You are on page 1of 4

მე ვისაუბრებ პირველ ბანკზე საქართველოში, რაც ილია ჭავჭავაძესთან ასოცირდება.

ილია
1837 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა, სოფელ ყვარელში თავადის ოჯახში. განათლებიხ მხრივ
ჯერ თბილისში სწავლობდა, 1857 წელს კი რუსეთში პეტერბურგის უნივერსიტეტის
იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა ამ სფეროს გარდა მას ასევე აინტერესებდა
როგორც პოლიტიკა, ასევე ეკონომიკაც. 61 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქ იწყება მისი
აქტიური ეროვნულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა.

რომ გადავიდეთ უშუალოდ ბანკის დაფუძნებასა და ილიას როლზე ამ საქმეში, უნდა


აღვნიშნოთ, რომ თვითონ ბანკის იდეა ილიას არ ეკუთვნოდა. ეს იდეა პირველად დიმიტრი
ყიფიანმა წამოაყენა. იგი გახლდათ საზოგადო მოღვაწე და იმ პერიოდის ტფილისის
თავადაზნაურობის წინამძღოლი. ილიას მსგავსად ყიფიანიც იაზრებდა განათლების
მნიშვნელობას და შემდეგ უკვე ბანკის დაარსების იდეაც მოაფიქრდა. ზოგადად ეს ის
პერიოდია, როდესაც ხელი მოეწერა ბატონყმობის გაუზმების მანიფესტს 1861 წელს რუსეთში,
ხოლო საქართველოში ეს რეფორმა 1864 წელს გატარდა. ამის შედეგად სახელმწიფომ თავად-
აზნაურობას ერთგვარი კომპენსაციისათვის ყმების სანაცვლოდ გარკვეული თანხები გადასცა.
სწორედ ამ თანხებზე ამყარებდნენ დიმიტრი ყიფიანი და ილია იმედებს, რომ ამ თანხის
გარკვეული ნაწილი უნდა გადაეხადათ ბანკის დასაფუძნებლად თავადებს.

რაც შეეხება დაფუძნებას, არსებობდა 3 კატეგორია დამფუძნებლების.

1 - იყვნენ თავადაზნაურები რომლებმაც 20% შეიტანეს იმ თანხიდან, რაც ყმების


განთავისუფლების სანაცვლოდ გამოუყო მათ მთავრობამ (73 239 მანეთი და 31 კაპიკი).

2 - იყო ის ნაწილი, რომელთაც უფლება მიეცათ უსახსრობის გამო, მთავრობისგან


მიღებული თანხის 5% გაეღოთ, თან ეს თანხა ბანკის ანგარიშზე 10 წლის განმავლობაში უნდა
შეეტანათ. თანხის პირველი ნაწილი ბანკის გახსნის პირველ თვეს ანუ თებერვალში უნდა
შეეტანათ (სულ 20 ათას მანეთზე მეტი).

3 - ამ კატეგორიაში შედიოდნენ თავადაზნაურები, რომლებსაც მთავრობისგან


არანაირი საკომპენსაციო თანხა არ მიუღიათ, რადგან ყმები არ ყავდათ და ვერც ვერავის
გაათავისუფლებდნენ. მათ ნება დართო ბანკმა ძირის თანხად შეეტანათ საკუთარი უძრავი
ქონების წმინდა შემოსავლის 10%.

აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ რეალურად თავადაზნაურთა სამაზრო წინამძღოლების


მიერ გაცემული მამულის შემოსავლიანობის მოწმობის საფუძველზე. ხშირად მოცემულ
მოწმობებში შემოსავალი ზუსტად არ იყო განსაზღვრული. აქედან გამომდინარე,
თავადაზნაურები იმაზე ნაკლებს დებდნენ ბანკში ვიდრე მათ ევალებოდათ.

რაც შეეხება ბანკის ბიზნეს მოდელს, თავიდანვე განისაზღვრა რომ ბანკი


აუცილებლად უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივ მიზნებზე გათვლილი და არავითარ
შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა ვინმეს, რომ კერძო სარგებელი მიეღო
მოგებიდან. ეს თავიდანვე იყო გაწერილი წესდებაში, ბევრს უნდოდა ამის შეცვლა, თუმცა არ
გამოუვიდათ.
ბანკის პირველი წესდება დიმიტრი ყიფიანის ავტორბით შეიქმნა, რომელსაც
აღნიშნული ბანკი წარმოედგინა ისეთ საკრედიტო დაწესებულებად, რომელიც
თავადაზნაურობაზე სესხს გასცემდა დაბალი პროცენტით, ვალის გადაუხდელობის
შემთხვევაში კი ბანკი მას მამულს არ გაუყიდიდა, იგი დროებით ბანკის საკუთრებაში
გადავიდოდა და სესხის დაფარვის შემთხვევაში იგი პატრონს დაუბრუნდებოდა. რეალურად
ასეთი მიდგომით ბანკი ვერ იმუშავებდა, ვინაიდან ბანკისთვის აუცილებელია მოგება.
ამიტომ საბოლოოდ არ დამტკიცდა დიმიტრი ყიფიანის მიერ შემუშავებული ვარიანტი და
მამულის გაყიდვა დაშვებული გახდა.

ასევე ბანკის წესდებაში ეწერა, რომ სესხი გაიცემოდა მიწებზე და ქალაქში მდებარე
უძრავ ქონებაზე, ხოლო ვისაც მიწების დაგირავება სურდა, ბანკში უნდა წარმოედგინა
მოწმობა რომ სწორედ იგი ფლობდა ამ აქტივს. ასევე სამსაჯულო ნოტარიუსისგან, რაც
უჩვენებდა იმას, რომ დავა არ იყო ამ მიწაზე. ასევე ამოწმებდნენ დაზღვევას და ა.შ.

ბანკი გასცემდა მოკლევადიან და გრძელვადიან სესხს. გრძელვადიანი სესხი


გაიცემოდა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც 200 მანეთზე ნაკლებად არ შეფასდებოდა
შემფასებელი კომისიის მიერ მოკლევადიანი სესხი კი იმ უძრავ ქონებაზე გაიცემოდა,
რომელიც 200 მანეთზე ნაკლებად შეფასდა. სესხად მიეცემოდა 60% დანაფასისა საქალაქო
უძრავ ქონებაზე, 50% - სასოფლო მამულებზე და 40% ვენახისა და ხეხილის ბაღებზე,
რომელნიც მხოლოდ მოკლე ვადით სესხში მიიღებოდა. სესხი უდნა დაბრუნებულიყო 1-იდან
3 წლის ვადაში.

თუ სესხის დაფარვა თავის დროზე არ მოხდებოდა, ბანკი მოვალის ხარჯზე


გაზეთებში აცხადებდა დაგირავებული ქონების გაყიდვას ვაჭრობის დღის აღუნიშნავად. ამის
შემდეგ ცხადდებოდა სავაჭროდ დანიშნული დღე. მსესხებელს უფლება ჰქონდა გაყიდვის
დღემდე დაეფარა სესხი (ვალის გადაცილებისათვის ერთგვარი ჯარიმა და მამულის
სავაჭროდ გამოცხადებაზე დანახარჯი), რითაც საჯარო ვაჭრობით გაყიდვისაგან იხსნიდა
თავის მამულს. თუ პირველი საჯარო ვაჭრობით მამული არ გაიყიდებოდა, ორი კვირის
შემდეგ მეორე ვაჭრობა უნდა გამოცხადებულიყო, ხოლო თუ მეორე ვაჭრობის დროსაც არ
გაიყიდებოდა, მაშინ მამული გადადიოდა ბანკის სრულ მფლობელობაში, რომელიც 6 თვის
განმავლობაში უნდა გაეყიდა.

საბოლოოდ წესდების შემუშავების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო რომ სახელმწიფო


აპარატს ნება დაერთო პროვინციაში ბანკის გახსნისათვის. ამ ნებართვის აღების საკითხმა
მთლიანად ილიას კისერზე გადაიარე. ერთ წელზე მეტ ხანს იყო იქ, ხვდებოდა უამრავ
ჩინოვნიკებს უხსნიდა წესდებას და აგვარებდა საკითხებს. გარდა ამისა არ უნდა
დაგვავიწყდეს რომ საქართველოში აქამდე ბანკი არ ყოფილა და აქედან გამომდინარე არც ეგ
საქმე არავინ იცოდა ამიტომ ილია პარალელურად საბანკო საქმესაც სწავლობდა 10 თვის
განმავლობაში. საბოლოოდ ეს საქმე ქართველების სასარგებლოდ გადაწყდა და რუსეთის
იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა ბანკის წესდება 1874წ. 28 მაისს. ამის შემდეგ
ილია ჩამოდის და იწყება ბანკის მუშაობაც.

ბანკის მთავარი ფუნქცია იყო საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. ამიტომაც ბანკთან


შეიქმნა საგანგებო ფულადი ფონდი „საერთო-სასარგებლო კაპიტალის“ სახელწოდებით,
რომლის პირდაპირი დანიშნულება იყო ქართული სკოლების, საზოგადოებრივ-
კულტურული დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, სხვადასხვა ეროვნული
მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის ფულადი დახმარება. ბანკის პირველი წესდების (1874წ.)
მიხედვით აღნიშნულ ფონდში გადაირიცხებოდა წმინდა მოგების 40%, ხოლო 1881 წლიდან -
35%. ბანკმა ილიას 32 წლოვანი ხელმძღვანელობის პერიოდში სულ 2 მილიონამდე თანხა
გასცა სხვადასხვა საზოგადოებრივ საჭიროებაზე. ილიას დიდი ბრძოლა უწევდა ბანკის
მოგებიდან თანხების გაცემაზე. 1888 წელს განიხილებოდა ქართული თეატრისა და მისი
შენობის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის საკითხი. კრების ოქმში წერია, რომ წინა წელს
კრებამ გადაწყვიტა ქართულ თეატრს დახმარებოდა 30 ათასი მანეთით, ილიამ კი 100 ათასი
გასცა. კრებაზე მეტად ზედამხედველობის კომიტეტის წევრები გაბრაზდნენ, რომლებიც
ადანაშაულებდნენ ბანკის გამგეობას, პირველ რიგში ილიას და ამბობდნენ, რომ ზედმეტად
გაცემული თანხა დამფუძნებლებზე უნდა გადანაწილებულიყო და ილიამ თავისი
უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. თუმცა ილიას მხარდასაჭერად გამოვიდნენ
საზოგადო მოღვაზეები და ცნობილი პოეტები, მათ შორის რაფიელ ერისთავი. ილიამ კი
განაცხადა, რომ თეატრი დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა ქართული საზოგადოებისთვის
და თეატრი ისეთი საქმეა, რასაც ყველა ქართველმა უნდა შეუწყოს ხელი.

საბოლოოდ ილიას ამ ნაბიჯს კრებიდან 62-მა წევრმა მხარი დაუჭირა ხოლო


საწინააღმდეგო მხოლოდ 10 აღმოჩნდა. ილია ყველანაირად მხარში ედგა „ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, რომელიც დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით
შეიქმნა 1879 წელს და 1885წ. ილია აირჩიეს მის თავმჯდომარედ. 1878წ. ბანკის გამგეობამ ამ
საზოგადოებას 11 ათასი მანეთი გამოუყო, რამაც დიდი აყალმაყალი გამოიწვია, რაზეც ილიამ
კვლავ აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას ქვეყანაში.

ამის გარდა ძალიან დიდი დარტყმები მოდიოდა ილიაზე ოპოზიციის მხრიდანაც,


თავიდან მისი თანამებრძოლები დიმიტრი ყიფიანი და ივანე მაჩაბელიც კი საბოლოოდ
ილიას აკრიტიკებდნენ.

დავით ყიფიანი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ ბანკს მეტად გაბერილი


პროცენტები ჰქონდა, საერთოდ არ უნდა გაეყიდა ქონება თავადებისათვის, პირიქით მოევლო
იმ მამულისთვის მიეღო სარგებელი და აყვავებული მამული ვალის გასტუმრების შემდეგ
ისევ დაებრუნებინა თავადისათვის. წესდების პირველ ვერსიაში რაც უკვე აღვნიშნეთ,
თავიდანვე ჩანს, რომ მამულების გაყიდვის იდეა ძალიან არ მოსწონდა დიმიტრი ყიფიანს.
ამის მიუხედავად ილიას პასუხი მეტად არგუმენტირებული იყო და იგი ძალიან ლოგიკურად
ხსნიდა ამ ყველაფერს, ნამდვილი ეკონომისტივით. რეალურად ილიამ საბაზრო ეკონომიკის
კანონებით ახსნა ეს სიტუაცია. იგი ამბობდა, რომ ბანკი ხელოვნურად ვერ დაუწევდა
საპროცენტო განაკვეთს კრედიტებზე და ამას ბაზარი არეგულირებდა. აქედან გამომდინარე
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ილია ეკონომიკურ კომპასზე ცოტა მარჯვნივ იქნებოდა.

ილიას ოპოზიციაში მდგომი ადამიანების ერთ-ერთი მეთაური ივანე მაჩაბელი იყო,


ადამიანი, რომელიც იდეაში ილიას მეგობარი იყო და რომელსაც ილია ძალიან დაეხმარა
პიროვნულ და კარიერულ წინსვლაში. ივანე წერდა, რომ ილია ყველგან და ყოველთვის
თავჯდომარედ ინიშნებოდა, რეალურად კი არაფერს აკეთებდა. საბოლოოდ, ამ „ოპოზიციამ“
საჩივარი გააგზავნა პეტერბურგის ფინანსთა სამინისტროში, საიდანაც მოავლინეს რევიზორი,
რომელმაც გარკვეულხნიანი დაკვირვების შედეგად განაცხადა, რომ ეს ბანკი საუკეთესო და
მისაბაძი იყო მთელ იმპერიაში.

იგი ასევე ამბობდა რომ ქართველებს ვალის დაბრუნება რომ არ უყვართ მაგას უნდა
მივაჩვიოთო და მე ამ საქმეში ისეთივე ჯიუტი ვიქნები და არ შევიცვლი პოზიციას როგორც
ექიმი თავის საქმეშიო. ხშირად მოითხოვდნენ მის გადაყენებასაც, ერთხელ ამ ყველაფრით
დაღლილმა 1886 წელს თავის გუნდთან ერთად დაწერა განცხადება გადადგომაზე,
საზედამხედველო კომიტეტმა კი ამ განცხადებას ასეთი პასუხი გასცა 774 უარყოფა და
მხოლოდ 8 თანხმობა.

საბოლოოდ ილია დარჩა, 1905 წლამდე მართავდა ბანკს. საინტერესოა, რომ ბანკის
ხელმძღვანელი ირჩეოდა მხოლოდ 3 წლით, ილია 32 წელი ედგა ბანკს სათავეში, გამოდის,
რომ ილია 10-ჯერ აირჩიეს, რაც მეტყველებს მის ფიგურაზე და ბანკისადმი თავდადებაზე.
ილია თავადაც აღნიშნავდა, რომ ამ ბანკს ყველაფერი შესწირა.

You might also like