You are on page 1of 8

რიცხვები და მოქმედებები 1

საგამოცდო სახელი, გვარი

გისურვებთ წარმატებებს! -----------------------------------------------

1 ქულა

1. იპოვეთ n, თუ 3,56⋅10n= 3560.

ა) 2 ბ) 3 გ) 4 დ) 5

1 ქულა
2. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომელი ეკუთვნის 0,7; 0,8შუალედს?

3 7 6 8
ა) ბ) გ) დ)
5 9 7 9

1 ქულა
3 2 3
3. რისი ტოლია 23 5 და 3 . 5 რიცხვების უდიდესი საერთო გამყოფი?

ა) 6 ბ) 15 გ) 30 დ) 45

1 ქულა
4. 2 ერთნაირი ვაშლი უფრო მეტს იწონის, ვიდრე 3 ერთნაირი მსხალი. რომელი
უფრო მეტს აიწონის – 3 ისეთივე ვაშლი თუ 4 ისეთივე მსხალი?
ა) 3 ისეთივე ვაშლი ბ) 4 ისეთივე მსხალი
გ) ერთნაირი წონა ექნება დ) მონაცემები არაა საკმარისი ამის დასადგენად

1 ქულა
5. გვაქვს მხოლოდ 1, 2, 4, 8 და 32-კილოგრამიანი თითო საწონი. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან რამდენკილოგრამიანი ნივთის აწონას ვერ შევძლებთ
თეფშებიან სასწორზე ერთი აწონით, თუ მხოლოდ ამ საწონებს გამოვიყენებთ?

ა) 16 ბ) 18 გ) 37 დ) 43

1 ქულა
6. ნიკამ სახლიდან აგარაკამდე ავტომობილით მისვლას 2 სთ მოანდომა.
ავტომობილი შეუსვენებლად 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. უკან
დაბრუნებისას ნიკა ისევ თანაბარი, მაგრამ უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა,
ამიტომ მან იმავე გზის გავლას 1 სთ-ით მეტი დრო მოანდომა. რამდენი კმ/სთ-ით
შეუმცირებია ნიკას სიჩქარე უკან დაბრუნებისას?

ა) 10-ით ბ) 15-ით გ) 20-ით დ) 25-ით

1 ქულა
7. a = 4·5·6·7·8·9·10·11 – 34. რის ტოლია a რიცხვის 21-ზე გაყოფისას მიღებული
ნაშთი?

ა) 8-ის ბ) 9-ის გ) 10-ის დ) 13-ის

1 ქულა
8. ციფრებით 5 და 7 ჩაწერეს ყველა შესაძლო ათწილადი ისე, რომ ყოველი
ათწილადის ჩაწერისას გამოიყენეს ორივე ციფრი, თანაც თითოეული ორ-ორჯერ.
მიღებული ათწილადებიდან უდიდესისა და უმცირესის ჯამი ტოლია:

ა) 781,077-ის ბ) 783,255-ის გ) 831,27-ის დ) 874,077-ის

1 ქულა
9. 789∗ 2-ში „∗ “-ის ნაცვლად უნდა ჩაიწეროს ისეთი ციფრი, რომ მიღებული
რიცხვი 4-ის ჯერადი იყოს. რის ტოლია ასეთი ციფრების რაოდენობა?

ა) 1 ბ) 4 გ) 5 დ) 9

1 ქულა
10. ნიკამ სახლიდან აგარაკამდე ავტომობილით მისვლას 2 სთ მოანდომა.
ავტომობილი შეუსვენებლად 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. უკან
დაბრუნებისას ნიკა ისევ თანაბარი, მაგრამ უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა,
ამიტომ მან იმავე გზის გავლას 1 სთ-ით მეტი დრო მოანდომა. რამდენი კმ/სთ-ით
შეუმცირებია ნიკას სიჩქარე უკან დაბრუნებისას?

ა) 10-ით ბ) 15-ით გ) 20-ით დ) 25-ით

1 ქულა

11. ღვინის ქარხანაში სულ150000 ლიტრი ღვინო ჩამოასხეს.აქედან 65000 ლიტრი მშრალი
ღვინო იყო, 55000 ლიტრი - ტკბილი, ხოლო დანარჩენი - ნახევრადტკბილი.
ჩამოსხმული ღვინის საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტის ტოლის
ნახევრადტკბილი ღვინოების რაოდენობა?

ა) 15% ბ) 20% გ) 25% დ) 30%

1 ქულა
12. a რიცხვის 6-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი 2-ის ტოლია. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ნაშთი a რიცხვის 30-ზე
გაყოფისას?

ა) 2 ბ) 10 გ) 14 დ) 20
1 ქულა
13. 24 რვეულსა და 18 კალამში 42 ლარი გადაიხადეს. რის ტოლი იქნება 28 რვეულისა და 21
კალმის ღირებულება?
ა) 45 ლარის ბ) 46 ლარის გ) 48 ლარის დ) 49 ლარის

1 ქულა
14. სულ რამდენია ისეთი სამნიშნა რიცხვი, რომლის ათეულების ციფრი 1-ით მეტია
ასეულების ციფრზე, მაგრამ 1-ით ნაკლებია ერთეულების ციფრზე?

ა) 6 ბ) 7 გ) 8 დ) 9

1 ქულა
15. სიმბოლოთი ∗ აღნიშნულია ერთ-ერთი არითმეტიკული მოქმედება: შეკრება,
გამოკლება, გამრავლება ან გაყოფა. ცნობილია, რომ 7 ∗ 1 < 6 ∗ 2.
რის ტოლია 15 ∗ 3?

ა) 5 ბ) 12 გ) 18 დ) 45

1 ქულა

16. ფურცელი დაჭრეს 7 ნაწილად. შემდეგ მიღებული ნაჭრებიდან ერთ-ერთი კვლავ 7


ნაწილად დაჭრეს და ასე გაიმეორეს რამდენჯერმე. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი
შეიძლება იყოს მიღებული ნაჭრების საერთო რაოდენობა?

ა) 61 ბ) 62 გ) 63 დ) 64

1 ქულა
17. ნიკამ სახლიდან აგარაკამდე ავტომობილით მისვლას 2 სთ მოანდომა. ავტომობილი
შეუსვენებლად 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. უკან დაბრუნებისას ნიკა ისევ
თანაბარი, მაგრამ უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა, ამიტომ მან იმავე გზის გავლას
1 სთ-ით მეტი დრო მოანდომა. რამდენი კმ/სთ-ით შეუმცირებია ნიკას სიჩქარე უკან
დაბრუნებისას?
ა) 10-ით ბ) 15-ით გ) 20-ით დ) 25-ით

1 ქულა
18. ორნიშნა რიცხვის ციფრები ერთმანეთის მომდევნო ნატურალური რიცხვებია. მეორე
ორნიშნა რიცხვი ჩაწერილია იმავე ციფრებით, ოღონდ შებრუნებული რიგით. ამ
რიცხვებიდან ერთ-ერთი მეტია მეორეზე:
ა) 7-ით ბ) 9-ით გ) 10-ით დ) 11-ით

1 ქულა
19. თუ m და n ორნიშნა ნატურალური რიცხვებია, მაშინ 2m – 3n გამოსახულების
უდიდესი მნიშვნელობაა:

ა) 165 ბ) 166 გ) 168 დ) 170

1 ქულა
20. რიცხვს, რომელიც რომელიმე ნატურალური რიცხვის კვადრატის ტოლია,
კვადრატული რიცხვი ეწოდება. ორნიშნა რიცხვებიდან რამდენია კვადრატული?

ა) 2 ბ) 4 გ) 6 დ) 8

1 ქულა
21. სატელეფონო კომპანია მომხმარებელს ტელეფონით საუბრისას ყოველი წუთისთვის 2
თეთრს ახდევინებს. გარდა ამისა, მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის ფიქსირებულ
სააბონენტო გადასახადს – 5 ლარს. გიორგიმ აპრილის თვეში ტელეფონით 150 წუთი
ისაუბრა. სულ რა თანხას შეადგენს აპრილის თვეში გიორგის სატელეფონო გადასახადი?

ა) 7 ლარს ბ) 7 ლარსა და 50 თეთრს

გ) 8 ლარს დ) 8 ლარსა და 50 თეთრს

1 ქულა
22. სტამბა მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა. სტამბაში ყოველ სამუშაო დღეს 7 ქილა
საღებავი იხარჯება. როცა საღებავის ქილების რაოდენობა 7-ზე ნაკლები ხდება, მეორე
დღეს, მუშაობის დაწყებამდე, სტამბაში 10 ქილა საღებავი შეაქვთ. ორშაბათს, სამუშაო
დღის ბოლოს, სტამბაში 12 ქილა საღებავი იყო დარჩენილი. ამ სამუშაო კვირის რომელი
დღის ბოლოს იქნება სტამბაში დარჩენილი საღებავის ქილების რაოდენობა ყველაზე
ნაკლები?

ა) სამშაბათს ბ) ოთხშაბათს გ)ხუთშაბათს დ) პარასკევს


2 ქულა
23. მამა 30 წლისაა. მას 3 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი 4 წლისაა, მეორე – 6 წლის, მესამე
კი – 8 წლის. რამდენი წლის შემდეგ იქნება მამის ასაკი მისი შვილების ასაკთა ჯამის
ტოლი?

2ქულა
24. ერთ ქილაში 3-ჯერ მეტი თაფლია, ვიდრე მეორეში. თუ პირველი ქილიდან მეორეში
გადმოვასხამთ 0,4 კგ თაფლს, მაშინ ორივე ქილაში თაფლის რაოდენობა გათანაბრდება.
სულ რამდენი კილოგრამი თაფლია ორივე ქილაში ერთად?

2ქულა
25. ლაშამ ერთ დღეს მთელი თანხის მეხუთედი დახარჯა; მეორე დღეს – დარჩენილი
თანხის მეოთხედი. ამის შემდეგ მას მხოლოდ 9 ლარი დარჩა. სულ რამდენი ლარი
ჰქონია ლაშას? პასუხი დაასაბუთეთ.

2ქულა
26. მაღაზიაში ღვინის მარაგის 40%-ს წითელი ღვინოები შეადგენდა. მარაგის რამდენი
პროცენტი გახდება წითელი ღვინოების რაოდენობა წითელი ღვინოების ნახევრის
გაყიდვის შემდეგ? პასუხი დაასაბუთეთ.
2 ქულა
27. ავტომობილი თანაბრად მოძრაობს თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით. დილის 8
1
საათისათვის ავტომობილს გავლილი ჰქონდა მთელი გზის ნაწილი, ხოლო იმავე
6
8
დღის დილის 11 საათისათვის კი მთელი გზის ნაწილი. მთელი გზის რა ნაწილი
9
ჰქონდა გავლილი ავტომობილს ამავე დღის დილის 10 სთ და 30 წთ-სთვის?

2ქულა
28. რამდენი 0-ით ბოლოვდება 24-დან 42-მდე ყველა მთელი რიცხვის
გადამრავლების შედეგად მიღებული რიცხვის ჩანაწერი? პასუხი დაასაბუთეთ.

3ქულა
29. მაგიდაზე აწყვია ფანქრები, ავტოკალმები და 28 ცალი ფლომასტერი.
3
ფანქრების რაოდენობის შეფარდება ფლომასტერების რაოდენობასთან -ის
4
3
ტოლია, ხოლო ავტოკალმების რაოდენობასთან – -ისა. რამდენი ავტოკალამი
5
აწყვია მაგიდაზე?

3 ქულა
30. ოსტატს და შეგირდს შეუძლიათ მთელი სამუშაო, ერთად მუშაობით, 3 საათში
შეასრულონ. მათ ერთად მხოლოდ 2 საათი იმუშავეს, რის შემდეგაც სამუშაო შეგირდმა
დაასრულა. რა დრო დასჭირდა მთელი სამუშაოს შესრულებას, თუ მარტო ოსტატი მას
4 სთ-ში ასრულებს?

You might also like