You are on page 1of 1

ნავთობი — აალებადი სითხე, რომელიც შედგება სხვადასხვა მოლეკულური მასის

ნახშირწყალბადებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისაგან. (ორგანული ნივთიერებები


— ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები. ორგანული
ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები.) ის ძირითადად არის მუქი ყავისფერი ან
შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის, ცნობილია როგორც შავი ოქრო. მას
მოიპოვებენ დედამიწის წიაღიდან და ზღვის ფსკერიდან.

ბენზოლი — ორგანული ნაერთი, უმარტივესი არომატული ნახშირწყალბადი, თავისებური


არამკვეთრი სუნის მქონე უფერო, მო ძრავი აქროლადი სითხე. ბენზოლი აღმოაჩინა
მაიკლ ფარადეიმ 1825 წელს. მან ბენზოლი გამოყო სანათი აირის თხევადი
კონდენსატისაგან. სუფთა სახით მიიღო ე. მიჩერლიხმა 1833 წელს. 1865 წელს ფრიდრიხ
აუგუსტ კეკულემ შეადგინა ბენზოლის ფორმულა, რომლის მიხედვით ბენზოლის
მოლეკულის ჩაკეტილ ჯაჭვში ნახშირბადის 6 ატომი მონაცვლეობითი მარტივი და ორმაგი
ბმებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. კეკულეს ფორმულას დღესაც ფართოდ
იყენებენ

ალკინი – უჯერი ნახშირწყალბადია, რომელშიც ორ ნახშირბადს შორის სამმაგი ბმაა .


ალკინების ზოგადი ფორმულაა CnH2n–2.

ალკანები — ნაჯერი ნახშირწყალბადები. ალკანების უჯერი ნახშირწყალბადებისაგან


ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ ალკანებში ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია
მხოლოდ მარტივი ბმებით

ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს ორ ნახშირბადს


შორის

ბენზინი (ფრანგ. benzine) — სხვადასხვა აგებულების ნახშირწყალბადების ნარევი,


დამახასიეთებელი სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი, გამჭვირვალე უფერო სითხე , ბენზინს
იყენებენ საწვავად, მას ხმარობენ გამხსნელადაც, სარეცხ სითხედ და სხვა ; საწვავი
ბენზინი იყოფა საავტომობილო და საავიაციო ბენზინად. ბენზინი მავნებელია
ადამიანისათვის. ბენზინის ორთქლი ორგანიზმში ძირითადად ფილტვების მეშვეობით
აღწევს, მაგრამ შეიძლება კანიდანაც მოხვდეს. მოწამვლის საშიშროება არსებობს
ბენზინის წარმოების ყველა ეტაპზე, ტრანსპორტირებისა და განსაკუთრებით , გამოყენების
დროს. ბენზინით მოწამვლა იწვევს თავის ტკივილს, ხველებას, თვალისა და ცხვირის
ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში — თავბრუს, ბარბაცს ,
ფსიქიკურ აგზნებას, პულსის შენელებას, იშვიათად — გრძნობის დაკარგვას.

You might also like