You are on page 1of 1

რუ მოთხრიალებდა ქვა-ღორღიან ნიადაგზე.

მის გარშემო ყვავილებს


ელოლიავებოდა და ლოცავდა ყოველდღიური ქიმიით.მაღალი ხეები რუს
სიყვარულით განიხილავნენ და ხშირად ჩრდილავდნენ, რუს დინება ხომ მათ
ფესვებსაც ჩუმად უსველებდა ბოლოებს...არც ღამე უარყოფდა რუს არსებობას,
უღრან ტყეში მთვარის შუქი მხოლოდ რუს ტანზე ირეკლებოდა. ბრჭყვიალებდა
ღამით რუ.
ერთმა ლორწოვანმა არსებამ, კვერცხები ჩაყარა წყალში, მუცელი აათამაშა, ხორხის
აპარატმა ვიბრაცია გაფანტა და საზარელ ხმად დაამიწა.ბაყაყი გაუჩინარდა.
კვერცხებიც მშობლის კვალზე, თხევადი გარსით მოცულები თამაშობდნენ და
გონებრვი ზრდას განიცდიდნენ. მესამე დღეს ისრისებურმა ფორმამ გახია კვერხი
შიგნიდან და გამოძვრა, წყალს შეეხო. როგორ ვერ მიხვდა რუ აქამდე,
თავკომბალები... განა რომელი დედა დატოვებს შვილებს უცხოსთან და გაუჩნარდება.
განა რომელი დედა არ იფიქრებს შვილების პირველ შეხებაზე სამყაროსთან.

You might also like