You are on page 1of 8

ხელმწიფის ვაჟი დ ა ცხენი ბაიარი

იყო ერთი ხელმწიფე, ჰყავდა ვაჟი. ერთხელ ხელმწიფემ ვაჟს უთხრა:


— შვილო, ერთი-ორი კვირით უნდა წავიდე, კოშკის ყველა გასაღებს
გიტოვებ, მაგრამ, აი, ამ ოთახში შესვლას გიკრძალავო.
_ კარგი, მამი, — მიუგო ხელმწიფის ვაჟმა.
9
როგორც კი მამა წავიდა, ხელმწიფის ვაჟმა იმ ოთახში შეირბინა და
მშვენიერი ოქროს აუზი დაინახა. ხელმწიფის ვაჟმა აუზში თითი
დაისველა. თითი მაშინვე ოქროს
ვარაყით დაეფარა. ხელმწიფის ვაჟი შეეცადა ვარაყი მოეცილებინა,
ბევრიც ფხიკა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სხვა რომ ვერა მოახერხა
რა, თითი ჩვრით შეიხვია.
ხელმწიფე იმავე საღამოს დაბრუნდა შინ.
— შვილო, იმ ოთახში ხომ არ შესულხარო?
— არა, მამი, არ შევსულვარო.
— თითზე რა მოგივიდაო?
— არაფერიო.
— შვილო, შენს თავს რაღაც ამბავიაო!
— მსახურებს პურს ვუჭრიდი და ხელი გავიჭერიო.
— აბა, მაჩვენეო.
სხვა რა გზა ჰქონდა. ხელმწიფის ვაჟი მამის ნებას დაჰყვა.
— საკუთარ შვილს თუ არ ვენდე, სხვას ვიღას ვენდოო, —
თავისთვის თქვა მამამ,
მერე ვაჟს მიუბრუნდა:
— ორი კვირით ისევ მივდივარ. აი ყველა გასაღები, მაგრამ იმ
ოთახში არ შეხვიდე,
მე რომ აგიკრძალეო.
— კარგი, მამი, დამშვიდებული ბრძანდებოდეო.
მაგრამ როგორც კი მამა წავიდა, ხელმწიფის ვაჟმა ოქროს
შადრევანთან მიირბინა და
თავი და ტანი დაისველა. იმავე წამს ტანსაცმელი და თმა ოქროს
ვარაყით დაეფარა. მერე ხელმწიფის ვაჟი თავლაში შევიდა. თავლაში
ორი ცხენი ება — მორო და ბაიარი.
— მორო, შენი ერთი კამარა რამდენ ლიეს უდრისო? — ჰკითხა
ხელმწიფის ვაჟმა მოროს.
— თვრამეტს უდრისო.
— შენი, ბაიარ, შენი რამდენსღა უდრისო.
— თხუთმეტს, მაგრამ მე მოროზე გონიერი ვარ. არ ინანებ, მე თუ
წამიყვანო.
ხელმწიფის ვაჟი ბაიარს მოახტა და გაქუსლა.
ხელმწიფე შინ იმავე საღამოს დაბრუნდა. ვაჟი ვერსად რომ ვერ
იპოვა, თავლას მიაშურა.
— ბაიარი სადღააო? — ჰკითხა მოროს.
— ბაიარი შენს ვაჟთან ერთად გაიქცაო.
ხელმწიფე მოროს მოახტა და შვილს დაედევნა.
კარგა ხნის სირბილის მერე ბაიარმა ხელმწიფის ვაჟს უთხრა:
— ოჰ, ხელმწიფის ვაჟო, დავიღუპეთ, მოროს სუნთქვა მესმის. აჰა,
ღრუბელი, და,
რაც შეიძლება, შორს გადააგდეო.
ხელმწიფის ვაჟმა გადააგდო ღრუბელი. მაშინვე იმ ადგილას, სადაც
ღრუბელი დაეცა, გაუვალი ტყე აიყარა. ხელმწიფე შეერია ამ ტყეს და
გავიდა.
— ოჰ, ხელმწიფის ვაჟო, დავიღუპეთ, — შესძახა ბაიარმა, — მოროს
სუნთქვა მესმის.
აჰა, სამურველი და რაც შეიძლება, შორს გადააგდეო.
ხელმწიფის ვაჟმა გადააგდო სამურველი და მაშინვე ხელმწიფესა და
მათ შუა უკიდეგანო მდინარე გაიკლაკნა. ხელმწიფემ მდინარეში
შეცურა და გავიდა.
— ოჰ, ხელმწიფის ვაჟო, დავიღუპეთ, — შესძახა ბაიარმა, — მოროს
სუნთქვა მესმის.
აჰა, ქვა და რაც შეიძლება შორს გადააგდეო.
ხელმწიფის ვაჟმა გადააგდო ქვა და მაშინვე სამართებლებით
მოფენილი თვალუწვდენელი მთა აიმართა. ხელმწიფეს უნდოდა
მთა გადაევლო, მაგრამ მორომ სამართებლებხე ფეხები დაისერა.
შუამდე ძლივს მიაღწიეს და ისევ უკან გაბრუნდნენ.
ხელმწიფის ვაჟმა და ბაიარმა ცოტა რომ გაიარეს, ერთი მოჯამაგირე
შემოხვდათ.
ბიჭს მოჯამაგირეობის ვადა გათავებოდა და შინ ბრუნდებოდა.
— მეგობარო, გინდა ტანსაცმელი გავცვალოთო? — ჰკითხა
ხელმწიფის ვაჟმა.
10
— ეჰ, ბატონო, რატომ დამცინიო?
მაგრამ ხელმწიფის ვაჟი არ დასცინოდა. მან მოჯამაგირის
ტანსაცმელი ჩაიცვა, მერე
ხარის ბუშტი იყიდა და თავზე ჩამოიფხატა.
ასე მორთულ-მოკაზმული იმ ქვეყნის ხელმწიფის ციხე-კოშკს
მიადგა და იკითხა,
მზარეული ხომ არ გინდათო. უთხრეს, გვინდაო. რახან ხარის ბუშტს
არასოდეს იშორებდა, — თმა არ გამომიჩნდესო, — ციხე-კოშკში
ყველა ქეციანს ეძახდა.
ხელმწიფეს სამი ქალი ჰყავდა. სამივეს გათხოვებას უპირებდა.
ხელმწიფის ასულებს
თავიანთი რჩეულებისთვის ოქროს ვაშლი უნდა ესროლათ. მეფის
კარის ყველა დიდებული დაწალიკებული ეახლა ასულებს.
უფროსმა დებმა ვაშლები ისროლეს: — ერთმა კუზიანს ესროლა,
მეორემ — კოჭლს. ქეციანი დიდებულებში გაერია და უმცროსმა
მეფის ასულმა თავისი ვაშლი მას ესროლა: ქალი ხედავდა ხოლმე,
მზარეული მალულად ოქროს თმას რომ ივარცხნიდა და იცოდა,
ვინც იყო.
ხელმწიფე თავისი ასულების არჩევანმა ძალიან განარისხა.
— ქეციანი, კუზიანი, კოჭლი, კარგი სიძეებია მე და ჩემმა ღმერთმა!
— შესძახა ხელმწიფემ.
გაიარა ცოტა ხანმა და ხელმწიფე ავად გახდა. თუ რამე მოარჩენდა,
მხოლოდ უნგრელი დედოფლის სამი დოქი წყალი მოარჩენდა.
კოჭლი და კუზიანი სიძეები წყლის საშოვნელად წავიდნენ;
ხელმწიფის ვაჟმა ცოლს უთხრა:
— წადი, მამაშენს ჰკითხე, წყლის საშოვნელად წასვლის ნებას თუ
დამრთავსო.
— გამარჯობა, ძვირფასო მამი.
— გაგიმარჯოს, ქეციანის ქალბატონო.
— ქეციანი სიძე გეკითხება, წყლის საშოვნელად წასვლის ნებას თუ
დამრთავო.
— როგორც ენებოს. ჯაგლაგი ცხენი წაიყვანოს და წავიდეს, უკან
ნუღარ დაბრუნდებაო.
ხელმწიფის ასული თავის ქმართან დაბრუნდა.
— მამაშენმა რა თქვაო?
— თქვა, ჯაგლაგი ცხენი წაიყვანოს და წავიდესო, — მაგრამ ის კი
დაუმალა, უკან
ნუღარ დაბრუნდებაო, რომ უთხრა.
ხელმწიფის ვაჟი ჯაგლაგ ცხენზე შეჯდა და იმ ტყეში წავიდა, სადაც
ბაიარი დატოვა.
ბაიარის მახლობლად უნგრელი დედოფლის სამი დოქი წყალი
იპოვა. ხელმწიფის ვაჟმა დოქები აიღო და ისევ ჯაგლაგ ცხენზე
შეჯდა. დუქანს რომ ჩაუარა, ორივე ქვისლი
იქ დახვდა. ქვისლები ღვინოს სვამდნენ და იცინოდნენ.
— ეს რა ამბავია! — უთხრა მან. — განა, წყლის მოსატანად არ
წახვედითო?
— მეტი საქმე არა გვაქვს. შენ რა, წყალი ხომ არ გიშოვიაო?
— ვიშოვეო.
— მაშ, მოდი, ეგ სამივე დოქი მოგვყიდეო.
— ისე მოგცემთ, თუკი უკანალზე ას-ას სადგისს მაჩხვლეტინებთო.
— თანახმა ვართო.
კოჭლმა და კუზიანმა სიძეებმა ხელმწიფეს უნგრელი დედოფლის
სამი დოქი წყალი
მოუტანეს.
— ჩემი ქეციანი სიძე ხომ არ შეგხვედრიათო? — ჰკითხა ხელმწიფემ.
— არ შეგვხვედრია. დიდო ხელმწიფევ, — მიუგეს მათ.
— კარგი ვინმე ბრძანდება ჩვენი ქეციანი სიძე, წუნი არ დაედებაო!
გავიდა ცოტა ხანი და ომი ატყდა. ხელმწიფის ვაჟმა ცოლს უთხრა:
— წადი, მამაშენს ჰკითხე, ლაშქრად წასვლის ნებას თუ დამრთავსო.
— გამარჯობა,
ძვირფასო მამი.
— გაგიმარჯოს, ქეციანის ქალბატონო.
— ქეციანი სიძე გეკითხება, ლაშქრად წასვლის ნებას თუ დამრთავო.
11
— როგორც ენებოს! ჯაგლაგი ცხენი წაიყვანოს და წავიდეს, უკან
ნუღარ დაბრუნდებაო.
ხელმწიფის ასული თავის ქმართან დაბრუნდა.
— მამაშენმა რა თქვაო?
— თქვა, ჯაგლაგი ცხენი წაიყვანოს და წავიდესო, — მაგრამ ის კი
დაუმალა, უკან
ნუღარ დაბრუნდებაო, რომ უთხრა.
ხელმწიფის ვაჟი ჯაგლაგ ცხენზე შეჯდა და ტყეში წავიდა. იქ
თავისი ოქროსვარაყიანი ტანსაცმელი ჩაიცვა, შეჯდა ბაიარზე და
მტერს ეკვეთა. სულ მალე ყველა დაამარცხა. ხელმწიფის ვაჟი
თავისი მამის ჯარს ებრძოდა.
კოჭლი და კუზიანი სიძეები, ბრძოლას შორიდან რომ უყურებდნენ,
ხელმწიფესთან
გაიქცნენ და მოახსენეს:
— ოჰ, დიდებულო ხელმწიფევ, ნეტა ის გმირთა გმირი გენახა ომი
რომ მოიგოო!
— სამწუხაროა, რომ ჩემი უმცროსი ასული გათხოვილია, თორემ
სიხარულით ცოლად გავატანდი. ჩემი ქეციანი სიძე ხომ არ
შეგხვედრიათო?
— არ შეგვხვედრია, დიდო ხელმწიფევ!
— კარგი ვინმე ბრძანდება ჩვენი ქეციანი სიძე, წუნი არ დაედებაო!
ისევ დაიწყო ომი. ხელმწიფის ვაჟმა ცოლი მამამისთან გაგზავნა და
ლაშქრად წასვლის ნებართვა ითხოვა. მერე ჯაგლაგი ცხენით
ტყემდე მივიდა, იქ ოქროთი მოვარაყებული ტანსაცმელი ჩაიცვა,
შეჯდა ბაიარზე და უწინდელზე დამშვენებული, ბრძოლაში ჩაება.
ხელმწიფის ვაჟმა ბრძოლა მოიგო, კოჭლი და კუზიანი სიძეები კი
შორიდან უცქეროდნენ და ერთსა და იმავეს გაიძახოდნენ:
— რა ლამაზია! რა მამაციაო!
— ოჰ, დიდებულო, ხელმწიფევ, ნეტა ის გმირთა გმირი გენახა, ომი
რომ მოიგოო!
— სამწუხაროა, რომ ჩემი უმცროსი ასული გათხოვილია, თორემ
სიხარულით ცოლად გავატანდი. ჩემი ქეციანი სიძე ხომ არ
შეგხვედრიათო?
— არ შეგვხვედრია, დიდო ხელმწიფევ!
— კარგი ვინმე ბრძანდება ჩვენი ქეციანი სიძე, წუნი არ დაედებაო!
საჭირო იყო კიდევ ორი დოქი უნგრელი დედოფლის წყალი, რომ
ხელმწიფე მთლად
მორჩენილიყო. ხელმწიფის ვაჟმა ცოლი მამამისთან გაგზავნა და
წყლის მოსატანად
წასვლის ნებართვა ითხოვა. მერე ჯაგლაგი ცხენით ტყეში წავიდა.
ბაიარის მახლობლად ორი დოქი წყალი იპოვა, დოქები აიღო და
უკან გამობრუნდა. დუქანს რომ ჩაუარა, ორივე ქვისლი დაინახა.
ქვისლები ღვინოს სვამდნენ და იცინოდნენ.
— ეს რა ამბავია! განა წყლის მოსატანად არ წამოხვედითო? —
ჰკითხა ხელმწიფის
ვაჟმა.
— მეტი საქმე არა გვაქვს. შენ, რა, წყალი ხომ არ გიშოვიაო?
— ვიშოვე, ორი დოქი მიმაქვსო.
— მოდი, ეგ ორივე დოქი მოგვყიდეო.
— ისე მოგართმევთ, თუკი ოქროს ვაშლებს მომცემთო.
— ამაზე როგორ გაწყენინებთ, ინებეო!
ხელმწიფის ვაჟმა ოქროს ვაშლები აიღო, ქვისლებმა კი — წყლით
სავსე დოქებს სტაცეს ხელი.
— ჩემი ქეციანი სიძე ხომ არ შეგხვედრიათო? — ჰკითხა ხელმწიფემ,
ქვისლები შინ
რომ დაბრუნდნენ.
— არ შეგვხვედრია, დიდო ხელმწიფევ, — მიუგეს სიძეებმა.
— კარგი ვინმე ბრძანდება ჩვენი ქეციანი სიძე, წუნი არ დაედებაო!
გავიდა რამდენიმე ხანი და ქვეყანას ისევ შემოესია მტერი.
ხელმწიფის ვაჟი წინანდებურად ჯაგლაგი ცხენით ტყეში წავიდა. იქ
ოქროთი მოვარაყებული ტანსაცმელი ჩაიცვა, უწინდელზე
დამშვენებული ბაიარზე შეჯდა და გაქუსლა. ხელმწიფის ვაჟმა ისევ
12
მოიგო ომი. როცა უკან გამოაჭენა ცხენი, ხელმწიფემ, ამჯერად
ბრძოლას რომ ესწრებოდა, მხედარს ბარძაყში ისარი სტყორცნა, მერე
მის კვალს ამით მივაგნებო.
ტყეში რომ დაბრუნდნენ, ბაიარმა თავის პატრონს უთხრა:
— მეც შენსავით ხელმწიფის შვილი ვარ. აქამდე მოჯადოებული
ვიყავი და სხვა
ხელმწიფის შვილისთვის ხუთი დავალება უნდა შემესრულებინა.
თუ გსურს, თან გამომყევი. მინდა, ჩემი სამფლობელო დავიბრუნოო.
ხელმწიფის ვაჟმა გაყოლა არ ისურვა, შეჯდა თავის ჯაგლაგ ცხენზე
და ციხე-კოშკში
დაბრუნდა.
ხელმწიფემ ბრძანა, ყველგან გამოაცხადეთ, იმ ჭაბუკს უხვად
დავაჯილდოვებ, ვინც
ომი მოიგოო. ბევრი ბედისმაძიებელი მოაწყდა ხელმწიფის ციხე-
კოშკს, თან წინასწარ
ბარძაყში ისარს ირჭობდნენ, მაგრამ აბა ვინ არ მიხვდებოდა, რომ ეს
ხელმწიფის ისარი
არ იყო.
ამასობაში ხელმწიფის ვაჟი შინ დაბრუნდა და ცოლმა ექიმთან კაცი
აფრინა, ისარი
ამოუღოსო. ხელმწიფემ დაინახა, სიძესთან ექიმი რომ შევიდა. რახან
ექიმს შეაგვიანდა,
ხელმწიფე თვითონ ეახლა სიძეს. შევიდა თუ არა, თავისი ისარი
იცნო. ეს რა ამბავიაო,
გაუკვირდა ხელმწიფეს. მაშინ ხელმწიფის ვაჟმა უთხრა:
— ყველაფერი მე გავაკეთე. ჯერ ჩემი ცხენის მახლობლად, ტყეში
უნგრელი დედოფლის სამი დოქი წყალი ვიპოვე. დოქები ჩემს
ქვისლებს მივეცი, სამაგიეროდ, უკანალზე
ას-ასი სადგისი ვუჩხვლიტე. მერე ორი დოქის სანაცვლოდ ოქროს
ვაშლები გამოვართვიო.
მაშინ მეფემ კოჭლ და კუზიან სიძეებს უხმო.
— აბა, თქვენი ოქროს ვაშლები სადააო? — ჰკითხა ხელმწიფემ.
— არ გვაქვსო.
ორივეს პანღური ამოჰკრეს და ციხე-კოშკიდან გააგდეს.
ხელმწიფის ვაჟის მამასთან მშვიდობა ჩამოაგდეს და დაიწყეს
ბედნიერი და საამური
ცხოვრება.

You might also like