You are on page 1of 4

ეპიტიამია ბუმისი გვ 95

საეკელსიო სასჯელების იგივე ეპიტამეიების და გამო ხშირად მიიჩნევენ რომ


ეკლესია არის მკაცრი და ეს კანონები შეუსაბამოა დღევანდელობისთვის.
ამშემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ ეს საკითხი არასწორედაა გააზრებული, რადგან
ეპიტამია არ არის აღსარების საიდუმლოს ნაწილი. მისი მიაზანი არა არის
აღასრულოს მართლმსაჯულება და არც ის რომ უფალი მოალბოს ცოდვილის
მიმართ, მას არც დასჯის სახე აქვს არამედ ეს ემსახურება კურნებას
აღმზრდელობით პედაგოგიურ ქმედებას.

მეექვსე მსოფ კრება კანონი 102 შემოკლებული ვერსია


ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა
განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად
მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან
განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების
დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს...

ეპიტამიები წინასწარ იცავენ ადამიანს რათა მუდმივ ვნებად არ ექცეს ესა თუ ის


ცოდვა. მათ რომ აქვთ პედაგოგიური ხასიათი მტკიცდება იმითაც რომ მისი დრო
დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებაზე მისი სინანულის თუ ცოდვის
შესაბამისად.
ეპიტამია ავტომატურადვე არ მიესადაგება ადამინს არმედ შესაბამისი
პროცედურის შემდეგ კომპეტენტური საეკლეიო ორგანოს მიერ . ტერმინი
დაყენებულ იქნას არ ნიშნავს რომ ასე იქნება სამუდამოდ არმედ მხოლოდ
დროებით.

ა) ერისკაცთა სასჯელები

საეკლესიო კანონებში საეკლესიო სასჯელს, რომელსაც ერისკაცი ექვემდებარება


რაიმე მძიმე ცოდვის გამო, ეწოდება დაყენება (უზიარებლობით დასჯა). ერისკაცის
უზიარებლობით დასჯა ითვლებოდა მორწმუნეებთან ერთობის დაკარგვად.
ეკლესიის ადრეულ პერიოდში მძიმე ცოდვის გამო ერისკაცები ეპიტიმიის ოთხ
საფეხურს გადიოდნენ: მოტირალნი, მსმენელები, შევრდომილები და მართლებთან
ერთად მდგომარენი. მონანულები სპეციალურ სამოსსაც ატარებდნენ ეპიტიმიის
პერიოდში. მაგრამ დროთა განმავლობაში ამოვარდა და მხოლოდ მორწმუნეთა
ზიარებიდან გარკვეული დროით დაყენება შემორჩა. სასულიერო პირი
ინდივიდუალურად აწესებს ეპიტიმიებს. ძირითადად იოანე მმარხველის კანონებით
ხელმძღვანელობდნენ. თუმცაღა, ისეთ შემთხვევაში თუ ეპიტიმიის ქვეშ მყოფ
ადამიანს მძიმე, სასიკვდილო სენი შეეყრებოდა, მყისვე ეძლეოდა სიკვდილის წინ
ზიარება და საეკლესიო წესითაც იკრძალებოდა (I მს.კრ. მე–13, კართ. მე–7 და
გრიგოლ ნოსელის მე–5 კანონები). წესს არ უგებენ იმას, ვინც შეგნებულად უარს
ამბობს სინანულზე და თვითმკვლელებს (ტიმოთე ალექსანდრიელის კანონიკური
პასუხები). უმაღლესი სასჯელია ანათემა (პეტრე ალექსანდრიელის მე–4, II მს. კრ. მე–
7 და ბასილი დიდის 88–ე კანონი). ის, თუ რა სახის დანაშაულები გადაეცემა
ანათემას, მოცემულია მართლმადიდებლობის ზეიმის განგებაში (ანათემატიზმები),
მაგრამ სინანულის შემთხვევაში ეკლესია მათაც იწყნარებს და უბრუნებს ეკლესიის
წევრობას.

კართაგენის მე-7

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვინმემ, გასაჭირში მყოფმა, ითხოვოს თავის


საკურთხეველთან შერიგება იმ დროს, როცა იქ არ იყოს ეპისკოპოსი, მღვდელმა
უეჭველად უნდა ჰკითხოს ეპისკოპოსს, და ისე შეარიგოს ჭირში ან სიკვდილის
საფრთხის ქვეშ მყოფი კაცი, როგორც (ეპისკოპოსი) ამცნებს, რადგან ამ საქმის
[ეპისკოპოსისაგან] დადასტურება საჭიროა საცხოვნებელი განზრახვით.

პარალელი ერთადერთი შემთხვევა როცა სკივდილისწიანაც არ აზიარებდნენ

კანონი 2 სარდიკიის ადგილობრივი კრება


ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი კადნიერი და
დაუოკებელი, რომ უკადრისად აღიარებულ საქმეს ჩაიდენს და თავის
სამართლებლად ქალაქის მცხოვრებთა წერილობით თხოვნას წარმოადგენს,
ცხადია, რომ მას მოუხერხებია პატივისცემითა და ფულის გაღებით ქალაქის
მცხოვრებთა მცირე ნაწილის მოსყიდვა და დარწმუნება, რომ ეკლესიაში
შფოთი შეიტანონ და თქვან, რომ მას ითხოვენ თავიანთ ეპისკოპოსად. მე
ვფიქრობ, ასეთი სივერაგე და ხრიკები ისე უნდა დაისაჯოს, რომ ცხოვრების
ბოლოსაც კი არ გახდეს თუნდაც ერისკაცისთვის დაწესებული ზიარების
ღირსი.

მოცემული კანონი არის პირევლი კანონის გაგრძელება. მაშინ არსებული


ეპისკოპოსის არჩევის პრაკტიკაში ხალხიც აქტიურად იყო ჩართული, და აირჩეოდა
ზოგადად ის პირი ვისაც ხალხი მოითხოვდა. პირველი საეკლესიო კრების 4 კანონი
განაგებს ამ მოვლენას. მაის საფუძველზე ზოგიერთი ეპისკოპოსი წერილობითი
წყაროთი თითქოს მის იქ ყოფნას მრევლი მოითხოვდა გადადიოდა სხვა ეპარქიაში.
კრება განმარტავს რომ ეს შეიძლება მოსყიდულმა ადამინაებმ აგააკეთონ ვითომდა
მთელი ერის სახელით. ეპისკოპოსს ამის გამოს უმკაცრეს სასჯელ უქვემდებარებენ,
რომ არ ეზიარება ერისკაცადაც თუნდაც მომაკვდავი იყოს. არისტინე ამას უსაშინლეს
ზომას უწოდებს, რადგან ადამინი სიკვდილის წინაც ვერ ეღირსება ზიარებას. ასეთი
სასჯელი არსადაა გამოკვეთილი.

სასჯელის ასეთი მკაცრი ზომა განპირობებულია შემდეგით რომ დამნასვე ავლენს -


ამპარტავენბას გამორჩენის სურვილს ვერცხლისმოყვარეობას... მასათანავე უნდა
გავითვალისწინოთ პირველი კრების მე-13 კანონი რომლის და მიხედვით მონნული
სიკვდილის წინ შეიძლება ეზიაროს.

საეკლესიო დანაშაულობები

ზოგადად, საეკლესიო დანაშაულებში იგულისხმება ისეთი ქმედებები, რომლებიც


არღვევენ ეკლესიის მიერ დაწესებულ კანონებს, წესებს. ან როცა არ ხდება იმის
შესრულება, რისი მოვალეობაც აკისრია მის თთოეულ წევრს ან ამ მოვალეობას
იხსნის თვითნებურად.

სასულიერო პირის დანაშაული ორი კუთხით ფასდება. პირველია, როცა ის აშავებს


ისეთ რამეს, რაც პირდაპირ კავშირშია მის სამღვდელო მოვალეობასთან. ან აშავებს
ისეთ რამეს, რომელიც საერთოა ეკლესიის ყველა წევრისთვის, ანუ როგორც
ადამიანი. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, ამ შემთხვევაში ეკლესია თავის თავზე
აღარ იღებს ერთპიროვნულად თავის წევრის დასჯის საქმეს, არამედ ასეთ
შემთხვევაში ნებისმიერი პირი უნდა გადაეცეს საერო სასამართლოს. უშუალოდ
ზოგად საეკლესიო დანაშაულებად შეიძლება ჩაითვალოს და რომლებზედაც
დამნაშავე პასუხისმგებელია მხოლოდ ეკლესიის წინაშე, შემდეგია:

განდგომა, ანუ როდესაც მონათლული ადამიანი უარყოფს ქრიტიანობას და თავს არ


მიიჩნევს ეკლესიის წევრად, გახდება სხვა რელიგიის მიმდევარი. თუ მისი ეს ქმედება
თავისივე ნებითაა გამოწვეული, საეკლესიო კანონებით მძიმე სასჯელი ედება
სინანულის შემთხვევაში, ხოლო თუ ძალდატანებით ან დაშინებით მოხდა ეს –
ბევრად მცირე სასჯელია დაწესებული (ბასილი დიდის 73–ე და გრ. ნოს. მე–2). თუ
დამნაშავე სასულიერო პირია, პირველად განიკვეთება მღვდლობიდან, ხოლო მეორე
შემთხვევაში უნარჩუნდება მხოლოდ მღვდლობის პატივი, მღვდელმოქმედების
უფლება კი ერთმევა მთელი ცხოვრების მანძილზე (მოციქულთა 62–ე, ანკვირიის 1–
ლი, მე–2 და პეტრე ალექს. მე–10.
ერესი – თუ ის აშკარა მქადაგებელი იყო მწვალებლობის, ასეთ დროს ეკლესია
ისტორიულად ანათემას უცხადებდა ერეტიკოსებს (ბასილი დიდის 1–ლი, II მს. კრ.
მე–6, კონსტანტინეპოლის 1701 წლის 25 ნოემბრის, 1836 წლის სექტემბრის და 1869
წლის 20 ოქტომბრის ადგილობრივ კრებათა განჩინებები).

განხეთქილება – იგივე სქიზმა. სქიზმა ორგვარია: ა)რელიგიური და ბ)საეკლესიო.


პირველ კატეგორიას ეკუთვნიან ისინი, რომლებიც კანონიკურ ეკლესიასთან წყვეტენ
ევქარისტიულ კავშირს ისეთი საეკლესიო საკითხების გამო, რომლებიც შედარებით
მეორეხარისხოვანია და ადვილად მოგვარებას ექვემდებარება (ბასილი დიდის 1–ლი
კანონი). მეორე კატეგორიას კი ისინი ეკუთვნიან, რომლებიც უარს აცხადებენ
კონკრეტული იერარქების მორჩილებაზე (საუბარია კანონიერ იერარქებზე. პირველ
შემთხვევაში საეკლესიო კანონებით სასჯელები იმის მიხედვით ედება, თუ რა სახის
საკითხებში აქვთ ცდომილება, ხოლო მეორე შემთხვევაში, სასულიერო პირებს
უჩერდებათ მღვდელმოქმედება, ხოლო ერისკაცებს, ვინც ასეთ სასულიერო პირებს
გაყვებიან, ზიარება ეკრძალებათ.

სიმონია – ეს მძიმე ცოდვად მიიჩნევა საეკლესიო კანონებით და სასჯელებიც


შესაბამისია (სიმონიის ცოდვასთან დაკავშირებით – გენადი და ტარასი
კონსტანტინეპოლელთა ეპისტოლეები). ამ საქმეში დამნაშავეები არიან: ა)
ხელდამსხმელი, ბ) ხელდასხმული და გ) ვინც შუამავლობდა ან რაიმე სახის
მონაწილეობას იღებდა ამ საქმეში (IV მს. კრ. მე–2, VII მს. კრ. მე–5 კანონი). სიმონიის
ცოდვაში მხოლოდ ფულის აღება არ იგულისხმება, არამედ სიმონიასთან იგივდება
შემდეგი პირობებიც: ა) თუ ხელდასხმა მოხდა რაიმე პირადული სიკეთის სამადლოდ
ბ) ნეპოტიზმის მიზეზით, გ) ძალაუფლების მქონე პირთა ჩარევით (მოციქულთა 30–
ე), დ) როცა არასახარბიელო გზებით ხდება მხარდამჭერთა მოგროვება ხელდასხმის
ან სამსახურო ადგილის მოსაპოვებლად (სარდიკიის მე–2). ასევე, ფულით
სასულიერო ხარისხის ან რაიმე საეკლესიო თანამდებობის მოპოვება (მოციქულთა
29–ე, ტრულის 22–ე, VII მს. კრ. მე–4 და IV მს.კრ. მე–2), ფულის თხოვნა საეკლესიო
წესებში (ტრულის 23–ე), ფულადი წილის მოთხოვნა მუქარით (VII მს. კრ. მე–4).
ასეთი დანაშაულის დროს, საეკლესიო სასამართლოზე ნებისმიერი პირისგან მიიღება
საჩივარი, განურჩევლად მისი სტატუსისა. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის აშკარად
შემჩნეული იქნება ცილისწამებაში (იუსტინიანეს ნოველა, 137) (სიმონიის შესახებ:
კონსტანტინეპოლის 1853 და 1854 წლების საპატრიარქო ეპისტოლეები).

You might also like