You are on page 1of 2

მმართველობის ფორმა საქართველოში

(სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობა)

საქართველომ მმართველობის ფორმასთან დაკავშირებით ბევრი ეტაპი გაიარა. 1921


წლის კონსტიტუცია იყო ის კონსტიტუცია, რომელიც ხაზს უსვამდა საპარლამენტო
მმართველობას, მაგრამ განსაკუთრებული თავისებურებებით. ეს კონსტიტუცია
პრეზიდენტის ინსტიტუტს არ სცნობდა. საბოლოო ჯამში: ვიყავით რესპუბლიკური
მმართველობა, ვიყავით საპარლამენტო მმართველობა, იმიტომ რომ პრეზიდენტის
ინსტიტუტი არ არსებობდა, სახელმწიფოს მეთაური (მთავრობის დავმჯდომარე) არ
აირჩეოდა პირდაპირი წესით, მას ირჩევდა საკანონმდებლო ორგანო ერთი წლის ვადით,
ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ შეიძლება არჩეულიყო ამ თანამდებობაზე. მისი
ლეგიტიმაციის დონე არ იყო უმაღლესი, აქედან გამომდინარე ანგარიშვალდებულება უფრო
მეტი ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ვიდრე სხვას. 1921 წლის კონსტიტუციის
ყველაზე დიდი მინუსი გაუმართავი ურთიერთობები იყო საკანონმდებლო-აღმასრულებელ
ხელისუფლებებს შორის და ზოგადად ამ ინსტიტუტების ფორმირების წესი ძალიან ბევრ
პრობლემას ქმნიდა. გამსახურდიას პერიოდის პირველ ეტაპზე ჩვენ აღვადგინეთ 1978 წლის
კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის საფუძველზე გაჩნდა კონკრეტული ინსტიტუტები
მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტი და ამ კონსტიტუციამაც ფორმალურად იარსება,
რადგან ხელისუფლება ძალადობით გადატრიალდა. 1995 წლის კონსტიტუციის პირველი
რედაქცია იყო საპრეზიდენტო მმართველობა. მთავრობა არ არსებობდა და მთელი
ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში იყო. კონსტიტუციის 73-ე მუხლი პრეზიდენტის
უფლებამოსილებებს განსაზღვრავდა და აქ პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს
კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების გარდა ჰქონდა კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებებიც. მაგალითად, ის აცხადებდა საგანგებო და საომარ მდგომარეობას,
ნიშნავდა არჩევნებს, წარმოადგენდა ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, ხელს აწერდა
საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს და წარუდგენდა მას პარლამენტს
რატიფიცირებისთვის, ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა ელჩებს, ნიშნავდა
საქართველოს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და
სახელმწიფოთაშორისო კავშირებში, ხელს აწერდა კონსტიტუციურ შეთანხმებას, ხელს
აწერდა კანონებს და აქვეყნებდა, ჰქონდა ვეტოს უფლება, შეწყალების უფლება. რაც შეეხება
საკანონმდებლო ორგანოს, კონსტიტუციურად მასაც გააჩნდა ბერკეტები რომ ზეგავლენა
მოეხდინა პრეზიდენტის საქმიანობაზე, ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში პარლამენტი
მაინც მეორეხარისხოვან ორგანოდ ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი
ლეგიტიმაცია ძალიან მაღალი იყო.
საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია, მაგრამ კონსტიტუციურად დათქმა
სხვანაირია, კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული რომ საქართველოს პარლამენტი
უნდა იყოს ორპალატიანი მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა
აღდგება. საპრეზიდენტო მმართველობისას მნიშვნელოვანია საზოგადოების დონე,
პოლიტიკური პარტიების მოცემულობა.

You might also like