You are on page 1of 370

1

იანუშ პშიმანოვსკი

ოთხი ტანკისტი
და
ძაღლი

პოლონურიდან თარგმნეს
ვენერა კავთიაშვილმა და სტანისლავ რავიჩმა
თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული“
1979

2
თავი პირველი
ვეფხვის ყურები
ამ დღეს მეორედ გავიდნენ ნაკაფში. ტრაქტორის მუხლუხების
ნაკვალევზე ნამიანი ბალახი ჩათელილიყო, რომელიღაც მტაცე-
ბელი ცხოველის გრძელი ბრჭყალების ანაბეჭდს ჰგავდა. ოკეა-
ნიდან მონაქროლი მუსონი ჩამდგარიყო, წვიმას გადაეღო, მაგ-
რამ მიბნედილი მზე ღრუბლებიდან ძუნწად იჭყიტებოდა.
მოხუცი, შტუცერი რომ ეჭირა ხელთ, შეჩერდა, ერთ წუთს მი-
მოიხედა, შემდეგ ისევ განაგრძო გზა და ნაკაფიდან ტყისაკენ გა-
დაუხვია. მოხუცის უკან უხალისოდ მიძუნძულებდა მურა. იგი
ცხვირს მიწას არ აცილებდა. უკან იანეკი მისდევდა.
დღეს მათ ბედი არ სწყალობდა. თუმცა დილით, როგორც კი
შინიდან გამოვიდნენ, იანეკმა ორი მამალი ხოხობი ჩამოაგდო.
ახლა ისინი ქამარზე ჩამოეკიდებინა. მათი გრძელი, ღია კაშკაშა
ბოლოები თითქმის მიწას სწვდებოდა. მცირეყალიბიანი შაშხა-
ნის ორივე გასროლა ზუსტი გამოდგა. ამ თოფით იგი ზამთარში
3
ციყვებზე ნადირობდა ხოლმე, მაგრამ დღევანდელი ნანადირევი
საკმაო ნადავლი როდი იყო. მათ რამდენიმე დღის სამყოფი ხორ-
ცის შოვნა უნდოდათ, რომ უფრო შორს, კედარის მთის გადაღმა
შეძლებოდათ წასვლა.
ნაკაფი უკან მოიტოვეს. როცა მოხუცმა შეატყო, რომ ხშირ ხე-
ებში მზის შუქმა ვეღარ გამოაღწია, გეზი ოდნავ მარჯვნივ, ფერ-
დობისაკენ აიღო, მათ წინ ტყე კედელივით აღმართულიყო. ტან-
დაგრეხილ და ერთმანეთზე მსხვილტოტებგადაჭდობილ დაბუ-
რულ რცხილებს ამწვანებული იფნარი ცვლიდა, სულ ზევით კი,
სადაც მეტი სინათლე და ჰაერი იყო, თითქოს დაბლა ჩამოწეულ
ცას ზეატყორცნილი კორეული კედარი შებჯენოდა. ნელა მიიწევ-
დნენ წინ. უხმაუროდ იკაფავდნენ გზას ველური ჟასმინების ტო-
ტებს შორის. კარგა ხანს იარეს ასე და ბოლოს მეჩხერიც გამოჩ-
ნდა. გადამხმარ მუხნარში შევიდნენ. ტყეს ალაგ-ალაგ დაურის
არყიც შეჰპარვოდა. დაბლა, ბუჩქ-ბუჩქად ლაღად მოდებულიყო
თხილნარი. აქ მეტი სინათლე იყო. ახლა ფერდობში ოც ნაბიჯზეც
გაარჩევდი ყველაფერს. მოხუცმა შტუცერი კისერზე ჩამოიკიდა.
ეს კი, იანეკმა უკვე იცოდა, შესვენებას ნიშნავდა.
მინდორზე გამოვიდნენ, სადაც ქარისაგან წაქცეული ხავსმო-
დებული რცხილა ეგდო. ყმაწვილმა მხარზე გადაკიდებული
თოფრიდან ორი ნატეხი ხმიადი და შებოლილი ლორის ნაჭერი
ამოიღო. მოხუცი და იანეკი გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ წაქცეულ
ხეზე და ჭამას შეუდგნენ. ბოლისაგან გაყვითლებულ ლორს ხის-
ტარიანი ბასრი დანებით თხელ ნაჭრებად ითლიდნენ, პურის
ლუკმასთან ერთად პირში იტენიდნენ და მძიმე-მძიმედ ჭამდნენ.
ამ ერთნაირი, დინჯი მოძრაობით ისინი ერთმანეთს ისე ჰგავ-
დნენ, როგორც მამა და შვილი, ან ბაბუა და შვილიშვილი. მაგრამ
მათი სახეებისათვის რომ შეგეხედათ, მაშინვე მიხვდებოდით,
რომ მათ თავიანთი ცხოვრების გზა ერთ ჭერქვეშ არ ჰქონდათ
დაწყებული. მოხუცს მუქი, ქარდაკრული კანი ჰქონდა, თვალები
4
ისე გამოხუნებოდა, როგორც ბებერ ქორს, ყვრიმალის ძვლები
წინ მკვეთრად წამოსწეოდა, ჩახვეულ თმებს, განსაკუთრებით კი
წვერს, – ჭაღარის ვერცხლი მორეოდა.
ყმაწვილს ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. იგი
ძვალწვრილი და თხილის წნელივით მოქნილი იყო.
უხმოდ სადილობდნენ. ტყეს არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი.
ერთი ზედმეტი სიტყვაც რომ თქვა, შეიძლება ვერ გაიგონო ტო-
ტების მტვრევის ხმა, ან შრიალი, მსუბუქი ნიავის ქროლვას რომ
არ წააგავს, ან ბგერა, ბევრ რამეს რომ ეტყვის მგრძნობიარე
ყურს.
მოხუცმა ხელის გულზე პურისა და ლორის ნაჭრები დაილაგა
და ძაღლს გაუწოდა. იგი უხალისოდ მისწვდა საჭმელს, თითქოს
გრძნობდა, რომ ეს ულუფა ჯერ არ დაემსახურებინა.
იანეკმა, ქურთუკის განიერი ჯიბიდან მურას ლეკვი, შარიკა
ამოიყვანა. ლეკვს მსხვილი თავი და დიდი ფუნჩულა თათები
ჰქონდა. იანეკმა იმიტომ შეარქვა ლეკვს შარიკა, რომ იგი ამქვეყ-
ნად გაჩენის დღიდანვე, მართლაც, გაპენტილი მატყლის გორ-
გალსა ჰგავდა. იანეკმა ლეკვს მცირეოდენი საჭმელი მისცა, ყუ-
რის ძირები მოფხანა და ბეწვზე ნაზად მოუთათუნა ხელი. მურა
იანეკთან მივიდა, ხელი აულოკა, თითქოსდა მისი ნაშიერისადმი
მზრუნველობისათვის მადლობას იხდისო, ძაღლური ღიმილით
ფოცხვერის კლანჭისაგან დაღდასმული ზედა ტუჩი მაღლა ასწია.
– ჩვენს გარდა აქ კიდევ ვიღაც ნადირობს, – დაიწყო მოხუცმა,
– ან ადამიანია, ან მხეცი. ტყე ისეა დაცარიელებული, თითქოს
გამოუგვიათო.
მურამ მაშინვე ასწია ჭკვიანი, შეჭაღარავებული შუბლი და ჰა-
ერი მოყნოსა.
– აბა უფრო თამამად, მურა! – გაამხნევა მონადირემ.
ძაღლი ჯერ კუდის ქიცინით გაუბედავად დაიძრა, შემდეგ კი

5
პირდაპირ თხილნარში შევარდა. წუთის შემდეგ მოხუცსა და ია-
ნეკს მდელოს მოპირდაპირე მხრიდან ლაწალუწი მოესმათ და
ტოტებს შორის რაღაც დალანდეს. ვეება მუხის უკანა მხრიდან
ორი ლანდი გამოხტა. წინ – მურა, ნადირისათვის გზის გადასაჭ-
რელად, ხოლო მონადირეებისაგან ოდნავ ახლოს ბუჩქებში მო-
ლაწუნობდა კოლტს ჩამორჩენილი, ბებერი, ვეება ტახი, რომლის
მაღალი ქედი კისერთან იწყებოდა და საომრად შემართულ კუდ-
თან მთავრდებოდა. მურა წინ გამოვარდა, დაიყეფა და ნადირი-
საკენ გადახტა, თანაც ანაზდეულად ზამბარასავით დაძაგრა ფე-
ხები, რათა თავდასხმის შემთხვევაში უკან გადამხტარიყო, მაგ-
რამ ძაღლმა ვერ შეამჩნია, რომ წინა თათები მუხის ფოთლებით
დაფარულ ჭანჭრობში ეფლობოდა. სწორედ ამან დაღუპა. ტახი
მისწვდა მტერს და ერთი დარტყმით გაუსწორდა. იმავე წამს
თოფმა იჭექა. ნადირი შეტორტმანდა, წინა ფეხები მოეკეცა და
მეხდაცემულივით დაეცა.
მონადირეებმა იგრძნეს, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ორივენი
სწრაფად და ფრთხილად მოქმედებდნენ: მოხუცს თითი თოფის
სასხლეტზე ედო, იანეკს კი ხელში მონადირის გრძელი დანა ეჭი-
რა.
ტახი უკვე მკვდარი იყო. მურა გვერდზე იწვა და სისხლისაგან
იცლებოდა. კბილები გადმოეყარა და დრუნჩი ჯერ კიდევ უთ-
რთოდა. მოხუცმა ჩაიჩოქა და ძაღლს შუბლზე დაადო ხელი. მა-
შინვე იგრძნო, როგორ იყინებოდა ძაღლის სხეული, როგორ
ქრებოდა მისი სიცოცხლე. მოხუცმა მაინც ამოიღო ხმა, თითქოს
ერთდროულად ძაღლს, საკუთარ თავს და ტყეს მიმართავსო:
– ცუდი ამბავი მოხდა... კარგი იყავი, მურა, კარგი! ლეკვმა
სისხლი იგრძნო და ჯიბიდან წამოიწკმუტუნა.
– ჭანჭრობში ჩაეფლო, – კაცმა არ იცის, ვისთვის და რისთვის
განმარტა იანეკმა: უიმისოდაც ხომ ყველაფერი გასაგები იყო. –
ეს ყველას შეიძლება დაემართოს.
6
ფართოპირიანი დანით იანეკმა ხავსი გაჭრა, მოგრძო ორმო
ამოთხარა, მურას მიწა მიაყარა და ზედ ხავსმოდებული ქვა და-
ადო. ადგილი რომ არ დაკარგოდა, ორი დარტყმით მუხის ქერქზე
ნაჭდევი გააკეთა. მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი, შიგ მჯდომ შარიკას
მიუალერსა, ამოიყვანა და ჩამოცვენილ ფოთლებზე დასვა. ყმაწ-
ვილი ლეკვის მოუქნელ მოძრაობას უყურებდა, ფეხები განზე
რომ გაეჩაჩხა და ვერ მიხვედრილიყო, რა უბედურება დატრიალ-
და. უცბად, თითქოს გასროლის ექოს ანდა ღრუბლებიდან ფრინ-
ველის ხმას მოჰყვაო, იანეკის თვალწინ მშობლიური ქალაქის
ნგრევის სურათი გაცოცხლდა. ცხვირში ტრუსისა და მტვრად-
ქცეული ბათქაშის მწარე სუნი ეცა.
– მარტო დარჩა შარიკა!
– მარტო არავინ არ რჩება ქვეყანაზე, – უკმაყოფილოდ წა-
იბურტყუნა მოხუცმა. – ძაღლი ადამიანებთან დარჩა.
„ჰო, ეს შეიძლება დაემართოს ძაღლსაც და ადამიანსაც“, –
გაიფიქრა იანეკმა. თვითონაც ხომ მარტო დარჩა, თითქმის მარ-
ტო. ამ მარტოობამ დააწყებინა ქვეყნად ხეტიალი, მაგრამ მას, ვი-
საც ეძებდა, ვერ მიაგნო, და აი, როცა ძალიან გაუჭირდა – ბინა
იპოვა. თუმცა ეს ბინა სრულიადაც არ ჰგავდა იმას, რომელშიაც
იგი გაიზარდა. ის სახლი ქვით ნაგები იყო, საპორტო ქალაქში
არის ნაპირას იდგა. ეს ბინა კი საღამოობით ჭრიჭინებისა და საკ-
ვამურში ქარის ზუზუნის ხმებით ამღერებული, კედარის ძელური
იყო, კლდეებს შორის აზვირთებული მდინარის პირას რომ იდგა.
უკვე მესამე ზაფხული იყო, რაც ამ სახლში ცხოვრობდა. ამ
ხნის მანძილზე ბევრი რამ ისწავლა: ნაკვალევზე მგელივით და-
უღლელად დადიოდა, ქარის მიხედვით ამინდის გამოცნობაში არ
ტყუვდებოდა, ტყისა და ცხოველების სუნს მკვეთრად არჩევდა,
ისწავლა ჩქამის გამოცნობა და კვალის ამოკითხვა, ჩუმი, მარჯვე
და ჩქარი სიარული იცოდა. მცირეყალიბიანი შაშხანიდან ისეთი

7
სროლა ისწავლა, ციყვს ბეწვი რომ არ დაზიანებოდა, ტყვიას პირ-
დაპირ თვალში ახვედრებდა. მესამე ზაფხულია ტყის ბილიკებზე
დაეხეტებოდა და აქამდე, რატომღაც არც კი დაფიქრებულა, თუ
საით მიემართებოდა ეს ბილიკები.
ირგვლივ უფრო მეტად ჩამობნელდა. ღრუბლები ფერდობზე
ჩამოიშალნენ. წამოჟინჟღლა, მოხუცმა შტუცერი და გაცრეცილი
ქურთუკი ხის დაბალ ტოტზე ჩამოჰკიდა. შემდეგ მოკლული ტახის
გვერდით ჩაიმუხლა, დანის ტარით ყბა გაუღო და წელთა სვლი-
საგან გაყვითლებული, ხმალივით ოდნავ მოღუნული და ხელის
გულზე უფრო გრძელი ეშვები ერთიმეორეს დააცილა.
იანეკი მოხუცს მიეშველა. ღორი მუცელზე გაფატრეს, ფეხებ-
თან ტყავი გადაუსერეს და დანების მსუბუქი, სწრაფი მოძრაობით
გატყავებას შეუდგნენ.
წვიმამ იმატა. მაღლა ხის კენწეროები აშრიალდნენ. ფოთ-
ლებზე დაგორებული მძიმე წვეთები ხმაურით ეცემოდა მიწაზე.
მოხუცი და იანეკი კი ჩქარობდნენ. იქვე დაფენილ ბრეზენტზე ტა-
ხის ბარკალი დადეს. ხელებდაკაპიწებულნი ნადირის სხეული-
დან გრძელ-გრძელ სუკებს ჭრიდნენ.
ანაზდად პატარა შარიკამ, რომელიც სავსსა და ფოთლებზე
ყირამალა გადადიოდა, ფრთხილად დაიყეფა და წკმუტუნი მორ-
თო. როგორც ჩანს, რაღაც დიდი ნადირის სუნი იკრა. ეს წკმუტუნი
ისე სასაცილო წრიპინად ისმოდა, როგორც პატარა ბავშვის ყვი-
რილი, როცა იგი დიდების მიბაძვით გაიძახის: „ხანძარი, ხანძა-
რი!“
– უყურე ერთი, – უთხრა მოხუცმა იანეკს, – რომელსაც თბი-
ლი ხორცის ნაჭერი ეკავა, – დიდი ძაღლივით არა ჰყეფს?
მან სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, იანეკმა გაიგონა, რო-
გორ გაუვარდა მოხუცს ხორცის ნაჭერი სელიდან და გამხმარ
ფოთლებზე ტყლაშუნით დაეცა. იანეკმა ფრთხილად მიაბრუნა

8
თავი და ცალი თვალით ჩამუხლული, გაქვავებული მოხუცი და-
ინახა.
ბერიკაცს გრძელი, გასისხლიანებული დანა მაგრად ჩაებღუ-
ჯა.
ზამბარასავით დაძაბული მონადირე ამ მდგომარეობაში გაყი-
ნულიყო. თავი დაბლა ჩაეღუნა და კისერი გასწითლებოდა.
იანეკმა მის მზერას თვალი გააყოლა და მუხისაკენ გაიხედა.
თხილის ორ ბუჩქს შორის, ბალახზე, კატის ბრტყელ შუბლსა და
მოწითალო ქილვაშებს მოჰკრა თვალი. მან ორი ვეება თათიც შე-
ამჩნია, რომელთაც რბილი მიწა დაეზნიქათ. ყველაფერი უძრავი
იყო, მხოლოდ ცხოველის გრძელი, მოქნილი კუდი აქეთ-იქით
გაშმაგებით ეხეთქებოდა.
აი, სწორედ მაშინ მიხვდა იანეკი, თუ რატომ ვერ წააწყდნენ
დღეს ნადირს, რატომ არ სცილდებოდა მურა მონადირეს ფეხე-
ბიდან, რატომ შეეფეთა მათ შიშისაგან გადარეული, ბებერი ტახი.
თურმე ტყეში ნადირობდა სხვა, უფრო ძლიერი, იშვიათი სტუმა-
რი, ტაიგისა და მთების ბატონი – უსურიის ვეფხვი. თბილი სის-
ხლის სუნი იგრძნო და ნადავლისათვის მობრძანდა. რაღა თქმა
უნდა, ვეფხვი გააკვირვა, რომ ადამიანები, ეს სასაცილო, ყოველ-
გვარ ალღოს მოკლებული ქმნილებანი, აქ ყოფნას ბედავდნენ და
არც კი ფიქრობდნენ, თავის საშველად კისრისტეხით დაშვებუ-
ლიყვნენ ფერდობზე.
დასაწყისში ომი ოდნავ ღვიოდა საზღვრებს გასწვრივ, რო-
გორც გავარვარებული ნაკვერჩხალი ხავსის ქვეშ, და მხოლოდ
დროდადრო ისმოდა სროლა, თითქოს იმ ნაკვერჩხალმა ნაპერ-
წკლები გადმოაფრქვიაო. ვეფხვს აღარ ეშინოდა ამ გრუხუნისა,
ისე მიეჩვია მას, რომ საითაც სროლას გაიგონებდა, იქით მიიწევ-
და, იოლი საშოვარი ეგულებოდა – ხანდახან ადამიანის ხორცით
იკვებებოდა. ახლა კი უკიდურესობამდე გააფთრებული და გაღი-

9
ზიანებული ოდნავ უკან იხევდა, მსხვერპლამდე ლაღი ნახტომი-
სათვის ემზადებოდა, კუნთებს ძაგრავდა.
– თოფი ტოტზეა... ფრთხილად... აიღე! – ისე წაიჩურჩულა მო-
ხუცმა, რომ იანეკისათვის არც მიუხედავს და არც განძრეულა.
იანეკი წამოხტა, თოფს ხელი სტაცა, ტოტი მყიფე ლაწანით ჩა-
მოტყდა და იმავე წუთში როგორც მესის გავარდნა – მდელოზე
ვეფხვის ღრიალიც გაისმა. იანეკი მობრუნდა. მან ჰაერში ავარ-
დნილი შავ-წითელი ელვა და გვერდზე გამხტარი მოხუცი დაინა-
ხა.
როცა მხეცი წინა თათებით მიწაზე დაეშვა და ზედ მძიმედ და-
აწვა მეორე ნახტომის გასაკეთებლად, იანეკმა მუქ ბეწვზე თეთრი
ზიგზაგი ამოიღო ნიშანში და გაისროლა.
უზარმაზარი კატა ყირამალა გადავარდა და საშინელი
ბრდღვინვა ყელში ჩაუწყდა.
ერთ წუთს ორივენი გაოგნებული უყურებდნენ ვეფხვს, ვიდრე
არ დარწმუნდნენ, რომ ნადირი აღარ გაინძრეოდა. მერე კი მო-
ხუცმა თქვა:
– გათავდა. მაინც მოასწრო ჩემთვის კლანჭის გაკვრა.
იანეკმა ახლაღა შეამჩნია მოხუცის სისხლისაგან გამუქებუ-
ლი, დაგლეჯილი ჩექმები და შარვალი.
მოხუცი წამოჯდა. იანეკი მასთან მივიდა, ჩექმის ყელი ჩაუხია,
კოჭებამდე გადმოაბრუნა, შემდეგ მომწვანო-წაბლისფერი ინდი-
ვიდუალური პაკეტი გახია, ისეთი, ჯარისკაცები ფრონტზე რომ
ხმარობენ და ჭრილობა მაგრად შეუხვია.
– მონადირემ თავზე ხელი დაადო. მას სახე გაფითრებოდა და
ტუჩები გალურჯებოდა.
– მადლობელი ვარ შენი, იანეკ.
– რას ბრძანებთ, ეფიმ სემიონიჩ. რისი მადლობა? – იანეკმა
მას სახელითა და მამის სახელით მიმართა. სხვა დროს არასო-

10
დეს მიუმართავს ასე, რადგანაც, აქ, მთებში, კედარის მთის მიდა-
მოებში ყველა უბრალოდ, მოხუცს ეძახდა.
– გმადლობთ, სიცოცხლე რომ შემინარჩუნე...
– მე უნდა გიმადლოდეთ! – იანეკი დადუმდა. ძალიან ბევრის
თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ორივეს ჩვევად ჰქონდა, როგორც
ვაზნებს, ისე გაფრთხილებოდნენ სიტყვების უბრალოდ ხარჯვას.
ლეკვი მიპარვით მიუახლოვდა ვეფხვს. ფარჩხებზე ბორძი-
კობდა და ლიპ ფოთლებზე თათებს ფრთხილად ადგამდა. ჰაერი
ღრმად შეისუნთქა, გააკანკალა, შიშმა უკანა თათები მოჰკვეთა,
მაგრამ რაღაც ძალა ჯიუტად უბიძგებდა წინ. ინსტინქტი უკარნა-
ხებდა – მტერი მკვდარიაო. შარიკამ ძალა მოიკრიბა, მუქარით
აწკმუტუნდა, დამარცხებულ გიგანტს უკანა ტორში ეცა და კბილე-
ბით ძიძგნა დაუწყო.
– მოიყვა აქ ეგ წრიპა! იანეკმა ლეკვს ქეჩოში წაავლო ხელი,
აიყვანა და მოხუცს მიჰგვარა. შარიკა ისე იჯდა იარებით დაფა-
რულ, განიერ ხელის გულზე, როგორც კელა ჩაჯდება ხოლმე
ბალბის ყვავილის გულში, სემიონიჩმა დრუნჩი გაუხსნა, შემდეგ
კი წვიმისაგან დასველებული ყურის ძირები მოფხანა.
– მამაცი, მამაცი ძაღლი გამოვა შენგან. გვიერთგულე ორი-
ვეს.
– ახლა როგორ მოვიქცეთ? – ჰკითხა იანეკმა, – შეძლებთ
სიარულს?
მოხუცი წამოდგა, ნაბიჯი ჯერ წინ გადადგა, მერე უკან და ისევ
დაჯდა.
– მიჭირს, თანაც ხორცს ხომ ვერ მივატოვებთ. მე და მარიკა
აქ ვუყარაულებთ, შენ კი ნაკაფში გადი.
იანეკმა ცას აჰხედა, დროის გასაგებად ღრუბლებს ამოფარე-
ბული მზის დაბინდული დისკო მოძებნა.
– ის მალე უნდა მოვიდეს, – თქვა სემიონიჩმა.

11
იანეკმა მოხუცს შაშხანა მისცა, აქამდე ხელში რომ ეჭირა, თა-
ვისი მცირეყალიბიანი აიღო და ფართო ნაბიჯებით გასწია მდე-
ლოზე.
– მოიცა!
იანეკი მიბრუნდა და დაინახა, რომ წამოწოლილ მოხუცს ვეფ-
ხვის თავისათვის ხელი ჩაევლო და დანით ყურებს აჭრიდა.
– მოდი აქ, – იხმო მოხუცმა, თან წამოჯდა. – აიღე და შეინახე,
ეს შენია.
იანეკი მობრუნდა. ნადავლი გამოართვა. მერე ორივე ხელით,
– როგორც ეს ჩინელებმა იციან ძვირფასი სტუმრის მისალმები-
სას, მოხუცის დაკოჟრილი ხელი ხელში დაიჭირა.
ქარმა წვიმის ფარდა გაარღვია და მძიმედ და ნელა მომუშავე
მოტორის სუსტი, რიტმული გუგუნის ხმა მოიტანა. იანეკმა იცო-
და, რომ ორმისაბმელიანი ტრაქტორი, რომელიც კედარის ხე-
ებით იყო დატვირთული, ახლა მთის ძირას მიდიოდა. მალე იგი
„ხუთი რცხილის“ უღელტეხილზე ამოვიდოდა და ბარისაკენ და-
ეშვებოდა. იანეკი წაქცეულ ხეს გადაახტა და მსუბუქად, ხტუნვახ-
ტუნვით გაიქცა. მან ღრმად ჩაისუნთქა მთის ჰაერი, ფოთლების,
სოკოსა და ხეების სუნი. პერანგის გულის ჯიბეში ვეფხვის ყურები
ეწყო და მარჯვე გასროლით გახარებულს გული აჩქარებით უცემ-
და.
შარიკასთან მარტო დარჩენილმა მოხუცმა ჯიბიდან ირმის
ტყავისაგან შეკერილი, გაშავებული ქისა ამოიღო, საგანგებოდ
დაკეცილ გაზეთს მოგრძო ფურცელი მოახია და პაპიროსი გულ-
დასმით გაახვია. მერე ფრთხილად მოისინჯა შეხვეული ჭრილო-
ბა, ტერფით თოფის კონდახს მიაწვა და ფეხი მოხერხებულად და-
დო. ყურებდაცქვეტილი ლეკვი სირბილით წრეს უვლიდა, ალაზე
ნამდვილი, დიდი ძაღლივით დგებოდა. მოხუცმა ქისა შეინახა. ჯი-
ბიდან კვესი და თოფის ცარიელ მასრაში ჩადებული პატრუქი

12
ამოიღო, გაჰკრა კვესი, მოუკიდა პატრუქს და პაპიროსი გააბო-
ლა.

13
თავი მეორე
გარეული ბატების ყივილი
გზაში დიდი დრო დაკარგეს, რადგან მოხუცი გასივებულ ფეხს
მიწაზე ვერ ადგამდა და იანეკი იძულებული იყო, ტრაქტორის-
ტთან ერთად მხარში ამოსდგომოდა მას. მერე იანეკი კიდევ ერ-
თხელ დაბრუნდა მდელოზე ვეფხვის გასატყავებლად და ტახის
ხორცის წასაღებად. ამ საქმეს თითქმის ორი საათი მოანდომა.
ტრაქტორი ფრთხილად, ნელა მიდიოდა, რადგან მძიმე მისაბ-
მელები ტალახში და სველ ბალახზე სრიალებდნენ. ტრაქტორს
ჯაჭვებით გამოუბეს დიდი მორი, რომელსაც იანეკი უკან მიჰყვე-
ბოდა და ძალიან ციცაბო დაღმართებზე მორის ბოლოს მთელი
სხეულით აწვებოდა.
ვერც კი მოასწრეს კედრის ფერდობიდან ყამირზე გაკვალულ
გზამდე გაეღწიათ, რომ დედამიწაზე ბინდი დაეშვა. ხეებით დატ-
ვირთული მისაბმელები გზის პირას დატოვეს, თვითონ კი გზა გა-
ნაგრძეს პატარა, სასაცილო CT3 ტიპის ტრაქტორით, რომელსაც
14
უკანა ბორბლები მაღალი და დაკბილული ჰქონდა. გზიდან ბი-
ლიკზე გადაუხვიეს, მდინარის ნაპირს რომ მიჰყვებოდა, და გეზი
მოხუცის სახლისაკენ აიღეს.
როცა სახლს მიუახლოვდნენ, დასავლეთით, ღრუბლებზე მზის
უკანასკნელი წითელი ანარეკლიც ჩაქრა და ჩამობნელდა. ტრაქ-
ტორისტმა ფარები ჩართო. ფარების შუქი სიბნელეს სტაცებდა
ხეებისა და მსხვილი ტოტების გამოსახულებებს, ქონების ნამჯის
სახურავებივით რომ დაშვებულიყვნენ დაბლა. გვერდით მოწი-
თალოდ ანათებდა გახურებული საბოლქვი მილი, საიდანაც წი-
თელი ნაპერწკლები ცვიოდა და აქეთ-იქით იფანტებოდა.
ორ დაბალ ბოძსა და ღობის ლატანს ჩაუარეს და ჭიშკართან
მივიდნენ. ტრაქტორისტმა გაზს უკლო, მანქანა გააჩერა. ძრავამ
ნელა იწყო ბრუნვა. ორივემ – მექანიკოსმაც და იანეკმაც – მხო-
ლოდ ახლაღა შეამჩნიეს, საქმე რიგზე ვერ იყო. ტრაქტორისტმა
გუნებაში შეიკურთხა.
– მიდი, ფარდულში დააყენე, – ურჩია იანეკმა. – ბიჭმა ხორცი
და ტყავი გადმოიღო, დერეფანში შეიტანა. მერე მობრუნდა და
მოხუცს ჩამოსვლაში მიეშველა. შინისაკენ ფრთხილად წამოიყ-
ვანა. კიბის საფეხურები აიარეს და კარს მიადგნენ. ტრაქტორის
ფარები ჩაქრა. ძრავამ ერთიც დაიგრუხუნა და დადუმდა. მისი გუ-
გუნი სიჩუმემ შეცვალა, რომელსაც მახლობელი, მაგრამ უჩინა-
რი მდინარის ხმა არღვევდა. ტრაქტორისტი ჩქარა დაბრუნდა და
სამივენი ფართო ქოხში შევიდნენ.
ქოხში თბილოდა. ბალახებისა და ნადირის ტყავის სუნი იდგა.
იანეკმა ღუმელის მილში სარქველი გასწია, ღადარი გაჩიჩქნა და
ფიჩხი შეუკეთა. მალე მხიარული ალის ენებიც ავარდა. მათი ათი-
ნათი ქოხში ხტუნვა-ხტუნვით იშლებოდა, რომლის შუქზეც მუქი,
განიერი მერხები, გრძელი მაგიდა და თოფის წამლისა და ტყვი-
ების შეღებილი ყუთი გამოჩნდა.

15
ყველამ გაიხადა სველი, წვიმით გაჟღენთილი ქურთუკები. ია-
ნეკმა ვედროდან ქვაბში წყალი გადმოასხა და ცეცხლზე შემოდ-
გა. ახლაღა გაახსენდა, რომ ლეკვს ქურთუკის ჯიბეში ეძინა, ამო-
იყვანა და კუთხეში მურასათვის განკუთვნილ, ამჟამად უკვე და-
ცარიელებულ საგებელზე დასვა.
ტრაქტორისტი დაჯდა, ტალახით მოსვრილი ფეხსაცმელებია-
ნი გრძელი ფეხები წინ წამოყარა, შავი ხუჭუჭთმიანი თავი ჩაჰკი-
და და დაიწყო:
– ძრავა ურევს, საქმე ცუდადაა. ხვალ ჩქარა უნდა მევლო,
ძრავა კი ცუდად თახთახებს, ჩაქუჩივით ურტყამს. ძმობილო, გეს-
მოდა როგორ ურტყამდა? ვიდრე შევაკეთებ, შუადღე მოვა, ისე,
რომ დაღამებამდე ადგილზე ვერ მივალ.
მოხუცი არ უსმენდა. ღუმელთან მერხზე იჯდა და ვეფხვის მიერ
დაშავებულ ფეხიდან შარვლის ტოტს ფრთხილად იძრობდა. ია-
ნეკი დერეფანში გავიდა, ხორცი შემოიტანა, დანით ერთი ნაჭერი
ჩამოჭრა, მერე ტრაქტორისტს მიუბრუნდა და ანუგეშა:
– ნუ დარდობ, ღამე გრძელია და ყველაფერი მოესწრება.
– დავიქანცე, ძალა აღარა მაქვს. ღამით გაკეთებულს მადლი
არა აქვს. ხვალ შეშა აუცილებლად უნდა მოვიტანო.
– სათადარიგო სადები გაქვს? – მაქვს. – მე გაგიმართავ. – შე-
გიძლია, რო? – შემიძლია. მოხუცმა ხელები ღუმელს მიუშვირა,
ოდნავ შეითბო და თქვა:
– შენ, იანეკ, ქვაბს თავი გაანებე. მე თვითონ გავაკეთებ და
როცა მზად იქნება, დაგიძახებ.
ტრაქტორისტი მერხიდან ადგა და იანეკთან ერთად გარეთ გა-
ვიდა. ძალიან კარგი მინიანი სანათური ჰქონდათ, წვიმისაგან სა-
შინლად ატალახებულ ეზოს თანაბრად ანათებდა. ფარდულში
შევიდნენ და ორკარედი მიიხურეს. იანეკმა თივას ბრეზენტი ჩა-
მოაცალა და ტრაქტორის ქვეშ გაფინა.

16
ორივე ჩუმად მუშაობდა. საქმეში უსიტყვოდ უგებდნენ ერთმა-
ნეთს. ცხელი ზეთი წვრილ ნაკადად იღვრებოდა ვედროში, რომე-
ლიც ლამპის მოყვითალო შუქზე ორთქლში გახვეულიყო. მათ
ტრაქტორის ორივე მხარეს ჩაიმუხლეს, მორი შეუყენეს, ჭანჭიკე-
ბი მოუშვეს, ამოაძრეს და კარტერი მოხსნეს. იანეკმა მუხლანა
ლილვის თბილი ყუთები ძენძით გაწმინდა.
– რა გქვია? – ჰკითხა ტრაქტორისტმა. – იან კოსი.
– იან კოსი? – სიტყვები ფრთხილად და ნელა გაიმეორა მე-
ორემ. – ძნელად სათქმელი სახელია.
– შენ რაღა გქვია? – გრიგოლ სააკაშვილი. – არც მაგის და-
მახსოვრებაა ადვილი.
– მე, ძმობილო, საქართველოდან ვარ. გაიგე? ო, რა მთებია
იქ! მთებზე კი თეთრი თოვლი მზის სხივებზე შაქარივითა ბრწყი-
ნავს, გინდა ენით ალოკე. მერედა რა მაღლებია! აი, ამ ჭანჭიკს
ხომ ხედავ? ეხლა ამ ტრაქტორს შეხედე. – ანიშნა ზეთიანი თი-
თით. – აქ მთები ისე პატარაა, როგორც ეს ჭანჭიკი, იქ კი მთები
ისეთივე დიდია, როგორც აი, ეს ტრაქტორი.
იანეკი ტრაქტორის ქვეშ ზურგზე იწვა და ხელით რიგრიგობით
სინჯავდა საკისრებს: ზემოთ აწვებოდა, ქვევით სწევდა, მაგრამ,
როგორც ჩანდა, ღრეჭო რომელიღაც სხვა ადგილზე იყო.
– სახელური აიღე და ერთხელ გადაატრიალე.
გრიგოლმა თხოვნა სწრაფად შეასრულა, მერე ჩაცუცქდა,
ტრაქტორის ქვეშ შეიხედა და დააკვირდა, რა მარჯვედ ღუნავდა
იანეკი ჭილიბყურებსა და გასაღებით როგორ უშვებდა ჭანჭიკებს.
– მოხუცმა თქვა, ვეფხვი მოკლაო, ჩანს, კარგი მონადირე ყო-
ფილხარ. აი, გიყურებ და ვრწმუნდები, რომ ტრაქტორსაც კარ-
გად უგებ. შენი იყოს ეს ტრაქტორი. ჩემი ადგილი დაიკავე. მე კი
ჯარში წავალ.
იანეკმა ლამპა ისე მისწია, რომ გრიგოლის სახე კარგად და-
ენახა.
17
– გამოგიძახეს? – ეჭვიანად ჰკითხა, – რამდენი წლისა ხარ?
– ცხრამეტის. შენ?
– მე, ჩვიდმეტის,– იცრუა იანეკმა და თავის წლოვანებას თით-
ქმის ორი წელი მიუმატა.
ახლა გრიგოლმა აიღო ლამპა და იანეკს მიანათა.
– მხოლოდ ჩვიდმეტის? ვეფხვი მოკალი, ტრაქტორსაც უგებ,
როგორ, ასეთები არ მიჰყავთ?
– იმიტომ კი არა. მე ხომ აქაური არა ვარ, პოლონელი ვარ.
გარდა ამისა, მოხუცს მარტო ვერ დავტოვებ.
– ამ ომს ჩვენ ვეწევით. ომი შენ როდი გეხება. თქვენ აქ ციყ-
ვებსა და ენოტებს აძვრეთ ტყავი.
– ვაძრობთ. მფრინავების კომბინეზონებისათვის. – ჩვენ სან-
გრებში ვიქნებით, შენ კი ზურგში – კაი ამბავია!
იანეკმა უკანასკნელი ჭანჭიკიც მოატრიალა, საკისრებს სადე-
ბი მოხსნა და ბრეზენტზე დააწყო. მერე ტრაქტორიდან გამოძვრა
და გრიგოლის წინ დადგა.
– შენ ამბობ, კაი ამბავიაო?! მერედა, პირველი ვინ შეებრძო-
ლა ჰიტლერს? ომი ჩვენთან დაიწყო, ვესტერპლატში.
– ვესტ... ვერც კი მითქვამს. რა არის ეს? რას ეძახიან მაგას
გერმანელები! თქვენი ომი კარგა ხანია დამთავრდა. ვიცი, ორ
კვირაში წელში გაგტეხეს.
– ჩხუბისა გაგეგება რამე? – მაშ, როგორ! – მოდი დამიდექი!
იანეკმა ლამპა საკასრე ფიცრებზე დადგა.
მერე ორივენი, ოდნავ წინ წახრილნი, ერთიმეორის პირდა-
პირ აფხორილი მამლებივით გაჩერდნენ. ეცნენ ერთმანეთს.
გრიგოლი გაცილებით მაღალი იყო. სტაცა კოსს თავში ხელი და
თავის ქვეშ მოკეცა. იანეკი, ის-ის იყო უნდა დაცემულიყო, ფეხები
ჩაეკეცა და ოდნავ ზურგითაც კი შეეხო მიწას. ძალა რომ მოიკრი-
ბა, ფეხები უცბად გამართა, ჰკრა ხელი გრიგოლს და ფარდულის
კედელზე მიაგდო.
18
მაშინვე წამოხტნენ, თან მძიმედ სუნთქავდნენ. – კიდევ გინ-
და? – მინდა!
ტრაქტორისტი პირველი გაექანა. იანეკი დამუშავებული ილე-
თით ფეხებში შეუვარდა და ძირს დასცა.
ისევ წამოცვივდნენ და ერთმანეთისაკენ უხმოდ დაიძრნენ,
მაგრამ ძრავების გუგუნმა შეაჩერა ისინი. გუგუნი ქარმა მო-
ულოდნელად ციდან მოიტანა.
– მიფრინავენ, – თქვა სააკაშვილმა.
– პატრულები არიან. იაპონელები აქ ახლოს არიან. უსურიის
მეორე მხარეს დგანან.
მალე დაავიწყდათ, რომ სულ ახლახან ჩხუბობდნენ. კუნთები
მოუდუნდათ. ერთდროულად გამოვიდნენ ფარდულიდან, კარში
გაჩერდნენ და მაღლა აიხედეს. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდა.
თვითმფრინავებს ვერ ხედავდნენ, მხოლოდ ნაპერწკლების
სწრაფი ქრობითა და ნათებით იგებდნენ მათი ფრენის მიმართუ-
ლებას. გუგუნი უფრო და უფრო შორიდან ისმოდა და ქარის ხმა-
ურში ინთქმებოდა.
ფარდულში დაბრუნდნენ. – კიდევ ვიჩხუბოთ, თუ გვეყოფა? –
ჰკითხა იანეკმა. – არა, გვეყოფა, ყველაფერი ეს სისულელეა. ჩე-
მი ომი შენი ომიცაა, ერთი ომია. ჩემი ტრაქტორი შენა გყავდეს,
როცა ფრონტზე წავალ.
სიჩუმე ჩამოვარდა, იანეკს უნდოდა აეხსნა გრიგოლისათვის,
როგორ ხვდებოდა მის გულს ეს ომი, რომელიც სადღაც დასავ-
ლეთში, ათიათასობით კილომეტრის დაშორებით მძვინვარებდა,
მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. თანაც ეშინოდა, ვაითუ სიტ-
ყვებით ვერ გამოვხატო, რასაც ვფიქრობო.
– ბიჭებო! – დაუძახა ამ დროს მოხუცმა.
ხელები ნავთში დაიბანეს, სველი მიწით გაიწმინდეს და, შემ-
დეგ საწვიმარ ღარში წამოსული წყლით გადაიბანეს. სანათური
თან წაიღეს და ქოხში შევიდნენ. მაგიდაზე უკვე ელაგა ჭვავის
19
თბილი კვერები, ხოლო თუნუქის თეფშებზე ახლად მოხარშული
გარეული ღორის ხორცს ოხშივარი ასდიოდა.
ვახშამმა სიჩუმეში ჩაიარა, ბოლოს იანეკმა გამურული ჩაიდა-
ნი მოიტანა, ორი ტოლჩა გაავსო, უნდოდა მესამეშიც დაესხა,
მაგრამ შეჩერდა.
– უშაქრო ჩაია. შაქარი გაგვითავდა. დალევ?
– მე მაქვს ცოტა, – უპასუხა გრიგოლმა, ჯიბიდან რაღაც შეხ-
ვეული ამოიღო და გახსნა.
– ერთი ნატეხიღა დარჩენილა. მომეცი დანა!
შაქარი დანის ტარით დაამტვრია და გაანაწილა. ნატეხები
პირში ჩაიდეს და ჩაის ხვრეპა დაიწყეს.
კუთხეში შარიკამ გაიღვიძა და წკმუტუნი მორთო.
ტრაქტორისტმა ტკბილი ნამცეცები სელის გულზე გადმოიხვე-
ტა, კუთხეში მივიდა და მხიარულად წამოიძახა:
– რა პატარაა და როგორი თავხედია! შაქარი დიდი ძაღლივით
ალოკა და თანაც, კბილებით თითებიც რომ მომისინჯა!
ხასიათზე მოსულმა ლეკვმა მხიარულად დაიყეფა და კუდი აა-
ქიცინა. ერთ ხანს იანეკი ღიმილით უყურებდა, მერე ტყაპუჭი მო-
იტანა, მერხზე გაფინა და გრიგოლს უთხრა:
– შენ დაწექი, დაიძინე, დანარჩენს კი მე გავაკეთებ.
სააკაშვილმა ქამარი შემოიხსნა, ტანთ გაისადა, ხუჭუჭთმიან
თავქვეშ ხელი ამოიღო და უკვე ბურანში წასულმა წაილაპარაკა:
– დაღლილზე ძილი მართლაც ტკბილია. აქ თბილა, თავზეც
არ გაწვიმს, მაგრამ გემოზე გამოძინება მხოლოდ ჩვენთან, სა-
ქართველოში, თუ შეიძლება. დაწვები, დოქით ღვინოს მიიდგამ,
კარები ყურთამდე ღია გაქვს, შინ ღამე შემოდის, ვარსკვლავებიც
შემოდიან...
– კარიდან თუ სიზმრიდან?
– ვარსკვლავები როგორ შემოდიან? – კარიდანაც და სიზმრი-
დანაც. ეგ სულერთია.
20
ქოხში სიჩუმე ჩამოვარდა. მოხუცმა პაპიროსის მოწევა დააპი-
რა. გაზეთის აღება უნდოდა, ლამპასთან რომ იდო, მაგრამ ვერ
მისწვდა. მისაწოდებლად იანეკი წამოდგა. დაკეცილ ქაღალდს
უცებ დახედა და ხელში შეაჩერა.
– ეს ჩემი იყოს რა! – უთხრა მოხუცს. – შენ რა, მოწევა გინდა?
– არა, თქვენ სხვა გაზეთს მოგიტანთ. კარგი? – კეთილი, – და-
ეთანხმა მონადირე.
იანეკმა გაზეთი გულის ჯიბეში ჩაიდო, იმავე ჯიბეში, სადაც
ვეფხვის ყურები ეწყო, ირგვლივ მიმოიხედა, ქოხში ხომ აღარა-
ფერია გასაკეთებელიო, მაგრამ მოხუცმა ხელით ანიშნა – შეგიძ-
ლია წახვიდეო.
ახლა მარტო განაგრძობდა ტრაქტორის შეკეთებას, საკის-
რებს ახალი სადებლები გაუკეთა, გაზეთა, თავ-თავის ადგილზე
დააყენა, სახელური ორჯერ გადაატრიალა და ისევ გამოიღო.
ლამპის შუქზე გასინჯა, ვერცხლისფერი შენადნობის რომელი ნა-
წილები უდგებოდა ზუსტად მუხლანა ლილვის ფორმას: ღრმუ-
ლებში ზეთი ჩარჩენილიყო. ბასრი, ბრტყელი დანით რბილ ლი-
თონს ერთიმეორის მიყოლებით ათლიდა თხელ ბურბუშელებს.
ამას ყველაფერს მოთმინებით აკეთებდა მეორე, მესამედ და მე-
ხუთედ, ვიდრე არ გაასწორა და გაასუფთავა მთელი ზედაპირი,
რომელიც, შემდეგ ზეთის თხელი ფენით დაფარა. ერთი სული
ჰქონდა, სანამ იმ გაზეთში ჩაიხედავდა, ჯიბეში რომ ჰქონდა შენა-
ხული. ქოხში მხოლოდ ორიოდე სიტყვას გადაავლო თვალი, რა-
მაც ასე დააინტერესა, მაგრამ გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ
წაეკითხა, როცა ყველაფერს მორჩებოდა...
წვიმამ იკლო. სახურავის ჭუჭრუტანიდან მთებზე აცურებული
ნამგალა მთვარე გამოჩნდა. იანეკი ჩაფიქრდა. ნეტა ეს ის მთვა-
რეა, რამდენიმე წლის წინათ ნავსადგურში მდგომი გემების ანძას
რომ ეხებოდა? ნეტავ ეს ის მთვარეა, ზღვაში შემდინარე ვისლის
წყლებში რომ ირეკლებოდა? – ფარდულის კარი ქარმა ოდნავ
21
ააჭრიალა. ჭრიალმა იანეკი შეაკრთო და ფიქრებიდან გამოიყვა-
ნა. ისევ ტრაქტორის ქვეშ შეძვრა და საკისრები დააყენა. კარტე-
რი შედგა და ზეთი ჩაასხა. ძრავა ჩართო და დაბალ გაზზე აამუშა-
ვა. შემდეგ გამორთო, მოიცადა, ვიდრე ზედმეტი ზეთი ჩამოიწუ-
რებოდა. ნახვრეტში ხელი შეჰყო და კარტერი მოსინჯა, საკისარი
ხომ არ ხურდებაო. ყველაფერი წესრიგში იყო.
ადრინდელი დრო რომ იყოს, ახლა იანეკი მივიდოდა მამას-
თან და ეტყოდა: „მზად არისო“. ასეთ შემთხვევაში მამამისი წა-
მოდგებოდა და შვილის ნამუშევრის სანახავად წავიდოდა. ყვე-
ლაფერს გულმოდგინედ სინჯავდა, უბრალო რამეზეც შარს მოს-
დებდა, დათუნია იქნებოდა ეს, იანეკმა ახალი თათი რომ მიაკე-
რა, თუ თვითმფრინავის ან ველოსიპედის მოდელი. შემდეგ წელ-
ში გაიმართებოდა, შვილს ხელს გაუწვდიდა და ნაცრისფერ თვა-
ლებში მოციმციმე ღიმილით ეტყოდა: „კარგი ნამუშევარია“.
ასე იყო წინათ. მას შემდეგ, რაც იანეკი მარტო დარჩა, უკვე
ოთხმა წელმა განვლო. უცბად იგრძნო, როგორ დაქანცა ამ უძი-
ლო ღამემ და როგორ სტკიოდა კისერი გრიგოლთან ჭიდაობის
შემდეგ. დარდიანად გაუღიმა იანეკმა თავის თავს და გაიფიქრა:
ნეტავ ხომ არ გააღვიძა გრიგოლი ძრავის ხმაურმა, თუ ღრმად და
ტკბილად სძინავს, ისე, როგორც მათთან, საქართველოში. იქნებ
მასთან ძილში, მართლაც, ჩამოვიდნენ შორეული ციდან ქართუ-
ლი ვარსკვლავები.
ეზოში აცივდა. დილაბინდის ნისლი მდინარიდან ზედ მიწაზე,
ხეებსა და მესერს ქვეშ წყნარად მოცოცავდა.
იანეკმა დერეფანში ლამპა ჩააქრო, ხელის გულები დაიყნოსა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იბანა, ისევ ასდიოდა ლითონის,
ზეთისა და ნავთის სუნი. კარი რომ არ გაჭრიალებულიყო, სახე-
ლურს ფრთხილად ჩაავლო ხელი და ფეხაკრეფით შევიდა ქოხში.
ღუმელთან მივიდა, დანახშირებული ნაფოტით ნაკვერჩხალი
ცალ მხარეს მიხვეტა, ჯიბიდან გაზეთი ამოიღო და ფრთხილად
22
გაშალა, თვალებთან ახლოს მიიტანა, მბჟუტავ ნაკვერჩხლებისა-
კენ მიიწია, მიეფიცხა და კითხვა დაიწყო.
– იანეკ! იანეკი შეკრთა. მაშ, მოხუცს არ სძინავს! – რა იყო,
ეფიმ სემიონიჩ?
– ხმამაღლა წაიკითხე. ტრაქტორისტს მკვდარივით სძინავს
და არ გაეღვიძება. – იანეკი შეყოყმანდა. თითქოს დანაშაულზე
წაასწრესო. იგრძნო, როგორ აჰკრა თავში სისხლმა. ერთმა
მტანჯველმა წუთმა გაიარა, ვიდრე თავის თავს მოერეოდა და
კითხვა დაიწყო:
„ცნობა საბჭოთა მთავრობის თანხმობისა პოლონური დივიზი-
ის შექმნის თაობაზე“. – სათაურის ბოლო მოხეული იყო. შემდეგ
კი წვრილი შრიფტით ეწერა: „სსრ კავშირის სახალხო კომისარ-
თა საბჭომ დააკმაყოფილა სსრ კავშირში მცხოვრებ პოლონელ
პატრიოტთა შუამდგომლობა სსრ კავშირის ტერიტორიაზე გერ-
მანელ დამპყრობთა წინააღმდეგ წითელ არმიასთან ერთობლი-
ვი ბრძოლისათვის თადეუშ კოსტიუშკოს სახელობის პოლონური
დივიზიის შექმნის შესახებ. პოლონური დივიზიის ჩამოყალიბება
უკვე...“
იანეკი ნაკვერცხლებს მოსცილდა, გაზეთი ნელა დასდო და
თქვა:
– სულ ეს არის. დანარჩენი აკლია, მოხეულია.
ქოხში ისევ სიჩუმე გამეფდა, მხოლოდ გიორგი სააკაშვილის
– ქართველი ტრაქტორისტის – თანაბარი სუნთქვა ისმოდა, და
ხანდახან დედის სითბოს მონატრებული შარიკა ძილში შეშფო-
თებით თუ დაიწკმუტუნებდა, რომელიც ასე უცბად გაქრა მისი
ცხოვრებიდან. სიჩუმე კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს მოხუცმა
იკითხა:
– დარჩები აქ, ვიდრე მე ფეხზე წამოდგომას შევიძლებ? იანეკი
მივიდა და ტყავებდაფენილ მერხზე ჩამოუჯდა. – დავრჩები.
– პირველ თოვლამდე შემიხორცდება, შემდეგ კი შევიძლებ
23
სიარულს და აღარ დაგაკავებ. – მონადირე ნელა, აუჩქარებლად
ლაპარაკობდა. – აბა, გამოითვალე, თითქმის უკვე ორი წელია,
რაც ჩემი ვანია ომში წავიდა. შენზე უფროსი იყო, ხომ გახსოვს...
მხოლოდ ტყვიისათვის სულ ერთია, ვინაა უფროსი და ვინ უმ-
ცროსი... არ დაგაკავებ.
მოხუცმა თავისი ხორკლიანი, განიერი ხელის გული იანეკს
მუხლებზე დაადო და გაჩუმდა.
– გრიგოლის გაღვიძების დროა, უკვე თენდება, – თქვა იანეკ-
მა.
– დროა, – დაეთანხმა მოხუცი.
იანეკი ადგილიდან არ იძვროდა. იჯდა და უყურებდა, როგორ
იფერფლებოდა ღუმელში უკანასკნელი ნაკვერცხალი.
– ეფიმ სემიონიჩ, მე ომის შემდეგ შეიძლება ისევ თქვენთან
დავბრუნდე. მე ხომ არავინა...
– გაჩუმდი... – მშვიდად შეეპასუხა მოხუცი, დედა არა გყავს
თორემ, მამას ნახავ, უთუოდ იპოვი... როგორც კი წახვალ, გზის-
თვის ენოტის ტყავის თბილ ხელთათმანებს მოგცემ... მაგრამ, თუ
ისე მოხდა, რომ მამას ვერ მიაგენი, ვიცი, მაინც არ დაბრუნდები,
შენიანებთან დარჩები. გაზეთი, ახლა რომ წაიკითხე, ქაღალდის
უბრალო ნახევი კი არა, – შემოდგომობით გარეული ბატების ძა-
ხილია. რას იზამ, შენს მხარეში უნდა გაფრინდე.

24
თავი მესამე
ეშელონები
დასავლეთისაკენ მიდიან
ეშელონი მაღალ მიწაყრილზე იდგა. მატარებლის ბოლოსთან
სადგურის ფარნები ენთო, ყვითელი სინათლე მარტო ორ ფანჯა-
რაში ბჟუტავდა, თვით ვაგონებს კი მხოლოდ ღამის მუქი სილურ-
ჯე და ვარსკვლავთა უთანაბრო ციალი დაჰფენოდა. მატარებლის
თავში ორთქლმავალი ქშინავდა, თან კვამლის თხელ, დაკლაკ-
ნილ ბოლქვებს ისვროდა, რომლებიც დაჭმუჭვნილი საშრობი ქა-
ღალდიდან გამოჭრილს ჰგავდნენ. საცეცხლურის რიკულებიდან
არეკლილი ათინათი ლიანდაგზე თამაშობდა და ბორბლებს
ალუბლის წრეებს ამსგავსებდა. დროდადრო მოისმოდა ორ-
თქლის წყნარი ქშინვა და მატარებლის გასწვრივ მოსიარულე გუ-
შაგების ჩექმებს ქვეშ ხრეშის ხრაშუნი.

25
ცის ფონზე საბარგო ვაგონების სწორკუთხა სილუეტები ილან-
დებოდა. მხოლოდ წინა და ბოლო ვაგონის სახურავებზე აშვერი-
ლი ხელივით მოჩანდა სადღაც ზევით მიმართული ოთხლულიანი
საზენიტო ტყვიამფრქვევები. ყოველ მათგანთან ორ-ორი მებ-
რძოლი მორიგეობდა. ამ წყვილთაგან ერთი მებრძოლი, ბოლო
ვაგონის სახურავზე რომ ყარაულობდა, იჯდა და ხმადაბლა ტუჩის
გარმონს უკრავდა. შორს, წინ, თითქმის ჰორიზონტზე, წითელი
შუქნიშანი აციმციმდა, ჩაქრა და მერე მწვანედ აინთო. ორ-
თქლმავალი, პორტში შემავალ თბომავლის მსგავსად, ამ ნიშანს
მაშინვე ბანით გამოეხმაურა, ქშენა დაიწყო და ვაგონების მთელ
მწკრივს გაჰყვა ლითონის ჟღრიალის ხმა, მატარებლის დაძვრი-
სას რომ ისმის. გუშაგები ღია კარს მივარდნენ, საფეხურებს შეახ-
ტნენ და ვაგონში შეძვრნენ. ბორბლები ატოკდა, ადგილიდან და-
იძრა და მატარებელიც თავისი გზით წავიდა.
სწორედ ამ დროს მახლობელ ბუჩქიდან ვიღაცამ ჩუმად დაუს-
ტვინა. ორი ლანდი – ადამიანისა და ძაღლისა, სწრაფად დაედევ-
ნა მატარებელს. ერთხანს ისინი ნელა მიმავალი მატარებლის
გასწვრივ მირბოდნენ, შემდეგ კი ადამიანმა ძაღლს ხელი სტაცა,
ვაგონში შეაგდო, თვითონაც შეახტა და ლითონის სახელურს და-
ეჭიდა, მერე მთელი ტანით ხელებზე აიწია და მაშინვე სიბნელეში
გაუჩინარდა.
ვაგონში სამსართულიან, გაურანდავი ფიცრებით შეკრულ სა-
წოლებზე ხალხს ეძინა. რიტმული ფშვინვა ისმოდა, მაუდის, თამ-
ბაქოსა და ლითონის სუნი იდგა – ჯარის დამახასიათებელი სუნი.
მხოლოდ ერთი მებრძოლი, როგორც ეტყობოდა მორიგე, პა-
ტარა ღუმელის გვერდით სკივრზე იჯდა, მაზარაში გახვეულიყო,
მხარზე ოთხწახნაგიანი, მოკლე ხიშტიანი თოფის ლულა მოუჩან-
და. მორიგე საქმით იყო გართული: თუნუქის ღუმელის გაღებულ
ხახაში ნაფოტებს ყრიდა. კარში ხმაური რომ გაიგო, თავიც არ
მოუბრუნებია, ისე იკითხა:
26
– შენ ხარ, ვანია? – მე ვარ... – ძლივს გასაგონად წაიბურტყუ-
ნა შემოსულმა.
– რა კაცი ხარ?! ყოველთვის იგვიანებ. ნახავ, ერთხელაც იქ-
ნება, დარჩები. შენი ჭკუისაგან არ გამიკვირდება, ისეთ დროს მა-
ინც ჩამორჩი მატარებელს, მე არ ვიყო მორიგე.
ჯარისკაცი კიდევ დიდხანს ბურტყუნებდა თავისთვის, მაგრამ
ის, ვინც მას ივანე ეგონა, არ ეპასუხებოდა. სულ განაპირას, ქვე-
და საწოლზე ერთი ადგილი იყო თავისუფალი და, ისიც მაშინვე
იქ მიწვა. ზედ მეზობლის მაზარის კალთა გადაიფარა. მძინარე მე-
ზობელმა ძილში რაღაც წაიბუტბუტა, გაიწია, ადგილი გაათავი-
სუფლა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა. თივამ გაიშრიალა. ამ
ხმაურით დაგვიანებულმა მგზავრმა ისარგებლა, საწოლზე ერთი
კარგი ამოღიავება ხმელი ბალახი დაბღუჯა, საწოლს ქვეშ სწრა-
ფად შეტენა და ჩუმად წაიჩურჩულა:
– შარიკ, დაწექი, აქ დაწექი.

მატარებელმა, ამდენი სირბილით თითქოს დაიღალაო, ჯერ


შეანელა სვლა, შემდეგ კი დაამუხრუჭა და ადგილზე გაქვავდა.
სადღაც, ეშელონის თავში, საყვირის მხიარული ხმა გაისმა. ის
იყო მისი ხმა მიწყდა, რომ კარის ღრჭიალი და რახუნი გამოეპა-
სუხა. ვაგონებში, ცივ ქართან ერთად ნაცრისფერი განთიადიც
შეიჭრა, ხოლო დილის მაღვიძარას ხმამაღალი, მბრძანებლური
ჟღრიალი სიწყნარეში უფრო გარკვევით გაისმა.
წითელარმიელები წამოცვივდნენ, შარვლები და ჩექმები ჩა-
იცვეს, მთქნარებით ძილს თავი წაართვეს და გარეთ გაცვივდნენ.
ჭირხლისაგან ბალახს ნაცრისფერი ედო და ჩექმებს ქვეშ ისე
შრიალებდა, როგორც დიდხანს გაუპარსავი ჯაგარი. ჯარისკაცებ-
მა მიწაყრილზე ჩაირბინეს, ჩექმის ქუსლებით ყინულის თხელი
საფარი ჩაამტვრიეს და ორმოებიდან ამოღებული წყლით ხელ-
პირი დაიბანეს. თან მასხრობდნენ, ერთმანეთს წუწავდნენ და
27
როგორც კი წვეთი შიშველ კანზე მოხვდებოდათ – აკივლდებოდ-
ნენ. შემდეგ, ტილოს პირსახოცებით მანამდე იწმინდეს სახე,
ზურგი და გულმკერდი, ვიდრე კანი არ გაუწითლდათ, მერე კი
ისევ ლიანდაგებისაკენ გაიქცნენ, ხუმრობდნენ, ერთმანეთს ვა-
გონის საფეხურებიდან დაბლა აგდებდნენ და ასე სიცილითა და
აურზაურით ვაგონში შეცვივდნენ.
– აქ კიდევ ვიღაცას სძინავს?! ადე, ზარმაცო!
– ალბათ მორიგეობიდან დაბრუნდა. თავი გაანებე. როცა
ვდგებოდი ჩემი მაზარა მაგას დავაფარე. გაუშვი, ეძინოს...
მორიგეებმა ვაგონებში თერმოსები – ოვალური ფორმის
მწვანე ყუთები ჩამოარიგეს. თითოში ორ-ორი ვედრო გადიოდა.
დადგამდნენ თუ არა ერთ ვაგონში, მაშინვე შემდეგისაკენ გარ-
ბოდნენ.
– მოხსენი ერთი თავი, ფედია, ვნახოთ, რა მოგვიტანეს!
– ვნახოთ, ვნახოთ. ხომ არ გგონია რუსული ცხელ-ცხელი ხა-
ჭაპურები მოგვართვეს?
– დასწყევლოს ეშმაკმა, ისევ ფაფაა! – დაიბუხუნა მაღალმა,
წითურმა ფეოდორმა.
– ფაფა და წვენი, აი ჩვენი სარჩო.
ორთქლმავალმა ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაუსტვინა, თითქოს გა-
მაფრთხილებლად, შემდეგ გრძელი სიგნალი მისცა და მატარე-
ბელი ნელა დაიძრა.
ვიღაცამ, რომელიც სულ მაღლა საწოლზე იჯდა, თითქოს ოპე-
რის მომღერალს ბაძავსო, მაღალი ტენორით წაიმღერა: „ფეტვის
ბურღულო, ფეტვის ბურღულო, ჩვენს სიხარულად მოვლინებუ-
ლო!“
მეომრებს სიცილი წასკდათ, რადგან, სინამდვილეში, ამ სიმ-
ღერაში ფეტვის ბურღულს კი არ უმღერიან, არამედ ღვინოს, რო-
მელიც კარგ გუნებაზე აყენებს კაცს. სიმღერას კარდლების რა-
ხუნს აყოლებდნენ და თან თერმოსთან ფაფის რიგში დგებოდნენ.
28
– შენ, ეი! საჭმელიც არ გინდა? – მიუბრუნდა ლოყებჩასუქებუ-
ლი ფეოდორი მძინარეს და თან მაზარა გადახადა. – როგორც გე-
ნებოს, შეგიძლია იძინო, მე კი შენს ულუფას... – და, უცებ სიტყვა
გაუწყდა. ერთ წუთს გაოცებისაგან პირდაღებული იდგა, მერე კი
იღრიალა: – ბიჭებო, უცხოა, ეშმაკმა წაიღოს, ძაღლიც კი შემო-
უყვანია. – ამ უცხოს დიდი ხანია აღარ ეძინა: საყვირმა გააღვიძა,
მაგრამ უნდოდა, როგორმე დრო გაეყვანა, ვიდრე აღმოაჩენ-
დნენ. კარგი იქნებოდა, თუ ეს ამბავი მატარებლის დაძვრის მერე
მოხდებოდა. მაგრამ რა უნდა ექნა, უკვე გამოააშკარავეს. ნარი-
დან წამოხტა და კედელთან გაჩერდა. მის ფეხებთან ძაღლიც აი-
ტუზა – ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ საკმაოდ მოსული, მგლუ-
რი დრუნჩი ჰქონდა, ფერფლისფერი იყო და ზურგის გაყოლებით
ოდნავ უფრო მუქი, გაბანჯგვლული ბეწვი გასდევდა.
– ვინა ხარ? ორივე დუმდა – ბიჭიცა და ძაღლიც. – შენ გეკით-
ხებიან, ვინა ხარ?
ბიჭმა არაფერი უპასუხა, მთელი ვაგონიდან აქ მოგროვდნენ
ჯარისკაცები, უცნობს გარს შემოერტყნენ და ცნობისმოყვარეო-
ბით ელოდნენ, რა მოხდებოდა. ისინი, ვინც უკან იდგნენ, ამხანა-
გების ზურგიდან უჭვრეტდნენ უცნობს.
– ეს სამხედრო ეშელონია, აქ კი ვიღაც ტიპი შემოპარულა. არ
ამოიღებ ხმას და ახლავე კარში გაგიძახებთ.
ძაღლმა კბილები დაკრიჭა, თმები აებურძგნა. კარგად მო-
სულმა ფეოდორმა ძაღლს ყურიც არ ათხოვა, ბიჭს კისერში სტა-
ცა ხელი და... უცბად საოცრება მოხდა! – იმავ წამს მეომარი თი-
ვაზე გაიშხლართა, ძაღლს კი კბილებში ფარაჯის კალთის ნაგლე-
ჯი შერჩა. ბიჭმა ფეოდორი თავური დარტყმით ძირს რომ დასცა,
ვაგონის კუთხისაკენ დაიწია და ზურგით კედელს მიეყრდნო.
– მაშ ასე არა, ხარივით რქებით მიტევ? – დაიყვირა ლოყებჩა-
სუქებულმა და მუშტების ქნევით წამოხტა.
– თავი გაანებე!
29
შემოსასვლელში თივის საგებლებსა და კედელს შორის უფ-
როსი სერჟანტი გამოჩნდა, რომელსაც გახუნებულ გიმნასტურა-
ზე გვარდიის ნიშანი ჰქონდა მიმაგრებული. ბიჭის წინ გაჩერდა,
ერთ წუთს ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ, ხორბლისფერ
ულვაშებზე ხელი გადაისვა და მშვიდად მიმართა:
– დაუპატიჟებლად მოსულხარ. გეკითხებიან, პასუხს არ იძ-
ლევი! ასე არ ვარგა. თუ კიდევ ასე გაგრძელდა, შენი ძაღლი
მთელ ოცეულს მახარებს დაუგლეჯს. შენ კი – რა, ყველას გინდა
ეჩხუბო? ჩვენ ფრონტზე მივდივართ, შენ?
– მეც იქ მივდივარ.
უფროს სერჟანტს ოდნავ გაეღიმა.
– გასაგებია, მაგრამ, ბავშვები, ისიც ძაღლით, ჯარში არ მიჰ-
ყავთ.
– კარგი ბავშვია, მამა უცხონდა! ისეთი თავური მითავაზა მუ-
ცელში, ახლაცა მტკივა! – იჩივლა გაბრაზებულმა ფეოდორმა.
– მოიცა! – გააჩუმა უფროსმა სერჟანტმა და ისევ ბიჭს მიუბ-
რუნდა: – თუ მაინც გადაწყვიტე ფრონტზე წასვლა, სამხედრო კო-
მისარიატისათვის უნდა მიგემართა. იქ გაგზომავდნენ, აგწონიდ-
ნენ, გკითხავდნენ აქეთურს, იქეთურს და ქაღალდსაც მოგცემ-
დნენ. თორემ, ასე, მთლად შენს ნებაზე კი არ შეიძლება.
ძაღლი სერჟანტის წყნარმა ხმამ დაამშვიდა, ნახევარი ნაბი-
ჯით წინ წაიწია, სერჟანტის ჩექმების ცხვირი დასუნა, კუდი ორჯერ
გააქნია და წინანდელ ადგილზე დაბრუნდა. იანეკმა გაიფიქრა,
უფროს სერჟანტს ახალი არაფერი უთქვამსო. თვითონაც კარგად
იცოდა, რომ სამხედრო კომისარიატის საშუალებით უნდა ემოქ-
მედა, მაგრამ იქაც ხომ ჩაწერილი ჰქონდათ მისი დაბადების წე-
ლი... ამას ხომ ვერ გაუმხელდა იანეკი უფროს სერჟანტს!
– მართალია, არაფერს ამბობ, მაგრამ გატყობ, ჩემი გესმის, –
გააგრძელა ულვაშიანმა, მას სულაც არ ეუხერხულებოდა, რომ

30
პასუხად ვერაფერი საგულისხმო ვერ მოისმინა. სახლიდან გა-
მოიპარე, დედაშენი ტირის, არ იცის სადა ხარ. უკან გაბრუნება
მოგიხდება, ძმობილო!
– დედა არა მყავს. – რა დაემართა? – ფაშისტებმა მოკლეს.
სერჟანტს ულვაშები აუთრთოლდა, გაჩუმდა, თითქოს ჩაფიქ-
რდა, შემდეგ ჰკითხა:
– მამა ფრონტზეა? – ოთხი წლის წინათ ომში დაიღუპა. – მა-
შინ ხომ ჯერ არ იყო დაწყებული ომი.
– იყო, პოლონეთში. მე პოლონურ არმიაში მინდა მოვხვდე
უკვე მესამე დღეა მოვდივარ.
– ქურდულად მოიპარები? – დიახ, ქურდულად, თქვენთან კი
წუხანდლიდან ვარ. – რამე საბუთი გაქვს?
– აქვს თუ არა აქვს, მაინც გადავუძახოთ! – ხვნეშოდა ინდაუ-
რივით გაფხორილი ფეოდორი. – თქვენ, ამხანაგო რიგით ჯარის-
კაცო, ნუ ერევით ოცეულის მეთაურის ლაპარაკში. ვინ მორიგე-
ობდა წუხელ გაჩერებაზე? გეკითხებით, ვინ?
– მე, ამხანაგო უფროსო სერჟანტო!
– როგორ ფიქრობ, შენი მორიგეობის დროს ეს ბიჭი ვაგონში
ამოვიდა თუ, თავის ძაღლიანად საკვამური მილიდან ჩამოძვრა.
ლოყებჩასუქებულმა არაფერი უპასუხა, ისე ამოეფარა სხვე-
ბის ზურგს. ამ დროს იანეკმა ჯიბიდან გულმოდგინედ დაკეცილი
გაზეთი ამოიღო და უფროს სერჟანტს მიაწოდა. მან ხელში გადა-
ატრიალ-გადმოატრიალა, გადაათვალიერა, მერე, თვითონაც
ისევ მონდომებით და თანაბრად დაკეცა და იანეკს დაუბრუნა.
– ჩვენც ვკითხულობთ გაზეთებს და ვიცით ყველაფერი, მაგ-
რამ ხომ გესმის, ქაღალდია საჭირო, რაიმე ოფიციალური საბუ-
თი.
იანეკმა ამოიღო მონადირეთა საზოგადოების მოწმობა, რომ
ლის წევრიც ის იყო ეფიმ სემიონიჩთან ერთად.
– მაშ, გამოდის რომ მონადირე ხარ?
31
– შენ, ეი მონადირე! – თავხედურად დაუძახა ერთმა მეომარ-
მა, – საინტერესოა რაზე ნადირობ, ბაყაყებზე თუ ვეფხვებზე?
ვაგონში სიცილმა იქუხა.
იანეკმა არაფერი უპასუხა. ხელი ისევ ჯიბეში ჩაიყო და გაშ-
ლილ ხელისგულზე ყველას დიდი, ბანჯგვლიანი ყური დანახვა.
სიცილი შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა.
– მართლა ვეფხვისაა, მაშ, კარგი! – პირველად უფროსი სერ-
ჟანტი ალაპარაკდა. – ჩვენ აქა ვლაყბობთ, ფაფა კი ცივდება. ჯერ
ყმაწვილსა და ძაღლს ვაჭამოთ და შემდეგ ვნახოთ.
ყველანი ქვედა ნარებზე ჩამოსხდნენ და ფეტვის ცხიმიან ფა-
ფას ხის კოვზებით დაუწყეს ჭამა. ოცეულის მეთაურმა თავის წილ
პურს მეოთხედი ჩამოატეხა და იანეკს მისცა. მატარებელი ლიან-
დაგის პირაპირებზე ბორბლების რახრახით მიჰქროდა. პატარა
სადგურებში მხოლოდ მოკლედ დაუსტვენდა და შეუჩერებლად
მიდიოდა. ვაგონის ღია კარიდან მწვანე, ჰორიზონტამდე გადაჭი-
მული ტაიგა მოჩანდა.
იანეკი ადგა, ფეოდორთან მივიდა, მის გვერდით დაგდებულ
მაზარაზე მიუთითა და უთხრა:
– მომეცით, დაგიჯერებთ.
ფეოდორმა ერთ წამს გუნებაში რაღაც გაიფიქრა, შემდეგ თან-
ხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– აიღე!
ყველამ, ვინც კი ახლოს იჯდა, დაინახა, როგორ მოიხადა ბიჭ-
მა ქუდი, სარჩულიდან ნემსი და ძაფი გამოაძრო და მოხეული ნა-
ჭერი უკუღმა პირზე სუფთა ლამბით მიაკერა.
– მარჯვედ აკეთებ. როგორც კი ფრონტზე მიხვალ, უფროს
თერძად დაგნიშნავენ, – გაეხუმრა იგივე მებრძოლი, ამ ცოტა
ხნის წინ ბაყაყებსა და ვეფხვებზე რომ ეკითხებოდა.
– ენის ფხანას თავი დაანებეთ, – შეაწყვეტინა ლაპარაკი უფ-
როსმა სერჟანტმა, – ტყუილად ნუ კარგავთ დროს. ერთ საათში
32
შევამოწმებ იარაღს. ჯარისკაცები ერთიმეორის მიყოლებით ად-
გნენ, ვაგონის კუთხეში პირამიდასთან მივიდნენ, შაშხანები და
ავტომატები აარჩიეს და სხვადასხვა ადგილას მოხერხებულად
დასხდნენ.
– იმას მე გავწმენდდი, – სახელოზე შეეხო იანეკი მეთაური და
იარაღზე მიუთითა, რომელსაც ფოლადის ძაბრისებური ლულის
ბოლო, ზემოდან მრგვალი დისკო და ორი წვრილი სადგარი
ჰქონდა.
– ეგ ხელის ტყვიამფრქვევია, „ერპე“ გაგიგონია? – ჰკითხა
უფროსმა სერჟანტმა.
– არა, – გულახდილად უპასუხა იანეკმა. – მაგრამ, საერთოდ,
იარაღი მიყვარს.
– აბა, აქ მოიტა, მე აგიხსნი მაგის მოწყობილობას. სერჟანტმა
სწრაფი, მარდი მოძრაობით დაშალა და ააწყო საკეტი, მერე ისევ
დაშალა და ისევ ააწყო.
– ეხლა შენ თვითონ შეგიძლია? – ვცდი.
პირველად მაინცდამაინც ვერ გამოუვიდა, მერე კი საქმე უფ-
რო კარგად წავიდა. იანეკი ყუთთან მივიდა, რომელიც ვაგონის
შუაგულში იდგა და ჩვარი და თუნუქის საზეთე ამოიღო. აუჩქა-
რებლად, ისევე როგორც ამას ხშირად საკუთარ სახლში, მდინა-
რის პირზე, კედარის მთის ძირას, აკეთებდა ხოლმე, დაუწყო
ჭკვიან ლითონს წმენდა.
შარიკა ადრე მეტად უკმაყოფილო იყო, ჯარისკაცის მაზარის
ნაგლეჯი რომ წაართვეს, ახლა კი გამხიარულდა და კუდის ქნე-
ვით გარშემო სირბილი დაიწყო. როცა სირბილი მობეზრდა, კბი-
ლები იანეკის ქუდს დასტაცა და წკმუტუნით მის პირდაპირ დაჯდა.
– რა უნდა? – ჰკითხა უფროსმა სერჟანტმა.
– მაგას ჰგონია, რომ მალე სანადიროდ წავალთ.
– მართალი უფიქრია, მხოლოდ ეს ტყვიამფრქვევი ყველაზე

33
უფრო დიდი მხეცისთვისაა გამიზნული და ასეთი ნადირობა ბავ-
შვებისთვის აკრძალულია.
ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა, რაზედაც მას წინააღმდეგობა
არ გაუწევია. ალბათ მიხვდა, რომ მისმა პატრონმა ამ მკაცრი
ხმის მქონე კაცში მეგობარი ჰპოვა. უფროსი სერჟანტი ერთ წუთს
ჩაფიქრდა, შემდეგ კი დაუმატა:
– შენგან კაცი დადგება, – და, იანეკს ბეჭებზე ხელი დაარტყა,
– არც დიდებისთვის არის მიზანშეწონილი, მაგრამ რას იზამ, რო-
ცა საჭიროა...
იანეკმა ლულა გაწმინდა, საკეტი მიუყენა და კონდახი გააპრი-
ალა. ბორბლების რახრახი ისევ შენელდა. მატარებელმა სვლას
უკლო, მემანქანემ სიგნალი ორჯერ მისცა, ვაგონები ისართან შე-
ინჯღრა და მატარებელი სადგურში შევიდა. მარცხნივ და მარ-
ჯვნივ სხვა შემადგენლობები იდგა. გზაზე სამხედრო ტანსაცმელ-
ში გამოწყობილი ხალხი მიდი-მოდიოდა. ცოტა მოშორებით
წყლის ფართო ზედაპირი მოჩანდა – ეს ტბა იყო, ჰორიზონტამდე
გადაჭიმული.
ვაგონში კვლავ მორიგეებმა ჩამოიარეს. ყოველ ვაგონთან წუ-
თით ჩერდებოდნენ და ოთხად მოკეცილ გაზეთების დასტებს აძ-
ლევდნენ. მებრძოლები იღებდნენ, ინაწილებდნენ, შლიდნენ და
თან ერთიმეორეს გადასძახოდნენ:
– რომ წაიკითხავ – არ დამალო. ოთხ-ოთხად გავიყოთ, თო-
რემ მოსაწევი ქაღალდი არა გვყოფნის.
ფეოდორი იანეკთან მივიდა, გაზეთს ხელისგული დაარტყა და
აჩვენა: – შეხედე, მონადირევ, აქ შენთვისაც წერია რაღაც: „ლე-
ნინოსთან ბრძოლაში პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო თა-
დეუშ კოსტიუშკოს სახელობის პირველმა პოლონურმა დივიზი-
ამ“. – ადრე უნდა წამოსულიყავი, ახლა კი დაგაგვიანდა. უშენოდ
დაიწყეს, შენ კი, ამ დროს, მოკავშირე არმიის მეომრებს მუცელ-
ში თავურს სთავაზობ და ძაღლებს უსევ...
34
– ნუ ბრაზობთ, – სთხოვა იანეკმა. – როგორღაც, ასე გამოვი-
და. თან წამიყვანეთ. იარაღის წმენდაში მოგეხმარებით, შემიძ-
ლია ძაღლით საგუშაგოზე დგომაც. ჩვენ არავის გამოვუშვებთ...
– აქ მომიცადე, – უბრძანა ოცეულის მეთაურმა, – ჩავალ უფ-
როსთან და გავიგებ, როგორ იქნება შენი საქმე.
ადვილი სათქმელი იყო: „ჩავალ, გავიგებ“. მაგრამ ამ გან-
ზრახვის შესრულება გაცილებით რთული აღმოჩნდა. გაუთვა-
ლისწინებელი რამ მოხდა: უფროსი სერჟანტის ყურებიანი ქუდი
სადღაც გაქრა.
– ეს რა უწესობაა, – სერიოზულად გაბრაზდა და ულვაშები აე-
ბურძგნა. – მორიგე, თვალები სადა გაქვთ? დაუყოვნებლივ იპო-
ვეთ!
პირველად მარტო მორიგემ დაუწყო ძებნა, შემდეგ კი მთელმა
ოცეულმა, მაგრამ ამაოდ – თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ქუდი...
მხოლოდ იანეკი არ იძვროდა ადგილიდან, იმედი ჰქონდა, იქნებ
ამასობაში დაიძრას მატარებელი და საშუალება მომეცეს ცოტაზე
კიდევ ვიმგზავრო მატარებლითო. ბოლოს, უფროსმა სერჟანტმა
ვეღარ მოითმინა: – უქუდოდ წავალ, მაგრამ თუ ჩემს მოსვლამდე
ვერ იპოვეთ, მიფრთხილდით! – თითით დაემუქრა ყველას. შემ-
დეგ კი სასოწარკვეთილი ხმით თქვა: – წესდებას ვარღვევ, მაგ-
რამ მაინც წავალ.
ის-ის იყო ეს სიტყვები დაამთავრა, რომ ნარის ქვეშიდან შარი-
კა გამოძვრა. იმით გახარებულმა, რომ ბოლოს და ბოლოს გასე-
ირნების საშუალება მეძლევაო, კუდი გაიქნია და უფროსი სერ-
ჟანტის წინ უკანა ფეხებზე შედგა. კბილებით ყურებიანი ქუდი ეჭი-
რა და პატრონს აძლევდა.
– უს, შე საძაგელო მაწანწალა! – გაგულისდა უფროსი სერ-
ჟანტი,
– ეგ მაწანწალა კი არა, – გული მოუვიდა იანეკს, – წმინდა
სისხლის ციმბირული ნაგაზია.
35
– ამხანაგო უფროსო სერჟანტო, – გამოეხმაურა ფეოდორი. –
ძაღლი მხოლოდ ახლახან მოვიდა არმიაში და წესდების შესწავ-
ლა ვერ მოასწრო.
ყველას გაეცინა. ოცეულის მეთაურმა ქუდზე ბეწვს ხელი გა-
დაუსვა, თავზე დაიხურა, ხელი ჩაიქნია და რკინის საფეხურები
სასწრაფოდ ჩაირბინა.
იანეკს უნდოდა გადამხტარიყო და უკან გამოჰკიდებოდა,
რადგანაც გამოცდილებით იცოდა, რით დამთავრდებოდა მეთა-
ურთან ლაპარაკი, მაგრამ ამის გაკეთება არც თუ ისე ადვილი აღ-
მოჩნდა. – იმწუთშივე როგორღაც ვერ მოახერხა, ახლა კი ჯარის-
კაცები აღარ გაუშვებდნენ. ისინი ერთიმეორეზე მიჯრით ისხდნენ
ფართოდ გაღებულ კარებთან, ტბას გაჰყურებდნენ და მღეროდ-
ნენ: „კურთხეულო ბაიკალო, დიდებულო ზღვაო“. მოულოდნე-
ლად უფროსი სერჟანტი ჩქარა დაბრუნდა. მეზობელ ლიანდაგ-
თან გაჩერდა და იანეკს ხელი დაუქნია.
– წავიდეთ, შარიკ, მაინცა გვყრიან. – როგორც იყო გასას-
ვლელამდე მიაღწიეს და მიწაზე გადახტნენ.
– რა ცხვირი ჩამოგიშვია? – მხიარულად უთხრა ოცეულის მე-
თაურმა, მხრებზე ხელი მოჰხვია და თან წაიყვანა. – ნურაფრის
გეშინია. მე კი წაგიყვანდი თან, რადგანაც უკან დასაბრუნებელი
გზა არა გქონია, მაგრამ ხელსაყრელი მომენტი ჩაგვივარდა
ხელში. წამოდი, შენ თვითონ ნახავ.
ისინი მივიდნენ მეზობელი ეშელონის ერთ-ერთ ვაგონთან,
რომლის კართანაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი
ადამიანები იდგნენ. მათ დაბამბული ჯუბები და პალტოები ეცვათ,
კეპები და ტყავის ქუდები ეხურათ, შიგ ვაგონში კი ვიღაცის ფეტ-
რის შლაპაც ჩანდა. ერთი მათგანი შპალებზე იდგა. მის ბოხოხს
შავი ძაფით თეთრი ბალთა – არწივი ჰქონდა მიკერებული. არწი-
ვი კონსერვის ქილიდან გამოეჭრა.

36
– თქვენებურია,–უთხრა უფროსმა სერჟანტმა.–ესეც პოლო-
ნურ არმიაში მიდის. გზა მშვიდობისა, ყმაწვილო! – დაულოცა გზა
იანეკს და ვაგონისაკენ მსუბუქად უბიძგა. – ფრონტზე რომ მოხ-
ვდები, ყურადღებით იყავი, ეგებ ერთმანეთს წავაწყდეთ.
მან, ქუდზე არწივი რომ ჰქონდა მიკერებული, გულითადად გა-
უღიმა და ხელი გაუწოდა, – მე ელენი ვარ, გუსტავ ელენი.
– იან კოსი, – გაეცნო იანეკიც. – ძაღლს რა ჰქვია? – შარიკა.
– შარიკა? ეგ ხომ რუსული სახელია. პოლონურად როგორ იქ-
ნება?
– კულკა.
– მე კი პირველად გავიფიქრე ნაცარა ჰქვია-მეთქი. თუმცა, მე-
რე რა, შარიკა იყოს. სულ ერთია. გაიწიეთ ბიჭებო, ახალი ამხა-
ნაგი მომყავს.
ვიდრე იანეკი რაიმეს მოისაზრებდა, უკვე მაღლა აღმოჩნდა,
ელენმა მსუბუქად აიტაცა და ვაგონში შესვა. იანეკი ის-ის იყო
ძაღლის დასაჭერად უნდა დახრილიყო, რომ შარიკა თვითონვე
ახტა ზევით და თავისი პატრონის კვალდაკვალ ვაგონში შევარ-
და.
იანეკი მობრუნდა, უნდოდა უფროს სერჟანტს გამომშვიდობე-
ბოდა, მაგრამ ოცეულის მეთაური უკვე შორს იყო. აი, მეთაურმა
მოიხედა და ხელი დაუქნია.
ვაგონში მღეროდნენ პოლონურ სიმღერას: „გვირგვინებს
წნავდა, ზვირთებს ატანდა“...
იანეკმა მიმოიხედა. გაკვირვებულმა შენიშნა, რომ მეორე ნა-
რის სულ ნაპირზე ბიჭი კი არა, გოგო იჯდა. მას ეცვა რეზინის ფეხ-
საცმელები, დაბამბული შარვალი და ქურთუკი, თავზე მამაკაცის
მწვანე მაუდის ქუდი ეხურა, რომლიდანაც გრძელი, ღია ფერის
თმა გადმოსცვენოდა. ხელები კი პატარა, თხელი და ბავშვური
ჰქონდა.
იანეკს გაუღიმა და ჰკითხა: – საიდან ხარ? – ზღვისპირეთის
37
მხრიდან. – პოლონეთში სადა ცხოვრობდი? – გდანსკში. – მე კი
ვარშავიდანა ვარ, ლიკას მეძახიან. იანეკს მოეჩვენა, თითქოს ახ-
ლა რაღაც მნიშვნელოვანი გაიგო.
გოგონამ თავის გვერდზე გაუთავისუფლა ადგილი და სიმღე-
რა გააგრძელა: „გვირგვინებს წნავდა, ზვირთებს ატანდა“.
იანეკი გაუბედავად მივიდა, მის გვერდით გაჩერდა, მაგრამ
დაჯდომა ვერ გაბედა. მეზობელ ლიანდაგს გახედა. მის წინ
მდგომთა თავებს შორის ვაგონები დაინახა, ხოლო შიგ – მეომ-
რები, წითელვარსკვლავიანი ქუდები რომ ეხურათ. ვაგონები ად-
გილიდან დაიძრა, მაგრამ პირველ წუთებში გაურკვეველი იყო,
რომელი მატარებელი დაიძრა: ეს თუ ის.
„კურთხეულო ბაიკალო, დიდებულო ზღვაო!“ – ისმოდა იქი-
დან.
„გვირგვინებს წნავდა, ზვირთებს ატანდა“ – მღეროდნენ
გვერდით.
სიტყვები და მელოდია ერთმანეთს ერწყმოდა. იანეკმა იცნო
თავისი ვაგონი – ფართოდ გაღებულ კართან მდგომი ლოყებჩა-
სუქებული ფეოდორი და უფროსი სერჟანტი, რომელიც სქელ ულ-
ვაშებზე ისვამდა ხელს.
„როგორ უნდა ვიპოვო ისინი ფრონტზე? – გაიფიქრა იანეკმა
– ისიც კი არ ვიცი, რა ჰქვიათ“. შემდეგ, ვაგონის სახურავზე ტყვი-
ამფრქვევი და ბოლო ვაგონის ბუფერი დაინახა.
ელენი ვაგონში ამოვიდა და იანეკთან მივიდა.
– დავმეგობრდეთ. გუსტლიკი დამიძახე. რას მოგიწყენია?
ჩვენც იქით მივდივართ, საითაც ისინი. ახლა ყველა ეშელონი და-
სავლეთისაკენ მიდის.

38
თავი მეოთხე
ოინი
ჯარისკაცები სწორ რიგებად ისხდნენ სატვირთო მანქანის
ბორტებზე დამაგრებულ ფიცრებზე. ფიცრები და მათზე მსხდომ-
ნიც ერთად შეხტებოდნენ ხოლმე, როცა მანქანა ღრანტეებზე გა-
დაივლიდა. ბრეზენტის ჭრილიდან უყურებდნენ, როგორ გარბო-
და უკან განიერი, ათასობით ბორბლით გაკვალული ყამირგზა.
ნოემბრის ცივი და ნათელი დღე იყო. თრთვილს თითქოს არა
მარტო ჰორიზონტზე დაეფარა ყველაფერი, არამედ, უღრუბლო,
მიმქრალ ცაზეც შეცოცებულიყო. სოფელში შევიდნენ. გზის პი-
რას პატარა სახლები და ერთსართულიანი სკოლის წაგრძელე-
ბული, სწორკუთხა შენობა იდგა. როცა ესეც უკან მოიტოვეს, ყვე-
ლამ იგრძნო, რომ მანქანა უხვევდა და ციცაბოზე ეშვებოდა, თა-
ნაც ბორბლებით სველ თიხას ხელდა, მხოლოდ ეხლა, როცა მან-
ქანის ქვეშ პონტონურმა ხიდმა ქანაობა და ჭრიალი დაიწყო, მა-
ღალი ნაპირი დაინახეს.
39
აქ ქარი ნოტიო იყო, მდინარიდან წყლის თქორი მოჰქონდა,
რომელიც უწვრილეს წვეთებად ეფრქვეოდათ სახეზე. სატვირთო
მანქანის სიმძიმისაგან ხიდი იზნიქებოდა. როცა პონტონს უყუ-
რებდნენ – ეჩვენებოდათ, თითქოს ხიდი მიცურავდა და მასთან
ერთად მიცურავდნენ საყელოწამოწეული, მწვანემაზარიანი, სი-
ცივით გათოშილი მესანგრეები. ქარზე ირხეოდნენ კოჭზე მიმაგ-
რებული პატარა, თეთრ-წითელი დროშები. ასეთი დროშები დი-
დი ხანია, რაც აღარ დაუნახავთ. იანეკს ბუნდოვნად ახსოვდა,
სულ ბოლოს ის დროშები მაშინ ნახა, როცა სამოქალაქო ტანსაც-
მელში გამოწყობილი ჩექმებიანი კაცები, თავზე ფრთაგარჭობი-
ლი ტიროლური ქუდები რომ ეხურათ, ტარებიდან აგლეჯდნენ
მათ, ხევდნენ და ქვაფენილებზე ყრიდნენ. ეს მოხდა ომის დაწყე-
ბამდე ორი დღით ადრე, სწორედ იმ დროს, როცა მამა სკოლიდან
დაბრუნდა და დედას სთხოვა, კარადიდან გამოეღო მისი ოფიც-
რის მუნდირი.
დედამ, რომელიც სკამზე იჯდა და სამხრეებს ორ-ორ ვარ-
სკვლავს აკერებდა, მამას ჰკითხა: „მერე როგორ იქნება შენი მო-
წაფეების საქმე? ვინ ასწავლის?“ მამამ უპასუხა: „უმცროსებს უკ-
ვე არავინ. თვითონ ისწავლიან, გაიმეორებენ იმას, რაც გაკვეთი-
ლებზე დაიმახსოვრეს, უფროსები კი თვითონაც მუნდირებს ჩაიც-
ვამენ“.
იანეკმა თქორისაგან დასველებულ სახეზე ხელის გული ჩამო-
ისვა, ცრემლი ჩამოიწმინდა. – სუსხიანი ქარია, თვალებსა სჭრის
კაცს, – თქვა და ხელის გული ჯუბაზე შეიმშრალა. ლიკას შეხედა,
მაგრამ მისი სახე ვერ დაინახა, რადგან მიბრუნებულიყო და
თმებს ისწორებდა. ელენი მეორე ბორტზე იჯდა. განიერ თითებს
ისე მაგრა ისრესდა, რომ სახსრებს ტკაცატკუცი გაჰქონდათ.
– ახლა უკვე ადგილზე ვართ, მივედით.
მაგრამ, გამოირკვა, რომ ჯერ კიდევ არ მისულიყვნენ ადგილ-
ზე. კიდევ ერთ სოფელზე გაიარეს, შევიდნენ ტყეში და მხოლოდ
40
აქ, კარვებს შორის გაჩერდნენ.
– გადმოდით, მატარებელი ამას იქით აღარ მიდის, – დაიყვი-
რა მძღოლმა კაბინიდან.
– როგორც კი ძირს ჩამოხტნენ, ბანაკის შესასვლელში ორ
ფიჭვს შორის გაკრულ ტრანსპარანტს დაუწყეს კითხვა, რაც არც
თუ ისე ადვილი საქმე იყო, რადგან მეორე მხრიდან უყურებდნენ
და იძულებული იყვნენ მარჯვნიდან მარცხნივ დამარცვლით
ამოეკითხათ:
„მოგესალმებით, შენ, გუშინდელ მოხეტიალევ და დღევანდე-
ლო მეომარო.“
ორ ფიჭვთან, კარს რომ ცვლიდა, მხარზე შაშხანა გადაკიდე-
ბული გუშაგი იდგა. მას მჭიდროდ შემოერტყნენ მისულნი, ყუ-
რადღებით ათვალიერებდნენ ტოლაღებიან წაღებს, ფარაჯას,
რომელსაც უბრალო ღილები კი არა, ღერბიანი ლითონისა ჰქონ-
და. შემდეგ ყურადღება დაგვირისტებულ, დროისაგან გაცრეცილ
არწივიან კონფედერატკაზე შეაჩერეს. არწივი ისეთი აღარ იყო,
როგორც წინათ – ვეება, მოუქნელი, მაგრამ მაინც პოლონური
იყო.
– რას მომშტერებიხართ? – გაოცდა გუშაგი, – ჯარისკაცი არ
გინახავთ? წადით, ისადილეთ, თორემ „სოვდაგრები“ მოვლენ და
ვეღარაფერს გახეთქავთ.
გუშაგს დაუჯერეს და სამზარეულოსაკენ გასწიეს. იგი მართა-
ლი გამოდგა. ის-ის იყო ცოტაოდენი წვენის შეხვრეპა მოასწრეს
(ფეტვის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – ხორციანი იყოს, რომ
სატვირთო მანქანა გაჩერდა და იქიდან საკმაოდ მკაცრი გამო-
მეტყველების ახალგაზრდა გადმოვიდა. სამხრეებზე ვარსკვლა-
ვები რომ არ ჰქონოდა, ვერც კი იფიქრებდით, რომ ოფიცერი
იყო.
– მოქალაქე ჯარისკაცებო, ვის უნდა სატანკო ნაწილში ჩა-
ირიცხოს? – დაიძახა მან.
41
მალე ოფიცერი კარავში მაგიდასთან იჯდა, ხოლო ახლად მო-
სულები შიგ თითო-თითოდ შედიოდნენ, თან საექიმო შემოწმები-
სათვის ქურთუკსა და პერანგს იხდიდნენ.
იანეკმა სხვებზე უფრო გვიან დაამთავრა ჭამა, რადგან დიდ-
ხანს არწმუნა მზარეული, რომ მარიკაც არმიაში მოვიდა. როცა
იანეკი კარავს მიუახლოვდა, ელენი უკვე იქიდან გამოდიოდა.
თმები აჰბურძგვნოდა, ტუჩებზე ღიმილი უთამაშებდა და დაბამბუ-
ლი ჯუბა გახსნილი ჰქონდა.
– იანეკ, ჩქარა შედი. მე უკვე ჩამწერეს და შენც ტანკისტობა
სთხოვე.
– შენთან ერთად მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიქნები იქ
წავიდე, სადაც გამგზავნიან.
– ნუ დაელოდები, სანამდე გიბრძანებდნენ. შენ თვითონ უბ-
რძანე შენს თავს, ასე აჯობებს. მე უკვე ჩავეწერე. პირველად
მკითხეს, რატომ გინდა მათთანო, მე კი ვუთხარი, უკვე ტანკის-
ტად ვმსახურობდი-მეთქი. მკითხეს – სადაო? სადა და გერმანე-
ლებთან, ძალით წამიყვანეს-მეთქი. მკითხეს – მერე რა მოხდაო.
მე ვუპასუხე: გავთოკე ჩემი ფრიცები და ტანკიანად გადავედი მე-
ორე მხარეს, რუსებთან-მეთქი. არ დამიჯერეს და მკითხეს: „ისინი
ხომ ოთხნი იყვნენ, შენ კი ერთი, როგორ მოახერხე?“ მაშინ კი ხე-
ლი ვტაცე იმას – რომ წერდა, იმასაც – ვინც მეკითხებოდა, ექიმ-
საც... და კიდევ თეთრხალათიანი მედიცინის ორი დაც მივაყო-
ლე. სულ ყველა ერთად მივჭეჭყე. მხოლოდ მაშინ გავუშვი ხელი,
როცა ძალიან შემეხვეწნენ. ამბობენ, ვესტერპლატის გმირთა სა-
ხელობის სატანკო ბრიგადა შეიქმნებაო.
უცბად იანეკს სახე გაუფითრდა, სახელოებში ხელი სტაცა
ელენს და ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა:
– როგორა თქვი?
– როგორც გაიგე: ვესტერპლატი. ეს ისინი არიან, რომლებიც
ყველაზე პირველნი იცავდნენ გდანსკს, გაგონილი გექნება.
42
იანეკ, სად მიდიხარ?.. მაგრამ იანეკი უკვე კარავში შედიოდა. გუ-
შაგმა ბეჭში ჩაავლო ხელი.
–ცოტახანს მოიცადე, შიგ გოგოა.
კარვიდან რომ გამოდიოდა, ლიდკა მხიარულად იცინოდა,
თავისი სიხარული იანეკს გაუზიარა:
– მიმიღეს. რადისტი ქალიშვილები ჭირდებათ.
იანეკმა შიგ შეაბიჯა, ექიმმა თავისთან იხმო და მაშინვე აბუტ-
ბუტდა:
– სწრაფად გაიხადე, ბიჭო, დრო არა გვაქვს.
იანეკი გასინჯა, გულზე სტეტოსკოპი მიადო და ჰკითხა, ჯან-
მრთელი თუ ხარო.
– ჯანმრთელი ვარ.
– აქ მოდით, – დაქანცული ხმით უთხრა უმცროსმა ლეიტენან-
ტმა. – სახელი?
– იან. – გვარი? – კოს. – წარმოშობით სადაური ხარ?
– გდანსკელი. – ახლა საიდან მოხვედი? – ზღვისპირეთის მხა-
რიდან. – შორს გადაკარგულხარ. დაბადების წელი? – ოცდაექ-
ვსიანი ვარ. – საბუთები?
იანეკმა მიაწოდა თავისი პირადობის მოწმობა, რომელშიც
ეწერა, რომ ესა და ეს კაცი ნადირობდა კედარის მთებში, სამ სე-
ზონში მოიპოვა ამდენი ტყავის გეგმა ამდენი და ამდენი პროცენ-
ტით შეასრულა.
– აქ არა წერია, როდისა ხარ დაბადებული. მაინც რომელ
წელს დაიბადე?
– უკვე გითხარი.
– ვერ მოგვატყუებ. მგონი თვალები გვაქვს. ჩვენი საქმე ცოტა
მძიმეა, შენ კი შეგიძლია საითმე გაუყვე გზას.
– ამ დროს კარვის იატაკმა აიწია და ძაღლის ბანჯგვლიანი
დრუნჩი გამოჩნდა. შარიკა შემოძვრა და პატრონის ფეხებთან
უკანა თათებზე ჩაჯდა.
43
– ეს რაღა ამბავია? აქ რა უნდა ძაღლს? შენია? – ჩემია.
– კარგი, გეყოფა, სატანკო ბრიგადა ზოოპარკი არ გეგონოს.
შეგიძლია წახვიდე.
იანეკი გამოვიდა თუ არა, ამხანაგების შეკითხვებს რომ მორი-
დებოდა, იმწუთშივე კარვის უკან გაუხვია. იქ თავჩაქინდრულმა
ბოლთის ცემა დაიწყო. შარიკამ იგრძნო, ყველაფერი რიგზე ვერ
არისო და წინ და უკან სირბილი და ხტუნაობა დაიწყო, თან იანეკ-
საც სათამაშოდ იხმობდა. რომ დაინახა იანეკს მისთვის არა სცხე-
ლოდა, ხელი გაულოკა, კუდი დაუშვა და უკან ჩანჩალით აედევ-
ნა.
ასე მიდიოდნენ საკმაოდ კარგა ხანს და ბოლოს იანეკმა მტკი-
ცედ მოუხვია გვერდზე და პირდაპირ ჯმუხ მძღოლთან მივიდა,
რომელიც სატვირთო მანქანის საფეხურზე იჯდა.
– გამარჯობა!
– გაგიმარჯოს! – უპასუხა მძღოლმა, ისე, რომ არ წამომდგა-
რა, ალბათ უნდოდა ეჩვენებინა, რომ უკვე ძველი ჯარისკაცია.
– ვიხურა.1
– საიდან? ოდნავ უბერავს, – გაოცდა იანეკი. – არა-მეთქი, ეს
მე ვარ ვიხურა. გვარი მაქვს ასეთი. შენ?
– კოსი.2
– სადა ზის? – დაუბრუნა ხურდა შოფერმა და თანაც ხის ტო-
ტებს გახედა.
– ეს მე ვარ. გვარი მაქვს ასეთი. – ის ხორუნჟი რაღა გვარია,
ხალხს რომ ღებულობს?
– არც კი ვიცი. შენც ადექი და ზენეკი დაუძახე, – თავხედურად
მიახალა მძღოლმა, არ სურდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ გუშინ-

1
ვიხურა (პოლ.) – გრიგალი.
2
კოსი (პოლ.) – შავი შაშვი.
44
წინ მოვიდა ბრიგადაში და ჯერჯერობით თითქმის ვერავის გაც-
ნობა ვერ მოასწრო.
– კარგი მანქანა გყავს. – კარგია. ეს რა, შენი ძაღლია?
– დიახ. ძაღლები თუ გიყვარს, შეგიძლია მოეფერო. არ გიკ-
ბენს. დაჯექი, შარიკ!
შარიკა დაემორჩილა პატრონის ბრძანებას და უხალისოდ
დართო ნება უცხოს ყურებზე ხელი მოეპარტყუნებინა მისთვის.
თავი მოაბრუნა და უყურებდა, საით მიდიოდა მისი პატრონი.
ამ დროს იანეკმა მანქანის ფრთებს ხელი დაუკაკუნა, კაპოტის
ქვეშ შეიხედა, ფარების ამოზნექილ მინებს ხელი გადაუსვა. შემ-
დეგ, მანქანის მეორე მხარეს, უკანა ბორბლებთან ერთ წუთს შე-
ჩერდა და შემოუარა მანქანას გარშემო, მძღოლთან დაბრუნდა...
– კარგი სატვირთო მანქანაა, კარგი მოვლილიცაა. სად ისწავ-
ლე მანქანის ტარება?
ბიძაჩემი ტაქსის შოფრად მუშაობდა ვარშავაში და ხანდახან
მანქანის ეზოში ტარების ნებას მაძლევდა. ყაზახეთში ჩემზე ამ-
ბობდნენ: – ვიხურა გზათა მეფეაო.
– ყაზახეთში? – ჰო, ჩვენთან ერთად წამოხვალ? – დიახ, მაგ-
რამ ცოტა მოგვიანებით.
ხორუნჟი ზენეკი კარვიდან გამოვიდა, შერჩეულთა სია წა-
იკითხა და უბრძანა, მწკრივებად დაწყობილიყვნენ. პირველად
კარგად არ გამოუვიდათ, ამიტომ ბრძანება გასცა – „დაიშალეთ!“
შემდეგ კი ისევ დაიძახა: „ორ მწკრივად მოეწყვეთ!“ და „სმენა“.
ბოლოს კი ბრძანა, მანქანაში ჩამსხდარიყვნენ. იანეკი ხის უკან
იდგა და ხედავდა, რომ ელენი აკვირდებოდა მას. ლიდკამაც ირ-
გვლივ მიმოიხედა, მაგრამ იანეკი ადგილიდან არ დაძრულა. რა
საჭირო იყო, მათთვის აეხსნა, რომ არ დაუჯერეს. ბოლოს და ბო-
ლოს ვის უნდა გასწყრომოდა. თვითონაც ხომ კარგად იცოდა,
რომ ორი წელი წაიმატა, როცა დაბადების წელი ჰკითხეს.

45
ხორუნჟი და მძღოლი კაბინაში ჩასხდნენ. სტარტერი აგრიალ-
და, მაგრამ ძრავა არ ამუშავდა. იანეკი ხესთან იჯდა და შარიკას
ეთამაშებოდა, რომელიც ხარობდა პატრონის გახალისებით და
თეთრი, ბასრი კბილებით პატრონის თითებს ეთამაშებოდა.
სტარტერმა კიდევ ერთხელ, მეორედ დაიხრიალა, ხორუნჟიმ
მძღოლს რაღაცა უთხრა, მან კი წაიბურტყუნა: „ახლავე“ – კაბი-
ნიდან გადმოხტა, კაპოტი ასწია და ძრავასთან ფათური დაიწყო,
თან ზედ გასაღებს უკაკუნებდა.
– მანქანა ხომ ახალია, რაშია საქმე? – იკითხა ოფიცერმა. –
მე რომ ვიცოდე... მოითმინეთ, ახლავე წავალთ.
– როგორ არა, ვერ მოგართვით, – ჩაილაპარაკა იანეკმა, თან
შარიკას წამოუტყაპუნა, რომელიც ზურგზე აძვრებოდა და ცდი-
ლობდა, ლოყა ალოკა მისთვის.
ხორუნჟი კაბინიდან გადმოვიდა, ახალბედები კი – სატანკო
ბრიგადის ჯარისკაცები, ჯერ კიდევ სხვადასხვა ყაიდის სამოქა-
ლაქო ტანსაცმელში გამოწყობილნი, ბრეზენტგადაკრულ ძარი-
დან გადმოცვივდნენ.
– რომელიმემ სახელური დაატრიალეთ, – სთხოვა მძღოლმა.
– აქ მომეცით ეგ ტრიალა, – იკისრა ელენმა.
ხეს ამოფარებულმა იანეკმა გამოიხედა და ყურება დაუწყო,
როგორ მიუჯდა რადიატორს მისი ახალი მეგობარი, ამოსწია ზე-
ვით სახელური და, მერე დიდხანს არღანივით ატრიალა ისე, რომ
მთელ მანქანას ძაგძაგი დააწყებინა.
– გეყოფა, – გააჩერა მძღოლმა, – აი, დასწყევლოს ღმერთმა!
– ამ დროს იანეკი წამოდგა, მიუახლოვდა და ვიხურას მიმართა:
– კარგი მანქანაა, მხოლოდ მართვის ცოდნაა საჭირო. – და-
მეხსენ! – დაუბუზღუნა „ყაზახეთის გზათა მეფემ“.
– მე გავასწორებდი, –უთხრა კოსმა ოფიცერს და ისე, რომ პა-
სუხს არ დალოდებია, გვერდზე გადგა.

46
კიდევ ათიოდე წუთმა გაიარა, მანქანა ისევ შუა მინდორზე იდ-
გა.
კარვიდან ექიმი გამოვიდა და მანქანას რომ შეხედა, იხუმრა:
– ადამიანი რომ ყოფილიყო, დავეხმარებოდი: ასპირინს ან
აბუსალათინის ზეთს დავალევინებდი...
ხორუნჟის ხელები ზურგზე შემოეწყო და მდელოზე ნერვიუ-
ლად სცემდა ბოლთას, თან დროგამოშვებით საათს დაჰხედავდა
ხოლმე.
– უკვე ნახევარი საათია, რაც აქა ვართ დაყუდებულნი, აქამდე
ფეხითაც მივიდოდით.
შეფერხების მიზეზი რომ ვერ იპოვა და იმედი დაკარგა, ვიხუ-
რა ბალახზე დაჯდა, იდაყვებით დაეყრდნო და თავი გაზეთიანე-
ბულ ხელისგულებში ჩარგო.
– ვერაფერი გამიგია, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მანქა-
ნა კი არ მიდის.
იანეკი ისევ მივიდა ოფიცერთან: – პან ხორუნჟი, მე შევაკე-
თებ. – მიდი, სცადე! – თუ გავაკეთებ, წამიყვან? – არა, არ წაგიყ-
ვანთ... თუმცა, კარგი, ეშმაკსაც წაუღიხარ! – ჩვენ ორნი ვართ. –
მეორე ვინღაა? – მე და ძაღლი. – ჯანდაბა შენს თავს, კარგი!
იანეკი მანქანასთან მივიდა, მას მიჰყვებოდნენ ხორუნჟი,
მძღოლი და დანარჩენებიც. მიუხედავად ბრძანებისა, ისინი მაინც
გადმოვიდნენ ძარიდან.
– ერთი სიტყვით, როგორც კი მანქანას ჩავრთავ, ჩვენ ორივეს
წაგვიყვან? – სრული გარანტიისათვის კიდევ ერთხელ ჰკითხა ია-
ნეკმა.
– ვნახოთ, – წაიბუზღუნა ოფიცერმა.
ოფიცერთან ახლოს მდგომი ელენი კი ბოხი ხმით აროხროხ-
და:
– პირობა პირობაა, რაც ითქვა, ყველამ გავიგონეთ.

47
– ყველანი ძარაზე ადით, თქვენ კი, მოქალაქე ხორუნჟი, კაბი-
ნაში ჩაჯექით.
იანეკს დაუჯერეს. როცა ყველა ზევით, ძარაზე აძვრა, ოფიცე-
რი კი მანქანას წინიდან უვლიდა, იანეკი შარიკასკენ დაიხარა და
წაუჩურჩულა:
– ძებნე, შარიკ, ძებნე, დავკარგე – იანეკმა შარიკას ხელი
ჰკრა და ძაღლიც მანქანის ქვეშ შეძვრა.
იანეკი საჭესთან დაჯდა, ჩართო და სტარტერს ფეხი დააჭირა.
ძრავა ახმაურდა და დადუმდა. იანეკმა კიდევ დააჭირა. ძრავა
აგუგუნდა და მალე თანაბრად ამუშავდა.
– კოს, როგორ ჩართე? თქვი, როგორ? – მაჯაში სტაცა ხელი
ვიხურამ.
იანეკმა არაფერი უპასუხა. სწრაფად გამოძვრა კაბინიდან, შა-
რიკა კი მანქანის თვლებიდან გამოხტა, კუდი მხიარულად გააქ-
ნია და იანეკის წინ სქელი შალის შარფი დააგდო. იანეკმა წინა
თათებში ჩაავლო ხელი შარიკას და ძარაზე შეაწოდა, თვითონ
მას კი ელენმა სტაცა ხელი და თავისთან ერთად ძარაზე შესვა.
– წავედით! – კაბინაზე დაუბრახუნეს წინ მჯდომებმა.
სატვირთო მანქანა ადგილს მოსწყდა და წავიდა. მათ ესმო-
დათ, როგორი თანმიმდევრობით რთავდა მძღოლი სიჩქარეებს
და უმატებდა გაზს, ცდილობდა დაკარგული დროის ანაზღაურე-
ბას. მანქანა ძარაზე მჯდომთ ღრანტეებსა და ჩახრამულ ადგი-
ლებში ახტუნავებდა. ელენს კი ორივე ხელით ისე ჩაებღუჯა იანე-
კი, რომ განძრევის საშუალებას აღარ აძლევდა. თან შიგ ყურში
ჩასძახოდა:
– როგორ გააკეთე?
– უბრალო ოინია, მხოლოდ აი, აქ უნდა გედოს ცოტა, – იანეკ-
მა თითი შუბლზე მიიკაკუნა.
– თქვი, რა გააკეთე, თორემ მოგახრჩვე და ეგ არის. – გამიშ-
ვი!.. კარგი გაჩვენებ, დათვო!
48
გუსტლიკმა გაათავისუფლა იანეკი, მან კი უბიდან გამურული
შარფი ამოიღო.
– მიხვდი?..
– მილში? საბოლქვ მილში? ჩატენე?.. მერე ვინ გამოაძრო?
კოსს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თითი მერხისაკენ გაიშვი-
რა, რომლის ქვემოდანაც შარიკას თავხედური დრუნჩი მოჩანდა.
დიდხანს არ უვლიათ. ნახევარი საათის შემდეგ მანქანამ
სვლას უკლო, ერთი-ორჯერ მიუხვია და ტყეში გაჩერდა. მანქანი-
დან რომ გადმოხტნენ, ხეებს ქვეშ დაბალი, ბელტებით გადახუ-
რული მიწურები დაინახეს. რკინის მილებიდან თხელი ბოლი
ამოდიოდა.
– ჩვენი ტანკები სადღაა? – იკითხა ელენმა.
– ჯერ არ არიან, მაგრამ, ნუ გეშინია, იქნება, – უპასუხა ვიხუ-
რამ. ხორუნჟიმ ყველა მოაწყო და მწკრივის მარცხენა ფლანგი-
დან ორს – იანეკსა და გუსტლიკს – უბრძანა:
– თქვენ სამზარეულოში წახვალთ. ერთ ქვაბ წყალს მოიტანთ
და კარტოფილს გაფცქვნით.

49
თავი მეხუთე
გულიაში
სანამ მიღებული ბრძანების შესრულებას შეუდგებოდნენ,
ელენი და იანეკი სხვებთან ერთად მიწურში შევიდნენ, სადაც
ამიერიდან უნდა ეცხოვრათ. ამ ახალ ბინას მიწაში გამოთხრილი
და ლატნებით გამაგრებული რამდენიმე საფეხურიანი კიბე ჩას-
დევდა. მიწურს ფიცრისაგან შეკრული ორმაგი კარი ჰქონდა. შე-
სასვლელთან ფანჯრის წინ, პატარა მაგიდა იდგა, მის გვერდით
კი იარაღებისათვის განკუთვნილი ცარიელი პირამიდა. შემდეგ,
მარჯვნივ და მარცხნივ გაემწკრივებინათ ორსართულიანი ტახ-
ტები. ზედ ჩალის ლეიბები, შალის საბნები და ზეწრებიც კი ეწყო.
სიღრმეში, პირდაპირ, ბენზინის კასრისაგან გაკეთებული რკინის
დიდი ღუმელი იდგა. ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა.
ელენმა სწორედ იქით გაიშვირა ხელი, სწრაფად დაიკავეს
ორი ადგილი ერთიმეორის გვერდით.
– ღუმელთან ახლოს უფრო თბილად ვიქნებით, თანაც ზედა
50
საწოლებზე ჯობია, თორემ ქვემოთ წარამარა შეშის შესაკეთებ-
ლად წამოგვახტუნებენ, – აუხსნა როგორც გამოცდილმა ჯარის–
კაცმა. შარიკასაც კუთხეში მოვუწყობთ ლოგინს. იქ ხელს არა-
ვინ შეუშლის.
– ის, რაც იმწუთში არ ჭირდებოდათ, მიწურში დატოვეს: –
ელენმა პირთამდე გატენილი ზურგჩანთა, იანეკმა კი სანადირო
თოფრა და ხელთათმანები. მერე სასწრაფოდ გარეთ გამოვიდ-
ნენ, რომ ოფიცერს მეორედ არ ებრძანებინა.
სამზარეულო მალე იპოვეს. შორიდანვე შეამჩნიეს ბოძებზე
გადაჭიმული ბრეზენტის სახურავი და ავტომობილის თვლებზე
შემოდგმული ვეება ქვაბი. თვლებს წინ გამოწეული ხელნა ჰქონ-
და მოკლე მილით, რომელზეც თუნუქის სოკო იყო დამაგრებუ-
ლი. გვერდზე დაჩეხილი შეშის გროვა ეწყო, ფარდულში კი მიწა-
ში ჩასმული მაგიდა და კარადა იდგა. ორივე გაურანდავი ფიცრი-
საგან იყო გაკეთებული.
მათ შესახვედრად შუახნის, ჩასკვნილი, მელოტი კაცი გამოვი-
და, სამხრეებზე ორ-ორი ნაკერი ჰქონდა. იანეკს მოეჩვენა, რომ
მზარეულს მისი ტანისათვის შეუფერებელი, მეტად განიერი სამ-
ხედრო ფორმა ეცვა. გუსტლიკმა ამხანაგს ზურგში ჰკრა ხელი,
სმენაზე გაიჭიმა და მოახსენა:
– პან კაპრალო, რიგითი ელენი3 და რიგითი კოსი გამოცხად-
დნენ თქვენს განკარგულებაში.
– კეთილი, კეთილი, მხოლოდ რა საჭიროა ასეთი ყვირილი?
– ერთი – ჩიტი, მეორე – მხეცი და უკვე ზოოპარკი მაქვს! – გა-
იხუმრა მზარეულმა, – შენ წყალი მოიტანე, შენ კი დაჯექი და კარ-
ტოფილის ფცქვნა დაიწყე, – გასცა განკარგულება, თან იანეკს
ხისტარიანი, წვერმომტვრეული დანა მიაჩეჩა.

3
ელენი – პოლონურად ჩიტს ნიშნავს.
51
ელენმა ორი ვედრო და წყლის საზიდარი უღელი აიღო და ტყი-
საკენ გასწია, ხეებს შორის ცერად აშვერილი ჭის გრძელი ოწინა-
რი მოჩანდა.
იანეკმა გატეხილი დანა მოსინჯა, გვერდზე გადადო და ჯუბის
ქამრიდან სანადირო, ვიწრო და გრძელპირიანი დანა ამოიღო.
უფრო მოხერხებულად დაჯდა. ტომრიდან ორ-სამ კარტოფილს
ერთად იღებდა და ისე ფცქვნიდა, როგორც, ერთ დროს, ეფიმ სე-
მიონიჩმა ასწავლა: დანა გაუნძრევლად ეკავა, მხოლოდ თითები
სწრაფად ატრიალებდნენ კარტოფილს. თეთრი, გასრიალებული
კარტოფილები ერთიმეორის მიყოლებით ბუყბუყით ეცემოდნენ
ნახევრამდე წყლით სავსე უზარმაზარ ქვაბში.
მზარეული გვერდზე იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა.
– მარჯვედ მუშაობ, თუ მოინდომებ, დამხმარე მზარეულად
აგიყვან. კაპრალ ლობოცკისთან არ დაიკარგები, ბიჭუნი, – უთ-
ხრა მზარეულმა და თან ბეჭებზე წამოუთათუნა.
მაგიდის ქვემოთ ძაღლმა დაიყეფა.
– ეს რაღაა? სამზარეულოში ძაღლი! – მოხედვაც ვერ მოას-
წრო, რომ შარიკა მათთან გაჩნდა, – დაიკარგე აქედან! – თან
ლურსმანზე ჩამოკიდებული ტილო ჩამოიღო და მოქნევა დაუპი-
რა.
– თავი დაანებე, – გააწყვეტინა იანეკმა, – ეგ ჩემი ძაღლია, –
მოდი აქ, შარიკ!
იანეკმა ძაღლი ხის ქვეშ მიიყვანა, სადაც უფრო მეტი წიწვი
ეყარა, ადგილი იქ მოუძებნა და უბრძანა, დამჯდარიყო, თვითონ
კი მიბრუნდა და თავისი საქმე განაგრძო. გაფცქვნილმა კარტო-
ფილებმა კვლავ ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ქვაბში ცვენა.
გაოცებული მზარეული ერთ წუთს ჩუმად იდგა, მერე მაგიდის
მეორე მხარეს მივიდა, იანეკს მოუბრუნდა და გამოუცხადა:
– ჩემთან შენობით ლაპარაკს თავი დაანებე, თორემ მე და შენ
ვერ მოვრიგდებით.
52
ცოტა ხანს მოიცადა, რაკი პასუხი ვერ მიიღო, მკაცრად ჰკით-
ხა:
– რას გაჩუმებულხარ? უნდა მიპასუხო: „მესმის, ამხანაგო კაპ-
რალო!“
იანეკმა დანა და კარტოფილი გვერდზე გადადო, ადგა და წარ-
მოთქვა:
– მესმის, ამხანაგო კაპრალო!
ლობოცკიმ მხრები აიჩეჩა და ქვაბისაკენ წავიდა. დაინახა,
რომ ელენი უკვე წყლიან ვედროებს ცლიდა, და უთხრა:
– ფრთხილად, არ დააქციო, თორემ ატალახდება.
იანეკი ისევ კარტოფილს ფცქვნიდა. სველი ნაფცქვენებისა და
ცივი დანისაგან ხელები ეყინებოდა, ხოლო გულის სიღრმეში
პროტესტის გრძნობა იღვიძებდა. მას არმია სულ სხვანაირად
წარმოედგინა: კარგად მორგებული მუნდირი, იარაღი, სროლა,
ტანკები. ამის მაგივრად ყველაფერი დაიწყო კარტოფილით, სუ-
ლელური შენიშვნებითა და უაზრო „გისმენთ, ამხანაგო კაპრა-
ლო“-ს გამეორებით. სიცივისა და სიბრაზისაგან თითები უფრო
ჩქარა აამოძრავა, გამწარებული ფცქვნიდა და გათლილ კარტო-
ფილს წყალში ყრიდა. ყოველ ათ წუთში ესმოდა როგორ მიდიო-
და ელენი ჭისკენ ცარიელი ვედროების რაკუნითა და ჩქარი ნაბი-
ჯით, შემდეგ კი რაღაცის სტვენით ბრუნდებოდა და ვედროებს ერ-
თიმეორის მიყოლებით ქვაბში ცლიდა.
მზარეულმა კარადიდან კონსერვები გამოალაგა. თითო რიგ-
ში ოთხ-ოთხი დააწყო და გადათვალა. ელენმა ვედროები და
უღელი ლურსმანზე დაკიდა.
– მზად არის, პან კაპრალო! ეხლა კარტოფილის გაფცქვნაზე
მივეხმარები.
– შენ შენი საქმე უკვე გააკეთე. ახლა გინდა მიეხმარე და გინ-
და ნუ მიეხმარები.
მზარეული მიბრუნდა, ისევ რაღაცას დაუწყო კარადაში ქექვა
53
და დაბლა თაროდან ალაგ-ალაგ ხორცშერჩენილი დიდი ძვალი
გამოიღო. ელენი გვერდით მიუჯდა იანეკს და თვითონაც კარტო-
ფილის ფცქვნა დაიწყო. ორივე, ისე, რომ მუშაობა არ შეუწყვეტი-
ათ, აკვირდებოდა, როგორ მოსცილდა მზარეული მაგიდას და
დაუსტვინა, თან ძვალი შარიკას დაანახა. ძაღლი ადგილიდან არ
დაიძრა, ის კი არა, თავიც კი არ მოუბრუნებია გვერდზე.
– უყურე, რა ამაყია, – თქვა, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულ-
მა ლობოცკიმ. მერე ხესთან მივიდა, რომლის ქვეშაც შარიკა იჯ-
და, და ძვალი პირდაპირ ცხვირთან მიუტანა. ძაღლმა მაინც არ
აიღო.
– ეი, შენ, მომისმინე, შოშია ხარ თუ შაშვი, თუ რას გეძახიან...
– დაუძახა კოსს. – ეს რა ამაყი ძაღლი გყავს? ძვალს პირში ვჩრი
და მაინც არ იღებს. იქნებ უკვე რაიმე ამაცალა და გამოძღა? – წა-
იბუზღუნა მზარეულმა და თან სამზარეულოში შებრუნდა. – აჰა,
შენ თვითონ მიუტანე.
იანეკმა გამოართვა ძვალი, მიუტანა და მარიკამაც მადიანად
დაუწყო ხვრა. ბარძაყის ძვალს მაგარი კბილებით ღრღნიდა და
ფქვავდა..
– დახე გაიძვერას, ყბებით როგორ მუშაობს, – მზარეული
მერხის ნაპირზე ჩამოჯდა და ისევ ძაღლს დაუწყო ცქერა. იყავი
კოს ჩემთან, არც ერთი არ დაიკარგებით. არც შენ და არც შენი
ძაღლი. მხოლოდ უნდა გახსოვდეთ ის, ვინც თქვენ გაჭმევთ.
კოსმა არაფერი უპასუხა. ლობოცკიმ მარილის ქილა აიღო და
ქვაბისაკენ წავიდა.
– შენ რა, იანეკ, რა ცხვირი ჩამოგიშვია, ჭკუაში არ დაგიჯდა
მზარეული? – ჰკითხა ელენმა.
– მზარეულები საერთოდ...
– ჯარში ასეა დადგენილი: დედები აქ არ არიან და ყველამ თა-
ვის თავს თვითონ უპატრონოსო.

54
– ეჰეი, თქვენ, მანდ, მალე დაამთავრებთ? – დაუყვირა ლო-
ბოცკიმ.
– ცოტა კიდევ დაგვრჩა, – უპასუხა ელენმა. – კიდევ დაჩეხე
შეშა. ახლა გავახურებთ. – მესმის, პან კაპრალ!
ელენი ფარდის იქით გავიდა და მალე ჩეხვის ხმა მოისმა. მზა-
რეული ქვაბს მოსცილდა, პურს ყუა ჩამოაჭრა, კონსერვის ქილა
გახსნა და თითით პურზე სქელ ფენად წაუსვა. მაგიდას დაეყ-
რდნო და ჭამა დაიწყო, თანაც აქეთ-იქით იყურებოდა. იანეკმა
უკანასკნელი კარტოფილი ჩააგდო, თან ხელით გასინჯა ქვაბი
თუა სავსეო, დანა ჯუბაზე შეიწმინდა, ბუდეში ჩადო და მზარეულს
შეხედა.
– რას მომჩერებიხარ? ჭამა გინდა? აჰა, აიღე... რა, არ გინდა?
შენი ნებაა, როგორც გენებოს.
კოსი ადგა და მტკიცე ხმით უთხრა: – კონსერვი ყველასთვი-
საა...
– არ გაღარიბდებიან, სადაც ასი ჭამს, იქ ორის გასაძღომიც
მოიძებნება, – კაპრალმა დარჩენილი ხორცი და ქონი დანით გა-
მოფხიკა, თითით ქილის ნაპირები შემოწმინდა და სხვა ქილებს
შორის რიგ-რიგად რომ ელაგა, დამხობილი ჩადგა. ისე, რომ
ისიც, როგორც დანარჩენები, ხელუხლებელი გეგონებოდათ.
– ხომ გაბია მხრებზე თავი? მაშ უნდა გესმოდეს: როცა მოვ-
ლენ და შეამოწმებენ ქვაბში ჩაყრილი პროდუქტის რაოდენობას,
უყურე, სიტყვა არ წამოგცდეს, თორემ განანებ. – როცა ამას ამ-
ბობდა კაპრალი, თან კონსერვის ნარჩენს პურზე უსვამდა და მე-
რე დანით ზომავდა, რაც შეიძლება სქელი ნაჭერი ჩამოვჭრაო.
იანეკი წინ წადგა.
– დაანებე თავი!
– შე ცინგლიანო! – მზარეული სიბრაზისაგან გაწითლდა კიდ-
კნელეც. – ჭკუას ძალას ნუ ატან! შენ თვითონ არ მიუტანე ძაღლს
ხორციანი ძვალი?
55
– ის, თქვენ მომეცით.
– უყურე ერთი ამას! მერე ძაღლს ვინ მისცა: მე თუ შენ? – გეს-
ლიანად ჰკითხა კაპრალმა და თან პირთან კონსერვწასმული პუ-
რის ნაჭერი მიუტანა.
– ამას თავი გაანებე, – კიდევ გაუმეორა კოსმა.
– რას შეგახურებ ახლა! –დაიყვირა წონასწორობიდან საბო-
ლოოდ გამოსულმა მზარეულმა, პური გვერდზე გადადო და მის
უკან დადებულ ჯამივით დიდ ჩამჩას სტაცა ხელი, ერთი მეტრის
სიგრძის ტარი რომ ჰქონდა გაკეთებული.
ყვირილის ხმაზე ელენმა ფარდიდან გამოიხედა. – თქვენ მე
მეძახდით, პან კაპრალო?
მაგიდიდან იანეკმა დაცარიელებული ქილა აიღო, გუსტლიკს
მიუბრუნდა და მოჭრილი თავი დაანახვა.
ლობოცკიმ ხელი ასწია, უნდოდა კოსისათვის ეტაცნა, მაგრამ
ელენი ორი ნახტომით მათ შორის გაჩნდა.
მზარეულმა დაინახა თუ არა ნაჯახი გუსტლიკის ხელში, დამ-
დუღრულივით გადახტა, ფეხი მერხის ნაპირს გამოსდო, წაიფორ-
ხილა და გაქანებული კარტოფილიან ქვაბში ჩავარდა.
– ო, ხოლერა გასაჩენებო, მე თქვენ... – ვერ მოასწრო მუქა-
რის დამთავრება, რომ გაქვავდა და ფარდისაკენ დაიწყო ცქერა.
ელენმა და კოსმა მის მზერას მიაყოლა თვალი და ჩასკვნილი
კაცი დაინახეს. მას მწვანე საველე კონფედერატკა ესურა, საიდა-
ნაც შავი, ხუჭუჭა თმა გამოსცვენოდა. შიშის ჟრჟოლამ დაუარათ,
როცა სამხრეებზე გენერლის ზოლი და ამოქსოვილი ვარსკვლა-
ვი შენიშნეს.
– ამოდით ქვაბიდან! ეს რა ხდება აქ? ვინ ჩააგდო წყალში მზა-
რეული? თქვენ, რიგით ჯარისკაცო, რად გიკავიათ ხელში ნაჯახი?
ელენმა ახლაღა შეამჩნია, რომ ნაჯახს ისევ ხელში ბღუჯავდა
და მიხვდა, ასე ძალიან რამ შეაშინა მზარეული. ნაჯახი მაგიდაზე

56
დადო ისე, რომ სულაც არ შეცბუნებულა, ნაბიჯი წინ წადგა და მო-
ახსენა:
– პან გენერალო, რიგითი ჯარისკაცი ელენი მოგახსენებთ,
რომ მზარეული თვითონ ჩავარდა ქვაბში.
ბოლოს კაპრალიც ამოძვრა ქვაბიდან, შარვლიდან წყალი ჩა-
მოიბერტყა და დაიჩივლა:
– ესენი თავს დამესხნენ, მოქალაქე გენერალო.
– ჯერ ჯარისკაცები არც კი გამხდარხართ და უკვე წესრიგის
დამრღვევთა სიაში მოხვდით? როგორ გაბედეთ კაპრალზე ხე-
ლის აღმართვა?
– კაპრალი! ხორცს კი სანსლავდა,– შეესიტყვა ელენი. – რო-
მელ ხორცს?
– კონსერვს, პან გენერალო, იმის მაგივრად, რომ ქვაბში ჩა-
ეყარა, თვითონა სანსლავდა, – უჩვენა ელენმა ცარიელი კონ-
სერვის გადმობრუნებული ქილა.
– ეს როგორ მოხდა? – მიუბრუნდა მზარეულს გენერალი. – ეს
პატარა ძვლები ძაღლს გამოვუტანე...
– მე კონსერვზე გეკითხები, ვინ შეჭამა-მეთქი? – ცოტა ხანს
პასუხს დაელოდა, შემდეგ კი დაიძახა: – მორიგე!
მახლობელი მიწურიდან ავტომატიანმა ჯარისკაცმა მოირბი-
ნა. – წაიყვანეთ! მოახსენეთ უფროსს, რომ ათი დღე-ღამით და-
აპატიმროს.
მზარეულს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და
მორიგეს წინ გაუძღვა, თან ქამრის შეხსნა დაიწყო.
– თქვენ კი მერე მოგელაპარაკებით, – დაემუქრა ბრიგადის
მეთაური სამზარეულოში დარჩენილთ.
– მზარეული აღარა გვყავს, ხალხს კი ჭამა უნდა. თქვენ თვი-
თონ მოამზადებთ?
– მოვამზადებთ, – უპასუხა ელენმა.
გენერალი წავიდა. იანეკი და გუსტლიკი საქმეს შეუდგნენ.
57
ძნელი აქ არაფერი იყო: კარტოფილი გარეცხეს, მერე სუფთა
წყალში გაავლეს, ქვაბში ჩაყარეს, შეშა შეუნთეს და ცეცხლი გა-
აჩაღეს.
ისინი უყურებდნენ, როგორ ირეოდნენ მიწურის წინ ჯარისკა-
ცები, როგორ იცვლებოდნენ გუშაგები, სიმღერის ხმაც ესმოდათ,
რომელიც ისე ყრუდ აღწევდა სამზარეულომდე, თითქოს მიწის
ამოძახილიაო.
სამზარეულო განცალკევებით იდგა და ამიტომ მათკენ არავინ
იხედებოდა. მხოლოდ საღამოს პირზე, როცა ხეებს შორის ბინდი
დაიძრა, მათთან ისევე მოულოდნელად, როგორც წეღან, გენე-
რალი მოვიდა.
– გვექნება რამე საჭმელი?
– გვექნება, – უპასუხა ელენმა, იანეკმა კი უხმოდ დაუკრა თა-
ვი.
– აბა ერთი, რა ამბავი გქონდათ წეღან იმ ძაღლთან ერთად?
და, რა ძვლები მიეცით?
იანეკმა უამბო.
– ამ ქოფაკსაც კაპრალთან ერთად ჩავსვამდი, მაგრამ ვში-
შობ, კაპრალს კარგს არაფერს დამართებს – გენერალი რბილი,
დაბალი ხმით ლაპარაკობდა, ისე, რომ ვერ გაიგებდით, მათ ეუბ-
ნებოდა, თუ თავისთვის ლაპარაკობდა. სად არის ის ბოროტგან-
მზრახველი? ალბათ გაიქცა, არა?
– შარიკ, მოდი ჩემთან! – დაუძახა იანეკმა.
ხეებიდან მონაცრისფრო ნაგაზი გამოხტა. გახარებული იყო,
ნება რომ მისცეს ფიჭვის ხის ძირს მოსცილებოდა, თავის პატრო-
ნის გვერდით ყოფილიყო და ხორცის მსუყე სუნი ეყნოსა.
– შარიკა დაუძახე? ისეთი შარიკა, როგორიც ეგ არის, ალბათ
მეორეც არ იქნება ამ ქვეყანაზე. მოდი ჩემთან, აბა, მოდი აქ. მა-
პატიე, ქოფაკი რომ გიწოდე.
შარიკამ უცხო ადამიანის გაწვდილი ხელი რომ დაინახა, ის-ის
58
იყო ყეფა დააპირა, მაგრამ იანეკის ხელის დამამშვიდებელი შე-
ხება იგრძნო და დადუმდა.
– ვხედავ, ცუგო, რომ უჭკუო არა ხარ. შეგიძლია შენიანების
და სხვების გარჩევა. კიდევ რა შეგიძლია?
იანეკმა ძაღლი ქვაბისაგან მოშორებით გაიყვანა და დააწყე-
ბინა ყოველივე იმის ჩვენება, რასაც კედარის მთებში მოთმინე-
ბით ასწავლიდა. მარიკა გარბოდა, ბრძანებისთანავე ადგილზე
ისუსებოდა, წვებოდა და მიცოცავდა, გადაგდებულ ჯოხს მისდევ-
და, ხმას აძლევდა.
– კარგია, კარგი, – შეაქო გენერალმა. – სულ ეს არის, რაც
მან იცის? [ იანეკმა, მართალია, ჯერ არ იცოდა, როგორ გრძნობ-
და მარიკა თავს ასობით უცნობი ადამიანის გარემოცვაში, მაგ-
რამ, მაინც გადაწყვიტა, ეცადა ყველაზე ძნელი ნომრების ჩვენე-
ბა. შარიკას გვერდით მიუჯდა, თავზე ხელი დაადო და განუმარტა:
– იპოვე, დავკარგე... აღარა მაქვს... ხომ ხედავ, აღარა მაქვს.
ეძებე, შარიკ, ეძებე!..
შარიკამ ყურადღებით აიხედა, დასუნა თავისი პატრონი, მის
გარშემო რამდენიმე სულ უფრო და უფრო დიდი წრე დაარტყა
და, ბოლოს, იკრა თუ არა საჭირო სუნი, გაჩერდა და იანეკს შეხე-
და.
– კარგი, კარგი, ეძებე!
შარიკამ დაიწკმუტუნა და ტყეში შევარდა. გენერალმა ჩიბუხი
ამოიღო. თამბაქოთი გულმოდგინედ დატენა. ელენმა პატარა
ნაკვერცხალი ხელის გულებზე თამაშით მიუტანა, სიბნელეში ფა-
რანივით რომ ანათებდა. გენერალმა უხმოდ გამოართვა და მო-
უკიდა. – ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შარიკას
დავალება შეესრულებინა. ბუჩქებიდან გრძელი ნახტომებით გა-
მოვარდა, კუდი მხიარულად აეწია, სკამს გადაახტა, წინა თათე-
ბით იანეკს მიეყრდნო და დრუნჩი წინ გამოსწია. კბილებით ენო-
ტის ტყავისაგან შეკერილი თბილი ხელთათმანები ეჭირა.
59
– ჭკვიანი ძაღლია, – დაასკვნა გენერალმა, – ვუბრძანებ, ბრი-
გადის შტატში ჩარიცხონ. დღეიდან სრული უფლება ექნება ერთ
ულუფაზე.
შარიკას წარმატებით სხვებზე უფრო მეტად ელენი ხარობდა.
სიფრთხილე სულ მთლიანად დაავიწყდა და ბაქიბუქს მოჰყვა:
– ჰმ, იცით, ეს რა ძაღლია! ეს ისეთი ძაღლია, რომ შეუძლია
ავტომანქანების...
– ამ დროს, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, იანეკმა ზურგში ქი-
მუნჯი წაჰკრა და გუსტლიკიც გაჩუმდა. – მართალია, გენერალს
აღარ უკითხავს, რა შეუძლია უყოსო შარიკამ ავტომანქანებს,
მაგრამ ორივეს სთხოვა ეამბნათ, საიდან იყვნენ წარმოშობით და
ჯარში როგორ მოხვდნენ. დაიწყო ელენმა. პირველად აღწერა,
თუ, როგორ გამოიყურებოდა მისი მშობლიური ბინა, რომელიც
რუვნიცის მთაზე, ზედ ტყის პირას იდგა და, როგორ დადიოდა მა-
მამისი სამჭედლოში სამუშაოდ.
– მხოლოდ იმ სამჭედლოში მჭედლები კი არ არიან. ის ქარხა-
ნაა. ხოლო ეს სახელი იქიდან შერჩა, რომ, ადრე, როცა ჯერ კი-
დევ ბაბუა ცოცხალი იყო, იქ, ერთი სამჭედლო ყოფილა, – თქვა
ელენმა.
შემდეგ მოყვა, ჩვიდმეტი წლისა როგორ დადგა ორთქლის
უროსთან, როგორ ასწავლიდა მამამისი ხელობას, როგორ დაიწ-
ყო ომი და როგორ მოვიდნენ გერმანელები. ისინი ამბობდნენ,
სილესიელები პოლონელები არ არიანო და ვერმახტის სატანკო
ნაწილში უკრეს თავი გუსტლიკს.
მაშინვე გადავწყვიტე: მე თქვენ გიჩვენებთ, წყეულებო, ვინ
არიან სილეზიელები, და როგორც კი მივედით ფრონტზე...
იანეკსაც მოემატა გამბედაობა, შეიძლება იმიტომაც, რომ ჩა-
მობნელდა და უკვე აღარა ჩანდა ვერცხლის ზოლი გენერლის
სამხრეებზე. მხოლოდ ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე მათი თა-
ნამოსაუბრის მშვიდი სახე, რომელსაც გაჩაღებული ყალიონი
60
ანათებდა. იანეკმა იმით დაიწყო, თუ როგორ გამოიყურებოდა
გრძელი ბაზრის მახლობლად პატარა შუკა, რომელზეც იგი გდან-
სკში ცხოვრობდა, როგორ წავიდა პირველად სკოლაში, შემდეგ,
სექტემბრის ერთ ბოლო დღეს როგორ გააცილეს მამა ჯარში.
შემდეგ თავშეკავებით მოყვა, როგორ დაიღუპა დედამისი გადამ-
წვარი სახლის ნანგრევებში, თვითონ როგორ გამოაღწია გდან-
სკიდან სატვირთო მანქანით და მერე, როგორ მიდიოდა დაუსრუ-
ლებლად აღმოსავლეთისაკენ, დეიდასთან, ლვოვში რომ ცხოვ-
რობდა, ხოლო როცა ჯარისკაცებს შეეყარა, მათ უთხრეს, ამ ად-
გილებში, სადღაც არის ერთი პორუჩიკი კოსიო, მაშინ იანეკმა
გადაწყვიტა, მოეძებნა მამა. ასე აღმოჩნდა იგი ზედ წყნარი ოკეა-
ნის ნაპირას. საბოლოოდ ვერ გაიგო, მისი მოგვარე ნამდვილად
მამამისი იყო, თუ სხვა ვინმე. მშიერი და ფეხშიშველი ბიჭი მოხუც
მონადირეს გადაეყარა, რომელსაც ეფიმ სემიონიჩს ეძახდნენ.
მასთანვე დარჩა, რადგან ძებნის გაგრძელებას უკვე აზრი აღარა
ჰქონდა.
– იცი, სად იბრძოდა მამაშენი?
– მაშ როგორ, ვიცი, ჩვენი სახლის მახლობლად, ვესტერ-
პლატში. იქ ჩვენი ჯარისკაცები ალყაში მოიმწყვდიეს გერმანე-
ლებმა და ტყვედ წაიყვანეს. მაგრამ, ხმები დადის – გაექცნენო.
– ვესტერპლატში? – გაიმეორა გენერალმა. – ყოფილხარ იქ
როდისმე?
– ვყოფილვარ. დედასთან ერთად. უწყების მიღებიდან სამი
დღის შემდეგ. მამა მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ გამოძახე-
ბის შემდეგ აღარ წასულა სკოლაში, კარადიდან თავისი ძველი
მუნდირი გამოიღო, ჩანთაში ჩაიდო და გამოგვემშვიდობა. მას
შარფი დაავიწყდა და მე და დედამ წავუღეთ. შემოდგომა იყო. სი-
ცივეები იწყებოდა.
– გახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ვესტერპლატი?
– მართალია, კარგა ხნის წინათ იყო, მაგრამ მაინც მახსოვს,
61
მორების სახლი იყო. მორებს შორის წითელი აგურის ფენა ჰქონ-
და დატანებული. ჩვეულებრივი სახლი იყო, ფანჯრებით, ერ-
თსართულიანი, შუაში კი კიდევ ერთი სართული ჰქონდა დაშენე-
ბული. დაბლა პატარა სარკმლები ჰქონდა, როგორც სარდაფს.
ეს იყო თუნუქისსახურავიანი ბეტონის კედელი. მამა ჩვენთან გა-
მოვიდა და სამივენი მავთულის ღობურებიდან ჭიშკრით გარეთ
გამოვედით და ზღვისაკენ გავწიეთ. ქვიშის გორაკებზე მარტო
ბუჩქები ამოსულიყო. უფრო შორს კი, შუქურიან კონცხზე, გრძე-
ლი მიწაყრილი მოჩანდა.
იანეკი დადუმდა. ეჩვენებოდა, თითქოს ახლაც თვალწინ ედგა
იმ დღის ლაჟვარდოვანი ცა და მცხუნვარე მზე. თვალები დახუჭა,
რომ უფრო დიდხანს ეცქირა გონებაში გაცოცხლებული სურათი-
სათვის, მაგრამ, სწორედ ამ დროს ელენმა ჰკითხა:
– თქვენ, პან გენერალო, არა ყოფილხართ ცეშინის სილეზი-
აში, ბესკიდებში?
– არა, არა ვყოფილვარ. მე საერთოდ არა ვყოფილვარ პო-
ლონეთში, მაგრამ უახლოეს მომავალში ვიქნები. თქვენთან ერ-
თად. – ერთ წუთს ჩაფიქრდა, შემდეგ კი უცბად იკითხა:
– ჩვენი ვახშამის საქმე როგორ არის?
– უი! – გაახსენდა ელენს. იანეკთან ერთად მოსწყდა ადგილს,
სტაცა ვედროებს ხელი, კონსერვის ქილებიდან ამოღებული
ხორცით რომ იყო სავსე, და ქვაბისაკენ მოჰკურცხლა.
კარტოფილი უკვე მზად იყო და ჩოგნებით დაუწყეს ზელა, თან
ხორცსაც შიგ ახელდნენ.
– ცოტაც და უკვე გვიან იქნებოდა, – შვებითა თქვა ელენმა.
– აბა, მომეცით, გავსინჯო... არა უშავს რა. ახლა ცეცხლი გა-
ანელეთ. პოლონეთზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არც კარტოფი-
ლი უნდა დაგავიწყდეთ. მით უმეტეს ახლა, როცა მზარეული ჰა-
უპტვახტში ზის.
იანეკს უნდოდა ეკითხა, რა უყვეს მზარეულს და მომავალში
62
რა მოელისო, მაგრამ ვერ გაბედა. გენერალი წავიდა, ამ დროს,
მიწურის მხრიდან ხორუნჟი ზენეკი, დღეს სატანკო ბრიგადისათ-
ვის ხალხს რომ არჩევდა, ახალბედებს წყვილ-წყვილად სამზა-
რეულოსკენ ისტუმრებდა. ელენმა კარადასთან მიირბინა და გა-
ნათებული ლამპით ხელში მობრუნდა. მის შუქზე გამოჩნდნენ
ახალბედები, რომლებიც ერთ მწკრივად მოუხერხებლად ეწყო-
ბოდნენ და წინ მუქი მწვანე კარდალები გამოეშვირათ.
– ვახშამი მზადაა? მაშ, დაიწყეთ გაცემა, – დაიძახა ხორუნჟივ.
იანეკი საველე სამზარეულოს საფეხურზე გაჩერდა ჩამჩით
ხელში და პორციების კარდალებში ჩასასხმელად მოემზადა. რი-
გით პირველი მოვიდა ლიდკა. მართალია, იანეკს თავისი ახალი
საქმისა ბევრი არა გაეგებოდა რა, მაგრამ ზემოდან მაინც გაჩიჩ-
ქნა და ამოარჩია, სადაც მეტი ცხიმი და ხორცი იყო. მერე ჩამჩი-
დან კარდალში ფრთხილად გადაიღო და უცბად შეწუხდა, რომ ამ
შემთხვევაში იგი მზარეულს ბაძავდა, – კაპრალ ლობოცკის, რო-
მელიც ჰაუპტვახტში ჩასვეს. მართალია, კაპრალმა თავისთვის
აიღო, იანეკმა კი სხვისთვის გაიმეტა ულუფა, მაგრამ მათ მოქმე-
დებაში მაინც ოდნავი სხვაობა თუ იყო.
„არა უშავს“, –გადაწყვიტა იანეკმა, – სამაგიეროდ მე დავიკ-
ლებ, მარტო კარტოფილს ავიღებ უხორცოდ“.
მაგრამ მას არ დასცალდა ამ კეთილშობილური განზრახვის
შესრულება. ელენი ქამარში სწვდა და მიწაზე დააგდო:
– მოუსვი აქედან!
ელენი თვითონ გაჩერდა საფეხურზე და სწრაფად დაიწყო
კარდალების თანაბარი ულუფით გავსება. პირველად იანეკს მის-
ცა, მერე კი დანარჩენებს რიგის მიხედვით.
კოსი გვერდზე გავიდა, ჩამოსაჯდომ ადგილს ძებნა დაუწყო,
აქეთ-იქით მიმოიხედა და ხის ქვეშ მჯდომი ლიდკა შეამჩნია. მას-
თან მივიდა და ორივემ უხმოდ დაიწყო ჭამა. ცოტა ხნის შემდეგ

63
გოგონამ კოვზი გვერდზე გადასდო და თბილი კარდლის გვერდე-
ბით ხელების თბობა დაიწყო.
– რაო, ხელები გაგეყინა?
– ცოტათი.
– მოიტა, გაგითბობ, – უთხრა იანეკმა, მისი ხელები თავის ხე-
ლებში მოიმწყვდია და ფრთხილად დაუწყო ზელა. სწორედ ისე,
როგორც წარსულ ზამთარს, როცა ნადირობის დროს მურა მდი-
ნარეში ჩავარდა და თათებზე შემხმარი ყინული ხელით გაულ-
ღვო.
გოგონამ ხელები გაითავისუფლა. – გმადლობთ, უკვე გამით-
ბა, მაგრამ მალე ისევ გამეყინება. – მე კი ისევ გაგითბობ, – მხი-
არულად უთხრა იანეკმა.
უცბად გაახსენდა თბილი, ამ ქვეყანაზე ყველაზე უფრო თბილი
ენოტის ტყავის ხელთათმანები, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინათ
შარიკამ მიწურიდან გამოურბენინა. იანეკმა უბიდან ამოიღო და
გოგონას აჩუქა.

64
თავი მეექვსე
სამი ათიანი
მეგობრები დილიდანვე წავიდნენ შაშხანების მისაღებად. შაშ-
ხანები სულ მთლად ახლები იყო. შავად მოელვარე ლულებითა
და ყავისფერი ლაქით დაფარული გლუვი კონდახები ჰქონდა.
– იანეკ, შენი შაშხანის ნომერი ისე დაიმახსოვრე, ძილში რომ
გკითხონ, უპასუხო. აი, შეგიძლია შენი შეყვარებული გოგოს სა-
ხელი დაგავიწყდეს, მაგრამ თოფის ნომერი არავითარ შემთხვე-
ვაში.
ელენმა შეხედა თავის უმცროს მეგობარს და იმ წუთში დადუმ-
და: გაახსენდა, რომ უკვე სამი კვირაა, რაც ლიდკა ბრიგადიდან
რადიოტელეგრაფისტების კურსებზე წავიდა. გამომშვიდობები-
სას იანეკს შეპირდა, წერილებს მოგწერო. ელენი ხვდებოდა,
რომ ჯერ არ გამოუგზავნია, თორემ წერილი რომ მიეღო იანეკს –
მაშინვე გაიგებდა, რადგან ყველგან: მეცადინეობაზე, საჭმლის
რიგში, ნარებზე, სულ ერთად იყვნენ გათენებიდან დაღამებამდე
65
და დაღამებიდან გათენებამდე. ერთად წვებოდნენ, რომ ორი სა-
ბანი ხურებოდათ. ისე რომ, არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა ელე-
ნს, რომ
ლიკა არაფერს იწერებოდა, ხოლო იანეკს ვერ დაევიწყებინა
იგი და საღამოობით სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა
მასზე.
ერთი კვირის წინათ სამხედრო ფორმა მიიღეს. ჯერ აბანოში
წავიდნენ და თავიანთი ძველი ტანსაცმელი იქ დატოვეს. მერე მე-
ორე კარიდან დედიშობილა თითო-თითოდ გამოუშვეს. იქ კი საწ-
ყობის უფროსი ახალ ტანსაცმელს არიგებდა. იანეკს ბედმა გა-
უღიმა: გიმნასტურის ჯიბეში პატარა, ნახევარგვერდზე დაწერილი
რვეულიდან ამოხეული ფურცელი იპოვა. ზედ სამი სიტყვა დაუწე-
რია უცნობ ქალს. ვინც ეს ფორმა შეკერა: „პოლონელ ჯარისკაცს
ბედნიერებაში“. მეტი არაფერი. მარტო ეს სამი სიტყვა.
ჯარისკაცები შეეცადნენ დაედგინათ, რანაირი თმები ექნებო-
და იმ ქალს, მუქი თუ ღია; რა ხნის იქნებოდა, ახალგაზრდა თუ,
ვინ იცის, იქნებ იმხელაა, რომ დედად შეეფერებოდათ, არც ხე-
ლის მოწერა, არც მისამართი არ იყო აღნიშნული. იანეკი დაღონ-
და: წერილი მიიღო, მაგრამ ვისგან, არ იცოდა. ზედ მისამართი
არ ეწერა. იმ მისამართზე კი, ლიდკას სპეციალურად რომ ჩაუწე-
რა უბის წიგნაკში, წერილი არა და არ ჩანდა.
იანეკს, რა თქმა უნდა, წერილი ლიდკასაგან უფრო გაეხარდე-
ბოდა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმისა შერცხვა. ამით ხომ აწყენი-
ნებდა იმ ქალს, ათ, ზოგჯერ თერთმეტ საათსაც რომ მუშაობდა
ფაბრიკაში, ძმა ან შვილი ომში გააცილა და დრო გამონახა, კე-
თილი სურვილები გაეგზავნა მისთვის, უცნობი პოლონელი ჯა-
რისკაცისათვის.
საწყობის უფროსმა მათთვის შესაფერისი სამოსი შეარჩია:
ელენისათვის ბეჭებში უფრო განიერი, კოსისათვის კი უფრო პა-

66
ტარა. თუმცა იანეკის ჩექმებს ყელი ძალიან განიერი ჰქონდა. ხა-
რაზმა გადაუკეთა. სამი კოლოფი წეკოს ფასად კოსტად მოარგო
ფეხზე.
იმ დღეს, როცა იარაღი მიიღეს, საუზმის შემდეგ თავისუფლე-
ბი იყვნენ. დაახლოებით ათი საათისათვის კი მწყობრში დადგო-
მა იყო გამოცხადებული. შემდეგ ფაფუკი თოვლით დაფარულ
მინდორზე მარშით სიარული დაიწყეს. თოვლი ისეთი ქათქათა
იყო, როგორც, საერთოდ, მინდორში იცის ხოლმე. საოცრად
თბილი დღე იყო. ოფიცრები მარშიდან მობრუნებულ ქვეგანაყო-
ფებს ისე ამწკრივებდნენ, რომ ერთი, საერთო ნალისებური ფორ-
მის მწყობრი შექმნილიყო. ჯარისკაცებმა ახლაღა შეამჩნიეს, რა
ბევრნი გამხდარიყვნენ ამ ხნის განმავლობაში. ორ მწკრივში თა-
ვი მოეყარა ხუთასზე მეტ ჭაბუკს – მთელ სატანკო პოლკს. ერ-
თმანეთში ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ. ყველა რაღაცას ელოდე-
ბოდა.
კაპრალი ლობოცკი – მზარეული, ელენსა და კოსს პირველ
დღესვე რომ შეეტაკა, იქვე, მათ წინ არ იდგა?!
– გამოგიშვეს, პან კაპრალო?
ლობოცკიმ უკან მოიხედა და არაფერი უპასუხა. მაშინ ელენმა
მხარზე დაადო თავისი მძიმე ხელი. კაპრალი მობრუნდა და თვა-
ლები დაახამხამა:
– აღარ მომეშვებით?
– რა, გაგათავისუფლეს? – ჰკითხა გუსტლიკმა ისე, რომ მხრი-
დან ხელი არ მოუცილებია.
მზარეული გაწითლდა, მაგრამ მაშინვე თავშეკავებით, მშვი-
დად უპასუხა:
– გენერალს შევპირდი... – მერედა არ მოატყუებ? – შენთვის
კი არ მომიცია სიტყვა.
– აბა, კარატ! – უთხრა გუსტლიკმა და ბეჭიდან ხელი ააცალა.
ეს ორი სიტყვა ისეთი ტონითა თქვა, რომ ძნელი მისახვედრი იყო
67
რა იგულისხმებოდა: გაფრთხილება თუ ნდობა.
– მე არ გამოვუშვებდი, – წაიჩურჩულა იანეკმა. ელენი კოსის-
კენ დაიხარა და ასევე ჩუმად უთხრა:
– უნდა ენდო ადამიანს, კაცს ცხოვრებაში ბევრი რამ შეემ-
თხვევა.
ოფიცრები მწკრივის წინ გამოვიდნენ და ქვეგანაყოფებისაკენ
ნახევრად მობრუნებულებმა ბრძანება გასცეს:
– სმე-ნა! თოფი მხარ-ზე! საგუშა-გოდ!
იმ მხრიდან, სადაც ნალისებური წყობა შეზნექილი იყო, გენე-
რალი გამოვიდა. მწვანე მაჭარაში გამოწყობილი, სუნთქვაშეკ-
რული ასეულის გასწვრივ მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა და თან მე-
ომრებს სახეზე ყურადღებით აკვირდებოდა. მერე ჩერდებოდა,
მხედრულ სალამს აძლევდა:
– გამარჯობათ, ბიჭებო! – გამარჯვებას გისურვებთ, მოქალაქე
გენერალო! – გუნდურად პასუხობდა ასეული და თან ყოველი
სიტყვის დასაწყისსა ყლაპავდა.
როცა გენერალმა ელენსა და კოსს წინ ჩაუარა, ორივეს მოეჩ-
ვენა, თითქოს გენერალმა იცნო ისინი და სახეზე ღიმილმა გადა-
ურბინა. მისალმების შეძახილები თანდათანობით ყრუდ ისმოდა,
– ბრიგადის მეთაურთან ერთად ნალის მეორე ფლანგისაკენ მი-
დიოდა. გუსტლიკმა და იანეკმა დაინახეს, როგორ დაბრუნდა გე-
ნერალი ფლანგიდან. აი, გამოვიდა შუაგულში, მწკრივის წინ სმე-
ნაზე გაჩერდა და დაბალი, ძლიერი ხმით განკარგულება გასცა:
– თოფები ფეხთან! ფიცი-სათ-ვის!
მხრიდან ჩამოხსნილი შაშხანების მიწაზე შეხებისას ყრუ ხმა
გაისმა. ჯარისკაცებმა ქუდები მოიხადეს. მარჯვენა ხელის ორი
თითი ზევით ასწიეს.
– ვფიცავ პოლონურ მიწასა და პოლონელ ხალხს... გენერალ-
მა ყოველი სიტყვა ნელა და მკაფიოდ წარმოთქვა და შეჩერდა.
ყველამ გუნდურად გაიმეორა: – ვფიცავ პოლონურ მიწას და
68
პოლონელ ხალხს...
მოიცადეს, ვიდრე მეთაური ფიცის შემდეგ სიტყვებს იტყოდა
და გაიმეორეს:
– ... პირნათლად შევასრულებთ ჯარისკაცის ყველა მოვა-
ლეობას ბანაკში, ლაშქრობაში, ბრძოლაში, ყოველთვის და
ყველგან... მკაცრად შევინახავთ სამხედრო საიდუმლოებას,
უყოყმანოდ შევასრულებთ მეთაურის ყველა ბრძანებას...
ჯარისკაცთა მწკრივების თავზე, ნოემბრის ცაზე მსუბუქი ორ-
თქლი ბოლქვებად ადიოდა.
– ვფიცავ ჩემი მოკავშირის, საბჭოთა კავშირის ერთგულებას,
რომელმაც მე, საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად
ხელში იარაღი მომცა, ვფიცავ მოძმე წითელი არმიის ერთგულე-
ბას...
სამხრეთით, მაღლა ცაში, ოდნავ შესამჩნევი, ვერცხლის უღ-
ლის მსგავსი თვითმფრინავი გამოჩნდა. მოისმა მისი ძრავის თა-
ნაბარი, მაღალი, კრაზანას ბზუილის მსგავსი ხმა. ასე შორი მან-
ძილიდან შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, თუ ვისი იყო ეს თვით-
მფრინავი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფრთებზე წითელი ვარ-
სკვლავი ჰქონდა და ცივ ლაჟვარდიდან. იმ მიწას გუშაგობდა,
რომელზეც თვითონ იდგნენ.
– ვფიცავ, თავი დავდო ჩემი ბრიგადის დროშისა და მამათა
ლოზუნგისათვის, ზედ რომ აწერია: „თქვენი და ჩვენი თავისუფ-
ლებისათვის“.
ფიცის დადების ცერემონიალი დამთავრდა, მაგრამ მეთაური
დაშლის ბრძანებას არ იძლეოდა. იდგნენ, თითქოს სიჩუმეს აყუ-
რადებენო. იმედოვნებდნენ, ეგებ შორიდან, შეიძლება თვით ვის-
ლიდანაც ექოს ხმა გავიგონოთო. ოკიდან ქარი უბერავდა და
ფიჭვის ტოტებიდან თოვლის ნამქერს ბერტყავდა.
ჯარისკაცებს არავინ ეკითხებოდა, შეასრულებდნენ თუ არა

69
ფიცს. იქნებ იმიტომაც, რომ პასუხს სიტყვებით კი არა, საბრძო-
ლო საქმეებით მოელოდნენ.

ეს დღე საზეიმო ნიშნით მიდიოდა. მეცადინეობა არა ჰქონიათ.


სადილის წინ ყველას ას-ასი გრამი არაყი მისცეს. იანეკსაც უნ-
დოდა გაესინჯა, რა გემოსი იყო, მაგრამ ელენმა სტაცა ხელი.
– მოიცა, ყმაწვილო, როცა რძეს დაგვირიგებენ, ჩემ წილსაც
შენ მოგცემ, ეს კი არაფრად გარგებს. მე დავლევ შენს სადღეგ-
რძელოდ.
სადილის შემდეგ ყველა ფეხბურთის საყურებლად წავიდა,
რომელიც, როგორც აფიშები იუწყებოდნენ, კორპუსის სპორ-
ტულ მოედანზე უნდა შემდგარიყო ჰენრიკ დომბროვსკის სახე-
ლობის ქვეით დივიზიასა და იუზეფ ბემის სახელობის საარტილე-
რიო ბრიგადას შორის. ზოგმა კი ისარგებლა ამ მყუდროებით, მი-
წურში დაჯდა და წერილების წერა დაიწყო.
იანეკსა და გუსტლიკს არავინ ჰყავდათ ისეთი, წერილი რომ
მიეწერათ. ისინი შარიკასთან ერთად ოკაზე სასეირნოდ წავიდ-
ნენ. შარიკასაც სჭირდებოდა დასვენება. მთელი დილა დაბმული
იჯდა მიწურში. საყელო სულ მთლად ახალი ჰქონდა: თეთრი ტყა-
ვისა, ლითონის მოქლონებით მორთული. ის იმავე მეწაღემ შეკე-
რა, იანეკს ჩექმის ყელი რომ დაუვიწროვა. იანეკმა და გუსტლიკ-
მა ამ ის გასამრჯელოდაც სამი შეკვრა წეკო მისცეს. წეკო, რა
თქმა უნდა, არ ენანებოდათ, რადგან არც ერთი არ ეწეოდა, სხვე-
ბის ოდენს კი მაინც აძლევდნენ.
ისინი თოვლით დაფარულ, დამრეც ნაპირზე გამოვიდნენ. შა-
რიკა გადარეულივით დარბოდა, თოვლში ყირაზე გადადიოდა.
იანეკი და გუსტლიკი კი ჯერ კიდევ ყინულით დაუფარავ ნაცრის-
ფერ წყალს გაჰყურებდნენ, რომლის ნაპირებს უკვე ყინულის
თხელი ფენა მოსდებოდა. ამ მდინარეზე ერთ სიმღერაში ასეა
ნათქვამი:
70
„მოედინება ოკა, ვით უნაპირო ვისლა, როგორც უძირო ვის-
ლა.“
როგორც ეტყობა, ორივეს ერთდროულად გაახსენდა ეს სიტ-
ყვები, რადგან, იანეკმა ხმამაღლა თქვა:
– ვისლა უფრო განიერია, გაცილებით განიერი.
– ე, რას ლაპარაკობ, – შეეპასუხა ელენი, – ჩემი სახლიდან
ვისლამდე იმაზე მეტი მანძილი კი არ არის, ვიდრე აქედან აი, იქ
გზამდე. მთელი ზაფხული სამჭედლოში დავდიოდი და ხიდზე გა-
დასვლა მეზარებოდა, რადგან ძალიან შორი გზით მიხდებოდა
მოვლა, ამიტომ მეორე მხარეს ქვებზე ხტომით გადავდიოდი.
მარტო ზაფხულობით, ან წვიმის შემდეგ თუ ადიდდება ხოლმე და
მაშინაც არ არის ასე ფართო.
ორივეს ახსოვდა თავისი ვისლა: ერთს – განიერი, მეორეს –
ვიწრო, მაგრამ სიმართლე მაინც ამ სიმღერის მხარეზე იყო. ეგებ
ეს ფიჭვი, ეგებ, ახლა უკვე თოვლით დაფარული ეს ქვიშა, ან დი-
ნებით გადარეცხილი მაღალი ნაპირიც ან, იქნებ თვით ეს მიწაც
შეეცადა, პოლონურს დამსგავსებოდა და აქ მოსულ ჯარისკაც-
თათვის – ქუდზე არწივები რომ ჰქონდათ მიკრული – სამშობლო
მოეგონებინა.
– და აი, ფიცის შემდეგ უკვე ტანკისტები ვართ.
– ჯარისკაცები კი ვართ, მაგრამ ტანკისტები... ნეტა როდისღა
მოგვცემენ იმ ტანკებს?
შარიკა თოვლზე გორაობდა და უცბად გაიტრუნა, ბალანი აე-
ბურძგნა და ყურები ცქვიტა.
– რისი სუნი გეცა? ძაღლმა დაიწკმუტუნა, მაგრამ ადგილიდან
არ დაძრულა.
– მოიცა, ჩუმად. – ელენი დაიხარა და ყურის ძირთან ხელის
გული მიიღო,
პირველად შორიდან ტალღად წამოსული მიწის ძაგძაგი მოეს-
მათ. იგი არა წყდებოდა, პირიქით, სულ უფრო ახლოვდებოდა და
71
ძლიერდებოდა. ახლა უკვე კარგად ისმოდა გუგუნი, რომელსაც
ლითონის ჩხარაჩხურის სმაც ახლდა. მდინარის ნაპირიდან გა-
მობრუნდნენ და ბექობზე ავიდნენ. უკან ყურებდაცქვეტილი მარი-
კა მისდევდა.
გრუხუნი თანდათან ძლიერდებოდა და ტყის მხრიდან ახლოვ-
დებოდა. სწორედ ამ ტყეზე გადიოდა ბანაკისაკენ მიმავალი გზა.
უცებ იანეკმა და გუსტლიკმა შეამჩნიეს, როგორ გაიელვა ხეებს
შორის ოვალური ფორმის რაღაც გაურკვეველმა სილუეტმა. იმა-
ვე წამს მინდორზე ტალახსა და თოვლში ამოთუთხნული ტანკი
გამოვარდა. მას მეორე მოჰყვა, მესამე, მეხუთე... ტანკები ერთი-
მეორეს ძლიერ ახლო მანძილით მიჰყვებოდნენ და ისე ღრი-
ალებდნენ ძრავები, როგორც შეტევაზე გადასული სპილოები,
წინ რისხვით რომ წაიშვერენ ხოლმე ხორთუმებს.
– ტანკები!
იანეკი და გუსტლიკი მოსწყდნენ ადგილებს და პირდაპირ ბა-
ნაკისაკენ მოკურცხლეს. მათ წინ შარიკა გარბოდა. სველი თოვ-
ლი ფეხსაცმელებს ეწებებოდა და სირბილში ხელს უშლიდა. მინ-
დორი აქოშინებულებმა გადაირბინეს. შეჩერდნენ, სული მოით-
ქვეს და გზა ჩქარა განაგრძეს. შორიდან შეამჩნიეს, როგორ გა-
მოეყო ერთი კაცი ადგილზე გაქვავებულ კოლონას, მივიდა გენე-
რალთან და უპატაკა. მერე მობრუნდა და გზაზე გაჩერებულ ტან-
კებს პატარა დროშებით ნიშანი მისცა.
ტანკები ისევ ახმაურდნენ, დაიძრნენ, მაგრამ ახლა უკვე ნელა
მიდიოდნენ, როგორც დამჯერი ცხოველები, ხეებს შორის მიძ-
ვრებოდნენ, ერთ წერტილზე შემობრუნდებოდნენ და ერთიმეო-
რის გვერდით სწორ მწკრივად ჩერდებოდნენ.
როცა იანეკი და გუსტლიკი მათ მიუახლოვდა, უკანასკნელი
ტანკი გაუსწორდა დანარჩენებს და ძრავა გამორთო. თოვლში
არეული ლითონის, ზეთის, საწვავისა და მიწის სუნი დადგა. ყვე-

72
ლა ტანკთან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ მეომრები. მათ მუქ ლურჯ კომ-
ბინეზონებზე დაბამბული ჯუბები ეცვათ, ხოლო ზევიდან ტყავის
ქამრები ჰქონდათ გადაჭიმული.
– აი, ეს კი მესმის! – შესძახა გახარებულმა იანეკმა.
– აი, ძალა! – დაუმატა გუსტლიკმა.
შარიკას თავის სიცოცხლეში მსგავსი რამ არ ენახა, რამდენი-
მე ნაბიჯით უკან გაჩერდა და ყოველ შემთხვევისათვის ფიჭვის
ხეს ამოეფარა. ზურგზე ბალანი აბურძგვნოდა და მოუსვენარი,
შავი ცხვირით ჰაერს ყნოსავდა.
კოსი და ელენი უახლოეს მანქანასთან მივიდნენ, ყურადღე-
ბით დაუწყეს თვალიერება და ხელით ჯავშანი მოსინჯეს.
– ფრთხილად, ხელში არ შემოგემტვრეს!
ტანკიდან მოხდენილი, გაშავებული კაცი გამოვიდა. მას ღია
ფერის ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ქუდი არ ეხურა. ხელში ტანკისტის მუ-
ზარადი ეჭირა. ზევით, გახსნილი კომბინეზონის ქვეშ საბჭოთა
ოფიცრის ფორმა დაუნახეს.
– ჩვენთან დარჩებით, ამხანაგო, თუ, უბრალოდ ტანკები მოგ-
ვიყვანეთ? – ჰკითხა გუსტლიკმა.
– მოგიყვანეთ. ხოლო თუ მოვახერხეთ, თვით ბერლინამდე
მივიყვანთ. ასეთია ბრძანება. როცა ჰოსპიტლიდან გამწერეს,
ჩემს ნაწილში მინდოდა დაბრუნება, მაგრამ, მიბრძანეს: „თქვენ,
ლეიტენანტო ვასილ სემენ, მოკავშირეებს უნდა ასწავლოთ.“–
მოულოდნელად ლეიტენანტმა მხიარულად და ხმამაღლა გადაი-
ხარხარა. შემდეგ გასაცნობად ხელი გაუწოდა. გაცნობისას ია-
ნეკმაც და გუსტლიკმაც გაკვირვებით შეამჩნიეს, რომ ლეიტე-
ნანტს ერთი თვალი ცისფერი, ხოლო მეორე კუპრივით შავი
ჰქონდა.
– ჰოდა, გასწავლით. ეგებ, მერე ჩემზე უკეთესად მართოთ.
– მანქანის შიგნით რაღაცა დაჯახუნდა, აჭრიალდა და ტანკის

73
წინა საძვრომიდან მექანიკოსი გამოჩნდა. პირველად თავი და-
უნახეს, მერე გათხუპნული სახე და ბოლოს მხრები. იმავე წამს
შარიკამ დაიყეფა, მექანიკოსთან მიირბინა, წინა ჯავშანს დაეყ-
რდნო და ტანკისტს სახე აულოკა.
– დაწყევლოს ღმერთმა, რა წესია! ჯერ ცხვირი არ გამომიყვია
და უკვე ძაღლები საკოცნელად მოიწევენ. ჩვენთან საქართვე-
ლოში...
– გრიგოლ! – დაიძახა იანეკმა.
უკვე ნახევრად ამომძვრალი ტანკისტი გახევდა, კოსს უყურებ-
და და თვალს არ უჯერებდა.
– დიახ, მე გრიგოლ სააკაშვილი ვარ. შენ ვინღა სარ?
– ძაღლმა გიცნო. ახსოვს, შაქარი რომ აჭამე. მე ვეღარ მიცა-
ნი?
– იანეკ! ამხანაგო ლეიტენანტო, მე ამას ვიცნობ. ეს ხომ ჩემი
მეგობარია. მე და ამან ვიჩხუბეთ. მაგრადაც ვიჩხუბეთ, ვიდრე არ
შევიგნეთ, რომ ომი საერთოა, ჩემიც არის და მაგისიც.
– მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ ადამიანი... – დაასკვნა ლე-
იტენანტმა, ხელახლა მხიარულად გადაიხარხარა და დაუმატა: –
მაგრამ ვერაფერი გამიგია.
– მეც, – დაეთანხმა ელენი.
იანეკმა რამდენიმე სიტყვით აუხსნა, რაშიც იყო საქმე, მერე კი
სააკაშვილმაც იგივე გაიმეორა, მხოლოდ, უფრო დაწვრილები-
თა და ლამაზად. ბოლოს დაუმატა, როგორ წაიყვანეს ჯარში, რო-
გორ გაგზავნეს ქარხანაში, რომ ტანკების მართვა და შეკეთება
ესწავლებინათ. ბოლოს როგორ გამოუშვეს ისეთი შესანიშნავი
ტანკი, რომ ყველა ამბობდა: „კამჩატკიდან თბილისამდე ვერ მო-
ძებნით კაცს, რომ ასე კარგად ატარებდეს ტანკს. ჩვენი გრიგოლი
წავიდეს ამ ტანკით პოლონელებთან და აჩვენოს, რაც შეუძლია.“
– მე შენთან ვიქნები, გრიგოლ, შენს ეკიპაჟში, გინდა? – მეც
თქვენთან ვიქნები, – დაუმატა ელენმა.
74
– მერე მე, ტანკის უფროსს აღარაფერს მეკითხებით? – ჩაერია
ლეიტენანტი. – მე ხომ არ ვიცი, გამოდგებით თუ არა. ჯერ უნდა
ვნახოთ, რა შეგიძლიათ. სააკაშვილი, როგორც მან უკვე გით-
ხრათ, პირველი კლასის შოფერია. ერთი აჩვენე, გრიგოლ, შენი
სიმარჯვე!
– ლურსმნით? ლეიტენანტმა თავი დაუქნია.
მექანიკოსი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. ღია საძვრომიდან მა-
შინვე გამოაწოდა სემენს უზარმაზარი, დაჟანგული, თითის სიმ-
სხო და ხელის გულზე გრძელი ლურსმანი. ლეიტენანტმა ლურ-
სმანი გამოართვა, ფიჭვის უახლოეს ხესთან მივიდა, თან ელენი-
სა და კოსის გაოცებული მზერა აცილებდა და წვერით ხის ქერქში
ჩაარჭო.
– ცოტა გვერდზე გავდგეთ, – უთხრა თავის ახალ ნაცნობებს,
მერე ტანკისკენ მობრუნდა და დაიძახა: – მზადაა! კოშკურას მობ-
რუნება არ დაგავიწყდეს!..
– საძრომი გრუხუნით დაიხურა. ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარ-
და, მერე სტარტერმა დაიჭრიალა და ძრავა ამუშავდა. უხილავ
ხელს დამორჩილებული კოშკურა მსუბუქად მოტრიალდა და მი-
ყუჩდა.
ზარბაზნის ლულა უკან იყო მიტრიალებული. ძრავის გუგუნი,
ცოტა იმატა, მუხლუხები ატოკდა, ვეება ოცდაათტონიანმა ტანკმა
სიჩქარე აიღო და პირდაპირ მისკენ დაიძრა.
– გადაამტვრევს! – დაიძახა იანეკმა.
მაგრამ გრიგოლს არ გადაუმტვრევია, ფიჭვისაგან ნახევარ
მეტრზე სვლა შეანელა, წინა ჯავშნით ლურსმანს შეეხო და ის, ჩა-
არჭო სეში, როგორც კარაქში. შემდეგ ისევ შეტოკდა, უკან წამო-
ვიდა, სხვა ტანკებს გაუსწორდა და ფრთხილად გაჩერდა თავი,
ადგილას. ხე ისევ ირხეოდა და თოვლი და წაბლისფერი წიწვი
ცვიოდა. როცა სამივენი ხესთან მივიდნენ, ნახეს, რომ ხეს ქრი
ოდნავადაც არ გადაქერცლოდა, ლურსმნის დაჟანგული თავი კი
75
ხუთიოდ მილიმეტრზეღა მოჩანდა.
– აბა, რას იტყვით? – ჰკითხა ლეიტენანტმა.
გრიგოლმა საძრომი გახსნა, სწრაფად გადმოხტა და მათთან
მიირბინა.
– ვეფხვს ისე უნდა ესროლო, რომ ტყავი არ დაუზიანო. ტანკი-
თაც ასევე ზუსტი სვლაა საჭირო, – ტრაბახით განაცხადა მან, სა-
ხე გაბადრული ჰქონდა.
– ფაქიზი ნამუშევარია! აი, რას ნიშნავს ნაცადი მებრძოლი, –
პატივისცემით დაადასტურა ელენმა.
– გრიგოლია ნაცადი მებრძოლი? ეგ ჯერ ფრონტზე არც კი ყო-
ფილა. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც სამხედრო ფორმას ატა-
რებს, – გაიცინა სემენმა.
– თქვენ რა, ამხანაგო ლეიტენანტო, ტანკისტობა დედის მუც-
ლიდან დაგყვათ? – ჰკითხა იანეკმა.
– დაბადებით ყველა ერთნაირები ვართ. ყველანი დედამ დაგ-
ვბადა. ვიდრე ომი არ დაიწყო, სამხედრო არასოდეს ვყოფილ-
ვარ. მე – გაჩუმდა და გაიცინა თავისებურად, გადამდებად, ხმა-
მაღლა და სხვადასხვა ფერის თვალები მოჭუტა.
– აჰხედეთ ცას, ღრუბლებს... აი, იმას, სულ მაღლა რომ არის,
თუ, იცით, რა ჰქვია მას? აი, ის რძესავით თეთრი, იქიდან მზე რომ
იჭყიტება? მას ცირროსტრატუსი ჰქვია. კიდევ შემიძლია ის გით-
ხრათ, რომ ერთ დღეში, ბევრი-ბევრი ორ დღეში, გამოიწვევს
ამინდის ცვალებადობას და თოვლს. ახლა ხომ ხედავთ, რა ტან-
კისტიცა ვარ, ღრუბლების სპეციალისტი... – ცოტა ხანს გაჩუმდა,
ბიჭების გაოცებულ სახეებს შეხედა, მერე კი თქვა: – აი, ჩვენ უკვე
გიჩვენეთ, რაც შეგვიძლია: გრიგოლს კარგად დაჰყავს ტანკი, ძე
კი ღრუბლებზე ვმკითხაობ. თქვენ? თქვენ რაღა შეგიძლიათ?
ელენმა კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვალიერა ლურსმა-
ნი, მერე კი, უხმოდ, თითებით დაეჭიდა ლურსმნის თავს. ხელს
მარჯვნივ და მარცხნივ განუწყვეტლივ ამოძრავებდა. კანს ქვეშ
76
მოლურჯო ვენები დაებერა. პირველად, თითქოს მარტო ხელი
მოძრაობდა, ცოტა ხნის შემდეგ ლურსმანიც შეინძრა და, ბო-
ლოს, ამოძვრა კიდეც. ელენმა ლურსმანი ორივე ხელით დაიჭი-
რა და ძალდაუტანებლად მოღუნა.
– ჩვენთან, საქართველოში, ერთი კაცი იყო, ცხენი აჰყავდა
ხელში. შემთხვევით ნათესავები ხომ არა გყავს საქართველოში?
– შეეკითხა სააკაშვილი.
ლეიტენანტს ხელის გულზე ედო ლურსმანი და მერე განზე გა-
დაისროლა.
– იქნებ გამოდგე კიდეც ჩვენს ეკიპაჟში, მაგრამ, აი, შენი მე-
გობარი... – მეტისმეტად პატარა ხარ – მიუბრუნდა იანეკს. – გი-
ჯობს შტაბშივე დარჩე... ტანკში ყოფნა მეტად ძნელია. მინდორში
ტრაქტორით სეირნობას კი არა ჰგავს. – გაიღიმა და დაუმატა: –
ასე რომ, შენთვის სამ ათიანში ზედიზედ მორტყმა უფრო ადვილი
იქნება, ვიდრე ჩვენი ეკიპაჟის წევრად გახდომა.
– კეთილი, მაგრამ, ერთიც ვნახოთ, მოვახვედრო? სწორედ
ხვალ სროლა გვაქვს. წამოხვალთ ჩვენთან?
– წამოვალ. – მერე მიიღებთ? – ვნახოთ.
– ამხანაგო ლეიტენანტო, – ჩაერია სააკაშვილი, თან კოსს
თვალი ჩაუკრა, – ნათქვამ სიტყვას ისე ვერ დაეწევი, როგორც კა-
ტა გაფრენილ ჩიტს.

ბრიგადა დილიდანვე ისროდა და შაშხანიდან მჭახე სროლის


ექო ტყეს ედებოდა. იმ ასეულს, რომელშიც იანეკი ირიცხებოდა,
ცეცხლის ხაზზე გასვლა მხოლოდ შუადღეზე მოუწია. პირველად
მარჯვენა ფლანგელებმა, ყველაზე მაღლებმა, დაიწყეს. ელენმა
ოცდაათი შესაძლებლიდან ოცდაოთხი ქულა დააგროვა და მისი
გვარი საუკეთესო მსროლელთა სიაში მეორე ადგილზე მოხვდა,
ხორუნჟი ზენეკის შემდეგ, რომელმაც ათიანში, ცხრიანში და
რვიანში მოახვედრა.
77
თუმცა ტყეში ნესტი და სიცივე იყო, პორუჩიკი სემენი და პლუ-
ტონი4 გრიგოლ სააკაშვილი (ორივე ახალ, პოლონურ ფორმაში
იყვნენ გამოწყობილნი, ამიტომ წოდებებიც პოლონური მიიღეს)
დილიდანვე მოთმინებით იცდიდნენ. როგორც წინა დღეს სემენ-
მა იწინასწარმეტყველა, ცას შავი, საავდრო ღრუბლები გადაჰ-
კვროდა. როცა იანეკის ჯერი დადგა, ორივე მიუახლოვდა და ყუ-
რება დაუწყო, როგორ დადგა ყმაწვილი ცეცხლის ხაზზე. გრი-
გოლს მოესწრო ყველაფრის მოყოლა, რაც კი იანეკზე იცოდა, და
ახლა სემენი ნანობდა თავის გუშინდელ ხუმრობას, ნანობდა,
რომ თვითონვე ვერ მიხვდა, როცა იანეკი ასეთ პირობაზე დათან-
ხმდა. მაგრამ ახლა უკვე გვიან იყო.
იანეკმა შაშხანა დატენა. განუწყვეტელი სროლით აღგზნებუ-
ლი შარიკა მოუთმენლად ელოდა იმ წუთს, როცა მისი პატრონიც
აამოქმედებდა იარაღს, რათა შესაძლებლობა მისცემოდა ნადავ-
ლი თავის პატრონისთვის მიერბენინებინა, რომლის სუნსაც მარ-
თალია ვერა გრძნობდა, მაგრამ, რომლის არსებობაშიც დარწმუ-
ნებული იყო: სადაც ისვრიან, იქ ნანადირევიც უნდა იყოს.
იანეკი ლოყით ცივ კონდახს მიეკრო. სამიზნე ჭრილიდან ნი-
შანში ამოიღო შავი წრე.
„მშვიდად, მშვიდად“ – გუნებაში უბრძანა თავის თავს. – ისე
უნდა ჩავთვალო, ვითომ ვეფხვს ვუმიზნებ თვალში“.
ერთი ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და სასხლეტს რბილად დააჭი-
რა თითი, თვალები ფართოდ გაახილა. როგორც მოსალოდნელი
იყო, გასროლის ხმა უცბად მოისმა. იანეკს გაუხარდა, იარაღი მის
ხელში დამჯერი რომ აღმოჩნდა, და უკუცემა გაცილებით ნაკლე-
ბი ჰქონდა, ვიდრე ეფიმ სემიონიჩის შტუცერს.
იანეკმა ცარიელი ჰილზა გადააგდო, საკეტი ისევ დახურა. მე-

4
პლუტონი – ოცეულის მეთაური.
78
ორედ და მესამედ ერთიმეორის მიყოლებით გაისროლა. მოიცა-
და, ვიდრე მის მეზობლადაც არ დაამთავრეს სროლა, მერე კი,
როცა იარაღი გაისინჯა, სხვებთან ერთად სამიზნეებისაკენ წავი-
და. შარიკა წინ გაიქცა. მის უკან სემენი მიაბიჯებდა, ოდნავ უკან
– ელენ, მერე კი სააკაშვილი. ცდილობდნენ, შორიდანვე შეენიშ-
ნათ თეთრ ფონზე შავი ნასვრეტები. იანეკი რამდენიმე ნაბიჯით
ჩამორჩა. როცა მივიდა, ისინი უკვე სამიზნეებისაკენ დახრილიყ-
ვნენ და აკვირდებოდნენ.
– ყოჩაღ! – შეაქო პორუჩიკმა, თან წელში გასწორდა. – ორი
ათიანშია, მესამე რომ ჰაერში არ გაგეშვა...
– სამივე ათიანში უნდა იყოს, – შეეპასუხა იანეკი.
„ოჰო, – გუნებაში თქვა ოფიცერმა და იგრძნო მტკივნეულ ად-
გილზე როგორ შეეხო იანეკი. – გარეგნულად სიმპათიური ყმაწ-
ვილი, მეტად თვითდარწმუნებული ჩანს“.
– არც ორი ათიანია ცუდი, – ცდილობდა გრიგოლი დაემშვი-
დებინა იანეკი.
იანეკმა სამიზნე გასინჯა. შავი წრის ცენტრში ორი ნახვრეტი
იყო: ერთი – შიგ შუა გულში, მეორე ოდნავ მარჯვნივ და ქვევით.
უხმოდ გავიდა სამიზნოს უკან, სადაც ტყვიების დამჭერი მიწაყრი-
ლი იყო. მუხლებზე დაეშვა და მიწაში თითებით დაიწყო ჩიჩქნა.
ხელი, გულით ისე ცრიდა მიწას, როგორც ოქროს პოვნით დაიმე-
დებული, დაიწყებდა მიწის ცხრილით გაცრას.
ქვიშა დაბლა ცვიოდა, ხოლო თითებში შეჭყლეტილი ტყვიები
რჩებოდა. იანეკი ყველას გვერდზე ისროდა და მხოლოდ იმას
იტოვებდა, რომელიც მას სჭირდებოდა.
შარიკაც ცდილობდა მიხმარებოდა იანეკს ძებნაში: ჯოხები
მიჰქონდა, ირგვლივ მიწას სუნავდა, ქაღალდის სამიზნეების
მთელი ხეულიც კი მიუტანა. იგი ნადავლით დიდადაც ამაყობდა
და კარგა ხანს არ უნდოდა ჩვეულის დაბრუნება სასროლზე მო-
რიგე ჯარისკაცებისათვის.
79
გულის იანეკა აღდგა და სემენს ლითონის სამი, არათანაბრად
დამტვრეული ნაწილი გაუწოდა – ის, რაც ცოტა ხნის წინათ ტყვი-
ები იყო, პორუჩიკმა გამოართვა, თითით რიგრიგობით შეეხო და
ბოლოს თქვა:
– ღიას, შენ მართალი ხარ, ყველა თბილია. ესე იგი, ორი
ტყვია ერთი მეორის მიყოლებით ერთსა და იმავე წერტილში გა-
სულა. არ ვიცოდი, თუ ასეთი სნაიპერი იყავი.
– მიმიღებთ?
– მიგიღებ.
– ძაღლით? – ძაღლით, მაგრამ სიმღერაც უნდა ისწავლო. –
როგორ თუ სიმღერა?
– ტანკში შენი ადგილი დაბლა, მარჯვნივ, მექანიკოსის გვერ-
დით იქნება. ჩვენ მსროლელი რადისტი გვჭირდება. შენ რადიო-
ში სიმღერა უნდა ისწავლო ტა-ტი-ტა, ტა-ტა-ტა, ტი-ტი-ტი...
სემენმა იანეკის გვარი მორზეს ანბანის სიგნალებით ხმადაბ-
ლა წაიმღერა.

80
თავი მეშვიდე
გაცრუებული იმედები
წერილმა ძალიან დიდხანს იმოგზაურა, ვიდრე ადრესატს იპო-
ვიდა. იგი სამკუთხედად მოკეცილი რვეულის ფურცელი იყო, ბი-
ჭუნები ქაღალდის მტრედს რომ გააკეთებენ ხოლმე, იმის მსგავ-
სი. წერილმა რამდენიმე ათას კილომეტრზე იარა და მოსკოვსაც
მიაღწია. აქ კი შეფერხდა. გვერდზე გადადეს, რადგანაც სახელი-
სა და გვარის გარდა მხოლოდ ორი სიტყვა იყო მსხვილი ბეჭდუ-
რი ასოებით დაწერილი: „პოლონური არმია“. მერე მოსკოვის
ფოსტამტში ვიღაცამ სქელი საიდუმლო რვეულები გადაქექა და
სამკუთხა წერილს სულ ბოლოში ხუთნიშნა რიცხვი მიაწერა –
შტაბის საველე ფოსტის ნომერი, და ისევ შეუდგა გზას ოკაზე სე-
ლეცის ბანაკებამდე. აქ კი ისეთ დროს მოვიდა, როცა ჯარისკა-
ცებმა დატოვეს მიწურები და შაშხანებით, ქვემეხებით, ტანკები-
თა და ავტომატებით სადგურისაკენ წავიდნენ. წერილი მაინც და-
იტოვეს და მალე საფოსტო ვაგონშიც ამოყო თავი, სადაც მან
81
სმოლენსკთან ახლოს მდებარე თოვლში ჩაფლულ პატარა სოფ-
ლამდე ჩააღწია. იქ ახალგაზრდა ჯარისკაცმა კონვერტზე გვარი
წაიკითხა და კოლეგას მიუბრუნდა:
– ვინ იცის, ეს კაცი რომელ ნაწილში იქნება. მოქალაქე სერ-
ჟანტო, ეგებ უკან გაგვებრუნებინა.
უკვე ხანშიშესული, ჭაღარათმიანი სერჟანტი, პირველად რომ
ჩაეცვა ჯარისკაცის ფორმა, საყელოზე გადაჯვარედინებული რქე-
ბით და, რომლის ხელშიაც არა ერთ წერილს გაევლო, სულაც არ
დაფიქრებულა:
– დავაბრუნოთ? წერილებს ასე უცბად არ აბრუნებენ, მით უმე-
ტეს, ასე შორს, თვით ოკეანემდე. „ადრესატი ვერ მოიძებნა,“ –
ამისი დაწერა ადვილია, სოლო– ფოსტაზე მინდობილი ფიქრები-
სა და ზრუნვის საკუთარ სინდისზე აღება – ძნელი. უნდა მოვძებ-
ნოთ.
საღამოთი, ბენზინის ჭრაქის შუქზე, მოხუცმა წერილების დამ-
ტარებელმა შეკითხვები დაწერა პირველი ქვეითი დივიზიისადმი,
მეორე ქვეითი დივიზიისადმი, პირველ საარტილერიო ბრიგადი-
სადმი, ნაღმსატყორცნი პოლკის პირველ განყოფილებისადმი,
მეოთხე გამანადგურებელ – ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო
პოლკისადმი, მეხუთე მძიმე არტილერიის პოლკისა და ბევრი
სხვა ნაწილის სახელზე. რა თქმა უნდა, ნაწილის დასახელებას არ
აწერდა, ეს ხომ ომის დროს აკრძალულია, არამედ მხოლოდ სა-
ველე ფოსტის ნომერს. ყოველ ფურცელში ერთსა და იგივეს კით-
ხულობდა: „თქვენთან ხომ არ მსახურობს...“
სამკუთხედი წერილი კი თაროზე იდო და პატრონის გამოჩე-
ნას ელოდებოდა. როცა დასტურის პასუხი მოვიდა, მთელი ფოს-
ტა უკვე შეეკრათ და მანქანაზე დაეწყოთ. პირველი პოლონური
არმია უკრაინისაკენ მიდიოდა, სადაც ფრონტი ყველაზე უფრო
უახლოვდებოდა პოლონეთის საზღვრებს. ამიტომ წერილმაც და-
ნიშნულების ადგილს მხოლოდ გაზაფხულზე მიაღწია, როცა მთა
82
და ბარი მწვანე სამოსელში გაეხვია. სამკუთხედ კონვერტზე იმ-
დენი შტემპელები ერტყათ და ერტყათ, რომ ვეტერანის მუნდირს
დამსგავსებოდა, მრავალ ომში დამსახურებული ორდენებით
რომ არის დამშვენებული. სატანკო ბრიგადის წერილების დამ-
ტარებელმა გაკვირვებით ატრიალა ხელში, მერე ის იყო პატრო-
ნისთვის უნდა წაეღო, რომ ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა:
– მოქალაქე ოცეულის მეთაურო, ერთ წუთს მოიცადეთ, თქვე-
ნი წერილია.
– ჩემი? – პატარა წერილი – დიდი სიხარული, – კმაყოფილე-
ბით დაასკვნა სააკაშვილმა და ასეულის ტექნიკური უზრუნველ-
ყოფის საწყობიდან მიღებული სათბობი ტუმბო მარცხენა ხელში
გადაიტანა.
– არა, წერილი თქვენი კი არა, კაპრალ კოსისაა, მაგრამ
თქვენს ეკიპაჟში ხომ სულ ერთია, ვინც მიიღებს. ასეც გეძახიან –
ოთხი ტანკისტი და ძაღლი.
– მადლობას გიძღვნით გმირული ეკიპაჟის სახელით. – გრი-
გოლა დაიხარა, წერილი გამოართვა, გულის ჯიბეში ჩაიღო, რომ
არ დაჭმუჭნილიყო და ტანკისკენ გაემართა. – ამ დროს პორუჩი-
კი სემენი და კაპრალი ელენი სის ქვეშ ბალახზე გაშოტილიყვნენ
და საუბრობდნენ.
– ჯინკუჲე პანი, ბარჯო, ჯინკუჲე.
– ჯინკუიუ პანი, ბარჯო, ჯინკუიუ, – გულმოდგინედ გაიმეორა
ვასილმა.
– „ჯინკუჲუ“ კი არა „ჯინკუჲე“.
მათ გვერდით შარიკა იწვა, წინ გამოწვდილ თათებში გირჩა
ეჭირა და ღრღნიდა. ვინც ამ ძაღლს არ იცნობდა, იფიქრებდა, დი-
დი ხნისააო: ისე დიდი და ღონიერი იყო, მაგრამ ეკიპაჟის წევრებ-
მა იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ ახლახან იგი ლეკვი იყო და გართო-
ბა უყვარდა.

83
დაინახა თუ არა ელენა, რომ მათ მექანიკოსი უახლოვდებო-
და, წამოჯდა და დაიძახა:
– მადლობა ღმერთს! მეგონა სულ დაიკარგა-მეთქი. მოიტანე?
– მოვიტანე, მაგრამ ნახმარია. ახალი ტუმბოები არა აქვთ.
თუმცა ამასაც არა უშავს რა. დავაყენებ და მანქანაც მზად იქნება.
ღრმა სანგრის პირას, ტანკის უკან გადაიხედა და იანეკი რომ ვერ
დაინახა, მთელ ტყეში გასაგონად დაიძახა: – იანეკ!
– ჩუმად, რა გაყვირებს? ვერა ხედავ, ძაღლი აქ არის, პატრო-
ნი კი არ – დაკავებულია. – ღა, პორუჩიკმა ხელიო უკან ანიშნა.
ტყის განაპირას, მოხნული მინდორი იყო, უფრო შორს, გორა
– კებზე ოლეები მოჩანდა, მათ თავზე კი შტაბის რადიოსადგურის
ანტენას ამოეყო თავი. ოლეებთან, ლურჯი ცის ფონზე ორი სი-
ლუეტი გამოკრთოდა – გოგონასი და ბიჭისა.
– აჰა, ყველაფერი გასაგებია, – დაიქნია თავი სააკაშვილმა. –
მე კი ტანკის ყურებას ვამჯობინებდი. მისთვის თუ იზრუნებ, არას-
დროს გიღალატებს, არ გაგცვლის. როგორც თქვენთან პოლონე-
ლები ამბობენ: „მანქანა გოგონა არ გეგონოთ“.
– მართალია, ასე ამბობენ, – მედიდურად, პროფესორის გა-
მომეტყველებით დაუდასტურა ელენმა და უთხრა: – თუ გინდა
მოგეხმარები, გჟეს, თავი დაანებე, დამშვიდებით ელაპარაკოს
ბიჭმა, ჩვენ კი უიმისოდაც როგორმე იოლად წავალთ.
იანეკს ძახილი არ გაუგია. ეგებ იმიტომ, რომ შორს იყო, იქნებ
ღელავდა კიდეც, ანდა ფიქრობდა, სიტყვებს ეძებდა და ვერ პო-
ულობდა. ლიკა მისგან ორ ნაბიჯზე იდგა და გაკვირვებით უყუ-
რებდა. ახლა გოგონა სულაც აღარა ჰგავდა იმ ლიდკას, დაბამ-
ბულ ჯუბაში რომ ნახა. კარგად მორგებული კაბა და კოხტა,
ოფიცრის ქრომის ჩექმები ეცვა. კაბის ბოლოდან აბრეშუმის წინ-
დებიანი მუხლები მოუჩანდა.
– რაღაცის თქმას აპირებდი. გისმენ.

84
– დიდხანს იყავი წასული. ჩვენც სასწავლო კურსები გავი-
არეთ. ჩვენს ეკიპაჟში არიან ვასილი და გჟესი. შენ მათ არ იცნობ?
ისინი მოვიდნენ, როცა უკვე წასული იყავი. ვასილი ჩვენი პორუ-
ჩიკია. მეტად საინტერესო ტიპია: ცალი თვალი ცისფერი აქვს, მე-
ორე კი შავი. თურმე მეტეოროლოგი ყოფილა, ღრუბლებზე მკით-
ხაობს, ამინდს წინასწარმეტყველებს. გჟესი კი, თუმცა ის გჟესი კი
არა, სინამდვილეში გრიგოლ სააკაშვილია, ჩვენ გჟესი უფრო
მოგვწონს და ასე ვეძახით. მესამეა გუსტლიკ ელენი, ჩვენთან ერ-
თად რომ მოდიოდა, მეოთხე კი მე ვარ. ჩვენი ტანკი ბრიგადის მე-
თაურს, გენერალს ემორჩილება.
იანეკა ისე სწრაფად ლაპარაკობდა, როგორც ციცაბო მთაზე
დაშვებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი სურვილი კი არა,
სიჩქარე მიაქანებს. არც იცოდა, როგორ გაჩერებულიყო. რაც არ
უნდოდა, იმას ლაპარაკობდა და გრძნობდა, რომ გოგონა მეტად
უხალისოდ უსმენდა.
– ძალიან დიდხანს იყავი წასული... – უთხრა და უცბად გაჩუმ-
და.
– ძნელი კურსები იყო, მერე პრაქტიკა გვქონდა, – ლიკა თა-
მამად ლაპარაკობდა. – ის ტანკის რადიოსადგური არ გეგონოს.
შტაბისა და მთელი ბრიგადისათვის მუშაობს და ანგარიშს არმი-
ის სარდლობას აბარებს. შენ იმის ნახევარიც არ იცი, რასაც ჩვენ
გვასწავლიდნენ. – ამ სიტყვებთან ერთად თვალები დაბრიცა და
თავის სამხრეებს დახედა, ზედ ოცეულის მეთაურის სამი ნაკერი
რომ ჰქონდა დაკერებული.
– წერილს რად არ იწერებოდი?
– დედასაც მხოლოდ ორჯერ მივწერე ციმბირში. დრო არა
მქონდა. მთელი კვირა მეცადინეობაში გადიოდა, ყოველ შაბათ-
სა და კვირას ცეკვები გვქონდა. იცი, როგორი წარმატებით ვსარ-
გებლობდი... – ლიდკამ თმები გაისწორა. – შენ, რა მძიმედა სუნ-
თქავ!
85
ბოლო სიტყვებში რაღაც სითბოცა და სიცივეც იგრძნობოდა.
როგორც მწვანე ფერი შეიცავს ყვითელსა და ლურჯს, ისე ამ სიტ-
ყვებშიც შეგეძლოთ ორაზროვნების დაჭერა. იანეკმა ნამდვილად
ის ტონი მიიღო, რომელიც მას უნდოდა.
„მე ხომ თექვსმეტი წლისა ვარ... – გაიფიქრა იანეკმა. – მან კი
არ იცის. ჰგონია, თვრამეტისა ვარ“.
იანეკმა გოგონას ხელი დაუჭირა, მაგრამ ლიდკამ გააშვებინა.
– აბა. ცოტა მორიდებით!
– მე ისე... გახსოვს, როგორ გითბობდი ხელებს?.. იქ, სამზა-
რეულოსთან? მაშინ შენ სულ სხვა იყავი.
– მოიცა, – უთხრა ლიკამ და რადიოფურგონისაკენ გაიქცა.
მალე მობრუნდა, ხელში ხელთათმანები ეკავა. – გიბრუნებ ნაჩუ-
ქარს. ახლა გაზაფხულია და საერთოდ... სხვა დროა. შეგიძლია,
უკან წაიღო.
– არა, რატომ? მე ხომ... ლიდკა, მოიცა!
ლიდკა მიბრუნდა და ოლესაკენ გაეშურა. იანეკმა მისკენ რამ-
დენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ამ დროს ბანაკის მხრიდან სირე-
ნა აღრიალდა: მოკლე სიგნალი – გრძელი, მოკლე – გრძელი.
იანეკი ადგილზევე შემოტრიალდა, ბექობიდან დაეშვა და თა-
ვისი ტანკისაკენ გაქანდა.
როცა იანეკი ხეებს შორის გამოჩნდა, ელენი უკვე ტანკის კოშ-
კში ჩახტა. სტარტერმა ძრავა აამუშავა, საბოლქვე მილიდან შავი
კვამლის პირველი ქულები გამოუშვა.
იანეკმა მექანიკოსის გახსნილ საძრომში შეჰყო თავი და გჟე-
სის მუხლებიდან თავის ადგილზე გადაძვრა.
შარიკა, რომელიც ტანკსა და ყოველგვარ სიგნალებს მიეჩვია,
თავისი პატრონის მარჯვენა ფესთან კუთხეში, ძველ ქურთუკზე
მიწვა. იანეკი დაჯდა, თავზე შლემოფონი ჩამოიცვა და, იგრძნო
თუ არა მანქანა ადგილიდან იძვრებაო, ჯავშანს მიეყრდნო. ყუ-

86
რის ტელეფონი სწრაფად შეიკრა და რადიოსადგურთან შეუერ-
თა.
ეთერში ჩვეულებრივი ტკაცუნი, ხმაური და სტვენა გაისმა. სა-
ხელურის თანაბარი ტრიალით იანეკი ბრიგადის რადიოსადგუ-
რის ტალღაზე ჩაერთო. – ტი-ტი-ტი-ტი-ტი; ტი-ტი-ტი-ტი-ტი, ტიტი-
ტი-ტა, – წრიპინებდა მორზეს ანბანის სიგნალები.
იანეკი ცალკეულ ბგერებს კი არა, მთელ მელოდიას იჭერდა
და იმ წუთში თარგმნიდა ჩვეულებრივ ენაზე. ყელზე ლარინგო-
ფონი შეიკრა, ორი შავი, ერთიბეწო მიკროფონი ხორხზე მიიჭი-
რა. მათ არ „ესმოდათ“ ძრავების გუგუნი, მუხლუხების ჩხარუნი.
სამაგიეროდ ყველა ბგერას, რომელიც კი ყელიდან ამოდიოდა,
გულმოდგინედ იჭერდა. იანეკი გადაერთო სატანკო დასალაპა-
რაკებელ მოწყობილობაზე და ტანკის მეთაურს მოახსენა:
– ოთხას ორმოცდაოთხი.
– გასაგებია, სამი ოთხიანი, – სემენის სმით უპასუხეს ყურმი-
ლებმა. – მძღოლო, ტყისპირა გზაზე გადი; ხიდთან გაჩერდი.
საძრომები დაკეტილი ჰქონდათ. ტანკი ნაურმალზე გავიდა.
ჩახრამულ ადგილებში ხტუნაობდა და აქეთ-იქით ირწეოდა. ფო-
ლადის ჯავშნებში ისინიც ინჯღრეოდნენ, რადგან ტანკთან ერთად
ერთ არსებად ქცეულიყვნენ. ისინი დიდხანს ვერ მიეჩვივნენ ტან-
კის შიგა მაგარ საგნებზე მიჯახებისაგან თავის დაცვას. ეს მათ სე-
მენმა ასწავლა. ყველაზე მეტად მარიკას უჭირდა. მასაც ხომ სიტ-
ყვებით ვერ აუხსნიდნენ. მეტი გამოსავალი არ იყო: კოპებთან
ერთად გამოცდილებაც უნდა მიეღო. პირველად მარიკა ტანკს
უღრენდა, ბრაზდებოდა, ცდილობდა ჯავშნისათვის ეკბინა კიდეც,
სამაგიეროდ, ახლა ისიც, როგორც ჭეშმარიტი ტანკისტი, მანქა-
ნის წინა კუთხეში იჯდა და ჯავშანს ეკვროდა.
ტანკის კოშკიდან მიდამოს აკვირდებოდნენ. ზევიდან უკეთე-
სად ჩანს. ჩვეულებრივ კი, თავიანთი ადგილმდებარეობის გარ-
კვევისათვის კოსი თავისი სამიზნით სარგებლობდა. ახლა მას
87
გულზე დარდი შემოსწოლოდა და ბოღმა ახრჩობდა.
ტანკი უთვალავ მოსახვევთან უსასრულო გზით მიდიოდა, რო-
მელიც სხვა ტანკების მუხლუხებს გაეკვალათ, ჩერდებოდა,
კვლავ ადგილს წყდებოდა, უხვევდა, მაგრამ იანეკი ამას ყურად-
ღებას არ აქცევდა. ყურსაცვამები დუმდა და საქმე არა ჰქონდა.
განგაშის გამოცხადების შემდეგ, ისევე, როგორც საომარ ვი-
თარებაში, ახლაც რადიოგადაცემები შეწყვეტილი იყო. „მოწინა-
აღმდეგეს“ არ უნდა გაეგო, სამოცდათექვსმეტმილიმეტრიანი
ზარბაზნებით შეიარაღებული საომარი მანქანები, თითოეულ
მათგანს ასი ჭურვი რომ ჰქონდა, მისი დაცვის წინა ხაზს თუ უახ-
ლოვდებოდა. ბრძანებები ტანკიდან ტანკს მსვლელობის პრო-
ცესში პატარა სასიგნალო დროშებით გადაეცემოდათ. გარეშე
პირს ეგონებოდა, რკინის არსებანი ერთმანეთს ჟესტით ელაპა-
რაკებიანო.

იანეკი ფიქრიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ტყეში არ-


ყის ხეებს შორის გაჩერდნენ და ძრავა დადუმდა. მეთაური და მე-
ქანიკოსი იმ ადგილმდებარეობის დასაზვერად წავიდნენ, საიდა-
ნაც შეტევაზე გადასვლა მოუხდებოდათ. გუსტლიკი ჭურვების ყუ-
თებზე ჩამოჯდა, რომელთაც მთელი იატაკი ჩაეხერგათ. დაბლა
დაიხედა, აინტერესებდა, წინ, იანეკთან, რა ხდებაო, მაგრამ ხმა
არ ამოუღია, ისე აიღო შაშხანა და ტანკთან საგუშაგოზე დადგა,
თუმცა დღეს მისი ჯერი არ იყო.
ტანკიდან რომ ამოვიდა, საძრომი დაკეტა, მხოლოდ წინა საძ-
რომიდან ჩანდა ტოტები. ახალ ფოთლებს ჯერ კიდევ არ დაკარ-
გოდათ ნაზი ელფერი. მათ შორის ასობით პაწაწინა რგოლებად
გაფანტული მზის სხივები ქარის ქროლვის ტაქტზე მექანიკოსის
სკამზე ლიცლიცებდნენ.
სააკაშვილი დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ პორუჩიკიც მოვი-
და, ბრძანა, ტანკის საათი გაასწორეთო და დავალება მოკლედ
88
განმარტა:
– ქვეითებთან ერთად გადავდივართ შეტევაზე. ფრთხილად
იყავით, ჯარისკაცები ჩვენი ბატალიონიდან არ არიან და ტანკი
შეუჩვეველნი არიან. სანგრებს შორის გასასვლელი თეთრი ზონ-
რებით არის აღნიშნული. ნიშანი რადიოთი იქნება გადმოცემუ-
ლი. მთავარია, ადგილიდან ერთდროულად დაძვრა.
კიდევ ათი წუთიღა იყო დარჩენილი. ვასილმა ჯიბის დანა
ამოიღო, ტანკის მიერ მომტვრეული არყის წვრილი ტოტი მოჭრა,
ელენისაკენ მიბრუნდა და ფოთლებს ცლა დაუწყო. თან მონდო-
მებით ამბობდა პოლონურად:
– უყვარს, არ უყვარს... – ჩაფიქრდა, მერე გაიცინა და იკითხა:
– მერე როგორ იქნება?
– არყის სეზე კი არა, აკაციაზე უნდა იმკითხაო.
ტანკში ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. სააკაშვილმა ძრავა
მომართა, მცირე ბრუნზე დააყენა. იანეკმა ყურსაცვამები გაიკე-
თა. იგი ძრავის გუგუნს თითქმის ვერა გრძნობდა. შორეული ქა-
რის ზუზუნივით ჩაესმოდა ყურებში სტვენა. იცოდა, რომ ახლა მე-
ტისმეტი ყურადღება იყო საჭირო, რათა ბრძანება მაშინვე დაეჭი-
რა. ყურსაცვამებში გულით მხოლოდ ერთი ხმის გაგება სურდა,
რომლისთვისაც ასე ძლიერად იტანჯებოდა. ღა, მისი სურვილი
სინამდვილედ იქცა: იანეკთან ძალიან ახლოს, ზედ ყურებთან,
სიმღერით, როგორც ამას ყველა რადისტი აკეთებს, ლიდკა გა-
მოეხმაურა:
– „ნეკერჩხალი“, „მუხა“, „რცხილა“, წინ! – „რცხილა“ – ეს
მათ ეხებოდა. – „ნეკერჩხალი“, „მუხა“, ,,რცხილა“, წინ!
იანეკი მოჯადოებულივით უსმენდა და ეჩვენებოდა, რომ ხის
ამ ბოლო დასახელებას, რომელშიც სატანკო ასეულის სამმარ-
თველოს სახელი იყო დაშიფრული, გოგონა გაცილებით უფრო
რბილად, გულითადად და სითბოთი წარმოთქვამდა. – „ნეკერ-
ჩხალი“, ,,მუხა“, „რცხილა“... – თითქოს ახლა გამოფხიზლდაო,
89
სწრაფად გადაერთო სატანკო სალაპარაკო მოწყობილობაზე.
ოთხივემ გაიგო ბოლო სიტყვა „წინ!“.
გრიგოლმა შეჭიდულობა დაჭიმა, პირველი სიჩქარე ჩართო,
ლამაზად ააცილა ფეხი შეჭიდულობის პედალს. იანეკმა იგ-
რძნო, როგორ დაიძაგრნენ მუხლუხები და მათთან ერთად რო-
გორ დაიძრა ფოლადის მასა. სამიზნედან პირველად მზისგან
გაბრწყინებული მწვანე ფოთლები დაინახა, შემდეგ სხივების
ლიცლიცი და ბოლოს სამიზნის მთელი წრე გაკაშკაშდა – ტანკი
მინდორზე გავიდა.
დანარჩენმა ტანკებმა მათ გაუსწრო. წინ მტვრის კორიანტელი
ადგა. ჩქარა მიდიოდნენ, წინა მანქანებს რომ დასწეოდნენ. მექა-
ნიკოსი სიჩქარეებს რთავდა, გაზს უმატებდა. როცა მაღლა ატა-
ცებული წვრილი ქვიშის კორიანტელში შევიდნენ, სიჩქარემ ორ-
მოც კილომეტრს მიაღწია. გვერდით, მარცხენა მხარეს, სამი ჯა-
რისკაცის ფიგურა გამოჩნდა, დაზგის ტყვიამფრქვევს რომ მიათ-
რევდა. ზედ რომ არ გადაევლო, სააკაშვილმა მკვეთრად მოსწია
ბერკეტს, ოდნავ გვერდზე გადაუხვია და რადგანაც მტვერი მეტად
სქელი იყო, იძულებული გახდა სიჩქარისათვის მოეკლო.
– საშინელი მტვერია, სიჩქარე კი მეტად დაბალი, – ყველამ
გაიგო მისი ინფორმაცია.
– ყურადღება, მარჯვნივ თეთრი ზონარია! – გააფრთხილა სე-
მენის სმამ.
– დიახ, მარჯვნივაა, ვხედავ, – დაუდასტურა გრიგოლმა.
სანგარზე გადასვლისას ტანკი შეინჯღრა, მდელოზე გადავიდა
და მხოლოდ ახლაღა შეამჩნიეს, რომ დანარჩენ ტანკებს ორას
მეტრზე ჩამორჩენოდნენ. ინტერვალებს შორის მოკლე-მოკლე
გადარბენებით ქვეითები მიიწევდნენ. შეტევა მარცხენა ფლანგი-
დან ვითარდებოდა.
გრიგოლს ტანკისათვის მიმართულების შეცვლა უნდოდა,
მაგრამ მდელო თხრილით იყო გადაღობილი, ამიტომ პირდაპირ
90
განაგრძო სვლა, თან შემოვლისათვის ხელსაყრელ ადგილს
ეძებდა. თითქოს ჯიბრზეაო, თხრილი მარჯვნივ უხვევდა. იძულე-
ბული გახდა შეტევის მიმართულებიდან უფრო ღრმად გადაეხ-
ვია, რომ როგორმე თხრილზე შემოსასვლელი გზა ეპოვნა. უფრო
ქვევით, ბრტყელეკალათი დაფარულ მწვანედ გადახასხასებულ
მდელოსაკენ დაეშვა. ქორფა, ატეხილმა ბალახმა აგრძნობინათ
მახლობლად ჭაობის არსებობა.
– ყურადღება, ჩვენს წინ წყალია, – მშვიდად თქვა მეთაურმა.
– მდელოზე ოდნავ მარცხნივ შეგიძლია გადასვლა?
– უნდა გავჩერდეთ და ისე დავათვალიეროთ: – დრო არა
გვაქვს.
– მაშ, ნება მომეცი, პირდაპირ გადავიდე, – სთხოვა გრიგოლ-
მა.
– ნებას გაძლევ.
მანქანამ მარცხნივ დაიწყო მობრუნება. მარჯვენა მუხლუხამ
ბალახი მიწას მიასრისა. გვერდითი წინააღმდეგობის გადასალა-
ხავად ძრავამ დაიგრუხუნა და ტანკი პირდაპირ თხრილისაკენ წა-
ვიდა. დიდი სიჩქარით არ მიდიოდა. ვიდრე მუხლუხები თხრილის
მეორე კედელს შეეხებოდნენ, მანქანა ჩაიწია, ცხვირით დაეჯახა
და ქვეშ ძწის გროვა დატენა. სცადეს ჩქარი სვლით გადავლებოდ-
ნენ თხრილს, მაგრამ მუხლუხებმა მხოლოდ ბალახი მოსრისა.
ტანკი მიწას მუცლით დააწვა და გაჩერდა. წამყვანი ბორბლები
ერთ წუთს ისევ უღონოდ ტრიალებდა.
სემენმა განკარგულება გასცა:
– ძრავა გააჩერეთ. მექანიკოსი ადგილზე დარჩეს, დანარჩე-
ნები მანქანიდან გადმოდით!
– ქვედა საძრომი ბლოკირებული იყო და ყველა, ერთი-მეო-
რის მიყოლებით ზევიდან ამოძვრა. ფეხი ბალახებსა და ტალახში
უსრიალებდათ. მართალია, ნამდვილი ომი არ იყო და არც არა-
ვინ ისროდა, ვასილი ახლავე ასწავლიდა საძრომიდან ამოსვლის
91
ამ ხერხს.
ტანკს უკან მიეფარნენ და საბუქსირე ტროსი მოხსნეს.
ელენი მუხის სქელ მორს დაეჭიდა, რომელიც ტანკის ფრთაზე
მიემაგრებინათ და თან მოჰქონდათ. მორი ტანკის წინ მიათრია.
უხმოდ მუშაობდნენ. თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა
თავისი საქმე. პირველი შემთხვევა როდი იყო, ტანკის ჭაობიდან
გამოყვანა რომ უხდებოდათ. ახლა მორი ტროსით ორივე მუხლუ-
ხის გასწვრივ ისე უნდა მიემაგრებინათ, რომ ოცდაათი ტონა სიმ-
ძიმის დაწოლისას არ ჩაგლეჯილიყო. ყველაფერი ამის გაკეთება
ბალახზე დაწოლილებს უხდებოდათ. როცა ყველა მოსამზადებე-
ლი სამუშაო დაამთავრეს, პორუჩიკი ადგა, მექანიკოსის საძრო-
მის წინ გაჩერდა და ორივე ხელით ანიშნა, წასვლა შეიძლებაო.
ძრავა აგუგუნდა. გვერდზე გახტნენ და უყურებდნენ, როგორ
დაიწყეს მუხლუხებმა წინ წაცოცება. მორი ტალახში ჩაეფლო და
ჩაიზნიქა. წუთმა განვლო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,
რომ ესეც ვერაფერს უშველიდა, მაგრამ ამ დროს კოშკზე ანტენა
შეინძრა, შეირხა თვით კოშკიც, მოტორი ბანით ახმაურდა და ფო-
ლადის მხეცი ჯერ ნელა დაიძრა, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო
მოუჩქარა.
ელენმა წინიდან შემოურბინა და მოიცადა, ვიდრე სემენი
ანიშნებდა მორი ტანკს უკან გამოჩნდა, ხელები დაიკრიფა და
ტანკი გაჩერდა.
სახელოები წაიკაპიწეს, ტროსი გამოუშვეს, მორი მოხსნეს და
ერთიცა და მეორეც ხელახლა მიაბეს ტანკს. წებოვან, ტორფოვან
ტალახში იდაყვებამდე გაითუთხნენ.
– მანქანაში!
ხელებიდან ტალახი ძენძებით გაიცალეს, ტანკში ჩაძვრნენ და
თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს. იანეკმა ძლივს მოასწრო რა-
დიოსადგურთან შლემოფონის ჩართვა, რომ ყურსაცვამებში თა-
ვიანთი ტანკის დაშიფრული სახელი მოესმა:
92
– „რცხილა – ერთი“, „რცხილა – ერთი“. გესმით? გენერლის
ბარიტონი იანეკმა ადვილად იცნო.
მათი ტანკი ღია მდელოზე იდგა და შორიდანვე შეიძლებოდა
მისი შემჩნევა. ბრიგადის უხილავმა მეთაურმა რადიოტალღის
გრძელი ხელით მათ ხმა მიაწვდინა.
– მე „რცხილა – ერთი“ ვარ, გისმენთ.
– ამ ომში თქვენ დამარცხდით, – უპასუხეს ყურსაცვამებში. –
მანდ მოიცადეთ. ჩვენებმა მეცადინეობა უკვე დაამთავრეს, ახ-
ლავე დაბრუნდებიან. შეგიძლიათ მანქანიდან გადმოსვლა.
კოსი მაშინ გადაერთო დასალაპარაკებელ მოწყობილობაზე,
როცა მექანიკოსს ადგილიდან დაძვრა სურდა და პორუჩიკს გე-
ნერლის ბრძანება გადასცა.
– ძრავა გამორთე! – უბრძანა სემენმა და ზედა საძრომი გახ-
სნა.
მათ შეეძლოთ მანქანიდან გამოსვლა, მზის გულზე ბალახზე
წამოწოლა. მაგრამ, რატომღაც არც ერთი არა ჩქარობდა. ვასი-
ლი და გუსტლიკი ჭურვების ყუთებზე ჩამოსხდნენ. გრიგოლი თა-
ვის სკა. (მე პირით შემობრუნდა. იანეკმა კი მხოლოდ ახლა იგ-
რძნო, რომ მას ხელს უშლიდა ლიკას მიერ დაბრუნებული, ახლა
უკვე არაფრის მაქნისი ენოტის ხელთათმანები. უბიდან ამოიღო
და კუთხეში, შარიკას ადგილზე მიყარა. ერთი ყურსაცვამი გადა-
იწია, რათა მოესმინა, რაზე ლაპარაკობდნენ მისი მეგობრები.
– დალახვროს ეშმაკმა! წავაგეთ. თვითონ გენერალმა თქვა:
რცხილა ერთი“ თქვენ დამარცხდით“. ყველაფერი ამ წყეული
თხილის გულისათვის მოგვივიდა, – ბრაზობდა გუსტლიკი.
– თითქოს უავე ღვინო დალიაო. ფუ-ჰ! ომში რომ დაგვმარ-
თნოდა ასე, მაშინ ერთი ზარბაზნით, ორი ტყვიამფრქვევითა და
ერთი ტანკით ნაკლები ექნებოდათ... ცუდია, როცა მოჯირითის
ცხენი ასპარეზობის წინ წაიფორხილებს და ტანკი ლაფში ჩაეფ-

93
ლობა გრიგოლმა თმების ჩეჩვა დაიწყო. – ცუდი თხრილია, კედ-
ლები ცომივით რბილი აქვს. როცა მეორე ტანკს უკან მიჰყვები,
მტვერი თვალებს გიბინდავს და ვეღარაფერს ხედავ. მტვერი რომ
არა, ჩვენ თხრილის მარცხნივ წავიდოდით და ყველაფერი კარ-
გად იქნებოდა ე-ე რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, სულ ერთია,
დამნაშავე მაინც ოცეულის მეთაური სააკაშვილია,
– მოიცა, აღიარება დანაშაულის დამტკიცება როდია, – უპასუ-
ხა სემენმა და ვერ გაიგებდი, თავის თავს თუ ეკიპაჟის რომელიმე
წევრს ეკითხებაო, ისე თქვა: – საიდან დადგა ეს მტვერი?
– ისინი, ეშმაკები, ნაადრევად გავარდნენ წინ, თითქოს ხან-
ძრის ჩასაქრობად გარბიანო.
– ისინი წავიდნენ ადრე თუ, ჩვენ გვიან? – გააგრძელა პორუ-
ჩიკმა.
– ისინი თავის დროზე, მაგრამ ჩვენ დავიძარით მოგვიანებით,
ამიტომაც იყო მტვერი, – თქვა მექანიკოსმა, ცოტა ხანს გაჩუმდა
და იკითხა: – რადიო ხომ არ ურევდა? იქნებ ცუდი მიღება იყო?
– არა, მესმოდა, დასაწყისიდანვე კარგად მესმოდა.
პორუჩიკი თითქოს ყურადღებას არ აქცევდა რადისტის სიტ-
ყვებს, შიდა ჯიბიდან ძეწკვებზე დაკიდებული ხიდი, ბრტყელი სა-
ათი ამოიღო, ზურგის მხრიდან ფრჩხილით ხუფი ახადა. მასზე თა-
ნაბარი ასოებით იყო ამოკვეთილი „ტაცინსკაია“ და რიცხვი „24.
12. 19/42.“
– ხედავთ? – წარწერა, – თქვა იანეკმა და წასაკითხად დაიხა-
რა. – წარწერა არ არის საინტერესო, საქმე მაგაში როდია. – სე-
მენმა სუფი თითით დაკეტა.
– აბა რას უნდა უყურო? ჩვეულებრივი საათია, – მხრები აიჩე-
ჩა ელენმა.
– კიროვის საათი, კარგი საათია, – თქვა სააკაშვილმა.
პორუჩიკმა ჯიბიდან ნემსი გამოაძრო, საათის მექანიზმს ნელა
მიუახლოვა და ქანქარა გააჩერა. ერთი ბეწო ბორბალი გაჩერდა,
94
მას კი დანარჩენებიც მიჰყვა, პატარა კბილანებით რომ იყვნენ
ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ტიკტიკი შეწყდა და სიჩუმე ჩა-
მოვარდა. კიდევ წუთს დასჩერებოდნენ საათს, ვერაფერი გა-
ეგოთ. ელენმა პირი დააღო, ისევ დახურა, ბოლოს კი თქვა:
– გაჩერდა.
– დიახ, საკმარისი აღმოჩნდა ერთი უმცირესი ნაწილაკის შე-
ჩერება იმისათვის, რომ მთელი საათი გაჩერებულიყო, – თქვა
სემენმა.
სააკაშვილმა თმების ჩეჩვას თავი გაანება, სელებზე დაიხედა
და თითქოს უცბად რაღაცამ დააინტერესო, მექანიზმს მიუბრუნ-
და.
ელენი მოგვიანებით მიხვდა, რაშიც იყო საქმე. გაახსენდა,
რომ კოსს თავისი სათქმელი არ დაემთავრებინა და მიუბრუნდა:
– შენ არა თქვი, რომ თავიდანვე კარგად გესმოდა? მერე რა მოხ-
და, გააგრძელე, დააწყნარე ძაღლი, რა ჯანდაბამ გააცოფა? – მო-
ულოდნელად გაბრაზდა ელენი.
ელენმა იანეკი მარცხენა ხელით გვერდზე გასწია, შარიკა მო-
იმწყვდია და სახიდან ხელთათმანები გამოჰგლიჯა, გამწარებით
რომ ღრღნიდა და მერე ღია საძრომიდან შემოჭრილი მზის სხი-
ვებით განათებულ თავის ადგილზე დაბრუნდა.
– ლიდკას არ მიეცი ზამთარში ასეთი ხელთათმანები, ისეთი-
ვე, კიდევ სხვებიცა გქონდა?
– არა, ისინია.
– ეს როგორ, ისინია?
– კარგი, გვეყო აქ ჯდომა, – ბრძანა სემენმა. – ეკიპაჟო, და-
ტოვე მანქანა!
მექანიკოსმა გასაღების ჩხარუნით გახსნა წინა საძრომი, გა-
რეთ გამოხტა და ბალახზე გადავიდა. მას კოსი და მეცადინეობის
დამთავრებით კმაყოფილი შარიკა მიჰყვნენ.
მეთაური და ელენი ზედა საძრომიდან ამოვიდნენ. გუსტლიკი
95
ვერა და ვერ დამშვიდდა, ტანკს გარშემო შემოუარა და ისევ და-
იწყო:
– ეს როგორ დაგვემართა?!
სააკაშვილმა გვერდში უთავაზა და აგრძნობინა, ბოლოს და
ბოლოს გაჩუმდიო. მერე რაღაცა გაახსენდა, გიმნასტურის ჯიბე-
ში ხელი ჩაიყო და დაიძახა:
– ოჰო-ჰო-ჰო! მომისმინე, იანეკ. ახლა კი სიხარულით დაუვ-
ლი. შენთვის რაღაცა მაქვს. იცი რა? წერილია!
– ლიდკასაგან? – სახე გაუბრწყინდა კოსს და გაიფიქრა, რა
უსამართლოდ ვუსაყვედურე ლიდკას, წერილს რომ არ მწერდა,
ალბათ ამიტომაც გაბრაზდა.
– შეგიძლია არ იცეკვო, – მოიღრუბლა უცბად ქართველი. აჰა,
დაიჭირე.
იანეკმა გაცრეცილი, მთლად შტემპელებითა და საველე ფოს-
ტის ნომრებით აჭრელებული სამკუთხედი წერილი დაინახა. ხე-
ლიდან ხელში ტარებით მთლად დაჭმუჭნილი და განაცრისფერე-
ბული. იანეკა ხელწერაზე იცნო ვისი დაწერილიც იყო მისამართი.
შტემპელები იანეკმა მონადირის ტალახით გათეთრებულ ფეხ-
საცმელებს მიამსგავსა, ტალახით, რომლის მიხედვითაც ტაიგაში
თვით სანადირო ადგილის გამოცნობაც კი შეიძლებოდა. იანეკა
ტანკს შემოუარა, მუხლუხაზე ჩამოჯდა და წერილი გახსნა.
„იან სტანისლავის ძევ! – წაიკითხა იანეკმა. – გილოცავ ახალ
1944 წელს. განვიზრახე, გამეგო შენი ჯანმრთელობისა და საქ-
მეების ამბები. ჩვენთან დიდი თოვლი მოვიდა, ნადირი ბევრია.
ჩემი შვილი ივანესგან წერილი მივიღე, ჰოსპიტლიდანა მწერს,
ფეხში ყოფილა დაჭრილი. რომ განიკურნება, ისევ ფრონტზე დაბ-
რუნდება. მართალია, ჩემი ღვიძლი შვილი არა ხარ, მაგრამ
ფრონტზე მაინც ორნი გაგისტუმრეთ, სადაც წყეული ჰიტლერის,
ჩვენი მტრის, გერმანელების ავი ტყვიები ცვივა. ეშმაკმა წაიღოს
იმათი თავი და ტანი. მომწერე შენსა და მურას ლეკვ – შარიკაზე.
96
ისევ შენთან არის თუ არა, იქნებ, სადმე დაგატოვებინეს. თავს გა-
უფრთხილდი და შინ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდი. შენი
ეფიმ სემიონიჩი“.
კოსმა წერილი დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, მერე ადგა და მეგობ-
რებთან მივიდა. იანეკს უნდოდა მათთვის ეთქვა, როგორ მოატ-
ყუეს იგი, და, თვითონაც როგორ მოატყუა ერთი ადამიანი, რო-
გორ დაივიწყა, თუმცა ამის უფლება მას არა ჰქონდა.
მაგრამ სანამ მათთან მივიდოდა, გადაიფიქრა. ისეც ხდება,
რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ირევა. ამ დროს თვი-
თონვე უნდა გაერკვეს თავის საქმეში და მოაწესრიგოს. ამ შემ-
თხვევაში თვით უერთგულესი მეგობრებიც ვერ გიშველიან.
გრიგოლი და გუსტლიკი ბალახზე იწვნენ. სააკაშვილი ელენს
ეკითხებოდა:
– რატომ ხარ ასეთი მავნებელი, მოიფიქრე რომელიმე კუთხე,
რომ ვიცოდე, საიდანა ვარ წარმოშობილი. პოლონეთში რომ შე-
ვალთ, ხალხი მკითხავს: „საიდანა ხარ, ჯარისკაცო? მერე რა ვუ-
პასუხო? სანამ ავუხსნიდე აქედან და აქედან ვარ-მეთქი, უამრავი
დრო გავა. შენ შემირჩიე თქვენს ქვეყანაში რომელიმე კარგი
კუთხე და მომიყევი, როგორი მთები და მდინარეებია იქ, როგო-
რი ტყეები და სახლებია, რომ შემეკითხებიან, მეცოდინება, რა
უნდა ვუპასუხე.
შარიკა მდელოზე ნავარდობდა, მერე იანეკთან მიირბინა და
ფეხზე მიეალერსა.
ვასილი წამოდგა, სელით ტანკის ჯავშანს დაეყრდნო, შარ-
ვლის, ჯიბეში ხელი ჩაიყო, იქიდან გასვრილი შაქრის ნატეხი
ამოიღო და სელის გულით კოსს გაუწოდა:
– აჰა, აიღე, მჟავე ხასიათზე ხარ და ცოტ– ჩაიტკბილე, სეტყვის
ღრუბელივით რო მოქურუმებულხარ.
იანეკმა შაქარი გამოართვა, უნდობლად გაუღიმა და ჰკითხა:

97
– საათი მუშაობს? პაწაწინა ბორბალს უბიძგე? პორუჩიკმა მარ-
ჯვენა თვალი მოჭუტა და თბილად გამოხედა. – მგონი კი. ახლა
ისე იმუშავებს, როგორც საჭირო იქნება.
– პოლიგონის მხრიდან ჰორიზონტზე ტანკები ამოძვრნენ.
მათ კოლონებად დაწყობილი ქვეითი ჯარე მისდევდა. ისინი მე-
ცადინეობიდან ბანაკში ბრუნდებოდნენ.

98
თავი მერვე
გადასვლა
ისე მოხდა, რომ პირველი ნამდვილი საბრძოლო განგაში,
რომლის ხმაზეც სატანკო ბრიგადა ფრონტისაკენ დაიძრა, სწო-
რედ გრიუნვალდთან ბრძოლის თარიღს – 15 მაისს დაემთხვა.
ეს, რა თქმა უნდა, სრულიად შემთხვევითი დამთხვევა იყო, მაგ-
რამ, ხშირად, შემთხვევითობაც ბევრს ნიშნავს.
მარში მთელ დღეს გრძელდებოდა. ტოტებით უზარმაზარ ბუჩ-
ქებად შენიღბული ტანკები გრძელ კოლონად მიდიოდა. შორი-
დან ისე ჩანდა, თითქოს ტყე ფესვებიანად მოსწვდა მიწას და და-
სავლეთისაკენ დაიძრა, მხოლოდ პოლონელი ტანკისტები ვერ
ხედავდნენ ამას. ისინი ჩამალულიყვნენ ჯავშანში, რომელზედაც
მტვერი რაინდის მოსასხამივით დაფენილიყო. ამ მსვლელობას
ჰაერიდან თვითმფრინავები იფარავდა.
ადრე, ზუსტად 534 წლის წინათ, პოლონელმა და ლიტველმა

99
რაინდებმა გაილაშქრეს გრიუნვალდისაკენ. მათ თან მიჰყვებო-
და სმოლენსკის პოლკები. ახლა იმავე მიმართულებით მიდიოდ-
ნენ ყველა ეროვნების წარმომადგენლები, ბალტიის ზღვიდან
წყნარ ოკეანემდე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე რომ
სახლობენ. მიდიოდნენ ფაშისტებისაგან გადამწვარი სტეპებიდან
და აგრეთვე დონბასის წყლით ამოვსებულ შახტებიდან მრგვალი
პირისახის, შავთმიანი უკრაინელები; გადამწვარ ველებიდან და
ნანგრევებადქცეულ ქალაქებიდან ქერა, მაღალი ბელორუსები,
მიდიოდნენ მებრძოლი კავკასიის წარგზავნილები – ქართველე-
ბი, სომხები, აზერბაიჯანელები, მიდიოდნენ ვიწროთვალება
თათრები, შავგვრემანი უზბეკები და ყაზახები და, რაღა თქმა უნ-
და, რუსები.
– ამ დიდი დინების ნაკადს შეადგენდა პოლონური ბატარეები,
საარტილერიო დივიზიები და ბრიგადები.
დინება სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ფრონტს. სულ
უფრო და უფრო იჭიმებოდა ზამბარა, ძალას იკრებდა, რათა გა-
ერღვია მოწინააღმდეგის მავთულღობურები, სანგრების უამრა-
ვი წყლები და ბეტონის ლოდები გადაელახა.
შეუძლებელი იყო ამ მასაში მოგეძებნა, შეგენიშნა ტანკი,
რომლითაც ოთხი ტანკისტი და ძაღლი მიდიოდა. „რცხილა – ერ-
თი“-ს გამოძახება კი არ შეიძლებოდა. ეთერში უმკაცრესი დუმი-
ლი გამეფებულიყო. მხოლოდ ფრონტის ხაზზე გრიალებდა ზარ-
ბაზნები, ისროდნენ ყუმბარებს, რათა შორიდან მომავალი ტანკე-
ბის მოახლოებული შენაერთების ხმაური დაეფარათ.
კიდევ სამი დღე გაივლიდა ასეთ სიჩუმეში, ყოველ საათობით
სულ უფრო მრისხანე რომ ხდებოდა, და ბოლოს, როგორც ზღვის
შუაგულში აზვირთებული ტალღა, ულმობლად რომ ეხეთქება ნა-
პირს და ქაფის ქოჩორს ჰაერში გაშლის, – აგრიალდებოდა შემ-
ტევი მეცხრე ტალღა. როგორც კი ოდნავ ინათებდა, გვარდიის
ნაღმმტყორცნელთა „კატუშის“ ზალპის ნიშანს, ბელორუსიის
100
პირველი ფრონტის ათასობით ქვემეხი გამოეპასუხებოდა. ეს
ფრონტი მალე პოლონეთის ფრონტად გადაიქცეოდა და ყველა
დასავლეთისაკენ დაიძვრებოდა, არა, ყველა კი არა, მხოლოდ ის
დივიზიები, რომლებიც ლახვარივით პირველები ეკვეთებოდნენ
მტერს.
როცა ყველა გზა, ყველა ბილიკი, რომლითაც დასერილი იყო
ველები – ხალხით, ქვემეხებითა და ტანკებით აივსო, რადიომ
ბრიგადაში მოწოდება – პოლონეთის ეროვნული განთავისუფ-
ლების კომიტეტის მანიფესტი მოიტანა. მისი პირველი სიტყვები
ყველასათვის მოახლოებული სამშობლოს სუნთქვა იყო. ჯერჯე-
რობით ტანკისტები აქ იყვნენ, ფრონტის საიმედო დაცვის ქვეშ,
უკაცურ, გადამწვარ მიწაზე, სადაც არათუ სოფელს, თვით ერთ
ქოხსაც კი ვერ დაინახავდით. მხოლოდ აქა-იქ თუ გამოჩნდებო-
და ნახანძრალი და ეულად დარჩენილი საკვამური, სამაგიეროდ,
ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყო ჭურვების ძაბრები, როგორც ომის
ეპიდემიისაგან დარჩენილი ნაყვავილარი; ყველგან დაბრეცი-
ლი, გარუჯული ლითონი, მკვდარი, ლულებით მიწაში ჩარჭობი-
ლი ქვემეხები ეყარა. სწორედ აქედან უნდა დაძრულიყვნენ იმათ
კვალდაკვალ, ვინც პირველად გადალახა დასავლეთი ბუგი და
მაშინ მიეყენებინათ მოწინააღმდეგისათვის დარტყმა, როცა პირ-
ველებს იარაღი დაუდუმდებოდათ და ბრძოლაში მათი რიგები
შეთხელდებოდა.
და, აი, მართლაც, გაილაშქრეს. ყამირგზაზე იგივე სატანკო
კოლონა მიბობღავდა, მხოლოდ ტანკებზე ძველი ტოტები ახლე-
ბით შეეცვალათ. მეომრები ღია საძრომებში იდგნენ, სახე მტვრი-
საგან გაშავებოდათ, თუმცა მაინც შეიძლებოდა ელენის, სემენის
და კოსის ცნობა, კოშკიდან წელამდე რომ ამომძვრალიყვნენ, სა-
აკაშვილი ქვევით იჯდა, მანქანას მართავდა და წინა საძრომიდან
გზას თვალს ადევნებდა. სწორედ ამ დროს მათ დამწვარ „ვეფ-
ხვებს“ ჩაუარეს, რომლებმაც, როგორც ჩანს, კონტრშეტევაზე
101
გადმოსვლა სცადეს, მაგრამ ქვემეხების ცეცხლში მოყვნენ.
– აი, რამდენი ქვეწარმავალი მიაძაღლეს! – ყვიროდა აღ-
ფრთოვანებული იანეკი და ცდილობდა, თავისი ხმით ძრავების
გუგუნის ხმა დაეფარა. სემენი თავს უქნევდა და ცოტა ხნის შემ-
დეგ თვალით მეორე მხარეს ანიშნა. გზის იქითა მხარეს დანგრე-
ულ ღუმელის მილთან მტრის ჭურვისაგან გაყინული T – 34 იდგა.
ტანკის კოშკი დაშვებული ლულით მკვდარი ადამიანის მხრებზე
ჩამოვარდნილი თავივით გამოიყურებოდა, ჯავშანი ჭვარტლით
დაფარულიყო, ვარსკვლავი კი მთლად გაშავებოდა.
„ისეთია, როგორც ჩვენი,“– გაიფიქრა იანეკმა და უცბად იგ-
რძნო, შიშისაგან როგორ გააცივა. – ნეტა ვინ არიან ისინი, შიგ
რომ დაიღუპნენ?
მან სემენს მიჰბაძა და ხელი ასწია, სალამი მისცა. მარცხნივ,
ტანკების პარალელურად, ქვეითთა კოლონა მიდიოდა. ხან
აქ, ხან იქ სატვირთო მანქანების მწვანე ბრეზენტგადაკრული სა-
ხურავები გამოჩნდებოდა ხოლმე, ქვემეხებს რომ მიათრევდა.
ივლისის მზე აჭერდა. ცაზე დაკიდებული ღრუბლების თეთრი ქუ-
ლები მოლაშქრეთა მიმართულებისადმი განივ ზოლად გაწელი-
ლიყო.
სადღაც, წინ, შაშხანების სროლის ხმამ იმატა. ავტომატური
იარაღის ხმაური თანდათან ისე ახლოვდებოდა, ისე მორბოდა,
როგორც პატრუქზე ცეცხლი. ხმამაღლა ყეფდნენ ტანკსაწინააღ-
მდეგო თოფები. გუგუნებდნენ სატანკო სიგნალები.
– მანქანაში, სარქველი დაკეტეთ!
სასწრაფოდ ჩაძვრნენ დაბლა, საძრომი დაკეტეს. იანეკი კოშ-
კში ჩახტა თუ არა, პერისკოპის სახელურს სტაცა ხელი და მიიზი-
და, ოკულარიდან ცა რომ დაენახა.
პირველად მთელი სწორკუთხედი ცისფრად დაიფარა, მერე
ღრუბლის თეთრი ნაგლეჯი გამოჩნდა, ის უფრო მუქმა ფონმა

102
შეცვალა და ბოლოს, აი, ისინიც: ოდნავ გვერდით თვითმფრინა-
ვები მისდევდა. მოფრინავდნენ დაბლა, პირდაპირ გზის თავზე,
თვალწინ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ფუზელაჟების ოვა-
ლები, პროპელერების წრე, ფრთები, რომლებიც ისე იყვნენ მო-
ღუნული, როგორც გართხმული, გადმობრუნებული ასო „M“,
დაბლა კი ქალამანჩამოცმული ფეხების მსგავსი შასები მოუჩან-
და. ტანკში თვითმფრინავების გუგუნი და უკან ბომბების აფეთქე-
ბის ხმა ისმოდა. მერე თვითმფრინავები თანდათანობით დაშორ-
დნენ, მათი გუგუნი მიყუჩდა და გული სიხარულით აევსოთ, სა-
შიშროებამ რომ გაიარა.
ძრავების გუგუნი და მუხლუხების ჩხარუნი ახლა ნაკადულის
ჩუხჩუხივით საალერსო სმადაც კი ეჩვენებოდათ. სწორედ ამ
დროს ტანკი აიწია, შეირყა, პერისკოპში სინათლე გაწითლდა,
საშინელი გრიალი გაისმა. იანეკი მექანიკოსს დაეცა და, ვერც კი
გაიგეს, როგორ ამოყო თავი შარიკამ მათ მუხლებზე. ძრავა და-
დუმდა, ტანკი გაჩერდა.
– უვნებლები ხართ?.. უვნებლები ხართ, გეკითხებით? – ყურ-
საცმელებში პორუჩიკის ხმა გაისმა.
– დიას, ყველა უვნებელი ვართ, მხოლოდ დავყრუვდით.
– გადადით მანქანიდან, მხოლოდ მარცხენა ბორტიდან, – გა-
ისმა ბრძანება.
და აი, ისინი უკვე მიწაზე იდგნენ, გზაზე გაქვავებულ ტანკსა და
გაგლეჯილ მუხლუხას უყურებდნენ, უკან ანკარასავით რომ გაწე-
ლილიყო.
– გადააცილე, გრიშა, ხელი აგიკანკალდა. – მშვიდად თქვა
სემენმა.
– მართლაც, ტანკი კაი სამი მეტრით გასცდენოდა წითელ
დროშებს, რომლებიც გზის მარჯვენა მხრისაკენ მიუნიშნებდა.
ერთი დროშა გადაქცეულიყო და გაგლეჯილ მუხლუხას ქვეშ მოჰ-
ყოლოდა.
103
– დავინახე, მოფრინავდნენ და ზევით ავიხედე...
– არ შეიძლება. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ტანკსაწინააღმდე-
გო ნაღში კი არა, რაღაცა უფრო სუსტი იყო. იანეკ, მანქანაში,
ტყვიამფრქვევთან! აქეთ-იქით ნუ აცეცებ თვალებს, ეს უკვე მეცა-
დინეობა არ გეგონოს. გრიგოლ, შენც დაიკავე ადგილი, მე და შენ
კი, გუსტლიკ, საქმეს შევუდგეთ.
ორი ადამიანი საკმარისი არაა იმისათვის, რომ მძიმე, ფოლა-
დის მუხლუხა დაჭიმოს. მათ წინ ათობით მანქანამ და ათასობით
ადამიანმა ჩაიარა. ყველას შეეძლო მათი მიხმარება, მაგრამ კო-
ლონის ჩამორჩენა არ შეიძლება. ერთმა ტანკმა არ უნდა დააყოვ-
ნოს დანარჩენები. თუ მათ მაინცდამაინც უჭირს, შეუძლიათ, დახ-
მარება გამოიძახონ. დაჭრილებს სანიტრები მიეხმარებიან, და-
ზიანებულ ტანკებს კი ტექნიკური უზრუნველყოფის ასეული, კო-
ლონას ბოლოში რომ მიჰყვება. და თუ თვითონვე შეუძლიათ თა-
ვის გართმევა, არავინ არ უნდა შეაჩერონ.
წამყვან ბორბლებზე ფოლადის ტროსი უკვე გადაეხვიათ, მისი
ბოლო მუხლუხისათვის გამოედოთ. სემენი გაიქცა და ტანკის წინ
გაჩერდა, რომ მექანიკოსისათვის ენიშნებინა, შეგიძლია ნელ-
ნელა მარჯვენა ბორტით დაძვრაო. ელენმა გაიძრო კომბინეზო-
ნი; ფორმა, პერანგი, წელს ზევით გატიტვლდა, ლითონის ანკა-
რას ბოლოში ხელი წაავლო და რგოლები რომ შეირხა, იქითკენ
წაიღო, საითაც საჭირო იყო. კოსი ამ დროს უსაქმოდ იჯდა, ხელის
ტყვიამფრქვევი ეკავა, რომელიც მარცხენა ხელში გადაიტანა და
მარჯვენათი გუსტლიკს მიეხმარა.
ამ დროს წინ, დასავლეთიდან, იმ მხრიდან, საითაც ისინი მი-
დიოდნენ, გზის მიმართულებით, კვლავ ტყვიამფრქვევის ხმა მო-
ისმა, იგი თანდათანობით უფრო ძლიერდებოდა. იანეკმა ტყვიამ-
ფრქვევის სადგარი ტანკის ჯავშანზე დადგა, თვალები მოჭუტა და
ცას აჰხედა. ღრუბლებიდან ორი თვითმფრინავი გამოჩნდა, რომ-

104
ლებიც სულ უფრო დაბლა ეშვებოდნენ. იქნებ იგივე თვითმფრი-
ნავები იყო, იქნებ, სხვები: როცა ისინი ისე დაეშვნენ, რომ ქორის
ოდენად გამოჩნდნენ, იანეკმა პირველმა ამოირჩია. რომელიც
უფრო ახლოს იყო, ნიშანში ამოიღო, ვერცხლის პროპელერის
რგოლის ცენტრს ოდნავ უფრო მაღლა დაუმიზნა, სადაც წამში უნ-
და გაჩენილიყო მფრინავის გამჭვირვალე სარკმელით დაცული
კაბინა.
იანეკი გრძნობდა, როგორ მიგორავდნენ შუბლიდან ლოყებზე
ოფლის წვეთები. ფასკუნჯების წივილი და ფრთებით გარღვეული
ჰაერის ზუზუნი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა და ყელში სპაზ-
მებს იწვევდა. თვითმფრინავის ცხვირწინ გასროლილი ჭურვები
ელავდა. იანეკმა სასხლეტს ხელი დააჭირა, ღია ფერის ტრასა გა-
მოჩნდა და ლულა ოდნავ დაბლა დასწია. მარჯვნიდან და მარ-
ცხნიდან ერთმანეთს გადაეჭდო საბჭოთა ქვეითების ცეცხლის
ენები. მტრის ტყვიების კბენას კვნესით ეხმაურებოდა ტანკის ლი-
თონი და ქვიშის პატარა შადრევნები მაღლა ეხეთქებოდა. წამის
რაღაც უმცირეს მონაკვეთებში მოპიკირე თვითმფრინავი ყვი-
თელ მუცელს და ორ შავ ჯვარს გამოაჩენდა ხოლმე. თვითმფრი-
ნავი თავის კურსს ასცდა, ნახევარწრედი გააკეთა და, უცბად,
რამდენიმე ასეულ მეტრში აფეთქების გრიალი გაისმა და ცაში
შავი ბოლის ღრუბელი ავარდა.
იანეკი, ტყვიამფრქვევით ხელში სემენთან გაიქცა, სახელოში
მოსწია და ჰკითხა:
– ეს მე?.. მან გვერდზე გასწია და მშვიდად უთხრა: – საქმეს
მიხედე, დრო გადის!
კოლონის თავზე ელვასავით გაიქროლა ორმა ცხვირწაწვე-
ტილმა ავიაგამანადგურებელმა. მათ ფრთებზე ვარსკვლავები
ჰქონდათ.
ტანკის ძრავა ისევ აგუგუნდა, მუხლუხა ქვიშაზე გახოხდა, წამ-

105
ყვან ბორბლამდე გააღწია და ბოლოს პირველმა კბილანამ გა-
იტაცა იგი. სემენმა მეორე ხელიც მაღლა ასწია და დაიძახა:
– ორივე, ორივე ბორტით!
ტანკი დაიძრა, მუხლუხებზე მიცოცავდა. ისღა დარჩათ, გატე-
ხილი რგოლი გამოეცვალათ და მუხლუხა გაწყვეტილ ადგილზე
შეეერთებინათ. ეს უკვე ელენის საქმე იყო. ვასილს ჭანჭიკი მაშე-
ბით ეჭირა, გუსტლიკი კი მძიმე ჩაქუჩით ურახუნებდა.
კოსი ტანკთან იდგა და, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯე-
რებსო, ჯავშნის ჩაჭყლეტილ ადგილებს თითებით ეხებოდა.
– მხოლოდ ზევიდან გაუკაწრავს. დასაწყისისათვის საკმარი-
სია, მერე კი ასეთი ნიშნები ბევრი გაუჩნდება, – აუხსნა პორუჩიკ-
მა.
ბოლოს ტროსი და ხელსაწყოები აალაგეს. ისევ გაისმა ბრძა-
ნება:
– მანქანაში!
ყველაფერს მალე მორჩნენ, მაგრამ, ამ ხნის განმავლობაში
კოლონა წინ წავიდა. როცა ადგილიდან დაიძრნენ, მათ საწევრე-
ბისადმი გვერდის ავლა მოუხდათ, რომლებიც გრძელლულიან,
მძიმე ქვემეხებს მიათრევდნენ. ახლა ისინი მარტონი მიდიოდნენ
არტილერისტთა შორის.
კოსმა ტყვიამფრქვევი ადგილზე დააყენა, მარჯვენა ხელი
ბნელ კუთხეში მიწოლილ, მოწყენილ შარიკას მოუთათუნა და გა-
ნუწყვეტლივ ფიქრობდა: „მე ჩამოვაგდე თუ არა?.. ჩამოვაგდე.
მამას რომ დაენახა!“ – ალბათ ერთმა საათმა მაინც გაიარა ასე.
კოსი ფიქრებიდან ელენმა გამოიყვანა, მისკენ დაიხარა და ხე-
ლით ანიშნა კოშკის მეორე მხარეს, მეთაურთან გადამჯდარიყო.
ვასილს სახე მტვრით დაჰფარვოდა. ზედ ოფლის ნაკადს დაკ-
ლაკნილი ღარები დაემჩნია. პორუჩიკმა იანეკს მხარზე ხელი წა-
ავლო, თავისკენ მიიზიდა და შიგ ყურში ხმამაღლა ჩასძახა:

106
– არ ვიცი, ვინ გააკეთა, შენ თუ სხვამ, გესმის? არ ვიცი, ყვე-
ლანი ესროდნენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თვალი არ და-
ხუჭე, არ შეგეშინდა. ეს მე მომწონს, ყოჩაღ!
ვასილმა იანეკს მხრებიდან ხელი გაუშვა. გადაეხვია, გულში
ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა, მერე იყვირა:
– გაიწმინდე, გაგთხუპნე!
ელენი კოშკურაზე აძვრა, იქვე ჩამოჯდა, ფეხებს აქანავებდა,
ჯავშანს უპარტყუნებდა და ყვიროდა:
– ბიჭებო, მდინარე და სიდი მოჩანს! ეს ალბათ ბუგია. სამივე
სევით აძვრა. მდინარე დიდი არ იყო, მაგრამ დაკლაკნილიყო.
ნაპირებს რუსული ბზა და თხმელა მიუყვებოდა.
– მართლაც, ბუგსა ჰგავს.
ის-ის იყო ხიდს მიუახლოვდნენ, ორმოცდაათიოდე მეტრზე მე-
ტი აღარა ჰქონდათ დარჩენილი, რომ მუქ ლურჯბერეტიანმა გო-
გონამ გამაფრთხილებლად წითელი დროშა ასწია, ხოლო ყვით-
ლით კატეგორიულად მეორე მხარეს მიუთითა. სააკაშვილს გზი-
დან გადახვევა არასგზით არ უნდოდა და ტანკი პირდაპირ მოძ-
რაობის მომწესრიგებელ გოგონასაკენ წაიყვანა, მაგრამ იმას სუ-
ლაც არ შეშინებია: კარგად იცოდა, რომ ახლა ყველაზე უფროსი
ის იყო. ტანკისაკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დროშის ტა-
რით ისე დააკაკუნა ჯავშანზე, როგორც კანარის ჩიტი დააკაკუ-
ნებდა ნისკარტით სპილოს ტყავზე.
იძულებული გახდნენ, გვერდზე გადაეხვიათ და გაჩერებუ-
ლიყვნენ. დაღონებულები უყურებდნენ მდინარის მეორე მხარეს
ერთიმეორის მიყოლებით როგორ გადაჰქონდათ ქვემეხები.
– რას გამოგვრეკა?
– ჩვენი ჯერი არ არის, – აუხსნა ვასილმა, – იქნებ შენ მაინც
როგორმე დაიყოლიო ეგ გოგო, გუსტლიკ. უთხარი, შენი მოძმე
პოლონელები ვართ-თქო და კიდევ, ხომ იცი...

107
ელენი ტანკიდან ჩამოხტა, მომწესრიგებელთან მივიდა, გაიჯ-
გიმა და სალამი მისცა.
– მშვენიერო ასულო, რა იქნება, რომ გაგვატარო!
– არ შემიძლია, არ შემიძლია. ესენი რომ გაივლიან, მერე, იქ-
ნებ თქვენთვისაც დარჩეს ადგილი.
– ჩვენები უკვე მეორე მხარეს არიან. ჩვენ ხომ პოლონელები
ვართ. შინ ვბრუნდებით. გვაქვს თუ არა უფლება?..
– გაქვთ, კიდევაც გაკოცებდი, მაგრამ ტანკს ვერ გავუშვებ.
– ელენი გაწითლდა და გამობრუნდა. ჯავშანზე აცოცდა და ხე-
ლები გაშალა:
– მკაცრი გოგონაა. ქვევიდან კოშკზე აძვრა სააკაშვილი და
საუბარში ჩაერია:
– აი, შენც ვითომ მოჯირითე ხარ, გოგოსი შეგეშინდა, გამოი-
ქეცი. ახლა რა ვქნათ? საღამომდე აქ ხომ არ დავეყუდოთ?
– იცი რა? ერთი აზრი მომივიდა, – გააწყვეტინა უცბად იანეკ-
მა, დანარჩენებისკენ დაიხარა და ხმადაბლა რაღაცა უთხრა.
– აბა, რას იტყვი, ვასილ, თანახმა ხარ? – თანახმა ვარ.
– მოქალაქე პორუჩიკო, – წესისამებრ გაიჭიმა კოსი, – მოგახ-
სენებთ: მივდივარ საბრძოლო დავალების შესასრულებლად!
ტანკში ჩაძვრა და ერთი წუთის შემდეგ შარიკასთან ერთად წი-
ნა საძრომიდან გადმოხტა. უკვე გამოცდილმა იანეკმა ჯერ მი-
მოიხედა, ახლომახლო დანაღმული საზღვრის აღმნიშვნელი წი-
თელი დროშები ხომ არ არისო, გზიდან რამდენიმე მეტრზე მდე-
ბარე ბორცვი ამოირჩია, ზედ აქა-იქ ბუჩქები რომ ამოშვერილი-
ყო.
ტანკისტები კოშკიდან თვალს ადევნებდნენ წარმოდგენის
დაწყებას. შარიკამ იმით დაიწყო, რომ რამდენჯერმე მოურბენინა
ჯოხი, მერე იანეკისაგან მიწაში ჩაფლული ცხვირსახოცი იპოვა.
პირველად რამდენიმე წითელარმიელმა და მესანგრემ მიაქ-

108
ცია ყმაწვილსა და ძაღლს ყურადღება. ერთმანეთთან ლაპარაკი-
თა და მათ მხარეს თითების შვერით მიუახლოვდნენ, უკეთესად
რომ ეყურებინათ. მაყურებელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა.
ყველა გამხიარულდა. გაისმა შენიშვნები, სხვადასხვა რჩევებიც
კი, თუ როგორ მოქცეულიყო იანეკი, როცა ძაღლი მაშინვე ვერ
იგებდა, რის გაკეთებასაც მისგან მოითხოვდნენ. მერე ვიღაცამ
ცეცი – გრძელი ჭოკი მოიტანა. ბოლოში მავთული ჰქონდა გაკე-
თებულა. ასეთი ჭოკით ნაღმის ძებნისას სარგებლობენ ხოლმე.
შარიკამ აქ ჭოკზე ხტუნვით თავი გამოიჩინა.
რადიოსადგურის ფურგუნიდან, ბუჩქებთან ახლოს რომ ამოე-
ყოთ მის ანტენებს თავი, საზაფხულო ფორმაში გამოწყობილი
პოლკოვნიკი გამოვიდა. ისიც გაჩერდა და ყურება დაუწყო. მომ-
წესრიგებელი გოგონაც სულ უფრო ხშირად იყურებოდა იანეკი-
საკენ და იღიმებოდა.
ყურადღება არავის მიუქცევია, რომ უკვე კარგა ხანი იყო, რაც
ტანკის საბოლქვი მილიდან ბოლის თეთრი ბოლქვები ცვიოდა.
ძრავის ხმაურს არტილერიის საზიდრების ხმა ჰფარავდა, რომ-
ლებიც ისევ და ისევ გადადიოდნენ ხიდზე. იარაღასხმული მეომ-
რებიც ისე იყურებოდნენ იანეკის მხარეს, როგორც ხის ტოტებზე
შემომსხდარი ბეღურები, ახლადმოსულებს ხელს უქნევდნენ და
გორაკისაკენ მიუთითებდნენ. ერთი საწევარის მძღოლი ყურება-
ში, გაერთო და სვლას უკლო. ტანკისტებსაც სწორედ ეს უნდო-
დათ. ოთხას ორმოცდაათი ცხენის ძალა მთელი სიმძლავრით
მოსწყდა ადგილს, მიწაყრილზე ავარდა, წინ გახტა და ხიდთან
გაჩნდა. გოგონა გონს მოეგო, რამდენიმე ნაბიჯზე გამოეკიდა. მე-
რე კი ხელი ჩაიქნია და უკან დაბრუნდა. იანეკმა გოგონას ზურგს
უკან ჩაურბინა და ტანკის დასაწევად გაიქცა. მას უკან, მხიარული
ყეფით სატანკო ეკიპაჟის მეხუთე წევრი – შარიკა მისდევდა.

109
თავი მეცხრე
სიხარული და ნაღველი
დასავლეთი ბუგის გაღმა, რამდენიმე კილომეტრის შემდეგ,
საველე გზიდან გადაუხვიეს და ძელურა ფენილით მოკირ-
წყლულ, ფართო შარაგზაზე გავიდნენ. შარაგზას ორივე მხარეს
ტირიფები მიუყვებოდა. ხეებს იქით გადაჭიმულიყო ფერადი ქა-
ღალდის ვიწრო ზოლებივით დაყოფილი, აჭრელებული მინ-
დვრები. ომმა აქ ისე სწრაფად გადაიარა, რომ მისი გადაწვა ვერ
მოასწრო.
– რა სასაცილოა! – გაოცებით წამოიძახა საბჭოთა კავშირის
უკიდეგანო ველ-მინდვრებს შეჩვეულმა სააკაშვილმა, – ერთ ნა-
ბიჯს გადადგამ – კარტოფილია, მეორეს – ჭვავი, კიდევ ნაბიჯს
გადადგამ და უკვე კომბოსტოები ამოყოფს თავს.
ახალი პეიზაჟით განცვიფრებულმა სიგნალს თითი დააჭირა,
მანქანა გახელებით ააყვირა და გაზს მოუმატა. წინ მიმავალმა

110
ტრაქტორის საწევრებმა სწრაფად გადაუხვიეს მარჯვნივ, ქვემე-
ხები ზედ თხრილის პირზე მიაყენეს და გზა გაათავისუფლეს.
უკვე დაიწყეს კიდევაც ქვემეხების გადასწრება, მაგრამ, ამ
დროს ყურსაცვამებში სალაპარაკო მოწყობილობის გადამრთვე-
ლის წკაპუნი გაისმა და მექანიკოსმა სემენის ხმა გაიგონა:
– გჟეს, გაზს ფეხი მოაცილე და კოლონაში შენი ადგილი და-
იკავე. მოძრაობის წესრიგს ნუ არღვევ.
გრიგოლმა ბრძანება მოისმინა და თუმცა სულაც არ ეჭაშნიკა,
მანქანა მაინც დაამუხრუჭა და საწევრებს შორის ნელა განაგრძო
სვლა. თავი რომ ვეღარ შეიკავა, ყელზე ლარინგოფონი შეიხსნა
და სხვებსაც რომ არ გაეგოთ, თავისთვის ჩაილაპარაკა: – სამარ-
შო წესრიგი, კოლონაში ადგილი... ახლა ბაზარში მიმავალი ბე-
ბერი ვირივით მივჩანჩალებთ. დიდი ამბავი, – მილებს მოათრე-
ვენ და არც ეჩქარებათ. ჩვენ კი, იქნება იქ ვჭირდებით. ეს არტი-
ლერია კიდევ ყოველთვის უკან მიჩანჩალებს რაღა... შენ ამოსუნ-
თქვის საშუალება არა გაქვს, ესენი კი კოშკზე ამძვრალან, ნიავი
უქიქინებთ, ბუნებას ესიყვარულებიან...
ბოლო სიტყვები, რა თქმა უნდა, არტილერისტებს კი არა, ეკი-
პაჟის დანარჩენ წევრებს ეხებოდა, თვით იანეკის ჩათვლით, გახ-
სნილ საძრომზე რომ ჩამომსხდარიყვნენ.
– ბუნებას ესიყვარულებიან, მე კი პამპულასავით დაბლა მარ-
ტოკა ვზივარ და მხოლოდ იმას ვხედავ, რაც ამ მილში...
ცხოვრებაში ისეთი წუთებიც არის, როცა ვერ გაგიბედავს ვინ-
მეს სიმართლე პირში უთხრა და, სურვილი გიჩნდება, შენი აზრი,
ისე, რომ არავინ გისმენდეს, განმარტოვებით ხმამაღლა გამოთ-
ქვა. უფრო ხშირად ასე მაშინ გემართება, როცა სიმართლე მაინ-
ცდამაინც შენს მხარეს არ არის. ახლა გრიგოლი სულ ტყუილად
ბუზღუნებდა არტილერიაზე, მაგრამ, სადღაც მის წუწუნს მაინც
ჰქონდა რეალური საფუძველი: მართლაც, ის, ვინც კოშკზე ზის,

111
უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მძღოლი-მექანიკოსი თავისი საძრო-
მიდან.
– იქით გაიხედეთ, – უჩვენა პორუჩიკმა.
შორს, წინ, საარტილერიო კოლონის სათავეში რაღაცა ხდე-
ბოდა. საწევრები გზიდან გადიოდნენ. ქვემეხები გზისპირა თხრი-
ლებს რომ გადალახავდნენ, მინდორზე გაქანდებოდნენ და კარ-
ტოფილსა და ტუხტს ძირფესვიანად თხრიდნენ. გზატკეცილიდან
რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, თითქოს ბრძანება მი-
იღესო, ტრაქტორებმა ქვემეხების ლულები წინ მიაბრუნეს. ქვე-
მეხებზე მომსახურე ჯარისკაცები მიწაზე გადახტნენ, სადგრები
გასწი-გამოსწიეს, წინსაფრები მიათრიეს. ბატარეას ბრძოლი-
სათვის ამზადებდნენ.
– რას აკეთებენ, რისთვის? – იკითხა იანეკმა.
– ტყისკენ გაიხედე, აი, იქ, შორს! – დაუყვირა ელენმა.
შორს ჰორიზონტიდან მინდორზე წიწვოვანი მუქი ლურჯი ტყის
შტოები იჭრებოდა. ხეებს შორის ზედ მიწაზე აფეთქების ცეცხლე-
ბი ცვიოდა. ქვემეხების წინ ახლად ამოსულ მტვრის ბუჩქებივით
იდგა კორიანტელი, ჯარისკაცთა გათვლები ქვემეხებთან ფუსფუ-
სებდნენ. ბატარეის მეთაურები უკან იდგნენ და მარჯვენა ხელი
მაღლა აეწიათ. უცბად ერთმა მათგანმა მკვეთრად დაიქნია, უახ-
ლოესი ზარბაზნიდან ცეცხლმა გაიელვა და გასროლას მალე ქუ-
ხილიც მოჰყვა.
სააკაშვილი ხელახლა ჩაერთო შიდა ტელეფონში და იკითხა:
– რა ხმაურია იქ?
– რომელიღაც შეიარაღებული ჯგუფია, – უპასუხა სემენმა, –
და არტილერია ესვრის.
ტანკი დიდი სიჩქარით არ მიდიოდა და ტანკისტები ზედ ისე
გრძნობდნენ თავს, როგორც მოძრავ თეატრალურ ლოჟაში. ისი-
ნი უყურებდნენ, როგორ უახლოვდებოდნენ ბრძოლის ველს ახა-

112
ლი ქვემეხები და შორიდან აკვირდებოდნენ უკვე ბრძოლაში ჩაბ-
მულ ბატარეას. ოფიცერმა არტილერისტმა მონაცემებში კორექ-
ტივები შეიტანა და, აი, უკვე ოთხივე ლულა ახმიანდა. მინდორში
ზალპის ხმა გაისმა.
ტყიდან ტყვიამფრქვევებს ისროდნენ, რომლის ცეცხლიც სულ
უფრო და უფრო ახლოს გადაჰქონდათ ბატარეიასთან. უცბად
ქვემეხებს შორის აფეთქების შადრევანი ავარდა. ორი მეზარბაზ-
ნე დაეცა. რეზინის ბორბლებს ცეცხლი წაეკიდა. ჯარისკაცთა ერ-
თი ჯგუფი ნიჩბებით აყრიდა ცეცხლს მიწას და აქრობდა. ტანკის
ძრავის გუგუნი საშუალებას არ იძლეოდა ალიაქოთის ხმაც გა-
ეგოთ, ამიტომ ყველაფერი ისე ეჩვენებოდათ, როგორც მუნჯურ
ფილმში.
უშუალოდ მათ წინ მიმავალმა საწევარმა ტრაქტორმაც რომ
გადაუხვია, გზატკეცილი სულ მთლად დაცარიელდა.
– მათთან ერთად წავიდეთ, მივეხმაროთ, ჰა? – წამოაყენა წი-
ნადადება კოსმა.
თითქოს მის საპასუხოდ, ტანკმა გადაუხვია და ორ ტირიფს
შორის შედარებით განიერ გასასვლელისაკენ გაემართა.
– უკან, გრიგოლ, იგივე მიმართულებით განაგრძე გზა, სიჩქა-
რეს მოუმატე, – მშვიდად უთხრა სემენმა, მერე კოსს მიუბრუნდა:
– ბრძანების გარეშე არ შეიძლება. ალყაში მოქცეულები წინააღ-
მდეგობას უწევენ, რათა შეტევის ტემპები შეაჩერონ. მათ მოსას-
პობად სპეციალური ძალებია გამოყოფილი. ეს ჩვენი საქმე არ
არის, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. – ახლა ისინი საათში ორმოც კი-
ლომეტრზე უფრო მეტი სიჩქარით მიდიოდნენ. სახეზე თბილი ნი-
ავი ელამუნებოდათ, მუზარადიდან მათთვის თმის კულულები გა-
მოეწეწა და ეთამაშებოდა. მზე კი უმოწყალოდ აჭერდა და თვალს
ჭრიდა.
– ბატარეის საცეცხლე პოზიცია უკან მოიტოვეს. გზა ქვევით
დაეშვა, უკვე აღარაფერი ჩანდა, მხოლოდ გრიალი და რახრახი
113
გადავლილი ქარიშხლის ხმასავით ისმოდა, ცა ნათელი, თით-
ქმის უღრუბლო იყო.
სატანკო ბრიგადის კოლონას მალე დაეწივნენ. პირველად
მოტორიზებული ქვეითი ჯარის მანქანებს გაუსწრეს, მერე ნაღ-
მმტყორცნელთა ასეულს, ტანკსაწინააღმდეგო – გამანადგურე-
ბელ საარტილერიო ბრიგადას, ბოლოს საიერიშო ქვემეხებს და
თავიანთი ადგილიც იპოვეს. ერთ-ერთ აღმართზე ასვლისას ყვე-
ლა გამოჩნდა, ვინც კი მათ წინ და უკან მიდიოდა, – მთელი კო-
ლონა, გზატკეცილზე ხუთი კილომეტრის სიგრძეზე რომ გაჭიმუ-
ლიყო.
კოლონის თავში დროშებით შესვენების ნიშანი მისცეს. საბრ.
ძოლო მანქანებს შორის ინტერვალი თანდათან შეამცირეს, გზის
მარჯვენა მხარეს გადადგნენ და გაჩერდნენ. ბედნიერი შემთხვე-
ვით სამანის ტანკს შიგ სოფელში მოუწია გაჩერება. თეთრ, ჩა-
ლით დახურულ ალიზის სახლებიდან, ბაღებიდან და ეზოებიდან
ხალხი გამორბოდა და გაჩერებულ ტანკებს გარს ეხვეოდა.
ტანკიდან გადმოხტნენ თუ არა, იანეკი და გუსტლიკი მაშინვე
ვიღაცის მკლავებში აღმოჩნდნენ. ერთი მოხდენილი, მზით გარუ-
ჯული გოგონა, ყვავილებიანი თეთრი კაბა რომ ეცვა, კოსს გადა-
ეხვია, ორივე ლოყაზე აკოცა და გეორგინების თაიგული გაუწო-
და. ორივეს სახე წამოეჭარხლა და ერთიმეორისაგან ნახევარი
ნაბიჯით დაიხიეს.
ერთმა ქალმა იანეკს სახელოში წაავლო ხელი: – ასეთი
ახალგაზრდა ხარ და უკვე იბრძვი?.. – ბიჭებო, საიდანა ხართ?
– მე უსტრონიიდან, საიდანაც ვისლა გამოედინება... – წარუდ-
გა მათ ელენი. იგი თავის საქმეს თავაზიანად ასრულებდა:
სახის მჭიდრო კედლის გასწვრივ დააბიჯებდა და განურჩევ-
ლად – გოგონა იყო, ქალი თუ კაცი, ყველას რიგრიგობით ეხვეო-
და და კოცნიდა.

114
– ვინ დამრჩა. ვის არ მივსალმებივარ? უკვე ყველას მივესალ-
მე? – ამოისუნთქა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– ეს შავგვრემანი რას გაჩუმებულა? – მოხუცმა გლეხმა ტან-
კის საძრომისაკენ გაიშვირა ხელი, საიდანაც წელამდე ამომ-
ძვრალი გრიგოლ სააკაშვილი იდგა.
– ეს რაღაც ჩვენებურს არა ჰგავს.
– ჩვენებურია, სანდომირიდან, – დამაჯერებლად თქვა ელენ-
მა. – მამამისი საკვამურის მწმენდელია და იმიტომ არის ეგ ასე-
თი შავი. ხმას არ იღებს იმიტომ, რომ მღელვარებისაგან ენა ჩა-
უვარდა.
– მანქანა გოგო არ გეგონოს, – პოლონურად თქვა გრიგოლ-
მა ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელიც კარგად ისწავლა. მერე ისევ
ტანკში ჩაძვრა და მანქანას მიეფარა.
– ახლა როგორი იქნება პოლონეთი? – იკითხა მოხუცმა. – სა-
ხალხო პოლონეთი. – განუმარტა იანეკმა. – ეს როგორ?
– ქარხნებს მუშები დაეპატრონებიან, პანების მიწას კი გლეხე-
ბი.
– მიწას ფულით იყიდიან? – უფასოდ მისცემენ.
– ნუთუ მართლა? თვრამეტ წელშიც ასე გვპირდებოდნენ, მაგ-
რამ მერე პანებმა გარეკეს ჩვენი საბჭოები.
– ახლა ჯარი ჩვენია, ვეღარ გარეკავენ.
– იქნებ ვეღარც გარეკონ, მაგრამ, იქნებ გარეკონ კიდეც. –
მოხუცმა თავი მოიქექა.
– რძე დალიეთ. ცივია, პირდაპირ ჭიდან მომაქვს, ჩაცივებუ-
ლია, – თქვა ერთმა ქალმა, ვედროდან რძე დაცხავებული, ღიღი-
ლოებით მოხატული ტოლჩით ამოიღო და ტანკისტებს მირთვა.
თქვენ, საათიანო, ხომ არ გაგიგონიათ... – გაბედა იანეკმა, –
თქვენს მხარეში სადმე პორუჩიკი კოსი ხომ არ ყოფილა?
გვარის გამეორება სთხოვეს, ერთმანეთში ილაპარაკეს, იგი-
ნეს, იგონეს და ბოლოს დაასკვნეს, რომ მასზე არაფერი სმენიათ.
115
– მერე სად იბრძოდა ის პორუჩიკი? – ვესტერპლატში.
– ეე... ძვირფასო, აქ ხომ ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
შვიდი ათასი ჩვენიანი დაიღუპა, სულ, სულ ყველა უკანასკნელამ-
დე... – ეს არ მოხდებოდა, – შეეპასუხა იანეკი.
– ვესტერპლატში ხუთასი კაციც კი არ იქნებოდა.
– ეგრე ამბობენ, თორემ რო დათვალო, სხვანაირად გამო-
დის...
მოკლეშარვლიანი ყმაწვილი გზატკეცილზე ღობის ხვრელში
გამოძვრა, სიმწიფისაგან გაწითლებული ბლის ტოტი მოიტანა და
ტანკის კოშკზე შეისროლა.
ნასროლი ტოტი ვასილმა ჰაერშივე დაიჭირა, ბიჭს ხელი და-
უქნია და უთხრა:
– დიდი მადლობა... – ნეტა რომელ ბაღში მოტეხე ეს ტოტი? –
ჰკითხა ელენმა.
მექანიკოსის საძრომიდან აბურძგნული ძაღლის დრუნჩი გა-
მოჩნდა.
ო, ღმერთო, ძაღლიც მიჰყავთ! ეგაც ჯარში მსახურობს? – მაშ
როგორ! ნაცარა, ფეხზე! – იანეკმა ხელი დაუქნია და გახარებუ-
ლი ძაღლი გზატკეცილზე გადმოხტა.
– ძაღლიც კი წამოუყვანიათ... ალბათ პოლონურია – წრის შე-
საკვრელად გაიქცა. – გესმით, როგორ ყეფს? ზუსტად ჩემი აზო-
რივით.
– გზა, გზა მიეცით, გაატარეთ მარცინოვი!
ჟრიამული ნელ-ნელა დაცხრა. ორმა ხელკავით მოხუცი ქალი
მოიყვანა, რომელსაც მეტად დანაოჭებული სახე და ბისტგადაკ-
რული თვალები ჰქონდა. ხელები წინ გადაჯვარედინებულად წა-
მოეწია და ნელა მოაბიჯებდა. ხალხი დადუმდა, მხოლოდ მოხუცი
ჩურჩულებდა:
– ჩვენო ბიჭებო, ჯარისკაცებო, შვილებო...

116
– ვერა ხედავს, – უთხრა ტანკისტებს იმ მოხუცმა გლეხმა, რო-
მელმაც არ დაიჯერა, სააკაშვილი რომ სანდომირიდან იყო. – აი,
იქეთ გაიხედეთ, სულ განაპირას, მაგისი ქოსი იყო, ახლა კი აღარ
არის. ჰიტლერმა გადაბუგა. სელი მოაკიდებინეთ, დარწმუნდეს,
რომ პოლონელები მოვიდნენ.
კოშკიდან ვასილმა საველე ქუდი გადმოაგდო, კოსმა დაიჭი-
რა, და მოხუცს მისცა. მოხუცმა ხელის გული მაუდს გააყოლა, ზე-
მოთან გადაუსვა, თითები ლითონს შეახო.
– არწივი!.. მოწყალეო ღმერთო... ჩვენი ჯარისკაცები, ღმერ-
თმა გამოგვიგზავნა, მოვესწარით...
– იულკა! – დაიძახა ქალმა და თან ვედროდან დარჩენილი
რძე დგას. აბა, ჩქარა, სირბილით! – იუკა მალე დაბრუნდა, ხო-
ლო შარიკა კიდევ უფრო მალე გაუსწორდა საჭმელს. დროზე მო-
ასწრო: შესვენება დამთავრდა. კოლონის თავში ნიშანი მისცეს
და ძრავების გუგუნმა, თანდათან ტალღასავით რომ ზვირთდებო-
და, მთელ სიგრძეზე ჩამოიქროლა.
– მანქანაში!
ტანკი ადგილიდან ფრთხილად დაძრეს, ქვეშ რომ არავინ მო-
ეყოლებინათ, გლეხები ბავშვებს ტანკს ძალათ აცლიდნენ და ზედ
მუხლუხებიდან გამოჰყავდათ.
კოლონა ისევ დასავლეთისაკენ მიდიოდა. შორს, ზედ ჰორი-
ზონტზე, ლუბლიანია, ციხის კოშკი და ეკლესიების სამრეკლო-
ები. გამოჩნდა.
იანეკ კოსი მექანიკოსის ადგილას იჯდა და მანქანას მართავ-
და. მართალია, არა სჯეროდა, რომ ვესტერპლატში შვიდი ათასი
კაცი დაიღუპა, მაგრამ მაინც მოიწყინა. დანაღვლიანებული სა-
აკაშვილი კუთხეში იანეკის სკამზე იჯდა და შარიკას ეთამაშებო-
და. ვასილი კოშკიდან დაბლა ჩაძვრა და მათთან ჩაჯდა.
– მექანიკოსო, რა ცხვირი ჩამოგიშვია?
– როცა ძაღლი გახარებულია, მაშინ პატარა დანაღვლიანება
117
ანგარიშში ჩასათვლელი არ არის. შარიკა ერქვა, ახლა კი შარი
ჰქვია – ნაცარას რომ ნიშნავს და ყველაფერი რიგზეა. მე კი რა?
პოლონური არ ვიცი. რა ვქნა? მამა საკვამურების მწმენდავია
სანდომირიდან... რომელი სააკაშვილი ჯობია: ნამდვილი თუ გა-
მოგონილი?
– მოიცა, ახლა იმის დრო მაინც არა გვაქვს, გზა და გზა ყველას
ყველაფერს ავუხსნით. ხალხი თვითონვე მიხვდება, რაშიც იყო
საქმე, – მშვიდად გააგრძელა სემენმა. – ვასწავლით პოლონელ
ტანკისტებს, ომს დავამთავრებთ, შინ დავბრუნდებით... აუცი-
ლებლად გაგვიგებენ. – როცა შინ დავბრუნდებით, გაგვიგებენ
არა? მაშინ გვიან იქნება.
– გვიან იქნება, თუ ადრე, ეგ სულ ერთია, ჩვენ ახლა ფრონტზე
მივდივართ.
– ბრიგადა პირდაპირ ფრონტზე არ წასულა. ლუბლიანასთან
იდგნენ და შიგ ქალაქში იხდიდნენ სამხედრო მოვალეობას: ქარ-
ხნებსა და საწყობებს იცავდნენ, დღედაღამ ქუჩებში გუშაგობ-
დნენ. ლუბლიანაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ისე მუშაობ-
დნენ, რომ ხელფასს არც კი კითხულობდნენ, შინიდან საკუთარი
ხელსაწყოები მოჰქონდათ და ძრავებსა და ჩარხებს არემონტებ-
დნენ. მათ მიხმარება სჭირდებოდათ. ისეთებიც იყვნენ, ვინც მა-
ღაზიებსა და – საწყობებს ტეხდნენ და ის, რაც გუშინ გერმანე-
ლებს ეკუთვნოდა, დღეს, მათი აზრით, უკვე არავის საკუთრებას
შეადგენდა და შინ ეზიდებოდნენ. მათთვის, რა თქმა უნდა, ხელი
უნდა შეეშალათ. ღამ-ღამობით ქალაქის თავზე პროჟექტორების
შუქი კვეთდა ერთმანეთს, თვალყურს ადევნებდნენ, მტრის
თვითმფრინავები არ შემოპარულიყვნენ. შიგ ქალაქში კი გუშა-
გების მარშრუტები ერთმანეთს კვეთდნენ. ისინი ქუჩებს სინჯავ-
დნენ, რომ უცხო ვინმეს მისი კალთებისათვის თავი არ შეეფარე-
ბინა.
პირველი გულთბილი შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც
118
ირგვლივ მხოლოდ ყვავილები, ბლები და რძე, ღიმილი და შესახ-
ვედრ აღ გაწვდილი ხელი ჩანდა – აქ, ხალხის სახეზე სხვადასხვა
აზრის ამოკითხვა შეიძლებოდა. ერთნი ამბობდნენ: „ახალი არ-
მია, ახალი ხელისუფლება გლეხებს მიწას აძლევს.“ სხვებს სახე-
ზე კი სულ სხვა ეწერა: „ახალი არმია, ახალი ხელისუფლება მი-
წას მფლობელებს ართმევს.“
ქალაქის განთავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, იმ
დროს, როცა საბჭოთა ქვეგანაყოფებმა პირველ სახლს მიაღწი-
ეს, ჰიტლერელებმა ლუბლინის ციხეში პატიმრები და მძევლები
გაანადგურეს. მათი დაკრძალვისა და უკანასკნელი პატივისათ-
ვის სატანკო ბრიგადიდან ერთი ოცეული გამოყვეს. იანეკსაც უნ-
დოდა წასვლა, სთხოვა, გაეშვათ, მაგრამ პორუჩიკმა ნება არ მის-
ცა და განუცხადა: სხვა საქმეც ბევრია, ტანკი წესრიგშია მოსაყვა-
ნიო. შე“ რე კი გამოირკვა, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო
გასაკეთებელი, უბრალოდ, როგორც ჩანს, გაშვება არ უნდოდა
და ეგ იყო.
სამი დღე გავიდა. და აი, ერთხელაც, სადილის შემდეგ, კოსმა,
ყველაფერს პირველად რომ იგებდა ხოლმე, თავის ეკიპაჟს აც-
ნობა – ავტომანქანა მაიდანებისაკენ მიდის. ეს ის მანქანაა, სამ-
ზარეულოს რომ მოათრევდა. ვისაც უნდა, შეუძლია წავიდეს და
ნახონ.
– არ მინდა, – თქვა სემენმა. – ერთხელ ვუყურე და ორი დღე
საჭმელს ვეღარა ვჭამდი.
– მე კი მინდოდა მენახა... სასაფლაოსაც ვნახავდი... რაკი არ
გინდათ, დარჩით..
– კარგი, ყველა ერთად წავიდეთ.
წავიდნენ. დაათვალიერეს მავთულის ღობურები, გამტარები,
რომლებზეც თეთრი ტაბლოები იყო მიმაგრებული გერმანული
წარწერითა და თავის ქალისა და გადაჯვარედინებული ძვლების
გამოსახულებით. მავთულღობურების იქით გრძელი, ჭუჭყიანი
119
და აყროლებული დაბალი ბარაკები ჩამწკრივებულიყო. აქვე იყო
მოთავსებული უზარმაზარი საწყობები ადამიანის თმების, სათვა-
ლეებისა და თოჯინების გროვებით. ყველაზე საზარელი მაინც
თოჯინები იყო. ზოგს, მეტად ლამაზ თოჯინებს, კოსტად შეკერი-
ლი კაბები და მიწებებული წამწამები ჰქონდა. სხვები ჩვეულებ-
რივი იყო, ნაჭრისა, მათ ნახშირით დახატული სახე და თვალები
ჰქონდათ. სულ მაღლა პლუშის დათუნა იჯდა მოწყვეტილი მარ-
ჯვენა თათითა და დაჭყეტილი თვალებით.
ისინი ჩუმად დადიოდნენ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტო-
რიაზე. ლაპარაკი აქ უადგილო და ზედმეტი იყო.
ბანაკის კანცელარიასთან ისინი ერთ კაცს შეხვდნენ. მას ტუ-
საღის ზოლიანი, დაკერებული ტანსაცმელი ეცვა და ზედ ნომე-
რიც ეწერა.
– აქ იყავით? – ვიყავი. – ბევრს იცნობდით? – ბევრს, მაგრამ
ძირითადად ნომრებით.
იანეკს მეტი არაფერი უკითხავს. კარისაკენ გამობრუნდნენ.
ჯერ კიდევ შორიდან მოესმათ გულისგამაწვრილებელი ყმუ-
ილი – ეს საყელოთი სატვირთო მანქანის კაბინაზე მიბმული შა-
რიკა იყო, უკმაყოფილებასა და მოუსვენრობას ასე რიგად რომ
გამოხატავდა, ალბათ ჰაერში სიკვდილის სუნსა გრძნობდა. რო-
ცა მანქანის ძარაზე ავიდნენ, კუთხეში მზარეული კაპრალი ლო-
ბოცკი დაინახეს. ის ბანაკიდან სხვებზე უფრო ადრე გამოსულიყო
და ახლა ბრეზენტის ქვეშ იჯდა, თავი გვერდზე მიებრუნებინა და
ტიროდა.
– რა დაგემართა? – ჰკითხა ელენმა.
– გაანებე თავი, – მოტორიზებულ ქვეითთა ეფრეიტორმა სა-
ხელოზე მოქაჩა გუსტლიკს. – ეგ ლუბლინიდან არის; დაცარიე-
ლებული სახლი დახვდა. დაცარიელებული კი არა, უარესი: შიგ
უცხო ხალხი ცხოვრობს. მაგისი ოჯახი კი აღარ არსებობს. ისინი
ალბათ პირდაპირ აქ მოიყვანეს...
120
სატვირთო მანქანა დაიძრა და სწორი გზატკეცილით ქალაქი-
საკენ გაიქროლა. მათ ეჩვენებოდათ, რომ რაც უფრო შორდე-
ბოდნენ ეკლიან მავთულღობურებს, მით უფრო მეტი მზის სხივი
ეცემოდა ძარაზე გადაკრულ ბრეზენტს და მით უფრო ენერგიუ-
ლად და ცოცხლად არხევდა მას ქარი. თუმცა ლუბლინში უკვე მი-
ეჩვივნენ სამხედრო ნაწილების ყოფნას, მაგრამ მოსახლეობა ახ-
ლაც ისევე მხურვალედ ესალმებოდა მეგობრებს, სამხედროების
მანქანებს ხელს უქნევდნენ. ზოგიერთები კი თავიანთ საქმეზე იყ-
ვნენ ჩაფიქრებულნი და გვერდზე გულგრილი სახით ჩაივლიდნენ
ხოლმე. – ქალაქი დიდი არ იყო. მალე უკან მოიტოვეს. მანქანამ
საველე გზაზე გადაუხვია, რომელიც ფოლვარკისაკენ მიდიოდა.
მის გარშემო, ტყეებსა და ბუჩქებში, ტანკები იდგა.
ღია მწვანე ფერის არყის ტყეც გაიარეს, გზის პირს რომ მიუყ-
ვებოდა. ამ დროს ელენმა იკითხა:
– აბა, გადავიდეთ? აქ არის... – არა ღირს, – უარის ნიშნად გა-
აქნია თავი კოსმა. – აკი გინდოდა!.. – გაუკვირდა გუსტლიკს.
როგორც ყოველთვის, ახლაც თადარიგი ვასილმა დაიჭირა:
კაბინის რკინის სახურავზე მაგრად დააბრახუნა, შოფერმა და-
ამუხრუჭა, მანქანა გააჩერა. სემენმა განკარგულება გასცა.
– ეკიპაჟო, გადმოდით მანქანიდან!
ოთხივე ტანკისტი და მარიკა გადმოხტნენ. სატვირთო მანქა-
ნამ გზა განაგრძო, თვითონ კი არყის ტყის გასწვრივ ბილიკებს
გაუყვნენ, საიდანაც არც ისე მაღალი ქვის კედელი მოჩანდა, მას
რკინის ღია ჭიშკარი ჰქონდა. მათ შესახვედრად წელში მოხრი-
ლი თიხით გათხუპნული სპეცტანსაცმლიანი კაცი გამოვიდა.
– ვისთან მოდიხართ?
– მერე და შენ ვინა ხარ? – არცთუ ზრდილობიანად ჰკითხა
ელენმა.
– მე მესაფლავე ვარ.

121
– ჩვენ იმათთან მოვედით, ვინც აქ ოცდაცხრამეტი წლის სექ-
ტემბერში დაასაფლავეს.
– ა, ეგ ადვილი საქმეა. აი, პირდაპირ პატარა ხეივნის გას-
წვრივ. არსად არ მიუხვიოთ, პირდაპირ იარეთ ხეივნის შუაში სა-
საფლაოს ბოლომდე. ისინი იქ, კედლის ძირას, ქვიშაში ორ
მწკრივად არიან დასაფლავებულნი.
მესაფლავემ შარიკას შეხედა, არყის ტყიდან ხტუნვით რომ გა-
მორბოდა, ტანკისტებთან მიირბინა და მოელაქუცა.
– ეს ძაღლი თქვენთან არის? – შეშფოთდა მესაფლავე. – ძაღ-
ლით შესვლა არ შეიძლება, ეს ხომ სასაფლაოა. აქ ადამიანები
ნაკურთხ მიწაში წვანან, ღმერთმა სამუდამო განსასვენებელი
მისცა მათ...
– კარგი, ძაღლი აქ დარჩება, – უთხრა კოსმა, ჭიშკართან
ჩრდილში მიიყვანა და უბრძანა:
– უდარაჯე!
პილოტურები მოიხადეს, სასაფლაოზე შევიდნენ და განიერ
ხეივანს გაუყვნენ, სასაფლაოს შუაზე რომ გადიოდა. აქ სიჩუმე
გამეფებულიყო, მხოლოდ ტოტებიდან ჩიტუნები თუ გადაუჭიკჭი-
კებდნენ ერთმანეთს გაუბედავად. ქარი ფოთლებს აშრიალებდა
და თუნუქის გვირგვინებს აჩხარუნებდა. მზე დასავლეთისაკენ გა-
დაიხარა, ახლა თვალისმომჭრელად ანათებდა და თეთრი ქვის
ფილებს ვარდისფრად ღებავდა.
შუაგზაზე ბებერი არყის ხე დაინახეს. ყუმბარას ორი მეტრის
სიმაღლეზე გადაეჩეხა. იმისი წვერი ხის გასწვრივ ეგდო, საფ-
ლავს დაბჯენოდა, ფოთლები გახმობოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ
გაყვითლებულიყო. უფრო იქით, სადაც ყუმბარა დაცემულა, წარ-
მოშობილი ძაბრიდან გაყვითლებული ქვიშა ელავდა და კედელს
უთანაბრო ნაკბილარები აჩნდა.
სექტემბერში დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავები დაბალი, უსა-

122
ჩინო იყო. ისე თანაბრად ჩაემწკრივებინათ ერთიმეორის გვერ-
დით, რომ ხაზზე მოწყობილ ოცეულს მოგაგონებდათ. ჯვრებიც
ერთნაირები ჰქონდათ – კანგაუცლელ პატარა ბოძებზე ლურ-
სმნით მიჭედილი. ოთხივენი ამ მწკრივების გასწვრივ მიაბიჯებ-
დნენ, ყოველ მათგანთან ჩერდებოდნენ, ხის ტაბლოსთან იხრე-
ბოდნენ, წვიმისაგან გადარეცხილ წარწერებს კითხულობდნენ,
თან ჩამავალი მზის სხივებისაგან ხელის გულებით თვალებს იჩ-
რდილავდნენ. ყველა საფლავს მოკლე წარწერა ჰქონდა: „უცნო-
ბი“, „უცნობი“, მერე რომელიღაც გვარი, ისევ „უცნობი“, ისევ გვა-
რი. სულ ბოლოსთან იანეკი წელში გაიმართა და თქვა:
– არ არის.
– რომ ყოფილიყო, ძალიან ცუდი იქნებოდა. რა კარგია, რომ
არ არის, – თავისი აზრი გამოთქვა სააკაშვილმა. – სამწუხარო
არაფერია. რაკი აქ ვერ ვიპოვეთ მამაშენი, მაშასადამე ცოცხალ-
სა ნახავ. მომისმინე, იანეკ, რა უნდა გითხრა, აბა, ორივე ყურით
კარგად მისმინე...
კოსს ხელი წაავლო, კედლისაკენ წაიყვანა და ორივენი
ჩრდილში მისხდნენ. ფეხები მოიკეცეს, როგორც ამას მთელი
ქართველები აკეთებენ, როცა ბუხრის წინ სამასლაათოდ მოიყ-
რიან ხოლმე თავს.
გრიგოლმა დაიწყო:
– ჩემთან, საქართველოში, ერთი ასეთი ლეგენდაა! იყო ერთი
გოგონა და ვაჟი. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სიყვარუ-
ლისა და ერთგულების ნიშნად ვაჟმა ბეჭედი აჩუქა. და აი, ერ-
თხელ, მაღალ მთაზე მიდიოდნენ. მარცხნივ სალი კლდე იყო,
მარჯვნივ – ღრმა უფსკრული, ბილიკი კი – მეტად ვიწრო. გოგონა
ხელით კლდეს ეყრდნობოდა. უცბად ბეჭედი ქვის წვეტს წამოედო
და თითიდან მოსძვრა. გოგონას ბეჭედი დაენანა, ვაჟს – გოგონა.
თხის ნავალი ბილიკით ვაჟი უფსკრულის პირამდე ჩაეშვა. იქ

123
მთის მდინარე ბობოქრობდა. მის ნაპირებზე კი დაფშვნილი ქვე-
ბი ხორბლის მარცვლებივით ეყარა. ვაჟი შეუპოვრად და მოთმი-
ნებით ეძებდა ბეჭედს. ერთ წელს ეხება, მეორე, მესამე წელს...
მრავალ წელს ეხება. ხეობა დიდი იყო, ბეჭედი კი პატარა, მაგრამ
მაინც იპოვა. წავიდა იმ გოგოსთან სახლში, მაგრამ ნახა და რა
ნახა. ერთ დროს მშვენიერი გოგონა უკვე გაჭაღარავებულიყო,
წელში მოხრილიყო. მან ჭაბუკს შეხედა და უთხრა: რიღასთვის
გინდა ეს ბეჭედი, თუკი ცხოვრება მდინარესავით შორეულ ზღვას
შეერთო და დროის დინებაში რამდენიმე წვეთიღა დარჩა. – ასე
თქვა და თან ბეჭედი ნელა წამოიცვა თითზე. და, ჰოი საოცრებავ!
გაიკეთა თუ არა ბეჭედი, ორივე ვაჟიცა და ქალიც გაახალგაზ-
რდავდა. ვაჟი ქალს უყურებს: ვარდისფერი ლოყები, ბროწეუ-
ლისფერი ტუჩები, შავი თმები, თითქოს ახლად დადებულ თოვ-
ლზე ყვავის ფრთებიაო. – სააკაშვილი ადგა, იანეკს მხრებზე ხე-
ლი მოხვია და დაასრულა: – ვინც მოინდომებს, ის პოულობს კი-
დეც და ბუნებაც საათობით უკან სწევს იმის ასაკს.
– დროა წავიდეთ, მალე დაღამდება, – შეახსენა მათ ვასილმა.
ოთხივენი სწრაფად გამობრუნდნენ.
სასაფლაოს ჭიშკარი მიხურული დახვდათ, მესაფლავე სად-
ღაც გადაკარგულიყო, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ შარიკაც
გამქრალიყო.
– მერედა სად არის ჩვენი შარიკა? – შეწუხდა გრიგოლი. – ნე-
ტა იმ კაცმა ხომ არ მოიპარა?
– არა ერთი, უმალ შარიკა მოიპარავდა იმას, ვიდრე ის შარი-
კას, – შეეპასუხა ელენი.
იანეკი ჩაცუცქდა, ხელებით თვალები მოიჩრდილა და გარშე-
მო მიმოიხედა.
– აი, აგერ არ არის?! არსად არ დაკარგულა, – გაუხარდა
იანეკს, – მხოლოდ ერთ ადგილას კი გასუსულა, ეტყობა, რაღა-
ცის სუნი იკრა, გეგონებათ, რომელიღაც ნადირის კვალს მიაგნო.
124
– დაუსტვინე, – ურჩია გუსტლიკმა. – მოიცა, – გააჩუმა ვა-
სილმა. – იარაღი მოამზადეთ.
მეთაურსა და მექანიკოსს პისტოლეტები ჰქონდათ. იანეკსა და
გუსტლიკს – ავტომატები. იარაღი მკერდზე გადმოიწიეს, დამცვე-
ლებზე საკეტები მოხსნეს. ელენმა უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა:
– რა, მიცვალებულებს ხომ არ დავუწყებთ სროლას?
– მაგასაც ვნახავთ. სიფრთხილეს თავი არა სტკივა, – თქვენ
ორნი ხეივნის მარცხენა მხარეს წახვალთ, მე და იანეკი კი მარ-
ჯვნივ. საფლავებს ამოეფარეთ და დისტანცია დაიცავით. როცა
ნიშანს მოგცემ, – მიუბრუნდა იანეკს – ძაღლს ააგულიანებ.
ბრძანებამ მეტად გააოცათ, მაგრამ მისკენ წაიხარნენ და უხმოდ
შეუდგნენ ბრძანების შესრულებას. ფრთხილად წავიდნენ, ხეებსა
და საფლავებს ეფარებოდნენ. ხიდან ხემდე, საფლავიდან საფ-
ლავამდე მალვით გადარბოდნენ.
შარიკა გაუნძრევლად იდგა. გაჭიმული წინა ფეხები გათლი-
ლი ქვიშაქვის ფილებისაგან გაკეთებულ სამლოცველოს მსგავს
აკლდამაზე დაებჯინა. აკლდამაზე ხელმომტვრეული ანგელოზი
იდგა. ორივე მხარეს კი კედლებზე სარკმელები ჰქონდა. წინ მხა-
რეს, ალბათ, სოფლელი მჭედლისაგან გაკეთებული მსხვილი გი-
სოსი აეკრათ. გისოსს შიგნით საფლავის ქვა მოჩანდა, რომელ-
საც აქა-იქ მოოქრული წარწერა შერჩენოდა.
ვასილმა ხელით ნიშანი მისცა, მაგრამ კოსმა არ შეუსრულა.
იმის მაგივრად, რომ ძაღლი აეგულიანებინა, წაუჩურჩულა: „დაუ-
დარაჯდი!“ – ძაღლი განიერი საფლავის გვერდით მიწაზე უხალი-
სოდ დაეშვა. იანეკი მეთაურთან მიცოცდა და ჩურჩულით აცნობა:
– გისოსი გაწეულია, ხოლო ქვაზე ტალახიანი ფეხსაცმლის
ლანჩის კვალია. იქ ვიღაცაა.
სწორედ იმ დროს, როცა იანეკი თავის აზრს მეთაურს უმტკი-
ცებდა, აკლდამის შიგნით ჩრდილი გაკრთა, დაჟანგებული ანჯა-
მები გაჭრიალდა და შიგნიდან მესაფლავე გამოვიდა. სინათლემ
125
თვალები მოსჭრა, ჯარისკაცი და ძაღლი დაინახა და თავი გააქ-
ნია: ისევ აქ ხართ, თითქოს კედელთან გაჩერებასა და იქიდან ყუ-
რებას აპირებდით? როგორც ეტყობა, ძაღლმა მოგიყვანათ. კარ-
გი ძაღლია... პანებო, იქნება კიდეც გინდოდათ რამე?
შარიკამ კბილები დააღრჭიალა, ეშვები გამოაჩინა და დაიღ-
რინა.
– თუ მეტი აღარაფერი გინდათ, მაშინ წავიდეთ, პანებო, მალე
დაღამდება და სასაფლაო უნდა დავკეტო.
შარიკამ ისევ დაიღრინა, იანეკისკენ მიიხედა და მესაფლავეს
ორჯერ შეუყეფა.
– ვინ არის კიდევ შიგ? – ჰკითხა კოსმა.
– შიგ? არავინ არ არის. – უპასუხა მესაფლავემ ისე, რომ უკან
არ მოუხედავს და ცენტრალური ხეივნისაკენ წავიდა. მის საპი-
რისპიროდ გაუბედავად დაიძრა ელენი.
– იქ კიდევ ვიღაცაა, – გაიმეორა იანეკმა.
მან კიდევაც გადადგა გისოსისაკენ ნაბიჯი და გასროლის ხმა-
მაც იქუხა. ტყვიამ გვერდზე ჩაუქროლა და მეზობელ საფლავზე
თუნუქის გვირგვინს მოხვდა. ოთხივე იმავ წამს მიწაზე გაწვა.
პირველად ვასილმა გაისროლა და დაიძახა:
– ცეცხლი!
ორი ავტომატი აკაკანდა, მაგრამ, მოულოდნელად, საპასუ-
ხოდ ტყვიამფრქვევმა დაიგრიალა და თავდამსხმელები მიწას მი-
აჯაჭვა.
– ფრთხილად! – დაიძახა ელენმა და ხელყუმბარა გატყორ-
ცნა. ძლიერმა აფეთქებამ მიდამო შეაზანზარა, აკლდამის თავი-
დან ანგელოზი ჩამოვარდა. ის იყო ბოლი გაიფანტა და თავები წა-
მოსწიეს ცეცხლის ხელახლა გასახსნელად, რომ დაინახეს: მათ,
გისოსის შიგნით რომ იყვნენ, ხიშტებზე წამოცმული თეთრი ჩვრე-
ბი გამოეკიდათ.

126
– გამოდით! რაუს!5
– დაუმატა ელენმა გერმანულად. – ბრძანება გაიგეს და, აი,
ერთიმეორის მიყოლებით შვიდი გერმანელი გამოვიდა და მათ
წინ იარაღი დაყარა.
– სულ ესა ხართ? ალლე?6
– ხელახლა ჰკითხა გუსტლიკმა გერმანულად.
მათ ხელები მაღლა ასწიეს და თავი დაიქნიეს.
– არა, ყველანი არ არიან, – თქვა ვასილმა. – მესაფლავემ უკ-
ვე მოასწრო ალბათ ათესვა.
– შორს ვერ წავა, – უპასუხა კოსმა. – დაეწიე, შარიკ, დაეწიე!
ნაგაზი გამოეკიდა, გერმანელები კი ამ დროს ხეივანში გამო-
ვიდნენ და მოთმინებით ელოდნენ, რა მოხდებოდა. ელენმა ია-
რაღი აკრიფა და ნაალაფარი ზურგზე შეშის კონასავით შემოიგ-
დო. ჭიშკრიდან მინდორზე რომ გამოვიდნენ, იქ მიწაზე დაგდებუ-
ლი მესაფლავე დაინახეს. შარიკა ზედ დასდგომოდა, ეშვები გა-
მოეყარა და მშვიდად ღრენდა.
– ადექი, შარიკ! – უბრძანა კოსმა. – შენც ადექი! – არ დამ-
გლეჯს? – ჰკითხა შეშინებულმა მესაფლავემ. – არა.
– აჰა, შე ეშმაკის ნაშიერო, გერმანელების ამფსონი ხარ? მი-
ვიდა ელენი და თავისუფალი ხელი გაულაწუნა. მესაფლავე მიწა-
ზე გაგორდა.
– რას შვრები? – უკმეხად დაუძახა სემენმა და თვალთ დაუბ-
ნელდა. – უიარაღო ტყვეს...
იანეკი გაფითრდა. ელენის მოულოდნელმა დარტყმამ და მე-
თაურის შეძახილმა წონასწორობიდან გამოიყვანა.
– რად გვინდა მაგათი წათრევა, – დაიძახა მაღალი, წყვეტილი

5
raus! – (გერმ.) – გარეთ გამოდით!
6
alle – (გერმ.) – ყველა.
127
ხმით. – ეგენი არ იყვნენ თმებსა და თოჯინებს რომ აგროვებ-
დნენ... ეს არამზადა რაღაზე ეგდო მაგათთან? რატომ? ეგ ხომ პო-
ლონელია.
– პოლონელებშიც არის კარგი და ცუდი.
– მე პირველ რიგში მაგას მოვკლავდი, – ჩაიბურტყუნა გუს-
ტლიკმა.
– კაპრალო ელენ, კაპრალო კოს! – მკვახედ შეაწყვეტინა პო-
რუჩიკმა, მაგრამ ბრძანება არ გაუცია. მხოლოდ რბილად იკით-
ხა: – თქვენც მაგათ ხომ არ გინდათ დაემსგავსოთ?
არყის ტყისპირი გაიარეს, გზაზე გამოვიდნენ და ფოლვარკი-
საკენ შეუხვიეს. წინ მკაცრი წესით, ერთრიგად გერმანელები და
მესაფლავე მიჰყავდათ, ხელები კისერზე ჰქონდათ შემოწყობი-
ლი, შარიკა გარშემო ურბენდა, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნი-
დან, როგორც ნამდვილი ნაგაზი, ნახირს რომ დარაჯობს ხოლმე.
ვასილი პისტოლეტით ხელში უკან მიაბიჯებდა და ფიქრობდა:
„სიძულვილი შავი ჭირივით ან ყვავილივით გადამდებია. ეხლა
იანეკმა, იმის მაგივრად რომ ბურთს დასდევდეს, შპარგალკებს
წერდეს, გაკვეთილებზე ამხანაგებს კარნახობდეს, საღამოობით
გოგონებს აცილებდეს და ხის ჩრდილში მათ ქურდულად კოცნი-
დეს, ადამიანები უნდა ხოცოს.
იანეკი მიდიოდა და გერმანელების ფეხსაცმელებს უყურებდა;
უყურებდა მათ გაუბედავ ნაბიჯებს, ფრთხილად რომ დადიოდნენ
და ფიქრობდა: „ახლა ესენი ისეთები აღარ არიან, როგორებიც
იყვნენ მაშინ, გდანსკში, ქვაფენილზე ქუსლებს რომ აბაკუნებ-
დნენ და დოლის ბრახუნთან ერთად ღრიალებდნენ: „დი შტრასე
ფრაი დენ ბრაუნენ ბატალიონენ!“ („გზა ყავისფერ ბატალიონე-
ბს“).
დღეს უფრო მეტადა გვანან ადამიანებს, მაგრამ...
– იქნება ამათ მოკლეს დედაჩემი ან მამა? – ჩუმად წაიჩურჩუ-
ლა ისე, რომ სემენისათვის არ შეუხედავს.
128
– ეგებ მამაჩემიც, – უპასუხა ვასილმა.
კოსი დადუმდა. პირველად ახლა გაიგო, რომ ვასილს მამა
არა ჰყავდა, თუმცა უკვე ამდენი ხანია ერთად იყვნენ. ამდენი
დღეები ერთ ტანკში გაატარეს, ამდენი ღამეები ერთმანეთის
გვერდით ეძინათ. და რატომღაც ისე მოხდა, რომ ყოველთვის მი-
სი საომარი ცხოვრების შემთხვევებზე ეკითხებოდნენ, ან ღრუბ-
ლებზე, რა ამინდს უწინასწარმეტყველებდა მათ. ის ხომ კარგი ამ-
ხანაგიც იყო. ყოველთვის შეეძლო სწორი რჩევის მიცემა, დახმა-
რებოდა ან დაემშვიდებინა, როცა საჭირო იყო.
ფოლვარკი უკვე ახლოს იყო. ხალხმა, რომელიც ამ მამულში
ცხოვრობდა, მოახლოვებული პროცესია რომ შეამჩნია, ყვირი-
ლი დაიწყო:
– შვაბები, შვაბები მოჰყავთ!
– კოს, მარცხნიდან შედი, გრიგოლ, შენ მარჯვნიდან! – ბრძანა
პორუჩიკმა. ფრთხილად იყავით, მოსახლეობა არ დაესხას თავს
და არ დახოცონ.
ერთ წუთს ჩუმად მიდიოდნენ, მერე სემენმა კიდევ გასცა ბრძა-
ნება:
– დიდი ნაბიჯები გადაადგით! მგონი, ჩვენები გამოდიან.. უკვე
მოჩანს, მანქანებს გზაზე კოლონებად აწყობენ. მართლაც, შეიძ-
ლებოდა მტვერში ტანკების სილუეტების გარჩევა, რომლებიც ჩა-
მავალი მზის სხივების ნარინჯისფერ ანარეკლზე ჟანგმოკიდებუ-
ლებივით გამოიყურებოდნენ.

129
თავი მეათე
დასავლეთის საზღვარი
ღამეში კოლონა ჩამქრალი ფარებით მიდიოდა. მანქანები ერ-
თმანეთს გრძელი ინტერვალებით მიჰყვებოდნენ. ღამის წყვდი-
ადში დაბალი გუგუნით ისე მიჰქროდნენ, თითქოს ზღაპრიდან
გრძელი, ხუთი კილომეტრის სიგრძის ფრთოსანი ურჩხული გა-
ცოცხლებულა და ფოლადის ქერცლს მოაბრიალებსო.
ჩაბნელებულ სოფლებზე გაიარეს, რომელთა მოსახლეობას,
მართალია, ჯერ არ ეძინა, მაგრამ ფანჯრებიდან სინათლის სხივი
არ გამოდიოდა. ისინი აივნებსა და ღობეებს მოსდგომოდნენ, მი-
მავალ კოლონას თავსაფარებსა და ქუდებს უქნევდნენ და გზაზე
ყვავილების ხალიჩას უფენდნენ.
შუაღამემდე ტანკს სააკაშვილი მართავდა. მეთაურის ბრძანე-
ბით ამ დროს იანეკს უნდა სძინებოდა და ისიც ამ ბრძანებას მთე-
ლი სერიოზულობით ასრულებდა. ადრე, დასაწყისში ვერ წარმო-

130
ედგინა, როგორ შეიძლებოდა ბრძანებით დაძინება და ბრძანე-
ბით გაღვიძება. ისიც ვერ წარმოედგინა, მოგუგუნე ტანკში სიზ-
მრის ნახვა თუ შეიძლებოდა, მაგრამ ყველაფერს მიეჩვია და,
რაც მთავარია, შეიგნო, რომ გარკვეულ დრომდე არ შეიძლებო-
და ადგომა, ან ძილის წინ სიბნელეში ოცნება, რადგან დროც და
ენერგიაც გამოანგარიშებული იყო. ბოლო დრო და ენერგია სა-
კუთარ თავს კი არა, ეკიპაჟს, ტანკს, სატანკო ბრიგადას ეკუთვნო-
და. – ახლა იანეკს ეძინა, თუმცა ხშირად გამოეღვიძებოდა, მაგ-
რამ ძილქუში ისევ წაართმევდა ხოლმე თავს. ცხადში იყო თუ სიზ-
მარში, იანეკს პოლონეთი დაუდგა თვალწინ, ეს იყო პოლონეთი,
როგორსაც ოცნებობდა და პოლონეთი ნამდვილი, ცხოვრებისე-
ული. პირველი იყო მშვენიერი, სადაც არ იყვნენ მესაფლავესა და
იმათი მსგავსნი, ვინც ლუბლინში პირს გვერდზე იბრუნებდნენ,
რათა ჯარისკაცები არ დაენახათ. მეორე – უფრო უხეში, უწინდე-
ბურ გულითადობას მოკლებული. იანეკს უნარი არ ჰქონდა განე-
საზღვრა და გადაეწყვიტა, რომელი ჯობდა: როცა იძინებდა, უფ-
რო მახლობლად ის პოლონეთი ეჩვენებოდა, ოცნებაში რომ ხე-
დავდა; მაგრამ როცა გამოიღვიძებდა და ლითონსა და საზურგის
ტყავს იგრძნობდა, თვალწინ ტყვიამფრქვევის სწორი კონდახი
ეცემოდა, როცა ღია საძვრომიდან ველ-მინდვრების სუნი შემო-
იჭრებოდა, მაშინ უკეთესად მეორე, ნამდვილი პოლონეთი ეჩვე-
ნებოდა.
იანეკს უხაროდა, ფრონტზე რომ მიდიოდა, სადაც სანგრები
მკაფიოდ გამოყოფენ ერთმანეთისაგან მტერ-მოყვარეს, ბორო-
ტებას და სიკეთეს. თუმცა ამ სიხარულს თან ერთვოდა შიში. შიში
არა საკუთარი უსაფრთხოებისადმი, საკუთარი სიცოცხლისადმი,
არამედ შიში თავისი შესაძლებლობისადმი: გამოადგებოდა კი
თავის ეკიპაჟს? კიდევ ხომ არ ჩააყენებდა მას ისეთ მდგომარეო-
ბაში, როგორც მაშინ, მეცადინეობის დროს, გენერალმა რომ უთ-
ხრა ტანკისტებს: „თქვენ ომი წააგეთ“, ვასილმა კი სიტყვა საათზე
131
ჩამოუგდო.
კოლონა მცირე ხნით ღია მინდორზე შეჩერდა. საზენიტო ბა-
ტარეის ქვემეხებს გასხეპილი ხეებივით ამოეშვირათ ლულები.
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მოცარიელებულ ადგი-
ლას უმოკლეს დროში ტყე ამოიზარდაო. სააკაშვილმა ტანკს შე-
მოურბინა, გორგოლაჭების არტახები მოსინჯა, ხომ არ გადაც-
ვდნენო, მერე ტანკში დაბრუნდა და გზა განაგრძეს.
იანეკი სამართავ ბერკეტთან დაჯდა. გრიგოლი კი მის ადგილ-
ზე მოიკუნტა, თავქვეშ დაბამბული ჯუბა დაიდო და ღრმა ძილს მი-
ეცა. ტანკის ღია საძრომიდან, როგორც კავკასიის მთებში – საკუ-
თარი სახლის ღია კარიდან, ძილში ვარსკვლავებს ხედავდა.
ძრავა თანაბრად მუშაობდა, სწორ გზატკეცილზე ყოველგვა-
რი სიძნელეების გარეშე მიდიოდნენ. მხოლოდ საჭირო იყო წინ
მიმავალი ტანკის სტოპ-სიგნალის წითელი შუქისათვის თვალყუ-
რის დევნება. კოსი თითქმის უმოძრაოდ იჯდა. ხანდახან მოსახ-
ვევში ბერკეტის მკვეთრი გადაწევით ტანკს მიმართულებას უც-
ვლიდა, რაც იშვიათად ხდებოდა.
იანეკს ერთი ადრინდელი საღამო მოაგონდა: დედასა და მა-
მასთან ერთად მოტორიანი ნავით პუცკის უბეში გასეირნების
შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ. მაშინაც, როგორც ახლა, ძრავა თა-
ნაბრად გუგუნებდა და გახურებულ შუბლს მსუბუქი ნიავი უგრი-
ლებდა. სამივენი ნავის კიჩოზე ისხდნენ და საღამოს გდანსკს
გაჰყურებდნენ, რომელსაც ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ. უც-
ბად, რომელიღაც სამხედრო გემიდან შუშხუნა გაუშვეს. იანეკი
შიშისაგან შეხტა. დედამ მაგრად მიიკრა: „ნუ გეშინია, სანამ ჩვენ-
თანა ხარ, არაფერი მოგივა, მამა კი ასე შეეპასუხა: „ეს რა გასა-
თუთებაა! ყოველთვის ჩვენთან ხომ არ იქნება: მას არაფრის არ
უნდა ეშინოდეს მაშინაც, როცა მარტო იქნება.“
იანეკს გულზე სევდის ტალღამ გადაუარა. მას დედა ცოცხალი
აღარა ჰყავდა. მამაც ალბათ ბრძოლის ველზე დაეცა. ყოველ
132
შემთხვევაში, აქამდე მამის ვერავითარ კვალს ვერ მიაგნო. მაინც
რა დაემართა ნეტა? ახლა იანეკი მარტო იყო, სრულიად მარტო
ღამის წყვდიადში ჩაკარგული. ტანკი ბრძოლის ველზე მიჰყავდა
და თუ დაიღუპება, არავინ, სრულიად არავინ... – როგორ არის
საქმე. იანეკ? – ყურსაცვამებში სემენის ხმა გაისმა.
– კარგად. წყლისა და ზეთის ტემპერატურა ნორმალურია. –
მაგას არ გეკითხები... – გმადლობთ, ყველაფერი რიგზეა.
იანეკმა და გრიგოლმა გათენებამდე კიდევ შეიცვალეს ადგი-
ლები. ახლა უკვე იანეკმა მისცა ძილს თავი – ღრმად ჩაეძინა.
თან. დათან ბურანში მიმავალი, დაძაბულობისაგან მხრებსა და
ფეხებზე, მხოლოდ გაქვავებულ კუნთებსღა გრძნობდა.
განთიადისას ბინდბუნდში ტანკები ტყეში შევიდნენ და ფიჭვის
ხეების ქვეშ გაყუჩდნენ. ძრავები ერთიმეორის მიყოლებით ჩუმ-
დებოდა, ბოლოს კი ტყეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დასავლე-
თის მხრიდან, ახლო მანძილიდან ქვემეხების და ნაღმსატყორ-
ცნების გუგუნი მოისმა. შუალედებში ჯერის მყიფე ტკაცანი ისმო-
და. დროგამოშვებით ჰაერიდანაც ტალღასავით მოვარდებოდა
ხოლმე ძრავების გრუხუნი და ჩამოყრილი ბომბების გრიალი.
კოსარც ეს ესმოდა. თავი შარიკას ბეწვში ჩაერგო და ეძინა.
– იანეკ, იანეკ, ადექი! გამოფხიზლდი და ზევით ამოდი, გენე-
რალი მოვიდა.
ამჯერად, შეკრებისათვის ჩვეულებრივი სახე არ მიუციათ. ჯა-
რისკაცები მწკრივში კი არ ეწყობოდნენ, არამედ ჯგუფ-ჯგუფად
ხეების ძირში სხდებოდნენ და ზურგით ხეს ეყრდნობოდნენ. გენე-
რალი ჩიბუხს აბოლებდა და მოთმინებით იცდიდა, ვიდრე ყველა
მოგროვდებოდა.
გენერალი ხეებს ქვეშ ჩამალულ ტანკებსა და ტანკისტებს უყუ-
რებდა და გონების თვალით სწონიდა, რა მრისხანე ძალასაც
წარმოადგენდა ოთხმოცი წყვილი საბრძოლო მანქანა და ორი

133
ათასზე მეტი შეიარაღებული მეომარი, რომელსაც იგი მეთაუ-
რობდა.
თითქმის ორმოცი წლის წინათ მეფის ჟანდარმებმა მამამისი
ლოძის ბარიკადებთან დაიჭირეს და ოჯახთან ერთად სამშობ-
ლოდან შორს, ციმბირში, ამოაყოფინეს თავი. ახლა კი სამშობ-
ლოში ბრუნდებოდა.
ვისლის დასავლეთ სანაპიროს პლაცდარმიდან ვარშავამდე
სამოცი კილომეტრი იყო, შემდეგ კი კიდევ ასი კილომეტრის
იქით – ლოძი. რა თქმა უნდა, გერმანელებს გამანადგურებელ
დარტყმას ერთბაშად ვერ მიაყენებდნენ. ჯერ კიდევ ძალების-
თვის უნდა მოეყარათ თავი. ახლა კი მთავარი იყო იმ მიწის ნაჭ-
რის შენარჩუნება, რომელიც მალე თავისებურ ტრამპლინად გა-
დაიქცეოდა. შემდეგ კი, როცა ფრონტი მთელი სიძლიერით ამოქ-
მედდებოდა, გენერალს თვითონ მიეღო მონაწილეობა მძაფრ სა-
ტანკო ბრძოლაში და მუხლუხებით ჩაეგრილებინა იმ ქვაფენილ-
ზე, რომლითაც მამამისი სართავ ქარხანაში დადიოდა. იმ ქვაფე-
ნილზე, რომელსაც მამამისი ქვებს აცლიდა და ბარიკადებს აშე-
ნებდა.
რომ დაინახა, უკანასკნელი ეკიპაჟიც მოვიდა, ჩიბუხი კიდევ
ერთხელ მოქაჩა, ბოლი გამოუშვა, მერე ჩექმის ქუსლზე მიიკაკუ-
ნა, გამობერტყა და ნახევარი ნაბიჯით წინ გადადგა. დილის მზის
ალმაცერი სხივები, რომლებსაც შუადღის მცხუნვარება აკლდა,
თმებსა, და ბეჭებზე ელამუნებოდა.
ახლაღა შენიშნა იანეკმა, რომ მეთაური ცინცხალ, კარგად
მორგებულ, შეიძლება, დღეს პირველადაც ჩაცმულ მუნდირში
იყო გამოწყობილი. სახელოებსა და სამხრეებზე ჯერ კიდევ დაუმ-
ტვერავ ემბლემებს ბზიალი გაჰქონდა.
„საზეიმოდაა გამოწყობილი“. – გაიფიქრა იანეკმა.
– დღეს ზეიმი გვაქვს, ბიჭებო, – დაიწყო გენერალმა. – ვისლა-
ზე მივდივართ...
134
ამ დროს სტვენა მოისმა. ეს ხმა თანდათანობით გაიზარდა,
შემდეგ კი გარღვეული ჰაერის ბუყბუყი და ტყის იქით, გზაზე, ამ
ცოტა ხნის წინათ სატანკო კოლონა რომ მოდიოდა, აფეთქების
გრგვინვა მოისმა. ყვავი ხეებს ზემოთ რომ დაფრინავდა, მაღლა
ავარდა, დატრიალდა და, შავი ჯვარივით, უღონოდ დაეცა მიწაზე.
გენერალმა მშვიდად გააგრძელა:
– ვისლის გაღმა გვარდიელებმა პლაცდარმი აიღეს. ჰიტლერ-
მა მათ წინააღმდეგ ერთი დივიზია გადმოისროლა, მერე მეორე.
ისინი რომ შეაჩერეს, მერე გერმან გერინგის სახელობის დივიზი-
აც მათ წინააღმდეგ გაგზავნა. ახლა იქ, ბიჭებო, გულახდილად
რომ გითხრათ, მეტად მძიმე მდგომარეობაა, მეტად მძიმე.
გენერალი ერთ წუთს დადუმდა: არ უნდოდა გაემხილა, რომ
გერინგის სახელობის დივიზიაში სამჯერ მეტი ტანკი და შვიდჯერ
მეტი მებრძოლი იყო პოლონეთის სატანკო ბრიგადასთან შედა-
რებით.
– გერმანელები განუწყვეტლად ბომბავენ ჩვენს ძალებს, რომ-
ლებმაც მდინარე გადალახეს. უშენს არტილერიის ცეცხლს, სულ
ახალსა და ახალ ძალებს აბამს ბრძოლაში და გვარდიელებს
მდინარისაკენ ავიწროებს. მთავარსარდლობას მათ დასახმა-
რებლად ერთი სატანკო შენაერთის გაგზავნა შეეძლო, მაგრამ
ამჟამად არც ერთი ხელთ არა ჰყავდა. ფრონტის მთავარსარ-
დლობა პლაცდარმზე ჩვენ გვგზავნის. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნ-
და ყოფილიყო, რადგან იქიდან გზა ვარშავისაკენ წაგვიყვანს...
ბევრი თქვენგანისათვის ეს იქნება პირველი ბრძოლა. მაგრამ
თქვენი ყველასი მჯერა. მჯერა, რომ გვარდიელის სახელის ღირ-
სეული მატარებლები იქნებით და თავზე ლაფს არ დაისხამთ. მო-
ამზადეთ მანქანები, მალე ვისლაზე საიერიშოდ დავიძვრებით.
ციდან ძრავების ყრუ გუგუნი თანდათან ახლოვდებოდა და
ძლიერდებოდა; საზენიტო ქვემეხებმა ბათქა-ბუთქი ატეხეს. ზედ

135
მათ თავზე ბომბდამშენები გამოჩნდნენ. მოწინააღმდეგე მხრი-
დან, საიდანაც მზე დაჰყურებდათ, მათკენ მახვილნისკარტა „ქო-
რი“ – გამანადგურებლები წამოსრიალდნენ. დედამიწამდე ისეთ-
მა წრიპინმა მოაღწია, გეგონებოდათ, სადღაც ახლოს ტილოს ნა-
ჭერსა ხევენო. ერთ თვითმფრინავზე ბოლი ავარდა, ხოლო და-
ნარჩენებმა, ვიდრე ისინიც მიზანში მოხვდებოდნენ, ბომბები ერ-
თბაშად გადმოყარეს.
მზეზე ლითონის წვეთები აკიაფდა, მოცულობაში უდიდესი
სისწრაფით რომ მატულობდა, მიწას დაენარცხა და ირგვლივ
ყველაფერი შეაზანზარა. ბომბები ტყის გაღმა ჩამოცვივდა.
ცხელმა ქარმა გრიალი და ტროტილის სუნი მოიტანა. მზის ალმა-
ცერ სხივებზე მტვრის კორიანტელი დატრიალდა.
– მალე მდინარის საიერიშოდ დავიძრებით, – გაიმეორა გე-
ნერალმა ისე, რომ ადგილიდან არ განძრეულა. – გახსოვდეთ,
რომელ მხარესაც მივდივართ... უკან გზა არა გვაქვს. სადაც ჩვე-
ნა ვართ, სამშობლოს საზღვარიც იქ არის. – სახელოდან მტვერი
ჩამოიბერტყა, წინ წავიდა, მერე უცებ გაჩერდა და პორუჩიკი სე-
მენი იხმო. – სარდლობის ტანკები პირველი ასეულის შემდეგ გა-
დალახავენ მდინარეს. თქვენ პატარა სოფელ ოსტრუვისაკენ წახ-
ვალთ, სადაც ბრიგადის შტაბი დაბანაკდება და რეზერვში იქნე-
ბით. თუ საჭირო შეიქნება, მისაშველებლად გაგგზავნით.
– მესმის, ამხანაგო გენერალო.
– კეთილი... იანეკი როგორ არის? – ჰკითხა გენერალმა. – ჩა-
მოგდებულ თვითმფრინავისა და შეპყრობილი გერმანელების
ამბავი უკვე ვიცი. ხიდზე ანცობაზე კი სიტყვის გაგონებაც არ მინ-
და. ყმაწვილს ყური უგდე, ჯერ სულ მთლად თოთოა, თანაც ფიც-
ხი, ამიტომ რაიმე უბედურება არ შეემთხვეს, ჰო, კიდევ: წამომყე-
ვი, მისთვის შლემოფონს მოგცემ. მე სხვაცა მაქვს. შიგ კარგი
ყურსაცვამებია. დაე, უკეთესი კავშირი გქონდეთ, ვიდრე ეს მეცა-
დინეობის დროს იყო.
136
უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ იანეკი გენერლის საჩუქარს
ირგებდა. შლემოფონი ზუსტად მოერგო, თითქოს სპეციალურად
მისთვის დაემზადებინოთ, მაგრამ სიხარულის დრო სად იყო:
მთელი ეკიპაჟი მანქანას საომრად ამზადებდა. უამრავი მარშე-
ბის, გადასვლების, შესვენების დროს მანქანაში ბევრმა ხარახუ-
რამ მოიყარა თავი. ახლა ყველაფერ ამას, ბრძოლის დროს ხელი
რომ არ შეეშალა, მანქანიდან ყრიდნენ. მხოლოდ ხანგრძლივი
კამათის შემდეგ, ტანკის კუთხეში შარიკასათვის ძველი, დაბამ-
ბული ჯუბა დატოვეს. კიდევ ერთხელ გასინჯეს იარაღი, საბრძო-
ლო მასალა, ძრავა, თვით ბენზინის ძველი ტუმბოც, რომელიც ვი-
თომდა დროებით, ვარჯიშის წინ დააყენეს. ისიც ნორმალურად
მუშაობდა.
სადილობის შემდეგ თავისუფალი დრო ჰქონდათ. ოთხივე
ტანკის ქვეშ შეძვრა და ბალახზე წამოგორდა. აგვისტოს პაპანა-
ქება იყო და იქ, მუხლუხებს შორის შედარებით გრილოდა: მსუ-
ბუქი ნიავი ქროდა.
იანეკი ზურგზე იწვა და ტანკის ბრტყელ ძირს შესჩერებოდა,
ზედ გამხმარი ტალახი ბელტებად რომ აჰკვროდა. მრგვალი სა-
ავარიო საძრომის გარშემო ხოჭო დაცოცავდა.
– ორმოცდაორი წლის მიწურულში, უფრო ზუსტად, ჩვიდმეტ
დეკემბერს, ოცდამეოთხე სატანკო კორპუსმა, რომელშიც მე
ვმსახურობდი, ზემო მამონთან დონი გადალახა და გარღვევაში
ღებულობდა მონაწილეობას. – დაიწყო ვასილმა და მოწყვეტი-
ლი ბალახის ღეროს თეთრი წვერი მოაკვნიტა.
ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა გვერდი იცვალეს, მუცელზე
დაწვნენ და მასთან ახლოს მიცოცდნენ, რომ უფრო კარგად ესმი-
ნათ და ეყურებინათ მისთვის.
– ჩვენ სწრაფად მივიწევდით წინ, ვანგრევდით ყველაფერს,
რაც კი გზას გვიღობავდა... ტანკებმა ხუთ დღეში ორას ორმოცი
კილომეტრი მოიტოვეს უკან. ოცდასამ დეკემბერს ჰიტლერელთა
137
ძლიერმა ჯგუფებმა ჩვენი შეჩერება სცადეს, მაგრამ მათი წინააღ-
მდეგობაც გავტეხეთ და სკოსირსკი ავიღეთ. უამრავი მანქანა გა-
ნადგურდა, ხალხიც ბევრი დავკარგეთ; მოტორიზებული ქვეითი
ბრიგადა უკან დარჩა, საწვავი და საბრძოლო მასალა არა გვყოფ-
ნიდა...
– უკან უნდა დაგესიათ, ძალები მოგეკრიბათ. მანქანა ადამია-
ნი კი არ არის, საწვავის გარეშე ადგილიდან ვერ დაიძვრება, –
თქვა სააკაშვილმა.
– ჩვენც ასე ვფიქრობდით, – გაიცინა სემენმა, – მაგრამ მეთა-
ურმა, გენერალ-მაიორმა ბადანოვმა სხვანაირად გადაწყვიტა.
ღამის ორ საათზე ხელახლა დავიძარით, ოცდაათი კილომეტრი
გავიარეთ და დილის რვის ნახევარზე ნაღმმტყორცნელ გვარდი-
ელთა დივიზიის ზალპის ნიშანზე მოულოდნელად ტაცინსკაიას
შევუტიეთ. სადგურზე საწვავით სავსე ცისტერნების შემადგენ-
ლობა, ორმოცდაათი თვითმფრინავი და უზარმაზარი სასურსა-
თო საწყობები ჩავიგდეთ ხელში, აეროდრომზე კი – სამასორ-
მოცდაათი ბომბდამშენი, გამანადგურებელი და სამგზავრო
თვითმფრინავები, რომლებმაც აფრენა ვერ მოასწრეს. ამ დღეს
გერმანელები ჩვენს ზურგში აღმოჩნდნენ.
– ყველაფერი უნდა დაგელეწათ, გადაგეწვათ და წასულიყა-
ვით, – განაცხადა ელენმა.
– საჭირო იყო იმის შენარჩუნება, რაც დავიკავეთ, – შეეპასუხა
სემენი. – ტაცინსკაია მდებარეობს რკინიგზასთან, რომელიც და-
სავლეთიდან სტალინგრადისაკენ მიდის. მიწაში ჩავძვერით და
გავმაგრდით. ჰიტლერელებმა ჩვენს წინააღმდეგ ის შენაერთები
გადმოისროლეს, რომლებიც დასავლეთიდან პაულიუსის დასახ-
მარებლად უნდა წასულიყვნენ. განუწყვეტლივ გვიტევდნენ. მესა-
მე დღეს ჩვენთან სამმა საწვავით სავსე ავტოცისტერნა და ექვსმა
საბრ. ძოლო მასალით დატვირთულმა სატვირთო მანქანამ შე-

138
მოაღწია, რომელთაც ხუთი „ოცდათოთხმეტიანი“ იცავდა. მოტო-
რიზებული ქვეითი ბრიგადაც მოვიდა. ომი სულ უფრო და უფრო
ფიცხელი ხდებოდა, მაგრამ, როცა მიწის ზედაპირზე ტანკის მხო-
ლოდ კოშკებს ამოუყვიათ თავები, მოხვედრება მეტად ძნელია.
ოთხი დღე გავუძელით და მეხუთე ღამეს არმიის შტაბის ბრძანე-
ბით, მოულოდნელი დარტყმის შემდეგ ალყიდან გამოვედით უკ-
ვე როგორც გვარდიელთა სატანკო კორპუსი. ეს წოდება მოგვა-
ნიჭეს ტაცინსკაიას დაპყრობისათვის...
– წოდება და საათი, – შეახსენა სააკაშვილმა. – შენს საათზე
წარწერაა...
– დიას, ასეთი კორპუსი... ეს ძალაა, – ჩაფიქრებითა თქვა ია-
ნეკმა.
– ძალაა, – დაეთანხმა ვასილი, – მაგრამ არა რიცხობრივად,
ტაცინსკაიასთან დაახლოებით ორმოცდაოთხი ტანკი და ცხრამე-
ტი მსუბუქი „TB – სამოცდაათი“ გვყავდა, ეს კი ბრიგადის ახლან-
დელი შემადგენლობის მხოლოდ ნახევარი იყო... ამას იმიტომ
გიამბობთ, რომ შეიძლება დღესვე მოგვიხდეს მტერზე შეტევა.
პორუჩიკმა თავი ბალახიდან წამოსწია და თავისი სხვადასხვა-
ფერის თვალებით ამხანაგებს სახეებზე შეაცქერდა.
– ბიჭებო, თქვენ უნდა გახსოვდეთ ორი რამ, რაც ტანკისტი-
სათვის ყველაზე მთავარია, – მშვიდად თქვა მეთაურმა. – შეტე-
ვისას ყველაფერს წყვეტს სიჩქარე. როგორც კი ადგილს მოს-
წყდები, სულ წინ და წინ უნდა ერეკებოდე, გვერდზეც არ უნდა მი-
იხედო, რომ რაიმემ არ შეგაყოვნოს. მტერს იქ უნდა დაეცე, სა-
დაც არ გელოდება... თავდაცვისას კი რაც შეიძლება ღრმად უნდა
ჩაეფლო მიწაში, მტერი ახლოს მოუშვა და აუცდენლად ურტყა.
სამივე ყურადღებით უსმენდა სემენს, ელენი კი ჩუმ-ჩუმად ტუ-
ჩებსაც ამოძრავებდა. თითქოს ამ რჩევებს თავისთვის კიდევ ერ-
თხელ იმეორებსო.
– ერთი სიტყვით, მალე ყველაფერი ამის საქმით გამოცდა
139
მოგვიხდება, – გულიანად გაიცინა ვასილმა. – მანამ კი შემთხვე-
ვით ვისარგებლოთ და ცოტახანს თვალი მოვატყუოთ. ღმერთმა
იცის, როდისღა მოგვიწევს კიდევ დაძინება.
სეშენმა თვალები დახუჭა. იმ ადგილიდან, მდინარეზე რომ გა-
დადიოდნენ, აფეთქების ხმები მოვიდა, ვისლის გაღმა არტილე-
რია ნერვიულად გრუხუნებდა. იანეკმა სცადა, ხან ამაზე ეფიქრა,
ხან იმაზე, მაგრამ ამხანაგების სუნთქვის რიტმი აზრებს უფანტავ-
და. მალე თვითონაც ჩაეძინა.
მზის ჩასვლისას ადგნენ, ვედროდან სახეზე წყალი შეისხეს.
კომბინეზონები ჩაიცვეს და ქამრები მაგრად გაიჭირეს. შიკრი-
კებს, მანქანებს შორის რომ დარბოდნენ, ბრძანებებთან ერთად
ახალი ამბებიც მოჰქონდათ:
– ხიდი აფეთქებულია... პირველი ასეული ბორნის საშუალე-
ბით გადადის. ორი ტელეფონისტი დაიჭრა... ამბობენ, სადღაც
ორი გერმანელი მეთვალყურე იმალება და მათი ცეცხლის ხაზს
რადიოთი აწესრიგებსო... სატანკო ოცეული მდინარის გადასა-
ლახავად მოემზადოს!
ფიჭვის მოწითალო ქერქზე დღის სინათლის ნარჩენები კიდევ
შეიმჩნეოდა; მიწაზე კი სულ უფრო და უფრო სწრაფად იღვრებო-
და წყვდიადი, სასიგნალო ფარნები წითლად და მწვანედ ციმცი-
მებდა. ჯერ ტყის ნაპირს მიუყვებოდნენ, შემდეგ პატარა ხიდზე გა-
დავიდნენ, გზა ტირიფებში შევიდა და ფხვიერ ქვიშაზე გაიკლაკ-
ნა. ფერდობიდან დაბლა დაეშვნენ, დამწვარი სატვირთო მანქა-
ნის ჩონჩხი და მის გვერდით დამსხვრეული, თვლებმოცლილი
ქვემეხი უკან მოიტოვეს. მდინარის ნოტიო სიომ დაჰბერა.
ვასილმა განკარგულება გასცა: – მანქანიდან!
სამი მათგანი გაურანდავი მორების ფიცარნაგისკენ წავიდა,
მათ ხელში ფარანმომარჯვებული მესანგრე მისდევდა და მექანი-
კოსს გზას უნათებდა. სააკაშვილი მარჯვედ მოქმედებდა, ფიცარ-

140
ნაგამდე ტანკი ფრთხილად მიიყვანა და ბორანზე მსუბუქად ავი-
და. წინ და მარცხნივ ხორუნჟი ზენეკის ტანკი იდგა, მათ მანქანას
კი უკან და მარჯვნივ მიუჩინეს ადგილი. ბორანზე ეს ორი ტანკი
სათამაშო კარტზე დახატულ ორ შავ ყვავს მიაგავდა, ის იყო ტან-
კის ძრავა დადუმდა, რომ ნავისა არატრატდა, ფოლადის. ტროსი
მოსწია, ჯერ კიდევ რომ ქანაობდა და რამდენჯერმე წყალსაც შე-
ეჯახა. ფიცარნაგსა და ბორანს შორის წყლის ზოლი თანდათან
ფართოვდებოდა.
ბორანი ორი, ერთმანეთთან შეერთებული ბარისაგან იყო გა-
კეთებული. ტანკების გარდა იგი მეავტომატეთა ოცეულითა და
ტანკსაწინააღმდეგო მეთოფეთა განაყოფით დატვირთეს. მერე
რამდენიმე საბჭოთა ჯარისკაციც ახტა, თან საომარი მასალის ყუ-
თებს მიათრევდნენ. ყველა გაჩუმებულიყო, თითქოს უბრად ყოფ-
ნით მტერს გამოეპარებოდნენ, ანდა სიჩუმეს შეეძლო საშიშროე-
ბისაგან დაეფარა ისინი. – მდინარის აღმოსავლეთ სანაპირო უკ-
ვე სიბნელეში შთაინთქა, ხოლო დასავლეთისას ხანძრისაგან გა-
წითლებულ ცის ფონზე გამოკვეთილ ალვის ხის წვეროების მო-
ხაზულობით თუ გაარჩევდით. მაღლა ორმა ყუმბარამ გაიზუზუნა
და ბორნიდან მოშორებით წყალში მოადინა ზღართანი. მდინა-
რეზე წყლის შადრევანი ავარდა, აფეთქების ცეცხლმა ელვის სის-
წრაფით რომ გაანათა.
დასავლეთიდან ვისლას ბომბდამშენთა ძრავების გუგუნი უახ-
ლოვდებოდა. ღრიალზე ატყობდნენ, ხან რომ გაძლიერდებოდა
და ხან სადღაც იკარგებოდა, რომ ეს თვითმფრინავები მოკავში-
რისა არ იყო.
არტილერიამ ორივე ნაპირიდან ცეცხლი გახსნა. აკაკანდნენ
სწრაფმსროლელი ოცდაჩვიდმეტმილიმეტრიანი საზენიტო ქვე-
მეხები. ისინი ცაში რიგ-რიგობით მწვანე და წითელი მძივის მარ-
ცვლებს გზავნიდნენ, რომლებიც პირველად მაღლა შვეული ხა-

141
ზით მიდიოდნენ, მერე კი, ფრენით დაღლილები, დაბლა ეშვე-
ბოდნენ და მოკლე აფეთქების შემდეგ ქრებოდნენ. მათ ბანს აძ-
ლევდა ოთხმოცდახუთმილიმეტრიანი ქვემეხები, რომლებიც ისე
ისროდნენ, თითქოს კალოზე ხელკეტებს სცემენო. მათ ჭურვზე
თვალის მოსწრება შეუძლებელი იყო, მაგრამ თვითმფრინავების
გარშემო, ახლა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩან-
დნენ, მოულოდნელად ცეცხლის მსუსხავ გორგლებსა და შავი
ბოლის ღრუბლებს დაატრიალებდნენ ხოლმე.
ვისლაზე მოცურავე ბორანზე ხალხი გალიაში გამომწყვდეუ-
ლივითა გრძნობდა თავს. ამ გალიის თავზე მძაფრი სტვენა მოის-
მა და ვიდრე ისინი აფეთქების ხმას გაიგონებდნენ, ბორანთან
წყალი ადუღდა, ზედ გადმოევლო და შხეფებად გაიფანტა. იანეკ-
მა იმ მოცურავესავით, თავზე ტალღა რომ გადაევლება ხოლმე,
ხელები. ჰაერში გაიქნია, რადგან იგრძნო ფეხქვეშ ფიცარნაგი
ეცლებოდა. წყალში რომ არ გადავარდნილიყო, მუხლუხებს ჩა-
ეჭიდა. ტანკის მეორე მხრიდან ვასილმა, გუსტლიკმა და ხორუნჟი
ზენეკიმ მას– თან მიირბინეს.
– ხომ არ დაიჭერი? – არა.
– ქათამივით არ გაწუწულა? – გაიცინა ხორუნჟიმ. – ასეთი
ღლაპები ზედმეტი საზრუნავები არიან და მეტი არაფერი. ნახე,
ლიდკას მოვუყვები და ვახარხარებ.
– მაგრად დასველებულხარ, იანეკ, – შეაწყვეტინა ზენეკს სე-
მენმა. ჩვენამდე ვერ მოაღწია. გაიხადე ყველაფერი... ყველაფე-
რი, ყველაფერი. ელენ, გაუწურე, ოღონდ ცოტა ფრთხილად დათ-
ვო, თორემ შენი ღონის ამბავი რომ ვიცი, ყველაფერს ნაკუწ-ნა-
კუწაო აქცევ. მერე ძრავაზე დაფინე, მალე გაშრება. გჟეს!
– რა იყო?
– მოიტა სათადარიგო კომბინეზონი, ხედავ „ლუფტვაფფემ“
იანეკი გვიბანავა. დიდი ხანია ასეთი სუფთა აღარც კი ყოფილა.

142
თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს და გაფრინდნენ. ხი-
დიდან, რომელსაც მესანგრეები სასწრაფოდ არემონტებდნენ,
ყვირილი და ნიჩბების კაკუნი მოისმოდა. მდინარის მარჯვენა
მხარეს სატვირთო მანქანას ბომბი დასცემოდა და ცეცხლში გახ-
ვეულიყო. ხალხი ნიჩბებით მისეოდა და ქვიშას აყრიდა ზედ. ბო-
რანზე ვიღაცამ სიგარეტს მოუკიდა. მეორე ტუქსავდა, ასეთ დროს
ანთება როგორ შეიძლებაო. პირველი კი თავს იმით იმართლებ-
და, რომ გერმანელები ასე მალე აღარ მოფრინდებიანო.
მოტორიანი ნავი საქმიანად რატრატებდა და დაჭიმულ ტროსს
მიათრევდა. ბორანი შეუმჩნევლად წინ მიიწევდა. დასავლეთის
ქვიშიან ნაპირებზე უკვე გამოკრთა სქელი ბუჩქნარი და შავი
სწორკუთხა ნავმისადგომის სილუეტიც გამოჩნდა, რომლისკე-
ნაც მიცურავდა ბორანი.
ნაპირთან სვლას ოდნავ უკლეს. მესანგრეები ნავის ცხვირი-
დან და კიჩოდან თოკებს ისროდნენ, რომელთაც ჰაერში იჭერ-
დნენ მათი ამხანაგები და პალოზე აბამდნენ.
– უკვე შეგიძლიათ გადასხდეთ!
პირველად ქვეითები გაიქცნენ, მერე ერთიმეორეს მიჰყვნენ
ტანკები და ხმელეთზე ნელა გადავიდნენ. მოწინააღმდეგე მხრი-
დან კი დაჭრილები მოდიოდნენ. ისინი ჩქარობდნენ, რომ ბორნი-
სათვის მიესწროთ, ვიდრე გადმოსხდომა დამთავრდებოდა. მძი-
მედ დაჭრილები კი სანიტრებს მოჰყავდათ და მჭიდროდ აწვენ-
დნენ ერთიმეორის გვერდით. ჯარისკაცებს სახეები არ უჩანდათ.
თეთრად გამოკრთოდა მხოლოდ ხელები, ფეხები, და თავი, ზო-
გიერთზე კი შეხვეული მკერდი დიდ ლაქასავით მოჩანდა. მათ
გოდებას მუხლუხების ჩხარაჩხური ფარავდა. მხოლოდ ხანდახან
თუ მოკრავდით ყურს წყევლა-კრულვას, კვნესას და ცალკეულ
სიტყვებს.
ეს დატოვეთ, უკვე მოკვდა. აქ დავმარხავთ.

143
– ფრიცი შეშლილივით მოძვრება და ანგარიშს არაფერს უწე-
ვს.
– ნახევარი დღე გაუძლეს და მეტი ვეღარ შესძლეს. – ფრთხი-
ლად, მოკავშირეებო, არ გაგკენწლონ.
– ჩვენი ასეულიდან მხოლოდ თოთხმეტი...
ეკიპაჟმა მანქანებში თავთავიანთი ადგილები დაიკავა. ჯავ-
შანს ზემოდანაც სივიწროვე იყო. მასზე ერთიმეორის გვერდით
მეავტომატები განლაგდნენ.
ბორანი კუნძულზე გამოირიყა. ვასილის ტანკი ირიბად გამოხ-
ტა და წყალმარჩხი მდინარის ტოტში შევიდა. წყალი თითქმის მე-
ქანიკოსის საძრომამდე აღწევდა. მერე სააკაშვილმა მანქანა ცი-
ცაბო ჯებირისაკენ წაიყვანა, წყალდიდობისაგან თავის დასაცა-
ვად რომ აეშენებინათ, მეორე მხარეს გავიდა და ბებერ ალვის ხე-
ებს შორის გაჩერდა.
– აქ დავიცადოთ? – აქ, დაველოდოთ.
ელენმა იანეკის გამშრალი კომბინეზონი ძრავას ააცილა და
იმანაც შიგ ტანკშივე გადაიცვა. ეტყობა, ჩაცმის დროს შესცივდა,
რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. იქნებ შიშმაც დარია ხელი.
წინ, მთელი ჰორიზონტის გასწვრივ, ხანძრის ათინათი ლაპ-
ლაპებდა. ზოგან ცეცხლი მხოლოდ ახლად იკრებდა ძალას, ყვი-
თელი ალი ასდიოდა, გეგონებოდათ შვრიის ჩალა იწვისო; ზოგან
კი ცეცხლის ყავისფერი ანარეკლი მოჩანდა. იქ კი, ეტყობა, უკვე
ქრებოდა. ტანკისტებს ყველა მხრიდან გრიალი ესმოდათ და
ფიქრობდნენ, ალბათ, აქ, სადმე ახლოს ისვრიანო.
უცბად ტყიდან შეშინებული ცხენები გამოცვივდნენ. თან ოთ-
ხთვალას მოხლეწილ წინა ნაწილს მოათრევდნენ. გვერდზე ჩა-
უქროლეს, ხელნით ლულას წამოედვნენ და საკუთარ მოსართა-
ვებში გახლართულები საშინელი ჭიხვინით მიწას დაენარცხნენ.
წინ, ასიოდე მეტრზე, ხეები ცეცხლმა გაანათა, რომლის შუქ-

144
ზეც არტილერისტთა უცნაური, მოხრილი და მოფუსფუსე სილუე-
ტები გამოკრთა. ბატარეამ ოთხი ზალპი მისცა. მის გაჩუმებასთან
ერთად ისევ წყვდიადი გამეფდა.
მოულოდნელად ტანკისტებმა იქვე ახლოს ნაცნობი ხმა გა-
იგონეს.
– ვისი მანქანებია?
– ოცეულის, – მოგახსენებთ პორუჩიკი სემენი, – უპასუხა ვა-
სილმა გენერალს.
– კეთილი. კუნძულისაკენ კი არა, პირდაპირ მოწინავე ხაზზე
წახვალთ. გამცილებლები წაიყვანეთ, გზას გასწავლიან. მსვლე-
ლობის დროს ჩემთან განუწყვეტელი რადიოკავშირი იქონიეთ.
მეავტომატები და მეჯავშანგამტანები ჩემთან.
ტანკის ჯავშანზე მაღალი, მოსული მეომარი ამობობღდა.
ხელში ჩაჩქანი და ლაბადა-კარავი ეკავა. მკერდზე ავტომატი მი-
ეხუტებინა. ხელისგული გარეთ გამოაბრუნა, მხედრული სალამი
მისცა და ძრავის გუგუნის ხმა რომ დაეფარა, ხმამაღლა მოახსე-
ნა:
– გვარდიის უფროსი სერჟანტი ჩერნოუსოვი! წავიდეთ?
ბატარეის მახლობლად ერთი-მეორის მიყოლებით ხელახლა
ორი ზალპი მისცეს.
– პორუჩიკი სემენი – გაეცნო მეთაური. – კოშკში მოდით. რა-
კი საჭიროა წასვლა, წავიდეთ. – თან სალაპარაკო მოწყობილო-
ბა ჩართო და ბრძანა: – მექანიკოსო, წინ!
ვიდრე გრიგოლი შეჭიდულობას დაძაბავდა და სიჩქარეებს
ჩართავდა, ისევ უფროსი სერჟანტის ხმა მოესმათ.
– ვიჩქაროთ ბიჭებო, დანა და ყელი ერთად მაქვს. თუ ვერ მი-
ვასწარით, ჩემს ბიჭებს მუხლუხებით გადათელავენ.
სიტყვები მრისხანე კილოთი იყო ნათქვამი. ორივე ხმა, გენერ-
ლისაც და უფროსი სერჟანტისაც საქმიანობასა და სიმტკიცეს გა-

145
მოხატავდა. იანეკმა ყურსაცვამები მჭიდროდ მოირგო. მას მოეჩ-
ვენა, რომ მარტო ბრიგადის მეთაურს კი არა, თვით საბჭოთა
მეო“. მარსაც კი იცნობდა. თითქოს სადღაც გაეგონა მისი ხმა.
მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ იყო, მთელი ყურადღება რადიო-
სადგურისაკენ უნდა მიეპყრო და ეთერში ემორიგევა. ყურსაცვა-
მებში წამდაუწუმ ჩერნოუსოვის ხმა ისმოდა, რომელსაც სემენმა
სათადარიგო შლემოფონი მისცა. გეგონებოდათ, გამყოლი აქ
ვისლის ნაპირას დაიბადა, და ყველაფერი ხუთი თითივით ზეპი-
რად იცისო.
– მოუნელე, ახლა პატარა ხიდი იქნება. გაზი მიეცი... ფრთხი-
ლად, მარჯვნივ ღრმა თხრილია. ბომბებისაგან ამოთხრილი ორი
ძაბრია: ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ... ახლა კი დააჭირე
რაც ძალა და ღონე გაქვს.
ოცეულის ტანკები ისე მიჰქროდნენ სიბნელეში, რომ ფარებს
არა რთავდნენ. მანქანები მხოლოდ წითელი სინათლით შეგეძ-
ლოთ შეგენიშნათ, ჯავშანზე რომ ციმციმებდა, ან კიდევ ჰორი-
ზონტის ფონზე მუქი მოხაზულობით, როცა სემენის ტანკი დაღ-
მართზე ეშვებოდა. მაგრამ ამ ტანკებს ერთად ბრძოლა არ ეწე-
რათ. როცა ტყეში შევიდნენ, ორმა მათგანმა ახალი გამყოლი მი-
იღო, ხოლო ვასილის ეკიპაჟი უფროსმა სერჟანტმა ტყის სწორ
ნაკაფში ოღროჩოღრო გზით წაიყვანა. ორჯერ გააფრთხილა:
„ჩუმად, ნელ-ნელა“, და ტანკი გამზადებულ სანგარში შეიყვანა.
ბრუსტვერზე ტანკისტებმა ნიჩბებიანი ჯარისკაცები დაინახეს,
რომელთაც მათთვის საცეცხლე პოზიცია გაემზადებინათ.
– ძრავა გამორთე!
სიჩუმე ჩამოვარდა. უფროსმა სერჟანტმა შლემოფონი მოიხ-
სნა, კოშკიდან ჯავშანზე ამოძვრა და ხმადაბლა თქვა:
– მოვასწარით. აქ კი ისე ვიქნებით, როგორც შინ, დედასთან.
ფლანგებიდან მეავტომატე გვარდიელები დაგიცავენ. შეგიძლი-

146
ათ დამშვიდებული იყოთ: ფაუსტპატრონით ვერც ერთი გრენადე-
რი ვერ მოაღწევს თქვენამდე. ნაკაფის იქითა მხარეს დამპალი
ხეები რომ ბზინავს, ჩვენი ქვემეხები დგას. თქვენს უკან, მთის
მწვერვალის მეორე მხარეს, ორი ნაღმსატყორცნია, ჩვენს წინ კი
ფრიცების გარდა არავინ არის...
იანეკი გამცილებელს რომ უსმენდა, ბრიგადის მეთაურის სიტ-
ყვები გაახსენდა: „სადაც ჩვენა ვართ – სამშობლოს საზღვარიც
იქ არის.“ ახლა მიხვდა ამ სიტყვების აზრს: განთავისუფლებულ
პოლონეთი გადაჭიმულია ნაკაფის იმ ჯირკვებამდე, სადაც საბ-
ჭოთა ქვემეხები დგას, და მათი ტანკის სანგრამდე. წინ ნეიტრა-
ლური ზონის ვიწრო ზოლია, მერე კი, დასავლეთისაკენ, ჰიტლე-
რელები არიან. თუ ფაშისტებს თუნდაც ასი მეტრით დასწევენ
უკან, მაშასადამე, განთავისუფლებული სამშობლოს ტერიტორი-
აც შესაბამისად გაიზრდება; თუ უკან დაიხევენ, იგი დაპატარავ-
დება. აი, ის, პასუხისმგებლობა, რომელიც მათ, ოთხ ტანკისტ მე-
გობარს აკისრია. მათთან ერთად კი ეკიპაჟის მეხუთე წევრს – შა-
რიკას. – იანეკმა გაიღიმა და თავის მეგობარს თავზე ხელი გადა-
უსვა.

147
თავი მეთერთმეტე
საფარში
სანგრის ღრმა, სწორკუთხედი ჭრილი წინიდან და გვერდები-
დან ტანკის კორპუსს თვით კოშკის ფუძემდე იცავდა. ბრუსტვერის
ზემოთ ქვემეხების ლულას მხოლოდ ორი ხელის დადებაზე ამოე-
ყო თავი. ვასილმა გადასწია იგი ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ,
მოსინჯა სათოფავი სექტორი: იანეკმა ხელის ტყვიამფრქვევს მო-
საჭერები მოხსნა, ტანკიდან ამოძვრა და ზურგზე სათადარიგო
სავაზნე კოლოფიანი ჩანთა მოიგდო.
– მე წავალ, იქ ქვევით. მაინც არაფერს ვაკეთებ. წავალ და გი-
ყარაულებთ.
– მართალია, ვასილმა იცოდა, რომ ყველაზე უფრო უსაფ-
რთხო ადგილი ყმაწვილისათვის ტანკში იყო, მაგრამ მაინც არ
დაუშლია მისთვის წასვლა. უბრალოდ, უფლება არა ჰქონდა და-
ეჭირა იგი, არა ჰქონდა უფლება ქვეითთა პოზიციისათვის დაეკ-
ლო ერთი და. მატებითი ტყვიამფრქვევი და დაუცდენელად
148
მსროლელი.
– მოიცა, – შეაჩერა იანეკი, – შენ ხომ ისიც არ იცი, საით უნდა
წახვიდე. ჩერნოუსოვს დავუძახებ.
უფროსმა სერჟანტმა იანეკს მხარზე ხელი დაადო და სიბნელე-
ში სანგართან დასაკავშირებელი თხრილის გასასვლელისაკენ
წაიყვანა, რომელიც ტანკის მარცხენა ბორტთან იყო გაკეთებუ-
ლი. საცეცხლე პოზიცია გულმოდგინედ იყო მოწყობილი. იგი
ადამიანის სიმაღლეზე რკალისებურად ამოეთხარათ და მტრის
მხარეს იყო მოქცეული, ბრუსტვერზე ტყვიამფრქვევისათვის პა-
ტარა მოედანი მოემზადებინათ. სანგრის ძირზე ხის ყუთი იდგა,
ზედ დაჯდომა ან ვაზნების კოლოფების დადება რომ შესძლებო-
დათ.
– პირველად შენ არ გაისროლო. დაელოდე, ვიდრე ნიშანს
მოგცემდე, ან ვიდრე სხვები დაიწყებენ. აქ საფარია. ჯერ ახლოს
მოვუშვებთ და მხოლოდ შემდეგ დავარტყამთ.
უფროსმა სერჟანტმა ხელი მუზარადთან მიიტანა და ულვაშებ-
ზე გადაისვა. ეს მოძრაობაც საოცრად ნაცნობად ეჩვენა იანეკს.
კარგად რომ დაჰკვირვებოდა ნახევარი ნაბიჯი წინ წარსდგა, მაგ.
რამ ვეღარ მოასწრო, რადგან, სწორედ ამ დროს, ტელეფონის-
ტმა სადღაც იქვე რომ იჯდა, ალბათ სანგრის ძირას, დაიძახა:
– „ვოლგა“ გისმენთ... გასაგებია. ყურმილს ნოლ მეოთხეს
ვაძლევ.
უფროსი სერჟანტი მიბრუნდა, დაიხარა და ყურმილი ჩამოარ-
თვა.
– მე ნოლ მეოთხე ვარ... დიახ, „ტახები“ ტყეში არიან... ად-
გილზე... დიახ, მზად არიან.
კოსმა თავისი „დექტიარევი“ დააყენა და მიმოიხედა. თითქმის
ვერაფერი გაარჩია. ირგვლივ წყვდიადი მეფობდა. ერთადერთი,
რის დანახვაც ქვევიდან ცის ფონზე შეეძლო, ფიჭვის ხეები იყო,
ნაკაფის ორივე მხარეს კედლებივით რომ ამართულიყო ქუჩის
149
პირას ჩარიგებული სახლების მსგავსად. თვით ნაკაფი ოცდა-
ათიოდე მეტრის სიგანისა იქნებოდა. უფრო შორს, ნაკაფის შემ-
დეგ, თავისუფალი სივრცე იყო გაშლილი. იგი ამოძირკულ ნაკ-
ვეთს ჰგავდა, ზედ აქა-იქ ნათელი ლაქებივით ქვიშის კორდები
მოჩანდა. ამოძირკული ნაკვეთის იქეთ კლდის ჩამომტვრეული
ბასრი ქიმივით ტყის ახალი კედლის კონტურები ისახებოდა.
პოზიციები დამრეც ფერდობს გასდევდა. მიდამო მოწინააღ-
მდეგის მხარეს დაბლდებოდა. ტყის იქეთ ხანძარი მძვინვარებდა
და მისი ნაპერწკლები გუნდ-გუნდად ცვიოდა ხეების თავზე. ამი-
ტომაც დაბლა უფრო ბნელოდა. სანგარში გადაჭრილი ფესვები-
სა და დამჭკნარი ბალახის მწარე სუნი იდგა, მარჯვნიდან კი ტან-
კის მხრიდან, ლითონისა და ზეთის სუნი მოდიოდა. დაელოდა,
ვიდრე ახალი მთვარის ვიწრო, შვეული ნამგალი გამოჩნდებოდა,
ნაკაფის მარცხნივ, ფიჭვის ტოტებს შორის მძიმე-მძიმედ რომ მო-
ცოცავდა. ზურგში და ფლანგებზე ქვემეხები და ნაღმსატყორცნე-
ბი გუგუნებდა, თუმცა, რაღაც ზანტად და აუჩქარებლად. – მო-
ულოდნელად ატეხილმა სტვენამ და ამოძირკულ ნაკვეთზე მო-
ყოლილმა აფეთქებებმა აიძულა იანეკი შემკრთალიყო. ერთბა-
შად ექვს თუ მეტ ადგილზე ცეცხლმა იელვა. მერე ისევ უფრო ახ-
ლოს. იანეკი შეშინებული უყურებდა და არ იცოდა, რა ექნა, რომ
ამ დროს უკანიდან ტელეფონისტმა სანგრის ძირისაკენ დაქაჩა.
იანეკმა ძლივს მოასწრო ტყვიამფრქვევზე ხელის ტაცება და ლუ-
ლის პირზე დაფარება, შიგ ქვიშა რომ არ ჩაყრილიყო. ახლა უკვე
ჭურვები იქვე ახლოს სკდებოდა და ჰაერში ნამსხვრევები ზუზუ-
ნებდა. მალე აფეთქებებმა მოშორებით, მაღლობის მწვერვალი-
საკენ გადაინაცვლა.
– ადექი, ცეცხლმა შორს გადაიწია, – ხელი ჰკრა ტელეფონის-
ტმა.
ჰაერში ტროტილისა და ტრუსის მძაფრი სუნი იდგა. სადღაც
ტყეში ხავსი იწვოდა.
150
– უყურე, – ხელი გაიშვირა ბრუსტვერზე საბჭოთა ჯარისკაცმა.
იანეკმა მხედველობა დაძაბა და წყვდიადს მიაშტერდა. იქ, სა-
დაც მთვარემ ამოძირკული მდელოს ნაწილი გაანათა, პატარა,
მქრქალი სილუეტები შეამჩნია, რომლებიც სწრაფად მოიწევ-
დნენ წინ. ისინი ხან ჩაიმალებოდნენ და ხან ისევ გამოჩნდებოდ-
ნენ. სილუეტები სულ უფრო მრავლდებოდა და თანაც სიდიდეშიც
იზრდებოდა.
იანეკმა ტყვიამფრქვევი წინ წასწია, გაასწორა, საკეტი გადახ-
სნა და სავაზნეში პირველი ვაზნა ჩაუშვა.
– არ ისროლო, – წაუჩურჩულა ტელეფონისტმა. [ იანეკმა შე-
ამჩნია, რომ ტელეფონისტს თასმითა და მუზარადის ქამრით ყურ-
მილი თავზე მიეკრა, ხელები გაეთავისუფლებინა და შაშხანას
სასროლად ამზადებდა.
არტილერიამ ცეცხლი მაღლობის უკანა ფერდზე გადაიტანა.
ჭურვები მჭახე სტვენით გადაუქროლებდა ხოლმე სანგრებს.
თითქოს მათგან ატეხილი ნიავის ქროლვა სახეზე ელამუნებოდა
იანეკს. შიში მაინც ვერაფრით ვერ დასძლია და ყოველი გაზუზუ-
ნებისას თავს ბეჭებში რგავდა ხოლმე.
მარცხნივ, ტყის სიღრმეში, მძაფრი სროლა გაჩაღდა. იანეკს
შაშხანების კაკანი, ავტომატების ტკაცა-ტკუცი, „მაქსიმების“ საქ-
მიანი ლაპარაკი და გერმანელთა ტყვიამფრქვევების დაგუდული
ჯერის ხმები ესმოდა. სატანკო ქვემეხებმაც დაიგრიალა.
თითქმის იმავ წამს ტყიდან ნაკაფის გადასწვრივ შუშხუნა
ავარ. და და ირგვლივ კაშკაშა, თვალისმომჭრელი სინათლე
გადმოიღვარა.
იანეკი და ტელეფონისტი სანგრის ძირას ჩასხდნენ, მაგრამ
იქაც მიაღწია შუშხუნის მკვდრისფერმა სინათლემ.
– დასწყევლოს ეშმაკმა! – წამოიძახა უცებ ტელეფონისტმა. –
ეს შენა ხარ? იარე, იარე და ბოლოს მოხვედი. შენი ძაღლი სადღა

151
არის? გახსოვს, ჩემს ფარაჯას ნაჭერი რომ მოაგლიჯა, სიფრთხი-
ლე გმართებს, თორემ ახლა რაკი ფარაჯა აღარ მაცვია, მეშინია,
ფეხში არა მტაცოს კბილი.
– ეს შენა ხარ, თეოდორ? – გაუხარდა იანეკს. – აი, ეს კი მეს-
მის! – ის გაღიმებული შეჰყურებდა სქელლოყება ჯარისკაცს, ვი-
საც ჯერ კიდევ ციმბირში, ვაგონში ადგილისათვის ეჩხუბა.
ჰაერში მეორე შუშხუნა ავარდა და ნელა დაიწყო დაშვება. თე-
ოდორმა სწრაფად დაიწყო ლაპარაკი, თითქოს ჩქარობდა, მანამ
მოესწრო სათქმელი, ვიდრე შუშხუნა ჩაქრებოდა.
– დასწყევლოს ეშმაკმა! მაინც შევხვდით, ჰა? გახსოვს, რო-
გორ მერჩოლე?.. გულ-მუცელი დამეწვა. როგორ გიცანი... ჩვენე-
ბიდან აქ უკვე აღარავინ არის. მეთაური ვისლის გადალახვის
დროს დაეცა. ასეულში მხოლოდ მე და უფროსი სერჟანტი დავ-
რჩით. გახსოვს, ულვაშებიანი?...
შუშხუნა ჩაქრა და, უცბად ძრავის მრისხანე, დაბალი გუგუნი
მოესმათ.
– მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი ფრიცი შეტევაზე გადმოვა.
ერთ წუთს აღარაფერი ჩანდა, მხოლოდ ძრავების უფრო ძლი-
ერი გუგუნი ისმოდა. მერე წითელი შუშხუნა ავარდა. ჰორიზონ-
ტის ხაზზე ხის კენწეროები შეირხა და მთვარით განათებულ მდე-
ლოზე შავი, სწორკუთხედის ფორმის ყუთები გამოცოცდა. ისინი
სწრაფად მოიწევდნენ წინ და თვალსა და ხელს შუა სიგრძე-სი-
მაღლეში მატულობდნენ. მათ შორის მუზარადჩამოფხატულ, იე-
რიშზე გადმოსულთა სილუეტები გამოჩნდა.
– ცეცხლი! – დაიყვირა ჩერნოუსოვმა.
ტყე ახმიანდა. ხეებს შორისა და სანგრის ბრუსტვერზე ცეცხლი
აკიაფდა. იანეკი მათ გრიალს ყურს უგდებდა და ტყვიამფრქვევი-
სათვის მიზანს ირჩევდა, მაგრამ ეს ხმები დაიკარგა და ამ დროს
იანეკმა მთელი სხეულით იგრძნო მოკლე ჯერის ტკაცატკუცი და

152
თავის „დექტიარევის“ რითმული ძაგძაგი, წყლიდან ამოგდებუ-
ლი თევზივით რომ სხმარტალებდა. იანეკმა ლულის, თავზე ალი
და ტყვიებისაგან დატოვებული წითელი ხაზის კვალი დაინახა, იმ
ტყვიებისაგან, ამ დილას სავაზნე კოლოფებს გულმოდგინედ
რომ ტენიდა. მერე, როცა წითელმა ძაფმა მოძრავი სილუეტი გა-
დაჰკვეთა და ნიშანი გაჰქრა, ლულა მსუბუქად გადასწია და ხე-
ლახლა მოსწია სასხლეტს.
ზურგს უკან ორმა ნაღმსატყორცნმა ამოიკვნესა, ჰაერში სტვე-
ნამ ამოხეთქა და ტრაექტორიის უმაღლეს წერტილში მიჩუმდა.
ნაღმები ერთ წუთს თითქოს გაქვავდნენ, მერე უფრო გაბრაზებუ-
ლი სტვენით მოაწყდნენ დედამიწას, გასკდნენ და მდელოზე ცეც-
ხლის შხეფები მიჰყარ-მოჰყარეს. – გერმანელთა ტანკების ლუ-
ლებზე ცეცხლის ენები ავარდა. ნაკაფი ნაწყვეტ-ნაწყვეტმა აფეთ-
ქებებმა და ტყვიების ზუზუნმა გააყრუა; მოხლეწილი ხეები ჯერ
ზანტად ირხეოდნენ, მერე კი წრაფად ეშვებოდნენ და მიწაზე ზათ-
ქით ეცემოდნენ.
გერმანელთა ტანკები თანდათან ახლოვდებოდნენ. ახლა უკ-
ვე უფორმო სხეულებად როდი მოჩანდნენ. იანეკი ტანკის საშუბ-
ლე ჯავშანზე უკვე პერისკოპსა და სოკურას ხედავდა. შეშინებულ-
მა იანეკმა ხელში ჩაბღუჯულ ტყვიამფრქვევიდან დარჩენილი
ვაზნები გაისროლა და დადუმდა. იანეკმა სწრაფად დაუწყო სა-
ვაზნე კოლოფს გამოცვლა და თან გაიფიქრა: „ნეტა რატომა დუ-
მან ჩვენები?“
მარცხნივ საბჭოთა ქვემეხებმა დაიგრიალა; ერთი წამის შემ-
დეგ კი სანგარში ჩამალული „19-34“ გამოეხმაურა. გერმანელე-
ბის ტანკის ჯავშანზე, ნაკაფში რომ მოძვრებოდა, ორ ადგილას
ცეცხლმა გაიელვა და ჩაქრა. ტანკები კი ისევ წინსვლას განაგ-
რძობდნენ, მაგრამ ერთიმეორის მიყოლებით, რიგ-რიგობით გა-
ნუწყვეტლივ ესროდნენ ხან გვარდიელები, ხან კი თავის კოშკი-

153
დან ვასილი. ვერავინ შეამჩნია რომელ გასროლას მოჰყვა გერ-
მანელების ტანკზე ავარდნილი ძლიერი ალი. მაღლა ბოლქვე-
ბად დაეხვია და შავი ჭვარტლი ტანკს ჩამოეფხატა. გახეთქილი
ავზიდან ამოხეთქილი საწვავი ირგვლივ დაიღვარა და ტანკი გი-
განტური ჩირაღდანივით აბრიალდა.
მთელ ნაკაფს სინათლე დაეფინა. იანეკმა და თეოდორმა ორე
სვა ტანკიც დაინახეს, რომლებიც უკან გაბრუნებულიყვნენ და
მათთან ერთად ხტუნვა-ხტუნვით გარბოდნენ გრენადერები. ია-
ნეკმა მათ ტყვიამფრქვევის ცეცხლი დაადევნა და გაქცეულებს
მოკლე-მოკლე ჯერით აჩერებდა. ცეცხლწაკიდებულ ტანკში საბ-
რძოლო მასალებიც აფეთქდა, კოშკი მოწყდა და მიწას დაენარ-
ცხა.
უფროსი სერჟანტი იანეკთან მიცოცდა, მხრებზე ხელი დაადო
და დაიძახა:
– გეყოფა, ვაზნები დაზოგე! – იგი იანეკთან არ შეჩერებულა.
ისე მიირბინა ტანკთან და ჯავშანზე კონდახით დაუბრახუნა,–
უკან.
ტანკი უკუსვლით ამოძვრა სანგრიდან, ჩერნოუსოვს მიჰყვა
და ასი მეტრით უკან დაიხია. გვერდით, მათთან ერთად, პარალე-
ლურად იხევდნენ ქვეითებიც, რომლებიც ქვემეხების წათრევაში
ეხმარებოდნენ არტილერისტებს. სედ ფერდობის თხემის გას-
წვრივ სანგრებთან გაჩერდნენ და პოზიცია ისევ დაიკავეს.
– რატომ ვიხევთ? არაფერი მესმის, – ჰკითხა სქელლოყება
თეოდორს იანეკმა.
– ცოტა მოითმინე, მალე გაიგებ. – იანეკ! იანეკ! – მოესმა
გრიგოლის ხმა. – აქა ვარ, რა მოხდა?
– არაფერი. ვასილმა ბრძანა, გამეგო სადა ხარ. შარიკა წუხს,
წკმუტუნებს, ფეხებზე კბილებით გვეჭიდება. ტანკში მიდი.
– აქ დავრჩები.

154
– ასეც ვიცოდი. ახალი ვაზნების კოლოფები მოგიტანე. ცა-
რიელები მომეცი, გაგიტენი, თორემ მომეწყინა უსაქმოდ ჯდომა
და თქვენი ბრძოლის ყურება.
ის იყო სააკაშვილი სიბნელეში მიიმალა, რომ გერმანელთა
არტილერია ახმიანდა. ის ცეცხლს მთელ ტყეს კი აღარ უშენდა,
როგორც წეღან, მიზანს რომ ეძებდა, არამედ პირდაპირ მოწინა-
ვე ხაზს შეუტია. ჭურვებისაგან მიწაში ღრმა ძაბრები ჩნდებოდა,
ხეები ფესვებიანად ითხრებოდა, ფიჭვის კენწეროები მოკვეთი-
ლივით ეშვებოდა დაბლა.
ცეცხლით იერიში სუთ წუთს გრძელდებოდა, შეიძლება ათ
წუთსაც (ბრძოლაში დრო უთანაბრო ნაბიჯებით გარბის) და მერე
ტყის მოპირდაპირე კედელთან ისევ გამოჩნდნენ ტანკები, მათ
უკან ისევ დაიძრა ჰიტლერელების რიგი, რომელებსაც თან ტყვი-
ის წვიმა მოჰქონდა. როცა გვარდიელების მიერ დატოვებული
სანგრებიდან მათ მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრიღა აშო-
რებდათ და გერმანელებისაგან ნასროლი პირველი ყუმბარები
აფეთქდა, ჩასაფრებულმა რაზმმა ახალი ადგილიდან გახსნა
ცეცხლი. ტანკისტებმა და არტილერისტებმა თითქოს ჩაქუჩებს
მონაცვლეობით გრდემლს ურტყამენო, მტერს დაუშინეს და კი-
დევ ერთი ტანკი ააფეთქეს.
ერთი წუთის შემდეგ ცეცხლმა თვალი მოსჭრა იანეკს. ახლო
აფეთქებამ სანგარში გადაისროლა. წამოდგა და თვალებიდან
ქვიშა მოიშორა. გვარდიელების ქვემეხები დუმდა, მხოლოდ სე-
მენის ზარბაზნის ხმა ისმოდა. ნაკაფის საზღვარზე ვიდევ ერთი
ტანკი გამოჩნდა გრძელლულიანი ქვემეხით. იანეკმა „პანტერა“
იცნო. მოკლე ჯერით ორი აჩრდილი ძირს დასცა, ტანკის გვერ-
დით რომ მორბოდნენ. იმავ წამს „პანტერის“ საშუბლე ჯავშანზე
ცეცხლმა გაიელვა და ჩაქრა. ტანკი ადგილზე ყრუდ შემოტრიალ-
და, მაგრამ ვასილისაგან ნასროლი ჯავშანგამტანი ჭურვი მოხ-
ვდა და დადუმდა.
155
კოსი იქით იყურებოდა და ელოდა, როდის წაეკიდებოდა ცეც-
ხლი, მაგრამ ალი ჯერ არ ჩანდა. სამაგიეროდ იანეკმა დაინახა,
როგორ აიწია ხუფი, საძრომიდან სწრაფად გადმოხტა ერთი ჰიტ-
ლერელი და ჯავშანს მიეფარა. იანეკმა მაშინვე მოისაზრა, რო-
გორც უნდა ემოქმედა, და ლოყით მაგრა მიეკრა ტყვიამფრქვევის
კონდახს. მეორე და მესამე ფაშისტი ერთდროულად გამოჩნდნენ
და დაცხრილულები იქვე დაეცნენ. მეოთხე – ქვედა საძრომიდან
გამოძვრა და შორს მოეფარა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, გაიქცა
და იანეკის გასროლის შემდეგ დაეცა. მეხუთე ჰიტლერელი ტან-
კისტი იანეკს აღარ დაუნახავს. იქნებ გაიქცა, ანდა ტანკშივე დარ-
ჩა.
შეტევა ჩაახშეს. ყველაფერი მიჩუმდა. მეომრებმა კვლავ წინ,
უწინდელ პოზიციებზე წაიწიეს; პირველად ქვეითებმა, შემდეგ ვა-
სილის ტანკმა. ისინი მაშინვე შეუდგნენ მიწით ამოვსებული გა-
სასვლელის გასუფთავებას, ფრთხილად გადაათრიეს ჩამოხლე-
წილი მსხვილი ტოტები, წინ თვალთვალისათვის ხელი რომ არ
შეეშალათ. სამი ჯარისკაცი დახოცილი არტილერისტების დასა-
საფლავებლად დამსხვრეულ ქვემეხთან დარჩა.
მთვარე გაჩქარებით მიცურავდა დასავლეთისაკენ. ზევიდან
დაშვებული ჰაერის ცივი ნაკადი და ბალახის ცვარი იანეკს გან-
თიადის მოახლოვებას უწინასწარმეტყველებდა.
ნაკაფის მოპირდაპირე მხარეს ჯერმა დაიკაკანა, მერე სად-
ღაც, ოდნავ მარცხნივ ტანკის ქვემეხმა დაიგრიალა და ისევ სიჩუ-
მე ჩამოვარდა. თვითმფრინავების სმაც აღარ ისმოდა. გეგონე-
ბოდათ აეროპორტებში ჩაიძინაო. ცა დაცარიელებული იყო და
არც ერთი ბგერა იქედან არ ისმოდა. წიწვნარს იქით ხანძარი ჩა-
იფერფლა.
უფროსი სერჟანტი იანეკთან მივიდა, ზურგით სანგრის კე-
დელს მიეყრდნო და მსხვილად გახვეული პაპიროსის წევა დაიწ-
ყო. ცეცხლს ხელის გულს აფარებდა. ნაფაზის დარტყმისას თავს
156
დაბლა წევდა. ამ დროს კოსს შეეძლო პაპიროსის წითელი სი-
ნათლით განათებული სახის დანახვა.
– მე კი სიბნელეში ვერც კი გიცანი. მაინც როგორა ცვლის მუნ-
დირი ადამიანს. მე ეს ფედიამ მითხრა , ტელეფონისტმა, ნაცნობს
შევხვდიო. მაშასადამე, შენ შენი გაიტანე? გადავწყვიტე ფრონტზე
მოხვედრა და მოხვდი კიდეც. – უფროსმა სერჟანტმა მისთვის
ჩვეული მოძრაობით ულვაშები გადაივარცხნა. – გახსოვს, რომ
გეუბნებოდი, როგორც კი ფრონტზე მოხვდები, თვალები დააჭყი-
ტე-მეთქი. მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ ადამიანი ადამიანს...
ჰო, მამა ვერ იპოვე?
– ვერა, ვერ ვიპოვე... თქვენზეც არავისთვის მიკითხავს. მე
ხომ თქვენი გვარი არ ვიცოდი.
– ჩემი გვარია ჩერნოუსოვი. ადვილი დასამახსოვრებელია:
სინამდვილეში ღია ფერის ულვაშები მაქვს. გვარის მიხედვით კი
შავი. ერთი მომიყევი, როგორ ცხოვრობ, როგორა ომობ.
იანეკი მოუყვა თავის ეკიპაჟზე, ბრიგადაზე.
მუქლურჯ ცას კიდევ არ დასდებოდა ალისფერი, თუმცა ნელ-
ნელა ნათელი ეპარებოდა და თბილი ელფერი გადაეკრა. რამდე-
ნადაც სინათლე საკმარისი არ იყო, იანეკმა უფრო გაიგო, ვიდრე
დაინახა, როგორ გაიღო ტანკის საძრომი და იქიდან ვიღაც გად-
მოხტა. მან თავი დახარა და ისე გაიხედა, ასე უფრო კარგადა ჩან-
და.
– მოქალაქე პორუჩიკო, აქა ვარ, – მოძრაობით მიხვდა იანე-
კი ვინ იყო.
– იანეკ, სად არის სერჟანტი?
– აქა ვარ.
– ფრთხილად იყავით. ჩვენ კი წავალთ და ვნახავთ, რა არის
იმ „პანტერაში“. იქნებ რამის გამოყენება შეიძლებოდეს კიდეც.
– გასაგებია, ამხანაგო პორუჩიკო. ამ წუთში გავაფრთხილებ
ჩვენებს, შემთხვევა არ გაისროლონ.
157
– კეთილი... ჩემთან ერთად წამოხვალ, იანეკ. გავცოცდეთ. მე
პირველი წავალ, შენ მომყევი.
– მე წავალ პირველი. ტყისა მე უკეთესად მესმის. – კარგი.
მხოლოდ ფრთხილად იყავი.
თავიანთ ტანკს გასცდნენ და ხეებს ამოფარებით ფრთხილად
გადაირბინეს ტყიანი ნაწილი და როცა ნაკაფს მიაღწიეს, მიწაზე
გაწვნენ და ცოტა ხანს დააყურადეს.
დაშავებული ტანკი მათ წინ სულ რაღაც ასიოდ მეტრში გაქვა-
ვებული იდგა. ქვეშ გატეხილი ნავროტი და მაღლა აშვერილი,
მობრუნებული კოშკის ნაწილი მოჩანდა, ტანკის გვერდით კი ან-
კარასავით დაგრეხილიყო მუხლუხა. მათზე ცოტა უფრო ახლოს
შავად გამოიყურებოდა მიწიდან ამოგლეჯილი მორები და არტი-
ლერიის ჭურვისაგან წარმოქმნილი ძაბრები.
იანეკმა თავი ოდნავ ასწია და მიდამო ყურადღებით მოათვა-
ლიერა. მან უკვე დაგეგმა როგორ გაცოცებულიყო: – ხეების მარ-
ცხნივ გვიმრების ბარდებით ორმოს მოვუვლიო. მერე მობრუნდა
და ვასილს ანიშნა, მიჰყოლოდა. პორუჩიკმა თავი დაუქნია: წავი-
დეთო.
იანეკი ბნელ გზას დაადგა. მარცხენა ხელი ტყვიამფრქვევის
ლულაზე ეკიდა, მარჯვენა ფეხის მუხლი მკერდისაკენ მისწია,
მარჯვენა ხელი წინ გაიქნია, მერე მთელი სხეულის სიმძიმე ნელ-
ნელა ამ ხელზე გადაიტანა და ხელახლა გაიმეორა ეს მოძრაობა,
მხოლოდ ახლა მარცხენა ფეხი წასწია მკერდისაკენ, ტყვიამ-
ფრქვევიანი მარცხენა ხელი კი წინ გასწია და სხეულის მთელი
სიმძიმე მარცხენა მხარეს გადაიტანა. ასე გადალახა ნახევარი
მეტრი იმ ასიდან, გასავლელი რომ ჰქონდათ. – ის ნელა მიცო-
ცავდა, არა ჩქარობდა, თუმცა რიტმულად და შეუპოვრად კი მოძ-
რაობდა. სწორედ ისე, როგორც ეფიმ სემიონიჩი ასწავლიდა,
როცა კედარის მთებში მიკვლეულ ნადირს ეპარებოდნენ. იანეკი

158
მთელი სხეულითა გრძნობდა მიწის ზედაპირს, უფრო სწორ ად-
გილებს არჩევდა, მიწის გამხმარ კორძებს ერიდებოდა, ტყეში
ყოველთვის მრავლად რომ არის, და ღამ-ღამობით უნებური მი-
ჯახებისთანავე მყიფე ლაწანით რომ იმსხვრევიან ხოლმე. ცდი-
ლობდა, რაც შეიძლება მაგრა გაჰკვროდა მიწას, თავს მაღლა არ
სწევდა, ბალახის დანამული ღეროები სველი ენებით ლოყებს
უკოცნიდა.
უცბად დაბლა, ზედ მის თავთან, უკნიდან ტყვიამ გაიზუზუნა,
ხეებზე კაკუნი ატყდა იანეკი გაიტრუნა და ყური მიუგდო, როგორ
ეცლებოდა ხეებს გამხმარი ქერქი. „შეგვნიშნეს თუ შემთხვევით
ისვრიან“, – შეშფოთებით გაიფიქრა იანეკმა.
ცოტა ხანს შეიცადა, მერე ოდნავ წამოსწია თავი, ფრთხილად
გასწია ხმელი თაგვისბარდას ბუჩქი. ჭოტმა დაიკივლა და ისევ სი-
ჩუმე ჩამოვარდა.
„ესე იგი, ვერ შეგვნიშნეს ისვრიან, რათა მოულოდნელად
არავინ დაესხათ თავს, ან კიდევ, არ ჩაეძინოთ.“
ჩექმაზე ვასილის ხელის შეხება იგრძნო. პორუჩიკი ანიშნებ-
და, გზა განაგრძეო.
„ყველაფერი რიგზეა. – გაიფიქრა იანეკმა, – ნადირი იგ-
რძნობდა ჩვენს მიახლოვებას, ადამიანს კი საამისოდ სიფხიზლე
აკლია.“
ისევ დაიწყო ცოცვა. გვიმრის ბარდები უკან მოიტოვა, მერე
მორი და ბოლოს, როცა შუბლზე ოფლი იგრძნო, ტანკის ჩრდილ-
ში აღმოჩნდა. იანეკი დამსხვრეულ მუხლუხასთან ერთ წამს შე-
ჩერდა და ისევ დაიძრა. – პორუჩიკს ადგილი გაუთავისუფლა.
იანეკმა მაღლა ასწია თავი, რათა დაენახა, სემენი უკვე ახლოს
იყო თუ არა და მუხლუხების ფოლადის ჯაჭვს იქით მწოლიარე
ადამიანი დაინახა. ის ზურგზე იწვა, მარჯვენა ხელი არაბუნებრი-
ვად გადმობრუნებოდა და სხეულის ქვეშ დასტანებოდა, თავი
მუხლუხაზე მიეჭირა, ღია ფერის თმა ლითონზე გაშლოდა. უკვე
159
საკმაო სინათლე იყო იმისათვის, რომ მისი ჭაბუკური სახე, ტუ-
ჩებთან სისხლის ნაკადი და მუქი ზოლით ირიბად გადასერილი
მკერდი გაერჩია.
იანეკმა იგრძნო, როგორ შეასხა სისხლის ცხელმა ტალღამ
ტვინში და ზიდილი დააწყებინა. ეს უკვე სამიზნე, სილუეტი ან უმ-
გვანოდ გაქცეული ნიშანში ამოღებული ქვეითი ჯარისკაცი როდი
იყო. ეს ადამიანი იყო, რომელსაც უცხო მუნდირი ეცვა.
სამიოდ ნაბიჯზე ვასილის ჩრდილი მოჩანდა. ისიც ტანკთან ახ-
ლოს მიცოცდა, ყური ჯავშანს მიადო, შიგ რა ხდებაო, მერე მიბ-
რუნდა და წაიჩურჩულა:
– დასაცავად მზად იყავი!
იანეკმა მთელი ძალები მოიკრიბა; ტყვიამფრქვევი წინ წასწია
და ტყის მოპირდაპირე კედელს დააკვირდა. თუმცა თვალის კუთ-
ხეებიდან მაინც ახერხებდა დაენახა, როგორ ამოიღო ვასილმა
დანა, კბილებით დაიჭირა, ხელით ტანკის მაღალ ბორტს ჩაეჭი-
და, აიწია, ერთი ნახტომით კოშკზე ავიდა და თავით ღია საძრომ-
ში ჩაეშვა. იგი ეკიპაჟის ყველა წევრს ტანკში ასეთი ხერხით ჩაძ-
რომას ასწავლიდა, რადგანაც ამ დროს სხეული არ სცილდება
ჯავშანს, პირიქით, ისე მაგრა ეკვრის მას, როგორც ლოკოკინა
ფოთოლს.
იანეკს საფეთქლებთან სისხლის შხუილისა და საკუთარი გუ-
ლისცემის გარდა არაფერი ესმოდა. ირგვლივ სიჩუმე გამეფებუ-
ლიყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ეს სიჩუმე
დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ალბათ ოცდაათ-ორმოციოდ
წამმა თუ გაიარა, ტანკის შიგნიდან ჯავშანზე კაკუნი მოესმა: ერ-
თიორი-სამი, შესვენება, ერთი-ორი-სამი.
– ჩამოძვერი, – მოესმა ჩურჩული. – ტყვიამფრქვევი მომაწო-
დე.
– იანეკმა დამცველი გადასწია, ტანკთან მიცოცდა, მის ჯავ-
შანს ამოეფარა, ჯერ იარაღი მიაწოდა, მერე თვითონაც მაღლა
160
აძვრა.
– ჩამოხტი!
თავისი მეთაურის მაგალითისამებრ, იანეკმა საძრომში თა-
ვით ჩაყვინთა და პირდაპირ ვასილის მხრებს შეეხო. იმანაც ხე-
ლი სტაცა და თავის გვერდით დასვა.
– არაფერი არ არის. ტანკი ცარიელია, ისევ თბილი...
იანეკი დაბარბაცდა, ზურგით ქვემეხს მიეყრდნო. ოფლი
შუბლს უგრილებდა და წვეთ-წვეთად ყელში ჩასდიოდა.
– რა დაგემართა? – შეშფოთდა ვასილი. – გერმანელი. – სად?
– მუხლუხასთან წევს. მოკლული.
– მაშ, ყველაფერი რიგზე ყოფილა. მკვდარი უკვე არავისა
ვნებს, – ჩაიბუტბუტა პორუჩიკმა.
– ის ხომ მე მოვკალი ტყვიამფრქვევით. პირდაპირ გულში მო-
ვახვედრე. ახლა კი იქა წევს. როგორი ახალგაზრდაა, ქერათმი-
ანი.
– მესმის, – ამოიოხრა ვასილმა და ერთ წუთს გაჩუმდა. – არც
ჩვენ დაგვიწყია ეს ომი და არც თქვენ. მაგათ დაიწყეს. გაიხსენე
დედაშენი, მაიდანეკი, პლუშის დათუნა მოგლეჯილი თათითა და
ამოგდებული თვალით... ჩვენ მაშინ გავიხსენებთ მაგათ ადამია-
ნობას, როცა ომს დავამთავრებთ და იარაღს ავყრით. ახლა არ
შეიძლება, – რბილად აუხსნა ვასილმა. მერე კი, ყოველგვარი გა-
დასვლის გარეშე, მტკიცედ და მკაცრად დაუმატა: – დაბლა, საცა
მძღოლი ჯდება, საავარიო საძრომი ნახე და გახსენი. როგორც კი
შეასრულებ, მითხარი.
იანეკი დიდხანს აფათურებდა სიბნელეში ხელებს და ესმოდა,
როგორ ატკაცუნებდა ვასილი ქვემეხის საკეტს, სინჯავდა, წეს-
რიგში თუ იყო.
– წესრიგშია, – ჩაიბუტბუტა მან. – აბა, როგორა გაქვს საქმე?
– ამ წუთში.
ბოლოს სახელურს მიაგნო, ფოლადის წრეს ხელი ჰკრა. თავი
161
ნახვრეტში გაჰყო და გაიხედა, ხომ არ ირიჟრაჟა და გარეთ გას-
ვლა თუ შეიძლებაო.
– უკვე მზად არის.
– ახლა ჭურვები ისე დააწყვე, რომ საჭიროების შემთხვევაში
ხელთ გქონდეს.
როგორც ეტყობა, ტანკი დიდი ხანია იბრძოდა. ამაში ორივე
დარწმუნდა, როცა ყუთები გასინჯეს და მხოლოდ ოცდაერთი
ჭურვიღა ნახეს. ისინი კიდევ ერთხელ გადათვალეს და დამცვე-
ლები მოხსნეს.
– ოცდაერთი.
– სულ ერთია, ვცადოთ. ჯერა ვნახოთ, სადა სთხლიშეს, თო-
რემ მერე ამის დრო აღარ გვექნება. – ვასილმა იანეკს ორი ნახ-
ვრეტი დაანახვა.
ქვეყალიბის ჭურვმა ორივე ბორტში გაიარა. ერთი ნახვრეტი-
დან ლურჯი სინათლე შემოდიოდა, მეორიდან კი, საიდანაც ჭურ-
ვი შემოჭრილიყო, აღმოსავლეთის ვარდისფრად შეღებილი ცის-
კარი მოჩანდა. გერმანელებმა ისევ ააკაკანეს ტყვიამფრქვევები
და მიყუჩდნენ. ორივე პერისკოპს ეძგერა. ერთ წუთს სიჩუმე იდ-
გა, მერე კი, უცბად, ხეებს შორის, თითქმის ერთდროულად, ორ
ადგილზე ცეცხლმა იელვა. მთელს ტყეში ქვემეხების გუგუნის
ექო დაირხა.
– ეს კი მესმის, დაბარებულებივით გამოვიდნენ! – მოულოდ-
ნელად ხმამაღლა წარმოთქვა ვასილმა და უბრძანა: – დამუხტე!
– ახლა უკვე აღარ სჭირდებოდათ თავიანთი არსებობის და-
ფარვა. ქვემეხების ლულა იქით მიაბრუნა, საიდანაც ისროდნენ,
ნიშანში ამოიღო და დაიცადა, ვიდრე იანეკი გასაღებით საკეტს
გააჩხაკუნებდა.
– მზად არის, – თქვა კოსმა. საკეტი მიხურა და გვერდზე გახტა,
ჯავშანს ამოეფარა.
ლულამ უკან დაიწია, უკუქცევის მექანიზმმა ძველ ადგილზე
162
დააბრუნა და გახსნილი საკეტიდან აბოლებული ჰილზა ხმაურით
გავარდა.
– დამუხტე! – მზად არის! – დამუხტე! – მზად არის!
გასროლა ერთიმეორეს მისდევდა. ჭურვებს არ იშურებდნენ.
ერთ-ერთი გასროლის წინ იანეკი პერისკოპს ეცა და დაინახა,
რომ მათ წინ, ხეებს შორის, ცეცხლის კერები გიზგიზებდა.
– მოხვდა? როცა მომდევნო ჰილზა გადმოვარდა, ვასილმა
უპასუხა: – მოხვდა.
იანეკი თავისთვის ითვლიდა გასროლებს: მეთექვსმეტე, მეჩ-
ვიდმეტე... მეცხრამეტე გასროლის შემდეგ ტანკის კორპუსი შე-
ირყა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ იანეკს კინაღამ ხელი-
დან გაუვარდა ჭურვი.
– მოარტყეს. მაგრამ მაგარი ჯავშანი აქვს, რიკოშეტით წავი-
და, – დაიძახა სემენმა. ჩქარა დამუხტე.
– ამას გარდა კიდევ ერთი დარჩება.
ვასილმა გაისროლა, მერე ქვემეხის სასხლეტს დააჭირა ხელი
და მთელი ლენტი გამოუშვა.
– უკანასკნელად დატენე და მაშინვე ჩამოხტი.
იანეკმა საკეტს ურდული დაადო და გასროლისათვის აღარ
დაუცდია, ისე ჩახტა ქვევით. აქ მას ტანკის ტყვიამფრქვევი გაახ-
სენდა, მოხსნა იგი, ლულა რაც შეიძლება შორს გააყოფინა მარ-
ჯვნივ, სასხლეტს ხელი დააჭირა და ალალბედზე ისროდა, ვიდრე
ვაზნები ეყო. მერე ისე გადაბრუნდა, როგორც ჩვილი ბავშვები,
როცა ყირაზე გადასვლა უნდათ ხოლმე: მხრებით საავარიო საძ-
რომის დაშვებულ ფილას დაეყრდნო და იქიდან მიწაზე ჩაგორდა,
მუცელზე დაწვა, ტანკიდან სწრაფად გამოძვრა და მუხლუხების
ღრმა ნაკვალევში შეჩერდა. უკან მიიხედა. ჩქარა სუნთქავდა, პი-
რი ფართოდ გაეღო, ხარბადა ყლაპავდა ნოტიო, სუფთა ჰაერს.
ამოსუნთქვისას კი დენთის სუნი ამოჰქონდა – „პანტერაში“ რომ
ხუთავდა.
163
უცბად შიშისაგან გაშეშდა: ზედა საძრომიდან და კოშკის ქვეშ
ხვრელებიდან შავი ბოლი გამოდიოდა.
„მაინც წაუკიდეს“, – გაიფიქრა იანეკმა.
ის იყო მეთაურის მისაშველებლად უკან უნდა გაქცეულიყო,
რომ ამ დროს ტანკის ქვევიდან გამოყოფილი ვასილის თავი და-
ინახა, მერე მხრები და აი, პორუჩიკი უკვე მის გვერდით მიწაზე
იწვა.
– ეჰ, შენც იტყვი მეომარი ვარო? მე უნდა ვატარო შენი ტყვი-
ამფრქვევი? – იანეკს იარაღი გაუწოდა. – აბა, ჩქარა, მოვუსვათ
აქედან. . გერმანელების მხარეს ტყე ბოლში იყო გახვეული. საბ-
ჭოთა ქვეითები მტერს ავტომატებითა და ტყვიამფრქვევით ცხრი-
ლავდნენ. ელენი და სააკაშვილი ტანკიდან ცეცხლით იცავდნენ
თავიანთი მეგობრების უკან დასაბრუნებელ გზას. იანეკი და ვა-
სილი უკვე კი აღარ მიცოცავდნენ, ძირკვიდან ძირკვამდე, რომ-
ლებსაც საფრად იყენებდნენ, გრძელ-გრძელი ნახტომებით გარ-
ბოდნენ ღია სივრცეზე, ტყეს მიაღწიეს და უკვე ხეების საფარს
ქვეშ სირბილით მივიდნენ სანგრებამდე.
– სუფთა ნამუშევარია. – მიესალმა მათ უფროსი სერჟანტი
ჩერნოუსოვი.
– მაგრამ ბედმა გაგიღიმათ, გერმანელები პირდაპირ წინა
ხაზზე რომ გამოვიდნენ. ახლა სამი ტანკია თქვენს ანგარიშში,
ერთი კი ჩვენს არტილერიაზე მოდის.
სემენის მიერ ცეცხლწაკიდებული „პანტერა“ სულ უფრო სქელ
კვამლში ეხვეოდა, შავმა ბოლქვებმა მთელი განაკაფი დაბურეს.
მერე, უცბად ტანკი ჩირაღდანივით აკაშკაშდა. მაშინვე, თითქოს
ნიშანი მისცესო, ორივე მხარეს სროლა შეწყდა.
ინათა, აღმოსავლეთს ვარდისფერი შეეპარა. მზის სხივები
სულ უფრო შეუპოვრად იჭრებოდა კვამლის საბურველში.
– ვასილ, ტყვიამფრქვევზე ხომ არავის არაფერს ეტყვი? –
უჩურჩულა იანეკმა პორუჩიკს.
164
– არავის ვეტყვი, – ასევე ჩუმად მიუგო პორუჩიკმა. – არ უთ-
ხრა.
იანეკმა უფროსი სერჟანტის თვალებში, სანგარში მათ გვერ-
დით რომ იდგა, ქება ამოიკითხა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა.
უნდოდა იმ ჯარისკაცთან ექოთ, იანეკი ჯერ კიდევ გასული წლის
შემოდგომიდან რომ ახსოვდა, იმ დროიდან, როცა დაბამბული
ჯუბით და ენოტის ხელთათმანებით ფრონტზე მიდიოდა. მაშინ
მას მხოლოდ ერთი მიმართვა – გაზეთის ნახევი და ერთადერთი
რეკომენდაცია – გულის ჯიბეში შენახული ვეფხვის ყურები ჰქონ-
და. უნდოდა სქელლოყება თეოდორთან ეტრაბახა, რომელთან
ნაცნობობაც ჩხუბით დაიწყო. უნდოდა ეკითხა, კიდევ იმ აზრის
თუ ხარ, რომ იანეკს ფრონტზე რა უნდა, ჯობს შინ დაბრუნდესო.
იანეკმა უფროსი სერჟანტის მხრებიდან გამოიჭვრიტა და იქით
გაიხედა, სადაც სანგარი უხვევდა.
– სად წავიდა ტელეფონისტი?
უფროსმა სერჟანტმა არაფერი უპასუხა. ორი ნაბიჯით უკან და-
იხია იმ ადგილიდან, სადაც მწვანე მოსახვევგადაფარებული რა-
ღაცა იდო, დაიხარა და ასწია. იანეკმა თეოდორის გაყვითლებუ-
ლი და თვალებს ქვეშ მოლურჯო ჩრდილებიანი სახე დაინახა.
ჩერნოუსოვმა აუხსნა:
– როგორც კი ქვემეხიდან სროლა დაიწყეთ, ის ბრუსტვერზე
აცოცდა. ვეუბნებოდი ჩამოდი-მეთქი. ის კი მეუბნებოდა: „უნდა
ვუყურო, ის ყმაწვილი როგორ იბრძვისო.“ გერმანელებმა თქვენ
საპასუხოდ დაგიშინეს და ნამსხვრევი პირდაპირ მას გულში მოხ-
ვდა.
იანეკი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა და ეტყო-
ბოდა, ვერ გაეგო ჩერნოუსოვის ნათქვამის აზრი.
– ეს როგორ? – აი, ასე, უბრალოდ.
იანეკმა იგრძნო, ცრემლები წამწამებს მოსდგომოდა და შებ-
რუნდა.
165
– კაპრალო კოს, მანქანაში! – უბრძანა ვასილმა და, იანეკს
გვერდზე რომ ჩაუარა, ჩაუჩურჩულა: – მოიწმინდე ცრემლები,
გვარდია გიყურებს.

166
თავი მეთორმეტე
ახალი დავალება
ისტორიულ თემაზე დაწერილ წიგნში ავტორი რომელიმე
ბრძოლას საჭადრაკო პარტიასავით ურჩევს მკითხველს და შეიძ-
ლება უფრო იოლი გზითაც. ახლანდელი მერვე კლასის მოსწავ-
ლე ადვილად უკარნახებდა ჰანიბალს: – დროა, მოწინააღმდეგის
ზურგში შემოსასვლელად სპილოები და ცხენოსნები გაგზავნოო.
ნაპოლეონს ახლანდელი მეათე კლასის მოსწავლის რჩევა მა-
ინც რომ მოესმინა, ვატერლოოსთან ომს ადვილად მოიგებდა.
ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვეულებრივ,
უკვე ზუსტად ვიცით ხოლმე ორივე მხარის ძალებსა და საომარი
მოქმედების გეგმებზე, ვიცით, როგორ იყო განლაგებული მათი
ბატარეები და ისიც კი, მინდორში რომელ ადგილზე იყო თხრი-
ლები, რომელიც მოულოდნელ საშიშროებებს უქმნიდა როგორც
ტანკებს, ისე ადამიანებს. არმიის შტაბებს დაახლოებითი ცნობე-
ბი მოეპოვებათ მოწინააღმდეგის დივიზიების გადაადგილებაზე:
167
დაუღალავად მოქმედებს სახმელეთო და საჰაერო დაზვერვა, პა-
რაშუტისტები პატარა რაციებით მტრის ზურგში ეშვებიან და მის
მანევრებზე აწარმოებენ დაკვირვებას; პარტიზანები აგზავნიან
მეტად საჭირო ცნობებს, რადიოგადატაცვის სამსახური მტრის
საიდუმლოებებს ირკვევს. მაგრამ იმაში დარწმუნება, რომ ახა-
ლი დარტყმა მზადდება, მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი,
როცა მსხვილი შენაერთები გადაჯგუფებას იწყებენ, სამაგი-
ეროდ, ასეთ დროს ძნელია აღმოაჩინო უფრო მცირე ქვეგანაყო-
ფების – ასეულებისა და ბატალიონების საიდუმლო საქმიანობა.
როგორ უნდა გავიგოთ, უახლოვდება თუ არა ფრონტის ხაზს
ტყის საფარველითა და ბატარეის ცეცხლით შენიღბული სატანკო
ასეული, ან მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი? ვის შეუძლია
განჭვრიტოს მეორე წუთს საით მიმართავენ ასობით ლულათა
ტყეს და რომელ მიზანში ისვრიან თავიანთ სასიკვდილო ტვირთს
უცბად მოფრენილი ბომბდამშენთა ესკადრილიები, რომელი მი-
მართულებით და როდის განახორციელებენ დარტყმას? ეგებ მო-
წინააღმდეგის სარდლობის საათზე მხოლოდ დათვლილი წამე-
ბითა დარჩა შეტევის დაწყებამდე.
გარკვეულ ადგილზე, გარკვეული დროისათვის მტერი ცდი-
ლობს ჭარბ ძალებს მოუყაროს თავი, რაც შეიძლება ძლიერი
ცეცხლი გახსნას და ფოლადის დიდი მასა გადმოანთხიოს, გაარ-
ღვიოს დაცვის ხაზი და ზურგში შევიდეს.
იმ დროს, როცა სადღაც სატანკო მუშტას უყრიან თავს, მეორე
ადგილას მიმდინარეობს გაშიშვლებული შეტევა, ანდა „სიჩუმეა“
გამეფებული, თუ ამ სიტყვის ხმარება შეიძლება ისეთ ვითარების
განსაზღვრის გამოსახატავად, როცა თავზე ჭურვები ზუზუნებენ,
ბრუსტვერზე წამდაუწუმ, როგორც ვერაგი ვეფხვის ბასრი ბრჭყა-
ლები, ისე იკაწრებიან ავტომატიდან ამოფრქვეული ტყვიის ჭავ-
ლები. აი, ასეთი ვითარებისას სამხედრო ცნობები იტყობინებიან,

168
რომ ფრონტის ამა და ამ რაიონში მნიშვნელოვანი არაფერი მომ-
ხდარა, ხოლო ჯარისკაცები ასეთ დღეებს „სიჩუმეს“ უწოდებენ.
სწორედ ასეთი „მიჩუმების“ პერიოდი დადგა ტყიან მაღლობ-
ზე, სადაც სემენის ტანკის გარშემო პოზიციები დაიკავა და გამაგ-
რდა ასეული, რომელსაც მეთაურობდა სერჟანტი ჩერნოუსოვი
მახ შემდეგ, რაც მათი მეთაური დაიღუპა. დაცვის პოზიციების
წინ, ტყის იქით, რომელიც აქედან არ ჩანდა, ხანძარი უკვე იფერ-
ფლებოდა. მდინარეზე გადასასვლელის მხარეს ბომბდამშენთა
ესკადრილიები დაფრინავდა და ვისლაში ტროტილის ტვირთს
ჰყრიდა, ჭურვები ზუზუნით ცვიოდა, ზურგში ფეთქდებოდა და
გზაჯვარედინებს ხერგავდა.
უკან, სადღაც, ტყის სიღრმეში, ტყვიამფრქვევები კაკანებდა
და ქვემეხებს გრიალი გაჰქონდა. ნაკაფის სანაპირო ზოლიდან
დროგამოშვებით ისროდნენ. მეავტომატები და მეტყვიამფრქვე-
ვეები ცეცხლითვე პასუხობდნენ. საერთოდ კი, შეიძლება ითქვას,
სიჩუმე იყო.
საუზმეზე ტანკისტები კონსერვსა და პურს შეექცნენ, ზედაც
რამდენიმე ყლუპი წყალი დააყოლეს. წყალზე ერთობ ხელმოკ-
ლედ იყვნენ, მხოლოდ ორლიტრიანი თერმოსით ჰქონდათ მომა-
რაგებული, თანდათანობით დაცხა და სუნთქვა გაძნელდა. აგვის-
ტოს მზე აჭერდა, მისი სხივები ხის ტოტებიდან მიწამდე ატანდა.
ცა სიცხის ბუღში მიმქრალიყო. ზედ არც ერთი ქულა ღრუბელი
არა ჩანდა და, ეკიპაჟის წევრთა უდიდესი სურვილის მიუხედა-
ვად, თვით ვასილსაც არ შეეძლო მათთვის წვიმის აღთქმა.
ტანკში მარტო ელენი დარჩა, რომელიც ქვემეხებსა და პერის-
კოპებს ყარაულობდა, დანარჩენები კი მანქანიდან გადმოვიდნენ
და მუხლუხებს შორის ღრმა ორმოში ჩასხდნენ, რომელიც ტანკის
ქვეშ გამოეთხარათ. ისინი დინჯად ლაპარაკობდნენ, იგონებდნენ
ღამის ბრძოლას და დანარჩენი ამხანაგების ბედზე წუხდნენ. ჩერ-

169
ნოუსოვისაგან მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ასეულის სამმართვე-
ლოს ორი სხვა ტანკი მეზობლად მდებარე ნაკაფთან იდგა, და,
რომ მათ გაუძლეს წინა ღამეს. ერთმა ტანკმა კი, რომელსაც ხო-
რუნჟი ზენეკი მეთაურობდა, ის ზენეკი, რომელიც ჯერ კიდევ სელ-
ცში ბრიგადისათვის ახალბედებს არჩევდა, ჯავშანტრანსპორტე-
რი დააზიანა და გერმანელების საშუალო ტანკი T-IV დაწვა.
– შუადღე ახლოვდებოდა, როცა იანეკმა საფარიდან გამოიხე-
და, ამხანაგებს ხელი დაუქნია, თან მეორეთი ტყვიამფრქვევს
დასტაცა, რომელსაც ეხლა უკვე ერთ წუთსაც აღარ იშორებდა,
და უჩურჩულა:
– უყურეთ ერთი... ვიღაცა მოიპარება.
ყველამ იქით მიაბრუნა თავი, საითაც იანეკი ანიშნებდა, და
დაინახეს, რომ მაღლობიდან თხრილის გაყოლებით მწვანე ყუ-
თის მაგვარი სწორი რაღაცა მოცოცავდა. თხრილის ბოლოში ეს
რაღაცა წამოდგა და მათ ჩაჩქანიანი ჯარისკაცი დაინახეს. ზურ-
გზე თერმოსი მოეკიდებინა და ხეებს ამოფარებით მორბოდა.
– მოკავშირეებო, ფრთხილად, არ ისროლოთ, თორემ ჩვენ
სადილს დახვრეტთ! – დაიძახა უფროსმა სერჟანტმა. – გამარჯო-
ბა, მარუსია!
მებრძოლებმა სანგრებიდან გამოიხედეს და იმათაც დაიძა-
ხეს: – გამარჯობა, ოგონიოკ!
გოგონა მარჯვედ ჩახტა სანგარში, ზურგიდან თერმოსი და
კისრიდან ავტომატი ჩამოიხსნა. ყველა, ვინც კი იქვე ახლოს იყო,
უკვე კარდალმომარჯვებული მისკენ გარბოდა და თან ჩექმის ყე-
ლიდან კოვზს იღებდა, მაგრამ იმან ყველა შეაჩერა.
– მოიცათ, შიმშილით არ დაიხოცებით, ნუ გეშინიათ. თქვენს
შორის ვინმე დაჭრილი ხომ არ არის?
პასუხისათვის არც კი დაუცდია, პირდაპირ მიწურისაკენ გას-
წია, სადაც ღამის ბრძოლაში დაჭრილი მეავტომატები იყვნენ.
ქვემეხის ჯგუფეულიდან ერთადერთმა ცოცხლად გადარჩენილმა
170
არტილერისტმა, მიუხედავად იმისა, რომ ხელებში დაჭრილი
იყო, ჰოსპიტალში გადაყვანაზე უარი თქვა. გოგონამ ხელებიდან
დროებითი სახვევები მოხსნა, ჭრილობას დეზინფექცია გაუკეთა
და სწრაფად და მარჯვედ შეუსვია. მხოლოდ მას შემდეგ, როცა
ყველა დაჭრილს გადაუხვია ჭრილობა, თერმოსს სახურავი მოხ-
სნა და ულუფის გაცემა დაიწყო.
– ტანკისტებო, თქვენ რა, ჭამა არ გიდნათ? თქვენი სამყოფიც
არის.
ელენი ტანკიდან გადმოვიდა, გაჩერდა, მის შავ წარბებს დაჟი-
ნებით დაუწყო ცქერა, მონღოლის ისარივით რომ გადაჰგრეხო-
და, და ამოიოხრა:
– ეს რომ მცოდნოდა, ჭრილობის შესახვევად ასეთი გოგო მო-
ვიდოდა, მე თვითონ დავიჭრიდი თავს...
სააკაშვილი ხესთან დაიხარა, რომლის გარშემოც იისფერი
მაჩიტები ამოსულიყო, რამდენიმე ყვავილი მოწყვიტა, დაიჩოქა,
ცალი ხელით კარდალი გაუწოდა, მეორეთი კი ყვავილების თა-
იგული.
– ულამაზეს გოგონას ულამაზესი ყვავილები.
მარუსიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაიღიმა, მაგრამ გჟე-
სის თავაზიანობამ გულში მაინც გაჰკენწლა.
– როცა ტანკისტებმა კარდლებიდან ფაფისა და ხორცის ნარ-
ჩენებიც გამოფხიკეს, გოგონა მათთან სანგარში ჩაჯდა იან კოსის
გვერდით. შარიკამ, რომელსაც უცნობებზე მინდობა საერთოდ
არ უყვარდა, ახლა თავი მარუსიას კალთაში ჩაუდო და მოფერე-
ბის ნება მისცა. – მგონი, ძაღლისთვისაც დარჩა რაღაც.
მარუსიამ ნაგაზს ფაფა და ხორცი მისცა და გაოცდა, როცა და-
ინახა, რომ ძაღლი საჭმელს არ ეკარებოდა.
– აიღე, – ნება მისცა შარიკას იანეკმა.
– ოჰო, როგორც ეტყობა, მარტო სიმპათიური კი არა, ჭკვი-

171
ანიც ყოფილა. – ისევ იანეკის გვერდით დაჯდა და ჩაჩქანი მოიხა-
და. იანეკმა მოკლედ შეკრეჭილი ღია წაბლისფერი თმა დაინახა,
შუბლზე რომ ჩამოსწეწოდა.
– აბა, როგორ არის საქმე მეტყვიამფრქვევე? გავიგე, ყველა
გაქებს. მე მარუსიას მეძახიან და კიდევ ოგონიოკს, იმიტომ, რომ
წითური ვარ, შენ?
– მე იანეკი მქვია.
– იანეკი? ლამაზი სახელია. ეს რას ნიშნავს? – სამხრეების ნა-
კერზე შეეხო იანეკს.
– ეს კაპრალსა ნიშნავს. – ჩვენებურად? – უმცროს სერჟანტს.
– გასაგებია. ახლა კი ვხედავ, რომ შენ არა მარტო უმცროსი
სერჟანტი, სრულიად ახალგაზრდა სერჟანტიცა სარ.
გრიგოლმა ამოიოხრა, იანეკი და მარუსია მარტო დატოვა და
ტანკში ჩაძვრა. სანგრიდან ხელებშეხვეული არტილერისტი გა-
მოძვრა.
― გოგოებისთვის რაც ახალია, საინტერესოც ის არის. შენ რა,
მარუსია, რაშია საქმე, მარტო პოლონელებს რომ ელაპარაკები?
– მე ყველას არ ველაპარაკები. მარტო ერთს. – რა, მოგეწონა
თუ?
– ძალიან. – გოგონამ იანეკს ლოყაზე მოუთათუნა სელი და
უთხრა: – ახლა ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის.
მარუსიამ ზურგზე ცარიელი თერმოსი მოიგდო, კისერზე ავ-
ტომატი ჩამოიკიდა, შარვალი ბიჭურად დაიქაჩა და წავიდა. მე-
ომრები თვალით მიაცილებდნენ, როცა ის ხეებს ამოფარებული
გარბოდა. მერე თხრილში ჩახტა და თვალს მიეფარა.
ნახევარ საათსაც არ გაუვლია, რომ გერმანელების მხრიდან
ტანკების ძრავის გუგუნი მოისმა, ამას ქვემეხების ორი გასრო-
ლაც მოჰყვა. ჭურვებმა ზემოდან გადაუქროლეს და მთის თხემზე
აფეთქდნენ.
– ვუპასუხოთ?
172
– არა, ჩვენი საცეცხლე პოზიციის გაგება აინტერესებთ. ხომ
არ დაგავიწყდა, რაც გუშინ დაცვაზე გითხარი. – შეახსენა ვასილ-
მა კოსს. ჩავიდეთ ტანკში, თორემ სააკაშვილი ბუზღუნს დაგვიწ-
ყებს.
მათ ჯერ კიდევ სადილობამდე გაიხადეს ფორმები და კომბი-
ნეზონები პირდაპირ შიშველ ტანზე ჩაიცვეს, მაგრამ მიუხედავად
იმისა, რომ ყველა საძრომი გაეხსნათ, ტანკში მაინც ისეთი სიცხე
იყო, გეგონებოდათ ღუმელი ანთიაო. შარიკამ იტრიალა, რამდე-
ნი ჯერმე ამოიოხრა, წინა თათებით მექანიკოსის საძრომის კი-
დეს დაეყრდნო და იანეკს შეხედა, ტყეში განავარდების ნებას თუ
მომცემო.
– მეტიჩრობას თავი გაანებე. თუ ნაბრძანებია ყველა ტანკში
იყოს, მაშასადამე, ეს სავალდებულოა. – კოსს ეშინოდა, ალალ-
ბედზე ნასროლი ტყვია ძაღლს არ მოხვედროდა. დაწექი აქ!
გჟესისაგან მორიგეობა იანეკმა გადაიბარა, დაჯდა თავის ად-
გილას, გენერლის ნაჩუქარი შლემოფონი გაიკეთა და ყოველ
თხუთმეტ წუთში ერთხელ რადიოსადგურს რთავდა. ბრიგადის
რადიოსადგურის ტალღაზე სრული სიჩუმე იყო. გადაწყვიტა შე-
ემოწმებინა, კარგად დაიჭირა თუ არა ტალღა და სამართავ ღი-
ლაკს ტრიალი დაუწყო. მოულოდნელობისაგან შეკრთა, ზედ
ყურთან ჩახრინწული ხმა მოესმა: „Achtung! Drei... zwei... eins...
Bomben!“
და კიდე: „მარჯვნივ მტერია, შეტევაზე გადავდივარ, გადავდი-
ვარ...“
სტვენის ხმა გაისმა. მერე მორზეს ბგერების სწრაფი, წვრილი
წვეთების მსგავსი კაკუნი ატყდა. მერე ისევ ხმა: „უკიდია...“
იანეკმა არ იცოდა, საიდან აღწევდა მასთან ეს ბგერები: შორი-
დან თუ სადმე ახლო მანძილიდან, ვერ მიხვდა, ვინ იწვოდა... ის
ვინც ლაპარაკობდა, თუ ერთ-ერთი ბომბდამშენთაგანი.
– შენს ტალღას დაუბრუნდი, – უბრძანა სემენმა.
173
იანეკმა უხალისოდ გადართო რადიომიმღები ბრიგადის ტალ-
ღაზე, აქ კვლავ ტკაცა-ტკუცის, ხმაურისა და წრიპინის გარდა
არაფერი ისმოდა. შარიკა აღრინდა, თავი მოატრიალა და იანე-
კის მუხლებში ჩარგო. ლორის ნაჭრის მსგავსი ენა გარეთ გადმო-
ეგდო და აჩქარებით სუნთქავდა. ძნელი ასატანი იყო ასეთ მდგო-
მარეობაში მყოფი ძაღლის ყურება, რადგანაც მისი შეხედვა უფ-
რო მეტად აწყურებდათ, სემენმა ბრძანა წყალი დავზოგოთო,
მაგრამ ეს ხომ შარიკამ არ იცოდა და არც ისე ადვილი იყო მის-
თვის ამისი ახსნა და გაგებინება.
„– არყი-ხუთი“, „არყი-ხუთი.“ მე „ოკა“ ვარ, მე „ოკა ვარ...“–
ლიდკას ხმა, ბრიგადის რადიოსადგურიდან რომ ისმოდა, შორი
მანძილიდან აქამდე დახშულად აღწევდა. ლიკამ კიდევ ერთხელ
გაიმეორა: – მე „ოკა“ ვარ, გადავდივარ მიღებაზე, გადავდივარ
მიღებაზე. – ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
იანეკმა, მას შემდეგ რაც ლიდკამ ხელთათმანები დაუბრუნა,
მხოლოდ რამდენჯერმე მოკრა შორიდან გოგონას თვალი, რო-
მელსაც მუდამ ახლდნენ შტაბის ოფიცრები ან ხორუნჟი ზენეკი,
ამიტომაც ლაპარაკით აღარც დალაპარაკებია. ახლა იმ ხელ-
თათმანების სახსენებელიც კი აღარა ჰქონდა, რომელსაც ლიდკა
ატარებდა, რადგანაც სხვა უმაქნის ნივთებთან ერთად შტაბის
ასეულის მეთაურს ჩააბარა. გამოძახება „არყი-ხუთი“ მათ არ ეხე-
ბოდათ, მაგრამ იანეკმა ეს გაფრთხილება მიიღო. მან თვალები
ხელის ზურგით მოიწმინდა, შუბლიდან ოფლი ჩამოიწურა და მო-
ხერხებულად დაჯდა.
ეთერში სიჩუმე კიდევ რამდენსამე წამს გაგრძელდა, მერე კი
ისევ წრიპინი და ტკაცატკუცი მოისმა. ვიღაც მამაკაცი ლაპარა-
კობდა, მაგრამ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. ვიღაცა ვი-
ღაცას უხმობდა. იანეკმა ღილაკი გადაატრიალა და მოესმა:
„მე“ არყი პირველი“ ვარ, ყურადღება... – მესმის, „არყი სა-
მი“... „არყი ორი“... გისმენთ.
174
– მე „არყი პირველი ვარ,“ მარცხნიდან წინ... მარცხენა დააჩ-
ქარეთ... შენს წინ...
– ვხედავ... მზადა ვარ. – მექანიკოსო, მშვიდად... ცეცხლი!
არის! – „არყი ორი,“ მოხვდა.
– დაამუხრუჭე, ნახევარ კალიბრიანით დამუხტე. – ორს ცეც-
ხლი წაეკიდა. – მესამეც მზად არის. – მუხლუხებს მოხვდა, ბაკებს
ცეცხლი წაეკიდა. – მანქანიდან! – დატენე, დატენე... ვაიმე, დე-
დავ! – მე „ოკა“ ვარ, მე „ოკა“ ვარ. „არყი ხუთი“... გესმის?
ხმები მიწყდა, სადღაც შორს გადაიკარგნენ და უცებ გარკვე-
ვით გაისმა.
– კიტრები ტყის პირა კვლებშია, მარჯვნივ საკვამურებიდან
ხუთი...
ვიღაცამ ჯავშანზე დააკაკუნა და დაიყვირა: – ბიჭებო, წყალი
გინდათ?
საძრომში ჩერნოუსოვის სახე გამოჩნდა. ორივე ხელებით
პირთამდე წყლით ავსებული ჩაჩქანი გაუწოდა ტანკისტებს.
ვასილმა მადლობა გადაუხადა უფროს სერჟანტს და ჩაჩქანი
ჩამოართვა. ისინი რიგ-რიგობითა სვამდნენ ხუთ-ხუთ ყლუპს.
როცა ერთი სვამდა, მეორე ითვლიდა, რომ თანაბრად შეხვედ-
როდათ. წყალი თბილი იყო, თანაც ჭაობის გემო დაჰკრავდა, სა-
საზე დიდხანს რომ რჩებოდა. ბოლოს, რაც გადარჩათ, შარიკას
დაალევინეს. იმანაც სიამოვნებისაგან ღრენით შეწრუპა და მერე
ჩაჩქანი პატრონს დაუბრუნეს.
– ვასილ, გაიგე? – გავიგე, „არყი“ მესამე ასეულია. – ომობ-
დნენ. რა დაგემართათ? – არ ვიცით. ისე კი, ვფიქრობ, ფიცხელი
ომი ექნებოდათ. – ჩვენთან სიჩუმეა. იქნებ იმათ ვჭირდებით. –
შეიძლება.
თითქოს ამ შენიშვნის პასუხიაო, დაძველებული, უზარმაზარი
საათის ღრაჭუნის მსგავსი ხმა მოესმათ, ისეთი, ყველა კბილანა

175
და ზამბარა რომ დაუჟანგდება მრავალი წლის მანძილზე მო-
უმართავად გდების გამო. ელენი ჭურვების ყუთიდან წამოხტა,
აქამდე ზედ რომ იჯდა, და ყველა საძრომი დაკეტა. დროზეც მო-
ასწრო: იმავე წამს, ერთიმეორის მიყოლებით აფეთქებებს გრი-
ალი მოჰყვა.
– ეს ქიმიური ნაღმსატყორცნია, იმათებურად Nebelwerfer. –
განმარტა გუსტლიკმა. – მე ვიცი, რასაც წარმოადგენს, ახლოს
მინახავს. ექვსი ლულა აქვს ერთმანეთთან დაკავშირებული.
სროლას რომ დაიწყებს, ყველა ლულიდან ერთდროულად ის-
ვრის.
– პირველი ნასროლი ზალპი მხოლოდ სიგნალი იყო. ახლა
გერმანელთა ნაღმსატყორცნებმა ძაღლებივით ასტეხეს ყეფა,
სოფლის გზაზე გავლილ მანქანას რომ გამოეკიდებიან ხოლმე:
ისინი ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან იყეფებოდნენ, ერთმა-
ნეთს ცეცხლს უკიდებდნენ, იმათი ცეცხლი კი, ალბათ მეთვალყუ-
რეების მითითებით, ტყეში სანგრებს ეძებდა და სულ უფრო უახ-
ლოვდებოდა.
ჭურვის ნამსხვრევები ჯერ იშვიათად, მერე კი სულ უფრო ხში-
რად ჩაუნისკარტებდა ხოლმე ჯავშანს. დარტყმები ქარივით ის-
მოდა და მერე კელასავით ბზუილით აისხლიტებოდა.
მიწისა და მტვრის სუნი იდგა. უცბად მთელი ტანკი შეინჯღრა.
ყურებს გუგუნის ტალღა ეძგერა.
– აი, ჩვენც მოგვარტყეს, – დაარღვია სიჩუმე სააკაშვილმა და
ზედ ერთი იმ ფრაზათაგანი დაურთო, პოლონურად რომ გაეზეპი-
რებინა: Niech ich cholera...7
– არა უშავს, – მშვიდად თქვა ვასილმა. – არცთუ ისე საშიში
იყო. ჩვენს ცხენს მაგარი ტყავი აქვს.

7
გაწყვიტოს ჭირმა.
176
– გავალ, ვნახავ, – შეწუხდა მექანიკოსი. – ეტყობა, ძრავას-
თან ახლოს მოარტყეს.
– ყველაფერი დაკეტილი გქონდა? – ყველაფერი. – მაშ მო-
იცადე, ვიდრე დაამთავრებდნენ.
– კარგი ცხენია, – დაუმატა იანეკმა. – რამე სახელი უნდა შეგ-
ვერჩია ჩვენი ტანკისათვის.
– იქნებ წაბლა შეგვერქმია? – თქვა ელენმა. – ჩემს მოხუცს
ჰყავდა წაბლა. მართალია, ძალიან დიდი არ იყო, მაგრამ კეთი-
ლი და ამტანი კი...
– არა ერთი... წაბლა რა ტანკის სახელია, – გააპროტესტა
კოსმა.
– ალექსანდრე მაკედონელის ცხენს ბუცეფალი ერქვა, – ღი-
მილითა თქვა ვასილმა, – ხოლო რაინდ როლანდის ცხენს, რო-
მელზეც იგი რონსევალის ხეობაში იბრძოდა, ვაილანტიფი, სწრა-
ფი ბედაური...
– აი, ხომ ხედავთ, ესე იგი, ჩვენს ტანკსაც რაიმე ამაღლებული
სახელი უნდა გამოვუძებნოთ...
– შენ ალბათ მარუსია ან ლიდკა გინდა შეარქვა, – გესლიანად
უთხრა ელენმა.
– ჩუმად. – გააწყვეტინა ვასილმა. – გეყოფა ლაყბობა. მოის-
მინეთ!
ჭურვები მათგან მარცხნივ თანდათანობით უფრო იშვიათად
სკდებოდა. აფეთქებებს შორის შუალედებში ხმადაბალი გუგუნი
მოესმათ.
– ეს ტანკი არ არის. – დარწმუნებით განაცხადა ელენმა.
– მოიცა, ისევ არაფერი ისმის, – შეაჩერა ვასილმა. – იქნებ
მოგვეჩვენა?
მარჯვენა ბორტზე, ტყის მხარეს, ვიღაცამ დააკაკუნა.
– აბა, რა გინდა? – დაიღრიალა ელენმა. – მაშინ მაინც ნუ
მოძვრებით, როცა ჭურვები სკდება.
177
– გააღეთ! – მოისმა ნაცნობი, მელოდიური ბარიტონი.
– აი ასე! – ამის თქმაღა მოახერხა დაბნეულმა ელენმა. სას-
წრაფოდ ეცა საძრომს და გახსნა. – პან გენერალი ასეთ ორომ-
ტრიალში მოვიდა?..
ბრიგადის მეთაურს ხელში თავისი განუყრელი ჩიბუხი ეკავა,
ჯავშანზე იდგა და იღიმებოდა.
– საშიში არაფერია, მე არ მომხვდება. თქვენთან მასლაათი
მინდოდა, თუმცა მარტო კი არა ვარ. ეგებ ჩავმძვრალიყავით ტან-
კში? კიდევ ორს მოათავსებთ? აქედან ერთი მსუქანია, მეორე
გამხდარი,
გენერალი, მიუხედავად თავისი სიმსუქნისა, კოშკის შიგნით
მარჯვედ ჩახტა, მაგრამ მეორეს – ღონემიხდილ გლეხს, პიჯაკით
რომ იყო, მიეშველნენ, რადგან საძრომს ჩამოეკიდა და ვერაფ-
რით ვერ მოეხერხებინა ფეხქვეშ საბჯენის მოძებნა. ბოლოს ისიც
ჩამოათრიეს და საძრომი ისევ დაკეტეს.
– დიდება უფალს, – მიესალმა ტანკისტებს, რომლებსაც სიბ-
ნელის გამო ვერა ხედავდა.
– უკუნითი უკუნისამდე, – ზრდილობიანად მიუგო გუსტლიკმა
და განათება ჩართო.
სინათლეზე გლეხის ჭაღარამორეული, რამდენიმე დღეს გა-
უპარსავი სახე დაინახეს. ნიკაპსა და დაძარღვულ, გამხდარ კი-
სერზე გაჭაღარავებულ ჯაგარს უფრო ხშირად ამოეყო თავი.
– ოჰ, რა სივიწროვეა თქვენთან, – გაოცდა გლეხი.
– სივიწროვეა, მაგრამ მოყვარული ცოლ-ქმარი ცულის პირზე
ეტეოდნენ. ჩვენთან ერთად აპირებთ საომრად წამოსვლას? –
ელენმა მფარველივით ბეჭებზე ხელი მოუთათუნა.
– ფრთხილად, პან! – შეევედრა გლეხი. მერე კი მოჰყვა: – რო-
ცა რუსები ჩვენთან ქოხში მოვიდნენ და გვითხრეს, უკან ვიხევ-
თო, სწორედ იმ დროს მე და ჩემი ცოლი პურს ვაცხობდით. დატო-
ვება დაგვენანა და მოვიცადეთ, ვიდრე გამოცხვებოდა, მერე კი,
178
როცა გერმანელებმა ლაწალუწი ატეხეს, ცხელი ფურნის პურები
ტომარაში ჩავყარეთ, ჩემმა ცოლმა ძროხას თოკი გამოაბა და
აბა, ღმერთო, შენ მოგვეცი მაგარი მუხლი-თქო. როგორც იყო,
ჩვენიანებთან მოვხვდით. მე პან გენერალს შევხვდი. პან გენე-
რალმა კი უბრძანა სატვირთო მანქანაზე, ჭურვების მოსატანად
რომ მიდიოდა, ჩემი ცოლი დაესვათ და ვისლის გაღმა გაეყვანათ.
პურებით სავსე ტომარა თან გავატანე. ჰოდა, მისგან ახლაც კი
მეწვის ზურგი. ერთმა ჯარისკაცმა გოგონამ ზედ რაღაცა წამაც-
ხო... მეც წავიდოდი ვისლის გაღმა, მაგრამ რაკი დახმარებაა სა-
ჭირო, დიდი სიამოვნებით...
გენერალმა, ისე, რომ გლეხისათვის სიტყვა არ შეუწყვეტინე-
ბია, პლანშეტი გახსნა, ისე დადო, რომ სინათლე რუკას დასცემო-
და, და თქვა:
– მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ. აი, უყურეთ.
ტანკისტები და გლეხი რუკაზე დაიხარნენ და გენერლის წვრი-
ლად წათლილი ფანქრის წვერს თვალყურის დევნება დაუწყეს.
– გერმანელებს უნდათ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მოსპონ ეს
პლაცდარმი. მათ ვარშავის მიდამოებიდან ახალი ძალები გად-
მოისროლეს. გუშინ, შუადღისას, საჰაერო სადესანტო სატანკო
დივიზია „ჰერმან გერინგმა“ ფრონტი გაარღვია. აი აქ, ამ ადგი-
ლას. ჰიტლერელები ტყეში შემოიჭრნენ, ორ საბჭოთა დივიზიას
შორის სოლივით ჩაესვნენ, დაიპყრეს სოფელი სტუძიანკა, ფოლ-
ვარკი ღა აგურის ქარხანა...
ძე სწორედ ფოლვარკიდანა ვარ, იქ ვაცხობდით პურს, – ჩა-
ურთო სიტყვა გლეხმა.
– მერე ღამით გერმანელებმა გადაჯგუფება მოახდინეს და
ტყიდან აღმოსავლეთის მიმართულებით განახორციელეს დარ-
ტყმა, – გააგრძელა გენერალმა, – მაგრამ თქვენს ხაფანგსა და
პირველი ასეულის ტანკებს წააწყდნენ. ისინი თქვენ შეაკავეთ. ეს

179
ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. განთიადზე ფაშისტები მდინარის გა-
ყოლებით დაიძრნენ. აი, აქ, რადომკის გაყოლებით. ხოდკუვი და-
იპყრეს, მაგრამ ჩვენმა მეორე ასეულმა უკუაგდო ისინი. ნაშუაღა-
მევს სტუძიანკიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდნენ. მე-
სამე ასეული მათ ფლანგებიდან უტევდა.
– ჩვენ გვესმოდა, – გამოცოცხლდა კოსი. – რადიოთი მოვის-
მინეთ.
– დაზვერვისა და ქვეითი ჯარის გარეშე მიიწევდნენ, მომზადე-
ბისათვის დრო არა ჰქონდათ. ომის დროს ყველაფერი ისე როდი
ხდება, როგორც წესდებაშია ნათქვამი. ტარაიმოვიჩი, გაევსკი,
დაცკევიჩი, გუსლავსკი მოკლეს. ჯერ კიდევ ყველას ამბავი როდი
ვიცი. ჩვენებმა დიდი დანაკლისი განიცადეს, მაგრამ მტერი მაინც
შეაჩერეს. ხვალ დილით იქითა ნაპირზე უკვე ჩვენი მეორე პოლკი
მივა და შეტევას შევძლებთ.
შარიკა უკვე კარგა ხანია უვლიდა მათ გარშემო. ბოლოს თა-
ვისუფალი ადგილიც იპოვა, ელენსა და კოსს შორის შეძვრა და
თავისი დრუნჩი რუკასთან გამოჰყო. ერთი ყური დაუშვა, მეორე
დაცქვიტა, გენერალს პირში შეაჩერდა და ყურადღებით მოუსმი-
ნა.
– მინდოდა პირველად საერთო ვითარება ამეწერა. თქვენთან
კი განსაკუთრებული საქმე მაქვს. აი, ამ ადგილს შეხედეთ. – გე-
ნერალმა წითელი ფანქრით მოხაზულ პატარა რგოლზე მიუთითა
სამხრეთით, გერმანელთა ფრონტის ხაზს შიგნით. ამ რგოლისა-
კენ ყოველი მხრიდან მუქი ლურჯი წაწვეტებული ისრები იყო მი-
მართული. – აქ ჰიტლერელებს მომწყვდეული ჰყავთ კაპიტან ბა-
რანოვის ბატალიონი, აი, უკვე ორი დღეა თავგანწირვით უწევენ
წინააღმდეგობას, რადგან ბრძანება მიიღეს, ერთი ნაბიჯითაც არ
დაიხიონ უკან. ახლა, რაკი დავალება შეასრულეს, უნდა მივეხმა-
როთ, რომ თავიანთებთან გამოაღწიონ. კიდევ მოისმის ხოლმე
მათი ბრძოლის ხმა, მაგრამ საომარი მასალა უკვე შემოაკლდათ,
180
კავშირიც გაწყვეტილია. თუ იქ ჩარჩნენ, ყველა დაიღუპება. მიხ-
მარებაა საჭირო. ხომ ასეა?
გენერალმა ყურადღებით შეათვალიერა ტანკისტების სახე-
ები, რომლებზეც ელექტრონათურისაგან ჩრდილის წვრილი,
გრძელი ზოლები ეცემოდა. იანეკმა უხმოდ დაუკრა თავი, ელენმა
კი თქვა:
– მართალია. სააკაშვილმა თავი მოიქექა და იმანაც ერთი
სიტყვა თქვა: – გასაგებია. – როგორმე უნდა შევაღწიოთ მათთან,
– თქვა სემენმა.
– გეგმა ასეთია: – გააგრძელა ბრიგადის მეთაურმა. – ოცეუ-
ლის ორი ტანკი აი, ამ ნაკაფში გაითამაშებს ომს, ატეხს ხმაურს,
მტრის საცეცხლე წერტების ყურადღებას მიიქცევს .ამ დროს კი
თქვენ, დესანტის გარეშე დაიძვრებით ტყისაკენ. გერმანელები
რუკების მიხედვით ომობენ, ჩვენ კი ჩვენს მიწა-წყალზე უფრო მე-
ტი გზები ვიცით, ვიდრე ქაღალდზე შეიძლება მისი აღნიშვნა. ახ-
ლა სიტყვა თქვენზეა, პან ჩერეშნიაკ, მხოლოდ არ იჩქაროთ,
გარკვევით ილაპარაკეთ.
– მე ჩუმ-ჩუმად, ნელ-ნელა... – გლეხმა ჯაგრით დაფარულ
ლოყებზე ხელი გადაისვა. – მაშასადამე, ასე წახვალთ, ბილიკით,
სამი წიფლის გვერდით, ნაკაფთან რომ დგას, იქვე ახლოს კი
თხილნარი იწყება. თუ პირდაპირ იარეთ, მდელოზე გახვალთ,
მერე მეორე და მესამე მდელოს შეხვდებით, მაგრამ ეს უკანას-
კნელი მდელო ჭაობიანია, მარცხენა მხრიდან აუქცევთ გვერდს
და მაშინვე პატარა ბორცვი იწყება, რომელზეც ბევრი მაყვალი
იცის. ბორცვის იქით კი უკვე ტყე ხე აღარ ივლით, სწორედ იქ
მთავრდება ტყე. აქა-იქ ქვიშაზე ამოსული ღვიის ბუჩქები შეგ-
ხვდებათ. იქიდან ფიჭვის ტყე მოჩანს, სწორედ ის, ევინუვს რომ
ეძახიან, და გზის პირად ერთიმეორის მიყოლებით სამი ქოხი
დგას. სწორედ ასეა იქ. – კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, – სთხოვა
გენერალმა.
181
გლეხმა გაიმეორა.
– შესანიშნავად არა სცოდნია ეს ტყე! – შეაქო ელენმა. – ალ-
ბათ მეტყევე იყავით, არა?
– არა, მე თვითონ სტუძიანკიდანა ვარ. ტყეს კი იმიტომ ვიც-
ნობ, რომ შეშისათვის მუდამ იქ მივდიოდით ხოლმე, ამიტომაც
ყველა მოხუცმა იცის იქ გზა. პანი გრაფი, მაშასადამე, პანი სტა-
ნისლავ ზამოისკი, ღმერთმა აცხონოს იმისი სული, უკვე ჩვიდმე-
ტი წელიწადი იქნება, რაც აეროპლანზე დაიღუპა... ჰოდა, პანი
გრაფი ნებას არ გვაძლევდა, ჩვენ კი მაინც დავდიოდით ტყეში შე-
შაზე. არა, საქურდლად კი არა. ტყეში სიარულის ნება ყოველ-
თვის გვქონდა, მაგრამ ნაკაფი გზიდან არა, არამედ სამი წიფლის
მხრიდან, იქიდან კი პირდაპირ თხილნარში ვკრავდით ხოლმე
თავს, რათა მეტყევეს სადმე თვალი არ მოეკრა ჩვენთვის...
– პორუჩიკ სემენ, ეხლა ჩემს საათზე ჩვიდმეტი საათი და ოც-
დაშვიდი წუთია.
– სწორია, ჩვიდმეტი და ოცდაშვიდი. – ვასილმა ხელი ნათუ-
რასთან მიიტანა და წუთების ისარი ოდნავ გადასწია.
– აქ ტანკსაწინააღმდეგო თოფებით შეიარაღებული ოცეული
მოვა გვარდიელების მოსახმარებლად, თქვენ კი სწრაფად გა-
დახვალთ მაღლობზე და წახვალთ ას მეთორმეტე ნაწილის ბო-
ლოში. იქ, მდელოზე, თქვენს ტანკს გააწყობენ, საომარი მასა-
ლით დატვირთავთ და იმ სამი წიფლისაკენ გაემართებით, ახლა-
ხან რომ აგიხსნეს. ის ორი ტანკი, შვიდს რომ ათი წუთი დააკლდე-
ბა, მაშინ დაიწყებს, ცეცხლს ორივე ერთდროულად გახსნის,
თქვენ კი დაიცდით, ვიდრე ეს დავიდარაბა როგორც წესია ისე არ
ატყდება. ამის შემდეგ კი მაშინვე წინ! უნდა იჩქაროთ, რომ დღის
სინათლითვე მიაღწიოთ ადგილამდე, თორემ სიბნელეში გერმა-
ნელებმა რომ არა, ალყაში მოქცეული გვარდიელები აგაფეთქე-
ბენ. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, გავაფრთხილოთ კაპიტანი ბარანო-
ვი.
182
– მაშასადამე, თუ დავიგვიანებთ, გაგვანადგურებენ? – შიშით
იკითხა გლეხმა.
– დიახ, პან ჩერეშნიაკ. – თავისიანებს ვერ იცნობენ?
– გერმანელები რუსის ტანკს რომ ჩაიგდებენ ხელში, იმითიცა
ომობენ, – განუმარტა ელენმა.
ამ დროს მოესმათ, რომ გარედან ჯავშანზე ვიღაცა აცოცდა. –
ტანკისტებო! – მოისმა ჩერნოუსოვის ხმა, საძრომი გაუხსნეს. –
ტანკსაწინააღმდეგო თოფებმა დროზე მოგისწროთ. სწორედ
ჩვენ წინ გერმანელებმა რაღაც საფენები დაწვეს თუ რა ჯანდაბაა,
მთელ ტყეში ხრჩოლავს. დროს ნუ კარგავთ, სანამ არაფერი არა
ჩანს. მადლობთ, რომ მომეხმარეთ, ნახვამდის. – ყველამ რიგ-
რიგობით ჩამოართვა ხელი. უფროს სერჟანტს ბოლოს გენერა-
ლი დაემშვიდობა. ჩერნოუსოვი მიწაზე ჩამოხტა, სანგრის ბრუს-
ტვერზე შედგა და ხელი ჩაფხუტთან მიიტანა, სალამი მისცა. რო-
ცა ტანკი აგუგუნდა, მხოლოდ მაშინ დაუშვა ხელი და, როგორც
ყოველთვის, ულვაშებზე გადაისვა.
უკუსვლით დაიძრნენ, თან სამიზნითა და პერისკოპით ყურად-
ღებით აკვირდებოდნენ. ნელ-ნელა შორდებოდნენ. ყოველი შემ-
თხვევისათვის, ცეცხლის გასახსნელად მუდამ მზად იყვნენ. როცა
ისინი მოწინააღმდეგისაგან მაღლობმა დაფარა, მობრუნდნენ და
ნაკაფით უკვე ჩქარა წავიდნენ. მათ გენერლის „ვილისი“ მისდევ-
და. შიგ შოფერი და ორი მეავტომატე იჯდა. რადიოსადგურის
ვერცხლისფერი ანტენა ხის ტოტებს ედებოდა. მალე მდელოსა-
კენ მარცხნივ მოუხვიეს. იქ ტანკი დაინახეს, რომელშიც ჯარისკა-
ცები საწვავს ასხამდნენ. იქვე იდგა საომარი მასალით დატვირ-
თული ავტომანქანა. გამხდარი მეთაური ხორუნჟი ზენეკი მათ
ხელს უქნევდა და გასაჩერებელ ადგილს ანიშნებდა.
იანეკმა უგულოდ შეხედა ზენეკს. ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა,
ბრიგადაში მისი აყვანა რომ არ უნდოდა ხორუნჟის. გარდა ამისა,
იანეთს ვერ ეპატიებინა მისთვის, რომ ლიდკას კუდში დასდევდა
183
და ოფიცერთა დამატებითი ულუფიდან ნამცხვარი და კარაქი
მიჰქონდა მისთვის, რაც სემენის ეკიპაჟში ყველა წევრს შორის
თანაბრად ნაწილდებოდა. ამ სიკეთესთან ერთად ყველა წვრილ-
მანშიც შარიანი იყო. მოითხოვდა, რომ მისთვის სალამი მიეცათ
და წესდებით გათვალისწინებული ფორმალობით მიემართათ
ხოლმე. ეს კი, საერთოდ, ტანკისტებს შორის უადგილოდ ითვლე-
ბოდა და მხოლოდ საზეიმო შემთხვევებში თუ იცავდნენ ამ ფორ-
მალობას.
მანქანა გაჩერდა და სემენი პირველი გადახტა.
– მაგას რაღა უნდა, – წაიბურტყუნა კოსმა და გჟესს ხორუნჟ
ზენეკზე ანიშნა, რომელიც ამასობაში სემენთან მივიდა, „სმენა-
ზე“ გაჩერდა და პორუჩიკს სალამი მისცა.
რა უნდოდა ხორუნჟის, ვერ გაიგეს, რადგან დროის დაუკარ-
გავად საქმეს შეუდგნენ, ოფიცრები კი თითქმის ორმოცდაათი ნა-
ბიჯის მოშორებით ლაპარაკობდნენ.
– შე უკვე ყველაფერი ვიცი, – ეუბნებოდა ამ დროს ხორუნჟი
სძენს. – წინ მძიმე საქმე გელით. წარმატებას გისურვებთ!
– საერთოდ, ომი სახუმარო საქმე არ არის. შენც ხომ ძნელი
დავალება გაქვს. მტრის ცეცხლი შენსკენ უნდა მიიზიდო.
– რა შედარებაა! ჩვენ ავხმაურდებით, ერთი ორს გავისვრით
და მოვბრუნდებით, თქვენ კი ზურგში უნდა შეიჭრათ, „ტიგრებსა“
და „პანტერებს“ ხახაში უნდა ჩაუვარდეთ... ნახევარი საათის წინ
ჩემმა მექანიკოსმა ტყეში დაფეთებული ქათამი დაიჭირა, მე კი
მეავტომატეებს მივეცი, რომ გაპუტონ და ადუღებულ წყალში ჩა-
აგდონ. მალე ბულიონი მზად იქნება. მომისმინე, ვასილ, დიდი
თხოვნა მაქვს შენთან: მოდი, შევიცვალოთ. გენერალსა ვთხოვ,
რომ მე გამგზავნოს. – მოიცა. ვითომ რატომ?
– ისე... გესმის, შენ აქ იმისათვის მოხვედი, რომ ჩვენთვის გეს-
წავლებინა, ომი კი ჩვენს მიწაზეა.

184
– სულაც არ მსურს ცურვის მასწავლებელი ვიყო, წყლის ნა-
პირზე ვიდგე და ფეხის დასველებისა მეშინოდეს. ჩემს მოწაფეებს
კი ყველაზე ღრმა წყლისაკენ ვუბიძგებდე. ეს საკითხი გამორიც-
ხულია. ამაზე მეტი აღარ ვილაპარაკოთ. – ბოლო სიტყვები სე-
მენმა მკაცრად და მტკიცედ წარმოთქვა, მაგრამ მაშინვე გაიცინა,
ხორუნჟის მხრებში წაავლო ხელი და დაუმატა: მადლობელი ვარ,
შენი, ზენეკ. – ამ დროს ეკიპაჟს ხელები გულზე როდი დაეკრიფა.
ელენი, როგორც ყველაზე ღონიერი, თავიანთი ტანკისათვის
ჭურვებით, ხოლო გვარდიელებისათვის ვაზნებით სავსე ყუთებს
ეზიდებოდა. გრიგოლი ჯავშანზე შემდგარ გლეხს აწვდიდა, ის კი
ფრთხილად უშვებდა საძრომში, სადაც ტვირთს იანეკი ხვდებო-
და და მანქანაში აწყობდა. ტექნიკური უზრუნველყოფის ასეულის
მექანიკოსები საწვავითა და ზეთით ავსებდნენ ბაკებს, ტექნიკოსი
კი გარშემო უვლიდა ტანკს, მუხლუხების ჯაჭვსა და საყრდენი სა-
გორავების არტახებს სინჯავდა.
გენერალმა ტანკისაკენ მიმავალი ვასილი რომ დაინახა, და-
უძახა:
– ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია, წავედით, ჩვენი წასვლის
დროა, თანაც პან ჩერეშნიაკს უკვე ქანცი გამოელია.
გლესი უხერხულად ჩამობობღდა მიწაზე, წამოვიდა, თან თა-
ვისი გაქექილი პიჯაკი შეიკრა, ბრიგადის მეთაურის წინ ორ ნა-
ბიჯზე გაჩერდა და გაიმეორა:
– ჩვენი წასვლის დროა, პან გენერალ!
იგი ადგილიდან არ დაძრულა, ხელის მტევანი ამოსულ წვერ-
ზე მიისვ-მოისვა.
– ჩვენ უკვე მივდივართ. თქვენ რაღაზე ფიქრობთ მანდ?
– მე იმაზე ვფიქრობ, რომ იპოვნიან კი იმ სამი წიფლის ხეს?
ეგენი ხომ აქაურები არ არიან.
– იპოვნიან როგორმე. – მე კი შემეძლო თვითონვე მეჩვენე-
ბინა. – მერე ზურგი აღარა გტკივა?
185
ვაი, რომ მტკივა, მაგრამ სულ ერთი არ არის, აქ ვიქნები თუ იქ
წავალ?
– ვინ იცის, იქნებ თქვენ მართალიცა ხართ, ცუდი არ იქნებო-
და.
– მერე თქვენ, პან გენერალ, ქაღალდს მომცემთ, რომ ტყე მი-
ვიღო და ძველი, დამწვარი ქოსის ნაცვლად ახალი დავდგა?
– ტყეზეც მოგცემთ ქაღალდს და მიწასაც მიიღებთ.
– ჩვენთან რომ რუსები იყვნენ, ისინიც ეგრე ამბობდნენ, მაგ-
რამ სხვისი მიწების შეპირება რა საქმეა! მერე გრაფინია მაგათ
დაუჯერებს?
– ეგრე რუსები კი არა, ჩვენი მთავრობა ამბობს, ღატაკები მი-
წებს მიიღებენო.
– მაშ ეს მართალია? ის ომი რომ იყო, მაშინაც გვპირდებოდ-
ნენ, მაგრამ არ მოგვცეს.
– ახლა კი მოგვცემენ. ეს სრული სიმართლეა.
– იქნებ მართალიც არის... თუ ამ ქაღალდს მომცემდით, წიწ-
ვიან ტყემდე მიგიყვანდით, მერე კი...
– რა მერე, პან ჩერეშნიაკ?
– მე მგონია, რომ მერე გზას ასცდებიან. სხვა გზა არ არის,
ღვიის ბუჩქებამდე უნდა მივაცილოთ.
– იქ უკვე გერმანელები არიან.
– ვიცი, რომ გერმანელები არიან, მაგრამ მე შიგ ტანკში ვიჯ-
დები. მაშინ კი თქვენ სხვა რამესაც უნდა შემპირდეთ.
შარიკამ ამასობაში გამორჩენა მოასწრო. – საკმაოდ იჯერა
გული არტილერიის ჭურვებით ამოთხრილ ორმოებიდან წყლის
სმით. რომ დაინახა, ეკიპაჟი მუშაობაში იყო გართული, გენე-
რალთან მიირბინა და გახარებულმა, რომ გარეთ ნავარდის სა-
შუალება მიეცა, ალერსი დაუწყო. გენერალმა ხელი გადაუსვა.
მარცხენა ხელი, ჩიბუხი რომ ეკავა, განზე გასწია და ერთ-ერთ მე-
ავტომატეს უთხრა:
186
– დამიკავე, ძაღლები ბოლს ვერ იტანენ, მეორე ხელით კი
ძაღლს ეფერებოდა და თან ამბობდა:
– მითხარით, კიდევ რომ შეგპირდეთ, მითხარით. რა გინდათ?
გოჭი თუ ფული?
– აბა, მე რა უნდა ვთქვა, ბაზრობაზე ხომ არა ვარ? ფული თუ
გოჭი! – აღელდა გლეხი. – შაშხანა მომეცით.
– მერე სროლა შეგიძლიათ?
– მაშ როგორ? პირველი მსოფლიო ომის დროს მეც ახალგაზ-
რდა ვიყავი და მეფე ნიკოლოზის არმიაში ვიბრძოდი. ჩვენ, აქაუ-
რები, ტყიანი ადგილის მცხოვრებლები ვართ და უომრადაც ვი-
ცით, როგორ უნდა სროლა.
– კეთილი. მათთან ერთად წახვალთ, მაგრამ როგორღა დაბ-
რუნდებით?
– ჩვეულებრივ, ჩემივე ფეხით. – მერე გერმანელები?
– რაკი აქამდე მეტყევემ ვერც ერთხელ ვერ დამიჭირა, გერმა-
ნელებიც ვერაფერს მომიხერხებენ. ყოველ შემთხვევაში, თუ და-
მინახავს კიდეც, შაშხანა ხო მექნება. გერმანელი მაშინაა საშიში,
როცა თოფით არის. აი, თქვენ კი, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ბატო-
ნო გენერალო, ახლა ცარიელი ხელები გაქვთ. ჩვენთვის რომა
ვთქვათ, ბატონო გენერალო, თოფი რომ გქონდეთ, ის თქვენ-
თვის საშიში არ იქნებოდა. გარდა ამისა, მე მათთან საკუთარი ან-
გარიშებიცა მაქვს. იარაღის მოხმარებას კი როგორმე მოვახერ-
ხებ...
გლეხს სათქმელი არ დაუმთავრებია, რადგან უცბად გაახსენ-
და, როგორ წაართვეს გერმანელებმა გასული წლის გაზაფხულ-
ზე გოჭი და ისეთმა სიბრაზემ აიტანა, რომ ხმა ჩაუწყდა.

187
თავი მეცამეტე
მტრის ზურგში
– ეს ის წიფლებია?
– კარგი იქნებოდა, ისინი რომ იყოს, მაგრამ არა მგონია. რა-
ტომღაც ძალიან მალე მოვედით.
– აბა შეხედე, ძია კაცო! – უთხრა ელენმა და საძრომი გახსნა.
მერე მოხუცი ისე ასწია, რომ მიდამოს მოთვალიერება შესძლე-
ბოდა, და კიდევ ერთხელ ჰკითხა: – ისინია თუ სხვები?
– სწორედ ისინია. პირველად კი მომეჩვენა, ჯერ ადრეა-მეთ-
ქი, ახლა კი საკუთარი თვალით დავრწმუნდი.
– ძია კაცო, ომის დროს ტანკში უნდა იჯდეთ, თორემ ხეირი არ
დაგეყრებათ, დაგჭრიან. პერისკოპიდან ყურებას მიეჩვიეთ.
– ამით ყურებას? – დიახ, აი, ამ შუშიდან, ამას პერისკოპი
ჰქვია.
ჯავშანზე დამაგრებული ტოტებით შენიღბული ტანკი აღმოსავ-

188
ლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულ განივ ნაკაფთან გაჩერ-
და. ტანკში მეტისმეტად სივიწროვე იყო. ყველა თავისუფალი ად-
გილი საომარი მასალით იყო სავსე. ზედ წამოსვლის მომენტში
მესანგრე ოფიცერმა ძალათი ჩაუწყო დამატებით ჭურვების ორი
დიდი ყუთი, თან ჯიუტად ირწმუნებოდა, აუცილებლად გამოგად-
გებათო. ამიტომ, როცა გადაწყდა, რომ ჩერეშნიაკიც მათთან ერ-
თად წავიდოდა, ტანკში ისეთი სივიწროვე შეიქმნა, თაგვი კუდს
ვეღარ მოიქნევდა. გლეხკაცი ელენის წინ, კოშკის მარჯვენა მხა-
რეს გაჩერდა. შლემოფონიც მისცეს, რათა შესაძლებლობა ჰქო-
ნოდა ყველაფერი მოესმინა და თუ, შემთხვევით გზას ასცდებოდ-
ნენ, გაეფრთხილებინა. გლეხმა ცოტა დავიდარაბა როდი გაუჩი-
ნა ტანკისტებს: დიდხანს ვერ შეაგნებინეს, რომ ყვირილით ლა-
პარაკი არ იყო საჭირო და შეეძლო მშვიდად ელაპარაკა, რადგა-
ნაც ტანკის ხმაურის მიუხედავად, ყველაფერი კარგად ესმოდათ
და ამ აპარატით მასაც ასევე კარგად შეეძლო ყველაფერი მოეს-
მინა, თითქოს რადიოში ლაპარაკობენო. მერე, როცა სალაპარა-
კო მოწყობილობის ხმარებას მიაჩვიეს, ახლა შაშხანის გამო ატ-
ყდა კამათი. ჩერეშნიაკმა ყველა ჯიბე ვაზნებით დაიტენა, შაშხანა
მხარზე გადაიკიდა და აღარაფრით აღარ იხსნიდა.
– ძია კაცო, ამ თოფით თვალებს გამომთხრით. ეს რა ჯიუტი
.კაცი ყოფილა! – ბრაზობდა ელენი.
– ბოლოს და ბოლოს კამათი იმით დამთავრდა, რომ შაშხანას
კოშკში მიუჩინეს ადგილი, რომ „იქვე, ხელთ ჰქონოდა“. ახლა ჩე-
რეშნიაკი დამშვიდებული იდგა და ხან ერთსა და ხან მეორე ჯიბე-
ში ვაზნებს აჩხრიალებდა. თუმცა ტანკში საშინლად ცხელოდა,
გლეხს პიჯაკი მაინც ვერ გაახდევინეს: შუბლზე ოფლი წურწურით
ჩამოსდიოდა და ლოყები ეკუთვნებოდა.
უმოქმედობა და ლოდინი გულს უმძიმებდათ. ჯავშანში ჩაკე-
ტილი და დადუმებული ტანკისტები მხუთრსა და სიბნელეში ის-
ხდნენ, კომბინეზონები ოფლიან ტანზე ეწებებოდათ, ფილტვებს
189
ჰაერი არა ჰყოფნიდა. მიუხედავად ამისა, საძრომებს არ ხსნიდ-
ნენ. ვენტილიატორებიც არა მუშაობდა. აკუმულატორებს უფ-
რთხილდებოდნენ. ახლა ვასილის ტანკი წყალქვეშა ნავს მიაგავ-
და. იგი ტყის ფსკერზე მიმალულიყო და ზემოდან მწვანე „წყალი“
ფარავდა.
სააკაშვილმა კოსს იდაყვი გაჰკრა, მაღლა აწეული ცერი თითი
დაანახვა და ამით ანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო. იანეკმა
თავი დაუქნია, ხელის ტყვიამფრქვევის კონდახი გაასწორა, უკან
რომ ქანაობდა, მერე დაიხარა და ძაღლს მოეფერა. შარიკამ დინ-
გი იანეკისაკენ შეაბრუნა და მის თითებს კბილებით თამაში და-
უწყო. მხოლოდ ვასილი იჯდა მშვიდად თავის ადგილზე და პერის-
კოპით თვალს ადევნებდა, გარეთ რა ხდებოდა.
გუსტლიკმა ჩერეშნიაკს ხელი დაადო. – ძია კაცო, ხომ არ გე-
შინიათ?
– აბა რა, მეშინია, მხოლოდ ხელს ნუ მკრავ, ზურგი მტკივა,
ხომ გითხარი, პური რომ მომქონდა, დამეწვა-მეთქი.
– ვიცი, ვიცი, უკვე მეოთხედა ყვებით...
– ალბათ ახლა მალე დავიძვრებით... – ძნელი მისახვედრი
იყო, ამას ისე ამბობდა ელენი თუ მეთაურს ეკითხებოდა.
სააკაშვილმა ტანკის საათის მანათობელ ციფერბლატს შეხე-
და. წუთების აღმნიშვნელი ისარი ექვს საათსა და ორმოცდამეა-
თე წუთს უახლოვდებოდა.
– ყურადღება, ეკიპაჟო, – წყნარად თქვა ვასილმა, – ერთი წუ-
თის შემდეგ ჩვენები დაიწყებენ. დამუხტე, გუსტლიკ, მსხვრევადი
ყუმბარით. ლულაში ჩაშვებულმა ჭურვმა დაიღრჭიალა და საკე-
ტი დააჩხაკუნა.
ელენმა ბრძანება შეასრულა და შუბლით გვერდით პერის-
კოპს მიაწვა. მან განაბული მეავტომატეები შეამჩნია, რომლე-
ბიც, მათ საწყის პოზიციას იცავდნენ. უფრო შორს, ორი არყის ხეს
შორის ხორუნჟი ზენეკის ტანკის ქვემეხის ლულას ამოეყო თავი.
190
უცხოს შეიძლება დაგრეხილი, დამტვრეული ხარისა ჰგონებოდა,
მაგრამ გუსტლიკმა იცოდა, რომ ეს ქვემეხის ლულა იყო. აი, მან
ოდნავ აიწია, მარჯვნივ შეტრიალდა და მიზანი მოძებნა. მესამე
ტანკი არ ჩანდა. ის სადღაც მარჯვნივ, ხეებში იქნებოდა ჩამალუ-
ლი.
– აბა, რაო, ძია კაცო?.. – ხელახლა დაიწყო ელენმა, მაგრამ,
ამ დროს ყურსაცვამებში ჯერ სტვენა გაისმა, მერე ხმა:
– „რცხილა – სამი“ ყურადღება. – „რცხილა – სამი“ ვარ. მეს-
მის. მზადა ვარ.
ორი ტანკის ქვემეხმა ერთდროულად დაიბუყბუყა, ტყვიამ-
ფრქვევები აკაკანდა, ნაღმსატყორცნებმა თითქოს ცხიკება ატე-
ხესო, სადღაც უკან ჰაუბიცებმა გაისროლა.
– ჩართე ძრავა, – გასცა განკარგულება ვასილმა. შეკუმშულ:
ჰაერი აშიშინდა, მქნევარა ბორბალი ამოძრავდა, ახმაურდა,
სიჩქარე განავითარა და, როგორც კი გჟესმა შეჭიდულობა ჩარ-
თო, გადამცემებმა ღრჭიალი ატეხეს. მერე კი ოთხას ორმოცდაა-
თი მექანიკური ცხენის ძალა ერთდროულად მოსწყდა ადგილს,
მოტორმა დაიგუგუნა და უკვე გაჩაღებული ბრძოლის ხმა ჩაახშო.
– ის ორი ტანკიც დაიძრა, – მოახსენა ელენმა.
სანგარზე პირველად ის ტანკი ამოძვრა, რომელიც აქამდე არ
ჩანდა. ცხვირი მაღლა აეშვირა, ფიჭვის ხე ამოატრიალა, ორმოც-
დაათიოდე მეტრი გაიარა და შეჩერდა, თან განუწყვეტლივ ცეც-
ხლის ბოლქვებს ისროდა. მერე ხორუნჟი ზენეკის ტანკი დაიძრა,
ელენის ხედვის არიდან სწრაფად გაქრა, შემდეგ კი ქვეითი ჯარის
„ვაშას“ ძახილმა სროლის ხმა დაჰფარა და ტანკის ჯავშანშიც შე-
მოაღწია: გერმანელები სულ უფრო ხშირად და უფრო ნერვიუ-
ლად პასუხობდნენ. ელენმა ორ ფიჭვს შორის ცეცხლის უზარმა-
ზარი ენები შეამჩნია. – იწვის?
– რა იწვის? – ჰკითხა ვასილმა.
– არ ვიცი, ცეცხლს კი ვხედავ აი, იქ, სეებს შორის.
191
ტანკისტების ყურამდე ისევ მოაღწია გამომწვევი „ვაშას“ ძა-
ხილმა, შეტევაზე გადასული გვარდიელები რომ გაიძახოდნენ.
ნაკაფზე აფეთქების შადრევნები ახტუნავდა: ის იყო იანეკმა გა-
იფიქრა, იქნებ სწორედ ახლაა დაძვრის დრო, რომ სწორედ ამ
დროს სემენის, ჩვეულებისამებრ მშვიდი ხმა მოესმა.
– წინ, გჟეს! – როგორც იქნა, დაიძრნენ. ფიჭვისა და არყის ხის
მწკრივებმა მიიწ-მოიწია: ტანკმა თავის წინ ხეები წააქცია, ზედ
გადაიარა და ნაკაფში გავარდა, სიჩქარე განავითარა და მერე
თხილნარში გადაეშვა. მოქნილი წნელები ტანკის უკან კედლები-
ვით წამოიმართა და მეავტომატენიც თვალს მიეფარნენ.
ისინი ისე ბრმად მიიწევდნენ წინ, როგორც მოცურავე ლემნით
დაფარულ გუბეში. ტანკის წინ აღმართული ბუჩქები მიდამოს
დათვალიერებაში უშლიდათ ხელს. გამოჩნდა მდელო, რომლის
შუაგულში გარეული მსხლის ხე იდგა.
– სწორად მივდივართ? – ჰკითხა ვასილმა.
– სწორად, პან, – უპასუხა ჩერეშნიაკმა, – ძალიან კარგად, გე-
გონება ჩვენს ტყეში სოკოს საკრეფად გევლოთ. ახლა სწორი ად-
გილი იწყება, შეგიძლია ჩქარა იაროთ.
– აბა, გარეკე! – უბრძანა პორუჩიკმა. მის ხმაში მხიარულება
შეინიშნებოდა.
გჟესი გაზის ხელით მართვაზე გადავიდა. წინ მსხვილი ხეები
იყო, მართალია, ისინი არც თუ ისე ხშირად ხვდებოდათ, მაგრამ
დიდი ყურადღებით უნდა ყოფილიყავი, რომ მათთვის გვერდი
აგექცია, ისე როგორც ცეკვის დროს ხდება, როცა საკმარისად
გამხიარულებულ სტუმრებს ოთახის სივიწროვის გამო ადგილი
არ ჰყოფნის.
– ეს რა არის, რომ სან მარცხნივ, ხან მარჯვნივ... – შეშფოთდა
გამცილებელი.
– ხდება, რას იზამ, – აუხსნა ელენმა, – მთელი ტყე რომ და-
ვაწვინოთ, მერე თქვენ აქ საქმე აღარ გექნებათ...
192
– ლაპარაკი! – ბრძანა ვასილმა.
ტანკი დაძაბული გუგუნით მიძვრებოდა ტყეში. ოდნავ მარ-
ჯვნივ გამონაშუქი გამოჩნდა, კიდევ ერთ მდელოზე გავიდნენ.
– საით?! – დაიძახა ჩერეშნიაკმა. – რა იყო? – ვერ გაიგო სა-
აკაშვილმა.
– მარჯვენა მხარე დაიჭირე, – შეახსენა ელენმა, – გლეხი სა-
კუთარი ცხენივით დაგჭყივის. ფრთხილად იყავი, თვალები გვერ-
დზე არ გააცეცო, თორემ შეიძლება წკეპლა არ აგცდეს.
მდელოს ნაპირზე ჩაუარეს და ისევ ტყეში ჰკრეს თავი. ახლა
უფრო მეჩხერი და დაბალი ბუჩქები ხვდებოდათ. მუხლუხები
ძლივს შესამჩნევ, საცალფეხო ბილიკებს აუთოვებდა. კოშკიდან
ვასილმა ჭურვებისაგან დატოვებული ორმოები დაინახა, ყვით-
ლად რომ ანათებდა, და გრიგოლს უბრძანა:
– სვლას მოუკელი!
გუესმა გაზს უკლო, მანევრირება დაიწყო, მაგრამ ყველა ძაბ-
რის ავლა ვერ მოახერხა. ტანკი წაბორძიკდა, ქანაობა დაიწყო და
აქეთ-იქით ვარდებოდა.
– ოჰ, აქეთ-იქით როგორ გვისვრის! ისე ქანაობს, როგორც
„ეშმაკი ნაკურთხი წყლის გადასხმისას. – ამოიოხრა ჩერეშნიაკ-
მა.
– აგერ მესამე მდელოც!
– მე მგონი, ამ მდელოზე ვამბობდი. ახლა ცოტა ფრთხილად
იყავი, ჭაობია.
ტანკი ღია სივრცეში გავარდა. გამხმარი ფოთლების დიდი
გროვა გამოჩნდა.
– მაგრამ ის ბუჩქი იქ ხომ არ იყო?! – გაუკვირდა ჩერეშნიაკს.
– სრული სიჩქარით! – გააწყვეტინა ვასილმა და გრიგოლს უბ-
რძანა: – ტარანი! – მეთაური საეჭვო ბუჩქს დააკვირდა და პრი-
ალა ლითონი შეამჩნია. მის გვერდით კი სამი ჰიტლერელი იყო.
მათ დაწინწკლული, შუბლზე ჩამოფხატული ჩაჩქნები ეხურათ.
193
ვასილის მანქანა ისე ახლოს იყო, რომ მათ სროლა უკვე აღარ შე-
ეძლოთ.
ჰიტლერელებმა ტანკი რომ დაინახეს, ერთ წუთს გაშტერ-
დნენ, სწორედ ამან მოუღო მათ ბოლო. როცა ქვემეხს ეცნენ და
ლულაში ჭურვი ჩაუშვეს, ტანკი უკვე ოციოდე მეტრზე იყო. ფაშის-
ტებმა საკეტის დახურვა ვერ მოასწრეს და შიშით აქეთ-იქით მი-
მოიფანტნენ. ტანკის ძირზე რაღაცამ დაიხრჭიალა, შეარყია და
მაღლა ააგდო. მარცხენა პერისკოპში სემენმა გენერალი ოფიცე-
რი დაინახა, რომელმაც შუშხუნა მაღლა გაისროლა.
– მარჯვნივ კიდევ ერთი პაკია.8 – ქვეწარმავლები, – მოახსენა
ელენმა. – ნავროტს წყალივით ალევინებენ ტყვიას.
ტანკი მთელი სისწრაფით მიჰქროდა, ძრავა ხშირ ბრუნებზე
ღრიალებდა. ელექტროძრავა მღეროდა. კოშკურა ელვის სის-
წრაფით შემოტრიალდა ას ოთხმოც გრადუსზე. ვასილი ცდი-
ლობდა გერმანელების ტანკსაწინააღმდეგო თოფი ამოეღო ნი-
შანში, მაგრამ ჰიტლერელებმა დაასწრეს მას. მათ ლულა ტანკი-
საკენ მიაბრუნეს და თვითონ ქვემეხის ფარს ამოეფარნენ. ვა-
სილმა გაელვებას მოჰკრა თვალი და წამის რაღაც ნაწილებში
უკვე აფეთქებას ელოდა, მაგრამ ჭურვმა ტანკს გვერდზე ჩაუქრო-
ლა. ვასილმა თითქმის ალალბედზე ისროლა, რადგან სწორედ
ამ დროს ტანკი ბუჩქებში შევარდა. – ჯერ მაღლობის წვერზე
ავარდნენ და მერე დამრეც ქანობზე. დაიწყეს დაშვება.
კოშკი ისევ სწრაფად შემოტრიალდა, ელენმა კი ბრძანების
გარეშე დამუხტა ქვემეხი.
– ო, ღმერთო, გეგონება ბაზრობაზე კარუსელზე ვზივარო.
თავბრუ მეხვევა, – ამოიოხრა ჩერეშნიაკმა.

8
პაკი – Pak, Panzerabwehrkanone – გერმანული, შემოკლებით ტანკსა-
წინააღმდეგო თოფს ნიშნავს. (ავტორის შენიშვნა).
194
– ძია კაცო, აგერ ღვიის ბუჩქებიც. გახვალთ? – ჰკითხა ელენ-
მა გამცილებელს.
– ახლა სადღა უნდა წავიდე, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ.
ტანკი ალაგ-ალაგ ღვიის მოლურჯო ბუჩქებით დაფარულ
ანეულებში გავიდა, მუხლუხებიდან ქვიშის მაღალი ჯიღები ცვი-
ოდა, მანქანა მტვრის კორიანტელში გაეხვია.
– წინ სანგრებია! იანეკ, ტყვიამფრქვევთან! – ვასილმა გაის-
როლა და ახლოს აფეთქებულმა ჭურვმა იანეკს მიზანი დაანახა.
ზემოდან დაკვირვება უფრო ადვილია, ვიდრე მეტყვიამ-
ფრქვევის ადგილიდან, ამიტომაც მტვერში მაშინვე ვერ შეამჩნია
იანეკმა დაკლაკნილი სანგრები, ხოლო ბრუსტვერზე ერთიმეო-
რის გვერდით სამი ჩაფხუტი და მტრის მეომართა ხელები, ტყვი-
ამფრქვევს რომ აყენებდნენ.
ტანკი ირწეოდა, ორმოებს ახტებოდა, დამიზნება მეტად ძნე-
ლი იყო. იანეკმა გრძელი ჯერი დასცალა იმ მიზნით, რომ თუ არ
მოხვდებოდა, მიწაზე მაინც მიაჯაჭვავდა მტერს. მარცხნივ იანეკ-
მა ახოვანი გერმანელი შეამჩნია ხელყუმბარით. მათ შორის მან-
ძილი სწრაფად მცირდებოდა. იანეკმა ლულა მიაბრუნა და იმავ
წამს სასხლეტს დააჭირა თითი. ვეღარ მოასწრო დანახვა, მოხ-
ვდა თუ არა იმ ახმახს, რადგან ტანკი უკვე სანგრის ბრუსტვერს
გადაევლო და მინდორზე გზა განაგრძო.
– სახლები სად არის? – ჰკითხა ვასილმა.
– სახლები კი არა, მილი უნდა მოჩანდეს აი იქ, ორი ფიჭვი
რომ დგას.
– მექანიკოსო, მარცხნივ, უფრო მარცხნივ; გეყოფა.
მოკლე გასტვენა, აფეთქება. მილსა და ფიჭვებს ქვიშის კედე-
ლი ჩამოეფარა. აქვე მეორე აფეთქების ხმა გაისმა.
– მძიმე ნაღმსატყორცნებია, –წაიბურტყუნა ელენმა.
უცბათ, თითქოს ტანკის შუბლზე უზარმაზარი თათი დააბიჯე-

195
სო, ტანკი ერთ წამს გაჩერდა, მერე მაღლა ავარდა. გამაყრუე-
ბელმა გუგუნმა კინაღამ ყურები გახვრიტა, ტანკი მტვერმა და
ბოლმა დაფარა. შარიკა მაღლა ავარდა, დაიყმუვლა და მაშინვე
დადუმდა.
– ოი, ზურგი, წმინდაო მარიამ! – დაიყვირა ჩერეშნიაკმა.
ტანკი არ გაჩერებულა, მხოლოდ სვლას უკლო, მუხლუხებმა
საქმიანი ლეწვა განაგრძო.
– ტუმბო მწყობრიდან გამოვიდა! – ჩახრინწული ხმით დაიძა-
ხა. სააკაშვილმა.
– ხელით მართვაზე გადავდივარ. – გააღწევ? – გავაღწევ! –
გუსტლიკ, შუშხუნები.
საძრომის საკეტმა გაიჭრიალა. ელენი ერთ წუთს რაღაცას
ცოდვილობდა, მერე კი დაიძახა:
– დასწყევლოს, შელოცვილია თუ რა ჯანდაბაა!
– ყურადღება, წინ ჩვენები არიან. სვლას უკელი და მარჯვნივ
მიუხვიე, უფრო მარჯვნივ. დაამუხრუჭე! მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ვასილმა დაინახა, როგორ ამოძვრა მათ წინ სანგრიდან მხრებ-
გაშლილი ფორმაშემოგლეჯილი ჯარისკაცი, რომელსაც ქერა
თმები ჩაჩქანიდან შუბლზე ჩამოსცვენოდა. შან პირი მაგრად და-
აღო, რაღაცა დაიძახა და ტანკის ქვეშ გრანატების შეკვრა შეაგ-
დო.
აფეთქების ძალა ჯავშანს დაეჯახა და ტანკი მაღლა ააგდო. ჩე-
რეშნიაკი საომარი მასალის ყუთებს დაეცა, მას ზედ გუსტლიკიც
მიჰყვა. ძრავა დადუმდა, ტანკი გაჩერდა. ბოლის სუნი დატრიალ-
და. სააკაშვილმა ჯავშანს თავი მაგრად მიარტყა, მარჯვენა მუხ-
ლი გაიტეხა. სიბრაზემ აიტანა: სპეციალური ჭრილიდან კარგად
ხედავდა ვინც უტევდა. ვერ მოითმინა, წინა საძრომი გახსნა და
რაც ძალა და ღონე ჰქონდა, დაიღრიალა.
– რამ დაგაბრმავა, შე ბრიყვო, შენიანებს ხოცავ, ტანკს აუბე-
დურებ... მერე ზედ ისეთებიც მიაყოლა, რომლის გამეორებაც
196
ნამდვილად არა ღირს.
ვასილმა კონტაქტი ჩართო. ელექტროდენმა სადენებით ტან-
კის კიჩომდე გაირბინა. ნაპერწკალმა ჯავშანზე დამაგრებული სა-
ნათური გადასწვა. სქელი ბოლქვები აქეთ-იქითა ცვიოდა. ტანკი
ყვითელ, აყროლებულ ბოლში გაეხვია.
– მექანიკოსო, ჩართე ძრავა და ბრუნზე გყავდეს. გუსტლიკ,
მოდი, კიდევ ერთხელა სცადე საძრომის გახსნა.
ელენმა ყუთები მოსწია, ზედ შედგა, ზურგით სულ უფრო და
უფრო ძლიერ მიაწვა ფოლადის რგოლს, თავს კი შესაბამისად
დაბლა ხრიდა, თან მძიმედ სუნთქავდა. როგორც იყო, საძრომის
ხუფი დაემორჩილა და ჭახანით აიხადა.
– მექანიკოსი და ჩერეშნიაკი ადგილზე, დანარჩენებმა დატო-
ვონ მანქანა!
ისინი ჯავშნიდან მიწაზე ჩამოცვივდნენ. გაგლეჯილი მუხლუხა
გრძელ ანკარასავით გაწოლილიყო. ბედზე ტანკი ნელა მიდიოდა
და მუხლუხებიდან გადმოსვლა ვერ მოესწრო. იქვე, სქელ ბოლ-
ში, ავტომატებით შეიარაღებული წითელარმიელების ფიგურები
გამოჩნდნენ. მათ ავტომატები ტანკისტებისათვის დაემიზნები-
ნათ.
– ვინა ხართ? – მუქარით ჰკითხა იმან, გრანატა რომ ისროლა.
ის ყველაზე ახლოს იდგა მათთან და ხელში სნაიპერის გერმანუ-
ლი შაშხანა ეკავა.
– კაპიტან ბარანოვთან ვართ პაკეტით!
ბოლიდან დაბალი ტანის, თავშეხვეული კაცი გამოვიდა. გახუ-
ნებულსა და მიწისაგან გათხუპნულ გიმნასტურაზე ოფიცრის სამ-
ხრეები ეკერა. სახე მტვრისაგან გაშავებოდა, ჩაწითლებული
თვალები ბოლისა თუ უძილობისაგან ეცრემლებოდა.
– მე ვარ ბარანოვი.
– პორუჩიკი სემენი პოლონეთის სატანკო ბრიგადიდან. აა, მე-

197
თაურის ბრძანება. თუ ასე ვიდგებით და ტანკს მუხლუხას არ შე-
მოვაცვამთ, გერმანელები გონს მოვლენ და ყველას გაგვჟლე-
ტენ.
კაპიტანმა არაფერი უპასუხა, პაკეტი ჩამოართვა, მეომრებს კი
ხელით ანიშნა, მიეხმარეთო. ისინიც მაშინვე დატრიალდნენ.
როცა ტანკი მიწაზე გაშლილი მუხლუხაზე შედგა და მეომრებმა,
ბოლისაგან რომ იგუდებოდნენ, ხველებით მუხლუხის ჯაჭვები
შეაერთეს, მანქანა ნელა დაიძრა, ქერა სნაიპერის ნაჩვენებ გზას
მიჰყვა და სანგრებზე გადავიდა.
ჯავშნიდან მომძვრალი სანათური ისევ ხრჩოლავდა და მეომ-
რებს მტრის თვალისაგან იფარავდა. ტანკი პოზიციიდან ორ-
მოცდაათიოდ მეტრის სიღრმეში შევიდა, მერე გადამწვარი ქო-
ხის ნანგრევებისაკენ შეუხვია და აგურების გროვის იქით გაჩერ-
და. მზე უკვე ჰორიზონტს მიეფარა, სიბნელეში ტანკის კოშკი
თითქმის აღარც ჩანდა, თუმცა გერმანელებმა მოძრაობა მაინც
შეამჩნიეს და ორჯერ ალალბედზე ისროლეს. ჭურვები ზურგში
შორს აფეთქდა.
გჟესმა ძრავა გამორთო და ყურებმაც დაისვენეს. ჩრდილოე-
თიდან, საიდანაც ისინი ალყაშემორტყმულ გვარდიელებთან შე-
მოიჭრნენ, ბრძოლის ექო ისმოდა, აქ კი სრული სიმშვიდე სუფევ-
და.
– პოზიცია დაათვალიერეთ და მანქანიდან გადადით.
თითო-თითოდ ძვრებოდნენ, არ ჩქარობდნენ. ახლახან გა-
მოვლილი ომის შემდეგ დაღლილობა იგრძნეს. უძილო ღამემ და
გადატანილმა ნერვიულმა დაძაბულობამ ახლა იჩინა თავი.
ჩერეშნიაკი, ისე, რომ მარჯვენა ხელი შაშხანისათვის არ შეუშ-
ვია, მიწაზე დაეშვა, მუცელზე დაწვა და მარცხენა ხელი თავქვეშ
ამოიდო. შარიკამ კუდი ამოიწუა და იანეკის გვერდით დაწვა, თან
მძიმედ სუნთქავდა და წკავწკავებდა. ტანკისტები გვერდზე
მდგომ ტანკს ისე უყურებდნენ, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილ
198
ცხენს. მისი ჯავშანი ამომწვარი და გაქერქლილი საღებავების
ნაგლეჯებისაგან მქისე გამხდარიყო და მთლიანად ნაკაწრებით
დაფარულიყო. ასე გაუბედურებული ტანკით მოაღწიეს ადგილამ-
დე, მაგრამ ჯერ ხომ დავალების ნახევარიც არ იყო შესრულებუ-
ლი, როგორ მოეყვანათ დაზიანებული ტანკი წესრიგში? გააღწე-
ვენ კი აქედან თავს ცოცხლები?
საბჭოთა ბატალიონის მეთაური ცოტა მოშორებით, ყოფილი
სარდაფის ძირას მიჯდა. მისი სახურავი ჭურვს ჩამოექცია. მოსას-
ხამის კალთა მიეფარებინა, ბრძანებას კითხულობდა და თან რუ-
კაზე ამოწმებდა. ახალგაზრდა, გრძელცხვირა, ჩოფურა სახის მე-
ავტომატე, რომელიც ისევე ღონემიხდილი ჩანდა, როგორც თა-
ვისი მეთაური, ჯიბის ფარანს უნათებდა. უშველებელ, ქერათმიან
ციმბირელს კი ხელში სნაიპერის შაშხანა ეკავა, ზურგით მოჭრი-
ლი ფიჭვის კუნძს მიყრდნობოდა და ტანკისტებს ხმაამოუღებ-
ლად მისჩერებოდა.
– ბიჭებო! – ჩუმად დაიძახა ვასილმა. – ბიჭებო! – მერე უფრო
ხმამაღლა გაიმეორა.
ისინიც წამოდგნენ და სემენთან მივიდნენ. – მომახსენეთ, ვის
რა გაუფუჭდა!
– მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, – პირველი გამოეხმაურა
ელენი. ცოტათი საძრომს მივარტყი თავი! მაგრამ ახლა არა მი-
შავს რა.
– ტუმბო გაფუჭდა, – სინანულით თქვა სააკაშვილმა. – მე ჯერ
კიდევ ადრე, მეცადინეობის წინ ვითხოვე ახალი მომეცითმეთქი.
ძველი მომცეს და მითხრეს, გამოგიცვლითო, მაგრამ არ გამოუც-
ვლიათ. ხელის ტუმბოთი კი ბევრი-ბევრი, ორასი მეტრი ან ცოტა
მეტი გავიარო. მერე კი ვეღარ გასწევს. მუხლიც გავიტეხე. მტკი-
ვა, ძალა არა მაქვს. ის წითურა მარუსია მაინც იყოს აქ...
– უკანასკნელი აფეთქებისას ლამპები დაიმსხვრა, – შეაწყვე-
ტინა გრიგოლს იანეკმა. – ბრიგადასთან კავშირი არა გვაქვს და
199
არც იქნება. ახლა ისინი ყრუ და კოჭლ ადამიანს დაემსგავსნენ,
რომელიც ომისთვის გამოუსადეგარია.
მომცრო ტანის მეთაური სარდაფიდან გამოძვრა და ვასილის
გვერდით დაჯდა.
– მოგხვდათ? – მოგვხვდა. – დასანანია, რომ ეს ჩვენგან მო-
გივიდათ.
– გვინდოდა შუშხუნებით მოგვეცა ნიშანი, მაგრამ არ გამოგ-
ვივიდა: ზედა საძრომი ყუმბარის ნამსხვრევმა სოლივით ჩაჭედა.
– განთიადისას შევეცდებით გავაღწიოთ. მხოლოდ არ ვიცი,
გავუძლებთ თუ არა. გერმანელები შეუსვენებლივ მოძვრებიან,
ჩემს ბიჭებს კი ათ-ათი ვაზნაღა ექნებათ.
– ვაზნები ჩვენ მოგიტანეთ.
– ჭკვიანურად მოქცეულხართ. იქნებ ცოტაოდენი ქვემეხის
ჭურვიც გქონდეთ? მე მხოლოდ ერთი სამოცდათექვსმეტმილი-
მეტრიანიღა დამრჩა.
– მოგცემთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ტანკი აქ დარჩება და ად-
გილიდან გახსნის ცეცხლს. სვლის დროს ეს უფრო რთულია.
ჩვენც თქვენთან ერთად წამოვალთ. ორი ხელის ტყვიამფრქვე-
ვიც გვაქვს.
ბარანოვმა შიკრიკები დაგზავნა. ბინდბუნდი ჩამოწვა და ტან-
კთან მეომრებმა მოიყარეს თავი. ელენი ვაზნებიან ყუთებს აძ-
ლევდა. ორ-ორი ჭურვი ერთად მიჰქონდათ იღლიაში ამოდებუ-
ლი.
– ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებიცა გვაქვს.
– ვინ დააყენებს, ხალხს სძინავს. განთიადისას, როგორც კი
წასვლა დავაპირებთ, მიწაში ჩავფლავთ. ახლა ყოველ ათეულ-
თან მხოლოდ ერთი მორიგეობს და მაშინვე გააღვიძებს ყველას,
როგორც კი გერმანელები დაიძვრებიან. – კაპიტანმა საათს და-
ხედა და დაუმატა: – იმათ ყველაფერში Ordnung – წესრიგი აქვთ,

200
მაშასადამე, საათობით იბრძვიან. ნახავთ, თხუთმეტი წუთის შემ-
დეგ დაიწყებენ.
– ჭურვებს რითი მიიტანთ ქვემეხებამდე? საზიდავი რომ გქონ-
დეთ, საქმე უფრო სწრაფად წავიდოდა წინ.
– ორი ცხენი მყავს, მაგრამ ვუფრთხილდები, დაჭრილების გა-
დასაყვანად დამჭირდება.
ბარანოვი ნელა ლაპარაკობდა, თითქოს თავისავე თავს ყო-
ველ სიტყვას გაზით ქაჩავდა. სახეზე საშინლად დაღლილი კაცის
გულგრილობა ასახოდა. ფეხზე რომ წამოდგა, შედარებით გამო-
ცოცხლდა.
– მე წავალ, ახლა დაიწყება. ნუ გაგვიწყრებით, ცუდად გამო-
ვიდა. სულითა და გულით გიხდით მადლობას. ახლა აქედან გაღ-
წევის იმედი გვაქვს, ისე კი ყველანი ამ სილაში დავრჩებოდით.
კაპიტანი არ მოტყუებულა. გერმანელებმა მართლაც დანიშ-
ნულ საათზე დაიწყეს შეტევა. ცეცხლი შორ დისტანციაზე გახსნეს.
გასროლის შუქზე შეტევაზე გადმოსული ქვეითების ჯაჭვი გამოჩ-
ნდებოდა ხოლმე. ისინი ყოველ წამს უახლოვდებოდნენ გვარდი-
ელებს. ჰიტლერელებს ნაღმსატყორცნები უბამდნენ მხარს,
მთელ თავიანთ მომაკვდინებელ ლითონს იმ ერთი ციდა მიწაზე
აქცევდნენ, რომელსაც საბჭოთა მეომრები იცავდნენ. გვარდიე-
ლები ჯერ დუმდნენ და, როცა მტერი ძლიერ მიუახლოვდათ, ცეც-
ხლი გახსნეს. ეკიპაჟი ამ დროს ტანკში იყო.
– გამოადგათ ჩვენი ვაზნები, თითქოს ახალი სისხლი გადა-
ვუსხით, – თქვა ვასილმა.
მალე ქვემეხები ალაპარაკდა, შემდეგ კი ტყვიამფრქვევებიც
აჰყვა. ვაზნებს არ იშურებდნენ: სულერთია, გათენებამდე უკანას-
კნელ ვაზნამდე მაინც სულ უნდა დაეხარჯათ.
როცა ყველაფერი მიყუჩდა, ტანკთან ახლოს შაშხანა ორჯერ
გაისროლეს. ტანკისტები გარეთ გამოძვრნენ და დაინახეს, რომ
ციმბირელი და ჩერეშნიაკი ისროდნენ.
201
ბრძოლის გუგუნის შემდეგ შავი ღამე ჩამოწვა და ყველაფერი
მიყუჩდა. ბარანოვი დაბრუნდა, ვასილის გვერდით დაჯდა და
თქვა:
– როგორღაც, უჭკუოდ მოგვივიდა...
ვერც კი დაამთავრა სათქმელი, თავი მუხლებთან ჩაჰკიდა ღა
ჩაეძინა. ღონემიხდილი მეავტომატეც მის გვერდით ჩაცუცქდა.
ორივე ხელით ავტომატი ჩაებღუჯა. მასაც ჩასთვლიმა, თავი ჩა-
ქინდრა, ნიკაპი ლულას ჩამოჰკრა და გამოფხიზლდა. მერე ისევ
დაიწყო ყვინთვა...
ტანკისტები დუმდნენ. იანეკს შარიკას თავი მუხლებში ჩაედო,
თვალებში უყურებდა, ყურებს ფხანდა და ეჩურჩულებოდა.
– ერთი იფხიზლებს, დანარჩენებმა დაიძინონ, – ბრძანა სე-
მენმა. – ჩემგან დავიწყოთ.
გუსტლიკი და გჟესი იმწუთში ულაპარაკოდ მიწვნენ. კოსი
დარჩა.
– ვასილ... – რა იყო? – გენერალს პატაკი დაუწერე ტუმბო
გვჭირდება-თქო.
პორუჩიკი მაშინვე ვერ მიუხვდა იანეკს ნაფიქრალს. ერთ
წუთს ჩაფიქრდა, მერე კი გადაწყვეტით მოუჭრა:
– ვერსადაც ვერ წახვალ.
– იქნებ მე წავსულიყავ?.. – მოულოდნელად ჩაერია ჩერეშნი-
აკი. მართალია, ზურგი მტკივა, მაგრამ მაინც წავიდოდი. ერთი
უფრო ადვილად გაძვრება, ვიდრე ბევრი. შაშხანა მაქვს, ვაზნე-
ბიც...
– არც მე წავალ და არც ეგ. წავა სხვა, – შეაწყვეტინა კოსმა,
შარიკას მოუთათუნა და ჯიუტად გაიმეორა: – დაწერე.
ვასილი მიუხვდა. მართალია, ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ იანე-
კისათვის გულის გატეხა არ უნდოდა, თანაც ეკიპაჟისა და ტანკის
გადასარჩენად და ბატალიონის მიერ ალყის გარღვევაში მისახ-

202
მარებლად უფლებაც არა ჰქონდა, არ გამოეყენებია ყველა შან-
სი, თვით უმნიშვნელოც კი. ტანკთან მივიდა და პატარა ელექ-
ტრონათურის სინათლეზე სამიზნო მოწყობილობას რომ ანათებ-
და, საპატაკო ბლოკნოტიდან ამოხეულ ფურცელზე რამდენიმე
სიტყვა დაწერა.
ვიდრე ვასილი წერდა, იანეკმა ტანკიდან თავისი შარფი და
შლემოფონი გამოიტანა. შარფი გულმოდგინედ დაკეცა, მერე,
როგორც იყო, სიბნელეში ნემსში ძაფი გაუყარა. იქვე, ტანკის
ქვეშ, ელენი და სააკაშვილი შემძვრალიყვნენ და ერთმანეთს ჩა-
ხუტებულებს ეძინათ.
ვასილი იანეკთან მივიდა და ოთხად მოკეცილი ქაღალდი მის-
ცა. იანეკმა პატაკი შარფში გამოხვია, მერე თოკივით დაგორ-
გლილი შარიკას კისერზე შემოაკრა, რამდენიმე პირად მაგრად
შემოაკერა და ძაფი მოაკვნიტა.
– შარიკ, მომისმინე. შენ ჭკვიანი ძაღლი ხარ. დასუნე, კარგად
დასუნე. – იანეკმა ცხვირთან გენერლისაგან ნაჩუქარი შლემო-
ფონი მიუტანა, პირველი ბრძოლის დაწყების წინ რომ მიიღო მის-
გან საჩუქრად. – შენ ძალიან კარგი ძაღლი ხარ. – იანეკმა შარი-
კას შუბლზე გადაუსვა ხელი, მერე ზურგზე, მსუბუქად უბიძგა და
უბრძანა: – მომიტანე!
გართობით გახარებული შარიკა სწრაფად დატრიალდა ად-
გილზე, მერე, რაკი მიხვდა, რასაც მოითხოვდნენ, ტანკისკენ გა-
იქცა, ღია საძრომში ჩახტა, დაბრუნდა და კბილებით თავისი პატ-
რონის სამოსი მოიტანა. თან ქებასა და საჩუქრებს მოელოდა და
კუდს მხიარულად აქიცინებდა.
მაგრამ პატრონს კმაყოფილება არ გამოუხატავს. მან რაღაცა
წაილაპარაკა მკვახე ტონით, თუმცა, მერე ისევ იმავე მშვიდი,
რბილი სმით, რომელიც ასე ძალიან უყვარდა შარიკას, დაიწყო
ლაპარაკი. მან ისევ ასუნებინა იმავე საგანზე. შარიკა ვერ მიხ-
ვდა, რას კითხულობდნენ მისგან. სუნი ჩვეულებრივი ჰქონდა –
203
თავისი პატრონისა. იქნებ ამ სუნში ცოტათი ის სუნიც იყო შერე-
ული, რომ ლითაც გაჟღენთილია ფოლადის სახლი, რომელშიც
ისინი ცხოვრობდნენ, მაგრამ, ხომ არ შეიძლებოდა, მის პატრონს
მთელ ქვეყანაზე ყველაზე უფრო ჭკვიანსა და ყველაზე უფრო კე-
თილ ადამიანს, შარიკასაგან მთელი იმ სახლის მოტანა მოეთხო-
ვა? რაში იყო საქმე?
შარიკამ კიდევ ერთხელ დასუნა მთლიანად საგანი, მთელი
გულისყურით, ნაწილ-ნაწილ. მის შავ, სველ ცხვირთან ერთად
ტუჩებიც მოძრაობდნენ, კუდი კი გაშეშებინა. ბოლოს, სადღაც
სიღრმეში, შლემოფონის შიგ ძირში, მესამე სუნიც იგრძნო, სუს-
ტი, მაგრამ მაინც საკმაოდ გამოკვეთილი. მასში ცოტა თამბაქოს
ბოლის სუნიც ერია, რომელსაც რაღაცა საგნიდან უშვებდა ხოლ-
მე ერთი კაცი, კეთილი და სიმპათიური. სწორედ ის, შარიკას რამ-
დენჯერმე რომ მისცა ხორცი. ის კი კბილებით ფრთხილად არ-
თმევდა ხოლმე ყოველთვის, რა თქმა უნდა, თავისი პატრონის
ნებართვით. ესე იგი, საქმე იმ კაცს ეხებოდა, სწორედ იმ კაცს, ყო-
ველთვის გვერდზე რომ გადადებდა ხოლმე მბოლავ საგანს, რო-
ცა შარიკას ეფერებოდა. ის კაცი ახლა სადღაც შორს იყო, მაგრამ
თუკი საჭიროა, მაშინ თავიანთი მოძრავი სახლის კვალზე გაქცე-
ვა მოუწევდა...
შარიკამ ერთი ორჯერ გააქნია კუდი და მერე თავის პატრონს
სახე აულოკა. ენაზე მწარე და მარილიანი ნალექი დარჩა. კარგი,
კარგი... ახლავე წავა მოსაძებნად და იპოვის კიდეც. რა საჭიროა
ცრემლები? შარიკას მაშინვე უნდოდა გაქცევა, მაგრამ პატრონს
მაგრად ჩაებღუჯა იგი.
– უკვე მზად არის, – თქვა იანეკმა. ვასილი კაპიტან ბარანოვ-
თან მივიდა, მხარზე შეეხო და გააღვიძა.
– გერმანელები? – ბურანშივე იკითხა. – არა, უბრძანეთ, რომ
თქვენებმა ძაღლს არ ესროლონ. – მერე რა ამბავია? – ხომ გე-
უბნები, ძაღლს რომ არ ესროლონ-მეთქი.
204
– აჰა, გასაგებია, – ახლა კი სრულიად გამოერკვა კაპიტანი.
მან იანეკი შეამჩნია, მიწაზე იჯდა და ნაგაზს ეფერებოდა.
– გვარდიელებო, ძაღლს არ ესროლოთ! – ხმადაბლა დაიძახა
კაპიტანმა. მისი ხმა ყველამ გაიგონა, ვისაც ჯერ კიდევ არ მო-
რეოდა ძილი: აი, მიწის ასე პატარა ნაგლეჯს იცავდნენ გვარდიე-
ლები.
რაკი იგრძნო პატრონი აღარ მიჭერსო, შარიკა ტანკის მუხლუ-
ხებისაგან დატოვებულ კვალს მიჰყვა და მალე სიბნელეს შეერია.
– არ მოიღრუბლება? – ჰკითხა იანეკმა. – არა, – უპასუხა ვა-
სილმა. – ცუდია. – მთვარის ამოსვლამდე კიდევ დიდი დროა. ბა-
რანოვი ზურგზე გაჭიმულიყო და ისევ ეძინა.
– გამომართვი საათი, – მიუბრუნდა ვასილი იანეკს. – თვალს
მოვატყუებ, შენ კი გვიყარაულე. ვიცი, ეხლა მაინც არ დაგეძინე-
ბა. თერთმეტ საათზე გამაღვიძე.
სემენი რომ წავიდა, სიბნელიდან ციმბირელი გამოძვრა, კოს-
თან დაჯდა და ირმის ტყავისაგან შეკერილი თამბაქოს ქისა უხ-
მოდ გაუწოდა.
– გმადლობთ, არ ვეწევი.
სნაიპერმა ქისა განზე გასწია, ამოიოხრა. იანეკს შეეცოდა ეს
გულკეთილი გოლიათი. ოპტიკური სამიზნიანი შაშხანა გამოარ-
თვა, ხელში შეატრიალა და პატივისცემით თქვა:
– კარგი რამეა. – თითები კონდახს გააყოლა, ბასრ ნაჭდევებს
შეეხო, რომელსაც ნაპირები ჯერ არ მომრგვალებოდა და ჰკით-
ხა: – ეს რა ნიშნებია?
– ისინია. – მოკლედ აუხსნა სნაიპერმა და ხელი გერმანელე-
ბის სანგრების მხარეს გაიშვირა.

205
თავი მეთოთხმეტე
ძაღლის ბრჭყალები
მუხლუხების რგოლებს ქვიშრობზე ოთხკუთხედებად ორი თა-
ნაბარი თხრილის მსგავსი ღრმა კვალი დაეტოვებინა. რაღაცით
ეს კვალი რკინიგზას მოგაგონებდათ. და, აი, შარიკა ამ კვალს
მისდევდა თხრილში ნახევრად ჩამალული. ისე გარბოდა, რო-
გორც, საერთოდ, გარბიან ხოლმე ნაგაზები: თანაბარი ჩორთით,
დაუღლელად და ნარნარად. თავი მაღლა აეწია, წინ და შორს
იყურებოდა.
სულ კვალზე სიარული, როგორც ნადირის მიდევნების დროს,
საჭირო არ იყო, სუნი, რომელსაც ის ეძებდა, მხოლოდ იქ უნდა
ყოფილიყო, სადაც ბენზინის მძაფრი სუნი იდგა, სადაც ოდესღაც
თვითონაც მხიარულად დარბოდა და ბალახზე ყირამალა გადა-
დიოდა. ის კაცი, როცა შარიკას ეფერებოდა, ვინმე სხვას მიაწ-
ვდიდა ხოლმე იმ უღმერთოდ მხრჩოლავ საგანს. რა თქმა უნდა,
შარიკამ არ იცოდა სახელწოდებები, არ იცოდა, რას ნიშნავდა
206
სიტყვა „ბენზინი“ და „ჩიბუხი“. იგი იმის მიხედვით გამოჰყოფდა
საგნებს ერთმანეთისაგან, თუ რას როგორი სუნი ჰქონდა. სასია-
მოვნო თუ არასასიამოვნო, საშუალო თუ მადისაღმძვრელი. ისიც
იცოდა, რომელ საგანს რომელი სუნი ეხამებოდა. ეს ქვეყანა ხომ
ასე მდიდარი, მრავალფეროვანი და მრავალსაგნოვანია. აქა
ცხოვრობს მეგობრობაცა და მტრობაც, სიყვარულიც და სიძულ-
ვილიც; დაღლილობა ხშირად იმის შეგნების სიხარულით ივსება,
რომ კუნთებში რაღაცა ძალა მოძრაობს. – ახლა შარიკა ნაწამე-
ბი, გაღიზიანებული და მშიერი იყო. რისი ატანაც მას ფოლადის
ყუთში უხდებოდა – აფეთქებისას ნჯღრევა, რომელსაც თან მტვე-
რი, ბოლი და მყრალი სუნი მოჰყვებოდა, – მეტად არ მოსწონდა,
მაგრამ, რაკი ყველაფერ ამას მისი იანეკი იტანდა, მაშასადამე,
მასაც უნდა აეტანა. ახლა შარიკას ძალიანა შიოდა, მაგრამ ცდი-
ლობდა, ამაზე არ ეფიქრა. მას ერთი, მთავარი მისწრაფება ჰქონ-
და: შეესრულებინა თავისი პატრონის ბრძანება, ან თუ გნებავთ,
თხოვნა. სწორედ ამიტომ გარბოდა ახლა მუხლუხებით აღბეჭ-
დილ კვალზე და ძნელ გზას დაუღალავად კეცავდა.
წინ რაღაცა ბრწყინავს. სტვენის ხმა და სროლის გუგუნი ის-
მის, შარიკას არ შეშინებია. ის ჯერ კიდევ მაშინ მიეჩვია სროლის
ხმას, როცა ერთი ბეწო ლეკვი იყო. შაშხანიდან გასროლის ხმა
უფრო მშვიდად და ნაკლებად მძაფრად ეჩვენებოდა, ვიდრე ქვე-
მეხებიდან. ამასთან ერთად, შარიკა გრძნობდა, რომ გვერდები-
დან საიმედოდ იცავდა მუხლუხებისაგან დატოვებული თხრილის
ქვიშრობიანი კედლები. მაგრამ, აი, რა არა სიამოვნებდა შარი-
კას: წინიდან, სწორედ იქიდან, საითაც ეხლა მიიჩქაროდა, ახ-
ლოვდებოდა უცხო ადამიანების სულ უფრო და უფრო მძაფრი სუ-
ნი, სრულიად უცხო ადამიანებისა და არა ისეთებისა, როგორიც
ბრიგადაში იყო. სულ სხვა მაუდის, სხვა საჭმელისა და სხვა კანის
სუნი სცემდა. ყველაფერი უცხო იყო.

207
შარიკამ სირბილს უკლო. სულ უფრო და უფრო დინჯად ინაც-
ვლებდა ფესს. აი, ის უკვე მიაბიჯებდა, მერე თათები დაბლა დახა-
რა და ხოხვა დაიწყო. მუცლით მიწას გაეკრა. სუნი სადღაც, ქვე-
ვიდან სცემდა, თითქოს მიწიდან ამოდისო. უკვე მიწაყრილიც გა-
მოჩნდა, ზედ ადამიანების ფოლადისჩაჩქანიანი კინკრიხები რომ
მოძრაობდნენ.
შარიკა გაისუსა. მოთმინებით ელოდა, ვიდრე ადამიანთა თა-
ვები მიიმალებოდნენ. მერე კი მოკურცხლა, ნაბიჯები გააფართო-
ვა, თავისი სხეული წინ ძლიერ გაისროლა და სანგარს გადაახტა.
იმავე წამს შეძახილები და ლითონის საკეტის ჩხაკუნი მოესმა.
მაგრამ აი, უკვე სულ ახლოსაა ღვიის ბუჩქები. შარიკამ იქამდე
მიაღწია, მიმართულება შეიცვალა. გასროლის ხმაც დაედევნა.
ტყვიამ მარცხენა ყურთან წუილით ჩაუქროლა. შარიკა დიდი ნახ-
ტომებით გარბოდა, ხან მარჯვნივ გავარდებოდა, იმის მიხედვით,
სადაც ბუჩქებს ხედავდა, რომ მუდამ მათ საფარველში ყოფილი-
ყო.
კიდევ ორი გასროლის ხმა და სიმშვიდე ჩამოვარდა. თათებს
ქვეშ ქვიშა ხრაშუნობდა და აქეთ-იქით იფანტებოდა. ნიადაგი.
თანდათან მაგრდებოდა, ბალახი თანდათან ხშირდებოდა. უკვე
ახლოს იყო დაბურულ, ქარზე მოშრიალე ტყის კედელთან. შარი-
კა ისევ თანაბარ სირბილზე გადავიდა. ბუჩქებში შევარდა, ფოთ-
ლები გვერდებს უვარცხნიდა, წვრილი ტოტები კი კისერზე ეკვრე-
ბოდა. მუხლუხების კვალი თანდათან მკრთალდებოდა, ძნელდე-
ბოდა მასზე სირბილი, რადგან ტანკის მიერ გადაწვენილი თხი-
ლისა და თოთო არყის ბუჩქები ოდნავ წამოწეულიყო და სწორედ
შემხვედრად გამოეშვირათ ფაფარაყრილი თავები. შარიკამ გა-
დაუხვია და კვალის გვერდზე განაგრძო სირბილი. ჭურვისაგან
გაკეთებულ ძაბრს გადაახტა, მერე მეორეს და უცბად, ზედ დრუნ-
ჩზე ბეწვი მოხვდა, რომელსაც საჭმლის მძაფრი სუნი ასდიოდა. –
ეს უკვე მეტისმეტი იყო! შარიკას გადაავიწყდა თავისი პატრონიც
208
და მისი დავალებაც. ძაღლის ანაზდეული ნახტომი, კბილების
გავლება და შიშისაგან გადარეული კურდღლის მცირე ხნით
ფართხალი ერთი იყო. ეშვებს ქვემოთ ენაზე თბილი სისხლი მო-
წურწურებდა, შარიკა ხშირ ბუჩქებში შეძვრა, უკანა თათებზე დაჯ-
და და ხარბად დაუწყო ჭამა. შიმშილი მოიკლა. კუნთებსა და
მთელ სხეულში სიმაძღრის სასიამოვნო გრძნობამ დაუარა. სიბ-
რაზემაც გაუარა, რომელსაც ძაღლისათვის ბეწვი მთლად აებურ-
ძგნა. ძაღლს ისევ მოუსვენრობა დაეტყო. ერთ ხანს გაყუჩდა, მე-
რე ისევ ჭამა გააგრძელა, ძვლები გამოხრა და უკანასკნელ ლუკ-
მასაც გაუსწორდა. კურდღლის ბეწვები ცხვირზე მიჰკვროდა და
ნესტოებში უღიტინებდა. დრუნჩი ბალახზე შეიწმინდა, თან თათე-
ბიც მიაშველა. ამ დროს გაახსენდა: ის ხომ უნდა გაქცეულიყო და
ეძებნა. შერცხვა კიდეც.
შარიკამ ყურები დაცქვიტა, კუდი ჩამოუშვა და საზიზღარ გუნე-
ბაზე დადგა. აჩქარებით გაუდგა გზას, მაგრამ მაშინვე გაჩერდა.
მისმა ნესტოებმა ისევ უცხო სუნი იგრძნეს, ისეთივე, როგო-
რიც სანგარზე გადმოხტომის დროს, საიდანაც სროლა აუტეხეს.
ფრთხილად დაიწყო ცოცვა. ხანდახან ფოთლებიდან დინგს გა-
მოჰყოფდა, მიიხედ-მოიხედავდა, მერე მეორე ბუჩქთან გადაძ-
ვრებოდა. მიწაზე მიჭეჭყილი გაფუჭებული ლითონის გროვის
გვერდით, ირიბად აშვერილი ქვემეხის ლულასთან ადამიანი
პირქვე ეგდო. მას სიკვდილის სუნი ასდიოდა. ის იყო შარიკას
ყელში მოაწვა წკმუტუნი, მაგრამ თავი შეიკავა. მისი ჯიშიდან არც
ერთი ციმბირელი ნაგაზი თავს არ ამჟღავნებდა, როცა კვალს
მისდევდა.
როგორც ღამის საკვირველი ფრინველი, ისე უსტვენდა ცაში
მძიმედ გავარდნილი ჭურვი. ეს ხმა შარიკასათვის ნაცნობი იყო
და მიწას განერთხო. აფეთქებამ ჰაერი გააპო, შეშინებული ექო
ხიდან ხეს ეხეთქებოდა, მძიმე ნამსხვრევებმა ხმაურით გააყრე-

209
ვინა ხეს ფოთლები და შარიკას თათთან ზღართანი მოადინა. შა-
რიკამ მისი გავარვარებული და უძრავი სიავე იგრძნო. თათები
გან?! გასწია. მერე ადგა, უკან დაიხია და ბარდების გარშემო საკ-
მაოდ შორი გზით შემოიარა.
შარიკას მუხლუხების კვალზე დაბრუნება უნდოდა, მაგრამ
სველი, ლიპი ბალახი თავისაკენ იზიდავდა. ნოყიერი საჭმლის
შემდეგ წყურვილმა აიტანა. ჭაობში თათები ფრთხილად გადად-
გა და შვიტის ორ ბუჩქს შორის წყლის პატარა სარკე შენიშნა. წყა-
ლი რომ არ აემღვრია, ზევიდან ფრთხილად დაუწყო ლოკვა: მან
ცხვირი ჭაობის გარშემო ამოსულ ბალახს დაადო, მაგრამ არა-
ფერი სუნი არა სცემდა, მხოლოდ უკანასკნელ წამს ვიღაცის იქ
ყოფნა იგრძნო. იქვე ახლოს შრიალი მოესმა და თვალის კიდეე-
ბიდან მოძრავი ჩრდილი შეამჩნია. ცხვირი ასწია.
რამდენიმე ნაბიჯზე თავისივე მსგავსი ძაღლი დაინახა. იმ
ძაღლს გრძელი ფეხები ჰქონდა და უფრო ძლიერად გამოიყურე-
ბოდა. ეტყობა ბეწვი შეეკრიჭათ და კისერზე გაპრიალებული ლი-
თონის დამოქლონებული საყელო გაეკეთებინათ. ძაღლი აქამდე
უხმაუროდ მოიპარებოდა, ახლა კი ყურებდაცქვეტილი გაიტრუნა
და იმ ადგილას, სადაც ჭაობი მთავრდებოდა, მის პირდაპირ გა-
ჩერდა, თან კბილებს აკრაჭუნებდა.
შარიკას ჩხუბი არ უნდოდა. სადილისა და სასმელის შემდეგ
დამძიმდა და გრძნობდა, რომ ნაკლები შანსი ჰქონდა გამარჯვე-
ბისათვის. თავის თავზე ბრაზობდა, რომ ასე მოულოდნელად გა-
მოიჭირეს. იცოდა, რაც შეიძლება მალე უნდა მოესვა აქედან,
მაგრამ, ყოველ შემთხვევისათვის, თვითონაც აღჭრიალებდა
კბილებს, ასეთია ძაღლების წესი, მოწინააღმდეგეს უნდა აჩვენო,
რომ შენცა გაქვს ეშვები.
– მაგრამ საქმე სულმთლად ასე როდი იყო. შარიკამ გაჭიმუ-
ლი ფეხებით გვერდზე დაიწყო გადაცოცება, რაც არც თუ ისე მარ-

210
ჯვედ გამოსდიოდა, რადგან ჭაობის ტალახს ტყაპატყუპი გაჰქონ-
და ღა თათები უცურავდა. ასეთი ხერხით მან ისე, რომ უკან არ
დაუხევია, მოწინააღმდეგეს ფართო რკალად შემოუარა. ის კი
ადგილზე ბრუნავდა. მათ შორის მანძილი იგივე დარჩა – ორი
ნახტომი. ნახევარი წრე რომ გააკეთა, მანევრი დაამთავრა, გა-
ჩერდა და იქით გაიხედა, საითაც უნდა გაქცეულიყო. ახლა უკვე
იმედი მიეცა, რომ მისი მოწინააღმდეგე ადგილიდან არ დაიძვრე-
ბოდა, რადგან თუ მას ამის გაკეთება უნდოდა, აქამდე უნდა დას-
ხმოდა თავს. დატუქსვის მიზნით ოდნავ დაუღრინა და გასაქცევად
ნახევრად შემობრუნდა. მაგრამ მტერი სწორედ ამ დროს გადმო-
ვიდა შეტევაზე.
შარიკას უკვე მობრუნების დრო აღარა ჰქონდა, მხოლოდ მი-
წაზე დაცემა მოასწრო და ამ დროს მტერმა კბილები ყურებში გა-
უყარა. ტკივილი ტვინს გადაეცა, მთელ სხეულში დაუარა, სამა-
გიეროდ ახლა კარგად ხედავდა, უკვე მის პირდაპირ იდგა. ვეება
ძლიერ ძაღლს ეშვები გადმოეყარა, მძვინვარებდა. როგორც ეტ-
ყობა, იფიქრა მოწინააღმდეგე საკმაოდ დავარეტიანეო და ისევ
ეცა. ნახტომი ზანტი და მეტად თვითდაჯერებული იყო. ბოქსიო-
რები ასეთ დარტყმას მსაჯის სასტვენზე ნახტომს უწოდებენ. შე-
იკუმშა და, როცა მოწინააღმდეგე წინა თათებით მიწას შეეხო,
ელვის სისწრაფით გვერდში დაეტაკა: მტერი ფეხებში ჩაიგდო და
კბილები ყელში გაუყარა. იგი საზარლად აყმუვლდა და თავისი.
ნებს დასახმარებლად მოუხმო. შარიკამ უფრო მაგრად მოუჭირა
კბილები, თუმცა კბილებში ლითონის საყელო უშლიდა. ამ დროს
ადამიანის ხმა მოესმა. იგი ბუჩქების ლაწალუწით მათკენ გარბო-
და. მან ყბები განივრად გააღო, მოწინააღმდეგეს საყელოს ზევით
ყელში ეშვები გაუყარა და მთელი ძალით მოუჭირა. ისევ სის-
ხლის გემო იგრძნო. მტერს კისერი მოსწყდა და თავი გადაუვარ-
და. შარიკას არ დაუცდია, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე გაცივდე-

211
ბოდა და აღარ იმოძრავებდა. ამ დროს კაციც გამოჩნდა, იარა-
ღით ხელში მისკენ რომ გამორბოდა.
ძაღლი ორ ნახტომში ხეებთან გაჩნდა და თვალისდახამხამე-
ბაში ბუჩქებში შეძვრა. მის თავთან წითელი ცეცხლის ფუტკრები
დაბზუოდნენ, ტოტებს ამტვრევდნენ, მიწიდან მტვრის პატარა
შადრევნები ცვიოდა. შარიკას ჯერის გრიალი მოესმა და ქეჩოში
ჩხვლეტის მაგვარი ტკივილი იგრძნო. მაინც არ შეჩერდა, არ და-
ეცა, სულმოუთქმელად გაიქცა და კიდევ უფრო ღრმად შეძვრა
ბარდებში. უკნიდან ხმამაღალი შეძახილები მოსდევდა, მერე ავ-
ტომატის კიდევ ერთი ფერის ხმაც გაიგონა, მაგრამ ტყვიებმა
გვერდზე ჩაუქროლეს და საშიში აღარაფერი იყო.
შარიკა ავტომატურად გარბოდა. ხეებს შორის გამონაშუქი
დაინახა, მაგრამ სირბილი მაინც არ შეუნელებია. პირიქით, მო-
უმატა კიდეც და რამდენიმე ნახტომით აბიბინებული მდელო გა-
დაჰკვეთა. იქით ტყე თანდათანობით მეჩხერდებოდა. ახლა მა-
რიკა ბუჩქიდან ბუჩქს ეხეთქებოდა და უფრო ბნელ ადგილებს არ-
წევდა.
ბოლოს მის წინ ბენზინის სუნით გაჟღენთილი და ტანკის მუხ-
ლუხებით და სატვირთო მანქანის ბორბლებით გაჩიჩქნილი ტყი-
ანი მინდორი გადაიშალა. აქ უნდა ყოფილიყო ის, ვისაც შარიკა
ეძებდა. მინდორი აქეთ-იქით რამდენჯერმე გადასერა, მაგრამ
ვერავინ იპოვა: სის ქვეშ გადაგდებული ჭურვების ყუთს წამო-
ედო, მის გვერდით კი, მინდორზე, ნაცრის გროვა შეამჩნია. ეს ნა-
ცარი იმ სუნის ნაწილს შეადგენდა, რომელსაც ის ეძებდა, მაგრამ
მხოლოდ ნაწილსა და არა ძირითადს.
შარიკა უკანა თათებზე ჩაჯდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
ერთ ხანობას ჩაფიქრდა, რა მოემოქმედნა. თუმცა ეს დიდხანს არ
გაგრძელებულა. მან მინდორს გარშემო შემოურბინა, მერე ტყის-
კენ გაემართა, კიდევ ერთხელ დაარტყა უფრო განიერი წრე; მე-
რე მესამედ კიდევ უფრო განიერი...
212
მას ასწავლიდნენ ასე მოქცეულიყო, როცა კვალი დაეკარგე-
ბოდა. რომელიმე წრეზე თავისავე კვალს წააწყდებოდა და და-
კარგულ კვალსაც იპოვიდა. ძებნა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ
შარიკას იმედი არ დაუკარგავს, დასასვენებლადაც კი არ შეჩერე-
ბულა, იგივეს იმეორებდა – წრეს წრეზე უვლიდა.
და აი, უკვე მინდვრიდან შორს, მორიგი წრის დარტყმისას, ხმა
მოესმა. შეჩერდა, იქით გაიხედა. ჯარისკაცების ჯგუფი შეამჩნია.
ისინი სატვირთო მანქანასთან იდგნენ, რომელზეც ანტენა აშვე-
რილიყო. მათ შარიკა არ შეუმჩნევიათ. მანქანასთან ფუსფუსებ-
დნენ და თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი.
ერთი მათგანი ამბობდა:
– იჩქარეთ. განთიადისათვის მანქანა მზად უნდა იყოს, თორემ
გენერლისაგან მოგვხვდება. ყველაფერი ამ ოხერი ნამსხვრევის
გულისათვის დაგვემართა.
– მართალია, მარიკას არ ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ
ადამიანები, მაგრამ, მაინც არ ისურვა მათთან მიახლოვება. მათ
შორის არ იყო, ვისაც იგი ეძებდა, ამიტომ მათ შორიდან მოუარა,
წრე ოდნავ შეავიწროვა, მერე კი ისევ ტყისკენ გაიქცა, ხშირ ბუჩ-
ქებში გაძვრა და პატარა მდელოები გადაჰკვეთა.
კარგა ხანმა გაიარა, ვიდრე შარიკამ ახალი წრე დაარტყა და,
აი, ისევ იგივე ჯარისკაცები დაინახა. ახლა მათ მეორე მხრიდან
აუარა გვერდი, ბევრად მარჯვნივ, თან თვალყურს ადევნებდა,
ხომ არავინ შემამჩნიაო.
და აი, უცბად შეჩერდა. თითქოს რაღაცა იგრძნო. ნელ-ნელა
დაბრუნდა უკან, გულმოდგინედ შეისუნთქა ჰაერი და სიხარული
ძლივს დაიოკა. არის! ბალახზე ფეხსაცმლის ლანჩებიდან ჩამოც-
ვენილი მიწის გოროსები იპოვა, კვალი ნათელი იყო, სუნის ზო-
ლი კი გზატკეცილივით სწორი და განიერი. – ახლა უკვე საკუთარ
თავში დარწმუნებული ადგილს სირბილით მოსწყდა. კვალმა უღ-

213
რანი ტყის ნაპირას მიიყვანა. აქ მეტი სინათლე იყო. ზევიდან, ხე-
ებს შორის, ვერცხლისფერი სინათლე ატანდა. მთვარე ამოსული-
ყო. თუმცა კვალი საკმაოდ ნათელი იყო და პირდაპირ მიჰყავდა,
მაგრამ ბუჩქებისაკენ გადახვევა, იქ დამალვა და მოცდა მაინც
ხშირად უხდებოდა, რადგან გზაზე ხან ერთი, ხან მეორე მიმარ-
თულებით ადამიანთა ჯგუფები დადიოდნენ: როცა ისინი შორდე-
ბოდნენ, შარიკა ხელახლა გარბოდა და ყურადღებას არ აქცევდა
გაგლეჯილი ყურის ტკივილსა და ტყვიით გახვრეტილ ქეჩოს.
გზაზე დაგდებულ დამტვრეულ სატვირთო მანქანასთან ტყის-
კენ ბილიკი უხვევდა. ამ ბილიკმა შარიკა მანქანებთან, ტანკებ-
თან და ხეებს ქვეშ მიძინებულ ჯარისკაცებთან მიიყვანა. მერე
კვალი პატარა შემაღლებისაკენ მიდიოდა, რომლის ფერდშიც მი-
წური იყო გამოთხრილი. შესასვლელთან გუშაგი იდგა ავტომა-
ტით ხელში. შარიკა ერთ წუთს ხის უკან შეყოვნდა, ჰაერი მოსუნ-
თქა. ეს კაცი რატომღაც მეგობრულად ექცეოდა და რაღაცით თა-
ვის პატრონსაც აგონებდა. მერე ხიდან გამოვიდა, წყნარად წავი-
და წინ და მშვიდობიანად დაიწყო კუდის ქიცინი. ჯარისკაცი კი სუ-
ლაც არ იყო მშვიდობიანად განწყობილი. ძაღლი რომ დაინახა,
კონდახი მოიქნია და ჩახლეჩილი ხმით დაიძახა:
– აქ რა გინდა? მოუსვი აქედან!
შარიკა განზე გახტა და ჩუმად, ყეფის გარეშე ტყეში შევიდა.
უცდიდა, ვიდრე გუშაგს გადაავიწყდებოდა, მერე დაბრუნდა, მი-
წას გაეკრა და ჩრდილში ფრთხილად დაიწყო ცოცვა. მთვარით
მოხატულ ადგილებს გვერდს უვლიდა.
სუნი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მარიკა ჩაბნელე-
ბულ, სედ მიწის პირზე გაკეთებულ ღია სარკმლისაკენ დაიძრა.
რამდენიმე ნახტომით შეეძლო იქვე გაჩენილიყო, მაგრამ იარა-
ღიან ადამიანთან ხუმრობა რომ საშიშია, ესეც კარგად იცოდა.
თუმცა მოუთმენლობისაგან მთელი ტანი უცახცახებდა, აჩქარე-
ბით მაინც არ აჩქარებულა. ფრთხილად მიცოცავდა, მერე კარგა
214
ხანს გაისუსა.
აი, სარკმელიც მის გვერდით იყო. შარიკამ დრუნჩი შეჰყო და
რომ დარწმუნდა, საბოლოოდ მივაკვლიეო საჭირო ადგილს, შიგ
ნელა შეძვრა. თათებით სიბნელე მოსინჯა, საყრდენი ვერაფერი
იპოვა, სხეული ვეღარ შეიკავა და შიგ ჩავარდა, რაღაცას დაეჯახა
და ჩამოაგდო. ნატეხები აქეთ-იქით გადაცვივდა და თვითონაც
უკვე მიწაზე აღმოჩნდა. მერე კბილებით საბანი მოქაჩა, ერთ კაცს
რომ ეფარა.
– გუშაგო! აქ რა ხდება, ეშმაკმა წაგიღოს, სინათლე! – ეს
მძვინვარებით ნათქვამი სიტყვები შარიკას მომაჯადოებელ მუსი-
კად მოეჩვენა. მან ხელს მიაგნო, რომლითაც ამ კაცს შაშხანა ეკა-
ვა, და ლოკვა დაუწყო.
კარი გარახუნდა და მიწურში ჯარისკაცი შემოვარდა. ხელში
ანთებული ფარანი ეკავა:
– ამ წუთში გავაგდებ ამ ძაღლს, ფანჯრიდან ჩამომძვრალა,
ბატონთ გენერალო... მოშორდი აქედან!
ბრიგადის მეთაურმა სინათლეზე თვალების ჭუტვით შეხედა
შარიკას და სელის ენერგიული მოძრაობით ჯარისკაცი შეაჩერა:
– მოიცა! ფანჯარა დახურე, ფარანი დატოვე და გადი.
კარები ისევ გაჭრიალდა. გენერალი ნარზე ჩამოჯდა, შიშველი
ფეხები ჩამოშვერილ საბანზე დააწყო და ძაღლს შეხედა. თვალე-
ბი ფართოდ გაეხილა და ვერაფერს მიმხვდარიყო. დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ამ ერთი წუთის წინ დაწვა. ახლა კი შორეული, ღრმა
სიზმრიდან სინამდვილეს უბრუნდებოდა.
– შარიკ, შენა ხარ? საიდან გაჩნდი? აბა მოდი აქ! გახარებული
ძაღლი უკანა თათებზე შედგა, წინა თათები კალთაზე დაუწყო,
დრუნჩი ზევით ასწია და მთვრალი კაცივით საკოცნელად მიიწევ-
და.
– მოიცა, მოიცა, დაწყნარდი... ვხედავ, შენც მოგხვედრია.

215
გენერალმა შარიკას თავში წაავლო ხელები და ყური დაკვირ-
ვებით გაუსინჯა. თითებით ქეჩოზე ჭრილობას შეეხო, ზედ სისხლი
შესდედებოდა. შარიკამ ტკივილი იგრძნო და წაიწკმუტუნა.
– ჩუმად, ჩუმად, მოიცადე!
გენერალმა ნაგაზს ყელზე იანეკის შარფი შეამჩნია, მაგიდი-
დან გადმოვარდნილი დანა აიღო, შავი ძაფის მრუდე ლამბი გა-
არღვია და მალი გახსნა. სწრაფად წაიკითხა დაკეცილი ფურცე-
ლი, რომელიღაც ადგილს თვალი ხელახლა გადაავლო და და-
იძახა:
– გუშაგო! კარში მაშინვე ჯარისკაცი გამოჩნდა. – გავაპანღუ-
რო, ბატონო გენერალო? – არა ერთი, შტაბის მორიგე ოფიცერი
ჩემთან, სირბილით!
მეავტომატე კარს მიეფარა, გენერალმა კი თაროზე კონსერ-
ვის ქილა მოძებნა, დანით გახსნა, რაც კი იყო შიგ მთლიანად
თეფშზე წამოაპირქვავა და ძაღლს დაუდგა.
– ჭამე, შარიკ! ჭამე, რატომ არა ჭამ?
შარიკას შერცხვა. ადამიანის ხმაში თითქოს წყრომა შეიგ-
რძნო, ალბათ უკვე იციან, გზაზე კურდღელი რომ შემომეფეთა და
დავიჭირეო. გენერალი მოეფერა.
– იანეკის გარეშე არ გინდა ჭამო? აი, ნამდვილი, ერთგული
ძაღლი:
მიწურში აქოშინებული მორიგე ოფიცერი შემოვარდა და იმ
სურათის შემხედვარე, რომელსაც ხშირად როდი წააწყდებით,
ადგილზე გაქვავდა: ბრიგადის მეთაური პერანგისა და შარვლის
ამარა, ფეხშიშველი, იატაკზე იჯდა. მის გვერდით ძაღლი მოკა-
ლათებულიყო. გენერალი ეფერებოდა, მისი თავი მკერდზე მიეკ-
რა და ეუბნებოდა.
– შენ არ იცი, თვითონაც არ იცი, რა ჭკვიანი ხარ, სულელო პი-
რუტყვო!
– გისმენთ, მოქალაქე გენერალო!
216
– ხელს ნუ მიშლი. მე შენ არ გელაპარაკები... ახლა მომისმი-
ნე! დაუყოვნებლივ გამოუძახეთ ჩემთან ექიმს, წამოიღოს სახვე-
ვები და წამლები, ტექნიკური მომარაგების უფროსის მოადგი-
ლეს, მოიტანოს „T“-34 ტანკისათვის საწვავის ტუმბო, გამოიყვა-
ნეთ ჯავშანტრანსპორტიორი, ორი მსუბუქი ტანკი და მეავტომა-
ტეთა ორი განაყოფი. გაიმეორეთ, პორუჩიკო!
განცვიფრებულმა ოფიცერმა გაიმეორა ბრძანება, რომელიც,
მისი აზრით, ერთი ყველაზე უცნაურ ბრძანებათაგანი იყო, როგო-
რიც კი ოდესმე არმიაში გაუციათ. მერე მხედრული სალამი მისცა
და კარში გავიდა, მაგრამ გენერალმა ისევ მოაბრუნა.
– მოიცადე. აქ მოვიდეს თერძი და მოიტანოს ნემსი, ძაფი და
ბრეზენტის ნაჭერი. სულ ეს არის. შეასრულეთ!
არავინ იცის, რა გაიფიქრა შტაბის მორიგე ოფიცერმა, როცა
დამატებითი ბრძანებაც მოისმინა. თუმცა ყველაფერი ზუსტად შე-
ასრულა და თხუთმეტ წუთში ყველა და ყველაფერი ადგილზე
იყო.
ცნობამ, რომ იანეკ კოსის ძაღლი გენერალთან მოვიდაო და,
გამოძახებულები იყვნენ ექიმი, ტექნიკოსი და თერძი, მეზობელი
მიწურები მოიარა და შეცვლილი სახით მოაღწია მეავტომატეებ-
თან, რომლებიც ტანკებთან და ჯავშანტრანსპორტერებთან შეგ-
როვილიყვნენ: ისინი ნამით ხელებს ისველებდნენ, სახეზე ისვამ-
დნენ, ძილღვიძილს იფრთხობდნენ და ერთმანეთში კამათობ-
დნენ. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ სემენის ტანკმა ვერ იპოვნა ალ-
ყაში მომწყვდეულნი და უკან დაბრუნდა. მეორენი ამბობდნენ,
ყველანი დაიხოცნენ, მხოლოდ ძაღლი გადარჩა და ისიც უყურო
და უკუდოა. ნაღმის ნამსხვრევებს ერთიცა და მეორეც მოუწყვე-
ტიაო.
როცა გენერალი მიწურიდან გამოვიდა და თან თასმაშებმუ-
ლი, უფრო სწორად, რამდენიმე ერთმანეთზე გადაბმული ჯარის-

217
კაცური ღვედით დამშვენებული შარიკა გამოიყვანა, ცნობისმოყ-
ვარეთა ჯგუფს წააწყდა. მეთაური რომ დაინახეს, ჩურჩული შეწ-
ყვიტეს და ადგილზე გაისუსნენ, მხოლოდ ლიდკა მიუახლოვდა:
– მოქალაქე გენერალო!.. – დიახ, – ნება მომეცით, გავიგო,
რა დაემართა პორუჩიკ სემენის ეკიპაჟს.
– მე არაფერი ვიცი, ახლა ყველაფერი ჩემს ხელში კი არა, ამ
ძაღლის ბრჭყალებშია.
გენერალი წავიდა, ერთი წუთის შემდეგ კი მოწინავე ხაზისაკენ
დაიძრა პატარა ჯგუფი: თავსა და ბოლოში დესანტი მეავტომატეე-
ბით გარშემორტყმული დაბალი T–70 მიდიოდა, შუაში – ჯავშან-
ტრანსპორტიორი, რომელშიც ბრიგადის მეთაური იჯდა და მუხ-
ლებზე ძაღლი ესვა.
შარიკა უკმაყოფილო იყო: მან იცოდა, რომ უკან, იანეკთან უნ-
და გაქცეულიყო. ესენი კი რატომღაც არ უშვებდნენ. უკვე იღრი-
ნებოდა და მოფერების ნებას აღარ იძლეოდა.
– სულელო, სულელო ჭკუის კოლოფო, მოიცადე, შენთვის
ხომ უფრო ახლოს იქნება.
რაზმი მდელოზე გაჩერდა. მეავტომატები ჯაჭვურად შევიდნენ
ტყეში, მათ კი მეთაური მიჰყვა ძაღლით. იმ ადგილამდე მივიდ-
ნენ, რომელსაც ჩერეშნიაკი სამ ცაცხვთან მიმავალ ბილიკს უწო-
დებდა. გენერალი ჩაცუცქდა, კიდევ ერთხელ მოსინჯა, რამდენად
კარგად ჰქონდა მორგებული ბრეზენტისაგან შეკერილი ტომარა
და შიგ ჩადებული ტუმბო ხელს ხომ არ შეუშლიდა მარიკას სირ-
ბილში. მერე გენერალმა თასმა შეხსნა, უკანიდან ხელი ჰკრა და
უთხრა:
– ეძებე, ეძებე იანეკი.
შარიკამ უიმისოდაც კარგად იცოდა, სადაც უნდა წასულიყო.
არამარტო იცოდა, მიიჩქაროდა კიდევაც თავის პატრონთან და-
საკვეხნად. ხომ ვიპოვე კაცი, ვისი პოვნაც საჭირო იყოო. რაკი იგ-

218
რძნო თავისუფალი ვარო, ნაკაფში გავარდა და თავის ჩრდილ-
თან ერთად, მთვარის შუქზე რომ მისდევდა, ტყეში შერგო თავი.
მსროლელ გვარდიელთა საშტაბო მიწურში სიჩუმე გამეფებუ-
ლიყო. არყის მორებისაგან ხუთმაგად ფენილი სახურავი, ზედ კი-
დევ მიწა რომ ეყარა და ირგვლივ ბელტები ჰქონდა შემოწყობი-
ლი, ზევით მიმდინარე ბრძოლის სმებს აყრუებდა და შიგნით არ
უშვებდა. ფართო სადგომში კედლის გაყოლებით ნარები იდგა,
შუაში კი – რუკებით გავსებული გრძელი მაგიდა. რუკებზე წითე-
ლი და ცისფერი ფერებით იყო გადატანილი საერთო ვითარება.
შეტევის ობიექტების აღმნიშვნელი წვეტიანი ისრები და არტილე-
რიის ცეცხლის წერტები რგოლებითა და ოთკუთხედებით, ახალი
საბრძოლო დღისათვის მეთაურის ჩანაფიქრს მიანიშნებდნენ,
რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყებოდა. სამხრეთით
სამი შავი პატარა კვადრატი ევინუვის სახლს აღნიშნავდა და
წყვეტილი ისარი გერმანელთა სანგრების მანიშნებელი ორმაგ
ლურჯ ხაზს რომ გასდევდა, ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა. ეს ისა-
რი უჩვენებდა მიმართულებას, საიდანაც უნდა დაეწყოთ ალყის
გარღვევა კაპიტან ბარანოვის ბატალიონს. ამ ისრის ორივე მხა-
რეს არტილერისტებმა გადამღობი ცეცხლი აღნიშნეს, რათა
ფლანგებიდან დარტყმისაგან დაეცვათ გვარდიელები.
რუკაზე სქელი მომწვანო შუშის ორი ჭიქა და ნახევარი ბოთლი
სასმელი დაელაგებინათ. თეფშებზე დაწყობილი, ხახვში შემწვა-
რი ლორის მოგრძო ნაჭრები ირგვლივ მადისაღმძვრელ სუნს აფ-
რქვევდა, ხოლო კარდლის ხუფით შავი პურის ნატეხებიც მოეტა-
ნათ.
– ჰოდა, წავიდეთ, ვნახოთ, – თქვა ბრიგადის მეთაურმა.
– აქა სჯობს, ამხანაგო გენერალო, – უთხრა ჯმუხმა, ჩას-
კვნილმა ოფიცერმა, პოლკოვნიკის ფორმა რომ ეცვა და მკერდზე
გვარდიელის ნიშანი ეკეთა. – რადიოთი და ტელეფონით პატა-
კებს აქ მივიღებთ. იქ კი ჩვენმა მეთვალყურეებმა ბუნაგი ძალიან
219
მაღლა გააკეთეს, ჩიტის ბუდესავითაა. აძრომა ძნელია, იქიდან
ჩამოვარდნა კი ადვილი. გარდა ამისა, გერმანელები შრაპნე-
ლით) ისვრიან და სისულელე იქნება, იხვებივით რომ დავახოცი-
ნოთ თავი. მხოლოდ ჩვენს მტერს ვუსურვებ მასეთ სულელურ
სიკვდილს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. იქნებ იმიტომ, რომ ჭურვების ხმა
აქამდე ძლივძლივობით ატანდა. გენერალმა გაიფიქრა: შეიძლე-
ბა შორს აღარ არის ის დრო, როცა ომი დამთავრდება და ხალხი
თავის ჩვეულებრივ, მშვიდობიან საქმიანობას დაუბრუნდება.
მათ, ვინც ფრონტიდან დაბრუნდებიან, უფრო გაუჭირდებათ. აბა
რა არის, როცა ახალგაზრდას ეხერხება მარჯვე სროლა, სამჯერ
ზედიზედ ათიანში ახვედრებს და თანაც არ ეშინია ცეცხლის ხაზზე
თავის მაღლა აწევისა, – იმასთან შედარებით, როცა მოუხდება
ნიუტონის ბინომისა და კვადრატების ფუნქციების გაზეპირება,
როცა საჭირო იქნება იმის ათვისება, უმარტივესნი რომ იყოფიან
ფეხსახსრიანებად, ინფუზორიებად და სპოროვანებად. ეს მათ
უფრო გაუძნელდებათ, ვიდრე სხვებს. საინტერესოა, გაიხსენებს
თუ არა მერე ხალხი მათ საბრძოლო საქმეებს. ნეტა ვინმე თუ და-
წერს ან მოყვება მსროლელ-რადისტის ეშმაკურ იდეებზე, მამაც
ძაღლზე, რომელსაც შარიკას ეძახიან?
გენერალმა საკუთარი თავი მცდარ აზრებში გამოიჭირა. არ
შეიძლება სულწასულობა და იმ დათვისათვის ტყავის გაძრობა,
რომელიც ჯერ არ დაგიჭერია. ვინ იცის, მიაღწევს კი შარიკა ად-
გილამდე. ამ მხარეს ის მწუხრის შემდეგ, სიბნელეში გამოძვრა,
ისიც ყურმიფლეთილი და ზურგზე ჭრილობით. რა თქმა უნდა,
გერ შეძლო იმის გადმოცემა, რაც გზაში თავს გადახდა. დაბრუ-
ნება კი მთვარის შუქს მოუხდა, თანაც დატვირთულს... ძაღლმა
ადგილამდეც რომ მიაღწიოს, მექანიკოსმა ტუმბო დააყენოს და
ტანკი აამუშაოს, მაშინაც ერთ ზუსტ სროლას შეუძლია ტანკი

220
უზარმაზარ ჩირაღდანად აქციოს, ხოლო ოთხი ადამიანი – ფერ-
ფლად. მტერმა ხომ იცის, რომ ისინი ალყაში გაძვრნენ. ახლა სა-
ფარში დაელოდებიან და გზას დაუნაღმავენ. დააღწევენ კი თავს
ალყის ორმაგ წრეს?
საბჭოთა დივიზიის მეთაურმა ჭიქებში არაყი დაასხა, ერთმა-
ნეთს მიუჭახუნეს და ზედ ღორის ხორცი დააყოლეს.
– ეგებ წავსულიყავით, გვენახა, – ყოყმანით უთხრა გვარდიის
პოლკოვნიკმა. – ყოველთვის საკუთარი თვალით ნანახი ჯობს.
– ჯობს, – დაეთანხმა თვალებგაბრწყინებული გენერალი.
ვიწრო გასასვლელის ფლატოვანი კიბეებით დაიწყეს ზევით
ასვლა. სელით საგვერდულებს ეყრდნობოდნენ, რომლებითაც
კედლები იყო გამაგრებული. ვიდრე მოსახვევი უკან არ მოიტო-
ვეს და კოჭებს ქვეშ არ გამოძვრნენ, ვერაფერს ვერ ხედავდნენ.
მაღლა ოთკუთხედის ფორმის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
ჩანდა. კიბეებზე რაც უფრო მაღლა ამოდიოდნენ და გარემოს
თვალს აჩვევდნენ, ვარსკვლავები თითქოს თანდათან სიკაშკა-
შეს კარგავდნენ.
მიწურის გასასვლელთან გუშაგები გაიჯგიმნენ. მათ სამი ჩახ-
მახშეყენებული მეავტომატე გაჰყვა უკან. მოწინავე პოზიციამდე
კილომეტრიც კი არ იყო გასავლელი.
პოლკოვნიკს ვიწრო ბილიკით მიჰყავდა. ჩექმებს ქვეშ სწორე,
გატკეპნილი მიწა იგრძნობოდა. ხშირი თხილნარით მაღლობზე
ავიდნენ. აქ ოთხი უზარმაზარი ფიჭვი იდგა. ერთ-ერთ მათგანზე
მისადგმელი კიბე იყო მიმაგრებული. საფეხურებს ფრთხილად
აუყვნენ.
სქელი ლატანებით შეკრულ ფიცარნაგზე რომ ააღწიეს, შვე-
ბით ამოისუნთქეს. ფიცარნაგი მიწიდან თხუთმეტიოდე მეტრის
სიმაღლეზე ეკიდა. მაღლიდან და გვერდებიდან მას სანიღბავი
ბადე ფარავდა, მზვერავებს შიგ ასალი ტოტები გაერჭოთ. ახ-
ლადმოტეხილ ტოტებს ჯერ კიდევ ფიჭვის ფისის სუნი ასდიოდა.
221
სტერეომილებთან ორი მეთვალყურე და სათვალებიანი ლეიტე-
ნანტი – არტილერისტი იჯდა. შეამჩნია თუ არა ახლადმოსულნი,
მეთვალყურეებს ხელით ანიშნა სტერეომილებთან ადგილები გა-
ათავისუფლეთო.
– არ არის საჭირო, – შეაჩერა პოლკოვნიკმა ლეიტენანტი. –
ჯერ კიდევ ბნელა, სულ ერთია, ჯერ გავიგებთ, მერე კი დავინა-
ხავთ.
ტყის თავზე, ვისლის მხრიდან ნოტიო, სუფთა ნიავი ქროდა.
მტრედისფრად ინათა, ცის დასავლეთ კიდეზე კი მთვარე ისევ
ეკიდა. ამიტომაც მშვენივრად ჩანდა ყველაფერი. რამდენიმე
მეტრის ქვევით დაბალი ხეები ხასხასებდა. მათი ფუშფუშა კენწე-
როები თურქულ ხალიჩასავით გაშლილიყო. მხოლოდ ალაგ-
ალაგ მაღალ ფიჭებს ამოეშვირათ თავები. შორს, აღმოსავლე-
თით, მდინარის სარკისებრი ზედაპირი ბზინავდა. სამხრეთით
მტრის ზურგში მძიმე ბატარეის ცეცხლმა იელვა, მისმა გუგუნმა
კი შედარებით გვიან მოაღწია. იქვე, მახლობლად, თითქმის ზედ
თავთან, ნაზად აჭიკჭიკდა ჩიტი. ეს ისე მოულოდნელი და საკვირ-
ველი იყო, რომ ყველამ ერთმანეთს შეხედა და გაიცინა.
გენერალი დაბალ ტაბურეტზე ჩამოჯდა, ცალი ხელით ხეს ჩა-
ეჭიდა. თითებით ბასრ, დაფლეთილნაპირებიან ლითონის ნა-
ჭერს შეეხო. ქერქიდან ამოაძრო, სელის გულზე აწონა და სიბრა-
ლულით გაიფიქრა: „ამ ტყეში დაჭრილი ხეებია.“ ასე გაიფიქრა
ხეებზე და არა ადამიანებზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლოვდე-
ბოდა დღე, როცა მან ეს იცოდა) ასეთივე ნატეხები ადამიანებს
განგმირავდნენ. ჯერ აქ, სადმე ახლომახლოს, მერე კი, განთია-
დიდან სამიოდე საათის შემდეგ თვითონვე გაიყვანდა სატანკო
ასეულს სტუძიანკაზე შეტევისათვის.
მან იცოდა, როცა შეტევაზე გადავიდოდნენ, ცეცხლი გადაე-
ღობებოდათ და უკან დაიხევდნენ. ეს მხოლოდ დაზვერვა იქნებო-

222
და, მაგრამ ტანკისტებს ამის თაობაზე არაფერი უნდა სცოდნო-
დათ. დაე, გამარჯვების რწმენით ეკვეთონ მტერს და გაბედულად
წაიყვანონ ტანკები წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწინააღმდე-
გე მიხვდება, რომ ის ბრძოლით დაზვერვაა და თავის საცეცხლე
წერტებს არ გამოამჟღავნებს. შესაძლებელია ერთი-ორი ტანკი
და ადამიანებიც დაკარგონ, მერე აღშფოთდნენ, მთელი ძალით
რატომ არ შევუტიეთო. მაგრამ მთელი ძალით დარტყმისათვისაც
დადგება დრო, მხოლოდ უფრო მოგვიანებით.
გენერალმა ხალხის შიშისა და შემართების, დაღლილობისა
და ტკივილის პასუხისმგებლობის სიმძიმე იგრძნო. ის ხალხი ხომ
მისი მარჯვენა ხელი იყო, რომლითაც უნდა გაექექა ნაცარი, რა-
თა ცეცხლის წყარო აღმოეჩინა და ხანძარი ჩაექრო. თავი დაქან-
ცულად და ბევრად უფრო ხანდაზმულად ეჩვენა, ვიდრე სინამ-
დვილეში იყო. ტყვიის ნატეხმა, ახლა ხელში რომ ეკავა, მოაგო-
ნა, რომ მის სხეულშიც იყო თოთხმეტი ასეთი ნატეხი. ექიმებმა
ლანცეტებით ამოაცალეს, მაგრამ ორი, რომლებიც ძლიერ
ღრმად შეჭრილიყო, შიგვე დატოვეს.
„მეც ისე ვარ დატენილი, როგორც აი, ეს ხე“, – თავისთვის გა-
იღიმა გენერალმა.
– არც არაფერი ისმის, არც არაფერი ჩანს, ისე კი დროა, – და-
არღვია დუმილი საბჭოთა დივიზიის მეთაურმა.
– დროა.
აღმოსავლეთით ცა ვარდისფრად შეიღება. ახლა უკვე კარგად
მოჩანდა კოჟენიცკას დაბურული ტყე, მათ ქვემოთ, აღმოსავლე-
თიდან დასავლეთისაკენ რომ გადაჭიმულიყო. სამხრეთის მხა-
რეს ტყე მდელოებით იყო გადაჭრელებული. წინ, სადაც ქვიშა
პრიალებდა და ტყე კუნძულებადღა შემორჩენილიყო, ალყაში
მომწყვდეული ბატალიონი იმყოფებოდა. იქ სიჩუმე იყო.
ყველანი გაჩუმდნენ და პირველ გასროლას მიუგდეს ყური,
მაგრამ სიჩუმე თანდათან აუტანელი ხდებოდა. ისინი იმედის
223
თვალით შეჰყურებდნენ სათვალებიან არტილერისტს, რომელ-
მაც ისე, რომ დურბინდისათვის თვალი არ მოუშორებია, ტელე-
ფონის ყურმილი აიღო:
– „სპილო – ორი“, გადასწიე მარჯვნივ თხუთმეტი, დამუხტე,
მომახსენე. – ეს ისე ისმოდა, როგორც შესწორება, როგორც გა-
დამღობი ცეცხლის გადაწევა ჯერ კიდევ პირველ გასროლამდე,
ამიტომაც გენერალმა ჰკითხა:
– ხედავთ მათ?
ლეიტენანტმა პასუხი ვერ მოასწრო. დაბალ ოლეში, გაცილე-
ბით უფრო ახლოს, ვიდრე ისინი მოელოდნენ, აფეთქების რიგი
გაიფანტა და სახაზავივით სწორად გაწვა. წამში თანაბარი, მყიფე
ჭახანი მოისმა, თითქოს ვიღაცამ ფანჯარაში ერთი მუჭა ზოები შე-
მოყარაო, მერე კიდევ გაისმა. კიდევ და კიდევ.
პოლკოვნიკმა გენერალს მკლავში სტაცა ხელი და გახარე-
ბულმა რატომღაც ჩურჩულით უთხრა:
– ზალპსა სცემენ. – ტანკის ხმა კი არ ისმის. არტილერისტმა
ბრძანება გასცა:
– პირველებო, ცეცხლი!
აფეთქება არ დაუნახავთ, მხოლოდ უკნიდან მაღლა გაიზუზუ-
ნა ჰაუბიციდან გასროლილმა ყუმბარამ. გარღვევაზე გადასული
ბატალიონის ოდნავ მარჯვნივ აფეთქების ცეცხლოვანი შადრევა-
ნი ავარდა.
– ბატარეა, ქვემეხზე სამ-სამი, სწრაფად – ცეცხლი!
ჭურვებმა გუნდ-გუნდად გადაიქროლა, ტყეს დაეცა. იქ მტვრის
შვეული კედელი აღიმართა, რომელსაც ცეცხლის წითელი ზო-
ლები არღვევდა. . და აი, ბოლოს, გენერალმა სატანკო ქვემეხე-
ბის გუგუნიც გაიგონა და გაიცინა: „მიაღწია შარიკამ!..“
გრგვინავდნენ ზალპები, მათ შუალედებში ტყვიამფრქვევების
კაკანი ისმოდა, რიტმულად ისროდნენ სამოცდათექვსმეტმილი-

224
მეტრიანებიც, ქვემეხებიცა და ტანკიც გულმოდგინედ მოქმედებ-
დნენ. გუგუნი და აფეთქების ცეცხლი, რომელიც მოახლოებულ
დღის სინათლეზე თანდათან უფრო მკრთალდებოდა. თანაბრად
და განუხრელად მოიწევდნენ სათვალთვალო პუნქტისაკენ. დაბ-
ნეული გერმანელები კი იშვიათად და უმიზნოდ ისროდნენ, ეტყო-
ბა, ეშინოდათ თავისიანებისთვისვე არ მოერტყათ.
ამასობაში ბატალიონი თვალს მიეფარა, მაღალ ხეებს შეერია.
მალე სროლაც მაწყდა და მხოლოდ ძრავის გუგუნიღა ისმოდა ნა-
მიან ბალახზე.
ჰორიზონტიდან მზე ამოიწვერა და ამ დროს, განიერ მდელო-
ზე, ქვემოთ, მათგან მარცხნივ რომ მდებარეობდა, მეომრები გა-
მოცვივდნენ. მათ წყვილცხენშებმული ოთხთვალა მიჰყვა. ოთ-
ხთვალას კი გვარდიელების წრით გარშემორტყმული ტანკი. იგი
ფოლადის ტროსით ქვემეხს მოათრევდა. ზედ ტანკის გვერდით
გენერალმა მაღალი, მხარბეჭიანი ჯარისკაცი დაინახა, თავზე ქე-
რა თმების ზვინი რომ ადგა. მას გვერდით დაფხრეწილპიჯაკიანი
ჭაღარა კაცი მოჰყვებოდა. გენერალმა ჩერეშნიაკი შეიცნო, მუხ-
ლებზე ხელი დაირტყა და მის გვერდით მდგომ პოლკოვნიკს აჩ-
ვენა.
ისინი კი, ქვევით, ისევ გაქანებული მოდიოდნენ, მწყობრად,
ზევით აწვდილი შაშხანებით და საყვირლად დაღებული პირე-
ბით. ერთ წუთში მწყობრი უცბად გაიშალა და მეომრები ტანკს შე-
მოეხვივნენ, როცა საძრომში შავი მუზარადები და კომბინეზონე-
ბი გამოჩნდა, მებრძოლები ტანკისტებს ეცნენ, საძვრომიდან
ამოიყვანეს და ჰაერში სროლა დაუწყეს. მათი მხიარული შეძახი-
ლების ექო სათვალთვალო პუნქტამდე აღწევდა.
– გამოაღწიეს, – თქვა პოლკოვნიკმა. – მათი სიცოცხლე კი
ბეწვზე ეკიდა.
– ძაღლის ბრჭყალებზე, – შეუსწორა გენერალმა და დაუმატა:

225
– უკვე დროა, სტუძიანკაზე მივდივარ. პოლკოვნიკო, ყურად-
ღება მიაქციეთ, ბიჭები არ გამიჭეჭყონ და თქვენთან შტაბში და-
ტოვეთ, ცოტა ამოისუნთქონ...
ერთმანეთს მაგრად ჩამოართვეს ხელი.
გენერალი კიბესთან მივიდა და ნელა დაეშვა. თან შეწუხებუ-
ლი უგდებდა ყურს მისი სხეულის სიმძიმისაგან როგორ ჭრი-
ალებდა საფეხურები. ხეების წვერებს რომ ჩასცდა, უკვე ვეღარა
ხედავდა, როგორ მიირბინა კაპიტანმა ბარანოვმა ელენთან, რო-
მელიც ყველაზე ახლოს იდგა მასთან, ორივე ლოყაზე აკოცა და
უთხრა: „გმადლობთ, ძმებო“, მერე იქვე მიწაზე მიწვა და დაიძინა.
გენერალი ვეღარ ხედავდა გვარდიელებს, რომლებიც შარიკას
მიჯრით შემოჰხვეოდნენ და მისკენ ხელები გაეწვდინათ. ცდი-
ლობდნენ, ოდნავ მაინც შეხებოდნენ მას.
– როცა გენერალი უკანასკნელი საფეხურიდან მიწაზე ჩამოხ-
ტა, ერთ-ერთი მეავტომატე მიუახლოვდა და მოახსენა:
– მოქალაქე გენერალო, აქ ვიღაც კაცი გელოდებათ.
– ვინ არის? – მიმოიხედა გენერალმა.
მისგან რამდენიმე ნაბიჯზე ჩერეშნიაკი იდგა. მარცხენა ხელში
შაშხანა ეჭირა, მარჯვენა ხელით გაბანჯგლულ, ჭუჭყიან ლოყას
იწმენდდა და შეცბუნებული ბუტბუტებდა:
– ეს მე ვარ, პან გენერალო. აი, იმ ქაღალდის თაობაზე, ტყის-
თვის რომ..

226
თავი მეთხუთმეტე
„წითურა“
კოლტს აცილებული, დაჭრილი, ძაღლებისაგან დევნილი ტა-
ხი იბრძვის ხოლმე. სამაგიერო დარტყმებსაც ღებულობს, თვი-
თონაც ურტყამს, სისხლისაგან იცლება და მაინც უკანასკნელ წუ-
თამდე მრისხანე მოწინააღმდეგედ რჩება. როცა მდევრებს თავს
აღწევს,– ატყუებს მათ და ტყის ბნელ, ნესტიან ბარდებში თავს
შერგავს, მერე, ტკივილებისაგან თავს ვეღარ იმაგრებს, ჩაიკეცე-
ბა და იარების ლოკვას იწყებს.
ამის მსგავსი რამ გადახდა პორუჩიკ სემენის ტანკსაც. როცა
შარიკამ საწვავის ტუმბო მოიტანა და ძრავა ამუშავდა, ყველა სი-
ხარულმა აიტაცა. – ბრძოლა ისევ შეგვიძლიაო! მხოლოდ მას
შემდეგ, როცა ორმაგი ალყა გაარღვიეს და თავისიანებს მიაღწი-
ეს, შეამჩნიეს, რაც დამართოდა მანქანას მუხლების ქვეშ აფეთ-
ქებული ნაღმებისა და ყუმბარებისაგან. ერთი სიტყვით, ტანკი
ძირფესვიანად იყო შესაკეთებელი.
227
არც ეკიპაჟს დაჰკლებია რა. ელენს კისერზე იისფერი ლაქები
ჰქონდა, ალბათ სისხლის ძარღვი თუ გაუწყდა, როცა მთელი ძა-
ლით ჩაჭედილ სარქველს აწვებოდა. სემენს შუბლზე იარა გაუჩ-
ნდა, თუმცა არ ახსოვდა, როდის და რას გაჰკრა. სააკაშვილი
მარცხენა ფეხით კოჭლობდა, რომელიც ევინუვთან დაიზიანა.
იანეკს, მართალია, შეტაკებებისაგან არავითარი გარეგნული ნი-
შანი არ დარჩენია, მაგრამ ფეხზე ძლივს იდგა. ყველანი ტანკის
გვერდით, ბალახზე იწვნენ. მათთან იყო შარიკაც. მას ყურიდან
სისხლი სდიოდა და ზურგზე ნატყვიარი ალპებოდა. – ჩვენთან
გაცვლა უნდოდა, – ერთი და იმავე თემას მესამედ უბრუნდებოდა
სემენი – ეგონა, თავისი დავალება მეტად ადვილი იყო. და აი,
ჩვენ ცოცხლები ვართ, მათი ეკიპაჟი კი სულ...
– სეებს შორის ცეცხლს ვხედავდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ისი-
ნი იყვნენ. დავალება ადვილია თუ ძნელი, სულ ერთია, სიკვდილი
სიკვდილია... – ფილოსოფიურად შენიშნა გჟესმა. – არასოდეს
არ იცი, როდის შეეყრები მას. ცოტაც და ჩვენი ბუნდღაც კი აღარ-
სად დარჩებოდა. გერმანელები და ჩვენებიც ორივენი გრანატებს
გვესროდნენ, ძაღლმა კი გადაგვარჩინა, გმადლობთ, შარიკა,
რომ გადაგვარჩინე...
იანეკი დუმდა. ახლა გულს უმძიმებდა ის, რომ თავიდან ხო-
რუნჟი ზენეკის მიმართ სიმპათიებს არა გრძნობდა. ვინ უფრო
გვეცოდება? ვინც უფრო გვიყვარს, თუ ის, ვისაც საკუთარი
გრძნობებით არ ვანებივრებდით?
ეკიპაჟს ღიმილი გაუქრა და მერე, არც თუ ისე მალე დაბრუნე-
ბია, თუმცა მათში ახალგაზრდულმა შემართებამ გაიმარჯვა. რო-
გორც კი პირველ ღამეს გამოიძინეს, შედარებით მშვიდად რომ
ჩაიარა, უკვე ძალების მოზღვავება იგრძნეს და სურვილით ატა-
ცებულები, რომ რაც შეიძლება მალე მოეყვანათ ტანკი წესრიგში,
საქმეს შეუდგნენ. საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად ზრუნავ-
დნენ და ისე მოხდა, რომ სანიტრებისაგან დადებული სახვევები
228
გადაყარეს. მხოლოდ შარიკას არც ერთი არ აკლებდა მზრუნვე-
ლობას. ძაღლი ორი ნახვევით დადიოდა, რომლებიც ბეწვზე ლე-
იკოპლასტირით დაეწებებინათ.
მესამე დღისათვის თითქმის უკვე ყველაფერი მზად იყო. ყვე-
ლანი, გარდა იანეკისა, მექანიზმის შემოწმებას შეუდგნენ. იანეკი
კი გარიჟრაჟზე ოსტრუვში ბრიგადის საწყობისაკენ გაემართა, სა-
იდანაც ახალი რადიოსადგური უნდა წამოეღო, რადგან ძველი
უკვე მთლიანად მოშლილი იყო.
რაღა თქმა უნდა, შარიკაც პატრონს გამოეკიდა.
ლოდინმა გაცილებით უფრო დიდხანს მოუწია, ვიდრე ამას ია-
ნეკი ფიქრობდა. ჯერ ტექნიკოსები არ იყვნენ. ისინი მოწინავე პო-
ზიციებზე წასულიყვნენ დაზიანებული ტანკების შესაკეთებლად
და ბრძოლის ველიდან დამტვრეული მანქანების გადმოსაზი-
დად; მერე ლამპისათვის დაკარგა დრო, რომლისთვისაც ვისლის
მეორე მხარეს გაგზავნეს. იანეკს არაფრით არ შეეძლო ამ საქმის
დაჩქარება, ამიტომაც შტაბთან გაიარ-გამოიარა. ლიდკაც მო-
იკითხა, მაგრამ უპასუხეს, მთელი ღამე მორიგეობდა, ახლა სძი-
ნავს და გაღვიძება არა ღირსო.
თუმცა გასაღვიძებლად არც იანეკს დაუტანებია მათთვის ძა-
ლა, რადგანაც წესიერად თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა: ხო-
რუნჟი ზენეკის სიკვდილის ამბავი ეთქვა. თუ, უბრალოდ, ენახა
და გაეგო რაზე ფიქრობდა. შტაბის გადამწერლებმა შარიკასთან
ერთად სამზარეულოში მიიპატიჟეს, სადილით გაუმასპინ-
ძლდნენ და გამოჰკითხეს, როგორ იყვნენ საფარში, როგორ წა-
ვიდნენ ალყაში მოქცეულ ბატალიონის დასახმარებლად, რო-
გორ მიიტანა ძაღლმა წერილი და როგორ დაბრუნდა საწვავი
ტუმბოთი.
მზე უკვე ზენიტზე იდგა, როცა გაცემისა და მიღების რამდენიმე
აქტის შემოწმების შემდეგ, იანეკმა ბოლოს და ბოლოს რადიო-

229
სადგურის შეფუთვა და უკან გამობრუნება შეძლო. თაკარა სიც-
ხემ ჯერ კიდევ დილიდანვე შეაწუხა, მაგრამ მხოლოდ ახლა, რო-
ცა მინდორზე გამოვიდა, იგრძნო, როგორი აუტანელიც ყოფილა
იგი. მიწაზე ტრუსის სუნი იდგა, ჰაერში თხელი მტვრის ფენა ტრი-
ალებდა, თითქოს ჰაერი იწვისო. ყოველი ჩასუნთქვის შემდეგ
ფილტვებს სიმხურვალე ემატებოდა.
იანეკმა კომბინეზონის სახელოები იდაყვებს ზემოთ აიკეცა,
საყელო გაიღეღა. ხელში ოპტიკურსამინიანი შაშხანა ეჭირა, რო-
მელიც კაპიტან ბარანოვის ბატალიონის ქერათმიანმა გვარდი-
ელმა აჩუქა გამომშვიდობებისას.
მისი მეგობრები გაოცდნენ: „რამდენ ხანს ეძებდი ასეთ შაშხა-
ნას, ახლა კი სხვას აძლევ. ეს შენ გჭირდება და არა მაგას.“ სიტ-
ყვაძუნწმა ჯარისკაცმა მაშინ გრძელი სიტყვა თქვა: „საჩუქრის
ფასი იმით იზომება, თუ რამდენად საჭიროა ეს საგანი თვით გამ-
ჩუქებლისათვის. ზოგჯერ ერთი ლუკმა პური უფრო ბევრს ნიშ-
ნავს, ვიდრე ხელმძღვანელობისაგან ნაჩუქარი საათი. არ მინდა,
რომ პოლონელებმა მხოლოდ გატეხილი მუხლუხით გამიხსე-
ნონ. მე გავასაჩუქრებ იმას, რაც მე მაქვს და რაც ჩემთვის ძვირ-
ფასია.“ შაშხანას ფასს უმატებდა მის კონდახზე ჯაყვით გაკეთებუ-
ლი ნაჭდევები. სულ ცხრა ნაჭდევი ჰქონდა. ეს იმ ზუსტ სროლებზე
მიუთითებდა, რომლებიც ციმბირელს ევინუვთან ბრძოლაში გა-
ეკეთებინა.
იანეკი მინდორზე მიდიოდა, შაშხანის ლულა სანადირო შტუ-
ცერივით დაბლა დაეშვა. მის უკან აქოშინებული შარიკა მიძუნძუ-
ლებდა. სადღაც წინ ხანდახან ნაღმებისა და ჭურვების აფეთქება
ისმოდა, მაგრამ უკვე იშვიათად და თანაც უგულოდ, გასროლის
ხმებით მიხვდებოდი, რომ ეს უბრალო გაცვლა შეიძლება დაზ-
ვერვაც იყო და არა შეტევა.
ომმა თავისი სიმძაფრე დაკარგა: გერმანელებს შეტევისათვის
უკვე ძალები აღარ ჰყოფნიდათ, ჩვენების დარტყმები სუსტი იყო.
230
ჯერ კიდევ ვერ მოეკრიბათ ძალები. კოსს ეს ამბავი ცოტა უკვირ-
და კიდეც, რადგან იცოდა, მთელი ბრიგადა დასავლეთ სანაპი-
როზე გადაიყვანეს. გუშინდლიდან ინიციატივა ჩვენების ხელში
იყო და ბრძოლა უკვე სტუძიანკის დასავლეთით მიმდინარეობდა.
ჯერ კიდევ გუშინ გააფთრებული ომი იყო, დღეს კი, კვირადღეს,
ყველაფერი მიყუჩდა.
იანეკმა წყნარად გაიარა მინდორი, შევიდა ტყეში, მაგრამ
აქაც, მიუხედავად ჩრდილისა, მაინც მხუთრი იდგა. ბილიკი ხეებს
შერის მიიკლაკნებოდა. მარჯვნივ, ფართო, ღია სივრცე მოჩანდა,
რომელიც ოდნავ შეღმართზე მიიწევდა. ზედ შავად გამოიყურე-
ბოდნენ უწესრიგოდ მიყრილი, დამტვრეული და დამწვარი მანქა-
ნები, მაგრამ ვერ შეამჩნევდით ჩვენებისა იყო თუ გერმანელები-
სა.
ფერდობის შუაგულში, აგურის ქარხნის საკვამური მილის
გარშემო, ხეებს მწვანე კუნძული შეექმნათ. ეს მილი უკვე დიდი
ხანია არტილერისტებისათვის სამიზნეს მოვალეობას ასრულებ-
და. რამდენიმე ადგილას გახვრეტილიყო, წვერი ჩამონგრეოდა,
მაგრამ მილი კი მაინც იდგა. ჰორიზონტთან, გზის გაყოლებით,
ალვის ხეები აღმართულიყო. ისინი თანაბარ რიგად ჩამწკრივე-
ბულიყო, მარცხნივ კი ფიჭვის ფონზე არყის ხეები თეთრად გა-
მოიყურებოდა. მეტყევეების გადამწვარი ქოსის მახლობლად, სა-
დაც მიწა სანგრებით იყო დათხრილი, ნაძვის ხის მუქი რიგი გა-
მოირჩეოდა.
ბილიკი, რომელზედაც იანეკი მიდიოდა, ტყის ნაპირიდან სიღ-
რმეში უხვევდა. იანეკმა იცოდა, რომ ცოტა ხნის მერე ბილიკ”
ისევ იმავე მიმართულებით გაიკლაკნებოდა და, რაკი გზის შე-
მოკლება უნდოდა, ბილიკიდან გადავიდა და გზა მინდორზე გააგ-
რძელა. მაინც სულ ერთი იყო. ყველგან, – ტყეშიცა და მინდორ-
შიც, ერთნაირად ცხელოდა. იანეკს გზაში არავინ შეხვედრია,

231
მაგრამ, როცა გაშლილ ველზე გავიდა და მიჯნებს გასწვრივ გა-
უყვა, ნარის ბუჩქებზე დაიხარა. სწორედ ამ დროს ტყიდან ვიღა-
ცამ ხმამაღლა დაიძახა:
– უმცროსო სერჟანტო!
იანეკმა ამ ძახილს, ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო.
მხოლოდ შარიკამ ცქვიტა ყურები და იმ მხარეს მიბრუნდა, სა-
იდანაც ძახილი ისმოდა.
– იანეკ!
იანეკმა თავი მოაბრუნა და მარცხნივ ბუჩქებში ჩერნოუსოვის
ასეულის წითური სანიტარი დაინახა. იმან კიდევ რაღაცა დაუძახა
და ხელი დაუქნია. იანეკს გაუხარდა, თავი დაუქნია, ახლავე მო-
ვალო, მაგრამ გოგონამ, ეტყობა, ვერ გაუგო, რადგან ბუჩქები-
დან გამოვარდა, ხელები შეშფოთებით გააქნია და ანიშნა, ტყეში
შებრუნებულიყო. შარიკა პირდაპირ ხნულებში გარბოდა გოგო-
ნასაკენ და თათებით მტვერს აყენებდა.
იანეკმა ნაბიჯს უმატა. უცბად შაშხანიდან სროლა გაისმა. გო-
გონა დაეცა, ალბათ დამალვა უნდოდა. არა, ამიტომ არა. თავი-
დან ჩაჩქანი ჩამოუვარდა და კვალში ჩაგორდა. ღია წაბლისფერი
თმა გადმოუცვივდა. ვიდრე მიხვდებოდა რა მოხდა, ფეხებმა თვი-
თონვე წაიყვანეს იანეკი გოგონასაკენ. ის გრძელი ნახტომებით
გარბოდა, მოხნულში ფეხი წაუფორხილდა და სწორედ ამ დროს
მის თავთან ტყვიამ გაიწივლა. – ეს უკვე ხუმრობა აღარ იყო. ია-
ნეკი მიხვდა, რომ ეს შემთხვევით გასროლილი ტყვია არ იყო.
საქმე უკვე წრთობილ სნაიპერთან ჰქონდა, რომელიც საფარში
დამალულიყო. კიდევ ორი ნახტომი გააკეთა, კვალში ჩავარდა
და თავით მიწას მიეკრა, სირბილისაგან გულს ბაგაბუგი გაჰქონ-
და, მძიმედ სუნთქავდა, შუბლიდან ოფლი წურწურით ჩამოსდი-
ოდა. უნდოდა მაშინვე წამომხტარიყო და გოგონას მიშველებო-
და, მაგრამ ეს უაზრო სურვილი დასძლია, რადგანაც იცოდა, რომ
გოგონას მიხმარებას მხოლოდ მაშინ შესძლებდა, თუ ცოცხალი
232
გადარჩებოდა. გაშლილ მინდორზე ტყვია ადამიანზე გაცილებით
სწრაფია. ასე რომ, ტანი მიწისათვის არ მოუცილებია, ზურგჩან-
თის თასმები მოიხსნა, კვალში დატოვა, თვითონ კი მიჯნისაკენ
წაცოცდა. იქ თავი შედარებით თავისუფლად იგრძნო. ბალახით
დაფარული მიწის ვიწრო ზოლი, მინდორს რომ ჰყოფდა, ღრმად
იყო მოხნული და კარგად იფარავდა მოწინააღმდეგისაგან. მიჯნა
დაფარული იყო ხშირი, გამხმარი, მაგრამ მაღალი ბალახით. შიგ
ალაგ-ალაგ ნარის ბუჩქებიც ერია. იანეკმა თავი ოდნავ წამოსწია
და ათიოდე მეტრზე ქვა დაინახა.
ის იყო სავსით გადამწვანებული რიყის ქვა. ჩამომტვრეულ ნა-
პირზე გრანიტი წითლად გამოიყურებოდა. ალბათ ეს ქვა უხსოვა-
რი დროიდან იყო ამ მიწაში ჩაზრდილი, იმ დროიდან, როცა სკან-
დინავიის გამყინვარებამ პოლონეთში მოიტანა იგი. იანეკმა გა-
დაწყვიტა, თავის სიმაგრედ ეს ქვა ექცია. სწრაფად მიცოცდა. სი-
ნანულით გაიფიქრა, ნეტა აქა მქონდეს სანგრების სათხრელი ნი-
ჩაბიო. სნაიპერი სადღაც, მის მარჯვნივ უნდა ყოფილიყო. იმ მხა-
რეს რომ შემობრუნებულიყო, ხელებით მოუხდა მიწის გაქექვა
და თითებით სანგრის ამოფხოჭნა. ნეტა შარიკასნაირი ბრჭყალე-
ბი ჰქონოდა... ჰო, მართლა, სად დაიკარგა?
თუმცა რა დროს ძაღლზე ფიქრი იყო. წუთი წუთს მისდევდა,
ასიოდ მეტრის დაშორებით კი კვალში წითელთმიანი დაჭრილი
გოგონა ეგდო. იანეკს მისკენ გახედვა მოუნდა, მაგრამ თავი შე-
იკავა, ტუჩები მოიკვნიტა, მთელი სხეულით მოიგრიხა და საჭირო
პოზიცია დაიკავა. ბალახებსა და ნარის ბუჩქებს შორის ლულას
ნელა გააყოფინა თავი, მერე მიწა გაქექა და ბალახის ღეროებს
შორის ფრთხილად გაიხედა. ბორცვი ცარიელი იყო, უკაცრიელ
და ცვლილება არაფერს ეტყობოდა.
ქამრიდან გრძელი და ვიწროპირიანი მონადირის დანა
ამოიღო, ზედ ჩაჩქანი ჩამოაცვა და ნელ-ნელა ქვის ზემოთ ასწია.
ამ მოძრაობას მეტად ნელა ასრულებდა, თითო სანტიმეტრითა
233
სწევდა ზევით, რომ თავისი თავი არ გაეყიდა. როცა ჩაჩქანის შავი
ზედაპირი ქვას ორიოდ სანტიმეტრით ასცდა, სნაიპერი ანკესზე
წამოეგო და ისროლა.
იანეკმა ლოყაზე ტკივილი იგრძნო, გრანიტის ნამსხვრევები
მოხვდა. ტყვიისაგან გახვრეტილი ჩაჩქანი მიწაზე გადაგორდა.
მაგრამ ამ ეშმაკობამ ტყვილად ჩაუარა, გასროლის ნაპერწკალს
თვალი ვერ მოჰკრა. მზე ზენიტზე იდგა, თუმცა უკვე ოდნავ სამ-
ხრეთისაკენ გადახრილიყო და თვალებში უჭყიტინებდა. ტყის პი-
რას სეების კონტურები შავად გამოიყურებოდა. იანეკს მოეჩვენა,
როლის ხმა მეტყევის ქოსისაკენ მიმავალ გზაზე, არყის ხეებსა და
ორი ფიჭვის გვერდით – ნაძვის ხის მხრიდან მოდიოდა. მაგრამ
მიმართულების განსაზღვრა ცოტას ნიშნავდა. რაც მთავარია, არ
იცოდა, სად დაიმალა სნაიპერი.
იანეკმა თავისი მანევრი კიდევ ერთხელ გაიმეორა. ისევ გაის-
მა სროლა, მაგრამ ამჯერად ტყვია ჩაჩქანისაკენ როდი ისრო-
ლეს. მან ქვას მეორე მხრიდან ნაპერწკლები აადინა და მშრალი
ფხვნილის პატარა ღრუბელი დააყენა. იანეკმა თავი კვალში ჩარ-
გო და ზურგის გაყოლებით ცივი ოფლის ნაკადი იგრძნო. შიშმა
ყელში წაუჭირა.
მისი მოწინააღმდეგე მეტად ჭკვიანი და გამოცდილი სნაიპერი
ჩანდა. მიხვდა, რომ ჩაჩქანი მხოლოდ მახე იყო და ამიტომაც
ქვის ოდნავ მარცხნივ გაისროლა, მას რომ მარცხნივ კი არა, მარ-
ჯვნივ გაესროლა...
იანეკი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მტერს ლულა სწო-
რედ მისი საფარისაკენ ჰქონდა მიმართული, მას ვეღარაფერი
უშველიდა. უჩინარმა მტერმა მისი ადგილსამყოფელი ისე გაიგო,
რომ თავისი არ გაუცია. იანეკმა არ იცოდა, რა ექნა. მას შეეძლო
ტყემდე გაცოცება. ამისათვის ნახევარ საათზე მეტი არ დასჭირ-
დებოდა, მაგრამ საქმე თვითონ ხომ არ იყო მარტო. მინდორზე

234
იწვა მარუსია, რომელიც სწორედ მაშინ დაჭრეს, როცა მისი გაფ-
რთხილება უნდოდა.
უცბად იმ მხრიდან, საიდანაც ისროდნენ, ძაღლის ყეფა მოის-
მა. იანეკს ჯერ ეგონა მომეჩვენაო, მაგრამ ძაღლმა კიდევ დაიყე-
ფა. იანეკი რიყის ქვის მარჯვნივ ნახევარიოდე მეტრზე გაცოცდა
და ფრთხილად გაიხედა, მზე, რომელიც აქამდე ხელს უშლიდა,
ახლა მიეხმარა კიდეც. მან ნათლად დაინახა შარიკას შავი სილუ-
ეტი, რომელიც ფიჭვის ხეს ამოჰფარებოდა, დრუნჩი მაღლა აეწია
და არყის ხეს უყეფდა.
„ცუგო!“ – ნაზად გაიფიქრა იანეკმა.
არყის ხის წვერე რაღაცა გამოკრთა. ტოტები შეირხა. იანეკი
კონდახს მიეკრა, სამიზნეში გახედა. ლინზებმა ხე მოაახლოვა და
იანეკს საშუალება მისცა ადამიანის მოხაზულობა დაენახა, ხის
ფოთლებში რომ იმალებოდა. იანეკმა შეისუნთქა, მტერი ნიშანი
ამოიღო და სასხლეტს ხელი დააჭირა.
სროლის ხმა გაისმა, შარიკამ ყეფა შეწყვიტა. ერთ წამს ყვე-
ლაფერი დამშვიდდა, იანეკს უნდოდა თავი ჩაემალა, რომ ამ
დროს ფოთლებზე რაღაცამ გაიელვა. ზევიდან შაშხანა დაეშვა,
ტოტს, გამოეღო და ზედ ჩამოეკიდა. მერე ზევით ადამიანის ჩრდი-
ლი აცახცახდა და დედამიწაზე მოადინა ზღართანი. – ახლა არც
ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ, ვაითუ იქ
რამდენიმეა?.. იანეკი წამოხტა, ხელი დასტაცა ზურგჩანთას, შიგ
რომ რადიოსადგური ჰქონდა ჩადებული, და რამდენიმე ნახტო-
მით მარუსიასთან გაჩნდა. გოგონა ახლა უფრო პატარა მოეჩვე-
ნა, ვიდრე მაშინ, საფარში თერმოსით საჭმელი რომ მოუტანა
მებრძოლებს. მარუსია გვერდზე იწვა, ხელები წინ გამოეწია და
თავი მკერდზე ჩამოეშვა.
იანეკმა აიყვანა და განიერი ნაბიჯებით ტყისაკენ წაიყვანა.
ვიდრე მინდორზე მიდიოდა, ზურგიდან ვიღაცის მზერას გრძნობ-
და, ეჩვენებოდა ვიღაც მიზანში მიღებს და ან ახლა მომხვდება
235
ტყვია, ან ახლაო.
მაგრამ აღარავის უსვრია. იანეკი ტყეში შევიდა, ჩრდილში მი-
იმალა და გოგონა ბალახზე დააწვინა. მხოლოდ ახლა შეამჩნია,
რომ მარუსიას გიმნასტურა მარჯვენა ლავიწთან სისხლისაგან
დასველებული და გაშავებული იყო. მატერია დანით გაუჭრა, ჯი-
ბიდან ინდივიდუალური პაკეტი ამოიღო, გაგლიჯა და ჭრილობა
შეუხვია. – მტკივა, – წაიჩურჩულა გოგონამ და თვალები გაახე-
ლა. – ეს შენა ხარ, იანეკ? კიდევ კარგი, შენ რომ არ მოგხვდა.
– რატომ გამოიქეცი?
– ვიცოდი, რომ ისროდა. მოგკლავდა და ცოდო იყო ასეთი უმ-
ცროსი სერჟანტი. პოლონურად როგორ იქნება, კაპრალი?.. –
ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ძლივ-ძლივობით ლაპარაკობდა. – როგორ
გამომიყვანე?
– ჯობია, გაჩუმდე. ალბათ ფილტვებში მოგხვდა, – თითი ტუ-
ჩებთან მიუტანა. – ახლავე წაგიყვან, სადმე შესახვევ პუნქტს ვი-
პოვით.
ბუჩქებიდან შარიკა გამოხტა და კბილებში მატერიის ნაგლეჯი
ეკავა. ის უკანა თათებზე დაჯდა, ბრჭყალებით კოსის ჩექმებს და-
უწყო ფხაჭნა და დრუნჩი ზევით ასწია. იანეკმა თეთრ-ცისფერი შე-
მოსაკრავი გამოართვა, რომელზეც გოთური ასოებით იყო და-
ბეჭდილი „ჰერმან გერინგ“.
მარუსია იწვა და ყველაფერს უხმოდ აკვირდებოდა. როცა ია-
ნეკი ძაღლისაკენ მიბრუნდა, მას ზურგზე სნაიპერის შაშხანა შე-
ამჩნია.
– იმას ახსენი?
იანეკმა თავი დაუქნია:
– ორივემ – მე და შარიკამ. ეს რომ არ ყოფილიყო... მაგრამ,
შენი ლაპარაკი არ შეიძლება, გაჩუმდი..
იანეკი დაიხარა, გოგონა აიყვანა. მარჯვენა ხელი მარუსიამ
თვითონვე მიიდო მკერდზე, მარცხენა კი ყელზე მოხვია. იანეკის
236
კომბინეზონის ქვეშ, რომელსაც ზეთის სუნი ასდიოდა, მარუსიას
ესმოდა როგორა სცემდა კაპრალის გული.
– სად მიგყავარ, შორს?
– სადამდეც ძალა მეყოფა.
ბარდის ბუჩქებიდან ტყიან გზაზე გავიდა და სულის მოსათქმე-
ლად შეჩერდა. ბედმა გაუღიმა: მეწინავეთა მხრიდან ძრავის ხმა-
ური მოესმა და მალე მოსახვევიდან სატვირთო „სტუდებეკერი“
გამოვარდა. მანქანამ იანეკთან მკვეთრად დაამუხრუჭა და
მტვრის კორიანტელი დააყენა. კაბინიდან ვიხურამ გამოიხედა,
„ყაზახეთის გზების მეფემ“.
– კოს, აქ რას აკეთებ? – გოგონა დაიჭრა, სნაიპერმა ესროლა.
– მოიყვა კაბინაში. მეორე მხრიდან მოდი.
ვიხურამ კარი გამოაღო, იანეკი, როგორც იყო, საფეხურზე
ავიდა, მარუსია საჯდომზე ფრთხილად დაუშვა, თავი მძღოლს
მუხლებზე დაადებინა.
– სწრაფად წაიყვანე ჰოსპიტალში.
– გასაგებია, წავიყვან. მხოლოდ ერთი პირობით. ბოლოსდა-
ბოლოს მითხარი, რა მოხდა იქ, სელცში, მანქანა რომ შემირე-
მონტე?
– სისულელეებს თავი გაანებე. საბოლქვე მილში შარფი შევ-
ტენე.
– მერე?
– მერე ძაღლმა გამოაძრო. – ეშმაკმა წაგიღოს. მარჯვე თვალ-
თმაქცობაა. აბა, წავედი.
გოგონა პოლონურ ენაზე ლაპარაკს ყურს უგდებდა და ვერა-
ფერი გაეგო, მითუმეტეს რომ სალაპარაკო თემა მისთვის სრუ-
ლიად გაუგებარი იყო. ის იწვა, ფეხები მოეხარა და გაუბედავად
უცინოდა კოსს.
– დამიწერე შენი საველე ფოსტის ნომერი.
კოსმა ქაღალდზე სწრაფად დაჯღაბნა მისამართი და მარუსიას
237
შარვლის ჯიბეში ჩაუდო.
– წადი რაღა, იჩქარე. – მე მოგწერ. მიპასუხებ?
იანეკმა თავი დაუქნია, ხელი ჩამოართვა, საფეხურიდან ჩა-
მოხტა და კარი მიკეტა.
„სტუდებეკერი“ მძიმედ დაიძრა, ფრთხილად აუარა გვერდი
ჩახრამულ ადგილებს. იანეკი კიდევ რამდენიმე წუთს უყურებდა
მტვრის ღრუბლებს, მანქანის უკან რომ გაწოლილიყო და გა-
იფიქრა: „უნდა გამეგზავნა წერილი ეფიმ სემიონიჩისათვის. ალ-
ბათ, უკვე ორი თვეც იქნება, რაც აღარაფერი მიმიწერია“.
ის გზის პირას იდგა და მანქანას გაჰყურებდა. საკუთარი თავის
გადარჩენაზე მეტად ის უფრო უხაროდა, წერილის მომწერი რომ
ეყოლებოდა. ფრონტზე ის ჯარისკაცი, რომელსაც არავინა წერს,
სხვებთან შედარებით უბედურია. ყოველ ჯარისკაცს გააჩნია თბი-
ლი სიტყვის მოთხოვნილება, სწრაფვა ადამიანებისადმი, რო-
მელზეც თვით ცხარე ბრძოლის მძიმე წუთებშიც კი სიამოვნებით
იფიქრებდა.
იანეკმა მხოლოდ ახლაღა იგრძნო ძლიერი დაღლილობა. მი-
წაზე დაწვა. რამით მაინც რომ გაემართლებინა თავისი უსაქმუ-
რობა, შაშხანის კონდახზე ძველი ჭდეების გვერდით ახალის გა-
კეთებაც დაიწყო. გადაითვალა ისინი და ყველას სათითაოდ შე-
ახო თითი. ახლა უკვე ათი იყო. იანეკმა თითი ნერწყვით დაისვე-
ლა, მიწას დააწო და ბოლოს ჭდეს წაუსვა, რათა ძალიან ახალ
ნაჭდევს არ დამსგავსებოდა და სხვებისაგან არ გამორჩეულიყო.
შარიკა გვერდზე იწვა, პირი დაეღო; მძიმედ სუნთქავდა და
მთელი გულისყურით აკვირდებოდა, რას აკეთებდა მისი პატრო-
ნი.
უზომოდ გაიხარა, როცა იანეკმა შაშხანა გვერდზე გადასდო,
ხელით ბანჯგვლიანი დრუნჩი აუწია და, თუკი ძაღლის მიმართ შე-
იძლება ასეთი გამოთქმა, ორივე ლოყა დაუკოცნა.

238
ბოლოს წასასვლელად მოემზადნენ. იანეკმა რადიოსადგუ-
რიანი ზურგჩანთა გადაიკიდა და ჩქარი ნაბიჯით, ისე რომ გზაში
აღარაფერი შემთხვევია, თავის ტანკამდე მიაღწია, რომელიც
ტყეში, სანგარში იდგა.
– შენ მხოლოდ ჯანდაბაში უნდა გაგგზავნოს კაცმა. – წაუბუზ-
ღუნა სააკაშვილმა. – ჩვენ ყველაფერი მზადა გვაქვს. ტანკი სულ
გავაახლეთ. ჩქარა ააწყვე შენი ყუთი.
გუსტლიკი და ვასილი იქვე, ორ ნაბიჯზე ზურგით ხეს მიყრდნო-
ბოდნენ და ისხდნენ. იანეკმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ იმ
ნახევარი დღის მანძილზე, რაც არ ენახა, მისი მეგობრები, ძალზე
გამოცვლილიყვნენ. სულ სხვა ადამიანებად ქცეულიყვნენ და
აღარა ჰგავდნენ იმათ, ვისაც იანეკი ჯერ კიდევ ორიოდ დღის წინ
იცნობდა. საქმე ის როდი იყო, რომ თვალები მტვრისა და ცეც-
ხლისაგან დაწითლებოდათ, გამხდარიყვნენ და ლოყები ჩასცვე-
ნოდათ. იანეკისათვის ძნელი იყო ასეთი ცვლილების ახსნა იქნებ
ეს იმის ბრალი იყო, რომ უკვე გამოაჩნდათ ჯერ სულ ახალი,
წვრილი, თითქმის უჩინარი, ბევრისმეტყველი ნაოჭები. ცხოვრე-
ბა თავის კვალს ტოვებს ადამიანის სახეზე. ომი კი ამას განსაკუთ-
რებით ბასრი საჭრეთლით ჭრის. ომის ყოველი დღე მშვიდობია-
ნი ცხოვრების ალბათ რამდენიმე კვირასა და თვესაც კი უდრის.
იანეკი მექანიკოსის საძრომიდან მანქანაში შეძვრა, თავის
ადგილას დაჯდა და რადიოსადგურის დამონტაჟება დაიწყო. გჟე-
სი კი შიგ იყურებოდა და ლაყბობდა.
– იცი, აქ ახლოს სადღაც სნაიპერი ისროდა. მეავტომატეებიც
კი წავიდნენ, ეძებეს, ეძებეს და ვერაფრით ვერ იპოვეს. ბოლოს
ვიღაცამ მაინც გაურჭო და ჩამღრძვალი ყვავივით ხიდან ჩამო-
ვარდა. ეგ რაცია მალე რო მოგეტანა, იქ წასვლასაც მოასწრებდი
და მაგ „ჩიბუხსაც“ მოსინჯავდი, ციმბირელმა რომ გაჩუქა. თორემ
მარტო აქეთ-იქით დაათრევ და ვერაფერში ვერ იყენებ.
– რომელი „ჩიბუხი?“ – ჰკითხა იანეკმა და თან თავისთვის
239
იღიმებოდა: კარგად იცოდა, რომ ჯარისკაცები, ოპტიკური სამი
ხის გამო, სწორედ ასე ეძახდნენ სნაიპერის შაშხანას. მას ართობ-
და კიდეც ის ამბავი, რომ გჟესმა არაფერი იცოდა.
სააკაშვილმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, სემენი მოვიდა,
ტანკში სნაიპერის შაშხანის კონდახი შეჰყო და ჰკითხა:
– იანეკ, მაშ ეს შენ?..
კოსმა ჯიბიდან თეთრ-ლურჯი შემოსაკრავი ამოიღო და ვა-
სილს გაუწოდა. ელენმა პორუჩიკთან ერთად რომ მისულიყო
ტანკთან და ახლა შიგ იყურებოდა, დაუსტვინა, თითქოს ამით ამ-
ტკიცებდა, რომ ეს მართლაც ასეაო.
– მაშ, მოდი რაღა აქ, – გაუწოდა ხელი ვასილმა. – მოდი, და-
იხარე, – იანეკს თავში წაავლო ხელი და აკოცა.
– განსაკუთრებული არაფერი იყო, – დაიწყო იანეკმა განმარ-
ტება, – შარიკამ ისე მიაგნო, როგორც კაკაბს. იმ ხესთან მიირბი-
ნა, რომელზედაც გერმანელი იჯდა, და დაიყეფა.
– მერე, ცუდ გუნებაზე რადა ხარ? ეს ერთიორად სასიხარუ-
ლოა.
– სნაიპერმა მარუსია დაჭრა. გახსოვთ ის სანიტარი, „ოგონი-
ოკს“ რომ ეძახიან? ვიხურამ წაიყვანა ჰოსპიტალში.
– რას ამბობ! – შეწუხდა გუსტლიკი. – მძიმედ არის დაშავებუ-
ლი?
– მძიმედ.
– გადარჩება, მაშინვე ხომ წაიყვანეთ? ექიმები უმკურნალე-
ბენ.
იანეკს თვალზე ცრემლი მოადგა. ეს რომ შეამჩნიეს, სამივე
მეგობარი მოსცილდა და მარიკას დაუწყო ძებნა, რომ მადლობა
ეთქვათ მისთვის. იანეკმა ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა.
რადიოსადგური დაამონტაჟა. ბრიგადას დაუკავშირდა და მოახ-
სენა მხოლოდ შესამოწმებლად დაგიკავშირდითო. მერე ტანკი-
დან ამოძვრა.
240
– მუშაობს? – ჰკითხა ელენმა.
– მუშაობს. როგორც იცით, რადიოსადგური ყოველთვის წეს-
რიგშია, როცა ამოწმებ. როცა კავშირის დამყარებაა საჭირო, მა-
შინ კი გიმტყუნებს.
ვასილი ტანკის ბორტზე იჯდა, თავი უკან გადაეწია და ხეებს
შორის ცას შეჰყურებდა.
– ამინდი შეიცვლება? – ჰკითხა იანეკმა.
– არა, ისევ სიცხე იქნება, მაგრამ მე ღრუბლებს კი არ ვეძებ,
მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაზეც უკვე ვლაპარაკობდით: სახელ-
ზე.
– რაკი არ გინდათ, რომ წაბლა შევარქვათ, მაშ არც მე ვარ
თანახმა თქვენს ბუცეფალზე, – განაცხადა ელენმა.
– სწორია, – დაეთანხმა ვასილი. – ჩვენს ძრავას ცხენების
მთელი რემა ჰყავს. მერე კიდევ ტანკი გაცილებით მეტს ნიშნავს,
ვიდრე ცხენი. ეს რაღაც, უფრო ახლობელია. ეს, როგორც ადამი-
ანი, როგორც ამხანაგი... მოდით, „წითურა“ შევარქვათ.
– რატომ? – აღშფოთდა ელენი. – „წაბლაზე“ თანახმა არა
ხართ, ვითომ „წითურა“ ჯობია?
– მე აგიხსნი, – ჩაუკრა თვალი გჟესმა – შეხედე, მთელი ტანკი
ცეცხლისაგან გაწითლდა, მოყავისფრო გახდა. მარუსიას ხომ არ
შეარქმევ, ეგ გოგო არ არის. ამიტომაც „წითურა“ ზედგამოჭრი-
ლი იქნება.
გუსტლიკმა იანეკს შეხედა და შუბლზე იტკიცა ხელი.
– გასაგებია, ახლა ყველაფერს მივხვდი. თუკი იმ კარგ გოგოს
პატივსაცემად არქმევთ ამ სახელს, დაე, ასე იყოს. თანახმა ვარ.

241
თავი მეთექვსმეტე
იერიში
საღამოს, მსროლელთა ასეულიდან შიკრიკი მოვიდა და მათი
ტანკი სიბნელეში ახალ პოზიციაზე გადაიყვანა.
ისინი მაღალი ხეების ტოტებით შებურულ სანგარში დაბანაკ-
დნენ. მხოლოდ ერთ მხარეს – ტანკის წინ, გაშლილიყო დაბალი,
ფიჭვის ხშირი ამონაყარი, რომელიც ადამიანს მკერდამდე თუ
მისწვდებოდა. წარაფში კი მსროლელთა ქვეგანაყოფების პოზი-
ციები იყო.
ღამის დადგომასთან ერთად სიმშვიდეც ჩამოვარდა. გეგონე-
ბოდათ, ბრძოლა შეწყდაო. ომი მხოლოდ გერმანელებისაგან ატ-
ყორცნილი კაშკაშა შუშხუნით თუ შეახსენებდა ხოლმე თავს. შუშ-
ხუნები ბნელ ცაზე ნათელ რკალს მოსახავდნენ და დედამიწაზე
ეშვებოდნენ. მერე, ერთ ხანობას, ქვიშასა და ბალახზე განაგ-
რძობდნენ ბჟუტვას. ელენი კოშკში დარჩა პერისკოპთან, დანარ-
ჩენები კი დაბლა საბრძოლო მასალებზე მიწვნენ, მაგრამ ძილი
242
არც ერთს არ ეკარებოდა. ამის მიზეზი მაგარი ყუთების წიბოები
კი არ იყო – ასეთ წვრილმანს ყურადღებას არავინ აქცევდა, –
მათ ძილს უფრთხობდა ის, რომ ხვალ (ეს მათ კარგად იცოდნენ)
უკანასკნელი დარტყმა იქნებოდა სტუძიანკაზე.
– როგორ მოხდა, რომ სწორედ ხვალ დაარტყამდნენ უკანას-
კნელად? ეს იცის სარდლობამაც და შტაბმაც, მაგრამ მაინტერე-
სებს, რატომ გადაწყვიტა მეთაურმა მაინცდამაინც ხვალისათვის
და არა დღეისათვის ან ზეგისათვის?
ტანკში განათება გამორთული იყო. ის ციცქნა ნათურაც არ ენ-
თო, სამიზნეს რომ ანათებს ხოლმე, და იანეკი ისე ლაპარაკობდა
სივრცეში, რომ თავის გვერდით მეგობრების სახეებს ვერ ხედავ-
და. ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სააკაშვილი ალაპარაკ-
და:
– აი, მე რას გეტყვი. დავუშვათ, ვინმე დაგესხა თავს, დაგარ-
ტყა. თვალთ დაგიბნელდა, ფეხზე ძლივსღა ჩერდები, დარტყმებს
ერიდები, უკან იხევ. უცდი, ვიდრე თავში აურზაური დაგიწყნარ-
დებოდეს. მერე, როცა გონს მოეგები, იწყებ გარშემო სიარულს,
იცდი, ვიდრე, შენი მოწინააღმდეგე გაუფრთხილებლად მოიქ-
ცეოდეს და, სწორედ მაშინ ურტყამ. გაიგე?
– მერე ვინ იცის, რომ ისინი სწორედ ხვალ მოიქცევიან გაუფ-
რთხილებლად?
მათ ლაპარაკში ვასილი არ ჩარეულა. ტანკში სიჩუმე ჩამო-
ვარდა. გარეთაც სიმშვიდე იყო. თვით ქვეითებმაც, წარაფში რომ
შეფარულიყვნენ, სროლა შეწყვიტეს.
ასე გაიარა თხუთმეტიოდე წუთმა. მეგობრების თანაბარმა
სუნთქვამ იანეკიც მიაძინა. მოულოდნელად, შორს, მარცხნივ,
აქეთ-იქით სროლა გაჩაღდა. ისმოდა ავტომატებისა და ტყვიამ-
ფრქვევების ჯერის ხმა, გრანატების აფეთქება. მათ რამდენჯერმე
ნაღმმტყორცნელებიც გამოეხმაურნენ, მერე „ვაშას“ ძახილმა
გადაიქროლა და მალე ყველაფერი მიყუჩდა.
243
იანეკმა თავი ასწია, მიხვდა, რომ დანარჩენებსაც არ ეძინათ.
გუსტლიკი მოუსვენრად ტრიალებდა კოშკში მეთაურის ადგი-
ლას. კოსს არ უნდოდა პირველს დაეწყო ლაპარაკი.
– ტანკისტებო! – მოესმათ ახლო მანძილიდან. – გძინავთ?
– გვძინავს, – გამოეხმაურა ელენი, თან საძრომი გახსნა. ტან-
კთან ქვეითი ჯარისკაცი იდგა. – რა გინდა?
– გესმოდათ სროლა? ამბობენ, ახლა რუსებმა ალყა შეჰკრეს,
და სიბნელეში გერმანელები ამ ტყიდან გარეკესო.
ტელეფონებისა და რადიოსადგურების გარდა ყოველ არმია-
ში არსებობს ცნობების გავრცელების კიდევ ერთი საშუალება,
რომელიც არანაკლებ სწრაფად მოქმედებს, ვიდრე რადიოტალ-
ღები. ეს ჯარისკაცების ტელეგრაფია. ცნობა მთელ ფრონტს მო-
ედება, სათვალთვალო პუნქტიდან გადადის ბატარეის შიკრიკებ-
სა და მანქანების მძღოლებთან, ფრონტიდან ზურგამდე აღწევს
და ზურგიდან ფრონტამდე.
ბატალიონები და პოლკები, დივიზიები და კორპუსები უბრა-
ლოდ ხალხის მასა კი არა, უფრო სწორად, ცოცხალი ორგანიზ-
მია. ძალების თავმოყრა, დაცვა, შეტევა – ყველაფერი ეს ერთ
ხელზე თითების მოძრაობასა ჰგავს, თითების მოძრაობას კი
ნერვების საშუალებით მთელი სხეული გებულობს. ახლაც მთელ
ფრონტს ჟრჟოლასავით დაურბინა ცნობამ, რომ ალყის წრე შეიკ-
რა და „ჰერმან გერინგის“ დივიზიის სატანკო სოლი „ტომარაში“
ზის.
– ახლა მიხვდი, იანეკ? – ჰკითხა სემენმა.
– გუშინ, დღეს, ან თუნდაც რამდენიმე წუთის წინათაც რომ
ვკვეთებოდით, ჰიტლერელები მოახერხებდნენ რეზერვების თავ-
მოყრას, ანდა უკან დახევას.
– მეც მაგას ვეუბნებოდი. – ჩაურთო გუესმა, – თუ გირჩას ცუ-
ლის ყუით დაჰკრავ, მხოლოდ ტოტი შეირყევა. თუ კაკლის გატეხ-

244
ვა გინდა, რამე მაგარი დასცე. აი, ახლა, როცა ისინი ალყაშემორ-
ტყმულნი არიან...
სემენი ადგა, ელენს უბრძანა, კოშკი გაეთავისუფლებინა და
დაწოლილიყო. იანეკი და გჟესი წამოცვივდნენ მეთაურის შესაც-
ვლელად, მაგრამ მან ამის გაგონებაც კი არ ისურვა, ისინიც და-
საძინებლად გაისტუმრა.
მეგობრებმა იცოდნენ, რომ მეთაურს დაჟინება არ უყვარდა
და, რომ მასთან კამათი მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე შეიძ-
ლებოდა. ამიტომაც მორჩილად მიწვნენ ყუთებზე.
სემენმა საძრომი გახსნა. ცაზე მოციმციმე ვარსკვლავებს შე-
ხედა და თავის ბრძანების მკაცრი ტონი რომ შეერბილებინა,
ჩურჩულით თქვა:
– იძინეთ, ბიჭებო, ხვალ კარგი დარი იქნება.

– აბა, ადექით! – ყველას სწრაფად გამოეღვიძა და ვერ გარ-


კვეულიყვნენ, რამდენ ხანს ეძინათ – ერთ წუთს თუ რამდენიმე
საათს. ისევ ბნელოდა. ღია საძრომში სემენის აჩრდილი მოჩან-
და. – მოდით აქ!
– მეგობრები ერთად წამოცვივდნენ და მეთაურთან კოშკში
აძვრნენ.
– მანქანა მოვიდა და ვიღაც ტანკისტებს კითხულობს. იმიტომ
გაგაღვიძეთ. ეგებ ხელმძღვანელობაა-მეთქი.
ბუჩქებში ადამიანის ფეხის ხმა და ტოტების ლაწალუწი გაისმა.
– ეჰეი, მანდ ვინმეა? – შენ ვინღა ხარ? – მზარეული, ვერ მი-
ცანით? – მარჯვნიდან მოუარე...
კაპრალი ლობოცკი ჯავშანზე აძვრა და კოშკამდეც მიაღწია.
ლოყებჩამოკიდებული და წელში ოდნავ მოხრილი ლობოცკი იმ
ხნის მანძილზე, რაც ერთმანეთი გაიცნეს, თითქმის არ შეცვლი-
ლიყო. მხოლოდ ეს იყო, ოდნავ გამხდარიყო. თუმცა შეიძლება
სიბნელეში ეჩვენებოდათ ასე.
245
– აა, ეს თქვენა ხართ – ოთხი უმწიკვლო ტანკისტი და პატივ-
ცემული ძაღლი? წადით აი, იქ, პირდაპირ და სამზარეულოში
ხორცი, ყავა და პური მიიღეთ. ყავა შეგიძლიათ თერმოსში ჩაის-
ხათ. მე კი ამასობაში წავიძინებ.
სემენის ბრძანებით ელენი ტანკში დარჩა, დანარჩენებმა კი
კარდალებს სტაცეს ხელი და ტანკიდან რიგ-რიგობით ამოძ-
ვრნენ. იანეკმა ჯერ შარიკა ამოსვა და სულ ბოლოს თვითონ ამო-
ვიდა. მზარეულმა ხელი სტაცა და გააჩერა:
– კოს, ვიხურას შევხვდი, მომარაგების რაზმეულში რომ მუშა-
ობს, და მთხოვა გადმომეცა: დაჭრილი გოგონა ვისლის გაღმა
გავიყვანე და სანიტარულ მანქანას ჩავაბარეო.
– მადლობელი ვარ, რომ მითხარი. – არაფერს, – მხრები აი-
ჩეჩა ლობოცკიმ.
სამზარეულოს ნახვა არ გასჭირვებიათ – შარიკამ ისინი უშეც-
დომოდ მიიყვანა. ხეებს შორის ვიწრო ნაკაფზე მანქანა იდგა.
მანქანაზე ორი ქვაბი იყო დამაგრებული. გასანელებელი მილი-
დან ორთქლი ამოდიოდა, მძღოლს საჯდომზე ეძინა. კაბინის კა-
რი გამოეღო და იქიდან მოკლედ შეკრეჭილთმიანი თავი მოუჩან-
და. სიბნელის მიუხედავად, შოფერს ჭორფლი მაინც ეტყობოდა,
გჟესს უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ სემენმა არ დაანება.
– გაუშვი, ეძინოს!
მათ ხორბლის მომწარო ყავა დალიეს, ორ კარდალში მოხარ-
შული ხორცი ჩააწყვეს, ბრეზენტის საფარს ქვეშ პურსაც მიაგნეს.
როცა ტანკთან დაბრუნდნენ, მზარეულს ჯავშანზე ეძინა. თავქვეშ
შარიკას დახეული ქვეშაგები ედო.
– თავქვეშ დავუდე, კოპები რომ არ გასჩენოდა, – უთხრა მათ.
ელენმა.
– ისე სძინავს, გაღვიძება დაგენანებათ. სანამ დაიძინებდა,
ჯერ ყველა წმინდანს უხმო.
გრიგოლმა თვალებში წყალი შეაშხეფა. მზარეული წამოხტა,.
246
თვალები მოიწმინდა და ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა:
– დღე ვხარშავ, ღამით ვარიგებ... მერე დაბლა ჩახტა და ხშირ
ფიჭვნარს შეერია.
– მოიცა, – დაუძახა იანეკმა. – ძაღლი გაიყოლე. ის მიგიყ-
ვანს. – შარიკ, სამზარეულომდე მიიყვანე!
ძაღლი და მზარეული სიბნელეში გაუჩინარდნენ, რამდენიმე
წუთის შემდეგ კი ტანკისტებს მომართული ძრავის ბუყბუყი მოეს-
მათ. ნაგაზი დაბრუნდა, კუდი მხიარულად გააქიცინა. კბილებით
უმი ხორცის მოზრდილი ნაჭერი ეკავა.
განთიადამდე ცოტა დრო რჩებოდა. მეგობრებმა სემენი და-
ითანხმეს, რომ ცოტა ხნით მაინც დაწოლილიყო, და შეჰპირდნენ
მაშინვე გაგაღვიძებთ, როგორც კი რამე დაიწყებაო. მერე სამივე.
კოშკში მოთავსდა. ელენმა ხორცის ნარჩენებს პურიც მიატანა და
მადიანად შეექცა. იანეკი და გჟესი ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.
აღმოსავლეთით ცა ვარდისფრად შეიღება. ვარსკვლავები ჩაქრა
და ჯავშანს ნამი დაედო.
პორუჩიკი გვერდზე გადაბრუნდა, ამოიოხრა და რაღაცა წა-
იბუტბუტა. იანეკი საჯდომიდან ჩამოძვრა, დაბლა ჩაიხარა და
ჩურჩულს მოჰკრა ყური:
– ლუბა, მოვალ... ახლავე...
ტანკში დაბლა ბნელოდა, მექანიკოსის ღია საძრომიდან სი-
ნათლის ნაცრისფერი სვეტი შემოიჭრა, რამაც ვასილის სახე ღია
ლურჯი ჩრდილებით დაფარა. იანეკი მეთაურს დააცქერდა და ახ-
ლა გაცილებით ახალგაზრდად ეჩვენა, ვიდრე იყო. ტუჩები პატა-
რა გოგონასავით დაბურცვოდა და დასველებოდა. კოსმა გა-
იფიქრა, ხომ შეიძლება სემენი ჩემი უფროსი ძმა ყოფილიყოო.
ეკიპაჟის უფროსი ასაკით უფროსს როდი ნიშნავს.
– მანდ რა ამბავია? – ჩუმად ჰკითხა გჟესმა.
– არაფერი, ძილში ლაპარაკობს, – უპასუხა იანეკმა.
საიდანღაც, იქვე ახლოს, სატანკო ქვემეხი ხმაურით გავარდა.
247
გასროლის ექომ გადაიქროლა და უკანვე დაბრუნდა ტყეში. სე-
მენმა იმავ წამს თვალები გაახილა.
– მესმის, – გერმანელებმა გათენება გვამცნეს. – წამოჯდა და
საათს დახედა. – თხუთმეტ წუთში იანეკი რადიოსადგურს მიუჯ-
დეს, მანამდე კი, ჯობს, ვისაუზმოთ. ყავა დაასხით.
პურის ნაჭრები შეჭამეს, კარდალა კი, შიგ ორი ბოთლი ყავა
რომ ესხა, ერთმანეთში ჩამოატარეს და ბოლომდე გამოწრუპეს.
– ახლა კი ადგილებზე! – სანგარი, რომელშიაც ტანკი იდგა,
არცთუ ისე ღრმა იყო და სამიზნეებს არ ფარავდა. გჟესი და იანე-
კი, მიწიდან ნახევარი მეტრით დაბლა ისხდნენ, მხოლოდ იმ ხე-
ებს ხედავდნენ, ფიჭვის ხშირ წარაფთან ახლოს რომ განლაგებუ-
ლიყო.
ჰორიზონტზე მზე ამოცურდა. მის სხივებზე იანეკმა სამიზნედან
ხეებზე ცვარის წვეთებისაგან დაკიდებული ჭაღარა ზოლები შეამ-
ჩნია. ტოტებს შორის პატარა, მწვანე ობობა დაცოცავდა და გულ-
მოდგინედ ქსოვდა ქსელს. მთელი ღამის დასვენების შემდეგ
გულმოდგინედ მუშაობდა, ის კი არ იცოდა, რომ ფოლადის გო-
რაკი ადგილიდან დაიძრებოდა, ფიჭვის ქორფა ხეებს დაჭეჭყავ-
და და აბლაბუდასაც ზედ მიაყოლებდა. კოსს ეს მშრომელი არსე-
ბა შეეცოდა. ისიც კი განიზრახა, ტანკიდან გასულიყო და ობობა
ტოტიანად სადმე გვერდზე გადაეტანა, მაგრამ იქვე გადაიფიქრა,
ამას აზრი არა აქვს, რადგან ვინ იცის რა გველისო.
შეიძლება სწორედ ახლა, განთიადისას, ჯავშანზე არეკლილმა
დილის მზის სხივებმა ისინი გასცა და იქვე სადმე მიმალულმა
„ფერდინანდმა“ უკვე დაუმიზნა მათ ქვემეხი. შეიძლება მის ლუ-
ლაში უკვე შეუშვეს კიდევაც ჭურვი და საკმარისია ოდნავ დააჭი-
რონ თითი, რომ... არა, ამის მსგავსი არაფერი მოხდება, რადგან
ტანკი კარგად არის შენიღბული, თანაც მზე ჩვენი მხრიდან ანა-
თებს. სულ სხვა საქმეა ის ტანკები, რომლებიც ამ ნორჩი ხეების
იქით დგანან და დასავლეთიდან დაიწყებენ შეტევას. მხოლოდ
248
გახსნილ პერისკოპებს შეეძლოთ მათი გაცემა.
ყურსაცვამებში სტვენა გაისმა და მას მალე ხმაც მოჰყვა: –
„რცხილა“, „მუზა“, „წიფელი“, „ფიჭვი“, „ნაძვი“, „ლარიქსი“? მე
„ვისლა“ ვარ, მე „ვისლა“ ვარ. მომახსენეთ, როგორ გესმით. გა-
დავდივარ მიღებაზე.
ლიდკა იყო. ნამძინარევი ხმით ლაპარაკობდა. ალბათ, ჯერ
კიდევ ერთი წუთის წინ მაგრად ეძინა.
– „ვისლა“, მე „ნაძვი“ ვარ! მესმის თქვენი. გადავდივარ მიღე-
ბაზე.
– მე „მუზა“ ვარ! მესმის... – ასეულები რიგრიგობით უპატაკებ-
დნენ. სმაზე ემჩნეოდათ, რომ ჩვეულებრივზე შედარებით მშვი-
დად და მხნედ უპატაკებდნენ, იანკმა შეიცადა და სულ ბოლოს
მოახსენა:
– „ვისლა“, მე „რცხილა“ ვარ. კარგად მესმის. გადავდივარ მი-
ღებაზე.
ლიდკას არ უთქვამს „რცხილა-პირველიო“, არამედ პირდა-
პირ მთელი ოცეულის სახელწოდება გადასცა, მიუხედავად იმი-
სა, რომ ამ ოცეულიდან მხოლოდ მათი ტანკიღა იყო გადარჩენი-
ლი. ხორუნჟი ზენეკი თავის ეკიპაჟიანად დაიღუპა, როცა მტრის
ცეცხლის ყურადღება თავისკენ გადაიტანა და ამით დაფარა სე-
მენის ეკიპაჟის გარღვევა ალყაში მომწყვდეული ბატალიონისა-
კენ. ეს ამბავი უფრო ადრე მოხდა, ვიდრე მექანიკოსის მიერ და-
ჭერილი ქათმის ბულიონი მოიხარშებოდა. მეორე დღეს კი მესა-
მე ტანკმა პირდაპირ ძრავაზე მიიღო დარტყმა. ის საწევრებით წა-
ათრიეს და. ახლა შტაბთან იდგა, როგორც უძრავი საცეცხლე
წერტი.
– მე „ვისლა“ ვარ. მესმის ყველასი. შენიც – „რცხილა“.
იანეკმა არ იცოდა როგორ გაეგო მისი ეს უკანასკნელი სიტ-
ყვები: როგორც განსაკუთრებული სიმპათია, თუ როგორც და-

249
ცინვა. განაწყენებულმა მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა და მაშინ-
ვე სიხარულით გაიხსენა თუ რა უბრალოდ და ბუნებრივად გა-
ინასკვა მისი ახალი ნაცნობობა. „თუ ამ ბრძოლიდან ცოცხალი
გადავრჩი, რამდენიმე დღეში ჰოსპიტალიდან წერილს მივიღებ.
მერე მივწერ, რომ ჩვენ ტანკს „წითურა“ დავარქვით. და, კიდევ
მივწერ: „მარუსია, ეს შენი თმების გამო დავარქვით-მეთქი ასე...“
არტილერიამ გამოიღვიძა. სროლის ხმები არ ისმოდა, არც
ჭურვები დაზუზუნებდნენ თავზე, მხოლოდ სადღაც მათ წინ სკდე-
ბოდნენ. ალბათ იქითა მხრიდან, დასავლეთიდან ისროდნენ.
ამას გუმანით თუ მიხვდებოდი, რადგან იანეკს წინ ამოზრდილი
ნორჩი ფიჭვები ხედვას უშლიდა.
– ფოლვარკს ურტყამენ, – თქვა სემენმა. – ახლა კი ალბათ
მალე...
ტანკის კოშკურიდან ექვსასიოდე მეტრის დაშორებით ქვის შე-
ნობების უზარმაზარი მასივები მოჩანდა, რომლებიც სანახევ-
როდ დანგრეულიყო და ფანჯრების მაგივრად შავად დაეღო ხახა.
ორ სახლს შორის ეზოს ნაწილიც ჩანდა: მარჯვნივ მოკირ-
წყლული გზა იყო, მასთან ცოტა ახლოს – ვაშლის მეჩხერი ბაღი,
სადაც რამდენიმე სხვადასხვა ფერის სკა იდგა. ეზოს შენობებსა
და ფარდულების გარშემო მტვერი ბოძებად ასვეტილიყო. ერთ-
ერთმა ჭურვმა იქვე, გზისპირას მდგარ ქვემეხს ნიღაბი ჩამოაცა-
ლა. ვასილმა ქვემეხი მიზანში ამოიღო, მაგრამ არ გაისროლა.
– ნიშანი ჯერ კიდევ არ არის? – ჰკითხა კოსს. – სდუმან.
უფრო შორიდან, ფოლვარკის მეორე მხრიდან, სადაც გადამ-
წვარი სოფლის იქით ტყე გადაჭიმულიყო, ძრავების გუგუნი და
სატანკო ქვემეხების სროლა გაისმა.
სემენი მიხვდა, მეთაური ახლა სწორედ იქ იქნებოდა, ამიტო-
მაც შეტევაზე გადასვლის ბრძანება რადიოთი კი არა, პირობითი
ნიშნით მიიღო. „ისინი წავიდნენ, ჩვენ კი საფარში დაგვტოვეს, –

250
გაიფიქრა მან. – მზე ზურგიდან აჭერს, გერმანელები ვერ შეგვამ-
ჩნევენ“.
სამხრეთიდან, არც თუ ძალიან მაღლა, თვითმფრინავების ეს-
კადრილია გამოჩნდა. ისინი ფოლვარკს უახლოვდებოდნენ.
თვითმფრინავებმა თავიანთი მწყობრი შეცვალეს: ახლა ისე მოფ-
რინავდნენ ერთიმეორის უკან, გეგონებათ ერთმანეთზე თოკით
არიან გადაბმულიო.
წინამძღოლი თვითმფრინავი პიკზე გადავიდა და ბომბები ჩა-
მოყარა. მერე ისევ მაღლა ავარდა. ახლა მეორემ დაიწყო შეტევა.
მიწიდან ქვიშის, მორის ნაგლეჯებისა და აგურის უზარმაზარი
სვეტები ავარდა.
– იქ რა ხდება? – შეწუხდა სააკაშვილი.
– „მესერები“ ჩვენებს ჩეხავენ, – უთხრა ელენმა. – შეხედე ერ-
თი, ხალუპა დაიძრა.
– ვხედავ, თვალყური ადევნე და დაიმახსოვრე, სად გაჩერდე-
ბა, – უპასუხა სემენმა.
– ვესროლოთ?
ვასილს პასუხი არ გაუცია. მშვიდად გადასწია ლულა და მოძ-
რავი სახურავი მიზანში ამოიღო. ძნელი არ იყო იმის მიხვედრა,
რომ სახლის ფორმით შენიღბული ტანკი მოდიოდა და სახურავსა
და გადარჩენილ კედლებს მოათრევდა. მისი განადგურება ადვი-
ლი საქმე იყო, მაგრამ ამით საკუთარ პოზიციას გასცემდა.
თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს და ახლა, გამწარებუ-
ლი ბზიკებივით ქვემეხებსა და ტყვიამფრქვევების გრძელი ჯე-
რით სოფლის იქით მდებარე ტყეს ნესტრავდნენ.
დედამიწაზე ტყვიებისა და ჭურვების წვიმა მოდიოდა. აფეთქე-
ბული ბომბებისაგან ავარდნილი მტვრის კორიანტელი მაღლა
ცაში ნელ-ნელა იბოლქვებოდა. მარტო იმის გაფიქრება, რომ
ყველაფერი ეს მათთან ახლოს, დაახლოებით კილომეტრნახე-
ვარში ხდებოდა, ტანში ჟრუანტელს ჰგვრიდათ.
251
აღმოსავლეთიდან, მიმალული ტანკების თავზე, ორმა წყვილ-
მა გამანადგურებელმა გადაიქროლა. „მესერშმიტებმა“ უცბად
შეწყვიტეს შეტევა და სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდნენ –
ბოლო თვითმფრინავმა საშიშროება ძალიან გვიან შეამჩნია და
გაპარვა ვეღარ მოასწრო, ტყვიამფრქვევების ჯერისაგან დაც-
ხრილული აფეთქდა და ტყეში ჩამოვარდა.
გამანადგურებლები გერმანელებს დაედევნენ და მიიმალნენ.
ცა ისევ დაცარიელდა. ფოლვარკის მხრიდან გერმანელთა ტან-
კების სროლისა და ნაღმსატყორცნების კაკანი ისმოდა. ჭურვები
სოფლის იქით ფეთქდებოდა, აქეთ კი, ტყის პირას, სრული სიმ-
შვიდე იყო.
– მოიგერიეს? – იკითხა სააკაშვილმა.
– მოიგერიეს.
– ჩვენ კი აქ გულხელდაკრეფილნი ვსხედვართ... – შეწუხდა
იანეკი.
– ერთი მაგათი პატრონის ქვეყანაც... – შეაწყვეტინა გრი-
გოლმა.
– თვითონ არ კითხულობდი წუხელ, – მიუბრუნდა სემენი
კოსს, – საიდან იცით, რომ მოწინააღმდეგე გაუფრთხილებელ ნა-
ბიჯს გადადგამსო. უთუოდ გადადგამს. ჰოდა, ველოდებით, ვიდ-
რე ჭკუას წააგებდეს.
ერთხანს ტანკში სიჩუმე ჩამოვარდა. ჯავშანს ქვეშ სული ეხუ-
თებოდათ. შარიკას ახალი ხორცის ჭამის შემდეგ მშვიდად ეძინა.
ელენი მიეჩვია მოვლენების ფილოსოფიურად შეფასებას და უკვე
აღარაფერი აკვირვებდა, თვითონაც წათვლიმა, ჩამოყვინთა, თა-
ვი ჯავშანს ჩამოჰკრა, გამოიღვიძა და დაამთქნარა. იანეკმა ტყვი-
ამფრქვევს საკეტი გამოაცალა, გასინჯა, მტვერს სული შეუბერა
და ისევ ადგილზე ჩასვა.
ყოველი მათგანი თავისებურად ჰკლავდა მოლოდინის მტან-

252
ჯველ წუთებს. დილიდანვე ბრძოლაში რომ ჩაბმულიყვნენ, ფიქ-
რებში წასვლის დრო აღარ ექნებოდათ. ახლა კი, როცა უკვე ცნო-
ბილი გახდა ასეულის წარუმატებელი შეტევა, რომელსაც სოფ-
ლის მოპირდაპირე ბოლოში ეკავა პოზიცია, ცუდი სურათები
წარმოუდგათ: გადაბუგული ტანკები, ჭურვის ნამსხვრევებისაგან
დახოცილი ადამიანები. ტანკის საათის ტიკტიკში, ქარის მსუბუქ
ქროლვაში, გაფრენილ წუთებში – ყველაფერში შიში იყო ჩაქსო-
ვილი. გჟესმა ცეცხლმქრობისაკენ წაიღო ხელი. ის იყო უნდა შე-
ხებოდა, რომ ისევ უკან გამოსწია. მერე სიმღერაც სცადა, მაგრამ
არ გამოუვიდა. საძრომის ხუფი გასინჯა, ჯავშანს ხელი გადაუსვა.
– ყოჩაღ, „წითურა“, – წაიჩურჩულა და ხმამაღლა დაუმატა: –
ჩანს რამე, ვასილ?
როცა გამოჩნდება, გეტყვით.
ფოლვარკის სახლებიდან რამდენიმეჯერ სხვადასხვა დროს
ტყის მიმართულებით ნაღმები ისროლეს, რომლებიც აფეთქების
ადგილზე მარაოსავით გაიშალა. სემენი ხედავდა, როგორ იც-
ვლიდნენ პოზიციას. ჯარისკაცთა ერთ გათვლას სტერეომილი გა-
დაჰქონდა და აკაციასთან გათხრილ პატარა სანგარზე ამაგრებ-
და. მერე დაიმახსოვრა ადგილი, სადაც ისინი შეიმალნენ. ბო-
ლოს შეამოწმა, ისევ თუ იდგა გზასთან სახურავით შენიღბული
გერმანელების ტანკი და ქვემეხი.
– მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ფრიცები ცოტას ნერ-
ვიულობდნენ.
ახმიანდა საბჭოთა ჰაუბიცების ბატარეა. ხეებს შორის აფეთ-
ქების შადრევნები ავარდა, ჭურვებმა სარდაფის ქვის კედელი ჩა-
მოანგრია. დასაწყისში სემენი ზალპებს ითვლიდა, მაგრამ მალე
აერია, რადგან სხვა ქვემეხებიც შეუერთდა და ცეცხლი გაძლიერ-
და. ბოლოს არტილერია მიყუჩდა. მარტო ძრავების ხმაური და
ტყვიამფრქვევთა გრძელი ჯერის ხმა ისმოდა სოფლის იქით.

253
ეტყობა, გერმანელებმა კონტრშეტევა გადაწყვიტეს. მო-
ულოდნელად ნიღაბი ჩამოიცილეს და საფარიდან ჯერ ორი, მერე
კი ოთხი ტანკი გამოძვრა. მტვრის კორიანტელი დააყენეს და
გზაჯვარედინისაკენ გასწიეს. სემენმა ტუჩებზე იკბინა: ერთი სუ-
ლი ჰქონდა, ვიდრე გერმანელებს რამდენიმე ჭურვს მაინც ესრო-
და. ტანკები სახლებს და ხეებს მიეფარნენ.
სამხრეთიდან, ახლა უკვე გაცილებით მაღლა, თვითმფრინა-
ვების ორი ესკადრილია გამოჩნდა. ვასილმა ღიმილით შეხედა
მათ და იმ მომენტში, როცა თვითმფრინავებმა წყობა შეიცვალეს
და დაბომბვისათვის მოემზადნენ, ხელების ფშვნეტა დაიწყო.
იანეკ, მოდი აქ, ჩქარა! იანეკი მორჩილად აძვრა ზევით და სე-
მენის წინ გაჩერდა. – გაიხედე პერისკოპში, რას ხედავ. – თვით-
მფრინავებს.
– ყურადღება, ახლა დაბომბვას დაიწყებენ, – გააფრთხილა
სემენმა – ჩვენებმა საარტილერიო მომზადება გაიარეს, მაგრამ
შეტევაზე არ გადავიდნენ. გერმანელებმა კი, იმ შემთხვევისათ-
ვის თუ საბჭოთა ჯარები შეუტევდნენ, ავიაცია გამოიძახეს, ეტყო-
ბა, დაძაბულობას ვეღარ გაუძლეს და იერიშზე წამოვიდნენ. ეს
უთუოდ შეცდომა იყო, რაც მეტად ძვირად დაუჯდათ.
გერმანელმა მფრინავებმა ტანკებისაგან აყენებული მტვრის
კორიანტელი რომ შეამჩნიეს, შეტევის ობიექტად ჩათვალეს, პიკ-
ზე ღრიალით გადავიდნენ და ბომბები ერთიმეორის მიყოლებით
ჩამოჰყარეს.
– საკუთარ ტანკებს ანადგურებენ, – სიხარულით შესძახა კოს-
მა. იგი მეთაურის ადგილას იჯდა და პერისკოპით იყურებოდა.
– მაგრად ურტყამენ. – ხარობდა ელენი.
სემენი იანეკს მხარზე შეეხო:
– ადგილებზე! გუსტლიკ, მსხვრევადი ჭურვით დამუხტე! იანეკ,
ყურადღებით იყავი, გჟეს, ძრავა ჩართე!

254
უკვე მეხუთე თვითმფრინავი გადმოდიოდა პიკედან და მეექ-
ვსე აპირებდა შეტევას, რომ, ამ დროს, შლემოფონებში ბრძანება
გაისმა:
– „ფიჭვი“, „ნაძვი“, „ლარიქსი“, ყურადღება! წინ!
სემენი მიხვდა, რომ მალე მის ტანკსაც უბრძანებდნენ. –მშვი-
დად დაუმიზნა ლულა ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხს, რომელიც
გზის პირას იდგა. ხედავდა, როგორ გამორბოდნენ სანიღბავ მო-
სასხამებში გახვეული გრენადერები და პოზიციას იკავებდნენ.
– „მუხა“, „წიფელი“, „რცხილა“, ყურადღება!.. – ახლა შენიღ-
ბულობა უკვე ზედმეტი იყო და ვიდრე ბრძანების, დანარჩენი სიტ-
ყვები მოაღწევდა, ისროლეს... ბოლოს გაფანტულ ღრუბლებში
გვერდზე გადავარდნილი და ლულაშვერილი ქვემეხი გამოჩნდა.
თვალის დახამხამებაში მიზანში აკაციის ხე ამოიღეს, ერთ
წუთს ვასილი ნაღმსატყორცნს ეძებდა და რაკი ვერ აღმოაჩინა,
ხეს ერთიმეორეზე ორი ჭურვი მიაყოლა. მეთაურს სიხარულით
აუძგერდა გული, როცა, უეცრად მიწიდან ამოვარდნილი ცეც-
ხლის ენები დაინახა.
– საბრძოლო მასალები ავუფეთქეთ, – წაიჩურჩულა და ხმა-
მაღლა დასძინა: – ტანკსაწინააღმდეგოთი დამუხტე!
– „მუხა“, „წიფელი“, „რცხილა“, ყურადღება! – გაიმეორა ბრი-
გადის რადიოსადგურმა, და აი, დიდი ხნის ნანატრი ბრძანება
„წინ!“ – მექანიკოსო, შეჩერდი! – შეაჩერა ვასილმა გჟესი, რო-
მელსაც უკვე დაეჭიმა შეჭიდულება და სიჩქარეც ჩაერთო.
სემენმა ლულა იქით მიმართა, სადაც წეღან მოძრავი „სახლი“
შეამჩნია. ერთ წამს ეძებდა, მერე დაინახა, რომ ისევ მიდიოდა
ფოლვარკის შენობასთან პოზიციის დასაკავებლად. ვასილმა ქვე
მეხი ჩალის სახურავის პირდაპირ შუაგულს დაუმიზნა და გაის-
როლა. სახურავი შეინძრა, გვერდზე გადაიწია და ქვემოდან დაჭ-
რილი მხეცივით გამოვარდა უზარმაზარი „ფერდინანდი“. ის
უკუსვლით მიდიოდა და თან უხვევდა. თავისავე საუბედუროდ,
255
გვერდი სწორედ მათ მხარეს შემოაბრუნა.
– ქვეყალიბისა ჩასდე! – არის!
ვასილმა გულმოდგინედ შეასწორა მიზანი. სწორედ ამ დროს
„ფერდინანდი“ რამდენიმე წამით შეყოვნდა. ამით პორუჩიკმა
ისარგებლა და მტრის მანქანას პირდაპირ შუბლში გაურჭო ჭურ-
ვი. გასროლის შედეგს არ დალოდებია, ისევ ბრძანა:
– მექანიკოსო წინ! სრული სვლით!
ტანკი ისე მოსწყდა ადგილს, როგორც საჯინიბოში დიდხანს
ნაპატიები ფეხმარდი ცხენი.
– იანეკ, ესროლე საცეცხლე წერტებსა და ფანჯრებს!
იანეკი სამიზნეს ჩააფრინდა. ჯერ შიგ ფიჭვის მწვანე წიწვები
და ტანკებისაგან გადათელილი დაბალი ხეების კენწეროები ცი-
ალებდნენ, მაგრამ აი, სამიზნეში ინათა – ტანკი ბაღში შევარდა!
წინ მიმავალი მეზობელი ტანკებიც გამოჩნდნენ. ვაშლის ხეებს
შორის, საფუტკრეებს იქით, სახლი იყო, რომლის ჩალეწილი და
დამწვარი ფანჯრების სიღრმეში, ბნელ სარდაფში კატის თვალე-
ბის მსგავსად ტყვიამფრქვევთა ჯერის ნაპერწკლები ანათებდა.
იანეკმა მაშინვე გახსნა ცეცხლი და მოწინააღმდეგის ტყვიამ-
ფრქვევებს ხმა ჩაუწყვიტა, რომლებიც ასე საშიში იყო ტანკებს
უკან მიმავალ ქვეითი ჯარისათვის. მერე კიდევ ორი ფანჯარა და
ზედ მიწის პირზე შენგრეული კედელიც „დაამუშავა“. მაგრამ, აი,
ტანკმა გვერდზე გაუხვია.
კუთხიდან გერმანელი ჯარისკაცი გამოხტა ფაუსტპატრონით
ხელში. მოკლე ჯერით კოსმა ისიც მიაწვინა. გერმანელმა, დაბლა
რომ ეცემოდა, სასხლეტზე ხელის დაჭერა მოასწრო და ფოლვარ-
კის გათელილ ეზოზე ჭურვი ფეხბურთის სათამაშო ბურთივით გა-
გორდა, ქვების გროვას მიეჯახა და აფეთქდა.
მოკლული გერმანელის გვერდით ჯავშანტრანსპორტიორი
გამოჩნდა. ტანკი რომ შეამჩნია, მძღოლმა მანქანის მობრუნება
სცადა, ამ დროს კი მის ჯავშანს შეფარებულმა ორმა მედესანტემ,
256
ჩაჩქანზე სანიღბე ბადე რომ დაეფარებინათ, ავტომატები დაუში-
ნეს. ჯავშანტრანსპორტიორამდე მანძილი მეტისმეტად მოკლე
იყო იმისთვის, რომ ქვემეხიდან სროლით გაენადგურებინათ. სე-
მენმა მყის შეაფასა ვითარება და მექანიკოსს უბრძანა:
– ტარანით!
სააკაშვილმა გაზის პედალს დააჭირა ფეხი და ტანკი მტრის
მანქანისაკენ გააქანა. ძლიერი დარტყმით გადავარდნილი ჯავ-
შანტრანსპორტიორი კედელში ჩაიჭედა, დროულად დამუხრუჭე-
ბული ტანკი კი გაქვავებულივით შეჩერდა. – მოულოდნელად
მარჯვნიდან და მარცხნიდან უამრავი ნაცრისფერი ფიგურა გა-
მოჩნდა. გამორბოდნენ პოლონელი და საბჭოთა ჯარისკაცები.
ავტომატებიდან ისროდნენ, ფანჯრებსა და კარებებში გრანატებს
ყრიდნენ. სარდაფებიდან დატყვევებული გერმანელები ამოჰყავ-
დათ. ოკუპანტთა ცალკეული ჯგუფები ტყისკენ გარბოდნენ. ია-
ნებმა იცოდა, რომ იქ ისინი გვარდიელებს ჩაუვარდებოდნენ
ხელში, რომლებიც ტყის პირას ალყის წრეს ჰკრავდნენ. მან თა-
ვის ტყვიამფრქვევს ლულა მაღლა ააშვერინა და თითის მსუბუქი
დაჭერით ტყვიების სერია გაუშვა ტატა-ტა-ტატა, ტატა-ტატა-ტა-
ტა, ტა-ტა-ტა...
– რას შვრები? – შეუბუზღუნა სემენმა.
– ჩემს გვარს ვშიფრავ, – ღიმილით უპასუხა იანეკმა – ჯერ კი-
დევ სელცში თვითონვე არ მითხარით, რომ მორზეს ანბანით სიმ-
ღერა უნდა ისწავლოო? – აი, მათ ტანკთანაც მოირბინეს ჯარის-
კაცებმა, ჯავშანზე აცოცდნენ, მაგრამ უცბად უცნაურად გააქნიეს
ხელები და გაიფანტნენ. თავისები ვერ იცნეს, – წყენით ჩაილაპა-
რაკა გრიგოლმა და გაქცეულები რომ შეეჩერებინა, საძრომი
გახსნა, მაგრამ ის იყო თავი გაჰყო, რომ მაშინვე დაკეტა და დაბ-
ნეულად დაიბუზღუნა:
– წყეული... მეც მომაგნო... – რა მოხდა? – მიკბინა. – ტყვიამ?

257
– შეწუხდა ვასილი. – ტყვია, კი არა, ჯავშანს ფუტკრის მთელი ნა-
ყარი დახვევია... ახლაღა იგრძნეს ტანკში თაფლის სუნი.
იანეკი სამიზნედან უყურებდა, ფოლვარკის ეზოში როგორ ეხ-
ვეოდნენ და ჰკოცნიდნენ ერთმანეთს საბჭოთა და პოლონელი
ჯარისკაცები. მათ ტანკთან კი ათ მეტრზე ახლოს ვერავინ ბედავ-
და მიკარებას. გულადებიც კი, რომლებიც ტანკთან მიახლოვებას
გაბედავდნენ, უკანმოუხედავად, სასწრაფოდ გარბოდნენ.
– რაღა ვქნათ ახლა? – ვერ მოითმინა კოსმა. – ტყვეებივით
ვსხედვართ. რამე ვიღონოთ...
– არც იფიქრო, ცოცხალი ვერ გახვალ, – შეეპასუხა ელენი. –
მოიცათ, მგონი, რაღაცა მოვიფიქრე...
გუსტლიკმა თავზე ქურთუკი გადაიფარა, სახელოები ჩამო-
იწია, სწრაფად გააღო საძრომი და ჯავშანზე გადახტა. სარქველი
მაშინვე დაჯახუნდა, მაგრამ ორმა ფუტკარმა მაინც მოასწრო შიგ
შეფრენა. გაბრაზებით აბზუილდნენ, ტანკისტებს ემუქრებოდნენ,
მაგრამ მალე დამშვიდდნენ და კუნჭულში შეიმალნენ.
ამასობაში ელენმა ნიჩაბი იშოვა, ცეცხლწაკიდებულ სახლი-
დან ნაკვერცხალი მოიტანა, ტანკის იმ მხარეს დაყარა, საიდანაც
ქარი უბერავდა, მერე ზედ მწვანე ფოთოლი ბღუჯა-ბღუჯა დააყა-
რა. ტანკი სქელ ბოლში გაეხვია და ნახვრეტებიდან შიგ. შეაღწია.
– ბრძოლიდან უვნებლები გამოვედით, ეს ოხრები კი გაგვგუ-
დავენ! – ხველება დაიწყო სააკაშვილმა.
– ბოლისაგან ტანკში ჩამობნელდა და სული შეეხუთათ. ბო-
ლოს ჯავშანზე ნიჩბის ბრახუნი და გუსტლიკის ხმაც მოესმათ:
– ამოძვერით, აღარ გიკბენენ.
საძრომი სწრაფად გახსნეს. პირველად მარიკა გადმოხტა, მას
ეკიპაჟის დანარჩენი წევრებიც მიჰყვნენ. ნახეს, რომ ტანკის ცა-
ლი გვერდი და მარჯვენა მუხლუხა თაფლით იყო გათხუპნული.
ეტყობა, საფუტკრეებთან ჩავლის დროს ტანკს სკები დაეჭეჭყა.

258
შარიკამ ბოლისაგან ცხვირი დაღმიჭა. ტანკის გვერდზე მოკა-
ლათდა და წამყვან ბორბალზე მტვერში არეულ ტკბილ, წებოვან
მასას ლოკვა დაუწყო.
– გეტყობა, ამ საქმის ოსტატი ხარ, გუსტლიკ, – შეაქო სემენმა.
– კარგი იყო, საფუტკრეში შეგვეხედა და თაფლი მოგვემარაგე-
ბინა: ბრიგადის მეთაურისათვის საჩუქრად რომ მიგვერთმია, ცუ-
დი როდი იქნებოდა.
– დიახ, ცუდი არ იქნებოდა. – ელენმა კეფა მოიფხანა. – მხო-
ლოდ პატარა კასრია ამისთვის საჭირო...
განმწესებლები ტანკებს უკვე ახალ საბრძოლო პოზიციებზე
აგზავნიდნენ. გერმანელთა სარდლობამ მომხდარი ამბის თა-
ობაზე ცნობა რომ მიიღო, ბრძანება გასცა ფოლვარკისათვის და-
ეშინათ. პირველ ბომბს, კედელს რომ მოხვდა, არავინ დაუჭრია.
ამ ბომბს რაღაც იდუმალი სიხარულითაც კი შეხვდნენ მებრძო-
ლები, როგორც იმის დასტურს, რომ ფოლვარკი და სოფელი
სტუძიანკა მტერს გამოაცალეს ხელიდან.

259
თავი მეჩვიდმეტე
ჯილდო
ბრძოლა სტუძიანკის დაპყრობით არ დაუმთავრებიათ. რამ-
დენიმე საათის შემდეგ ტანკისტები ტყის გავლით სამხრეთისაკენ
მიდიოდნენ. ისინი ალყის გარეთა წრეზე, – მსროლელთა ქვეგან-
ყოფილების პოზიციებზე გამაგრდნენ. საღამოს გერმანელ ქვე-
ითთა და ტანკისტთა შეტევა მოიგერიეს. ღამით ისინი უნდა შეეც-
ვალათ, მაგრამ მოწინააღმდეგემ ამის საშუალება არ მისცა. ბრი-
გადა მოწინავე ხაზიდან მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ, დი-
ლაადრიანად გაიყვანეს.
მზე უკვე ჰორიზონტზე იყო ამოსული, როცა მათ ყოფილ ბრძო-
ლის ველზე გაიარეს. სტუძიანკის გარშემო, პატარა შემაღლებაზე
გადაშლილ ველებზე ქვემეხის გადაყირავებული ფარებივით
ეყარნენ მუხლებდაგლეჯილი და მიწაზე ლულებდაშვებული,
დამტვრეული, კოშკმომწვარი ტანკები და ჯავშანტრანსპორტიო-
რები. ტანკისტები ყურადღებით ათვალიერებდნენ: თავისებს –
260
სინანულით, ფაშისტებისას – სიძულვილით. აქ იყვნენ კუთხოვა-
ნი საშუალო ტანკებიცა და გრძელლულიანი „პანტერები“, ჯმუხი,
მძიმე „ტიგრები“. მოგვიანებით შტაბის წარმომადგენლებმა და-
ადგინეს, რომ პოლონურმა ბრიგადამ მტრის ორმოცი ტანკი გა-
ანადგურა, საკუთარი კი თვრამეტი დაკარგა.
– ბრიგადა დიდ ტყეში, დაპყრობილი პლაცდარმის ცენტრში
შეიყვანეს პირველი პოლონური არმიის რეზერვად, რომლის შე-
ნაერთებმაც ვისლა გადალახეს და ჩრდილოეთით, მდინარე პი-
ლიცის გაყოლებით გამაგრდნენ.
პოზიციიდან წასვლის დღეს, საღამო ჟამს, მიუხედავად იმისა,
რომ ბრიგადა მძიმე არტილერიის მოქმედების რადიუსზე იმყო-
ფებოდა და გერმანელების თვითმფრინავები კი უღრუბლო ცაზე
ფართო ტალღად დაბობოქრობდნენ, ხაზზე მოწყობა მაინც გა-
მოცხადდა.
მზე უკვე დასავლეთისაკენ გადაიხარა. მისი ალმაცერი სხივე-
ბი ხეებს შორის ძლივს ატანდა. მწკრივების გასწვრივ, მარჯვენა
ფლანგიდან გენერალი მოაბიჯებდა. მას შტაბის ოფიცერი და
ხელში ხის ლანგარმომარჯვებული ჯარისკაცი მისდევდა. „წითუ-
რას“ ეკიპაჟი მარცხენა ფლანგზე იდგა. რაც უფრო უახლოვდებო-
და გენერალი, მისი ხმა მით უფრო გარკვევით ისმოდა:
– გერმანელ ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი
გმირობისათვის პოდპორუჩიკი ალექსანდრ მარჩუკი დაჯილ-
დოვდეს მამაცთა ჯვრით... ხორუნჟი იუზეფ ჩიპი დაჯილდოვდეს
მამაცთა ჯვრით... კაპრალი მარიან ბაბულა დაჯილდოვდეს მა-
მაცთა ჯვრით. – ბოლოს გენერალი „წითურას“ ეკიპაჟთან შეჩერ-
და.
– ტანკის მეთაური, პორუჩიკი ვასილ სემენი დაჯილდოვდეს
მამაცთა ჯვრით... მემიზნე კაპრალი გუსტავ ელენი, მძღოლი –
მექანიკოსი პლუტონოვი გრიგოლ სააკაშვილი, რადისტი კაპრა-

261
ლი იან კოსი დაჯილდოვდნენ მამაცთა ჯვრით... – ყოველი და-
ჯილდოვებული პასუხობდა: „სამშობლოს სადიდებლად!“ ვასილ-
მა ეს მშვიდად წარმოთქვა, გუსტლიკმა – ხმამაღლა, გჟესმა –
შთაგონებით, იანეკმა – გაუბედავად. გენერალი ჯილდოებს ხის
ლანგრიდან იღებდა და გაზეთილ, ჭუჭყიან, მტვერში ამოთუთ-
ხნულ კომბინეზონებზე მარცხენა გულის ჯიბესთან აბნევდა, ყო-
ველ მათგანს თვალებში უყურებდა, ხელს მაგრად ართმევდა, ეხ-
ვეოდა და ორივე ლოყაზე კოცნიდა. შემდეგ სმენაზე ჩერდებოდა,
ხელი ქუდთან მიჰქონდა.
ჯილდო ყველაზე ბოლოს იანეკმა მიიღო. გენერალმა ჯვარი
მკერდზე მიამაგრა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. წარბები
შეიკრა და ეტყობოდა, რაღაცით უკმაყოფილო იყო.
– ეს რა უწესრიგობაა! – სემენის მხარეს მიბრუნდა. – რატომ
მთელი ეკიპაჟი არა გყავს მწყობრში?
სემენმა ყურებს არ დაუჯერა, მთელი ეკიპაჟი გაკვირვებით გა-
დაათვალიერა. ყველანი ადგილზე იყვნენ.
– ყველა მწყობრშია, ამხანაგო გენერალო! – მე მხოლოდ ოთ-
ხსა ვხედავ, ძაღლი სადღაა? – შარიკ! – დაუძახა იანეკმა.
ტანკთან დატოვებულ ნაგაზს მოეწყინა. ვერ გაეგო, რატომ
ისიც სხვებთან ერთად არ უნდა ყოფილიყო. პატრონის ხმა რომ
გაიგო, კისრისმტვრევით მოვარდა.
– უბრძანე დაჯდეს. – დაჯექი, შარიკ! დაჯექი! – მზარეულო,
ჩემთან! – ბრძანა გენერალმა.
ხეებს შორის თეთრწინსაფრიანი და თეთრჩაჩიანი უცნობი ჯა-
რისკაცი გამოჩნდა. იგი საზეიმოდ მოაბიჯებდა და თან დიდი, ქა-
შანურის პირჩამომტვრეული თეფში მოჰქონდა. ზედ რამდენიმე
რიგად ელაგა შემწვარი ძეხვი. გენერალმა თეფში გამოართვა და
შარიკას წინ დაუდგა.
– სხვანაირად არ შემიძლია მადლობის გადახდა, – ისე თქვა
გენერალმა, რომ ვერ მიხვდებოდით თავის თავს ეუბნებოდა,
262
ძაღლს თუ ეკიპაჟს.
– მერე კოსისკენ მიბრუნდა და არტილერიის ჭურვის ჰილზის
ჩარჩოდან გამოჭრილი თითბერის მედალი გადასცა.
– საყელოზე დაჰკიდე!
იანეკმა მედალზე გულმოდგინედ ამოჭრილი წარწერა წა-
იკითხა:
„შარიკა – სატანკო ბრიგადის ძაღლი“.
– ოჰო! – წაიჩურჩულა ელენმა. – საჩუქარი თვით გენერალმა
მისცა, მზარეულმა კი თვითონ არ ისურვა მობრძანება და თანა-
შემწე გამოგზავნა.
ეს სიტყვები მან მწკრივში თავის მეზობლების გასაგონად
თქვა, მაგრამ გენერალმაც გაიგონა, ელენს შეხედა და უთხრა:
– კაპრალი ლობოცკი დაიღუპა. როცა მანქანას სამზარეულო
მოჰქონდა, „ფერდინანდიდან“ ნასროლი ჭურვი მოხვდა და ნამ-
სხვრევებმა სასიკვდილოდ დაჭრა მზარეული.
ელენმა თავი ჩაღუნა.
გენერალმა გაიფიქრა: ტანკისტებმა ჯერ კიდევ როდი იციან
ყველას დაღუპვის ამბავი. დანარჩენების ამბავს თანდათანობით,
ყოველდღიურად გაიგებენ, როცა შეამჩნევენ, მწყობრში აღარ
იქნებიან. ბევრი მეგობრის ნახვას კი ვეღარასოდეს შეძლებენ.
ჯერჯერობით კი მხოლოდ მან ერთმა უწყოდა, რომ მათ გარშემო
მდებარე ტყეს და მინდვრებზე სამოცდაათზე მეტი საფლავის
ბორცვი გაჩნდა და ისინი ალბათ უფრო გამრავლდებოდა, რად-
გან ორასზე მეტი დაჭრილი ჰოსპიტალში წაიყვანეს. მარტო ცოც-
ხლებმა როდი მიიღეს სტუძიანკასთან ჯვრები...
შტაბის ოფიცერმა ერთი ნაბიჯი წინ წარსდგა და მოახსენა: –
სტუმრები მობრძანდნენ, ამხანაგო გენერალო! გაისმა ბრძანება:
„სმენა! სწორება მარჯვნივ!“ არმიის შტაბის გენერლებმა პატაკი

263
მიიღეს და ბრიგადის მეთაურს „ვირტუტი მილიტარის“9 ორდენი
გადასცეს.
მეთაური მდელოს შუაგულში გამოვიდა, მედალი მაღლა ას-
წია. მზის სხივებმა მინანქარზე ალუბლისფრად გაიელვეს და
ლენტის შავ-ლურჯი ფერები გაასხივოსნეს.
– ტანკისტებო, მე კი არა, თქვენ დაიმსახურეთ ორდენი, თქვე-
ნი მეთაურისათვის, ბრიგადისათვის.
– დაიშალეთ“, – გაისმა ბრძანება და ჯარისკაცები ერთმანეთს
გადაეხვივნენ, ჯილდოების მიღებას ულოცავდნენ. დაჯილდოვე-
ბულთა გარშემო ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად შემოიკრიბნენ.
– მოსალოცად ლიდკაც მოვიდა. მას სუფთა, გაუთოვებული
მუნდირი ეცვა, ახლადდაბანილი, ფუმფულა თმა ჰქონდა. ეკიპა-
ჟის წევრებს რიგ-რიგობით ჩამოართვა ხელი. იანეკს სულ ბო-
ლოს მიულოცა.
– ძალიან ვღელავდი შენი გულისათვის, – დაიწყო ლიდკამ. –
ახლა ყველა იმასა ლაპარაკობს, დაჯერებაც კი ძნელია, რომ შე-
ნა და შენმა ეკიპაჟმა...
იანეკი თვალებში უყურებდა, უხმოდ უსმენდა.
– ამბობენ, საღამოს ფილმს უჩვენებენო. რადიოსადგურთან
მოდი, ერთად წავიდეთ.
იანეკს რატომღაც ხორუნჟი ზენეკი გაახსენდა და ამხანაგებს
შეხედა.
– იქნებ ერთად მოვიდეთ, – გაუბედავად თქვა იანეკმა, – მთე-
ლი ეკიპაჟი...
უცბად გაჩერდა. მისი ყურადღება შარიკამ მიიპყრო, ძეხვით
სავსე თეფშის წინ რომ იჯდა, ნერვიულად ამთქნარებდა, ჰაერს
ნესტოებით ხარბად ისუნთქავდა და დრუნჩზე ნერწყვის წვრილი

9
ყველაზე მაღალი პოლონური ჯილდო, რომელიც ლათინურ ენაზე ნიშ-
ნავს „სამხედრო მამაცობისათვის“.
264
ძაფი ჩამოჰკიდებოდა.
– მაპატიე, სულ დამავიწყდა, – მოიბოდიშა იანეკმა, ძაღლთან
მიირბინა და უთხრა: – ჭამე, შარიკ, ეგ შენი საჩუქარია.
ლიდკამ ცალყბად გაიცინა, სწრაფად შებრუნდა და წავიდა.
შარიკა მშვიდად ჭამდა, ღირსეულად. იანეკი მის გვერდით ბა-
ლახზე დაჯდა. გრიგოლმა ხმადაბლა უთხრა ელენს:
– კარგ გოგოს მოჯირითისა მუდამა სჯერა, მაშინ მოჯირითეც
მამაცურად იბრძვის. ცუდ გოგოს კი მოჯირითისა – არა. ჰოდა,
თუკი იანეკი ისეთ გმირობას ჩადის, რომელსაც ყველა ხედავს და
ამ დროს კი გოგო იძახის „ძნელი დასაჯერებელიაო“, მითხარი
ერთი, ასეთი გოგო კარგია?
– საღამოს იანეკთან ერთად უნდა გამოგვეცხადოს. აბა რო-
გორ, ახლა ის ორდენოსანია, – დაუმატა გუსტლიკმა.
კოსი მეორე მხარეს მიბრუნდა. თავი ისე დაიჭირა, თითქოს
მათი ლაპარაკი არ ესმოდა. მართალია, ლიკასთან ერთად კინო-
ში წასვლა არც თვითონ უნდოდა, მაგრამ მეგობრების სიტყვებმა
მაინც გული ატკინა. საწყენი იყო, რომ ენაჭარტალობდნენ.
როცა ყველანი ტანკთან შეიკრიბნენ, მზე უკვე ჩადიოდა. მისი
უკანასკნელი სხივებიც მიიმალა. გრიგოლმა ხელსაწყოების კო-
ლოფი გამოიღო, შარიკას საყელო შეხსნა და ქლიბისა და ჩაქუ-
ჩის დახმარებით თითბერის წარწერიანი მედალი მიამაგრა.
ძაღლი დაინტერესდა საყელოზე მიმაგრებული უჩვეულო დე-
ტალით და თასმაზე კბილის წავლება სცადა. გჟესი მას ხან მარ-
ცხენა, ხან მარჯვენა ხელით იშორებდა და თან უხსნიდა:
– შარიკ, ხელს ნუ მიშლი! რა სულელი ძაღლი ხარ! გინდა წა-
იკითხო, ზედ რა წერია? მერედა, რატომ არ ისწავლე კითხვა. აი,
მომისმინე: „შარიკა – სატანკო ბრიგადის ძაღლი“. მომცილდი
ბოლოს და ბოლოს. შენ მედალი არ მოგცეს, მედლები ადამიანე-
ბისათვისაა. ეს კი სწორედ შენთვისაა ზედგამოჭრილი. ამით არ
დაიკარგები.
265
იანეკი ტანკის უკან გავიდა, მიმოიხედა და როცა დაინახა,
არავინ მიყურებსო, გულიდან ორდენი მოიხსნა და ჯავშანს მი-
ადო:
– შენც გეკუთვნის, „წითურა“, ჯილდო. შენ გვიფარავდი და უვ-
ნებლად გამოგვიყვანდი ხოლმე ბრძოლის ველიდან...
ღამდებოდა. დასავლეთით ცა გაცივდა, მუქ-ლურჯი ფერი გა-
დაეკრა. მხოლოდ ჩრდილოეთით შემორჩა ავბედითი, მეწამული
ანარეკლი. სემენი იანეკთან მივიდა და თვალით ანიშნა იქითკენ:
– ეს დიდი ხანძრის ანარეკლია, – თქვა მან. – ქალაქი იწვის,
რა საშინელი სურათია!

266
თავი მეთვრამეტე
ხიდი
როცა მთიბავები ცელის სივილის ტაქტზე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მი-
იწევენ და გზად ღვარეულებს ტოვებენ, ეს პროცესი შეტევის დაწ-
ყების წინ ფრონტს მოაგონებს კაცს.
ხოლო, როცა მთიბავები შეჩერდებიან სულის მოსათქმელად,
შუბლიდან ოფლის ჩამოსაწურად და ცელების გამოსაკვეთად,
ესეც ახალი შეტევის წინ საფრონტო მზადებას ჩამოგავს.
აგვისტოს დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა ვისლას მიაღწიეს,
გადალახეს იგი და პოლონურ დივიზიასთან ერთად დაიწყეს
აღებული პლაცდარმების გამაგრება და ახალი შეტევისათვის
მზადება.
მოწინააღმდეგე სულ ახალ-ახალ ძალებს უყრიდა თავს ჰო-
ლანდიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან და აღმოსავლეთისაკენ
აგზავნიდა, რომ როგორმე დაებრუნებინა მდინარის მარცხენა
მხარეს დაკარგული პოზიციები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
267
ჩვენმა ჯარებმა სასტიკ ბრძოლებს გაუძლეს.
საბჭოთა და პოლონურ შენაერთებს მეტად მძიმე დღეები და-
უდგათ. მათ ზურგს უკან იყო ჩანგრეულ ხიდებიანი მდინარე,
აფეთქებისაგან დახრამული გზები, ომის უზარმაზარმა ფოლადის
გუთანმა ხომ რკინიგზები დაბრიცა. ყველაფერი აღდგენას და შე-
კეთებას მოითხოვდა. ათასობით ეშელონს უნდა გაევლო ამ გზე-
ბით, რათა ფრონტის ხაზზე მიეტანათ ჭურვები და საწვავი ავტო-
მანქანების, ტანკებისა და თვითმფრინავებისათვის...
იქვე მახლობლად, ქვეყნის გულში, პოლონეთის დედაქალაქ-
ში აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა, ხალხის ყურადღებას, გულსა
და აზრს რომ იპყრობდა. როგორც კი ფრონტმა ძალები მოიკრი-
ბა და წელში გასწორდა, შეტევა დაიწყო. პირველად ესესელების
მეოთხე სატანკო კორპუსს დაარტყეს, რომელიც დასავლეთ ბუგ-
სა და ნარვას შორის იყო გამაგრებული.
საბჭოთა 47-ე არმიასთან ერთად, რომელიც სამხრეთიდან
უტევდა, შეტევაზე გადავიდა თადეუშ კოსტიუშკოს სახელობის
პოლონეთის პირველი ქვეითი დივიზია. მათ გაათავისუფლეს
ანინა და ქალაქის გარეუბნებისა და ფიჭვის ტყეების გავლით წინ
გაეჭრნენ. შეუტიეს მიწაში ღრმად ჩაფლულ ხანგრძლივ საცეც-
ხლე წერტებსა და ბლინდაჟებს. ასე მიაღწიეს გროსუვსა და უტ-
რატს. ამ ომში გაანადგურეს ჰიტლერელების 73-ე დივიზია და
1131-ე ბრიგადა. ჩვენი ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე
გადმოვიდა მე-19 სატანკო დივიზია, მაგრამ წარუმატებლობა გა-
ნიცადა.
როგორც კი საბჭოთა ჯარებმა პრაღის მიმართულებით წარმა-
ტებას მიაღწიეს, მიღებულ იქნა სპეციალური გადაწყვეტილება,
რომ ის პოლონური შენაერთები, რომლებიც მათთან ერთად იბ-
რძოდნენ, ვარშავის მიმართულებით გადაესროლათ. საღამოს
საბჭოთა გვარდიელებმა დაიწყეს პოლონური დივიზიის შეცვლა

268
პილიცთან. ერთი-მეორის მიყოლებით ბრუნდებოდნენ პოლკე-
ბი, ვისლის მარჯვენა ნაპირზე გადმოდიოდნენ და ჩრდილოეთი-
საკენ მიეშურებოდნენ. ვისლის გამოღმა დაბრუნებულთა შორის
იყო ჩვენთვის ნაცნობი სატანკო ბრიგადა. ტანკები ისევ იმ ადგი-
ლებზე მიდიოდნენ, საიდანაც აგვისტოს დასაწყისში მდინარის
ფორსირება დაიწყეს.
ხიდზე გადავიდნენ თუ არა, ტანკებმა უდიდესი სისწრაფით
გასწიეს სტარა-მილოსნასაკენ. მაღლობიდან ჰორიზონტზე ცეც-
ხლის ენები და შავი ბოლის ბოლქვები მოჩანდა. განთიადისას
ტანკისტები, მთელი ღამე თეთრად რომ გაათენეს, ტანკების საბ-
რძოლო წესრიგში მოყვანას შეუდგნენ, ისევე, როგორც სტუძიან-
კაზე შეტევის წინ.
ამ ხნის განმავლობაში „წითურამ“ ფერი იცვალა. ჯავშანი ჯერ
კიდევ პლაცდარმში გადაღებეს, კოშკზე არწივი გაუსწორეს. რო-
ცა იანეკი ღებავდა, ანცმა შარიკამ დრუნჩი ატაკა ხელზე და ტანკს
მარჯვენა ფრთა გაუთუთხნა.
ვასილის ეკიპაჟი მთელ დღეს ტანკთან ფუსფუსებდა: მექა-
ნიზმს ამოწმებდნენ, მუხლუხების დაზიანებულ რგოლებს ახლით
ცვლიდნენ. მხოლოდ საღამოს პირზე მოახერხეს საქმის დამთავ-
რება და ილაჯმიხდილნი იქვე, ვავერსკის ტყის სეთა საფარში ჩა-
მალულ ტანკთან მიეყარნენ.
სემენმა მეგობრებს დასავლეთისაკენ ანიშნა, სადაც ცა ბო-
ლის შავი ღრუბლებით იყო დაფარული, და უთხრა:
– ეს ყველაზე უფრო საშიში ღრუბელია იმ ღრუბელთა შორის,
რომელიც კი ოდესმე მინახავს.
იქვე ახლოს მოუსვენრად ცმუკავდა შარიკა, ეტყობა, ბოლის
სუნმა და ძლიერმა ხანძარმა შეაწუხა.
– როგორ ფიქრობთ, ავიღებთ ვარშავას? – იკითხა კოსმა.
– სულელური შეკითხვაა, – თქვა გჟესმა. – რაკი აქ მოვედით,
მაშასადამე, ავიღებთ...
269
გჟესი უკვე მიეჩვია იმ აზრს, რომ სადაც ისინი გამოჩნდებოდ-
ნენ, გამარჯვებაც მათ უნდა დარჩენოდათ. ის კი აღარ უფიქრია,
ხომ შეიძლებოდა კოკას წყალი ყოველთვის არ მოეტანა.
– მე მთლად დარწმუნებული არა ვარ, – თავი გაიქნია სემენ-
მა. – ჯერ კიდევ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მდინარის პირას გა-
შენებული დიდი ქალაქი, ერთი დარტყმით აეღოთ. პირველი ყო-
ველთვის ალყაში იმწყვდევდნენ ხოლმე. აი, თუ მეამბოხეები შეძ-
ლებენ პლაცდარმის შენარჩუნებას...
– პლაცდარმისა, თუ ხიდის... – თქვა ელენმა.
– ხიდიდან არაფერი გამოვა, – განაგრძო სემენმა. – ის ალ-
ბათ დიდიხანია დანაღმულია. აი, თუ ტანკები ქვეით ჯართან ერ-
თად მოახერხებენ გარღვევას და მოწინააღმდეგის მოულოდნე-
ლად მო. მწყვდევას...
– მე „წითურას“ შევეხვეწები, მერე გაზს ფეხს დავაჭერ ლი.
ისიც გავარდება, – თქვა სააკაშვილმა და ბედნიერი ღიმილი
ტანკს შეხედა. ი ერთ ხანს ხმა აღარ ამოუღიათ: ეტყობა, ყველა
თავისთვის წონიდა მდგომარეობას.
– რატომ აქვთ გერმანულ ტანკებს ასეთი მეომრული სახელე-
ბი: „პანტერა“, „ტიგრი“? ჩვენებს კი უბრალოდ, ტექნიკურად ან
მეცნიერულად „ТЭ-34“, „ТЭ-70“ ჰქვია? – იკითხა იანეკმა.
– კითხვა ნათელია, – პათოსით თქვა გჟესმა, – იმიტომ რომ...
– ერთ წუთს შეჩერდა, ჩაფიქრდა და შემდეგ კი უმწეოდ თქვა:
მართლა, რატომ აქვთ?
ყველამ პორუჩიკს შეხედა, იმან კი – ბიჭებს.
– მე მგონია, რომ ომისადმი მისწრაფება ყველა გერმანელი
სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი. ჰიტლერი მყვირალა სახე-
ლებით ამკობს სიკვდილის მზიდავ იარაღებს და ჯარისკაცებში
კაცის კვლის სურვილს თესავს.
– ჩვენც ხომ მოვუძებნეთ ჩვენს ტანკს სახელი. – შეიჭმუხნა
წარბები იანეკმა.
270
სემენმა შარიკას შეხედა, სიყვარულით მიუალერსა და თქვა:
– ამაში რა არის ცუდი. ჩვენ ჩვენი ტანკი შევიყვარეთ და სახე-
ლიც იმიტომ გამოვუძებნეთ. მას კი ხალხისათვის განთავისუფ-
ლება მოაქვს. ომი დამთავრდება, მშვიდობა ჩამოვარდება და
ხალხთა შორის თანხმობა იქნება... არც ერთი ჩვენგანი არ ფიქ-
რობს ამ ხელობაზე შებერებას. მე ხელახლა მეტეოროლოგიას
მივყოფ ხელს, გჟესი ტრაქტორზე დაჯდება, გუსტლიკი მჭედლის
საქმეს გაჰყვება, მაგრამ, აი, იანეკი...
– მე რაღა უნდა ვქნა? – დაიბნა ყმაწვილი.
– შენ, მართალია, მონადირე იყავი, ვეფხვებზე ნადირობდი,
ახლაც „ვეფხვებს“ ანადგურებ, მაგრამ ხომ სულ ახალგაზრდა
ხარ!.. სკოლაში ისწავლი.
– ვისწავლი, მაგრამ ჯერ მამა უნდა მოვძებნო.
საუბარი შეწყდა, სიჩუმემ რამდენიმე წუთს გასტანა. მერე
გვესმა იანეკს მუჯლუგუნი წაჰკრა:
– შეხედე ერთი... შენთან მოდის ალბათ.
ბილიკზე ლიდკა მოდიოდა. ბიჭებს თავი დაუქნია, იქვე ჩაჯდა,
კაბის ბოლო მუხლებზე ჩამოიწია.
– შტაბში ამბობენ, გამალებული ომია და ყოველი სახლის-
თვის იბრძვიანო...
– ქალაქში ბრძოლა ყოველთვის ძნელია, – თქვა სემენმა.
– ამბობენ, ჩვენები უკვე გროსუვში არიანო. ხვალ დილით
ქვეით ჯართან ერთად შეტევაზე გადახვალთ. თავს გაუფრთხილ-
დით, ფრთხილად იყავით.
– აუცილებლად ფრთხილად ვიქნებით, – გაიცინა გვესმა. –
დედა თავის მფრინავ შვილს ეუბნებოდა: „შვილო, რაც შეიძლება
დაბლა და ნელა იფრინეო“.
– კარგით, გეყოფათ დაცინვა. მე კი ვიცი, თქვენ რასაცა ფიქ-
რობთ, მაგრამ თქვენ ჩემსას ვერასოდეს გამოიცნობთ... მე უკვე

271
ვიცი, რა ადგილებში მოგიხდებათ ბრძოლა, ამიტომაც სათხოვ-
ნელად მოვედი: ვილენსკის ქუჩაზე, სადგურთან ახლოს, ნაპირი-
დან მესამე სახლი ჩემია. ყვითელი ფერის მომცრო სახლია,
ომამდე იქ ვცხოვრობდი...
– გინდა, ვნახოთ ისევ იქ თუ დგას? – ჰკითხა ელენმა.
– სწორედაც. იქ ჩემი ძმაა. იქნებ ისევ იქ ცხოვრობს. მე და დე-
და აღმოსავლეთში წავედით, ის კი იქ დარჩა.
ლიკა ჩვეულებრივზე განსხვავებული, ჩუმი, ალერსიანი ხმით
ლაპარაკობდა. იანეკს შეეცოდა და გაიფიქრა კიდეც: „ტყუილად
მოექცნენ ასე ცივად“. მან ხელი გაუწოდა, ლიდკას ხელის გულს
შეეხო და უთხრა:
– ვნახავთ, ლიდკა, და გეტყვი, რადიოთი მოხსენების დროს
დავუმატებ „წესრიგშია“. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენი სახლი
ისევა დგას: გასაგებია?
– გმადლობთ, – უთხრა ლიკამ და ვასილს თერმოს გაუწოდა
– წყალი მოგიტანეთ. ალბათ ისევ მოგწყურდებათ, როგორც იქ.
სტუძიანკასთან: წყლის შოვნა აქ ძნელია. ჩვენ კი შედარებით
უკეთესადა გვაქვს საქმე. ჭიდან ვიღებთ. ჩვენ ხომ წინა ხაზზე არ
ვართ... – მოულოდნელმა საჩუქარმა თვით ვასილიც კი გააოცა.
რამდენიმე წუთს ისე გაშტერდა, რომ მადლობის თქმაც ვერ მო-
ახერხა. დანარჩენებიც პირში წყალჩაგუბებულივით დამუნჯებუ-
ლიყვნენ. ლიდკამ იქვე წამოწოლილ შარიკას ხელი გადაუსვა,
ყურში რაღაცა ჩაუჩურჩულა, მერე ადგა და ხმამაღლა თქვა:
– მე მგონი, მთელი ეკიპაჟიდან მხოლოდ შარიკას ვუყვარვარ.
კარგად იყავით, ბიჭებო, მომავალ შეხვედრამდე.
ეკიპაჟი ლიდკას მანამ მისჩერებოდა, ვიდრე მოსახვევში არ
მიიმალა...
სააკაშვილმა თავში იტაცა ხელი და სულმოუთქმელად დაიწ-
ყო:

272
– ქართულად ვკითხულობ, რუსულად ვკითხულობ, პოლონუ-
რადაც თითქმის ყველაფერს ვკითხულობ. გოგონების თვალებში
კი არაფრის წაკითხვა არ შემიძლია!
– თვალებში წაკითხვა კი არა, თვალებით ლაპარაკი, – გაუს-
წორა ელენმა. – მეც ვერაფერი გამიგია მაგათი. გიხარებს თუ
არა გულს ლიდკა, ჰა, იანეკ?
– მომეშვი, ახლა მაგაზე ლაპარაკის დრო არ არის.
– გვემკითხავა მაინც: უყვარს, არ უყვარს... მაგრამ რაზე? –
გაიცინა სემენმა და უცბად თვალები გაუბრწყინდა. სახეზე სიხა-
რულის ნათელმა გადაჰკრა. იანეკს მიუბრუნდა. – შენ ამბობ, ახ-
ლა დრო არ არისო? არა ხარ მართალი. სწორედ ახლა არის მა-
გის დრო. ჩვენ რა, განადგურებისათვის კი არ ვიბრძვით. პირი-
ქით, შექმნისათვის! იმისათვის ვიბრძვით, რომ ბიჭებმა გოგოებ-
თან ისეირნონ, თმებში ყვავილები უკეთონ, ერთად უყურონ უღ-
რუბლო ცას... აჰა, ხომ გეუბნებოდით, უპირველესად ყოვლისა,
მეტეოროლოგი ვარ-მეთქი. ისევ უღრუბლო ცაზე დავიწყე ლაპა-
რაკა.
ტყის სიღრმიდან, სადაც შენიღბული ტანკები იდგა, სიგნალის
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა გაისმა. ბგერები შეუმჩნევლად ირხეოდა
მთელ ტყეში.
– მანქანაში, ბიჭებო, დროა!
სრულ სიბნელეში, ტყის დანაღმულ ველებისა და პატარა სახ-
ლების მწკრივების შემდეგ მეორე ქვეითი პოლკის ჯარისკაცებმა
ტანკები პრაგის10 გარეუბანში გაიყვანეს. იქ დიდხანს მოუწიათ
დგომა, მოვიდნენ ახალი გამცილებლები. ახლა მათი გზა დაღ-
მართზე, რკინიგზის ლიანდაგებზე ქვიშის ნაყარის გასწვრივ მი-
დიოდა. მერე დაბლა, მოკირწყლული ქუჩებისაკენ ეშვებოდა.

10
პრაგა – ვარშავის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ვისლის მარჯვენა სა-
ნაპიროზე.
273
ირგვლივ ძრავების გამაყრუებელი გუგუნი ისმოდა. ბენზინის სუ-
ნი და ბოლი შიგ ტანკშიც აღწევდა: წინ ხანძარი გიზგიზებდა. რამ-
დენიმე მოსახვევის შემდეგ ტანკისტებმა მიმართულება დაკარ-
გეს და ერთ მოკირწყლულ ეზოში აღმოჩნდნენ. მარჯვნივ და მარ-
ცხნივ სამსართულიანი სახლის ფლიგელები გაწოლილიყო:
ერთ-ერთი მათგანი, წინ რომ აღმართულიყო, ტანკს გზას უღო-
ბავდა. ისინი უზარმაზარ ჭიშკართან გაჩერდნენ, საიდანაც ალ-
ბათ ადრე პირთამდე დატვირთული ოთხთვალები შედიოდნენ
ხოლმე.
გამცილებელი ტანკიდან გადმოხტა და მეთაურის საძებნე-
ლად წავიდა. ერთი წუთის შემდეგ ჭიშკრიდან ხმა მოისმა:
– ტანკისტებო, სათათბიროდ!
ელენი და მარიკა ტანკში დარჩნენ, დანარჩენები კი ეზოში შე-
ვიდნენ, სადაც მათ მაღალი, ქვეითი ჯარის ოფიცერი მიესალმა,
ხელი მაგრად ჩამოართვა ყველას და კარისაკენ გაუძღვა. თით-
ქმის ხელის ცეცებით, მარჯვნივ მოუხვიეს და დერეფნის გავლით
ოთახში შევიდნენ. ფეხსაცმელებს ქვეშ შუშები ხრაშუნებდა. ცალ
ანჯამაზე ჩამოკონწიალებულ ფანჯრის ჩარჩოდან სიცივე შემო-
დიოდა.
– ფრთხილად, – გააფრთხილა ოფიცერმა, – თავები დაღუ-
ნეთ. ისინი ფანჯრის რაფასთან მივიდნენ, სადაც ქვიშით სავსე
ტომრები ეწყო. ოფიცერმა სემენს სათოფურის ღრიჭოზე ანიშნა:
– უყურეთ.
მათ წინ მოედანი გადაშლილიყო, რომლის მოპირდაპირე
მხარე კედლებით იყო შემოსაზღვრული. შენობებს სახურავები
გადასწვოდათ, ზევით ნაპირებშემომწვარი მორებიღა აშვერი-
ლიყო, მკვეთრად რომ გამოირჩეოდნენ ხანძრის მეწამულ
არილზე.
– მზაღა ხართ? – ჰკითხა ქვეითმა ოფიცერმა. – ყურადღებით

274
დააკვირდით. მოპირდაპირე სახლის სარდაფებში სათოფურე-
ბია, ახლავე რამეს ვიღონებ, რომ გამოვაფხიზლო.
ოფიცერმა დაუსტვინა. მის ნიშანზე სახლის ზემო სართულები-
დან ტყვიამფრქვევების ჯერის გუგუნი გაისმა. ამით გერმანელები
აიძულეს საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. აფეთქების ნაპერწკლე-
ბით ტანკისტებმა მიზნები განსაზღვრეს, რომლებიც მომავალში
გამოადგებოდათ. როცა ყველაფერი დამშვიდდა, ოფიცერი ია-
ტაკზე ჩაჯდა და მათაც სთხოვა, გვერდით შემოსხდომოდნენ.
– განთიადისას ნიშანზე გაამტვრევთ ჭიშკარს და ქვემეხის
ცეცხლით იმ წერტებს გაანადგურებთ. ხოლო, როცა ჩვენ ვეკვე-
თებით, თქვენ მხარს დაგიჭერთ...
– რატომ უნდა გავამტვრიოთ? ოდნავ გამოღებაც საკმარისია
ლულის გასაყოფინებლად, – უთხრა სემენმა. – ჩვენ ყველაფერს
გავაკეთებთ, რაც კი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ხოლო,
თქვენ რომ დაიძვრებით, მერე კარს ყურთამდე გამოვაღებთ.
– გეტყობათ, ფრთხილი ხართ, – გაიცინა ქვეითმა ოფიცერმა.
– ფრთხილები კი ვართ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მერე აქ
ხალხმა უნდა იცხოვროს. ტყუილად რაზე გავტეხოთ კარი?
– როგორც გინდათ, მე თანახმა ვარ.
– როცა ეზოში დაბრუნდნენ, მთელი ტანკი ხალხით დახუნ-
ძლული დახვდათ, ზოგი ჯავშანზე იჯდა, ზოგიც გარშემო იდგა.
– ვინ არიან? – იკითხა სემენმა.
– ადგილობრივი მცხოვრებლები, – უპასუხა ქვეითმა ოფი-
ცერმა. პირდაპირ მაგათთან ვერაფერს გახდები. რატომ აძვე-
რით ტანკზე? – ხმას აუწია ოფიცერმა.
– ხომ გითხარით, სარდაფებში ისხედით-მეთქი.
– ტანკის სანახავად მოვედით, პან პორუჩიკ...
– გამარჯობათ, პან ტანკისტებო. შემთხვევით პშეპიურკოვსის
ხომ არ იცნობთ? ის ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა, საშუალო ტანის
იყო, მოკლე ულვაშები ჰქონდა აი, ისეთი, ჰიტლერს რომ აქვს.
275
– ულვაშებიანი?.. არა, არ ვიცით, – ტანკიდან გამოეხმაურა
ელენი,
– იქნება გაიპარსა. პეპიურკოვსკი იყო გვარად. არ გაგიგიათ?
– სამწუხაროდ, არა.
ყოველი მხრიდან ხალხი შემოესია. ზოგი სიგარეტებს აწვდი-
და, ზოგი სთხოვდა, რამდენიმე წუთით ჩემ სახლში შემოიხედეთ
– თითო ჭიქა დალიეთო.
გულითადი შეხვედრით გამხნევებულმა იანეკმა იკითხა:
– იქნებ რომელიმე თქვენგანს პორუჩიკ სტანისლავ კოსზე
სმენია რამე?
–რა... მერე და ვინ არის? აქ ცხოვრობდა? ვარშავაში?
– არა, გდანსკში. ვესტერპლატის დასაცავად იყო წასული.
– ვესტერპლატის? – ერთბაშად გაიმეორა რამდენიმე ხმამ.
ერთმა ახოვანმა ქალმა ამოიოხრა და ჰკითხა:
– ხომ არ გეჩქარებათ? ჰელცა, პანებს ლექსი უთხარი. ხალხმა
მიმოიწია და ნახევარი წრე შეჰკრა. შუაში პატარა გოგონა გამო-
ვიდა, დაახლოებით რვა წლისა. სახე არ უჩანდა. სიბნელეში მხო-
ლოდ მოკლედ შეჭრილი ქერა თმა და მოკლე კაბა მოუჩანდა. გო-
გონას თხოვნის გამეორება არ დასჭირვებია. როგორც ეტყობა,
პირველად არ უხდებოდა საკუთარი ლექსის საჯაროდ თქმა. შუ-
აში გამოვიდა, ერთ წუთს ჩუმად იდგა, ალბათ ფიქრობდა, რომე-
ლი ვთქვაო, მერე კი დაიწყო:

როს აელვარდნენ დღენი.


მოცულნი ომის ცეცხლით.
ზეცას გაეკრა რიგები,
ვესტერპლატელი ძმების.

ზაფხული იყო იმა წელთაგან,


და ეს ბიჭები მღეროდნენ ასე:
276
„ეს! სადღა არის ტკივილი, კვნესა...“
აღარ აწუხებთ მათ არც იარა.

„მსუბუქად მივაბიჯებთ
ზეცის სამოთხის ველზე...“
ძირს კი ხარობდა ვარდი,
სუნი რომ ჰქონდა მწარე.

სადღაც ახლოს ავტომატმა დაიკაკანა, მერე მეორედ, ხელ-


ყუმბარაც გასკდა, გოგონა კი თითქოს აქ არაფერიო, განაგრძობ-
და:

თუ მახვილი გაქვს თვალი და სმენა,


მკაცრ ღრუბლებიდან შენ მოისმენდი
დაძაბულს, მტკიცეს და მწყობრ ნაბიჯის
ხმას ზღვის ბატალიონის.

მაგას ამით ვერ შეაშინებ, – ხმამაღალი ჩურჩულით თქვა დე-


დამ. მაგაზე ბომბების ხმაური არა მოქმედებს.

გდანსკში მკერდი-მკერდ დავდექით,


ტყვიების ქარიშხალში.
ვესტერპლატელო ძმებო,
ახლა სხვა გზაა ჩვენს წინ.

იანეკი უსმენდა და ცრემლები ახრჩობდა. ბოლო სიტყვები მის


გონებამდე ვეღარ აღწევდა, რადგან სულ ლექსის დასაწყისი უტ-
რიალებდა: ყველა დაიღუპა: „ზეცას გაეკრა რიგები, ვესტერპლა-
ტელი ძმების...“ გოგონამ დაამთავრა. ირგვლივ ტაში დაუკრეს.
ვიღაცამ გოგონას დედას მკლავში ხელი მოჰკიდა და უთხრა:
277
ოო, თქვენი ჰელცა რომ იტყვის, ტყუილია!
ელენმა ქაღალდში გამოწვეული რაღაცა ჩამოაწოდა ტანკი-
დან, სააკაშვილმა გამოართვა და გოგონას გადასცა. ის ეკიპაჟის
მთელი დღის ულუფა შაქარი იყო.
– აბა, გეყოფათ, დაამთავრეთ წარმოდგენა, – გაბრაზებით
თქვა ოფიცერმა. ყველა თქვენ-თქვენ სარდაფებში წადით. როცა
მთხოვეთ, ხომ დაგრთეთ ნება დარჩენილიყავით, ახლა კი ხელს
ნუღარ გვიშლით.
– მივდივართ, მივდივართ.
ელენს ლიდკას თხოვნა გაახსენდა, ქვაფენილზე გადმოხტა
და ვიღაცას სახელოში სტაცა ხელი.
– ხომ არ იცით ვილენსკის ქუჩაზე კიდევ დგას სადგურიდან მე-
სამე, პატარა, ყვითელი სახლი?
– ორი დღის წინათ იყო. რა მოხდა, რატომ კითხულობთ? –
არაფერი. ერთ გოგოს აინტერესებს.
– ჭიშკრის გასაღები ხომ არავისა გაქვთ? – ვასილის დავალე-
ბით იკითხა იანეკმა.
– პან ზულკო, პან ბულკო! – იძახდა სარდაფებისაკენ მიმავა-
ლი ხალხი – ჯარი გასაღებს ეძებს!.
პან ზულკოც იპოვეს. ჭაღარა, წელშიმოხრილმა მოხუცმა ეზო
სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა.
– ამ წუთში, ამ წუთში ყურთამდე მოვაღებთ. – ჩვენ სწორედ
ძალიან არ გვინდა გაღება. – მაშ როგორც გინდათ, ისე გავა-
ღებთ.
ცაზე ინათა. მიწა კი ბოლითა და ნისლით ისევ დაბინდული
იყო. შემტევი ჯგუფები ერთიმეორის მიყოლებით სწრაფად გა-
დარბოდნენ ეზოზე და სახლში იმალებოდნენ. მოზრდილი, გამ-
ხდარი ბიჭი ერთ ჯგუფს გადაეკიდა და ემუდარებოდა: „ჯარისკა-
ცო, მოიტა, წაღებაში მოგეხმარებით. – ბიჭმა ტყვიამფრქვევზე

278
უტაცა ხელი. – ერთმა რატომ უნდა იწვალოს, ორი უფრო ადვი-
ლად არ ვატარებთ? მე აქაური ვარ, პრაგელი, გზას გასწავლით.
ორივე ჭიშკარს მიეფარა. მალე ოფიცერი გამოჩნდა.
– დროა. ტანკი ჭიშკართან მიიყვანეთ, როცა ჩემი ბიჭები
ცეცხლს გააძლიერებენ, თქვენ მაშინ დაიწყეთ.
საძრომების სარქველები დაჯახუნდა. ტანკი ფრთხილად და-
იძრა. როგორც მოილაპარაკეს, პან ზულკომ მძიმე თუჯის კარი
დაახლოებით ერთ მეტრზე გამოაღო.
მალე ქვეითმა ჯარმა ცეცხლი გახსნა. მოწინააღმდეგემ მო-
პირდაპირე სახლის ქვედა სართულიდან ტყვიამფრქვევის ჯერით
უპასუხა. სემენმა პირველი გასროლით სამ საცეცხლე წერტს ჩა-
უწყვიტა ხმა, რომლებიც რაღაც ოციოდ მეტრში თუ იქნებოდნენ.
პირველი სართულის ფანჯრებიდან ჩვენი ჯარისკაცები გადმოხ-
ტნენ. სამიზნეში ის გამხდარი ბიჭუნა შეამჩნია, ტყვიამფრქვევს
რომ მიათრევდა, მაგრამ მაშინვე დაჰკარგა მხედველობის არე-
დან, რადგან მოპირდაპირე სახლიდან გერმანელებმა ისევ ასტე-
ხეს სროლა. იანეკმა გულმოდგინედ დაუმიზნა და თავისი ტყვიამ-
ფრქვევით უპასუხა, მაგრამ ვიდრე სასხლეტიდან თითს აიღებდა,
ვასილმაც იმავე წერტილში ისროლა. კედელში ნატყვიარები გაჩ-
ნდა.
ტანკი ქვეითთა ჯაჭვს მიჰყვებოდა. პატარა მოედანი გადაჰკვე-
თა და შუა ქუჩაზე გამოვიდა. ტანკისტები ფანჯრებსა და სარდა-
ფებს უშენდნენ. საორიენტაციოდ მოწინააღმდეგის ცეცხლს იყე-
ნებდნენ. შემტევი ჯგუფები სადარბაზოებში შერბოდნენ, დერეფ-
ნებსა და ეზოებზე გადარბოდნენ და ხანდახან ნემსივით, სქელი
ბამბის საბნის კერვის დროს გარეთ რომ გამოყოფს სოლმე თავს,
ჯარისკაცებიც ისე გამოჩნდებოდნენ ქუჩაში, რომ ახლა მეორე
სახლისათვის შეეტიათ.
ასე მიიწევდნენ წინ ქუჩის მოსახვევამდე. აქ კი იანეკმა ისევ ის

279
გამხდარი ბიჭი დაინახა, სახლის კედელს რომ აჰკვროდა, გზაჯ-
ვარედინზე ანიშნებდა და ჰაერში რაღაცას ხაზავდა.
იანეკი მიხვდა, რასაც ანიშნებდა ბიჭი და ეკიპაჟი გააფრთხი-
ლა:
– ყურადღება, მოსახვევში ხანგრძლივი საცეცხლე წერტია.
ტანკისტებმა ფრთხილად გაიხედეს და მართლაც, ასიოდ მეტ-
რში ბეტონის ჩაჩი დაინახეს. ვასილმა მსხვრევადი ჭურვი ესრო-
ლა, მერე ტანკსაწინააღმდეგო და, ისევ მსხვრევადი. ბეტონის
ნაგლეჯები ჰაერში აცვივდა და მეზობელი სახლის ფანჯრის მი-
ნებმა ზრიალი დაიწყო.
იანეკმა იმ ფანჯრებს გაჰხედა და მესამე სართულის ერთ-ერთ
ფანჯარაში ავტომატის გამოშვერილი ლულა შეამჩნია. თავისი
„დექტიარევი“ დაუყოვნებლივ იმ მხარეს მიაბრუნა და მიზანში
ამოიღო. ჰიტლერელის ჩრდილმა გაიელვა. იანეკმა სასხლეტს
დააჭირა თითი და ერთ წუთში ქვაფენილზე ტყვიამფრქვევმა მო-
ადინა ლაწანი, იმას კი ადამიანიც ზედ მიჰყვა.
მოიერიშეთა ჯგუფი წინ მიიწევდა, ტანკი მათ უკან მისდევდა,
ვიდრე ფართო გზაზე გავიდოდნენ, რომელსაც შუაზე ხეივანი და
ტრამვაის ლიანდაგები მიუყვებოდა. გადაბრეცილ ბოძებზე დაწ-
ყვეტილი ელექტრომავთულები ეკიდა. ცოტა უფრო წინ, მარ-
ცხნივ, წითელი, ტყვიებით დაცხრილული ტრამვაის ვაგონი იდგა.
ტანკის შორიახლოს ისევ ის გამხდარი ბიჭი გამოჩნდა, სახ-
ლის კარიდან თავი გამოეყო, რომ ადვილად შეემჩნიათ და ანიშ-
ნებდა, ფართო ქუჩაზე გასვლისას ყურადღებით იყავით, მარჯვნი-
დან საშიშროება გემუქრებათო.
ვასილმა კოშკურა სწრაფად მიაბრუნა მარჯვნივ და გჟესს უბ-
რძანა:
– სრული სიჩქარით, პირდაპირ, მოპირდაპირე მხარეს აიღე
გეზი.
უკვე გათენდა, როცა ისინი ხეივანში გავარდნენ, მარჯვნივ,
280
მზის სხივებით გაბრწყინებული ეკლესიების ოქროს გუმბათები
მოჩანდა. ეკლესიიდან ქვემეხმა დაიგრიალა და ჭურვმა ზუზუნით
გადაუქროლა მათ. ტანკი უკვე მოპირდაპირე მხარეს იყო.
– ქვეითი ჯარი ჩამოგვრჩა, – მოახსენა ელენმა. – მერე რა
ვქნათ? დავბრუნდეთ? – ჰკითხა სააკაშვილმა.
– შეჩერდი! მოვიცადოთ. ყურადღებით დააკვირდით ფან-
ჯრებსა და სადარბაზოებს.
„წითურა“, როგორც გარეული მხეცი უცხო ტყეში, ისე იდგა
შუა ქუჩაში მარტოდმარტო და დაძაბული. კოშკი ხან მარჯვნივ
მიტრიალდებოდა, ხან მარცხნივ და ჩაქცეულ, ბნელ ფანჯრებში
მიმალულ საშიშროებას ეძებდა.
წინ ქვაფენილი აეყარათ. გზას ოთხთვალების, დანგრეული
სახლის კოჭებისა და ქვიშით სახელდახელოდ გატენილი ტომრე-
ბისაგან აღმართული ბარიკადები ღობავდა.
იანეკმა ტომრებს იქით მოძრაობა შეამჩნია: ორი ჩაჩქანიანი
ჰიტლერელი გამორბოდა და ხელში ფაუსტპატრონები ეკავათ.
აი, ისინი მიიმალნენ. იანეკი თვალს არ აშორებდა იმ ადგილს,
სადაც, მისი ვარაუდით ისევ უნდა გამოჩენილიყვნენ. აი, კიდევაც
გაიელვეს. იანეკმა მათ ჯერი მიაყოლა. ერთი დაეცა, მეორემ კი
ქუჩაზე გადარბენა მოასწრო და სადარბაზოში შევარდა. დიდი
მოფიქრება არ სჭირდებოდა იმას, რომ გერმანელი ეზოს გადა-
ირბენდა და ტანკის უკან მდებარე შენობის ერთ-ერთ ფანჯარაში
გამოჩნდებოდა. მაშინ კი ტანკიდან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის
დაშორებით აღმოჩნდებოდა. ქვეით ჯარისკაცებს, რომელთაც
შეეძლოთ მათი დაცვა, ცეცხლით გზა გადაუღობეს და ახლა ისინი
განიერ ხეივანში დარჩნენ. კოსმა სასწრაფო გადაწყვეტილება
მიიღო. საქმე ხომ მთელი ეკიპაჟის სიცოცხლეს ეხებოდა: მან
სულ ქვედა საძრომი გახსნა, ძაღლს ხელი გადაუსვა და უბრძანა:
– ეცი იმას, შარიკ! ეცი!
ნაგაზმა დაიყეფა, მრგვალი საძრომიდან ქვაფენილზე ჩაძვრა
281
და ერთ წამში სადარბაზოსთან ლანდივით გაიელვა.
– ყურადღება, გუსტლიკ, – უთხრა კოსმა. – დააკვირდი იმ
სახლს მარჯვნივ და ხელყუმბარა მოამზადე.
– ნუ გეშინია, საფრთხის მოახლოვებას გაცნობებ, – უპასუხა
ელენმა.
იანეკი სამიზნეს მიეყინა. ასე ეგონა, რაც ძაღლი გაუშვა, მთე-
ლი საუკუნე გავიდა. მხედველობა დაძაბა, მაგრამ სანუგეშო ვე-
რაფერი შენიშნა. ნეტა თუ მიაგნო შარიკამ ტანკისაკენ გამოხო-
ხებულ გერმანელს? თუმცა იანეკმა გადაჭარბებულად შეაფასა
მოწინააღმდეგე. იმას, ეტყობა, შეეშინდა გაჩერებულ, მაგრამ
მრისხანე მანქანასთან მიახლოვებისა. უცბად მისმა თავმა ნამ-
სხვრევების გროვის მარჯვნივ გაიელვა და მაშინვე ისევ მიიმალა,
მერე ფაუსტპატრონით ხელში ისევ გამოჩნდა.
კოსმა სცადა მისანში ამოღება, მაგრამ ვერ მოახერხა. ქვემე-
ხის ლულა უკვე მთლიანად იყო მობრუნებული.
– გჟეს, მიდი მარჯვნივ, – დაუყვირა მან, თუმცა ხედავდა, რომ
ვეღარ მოასწრებდა: ჰიტლერელს ყოველ წამს შეეძლო ესროლა.
პირველი სართულის დამტვრეულ ფანჯრიდან გრძელმა, გა-
ჭიმულმა ჩრდილმა გაიელვა. ძაღლი მიმალულ ფაშისტს ზურგზე
მოახტა. ჰიტლერელს ფაუსტპატრონი ხელიდან გაუვარდა, დაბ-
ლა ჩამოგორდა და ქვაფენილზე გაგორდა.
იანეკმა საძრომში თავი გაჰყო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა,
დაუძახა: – შარიკ, ჩემთან!
ერთ წუთს შეიცადა, კიდევ დაუძახა, მერე კიდევ და ბოლოს
მის სახეს ძაღლის ცხვირი შეეხო. ნაგაზი საძვრომიდან მანქანაში
ჩახტა.
სწორედ ამ დროს მარჯვნიდან და მარცხნიდან მოახლოვებუ-
ლი ქვეითების სროლის ხმა გაისმა. ვასილმა ბრძანა:
– წინ!

282
ტანკი დაიძრა. იანეკმა სამიზნეში გაიხედა და დაცვარული, ცა-
ში გამოკიდებული, ნახევრად დანგრეული გოთური კოსტელის
კონქი დაინახა. შიგ შემალული გერმანელები ტყვიამფრქვევები-
სა და ნაღმსატყორცნების ცეცხლს უშენდნენ. ვასილმა საპასუ-
ხოდ სატანკო ქვემეხიდან გაისროლა.
ტანკმა მარჯვნივ გაუხვია, ტროტუარის გასწვრივ გაყოლებულ
ხეებში რომ შემალულიყო და კედლის გამონაშვერის უკან გავი-
და. მტრის ცეცხლი მიყუჩდა. ტანკი ქვეითებს ელოდა. ისინი მე-
ზობელ სახლებს ჰიტლერელებისაგან წმენდდნენ.
უცბად ზემოდან, ზედ მათ თავზე, ტყვიამფრქვევი აკაკანდა და
ჯავშანზე გრანატები დაეშვა. ტანკში ყურისწამღები გრიალი ატ-
ყდა.
– საიდან ისვრიან წვეულები? – იკითხა გრიგოლმა.
– ზევიდან, – უპასუხა ელენმა. – მაშ, შეუძლიათ ძრავსაც მო-
არტყან.
– კედლის გაყოლებით დაიძარი, ოღონდ ფრთხილად, –უბ-
რძანა ვასილმა, თან კოშკი ლულიანად უკან შეაბრუნა.
სააკაშვილმა ტანკი უკუსვლით დასძრა, მერე გააქანა და მე?
კედელთან შეჭიდულება დაძაბა. ოცდაათი ტონა ფოლადი კე-
დელს მიეჯახა. ზემოდან აგურის სეტყვა წამოვიდა, ყველაფერი
მტვრის კორიანტელში ჩაიძირა. ტანკში მხოლოდ შეშინებული
ძაღლის ყეფა და ძრავის გაძლიერებული გუგუნი ისმოდა. გჟესმა
შეჭიდულობა ჩართო, გაზს მოუმატა და პირველი სიჩქარით ტან-
კის ნანგრევებიდან გამოყვანა დაიწყო. დაჯავშნული მანქანა
უთანაბროდ შეირყა, ცხვირი ზემოთ ასწია, ნამსხვრევებისაგან
განთავისუფლდა და ქვაფენილზე გამოვიდა.
– მთელი კედელი ჩამოიქცა, – მოახსენა ელენმა. თან უკან გა-
იხედა. – „ნეტა ის ბიჭი რა იქნა, სად დაიკარგა? ვერასოდეს გავი-
გებთ მის ვინაობასა და ასავალ-დასავალს“, – გაიფიქრა მან.

283
უეცრად ყურსაცვამებში ბრიგადის შტაბიდან ლიდკას ხმა გა-
ისმა:
– მე „ვისლა“ ვარ, მე „ვისლა“ ვარ... „რცხილა-ერთი“ სადა
ხარ? გადავდივარ მიღებაზე.
– მე „რცხილა ერთი“ ვარ. ჩვენს უკან განიერი ხეივანია, მარ-
ჯვნივ ეკლესიაა, მარცხნივ – კოსტელი, – უპასუხა კოსმა. გუშინ-
წინ წესრიგში იყო. გადავდივარ მიღებაზე.
– მე „ვისლა“ ვარ, გმადლობთ. რომელი კოსტელია? შენს წინ
პარკს თუ ხედავ? გადავდივარ მიღებაზე.
იმ დროს, როცა ეს ლაპარაკი მიმდინარეობდა, ტანკი ქვეით
ჯარს მისდევდა და წინ მიიწევდა. ირგვლივ ქვემეხების გამაყრუე-
ბელი გრიალი ისმოდა. მოკლე შეჩერებიდან ტანკმა ბეტონის
ხანგრძლივი საცეცხლე წერტი გაანადგურა და ოდნავ აღმა მიმა-
ვალ ქვაფენილზე გაქანდა.
– მე „რცხილა ერთი“ ვარ. წინ პარკია, მარცხნივ – ხიდი. ოხ,
ღმერთო ჩემო, ეს ხომ ვისლაა! ნამდვილი ვისლა ხიდის ქვეშ!
ტანკი ისევ გზაჯვარედინზე გამოვიდა, მარცხნივ ხუთსაყრდე-
ნიანი ხიდი გამოჩნდა, რომელიც წვრილუჯრედებიან წამწეებითა
და ზევით ორ საშუალო მალზე ამოღუნული რკალით გვირაბს
ჰგავდა.
– მექანიკოსო, მარცხნივ, – ბრძანა ვასილმა. – მიეცი გაზი!
იანეკი ჟრჟოლამ შეიპყრო, რომლისაგანაც სახის კუნთები აუ-
კანკალდა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. სწორედ ის წუთი დად-
გა, რომელზეც წუხელ ლაპარაკობდნენ. გაარღვიეს, ხიდამდე ნა-
ხევარი კილომეტრიღა დარჩა. თუ მოასწრეს და მტერმა მო-
ულოდნელობისაგან გონი დაკარგა, მაშინ რამდენიმე წუთში
მდინარე, გაღმა, ვარშავაში აღმოჩნდებიან!
„წითურა“ სულ უფრო სწრაფად მიჰქროდა, ქვაფენილზე მუხ-
ლუხებს გამაყრუებელი ჩხარაჩხური გაჰქონდათ. ჯარისკაცებს
კი, მათ ტანკს რომ მისდევდნენ, თანდათანობით უკან იტოვებდა
284
ისე როგორც დეზებშემოკრული მამაცი რაინდის ბედაური.
ტანკისტების პირდაპირ კვადრატული გვირაბის მსგავსი ხიდი
იყო. ხიდს გაღმა სახლები მოჩანდა, რომელთა თავზეც ბოლის
ღრუბლები და ცეცხლის ენები აღმართულიყო. ხიდსა და ტანკს
შორის მანძილი თანდათანობით მცირდებოდა. ასორმოცდაათი.
ასი მეტრი რჩებოდა...
ხიდის შუაგულში თვალისმომჭრელმა შუქმა გაიელვა. შუაზე
გაპობილმა წამწემ ზოზინით ზევით აიწია და ამას აფეთქების
გრიალიც მოჰყვა.
ის იყო გრიალის ხმამ ირგვლივ ყველაფერი გააყრუა, რომ ვა-
სილმა მექანიკოსს უბრძანა:
– შეჩერდი!
სააკაშვილს ბრძანება კიდევაც რომ გაეგო, მის შესრულებას
მაინც ვეღარ მოასწრებდა, უცბად ტანკი თვითონ გაჩერდა იმ კა-
ცივით, მოულოდნელად ყბაში რომ გასცხებენ. მუხლუხები უღო-
ნოდ გაეხახუნა ქვებს და ზედ სიდის შესასვლელთან დადუმდა.
ზემოდან დაბრეცილი რკინის დირეები ცვიოდა. ვასილმა შე-
ამჩნია, რომ მდინარის აქეთა მხრიდან ერთი გადასარბენი დარ-
ჩენილიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს ტანკმა ძლიერი დარტყმა
იგემა. აფეთქების ცეცხლმა იანეკს პირდაპირ ტვინში გაუარა და
მთლიანად შეანჯღრია.
იანეკმა წამის რაღაც ნაწილებში შენიშნა, რომ გჟესს თავი
უკან გადაუვარდა და საჯდომზე გადაწვა. უნდოდა საჭისათვის
თვითონ ეტაცა ხელი, მაგრამ მასაც თვალთ დაუბნელდა, ხელები
აღარ ემორჩილებოდა. ისიც იგრძნო, როგორ დაიწყო ტანკმა
ქვაფენილზე გაგორება და ქანაობით უკან გადავარდა.
– „რცხილა ერთი“, მე „ვისლა“ ვარ, – ისმოდა ლიკას ხმა ყურ-
საცვამებში. „რცხილა“, სადა ხარ? მიპასუხეთ... გადავდივარ მი-
ღებაზე.
იანეკს უნდოდა ეპასუხა. ტუჩებსაც ამოძრავებდა, მაგრამ ხმა
285
აღარ ამოსდიოდა. თვალწინ მარუსიას „წითურა“ თმა დაუდგა.
იანეკი შიშმა შეიპყრო. ვინ იცის, იქნებ ცხოვრებაში ვეღარაფერ
დაინახოს, ვეღარ წაიკითხოს მარუსიას წერილი, რომელიც, ალ-
ბათ უკვე გამოგზავნა ჰოსპიტლიდან. იანეკმა ისიც იგრძნო, ტკი-
ვილისაგან როგორ დაიწკმუტუნა შარიკამ. მერე კი ყველაფერი
გაქრა მისი ცნობიერებიდან, შეწყვიტა არსებობა, სიჩუმეს შეერ-
თო.
ძრავა დადუმდა. ვასილმა სახიდან სისხლი მოიწმინდა და საძ-
რომი გახსნა. ტანკი მაღლა აშვერილი ქვემეხის ლულით ფერ-
დობზე იდგა. მოწინააღმდეგის მხრიდან მას მიწაყრილი იცავდა.
ზურგში მწვავე ტკივილი დაიოკა და დაიძახა:
– იანეკა გუსტლიკ! პასუხი არავის გაუცია. – გჟეს! ბიჭებო!
არავინ გამოპასუხებია. ქვევიდან ცეცხლწაკიდებული ზეთის
მხუთრი ამოდიოდა. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო ტანკს
ცეცხლი წაჰკიდებოდა. ვასილმა ხელი უგონოდ დაგდებულ ელე-
ნისაკენ გაიწოდა, სტაცა და ფრთხილად დაუწყო ტანკიდან ამოყ-
ვანა.
ქვაფენილზე ჩექმების ხშირი ხმა გაისმა. – ქვეითები მირბოდ-
ნენ.

286
თავი მეცხრამეტე
საველე ჰოსპიტალი
და საველე ფოსტა
– პირველად შარიკა ამოქმედდა. მზარეულის შეგირდს, დი-
ლით ფაფა რომ მოუტანა, კარი ღია დარჩა. თავისი საგებლიდან
არც წამომდგარა, ძაღლმა ცოტაოდენი შეჭამა, დანარჩენი ისევ
ისე მიატოვა. ნაღველისაგან ჭამის მადა წართმეოდა.
შარიკამ იცოდა, რომ იგი აქ იან კოსსა და მის ამხანაგებთან
ერთად მოიყვანეს, რომ ისინი ყველა ერთად იყვნენ დიდ ოთახში,
სადაც სისხლის სუნი იდგა და, ვიღაცამ ნაზი ხელებით მის მოტე-
ხილ თათს დაუწყო წვალება. ბოლოს ისეთი მაგარი ტკივილი იგ-
რძნო, რომ თვალთ დაუბნელდა და მერე აღარც სუნს გრძნობა
და და აღარც ხმა ესმოდა. როცა დაკვირვების უნარი და სუნის
გრძნობა ისევ დაუბრუნდა – უკვე მარტოკა იწვა იმ ოთახში, ახლა

287
საჭმელი რომ შემოუტანეს. არ იცოდა, რა დაემართა თავის პატ-
რონს და სწორედ ამიტომ იყო უმადო და მოწყენილი.
კარი ყოველთვის მაგრად იყო ჩაკეტილი. მხოლოდ დღეს
დარჩათ ოდნავ გაღებული. შარიკა სამ თათზე შედგა, მაგრამ
თვალწინ ყველაფერი დაუტრიალდა, წაბარბაცდა და დაეცა. ერთ
წუთს მარცხენა მხარზე იწვა და მძიმედ სუნთქავდა. მკერდი სწრა-
ფად აუდჩაუდიოდა, ზედ ბეწვი ნაბადსავით მოთელოდა და და-
ზიანებულ მუცელზე შემხმარი კანი მოსჭმუჭვნოდა. მარჯვენა წი-
ნა თათი თაბაშირის სქელი ფენით ჰქონდა დაფარული, თავი კი
ბანდით შეხვეული.
თუმცა პირველმა ცდამ წარუმატებლად ჩაუარა, მაგრამ იმედი
მაინც არ დაუკარგავს: ფრთხილად ადგა და ერთ წუთს უმოძრა-
ოდ გაჩერდა, ცალი გვერდით კედელს მიეყრდნო. ახლა უკეთე-
სად იგრძნო თავი. მართალია, თავბრუ ისევ ეხვეოდა, მაგრამ
თვალთ აღარ უბნელდებოდა. შარიკა კედელ-კედელ, კართან ნე-
ლა მიჩანჩალდა, მაგრამ მისი გამოღება თათითა და შეხვეული
დრუნჩით რომ ვერ მოახერხა, მერე გვერდით ეძგერა. კარი და-
იმორჩილა, მაგრამ თვითონ ისევ დაეცა, სამაგიეროდ მის წინ გზა
უკვე ხსნილი იყო. დერეფანში აბაჟურჩამოუფარებელი ნათურა
კაშკაშებდა. პალატების მიხურული კარები შემოდგომის თბილი
დილის ბინდბუნდს აჰფარებოდა.
შარიკა მესამედ წამოდგა და დერეფანში წაბარბაცდა, თან შე-
უპოვრად ეძებდა თავისი პატრონის კვალს. წამლების სუნს ყვე-
ლაფერი დანარჩენი ჩაეხშო: ყნოსვით ვერ მიაკვლია, სად იყო ია-
ნეკის ადგილსამყოფელი. ძაღლმა მაინც გადაწყვიტა, ეძებნა. კე-
დელს გაჰყვა, კორიდორიდან პალატაში შეძვრა, საწოლები მოი-
არა, ყველა კუთხე მოყნოსა.
საწოლებზე ხალხი იწვა, მაგრამ ყველა უცხო იყო. არა, აქ არა-
ფერი ესაქმებოდა. მეორე კარისაკენ გაემართა, ამ კარმა პატარა
ოთახში შეიყვანა. კუთხეში კაფელის ღუმელი იდგა, სამი საწოლი
288
კედელთან იყო მიდგმული, ერთი კი ფანჯარასთან. შარიკას ბედ-
მა გაუღიმა. სიარულისაგან წაიწკმუტუნა და საწოლიდან ჩამოშ-
ვებული ხელი ალოკა. ეს მისი პატრონის ხელი იყო! მერე ისევ აწ-
კმუტუნდა, მაგრამ, ეტყობა, იანეკს ეძინა. შარიკას შეეშინდა, არ
გავაღვიძოო, და გაყუჩდა.
მოძრაობამ ძარღვებში სისხლის მიმოქცევა გაააქტიურა, ხო-
ლო სიხარულმა ძალა შემატა. შარიკა იმავე გზით თავის ადგილ-
ზე დაბრუნდა. კბილები ჯარისკაცის ფარაჯისაგან შეკერილ და ჩა-
ლით გატენილ საგებელს სტაცა და დერეფანში წაათრია. თან წა-
რამარა ჩერდებოდა, დაღლილობისაგან გული ყელში ებჯინებო-
და. ბოლოს პალატამდეც მიაღწია და საგებელი როგორც იყო შე-
ათრია. ამ დროს ფეხის ხმა მოესმა და დასამალავად საწოლს
ქვეშ შეძვრა. ერთი-ორჯერ კიდევ მისწია კუთხისაკენ საგებელი
და ისევ თვალთ დაუბნელდა. გვერდზე დაეცა და ძალა აღარ ეყო,
რომ განძრეულიყო.
შარიკა გრძნობდა, პალატაში ვიღაც მას რომ შემოჰყვა, ჩა-
ცუცქდა. უნდოდა შეეღრინა, მაგრამ ნაზი შეხება იგრძნო და ნაც-
ნობი სუნიც იკრა. სცადა შეეხედა, ცალი თვალის გახელა მო-
ახერხა და თეთრ სალათში გამოწყობილი ნაცნობი ქალიშვილი
დაინახა კიდეც.
ახლა გახსენება სცადა. თვალწინ მინდორი წარმოუდგა, ხორ-
ციანი ფაფა, მერე კაცი, რომელიც მტერი იყო, და ხეზე იჯდა... ყვე-
ლაფერი ამის დაკავშირება და გაანალიზება ვერ მოახერხა. მაგ-
რამ მაინც დამშვიდდა და თვალი დახუჭა; ალერსი ძალიან სი-
ამოვნებდა, გრძნობდა, ძალა როგორ უბრუნდებოდა.
ოთასში კიდევ ვიღაც შემოვიდა, მკაცრი და ცივი ხმით ლაპა-
რაკობდა. შარიკა აიბურძგლა, თავი მოაბრუნა და სათვალებიანი
მაღალი კაცი დაინახა, რომელსაც მელოტი თავი უბზინავდა. მას
კიდევ ორი შემოჰყვა. გოგონა, ამ ცოტა ხნის წინ მას რომ ეალერ-
სებოდა, ახლა „სმენაზე“ გაჭიმულიყო და ხმამაღალი, წკრიალა
289
ხმით ლაპარაკობდა.
– ამ ძაღლის წყალობით მარტო მე კი არა, კაპიტან ბარანოვის
გვარდიელთა ბატალიონიც გადარჩა ცოცხალი და ალყას თავი
დააღწია.
– ნუ გამიწყალეთ გული. აქ პიონერთა ბანაკი ნუ გგონიათ,
ძაღლების საგმირო საქმეებზე ზღაპრები რომ ვისმინო.
ფანჯარასთან მდგომ მეოთხე საწოლზე დაჭრილმა წამოიწია
და დაჯდა. მარცხენა თაბაშირიანი ხელი სხეულის პერპენდიკუ-
ლარულად გაიშვირა. – ამხანაგო პროფესორო, გვარდიის უფ-
როს , სერჟანტი ჩერნოუსოვი მოგახსენებთ, რომ გოგონა მარ-
თალს ამ – ბობს. – უფროსმა სერჟანტმა ჯანსაღი სელი ულვაშზე
გადაისვა და დაუმატა: – ამხანაგო პროფესორო, გამწერეთ, რა
ჰოსპიტლიდან!
– ეს კიდევ თავისას გაიძახის. როგორ გაგწერო ასეთი თა-
თით. ხომ ხედავ, ისევ თაბაშირში გაქვს. ჩმახავს რა!.. ექიმმა ხე-
ლი ჩაიქნია და წინანდელ საუბარს დაუბრუნდა. – ისედაც მძიმე
პირობები გვაქვს. მე ადამიანის სიცოცხლისათვის ვიბრძვი,
თქვენ კი აქ ბაქტერიების მთელი საწყობის გახსნას აპირებთ.
– მე გავუკეთებ დეზინფექციას...
– გეყოფა. უკან გაიყვანეთ ძაღლი. ხელით კარისაკენ მიუთი-
თა და გაოცებით იკითხა: – თქვენ რაღას აკეთებთ აქ?
ზღურბლზე შლემოფონებსა და ფარაჯებში გამოწყობილი ორი
ტანკისტი იდგა.
– ახლა ვიზიტების დრო არ არის, – გაბრაზდა პროფესორი.
მიუახლოვდა, ერთ-ერთ მათგანს სამხრეებზე გენერლის ნიშნები
დაუნახა და გაიმეორა: ახლა დრო არ არის, ამხანაგო გენერა-
ლო!
– ჩვენ კი სწორედ ახლა გვაქვს დრო. გუშინ იაბლონნა ავი-
ღეთ და ახლა, სანამ მოწინავე ხაზზე სიმშვიდეა, აქეთ გამოვწიეთ.

290
გვეჩქარება. მალე განთიადი დაიწყება. აქ ჩემი სატანკო ბრიგა-
დიდან სამი ბიჭი წევს. მინდოდა გამეგო, მწყობრში როდის ჩად-
გებიან.
– ყველა ჭკუაზე შეშალა მწყობრში ჩადგომის სურვილმა.
თქვენი სამი ტანკისტი მძიმედაა დაჭრილი. დაკერვით კი დავკე-
რეთ სამივე, მაგრამ კონტუზიაც რომა აქვთ? ყველაზე მძიმედ აი,
ეს პაცანაა. თქვენც აგზავნით რა ომში ღლაპებს...
– ღლაპებს? დიახ ვაგზავნით... – გენერალმა ჩაფიქრებით და-
უქნია თავი. – ეგება რამე ჭირდებათ?
ორი სანიტარი კარებში გამოჩნდა და იმ კუთხისაკენ წავიდა.
სადაც შარიკა იწვა. ძაღლმა ყრუდ დაიყეფა და ეშვები გად-
მოჰყარა. შეშინებული სანიტრები შეჩერდნენ.
– გაიყვანეთ, გაიყვანეთ, ხომ გითხარით!
მეორე ტანკისტი წინ წამოდგა და ჰოსპიტლის უფროსს მიმარ-
თა:
– ამხანაგო პროფესორო, იყოს ეს ძაღლი პალატაში, ეგეც ჯა-
რისკაცია, ეკიპაჟის წევრია, ჩემი ეკიპაჟის წევრი.
– ბოლოს და ბოლოს, ეს საველე ჰოსპიტალია თუ სულით და-
ავადებულთა დაწესებულება? დილიდანვე ეს ტუტუცური ომი
მაქვს ამ ძაღლის გულისათვის. უკვე მესამე იცავს. ვნახე მაგის სა-
ყელოზე წარწერილი ბალთა. ისე რომ, ყველაფერი ვიცი და ძაღ-
ლსაც ისეთივე ყურადღებითა ვმკურნალობ, როგორც ადამიანს.
თათი თაბაშირში ჩავუსვი. ყოფნით კი არავითარ შემთხვევაში არ
დარჩება ადამიანებთან.
– დატოვეთ ძაღლი, – თქვა გენერალმა.
– აქ, ამხანაგო გენერალო, თქვენს ბრძანებას არ ვემორჩი-
ლებით.
– მე გთხოვთ.
– არა მაქვს საკმარისი წამლები, ხორცი, შაქარი. ათასი საქმე

291
მაქვს, შუაღამემდე ვმუშაობ, თქვენ კი ამ ძაღლით თავს მაბეზ-
რებთ და წუთებს მართმევთ.
– თაფლი ხომ არ გამოგადგებათ შაქრის მაგივრად? – ჰკითხა
ვასილმა.
– ფანტაზიაა! სად იშოვნით ახლა თაფლს ამ გავერანებულ და
გაპარტახებულ ქვეყანაში?
– მოგართმევ თაფლს, ხორციც იქნება. ძაღლი დატოვეთ, –
სთხოვა გენერალმა.
– თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, მაგრამ ყოველგვარი პირობე-
ბის გარეშე. ორიოდ კვირის მერე მოდით: შეიძლება უკეთესად
იყვნენ მაშინ. ახლა კი – თვითონვე ხედავთ. – ექიმმა უკან და-
იხია. გზა მისცა მათ. გენერალი და სემენი პალატის შუაგულში
შემოვიდნენ. ქუჩაში უკვე ოდნავ ინათა. სააკაშვილის სახე დაინა-
ხეს, რომელსაც ისეთი ფერი დასდებოდა, გეგონებოდათ, მუჭით
ნაცარი შეუყრიათო. იანეკი ისე იყო ბანდით შეხვეული, რომ მარ-
ტო “ვალები და ტუჩები მოუჩანდა. გუსტლიკი, რომელიც თითქოს
გონებაზე იყო მოსული, ჭერს მიშტერებოდა, თუმცა ვერაფერსა
ხედავდა.
წითელთმიანი სანიტარი სემენს მიუახლოვდა და ხელი გა-
უწოდა.
– გახსოვართ? – რა თქმა უნდა! ოგონიოკ!
– დიახ, ეს მე ვარ. უფროსი სერჟანტიც აქ წევს. ისევ ყველა ერ-
თად შევიყარეთ, როგორც მაშინ, სტუძიანკის საფარში.
სემენი ჩერნოუსოვს მიესალმა და გოგონას მიუბრუნდა:
– ჩვენ ტანკს „წითურა“ შევარქვით. თქვენი პატივისცემის ნიშ-
ნად.
– ამ ბიჭებს განსაკუთრებით მიმიხედეთ, – მიმართა მას გენე-
რალმა.
– დიას, რასაკვირველია, მე ხომ... – გოგონა გაწითლდა და
გაჩუმდა.
292
მერე კი ტანკისტები პროფესორის მოუთმენელ, მკაცრ თვა-
ლებს წააწყდნენ, მხედრული სალამი მისცეს და გამოვიდნენ.
სანიტრები ისევ ძაღლისაკენ დაიხარნენ, მაგრამ ექიმმა ხე-
ლის მოძრაობით შეაჩერა ისინი:
– დატოვეთ. საფენზე თეთრი ზეწარი გადაუკარით, ბალანზე
დეზინფექცია გაუკეთეთ. მარუსია, ამაზე პასუხს შენ აგებ.
– დიახ, ძაღლზე მე ვაგებ პასუხს, – მხიარულად მოახსენა მა-
რუსიამ.

საღამოს ჰოსპიტლის ეზოში მიჭეჭყილრადიატორიანი სატ-


ვირთო მანქანა შემოვიდა. მანქანის ფისით ერთ ბორტზე რუსუ-
ლი, ხოლო მეორეზე პოლონური წარწერა გაეკეთებინათ. ორივე
ენაზე ერთი და იგივე შინაარსის წარწერა იყო: „მიირთვით შარი-
კას სადღეგრძელოდ“.
ჰოსპიტლის მზარეულმა სანიტრების დახმარებით მანქანიდან
ჭურვით მოკლული ძროხა და მუხის კასრი გადმოიღო. კასრის
მოქლონს ცოტა მჟავე კიტრისა და ცოტაც სპირტის სუნი ასდი-
ოდა. შიგ კი სიცივისაგან გამაგრებული თაფლი იყო. ყველაფერი
პროფესორს აცნობეს და თანაც გასასინჯად ერთი კოვზი თაფლი
წაუღეს. პროფესორმა უხმოდ გამოართვა კოვზი და შესათბობად
ღუმელთან ახლოს დაიკავა. სითბოში თაფლის პატარა გუნდას
კოჟენიცკის უღრანი ტყის ყვავილების სუნი აუვიდა. ექიმმა გასინ-
ჯა და თავი გაიქნია:
– შესანიშნავია. ნეტა სად იშოვეს იმ ბურჟუებმა, – თავისთვის
ჩაიბუტბუტა და მედიცინის და მარუსიას იმ დაჭრილთა სია უკარ-
ნახა, რომელთათვისაც ეს წამალი უნდა მიეცათ.

ქიმიური ფანქრით დაწერილი მისამართი ერთ ადგილას სის-


ველისაგან იისფრად შეღებილიყო, კუთხეში კი სულ წაშლილი-
ყო. მიუხედავად ამისა, სრულიად ადვილად შეგეძლოთ გვარის
293
ამოკითხვა: იან კოსს. საველე ფოსტის ნომერი წითელი ფანქრით
გადაეშალათ და ქვეშ მსხვილი ასოებით მიეწერათ: „გადაიგზავ-
ნოს ჰოსპიტალში“. კონვერტი გახსნილიყო და წერილის ამოღე-
ბაც ადვილი იყო.
– იანეკ!
ტყვიამ ნეკნი გამიხვრიტა და ფილტვში გაიარა. ექიმმა მით-
ხრა: „კიდევ კარგი, დროზე მოგიყვანეს. მადლობა უთხარი იმ შო-
ფერს, აქ რომ მოგიყვანაო“. – დიდი მადლობა იმ შოფერს ვის-
ლის გამოღმა რომ გამომიყვანა და სანიტარს ჩააბარა ჩემი თავი,
მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა შენ – შენ გადაარჩინე ჩემი წი-
თელი თავი. – ახლა უკვე გამოვჯანსაღდი, თუმცა მხართან ისევ
სახვევი მაქვს და სისუსტისაგან ხშირად თავბრუ მესხმის. მე აქ
ჰოსპიტალში ვეხმარები, ხალხი არა ჰყოფნით, ჭრილობის შეხვე-
ვა მაინც შემიძლია. როგორც კი ღონეს მოვიკრებ, პოლკში დავ-
ბრუნდები. ეგებ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს და თქვენმა ტანკებმა
კიდევ იომოს ჩვენს ქვეით ჯართან ერთად.
გულით მინდოდა შეგხვედროდი და მადლობა პირადად გადა-
მეხადა შენთვის, ამაზე უკვე ზევითაც გწერ, მაგრამ თუ რას
ვგრძნობ, რატომ მინდა შეგხვდე, ძალიან მიჭირს თქმა. ვეცდები,
ამაზე პირდაპირ კი არ მოგწერო, არამედ ისე...
ომი რომ დაიწყო, მე ის-ის იყო დავხურე სამედიცინო ინსტი-
ტუტის პირველი კურსი. გულით მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი,
მაგრამ თვითონაც იცი, ფრონტს რამდენი სანიტარი სჭირდება და
მეც მოხალისედ წავედი.
ვიდრე სწავლას დავიწყებდი, სოფელში ვცხოვრობდი. ზაფ-
ხულში, საღამოობით, გოგონები და ბიჭები გზაზე გამოდიოდნენ,
გარმონს უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. თუ გოგონას
რომელიმე ბიჭი მოსწონდა, ცეკვის დროს ეს წინ ჩერდებოდა და
საცეკვაოდ იწვევდა. ახლა, ომის დროს არ ვიცი, თუ კიდევ ცეკვა-

294
ვენ ჩემ სოფელში. პოლონეთში კი ალბათ ასეთი ჩვეულება სუ-
ლაც არ არსებობს.
ომი რომ არ იყოს და პოლონეთშიც ასეთი ჩვეულება ჰქონ-
დეთ, მე აუცილებლად შენს წინ ვიცეკვებდი. მერე კი, შუაღამის
პირზე, როცა გარმონი სულ უფრო ძუნწად დაუკრავდა, ჩვენ ბა-
ღის ჩრდილში ჟასმინების სურნელოვან ბუჩქებში გავიპარებო-
დით. იქ ვერავინ დაგვინახავდა და თუ შენ მაკოცებდი, მე არ გა-
გიბრაზდებოდი.
ბოლო სიტყვები ხელახლა გადავიკითხე და შემეშინდა, პირა-
და ამის თქმას ვერ გავბედავდი, მაგრამ წერილებში ადამიანები
გაცილებით უფრო გაბედულნი არიან. ამას გარდა, ჩვენ ალბათ
აღარც შევხვდებით ერთმანეთს.
ყოველგვარ სიკეთეს გისურვებ, იანეკ. შენი ტანკის ჯავშანი და
ჩემი ლოცვა გიცავდეს ტყვიებისა და ჭურვებისაგან.
მარუსია – „ოგონიოკი“.

სატანკო ბრიგადაში ეს წერილი პრაგის აღებიდან ზუსტად ერ-


თი კვირის შემდეგ მოვიდა. რამდენიმე დღეს შტაბში ჰქონდათ,
მერე, ახალი მისამართით გამოგზავნილი, ჰოსპიტალში მოხვდა
და იანეკ კოსის საწოლის გვერდზე ტაბურეტზე გაჩნდა.
ჯერ კიდევ სამივე უგონოდ იყო. შარიკამ კონვერტი დასუნა და
რაკი კითხვა არ იცოდა, თავი გაანება.
წერილი თვითონ მარუსიამ იპოვა და მოიპარა, თუ საკუთარი
წერილის აღებასაც მოპარვა ჰქვია. თავისავე გიმნასტურის ჯიბე-
ში შეინახა და გადაწყვიტა: „როცა გამომჯობინდება, ჩუმად დავუ-
დებ, დაე, მაშინ წაიკითხოს და გაიგოსო“.
ახალ სადგომში გადასვლის შემდეგ შარიკამ სიცოცხლისად-
მი სწრაფვა იგრძნო. საჭმელსაც გაუგო გემო და ნელ-ნელა ძალ-
ღონეც მოიკრიბა. შარიკა გრძნობდა, რომ მისთვის ძალა აუცი-
ლებელი იყო იანეკისა და მისი მეგობრების დასაცავად. როცა
295
ავადმყოფები ძილში აკვნესდებოდნენ, შარიკა მარუსიას კარებ-
თან აწკმუტუნდებოდა და მისაშველებლად ეძახდა.
– ნაგაზი გამომჯობინდა, წონაში არ მოუმატნია, მაგრამ დატ-
კეპნილი ბეწვი თანდათან დაევარცხნა, აუბზინდა, ხოლო ცხვი-
რის შავი ნესტოები ისევ მოძრავი და სველი გაუხდა. ერთხელაც
ექიმებმა თათიდან თაბაშირი ახსნეს და ძაღლმა გამხდარ, გაშიშ-
ვლებულ თათს გაკვირვებით დაუწყო ყურება, თითქოს სხვისი
იყო, უკვე შეეჩვია სამ თათზე სიარულს და მეოთხის დაბლა დაბი-
ჯებისა ეშინოდა. შარიკა თავის საგებელზე მიწვა და დიდხანს,
გულმოდგინედ ილოკავდა თათს. იგი სასიამოვნო ძაგძაგს, კან-
ქვეშ ქავილსა და სისხლის სწრაფ მოძრაობასა გრძნობდა. რომ
დაინახა ლოკვამ მიშველაო, გაიფიქრა, ალბათ სხვებსაც უშვე-
ლის და მკურნალობის ეს მეთოდი იანეკის მიმართაც გამოიყენა.
საწოლიდან უღონოდ ჩამოშვებულ მარჯვენა ხელის თითებს შა-
რიკა დიდხანს ულოკავდა ხოლმე და შეიძლება ძაღლი მართა-
ლიც იყო, რადგან, ხანდახან კოსი ნელა შეანძრევდა ხოლმე თი-
თებს.
შარიკას რომ თაბაშირი მოხსნეს, ორი დღის შემდეგ ელენიც
მოვიდა გრძნობაზე. სადილად ორი ულუფა შეჭამა და მესამეც
მოითხოვა. მესამე ულუფის შემდეგ ცოტა შეისვენა და ექიმის ნე-
ბართვით მეოთხეც ზედ მიაყოლა. ამ გზით გატეხილი ჯანი გა-
იმაგრა და წამოჯდა. თხუთმეტიოდე წუთს იჯდა და შემდეგ წამოდ-
გა. ძალდატანებისაგან გაწითლდა, საწოლს გაჰყვა და მერე
სვლა კედელზე მიყრდნობით განაგრძო, თან ლითონის არტაშ-
ნებზე გაკრულ ფეხს მიაბრახუნებდა.
სააკაშვილი ყურადღებით აკვირდებოდა, მერე კი ღრმად
ამოიოხრა:
– ბრა-ვო, გუსტლიკ, – ენის ბორძიკით უთხრა, – გმი-რი ხარ.
– წყალი, – წაიჩურჩულა იანეკმა.
ორივე დაბანდული იყო. გჟესს მკერდი ჰქონდა შეხვეული,
296
კოსს კი თავი, ხოლო ხელებზე ორივეს თაბაშირი ედო, იანეკს –
მარცხენაზე, სააკაშვილს – მარჯვენაზე.
– როგორც ვატყობ, ეკიპაჟი სიცოცხლეს უბრუნდება. – თქვა
უფროსმა სერჟანტმა ჩერნოუსოვმა, ხელით ულვაშები გადაი-
ვარცხნა და ხმადაბლა წამოიყვირა: „ვაშა, ამხანაგებო!“ იმიტომ
დაიყვირა, რომ სიტყვა „ვაშა“ ხმამაღლა უნდა თქვა, ხოლო ხმა-
დაბლა იმიტომ, რომ პალატაში ექიმი ან სანიტარი არ შემოვარ-
დნილიყო.
უფროსი სერჟანტი ისეთ საქმესაც აკეთებდა, რაც აკრძალუ-
ლია და ძირფესვიანადაც არის აღმოფხვრილი ყველა ჰოსპი-
ტალში: საიდუმლოდ შენახულ იარაღს წმენდდა. – ეს იყო
გრძელლულიანი მაუზერი, რომელიც ოთხკუთხედ სავაზნე კო-
ლოფს იტევდა. ხის ბუდე ჰქონდა. იგი შეიძლებოდა პისტოლეტზე
კონდახადაც მიგემაგრებინათ. ერთი სიტყვით, ისეთი რამე იყო,
ჯარისკაცს თვალსა და გულს რომ გაუხარებდა. მხოლოდ მის-
თვის ცნობილი ხერხებით შემოაპარა ჰოსპიტლის ყველა საკონ-
ტროლო პუნქტსა და ყველა აბანოს ჩერნოუსოვმა ეს კონტრაბან-
დული მაუზერი. მას სასთუმალთან ზეწრის ქვეშ მალავდა ხოლმე.
ხანდახან გამოიღებდა, წმენდდა, ათვალიერებდა, თან გაფაცი-
ცებით აქეთ-იქით იყურებოდა, უცბად არავინ შემნიშნოს, რითი
ვარ დაკავებულიო.
ჩერნოუსოვმა კარს შეხედა, ფანჯრიდან გაიხედა და პისტო-
ლეტი სასწრაფოდ დამალა.
– ამხანაგებო, ყურადღება: ჩვენთან ვიღაცა მოვიდა: ნება, ხომ
მაძლევთ დაზვერვაზე წავიდე და მერე ზუსტად მოგახსენოთ? –
მართალია, უკვე დიდიხანი იყო, რაც თაბაშირი ახსნეს, მაგრამ
ხელს მაინც ფრთხილად ხმარობდა, სამაგიეროდ ფეხები ჰქონდა
ჯანსაღი და დერეფანში ჰოსპიტლის ჩუსტებს მხნეთ მიაფართხუ-
ნებდა. მალე დაბრუნდა და გაკვირვებულმა მოახსენა:
– უფროსებმა საახალწლო საჩუქრები მოიტანეს, მაგრამ ჯერ
297
ხომ ასე ადრეა?
– მერე რა, დღეს ხომ შობის წინა დღეა. მერე სად არიან? –
იკითხა ელენმა.
– კლუბში. ექიმი ელაპარაკება მათ. აქეთ არ უშვებენ. ჩვენე-
ბიც მოვიდნენ და თქვენებიც. იქ ერთი გოგოც არის. თქვენ გკით-
ხულობთ.
– მე ჩავალ. მხოლოდ ხელი მომკიდე. უფროსი სერჟანტი მი-
ეხმარა ელენს ჰოსპიტლის ლურჯი სალათის შემოცმაში და ორი-
ვენი წავიდნენ. შარიკასაც უნდოდა თან გაჰყოლოდა, მაგრამ ია-
ნეკს შეხედა და ადგილზე დაბრუნდა.
კარგა ხანს შეაგვიანდათ.
– სად ეშმაკებში დაიკარგნენ, – ბუზღუნებდა გჟესი, თან ჯერ
დერეფნის ბოლოში ატეხილ ჟრიამულს უგდებდა ყურს, მერე კი
ეზოში ძრავის გუგუნს.
ბოლოს ისინიც დაბრუნდნენ. თან სამი კომპლექტი სამხედრო
ფორმის ტანსაცმელი მოიტანეს.
– გა-ა-გვ-ვ-წე-რეს? – იკითხა გჟესმა.
– მაშ როგორ, საწოლიანად გაგწერეს, – წაიენამწარა ელენ-
მა. მერე ღიმილით ფორმა უჩვენა. – გირჩევნია აი, აქ უყურო.
სააკაშვილმა თავისი ფორმა იცნო, რომელზეც უფროსი სერ-
ჟანტის სამხრეები დაეკერებინათ, დანარჩენ ორზე კი პლუტონო-
ვის სამი ზოლი მიეკერებინათ.
– ახლა ხომ ხედავ, ყველას სამხედრო ჩინი გვაქვს. საბუთე-
ბიც. იანეკ, გუსტლიკ! – ელენმა ფორმა იანეკის ლოგინთან მი-
იტანა.
– შენ კიდევ აი, შარფი. ასე მითხრა, მე თვითონ მოვქსოვეო...
კოსმა თავი მოატრიალა, ყურადღებით შეხედა და ტუჩები აა-
მოძრავა. ელენმა ვერ გაიგო და ახლოს დაიხარა.
– წერილი? – წერილი არ მოუცია.

298
კარი გაიღო და მარუსია შემოვიდა, თან ნახევრად ვარდის-
ფერსითხიანი ჭიქა შემოიტანა. შიგ სიცხის საზომები ეწყო. ჭიქა –
ფანჯარაზე დადგა და ხელის ქნევა დაიწყო.
– ვინ მოგიტანათ ფორმები? ამ წუთში უნდა გავიტანო. პრო-
ფესორმა ამდენი უწესრიგობა რომ შეამჩნიოს, თავს წამაცლის.
– ელენს ტანსაცმელი ჩამოართვა და გასვლისას დაუმატა: – თუ
დანახვა მოგინდეთ, მითხარით და ჩუმად მოგიტანთ.
მარუსია გავიდა, მაგრამ თითქმის იმავ წამს მოესმათ მისი აჩ-
ქარებული ნაბიჯები; პალატაში შემოირბინა და კოსის საწოლის
ნაპირზე ჩამოჯდა.
– რა კარგი დღე გათენდა: თავს უკეთესად გრძნობ, ახალი წო-
დება მიიღე, ჩემგანაც რაღაცა საჩუქარი მოგელის. ასეთ საჩუ-
ქარს რუსეთში გოგონები თავიანთ შეყვარებულებს უძღვნიან.
თეთრ ხალათში ხელი შეიყო და სწორედ ამ დროს ტაბურეტზე
ბაფთით შეკრული ლურჯი შალის შარფი შეამჩნია.
– ოჰო, რა ლამაზი და რბილია. ვისგან მიიღე?
– ეგეთი რაღაცეები გოგონებს უყვართ, – უთხრა ჩერნოუსოვ-
მა. – მე თვითონ ვნახე ის გოგო, ვინც ეგ შარფი მოიტანა. ლამაზი
გოგო იყო. მწიფე ხორბლის ფერი თმა ჰქონდა.
მარუსია კედლისაკენ შებრუნდა, ცხვირსახოცი გახსნა და წე-
რილი გამოიღო. უნდოდა იანეკისათვის მიეცა, მაგრამ გადაი-
ფიქრა და საბანზე მხოლოდ ოთხკუთხედი, ამოქარგული ცხვირ-
სახოცი დაუდო. იანეკი ერთ წუთს უყურებდა, მერე კი მჟღერი,
ძლიერი ხმით უთხრა:
– ხელში მომეცი. – თან მარჯვენა ხელი გაიწოდა, თითებში
ცხვირსახოცი მომუჭა და თვალებთან მიიტანა.
– გაუმარჯოს იანეკს! – დაიძახა ელენმა. – ახლა კი უცბად გა-
მოჯანსაღდება, – შენ, ოგონიოკ, უნდა გიმადლოდეს ამას.
მარუსია გაწითლდა, გუსტლიკი კი გადაიწია და კისერზე მო-
ეხვია.
299
– კოსისაგან მიიღე ნებართვა, – გაეხუმრა მარუსია და ზურგზე
მოუტყაპუნა ხელი. – ეგ ჩემი ბიჭია, მე ვმკურნალობ, ვაჭმევ.
მარუსია წამოხტა, სიცხის საზომი მოიტანა და იღლიაში ჩა-
უდო იანეკს. იანეკმა ნელა, ძალდატანებით საბანზე ხელი გადაა-
ცურა, მარუსიას ხელს შეეხო და თითები ნაზად მოუჭირა.
ძნელი სათქმელია, რამ უფრო უშველა: წამლებმა, შარიკას
მზრუნველობამ თუ საჩუქრით გამოწვეულმა სიხარულმა. ალბათ
ყველაფერმა ერთად. თანდათან გაუარა ჭრილობით, ნერვიული
შოკითა და კონტუზიით გამოწვეულმა მხარის გაშეშებამ. არ უნდა
დავივიწყოთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გრძნობას. ადამიანი
მაშინ უფრო ჩქარა გამოჯანსაღდება ხოლმე, როცა ამის უდიდესი
სურვილი აქვს.
დაქანცულმა კოსმა ჩაიძინა. საღამომდე ეძინა, მერე კი დი-
ლამდე. დილით რომ გამოიღვიძა, უკვე მხნედ და მხიარულად გა-
მოიყურებოდა და როცა დაინახა ჩერნოუსოვი მაუზერს წმენდდა,
ხმამაღალი ჩურჩულით სთხოვა:
– მაჩვენე!
უფროსმა სერჟანტმა დაშლილი პისტოლეტი და ხელის გულზე
დაწყობილი ნაწილები თვალებთან ახლოს მიუტანა.
– კარგად ისვრის?
– კარგად. გრძელი ლულა აქვს და კონდახის მიდგმაც შეიძ-
ლება. – უფროსმა სერჟანტმა სწრაფად ააწყო მაუზერი და უჩვე-
ნა, როგორ უნდა შეერთებოდა ბუდეს.
– მე სნაიპერის შაშხანა მქონდა, – ამოიოხრა იანეკმა. – ტან-
კში დარჩა.

ახალი წლის წინ დიდი თოვლი მოვიდა. ყინვამ ფანჯრებშიც


შემოატანა და მინები ათასგვარი რთული მოხატულობით მოაჭ-
რელა. ოთახში კი თბილოდა. გუსტლიკი უკვე სხვის დაუხმარებ-

300
ლად კარგად დადიოდა, მთელ ჰოსპიტალს უვლიდა, სამზარეუ-
ლოსა და საწყობშიც კი შეიხედავდა ხოლმე. ლურჯ ხალათქვეშ
ამოფარებულად ამოიტანდა ხოლმე შეშას, ხან კი ვედროთი დაპ-
რესილი ბრიკეტები მოჰქონდა.
დანარჩენებიც სწრაფად იკრებდნენ ძალას. იანეკმა ზღვისპი-
რეთის მხარეში ეფიმ სემიონიჩისათვის წერილის დაწერაც კი მო-
ახერხა. ისინი გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს. მეომრები
ახლა თავიანთ ულუფას ჩიტებსაც კი უწილადებდნენ. იანეკი და
ჩერნოუსოვი პურის ნამცეცებს ფანჯრის გარეთ რაფაზე დაყრიდ-
ნენ ხოლმე, რაც მოჟღურტულე, აბურძგნულ ბეღურებს იზიდავ-
და. მერე სხვადასხვაფერის წიწკანებიც გამოჩნდნენ. გეგონებო-
დათ დახატულები არიანო: ცისფერები, მწვანეები, ღია ყვითელი
ფერის ჩიჩახვებითა და გრძელი ნისკარტებით. ისინი მეტად
ფრთხილი და მშიშარები იყვნენ და თუ ხანდახან ცოტაოდენის
აკენკვას მოახერხებდნენ, ისიც მაშინ, როცა ბეღურების გუნდი
სადილისათვის სამზარეულოსაკენ გაფრინდებოდა.
იანეკმა წინადადება წამოაყენა კუთხეში, ფანჯრის ჩარჩოზე ან
ცოტა ქონი წაესვათ, ან ლორის ნაჭერი ლურსმნით მიეკრათ.
ასეც მოიქცნენ და ახლა წიწკანებიც ახერხებდნენ კენკვას. ბეღუ-
რებმა იქაც მოინდომეს შეცილება: ფრთების ფართხუნით, ბრჭყა-
ლებით კადონს ებღაუჭებოდნენ, კუდით ფანჯარას აწვებოდნენ,
მაგრამ ხან ცალი ფეხი დაუსხლტებოდათ, ხან – მეორე და სასო-
წარკვეთილი ჟღურტულით დაბლა ჩამოსრიალდებოდნენ ხოლ-
მე. სამაგიეროდ წიწკანები კუდს მოხერხებულად აწვებოდნენ და
ლორის ნაჭერს შეექცეოდნენ.
იანეკი და გჟესი მარუსიას შეასწორებინებდნენ ხოლმე ბა-
ლიშს, გვერდზე გადმობრუნდებოდნენ და ჩიტებს საათობით უთ-
ვალთვალებდნენ.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ახალი სტუმარიც გამოჩ-

301
ნდა. დილით ისინი შეუპოვარმა, მბრძანებლურმა, ავტომატის ჯე-
რის მსგავსმა კაკუნმა გამოაღვიძა. ფანჯარაზე მოვარდისფრო
ჩიჩახვიანი, მოხდენილი, ალუბლისფერგვირგვინიანი კოდალა
იჯდა. ეტყობოდა, ბებერი და გაუკრეჭავი იყო, რადგან ნისკარტის
ორივე მხარეს ბუმბული ჩამოჰკიდებოდა.
– მე ვიცი, ვისაცა ჰგავს ეგ, – თქვა იანეკმა.
– მეც! – წამოიძახა ელენმა. – ეგ ისეთივე წვეროსანია, რო-
გორც პან ჩერეშნიაკი. ნეტა თუ დაიდგა იმ მოხუცმა ქოხი?
– სა-ად უნდა დაედგა, – გრიგოლმა ბრგე მკლავი დაიქნია. –
სიმაგრეები ხომ ისევ იქ გადის, სადაც ადრე იყო, ფრონტიც იქა
დგას, სადაც ჩვენ დავტოვეთ. – ერთ წუთს ჩაფიქრდა და სთხოვა
ელენს: – გუსტლიკ, ექიმს უთხარი, საწოლები ერთმანეთის
გვერდით დაგვიდგას.
– უკვე ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა. – კიდევ სთხოვე!
იანეკს მარცხენა ხელი ჰქონდა თაბაშირში, გრიგოლს კი მარ-
ჯვენა. საწოლები იმიტომ უნდოდათ ერთიმეორის გვერდით, რომ
ერთი ადამიანივით თავიანთ მარჯვენასა და მარცხენას ერ-
თდროულად მოიხმარდნენ.
– ჩვენ ორი ხელი გვექნება. შარიკა კი შიკრიკად გვეყოლება.
შარიკამ ჰოსპიტლის წესები შეითვისა: მედიცინის დასთან მი-
დიოდა, სამზარეულოში ყეფით ატყობინებდა დაჭრილებს ჩაი უნ-
დათო, ერთი-ორჯერ კალათით პური, შაქარი და კარაქიც კი მო-
იტანა, მაგრამ, მერე ექიმმა კატეგორიულად აკრძალა ამის გაკე-
თება.
პროფესორი ყოველდღე შედიოდა ხოლმე მათ პალატაში და
მაშინვე წარბებს შეიკრავდა, როგორც კი „გულის გაწყალებას“
დაუწყებდნენ: ჩერნოუსოვი ეხვეწებოდა, გამწერეთო. ელენი თა-
ვისი ამხანაგების სახელითა სთხოვდა, საწოლები მივადგათო.
მაგ“ რამ ამ თხოვნით არაფერი გამოსდიოდათ. დღეს კი ელენმა

302
ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ ექიმმა პალატაში მი-
მოიხედა და სანიტრებს მითითება მისცა:
– ეს ორი საწოლი ერთმანეთთან მისწიეთ. მესამეც მიუახლო-
ვეთ, ისე, რომ ორი-სამი ახალიც დაეტიოს.
პროფესორს გაკვირვებული შესჩერებოდნენ. როცა იგი კარე-
ბი მიეფარა, ჩერნოუსოვმა თქვა:
– აბა, მეგობრებო, დღეს ერთმანეთს გამოვემშვიდობებით.
– რომ არ გაგიშვებენ?
– მაგასაც ნახავ.
ჩერნოუსოვი გავიდა და კარგა ხანს აღარ შემობრუნებულა.
მერე სახეგაბრწყინებული დაბრუნდა. მარცხენა ხელზე ტანსაც-
მელი და ფარაჯა გადაეკიდებინა, მარჯვენათი კი ჩექმები ეკავა.
– ფრონტზე გაგწერეს? – გაუკვირდა ყველას.
– აბა ზურგში გეგონათ? ერთი ჩემ დივიზიამდე მივაღწიო და
მერე კი უფროს სერჟანტ ჩერნოუსოვს ფაფას არ ახარშვინებენ.
იციან, რაშიც გამომიყენონ.
– საიდან იცოდი, რომ დღეს გაგწერდნენ?
ჩერნოუსოვმა პასუხი დააყოვნა. ის დიდხანს და გულმოდგი-
ნედ იცვამდა. ჰოსპიტლის ტანსაცმელი საწოლზე დააწყო, მწვანე
მაუდის ნაჭრით ორდენები გააპრიალა და ულვაშებზე ხელი გა-
დაისვა, თან თავის გამოსახულებას ცხელი ღუმელის სწორ კა-
ფელში ათვალიერებდა. მერე ფანჯარა გამოაღო. წიწკანებისათ-
ვის ლორის ახალი ნაჭერი მიამაგრა და შეხვეული პაპიროსის წე-
ვა დაიწყო. პალატაში ბოლი რომ არ დატრიალებულიყო, ქუჩისა-
კენ აბოლებდა. ბოლოს თქვა: – დაიმახსოვრეთ, ბიჭებო: როცა
ჰოსპიტალში ადგილებს ათავისუფლებენ და ახალ ადგილებს
უმატებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრონტი მალე დაიძრება. ამ
დროს ძველ დაჭრილებს უშვებენ, რათა ახლებისათვის ადგილე-
ბი ჰქონდეთ. ყოველი შეტევის წინ ჰოსპიტალი თავისუფალი უნ-
და იყოს.
303
– ეს როგორ, მარტოკა ვრჩებით აქ?
– რატომ მარტო, ოთხი იქნებით... აბა, დროა, წავედი. სამზა-
რეულოდან სწორედ ახლა სურსათისათვის ფრონტის საწყობში
მიდიან და მეც იმათ გავყვები. ჩვენებიც, ჩემი აზრით, იმავე საწ-
ყობში უნდა მივიდნენ. გზა შეიძლება გრძელი იყოს, მაგრამ, სა-
მაგიეროდ, უფრო სწრაფი და საიმედოა. სამ დღეში ჩემს დივიზი-
ამდეც მივაღწევ.
ჩერნოუსოვი ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ზედ იხ-
რებოდა, ყველას რიგ-რიგობით ეხვეოდა და ჰკოცნიდა, თან რბი-
ლი ბეწვით უღიტინებდა. იანეკს მოეჩვენა, რომ მრისხანე სერ-
ჟანტს თვალები აუწყლიანდა, მაგრამ, ეტყობა, მოეჩვენა, რადგან
გვარდიელი პალატის შუაგულში გაჩერდა, გაიჭიმა, ქუსლი
ქუსლს შემოჰკრა და ხელი ქუდთან მიიტანა:
– გვარდიის უფროსი სერჟანტი ჩერნოუსოვი თავის გამგზავ-
რებას გაუწყებთ. ბერლინში შეხვედრამდე.
– წერილს მოგვწერ? – მოგწერთ. ჩერნოუსოვი გავიდა.
ელენი ფანჯარასთან მივიდა. კოდალა უკვე მიეჩვია ადამიანე-
ბს. ნისკარტით სწრაფად უკაკუნებდა რაფას. მხოლოდ ხანდახან
თავს დაბლა დასწევდა და თვალის პატარა შავი მძივით ისე იყუ-
რებოდა, თითქოს გუსტლიკის ლაპარაკს უსმენსო.
– უკვე ეზოში მიდის, სატვირთო მანქანაც დგას... ჩაჯდა.. წავი-
და.
იანეკსა და გჟესს დაძრული მანქანის ხმაური შემოესმათ, და-
ნახვა კი არ შეეძლოთ, რადგანაც მინა დაბლა გაყინული იყო.
თითქმის ნახევარი საათის შემდეგ, როცა იანეკი ლოგინს ისწო-
რებდა, ზეწრის ქვეშ რაღაც მაგარი საგანი შეიგრძნო და კარგა-
დაც შეიკურთხა. იქიდან ხის ბუდეში ჩადებული მაუზერი გამო-
იღო.
– ეჰ, ეტყობა დაავიწყდა!
– ტუ-უ-ტუცი, შენი ზეწრის ქვეშ დაავიწყდა? – გაბრაზდა გჟესი.
304
– წაიკითხე, წერილიც არის.
ქაღალდის ფურცელზე რუსულად ეწერა: „საჩუქრად შესანიშ-
ნავ მსროლელს“. ეჭვიც არ შეჰპარვიათ, ვის ეკუთვნოდა საჩუქა-
რი და, თუმცა იანეკი ჯერ კიდევ არა დგებოდა, მაუზერი სწორედ
იმის ნაალის ქვეშ შესდეს. თანაც ძალიან ღრმად კი არა, ისე, რომ
ბალიშზე თავის მობრუნებისთანავე ეგრძნო, რომ იქ რაღაც იყო
დამალული.
ერთი კვირის შემდეგ, გათენებისას, მოულოდნელად შარიკამ
ყეფა ასტეხა, მერე კი ყველა შეაწუხა. მეგობრებს სათითაოდ საბ-
ნები გადახადა. მაშინვე გამოეღვიძათ და იგრძნეს, როგორ ზან-
ზარებდა მიწა. აქამდე აღწევდა თოვლზე აცურებული, დაბალი,
მძლავრი გუგუნი. ფანჯრის მინებიც ზრიალებდა.
ფანჯრებს მიღმა სიბნელე გაიფანტა.

კონვერტზე ოთხი გვარი ეწერა. ოთხი თუ სამი... რაც შეეხება


სამს, აქ ყველაფერი გასაგები იყო: სააკაშვილი, ელენი, კოსი.
ერთი იყო მხოლოდ გაურკვეველი სიტყვა „შარიკა“ – ნეტა გვარი
იყო თუ სახელი? მაგრამ, რაც მთავარია, წერილი ყველას სახელ-
ზე იყო გამოგზავნილი.
„ჩემო კარგებო“!
ის ადგილი, რომელსაც ჩვენ ერთად ვიცავდით აგვისტოში, ძა-
ლიან კარგად შეგვირჩევია. კიდევ ერთხელ გადავედით ვისლაზე
იმავე ხიდით. მინდვრები და ტყეები ახლა თოვლით არის დაფა-
რული და ადგილების ცნობა მეტად ძნელია, მაგრამ, მაინც ნაც-
ნობ ადგილებში გული ამიჩქროლდა. იქედან დედაქალაქისაკენ
დავიძარით. მერე კი უფრო შორს და შორს.
ბრიგადა მონაწილეობას ღებულობდა მდინარეზე გაშენებუ-
ლი დიდი ქალაქისათვის ბრძოლებში. მოწინააღმდეგე მხოლოდ
არიერგარდელებით იცავდა მას. აეროდრომზე ოცდაათი თვით-
მფრინავი ჩავიგდეთ ხელში, რომელთაც აფრენა ვერ მოასწრეს.
305
იქიდან დასავლეთისაკენ გავუხვიეთ. ქვეითმა ჯარმა შეუჩერებ-
ლად გაარღვია სიმაგრეთა ზოლი, ჩვენ ისე გავძვერით ამ ჭრილ-
ში, როგორც გამოღებულ კარში, მერე გულმოდგინე სატანკო რე-
იდი მოვაწყვეთ და კიდევ ერთი ქალაქი ავიღეთ. მეტად მძიმე
ბრძოლები გადაგვხდა. როცა დაბრუნდებით, კიდევ რამდენიმე
ნაცნობი მოგაკლდებათ თვალში. – ახლა დიდ უსიამოვნებას გვა-
ყენებს სიცივე. „წითურა“ თავისი ძრავით თბება, მაგრამ ხანდა-
ხან ისიც იღლება ხოლმე, კოშკზე კი უფრო მეტი ნაიარევები გა-
უჩნდა. – კარგი ეკიპაჟი მყავს, ახალგაზრდა ბიჭები. ყველას სა-
ტანკო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, მაგრამ საიდუმ-
ლოდ გეუბნებით: მოუთმენლად ველი იმ წუთს, როცა, ყველა
ისევ ერთად ვიქნებით.
ჩვენ რეზერვად ვდგავართ დაცვაში. დღეს წითელი არმიის
დღესასწაულია. გაიმართა შეხვედრები. ცოტ-ცოტა სპირტიც
დაგვირიგეს. ჩემი ბიჭები გასულები არიან, მე კი „წითურაში“
დავრჩი და სარემონტო ნათურის შუქზე გწერთ. იანეკ, შენს სკამ-
ზე ვზივარ, კუთხეში, რადგან აქ ყველაზე მეტი სიჩუმეა.
ის ადგილი, სადაც ჭურვმა ჯავშანი გახვრიტა, შიგნიდან სქელი
ფილებით გამოავსეს. ნაპირები შეუდუღეს და ისე გამოიყურება,
როგორც ფართო ნაწიბურებიანი იარა. – იქნებ თქვენც მალე გა-
მომჯობინდეთ. პასუხი სასწრაფოდ დამიბრუნეთ. თქვენი ამბავი
ძალიან მაინტერესებს და გენერალიც წარამარა მეკითხება
თქვენზე.
მე იანეკის თბილი ხელთათმანები მაცვია. ისინი კარგ სამსა-
ხურს მიწევენ. ნადავლი დაბამბული ჯუბაც მაქვს. შარიკას ახალ
საფენად გამოგვადგება. ძველი დაიწვა. ამით ვამთავრებ. უკვე
ხელები მეყინება და მიშეშდება. ხვალ მზიანი ამინდია მოსა-
ლოდნელი, ცა მოწმენდილი იქნება, ტემპერატურა – ხუთი გრა-
დუსი ყინვა, ნაშუადღევს ცა ერთ მეოთხედზე მოიღრუბლება.
სულითა და გულით გეხვევით, ბიჭებო, შარიკას კი ყურის ძი.
306
რებს ვფხან, ახლა მხოლოდ ფიქრებში, უახლოეს მომავალში კი,
ნამდვილად.
ვასილი“.

წერილი ათ დღეს მოდიოდა და მარტის დასაწყისში მოაღწია.


დილით, საუზმის შემდეგვე ხმამაღლა წაიკითხეს, მერე კი ერთმა-
ნეთს ხელიდან სტაცებდნენ, საკუთარი თვალიც რომ გადაევ-
ლოთ. შარიკას ეგონა თამაშობენო, უკანა თათებზე შედგა და
ისიც ცდილობდა, კბილები წაევლო ქაღალდისათვის. – ახლა
ისინი სხვა ადგილას მოათავსეს, პატარა ოთახში, სხვენზე. აქ
იანვრის ბოლოს გადმოიყვანეს, რათა დაჭრილებისათვის ადგი-
ლი გაეთავისუფლებინათ, რომლებსაც პირდაპირ ფრონტიდან
მოიყვანდნენ. ამ პატარა ოთახში ძლივძლივობით მოთავსდნენ.
იანეკის საწოლი ფანჯარასთან იდგა, სახურავის დაქანებაში, მის
გვერდით კი გუსტლიკი და გრიგოლის ორსართულიანი ნარი იდ-
გა. ზევით გუსტლიკი მოთავსდა. თან ირწმუნებოდა, იქ უფრო მო-
ხერხებულად ვიქნები და, გარდა ამისა, ფეხი უნდა ვავარჯიშო,
ეგებ მთლად თავისუფლად ვიხმაროო.
ჩიტებმაც სწრაფად შეამჩნიეს მომხდარი ცვლილება და იქაც
მიაგნეს. შარიკა წინა თათებით ფანჯრის რაფას დაეყრდნობოდა
? ყურადღებით აკვირდებოდა მათ. წიწკანებს აშინებდა, მაგრამ
კოდალა მშიშარა როდი აღმოჩნდა. ხანდახან, როცა შარიკა
ცხვირს ფანჯრის მინასთან მეტისმეტად ახლოს მიიტანდა, მაშინ
კოდალა ფრთების ხმამაღალი ფართხუნითა და ნისკარტის ფან-
ჯარაზე გამალებული კაკუნით ძაღლს გააგდებდა ხოლმე.
იმ დღეს, როცა წერილი მიიღეს, მოწმენდილი, მზიანი ამინდი
იდგა. მისი სხივები ფანჯრებზე მაგრად აცხუნებდა. გაზაფხულზე
შინ გაჩერება საერთოდ მეტად ძნელია. ელენი სამზარეულოში
წავიდა შეშის საჩეხად, იქნებ დაკარგული ძალები შრომაში აღ-

307
ვიდგინოო. ამას გარდა, უნდოდა, მზარეულთანაც კარგი ურთი-
ერთობა ჰქონოდა. გჟესი ტყის ბილიკებს გაუყვა და განმარტოე-
ბით წაიმღერა.
– რო-ოცა ვმღერი, ენა აღარ მებმებაო, – ამბობდა ხოლმე. –
ამ ბოლო დროს უკვე იშვიათადღა ებმებოდა ენა, ისიც მაშინ, რო-
ცა ღელავდა, ან რაღაცის სწრაფად თქმა უნდოდა.
მათ ოთახში მარუსია ამოვიდა და, როგორც ყოველთვის, ია-
ნეკს მარცხენა ხელზე ბეჭიდან თითებამდე მასაჟი გაუკეთა. კოსს
ხელი მრეცხავ ქალივით გაჰყვითლებოდა, ცოტაც დანაოჭებოდა,
როგორღაც გამხდარი და გაწვრილებული ჰქონდა. თუმცა, ამ ბო-
ლო დროს, ძალა თანდათანობით უბრუნდებოდა. მარუსია ხელე-
ბით ენერგიულად მოქმედებდა, იანეკი კი ამ დროს უყვებოდა თა-
ვის სახლზე, როგორ სწავლობდა გდანსკის სკოლაში, ოცდაც-
ხრამეტი წლის სექტემბრის ბრძოლებზე და თავისი მამის ძებნის
თაობაზე.
დღეს ოგონიოკი თავისუფალი იყო, ამიტომაც მასაჟის დამ-
თავრების შემდეგ, კოსს ტანსაცმელი მიუტანა და ორივენი შარი-
კასთან ერთად სასეირნოდ წავიდნენ. ფიჭვის ტოტებიდან მძიმე,
მზისაგან დამსხვილებული წვეთები ცვიოდა. სველ წიწვებს შარი-
შური გაჰქონდათ. ძირს შარშანდელი ბალახი შემორჩენილიყო,
გაყვითლებული, მაგრამ თუ დაიხრებოდით და კარგად დააკვირ-
დებოდით, მის ქვეშ გაუბედავ, ღია მწვანე ღივებს შენიშნავდით.
გამლხვალი ჭაობის გაყოლებით დაკლაკნილ ბილიკზე ჩუმად
მიდიოდნენ.
– სადა გაქვს შარფი? – ჰკითხა გოგონამ. – დავტოვე, დღეს
სითბოა. – უნდა ატარო.
– ფორმის ტანსაცმელს არ უხდება და საერთოდაც არ მიყ-
ვარს. მერე ისევ გაჩუმდნენ. ბოლოს პატარა მდელოს პირზე შე-
ჩერდნენ. ქარი ფიჭვებს შორის მოზრდილ გუბეს ალივლივებდა.
შიგ ფიჭვის კენწეროები და ლურჯი ცა ირეკლებოდა. წყალში რომ
308
ჩაგეხედა, მოგეჩვენებოდა, თითქოს გუბე კარი იყო, რომელსაც
დედამიწის მეორე მხარეს გადაჰყავდით. ჩრდილიან ნაპირებთან
კიდევ შერჩენილიყო ყინული, მაგრამ ახლა ისიც დნებოდა.
– მერე ის გიყვარს? – ვინ? – აი ის, შარფი ვინც გაჩუქა.
– მე და ის პოლონურ არმიაში ერთად მოვდიოდით, ბრიგადა-
შიც ერთად მოვხვდით... პირველად ისე მეჩვენებოდა, თითქოს
ჩვენი ნაცნობობა ჩვეულებრივ ნაცნობობაზე უფრო მეტი იყო,
მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ ეს ასე არ იყო.
– როგორ მოგეჩვენა?
იანეკს გაახსენდა გჟესისა და გუსტლიკის საუბარი, როცა მათ
შუა ტყეში მდებარე მდელოზე გენერლისაგან მამაცთა ჯვარი მი-
იღეს და ლიდკა მოვიდა იანეკის კინოში დასაპატიჟებლად. წუ-
თიოდე დუმილის შემდეგ იანეკმა უთხრა მარუსიას:
– მე მას არა ვჭირდებოდი, ის ჩემ თავს სხვებს არჩევდა. მერე
კი გამოირკვა, რომ ჩვენი ეკიპაჟი კარგი იყო და ყურადღების
ცენტრში მოექცა, რადგან ჩვენთან ერთად იყო შარიკა. ჩვენ მედ-
ლები მივიღეთ, ყველა ამაზე ლაპარაკობდა და მაშინ მასაც ეგო-
ნა, რომ მე ვჭირდებოდი...
– მას ეგონა... – შეაწყვეტინა ოგონიოკმა და თავისი წაბლის-
ფერი თმა შეარხია. – მერე შენ?
– მე რა? – შენ გჭირდება თუ არა ის, გიყვარს თუ არა?
იანეკი ხელით ფიჭვის ცივ, სქელ ქერქს დაეყრდნო, ჰაერა
ღრმად შეისუნთქა:
– მე შენ მიყვარხარ. უფრო მეტადაც, ვიდრე საერთოდ ადამი-
ანს შეუძლია სიყვარული.
– მართლა? – მართლა.
მარუსიამ ქუსლი გუბის პირას დარჩენილ ყინულს ჩაჰკრა და
ჩაამსხვრია, ხმამაღლა გაიცინა, ხელები გაშალა და მის წინ ცეკ-
ვა დაიწყო, თან ფეხებს მარდად აბაკუნებდა.
– მარუსია, რა დაგემართა?
309
– მე ხომ წერილში გწერდი, – წამოიძახა ისე, რომ ცეკვა არ
შეუწყვეტია.
– რას მწერდი?
შარიკამ, ამ დროს ხეებს შორის რაღაცეებს რომ ეძებდა, და-
ინახა გოგონა ცეკვავსო, თვითონაც მიირბინა, ოთხივე თათით
მაღლა ხტუნაობა, ცეკვა და ყეფა დაიწყო.
– ჩვენს სოფელში ასე ცეკვავენ გოგონები ვაჟის წინ, რომე-
ლიც მათ მოსწონთ.
– მერე ვაჟი რაღას აკეთებს? – თუ იმასაც მისთვის უცემს გუ-
ლი, ისიცა ცეკვავს.
იანეკმა ტაში შემოჰკრა და შარშანდელ სველ ბალახებსა და
წყლით გაჟღენთილ წიწვებზე აცუნდრუკდა.
შორიახლოს ხესთან გჟესი გამოჩნდა და წაიმღერა: „გააბა,
გააბა, გააბა ჭაბუკმა ქეიფი“.
– საიდან გაჩნდი აქ, ნუ გვიყურებ და ხელს ნუ გვიშლი! – და-
უძახა მარუსიამ.
სააკაშვილი შებრუნდა, მაგრამ სიმღერა ისევ გააგრძელა და
თან ტაშს აყოლებდა:
„სალდათის გიმნასტურაში ისეთმა მშვენიერმა.“ მარუსია ია-
ნეკს კისერზე მოეხვია. გჟესს რაკი აღარ ესმოდა ფეხების ბაკუნი,
მუდარით შესძახა: – გი-იყურებთ რა, გიყურებთ, შეიძლება?
– კი ბატონო, შეგიძლია გვიყურო, – უთხრა მარუსიამ და ია-
ნეკს ტუჩებში მაგრად აკოცა.

„გამარჯობათ, ტანკისტებო!
მოახსენეთ პროფესორს, რომ ჰოსპიტლიდან დროზე გამომ-
წერა. ძლივს მოვასწარი. თქვენ ალბათ გესმოდათ, როგორ და-
ვიწყეთ ხმაური, უთუოდ თქვენამდეც აღწევდა. ჰოსპიტალი ხომ
არც თუ ისე შორს არის ვისლიდან. ჩვენ კი ახლა ბერლინთან უფ-

310
რო ახლოსა ვართ, ვიდრე ვარშავასთან. ვიმედოვნებ, თქვენც მა-
ლე წამოგვეწევით.
პოლონურ არმიაზე გავიკითხე, ასე ამბობენ, აქ ახლომახლო
არსად არიანო. ისე რომ, ვინ იცის, კიდევ შეიყრება თუ არა ჩვენი
საბრძოლო გზები და, ვინ იცის, კიდევა გნახავთ თუ არა ოდესმე
ერთმანეთს.
ახალგაზრდა ჯარისკაცებს ვუამბობ ხოლმე, როგორ ვომობ-
დით ერთად. ჩვენი ასეული კარგად იბრძვის. უკანასკნელი ორი
კვირის განმავლობაში შვიდი ორდენი მივიღეთ, აქედან ერთს,
თქვენთვის ნაცნობ მკერდზე მეც ვატარებ.
ჩექმები ჯერ ისევ მთელი მაქვს, ფაფასაც გემრიელს გვაჭმე-
ვენ, ომი კი მალე დამთავრდება. ისინი, ვისაც ვისლის გადალახ-
ვა ახსოვთ, მარუსიაზე მეკითხებიან ასეულში როდის დაბრუნდე-
ბაო. „ოგონიოკის“ გარეშე მოწყენილი არიან.
წერილის დასასრულს გატყობინებთ, რომ მთელი ასეული
ვალდებულებას კისრულობს გვარდიულად ურტყას მტერს.
გვარდიის უფროსი სერჟანტი ჩერნოუსოვი“.
ბოლოსდაბოლოს ის დღეც დადგა, როცა პროფესორთან უკა-
ნასკნელად გამოცხადდნენ. ექიმმა ყურადღებით გასინჯა ისინი.
მოუსმინა გულს, ნახა, როგორ ხმარობდნენ ნაჭრილობევ ხე-
ლებსა და ფეხებს. ორი მათგანის გაწერა ცოტა ადრეც შეიძლე-
ბოდა, მაგრამ, მოიცადა, ვიდრე მესამეც კარგად გახდებოდა.
ისინი ხომ თითქმის ძმები, ერთი ეკიპაჟის წევრები იყვნენ. ეს კი
შეიძლება უფრო მეტიცაა, ვიდრე ერთი ოჯახი.
ყველაზე დიდხანს და ყურადღებით პროფესორი იანეკის
ხელს სინჯავდა. იანეკი აიძულა პატარა ბურთი იატაკზე და კე-
დელზე ეთამაშებინა და მერე დაეჭირა. პაციენტი ყველაფერს
ზუსტად ასრულებდა. წელამდე გახდილი იხრებოდა და იმართე-
ბოდა, ექიმი კი მის ნაიარევ ტანს უყურებდა და ფიქრობდა: „მარ-

311
ტო ამ კანასათვის გეკუთვნის ორდენი“, თუმცა ასეთი რამ ხმა-
მაღლა არ წამოსცდენია. პროფესორმა მოკლედ და მკაცრად
თქვა:
– თანახმა ვარ, შეგიძლია წახვიდე.
– ამხანაგო პროფესორო, კიდევ...
– კიდევ რა? გინდა, რომ ძაღლიც გავსინჯო? მაგასაც გავ-
წერთ. შარიკას ჩემი გასინჯვა არა სჭირდება. მისი ჯანმრთელო-
ბისა და მხიარული განწყობილების ყველაზე უტყუარი მოწმობა
ის გახლდათ, რომ გუშინ ეზოში ქათამი მოახრჩო. კიდევ კარგი,
ჩვენი იყო, ჰოსპიტლისა და ხალხთან ახსნა-განმარტებები არ
დაგვჭირდა. კეთილი მგზავრობა.
იანეკი ოთახიდან რომ გამოდიოდა, კარში მარუსია შეხვდა–
შენ რაღაზე მოსულხარ? – ჰკითხა პროფესორმა. – ფრონტზე
მინდა... – აქ უფრო საჭირო ხარ. – არა, იქ.
– სულ ერთია, ერთად მაინც არ მოგიწევთ ბრძოლა. შენ პო-
ლონურ არმიაში არ გაგამწესებენ.
გოგონა გაწითლდა. – ვიცი, მაგრამ – აქ დარჩენა აღარ მინ-
და.
– მესმის, – პროფესორმა ამოიოხრა, მელოტი თავი დაუქნია
და დაუმატა: „თანახმა ვარ“ და ფრონტზე მიმართვას ხელი მო-
აწერა.
გოგონაც გამოვიდა. კარს უკან ჯერ ყრუ ჩურჩული, მერე კი
ხმამაღალი სიცილი და გაქცეული ნაბიჯების ბაკაბუკი მოისმა.
პროფესორმა სათვალე მოიხსნა, თავი ხელის გულებში ჩარ-
გო და თვალები დახუჭა. თან გაიფიქრა: ალბათ უკვე დიდხანს
აღარ მოგვიწევს ცდა, ახლა ნამდვილად დგება ომის უკანასკნე-
ლი გაზაფხული... და თავისთვის ჩაიცინა, უფრო სწორად, იმ
ახალგაზრდების ნაცვლად, რომლებმაც ჯანმრთელობა დაიბრუ-
ნეს და ახლა ჰოსპიტლიდან გაეწერენ.

312
თავი მეოცე
გზაჯვარედინი
ხშირად საშემოდგომო გადაფრენის დროს იხვი მოსწყდება
ხოლმე მთელ გუნდს: რაღაც მნიშვნელოვანი საფრინველო საქ-
მე შეაყოვნებს, ან მოტეხილი ფრთა შეუშლის ხელს. ადრეული
ყინვები კი პატარა, ლელიან ტბებს ყინულით დაფარავს. სიცივი-
საგან გაფიჩხულ ეულ ფრინველს ადამიანები დაიჭერენ, გაათ-
ბობენ, თუ საჭირო იქნება, უმკურნალებენ კიდეც. მაგრამ ამის
შემდეგ თბილი ქვეყნებისაკენ გრძელ გზაზე გადგომა მეტისმე-
ტად დაგვიანებულია. ესეც არ იყოს, ძალა არ ეყოფა და მთელ
ზამთარს ადამიანებთან ატარებს, ეჩვევა მათ, ხელიდან კენკავს
საჭმელს.
მერე კი, მიწის პირს თოვლი რომ მოშორდება, ცა ლურჯად შე-
იღებება და გაზაფხულის პირველი თბილი ქარი დაბერავს, ფრინ-
ველს მოუსვენრობა შეეპარება. ადამიანებსაც უკვე სწყინთ მას-

313
თან განშორება, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეა საჭირო. სხვანაი-
რად არ შეიძლება. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და
ძლიერი გრძნობა, ვიდრე თბილი სახლისა და გემრიელი საჭმე-
ლებისადმი ერთგულების გრძნობაა. როცა სამხრეთიდან ფრინ-
ველთა გუნდი დაიძვრება, უნდა გახსნა კარი ან ფანჯარა და ისიც
გაუშვა: პირველად მოკლე გარბენი, დაბალი სტარტი, მერე ზე-
ვით სწრაფი აფრენა, სტუმართმოყვარე სახლის თავზე ბედნიერი
კამარა, ფრთების ფარფატი და თანდათანობით დაპატარავებუ-
ლი სილუეტი. ფრინველი თავის სტიქიას, თავის მეგობრებს უბ-
რუნდება...
ბრეზენტს მანქანაზე ტყაპატყუპი გაჰქონდა, ქარით იბერებო-
და და მაღლა იწეოდა. კაბინასთან კუთხეში სათადარიგო საბუ-
რავზე დაყრილ ორიოდ იღლია თივაზე ერთ ლაბადა კარავში
გახვეული იანეკი და მარუსია ისხდნენ, მარჯვენა ბორტთან გჟესი
და გუსტლიკი იჯდა. შარიკა ტანკისტებთან შემძვრალიყო და თა-
ვი მარუსიას კალთაზე დაედო.
რაღა თქმა უნდა, მარტო ისინი არ მიდიოდნენ. მთელი ძარა
ფრონტელებით იყო სავსე. ისინი ახლახან, გზაჯვარედინზე ამო-
ვიდნენ და მეზობლებს მისჩერებოდნენ; თანდათანობით ებმებო-
და პირველი ნაცნობობა, ერთი თავის წეკოს თავაზობდა მეზო-
ბელს, მეორე კი სიგარეტებს.
– აიღეთ, ნადავლია, „იუნო“ ჰქვია – სთხოვდა თანამგზავრებს
ჭაღარა კაპიტანი.
– იმათებურად „იუნო“ – ჩვენებურად კი, მაპატიეთ გამოთქმი-
სათვის და, ჩალა, ეგებ წეკო გესინჯათ?
– ჩემმა ცოლმა შინაური თამბაქო გამომიგზავნა. მაგარია,
აქამდე მიბრუის თავი, რომ იცოდეთ როგორი სურნელოვანია...
ინებეთ, გთხოვთ, ამხანაგებო, გასინჯეთ.
სატვირთო მანქანა ქალაქს უახლოვდებოდა. აქა-იქ სახლე-

314
ბიც გამოჩნდა. როგორც კი მანქანა პრაგის ქუჩებში შევიდა, ლა-
პარაკი შეწყვიტეს. იქნებ იმიტომ, რომ ყველა პაპიროსს აბოლებ-
და, იქნებ იმიტომაც, რომ ბომბებით დანგრეულ სახლებს უყუ-
რებდნენ, რომლებზეც მზის სხივების წყალობით თოვლის საფა-
რი დნებოდა, ჰაერი კი მსუბუქად თრთოდა.
– მაშინ ისინიცა ბოლავდნენ, მაგრამ სულ სხვანაირად, –
თქვა გუესმა.
მანქანამ მარცხნივ მიუსვია. გზა ქვევით ეშვებოდა, ვისლისა-
კენ. იანეკმა თავი ასწია და მიდამოს ყურადღებით დააკვირდა,
მერე მეგობრებს ხელით ანიშნა და თქვა:
– მომისმინეთ, ჩვენ ხომ სწორედ აქ, სადღაც, ამ ადგილებში...
ქვაფენილი ისევ ანგრეულია. ეს ხომ ჩვენი კვალია, ჩვენი „წითუ-
რასი“.
სიმძიმის დაწოლისაგან პონტონური ხიდის ფენილი შეირყა
და კოჭები აჭრიალდა.
– მოკავშირეებო, ტანკისტები ხართ? – ღიას, ტანკისტები
ვართ. – როდის დაიჭერით? – პრაგა რომ ავიღეთ, სექტემბერში,
– აუხსნა სააკაშვილმა. – ეგ ორდენები პრაგის აღებისათვის მი-
იღეთ?
ელენსა და სააკაშვილს ფარაჯები გადაეღეღათ და თეთრ-წი-
თელი ლენტები და მამაცთა ჯვრები გამოეჩინათ.
– არა, ესენი ადრე მივიღეთ. გვარდიელთა მერვე არმიას ვეხ-
მარებოდით ვისლის გაღმა, სტუძიანკასთან პლაცდარმის შენარ-
ჩუნებაში. პრაგაში კი დავიჭერით.
– გეტყობათ, მაგრადაც დაჭრილხართ, რაკი ამდენი ხანი ჰოს-
პიტალში გაგიტარებიათ.
– ისე, არა უშავდა რა. – მეოთხე სადღა არის? დაიწვა?
– შა-ა-ქარი ა-არ გი-ი-ნდა პირში? – აღელვებისაგან გჟესს ენა
დნება. – ცოცხალია და ჯანსაღი. ომობს.
მანქანა წარამარა უხვევდა, ახლა კი კაროვას მიმართულებით
315
გორის ძირას მიდიოდა. მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა. ეს ქალაქი
უფრო სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე პრაგა. არც ერთი
სახლი არ გადარჩენოდა ომს. ისინი დამწვარ-დაქცეული კედლე-
ბის ხეობაში მიდიოდნენ, უცნაურად დარღვეულ, კირის კლდეს
დამსგავსებულ გორაკებს შორის, რომელთაც ფანჯრების ჭუჭრუ-
ტანები შერჩენოდათ. მთაზე, ზემოთ, მიიკლაკნებოდა ბილიკები.
ხანდახან, აქა-იქ შეიძლებოდა ადამიანისთვისაც შეგევლოთ
თვალი. ზოგან ფიცრებით დაჭედილ ფანჯრებიდან ღუმელის მი-
ლებს გამო: ეყოთ თავი და შავი ბოლის თხელ ჭავლებს ქარი ათა-
მაშებდა.
– მტკიცე ხალხია, – თქვა იმ ჭაღარა კაპიტანმა, სიგარეტი
„იუნო“-თი რომ გაუმასპინძლდა იქ მყოფთ.
მის ნათქვამს არავინ გამოხმაურებია.
თხუთმეტიოდ წუთმა გაიარა, ვიდრე მანქანა დაკლაკნილ ვიწ-
რო ქუჩიდან პირდაპირ ფართო ხეივანში გავიდოდა. მარჯვენა
მხარეს მათ გორაკებით დაფარული სივრცე დაინახეს, რომელ-
ზეც ალაგ-ალაგ ისევ თოვლი იდო. მის ქვეშ კი მზეს ბომბებისაგან
მთლად დაფშვნილი აგურის ნამსხვრევები გამოეჩინა. მიხვდნენ,
რომ აქ თავისუფალი ველი კი არა, ერთ დროს ქალაქი იყო.
შორს, უშენ ადგილის ცენტრში აყუდებულიყო ეული, მივიწყებუ-
ლი კოსტელი.
კბილებიდან წყევლა-კრულვა გამოსცრა იმ ჯარისკაცმა, წე-
ღან წეკოთი რომ უმასპინძლდებოდა თანამგზავრებს. ისევ სიჩუ-
მე ჩამოვარდა. მანქანა გზას განაგრძობდა, მგზავრები კი ყურად-
ღებით შეჰყურებდნენ ფაბრიკის ორ მილს, რომელთაგან ერთი-
დან – უფრო ახლოს რომ იყო, ტყვიებისაგან დაცხრილული – ბო-
ლი ამოდიოდა.
– მხოლოდ მაშინ, როცა ქალაქი უკან მოიტოვეს და გზატკეცი-
ლის ორივე მხარეს მინდვრები გადაიშალა, ადამიანების მდუმა-
რება ქარმა გაიტაცა.
316
– როგორ უნდა აღადგინონ ეს ქალაქი? რამდენი გადაბუგული
ქალაქი მინახავს, მაგრამ ასეთი – არასოდეს.
– არც სმოლენსკი იქნება უკეთეს დღეში. – მერე, სტალინგრა-
დი? –როგორ უნდა აღსდგეს? – ჩაერია ის ჯარისკაცი, ცოლმა ში-
ნაური თამბაქო რომ გამოუგზავნა, – თუ ხალხი საქმეს ერთობ-
ლივად მოკიდებს ხელს, მაშინ შესძლებენ: აი, აქ, ჩვენთან ერ-
თად ტანკისტი ბიჭები მოდიან. არც ესენი ააჭრელა ომმა ნაკლე-
ბად, მაგრამ, ხომ ხედავთ, ექიმებმა შეკერეს, უმკურნალეს, ახლა
კი ისევ ფრონტზე მიდიან. პრაგა აიღეს და ბერლინსაც აიღებენ...
შე, მაგალითად, ლოძში დავიჭერი. ქალაქში რომ შევიჭერით,
ფრიცებმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ, მაღაზიები ღია იყო.
რომ დაგვინახეს, თვალები დააჭყიტეს, მაგრამ ერთმა სახურავი-
დან ისროლა და მომხვდა.
– მე კატოვიცაში დავიჭერი.
– მე კი უფრო შორს – კისტინთან, გვარდიელთა მერვე არმია
რომ იღებდა ოდერს გაღმა სიმაგრეს, მაშინ.
– იქედან უკვე ბერლინიც ახლოსაა, ნეტავ, როგორია ის ბერ-
ლინი?
ახალგაზრდა ქერა ოფიცერმა, ცისფერძირიანი ქუდი რომ
ეხურა, გაიცინა და თქვა:
– მე მოგიყვებით, როგორიც არის ბერლინი: იქ ქუჩები შავია,
სახურავებზე საცეცხლე წერტები აქვთ მოწყობილი, ირგვლივ კი
საზენიტო ქვემეხების ბოლქვები იგრაგნება. დაბლა, სადაც კი
ბომბი დაეცემა, გაბრწყინდება და ცეცხლი გადმოიღვრება. და-
ნარჩენს თვითონაც ნახავთ ადგილზე.
– სულაც არ მინდა მისი ნახვა, – მიუბრუნდა მფრინავს გჟე-
სი.– ერთი თვალის მოვლება კი შეიძლება, საჭიროც კია, მერე კი
მშვიდობით, სასწრაფოდ შინისაკენ. ჩვენთან მთები ცას სწვდები-
ან, თავზე თოვლის თეთრი ქუდები ხურავთ, ბარად თბილა და
მთელ წელიწადს შეგიძლია სვა მაჭარი.
317
– შენ, ტანკისტო, საიდანა სარ?
– მე სა-ა-იდანა ვარ? – ერთ წუთს შეჩერდა გჟესი და ჩაფიქ-
რდა, არ იცოდა, მართალი ეთქვა თუ მოგონილი.
– სანდომირიდან, – დაასწრო მეგობარს ელენმა.
– მერე სანდომირთან ისეთი მთებია, რომ ცასა სწვდებიან და
მწვერვალებს თოვლის საფარი ახურავთ?
– ქვევიდან თუ შეხედავ, ისე მოგეჩვენება, თითქოს ძალიან
მაღლებიაო. ზამთარში კი ზედ თოვლი დევს, მაშ, როგორ. – გა-
ბედულად მოაჭახრაკა ელენმა.
– თქვენი მეგობარი ქართველივით შავგვრემანია. – ასეთები
სანდომირშიც არიან.
ყველამ მხიარულად გადაიხარხარა, ადამიანებს სამხედრო
ფორმას რომ ატარებენ, არა მარტო ზაგლობას დროიდან, არა-
მედ უფრო ადრეც, ყოველთვის უყვარდათ ისინი, ვისაც ამბების
ლამაზად თხრობა ეხერხებოდა.
ძაღლიც სანდომირიდან ხომ არ არის? – ჰკითხა და თვალი ჩა-
უკრა შინაური თამბაქოს პატრონმა. – სანაძლეოსა ვდებ, რომ ეს
ძაღლი სატანკო ჯარში იბრძვის.
– მაშ რა გეგონა! – სააკაშვილს გაუხარდა, რაკი საშუალება
მიეცა ვინმეზე ეცინა. – წაიკითხე ერთი, რა წერია აი, აქ, საყელო-
ზე ჩამოკიდებულ ბალთაზე.
შარიკამ, რომ დაინახა ყველა მე მიყურებსო, ამაყად გასწორ-
და და სიბრაზით კი არა, ისე, ყოველ შემთხვევისათვის, თეთრი,
ელვარე ეშვები გამოაჩინა.
– ვერა, მაგას რა მიეკარება, ვერა ხედავ, როგორი ეშვები
აქვს... გარდა ამისა, პოლონურად წერია და რა გავიგო.
– შემიძლია გითარგმნოთ, – გაიხარა გჟესმა. – აქ წერია: „შა-
რიკა – სატანკო ბრიგადის ძაღლი“.
– ოჰო-ჰო-ჰო, ესე იგი, მაგას უნდა მივმართოთ „ამხანაგო რი-
გითო!“ მე უბრალო ძაღლი მეგონა, თურმე ჯარისკაცი ყოფილა.
318
– მო-ო-იცადე, – დაიწყო გჟესმა ენის ბორძიკით. – დაიცა, ჯერ
ჩამოგითვლი ამის დამსახურებას. შენ კი ყოველ მათგანზე თითი
მოღუნე ხოლმე. მაგრამ იცოდე, ჩექმების გახდაც მოგიწევს. მარ-
ტო ხელის თითები არ გეყოფა.
მგზავრები გჟესისაკენ მობრუნდნენ და ინტერესით ისმენ-
დნენ, როგორ არ შეუშინდა შარიკა ვეფხვს, როცა ჯერ კიდევ ერ-
თი ბეწო ლეკვი იყო, მერე მის საბრძოლო თავგადასავალზე მო-
უთხრო და ბოლოს იმაზე, თუ როგორ მოახრჩო. ქათამი ჰოსპიტ-
ლის ეზოში. როცა სააკაშვილი ლაპარაკს დაიწყებდა, კეთილსინ-
დისიერად მოჰყვებოდა ყველაფერს ისე, რომ არაფერს გამოტო-
ვებდა, პირიქით, ისეთ რამეებსაც დაურთავდა ხოლმე, რომლის
გახსენება არც იანეკსა და არც ელენს არ შეეძლოთ.
„ჯავშანსატანკო“ ძაღლის ისტორიამ, როგორც შარიკას შეარ-
ქვეს, ყველა გაამხიარულა და, ბოლოს, როცა გუესმა თხრობა
დაამთავრა, ვიღაცამ დაბალი ხმით სიმღერა წამოიწყო. შას სხვე-
ბიც აჰყვნენ და შეწყობილად მღეროდნენ იმ დროს მოდაში შემო-
სულ სიმღერას:

„მედლები იმად არ მოგვცეს, რაკი ვარშავა ნახეთო,


იმიტომ დაგვასაჩუქრეს, – „პოლშას“ ბორკილი ახსენთო“.

სიმღერა მეტად გრძელი იყო, სულ ახალ-ახალი სტროფები


ჩნდებოდა, ყოველ მისამღერს ორჯერ იმეორებდნენ. იანეკმა,
ისარგებლა იმით, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა და მა-
რუსიას ყურში წაუჩურჩულა:
– არ დამივიწყო. – არასდროს არ დაგივიწყებ.
– ეგებ სადმე ერთმანეთის ახლოს მოგვიხდეს ბრძოლა, მაგ-
რამ თუნდაც შორს ვიყოთ, როგორც კი ომი დამთავრდება, მაშინ-
ვე. უნდა შევხვდეთ.
– ვნატრობ ასე რომ მოხდეს, მაგრამ ასე კი იქნება?..
319
– აუცილებლად შევხვდებით, – ეჩურჩულებოდა იანეკი. – მე-
რე კი მუდამ ერთად ვიქნებით: შენ, მე, შარიკა და, შეიძლება, მა-
მაჩემიც.
მარუსიამ სახე იანეკისაკენ მიიბრუნა. ბრეზენტის ლაბადა –
კარავი გაუსწორა, დაბლა რომ ჩამოშვებოდა, მერე ტუჩები მის
ნაზ, ხიდან ახლად მოწყვეტილ ატამივით შეღინღლულ ლოყას
შეახო.

ბევრი რამის თხრობა შეუძლიათ გზაჯვარედინებს. აქა ხვდე-


ბიან ერთმანეთს ადამიანები, უფრო ხშირად კი ემშვიდობებიან,
სხვადასხვა მხარეს მიდიან და მერე კი არავინ იცის, ვის რა ბედი
ეწევა, შეხვდებიან კიდევ ერთმანეთს თუ არა.
სატვირთო მანქანამ მეომრები პოზნანამდე მიიყვანა, მერე კი
ქალაქგარეთ ფეხით წავიდნენ, რომ გზაჯვარედინზე სხვა ხელ-
საყრელი შემთხვევა ჩაეგდოთ ხელში. იქვე საკონტროლო პუნ-
ქტი იყო გახსნილი, სადაც საბუთებს ამოწმებდნენ და შემდეგ
ბრძოლის ველზე დასაბრუნებლად შემდგომ მარშრუტებს აძ-
ლევდნენ.
მათ იცოდნენ, რომ სწორედ აქ უნდა გაყროდნენ ერთმანეთს.
მარუსიას გზა პირდაპირ, დასავლეთისაკენ მიდიოდა, ეკიპაჟი
კი მარჯვნივ, ჩრდილოეთისაკენ უნდა წასულიყო.
რაკი ტრანსპორტი ჯერ არა ჩანდა, „ოგონიოკმა“ ისარგებლა
საბოლოო წუთებით, გზისპირა თხრილში ახლად გაშლილი, ხა-
ვერდოვანი ციცებით დაფარული ტირიფის ტოტები მოამტვრია,
ბიჭებს მთელი თაიგული მიართვა და ტოტები ქამრებში გაუყარა.
გალანტურმა სააკაშვილმა, პატივისა და ყურადღების ნიშნად,
რამდენიმე ტოტი მოძრაობის მომწესრიგებელ გოგონას მიარ-
თვა, საბურავებით გათელილი გზის შუაგულში მუხლი მოიყარა,
კომპლიმენტების კორიანტელი დააყენა და ბოლოს უთხრა: ასეთ
მშვენიერ ასულს ჩემს ცხოვრებაში ჯერ არსად შევხვედრივარო.
320
ელენი ჭრილობისაგან ახლად მოშუშებულ ფეხს ჯერ კიდევ
გაუბედავად ადგამდა. იგი ქვაზე ჩამოჯდა და მინდორს გახედა,
სადაც წელს ჩვეულებრივზე ადრე აყვავებულიყო კვრინჩხი. ბუჩ-
ქების გარშემო პატარ-პატარა გუნდებად დახტუნაობდნენ შაშვე-
ბი. ჩიტები წყნარად უსტვენდნენ, ერთი ადგილიდან მეორეზე გა-
დაფრთხიალდებოდნენ და თოვლისაგან განთავისუფლებულ
მინდორზე საკენკს ეძებდნენ.
გუსტლიკი კარგად არჩევდა შედარებით პატარა, ყავისფერ
დედალ შაშვებს უფრო მოზრდილ, შავ, მამალ შაშვებისაგან.
ცდილობდა, დაეთვალა კიდეც რამდენი იყვნენ, თუმც თვითონაც
არ იცოდა, რისთვის აკეთებდა ამას. შეიძლება უბრალოდ იმიტო-
მაც, რომ როგორმე მოეკლა ლოდინის წუთები.
– ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ადამიანები, განშორება რომ ეძ-
ნელებათ, რკინიგზის სადგურზე გაცილებისას ნერვიულობას იწ-
ყებენ და ოცნებობენ – ნეტა ჩქარა დაიძრას მატარებელიო. სა-
ერთოდ წასასვლელი მალე უნდა წავიდეს.
მარუსია და იანეკიც იქვე იდგნენ. მინდორზე მონავარდე შავ
შაშვსა და იანეკის გვარზე ხუმრობა სცადეს, მაგრამ არ გამოუვი-
დათ და გაჩუმდნენ: მერე ერთმანეთს თვალებში შეხედეს და ბო-
ლოს მზერა გზაზე გადაიტანეს.
მალე სატვირთო მანქანაც ჩამოდგა. მას გრძელი, ბრეზენტგა-
დაკრული ძარა ჰქონდა. შიგნიდან გამანადგურებლის ვერ-
ცხლისფერი კუდი მოჩანდა. მოძრაობის მომწესრიგებელმა მან-
ქანა გააჩერა, მძღოლს რაღაცა უთხრა, მერე ტყავის ქურთუკში
გახვეულ მფრინავებთან მივიდა, ბრეზენტის ქვეშ რომ შემალუ-
ლიყვნენ, და ბოლოს მარუსიას დაუქნია ხელი.
აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრი ჰქონდათ ერთმანეთისათვის
სათქმელი და მნიშვნელოვანი საკითხები გადასაწყვეტი. „ოგო-
ნიოკმა იანეკს მისცა მის მიერ სატანკო ბრიგადაში გაგზავნილი
და ისევ უკან დაბრუნებული წერილი, რომელსაც აქამდე გულის
321
ჯიბით ატარებდა. ყველაფერი, რაც კი იმ წერილში ეწერა, უკვე
პირადადაც უთხრა, მაგრამ წერილი მაინც მისცა, რომ წაეკითხა
ხოლმე, როცა ისინი ერთმანეთისაგან ძლიერ შორს იქნებოდნენ.
იანეკმა მარუსიას მისცა სპილენძის რგოლისაგან გამოჩარხუ-
ლი ბეჭედი, რომელიც მან არტილერიის ჭურვის ჰილზას ახსნა.
ერთმანეთს დაბნეულად ელაპარაკებოდნენ. ჯერ ერთი სათქმე-
ლი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ მეორეს წამოიწყებდნენ.
მარიკა მოუსვენრად დაწრიალებდა მათ გარშემო, მფრინავებს
კი მოთ. მინება ეკარგებოდათ.
– ბოლოს და ბოლოს აკოცე, წასვლის დროა.
იანეკმა რჩევა ისმინა. მერე გოგონა მანქანისაკენ გაიქცა.
მფრინავებმა ხელი წაავლეს და ძარაში შეაძვრინეს. მანქანა და-
იძრა, თანდათან სვლას უმატა და გზაზე დარჩენილთ გაშორდა.
მათ მზერა გააყოლეს ჯერ მარუსიას ნაღვლიან ღიმილს, მერე მის
ფიგურასა და თვითმფრინავის ვერცხლისფერ სტაბილიზატორის
ფონზე მის წაბლისფერ თმას.
როცა მანქანა მოსახვევში მიიმალა, იანეკი გზატკეცილს გაუყ-
ვა, ახლად შეფოთლილ ტირიფის ხესთან გაჩერდა და წერილი
გახსნა. თავიდან ბოლომდე ნელა წაიკითხა, მერე კი თავისთვის
გაიმეორა:
– შუაღამის პირზე... ბაღის ჩრდილში ჟასმინების სურნელო-
ვან ბუჩქებში გავიპარებოდით. იქ ვერავინ დაგვინახავდა...“
იანეკი იდგა, სახე გაზაფხულის ნიავისათვის მიეშვირა, გახუ-
რებულ ტუჩებს რომ უგრილებდა..

322
თავი ოცდამეერთე
დაბრუნება
– ეი, კოს! – დაუძახა გუსტლიკმა. – მოდი აქ, აი, ეს კი ჩვენ-
თვის იქნება ზედგამოჭრილი!
გზაჯვარედინზე უზარმაზარი მანქანა მოდიოდა და თან ფან-
ჯრებიან ვაგონს მოათრევდა. ვაგონის საკვამური მილიდან ბო-
ლი მხიარულად ამოდიოდა. მძღოლს მანქანის გაჩერება არ უნ-
დოდა. ორჯერ მისცა სიგნალი, გვერდის ასავლელად გზის ნაპი-
რისაკენ – მარცხნივ გადაუხვია, მაგრამ მოძრაობის მომწესრი-
გებელმა გოგონამ გზა მაინც არ დაუთმო. მაშინ შოფერმა კაბი-
ნიდან თავი გამოჰყო და საზეიმოდ გამოაცხადა:
– ჩვენ ფრონტის პოლიტგანყოფილებიდან ვართ!
– ჩვენ კი გზაჯვარედინიდან ვართ, – გაეხუმრა გოგონა. – სა-
ბუთები და მარშრუტი:
ელენი ახლოს მივიდა და გოგონას მხრიდან ჩახედა.
– როგორ არის საქმე? – ჩუმად ჰკითხა. – მანდ კი ნამდვილად
323
მოვთავსდებით.
– მე არ შემიძლია, მაგათ ვინმე რომ ჩავუსვა, – დაბალი ხმით
უპასუხა გოგონამ. – ეგებ თქვენ თვითონ მოახერხოთ მოლაპა-
რაკება.
მიბმულ ვაგონს უკან შემოურბინეს და კარებზე დააბრახუნეს.
ხმა არავინ გასცა. სარკმელამდე აწევა მეტად ძნელი იყო. შეეძ-
ლოთ ამძვრალიყვნენ და ლითონის საფეხურებს ჩასჭიდებოდ-
ნენ, მაგრამ ეს ხომ მგზავრობა არ იქნებოდა. სამნი კიდევ გარის-
კავდნენ, მაგრამ ძაღლისათვის რაღა ექნათ.
შარიკამ მანქანა ყურადღებით შეათვალიერა, ცხვირით მოყ-
ნოსა და რაღაცამ მეტად დააინტერესა. ვაგონის კარებთან უკანა
თათებზე შედგა, აწკმუტუნდა და მერე დაიყეფა. შიგნიდანაც წკმუ-
ტუნით გამოეპასუხნენ. შარიკამ გამალებული ყეფა ასტეხა, შიგ
მანქანაში მყოფმა ძაღლმაც უფრო ნერვიულად დაიწყო გამოპა-
სუხება.
კარი ოდნავ გაიღო და მეგობრებმა გაოცებით შეხედეს სამეჯ-
ლისო ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილ გამხდარ ქალს. სამი-
ვე პირდაღებული შესციცინებდა და ღონე აღარა ჰქონდათ, თუნ-
დაც ერთი სიტყვა ამოეღერღათ. ქალის ფეხებთან თეთრი პუდე-
ლი იდგა. მას ცნობისმოყვარეობისაგან წინ გამოეშვირა დრუნჩი.
შარიკა რომ დაინახა, აწკმუტუნდა, კუდი გააქიცინა და აშკარად
გაიხარა.
ნაგაზმა, როგორც ეტყობა, ეს მიპატიჟებად მიიღო და ერთი
ნახტომით ვაგონის შიგნით აღმოჩნდა. ქალი გვერდზე გახტა, ხე-
ლები მაღლა ასწია და დაიყვირა:
– მიშველეთ! მოაშორეთ ეს ავაზაკი, ჩემს ციცქნა ცუგოს და-
მიგლეჯს!
ტანკისტებს თხოვნის გამეორება არ დასჭირვებიათ. ისინი მე-
გობრულად გაქანდნენ საშველად. გჟესმა გუსტლიკი შესვა, გუს-

324
ტლიკმა გრიგოლს გამოუწოდა ხელი. მანქანა უკვე დაიძრა. ია-
ნეკმა რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა და მეგობრების დახმარებით
ისიც ვაგონში შეხტა, თან ხელი მხარზე გადაკიდებული მაუზერის
ხის ბუდეზე ევლო.
პატარა ცუგოს გადასარჩენად ტანკისტებს ბევრი ოფლის დაღ-
ვრა არ დასჭირვებიათ, რადგანაც შარიკას აზრადაც არ მოსვლია
ცუგოს დამუქრებოდა. მეგობრებმა, შიგნით სიცივე რომ არ შეეშ-
ვათ, კარი მიხურეს, ვერცხლის კაბაში გამოწყობილ ქალბატონს
თავაზიანად მიესალმნენ და შესასვლელთან მოკრძალებით დას-
ხდნენ.
– მაინც მივდივართ და არცთუ ცუდად, – ხმადაბლა ჩაიბუტბუ-
ტა ელენმა.
– უკანვე ჩადით! – თავს ზემოთ ძლიერი ბანი მოესმათ. – რო-
გორ არა გრცხვენიათ, სხვის სახლში ძალით რომ შემოიჭერით!
ისინი ადგნენ და მოწიწებით შეხედეს მაღალ, ათლეტური წყო-
ბის მამაკაცს. მას ზოლიანი ნაქსოვი პერანგი ეცვა და ამობურცუ-
ლი კუნთები გამოჰკვეთოდა.
– პლუტონოვი ელენი მოგახსენებთ სამი პოლონელი ტანკის-
ტის შემოსვლას! – გუსტლიკი თავაზიანად მიესალმა და თავი და-
ხარა.
– გუესმა იანეკს ქამრიდან ტირიფის ორი დარჩენილი ტოტი
მოაცალა და გულითადი ღიმილით მიართვა თეთრი ძაღლის პატ-
რონს.
ქალბატონმა გაიღიმა (რომელი ქალი არ გაიღიმებს, როცა
ყვავილებს მიართმევ?) და თავის საყვარელ ძაღლს მიმართა:
– ჩემო ციცქნა, როგორ შეიძლება, ეს უცხო ძაღლია.
აღფრთოვანებული ციცქნა შარიკას გარშემო ხან ოთხ, ხან ორ
ფეხზე ცეკვავდა, ყურებში სწვდებოდა, საცეკვაოდ იწვევდა, ნაგა-
ზი კი საკმაოდ სულელური, მაგრამ მაინც სიმპათიური გამომეტ-
ყველებით თვალს აყოლებდა.
325
ნაქსოვ საცვლებიან მამაკაცს მრისხანედ შეეკრა წარბები და
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მას ჭერქვეშ თუნუქის
რგოლზე მჯდარმა თუთიყუშმა შეუშალა ხელი. მან ჩხავილი მორ-
თო:
– შეტევაზე! შეტევაზე! – მანქანის სიღრმიდან წითელ ქურ-
თუკში გამოწყობილი მაიმუნი გამოჩნდა. ის სხვადასხვა საგნებს
ებღაუჭებოდა და ისე მოდიოდა, მერე კი ელენს მხრებზე შეახტა.
იმან პირის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ მაიმუნმა ქუდი მოსტაცა
და გაიქცა. – ოი, – ამოიკვნესა გუსტლიკმა. – აი, ნამდვილი სამ-
ხეცე. შეიძლება ამათ სპილოცა ჰყავთ ა?
– გადახვალთ თუ არა მანქანიდან? – კატეგორიულად იკითხა
ათლეტმა.
– ჩვენ კი ჩავიდოდით, ბატონო დირექტორო, – უთხრა გჟესმა,
– მაგრამ უქუდოდ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია... ის
ხომ, კაცმა რომ თქვას, სახელმწიფო საკუთრებაა.
– იყვნენ, ივან. გაუშვი, წამოვიდნენ, – ღიმილით თქვა ქალბა-
ტონმა.
– გულჩვილი ბრძანდებით, ნატაშა. ყველა გზაჯვარედინზე
რომ მგზავრები ავიყვანოთ... – ტონზე ეტყობოდა, წესის გულის-
თვისღა ბუზღუნებდა.
– სად მიდიხართ? – კოლობჟეგში, – ერთხმად უპასუხეს ტან-
კისტებმა. – ჩვენც.
– მე დიდ ბოდიშს მოვიხდი ცნობისმოყვარეობისათვის, – ვერ
მოითმინა სააკაშვილმა, – მაგრამ, თუ შეიძლება, ძალიან გვინდა
ვიცოდეთ...
– დიდი სიამოვნებით. ეს სამხედრო საიდუმლოება არ არის, –
გაეცინა ძალოვანს. – საფრონტო ცირკია. რაკი ნატაშამ მგზავ-
რობის ნება მოგცათ, – კართან ნუღარა დგეხართ. აბა, მოეწ-
ყეთ...
მათ ვაგონის შიგნით პატარა კორიდორი გაიარეს და უფრო
326
ღიდ ოთახში შევიდნენ. ამ ოთახს ორი ფანჯარა ჰქონდა – ორივე
მხარეს თითო. ოთახს იქეთ კიდევ ერთი კარი იყო, რომელსაც
ტიხარის მეორე მხარეს გაჰყავდით.
– აქ სალონია, იქეთ კი ჩვენი საძინებელი. მთელი ეს საუცხოო
ავლადიდება საკუთარი ხელებით მოვაწყვეთ ნადავლ ვაგონში.
შემდეგი საუბრიდან გამოირკვა, რომ ათლეტი ივანი გიმნასტი
და ჟონგლიორი იყო, ნატაშა კი გაწვრთნილი ციცქნა პუდელითა
და მაიმუნით გამოდიოდა, რომელსაც ბუკი ერქვა. ტანკისტებიც
თავიანთ ამბავს მოუყვნენ. ბოლოს სტუმრებს ჩაით გაუმასპინ-
ძლდნენ.
ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები ერთმანეთს მტრულად
ხვდებიან, მაგრამ როცა ერთი-ორი სიტყვით ერთმანეთს აზრებს
გაუზიარებენ, უკვე ურთიერთ სიმპათიებს იგრძნობენ. ყოველ
ადამიანში ხომ არსებობს რაღაც მიმზიდველი და საინტერესო!
ელენმა ორთაბრძოლაში გამოიწვია ათლეტი და ხელის ძა-
ლაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს, აბა ვინ ვის ხელს გადასწევსო.
მართალია, დიდხანს იცავდა გუსტლიკი თავს, მაგრამ ბოლოს მა-
ინც წააგო, თუმცა ივანმა დაამშვიდა: შესანიშნავად გეჭირა ხელი
და ჰოსპიტალი რომ არა, ვინ იცის...
გამოირკვა, რომ ჯერ კიდევ ომამდე ნატაშა თავის ცხოველებ-
თან ერთად თბილისშიც გამოდიოდა და ახლა გრიგოლი და ქალ-
ბატონი საქართველოს სილამაზის მოგონებებს მისცემოდნენ.
მის თოვლით დაფარულ მთების სილამაზესა და ქართული ღვი-
ნის გემოს აქებდნენ. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, დაავიწყდა,
რომ სანდომირელი საკვამურების მწმენდელის შვილი იყო.
მაიმუნმა ელენს ქუდი დაიხურა, რომელიც წარამარა უვარდე-
ბოდა ხოლმე თავიდან. მაიმუნი ბუკი მოხარშულ კარტოფილს ბა-
ნანივითა ფცქვნიდა და ისე მიირთმევდა. მერე იანეკს მხარზე შე-
მოასკუპდა, თავისი ენით რაღაცას უყვებოდა და ბოლოს მის ქურ-

327
თუკის კალთაში გახვეულს ჩაეძინა. მაგრამ ყველაზე უფრო გულ-
თბილი დამოკიდებულება ციცქნასა და შარიკას შორის დამყარ-
და. ნაგაზი, რომელიც თვით პატრონის ბრძანებებსაც კი აღარ აქ-
ცევდა ყურადღებას, თოვლივით თეთრ ციცქნას მოხიბლული
მისჩერებოდა და დროგამოშვებით ოხრავდა.
– მანქანა სწორ გზატკეცილზე მიჰქროდა, სვლას მხოლოდ
ხიდზე გადასვლისას და ხალხმრავალ ადგილებში ანელებდა.
დროგამოშვებით ფანჯრებში ახალი საგზაო ნიშნები გაიელვებდა
ხოლმე. იანეკმა გარეთ გაიხედა და ერთ მათგანზე პოლონური
წარწერა წაიკითხა: Do Wierzchowa 5 km.11 ჩაუარეს თუ არა ამ
წარწერას, ტყეშიც შევიდნენ. საღამო ახლოვდებოდა. ვაგონში
თანდათანობით ბინდდებოდა.
უცბად გრუხუნი მოესმათ, თითქოს, იქვე ძალიან ახლოს ჭურ-
ვი გასკდაო. დაგვერდებული საბმელი მარჯვენა მხარეს გადავი-
და, მუხრუჭებმა ხმამაღლა დაისრიალა, შეშინებულმა მაიმუნმა
დაიჭყივლა, ორივე ძაღლმა დაიყეფა, თუთიყუშმა კი დაიკივლა:
„შეტევაზე, შეტევაზე!“.
ყველანი კარს ეცნენ და გზატკეცილზე გადახტნენ. მძღოლი
უკვე გზისპირას იდგა და ხელით უჩვენებდა ჩაჭყლეტილ საბურა-
ვებზე.
– როგორც ეტყობა, ბომბის ნამსხვრევებზე გადავიარეთ.
მანქანა ზედ გზის პირას, მოსახვევთან გაჩერდა, რომელიც
მთის ძირისაკენ ეშვებოდა. თხრილებს იქით ორივე მხარეს ბინ-
დმორეული საღამოს ტყე გადაჭიმულიყო. გზაზე, ოდნავ მოშორე-
ბით, ზედ თხრილთან შავად გამოიყურებოდა განადგურებულ
ტანკი, რომელსაც მუხლუხები თხრილის ორივე მხარესა ჰქონდა
გაწყობილი. ისინი ტანკს მიუახლოვდნენ, შეათვალიერეს. ელენ-

11
ვიეშკოვამდე 5 კმ. (პოლ.).
328
მა დამწვარი საღებავების არწივის შავი ჩრდილი დანახვა. კოშ-
კის მეორე მხარეს ნომერი უნახეს.
– ხომ არ გახსოვთ ვისია? – იკითხა კოსმა.
– არც ერთს არ ახსოვდა. გრიგოლმა ტანკს შემოუარა, როცა
დაბრუნდა, განაცხადა:
– ერთი რამ ცხადია: ეს ჩვენი „წითურა“ არ არის. იმას ხომ სა-
შუბლე ჯავშანზე საკერებელი აქვს. ხომ გახსოვთ, რას გვწერდა
ვასილი?
ისინი ვაგონთან დაბრუნდნენ, სადაც შოფერი ფუსფუსებდა.
ის სულ ტყუილად ცდილობდა მიეყენებინა მოკლე ჯალამბა-
რი.
– ვცადოთ? – ჰკითხა ივანმა ელენს.
– რატომაც არა, შეიძლება სინჯვა.
გუსტლიკმა ფარაჯა მოიტანა, მხრებზე მოიხურა, რათა სიმძი-
მე ცოტა რბილად დასწოლოდა. მერე კი ორივე მანქანის ქვეშ
შეძვრა, ფეხებით მიწას მიაწვნენ და ბორტი ასწიეს.
საქმე უფრო სწრაფად წავიდა წინ. იანეკმა და გჟესმა სათადა-
რიგო ბორბალი მოაგორეს და გახეთქილი ბორბალი სწრაფად
გამოცვალეს. შოფერი უზარმაზარი გასაღებით უჭერდა ქანჩებს,
სააკაშვილიც მას ეხმარებოდა.
ის იყო უკვე ამთავრებდნენ, რომ შარიკა, თეთრ პუდელთან
ერთად ტყის პირას რომ ნავარდობდა, უცბად შეჩერდა, მოკლედ
დაიყეფა და გაიქცა.
– რა მოხდა?
– ეტყობა, რაღაცის სუნი იკრა, – უპასუხა კოსმა და ძაღლს და-
ედევნა.
ყველა მას უყურებდა, როგორ მიირბინა მოსახვევამდე,
თხრილზე გადახტა, ბუჩქებს ამოეფარა და შემაღლებიდან გაიჭ-
ყიტა. მერე დაჯდა, ცალი ხელით მაუზერის ბუდის შეხსნა დაიწყო,
მეორეთი კი დანარჩენებს დაუქნია.
329
– იარაღი გაქვთ? – ჰკითხა ივანმა. – არა, პირდაპირ ჰოსპიტ-
ლიდან მოვდივართ. – ჩვენა გვაქვს.
ნატაშა ვაგონში სწრაფად ახტა, ავტომატები ჩამოაწოდა, მერე
მამაკაცებს ისიც გამოეკიდა, თან თავის ავტომატს დამცველს
ხსნიდა და შემაღლებასთან მიირბინა. ტანსაცმელის გამოსაც-
ვლელი დრო აღარ ჰქონდა. ჯარისკაცის ქურთუკიდან ვერცხლის
კაბის კალთა მოუჩანდა, სირბილს რომ უშლიდა.
როცა იმ ადგილამდე მიირბინეს, სადაც მაუზერთან ჩაჩოქილი
იანეკი იყო, მოწინააღმდეგე მხარეს, დამრეც ფერდობზე შეამჩნი-
ეს დაახლოებით თხუთმეტი გერმანელი. ისინი ტყიდან გზაზე
ხტუნვა-ხტუნვით გადარბოდნენ. მათ ხელმძღვანელობდა ოფი-
ცერი, რომელსაც ავტომატი კისერზე ჩამოეკიდებინა.
– ვინ იცის გერმანული? – ჩურჩულით იკითხა ივანმა.
ელენმა თავი დაუქნია და დაიყვირა: – Halt! Hände hoch!
ოფიცერი შეკრთა, რაღაცა დაიძახა და ნახევარბრუნში, ისე,
რომ არაფრისათვის დაუმიზნებია, ავტომატის გრძელი ფერი მი-
აყოლა იმ მხარეს, საიდანაც ხმა მოესმა.
იანეკმა მაუზერს ბუდე მიამაგრა, ოფიცერი ნიშანში ამოიღო
და სასხლეტს აუჩქარებლად დააჭირა ხელი. ჰიტლერელი
თხრილში ჩავარდა და თავი წყალში ჩარგო.
დანარჩენი ფაშისტები მიწაზე გაწვნენ, მაგრამ ცეცხლს არ
ხსნიდნენ. ერთ ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ივანმა თავისი
ძლიერი ბანით განკარგულებების გაცემა დაიწყო, თითქოსდა
ახეულს ხელმძღვანელობდა.
– პირველი ოცეული – გზატკეცილის მარცხნივ, მესამე მარ-
ჯვნივ, მოაბრუნეთ ტყვიამფრქვევები!
თხრილიდან ხელებაწეული ჯარისკაცი წამოხტა და ხმამაღ-
ლა, ისეთი სერიოზული ტონით დაიძახა, რომ კაცს გაეცინებოდა:
– ჰიტლერ კაპუტ!
ნატაშამ შაშხანა ასწია და ჰაერში გაისროლა. თითქოს ამ
330
ბრძანების ნიშანზე მარცხნიდან და მარჯვნიდან ჰიტლერელები
გზატკეცილზე გამოვიდნენ. იარაღი სველ ასფალტზე დაყარეს და
თვითონვე ორ რიგად მოეწყვნენ. შარიკა და ციცქნა აქეთ-იქით
ბუჩქებში დახტოდნენ და მოერეკებოდნენ იმათ, ვინც აყოვნებდა.
ოცამდე ტყვემ მოიყარა თავი და ორიოდე წუთის შემდეგ უც-
ნაური კოლონაც დაიძრა: წინ ტყვეები მიდიოდნენ, მათ აქეთ-
იქით ძაღლები მისდევდნენ ყარაულებად, იმათ უკან უზარმაზარი
მანქანა მისდევდა, რომლის საფეხურებზეც სააკაშვილი და ელე-
ნი შემდგარიყვნენ. იანეკი შოფრის კაბინაში იჯდა, ხელის ტყვი-
ამფრქვევი კი, მოკლულ ოფიცერს რომ ააცალეს, – კაპოტზე და-
ეყენებინათ.
ბიჭები მოუსვენრად გრძნობდნენ თავს. ხომ შეიძლებოდა
ტყეში სხვა, უფრო ნაკლებად დამთმობ გერმანელთა ჯგუფს გა-
დაჰყროდნენ, მაგრამ მალე მშვიდობიანად მიაღწიეს დასახლე-
ბულ პუნქტს და ტყვეები კომენდანტს გადასცეს.
ერთ ხანობას ივანს ელოდნენ, რომელიც სავალდებულო
ფორმალობას ასრულებდა და მათი სახელით პატაკს წერდა. ათ-
ლეტი დაბრუნდა და გერმანელების ჩაბარების თაობაზე ორი ქა-
ღალდი მოიტანა კომენდანტის ხელმოწერით: ერთი გადაეცა
„საფრონტო ცირკის შემადგენლობას“, მეორე კი „პოლონელ
ტანკისტებს“.
– თქვენს ბრიგადაში რომ დაბრუნდებით – გამოგადგებათ.
დაე, იცოდნენ, რომ გზაში დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ.
უკვე ბნელოდა, როცა ისინი კოლობჟეგის გადამწვარ ქუჩებში
შევიდნენ. ქალაქი ამ ცოტა ხნის წინათ აეღოთ და ჰაერში ისევ
ნამწვის მძიმე სუნი იდგა. პატარა მოედანზე ისინი გულთბილად
დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მისამართებიც გაცვალეს. ციც-
ქნა ვაგონის სიღრმეში საცოდავადა წკმუტუნებდა, შარიკა იყეფე-
ბო? და, როცა მანქანა პორტის მიმართულებით წავიდა, ტანკის-

331
ტებმა ძაღლი მაგრად დაიჭირეს, რომ ხელიდან არ გასხლტომო-
დათ.
ელენმა შემხვედრ ჯარისკაცებს ჰკითხა, როგორ მისულიყვნენ
კომენდატურამდე. ერთმა მათგანმა მეგზურობა შესთავაზა.
– აქაც დიდი ამბები მოხდა?
– დიდი. ათი დღე ვიბრძოდით ამ ქუჩებისათვის, ყოველი სახ-
ლისათვის. იმათ ზღვიდან გემებიც ეხმარებოდათ.
– ტანკები თუ იყვნენ აქ? – მაშ როგორ, მძიმე ტანკებიც იყ-
ვნენ. – საშუალოები? – „ოცდათოთხმეტიანი“ არ იყო. მე არ და-
მინახავს.
კომენდატურაში ბიჭები დარწმუნდნენ, რომ ჯარისკაცი, მეგ-
ზურობას რომ უწევდათ, მართალს ამბობდა. მორიგე ოფიცერმა
საბუთები გაუსინჯა და თავი დაიქნია.
– დაისვენეთ, ბიჭებო! შეგიძლიათ ღამე ჩვენთან გაათიოთ,
თორემ ძალიან გრძელი გზა გელით. სატანკო ბრიგადა გდანსკი-
საკენ წავიდა.
– გდანსკისაკენ? – წამოიყვირა იანეკმა.
– აბა რა. ის ბრიგადა ხომ ვესტერპლატის გმირების სახელს
ატარებს, ამიტომაც იქით წავიდა.
– გმადლობთ, დავეწევით.
– როგორც გენებოთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ ღამე მანქანას
იშოვით თუ არა.
ტანკისტებმა მხედრული სალამი მისცეს და კარში გაუჩინარ-
დნენ. იქ კი გჟესმა და გუსტლიკმა კოსს ხელი სტაცეს.
– იანეკ, შენი ნატვრა ასრულდა.
– პირდაპირ გზატკეცილით წავიდეთ, უფრო ჩქარა იქნება.
ისინი ცარიელ ქუჩაზე გარბოდნენ აღმოსავლეთი გარეუბნის
მიმართულებით. მალე ზურგიდან ძრავის ხმაური მოესმათ. გზის,
შუაგულში გაჩერდნენ და გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დაჯდო-
მოდათ, გაეჩერებინათ მანქანა. თუმცა მოახლოებულ მანქანას
332
გვერდის ავლა არც უცდია, სვლას უკლო და ფარები ჩააქრო. მათ
სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა ნაცნობი ვაგონი დაინა-
ხეს. მაშინვე კარზე დააბრახუნეს.
– ვინ არის? – მოესმათ ივანის მრისხანე ხმა. – თქვენები. –
დაუძახეს ტანკისტებმა. ციცქნამ შარიკას მოსვლა იგრძნო და სი-
ხარულით ყეფა ასტეხა.
– საით? – გდანსკში.
– ჩქარა ამოდით. რა კარგად აეწყო. ჩვენც ხომ გდანსკში მივ-
დივართ. მთელი სატანკო არმია იქით წავიდა, როგორც ჩანს,
ისევ ერთ კომპანიაში მგზავრობა მოგვიწევს.

იმის წყალობით, რომ მანქანას რიგ-რიგობითა მართავდნენ


(დაღლილ შოფერს. გჟესი ცვლიდა), დღე და ღამ შეუჩერებლივ
იარეს. მაგრამ საბოლოო ანგარიშში ჩქარა სვლა მაინც არ გა-
მოსდიოდათ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ფრონტის ხაზს, მით
უფრო ხშირად ხვდებოდათ გზებზე ბომბებისა და ნაღმებისაგან
დათხრილი ადგილები, რის გამოც მანქანის შორი გზით შემოტა-
რება უხდებოდათ. გარდა ამისა, ხიდებთან, მანქანების შეჯგუფე-
ბის გამო, დიდხანს ჩერდებოდნენ ხოლმე სანამ გზა განიტვირთე-
ბოდა.
როცა კოშალინი და სლუპსკი უკან მოიტოვეს, სატრანსპორ-
ტო კოლონას აემგზავრნენ, რომელსაც საბრძოლო მასალები,
საწვავი და სურსათი მიჰქონდა ფრონტზე და მძიმედ მიიწევდნენ
წინ.
ვაგონში ყველა მიეჩვია ერთმანეთს: ერთად დიასახლისობ-
დნენ, ერთად ეწეოდნენ მეურნეობას, ერთადა ჩხუბობდნენ კო-
მენდატურაში უკეთესი სურსათის მისაღებად. ეს ადვილად გა-
მოსდიოდათ, რადგან ტანკისტები მთელი პათოსით წარმოთ-
ქვამდნენ ხოლმე სიტყვას საცირკო ხელოვნების მნიშვნელობა-

333
ზე. ივანი კი უფრო ეშმაკურ ხერხს მიმართავდა. საწყობის უფ-
როსს ეჩურჩულებოდა: მოკავშირეთა ტანკისტები მიმყავს და ცუ-
დად რომ ვკვებო, სირცხვილიაო. ყველაფერი კარგად მიდიოდა,
მხოლოდ ტანკისტები ნერვიულობდნენ ხოლმე, როცა დიდი
ხნით გაჩერება მოუწევდათ. ერთი სული ჰქონდათ, ვიდრე სატან-
კო ბრიგადამდე მიაღწევდნენ. ნერვიულობდნენ, ვაითუ ისეთ
დროს მივიდეთ, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნე-
ბაო. ერთადერთი, ვისაც ეს შეფერხებები ახარებდა, შარიკა იყო,
რომელიც ერთ წუთს არა სცილდებოდა პუდელს.
პოზნანიდან გასვლის მესამე დღეს უკან მოიტოვეს ლემბორ-
კი. ზედ შოსეზე „ფოკე-ვულფი“ გამოჩნდა. მას ცეცხლი არ გაუხ-
სნია. აქეთ-იქით ეხეთქებოდა და ისე გარბოდა, უკან კი „იაკი“
მისდევდა. ერთხანობას მეგობრებმა ძრავების ხმაურს მიუგდეს
ყური. ხმაური თანდათანობით იკარგებოდა; სატვირთო მანქანა
ბექობზე გავიდა. სწორედ ამ დროს სადღაც ახლოდან ქვემეხების
გუგუნი მოისმა.
– ბიჭებო, ერთ-ორ საათში ვასილსა ვნახავთ, – თქვა იანეკმა.
– დროზე მოვასწარით.
– კი მაგრამ, ასე ძალიან რატომ მიისწრაფი იქეთკენ? – ჰკით-
ხა ივანმა.
– მე გდანსკიდანა ვარ. ომამდე იქ ვცხოვრობდი. მამაჩემი ვეს-
ტერპლატში დაეცა.
პირველი შემთხვევა იყო, როცა მამამისი მკვდრად მოიხსე-
ნია, აქამდე, კი, თითქოს უსიტყვოდ შეუკრავთ პირიო, არც გჟესი
და არც გუსტლიკი იმას არ ეუბნებოდნენ, რაშიც სრულიად დარ-
წმუნებული იყვნენ.
გზატკეცილი დაღმართზე დაეშვა. ტყე დაიწყო. ტანკისტებს
თავი ფანჯრებში გამოეყოთ და წინ იყურებოდნენ, თითქოს უახ-
ლოეს მოსახვევში გდანსკის გამოჩენას ელოდებოდნენ.

334
პატარა, წკრიალა, ფაქიზი ქალაქი ვეიჰეროვოც გაიარეს, რო-
ცა ქალაქის უკანასკნელი სახლიც უკან მოიტოვეს და იმ ადგილას
მივიდნენ, სადაც მარცხენა მხარეს რკინიგზას ჩრდილოეთიდან
გზატკეცილი ჰკვეთდა, იანეკი ფანჯარას მოსწყდა, იმ კედელს
ეცა, რომელიც შოფრის კაბინას ებჯინებოდა, და ბრახაბრუხი ას-
ტეხა. ჯერ მუშტებს უბრახუნებდა, მერე შაშხანის კონდახი მოიშ-
ველია.
– ცოტა ნელა, თორემ დალეწავ, – ჩაიბურტყუნა ივანმა. – ვერ
გრძნობ, უკვე ამუხრუჭებს.
– მაპატიეთ, იქ ჩვენი „წითურა“ დგას. – ვინ? – ჩვენი ტანკი,
„წითურა“.
სამივენი კარს ეცნენ და მანქანა ჯერ კიდევ კარგად არ გაჩე-
რებულიყო, რომ მიწაზე გადმოეშვნენ. ელენი გადმოხტომის
დროს, ცუდად დაეცა და ნაჭრილობევი ფეხი იღრძო. მაინც წა-
მოხტა და კოჭლობით გამოეკიდა მეგობრებს.
გზიდან თხუთმეტიოდე მეტრში, მინდორზე, მათი ტანკი იდგა.
ძნელი სათქმელია, რა ნიშნებით იცნო შორიდან იანეკმა, მაგ-
რამ, როცა უკვე ახლოს მივიდნენ, ეჭვიც აღარ ეპარებოდათ, რომ
ნამდვილად მათი ტანკი იყო: კოშკზე იგივე ციფრი ეწერა, იგივე
არწივი ეხატა ოდნავ გათხუპნული მარჯვენა ფრთით და ფოლა-
დის ჯავშანზე იგივე ნაკაწრები, რომლებსაც ისე კარგად იცნობ-
დნენ, როგორც საკუთარი სხეულის ნაიარევებს. დაბოლოს, ის
სქელი, სწორკუთხედი ნაკერიც საშუბლე ჯავშანზე...
ერთის შეხედვით ტანკი სრულ წესრიგში ჩანდა. ვერ გაეგოთ,
რა მოხდა, ტანკში რატომ არავინ არ იყო. გჟესმა ძრავის ზემოთ
ჯავშნის ფილას ხელი შეახო და თქვა:
– ცივია, ეტყობა, დიდი ხანია აღარ უმუშავნია.
ირგვლივ მიმოიხედეს და მხოლოდ ახლაღა შეამჩნიეს, რომ
გზატკეცილზე, გარდა იმ მანქანისა, რომლითაც თვითონ მოვიდ-

335
ნენ, კიდევ ერთი სატვირთო მანქანა იდგა. მის მახლობლად მწვა-
ნე მოსასხამებსა და პილოტურებში რამდენიმე ჯარისკაცი იდგა.
ისინიც მათ მხარეს იყურებოდნენ. უცბად მათკენ პატარა, ჯმუხა
ვიხურა გამოიქცა, სწორედ ის, ვისთან ერთადაც სელცში სატან-
კო ბრიგადამდე პირველი გზა განვლეს. „ყაზახეთის გზების მე-
ფემ“ თვალებზე ხელი აიფარა და დაიძახა:
– ღმერთო, ბიჭებო, უყურეთ! ეს ხომ კოსი, ელენი და, ეს კიდევ
მაგათი ქართველია! მთელი ეკიპაჟი!
თხრილს გადაახტა და მათთან მიირბინა. იმას დანარჩენმა ჯა-
რისკაცებმაც მიჰბაძეს: დამბალი, მოხნული მინდორი გადაირბი-
ნეს და დაბრუნებულ ბიჭებს გადაეხვივნენ, ერთმანეთს ბეჭებზე
ხელებს უტყაპუნებდნენ. ყოველი მხრიდან გაისმოდა კითხვები,
რომელზეც პასუხს ვერავინ ასწრებდა, და შეძახილები, რომელ-
თა გარჩევაც არავის შეეძლო.
საცირკო ვაგონიდან ორი ძაღლი გადმოხტა. მათ კი აუჩქა-
რებლად მოსდევდნენ ივანი და ნატაშა.
ბოლოს სიჩუმე ჩამოვარდა და ვიხურამაც ხმა ამოიღო:
– ბიჭებო, თავი გაანებეთ ამ ჯართს. თქვენ ახალ მანქანას მიი-
ღებთ. სწორედ ახლახან მოიყვანეს ახალი ტანკები 85 მილიმეტ-
რიანი ქვემეხებით. წარმოგიდგენიათ, რა ძალაა! პირდაპირ ქარ-
ხნიდან მოიყვანეს. ისეთი ტანკებია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
– მერე ჩვენ „წითურას“ რაღა ვუყოთ? – იკითხა სააკაშვილმა.
– როგორ, მეორე მხრიდან არ შეგიხედავთ მაგისთვის? იქითა
მხრიდან ბორტზე ჯავშანს ნახვრეტი აქვს. პირდაპირ ძრავას მოხ-
ვდა, შეკეთება უკვე აღარ შეიძლება.
– სემენი ახალი ძრავისათვის წავიდა? – იკითხა იანეკმა.
– ჩვენ ხომ დავბრუნდით. როგორც კი ვასილი ახალ ძრავას
მოიტანს, დავაყენებთ და კიდევ გიჩვენებთ, რაც შეუძლია „წითუ-
რას“! – თქვა ელენმა.
ვიხურამ ქუდი უკან გადაიწია და თქვა:
336
– მოიცათ! ჩვენ სწორედ იმიტომ გამოგვიგზავნეს მანქანით,
რომ რადიოსადგური, სამიზნეები, საბრძოლო მასალა, ხელსაწ-
ყოები და, საერთოდ, ყველაფერი, რის წაღებაც კი შეიძლება, წა-
ვიღოთ. ტანკი კი გენერალმა ბრძანა, დატოვეთო.
– არა ერთი... – ჩაერია იანეკი.
მაგრამ ვიხურამ სიტყვა არ დაუთმო იანეკს და სწრაფად გა-
ნაგრძო:
– ჩვენები უკვე გუშინწინდელი დღიდან გდინიაში არინ. მეავ-
ტომატეთა ერთი ასეული და სატანკო ოცეული გდანსკისაკენ წა-
ვიდა. მხოლოდ, ოქსივში გერმანელები ისევ მაგრად იცავენ
თავს, მაგრამ იმათი დღეებიც დათვლილია.
ვიხურას სწრაფმა ლაპარაკმა და მის უკან მდგომ ჯარისკაცთა
გამომეტყველებამ იანეკი შეაშფოთა.
– ვასილი ძრავისათვის წავიდა? – გაიმეორა თავისი კითხვა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ერთ წუთს ყველა დუმდა, მერე სწრაფი
მოძრაობით ვიხურამ ქუდი მოიძრო, ნაბიჯი წინ წარსდგა და და-
იწყო, თან თავის ფეხსაცმელებს დასჩერებოდა.
– მე მეგონა, თქვენ იცოდით... როცა ვეიჰეროვოს მივუახ-
ლოვდით, ტყეში პარტიზანები შემოგვხვდნენ. მათ ქაღალდის პა-
ტარა ფურცლები ჰქონდათ, რომელზეც აღნიშნული იყო გერმა-
ნელების საცეცხლე წერტები და დანაღმული ადგილები. პარტი-
ზანთა მეთაური გენერალს ელაპარაკა. მერე ჩვენს ტანკისტებ-
თან ერთად წამოვიდა გზის საჩვენებლად. ქალაქი ორი მხრიდან
ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ერთბაშად ავიღეთ. და, მხო-
ლოდ მაშინ, როცა ჩვენი ტანკები ქალაქიდან აქეთ წამოვიდნენ,
საფარიდან ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ისროლეს.
ვიხურა ერთ წუთს შეჩერდა, სული მოითქვა და დაამთავრა:
– ჰოდა, თქვენ ტანკს მოხვდა, ძრავაზე ცეცხლი ავარდა, პო-
რუჩიკი სემენი ცეცხლმქრობით ჯავშანზე ამოხტა, ცეცხლი ჩააქ-

337
რო, მაგრამ ავტომატის ჯერმა მოცელა. აი იქ ასაფლავია, – ანიშ-
ნა ვიხურამ.
მინდვრის შუაგულში პატარა ბორცვი, ქვების გროვა და ნარის
ორი მაღლა აშვერილი ღერო დაინახეს. გვერდზე არყის ბოძი ჩა-
ერჭოთ, წვერზე ვარსკვლავი ჰქონდა მიმაგრებული და ზედ ტან-
კისტის ჩაფხუტი ეკიდა. ბოძის ქვეშ ნაყარი მიწა შავად მოჩანდა.
სამი ტანკისტი მდუმარედ გაემართა საფლავისაკენ. დანარჩე-
ნები იქვე დარჩნენ.
– ის მაგათი მეთაური იყო, – აუხსნა ვიხურამ ივანსა და ნატა-
შას.
– გასაგებია, – უპასუხა ათლეტმა. – ბიჭებს ჩვენს მაგივრად
გამოემშვიდობეთ. ჩვენი წასვლის დროა.
ისინი მძიმედ გაემართნენ ვაგონისაკენ, კიბეებზე ავიდნენ და
ღია კარში მიიმალნენ. მათ ციცქნა მიჰყვა, ხოლო ციცქნას – შა-
რიკა. მანქანა ნელა დაიძრა. შარიკამ გამოიხედა, დაიწკმუტუნა
და ასფალტზე გადმოხტა. თეთრი ციცქნა კი, საყელოთი რომ ეჭი-
რა პატრონს, ხელიდან უსხლტებოდა, წკავწკავებდა, გადმოხტო-
მასა ლამობდა. ვაგონმა სიჩქარეს უმატა. ნაგაზი გამოეკიდა,
თითქოს დაწევას ცდილობდა, მაგრამ, მერე გამობრუნდა და ისე,
რომ წასულებისაკენ აღარც კი მიუხედავს, თავის ეკიპაჟთან თავ-
ჩაქინდრული მივიდა. ახლა შარიკა ეკიპაჟის მეხუთე კი არა, უკვე
მეოთხე წევრი იყო.
ვერაფერი გაეგო, რა მოხდა, მივიდა თავის პატრონთან და ხე-
ლი აულოკა.
– ვასილი აღარ არის, შარიკ, – იანეკმა თითები მოუთათუნა
ძაღლს ბალანზე.
ისინი ისევ გაუნძრევლად იდგნენ და საფლავის პატარა
ბორცვს მისჩერებოდნენ.
იანეკმა ცას აჰხედა.
იგი ისეთი ლურჯი იყო, როგორც, საერთოდ, გაზაფხულობით
338
იცის სოლმე, მხოლოდ ერთი ღრუბელი გაჩერებულიყო სწორედ
მათ თავზე. მის კიდეებზე თოვლივით თეთრი ქულები მზეზე ისე
ბრწყინავდა, როგორც ჩაჩქანი გუშაგის თავზე.

339
თავი ოცდამეორე
ახალი მეოთხე
საერთო ძალით ამოხრახნეს და ჯავშნის ფილა მოხსნეს, რო-
მელიც ძრავას იფარავდა. როცა ჭურვისაგან გაკეთებულ პატარა
ხვრელს შეხედეს, იგრძნეს, რომ საქმე უფრო ცუდად იყო, ვიდრე
მათ ეგონათ. შიგ მთელი დომხალი იყო: გატეხილი ძრავის ნამ-
სხვრევები, დაფშვნილი დგუში, დაღრღნილი გადამცემი კბილანა
თვლები, დაწყვეტილი სადენი მავთულები.
ვიხურამ კიდევ ერთხელა სცადა მათი დაყოლიება, ტანკისათ-
ვის თავი გაენებებინათ. თან რაც შეეძლო უქო ახალი ტანკები,
მაგრამ ვერაფრით ვერ გადაათქმევინა, სააკაშვილი და ელენი
ტანკთან საყარაულოდ დარჩნენ, კოსი და მარიკა კი მანქანით
შტაბში წავიდნენ.
– ადგილზე ჩქარა მივიდნენ, რადგან სარდლობა ოქსივზე შე-
ტევას ამზადებდა და გდინიდან რუმიაში გადმოსულიყვნენ.
ჰაერში ერთპიროვნულად ბატონობდა საბჭოთა ავიაცია.
340
შორს, ზღვის მხარეს, მოიერიშე თვითმფრინავების ფართო წრე
მოჩანდა. ისინი ჰიტლერელთა სიმაგრეებს უტევდნენ. გზაზე, რო-
მელზეც „იაკები“ ყარაულობდნენ, ხალხი და საომარი ტექნიკა
შეუნიღბავად მიდიოდა. ტრაქტორები მძიმე ქვემეხებს მიათრევ-
დნენ,
ჭურვებით დატვირთული „სტუდებეკერები“ ბუქსაობდნენ, ჭა-
ობებზე ღმუილით მიბობღავდნენ მეკავშირეთა მოტოციკლები,
ტელეფონისტები გამტარებს ჭიმავდნენ.
ვიხურამ სვლას უკლო, კაბინიდან ბოძებსა და სახურავების
ნარჩენებზე გაბმულ შავ სადენებს გახედა და პატარა, უშნო ქოხ-
თან დაამუხრუჭა, რომელთანაც ყველაზე უფრო მეტი სადენა მავ-
თულები ეკიდა. კარებში ჩაფხუტიანი ყარაული იდგა, რომელსაც
მკერდთან ავტომატი მიეკრა. სატვირთო მანქანა გაჩერდა. შო-
ფერმა თვალი ჩაუკრა კოსს და უთხრა:
– მოვედით. ყველაფერზე ეტყობა, შტაბი აქ უნდა იყოს.
იანეკი გადმოვიდა, მაგრად ჩამოართვა ვიხურას ხელი და ყა-
რაულთან მივიდა.
– მე ბრიგადის მეთაურის ნახვა მინდა. – დაკავებულია, მოც-
და მოგიწევთ.
ყარაული ყმაწვილი იყო, როგორც ეტყობოდა, ახალი შევსე-
ბიდან. იანეკს არ ახსოვდა ეს ბიჭი. ის რომ ძველი ჯარისკაცი ყო-
ფილიყო, თუ კოსი დაავიწყდებოდა, შარიკას მაინც აუცილებლად
იცნობდა, რადგან იგი მთელ ბრიგადაში იყო ცნობილი. – ამ
დროს იანეკთან ხელებგაშლილი ფოსტალიონი მოვარდა და
ღვიძლი ძმებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
– რამდენი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს! არა გიშავს, რა,
კარგად გამოიყურები. აქ კი თქვენზე ათასი ჭორი დადიოდა. გჟე-
სი და გუსტლიკი სადღა არიან?
იანეკმა უპასუხა. ფოსტალიონს უცბად რაღაცა გაახსენდა,
ჩანთა მოქექა და წერილი ამოიღო.
341
– აი, შენი წერილი, რამდენიმე დღეა ვატარებ. ბრიგადა სულ
ბრძოლებშია და დრო არ მქონდა, გამომეგზავნა, მაგრამ, ხომ
ხედავ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაშინვე რომ გამომეგზავნა,
ხომ აღარ ჩაგივარდებოდა ხელში. აბა, კარგად იყავი, ახლა სხვა-
გან უნდა გავიქცე.
იანეკმა წერილი გამოართვა... კონვერტზე ნაცნობი ხელი და-
ინახა. პირველად გონს ვერ მოეგო, რას ნიშნავდა ყოველივე ეს.
შემდეგ კი, ხელმოწერაც რომ წაიკითხა, თვალები დახუჭა და კე-
დელს მიაწვა.
წერილი ვასილის ხელით იყო დაწერილი. მისმა სიტყვებმა
კოსამდის მოაღწიეს, როგორც ტყის გამოძახილმა, როგორც შო-
რეულმა ციალმა კოსმოსიდან, რომელიც დედამიწიდან კიდევ
დიდხანს ჩანს მას შემდეგ, როცა ვარსკვლავი თავის არსებობას
უკვე შეწყვეტს.
აპრილის დღის სინათლე ძუნწი ეჩვენა. განაცრისფერებულ
ქაღალდზე ნაჩქარევად დაწერილს კითხულობდა:
„გამარჯობათ, ბიჭებო!
ჩვენ ახლა შენი სახლის მიმართულებით მივდივართ, იანეკი
ჩქარა დაბრუნდით. ისე ძალიან მინდა, რომ „წითურა“ ჩვენი ეკი-
პაჟითვე მივიდეს ზღვამდე! სწორედ იმ ადგილამდე, საიდანაც
ყველაფერი ეს დაიწყო. ჩამოდით, ბიჭებო!
ველი, როდის გადაგეხვევით და გიბრძანებთ! „წინ! ჯავშანსა-
წინააღმდეგოთი დამუხტე!“ მაგრამ, უფრო მოუთმენლად ველი
იმ წუთს, როცა შეგხვდებით და გიბრძანებთ: „მანქანა დატოვეთ!“
როცა მეცოდინება, რომ ეს უკანასკნელი საბრძოლო ბრძანება
იქნება.
მალე შეხვედრამდე. მოკითხვა შარიკას.
„ვასილი“, – შარიკ, ამას შენ გწერს... – დაიწყო ჩუმი ხმით ია-
ნეკმა, მაგრამ ძაღლი მას არ უსმენდა. სუნავდა, მერე დაიწკმუტუ-
ნა, დაიყეფა და თათებით კარს ფხაჭნა დაუწყო.
342
შეწუხებული ყარაული უყურებდა და არ იცოდა, რა ექნა: სამ-
ხედრო წესებში ძაღლებზე ხომ არაფერი წერია. უცბად კარი გა-
იღო და შტაბის ერთ-ერთმა ოფიცერმა გამოიხედა.
– რა ამბავია აქ? ხელს ნუ გვიშლით!
ნაგაზმა შემთხვევით ისარგებლა: ფეხებს შორის გაუძვრა და
ოთახში შევარდა. იმავ წუთს იქიდან ბრიგადის მეთაურის რბი-
ლი, მკვეთრი ბარიტონი მოისმა:
– შარიკ... იანეკ, მოდით აქ!
კოსი შევიდა, „სმენაზე“ გაიჭიმა, ქუსლი ქუსლს შემოჰკრა და
მოახსენა:
– მოქალაქე გენერალო, პლუტონოვი იან კოსი... – იანეკმა
ვეღარ დაამთავრა, რადგან მეთაური გულითადად გადაეხვია და
ორივე ლოყა დაუკოცნა.
– ყველა დაბრუნდით? – სამი და ძაღლი.
– გასაგებია. – გენერალმა ჩამქრალი ჩიბუხი აიღო. – ერთ
წუთს მოიცადე... აი, პორუჩიკ სემენის ნივთები.
მეთაურმა იანეკს შუაზე თასმაგადაჭირებული, ბრეზენტის
ზურგჩანთა გაუწოდა. – წესის თანახმად თქვენ გადმოგცემთ,
რადგან მშობლების მისამართი არ ვიცით.
მეთაურმა ზურგჩანთა მაგიდაზე წამოაპირქვავა, შიგ არც თუ
ისე ბევრი რამ იყო, მხოლოდ ზოგი რამ სამხედრო ფორმიდან;
წითელი ვარსკვლავის ორდენი, მამაცთა ჯვარი, ღრუბლების რუ-
კა და სრულიად ახალი, ვირტუტი მილიტარის ბზიალა ორდენი.
– ეს მიროსლავიის შტურმისა და აღებისათვის. – უთხრა ბრი-
გადის მეთაურმა. ბრძანება მის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე
მოვიდა და გადაცემა ვერც კი მოვასწარი... – Еще минутка12 რუ-
სულად წარმოთქმული ეს სიტყვები მიმართული იყო საბჭოთა გე-
ნერლისადმი, რომელიც კუთხეში მიმდგარ მაგიდასთან იჯდა,

12
ერთი წუთით – (რუს.).
343
ხელში ფანქარი ეჭირა და გაშლილ რუკაზე წახრილიყო.
მან ახალგაზრდა ტანკისტსა და ბრიგადის მეთაურის ფეხებ-
თან მოწრიალე ნაგაზს შეხედა და თავი დაიქნია.
– ხვალისათვის ბრძანებას ვამზადებთ, – უთხრა იანეკს ბრი-
გადის მეთაურმა. – ოქსივს შევუტევთ. უკანასკნელ ბრძოლებში
ჩვენი ბრიგადიდან ძალიან ცოტანიღა გადარჩნენ. მხოლოდ ერ-
თი სატანკო ბატალიონიღა თუ შეიქმნება, მეტი აღარ. თქვენ
ახალ ტანკს მოგცემთ 85 მილიმეტრიანი ქვემეხით.
– ახალი ტანკებისათვის არ გყოფნით ეკიპაჟი? – ჰკითხა კოს-
მა.
– როგორ არა, გვყოფნის, თქვენც ერთი შეგხვდებათ. – მოქა-
ლაქე გენერალო, ჩვენ ისევ ჩვენი „წითურა“ გვინდა. – ძრავა გა-
უტყდა და ტანკი დემონტაჟებულია.
– არა, დემონტაჟებული არ არის. იქ სააკაშვილი და ელენი
სხედან და ყარაულობენ. ეგებ ახალი ძრავის დაყენება მოვახერ-
ხოთ, ვინაიდან ჩვენ, მთელს ეკიპაჟს, გადაწყვეტილი გვაქვს „წი-
თურათი“...
– რატომ? კოსმა წერილი ამოიღო და გენერალს ის ადგილი
წააკითხა,
სადაც ვასილი წერდა: „ისე ძალიან მინდა, რომ „წითურა“ ჩვე-
ნივე ეკიპაჟით მივიდეს ზღვამდე...“
კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მერე მეთაურმა თქვა:
– ახალი ძრავა არა მაქვს. შეიძლებოდა მსგავსი მანქანიდან
აგვეხსნა, რომლებიც კაცკთან დგანან დაზიანებულები, მაგრამ
იქ საშინელი ჭაობია და თვით საწევარითაც ძნელია შეღწევა.
– თუ ნებას მოგვცემთ, ჩვენ წავალთ.
გენერალმა წარბები შეიკრა, ერთ წუთს ჩაფიქრდა, მერე კი
თავი დაუქნია:
– კარგი, სახელოსნოდან საწევარი წაიყვანე. უთხარი, რომ
ჩემი ბრძანებით მიგყავს. რადიოსადგურის საქმე როგორღა
344
არის, მუშაობს?
– მუშაობს.
– როგორც კი გააკეთებთ, აქეთ წამოდით – რუმიაში და მო-
მახსენეთ სამოცდათოთხმეტ მეტრ ტალღაზე.
– იანეკმა სალამი მისცა, კარისაკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ
ფანჯარასთან მჯდომი გენერლის ძლიერმა ხმამ შეაჩერა:
– სდექ, ტანკისტო! იანეკი შემობრუნდა.
– ჭაობისკენ არ წახვალთ. განთიადამდე მაინც ვერ მოას-
წრებთ. მესმოდა, რაზეც ლაპარაკობდით. მოდით აქ რუკაზე აღ-
ნიშნეთ ის ადგილი, სადაც თქვენი ტანკი დგას... ასე, გასაგებია...
ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ და იქ, ადგილზე დაელოდოთ. – რო-
ცა კოსმა კარი გაიხურა, რუსი გენერალი ბრიგადის მეთაურს მი-
უბრუნდა:
– სემენი მათი მეთაური იყო. ეს გავიგე, მაგრამ ტანკს რატომ-
ღა ჰქვია „წითურა“?
– გვარდიელთა მერვე არმიაში ერთ სანიტარ გოგონას ალის-
ფერი თმა აქვს და იმის პატივსაცემად: ის გოგონა ჩვენთან ერ-
თად იბრძოდა მაგნუშევსკის პლაცდარმზე. მერე ის გოგონა და-
იჭრა და ამ ბიჭმა გადაარჩინა. ჰოსპიტალში ისევ შეხვდნენ ერ-
თმანეთს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, იმედი მაქვს,
ქორწილში დაგვპატიჟებენ.
– გასაგებია.
ორივემ გაიცინა და რუკაზე დაიხარნენ, რათა ხვალინდელი
დრამისათვის – ოქსივზე შეტევისათვის სცენარი მოემზადები-
ნათ.
იანეკი რომელიღაც რუს მოტოციკლისტს შემოუჯდა და ასე
დაბრუნდა ვეიჰეროვოს გარეუბანში. შარიკა მათ კუდში მისდევ-
და. მოტოციკლეტი ძალიან ნელა მიდიოდა და ძაღლიც ასწრებდა
მათ მიდევნებას. – ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილი და ელენი

345
გულზე ხელდაკრეფილები როდი მსხდარან: რიგ-რიგობით ყო-
ველ მექანიზმს ამოწმებდნენ. ახლა მათ იანეკიც მიემატა და სა-
ღამომდე შეუპოვრად მუშაობდნენ. უამრავი წვრილმანი ჰქონ-
დათ შესაკეთებელი, რომლებიც მსუბუქად დაზიანებულიყო. სა-
ღამოსათვის ძრავის გარდა უკვე ყველაფერი მზად იყო.
რადიოსადგური, რაღაცა სასწაულით, უვნებელი გადარჩენი-
ლიყო. ისინი გერმანულ და რუსულ საუბრებსა და შორეული რა-
დიოსადგურებიდან თვით მუსიკასაც კი იჭერდნენ. ბრიგადის
ტალღაზე სიჩუმე იყო და მხოლოდ საღამოს პირზე დაიჭირეს
ოფიცრის ხმა, რომელიც ვიღაცას მოახსენებდა, რომ პური, ხორ-
ცი და კონსერვები უკვე ადგილზეა მიტანილიო. მათ ხუმრობაც კი
დაიწყეს ამ თემაზე და უცბად იგრძნეს, რა მაგრად მოშივნოდათ.
მათ ხომ დილას აქეთ არაფერი ეჭამათ. თვალი გზატკეცილისა-
კენ დაიჭირეს, ხანდახან მანქანა რომ გაივლიდა ხოლმე, მაგრამ
არც ერთს არ ეტყობოდა სურსათით დატვირთული რომ ყოფილი-
ყო.
დაღლილები ტანკის კიჩოზე ჩამოსხდნენ. მათ ზურგს უკან, აღ-
მოსავლეთისაკენ, განუწყვეტლივ გრგვინავდა ქვემეხები, ზუზუ-
ნებდა თვითმფრინავის ძრავები.
– მე თუ მკითხავთ, შებრუნებით უნდა იყოს, – თქვა ელენმა. –
ფრონტი აღმოსავლეთისაკენ არის, დასავლეთით კი სიმშვიდის
წერტილია.
– ადამიანები კი იქ ალბათ ვახშამს ამზადებენ, – თქვა უგემუ-
რად სააკაშვილმა.
– ვეიჰეროვოში უნდა შევიაროთ, – ურჩია იანეკმა. – კარგი
იქნებოდა. მერე ვინ წავა? – ეგება, მე წავსულიყავი? – იკითხა
გუსტლიკმა. მოიცათ, ჩვენსკენ ვიღაცა მოდის. ახლავე ვკითხავ.
გზატკეცილის ნაპირს საშუალო ტანის კაცი მოუყვებოდა. თავ-
ზე შავი, დაჭმუჭვნილი, მრგვალფარფლებიანი ქუდი ეხურა. მარ-

346
ცხენა იღლიაში ჩანთა ამოეჩარა, მარჯვენა ხელში კი თიხის კათ-
ხა ეჭირა. ბიჭებს დაძახება უნდოდათ, მაგრამ იმან თვითონვე
გადმოუხვია, თხრილს გადმოახტა და ტანკისკენ გამოემართა.
თან ფეხები ნახნავებში ეფლობოდა. უცნობი ისე მიესალმა ტან-
კისტებს, რომ არც ქუდი მოუხდია და არც თიხის ჩიბუხი მოუშო-
რებია პირიდან.
– საღამო მშვიდობისა. პანებო, აქ ჩემს მინდორზე...
– საღამო მშვიდობისა. ომმა გზები არ იცის, ჩვენ კი ბევრს არ
გადაგითელავთ.
მერე მე, თუ იცით, მაგას ვწუხვარ? ომი ომია, მხოლოდ ვხე-
დავ, რომ მთელი დღე უსმელ-უჭმელი მუშაობთ, ჰოდა, მეც მოგი-
ტანეთ...
– აი, გმადლობთ, – გაუხარდა კოსს. – სწორედ რამის საყიდ-
ლად ქალაქში წასვლას ვაპირებდით. აქ ვიცდით, ვიდრე ძრავას
მოგვიტანდნენ.
– თუ ელოდებით, ელოდეთ. ყიდვით კი ვერაფერს იყიდით.
ჩანთიდან სელის ხელსახოცი ამოიღო, რომელსაც კუთხეში
ღია ფერის ღიღილოები ჰქონდა ამოქარგული, ჯავშანზე გაშალა,
ზედ შიგნიდან შავად მოჭიქული ჯამები დაალაგა, კათხიდან ცერ-
ცვის სუპი დაასხა, რამდენიმე შებოლილი სვია და ფურნის ნახე-
ვარი პური დადო.
ტანკისტებმა კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა, საჭმელი
შარიკასაც უწილადეს და შეექცნენ.
კაშუბი მათთან ახლოს იდგა, ჩიბუხს აბოლებდა და გდინიას-
კენ იყურებოდა. მისი მოცინარი თვალების კუთხეებში წვრილ-
წვრილ ნაოჭებს მოეყარა თავი. დიდხანს დუმდა, შემდეგ კი თქვა:
– ელოდეთ, ელოდეთ. ხუთნახევარი წელი გელოდეთ. ოხ,
როგორ გელოდეთ! ცოტათი მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, რო-

347
ცა ორმოცდაერთი და ორმოცდაორი წლის ზამთარში ჩვენს მხა-
რეში ვესტი გამოჩნდა და ჩვენთან კაშუბელთა13 რაზმი „გრიფი“
ჩამოაყალიბა. რა საქმეებს არ ატრიალებდნენ: სადღაც ჟანდარ-
მი ჩაიყლაპებოდა, სადღაც საგუშაგო დაიწვებოდა, სადღაც ჰა-
ერში გზატკეცილის ან რკინიგზის სიდი ავარდებოდა.
– მერე როგორღა იყო, როცა ჩვენები მოვიდნენ? – ჰკითხა ია-
ნეკმა. თან პირი პურითა და თევზით ჰქონდა გამოტენილი. ჩვენ
მხოლოდ დღეს მოვედით, პირდაპირ ჰოსპიტლიდან.
– როგორ იყო? აი, ასე: ქალები დადიოდნენ – გერმანელები
მათ ყურადღებას არ აქცევდნენ – და თვალყურს ადევნებდნენ,
სად აწყობდნენ ნაღმებს, სად როგორ სიმაგრეებს აშენებდნენ.
ვესტმა ამ მონაცემებით გეგმა შეადგინა და მერე კალკით გადა-
ხატა. როგორც კი დასავლეთით ქვემეხების ხმა შემოესმა, ვესტმა
ორი კაცი ტყეში გაგვგზავნა და გვითხრა: რომელსაც პირველად
შეგხვდეთ ჯარი, ეს გეგმა გადაეცითო. კარგადაც გამოგვივიდა.
ორის დათვლაც ვერ მოვასწარით, რომ თქვენმა ტანკებმა ქალა-
ქი აიღეს და მხოლოდ ერთი, აი, ბორცვი რომ ჩანს, იქ დაასაფ-
ლავეს. იქნებ, იცით კიდევაც, ვინც იყო?
– პორუჩიკი ვასილ სემენი.
– ვასილ სემენი, – გაიმეორა კაშუბმა. – უნდა დავიმახსოვრო.
როცა წვიმა წარწერას გადარეცხავს, განვაახლებ და ბავშვებს
მოვუყვები. – შორიდან იყო, თუ იცით?
– რუსეთიდან, – აუხსნა იანეკმა და ჰკითხა: – აი, ის ვესტი,
რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით, პოლონელია? რაღაც უცნაუ-
რი გვარია...
– პოლონელია. ვესტი კი მისი პარტიზანული სახელია. – სი-
ნამდვილეში რა გვარია?

13
კაშუბები – დასავლეთი სლავები, რომლებიც პოლონეთში, პომორიეში
ცხოვრობენ.
348
– ეგ უკვე აღარ ვიცი, ამის კითხვა არც არის საჭირო, რადგან,
კიდევაც რომ ვიცოდე, არ გეტყოდით. პარტიზანული წესია. თან
შარიკას თავზე ხელს უსვამდა, რომელიც პირველსავე წუთებში
უცხო კაცის მიმართ ნდობით განიმსჭვალა.
ჭამას მორჩნენ. თითქმის მთლად ჩამობნელდა. გდინის მხრი-
დან გარკვევით მოისმა გრიალი და აფეთქების ცეცხლიც გამოჩ-
ნდა.
გზატკეცილზე სატვირთო მანქანა გამოჩნდა. უკან მას ჯალამ-
ბარგამობმული საწევარი მოსდევდა. მანქანა გაჩერდა და კომბი-
ნეზონში გამოწყობილი მექანიკოსი მინდორში ტანკისკენ წამო-
ვიდა. ხელებს დაჭმუჭნილი ძენძით იწმენდდა. იგი ტანკისტებს
მიუახლოვდა.
– Союзники привет14 – მიესალმა რუსულად. – რა ჰქვია თქვენს
მანქანას?
– „წითურა“. – მაშ თქვენთან ვყოფილვართ.
ტანკს გარშემო შემოუარა, ნახვრეტი და გატეხილი ძრავა გა-
სინჯა, ჯიბიდან ფარანი ამოიღო და გზატკეცილზე მდგომთ ნიშანი
მისცა.
– ყველაფერს მოვაწესრიგებთ.– განაცხადა მოსულმა: –
ძველს გადავაგდებთ და ახალ, გვარდიულ ძრავას დაგიყენებთ.
დილისათვის ყველაფერი მზად იქნება, ბრძოლასაც მოასწრებთ.
საწევარმა ნახევარწრე გააკეთა, თხრილზე გადმოვიდა და
ტანკს უკანიდან მიუახლოვდა. ჯალამბრის მხარი მათ ზემოთ ისე
აშვერილიყო, როგორც ბასრი, მოღუნული ბრჭყალი.
კაშუბმა ჯამები შეაგროვა, ხელსახოცში გაახვია, ჩანთაში ჩა-
ალაგა და იანეკსა ჰკითხა:
– დილით ბრძოლაში გადიხართ? – დიახ. – მხოლოდ სამნი?

14
გამარჯობა მოკავშირეებო, – რუს.
349
იანეკს უსიამოვნოდ გაახსენდა, რომ მათ ეკიპაჟს მეოთხე წევ-
რი აკლდა, და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა:
– არა უშავს, გზაში მოვნახავთ ვინმეს.

უხმოდ მუშაობდნენ და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს


სიტყვის დამთავრებამდე უგებდნენ, წყვდიადი იყო და სამუშაო
ადგილს პატარა ნათურით ინათებდნენ.
იმაზე მეტი წვალება დაჭირდათ, ვიდრე ისინი მოელოდნენ.
ძველი ძრავა სწრაფად მოხსნეს, მაგრამ მერე საჭირო შეიქნა
ბუდის ნამსხვრევებისაგან გაწმენდა და მთლიანად გაპრიალება.
ახალი ძრავის დაყენებისასაც ბევრი სიძნელეები შეხვდათ, მაგ-
რამ ბოლოს ისიც ჩაჯდა თავის ადგილზე. საწვავის მიმწოდებელი
გახსნეს. სააკაშვილმა გულისფანცქალით დააჭირა ფეხი სტარ-
ტერს, მქნევარა ბორბალი დატრიალდა, მოძრაობა ძრავას გა-
დაეცა და ისიც მაშინვე მძლავრი, მჟღერი ხმით ამუშავდა. მერე
ისევ გამორთეს, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ძრავაზე ჯავ-
შნის ფილა სწრაფად და მარჯვედ დააყენეს.
ჭურვისაგან გახვრეტილი ადგილი კი უფრო ადრე დააკერეს.
მექანიკოსებმა გააბოლეს და წასასვლელად მოემზადნენ. შა-
რიკამ მეგობრულად დაიყეფა და სიბნელიდან ისევ ის კაშუბი გა-
მოძვრა.
– ცოლმა ყავა მოგიდუღათ და ფუნთუშები გამოგიცხოთ.
– ოჰო, აქ თქვენ საკუთარი მომარაგება გქონიათ, – გაიცინეს
რუსებმა. – ჩანს, რომ ბევრის მომსწრე ჯარისკაცები არც შიმში-
ლით დაიხოცებით.
ფუნთუშები და ყავა ყველამ თანაბრად გაინაწილა, რა თქმა
უნდა, შარიკას ჩათვლით. ჭამის დროს კაშუბმა იანეკი კლავზე
მოსწია:
– თქვენ ხომ ერთი გაკლიათ. მეოთხე მოგიყვანეთ.
– ვინ?
350
მხოლოდ ახლა შეამჩნია იანეკმა, რომ მისგან ერთ ნაბიჯზე ვი-
ღაცა იდგა. ისიც ქუდსა და შავ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწ-
ყობილი.
– ვესტი. – გაეცნო უცნობი.
იანეკს ხელი ჩამოართვა და რაღაც ქაღალდებიც მისცა. კოსი
ტანკთან მივიდა, მექანიკოსის საძრომიდან შიგნით შეჰყო თავი,
სარემონტო ნათურა აიღო და წაიკითხა: „მოწმობა მიეცა პორუ-
ჩიკ ვესტს, პარტიზანული ჯგუფის მეთაურს.“ მერე უკვე ნათქვამი
იყო ვეიჰეროვოს აღებისას ბრიგადასთან ერთობლივ მოქმედე-
ბაზე. ეს იანეკმა უკვე კარგად იცოდა. ქვეშ გენერალი აწერდა
ხელს.
– აი კიდევ... – ვესტმა სხვა საბუთიც გაუწოდა.
ეს კი მამაცთა ჯვარზე წარდგენის დროებითი მოწმობა იყო.
ამასაც გენერალი აწერდა ხელს.
იანეკა ნათურა ჩააქრო და საბუთები დაუბრუნა. – ჩვენთან
გინდათ? – დიახ. – ტანკით გიომნიათ? – ჯერ არა.
– ხელის ტყვიამფრქვევთან თუ გქონიათ საქმე?
– დიას, მქონია. – რადიოსადგურთან? – მაგის ხმარებაც ვიცი.
– ძალიან კარგი, გჟეს, გუსტლიკ! ისინი მიუახლოვდნენ. იანეკმა
ერთმანეთს გააცნო.
– პორუჩიკი ვესტი, ვიზედაც უკვე გვიამბეს, ჩვენთან დარჩება
მეოთხე წევრად.
– ძალიან კარგი, – დაეთანხმა ელენი, – წამოვიდეს.
– ყველაფერი მზადაა, – თქვეს რუსებმა.
გამომშვიდობებისას ტანკისტებმა და მექანიკოსებმა ისევე ჩა-
მოართვეს ხელი ერთმანეთს. საწევარი გზატკეცილზე გავიდა და
გაჩერდა.
კოსმა განკარგულება გასცა: – ადგილებზე!
როგორღაც ისე მოხდა, რომ თუმცა სააკაშვილი წოდებით

351
იმათზე უფროსი იყო, ელენს კი უდიდესი საბრძოლო გამოცდი-
ლება ჰქონდა, მაინც, თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენო. კოსმა
მეთაურობა თავის თავზე აიღო. პორუჩიკმა ვესტმაც, თუმცა იგი
ოფიცერი იყო, ასევე უხმოდ დაიკავა რადისტის ადგილი.
ძრავამ დაიგრუხუნა. ტანკი დაიძრა, ჯერ მარცხნივ მიბრუნდა,
მერე მარჯვნივ, გზატკეცილზე გავიდა და მცირე ბრუნებზე ბუყბუ-
ყით გაჩერდა.
საწევრიდან მექანიკოსები მიუახლოვდნენ. ერთმა მათგანმა
დაიძახა:
– როგორ მუშაობს ახალი „გული“?
– Хорошо15 – რუსულად უპასუხა იანეკმა. – გამარჯვებით
ბრძოლას გისურვებთ!
პირველად სატვირთო მანქანა დაიძრა, მას საწევარი მიჰყვა.
ისინი ტანკისტებს ხელს უქნევდნენ და გდინის მიმართულებით
მიდიოდნენ. კოსმა მადლიერებით აღსავსე თვალი გააყოლა.
„წითურამ“ მართლაც ახალი „გული“ შეიძინა.
იანეკი გრიგოლსა და ვესტს შორის ჩაცუცქდა. გაღებულ საძ-
რომიდან გაიხედა და თქვა:
– მარჯვნივ, თხრილზე, დამტვრეული მანქანაა. სცადეთ ტყვი-
ამფრქვევით!
ბოლო სიტყვებს მოკლე ჯერი მოჰყვა და ტყვიებმა რკინას ბას-
რი ნატეხები ჩამოამტვრიეს.
– რადიოს საქმე როგორ არის?
– უკვე ვიცი, – უპასუხა ვესტმა. – აქ სატანკო სალაპარაკო
მოწყობილობაზე გადამრთველია, აქ კი – მიღება და გადაცემა.
რომელ ტალღაზე ვმუშაობთ? – სამოცდათოთხმეტ მეტრზე. –
წავედით? – იკითხა გჟესმა. იანეკი ერთ წუთს ჩაფიქრდა.
– თქვენ, ვესტ, აქ დარჩებით, ჩვენ კი ახლავე დავბრუნდებით.

15
კარგად – (რუს.).
352
ბიჭებო, ვასილს გამოვეთხოვოთ.
ტანკიდან გადავიდნენ, სიბნელეში პატარა ბორცვი მოძებნეს,
მის წინ გაჩერდნენ, შლემოფონები მოიხადეს. შარიკაც მათ
გვერდზე დაჯდა. იანეკმა ოდნავ დახრილი დაფა გაასწორა. – ძა-
ლიან მცირედი სამსახური შეგვიძლია გავუწიოთ დაღუპულთ.
მხოლოდ მოვიგონოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც მათ უნდო-
დათ.
გამოსათხოვარ გასროლაზე კი უარი თქვა. არა ღირს მათი
გაღვიძება, ვისაც უკვე ძინავსო.
შლემოფონები დაიხურეს და გზატკეცილზე გამოვიდნენ, სა-
დაც მათ „წითურა“ და ახალი ამხანაგი – ვესტი ელოდებოდათ.

353
თავი ოცდამესამე
ზღვის ნაპირი
მეტად მძიმე ღამე დაუდგათ. ოქსივზე გარშემორტყმული გერ-
მანელები განწირულებაში ჩავარდნილთა სასოწარკვეთით იბ-
რძოდნენ. ჰიტლერელთა უკან მაღალი ფლატეებიანი სანაპირო
და პუცკის ყურე მდებარეობდა. მათ ერთადერთ იმედს სადესან-
ტო ბარჟები წარმოადგენდნენ, ღამის საბურველსა და სამხედრო
ხომალდების ქვემეხთა საფარქვეშ ნაპირისაკენ რომ მოიპარე-
ბოდნენ.
ჰიტლერელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, თუნდაც რამდე-
ნიმე საათს მაინც გამკლავებოდნენ მტერს, რადგან მხოლოდ მა-
შინ შეეძლოთ ევაკუაციის იმედი ჰქონოდათ. – დაბინდებამდე
ჰიტლერელებმა მძლავრი საარტილერიო იერიში განახორციე-
ლეს და ბრიგადის ტანკებსა და ქვეით ჯარს, რომელსაც ფოლ-
ვარკი ეკავა, მძაფრი კონტრშეტევით უკან დაახევინეს. ღამით

354
ჩვენები ორი საათის განმავლობაში ახალი შეტევისათვის ემზა-
დებოდნენ, მერე კი საბჭოთა მძიმე ტანკებსა და ტანკსაწინააღ-
მდეგო არტილერიასთან ერთად მოწინააღმდეგეს ძლიერი დარ-
ტყმა მიაყენეს და ისევ დაიკავეს ფოლვარკი.
ახლა ჩვენები ჩავიდნენ სანგრებში, კედლების ნარჩენებს
ამოეფარნენ და მათ წინ გადაშლილ მიდამოს ტყვიამფრქვევის
ჯერით წმენდდნენ, დილით მათ ფოლვარკიდან უნდა მიეტანათ
იერიში და ზღვის ნაპირზე გასულიყვნენ. ჯერ კიდევ ბნელოდა.
ღამე ზოზინით გადიოდა, განთიადი ახლოვდებოდა. გენერალს
აწუხებდა საარტილერიო ცეცხლი, ჰიტლერელები რომ უშენდნენ
ფოლვარკს. მართალია, იგი ძლიერი არ იყო, მაგრამ ყოველი
გასროლა ახალ-ახალ ადგილებიდან ხორციელდებოდა და, თა-
ნაც, სულ სხვადასხვა ყალიბის ქვემეხები ისროდა, რომლებიც
სხვადასხვა ბატარეას ეკუთვნოდა. გენერალი თავის საკომანდო
პუნქტიდან უგდებდა ყურს. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მო-
წინააღმდეგე გამიზვნას აწარმოებდა. ეს კი კონტრშეტევის მო-
მასწავებელი იყო. ბრიგადის მეთაურს რეზერვში მხოლოდ მეავ-
ტომატეთა ორი განაყოფი და მსხვილყალიბიანი საზენიტო ქვემე-
ხების ასეულიღა რჩებოდა.
ადამიანებს, რომელთაც საომარი გამოცდილება არა აქვთ,
ჰგონიათ, რომ ალყაში მომწყვდეული დაჯგუფების მოსასპობად
უდიდესი უპირატესობა შემტევთა მხარეზეა, მაგრამ სინამდვი-
ლეში ეს ასე არ იყო. ყოველი დივიზია, რომლის მოხსნაც კი შე-
იძლებოდა წინა ხაზიდან და რომლის ყოფნაც უდიდეს საჭიროე-
ბას არ წარმოადგენდა, დაუყოვნებლივ უკან ბრუნდებოდა, სას-
წრაფოდ ავსებდნენ მას და დასავლეთისაკენ, ოდერზე აგზავნიდ-
ნენ. უმაღლესი სარდლობა ბერლინზე გადამწყვეტი შეტევის გან-
სახორციელებლად ძალებს უყრიდა თავს. მის დაწყებამდე კი
თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა რჩებოდა. სწორედ ამიტომ სა-

355
ჭირო იყო ყოველი ღონე ეხმარათ, რათა, აქ, ოქსივთან საბოლო-
ოდ გაენადგურებინათ გერმანელების ალყაში მომწყვდეული
დაჯგუფება.
ყველაფერ ამაზე გენერალი მიწაში ამოთხრილ და მორებით
გადახურულ ბლინდაჟში ფიქრობდა, თან სტერეომილს თვალს
არ აშორებდა. ჯერჯერობით მხოლოდ შორეული სროლის
ცეცხლს ხედავდა. მერე, ზემოთ, ლინზების წრეში ღამის წყვდი-
ადი თანდათან გახუნდა და ნაცრისფერი დაიკრა. თხუთმეტიოდე
წუთში გათენდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, ვინ განახორ-
ციელებს პირველ დარტყმას – ჩვენ თუ ისინი.
მორიგე რადისტი ლიდკა ისე თვლემდა, რომ ყურსაცვამებს
არ იშორებდა. პირი დაეღო, ქუთუთოებიც ოდნავ დაეხარა და
მთელი თავისი შესახედაობით ნახნავში გასულ ფხიზელ კურ-
დღელს მოგაგონებდათ. გენერალი მხარზე შეეხო. გოგონამ თა-
ვი ასწია და უთხრა:
– არა მძინავს. გენერალს გაეღიმა.
– ახლა რამდენიმე წუთს მართლა ნუ დაიძინებ. თუ რამე იყოს,
დამიძახე. აქვე ვიქნები.
გენერალი ბლინდაჟიდან სანგარში გავიდა, შტაბის უფროსი
მოძებნა და უბრძანა:
– ყველა შეაგროვე: მზარეულები, კანცელარიის მუშაკები. უკ-
ლებლივ სულ ყველა. ზურგში არავინ დატოვო. მეავტომატების
გარდა კიდევ უნდა ჩამოვაყალიბოთ სულ მცირე ორი განაყოფი.
რეზერვის ოთხივე განაყოფის მეთაურებად შტაბის ოფიცრებს
დანიშნავ. საზენიტო ტყვიამფრქვევების ასეული, რომელიც ჩვენ
გვიცავს, წინ, ჩვენგან მარცხნივ, ოლეების განაპირას გადაისრო-
ლე. ხმელეთზე საწარმოებელი საცეცხლე პოზიცია დაიკავოს და
უკუაქციოს გერმანელები, თუ ისინი ფოლვარკის მხრიდან გარ-
ღვევას შეეცდებიან. მეტყვიამფრქვევეებთან პირდაპირი სატე-
ლეფონო ხაზით შემაერთე.
356
გენერალი ბლინდაჟში დაბრუნდა, მაგიდას მიუჯდა და შაქრის
ფხვნილწაყრილ შავ პურს შეექცა. ზედ წინა დღის ყავაც დააყო-
ლა. საჭმლის გამკეთებელი აღარავინ რჩებოდა. მზარეულები
თვითონვე გაგზავნა მოწინავე ხაზზე.
საათს დახედა. კიდევ ათი მშვიდი წუთი დარჩენილიყო მათ
განკარგულებაში. მუნდირი გაისადა, პირი გაიპარსა, ლიდკას
წყალი დაასხმევინა და ხელ-პირი ვედროში ჩაიბანა. მერე ჩიბუხი
თამბაქოთი მაგრად გატენა და გააბოლა. – დრო ზუსტად ჰქონდა
გაანგარიშებული. მხოლოდ რამდენიმე წუთში მოტყუვდა.
გერმანელებმა ოდნავ მოგვიანებით დაიწყეს. ახლა ფოლვარ-
კის მხრიდან ხშირი აფეთქების ხმა მოისმოდა. მოწინააღმდეგე
მხარეთა გუგუნი ერთმანეთს აყრუებდა. გენერალმა ყურსაცვამე-
ბი გაიკეთა და იკითხა:
– „ლარიქსი“, მე „ვისლა“ ვარ რა ხმაურია თქვენთან?
– მე „ლარიქსი“ ვარ. – იმავ წუთს მოისმა პასუხი. – ჩვენსკენ
მოიწევენ. უკვე ტანკები და შეტევაზე გადმოსული ქვეითი ჯარი
მოჩანს.
– „ლარიქსი“, დაიმახსოვრეთ: არავითარ შემთხვევაში არ და-
იხიოთ. ფოლვარკი შეინარჩუნეთ!
– მე „ლარიქსი“ ვარ, მესმის.
დღის სინათლის მომძლავრებასთან ერთად ბრძოლის ქარ-
ცეცხლმაც იმატა. უკვე გაისმა ტყვიამფრქვევებისა და ავტომატე-
ბის ნერვიული კაკანი და ჩვენი სატანკო ქვემეხების გუგუნი.
გენერალმა, ბრძოლის სმები კარგად რომ მოესმინა, ცალი
ყური ყურსაცმელისაგან გაითავისუფლა, მაგრამ ადგილიდან არ
დაძრულა და არც სტერეომილთან მისულა. კარგი მუსიკოსი
თუნდაც პირველად ისმენდეს მისთვის უცნობ უვერტიურას, მაინც
ერკვევა, თუ რა თანმიმდევრობით შესრულდება ცალკეული ნა-
წილები, როდის უნდა მოველოდეთ მსუბუქ ადაჟიოსა და როდის
ძლიერ ფორტეს, გენერალი დარწმუნებული იყო, რომ ყოველ
357
წუთს მოსალოდნელი იყო „ლარიქსის“ ხმა.
– „ვისლა“, „ვისლა“ მე „ლარიქსი“ ვარ. მარჯვენა ფლანგიდან
გვივლიან. ზურგში გადიან ოლეებისა და ხევიდან მომავალი გზის
მიმართულებით. მოწინააღმდეგის ძალებია: სატანკო ოცეული
და ქვეითთა ასეული.
– გასაგებია, – უპასუხა გენერალმა ისე, რომ თავისი მოხმო-
ბის ნიშანი არც კი დაუსახელებია. – გამაგრდით, ნუ სწუხხართ, –
ეს სიტყვები ისეთი თვითდაჯერებული და მშვიდი ხმით თქვა, გე-
გონებოდათ, მის განკარგულებაში, სულ მცირე, სატანკო ასეული
მაინც იყო. სინამდვილეში კი ოლეს ნაპირას მხოლოდ ცხრა 12,7
მილიმეტრის ყალიბის საზენიტო ტყვიამფრქვევი იყო, ისინი
მტრის ქვეით ჯარს ალბათ უკუაგდებენ, მაგრამ ტანკები გადას-
რესთ, ზურგში გამოვლენ და მხოლოდ სადღაც შორს შეეყრებიან
არტილერიის საცეცხლე პოზიციებს. გენერალმა ტელეფონის
ყურმილი აიღო:
– რა ამბავია თქვენთან? საზენიტო ტყვიამფრქვევების ასეუ-
ლის მეთაურმა მოახსენა.
– პოზიციები დავიკავეთ, ბრძოლებისათვის უკვე მზადა ვართ.
– ცეცხლს მხოლოდ ჩემი ბრძანების შემდეგ გახსნით, ან მა-
შინ, როცა ქვეითი ჯარი ას მეტრზე მოგიახლოვდებათ. უფრო ად-
რე ნუ გასცემთ საკუთარ პოზიციას.
– მესმის!
გენერალი სტერეომილთან მივიდა. პოზიცია დაათვალიერა.
როგორც ეტყობა, მზემ უკვე თავი ამოჰყო ჰორიზონტიდან, რად-
გან ფოლვარკის თავზე მტვრის ბოლქვებს ნაზი ვარდისფერი
დაჰკრავდა. ჭურვები კიდევ სკდებოდა იქ, მაგრამ უკვე იშვი-
ათად. გერმანელთა არტილერიის ცეცხლი მნიშვნელოვნად შე-
სუსტდა. ფლანგებზე რომ არა ყოფილიყვნენ ჰიტლერელები, მა-
შინ შეტევაზეც კი შეიძლებოდა ფიქრი. ახლა რომ სამი ან, თუნ-
დაც, ორი ტანკი გვყავდეს რეზერვში..
358
გენერალს უკნიდან ლიდკას არაბუნებრივი, გაოცებული ხმა
მოესმა.
– მე „ვისლა“ ვარ. გაიმეორეთ, არ მესმის. გენერალმა მოიხე-
და და გოგონას გაფითრებულ სახეს შეხედა, – რა მოხდა?
ლიდკამ მიკროფონი გამორთო და გაფითრებული ტუჩებითა
და შეშინებული თვალებით მოახსენა:
– მოქალაქე გენერალო, „რცხილა ერთმა“ მომახსენა, მაგრამ
ეს შეუძლებელია, ის ხომ...
გენერალმა სწრაფად გაიკეთა ყურსაცვამები და იკითხა:
– „რცხილა“, სად იმყოფები?
– მე „რცხილა“ ვარ, – მოესმა უცხო, სრულიად უცნობი ხმა. –
ქვიშნარი ხეობით მოვდივართ მთის ძირას.
ეს იან კოსის ხმა არ იყო. გენერალი თუმცა მიხვდა, ალბათ
ეკიპაჟში მეოთხე წევრად ვინმე აიყვანესო, მაინც ყოველ შემ-
თხვევისათვის, რათა დარწმუნებულიყო, ჰკითხა:
– ვინ ზის შენგან მარცხნივ?
– მე „რცხილა“..– ეს უცნაური კითხვა რომ გაიგო, გაუბედა-
ვად დაიწყო, მაგრამ, მერე სწრაფად განაგრძო: ჩემს გვერდით
შარიკაა.
– განაგრძეთ გზა ხევის ბოლომდე, მაგრამ ზევით არ ამოხვი-
დეთ. მანქანა საბრძოლო მზადყოფნაში გყავდეთ და ბრძანებას
დაელოდეთ.
– გენერალმა მიკროფონი გამორთო და შტაბის უფროსი გა-
მოიძახა.
– მთელი რეზერვი ხევისაკენ სირბილით! იქ ჩვენი ტანკი იც-
დის.
გენერალი სტერეომილს მიუბრუნდა ისე, რომ ყურსაცვამები
არ მოუშორებია, მარჯვნივ შეაბრუნა და ოლეეს ნაპირს გახედა,
სადაც მეტყვიამფრქვევებს საფარი ჰქონდათ მოწყობილი. ხევი-

359
დან გზა მინდორზე გამოდიოდა. კიდევ იქით, ფოლვარკის მახ-
ლობლად ბუჩქების ჯგუფები გაბნეულიყო. სწორედ ამ დროს,
ბუჩქებს შორის სამი ტანკის გამოსახულება გამოჩნდა. ისინი
უმიზნოდ ისროდნენ და რაკი წინააღმდეგობას არა ხვდებოდნენ,
მტკიცედ მოიწევდნენ წინ. ტანკებს შორის კი ჰიტლერელების პა-
ტარა ფიგურები გამოჩნდა. ისინი თანდათან ახლოვდებოდნენ და
თვალშიც უფრო იზრდებოდნენ, მაგრამ გენერალს გაეცინა. მას
შანსი გამოუჩნდა... მართალია, არცთუ ისე დიდი, მაგრამ მოწი-
ნააღმდეგემ ამაზე არაფერი იცოდა...
– „რცხილა ერთი!“ მე „ვისლა“ ვარ! გესმით ჩემი? – მე „რცხი-
ლა ერთი“ ვარ! მესმის!
– ყურადღება, ბიჭებო, – ტკბილად თქვა გენერალმა და წესით
გაუთვალისწინებელი, უბრალო საუბრისათვის შესაფერი ტონი
გამოიყენა.
– ბრძანებისამებრ რამდენიმე მეტრით წინ წამოიწევთ, ისე,
რომ ხეობის პირთან თქვენი ტანკის მარტო კოშკი მოჩანდეს. სა-
მიზნე მაშინვე ორას მეტრზე დააყენეთ. წინ სამ ტანკს დაინახავთ,
ისინი ზურგს სწორედ თქვენს ქვემეხს მიუშვერენ. ქვეითებს კი
სხვები გაუსწორდებიან. ზურგიდან თქვენსკენ ჩვენი რეზერვი მო-
დის. გაანადგურა ტანკები – მეავტომატეებთან ერთად ისროლეს
მარჯვნივ, საითაც ტყე მეჩხერია. გასაგებია?
– გასაგებია! – მოისმა ყურსაცვამებში. – გერმანელთა ტანკე-
ბი ქვეით ჯართან ერთად წინსვლას განაგრძობდა. გენერალი
ყველას ერთად ყურებას უკვე ვეღარც კი ახერხებდა. სტერეომი-
ლი მარჯვენა ფლანგზე მომავალ ტანკისაკენ მიმართა, რომელიც
ყველაზე უფრო სწრაფად მოიწევდა წინ. გენერალი იმ წუთს
ელოდა, ვიდრე ტანკი გზასთან მოვიდოდა. თხრილთან ოდნავ
შეაჩერა სვლა, წინ გადაიხარა, თხრილს გადაუარა, სიჩქარეს
ისევ მოუმატა და უკვე დაიწყო გამოძვრომა, რომ ცხვირი მაღლა
აეწია. გენერალმა ტელეფონის მილს სტაცა სელი:
360
– ტყვიამფრქვევებო, ცეცხლი! – და ვიდრე ისინი მიღებულ
ბრძანებას გაიმეორებდნენ, გენერალმა უკვე რადიოთი გადასცა;
– „რცხილა“, პირდაპირ შუბლში დაუმიზნე და ჩეხე როგორც გინ-
და!
ბოლო სიტყვასთან ერთად საკომანდო პუნქტთან ტყვიამ-
ფრქვევთა ჯერის გუგუნი მოისმა, ცხრა ლულამ ერთბაშად რომ
მიაყოლა.
დახვეული მტვერი მინდორზე შოლტივით გაიჭრა. ქვეითი ჯა-
რი გაწვა. ტანკებმა მიზანი შენიშნეს, პირველი შეჩერდა, ცეცხლი
წამოანთხია და დანარჩენი ორი ტანკის დაცვით ისევ წინ გაღოღ-
და.
„თუ“ წითურა ოცდაათი სეკუნდით დააგვიანებს...“ – გაიფიქრა
გენერალმა.
იმავ წამს, იმ ადგილიდან, სადაც ხევიდან გზა გამოდიოდა,
ზედ მიწის პირზე გენერალმა გაელვებას მოჰკრა თვალი და ცეც-
ხლმოდებული უახლოესი ტანკიც გაჩერდა. მხოლოდ ახლაღა შე-
ამჩნია კოშკის მუქი, ოვალური სილუეტი, დედამიწას ოდნავ რომ
ამოსცილებოდა. ეკიპაჟი ტყუილად არ კარგავდა დროს. ლული-
დან ერთი მეორის მიყოლებით ცვიოდა ცეცხლის ენები. და, აი,
უკვე მეორე ტანკიდან ავარდა ბოლი. ტანკმა სიჩქარეს უმატა,
თითქოს ბოლიდან გაქცევას ლამობსო, მერე კი სვლას უკლო,
უცბად მძაფრად მობრუნდა და რამდენიმე წრე გააკეთა. ბოლი
თანდათანობით მატულობდა. როგორც ეტყობა, ძრავა ისევ მუშა-
ობდა, ხოლო მოკლული ან დაჭრილი მძღოლი უკან გადავარდა
ისე, რომ მარჯვენა ბერკეტი ისევ ეჭირა. გერმანელთა მესამე
ტანკმა კოშკი მოაბრუნა და ცეცხლითვე უპასუხა, მაგრამ, რაკი
მოწინააღმდეგე კარგად ვერ შენიშნა, მოულოდნელად შებრუნ-
და და უკან დახევა დაიწყო. მას კი ჯარისკაცები გამოეკიდნენ.
– „რცხილა“, სად არის ჩვენი ქვეითი ჯარი? – ჩემს გვერდით.
– ყველანი წინ!
361
გენერალი უთვალთვალებდა, როგორ შეინძრა კოშკი, მიწაზე
ამოვიდა და ბოლოს გამოჩნდა „T2-34“. ტანკი მუხლუხებით გა-
აფთრებითა ზელდა ქვიშას და ზევით გაჭირვებით ამოდიოდა.
მეავტომატეებმა ტანკს გამოუსწრეს, მინდორზე გამოცვივ-
დნენ, წრედ შეიკრნენ და ჰიტლერელებს დაედევნენ. მარჯვენა
მხრიდან მოყოლებით თანდათანობით ჩუმდებოდნენ ტყვიამ-
ფრქვევები, რათა თავისიანებისათვის არ მოეხვედრებინათ.
როგორც იქნა, „წითურა“ მკვრივ ნიადაგზე შედგა, გაჩერდა
და გაქცეულ ტანკს სამჯერ ესროლა. პირველი ორი ჭურვი ასცდა.
მესამე მუხლუხას მოხვდა, წამყვანი ბორბალი მოწყვიტა და რამ-
დენიმე მზიდთან ერთად მაღლა აისროლა.
ტანკი ადგილზე გაქვავდა, მერე ლულა მოაბრუნა, დაცვისათ-
ვის ემზადებოდა, მაგრამ ჩვენებს უკვე მიზანში ჰყავდათ ამოღე-
ბული. პირველმა ჭურვმა გერმანელთა ტანკის ჯავშანზე ნაპერ-
წკლები ისროლა, მომდევნო კი პირდაპირ კოშკის ქვეშ შეიჭრა.
ტანკმა მაღლა აიწია და შიგ მოთავსებული საბრძოლო მასალე-
ბის აფეთქებისაგან ცეცხლის ალში გაეხვია. – ამ აფეთქების გრი-
ალმა შეტევაზე გადასულ მეავტომატეთა ყვირილთან ერთად სა-
კომანდო პუნქტამდე მიაღწია.
მწყობრგარეშე განაყოფი იმ ადამიანებისაგან იყო შექმნილი,
რომლებიც ჩვეულებრივ ზურგში მსახურობდნენ, მაგრამ ახლა,
როცა მოულოდნელი დარტყმისაგან ზარდაცემულ მტერს მის-
დევდნენ, ფრონტელებზე ნაკლებად როდი აწვებოდნენ.
„წითურა“ უკვე მსროლელთა წრეს ეწეოდა. მათ თავებს ზემო-
დან ტყვიამფრქვევს ცეცხლს უშენდა და გერმანელებით რწყავდა
იქაურობას. ტანკი თითქმის ფოლვარკამდე მივიდა. ის ხან ხეებში
მიიმალებოდა, ხანაც მეჩხერში გამოჩნდებოდა.
გენერალმა გადაწყვიტა, უკვე დრო დადგაო და... – „ლარიქ-
სი“, ყველანი ერთად – წინ! ბრიგადის მეთაურმა ერთ წუთს და-

362
აყოვნა. იგი სტერეომილში იყურებოდა და ტანკების მუხლუხები-
საგან დაყენებულ მტვრის დანახვას მოელოდა. მერე, თვალი
მოჰკრა თუ არა ტანკებს, ბლინდაჟიდან გამოვიდა, სანგრის
ბრუსტვერზე ახტა და დაიძახა:
– ჩემი „ვილისი“! სწრაფად!
ვიდრე მანქანა სანგრიდან გამოძვრებოდა, გენერალი ჩიბუხს
უკიდებდა და თან თვალს ბოლის ჭაღარა ბოლქვებს ადევნებდა.

„წითურა“ სირბილით მიმავალ ქვეით ჯართან ერთად მიდი-


ოდა, მხოლოდ თავისი ოთხასორმოცდაათი ცხენის ძალის უმ-
ნიშვნელო ნაწილს იყენებდა. გუესმა მესამე ზუსტი გასროლის
შემდეგ მხიარულად შესძახა და მანქანა სრული სიჩქარით გააქა-
ნა, მაგრამ იანეკმა უბრძანა:
– ნელა, მეავტომატეებს არ გაუსწრო!
იანეკის განკარგულებებმა გჟესი მეორედ გააოცა და შეცბუნე-
ბით გაიფიქრა, რომ იანეკი სემენის ხმას ისე ჰბაძავს, როგორც
ბავშვი, როცა მშობლები შინ არ არიან და სტუმრებს დედის სიტ-
ყვების გამეორებით და მისი ტონის მიბაძვით ხვდება.
როცა რამდენიმე წუთის წინათ გენერალთან კავშირი დაამყა-
რეს, კოსს გაუხარდა და ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც. მერე,
ხევიდან რომ გამოვიდნენ და თავიანთ წინ კოშკებზე შავჯვრებია-
ნი სამი ტანკი დაინახეს, შიში გადაავიწყდა და დამშვიდებით
უშენდა ცეცხლს. – მხოლოდ ახლა დაუბრუნდა შიში. პერისკოპში
გაიხედა და მინდორზე გაქცეულ მეავტომატეთა წრე დაინახა. ხე-
ების ჯგუფებს შორის გამოჩნდნენ დამწვარი ტანკები, სანგრები
და ქვემეხთა სროლის ნაპერწკლები. წარმოდგენა არა ჰქონდა,
სწორად მიდიოდნენ თუ არა. არ იცოდა, წინ რა ელოდათ. არც
დაზვერვისა და არც დავალების დაზუსტების დრო არ იყო. მხო-
ლოდ ერთი მოკლე ფრაზით ხელმძღვანელობდნენ: „ესვრი მეავ-

363
ტომატეებთან ერთად“. არც ღია ადგილზე შეყოვნება შეიძლებო-
და და არც ის იცოდა, საით წასულიყო.
იანეკი საკუთარი თავის ან ეკიპაჟისათვის შიშს კი არ შეუპ-
ყრია, იგი შიშობდა ყველაზე, ვინც კი მათთან ერთად მიდიოდნენ.
ასეთ დროს ვერც გარისკავ და ვერც ხელს ჩაიქნევ: „ეჰ, სულ ერ-
თია, ვნახოთ, მერე რა იქნება“. იმ დროს, როცა იანეკი უკიდურე-
სობამდე დაიძაბა, ელენის მხიარული ხმა შემოესმა:
– ყურადღება! მარცხნიდან ჩვენი ტანკები მოდიან. სამი... ხუ-
თი... კიდევ ერთიც მოძვრება!..
იანეკმა პერისკოპში გაიხედა და შვებით ამოისუნთქა. თავისი
თავი ხელში სწრაფად აიყვანა და გრიგოლს უბრძანა, დანარჩე-
ნებს მწყობრში გასწორებოდა. ახლა ყველა ტანკი ერთად მიდი-
ოდა. ფართო ფრონტით, რკინის ზვავივით. წინ ქვემეხმა იგრი-
ალა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და არაფერი იყო მასში
საშიში. იანეკა ზუსტად დაუმიზნა, ცოტახანს მოიცადა, ვიდრე
ტანკი შედარებით სწორ გზაზე გავიდოდა, და მსხვრევადი ჭურვი
ისროლა.
– მერე გვერდზე გაიხედა და დაინახა, რომ ერთმა ჩვენმა ტან-
კმა სვლას უკლო და ზედ ბოლი ავარდა. მაშინვე გაქცეული ჰიტ-
ლერელებიც შეამჩნია. ერთ მათგანს „ფაუსტპატრონა“ ეკავა,
მაგრამ ვიდრე დამიზნებას მოასწრებდა, ახალმა ამხანაგმა –
ვესტმა მოუღო ბოლო, რომელიც დაბლა, რადისტის ადგილას იჯ-
და. „ისიც ცელავს“. – გუნებაში უნებურად შეაქო იანეკმა.
ისინი ბომბებით დათხრილ მინდორზე მიდიოდნენ, რომელიც
დამწვარი ტანკების რკინის ჩონჩხებითა და გადაყირავებული,
დაბრეცილი ქვემეხებით იყო სავსე.
– მექანიკოსო, სვლას უკელ, შეჩერდი! – ბრძანა იანეკმა.
ტანკი ზედ ზღვის პირას, მაღალ ფერდობზე შეჩერდა. მათ წინ
მზის სხივებისაგან გადაჭრელებული მკრთალი ცისფერი ყურე და

364
ჰორიზონტთან ხმელეთის შავი მოხაზულობა გადაშლილიყო. ნა-
პირიდან ღია ზღვის მხარეს რამდენიმე ბარჟა მიდიოდა. შორს
კოსმა შედარებით მუქი, სამხედრო გემის შენიღბული კორპუსი
შეამჩნია.
ტანკი უქმ ბრუნზე მომუშავე ძრავის ხმაურით იყო გაყრუებუ-
ლი, მაგრამ ირგვლივ, ჯავშანს იქით, სიჩუმესა გრძნობდა.
კოსს თავში გაუელვა: „ეგებ ეს უკვე დასასრულია“ და მთელი
გულით შეწუხდა მარუსიაზე: „როგორ უნდოდა, თვითონაც რომ
აქა ყოფილიყო, ჩემს გვერდით“.
ზეციური ფიქრებიდან იანეკი გემბანზე კაშკაშა გაელვებამ,
ჭურვების წუილმა და მათგან არცთუ ისე შორს, ტანკს უკან ძლი-
ერმა აფეთქებებმა გამოიყვანა.
სადესანტო ბარჟების უკანა ნაწილზე დადგმული სწრაფმსრო-
ლი საზენიტო დანადგარები უშენდნენ. ჭურვები ფერდობის ნაპი-
რას ცვიოდა, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწა ჩა-
მოიტანა. კოსი გაბრაზდა, ამდენ ხანს რამ გამაშტერაო. ეს დასას-
რული არა ყოფილა. გერმანელები წყლით გარბოდნენ და გზა-
დაგზა ისროდნენ. თუ მათი ტანკი გაქცევის შესაძლებლობას მის-
ცემს, მაშინ სწორედ ეგენი დადგებიან ოდერთან ჩვენი დივიზიის
საპირისპიროდ.
– გჟეს, ოდნავ უკან დაიხიე! კიდევ! ახლა გაჩერდი!
ნაპირიდან იმდენზე დაიხიეს, რომ ფერდობის ნაპირს მუხლუ-
ხები და ქვედა ჯავშანი დაეფარა.
– ჯავშანსაწინააღმდეგოთი დატენე!
ელენი ერთ წამს შეყოყმანდა, მერე კი კოლოფიდან სწრაფად
ამოაძრო ჭურვი, ქვემეხი დამუხტა და საკეტი გააჩხაკუნა.
– მზად არის.
კოსმა სახელურის მწყობრი მოძრაობით სამიზნე გადასწია,
სილუეტის შუაგული – გემბანი ნიშანში ამოიღო და ხელი სას-
ხლეტს დააჭირა. მან ვერ შეამჩნია, მათი ნასროლი მიზანს თუ
365
მოხვდა, რადგან ერთდროულად სხვა ტანკებიდანაც გაისრო-
ლეს. გემის გარშემო წყლის უამრავი შადრევანი ავარდა და გემ-
ბანზე ბოლი ბოლქვებად დაიგრაგნა. გემმა კიდევ ერთი ზალპი
მისცა და ადგილიდან დაიძრა. უკან ბოლის სქელ ღრუბლებს ტო-
ვებდა, მერე მობრუნდა და მის საფარს შეერია.
იანეკმა ერთ-ერთ ბარჟას დაუმიზნა და სამი მსხვრევადი გრა-
ნატა გაურჭო. დანადგარიდან ნერვიულად აკაკანდა ტყვიამ-
ფრქვევი. ლითონის ბრტყელი კორპუსი გვერდზე გადაიხარა და
ბარჟამ ჩაძირვა იწყო, რომელიც გემისაგან დატოვებულ ბოლის
საფარში ძლივძლივობით მოჩანდა.
მიდამო ისევ დამშვიდდა. კოსმა მექანიკოსს უბრძანა, ძრავა
გამოერთო. მეზობელ ტანკებს გახედა, რომლებიც ზღვის ნაპი-
რას უსწორმასწორო რკალად იდგნენ. საძრომს არავინ ხსნიდა.
„წითურას“ ეკიპაჟიც ადგილიდან არ იძვროდა და ბრძანებას ან
სიგნალს ელოდა.
პირველად ვესტმა ამოიღო ხმა:
– ამ ადგილას ოცდაცხრამეტი წლის ცხრამეტ სექტემბერს
ჰიტლერელებმა სანაპიროზე წინააღმდეგობის უკანასკნელი პუნ-
ქტი – წითელი კოსინერების16 რაზმი გაანადგურეს.
– მე კი მეგონა, რომ უკანასკნელი პუნქტი ვესტერპლატში
იყო, – თქვა ელენმა.
– არა, ვესტერპლატში შვიდ დღეს უმკლავდებოდნენ.
– საიდან არის ეგ ცნობილი, თუკი იქიდან ცოცხალი არავინ
გადარჩა? – შეეკამათა გუსტლიკი. – პრაგაში ლექსიც კი გვით-
ხრეს, ზეცისკენ იწყეს მარშით სვლა, გმირებმა ვესტერპლატისო.
– ვესტერპლატში იმ რაზმიდან, რომელიც თავის რიგებში ას
ოთხმოცდაორ კაცს ითვლიდა, დაიღუპა თხუთმეტი ჯარისკაცი. –

16
კოსინერები (ისტ.) პოლონელი მეამბოხე გლეხები, რომლებიც ცელე-
ბით იყვნენ შეიარაღებულნი.
366
მშვიდად უპასუხა ვესტმა.
იანეკმა სიძულვილი იგრძნო ამ კაცის მიმართ, რომელიც ასე
მშვიდად ლაპარაკობდა გმირულ რაზმზე, რომელშიც მამამისი
იბრძოდა, თუმცა არაფერი უპასუხა და გადაწყვიტა, კიდევ დავუბ-
რუნდებიო ვესტთან ამ თემას.
– მოულოდნელად ტანკთან მოძრაობა დაიწყო. მებრძოლები
სანგრებიდან გამოცვენილიყვნენ, ყვიროდნენ და ცას მაღლა აწ-
ვდილი ტყვიამფრქვევების გრძელი ჯერით ცხრილავდნენ.
იანეკმა საძრომი გააღო და იქვე ახლოს მდგომ მეავტომატეს
დაუყვირა, რომ ხმაური დაეფარა:
– რატომ ისვრით?
– რატომ და მორჩა, პან პორუჩიკ. – ჯარისკაცებს იანეკი ოფი-
ცერი ეგონათ. – ოქსივე ავიღეთ. ჰიტლერ კაპუტ, – გადაიხარხა-
რა ჯარისკაცმა და თითი ისევ სასხლეტს დააჭირა.
ჯარისკაცმა თავისი სახის უცნაური გამომეტყველებით იანე-
კიც გააცინა, ყვირილით კი მოულოდნელი სიხარულის გრძნობა
გამოუღვიძა. კოსს თავი ისევ თექვსმეტი წლის ბიჭი ეგონა, კოშ-
კიდან სწრაფად ჩამოცოცდა, ავტომატი მაღლა ასწია და რადის-
ტის მსუბუქი და ნაზი მოძრაობით, თითი სასხლეტს დააჭირა. ტა-
ტატა-ტა-ტა. ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა, ტა-ტა-ტა.
მთელი ჯერი მიაყოლა თუ არა, ვასილი გაახსენდა.
– იმას არ შეუძლია ამის მოსმენა...
– გადმოდით მანქანიდან! – რა არის ეს? – ჰკითხა ვესტმა თა-
ვის მეზობელს.
– ეს სროლა? – სააკაშვილი მაინცდამაინც კარგად ვერ მიუხ-
ვდა, რაზე ეკითხებოდა. – ასეთი გართობაა. ეგ ხომ სანამ მეთაუ-
რი გახდებოდა, რადისტი იყო. ჩვეულებად აქვს, მორზეს ტაქტით
თავისი გვარის სროლა.
– როგორ ისვრის? რა გვარს? – ვესტმა სახელოში წაავლო ხე-
ლი გრიგოლს.
367
– მორზეს ანბანით ორი ერთიმეორეზე მიყოლებული სროლა
დევიზია, ერთი კი – წერტილი. მისი გვარია კოსი.
გჟესმა საძრომი გახსნა, ვესტის სახეს სინათლე დაეცა და მე-
ქანიკოსს შეეშინდა.
– ცუდად ხართ? აგერ თერმოსი, მოსვით ცოტა. ასე იცის ხოლ-
მე, ვინც ტანკს შეჩვეული არ არის...
გრიგოლი ღია საძრომიდან მიწაზე გადმოხოხდა. მას გახარე-
ბული შარიკაც მიჰყვა. სააკაშვილმა ისევ შეიხედა ტანკში და
თქვა:
– ჯობს, ტანკიდან გადმოხვიდეთ, ჰაერზე უკეთ გახდებით.
ვესტმა თავი გააქნია და ადგილიდან არ დაძრულა. გრიგოლ-
მა იქვე მდგომ იანეკსა და გუსტლიკს ხმადაბლა გადაულაპარაკა:
– ბიჭებო, ეს პორუჩიკი ავადმყოფი ხომ არ არის? იქა ზის და
იცრემლება.
კოსი სანახავად მივიდა, მაგრამ ახალი მეოთხე, მოუხერხებ-
ლად, ფეხებით წინ, უკვე ტანკიდან ძვრებოდა.
ბოლოს მიწაზე დადგა და იანეკმა სინათლეზე პირველად და-
ინახა იმის სახე. პარტიზანს შუბლი და ლოყები ზეთით ჰქონდა
გათხუპნული და მტვერით დაფარული, მაგრამ, მიუხედავად ამი-
სა, კოსს საშინლად აუძგერდა გული– ვესტი ვიღაცას მიამსგავსა.
თვალები დახარა, შუბლი შეიკრა და თავს ძალა დაატანა, გაეხ-
სენებია ვინ იყო. მერე დაბნეულობის დაფარვა სცადა და ჰკითხა:
– თქვენ ამ ადგილებთან ახლოს იყავით. ეგებ გდანსკელებსაც
შეხვედრიხართ... მინდა გკითხოთ, ხომ არ იცნობთ პორუჩიკ სტა-
ნისლავ კოსს?
ახალი მეოთხე ერთ წუთს დუმდა, მერე კი ორი სიტყვა წაიჩურ-
ჩულა:
– იანეკ, შვილო!..
ისინი გახევებულები იდგნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ.
გაოცებულმა სააკაშვილმა დაიძახა: – ღმერთო დიდებულო!..
368
ელენმა სწრაფად მოიფიქრა, ასეთ შემთხვევაში როგორც მოქ-
ცეულიყვნენ, და წაუჩურჩულა:
– ერთი აქეთ მოიხედე!..
გჟესმა თავი დაუქნია, მკლავებში ხელი წაავლო და ტანკის მე-
ორე მხარეს გავიდნენ.
მამა და შვილი ცდილობდნენ, ერთმანეთი ისეთებად დაენა-
ხათ, როგორიც ამ ხუთი წლის წინათ იყვნენ, როცა ერთმანეთს
საბოლოოდ დაშორდნენ. ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ტანკის
წინა ჯავშანზე ჩამოსხდნენ. იანეკმა თავისი გაბურძგნული თავი
მამის მხარს მიაყრდნო. იგი დაბლა არეკლილ ქვემეხის ლულის
ჩრდილსა და ახლად აბიბინებულ ბალახს მისჩერებოდა. მარი-
კაც გვერდზე მიუჯდა, დაცქვიტა თავისი გახეული ყური და ორი-
ვეს ყურადღებით მიაჩერდა.
მათ წინ ზღვის ყურე გადაშლილიყო. ზედ ქარი დანავარდობ-
და და ბოლის საფარს ფანტავდა. მარჯვნივ გდინის პორტის
წყლებიდან ჩაძირული გემების ამოშვერილი ანძები მოჩანდა.
პორტსაც სიცოცხლე დაბრუნებოდა. რამდენიმე სახლზე თეთრ-
წითელი დროშები აფრიალდა. წყალში მოტორიანი ნავი ნელა
მიცურავდა. ძრავის რატრატი ბავშვების სატკაცუნოს ხმას მოგა-
გონებდათ.
ტანკისტები და მეავტომატები ისევ ხმაურობდნენ, ყვიროდ-
ნენ, გვერდზე ვიღაცა ამბობდა:
– ბიჭებო, ახლა კი დამთავრდა! მე თქვენ გეუბნებით, კიდევ
რამდენიმე დღეც და ბერლინშიც ყველაფერი დამთავრდება.
სააკაშვილმა მუხლუხაზე რამდენჯერმე დააკაკუნა, მოსინჯა,
რა მდგომარეობაში იყო ჯაჭვის საწევები. ელენი პატარა ძალაყი-
ნით მიმხმარ ტალახს აცლიდა.
– დიდი დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი თავი-
დან ბოლომდე, დაწვრილებით მოვისმინო, რაც კი გადაგხდა, –
უთხრა იანეკმა.
369
– შენც ყველაფერს მომიყვები, – უპასუხა მამამ. – ახლა კი,
მოქალაქე მეთაურო, წავედით, თორემ ეკიპაჟი მუშაობას შეუდგა
და ლამაზი არ იქნება ჩვენი აქ უსაქმურად ჯდომა.
– კარგი. მაგრამ, როცა ჩემს ამბავს მოგიყვები, აი, აქედან და-
ვიწყებ. – იანეკმა მკერდზე დაკიდებული მამაცთა ჯვარი ასწია და
ჯიბიდან დიდი ბანჯგვლიანი ყური ამოიღო.
– ეს რაღა არის? – ვეფხვის ყური.
შარიკამ დაიყეფა თითქოსდა იმის დასამტკიცებლად, რომ
მართლაც ყველაფერი შორეული უსურიის ტაიგაში ვეფხვის ღრი-
ალით დაიწყო.

370

You might also like