წესით გაცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს იურიდიული
ძალა?
1. აქვს, რადგან ასლი დამოწმებულია სამსახურებრივი ბეჭდით
2. არა აქვს, თუ დამოწმებული ასლის ყოველ გვერდზე სამსახურებრივ ბეჭედთან ერთად არ არის
პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა
3. აქვს, თუ ასლისა და დედნის შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება
4. არა აქვს, თუ დამოწმებული ასლის თითოეული გვერდი რეგისტრირებული არ არის
ადმინისტრაციულ ორგანოში
პასუხი 2

79. დაინტერესებულმა მხარე ტ-მ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა განცხადებით საჯარო
ინფორმაციის მიღების თაობაზე. მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა იმ მოტივით, რომ ტ-ს
განცხადებაში მითითებული არ იყო მისი მოთხოვნის მიზანი. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა მერიის მოქმედება?
1. კანონიერია, ვინაიდან საჯარო ინფორმაცია არ გაიცემა, თუ მასში მითითებული არ არის
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი
2. კანონიერია, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის მისაღებად განცხადებაში მითითებული უნდა
იყოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი და მიზანი
3. არ არის კანონიერი, ვინაიდან აუცილებელი არ არის, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირის
მიერ წარდგენილ განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

80. ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას განმცხადებლის მიერ დანიშნულმა


წარმომადგენელმა უარი თქვა თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა ზომებს მიიღებს საქმის მწარმოებელი
ადმინისტრაციული ორგანო?
1. მიმართავს სასამართლოს ახალი წარმომადგენელის დანიშვნის მოთხოვნით
2. თავისი ინიციატივით ნიშნავს ახალ წარმომადგენელს
3. განმცხადებელს აძლევს ვადას ახალი წარმომადგენლის დასანიშნად
4. წყვეტს საქმის წარმოებას და განცხადებას განუხილველად ტოვებს
პასუხი 3

81. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რომელ ორგანოს აქვს


უფლება, შეამოწმოს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით?
1. დაინტერესებულ მხარეს
2. ადმინისტრაციულ ორგანოს
3. დამოუკიდებელ ორგანოს
4. სააღსრულებო ბიუროს
პასუხი 2

82. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემის შემთხვევაში
შესაძლებელია მისი:
1. გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადება
2. არარა აქტად აღიარება
3. სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადება
4. ბათილად ცნობა
პასუხი 2

83. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ


წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი,
რომელიც:
1. თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში
2. საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია
3. საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4

84. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, პროფესიულ


საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა
პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და:
1. არ წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას
2. წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას
3. წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას
4. წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას
პასუხი 2

85. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ბათილია


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ:
1. იგი არ გამომდინარეობს დაინტერესებული პირის ინტერესებიდან
2. თუ არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების წესი
3. თუ დაინტერესებული მხარისთვის წინასწარ იყო ცნობილი ხელმომწერი პირის განზრახვა
4. თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს
პასუხი 4

86. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად
გამოცხადების დღიდან
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი გამოცემის
მომენტიდან
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი გამოქვეყნებიდან ორი
კვირის ვადაში
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 1

87. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საქართველოში


ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება:
1. იმ ენაზე, რომელზედაც შედგენილია განცხადება
2. ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე
3. ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − მხოლოდ აფხაზურ ენაზე
4. ეროვნული უმცირესობის ენაზე
პასუხი 2

88. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა არის აუცილებელი


მესამე პირის უფლებების შემზღუდველი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში
შესვლისათვის?
1. საზოგადოებრივი ექსპერტის წერილობითი თანხმობა
2. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თანხმობა
3. მესამე პირის წერილობითი თანხმობა
4. ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა
პასუხი 3

89. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, შესაძლებელია თუ არა


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე
ან ოფიციალურ გაცნობამდე?
1. არ არის შესაძლებელი, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს
2. არ არის შესაძლებელი, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ძალაში შედის მხოლოდ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან
გამოქვეყნების დღეს
3. შესაძლებელია, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან
საზოგადოებრივ ინტერესებს
4. შესაძლებელია, თუ ამას დაჟინებით მოითხოვს დაინტერესებული პირი
პასუხი 3

90. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მასში მითითებული


ვადების ათვლისას:
1. საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ
ჩაითვლება
2. საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები
ჩაითვლება
3. ჩაითვლება მხოლოდ საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

91. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ყველას აქვს უფლება,


იცოდეს:
1. ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც
ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
2. საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები
3. საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და
განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4

92. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვის აქვს უფლება,


სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ სადუმლოებად მიჩნევის საკითხი?
1. მხოლოდ დაინტერესებულ პირს
2. ნებისმიერ პირს
3. მხოლოდ იმას, ვის ინტერესებსაც ლახავს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის
საკითხი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

93. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინფორმაცია, რომლის


გასაიდუმლოება დაუშვებელია, არის:
1. საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი,
რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან
საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება
2. კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია
კენჭისყრის შედეგები
3. არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4

94. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი:
1. გამოქვეყნდება ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში
2. გამოქვეყნდება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს;
3. გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

95. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ


ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი:
1. არ ქვეყნდება
2. უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს
მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს
საჯაროდ;
3. უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე
4. უნდა გამოქვეყნდეს დაინტერესებული მხარის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ბეჭდვით ორგანოში
პასუხი 2

96. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული


ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:
1. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ
სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების
დამტკიცების შესახებ
2. სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
3. არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე
საკითხზე
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 4
97. ვის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოქმედება?
1. საქართველოს პარლამენტის
2. საქართველოს სახალხო დამცველის;
3. ადმინისტრაციული ორგანოსი
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
პასუხი 3

98. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვინ ითვლება


ადმინისტრაციულ ორგანოდ?
1. საქართველოს პარლამენტი
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
3. სააქციო საზოგადოება
4. ნებისმიერი პირი, რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს
პასუხი 4

99. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დისკრეციული


უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს
თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე:
1. მიიღოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
2. მინისტრთან შეთანხმებით მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება;
3. კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები
გადაწყვეტილება
4. რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს დაინტერესებული პირისათვის ყველაზე
სასურველი გადაწყვეტილება
პასუხი 3

100. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რა არის


ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება?
1. თანამდებობის პირის ზეპირი განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ მისი დანაპირები
შესრულდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი
2. სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება,
რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი;
3. ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ
მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის
კანონიერი ნდობის საფუძველი
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 3

101. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონის წინაშე


თანასწორობა გულისხმობს, რომ:
1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე
2. ყველა მოქალაქე თანასწორია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის წინაშე;
3. საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია სასამართლოს წინაშე
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1
102. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საქმის მიუკერძოებლად
გადაწყვეტა გულისხმობს, რომ:
1. თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს,
რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა
2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა
იწვევდეს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას;
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს
მიუკერძოებლად
4. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე
პასუხი 3

103. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის:
1. სასამართლოს განჩინება საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით
2. პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის თაობაზე;
3. მინისტრის მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება
4. მინისტრის ბრძანება
პასუხი 4

104. ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის


დროს არსებითად დაირღვა მისი გამოცემის წესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის თანახმად, აქვს თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება, ბათილად ცნოს ასეთი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?
1. არა აქვს, ვინაიდან ასეთი აქტი არარად უნდა გამოცხადდეს
2. არა აქვს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მხოლოდ
ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო;
3. აქვს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი
ადმინისტრაციული ორგანო
4. არა აქვს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მხოლოდ
სასამართლო
პასუხი 3

105. ქ. თბილისის მერიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის ნაწილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, გამოიწვევს თუ
არა ასეთი მოქმედება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების
ძალადაკარგულად გამოცხადებას?
1. გამოიწვევს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ძალადაკარგულად
გამოცხადება ნიშნავს მთლიანად ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ძალადაკარგულად გამოცხადებას
2. არ გამოიწვევს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის
ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა
ნაწილების ძალადაკარგულად გამოცხადებას;
3. გამოიწვევს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ ნაწილის
ძალადაკარგულად გამოცხადება შეუძლებელია
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 2

106. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რომელია


ადმინისტრაციული წარმოების სახე?
1. ზოგადი
2. მრავალსაფეხურიანი;
3. არაფორმალური
4. ფორმალური
პასუხი 4

107. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვინ შეიძლება იყოს


ადმინისტრაციული წარმოების მხარე?
1. მხოლოდ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი
2. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო;
3. ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი
პასუხი 3

108. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ


ვრცელდება:
1. საქართველოს სამთავრობო დაწესებულების საქმიანობაზე
2. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს საქმიანობაზე;
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაზე
პასუხი 2

109. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს:


1. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
და აღსრულების წესს
2. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენის წესს;
3. სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების წესს
4. ყველა პასუხი სწორია
პასუხი 1

110. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან


რომელია სწორი განმარტება?
1. ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და
რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს
2. ადმინისტრაციული ორგანო – ყველა დაწესებულება, პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებები, ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
3. ადმინისტრაციული ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება,
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებების
ჩათვლით), ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი
პასუხი 1

You might also like