You are on page 1of 3

 

  ია ჩხეიძე გარდაიცვალა 2005 წლის 20 სექტემბერს საკუთარ სახლში თბილისში


დუმბაძის ქუჩა №8-ში, რომელშიც იგი ცხოვრობდა ძმებთან თამაზ და დავით
ჩხეიძეებთან ერთად.  მას დარჩა სამი მეორე რიგის მემკვიდრე ძმები დავით, თამაზი
და ლევან ჩხეიძეები. 2006 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა ლევან ჩხეიძეც, რომელმაც
ვერ მოასწრო დის სამკვიდრო ქონების მიღება. მას დარჩა ერთი პირველი რიგის
მემკვიდრე შვილი ნატა ჩხეიძე. ლევან ჩხეიძეს საკუთრებაში ჰქონდა 2 ოთახიანი ბინა
მდებარე ქ. ქუთაისში თავისუფლების №15-ში.  ნატა ჩხეიძე მამკვიდრებლის
გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ლევან ჩხეიძის ბინაში
ქუთაისში, სადაც ასევე ცხოვრობდა და გარდაიცვალა ლევან ჩხეიძეც.

 გარდაცვალებამდე, 2005 წლის სექტემბერს ლევან ჩხეიძემ შეადგინა სანოტარო


ფორმის  ანდერძი და საკუთარი ბინა მდებარე მდებარე ქ. ქუთაისში თავისუფლების
№15-ში. უანდერძა ძმებს დავით და თამაზ ჩხეიძეებს. 2005 წლის ოქტომბერს  კი
შეადგინა ახალი  სანოტარო ფორმის  ანდერძი, რომლითაც იგივე ქონება უანდერძა
შვილს – ნატა ჩხეიძეს.  ეს უკანასკნელი   ლევან ჩხეიძემ   1 ნოემბერს  სანოტარო
ორგანოში განცხადების შეტანით გააუქმა.

 2006 წლის 15 აპრილს ნატა ჩხეიძემ თბილისის სანოტარო ორგანოში შეიტანა


განცხადება მამისა და  მამიდის  სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით.

2006 წლის მაისში დავით და თამაზ ჩხეიძეებმა მიმართეს სასამართლოს ნატა ჩხეიძის
წინააღმდეგ და მოითხოვეს ლევან ჩხეიძის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ.
ქუთაისში თავისუფლების №15-ში ანდერძისმიერ მემკვიდრეებად და
მესაკუთრეებად ცნობა, ასევე დის ია ჩხეიძის მთელ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე 
თბილისში დუმბაძის ქუჩა №8-ში,  კანონისმიერ მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად
ცნობა, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ ია ჩხეიძის ერთადერთ 
მემკვიდრეებს და 2005 წლის სექტემბრის  ანდერძის შესაბამისად გარდაცვლილი
ძმის -- ლევან ჩხეიძის ანდერძისმიერ მემკვიდრეებსაც.

 ნატა ჩხეიძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მამის


სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში თავისუფლების №15-ში კანონისმიერ
მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და ასევე მამიდის ია ჩხეიძის სამკვიდრო
ქონებიდან 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა. 

გაყავით სამკვიდრო მემკვიდრეთა შორის და პასუხები დაასაბუთეთ.


ირაკლი  სიხარულიძეს საკუთრებაში
ჰქონდა სახლი დაბა გრიგოლეთში და ავტომობილი.  მას არ ჰყავდა პირველი რიგის
მემკვიდრეები მეუღლე, შვილები, მშობლები და მარტო ცხოვრობდა თბილისში
ნაქირავებ ბინაში.2003 წელს სამსახურის დაკარგვის შემდეგ ირაკლიმ გრიგოლეთში
ცხოვრება გადაწყვიტა, გაუთხოვარი და ზაირა სიხარულიძეც თან წაიყვანა მასთან
საცხოვრებლად, 10.000 ლარად ღირებული ავტომობილი კი ძმისშვილს დავით
სიხარულიძეს გადასცა ჩუქების ხელშეკრულებით. ირაკლიმ და ზაირამ 
გრიგოლეთში ხელი მოჰკიდა სოფლის მეურნეობას, ისე, რომ რამდენიმე წელში
ირაკლის საკუთრებაში უკვე გრიგოლეთის სახლის გარდა
1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო. ირაკლი იმედოვნებდა რომ მისი ძმა ლევანი მის
მახლობლად დასახლდებოდა პენსიაზე გასვლის შემდეგ და სწორედ ამიტომ  ამ
მიწის ნაკვეთზე ირაკლიმ შეადგინა ანდერძი და იგი მის ყველაზე უმცროსს ძმას
ლევანის უანდერძა.  2007 წელს
10 მაისს მოულოდნელად ირაკლი გარდაიცვალა. მას დარჩა მეორე რიგის მემკვიდრე
ები:  და – ზაირა;   1998 წელს გარადაცვლილი ძმის 
– ნიკოს შვილი დავითი,  მეორე  ძმა – ლევანი ერთი თვის გარდაცვლილი იყო.

 ნიკოს შვილმა დავითმა 2007 წლის 10 აგვისტოს შეიტანა განცხადება  ნოტარიუსთან


სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ასევე მოიქცა ლევანის მეუღლე თამარიც ხოლო
მამკვიდრებლის დას ზაირას სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ
მიუმართავს. გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს
ქონების გაყოფა. ლევანის მეუღლემ თამარმა, რომელიც ფეხმძიმედ იყო მოითხოვა
მისი  და ლევანის შვილის დაბადებამდე სამკვიდროს გაყოფის შეჩერება, რასაც
მემკვიდრეები არ დაეთანხმენ. მემკვიდრეთა შორის დავის წარმოშობის გამო
ნოტარიუსმა უარი უთხრა მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

   სასამართლოს სარჩელით მიმართა ზაირამ მოითხოვა სამკვიდროდან წილი,


ამასთან განმარტა, რომ სამკვიდროს გაყოფის დროს ირაკლის მიერ დავითისათვის
ნაჩუქარი ავტომობილი მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა ქონება
მემკვიდრეებს შორის თანაბრად განაწილებულიყო, გარდა ამისა ზაირამ პრეტენზია
გამოთქვა გრიგოლეთის სახლსა და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით  და მოითხოვა
მათზე უპირატესი სამკვიდრო უფლების გავრცელება კომპენსაციიის გადახდით,
რადგან გარდაცვალებამდე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა.

დავითმა   სარჩელი არ ცნო იმ მოტივით,  რომ ავტომობილი გაჩუქებული ქონებას


წარმოადგენდა და სამკვიდრო მასაში არ შედიოდა, ხოლო თავად იგი ერთადერთი
მემკვიდრე იყო ვინაიდან მის მამიდებს სამკვიდრო არ მიუღიათ, კანონით
დადგენილ ვადებში არ მიუმართავთ ნოტარიუსისთვის ხოლო ლევანის  ცოლი
თამარი --- რძალი იყო და მემკვიდრეს არ წარმოადგენდა. სასამართლოს მიმართა
ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით ლევანის მეუღლემ თამარმა და
მოითხოვა სამკვიდრო გაყოფისას მისი შვილის სამკვიდრო წილის გათვალიწინება
და გრიგოლეთის მიწის ნაკვეთზე მისი ახლადდაბადებული შვილის ანდერძისმიერ
მემკვიდრედ ცნობა.  

 როგორ უნდა გადაწყდეს დავა? გაყავით სამკვიდრო მემკვიდრეთა შორის და


პასუხები დაასაბუთეთ. 

You might also like