You are on page 1of 12

ჰანს ქრისტიან ანდერსენი

თოვლის დედოფალი

მოქმედება I

გერდა – ის მოკვდა – დაიხრჩო იმ მდინარეში სკოლასთან ახლოს რომ მოედინება.

ო, მაშინ საშინელი ზამთრის დღეები იყო. მაგრამ ახლა გაზაფხული დადგა, დათბა.

(მზის შუქს) კეი მოკვდა, მზის შუქო!

მზის შუქი – მე ეს არ მჯერა.

გერდა – ბეღურებო! ის მოკვდა, დავკარგეთ.

ბეღურები – ჩვენ ეს არ გვჯერა.

გერდა – თქვენ მართალი ხართ. მე თვითონაც არა მჯერა. ჩემ ახალ წითელ

ფეხსაცმელებს ჩავიცვამ, მდინარისაკენ გავეშურები და ყველაფერს გავიგებ.

გერდა – ჯერ არც კი იყო გათენებული როცა ავდექი, ვაკოცე ჩემ მოხუც დიდედას,

რომელსაც ეძინა, ჩავიცვი წითელი ფეხსაცმელი და დევეშვი მდინარისკენ.

სურათი 1

მდინარის პირი. ორივე მხარე ძალიან ლამაზია. ლამაზი ყვავილები და ძველი ხეები

ამშვენებენ იქაურობას. გერდა მოხიბლული ათვალიერებს ამწვანებულ ნაპირებს.

გერდა – ეს მართალია, რომ შენ წაიყვან ე ჩემი ამხანაგი, რომლთანაც მე ვთამაშობდი

ხოლმე? მე ჩემ წითელ ფეხსაცმელებს გაჩუქებ თუ იმას დამიბრუნებ! (ის იხდის

ფეხსაცმელებს და ორივეს მდინარეში ისვრის, ისინი ახლოს დავარდებიან და პაწია

ტალღები უკანვე გამორიყავენ და ხმელეთზე მის ახლოს დაეცემიან).

გერდა – ისე ჩანს, თითქოს მდინარემ ჩემგან არ მიიღო წითელი ფეხსაცმელები,

რომლებიც მე ქვეყანას მირჩევნია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პატარა კეი მასთან არ

არის, (მას უნდა ფეხსაცმელების აღება, მაგრმ ისინი მდინარეში გაცურდებიან და

ვერ იჭერს, ის მისდევს მათ, ბოლოს ნავთან გაჩერდებიან). ო, ფეხსაცმელებმა ნავთან

მიმიყვანეს. ე. ი. ნავი წამიყვანს მე პატარა კეისთან. (ის ჯდება ნავში).

სურათი 2
მდინარე ნავს ნაპირთან მიიყვანს. სადაც დიდი ალუბლის ხეხილის ბაღჩაა. აქ

პატარა სახლი დგას შესანიშნავი ლურჯი და წითელი ფანჯრებით. სახლი ჩალით

არის გადახურული და სახლის წინ დგას ორი ხის ჯარისკაცი.

გერდა – შესაძლოა მდინარემ მე პატარა კეისთან მომიყვანა! (ნავიდან გადმოვა და

ხედავს სახლს). დარწმუნებული ვარ კეი აქ არის ამ სახლში. (იძახის) კეი! კეი! კეი!

(მოხუცი ქალი ყავარჯენზე დაყრდნობილი გამოვა სახლიდან. მას თავზე ახურავს

დიდი ხავერდის ქუდი, რომელზედაც ჩინებული ყვავილებია მოხატული)

ჯადოქარი – აქ რას აკეთებ პატარა გოგო? ვინ ხარ?

გერდა – მე გერდა ვარ. მე ჩემ ძმობილს, პატარა კეის დავეძებ. დაიკარგა. არ ვიცი რა

გადახდა. ვერავინ ვერ შეძლო მისი გზა-კვალისათვის მიეგნო.

ჯადოქარი – შე საწყალო, პატარა ბავშვო! როგორ გაბედე ამ აქაფებულ

მდინარეშიOშესვლა.

გერდა – უნდა ვიპოვნო. კეი აქ არის? ჯადოქარი – ჯერ არ მოსულა, მაგრამ

უეჭველად ჩამოივლის. (ჯადოქარი ხელს ჩასჭიდებს გერდას და სახლისკენ მიჰყავს).

წამოდი სახლში პატარა მშვენიერო გოგონა და მითხარი ვინა ხარ და აქ როგორ

მოხვედი (ისინი შედიან სახლში. ცოტა ხნის შემდეგ მოხუცი ქალი უკან ბრუნდება).

ჯადოქარი – მე დიდხანია ვნატრობდი მყოლოდა ასეთი ძვირფასი პატარა გოგონა,

ვარდები არ უნდა ნახოს. მე ვშიშობ ვარდების დანახვაზე თავისებს გაიხსენებს,

გაახსენდება პატარა კეი და გაიქცევა. (ის ჯოხს გაიშვერს ვარდის ბუჩქებისკენ

და ისინი მიწაში ჩაიძირებიან). ახლა მე თმებს დავვარცხნი ოქროს სავარცხლით

და მას გადაავიწყდება თვისი ძმობილი კეი. გერდა! აქ მოდი. (გერდა გამოდის

სახლიდან). აქ მოდი პატარა გოგონი! ალუბალი ჭამე. ძალიან გემრიელია, (გერდა

ჭამს ალუბალს). ახლა შეხედე ყვავილებს. ისინი შენ სურათებიან წიგნზე უკეთესები

არიან, და თითოეულმა მათგანმა ამბის მოყოლა იცის. (სანამ ის ჭამს ალუბალს,

მოხუცი ქალი ვარცხნის მას ოქროს სავარცხლით. თმები კულულებად იხვევა დ

ოქროს ფერი ეძლევა, გერდა იწყებს ღიმილს, თანდათან მხიარულდება).

გერდა (გარშემო იყურება) – მე ჯერ ასეთი ლამაზი ბაღი არ მინახავს. აქედან არსად

არ მინდა წასვლა.

ჯადოქარი – აქ დარჩი პატარა გოგონა, ნახავ ერთად რა კარგად ვიქნებით. ახლა კი

წავალ და გემრიელ სადილს მოვამზადებ. (მიდის. გერდა ყვავილებთან მიირბენს.

ყვავილები მის გარშემო ცეკვავენ. ის ეძებს ვარდებს, მაგრამ ვერ პოულობს).


გერდა (ყვავილებს) – როგორ, ვარდები აქ არ არიან? (ყვავილები არაფერს

არ პასუხობენ. ის ჯდება მიწაზე და ცხარე ცრემლს ღვრის. უეცრად მიწიდან

ამოიზრდება წითელი ვარდი, მღერის და ცეკვავს. გერდა მოეხვევა მას და კოცნის)

ვარდო, ძვირფასი ვარდო! როგორ მიხარია შენი ნახვა. რამე მომიყევი, რა, შვენიერო

ვარდო. კარგი?

ვარდი – დიდი სიამოვნებით, პატარა გერდა. პატარა ეზოში გაზაფხულის პირველ

დღეს მზე კაშკაშებდა და სითბოს აფრქვევდა ირგვლივ. მეზობლის სახლის თეთრ

კედელზე მზის სხივები დასრიალებდნენ; იქვე ახლოს პირველი ყვეთელი ყვავილი

ამოსულიყო, და მზის შუქზე ოქროსავით ელვარებდა. მოხუცი დიდედა გარეთ

გამოსულიყო და თავის სკამზე მოკალეთებულიყო. ღარიბმა ლამაზმა მოახლემ ორი

წუთით შემოურბინა თავის დიდედას, აკოცა მას და დალოცვილ კოცნას ოქროს ფასი

ჰქონდა, ოქროს გული ჩანდა, ოქრო ეცხო ბაგეებს, ოქრო იყო მიმობნეული ამ დილის

ჰაერში, აი, ეს არის სულ ჩემი პატარა ამბავი.

გერდა – გმადლობთ, ძვირფასო ვარდო, შენმა მოთხრობამ გამახსენა ჩემი დიდედა,

და პატარა კეი. ო, როგორ შევყოვნდი! მე კი პატარა კეის საძებნელად ვარ წასული,

ხომ არ იცი სად არის?

ვარდი – არა, ვერაფერს მეტყვი; სად არის, არ ვიცი.

გერდა – როგორ გგონია მოკვდა?

ვარდი – არ მომკვდარა. მე მიწაში ვიყავი. ყველანი ვინც კი მომკვდარა, იქ არიან

მაგრამ კეი იქ არა არის.

გერდა – გმადლობთ, ვარდო. (ცისთვალას) ცისთვალავ, მითხარი თუ რამე ვიცი, სად

უნდ ვიპოვნოო პატარა კეი?

ცისთვალა – კლენგ! კლენგ! კლენგ! კლენგ! ჩვენ პატარა კეისთვის არა ვრეკავთ, ჩვენ

მას არ ვიცნობთ, ჩვენ ჩვენ სიმღერას ვმღერით, მხოლოდ ეს სიმღერა ვიცით.

გერდა – ბაია! შენ ხომ პატარა ბრჭყვიალა მზე ხარ. მითხარი. რამე სად შემიძლია ჩემი

ამხანაგის პოვნა.

ბაია – რა სიმღერის Mმღერა შეუძლია ბაიას? ეს კეიზე არ არის.

გერდა – (მაღალ ყვითელ ყვავილს) ნარგიზ, იქნება შენ იცი რამე კეის შესახებ?

ნარგიზი – მე ჩემი თავის დანახვა შემიძლია! ჩემი თავის დანახვა შემიძლია! ო, ო! რა

სურნელებას ვაფრქვევ! მაღლა, პატარა ოთახში, ფრონტონზე პატარა გოგონა დგას

და ცეკვავს. ხან ცალ ფეხზე დგება, ხან ორივეზე, ასე გეგონებათ მთელ მსოფლიოზე
აქვს ფეხი დადგმულიო. შეხედე, ღეროზე როგორ დგება. აი ასე ცეკვავს (ცეკვავს)

ჩემი თავის დანახვა შემიძლია! ჩემი თავის დანახვა შემიძლია!

გერდა – ეს მე სრულებითაც არ მაინტერესებს. შეგიძლია არ მომიყვე. არავითარი

აზრი არა აქვს ყვავილების გამოკითხვას. იმათ მარტო თავიანთი საკუთარი

სიმღერის მღერა შეუძლიათ, და მე ვერაფერს ვერ მატყობინებენ, ჩემი საწყალი

მოხუცი დიდედა! ის, დარწმუნებული ვარ, ჩემზე ნაღვლობს და ისევე წუხს როგორც

კეიზე, მაგრამ, მე მალე წავალ სახლში და კეისაც თან წავიყვან.

(ის მიირბენს ბაღის ბოლოს. კარი ჩაკეტილია, მაგრამ ის მიაწვება და ჟანგიანი

ბოქლომი დაიმტვრევა, კარი გაიღება და გერდა ფეხშიშველა გარეთ გავარდება).

სამჯერ უკან მოიხედავს და დარწმუნდება, რომ არავინ მისდევს. დასასვენებლად

დიდ ქვაზე ჩამოჯდება.

გერდა – (გარშემო იყურება) ვაიმე! როგორ დავყიალობ!@ შემოდგომა კარს მომადგა.

დასვენების დრო მაქვს! (წამოდგება და გზას აგრძელებს. ამ დროს უშველებელი

ყვავი მოდის სკუპ-სკუპით. შეჩერდება, დიდხანს მიაჩერდება მას და თან თავს

იქნევს).

სურათი 3.

ყვავი – ყვა! გამარჯობა! გმარჯობა! (მეგობრულად განეწყობა პატარა გოგონას

მიმართ). საით გაგიწევია სრულიად მარტო ამ თვალუწვდენელ ქვეყანაში?

გერდა – ჩემი ძმობილი დაიკარგა და მე უნდა ვიპოვნო. მას ჰქვია კეი. ის ძალიან

ჭკვიანი და ლამაზია. ხომ არსად გინახავს?

ყვავი – ამ სამეფოში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ცხოვრობს ერთი პრინცესა, რომელიც

საოცრად ჭკვიანია; მთელ მსოფლიოში რაც კი გამოდის ყველა გაზეთს კითხულობს.

გერდა – რამე ეცოდინება კეიზე?

ყვავი – მოიცა! მოიცა! იქ ერთი პატარა გმირი მოვიდა. არც ცხენი ებადა და არც ეტლი,

მხიარულად მოადგა სასახლეს. თვალები შენსავით უელავდა, გრძელი ლამაზი თმა

ჰქონდა, მაგრამ ტანისამოსი გაცვეთოდა.

გერდა – ეს კეია! (ყვირის მახარობელი) მაშინ, მიპოვნია! (ტაშს შემოჰკრავს).

ყვავი – ზურგზე ჩანთა ჰქონდა დაკიდებული.

გერდა – არა, ეს ალბათ, მისი ციგა იყო, რადგანაც სახლიდან ციგით გავიდა.

ყვავი – სრულიად დასაშვებია.

გერდა – დიახ, რა თქმა უნდა ის კეი იყო! ო! ვერ წამიყვან სასახლეში?


ყვავი – სათქმელად ადვილია, მაგრამ არ იკითხავ ეს როგორ მოხერხდება?

გერდა – კეი როცა გაიგებს, რომ მე იქა ვარ, გამოვა და შემიყვანს სასახლეში.

ყვავი – სასახლეში ვერ შეხვალ, რადგან შენ ფეხშიშველი ხარ, მცველები და

ოქრომკერდით დამშვენებული ლაქიები არ შეგიშვებენ, (გერდა იწყებს ტირილს)

მაგრამ ნუ ტირი რამეს მოვიფიქრებ.

ავტორი:

პრინცი და პრინცესა ძალიან კეთილად მოექცევიან გერდას. შესთავაზებენ

სასახლეში დარჩენას, მაგრამ გერდამ მხოლოდ პატარა ეტლი სთხოვა მათ ცხენთან

ერთად და ფეხსაცმელები. მათ გერდა თავიდან ფეხებამდე შემოსეს ხავერდის

ტანისამოსში და როდესაც მზად იყო გასამგზავრებლად ოქროს ეტლი გაჩერდა

მისთვის კარებთან. ეტლი ჩირაღდანივით ანათებდა (ბრწყინავდა) და როდესაც ტყეს

ჩაუარეს, ამ ბრწყინვალებამ, ყაჩაღები მოხიბლა. ცხენებს ხელი სტაცეს, მეეტლე და

მსახური დახოცეს და გერდა ეტლიდან გადმოათრიეს.

მოქმედება II

სურათი 1

დიდი დარბაზი ყაჩაღების სასახლეში. ცეცხლი გუზგუზებს ქვის იატაკზე,

რომელზედაც შამფურზე წამოცმული კურდღლები იწვება.

მოხუცი ყაჩაღი

ქალი – (გრძელი დახლართული თმები აქვს და აბურძგნული წარბები). ისეთი

კარგია, როგორც პატარა, საყვარელი ბატკანი. როგორ შევკაზმავ! (დანას იშიშვლებს,

რომელიც საშინლად ლაპლაპებს) ოი! (იკივლებს, რადგან მისი გოგონა ზურგზე

მოეკიდება და ყურზე უკბენს) შე მახინჯო ბავშვო!@

პატარა ყაჩაღი

გოგო – ეს ჩემთან ითამაშებს! თავის მუფთას მისახოვრებს და ჩემთან ერთად

დაიძინებს, (გოგონა კიდევ უკბენს დედას. ქალი ახტება, ყაჩაღები იცინიან).

ყაჩაღი – შეხედეთ, როგორ ცეკვავს თავის ხბოსთან ერთად.

მოხ. ქალი – თავს ხარ წასული და შენ ნებაზე დადიხარ.

(პატარა ყაჩაღი გოგო გერდას ტოლია, მაგრამ მასზე უფრო ძლიერია და მხრები

უფრო განიერი აქვს. კანი აქვს მოყავისფრო და თვალები შავი. იგი ხელს ხელზე

მოხვევს გერდას).
ყაჩ. გ. – ესენი შენ არ მოგკლავენ იქამდე, ვიდრე მე შენზე არ გავბრაზდები. მე

ვფიქრობ შენ პრინცესა ხარ.

გერდა – არა, პრინცესა არა ვარ, მე ღარიბი ვარ. ეს ლამაზი ტანისამოსი პრინცესამ

მაჩუქა. პრინცი და პრინცესა, მეხმარებიან კეის ძებნაში. კეი ჩემი ძმობილია...

(ტირის) დაიკარგა...

ყაჩ. გ. – ისინი შენ ვერ მოგკლავენ, კიდევაც რომ მე შენზე გაბრაზებული ვიყო,

მაშინ მე თვითონვე გაგისწორდები, (გერდას თვალებს უმშრალებს და ხელებს

მის მუფთაში შეყოფს, რომელიც ლამაზი, თბილი და რბილია). ამაღამ შენ ჩემთან

და ჩემ ცხოველებთან ერთად დაიძინებ. მოდი ჯერ რამე ვჭამოთ. (ყაჩაღ გოგოს

მოაქვს შემწვარი კურდღელი, პური და სხვა საჭმელ-სასმელი) აი შენთვის პური.

სამზარეულოში უამრავი პურია. მოშიებული იქნები. (ისინი ჭამენ და სვამენ)

წამოდი გიჩვენებ სადა მძინავს. კუთხეში თივა და ხილიჩებია დაფენილი.

(მტრედები სხედან ყავარზე და ქანდარაზე).

ყაჩ. გ. – ეს ყველაფერი მე მეკუთვნის. აი ჩემი ძველი მეგობარი (ის რქებით

გამოათრევს ირემს, რომელიც დაბმულია). ჩვენ იძულებული ვართ მაგრად დავაბათ,

თორემ გაგვექცევა. ყოველ საღამოს, მე ყელზე ვუღიტინებ ბასრი დანით და ამას

გული უსკდება (ის იღებს გრძელ დანას, და ყელზე უსრიალებს ირემს. საწყალი

არსება წიხლებს ისვრის. ყაჩაღი გოგო იცინის და გერდას საწოლისაკენ მიათრევს).

გერდა – შენ დანა ძილის დროსაც თანა გაქვს? (ის შიშით შესცქერის დანას)

ყაჩ. გ. – მე დანასთან ერთად მძინავს. ვინ იცის რა ხდება. მაგრამ ახლა შენ ის

მითხარი კეიზე რას მეუბნებოდი, და რატომ წამოხვედი ასე შორს.

გერდა – კეი და მე და-ძმანი არა ვართ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი ისე გვიყვარს

როგორც დასა და ძმას ეყვარებოდა. ჩვენ დიდ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენი

მშობლები ერთმანეთის პირდაპირ ცხოვრობენ ორ დიდ სხვენზე. ჩვენს შორის

არის სახურავი, სადაც ჩვენ ვარდის ბუჩქის ქვეშ ვთამაშობთ ხოლმე. ზამთარში

დიდედა ზღაპრებს გვიყვება. ერთხელ კეი და მე ვისხედით სახლში და სურათებიან

წიგნსვათვალიერებდით, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ეკლესიის საათმა

თორმეტჯერ დარეკა, უცებ კეიმ წამოიძახა `ო, რაღაცამ დამკრა გულში და თვალმა

ჩხვლეტა დამიწყო~. თვალები აახამხამა, თვალებში არაფერი არ ჩანდა, ამის შემდეგ

მალე კეი მოვიდა სქელი ხელთათმანებით, ზურგზე ციგა ჰქონდა მოკიდებული და

დამიძახა `დიდ მოედანზე მივდივარ~ და წავიდა. როდესაც ჩვენ ვთამაშობდით,


დიდი მარხილი მოვიდა, სულ თეთრად ქათქათებდა. მასში ვიღაც იჯდა თეთრ

ქურქსა და თეთრ ქუდში. მე ვფიქრობ კეიმ იმ მარხილზე მიაბა თავისი ციგა და

მას გაჰყვა, ამის შემდეგ არავის უნახავს იგი. არ ვიცი რა დაემართა და არც არავინ

იცის. ბიჭებმა მხოლოდ ისა თქვეს, რომ მან თავისი ციგა მარხილს მიაბა, რომელიც

ქალაქიდან გაემგზავრა. ბევრი ცრემლი ვღვარეთ. განსაკუთრებით მე ვტიროდი

მწარედ. (იწყებს ტირილს, ტყის მტრედები თავიანთ გალიებში ღუღუნებენ, ყაჩაღმა

გოგომ გერდას ყელზე მოხვია ხელი, მეორე ხელში დანა ეპყრა და ჩაეძინა, გერდას

თვალი არ მოუხუჭავს).

ყაჩაღები ცეცხლის გარშემო სხედან, მღერიან და სვამენ, მოხუცი ყაჩაღი ქალი

იკლებს იქაურობას.

ტყის მტრედი – კუ! კუ!

გერდა – ამის ატანა აღარ შემიძლია!

მტრედი – კუ! კუ! ჩვენ ვნახეთ პატარა კეი, თეთრ ბუს მიჰყავდა მისი მარხილი,

ის იჯდა თოვლის დედოფლის ეტლში, რომელმაც ტყეს ჩაუქროლა, ჩვენ იმ დროს

ბუდეებში ვისხედით.

გერდა – თქვენ მანდ რას ამბობთ? საით მიემგზავრებოდა თოვლის დედოფალი?

რამე იცით ამის შესახებ?

მტრედი – ის შესაძლებელია ლეპლენდში მიემგზავრებოდა, რადგან იქ ყოველთვის

არის ყინვა და თოვლი, ირემს შეეკითხე. თოკით რომ არის დაბმული. ირემი – იქ სულ

მუდამ ყინვა და თოვლია, ეს დიდებულია და შესანიშნავი, იქ თოვლის დედოფალს

აქვს საზაფხულო კარავი, მაგრამ მაგარი სასახლე. ჩრდილოეთ პოლუსთან აქვს,

კუნძულზე, რომელსაც უწოდებენ სპიტსბერგენს,

გერდა – ო, კეი, პატარა კეი!

ყაჩ. გ. – (წამოიყვირებს) თუ წყნარად არ იქნები, ჩემი დანა შეგერჭობა.

გერდა – ახალი ამბავი გავიგე. ტყის მტრედმა მითხრა, რომ მათ ნახეს კეი თოვლის

დედოფლის ეტლში, რომ ის ლეპლენდში მიემგზავრებოდა.

ყაჩ. გ. – (ირემს) იცი სად არის ლეპლანდი?

ირემი – ჩემზე უკეთ ეს ვის ეცოდინება? მე აქ დავიბადე და აღვიზარდე. თოვლიან

მინდვრებზე დავრბოდი.

ყაჩ. გ. – მისმინე, გერდა! როგორც ხედავ მთელი ჩვენი კაცები, წასული არიან, დედა

ჯერ კიდევ აქ არის, მაგრამ, შუადღისას ის დალევს დიდი ბოთლიდან, შემდეგ კი


ცოტა ხნით დაიძინებს; მაშინ, მე შენთვის რამეს გავაკეთებ. (წამოხტება ლოგინიდან

და დედას ყელზე მოეხვევა და წვერს აწიწკნის). დილა მშვიდობისა ჩემო თხაო!

(დედამისი წკიპურტებს არტყამს ქალიშვილს ცხვირზე).

ყაჩ. გ. – (ყვირის) დილა მშვიდობისა, ჩემო ბებერო თხაო! (მოხუცი ქალი სვამს

ბოთლიდან და მასზე დაეძინება. ყაჩაღი გოგო მიდის ირემთან), ძალიან მინდა

დანით რამდენჯერმე გიჩხვლიტო, რადგანაც მაშინ შენ ძალიან სასაცილო ხარ,

მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. გაგიხსნი თოკს და მოგეხმარები წახვიდე.

ისე რომ შენ შეგეძლება ლეპლანდში გაიქცე; მაგრამ უნდა იმარჯვო, და ეს პატარა

გოგო წაიყვანო თოვლის დედოფლის სასახლეში, სადაც მისი მეგობარი არის, შენ

მოისმინე რაც მომიყვა, რადგან ის საკმაოდ ხმამაღლალაპარაკობდა, შენ უსმენდი

(ირემი სიხარულისაგან მაღლა ახტება).

ბუ (ირემს კუთხეში მოიხელთებს და ეჩურჩულება) – პატარა კეი მართლაც თოვლის

დედოფალთან არის, და ყველაფერი მოსწონს და თავის შესაფერისად მიაჩნია, და

ფიქრობს, რომ, ეს საუკეთესო ადგილია მთელ მსოფლიოში. ეს კი იმიტომ, ხდება,

რომ მას შუშის ნატეხი აქვს თვალში და პატარა ნაწილი გულში.

ირემი – კეი გინახავს?

ბუ – დიახ, ჩემი საკუთარი თვალებით. მე მიმყავდა მისი მარხილი. შენ შეგიძლია

პატარა გოგონა წაიყვანო და იმ დიდ ბუჩქთან ჩამოსვა, რომელიც თოვლში დგას და

წითელი კენკრა ასხია.

ყაჩ. გ. – ჭორაობას თავი დაანებეთ, იჩქარეთ და აქვე დაბრუნდით! (გერდას ირმის

ზურგზე შესვამს და თავის ბალიშს უბოძებს, რომელიც უნაგირის მაგივრობას

გაუწევს).

გერდა – მშვიდობით! დიდი მადლობა.

ყაჩ. გ. – მშვიდობით! დაბრუნდი კეისთან ერთად!

მოქმედება III

სურათი 1

თოვლის დარბაზი თოვლის დედოფლის სასახლეში. კედლები თოვლის

ნამქერისაა, კარებები და ფანჯრები ამოკვეთილია ქარის მიერ, უშველებელ

თოვლის დარბაზის შუაგულში გაყინულია ტბა. ტბაზე დგას სამეფო ტახტი

ღრუბლებისაკენ შემდგარი, რომელზედაც ზის თოვლის დედოფალი. ის არის

მაღალი, ტანწერწეტა თეთრი ქალი. თოვლის დედოფლის წინ წამოწოლილია კეი და


ძინავს. ტახტი შემოსაზღვრულია თოვლის ფიფქებით, პატარა ლამაზი გოგონებით.

მათ სინათლის შუქი ადგათ. თოვლის დედოფალი მღერის მომხიბლავ სიმღერას. კეი

მოჯადოებულია მისი სიმღერით და სილამაზით, თოვლის დედოფალი შეწყვეტს

სიმღერას და მიდის კეისთან.

თოვლის დედოფალი – იცი კეი, სად ზიხარ? ეს ტბა, სადაც ჩემი ტახტი დგას,

არის გონების სარკე და ეს არის ერთადერთი და საუკეთესო მსოფლიოში, მე შენ

გასწავლი ყინულის თამაშს. თოვლის ფიფქებო, მომიტანეთ ყინულის ფიგურები.

(თოვლის ფიფქებს მოაქვთ ყინულის ბრტყელი ნაწილები) ეს ფიგურები ძალიან

ღირსშესანიშნავი, ოსტატური და დიდი მნიშვნელობისა არიან. გამომართვი, კეი. შენ

ეს ფიგურები ისე უნდა დაალაგო, რომ მათ შეადგინონ სიტყვა `მარადისობა~ (კეი

ტბაზე დაჯდება, და თავის წინ ფიგურებს ილაგებს, ცდილობს სიტყვა `მარადისობა~

შეადგონოს. ალაგებს მათ ხან იქით, ხან აქეთ, აერთიანებს მათ, მაგრამ ვერ აღწევს

მის შედგენას. თოვლის დედოფალი უყურებს მას და ეღიმება)

თოვლის დედოფალი – მოგწონს ეს თამაში, კეი?

კეი – დიახ, ეს ძალიან კარგი თამაშია, თოვლის დედოფალი – იცი, კეი, შენ თუ ამ

სიტყვას ააწყობ, შენ გახდები შენი თავის პატრონი, და მე გაჩუქებ მთელ მსოფლიოს

და ახალ ციგურებს.

კეი – მართლა? მე ამ სიტყვას აუცილებლად ავაწყობ.

თოვლის დედოფალი – ახლა მე თბილი ქვეყნებისაკენ მივიჩქარი. ცოტათი

შევათეთრებ. ეს საჭიროა. ყურძენსა და ლიმონს მოუხდება. (კოცნის მას).

კეი – შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ არ შემიძლია ამაზე მშვენიერი სახის წარმოდგენა.

შენ ყინულისაგან არა ხარ შექმნილი, როგორც ადრე მეგონა. შიშს სრულებითაც არ

განვიცდი. (თოვლის დედოფალი იღიმება).

თოვლის დედოფალი – (თავისთვის) გერდა სულ გადაავიწყდა, არც ბებია ახსოვს და

არც არავინ სახლიდან. მაგრამ მეტს აღარ ვაკოცებ. თუ ვაკოცებ, ამითი მოვკლავ. მე

მინდა კეი ჩემი შვილი იყოს, (კეის) მშვიდობით, ძვირფასო კეი!

კეი – მშვიდობით! (თოვლის დედოფალი სწრაფად გადის, კეი გართულია თამაშით.

უეცრად გერდა შემოდის დარბაზში. ის ხედავს კეისა და მირბის მისკენ).

გერდა – კეი, ძვირფასო, პატარა კეი! ბოლოს და ბოლოს გიპოვნე! (კეი ზის

გახევებული და ცივი). კეი, შემომხედე, მე გერდა ვარ, (კეი ცივად შეხედავს მას).

კეი – მე შენ არ გიცნობ. ვინა ხარ?


გერდა – როგორ, აღარ გახსოვარ? შეხედე ამ სურათებიან წიგნს! (უჩვენებს პატარა

წიგნს).

კეი – ეს წიგნი აღუებს შეეფერება.

გერდა – ამ ვარდს შეხედე! არ მოგწონს?

კეი – არა, არ მომწონს. რა მახინჯი ვარდია (ვარდს გვერდზე ისვრის). გერდა – კეი, რა

დაგემართა? სულ შეიცვალე.

კეი – რა გატირებს? ტირილი გამახინჯებს. არ მომწონხარ.

გერდა – რამდენი ხანია გეძებ, შენ კი დამივიწყე, (მოეხვევა, ცრემლი დაეცემა მას

გულზე. ყინულის ნატეხი გამოუვარდება გულიდან, თვალიდანაც გადმოუვარდება

ნამტვრევი. ის შეხედავს გერდას).

კეი (ყვირის) – გერდა, ძვირფასო გერდა! სად იყავი ამ ხნის განმავლობაში! ან მე სად

ვიყავი? (გარშემო იყურება). რა სიცივეა აქ. რამოდენა დარბაზია და რა ცივი!

გერდა – ირემი გველოდება. მოდი გავიქცეთ. (თოვლის ფიფქები მის გარშემო

ცეკვავენ. ისინი ისე განლაგდებიან, რომ შექმნიან სიტყვას `მარადისობა~. კეი

გახარებულია), კეი, ჩქარა გავცილდეთ აქაურობას, სანამ თოვლის დედოფალი არ

მოსულა.

კეი – მოვიდეს. მე იმის არ მეშინია. თოვლის დედოფალი თუ მოვა, დაინახავს

სიტყვას, `მარადისობა~, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი თავის პატრონი ვარ და

ის მე მაჩუქებს მთელ ქვეყანას, მაგრამ მე ეს არ მინდა. მე მინდა სახლში

წასვლა. წავიდეთ, გარდა (გერდა და კეი მღერიან) ვარდები ყვავიან და

ვარდები ჭკნებიან,…მაგრამ, როდისმე ჩვენ ვიხილავთ ყრმა ქრისტეს. (ისინი

ხელჩაკიდებულები გარბიან ყინულის სასახლიდან)

ფარდა

სურათი 2

კეი და გერდა შემოდიან ტყეში, პატარა ჩიტები იწყებენ ჭიკჭიკს. ტყე მოფენილია

მწვანე კვირტებით.

კეი – ვარდები ძველებურად არის სახურავზე?

გერდა – არის.

კეი – ბებიას გაეხარდება ჩვენი სახლში დაბრუნება.

გერდა – რა თმა უნდა, გაეხარდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაკარგულად გვთვლის,

ამიტომ წუხს და დარდობს.


კეი – მოდი ვიჩქაროთ და გავახაროთ.

გერდა – შეამჩნიე, სადაც კი ფეხი დავდგით, ქარი შეჩერდა და მზე აკაშკაშდა.

კეი – მოიცა, ვიღაც ცხენს მოაჭენებს, ლამაზ ცხენს ახალგაზრდა ქალი მოყავს, თავზე

წითელი ქუდი უბზინავს.

გერდა – ცხენი ვიცანი. ეს ის არის, ჩემ ოქროს ეტლში რომ იყო შებმული. ეს ხომ

ყაჩაღი გოგოა. (გამოჩნდება ყაჩაღი გოგო)

ყაჩ. გ. – გერდა, მაშინვე გიცანი.

გერდა – მე კი შენ გიცანი. საით მიგეჩქარება?

ყაჩ. გ. – დავიღალე ლოდინით და შესახვედრად გამოვეშურე.

გერდა – ბედნიერი ვარ შენი ნახვით.

ყაჩ. გ. (კეის) – მაინტერესებს თუ იმსახურებ იმას, რომ, ადამიანმა შენთვის ცხრა მთა

გადაიაროს.

გერდა – მითხარი პრინცი და პრინცესა როგორ არიან?

ყაჩ. გ. – ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მაგრამ შენ ის მითხარი, როგორ არის

თქვენი საქმეები და როგორ იპოვნე? მითხარი რა გადახდა თავს.

გერდა – როგორც უკვე გითხარი, ერთ დღეს მოედანზე უშველებელი მარხილი

გამოჩნდა.

კეი – მე მივაბი ჩემი პატარა მარხილი მას და გავემგზავრეთ მასთან ერთად.

თანდათან სულ უფრო და უფრო ჩქარა მივქროდი. მე ვტიროდი, მაგრამ არავის

ესმოდა ჩემი ხმა. შიშმა ამიტანა. მინდოდა ლოცვა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. უეცრად

დიდი მარხილი შეჩერდა და ის, ვისაც მიყავდა მარხილი, წამოდგა. ეს იყო ქალი

სულმთლიანად თეთრი, მაღალი და ტანწერწეტა. ეს იყო თოვლის დედოფალი,

მაკოცა და მე გადამავიწყდა პატარა გერდა, ჩემი ბებია და ყველანი ვინც კი მებადა.

გერდა – როდესაც მე თოვლის დედოფლის სასახლეში მოვედი და ფეხი შევდგი

დიდ დარბაზში იქ ბატონობდა ქარი. მე ვლოცულობდი და ქარიც წყნარდებოდა

ისე, თითქოს ღრმა ძილს მისცა თავი. და როცა შევედი უშველებელ ცივ ცარიელ

დარბაზში დავინახე კეი, ვიცანი ის და მისკენ გავექანე, მოვეხვიე და ვეძახდი, მაგრამ

ის გახევებული იჯდა და ყურადღებას არ მაქცევდა.

კეი – შემდეგ კი პატარა გერდა ქვითინს მოყვა, ცხარე ცრემლებით ტიროდა, რაც

დაეცა ჩემ გულს. ამან გაადნო ყინული, მე შევხედე და მან დაიწყო სიმღერა.

გერდა – (მღერის) ვარდები ყვავიან და ვარდები ჭკნებიან,


მაგრამ ჩვენ როდესმე

ვიხილავთ ყრმა ქრისტეს.

მაშინ კეი მოყვა ტირილს და თვალიდან ყინულის ნატეხი გამოუვარდა.

კეი – მე ვიცანი ის და ვიყვირე გახარებულმა. გერდა – და ჩვენ გამოვარდით

ყინულის სასახლიდან.

ყაჩ. გ. – სნიპ – სნეპ – ანორე ... (ის ხელს კიდებს მათ). თუკი როდესმე აქეთ მოხვდი,

აუცილებლად გინახულებთ, მშვიდობით!

კეი

გერდა } – მშვიდობით! გელოდებით!

ფარდა

სურათი 3

პატარა ოთახი. იქ დგას მაგიდა და სკამები. კედელზე კიდია დიდი საათი, რომელიც

ტიკტიკებს: `ტიკ, ტიკ!~. ბებია ზის მზის შუქით განათებულ ოთახში და ხმამაღლა

კითხულობს ბიბლიას. გერდა და კეი პატარა სკამებზე სხედან და უსმენენ მას.

ვარდები ყვავიან სახურავზე, რაც ფანჯრებიდან მოჩანს.

ბებია – (კითხულობს ბიბლიიდან) თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც

ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

კეი

გერდა } (მღერიან) – ვარდები ყვავიან და ვარდები ჭკნებიან მაგრამ ჩვენ როდისმე

ვიხილავთ ყრმა ქრისტეს.

ფარდა

You might also like