You are on page 1of 142

~1~

2010-დან
ავტორი: მაროამი (Sarah)

-თათა, რომელი საათია? – მიას უკვე მოთმინება დაეკარგა, მეათასედ ურეკავდა.


-დღეს ვარდისფერი დღე მაქვს. -სიცილნარევი ხმით უპასუხა ბიძაშვილს, ისე
იღიმოდა, თითქოს მია დაინახავდა.
-შენ ხომ კაცი ვერ გაგიბრაზდება, ამ შენს ფერად დღეებსაც ვერაფერი გავუგე. – უკვე
მიასაც ეცინებოდა, თათა სულ ასეთი იყო, თითქოს დედამიწაზე არ ცხოვრობდა.
ძალიან ცუდადაც რომ ყოფილიყო, არასდროს ახვევდა სხვას საკუთარ ბურუსს.. სულ
ბედნიერი იყო, ან გეგონებოდათ რომ იყო.
-ვაიმე, მია, რა გაგება უნდა? ვარდისფერი, ანუ კარგი.. გვიანობამდე მეძინა, თან
საღამოს ვენეციაში მივდივართ. ჩემი ძვირფასი სიძე და თეკუ როგორ არიან?
-აჰა, ახლა გასაგებია. შენი ძვირფასი სიძე ახლახანს დაბრუნდა ვარჯიშიდან, თეკუ
ბაღშია, ერთი სული აქვს როდის გნახავს, ამბობს თათა ქუშქუშა კაბას შემპირდაო.
„-ჩამოვალ და სიცოცხლე უნდა გაგიმწარო“ – მოესმა გიოს ხმა.
-მაგას უთხარი იქეთ გავუმწარებ სიცოცხლეს, ერთი რომელიმე თამაში წაუგია.
თეკუს შევჭამ რომ ვნახავ, ვუყიდე ქუშქუშა ოქროსფერი კაბა.
-ვუთხარი და ევროპის დასაბყრობად მოვდივართო, შენმა სიძემ. შენც ამ
ქალბატონივით მეტიჩარა ხარ, რათ უნდოდა კაბა, რაც აქვს იმის ჩაცმასაც ვერ ასწრებს
ისე სწრაფად იზრდება.
-არ ვიცოდი ესპანეთი თუ ანტარქტიდა იყოო უთხარი, არადა იძახის დავიბყარიო.
შენ ჩემი და თეკუს საქმეში ნუ ერევი.
-შემეშვით, უკვე დაჭამეთ ერთმანეთი და მანდ რას იზამთ წარმომიდგენია. – მია
უკვე ვეღარ ითქვამდა სულს სიცილისგან.
-არა, მართლა როდის მოდიხართ?
-კაცმა რომ გკითხოს მაგარი გულშემატკივარი ხარ. ზუსტად ერთ კვირაში იწყება
ჩემპიონატი, ორი დღით ადრე ჩამოვალთ.
-გასაგებია. ჩვენ ზეგ დილით დავბრუნდებით ვენეციიდან და გიორგისთვის
ხაჭაპურების ცხობას დავიწყებ ეგრევე, მაინც სიძეა.
-შენთვის უკეთესია, ახლა ეს არ ვუთხრა.
-ხომ შემჭამა იმიტომ ვერ თხოვდები არაფრის კეთება იციო და ვანახებ რა შემიძლია.
-გიო მესმის, მაგრამ საქართველოს რას ერჩი, ჩემპიონატის შემდეგ მაინც აჭამე.
-ვაიმეეე, ცოლი უარესი ყავხარ. ხომ ჩვენთან დარჩებით?
-გუნდი ერთად უნდა იყოს რომელიღაც სასტუმროში, მაგრამ ჩვენ იქნებ მოვახერხოთ
თქვენთან დარჩენა, ერთი ღამით მაინც. იცოდე, ერთი თამაშიც რომ გამოტოვო, ეს
გააფრენს..
-მამას სამივესთვის აქვს უკვე ბილეთები, რა გამომატოვებინებს.
-მოკლედ ნიკო ფორმაშია, მაგრამ სამი რატომ, მაქსი არ ჩამოდის?
-ბატონ მაქსიმეს გამოცდები აქვს და ჯერ ისევ ბრიტანეთშია.
-ძალიან მომენატრეთ.
~2~

-ხოდა გვნახავ ცოტა ხანში, შეიძლება მაქსიმაც ჩამოირბინოს, ხომ იცი რომ აფრენს.
წავედი მე, უნდა ჩავლაგდე.
-წადი, შენი ჩალაგება რომ ვიცი. გკოცნით სამივენი.
-ჩვენც მი.
თათა, მართლა მთელი დღე ჩემოდანს ალაგებდა. სულ უნდოდა ყველაფერი წაეღო,
ვერასდროს გადაეწყვიტა რისი ჩაცმა მოუნდებოდა და რისი არა. ნინო სანამ არ
აკივლდა, ვერაფრით გამოადგმევინეს ფეხი ოთახიდან.
-დედა რაღა იყო? – ჰკითხა ნინომ, თბილი მაგრამ მოღუშული სახით.
-ოო, დედა. რა რაღა იყო?
-შვილო, რაც არ უნდა ჩაიცვა ყველაფერი გიხდება, რათ უნდა ამდენი ბოდიალი?!
-დედა ხარ და იმიტომ გგონია ასე. – ჩაიბურტყუნა თათამ და ერთხელ კიდევ
შეათვალიერა თავი სარკეში.
-ნინო, დაანებე თავი, ბავშვია უხარია, თუ მაგას არ უნდა სულ ნუ წავალთ. – როგორც
ყოველთვის ახლაც მის მხარეს იყო ნიკო.
-არა მა, მინდა. – ორი წლის ბავშვივით ჩამოეკიდა ნიკოს კისერზე. გიჟდებოდა
მამამისს ასე რომ უბრწყინავდა თვალები. მერე თეაც გემრიელად ჩაკოცნა და
გამოაცხადა წასასვლელად მზად ვართო.

***

თათამ ბევრი იფიქრა, რა ფერი შეეფერებოდა ვენეციის დღეებს და ბოლოს


გადაწყვიტა, რომ მოწყენილი ოქროსფერი ზედგამოჭრილი იყო, მოწყენილი მაქსის არ
ყოფნის გამო.
იმ დროიდან, რაც მის გონებაში ნელ-ნელა ფაქტებმა დაუვიწყებლად დაიდეს ბინა,
მაქსიმე სულ ახსოვდა, ყველა მნიშვნელოვანი დღე თუ დღესასწაული აუცილებლად
ერთად უნდა გაეტარებინათ. გაუცნობიერებლად იცოდა, რომ მისი ძმა იყო, მისი
უფროსი ძმა რომლისთვისაც ყველაფერი უნდა დაეჯერებინა და რომლისთვისაც
შეეძლო წარბებშეჭმუხნულს მეზობელი ბავშვების ცემა ეთხოვა.. იცოდა, ორიოდე
ცრემლი და მოფშლუკული ტუჩები საკმარისი იყო, მაქსი მდგომარეობიდან
გამოსულიყო და მისი გულისთვის მთელი დედამიწა გაელახა. პატარა მსახიობი ისე
ოსტატურად ასაღებდა თავს დაჩაგრულ პატარა დად, რომ მაქსი სულ დასჯილი იყო.
ყოველთვის აპროტესტებდა მისი ძმა სულ მათთან რომ არ ცხოვრობდა, იმასაც გვიან
მიხვდა თეას დედას რატომ არ ეძახდა..
ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგა და იმ დღის მერე განსაკუთრებულ პატივს სცემდა
დედამისს, რომელმაც ნახევარ ძმის ყოლის ბედნიერება არ წაართვა.
-თათა, დე, შეიძლება გეშინოდეს მაშინ, როდესაც საკუთარ ან მეუღლის სიყვარულში
ეჭვი გეპარება. ამ დროს ოჯახი საერთოდ არ უნდა შექმნა, ეჭვები ბედნიერებას ჭამენ,
~3~

ანადგურებენ. თან ისე, რომ ჩვენ არაფერს გვიტოვებენ უბედურებისა და ხშირად


ერთმანეთის ზიზღის გარდა. მე ვიცოდი და ვიცი, რომ მამაშენს იმაზე მეტად
ვუყვარვარ, ვიდრე შემიძლია მივხვდე, ვიდრე მიოცნებია.. ასეთ სიყვარულს კი
გაფრთხილება უნდა, ახლა არ ვიმსახურებ და როგორ დავიმსახურებდი ამხელა
ბედნიერებას ნიკო არჩევანის წინაშე რომ დამეყენებინა?! მე არ მეყვარებოდა კაცი,
რომელიც თუნდაც ჩემს გამო თავის შვილს ზურგს აქცევდა, ვერ ვცემდი პატივს ასეთ
კაცს. – თათა უსმენდა და სიგიჟემდე უნდოდა ოდესმე მასავით შეყვარებოდა,
მასავით კეთილი ყოფილიყო. ერთია საყვარელი კაცის გამო ასე შეგნებულად
უდგებოდე ყველაფერს და მეორე თეასავით გულწრფელად გყვარებოდა ქმრის
შვილი.
ასეთი ადამიანები გვაკეთილშობილებენ, გვიბიძგებენ.. გვაიძულებენ უკეთესები
ვიყოთ..

***

-გასუქდი? – მაქსიმე ძლივს იკავებდა თავს არ გადაბჟირებულიყო, თათას კი


უნდოდა მისი კმაყოფილი სახით დაფარული მონიტორი დაემსხვრია.
-მე მაქსიმე მაინც არ მქვია, ხალხს არქაული ხანიდან ჰგონიხარ. – ბავშვობიდან
ამწარებდა სახელის გამო, მაქსიც მხოლოდ მას უთმენდა.
-რა მწარე ხარ, მწარე და მსუქანი.
-შენი ტანსაცმელების დაჭრას ვიწყებ, პირველი გიოს ნაჩუქარი მაისური იქნება.
-პრინცესა, ხომ იცი რომ გეხუმრე. -უცებ დატკბა და დათბა მაქსი.
-რა დებილი ხარ, ეგ მაისური მანდ გაქვს. – ჩაბჟირდა თათა.
-მონატრებაც არ გიშველის რომ ჩამოვალ, იცოდე მაგრად მოგხვდება და მართვის
მოწმობის გაკვეთილებსაც დაემშვიდობე.
-ნიკო მასწავლის.
-კი, აბა რას იზამს, თათო. – ენა გამოუყო ძმამ.
-ბოროტი ხარ. იცი, თეკუ ჩამოყავთ სამ დღეში.
-ახლა შენ ხარ ბოროტი. ეგ ტიკტიკა კიდევ რამდენ რამეს ისწავლიდა.
-ხომ ხედავ ბერდები და სენტიმენტალიზმმა შემოგიტია.
-ბავშვების სიყვარული სენტიმენალიზმია, პრინცესა? თუ ეჭვიანობ, შენ რომ
გამეზარდე?
-ასე რომ მელაპარაკები, ხომ იცი ვტირივარ და ნერვებს ნუ მიშლი, ჩამო რა, ერთი თვე
გავიდა უკვე – თვალები აუცრემლიანდა თათას.
-ახლა ნერვებს შენ უფრო არ მიშლი?
-ვიცი, მაგრამ რა ვქნა? – როგორც ყოველთვის ახლაც ბავშვივით მოეკუმა ტუჩები და
წარბები შეჭმუხვნოდა.
-გეფიცები, თეკუც კი შენზე დიდია. არ გრცხვენია?
-არა – ჩაიბუტბუტა გაბუტულივით.
-ერთი საჩუქარიც კი არ გექნება. – ირონიულად ჩაიცინა მაქსიმემ.
-შენ სახლი აღარ გექნება რომში.
~4~

-ხომ გეუბნები, მართლა პატარა ბუზღუნა ბავშვი ხარ. თეა და ნიკო როგორ არიან?
გიძლებენ ჯერ ისევ?
-კარგად არიან, ხომ გელაპარკნენ?
-კი. კაი ახლა წავალ მე, დილით ადრე უნდა ავდგე და შენც გვიან ნუ დაწვები, ცოდო
ხარ.
-მაქსი, შენ ხომ კარგად ხარ? ამ ბოლოს შეტევა გქონდა?
-სერიოზული არა ჩემო პატარა, შენ სულ მაგაზე ნუ ფიქრობ.
-თავს მიხედე რა, ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ, პრინცესა. ტკბილი ძილი და არაფერზე ინერვიულო იცოდე.
ბევრს გკოცნი და ერთი დღითაც რომ გავთავისუფლდე მაინც ჩამოვალ სანახავად. –
თვალი ჩაუკრა მაქსიმ და სკაიპი გათიშა.
თათას, როგორც ყოველთვის, ახლაც ცოტათი დაეზარა საღამოს ლოცვის წაკიხვა,
მერე ძალიან გაბრაზდა საკუთარ სიზარმაცეზე და ერთი წინადადებაც კი არ
წაუკითხავს გაუაზრებლად, მერე მშობლებს დაემშვიდობა და დათვზე ჩახუტებულმა
დაიძინა. მას და მაქსს ერთ წელს ზუსტად ერთნაირი დათვები მოუყვანა თოვლის
ბაბუამ და იმის მერე სულ თან დაათრევდა. ნიკო დასცინოდა სერიოზული
მოგზაურიაო.

***

მომდევნო სამი დღე ზოზინით გავიდა, სამი მწვანე დღე წარბის აწევით შეიტანა
თათამ შესწორება საკუთარ ფიქრებში. ვერც მწვანეს იტანდა და ვერც ლოდინს.

***

-თათა, უკვე აქ ვართ, დავბინავდით. ამათ ვარჯიში არ აქვთ დღეს და სადმე


გავიდეთო გიომ, ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად?
-რა სადმე, ჩვენთან მზადაა უკვე ყველაფერი, თეა ქართული და იტალიური
სამზარეულოს საოცარ ტანდემს შემოგთავაზებთ. მალე მოდით რა, ან ჩვენ გამოვალ
და გამოგიყვანთ
-ასე რატომ იწვალა?
-მართლა თეას კი არ გაუკეთებია, ჯგუფს მეთაურობდა. არ უთხრა, თორემ ენას
მომაჭრის. – საოცარი ხმით გაიცინა თათამ.
-გიო ძმაკაცს შეუთანხმდა უკვე და უხერხულია, არადა ძალიან მინდა თქვენთან.
-ნიკო მთელი ნაკრების დასახვედრადაა მზად, რა იქნება უხერხული, საღამოს კიდეც
გაგასეირნებთ. მიდი რა.
-ვეტყვი გიოს.
-მალე რა და დამირეკე, მანქანას გამოგიგზავნით. გიოს ვინც უნდა შეუძლია
წამოიყვანოს, მერიდებაო არ თქვას, თორემ არ ვიცი რას ვუზამ.
-კაი, ორ წუთში დაგირეკავ.

***
~5~

ნახევარ საათში, მარიამი თვითონ გამწვანებულიყო ლოდინისაგან.


-თათუ, მოვიდნენ მა. – როგორც იქნა გამოაცოცხლა ნიკოს ხმამ და მაშნვე სამივენი
ეზოში გაეფინნენ. თეკუ, მაშინვე მისკენ გამოიქცა, როგორც კი მიწას ფეხი შეახო. მიას,
როგორც ყოველთვის საკუთარი მზეები ჰქონდა თვალებში. თათამ კინაღამ
გაჭყლიტა. გიომ ახლაც სიცილით აღნიშნა:
_შენ არც სიმაღლეში გაზრდილხარ და არც გათხოვილხარ, ხომ? – თათას ხმა არ
ამოუღია, ცოტა ხანს დაინდო, მართლა პატარა ბავშვივით ჩაიხუტა გიომ და კინაღამ
თავი მოაცალა. თეას და ნიკოს უცებ დასერიოზულებულმა და დარცხვენილმა
ჩამოართვა ხელი.
-კაკი გამცემლიძე. ჩვენი უკანა ხაზელი. – მორიდებით გააცნო მასპინძლებს
მწვანეთვალება კალათბურთელი, ღიმილიანი სახით რომ აკვირდებოდა ყველას. -და
ალექსანდრე ბენდელიანი, ჩვენი ფორვარდი.
ალექსანდრემაც სპორტსმენებისთვის დამახასიათებელი ძალით ჩამოართვა ყველას
ხელი.
-ზედმეტად ლამაზია, ბიჭი ასეთი არ უნდა იყოს. – წარმოსახვაში ცხვირი აიბზუა
მარიამმა, როგორც კი ხელი ჩამოართვა და მიასთან ჭორაობით შეჰყვა სტუმრებს
სასადილო ოთახში.
ნიკო განსაკუთრებულად ბედნიერი იყო, სამშობლოსგან შორს ამდენი ქართველი
რომ შეკრიბა სუფრასთან, არც კი უფიქრია თამადობა ვინმესთვის დაეთმო. თათა,
საოცრად ამაყი იყო მამამისის გამო. სინდისიერების, სისწორის, სიმართლის საზომად
მიაჩნდა. ყოველთვის ბუსუსებს გრძნობდა კანზე, მისი სადღეგრძელოების სმენისას,
არა მაღალფარდოვანი და ლამაზად შერჩეული სიტყვების გამო.. არამედ იმიტომ,
რომ მისი ცხოვრებისეული კრედო, პრინციპები, უკვე განვლილი ცხოვრებით
გამართლებული, საქმით დამტკიცებული პრიორიტეტები ჩანდა. ბიჭებს ერთი სული
ჰქონდა იმ წამსვე მოედანზე გასულიყვნენ და შეძლებოდათ სამშობლოს
ჯარისკაცობა, თუნდაც აქ, იტალიაში, ევროპის ჩემპიონატობისათვის ბრძოლაში.
იმდენად იმოქმედა მათზეც ნიკოს საუბარმა, ძარღვებდაბერილი რომ უხსნიდა
რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ღირსეული თამაში ჩვენსავით მცირერიცხოვანი
ერისთვის.
ყველა გასუსული უსმენდა, მხოლოდ თეკუ აცეცებდა ეშმაკუნებით გაბრწყინებულ
თვალებს აქეთ-იქით. ათი წუთიც კი ვერ მოისვენა მაგიდასთან. ოქროსფერი კაბის
დანახვაზე საერთოდ გაგიჟდა, სასაცილოდ დაბოდიალობდა და უხაროდ ყველა
მასზე რომ ლაპარაკობდა.
უკვე შებინდებული იყო, სახლიდან რომ გავიდნენ. საღამო იტალიური ნაყინისა და
ისტორიული რომის თანხლებით, ზედმეტად ირეალურიც კი იყო. გიო ბუზღუნებდა
იმდენს ჭორაობთ ვერ გვამჩნევთო, მაგრამ თეკუს სიცელქე არავის ტოვებდა თავისი
წილი აქტიურობის გარეშე. კაკი და სანდრო არ გამოირჩეოდნენ მჭერმეტყველებით,
ეტყობოდათ, რომ მოსალოდნელ თამაშებზე საკმაოდ ნერვიულობდნენ. მთელი
საღამო ცდილობდა თათა გიო მათთან დარჩენაზე დაეთანხმებინა.
-შენთან უნდა დავრჩეთ და თან ჩემმა ცოლ-შვილმა შენს ოთახში უნდა დაიძინოს,
~6~

ხომ?
-კი, გთხოვ რა. – უკვე მეასედ უმეორებდა თათა.
-მაშინ მე სასტუმროში წავალ და მია და თეკუ დარჩნენ.
-დარჩი რა შენც? ცოტა ხნით შენც შემოგიშვებთ ოთახში. – უთხრა სიცილით.
-ოჰ, რა პატივია. არა, ხვალ დილიდანვე მაინც ვარჯიშები გვაქვს, საღამოს გნახავთ.
-კარგი, საუკეთესო სიძე ხარ მსოფლიოში.
-არ გვინდა ახლა ეს აფერისტობა, კაკის და სანდროს მაინც ნუ გააგებინებ. –ამ
სიტყვებისთვის გემრიელად მოხვდა ფერდში.
-ჩვენ დაგვტოვეთ მაშინ და ნიკოს მანქანა წაიყვანეთ, მამამ ყავდეს სანამ აქ იქნებიანო.
გიო ძლივს დაითანხმეს მანქანის დატოვებაზე, ნიკოს ნახევარი საათი უხდიდა
მადლობას. მია და თათა, როგოც იქნა მარტო დარჩნენ.
-მაქსიმეს გავამწარებ ახლა. – თქვა ეშმაკური ღიმილით, თეკუს სურათი გადაუღო და
მაშინვე ძმის კედელზე მოათავსა „ძიას გოგო“..
-რა საზიზღარი ხარ, ის იქ მარტოა და უფრო ცოდოა, ვიდრე შენ. – დამრიგებლის
სახით ეჩიჩინებოდა მია.
-ვინმემ დაუშალა ჩამოსვლა?
-გატუტუცებული ბავშვი ხარ, ვითომ არ იცი, რომ იმას შენზე მეტად უნდა
ჩამოვიდეს.
-თუ უნდა მოახერხებდა. უკვე რეკავს. – სიცილი აუტყდა თათას.
-რა აუტანელი ხარ, რატომ მიმწარებ სიცოცხლეს. – ღრიალებდა მაქსი.
-ღირსი ხარ.
-თათა, მეც ვიცი რისი ღირსი ხარ და ძრწოდე.
-სანამ შენ ჩამოხვალ, იქამდე გადაგივლის.
-იქამდე მილიონჯერ მოახერხებ გაბრაზებას.
-კარგი, მარტო რომ ვიქნებით მერე ვიჩხუბოთ, მია და თეკუ გვისმენენ.
-მაგათმა ვითომ არ იციან რაც ხარ.
-იციან, შენი პრინცესა. – წამოიძახა სახეგაბადრულმა.
-მართლა აუტანელი ხარ. – სიცილი აუტყდა მაქსის. მთელი საათი იჭორავეს
სკაიპით. სოფელში, საგულდაგულოდ დაბანილი ლეკვებიც გაიხსენეს, ძლივს რომ
გადაურჩნენ დახრჩობას. სასახლედ გამოცხადებული, სიმინდის შესანახი სათავსოც,
მეზობლის ატირებული ბავშვებიც და საკუთარი წუხილიც ბებიისა და ბაბუის
გარდაცვალების გამო. ბოლოს მაქსიმე ისეთ დღეში იყო, აღარც გამოცდები ახსოვდა
და აღარც ის, ბილეთი რომ არ ჰქონდა ნაყიდი.
თეკლა უკვე სიზმრებში იყო, გოგოებმა კი მაქსის გარეშე გააგრძელეს ჭორაობა.
-გიო ძალიან ნერვიულობს თამაშებზე. – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა მიამ.
-რა ანერვიულებს, ყოველთვის ძალიან მაგარი შედეგი აქვს.
-ეგ ნაკრების თამაშებზე სულ ასეა, თან რაც კაპიტანი გახდა იმის მერე ძილშიც კი
ნერვიულობს მგონი.
-კარგი ნაკრები გვყავს, ევროპაზე პირველად ვართ და ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია.
-კი, მართლა კარგი ბიჭები არიან. კაკიც ძალიან მაგრად თამაშობს, ალექსანდრეს
იმედიც აქვს.
~7~

-კაკი მახსოვს თამაშებიდან, სანდრო ახალია, თუ არ ათამაშებდნენ?


-რას არ ათამაშებდნენ გოგო, ძალიან მაგარია. მწვრთნელი რატომ არ იძახებდა არ
ვიცი, სადებიუტო იქნება ზეგინდელი თამაში.
-რამდენი წლისაა?
-ოცის, პატარაა ჯერ. არ მოგეწონა? ძალიან კარგი ბიჭია.
-ზედმეტად ლამაზია ბიჭისთვის, ასეთები არ მომწონს.
-აქამდე ფეხსაცმელების გამო იწუნებდი ბიჭებს და ახლა რადგან მისი გუჩის კედებზე
ვერაფერს ამბობ, ზედმეტად ლამაზია? – გიჟივით სიცილი აუვარდა მიას.
-სასაცილო რა არის?
-უაზრო მიზეზი.
-შენთვის შეიძლება უაზროა, მაგრამ ჩემთვის არა.
-სხვა ვინმე ხომ არ მოგწონს?
-გიოსავით რატომ შემომიჩნდი. არ შეიძლება არავინ რომ არ მომწონდეს? –
ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა.
-თათუ, რა გაბრაზებს, უბრალოდ მიკვირს არასდროს არავინ რომ არ მოგწონებია,
არადა ყველა გოგოს სიამოვნებს განსაკუთრებული ყურადღება.
-შენი აზრით განსაკუთრებული ყურადღება მაკლია? – ღიმილმა სახე გაუნათა
თათას.
-ნიკოს, მაქსიმეს და თეას არ ვგულისხმობ.
-მე ესეც მყოფნის.
-ჯერ-ჯერობით.
-ჯერ-ჯერობით, თუ სამუდამოდ არ ვიცი, მაგრამ ახლა საერთოდ არაფერი და არავინ
მინდა მეტი, ძალიან ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ თავს.
-შენ კაცი მაინც ვერაფერს გაგაგებინებს. ხვალ შოპინგზე ხომ წამომყვები?
-ეგ არასდროს მეზარება.
-ალბათ გიოც წამოვა, თუ ძალიან არ დაიღალა.
-კარგი იქნება. – დამთქნარებისაგან თვალები აუცრემლიანდა.
-მეც მეძინება. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს.
-მეც მაგრად. – დაეთანხმა მია.
ორივენი აქეთ-იქედან ჩაეხუტნენ თეკლას და მალევე გემრიელად ჩაეძინათ.
გაღვიძებულებს არც ნიკო დახვდათ სახლში და არც თეა. უკვე შუა დღე იყო
საუზმობას რომ მორჩნენ, მალევე დარბაზში წავიდნენ. გიო დილიდან წუწუნებდა,
ცოლ-შვილი დამიბრუნეთო. თათა გიჟდებოდა მათ სიყვარულზე, მია ვერაფრით
ისვენებდა, რომ იცოდა ახლა როგორ ნერვიულობდა გიო.
თეკუ მისთვის უჩვეულო სიმშვიდით უყურებდა მამამისის თამაშს, მისი რეაქციები
უნდა გენახათ გიოს ჰაეროვან კოცნასა თუ ჩაგდებულ ბურთზე. თათა მიას
აბრალებდა, განსაკუთრებულად სანდროს თამაშს რომ აკვირდებოდა და ეს ნერვებს
ძალიან უშლიდა. ვარჯიში გვიან დამთავრდა, ერთად სადილობას და მერე
საყიდლებზე გასვლას აპირებდნენ. სადილის შემდეგ საოცრად მოისაწყლა თავი
გიომ, დაღლილი ვარ და ცოლის მზრუნველობა მაკლიაო, ქმრის თვალების
დანახვაზე აღარც მიას გახსენებია შოპინგი. მსურველი მხოლოდ სანდრო დარჩა.
~8~

-თათუ, ალექსანდრეს გაჰყევი რა, ქალაქის აზრზე არაა და წამოსვლა ძალიან


უნდოდა.
-არა, ჩემს გამო ხომ არ წავალთ მარტო, სხვა დროს იყოს. – ზრდილობის გულისთვის
იუარა სანდრომ.
-შენ რომ იცოდე, ამ პატარა ქალბატონს როგორ უყვარს საყიდლებზე სიარული, არ
შეგრცხვებოდა. – ენა გამოუყო თათას.
-მართლა არ მეზარება, წავიდეთ. – მიხვდა რაღაც თვითონაც რომ უნდა ეთქვა და
ვერც საშინელება დაინახა მასთან ერთად რამდენიმე მაღაზიაში გავლაზე.
-კარგი მაშინ, დიდი მადლობა.
სანამ მაღაზიამდე მივიდნენ, უხერხული სიჩუმე ნერვებს უშლიდა, არადა არასდროს
ყოფილა კომპლექსიანი, ახლა კი ვერაფრით ხვდებოდა რა სჭირდა, ისევ მიას
გადააბრალა. „მიას უაზრო ლაპარაკის ბრალია, რა ჯანდაბამ დამაკომპლექსა“-
ფიქრობდა თათა.
-დიდი ხანია რაც იტალიაში ცხოვრობ? – როგორც იქნა ხმა ამოიღო სანდრომ, ვერც ის
მიმხვდარიყო როდის აქეთ უჭირდა გოგოებთან ლაპარაკი.
-კი, ათი წელია.
-ვაუ, ასე კარგად ქართულად როგორ ლაპარაკობ? აქცენტიც კი არ გაქვს. –
გულწრფელად გაიკვირვა სანდრომ.
-ნიკო დაგვხოცავს მე და ჩემს ძმას, ქართულად აქცენტით რომ ვილაპარაკოთ.
-შენი ძმაც აქ ცხოვრობს?
-მაქსიმე ჩემი ნახევარ ძმაა, ძირითადად ბრიტანეთში ცხოვრობს, დასვენების
პერიოდში, სანახევროდ აქ, სანახევროდ საქართველოში დედამისთან.
-გასაგებია. კარგია როგორც ძმას ისე რომ ახსენებ, ბევრს ძალიან ცუდი ურთიერთობა
აქვს.
-დედას დამსახურებაა, მისი წყალობით ვერ ვხვდები სხვანაირად როგორ უნდა იყოს.
-ძალიან კარგი მშობლები გყავს.
-დიდი მადლობა. შენ გყავს და ან ძმა?
-არა, სამწუხაროდ არ მყავს. კალათბურთი გიყვარს, თუ გიოს ხათრით უყურებ?
-ახლა უკვე მიყვარს, მაგრამ ყურება გიოს გამო დავიწყე.
-ძალიან მაგრად თამაშობს, მიხარია მასთან ერთად თამაშის საშუალება რომ მაქვს.
-კარგია. აქ შევიდეთ? – ხელით გუჩის მაღაზიაზე ანიშნა.
-კი. – ღიმილით უთხრა სანდრომ და მაღაზიაში შეატარა.
რამდენიმე საათი ისე გავიდა არც კი გაუგიათ. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა,
იმდენი კარგი თვისების დანახვა უწევდა სანდროში. გაკვირვებული დაჰყვებოდა, ისე
კარგად ერკვეოდა ტანსაცმელში და აქსესუარებში, თან ისე რომ ამ ყველაფრის ცოდნა
სულაც არ უშლიდა ხელს მის გადამეტებულ მამაკაცურობას. ზედმეტ სილამაზესაც
კი ვერ ჩამოართმევდით სინაზეში, თათას განსაკუთრებულად რომ აღიზიანებდა
ბიჭში.
-არ მოგშივდა? მე მაგრად. – ღიმილით იკითხა სანდრომ, უკვე სიარულის თავი აღარ
ჰქონდა.
-გვიანია უკვე და სახლში წავალ. – იუარა თათამ.
~9~

-გთხოვ რა, ნაყინი და ყავა მაინც, რამდენი საათია დავდივართ. ეს კარგი კაფეა? –
იქვე მდებარე კაფეზე ანიშნა.
-კი, ძალიან საყვარელი კაფეა.
-ხვალინდელ თამაშზე ნერვიულობ? – ჰკითხა, შეკვეთის მიცემის შემდეგ.
-კი, ძალიან. ხვალ პირველი სერიოზული თამაში მაქვს, ნაკრების შემადგენლობაში.
-ალბათ ძალიან გიხარია, რომ გამოგიძახეს?
-რამდენიმე წელია საფრანგეთში ვთამაშობ, ნაკრები ჩემი ოცნება იყო, ხვალ ძალიან
მინდა მომეცეს თამაშის საშუალება.
-აუცილებლად გათამაშებენ, მიამ თქვა რომ კარგად თამაშობ. – მშვიდად უთხრა
თათამ, არც კი უფიქრია რომ რაიმე განსაკუთრებული თქვა.
ალექსანდრეს კი გულში ბედნიერად გაეღიმა, “ესე იგი ჩემზე ილაპარაკეს“. იმედი
ჰქონდა გიო არ გასცემდა, მთელი ღამე თათაზე ლაპარაკში რომ გაათენებინა.

*****

პირველი თამაში უკრაინასთან გვქონდა. თათას არ ეგონა ასე თუ ინერვიულებდა.


პირველი მეოთხედი თითქმის შეუცვლელად ითამაშა გიომ, კაკიმაც, სანდროს კი
მხოლოდ ორი წუთი მისცეს. სკამზე მჯდომს ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა,
მოედანზე კი საოცრად მშვიდი და მობილიზებული ჩანდა. მიუხედავად რამდენიმე
ქულისა, მეორე მეოთხედი საერთოდ არ ათამაშა მწვრთნელმა, არც მესამე
მეოთხედში მისცემია სამ წუთზე მეტი დრო, მის ანგარიშზე კი რამდენიმე ქულით
მეტი გაჩნდა.
-გიო ძალიან გაბრაზებული იქნება. – ნერვიულად ჩაილაპარაკა მიამ.
-რატომ, ხომ ვიგებთ?
-სანდროს, რომ არ ათამაშებს კობა იმიტომ. ნაკრების მინუსი ისაა, რომ თითქმის
მხოლოდ შვიდი კაცით ვთამაშობთ. გიოს, კაკის, დათას თითქმის შეუცვლელად
მოუწევთ თამაში. თამაშიდან თამაშამდე კი არ არის იმხელა შუალედი დასვენება
მოასწრონ. სანდროს შეუძლია და საერთოდ არ ტვირთავს. ისეთი ვიღაცები შეიყვანა,
წლებია რომ ჰყავს და არაფერს აკეთებენ.
-ალბათ ჯერ უნდა დარწმუნდეს რომ ნდობა შეუძლია.
-ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია თამაშისას, თან გიომ თითქმის ყველა მისი თამაში
ნახა, მართლა მაგარი ბიჭიაო ამბობს, ეს კობამაც იცის, მაგრამ რაღაცნაირი კაცია.
მეცოდება, რომ მახსოვს გიოს რამდენი წვალება დასჭირდა მისი უაზრო
კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა.
-შეიყვანა.
-ამას ფასი აღარ აქვს, ისეთი ანგარიშით ვიგებთ, მეც რომ ვიჯდე სათადარიგოთა
სკამზე მეც შემიყვანს. გიოს მაინც არ ასვენებს, რა იდიოტი კაცია. – ბრაზობდა მია.
მისი განწყობა თათასაც გადაედო, მალე სანდროს გაბრაზებული სახის გარდა
ვეღარაფერს ამჩნევდა, ნიკოს მხიარულ შეძახილებსაც კი.
~ 10 ~

რთულია, როდესაც რაღაცას იმსახურებ და ვერ იღებ. ბევრისთვის ალბათ


ხმამაღალია, მაგრამ ყვირილად არ გეჩვენება მსგავსი შეგრძნება დარბაზში
გათენებულ ღამეებს, საკუთარ მონდომებას და მძიმე დღეებს რომ იხსენებ. აი გულში,
ზუსტად რომ იცი, რომ რაც გიყვარს მაგრად გამოგდის. აი მთელი შეგრძნებით რომ
გინდა ბურთს შეეხო და იქ, შენს სამშობლოში, ტელევიზორთან საოცრად ახლოს
მჯდომ მშობლებს გული ნერვიულობის კი არა ბედნიერებისაგან აუჩქარო. ზუსტად
ასე უნდოდა მოედანზე გასვლა, იცოდა, რომ რთული იქნებოდა ნაკრებში თავის
დამკვიდრება, მაგრამ მოთმინება არასდროს ჰყოფნიდა. ემოციები ყოველთვის სახეზე
ეწერა და არც არასდროს უფიქრია ვიღაცისთვის თავის მოსაწონებლად თავი
შეეკავებინა. ახლაც გააზრებულად ეკიდა ფეხებზე რას იფიქრებდა მწვრთნელი მისი
განრისხებული სახის გამო. ამ ყველაფერს თათას დარბაზში ჯდომა
განსაკუთრებულად ამუქებდა, რატომ უნდა მოსწონებოდა ასეთი. ფიქრები აგიჟებდა,
თამაშის შემდეგ უბრალოდ მიესალმა მას და მის მშობლებს და მაშინვე ნომერში
ავიდა.
ზუსტად იცოდა, რომ ფარხმალს არ დაყრიდა. არასდროს თხოვდა, მაგრამ
დაიმსახურებდა ადგილს ნაკრებში, დაიმსახურებდა იმდენად რომ კობა იძულებული
გახდებოდა ეთამაშებინა. მთელი ღამე არ გამოსულა დარბაზიდან. გიომ სანამ
ყვირილი არ დაიწყო, ვერაფრით გააგებინა რომ იქ იყო.
-არ გძინავს? – გამოგონილი სიმშვიდით ჰკითხა სანდრომ.
-გელოდებოდი, როდის ამოხვიდოდი, ხვალ გადამწვარი იქნები, საკმარისია.
-არაფერი მომივა.
-სანდრო ადამიანებს ბევრი რამ არ ესმით. მე ცუდად მაშინ ვარ, როდესაც ვხვდები
რომ საქმეს რაღაც დავაკელი, ან ცუდად გავაკეთე. ამ დროს მგონია რომ კედლებზე
გავივლი, მგონია შინაგანად რაღაც მწვავს. ზუსტად ვიცი რასაც განიცდი, უამრავი
დღევანდელისმაგვარი თამაშია ჩემს ანგარიშზე, ზოგი ჩემი, ზოგი კი მწვრთნელების
წყალობით. კობას თუ არ უნდა არ ხედავს, ასეთია.. თავზე რომ დაამხო ყველაფერი
მაინც ასეთია.. ხელით რომ შეეხო მაშინაც.. აი შენ დღეს რომ თავი მოიკლა, მაშინაც კი
არ დაფიქრდება, რომ რაღაც მისი ბრალია.. იმიტომ რომ ასეთია, იმიტომ რომ ბევრს
ვერაფერს ხედავს.. იმიტომ რომ ზოგჯერ მშიშარაა და რისკს ვერ იტანს.. ასეთები
ბევრი შეგხვდება.. ზოგჯერ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია, თან ისე რომ ეს სულაც
არ ნიშნავს სილაჩრეს..
პირველად მაშინ მივხვდი, მასზე გაბრაზებული როგორი მივდიოდი სახლში, ჩემი
ცოლის თვალებში ჩემი მდგომარეობის გამო შიში რომ დავინახე, თეკუს ტირილი
რომ გავიგონე, უხასიათომ თამაშზე უარი რომ ვუთხარი.. მაშინ მივხვდი რომ კობა
მაგრად მეკიდა ფეხებზე.. კობა და არა ნაკრები.. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ,
ყოველთვის ზუსტად ვიცი რისი აღება შემიძლია საკუთარ თავზე და სულ მზად ვარ..
იცი კობა რა შეუმჩნეველი გახდა, იმდენად შეუმჩნეველი ჩემთვის, რომ მისთვის
ყველაზე შესამჩნევ მოთამაშედ ვიქეცი.. სულ ცდილობდა ბევრი დრო, ბევრი
კრიტიკული მომენტი და გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოეცა, რომ
გამოვეჭირე, რომ დაემტკიცებინა, რომ ბევრი არაფერი შემიძლია.. ჯერ-ჯერობით
უფალი მწყალობს.. შენ რაც მოხვედი ყველაფერს მაგრად აკეთებ.. არც კი გაიფიქრო,
~ 11 ~

რომ ბრძოლა და ღირსეულად დამსახურებული დაგეკარგება.. ამას კობა არ წყვეტს..


ზოგჯერ კი აგურობაც უნდა შეგვეძლოს, ჩვენივე სახლისთვის.. მინდა რომ გამიგო
რასაც გეუბნები, გახსოვდეს რომ შენ შენი სამშობლოსთვის თამაშობ. ახლა აქედან
დაღლილი რომ ახვალ და ხვალ თამაშზე არაფრის თავი გექნება, კობასი კი არა შენი
ბრალი იქნება. წვრილმან რაღაცებს ყველაზე ფასეულს ნუ გადააყოლებ. მე შენი
იმედი მაქვს, მე როგორც ნაკრების კაპიტანს შენ მეიმედები და მჭირდები
გაწონასწორებული და ბრძოლისუნარიანი. ვალდებული ხარ სულ ასეთი იყო. ახლა
შენ ფიქრობ შენებზე საქართველოში, თათაზეც კი.. – გიოს აქ ოდნავ გაეღიმა. – ისინი
კი ახლა შენი ასეთი სახის დანახვაზე უფრო ინერვიულებენ, ვიდრე სადებიუტო
თამაშის მოედანზე გატარებულ რამდენიმე წუთზე, რაც არც ისე მოულოდნელი იყო.
ჩვენიანებისთვის ჩვენ, ჩვენ ვართ ძვირფასები და არა ჩვენი სხვადასხვაფერ და
სხვადასხვანომრიან მაისურებში გამოწყობილი სხეულები. შენ დღეს არავისთვის
გაგიცრუებია იმედი. ეს ზუსტად იცოდე და ახლა წამოდი. – ბეჭებზე ხელი გადახვია
და კარისკენ წაიყვანა.
-მაგარი ჯიგარი ხარ, დიდი მადლობა.
-ასეთი აღარ გნახო, თორემ მერე ჯიგარი აღარ ვიქნები. თან შენ თუ თათასთან
ურთიერთობას აპირებ, ასეთ უმნიშვნელო რაღაცებზე თავს ნუ გაიწამებ, ისიც
გეყოფა. – დასცინა გიომ.
-მიას უთხრა რომ ვაბშე არ მოვწონვარ ხო? – რეალურად შეშფოთდა სანდრო.
-არა, არაფერი უთქვამს. გაგეხუმრე.
-მაგარი დრო შეარჩიე.
-ნიჭი უნდა ყველაფერს. შედი ახლა ნომერში და ხვალ ვარჯიშამდე არსად გასული
გნახო.
-არის. – ოდნავგამხიარულებულმა აუღო ჩესტი და ნომერში შევიდა.
***
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ რამდენიმე დღე
გაგრძელდა, ესპანეთან და საფრანგეთთან წაგებული თამაშები არავისთვის იყო
მოულოდნელი. მაგრამ რაც არ უნდა დიდი შანსი გქონდეს წაგების, არაფრით არ
უნდა იყო შეგუებული წაგებასთან. გიოს აზრით მოსალოდნელ მარცხთან შეგუება,
ერთმნიშვნელოვნად უდრიდა მარცხს. არც ერთი თამაშისას არ გასულა უიმედოდ
მოედანზე, არ ჰქონდა მნიშვნელობა მსოფლიოს ჩემპიონს ეთამაშებოდა, თუ მისი
ნაკრებივით დებიუტანტ ნაკრებს. ბიჭებსაც სულ ამას უმეორებდა. სანდრო სულ
ცდილობდა გიოს სიტყვები არ დაევიწყებინა, მაგრამ სახეზე მაინც ყველაფერი ეწერა.
თამაშიდან თამაშამდე მთელ თავისუფალ დროს ვარჯიშსა და დასვენებაზე ჰყოფდა.
საფრანგეთთან შეხვედრა მაინც ყველაზე ემოციური იყო, რადგან მისი რამდენიმე
გუნდელი, ნაკრებშიც თამაშობდა. მაგრად ეხამუშებოდა გუნდში ერთ-ერთ წამყვან
მოთამაშეობაზე პრეტენზიის მქონეს, თითქმის მთელი დროის სათადარიგოთა
სკამზე გატარება. იმ საღამოს განსაკუთრებულად ცუდ ხასიათზე იყო. ჯერ იფიქრა
თათას ვთხოვ სადმე ყავაზე, ან ნაყინზე გამომყვესო.. მაგრამ ვერაფრით მიხვდა
როგორ ეთხოვა.. გვიანი საღამო იყო და იცოდა, საკუთარი უსურვილობისა, თუ
მშობლების გამო ნათქვამი უარი გაანადგურებდა.. არც საკუთარი სიმძიმის გადადება
~ 12 ~

უნდოდა მისთვის..
ვერც ასე ერთიანად მოშორებოდა მოგონებებს და ეს უფრო საშინლად ამძიმებდა.. ისე
არ უნდოდა რაღაცები ერთმანეთში არეოდა, რაღაც შიშისმაგვარი შეგრძნება
შინაგანად ხრავდა. თითქოს გამუდმებით რაღაცის მტკიცებით დაღლილიყო. სულ
ოცის იყო და იმდენი უთქმელი სიტყვა დაგროვებოდა, ეგონა ფილაქანზე მიმავალი
ნაფეხურებს ტოვებდა საკუთარი სულის სიმძიმით..
თათა საოცრად ლამაზი იყო, გრძელი ჩალისფერი თმით, ყოველთვის დაუდევრად
რომ ეყარა მხრებზე. უბრალოებით გამშვენიერებული დაუდევრობით. არასდროს
ენახა მაკიაჟით, მხოლოდ ერხელ ნახა ტუჩზე საცხით, უფრო რომ ხაზს უსვამდა მის
ხორბლისფერ კანსა და ღია ფერის თვალებს.. ალექსანდრეს აზრით, მას კიდევ უფრო
ის ალამაზებდა, რომ არასდროს იმჩნევდა, ან გამჩნევინებდა თავის გამორჩეულ
გარეგნობას. ისე ჩვეულებრივად გაწოდებდა ამ ყველაფერს, რომ თავს ვალდებულად
თვლიდი აღფრთოვანებულიყავი.. ვალდებულად თვლიდი მის გარშემო ყველა
კუთხესა და კუნჭულში, მისი მცველი და სილამაზის დამფასებელი გამხდარიყავი..
უკვე მეასე სამქულიანს აგდებდა ავტომატურად და თვითონვე უკვირდა ამდენის
შემჩნევა როდის მოასწრო.. როდის მოასწრო ზედმიწევნით დაემახსოვრებინა, როგორ
იწევდა თმას, როგორ ეჭირა ფინჯანი ყავის სმისას, როგორი იყო მისი თვალები
გულისყურით რომ უსმენდნენ.. ახლაც თანმიმდევრულად გრძნობდა მონატრებას და
შიშს.. გაოცებას, იმედს და წარსულის სიცივეს..
„თათა მასზე ლამაზია, ბევრად ლამაზი.. მასზე კეთილიც.“ მისი პირველად ნახვის
მომენტიდან ამ აზრის გააზრებას გაურბოდა, თითქოს თვალებს დახუჭავდა და
უბრალოდ არ გაიაზრებდა იმას, რასაც ქვეცნობიერი თითქმის მთელი კვირაა
უკიოდა.. მაინც შეადარა, ახლა უკვე გააზრებულად.. მოგონებები ერთმანეთს უხეშად
აბიჯებდნენ სხეულზე, ერთმანეთს ასწრებდნენ.. ურიგოდ, უკითხავად იბყრობდნენ
მის გონებას და უიმედობის, ტკივილის, დაუფასებლობის ჭაობში მიათრევდნენ..
***
მარიამისთვის დღეები განაცრისფრდა.. მაქსიმ ვერაფრით მოახერხა ჩამოსვლა, არც
ქმრით გართულ მიას ეცალა მასთან დიდი დროის გასატარებლად.. და სანდროც..
ალექსანდრეც სულ უხასიათოდ იყო, უმეტესად სათადარიგოთა სკამზე.. გრძნობდა
რომ თანადგომა სჭირდებოდა, მაგრამ მაინცდამაინც თვითონ რატომ უნდა
დადგომოდა გვერდით ვერაფრით ხვდებოდა..
აეროპორტში, მათ გასაცილებლად მისულსაც ისე ჩვეულებრივად დახვდა სული
გაეყინა.. ძალიან ღრმად, ძალიან ეტკინა გული..
გაოგნებულს, უამრავი კითხვა ჰქონდა საკუთარ თავთან.. იმდენად სავსე იყო მისი
ცხოვრება, სულაც არ სჭირდებოდა ახალი ადამიანები.. ჯერ 19-ის იყო.. ეადრებოდა
სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრი..
სანდრო უცხო იყო.. უცხო იყო, მასთან ერთად მოსული ემოციაც.. „ის ზედმეტად
ლამაზია, ასეთი ბიჭები არ მომწონს..“ დამაჯერებლად, უხმოდ უმეორებდა საკუთარ
თავს და არ იმჩნევდა სანდროს წვლილს განაცრისფრებულ დღეებში.
***
-ძალიან არ მინდოდა მანდედან წამოსვლა. – ყველანაირი მისალმების გარეშე წერდა
~ 13 ~

სანდრო.
-იტალიის დათმობა რთულია.. – უტიფრად უპასუხა თათამ. თან პირველად გაუჩნდა
მის გვერდზე ფოთიალის სურვილი.. უამრავი friend-ის, follower-ისა და ასეულობით
კომენტარის ნახვამ ნერვები მოუშალა.
„ამას ალბათ ჰაერი არ ყოფნის“ – წარბის აწევით ჩაილაპარაკა თათამ და
დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა მდგომარეობიდან გამოეყვანა..
-არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერ მიხვდი რა ვიგულისხმე. – რამდენიმე წამშივე უპასუხა
სანდრომ.
-მე არ გიცნობ ისე, იმას რომ ვხვდებოდე რას გულისხმობ და რას არა.
-ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა. მაპატიე, მაქსიმე რეკავს სკაიპში და მას უნდა დაველაპარაკო. – სანდროს პასუხი
არ გაუცია. გაეცინა მის ბავშვურ საქციელზე და თვითონ უარესად მოიქცა.
***
თათა მართლა ელაპარაკა მაქსის, ოღონდ საკუთარი ინიციატივით. მზრუნველი
მშობელივით გამოკითხა ქულები, გულწრფელი მზრუნველობით კი მისი ასთმის
ამბებით დაინტერესდა. დაავადება, რომელიც მასთან ერთად ახსოვდა,
ბედნიერებისგანაც კი არ უფერულდებოდა.. მათი ოჯახის შესაშურ სიმშვიდესაც კი
ვერ გაემარჯვა მასზე.. ახსოვდათ, აშფოთებდათ, აშინებდათ სულ..
თეას თვალები აოცებდა ხოლმე, მაქსის შეტევისას.. აოცებდა და მის პიროვნებაში
ყოველთვის რაღაც ახალს ბადებდა.. პირველად მის ჩანთაში ნანახმა ინჰალატორმა,
აფიქრებინა, რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ყოველთვის თან.. დედამ ისევ
გააოცა.
-თათუ, ორ კვირაში ჩამოვალ და დიდ ხანს დავრჩები. – უღიმოდა მაქსი.
-არ გეკითხებოდი, მაგრამ ვეღარ ვძლებ.. – ჩაიბურტყუნა გაბუტულმა.
-შენ რაღაცის კითხვა გინდოდა და თავს იკავებდი, ეს შენ არ გგავს თათუ. – ეცადა
გახუმრებოდა, მაგრამ დის სახეზე ისევ ის უჩვეულო სიმძიმე შენიშნა.
-მანდ ნათიას გამო ხარ? – მაქსი არ ელოდებოდა.. თითქოს შეთანხმებულებივით
გაურბოდნენ ამ საკითხზე ლაპარაკს.
-ნათიაზე, რომ ჩამოვალ, მერე ვილაპარაკოთ. მწყინს პატარა ბავშვივით რომ
ჭირვეულობ.
-ესე იგი მართლა ასეა.
-შენ ჩემთვის განსაკუთრებული რომ ხარ ხომ იცი?
-მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.
-თათა, მართლა პატარა ბავშვივით ნუ ჭირვეულობ, ხომ შეგიძლია რაღაცებზე
დაფიქრდე. რომ გეუბნები, თუ შევძლებ ჩამოვალ მეთქი და ვერ ჩამოვდივარ, ეს იგი
ვერ შევძელი. როდესმე მომიტყუებიხარ? – მაქსის ხმა გაუმკაცრდა და თვალები
აენთო. თათამ დაუმშვიდობებლად გაუთიშა. საერთოდ გაუთიშა ხმა კომპიუტერს და
ტელეფონს, მალე მაქსისაც მობეზრდა,თვითონაც საშინლად იყო გაბრაზებული.
გინდ ჭირვეულობად ჩაეთვალათ, გინდ ეჭვიანობად და გინდ სიცუდედ.. არ
მოსწონდა, არ მოსწონდა და ამას სულაც არ მალავდა.. პირიქით, თვლიდა რომ
სწორად იქცეოდა, ძმას რომ არ ეპირფერებოდა.. ვერაფრით გაეგო, რასაც მას
~ 14 ~

უშლიდა, ნათიას შემთხვევაში რატომ ხვდებოდა იგივეს ღიმილით მაქსი..


-დე, დარბაზში გამიყვანე, ცოტას ვიცოცებ. – თეას თბილად აკოცა და თხოვა სწრაფად
გამზადებულიყო.
-ცუდად ხარ, დე? – თათა, მხოლოდ მაშინ ცოცავდა, როცა რაღაცა ვერ გადაეწყვიტა
და ფიქრი სჭირდებოდა.. როცა ძალიან ნერვიულობდა. თეას კი მთელი მისი
დარბაზში ყოფნისას უნდა ენერვიულა.
-არა, დე.
-თათუ, მითხარი რა ხდება? – ისეთი სახით ეკითხებოდა, იძულებული იყო მის
დასამშვიდებლად გაეღიმა.
-არაფერი, თეა, მაქსის ვეჩხუბე რომ არ ჩამოდის.
-თუ ისევ იმ გოგოს გამო იჩხუბეთ?
-ნუ ახსენებ.
-დე, ასე არ შეიძლება, რამდენჯერ გითხარი. არც კი იცნობ და ერთ შანსსაც არ
უტოვებ. ვერც კი წარმოიდგენ მაქსის როგორ სწყინს შენი რეაქცია, ან შენი ნათქვამი
„არ მომწონს“.
-აბა ის სჯობს რომ მოვატყუო?
-ერთხელ ხომ უთხარი, შენ ისედაც სახეზე გაწერია ყველაფერი და არ არის
აუცილებელი ყოველი ლაპარაკისას ამას უმეორებდე. თუ მაქსს ის გოგო უყვარს,
არჩევანის წინაშე ნუ დააყენებ. ძალიან გაგიჭირდება.. ვერც კი წარმოიდგენ ისეთი
რთული გადასატანი იქნება შენთვის, რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს.
-რაც უნდა ის ქნას, თუ უნდა სულ ნუ ჩამოვა, ჰყავდეს ის თავისი გადაპრანჭული
ნათია, ვნახავ რამდენ ხანს გაუძლებს. – თვალები აუცრემლიანდა თათას, თეა
ვერაფრით იკავებდა სიცილს, შვილის ბავშვურ ჭირვეულობაზე, არადა იცოდა
როგორ გააბრაზებდა. თათა დიდ გაუგებრობაში მოყოლილი ბავშვივით აცეცებდა
გაფართოებულ ცრემლიან თვალებს, გამოსავალი რომ ვერ უპოვია საშინლად
გაბრაზებულს.
-ძალიან მიყვარხარ დე, მაქსისაც როგორ უყვარხარ ხომ იცი, ჩემო ანგელოზო? –
თათას ხმა არ ამოუღია, თეამ ნაზად გადაუწია თმები და რამდენიმე წამით ძლიერად
ჩაიხუტა. იცოდე ფრთხილად იყავი, ხომ იცი გული მისკდება. – ნერვიულად
დაემშვიდობა შვილს და მთელი სული და გული გაატანა.
***
სიამოვნებდა რეალური დაღლილობის გრძნობა.. სიამოვნებდა სხვებისთვის
შეუძლებელ სიმაღლეებზე ასვლა.. გაბრაზებულს ეს ყველაზე უკეთ გამოსდიოდა,
მოკვდებოდა და არ აღიარებდა რომ მეტი არ შეეძლო. კედლიდან ჩამოსულს კუნთები
ისე ტკიოდა, გადაადგილებაც კი უჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ მშვიდად იყო.. ისე
არასდროს ასრულებდა ცოცვას, იატაკზე შეხებისას გადაწყვეტილება მიღებული რომ
არ ჰქონოდა.
ახლაც დაღლილი, მაგრამ საოცრად ბედნიერი იყო. ტელეფონში იმდენი რამ
ხდებოდა, რამდენიმე წამი გარკვევისთვის დასჭირდა.. მიას მოუთმენლობამ გააგიჟა,
ვერ მიხვდა ასეთი აუცილებელი რა ხდებოდა..
-სანდროს სურათი ნახე? ნახე რა ხდება? – კიოდა მია, სიცილისაგან ძლივსგასაგები
~ 15 ~

იყო მისი სიტყვები.


-რა სურათი? მია კარგად ხარ? – გაურკვევლობა ყოველთვის აღიზიანებდა.
-სანდროსთან სურათი არ ნახე?
-სანდრო მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.. ეგღა მაკლია მაგის სურათები
ვათვალიერო. -დაიღრინა თათამ, ბრაზობდა ამ უაზრობის გამო რომ ააფორიქა.
-როგორ არ მშურს სანდროსი, შენ ისეთ ხასიათზე ხარ მანდედან აიძულებ თავი
მოიკლას. – ხარხარებდა მია.
-სანდროზე ნერვიულობას, შენს თავზე ინერვიულე, გამაგებინე რა ხდება? –
მოთმინება არ ჰყოფნიდა თათას.
-კოლიზეუმთან გადაღებული ფოტო გახსოვს? მე, გიო, შენ და სანდრო.
-მერე?
-სანდრომ ეგ ფოტო გამოაქვეყნა და უნდა ნახო რა ხდება, ყველას ჰგონია, რომ მისი
შეყვარებული ხარ.
-იმედი მაქვს არ მომნიშნა.. – თითები ატკივდა ისე უჭერდა ტელეფონს.
-არა, ყველას აინტერესებს ვინ ხარ? მართლა ვერ წარმოიდგენ რა ამბავია,
მოლოცვები, დალოცვები და რა აღარ.. ზოგმა მე და გიო ჩამოგვჭრა და ისე გააზიარა
ფოტო, ხვალ „გზამ“ ან „ლელომ“ რომ დაბეჭდოს თქვენი ფოტო არ გაგიკვირდეს. –
მიას მართლა აღარ შეეძლო სიცილისაგან.
-ეს ხალხი რამ გადარია, აუცილებლად შეყვარებული უნდა იყოს გოგოსთან ფოტო
რომ გადაიღო? თვითონ არაფერი დაწერა?- თათას უკვე საშინლად გამკაცრებოდა ხმა.
-ის ფოტო ისეთი ოჯახურია, ყველამ ასე აღიქვა. თან მთელი საქართველოს ნაკრები
წერს, რომ ძალიან ვუყვარვართ. თვითონ არაფერი დაუწერია. იმედი მაქვს
სერიოზულად არ ბრაზდები, მინდოდა გაგცინებოდა ამ სისულელეზე.
-რა არის მია სისულელე? საერთოდ არ მეცინება იმაზე, ვიღაცას სანდრო
ბენდელიანის შეყვარებული რომ ვგონივარ?
-გთხოვ, არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი, თორემ სულ არ დაგირეკავდი.
-სანდროა იდიოტი. შხაპი უნდა მივიღო, ცოტა მერე დაგირეკავ..
ისე იყო გაბრაზებული, სუნთქვა უჭირდა.. საშინლად ცხელმა წყალმა თითები
დაუნაოჭა, მაგრამ თათა ვერც კი გრძნობდა. ვერ ხვდებოდა რატომ უნდა აეტანა
ვიღაც უცხო ადამიანების ცხვირის ჩაყოფა თავის ცხოვრებაში.. თან სანდროს
გულისთვის.. თითქოს გრძნობდა რომ სანდროსაც ზუსტად ეს უნდოდა.
საკუთარი მოთმინების აოცებდა, არ აღირსებდა და არ მიწერდა, მითუმეტეს არ
დაურეკავდა, თითქოს გრძნობდა რომ სანდროსაც ზუსტად ეს უნდოდა. ყოველ
შემთხვევაში ორი დღე ასე ფიქრობდა, ის იყო სიამაყის განცდაც გაუჩნდა გამოჩენილი
მოთმინებისთვის, იდილია უცხო ნომერმა რომ დაურღვია.
-გამარჯობათ, ქალბატონო თათა, ჟურნალი სარკედან გაწუხებთ, გვაინტერესებს
დაგვიდასტურებთ თუ არა თქვენი და ალექსანდრე ბენდელიანის რომანს.
ერთმანეთი როდის გაიცანით? – ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა საშინლად
გადაპრანჭული ხმა. ოღონდაც ახლა არ დაბნეულიყო, ოღონდაც ახლაც ჰყოფნოდა
მოთმინება.
-სავარაუდოდ ვიღაცაში გერევით, ალექსანდრე ბენდელიანს არ ვიცნობ. გთხოვთ ამ
~ 16 ~

თემაზე აღარ შემაწუხოთ. – უთხრა მკაცრად და ხმის ამოღება აღარ აცადა, ისე
გაუთიშა.
მოთმინება და შეუმჩნევლობა აღარც გახსენებია, არც ის სიკვდილი რომ ერჩივნა
მასთან დარეკვას. ბრდღვინავდა, ოთახში მძიმე ნაბიჯებით სცემდა ბოლთას და ერთი
სული ჰქონდა სანდროს ხმა გაეგონა, მერე ალბათ მთელი დღე ვერ გააჩუმებდნენ. ის
არ პასუხობდა.. კიდევ ნახევარი საათი უყურა ღიმილიანმა სანდრომ მობილურის
ეკრანს და ძლივს მიხვდა რომ უკვე საკმარისი იყო.
-ალექსანდრე, შენ საერთოდ ნორმალური ხარ? როგორ გაბედე.. –კიოდა თათა.
-როგორც იქნა დარეკე. – მშვიდად, ღიმილიანი ხმით უპასუხა სანდრო, ვითომ არ
ესმოდა მისი განრისხებული ხმა.
-შენი თავი ვინ გგონია? როგორ გაბედე ჩემი ნომრის ვიღაც ჟურნალისტისთვის
მიცემა, საერთოდ აზროვნებ? – მისი სიმშვიდე უარესად აღიზიანებდა.
-თათა ვიხუმრე. თათა ვიხუმრე, ჩემმა მეგობარმა დაგირეკა. – ძლივს გააგებინა
სანდრომ. ერთი წუთით გაჩუმდა, თითქოს იაზრებდა რა უთხრა. -მინდოდა
პირველად შენ დაგერეკა, იმ დღეს ძალიან გავბრაზდი. -აგრძელებდა სანდრო.
იმ წამს ეგონა, რომ ცხოვრებაში ამაზე მეტად ვერავინ დაამცირებდა. ეგონა ყველაზე
მეტად ეზიზღებოდა და აღარასოდეს გაახსენდებოდა.. მითუმეტეს აღარასდროს
მოუნდებოდა მისი ხმის გაგონება. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, არც სანდროს
ზარებისთვის უპასუხია. რატომ ვერ ახერხებდა სხვებისგან არ გამოერჩია, ვერაფრით
მიმხვდარიყო. მეორე დღეს უნივერსიტეტიდან პირდაპირ დარბაზში მივიდა და
იქიდან გვიანობამდე არ გამოსულა.. მთელი დღე ცოცავდა.. ნათია არ ეყოფოდა, ახლა
სანდროს გამოც უნდა ჰქონოდა ნერვები მოშლილი..
დღეები ჯერ რომ არ ყოფილა, ისეთი მწვანე იყო. ყველა აღიზიანებდა.
მისი შეკრული შუბლის გამო, თეა და ნიკო ვეღარ ხვდებოდნენ რა გაეკეთებინათ,
ყველა მაქსის მონატრებას აბრალებდა მის უხასიათობას, ეჭვიანობასა და
ჭირვეულობაში ართმევდნენ.
ორი დღის შემდეგ ალექსანდრეს აღარ დაურეკავს, არც ის ფოტო წაუშლია. თათას
ნერვები ეშლებოდა ბოდიშს რომ არ უხდიდა, მერე რა რომ არ პასუხობდა მოეწერა,
მიასთვის ეთქვა, უბრალოდ სურათი მაინც წაეშალა. „ხისთავიანი იდიოტი“
ჩაილაპარაკებდა ხოლმე ცხვირაბზუებული, რამდენჯერაც გაახსენდებოდა..
***
მაქსიმეს ჩამოსვლამ, სანდრო გააუფერულა, მაგრამ მაინც გამუდმებით ახსოვდა..
ახსოვდა და ძველებურზე უფრო აბრაზებდა მისი უბოდიშოდ გაქრობა..
***

-წამო რა, ჩოგბურთში უნდა დაგლეწო. – თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა თათას.


თეას სახე დაუმძიმდა მისი სიტყვების გაგონებაზე, მაქსიმე სიცილისაგან
მოსაბრუნებელი გახდა. – რა გაცინებს, არ გახსოვს თბილისიდან ეს ფრაზა რომ
ჩამოგვიტანე? – სულაც არ ეცინებოდა თვითონ.
-მე მახსოვს, მაგრამ შენ რამ გაგახსენა?
-დედა, როგორ ლაპარაკობ, ადამიანი შემოგხედავს და სიფრიფანა ანგელოზს გავხარ,
~ 17 ~

ეს რა უბედურებაა? – გულწრფელად შეიცხადა თეამ.


-კაი, დე. ვიხუმრე. – კინაღამ გაჭყლიდა დედამისი.
-მართლა უნდა დაგლეწო. – მუქარა გაუმეორა მანქანაში ჩაჯდომისას. ვერც
წარმოიდგენთ, როგორი სასაცილო იყო მისი აღნაგობის ადამიანისაგან მსგავსი
სიტყვების მოსმენა. განსაკუთრებით სასაცილო კი ის იყო, ამ პატარა პრინცესისთვის
დაცინვა, საკუთარი ხელით გამოტანილ მძიმე განაჩენს რომ ნიშნავდა.
თათა ისეთი ძალით ურტყამდა ბურთს, მაქსის რომ არ მოეგერიებინა დაალურჯებდა.
თვითონ ვერ იმეტებდა ჭირვეულ დას, თათა კი ცდილობდა, როგორმე ნათიაზე
აელაპარაკებინა.. რატომ ასეთი მეთოდით, თვითონაც არ იცოდა..
-ვილაპარაკოთ, კარგი? -ისევ თვითონ შესთავაზა ჩოგბურთისთვის თავი
დაენებებინათ, ძალიან ეშინოდა ფიზიკური დატვირთვის გამო შეტევა არ ჰქონოდა.
-ჯერ არ დავლეწილვარ. – ისევ მოიქნია ჩოგანი მაქსიმ.
-გთხოვ, აღარ მინდა.
-როგორც ინებებთ. -სასაცილოდ დაუკრა თავი და მისკენ წამოვიდა.
-ხომ კარგად ხარ?
-კი, ნუ გეშინია, ასე მალე ხომ იცი რომ არ ვიღლები.
-მგონი ზედმეტი მომივიდა, მაპატიე რა. – დამნაშავე ლეკვს ჰგავდა, (ასე მაქსი
ეძახდა) აწყლიანებული ფართოდგახელილი თვალებით.
-გეყოს ახლა, თორემ ამატირებ. რამე ხდება პრინცესა? – დაეჭვებულმა ჰკითხა პატარა
დას.
-არა, ნაყინს ხომ მიყიდი?
-ისე გეთხოვა, რას ამაცრემლიანე. – ყურები სასაცილოდ დაუზილა მაქსიმ.
რამდენიმე წუთში თათას საყვარელ სანაყინეში ისხდნენ, მაგრამ მაქსი ხვდებოდა,
რომ მის პრინცესას ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა ნაყინი.
-თათუ, ასე ძალიან რატომ განიცდი?
-ძალიან მინდა ბედნიერი იყო.
-მე ახლა ვფიქრობ, რომ ნათიასთან ვიქნები ბედნიერი.
-მესმის. – მძიმედ ჩაილაპარაკა თათამ, მაქსიმ იცოდა რამდენად მძიმე იყო მისთვის
დათმობაზე წასვლა და რაღაცა ისეთთან შეგუება, რაც რეალურად მიუღებელი იყო
მისთვის. -დედა მელაპარაკა, მეც ვხვდები რომ ზედმეტი მომდის. უბრალოდ მე
შეიძლება ასე ძალიან რომ მიყვარხარ, უკეთესი მემეტება შენთვის. – პატარასავით
ტკეპნიდა სიტყვებს, ლოყებაწითლებული ძლივს უყურებდა თვალებში.
-ხომ იცი, რომ სადაც და ვისთანაც არ უნდა ვიყო, ძალიან მიყვარხარ, რომ შენ ხარ
ჩემი პრინცესა. – ძლიერად ჩაიხუტა მაქსიმ.
-დამპირდი, რომ მას ასე არ დაუძახებ და საერთოდ არავის დაუძახებ ასე. – მაქსიმეს
გულში ეცინებოდა მის ბავშვურ ეჭვიანობაზე, მაგრამ იცოდა ახლა რომ გასცინებოდა,
დიდხანს მოუწევდა მის შემოსარიგებლად წვალება.
-გპირდები. – უთხრა დამაჯერებლად. – მე შენი ძმა ვარ და ამას ვერავინ და
ვერაფერი შეცვლის, ძალიანაც რომ გინდოდეს, მაშინაც კი ვერ მოისვენებ ჩემგან.
თათას გაეღიმა, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობდა. იცოდა უფლება რომ არ ჰქონდა
სხვის ცხოვრებაში ასე ჩარეულიყო, ისიც იცოდა თვითონ რომ არ მოეწონებოდა ასე
~ 18 ~

მოქცეოდნენ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა შეგუებოდა.


***
თეკლას ტიკ-ტიკი, ისედაც ხმაურიან და მხიარულ ოჯახს, უარესად ამხიარულებდა.
ყველანი სკაიპთან ისხდნენ და ცდილობდნენ, პატარა ქალბატონის არც ერთი სიტყვა
არ გამოჰპარვოდათ. თეკლას შემდეგ მიას და გიოს ჯერ დგებოდა, ნიკო საოცარი
გულისყურით ისმენდა გიოს თამაშის შედეგებს. თათა და მია კი აქაც არავის
აცდიდნენ მათ გარეშე საუბარს. იმ საღამოსაც ზუსტად ასე ხდებოდა, თითქმის
დავიწყებოდათ სხვადასხვა ქვეყანაში რომ იყვნენ, იმდენ ხანს ილაპარაკეს.
თათა დასაძინებლად, რომ ავიდა მაშინაც კი ჯერ ისევ ლაპარაკობდნენ. იმ საღამოს
ადრე დაძინება საშინლად ინანა.
***
უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს სამზარეულოში ჩურჩხელითა და კარალიოკის
ჩირით სავსე თასი დახვდა.
-დე, ვინ ჩამოგვივიდა? – იფიქრა, რომ რომელიმე ნათესავი ესტუმრათ.
-გიოს მეგობარი, სანდროა ჩამოსული. ლიას გამოუტანებია (მიას დედა), დილით
მაქსიმე დახვდა აეროპორტში, ეს რამდენიმე დღე ჩვენთან დარჩება? – ახსოვდა, რომ
სახე არ უნდა შეცვლოდა, მაგრამ შეშფოთება ვერაფრით გადამალა.
-რა? ჩვენთან რა უნდა? გიომ გვთხოვა?
-არა, მამაშენმა დააძალა, რატომ უნდა დახარჯოს სასტუმროში ფული, 3-4 დღე რა
სალაპარაკოაო. – ზუსტად იცოდა, რომ გიოს და მიას დახოცავდა. სანდროსთვის
უარესი რამ უნდა მოეფიქრებინა, ახლა ნიკოს გადამეტებულმა
სტუმართმოყვარეობამაც კი ნერვები მოუშალა. სულ ასე იყო, პირად შეურაცხყოფად
თვლიდა, რომელიმე იტალიაში ჩამოსული ქართველი თუ არ ესტუმრებოდა.
-ანუ ჩვენთან უნდა იცხოვროს?
-ხო, თათა, მხოლოდ სამი დღე, რა იყო?
-არა არაფერი დედა. – ისე ჩაილაპარაკა, თითქოს იქ უკვე აღარ იყო.
***
მიას და გიოს სასაცილოდა არ ეყოთ თათას ისტერიკა. ისედაც მთელი კვირა სანდროს
დასცინოდნენ, შვილებს მოუყვები, ისეთი კარგი დრო იყო იტალიაში ჩურჩხელების
ჩასატანად დავფრინავდიო.
საღამოს ალექსანდრეს საპატივცემულოდ გამართულმა ვახშამმა მიას გარდა
ყველასთვის მხიარულად ჩაიარა. ჯერ ნიკო გაუბრაზდა მთელი საათით რომ
დააგვიანა, მიუხედავად გაფრთხილებისა. მერე სანდროს სილაღემ ჭამის სურვილი
საერთოდ დაუკარგა, ყველაფერი ეწვოდა გამოუთქმელი ბრაზისაგან. მისალმები
გარდა ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.
დაძინებამდე მილიონჯერ დააპირა მიეწერა, მაგრამ ხვდებოდა რომ აზრი არ ჰქონდა..
ისევ თვითონ მოიშლიდა ნერვებს, უნდა აეტანა, სამი დღე უნდა მოეთმინა..
***
სანდროს ძალიან უჭირდა ასე ახლოს მასთან უსიტყვოდ ყოფნა. მანაც უამრავჯერ
დააპირა მიეწერა, მაგრამ იცოდა სითბოთი ჯერ-ჯერობით ვერაფერს რომ ვერ
გააწყობდა. იმითაც კმაყოფილი იყო, თათასთვის გადაუჭრელ პრობლემად რომ იქცა,
~ 19 ~

კმაყოფილი ღიმილის გამო, თავი ბოროტიც კი ეგონა. არადა მართლა საოცრად


სიამოვნებდა მისი გაბუტული თავლებისა და შეჭმუხნული შუბლის ყურება..
თათამ ისეთი თავისუფლებით აავსო, ეგონა სუნთქვა ახლა ისწავლა.. ახლა..
ხელახლა.. თითქოს ორწლიანი უჟანგბადობიდან გამოაღწია.. უფრო და უფრო
იშვიათად ახსენდებოდა ის.. ოცნებები რომ დაუნგრია.. 18 წლისა იძულებული რომ
გახადა ეფიქრა, რომ ცხოვრება დამთავრდა.. ის, ვინც აიძულა, თავი არარაობად
ეგრძნო.. საკუთარი გრძნობები შეზიზღებოდა..
ან ეგონა, რომ უფრო და უფრო იშვიათად ახსენდებოდა..
***
-ცოცვა შენც გიყვარს? – საოცრად თბილი ღიმილით ჰკითხა სანდრომ.
ერთიანად გაწითლდა, სხეული დაეძაბა, საფეთქლები აეწვა.
-მეც მიყვარს. -უპასუხა ამრეზით და გამზადება დაიწყო. მის ღიმილს გრძნობდა,
ზურგით იჯდა მისგან, მაგრამ მაინც გრძნობდა მის ღიმილიან სახეს. როგორც კი
კედელს მიუახლოვდა, სანდრომაც დაიკავა ადგილი.
სასაცილო იყო, მათი დაუნდობელი შეჯიბრის ყურება. რა თქმა უნდა სანდროს
ბევრად მარტივად გამოსდიოდა. გარდა იმისა, რომ აქტიური ვარჯიში, ცოცვაშიც
ეხმარებოდა, სიმაღლის გამოც უფრო სწრაფად ადიოდა სიმაღლეზე.
სიამაყე ხშირად გვართმევს საკუთარი შესაძლებლობების რეალურად აღქმის უნარს.
თათა კი ყველაზე ამაყი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე. არ უნდოდა შეგუებოდა
იმ აზრს რომ აჯობა, რამდენი წელია ცოცავდა და მაინც აჯობა. ეს საკუთარ მოედანზე
წაგებულ ომს ჰგავდა, რასაც მისნაირი ადამიანებისთვის სიკვდილიც კი სჯობს.
„ცოტაც და დავეწევი“ – სუნთვა უჭირდა, მაგრამ მაინც ამხნევებდა თავს. უკვე
მართლა მიახლოვებოდა, ნაჩქარევი ნაბიჯისა და სანდროზე ყურადღების გადატანის
გამო ფეხი რომ დაუცდა.
სანდროს ღიმილი სახეზე გაეყინა.. ასე დამნაშავედ თავი არასდროს უგრძვნია,
პატარა, წინდაუხედავი, დაუფიქრებელი ბიჭივით მოიქცა. საოცარი სისწრაფით
დაეშვა. თათამ არაფრით მიიკარა. ყველა გაფართოებული თვალებით უყურებდა
მტირალ თათას, გაუგებარ ენაზე რომ ყვიროდა.
-ვერ გიტან.. ვერ გიტან, არ შემეხო. – კიოდა თათა.
-მაპატიე, თათა მაპატიე. – სანდრო ნერვიულობისაგან ვეღარ სუნთქავდა. არც კი
დაუშვია, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო.
-შენ უნდა ჩამოვარდნილიყავი.. გეფიცები საერთოდ რომ ვეღარ გეთამაშა
კალათბურთი, ოდნავადაც კი არ შემეცოდებოდი. მეზიზღები.
-თათა. – თვალები ჩაუსისხლიანდა სანდროს…
-შენ უნდა ჩამოვარდნილიყავი.. – ნერვიულად იმეორებდა თათა და უკვე რცხვენოდა
იმის რასაც ამბობდა. აგიჟებდა ისევ რომ არ ანებებდა თავს. ნამდვილი ისტერიკა
დაიმართა, სანამ სანდრო დარბაზიდან არ გაიყვანეს.
თათას საკუთარი სიტყვები გუდავდა..

სხვის სახეზე დანახული ტკივილის მიზეზობა, ყველაზე მწარე გაკვეთილია..


საწყისია შენი უკეთესობისკენ გასავლელი გზის, რა თქმა უნდა უსულგულოდ თუ არ
~ 20 ~

უქცევიხარ მანამდე ცხოვრებას..


***
თათას მაშინ ფეხზე მეტად საკუთარი სიტყვები ტკენდა.. უკვე ნათქვამი და უკვე
გაგონილი.
სანდრო მეორე დილითვე მის უნახავად გაფრინდა საფრანგეთში..
თათა ნანობდა ისე როგორც არასდროს ენანა.. ნერვიულობდა მას რომ არ
ახასიათებდა ისეთი სიმძაფრით.. თვალები სულ დაძაბული ჰქონდა, გეგონებოდათ
ოთახში არ იყო. ნერვიულად იჭამდა ტუჩებს და უსიტყვოდ ფიქრობდა.
წარუმატებლობას ყოველთვის განიცდიდა, დაბალი ქულაც კი რამდენიმე დღით
უფუჭებდა ხასიათს, მაგრამ სამაგიეროდ მერე უფრო შემართული და ძლიერი იყო.
სახლშიც ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე დღეში უნდა გამოდარებულიყო.
ფოტო რომ ვეღარ ნახა, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს სხეულის რომელიღაც
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ორი დღის მერე წაშლილი ფოტოთი
სანდრომ აგრძნობინა, რომ ეს გააზრებულად გააკეთა, რომ მას ემოციების მართვა
შეეძლო.. აგრძნობინა, რომ მასავით იმპულსურად კი არა, რეალურად,
დაფიქრებულად აღარ უნდოდა მასთან რაიმე საერთო ჰქონოდა..
„სანამ არ ვკარგავთ, არ ვაფასებთ..“ მილიარდობით ადამიანმა უგულოდ
გადავუარეთ, გავცვითეთ, გავაბანალურეთ ეს ფრაზა, ჭკუა კი ვერ ვისწავლეთ..
თათას ვერაფრით ეღიარებინა, რომ საშინლად დააკლდა, რომ ერთი სული ჰქონდა,
თუნდაც ისევ მისი უაზრო ხუმრობის მსხვერპლი გამხდარიყო. ოღონდ ისევ
შეემჩნია, ოღონდ ისევ მნიშვნელოვანი ყოფილიყო მისთვის, ოღონდ არ დაეჯერებინა,
რომ გულით უსურვა ამხელა უბედურება.. ის დუმდა.. დუმდა მთელი კვირა..
თათას, აღიზიანებდა კლავიატურამდე ძლივს მიტანილი აკანკალებული თითები..
რომლებიც ვერაფერს კრეფდნენ, ვერაფერს აზრიანს..
-ბოდიში. – ერთი კვირის თავზე, ძლივს აკრიფა ექვსიოდე ასო.. მხოლოდ ერთი
სიტყვა, არა სიამაყის, ან იმის გამო რომ საჭიროდ არ თვლიდა.. უბრალოდ არ
უნდოდა თავი ემართლებინა, მიზეზებისთვის გადაებრალებინა ის, რაც თვითონ
გააკეთა.. რომ წუხდა, ამას ეს ერთი სიტყვაც ამბობდა.. რომ ნანობდა იმასაც.. კი არ
ამბობდა, ყვიროდა..
სანდროს უფრო გაუკვირდა, ვიდრე ესიამოვნა მისი წერილი..
***
-თათუ, საქართველოში ხომ წამოხვალ? – საწყალი ხმით თავს აცოდებდა მაქსი.
-ნათია წაიყვანე, ფეხი მტკივა. – იყო პასუხი.
-მეგონა რაღაცები გავიგეთ.
-გეხუმრე, მაგრამ მართლა ფეხი მტკივა.
-უკვე მოგირჩა, წამო რა, არ მინდა მარტო ჩასვლა.. თან დედაჩემს ნათიაზე უნდა
ველაპარაკო, მინდა გვერდით მყავდე.
-ხო კარგად ხარ? – დაუღრინა შუბლშეკრულმა.
-ძალიან. მამას უკვე ველაპარაკე, ფეხი მიზეზად არ გამოდგება.. დასვენებაც გაქვს,
მოკლედ მოდიხარ.
-შანტაჟი ჰარვარდში გასწავლეს? დამანებე რა თავი, საერთოდ არ მინდა სახლიდან
~ 21 ~

გასვლა.
-პრინცესა რამე ხდება? – სასაცილოდ მოჭუტა თვალები მაქსიმ, თათას არც კი
უფიქრია, რომ იმას ეტყოდა რაც შემდეგ გაიგონა. – შენ შემთხვევით იმ
ცისფერთვალება ბიჭზე ხომ არ გწყდება გული?
-მაქსი, მგონი საქართველოში ერთი კი არა მეტი წამყოლი დაგჭირდება. ჩემი
ოთახიდან გადი.
-ამ პატარა მაიმუნს შეხედეთ, ესე იგი მართალია. – შუბლი შეკრა მაქსიმემ. თათას
ნესტოები დაბერვოდა, მუშტები უნებურად მოემუჭა, იფიქრებდით ცოტაც და
გადაყლაპავსო.
-მაქსიმე, ამ წუთას გადი ჩემი ოთახიდან.
-იცოდე ძალიან დააშავე არაფერი რომ არ მითხარი, ხვალ დილითვე მივფრინავთ, არ
მაინტერესებს შენ რას გადაწყვეტ. გირჩევნია მამასთან არც კი დაიწუწუნო. დანარჩენს
იქ მივხედავთ.
-მაქსიმე რა არაადამიანივით იქცევი, რა უფლებით მელაპარაკები ასე.
-ღამე მშვიდობისა. – ჩაილაპარაკა მაქსიმ და მაშინვე კარისკენ წავიდა. თათას
ყვირილზე აღარ მოუხედავს.
საკუთარი ძმის დანახვა არ უნდოდა. ახლა, როდესაც ცხოვრებაში პირველად
ჩრდილში ყოფნა და ფიქრი სჭირდებოდა არავინ აცდიდა. სანდროს მია და გიოც კი
აღარ უხსენებდნენ, თვითონაც ვერაფერი ეკითხა. მთელი დღეების მისი გუნდის
თამაშებს უყურებდა, ძლივს იკავებდა თავს ხმამაღლა არ ეყვირა მის წარმატებაზე.
მის ფოტოებს უყურებდა და ძლივს აღიარებდა რომ პირველი რეაქცია დამცავი იყო,
სინამდვილეში კი აოცებდა მისი ნაკვთები. აოცებდა ისეთი სიმპათიური იყო.
***
სამშობლო, მისგან რაც არ უნდა შორს გქონდეს გატარებული თუნდაც მთელი
გააზრებული ცხოვრება სხვა ფერია.. სულ სხვა ფერი.. რომ ვერ ხვდები რას გრძნობ,
რა გიხორკლავს კანს.. რატომ გეძვირფასება მისი მტვერიც კი.. სიშორე უფრო
აძვირფასებს და უტოპიას ამსგავსებს მას..
მიუხედავად იმისა, რომ თათას ცუდ ხასიათზე იყო, ბედნიერება შინაგანად ავსებდა..
იცოდა, რომ მოინდომებდა თუ არა, მაინც სასიამოვნო იქნებოდა მისი საქართველოში
ყოფნა..
ერთმანეთს მხოლოდ ჩამოფრენის შემდეგ გასცეს ხმა, ისიც მხოლოდ ტექნიკური
საკითხების მოსაგვარებლად. ორივენი ჯიუტად დუმდნენ, თათა ბოდიშს ელოდა,
მაქსი მის აღიარებას. სახლში მისულებს ნანა (მაქსის დედა) საოცრად ბედნიერი
დახვდათ, თათას სულ ეუხერხულებდა მათ სახლში ყოფნა, ვერასდროს გრძნობდა
თავს კომფორტულად, მაგრამ მაქსიმეს თხოვნით არაერთხელ ყოფილა მათთან. ნანა,
ყოველთვის ზედმეტ ყურადღებას აქცევდა, უყვარდა კიდეც, მაგრამ ეს დაუძლეველი
უხერხულობა არაორგანულს ხდიდა ამ ყველაფერს.
იმ საღამოსაც, როგორც მაქსის ყოველი ჩამოსვლისას უამრავი სტუმარი შეიკრიბა
სახლში. უყურებდა ბედნიერ ძმას და ნელ-ნელა გაბრაზებული ან ზრდილობის გამო
გაღიმებული კი აღარ იყო, გულწრფელად, თბილად უღიმოდა სახე.
-თათუ, არ მინდოდა ასე გამებრაზებინე. – შუბლზე აკოცა მაქსიმ ძილის წინ.
~ 22 ~

მგზავრობისგან დაღლილს თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ შორიდან, გაუბედავად


უყურებდა კომპიუტერს. დილით გადაწყვიტა, სანდრო აღარ ეხსენებია, მაგრამ იმ
დღევანდელი თამაშის ანგარიშის გაუგებლობა არ ასვენებდა.
თამაშის ჩანაწერმა, მისი გუნდის მოგებამ და სანდროს 28 ქულამ უარესად
ააფორიაქა, რაღაც ძალიან ტკიოდა და არაფრით აძინებდა.
გაღვიძებულს ისევ უამრავი ადამიანი დახვდა სახლში, უხაროდა მაქსის მისთვის
რომ არ ეცალა. ცოტა ხანს ისიც იჯდა სუფრასთან, მაგრამ მალევე შევიდა თავის
ოთახში.
უკვე მემილიონედ ათვალიერებდა მის ფოტოებს და მხოლოდ ის აინტერესებდა,
მასაც თუ ახსენდებოდა, ისიც თუ ნახულობდა მის ფოტოებს..
-როგორ ხართ? როგორ მინდა ჩვენც რომ საქართველოში ვიყოთ? – თათას ძალიან
გაეხარდა მიას ხმის გაგონება.
-კარგად მია, მეც ძალიან მინდა აქ რომ იყოთ, აქ ხომ იცი სულ სტუმრები არიან, რაც
ჩამოვედით მაქსიც კი აღარ მინახავს. თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენც კარგად ვართ, გიო ვარჯიშზეა, თეკუ თავისთვის თამაშობს. შენ რას შვები?
ისევ ცუდ ხასიათზე ხარ?
-როგორ მომენატრეთ, ისე რა, უკეთ ვარ.
-ისევ ნერვიულობ? – თბილად ჰკითხა მიამ.
-რასაც ვერ ვუშველი, იმაზე აღარ მინდა ნერვიულობა. აქ როდისთვის აპირებთ
ჩამოსვლას?
-ჯერ არა, ამ თვეში რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში აქვთ. ალბათ უფრო იტალიაში
ჩამოვალთ ერთი-ორი დღით.
-ერთი სული მაქვს, ძალიან მომენატრეთ.
-კარგი გავიქეცი ახლა, თეკუ ტირის. ძალიან მიყვარხარ.
-მეც მია, ჩამიკოცნე ეგ ქალბატონი და გიო. – მიას ისევ არ უხსენებია სანდრო,
დარწმუნებული იყო რამე რომ სცოდნოდა ეტყოდა. მისი თითოეული ზარი უფრო და
უფრო ამძიმებდა, უფრო და უფრო არწმუნებდა, რომ მისთვის სულერთი გახდა.
მთელი საღამო საკუთარ თავს ებრძოდა. ეშმაკურად გაბრწყინებული თვალებით
შესცქეროდა მონიტორს. სოციუალურ ქსელს არასდროს არ იყენებდა სხვისი
ყურადღების მისაქცევად, პროფილის სურათადაც კი არასდროს ჰქონდა საკუთარი
ფოტო. ორგანულად ვერ იტანდა, მხოლოდ მისი გარეგნობით აღძრულ ინტერესს,
არც პოსტების სიმრავლით გამოირჩეოდა. მილიონჯერ წაშალა და დაწერა ვითომ
სასხვათაშორისოდ დაწერილი, ერთი ჩვეულებრივი პოსტი, რომელიც შეფარვით მის
საქართველოში ყოფნას გატყობინებდათ. რეალურად კი, მხოლოდ ის უნდოდა
სანდროს წაეკითხა.. სანდროს გაეგო რომ საქართველოში იყო, რატომღაც ეგონა, რომ
თუ საერთოდ უმნიშვნელო არ იყო მისთვის, ამ ფაქტს რაღაც უნდა შეეცვლა, მაგრამ
რა არ იცოდა.
დაძინებამდე არაფერი შეცვლილა.. სახლში ისევ უამრავი ადამიანი ტრიალებდა,
სანდრო კი არსად ჩანდა. მეორე დღეს მაქსის ბებოსთან და ბიძაშვილებთან უნდა
წასულიყვნენ.
დილით თავის ტკივილმა გააღვიძა, ძილშიც კი სანდროს წერილს ელოდა. მთელი
~ 23 ~

საათი ეხვეწა მაქსის სახლში დაეტოვა, არ ჰქონდა თავი აეტანა, როგორ


ათვალიერებდა ყველა ინტერესითა და ჩურჩულით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა
პატივს სცემდა და არც მაქსი მისცემდა ვინმეს უფლებას მისთვის ეწყენინებინა, ის
მაინც სხვა იყო.. მათთვის უცხო, უხერხულობის შემტანი… სულ ერიდებოდა მათთან
სტუმრობას.
მაქსიმე ძლივს დაითანხმა.
-იცოდე არსად გახვიდე, მეშინია მარტო რომ გტოვებ.
-არა, ან საშიში რა არის, შეიძლება ცოტა აქვე გავისეირნო. ტელეფონი ხომ მაქვს.
-კარგი, მაგრამ შორს მართლა არ წახვიდე, ქუჩები კარგად არ იცი. ტელეფონს
ყურადღება მიაქციე სულ.
-მაქსი, 19 წლის ვარ.
-შენი თავი დიდი გგონია?
-იმდენად კი, ქუჩაში მარტო გასვლის რომ არ მეშინოდეს.
-მე მეშინია სამაგიეროდ.
-არავინ მომიტაცოს. – ჩაიცინა თათამ.
-ასე ნუ ხუმრობ. -სახე საშინლად გაუმკაცრდა მაქსის. – ხომ ვიცი რომ ვერ ვიტან ამ
თემაზე ლაპარაკს, შენ ჯერ ბავშვი ხარ და უნდა ისწავლო. იცოდე ის ბიჭი არ
დამვიწყებია, გელოდები როდის მოგინდება დამელაპარაკო და ახლაც მაგ ლეკვის
თვალებით ნუ მიყურებ.- თითი დაუქნია მაქსიმ.
-მოსაყოლი არაფერია.
-მე გელოდები. თავს მიხედე, ვეცდები არ დავაგვიანოთ.
-ძალიან მიყვარხარ.
-მეც ჩემო პრინცესა. – რამდენიმე წუთით ტკიპასავით მიეკრა ძმას და მერე
თვალისმოუშორებლად უყურებდა მის მანქანას, სანამ შეუძლებელი არ გახდა მისი
დანახვა.
მოღუშულმა აიღო ყავა და ოთახში შებრუნდა. ნერვები ეშლებოდა გარეთ გასვლის
ხალისი რომ არ ჰქონდა, არადა ბავშვობიდან უყვარდა მამა თბილისის ქუჩებში რომ
ასეირნებდა ფეხით. საშინლად მოუნდა ნიკოსთვის დაერეკა.
-მა, გვეგონა ჯერ გეძინებოდა, აღარ დაგირეკეთ. – მამამისის თბილმა ხმამ,
რამდენიმე წუთი ყველაფერი დაავიწყა, ცრემლებიც კი წამოუვიდა, ისეთი მონატრება
იგრძნო. თეას ტირილმა, უარესად ააფორიაქა, ძლივს დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
თეა, თუ ვერ ხედავდა ეგონა რომ რაღაც ჭირდა, რაღაც ისე არ ჰქონდა როგორც უნდა
ჰქონოდა და სულ ზომაზე მეტს ნერვიულობდა.
არ იცოდა ბედნიერება როგორ გამოეხატა საკუთარი მშობლების გამო.
სანდროსგან კი ისევ არაფერი ისმოდა.
რამოდენიმეჯერ ისიც კი იფიქრა, რომ ცივდებოდა.. არაფრის თავი არ ჰქონდა,
გასეირნების კი არა, ოთახიდან გამოსვლისასაც კი..
უკვე შუა დღე გადასულიყო, შეტყობინების მიღების ხმამ რომ გამოაფხიზლა.
სანდროს წერილის დანახვისას უკვე ნამდვილად იცოდა რომ მაღალი სიცხე ჰქონდა
და რაღაცები ელანდებოდა. რამოდენიმეჯერ შემოიარა ოთახი, შეშინებულივით
უყურებდა საწოლზე დადებულ ნოუთბუქს, თითქოს წერილი იქ აღარ დახვდებოდა.
~ 24 ~

-შეგიძლია გამოხვიდე? – მოთმინებით ელოდა სანდრო პასუხს. თათას კი ეგონა რომ


ვიღაცაში აერია, რომ შეცდომით მოწერა. კიდევ რამდენიმე წუთი ამშვიდებდა
საკუთარ თავს, სანამ აკანკალებული რამდენიმე სიტყვას აკრეფდა.
-ვერ მივხვდი, სანდრო. – გული ამოვარდნას ჰქონდა, ვერაფრით მიმხვდარიყო რა
უნდოდა, ან მართლა რას ნიშნავდა მისი წერილი.
-თათა, საქართველოში ვარ და მინდა რომ გნახო. შეგიძლია გამოხვიდე?
-სად? – ჰკითხა მოუთმენლად, არაფერზე უფიქრია იმ წამს.
-შენთვის სადაც ადვილი იქნება მოსვლა.
-კინოს სახლთან ვიქნები რამდენიმე წუთში.
-კარგი, გელოდები.
არ აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა, არ აინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა..
არ აინტერესებდა ასე მარტივად რომ დათანხმდა შეხვედრაზე, ერთი სული ჰქონდა
ენახა..
რამდენიმე წუთში მართლა კინოს სახლთან იყო.. მისი დანახვისას ფეხები უკან
რჩებოდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ სანდროც მასავით ნერვიულობდა. თათასგან
განსხვავებით მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა და არა ნანერვიულები.
ცოტა ხანს უხმოდ უყურეს ერთმანეთს თვალებში.
-როგორ ხარ? – ჰკითხა სანდრომ, სახე არ შეცვლოდა.
-კარგად, მადლობ, შენ როგორ ხარ? – სადღაც გამქრალიყო მისი თავდაჯერებულობა,
ახლა დამნაშავე ბავშვს უფრო ჰგავდა, ვიდრე ეგოისტ გოგოს.
-მეც კარგად. სად გირჩევნია რომ დავსხდეთ? – ძლივს ლაპარაკობდა სანდრო,
რომელსაც მისი ნანერვიულებული სახე ძალას ართმევდა.
-არსად, მირჩევნია, რომ ვიაროთ.
-კარგი, როგორც გინდა. – კიდევ რამდენიმე წუთი იარეს ფეხით. ორივეს უამრავი რამ
ჰქონდა სათქმელი, მაგრამ ხმის ამოღება ორივეს უჭირდა.
-იმ დღეს ძალიან ცუდად მოვიქეცი. მართლა არ ვფიქრობ ასე. გეფიცები. მე, მე
მართლა ვინერვიულებ რამემ კალათბურთის თამაშში ხელი რომ შეგიშალოს. იმ
დღეს ძალიან ვიყავი გაბრაზებული. შენამდე ყველაფერი ყოველთვის ისე იყო,
როგორც მინდოდა. არავის შევჯახებივარ ისე, როგორც შენ.. ჩემს გარშემო ყველა
ყველაფერს მითმობდა.. ვიცი რომ ეს არ მამართლებს. ძალიან ვწუხვარ. – ძლივს
ლაპარაკობდა თათა, ცდილობდა როგორმე არ ეტირა. სანდროც, თითქოს
გამიზნულად არ აწყვეტინებდა, არაფერი უთქვამს სანამ არ მორჩა.
-ვიცი, რომ ასეთი არ ხარ.
-მე ვწუხვარ.
-მესმის თათა. – მკლავებში მოკიდა ხელი და თვალებში ჩახედა. – იმ დღის შემდეგ
იმიტომ არ შეგხმიანებივარ, რომ მინდოდა გეფიქრა, მინდოდა რაღაცებს
მიმხვდარიყავი და ვფიქრობ რომ მიხვდი. – უყურებდა სანდროს აცრემლიანებული
თვალებით და არაფერს ამბობდა. -ძალიან მომწონხარ, არ მინდა შენთვის ერთი
ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო. მინდა მომავალი გვქონდეს, მინდა ამის შემდეგ სულ
ვიცოდე სად და როგორ ხარ. – თათა ისევ დუმდა. – არაფერი გინდა რომ მითხრა? –
ჰკითა თბილად.
~ 25 ~

-არ ვიცი.
-კარგი, ცოტა ხანს იფიქრე. – ოდნავ გაეღიმა სანდროს და სიარული გააგრძელა.
თათას ეგონა გული გაუსკდებოდა, ზოგჯერ გაქცევას კი უნდოდა.. ასე არასდროს
აჩქარებია გულის ცემა.. ასე არასდროს ნდომებია ვინმესთვის თვალის
მოუშორებლად ეყურებინა. -ნაყინი ხომ გიყვარს, იტალიური არაა, ცოტა ცივა კიდეც,
მაგრამ შენ როგორც ვიცი ძალიან გიყვარს. – სანდრო რუსთაველზე სანაყინესთან
გაჩერდა.
-მე მიხარია.
-რა? – უცებ ვერ მიხვდა სანდრო.
-მე მიხარია, რომ აქ ხარ და მეც რომ აქ ვარ. – ძლივს ამოთქვა თავდახრილმა,
სანდროს გაეცინა.. ბედნიერებისაგან, მისი გულწრფელობისაგან, მისი
დაბნეულობისაგან..
-თათა, მარტივად.. მიხარია ჩვენ რომ აქ ვართ, ჩვენ. – თვალები უბრწყინავდა
სანდროს. -თქვი გთხოვ..
-მიხარია, ჩვენ რომ აქ ვართ. – გაიმეორა და ახედა მის გაბრწყინებულ თვალებს.

რამდენიმე წამიანი სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაურღვიათ.


-ისევ მაქსიმეა? – იკითხა სანდრომ.
-კი და უნდა წავიდე, არ მინდა სახლში რომ მოვლენ მე არ დავხვდე.
-არ იცის აქ რომ ხარ?
-მან იცის რომ მარტო ვსეირნობ.
-არ მინდა ჩემს გამო იტყუებოდე, ან ვინმეს ვემალებოდეთ.
-არც მე მინდა რომ ვიტყუებოდე, აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს.
-თუ გინდა მე დაველაპარაკები, თუ შენ უნდა ინერვიულო.
-არა, არ ვინერვიულებ.
-მაშინ კარგი. ერთი ულუფა ნაყინი მაინც შეჭამე, სახლამდე მოასწრებ.
-კარგი. – გაუღიმა თათამ, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა.
-ალბათ დიდ ხანს ვერ გნახავ. – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-მიდიხარ? – იკითხა მოუთმენლად.
-კი, დღეს ღამე.
-დღეს ჩამოხვედი?
-კი, გუშინ შენი პოსტით გავიგე, რომ აქ იყავი და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა აქ
გველაპარაკა. – „ოდესმე ვეტყვი, მხოლოდ მისთვის რომ იყო ის პოსტი“ – გაიფიქრა
თათამ, ჯერ ვერ ხვდებოდა როგორ მოენატრებოდა, როგორ არ ეყოფოდა ერთ
საათიანი სეირნობა რუსთაველზე.
-დღეს ვარჯიში არ გქონდა?
-არა. შენ როდის ბრუნდები?
-სამ-ოთხ დღეში სავარაუდოდ.
-არ მინდა ვიჩქაროთ, ან რაღაცები არაბუნებრივად მოგეჩვენოს, მაგრამ მე
მომენატრები. აქამდეც მენატრებოდი.
~ 26 ~

-აქედან სად უნდა წახვიდე, გაფრენამდე? – სწრაფად შეცვალა თემა თათამ, არ


უნდოდა ეთქვა რომ მასაც ენატრებოდა, რომ მოენატრებოდა..
-ჩემს სახლში, მშობლებთან, აქვე ახლოს.
-წარმომიდგენია როგორ გაუხარდებოდათ შენი ჩამოსვლა.
-ვცდილობ ხშირად ჩამოვიდე, დედა ვერ დაფრინავს, მამასაც არ უყვარს მარტო რომ
ტოვებს, ამიტომ უფრო ვცდილობ ყველა შესაძლებლობისას ჩამოვფრინდე.
-და ან ძმა არ გყავს?
-სამწუხაროდ არა. შენ ბედნიერი ხარ მაქსი რომ გყავს.
-კი, მის გარეშე მართლა ვერ წარმომიდგენია.
-მიხარია ასეთი ურთიერთობა რომ გაქვთ, ფიზიკურადაც კი ძალიან ჰგავხართ.
-კი, ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს.
-სურათი რომ გადაგიღო შეიძლება? ჩვენი პირველი დღის სამახსოვროდ. – მუდარით
დახედა სანდრომ, თათა საშინლად გაწითლდა. -შეიძლება? ამ სურათის
გამოქვეყნებას არ ვაპირებ, მარტო ჩემი იქნება.
-კი. – ამოილუღლურა თათამ, იმ წამს ზუსტად იცოდა მაქსი რომ იტყოდა მისი
დანახვისას „ჩემი საწყალი ლეკვი“.. საკუთარ თავს ვერ ცნობდა სანდროსთან,
ერთიანად გაქრა მისი თავდაჯერებულობაცა და ეგოიზმიც.. ერთი ჩვეულებრივი,
დაბნეული გოგო იყო, რომლისთვისაც ამ დროს რომ გეკითხათ ალბათ ნამდვილად
არ ეცოდინებოდა სად ჰქონდა თავი..
სანდრო ბედნიერი ღიმილით დასცქეროდა ეკრანზე მის გამოსახულებას, რომელიც
მას შემდეგ რამდენიმე ათეული თვე მისი ტელეფონების უცვლელი გარეკანი იყო..
-მოვედით. – ჩაილაპარაკა თათამ რამდენიმე წუთში.
-მოგწერ ხოლმე.
-მეც. – თითქმის შეუმჩნევლად თქვა თათამ.
სანდრომ ნაზად ჩამოუსვა ხელი მის თმას, ახლაც ერთმანეთში აბურდული,
დაუდევრად რომ ეყარა მხრებზე.
-თავს გაუფრთხილდი.
-შენც. – ბოლოჯერ ახედა თვალებში და კარისკენ წავიდა, გრძნობდა სანდრო როგორ
აცილებდა თვალებით. გაუბედავად შემობრუნდა კართან მისული, ის ისევ იქ იდგა..
თითქოს ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ.
სანდრო საკუთარ სხეულს მიჰყავდა სახლამდე, გააზრების გარეშე..
-დე, როგორ ხარ? ხომ გშია, დე? – თვალებში შესციცინებდა ნინო. სანდროში
ყველაფერი სიკეთე იყო მისთვის, ყველაფერი, რის გამოც სიცოცხლე უღირდა..
ერთადერთი და ყოვლისმომცველი მიზეზი, მისი და დათოს ბედნიერებისა. დღეები
მათთვის სანდროს განწყობის მიხედვით იცვლებოდა.. მონატრებისაგან სულ
ცრემლები ახრჩობდა, ვერაფრით შეგუებოდა მის შორს ჰყოფნას, მაგრამ მისი
წარმატებისათვის უსიტყვოდ ითმენდა.
-კარგად დე, თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენც კარგად შვილო, ახლავე გაგიშლი სუფრას, ერთხელ მაინც ჭამე ნორმალურად.
– როგორც ყველა დედა, ნინოც სულ იმაზე ნერვიულობდა როგორ იკვებებოდა, ან
როგორ უვლიდა თავს მარტო ცხოვრებისას.
~ 27 ~

-ბევრი არაფერი მინდა, დე. გამოვიცლი და ახლავე ჩამოვალ. – საერთოდ ვერ


გრძნობდა შიმშილს, მაგრამ ნინო ისე ინერვიულებდა უარი ვერ უთხრა.
-დე, ვინ არის ის შენი მეგობარი, ნახევარი დღით მის გამო რომ ჩამოფრინდი? –
ფრთხილად ჰკითხა ნინომ, როგორც კი სუფრის გაშლას მორჩა. სანდროს ვითომ
არაფერი გაუგონია. – ოღონდაც იმას დაივიწყებდე, დედა. ოღონდაც იმის გამო აღარ
ნერვიულობდე და ვინც გინდა ის იყოს. – აგრძელებდა ნინო, ცრემლები ღაპა-ღუპით
ჩამოსდიოდა, სანდროს კი უფრო და უფრო ეძაბებოდა სახე.
-დედა, ნუ ახსენებ. საერთოდ აღარ ახსენო. – საკმაოდ ხმამაღლა თქვა და ოთახიდან
გავიდა. მართლა აღარ უნდოდა მისი სახელის ხსენება. აღარ უნდოდა ტკივილი
ეგრძნო, წარსულს ჩაბარებული აუხდენელი, საერთო ოცნებების გამო. აღარ უნდოდა
სულ მისი მოლოდინით ეცხოვრა, არც ის უნდოდა ოდესმე ყველაფერი ეპატიებინა, ან
რაღაც ძველებურად ყოფილიყო. თათას მის ცხოვრებაში გამოჩენის შემდეგ, იმდენმა
ცუდმა დაკარგა ფერი.. წარსულიც იშვიათად ახსენდებოდა, თანაც მხოლოდ რაღაც
ასოციაციების და არა სურვილის, ან ძველებურად გამუდმებული ფიქრის გამო.
წარსული, რომელსაც ეკა ერქვა და რომლის დატოვებაც მთელი შეგნებით უნდოდა
წარსულში.
ადამიანები ჩვეულებრივ ნივთებსაც კი ვეჩვევით, მითუმეტეს ბედნიერებასთან
შეჩვევაა ადვილი.. ბედნიერებასთან, რომელიც 16-17 წლისას მარტივად გამსუბუქებს
და უფრო მარტივად გაკარგვინებს აზროვნების უნარს.. ბედნიერება, რომლის
დაკარგვაც, განსაკუთრებით ამ ასაკში გეთანაბრება სიკვდილთან. ამ ასაკში, საოცრად
მარტივად, მაგრამ საოცარივე ემოციით აგებ მომავალს ოცნებებში და გჯერა.. გჯერა
ისე, რომ ვერავინ გადაგარწმუნებს.
სანდროც ასე იყო მაშინ, ვერავინ დააჯერებდა, რომ ოდესმე ეკას გარეშე მოუწევდა
ცხოვრება..
დამძიმებული ავიდა კიბეებზე. თათას გახსენებაზე, რაღაც სასიამოვნო ჩაეღვარა
სხეულში. რაღაც აიძულებდა მასში, დაკარგული ნდობა ეპოვა, მისი დაეჯერებინა,
მასთან საერთო მომავალზე ეოცნება. მისი ფოტოს დანახვაზე გაეღიმა კიდეც, უკეთ
იყო, ბევრად უკეთ..

***
თავიდან თათას, თითქოს ეუხერხულებოდა მისი მოკითხვა, ყოველთვის მის პირველ
წერილს ელოდა, რომელიც არასდროს აგვიანებდა.. ყოველ დილით ბედნიერი
კითხულობდა მის დილა მშვიდობისას და დაძინების უფლებასაც მისი მშვიდი
ძილის შემდეგ აძლევდა თავს. ეს უხერხულობა სანდროსაც ბოჭავდა, გრძნობდა
როგორი დაძაბული ელაპარაკებოდა ტელეფონზე.. ხვდებოდა, რომ რამდენიმე
შეხვედრას ისეთი ახლობელი ვერ გაეხადა მისთვის, ყველა უხერხულობა და
სიმორცხვე მათი ურთერთობის გარეთ რომ დაეტოვებინა.
-მამამ სენ-ბერნარი მიყიდა, სანდრო. – თანაგუნდელები გაოცებულები უყურებდნენ,
~ 28 ~

მის გასხივოსნებულ სახეს, ვერც ხუმრობითა და ვერც ძალით მიიქციეს ყურადღება.


ეს იყო პირველი წერილი, რომელიც მისი ინიციატივის გარეშე მოწერა. ბევრისთვის
ალბათ ცოტა უცნაურია, რა არის ამაში განსაკუთრებული. სანდროსთვის კი მართლა
ბევრს ნიშნავდა, იმაზე მეტს ვიდრე წარმოგიდგენიათ. მან თავისი ბედნიერება
გაუზიარა, არც კი დალოდებია მის მოკითხვას, ისიც კი იცოდა ჯერ რომ ვერ
წაიკითხავდა, მაგრამ მაინც..
-თათუ, გილოცავ. – სანდრომაც პირველად დაუძახა თათუ, სულ უნდოდა, მაგრამ
ერიდებოდა არ გაეღიზიანებინა, ან უფრო მეტი უხერხულობა არ შეექმნა. – სენ-
ბერნარი ძალიან მაგარი ძაღლია.
-იცი, როგორ მინდოდა, წლებია ვთხოვ მაგრამ არ მყიდულობდნენ, სახლში ძაღლს
ვერ ავიტანთო. მაგრამ ახლა ნიკომ საქართველოში რომ იყავი ისე მომენატრე, თუ ასე
ძალიან გინდა გყავდესო.
-ძალიან მიხარია, ასეთი ბედნიერი რომ ხარ. სახელი შეურჩიე?
-ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. მინდა ბობო, რომ დავარქვა, ისეთი პუტკუნაა ეს
სახელი უხდება. არ მოგწონს?
-მომწონს, ხომ იცი რომ ძალიან დიდი იზრდება, შეიძლება 100 კილოსაც კი
გადააჭარბოს.
-აუ, კი. – ბავშვივით ამოიხვნეშა თათამ, სანდროს შეუმჩნევლად გაეცინა. – მერე არ
ვიცი რა უნდა ვქნა, მე ალბათ ვეღარ გავასეირნებ ხოლმე. – თქვა მოწყენილმა.
-პატარაა, ისე გაზრდი რომ შენ გიჯერებდეს და გაასეირნებ ხოლმე. – სანდროს
ძალიან უნდოდა მიეწერა, რომ ის დაეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ იფიქრა, რომ ჯერ
ადრე იყო.
-შენ ახლა დაღლილი ხარ და მე ჩემი ძაღლით უფრო დაგღალე.
-შენ რომ გწერ ან გელაპარაკები ვისვენებ, ისე კარგად ვარ. ასე აღარ თქვა. – ახლაც
უნებურად გაეფიქრა ეკაზე, ის არასდროს არ წუხდა მისი დაღლისა, თუ ვარჯიშის
გამო. ისტერიკა შეიძლება იმის გამო დამართვოდა, მის წერილს ან ზარს ვარჯიშის
დროს რომ არ უპასუხა. მას არასდროს უცდია გაეგო რა იყო სანდროსთვის
კალათბურთი. თათა კი სულ სხვანაირად აღიქვამდა ამ ყველაფერს, პირიქით
ეწყინებოდა მის გამო ვარჯიშისთვის ან თამაშისთვის რომ ყურადღება მოეკლო, თან
გულწრფელად ეწყინებოდა.
-კარგი. -ჩუმად ჩაილაპარაკა თათამ.
-ბობო ბიჭია?
-კი.
-ხომ გამაცნობ?
-კი, რომ ჩამოხვალ გაგაცნობ. – სანდროს ისე უნდოდა თათას მონატრებოდა,
თუნდაც სულ ცოტათი თუ არა ისე, როგორც მას ენატრებოდა. ესეც კი გაეხარდა,
თათუს რომ სჯეროდა, რომ ჩავიდოდა.
***
მიას და გიოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, აქტიურად აღარ ერეოდნენ მათ
ურთიერთობაში, უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ ურთიერთობას ნელ-ნელა აგებდნენ
გულწრფელად აბედნიერებდათ.
~ 29 ~

ნიკო და თეა ჯერ ვერაფერს ეჭვობდნენ, ბობოს წყალობით კი ეგონათ რომ თათას სხვა
არავინ და არაფერი ახსოვდა.
პრობლემა მაქსიმე იყო, რომელიც ინგლისიდანაც კი ცდილობდა არაფერი
გამორჩენოდა. პირველად დაინტერესდა მისი და ვიღაცით და ხვდებოდა სანდრო
სხვა თაყვანისმცემლებივით არ დაასრულებდა. გამუდმებით აინტერესებდა სად იყო,
რას აკეთებდა, ტელეფონზე ცოტა გვიან რატომ უპასუხა. აინტერესებდა საერთოდ
ყველაფერი.. ბოლოს თათასგან სანდროს თამაშების საკმაოდ გადატვირთული
განრიგი მიიღო და შეხსენებაც აუცილებელი ვარჯიშების გამო, იმ იმედით რომ აღარ
შეაწუხებდა..
მაქსი ვერაფრით მიმხვდარიყო რა აჯობებდა, საკუთარი ჩარევით უნებურად
გაესერიოზულებინა ყველაფერი, თუ ჯერ-ჯერობით დალოდებოდა მოვლენათა
ბუნებრივ განვითარებას.
ნერვებს უშლიდა თათა სასაყვედუროს არაფერს რომ არ უტოვებდა. არც არასდროს
აგვიანებდა, ქულებიც კი ზოგს საგანში იმაზე მაღალი ჰქონდა ვიდრე მანამდე,
დაგეგმილი წიგნების განხილვისასაც კი ვერაფერს ეუბნებოდა იმდენის წაკითხვა და
გაგება მოესწრო.( ეს თეას ინიციატივა იყო, რომელსაც და-ძმა სკაიპითაც კი უკვე
რამდენიმე წელია პირნათლად ასრულებდა. )
მაგრამ რაღაც მაინც არ მოსწონდა..
***
თათა არც ერთ თამაშს არ ტოვებდა, თუ ვერ ახერხებდა თამაშის მიმდინარეობისთვის
ედევნებინა თვალყური, ჩანაწერს აუცილებლად ნახულობდა. იმ დღეს ყურებამდე
გაღიმებული ადევნებდა თვალს ალექსანდრეს თამაშს, რომელიც ძალიან მაგარ
ფორმაში იყო, თან განაბულ ბობოს ეფერებოდა.
რამდენიმე წუთში უკვე ოთახში დადიოდა, ემოციები არაფრით ასვენებდა ერთ
ადგილას. სანდრომ მომდევნო სამქულიანიც ჩააგდო, თათას ძლივს გაახსენდა
სახლში მარტო რომ არ იყო და ხმამაღლა არ უნდა ეყვირა. რამდენიმე წამში კი
მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელთან შეჯახების გამო მძიმედ დაეცა.. თათას
სუნთქვა შეეკრა, ტელევიზორი ორივე ხელით ჩაებღუჯა და ელოდა როდის
ადგებოდა.. სანდრო შეცვალეს.. მისმა დაძაბულმა სახემ გააგიჟა.
კომენტატორიც ამბობდა რომ ჯერ არ იცოდნენ რამდენად სერიოზული შეიძლება
ყოფილიყო ტრავმა.
ისტერიულად კრეფდა მის ნომერს, მაგრამ ტელეფონი, როგორც ყოველთვის
თამაშისას გამორთული იყო. უკვე იმედი აღარ ჰქონდა, რომ გააგონა.
-სანდრო, როგორ ხარ? რამე იტკინე? – ვერ ზომავდა ისე სწრაფად და ხმამაღლა
ლაპარაკობდა.
-არა, თათუ, შენ არ ინერვიულო. სერიოზული არაფერია. – მისგან განსხვავებით
საოცრად ბედნიერი იყო სანდრო. ეს ზარიც ხომ ბევრ რამეს ცვლიდა, ბევრ რამეს
ასერიოზულებდა, ამშვიდებდა და აფორიაქებდა. თან იცოდა, რომ მართლა არაფერი
სჭირდა სერიოზული.
-არ ვინერვიულებ, სიმართლე მითხარი. – თავის სიტყვების გამო, თითქოს ახლა
უფრო გრძნობდა სიმძიმეს.
~ 30 ~

-გეფიცები, თათუ. შემდეგ თამაშსაც კი არ გამოვტოვებ, ახლაც უკვე მეოთხე


მეოთხედი რომ იყო იმიტომ არ დავბრუნდი პარკეტზე. – კიდევ უფრო შეამსუბუქა
თავისი მდგომარება, თათას ხმით შეშინებულმა.
-რა კარგია. – გულწრფელად ამოისუნთქა თათამ. – ახლა მე გავთიშავ, დაისვენე შენ.
-ხომ იცი, რომ არ მღლი?
-ვიცი, მაგრამ დასვენება მაინც გინდა. თავს გაუფრთხილდი.
-შენც თათუ. ძალიან დიდი მადლობა, არ მინდოდა ასე შეგშინებოდა. – ძლივს
დააჭრა ენას კბილი იმდენი რამის თქმა უნდოდა..
***
მეორე დღეს მთელი საათი ემზადებოდა სანდროს სანახავად. ვერაფრით
მოეგროვებინა საკუთარი თავი, ნერვები ეშლებოდა ისე მოუხერხებლად აკეთებდა
ყველაფერს. არც ის უნდოდა შეტყობოდა, რომ დიდხანს ემზადა და არც ის, ცუდ
ფორმაში რომ ყოფილიყო.
საბოლოოდ ჯინსი და შავი მაისური აარჩია. იმ დღეს სანდრომ პირველად ნახა
შეკრული თმით, რომელიც ერთად, კოსად შეეგროვებინა და ნაზი გამჭვირვალე
ქვებით გაფორმებული სამაგრით დაემაგრებინა. მეტი არაფერი ეკეთა, არც მაკიაჟი
ჰქონდა. დაბალძირიანი, ცოტათი მაღალყელიანი ფეხსაცმელი და თხელი შავი მოკლე
ქურთუკი ეცვა.
სანდროს ენა დაება. ზედმეტად ლამაზი იყო, შესაძლებელზე ლამაზი და უბრალო.
ბობოს დანახვაზე გაეცინა.
-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ჩემებს ვუთხარი რომ ბობო უნდა გამესეირნებინა. –
სწრაფად მიხვდა თათა მისი სიცილის მიზეზს.
-მიხარია, რომ მოხვედით. – თათას უყვარდა და ამავდროულად აცოფებდა მისი
ღიმილი, რადგან პირდაპირი მნიშვნელობით აკარგვინებდა აზროვნების უნარს.
სანდროს, როგორც ყოველთვის ახლაც კედები ეცვა, ოდნავ მუქი ჯინსი, ტილოს შავი
პერანგი და თხელი შავი დუტი. თათა, სულ ოცნებობდა როგორ შეიტანდა მეუღლის
გარდერობში შესწორებებსა და ახალ ნივთებს, რადგან ვერ წარმოედგინა კაცი,
რომელიც ისე ჩაიცვამდა, მას რომ მოწონებოდა. სანდრომ ამ სფეროშიც დაუკარგა
თავდაჯერებულობა, ერთი შენიშვნაც კი არ ჰქონდა.
ალექსანდრეს ამ წუთას არაფერი აღარ აინტერესებდა, აღარ შეეძლო მის შორიახლოს
მორცხვი ღიმილით სიარული, მოზომილი სიტყვებით, ემოციებით, გრძნობებით, რაც
არაბუნებრივს, უხერხულს დაძაბულს ხდიდა მათ ურთიერთობას. გაბედულად
მოიქცია მისი თავისუფალი ხელი ხელისგულში და ნაზად აკოცა თავზე, მერე
გამომწვევად შეხედა თვალებში. სადაც პროტესტს, გაოცებას, საყვედურს ელოდა.. იქ
დაბნეულობა დახვდა, რომელიც მარტივად გადაედო.. დახვდა პროტესტიც,
საყვედურიც, იმაზე მწვავეც კი ვიდრე ელოდა. ორივეს ბურთი გაჩხეროდა ყელში,
ლაღად მხოლოდ ბობო გრძნობდა თავს სასაცილოდ რომ დაბაჯბაჯებდა ფილაქანზე..
თათას არ უცდია ხელი გაეთავისუფლებინა, რამდენიმე მეტრი უხმოდ გაიარეს.
-ძალიან მომენატრე. – ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ და გაჩერდა.
-მიხარია, რომ კარგად ხარ. – თქვა თავდახრილმა, განსაკუთრებული, მოჩვენებითი
ინტერესით ადევნებდა თვალს ძაღლის მოძრაობას.
~ 31 ~

-გთხოვ, თვალებში შემომხედე. – სანდროს ნაწყენი, სიმკაცრენარევი ხმა ჰქონდა.


რამაც თათა გააღიზიანა, სწრაფად, უხეშად ასწია თავი და ხელიც გაითავისუფლა. –
ჩვენი ურთიერობა უხერხულობას გიქმნის? ასე მგონია რომ შებოჭილი ხარ, ზოგჯერ
მგონია, რომ რაღაცებს გაძალებ.. ახლაც, ისეთი შებოჭილი ხარ, ვფიქრობ ჩვენი
სეირნობა უფრო გამძიმებს, ვიდრე გსიამოვნებს. იქნებ რამე მეშლება? იქნებ მე მინდა
ურთიერთობა გამოგვივიდეს და შენთვის ყველაფერი სულერთია?
-ასე რატომ მელაპარაკები, თუ ასე ვარ სხვანაირად ესე იგი არ შემიძლია.
-რას ნიშნავს სხვანაირად არ შეგიძლია? – სანდრო ჭკუიდან გადაიყვანა მისმა
პასუხმა, უარესად კი ტელეფონის ზარმა გააბრაზა, რომელსაც მაშინვე უპასუხა
თათამ.
-უნდა წავიდე, უკვე გვიანია მაქსიმემ დამირეკა. – ემოციის გარეშე უთხრა თათამ.
-ნახევარი საათიც კი არ გასულა. – მოთმინებას კარგავდა სანდრო.
-ძაღლს ამდენ ხანს არ ვასეირნებ ხოლმე, თან ბნელდება. – უთხრა მშვიდად, ერთი
წამითაც კი არ მოუშორებია თვალები მისი თვალებისთვის, რომლებიც ნელ-ნელა
უნებურად ევსებოდა ცრემლებით.
თათა ნაჩქარევად ადგამდა ნაბიჯებს, ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ ახლა მიბრუნებასა
და ბოდიშის მოხდას სიკვდილი ერჩია. მკაცრი ტონით ნათქვამი თვალებში
შემომხედე ეხამუშა, ისე რომ წამიერად დაკარგა მოთმინება. ისიც კი აღარ
აინტერესებდა მის გამო რომ ჩამოფრინდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ის
დაემშვიდებინა თავისი კარგად ყოფნით. ბობოც კი ხელში აყვანილი მიჰყავდა, ნელი
ბაჯბაჯით ხელი რომ არ შეეშალა.
თეას დავიღალეო უთხრა სწრაფად, სახლში მისულმა და ოთახში ავიდა. ყველაზე
მეტად ის უშლიდა ნერვებს არავისზე რომ არ შეეძლო ჯავრი ამოეყარა. ბავშვობიდან
ასეთი იყო, ვერ იტანდა ვიღაც რომ იმორჩილებდა.. ახლა კი არჩევანი უნდა
გაეკეთებინა, თუ რაღაცებს არ დათმობდა ურთიერთობას ვერ ააწყობდნენ. საკმარისი
იყო თავისი თავი მის ადგილას წარმოედგინა, უფრო მეტად რომ დაეკარგა
მოთმინება. ისიც კი არ უკითხავს როდის მიფრინავდა, თათა უფრო და უფრო მძიმედ
ადგამდა ნაბიჯებს, მალევე საკუთარმა მოუსვენრობამ დაღალა.
ეგონა ისევ სანდრო გადმოდგამდა პირველ ნაბიჯს. იცოდა უკვე დიდი რომ იყო,
იცოდა ყველაფერს თავის ნება-სურვილზე რომ ვერ დაატრიალებდა, მაგრამ ამ
ცოდნის გააზრება არც უნდოდა და არც აპირებდა. მიას აგიჟებდა მისი საქციელი,
უკვე აღარც კი ეცინებოდა. ორი კვირა იყო გასული. თეა სერიოზულად
ნერვიულობდა მის უჭმელობასა და გამუდმებულ უხასიათობაზე, ბობოც კი აღარ
აინტერესებდა. ნიკომ იცოდა საშინლად თავნება რომ იყო, ბავშვობაშიც კი ვერაფერს
აიძულებდნენ, თუ არ უნდოდა, მაგრამ უკვე მოთმინება ღალატობდა. თათა
გამუდმებით უემოციოდ იმეორებდა, რომ კარგად იყო, რომ სასაყვედურო არაფერი
ჰქონდათ, რადგან კარგადაც სწავლობდა და არც არაფერს აშავებდა. მაქსისთან
გამუდმებით კინკლაობდა, განსაკუთრებულად ნათიასთვის ხელის თხოვნამ
გადარია.
კიდევ ერთი კვირა გასულიყო, სანდრო ისევ არ შეხმიანებოდა, ვითომ არ არსებობდა.
თათას კი ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირდა.. რა ეცვა ისიც კი აღარ
~ 32 ~

აინტერესებდა, იმ საჭმელსაც კი ყრიდა, თეას მისი შეჭმული რომ ეგონა და


შედარებით მშვიდად იყო.
-თავი უნდა მოიკლა, მაგ შენ უაზრო სიამაყეს უნდა გადაყვე, თუ რა გინდა? – კიოდა
მია მისი ჩაშავებული უპეების დანახვისას.
-არაფერსაც არ უნდა გადავყვე.
-მოკვდები რომ დაურეკო?
-რატომ უნდა დავურეკო, ვერავის ვერაფერს შევეხვეწები.
-თათა, ნორმალური ხარ? გასაგებად აგრძნობინე, რომ მასთან ურთიერთობა არ
გინდა. ჩემთვის სულერთი არ ხარო, ესეც კი არ უთხარი და მართლა მაინტერესებს
მისგან რას ელოდები?
-არაფერს.
-თუ არაფერს, ასე რატომ ნერვიულობ?
-მია თავი დამანებე, უარესად მიშლი ნერვებს.
-გიო ამბობს, რომ ისიც ძალიან ნერვიულობს. ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ
ცუდად ვარ ასეთს რომ გხედავ.
-გიომ მას რომ ჩემზე რამე უთხრას, უთხარი რომ არ დაველაპარაკები. გეფიცები. -
წარბები შეკრა თათამ.
-არაფერს ეტყვის. დაბადების დღეს აღნიშნავ?
-ჯერ ვჩხუბობთ მაგ საკითხზე.
-რატომ?
-ნიკოს და თეას უნდათ მაქსი და ნათია დაპატიჟონ. ჯერ სულაც არ მინდა ნათიას
ნახვა, მერე მითუმეტეს არ მინდა ჩემი დაბადების დღე მათ მოწვევად აქციონ.
-ზოგჯერ მგონია რომ მართლა თეკუზე პატარა ხარ. რა უბედურებაა? – თვალები
გაუფართოვდა მიას.
-შენც სულ მე მეჩხუბები, ყველამ ნუ შემჭამეთ. – სწრაფად გათიშა ტელეფონი და
თავი ბალიშებში ჩარგო, ტირილის ხმა რომ მოეგუდა. თვალებდასიებული შევიდა
აბაზანაში. მოახლოებული დაბადების დღე ბოლო იმედი იყო, დარწმუნებული იყო
სანდრო მოულოცავდა.. ან უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო..
ამ დღეებისთვის მწვანეც კი არ ემეტებოდა.
***
დილიდან ცხვირჩამოშვებული დადიოდა, საჩუქრად მიღებულმა ავტომობილმაც კი
ვერ გააღიმა. ნიკომ აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ სერიოზული ლაპარაკი მეორე
დღისთვის გადადო. მაქსის და ნათიას ჩამოსვლამ, როგორც ელოდა გადაფარა მისი
იუბილარობა. ისე იყო გაბუსხული, რომ დაგენახათ იფიქრებდით ცოტაც და
აფეთქდებაო. მაქსის დახრჩობა უნდოდა საცოლეს მოუშორებლად რომ
დასტრიალებდა თავზე. არადა რა მისი ბრალი იყო, თათამ ახლოსაც რომ არ მიიკარა.
მთელი დღე ტელეფონსა და სოცილურ ქსელებს ამოწმებდა. სანდრო არსად ჩანდა.
დაბადების დღე ისე გავიდა, რომ არ გამოჩენილა.. როგორც კი თორმეტს გადაცდა
დაღლილობა მოიმიზეზა, საძილე აბი დალია და დაიძინა. შუა დღე იყო, რომ
გაიღვიძა facebook-ის კედელზე დახვედრილმა პოსტმა მდგომარეობიდან
გამოიყვანა.
~ 33 ~

„-გუშინ დაბადების დღე გქონია, არ მახსოვდა, გილოცავ.“ – წერდა სანდრო,


საწოლიდან წამომდგარიც არ იყო, ტელეფონი ხელში შეეყინა, გამეტებით ესროლა
კედელს.
გიჟივით წამოვარდა, სივრცე არ ჰყოფნიდა.. უნდოდა ეყვირა, კიდევ რაღაც
დაემტვრია. სწრაფად ჩაიცვა და დარბაზში წასავლელად გაემზადა. გაეხარდა კაცები
სახლში რომ არ დახვდნენ, თეას შედარებით მარტივად დააღწია თავი, ნაძალადევი
ღიმილით დაემშვიდობა იქვე მჯდომ ნათიას და სახლიდან გავიდა.
მთელი გზა ტიროდა, არც ისე პატარა მანძილი ფეხით გაიარა. სიგიჟემდე
ენატრებოდა, იცოდა ძალით რომ მიულოცა ასე დაბადების დღე, მაგრამ მაინც ძალიან
სწყინდა.
ადრე ვერაფრით წარმოიდგენდა, ასე თუ გაუჭირდებოდა.. ასე თუ ეტკინებოდა..
ახლა კი ზოგჯერ ვეღარც კი უძლებდა. ყველაფერს ის ართულებდა, რომ მხოლოდ ის
იყო დამნაშავე.. აღიარებდა, თუ არ აღიარებდა მან ხომ იცოდა ყველაფერი მისი
ბრალი რომ იყო.
დარბაზში ნამტირალები შევიდა, გაუხარდა ნაცნობი არავინ რომ არ დახვდა.
სწრაფად გამოიცვალა და ცოცვა დაიწყო. ათ წუთში სამჯერ მისცეს შენიშვნა
ფრთხილად ყოფილიყო, მაგრამ არავის უსმენდა. ცრემლები მხედველობას
უბინდავდა, მაგრამ მაინც არაფრით ეშვებოდა დაბლა. ბოლომდე იყო ასული
მოულოდნელად რომ ჩამოვარდა.
ტკივილზე მეტად ისევ გაბრაზებას გრძნობდა, ასე ცოცვას რომ იწყებდა მაშინ არ
ჩამოვარდნილა კედლიდან. მოტეხილმა ხელმა, საბოლოოდ დაუკარგა მოსვენება,
თავისიანების ყურადღება კი მიიქცია, მისი ოთახიდან აღარ გადიოდნენ. მაქსი
გვერდზე მიწოლოდა და ცდილობდა რამე ეთქმევინებინა. ნიკო
მოთმინებადაკარგული სცემდა ბოლთას, თეა ჩუმად იცრემლებოდა. მხოლოდ ნათია
იყო მისი თავნებობით გაღიზიანებული, წარბებაწეული აქნევდა თავს.
-ცოტა ხნით ყველანი გადით. – ითხოვა მაქსიმ.
-მელე გამოხვალ? – ნათია უარესად გაღიზიანდა. პირველად რომ ნახა თათა იმის
შემდეგ ვერ იტანდა. ჯერ მისმა შესაშურმა გარეგნობამ გააცოფა, ერთი ნაკლიც კი ვერ
უპოვა, რაც დასამშვიდებლად გამოადგებოდა. მერე იმან რომ ჭკვიანიც იყო და
კარგადაც სწავლობდა. პირველივე შეხვედრისას მიხვდა, რომ მასა და მაქსის
ცხოვრების ბოლომდე დააკავშირებდათ რაღაც განსაკუთრებული, რაც მისთვის
ყოველთვის უცხო იქნებოდა.
-თათუს უნდა ველაპარაკო. – მშვიდად თქვა მაქსიმ და დაელოდა სანამ ყველანი
გავიდოდნენ.
თათა მშვიდად წამომჯდარიყო საწოლზე და თვალებში უყურებდა მონატრებულ
ძმას აწყლიანებული თვალებით.
მაქსიმ მუხლებზე ჩამოიჯინა, მოთმინებით ელოდა როდის მოითქვამდა
ტირილისგან სულს.
-მე საშინელი ვარ. – სლუკუნებდა თათა.
-ურჩხული ხარ. – გაეცინა მაქსის.
-არ მეცინება. სანდროს ჰქონია რომ ჩემთვის სულერთია.
~ 34 ~

-სანდროს? ისევ ის ბიჭი?


-არ გაბრაზდე, მაგრამ მე მგონი მიყვარს. – უარესად ატირდა თათა. მაქსის როგორც
არ უნდა ნდომებოდა გაბრაზება, ეცინებოდა პატარა დის ბავშვურობაზე.
-მაგის გამო თუ იკლავ თავს, ჩემი ხელით ჩამოგიყვან საფრანგეთიდან. – უთხრა
გაღიმებულმა და თვალები შეუმშრალა.
-მაქსი, რას დამცინი? – გაკვირვებული ახალხამებდა სველ წამწამებს.
-თათა, მთელი თვე თუ მართლა მაგ ბიჭის გამო არ იდებ ლუკმას პირში მართლა
ჩამოგიყვან, მაგრამ მანამდე უნდა მითხრა რა დააშავე?
-არაფერი, უბრალოდ ისე მოვიქეცი, რომ მას ჰგონია ჩემთვის ზედმეტია და არაფერს
ნიშნავს.
-ანუ ჩვეულებრივად, როგორც იქცევი ხოლმე. – ისევ გაეცინა მაქსის.
-აღარ გელაპარაკები და საერთოდ გადი აქედან. – ცრემლები მოიწმინდა და მისი
მუხლებიდან ადგა. მაქსის ისევ ეცინებოდა, არადა იცოდა საშიში რომ იყო.
-თათუ, მართალია საერთოდ არ მხიბლავს ამ ასაკში შენი შეყვარებული, მაგრამ
შენგან განსხვავებით შევეცდები შეგნებულად მივუდგე ამ საკითხს. ჩემთვის
მთავარია ბედნიერი იყო. თუ ამისთვის საჭიროა, რომ სანდრო ბენდელიანი შენი
შეყვარებული იყოს, დაე იყოს. ცოტა უცნაურია შენ რომ გეუბნები, ვიცი სწორად
მოიქცევი-მეთქი, მაგრამ იმ კუთხით რა კუთხითაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცი,
რომ არასდროს არაფერი შეგეშლება. აი ალექსანდრესი არც მშურს და სიმართლე
გითხრა არც მაინტერესებს კიდევ რითი გაუმწარებ სიცოცხლეს. ახლა კი დაჯექი და
მოიფიქრე რა გინდა. – მაქსიმ შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
***
თეკუს დაბადების დღე მთელი სანათესაოსთვის დღესასწაული იყო. პირველი პატარა
იყო ოჯახში და ყველა განსაკუთრებულად ევლებოდა თავს.
-მა, ზეგ ესპანეთში ყოფნა არ გინდა? – ნიკო, გაღიმებული შევიდა მის ოთახში.
-შეიძლება, რომ წავიდე? – ნიკოს ეგონა რაღაც მოესმა, ბოლო დროს ვეღარ ცნობდა.
-თათუ, მგონია მომესმა, მამა. სულ ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? მაქსიმეს
დაქორწინებას ასე ნუ განიცდი, ის მაინც შენი ძმაა. მაინც შენს გვერდით იქნება,
როდესაც დაგჭირდება. გესმის მა? – მჭიდროდ ჩაეხუტებინა შვილი ნიკოს.
-მესმის, მა. – ისე ამოიხვნეშა თათამ, თითქოს მართლა ეს ყოფილიყო მისი
უხასიათობის მთავარი მიზეზი.
-ეს ბილეთები, მაგრამ იმ პირობით გაფრინდები ხვალ, დღეს თუ გემრიელად ჭამ და
ასეთი მოწყენილი აღარ იქნები.
-დიდი მადლობა, მა. ახლავე ჩამოვალ.
ნიკო რაღაცნაირად შეეცოდა. არ ახსოვდა ოდესმე რამე ეწყენინებინა მისთვის. იცოდა
რა რთული ასატანი იყო მისი კაპრიზები, უმიზეზო უხასიათობა, მაგრამ ნიკო
არასდროს იმჩნევდა. ახლა კი ტირილი მოუნდა, მამამისის მის გამო მოწყენილი
თვალების დანახვისას.
იმ საღამოს მართლა გემრიელად ივახშმა, თეა ახლა უკვე სიხარულის ცრემლებით
ტიროდა. გვიანობამდე მათთან ერთად უყურა ტელევიზორს, მარცხენა ხელით
ჭადრაკიც კი ეთამაშა ნიკოს.
~ 35 ~

***
ესპანეთში თეკუს დაბადების დღის წინა საღამოს ჩავიდა, აეროპორტში როგორც
ყოველთვის, ყურებამდე გაღიმებული გიო დახვდა.
-თათა, რამდენი კილო ხარ? ეს რა არის? – პირველად დაუსერიოზულდა სახე გიოს
მისი დანახვისას. -ამ ხელზე რაღა მოგივიდა?
-ვცოცავდი და ჩამოვვარდი. როგორ ხარ?
-კარგად, ჩვენ კარგად, მაგრამ შენ მართლა რა გჭირს?
-ასე ძალიან არ ვარ დაკლებული, ნუ მიყურებ ისე, თითქოს ავადმყოფი ვიყო.
-შენ მია ნახე, სკაიპში ასეთი გამხდარი არ ჩანდი. გააფრენს. – კინაღამ გაჭყლიტა. –
ჩემი უტვინო გოგო ხარ შენ. -თავი გადააქნია გიომ.
მია დაძინებამდე ვერ დამშვიდდა, სუფრის გაშლისასაც კი თავისთვის ბუზღუნებდა.
თათას აღარ შეეძლო, ნერვიულად ატრიალებდა თვალებს და ღმერთს თხოვდა მის
გაჩუმებამდე მოთმინება ჰყოფნოდა. იცოდა უფრო რთული წინ რომ ელოდა და
ძალით მთქნარებით მოკვდა.
-არაფერი გიშველის, თეკუს ჩავაწვენთ და უნდა ვილაპარაკოთ. – ნიშნისმოგებით
დაუქნია თითი მიამ.
-მეც მეძინება, ხვალ ვილაპარაკოთ. -ისევ დაამთქნარა თათამ.
-არ გიშველის ახლა ეგ მთქნარება და ცრემლების ყრა, ახლავე მოვალთ. – გიომ
დივანზე მძინარე თეკუ ფრთხილად შეიყვანა ოთახში, ორ წუთში ორივე ცოლ-ქმარი
შეუვალი გამომეტყველებით ედგა თავზე.
-ჩვენ, სამივენი ძმაკაცები ხომ ვართ, თან ძველი ძმაკაცები? – სერიოზული სახით
იკითხა გიომ.
-კი. – თათასაც გადაედო მისი სერიოზულობა.
-შენი დამსახურებაა მნიშვნელოვანწილად ჩვენ რომ ერთად ვართ. სულ შენ
ეხმარებოდი სახლიდან რომ არ უშვებდნენ. ხომ გახსოვს?
-მახსოვს.
-ანუ ჩვენ გეცოდებოდით და ყველაფერს აკეთებდი ჩვენთვის, ერთად რომ
ვყოფილიყავით, რადგან იცოდი როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. ხომ იყო ასე?
-გიო, რა გინდა?
-მინდა მითხრა, რომ გეცოდებოდი ერთად ყოფნა რომ არ შეგვეძლო? თათა?
-კი.
-აბა შენი თავი რატომ არ გეცოდება, ან იმ ბიჭს რას ერჩი? გული მისკდება რომ
გიყურებ, ჩონჩხი ხარ დარჩენილი.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-თათა, სულაც არ ვთვლი თავს ვიღაცად, ჩემ თავს ხმის ამოღების უფლება რომ არ
მივცე, იმიტომ რომ მაგრად მიყვარხარ, იმიტომ რომ ჩემს ცოლ-შვილს უყვარხარ.
მაგიჟებს ასეთი უაზრო რაღაცა ადამიანმა როგორ შეიძლება გააპრობლემო, შენ
სერიოზული პრობლემები არ გინახავს და არც გენახოს უფლის წყალობით. არ უნდა
ელოდო შესაფერის მომენტს იმისთვის რომ თქვა მომენატრე, მიყვარხარ, მაპატიე,
ბოდიში, ვწუხვარ… ამ სიტყვებისთვის, ამ ემოციებისთვის შესაფერისი დრო არ
არსებობს, არ შეიძლება რაღაცას ელოდო… არ იქნება იმაზე შესაფერისი დრო ვიდრე
~ 36 ~

ახლაა, გუშინდელი დრო კიდევ უფრო შესაფერისი იყო. დრო და უმოქმედობა ისე
დაგაშორებთ, ერთმანეთის ნახვისას მხოლოდ ტკივილს იგრძნობთ, უმოქმედობის და
უიმედობის ტკივილს.
-ცოდო ხარ, თათა. – სლუკუნით ჩაეხუტა მია. გოგოების ტირილმა გიოსაც აუჩუყა
გული და სასაცილოდ ჩაუსკუპდათ შუაში.
***
ალექსანდრე თათაზე უფრო ჯიუტი იყო, მასზე მეტად ვერ იტანდა ხვეწნას.. ასეთი
მიღწევები იცოდა, როგორი მყიფეც იყო.. მითუმეტეს საყვარელ ქალთან
ურთიერთობა არ უნდოდა ხვეწნა-მუდარაზე დაემყარებინა.. ვერც
არასტაბილურობას იტანდა, ვერ მოითმენდა ერთ დღეს თათა მის მხარეს მდგარიყო,
მეორე დღეს კი ისე გაუცხოვებოდა ერთი სიტყვა ვერ გამოემეტებინა მისთვის.. მათი
ურთიერთობა ან იქნებოდა ისეთი, როგრიც უნდოდა და უნდა ყოფილიყო, ან
საერთოდ არ იქნებოდა.. თუ ვერ გადაიტანდა, აიტანდა მაინც უიმისობას ნამდვილი
სვანივით, წარბშეუხრელად და უსიტყვოდ..
***
საღამოს, თითქმის მთელი საქართველოს ნაკრები შეკრიბა გიომ სახლში, ცოლებითა
და შვილებით. უკვე დამსხდრები იყვნენ ალექსანდრე რომ მოვიდა, თათას ფერი
დაეკარგა. ალექსანდრეც გაფითრდა მისი სიგამხდრისა და მოტეხილი ხელის
დანახვაზე. სუფრაზე მოშორებით ისხდნენ, მისალმებისასაც ამდენი ხალხის
გარემოცვაში ვერაფერი ჰკითხა. თვალის დაუხამხამებლად უყურებდა და უამრავ
კითხვას უსვამდა თვალებით. თათამ ცოტა ხანში ვეღარ გაუძლო, სამზარეულოში
რაღაც საქმე მოიმიზეზა და გავიდა.
რაღაც სჭირდა, ჰაერი არაფრით ჰყოფნიდა, ეგონა რაღაც უხილავი გუდავდა..
„მთლიანი“ ხელი გულზე ედო და ცდილობდა დამშვიდებულიყო.. არაფერი
გამოსდიოდა..
სანდრო თითქმის მაშინვე გაჰყვა, თათას მდგომარეობას და ამ მდგომარეობამდე
მიმყვან სიკერპეს საბოლოოდ გადაეყვანა ჭკუიდან. გაბრაზებული შევიდა
სამზარეულოში, მაგრამ მისმა ჩამქრალმა თვალებმა გაბრაზება მოუკლა, ნაწილ-
ნაწილ დაშალა.. ვეღარ აკონტროლებდა ვეღარც ხმას და ვეღარც მოქმედებებს.
-თათა, გეხვეწები მითხარი რა გინდა? გეხვეწები მითხარი, კიდევ რა უნდა დაიმართო
ჩვენ რომ გვეშველოს? – ისტერიულად ეკითხებოდა, მთელი სხეულით შემოხვეოდა,
ცდილობდა დაემშვიდებინა..
პარადოქსია, მაგრამ ბედნიერი იყო.. სულისშემძვრელად ბედნიერი, იმით, რომ ასე
უყვარდა.. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ „მიყვარხარ“ არც ერთს ეთქვა, იცოდა რომ
მის მაისურზე გაუბედავად ჩაბღაუჭებული თათუს ხელი, იმაზე მეტი იყო ვიდრე
მთელი ესპანეთის, მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათქვამი მიყვარხარ..
ყველაზე თავისუფლად სუნთქავდა ახლა.. აი ისე, წლებია რომ არ ესუნთქა.. ეკა
გადაიტანა, მისეული ტკივილის ატანა კი აღარ უწევდა, გადაიტანა, ეს ყველაფერი
გადაიტანა…
რთულია და საშიში იმ სამყაროს წარმოდგენა, რომელშიც ადამიანები საკუთარ
შეცდომებზეც ვერ სწავლობენ!
~ 37 ~

იმ დღის შემდეგ, თათა აღასდროს მოქცეულა ჭირვეული ბავშვივით. სანდრო


გაოცებული იყო მისი ყურადღებით, სითბოთი, მდგომარეობით, რომელიც აძლევდა
საშუალებას დაყრდნობოდა.. ყველაფერი გაეზიარებინა მისთვის.. ზოგჯერ შიშსაც
გრძნობდა იმდენად სწრაფად ემსგავსებოდა ყველაფერი იდეალურს.. შიშს, რომ
რაღაც შეეშლებოდა, რომ რაღაც ბოლომდე ვერ იქნებოდა ასე..
საკუთარ თავზე გაბრაზებული, უნებურად ისევ ადარებდა თათას ეკას.
პირველყოფილი განცდა, რომ ის ეკაზე ლამაზი იყო.. შიგნიდან ღრღნიდა.. დაშვება,
რომ თუნდაც სადღაც ძალიან ღრმად, ძალიან შორს ის მისთვის ნიშნისმოგების,
შურისძიების, ან პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საგანი იყო.. თუნდაც ერთხელ
მაინც, შორეულ ზრახვებში, სიცოცხლის სურვილს უსპობდა.. ეს უკვე ნიშნავდა, რომ
მართალი არ იყო.. ეს უკვე ნიშნავდა, რომ მისი მზერა არასდროს იქნებოდა ისეთი,
როგორიც უნდოდა ყოფილიყო…
ამ დროს უნდოდა ყველაფერი დაელეწა, უნდოდა არაფერი ყოფილიყო თათამდე,
არავინ და არაფერი.. აღარასდროს გახსენებოდა წლების განმავლობაში, ვერაფრით
გამქრალი ადამიანი, პირობითი, ნაოცნებარი საერთო მომავლითა და შვილების
სახელებით…
***
ლურჯი კაბა ეცვა.. სანდროს თავგზას უბნევდა, მისი გაბრწყინებული თვალები,
კაბის სილურჯეს რომ გაემუქებინა.. მაღალი კისერი და მოხდენილ ხაზებად
დამჩნეული ლავიწის ძვლები.. სუსტი ხელის მტევანი, მიუხედავად ამდენი ხნისა და
ამდენი საერთოსი, მაინც რომ მორცხვად თრთოდა მის ხელში.. მისი სუნი,
სიმშვიდესთან გაიგივებული და განცდა, რომ მისთვის საკუთარ თავზე ძვირფასი
ხარ..
-მიყვარხარ. – ჩურჩულებდა სანდრო და თან ცდილობდა, მათკენ მომავალი
სტუმრებისთვისაც ყურადღება მიექცია.
-მეც ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა ბაფთა რომ გაიკეთე. – თათაც ვითომ
სტუმრების მოკითხვით გართული, ძლივს ახერხებდა სიტყვების ერთმანეთზე
გადაბმას. მთელი კვირა არჩევდნენ სამოსს. სანდრო თამაშით დაღლილიც კი მისი
ბედნიერებისთვის, მორჩილად იცვამდა ყველაფერს, რასაც თხოვდა. ყველაზე მეტად
ბაფთაზე დაყოლიება გაუჭირდა, რომელიც ზუსტად მისი კაბის ფერი იყო. რადგან
მიხვდა აწყენინებდა, ამაზეც მორჩილად დათანხმდა, ქორწილის დღეს კი, თათას
ბედნიერი მზერით, უკვე სჯეროდა, რომ საოცრად უხდებოდა ლურჯი ბაფთა.
***

-ჩემო პრინცესა, ხომ იცი, რომ ეს დღეც არაფერს ცვლის ჩვენთვის? – თითქოს
მოწყენილმა ჰკითხა ცეკვისას.
-ვიცი, მაქსიმე, ძალიან მიყვარხარ. – მიუხედავად უსურვილობისა, მაინც
აუცრემლიანდა თვალები.
-თათუ, გთხოვ.
-არ მინდოდა.. იცი რა სიმპათიური ხარ? ყველაზე სიმპათიური სიძე ხარ მსოფლიოში
და ძმა.
~ 38 ~

-შევიფერებ, სია ჩამოწერე ბრაზილიიდან რა გინდა. – უთხრა სიცილით.


-ხვალიდანვე დავიწყებ ფიქრს.
თბილისში საკმაოდ თბილოდა, აი ისე გვიან გაზაფხულს რომ იცის ხოლმე,
სასიამოვნოდ და არა ზედმეტად. ქორწილი გვიან ღამემდე გაგრძელდა. წყვილი
დილითვე გაფრინდა ბრაზილიაში, სანდრო კი საფრანგეთში დაბრუნდა.
თათა ცდილობდა არც თვითონ გაეფუჭებინა ხასიათი და არც სხვებისთვის. მას
შემდეგ რაც მაქსიმ ასე მიიღო ალექსანდრე, ხვდებოდა უფლება არ ჰქონდა მისი
არჩევანისთვის პატივი არ ეცა. ვერ იჯერებდა ყველაფერმა მისი და ზედმეტი
ნერვიულობის გარეშე რომ ჩაიარა. არც კი იცოდა სანდროს ბრიტანეთში ჩასვლისა და
მაქსიმეს ნახვის ამბები, სანამ ყველაფერი კარგად არ დამთავრდა. მადლიერების
გამოსახატავად, ქორწილის ორგანიზებაშიც კი დაეხმარა ნათიას, უსიტყვოდ იტანდა
მის პრეტენზიებს და რიგ შემთხვევებში უგემოვნოდ გადაპრანჭულ დეტალებსაც. ამ
დროისთვის თათას უკვე ბოლომდე დაერწმუნებინა თავი, ნათიას წრფელ
სიყვარულში. ცდილობდა საერთოდ აღარ ეფიქრა, აღარ ეეჭვიანა, აღარ ენერვიულა..
უბრალოდ დაეჯერებინა, რომ მისი ძმა ბედნიერი იქნებოდა, ბედნიერი იყო..
***
პრობლემას სიშორე ქმნიდა.. სიშორე და ფერდაკარგული ფერები.. სანდროს მერე
ვერც ერთ დღეს ვერ მოუძებნა შესაფერისი ფერი, მერე მათ არარსებობაში დარწმუნდა
და დღეებიც სანდროსფერი გახდა.. ცდილობდა არასდროს ეწუწუნა, არასდროს
ეთხოვა მისთვის იმდენი დრო და ყურადღება საქმისთვის რომ ხელი შეეშალა..
იცოდა ყველა შესაძლებლობისას რომ ნახავდა, ყველა შესაძლებლობისას
ელაპარაკებოდა და სულ რომ ახსოვდა.. არ უტოვებდა არაფერს, რის გამოც შეიძლება
ენერვიულა. სანდროს კი უფრო მძიმედ გადაჰქონდა ეს ყველაფერი. ერთი სული
ჰქონდა დაქორწინებულიყვნენ.. ხშირად ხდებოდა ეს ჩხუბის მიზეზი, თათას
სწავლის დამთავრება უნდოდა..
ხშირად ფიქრობდა სანდრო, რატომ აპრობლემებდა ამ რამდენიმე თვეს და აზრებს
აყოლილი გამყინავ სიცივეს გრძნობდა..
ნუთუ ქორწინებით საკუთარი თავის გამოცდა უნდოდა.. ნუთუ ისევ ფიქრობდა, რომ
რაღაც შეიძლება შეცვლილიყო.. ნუთუ.. ეს ნუთუ უამრავ გათენებულ ღამეს
ითვლიდა..
რა იქნებოდა ახლა ეკას რომ მოეწერა, იქნებოდა სულერთი? ან თუ სულერთი იყო
რატომ დუმდა დღემდე თათუსთან, ან თუ დუმდა ეს დუმილი რატომ აწუხებდა
მოუნანიებელი მძიმე ცოდვასავით..
გამთენიისას ისევ მისი თბილი მზერა ხვდებოდა, ხმა რომელიც სულს
გიჯანმრთელებს და ისეთ ძალას გაძლევს მთებს რომ გადაგადგმევინებს.. მისი
სიწრფელე, მასში დაუეჭვებლობა და მისითვე გაცოცხლებული საკუთარი თავის
რწმენა..
თითქმის მთელი ზაფხული თვითმფრინავში გაატარა, ერთხელაც კი არ უთქვამს,
რომ ეძინებოდა, დაღლილი იყო.. არ შეეძლო.. თათა ბედნიერებას ვერ იტევდა..
სეირნობდნენ ხოლმე ბობოსთან ერთად იტალიის ქუჩებში.. საათობით უყურებდნენ
ერთმანეთს და უფრო და უფრო მჭიდროდ კიდებდნენ ხელს ერთმანეთს..
~ 39 ~

-თათუ, ერთი კვირა მაქვს, გიომ ჩამოდით და სვანეთში ავიდეთო. ნიკოს


დაველაპარაკები და არ გინდა წავიდეთ? – უთხრა ერთ-ერთი სეირნობისას.
-მთელი კვირა გცალია? – სიხარულისა და გაოცებისაგან თვალები გაუბრწყინდა
თათას.
-კი, მთელი კვირა.
-ნიკოს როგორ დაველაპარაკოთ?
-არ ვიცი, უბრალოდ მივალ და ვთხოვ გამოგიშვას. თუ არადა მერე შეგვიძლია
დავქორწინდეთ და მისი ნებართვის გარეშე წავიდეთ.
-რა სულელი ხარ.
-ვიფიქრე იქნებ სვანეთის ხათრით მაინც გამომყვეს-მეთქი.
-ისე შანსი არ გაქვს ხომ?
-სვანეთის გარეშე, ნწუ. – სასაცილოდ ჩაილაპარაკა სანდრომ..
მერე დიდხანს განიხილავდნენ ნიკოს და თეას მოსალოდნელ რეაქციებს, უფრო
დიდხანს კი სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს..
***
ნიკო ტიტანური მოთმინებით ისმენდა სანდროს ჩეულებრივზე ნელ და ნერვიულ
საუბარს. მერე სანდროს მოუწია იგივენაირი მოთმინებით მისი დაძაბული სახისა და
ბოლთის ცემისთვის თვალის მიდევნება. ვერაფერს ხვდებოდა, თეას
ანერვიულებული სახე კი კარგს არაფერს ეუბნებოდა.
-იქიდან გამომდინარე, რომ თათას შეეძლო უბრალოდ ეთქვა მიასთან და გიოსთან
ერთად მესტიაში მინდა წასვლაო და მე უბრალოდ ვერ გავიგებდი შენც იქ იქნებოდი
თუ არა, არ შემიძლია ჩემი გულწრფელი პატივისცემა არ გამოვხატო თქვენი
გამბედაობისა და გულწრფელობის მიმართ, მაგრამ საკითხი მეტად მძიმეა. – მკაცრი
სახით ჩაილაპარაკა ნიკომ, იმედმიცემულმა სანდრომ კი ერთიანად დაკარგა ფერი. -
თათამ იცის რომ ვენდობი, იმედია შენც ხვდები, როგორ გენდობი ჩემი შვილის
გვერდით დგომის უფლებას რომ გაძლევ.. თათამ ისიც იცის, რომ არ არსებობს მასზე
და მაქსიმეზე ძვირფასი ადამიანი ჩემთვის და რომ მას ზუსტად ამ სიყვარულის გამო
ვერასდროს ვერაფერს ვაპატიებ. შეგიძლიათ წახვიდეთ, ვიცი რომ ზუსტად გამიგე,
როგორც კაცმა კაცს რისი თქმაც მინდოდა.
სანდრო კიდევ რამდენიმე წამს უყურებდა გაუნძრევლად, გვიან გაიაზრა რაც
უთხრეს, დიდი მადლობაო უთხრა და მალევე გავიდა კაბინეტიდან.
***
თეკუს სანდოს კალთაში ეძინა, უკვე ყველანი დაღლილიყვნენ ხანგრძლივი
მგზავრობით. სასტუმროს დანახვამ და სვანეთისთვის, აგვისტოშიც კი სახასიათო
სიგრილემ ერთიანად გამოაცოცხლათ. საღამომდე ყველანი ნომრებში იყვნენ და
გაუნძრევლად ეძინათ, გვიან კი წრეზე ისხდნენ კოცონის გარშემო.. მიწაზე პლედები
ჰქონდათ დაფენილი, თათუ სანდოს წინ იჯდა, ბეჭებით აკვროდა მის მკერდს და არ
ჯეროდა.. არ ჯეროდა არც მისი სითბო, აზროვნების უნარს რომ ართმევდა.. არც
კოცონი.. არც ერთმანეთზე ჩახუტებული გიო და მია.. არც ვარსკვლავებით
დაწინწკლული ცა და არც ის რეალურად რომ იყვნენ იქ..
გიოს გიტარამ საბოლოოდ წაართვა რეალობის განცდა.. ის დრო იყო, უკვე რომ
~ 40 ~

გტკივა, რადგან იცი, დამთავრდება.. რომ ზუსტად ისეთი აღარ განმეორდება.. ამ


დროს თითქოს ვერ იჯერებ, უკეთესი წუთებიც რომ იქნება შენს ცხოვრებაში..
***
მომდევნო დღეებმა ტურისტებად აქციათ საკუთარ ქვეყანაში.. უამრავ ქვეყანაში
იყვნენ ნამყოფი და სვანეთის უნახაობა სირცხვილი იყო.. მხოლოდ სანდროს ენახა
რამდენჯერმე, მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა თავს ისეთ სვანად, როგორიც უნდოდა
ყოფილიყო.. სვანად, რომელსაც არ ექნებოდა სტუმრად ყოფნის განცდა..გრძნობდნენ
პირველად ნახვის მოსალოც სიხარულსაც და იმ უცნაურ ემოციასაც კანს რომ
გვიბურძგლავს.. ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა კიდევ სხვა
სიხარული იყო. მოსიარულე ხელოვნების ნიმუშებს, ძეგლებს ჰგავდნენ
თვითმყოფადობით, საკუთარი კუთხისავით საოცარი, ზვიადი ბუნებით.. რომელიც
უნებურად გაიძულებს პატივის სცე მათ სიამაყეს.. თათუს ყველაზე მეტად ის
ახარებდა, რამოდენიმე ახალგაზრდამ ნაკრების კალათბურთელები რომ იცნეს.. ასე
რამდენიმე ოჯახშიც მოუწიათ სტუმრობა, მერე კი დაგემოვნებული კერძების
მომზადებაზე საოცარი წვალებაც.. თათა მთელი მონდომებით ცდილობდა, რადგან
იცოდა როგორ უყვარდა სანდროს სვანური კერძები. ბიჭებმა ბევრი იმხიარულეს,
ბოლოს კი მართლა შეწუხდნენ მათი დაღლილობითა და მთელი დღის ფუსფუსით..
გვიან ღამემდე ულოცავდნენ ერთმანეთს, საყვარელი ქალების მომზადებული
კუბდარი და ჭიშდვარი რომ გადაიტანეს.. „-ესეც თავისებური ომია.“ – იცინოდა გიო.
თათას და მიას კი ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ. ისევ კოცონის გარშემო ისხდნენ,
თათას ალექსანდრეს მუხლებზე ედო თავი.. სანდო თმებზე ეფერებოდა, იცოდა, რომ
სიამოვნებდა და ისიც ნაზად ხლართავდა თითებს ჩალისფერ თმებში.
-დაეძინა. – თბილად ჩაილაპარაკა სანდრომ და ფრთხილად აიყვანა ხელში.
***
-თეკუ წავიყვანოთ და გავისეირნოთ, დავტოვოთ ესენი მარტო. – ენა გამოუყო გიოს
სანდრომ და თეკუ კისერზე შეისვა.
ბევრჯერ უგრძვნიათ თბილი მზერა, ქუჩაში მოხუცებსაც გაუჩერებიათ, უბრალოდ
იმის სათქმელად რომ ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ.. ახლაც ძალიან ბევრი
ადამიანის თვალებს გრძნობდნენ, თბილ მზერას და უთქმელ სიკეთეს.. ორივე
საკუთარ შვილებზე ფიქრობდა, თეკუსავით კისერზე რომ შემოისვამდა სანდრო..
დამოუკიდებლად, მაგრამ ორივემ ზუსტად იცოდა რომ მათი თაფლობის თვე აქ
იქნებოდა.. მესტიაში..
-ცხენით რომ გავისეირნოთ არ გინდა, საყვარელო? – ჰკითხა ცხენების დანახვისას.
-კი, ძალიან. – თვალები გაუბრწყინდა თათას. როგორც ყველაფერი ექსტრემალური
ცხენებით ჯირითიც იზიდავდა, თან მოსალოდნელი გაოცების მოლოდინში ჭინკები
აუთამაშდნენ თვალებში.
-ჯერ თეკუს გავასეირნებ, მერე შენ. კარგი? თუ გეშინია დავანებოთ თავი.
-ალექსანდრე იქნებ მეც ვიცი ცხენზე ჯდომა. – სასაცილოდ მოჭუტა თვალები თათამ.
-მარტო არ დაგსვამ, ხომ არ გაგიჟდი.
-მართლა ვიცი, მამას ჰყავს ცხენი და ხშირად ვზივარ ხოლმე.
-არასდროს გითქვამს.
~ 41 ~

-ამ ბოლოს არ ვმჯდარვარ და იმიტომ, მაგრამ მართლა ვიცი.


-იპოდრომზე და აქ ცხენის ტარება განსხვავდება, მარტო არა.
-სანდრო, გთხოვ. გვერდით გამოგყვები და დაგიჯერებ, თან მინდა განახო რომ
შემიძლია. – თათამ კიდევ რამდენიმე წუთს უყურა საწყალი, მავედრებელი
თვალებით და ბოლოს იმდენი ქნა, რომ მარტო ამხედრდა. სანდროს
ნერვიულობისაგან ტუჩები გალურჯებოდა, საშინლად დაძაბული იჯდა ცხენზე,
მაგრამ თათა ისე ოსტატურად იმორჩილებდა ცხენს.. გაოცებისაგან, ღიმილით
აქნევდა თავს.. სიამოვნებდა, მეტიჩარა გოგოებივით ცხენის სუნზე რომ არ
წუწუნებდა.. ყურადღების მისაქცევად რომ არ ინაზებოდა.. სეირნობა რომ უყვარდა..
არასდროს რომ არ ამბობდა რაიმეს უადგილოდ.. არასდროს რომ არ უსვამდა ხაზს
საკუთარ შესაშურ გარეგნობას, სხვისი ყურადღება რომ არ სიამოვნებდა.. არასდროს
რომ არ აეჭვიანებდა, მსუბუქადაც კი, თუნდაც რაიმეს დასამტკიცებლად.. ყველაზე
მეტად კი მისი ნდობა სიამოვნებდა, ნდობა, რომელიც იცოდა როგორ დაიმსხვრეოდა
ერთი არასწორი ნაბიჯითაც კი.. არც ამაზე ლაპარაკობდა თათა არასდროს, უბრალოდ
სანდრომ იცოდა, რომ პატიება არ შეეძლო..
რამდენიმე წუთში ისე მოეშვნენ, რომ ორივენი თეკუს გაფართოებულ თვალებს
შესცქეროდნენ.. ყველა ბავშვს ერთნაირი თვალების აქვს ამ დროს, რაღაც ახალს რომ
სინჯავენ.. ახალს და აღმაფრთოვანებელს, როდესაც რაღაც მიუწვდომელი
მათთვისაც ხდება ხელმისაწვდომი, თუნდაც დროებით, თუნდაც სხვისი
დახმარებით..
მთელი საღამო დაუღალავად ეტიტინებოდა გიოს და მიას, ალექსანდრე გმირი იყო,
გმირი, რომელმაც ცხენით ასეირნა.. იმ საღამოს მხოლოდ იმ პირობით დაიძინა, რომ
მეორე დღესაც ასეირნებდნენ..
***
-ძალიან მინდა, რომ სახლი გვქონდეს აქ.. – რაღაცნაირი გულისტკივილით
ჩაილაპარაკა სანდრომ. – სვანი ვარ და მინდა ჩვენი შვილები ზოგჯერ მაინც
ამოდიოდნენ აქ, თავიანთ სვანურ სახლში და ჩემსავით სტუმრად არ გრძნობდნენ
თავს.
-მაგარია, ააშენე მერე, ჩვენ თელავში მოვრჩებით მალე და ვიაროთ აქეთ-იქეთ. –
მხარი აუბა გიომ.
-ხომ გინდა საყვარელო? – ახედა თათას, რომლის მუხლებზეც ახლა თავად ედო
თავი. თათას ისევ იმ განცდებით იყო გაბრუებული, სანდროს გვქონდეს რომ
ათქმევინეს და არა მქონდეს, ჩვენი და არა ჩემი.
-კი, კი ძალიან. – უპასუხა, დედამიწაზე ძლივს დაბრუნებულმა.
-ხოდა მართლა ავაშენოთ, ხვალიდანვე დავიწყებ გარკვევას. – თვალები
უბრწყინავდა სანდროს და უკვე ოთახებს ანაწილებდა ფიქრებში.
-ძალიან მალე გავიდა ეს ერთი კვირა, წარმოდგენა არ მინდა ხვალიდან სად
ვბრუნდებით. შორიდან რა ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ და რეალურად, ხვალ
სამი სხვადასხვა მიმართულებით უნდა გავფრინდეთ.. ხვალიდან ისევ უნდა
გვენატრებოდეს.. ისევ ერთი წლის მერე ერთ თავისუფალ კვირაზე უნდა
ვიოცნებოთ..
~ 42 ~

-შენ ხმას ნუ იღებ, მია და თეკუ მაინც გყავს სულ გვერდით. – ბუზღუნებდა სანდრო.
-ისეც ძალიან წუწუნი გამომდის. ღმერთმა შემინდოს. მაგრამ ზოგჯერ საერთოდ არ
მინდა არც ესპანეთი, არც არაფერი. შიშით, რომ იქაურობაზე დამოკიდებული და
დამაგრებული ვიქნები სახლსაც კი არ ვყიდულობ. თქვენც იქორწინებთ და სულ
გვერდით გეყოლება, ეს პერიოდი და მონატრებაც არაა თქვენთვის ცუდი..
-რა მაგრად მესმის შენი, არასდროს არ ვიყიდი სახლს არსად საქართველოს გარდა. არ
არსებობს.. როგორც კი კარიერას დავასრულებ აუცილებლად დავბრუნდებით
საქართველოში. თათუ, შეგვიძლია აქაც ვიცხოვროთ მოხუცებულებმა.. მია და გიო
ამოვლენ ხოლმე კახური ღვინით და ჩურჩხელით, ჩვენ რომ შვილიშვილებს
შევუნახავთ.. – თათამ შუბლზე აკოცა. ბავშვობიდან ესმოდა, როგორ ოცნებობდა
ნიკო სამშობლოსი დაბრუნებაზე და როგორ მიყვებოდა წლები წლებს.. ახლაც გიოს
და სანდროს ლაპარაკიც, ნიკოს ახსენებდა, სულ რომ საქართველოში დაბერებაზე
ოცნებობდა იმ ნიკოს..
***
რამდენიმე საათში სვანეთი უკან დარჩა.. უკან და თან ძალიან შორს.. ოცნებებთან
ერთად, რომელიც აღარ იყო ისეთი ხელშესახები, როგორც იქ.. კოცონთან, სანდროს
თავლებში რომ შეეძლო საკუთარი ბედნიერების ანარეკლის დანახვა..
თითოეულ ჩვენგანს გვაქვს მიზანი.. მიზნებიც კი.. სუნთქვასავითაა.. აუცილებელია,
რომ იცოცხლო, ბრძოლის უნარი არ დაკარგო.. ჩვენი მუდმივი მოძრაობა და ზრდაც
მათი დამსახურებაა..
არავისთვისაა გასაკვირი ყველა კალათბურთელის მიზანი და ოცნება NBA რომაა. არც
ალექსანდრე იყო გამონაკლისი.. ეს იყო ოცნება, რომელზეც არასდროს ლაპარაკობდა,
მაგრამ რომლის მისაღწევადაც უამრავს შრომობდა. თათას დაბადების დღეზეც
ამერიკაში მოუწია ყოფნა, ერთ-ერთ შესარჩევ თამაშზე..
არის დღეები, როდესაც საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა განსაკუთრებულად
გინდა.. განსაკუთრებულად გჭირდება მისი ყურადღება.. თათა შინაგანად,
უნებურად მაინც ელოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა ვერ
ჩამოვიდოდა.. ქალური ცნობისმოყვარეობით, სიგიჟემდე აინტერესებდა რას
გაუკეთებდა დაბადების დღეზე, ვერაფრით დაევიწყებინა წინა წლის მილოცვა..
ალბათ არც არის საჭირო იმის აღნიშვნა, რომ არც საჩუქარზე ოცნებობდა.. და არც
რაღაც აკვიატებული ნივთის მოლოდინში დაეკარგა მოთმინება.. არა.. რა თქმა უნდა
არა.. ამ დროს ფასდაუდებელი მხოლოდ ყურადღებაა.. ყურადღება და დრო,
რომელსაც შენზე ფიქრსა, თუ შენთან ყოფნაზე ხარჯავენ.. მედიდური, შეუმჩნეველი
აღელვებით ელოდა თორმეტ საათს.. დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული
გაიგებს, რას ნიშნავს იმ ერთის მოლოდინში გაუფერულებული სამყაროო. ვერც ერთ
მილოცვაზე პასუხის გაცემას დაუდო გული.. პირველი ხდებოდა, პირველი
თაიგული რომ მოიტანეს ასათიანებთან.. პირველი ასი ცალი წითელი ვარდი..
მოჰქონდათ მთელი ღამე.. ის კი არ რეკავდა.. არ იყო არსად.. დილით უკვე 900
წითელი ვარდი და ცხრა ხელნაწერი ბარათი ჰქონდა.. მარტივი სრულყოფილებით
„მიყვარხარ“… თათა მოთმინებას კარგავდა, ერთი სული ჰქონდა მისი ხმა გაეგონა,
უკვე ვარდების დანახვაზეც კი ვერ გრძნობდა გამაბრუებელ სიხარულს..
~ 43 ~

სამ საათში ვარდები 1200 ცალი გახდა.. ბარათი თორმეტი და კიდევ ერთი
ჩვეულებივი მეხსიერების ბარათი.. პაწაწინა ქართული ასოებით შესრულებული
გრავიურით „ჩვენი სახლი“.. ანერვიულებულმა ძლივს მოახერხა მეხსიერების
ბარათის ნოუთბუქში მოთავსება.
-თათუ, გილოცავ. -იღიმოდა ალექსანდრე ნოუთბუქის ეკრანიდან. თათას გული
შეეკუმშა ისეთი სიმპათიური იყო. -მიჩვეულები ვართ, თუ ამას შეიძლება შეეჩვიოს
ადამიანი, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი რომ გვაშორებს. ათი დღეა შენს
დაბადების დღემდე დარჩენილი და უკევ ვიცი რომ შენს გვერდით ვერ ვიქნები. ვიცი,
არ გჭირდება ახსნა, რას ნიშნავს ეს ჩემთვის და რამდენად შეუძლებელია. ამიტომ
პირდაპირ საქმეზე გადავალ, იმედი მაქვს მაპატიებ, შენს გარეშე საქართველოში
გატარებულ რამდენიმე საათს. აქ ღამეა, შენს ძილში ჩამოვფრინდი და გამთენიისას
ისევ საფრანგეთში დავბრუნდები. თათუ, უამრავი ვიფიქრე, რაიმე ისეთი მინდოდა
მარტო ჩვენი რომ იქნებოდა.. ჯერ რომ არ უჩუქებიათ.. ახლა, როდესაც უკვე ამ
ჩანაწერს ნახავ, მინდა იღიმოდე და ჩემთან ერთად იმეორებდე: მიყვარხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ… – სანდრო უკვე ხმამაღლა ყვიროდა, საოცარი იყო
გაშლილი სივრცის ექო. თათას, ემოციებისაგან ყველაფერი ტკიოდა, იმეორებდა
მთელი გრძნობით, უნებურად… მასთან ერთად, იღიმოდა და თან ცრემლები ღაპა-
ღუპით ჩამოსდიოდა.
-საყვარელო, სიკეთეს გისურვებ, ბედნიერებას.. უპირობოს, ისეთს გააზრება რომ
გაგიჭირდება.. ძალიან მინდა ამ ბედნიერების თანაზიარი და მის შექმნაში
თანამზრახველი ვიყო.. ახლა რასაც ნახავ, იმედი მაქვს ნაწილი იქნება ამ
ბედნიერების.. – სანდროს ნერვიულობა ეტყობოდა ხმაში, ეკრანზე კი სივრცე
გამოჩნდა, რომელზეც უამრავი პატარა სანთლით რაღაც ფიგურები იყო
გამოყვანილი.. – თათუ, ეს ჩვენი სახლია.. ხედი ზუსტად ისეთია, ჩვენ რომ გვინდა..
სანთლებით მთელი გეგმაა გადმოტანილი მინდორზე.. ეს მისაღებია, დიდი და
ნათელი, როგორც შენ გინდა.. აქ სამზარეულო.. აქ ბავშვების ოთახები.. – ოთახებზე
თათას ჩაეცინა.
-ვიცი, რომ ახლა გაგეცინა ოთახებზე, მაგრამ ჩვენი შვილები ერთ ოთახში ვერ
დაეტევიან.. -სასაცილოდ დაეღრიჯა კამერას სანდრო.. – ბედნიერი დადიოდა
პირობით ოთახებში, უთანხმებდა პირობითი კედლების სიმაღლებს, ფერს, ავეჯის
ტექსტურას..
-იცი, როგორ მინდა ახლა შენი ემოციები მესმოდეს, ან შენს გაბრწყინებულ თვალებს
ვხედავდე, რა თქმა უნდა თუ მოგეწონა ჩემი რაღაცნაირი საჩუქარი. როგორც კი
დათბება მშენებლობას დაიწყებენ და სულ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ
გენდომება. ხედი კი მართლა ისეთია, სუნთქვას რომ შეგიკრავს. გაზაფხულზე
სვანეთშიც დავიწყებთ სახლის აშენებას. წლების მერე კი შვილიშვილებთან ერთად
ვისხდებით ეზოში, ჩვენი დარგული ხეების ჩრდილში. ან სულაც ბუხართან, ზოგჯერ
მარტო მე და შენ, დანაოჭებული თითები რომ გვექნება ერთმანეთში
გადახლართული. შენ ისევ ასეთი სუფთა იქნები.. ისევ ასე იზრუნებ ხოლმე ჩემზე და
მე ისევ არ მეცოდინება, რა გავაკეთო თანაზომიერი. ისევ ვუყურებთ ხოლმე ერთად
კალათბურთს, შენ ისევ გეგონება, რომ მე ზედმეტად სიმპათიური ვარ. ისევ
~ 44 ~

გაგეპრანჭები ყოველ დილით და ისევ გამაოცებს, როგორ შეგეძლება არ იმჩნევდე


იმას, რომ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ხარ. ისევ გამეცინება შენს გამომცხვარ
ჭიშდვარზე, მეცოდინება რამდენი იწვალე და ინერვიულე, მეცოდინება ისიც რომ
ცხოვრებაში არაფერი იქნება მასზე გემრიელი.. და მეცოდინება, სულ მეცოდინება,
რომ არასოდეს გაიკარებ სიცრუეს.. გიგრძნობ, როგორც ყველაზე მყარ დასაყრდენს,
გადაუმოწმებელს, შეურყეველს.. – ალექსანდრეს ნესტოები დაებერა, ეტყობოდა
ძლივს რომ იკავებდა ემოციებს. -რა ჯანდაბა მჭირს, ასე მგონი ცრემლები წამომივა
ისე მენატრები. – ბუზღუნებდა თავისთვის, ცაზე კი ნელ-ნელა გაჩენილიყო
გარიჟრაჟი. – ახლა უნდა წავიდე, თორემ თვითმფრინავზე დავაგვიანებ. იცოდა რომ
სულ მეფიქრები და მენატრები, იცოდე, რომ შენ ხარ ყველა ისე ბედნიერება რაც
ძალას მაძლევს. მიყვარხარ. – თვალი ჩაუკრა, ისე როგორც იცის ხოლმე და ეკრანიდან
გამოსახულება გაქრა. თათას გააჟრჟოლა, როდესაც რეალობა გაიაზრა სანდროს
გარეშე. ცრემლებისაგან სახე შეშუპებოდა. არაფერი, არავინ უნდოდა მის გარდა,
კარადიდან სწრაფად გამოიღო სანდროს მაისური და საწოლზე მიწვა.
გაღვიძებულს უკვე 1800 ცალი წითელი ვარდი და 18 ბარათი დახვდა, მისაღები და
მისი საძინებელი სავსე იყო თაიგულებით. გაღვიძებისას საშინელი შეგრძნება
დაეუფლა, ეგონა ძილის დროს მის ნარეკს ვერ გაიგებდა, მაგრამ ისევ რომ ვერსად
იპოვა უარესად აფორიაქდა. მხოლოდ მაქსიმეს დანახვამ ამოასუნთქა, მონატრებული
ძმა მთელი მონდომებით ცდილობდა კარადის გვერდით დამალვას. უამრავის
კეთილი სურვილისა და კოცნის შემდეგ, მაქსი სერიოზულად დაინტერესდა რა
უბედურება იყო ამდენი ვარდი.
-გინდათ ახალმოყვანილი ცოლი დამაშოროთ? – ხარხარებდა მაქსიმე. -ქორწილის
დღის შემდეგ თაიგული არ მიჩუქებია.
-საერთოდ არ მინდა არც ერთი ცალი ვარდი, ოღონდ სანდრო იყოს აქ. –
აუცრემლიანდა თვალები თათას.
-პრინცესა, რა გჭირს? ხომ იცი, რომ შეეძლოს აუცილებლად ჩამოვიდოდა. ესეც ხომ
ძალიან მაგარია რასაც გიკეთებს? – ხელებში მოიქცია დის გაბუსხული სახე და
თვალებში ჩააცქერდა.
-ძალიან მენატრები და აღარ მყოფნი. – გული ამოაყოლა სიტყვებს თათამ.
-ვიცი და ძალიან ვწუხვარ ამის გამო, არ ვიცი, მაგრამ როგორმე აუცილებლად
გამოვასწორებ ამას, არც მე მყოფნის ჩვენი ერთად გატარებული დრო. – მაქსიმე
შინაგანად აფორიაქდა, არ უნდოდა თათას ეგრძნო, რომ ქორწინებიდან რამდენიმე
თვის თავზე უკვე რაღაცებს ნანობდა.. კინაღამ გაჭყლიტა ისე ჩაეხუტა და თითქმის
ძალით გამოიყვანა ოთახიდან.
იცოდა, რომ უნდა გაღიმებოდა.. იცოდა, რომ შეუმჩნეველი უნდა დაეტოვებინა
ნათიას აწეული წარბები და მძიმე კომენტარები.. სანდროზე, ვარდებზე,
ბანალურობაზე და ა.შ. ახსოვდა რომ ნიკო, თეა და მაქსი ყველაფერს ეცადნენ
ბედნიერი რომ ყოფილიყო.. ახსოვდა, რომ უყვარდა ალექსანდრეს, მაგრამ იმდენად
ნერვიულობდა მთელი დღე, მისი ხმა რომ არ გაეგონა, გონებაგაფანტული, გაყინული
თვალებით იჯდა მაგიდასთან. ვარდები უკვე 2000 ცალი გამხდარიყო, ნერვიულად
ეფერებოდა მის დაწერილ მეოცე ბარათს და ნელ-ნელა ფერს კარგავდა მისი სახე.
~ 45 ~

ნათიას კი უფრო და უფრო უმკაცრდებოდა გამომეტყველება მაქსიმეს გადამეტებულ


ყურადღებაზე, რომლის ობიექტიც იმ საღამოს თათა იყო.
უკვე ცხრა საათი სრულდებოდა, ოცდამეერთე თაიგული კი არსად ჩანდა, თათა
საბოლოოდ კარგავდა მოთმინებას ზარის ხმა რომ გაისმა.
-აქამდე ვერაფრით მოვახერხე ჩამოფრენა, გზიდან კი ვერ შეგეხმიანე. – გამარჯობის
მაგივრად უხსნიდა, მისი გაფითრებული სახით შეშინებული სანდრო. ძლივს ეჭირა
უზარმაზარი თაიგული. თათას, პატარა გაბუტული ბავშვივით მოეკუმა ტუჩები და
გულამოსკვნილი ტიროდა, მერე ტკიპასავით მიეკრა სანდროს, რომლის გულიც
ამოვარდნას იყო.
-მაპატიე, საყვარელო, გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ. – ემუდარებოდა სანდრო და
ცდილობდა დაემშივდებინა. ნერვიულად ებურდებოდა ხელი მის თმებში. იმ
მომენტში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური იყო..
არაერთხელ ჰქონია იგივე განცდა მანამდეც და ამ დღის შემდეგ.. რაც უფრო
უახლოვდებოდა თათას მით უფრო ღრღნიდა წარსული. ვერნაპატიები უთქმელობა,
ხასიათს უსპობდა. ვერაფრით გადაეწყვიტა რა ექნა, ან როგორ მოეშორებინა ფიქრები
ეკაზე, ისე რომ აღარასდროს გახსენებოდა.. რომ აღარასდროს ეგრძნო თავი
მოღალატედ. ანგრევდა სიბინძურე, რომელშიც უნებურად სვრიდა თათას. არ არის
აუცილებელი ცოლ-ქმრული ღალატი ხორციელი იყოს.. ბევრისთვის, უბრალოდ,
გრძნობით დაწერილი სიტყვაც კი ჟინის დაკმაყოფილებაზე მეტს ნიშნავს..
***
ის ზამთარი განსაკუთრებულად დიდი იყო თბილისისთვის.. სანდრო ისედაც
უხასიათოდ იყო უამინდობის გამო სვანეთში ასვლა რომ ვერ მოახერხეს, ბოლო
დროს ისე აეჩემებინა სახლისთვის ადგილის შერჩევა, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა.
კობაზე დამოკიდებულება კი საბოლოოდ აგვირგვინებდა მის „ბედნიერებას“..
ერთადერთი ნათელი წერტილი ისევ დარბაზში მჯდომი თათა იყო.
თვალებგაბრწყინებული, მისი სიმშვიდისთვის რომ არ იმჩნევდა სპორტის სასახლეში
გამეფებულ გამყინვარებას.
-ახლა გავალთ, ამათ დავანგრევთ და საღამოს ჩვენებთან ერთად სადმე მშვიდად
დავისვენოთ. – გადაულაპარაკა გიომ თამაშის დაწყებამდე. არც მას და არც
ალექსანდრეს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ კობა აუცილებლად მისცემდა სანდროს
დროს. საწყის ხუთეულში ვერ მოხვდა. ნერვიულად გაუღიმა თათას და
სათადარიგოთა სკამზე ჩამოჯდა.
ნაკრები რეალურად „ანგრევდა“ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მის გარეშე. ვერც კი
წარმოიდგენთ, რა ფასად უჯდებოდა მშვიდად მჯდარიყო სკამზე და კობასთვის
პასუხი არ მოეთხოვა. ყურში სულ გიოს სიტყვები ესმოდა, ანერვიულებდა თათას
შეშინებული თვალებიც. მთელი თამაშისას მხოლოდ 8 წუთი დაჰყო პარკეტზე.
საშინელი გრძნობაა, როდესაც საერთო საქმე შენს გარეშე კეთდება, როდესაც
დახმარება შეგიძლია და უფლებას არ გაძლევენ. გიოს ნაპერწკლები სცვიოდა
თვალებიდან, მაქსიმალურად ცდილობდა მოეთმინა და კობას ცალკე
დალაპარაკებოდა. არ უნდოდა ბიჭებზე გავლენა ჰქონოდა, მისი და მწვრთნელის
დაპირისპირებას, თან განცდა, რომ უმოქმედობა სანდროსგან არ ეპატიებოდა
~ 46 ~

საშინლად უშლიდა ნერვებს.


-მე სახლში წავალ, მაგრად მტკივა თავი. – უთხრა სანდრომ გასახდელიდან
გამოსვლისას.
-არ გშია? თან გოგოებიც აქ არიან.
-არ მაქვს ჭამის თავი, თათამ იცის რომ არაფრის ნერვები არ მაქვს და გამიგებს. –
თათას ხსენებაზე სახე დაუმშვიდდა ალექსანდრეს. თათა მართლა ცდილობდა არ
შეემჩნია, როგორ წყდებოდა გული. იცოდა ახლა ბუზღუნის უფლება არ ჰქონდა,
რადგან სანდრო მართლა ცუდად იყო, სანდროს კოცნაზე, როგორც ყოველთვის
ახლაც საშინლად აუჩქარდა გული. მართალია ცხოვრებაში სხვისთვის არავისთვის
ეკოცნა, მაგრამ შინაგანად გრძნობდა რომ რაღაც განსაკუთრებული იყო სანდროს
კოცნაში.. განსაკუთრებულად გრძნობიერი იყო, ემოციური, თითქოს ტკივილიანიც..
ბევრ რამეს ამბობდა, ყველა სიტყვაზე უკეთ უხსნიდა სიყვარულს, აგებინებდა რომ
ენდობოდა, რომ ენატრებოდა, რომ მისი იყო.. დამძიმებული ჩაჯდა მანქანაში და
მიხვდა, რომ მიუხედავად სანდროს დაძალებისა, მის გარეშე გამხიარულებულიყო
არაფერი გამოუვიდოდა. გიოს მორიდებით თხოვა სახლში დაეტოვებინა და მაშინვე
თეას დაუწყო ხვეწნა ალექსანდრესთან გაეშვა. თეა, როგორც ყველა დედა,
ყოველთვის მეტისმეტად ნერვიულობდა.. ახლაც საშინლად გაუჭირდა დათანხმება,
თვალებს ვერ უჯერებდა შვილის მონდომებას რომ ხედავდა..
„-გული ვერ გაუძლებს ახლა რომ ხელი შევუშალო“ – გაიფიქრა თავისთვის და
დათანხმდა.
***
ალექსანდრე თვალები ჩასისხლიანებოდა, საშინლად შიოდა, მაგრამ, არაფრის თავი
ჰქონდა. გრძნობდა, რომ სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც მშვიდად და გამოგონილი
მხიარულებით უპასუხა თათას ზარს, რომელიც უკვე მის კართან იდგა.
იცით რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ვიღაცას უბრალოდ დუმილი შეუძლია შენთან
ერთად?! ეს თანაგრძნობის ის სახეა, რომელსაც ვერ გამოიგონებ.. ვერც კი
წარმოიდგენთ ისეთი წრფელი და რთულია..
მთელი საღამო უვლიდა სიცხიანს. სანდრო გაოცებული უყურებდა თათას მოტანილ
ჭიშდვარს.
-ვიცოდი რომ გეშიებოდა. – ჩუმად ჩაილაპარაკა თათამ. – მე გავაკეთე, თუ არ
მოგეწონება სხვა რამეს გავაკეთებ, ან ვიყიდოთ. – ბურტყუნებდა დამნაშავესავით.
სანდროს კი უფრო და უფრო ეზიზღებოდა საკუთარი თავი. თათა თავისი ხელით
აჭმევდა, უსწორებდა პლედს და დრო და დრო შუბლზე ახებდა გაყინულ ხელს.
ალექსანდრეს ყველაფერი ტკიოდა, ტკიოდა, რომ არ იყო ამ ყველაფრის ღირსი.
ტკიოდა, რომ არ შეეძლო, ახლა მშვიდი ხმით, როგორც არაფერი ისე ეამბო მისი და
ეკას ამბავი.. სძულდა სილაჩრე, სძულდა საკუთარი შიში, უნებურად, მისთვისაც
გამოუცნობი საკუთარი მხარეების გაცემის. სძულდა ყველაფერი, რაც ახლა ხელს
უშლიდა დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი კაცი ყოფილიყო.. ყველზე ბედნიერი..

ზამთარი ნელა გადიოდა.. უერთმანეთობა და ალექსანდრეს ეჭვები სიმძიმეს


მატებდა, სიცივისაგან დამოკლებულ, გაუფერულებულ და ისედაც დამძიმებულ
~ 47 ~

დღეებს.. წარმოუდგენლად უჭირდა ემოციების მოთოკვა, სულ გაბრაზებული იყო..


ყველაფრის დალეწვა უნდოდა, თათას შეწუხებულ სახეს რომ ხედავდა.. მაგრამ
ვერაფრით ამოსულიყო სიღრმიდან.. ეჭვების, გამოუვალი მდგომარეობის, ზიზღის,
დისკომფორტის, წარსულის სიღრმიდან..

გაზაფხულზე სახლის მშენებლობის დაწყებამ ამოასუნთქა.. ეს გრძნობა, დიდხანს


წყალში ყოფნისას ჰაერის ხარბად ჩასუნთქვას ჰგავდა.. ძარღვებში გამჯდარ
ბედნიერებას.. აჯერებდა თავს, რომ ამ ყველაფერს არაფრით გასვრიდა, რომ
დაქორწინდებოდნენ და სხვა ყველაფერი გაქრებოდა..

გაუხშირდათ ქორწინების თარიღთან დაკავშირებული კამათი.. ხშირად იმდენად


სერიოზული, რომ თათა ტირილამდე მიდიოდა.. მერე მთელი დღეები ამაზე
ნერვიულობდა ალექსანდრე, ვარჯიშობდა უფრო მეტს, ცდილობდა ეფიქრა, თავი
ხელში აეყვანა და დაეფასებინა ის, რის ფასსაც ალბათ კიდევ დიდხანს ვერ
მიხვდებოდა.

თათა ძველებურად სწავლობდა, ცოცავდა, ჯირითობდა.. ახლაც განიხილავდნენ ის


დამაქსი ახალწაკითხულ წიგნებს, ნათიას გარეშე და ალექსანდრესთან ერთად..
ნათია, რომელმაც გამოაცხადა, რომ ხშირი ფრენა დისკომფორტს უქმნიდა, მაქსიმესა
და თათასთვის თითქმის გადაულახავ დაბრკოლებად იქცა.. აღარც ცდილობდა
ძმისთვის წუწუნით მოებეზრებინა თავი, იმდენად არ უნდოდა უთანხმოების მიზეზი
გამხდარიყო, იქით ამშვიდებდა მაქსის, მერე კი გვიანობამდე ჩუმად ტიროდა.. ამ
დროს ყველაზე მეტად ამხნევებდა ალექსანდრე, რომელსაც არასდროს დაუშლია
გრძნობების გამოხატვა, არასდროს დაზარებია ემოციების გაზიარება, თუ წუწუნის
მოსმენა.. მასაც ხომ იგივენაირად ექცეოდა თათა.. მუდმივად აოცებდა, იმდენად იყო
გაზრდილი და შეცვლილი.. არაფერი ეშლებოდა, სანდროს სულ უკვირდა, ამ ასაკში,
მასავით გარზრდილ, გათამამებულ გოგოს, როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი..
უპრეტენზიო, გაწონასწორებული და წრფელი.. ყველაზე წრფელი.. რომ
ახსენდებოდა თავდაპირველი თათა, ჩუმად ეღიმებოდა..

არადა, მან დააჯერა, რომ ჩვენს საუკუნეშიც წითლდებიან კომპლიმენტებზე..

***

ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც იმდენად ბედნიერი ხარ, რომ მიწას


რეალურად არ ეხები.. გაზვიადების გარეშე, რეალურად.. და რომ გიყვარს, ყველანარი
შორისდებულებისა და პირობების გარეშე, ყველაზე ახლოს ხარ ამ
მდგომარეობასთან.
~ 48 ~

გაზაფხულს უკვე ნელ-ნელა შეჩვეოდა ცხელი დღეები.. თბილისში სახლის


საძირკველი იჭრებოდა.. თათუ უნივერსისტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდა,
ალექსანდრე კი მოახლოებულ ქორწილზე ფიქრში ათენებდა და აღამებდა.

-საყვარელო, ბანკეტის გაკეთება კლუბში გადაწყდა. – სკაიპით ელაპარაკეობდა


სანდროს, ისევ რომ ახსენა ჯერ კიდევ შეუთანხმებელი თემა.

-კიდევ არ გადაიფიქრე?

-ალექსანდრე, მეგონა შენ თვითონ მიხვდი რამდენად აბსურდულია შენი რეაქცია.

-მე გითხარი რომ არ მინდა წახვიდე.

-მაგრამ არ ამბობ რატომ არ უნდა წავიდე?

-მე რომ არ მინდა საკმარისი არ არის? – სახე დაეძაბა ბენდელიანს.

-არა.

-თათა!

-ალექსანდრე, უნივერსიტეტს ერთხელ ვამთავრებ და არ ვაპირებ ბანკეტის


გამოტოვებას. მითუმეტეს ვერ მივხვდი რატომ უნდა გამოვტოვო. არ მინდა იქამდე
მივიდე რომ არ მენდობი.

-არ მინდა ღამის კლუბში მარტო წახვიდე.

-სანდრო შენ უმეტესად არ ხარ აქ, წელიწად ნახევრის წინ საერთოდ არ იყავი ჩემს
ცხოვრებაში და ჩემისით ვხვდებოდი რა იყო ნორმალური და რა არა. რატომ გგონია,
რომ თუ სიტუაცია მოსაწონი არ იქნება, ამას შენს გარეშე ვერ მივხვდები.

-მე გითხარი, რომ არ მინდა წახვიდე. აქ მოვრჩეთ.

-მოვრჩეთ. არ ვარ თოთხმეტი წლის უჭკუო გოგო, შეყვარებულის აკრძალვები


სიყვარულის გამოვლინება რომ მეგონოს და ბედნიერებისაგან ფრენა დავიწყო.

-აბა რისი გამოვლინებაა?


~ 49 ~

-უნდობლობის.

-ზედმეტი მოგდის. – უარესად ჩაუსისხლიანდა თვალები სანდროს.

-უნდა გავთიშო. – მძიმედ ჩაილაპარაკა თათამ და არ დალოდებია მის პასუხს ისე


გათიშა. ასე შორს არასდროს უგრძვნია მისგან თავი, მთელი სხეული ტკიოდა,
ნაჩქარევად გადაკეტა კარი და აღარ უცდია ცრემლების შეკავება.

ბანკეტის დღეს, ორივენი დაძაბული სახეებით შეჰყურებდნენ მონიტორებს.

-თუ არ გადაგიფიქრებია, მე სალაპარაკო არაფერი მაქვს. – ჩვეულებრივი სიმძიმით


გამოსცრა ალექსანდრემ და ჩამქრალი თვალებით მიაშტერდა ეკრანს.

-გასაგებია. -თვალები აუცრემლიანდა თათას და სკაიპი გათიშა. შეგნებულად არ


უთქვამს, რომ მაქსიმე მასთან ერთად მიდიოდა ბანკეტზე. ჰაერი არ ჰყოფნიდა, ყელი
ტკიოდა იმდენად უჭირდა სუნთქვა. ალექსანდრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
იყო მისთვის, მასთან დაძაბული ურთიერთობა კი მკვეთრ კვალს ამჩნევდა
ყველაფერს მის ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მოუნდომებია, მაქსის თვალები გაუბრწყინდა


მისი დანახვისას, ნათიას კი, უნებურად აეწკიპა წარბები გაოცებისაგან. ნიკომ და
თეამ, ულამაზესი ბეჭედი აჩუქეს, თათას უარესად აუჩუყდა გული. იცოდა, რომ ვერც
კლუბი და ვერც კურსელები გამოუკეთებდნენ ხასიათს, მაგრამ მაინც არ უნანია
წასვლა. მთელი საღამო მაქსიმესთან ცეკვავდა, რომელიც შესაშური მოთმინებით
იტანდა დუმილს. დაბრუნებისას სახლში ყველას ეძინა.

-ძალიან გეძინება? – ჰკითხა მაქსიმ, როგორც კი დარწმუნდა რომ ყველას ეძინა.

-არა, საერთოდ არ მეძინება. – ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა თათამ.

-არ დაურეკავს?

-არა, ჩვენი სურათიც კი ავტვირთე, როგორც კი გადავიღეთ. ხომ იცი, როგორ ვერ
ვიტან ასეთ რაღაცებს, მაგრამ მინდოდა გაეგო რომ შენც იყავი. მან კი არც კი
დამირეკა. ერთი სიტყვა მაინც მოეწერა. – ასლუკუნდა თათა.

-თათა, ხომ იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს. – სახე დაეძაბა მაქსის.

-როგორ შეუძლია არ მენდობოდეს?!


~ 50 ~

-შენ ხომ იცი, რომ მართალი ხარ. თუ ასეთ რაღაცებზე ვერ თანხმდებით, რაც უფრო
ადრე გაიგებ ამას, უფრო უკეთესია. ურთიერთობაში, რაღაც ძირეულის თმენა, ატანა
არ უნდა გიწევდეს. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე უკვე მიხვდა, რომ მართალი
არაა. იმდენი რამე ემატება ერთმანეთს, თქვენი შორი-შორს ყოფნა, მწვრთნელის
ამბები.. ცოტა მისი გაგებაც შეიძლება.

-მესმის, მაგრამ მანაც ხომ უნდა გამიგოს. ხომ იცის, რომ ახლაც ვნერვიულობ.
უბრალოდ მოეწერა მაინც.. დიპლომის აღება მაინც მოელოცა.

-დილამდე მოითმინე, კარგი? და აღარ იტირო, გეფიცები ყველაფერი მაგრად იქნება.


ჩემი ხომ გჯერა?

-შენი როგორ არ მჯერა.

-ხოდა, ჩამეხუტე ახლა და წადი დასაძინებლად. – მთელი ძალით ჩაიხუტა მაქსიმემ,


უარესად ატირდა.

-სულ მენატრები.

-მეც თათუ, სულ გპირდები, მაგრამ აქამდე ყველაფერი უარესობისკენ იცვლება.


ძალიან მიყვარხარ, ყველაზე მეტად, სულ ყველაზე მეტად.

მთლი ღამე თვალი არ მოუხუჭავს მაქსიმეს. ოდნავ ბედნიერებასაც კი არ გრძნობდა


გვერდით მძინარე ქალის გამო. გამუდმებით ენატრებოდა ოჯახი, რომელშიც ნათიას
ქაოსი შეჰქონდა.. საქართველოშიც და იტალიაშიც.. მის გამო უწევდა იმ ქვეყანაში
ცხოვრება, სადაც საკუთარი სურვილით არ დარჩებოდა.. იმედნი რაღაც აბმოდა
ერთმანეთს, ვერც კი გაეაზრებინა, რა დროს დაკარგა საკუთარი მე.. პასუხის
კითხვაზე “რატომ?” არ ჰქონდა. რადიკალური ცვლილებები იმდენად ეზარებოდა,
ალბათ კიდევ აიტანდა ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი..

საშინელებაა, როდესაც გული არ გიძგერს..

***

განწყობა სამყაროს თავისი თვალებით გვანახებს.. ასე თავისებურად, მარტივად..


გარიჟრაჟი ნაცრისფერი იყო.. შემაძრწუნებლად ცივი და უემოციო, აი ისეთი
ბალიშიდან თავის აწევას სიკვდილი რომ გირჩევნია.. ალექსანდრე არსად ჩანდა, ეს კი
პირდაპირპროპორციულად უდრიდა სამყაროს სიცარიელეს..
~ 51 ~

-პრინცესა, ჩვენ უკვე მივფრინავთ. – ხრინწიანი იყო მაქსის ხმა, რომელიც


სანახევროდ შემოსულიყო ოთახში.

ოთახიდან გამოსულს, მხოლოდ ნათიას ხმა ესმოდა, ხმაურიანად რომ აგროვებდა


ნივთებს და მაქსიმეს აჩქარებდა. მაქსი დაღლილს ჰგავდა, ყოფიერებით დაღლილს,
შეწინააღმდეგების უნარს რომ გიკარგავს, იმ ყოფიერებით. თათია წამიერად
გააღიზიანა მისმა უჩვეულო დამყოლობამ. ძლივს მოშორდა ძმას, ვერაფრით დაეთმო
კიდევ ხანგრძლივი უნახავობისთვის.. „ბედნიერი მაინც იყოს“ – ფიქრობდა
თავისთვის და ზუსტად იცოდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო გაუადვილდებოდა.

ნახევრ საათში შემაშფოთებელი იყო სახლის სიმშვიდე.. უაზროდ დაბოდიალობდა


ოთახებში, ვერაფრით მიმხვდარიყო რა უნდოდა…

ძლივს აიძულა თავი ღრმად ამოესუნთქა და ეზოში გასულიყო.. ბობო ნებიერად


მიფიცხებოდა მზეს.. პატრონს ყეფით შეხვდა..

თათას მოსვენება არ მიუცია ბობოსთვის, ალექსანდრეზე გაბრაზებული, საწყალ


ბობოს არბენინებდა, ბურთის მოტანას თხოვდა.. ბოლოს მიხვდა, რომ საწყალ ძაღლს
არაფრის თავი აღარ ჰქონდა.. წამიერად საკუთარ თავზე გაბრაზდა, ასე უმოწყალოდ
რომ მოექცა.. დიდხანს ეფერებოდა, მერე მისი საყვარელი საჭმელი მიუტანა და
თვითონ გამოსაცვლელად ავიდა.

ბოლომდე სჯეროდა, მართალი რომ იყო, ამიტომ ახლა მხოლოდ გაბრაზებას


გრძნობდა.. თითქოს აღარც კი ნერვიულობდა ალექსანდრეს რამდენიმე საათიანი
გაუჩინარების გამო.. ნიკო გააფრთხილა და ნახევარ საათში უკვე იპოდრომზე იყო..
სასიამოვნო ამინდი და ცხენის ჯირითი, არასასიამოვნო ემოციებისაგან დაცლის
საუკეთესო საშუალებად მიიჩნია..

ზოგჯერ, გამყინავი აზრი გაუელვებდა „-ნუთუ ყველაფერი დამთავრდა..“ ამ დროს


კანკალი იტანდა, უფრო გამეტებით ქაჩავდა ლაგამს ..

ალექსანდრეს სუნთქვა ეკვროდა.. არასასიამოვნო განცდებს წლებია შეჩვეოდა, მაგრამ


ვერაფრით შეეჩვია მის სიახლოვეს, მთელ სხეულში გაჩენილ ბუსუსებს..
სასიამოვნოდ რომ მოივლიდა ხოლმე ყოველ წვეთ სისხლს..

მოსვენება დაკარგული, ბოლთას სცემდა იპოდრომის ზღუდესთან.. ძალიან ამაყი


იყო, ასეთ უშიშარს და შეუპოვარს რომ ხედავდა.. ახლაც თითქოს თვალებით ეჭირა,
წამით არ აშორებდა მზერას.. თათამ მოგვიანებით შეამჩნია, ოდნავ შექანდა ცხენზე,
მაგრამ წონასწორობა მალევე აღიდგინა.. გაუნძრევლად იდგა.. ვერ ხვდებოდა,
~ 52 ~

როგორ უნდა შეხვედროდა.. ალექსანდრეს რამდენიმე წამი დასჭირდა იმის


გასააზრებლად, რომ თათა მასთან არ მივიდოდა.. დაუფიქრებლად გადავიდა
ზღუდეზე. ბენდელიანს, როგორც ყოველთვის ახლაც მძიმე სახე ჰქონდა..
გაოცებული მხედრები თავს უფლებას ვერ აძლევდნენ უკმაყოფილება გამოეხატათ.
თათა უარესად დაიბნა, იმასაც კი ფიქრობდა, ალბათ საჩხუბრად ჩამოვიდაო,
გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მომავალს, რომელსაც თეთრი მაისური
გამეტებით ჩაებღუჯა მუშტით.

-ჩამოდი! – თათას დაბურძგლა მისი ხმის გაგონებაზე, მაგრამ არ განძრეულა.


მოთმინება ელვის სისწრაფით ელეოდა ბენდელიანს, გააზრებაც არ დააცადა ისე
მოექცა ზურგზე ცხენს. თათას სუნთქვა შეეკრა ისე ახლოს იყო, მოურიდებლად
ჩაეხუტა, შიგნით ყველაფერი საშინლად ტკიოდა მონატრებისგან. სანდრო უარესად
იყო, მისი სურნელითა და სუსტი სხეულით გარემოცული.. აღარაფრით დაანება
ლაგამი, ცხენი მშვიდად მიიყვანა საჯინიბოსთან, მერე კი მარტივი მოძრაობით,
მსუბუქად დასვა თათა მიწაზე. ისევ ჩვეული მძიმე მზერით დაჰყურებდა,
სიბრაზისაგან გაწითლებულ თათას, თითქოს უსიტყვობის პირობაზე ორივე
ერთხმად შეთანხმებულიყო. ალექსანდრე, ახლაც ზედმეტად ლამაზი იყო, ოდნავ
გაზრდილი, შუბლზე ჩამოყრილი თმით, სავი კედებით, ღია ფერის ჯინსით, რომლიც
ზომიერად კვეთდა მის აღნაგობას, გემოვნებით შერჩეული ქამრით, საათით და სადა,
თეთრი მაისურით.. თათა, აწყლიანებულ მზერას ვერ აშორებდა გულთან დატანილ
პატარა გულსა და მის გვარს.. „ასათიანი“ პატარა ბავშვივით, დამარცვლით წაიკითხა
საყვარელი ადამიანის მაისურზე წაწერილი საკუთარი გვარი.. ბევრი კითხვა ჰქონდა,
ანდაც უამრავი.. ადამიანის ბუნება საოცრად რეაგირებს ყურადღებაზე.. თათა კი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა წვრილმანებსაც კი, რომლებსაც მასზე
ფიქრი ეტყობოდათ.. დაბნეული უყურებდა ხან ალექსანდრეს ჩასისხლიანებულ
თვალებს, ხან მის მუშტში მოქცეულ მაისურს.. გაურკვევლობაში მოხვედრილი,
უსუსურად, ვერაფრით ფიქრობდა რა ექნა.. უსიტყვობის „შეთანხმებაც“ ძალაში იყო,
სანდროს სიტყვებმა დაუბრუნეს სმენაც.. რომელიც ასევე, შეუმჩნევლად დაეკარგა, ამ
გაურკვევლობაში..

-მაპატიე. -მძიმედ სუნთქავდა სანდრო. -ძალიან ვნანობ. -ბევრს არასდროს


ლაპარაკობდა. მისი ემოცია კი ყოველთვის საოცრად გადამდები იყო. გულწრფელობა
ხელშესახები. თვალები უელავდა, ნესტოებდაბერილს უჭირდა მის თვალებში
პასუხის ლოდინი და ერთ ადგილას გაჩერება. თათას ფართოდგახელილი თვალების
სივრცე, ძლივს იტევდა ცრემლებს.

-მე ალბათ შევძლებ, რაღაცებზე გამარჯვებას. მინდა ჩემს გვერდით იყო სულ, მინდა
სულ მახსოვდეს, რომ ჩემი კეთილი მიზანი ხარ.. გზა ხარ, რომელსაც სიკეთემდე
მივყავარ.. – აგრძელებდა სანდრო, თან უხერხულად აწვალებდა ბეჭდის ყუთს
~ 53 ~

ხელში. ბოლოს, როგორც იქნა მოახერხა. -მინდა ჩემი ცოლი გახდე. – გაუბედავად
უყურებდა ხან ბეჭედს, ხანაც თათას ცრემლიან თვალებს.

-მეც.. მეც მინდა შენი ცოლი გავხდე. – ძლივს ამოთქვა თათამ და ტირილი აუვარდა,
მონატრებული მთელი ძალით ჩაეხუტა. სანდრომ წამიერად ამოისუნთქა. ისეთი
ძალით იხუტებდა, თითქოს მის შესრუტვას ცდილობდა. მერე ღიმილიანმა გაშალა
მაისურიდა ფრთხილად გადააცვა. ფაქიზად ამოუწია ჩაყოლილი, აბურდული თმები.
თათას ფრთები ჰქონდა, ფრთები, რომლებსაც თქვენც დაინახავდით მისი
გაბრწყინებული თვალების შემყურე. ალექსანდრეს მასიურს „TOGETHER 20”
თათასას კი “SINCE 10” ეწერა, ერთმანეთის გვერდით მდგომი კი უბრალო ფრაზას
ქმნიდნენ ბეჭებზე არსებული წარწერებით „TOGETHER SINCE 2010”, უბრალოდ
ფრაზას, რომლის შინაარსიც ასევე უბრალოდ შეუძლებელია გადმოსცე.. თათა
გიჟდებოდა მსგავს რაღაცებზე.. ალექსანდრემ იცოდა, როგორ გაახარებდა.. იმ წამს
ყველაზე ამაყი იყო, ყველაზე ამაყი.. ვერ იჯერებდა, რომ თათას ნიშნობის ბეჭდიანი
ხელი ჰქონდა ხელისგულში მოქცეული.. არც არასდროს უგრძვნია ასეთი
აჩქარებული გულისცემა.. განცდა სიახლის, სიწრფელის.. უკვირდა, გაუაზრებლად
უხაროდა, რომ იმ წამს სრულიად გულწრფელი იყო.. სისხლის ყველა წვეთით
ბედნიერი და ამაყი, რომ მალე თათას ქმარი გახდებოდა..

მერე იყო ფერდაკარგული თეა.. წარბებშეჭმუხნული ნიკო.. მაქსიმე, რომლის


ემოციებს და განცდებს, კილომეტრებიც ვერ უკარგავდა ფერსა და სიმძაფრეს..
სიხარული და მაინც მოულოდნელობის, ვერდათმობის, შიშის განცდა..

ადამიანის ცხოვრებაში, რამდენიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენა


არსებობს.. ეს რამდენიმე, ერთ ათეულსაც კი შეიძლება ვერ შეწვდეს.. ქორწინება ერთ-
ერთი უმთავრესია.. შინაგანი ფორიაქი, დაუტეველი ბედნიერებისა და მაინც
შეუცნობლის მოლოდინში.. ქორწილი ივნისის ბოლო შაბათს დაიგეგმა,
საქართველოში.. ალექსანდრე არაფერზე ეუბნებოდა უარს, როგორც ნიკო და მაქსიმე..
ყველას ეგონა, რომ თათა აუტანელი პატარძალია იქნებოდა, გაუთავებელი
პრეტენზიებითა და მისთვის მოსაწონის არ არსებობით.. მია ვერაფრით იჯერებდა,
რომ ასეთი იყო.. ასეთი მშვიდი, გაწონასწორებული, დახვეწილი.. შეუძლებელი იყო
ბედნიერება სხვაგვარად წარმოგედგინა.. მისი ნათელი ზომიერად რუჯშეპარული
სახე, მშვიდი, დიდრონი ცისფერი თვალები და ჩალისფერი აბურდული თმა,
რომელიც სულაც არ გიტოვებდათ უწესრიგობის განცდას.. სიფრიფანა, სხეული,
გრძელი საოცრად ლამაზი ფეხები.. სადა, გემოვნებით შერჩეული სამოსი.. სიმშვიდე
და ბედნიერება, რომელიც გარსივით შემოკვროდა.

ალექსანდრე ცდილობდა ყველანაირი საქმისთვის შეეფარებინა თავი, ისეთ


საქმეებსაც კი საკუთარ თავზე იღებდა, მარტივად, რომ შეეძლო ვინმესთვის
დაევალებინა.. ვერ ხვდებოდა რა ერქვა მასში გაჩენილ აზრებს.. მძიმე ემოციებს..
~ 54 ~

ვერც იმას ხვდებოდა, ეეჭვებოდა კი რამე.. თათას შემხედვარე, ერთნაირად გრძნობდა


განუცდელ ბედნიერებასაც და განუცდელსავე სიძიმეს..

პრინციპები საოცარი რამაა, მას არ ღალატობენ, მისივე დაკარგვისა და არ ქონის


შიშით..

ყველაზე მარტივი და ზოგისთვის უაზრო მაგალითიც, რომ მოვიყვანო, ვფიქრობ


ადვილად მიგახვედრებთ ჩემს სათქმელს.. იმედი მაქვს ბევრი ჩვენგანისთვის, ქუჩაში
ნაგვის გადაყრა, საშინელი საქციელია.. თუნდაც სულ პატარა ქაღალდის, ან ჩეკის,
რომელიც თითქმის არასდროს ვიცით სად წავიღოთ.. იმის გააზრება კი, რომ არ
გვამძიმებს, გვიჭირს. გაუაზრებლად დაგდებული, თუნდაც ჩეკი, ბევრ ჩვენგანს
არაკომფორტულ განცდას გვიჩენს, რომელიც ხშირად დიდხანს და შორს მიგვყვება..
განცდა, რომ საკუთარ პრინციპებს ვუღალატეთ, რაღაც ისეთი გავაკეთეთ, რაც
არაფრით უნდა გაგვეკეთებინა.. (გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გიჟად არ
ჩამთვლით..) რა განაპირობებს, გარდა ჩვენი შეგნებისა, განცდების სიმძიმეს?
ვფიქრობ, რიგ შემთხვევაში გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განცდის
სიმძიმეზე.. ადამიანების დიდი ნაწილისთვის, უფრო მარტივი გადასატანია, უკვე
დაბინძურებული გარემოს უნებლიედ დანაგვიანება.. გარემოს სისუფთავე კი,
პირველყოფილ ცოდვას ჰგავს.. დასაბამს, სხვის წახალისებას, ნაკლებად დამნაშავედ
იგრძნოს თავი, თუკი მასაც ჩვენსავით „შემთხვევით“ დაუვარდება ნაგავი.. ჩვენ კი
განვიცდით.. განვიცდით უფრო შორს და უფრო დიდხანს.. ხშირად ვერც ვპატიობთ.

თათა იდეალურად სუფთა გარემოს განსახიერება იყო ალექსანდრესთვის.. უყვარდა,


უსაზღვროდ დიდ პატივს სცემდა.. სილამაზის, სიკეთის, ადამიანურობის საზომად
ექცია.. მაგრამ ვერაფრით მიეტოვებინა შიში, შიში წარსულისა და მომავლის
აღრევის..

იყო თუ არა ამ შიშის გამოვლინება, ჯვრისწერის სამომავლოდ გადადება?!

ალბათ კი და ალბათ არა.. ალექსანდრემაც არ იცოდა, რატომ არ თანხმდებოდა სხვა


მამაოს დაეწერა მათთვის ჯვარი, ხომ იცოდა როგორი მნიშვნელოვანი იყო
თათასთვის.. ისიც ხომ შეამჩნია, როგორ ჩაუქრა თვალები, რომ უთხრა ჩემი მამაო
მთელი ზაფხული ათონის მთაზე იქნება, მე კი მან მინდა ჯვარი დაგვწეროსო..

ხომ ყველა უარზე და ისტერიკაზე მძიმე იყო მისი მორჩილი თანხმობა, რომ მის გამო
აიტანდა… მის გამო შეეგუებოდა, იმას, რასაც თითქოს ვერაფრით უნდა შეეგუებოდა.

ჯვრისწერა მაინც გადაიდო.. ქორწინება მხოლოდ სამოქალაქო წესით შედგებოდა,


სულ რამდენიმე დღეში..
~ 55 ~

***

ნერვიულობისას უამრავი დეტალი, ჩვეულებრივზე შესამჩნევი ხდება…

-თაიგულები და ტკბილეული ძალიან უბრალო ხომ არ არის? – ნერვიულად


იკვნეტდა თათა ტუჩს.

-თათუ. – თვალები უბრწყინავდა ალექსანდრეს, მის გულწრფელ ფორიაქზე. ნაზად


აკოცა რამდენჯერმე ცხვირზე. თბილად ჩახუტებულმა თითქოს სიმშვიდე გადასცა. -
ჩემებს უკვე უყვარხარ, უბრალოდ შეუძლებელია შენ ვინმეს არ უყვარდე.
სანერვიულო არაფერი გაქვს და გთხოვ, ასე ნუ წუხხარ. -ისევ მჭიდროდ ჰყავდა
მიხუტებული რამდნიმე წუთი, მერე გამზადებულ ტკბილეულსა და თაიგულებს
დაწვდა და სახლიდან გავიდენენ.

სახლის კარამდე რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდათ, ალექსანდრე გრძნობდა როგორ


დასველდა თათას მის ხელისგულში მოქცეული ხელი.

-მიყვარხარ. ყველაზე ძალიან მიყვარხარ. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემებს


გაიცნობ, დაძაბულობა მოგეხსნება, მაგრამ მაინც იცოდე, რომ საერთოდ არავის აზრს
არ აქვს მნიშვნელობა.. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის, ვინ რას გააკეთებს.
მიყვარხარ. – თათას როგორც იქნა გაეღიმა, სასაცილოდ შემოუძახა თავს და სანდროს
ანიშნა რომ მზად იყო..

ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვებს.. საყვარელი ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები კი
უძლეველია, ან უძლეველს გვხდის!.

სახლში საოცარი ატმოსფერო იყო, გაბრწყინებული თვალები მოუთმენელი


მოლოდინით, სიმორცხვემორეული ცნობისმოყვარეობით და ზრუნვით, საოცარი
ზრუნვით..

სუფრასთან ალექსანდრეს მშობლები და ბებო ისხდნენ.. თათას ეგონა, რომ


სუნთქვითაც კი ხმაურიანად და გამაღიზიანებლად სუნთქავდა, ცოცხალი თავით არ
უშვებდა ალექსანდრეს ხელს მაგიდის ქვეშ. სანდრო ყოველი შესაძლებლობისას
თვალს უკრავდა შეუმჩნევლად, გასამხნევებლად.

გულწრფელობა, უხერხულობას მარტივად აქრობდა, ცოტა ხანში ყველანი მშვიდად


საუბრობდნენ. მოხუცის გაბრწყინებული თვალები, რომელიც ინტერესით
~ 56 ~

სწავლობდა ყველა დეტალს, თათას თბილ ღიმილს ჰგვრიდა. „ახლა რაღა


მომკლავს?!“ ყოველ ხუთ წუთში იმეორებდა ქალბატონი ნანული და სანდროს ყოველ
ჯერზე გულიანად ეცინებოდა.

-ძალიან გაგვიხარდა აქ ცხოვრება რომ გადაწყვიტეთ, ცოტა ხნით მაინც. – შესამჩნევი


იყო სანდროს დედის ბედნიერება.

-მიხარია. ვფიქრობთ, სანამ ალექსანდრეს მომავალი გუნდის ამბები გაირკვევა აქ


სჯობს ცხოვრება.

-წარმომიდგენია, შენი მშობლები როგორ განიცდიან, მაგრამ ხშირად ივლით ხოლმე.

-კი, ისინიც ხშირად ჩამოვლენ. თან მე მართლა მირჩევნია აქ ცხოვრება, ახლა


ალექსანდრეს კარიერაა მთავარი, მაგრამ წლების შემდეგ აუცილებლად
დავბრუნდებით სულ.

-როგორც კი სტაბილურად გავჩერდებით ერთ ადგილას, თათაც მუშაობას დაიწყებს,


ეს პერიოდიც ერთ-ერთ ტელევიზიაში სტაჟიორი იქნება.

-რა კარგია შვილო, ბედნიერი ვარ, ასე შეთანხმებულებს რომ გხედავთ. იცით როგორ
გავხართ ერთმანეთს, ანგელოზები ხართ, ულამაზესები.

-ბებო გენაცვალოთ. – ცრემლიანად ჩაილაპარაკა ქალბატონმა ნანულიმ.

-შვილო სახლზე გვინდოდა დაგლაპარაკებოდით. თქვენი სახლი ჯერ კიდევ


დიდხანს ვერ დასრულდება, სანდროს ბინაც პატარაა. ალბათ ბევრი სტუმრები
გეყოლებათ, მეგობრები იქნებიან თქვენთან ხშირად, ან თათას მშობლები. ჩვენ
გაგვიხარდება, თუ დაგვთანხმდებით და აქ იცხოვრებთ. ჩვენ გადავალთ დროებით
თქვენს ბინაში.

-მამა არც ისე პატარაა ჩვენი ბინა, თან სამი თვეც არაა იმხელა დრო ვერ გავძლოთ.
შორს ხომ არ ვართ, თუ სტუმრები გვეყოლება მოვალთ აქ, ზოგჯერ დავრჩებით
კიდეც.

-ჩვენ ძალიან უხერხულად ვიქნებით, ასე რომ შეგაწუხოთ. მართლა არ არის საჭირო.
ძალიან დიდი მადლობა. ჩემები როდესაც ჩამოვლენ ჩვენს სახლში დარჩებიან, ისიც
საკმაოდ ახლოსაა ამ სახლთან.
~ 57 ~

-როგორც გინდათ შვილო, ჩვენ მართლა არ შევწუხდებით, პირიქით გაგვიხარდება


თუ რაიმეთი დაგეხმარებით. ალექსანდრე ისეთია წლებია არაფერში აღარ
დასჭირვებია დახმარება, აქეთ გვეხმარება და მე და დედამისი ვერაფრით ვეგუებით.
– მსუბუქად დაარტყა ბეჭებზე ხელი შვილს, ამაყმა, საოცრად ამაყმა მისით.

მალე სახლში დაბრუნების დროც მოვიდა. ალექსანდრემ მიასთან და გიოსთან


დატოვა თათა, თვითონ კი მშობლების სახლში დაბრუნდა.

-როგორ ჩაიარა? როგორ მოგეწონა დედამთილი და მამამთილი? – ამოსუნთქვა არ


აცადა მიამ, როგორც კი ალექსანდრე წავიდა.

-დააცადე საყვარელო, ჩანთა მაინც დადოს. – იცინოდა გიო.

-რავიცი, მია, მგონი ძალიან საყვარლები არიან. ბებოს უსაყვარლესია, სულ იმას
იძახდა ახლა რაღა მომკლავსო.

-რას ნიშნავს, რომ არ გიცნობს. – ენა გამოუყო გიომ.

-რა საზიზღარი ხარ. თეკუ სად გყავთ?

-მიამ ადრიანად დააძინა შენთან ჭორაობა რომ მოესწრო.

-ყავას დავასხამ და შევუდგეთ საქმეებს, ხომ დარჩები დღეს და საერთოდაც სანამ


ჩამოვლენ სენები იყავი რა აქ. მარტო რა გინდა?

-დღეს კი, მაგრამ ხვალ წავალ. ძლივს ცალია ვაჟბატონს და ხელს არ შეგიშლით.

-პირიქით, თათა, პირიქით.. ბავშვს მოუვლი, რომ იტირებს შენთან გადაიწვენ და


რავიცი, ათასი სარგებლის მოტანა შეგიძლია მონატრებული წყვილისთვის. –
როგორც ყოველთვის, ახლაც მაიმუნობის ხასიათზე იყო გიო.

-შენ არაფერი არ გეშველება.

-მეტი რა უნდა მეშველოს?! დარჩი რა მართლა, თან თქვენც რომ გეყოლებათ შვილები
მე და მიაც დავიტოვებთ ხოლმე.. ნუ ერთი ორჯერ.

-ყავა მზადაა! – ნამცხვარი და ყავა სინით მაგიდაზე დადო მიამ და გიოსა და თათას
შორის ჩასკუპდა. -მოკლედ, თანმიმდევრობით მივყვეთ. დარბაზის, ფოტოგრაფის,
ვიდეოს, კაბის, მოსაწვევების, ყვავილების, ავტომანქანების, დიზაინერის ამბები
~ 58 ~

გარკვეული და მოგვარებულია, მხოლოდ გაკონტროლებაღაა საჭირო, მაგრამ შენს


სვანს რომ ხედავენ არამგონია ვინმეს კიდევ გაკონტროლება სჭირდებოდეს.

-შენი კაბა მზადაა?

-კი, ვგიჟდები თათა ისე მომწონს.

-შენი კოსტუმი ვაჟბატონო?

-მზადაა, მზად. მოკლედ ისეთი მეჯვარეები გეყოლებათ, თქვენ ალბათ აღარც


შემოგხედავენ.

-ძალიან სასაცილოა.

-შურიანი, რომ ხარ, თორე კი უნდა გიხაროდეს. – ხარხარებდა გიო.

-ისე სხვა მეჯვარეების ყოლაც ხომ არ გადაწყვიტეთ?

-არა, მია, არც მინდოდა ძალიან, თან მერე ნათიაც ჩამოუშვებდა ცხვირს, მე არ მინდა
მაქსიმეს ვაწყენინო, ამიტომ მომიწევდა მისთვისაც მეთქვა. მე კიდე სულაც არ მინდა
ნათია ჩემი მეჯვარე იყოს.

-როდის ჩამოვლენ?

-ქორწილის წინა დღეს, ქალბატონმა უფრო ადრე არ მცალიაო. მაქსიმ ამას რა


შემოირიგებს, მარტო რომ წამოვიდეო და მოკლედ ერთად ჩამოვლენ.

-მართლა მიკვირს მაქსიმე ასეთ რაღაცებს როგორ უთმენს, სულ პრეტენზიები და


უკმაყოფილო სახე აქვს.

-არ ვიცი მია, ძალიან ვნერვიულობ მაქსის გამო, სულ არ გავს ახალდაქორწინებულ
ბედნიერ ქმარს.

-აუ თქვენ რაღა გაგაჩუმებთ, ისევ ტორტზე ილაპარაკოთ და გისმინოთ სჯობს. –


აბუზღუნდა გიო.

-ვაიმე, ტორტი! კინაღამ დამავიწყდა, ხვალ უნდა მივიდეთ , ტან გემოსაც ვნახავთ და
საბოლოო დიზაინსაც შევუთანხმებთ, როგორები გვინდა.
~ 59 ~

-კარგი.

-ხვალ მოსაწვევები უკვე დაგზავნილი იქნება. მოკლედ სანერვიულო აღარ გვაქვს


არაფერი. ბოლო ორი დღე უკვე დაიწყება დარბაზის მზადება და იქ მოგვიწევს ხოლმე
მისვლა. ზეგ მივალთ ჭურჭელი რომ შევათანხმოთ საბოლოოდ.

-ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ.

-ჩვენც თათუ და სამადლობელი არაფერია. ბინა მორჩა?

-ახალი გაკეთებული ყოფილა ისედაც, უბრალოდ ალექსანდრე საძინებლის შპალერს


ცვლის, ცოცხალი თავით არ იძახის რატომ, ან როგორს აკეთებს. ზეგ უკვე
დამთავრებული იქნება, საძინებელი ავარჩიეთ და იმას მიიტანენ ამ დღეებში.

-მოკლედ ყველაფერი ძალიან მაგრადაა და ნუ ხარ დაძაბული.

-დღეს მართლა მე დავიწვენ თეკუს და დილითაც იძინეთ გემრიელად.

-თათას გაგეხუმრე, მივხედავთ ჩვენ, შენ დაისვენე.

-დასვენებული არ ვარ? პირიქით მსიამოვნებს თეკუს მიხედვა.

-მაშინ ვიმორიგეოთ. დიდი მადლობა, ჯიგარი ხარ.

-წავალ ახლა, მეძინება ძალიან.

***

საკუთარი ბედნიერების დაჯერება უჭირდა. ალექსანდრესთან რაღაც საოცარ


ერთობას გრძნობდა, ბედნიერებას, რომელსაც არ აქვს ახსნა და არც ფუქსავატურია.
რაღაცას, რაც შენშია შიგნით, ღრმად.. სახეგაბადრული უყურებდა, სივრცეს
ფანჯრიდან, ტელეფონის ზარმა გამოარკვია.

-თათუ, ხომ დამშვიდდი?

-კი, სანდრო.

-ჩემები ჯერ ისეც სულ შენზე ლაპარაკობდნენ, ახლა მგონი მეც ვეღარ მამჩნევენ.
~ 60 ~

-მართლა?

-კი, მართლა. ხვალ ერთად ვისაუზმოთ, კარგი?

-მიას და გიოს შევპირდი თეკუს დავიტოვებ და თქვენ დაგაძინებთ დილით-მეთქი.

-თეკუც წავიყვანოთ და იძინონ მაგათმა.

-კარგი მაშინ.

-დილითვე გამოგივლი და სადმე ლამაზ ადგილას ვისაუზმოთ.

-კარგი.

-ძალიან მიყვარხარ.

-მეც, სანდრო. მეც ძალიან მიყვარხარ.

-მიყვარხარ.

ახლა კიდევ უფრო სახეგაბადრული გაჰყურებდა ეზოს, მერე ფრთხილად მიუწვა


თეკუს და მთელი ღამე ქორწილზე ფიქრობდა.

***

„-ალექსანდრე, თეკუ და მე სასაუზმოდ გავედით. არ გაგაღვიძეთ. ყავა


გაფილტრულია და კრუასანებიც ამოგიტანეთ. მალე მოვალთ. „- პატარა ფურცელზე
სწრაფად დაწერა თათამ, თეკუმ ორი ცალი ყვავილიც მიახატა და ფურცელი
მაცივარზე მიამაგრეს.

-არ მჯერა, რომ არსად გვეჩქარება. – უცხო იყო სანდროსთვის ეს განცდა.

-არც მე, სვანეთის შემდეგ ამდენი ხანი ერთად არც ვყოფილვართ.

-საყვარელო, მართალია თაფლობის თვე არ გამოგვდის, მაგრამ კვირა შეგვიძლია


გამოვიყვანოთ. მინდა ყველაფერი დავგეგმოთ და ქორწილის საღამოსვე წავიდეთ
სადმე. ორი ვარიანტია, საქართველოს რომელიმე კუთხე და დანაჩენი მსოფლიო,
ნებისმიერი ქვეყანა. ჩემთვის მართლა სულერთია შენთან ერთად სად ვიქნები, მაგრამ
~ 61 ~

მაინც ნორმალურად დავგეგმოთ. მინდა აირჩიო ის ქვეყანა, რომელიც მთელი გულით


გინდა რომ ნახო.

-შენ რომელი ქვეყანა გინდა?

-ეს ჩემი საჩუქარია, არჩევანში ხარ სრულიად თავისუფალი.

-მაშინ მესტიაში ავიდეთ ერთი კვირა.

-ასე არ გამოვა, შენ რაც გინდა, მე ვითომ არფერ შუაში ვარ. არც თანხაზე იფიქრო და
არც არაფერზე საერთოდ.

-მართლა მესტია, ყველა იმ მნიშვნელოვანი ადგილიდან, სადაც ვყოფილვარ იქ


დაბრუნება ყველაზე მეტად მინდა. თან მართლა აღარ მინდა თვითმფრინავის
დანახვა, მინდა მშვიდად ვიყოთ, ბევრი ვიაროთ ფეხით, ვიჯირითოდ. მინდა
ყველანაირად ბედნიერს გხედავდე.

-შენ მაინც ჩემს გამო აკეთებ ამ არჩევანს.

-სანდრო მე ასე წარმომიდგენია, როდესაც ვიღაც გიყვარს, ეს პირდაპირ ახდენს


გავლენას შენს სურვილებზე. სენი ბედნიერება, ჩემი ბედნიერების ყველაზე დიდი
ნაწილია. ამიტომაც, სულ არ ვაკეთებ არჩევანს შენს გამო. – სანდროს ძარღვები
დაებერა, თვალს ვერ აშორებდა, ეგონა ვეღარც ისუნთქებდა..

-ყველაზე უკეთესი ხარ, ყველაზე უკეთესი მთელს სამყაროში.

-ნუ მეუბნები ხოლმე ასეთ რაღაცებს, შენ ხარ ყველაზე უკეთესი, მე უბრალოდ
რაღაცებს ვსწავლობ ჩვენი ურთიერთობიდან.

-მე.. მე ბედნიერი ვიქნები ყველაზე უარესი თუ არ ვარ.- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა


სანდრომ, ემოციებმა, სიტყვებში ჩატეულმა სიმძიმემ ყელი ატკინა.

თათა წამიერად ვერ მიხვდა რა იგულისხმა სანდრომ, ამ დროს თეკუს ნაყინი


დაუვარდა კაბაზე და აფორიაქებულს აღარაფერი გახსენებია..

**

დღეები საოცარი სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს..


~ 62 ~

ალექსანდრე და თათა ვეღარსად პოულობდნენ მოსვენებას..

***

სანდრომ, ქორწილამდე მილიონჯერ გადაწყვიტა თათასთვის ყველაფერი ეთქვა..


მილონჯერ გადაწყვიტა და მილიონჯერვე გადაიფიქრა.. ბურძგლავდა, იმდენად
ეზიზღებოდა მისთვის უჩვეულო უპრინციპობა.. ეზიზღებოდა უამრავჯერ
დაწერილი და არ გაგზავნილი წერილი ეკასთვის.. ეზიზღებოდა ცხოვრებაში
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას რომ იქცეოდა იდიოტივით..
ეზიზღებოდა, ზოგჯერ შესაძლებლად რომ მიაჩნდა ყველაფრის დანგრევა..

**

ქორწილი ზღაპარს ჰგავდა..

დილითვე მისცა თავს პირობა, ეს დღე მაინც ყოფილიყო მხოლოდ თათასი..


ყველანაირი ეჭვების, ორჭოფობის გარეშე ეზრუნა მხოლოდ მის ბედნიერებაზე..
გამოუვიდა კიდევაც..

გაოგნებული იყო ისეთი ლამაზი იყო თათა საქორწილო კაბაში..

ყველა ქორწილშია, სტუმრების ის კატეგორია, გულმოდგინედ რომ იწუნებენ


პატარძლის კაბას, ან სიძის კოსტუმს.. პრეტენზიულად არჩევენ საკვებს და მერე
იძახიან, რომ გემრიელი არაფერი იყო.. ეძებენ წამიერ მოწყენილობას წყვილის სახეზე
და წარბაწეული დასძენენ, რომ ვერ იტანენ წყვილებს საკუთარ ქორწილში
მოღუშული სახეები რომ აქვთ..

ალექსანდრე და თათა კი ამ კატეგორიის ადამიანებსაც არ აძლევდნენ სათქმელს..


სირცხვილი იყო, რაიმეზე უკმაყოფილება გამოგეთქვა.. სიბრმავე არ
აღეფრთოვანებინე მათ სილამაზეს.. ალექსანდრეს ზომიერად დაკუნთული მაღალი
სხეული საოცრად იხდენდა კოსტუმს.. გემოვნებით შერჩეული აქსესუარები და
ოდნავ გრძელი თმა კი ერთიანობაში საოცარ სურათს ჰქმნიდა.. ერთი წამით არ
მოშორებია ცოლს, რომელსაც მისი ხათრით ქორწილზეც გაეშალა თმა.. კაბა სადა იყო,
სადა და საოცრად დახვეწილი.. მისი სუფთა თვალები, მაკიაჟითაც კი ვერ
დამალული შეფაკლული ღაწვები, ალექსანდრეს სიამაყით ავსებდა..

ყველაზე საშიში ის პრობლემებია, რომლებზეც არ, ან ვერ ვსაუბრობთ..


~ 63 ~

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სურათი ერთიანობაში დეტალების


გამოტოვებით აღიქვან.. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ
ხუთიანი ათიანამდე დაგიმრგვალონ და მტკიცება მარტივ არითმეტიკას მიანდონ..
მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ერთი მემილიონედიც რიცხვია, რიცხვი,
რომელის არ ქონაც არაფრით გაძლევს დამრგვალებულ ათიანს, ასიანს..

თათას სიცოცხლის უნარს ართმევდა ალექსანდრეს ჩამქრალი თვალები, წამიერად,


მაგრამ მაინც ჩამქრალი.. სიშორე, სხეულში ამაზრზენ სიცივეს რომ იწვევდა. წამიერი,
ადამიანთა უმრავლესობისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც სიშორე..

„ადამიანები კონტრასტებით ვაზროვნებთ..“ სამწუხაროდ..

არაბები ამბობენ: „გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიან“-ო.

-ასე სწრაფად ნუ დაგყავს, თათა გაჩერდი, საშიშია. _ ღრიალებდა ალექსანდრე,


მარტივად მოახერხა დაწევა და თავისი ცხენით თითქმის წინ გადაუდგა. -რატომ
ტირი? – ხმა გაებზარა და თითქოს გაუქრა.. თვითონაც კი აღარ გაუგონია
გამეორებული კითხვა, სწრაფად ჩამოქვეითდა და ცოლიც ჩამოსვა. -რამე მოხდა? –
იკითხა გაუბედავად, არადა ზუსტად იცოდა რაც მოხდა.. ზუსტად იცოდა რაც
მოხდა..

-შენ რაღაც გაწუხებს?

-თათუ, ხომ არ გაგიჟდი, აქ შენთან ერთად რა უნდა მაწუხებდეს?

-გთხოვ ალექსანდრე.. გაპატიებ ყველაფერს ტყუილის გარდა. -ალექსანდრეს


უნებურად შეეკრა შუბლი, სვანურად გაბრაზდა ტყუილის ხსენებაზე.. მერე ყელში
გაჩხერილმა ბურთმა კინაღამ გაგუდა..

-საყვარელო, ძალიან ვნერვიულობ რა იქნება.. ალბათ ვერ ვახერხებ ამის დამალვას,


არ ვიცი როგორ გამოვა ამერიკაში თამაშის ამბავი, ან გამოვა თუ არა.. იტალიაშიც
უარი ვთქვი ხელშეკრულების გაგრძელებაზე და ეს ყველაფერი ვერაფრით დავტოვე
თბილისში. მაპატიე.-გულს ურევდა საკუთარი სიტყვები.. თათას არც კი დაუშვია,
რომ ატყუებდა.. იმდენად სჯეროდა, რომ ამ დღის შემდეგ აღარ დაუწყია მიზეზების
ძებნა.. ეს კი ყველაზე მძიმე იყო ბენდელიანისთვის, ნდობა, რომელსაც არ იმსახურებ
ყველანაირ ცილისწამებაზე, უნდობლობაზე რთული ასატანია.. ყოველ შემთხვევაში
ალექსანდრესნაირი ადამიანებისათვის..
~ 64 ~

მართლა აღარ უძებნია მიზეზები.. პირიქით, უფრო მეტს ცდილობდა.. ცდილობდა


ყველაფერი გაეკეთებინა, მისი სრულყოფილი ბედნიერებისთვის..

მანამ, სანამ არ უთხრა რომ მის გარეშე მიდიოდა ამერიკაში.. მაშინაც დამაჯერებელი
ტონით რომ დააჯერა, ასე რომ აჯობებდა ორივესთვის.. რომ მას სტაჟირების
მიტოვება არ მოუწევდა, რომ უკვე ყველაფერს მოგვარებულს დაახვედრებდა
ჩასულს.. რომ საბოლოო პასუხი ჯერ არ იცოდა და არ უნდოდა ოდნავ დალაგებული
ცხოვრება კიდევ აერია.. რომ.. ბევრი რომ.. ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ
აქვს.. ჩვენც ხომ ყოველთვის, ფართოდ გახელის მაგივრად ფართოდ ვხუჭავთ
თვალებს, შემთხვევით ის რომ არ დავინახოთ რისი დანახვაც არ გვინდა.. ჩვენ ხომ
გვჯერა, ის, რისი დაჯერებაც გვინდა.. თათუსაც სჯეროდა, სანამ ამ ყველაფერმა
მივიწყებული ფერები არ გაახსენა.. სანამ მის დღეებს სირუხე არ შეეპარა და სანამ
აუტანელი არ გახდა თავიანთ საძინებელში მარტო ძილი.. საძინებელში, რომლის
შპალერიც მათი ბედნიერი დღეების კოლაჟი იყო.. ახლაც სუნთქვა ეკვროდა,
პირველი ემოციის გახსენებაზე, მესტიიდან დაბრუნებულს ალექსანდრემ ასეთი
ოთახი რომ დაახვედრა, ბობოც კი არ დავიწყებოდა.. ახლა კი.. ახლა მისი
თავისუფალი წუთების დარაჯი იყო..

***

-არ მპასუხობს.. – ნერვიულად ჩაილაპარაკა თათამ.

-ღამის ოთხი საათია იქ, გთხოვ დამშვიდდი.

-ვიცი, მაგრამ ასეთ დროს არ შეიძლება რომ ეძინოს..

-თათა, გთხოვ.. დილით ეტყვი.

-აღარ შემიძლია, არაფერს ვეუბნები, მაგრამ აღარ შემიძლია მის გარეშე, მხოლოდ
სამი თვეა დავქორწინდით და უკვე ერთი თვე ხდება რომ არ მინახავს. – ტირილი
აუვარდა თათას. მიამ არ იცოდა რა ეთქვა, ზუსტად ხვდებოდა რას გრძნობდა,
ხვდებოდა რა სისულელე იყო ახლა ყველა „ყველაფერი კარგად იქნება“.. სიტყვები,
სიტყვებისთვის.. არსებობს ასეთი წუთებიც, როდესაც რთულია სიტყვების ძალის
გჯეროდეს..
~ 65 ~

***

-შვილო, კიდევ არაფერი გითქვამს? – მორიდებით ჰკითხა რძალს.

-არა, მინდა პირადად ვუთხრა, ვფიქრობ ასე სჯობს.. რადგან პირველივე წუთებში
აღელვებულმა ვერაფერი ვუთხარი, ახლა მინდა მისი თვალები დავინახო, როდესაც
გაიგებს, რომ მამა გახდება..- ქალბატონ თამარს ცრემლები წამოუვიდა, შვილის
წასვლის შემდეგ ვერაფრით იშორებდა შიშის სიცივეს.. თითქოს გული უგრძნობდა,
რაც ხდებოდა.. თათა მთელი ძალით ჩაიხუტა გულში და ღმერთს თხოვა, არ მიეცა
სანდროსთვის ყველაფრის განადგურების უფლება.

-ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წუთი იქნება თქვენს ცხოვრებაში და ისე


მოიქეცი, როგორც შენ გადაწყვეტ შვილო. წასვლაზე, ან ჩამოსვლაზე ხომ არაფერი
უთქვამს სანდროს? – უხერხულად იკითხა სახედაძაბულმა.

-არა, ჯერ არა. ალბათ ურჩევნია ამ საცდელმა პერიოდმაც გაიაროს. – თამარი


ვერაფრით ხვდებოდა, როგორ ძლებდა მისი შვილი..არც თავდაპირველად მარტო
წასვლის იდეა მოსწონებია და არც ის, თვე ნახევარი რომ გასულიყო და სულაც არ
ჩქარობდა ცოლთან შეხვედრას.

-თაზომ, ბანანის ნაყინი მოგიტანა, ნანულიც ახალ კომპოტს გიხარშავს და გავიდეთ


სამზარეულოში.

-სულ ასე წუხდებით რომ მოვდივარ, არადა არ არის საჭირო.

-შვილო, რას ვწუხდებით. ნეტა რაიმეთი შემეძლოს იმ სიხარულის გამოხატვა, შენ


რომ ჩემი რძალი ხარ და ასე გიყვარს ჩემი შვილი.

-რას ამბობთ ქალბატონო თამარ, სხვა რა უნდა გააკეთოთ, სულ იმას ცდილობთ, რომ
მასიამოვნოთ. – ლოყები გაუწითლდა თათას.

-ადექი, შვილო, ცოტა შეჭამე. ძალიან გამხდარი ხარ, თან ბანანის ნაყინი ხომ გიყვარს?

მთელი საღამო სამივენი თავს დასტრიალებდნენ. მთელი საღამო ელოდა მის ზარს,
მაგრამ მხოლოდ ორიოდე წერილი მიიღო.. წერდა, რომ უყვარდა, მაგრამ თამაშის
გამო სალაპარაკოდ არ ეცალა.. რომ მის მაგივრად მოეკითხა მისიანები..

***
~ 66 ~

-ჩემი პრინცესა როგორაა? – სახეგაბადრული ეკითხებოდა მაქსი.

-კარგად მაქსიმე, მაგრამ საშინლად ენატრები.

-ასეთი მოწყენილი რატომ ხარ?

-იმიტომ, რომ არავინ ხართ ჩემს გვერდით.

-წასვლას, როდის აპირებ? – ხმა დაეძაბა მაქსიმეს, არც მას ესმოდა ალექსანდრესი..
რაღაცები იმდენად გაუგებრად ეჩვენებოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს.. მაგრამ ისევ
თათა ეცოდებოდა, არ უნდოდა უარესად გაენერვიულებინა..

-არ ვიცი მაქსი, ალბათ მალე..

-ჩემი პაწაწინა როგორაა?

-კარგად. იცი, როგორ ეყვარები?

-შენ ის არ იცი, მე როგორ მეყვარება.

თეამ მითხრა ცუდად აღარ არის ხოლმეო.

-არა, გამიარა. მე თეამ ის მითხრა, რომ შეტევა გქონდა.. უფრო სწორად წამოცდა..
რატომ არ მითხარი? მე კი იდოტივით გსაყვედურობდი, მწყინდა ის სამი დღე რომ არ
დაგირეკავს..

-სანერვიულო არაფერი იყო, შენ კი ინერვიულებდი..

-ასე არ შეიძლება, ასეთი რაღაც აღარ დამიმალო, ფეხმძიმე ვარ, მომაკვდავი ხომ არა?!

-ძალიან მიყვარხარ.. იცი რამდენს ნიშნავს ის, დაუეჭვებლად რომ იცი, ცხოვრების
ბოლომდე არ მიგატოვებენ.. თან შენ ჩემზე მაგრად გესმის, ის, რისი თქმაც მინდა..

-ნათია, როგორაა?

-რა დროს ნათიაა? – სახე აელეწა მაქსის.


~ 67 ~

-არ მესმის, ამ შემთხვევაში არ მესმის, რა გინდა.. არ მესმის, თუ მასთან ბედნიერი


ხარ, რატომ არ გემჩნევა.. ან თუ არ ხარ, რატომ ცხოვრობთ დღემდე ერთად..

-მან თქვა, რომ ჩემს შვილს შეიძლება ასთმა ჰქონდეს და რომ არ უნდა ჩემსავით
ბავშვიც დაიტანჯოს..

-რა? – თათას ხმა ჩაეხლიჩა.. -ეს როგორ გითხრა?

-ეს არ მინდა ზუსტად, არ მინდა ასე განიცდიდე ყველა ჩემს სიტყვას..

-მე კი არ მინდა უბედურებას ითმენდე.. მაპატიე, მაგრამ ყველაზე საშინელი ქალია


ვისი არჩევაც შეგეძლო.. არ მომთხოვო ამის შემდეგ პატივი ვცე.. არც ის მომთხოვო
შენი მესმოდეს.. ამის თქმის უფლებას მეგონა არასდროს მივცემდი ჩემს თავს, მაგრამ..
მე ბავშვობიდან მახსოვს შენი მართას თვალები.. და შენი თვალებიც მას რომ
უყურებდი.. თუ რაიმეზე ვოცნებობდი ცხოვრებაში, თქვენნაირ მზერაზე.. მინდოდა
მეც ასეთი თვალებით მეყურებინა ვინმესთვის.. მაშინ მე პატარა ვიყავი და ბევრს
ვერაფერს ვხვდებოდი.. და რასაც ვხვდებოდი, ვერც ის იქნებოდა მნიშვნელოვანი..
მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი, რომ სწორად არ მოიქეცი. იმან, რომ პატიება ვერ შეძელი
ცხოვრება დაგინგრია, შენ ხომ არ განსჯი ადამიანებს იმის გამო, რაც მათი ბრალი
არაა?!..

-გეყოს..

-მაპატიე.. ოდესმე ძალიან ვინანებდი, რომ არ მეთქვა. ძალიან მიყვარხარ, მართლა


შეგიძლია სულ გეიმედებოდე, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, რატომ ითმენ ამ
ყველაფერს..

-უნდა წავიდე.. თავს გაუფრთხილდი.. – ნაჩქარევად ჩაილაპარაკა მაქსიმ და სკაიპი


გათიშა..

***

მომდევნო დღეები, თითქმის სულ ალექსანდრეს მშობლებთან იყო.. იცოდა, ძალიან


რომ უხაროდათ და მასაც სიამოვნებდა მათთან სანდროს ბავშვობაზე ლაპარაკი.. ან
უბრალოდ კარტის და ჭადრაკის თამაში.. სიამოვნებდა ნანული პატარა ბავშვივით
რომ უწნიდა თმებს.. მათ სიახლოვეს, თითქოს ალექსანდრეს პოულობდა.. თავის
მონატრებულ სანდროს..
~ 68 ~

ის ისევ დუმდა წასვლაზე.. დუმდა შემდეგი ორი კვირაც, საცდელი პერიოდი კი უკვე
კარგა ხანია გასულიყო.. თათას, სიამაყე არ აძლევდა საშუალებას რაიმე ეკითხა..
მოუთმენელი მოთმინებით ელოდა, როდის ეტყოდა თვითონ.. მაგარამ ყველაფერი
ალექსანდრეს მუხლის ტრავმამ დააჩქარა..

ყველანი ერთად უყურებდნენ თამაშს, სანდრო რომ დაშავდა.. ძლივს დაამშვიდეს,


თეა და ნიკო კინაღამ იმ ღამესვე გამოფრინდნენ.. დილით უკვე მიღებული ჰქონდა
გადაწყვეტილება.. არ აგვიანდებოდა, მაგრამ მაინც საოცარი მოუთმენლობით
ალაგებდა ჩემოდანს.. აღფრთოვანებული დაჰყურებდა ნაჩქარევად გაკეთებულ
მაისურს, რომელსაც მუცელთან პატარას გამოსახულება ეხატა და ფრაზა “I am with
you too, since 2012”..

***

გიგრძვნიათ თავი ყველაზე უადგილო ადგილას?!.. როდესაც შინაგანად რაღაც


გრღნის, როდესაც გრძნობ, რომ ყველაფერზე თანახმა ხარ, ოღონდ ახლა გაქრე. ასე,
უბრალოდ.. უკვალოდ..

ქალი, რომელმაც კარი გაუღო.. ერთი შეხედვითაც არ ჰგავდა დამლაგებელს,


მითუმეტეს კარისკაცს(ქალს).. არც მედდას.. საერთოდ არავის ჰგავდა ვისი
წარმოდგენაც ქმრის ბინაში შეეძლო.. გრძნობდა, როგორ წამიერად დაკარგა
კონტროლი ყველაფერზე, როგორ გაუქრა ყველა აზრი, შეგრძნება, ემოცია.. როგორ
შეამჩნია ყველაფერი, რასაც აქამდე ვერ, უფრო სწორად კი არ ამჩნევდა.. თავიანთი
ბოლო პერიოდის დიალოგები ესმოდა.. ისეთი, კარგ ნაცნობებსაც რომ არ აქვთ..
გუდავდა თავისივე გულუბრყვილო არგუმენტები „ალბათ დაღლილია“, „ვენატრები
და განიცდის“.. უფრო გულუბყვილოებიც.. გუდავდა გამოზომილი წუთები, „არ
მცალია“, „თამაში მაქვს“, „მაპატიე უნდა დავიძინოთი“ და ათასი სხვა უღიმღამო
ტყუილით დამოკლებული.. ვერშეგროვებული..

ალბათ ახლაც დაიჯერებდა, ახლაც დაიჯერებდა ალექსანდრეს ახალ ტყუილს..


ვითომ გადარჩენას.. ამ ნახევრად შიშველი ღიმილიანი, აღგზნებული ქალის, იმ
არეული საწოლის ფონზეც, ბინის განლაგების გამო კარგად რომ ხედავდა.. მაგრამ არ
უცდია.. სანდროს ტყუილის მოგონებადაც კი აღარ უღირდა..

-ცხოვრება ამით არ მთავრდება, ვის არ მოსვლია.. ჩვენი ოჯახი პირველი არ არის.. –


ანაწევრებდა მისი „სხვათაშორის“ ტონიტ ნათქვამი სიტყვები.

ტოქსიკოზის დროსაც კი არ ჰქონია ასეთი მძაფრი გულისრევის შეგრძნება.. თითქოს


ნათლად ხედავდა როგორ დაპატარავდა მისი ქმარი.. ზუსტად იცოდა, რომ არ
იტირებდა.. რომ არც ისტერიკას მოაწყობდა და რომ არ აპატიებდა.. იმ წუთას
~ 69 ~

ზუსტად იცოდა ეს სამი რამ.. ყველაფერზე მეტად კი იმ მაისურს ნანობდა, ნელ-ნელა


გაუგებრობად რომ ესახებოდა ალექსანდრეს სახეზე..

***

-გთხოვ, რაიმე ჭამე.. – თეას ფერი არ ედო, ახლადჩამოფრენილი მია, ნერვიულად


ცდილობდა თეკუს დაძინებას.

-დე, კარგად ვიქნები, უბრალოდ ცოტა ხანს მაცადეთ.. გთხოვთ გადით.

-უკვე მესამე დღეა.

-ვიცი დე, გეფიცები, კარგად ვიქნები..

***

-მია სად არის, არ დაგინახავს როდის გავიდა? თავს არაფერი აუტეხოს, დედა
მოუკვდეს, დედა მოუკვდეს ასეთ დღეში რომაა. – კიოდა თეა, თათას საძინებელში არ
დახვედრა სამყაროს აღსასრული იყო.

-არ გაგაღვიძა, დამიბარა, რომ ნახევარ საათში მოვა. – ძლივს გააგონა, მიამ.

-სად წავიდა? მარტო როგორ წავიდა?

-არაფრით გამიყოლა, მგონი თამართან წავიდა.

-მაგათთან, მაგათთან რაღა უნდა?

-თეა, შენც ცუდად გახდები.. გთხოვ, ალბათ დალაპარაკება უნდა..

-რა აქვს სალაპარაკო, შვილი მომიკლეს..

-გეხვეწები დაჯექი რა, შენ თუ ასეთ მდგომარეობაში იქნები, თათას როგორ უნდა
დაეხმარო? – ძლივს დასვა დივანზე. -ჩაის მოგიტან, გთხოვ ნუ ნერვიულობ.

***

გაეგო… ან გაეგონა, ისე ყურმოკვრით, რომ შეიძლება რაღაცამ ერთ დღეში


დაგაბეროს.. არ სჯეროდა, ბევრი არც არასდროს უფიქრია ამაზე.. ახლა კი..
~ 70 ~

ქალბატონი თამარის დანახვამ შეძრა, გული ამოვარდნას ჰქონდა ისე ტიროდა მისი
დანახვისას..

რამდენიმე წამი უაზროდ აცეცებდა თვალებს, ფართოდგახელილს, როგორმე


ცრემლები რომ დაეტია..

-მრცხვენია, შვილო, რა უნდა გითხრათ? სიკვდილი მირჩევნია, ახლა აქ დგომას და იმ


ყველაფრის გააზრებას, რაც ჩვენს თავს ხდება.

-თქვენ რა შუაში ხართ, ასე ნუ ნერვიულობთ, ცუდად არ გახდეთ.

-ბავშვი იყო, რომ გაიცნო.. ის უკვე იმ ასაკში იყო გოგოები რომ იპრანჭებიან.. -
ჩახლეჩილი ხმით და დამზაფრავად ნელა ლაპარაკობდა ქალბატონი თამარი. -არც კი
ვიცი შვილო რატომ გიყვები, ალბათ სჯობს გავჩუმდე.

-არა, მინდა ვიცოდე, ყველაფერი მინდა ვიცოდე.

-თავიდან მე და თაზო ყურადღებას არ ვაქცევდით.. არ მოგვწონდა, მაგრამ იმდენად


პატარა იყო სანდრო, არც კი გვიფიქრია სერიოზულად მიგვეღო.. მაშინად საოცრად
ლამაზი იყო, ბევრ გოგოს მოსწონდა და ვფიქრობდით მალე თავისთავად
დააშორებდა დრო ერთმანეთს..

-თქვენ რატომ არ მოგწონდათ?

-რაღაცნაირად გამომწვევი იყო, თითქოს ყველას აგდებულად ექცეოდა.. სანდროზე


კი საშინელი გავლენა ჰქონდა.. ჯერ მეგონა დედობრივი ეჭვიანობაა, მეჩვენება-მეთქი,
მაგრამ ნელ-ნელა თაზომაც იგრძნო როგორ დაგვშორდა.. რთულია, შენს ერთადერთ
შვილს, ამ ასაკში, სრულიად ასოციალურს რომ ხედავ.. ინტერესების, მეგობრების,
საყვარელი საქმის გარეშე.. კალათბურთიც კი აღარ აინტერესებდა.. მანამდე
სიცხიანიც კი არ აცდენდა ვარჯიშს, იმ პერიოდში კი თითქმის აღარც კი დადიოდა.
თურმე ეკას არ უყვარდა სპორტი, არ მოსწონდა ამდენ ხანს რომ ვარჯიშობდა.. მე და
თაზო ვცდილობდით რადიკალურად არ ჩავრეულიყავით, მაგრამ სანდრო გრძნობდა
იმასაც მხარს რომ არ ვუჭერდით. ამიტომ, როდესაც საფრანგეთიდან შემოთავაზება
მიიღო, მაშინვე დათანხმდა.. როგორც მერე გავიგეთ, ეკასთვის ცოლობა უთხოვია, ის
კი არ დათანხმდა იმის გამო, რომ მის უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. ალექსანდრე
ახლა პირიქით,თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, საოცრად ცდილობდა რაღაცისთვის
მიეღწია, რომ ხელახლა შეეთავაზებინა დაქორწინება.. ჩამოსულს გათხოვილი
დახვდა.. უთვლიდა, ამდენ ხანს ვერ დაგელოდებიო.. ვერ დაიჯერა, რომ
ალექსანდრე წარმატებას მიაღწევდა.. ამერიკაში მოღვაწე ვიღაც ქართველ ბიზნესმენს
~ 71 ~

გაჰყოლია ცოლად.. ახლაც არ შემიძლია იმის თქმა რა მერჩივნა, მაშინდელი


ცოცხალმკვდარი სანდროს ყურება, თუ მათი დაქორწინება.. რობოტივით იყო, არც კი
ეძინა, გამუდმებით ვარჯიშობდა, კითხულობდა, თითქოს ცდილობდა ყველაფერი
შეესრუტა რაც წარმატებაში დაეხმარებოდა..

-ლამაზია? – თათამ ალბათ ის კითხვა დასვა, რასაც ყველა ქალი დასვამდა. საერთოდ
არ ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა.

-ლამაზია თათა, მაგრამ შენ მასზე ბევრად ლამაზი ხარ. არ გეგონოს


დასამშვიდებლად გეუბნები, მართლა ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე ის. არც ის მინდა
იფიქრო, რომ, როგორც დედა ისე ვლაპარაკობ. როგორც ქალი ისე მიგულე გვერდით,
თუ შეძლებ და ურთიერთობა გექნება ჩვენთან. ვიცი, რას განიცდი და ვიცი რა
გაგიკეთა სანდრომ. ისიც ვიცი, რომ მიხვდება, მაგრამ ის არა, რამდენად ექნება ფასი
მის გამოღვიძებას. სანდროს მისნაირი ქალები არ მოსწონს, საერთოც კი არაფერი
აქვთ.. მისთვის პატიოსნება ყველაფერია და მალე სრული სიცხადით შეიგრძნობს
გათხოვილი ქალის საყვარლობის სიბინძურეს.. უპატიოსნებას.. მიხვდება და ალბათ
ყველაფერისთვის მზად იქნება, ამ პერიოდის გასაქრობად.. ეს ჟინია, რომელიც იმ
დროიდან ჭამს, ოცნება, რომლის ახდენის ღირსად არ ჩათვალეს.. გვიან მიხვდება,
ახდენად რომ არ ღირდა, რომ სულაც აღარ ეოცნებებოდა ახლა ეს.. ამ ყველაფერს კი
შენს გამო მიხვდება..

-გთხოვთ. – ცრემლები წამოუვიდა თათას.

-ამაზე აღარასდროს ვილაპარაკებთ, ახლა მთავარი შენი და მაგ პაწაწინას


ჯანმრთელობაა. არ ხარ ვალდებული ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, ან
რომელიმე ჩვენგანს პატივს გვცემდე. უბრალოდ იცოდე, რომ სულ შეგიძლია
საკუთარი მშობლებივით გეიმედებოდეთ, სულ შვილო.

-თქვენ არაფერ შუაში ხართ, მე უბრალოდ დრო მჭირდება.

***

-დედა, ეგ ხომ არ გაგიჟდა? -ღრიალებდა სანდრო.

-ალექსანდრე რა გაყვირებს, ვინ ხომ არ გაგიჟდა?

-ვინ და თათა, დღეს ჩვენმა მამაომ დამირეკა, ორივე მანქანა მისთვის უჩუქებია..
სახლის ფულიც კი.. მამა დამალაპარაკე. – თამარს გული შეეკუმშა, უხმოდ გაუწოდა
თაზოს ტელეფონი, რომელსაც ისედაც ყველაფერი ესმოდა.
~ 72 ~

-ალექსანდრე.. – გამყინავი იყო თაზოს ხმა.

-მამა სასწრაფოდ ნახეთ, მე ვერ დაველაპარაკე..

-ალექსანდრე.. – იგივე ხმით გაიმეორა თაზომ.

-მამა, ნახევარ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა


რომელიღაც ფონდს.. მთელი ფული, რაც სახლის ასაშენებლად იდო ანგარიშზე..

-ალექსანდრე.. – თაზომ საშინელი ხმით დაიღრიალა. -გაჩუმდი და მომისმინე.


მარტო ეგ კი არა, შენი ყველა საყვარელი ნივთი გაჭირვებულ ხალხს დაურიგა,
ყველა.. და ამ წუთასაც, რომ მოვიდეს და მითრას, რომ ამ სახლის გაყიდვა უნდა,
რადგან ბავშვობა აქ გაატარე დაუფიქრებლად დავთანხმდები, რადგან შენთან
ყველაფერში მართალია.. და თუ რაიმეთი შეუძლია სამაგიერო გადაგიხადოს,
სიამოვნებით დავეხმარებით, მითუმეტეს შენი დღევანდელი ისტერიკის შემდეგ. შენ
თუ არ გაინტერესებს, მე მაინტერესებს, რომ ჩემ შვილიშვილს ატარებს მუცლით.

-მამა, ყველანი გაგიჟდით.

-ნუ მათქმევინებ, რომ მრცხვენია სანდრო.. ასე როგორ დაპატარავდი?!

რამდენიმე წუთი უსმინეს ერთმანეთის სიჩუმეს, სანდრო ცდილობდა გონებამდე არ


მიეშვა.. არ გაეაზრებინა, როგორი არაკაცული იყო ეს ყველაფერი..

-არ შეიძლება სულ შენ რომ არ იყო ყურადღების ცენტრში? ან მარტო რომ მიხედო
შენს ცხოვრებას? ადამიანები რომ იზრდებიან, ასე იქცევიან. რა უბედურებაა, შენს
ძმას სულ შენი პრობლემებით როგორ უნდა ჰქონდეს გამოტენილი თავი. – თათა,
უღონოდ დაეყრდნო მაგიდას. ეს ბოლო რამდენიმე დღე მეტისმეტი იყო და ახლა
ნათიას ისტერიკისთვის უნდა გაეძლო.

-ნათია, მართლა არ მაქვს შენი თავი, არც ჩემს პრობლემებს ვახვევ თავს ვინმეს.

-აბა ამას რა ჰქვია, ჩემს გამო გაფრინდა შენი ძმა ამერიკაში?

-ამერიკაში? ვინ უთხრა? – გული მოეკუმშა თათას.

-არ ვიცოდი თუ მალავდი ქმარმა რომ გიღალატა.


~ 73 ~

-თეამ ხომ გითხრარომ არ გვინდა გაიგოსო, ახლახანს ასეთი მძიმე შეტევა გადაიტანა
და ეგ როგორ უთხარი?

-შენ რომ წესიერად მოქცეულიყავი, არაფერი იქნებოდა სათქმელი? თან მე თუ არა,


სხვა მაინც ეტყოდა, ასეთი რაღაცები არ იმალება? – თათა ვერაფრით მიმხვდარიყო,
რატომ მოიქცა არაწესიერად, ან საერთოდ რატომ უნდა განესაჯა ეს საკითხი
ნათიასთან, მაგრამ არაფერი უთქვამს. ახლა მხოლოდ მაქსიმეზე ფიქრობდა,
რომელიც ყველა ქართველი ძმასავით მისი ღირსების დაცვას შეეცდებოდა. თათამ
იცოდა, გარედან მშვიდი, მხიარული მაქსი, რეალურად სულაც რომ არ იყო ასეთი.

***

ზოგჯერ გადამეტებული ზრუნვა გაღიზიანებს, სულაც არ გინდა სხვების ჩამქრალი


თვალების მიზეზი იყო.. თათა ვეღარსად პოულობდა ადგილს, ოთახიდან მხოლოდ
იმიტომ გამოდიოდა, თეას გული რომ არ გასკდომოდა. იმდენ რამეს ვეღარ ცნობდა
საკუთარ თავში…. ვერ იტანდა ვერაფერს რაც კალათბურთს და ერთმნიშვნელოვნად
ალექსანდრეს ახსენებდა. რაღაც პერიოდი თავს მასზე ფიქრიც კი აუკრძალა. არც
ეტირებოდა, საშინელ ზიზღს გრძნობდა. ზიზღს, რომელიც თავისი
სრულყოფილებით აშინებდა.. აშინებდა ისიც, ოდნავადაც რომ არ შეცოდებია
მაქსიმემ რომ ცემა.. განცდებში ეძებდა სიბრალულს, ტკივილს, მაგრამ..

ერთი კვირა იყო გასული მაქსიმე რომ ჩამოფრინდა. ბარგის დანახვაზე, თათამ აღარ
იცოდა გახარებოდა, თუ არა.

ცრემლებით აევსო თვალები მისი დანახვისას. მაქსის მთელი სხეული დაძაბვოდა,


სუნთქვისთვისაც კი საოცარი ძალისხმევა სჭირდებოდა. მძიმედ მიუახლოვდა თათას
და მთელი ძალით ჩახუტა, არ გაუშვია, მანამ, სანამ არ მიხვდა რომ ტირილს მორჩა.

-ჩემს თავს გაფიცებ, იცოდე რომ ეს ბოლოა.. გესმის, ბოლოა! არ ვიცი რას ვიზამ
კიდევ მტირალი რომ დაგინახო. არაფერი გაქვს სატირალი, მსოფლიოში ყველაზე
კეთილი, ჭკვიანი და ლამაზი ხარ. გარშემო უამრავი ადამიანი გყავს, რომლებსაც ამ
ყველაფრის გამო უყვარხარ. გყავს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შენთვის
ცოცხლობენ და უბრალოდ უფლება არ გაქვს. შვილი გეყოლება, რომელსაც
არსებობის პირველ თვეებიდანაც კი არ უნდა ახსოვდე მტირალი. გესმის?

-მესმის. – ძლივს ჩაიბურტყუნა თათამ.

-როგორც იქნა, დავბრუნდები აქ და ღირსებას გეფიცები, რომ ყველაფერი ძალიან


მაგრად იქნება.
~ 74 ~

-აქ?

-ხო აქ, დრო მოვიდა იდიოტივით აღარ ვიცხოვრო. მე და ნათია დავშორდით და


ზუსტად ვიცი რომ აღარ შევრიგდებით.

-ჩემს გამო იჩხუბეთ?

-შენს გამო არა, მისი უაზრო შეხედულებების და საერთოდაც, ჩვენ ერთმანეთი არ


გვიყვარს.

-ნიკოს მოვკლავთ მგონი მე და შენ.

-შენზე ძალიან ნერვიულობს, მაგისთვის ჯერ კიდევ ბავშვი ხარ. თეა რომ არა, ეგ
ჩამასწრებდა ამერიკაში. მე რა მითხრა იცი, დიდი ხნის წინ უნდა მოქცეულიყავი
ასეო. ხომ იცი რა ჯიგარია.

-დარწმუნებული ხარ რომ სწორად იქცევი?

-კი, ისე, როგორც არასდროს.

***

რადგან მაქსის პირობა მისცა, ცდილობდა აღარ ეტირა, თეაც ძალიან ეცოდებოდა,
რამდენი ხანია მისი მშვიდი სახე არ ენახა.

მხოლოდ ღამ-ღამობით აძლევდა ალექსანდრეზე ფიქრის უფლებას თავს და ყველაზე


მეტად სწყინდა მისი სინანულის არ ქონა.. ერთი სიტყვაც კი, რომელიც
აფიქრებინებდა, რომ ამ ყველაფრის გამო წუხდა.. არაფერს გამოასწორებდა, არაფერს
ნანობდა, მაგრამ წუხდა ასეთ დღეში რომ ჩააგდო.. ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ?

***

-რომ დაისვენო არ გინდა? მე, შენ და თეკუმ გავისეირნოთ..

-არა მია, არ მინდა სტაჟირება გავაცდინო. საღამოს გავისეირნოთ.

-რა აუცილებელი ახლა სტაჟირებაზე სიარული, ჯერ ისევ ფერმკრთალი ხარ,


ორსულად ხარ. დაანებე რა თავი.
~ 75 ~

-არა, აუცილებლად ვიმუშავებ.

-რატომ აიჩემე ახლა ეს სტაჟირება, რამდენიმე თვე ასეთს რას გიწყვეტს?

-მია, არასდროს მდომია ვინმეს მხოლოდ ჩემი გარეგნობა შეემჩნია, ან მხოლოდ მისი
წყალობით მიმეღო რამე. ხომ ხედავ, ალბათ ალექსანდრეც ვერაფერს ხედავდა მეტს,
არც კი გახსენებია, რომ მეც ვაზროვნებ, რომ მეც მაქვს განცდები, რომ არ შეიძლება
ასე მოიქცე და არაფერი ახსნა..

-შენ არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი. – თათას ნაღვლიანად ჩაეღიმა,


მაგრამ ერთი წუთითაც არ უფიქრია რაიმე შეეცვალა.

***

ყოველ დღე, მგონი მხოლოდ თვითონ ამჩნევდა როგორ ეზრდებოდა თანდათანობით


ოდნავ წამოზრდილი მუცელი. რცხვენოდა პირველ დღეებში შვილზე ფიქრსაც რომ
გაურბოდა. ტკივილს, ხომ ყოველთვის შორეულ, საიდუმლო ფუღუროებში
ვაფარებთ თავს. ფიქრობდა, რომ ასე სჯობდა.. სჯობდა არ ეფიქრა, არ გაეხსენებინა,
მაგრამ გადარჩენილიყო.. პატარა კი იზრდებოდა, იზრდებოდა და ახსენდებოდა
საკუთარი ოცნებები.. მისი სახე, წარმოდგენილი, ბედნიერი, მაგრამ
მოულოდნელობისაგან დაბნეული, როდესაც ორსულობის ამბავს ეტყოდა.. მის
თბილ ხელსაც კი გრძნობდა, ათრთოლებულს, ნაზად რომ ეხებოდა მუცელზე.. მერე
მაქსისთვის მიცემული პირობა ახსენდებოდა, მაგრამ ყველაზე ფართოდ გახელილი
თვალებიც კი ვერ იტევდა ცრემლებს.. აშინებდა, მომავალი რომელზეც შვილთან
მამამისზე ლაპარაკი მოუწევდა..

***

-საზამთრო მოგიტანეთ. – საოცრად ამაყი სახეებით შემოვიდნენ გიო და მაქსი.

-შუა ზამთარში საზამთრო როგორ იშოვეთ?

-რა არალოგიკურ კითხვებს სვამ? – ენა გამოუყო გიომ, რომელიც იმ დღის შემდეგ
აღარ იყო ისეთი ლაღი თათასთან, როგორც ადრე. მიუხედევად იმისა, რომ
უამრავჯერ ილაპარაკეს, გიო მაინც იდანაშაულებდა თავს, რომ როგორც მისი ძმაკაცი
ისე გაიცნო. ვერაფრით მოენელებინა, ყველანაირად ხელს რომ უწყობდა, მისი აზრით
ბედნიერებაში, რელურად კი… თათა ძალიან განიცდიდა მის ნერვიულობას, მაგრამ
მაინც ვერაფერს გამხდარიყო..
~ 76 ~

პატარა ბავშვივით, საოცრად ბედნიერი ჭამდა ნანატრ საზამთროს, მაქსი და გიო კი,
როგორც ყოველთვის დასცინოდნენ.. ყოველი დღე ასეთი იყო, მისი სურვილები
ყველაფერზე უპირატესი.. გაფიქრებულიც არ ჰქონდა.. მაქსი და საქართველოში
ყოფნის დროს გიოც, არარსებულსაც კი უჩენდნენ.. ყოველ დღე მაქსის მისთვის
განსაზღვრული დრო ჰქონდა სასეირნოდ, რომელსაც მოკვდებოდა და არ
გამოატოვებინებდა.. ხშირად ყველანი ერთად სეირნობდნენ, შეძლებისდაგვარად
მხიარულობდნენ..

მაგრამ თათასთვის მაინც შავი დღეები ცვლიდნენ შავ დღეებს..

შესამჩნევი ფეხმძიმობა, პატარას მოუსვენრობა, ოდნავი განძრევაც კი საერთოდ


ყველაფერს ახსენებდა.. ჩვენ ოცნებები მარტივად არ გვეთმობა.. ამ დროს კი ქალს
ვერავინ და ვერაფერი უცვლის საყვარელ კაცს..

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო გუდავდა მისი დუმილი.. ერთი ბოდიში,
ერთი ვწუხვარ.. ერთიც კი არა.. ვერ ხვდებოდა, ვერაფრით ვერ ხვდებოდა რა
დაუშავა.. დრომ რაღაცებს მომეტებული ემოციები გამოაცალა, მაგრამ ტკივილი
გაასმაგა.. ტკივილი, რომელსაც ცხელი გონება და გაბრაზება პირველ დღეებში
შედარებით ადვილად ასატანს ხდის.. ახლა კი, როდესაც შეეძლო ეფიქრა, შედარებით
მშვიდად გაეაზრებინა მომხდარი უფრო და უფრო იკარგებოდა საკუთარ თავში..

***

-დედა, როგორ ხართ?

-კარგად ალექსანდრე, შენ როგორ ხარ? შვილო ხომ ყველაფერი კარგადაა შენთან?

-არამიშავს დედა. მამა და ბებო როგორ არიან?

-კარგად არიან, ჩვენზე ნუ ნერვიულობ. – მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შვილი


იყო, შვილი რომელზე მზრუნველობას ვერაფერი შეაწყვეტინებდა..

-დამელაპარაკებიან? – ხმა ჩაუქრა სანდროს.

-ბებოს სძინავს, მამა, მამა.. – ვერაფერი თქვა, ქმარი წინ ედგა, ვერაფრით
მოიტყუებოდა, არადა საშინლად ნერვიულობდა შვილზე, რომელსაც ხმაზე ატყობდა
სინანულის სიახლოვეს.

-გასაგებია დედა, ის როგორ არის? როგორ არიან?


~ 77 ~

-კარგად დედა, გუშინაც იყო მოსული, უკვე ძალიან ეტყობა მუცელი. – სანდროს
გულისცემა გაუხშირდა, ნესტოები დაებერა და ხმა უარესად ჩაუქრა.

-კარგია, რომ გნხაულობთ. მე მიკითხა?

-არა, სანდრო.

-კარგი დედა. ძალიან მიყვარხართ. – ჩაილაპარაკა სწრაფად და გათიშა.. ნერვიულად


სრესდა, ყუთში ჩარჩენილ ბოლო ღერ სიგარეტს.. უკვე მეორე თვე ხდებოდა, რაც
ეწეოდა..

იცოდა, რომ არაკაცი იყო და ეს ყველაზე მძიმე ასატანი იყო ბენდელიანისთვის..


ვეღარაფერში პოულობდა სიამოვნებას, მხოლოდ შვილის წარმოდგენა გვრიდა
დავიწყებულ სიმშვიდეს.. მერე მის პატარა სახესთან ერთად შიში ჩნდებოდა, შიში,
რომ ვერასდროს გაუწევდა მამობას, რომ ვერასდროს იცხოვრებდა მასთან ერთად და
რომ შეიძლება საერთოდაც არ ყვარებოდა ჯერ არ დაბადებულ არსებას..

ეკა სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ახსოვდა, ან წარმოედგინა.. არც მასთან ცხოვრება
ჰგავდა ახდენილ ოცნებას.. რაღაც ასაკში, რაღაც პერიოდით მხოლოდ ვნებაც
საკმარისია, მიაღწიო მიუღწეველ სრულყოფილებას, მაგრამ რაღაც ასაკში და რაღაც
პერიოდით..

რომ გავმარტივდეთ, ალბათ ყველა ჩვენგანს გვქონია შემთხვევა, ნაოცნებარ სამოსში


ვეღარაფერი რომ ვერ გვიპოვია მოსაწონი, როგორც კი ჩვენთვის ხელმისაწვდომი
გამხდარა..

ალექსანდრეს სულაც არ მოსწონდა, ვიღაცას მისი მართვის სურვილი რომ ჰქონდა..


არ მოსწონდა, ისევ პატარა ბავშვად რომ აღიქვამდნენ.. ვერ იტანდა ლოგინით
შემოფარგლულ ურთიერთობას.. მხოლოდ ჟინის მოკვლასა და არაფერს საერთოს..
ორგანულად ვერ ეგუებოდა ვიღაცას რომ უნდა დამალვოდა, გვიან გაიაზრა, როგორ
ღრმად შეეტოპა უსინდისობის და უღირსობის სიბინძურეში.. გვიან.. თითქმის ხუთი
თვე დასჭირდა, იმის აღსაქმელად, რომ ყველაფერს თათას თვალებით უყურებდა..
რომ გემოვნებაც კი შეცვლოდა.. რომ ისიც ვეღარ იტანდა გაუფილტრავ ყავას, რომ
მასაც ყოველთვის მარჯვენა ხელზე ეკეთა საათი.. მასავით ვერ იტანდა ღია ცისფერს..
ისევ კითხულობდა მის საყვარელ ბლოგს და ყველა ახალ წიგნს, რომელსაც ის და
მაქსიც წაიკითხავდნენ..

პირველად მაშინ შესძრა რეალობამ, როდესაც გაანალიზა, რომ თითქმის არაფერზე


ლაპარაკობდა ეკასთან.. საერთოდ არაფერზე.. მას მისი ტრავმა, ან თამაშის შედეგიც
~ 78 ~

კი უმნიშვნელოდ მიაჩნდა.. მთავარი იყო, დრო ჰქონოდა მასთან რამდენიმე საათით


განმარტოებისთვის..

-ნეტა რაზე ნერვიულობ, ქვეყანა ფული გაქვს. კალათბურთს ვერ ითამაშებ, სხვა
რამეს იპოვი. ისეც, ჩემი ქმარი იმდენ ფულს მაძლევს, ორივეს გვეყოფა.. – უთხრა
ერთხელ, როდესაც სანდრო გუნდის პრობლემაზე ნერვიულობდა. ბენდელიანს ეგონა
ტვინში სისხლი ჩაექცა, გრძნობდა, რომ არ გაჩუმებულიყო მოკლავდა..
გაანალიზებამ, რომ ეკას თითოეული სიტყვის მიზეზი თავად იყო, უარესად აურია
გული საკუთარ თავზე.

-აღარ მინდა აქ რომ მოხვიდე. – ის იყო კისერზე უნდა ჩამოკიდებოდა, სანდროს


მკაცრი მზერა რომ შენიშნა.

-როგორი სექსუალური ხარ გაბრაზებული. – ჩაილაპარაკა გამომწვევად და მაინც


ცადა ხელები კისერზე შემოეჭდო, სანდრო არ დახრილა. – რას ბავშვობ საყვარელო?
ამდენი დრო არ მაქვს.. – იგივე ტონით აგრძელებდა ეკა.

-ეკა, აღარ მინდა აქ რომ მოხვიდე აღარასდროს, გთხოვ წადი. – რამდენიმე ნაბიჯით
უკან დაიხია სანდრომ.

-სან, ხომ გითხარი ამდენი დრო არ მაქვს-თქო, რა გჭირს? – სანდროს მართლა აღარ
ჰყოფნიდა მოთმინება, ვერ იტანდა ასე უაზროდ რომ მიმართავდა.

-ეკა, დარწმუნებული ვარ მარტივად იპოვი ახალ საყვარელს, რომელსაც ჩემზე კარგი
ხასიათიც ექნება, მეტი თავისუფალი დროც და სურვილიც ეს დრო შენთან გაატაროს.

-როგორ მელაპარაკები?

-როგორც უნდა დაგლაპარაკებოდი აქამდე. ჩემთვის ოცნება იყავი, იდიოტივით


მეგონა, რომ გიყვარდი, რომ მაშინ შეცდომა დაუშვი და ამას ხვდებოდი. მთელი ეს
წლები მეოცნებებოდი. შენი ბრალი მართლა არაფერია, უბრალოდ მე დაგიმახსოვრე
ისეთი, როგორიც მინდოდა ყოფილიყავი.. იმდენად შემიბყრო ოცნების
აუხდენლობამ, ვეღარც კი მივხვდი რომ ეს აღარ იყო ჩემი ოცნება.

-იცოდე ინანებ, მე შენს გამო ჩემს ოჯახს ვაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ. – სანდროს
მწარედ ჩაეცინა.

-მე ოჯახი დავანგრიე, კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ დავაყენე, დავანგრიე. – ვეღარ


აკონტროლებდა ხმას და ემოციებს.
~ 79 ~

-იმ გრძელფეხება თოჯინას გულისხმობ? გგონია ზის, ტირის და გელოდება? კარგად


დაფიქრდი, სანამ კიდევ მთხოვ წავიდე. იქნებ სულაც არ არის ის ბავშვი შენი. –
წამიერად ყველაფრის გარჩევა შეწყვიტა, ჰაერის არსებობაშიც კი ვერ დააჯერებდით
იმ მომენტში. ძლივს ახსენებდა თავს რომ ქალი იყო, რომ ბოლომდე არ დაეკარგა
ისედაც სათუოდ შერჩენილი კაცობა.

-აქ რომ დამხვდე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. – გასვლისას კარი კინაღამ ჩამოიღო,
ფილტვები ატკინა ერთიანად ჩასუნთქულმა ჰაერმა.. შვება იყო იმის გააზრება, რომ
ამ მომენტიდან აღარაფერს დაანგრევდა.. პირიქით, შეეცდებოდა რაღაცები
გამოესწორებინა, ან იმაზე ძირს მაინც აღარ დაცემულიყო ვიდრე დაეცა..

გაზაფხულის საღამო იყო.. თბილი, აი ისეთი „მარტი აპრილის რეპეტიციას (რომ)


იწყებს“.. (გენრი დოლიძე)

სამსახურში ყველა იმას ეკითხებოდა, დეკრეტში როდის აპირებდა გასვლას.


ორსულობამ საოცრად გაალამაზა, გულწრფელად არ ადარდებდა ზედმეტი
კილოგრამები მოუხდებოდა თუ არა, მაგრამ თავადაც უკვირდა ისე მოსწონდა
საკუთარი თავი.. განსაკუთრებულად კი მოახლოებული ფორიაქი, ერთი სული
ჰქონდა ენახა.. ბოლო თვეებმა, ისე შეაჩვია ნისლივით, უბედურების საბურველს,
პაწაწინა ყველაფრის დავიწყების იმედი იყო..

-თათუ, დეკრეტში როდის გადიხარ? – მეზობელი მაგიდიდან ჰკითხა


თანამშრომელმა. თათუზე გააჟრჟოლა.

-გთხოვ, თათუს ნუ მეძახი. დეკრეტში, კი ორ კვირაში გავალ. – ჩაილაპარაკა


ნაღვლიანად.

-მავიწყდება ხოლმე, მაპატიე. მანამდე რატომ არ გადიხარ?

-დათა, რამეში ხელს გიშლის ჩემი აქ ყოფნა?

-კი, მანერვიულებს, სულ მგონია რომ რამე შეიძლება დაგიშავდეს, აქ სულ უამრავი
ხალხია, ჩართვებზეც კი დადიხარ. – ასეთ დროს არასდროს იცოდა რა ეთქვა, უკვე
მილიონჯერ აგრძნობინა, რომ არ სიამოვნებდა მისი გადამეტებული ყურადღება, არც
ის უნდოდა ზედმეტად უხეშად მოქცეოდა.

-შენ ნუ ნერვიულობ, დათა. – უთხრა მკაცრად და კომპიუტერში საქმეს დაუბრუნდა.


ოდნავ ანერვიულდა და პატარას რეაქციამაც არ დააყოვნა, მოუსვენრად დაიწყო
მოძრაობა. ამ დროს სულ ალექსანდრე ახსენდებოდა, რომელიც მომავალი შვილების
~ 80 ~

მოუსვენრობასა და კალათბურთელობაზე სახეგაბრწყინებული ლაპარაკობდა ხოლმე.


ჩახუთული ოთახი გუდავდა, მშვიდად წამოდგა, მაგრამ თავბრუ მაინც დაეხვა. დათა
მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და ფრთხილად დააბრუნა სავარძელში.

-ხომ გეუბნები, რაღა დროს შენი სამსახურია, ცოტა დამშვიდდი და სახლში გაგიყვან.

-ჩემი ბიძაშვილის შვილი უნდა წავიყვანო ცურვიდან.

-გავუაროთ.

-საჭირო არ არის, მე და თეკუმ უნდა გავისეირნოთ, ძალიან კარგი ამინდია. – იმედი


ჰქონდა დათა აღარაფერს იტყოდა. მართლაც აღარ ამოუღია ხმა, თათას რამდენიმე
წუტში ფერიც დაუბრუნდა და ენერგიაც, ფრთხილად დასწვდა ჩანთას და
სამსახურიდან გავიდა, მხოლოდ სამიოდე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, დათა
ღიმილიანი სახით რომ დაეწია.

-მეც წამოვალ, მარტო შენს გაშვებას თავს ვერ ვაპატიებ.

-დათა, არაფერი მჭირს, თუ უარესად ვიგრძნობ თავს ჩემებს დავურეკავ.

-მართლა არ გაგიშვებ მარტო, ვითომ აქ არ ვარ. – თათამ აღარ იცოდა რა ეთქვა,


ზრდილობის გულისთვის ოდნავ გაუღიმა და გზა განაგრძო. საშინელ დისკომფორტს
უქმნიდა ვიღაც ბიჭთან ერთად სიარული, სასაცილოა, მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო.
დათას ეტყობოდა რომ მოსწონდა და სულაც არ აპირებდა იმ საზღვრების დაცვას,
რომელშიც აქცევდნენ. მთელი გზა ენა არ გაუჩუმებია. „როგორ გინდა, რომ არ
შეიმჩნიო“ – ფიქრობდა თათა. მალევე მივიდნენ თეკუს აუზამდე, თათა
შეძლებისდაგვარად სწრაფად ადგამდა ნაბიჯებს.

-თეკუ, შოკოლადი ხომ გინდა? – სახეგაბადრულმა შესთავაზა პატარას.

-კი. – დაიმორცხვა თეკუმ.

-არ არის საჭირო, სახლთან ვართ უკვე.

-ორი წუთთ დამელოდეთ. – მშვიდად ჩაილაპარაკა დათამ და მაღაზიაშიშევიდა.

***
~ 81 ~

ვერაფერს ამჩნევდა.. მამამისის თვალებში დანახულ სიცივეს, ახლა ყველაზე


ახლობელი ქუჩების გაუცხოებაც ემატებოდა. ნერვიულად აწვალებდა, ჯერ კიდევ
ვერ შეთვისებულ, მაგრამ მაინც ჩვევად ქცეულ სიგარეტს..

-სანდრო ძია.. – ხმამ თითქოს აღსაქმელი სივრცე შეუმცირა და შესაძლებელს


დაუქვემდებარა.

-თეკუ.. – ძლივს ჩაილაპარაკა თავისთვის.. ბავშვი აღარ შეუმჩნევია, მანამ ვიდრე


მისი პაწაწინა ხელები ფეხებზე არ შეეხო, ხმა კი უფრო ახლოდან არ მოესმა.. გრძელი
კაბა ეცვა, გრძელი შავი კაბა.. თითქმის უძირო ფეხსაცმელი, როგორც ყოველთვის
ახლაც საოცრად სადა და გემოვნებიანი იყო.. საოცრად ალბათ ის სიტყვა არ არის,
მაგრამ ალექსანდრემ ვეღარაფერს მიაგნო გონებაში… მისი აბურდულმა, მხრებზე
დაუდევრად დაყრილი ჩალისფერი კულულების დანახვაზე გააჟრჟოლა, ზუსტად
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, როგორც ტრავმის მიღებისას, ძალას ვეღარ გრძნობდა
ფეხებში.

თითქოს ბოლომდე გაურბოდა, გამბედაობა ვერ ეპოვა თავისი ჯერ არ დაბადებული


შვილის არსებობა მთელი სიმძაფრით შეეგრძნო.. ყველა დეტალი ჰქონდა შემჩნეული,
მის შავი ვარდებით გაწყობილი თმის სამაგრიც კი, როგორც იქნა მის მუცელს რომ
გაუსწორა თვალი.. ახლა კი მართლა ყველაფერი გაქრა, საშინელი სინანულის გარდა,
რომელიც არასოდეს შეუგრძვნია ასე მძაფრად.. ალბათ კიდევ დიდხანს ვერ
იგრძნობდა ვერაფერს, რომ არა თეკუს პაწაწინა ხელები..

-სანდრო ძია.. – მისი უყურადღებობით განაწყენებულმა თეკუმ, შეჭმუხნული


შუბლით ახედა გოლიათ ძიას. სანდრო დაშლილი იყო, უუნარო.. ინსტიქტურად
დაიხარა და თეკუ გულზე მიიკრა, მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდა მის თვალებს,
აცრემლებულს, საოცარი ტკივილითა და მრისხანებით.. იგრძნო, რომ ცოტაც და
თათა ვერ გაუძლებდა, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი დასჭირდა მისაახლოებლად,
მაგრამ იქ უკვე იდგა დათა.. ვიღაც სრულიად უცნობი ტიპი, მისი ცოლის საყრდენად
რომ ექცია იმ წამს.. ბენდელიანი გაქვავდა, თვალები გაუფართოვდა და
ნაპერწკლებით აევსო.. ვერ იტევდა კითხვებსა და გაჩენილ ეჭვებს.. ვერც
უსიტყვობას, ვერაფრით რომ დაერღვია..

-თათუ, კარგად ხარ? ახლავე გავაჩერებ ტაქსს.. – თათას არ ჰქონდა იმის თავი, დატას
თვის თათუს გამო საყვედური ეთქვა, ალექსანდრე კი ამან ნამდვილ მხეცად აქცია..
მის გარდა ასე არავის უნდა მიემართა, თითქოს არავის ჰქონდა ამის უფლება..
ვერაფრის თქმა მოასწრო, ისე სწრაფად გამოართვა თეკუ ხელიდან დათამ და ტაქსიც
გაუჩინარდა..
~ 82 ~

სახლში მიას გარდა არავინ იყო, დათას მადლობა გადაუხადა და მასინვე ოთახში
განმარტოვდა, ხელები მუცლისთვის შემოეჭდო.. ცდილობდა როგორმე ტირილის ხმა
ჩაეხშო.. არ ეგონა ასე თუ ენატრებოდა, არ ეგონა ასე თუ აანერვიულებდა მის ხელში
დანახული სიგარეტი და ნისლიანი თვალები.. გუდავდა ეს რაღაც, რამაც აუტანელი
ძალით ერთიანად მოიცვა.. აღიარებამ, რომ უფრო მეტად თუ არა ნაკლებად არ
უყვარდა, თვეების განმავლობაში ნაწვალები წარმოდგენები გაუქრო.. მაგრამ ახლა
ყველაზე მეტად იყო გაბრაზებული, ყველაზე ნათლად გრძნობდა რომ პატიება არ
შეეძლო.. უყვარდა, მაგრამ საშინელი სიძულვილითაც სძულდა ყველაფრის გამო..

***

ახლა იმ ჩანთის სიმძიმეც კი აუტანელი იყო, თითქმის მთელი ცხოვრება ვარჯიშიდან


ვარჯიშზე შეუმჩნევლად რომ დაჰქონდა, ყველასთვის შეუმჩნეველი სიცხეც კი სულს
უხუთავდა.. გაფრენამდე სამი საათი ჰქონდა, რომელიც მარტივად გადაანაწილა
ჯირითსა და მშობლებთან შევლაზე..

უხაროდა ფილტვები რომ ტკიოდა საშინელი სისწრაფით ჯირითისას ვერდატეული


ჰაერით.. უუფლებობა გუდავდა.. ეგონა ჯირითისას ვერაფერზე ვერ მოახერხებდა
ფიქრს, მაგრამ ვერაფრით ამოეგდო გონებიდან უცხოსავით გვერდით მდგომმა რომ
უყურა ცოლს.. ქალს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მის
ცხოვრებაში, რომელიც საოცრად უყვარდა.. ეს თითქმის შეუძლებელი იყო
მოენელებინა ბენდელიანს.. ან რა უნდა ექნა.. „იმ ვიღაც ტიპის“ გახსენებაზე,
ძარღვები ებერებოდა, წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ოდესმე ვინმეს ატანა
მოუწევდა მისი თათუს გვერდზე.. თან მშვიდად, უუფლებოდ.. ფიქრებს რომ
გაჰყოლოდა, მივიდოდა გაგიჟებამდე.. ან უარესამდეც, თუ არსებობდა ეს უარესი..

***

ნერვებს უშლიდა მრავალსაათიანი გაუნძრევლობა, ყველაფრის დალეწვის სურვილს


უჩენდა იმ ვიღაც ტიპის სახის მოუშორებელი გამოსახულება კიდევ თვენახევარი რომ
სდევდა თან.. იმ დროს რომ გეკითხათ დარწმუნებული გეტყოდათ რომ ამერიკიდან
არასოდეს დაბრუნდებოდა.. საშინლად აგრესიული გახდა მოედანზე, ამის გამო
ყოველთვის მალე კრეფდა ჯარიმებს, მაგრამ საოცარი შედეგებიც ჰქონდა..
მწვრთნელი უკვე შეჩვეული იყო მის დაუმორჩილებლობას და შედეგის გამო აღარც
ცდილობდა რაიმე ეთქვა.. ბოლო თვეებმა თითქმის სრულიად ასოციუალური
გახადა.. არანაირი მეგობრები, მხოლოდ რამდენიმე თუ მოიკითხავდა.. გიოს იმ
ამბების შემდეგ არც კი დალაპარაკებოდა.. უახლოესი მეგობრები, რომლებთანაც
ბავშვობიდან საერთო ოცნებები ჰქონდა, თითქოს რაღაც ზღვარს იქეთ დააყენა..

***
~ 83 ~

-როგორც ჩანს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც გილოცავ. თვეებია ვფიქრობ რა


გითხრა. ვერ ვიტან საყვედურებს და წიკვინს, მაგრამ მართლა არ მესმის ჯანდაბა
გჭირს ტოო. მამა გახდი, მამა.. შენს გარდა ყველა იმაზე ნერვიულობდა როგორ
იქნებოდნენ.. დედაშენი მესამე დღეა გირეკავს და ეუბნებიან რომ ისვენებ, არადა
იცოდი რომ რთული მდგომარეობა იყო.. ღირსი მართლა არ ხარ აქ ყოფნის მარა,
პროსტა თათა მაინც მთელი დღეებია შენ გეძებს თვალებით. – გიო პასუხს არ
დალოდებია ისე გათიშა, როგორც ყველა ბავშვის დაბადებას საქართველოში,
ასათიანებიც უამრავ სტუმართან ერთად აღნიშნავდნენ ანდრიას დაბადებას, მასაც
უკვე საკმაოდ ჰქონდა დალეული.

***

-თათა, ხომ კარგად ხარ? – შუბლზე აკოცა ღიმილიანმა მიამ.

-კი, იცი როგორ მეშინოდა, რომ ჩემს შვილს რამე პრობლემა ექნებოდა. ახლა
ბედნიერების გარად ვერაფერს ვგრძნობ.

-მაგარი ბიჭი გყავს, თან შენ სულ ბიჭზე ოცნებობდი ბავშვობიდან.

-კი. – თვალები ჩაუქრა თათას, მიამაც ვერაფერი მოიფიქრა ლაპარაკი რომ


გაეგრძელებინათ. – რაღაცას გკითხავ, მაგრამ ჩემებს არ უთხრა, არც გიოს.

-მკითხე, თა.

-ხომ არ იცი გაიგო, თუ არა. ან.. – ხმამაღალი ტირილი აუვარდა თათას. მია მთელი
ძალით იხუტებდა, ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა, მაგრამ ხვდებოდა აზრი არ
ჰქონდა.. გული ამოვარდნას ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხა
დამშვიდება. – არ შემეძლო რომ არ მეტირა, არ მინდა მემჩნეოდეს, მაგრამ
მენატრება.. იმ დღის შემდეგ კიდევ უფრო აუტანელი გახდა ყველაფერი, რაც
შემხვდა. ზოგჯერ მგონია გავგიჟდები, ისე მინდა და თან არ მინდა მისი ნახვა.. ასე
მგონია რომ მომიახლოვდეს გავაფრენ სიძულვილისგან, ზოგჯერ კი ყველაფერს
დავთმობ მისი სუნი რომ ვიგრძნო.

მიამ არც ახლა იცოდა რა ეთქვა, გული ტკიოდა იმდენად ნაღვლიანი იყო თათა.

***

სანდრო მთელი საღამო დასჭირდა გიოს რამდენიმე წინადადების გასააზრებლად,


რომლებსაც დამანგრეველი ძალა ჰქონდათ. მამა იყო.. თითქოს ხომ შეჩვეული იყო
~ 84 ~

მაგრამ მიხვდა რომ უბრალოდ შეუძლებელია შეეჩვიო ამ რაღაც განსაკუთრებულ


განცდას.. სიხარულს, რომელიც არაფერს ჰგავს და ყველაფერზე მეტია..

რამდენიმე დღე ვერაფრით გადაეწყვიტა რა ექნა, ვერ ხვდებოდა როგორ უნდა ენახა
შვილი, როგორ უნდა მისულიყო მათთან სახლში.. მამამისი აღარც კი
ელაპარაკებოდა, ალექსანდრეს ყოველთვის უჭირდა გრძნობების გამოხატვა, ახლა
მისი უმოქმედობა, ყველასთვის იმას ნიშნავდა, რომ უბრალოდ არ აინტერესებდა
შვილი.. სანდროს კი აღარაფერი ახსოვდა დედამისის მიერ ჩუმად გამოგზავნილი
სურათის გარდა.. აღარ არსებობდა არაფერი მნიშვნელოვანი დედამიწაზე, თათუსა
და ანდრიას გარდა.. სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა, როდესაც შვილის
ბენდელიანობის შესახებ შეიტყო.. საშინლად არ უნდოდა გვარის საკითხი რაიმე
დაპირისპირების საბაბი გამხდარიყო, იცოდა როგორი შეუვალი იქნებოდა და როგორ
ატკენდა ისევ თათას, როგორ გაამძაფრებდა ისედაც უარყოფით დამოკიდებულებას
მასა და თათას ოჯახს შორის ეს ფაქტი.. თათუ და ანდრია, მათი არსებობა
შეუძლებელს ხდიდა მომავლის არ არსებობას.. არ იცოდა რატომ, მაგრამ საოცრად
სჯეროდა, რომ პატარა ბევრ რამეს შეცვლიდა.. ამ დროისთვის უკვე იცოდა, რომ
თათას ცხოვრებაში არავინ იყო.. რომ ის ვიღაც ტიპი, უბრალოდ თანამშრომელი იყო..
არ უნდოდა დაეშვა, რომ ყველაფერი საბოლოოდ გაანადგურა..

***

ანდრია უკვე ორი კვირის იყო.. სახლში, სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა


პატარას ხელში დასაჭერად, თათა ყველას თხოვდა არ მიეჩვიათ ხელში ყოფნას,
მაგრამ არავის ესმოდა.. განსაკუთრებულად ნოდოსა და მაქსიმეს.. მამამისი ასეთი
ბედნიერი დიდი ხანია არ ენახა, თითქოს გაახალგაზრდავდა.. მაქსის კი, ბიძის
ამპლუა ისე მოსწონდა, სამსახურსაც კი კინაღამ თავი დაანება.. თეა, როგორც
ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურად უდგებოდა ყველაფერს, სულ
ცრემლიანი იყო.. ხან ბავშვის ტირილი აწუხებდა, ხან ის შვილის ნაღვლიან თვალებს
რომ გადააწყდებოდა.. თათა არაფერზე ლაპარაკობდა, მიასთვისაც კი აღარაფერი
უკითხავს. არც სანდროს მშობლებისთვის, ან ბებოსთვის , რომლებიც
რამოდენიმეჯერ იყვნენ ბავშვის სანახავად.. მომატებული რამდენიმე კილოგრამი,
თითქმის უკვე დაეკლო.. თვალის უპეები ჩაუშავდა.. ღამით არავის აწუხებდა ბავშვის
მოვლით, ამ დროს ანდრიას სანდროზე ელაპარაკებოდა ხოლმე.. ისეთზე, როგორიც
შეიძლება არც არსებობდა, მაგრამ მაინც თავის სანდროზე.. ზედმეტად ლამაზზე,
როგორც ის აღიქვამდა.. იმ სანდროზე, არასდროს რომ არ მოექცეოდა ასე.. იმ
სანდროზე ტყუილს რომ ვერ იტანდა და ყველაფერ არსებულზე და არარსებულზე
მეტად უყვარდა..

***
~ 85 ~

ასეთი აფორიაქება არასდროს უგრძვნია.. მართალია ყოველთვის ყურადღებას


აქცევდა რა ეცვა, მაგრამ ემოციური დამოკიდებულება სამოსთან არასდროს ჰქონია..
ახლა კი ყველაფრის ყიდვა უნდოდა, სურვილის შვილს ყველაფერი საუკეთესო
ჰქონოდა, თავს ადამიანად აგრძნობინებდა.. სხვაზე, თუნდაც საკუთარ შვილზე
ზრუნვის სურვილი კი იმედი, იყო რომ ოდესმე შეიძლება კარგ ადამიანადაც
ქცეულიყო.. ვერ იჯერებდა, რომ ასეთი პატარა შეიძლება ყოფილიყო მისი შვილი,
მაგრამ იარლიყები ჯიუტად უმტკიცებდნენ სამოსისა და სამიოდე კვირის ბავშვის
პროპორციების შესაბამისობას..

ყველა ვისაც სამშობლოში დაბრუნების ბედნიერება განუცდია, ალბათ გაიხსენებს იმ


რამდენიმე წამს, გული განსაკუთრებული სიჩქარით რომ გიცემს ტრაპიდან
ჩამოსვლისას მიწაზე გადადგმული პირველი ნაბიჯების კვალდაკვალ.. ახლა კი, როცა
შვილს პირველად უნდა შეხვედროდა ეს პირველი ნაბიჯებიც კი სხვანაირი იყოო..

თან ერთი სული ჰქონდა ენახა ისინი, თან ყველაზე ნაკლებად უნდოდა მათ სახლში
მისვლა.. ერთი დღე გადაწყვეტილებამდე მისვლას დასჭირდა, სახლში სასტიკი უარი
თქვა მათთან ერთად წასვლაზე.. მაგრად არ უნდოდა მაქსიმე დახვედროდა, არა
იმიტომ რომ ეშინოდა, ან გაურბოდა.. უბრალოდ არ უნდოდა კიდევ ერთი
უსიამოვნო შეხვედრა, რომელსაც ერთს კი არა მილიონს იმსახურებდა.. თეა და ნიკო
იმ პერიოდისთვის უკვე იტალიაში იყვნენ, რაც ცოტათი უფრო ამარტივებდა
სიტუაციას..

***

მანქანა სახლიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით გააჩერა, გადმოსულმა იგრძნო


როგორ დაუსველდა შუბლი და საფეთქლები.. აცოფებდა საკუთარი განცდები..

-თათა.. – მიას ხმა გაუქრა.. სანდროსთვის რომ გეკითხათ, ალბათ ვერ გეტყოდათ
კარი ვინ გაუღო.. იცოდა რომ თათუმ არა, მაგრამ ანდრიას გარდა ვერავის ხედავდა.
სანამ მია გზას დაუთმობდა, მისაღებში თათაც გამოვიდა..

-როგორ ხარ? მე.. მე ბავშვის.. თქვენს სანახავად მოვედი.. – ცხოვრებაში პირველად


დაება ენა..

-შეგიძლია ნახო, მია მე ოთახში ვიქნები. – არ იცოდა, როგორ შეძლო ამ რამდენიმე


სიტყვის გადაბმა, არც ის, როგორ შეინარჩუნა სიმშვიდე.. ალექსანდრეს გაოცება,
იმედგაცრუება გამოესახა სახეზე, არ უნდოდა ასეთი მშვიდი და რამდენიმე წამიანი
ყოფილიყო მათი შეხვედრა.. ეჩხუბათ, ოღონდ ასეთი უემოციო არ ყოფილიყო..
~ 86 ~

რამდენიმე წამში მოვიდა გონს, ისევ გაუბრწყინდა თვალების ანდრიას დანახვაზე,


მია თბილად მოიკითხა და თხოვა ბავშვის მისთვის მიეყვანა.. ცდილობდა არაფერი
ეტკინა, ნაზად შეხებოდა, თან თავის თავს არ ენდობოდა.. ეგონა შეიძლება ბავშვი
დავარდნოდა თუ კარგად არ დაიჭერდა.. ანდრია მოუსვენრად ატრიალებდა დიდ
ლურჯ თვალებს და ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა მამამისის სახეს..

-მია ეზოში რომ გავიყვანო შეიძლება?

-კი, ოღონდ დიდხანს არა.

-კარგი, მხოლოდ რამდენიმე წუთით. – პატარა გულზე მიიწვინა და ეზოში გავიდა.


არ უნდოდა აცრემლებული თვალებით ვინმეს ენახა.. არც ის ვინმეს მოესმინა, როგორ
გაიცნობდა თავის პირმშოს.. საშინელებაა, როდესაც სრულყოფილად იაზრებ რა
დაკარგე და თან ამ დანაკარგში ვერავის რომ ვერ ადანაშაულებ.. ფორმალურადაც კი,
სულ ოდნავ რომ შეგიმსუბუქდეს ტანჯვა, ამისთვისაც კი ვერავის ვერაფერს
გადააბრალებ, რადგან ყველაფერი შენი ბრალია.. -მა, მამა.. – მოუთმენლად
იმეორებდა ალექსანდრე და პირველად არ რცხვენოდა საკუთარი ცრემლების..
აუტანელი იყო სურვილი მათთან ერთად ცხოვრების და უფრო აუტანელი საკუთარი
ცარიელი ცხოვრება მათ გარეშე.. რამდენიმე წუთი ნელი ნაბიჯებით დაჰყავდა ეზოში
და ცდილობდა მის პაწაწინა ყელში ცხვირჩარგულს, არაფერი გამოპარვოდა.. ვერ
ხვდებოდა, როგორ უნდა ეცხოვრა, არ ცოდნოდა როგორ იყო, არ ენახა
ყოველდღიურად როგორ შეიცვლებოდა..

თათას კინაღამ გული გაუსკდა, მეტისმეტი იყო, ბევრად მეტი ვიდრე ატანა, გაძლება
შეეძლო.. ყველაფერი ახდენლ ოცნებას ჰგავდა თავისი ოთახის ფანჯრიდან..
ალექსანდრე უკან გადახრილიყო, პატარა მოხერხებულად რომ მიეწვინა მკერდზე..
ხედავდა როგორ ელაპარაკებოდა და ამ წუთში ყველაზე მეტად არ შეეძლო პატიება..

***

ამერიკაში დაბრუნებამდე ყოველ დღე ნახულობდა.. მაგრამ ხუთ დღეში


აუცილებელი გახდა მისი დაბრუნება.. ყოველ დღე ერთიდაიგივე რაღაც ხვდებოდა,
თათა პირველი დღის მერე აღარც კი დაუნახავს.. ბოლო მისვლისას გადაწყვიტა
ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩენილიყო.. თათა ხვდებოდა მის მოთმინებას რომ
ცდიდა, უკვე ნახევარი საათით გადაცდომოდა ჭამის დრო ანდრიას, გაბრაზებულმა
დაუძახა დამხმარე ქალს და თხოვა ბავშვი ამოეყვანა.

-არ ვიცოდი, თუ ჭამის დრო ჰქონდა. – დაიწყო, როგორც კი კარი გააღო.

-ანდრიას ლია ამოიყვანდა. – ხმა გაუმკაცრდა მისი დანახვისას.


~ 87 ~

-მე რომ ამოვიყვანე რა მოხდა? – მკაცრადვე უპასუხა სანდრომ.

-სანდრო, მეგონა მიხვდებოდი, მაგრამ თუ ვერ მიხვდი გეტყვი რომ შენი ნახვა არ
მინდა.

-მაგრამ შენც უნდა ხვდებოდე, რომ ბავშვის გამო მოგვიწევს.

-როცა მოგვიწევს, შევეგუები. ახლა კი ამის აუცილებლობა არ არის, ანდრიას გამო


ვცდილობ ხელი არ შეგიშალო, ჩემს შესაძლებლობებს ცდება გიტანდე ყოველ დღე
ჩემს სახლში, მაგრამ გიტან..

-ასე ნუ მელაპარაკები. – თვალებში ნაპერწკლები აენთო სანდროს.

-ალექსანდრე, მე იმის მომხრე ვარ რომ საერთოდ არ მოგვიწიოს ლაპარაკი. შეგიძლია


მოხვიდე ნებისმიერ დროს და ანდრია ნახო, შეგიძლია მის ძიძას ეკონტაქტო ან
შენების გან გაიგო ბავშვის შესახებ ყველაფერი, მაგრამ მეტი არაფერი..

-დიდი მადლობა, ჩემებთან ურთიერთობა რომ გაქვს.

-ეს შენ საერთოდ არ გეხება, გთხოვ ბავშვი მომიყვანე უკვე ძალიან დაუგვიანდა ჭამა
და იტირებს.

-დავემშვიდობები და ახლავე. – ძლივს შეინარჩუნა სიმშვიდე, იცოდა არ ჰქონდა


გაბრაზების უფლება. იცოდა ისიც, რომ კარგა ხანს ვერ ნახავდა შვილს, ასე არაფერი
ტკენია, როგორც ეს განშორება და ახლა ეს ლაპარაკი თათუსთან. ძლივს
გადაყლაპულმა ნერწყვმა თითქოს შიგნიდან დაწვა.. ის იყო ანდრია თათუსთვის
უნდა მიეწოდებინა, ტუმბოზე მაქსიმეს სურათი რომ დაინახა.. საოცრად ბედნიერსა
და დაბნეულს, შიშველ გულ-მკერდზე ახალდაბადებული ანდრიას აწვენდა ექიმი.. -
ეს.. – უამრავი კითხვით სავსე თვალები მიაბყრო თათას..

-ბავშვები, რომლებიც ოპერაციის (საკეისრო კვეთა) შედეგად ჩნდებიან, მამებს


აწვენენ გულზე.. და რადგან მამა.. შენ.. – ენა დაება.. როგორც არ უნდა ნდომოდა
ახლა სულაც არ იყო ძლიერი, სიკვდილი უნდოდა სანდრო მის ცრემლებს რომ
ხედავდა..

სანდრო კი ოთახში ვერ ეტეოდა ემოციებისგან, ვერაფერს ამბობდა.. ოდნავ


მიუახლოვდა თათას და მის თითებს სულ ოდნავ შეეხო..
~ 88 ~

-ვხვდები რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, არ ვიცი როგორ უნდა გთხოვო


პატიება, ან როგორ აგიხსნა როგორ მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს..

-ალექსანდრე არასოდეს გაპატიებ, არასოდეს. – უხეშად შეიმშრალა თვალები და


ანიშნა ანდრია მიეყვანა მისთვის. – ლია ჩასვლისას ნომერს მოგცემს, შეგიძლია
ყველაფერზე მას შეუთანხმდე. აღარ მინდა, რომ გნახო, თუ ეს აუცილებლობით არ
იქნება გამოწვეული. და თუ შენ ფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრები რაიმეს შეცვლის,
იცოდე რომ მხოლოდ უარესობისკენ.

ბენდელიანს, თათას „არასოდეს“ მიჰყვებოდა მოუშორებლად.. გულწრფელი, აი


ისეთი დაეჭვებასაც რომ ვერ გაბედავ.. და როგორც კი ამ „არასოდეს“ დაჯერებას
იწყებდა, ყველაფერი ცარიელდებოდა.. ძალასაც კი ვეღარ პოულობდა უმნიშვნელო
ნაბიჯების გადასადგმელად...

სიცარიელე მძიმეა, მძიმეა სიცარიელე..

***

-შვილო, როგორ ხართ? – ინსტიქტურად, ცუდის მოლოდინი გაუჩინა სანდროს


დედის მძიმე ხმამ.

-კარგად ვართ, თქვენ როგორ ხართ? რატომ გაქვთ ასეთი ხმა?

-ნანული, ბოლო რამდენიმე დღეა ვერ არის კარგად, არ მინდოდა შემეწუხებინე,


მაგრამ სულ ბავშვის ნატვრაშია. შეგიძლია რომ დღეს გამოხვიდეთ?

-რა თქმა უნდა, ანდრიას სძინავს, როგორც კი გაიღვიძებს გამოვიყვან. – იმ წუთას


ინანა, ერთი კვირა ბავშვი რომ არ გაუყვანია სანდროს მშობლებთან. არ მოსწონდა
განცდა, რომელმაც მოიცვა. ანდრიას გაღვიძებამდე ყველაფერი გაამზადა, ნანულის
საყვარელი ნამცხვარიც მოატანინა ლიას და როგორც კი პატარამ გაიღვიძა მაშინვე
წავიდნენ.

ნანულის ხელებში ძალა არ ჰქონდა, ხშირად სუნთქავდა, მაგრამ მაინც არ იღლებოდა


ბავშვის ფერებით, ათას რაღაცას ეჩურჩულებოდა.
~ 89 ~

ოთახის ჰაერი წამლების სუნს თითქოს გაუმჭვირვალე გაეხადა, რაღაცნაირი ტლანქი


და მძიმე.. სანდროს მშობლებს უიმედობის სინაცრისფრე დაჰკრავდათ სახეზე,
ყველა ზედაპირულად იღიმოდა, თვალებისა და ემოციების გარეშე.. თითქოს ამ
ოთახში მხოლოდ ანდრია იყო ცოცხალი, თავისი მოუსვენარი თვალების ბრიალითა
და ხელების ცეცებით.

-არ მეგონა ასეთი მძიმე მდგომარეობა თუ იყო.. – ძლივს ამოისუნთქა თათამ და


თვალები ცრემლებით აევსო, როგორც კი სამზარეულოში გავიდნენ.

-არც ჩვენ, შვილო, ბევრჯერ ყოფილა ასე, მაგრამ ყოველთვის გამოდიოდა


მდგომარეობიდან. ახლა კი ზოგჯერ ყველაფერი ავიწყდება, ვერ გვცნობს.. ექიმებიც
კარგს არაფერს გვეუბნებიან.

-ალექსანდრემ იცის? – თითქოს ხელი აეწვა ამ სახელის წარმოთქმისას, სახეზეც კი


გაწითლდა.

-მე და მამამისს არ გვინდოდა გვეთქვა, შენთან მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ეს ბოლო
პერიოდია სულ ცუდადაა თვითონ, არ გვინდოდა ესეც დაგვემატებინა. მაგრამ ამ
დღეებში თუ უკეთ არ იყო ნანული, მაშინ ვეტყვით.

კიდევ კარგა ხანს ეფერებოდა ანდრიას დიდი ბებო, მერე გაცისკროვნებული


თვალებით უყურებდა, როგორ ეჭირა ბაბუას ხელში.. არ წამოსულან, სანამ არ
ჩაეძინა.

მომდევნო რამდენიმე დღე, თითქმის მთელ დროს მათთან ატარებდნენ.. ზოგჯერ


ალექსანდრეს პატარაობად აღიქვამდა ანდრიას, ზოგჯერ კი ვეღარავის ცნობდა
წოლისაგან დაღლილი მოხუცი..

***

უკვე გვიანი საღამო იყო.. თითქმის მთელი დღე თვალებდახუჭული იწვა მოხუცი და
მძიმედ ოხრავდა.. განსაკუთრებულად ჭირვეულობდა ანდრიაც.. თათას კი არ
უნდოდა წამოეყვანა, მხოლოდ მის დანახვაზე უბრწყინდებოდა თვალები ნანულის..
ვერაფერს ამბობდა მაგრამ, გრძნობდით რომ ბედნიერი იყო..

კარზე გაბმულმა ზარმა და შემდეგ გამეტებულმა ბრახუნმა ყველა შეაკრთო..


~ 90 ~

მისი ხმის გაგონებაზე, მიხვდა რომ ადგომის თავი არ ჰქონდა.. ცდილობდა, როგორმე
დაემშვიდებინა ატირებული ანდრია.. მაგრამ უჭირდა დაძაბული სხულის
დამორჩილება, სმენის, რომელიც მხოლოდ მის სიტყვებს აღიქვამდა..

ის კი მხოლოდ ერთ წინადადებას იმეორებდა „აქამდე, როგორ არ მითხარით?“


ჩვეული ხრინწიანი ხმით. თათამ იცოდა, რად უჯდებოდა ახლა ამ ხმადაბალი ტონის
შენარჩუნება.. ხვდებოდა, რომ უახლოვდებოდა..

არასოდეს დაავიწყდება მისი გაფითრებული სახე და არეული ნაბიჯი ცოლ-შვილის


დანახვისას. შეჭმუხნული შუბლი, გაუაზრებელი ბედნიერება და მადლიერება,
რომელიც სახის გამომეტყველებას გირევს..

-შეიძლება ავიყვანო? – საშინლად ხმადაბლა იკითხა ანერვიულებულმა. თათამ


უხმოდ მიუყვანა ანდრია, რომელიც თითქმის მაშინვე დამშვიდდა, როგორც მამამისს
მხარზე დადო თავი. ბავშვიანად ჩამოუჯდა ბებიამის საწოლზე, საოცარი გრძნობით
დაუკოცნა მოხუცს ჩამომჭკნარი ხელები, დამძიმებული თავლის უპეები და
ჩაცვენილი ლოყები.. ყველა ძარღვი ეტყობოდა ყელზე, რეალობით შეშფოთებულს..
დამძიმებული მზერით აგრძნობინებდა მშობლებს საყვედურს, რომელიც ვერაფრით
დაემალა დანისლულ თვალებში..

ნანულიმ, კიდევ ორი დღე იცოცხლა.. ალექსანდრეს და თათას ურთიერთობა კი,


მხოლოდ ბავშვის აყვანის თხოვნითა და თანხმობით შემოიფარგლებოდა.. იცოდა
რომ უყვარდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, ასე თუ შეეტყობოდა სანდროს განცდები..
ახლა უფრო მძიმე იყო ყველაფერი.. კლავდა სურვილის მისი დამშვიდები, გვერდით
დგომის.. უნდოდა არ ჰქონოდა ასეტი ცივი მზერა, მაგრამ არ შეეძლო.. გრძნობდა,
რომ თუ ოდნავ მაინც გადაცდებოდა წარმოსახვით საზღვარს, მერე ვეღარასდროს
გაჩერდებოდა.. ვერ გრძნობდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ სიშორე სჯობდა შიშზე,
უნდობლობაზე, საყვედურებზე აგებულ ურთიერთობას და სიახლოვეს, რომელიც
საკუთარი სიბინძურით გჭამს..

ვერ უძლებდა იქ ყოფნას, ვერც მის თვალებს ყველგან რომ პოულობდა, იმ იმედით,
რომ ამ ჯერზე მაინც იპოვიდა რაიმეს სიცივის გარდა.. არადა ვერაფრით მიეცა
თავისთვის უფლება ანდრია მათგან წამოეყვანა, რომ არა ბუნებრივი კვება ლიას
თხოვდა ბავშვთან ყოფნას.. ალექსანდრე იდგა თუ იჯდა ანდრია სულ გულზე ჰყავდა
მიხუტებული.. თითქმის არავის ელაპარაკებოდა, უხმოდ ასეირნებდა შვილს ეზოში..

ადამიანები ვგრძნობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს.. ვგრძნობთ სისუსტეს,


როდესაც ზღვარს ვუახლოვდებით, რომლის გადალახვის იქითაც სიცარიელეა..
უუნარობა.. უსიტყვობა.. თათას აღარ შეეძლო, აღარ შეეძლო ეყურებინა მათთვის..
აღარ შეეძლო საკუთარი სიცივისა და სიახლოვის სურვილის ერთად ატანა.. ვერ
~ 91 ~

იტანდა მისი დანახვისას რომ აჟრჟოლებდა, ვერ იტანდა მთელი დღეები მასზე
ნერვიულობის გარდა არაფერი რომ არ ახსოვდა.. ვერ იტანდა სითბო რომ ეღვრებოდა
სხეულში მასთან ჩახუტების წარმოდგენისას.. ვერ იტანდა ამ ყველაფერს.. ვერ
იტანდა წარსულში არ დარჩენილ ღალატს, სიცრუით გასვრილ ბედნიერებას,
ზოგჯერ საკუთარ იდეალისტობასაც კი ვერ იტანდა..

-დღეს ღამით ბავშვი რომ აქ დატოვო შეიძლება? – თხოვა მავედრებელი ხმით,


არაფრით ეთმობოდა ანდრია.

-ბავშვს მარტო ვერ დავტოვებ.

-შენც დარჩი, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ. უბრალოდ დღეს ჩემთან დაიძინოს,
მხოლოდ ამ ღამით..

-არა. – გული ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას.

-გთხოვ.

-არა, ალექსანდრე, ბავშვი მომიყვანე. – თითქმის უხეშად გამოართვა მძინარე ანდრია,


აღარ შეუხედავს.. არც სჭირდებოდა თავლები იმის დასანახად რომ გაანადგურა..
უნდოდა მიხურული კარი ეგრძნო ბეჭებს, ხმამაღლა რომ ეტირა.. მხოლოდ
რამდენიმე მეტრი გაიარა, თვალს მოეფარა თუ არა მანქანა გააჩერა.. ტირილისაგან
აკანკალებდა, პირზე გამეტებით იფარებდა ხელს შვილი რომ არ გაეღვიძებინა..
ბევრჯერ დააპირა, მაგრამ არ მიბრუნებულა.. იცოდა არასდროს რომ არ აპატიებდა
თავს ასე არაადამიანურად მოქცევას, მაგრამ მაინც ჯიუტად გააგრძელა გზა..

გასვენების დღეს, აღარ შეუმჩნევია ალექსანდრეს თავლები, მისას რომ ეძებდნენ..


აღარც მისი სურვილის მასთან მიახლოების, ან დალაპარაკების.. ბავშვის
წასაყვანადაც კი სხვა გამოუშვა.. არც დამშვიდობებია.. არც მომდევნო დღეებში
უცდია მისი ხმის გაგონება, აქამდე თუ სულ მიზეზებს იგონებდა ლიასთვის არ
დაერეკა, ახლა მხოლოდ მას ელაპარაკებოდა..

თათა მიხვდა, რომ ყველაზე აუტანელი სიცივე წინ იყო..

ალექსანდრეც მიხვდა, რომ უიმედობა ყველაზე ღრმად და ყოვლისმომცველად


გტანჯავს..

იმ დღის მერე მიზნები გაქრა.. გაქრა აზრები.. ოცნებები, ძალას რომ გვაძლევს,
კალათბურთიც კი პარკეტად, ათ მოთამაშედ და ბურთად იქცა..
~ 92 ~

სიმწრით დასცინოდა საკუთარ თავს, რომელიც უწინ ყველაფერს აკეთებდა


წარმატებისთვის.. ახლა წვერის გაპარსვა ეზარებოდა, ეზარებოდა გაუთავებელი
ვარჯიში და მწვრთნელის მითითებების სმენა..

ბებიამისის გარდაცვალება მიწისძვრასავით იყო, ყველა უჯრედში შეაღწია და ბევრ


რამეს მიახვედრა.. მიახვედრა, როგორი მაზოხიზმია გიყვარდეს და ტანჯავდე..
გიყვარდეს და ღალატობდე.. გიყვარდეს და..

რწმენის დაკარგვას ჰგავდა თათას სიყვარულში ეჭვის შეტანა.. იმ ერთმა არამ


ყველაფერი გადაუწყვიტა, ცარიელმა ცივმა თვალებმაც.. შიში, რომ შვილს არ
ეყვარებოდა არ აძინებდა.. კოშმარად ექცა იმაზე ფიქრი, რომ ანდრიასთვის მხოლოდ
ფორმალურად იქნებოდა მამა.. მამა, რომელსაც არაფერს გაუზიარებდა, არ
ეძმაკაცებოდა, რომლის დანახვაზეც სულ დედამისის ტანჯვა გაახსენდებოდა..
ალექსანდრე, ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა, რომ თათას ცხოვრებაში აუცილებლად
გამოჩნდებოდა ვინმე.. ვინმე, ვინც მართლა შეუძლებელს გახდიდა მის ცხოვრებას..
სუნთქვას.. ამ დროს რეალურად გრძნობდა უჰაერობას, რომელიც ოდესმე რამდენიმე
წამით მეტ ხანს რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად დაახრჩობდა..

ვეღარსად პოულობდა ადგილს, ნაოცნებარი ამერიკა ჯოჯოხეთად ექცა.. მოვალეობის


მოხდის მიზნით მიდიოდა სავარჯიშოდ, მაგრამ მალე აღარც ამის გამო გადიოდა
სახლიდან.. ორ თვეში ნაოცნებარ NBA-ს გამოემშვიდობა.. ტიპიურ, უბედურ
ადამიანად იქცა.. ხშირად სვამდა, აღარც სიგარეტი ეჩვენებოდა მავნე ჩვევად, აღარც
კვირაზე მეტი ხნის გაუპარსავი წვერი უქმნიდა დისკომფორტს.. სახლზე ფიქრიც კი
აშინებდა, რადგა აღარც იქ იყო ყველაფერი ძველებურად.. ვერ აპატია თავს, ბოლო
პერიოდში ასე რომ ანერვიულა ნანული.. რომ ცოცხალ-მკვდარს ჩაუსწრო.. რომ
სვანეთში იმ სახლის მშენებლობაც კი არ დაუწყია, სადაც აყვანას დაჰპირდა..

რთულია ამდენ საშინელებას იაზრებდე და ისევ ბეჭებში გამართული დადიოდე..


აღარავის ზარს პასუხობდა.. მიუხედავად იმისა, რომ გიოს ზარმა ძალიან გაახარა,
არც მისთვის უპასუხია.. უკვე ყველამ იცოდა კალათბურთს რომ ტავი დაანება, ახლა
მშობლების ახალი სანერვიულოს მიზეზიც გახდა.. რომლებსაც არასდროს
მოსწონდათ მისი ხმა, არასდროს იყვნენ მშვიდად, მაგრამ მაინც უყვარდათ,
უყვარდათ ასეთი არარაობაც, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე მათთან ყოველი
ლაპარაკისას.. გული ერეოდა, დედამისთან რამდენჯერმე მთვრალს რომ მოუწია
ლაპარაკი.. გული ერეოდა, შვილის ნათლობაში რომ ვერ მოახერხა ჩასვლა.. არავის
დაუპატიჟია, მაგრამ მაინც..

უკვე მეოთხე თვე იწურებოდა, როცა მიხვდა, რომ მანჰეტენზე განდეგილობას,


სვანეთის სუფთა ჰაერი სჯობდა.. სადაც თვითონვე დაიწყებდა სახლის
მშენებლობას.. არ დალევდა, არ მოწევდა.. არც მანქანას მართავდა გადაჭარბებული
~ 93 ~

სისწრაფით.. არ ექნებოდა რაც ინტერნეტი, არც ტელევიზორი.. მხოლოდ თავის ცხენს


აიყვანდა და ზოგჯერ დარეკავდა, თავისიანების და ანდრიას ამბების გასაგებად..
მერე.. ალბათ ოდესმე შედარებით უკეთესადაც იგრძნობდა თავს.. რაღაცას
მოიფიქრებდა, თუნდაც მამამისის ნაოცნებარ ფერმას და ერთი ჩვეულებრივი კაცი
იქნებოდა.. ისეთი, შვილებს თუ არ ეამაყებათ, რომ არ რცხვენიათ მაინც..

მთის კაცად გადაქცევის სურვილით შებყრობილი ჩამოფრინდა თბილისში.. მხოლოდ


რამდენიმე დღე აპირებდა დარჩენას, მაგრამ ვერაფრით აიძულა თავი ეს რამდენიმე
ღამე მშობლებთან გაეთია.. ნანულის გარეშე რაღაც არსებითი აკლდა სახლს,
მშობლები კი, რომლებიც უხმოდ შესცქეროდნენ არაფერს გრძნობდნენ ტკივილის
გარდა.. მისმა შესახედაობამ ნახვის სიხარულიც კი გაუქროთ.. ცრემლიანი თვალებს
ვერ აშორებდა თამარი მის ჩაშავებულ ჩავარდნილ უპეებს, თითქოს აკანკალებული
ხელებით ეძებდა წვერში ჩამალულ შვილის ლამაზ სახეს.. აპროტესტებდა,
აპროტესტებდა ცრემლებით, მაგრამ ვერაფერს ამბობდა.. ან რა იყო სათქმელი, დედის
გული ხომ ყოველთვის გრძნობს შვილის ავად თუ კარგად ყოფნას.. იმ დღეს კი
თამარი გრძნობდა, რომ კარგავდა.. კარგავდა ნამდვილ ალექსანდრეს, როგორიც იყო..
გრძნობდა იმასაც, რომ თუ ახლა მისცემდა დანებების ნებას, აღარ იქნებოდა
გადარჩენა ხვალ..

-კარგი რა დედა, ხომ არ მოვმკვდარვარ.. – აგიჟებდა დედამისის ცრემლები.

-დედა, ასე ცუდად ყოფნის უფლებას როგორ აძლევ შენს თავს.. შვილი გყავს შვილო
გასაზრდელი, ხალხი ერთმანეთს ხოცავს და ისინი არ განიცდიან ასე. სანდრო, ასე არ
შეიძლება, გიყურებ და ვხედავ რომ არც კი გაწუხებს თავს რომ იღუპავ. ნუთუ
არაფრად გიღირს ამდენი წვალება, ასე ერთი ხელის მოსმით როგორ ყრი წყალში.

-დედა კარგად ვარ, ხვალ სვანეთში ავალ და უკეთესად ვიქნები.. არ გიხარიათ,


ხშირად ჩამოვალ ხოლმე, თქვენც ამოხვალთ. მალე სახლიც გვექნება იქ..

-სანდრო..

-უნდა წავიდე ახლა და ხვალ სვანეთში ასვლამდე გნახავთ..

-ანდრია უნდა ნახო?

-არა, ჩემს ბინაში დავრჩები..

-შვილო გაგიჟდი, ერთი ღამით ხარ თბილისში, არ გეცოდებით..


~ 94 ~

-დედა, გთხოვ.. მჭირდება, რომ იქ ვიყო დღეს..

-კარგი, როგორც გინდა. – მძიმედ დაეთანხმა თამარი და ტკიპასავით მიეკრა შვილს.


მერე მამამისს გადაეხვია სანდრო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა სახლი..

***

თათა ვერაფრით მიმხვდარიყო კიდევ რა მოხდა, ახალმისული კი კითხვასაც ვერ


ბედავდა.. თამარი ანდრიამაც კი ვერ გაამხიარულა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა
და ჯერ ვერ გაებედა.. როგორც კი პატარა ბაბუამ გაიყვანა ეზოში, თამარი უფრო
შეიბყრო მოუსვენრობამ..

-თათა, შვილო.. -ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისაგან.. -ვიცი რომ ეგოისტივით


ვიქნევი, ვიცი რომ უფლება არ მაქვს, მაგრამ შენც დედა ხარ უკვე..

-რა მოხდა ქალბატონო თამარ. – შიშით, რომ ალექსანდრეს რაღაც დაემართა სისხლი
გაეყინა.

-სანდრო ჩამოვიდა დღეს, რომ დაინახო ვერ იცნობ.. ასეთი არასდროს ყოფილა.
კალათბურთისთვის საერთოდ დაუნებებია თავი.

-რა?

-აღარ აპირებს თამაშს, ისეა რომ ცოცხალიც არ ჰქვია.. სახლშიც კი ვერ გაჩერდა, მე და
მამამისს რამე რომ არ გვეთქვა.. ხომ წარმოგიდგენია როგორაა, ბავშვიც რომ არ ნახა..

-ბოლო დროს არც კი ურეკავს, ალბათ არ უნდოდა ნახვა.

-ნაწყენი ხარ, მაგრამ შენც ხომ იცი რომ ასე არაა. თუ ვინმე ან რამე ფასეულია
სანდროსთვის, შენ და ანდრია შვილო. იმას რომ არ განიცდიდეს რაც გაგიკეთა, ასე არ
იქნებოდა..

-არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ბოდიში ქალბატონო თამარ.

-გემუდარები ნახე, უბრალოდ ნახე და უთხარი რომ ანდრიას სჭირდება.

-ნუ მთხოვთ რა.. – გული ამოვარდნას ჰქონდა თათას, თამარის საცოდაობით.


~ 95 ~

-თათა, შენც ხომ დედა ხარ.. შენ რომ იცოდე როგორაა და მის ადგილას ჩვენი ანდრია
წარმოგედგინა, ალბათ მთებს გადააბრუნებდი შენი შვილი რომ უკეთ ყოფილიყო..
შენ იცი, მხოლოდ შენს სიტყვებს რომ აქვს მისთვის აზრი..

-არამგონია, ჩემი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი იყოს, ეკას რომ დავურეკოთ? – თათა
თამარის ჩამქრალ თვალებზე მიხვდა, როგორი უსულგულო იყო ახლა.. მაგრამ არც
მასთან მისვლა უნდოდა..

-გთხოვ შვილო, თუ გინდა ამის მერე ანდრიასაც ნუ გვაჩვენებ ასე ხშირად, რაც გინდა
ის მთხოვე, ოღონდ ახლა წადი ალექსანდრესთან.. – თათა ავტომატურად წამოდგა..
უკვე შეუძლებელი იყო მისი ტირილისთვის გაეძლო.. წამოდგა, მაგრამ ვერაფრით
გაებედა ნაბიჯების გადადგმა.. ისევ თამარის ტკივილმა მიიყვანა კარამდე.. მანქანაში
მარტო დარჩენილს ეშინოდა ალექსანდრესთან მისვლის, თან როგორც არ უნდა
ნდომოდა სულაც არ ესულერთებოდა მისი ბედი.. სადაც არ ნდა დაემალა, სისხლით
და ხორცით უყვარდა.. სულით.. არსებითა და არარსებულით.. სწორედ ეს აშინებდა..
ეშინოდა მაშინაც ნაბიჯებარეულმა, ძლივს რომ აიარა ვერდავიწყებული კიბეები..
მაშინაც გაუბედავად რომ შეეხო ზარის ღილაკს და მაშინაც, შეუმჩნეველმა
ცრემლებმა შინაგანად რომ გაგუდეს საყვარელი კაცის დანახვისას, რომელიც სულაც
არ ჰგავდა იმ ზედმეტად ლამაზ ბიჭს წლების წინ რომ გაიცნო.. გამოპრანჭულს,
საკუთარ თავში დარწმუნებულს, ნათელი თვალებით..

ალექსანდრესთვის ჯერ საძინებელში მათი ბედნიერი წუთების კოლაჟს დაეკარგა


მოსვენება, ახლა კი ქალს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ აგრძნობინა რომ აღარ
არსებობდა.. ალბათ არასდროს აპატიებდა მისი მზერისთვის შეცოდება რომ შეეტყო..
რამდენიმე წუთი თვალის დაუხამხამებლად უყურეს ერთმანეთს, ორივეს ცხვირს
უწვავდა ძლივს შეკავებული ცრემლები, ნელ-ნელა ფართოდ გახელილი თვალებიც,
რომ ვერ იტევდა..

-დედაშენმა.. დედაშენი ძალიან ნერვიულობს.. – ძლივს ამოთქვა და თვალები


მოაშორა..

-შემოდი.

-არა.

-თათუ ცივა.. რა ჯანდაბაა, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? – ხრინწიანი, მძიმე ხმით
ჩაილაპარაკა სანდრომ. ეტყობოდა რომ საშინლად ნერვიულობდა..

თათა, თათუმ გაათბო.. ალბათ შესვლის მიზეზებმაც…


~ 96 ~

ცოტა ხნის წინ გამოცდის წერისას ჩვენმა ლექტორმა გაიხუმრა, თქვენ რომ გიყურებთ
მიზიდულობის ძალის არსებობის მჯერაო.. მიუხედავად რთული გამოცდისა, ამ
ხუმრობაზე თითქმის ყველას გულიანად გაგვეცინა.. ცოტა ხნის მერე კი იმაზე
დავფიქრდი, რას იტყოდა ბატონი გიორგი შეყვარებულ ადამიანებსა და
მიზიდულობის ძალაზე.. ძალაზე, რომელიც გაუაზრებლად გაახლოებს და საერთო
სივრცეში გაქცევს..
ამ დროს, ნელ-ნელა იაზრებ, რომ უკვე მისი ჰაერით სუნთქავ, მისი სუნი აგსდის და
რომ არასდროს გაგჭირვებია ასე ნაბიჯის უკან გადადგმა..
არის მომენტები, როდესაც საკუთარი მე უბრძოლველად მარცხდება. როდესაც იცი,
საკუთარი თავისთვის პატიება მოგიწევს იმის, რასაც გააკეთებ.. შეიძლება არც
აპატიო, მაგრამ იმ წუთას უუნარო ხარ..
თათას არ შეეძლო მოშორებოდა.. არ დავიწყებია არაფერი, ყველაზე მეტადაც კი
სტკიოდა, მაგრამ.. არ ეთმობოდა, არ ეთმობოდა მონატრებისთვის სულის მოთქმის
საშუალება მიეცა..
ალექსანდრემ გაუბედავად შეახო აკანკალებული თითები სახეზე, ეგონა გული
გაუჩერდებოდა თათას რომ რამე ეთქვა.. არ უნდოდა გაეღიზიანებინა, შეეშინებინა,
მაგრამ ვერც სურვილს იტევდა.. უნდოდა გაეგებინებინა რომ უყვარდა. თათას
რეაქცია არ ჰქონია, ემოცია არ დარჩენოდა სანდროს შეხებისთვის რომ დაეთმო..
აღიქვამდა მხოლოდ მის ჩამქრალ თვალებს და ფერმიხდილ სახეს.. ბენდელიანს კი
ვერაფრით დაეჯერებინა სიჩუმე, რამდენიმე წამში კი ჯიუტად აჯერებდა თავს, რომ
რაღაცები ელანდებოდა.. სხვა ვერაფრით აეხსნა შეხება რომელიც სახეზე იგრძნო..
მსუბუქი, აკანკალებული ხელი, თითქოს შეხებით მისი არსებობის დასტურს რომ
ეძებდა.. მერე, მერე არც ერთი მოქმედება არ მიუშვიათ გონებამდე, შიშით საკუთარი
უბედურება არ გახსენებოდათ.
ყველაფერი ტელეფონის ზარმა დაასრულა, რომელიც ანდრიას ჭირვეულობასა და
ჭამის დროის მოსვლას ატყობინებდა.. ალექსანდრეს მიერ დაკოცნილი მთელი
სხეული ერთიანად აეწვა.. საკუთარი სიშიშვლის შერცხვა, თითქოს ვიღაც უცხო
გახადა ამ ყველაფრის თანაზიარი.. კედლებზე დანახული ფოტოებიც კი
ეზიზღებოდა იმ წუთებში. ეგონა სახლში მისული ყველაფერს დაწვავდა, რადგან
ტანსაცმელსაც ალექსანდრეს სუნი ექნებოდა..
ის კი გაუჩერებლად უმეორებდა რომ უყვარდა.. სანდრო ხომ იმაზე კარგად იცნობდა
მას, ვიდრე თავად.. ახლა.. იცოდა, რომ თუ ვერ მოახერხებდა მისთვის საკუთარი
სიყვარული დაეჯერებინა, არასდროს აპატიებდა თათა თავს ამ საღამოს..
განერვიულებულმა ძლივს ჩაიცვა, ნერვიულად უმეორებდა თავს, რომ არაფრით
დაეჯერებინა სანდროს სიტყვები.. გრძნობდა… გრძნობდა სირცხვილს, შიშს.. კიდევ
იმას, რომ ყველაფერი განადგურა..
-ნუ გგონია, რომ ამან შეცვალა და ჩემზე უფლებები გაქვს.. ალექსანდრე არ გაბედო
ასე იფიქრო.. არ გაბედო გესმის, არ გაბედო.. – სულს ვერ ითქვამდა თათა. ჭკუიდან
გადაჰყავდა ალექსანდრეს სიმშვიდეს და ძალას, რომელიც არაფრით ანებებდა
საკუთარ მანქანაში ჩაჯდომას.
-თათუ, ასე მანქანას არ მართავ და რაც უფრო მალე დაჯდები სხვა ადგილას, მით
~ 97 ~

უფრო მალე დავშორდებით ერთმანეთს.


თხუთმეტი წუთიც არ დასჭირვებიათ სახლამდე მისასვლელად, ნანას ჯერ გაუხარდა
მათი ერთად დანახვა. რამდენიმე წამში, ისიც კი იფიქრა, იქნებ შერიგდნენო, მაგრამ
მათი სახეების დანახვამ უარეს საგონებელში ჩააგდო. თათამ უხმოდ აიყვანა
მტირალი ანდრია და სხვა ოთახში გავიდა, პატარა ჭამამაც არ დაამშვიდა..
ალექსანდრეს მოთმინება გამოელია, ვეღარაფრით გაუძლო შვილის ტირილს და
ოთახში შევიდა.. ყველა კაცი ამჩნევს, მაგრამ ცოტა იმჩნევს და ფიქრობს სხვადასხვა
დეტალებზე.. სანდრო ყოველთვის ზომაზე მეტად ემოციური იყო.. ახლაც
ფიზიკურად იგრძნო როგორ გათბა შვილისა და ცოლის დანახვაზე, თათა ძლივს
შენარჩუნებული მოთმინებით ცდილობდა შვილისთვის ეჭმია.. ალექსანდრეს
დანახვაზე სახე გაუქვავდა, ინსტიქტურად აიფარა ხელი მკერდზე და იგრძნო როგორ
გაუწითლდა სახე..
-ახლავე გადი. – მკვეთრად, საშინლად გაბრაზებული ტონით ამოთქვა თათამ,
ბენდელიანი კი იატაკზე მილურსმულივით იდგა.. სანდრო მართლა არაფერი არ
შეცვლილა და თუ შენ ამის მერე სულ ეს საღამო უნდა მახსენო თავს მოვიკლავ,
გეფიცები. შენ სულ იცოდი რომ უჭკუო ვიყავი, დღეს მეც გავიგე.. ყველაზე უტვინო
ქალი ვარ, რომელსაც ენატრებოდი და დაუფიქრებლად ჩაგიწვა ლოგინში.. მაგრამ
აღარ მენატრები, საკუთარი თავის ისე მრცხვენია, რომ გული მერევა.. წარმოდგენა არ
მაქვს როგორ უნდა შევხედო თვალებში ჩემს ძმას, ჩემს თავს, რომელსაც წელიწადზე
მეტია ვპირდები რომ ამ ყველაფერს ღირსეულად გადავიტანდი.
-თათუ..
-ნუ მეძახი ამ თათუს, ისე თითქოს სხვისი არავისი სახელი წარმოგითქვამს ასე.. ახლა
კი გადი.. და თუ მართლა ასკეტივით აპირებ ცხოვრებას და გგონია შემებრალები, ან
თავს დავიდანაშაულებ რომ კარიერა დაგენგრა, ძალიან ცდები.. ჩემი უპატიებლობის
კი არა შენი ღალატის ბრალია ასე რომ ვართ.. შენი ღალატის ბალია ჩვენი შვილს
იშვიათად რომ ხედავ.. შენი ღალატის ბრალია, მეძავი ქალივით რომ მრცხვენია
საყვარელ კაცთან გაყოფილი სარეცელის.. – თათას გული ამოვარდნას ჰქონდა
ტირილისგან.. ალექსანდრე კი ისევ მილურსმულივით იდგა.. არც განძრევა შეეძლო
და არც ხმის ამოღება.. არც ის, მისთვის დამშვიდება ეთხოვა.. ძლივს დაიმორჩილა
სხეული, კართან გაფითრებულ ნანას შეეჩეხა..
-რა ხდება, დედა? – სული ამოაყოლა სიტყვებს ანერვიულებულმა ქალმა.
-არაფერი. – ამოიხრიალა ალექსანდრემ და კარისკენ წავიდა. – დედა მანქანით არ
გაუშვა, ან შენ, ან მამამ გაიყვანეთ, გთხოვთ. – უკვე კართან იყო მისული, ნანას
მავედრებელი სახით რომ თხოვა.
-კარგი, შვილო, თავს გაუფრთხილდი. თავს გაუფრთხილდი ალექსანდრე. – თითქოს
მის მხრებზე დარჩა აცრემლიანებული თვალები..
*****
-ვის უნდა ჩოგბურთში დავლეწო? – მაქსიმეს მხიარულმა ხმამ, მთელი სახლი
მოიცვა.. ერთიანად მოეღრუბლა სახე თათას დანახვაზე. – რა ხდება? ანდრია ხომ
კარგადაა? – მოუთმენლობა დაეტყო მაქსის და თვალებით ბავშვის ძებნა დაიწყო.
-დღეს ალექსანდრე ვნახე. – გაუბედავად ჩაილაპარაკა თათამ და ტირილი აუვარდა.
~ 98 ~

-მერე? – სხეული დაეძაბა მაქსიმეს, არაფრით ჰყოფნიდა მოთმინება თათა სანამ


უპასუხებდა. -თათა, რამე მოხდა? თათა, გამაგებინე რა გჭირს? – მთელი ძალით
ჩაეხუტა მაქსი, ცდილობდა დაემშვიდებინა, როგორმე კიდევ რომ ეთქვა რამდენიმე
სიტყვა.
-მაპატიე, ძალიან მრცხვენია.
-ნუ გადამრევ, ასეთი რა მოხდა? -მაქსის ვერაფრით მოეფიქრებინა რა შეიძლება
მომხდარიყო, გახურებული გონება, მხოლოდ ცუდზე ფიქრობდა.. პატარა და
მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო.. თათა და დანარჩენი სამყარო.. ყველას
უკვირდა არასდროს არაფერზე რომ არ ჩხუბობდნენ. ცხოვრებაში რაღაცები ზუსტად
ვიცით ხოლმე.. მაქსიმემ კი ზუსტად იცოდა, რომ თათას ბედნიერებისთვის
ყველაფერს გააკეთებდა, თანაც დაუფიქრებლად.. ბოლო რამდენიმე თვემ ღიმილიანი
პრინცესა წაართვა.. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ იცოდა ალექსანდრეს გარეშე, თათა
ბევრი დროის მერეც არ იქნებოდა ისეთი ღიმილიანი როგორც მას უნდოდა.. გული
გამალებით უცემდა, იმ მებრძოლს ჰგავდა ხმალზე აუღებლად რომ უდევს ხელი..
-ძალიან მრცხვენია..
-თათა გავგიჟდები, რა უნდა გაგეკეთებინა ისეთი, რომ ჩემი გრცხვენია?!
-მე.. მე.. მე ალექსანდრესთან ვიწექი.. – ასე არასდროს გასჭირვებია რაიმეს თქმა,
ალბათ ბევრისთვის ისიც გაუგებარია რატომ უნდა ლაპარაკობდა მსგავს ინტიმურ
დეტალებზე ვინმესთან.. რატომ უნდა გრძნობდე ანგარიშვალდებულად თავს
ძმასთან, როცა უკვე სრულწლოვანიც ხარ და საკუთარი ცხოვრებაც გაქვს.. მაგრამ
არსებობს სურვილი თვალებში ყურების.. გულწრფელობის, სინანულის, რომელიც
აღიარების გარეშე არ მოდის.. თათას კი არ შეეძლო, თითქოს არაფერი მომხდარიყო,
ისე ელაპარაკა მაქსიმესთან.. არასდროს არაფერი დაუმალავს, შიში იმის, რომ პატარა
საიდუმლო დროთა განმავლობაში სიშორედ იქცეოდა, ალტერნატივას არ
უტოვებდა..
ერთგვარი ბედნიერებაა, სიძლიერის განცდით გაჩენილი ბედნიერება, მზად იყო
ყველაფერი დამსახურებულისთვის და მზადვე ყველაფერი დაუმსახურებლის
დასათმობად.. ამას სულიერი სიმშვიდე ჰქვია.. შეიძლება საზოგადოდ აღიარებული
შეხედულებებით უბედური იყო, მაგრამ სულიერი სიმშვიდე გქონდეს, რის გარეშე
არც სრულყოფილი ბედნიერება არსებობს და არც სრულყოფილი უბედურება მასთან
ერთად..
რამდენიმე წამიანი სიჩუმე საუკუნედ იქცა.. განაჩენის მოლოდინში, ხომ ყველაზე
მძიმედ მიაბიჯებს დრო.. არ იცოდა რას ეტყოდა, არც ის, რა უნდოდა რომ ეთქვა,
მაგრამ იცოდა რომ სამართლიანი იქნებოდა..
ამ რამდენიმე წამს, უფრო მჭიდრო ჩახუტება მოჰყვა.. მაქსიმემ ისე ამოისუნთქა,
თითქოს მთელი სამყარო მოიშორა და სიმძიმეებისაგან თავისუფალმა ამოიღო ხმა.
-შენ არ ხარ ვალდებული რაღაცები მითანხმო, მაგრამ ვალდებული ხარ დაფიქრდე
და გადაწყვიტო რა გინდა. ჩემი რატომ გრცხვენია? რაც არ უნდა იუარო ფაქტია, რომ
გიყვარს. საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სურვილი კი იმაზე ძლიერია ვიდრე შენ,
ან მე.. ვიღაც ძმებივით ახლა ვენებს არ გადავიხსნი პატიოსნებაზე, მორალზე და
იმაზე ლაპარაკით რომ არ გამითვალისწინე.. და რომც არ ვიყო ასეთი ტიპი ვერც
~ 99 ~

უპატიოსნოს ვხედავ ამაში რამეს, ვერ ამორალურს და ვერც იმას რომ ოდესმე
უმნიშვნელო იყო ჩემთვის შენი აზრი.. უბრალოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღო,
შეგიძლია რომ აპატიო, თუ საერთოდ არ გინდა მასთან საერთო მომავალი. ისე
ძალიან გაგიჭირდება.. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ვფიქრობ ეს ყველაფერი
მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, არ დავუშვებ ცხოვრება აირიო და დროის შემდეგ შენს
თავს რაღაცები ვერ აპატიო. დაუმთავრებელ, მოუფიქრებელ საქმეებსა ხომ იცი, რომ
ვერ ვიტან. მათ არასდროს მივყავართ სიკეთემდე, ან გამოსავლამდე. მე ვიქნები
ყოველთვის შენს გვერდში, ყოველთვის შევეცდები შენი პოზიცია გავაძლიერო,
მაგრამ შენ გადაწყვეტილება უნდა მიიღო..
ახლაც ზუსტად ის უთხრა რაც უნდა ეთქვა, ზუსტად ის.. ჩუმად ყლაპავდა ცრემლებს
და ბედნიერი იყო მაქსიმეს გამო.. ის არასდროს მალავდა განცდებს, მაგრამ არასდროს
იყო უსამართლო.. ახლაც მთლიანად მაქსიმეთი იყო გარემოცული, იმედით, ძალით,
რომელიც ჯეროდა რომ გადაარჩენდა.. მომდევნო დღეები მთლიანად ანდრია იყო..
ანდრია, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსებოდა მამამისს..
თავიდან ეგონა რომ ეჩვენებოდა, მაგრამ უკვე იმდენი ადამიანი აღნიშნავდა
მორცხვად იგივეს.. ეს უფრო ართულებდა და ამარტივებდა ყველაფერს.. უკვე მესამე
დღე იყო შორიდან უვლიდა იმ ტანსაცმელს, რომელიც სამი დღის წინ უნდა დაეწვა,
მაგრამ ვერაფრით გაემეტებინა.. დროს, რომელსაც სრულიად მარტო ატარებდა მაინც
ალექსანდრეს ფერი ჰქონდა.. ქალებს გულის სიღრმეში ხომ გვჯერა, რომ ცალ-ცალკე
ვერასოდეს მივაღწევთ სრულყოფილებას.. არ არსებობს სრულყოფილი ბედნიერება
ყველა აღიარებული ნიუანსით, თუ მონატრების ჭია გხრავს.. არ არსებობს..
უბრალოდ არ არსებობს და შვილებს, მეგობრებს, კარიერას, სიმშვიდეს
ამოფარებული ბედნიერებაც მხოლოდ ფარსია.. სრულყოფილების ფარსი, რომელსაც
საკუთარი თავების სიმშვიდისა და გადარჩენისთვის ვიგონებთ..
***
-ბავშვები თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს მია, როდის მოდიხართ?
-კვირის ბოლოს გიოს თუ არ გამოუშვებენ, მე და თეკუ მაინც ჩამოვალთ. – თათას
მოწყენილმა ხმამ, უარესად მოანდომა თბილისში ჩამოსვლა.
-რა კარგია, ცოტა ხნით ხომ დარჩებით?
-კი, მინიმუმ ერთი კვირით და ნუ გაქვს გთხოვ ეგეთი ხმა.
-არ მაქვს.
-კიდევ რამე მოხდა? ნახე?
-არა, არა მია, არც ვნახავ არასდროს. – გული აუჩქარდა თათას.
-დღეს დილით გიომ და სანდრომ ილაპარაკეს. გიო ყვიროდა, მაგრამ მგონი ბოლოს
მშვიდად დაამთავრეს. ისეთი აფორიაქებული იყო ვერაფერი ვკითხე, იქნებ საღამოს
რამე მითხრას.
-აქამდე არ ულაპარაკიათ?
-ბოლოს რომ გითხარი გიომ დაურეკა ვერ დაელაპარაკა-მეთქი, მას შემდეგ აღარ
დაურეკავს. გუშინ ისევ ბიჭები იყვნენ, თითქმის მთელი საღამო ალექსანდრეზე
ილაპარაკეს. ყველას გული წყდება და ვერ გებულობენ როგორ წავიდა
კალათბურთიდან. დღეს გიოს შეეტყო რომ გაეხარდა მისი ზარი. არ ვიცი ამ
~ 100 ~

ყველაფერს უნდა გიყვებოდე თუ არა, მესმის რომ გტკივა, მაგრამ ვერც ვჩუმდები..
-შენ რა შუაში ხარ, ყველასთვის შესამჩნევია რომ მაინტერესებს. – ძლივს ამოთქვა
თათამ.
-კარგი რა, ნუ ნერვიულობ. მე ვფიქრობ რომ შერიგდებით.
-ანდრია ტირის მია, იცოდე ჩამოსვლა არ გადაიფიქროთ. – უცებ მიაძახა მიას და
მაშინვე გაუთიშა ტელეფონი, არ უნდოდა იმაზე ლაპარაკი, რაც თვითონაც არ
იცოდა..
***
ალექსანდრე ბეჭებით სვანეთის მიწას გრძნობდა. სიამოვნებდა მთის საღამოს
სიგრილე, წითელი ღვინო და მოჭუტული თვალებით ძლივს დანახული მბჟუტავი
კოცონი.. რეალობას ოცნებამდე ანდრიას პაწაწინა სხეული აკლდა მის გულზე და
თათა, რომელიც ხან ანდრიას, ხანაც კი მის უხეშ თმას მოეფერებოდა. რაც უფრო მეტი
ეოცნებებოდა, მიტ უფრო მონდომებით სვამდა ღვინოს..
-ბენდელ, რომ მოიტაცო და აქ ამოიყვანო? – მხიარულად წამოიძახა დუდუმ,
ალექსანდრეს მაგრად უყვარდა დედამიწაზე ყველაზე გულწრფელი მეგობარი.
რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო ბოლო ნახვამდე, ის ისევ ისეთი გულწრფელი
იყო, გულწრფელი, იმედიანი და ძლიერი.. ბოლო ნახვიდან კი ყოველთვის დიდი
დრო გადიოდა, რადგან დუდუ რაგბისტი იყო და ველინგტონში (ახალი ზელანდია)
ცხოვრობდა.
-მარგიანი მთვრალ ძმაკაცს ეგეთი რჩევა უნდა მისცე? – ნაღვლიანად გაეცინა
სანდროს.
-აბა რა ვიცი ძმაო, სხვა მე არაფერი შემიძლია. საიდანაც გინდა იქიდან მოვიტაცოთ,
რამდენ კაცსაც გინდა იმდენს გავაკავებ.
-ეგ ბოლო ვარიანტი იყოს, ყველა იმედი რომ გადამეწურება, მერე მართლა
მოვიტაცოთ, იმ დროისთვის აქ კოშკიც მექნება. ვაბშე აღარ გამახსენდება დანარჩენი
სამყარო, მანამდე კი მინდა როგორმე მაპატიოს, თვითონ მაპატიოს ძალდატანების
გარეშე. ის ისეთია რომ ბოლომდე ბედნიერი მხოლოდ ასე იქნება. ნეტა აქ იყვნენ
ახლა? იცი რა მაგარ ჭიშდვარებს გაგიკეთებდა, მონატრებულ სვანს? სულ სხვანაირია,
ჯირითობს, ცოცავს.. ზედაპირულად კი არ გეკითხება რა ქენი თამაშზე, მართლა
აინტერესებს და ყველა წესი იცის. არასდროს წუწუნებს ვარჯიშის გამო რაღაცისთვის
თუ ვერ იცლი.. ასეთი იდოტი როგორ ვარ არ ვიცი, მასთან ყოფნის დროს ისე მქონდა
გამოტენილი თავი ეკაზე ოცნებით ვერც კი ვამჩნევდი რომ თათა იყო ჩემი ოცნება..
ყველაფერი იცი რაც გავუკეთე და არც კი უფიქრია ბავშვი ჩემი გვარი არ ყოფილიყო,
ან ჩემთვის ანდრიას ნახვა აეკრძალა.. მე ეკასთან ვცხოვრობდი და ეგ ჩემს მშობლებს
ნახულობდა ხოლმე.
-ვაა საღოლ, ძმაო, როგორი ჯიგარი ყოფილა.
-ღვთის წყალობით გაიცნობ და ნახავ, რომ მართლა მაგარი ჯიგარია. ანდრიას ხვალ
გაგაცნობ, თუ შენ სხვა გეგმები არ გაქვს.
-არა ძმაო, გამაცანი ხვალ შენი ვაჟკაცი. მეხუთე დღეა აქ ვარ და პირველად
ამოვისუნთქე დღეს, პროსტა აღარც ხალხის დანახვა მინდა და აღარც სუფრის..
-ხოდა ხვალ წამოვიყვანოთ და გაგაცნობ. – რამდენიმე წუთი უხმოდ უყურებდა
~ 101 ~

ზეცას, ბურდღუნით არწმუნებდა საკუთარ თავს რომ ამდენი ვარსკვლავი სხვაგან


არსად ჩანდა..

***
-თათა, ბატონი ალექსანდრე გეძახით. – უკვე მესამედ უმეორებდა ლია, თათა ისე იყო
ფანჯრიდან სანდროსა და შვილის ყურებით გართული, რომ არაფერი ესმოდა.. ლია
შეშინებული მიუახლოვდა. – ხომ კარგად ხართ?
-კი ლია, რა არის? – შეაკრთო მისმა უეცარმა შეხებამ.
-ბატონი ალექსანდრე გეძახით.
-არ მინდა მისი ნახვა, შენ გითხრას რა უნდა?
-ამბობს, რომ პირადად უნდა დაგელაპარაკოთ.
-არაუშავს. – ლიამ მხრები აიჩეჩა, იცოდა არაფერი გამოუვიდოდა მაგრამ მაინც
ჩავიდა ქვემოთ.
რამდენიმე წუთში ანერვიულებული ეხვეწებოდა თათას ოთახში არ შესულიყო,
მაგრამ ბენდელიანს, როგორც ყოველთვის, არც ახლა ესმოდა ის, რისი გაგონებაც არ
უნდოდა.
-ორი წუთით რომ დამელაპარაკო არ შეიძლება? -ვერც ახლა მოეთოკა ნერვები, მისი
გაბრაზებული ხმა საშინლად აღიზიანებდა თათას.
-ალექსანდრე რა გინდა? -მისდა გასაკვირად მშიდად უპასუხა.
-ჩვენი შვილის სვანეთში წაყვანა.
-ხომ ისი რომ ვერ წაიყვან?
-რატომ?
-ბუნებრივ კვებაზეა და იმიტომ.
-შენც წამოდი.
-ალექსანდრე მაქსიმალურად ვცდილობ, ცივილიზებული ადამიანივით რაღაც
საზღვრებს არ გადავცდე. არამგონია სურვილი გქონდეს სასამართლოს მიერ
განსაზღვრული გრაფიკით გქონდეს შვილთან ურთიერთობა.
-ნუ მემუქრები და ნუ მეჯიბრები ცუდ საქციელში.
-ბავშვს სვანეთში ვერ წაიყვან.
-ჩაულაგე რაც დაჭირდება.
-სანდრო მაქსიმეს დავურეკავ. – ის იყო მობილურის ძებნა დაიწყო, რომ ვეღარც ლია
დაინახა ოთახში და ვეღარც ტელეფონი. ლიას ვერაფრით გააგონა, კარში კი ყველაზე
კეთილი გოლიათი იდგა. საოცარად თბილი სახითა და ნერვიულობისაგან
შეჭმუხნული წარბებით. მორცხვად გაუწოდა ხელი, თათამ მაშინვე იცნო
რამდენჯერმე სკაიპით ნანახი დუდუ, გაუცნობიერებლად ჩამოართვა ხელი, თან
ალექსანდრე მოძრაობებს აყოლებდა თვალს, რომელიც გაბრაზებული სახით,
სწრაფად აგროვებდა ჩანთაში ნივთებს, თან არამხოლოდ ბავშვის.
-დიდი ბოდიში. – თვალები დამალა გოლიათმა, თათას კარიდან გასვლის საშუალება
რომ არ მისცა.
-ალექსანდრე იცოდე არასოდეს გაპატიებ.
-ვიცი. -მშვიდად ჩაილაპარაკა სანდრომ და ანდრია მიუყვანა. -ხელის მოკიდებით
~ 102 ~

მარტივად განსაზღვრა მისი მოძრაობის მიმართულება. თათა ცრემლები


ეყლაპებოდა, თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდა.. ეგონა, ცოტაც და ვეღარ
გაუძლებდა გაბრაზებას.. ეზოში გასვლამდე ლიას ეძებდა, რომელიც არსად ჩანდა.

მესტიამდე გზა საშინლად გაიწელა.. ეზიზღებოდა, ამ დროს მართლა ეზიზღებოდა..


იმ სიამოვნებასაც კი არ გრძნობდა, მიუხედავად ყველაფრისა, სადღაც ღრმად
საყვარელი ადამიანის სიახლოვე რომ იწვევს ხოლმე..
-ბავშვს ხომ არ მოშივდა? -იკითხა ჩახლეჩილი ხმით, ეტყობოდა ძალიან
ნერვიულობდა. თათა დუმდა. – თათუ, ბავშვს ხომ არ მოშივდა?
-ნახევარ საათში უნდა ვაჭამო. – მისკენ არც კი გაუხედავს ისე უპასუხა.
-აქ რაღაც სასტუმროა და იქ მივიდეთ. -თათას რეაქცია არ ჰქონია. რამდენიმე წუთში
მართლა იყვნენ სასტუმროსთან.
-რამე ხომ არ გჭირდება? შენ არ მოგშივდა?
-ალექსანდრე უარესად მაღიზიანებს შენი მზრუნველობა, ოთახიდან გადი.
-როგორმე ჩემი თანდასწრებით აჭამე ჩვენს შვილს.
-სანდრო გიფიქრია რა მოხდებოდა ამერიკიდან ჩამოსულს ბავშვი რომ
მომეცილებინა? ან ნერვიულობაზე უბრალოდ დაღუპულიყო. გიფიქრია ოდესმე
ამაზე, ასე მარტივად რომ იძახი „ჩვენი შვილი“?
-თათუ..
-მაინტერესებს.. ან გახსოვს რა მითხარი? ყველა გახსენებაზე გულს მირევს შენი ხმა,
მაშინ ვითომ აქაც არაფერი, ისე რომ დაანგრიე ის რაღაც, მე რომ ოჯახი მეგონა..
-გეყოს!.. – თვალები გადმოცვენას ჰქონდა ალექსანდრეს.
-ოთახიდან გადი. -ძალდატანებით გაიტანა საკუთარი სხეული.. უფიქრია.. ძალიან
ბევრჯერ უფიქრია ამ ყველაფერზე და უფლის საოცრად მადლიერი იყო, რომ ასე არ
მოხდა.. ახლაც ფიქრობდა.. იცოდა საშინლად რომ იქცეოდა, მაგრამ ასეთი იყო.. ვერ
გაძლებდა მათ გარეშე.. ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ მე-ზე ფიქრის გამო კი არა..
უბრალოდ ვერ წარმოედგინა სხვანაირად..
დარჩენილი გზა მესტიამდე უარეს, გაუსაძლის სიჩუმეში გავიდა.. მერე მესტიის
მედიდური კოშკებიც გამოჩნდა და მთებიც, საკუთარ ცოდვიანობას
სულისშეძვრელად რომ გაგრძნობინებენ.. ვიღაც შორიდანვე გამოეგებათ, მანქანა
ნორმალურად გაჩერებულიც არ იყო გულიანად რომ მოიკითხეს და სახლში
შეუძღვნენ.. სახლი ახალაშენებული ჩანდა, ეზოშივე იდგა საკმაოდ დიდი კოშკი.
როგორც აღმოჩნდა სანდროს მთელი ზაფხულით ექირავებინა ეს კოშკი
ხარძიანებისგან..
-ჩვენთან არ ივახშმებთ? დაღლილები და მოშიებულები იქნებით? – თბილად იკითხა
მასპინძელმა.
-არ შეგაწუხებთ.
-რა შეწუხებაა, გელოდებოდით და ყველაფერი გამზადებული გავქვს უკვე.
-ძალიან დიდი მადლობა.
-მაშინ ცოტა ხანში გელოდებით.
~ 103 ~

-ცოტა ხანს დავისვენოთ და ჩავიდეთ. -უთხრა როგორც კი მარტო დარჩნენ.


-არ მშია.
-უხერხულია, თან წარმოუდგენელია არ გშიოდეს.
-არაფერი მინდა. მე ბავშვს დავაძინებ და შენ სადაც გინდა იქ წადი.
-ბავშვს მთელი გზაა ძინავს და აქ თავისი კოშკის სანახავად ამოვიყვანე.
-შეგიძლია ანახო, მე არ მშია.
***
დილითაც კი არ ჰქონია იმის იმედი რომ ეს დღე რაიმე სიკეთეს მოუტანდა.. არც კი
იცოდა რატომ აიხირა მაინცდამაინც ამ დღეს სვანეთში ამოსვლა.. ხო.. უნდოდა
მათთან ერთად გაეტარებინა ეს დღე.. უნდოდა ოჯახის ილუზია შეექმნა,
სხვებისთვის მაინც.. არადა ახლა, შვილის ყელში ცხვირჩარგულს, გული ყელში
ებჯინებოდა.. სვენებ-სვენებით მივიდა მშენებარე კოშკამდე, სიმძიმე აუტანელს
ხდიდა სვანეთის სუფთა ჰაერით სუნთქვასაც კი.. მაზოხისტურ სიამოვნებას
გრძნობდა, რომ იმ ყველაფრისთვის რაც გააკეთა, ისჯებოდა.. გული ტკიოდა,
კიდურები უბუჟდებოდა და ბედნიერი იყო.. მოჩვენებითი ინტერესით გამოიკითხა
მშენებლობის ამბები და მალევე წამოვიდა უკან.. უფრო უარესად იყო, მაგრამ უფრო
ბედნიერი.. იცით კიდევ რა სიამოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის
სახლამდე მიტანაშიც კი ეჭვი ეპარებოდა, ზუსტად იცოდა ანდრიას უსაფრთხოდ
მიუყვანდა თათუს.. მის თათუს.. რომელსაც ახლა ერთი სული ჰქონდა მშენებარე
კოშკი ენახა.. რომელიც მასავით ოცნებობდა, მასავით ყველაფერს დათმობდა ასეთი
არაკაცი რომ არ ყოფილიყო.. გრძნობდა როგორ ცურდებოდა ცივი ოფლი შუბლზე,
ლოყებზე, ყელზე.. გრძნობდა რომ ზუსტად იმდენი საფეხურის ავლა შეეძლო,
რამდენიც თათამდე აშორებდა და ეს ყველაფერი უფრო და უფრო აბედნიერებდა..
შორიდანვე შენიშნა საყვარელი ქალის ნანერვიულები თვალები.. ისიც, შენიშნა,
როგორ ვერ დამალა მისი სახის დანახვაზე გაჩენილი შიში.. ძლივს, მდუმარედ
ჩაყლაპულ „ხომ კარგად ხარ?“-საც კი არ დასჭირდა წარმოთქმა.. გაიგონა..
თათას ყველა ნაკვთი უკრთოდა, ტირილამდე სულ ცოტა აკლდა და შიშით, რომ თავს
ვერ შეიკავებდა, ხმას არ იღებდა. ფრთხილად გამოართვა ბავშვი და ოთახში

შეიყვანა..
ქვის კედლებმა ხელის ცეცებით მიიყვანეს ოთახამდე, გულაღმამწოლიარეს კარგა
ხანს ესმოდა ანდრიას ჭირვეულობა და ცოლის ანერვიულებული, მაგრამ თბილი ხმა..
მაშინაც ეღვიძა თათუმ პირველად რომ შემოიხედა მის ოთახში, მეორე
შემოხედვისასაც.. მაგრამ არაფერი შეუმჩნევია..
ორიოდე საათის ძილი და ცოდნა, რომ თათას ენერვიულებოდა საკმარისი აღმოჩნდა
კარგად ყოფნისთვის.. თათას აივანზე, სავარძელში ჩასძინებოდა, პლედი დააფარა..
ანდრია ფრთხილად მიიწვინა გულზე და თვითონაც თათუს გვერდით მდგომ
სავარძელში ჩაჯდა. ფერმკრთალ სახეზე განცდების სიმძიმეს მარტივად
~ 104 ~

შეამჩნევდით, ალექსანდრეს გული შეეკუმშა.. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს როდის


შეეძლო ამდენ ხანს ეყურებინა მისთვის.. საოცრად ლამაზი იყო, ყველანაირი
სუბიექტურობის გარეშე.. ყოველთვის ნერვებს უშლიდა გარშემომყოფების ინტერესი
და დადევნებული თვალი, განსაკუთრებულად კი მას შემდეგ რაც ერთად არ იყვნენ..
ჰოო.. ტიპური აზიატივით ვერ იტანდა.. აქამდე ვერ გაეგო, როგორ შეეძლო ყველა
აღფრთოვანება ასე შეუმჩნევლად მიეღო.. ზოგჯერ ეგონა, რომ თათუმ არც კი იცოდა
როგორი ლამაზი იყო..
ანდრიას უზრუნველად ეძინა მამამისის გულზე, ბენდელიანს გონებას აკარგვინებდა
მისი სუნი და განცდა, რომ ყველაზე ახლოს იყო ოცნებასთან.. რას გრძნობდა?
ბედნიერებას, მაგრამ მწუხარებანარევს, მძიმეს, ფერმკრთალს.. დიდხანს უყურა
ცოლს, მერე კი მასაც ჩაეძინა მთვარის შუქით განათებულ ხის ვიწრო აივანზე,
რომელიც კიდევ უფრო ვიწრო ჩანდა მისი სიმაღლის გამო.. ფეხები, რომელიც
ვერაფრით გაეშალა მოაჯირზე ჰქონდა შემოწყობილი.. თათუ, რომელიც ვერაფრით
გავიდოდა აივნიდან, ქმრის გაღვიძებამდე, ვერც კი ბრაზდებოდა.. ცრემლებმა ცხვრი
აუწვა.. ალექსანდრეს სასაცილოდ ჰყავდა შვილი ჩაბღუჯული, პატარასთვის არც
ქუდის დაფარება დავიწყებოდა.. ორი საათი მოუწია ალექსანდრეს გაღვიძებამდე
ცდა.. გიჟდებოდა, ანდრიასაც რომ არაფრით ეღვიძებოდა.. მერე იყო სანდროს
დანისლული თვალები.. უამრავჯერ ვერ ნათქვამი მიყვარხარ.. ნერვიულობა
შეუჩვეველი ცხენით ქმრის გაუფრთხილებელ ჯირითზე.. მიუხედავად ყველაფრისა
მის ჩაცვენილ უპეებზე და თბილისზე, რომელიც ყოველთვის უფრო ურევს
ყველაფერს.. იყო გზა.. უსიტყვო, საშინლად გაწელილი რამდენიმე საათი.. ანდრიას
ჭირვეულობა, რომელიც ორივეს ანერვიულებდა და საბოლოოდ მაინც თბილისი,
სხვადასხვა სახლები და გაურკვეველი ემოციები..
ლიასთვის არაფერი უთქვამს, რა ლიას ბრალი იყო სახეზე თუ ეწერა ალექსანდრე რომ
უყვარდა.. არც მაქსიმესთვის უთქვამს სიმართლე, სჯობდა იტალიში გამოკვლევაზე
მყოფს ახლა მაინც არ ენერვიულა მასზე..
***
ალექსანდრე ამის შემდეგაც ყოველ დღე ნახულობდა ანდრიას, არც კი უცდია მისი
ნახვა, პირობისამებრ მხოლოდ ლიას ეკონტაქტებოდა.. ერთი კვირა იყო გასული,
მასთან დალაპარაკება რომ მოისურვა, რა თქმა უნდა არც ახლა დალოდებია
ნევართვას..
-თათუ, დღეს მივფრინავ.. არ ვიცი რამდენ ხანს ვერ ვნახავ ბავშვს, გთხოვ
გამომიგზავნე ხოლმე სურათები.. სულ ნუ დამელაპარაკები, skype, viber.. არ ვიცი შენ
როგორ გენდომება, ისე მანახე როგორ იზრდება ჩემი შვილი, ოღონდ მანახე.. კარგი?
თათუ, კარგი? – მოუთმენლად ლაპარაკობდა ალექსანდრე.
-კარგი.
-მადლობა. ორი საათია გაფრენამდე, წავიყვან ანდრიას და ჩემები მოიყვანენ.
-კარგი.
-ჭამა ჯერ არ უწევს ხომ?
-არა, ათი წუთის წინ ჭამა.
-თავს გაუფრთხილდი რა. ვიცი, რომ ყველაზე ბოლოს გაქვს ჩემი იმედი, მაგრამ მე
~ 105 ~

ვალდებული ვარ თქვენს ყველა პრობლემაზე ვზრუნავდე.. როგორ უნდა მენდო არ


ვიცი, მაგრამ ანდრიას გეფიცები, შეგიძლია მენდო. -სანდრო რამდენიმე წუთი ხმის
ამოუღებლად იდგა ოთახში, არ იცოდა რას ელოდებოდა, მაგრამ მაინც იდგა
რამდენიმე წუთს.. არასდროს გასჭირვებია ასე სხეული ზღურბლამდე მიტანა..
ცოლის თვალებს ზურგით გრძნობდა, ან უნდოდა რომ ეგრძნო..
***
ბენდელიანი ერთ თვეში მაიმი ჰიტის ღირსებას იცავდა.. თათუ არც ერთი თამაშის
ჩანაწერს არ ტოვებდა.. ვერავის ელაპარაკებოდა მასზე, მაგრამ ნერვიულობისაგან არ
იცოდა რა ექნა, მისი პარკეტზე ყოფნისას..
ერთ თვეში თითქმის გაუორმაგეს საშუალოდ თამაშის დრო.. ამ დროისთვის თათუ
უკვე მუშაობდა.. ყოველ დღე უგზავნიდა ქმარს ანდრიას სურათებს
დაპირებისამებრ.. მის ემოციურ წერილებსაც კითხულობდა, მაგრამ თვითონ
არასდროს არაფერს წერდა.. სანდრომ ისედაც ყველაფერი იცოდა მშობლებისგან,
ლიასგან და თათუც თვლიდა რომ სულაც არ იყო საჭირო მასაც ეთქვა რამე..
***
-რამ გააგიჟა? – წარბები შეეჭმუხნა სანდროს 17 გამოტოვებული ზარის დანახვაზე..
ნერვებს უშლიდა ყოველთვის მის ნებასურვილზე დაყოლა რომ უწევდა.. -იცის, რომ
მასთან ლაპარაკი არ მინდა, ცუდი რამე რომ მომხდარიყო გავიგებდი.. – კიდევ
რამდენიმე ზარს გაუძლო მისი გადაწყვეტილების სიმტკიცემ, ბოლოს კი მაინც
უპასუხა.. თვითონაც კი ვერ გაიგონა საკუთარი „გისმენ“, ან ვის რაში სჭირდებოდა,
ალექსანდრესთვის მთავარი იყო რომ უპასუხა..
-გოგო როგორ ბედავ? რა უფლებით ეხება ეგ ვიღაც დათა ჩვენს შვილს? შენ ხო არ
გაგიჟდი, ან რაღაცები ხომ არ გეშლება? მე რომ მანდ არ ვარ, ეგ არ ნიშნავს რომ
მოვკვდი, გესმის? მიპასუხე გესმის? – თათას ეგონა რომ მოკვდებოდა, ერთი სიტყვის
თქმაც კი არ შეეძლო. -შენს სახლში, შენს სახლში ჩემს შვილს ეფერება და თურმე
ბედნიერია, მე მაგის …. …… შენც გადაგიყვანეს ხომ ჭკუიდან, ალბათ გეუბნებიან
კეთილისმსურველები ახლგაზრდა ხარ, დროა ახალი ცხოვრება დაიწყოო, ხო? გოგო
ჩვენს შვილს ვიღაც ნაბიჭვარს როგორ აჭერინებ ხელში? შენ მართლა შენი მეგობარი
ხომ არ გგონია? დრო ხო არ არი გაიზარდო და დაინახო რომ ვაბშე ყველაზე ლამაზი
ქალი ხარ? თათა, აქამდე კიდევ მეგონა რომ რაღაცებისთვის ანგარიში უნდა გამეწია,
ამის შემდეგ იცოდე რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. სამ დღეში ვიქნები
მანდ. – ალექსანდრე კიდევ დიდხანს ყვიროდა, თათას კი უფრო და უფრო უჭირდა
მისი სიტყვებისთვის გონების მიდევნება.. არ უნდოდა თანამშრომლებს შეემჩნიათ,
ძლივს ჩაჯდა სავარძელში. აკანკალებულ ხელებს ნერვიულად ისვამდა ყელზე..
ყველაფერი თანამშრომლების სტუმრობისას გადაღებული ფოტოს გამო ხდებოდა..
თვითონ ხომ იცოდა, რომ დათასთვის არაფრის იმედი არ მიუცია.. ყოველთვის
ცდილობდა მორიდებოდა, მაგრამ..
-თათა, შენს ქმართან ოფიციალურად განქორწინებული არ ხარ? – კარი ბოლომდე
გაღებულიც კი არ ჰქონდა დათას, ისე იკითხა.
-უკაცრავად? – თათას ეგონა მოესმა მისი გაღიზიანებული ტონი.
-რომელ საუკუნეში ცხოვრობს, ტიპი ამერიკაშია და პრობლემების მოგვარების
~ 106 ~

საოცარი მეთოდები აქვს. -დამცინავად ჩაილაპარაკა და მის მაგიდას მიუახლოვდა. -


განქორწინებულები არ ხართ? – არ ჩერდებოდა დათა. თათა გრძნობდა
თანამშრომლების ცნობისმოყვარე მზერას, გრძნობდა როგორ გაუხურდა სახე..
სწრაფად აიღო ჩანთა და ისე, რომ დათასთვის არც კი შეუხედავს ოთახიდან გავიდა.
სახლში არავინ ელოდა ლიასა და ანდრიას გარდა, ახლა დიდი სიამოვნებით
იჯირითებდა, იცოცებდა, მაგრამ ისევ შვილთან ყოფნა არჩია..
ალექსანდრე გაბრაზებულია, რადგან ჰგონია, რომ მის გარეშე ახალი ცხოვრების
დაწყებას ვაპირებ და ვცდილობ შვილს დავაშორო.. ღმერთმა იცის, ასე გაბრაზებულს,
თავში რა მოუვა.. ფაქტია აღარც კი ახსოვს ეკას გამო მე როგორ მატკინა.. ფაქტია არც
ახლა აინტერესებს მე რა მინდა.. ახლაც ჰგონია, რომ მე ერთი უტვინო ლამაზი ქალი
ვარ, რომელსაც თუ არ მიუთითებ სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მივა.. -თათას
ცრემლები გუდავდა. მთელი დღე პიჟამაში გაატარა, გვიან კი მაინც დაიწყო
ბენდელიანის თამაშის ყურება.. ალექსანდრეს არასდროს გამოსდიოდა განწყობის არ
შემჩნევა, პარკეტზეც კი საშინლად გაბრაზებული იყო.. მეორე მეოთხედის
დასრულებამდე მოახერხა ხუთივე ფოლის მიღება და პარკეტიც დატოვა.
„ბენდელიანის რამდენიმე უპატიებელი შეცდომა“ აგიჟებდა კომენტატორის ხმა.. -
ამათმა ხომ დანდობა არ იციან. მამაშენი ძალიან ცუდადაა დე ახლა, თავისი ბრალია,
მაგრამ, მაგრამ… -ტირილი აუვარდა თათას.
***
წესიერად გამოფხიზლებულიც არ იყო, თავი საშინლად ტკიოდა, არადა უკვე დღის
ორი საათი ხდებოდა. ხელის განძრევაც კი ეზარებოდა, ისეთი დაღლილი იყო, არადა
არაფერი უკეთებია. თვალებმინაბული უყურებდა დივანზე მწოლიარე ანდრიას,
რომელიც სასაცილოდ ეთამაშებოდა საკუთარ ფეხებს.
ფიქრობდა.. ფიქრობდა ალექსანდრეზე გაბრაზებული, მოთმინებადაკარგული,
დამცირებული, მაგრამ მაინც უსაზღვროდ შეყვარებული, გულმოწურული, მეოცნებე
ქალივით.
***
ალექსანდრე მთელი დღე დარბაზიდან არ გამოსულა. რომ არა ანდრიასთვის
მიცემული პირობა, ახლა უკვე თბილისში იქნებოდა.. დაუფიქრებლად მიატოვებდა
ისევ ყველაფერს.. -ჯანდაბა, საერთოდ არ უნდა ჩამომეყვანა სვანეთიდან. -მეათასედ
იმეორებდა გაბრაზებული და მეათასევე ბურთს აგდებდა კალათში. თავი
უსკდებოდა იმდენი უაზრო აზრი უტრიალებდა გონებაში. -ნუთუ უშვებს თათუ რომ
იმ არაკაცთან რაიმე საერთო ექნება. იქნებ მართლა არ აპირებს მაპატიოს. -კინაღამ
გაეხეთქა მტევნებს შორის მოქცეული ბურთი.
***
-მა მა.. -მოულოდნელად თქვა ანდრიამ.. -მა მა, მამა..-ინსტიქტურად ჩართო კამერა
თათუმ და მოასწრო მისი რამდენიმე მამა ჩაეწერა.. -შვილიც კი ჩემს წინააღმდეგაა. -
ცრემლები წამოუვიდა თათას, მთელი დილის ნაგროვები ემოცია ნელ-ნელა
ჩამოსდიოდა ლოყებზე, ანდრია კინაღამ გაჭყლიტა..
მთელი დღე აწვალა ტელეფონი, ვერაფრით გადაეწყვიტა გაეგზავნა თუ არა
ალექსანდრესთვის ვიდეო.. უკვე მეორე დღე იყო ანდრიას არც ერთი სურათი არ
~ 107 ~

გაეგზავნა მისთვის, ეს დღეც ასე დამთავრდა..


უკვე მეორე დღის საღამო იყო.. ოთახში ნერვიულად ელოდებოდა მაიამი ჰიტის
თამაშის დაწყებას.. იცოდა გადამწყვეტი თამაში იყო და მართლა მთელი გულით
უნდოდა ალექსანდრეს კარგად ეთამაშა.. -რაც იქნება, იქნება.. -თითქოს შიშით,
არაფერი გადაეფიქრებინა, ნაჩქარევად დაასათაურა ვიდეო „ჩვენი შვილის პირველი
სიტყვა“ და ალექსანდრეს გაუგზავნა..

-გმადლობ. -წერილის სიმშრალემ გაგუდა..


***
„იდიოტი ვარ! მართლა ყველაფრის ღირსი ვარ!“ ფიქრობდა ნანერვიულები სამი
საათის შემდეგ.. მთელი ღამე ბორგავდა, დილით საკუთარი თავი ამაზრზენი
სიბრალულით ებრალებოდა, სიზმარში ნანახი სვანეთისა და მისი სხეულის სუნის
გამო, რომელსაც გრძნობდა.. რეალურად გრძნობდა…
თეას და ნიკოს თითქმის დააჯერა საკუთარი მოჩვენებითი სიმშვიდე, მაქსიმეს კი
გაღიზიანება ეტყობოდა მისი ნაძალადევი სიცილის გამო, მაშინვე დაურეკა, როგორც
კი მშობლებთან სკაიპით ლაპარაკს მორჩა.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-თათა.. -მაქსიმეს ხმა დაღლილი იყო, დაღლილი და ისეთი მკაცრი, არასდროს რომ
არ ყოფილა.
-მართლა არაფერი. -თვალები აემღვრა, ცხვირი აეწვა, საშინლად მოუნდა მაქსისთან
გულახდილად ლაპარაკი.
-მამა ინერვიულებს ახლა ეს გამოკვლევა შუა გზაში რომ მივატოვო, მიხვდება რომ
მანდ რაღაც ხდება. ხუთ დღეში მოვრჩები ყველაფერს და იმედი მაქვს ცოცხალი
დამხვდები. აღარც იუმორი მყოფნის, აღარც ცივილიზებულობა და აღარც არაფერი,
შენი მდგომარეობის ასატანად.
-ჩემზე ნუ ნერვიულობ, მიხედე რა შენს თავს.
-ნერვებს ნუ მიშლი, შენ მიხედე შენს თავს და ანდრიას.
რა ვქნა? ან რა გავაკეთე არასწორად? – თვალები ცრემლებით აევსო თათას, განა ვერ
ხვდებოდა მისი წყალობით მთელი ოჯახი რომ მუდმივად ნერვიულობდა.. ან იმას,
ყველაზე ლამაზ პერიოდს მუდმივ გაურკვევლობაში რომ ატარებდა?! ანდრიას
პარკში გასეირნების ხასიათზეც კი არასდროს იყო.. პატარა მთლიანდ გალოკა,
დატანჯული ჰყავდა ისე ეფერებოდა ხოლმე.. არასდროს ჰყოფნიდა მისი ფუმფულა
ფეხების კოცნა, ცრემლები ნელ-ნელა ანდრიასავით სიცილში გადაეზარდა.. სიმძიმე
არსად გამქრალა, მაგრამ ხვდებოდა რამხელა უმადურობა იყო მისი მოღუშული სახე,
როდესაც ასეთი სასწაული ჰყავდა.. იმ დღეს ლია არაფერში დაუხმარებია, საღამოს
უკვე საკმაოდ დაღლილი იჯდა სავარძელში, ანრია კი ჩვეულებისამებრ თავის ფეხებს
ეთამაშებოდა.. სახლის სიმშვიდე ერთიანად დაირღვა.. მიას ზღურბლზე ფეხი არ
ჰქონდა გადმოდგმული, ლაპარაკი რომ დაიწყო..
-ახლავე ადექი და ჩაიცვი.
-მაკოცე მაინც. -სიცილით ჩაილაპარაკა გაოცებულმა.
~ 108 ~

-ადექი და გზაში გაკოცებ. -ფრთხილად აიყვანა ბავშვი, თათას კი უხეშად დაავლო


ხელი მკლავში.
-რა გჭირს? როდის ჩამოხვედი? ან სად მივდივართ.
-ნახევარი საათია რაც ჩამოვფრინდი, თეკუ ჩემს დედამთილს დავუტოვე, ჩვენ კი
ბარში მივდივართ დასალევად.
-გაგიჟდი, წესიერად არც კი შეგუებია სხვა საჭმელს ანდრია, ვერ დავლევ.
-კარგი რა, რას არ შეგუებია ერთი თვეა დანამატებს აძლევ.
-არ მინდა რა, ნერვები არ მაქვს ახლა უამრავი ხალხის, აქ დავრჩეთ და თუ გინდა
მართლა დავლიოთ.
-თათა დროზე, 22 წლის ხარ და ბოლოს გარეთ როდის გახვედი რომ გკითხონ არ
გემახსოვრება. -თითქმის ძალით ჩააცვა, სახლიდანაც ხელჩაკიდებული გაიყვანა.
თათას გული უწუხდა, შვილს ბარის გამო რომ ტოვებდა მარტო.
-სიცხე რომ მისცეს, ან არ შეჭამოს სხვა საჭმელი, ხომ თავი უნდა მოვიკლა მია, თან რა
ვთქვა ბარში ვიყავი დასალევად მეთქი.
-რა სისულელეებზე ფიქრობ, მანქანაში ჩაჯექი.
ათ წუთში, უკვე მაგიდასთან ისხდნენ. მიას არც კი უკითხავს რას დალევდა, არც
თათა დაინტერესებულა, რადგან საერთოდ ვერ ერკვეოდა სასმელებში. პირველი ჭიქა
საშინლად არ ესიამოვნა.
-აღარ გვინდა რა მეტი, მეშინია ბევრი არ მომივიდეს.
-გიო წაგვიყვანს.
-აქ არის?
-კი, მაგრამ საქმე ჰქონდა და გვიან შემოგვიერთდება, თან მინდოდა მარტო
გველაპარაკა, ტელეფონში მივხვდი რომ ცუდად იყავი. ილაპარაკეთ?
-ძალიან მიყვარხარ, სულ ხვდები როდის აღარ შემიძლია ყველაფრის მარტო ატანა.
არ გვილაპარაკია, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ ჩამოფრინდება და ისტერიკა ექნება.
-ეგ თვალს რომ ვინმე გამოგაყოლებდა მაშინ კარგავდა კონტროლს და ახლა
წარმომიდგენია რა იქნება.
-კი ვერ ხვდება რომ აღარ აქვს ამისი უფლება, ვერ ხვდება რომ ცუდის და კარგის
გარჩევა მეც შემიძლია. სირცხვილისგან კინაღამ მოვკვდი, იმხელა ხმაზე ღრიალებდა
დარწმუნებული ვარ ოთახში გაიგონეს თანამშრომლებმა, თან ხომ იცი რა პატარა
სივრცეა. ეს დათა კიდევ არაკაცია. პირველი სამუშაო დღიდან ვერ ისვენებს.
დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცის, ყველა ამჩნევს და მაგან აქამდე რითი ვერ
გაიგო რომ ისევ მიყვარს. ცუდია, თუ კარგია დებილი ვარ და მიყვარს. -ცრემლები
წამოუვიდა თათას და ამოუსუნთქავად დაცალა მეორე ჭიქა.
-გთხოვ, ნუ ტირი. დაიმართებ რამეს ამდენი ნერვიულობით.
-დათას გუშინ ზუსტად ასე ვუთხარი. ცუდად მოვიქეცი შეიძლება, მაგრამ
სხვანაირად ვერ გავაგებინე, რომ არ მჭირდება, რომ არასდროს არაფერი გვექნება
საერთო.
-რა უთხარი?
-ვუთხარი რომ არ არის კაცური საქციელი სხვისი უბედურების დროს გამორჩენაზე
ფიქრი. რომ ანდრიას მამა ჰყავს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ჯერ კიდევ ჩემი
~ 109 ~

ქმარია და მიყვარს.
-რატომ არ ესმის ეს ყველაფერი ბენდელიანს?
-ნუ ახსენებ. საშინელება იცი რა არის, ზუსტად იცის სწორად როგორ უნდა მოიქცეს
და ყველაფერს უკუღმა აკეთებს. აზრადაც არ მოსვლია ამ პერიოდის განმავლობაში
რომ ყველაფერში დამნაშავე თვითონაა. რომ მე სულაც არ ვარ ვალდებული დღემდე
მისი ცხოვრებით ვიცხოვრო.
-ნაკრებში დაბრუნდა.
-რომ გეკითხა განდეგილად მიდიოდა სვანეთში. -თათა უკვე მეოთხე ჭიქას სვამდა.
-შენ ხომ არ გაგიხარდებოდა ყველაფრისთვის თავი დაენებებინა?
-მნიშვნელობა არ აქვს, რაც უნდა ის ქნას. -ვითომ სხვათაშორის ჩაილაპარაკა თათამ.
-ჩიკაგოს არც ერთი თამაში არ გინახავს, ხომ? -თავი გააქნია მიამ.
-მია რა გინდა? -ხელახლა წამოუვიდა ცრემლები თათას. -მინახავს, ყველა თამაშს
ვნახულობ და მერე მთელი ღამე ვტირივარ. ვცდილობ შვილის ცხოვრების არც ერთი
მნიშვნელოვანი მომენტი არ გამორჩეს. ანდრიას ვფიცავარ, უმნიშვნელო საბაბიც კი
არ აქვს რომ იეჭვიანოს. მე ვთქვი ყველაფერზე უარი მისი ღალატის გამო და
ერთხელაც კი არ უცდია გველაპარაკა, მე მინდა-ს, მე ასე გადავწვიტე-ს გარეშე. და
ისევ მე უნდა ვისმინო მაგისი ღრიალი.
ცოტა ხანში უკვე ძალიან მთვრალი იყო, არასდროს დაულევია ამდენი. ნერვები
ეშლებოდა ნასვამიც რომ მასზე ფიქრობდა, ისევ რომ უყვარდა.
-გიო ვერ მოვა, შეხვედრა ჯერ არ დამთავრებულაო, მძღოლი გამოუშვა. -თქვა მიამ,
ქმართან მეოცეჯერ ლაპარაკის შემდეგ იმ საღამოს.
სახლთან დაემშვიდობა მიას, ერთი სული ჰქონდა დარწმუნებულიყო რომ ანდრია
კარგად იყო და დაეძინა. კართან ალექსანდრეს მანქანის დანახვაზე სულ გადაავიწყდა
მთვრალი რომ იყო, უკვე წარმოედგინა რა დღეში იქნებოდა ლია მისი ბარში ყოფნის
ამბავს რომ შეატყობინებდა. საკუთარი თავის უკვირდა, მაგრამ ახლა ნერვიულობის
მაგივრად საოცრად ახალისებდა ალექსანდრეს მდგომარეობის წარმოდგენა.
ბენდელიანი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, შეშინებული ლია ანდრიასთან
ერთად მოუსვენრად სცემდა ბოლთას. ალექსანდრე უარესად გადარია ცოლის
ღიმილიანმა სახემ.
-ვაბშე გააფრინე, ბავშვი როგორ დატოვე და დასალევად როგორ წახვედი? თავში
ჭკუა გაქვს?-ისტერიკა დაეწყო, ჩუმად ჩაეცინა თათას, რამაც უარესად გააგიჟა
სანდრო. -ნასვამმა ბავშვს როგორ უნდა აჭამო? რაზე ფიქრობდი? როგორ უნდა
მიხედო?
-ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა უკვე, ვიცოდი რომ ჩამოდიოდი, ერთი ღამით შენ
გეყოლება შვილი.
-თათა.. -საშინლად მკაცრი ხმით დაიწყო ისევ..
-ალექსანდრე არ მაქვს დღეს შენი ისტერიკის თავი, ხვალე იყოს. ანდრიას იცი,
როგორც უნდა მიხედო, შეგიძლია დღეს ღამით წაიყვანო, ან დარჩე და მის ოთახში
დაიძინო.
-რა? -ეგონა მოესმა.
-არ მაქვს ლაპარაკის თავი, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ლიას წასვლის დროა უკვე
~ 110 ~

და ბავშვი გამოართვი, მე არ მინდა სასმელის სუნმა შეაწუხოს. მშვიდი ძილი. –


ალექსანდრემ ისე მძიმედ ამოისუნთქა, ეტყობოდა ცოტაღა აკლდა რომ მოეკლა. უკვე
დარწმუნებული იყო ლაპარაკს აზრი რომ არ ჰქონდა, ამიტომ მორჩილად აიყვანა
ანდრია ხელში. ლია მაშინვე გავიდა ოთახიდან, სანდრო კი დაბღვერილი უყურებდა
ცოლს, რომელსაც საშინლად ერეოდა ფეხი..
-იცი შენი ერთ-ერთი უბედურება რა არის? – უეცრად მობრუნდა თათა. არ შეგიძლია
ეს ყველაფერი მსუბუქად მიიღო.. არ შეგიძლია იღიმოდე იმაზე, რომ ასე საშინლად
მერევა ფეხი.. -ალექსანდრეს არც ახლა გაუხსნია შეჭმუხნული შუბლი.. უტიფრად
უყურებდა თვალებში..
თათას ათი წუთში უკვე გათიშული იყო.. იცოდა ბავშვს მიხედავდა და მეტი არაფერი
აინტერესებდა..
***
გაღვიძებულს თავი ისე ემძიმა, ძლივს ასწია ბალიშიდან.. ალექსანდრეს სახის და
მომავალი ლაპარაკის გახსენებაზე, წამოდგომის სურვილი დაკარგა, მაგრამ
საშინლად წყუროდა.. სამზარეულოდან გამოსულს, დერეფანში დახვდა..
-დაჯექი დივანზე და ვილაპარაკოთ. -მის გაღიზიანებულ ტონზე, ამრეზილ სახეზე
და გამოყოლილ უკმაყოფილებაზე ბურძგლავდა.
-ჯერ რვა საათია.
-არაუშავს ანდრიას გაღვიძებამდე მოვასწრებთ. -თათა სავარძელში ჩაესვენა, თითები
ატკივდა ისე უჭერდა ცივი წყლით სავსე ჭიქას ხელს.
-რას აპირებ? -გამოსცრა ბენდელიანმა.
-რას ნიშნავს რას ვაპირებ?
-კარგი, სხვანაირად გკითხავ. ასე აპირებ ცხოვრებას, როცა მოგინდება გასართობად
ივლი.. დათვრები.. ანდრიას ლიას გააზრდევინებ, ვინმე დათასნაირს იპოვი, ან
თვითონ იმ ნაბიჭვარს და ანდრიასაც ახალი მამა ეყოლება. -თითოეულ სიტყვასთან
ერთად უწევდა ხმას. თათას არ ეგონა, მაინც არ ეგონა რომ ამდენ საზიზღრობას
ეტყოდა.. აგიჟებდა მისი უტუფარი სახე, ყვირილამდე მისული ტონი.. უნდოდა
შეენჯღრია, როგორმე გაეჩუმებინა.. ხვდებოდა თვითონ მიდიოდა ისტერიკამდე,
მთელი ძალით დაანარცხა ჭიქა იატაკზე..
-გაჩუმდი, გაჩუმდი.. -ღრიალებდა ისტერიკულად.
-თათა, არ მაქვს შენი ისტერიკის თავი, არც დრო. როგორმე თავი ხელში აიყვანე და
გადავწყვიტოთ როგორ ვიცხოვრებთ? – თათას თვალები შუბლზე აუვიდა,
მეტისმეტი იყო.. მეტისმეტი..
-ჩვენ არ ვიცხოვრებთ, გესმის ალექსანდრე? ჩვენ არ ვიცხოვრებთ.. ჩვენ
წელიწადნახევრის წინ დავშორდით.. რომ არა ანდრია ერთხელაც არ გნახავდი
ამერიკის შემდეგ… შენ ხარ კაცი რომელმაც ღირსების ყველა ზღუდეს გადააბიჯე..
კაცი, რომელმაც საკუთრი შვილის სიცოცლეც კი ფეხებზე დაიკიდე.. კაცი, რომელმაც
ერთი ძვირფასი ემოციაც კი არ დამიტოვე წრფელი.. კაცი, რომელიც იქამდე
დაწვრილმანდა, რომ მონასტრისთვის გადარიცხულ ფულს გამოეკიდე.. გაჩუქებულ
ტანსაცმელს.. არც კი გაიფიქრო რომ რაღაცის უფლება არ მაქვს.. როგორმე თავად
მივხედავ საკუთარ ღირსებას, რომელიც შენს გარდა არასდროს არავის შეულახავს.. მე
~ 111 ~

გადავწყვეტ როგორ ვიცხოვრებთ მე და ჩვენი შვილი.. მე ხომ არ გთხოვ მადლობები


მიხადო შვილის ნახვით გამოწვეული ბედნიერების გამო, მე ხომ არაფერს გთხოვ..-
ალექსანდრეს ბრაზი და გაოცება ერთიანად ურევდა სახეს, თვალები საშინლად
უელავდა.
-ნორმალურ მდგომარეობაში რომ იქნები, მერე ვილაპარაკოთ. -გამოსცრა საშინელი
სიბრაზით და ნაჩქარევად გაშორდა, კარის დახურვის საშინელმა ხმამ თათა შეაკრთო.
არაფერი დარჩენოდა, თითქოს რამდენიმედღიანი ბრძოლა გადაეტანა, ყველაფერი
ტკიოდა.. ცრემლებისაგან შეშუპებულ ლოყებზე უხეშად ისვამდა მუჭებს.. ტუჩების
კვნეტისას გაჩენილმა სისხლის გემომ, ცუდად გახადა… მთელი დღე შეშინებული
თვალებით უყურებდა ლია, მის გაფითრებულ სახეს და ერთ წერტილზე გაშეშებულ
ცრემლიან მზერას.
***
ბავშვები დაუმთავრებელი ტირილით ცდილობენ იმის დამსახურებას, რაც უნდათ.
დიდები ცდილობენ დაიმსახურონ, ან იმ აზრთან შეგუებას ცდილობენ, რომ არ
იმსახურებენ.. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა შეგნებული დიდები..
ალექსანდრე მიზეზს ეძებდა, სულ პატარა მიზეზს ყველაფერი რომ დაელეწა..
საფეთქლებთან დაბერილი ძარღვები, ნერვიულად დაქაჩული თვალები
შეგაშინებდათ.. ცდილობდა სახელი დაერქმია იმ ყველაფრისთვის, რაც მათ შორის
სიშორეს ქმნიდა..
***
ორი დღის შემდეგ დაბრუნდა სამსახურში.. მისი გამოჩენისას დაწყებულმა
ჩურჩულმა და გადაძახილებმა შეაშინა, ვერაფრით მიმხვდარიყო რა ხდებოდა..
საშინლად ნაცემი დათა სიმართლე იყო, რომლის დაჯერებასაც სიკვდილი ერჩია..
ცხოვრებაში პირველად ვერგასწორებული მზერა..
დაერეკა და რა ეთქვა.. ადამიანისთვის, რომელმაც ზუსტად იცის რა საშინელებაც
გააკეთა, რა აზრი აქვს რაიმეს თქმას..
***

ცხოვრებაში ხშირად გვგონია, რომ უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებები ვართ..


გვგონია, რომ აღარაფერი მოხდება ისეთი, რაც რადიკალურად შეგვცვლის.. თათაც
ასე იყო ალექსანდრემდე, ცოცხალი თავით არ გადათქვამდა სიტყვას.. ინანებდა,
მაგრამ არასოდეს მოიხდიდა ბოდიშს.. მისთვის წარმოუდგენელი იყო ვიღაცის გამო
დაკლებული ძილი.. უპრეტენზიოდ ატანილი სიმარტოვე.. მომავალი ნაბიჯების,
ვიღაცის თვალებში პოვნა.. ალექსანდრე კი მოვლენად იქცა, მოვლენად რომელმაც
ყველაფერი თავდაყირა დაუყენა.. საკუთარი თავი აპოვნინა.. ანდრია აჩუქა.. ამ
ყველაფრის გამო ვერ ნანობდა.. არ შეეძლო ენატრა ალექსანდრეს მისი ცხოვრებიდან
გაქრობა..
არადა ეს ყველაფერიც ჩიხს ჰგავდა, მოჯადოებულ წრეს, რომლიდანაც ვერაფრით
გამოეღწია..
***
ნერვიულად გადაისვა აბურდულ თმაზე ხელები და ჩვეულებისამებრ ტუჩებს
~ 112 ~

დაუწყო კვნეტა.. ორ კვირაზე მეტი იყო არ დალაპარაკებოდა.. ეზიზღებოდა


უნებურად გაჩენილი შიში.
-გისმენ. – ვერგამოგონილი სიმშვიდე იყო მის ხმაში და არაფერი მეტი..
-რატომ არ მითხარი?
-რა? – უარესად დააბნია თათა მართლა ვერ მიხვედრილმა ნაგულისხმევმაა და
როგორც ყოველთვის მბრძანებლურმა ტონმა.
-საინფორმაციოს წამყვანად რომ გადაგიყვანეს და ანდრიასთვის დრო რომ აღარ
გრჩება?
-უარს ვერ ვიტყოდი ამ შემოთავაზებაზე, მინდა ცხოვრებაში საკუთარი საქმე
მქონდეს..
-ამაზე მანამდე გეფიქრა, სანამ ჩვენი შვილის დედა გახდებოდი, ნუთუ რთული
გასაგებია რომ ახლა სხვა პრიორიტეტები უნდა გქონდეს.. რა დროს შენი კარიერაა,
მითუმეტეს იცი, რომ ჩემგან არაფრის პრობლემა არ გექნებათ.
-სანამ დედა გავხდებოდი მეგონა საყვარელი კაცი მეყოლებოდა გვერდით, მეგონა ის
კაცი ცხოვრებაში ყველაფერში დამეხმარებოდა და არც ჩემს მუშაობას აქცევდა
სამყაროს დასასრულად.. მაგრამ მხოლოდ მეგონა..
-დღეს მე წავიყვან ბავშვს, ხვალ საღამოს მოგიყვან. – ახლაღა გაიაზრა ალექსანდრეს
საქართველოს ნომერს რომ უპასუხა.
-ამდენი ხნით ვერ გაძლებს.
-თათა ნუ გადამრევ, ვიღაც ლიასთან ძლებს და ჩემთან ვერ გაძლებს?
-ჩემს გარეშე ამდენი ხნით მარტო არ ყოფილა, ხვალ დილით რომ წაიყვანო.
-დღეს წავიყვან, გაამზადეთ და ერთ საათში გამოვივლი.
მაინცდამაინც ამ დღეს ასვენებდა ლიას.. „ოდესმე ხომ უნდა შევეჩვიო მის უემოციოდ
ნახვას“ – გაიფიქრა და ანდრიას ტანსაცმლის გადმოლაგება დაიწყო. გამოიკეტებოდა
ახლა სადმე რამდენიმე წუთით და გულიანად იტირებდა, მაგრამ შიშით
ალექსანდრეს არ მოესწრო, ანდრიასთვის საჭმლის გამზადება დაიწყო.. საათამდე
დარჩენილი ბოლო ათი წუთი აუტანლად გაიწელა.. ვერაფრით გადაჩვეოდა მასზე
ნერვიულობას, მის სურნელზე ოცნებას, მისი ჩახუტების სურვილს.. ამაზე მეტად კი
ის უკვირდა შეჩვევა როდის მოასწრო.. ბოლო რამდენიმე ლუკმაღა დარჩენოდა
მოზუზნულ ანდრიას, ალექსანდრემ მისთვის ღიად დატოვებული კარი რომ
შემოაღო..
-ამ კარს რატომ არ კეტავ? – ჩვევაში გადასვლოდა თათასთვის საყვედურის თქმა.
-ბავშვს ვაჭმევდი და შენთვის .. – სანდროს გიბსიანი ფეხის დანახვაზე ყველაფერი
დაავიწყდა..
-სერიოზული არაფერია. – გული დაუმძიმდა მისი გაფართოებული, ტკივილიანი
თვალების დანახვაზე, სწრაფად მიუახლოვდა და ანდრიასკენ დაიხარა.
-დაგსვარა..
-არაუშავს, გაბრაზებს ხოლმე ჭამის დროს?
-არა, ჭამა ძალიან უყვარს.
-მეც მაგრად მყვარებია ჭამა.
-აბაზანაში გავიყვან და ხუთ წუთში მზად იქნება.
~ 113 ~

-წეღანდელი მაპატიე, ძალიან გამიხარდა, უბრალოდ ვერ ავიტანე ეკრანიდან რომ


გავიგე.
-დათას ცემაც გაპატიო?
-რატომ ვერ იტან ჩემს ნორმალურ ლაპარაკს? ყოველთვის რაღაც უაზრობის გამო
გამოგყავარ მდგომარეობიდან. ეგღა მაკლია მაგ არაკაცის გამო რამე მქონდეს
მოსაბოდიშებელი.. – უფროდაუფრო უწევდა ხმას სანდრო. თათა კი ცდილობდა,
როგორმე უხმოდ აეტანა მისი ისტერიკა.

***
ყოველთვის აღიზიანებდა თათას სიმშვიდე, ასეთ დროს ყველაფერი ერჩივნა მის
აუღელვებელ მზერას. ფილტვები ტკიოდა ნერვიული, გამალებული სუნთქვისაგან,
ბოლოს თითქმის უხეშად გამოართვა ანდრია ხელიდან და მისკენ აღარც
გამოუხედავს.. ბავშვს გზაშივე ჩაეძინა, ვერაფრით აჩქარებული მძღოლი კიდევ ერთი
გამოცდა იყო მისი ნერვებისთვის.
იმ საღამოს არც გიბსიანი ფეხი ახსოვდა და არც დანარჩენი სამყარო ცოლისა და
შვილის გარდა. სულის შეძვრამდე ამაყი, თვალს არ აცილებდა ანდრიას სახეს,
რომელშიც ადვილად პოულობდა საკუთარი და საყვარელი ქალის ნაზავს.
რამდენჯერ უფიქრია, რამხელა სასწაული იყო იმაში, რომ ეს პაწაწინა არსება შენი
შექმნილია.. შენია სულით ხორცამდე.. რამდენიმე საათი იწვა გაუნძრევლად, მერე
გამოღვიძებულ შვილს საჭმელი აჭამა და თვითონაც ჩაეძინა.
***
-რა კარგია შვილო, რომ მოიყვანე. თათას აღარ ეცლება ხოლმე და უნდა მივეხმაროთ.
ახლავე გემრიელად გასაუზმებთ. – ზღურბლთან შეეგება დედამისი
-არაფერი არ მინდა, დედა, ბავშვსაც ვაჭამე.
-როგორ არაფერი, დე?
-მართლა არაფერი მინდა, თამარ. – სასაცილოდ მოუჭირა ლოყაზე ხელი და შუბლზე
აკოცა.
თამარი მთელი საათი ნაჩქარევად ფუსფუსებდა.. მაინც მოუსწრო შვილს ტკბილი
სუფრის გამზადება და ის იყო საინფორმაციოს დაწყებამდე ბოლო წუთის ათვლა
დაიწყო, საზეიმოდ რომ ჩამოჯდა დივანზე.
უნდა გენახათ რა ხდებოდა ამ დროს იტალიაში, ნიკო და თეა თვალებსაც კი არ
ახამხამებდნენ, შიშით შვილს არაფერი შეშლოდა, სუნთქვაც კი ავიწყდებოდათ.
მაქსიმე გულიანად ხარხარებდა ხოლმე მათ დანახვაზე, არადა თვითონ ყველაზე
მეტს ნერვიულობდა.. თათას თავისი მშობლების, ან დედამთილ-მამამთილის
სახისთვის რომ მოეკრა ამ დროს თვალი, ალბათ ერთი სიტყვის თქმასაც ვერ
მოახერხებდა.
მთელი გადაცემის დროს ვერ გაგიგებდით თამარი უფრო რძლის გამოსახულებას
ადევნებდა თვალს, თუ გვერდით მჯდომ შვილს, რომელსაც მოსვენება დაეკარგა.
~ 114 ~

-თათასთან როდის მიდიხარ, შვილო? – ჰკითხა გადაცემის დამთავრებისთანავე.


-ანდრია საღამოს უნდა მივუყვანო. რა არის?
-ალბათ საჭმლისთვის ვერ იცლის, ლიაც რამდენ რამეს მოასწრებს, მის საყვარელ
სალათს გავაკეთებ და წაუღე, კარგი?
-დედა მე ვერაფერს წავუღებ.
-ალექსანდრე, რა გჭირს შვილო? რა წაღება უნდა, თითქმის ყველაფერი მზად მაქვს
უცებ დავამთავრებ. – სანდრომ ნერვიულად აატრიალა თვალები, არც დედამისის
გაბრაზება უნდოდა და ვერც ის წარმოედგინა, როგორ მიჰქონდა თათასთან სალათი.
-კარგი, როგორც გინდა. -ჩაილაპარაკა ნაჩქარევად, მობილურზე გიოს შემოსული
ზარის დანახვაზე, საღამოს მასთან უნდა მისულიყო, რაღაცის აღსანიშნავად, მაგრამ
რას აღნიშნავდნენ ცოცხალი თავით არ გაუმხილა. დარჩენილი დრო გიოსთან
წასვლამდე ოჯახთან გაატარა.
***
კარზე დაკაკუნებაც კი ვერ მოასწრო, მია უკვე ზღურბლზე იდგა.. დიდხანს ეცადა
ანდრია გაეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა..
-ცოტა ხანში შეგეჩვევა და მოვა. რას აღვნიშნავთ შენც არ მეტყვი?
-არა, მომკლავს ჩემი ქმარი. აივანზეა, მაყალს ამზადებს და ჭკუაზე არაა.
გიოს კიდევ ერთი საათი დასჭირდა მაყალის გასამზადებლად, ალექსანდრე ხმამაღლა
დასცინოდა მის მოხერხებულობას.
-რა გახარხარებს შე ჩემა, სულ გამურული ვარ. – მოთმინებას კარგავდა გიო.
-სიხარულისგან შე ჩემა, მიხარია ყველაფერი ბურთივით რომ მოგყვება ხელში.
-მოდი შენ მიხედე დანარჩენს და ვნახოთ რა მოგყვება ბურთივით ხელში.
-ბავშვი არავისთან მივა და ბავშვიანად რას მივხედო. – დაფიქრებაც არ დასჭირვებია
ისე იპოვა გამოსავალი.
-ძიო, მოდი ჩემთან.. ანდრია.. – მთელი გულით ცდილობდა გიო ბავშვი აეყვანა,
მაგრამ ანდრია დარიგებულივით მაშინვე ტირილს იწყებდა.
-ბავშვს გამურული ტიპების ეშინია. – უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი სანდრომ.
მალე თითქმის მთელი ნაკრები მოგროვდა გიოსთან, ყველას ის აინტერესებდა რა
მიზეზით შეკრიბათ კაპიტანმა. ალექსანდრე გულიდან არ იშორებდა ანდრიას, ბავშვი
საშინლად გაღიზიანებული იყო და მის გარდა არავის ეკარებოდა. ხვდებოდა
დედამისის გამო რომ იყო ასე და ის იყო გადაწყვიტა წაეყვანა, თათა რომ შემოვიდა
ოთახში. აქამდე რატომღაც გადაეწყვიტა, რომ მხოლოდ ბიჭები იქნებოდნენ,
უცნაურად შეეცვალათ სახეები ორივეს..
-არ მეგონა თუ აქ იქნებოდი. -ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-არც მე. – ფრთხილად მოკიდა ანდრიას ხელი და მაგიდასთან ადგილი დაიკავა მიას
გვერდით, ალექსანდრესგან რამდენიმე ადგილის მოშორებით. ცდილობდნენ არ
შეემჩნიათ ერთმანეთს რომ უყურებდნენ, მაგრამ არაფერი გამოდიოდათ, როგორც
იქნა გიომ გადაწყვიტა შეკრების მიზეზი გაესაჯაროვებინა და ცოტა ხანი მათი
ყურადღებაც მიიბყრო.
-დღევანდელ დღეს ორი ძალიან მაგარი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს.
ვიცი ინტერესით კვდებით, ზოგიერთი თქვენგანი ალბათ რაღაც განსაკუთრებულად
~ 115 ~

პომპეზურსაც ელოდება.. ნუ, ვისთვის როგორ.. პირველ რიგში.. – მოთმინებით,


გამაღიზიანებელი სიმშვიდით აგრძელებდა გიო..
-მალე რა, მალე შე ჩემა.. -ისმოდა მაგიდის ოთხივე კუთხიდან..
-ნუ, თუ არ იშლით.. -ისევ იღრიჯებოდა გიო. – მოკლედ, პირველი მიზეზი ისაა, რომ
კობა წავიდა და ნაკრებს ახალი მწვრთნელი ყავს.. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი
მწვრთნელი გუშინ საღამოდან ოფიციალურად ჩვენი ნაკრების მწვრთნელია. – ყველა
ერთმანეთს ულოცავდა, თათამ უნებურად ამოისუნთქა, რამდენი უოცნებია კობას
ნაკრებიდან წასვლაზე და ისეთ მწვრთნელზე ალექსანდრეს თამაშის შესაძლებლობას
რომ მისცემდა და დააფასებდა. ვერ გაძლო ბედნიერი ალექსანდრესთვის არ შეეხედა,
რომელიც ოთახში ადგილს ვერ პოულობდა, ბოლოს ანდრია აიყვანა და ისე
ეფერებოდა კინაღამ შემოეჭამა.
-მეორე მიზეზი?..- სიხარულის შემდეგ ისევ მოუთმენლობამ შეიბყრო
თანამოსუფრენი..
-აა, მეორე მიზეზი.. ხო.. -ისევ გამაღიზიანებლად წელავდა გიო.. – მეორე
სუბიექტრად პომპეზური მიზეზია..
-ე ბიჭო, ამოღერღე.. -ისევ გაისმა ოთხივე კუთხიდან..
-თეკუს ძმა ეყოლება, ესეც მეორე მიზეზი.. -ახლა უარესი რამ ხდებოდა, ვიდრე
რამდენიმე წუთის წინ, თათას ცრემლები მოდიოდა ისე გაუხარდა.. ბოლო ორი
წელია მეორე შვილზე ოცნებობდნენ..
საერთო მხიარულება კიდევ დიდხანს გაგრძელდა, თათა თითქმის შეუმჩნევლად
ადგა მაგიდიდან ანდრიასთვის რომ ეჭმია.
-შია? – შეაკრთო ალექსანდრეს უეცარმა ხმამ, რომელიც ორიოდ წუთში გამოჰყვა
უკან.
-კი და რატომღაც ამას არ ჭამს? -უპასუხა ძალიან შეწუხებულმა.
-შენ რომ აჭამო? – უხერხულად ჰკითხა სანდრომ.
-უამრავი ხალხია აქ, მთელ ბინაში დადიან და ვერ ვაჭმევ, მიაც ისე გიოზე
ჩახუტებული არ მინდა დავუძახო. წავალთ ჩვენ.
-მე დავდგები კართან.
-არა, წავალთ.
-უკვე წუხს ბავშვი და სახლში როდის მიხვალ, თან ასე ადრე რატომ უნდა წახვიდე?
-არა, არაუშავს. – ანდრიამ უფრო მოუმატა ტირილს, მიასთან დარჩენაც უნდოდა,
მასთან დალაპარაკებაც კი ვერ მოესწრო ჯერ.
-თათა..
-კარგი, ჩვენი უაზრო ურთიერთობა რა ჩვენი შვილის ბრალია. უცებ ვაჭმევ. – თათა
თეკუს ოთახში შევიდა, სანამ დივანზე ჩამოჯდა, ალექსანდრე უკვე იატაკზე იჯდა,
კარზე ბეჭებით მიყრდნობილი. -გარეთ რომ დადგე არ შეიძლება?
-წარმოიდგინე რა დასანახი ვიქნები, თან ყველას სათითაოდ ვუხსნა ბავშვს ძუძუს
აწოვებს და ვდარაჯობ-მეთქი? -თათას ხმა აღარ ამოუღია. ისედაც ბურთი ჰქონდა
ყელში გაჩხერილი. ვერ იტანდა მის ასეთ საქციელს, მის გაბზარულს ხმას,
სინანულსაც კი.. ვერ იტანდა ყველა მიყვარხარს გარეშე, თვალებით, ხმით რომ
აგრძნობინებდა ყველა მიყვარხარს.. ნერვიულად ეფერებოდა შვილს თავზე,
~ 116 ~

რომელსაც ზუსტად ისეთივე საოცრად ლამაზი ფორმა ჰქონდა, როგორც მამამისისას.


ალექსანდრეს აგიჟებდა გემრიელი ხმა, რომელსაც ანდრია ჭამისას გამოსცემდა, მალე
თვალები აუწყლიანდა.. ამის დანახვაზე თათას ეგონა გულის ცემა გაუჩერდა, ჯერ
ცხვირი აეწვა, მერე ტირილი დაიწყო.. ისევ ნერვიულად ეფერებოდა შვილს თავზე,
მაშინაც ალექსანდრე რომ წამოდგა, მაშინაც ორივე რომ გულზე მიიკრა..
ოთახში მძიმე ჰაერი იდგა, აი ისეთი სუნთქვისას რომ გტკენს. რას ფიქრობდა
ალექსანდრე? -უნდოდა ისევ მიეცა თავისთვის არანორმალურად მოქცევის უფლება..
მოეტაცებინა და გვერდით ჰყოლოდა, თუნდაც იძულებით მანამ, სანამ არ
დააჯერებდა რომ მისთვის ყველაფრად იქცა.. სანამ საკუთარ სინანულს არ
დააჯერებდა.. საკუთარი თავის ზიზღს, წარსულის გამო..
მაგრამ მხოლოდ ფიქრობდა..
მანამდე ჰყავდა ცოლ-შვილი ჩახუტებული, სანამ მისი ვარაუდით თათა
დამორჩილდებოდა საკუთარ სისუსტეს.. სანამ მისი სუნი დიდიხნით გადაედებოდა..
მერე კი წავიდა..
უბრალოდ წავიდა ხმაურისა და ისტერიკის გარეშე.. თათას სუნი გაჰყვა, ანდრიას
გემრიელი ხმაური ჭამისას და კიდევ თვალები.. შეყვარებული ქალის თვალები
მობრუნებას, წარსულის შეცვლას, სიყვარულის დაჯერებას, ერთგულებას, ნდობას,
საერთო მომავალს რომ ავედრებდა მის ორმეტრიან, მისკენ ზურგით მდგომ
სილუეტს..
***

ავიდა.. არა ალექსანდრემ უფრო აიტანა საკუთარი სხეული სვანეთში.. დაღლილობას


გრძნობდა და არასაკმარის ჰაერს.. შინაგან ტკივილს, წვას, აჩქარებულ გულისცემას
და ცოლ-შვილის სუნს.. ბალახი ცვრიანი იყო, ან უფრო სველი.. ძვალ-რბილში
გამტარი სიცივე სიამოვნებდა.. ექო კიდევ უფრო საზარელს ხდიდა მის ღრიალს,
უმოწყალოდ რომ ხვევდა მთებს უიმედობის ბურუსში..
დილით გაღვიძებულს ფრჩხილებში შერჩენილმა სიმწვანემ გაახსენა ბალახზე რომ
დაეძინა.. ტახტზე გაღვიძება კი ვერაფრით აეხსნა.. ვერც სახლში დატრიალებული
სითბო და საჭმლის სუნი, სანამ მეზობელი არ შემოვიდა ოთახში დიდი კეთილი
თვალებით და სვანებისთვის დამახასიათებელი მედიდური სიმშვიდით..
ამერიკამდე დარჩენილი ორი დღე აქ გაატარა..

***
თათა ამერიკიდან დაბრუნებისას არ ყოფილა ისეთ ხასიათზე, როგორ ახლა..
რატომღაც ეგონა, რომ ახლა დამთავრდა ყველაფერი და არა მაშინ.. გიოსგან გაიგო
რომ სვანეთში წავიდა.. ამ ორ დღეში ბევრი იყო ისეთი წუთი, ალექსანდრეს
ყველაფერს რომ აპატიებდა..
-თათუ.. – სულიანად შეძრა თათა მისმა ზარმა, ხმამ.. – ორ საათში მივფრინავ, ჯერ
~ 117 ~

თბილისშიც კი არ შემოვსულვარ, გამოვლას ვერ მოვასწრებ, გთხოვ ანდრია


აეროპორტში მოიყვანე.. მომდევნო ორი თვე ვერ ჩამოვალ.
-კარგი. – ალექსანდრეს ასეთი ხმა, მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა სუნთქვაც კი
უმძიმდა.. მისი სახეც კი წარმოედგინა..
ნახევარი საათი ფიქრობდა ბავშვი თავად წაეყვანა, თუ ლიას.. გადაწყვეტილება
მიღებული არ ჰქონდა მანქანა რომ დაძრა.. ალექსანდრე მარტო დახვდა.. გაცილებას
ვერ იტანდა, ამიტომ ყოველთვის სახლში ემშვიდობებოდა მშობლებს.. თათას კი ეს
არ გახსენებია, სიმარტოვემ საშინელი უხერხულობა შეუქმნა.. ღმერთს თხოვდა
როგორმე გაეძლო..
-იმ დღეს დედამ სალათი გაგიკეთა, მაგრამ მოცემა დამავიწყდა.. -დაიწყო
მოულოდნელად..
-რატომ შეწუხდა, მადლობას გადავუხდი..
-რომ ჩავალ ანდრიას ახალ ფორმას გამოვუგზავნი, ის დაუპატარავდებოდა, ხომ
ჩააცვამ ხოლმე? – ალექსანდრეს ხმასაც ეტყობოდა რომ ძლივს უძლებდა..
-კი, ეს ფორმაც ეცვა ხოლმე..
-აქ რომ გვექნება თამაში, სპორტის სასახლეში მოიყვან?
-კი, მოვიყვან..
-ხშირად ეტყვი ხოლმე რომ მიყვარს? მგონია რომ ა ორ თვეში საერთოდ
დავავიწყდები..
-სანდრო შენ მამამისი ხარ, არ შეიძლება რომ დაავიწყდე..
-ეტყვი ხოლმე?
-კი..
-მადლობა. გაუფრთხილდით რა თავს.. – ანდრიას მთელი სხეული დაუკოცნა და
ძლივს მიუყვანა.. არ ეგონა ასე თუ ოდესმე ეყვარებოდა ქალი.. იმასაც ხვდებოდა, რომ
შეუძლებელია სვილის სიყვარულის სიმძაფრე წარმოიდგინო.. მიდიოდა და
ხვდებოდა, რომ თბილისის აეროპორტში იმაზე მეტს ტოვებდა, ვიდრე ოცნება
გაებედა.. მიდიოდა დაცარიელებული და დამძიმებული ამ სიცარიელით..
***
თათას სინაცრისფრე დარჩა და მისი შეხებისგან გაუსაძლისად ამწვარი ლოყა.. შვილი,
რომელსაც ბოლო ამოსუნთქვამდე გაუმეორებდა რომ მამამისს უყვარდა..
დრო გადიოდა.. ვერაფერს დაეფარა ეს აუტანელი სინაცრისფრე.. გადატვირთულ
გრაფიკსაც კი ვერ გაეცადა შეუმჩნეველი.. ვერც სხვა ადამიანების ყურადღებას,
სიკვდილივით რომ სძულდა თათას..
ანდრია უფრო და უფრო გამართულად ადგამდა ნაბიჯებს.. ხშირად ესმოდა
ალექსანდრეს გულიანი სიცილი, ლია სკაიპით რომ ალაპარაკებდა..
ლათინური ასოებით გამოყვანილი ბენდელიანი უთბობდა ბეჭებს, ყოველი მისი
თამაშის ყურებისას.. სამსახურის გარდა ელემენტარული კავშირიც კი არ ჰქონდა
გარე სამყაროსთან.. ხშირად დადიოდა ქალბატონ თამართან, ისევ გაურბოდა
ალექსანდრეზე საუბარს.. ისევ აციებდა შიშისგან მისი ნომრის დანახვისას..
-თათუ, როგორ ხართ, შვილო? – თამარის თბილმა ხმამ გამოაღვიძა.
-კარგად, ქალბატონო თამარ, გმადლობთ, თქვენ როგორ ხართ?
~ 118 ~

-ჩვენც კარგად შვილო, შეგიძლია დღეს სამსახურს მერე გამოიარო?


-კი, რა თქმა უნდა. ხომ კარგად ხართ, რამე ხომ არ გჭირდებათ? – ანერვიულდა
თათა.
-კარგად ვართ შვილო, არ ინერვიულო, კარგი რაღაც უნდა გითხრა.
მთელი დღე სამსახურიდან გამოღწევაზე ოცნებობდა, როგორმე თამართან რომ
მისულიყო. თამარმა მისვლისთანავე შეამჩნია საშინელი ნერვიულობა და
მოუთმენლობა.
-შვილო, ტელეფონით მაინც მეთქვა ასე თუ ინერვიულებდი. – უთხრა შეწუხებულმა,
როგორც კი კარი გაუღო.
-არაუშავს, ხომ ყველაფერი კარგადაა მართლა?
-კი, კი შვილო. ალექსანდრემ ანდრიას ანგელოზის სახელობის ტაძარი ააშენა
სვანეთში. ორი დღის წინ ვნახეთ ჩვენც, აქამდე არაფერი უთქვამს. ხვალ კურთხევაა
ტაძრის და უნდა რომ ანდრია იქ იყოს. იქნებ მოახერხო შვილო აყვანა, ეს გასაღები
მთხოვა კიდევ რომ მომეცა, გზაში დაიღლებიანო. სადაც ვიყავით იმ სახლში მივიდეს
ტაძარსაც აჩვენებენ და კოშკსაცო.
-თქვენ არ მოდიხართ?
-ვეღარ შვილო, ისე ცუდად გამხადა მგზავრობამ, ვეღარ მოვდივართ.
-ახლა ხომ უკეთ ხართ.
-კი, შვილო, კი. აიყვან?
-თუ მოვახერხე სამსახურში შემცვლელის პოვნა, აუცილებლად.
-ალექსანდრემ ძალიან რომ ეციება იქ არ დაავიწყდესო..
***
-თათა, სად ხარ? – უცებ გადაედო ალექსანდრეს აფორიაქება.
-გზაში, ალექსანდრე.
-მაინცდამაინც დღეს თოვს იქ, მობრუნდი.
-არაა ცუდი გზა, თითქმის ავედი.
-მობრუნდი რა რომ გეუბნები, აკაკიმ ძალიან თოვსო.
-ხომ ვხედავ როგორ თოვს, სიარული შემიძლია და ნუ ნერვიულობ შენ.
-რაღაც უაზრო ჯიბრიანობის გამო, რამე ხომ არ უნდა დაიმართო, რომ გეუბნები
მობრუნდი.
-ალექსანდრე, ნეტა შენ ადამიანურად ლაპარაკს ისწავლიდე. ნუ ყვირი, რომ გეუბნები
ესე იგი შემიძლია სიარული, შენზე ნაკლებად არ მიყვარს ჩვენი შვილი.
-ვნერვიულობ და ახლა სიტყვების და ინტონაციის შერჩევის ნერვები არ მაქვს.
-რომ ავალ დაგირეკავ, შენ უფრო მიშლი ხელს, ვიდრე თოვლი. -მაშინვე გაუთიშა
ტელეფონი, რამაც ბენდელიანი გააგიჟა, მხოლოდ მეშვიდე უპასუხო ზარის შემდეგ
მიხვდა, რომ არ უპასუხებდა..

ზამთრის სვანეთი.. სხვანაირია, რადიკალურად განსხვავებული.. განცდაც კი გაქვს,


რომ აქამდე არასდროს გინახავს.. განსაკუთრებულად ამაყია, ამაყი და მძიმე..
მუდმივად აბჯარასხმული მცველი..
ტაძარი, ძველი სტილით იყო აგებული.. საოცრად ერწყმოდა საერთო სურათს, რაც
~ 119 ~

სვანებისთვის საოცრად მნიშვნელოვანია.. ბენდელიანების საგვარეულოს, რამდენიმე


თამარ მეფის დროინდელი ხატიც კი დაებრძანებინათ ახალ აშენებულ ეკლესიაში..
საუკუნეებია საკუთარი ღირსებასავით რომ უფრთხილდებოდნენ.. მიცემული
სიტყვასავით..
თათას გამალებით უცემდა გული.. არ იცოდა ალექსანდრესთვის მადლობა როგორ
ეთქვა, იმისთვის რომ ასეთ სისუფთავეს გრძნობდა.. სიწრფელეს.. როგორ ეთქვა
მადლობა გარშემომყოფების საოცარი მზერისთვის.. მეუფე ილარიონის
ქადაგებისთვის.. ტაძრად აგებული საკუთარი რწმენისთვის.. ძალისთვის..
სინანულისთვისაც კი, მთელი მისი სული და გონება რომ მოეცვა..
ანდრია ცნობისმოყვარე სიმშვიდით ათვალიერებდა ტაძრის კედლებს.. ოდნავადაც
კი არ ჭირვეულობდა, ისე გადადიოდა ხელიდან ხელში.. თათა გაოცებული
უყურებდა თავის პატარა ვაჟკაცს.. უამრავი სურათი გადაუღო ალექსანდრესთვის,
რომელსაც აუცილებლად მოუყვებოდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან
გაბრაზებული იყო..
გვიანი ღამე იყო მარტო რომ დარჩა.. სახლი და კოშკი მთლიანად დასრულებული
იყო.. ვერაფრით აეხსნა როდის მოასწრო ამდენი.. ან როგორ ახსოვდა ყველაფერი,
რაზეც ოდესმე ულაპარაკიათ.. ან უბრალოდ აღუნიშნავს რომ მოსწონდა..
ლურჯი ჭურჭელი მისი ამოჩემება იყო.. თანამედროვე ქართველი მხატვარი ნინო
ჩაკვეტაძეც.. წიგნების ასიმეტრიული თაროებიც.. ყველაზე მეტად მაინც Nespressos-ს
აპარატის ნახვამ გააკვირვა მესტიაში..
ბუხართან იჯდა.. აზრებარეული, გაყინულ ხელებს ყავის ფინჯანზე ითბობდა..
მთელი ოთახი მეზობლის ახალგამომცხვარი კუბდარის სუნით იყო გაჟღენთილი,
მორიდებით რომ შემოაწოდა რამდენიმე წუთის წინ.. ხან მის ოხშივარს ადევნებდა
თვალს, ხან ბუხრიდან ამავალ ალს, უფრო ხშირად კი ტელეფონს.. საყვარელ ყავას
გაციება დაეწყო, მას კი პირი ჯერაც არ დაეკარებინა..
მოთმინება ელეოდა მისი ზარის მოლოდინში, მან ხომ მხოლოდ ის იცოდა რომ
მშვიდობით ავიდნენ.. მეტი არაფერი.. სიბრაზისგან ბუხრის სიმხურვალესაც ვერ
გრძნობდა, უფრო აღიზიანებდა ფინჯანზე წაწერილი “Wish you were here..”
აღიზიანებდაც აღარ ერქვა, სულს უხუთავდა, გონებას უწვავდა.. არადა ყავის
ფინჯანს ამ წარწერის გარეშე, სახლში ვერ აღმოაჩენდით..
ის იყო გადაწყვიტა არც ერთ სურათს არ ვანახებო, ტელეფონმა რომ დარეკა.. ნიკოს
უკვე ელაპარაკა, თეასაც, მაქსიმესაც, მიასაც.. ლიამაც კი დაურეკა.. მაგრამ მაინც ვერ
იჯერებდა, რომ ის იყო..
-დამშვიდდი? -კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ბენდელიანს გაბრაზებაშიც კი რომ არ
უნდა გაჯიბრებოდა.
-შენ თუ დამშვიდდი?
-მე ზოგადად ვერ ვმშვიდდები.. – ისეთი ხმით იყო ნათქვამი, გაფიქრებასაც ვერ
გაბედავდით რომ ხუმრობდა. თათა ვერ ხვდებოდა რა ეთქვა. -დიდი მოთოვა? –
მრავალი ადამიანივით, სანდრომაც ამინდს შეაფარა თავი, უსიტყვობისას.
-არც ისე, რამდენიმე საათია არ თოვს..
-დილით თუ ოდნავ მაინც გასაწმენდი იყო გზა არ წახვიდე.
~ 120 ~

-კარგი.
-რატომ არ მითხარი, მე თვითონ მივხვდები როგორ მოვიქცეო.. -ხმას ოდნავ აუწია
სანდრომ.
-არ მინდა რომ ვიჩხუბოთ.
-ანდრია რას შვრება? როგორ იქცეოდა დღეს ჩემი კაცი, ხომ არ გაწვალა?
-დღეს გამაგიჟა, ზოგჯერ ლიასთანაც კი არ ჩერდება, აქ უამრავი უცხო ადამიანი
ეფერებოდა და ხმა არ ამოუღია. ერთმა კაცმა სვანური ქუდი აჩუქა, ზუსტად მისი
ზომა, მთელი დღე ეფარა.. ისეთი თვალებით უყურებდა ყველაფერს, თითქოს
იმახსოვრებდა და გარშემომყოფების საუბარიც ესმოდა..
-ჩემი მაგარი ბიჭი.. -ალექსანდრეს ისეთი ხმა ჰქონდა, თათამ ინანა ასე დაწვრილებით
რომ მოუყვა ყველაფერი და აანერვიულა. -ძინავს ხომ ახლა?
-კი. ბოდიში.
-რისთვის?
-ისედაც გიჭირს ანდრიას გარეშე და მე უარესად აგაფორიაქე.
-პირიქით, ასე მგონია მეც მანდ ვიყავი. გადაუღე რა ახლა სურათი და გამომიგზავნე
როგორ სძინავს. სხვა სურათებიც თუ გაქვს დღევანდელი.
-ახლავე. – თათამ ორ წუთში გაუგზავნა სათამაშო სპილოზე ჩახუტებული ანდრიას
სურათი, იმ დღის უამრავ სურათთან ერთად..- ალექსანდრე ტკივილიან ღიმილს ვერ
იშორებდა.. ყოველ დღე ნახულობდა მის სურათებს და ყოველ დღე გაზრდილი
ეჩვენებოდა.. რა იყო მისი ცხოვრება.. ყველა მისთვის ძვირფასი ადამიანისაგან შორს
უწევდა ყოფნა.. არ უნდოდა უმადური ყოფილიყო, არც დაუმსახურებლად უნდოდა
რამე, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად გრძნობდა, რომ აღარ შეეძლო საკუთარი
ცხოვრების ატანა.. სულმოუთქმელად დაათვალიერა ყველა სურათი, მაგრამ თათა
როგორც ყოველთვის არც ერთზე იყო..
-ყოველდღე იცვლება.. ზუსტად შენნაირად იღიმის.. თმა როგორი ხვეული გაუხდა,
შენი თმასავით აბურდული..
-მაგრამ ზუსტად შენფერი..
-გახსოვს რამდენს ვჩხუბობდით, შენს თმებში თითები რომ მეხლართებოდა? –
თათას, სულ ცოტა აკლდა ტირილამდე.
-გთხოვ..
-გინდა თუ არ გინდა საერთო წარსული გვაქვს.. ისეთი რაღაცები გვაკავშირებს, რაც
არასდროს შეიცვლება..
-ალექსანდრე გეყოს..
-ნანობ შენი პირველი და საერთოდ ყველა პაემანი ჩემიც რომაა, შენი პირველი და
ყველა ღამეც.. ნანობ? – თათას საშინლად აღიზიანებდა ამაზე ლაპარაკი..
აღიზიანებდა ალექსანდრეში მესაკუთრეობის ასეთი მძაფრი განცდა..
-სამაგიეროდ შენი პირველი არაფერია ჩემი.. არც..
-შენ ჩემი პირველი შვილის დედა ხარ, ყველაზე დიდი ბედნიერების თანაზიარი..-
შეაწყვეტინა სანდრომ.
-ხო, შენი პირველი შვილის დედა ვარ, რომელიც სულაც არ არის შენი დიდი
სიყვარულის ნაყოფი..
~ 121 ~

-შენ ხომ არ გააფრინე, როგორ ბედავ?


-ჩვეულებრივად სანდრო, ისე როგორც შენ ბედავდი სხვაზე გეფიქრა და თან ჩემთან
გაგეყო სარეცელი..
-თათა გაჩუმდი..
-მე გაჩუმებული ვარ, სულ გაჩუმებული ვარ.. – მთელი ძალით დაანარცხა ყავის
ფინჯანი ქვის იატაკზე.. აღარ შეეძლო წარწერის დანახვა.. სულაც არ უნდოდა ახლა აქ
ყოფილიყო სანდრო.. არ უნდოდა!!! არ უნდოდა!!!!. ბეჭებით აეკრა კედელს,
თვალებდახუჭული უსმენდა სიჩუმეს შიშით ანდრიას არ გაღვიძებოდა. ცდილობდა
აკანკალებული ხელები დაემორჩილებინა და ყავიანი იატაკი მოესუფთავებინა..
***
ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ასეთი უფერული ყოფილიყო სვანეთის
დილა.. საკუთარმა შეშუპებულმა სახემ შეაშინა.. დათოვლილმა გზამ ალექსანდრეზე
მეტად მოუშალა ნერვები, დაჯერება არ უნდოდა რომ ისევ აქ მოუწევდა დარჩენა..
ამინდის გამო ფრენაც კი არ სრულდებოდა.. გაღიზიანებული, ძალიან უხეშად
ელაპარაკა აეროპორტის ოპერატორს.. მაშინვე დაურეკა ბოდიშის მოსახდელად..
ოპერატორი გაოცებული უხსნიდა, რომ არაფერი მომხდარა, ისე იყო შეჩვეული
კლიენტების უხეშობას, ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ბოდიშის მოსახდელად
ურეკავდნენ..
დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჰკითხეს ბენდელიანებმა რამე ხომ არ
სჭირდებოდა.. აგიჟებდა ამ ხალხის მოგვარეობისადმი ასეთი საოცარი
დამოკიდებულება.. მათ შემხედვარეს, ოდნავადაც კი არ ეშინოდა მარტო რომ უწევდა
უკვე მეორე ღამის გათევა..
ისევ ბუხართან იჯდა, ყავით ხელში.. ანდრიას ეძინა.. ინტერნეტის გულშემატკივარი
დიდად არასდროს ყოფილა, მაგრამ ალექსანდრესთან დაშორების შემდეგ საერთოდ
აღარ ეკარებოდა. ანდრიას სურათებსაც კი არ დებდა სოციალურ ქსელში, მაგრამ
სამსახურის გამო არც აუქმებდა.. რადგან არ ეძინებოდა, უკვე მეათასედ უყურა
„უხილავ მხარეს“, ბოლოს კი ფეისბუქის სიახლეებს ჩამოუყვა.. სანდრო ისევ
მეგობრებში ჰყავდა, იმ დროს როდესაც ყველაზე ცუდად იყო ფეისბუქი სულ არ
გახსენებია, უკვე დამშვიდებულს კი ბავშვობად და თავის დამცირებად მოეჩვენა მისი
წაშლა.. უამრავ საერთო მეგობარს ჰქონდა დაკომენტარებული ანდრიას სურათი,
სვანური ქუდით, რომელიც მამამისს გუშინვე პროფილის ფოტოდ დაუყენებია..
განსაკუთრებული აქტიურობით არც ბენდელიანი გამოირჩეოდა, მაგრამ ანდრიას
სურათები გამონაკლისი იყო.. მისი სურათების თვალიერებისას თვალები
აუწყლიანდა, გაახსენდა როგორი ემოციებით კითხულობდა ხოლმე
გულშემატკივრების კომენტარებს.. ანდრიას სურათზე ისეთი თბილი სიტყვები
ეწერა, მიუხედავად შუა ღამისა არ დაეზარა ბოლომდე წაეკითხა.. „არსებობის აზრი“-
ასე დაესათაურებინა ალექსანდრეს ფოტო.. კომენტარებში კი ზოგი მის მამასთან
მსგავსებას აღნიშნავდა, ზოგი გაოცებას გამოხატავდა უკვე ამხელა რომ იყო,
ნათლიებს ენატრებოდათ და ა.შ.. ეკა ანდრიაძის დანახვაზე აზროვნების უნარი
დაეკარგა.. კომენტარი წაკითხული არ ჰქონდა, მაგრამ უკვე აგიჟებდა ის ფაქტი, რომ
მან მისი შვილის ფოტო დააკომენტარა.. „და ჩვენი უბედურების მიზეზი..“ -ასე
~ 122 ~

გამოხმაურებოდა ეკა ფოტოს სათაურს..


ბრაზისაგან კანკალმა აიტანა, რომ არა ანდრია, მიუხედავად დიდთოვლობისა,
ღამისა, რთული გზისა, ახლავე გაეცლებოდა ამ ადგილს.. ერთიანად კანკალმა
აიტანა, როგორც ყოველთვის ნერვიულობისას კუჭის წვა დაეწყო და გულის რევის
შეგრძნებამაც შეაწუხა.. აღარასოდეს მოუსმენდა, აღარასოდეს დაუჯერებდა რომ იმ
ქალთან კავშირი არ ჰქონდა.. ლოცულობდა დილით მზიანი ამინდი დახვედროდა,
რომ მაშინვე გაეღწია აქედან..
***
თვალების გახელამდე მიხვდა, რომ მზე იყო.. გაღიმებაც კი ვერ შეძლო, ისე ცუდად
გრძნობდა თავს. ანდრიას აჭამა, სწრაფად მოაგროვა ნივთები, მეზობელ ორიოდე
ოჯახს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა..
სახლი ლიას წყალობით მილაგებული დახვდა, საშინლად დაღლილი იყო
ყველაფრისგან, ანდრია მოაწესრიგა და მაშინვე მასთან ერთად დაიძინა..
ყველას და ყველაფერს ელოდა მისაღებში ალექსანდრეს გარდა.. ანდრია კინაღამ
დაემტვრა, ჯერ გამოუღვიძებლობას დააბრალა, მერე კი მის უსინდისობას, მართლა
რომ გაებედა აქ მოსვლა.. ხმა არ ამოუღია, ელოდებოდა რას ეტყოდა.
-მინდოდა მესტიაში ჩამომესწრო, მაგრამ გავიგე რომ უკვე ჩამოსულები იყავით..
რატომ არ მპასუხობ მთელი დღეა?
-არ მინდა და იმიტომ..
-ეგ რას ნიშნავს? – სახე მოექუფრა ბენდელიანს..
-იმას, რომ არ მინდა და არც ვალდებულება მაქვს გიპასუხო.. – კუჭი ისევ საშინლად
ეწვოდა.
-რა გჭირს?
-დარწმუნებული ვარ ის კომენტარი შენც წაიკითხე.. თუ არ..
-იმ უაზრო კომენტარის გამო ხარ ამ დღეში.. ამიტომ გამოიქეცი ასე ადრიანად
სვანეთიდან, ისე რომ არც კი გიფიქრია რა შეიძლება მოგსვლოდათ.. სულ გააფრინე,
გოგო?- წინადადების დამთავრება არ აცადა, მის ღრიალზე აჟრჟოლებდა თათას.
-ასე როგორ იტყუები? აღარ თქვა რომ იმ ქალთან არაფერი გაკავშირებს, თურმე
ქმარსაც გაშორებია და ალბათ ამერიკაში ხშირად..
-ბავშვს ხვალ დილით მოგიყვან, ერთი სიტყვის თქმასაც კი არ ვაპირებ, იფიქრე რაც
გინდა, ანდრიაც ხელს არ შეგიშლის. -მისმა უეცრად დამშვიდებულმა ხმამ უარესად
მოუშალა ნერვები, თითქმის ძალით გამოართვა ხელიდან ანდრია და კარი კინაღამ
ჩამოიღო ისეთი ძალით გახურა..
***
ზუსტად იცოდა რასაც იზამდა.. ალექსანდრე მანქანაშიც არ იქნებოდა ჩამჯდარი
უფროსს რომ დაურეკა..
-ბატონო, დავით თანახმა ვარ…
***
ახლა კიდევ უფრო მეტად ნერვიულობდა, მისი ცხოვრება რადიკალურად
შეიცვლებოდა.. მაქსის და მშობლების რეაქციის წარმოდგენაც კი აშინებდა..
ალექსანდრესიც, მაგრამ ახლა ყველაზე უმნიშვნელო იყო როგორი რეაქცია ექნებოდა
~ 123 ~

მას.. გრილმა შხაპმა ცოტა გონზე მოიყვანა, მაგრამ ისევ საშინლად იყო
გაბრაზებული.. ხალათში გახვეული მოკალათდა დივანზე და საინფორმაციო
გამოშვების ძებნა დაიწყო, როგორც იქნა მიაგნო და რეკლამაზე ყავის გასაკეთებლად
ადგა.. ძალიან გვიანი იყო, მაგრამ ყავა მის ძილზე არასდროს მოქმედებდა.
ზარის ხმამ შეაშინა, „ალბათ ისევ ალექსანდრეა, ანდრიას ხომ არაფერი მოუვიდა“
სირბილით წავიდა კარისკენ, ზღურბლზე კი მართა იდგა.. მართალია რამდენიმე
წუთი დასჭირდა გოგონას სახეში მაქსიმეს ბავშვობის სიყვარული ამოეცნო, მაგრამ
მაინც იცნო.
-მართა.. -წამოიყვირა თვალებგაბრწყინებულმა.
-მიცანი? – სახე გაუნათდა მართას.
-კი მართა, როგორ არ გიცანი. – თბილად გადაეხვია თათა. -შემოდი, ცივა ძალიან.
-დიდი ბოდიში ასე გვიან რომ მოვედი, დღეს ჩამოვფრინდი და ვერაფრით
მოვითმინე.. ძალიან დიდი ბოდიში.
-არ გრცხვენია, რა არის საბოდიშო.. ყავას ხომ დალევ, ან ჩაის..
-არ შეწუხდე, უკვე გვიანია, მალე უნდა გავიდე.
-ახლა ვაკეთებდი ჩემთვისაც, რა შეწუხებაა. დივანზე ჩამოჯექი და ორ წუთში
მოვალ.. – ყავის გაკეთებისას უამრავი რამ გაახსენდა.. მაქსიმეს სულ ნერვებს
უშლიდა. როგორც კი საქართველოში ჩამოიყვანდნენ კუდივით სულ უკან დასდევდა
უფროს ძმას, რომელსაც მაშინ მხოლოდ მართასთან უნდოდა ყოფნა.. მაქსიმე
იყვირებდა, ეგონა სახლში დატოვა თათა და სახლიდან ორი ნაბიჯი არ ჰქონდა
გადადგმული საწყალი ლეკვის თვალებით რომ მობაჯბაჯებდა.. ბურთი გაეჩხირა
ყელში, მიხვდა მაქსიმე საშინლად მონატრებოდა.. ის მაქსიმე, რომელსაც
უდარდელად უშლიდა ნევებს, ჩოგბურთში დალეწვით ემუქრებოდა და ნათიას
გულწრფელად უწუნებდა.. – ცოტა დამაგვიანდა, ბოდიში ხალათით რომ ვარ,
სახლში არავინ იყო და ასე ჩამოვჯექი ტელევიზორთან.. – უთხრა, ყავა მაგიდაზე
დადო და ისევ დივანზე მოკალათდა.
მართა აღელვებული უყვებოდა თუ როგორ გაუხარდა რომ იცნო.. როგორ არ შეეძლო
სხვასთან ლაპარაკი და რამდენი რამ შეეცვალა მაქსიმეს ორიოდე ზარს, რომელმაც
საქართველოში ჩამოიყვანა, მის ცხოვრებში.. დაწვრილებით მოუყვა რა მოხდა ცხრა
წლის წინ.. თათა უყურებდა და საშინლად ეთავისებოდა მისი განცდები.. მართას
შვილი უკვე რვა წლის იყო, ანდრიასგან განსხვავებით მამამისი თითქმის არ
ნახულობდა შვილს.. სულ რომ არაფერი ეთქვა, თათა ხედავდა როგორ უყვარდა
მართას მისი ძმა..
შუა ღამის ორი საათი იყო, კიდევ უფრო ანერვიულებული რომ დარჩა მარტო..
მომდევნო დღეს ალექსანდრე არ უნახავს, ქალბატონმა თამარმა მოიყვანა ანდრია..
მართას კი ისევ ელაპარაკა.. მიასაც, რომელიც უხერხულად ცდილობდა გაერკვია
ნანახი ჰქონდა თუ არა ეკას კომენტარი.. მერე კი ემოციურად არწმუნებდა
ალექსანდეს სიყვარულში..
***
არაფერს ცვლიდა მომდევნო დღეები, გარდა მომატებული ნერვიულობისა.. უკვე ათი
დღე იყო გასული, მართას საქართველოში ჩამოსვლიდან.. უკვე იმედი გადაწურვოდა,
~ 124 ~

რომ მაქსიმე რაიმეს მოიმოქმედებდა, არადა ვერაფრითღა აეხსნა, რატომ დაურეკა


ამდენი წლის შემდეგ მართას.. გარდა ამ ამბისა, მის მივლინებამდე ორიოდე დღე
რჩებოდა.. სისხლი ეყინებოდა ამის გახსენებაზე, ანდრია კინაღამ შემოჭმვოდა, იმაზე
ფიქრში რომ ორი კვირით, ან.. ან.. ვინ იცის რამდენი ხნით ვერ ნახავდა.. ზარის ხმამ
მოწყვიტა შვილის ფუმფულა სხეულს, ანდრია თეძოზე შემოიჯინა და კარისკენ
წავიდა..
-ბავშვი გაამზადე და ხვალ დილამდე წავიყვან.. – ყველანაირი მოკითხვის,
მისალმების, ემოციის გარეშეც კი, მიახალა ბენდელიანმა ზღურბლზევე.. ცოლ-
შვილის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა.
-არ ვიცოდი აქ თუ იყავი..
-ნახევარი საათის წინ ჩამოვფრინდი.. – აღიზიანება სავალდებულოდ
შესანარჩუნებელი სიცივე, თათასგან შეუმჩნევლად კი სული ელეოდა ისე უნდოდა
შეხებოდა..
-ათ წუთში გავამზადებ. – ამოიხვნეშა თათამ და ოთახიდან გასვლა დააპირა.. კარზე
კი ისევ ზარი გაისმა.. ახლა უფრო ნერვიულად რეკავდა ვიღაც, თითქოს არც კი
აპირებდა თითი ღილაკიდან აეშვა, ვიდრე კარს არ გაუღებდნენ.. ერთმანეთის
კითხვისნიშნიან სახეებს შეეჩეხნენ, ალექსანდრე უთქმელად ადგა და კარი გააღო..
მართა ისეთ დღეში იყო არც კი დაუნახავს ორმეტრიანი უცნობი..
-თათა.. თათა, მაქსიმე.. – სული ვერ მოეთქვა ტირილისგან..
თათა გრძნობდა როგორ მოეკვეთა ფეხები.. -რა მოხდა? რა მოუვიდა?
-ჩამოვიდა, ყველაფერზე ვილაპარაკეთ და ის, ის.. – გული კინაღამ ამოვარდნოდა
მართას.
-რა, მართა? სად არის? ახლა სად არის? – ღრიალებდა თათა, ალექსანდრე კი გონზე
ვერ მოსულიყო რა ხდებოდა.. მხოლოდ ის მოიფიქრა ანდრია გამოერთმია და
გვერდით ამოდგომოდა, ცუდად რომ არ გამხდარიყო..
-ის, ალბათ ლაშას სანახავად წავიდა.. -ლაშა მართას შვილის მამა იყო, ტიპი,
რომელმაც დაახლოებით ცხრა წლის წინ მართა მოიტაცა და მას და მაქსიმეს
ცხოვრება დაუნგრია.. -ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია.. არ მეგონა, არ მეგონა, რომ
ამდენი წლის შემდეგ შეიძლება რაიმე მომხდარიყო.. – ნერვიულად იზელდა სახეს
მართა.. ალექსანდრემ ელვის სისწრაფით დაუკავშირა მოსმენილი და ის რაც აქამდე
იცოდა ერთმანეთს და ყველაფერს მიხვდა..
-იცით, ეს ლაშა სად ცხოვრობს? – იკითხა მოულოდნელად.. ვეღარ უძლებდა თათას
წაშლილ სახეს, რომელმაც არ იცოდა რა ეღონა..
-კი.. ჩოლოყაშვილზე.. ჩოლოყაშვილის სამ ნომერში..-ეს საკმარისზე მეტი
ინფორმაცია იო, ახლა უკვე თათას მიუბრუნდა..
-მისმინე, თათა მისმინე.. -ოდნავ შეანჯღრია შიშისაგან გაშეშებული. – ბავშვს
საღამოს წავიყვან, ახლა კი შენ უნდა დაჯდე და დამშვიდდე.. ანდრიას უნდა მიხედო,
გესმის? შეხედე ტირის, შენ კი უნდა მიხედო.. – მშვიდად იმეორებდა ალექსანდრე,
ფრთხილად მიუყვანა შვილი, ხელებს შორის მოიქცია მისი სახე და უბრალოდ
შუბლზე რამდენიმე წამით შეახო შუბლი.
~ 125 ~

***
-დუდუ, თათუს ძმას რაღაც პრობლემები აქვს უნდა მივიდეთ.. – მანქანასთან
მიახლოებისთანავე უთხრა ძმაკაცს, რომელიც მანქანაში ელოდებოდა.
-რას მიხსნი, ჩაჯექი და სწრაფად მივიდეთ.. – დაძაბული, არანორმალურივით
მართავდა მანქანას, როგორც იქნა მიაღწია ჩოლოყაშვილამდე.. მაქსიმეს მანქანა ერთ-
ერთ სახლთან იყო გაჩერებული.. ალექსანდრე მშვიდად გადავიდა.. მაქსიმე
გაოგნებული უყურებდა..
-შენ აქ რა გინდა? -ჰკითხა აღრენილმა..
-თათუ და მართა ნერვიულობენ..
-როდის აქეთ ნერვიულობ თათას ნერვიულობაზე და მითუმეტეს..
-მაქსიმე, ახლა აქ ვერც და არც აგიხსნი, როდის აქეთ ვნერვიულობ ჩემთვის ყველაზე
ძვირფას ადამიანზე.. გაღიზიანებ, მაგრამ როგორმე უნდა ამიტანო.. დაივიწყე ცოტა
ხნით ვინ ვარ და დავილაპარაკოთ..
-სანდრო ახლა საერთოდ არ მაქვს შენთან ლაპარაკის თავი და გამიხარდება თუ
მშვიდობიანად.. – მანქანამ, რომელმაც კინაღამ ფეხზე გადაუარა სიტყვა
გააწყვეტინა.. ორივეს ძარღვები დაებერა, შეთანხმებულებივით ამოუდგნენ
ერთმანეთს გვერდში და დაელოდნენ უცნობის მანქანიდან გადმოსვლას..
ალექსანდრეს პირდაპირი მნიშვნელობით სურვილი კლავდა ეს ნაგლი ტიპი შუაზე
გაეგლიჯა.. მაგრამ იაზრებდა, რომ აქ, შუა ჩოლოყაშვილზე ასე ვერ მოიქცეოდა..
მანქანიდან წამიერად გადმოსულ დუდუსაც, თვალით ანიშნა გაჩერებულიყო..
ლაშა, საშინლად გაწელილი მანერით გადმობრძანდა მანქანიდან.. სანდროს ეშინოდა,
რომ მაქსიმე თავს ვერ შეიკავებდა..
-მითხრეს რომ მეძებდით ტოო, ვინ ხართ? – ლაპარაკის მანერაც ისეთივე გაწელილი
ჰქონდა.. შეეტყო რომ ალექსანდრე იცნო და თან დარწმუნებულიც არ იყო, რომ
ნამდვილად ის იყო..
-მაქსიმე ასათიანი ვარ.. – პირველად ხედავდა ამ ტიპს და მის გამო დაკარგული ცხრა
წელი, თითქოს ერთად და თავიდან ატკივდა. ლაშას სახე სახელის და გვარის
გაგონებისთანავე აერია..
-ვინ? – იკითხა, როგორც კი თავის ხელში აყვანა შეძლო.
-მორჩი.. – დაიღრიალა მაქსიმ. -სალაპარაკო მაქვს, მაგრამ ეს ადგილი არ მომწონს..
-ამდენი წლის შემდეგ სალაპარაკო არაფერი გვაქვს.. შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობ
ძმაო, მე ჩემით..
-ძმაო.. – თავისთვის ჩაილაპარაკა მაქსიმ და მაშინვე ძალიან ძლიერად დაარტყა
სახეში.. ალექსანდრემ ვერ მოასწრო გაეჩერებინა და გულწრფელად არც სურვილი
ჰქონდათ.. თვითონაც სულ ცოტა აკლდა..
-ზღვის ასახვევთან, ერთ საათში..- ამაზრზენი გამომეტყველებით უყურებდა ორივეს,
სანამ არ დაინახა რომ თანახმა იყვნენ.. ხელის შებრუნებაზე არც კი უფიქრია, აქ და
თან მარტო ჩხუბი არ აწყობდა.. „ერთ საათში განახებთ ვინ ვარ..“ -ჩაიალაპარაკა და
სახლში შევიდა.
-ეს იქ მარტო არ ამოვა..
-ალექსანდრე, ეს მარტო ჩემი საქმეა და მე მივხედავ..
~ 126 ~

-მაქსიმე შენც ხომ გესმის, მარტო რომ ვერ წახვალ.. მე და დუდუ მოვდივართ და
დალშე ვინმე გვჭირდება თუ არა ვერ ვხვდები..
-შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, ყველას მკაცრად მოგვთხოვონ პასუხი. შენ
ვალდებული არ ხარ.. არც მე ვარ ბრმა, ზუსტად ვიცი რა დაემართება თათას, შენ რომ
რაიმე შეგემთხვეს..
-მაქსი, მეც ზუსტად ვიცი რა დაემართება თათას, შენ რომ რამე შეგემთხვეს.. საქმეზე
ვილაპარაკოთ..
-დუდუს მაინც უთხარი რომ წავიდეს..
-ორი წლის ბავშვივით ნუ ლაპარაკობ.. -რამდენიმე წუთი ისევ იკამათეს, თხუთმეტ
წუთში კი უკვე დათქმულ ადგილას შეხვდნენ ერთმანეთს.
-არავის არ ვურეკავ და მართლა მინდა რომ თქვენც წახვიდეთ, ალექსანდრე არ
ვამბობ იმის გამო რომ კარგი ურთიერთობა არ გავქვს, მაგრად არ მინდა ჩემს გამო
რამე დაგემართოთ..
-გავიდა უკვე ერთი საათი. მე ვფიქრობ ეგ ისეთი ნაბიჭვარია არც მარტო მოვა და არც
უიარაღოდ. შენი გადასაწყვეტია ჩვენ რას ვიზამთ? მანქანაში ტეტე მაქვს, შეგვიძლია
გავიაროთ და ავიღოთ კიდევ რამე..
-მეც მაქვს იარაღი.. მაგრად გაბოროტებთ და წადით რა..
-ეს ყველაზე უარესი შემთხვევაა, თავი უნდა დავიზღვიოთ, თორემ არაფერი
მოხდება..
ზღვაზე ასეულებმა გადაწყვიტეს ჯერ მარტო მაქსიმე გადასულიყო, რადგან ლაშაც
მარტო იდგა.. -ალექსანდრე ეკლებზე იჯდა, რადგან ლაპარაკი არ ესმოდა.. მერე
დაინახა როგორ მოიქნია ხელი მაქსიმ, ისეთი გამწარებული იყო, მალევე
დაიმორჩილა თავისზე შესამჩნევად დიდი ლაშა.. მაგრამ რაღაც ძალიან არ მოსწონდა
ბენდელიანს, ვერ იჯერებდა, რომ ლაშა მარტო ამოვიდა.. ძლივს ააცალა საშინლად
ნაცემ ლაშას მაქსი, დუდუს მანქანაში ჩაუსვა და თვითონ მაქსიმეს მანქანა
წამოიყვანა.. რაღაცნაირი უსიამოვნო განცდა არ ტოვებდა.. გააზრება ვერ მოასწრო
როგორ გადაუკეტა მომავალმა მანქანამ ვიწრო გზა.. ამ დროს მხოლოდ თათუ და
ანდრია ახსოვდა.. თავი დახარა, ბიტებით ჩამტვრეული მინები ბეჭებზე დაეყარა..
მაშინვე გაიგო დუდუს ღრიალი და იარაღის გასროლის ხმა.. მანქანიდან გადმოსულს
ოთხი ბიჭი დახვდა, რომლებიც რატომღაც მხოლოდ ბიტებით შეიარაღებულიყვნენ..
მაქსიმემ და დუდუმ ამოისუნთქეს, ბეჭები სისხლიანი ჰქონდა, მაგრამ სერიოზული
წესით არაფერი უნდა ყოფილიყო..
ნელ-ნელა თვალებში დაუბნელდა.. გონზე მოსულს მართა უმუშავებდა ჭრილობებს..
დუდუმ და მაქსიმემ ამოისუნთქეს..
-თათუ სადაა? – ვერ მიხვდა სად იყო, ან ყველა რატომ იყო იქ თათას გარდა..
საშინელი სიცივე იგრძნო იმის გააზრებაზე, რომ არ მოვიდა..
-სანდრო მართა ექიმია, მის სახლში ვართ, უკვე თითქმის მორჩა ჭრილობების
დამუშავებას.. თათა სახლშია, არაფერი იცის და ალბათ ახლა ლოდინისგან
ჭკუიდანაა გადასული.. ყოველ წუთში რეკავს..
-ისინი? არაფერი მახსოვს..
-მოგვარდა ყველაფერი, დუდუმ ხელიც კი არ გაანძრევინა..
~ 127 ~

-მე წავალ, თათას უთხარი აღარ ეცალაო, თუ მიკითხა..


-ცოტა ხნით მაინც წამოდი, რომ დაგინახოს, ისე არ დაიჯერებს რომ კარგად ხარ..
-არ მინდა გაიგოს, ასე სჯობს.
-ვერ გაიგებს, სულ ცოტა ხნით. მანქანიდანაც ნუ გადმოხვალ.
ოც წუთში უკვე თათას სახლთან იყვნენ, ახლადფეხადგმული ანდრია დედამისზე
ხელმოკიდებული, სასაცილოდ დაბაჯბაჯებდა.. თათას ფერი არ ჰქონდა, ის
რამდენიმე წამი ვერაფრით მოეთმინა, სანამ მანქანებიდან გადმოვიდოდნენ..
მაქსიმეს სახის დანახვაზე, უარესად დაკარგა ფერი..
-ესაა არაფერი მომხდარაო? ხომ კარგად ხარ? – ტირილი აუვარდა, მაშინვე სანდროს
დაუწყო ძებნა, ვერ მიხვდა რატომ არ გადმოვიდა..
-კარგად ვართ ჩემო პრინცესა, გეფიცები სერიოზული არაფერი მომხდარა, ერთხელ
მომხვდა მუშტი სახეში.. – გაიცინა მაქსიმ და კინაღამ გაჭყლიტა..
-მაქსი, სანდრო..
-ეჩქარება თათა, მიფრინავს. ძალით წამოვიყვანე, რომ დარწმუნებულიყავი ყველანი
ცოცხლები რომ ვართ.
-დღეს ბავშვი უნდა წაეყვანა და როგორ ეჩქარება, ასე უცებ ბილეთი როგორ იყიდა? –
მაქსის სახე აერია, ვეღარ მიხვდა რა ეთქვა..
-რაღაც შეცვლილა, ბილეთის შოვნას რა უნდა.. – ჩაილაპარაკა არეული სახით, თათა
კი ვერ მიმხვდარიყო ასე როგორ ეჩქარებოდა, ბავშვიც რომ არ ნახა. „ანდრია ისე
უყვარს უნახავად როგორ წავა, ალბათ რაღაც ჭირს..“
ანდრია კი უკვე მანქანისკენ მიდიოდა ბარბაცით, შიშით არ წაქცეულიყო
ალექსანდრე მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან.. არაადამიანურმა ტკივილმა
დაუჭმუხნა სახე, შვილის ასაყვანად რომ დაიხარა.. თათა ვეღარაფერს გრძნობდა,
სულაც არ უნდოდა ეაზროვნა, მოუთმენლად გადადგა რამდენიმე არეული ნაბიჯი
და მისი თვალები იპოვა..
-ალექსანდრე, რა გჭირს? -ძლივს ამოთქვა თათამ და ბავშვი გამოართვა.
-არაფერი, თათუ. უბრალოდ მეჩქარება ძალიან.
-დაჭრილი ხარ? გთხოვ ქურთუკი გაიხადე?
-უბრალოდ მეჩქარება, თათა, რთული გასაგებია? – ხმას აუწია ბენდელიანმა, მაგრამ
იგრძნო ლაპარაკის თავიც რომ არ ჰქონდა.
-ანდრია ძლივს აიყვანე ხელში.. -თათუს სიტყვა გაუწყდა.. ყელთან მაიკას რამდენიმე
სისხლის წვეთი ეცხო, სახე კი უფრო-და უფრო უფითრდებოდა.
-მაქსიმე, მოდი რა.. – ძლივს ამოთქვა ალექსანდრემ და მანქანას დაეყრდნო. მაშინვე
ამოუდგა გვერდით.
-თათა, მინის ნამსხვრევები დაეყარა ბეჭებზე და საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა,
ამიტომაა ასე.. – აღარ მიუქცევია ალექსანდრეს გამომეტყველებისთვის ყურადღება.
-მაქსიმე, გადასახვევი ექნება, შემოდით და გადავუხვევ, მანქანაშია ყველაფერი. –
თქვა მართამ და მანქანისკენ დაიძრა.
თათა ხმას ვერ იღებდა, ცრემლები გუდავდა და ალექსანდრეს სახე, რომელიც
სშინლად უკმაყოფილო იყო, მაქსიმეს რომ დაუჯერა და წამოვიდა, ნანობდა დუდუს
რომ არ წააყვანინა თავი..
~ 128 ~

-არ მინდა. – ძლივს, მაგრამ მაინც თავისი მოუშორებელი სიმკაცრით თქვა სანდრომ.
-მაქსიმე შემოიყვანე სახლში. – ნერვიულად თქვა თათამ და შეეცადა ანდრია
დაემშვიდებინა, რომელიც საშინლად ტიროდა მამისს რომ გამოართვეს ხელიდან..
სასწრაფოდ გაუმზადა საწოლი, მართამ ჭრილობები გადაუხვია და ალექსანდრესაც
ცოტა ფერი მოუვიდა. თათას საშინლად უნდოდა, შესულიყო მის ოთახში და
უბრალოდ კუთხეში მჯდომს მისი სუნთქვისთვის ესმინა, მაგრამ მაქსიმეს გამო აღარ
შესულა.
-თათა, მართას წავიყვან და მოვალ. – შუბლზე აკოცა და კარისკენ წავიდა. პირველად,
პირველად არ უნდოდა ცხოვრებაში ძმა მასთან რომ დარჩენილიყო, მართას
გადაეხვია და ეზოს კარამდე მიჰყვა ორივეს.
-გთხოვ, არ მობრუნდე. – თბილად თხოვა მართამ, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ. -
ხომ იცი, რომ ცუდი არაფერი მოხდება. მიეცი შანსი რომ ნამდვილი ოჯახივით
იყვნენ.
-მართა შენ არ იცი..
-ყველაფერი მომიყვა თათამ და არ ამბობს, მაგრამ საოცრად უყვარს. ამ ბიჭს არ
ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენს დას აღმერთებს და ყველაფერს ნანობს, ეს
ეტყობა, თანაც სულ არ შეიწუხებდა შენს გამო თავს..
-ვერ მოვისვენებ რომ არ დავბრუნდე..
-ასე მგონია, თათას აწყენინებ.. გთხოვ, შენი თავი წარმოიდგინე მათ ადგილას.
-მეც ვხვდები ერთმანეთი რომ უყვართ.
-მაშინ გთხოვ, შენს სახლში დარჩი.
მაქსიმე ნერვიულად ათამაშებდა მართას თითებში ახლართულ ხელებს, ბოლოს კი
კოცნა თანხმობას ნიშნავდა.
***
ასე რაღაცის გადაწყვეტა არასდროს გასჭირვებია, ფრთხილი ნაბიჯებით ტრიალებდა
სანდროს ოთახის კართან და ვერაფრით შეეღო.. იცოდა მაქსიმე არ მოვიდოდა, მაგრამ
მაინც ვერ გაებედა.. ანერვიულებული, შვილის ტირლის ხმამ შეაკრთო..
-დე, გაიღვიძე? – მიუალერსა შვილს და საწოლიდან ამოიყვანა. ანდრია ისევ მამას
გაიძახოდა. თათას კი გაუსძლისად ტკიოდა ნერვიულობისაგან კუჭი.
მთელი ერთი საათი ელოდა.. სჯეროდა რომ შევიდოდა, ანდრიას მაინც შეუყვანდა..
მერე აღარ სჯეროდა.. ჭრილობებზე მეტად ის ტკიოდა, ასე რომ გასულერთებოდა
საყვარელ ქალს.. ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა..
***
კარი ფრთხილად შეაღო, მაგრამ ანდრიას ვერაფრით აჩუმებდა.. შვილის ხმაურით
გამოღვიძებული, რამდენიმე წამი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და რატომ იყო აქ..
წამოდგომა დააპირა, მაგრამ ტკივილმა თავი შეახსენა..
-არ ადგე, სუსტად იქნები ისევ..-უთხრა თათამ და ბავშვს ხელი გაუშვა.
-ჩამძინებია..
-ბოდიში, ვერაფრით გავაჩუმე.. – ანდრია უკვე მამამისს უტყაპუნებდა პატარა
თათებს სახეზე, თმას ქაჩავდა..
-ანდრია ტკივა.. მამაშენს.. – ბურთი გაეჩხირა ყელში.. ცდილობდა ბავშვი
~ 129 ~

მოეცილებინა, მაგრამ მასინვე ტირილს იწყებდა..


-რა ტკივა?! იყოს რა, დაანებე თავი..
-საჭმელს მოგიტან, ორი წუთი დაგიტოვებ..
-არაფერი მინდა.. ისედაც გაწუხებ..
-არ მაწუხებ, მართამ ბევრი სითხე უნდა მიიღოს და კარგად იკვებოსო მართამ..
რამდენიმე წუთში შებრუნდა ოთახში, ანდრია ისევ მამამისს ეთამაშებოდა.. – მგონი
ეს გიყვარს. – თვითონაც არ იცის, ეს მგონი საიდან მოიტანა.. ალექსანდრეს
თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა, ისე გაბრაზდა.. ზუსტად იცოდა, რომ იცოდა
ბროწეულის წვენი და ეს სალათი ძალიან რომ უყვარდა..
-მგონი. – ჩაილაპარაკა მძიმედ და ანდრიას მიუბრუნდა..
-მართამ დარეკა ნახევარ საათში ისევ გადაუხვიე ჭრილობები და მალამო წაუსვიო. –
თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა თათამ.
-უკვე მეორედ გადამიხვია, დილამდე გაძლებს..
-ბავშვს დავაძინებ და გადაგიხვევ.. – ანდრიას, რომელსაც მთელი დღე არეული
რეჟიმით ეძინა, სასაცილოდ ეხუჭებოდა თვალები.. ათი წუთიც არ დასჭირდა თათას..
მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შევიდა ქმართან, საგულდაგულოდ
ხელებდაბანილი.. საჭირო ნივთები მოიმარაგა და საწოლზე ჩამოუჯდა..
ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს.. მაისურის გახდისას ორივეს ერთნაირად
აუწყლიანდა თვალები, მთელი სხეული ტკიოდათ, რამდენიმე წამი უყურა ცოლს
თვალებში და თავის ადგილს დაუბრუნდა.. საოცარი სიფრთხილით ხსნიდა
სახვევებს, რომ არ ეტკინა.. მაქსიმალურად ცდილობდა, კიდევ დიდხანს არ შეხებოდა
მის კანს.. მაგრამ მალამოს წასმისას რთული იყო იმის თქმა, რომელს უფრო ტკენდა ეს
შეხება.. ძალიან დიდი ხანია არ შეხებია.. არ უგრძვნია მისი სუნი, ასეთი სიმძაფრით..
ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა, ღრმა ჭრილობების დანახვისას.. ცდილობდა
არაფერი შემჩნეოდა, ხმა არ ამოეღო..
ალექსანდრეს კი გულს უჩერებდა ბეჭებზე დაცემული წვეთი, ნაჩქარევად რომ
მოწმინდა ცოლმა...

-მოვრჩი. -ძლივს ამოთქვა თათამ და პლედი ფრთხილად გადააფარა ბეჭებზე.


ჩვეულებრივი მოვლენაა გქონდეს საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სურვილი..
ფიზიკური სიახლოვის.. იცოდა, მაგრამ მაინც აბრაზებდა მისი უხეში წვერის შეხების
სურვილი რომ კლავდა.. სურვილი ყელში ეკოცნა მისთვის, იქ სადაც ლავიწის ძვალი
მთავრდება და მთელი სხეულის სუნი იყრის თავს.. სურვილი, მოკუნტული
დატეულიყო მისი საწოლის თავისუფალ ადგილას და მთელი ღამე საკუთარი
მოძრაობები ეკონტროლებინა, რომ მას არაფერი ტკენოდა..
ალექსანდრე კი ტკივილამდე დახუჭული თვალებით ებრძოდა სურვილს,
შემორჩენილი ძალით ჩაბღაუჭებოდა მის სუსტ ხელს და საწოლიდან ადგომის
~ 130 ~

უფლება არ მიეცა.. არ გაეხსენებინა არაფერი და სულ ცოტა ხნით მაინც


დაპატრონებოდა საყვარელ ქალს. ეგრძნობინებინა, რომ მის გარდა სხვა ყველა ქალის
შეხებაც კი ზიზღს ჰგვრიდა.. მასაც უყვარდა ყელში რომ კოცნიდა, სიმშვიდე იყო
თათუს ყურის ძირას მიჭყლეტილი ცხვირი და მისი გადამდები ფორიაქი..
ადამიანურ ძალას აღემატებოდა ამ ყველაფრის ატანა.. თათამ უხმოდ გაიხურა კარი..
ალექსანდრე ცდილობდა ბეჭებზე თითოეული შეხება ხელახლა ეგრძნო და მისი
ნანერვიულები სიცივე შეენარჩუნებინა..
***
-არ სძინავს? – თათა შეაკრთო სანდროს ხმამ, რომელიც ისე შესულიყო მისაღებში,
რომ კარისკენ ზურგით მდგომს ვერ შეემჩნია.
-არა, საათზე მეტია ვცდილობ ხელახლა დავაძინო, მაგრამ არ ისვენებს. შენ რატომ
ადექი? უკეთ ხარ?
-ორ საათში ფრენა მაქვს. მომიყვანე.
-ასე როგორ უნდა გაფრინდე, ანდრიასაც ვერ დაიჭერ.
-აუცილებლად უნდა წავიდე და ბავშვი მომიყვანე, არ მტკივა.
-კარგი, ბეჭები ალბათ გადასახვევი გაქვს.
-არ მაქვს, აღარ მტკივა.
-როგორ არ გტკივა, გუშინ ძალიან ცუდად გქონდა.
-თათა, გუშინ ეკამ კიდევ ახალი კომენტარი დატოვა, შენ აქამდე გეტყობა რომ არ
გინახავს.. -თათას ხმა არ ამოუღია, გაოგნებული უყურებდა ალექსანდრეს ცივ სახეს. -
ნახავ, ისევ უარესად გაბრაზდები ჩემზე. მერე რაღაც ისევ დამემართება და ისე
მომივლი, თითქოს სამყაროში ჩემზე ძვირფასი არავინ არსებობდეს შენთვის. ახლა მე
მინდა, მხოლოდ ფორმალური, აუცილებელი ურთიერთობები გვქონდეს. აღარ მინდა
მეხებოდე, ან ჩემზე ნერვიულობდე. ვერ ვიტან საპასუხოდ ემოციის გამოხატვის
უფლებაც რომ არ მაქვს, იმის უფლებასაც არ მაძლევ იმედი მქონდეს, რომ ოდესმე
მაპატიებ. მე აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია და არც ვაპირებ. არ მინდა ის
გაგაკეთებინო რაც არ გინდა. ნუ მაპატიებ. ნუ ინერვიულებ ჩემზე, ახლა კი ბავშვი
მომიყვანე. ცოტა ხანს მეყოლება და წავალ. – საშინლად იყო, მთელი სხეული ეწვოდა
და სახლიდან გაქცევა უნდოდა. ანდრია მაშინვე მიუყვანა და ოთახში ჩაიკეტა, არ
უნდოდა მისი ხმა გაეგონა, ან დაენახვებინა როგორ ტიროდა.
-ლია, შეგიძლია მოხვიდე?
-კი, ხომ მშვიდობა გაქვს შვილო? – ჰკითხა აღელვებულმა ძიძამ.
-კი, მაგრამ როგორც კი შეძლებ მოდი, მინდა ანდრია დაგიტოვო.
ლია ათ წუთში მოვიდა, აღარ გაუგია როდის წავიდა ალექსანდრე.. შუა დღე ისე
მოვიდა ოთახიდან არ გასულა, საოცარი მონდომებით ალაგებდა ნივთებს, სანამ
ანდრია არ შემობაჯბაჯდა მის ოთახში.. ვეღარაფერი გაეგო.. ერთ წუთს ეგონა
ყველაზე სწორი საქციელი იყო უკრაინაში გაფრენა.. ახლაც რომ უარი ეთქვა დიდი
ალბათობით სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა წარმატებულ კარიერას.. მეორე
წუთს კი, ვერ ხვდებოდა რატომ რისკავდა ასე.. ხომ შეეძლო ნიკოს კომპანიაში
ემუშავა, საქართველოში ფილიალი გაეხსნა, ან საერთოდაც ახალი საქმე წამოეწყო..
~ 131 ~

ისედაც ხომ აპირებს მამამისი საქართველოში დაბრუნებას.. რატომ აყენებს ეჭვქვეშ


ანდრიას შვილის გვერდით ცხოვრების ბედნიერებას.. ანდრიას შემხედვარეს ფეხებში
ზალა ერთმეოდა.. აღარ იცოდა რისი დამტკიცება უნდოდა საკუთარი საქციელით,
შიშით უყურებდა ჩალაგებულ ჩემოდანს და ტუმბოზე შემოდებულ ბილეთს. ეკას
კომენტარი არ უნახავს, ალექსანდრეს გახსენებაზე საშინელ სიცივეს გრძნობდა..
ძვალრბილში გამტარს, არაადამიანურს.. „აღარ ვუყვარვარ, არა კი აღარ, არ
ვუყვარვარ..“ ამ დროს ისიც სჯეროდა, რომ წინა ღამის დანისნული თვალებით,
ალექსანდრე ყველა ლამაზ ქალს უყურებდა და შეხედავდა, რომელიც მის სიახლოვეს
გამოჩნდებოდა..
ოთახიდან გამოსულს ცარიელი სახე ჰქონდა, განადგურებული, მაგრამ მტკიცე.. ლიას
უამრავი კითხვა გაუჩინა, მაგრამ მაინც დაითანხმა ღამე დარჩენილიყო.. წესიერად
ვერ გააგებინა, სად მიდიოდა შუა ღამისას..
-შვილო, ძალიან ნანერვიულები ჩანხარ..
-არაფერია, ჩემი თანამშრომლები უნდა გავაცილო, ფრენა ღამის ოთხ საათზეა. შენ არ
ადგე, ანდრიას თავის საწოლში დავტოვებ, ხომ იცი, დილის რვამდე არ გაიღვიძებს.
მანამდე მოვალ, მაგრამ მაინც მეშინია. – დაამატა შიშით, ლია რომ არაფერს
მიხვედროდა..
-კარგი, როგორც გინდა შვილო, მაგრამ ახლა იქნებ გამოიძინო, ძალიან
გაფითრებული სახე გაქვს..
-მართლა დაღლილი ვარ.. -ოდნავ გაღიმა თათამ. – მე და ანდრია დავწვებით უკვე.. –
ლიას დაემშვიდობა და შვილთან ერთად საძინებლისკენ წავიდა.
-დეე, რომ ვეღარ გნახო.. – ყველაფერი ეწვოდა შიშისგან, ანდრიაზე მიკარებისაც კი
რცხვენოდა.. იმის გამო, რომ თავი კარგად ეგრძნო, შვილს მარტო ტოვებდა..
შეიძლება სამუდამოდაც კი.. წარმოდგენა არ უნდოდა რა დაემართებოდათ ნიკოს და
თეას, ისედაც სიგიჟემდე ენატრებოდა ორივე.. ისეც ამდენი ანერვიულა და ახლა რას
უკეთებდა.. მაქსიმეს შეიძლება შეტევა მოუვიდეს ნერვიულობისგან..-საშინელი
აზრები თანმიმდევრულად ცვლიდა ერთმანეთს.. გული გასკდომაზე ჰქონდა..
ორსულ მიასაც უნდა ენერვიულა.. ჰქონდა კი უფლება, ასე მოქცეოდა ძვირფას
ადამიანებს.. თამარი და თაზოც არ დავიწყებია, მიუხედავად ალექსანდრესთან
ურთიერთობისა ერთხელაც კი არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ მის მშობლებს ძალიან
უყვარდა.. ალექსანდრეს გახსენებაზე, ისევ ის შეჩვეული სიცივე იგრძნო.. ერთი
წამითაც არ მოუხუჭავს თვალი, ანდრია კინაღამ შეესრუტა.. სამი ხდებოდა
ოპერატორმა რომ დაურეკა და უთხრა, რომ ხუთ წუთში მის სახლთან იქნებოდა..
უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა, ძლივს შეელია ანდრიას თბილს სხეულს, თავის
საწოლში გადააწვინა, მისაღებში ლიასთვის და მაქსისთვის წერილები დატოვა და
სახლის კარი ფრთხილად გააღო..
***
ნიკა მთელი გზა შეშინებული აპარებდა მისკენ თვალს, ეხათრებოდა რამე ეკითხა,
მაგრამ აეროპორტში მისულმა მაინც ვერ მოითმინა.. ნიკა მისი ოპერატორი იყო,
რომელთან ერთადაც უკრაინაში მუშაობა მოუწევდა.. ამ დროისთვის უკრაინა
ერთდროულად იყო სამოქალაქო ომისა და რუსეთთან დაპირისპირების ზღვარზე..
~ 132 ~

-კარგად ხარ? – ჰკითხა მორიდებით. თათას ახლაღა გაახსენდა ტირილისაგან


დასიებული თვალები.
-კი.. შვილის დატოვება გამიჭირდა.
-მეც ძალიან გამიჭირდა ჩემების დატოვება, გასაცილებლადაც კი არ წამოვიყვანე,
მაგრამ მალე დავბრუნდებით, არ ინერვიულო. – მეგობრულად დაადო მკლავზე
ხელი. თათას კი უარესად მოუნდა ტირილი, ალექსანდრეს გახსენებაზე, ისიც
საშინლად ვერ იტანდა აეროპორტში რომ მიყვებოდა ვინმე..
კიევამდე უხმოდ იფრინეს. თათა უარესად და უარესად ხდებოდა, გრძნობდა ნიკას
აწუხებდა მისი მდგომარეობა, მაგრამ ვერაფრით ეიძულებინა თავი ცუდად ყოფნა არ
შეემჩნია. კვამლში გახვეული ქალაქის დანახვისას სრულიად ახალი ემოცია ჰქონდა,
არასდროს რომ არ უგრძვნია ისეთი.. ვერაფრით გადააგორა ყელში გაჩხერილი
ბურთი, გაოგნებული უყურებდა მინებჩამსხვრეულ შენობებს, ადამიანებს,
რომლებიც უკვე თვეებია მეიდანზე იდგნენ.. ჩვენ კი მონოტონურად გვესმოდა
ტელევიზიიდან მათ შესახებ.. რომ ისევ იქ არიან.. რომ აცივდა და ისევ იცავენ
საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას.. რომ უკვე ერთი თვე გავიდა.. უკვე მეორე თვეც..
რომ უკვე ყინვაა… თოვს, მაგრამ ისინი ისევ მეიდანზე დგანან.. გვესმოდა რომ ყირიმი
დამოუკიდებლობას თხოვს.. რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალია.. თათასაც ესმოდა..
ნერვიულობდა კიდეც, მაგრამ უშუალოდ ამ ყველაფრის ნახვა იმაზე მძიმე იყო
ვიდრე წარმოედგინა..
-ყველაფერი მაგრად იქნება, უფალი მოწყალეა და ეს ხალხი იმსახურებს ამას. –
გაამხნევა ნიკამ და თხოვა მანქანის ფანჯარას მოშორებოდა.
სწრაფად დაბინავდნენ და მათი პირველი სამუშაო დღეც დაიწყო, პირდაპირ
მოვლენების ეპიცენტრით. გრძნობდა თავისი ოპერატორის იმედი უნდა ჰქონოდა.
ნიკა საოცრად წესიერი ადამიანი იყო, აი ისეთი კარგად რომ არ იცნობ, მაგრამ
ზუსტად რომ იცი კეთილია. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი, უკვე მეშვიდე წელია
ტელეკომპანიაში მუშაობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ოპერატორად ითვლებოდა.
თათა ცდილობა კონცენტრირება როგორმე საქმეზე მოეხდინა მაგრამ არც ისე
სახარბიელოდ გამოდიოდა. ფიქრიც არ უნდოდა იმაზე რა ხდებოდა საქართველოში,
ან იტალიაში.. ცდილობდა დაეჯერებინა, რომ ანდრია კარგად იყო, რომ მასზე
ნაკლებად არ ზრუნავდნენ მასზე, მაგრამ მაინც საბოლოდ დაეკარგა მოსვენება..
გარშემო არსებული უამრავი პიროვნული ტრაგედია კიდევ უფრო აკარგვინებდა
ყველაფრის სურვილს. სასტუმროში ძალიან გვიან დაბრუნდნენ, საერთო ნომერი
ჰქონდათ არსებული რთული სიტუაციის გამო.. მიცემული ინსტრუქციის თანახმად
მუდმივად უნდა ჰქონოდეთ ერთმანეთთან კონტაქტი და დღისა თუ ღამის ნებისმიერ
მონაკვეთში უნდა შეძლებოდათ სამუშაოდ გასვლა. ისეც საშიში იყო, მარტო
ნომერშიყოფნა. სწრაფად მოწესრიგდნენ და ტანსაცმლიანად მიწვნენ საწოლებზე.
შეთანხმების მიხედვით ჯერ თათას ძილის დრო იყო. სასტუმრო ახლოს იყო
მეიდანთან, მარტივად გადაადგილების გამო.. ხმაური შეუძლებელს ხდიდა
დროებით მაინც გამოთიშვოდი გარეთ არსებულ ტრაგედიას.. ანდრიას მაისურზე
ჩახუტებული, ნახევარ საათში მიხვდა რომ არ დაეძინებოდა. აფორიაქებული
უყურებდა გამორთულ ტელეფონს, რომელიც დღეს მხოლოდ იმიტომ ჩართო
~ 133 ~

მაქსიმესთვის მიეწერა კარგად ვარო.. ჯერ არავისთან ლაპარაკი არ შეეძლო. მალე


ნიკაც მიხვდა, რომ თვითონაც ტყუილად შეეცადა დაძინებს.. დილამდე იყო
რამდენიმეწუთიანი პერიოდი, როდესაც ისე ჩაეძინათ, ვერაფერი გაიგეს, მაგრამ
გამთენისას უკვე ფეხზე იყვნენ.. მალევე დაიწყო ახალი სამუშაო დღე..
***
მაქსიმემ დილითვე ნახა მისთვის დატოვებული წერილი.. რომელშიც თათა ანდრიას
იფიცებდა, რომ არასდროს აპატიებდა კიევში ჩასვლას.. მთელი ძალით დაარტყა
მუშტი კედელს და მიხვდა რომ ძალიან ცუდად იყო.. ვეღარაფრით გრძნობდა
გაიშვიათბულ ჰაერს.. ძლივს მოახერხა ინჰალატორის მოძებნა და იტალიაში იმ არხის
გათიშვა, რომელზეც თათა მუშაობდა.. სამივე აეროპორტში ერთი და იგივე უთხრეს:
„უკრაინაში გართულებული მდგომარეობის გამო, დღეს დილიდან ფრენები არ
სრულდება.“
„ყველაფერს ხომ ბედი უნდა ამის დედას …., მაინდამაინც მისი ფრენა შესრულდა „
ღრიალებდა მაქსიმე და ვერაფრით ეპოვა გამოსავალი.. „რა მეყაზბეგებოდა, ხომ
ვიცოდი როგორ მდგომარეობაში იყო“ ვერაფრით იჯერებდა, რომ წინა დღეს მის
თბილისში ყოფნას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა.. გამოსავალი, რომელიმე სხვა
ქვეყნიდან გადაფრენა იყო.. დიდი ხანი დასჭირდა, ფიქრის უნარის დაბრუნებამდე..
როგორმე უნდა გაერკვია, რომელი იყო ასეთი ქვეყანა.. ალექსანდრეს ზარმა გაახსენა,
მისი არსებობა, მანამდე არ ახსოვდა, რომ არსებობდა კიდევ ვიღაც მათი ოჯახის
გარეთ ვინც მათნაირად განიცდიდა ამ ყველაფერს..
-მაქსიმე შენ მაინც გამაგებინე რა ხდება? დედაჩემმა დამირეკა და მითხრა თათა
უკრაინაშიაო, ხომ არ გაგიჯდა?
-გუშინ ღამე ისე გაფრინდა, არავის არაფერი უთხრა. აქედან ფრენები არ სრულდება,
ახლა ვეძებ რომელიმე ქვეყანას, საიდანაც კიევში ჩასვლას შევძლებ.
-შენ ნურაფერს ეძებ, მე უკვე მივფრინავ, აეროპორტში ვარ უვე, რაღაც სპეციალური
რეისია, დელეგაციას და ჟურნალისტებს ემსახურება და რაღაცნაირად მოხერხდა ჩემი
წასვლაც..
-ალექსანდრე მე უნდა წავიდე..
-გამოფრენამდე ისევ ვიჩხუბეთ, ჩემს გამო მოიქცა ასე, ჰგონია რომ სერიოზულად არ
აღვიქვამ და უნდა რაღაცები დამიმტკიცოს.. ჩემი ბრალია.. ჩავალ და ან ყველაფერი
მოგვარდება იქ, ან ისე დამთავრდება რომ ჩემზე აღარც ინერვიულოს.. შენ არაფერი
გააკეთო, ახლაც საშინელი ხმა გაქვს თავს მიხედე. ბავშვთან ჩემები მოვლენ, შენებმა
იციან?
-არა, ჯერ არაფერი.
-იქნებ მოხერხდეს საერთოდ ვერაფერი გაიგონ.
-დღეს თუ არ დაელაპარაკნენ, რამეს მიხვდებიან. მე ვეცდები როგორმე
ჩამოვფრინდე.
-მაქსიმე კაცურად გთხოვ მომეცი საშუალება ამ ერთხელ მაინც გავაკეთო ჩემი
გასაკეთებელი, გეფიცები არაფერი დაუშავდება. შენ კი ჩემს შვილს გაბარებ, ჩემები
მოხუცები არიან უკვე და გთხოვ მიაქციე ყურადღება. როგორც კი ჩავალ დაგირეკავ.
-აქ ვერ გავჩერდები..
~ 134 ~

-გთხოვ, ორი დღე მაინც მაცადე, მერე როგორც გენდომება ისე მოიქეცი.. ტელეფონი
უნდა გამოვრთო, მიხედე რა შენს თავს და ჩემებს..
***
არასდროს ნდომებია ასე ძალიან, რაც შეიძლება სწრაფად დაფრენილიყო მიწაზე..
მთელი გზა შვილის პატარა კაცურ წინდებს ათამაშებდა ხელში.. უკვე თითქმის ერთი
წელი ხდებოდა თილისმად რომ ქცეოდა.. ორ საათზე მეტი იდგა სასტუმროში მისი
ნომრის კართან.. ისიც კი იფიქრა, შეიძლება არასწორი მისამართ მომცა
ტელეკომპანიის თანამშრომელმაო, მაგრამ მაინც მოთმინებით ელოდა გვიან
ღამემდე.
***
შეუძლებელია ერთი, ან თუნდაც რამდენიმე სიტყვით აღწერო რა დაემართა თათას
ალექსანდრეს დანახვისას… არ ჰქონდა ამ ემოციას სახელი.. ისიც კი არ იცოდა,
ოდესმე დაეშვა თუ არა, რომ ჩააკითხავდა.. გაბრაზებული იყო, მაგრამ ახლაც მისი
ჭრილობები გაახსენდა, რომელიც ვერაფრით მოუშუშდებოდა ასე მალე..
ალექსანდრე კი ვერაფრით აშორებდა თვალს, მის ყინვისაგან გაუხეშებულ კანს,
დახეთქილ ტუჩებს, წყლიან თვალებს ძლივს რომ ჩანდნენ, მაგრამ მაინც ანათებდნენ
თბილი ქუდის ქვემოდან.. ნერვიულად დაბერვოდა მოყინული ნესტოები.. ამ
ყველაფერსაც კი ვერაფერი ექნა მისი სილამაზისთვის, ყველა ქალზე ლამაზი იყო..
ყველა ადამიანზე სამყაროში.. ყველაზე ამაყიც და ყველაზე შეყვარებულიც..
მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა თათა, მით უფრო უმკაცრდებოდა ალექსანდრეს
ანერვიულებული სახე.. რამდენიმე წამში კი გრძნობდა, რომ როგორც ყოველთვის
ახლაც ვერ შეძლებდა საკუთარი სიბრაზის მართვას.

ხმა არ ამოუღია. თათა გაოცებული უყურებდა სიბრაზისაგან შეშლილ სახეს და


ვერაფრით იჯერებდა, როდის აქეთ ერიდებოდა გაბრაზებული ბენდელიანი სხვისი
თანდასწრებით ყვირილს. ნიკამ უხმოდ გააღო ნომრის კარი და ორივე შეატარა..
თათამ დააპირა გაეცნო, მაგრამ მიხვდა ნიკა ისედაც ყველაფერს რომ მიხვდა.
-მე ცოტას გავივლი და მოვალ. – პასუხს არ დალოდებია ისე გაიხურა კარი
ოპერატორმა.
უხმოდ აჰყურებდა ქმარს და ნერვიულობისაგან ძლივს ყლაპავდა ნერწყვს.
ალექსანდრე მძიმედ ჩამოჯდა იქვე მდგარ საწოლზე.
-ის რეისი, რომელმაც ჩამომიყვანა, ხვალ მიფრინავს უკან. შენს ოპერატორს თუ
ენდომება მასაც შეუძლია წამოვიდეს. – გამოსცრა მწარედ და ოდნავ დახუჭული
თვალებითა და შეჭმუხნული წარბებით ცოლს მიაშტერდა. ეს უკვე ჰგავდა ნამდვილ
სანდროს.
-ვიფიქრე რაღაც დაემართა-მეთქი, ამდენ ხანს რომ არ იყვირე, თურმე კარგად
ყოფილხარ.
-მეც გამიკვირდა ჩემი თავის. – რამდენიმე წამით აჰყვა ირონიაში, მაგრამ მაშინვე
შეეცვალა ხმა. -აქ ვერ დარჩები, იაზრებ მაინც რა ხდება გარეთ? რა დროს გმირობაა
გოგო, ანდრიაზე იფიქრე საერთოდ? ან ვინმე გაგახსენდა? თუ ანდრიას იმის
მაგივრად რომ შენ ზღაპრებს უკითხავდე, იმას უნდა მოუყვნენ როგორ მოიკალი
~ 135 ~

თავი მამამისისთვის იმის დასამტკიცებლად რომ ნაგავია.. ეს გინდა?


-შენ არაფერ შუაში ხარ. -ძლივს ჩაილაპარაკა თათამ.
-შუაში კი არა თავში ვარ.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი, აქ სამუშაოდ ვარ.. ვალდებულება ავიღე, რომ ერთი კვირა
აქ ვიქნებოდი და ვიქნები. შენ შეგიძლია გაჰყვე იმ რეისს, რომელსაც ჩამოყევი..
-არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, როგორ შეგიძლია ასე რისკავდე ჩემნაირი კაცის
გამო. – ალექსანდრე წინ აესვეტა ცოლს და გაყინული სახე ხელებში მოიქცია,
თვალები ჩასისხლიანებოდა და ჩვეულებისამებრ საშინლად დაბერვოდა ძარღვები.
ხვდებოდა ახლა რომ კიდე რამე ეიძულებინა თათასთვის, ისედაც დაკარგულს
ვეღარასდროს დაიბრუნებდა. მარტივად დაჰყვა თათას ნებას და ხელები გაუშვა. -
მაშინ მეც დავრჩები. – თქვა მშვიდად და ფანჯრიდან ხმაურიან ქუჩას გადახედა.
-შენ თვითონ მეუბნებოდი რა დროს გმირობააო სანდრო, მე სამსახურებრივ
მოვალეობას ვასრულებ.. შენ…
-მე შეყვარებული კაცის მოვალეობას.. მოგიწევს ეს ერთი კვირა ამიტანო. ამ ერთ
ოთახში ხართ ორივე? – ინტერესით მოავლო ოთახს თვალი.
-იმედია ამაზე ყვირილს არ აპირებ, ასეთი ინსტრუქცია გვაქვს.. შენ ხომ გინდოდა
ფორმალური ურთიერთობა გვქონოდა, რა საჭიროა აქ იყო? – სანდროს ოდნავ
გაეღიმა და ამაზე ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია. ისევ უხმოდ უყურებდა ქუჩას,
სადაც მიუხედავად გვიანი ღამისა და საშინელი სიცივისა, უამრავი ადამიანი
ირეოდა. მალე ნიკაც მოვიდა.
-ისევ არეულობაა, მოედანზე ხალხი უფრო და უფრო მატულობს, აუცილებლად
უნდა გადავიღოთ მასალა.
-მე მზად ვარ, ახლავე ავიღებ ჩანთას. – ალექსანდრეს საშინლად არ მოეწონა ეს
ამბავი, ოდნავ შეხსნილი ქურთუკი გაისწორა და ისიც გაემზადა გასასვლელად. – შენ
რატომ მოდიხარ? – ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ანიშნა ნომრიდან
გასულიყო და თათას ქუდს მოჰკიდა ხელი, რომელიც აჩქარებისაგან დავიწყებოდა.
-დაიფარე. -გაუწოდა როგორც კი ქუჩაში გავიდნენ და გვერდში ამოუდგა.
სრული ქაოსი იყო, სისხლის ყველა უჯრედში აფორიაქება რომ შეაქვს ისეთი. სანდრო
ისევ ანდრიას წინდებს ათამაშებდა ხელში და ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა
რაც გარშემო ხდებოდა. ხალხი არეულად მოდებოდა ქუჩას, მანქანების
სიგნალიზაციის ხმა, აქა-იქ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილები, ჩამსხვრეული
მინები ამაზრზენ შეგრძნებას აჩენდა.. ხუთი წუთი არ დაჭირდათ მოვლენების
ეპიცენტრამდე. ნიკა ცდილობდა მასალისთვის ღირებული კადრების გადაღება
მოესწრო, ალექსანდრეს კი საოცარი ძალით ეჭირა თათას ხელი, შემთხვევით ამ
არეულობაში რომ არ დაეკარგა.
-თათა, მზად ხარ? მოკლე ტექსტი ჩავწეროთ ვებ-გვერდისთვის.
-კი, ნიკა. – ძლივს გაუშვა ალექსანდრემ ხელი, ახლა წინ უდგა და მოთმინება
ელეოდა. თათას სახე ისე გაყინვოდა, ნორმალურად ვეღარც კი ლაპარაკობდა.
ეტყობოდა როგორ უჭირდა ყველაფერი იმის ატანა, რასაც გარშემო ხედავდა.
-გაიყინე. – ჩვეული ხმით ჩაილაპარაკა სანდრომ და თათა მიიხუტა.
-ალექსანდრე. -ეცადა როგორმე მოშორებოდა.
~ 136 ~

-თათა, სახე საერთოდ გაყინული გაქვს, მოისვენე ორი წუთით. – რამდენიმე წუთში
ნიკაც მორჩა თავის საქმეს და სასტუმროსკენ წავიდნენ. ქუჩა ისევ სავსე იყო უამრავი
გამვლელით. ვიღაც მთელი ძალით დაეჯახა სანდროს უკნიდან, თათას მხოლოდ
ახლა გაახსენდა მისი ნატკენი ბეჭები. ბენდელიანი ცდილობდა არაფერი შეემჩნია,
მაგრამ უეცრად საშინლად შეეცვალა ტკივილისაგან სახე.
-ძმაო, ხომ კარგად ხარ? – შეწუხებული სახით ჰკითხა ნიკამ.
-კი, კი კარგად ვარ, მადლობა.
-აქ ყველაფერი გვაქვს და გადაგიხვევ ბეჭებს.
-არ მინდა.
-როგორ არ გინდა, თან ვნახავ როგორ გაქვს.. – ალექსანდრეს საოცრად უცემდა გული
მისი შეხების მოლოდინში, მაისური გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა. თათამ
ფრთხილად შეუხსნა სახვევები. დიდი ნაწილი მორჩენოდა, მაგრამ რამდენიმე ღრმა
ჭრილობა ისევ ცუდად გამოიყურებოდა. – ბოდიში, აქამდე რომ არ გამახსენდა და
კიდევ ძალიან დიდი მადლობა, იმ დღეს ასე რომ დაეხმარე ჩემს ძმას. – ხმადაბლა
ჩაილაპარაკა თათამ.
-ხომ იცი, ეს რომ სალაპარაკო არაა. გთხოვ დამთანხმდი ხვალ გაფრენაზე.. მე ხომ
ვხედავ როგორ გიჭირს აქ ყოფნა, ვერ გაუძლებ ამდენ სისასტიკეს.. ანდრიას
მონატრებას..
-შენ ხომ უძლებ?
-მე ვალდებული ვარ გავუძლო..
-აქედან ვერ წავალ. ვიცი არასდროს ჰქონია და ალბათ არც ექნება ჩემს სიტყვას
შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მინდა ხვალ წახვიდე. ასე უფრო
ავურევთ ყველაფერს, თან შეიძლება აქ ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდეს.
-თათა, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ვიქნები აქ მანამ, სანამ შენ არ წახვალ. მოგვიწევს
ნიკასთან ერთად გავიყოთ ეს ოთახი. მერე როგორც გინდა ისე მოიქეცი. – თვალები
სიბრაზისაგან უელავდა, უკითხავად წამოწვა საწოლის ძალიან პატარა ნაწილზე,
ხელში ისევ ანდრიას წინდები ეკავა.. თათას ნახევარი საათი ეყო მოთმინება საწოლზე
მჯდარიყო, მდგომარეობიდან გამოჰყავდა მის ასეთ საქციელს.. საწოლის კიდეზე
მწოლიარეს მთელი შეგრძნებით უნდოდა სახლში, რომელსაც ანდრიას სუნი აქვს..
ცრემლებმა გუდავდა, ბეჭები ეწვოდა სანდროსთან სიახლოვის გამო და როგორც
არასდროს ისე არეოდა ყველაფერი..
მომდევნო დღეებში უფრო და უფრო იძაბებოდა კიევში სიტუაცია. ნიკას და თათას
მთელი დღე და ზოგჯერ ღამეც მეიდანზე უწევდათ ყოფნა.. ალექსანდრე სულ
გვერდით იყო, თათას კი მისი წყალობით სანერვიულო არ ელეოდა. სულ იმის
ეშინოდა მისთვის არაფერი დაეშავებინათ. მაგრამ საშინლად ეიმედებოდა, არ
უნდოდა, მაგრამ აქ, საშინელ ქაოსში გახვეულ ქვეყანაში ალექსანდრე იყო მისი
სახლი.. ადამიანი, რომლის თვალებშიც შეიძლება სიმშვიდე, დასაყრდენი ეპოვა
მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მეტად ეშინოდა ან ნერვიულობდა.. უკვე ჩვეულებად
ქცეულიყო იძულებით გაყოფილი სარეცელიც და უნებური შეთანხმებაც, არაფრით
შეხებოდნენ ერთმანეთს.. ისე გაზარდეს, რომ არასდროს არაფერი ცუდი არ
მიუკარებიათ, ვერც კი წარმოედგინა ასეთი სასტიკი თუ შეიძლებოდა ადამიანი
~ 137 ~

ყოფილიყო.. ვერ იჯერებდა ქუჩაში ნანახ გვამებს და გავლენისთვის გამეტებულ


უამრავ სიცოცხლეს.. თვალებიდან არ ამოდიოდა მეიდანზე რამდენჯერმე ნანახი
თვალებანთებული ახალგაზრდა ბიჭის უსიცოცხლო სხეული.. შეხედავდი და
ხელშესახებ სიკეთეს გრძნობდი, გრძნობდი რომ ის ნამდვილად უკრაინის
შეურყვნელ სიყვარულს მოეყვანა აქ.. ასეთებს კი, სუფთა თვალებითა და წრფელი
გულით, ვერასდროს იფერებს ეპოქა.. ის საღამო ყველაზე მძიმედ გადაიტანა,
არაფრის თავი ჰქონდა.. არ უნდოდა ამ შეხედულებებით ეცხოვრა, არ უნდოდა
დაეშვა, რომ ადამიანებს ასეთი სისაძაგლეების გაკეთება შეეძლოთ.. სანდრო სულ
გვერდით იყო.. საშინლად უხაროდა ყველა მის საქციელში სიკეთის დანახვა,
შეუძლებლობა გულგრილი დარჩენილიყო ირგვლივ განვითარებული მოვლენების
მიმართ.
-როგორმე არ უნდა იფიქრო ამაზე, გაგიჭირდება, თუ ამ ყველა უბედურების
დამახსოვრებას შეეცდები.. ასეთი სამყარო შენთვის არ არის.. მინდა მე ვიყო ისევ
ყველაზე ბოროტი ადამიანი შენს ცხოვრებაში და ფიქრობდე რომ ამის იქით
ბოროტება არ არსებობს. – ხრინწიანი, მოგუდული ხმით ეჩურჩულებოდა სანდრო და
საწოლზე მოკუნტული ცოლის ბეჭებს მიშტერებოდა. კარგა ხანს ფიქრობდა თათა
გადაბრუნებულიყო თუ არა მისკენ.
-ბოროტი არ ხარ. – ჩუმად თქვა თათამ, მაგრამ თვალები ვერაფრით გაუსწორა.
ქუჩიდან შემომავალი მთვარის შუქზეც კი ჩანდა თათას ცრემლებით სავსე თვალები..
-შენთვის ყველაფერი უნდა მეთქვა თავიდანვე.. ძალიან ბევრჯერ დავაპირე, სულ
განვიცდი ასეთ მნიშვნელოვან რაღაცას რომ გიმალავდი, მაგრამ მაინც არ გითხარი..
უნდა მომეცა საშუალება თვითონ გადაგეწყვიტა გინდოდა ჩემთან ერთად ცხოვრება,
თუ არა, მიუხედავად ეკას არსებობისა.. მის გამო არ დავიწერეთ ჯვარი.. მაშინვე
ვუშვებდი, რომ შეიძლება დაგშორებოდი.. ქორწილის დღესვე.. ეს კი სიბოროტეა, აბა
რა არის.. კიდევ რამდენი ცუდი რამ გაგიკეთე, თან გააზრებულად.. ახლა შენი აქ
ყოფნაც ხომ ჩემი ბრალია.. შენ გგონია ჩემთვის მხოლოდ ლამაზი ქალი ხარ და
იმიტომ ხარ აქ.
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. – ძლივს მოერია ცრემლებს და ისევ ზურგის შექცევა
დააპირა.
-გთხოვ, უნდა გითხრა, ბოლოსდაბოლოს უნდა გითხრა ყველაფერი. -ხელით
გააჩერა, რომ არ გადაბრუნებულიყო. -იმ დღის შემდეგ რაც მე და შენ ისევ ვიწექით
ერთად.. – საშინლად ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ. – არც ერთ ქალს არ შევხებივარ,
ეკას არც კი დავლაპარაკებივარ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მაგარი ბიჭი ვარ..
უბრალოდ არ შემიძლი იყოს ვინმე შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაცის შეცვლა
რომ შემეძლოს, ალბათ მხოლოდ იმას შევცვლიდი რომ თავიდანვე არ გითხარი
ყველაფერი და არა ეკასთან წასვლას, ისე ვერასოდეს გავიგებდი რომ ასე მიყვარდი.
და საერთოდ რომ შეიძლება ასე მყვარებოდა ვინმე. მე ვერასდროს ვიქნები ის
ადამიანი, რომელიც გულგრილად, ჩაურევლად უყურებს შენს ცხოვრებას.. არა
იმიტომ რომ სვანი ვარ, ასეთი ხასიათი მაქვს ან საერთო შვილი გვყავს.. თათუ, ამ
სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ.. არ ვარ ღირსი, მაგრამ ყველაზე მეტადაც შენ
მეიმედები. – ფრთხილად მოწმინდა ჩამოგორებული ცრემლი, თავის გრძელი
~ 138 ~

თითებით და იგრძნო თვითონაც როგორ აეწვა ცხვირი..

თათა წამოდგა და ფანჯარასთან დადგა, როგორც კი იგრძნო რომ თავს ვერ


შეიკავდებდა.. ალექსანდრეც თთქმის მაშინვე მიჰყვა.. „მე ის ვარ, შენ რომ გაცვია..“
მთელი შეგრძნებით ჩაესმოდა ყურში ისე აკვროდა სანდრო მის სუსტ სხეულს,
ხელები მუცელზე მჭიდროდ შემოხვია და ლოყა ცოლის თავზე მიადო. მძიმედ
სუნთქავდა, მძიმედ და იშვიათად.. თვალებდახუჭულ თათას ღაპა-ღუპით
ჩამოსდიოდა ცრემლები.. „შენ ის ხარ მე, რომ მაცვია..“ ძლივს გადაეყლაპა უთქმელად
ეს რამდენიმე სიტყვა.. წინააღმდეგობას ვერაფრით უწევდა, არ უნდოდა
მოშორებოდა, ვერ უნდოდა.. არაფერი სიამოვნებდა დედამიწის ზურგზე ასე.. აქაც კი,
კიევის ყველაზე არეულ ქუჩაზე, ყველაზე მშვიდად იყო.. იმ რამდენიმე წუთის
განმავლობაში, როდესაც მის გულისცემას ბეჭებით ეხებოდა მისი სიყვარულიც
სჯეროდა.. მზად იყო სამუდამოდ დაევიწყებინა ეკაც და დაკარგული ორი წელიც..
მაგრამ მისგან მოშორებისთანავე გაუჯდა სხეულში სიცივეც და ეჭვებიც..
***
ბოლო დღე იყო.. კიევში ყოფნის ბოლო და ყველაზე მძიმე დღე.. მეშვიდეს მაგივრად
მეათე.. თათა მეიდნიდან პირდაპირ ეთერში აღწერდა რა ხდებოდა კიევში, ვერც კი
მოასწრო იმის გააზრება, როგორი მცირე მანძილით ასცდა ტყვია. მის უკან მდგომი
ერთ-ერთი მომიტინგე დაიჭრა.. კადრში მაშინვე გამოჩნდა ბენდელიანი, რომელიც
ჯერ იმას ცდილობდა როგორმე თათას კარგად ყოფნაში დარწმუნებულიყო, შემდეგ
კი დაჭრილ მომიტინგესთან მიირბინა.. მეტი გასროლა არ ყოფილა, შეშინებული
ხალხი მალე გამოერკვა, სასწრაფო დახმარებაც რამდენიმე წუთში გამოჩნდა და
თითქოს ყველაფერ არანორმალურ რეალობას დაუბრუნდა.. თათამ ძლივს მიადევნა
გონება ყურში წამყვანის დაჟინებულ კითხვას, იყო თუ არა კადრში გამოჩენილი ბიჭი,
ნამდვილად საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი
ალექსანდრე ბენდელიანი.. ძლივს მოახერხა დადასტურება.. შემდეგი თხოვნა მისი
ჩაწერა იყო, ძლივს გაიაზრა პირდაპირ ეთერში რომ იყო და უარს ვერ ეტყოდა.. ნიკას
ანიშნა კამერა ალექსანდრესკენ მიებრუნებინა და ყური გადასცა, რათა წამყვანის
კითხვები პირდაპირ მას გაეგონა..
-შეუძლებელია არ განიცდიდე იმას, რაც აქ ხდება.. ჩემთვისაც რა თქმა უნდა მძიმეა ეს
ყველაფერი და გულწრფელად ვუსურვებ ამ ხალხს მშვიდობას, დამოუკიდებლობას
და ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას. გაოცებული ვარ მათი თავდადებით.
მაგრამ ტყუილი იქნება გითხრათ, აქ უკრაინელებისთვის თანადგომის სურვილმა
ჩამომიყვანა-მეთქი, მოკლედ ჩემგან ის გმირი არ გამოვა, რომელიც ჩემი კადრში
გამოჩენისას წარმოიდგინეთ.. -სანდრო თვალს არ აშორებდა თათას, რომელიც
გაოცებული უსმენდა. სავრაუდოდ წამყვანმა ჰკითხა, თუ არა ამ მიზეზით, აბა რის
გამო იყო უკრაინაში.
-ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის გამო, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას
~ 139 ~

ასრულებს აქ. -ისევ არ მოუშორებია თათასთვის მზერა..


-თქვენ უფრო მაგარი გმირი ხართ. – წამყვანის სიტყვებზე ნაღვლიანად გაიღიმა
სანდრომ და ყური დაუბრუნა.. საქართველოში ჩამოსვლამდე არ იცოდა თათამ, რა
უთხრა ყურში ბენდელიანს წამყვანმა..
***
საღამოს უკვე სტამბულში იყვნენ, თათა და ნიკა თბილისისკენ აგრძელებდნენ გზას,
ალექსანდრე ამერიკისკენ. სიხარულსაც კი ვერ გრძნობდნენ გამოყოლილი ემოციების
გამო.
-რამდენიმე დღეში ჩამოვალ, არაფრით არ გამოდის ახლა რომ არ ჩავიდე, უკვე მესამე
თამაშის გამოტოვება მომიწევს.. გთხოვ როგორც კი დაისვენებ ანდრიას სურათები
გამომიგზავნე. – ნიკა უკვე რეგისტრაციას გადიოდა, მარტოდდარჩენილმა როგორც
იქნა მოაბა თავი ლაპარაკის წამოწყებას. -იფიქრე რა ჩვენზე.. რომ ჩამოვალ მინდა
საბოლოოდ გადავწყვიტოთ რას ვშვრებით.. აღარასდროს ჩაიგდო თავი ასეთ
საფრთხეში, ჩემთვის რაღაცის დასამტკიცებლად.. არ ვიმსახურებ, თან შენ რომ
წარმოგიდგენია იმაზე კარგად გიცნობ.. არაფრის დამტკიცება არ გჭირდება,
არავისთვის და მითუმეტეს ჩემთვის. და ნუ განიცდი რა ასე ყველაფერს, მეცოდები
რომ გელაპარაკები და ასე ნერვიულობ. – ნაზად მოწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული
ცრემლი და ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. ამერიკაში ჩასვლა მართლა
აუცილებელი იყო, მაგრამ უფრო მეტად უნდოდა თათასთვის დრო მიეცა..
***

ყველაფერს ელოდა, ყველაფერს თათუს ადვოკატის ზარის გარდა, რომელიც შვილის


საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვას თხოვდა. ათი წუთი დაჭირდა სიმშვიდის
მოსაგროვებლად.
-თათუ, რა ხდება? – იკითხა ხმით, რომელიც დაგაეჭვებდათ ნამდვილად ცოცხალ
ადამიანს ელაპარაკებოდით თუ არა. თათა კანკალმა აიტანა, აღარაფერი ახსოვდა
იქიდან, რაც გადაეწყვტა რომ ეთქვა.
-მშობლებთან, იტალიაში გადასვლა გადავწყვიტე საცხოვრებლად.
-ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე?
-იმის მერე რაც კიევში ვნახე, მინდა ჩემიანებთან ახლოს ვიყო. – ძლივს გასაგონად
ლაპარაკობდა თათა. ალექსანდრეს რაღაც საშინლად აეწვა შიგნით, ძალიან შიგნით.
„სულ ცოტათი მაინც რომ ვუყვარდე, ჩემთან ახლოს ყოფნაც მოუნდებოდა.“ -ხვალ
დილითვე გამოვფრინდები ანდრიას სანახავად და ნებართვასაც მოვაწერ ხმას. – თქვა
სიბრაზისაგან დაცლილი ხმით, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
***
არ შეეძლო არც ერთ დაავადებას, ალბათ არც რაიმე უბედურებას შეეძლო გაეხადა
ასეთი უუნარო.. ჩამოსვლის შემდეგ თითქმის არც ამდგარა საწოლიდან. მთელი
დღეები ანდრიას ეფერებოდა, დანარჩენს კი ყველაფერს ლია ხედავდა.. არავის ნახვის
თავი არ ჰქონდა, მიაც კი ოციოდე წუთით ნახა.. არ უნდოდა ორსულისთვის თავისი
ნერვიულობა გადაედო.. მხოლოდ მაქსი უძლებდა მის უსიტყვობას გმირულად.
-შენ სულ იცი, რა მჭირდება.
~ 140 ~

-ახლა ძალიან ცხელი, ძლიერი ყავა გინდა და ჩემი სიჩუმე, სანამ არ მოგინდება რაიმე
მითხრა.. – თათას, ისევ ისტერიკული ტირილი აუვარდა.. მაქსის უკვე დაშლის
თავიც აღარ ჰქონდა, ძლიერად შემოხვია დის სუტ სხეულს ხელები და ღმერთს
თხოვა მოთმინება მიეცა.
***
-ლია, სად არიან? – მშვიდად იკითხა გაფითრებულმა სანდრომ.
-ანდრია თავის საწოლშია, თამაშობს, თათა კი გასულია.
-სად არის ხომ არ იცით?
-არ ვიცი შვილო, მთელი დღეა ბარგს ალაგებდა და ალბათ რაღაცის მოსაგვარებლად
გავიდა. მთხოვა ბავშვი არსად გამეყვანა, რადგან მოხვიდოდით და თქვენი წასვლის
შემდეგაც მიმეხედა ანდრიასთვის.
-გასაგებია. – ჩაილაპარაკა სიმწრის ღიმილით და შვილის ოთახისკენ წავიდა. შვილის
ნივთები, თითქმის ბოლომდე ჩალაგებული იყო უკვე. -ფრენა როდისაა, ხომ არ
იცით? – ჰკითხა სამზარეულოში მოფუსფუსე ლიას, რომელიც ანდრიას საჭმელს
ამზადებდა.
-ხვალ საღამოს.
-მადლობა, მე ვაჭმევ. – გამოართვა ანდრიას თეფში და ისევ შვილის ოთახში
დაბრუნდა.. ხუთ საათზე მეტ ხანს იყო შვილთან.. გვიანი ღამე იყო.. ბოლოს
დაიჯერა, რომ სანამ არ წავიდოდა თათა სახლში არ დაბრუნდებოდა. კიდევ ერთხელ
კინაღამ შემოეჭამა მძინარე შვილი.. იქვე ტუმბოზე დატოვა ხელმოწერილი ნებართვა,
მძინარე ანდრიას კი პატარა ყუთი დაუდო თავთით.
***
მთელი ღამე ნერვიულად ათამაშებდა თათა ამ ყუთს.. მთელი შეგრძნებით უნდოდა
ალექსანდრეს ხელზე ბეჭდის დანახვა, რომლის შიდა მხარეზეც მისი სახელი
იქნებოდა ამოტვიფრული.. სულ უნდოდა, იმ დღიდან მისი ცოლობა რომ
გადაწყვიტა.. ქორწილზე კი რატომღაც არ მოინდომა ალექსანდრემ, მერე
ჯვრისწერისთვის გადადო.. არც საოცნებო ბეჭდები ჰქონია და არც ჯვრისწერა.
ჩვეულებრივი რგოლი კი სანდროს ნივთების გაჩუქებისას გააჩუქა.. ახლა კი ეს
პატარა ჯადოსნური ყუთი, მის ორ ყველაზე დიდ ოცნებას იტევდა.. რგოლებსაც,
რომელზეც მათი სახელები იყო ამოტვიფრული და ბარათსაც, რომლითაც სანდრო
თხოვდა ჯვარი დაეწერა მასზე.. კიევიდან დაბრუნების შემდეგ, ისედაც ფიქრობდა
ალექსანდრეს უსამართლოდ ახლა მე ვექცევიო.. თითქოს ეჭვებიც აკვიატებად ექცა,
არადა გრძნობდა რომ უყვარდა.. შეუძლებელია მის თვალებში ეს ვერ დაენახა..
ნანობდა იმ ათ დღესაც ბენდელიანს ხელშესახებ იმედად რომ უქცია, ყველა
შეუხებლად გაყოფილ სარეცელს, მისთვის დანახებულ მეიმედებისაც და იმ
რამდენიმე წამსაც მასზე აკრული განუცდელ ბედნიერებას რომ გრძნობდა.. ახლა
ზუსტად იცოდა როგორ განიცდიდა სანდრო, ისიც, როგორ აწყენინა ბოლოს
ტელეფონზე საუბრისას.. უფრო ზუსტად კი საკუთარი უბედურება იცოდა, მისგან
შორს ყოფნით გამოწვეული ძვალრბილში გამტარი სიცივე და თვალები, რომელიც
ბოლო ამოსუნთქვამდე იქნებოდა მისთვის სახლი.. სიმშვიდის, იმედის, სიძლიერის
სახლი..
~ 141 ~

***
-ალბათ უკვე რეგისტრაცია დაიწყო.. – წინა დღის სამოსი ეცვა, უინტერესოდ
გადაჰყურებდა ფანჯრიდან ქუჩას, ცოცხალი თავით არ უშვებდა ხელს შვილის
წინდებს.. -ყველაფერი დამთავრდა.. – მთელი შეგრძნებით ეწინააღმდეგებოდა
გაჩენილ აზრს, მაგრამ იცოდა სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა.. აბრჭყვიალებული
თვალებით უკვე არეულად ხედავდა ფანჯრიდან ქუჩას.. აღარ იცოდა რა უნდა
ეკეთებინა, ან როგორ უნდა ეცხოვრა ამ დღიდან.. იტალიაში ნახავდა ხოლმე ანდრიას
და სულ იმას ეცდებოდა, შვილს მისი არ შერცხვენოდა.. სხვა არაფერი.. ახლა ამისაც
კი აღარ სჯეროდა, ისე ჰქონდა სული სიცარიელითა და ღრიალით მოცული..
დაუდევრად დაწვდა ტელეფონს, რომელიც არაფრით წყვეტდა რეკვას.. არც კი
დაუხედავს ვინ იყო..
-ალექსანდრე, ტელეფონი უნდა გამოვრთო უკვე, ლიას რაღაც გამოვატანე და ვერ
მივაგენიო, ეზოში დახვდი რა. -საოცარი სისწრაფით უთხრა თათამ და გაუთიშა.
დაფიქრება არც კი დასჭირვებია, „რა თქმა უნდა ბეჭდები გამოატანა.“ – ბოლო
იმედიც მოუკვდა, ცარიელი, უხმო ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.. გამეტებით
მოისრისა აწყლიანებული თვალები და სახელურს დაწვდა..
-მიყვარხარ.. – თათა თან ტიროდა და თან იღიმოდა. ბენდელიანი კარგა ხანს ვერ
აღიქვამდა ცხვირწინ მდგომ ცოლ-შვილს.
-თქვენ, თქვენ.. – ვერაფერს ამბობდა სანდრო.
-აღარ მინდა ოდესმე ჩვენგან შორს იყო.. – ჯერ ისევ გაფითრებოდა სახე, საოცარი
სითბოთ დაუკოცნა ცრემლიანი თვალები, მერე კი მძინარე შვილზე გადავიდა..
თვითონაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, ძლივს აჩვენა თათას ანდრიასთვის
გამზადებული ოთახი, რომელშიც უზრუნველად გააგრძელა პატარამ ძილი.
ფრთხილად გამოკეტეს კარი და მისაღებში გავიდნენ..
-ჩემი ბეჭედი სად არის? – სხვა ვერაფერი მოიფიქრა სანდრომ. პატარა ბიჭს ჰგავდა,
რომელიც პირველ პაემანზე ნერვიულობს. მარტივად მოირგო რგოლი თითზე და
მასავით ანერვიულებული ცოლი ხელებში მოიქცია.. მაშინვე იგრძნო ძალაც და
პასუხისმგებლობაც, საკუთარი ფორიაქით თათუ არ შეეშინებინა.. ჯერ ძალიან ნაზად
შეეხო მის ტუჩებს, მერე კი ორივეს სუნთქვა ეკვროდა.. თათას ისევ ცრემლები
მოდიოდა, მთელი სხეული ალექსანდრეს მონატრებისაგან აუტანლად ტკიოდა..
აჟრჟოლებდა ისე სიამოვნებდა მისი ოდნავწამოზრდილი უხეში წვერის შეხება
სახეზე, ყელზე, მკერდზე, მუცელზე.. არაფრით ჰყოფნიდა მისი გაბედული მზერით
ყურება, ბავშვივით ჩაბღაუჭებოდა ხან მის თმას, ხანაც კი ბეჭებს.. აგიჟებდა მისი
სიფრთხილით სავსე სიძლიერე და უხმოდ ნათქვამი ყველაზე საგრძნობი მიყვარხარ..
***
ამის შემდეგ არასდროს ულაპარაკიათ ეკაზე და უერთმანეთო ორ წელზე.. მხოლოდ
ფეხმძიმობის პერიოდში მოუწიათ რამდენიმე დღით ერთმანეთისაგან შორს ყოფნა,
მაშინ როდესაც უკვე საშიში იყო თათას ფრენა.. ჯვარი ანდრიას ანგელოზის სახელზე
აგებულ ტაძარში დაიწერეს.. მართლა ატარებდნენ წლის რაღაც პერიოდს მესტიის
სახლში, გიოს და მაქსიმეს ოჯახებთან ერთად.. დუდუს ლივინგსტონში მოუნათლეს
ბავშვი. თეამ და თამარმა კი იმდენი ქნეს ოთხი შვილიშვილის ხელშიც კი არ
~ 142 ~

დაუტოვეს საქმე ლიას. ნიკო და თამაზი, საერთო საქმეს აკეთებდნენ და


ცდილობდნენ, როგორმე სანდრო და მაქსიც ჩაერთოთ ღვინის საოჯახო ბიზნესში..
თათა ამერიკაშიც კი აცხობდა ხოლმე ჭიშდვარებს, თუ ქმარი დააცდიდა და
საძინებელში არ მიაბრძანებდა, შვილების ძილით გათამამებული..
***

ერთხელ გითხარით ადამიანები კონტრასტებით ვაზროვნებთ-მეთქი და გითხარით


ანდაზაც იმის შესახებ, რომ „გამუდმებულად მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიან“..
ადამიანური ბუნებაა ასეთი, უფრო უარესის ნახვამდე ვერაფრით ვაფასებთ რაც
გვაქვს.. ზოგჯერ კი ბედნიერებაც კი გვიუფერულდება.. ჩვენ ხომ ყველაფერს
ვეჩვევით, ვეჩვევით ბედნიერებასაც და ვერ ვამჩნევთ სასწაულებს, რომლებიც ჩვენს
გარშემო ხდება. უერთმანეთობა გამოცდილნი, წარმოუდგენლად
უფრთხილდებოდნენ ურთიერთობას, ემოციებს.. თათას შეეძლო ყველანაირი
კითხვების გარეშე მიხვედროდა ვერჩაგდებულ ბურთსაც და წაგებულ თამაშსაც.
შეეძლო უსიტყვოდ ეგრძნობინებინა, როგორი ამაყი იყო მისით, აკვროდა მის ძლიერ
სხეულს და ნაზად მოფერებოდა. ალექსანდრეს კი ცხვირი იმ პატარა ბუდეში ჩაეყო
ხოლმე, რომელსაც მოხრილი მხარი და ლავიწის ძვალი ქმნის.. იმ ბუდეში სადაც
მთელი სხეულის სუნია თავმოყრილი, სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადი.. მისი
სუნთქვისთვის..
„მე ის ვარ, შენ რომ გაცვია.“

დასასრული.

ავტორი : ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოთმინება გეყოთ და


მკითხულობდით.

You might also like