You are on page 1of 3

უდიდესი დანაკლისი

მალე ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ცნობილი მეცნიერის - ნეტარხსენებული


ტარიელ ფუტკარაძის სული დატოვებს ამქვეყნიურ საუფლოს და უკვდავებას
შეურთდება. 2003 წელს თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურ პრესაში გამოვაქვეყნე
წერილი „ქართველური მემკვიდრეობის შესანიშნავი მემკვიდრე“, სადაც ტარიელ
ფუტკარაძეს ვულოცავდი სადოქტორო დისტერტაციის ბრწყინვალე დაცვას.
სამწუხაროდ, ახლა რეტროსპექციულად ვაქვეყნებ ამ წერილს. კიდევ ერთხელ
ვეფერები და ვემშვიდობები მის სპეტაკ სულს, რომელიც გადაინაცვლებს
მარადისობაში:

„ქართველური მემკვიდრეობის“
შესანიშნავი მემკვიდრის კიდევ ერთი წარმატება

დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქუთაისში) მეხუთე


წელია აწყობს სიმპოზიუმებს რუბრიკით „ქუთაისური საუბრები“, რომლის
მუშაობაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე მსოფლიოს
სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან მოწვეული ქართველოლოგები. სიმპოზიუმის
მასალები იბეჭდება კრებულში „ქართველური მემკვიდრეობა“, გამოსულია ორი
ტომი, მესამე მზად არის გამოსაცემად. ამ გაუსაძლის ეკონომიურ პირობებში
გასაოცარია, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე როგორ ახერხებს ასე მაღალ დონეზე
გამოსცეს ეს კრებულები, გარდა წმინდა სამეცნიერო საქმიანობისა, „ქუთაისურ
საუბრებს“ აქვს საოცარი ანდამატი, რომლითაც იგი იზიდავს ადამიანებს, აახლოებს
მათ, დროებით ავიწყებს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ავიწყებს ტკივილს და
გაჭირვებას, რომელიც აგრერიგად შემოეჩვია ამ ბოლო დროს ინტელიგენციას და არა
მარტო მათ. ღმერთმა დალოცოს „ქუთაისური საუბრების“ ორგანიზატორები,
რომლებიც გვაძლევენ საშუალებას წელიწადში ერთხელ, უმშვენიერეს პერიოდში,
მაისობაზე, შევხვდეთ ერთმანეთს ღიმილს მონატრებული კოლეგები. დიდი
მადლობა ქუთაისელ მეგობრებსა და კოლეგებს, განსაკუთრებით ბატონ ტარიელ
ფუტკარაძეს, ეკა დადიანსა და სხვებს, რომელთა დიდი რუდუნებით სისტემატური
გახდა ეს სიმპოზიუმი.
ამ რამდენიმე თვის წინ 37 წლის ახალგაზრდა მეცნიერმა, ტარიელ
ფუტკარაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის
მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „თანამედროვე ქართული ენის
ხმოვანთა სისტემა“, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ქართული ენის ყველა
მიკროსისტემის ხმოვანთა პარადიგმატული და სინტაგმატური ანალიზი, (კერძოდ,
დღემდე გამოქვეყნებულ ფაქტობრივ მასალათა და დებულებათა შეპირისპირება
ახალ ექსპერიმენტულ მონაცემებთან). საკითხის კვლევა მიზნად ისახავდა აგრეთვე
ქართული ფონემატური სტრუქტურის ისტორიული ტრანსფორმაცია განხილულიყო
პერცეფციულ ბაზისში მომხდარ ცვლილებებთან მიმართებაში, ქართული ენის
„ფონეტიკის კონსერვატიზმის“ ფონზე გამოკვეთილიყო ქართული ენის ფონემატური
სტრუქტურის არსობრივი კანონზომიერებანი.
ექსპერტმა პროფესორმა თედო უთურგაიძემ, ოფიციალურმა ოპონენტებმა –
პროფესორებმა ზურაბ ჭუმბურიძემ, ნათელა ქუთელიამ, იზაბელა ქობალავამ
მაღალი შეფასება მისცეს ტარიელ ფუტკარაძის სადისერტაციო ნაშრომს. გამოითქვა
შენიშვნებიც, რომელთა უფრო მეტ ნაწილს დამაჯერებლად უპასუხა დისერტანტმა.
გარკვეულ საკითხებზე მას თავისი შეხედულება გააჩნია. ამის გამო ნაწილი
შენიშვნებისა მას არ მიუღია. სადისერტაციო პაექრობაში, რომელმაც თითქმის ხუთი
საათი გასტანა, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ენათმეცნიერებმა, განსაკუთრებით
საინტერესო იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის აკად. თამაზ გამყრელიძის
გამოსვლა. როგორც ცნობილია, თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით
ავტორეფერატი ორენოვანია: ამან საშუალება მისცა არაქართველ კოლეგებს
გამოხმაურებოდნენ დისერტანტს შვეციიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან,
დაღესტნიდან. ჩემთვის მეტად სასიამოვნი იყო ის ფაქტი, რომ სანკტ-
პეტერბურგიდან გამოხმაურება მოვიდა აღიარებული ბასკოლოგის, ბასკური ენის
აკადემიის საპატიო წევრის, ჩვენი მასწავლებლის პროფ. იური ზიცარისაგან. იგი ოცი
წლის განმავლობაში საქართველოში ეწეოდა ბასკოლოგიურ კვლევა-ძიებას. მას
მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ქართველ კოლეგებთანაც. ძალზე სასიამოვნოა, რომ მას არ
ავიწყდება მისი კოლეგები და როგორც ბ-ნი ზიცარი ამბობდა, საქართველო მისი
მეორე სამშობლოა. გამოხმაურების ავტორებიც აგრეთვე მაღალ შეფასებას აძლევენ
ტარიელ ფუტკარაძის სადისერტაციო ნაშრომს. დისერტანტს ხარისხების
მიმნიჭებელმა კომისიამ პროფესორ გუჩა კვარაცხელიას თავმჯდომარეობით
ერთხმად მიანიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი,
რომლის მისალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულნი
კოლეგები, მეგობრები, ნათესავები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს
ულამაზესი კუთხიდან – აჭარიდან ჩამოსულთა თანადგომის შესახებ. ჩვენი
ტარიელიც ხომ ამ კუთხის შვილია. იგი მაღალმთიანი აჭარიდან არის. მან რომ ასეთ
წარმატებას მიაღწია ერთობ ახლგაზრდულ ასაკში, სწორედ მისი შესანიშნავი
მშობლების დამსახურებაა, რომელთაც „ვეფხისტყაოსნის“ რაინდთა მოსახელენი –
ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი გაუზარდეს ქვეყანას. ბატონი ტარიელი მამის
კვალს გაჰყვა და ჯერჯერობით ჰყავს სამი უმშვენიერესი შვილი. მისი სათნო
მეუღლე, ქალბატონი ია ვაშაკიძე, მას გვერდში უდგას, როგორც მეგობარი და
კოლეგა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის
კათედრის დოცენტია.
ფუტკარაძეების გვარს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა. ამ რამდენიმე წლის წინ
იმავე სადისერტაციო საბჭოზე მოწმენი ვიყავით, როგორი წარმატებით დაიცვა
სადოქტორო დისერტაცია ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ, რომლის ერთ-ერთი
ექსპერტი ჩემი უფროსი და პროფესორი იზა ჩანტლაძე იყო. ქალბატონმა შუშანამ
გამოსცა ძალზე საჭირო წიგნი „ჩვენებურების ქართული“, რითაც დიდი ამაგი დასდო
ქართულ ენასა და ქართველურ დიალექტოლოგიას.
ღმერთმა დალოცოს ფუტკარაძეების გვარი და სრულიად საქართველო! მე
იმედი მაქვს, აჭარის კუთხის პრესა ღირსეულად შეაფასებს თავიანთი მკვიდრის,
ბატონ ტარიელ ფუტკარაძის წარმატებას და ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას
გამოაქვეყნებს მის მშობლიურ კუთხეშიც.
თბილისი - ქუთაისი, 2003 წ.

You might also like