You are on page 1of 3

პირველი ლექცია - 

შესავალი ცოცხალი და არაცოცხალის ცნება,

სამეცნიერო კვლევის მეთოდის არსი.


• 1953 წელს დაადგინეს დნმ-ის სტრუქტურა - ამ მოვლენიდან დაიწყო ბიოლოგიის
ახალი ერა, იმიტომ რომ აქამდე ადამიანი იყო ყოველთვის მხოლოდ
დამკვირვებელი.
ამ ეპოქიდან ადამიანებს შეეძლოთ შეექმნათ ახალი ორგანიზმბი (playing god). 
• დნმ-ით „თამაში“ - მედუზის მწვანე ფლუორესცენტული ცილის გენი, რომელსაც აქვს
ნათება, ჩადეს კურდღლის ემბრიონის გენში და მიიღეს „მანათობელი კურდღელი“.
ამ ცილის აღმოჩენისთვის ოსამუ შიმამურას მიანიჭეს ნობელის პრემია ქიმიაში ,
რადგან ამ შემთხვევაში ნამდვილად ჩანდა, რომ შესაძლებელია გენების გადატანა .
გენების გადატანა გახადა ხილვადი და მეტდ ხელმისწვდომი . 
• იაპონიაში აღმოჩინეს ასეთი ყვითელი და ნარინჯისფერი გენებიც და შეიყვანეს
აბრეშუმის ჭიაში და მიიღეს მანათობელი ტანსაცმელი.
• გენმოდიფიცირებული - ის ყველაფერი, სადაც რაიმე გენია შეტანილი. 
• დსაშვები გენმოდიფიცირებული პროდუქტი - ორაგული, რომელიც ბუნებრივზე დიდი
ზომისაა გენმოდიფიცირების შემდეგ. ის ორჯერ უფრო სწრაფად გამოიმუშავებს
ზრდის ჰორმონს ანუ, მთელი წლის განმავლობაში იზრდება, როცა ნორმალური
თევზები მარტო გაზაფხულსა და შემოდგომაზე იზრდებიან. ამ თევზს ასევე იმისთვის ,
რომ არ გამრავლდეს, აქვს ქრომოსომების ტრიპლოიდური ნაკრები , ანუ
სტერილურია. ამ თევზს ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენა არ აქვს.
• სამეცნიერო კვლევის მეთოდი: ჰიპოთეზა 🡪 წინასწარი კვლევა 🡪 ვარაუდის შეოწმება
ექსპერიმენტით 🡪 დასკვნა 🡪 თეორია 🡪 ფაქტი. მაგალითად:
• არსებობს ბუზების სახეობა, რომელსაც აქვს ფუტკრის მსგავსი შეფერილობა .
ფიქრობდნენ, რომ ამას ჰქონდა დამცველობითი ფუნქცია , აშინებდა
მტაცებელს და აღარ ეკარებოდნენ. ამისთვის ჩატარდა ექსპერიმენტი ,
რომელიც რამდენჯერმე გაიმეორეს და საბოლოოდ , მივიღეთ ფაქტი.
• გვაქვს მაგალითები, როცა ის რაც დღეს ფაქტად ითვლება, მოგვიანებით შეიძლება ეს
არასწორი აღმოჩნდეს. მაგალითად:
• IXX საუკუნეში ფიქრობდნენ, რომ ქალებს და კაცებს სხვდასხვა სუნთქვის
მექანიზმი გააჩნდათ (კაცი სუნთქავდა დიაფრაგმის მოძრაობის ხარჯზე , ქალი -
ნეკნთაშორისი კუნთების. ეს შეცდომა იყო. მაშინ ქალებს კორსეტები ეცვათ და
რადგან უჭერდათ, ასე ჩანდა. ასევე მაშნ ძირითადად კაცი ექიმები იყვნენ და
კონსულტაციაზე მისული ქალი კორსეტს ვერ იხსნიდა. შესაბამისად, სანამ
ქალმა ექიმმა ერთ დღესაც არ შეამოწმა სხვა ქალი პაციენტები, მანამდე ასე
მიიჩნეოდა. 
მეორე ლექცია - სიცოცხლის წარმოშობა.

სამყაროს შექმნა

ნისლეული

• ნისლეული - მიიღება ვარსკვლავის აფეთქებით. ესაა ღრუბელი, რომელიც შეიცავს


აირებს და ვარსკვავურ მტვერს. დღეს უამრავი ნისლეულია ცნობილი. სანამ
მოხდებოდა მზის სისტემის ფორმირება, არსებობდა ნისლეული.  მაგალითად:
• „კიბორჩხალა“ ნისლეული - პირველი, რომელიც აღწერეს. ქვია კიბორჩხალა,
რადგან, როდესაც ჩახატეს პირველად, გავდა კიბორჩხალას. 
• ნისლეულის წარმოქმნა:
• ვარსკვავი - ანათებს მასზე მიმდინარეობს ბირთვული სინთეზის (წყლბადისგან
მიიღება ჰელიუმი) გამო დიდი ენერგიის გამოყოფით. მასზე მოქმედებენ
გრავიტაციული ძალები, რადგან ვარსკვლავი შეკუმშონ, სანამ ენერგია აქვს. 
• ვარსკვლავის სიბერე -  ნელ-ნელა ვასკვლავს უმთავრდება წყალბადის მარაგი.
ამ დროს ის ცხელდება (100 მლნ0) და იწყება ე.წ. მეორადი ბირთვული სინთეზი;
• მეორადი ბირთვული სინთეზი - ამ დროს უკვე მიიღება არა ჰელიუმი, არამედ
ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი და სხვა ორგანული ელემენტები ;
• ვარსკვლავის აფეთქება - წყალბადის დამთავრების შემდეგ ვეღარ უძლებს
ვარსკვლავი გრავიტაციულ ძალებს, ფეთქდება და მიიღება ნისლეული ,
რომელშიც შევა მეორადი ბირთვული სინთეზის დროს მიღებული ელემენტები .

მზის სისტემა

• მზის სისტემის შექმნა - სუპერნოვას ვარსკვლავი აფეთქდა. მისგან წამოსულმა


გრავიტაციული ძალამ გაამკვრივა ნისლეული. წარმოიქმნა დისკოიდური ღრუბელი ,
რომელმაც დაიწყო სწრაფად ტრიალი. შუაში მოგროვდა ენერგია და მანდვე დაიბადა
„ჩვენი“ მზე. მის ირგვლივ ტრიალებდა მხოლოდ ვარსკვლავური მტვერი, რომელმაც
ელექტროსტატიკური ძალების გავლენით მოახდინა აგრეგაცია და დაიბადა
პლანეტები;
• მზის სისტების შექმნის თეორიის დამტკიცება - 2004 წელს ამერიკელი ასტრონავტები
იყვნენ ორბიტაზე. აინტერესბდათ რა მოსდით სხვადასხვა ტიპის ხსნარებს
მიკროგრავიტციის პირობებში. ჰქონდათ მარლის, შაქრის და სხვა ხსნარები . ისინი
ჩამხსნული ჰქონდათ ცელოფნის პარკებში, რომლებიც დახურულია ფერმენტულად .
ანჯღრევდნენ ამ ხსნარებს და წარმოიქმნა ფიფქისნაირი აგრეგატები . მალე ისინი
გამკვრივდა და უკვე მიიღეს ბურთების მსგავსი (პლანეტები) აგრეგატები .
მოგვიანებით მიხვდნენ, რომ დედამიწაც ასე დაფორმირდა . ეს იყო დაუგეგმავი
ექსპერიმენტი.
მთვარე და წელიწადის დროები

მთვარის წარმოქმნა - პლანეტების ფორმირების შემდეგ, მცირე ზომის პლანეტებიც


წარმოიქმნა, რომლებც დიშალა ასტეროიდებად. ერთ-ერთი ასეთი მცირე პლანეტა

You might also like