You are on page 1of 168

სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

საქართველოს სტანდარტი

სსკ: 91.010.30; 91.080.20

ევროკოდი 5 - ხის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 1-1: ზოგადი


მიმოხილვა - საერთო წესები და წესები შენობებისთვის

© სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
2022

საინფორმაციო მონაცემები

1 შემოტანილია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს


სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ. განხილულია სტანდარტიზაციის ტექნიკური
კომიტეტის ტკ 5-ის „მშენებლობა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები“ მიერ.

2 მიღებულია: სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული


სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის ....... №.... განკარგულებით
სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ტკ 5-ის „მშენებლობა და მომეტებული საფრთხის
შემცველი ობიექტები“ № გადაწყვეტილების საფუძველზე.

3 წინამდებარე სტანდარტი წარმოადგენს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (სენ)


სტანდარტის ენ 1997-1:2004 ,,ევროკოდი-გეოტექნიკური დაპროექტება - ნაწილი 1: ზოგადი
წესები“ იდენტურ თარგმანს (IDT).

4 პირველად

5 რეგისტრირებულია: სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის


ეროვნული სააგენტოს საქართველოს სტანდარტების რეესტრში 2022 წლის ..................... №268-1.1-
.............

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
2
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
სარჩევი
წინასიტყვაობა ............................................................................................................................................10
ნაწილი 1 ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................16
1.1 მოქმედების ფარგლები .................................................................................................................... 16
1.1.1 ენ 1995-ის მოქმედების ფარგლები ............................................................................................. 16
1.1.2 ენ 1995-1-1-ის მოქმედების ფარგლები ...................................................................................... 17
1.2 ნორმატიულ დოკუმენტებზე მითითებები ................................................................................. 17
1.3 ამოსავალი დებულებები ................................................................................................................. 22
1.4 განსხვავება პრინციპებსა და გამოყენების წესებს შორის .......................................................... 22
1.5 ტერმინები და განმარტებები.......................................................................................................... 22
1.5.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 22
1.5.2 ენ 1995-1-1-ში გამოყენებული დამატებითი ტერმინები და განმარტებები ....................... 22
1.6 ენ 1995-1-1-ში გამოყენებული სიმბოლოები ............................................................................... 24
ნაწილი 2 დაპროექტების საფუძვლები .................................................................................................34
2.1 მოთხოვნები ....................................................................................................................................... 34
2.1.1 ძირითადი მოთხოვნები ............................................................................................................... 34
2.1.2 საიმედოობის მართვა ................................................................................................................... 34
2.1.3 საანგარიშო საექსპლუატაციო ვადა და ხანგამძლეობა........................................................... 34
2.2 ზღვრულ მდგომარეობაზე დაპროექტების პრინციპები ........................................................... 34
2.2.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 34
2.2.2 აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები.............................................................................. 35
2.2.3 საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები ........................................................................ 35
2.3 ძირითადი ცვლადები ...................................................................................................................... 37
2.3.1 ზემოქმედებები და გარემოს გავლენა ........................................................................................ 37
2.3.1.1 ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................... 37
2.3.1.2 დატვირთვის ხანგრძლივობის კლასები ................................................................................ 37
2.3.1.3 ექსპლუატაციის კლასები .......................................................................................................... 38
2.3.2 მასალები და პროდუქტის თვისებები ....................................................................................... 39
2.3.2.1 დატვირთვის ხანგრძლივობისა და ტენიანობის გავლენა სიმტკიცეზე ........................... 39
2.3.2.2 დატვირთვის ხანგრძლივობისა და ტენის გავლენა დეფორმაციებზე ............................. 39
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
3
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
2.4 კერძო კოეფიციენტის მეთოდით შემოწმება ............................................................................... 41
2.4.1 მასალის თვისების საანგარიშო მნიშვნელობა.......................................................................... 41
2.4.2 გეომეტრიული მახასიათებლების საანგარიშო მნიშვნელობები .......................................... 42
2.4.3 საანგარიშო წინაღობები ............................................................................................................... 42
2.4.4 წონასწორობის შემოწმება (EQU)................................................................................................. 43
ნაწილი 3 მასალის თვისებები .................................................................................................................44
3.1 ზოგადი მიმოხილვა ......................................................................................................................... 44
3.1.1 სიმტკიცისა და სიხისტის პარამეტრები .................................................................................... 44
3.1.2 ძაბვა-დეფორმაციის დამოკიდებულებები ............................................................................... 44
3.1.3 სიმტკიცის მოდიფიკაციის კოეფიციენტები ექსპლუატაციისა და დატვირთვის
ხანგრძლივობის კლასებისათვის......................................................................................................... 44
3.1.4 დეფორმაციის მოდიფიკაციის კოეფიციენტები ექსპლუატაციის კლასებისათვის .......... 45
3.2 მასიური ხის მასალა ......................................................................................................................... 45
3.3 წებოთი ლამინირებული ხის მასალა ............................................................................................ 47
3.4 ლამინირებული შპონის მასალა (LVL).......................................................................................... 48
3.5 გადამუშავებული ხის პანელები .................................................................................................... 49
3.6 წებოები ............................................................................................................................................... 49
3.7 ლითონის სამაგრები ........................................................................................................................ 50
ნაწილი 4 ხანგამძლეობა ...........................................................................................................................51
4.1 ბიოლოგიური ორგანიზმების ზემოქმედებისადმი წინაღობა ................................................. 51
4.2 კოროზიისადმი წინაღობა ............................................................................................................... 51
ნაწილი 5 კონსტრუქციული ანალიზის საფუძვლები ........................................................................52
5.1 ზოგადი მიმოხილვა ......................................................................................................................... 52
5.2 ელემენტები ....................................................................................................................................... 52
5.3 შეერთებები ........................................................................................................................................ 53
5.4 ანაკრები კონსტრუქციები ............................................................................................................... 53
5.4.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 53
5.4.2 ჩარჩოვანი კონსტრუქციები ......................................................................................................... 53
5.4.3 პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეების გამარტივებული ანალიზი
.................................................................................................................................................................... 55

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
4
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
5.4.4 ბრტყელი ჩარჩოები და თაღები .................................................................................................. 56
ნაწილი 6 აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები ........................................................................58
6.1 განივკვეთების დაპროექტება, რომლებიც განიცდის ძაბვას ერთი ძირითადი მიმართულებით
.................................................................................................................................................................... 58
6.1.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 58
6.1.2 ბოჭკოს პარალელური გაჭიმვა .................................................................................................... 58
6.1.3 ბოჭკოს მართობული გაჭიმვა ...................................................................................................... 58
6.1.4 ბოჭკოს პარალელური შეკუმშვა ................................................................................................. 59
6.1.5 ბოჭკოს მართობული კუმშვა ....................................................................................................... 59
6.1.6 ღუნვა................................................................................................................................................ 63
6.1.8 გრეხა ................................................................................................................................................ 65
6.2 განივკვეთების გაანგარიშება, რომლებზეც მოქმედებს შეხამებული ძაბვები ...................... 66
6.2.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 66
6.2.2 მკუმშავი ძაბვები, რომლებიც ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედებს................................... 66
6.2.3 ერთობლივი ღუნვა და ღერძული გაჭიმვა ............................................................................... 67
6.2.4 ერთობლივი ღუნვა და ღერძული კუმშვა................................................................................. 67
6.3 ელემენტების მდგრადობა............................................................................................................... 67
6.3.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 67
6.3.2 სვეტები, რომლებზეც მოქმედებს კუმშვა ან ერთობლივი კუმშვა და ღუნვა ..................... 68
6.3.3 კოჭები, რომლებზეც მოქმედებს ღუნვა ან ერთობლივი ღუნვა და კუმშვა ........................ 69
6.4 ცვალებადი განივკვეთის ან მრუდხაზოვანი კონტურის მქონე ელემენტებში განივკვეთის
გაანგარიშება ............................................................................................................................................ 72
6.4.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 72
6.4.2 ერთქანობიანი კოჭები .................................................................................................................. 72
6.4.3 ორქანობიანი, მრუდხაზოვანი და ამოზნექილი კოჭები ........................................................ 73
6.5 კილოს მქონე ელემენტები .............................................................................................................. 77
6.5.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 77
6.5.2 საყრდენთან კილოს მქონე კოჭები ............................................................................................. 78
6.6. სისტემის სიმტკიცე ......................................................................................................................... 79
ნაწილი 7 საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები ..................................................................81

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
5
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
7.1 ერთობლივი გაცურება .................................................................................................................... 81
7.2 კოჭების ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები ...................................................................... 82
7.3 რხევები ............................................................................................................................................... 82
7.3.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 82
7.3.2 მანქანა-დანადგარებით გამოწვეული რხევა............................................................................. 83
7.3.3 საცხოვრებელი სართულები ........................................................................................................ 83
ნაწილი 8 ლითონის სამაგრებიანი შეერთებები ..................................................................................86
8.1 ზოგადი მიმოხილვა ......................................................................................................................... 86
8.1.1 სამაგრების მოთხოვნები .............................................................................................................. 86
8.1.2 მრავალსამაგრიანი შეერთებები .................................................................................................. 86
8.1.3 რამდენიმე სიბრტყეში ძვრაზე მომუშავე შეერთებები ........................................................... 87
8.1.4 ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედი შეერთების ძალები ......................................................... 87
8.1.5 შეერთების ნიშანცვლადი ძალები .............................................................................................. 88
8.2 სოგმანის ტიპის ლითონის სამაგრების გვერდითი მზიდუნარიანობა .................................. 89
8.2.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 89
8.2.2 ხის ხესთან და პანელის ხესთან შეერთებები ........................................................................... 89
8.2.3 ლითონის ხესთან შეერთებები .................................................................................................... 91
8.3 ლურსმნული შეერთებები .............................................................................................................. 93
8.3.1 გვერდულად დატვირთული ლურსმნები ................................................................................ 93
8.3.1.1 ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................... 93
8.3.1.2 ხის მასალების ერთმანეთთან ლურსმნით შეერთებები ...................................................... 96
8.3.1.3 პანელის ხესთან ლურსმნით შეერთებები.............................................................................. 99
8.3.1.4 ლითონის ხესთან ლურსმნით შეერთებები ......................................................................... 101
8.3.2 ღერძულად დატვირთული ლურსმნები ................................................................................. 101
8.3.3 ლურსმნები ერთობლივი გვერდული და ღერძული დატვირთვებით ............................. 103
8.4 კავით შეერთებები .......................................................................................................................... 103
8.5 ჭანჭიკური შეერთებები ................................................................................................................. 106
8.5.1 გვერდულად დატვირთული ჭანჭიკები ................................................................................. 106
8.5.1.1 ზოგადი მიმოხილვა და ხის ხესთან ჭანჭიკური შეერთებები .......................................... 106
8.5.1.2 პანელის ხესთან ჭანჭიკური შეერთებები............................................................................. 108
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
6
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
8.5.1.3 ლითონის ხესთან ჭანჭიკური შეერთებები .......................................................................... 108
8.5.2 ღერძულად დატვირთული ჭანჭიკები .................................................................................... 109
8.6 სოგმანური შეერთებები ................................................................................................................ 109
8.7 ხრახნული შეერთებები ................................................................................................................. 110
8.7.1 გვერდულად დატვირთული ხრახნები ................................................................................... 110
8.7.2 ღერძულად დატვირთული ხრახნები...................................................................................... 110
8.7.3 ხრახნები ერთობლივი გვერდული და ღერძული დატვირთვებით .................................. 112
8.8 პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი შეერთებები ................................... 112
8.8.1 ზოგადი მიმოხილვა .................................................................................................................... 112
8.8.2 ფურცლის გეომეტრია ................................................................................................................. 112
8.8.3 ფურცლის სიმტკიცის თვისება ................................................................................................. 113
8.8.4 ფურცლის დაანკერების სიმტკიცე ........................................................................................... 114
8.8.5 შეერთების სიმტკიცის შემოწმება ............................................................................................. 115
8.8.5.1 ფურცლის დაანკერების მზიდუნარიანობა ......................................................................... 115
8.8.5.2 ფურცლის მზიდუნარიანობა.................................................................................................. 116
8.9 გლუვი რგოლური სოგმანური და ძვრაზე მომუშავე ფურცლოვანი შემაერთებლები...... 118
8.10 დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლები ............................................................................ 121
ნაწილი 9 კომპონენტები და ანაკრები კონსტრუქციები...................................................................125
9.1 კომპონენტები.................................................................................................................................. 125
9.1.1 შეწებებული თხელკედლიანი კოჭები ..................................................................................... 125
9.1.2 შეწებებული თხელთაროიანი კოჭები ..................................................................................... 127
9.1.3 მექანიკურად შეერთებული კოჭები ......................................................................................... 130
9.1.4 მექანიკურად შეერთებული და შეწებებული სვეტები ......................................................... 130
9.2 ანაკრები კონსტრუქციები ............................................................................................................. 130
9.2.1 წამწეები ......................................................................................................................................... 130
9.2.2 პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეები....................................... 132
9.2.3 სახურავისა და გადახურვის დიაფრაგმები ............................................................................ 132
9.2.3.1 ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................. 132
9.2.3.2 სახურავისა და გადახურვის დიაფრაგმების გამარტივებული ანალიზი ...................... 133
9.2.4 კედლის დიაფრაგმები ................................................................................................................ 134
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
7
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
9.2.4.1 ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................. 134
9.2.4.2 კედლის დიაფრაგმების გამარტივებული ანალიზი - A მეთოდი ................................... 134
9.2.4.3 კედლის დიაფრაგმების გამარტივებული ანალიზი - B მეთოდი .................................... 138
9.2.4.3.1 გამარტივებული ანალიზის მოთხოვნების შესაბამისი კედლებისა და პანელების აგება
.................................................................................................................................................................. 138
9.2.4.3.2 დაპროექტება .......................................................................................................................... 139
9.2.5 კავშირების მოწყობა .................................................................................................................... 142
9.2.5.1 ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................. 142
9.2.5.2 ცალკე მდგომი შეკუმშული ელემენტები............................................................................. 142
9.2.5.3 კოჭის ან წამწეების სისტემების კავშირების მოწყობა........................................................ 144
ნაწილი 10 კონსტრუქციული დეტალიზება და კონტროლი ..........................................................146
10.1 ზოგადი მიმოხილვა ..................................................................................................................... 146
10.2 მასალები......................................................................................................................................... 146
10.3 შეწებებული შეერთებები ............................................................................................................ 146
10.4 შეერთებები მექანიკური სამაგრებით ....................................................................................... 147
10.4.1 ზოგადი მიმოხილვა .................................................................................................................. 147
10.4.2 ლურსმნები ................................................................................................................................. 147
10.4.3 ჭანჭიკები და საყელურები ...................................................................................................... 147
10.4.4 სოგმანები .................................................................................................................................... 148
10.4.5 ხრახნები ...................................................................................................................................... 148
10.5 ანაკრები ელემენტები .................................................................................................................. 149
10.6 ტრანსპორტირება და მონტაჟი ................................................................................................... 149
10.7 კონტროლი..................................................................................................................................... 149
10.8 სპეციალური წესები დიაფრაგმის კონსტრუქციებისათვის ................................................. 150
10.8.1 გადახურვისა და სახურავის დიაფრაგმები .......................................................................... 150
10.8.2 კედლის დიაფრაგმები .............................................................................................................. 150
10.9 სპეციალური წესები პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეებისათვის
.................................................................................................................................................................. 151
10.9.1 წარმოება ...................................................................................................................................... 151
10.9.2 მონტაჟი ....................................................................................................................................... 151

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
8
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
A დანართი (ინფორმაციული) შემაერთებლის ან შეერთების ძვრით გამოწვეული რღვევა
ლითონის ხესთან მრავალი სოგმანით შეერთებისას ........................................................................153
B დანართი (ინფორმაციული) მექანიკურად შეერთებული კოჭები ..............................................156
B.1 გამარტივებული ანალიზი............................................................................................................ 156
B.1.1 განივკვეთები ............................................................................................................................... 156
B.1.2 ამოსავალი დებულებები ........................................................................................................... 156
B.1.3 ბიჯები ........................................................................................................................................... 156
B.1.4 მღუნავი მომენტებით გამოწვეული ჩაღუნვა......................................................................... 156
B.2 ეფექტური სიხისტე ღუნვისას ..................................................................................................... 157
B.3 ნორმალური ძაბვები...................................................................................................................... 158
B.4 მაქსიმალური მხები ძაბვა ............................................................................................................. 158
B.5 სამაგრის დატვირთვა .................................................................................................................... 158
C დანართი (ინფორმაციული): შედგენილი სვეტები .......................................................................160
C.1 ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................................... 160
C.1.1 ამოსავალი დებულებები ........................................................................................................... 160
C.1.2 მზიდუნარიანობა ........................................................................................................................ 160
C.2 მექანიკურად შეერთებული სვეტები ......................................................................................... 160
C.2.1 ეფექტური მოქნილობის კოეფიციენტი .................................................................................. 160
C.2.2 დატვირთვა სამაგრებზე ............................................................................................................ 161
C.2.3 ერთობლივი დატვირთვები ...................................................................................................... 161
C.3 შუსადებებით ან ზესადებებით დაშორებული სვეტები ........................................................ 161
C.3.1 ამოსავალი დებულებები ........................................................................................................... 161
C.3.2 ღერძული მზიდუნარიანობა..................................................................................................... 163
C.3.3 დატვირთვა სამაგრებზე, ზესადებებზე ან შუსადებებზე ................................................... 163
C.4 გისოსოვანი სვეტები შეწებებული ან ლურსმნული შეერთებებით ..................................... 164
C.4.1 ამოსავალი დებულებები ........................................................................................................... 164
C.4.2 მზიდუნარიანობა ........................................................................................................................ 165
C.4.3 ძვრის ძალები ............................................................................................................................... 167
D დანართი (ინფორმაციული) ბიბლიოგრაფია .................................................................................168

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
9
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
წინასიტყვაობა
ევროპული სტანდარტი ენ 1995, ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება -
ნაწილი 1-1: ზოგადი მიმოხილვა - საერთო წესები და წესები შენობებისთვის მოამზადა
„კონსტრუქციული ევროკოდების“ CEN/TC250 ტექნიკურმა კომიტეტმა, რომლის
სამდივნოს ხელმძღვანელობს ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტი (BSI - British
Standards Institution).

აღნიშნულ ევროპულ სტანდარტს უნდა მიენიჭოს ეროვნული სტანდარტის სტატუსი


იდენტური ტექსტის გამოქვეყნების ან მისი დამტკიცების საფუძველზე, არაუგვიანეს,
2005 წლის მაისისა, ხოლო მასთან შეუსაბამო ეროვნული სტანდარტები ამოღებული უნდა
იყოს, არაუგვიანეს, 2010 წლის მარტისა.

ეს ევროკოდი ჩაანაცვლებს შემდეგ დოკუმენტს: ENV 1995-1-1:1993.

CEN/TC250 პასუხისმგებელია ყველა კონსტრუქციულ ევროკოდზე.

CEN/CENELEC-ის შიგა რეგულაციების მიხედვით, წინამდებარე ევროპული სტანდარტის


დანერგვა სავალდებულოა შემდეგი ქვეყნების სტანდარტიზაციის ეროვნული
ორგანოებისთვის: ავსტრია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი,
ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა,
ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია,
საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი,
შვეიცარია და ჩეხეთის რესპუბლიკა.

ევროკოდის პროგრამის წინაპირობები

1975 წელს ევროპის თანამეგობრობის კომისიამ ხელშეკრულების 95-ე მუხლის


საფუძველზე გადაწყვიტა, შეემუშავებინა სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამოქმედო
პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავდა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასა და
ტექნიკური სპეციფიკაციების ჰარმონიზებას.

აღნიშნული სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ევროპის თანამეგობრობის კომისიამ


წარმოადგინა ინიციატივა, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად შეემუშავებინა
ჰარმონიზებული ტექნიკური წესები, რომლებიც პირველ ეტაპზე წევრ ქვეყნებში
არსებული ეროვნული რეგულაციების ალტერნატივად დაინერგებოდა და საბოლოოდ
მათ ჩაანაცვლებდა.

წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარ მმართველ კომიტეტთან


თანამშრომლობით ევროპის თანამეგობრობის კომისია თხუთმეტი წლის განმავლობაში
ამუშავებდა ევროკოდების პროგრამას, რის შედეგადაც 1980-იან წლებში გამოიცა
პირველი თაობის ევროკოდები.
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
10
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1989 წელს კომისიამ ევროკავშირისა (EU) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის
ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან ერთად, კომისიასა და CEN-ს შორის არსებული
შეთანხმების საფუძველზე,1 მიიღო გადაწყვეტილება, მანდატების სერიებით გადაეცა
CEN-ისთვის ევროკოდების მომზადებისა და გამოქვეყნების ვალდებულება მომავალში
მათთვის ევროპული სტანდარტების (ენ) სტატუსის მისანიჭებლად. ამგვარად,
ევროკოდები პირდაპირ უკავშირდება ევროსაბჭოს იმ დირექტივებსა და/ან
ევროკომისიის იმ გადაწყვეტილებებში განსაზღვრულ პირობებს, რომლებიც ევროპული
სტანდარტების საკითხებს არეგულირებს (მაგ., ევროსაბჭოს დირექტივა 89/106/EEC
მშენებლობის პროდუქტის შესახებ (CPD), ევროსაბჭოს დირექტივები 93/37/EEC,
92/50/EEC და 89/440/EEC სამოქალაქო ნაგებობებისა და სერვისების შესახებ და მათი
ანალოგი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის დირექტივები, რომლებიც შეიქმნა
შიგა ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით).

კონსტრუქციული ევროკოდის პროგრამა შედგება შემდეგი სტანდარტებისგან:

ენ 1990 ევროკოდი: კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები

ენ 1991 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე

ენ 1992 ევროკოდი 2: ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1993 ევროკოდი 3: ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1994 ევროკოდი 4: ლითონისა და ბეტონის კომპოზიტური


კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1995 ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1996 ევროკოდი 6: ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1997 ევროკოდი 7: გეოტექნიკური დაპროექტება

ენ 1998 ევროკოდი 8: სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1999 ევროკოდი 9: ალუმინის კონსტრუქციების დაპროექტება

ევროკოდის სტანდარტები აღიარებს წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელი


ორგანოების პასუხისმგებლობას და იცავს მათ უფლებებს, დაადგინონ ეროვნულ დონეზე
უსაფრთხოების მარეგულირებელი პარამეტრები, რომლებიც განსხვავდება სხვადასხვა
სახელმწიფოში.

1შეთანხმება ევროპის თანამეგობრობის კომისიასა და ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტს (CEN) შორის


ევროკოდებზე მუშაობის შესახებ, რომლებიც ეხება შენობებისა და სამოქალაქო ნაგებობების დაპროექტებას
(BC/CEN/03/89).
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
11
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ევროკოდების სტატუსი და გამოყენების სფერო

ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები


აღიარებენ ევროკოდებს სახელმძღვანელო დოკუმენტად:

- როგორც საშუალებას სამშენებლო და სამოქალაქო საინჟინრო ნაგებობების საბჭოს


დირექტივის 89/106/EEC აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დასადასტურებლად, კერძოდ, აუცილებელი მოთხოვნა N1 - მექანიკური წინაღობა
და მდგრადობა და აუცილებელი მოთხოვნა N2 - უსაფრთხოება ხანძრისას;
- როგორც საფუძველს სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საინჟინრო
მომსახურების შესახებ კონტრაქტების განსაზღვრისათვის;
- როგორც ჩარჩოს მშენებლობის პროდუქტისათვის ჰარმონიზებული ტექნიკური
სპეციფიკაციების შესაქმნელად (ენ და ETA).

ვინაიდან ევროკოდები ეხება საკუთრივ სამშენებლო სამუშაოებს, ისინი პირდაპირ


უკავშირდება CPD-ს მე-12 მუხლში მოცემულ განმარტებით დოკუმენტებს,2 თუმცა ისინი
განსხვავდებიან ჰარმონიზებული პროდუქტის სტანდარტებისაგან.3 ამიტომ ტექნიკურ
სპეციფიკაციებსა და ევროკოდებს შორის სრული შესაბამისობის მისაღწევად
ევროკოდთან დაკავშირებული ტექნიკური ასპექტები პროდუქტის სტანდარტებზე
მომუშავე CEN-ის ტექნიკურმა კომიტეტმა და/ან EOTA-ს სამუშაო ჯგუფებმა საჭიროა
ადეკვატურად განიხილონ.

ევროკოდის სტანდარტები უზრუნველყოფს კონსტრუქციული დაპროექტების საერთო


წესებს ყოველდღიური გამოყენებისათვის მთლიანი კონსტრუქციებისა და მათი
შემადგენელი კომპონენტების დასაპროექტებლად როგორც ტრადიციული, ისე
ინოვაციური გზით. არასტანდარტული სახის მშენებლობა ან დაპროექტების პირობები
ევროკოდში ცალკე განხილული არ არის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში დამპროექტებელმა
უნდა მოითხოვოს ექსპერტის ჩართვა და გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები.

2
CPD-ს 3.3 მუხლის მიხედვით, ჰარმონიზებული ენ-ისა და ETAG/ETA-სთვის მანდატებსა და ძირითად
მოთხოვნებს შორის შესაბამისობისთვის ძირითად მოთხოვნებს (ER) უნდა მიეცეს კონკრეტული ფორმა
განმარტებით დოკუმენტებში.
3 CPD-ს მე-12 მუხლის მიხედვით, განმარტებითმა დოკუმენტმა უნდა:

a) მისცეს ძირითად მოთხოვნებს კონკრეტული ფორმა ტერმინოლოგიისა და ტექნიკური ბაზის


ჰარმონიზებითა და, საჭიროებისას, თითოეული მოთხოვნისათვის კლასების ან დონეების მითითებით;
b) განსაზღვროს მოთხოვნის ამ კლასებისა და დონეების ტექნიკურ სპეციფიკაციებთან კორელაციის
მეთოდები, მაგ., გაანგარიშებისა და დამტკიცების მეთოდები, დაპროექტების ტექნიკური წესები და ა.შ.;
c) შეასრულოს სახელმძღვანელო დოკუმენტის ფუნქცია ევროპული ტექნიკური ატესტაციებისათვის
ჰარმონიზებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესამუშავებლად.
ევროკოდები სინამდვილეში ერთნაირ ფუნქციას ასრულებს ER1-სა და ER2-ის ნაწილში.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
12
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ეროვნული სტანდარტები ევროკოდების დანერგვისათვის

ეროვნული სტანდარტები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკოდების დანერგვას, უნდა


მოიცავდეს ევროკოდის CEN-ის მიერ გამოქვეყნებულ სრულ ტექსტს (ყველა დანართის
ჩათვლით), რომელსაც შეიძლება დაერთოს ეროვნული თავფურცელი, წინასიტყვაობა და
ეროვნული დანართი.

ეროვნული დანართი შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას მხოლოდ იმ პარამეტრების


შესახებ, რომლებიც არჩევითია ევროკოდში და ცნობილია ეროვნულ პარამეტრებად
ასაშენებელი შენობებისა და სამოქალაქო ნაგებობების დასაპროექტებლად, კერძოდ:

- მნიშვნელობები და/ან კლასები, რომელთა ალტერნატივებიც მოცემულია


ევროკოდში;
- გამოსაყენებელი მნიშვნელობები, რომელთა მხოლოდ სიმბოლოებია მოცემული
ევროკოდში;
- წევრი ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მონაცემები (გეოგრაფიული,
კლიმატური და ა.შ.), მაგალითად, თოვლის რუკა;
- გამოსაყენებელი პროცედურა, რომლის ალტერნატიული პროცედურები
მოცემულია ევროკოდში;
- გადაწვეტილებები ინფორმაციული დანართების გამოყენების შესახებ;
- მითითებები შესაბამის დამატებით ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელს
გაუადვილებს ევროკოდის გამოყენებას.

კავშირი ევროკოდებსა და პროდუქტის ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებს (ენ და


ETA) შორის

მშენებლობის პროდუქტის ჰარმონიზებული ტექნიკური სპეციფიკაციები უნდა


შეესაბამებოდეს სამუშაოების ტექნიკურ წესებს.4 გარდა ამისა, ევროკოდებში მოცემული
ყველა ინფორმაცია, რომლებიც თან ახლავს მშენებლობის პროდუქტის CE-მარკირებას,
მკაფიოდ უნდა მიუთითებდეს, ეროვნულ დონეზე დადგენილი რომელი პარამეტრია
გათვალისწინებული.

დამატებითი სპეციფიკური ინფორმაცია ენ 1995-1-1-ის შესახებ

ენ 1995-ში მოცემულია პრინციპები და მოთხოვნები ხის კონსტრუქციების


უსაფრთხოებისათვის, საექსპლუატაციო ვადისა და ხანგამძლეობისათვის. ეს ევროკოდი

4
იხ. CPD-ს მუხლები 3.3 და 12, ასევე, ID 1-ის შემდეგი პუნქტები: 4.2; 4.3.1; 4.3.2 და 5.2.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
13
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ეფუძნება ზღვრული მდგომარეობის კონცეფციას, რომელიც კერძო კოეფიციენტის
მეთოდთან ერთად გამოიყენება.

ენ 1995 განკუთვნილია ახალი კონსტრუქციების დასაპროექტებლად ენ 1990:2002-სა და ენ


1991-ის შესაბამის ნაწილებთან ერთად პირდაპირი გამოყენებისათვის.

რეკომენდებულია კერძო კოეფიციენტებისა და საიმედოობის სხვა პარამეტრების


რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენება ძირითად მნიშვნელობებად, რომლებიც
უზრუნველყოფს საიმედოობის მისაღებ დონეს. მნიშვნელობები შეირჩა სამშენებლო
სამუშაოების შესრულებისა და ხარისხის მართვის სათანადო დონის გათვალისწინებით.
თუ CEN/TC მიერ ენ 1995-1-1 გამოიყენება როგორც ძირითადი დოკუმენტი, აღებული
უნდა იყოს იგივე მნიშვნელობები.

ენ 1995-1-1-ის ეროვნული დანართი

ენ 1995-1-1-ში მოცემულია ალტერნატიული პროცედურები, მნიშვნელობები და


რეკომენდაციები შენიშვნებთან ერთად, რომლებშიც მითითებულია, თუ სად უნდა
გაკეთდეს ეროვნული არჩევანი. მაშასადამე, ენ 1995-1-1-ის დანერგვისათვის ეროვნულ
სტანდარტს უნდა ჰქონდეს ეროვნული დანართი, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა
დადგენილ ეროვნულ პარამეტრს ცალკეულ ქვეყანაში შენობებისა და სამოქალაქო
ნაგებობების დაპროექტებისთვის.

ეროვნულ დანართში დასაშვებია განისაზღვროს ენ 1995-1-1-ში მოცემული შემდეგი


პუნქტები:

2.3.1.2(2)P დატვირთვების კლასიფიკაცია დატვირთვის ხანგრძლივობის კლასებად;

2.3.1.3(1)P კონსტრუქციების კლასიფიკაცია საექსპლუატაციო კლასებად;

2.4.1(1)P მასალის თვისებების კერძო კოეფიციენტები;

6.4.3(8) ორქანობიანი, მრუდხაზოვანი და ამოზნექილი კოჭები;

7.2(2) ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები;

7.3.3(2) რხევების ზღვრული მნიშვნელობები;

8.3.1.2(4) ხის მასალების ერთმანეთთან ლურსმნით შეერთებები: წესები ხის განაპირა


ბოჭკოში ლურსმნებისათვის;

8.3.1.2(7) ხის მასალების ერთმანეთთან ლურსმნით შეერთებები: გახეთქისადმი


მგრძნობიარე ხის ჯიშები;

9.2.4.1(7) კედლის დიაფრაგმების გაანგარიშების მეთოდი;


წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
14
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
9.2.5.3(1) კოჭის ან წამწის სისტემების კავშირების მოდიფიკაციის კოეფიციენტები;

10.9.2(3) პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეების


დამონტაჟება: მაქსიმალური გამრუდება;

10.9.2(4) პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეების


დამონტაჟება: მაქსიმალური გადახრა.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
15
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
საქართველოს სტანდარტი
ევროკოდი 5 - ხის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 1-1: ზოგადი
მიმოხილვა - საერთო წესები და წესები შენობებისთვის

შემოღებულია:

ნაწილი 1 ზოგადი მიმოხილვა

1.1 მოქმედების ფარგლები

1.1.1 ენ 1995-ის მოქმედების ფარგლები

(1) ენ 1995 გამოიყენება ისეთი შენობებისა და სამოქალაქო ნაგებობების


დასაპროექტებლად, რომელთა კონსტრუქციაში გამოყენებულია ხის მასალა
(დახერხილი, გარანდული, მორის ფორმის, წებოთი ლამინირებული ან გადამუშავებული
ხის სამშენებლო ნაწარმი, როგორებიცაა, მაგალითად, ლამინირებული შპონის მასალა
(LVL)) ან ერთმანეთთან წებოვანი მასალით ან მექანიკური სამაგრებით შეკავშირებული
გადამუშავებული ხის პანელები. ენ 1995 შეესაბამება ენ 1990:2002-ში (კონსტრუქციული
დაპროექტების საფუძვლები) მოცემულ კონსტრუქციების უსაფრთხოებისა და
საექსპლუატაციოდ ვარგისობის პრინციპებსა და მოთხოვნებს, ასევე, მათი
დაპროექტებისა და შემოწმების საფუძვლებს.

(2)P ენ 1995-ში განხილულია ხის კონსტრუქციების მხოლოდ მექანიკური წინაღობის,


საექსპლუატაციოდ ვარგისობის, ხანგამძლეობისა და ცეცხლმედეგობის მოთხოვნები. იგი
არ მოიცავს სხვა, მაგალითად, თბოიზოლაციის ან ბგერათიზოლაციის მოთხოვნებს.

(3) ენ 1995 განკუთვნილია შემდეგ დოკუმენტებთან ერთად გამოყენებისათვის:

ენ 1990 კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები;

ენ 1991 ზემოქმედებები კონსტრუქციებზე;

ენ 1998 სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება, თუ ხის კონსტრუქციები


სეისმურ ზონებშია;

ხის კონსტრუქციებისათვის გამოსაყენებელი მასალის შესაბამისი ენ-ები.

(4) ენ 1995 შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ენ 1995-1: ზოგადი მიმოხილვა;

ენ 1995-2: ხიდები.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
16
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(5) ენ 1995-1 (ზოგადი მიმოხილვა) შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ენ 1995-1-1 ზოგადი მიმოხილვა - საერთო წესები და წესები შენობებისათვის;

ენ 1995-1-2 ზოგადი წესები - ცეცხლმედეგი კონსტრუქციების დაპროექტება.

(6) ენ 1995-2 ითვალისწინებს ენ 1995-1-1-ში მოცემულ საერთო წესებს. ენ 1995-2-ში


მოცემული პუნქტები წარმოადგენს ენ 1995-1-ში მოცემული პუნქტების დამატებას.

1.1.2 ენ 1995-1-1-ის მოქმედების ფარგლები

(1) ენ 1995-1-1-ში მოცემულია დაპროექტების ზოგადი წესები ხის კონსტრუქციებისათვის


და დაპროექტების სპეციფიკური წესები შენობებისათვის.

(2) ენ 1995-1-1 შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ნაწილი 1: ზოგადი მიმოხილვა;

ნაწილი 2: დაპროექტების საფუძვლები;

ნაწილი 3: მასალის თვისებები;

ნაწილი 4: ხანგამძლეობა;

ნაწილი 5: კონსტრუქციული ანალიზის საფუძვლები;

ნაწილი 6: აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები;

ნაწილი 7: საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები;

ნაწილი 8: ლითონის სამაგრებიანი შეერთებები;

ნაწილი 9: ელემენტები და ანაკრები კონსტრუქციები;

ნაწილი 10: კონსტრუქციული დეტალიზება და კონტროლი.

(3)P ენ 1995-1-1-ში განხილული არ არის ისეთი კონსტრუქციების დაპროექტება,


რომლებიც ხანგრძლივად განიცდის 60°-ზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას.

1.2 ნორმატიულ დოკუმენტებზე მითითებები

(1) წინამდებარე ევროპული სტანდარტი მოიცავს დათარიღებულ ან დაუთარიღებელ


მითითებებს დებულებებზე სხვა პუბლიკაციებიდან. ეს ნორმატიული მითითებები
ციტირებულია ტექსტში სათანადო ადგილზე, ხოლო პუბლიკაციები წარმოდგენილია

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
17
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ქვემოთ. დათარიღებული მითითებებისათვის პუბლიკაციების შემდგომი ცვლილებები
ან შესწორებები გამოიყენება წინამდებარე ევროპულ სტანდარტთან მხოლოდ მაშინ, თუ
აღნიშნული ცვლილებები და შესწორებები შესულია მასში ცვლილების ან შესწორების
სახით. დაუთარიღებელი მითითებებისათვის (შესწორებების ჩათვლით) გამოიყენება
დამოწმებული პუბლიკაციის ბოლო გამოცემა.

ისო სტანდარტები:

ისო 2081:1986 ლითონის გარსაცმი; თუთიის გალვანიზებული გარსაცმი რკინაზე ან


ლითონზე;

ისო 2631-2:1989 მთლიანი კონსტრუქციის რხევაზე ადამიანის ზემოქმედების


შეფასება. ნაწილი 2: უწყვეტი და დარტყმით გამოწვეული რხევები
შენობებში (1-80 ჰც).

ევროპული სტანდარტები:

ენ 300:1997 ორიენტირებული მერქანბურბუშელას ფილები (OSB) -


განმარტებები, კლასიფიკაცია და მახასიათებლები;

ენ 301:1992 წებოვანი, ფენოლური და ამინოპლასტის მასალები ხის მზიდი


კონსტრუქციებისთვის; კლასიფიკაცია და საექსპლუატაციო
მოთხოვნები;

ენ 312-4:1996 მერქანბურბუშელას ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 4:


მოთხოვნები მშრალ გარემოში მზიდი ფილებისათვის;

ენ 312-5:1997 მერქანბურბუშელას ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 5:


მოთხოვნები ტენიან გარემოში მზიდი ფილებისათვის;

ენ 312-6:1996 მერქანბურბუშელას ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 6:


მოთხოვნები მშრალ გარემოში რთული რეჟიმისთვის განკუთვნილი
მზიდი ფილებისთვის;

ენ 312-7:1997 მერქანბურბუშელას ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 7:


მოთხოვნები ტენიან გარემოში რთული რეჟიმისთვის განკუთვნილი
მზიდი ფილებისათვის;

ენ 335-1:1992 ხის და გადამუშავებული ხის ნაწარმის ხანგამძლეობა - ბიოლოგიური


ზემოქმედების საშიშროების კლასების განმარტება. ნაწილი 1:
ზოგადი მიმოხილვა;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
18
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ენ 335-2:1992 ხის და გადამუშავებული ხის ნაწარმის ხანგამძლეობა - ბიოლოგიური
ზემოქმედების საშიშროების კლასების განმარტება. ნაწილი 2:
მასიური ხის მასალის გამოყენება;

ენ 335-3:1995 ხის და გადამუშავებული ხის ნაწარმის ხანგამძლეობა - ბიოლოგიური


ზემოქმედების საშიშროების კლასების განმარტება. ნაწილი 3:
გადამუშავებული ხის პანელების გამოყენება;

ენ 350-2:1994 ხის და გადამუშავებული ხის ნაწარმის ხანგამძლეობა - მასიური ხის


მასალის ბუნებრივი ხანგამძლეობა. ნაწილი 2: ევროპის
ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი შერჩეული ხის ჯიშების ბუნებრივი
ხანგამძლეობისა და დამუშავებადობის ინსტრუქცია;

ენ 351-1:1995 ხის ან გადამუშავებული ხის ნაწარმის ხანგამძლეობა - დამცავი


საშუალებით დამუშავებული მასიური ხის მასალა. ნაწილი 1:
დამცავი საშუალების შეღწევადობისა და შემკავებლობის
კლასიფიკაცია.

ენ 383:1993 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები. სოგმანის ტიპის


სამაგრების ჩამაგრების სიმტკიცისა და საძირკვლის მნიშვნელობების
განსაზღვრა;

ენ 385:2001 სამშენებელო ხის მასალა კბილანა შეერთებებით. საექსპლუატაციო


მოთხოვნები და წარმოების მინიმალური მოთხოვნები;

ენ 387:2001 წებოთი ლამინირებული ხის მასალა - წარმოების მოთხოვნები დიდი


კბილანა შეერთებებისათვის. საექსპლუატაციო მოთხოვნები და
წარმოების მინიმალური მოთხოვნები;

ენ 409:1993 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები. სოგმანის ტიპის


სამაგრების დენადობის ზღვარზე მომენტის განსაზღვრა -
ლურსმნები;

ენ 460:1994 ხის და გადამუშავებული ხის ნაწარმის ხანგამძლეობა - მასიური ხის


ბუნებრივი ხანგამძლეობა - ინსტრუქციები საშიშროების კლასებში
გამოსაყენებელი ხის ხანგამძლეობა მოთხოვნებისათვის;

ენ 594:1995 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები - ხის კარკასული კედლის


პანელების სიხისტე და სიმტკიცე განივი დეფორმაციისას;

ენ 622-2:1997 მერქანბოჭკოვანი ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 2: მოთხოვნები


მაღალი სიმკვირივის მერქანბოჭკოვანი ფილებისათვის;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
19
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ენ 622-3:1997 მერქანბოჭკოვანი ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 3: მოთხოვნები
საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილებისათვის;

ენ 622-4:1997 მერქანბოჭკოვანი ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 4: მოთხოვნები


დაბალი სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილებისათვის;

ენ 622-5:1997 მერქანბოჭკოვანი ფილები - მახასიათებლები. ნაწილი 5: მოთხოვნები


მშრალი მეთოდით დამუშავებული ფილებისათვის (MDF);

ენ 636-1:1996 შეწებებული ფანერი - მახასიათებლები. ნაწილი 1: მოთხოვნები


მშრალ გარემოში შეწებებული ფანერისათვის;

ენ 636-2:1996 შეწებებული ფანერი - მახასიათებლები. ნაწილი 2: მოთხოვნები


ტენიან გარემოში შეწებებული ფანერისათვის;

ენ 636-3:1996 შეწებებული ფანერი - მახასიათებლები. ნაწილი 3: მოთხოვნები


ექსტერიერში შეწებებული ფანერისათვის;

ენ 912:1999 ხის სამაგრები - ხის შემაერთებლების მახასიათებლები;

ენ 1075:1999 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები. პერფორირებული ლითონის


ფურცლის კავშირებიანი შეერთებების გამოცდა;

ენ 1380:1999 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები - მზიდი ლურსმნული


შეერთებები;

ენ 1381:1999 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები - მზიდი კავიანი შეერთებები;

ენ 1382:1999 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები - ხის სამაგრების


ამოგდებამედეგობა;

ენ 1383:1999 ხის კონსტრუქციები - გამოცდის მეთოდები - ხის სამაგრების ამოგლეჯაზე


გამოცდა;

ენ 1990:2002 ევროკოდი - კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები;

ენ 1991-1-1:2002 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-2:


ზოგადი ზემოქმედებები - სიმკვრივეები, საკუთარი წონა და
შენობებზე მოდებული დატვირთვები;

ენ 1991-1-3 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-3: ზოგადი


ზემოქმედებები - თოვლის ზემოქმედებები;

ენ 1991-1-4 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-4: ზოგადი


ზემოქმედებები - ქარის დატვირთვები;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
20
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ენ 1991-1-5 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-5: ზოგადი
ზემოქმედებები - თერმული ზემოქმედებები;

ენ 1991-1-6 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-6: ზოგადი


ზემოქმედებები - ზემოქმედებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

ენ 1991-1-7 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-7: ზოგადი


ზემოქმედებები - შემთხვევითი ზემოქმედებები;

ენ 10147:2000 უწყვეტად ცხლად მოთუთიებული კონსტრუქციული ლითონის


ფურცლისა და ზოლის მახასიათებლები - მიწოდების ტექნიკური
პირობები;

ენ 13271:2001 ხის სამაგრები - შემაერთებელიანი კვანძის მახასიათებელი


მზიდუნარიანობა და გაცურების მოდულები;

ენ 13986 კონსტრუქციაში გამოსაყენებელი გადამუშავებული ხის პანელები -


მახასიათებლები, შესაბამისობისა და მარკირების შეფასება;

ენ 14080 ხის კონსტრუქციები - წებოთი ლამინირებული ხის მასალა -


მოთხოვნები;

ენ 14081-1 ხის კონსტრუქციები - სიმტკიცის მიხედვით დახარისხებული


მართკუთხაგანივკვეთიანი სამშენებელო ხის მასალა - ნაწილი 1: ზოგადი
მოთხოვნები;

ენ 14250 ხის კონსტრუქციები. პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი


ქარხნული წამწეების წარმოების მოთხოვნები;

ენ 14279 ლამინირებული შპონის მასალა (LVL) - მახასიათებლები, განსაზღვრებები,


კლასიფიკაცია და მოთხოვნები;

ენ 14358 ხის კონსტრუქციები - სამაგრები და გადამუშავებული ხის ნაწარმი -


ნიმუშის 5-პროცენტილიანი მახასიათებელი მნიშვნელობისა და
ექსპლუატაციისთვის შესაბამისობის განსაზღვრის კრიტერიუმების
გაანგარიშება;

ენ 14374 ხის კონსტრუქციები - კონსტრუქციული ლამინირებული შპონის მასალა -


მოთხოვნები;

ენ 14544 სიმტკიცის გარკვეული კლასის მრგვალგანივკვეთიანი სიმტკიცის


მიხედვით დახარისხებული მრგვალგანივკვეთიანი სამშენებელო ხის
მასალა - მოთხოვნები;

ენ 14545 ხის კონსტრუქციები - შემაერთებლები - მოთხოვნები;


წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
21
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ენ 14592 ხის კონსტრუქციები - სამაგრები - მოთხოვნები;

ენ 26891:1991 ხის კონსტრუქციები. შეერთებები მექანიკური სამაგრებით.


სიმტკიცისა და დეფორმაციის მახასიათებლების განსაზღვრის
ზოგადი პრინციპები;

ენ 28970:1991 ხის კონსტრუქციები. მექანიკური სამაგრებიანი შეერთებების


გამოცდა; ხის სიმკვრივის მოთხოვნები (ისო 8970:1989).
შენიშვნა: ვინაიდან ენ 14250, ენ 14081-1, ენ 14080, ენ 13986, ენ 14374, ენ 14358, ენ 14544, ენ 14545 და ენ 14592
არ არის ევროპული სტანდარტები, დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ
დანართში.

1.3 ამოსავალი დებულებები

(1)P გამოიყენება ენ 1990:2002-ის ზოგადი დებულებები.

(2) კონსტრუქციული დეტალიზებისა და კონტროლის დამატებითი მოთხოვნები


მოცემულია მე-10 ნაწილში.

1.4 განსხვავება პრინციპებსა და გამოყენების წესებს შორის

(1)P გამოიყენება ენ 1990:2002-ის 1.4 პუნქტში მოცემული წესები.

1.5 ტერმინები და განმარტებები

1.5.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P გამოიყენება ენ 1990:2002-ის 1.5 პუნქტში მოცემული ტერმინები და განმარტებები.

1.5.2 ენ 1995-1-1-ში გამოყენებული დამატებითი ტერმინები და განმარტებები

1.5.2.1 მახასიათებელი მნიშვნელობა

იხილეთ ენ 1990:2002-ის 1.5.4.1.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
22
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1.5.2.2 სოგმანური შეერთება

წინასწარმოწყობილ ხვრელებში მჭიდროდ მორგებული და სოგმანის ღერძის


მართობულად დატვირთვების გადამცემი, ჩვეულებრივ ლითონის წრიული
ცილინდრული ღეროთი შეერთება, თავით ან მის გარეშე.

1.5.2.3 წონასწორული ტენშემცველობა

ტენშემცველობა, რომლის დროსაც ხე გარემოდან არც იღებს და არც კარგავს ტენიანობას.

1.5.2.4 ბოჭკოს გაჯერების წერტილი

ტენშემცველობა, რომლის დროსაც ხის უჯრედები სრულად გაჯერებულია.

1.5.2.5 ლამინირებული შპონის მასალა (LVL)

ენ 14279-ისა და ენ 14374-ის მიხედვით განსაზღვრული ლამინირებული შპონის მასალა.

1.5.2.6 ლამინირებული ხის ფენილი

ფილა, რომელიც შედგება მომიჯნავე პარალელური ან მთლიანტანიანი


ლამინირებებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ლურსმნებით, ჭანჭიკებით,
წინასწარდაძაბვით ან წებოთია შეერთებული.

1.5.2.7 ტენშემცველობა

ღუმელში გამომშრალი ხის მასალის მასის პროპორციული წყლის მასა ხეში.

1.5.2.8 განივი დეფორმაცია

ჰორიზონტალური ზემოქმედებებით გამოწვეული ეფექტი კედლის სიბრტყეში.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
23
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1.5.2.9 სიხისტის თვისება

თვისება, რომელიც გამოიყენება კონსტრუქციის ისეთი დეფორმაციის გაანგარიშებისას,


როგორიცაა, მაგალითად, დრეკადობის მოდული, ძვრის მოდული, გაცურების მოდული.

1.5.2.10 გაცურების მოდული

თვისება, რომელიც გამოიყენება კონსტრუქციის ორ ელემენტს შორის დეფორმაციის


გასაანგარიშებლად.

1.6 ენ 1995-1-1-ში გამოყენებული სიმბოლოები

ენ 1995-1-1-ისთვის გამოიყენება შემდეგი სიმბოლოები.

დიდი ლათინური ასოები

𝐴 განივკვეთის ფართობი;

𝐴ef პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირსა და ხეს შორის შეხების სრული


ზედაპირის ეფექტური ფართობი;

𝐴f თაროს განივკვეთის ფართობი;

𝐴net,t ბოჭკოს მართობული განივკვეთის ნეტო ფართობი;

𝐴net,v ბოჭკოს პარალელური ძვრის ნეტო ფართობი;

𝐶 ზამბარის სიხისტე;

𝐸0,05 დრეკადობის მოდულის 5-პროცენტილიანი მნიშვნელობა;

𝐸d დრეკადობის მოდულის საანგარიშო მნიშვნელობა;

𝐸mean დრეკადობის მოდულის საშუალო მნიშვნელობა;

𝐸mean,fin დრეკადობის მოდულის საბოლოო საშუალო მნიშვნელობა;

𝐹 ძალა;

𝐹A,Ed საანგარიშო ძალა, რომელიც მოქმედებს პერფორირებული ლითონის ფურცლის


კავშირზე ეფექტური ფართობის სიმძიმის ცენტრთან;

𝐹A,min,d მინიმალური საანგარიშო ძალა, რომელიც მოქმედებს პერფორირებული


ლითონის ფურცლის კავშირზე ეფექტური ფართობის სიმძიმის ცენტრთან;
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
24
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐹ax,Ed საანგარიშო ღერძული ძალა სამაგრზე;

𝐹ax,Rd სამაგრის ღერძული ამოგდებამედეგობის საანგარიშო მნიშვნელობა;

𝐹ax,Rk სამაგრის მახასიათებელი ღერძული ამოგდებამედეგობა;

𝐹c მკუმშავი ძალა;

𝐹d საანგარიშო ძალა;

𝐹d,ser საანგარიშო ძალა საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობისას;

𝐹f,Rd ცალკეული სამაგრის საანგარიშო მზიდუნარიანობა კედლის დიაფრაგმაში;

𝐹i,c,Ed რეაქციის საანგარიშო მკუმშავი ძალა სიხისტის კედლის ბოლოზე;

𝐹i,t,Ed რეაქციის საანგარიშო გამჭიმი ძალა სიხისტის კედლის ბოლოზე;

𝐹i,vert,Ed ვერტიკალური დატვირთვა კედელზე;

𝐹i,v,Rd 𝑖 პანელის (იხ. 9.2.4.2) ან 𝑖 კედლის (იხ. 9.2.4.3) საანგარიშო წინაღობა განივი
დეფორმაციისას;

𝐹la გვერდითი დატვირთვა;

𝐹M,Ed საანგარიშო მომენტით გამოწვეული საანგარიშო ძალა;

𝐹t გამჭიმი ძალა;

𝐹v,0,Rk შემაერთებლის მახასიათებელი მზიდუნარიანობა ბოჭკოს გასწვრივ;

𝐹v,Ed საანგარიშო ძვრის ძალა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ სიბრტყეზე;


ჰორიზონტალური საანგარიშო ეფექტი კედლის დიაფრაგმაზე;

𝐹v,Rd საანგარიშო მზიდუნარიანობა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ სიბრტყეზე; განივი


დეფორმაციისადმი საანგარიშო მედეგობა;

𝐹v,Rk მახასიათებელი მზიდუნარიანობა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ სიბრტყეზე;

𝐹v,w,Ed საანგარიშო ძვრის ძალა, რომელიც კედელზე მოქმედებს;

𝐹x,Ed ძალის საანგარიშო მნიშვნელობა x მიმართულებით;

𝐹y,Ed ძალის საანგარიშო მნიშვნელობა y მიმართულებით;

𝐹x,Rd ფურცლის მზიდუნარიანობის საანგარიშო მნიშვნელობა x მიმართულებით;

𝐹y,Rd ფურცლის მზიდუნარიანობის საანგარიშო მნიშვნელობა y მიმართულებით;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
25
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐹x,Rk ფურცლის მახასიათებელი მზიდუნარიანობა x მიმართულებით;

𝐹y,Rk ფურცლის მახასიათებელი მზიდუნარიანობა y მიმართულებით;

𝐺0,05 ძვრის მოდულის 5-პროცენტილიანი მნიშვნელობა;

𝐺d ძვრის მოდულის საანგარიშო მნიშვნელობა;

𝐺mean ძვრის მოდულის საშუალო მნიშვნელობა;

𝐻 წამწის აწევის სრული სიმაღლე;

𝐼f თაროს ინერციის მომენტი;

𝐼tor გრეხის ინერციის მომენტი;

𝐼z ინერციის მომენტი სუსტი ღერძის მიმართ;

𝐾ser გაცურების მოდული;

𝐾ser,fin საბოლოო გაცურების მომენტი;

𝐾u მყისიერი გაცურების მოდული აბსოლუტური ზვრული მდგომარეობებისას;

𝐿net,t ბოჭკოს მართობული განივკვეთის ნეტო სიგანე;

𝐿net,v ძვრისას რღვევის ფართობის ნეტო სიგრძე;

𝑀A,Ed საანგარიშო მომენტი, რომელიც პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირზე


მოქმედებს;

𝑀ap,d საანგარიშო მომენტი კეხის ზონაში;

𝑀d საანგარიშო მომენტი;

𝑀y,Rk სამაგრის მახასიათებელი მომენტი დენადობის ზღვარზე;

𝑁 ღერძული ძალა;

𝑅90,d საანგარიშო გახლეჩამედეგობა;

𝑅90,k მახასიათებელი გახლეჩამედეგობა;

𝑅ax,d ღერძულად დატვირთული შეერთების საანგარიშო მზიდუნარიანობა;

𝑅ax,k ღერძულად დატვირთული შეერთების მახასიათებელი მზიდუნარიანობა;

𝑅ax,α,k ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედი მახასიათებელი მზიდუნარიანობა;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
26
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑅d მზიდუნარიანობის საანგარიშო მნიშვნელობა;

𝑅ef,k შეერთების ეფექტური მახასიათებელი მზიდუნარიანობა;

𝑅iv,d კედლის განივი დეფორმაციისადმი საანგარიშო მედეგობა;

𝑅k მახასიათებელი მზიდუნარიანობა;

𝑅sp,k მახასიათებელი გახლეჩამედეგობა;

𝑅to,k დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლის მახასიათებელი მზიდუნარიანობა;

𝑅v,d კედლის დიაფრაგმის განივი დეფორმაციისადმი საანგარიშო მედეგობა;

𝑉 ძვრის ძალა; მოცულობა;

𝑉u, 𝑉1 ძვრის ძალები ხვრელიანი კოჭის ზედა და ქვედა ნაწილში;

𝑊y წინაღობის მომენტი 𝑦 ღერძის მიმართ;

𝑋d სიმტკიცის თვისების საანგარიშო მნიშვნელობა;

𝑋k სიმტკიცის თვისების მახასიათებელი მნიშვნელობა;

პატარა ლათინური ასოები


𝑎 მანძილი;

𝑎1 ერთ რიგში ბოჭკოს პარალელური სამაგრებშორისი ბიჯი;

𝑎2 სამაგრების რიგების ბიჯი ბოჭკოს მართობულად;

𝑎3,c მანძილი სამაგრსა და დაუტვირთავ ბოლოს შორის;

𝑎3,t მანძილი სამაგრსა და დატვირთულ ბოლოს შორის;

𝑎4,c მანძილი სამაგრსა და დაუტვირთავ კიდეს შორის;

𝑎4,t მანძილი სამაგრსა და დატვირთულ კიდეს შორის;

𝑎bow წამწის ელემენტის მაქსიმალური გამრუდება;

𝑎bow,perm წამწის ელემენტის დასაშვები მაქსიმალური გამრუდება;

𝑎dev წამწის მაქსიმალური გადახრა;

𝑎dev,perm წამწის მაქსიმალური დასაშვები გადახრა;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
27
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑏 სიგანე;

𝑏i 𝑖 პანელის (9.2.4.2-ში) ან 𝑖 კედლის (9.2.4.3-ში) სიგანე;

𝑏net სოგმანთშორისი სუფთა მანძილი;

𝑏w კედლის სიგანე;

𝑑 დიამეტრი;

𝑑1 შემაერთებლის ცენტრალური ხვრელის დიამეტრი;

𝑑c შემაერთებლის დიამეტრი;

𝑑ef ეფექტური დიამეტრი;

𝑓h,i,k ხის 𝑖 ელემენტის ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑓a,0,0 დაანკერების მახასიათებელი მზიდუნარიანობა ერთეულ ფართობზე, როდესაც


𝛼 = 0° და 𝛽 = 0°;

𝑓a,90,90 დაანკერების მახასიათებელი მზიდუნარიანობა ერთეულ ფართობზე, როდესაც


𝑎 = 90° და 𝛽 = 90°;

𝑓a,α,β,k დაანკერების მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑓ax,k ლურსმნების ამოგდების მახასიათებელი პარამეტრი;

𝑓c,0,d საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას ბოჭკოს გასწვრივ;

𝑓c,w,d კედლის საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას;

𝑓f,c,d თაროს საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას;

𝑓c,90,k მახასიათებელი სიმტკიცე კუმშვისას ბოჭკოს მართობულად;

𝑓f,t,d თაროს საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას;

𝑓h,k ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑓head,k ლურსმნების ამოგლეჯის მახასიათებელი პარამეტრი;

𝑓1 რხევის ძირითადი სიხშირე;

𝑓m,k მახასიათებელი სიმტკიცე ღუნვისას;

𝑓m,y,d საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას ძირითადი y ღერძის მიმართ;

𝑓m,z,d საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას ძირითადი z ღერძის მიმართ;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
28
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑓m,α,d საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას ბოჭკოს მიმართ α კუთხით;

𝑓t,0,d საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას ბოჭკოს გასწვრივ;

𝑓t,0,k მახასიათებელი სიმტკიცე გაჭიმვისას ბოჭკოს გასწვრივ;

𝑓t,90,d საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას ბოჭკოს მართობულად;

𝑓t,w,d კედლის საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას;

𝑓u,k ჭანჭიკების მახასიათებელი სიმტკიცე გაჭიმვისას;

𝑓v,0,d პანელის ძვრისადმი საანგარიშო სიმტკიცე;

𝑓v,ax,α,k ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედი ამოგდებისას მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑓v,ax,90,k ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი ამოგდებისას მახასიათებელი


სიმტკიცე;

𝑓v,d საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას;

ℎ სიღრმე; კედლის სიმაღლე;

ℎap კეხის ზონის სიმაღლე;

ℎd ხვრელის სიღრმე;

ℎe ჩამაგრების სიღრმე;

ℎe დატვირთული კიდის სიგრძე;

ℎef ეფექტური სიმაღლე;

ℎf,c შეკუმშული თაროს სიმაღლე;

ℎf,t გაჭიმული თაროს სიმაღლე;

ℎIl მანძილი ხვრელის ქვედა კიდიდან ელემენტის ქვედა ზედაპირამდე;

ℎru მანძილი ხვრელის ზედა კიდიდან ელემენტის ზედა ზედაპირამდე;

ℎw კედლის სიმაღლე;

𝑖 კილოს დახრა;

𝑘c,y ან 𝑘c,z არამდგრადობის კოეფიციენტი;

𝑘crit გვერდული მდგრადობის დაკარგვის კოეფიციენტი;

𝑘d პანელის ზომის კოეფიციენტი;


წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
29
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑘def დეფორმაციის კოეფიციენტი;

𝑘dis კეხის ზონაში ძაბვების განაწილების კოეფიციენტი;

𝑘f,1 , 𝑘f,2 , 𝑘f,3 კავშირების წინაღობის მოდიფიკაციის კოეფიციენტები;

𝑘h სიმაღლის კოეფიციენტი;

𝑘i,q თანაბრად განაწილებული დატვირთვის კოეფიციენტი;

𝑘m განივკვეთში ღუნვისას ძაბვების გადანაწილების კოეფიციენტი;

𝑘mod დატვირთვისა და ტენშემცველობის ხანგრძლივობის მოდიფიკაციის


კოეფიციენტი;

𝑘n შესაფუთი მასალის კოეფიციენტი;

𝑘r შემცირების კოეფიციენტი;

𝑘R,red მზიდუნარიანობის შემცირების კოეფიციენტი;

𝑘s სამაგრებშორისი ბიჯის კოეფიციენტი; ზამბარის სიხისტის მოდიფიკაციის


კოეფიციენტი;

𝑘s,red ბიჯის შემცირების კოეფიციენტი;

𝑘shape განივკვეთის ფორმის შესაბამისი კოეფიციენტი;

𝑘sys სისტემის სიმტკიცის კოეფიციენტი;

𝑘v კილოს მქონე კოჭების შემცირების კოეფიციენტი;

𝑘vol მოცულობის კოეფიციენტი;

𝑘y ან 𝑘z არამდგრადობის კოეფიციენტი;

ℓa,min ჩაწებებული ღეროს დაანკერების მინიმალური სიგრძე;

ℓ მალი; შეხების სიგრძე;

ℓA ხვრელის საყრდენი მანძილი;

ℓef ეფექტური სიგრძე; განაწილების ეფექტური სიგრძე;

ℓV მანძილი ხვრელიდან ელემენტის ბოლომდე;

ℓZ ხვრელების ბიჯი;

𝑚 მასა ერთეულ ფართობზე;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
30
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑛40 40 ჰც-ზე დაბალი სიხშირეების რაოდენობა;

𝑛ef სამაგრების ეფექტური რაოდენობა;

𝑝d განაწილებული დატვირთვა;

𝑞i თანაბრად განაწილებული ეკვივალენტური დატვირთვა;

𝑟 სიმრუდის რადიუსი;

𝑠 ბიჯი;

𝑠0 სამაგრებშორისი პირობითი ბიჯი;

𝑟in შიგა რადიუსი;

𝑡 სისქე;

𝑡pen შეღწევის სიღრმე;

𝑢creep ცოცვადობით გამოწვეული დეფორმაცია;

𝑢fin საბოლოო დეფორმაცია;

𝑢fin,G მუდმივი 𝐺 ზემოქმედების საბოლოო დეფორმაცია;

𝑢fin,Q,1 დომინანტი ცვლადი 𝑄1 ზემოქმედების საბოლოო დეფორმაცია;

𝑢fin,Q,i თანმხლები ცვლადი 𝑄i ზემოქმედებების საბოლოო დეფორმაცია;

𝑢inst მყისიერი დეფორმაცია;

𝑢inst,G მუდმივი 𝐺 ზემოქმედების მყისიერი დეფორმაცია;

𝑢inst,Q,1 დომინანტი ცვლადი 𝑄1 ზემოქმედების მყისიერი დეფორმაცია;

𝑢inst,Q,i თანმხლები ცვლადი 𝑄i ზემოქმედებების მყისიერი დეფორმაცია;

𝑤c სამშენებლო აწევა;

𝑤creep ცოცვადობით გამოწვეული ჩაღუნვა;

𝑤fin საბოლოო ჩაღუნვა;

𝑤inst მყისიერი ჩაღუნვა;

𝑤net,fin საბოლოო ნეტო ჩაღუნვა;

𝑣 სიჩქარის იმპულსური გარდამავალი მახასიათებელი;

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
31
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
პატარა ბერძნული ასოები

𝛼 კუთხე x მიმართულებასა და პერფორირებული ლითონის ფურცლის ძალას


შორის; კუთხე ძალასა და ბოჭკოს მიმართულებას შორის; კუთხე დატვირთვის
მიმართულებასა და დატვირთულ კიდეს (ან ბოლოს) შორის;

𝛽 კუთხე ბოჭკოს მიმართულებასა და პერფორირებული ლითონის ფურცლის ძალას


შორის;

𝛽c სწორხაზოვნობის კოეფიციენტი;

𝛾 კუთხე x მიმართულებასა და პერფორირებული ლითონის ფურცლის ხესთან


შეერთების ხაზს შორის;

𝛾M არის მასალის თვისებების კერძო კოეფიციენტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს


მოდელის პარამეტრების უზუსტობებსა და ზომების ცვლილებებს;

𝜆y y ღერძის მიმართ ღუნვის შესაბამისი მოქნილობის კოეფიციენტი;

𝜆z z ღერძის მიმართ ღუნვის შესაბამისი მოქნილობის კოეფიციენტი;

𝜆rel,y y ღერძის მიმართ ღუნვის შესაბამისი ფარდობითი მოქნილობის კოეფიციენტი;

𝜆rel,z z ღერძის მიმართ ღუნვის შესაბამისი ფარდობითი მოქნილობის კოეფიციენტი;

𝜌k მახასიათებელი სიმკვრივე;

𝜌m საშუალო სიმკვრივე;

𝜎c,0,d საანგარიშო მკუმშავი ძაბვა ბოჭკოს გასწვრივ;

𝜎c,α,d საანგარიშო მკუმშავი ძაბვა ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით;

𝜎f,c,d თაროს საშუალო საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝜎f,c,max,d თაროს კიდური ბოჭკოების საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝜎f,t,d თაროს საშუალო საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝜎f,t,max,d თაროს კიდური ბოჭკოების საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝜎m,crit კრიზისული მღუნავი ძაბვა;

𝜎m,y,d ძირითადი y ღერძის მიმართ საანგარიშო მღუნავი ძაბვა;

𝜎m,z,d ძირითადი z ღერძის მიმართ საანგარიშო მღუნავი ძაბვა;

𝜎m,α,d საანგარიშო მღუნავი ძაბვა ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით;


წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
32
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝜎N ღერძული ძაბვა;

𝜎t,0,d საანგარიშო გამჭიმი ძაბვა ბოჭკოს გასწვრივ;

𝜎t,90,d საანგარიშო გამჭიმი ძაბვა ბოჭკოს მართობულად;

𝜎w,c,d კედლის საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝜎w,t,d კედლის საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝜏d საანგარიშო მხები ძაბვა;

𝜏F,d ღერძული ძალით გამოწვეული დაანკერების საანგარიშო ძაბვა;

𝜏M,d მომენტით გამოწვეული დაანკერების საანგარიშო ძაბვა;

𝜏tor,d გრეხით გამოწვეული საანგარიშო მხები ძაბვა;

𝜓0 ცვლადი ზემოქმედების შეხამების მნიშვნელობის კოეფიციენტი;

𝜓2 ცვლადი ზემოქმედების კვაზიპერმანენტული მნიშვნელობის კოეფიციენტი;

𝜁 მილევის მოდალური კოეფიციენტი.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
33
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 2 დაპროექტების საფუძვლები

2.1 მოთხოვნები

2.1.1 ძირითადი მოთხოვნები

(1)P ხის კონსტრუქციების დაპროექტება უნდა შეესაბამებოდეს ენ 1990:2002-ს.

(2) ხის კონსტრუქციებისთვის ასევე უნდა გამოიყენებოდეს ამ ნაწილში მოცემული


დამატებითი დებულებები.

(3) ხის კონსტრუქციებისთვის ენ 1990:2002-ის მე-2 ნაწილის ძირითადი მოთხოვნები


დაკმაყოფილებულია, თუ გამოყენებულია აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობით
დაპროექტება კერძო კოეფიციენტის მეთოდთან (ზემოქმედებებისა და მათი
შეხამებებისთვის გათვალისწინებულია ენ 1990:2002 და ენ 1991, ხოლო წინაღობებისთვის
ენ 1995) და საექსპლუატაციო და ხანგამძლეობის წესებთან ერთად.

2.1.2 საიმედოობის მართვა

(1) საიმედოობის განსხვავებული დონეების უზრუნველსაყოფად სათანადოდ უნდა


შეირჩეს დაპროექტებისა და აგებისას საიმედოობის მართვა ენ 1990:2002-ის C დანართის
შესაბამისად.

2.1.3 საანგარიშო საექსპლუატაციო ვადა და ხანგამძლეობა

(1) გამოიყენება ენ 1990:2002-ის 2.3.

2.2 ზღვრულ მდგომარეობაზე დაპროექტების პრინციპები

2.2.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P სხვადასხვა ზღვრული მდგომარეობის საანგარიშო მოდელები, საჭიროებისას, უნდა


ითვალისწინებდეს:

- მასალის განსხვავებულ თვისებებს (მაგ., სიმტკიცესა და სიხისტეს);


- მასალის განსხვავებულ დროზე დამოკიდებულ ქცევას (დატვირთვის
ხანგრძლივობას, ცოცვადობას);
- განსხვავებულ კლიმატურ პირობებს (ტემპერატურას, ტენიანობის ცვლილებებს);

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
34
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
- განსხვავებულ საანგარიშო სიტუაციებს (მშენებლობის ეტაპებს, დაყრდნობის
პირობების ცვლილებას).

2.2.2 აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები

(1)P აუცილებელია, კონსტრუქციების ანალიზის დროს გამოიყენებოდეს სიხისტის


თვისებების შემდეგი მნიშვნელობები:

- საშუალო მნიშვნელობები ისეთი კონსტრუქციის პირველი რიგის წრფივი


დრეკადი ანალიზისთვის, რომლის შიგა ძალების განაწილებაზე გავლენას არ
ახდენს კონსტრუქციაში სიხისტის განაწილება (მაგ., ყველა ელემენტს ერთსა და
იმავე დროზე დამოკიდებული თვისებები აქვს);
- სიმტკიცის მიმართ უდიდესი ძაბვის გამომწვევი დატვირთვის მდგენელისთვის
შესწორებული საბოლოო საშუალო მნიშვნელობები ისეთი კონსტრუქციის
პირველი რიგის წრფივი დრეკადი ანალიზისთვის, რომლის შიგა ძალების
განაწილებაზე გავლენას ახდენს კონსტრუქციაში სიხისტის განაწილება (მაგ.,
კომპოზიტური ელემენტები, რომლებიც შედგება სხვადასხვა დროზე
დამოკიდებული თვისების მქონე მასალებისგან);
- საანგარიშო მნიშვნელობები, რომლებიც დატვირთვის ხანგრძლივობისთვის
შესწორებული არ არის, კონსტრუქციის მეორე რიგის წრფივი დრეკადი
ანალიზისთვის.
შენიშვნა 1: დატვირთვის ხანგრძლივობისათვის შესწორებული საბოლოო საშუალო მნიშვნელობებისათვის
იხილეთ 2.3.2.2(2).

შენიშვნა 2: სიხისტის თვისებების საანგარიშო მნიშვნელობებისათვის იხილეთ 2.4.1(2)P.

(2) აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობისათვის 𝐾u შეერთების გაცურების მოდული


ასე უნდა განისაზღვროს:
2
𝐾u = 𝐾 (2.1),
3 ser
სადაც 𝐾ser არის გაცურების მოდული (იხ. 2.2.3(3)P).

2.2.3 საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები

(1)P კონსტრუქციის დეფორმაცია, რომელიც გამოწვეულია ზემოქმედებების


(როგორებიცაა, მაგალითად, ღერძული და ძვრის ძალები, მღუნავი მომენტები და კვანძის
გაცურება) ეფექტებითა და ტენიანობით, უნდა დარჩეს სათანადო ფარგლებში,
ზედაპირის მასალების, გადახურვების, იატაკების, ტიხრებისა და მოპირკეთების

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
35
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
დაზიანების ალბათობის, ფუნქციური მოთხოვნებისა და იერსახესთან დაკავშირებული
მოთხოვნების გათვალისწინებით.

(2) 𝑢inst მყისიერი დეფორმაცია (იხ. 7.1 ნახაზი) უნდა გაანგარიშდეს ზემოქმედებების
მახასიათებელი შეხამებისათვის (იხ. ენ 1990-ის პუნქტი 6.5.3(2) a) დრეკადობის, ძვრისა
და გაცურების სათანადო მოდულების საშუალო მნიშვნელობების გამოყენებით.

(3) 𝑢fin საბოლოო დეფორმაცია (იხ. 7.1 ნახაზი) უნდა გაანგარიშდეს ზემოქმედებების
კვაზიპერმანენტული შეხამებისათვის (იხ. ენ 1990-ის პუნქტი 6.5.3(2) c)).

(4) თუ კონსტრუქცია შედგება სხვადასხვა ცოცვადობის ქცევის მქონე ელემენტების ან


კომპონენტებისაგან, საბოლოო დეფორმაცია უნდა გაანგარიშდეს დრეკადობის, ძვრისა
და გაცურების სათანადო მოდულების საბოლოო საშუალო მნიშვნელობების
გამოყენებით 2.3.2.2(1)-ის შესაბამისად.

(5) ზემოქმედებებსა და შესაბამის დეფორმაციებს შორის წრფივი დამოკიდებულების


დაშვებისას კონსტრუქციებისათვის, რომლებიც შედგება ერთი და იმავე ცოცვადობის
ქცევის მქონე ელემენტების ან კომპონენტებისაგან (2.2.3(3)-ის გამარტივების სახით), 𝑢fin
საბოლოო დეფორმაცია შეიძლება აღებული იყოს, როგორც:

𝑢fin = 𝑢fin,G + 𝑢fin,Q1 + 𝑢fin,Qi (2.2),

სადაც:

𝑢fin,G = 𝑢inst,G (1 + 𝑘def ) მუდმივი 𝐺 ზემოქმედებისათვის (2.3)

𝑢fin,Q,1 = 𝑢inst,Q,1 (1 + 𝜓2,1 𝑘def ) დომინანტი 𝑄1 ცვლადი ზემოქმედებისათვის (2.4)

𝑢fin,Q,i = 𝑢inst,Q,i (𝜓0,i + 𝜓2,i 𝑘def ) თანმხლები 𝑄i ცვლადი ზემოქმედებისათვის (i > 1)


(2.5)

𝑢inst,G, 𝑢inst,Q,1, 𝑢inst,Q,i არის, შესაბამისად, 𝐺, 𝑄1 და 𝑄i ზემოქმედების მყისიერი


დეფორმაციები;

𝜓2,1 , 𝜓2,i არის ცვლადი ზემოქმედებების კვაზიპერმანენტული მნიშვნელობის


კოეფიციენტები;

𝜓0,i არის ცვლადი ზემოქმედებების შეხამების მნიშვნელობის კოეფიციენტები;

𝑘def მოცემულია 3.2 ცხრილში ხისა და გადამუშავებული ხის მასალებისათვის, ხოლო


2.3.2.2(3)-სა და 2.3.2.2(4)-ში - შეერთებებისათვის.

(2.3)-(2.5) გამოსახულებების გამოყენებისას 𝜓2 კოეფიციენტები ენ 1990:2002-ის (6.16a)-სა


და (6.16b) გამოსახულებებში უგულებელყოფილი უნდა იყოს.
შენიშვნა: გამარტივებული მეთოდის გამოყენება მართებულია უმეტეს შემთხვევებში.
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
36
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(6) საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობებისათვის, რხევების
თვალსაზრისით, უნდა გამოიყენებოდეს სათანადო სიხისტის მოდულების საშუალო
მნიშვნელობები.

2.3 ძირითადი ცვლადები

2.3.1 ზემოქმედებები და გარემოს გავლენა

2.3.1.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) დაპროექტებაში გამოსაყენებელი ზემოქმედებები შეიძლება განისაზღვროს ენ 1991-ის


შესაბამისი ნაწილებიდან.
შენიშვნა 1: დაპროექტებაში გამოსაყენებელია ენ 1991-ის შემდეგი ნაწილები:

ენ 1991-1-1 სიმკვრივეები, საკუთარი წონა, შენობებზე მოდებული დატვირთვები;

ენ 1991-1-3 თოვლის დატვირთვები;

ენ 1991-1-4 ქარის ზემოქმედებები;

ენ 1991-1-5 თერმული ზემოქმედებები;

ენ 1991-1-6 ზემოქმედებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

ენ 1991-1-7 შემთხვევითი ზემოქმედებები.

(2)P დატვირთვისა და ტენშემცველობის ხანგრძლივობა ზემოქმედებას ახდენს ხისა და


გადამუშავებული ხის ელემენტების სიმტკიცესა და სიხისტის თვისებებზე და
გათვალისწინებული უნდა იყოს მექანიკური წინაღობისა და საექსპლუატაციო
ვარგისობის გაანგარიშებისას.

(3)P აუცილებელია ხის მასალაში ტენშემცველობის ცვლილებების ეფექტებით


გამოწვეული ზემოქმედებების გათვალისწინება.

2.3.1.2 დატვირთვის ხანგრძლივობის კლასები

(1)P დატვირთვის ხანგრძლივობის კლასები ხასიათდება იმ მუდმივი დატვირთვის


ეფექტით, რომელიც მოქმედებს კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადის გარკვეულ
პერიოდში. ცვლადი ზემოქმედებისათვის შესაბამისი კლასი უნდა განისაზღვროს დროის
მიხედვით დატვირთვის ტიპური ცვალებადობის შეფასების საფუძველზე.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
37
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2)P სიმტკიცისა და სიხისტის გასაანგარიშებლად ზემოქმედებები შეიძლება
კლასიფიცირდეს 2.1 ცხრილში მოცემულ დატვირთვის ხანგრძლივობის ერთ-ერთ
კლასში.

ცხრილი 2.1 - დატვირთვის ხანგრძლივობის კლასები

დატვირთვის მახასიათებელი დატვირთვის კლასიფიკაცია დაგროვილი


ხანგრძლივობის კლასი ხანგრძლივობის მიხედვით
მუდმივი 10 წელზე მეტი
ხანგრძლივი 6 თვიდან 10 წლამდე

საშუალო ხანგრძლივობისა 1 კვირიდან 6 თვემდე


ხანმოკლედ ერთ კვირაზე ნაკლები
მყისიერი

შენიშვნა: დატვირთვის ხანგრძლივობის კლასიფიკაციის მაგალითები მოცემულია 2.2 ცხრილში. ვინაიდან


კლიმატური დატვირთვები (თოვლი, ქარი) იცვლება ქვეყნების მიხედვით, დატვირთვის ხანგრძლივობის
კლასებად დაყოფა შეიძლება განისაზღვროს ეროვნულ დანართში.

ცხრილი 2.2 - დატვირთვის ხანგრძლივობის კლასიფიკაციის მაგალითები

დატვირთვის ხანგრძლივობის კლასი დატვირთვის მაგალითები


მუდმივი საკუთარი წონა
ხანგრძლივი დასაწყობება
საშუალო ხანგრძლივობისა გადახურვაზე მოდებული დატვირთვა, თოვლი
ხანმოკლე თოვლი, ქარი
მყისიერი ქარი, შემთხვევითი დატვირთვა

2.3.1.3 ექსპლუატაციის კლასები

(1)P აუცილებელია კონსტრუქციების ქვემოთ მოცემული ექსპლუატაციის კლასების


მიხედვით კლასიფიცირება:
შენიშვნა 1: ექსპლუატაციის კლასის სისტემა ძირითადად გამოიყენება სიმტკიცის მნიშვნელობების
განსასაზღვრავად და ცალკეული გარემო პირობებში დეფორმაციების გასაანგარიშებლად.

შენიშვნა 2: ინფორმაცია კონსტრუქციებისათვის (2)P-ში, (3)P-სა და (4)P-ში მოცემული ექსპლუატაციის


კლასებად კლასიფიკაციის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

(2)P ექსპლუატაციის I კლასი ხასიათდება მასალებში 20°C ტემპერატურის შესაბამისი


ტენშემცველობით და გარემოს ფარდობითი ტენიანობით, რომელიც ერთ წელიწადში
მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში აღემატება 65%-ს.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
38
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
შენიშვნა: ექსპლუატაციის I კლასისთვის წიწვოვანი ხის მასალების უმეტესობაში საშუალო ტენშემცველობა
არ აღემატება 12%-ს.

(3)P ექსპლუატაციის II კლასი ხასიათდება მასალებში 20°C ტემპერატურის შესაბამისი


ტენშემცველობითა და გარემოს ფარდობითი ტენიანობით, რომელიც ერთ წელიწადში
მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში აღემატება 85%-ს.
შენიშვნა: ექსპლუატაციის II კლასისთვის წიწვოვანი ხის მასალების უმეტესობაში საშუალო
ტენშემცველობა არ აღემატება 20%-ს.

(4)P ექსპლუატაციის III კლასი ხასიათდება კლიმატური პირობებით, რომლებიც


განაპირობებს ექსპლუატაციის II კლასისთვის დამახასიათებელზე მეტ ტენშემცველობას.

2.3.2 მასალები და პროდუქტის თვისებები

2.3.2.1 დატვირთვის ხანგრძლივობისა და ტენიანობის გავლენა სიმტკიცეზე

(1) დატვირთვის ხანგრძლივობისა და ტენშემცველობის სიმტკიცეზე გავლენისთვის (იხ.


2.4.1) მოდიფიკაციის კოეფიციენტები მოცემულია 3.1.3-ში.

(2) თუ შეერთება შედგება განსხვავებულ დროზე დამოკიდებული ქცევის მქონე ხის ორი
ელემენტისგან, საანგარიშო მზიდუნარიანობა უნდა გაანგარიშდეს შემდეგი 𝑘mod
მოდიფიკაციის კოეფიციენტით:

𝑘mod = √𝑘mod,1 𝑘mod,2 (2.6),

სადაც 𝑘mod,1 და 𝑘mod,2 ხის ორი ელემენტის მოდიფიკაციის კოეფიციენტებია.

2.3.2.2 დატვირთვის ხანგრძლივობისა და ტენის გავლენა დეფორმაციებზე

(1) თუ კონსტრუქცია შედგება განსხვავებულ დროზე დამოკიდებული თვისებების მქონე


ელემენტებისგან ან კომპონენტებისგან, საექსპლუატაციო ზღვრული
მდგომარეობებისთვის საბოლოო დეფორმაციის გასაანგარიშებლად გამოყენებული
𝐸mean,fin დრეკადობის მოდულის, 𝐺mean,fin ძვრის მოდულისა და 𝐾ser,fin გაცურების
მოდულის საბოლოო საშუალო მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს შემდეგი
გამოსახულებებით:
𝐸mean
𝐸mean,fin = (2.7)
(1 + 𝑘def )
𝐺mean
𝐺mean,fin = (2.8)
(1 + 𝑘def )

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
39
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐾ser
𝐾ser,fin = (2.9)
(1 + 𝑘def )

(2) თუ ელემენტების ძალებისა და მომენტების განაწილებაზე გავლენას ახდენს


კონსტრუქციაში სიხისტის განაწილება, აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობებისთვის
𝐸mean,fin დრეკადობის მოდულის, 𝐺mean,fin ძვრის მოდულისა და 𝐾ser,fin გაცურების
მოდულის საბოლოო საშუალო მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს შემდეგი
გამოსახულებებით:
𝐸mean
𝐸mean,fin = (2.10)
(1 + 𝜓2 𝑘def )
𝐺mean
𝐺mean,fin = (2.11)
(1 + 𝜓2 𝑘def )
𝐾ser
𝐾ser,fin = (2.12),
(1 + 𝜓2 𝑘def )

სადაც:

𝐸mean არის დრეკადობის მოდულის საშუალო მნიშვნელობა;

𝐺mean არის ძვრის მოდულის საშუალო მნიშვნელობა;

𝐾ser არის გაცურების მოდული;

𝑘def არის ცოცვადობით გამოწვეული დეფორმაციის შესამოწმებელი კოეფიციენტი


ექსპლუატაციის შესაბამისი კლასის გათვალისწინებით;

𝜓2 არის სიმტკიცის მიმართ უდიდესი ძაბვის გამომწვევი ზემოქმედების კვაზი-


პერმანენტული მნიშვნელობის კოეფიციენტი (თუ ეს ზემოქმედება მუდმივია, 𝜓2 -
ს უნდა ჩაენაცვლოს 1).
შენიშვნა 1: 𝑘def -ის მნიშვნელობები მოცემულია 3.1.4-ში.

შენიშვნა 2: 𝜓2 -ის მნიშვნელობები მოცემულია ენ 1990:2002-ში.

(3) თუ შეერთება შედგება ერთსა და იმავე დროზე დამოკიდებული ქცევის ხის


ელემენტებისგან, 𝑘def -ის მნიშვნელობა უნდა გაორმაგდეს.

(4) თუ შეერთება შედგება დროზე დამოკიდებული განსხვავებული ქცევის მქონე


გადამუშავებული ხის ორი ელემენტისგან, საბოლოო დეფორმაცია უნდა გაანგარიშდეს
შემდეგი 𝑘def დეფორმაციის კოეფიციენტით:

𝑘def = √2𝑘def,1 𝑘def,2 (2.13),

სადაც 𝑘def,1 და 𝑘def,2 ხის ორი ელემენტის დეფორმაციის კოეფიციენტებია.


წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
40
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
2.4 კერძო კოეფიციენტის მეთოდით შემოწმება

2.4.1 მასალის თვისების საანგარიშო მნიშვნელობა

(1)P სიმტკიცის თვისების 𝑋d საანგარიშო მნიშვნელობა ასე უნდა განისაზღვროს:


𝑋k
𝑋d = 𝑘mod (2.14),
𝛾M

სადაც:

𝑋k არის სიმტკიცის თვისების მახასიათებელი მნიშვნელობა;

𝛾M არის მასალის თვისების კერძო კოეფიციენტი;

𝑘mod არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დატვირთვის


ხანგრძლივობისა და ტენშემცველობის ეფექტს.
შენიშვნა 1: 𝑘mod -ის მნიშვნელობები მოცემულია 3.1.3-ში.

შენიშვნა 2: მასალის თვისებების (𝛾M ) კერძო კოეფიციენტების რეკომენდებული მნიშვნელობები


მოცემულია 2.3 ცხრილში. ინფორმაცია ეროვნული არჩევანის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ
დანართში.

ცხრილი 2.3 - 𝜸𝐌 რეკომენდებული კერძო კოეფიციენტები მასალის თვისებებისა და


წინაღობებისათვის

ძირითადი შეხამებები:
მასიური ხის მასალა 1,3
წებოთი ლამინირებული ხის მასალა 1,25
ლამინირებული შპონის მასალა (LVL), შეწებებული ფანერი, 1,2
ორიენტირებული მერქანბურბუშელას ფილები (OSB)
მერქანბურბუშელას ფილა 1,3
მერქანბოჭკოვანი ფილები, მაღალი სიმკვრივისა 1,3
მერქანბოჭკოვანი ფილები, საშუალო სიმკვრივისა 1,3
მერქანბოჭკოვანი ფილები, მდფ (MDF) 1,3
მერქანბოჭკოვანი ფილები, დაბალი სიმკვრივისა 1,3
შეერთებები 1,3
პერფორირებული ლითონის ფურცლის სამაგრები 1,25
შემთხვევითი შეხამებები 1,0

(2)P ელემენტის 𝐸d ან 𝐺d საანგარიშო სიხისტის თვისება ასე უნდა განისაზღვროს:


𝐸mean
𝐸d = (2.15)
𝛾M

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
41
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐺mean
𝐺d = (2.16),
𝛾M

სადაც:

𝐸mean არის დრეკადობის მოდულის საშუალო მნიშვნელობა;

𝐺mean არის ძვრის მოდულის საშუალო მნიშვნელობა.

2.4.2 გეომეტრიული მახასიათებლების საანგარიშო მნიშვნელობები

(1) განივკვეთებისა და სისტემების გეომეტრიული მახასიათებლები შეიძლება


გათვალისწინებული იყოს hენ პროდუქტის სტანდარტების ან სამონტაჟო ნახაზების
შესაბამისი ნომინალური მნიშვნელობების სახით.

(2) ენ 1995-1-1-ში განსაზღვრული გეომეტრიული დეფექტების საანგარიშო


მნიშვნელობები მოიცავს:

- ელემენტების გეომეტრიული დეფექტების ეფექტებს;


- წარმოებისა და მონტაჟის კონსტრუქციული დეფექტების ეფექტებს;
- მასალების არაერთგვაროვნების (მაგ., კოჟრების გამო) ეფექტებს.

2.4.3 საანგარიშო წინაღობები

(1)P წინაღობის (მზიდუნარიანობის) 𝑅d საანგარიშო მნიშვნელობა ასე უნდა


განისაზღვროს:
𝑅k
𝑅d = 𝑘mod (2.17),
𝛾M

სადაც:

𝑅k არის მზიდუნარიანობის მახასიათებელი მნიშვნელობა;

𝛾M არის მასალის თვისების კერძო კოეფიციენტი;

𝑘mod არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დატვირთვისა და


ტენშემცველობის ხანგრძლივობის ეფექტს.
შენიშვნა 1: 𝑘mod -ის მნიშვნელობები მოცემულია 3.1.3-ში.

შენიშვნა 2: კერძო კოეფიციენტების მნიშვნელობები მოცემულია 2.4.1-ში.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
42
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
2.4.4 წონასწორობის შემოწმება (EQU)

(1) ხის კონსტრუქციების დაპროექტებისათვის (მაგ., დამჭერი ანკერების) ან უჭრი


კოჭებით გამოწვეული აწევის ზემოქმედებებისას საყრდენი ელემენტების
შესამოწმებლად, საჭიროებისას, უნდა გამოიყენებოდეს ენ 1990:2002-ის A1 დანართის
A1.2(A) ცხრილში მოცემული სტატიკური წონასწორობის შემოწმების საიმედოობის
ფორმატი.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
43
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 3 მასალის თვისებები

3.1 ზოგადი მიმოხილვა

3.1.1 სიმტკიცისა და სიხისტის პარამეტრები

(1)P სიმტკიცისა და სიხისტის პარამეტრები უნდა განისაზღვროს:

- გამოცდების საფუძველზე ისეთი ზემოქმედების ეფექტებისათვის, რომლებიც


იმოქმედებს კონსტრუქციის მასალაზე ან
- მსგავსი ხის ჯიშებისა და ხარისხების ან გადამუშავებული ხის მასალების
შედარების საფუძველზე ან
- სხვადასხვა თვისებას შორის განსაზღვრული დამოკიდებულებების საფუძველზე.

3.1.2 ძაბვა-დეფორმაციის დამოკიდებულებები

(1)P ვინაიდან მახასიათებელი მნიშვნელობები განსაზღვრულია რღვევამდე ძაბვასა და


დეფორმაციას შორის წრფივი დამოკიდებულების დაშვების საფუძველზე, ცალკეული
ელემენტის სიმტკიცის შემოწმება ასევე უნდა ეფუძნებოდეს ამგვარ წრფივ
დამოკიდებულებას.

(2) ისეთი ელემენტებისათვის ან ელემენტის ნაწილებისათვის, რომლებიც კუმშვას


განიცდის, შეიძლება გამოიყენებოდეს არაწრფივი (დრეკად-პლასტიკური)
დამოკიდებულება.

3.1.3 სიმტკიცის მოდიფიკაციის კოეფიციენტები ექსპლუატაციისა და დატვირთვის


ხანგრძლივობის კლასებისათვის

(1) უნდა გამოიყენებოდეს 𝑘mod მოდიფიკაციის კოეფიციენტის 3.1 ცხრილში მოცემული


მნიშვნელობები.

(2) თუ დატვირთვის შეხამება მოიცავს ზემოქმედებებს, რომლებიც მიეკუთვნება


დატვირთვის ხანგრძლივობის სხვადასხვა კლასს, 𝑘mod -ის მნიშვნელობა ისე უნდა
შეირჩეს, რომ მნიშვნელობა შეესაბამებოდეს ყველაზე ხანმოკლე ზემოქმედებას,
მაგალითად, საკუთარი წონით დატვირთვისა და ხანმოკლე დატვირთვის შეხამებისას
უნდა გამოიყენებოდეს ხანმოკლე დატვირთვის შესაბამისი 𝑘mod -ს მნიშვნელობა.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
44
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

3.1.4 დეფორმაციის მოდიფიკაციის კოეფიციენტები ექსპლუატაციის კლასებისათვის

(1) უნდა გამოიყენებოდეს 𝑘def დეფორმაციის კოეფიციენტების 3.2 ცხრილში მოცემული


მნიშვნელობები.

3.2 მასიური ხის მასალა

(1)P ხის ელემენტები უნდა შეესაბამებოდეს ენ 14081-1-ს, ხოლო მრგვალგანივკვეთიანი


ხის ელემენტები - ენ 14544-ს.
შენიშვნა: ხის მასალისათვის სიმტკიცის კლასები მოცემულია ენ 338-
ში.

(2) შეიძლება გათვალისწინებული იყოს ელემენტის ზომის ეფექტი სიმტკიცეზე.

(3) მართკუთხა მასიური ხის მასალისათვის, როდესაც ხის მასალის მახასიათებელი


სიმკვრივე არის 𝜌k ≤ 700 კგ/მ3, ნომინალური სიმაღლე ღუნვისას ან სიგანე (განივკვეთის
მაქსიმალური ზომა) გაჭიმვისას არის 150 მმ. როდესაც მასიური ხის მასალის სიმაღლე
ღუნვისას ან სიგანე გაჭიმვისას 150 მმ-ზე ნაკლებია, 𝑓m,k -სა და 𝑓t,0,k -ს მახასიათებელი
მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს 𝑘h კოეფიციენტით, რომელიც ასე განისაზღვრება:

150 0,2
𝑘h = min {( ℎ ) (3.1),
1,3

სადაც ℎ არის ღუნვაზე მომუშავე ელემენტების სიმაღლე ან გაჭიმული ელემენტების


სიგანე მმ-ებში.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
45
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ცხრილი 3.1 - 𝒌𝐦𝐨𝐝 -ის მნიშვნელობები

დატვირთვის ხანგრძლივობის კლასი

ხანგრძლივობის
ზემოქმედება

ზემოქმედება

ზემოქმედება

ზემოქმედება

ზემოქმედება
ხანგრძლივი

ხანმოკლე
მასალა სტანდარტი ექსპლუატაციის

მყისიერი
საშუალო
მუდმივი
კლასი

მასიური ხის მასალა ენ 14081-1 1 0,60 0,70 0,80 0,90 1,10


2 0,60 0,70 0,80 0,90 1,10
3 0,50 0,55 0,65 0,70 0,90
წებოთი ენ 14080 1 0,60 0,70 0,80 0,90 1,10
ლამინირებული ხის 2 0,60 0,70 0,80 0,90 1,10
მასალა 3 0,50 0,55 0,65 0,70 0,90

ლამინირებული ენ 14374, 1 0,60 0,70 0,80 0,90 1,10


შპონის მასალა, LVL ენ 14279 2 0,60 0,70 0,80 0,90 1,10
3 0,50 0,55 0,65 0,70 0,90
შეწებებული ფანერი ენ 636
ნაწილები 1, 2, 3 1 0,60 0,70 0,80 0,90 1,10
ნაწილები 2, 3 2 0,60 0,70 0,80 0,90 1,10
ნაწილი 3 3 0,50 0,55 0,65 0,70 0,90
ორიენტირებული ენ 300
მერქანბურბუშელას OSB/2 1 0,30 0,45 0,65 0,85 1,10
ფილა, OSB OSB/3, OSB/4 1 0,40 0,50 0,70 0,90 1,10
OSB/3, OSB/4 2 0,30 0,40 0,55 0,70 0,90

მერქანბურბუშელას ენ 312
ფილა ნაწილები 4, 5 1 0,30 0,45 0,65 0,85 1,10
ნაწილი 5 2 0,20 0,30 0,45 0,60 0,80
ნაწილები 6, 7 1 0,40 0,50 0,70 0,90 1,10
ნაწილი 7 2 0,30 0,40 0,55 0,70 0,90
მერქანბოჭკოვანი ენ 622-2
ფილა, მაღალი HB.LA, HB.HLA 1 1 0,30 0,45 0,65 0,85 1,10
სიმკვრივისა ან 2
HB.HLA1 ან 2 2 0,20 0,30 0,45 0,60 0,80
მერქანბოჭკოვანი ენ 622-3
ფილა, საშუალო MBH.LA1 ან 2 1 0,20 0,40 0,60 0,80 1,10
სიმკვრივისა MBH.HLS1 ან 2 1 0,20 0,40 0,60 0,80 1,10
MBH.HLS1 ან 2 2 - - - 0,45 0,80

მერქანბოჭკოვანი ენ 622-5
ფილა, MDF MDF.LA, 1 0,20 0,40 0,60 0,80 1,10
MDF.HLSMDF.HLS 2 - - - 0,45 0,80

4) ხის მასალისათვის, რომელიც დამაგრებულია ბოჭკოს გაჯერების წერტილში ან მასთან


ახლოს და რომელიც, სავარაუდოდ, გამოშრება დატვირთვის დროს, 3.2 ცხრილში
მოცემული 𝑘def მნიშვნელობები უნდა გაიზარდოს 1,0-ით.

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(5)P კბილანა შეერთებები უნდა შეესაბამებოდეს ენ 385-ს.

3.3 წებოთი ლამინირებული ხის მასალა

(1)P წებოთი ლამინირებული ხის მასალის ელემენტები უნდა შეესაბამებოდეს ენ 14080-ს.


შენიშვნა: ენ 1194-ში სიმტკიცის მნიშვნელობები და სიხისტის თვისებები მოცემულია წებოთი
ლამინირებული ხის მასალისათვის, რომლებიც განაწილებულია სიმტკიცის კლასებში (იხ. D
(ინფორმაციული) დანართი).

(2) შეიძლება გათვალისწინებული იყოს ელემენტის ზომის ეფექტი სიმტკიცეზე.

(3) მართკუთხა წებოთი ლამინირებული ხის მასალისათვის ნომინალური სიმაღლე


ღუნვისას ან სიგანე გაჭიმვისას არის 600 მმ. როდესაც წებოთი ლამინირებული ხის
მასალის სიმაღლე ღუნვისას ან სიგანე გაჭიმვისას 600 მმ-ზე ნაკლებია, 𝑓m,k -სა და 𝑓t,0,k -ს
მახასიათებელი მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს 𝑘h კოეფიციენტით, რომელიც ასე
განისაზღვრება:

600 0,1
𝑘h = min { ℎ )
( (3.2),
1,1

სადაც ℎ არის ღუნვაზე მომუშავე ელემენტების სიმაღლე ან გაჭიმული ელემენტების


სიგანე მმ-ებში.

(4)P ENV 387-ის მოთხოვნების შესაბამისი დიდი კბილანა შეერთებები არ უნდა


გამოიყენებოდეს ექსპლუატაციის მე-3 კლასში გასათვალისწინებელი პროდუქტისათვის,
სადაც შეერთებასთან ბოჭკოს მიმართულება იცვლება.

(5)P ბოჭკოს მართობულად გაჭიმვისას სიმტკიცეზე ელემენტის ზომის ეფექტი


გათვალისწინებული უნდა იყოს.

47
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ცხრილი 3.2 - ხის და გადამუშავებული ხის მასალებისათვის 𝒌𝐝𝐞𝐟 მნიშვნელობები

მასალა სტანდარტი ექსპლუატაციის კლასი


1 2 3
მასიური ხის მასალა ენ 14081-1 0,60 0,80 2,00
წებოთი ლამინირებული ხის მასალა ენ 14080 0,60 0,80 2,00
ლამინირებული შპონის მასალა, LVL ენ 14374, ენ 14279 0,60 0,80 2,00
შეწებებული ფანერი ენ 636
ნაწილი 1 0,80 - -
ნაწილი 2 0,80 1,00 -
ნაწილი 3 0,80 1,00 2,50
ორიენტირებული მერქანბურბუშელას ფილა, OSB ენ 300
OSB/2 2,25 - -
OSB/3, OSB/4 1,50 2,25 -
მერქანბურბუშელას ფილა ენ 312
ნაწილი 4 2,25 - -
ნაწილი 5 2,25 3,00 -
ნაწილი 6 1,50 - -
ნაწილი 7 1,50 2,25 -
მერქანბოჭკოვანი ფილა, მაღალი სიმკვრივისა ენ 622-2
HB.LA 2,25 - -
HB.HLA1, HB.HLA2 2,25 3,00 -
მერქანბოჭკოვანი ფილა, საშუალო სიმკვრივისა ენ 622-3
MBH.LA1, MBH.LA2 3,00 - -
MBH.HLS1, MBH.HLS2 3,00 4,00 -
მერქანბოჭკოვანი ფილა, MDF ენ 622-5
MDF.LA 2,25 - -
MDF.HLS 2,25 3,00 -

3.4 ლამინირებული შპონის მასალა (LVL)

(1)P ლამინირებული შპონის მასალის კონსტრუქციული ელემენტები უნდა


შეესაბამებოდეს ენ 14374-ს.

(2)P მართკუთხა ლამინირებული შპონის მასალისათვის (LVL), რომლის ყველა შპონის


ბოჭკო, ძირითადად, ერთი მიმართულებითაა, გათვალისწინებული უნდა იყოს
ელემენტის ზომის ეფექტი ღუნვისას და გაჭიმვისას სიმტკიცეზე.

(3) ნომინალური სიმაღლე ღუნვისას არის 300 მმ. როდესაც ღუნვისას სიღრმე 300 მმ-ის
ტოლი არ არის, 𝑓m,k -ს მახასიათებელი მნიშვნელობა უნდა გამრავლდეს 𝑘h
კოეფიციენტზე, რომელიც ასე განისაზღვრება:
300 𝑠
𝑘h = min {( ) (3.3),

1,2
სადაც:

48
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ℎ არის ელემენტის სიმაღლე (მმ);

𝑠 არის ზომის ეფექტის ხარისხის მაჩვენებელი (იხ. 3.4(5)P).

(4) გაჭიმვისას ნომინალური სიგრძე არის 3000 მმ. როდესაც გაჭიმვისას სიგრძე 3000 მმ-ის
ტოლი არ არის, 𝑓t,0,k -ს მახასიათებელი მნიშვნელობა უნდა გამრავლდეს 𝑘ℓ
კოეფიციენტზე, რომელიც ასე განისაზღვრება

3000 𝑠/2
𝑘ℓ = min {( ℓ ) (3.4),
1,1

სადაც ℓ არის სიგრძე მმ-ებში.

(5)P ლამინირებული შპონის მასალისათვის (LVL) ზომის ეფექტის 𝑠 ხარისხის


მაჩვენებელი შეიძლება აღებული იყოს ენ 14374-ის შესაბამისად.

(6)P ENV 387-ის მოთხოვნების შესაბამისი დიდი კბილანა შეერთებები არ უნდა


გამოიყენებოდეს ექსპლუატაციის მე-3 კლასში გასათვალისწინებელი პროდუქტისათვის,
სადაც შეერთებასთან ბოჭკოს მიმართულება იცვლება.

(7)P ლამინირებული შპონის მასალისათვის, რომლის ყველა შპონის ბოჭკო, ძირითადად,


ერთი მიმართულებითაა, გათვალისწინებული უნდა იყოს ელემენტის ზომის ეფექტი
ბოჭკოს მართობულად გაჭიმვისას სიმტკიცეზე.

3.5 გადამუშავებული ხის პანელები

(1)P გადამუშავებული ხის პანელები უნდა შეესაბამებოდეს ენ 13986-ს, ხოლო პანელებად


გამოყენებული ლამინირებული შპონის მასალა - ენ 14279-ს.

(2) დაბალი სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილის ენ 622-4-ის შესაბამისად გამოყენება


უნდა შეიზღუდოს ქარსაწინააღმდეგო ჩამაგრებამდე და გამოცდით უნდა გაანგარიშდეს.

3.6 წებოები

(1)P კონსტრუქციული მიზნისათვის წებოებით უნდა მიიღებოდეს ისეთი სიმტკიცისა და


ხანგამძლეობის კვანძები, რომ ბმის მთლიანობა შენარჩუნდეს კლასიფიცირებულ
ექსპლუატაციის კლასში კონსტრუქციის წინასწარგანსაზღვრული სრული
საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

(2) ენ 301-ში განსაზღვრული I ტიპის მახასიათებლების შესაბამისი წებოები შეძლება


გამოიყენებოდეს ექსპლუატაციის ყველა კლასისთვის.

49
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(3) ენ 301-ში განსაზღვრული II ტიპის მახასიათებლების შესაბამისი წებოები უნდა
გამოიყენებოდეს მხოლოდ ექსპლუატაციის I ან II კლასში, მაგრამ დაუშვებელია მათი
გამოყენება 50°C-ზე მაღალი ტემპერატურის გახანგრძლივებული ზემოქმედების დროს.

3.7 ლითონის სამაგრები

(1)P ლითონის სამაგრები უნდა შეესაბამებოდეს ენ 14592-ს, ხოლო ლითონის


შემაერთებლები - ენ 14545-ს.

50
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 4 ხანგამძლეობა
4.1 ბიოლოგიური ორგანიზმების ზემოქმედებისადმი წინაღობა

(1)P ხის და გადამუშავებული ხის მასალებს უნდა ჰქონდეს ენ 350-2-ის შესაბამისი


კონკრეტული საშიშროების კლასისადმი (ენ 335-1-ის, ენ 335-2-ისა და ენ 335-3-ის
შესაბამისად) ადეკვატური ბუნებრივი ხანგამძლეობა, ან აუცილებელია მათი ენ 351-1-ისა
და ენ 460-ის შესაბამისად დამცავი საშუალებით დამუშავება.
შენიშვნა 1: დამცავი საშუალებით დამუშავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სიმტკიცისა და სიხისტის
თვისებებზე.

შენიშვნა 2: დამცავი საშუალებით დამუშავების სპეციფიკური წესები მოცემულია ენ 350-2-სა და ენ 335-ში.

4.2 კოროზიისადმი წინაღობა

(1)P ლითონის სამაგრები და სხვა კონსტრუქციული შეერთებები, საჭიროებისას, უნდა


იყოს თავიდანვე კოროზიამედეგი ან აუცილებელია მათი კოროზიისგან შესაბამისი
დაცვა.

(2) სხვადასხვა ექსპლუატაციის კლასისთვის (იხ. 2.3.1.3) კოროზიისგან მინიმალური


დაცვის მაგალითები ან მასალის მახასიათებლები მოცემულია 4.1 ცხრილში.

ცხრილი 4.1 - მასალის კოროზიისგან დაცვის მინიმალური მახასიათებლების ნიმუშები


სამაგრებისთვის (ისო 2081-ის შესაბამისად)

სამაგრი ექსპლუატაციის კლასიb


1 2 3

ლურსმნები და ხრახნები, რომლებისთვისაც __ Fe/Zn 12c a Fe/Zn 25c a


𝑑 ≤ 4 მმ
ჭანჭიკები, სოგმანები, ლურსმნები და __ __ Fe/Zn 25c a
ხრახნები, რომლებისთვისაც 𝑑 > 4 მმ
კავები Fe/Zn 12c a Fe/Zn 12c a უჟანგავი
ლითონი
პერფორირებული ლითონის ფურცლის Fe/Zn 12c a Fe/Zn 12c a უჟანგავი
სამაგრები და 3 მმ-ამდე სისქის ლითონის ლითონი
ფურცლები
3-5 მმ სისქის ლითონის ფურცლები __ Fe/Zn 12c a Fe/Zn 25c a
5 მმ-ზე მეტი სისქის ლითონის ფურცლები __ __ Fe/Zn 25c a

a ცხლად მოთუთიების გამოყენებისას, ენ 10147-ის შესაბამისად Fe/Zn 12c-ს უნდა ჩაენაცვლოს Z275,
ხოლო Fe/Zn 25c-ს - Z350.
b განსაკურებით კოროზიული პირობებისთვის უნდა გამოიყენებოდეს უფრო ინტენსიური ცხლად
მოთუთიება ან უჟანგავი ლითონი.

51
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 5 კონსტრუქციული ანალიზის საფუძვლები

5.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P გაანგარიშებები უნდა განხორციელდეს შესაბამისი საპროექტო მოდელების


(საჭიროებისას, დამატებითი გამოცდების) გამოყენებით, რომლებიც მოიცავს ყველა
შესაბამის ცვლადს. აუცილებელია, მოდელები იყოს საკმარისად ზუსტი
კონსტრუქციული ქცევის წინასწარგანსასაზღვრავად, უზრუნველყოფილი იყოს
სტანდარტის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხი და
დაპროექტებისას გამოსაყენებელი ინფორმაციის საიმედოობა.

(2) საერთო კონსტრუქციული ქცევა უნდა შეფასდეს ზემოქმედების ეფექტების მასალის


წრფივი მოდელით (დრეკადი ქცევა) გაანგარიშებით.

(3) ისეთი კონსტრუქციებისთვის, სადაც შიგა ძალების გადანაწილება შესაბამისი


დამყოლობის მქონე შეერთებებითაცაა შესაძლებელი, ელემენტებში შიგა ძალების
გასაანგარიშებლად შეიძლება გამოიყენებოდეს დრეკად-პლასტიკური მეთოდები.

(4)P კონსტრუქციაში ან მის ნაწილში შიგა ძალების გაანგარიშების მოდელი უნდა


ითვალისწინებდეს შეერთებების დეფორმაციების ეფექტებს.

(5) ზოგადად, შეერთებებში დეფორმაციების ზეგავლენა გათვალისწინებული უნდა იყოს


მათი სიხისტით (მაგ., ბრუნვითი ან გადატანითი) ან გაცურების მინიჭებული
მნიშვნელობებით შეერთებაში დატვირთვის დონის ფუნქციის სახით.

5.2 ელემენტები

(1)P კონსტრუქციულ ანალიზში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:

− სწორხაზოვნებიდან გადახრა;
− მასალის არაერთგვაროვნება.
შენიშვნა: ენ 1995-1-1-ში მოცემული დაპროექტების მეთოდებით სრულად გათვალისწინებულია
სწორხაზოვნებიდან და არაერთგვაროვნებიდან გადახრები.

(2)P ელემენტის სიმტკიცის შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს განივკვეთის


ფართობის შემცირებები.

(3) განივკვეთის ფართობის შემცირებები შეიძლება უგულებელყოფილი იყოს:

− წინასწარი ბურღვის გარეშე მორგებული 6 მმ-იანი ან ნაკლები დიამეტრის


ლურსმნებისა და ხრახნებისთვის;

52
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
− ელემენტების შეკუმშულ ზონაში არსებული ხვრელებისათვის, თუ ისინი
შევსებულია ხის სიხისტეზე მაღალი სიხისტის მქონე მასალით.

(4) მრავალი სამაგრის მქონე კვანძთან ეფექტური განივკვეთის შეფასებისას, მოცემული


განივკვეთიდან ბოჭკოს პარალელურად გაზომილი სამაგრის მინიმალური ბიჯის
ნახევარი სიგრძის ტოლ სიგრძეზე არსებული ყველა ხვრელი მიჩნეული უნდა იყოს ამ
განივკვეთზე არსებულ ხვრელად.

5.3 შეერთებები

(1)P შეერთებების მზიდუნარიანობა უნდა შემოწმდეს საერთო კონსტრუქციული


ანალიზით განსაზღვრულ ელემენტებს შორის ძალებისა და მომენტების
გათვალისწინებით.

(2)P შეერთების დეფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საერთო ანალიზში


გათვალისწინებულ დეფორმაციას.

(3)P შეერთების ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ ელემენტის ქცევას,


რომელიც შეერთებას ქმნის.

5.4 ანაკრები კონსტრუქციები

5.4.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P კონსტრუქციების ანალიზისთვის უნდა გამოიყენებოდეს სტატიკური მოდელები,


რომლებიც მისაღები სიზუსტით ითვალისწინებს კონსტრუქციისა და საყრდენების
ქცევას.

(2) პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეებისთვის ანალიზი უნდა


ჩატარდეს ჩარჩოს მოდელებით 5.4.2-ის შესაბამისად ან გამარტივებული ანალიზით 5.4.3-
ის შესაბამისად.

(3) ბრტყელი ჩარჩოების ან თაღების მეორე რიგის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს 5.4.4-ს.

5.4.2 ჩარჩოვანი კონსტრუქციები

(1)P კონსტრუქციის კონფიგურაციებისა და მოდელის ელემენტებისთვის ელემენტის


ძალებისა და მომენტების (იხ. 5.1 ნახაზი) განსასაზღვრავად ჩარჩოვანი კონსტრუქციების
ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს ელემენტებისა და კვანძების დეფორმაციებს,
საყრდენის ექსცენტრისიტეტების გავლენასა და საყრდენი კონსტრუქციის სიხისტეს.

53
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

განმარტება:
(1) სისტემური ხაზი
(2) საყრდენი
(3) მალი
(4) გარე ელემენტი
(5) შიგა ელემენტი
(6) კოჭის პირობითი ელემენტი

ნახაზი 5.1 - ჩარჩოს საანგარიშო მოდელის ელემენტები

(2)P ჩარჩოს გაანგარიშებისთვის ყველა ელემენტის სისტემური ხაზები უნდა გადიოდეს


ელემენტის პროფილში. ძირითადი ელემენტების (მაგ., წამწის გარე ელემენტების)
სისტემური ხაზები უნდა ემთხვეოდეს ელემენტის ცენტრალურ ხაზს.

(3)P თუ შიგა ელემენტების სისტემური ხაზები არ ემთხვევა ცენტრალურ ხაზებს, ამ


ელემენტების სიმტკიცის შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს
ექსცენტრისიტეტის გავლენა.

(4) ექსცენტრული შეერთებების ან საყრდენების მოდელირებისათვის უნდა


გამოიყენებოდეს კოჭის პირობითი ელემენტები და ზამბარის ტიპის ელემენტები. კოჭის
პირობითი ელემენტების მიმართულება და ზამბარის ტიპის ელემენტების მდებარეობა,
შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა ემთხვეოდეს არსებული კვანძის
კონფიგურაციას.

(5) პირველი რიგის წრფივი დრეკადი ანალიზისას შეიძლება უგულებელყოფილი იყოს


საწყისი დეფორმაციების ეფექტი და გამოწვეული ჩაღუნვები, თუ ისინი
გათვალისწინებულია ელემენტის სიმტკიცის შემოწმებისას.

(6) ჩარჩოს გაანგარიშება უნდა ჩატარდეს ელემენტის სიხისტის 2.2.2-ში განსაზღვრული


სათანადო მნიშვნელობებით. დაშვებულია, რომ პირობითი კოჭის ელემენტებს აქვს
არსებული შეერთებების შესაბამისი სისიხტე.

(7) შეიძლება ჩაითვალოს, რომ შეერთებები მობრუნებით ხისტია, თუ მათ დეფორმაციას


არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ელემენტის ძალებისა და მომენტების განაწილებაზე.

54
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
სხვაგვარად, ითვლება, რომ შეერთებები ჩვეულებრივ ბრუნვით-სახსრულად
ჩამაგრებულია.

(8) კვანძებში სიმტკიცის შესამოწმებლად შეიძლება უგულებელყოფილი იყოს კვანძებთან


გადატანითი გაცურება, თუ ის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შიგა ძალებისა და
მომენტების განაწილებაზე.

(9) გისოსოვან კონსტრუქციებში გამოყენებული პირაპირა შეერთებები შეიძლება


მოდელირდეს, როგორც მობრუნებით ხისტი, თუ არსებულ მობრუნებას დატვირთვისას
არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ელემენტის ძალებზე. ეს მოთხოვნა შესრულებულია, თუ
დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:

- პირაპირა შეერთებას აქვს, სულ მცირე, მოდებული ძალისა და მომენტის შეხამების


1,5-ზე ნამრავლის შესაბამისი მზიდუნარიანობა;
- პირაპირა შეერთებას აქვს, სულ მცირე, მოდებული ძალისა და მომენტის შეხამების
შესაბამისი მზიდუნარიანობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ხის ელემენტებზე არ
მოქმედებს ღუნვისას ელემენტის სიმტკიცეზე 0,3-ჯერ მეტი მღუნავი ძაბვები და
მთლიანობაში კონსტრუქცია იქნება მდგრადი, თუ ყველა ასეთი შეერთების
სახსრულია.

5.4.3 პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეების გამარტივებული


ანალიზი

(1) სრულად ტრიანგულირებული წამწეების გამარტივებული ანალიზი უნდა


აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

- გარე პროფილში არ არის შემავალი კუთხეები;


- საყრდენი ელემენტის სიგანე არის a1 სიგრძის ფარგლებში, ხოლო 5.2 ნახაზზე
მოცემული 𝑎2 მანძილი არ აღემატება 𝑎1 /3-ს ან 100 მმ-ს (რომელიც უფრო დიდია);
- წამწის სიმაღლე აღემატება მალის 0,15-ზე ნამრავლსა და გარე ელემენტის
მაქსიმალური სიმაღლის 10-ზე ნამრავლს.

(2) ელემენტებში ღერძული ძალები უნდა განისაზღვროს იმის გათვალისწინებით, რომ


ყველა კვანძი სახსრულადაა შეერთებული.

(3) ერთმალიან ელემენტებში მღუნავი მომენტები უნდა განისაზღვროს იმის


გათვალისწინებით, რომ განაპირა კვანძები სახსრულადაა შეერთებული. მღუნავი
მომენტები ელემენტებში, რომლებიც რამდენიმე მალზე ვრცელდება, უწყვეტად უნდა
განისაზღვროს იმის საფუძველზე, რომ ელემენტი თითოეულ კვანძთან თავისუფლად
დაყრდნობილი კოჭია. კვანძებთან ჩაღუნვის ეფექტი და შეერთებებთან ნაწილობრივი
ჩამაგრება გათვალისწინებული უნდა იყოს ელემენტის შიგა საყრდენებთან მომენტების
10%-ის შემცირებით. მალის მღუნავი მომენტების გასაანგარიშებლად უნდა
გამოიყენებოდეს შიგა საყრდენის მომენტები.

55
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 5.2 - საყრდენის გეომეტრია

5.4.4 ბრტყელი ჩარჩოები და თაღები

(1)P გამოიყენება 5.2-ის მოთხოვნები. გათვალისწინებული უნდა იყოს გამოწვეული


ჩაღუნვის ეფექტები შიგა ძალებსა და მომენტებზე.

(2) გამოწვეული ჩაღუნვის ეფექტები შიგა ძალებსა და მომენტებზე შეიძლება


გათვალისწინებული იყოს მეორე რიგის წრფივი ანალიზით, როდესაც
გათვალისწინებულია შემდეგი დაშვებები:

- კონსტრუქციის დეფექტური ფორმა შეესაბამება საწყის დეფორმაციას, რომელიც


წარმოიქმნება კონსტრუქციაზე ან შესაბამის ნაწილებზე გადახრის 𝜙 კუთხის
მოდებით, კონსტრუქციის კვანძებს შორის საწყის სინუსოიდურ სიმრუდესთან
ერთად, რომელიც შეესაბამება 𝑒 მაქსიმალურ ექსცენტრისიტეტს.
- 𝜙-ს მნიშვნელობა რადიანებში უნდა იყოს შემდეგი მნიშვნელობების ტოლი:

𝜙 = 0,005, როდესაც ℎ ≤ 5 მ

𝜙 = 0,005√5/ℎ, როდესაც ℎ > 5 მ (5.1),

სადაც ℎ არის კონსტრუქციის სიმაღლე ან ელემენტის სიგრძე მ-ებში.

- 𝑒-ს მნიშვნელობა უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი მნიშვნელობების ტოლი:

𝑒 = 0,0025ℓ (5.2)

გეომეტრიიდან დაშვებული საწყისი გადახრების მაგალითები და ℓ-ს განსაზღვრა


მოცემულია 5.3 ნახაზზე.

56
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 5.3 - გეომეტრიიდან დაშვებული საწყისი გადახრების მაგალითები ჩარჩოსათვის


(a) სიმეტრიული დატვირთვის შესაბამისად (b) არასიმეტრიულ დატვირთვის შესაბამისად
(c)

57
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 6 აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები

6.1 განივკვეთების დაპროექტება, რომლებიც განიცდის ძაბვას ერთი ძირითადი


მიმართულებით

6.1.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) 6.1 გამოიყენება უცვლელგანივკვეთიანი სწორხაზოვანი მასიური ხის მასალის,


წებოთი ლამინირებული ხის მასალის ან გადამუშავებული ხის სამშენებლო
ნაწარმისათვის, რომელთა ბოჭკოები, ძირითადად, ელემენტის სიგრძის პარალელურია.
ითვლება, რომ ელემენტი განიცდის მისი მხოლოდ ერთი ძირითადი ღერძების
მიმართულებით მოქმედ ძაბვებს (იხ. 6.1 ნახაზი).

განმარტება:
(1) ბოჭკოს მიმართულება
ნახაზი 6.1 - ელემენტის ღერძები

6.1.2 ბოჭკოს პარალელური გაჭიმვა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:

𝜎t,0,d ≤ 𝑓t,0,d (6.1),

სადაც:

𝜎t,0,d არის ბოჭკოს გასწვრივ საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝑓t,0,d არის ბოჭკოს გასწვრივ სააგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას.

6.1.3 ბოჭკოს მართობული გაჭიმვა

(1)P გათვალისწინებული უნდა იყოს ელემენტის ზომის ეფექტი.

58
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
6.1.4 ბოჭკოს პარალელური შეკუმშვა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:

𝜎c,0,d ≤ 𝑓c,0,d (6.2),

სადაც:

𝜎c,0,d არის საანგარიშო მკუმშავი ძაბვა ბოჭკოს გასწვრივ;

𝑓c,0,d არის საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას ბოჭკოს გასწვრივ.


შენიშვნა: წესები ელემენტების არამდგრადობის შესახებ მოცემულია 6.3-ში.

6.1.5 ბოჭკოს მართობული კუმშვა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:

𝜎c,90,d ≤ 𝑘c,90 𝑓c,90,d (6.3),

სადაც:

𝜎c,90,d არის საანგარიშო მკუმშავი ძაბვა ბოჭკოს მართობულად შეხების ფართობზე;

𝑓c,90,d არის საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას ბოჭკოს მართობულად;

𝑘c,90 არის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დატვირთვის კონფიგურაციას,


გახლეჩის ალბათობასა და მკუმშავი დეფორმაციის ხარისხს.

(2) 𝑘c,90-ის მნიშვნელობა უნდა იყოს 1,0-ის ტოლი, თუ შემდეგ პუნქტებში მოცემული
ელემენტების განლაგებები არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება აღებული იყოს
𝑘c,90-ის განსაზღვრული უფრო მაღალი მნიშვნელობები, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს
𝑘c,90 = 4,0-ის ზღვრულ მნიშვნელობას.
შენიშვნა: თუ გამოიყენება 𝑘c,90 -ის უფრო მაღალი მნიშვნელობა და შეხების ზედაპირი ვრცელდება
ელემენტის სრულ 𝑏 სიგანეზე, აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობისას მიღებული მკუმშავი
დეფორმაცია იქნება ელემენტის სიმაღლის დაახლოებით 10%-ის ტოლი.

(3) საყრდენებზე დაყრდნობილი კოჭის ელემენტისათვის (იხ. 6.2 ნახაზი) 𝑘c,90


კოეფიციენტი უნდა განისაზღვროს შემდეგი გამოსახულებებიდან:

− თუ საყრდენის კიდიდან კოჭის ბოლომდე მანძილი 𝑎 ≤ ℎ/3:


ℓ ℎ
𝑘c,90 = (2,38 − ) (1 + ) (6.4)
250 12ℓ
− შიგა საყრდენებთან:

59
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ℓ ℎ
𝑘c,90 = (2,38 − ) (1 + ) (6.5),
250 6ℓ
სადაც:

ℓ არის შეხების სიგრძე (მმ);

ℎ არის ელემენტის სიმაღლე (მმ)ი.

ნახაზი 6.2 - კოჭი საყრდენებზე

(4) ℎ ≤ 2,5𝑏 სიმაღლის ელემენტისათვის, სადაც შეყურსული ძალა, რომელის შეხების


ზედაპირი ელემენტის სრულ 𝑏 სიგანეზე ვრცელდება, მოდებულია უშუალოდ უჭრი
საყრდენის ერთ მხარეს ან დისკრეტული საყრდენის მოპირდაპირე მხარეს (იხ. 6.3
ნახაზი), 𝑘c,90 კოეფიციენტი ასე განისაზღვრება:

ℓ ℓef 0,5
𝑘c,90 = (2,38 − )( ) (6.6),
250 ℓ
სადაც:

ℓef არის განაწილების ეფექტური სიგრძე (მმ) (იხ. (5) ქვემოთ);

ℓ არის შეხების სიგრძე (მმ) (იხ. 6.3 ნახაზი).

60
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 6.3 - ეფექტური სიგრძეების განსაზღვრა 𝐡/b ≤ 𝟐, 𝟓-ის მქონე ელემენტისათვის


(a) და (b) - უჭრი საყრდენებისთვის
(c) - დისკრეტული საყრდენებისთვის
(5) განაწილების ℓef ეფექტური სიგრძე უნდა განისაზღვროს ℎ სიმაღლეზე 1:3
ვერტიკალური გადახრის მქონე ძაბვის განბნევის წრფიდან, მაგრამ უნდა შემცირდეს
ნებისმიერი ბოლოდან 𝑎/2-ის ან ნებისმიერი მომიჯნავე შეკუმშული ზონიდან ℓ1 /4-ის
ტოლი მანძილით (იხ. 6.3a და b ნახაზები).

ქვემოთ მოცემული ძალების ცალკეული განლაგებებისთვის ეფექტური სიგრძე ასე


განისაზღვრება:

− ელემენტის ბოლოს მომიჯნავე დატვირთვებისას (იხ. 6.3a ნახაზი):



ℓef = ℓ + (6.7)
3
2
− როდესაც შეყურსული დატვირთვის კიდიდან ელემენტის ბოლომდე მანძილი 𝑎 ≥ 3 ℎ
(იხ. 6.3b ნახაზი):
2ℎ
ℓef = ℓ + (6.8),
3
სადაც ℎ არის ელემენტის სიმაღლე ან 40 მმ (გათვალისწინებული უნდა იყოს მათგან
უდიდესი მნიშვნელობა).

61
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
თუ 𝑎 ≥ ℎ, ხოლო ℓ1 ≥ 2ℎ (იხ. 6.3c ნახაზი), დისკრეტულ საყრდენებზე არსებული
ელემენტებისათვის ეფექტური სიგრძე ასე უნდა განისაზღვროს:
2ℎ
ℓef = 0,5 (ℓ + ℓs + ) (6.9),
3
სადაც ℎ არის ელემენტის სიმაღლე ან 40 მმ (გათვალისწინებული უნდა იყოს მათგან
უდიდესი მნიშვნელობა).

(6) ℎ > 2,5𝑏 სიმაღლის ელემენტისათვის, რომელიც დატვირთულია შეყურსული


მკუმშავი ძალით ორ მოპირდაპირე მხარეს (იხ. 6.4b ნახაზი) ან შეყურსული მკუმშავი
ძალით ერთ მხარეს და უჭრი საყრდენით - მეორე მხარეს (იხ. 6.4a ნახაზი), 𝑘c,90
კოეფიციენტი უნდა განისაზღვროს (6.10) გამოსახულების შესაბამისად, თუ
დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

- მკუმშავი ძალა მოდებული უნდა იყოს ელემენტის სრულ 𝑏 სიგანეზე;


- შეხების ℓ სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ℎ სიმაღლეს ან 100 მმ-ს შორის უდიდეს
მნიშვნელობას:
ℓef
𝑘c,90 = (6.10),

სადაც:

ℓ არის შეხების სიგრძე 6.4 ნახაზის შესაბამისად;

ℓef არის განაწილების ეფექტური სიგრძე 6.4 ნახაზის შესაბამისად.

განაწილების ეფექტური სიგრძე ℓ-ზე მეტად არ უნდა ცდებოდეს შეხების სიგრძის


ნებისმიერ კიდეს.

(7) ელემენტებისთვის, რომელთა სიმაღლე წრფივად იცვლება საყრდენზე (მაგ., წამწეების


ქვედა სარტყლებზე ქუსლის შეერთებასთან), ℎ სიმაღლე უნდა იყოს საყრდენის ცენტრთან
ელემენტის სიმაღლის ტოლი, ხოლო ℓef ეფექტური სიგრძე - შეხების ℓ სიგრძის ტოლი.

62
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 6.4 - ეფექტური სიგრძეების განსაზღვრა 𝒉/𝒃 > 𝟐, 𝟓-ის მქონე ელემენტისათვის
(a) - უჭრი საყრდენისთვის
(b) - დისკრეტული საყრდენისთვის

6.1.6 ღუნვა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულებები:

63
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝜎m,y,d 𝜎m,z,d
+ 𝑘m ≤1 (6.11)
𝑓m,y,d 𝑓m,z,d
𝜎m,y,d 𝜎m,z,d
𝑘m + ≤1 (6.12),
𝑓m,y,d 𝑓m,z,d

სადაც:

𝜎m,y,d და 𝜎m,z,d არის საანგარიშო მღუნავი ძაბვები ძირითადი ღერძების მიმართ 6.1
ნახაზის შესაბამისად;

𝑓m,y,d და 𝑓m,z,d არის შესაბამისი საანგარიშო სიმტკიცეები ღუნვისას.

შენიშვნა: 𝑘m კოეფიციენტი ითვალისწინებს ძაბვების გადანაწილებასა და განივკვეთში მასალის


არაერთგვაროვნებების ეფექტს.

(2) 𝑘m კოეფიციენტის მნიშვნელობა ასე უნდა განისაზღვროს:

მასიური ხის მასალისთვის, წებოთი ლამინირებული ხის მასალისა და ლამინირებული


შპონის მასალის შემთხვევაში:

მართკუთხა კვეთებისთვის: 𝑘m = 0,7

სხვა განივკვეთებისთვის: 𝑘m = 1,0

გადამუშავებული ხის სხვა სამშენებლო ნაწარმის შემთხვევაში ყველა განივკვეთისთვის:


𝑘m = 1,0

(3)P ასევე უნდა შემოწმდეს არამდგრადობის პირობა (იხ. 6.3).

6.1.7 ძვრა

(1)P ბოჭკოს პარალელური ძაბვის მდგენელის (იხ. 6.5(a) ნახაზი) მქონე ძვრისთვის, ასევე
ისეთი ძვრისთვის, რომლის ძაბვის ორივე მდგენელი ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით
მოქმედებს (იხ. 6.5(b) ნახაზი), უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:

𝜏d ≤ 𝑓v,d (6.13),

სადაც:

𝜏d არის საანგარიშო მხები ძაბვა;

𝑓v,d არის არსებულ მდგომარეობაში საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას.


შენიშვნა: სიმტკიცე ბოჭკოს მართობული ძვრისას დაახლოებით ბოჭკოს მართობული გაჭიმვისას
სიმტკიცის ორზე ნამრავლის ტოლია.

64
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 6.5 - (a) - ელემენტი, რომლის მხები ძაბვის მდგენელი ბოჭკოს პარალელურია;
(b) - ელემენტი, რომლის ორივე ძაბვის მდგენელი ბოჭკოს მართობულია (ბოჭკოს
მართობული ძვრა)

(2) საყრდენებთან შეიძლება უგულებელყოფილი იყოს კოჭის თავზე და საყრდენის


კიდიდან ℎ ან ℎef მანძილზე მოქმედი შეყურსული 𝐹 დატვირთვის მთლიან ძვრის ძალაში
მონაწილეობა (იხ. 6.6. ნახაზი). საყრდენთან კილოს მქონე კოჭებისთვის ძვრის ძალის ეს
შემცირება გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც კილო საყრდენის საპირისპირო
მხარესაა.

ნახაზი 6.6 - პირობები საყრდენთან, რომლებისთვისაც შეყურსული 𝑭 ძალა შეიძლება


უგულებელყოფილი იყოს ძვრის ძალის გაანგარიშებისას

6.1.8 გრეხა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:

𝜏tor,d ≤ 𝑘shape 𝑓v,d (6.14),

რომლისთვისაც:

65
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1,2 წრიული განივკვეთისათვის

𝑘shape = { 1 + 0,15 (6.15),
min { 𝑏 მართკუთხა განივკვეთისათვის
2,0

სადაც:

𝜏tor,d არის საანგარიშო მგრეხი ძაბვა;

𝑓v,d არის საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას;

𝑘shape არის განივკვეთის ფორმაზე დამოკიდებული კოეფიციენტი;

ℎ არის განივკვეთის უდიდესი ზომა;

𝑏 არის განივკვეთის უმცირესი ზომა.

6.2 განივკვეთების გაანგარიშება, რომლებზეც მოქმედებს შეხამებული ძაბვები

6.2.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P 6.2 გამოიყენება უცვლელგანივკვეთიანი სწორხაზოვანი მასიური ხის მასალის,


წებოთი ლამინირებული ხის მასალის ან გადამუშავებული ხის სამშენებლო
ნაწარმისათვის, რომელთა ბოჭკო, მეტწილად, ელემენტის სიგრძის პარალელურია.
ითვლება, რომ ელემენტი განიცდის მისი ძირითადი ღერძების ორი ან სამი
მიმართულებით შეხამებულ ზემოქმედებებს ან ძაბვებს.

6.2.2 მკუმშავი ძაბვები, რომლებიც ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედებს

(1)P გათვალისწინებული უნდა იყოს მკუმშავი ძაბვების ორი ან მეტი მიმართულებით


ურთიერთქმედება.

(2) მკუმშავი ძაბვები ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით (იხ. 6.7 ნახაზი) უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ პირობას:
𝑓c,0,d
𝜎c,α,d ≤ (6.16),
𝑓c,0,d
sin2 𝛼 + cos2 𝛼
𝑘c,90 𝑓c,90,d

სადაც:

𝜎c,α,d არის მკუმშავი ძაბვა ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით;

𝑘c,90 არის 6.1.5-ში მოცემული კოეფიციენტი, რომელიც ბოჭკოს მართობულად მოქმედ


ნებისმიერი სახის ძაბვების ეფექტს ითვალისწინებს.

66
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 6.7 - მკუმშავი ძაბვები, რომლებიც ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედებს

6.2.3 ერთობლივი ღუნვა და ღერძული გაჭიმვა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:


𝜎t,0,d 𝜎m,y,d 𝜎m,z,d
+ + 𝑘m ≤1 (6.17)
𝑓t,0,d 𝑓m,y,d 𝑓m,z,d
𝜎t,0,d 𝜎m,y,d 𝜎m,z,d
+ 𝑘m + ≤1 (6.18)
𝑓t,0,d 𝑓m,y,d 𝑓m,z,d

(2) გამოიყენება 6.1.6-ში მოცემული 𝑘m -ის მნიშვნელობები.

6.2.4 ერთობლივი ღუნვა და ღერძული კუმშვა

(1)P უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:


2
𝜎c,0,d 𝜎m,y,d 𝜎m,z,d
( ) + + 𝑘m ≤1 (6.19)
𝑓c,0,d 𝑓m,y,d 𝑓m,z,d
2
𝜎c,0,d 𝜎m,y,d 𝜎m,z,d
( ) + 𝑘m + ≤1 (6.20)
𝑓c,0,d 𝑓m,y,d 𝑓m,z,d

(2) გამოიყენება 6.1.6-ში მოცემული 𝑘m -ს მნიშვნელობები.


შენიშვნა: არამდგრადობის შემოწმების მეთოდი მოცემულია 6.3-ში.

6.3 ელემენტების მდგრადობა

6.3.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P ნებისმიერი განივი დატვირთვით გამოწვეულ მღუნავ ძაბვებთან ერთად


აუცილებელია საწყისი სიმრუდით, ექსცენტრისიტეტითა და გამოწვეული ჩაღუნვით
განპირობებული მღუნავი ძაბვების გათვალისწინება.
67
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2)P სვეტის მდგრადობა და გრეხისას გვერდული მდგრადობა უნდა შემოწმდეს ისეთი
მახასიათებელი თვისებების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, 𝐸0,05 .

(3) ისეთი სვეტის მდგრადობა, რომელზეც კუმშვა ან ერთობლივი კუმშვა და ღუნვა


მოქმედებს, უნდა შემოწმდეს 6.3.2-ის შესაბამისად.

(4) ისეთი კოჭების გრეხისას გვერდული მდგრადობა, რომლებზეც ღუნვა ან ერთობლივი


ღუნვა და კუმშვა მოქმედებს, უნდა შემოწმდეს 6.3.3-ის შესაბამისად.

6.3.2 სვეტები, რომლებზეც მოქმედებს კუმშვა ან ერთობლივი კუმშვა და ღუნვა

(1) გათვალისწინებული უნდა იყოს ფარდობითი მოქნილობის კოეფიციენტები:

𝜆y 𝑓c,0,k
𝜆rel,y = √ (6.21)
π 𝐸0,05

და

𝜆z 𝑓c,0,k
𝜆rel,z = √ (6.22),
π 𝐸0,05

სადაც:

𝜆y და 𝜆rel,y არის 𝑦-ღერძის მიმართ ღუნვის შესაბამისი მოქნილობის კოეფიციენტები


(ჩაღუნვა 𝑧-მიმართულებით);

𝜆z და 𝜆rel,z არის 𝑧-ღერძის მიმართ ღუნვის შესაბამისი მოქნილობის კოეფიციენტები


(ჩაღუნვა 𝑦-მიმართულებით);

𝐸0,05 არის ბოჭკოს პარალელური დრეკადობის მოდულის 5-პროცენტილიანი


მნიშვნელობა.

(2) თუ 𝜆rel,z ≤ 0,3, ხოლო 𝜆rel,y ≤ 0,3, ძაბვები უნდა აკმაყოფილებდეს 6.2.4-ის (6.19) და
(6.20) გამოსახულებებს.

(3) ყველა სხვა შემთხვევაში ძაბვები, რომლებიც ჩაღუნვით იზრდება, უნდა


აკმაყოფილებდეს შემდეგს:
𝜎𝑐,0,d 𝜎m,y,d 𝜎m,z,d
+ + 𝑘m ≤1 (6.23)
𝑘c,y 𝑓c,0,d 𝑓m,y,d 𝑓m,z,d
𝜎𝑐,0,d 𝜎m,y,d 𝜎m,z,d
+ 𝑘m + ≤1 (6.24),
𝑘c,z 𝑓c,0,d 𝑓m,y,d 𝑓m,z,d

68
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
რომლებისთვისაც სიმბოლოები ასე განისაზღვრება:
1
𝑘c,y = (6.25)
𝑘y + √𝑘y2 − 𝜆2rel,y

1
𝑘c,z = (6.26)
𝑘z + √𝑘z2 − 𝜆2rel,z

𝑘y = 0,5(1 + 𝛽c (𝜆rel,y − 0,3) + 𝜆2rel,y ) (6.27)

𝑘z = 0,5(1 + 𝛽c (𝜆rel,z − 0,3) + 𝜆2rel,z ) (6.28),

სადაც:

𝛽c არის მე-10 ნაწილში განსაზღვრული სწორხაზოვნების ზღვრებში არსებული


ელემენტების კოეფიციენტი:

𝛽c = 0,2 მასიური ხის მასალისთვის;

𝛽c = 0,1 წებოთი ლამინირებული ხის მასალისათვის და ლამინირებული შპონის


მასალისთვის (LVL); (6.29)

𝑘m განსაზღვრულია 6.1.6-ში.

6.3.3 კოჭები, რომლებზეც მოქმედებს ღუნვა ან ერთობლივი ღუნვა და კუმშვა

(1)P გრეხისას გვერდული მდგრადობა უნდა შემოწმდეს 𝑦 ძლიერი ღერძის მიმართ


როგორც მხოლოდ 𝑀y მომენტის არსებობისას, ასევე ერთობლივი 𝑀y მომენტისა და 𝑁c
მკუმშავი ძალის მოქმედებისას.

(2) ღუნვისთვის ფარდობითი მოქნილობა ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

𝑓m,k
𝜆rel,m = √ (6.30)
𝜎m,crit

სადაც 𝜎m,crit არის კრიზისული მღუნავი ძაბვა, რომელიც გაანგარიშებულია მდგრადობის


კლასიკური თეორიის მიხედვით 5-პროცენტილიანი სიხისტის მნიშვნელობების
გამოყენებით.

კრიზისული მღუნავი ძაბვა ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

𝑀y,crit 𝜋√𝐸0,05 𝐼z 𝐺0,05 𝐼tor


𝜎m,crit = = (6.31),
𝑊y ℓef 𝑊y

69
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
სადაც:

𝐸0,05 არის ბოჭკოს პარალელური დრეკადობის მოდულის 5-პროცენტილიანი


მნიშვნელობა;

𝐺0,05 არის ბოჭკოს პარალელური ძვრის მოდულის 5-პროცენტილიანი მნიშვნელობა;

𝐼z არის ინერციის მომენტი 𝑧 სუსტი ღერძის მიმართ;

𝐼tor არის გრეხის ინერციის მომენტი;

ℓef არის კოჭის ეფექტური სიგრძე, რომელიც დაყრდნობის პირობებსა და


დატვირთვის კონფიგურაციაზეა დამოკიდებული 6.1 ცხრილის შესაბამისად;

𝑊y არის წინაღობის მომენტი 𝑦 ძლიერი ღერძის მიმართ;

უჭრი მართკუთხაგანივკვეთიანი წიწვოვანი ხის მასალისთვის 𝜎m,crit ასე უნდა


განისაზღვროს:

0,78𝑏 2
𝜎m,crit = 𝐸 (6.32),
ℎℓef 0,05

სადაც:

𝑏 არის კოჭის სიგანე;

ℎ არის კოჭის სიმაღლე.

(3) თუ 𝑦 ძლიერი ღერძის მიმართ მხოლოდ 𝑀y მომენტი მოქმედებს, ძაბვებმა უნდა


დააკმაყოფილოს შემდეგი პირობა:

𝜎m,d ≤ 𝑘crit 𝑓m,d (6.33),

სადაც:

𝜎m,d არის საანგარიშო მღუნავი ძაბვა;

𝑓m,d არის საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას;

𝑘crit არის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს გვერდული მდგრადობის


დაკარგვით გამოწვეულ შემცირებულ სიმტკიცეს ღუნვისას.

70
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ცხრილი 6.1 - ეფექტური სიგრძე, როგორც მალის თანაფარდობა
𝐚
კოჭის ტიპი დატვირთვის ტიპი 𝓵𝐞𝐟 ⁄𝓵
თავისუფლად დაყრდნობილი მუდმივი მომენტი 1,0
თანაბრად განაწილებული დატვირთვა 0,9
შეყურსული ძალა მალის შუაში 0,8
კონსოლი თანაბრად განაწილებული დატვირთვა 0,5
შეყურსული ძალა თავისუფალ ბოლოზე 0,8
a
ℓef ეფექტურ სიგრძესა და ℓ მალას შორის თანაფარდობა გამოიყენება ისეთი კოჭისთვის, რომლის
საყრდენები ჩამაგრებულია გრეხის მიმართ და რომლებიც სიმძიმის ცენტრშია დატვირთული. თუ
დატვირთვა კოჭის შეკუმშულ კიდეზეა მოდებული, ℓef უნდა გაიზარდოს 2ℎ-ით, ხოლო თუ დატვირთვა
კოჭის გაჭიმულ კიდეზეა მოდებული - ℓef შეიძლება შემცირდეს 0,5ℎ-ით.

(4) კოჭებისთვის, რომელთა სწორხაზოვნებიდან საწყისი გადახრა მე-10 ნაწილში


განსაზღვრული ზღვრების ფარგლებშია, 𝑘crit შეიძლება განისაზღვროს (6.34)
გამოსახულებით:
1, როდესაც 𝜆rel,m ≤ 0,75

𝑘crit = 1,56 − 0,75 𝜆rel,m , როდესაც 0,75 < 𝜆rel,m ≤ 1,4 (6.34)
1
2 , როდესაც 1,4 < 𝜆rel,m
{ 𝜆rel,m

(5) 𝑘crit კოეფიციენტი შიძლება აღებული იყოს 1,0-ის ტოლად ისეთი კოჭისთვის, რომლის
შეკუმშული კიდის განივი გადაადგილება თავიდანაა აცილებული მთელ სიგრძეზე,
ხოლო გრეხით მობრუნება თავიდანაა აცილებული - მის საყრდენებთან.

(6) თუ 𝑦 ძლიერი ღერძის მიმართ 𝑀y მომენტი და 𝑁c მკუმშავი ძალა ერთობლივად


მოქმედებს, ძაბვებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობა:
2
𝜎m,d 𝜎c,d
( ) + ≤1 (6.35),
𝑘crit 𝑓m,d 𝑘c,z 𝑓c,0,d

სადაც:

𝜎m,d არის საანგარიშო მღუნავი ძაბვა;

𝜎c,d არის საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝑓c,0,d არის საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას ბოჭკოს პარალელურად;

𝑘c,z მოცემულია (6.26) გამოსახულებით.

71
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
6.4 ცვალებადი განივკვეთის ან მრუდხაზოვანი კონტურის მქონე ელემენტებში
განივკვეთის გაანგარიშება

6.4.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P აუცილებელია ერთობლივი ღერძული ძალისა და მღუნავი მომენტის ეფექტების


გათვალისწინება.

(2) უნდა შემოწმდეს 6.2-ისა და 6.3-ის შესაბამისი ნაწილები.

(3) განივკვეთთან ღერძული ძალით გამოწვეული ძაბვა ასე შეიძლება განისაზღვროს:


𝑁
𝜎N = (6.36),
𝐴
სადაც:

𝜎N არის ღერძული ძაბვა;

𝑁 არის ღერძული ძალა;

𝐴 არის განივკვეთის ფართობი.

6.4.2 ერთქანობიანი კოჭები

(1)P ქანობის გავლენა გათვალისწინებული უნდა იყოს ზედაპირის პარალელურ მღუნავ


ძაბვებზე.

(1) განივკვეთი

ნახაზი 6.8 - ერთქანობიანი კოჭი

(2) 𝜎m,α,d და 𝜎m,0,d საანგარიშო მღუნავი ძაბვები (იხ. 6.8 ნახაზი) ასე შეიძლება
განისაზღვროს:
6 𝑀d
𝜎m,𝑎,d = 𝜎m,0,d = (6.37)
𝑏 ℎ2

ქანობიანი კიდის უკიდურეს ბოჭკოსთან ძაბვები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ


პირობას:
72
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝜎m,α,d ≤ 𝑘m,α 𝑓m,d (6.38),

სადაც:

𝜎m,α,d არის ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედი საანგარიშო მღუნავი ძაბვა;

𝑓m,d არის საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას;

𝑘m,𝑎 შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს:

ქანობიანი კიდის პარალელური გამჭიმი ძაბვებისათვის:


1
𝑘m,α = (6.39)
2 2
𝑓 𝑓
√1 + ( m,d tan 𝑎) + ( m,d tan2 𝑎)
0,75 𝑓v,d 𝑓t,90,d

ქანობიანი კიდის პარალელური მკუმშავი ძაბვებისათვის:


1
𝑘m,α = (6.40)
2 2
𝑓m,d 𝑓
√1 + ( tan 𝑎) + ( m,d tan2 𝑎)
1,5 𝑓v,d 𝑓c,90,d

6.4.3 ორქანობიანი, მრუდხაზოვანი და ამოზნექილი კოჭები

(1) 6.4.3 გამოიყენება მხოლოდ წებოთი ლამინირებული ხის მასალისა და ლამინირებული


შპონის მასალისათვის.

(2) 6.4.2-ის მოთხოვნები გამოიყენება ერთქანობიანი კოჭის ნაწილებისათვის.

(3) კეხის ზონაში (იხ. 6.9 ნახაზი) მღუნავი ძაბვები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
გამოსახულებას:

𝜎m,d ≤ 𝑘r 𝑓m,d (6.41),

სადაც 𝑘r ითვალისწინებს წარმოებისას ლამინატის ღუნვით გამოწვეულ სიმტკიცის


შემცირებას.
შენიშვნა: მრუდხაზოვან და ამოზნექილ კოჭებში კეხის ზონა ვრცელდება კოჭის მრუდხაზოვან ნაწილზე.

(4) კეხის მღუნავი ძაბვა ასე უნდა გაანგარიშდეს:


6𝑀ap,d
𝜎m,d = 𝑘ℓ (6.42),
𝑏ℎ2 ap

რომლისთვისაც:

73
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
2 3
ℎap ℎap ℎap
𝑘ℓ = 𝑘1 + 𝑘2 ( ) + 𝑘3 ( ) + 𝑘4 ( ) (6.43)
𝑟 𝑟 𝑟

𝑘1 = 1 + 1,4 tan 𝑎ap + 5,4 tan2 𝑎ap (6.44)

𝑘2 = 0,35 − 8 tan 𝑎ap (6.45)

𝑘3 = 0,6 + 8,3 tan 𝑎ap − 7,8 tan2 𝑎ap (6.46)

𝑘4 = 6 tan2 𝑎ap (6.47)

𝑟 = 𝑟in + 0,5 ℎap (6.48),

სადაც:

𝑀ap,d არის საანგარიშო მომენტი კეხთან;

ℎap არის კოჭის სიმაღლე კეხთან (იხ. 6.9 ნახაზი);

𝑏 არის კოჭის სიგანე;

𝑟in არის შიგა რადიუსი (იხ. 6.9 ნახაზი);

𝑎ap არის ქანობის კუთხე კეხის ზონის შუაში (იხ. 6.9 ნახაზი).

(5) ორქანობიანი კოჭებისათვის 𝑘r =1,0. მრუდხაზოვანი და ამოზნექილი კოჭებისათვის


𝑘r ასე უნდა იყოს აღებული:
𝑟in
1, თუ ≥ 240
𝑘r = { 𝑡 (6.49),
𝑟in 𝑟in
0,76 + 0,001 , თუ < 240
𝑡 𝑡
სადაც:

𝑟in არის შიგა რადიუსი (იხ. 6.9 ნახაზი);

𝑡 არის ლამინირების სისქე.

(6) კეხის ზონაში ბოჭკოს მართობული უდიდესი 𝜎t,90,d გამჭიმი ძაბვა უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

𝜎t,90,d ≤ 𝑘dis 𝑘vol 𝑓t,90,d (6.50),

რომლისთვისაც:
1,0 მასიური ხის მასალისთვის
0,2
𝑉0
𝑘vol = ( ) წებოთი ლამინირებული ხის მასალისა და ლამინირებული შპონის (6.51)
𝑉
{ მასალისათვის, სადაც ყველა შპონი კოჭის ღერძის პარალელურია

74
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1,4 ორქანობიანი და მრუდხაზოვანი კოჭებისთვის
𝑘dis = { (6.52),
1,7 ამოზნექილი კოჭებისთვის

სადაც:

𝑘dis არის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს კეხის ზონაში ძაბვის განაწილების


ეფექტს;

𝑘vol არის მოცულობის კოეფიციენტი;

𝑓t,90,d არის ბოჭკოს მართობული საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას;

𝑉0 არის 0,01მ3 -ის ნომინალური მოცულობა;

𝑉 არის კეხის ზონის დაძაბული მოცულობა (მ3 ) (იხ. 6.9 ნახაზი), რომელიც არ უნდა
აღემატებოდეს 2𝑉b /3, სადაც 𝑉b არის კოჭის ჯამური მოცულობა.

(7) ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი გაჭიმვისა და ძვრის შეხამებისთვის უნდა
დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობა:
𝜏d 𝜎t,90,d
+ ≤1 (6.53),
𝑓v,d 𝑘dis 𝑘vol 𝑓t,90,d

სადაც:

𝜏d არის საანგარიშო მხები ძაბვა;

𝑓v,d არის საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას;

𝜎t,90,d არის ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝑘dis და 𝑘vol მოცემულია (6)-ში.

(8) მღუნავი მომენტით გამოწვეული ბოჭკოს მართობული უდიდესი გამჭიმი ძაბვა ასე
უნდა განისაზღვროს:
6 𝑀ap,d
𝜎t,90,d = 𝑘p (6.54),
𝑏 ℎ2 ap

ან (6.54) გამოსახულების ალტერნატიულად ასე უნდა განისაზღვროს:


6 𝑀ap,d 𝑝d
𝜎t,90,d = 𝑘p − 0,6 (6.55),
𝑏 ℎ2 ap 𝑏

სადაც:

𝑝d არის თანაბრად განაწილებული დატვირთვა კეხის ფართობზე, რომელიც კოჭის


თავზე მოქმედებს;

𝑏 არის კოჭის სიგანე;


75
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑀ap,d არის შიგა გამრუდებული კიდის პარალელურად გამჭიმი ძაბვების წარმომქმნელი
საანგარიშო მომენტი კეხთან;

რომლისთვისაც:
2
ℎap ℎap
𝑘p = 𝑘5 + 𝑘6 ( ) + 𝑘7 ( ) (6.56)
𝑟 𝑟

𝑘5 = 0,2 tan 𝑎ap (6.57)

𝑘6 = 0,25 − 1,5 tan 𝑎ap + 2,6 tan2 𝑎ap (6.58)

𝑘7 = 2,1 tan 𝑎ap − 4 tan2 𝑎ap (6.59)

შენიშვნა: რეკომენდებული გამოსახულებაა (6.54). ინფორმაცია (6.54)-(6.55) გამოსახულებებს შორის


ეროვნული არჩევანის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

76
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

განმარტება:
(1) კეხის ზონა

შენიშვნა: მრუდხაზოვან და ამოზნექილ კოჭებში კეხის ზონა ვრცელდება კოჭის მრუდხაზოვან ნაწილებზე.

ნახაზი 6.9 - ორქანობიანი (a), მრუდხაზოვანი (b) და ამოზნექილი (c) კოჭები, რომლებშიც
ბოჭკოს მიმართულება კოჭის ქვედა კიდის პარალელურია

6.5 კილოს მქონე ელემენტები

6.5.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P კილოში ძაბვის კონცენტრირების ეფექტები გათვალისწინებული უნდა იყოს


ელემენტების სიმტკიცის შემოწმებისას.

77
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2) ძაბვის კონცენტრაციის ეფექტი შეიძლება უგულებელყოფილი იყოს, თუ:

- გაჭიმვა ან შეკუმშვა ბოჭკოს პარალელურია;


- კილოში გამჭიმი ძაბვები იწვევს ღუნვას, ხოლო ქანობი 1: 𝑖 = 1: 10-ზე მეტი არ
არის, ანუ 𝑖 ≥10 (იხ. 6.10a);
- მკუმშავი ძაბვები იწვევს ღუნვას კილოში (იხ. 6.10b).

ნახაზი 6.10 - ღუნვა კილოში:


a) კილოში გამჭიმი ძაბვებით;
b) კილოში მკუმშავი ძაბვებით

6.5.2 საყრდენთან კილოს მქონე კოჭები

(1) მართკუთხაგანივკვეთებიანი კოჭებისათვის, თუ ბოჭკოები ძირითადად ელემენტის


სიგრძის პარალელურია, კილოს მქონე საყრდენში მხები ძაბვები უნდა გაანგარიშდეს ℎef
ეფექტური (შემცირებული) სიმაღლით (იხ. 6.11 ნახაზი).

(2) უნდა შემოწმდეს, რომ:


1,5𝑉
𝜏d = ≤ 𝑘v 𝑓v,d (6.60),
𝑏 ℎef

სადაც 𝑘v შემცირების კოეფიციენტია, რომელიც ასე განისაზღვრება:

- კოჭებისთვის, რომლებსაც კილო საყრდენის საპირისპირო მხარეს აქვს (იხ. 6.11b)

𝑘v = 1,0 (6.61)

- კოჭებისთვის, რომლებსაც კილო საყრდენის მხარეს აქვს (იხ. 6.11a)


1

1,1 𝑖 1,5
𝑘v = min 𝑘n (1 + )
√ℎ (6.62),
𝑥 1
√ℎ (√𝛼(1 − 𝛼) + 0,8 ℎ √𝛼 − 𝛼 2 )
{

სადაც:
78
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑖 არის კილოს გადახრა (იხ. 6.11a ნახაზი);

ℎ არის კოჭის სიმაღლე (მმ);

𝑥 არის მანძილი საყრდენის რეაქციის ზემოქმედების ხაზიდან კილოს კუთხემდე;


ℎef
𝛼 =

4,5 ლამინირებული შპონის მასალისათვის
𝑘n = { 5 მასიური ხის მასალისთვის (6.63)
6,5 წებოთი ლამინირებული ხის მასალისთვის

ნახაზი 6.11 - ბოლოში კილოს მქონე კოჭები

6.6. სისტემის სიმტკიცე

(1) თუ რამდენიმე თანაბარი ბიჯის მქონე მსგავსი ელემენტი, კომპონენტი ან ანაკრები


კონსტრუქცია გვერდულად შეერთებულია დატვირთვის განაწილების უწყვეტი
სისტემით, ელემენტის სიმტკიცის თვისებები შეიძლება გამრავლდეს 𝑘sys სისტემის
სიმტკიცის კოეფიციენტზე.

(2) თუ დატვირთვის განაწილების უწყვეტი სისტემა უზრუნველყოფს ერთი


ელემენტიდან მეზობელ ელემენტებზე დატვირთვის გადაცემას, 𝑘sys კოეფიციენტი უნდა
იყო 1,1-ის ტოლი.

(3) დატვირთვის განაწილების სისტემის სიმტკიცე უნდა შემოწმდეს იმ დასვებით, რომ


დატვირთვები ხანმოკლეა.
შენიშვნა: მაქსიმალური, 1,2 მ ცენტრთშორისი მანძილის მქონე წამწეებისთვის შეიძლება დაშვებული იყოს,
რომ კრამიტის სახურავისთვის ლარტყები, ნივნივები ან პანელები გადასცემს დატვირთვას მეზობელ
წამწეებს, თუ ეს დატვირთვის განაწილების ელემენტები უჭრია, სულ მცირე, ორ მალზე და ყველა კვანძი
ზიგზაგისებურადაა განლაგებული.

(4) ლამინირებული ხის ფენილისთვის ან გადახურვისთვის უნდა გამოიყენებოდეს 6.12


ნახაზზე მოცემული 𝑘sys -ს მნიშვნელობები.
79
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ლამინირების დატვირთული ფურცლების რაოდენობა


განმარტება:

1 ლურსმნული ან ხრახნული ლამინირება


2 წინასწარდაძაბვით ან შეწებებით ლამინირება

ნახაზი 6.12 - სისტემის 𝒌𝐬𝐲𝐬 სიმტკიცის კოეფიციენტი მთლიანტანიანი ხის


ლამინირებული ფენილის ფილებისთვის ან შეწებებული ელემენტებისთვის

80
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 7 საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები

7.1 ერთობლივი გაცურება

(1) საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობისას სოგმანის ტიპის სამაგრებიანი


შეერთებებისთვის ძვრის ერთ სიბრტყეზე ცალკეული სამაგრის 𝐾ser გაცურების მოდული
აღებული უნდა იყოს 7.1 ცხრილიდან, რომელშიც 𝜌m მოცემულია კგ/მ3-ში, ხოლო 𝑑 ან 𝑑c
- მმ-ში. 𝑑c -ს განსაზღვრებისთვის იხილეთ ენ 13271.
შენიშვნა: ენ 26891-ში 𝐾ser სიმბოლოს ნაცვლად გამოიყენება 𝑘s .

ცხრილი 7.1 - 𝑲𝐬𝐞𝐫 -ის მნიშვნელობები (ნ/მმ) სამაგრებისა და შემაერთებლებისთვის ხის


ხესთან და გადამუშავებული ხის პანელების ხესთან შეერთებებისთვის

სამაგრის ტიპი 𝑲𝐬𝐞𝐫


სოგმანები
1,5
ჭანჭიკები ღრეჩოებითa ან მათ გარეშე 𝜌m 𝑑 ⁄23
ხრახნები
ლურსმნები (წინასწარგაბურღული ხვრელით)
1,5 0,8
ლურსმნები (წინასწარგაბურღული ხვრელის გარეშე) 𝜌m 𝑑 ⁄30
1,5 0,8
კავები 𝜌m 𝑑 ⁄80
ენ 912-ის შესაბამისი A ტიპის გლუვი რგოლური შემაერთებლები 𝜌m 𝑑c ⁄2
ენ 912-ის შესაბამისი B ტიპის გლუვი რგოლური შემაერთებლები
დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლები:
- ენ 912-ის შესაბამისი C1-C9 ტიპის შემაერთებლები 1,5 𝜌m 𝑑c ⁄4
- ენ 912-ის შესაბამისი C10-C11 ტიპის შემაერთებლები 𝜌m 𝑑c ⁄2

a ღრეჩოები ცალკე უნდა იყოს გათვალისწინებული დეფორმაციებისთვის.

(2) თუ გადამუშავებული ხის ორი შეერთებული ელემენტის 𝜌m,1 და 𝜌m,2 საშუალო


სიმკვრივეები განსხვავებულია, მაშინ ზემოთ მოცემული 𝜌m ასე უნდა იყოს
გათვალისწინებული:

𝜌m = √𝜌m,1 𝜌m,2 (7.1)

(3) ლითონის ხესთან ან ბეტონის ხესთან შეერთებებისთვის 𝐾ser უნდა ეფუძნებოდეს ხის
ელემენტის 𝜌m -ს და შეიძლება გამრავლდეს 2,0-ზე.

81
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
7.2 კოჭების ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები

(1) ზემოქმედებების შეხამებით გამოწვეული ჩაღუნვის მდგენელები (იხ. 2.2.3(5))


მოცემულია 7.1 ნახაზზე, რომლისთვისაც სიმბოლოები ასეა განსაზღვრული (იხ. 2.2.3):

- 𝑤c არის სამშენებლო აწევა (ასეთის გამოყენებისას);


- 𝑤inst არის მყისიერი ჩაღუნვა;
- 𝑤creep არის ცოცვადობით გამოწვეული ჩაღუნვა;
- 𝑤fin არის საბოლოო ჩაღუნვა;
- 𝑤net,fin არის საბოლოო ნეტო ჩაღუნვა.

ნახაზი 7.1 - ჩაღუნვის მდგენელები

(2) საყრდენებს შორის სწორი ხაზის ქვევით 𝑤net,fin ნეტო ჩაღუნვა ასე უნდა
განისაზღვროს:

𝑤net,fin = 𝑤inst + 𝑤creep − 𝑤c = 𝑤fin − 𝑤c (7.2)

შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, თუ დეფორმაციის რა დონეა მისაღები, ℓ მალის მქონე კოჭებისთვის


ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობების რეკომენდებული დიაპაზონი მოცემულია 7.2 ცხრილში.
ინფორმაცია ეროვნული არჩევნის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

ცხრილი 7.2 - კოჭების ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობების მაგალითები

𝒘𝐢𝐧𝐬𝐭 𝒘𝐧𝐞𝐭,𝐟𝐢𝐧 𝒘𝐟𝐢𝐧

კოჭი ორ საყრდენზე ℓ⁄300-ℓ⁄500 ℓ⁄250-ℓ⁄350 ℓ⁄150-ℓ⁄300

კონსოლური კოჭები ℓ⁄150-ℓ⁄250 ℓ⁄125-ℓ⁄175 ℓ⁄75-ℓ⁄150

7.3 რხევები

7.3.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს, რომ ელემენტზე, კომპონენტზე ან


კონსტრუქციაზე მოსალოდნელმა ზემოქმედებებმა არ გამოიწვიოს კონსტრუქციის
ფუნქციონირების შეფერხება ან დისკომფორტი არ შეუქმნას მომხმარებლებს.

82
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2) ელემენტის, კომპონენტის ან კონსტრუქციის მოსალოდნელი სიხისტისა და მილევის
მოდალური კოეფიციენტის გათვალისწინებით რხევის დონე უნდა განისაზღვროს
გაზომვებით ან გამოთვლებით.

(3) თუ სხვა მნიშვნელობების შესაბამისობა არ არის დასაბუთებული, გადახურვებისთვის


მილევის მოდალური კოეფიციენტი გათვალისწინებული უნდა იყოს 𝜁 = 0,01 (ე.ი. 1%)
მნიშვნელობით.

7.3.2 მანქანა-დანადგარებით გამოწვეული რხევა

(1)P მბრუნავი მანქანა-დანადგარებითა და სხვა სამუშაო მოწყობილობებით გამოწვეული


რხევები უნდა შეიზღუდოს მოსალოდნელი მუდმივი დატვირთვისა და ცვლადი
დატვირთვების არახელსაყრელი შეხამებისათვის.

(2) გადახურვებისთვის უწყვეტი რხევის მისაღები დონეები გათვალისწინებული უნდა


იყოს ისო 2631-2-ის A დანართის 5a ნახაზის შესაბამისად, 1,0-ის ტოლი მამრავლ
კოეფიციენტთან ერთად.

7.3.3 საცხოვრებელი სართულები

(1) საცხოვრებელი სართულებისთვის, რომელთა რხევის ძირითადი სიხშირე 8 ჰც-ს არ


აღემატება (𝑓1 ≤ 8 ჰც), აუცილებელია ჩატარდეს სპეციალური კვლევა.

(2) საცხოვრებელი სართულებისთვის, რომელთა რხევის ძირითადი სიხშირე 8 ჰც-ს (𝑓1 >
8 ჰც) აღემატება, აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:
𝑤
≤ 𝑎 (მმ/კნ) (7.3)
𝐹
და

𝑣 ≤ 𝑏 (𝑓1 𝜁−1) (მ/ნწმ2 ) (7.4),

სადაც:

𝑤 არის მაქსიმალური მყისიერი ვერტიკალური ჩაღუნვა, რომელიც გამოწვეულია


გადახურვის ნებისმიერ წერტილში მოდებული ვერტიკალური შეყურსული
სტატიკური 𝐹 ძალით დატვირთვის განაწილების გათვალისწინებით;

𝑣 არის ერთეული იმპულსის სიჩქარის რეაქცია, ე.ი. ვერტიკალური გადახურვის


რხევის სიჩქარის მაქსიმალური საწყისი მნიშვნელობა (მ/წმ), რომელიც ერთეულის
იდეალური იმპულსითაა გამოწვეული გადახურვის იმ წერტილში, სადაც რეაქცია
მაქსიმალურია. შეიძლება 40 ჰც-ზე უფრო მაღალი მდგენელების უგულებელყოფა;

83
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝜁 არის მილევის მოდალური კოეფიციენტი.
შენიშვნა: 𝑎-სა და 𝑏-ს ზღვრული მნიშვნელობების რეკომენდებული დიაპაზონი და 𝑎-სა და 𝑏-ს
რეკომენდებული დამოკიდებულება მოცემულია 7.2 ნახაზზე. ინფორმაცია ეროვნული არჩევნის შესახებ
შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

განმარტება:
1 უკეთესი ქცევა
2 უარესი ქცევა

ნახაზი 7.2 - 𝒂-სა და 𝒃-ს რეკომენდებული დიაპაზონი და დამოკიდებულება

(3) 7.3.3(2)-ში მოცემული გაანგარიშება უნდა შესრულდეს იმ დაშვებით, რომ გადახურვა


დაუტვირთავია, ე.ი. გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისი გადახურვის
საკუთარი წონის მასა და სხვა მუდმივი ზემოქმედებები.

(4) ოთხივე კიდეზე თავისუფლად დაყრდნობილი და ℓ მალის მქონე ხის კოჭოვანი


მართკუთხა გადახურვისთვის, რომლის მთლიანი ზომა არის ℓ × 𝑏, რხევის 𝑓1 ძირითადი
სიხშირე მიახლოებით ასე შეიძლება განისაზღვროს:

𝜋 (𝐸𝐼)ℓ
𝑓1 = √ (7.5),
2ℓ2 𝑚

სადაც:

𝑚 არის მასა ერთეულ ფართობზე (კგ/მ2);

ℓ არის გადახურვის მალი (მ);

(𝐸𝐼)ℓ არის გადახურვის ეკვივალენტური ფილის სიხისტე ღუნვისას (ნმ2/მ) კოჭის


მართობული ღერძის მიმართ.
84
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(5) ოთხივე კიდეზე თავისუფლად დაყრდნობილი მართკუთხა გადახურვისთვის,
რომლის მთლიანი ზომა არის 𝑏 × ℓ, 𝑣-ს მნიშვნელობა, როგორც აპროქსიმაცია, ასე
შეიძლება განისაზღვროს:

4(0,4 + 0,6 𝑛40 )


𝑣= (7.6),
𝑚 𝑏 ℓ + 200
სადაც:

𝑣 არის ერთეული იმპულსის სიჩქარის რეაქცია (მ/წმ2-ებში);

𝑛40 არის 40 ჰც-ამდე საკუთარი სიხშირეების მქონე რხევის პირველი რიგის ფორმების
რაოდენობა;

𝑏 არის გადახურვის სიგანე (მ);

𝑚 არის მასა (კგ/მ2);

ℓ არის გადახურვის მალი (მ).

𝑛40 -ს მნიშვნელობა ასე შეიძლება განისაზღვროს:


0,25
40 2 𝑏 4 (𝐸𝐼)ℓ
𝑛40 = {(( ) − 1) ( ) } (7.7),
𝑓1 ℓ (𝐸𝐼)b

სადაც (𝐸𝐼)b არის გადახურვის ეკვივალენტური ფილის სიხისტე ღუნვისას (ნმ2/მ) კოჭების
პარალელური ღერძის მიმართ, სადაც (𝐸𝐼)b < (𝐸𝐼)ℓ .

85
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 8 ლითონის სამაგრებიანი შეერთებები

8.1 ზოგადი მიმოხილვა

8.1.1 სამაგრების მოთხოვნები

(1)P თუ ამ ნაწილში არ არის მოცემული წესები, მახასიათებელი მზიდუნარიანობა და


შეერთებების სიხისტე უნდა განისაზღვროს გამოცდებით ენ 1075-ის, ენ 1380-ის, ენ 1381-
ის, ენ 26891-ისა და ენ 28970-ის შესაბამისად. თუ შესაბამისი სტანდარტები
ითვალისწინებს გაჭიმვასა და კუმშვაზე გამოცდებს, მახასიათებელი მზიდუნარიანობის
განსასაზღვრავად გამოცდა უნდა შესრულდეს გაჭიმვისას.

8.1.2 მრავალსამაგრიანი შეერთებები

(1)P შეერთებაში სამაგრების განლაგება და ზომები და, ასევე, სამაგრის ბიჯები და


კიდემდე/ბოლომდე მანძილები ისე უნდა შეირჩეს, რომ შესაძლებელი იყოს
მოსალოდნელი სიმტკიცისა და სიხისტის მიღება.

(2)P გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ერთი და იმავე ტიპისა და ზომის


მრავალსამაგრიანი შეერთების მზიდუნარიანობა შეიძლება ცალკეული სამაგრების
მზიდუნარიანობების ჯამზე ნაკლები იყოს.

(3) თუ შეერთება სხვადასხვა ტიპის სამაგრებისგან შედგება ან, თუ რამდენიმე სიბრტყეში


ძვრაზე მომუშავე შეერთებში ძვრის სიბრტყეებში შეერთებების სიხისტე
განსხვავებულია, აუცილებელია მათი თავსებადობის შემოწმება.

(4) ბოჭკოს მიმართულების პარალელური სამაგრების ერთი რიგისთვის რიგის


პარალელური 𝐹v,ef,Rk ეფექტური მახასიათებელი მზიდუნარიანობა ასე უნდა
განისაზღვროს:

𝐹v,ef,Rk = 𝑛ef 𝐹v,Rk (8.1),

სადაც:

𝐹v,ef,Rk არის ბოჭკოს პარალელური სამაგრების ერთი რიგის ეფექტური მახასიათებელი


მზიდუნარიანობა;

𝑛ef არის სამაგრების ეფექტური რაოდენობა ბოჭკოს პარალელურ მწკრივში;

𝐹v,Rk არის ბოჭკოს პარალელური თითოეული სამაგრის მახასიათებელი


მზიდუნარიანობა.
შენიშვნა: ბოჭკოს პარალელური რიგებისთვის 𝑛ef -ის მნიშვნელობები მოცემულია 8.3.1.1(8)-სა და 8.5.1.1(4)-
ში.

86
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(5) რიგის მიმართულებისადმი კუთხით მოქმედი ძალისთვის უნდა შემოწმდეს, რომ
რიგის პარალელური ძალის მდგენელი (8.1) გამოსახულების შესაბამისად განსაზღვრულ
მზიდუნარიანობაზე ნაკლები ან მისი ტოლია.

8.1.3 რამდენიმე სიბრტყეში ძვრაზე მომუშავე შეერთებები

(1) რამდენიმე სიბრტყეში ძვრაზე მომუშავე შეერთებებში თითოეული ძვრის სიბრტყის


წინაღობა უნდა განისაზღვროს იმ დაშვებით, რომ ძვრაზე მომუშავე თითოეული სიბრტყე
სამწევრიანი შეერთებების წყების ნაწილია.

(2) რამდენიმე სიბრტყეში ძვრაზე მომუშავე შეერთებაში ცალკეული ძვრაზე მომუშავე


ცალკეული სიბრტყეების წინაღობის კომბინაციისთვის აუცილებელია შესაბამის ძვრის
სიბრტყეში სამაგრების რღვევის დომინანტი ფორმები ერთმანეთთან თავსებადი იყოს და
არ უნდა შედგებოდეს 8.2 ნახაზზე მოცემული (a), (b), (g) და (h) რღვევის ფორმების ან 8.3
ნახაზზე მოცემული (e), (f) და (j/l) რღვევის ფორმების კომბინაციისგან.

8.1.4 ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედი შეერთების ძალები

(1)P როდესაც შეერთების ძალები ბოჭკოს მიმართ კუთხით მოქმედებს (იხ. 8.1 ნახაზი),
აუცილებელია ბოჭკოს მართობული 𝐹Ed sin 𝛼 გამჭიმი ძალის მდგენელით გამოწვეული
გახლეჩის ალბათობის გათვალისწინება.

(2)P ბოჭკოს მართობული 𝐹Ed sin 𝛼 გამჭიმი ძალის მდგენელით გამოწვეული გახლეჩის
ალბათობის გასათვალისწინებლად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი
გამოსახულება:

𝐹v,Ed ≤ 𝐹90,Rd (8.2),

რომლისთვისაც:
𝐹v,Ed,1
𝐹v,Ed = max { (8.3),
𝐹v,Ed,2

სადაც:

𝐹90,Rd არის საანგარიშო გახლეჩამედეგობა, რომელიც 2.4.3-ის მიხედვით 𝐹90,Rk


მახასიათებელი გახლეჩამედეგობითაა გაანგარიშებული;

𝐹v,Ed,1 , 𝐹v,Ed,2 არის საანგარიშო ძვრის ძალები შეერთების თითოეულ მხარეს (იხ. 8.1
ნახაზი).

(3) წიწვოვანი ხის მასალისთვის 8.1 ნახაზზე მოცემული განლაგების დროს


მახასიათებელი გახლეჩამედეგობა ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

87
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ℎe
𝐹90,Rk = 14 𝑏 𝑤 √ (8.4),

(1 − e )

სადაც:
𝑤pl 0,35
мах { 100)
( პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებისთვის
𝑤={ (8.5),
1
1 ყველა სხვა სახის კავშირებისთვის

𝐹90,Rk არის მახასიათებელი გახლეჩამედეგობა (ნ);

𝑤 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი;

ℎe არის მანძილი დატვირთული კიდიდან განაპირა სამაგრის ცენტრამდე ან ბოჭკოს


პარალელური პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირების კიდემდე (მმ);

ℎ არის ხის ელემენტის სიმაღლე (მმ);

𝑏 არის ელემენტის სისქე (მმ);

𝑤pl არის ბოჭკოს პარალელური პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირის


სიგანე (მმ).

ნახაზი 8.1 - შეერთებით გადაცემული დახრილი ძალა

8.1.5 შეერთების ნიშანცვლადი ძალები

(1)P შეერთების მახასიათებელი მზიდუნარიანობა უნდა შემცირდეს, თუ შეერთება


განიცდის ხანგრძლივი ან საშუალო ხანგრძლივობის ზემოქმედებებით გამოწვეულ
ნიშანცვლად შიგა ძალებს.

(2) შეერთების სიმტკიცეზე ხანგრძლივი ან საშუალო ხანგრძლივობის ზემოქმედებების


ეფექტი, რომელიც იცვლება საანგარიშო გამჭიმი 𝐹t,Ed ძალიდან და საანგარიშო მკუმშავ
𝐹c,Ed ძალამდე, გათვალისწინებული უნდა იყოს შეერთების (𝐹t,Ed + 0,5𝐹c,Ed )-სა და (𝐹c,Ed +
0,5𝐹t,Ed )-ზე გაანგარიშებისას.

88
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
8.2 სოგმანის ტიპის ლითონის სამაგრების გვერდითი მზიდუნარიანობა

8.2.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P სოგმანის ტიპის ლითონის სამაგრებიანი შეერთებების მახასიათებელი


მზიდუნარიანობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სამაგრის
დენადობის ზღვარზე სიმტკიცის, ჩამაგრების სიმტკიცისა და ამოგდებისას სიმტკიცის
მონაწილეობა.

8.2.2 ხის ხესთან და პანელის ხესთან შეერთებები

(1) ლურსმნების, კავების, ჭანჭიკების, სოგმანებისა და ხრახნების მახასიათებელი


მზიდუნარიანობა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ სიბრტყეზე აღებული უნდა იყოს,
როგორც შემდეგი გამოსახულებებიდან მიღებული მინიმალური მნიშვნელობა:

− სამაგრებისათვის ერთმაგი ძვრისას:

𝑓h,1,k 𝑡1 𝑑 (a)
𝑓h,2,k 𝑡2 𝑑 (b)
𝑓h,1,k 𝑡1 𝑑 𝑡2 𝑡 2 𝑡 2 𝑡 𝐹ax,Rk
[√𝛽 + 2𝛽 2 [1 + + ( 2 ) ] + 𝛽 3 ( 2 ) − 𝛽 (1 + 2 )] + (c)
1+𝛽 𝑡1 𝑡 1 𝑡 𝑡1 1 4

𝐹v,Rk = min 1,05 𝑓h,1,k𝑡1 𝑑 [√2𝛽 (1 + 𝛽) + 4𝛽(2+𝛽)𝑀y,Rk 𝐹


− 𝛽] + ax,Rk (d) (8.6);
2+𝛽 𝑓 𝑑𝑡 2 4h,1,k 1

𝑓h,1,k 𝑡2 𝑑 4𝛽(1+2𝛽)𝑀y,Rk 𝐹ax,Rk


1,05
1+2𝛽
[√2𝛽2 (1 + 𝛽) + 𝑓h,1,k 𝑑 𝑡2 2
− 𝛽] +
4
(e)

2𝛽 𝐹ax,Rk
1,15√1+𝛽 √2𝑀y,Rk 𝑓h,1,k 𝑑 + (f)
{ 4

− სამაგრებისათვის ორმაგი ძვრისას:

𝑓h,1,k 𝑡1 𝑑 (g)
0,5𝑓h,2,k 𝑡2 𝑑 (h)

𝑓h,1,k 𝑡1 𝑑 4𝛽(2 + 𝛽)𝑀y,Rk 𝐹ax,Rk


1,05 [√2𝛽 (1 + 𝛽) + − 𝛽] + (j) (8.7),
𝐹v,Rk = min 2+𝛽 𝑓h,1,k 𝑑 𝑡1 2 4

2𝛽 𝐹ax,Rk
1,15√ √2𝑀y,Rk 𝑓h,1,k 𝑑 + (k)
{ 1+𝛽 4

რომლისთვისაც:

89
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑓h,2,k
𝛽= (8.8),
𝑓h,1,k

სადაც:

𝐹v,Rk არის მახასიათებელი მზიდუნარიანობა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ


სიბრტყეზე;

𝑡i არის ხის მასალის ან ფიცრის სისქე ან შეღწევის სიღრმე, როდესაც i არის 1 ან 2 (იხ.,
ასევე, 8.3-8.7);

𝑓h,i,k არის ხის მასალის i ელემენტში ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑑 არის სამაგრის დიამეტრი;

𝑀y,Rk არის სამაგრის დენადობის ზღვარზე მახასიათებელი მომენტი;

𝛽 არის ელემენტების ჩამაგრების სიმტკიცეებს შორის თანაფარდობა;

𝐹ax,Rk არის სამაგრის მახასიათებელი ღერძული ამოგდებამედეგობა (იხ. (2)).


შენიშვნა: კვანძების პლასტიკურობა შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს შედარებით მოქნილი სამაგრების
გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ძირითადი ფომებია რღვევის (f) და (k) ფორმები.

(2) იოჰანსენის დენადობის ზღვრის თეორიის მიხედვით (8.6)-(8.7) გამოსახულებებში


მარჯვენა მხარეს პირველი ცვლადი აღნიშნავს მზიდუნარიანობას, ხოლო მეორე ცვლადი
𝐹ax,Rk /4 - ბაგირის ეფექტის მონაწილეობას. ბაგირის ეფექტით გამოწვეულ
მზიდუნარიანობაში მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს შემდეგ პროცენტულ
რაოდენობამდე:

− მრგვალი ლურსმნები - 15 %;
− ოთხკუთხედი ლურსმნები - 25 %;
− სხვა ტიპის ლურსმნები 50 %-ამდე;
− ხრახნები 100 %-ამდე;
− ჭანჭიკები 25 %-ამდე;
− სოგმანები 0 %-ამდე;

თუ 𝐹ax,Rk უცნობია, ბაგირის ეფექტიდან მონაწილეობა აღებული უნდა იყოს ნულის


ტოლად.

ერთმაგ ძვრაზე მომუშავე სამაგრებისათვის 𝐹ax,Rk მახასიათებელი ამოგდებამედეგობა,


როგორც ორი ელემენტის ამოგდებამედეგობიდან უმცირესი. რღვევის სხვადასხვა ფორმა
მოცემულია 8.2 ნახაზზე. ჭანჭიკების 𝐹ax,Rk ამოგდებამედეგობისთვის შეიძლება
გათვალისწინებული იყოს საყელურებით უზრუნველყოფილი წინაღობა (იხ. 8.5.2(2)).

(3) თუ ქვემოთ მოცემული არ არის დაპროექტების წესები, 𝑓h,k ჩამაგრების მახასიათებელი


სიმტკიცე უნდა განისაზღვროს ენ 383-ისა და ენ 14358-ის შესაბამისად.

90
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(4) თუ ქვემოთ მოცემული არ არის დაპროექტების წესები, 𝑀y,Rk დენადობის ზღვარზე
მახასიათებელი მომენტი უნდა განისაზღვროს ენ 409-ისა და ენ 14358-ის შესაბამისად.

ნახაზი 8.2 - ხისა და პანელის შეერთებების რღვევის ფორმები

განმარტება:
(1) ერთმაგი ძვრა
(2) ორმაგი ძვრა

შენიშვნა: ასოები შეესაბამება (8.6) და (8.7) გამოსახულებებში მოცემულ ასოებს.

8.2.3 ლითონის ხესთან შეერთებები

(1) ლითონის ხესთან შეერთების მახასიათებელი მზიდუნარიანობა დამოკიდებულია


ლითონის ფურცლების სისქეზე. 0,5𝑑-ზე ნაკლები ან 0,5-ის ტოლი სისქის ლითონის
ფურცლები კლასიფიცირდება თხელ ფურცლებად, ხოლო ხვრელის დიამეტრის 0,1𝑑-ზე
ნაკლები ცდომილების მქონე 𝑑-ზე მეტი ან 𝑑-ს ტოლი სისქის ფურცლები - სქელ
ფურცლებად. თხელი და სქელი ფურცლების სისქის ფარგლებში ლითონის ფურცლის
მქონე შეერთებების მზიდუნარიანობა უნდა გაანგარიშდეს თხელი და სქელი
ფურცლების ზღვრული მნიშვნელობების წრფივი ინტერპოლაციით.

(2)P უნდა შემოწმდეს ლითონის ფურცლის სიმტკიცე.

(3) ლურსმნების, ჭანჭიკების, სოგმანებისა და ხრახნების მახასიათებელი


მზიდუნარიანობა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ სიბრტყეზე უნდა იყოს შემდეგი
გამოსახულებებიდან მიღებული მინიმალური მნიშვნელობის ტოლი:

- ლითონის თხელი ფურცლისთვის ერთმაგი ძვრისას:


91
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
0,4 𝑓h,k 𝑡1 𝑑 (a)
𝐹v,Rk = min { 𝐹ax,Rk (8.9)
1,15√2 𝑀y,Rk 𝑓h,k 𝑑 + (b)
4

- ლითონის სქელი ფურცლისთვის ერთმაგი ძვრისას:

4 𝑀y,Rk 𝐹ax,Rk
𝑓h,k 𝑡1 𝑑 [√2 + − 1] + (c)
𝑓h,k 𝑑 𝑡12 4
𝐹v,Rk = min (8.10)
𝐹ax,Rk
2,3√𝑀y,Rk 𝑓h,k 𝑑 + (d)
4
{ 𝑓h,k 𝑡1 𝑑 (e)

- ნებისმიერი სისქის ლითონის ფურცლისთვის, რომელიც ორმაგ ძვრაზე მომუშავე


შეერთების ცენტრალური ელემენტის სახითაა მოცემული:
𝑓h,1,k 𝑡1 𝑑 (f)
4 𝑀y,Rk 𝐹ax,Rk
𝑓h,1,k 𝑡1 𝑑 [√2 + − 1] + (g)
𝐹v,Rk = min 𝑓h,1,k 𝑑 𝑡12 4 (8.11)
𝐹ax,Rk
2,3√𝑀y,Rk 𝑓h,1,k 𝑑 + (h)
{ 4

- ლითონის თხელი ფურცლებისთვის, რომლებიც ორმაგ ძვრაზე მომუშავე


შეერთების გარე ელემენტების სახითაა მოცემული:

0,5 𝑓h,2,k 𝑡2 𝑑 (j)


𝐹v,Rk = min { 𝐹ax,Rk (8.12)
1,15√2 𝑀y,Rk 𝑓h,2,k 𝑑 + (k)
4

- ლითონის სქელი ფურცლებისთვის, რომლებიც ორმაგ ძვრაზე მომუშავე


შეერთების გარე ელემენტების სახითაა მოცემული:

0,5 𝑓h,2,k 𝑡2 𝑑 (l)


𝐹v,Rk = min { 𝐹ax,Rk (8.13),
2,3√2 𝑀y,Rk 𝑓h,2,k 𝑑 + (m)
4

სადაც:

𝐹v,Rk არის მახასიათებელი მზიდუნარიანობა ცალკეული სამაგრის ძვრის ერთ


სიბრტყეზე;

𝑓h,k არის ხის ელემენტში ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑡1 არის ხის გვერდიანი ელემენტის სისქიდან ან შეღწევის სიღრმიდან უმცირესი


მნიშვნელობა;

92
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑡2 არის ხის შუა ელემენტის სისქე;

𝑑 არის სამაგრის დიამეტრი;

𝑀y,Rk არის სამაგრის დენადობის ზღვარზე მახასიათებელი მომენტი;

𝐹ax,Rk არის სამაგრის მახასიათებელი ამოგდებამედეგობა.


შენიშვნა 1: რღვევის სხვადასხვა ფორმა მოცემულია 8.3 ნახაზზე.

ნახაზი 8.3 - ლითონის ხესთან შეერთებების რღვევის ფორმები

(4) ბაგირის ეფექტის 𝐹ax,Rk შესაზღუდავად გამოიყენება 8.2.2(2)-ის.

(5)P გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ დატვირთულბოლოიანი ლითონის ხესთან


შეერთებების მზიდუნარიანობა შეიძლება შემცირდეს სამაგრების ჯგუფის პერიმეტრის
გასწვრივ რღვევით.
შენიშვნა 2: სამაგრების ჯგუფის სიმტკიცის განსაზღვრის მეთოდი მოცემულია A (ინფორმაციულ) დანათში.

8.3 ლურსმნული შეერთებები

8.3.1 გვერდულად დატვირთული ლურსმნები

8.3.1.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) ერთმაგ და ორმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებებში (იხ. 8.4 ნახაზი) სისქის სიმბოლოები
ასე განისაზღვრება:

𝑡1 არის:

ერთმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებაში იმ ელემენტის სისქე, რომელიდანაც ჩაჭედებულია


ლურსმანი;

ორმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებაში იმ ელემენტის ხის მინიმალური სისქე, რომლიდანაც


ჩაჭედებულია ლურსმანი და იმ ელემენტში შეღწევის სიღრმე, რომელშიც ჩაჭედებულია
ლურსმანი;

𝑡2 არის:

93
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ერთმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებაში ელემენტში ჩაჭედებული ლურსმნის შეღწევის
სიღმე;

ცენტრალური ელემენტის სისქე ორმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებაში.

(2) ხის მასალა უნდა გაიბურღოს წინასწარ, თუ:

- ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე 500 კგ/მ3-ს აღემატება;


- ლურსმნის 𝑑 დიამეტრი 8 მმ-ს აღემატება.

(3) კვადრატული და დაღარული ლურსმნებისთვის ლურსმნის 𝑑 დიამეტრი აღებული


უნდა იყოს გვერდის ზომად.

(4) გაჭიმვისას, მინიმალური, 600 ნ/მმ2 სიმტკიცის მავთულისგან დამზადებული გლუვი


ლურსმნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს დენადობის ზღვარზე მომენტის შემდეგი
მახასიათებელი მნიშვნელობები:

0,3 𝑓u 𝑑 2,6 მრგვალი ლურსმნებისთვის


𝑀y,Rk = { 2,6
(8.14),
0,45 𝑓u 𝑑 ოთხკუთხედი ლურსმნებისთვის

სადაც:

𝑀y,Rk არის დენადობის ზღვარზე მომენტის მახასიათებელი მნიშვნელობა (ნმმ);

𝑑 არის ენ 14592-ში განსაზღვრული ლურსმნის დიამეტრი (მმ);

𝑓u არის მავთულის სიმტკიცე გაჭიმვისას (ნ/მმ2).

(5) 8 მმ-ამდე დიამეტრის ლურსმნებისთვის გამოიყენება ხესა და ლამინირებული შპონის


მასალაში ჩამაგრების შემდეგი მახასიათებელი სიმტკიცეები:

- წინასწარგაბურღული ხვრელების გარეშე:

𝑓h,k = 0,082 𝜌k 𝑑 −0,3 ნ/მმ2 (8.15)

- წინასწარგაბურღული ხვრელებით:

𝑓h,k = 0,082 (1 − 0,01𝑑) 𝜌k ნ/მმ2 (8.16),

სადაც:

𝜌k არის ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3);

𝑑 არის ლურსმნის დიამეტრი (მმ).

94
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 8.4 - 𝒕𝟏 -ისა და 𝒕𝟐 -ის განსაზღვრა:


(a) ერთმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებაში,
(b) ორმაგ ძვრაზე მომუშავე შეერთებაში

(6) 8 მმ-ზე მეტი დიამეტრის ლურსმნებისთვის გამოიყენება ჭანჭიკების ჩამაგრების


მახასიათებელი სიმტკიცის 8.5.1-ის შესაბამისი მნიშვნელობები.

(7) სამელემენტიან შეერთებაში ლურსმნები შეიძლება პირგადადებული იყოს


ცენტრალურ ელემენტში, თუ (𝑡 − 𝑡2 ) აღემატება 4𝑑-ს (იხ. 8.5 ნახაზი).

ნახაზი 8.5 - პირგადადებული ლურსმნები

(8) ბოჭკოს პარალელური 𝑛 ლურსმნების ერთი რიგისთვის, თუ ლურსმნები ამ რიგში


ზიგზაგისებურად არ არის განლაგებული, სულ მცირე, 1𝑑-ზე ბოჭკოს მიმართ მართი
კუთხით (იხ. 8.6 ნახაზი), ბოჭკოს პარალელური მზიდუნარიანობა (იხ. 8.1.2(4)) უნდა
გაანგარიშდეს სამაგრების 𝑛ef ეფექტური რაოდენობით, რომლისთვისაც:
95
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑛ef = 𝑛𝑘ef (8.17),

სადაც:

𝑛ef არის რიგში ლურსმნების ეფექტური რაოდენობა;

𝑛 არის ლურსმნების რაოდენობა ერთ რიგში;

𝑘ef მოცემულია 8.1 ცხრილში.

ცხრილი 8.1 - 𝒌𝐞𝐟 -ის მნიშვნელობები


ბიჯი𝐚 𝒌𝐞𝐟
წინასწარგაუბურღავი წინასწარგაბურღული
𝑎1 ≥ 14𝑑 1,0 1,0
𝑎1 = 10𝑑 0,85 0,85
𝑎1 = 7𝑑 0,7 0,7
𝑎1 = 4𝑑 - 0,5
a შუალედური ბიჯებისათვის დასაშვებია 𝑘 -ის წრფივი ინტერპოლაცია
ef

განმარტება:

1 ლურსმანი
2 ბოჭკოს მიმართულება

ნახაზი 8.6 - ბოჭკოს მიმართ პარალელურ რიგში ლურსმნები, რომლებიც ჭადრაკულადაა


განლაგებული 𝒅-თი ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით

(9) შეერთებაში უნდა იყოს, სულ მცირე, ორი ლურსმანი.

(10) კონსტრუქციული დეტალიზებისა და ლურსმნული შეერთებების კონტროლის


მოთხოვნები მოცემულია 10.4.2-ში.

8.3.1.2 ხის მასალების ერთმანეთთან ლურსმნით შეერთებები

(1) გლუვი ლურსმნებისათვის იმ ელემენტში შეღწევის სიღრმე, რომელშიც ჩაჭედებულია


ლურსმანი, სულ მცირე, 8𝑑 უნდა იყოს.

96
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2) ენ 14592-ის შესაბამისად ლურსმნებისათვის (გლუვი ლურსმნების გარდა) იმ
ელემენტში შეღწევის სიღრმე, რომელშიც ჩაჭედებულია ლურსმანი, სულ მცირე, 6𝑑 უნდა
იყოს.

(3) არ უნდა ჩაითვალოს, რომ განაპირა ბოჭკოში გლუვი ლურსმნები გადასცემს გვერდით
ძალებს.

(4) 8.3.1.2(3)-ის ალტერნატიულად განაპირა ბოჭკოში ლურსმნებისათვის გამოიყენება


შემდეგი წესები:

− დამხმარე კონსტრუქციებში შეიძლება გამოიყენებოდეს გლუვი ლურსმნები.


მზიდუნარიანობის საანგარიშო მნიშვნელობები უნდა იყოს ბოჭკოს მიმართ მართ
კუთხეებთან მოწყობილი ლურსმნების მნიშვნელობების 1/3;
− ენ 14592-ის შესაბამისად დამხმარე კონსტრუქციების გარდა, ლურსმნები (გლუვი
ლურსმნების გარდა) შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა კონსტრუქციებში.
მზიდუნარიანობის საანგარიშო მნიშვნელობები უნდა იყოს ბოჭკოს მიმართ მართ
კუთხეებთან მოწყობილი ეკვივალენტური დიამეტრის გლუვი ლურსმნების
მნიშვნელობების 1/3, თუ:
− ლურსმნები მხოლოდ გვერდულადაა დატვირთული;
− თითო შეერთებისათვის გამოყენებულია, სულ მცირე, სამი ლურსმანი;
− იმ ელემენტში შეღწევის სიღრმე, რომელშიც ჩაჭედებულია ლურსმანი, სულ მცირე,
10 𝑑-ა;
− შეერთებაზე არ მოქმედებს ექსპლუატაციის III კლასის პირობები;
− დაკმაყოფილებულია 8.2 ცხრილში განსაზღვრული ბიჯები და კიდემდე
მანძილები.
შენიშვნა 1: დამხმარე კონსტრუქციის ნიმუში ნივნივებზე ლურსმნით შეერთებული შუბლის ფიცარია.

შენიშვნა 2: გამოყენების რეკომენდებული წესი მოცემულია 8.3.1.2(3)-ში. ინფორმაცია ეროვნული არჩევანის


შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

(5) მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები მოცემულია 8.2 ცხრილში,


სადაც (იხ. 8.7 ნახაზი):

𝑎1 არის ლურსმნების ბიჯი ბოჭკოს პარალელურ ერთ რიგში;

𝑎2 არის ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი ლურსმნების რიგების ბიჯი;

𝑎3,c არის მანძილი ლურსმანსა და დაუტვირთავ ბოლოს შორის;

𝑎3,t არის მანძილი ლურსმანსა და დატვირთულ ბოლოს შორის;

𝑎4,c არის მანძილი ლურსმანსა და დაუტვირთავ კიდეს შორის;

𝑎4,t არის მანძილი ლურსმანსა და დატვირთულ კიდეს შორის;

𝑎 არის კუთხე ძალასა და ბოჭკოს მიმართულებას შორის.

97
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ცხრილი 8.2 - მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები ლურსმნებისთვის
ბიჯი ან კუთხე
მანძილი (იხ. 8.7 𝒂 მინიმალური ბიჯი ან კიდემდე/ბოლომდე მანძილი
ნახაზი)
წინასწარგაბუ
წინასწარგაბურღული ხვრელების გარეშე რღული
ხვრელებით
𝜌k ≤ 420 კგ/მ3 420 კგ/მ3 < 𝜌k ≤ 500 კგ/მ3
a1 ბიჯი (ბოჭკოს 0° ≤𝑎≤ 360° 𝑑 < 5 მმ: (7 + 8|cos 𝑎|)𝑑 (4 + |cos 𝑎|)𝑑
პარალელური) (5 + 5|cos 𝑎|)𝑑
𝑑 ≥ 5 მმ:
(5 + 7|cos 𝑎|)𝑑
a2 ბიჯი (ბოჭკოს 0° ≤ 𝑎 ≤ 360° 5𝑑 7𝑑 (3 + |sin 𝑎|)𝑑
მართობული)
a3,t მანძილი −90° ≤ 𝑎 ≤ 90° (10 + 5 cos 𝑎)𝑑 (15 + 5 cos 𝑎)𝑑 (7 + 5cos 𝑎)𝑑
(დატვირთული
ბოლო)
a3,c მანძილი 90° ≤ 𝑎 ≤ 270° 10𝑑 15𝑑 7𝑑
(დაუტვირთავი
ბოლო)
a4,t მანძილი 0° ≤ 𝑎 ≤ 180° 𝑑 < 5 მმ: 𝑑 < 5 მმ: 𝑑 < 5 მმ:
(დატვირთული (5 + 2 sin 𝑎)𝑑 (7 + 2 sin 𝑎)𝑑 (3 + 2 sin 𝑎)𝑑
კიდე) 𝑑 ≥ 5 მმ: 𝑑 ≥ 5 მმ: 𝑑 ≥ 5 მმ:
(5 + 5 sin 𝑎)𝑑 (7 + 5 sin 𝑎)𝑑 (3 + 4 sin 𝑎)𝑑
a4,c მანძილი 180° ≤ 𝑎 ≤ 360° 5𝑑 7𝑑 3𝑑
(დაუტვირთავი
კიდე)

(6) ხის მასალა უნდა გაიბურღოს წინასწარ, თუ ხის ელემენტების სისქე უფრო ნაკლებია,
ვიდრე:
7𝑑
𝑡 = max {(13𝑑 − 30) 𝜌k (8.18),
400
სადაც:

𝑡 არის წინასწარგაბურღვის თავიდან ასაცილებლად ხის ელემენტის მინიმალური


სისქე (მმ);

𝜌k არის ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3);

𝑑 არის ლურსმნის დიამეტრი (მმ).

(7) წინასწარ უნდა გაიბურღოს გახლეჩისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხის ჯიშები,


თუ ხის ელემენტების სისქე უფრო ნაკლებია, ვიდრე:

14𝑑
𝑡 = max { (13𝑑 − 30) 𝜌k (8.19)
200

98
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
კიდემდე მანძილებისათვის (8.19) გამოსახულებას შეიძლება ჩაენაცვლოს (8.18)
გამოსახულება:

𝑎4 ≥ 10𝑑, როდესაც 𝜌k ≤ 420 კგ/მ3

𝑎4 ≥ 14𝑑, როდესაც 420 კგ/მ3 ≤ 𝜌k ≤ 500 კგ/მ3


შენიშვნა: გახლეჩისადმი მგრძნობიარე ხის ჯიშებია: სოჭი (ევროპული სოჭი), დუგლასის სოჭი (ცრუცუგა)
და ნაძვი (ევროპული ნაძვი). სოჭისა (ევროპული სოჭისა) და დუგლასის სოჭისათვის (ცრუცუგისათვის)
რეკომენდებულია 8.3.1.2(7)-ის გამოყენება. ეროვნული არჩევანი შეიძლება განისაზღვროს ეროვნულ
დანართში.

განმარტება:

(1) დატვირთული ბოლო


(2) დაუტვირთავი ბოლო
(3) დატვირთული კიდე
(4) დაუტვირთავი კიდე
1 სამაგრი
2 ბოჭკოს მიმართულება

ნახაზი 8.7 - ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები:


(a) ერთ რიგში ბოჭკოს პარალელური და რიგთშორისი ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით ბიჯი
(b) კიდემდე/ბოლომდე მანძილები

8.3.1.3 პანელის ხესთან ლურსმნით შეერთებები

(1) პანელის ხესთან ლურსმნით ყველა შეერთების ლურსმნების მინიმალური ბიჯები


არის 8.2 ცხრილში მოცემული მნიშვნელობების 0,85-ზე ნამრავლის ტოლი. ლურსმნების
99
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
კიდემდე/ბოლომდე მანძილები რჩება უცვლელი, თუ სხვაგვარად არ არის მოცემული
ქვემოთ.

(2) შეწებებული ფანერის ელემენტებში კიდემდე/ბოლომდე მინიმალური მანძილები


უნდა იყოს 3𝑑 დაუტვირთავი კიდისთვის (ან ბოლოსთვის), ხოლო დატვირთული
კიდისთვის (ან ბოლოსთვის) - (3 + 4 sin 𝛼)𝑑, სადაც 𝛼 არის დატვირთვის
მიმართულებასა და დატვირთულ კიდეს (ან ბოლოს) შორის კუთხე.

(3) სულ მცირე, 2𝑑 დიამეტრის თავის მქონე ლურსმნების ჩამაგრების მახასიათებელი


სიმტკიცე ასე განისაზღვრება:

- შეწებებული ფანერისთვის:

𝑓h,k = 0,11𝜌k 𝑑 −0,3 (8.20),

სადაც:

𝑓h,k არის ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე (ნ/მმ2);

𝜌k არის შეწებებული ფანერის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3);

𝑑 არის ლურსმნის დიამეტრი (მმ).

- ენ 622-2-ის შესაბამისი მაღალი სიმკვირივის მერქანბოჭკოვანი ფილებისთვის:

𝑓h,k = 30 𝑑 −0,3 𝑡 0,6 (8.21),

სადაც:

𝑓h,k არის ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე (ნ/მმ2);

𝑑 არის ლურსმნის დიამეტრი (მმ);

𝑡 არის პანელის სისქე (მმ).

- მერქანბურბუშელას და ორიენტირებული მერქანბურბუშელას ფილებისათვის:

𝑓h,k = 65 𝑑 −0,7 𝑡 0,1 (8.22),

სადაც:

𝑓h,k არის ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე (ნ/მმ2);

𝑑 არის ლურსმნის დიამეტრი (მმ);

𝑡 არის პანელის სისქე (მმ).

100
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
8.3.1.4 ლითონის ხესთან ლურსმნით შეერთებები

(1) გამოიყენება 8.2 ცხრილში მოცემული ლურსმნების მინიმალური კიდემდე/ბოლომდე


მანძილები. ლურსმნების მინიმალური ბიჯები არის 8.2 ცხრილში მოცემული
მნიშვნელობების 0,7-ზე ნამრავლის ტოლი.

8.3.2 ღერძულად დატვირთული ლურსმნები

(1)P მუდმივი ან ხანგრძლივი ღერძული დატვირთვის წინაღობის უზრუნველსაყოფად არ


უნდა გამოიყენებოდეს გლუვი ლურსმნები.

(2) უნდა ჩაითვალოს, რომ კუთხვილიანი ლურსმნებისთვის მხოლოდ კუთხვილის


ნაწილი გადასცემს ღერძულ დატვირთვას.

(3) უნდა ჩაითვალოს, რომ ლურსმნები განაპრია ბოჭკოში არ გადასცემს ღერძულ


დატვირთვას.

(4) ბოჭკოს მართობული დალურსმვისა (იხ. 8.8 (a) ნახაზი) და დახრილი


დალურსმვისთვის (იხ. 8.8 (b) ნახაზი) 𝐹ax,Rk ლურსმნების მახასიათებელი
ამოგდებამედეგობა აღებული უნდა იყოს შემდეგი გამოსახულებებით მიღებული
უმცირესი მნიშვნელობის ტოლად:

- ენ 14592-ში განსაზღვრული ლურსმნებისთვის, გლუვი ლურსმნების გარდა:

𝑓ax,k 𝑑 𝑡pen (a)


𝐹ax,Rk = { (8.23)
𝑓head,k 𝑑h2 (b)

- გლუვი ლურსმნებისთვის:

𝑓ax,k 𝑑 𝑡pen (a)


𝐹ax,Rk = { (8.24),
𝑓ax,k 𝑑 𝑡 + 𝑓head,k 𝑑h2 (b)

სადაც:

𝑓ax,k არის იმ ელემენტის მახასიათებელი ამოგდებისას სიმტკიცე, რომელშიც


ჩაჭედებულია ლურსმანი;

𝑓head,k არის იმ ელემენტის ამოგლეჯისას მახასიათებელი სიმტკიცე, რომლიდანაც


ჩაჭედებულია ლურსმანი;

𝑑 არის ლურსმნის დიამეტრი 8.3.1.1-ის შესაბამისად;

𝑡pen არის იმ ელემენტში შეღწევის სიღრმე, რომელშიც ჩაჭედებულია ლურსმანი ან


ამავე ელემენტში კუთხვილიანი ნაწილის სიგრძე;

𝑡 არის იმ ელემენტის სისქე, რომლიდანაც ჩაჭედებულია ლურსმანი;


101
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑑h არის ლურსმნის თავის დიამეტრი.

(5) თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ქვემოთ, 𝑓ax,k და 𝑓head,k მახასიათებელი


სიმტკიცეები უნდა განისაზღვროს გამოცდებით ენ 1382-ის, ენ 1383-ისა და ენ 14358-ის
შესაბამისად.

(6) ელემენტში, რომელშიც ჩაჭედებულია ლურსმანი, სულ მცირე, 12𝑑 შეღწევის სიღრმის
გლუვი ლურსმნებისთვის ლურსმნის ამოგდებისას და ამოგლეჯისას სიმტკიცის
მახასიათებელი მნიშვნელობები უნდა გაანგარიშდეს შემდეგი გამოსახულებებით:

𝑓ax,k = 20 × 10−6 𝜌k2 (8.25)

𝑓head,k = 70 × 10−6 𝜌k2 (8.25),

სადაც 𝜌k არის ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3).

(7) გლუვი ლურსმნების 𝑡pen იმ ელემენტში შეღწევის სიღრმე, რომელშიც ჩაჭედებულია,


უნდა იყოს, სულ მცირე, 8𝑑. იმ ელემენტში 12𝑑-ზე ნაკლები შეღწევის სიღრმის მქონე
ლურსმნებისთვის, რომელშიც ჩაჭედებულია, ღეროს ამოგდებამედეგობა უნდა
გამრავლდეს (𝑡pen /4𝑑 − 2)-ზე. კუთხვილიანი ლურსმნების შეღწევის სიღმე იმ
ელემენტში, რომელშიც ჩაჭედებულია, უნდა იყოს, სულ მცირე, 6𝑑. იმ ელემენტში 8𝑑-ზე
ნაკლები შეღწევის სიღრმის ლურსმნებისთვის, რომელშიც ჩაჭედებულია, ღეროს
ამოგდებამედეგობა უნდა გამრავლდეს (𝑡pen /2𝑑 − 3)-ზე.

(8) სამშენებელო ხის მასალისთვის, რომელიც დამონტაჟებულია ბოჭკოს გაჯერების


წერტილში ან მასთან ახლოს და რომელიც, სავარაუდოდ, გამოშრება დატვირთვის დროს,
𝑓ax,k -სა და 𝑓head,k -ს მნიშვნელობები უნდა გამრავლდეს 2/3-ზე.

(9) ღერძულად დატვირთული ლურსმნებისთვის გამოიყენება გვერდულად


დატვირთული ლურსმნების ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები.

(10) დახრილი დალურსმვისათვის დატვირთულ კიდემდე მანძილი უნდა იყოს, სულ


მცირე, 10𝑑 (იხ. 8.8(b) ნახაზი). შეერთებაში უნდა იყოს, სულ მცირე, 2 დახრილი
ლურსმანი.

102
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 8.8 - (a) ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი დალურსმვა; (b) დახრილი
დალურსმვა

8.3.3 ლურსმნები ერთობლივი გვერდული და ღერძული დატვირთვებით

(1) შეერთებებისთვის, რომლებზეც მოქმედებს ერთობლივი 𝐹ax,Ed ღერძული და 𝐹v,Ed


გვერდითი დატვირთვები, აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულებები:

- გლუვი ლურსმნებისთვის:
𝐹ax,Ed 𝐹v,Ed
+ ≤1 (8.27);
𝐹ax,Rd 𝐹v,Rd

- ენ 14592-ში განსაზღვრული ლურსმნებისთვის, გლუვი ლურსმნების გარდა:

2 2
𝐹ax,Ed 𝐹v,Ed
( ) +( ) ≤1 (8.28),
𝐹ax,Rd 𝐹v,Rd

სადაც:

𝐹ax,Rd და 𝐹v,Ed არის, შესაბამისად, ღერძულად ან განივად დატვირთული შეერთების


საანგარიშო მზიდუნარიანობა.

8.4 კავით შეერთებები

(1) 8.3-ში მოცემული წესები (8.3.1.1-ის (5)-(6)-ისა და 8.3.1.2(7)-ის გარდა) გამოიყენება


მრგვალი, თითქმის მრგვალი ან მართკუთხა კავებისათვის ასიმეტრიული ან
სიმეტრიული ბოლოებით.

(2) მართკუთხაგანივკვეთებიანი კავებისთვის 𝑑 დიამეტრი გათვალისწინებული უნდა


იყოს, როგორც კვადრატული ფესვი ორივე გვედის ზომის ნამრავლიდან.

103
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(3) კავის თავის 𝑏 სიგანე, სულ მცირე, 6𝑑-ს ტოლი უნდა იყოს, ხოლო იმ ელემენტში 𝑡2
შეღწევის სიღმე, რომელშიც ჩაჭედებულია კავი - სულ მცირე, 14𝑑 (იხ. 8.9 ნახაზი).

(4) შეერთებაში უნდა იყოს, სულ მცირე, 2 კავი.

(5) თუ კავის თავსა და კავის თავის ქვევით ხის ბოჭკოს მიმართულებას შორის კუთხე
აღემატება 30°-ს (იხ. 8.10 ნახაზი), ძვრის ერთ სიბრტყეზე ცალკეული კავის განივი
საანგარიშო მზიდუნარიანობა გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც კავის
დიამეტრის ტოლი დიამეტრის მქონე ორი ლურსმნის ეკვივალენტური საანგარიშო
მზიდუნარიანობის ეკვივალენტური მნიშვნელობა. თუ კავის თავსა და კავის თავის
ქვევით ხის ბოჭკოს მიმართულებას შორის კუთხე 30°-ის ტოლი ან ნაკლებია, მაშინ
აუცილებელი კავის განივი საანგარიშო მზიდუნარიანობის გამრავლება 0,7
კოეფიციენტზე.

(6) კავებისთვის, რომლებიც დამზადებულია გაჭიმვისას, მინიმუმ, 800 ნ/მმ2 სიმტკიცის


მავთულისგან. ცალკეულ ბოლოზე აუცილებელია დენადობის ზღვარზე შემდეგი
მახასიათებელი მომენტის გამოყენება:

𝑀y,Rk = 240 𝑑2,6 (8.29),

სადაც:

𝑀y,Rk არის მახასიათებელი მომენტი დენადობის ზღვარზე (ნმმ);

𝑑 არის კავის ბოლოს/ღეროს დიამეტრი (მმ).

(7) ბოჭკოს პარალელური 𝑛 რაოდენობის კავების რიგის იმავე მიმართულებით


მზიდუნარიანობა უნდა განისაზღვროს 8.3.1.1(8)-ის შესაბამისად სამაგრების 𝑛ef
ეფექტური რაოდენობის გამოყენებით.

(8) კავის მინიმალური ბიჯები და, ასევე, კიდემდე/ბოლომდე მანძილები მოცემულია 8.3
ცხრილში და ნაჩვენებია 8.10 ნახაზზე, სადაც 𝛩 არის კუთხე კავის თავსა და ბოჭკოს
მიმართულებას შორის.

104
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

განმარტება:
(1) კავის ცენტრი
ნახაზი 8.9 - კავის ზომები

ნახაზი 8.10 - კავების ბიჯების განსაზღვრა

105
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ცხრილი 8.3 - მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები

ბიჯი და კიდემდე/ბოლომდე მანძილები კუთხე მინიმალური ბიჯი ან


(იხ. 8.7 ნახაზი) კიდემდე/ბოლომდე მანძილები

𝑎1 (ბოჭკოს პარალელურად)
როდესაც 𝜃 ≥ 30° 0° ≤ 𝛼 ≤ 360° (10 + 5|cos 𝛼|) 𝑑
როდესაც 𝜃 < 30° (15 + 5|cos 𝛼|) 𝑑
𝑎2 (ბოჭკოს მართობულად) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° 15 𝑑

𝑎3,t (დატვირთული ბოლო) −90° ≤ 𝛼 ≤ 90° (15 + 5|cos 𝛼|) 𝑑

𝑎3,c (დაუტვირთავი ბოლო) 90° ≤ 𝛼 ≤ 270° 15 𝑑

𝑎4,t (დატვირთული კიდე) 0° ≤ 𝛼 ≤ 180° (15 + 5|sin 𝛼|) 𝑑

𝑎4,c (დაუტვირთავი კიდე) 180° ≤ 𝛼 ≤ 360° 10 𝑑

8.5 ჭანჭიკური შეერთებები

8.5.1 გვერდულად დატვირთული ჭანჭიკები

8.5.1.1 ზოგადი მიმოხილვა და ხის ხესთან ჭანჭიკური შეერთებები

(1) ჭანჭიკებისთვის უნდა გამოიყენებოდეს დენადობის ზღვარზე მომენტის შემდეგი


მახასიათებელი მნიშვნელობები:

𝑀y,Rk = 0,3 𝑓u,k 𝑑 2,6 (8.30),

სადაც:

𝑀y,Rk არის დენადობის ზღვარზე მომენტის მახასიათებელი მნიშვნელობა (ნმმ);

𝑓u,k არის მახასიათებელი სიმტკიცე გაჭიმვისას (ნ/მმ2);

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ).

(2) 30 მმ-ამდე დიამეტრის ჭანჭიკებისთვის უნდა გამოიყენებოდეს ხესა და


ლამინირებული შპონის მასალაში ჩამაგრების სიმტკიცის შემდეგი მახასიათებელი
მნიშვნელობები ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით:
𝑓h,0,k
𝑓h,α,k = (8.31)
𝑘90 sin2 𝛼 + cos2 𝛼

𝑓h,0,k = 0,082 (1 − 0,01 𝑑)𝜌k (8.32),

სადაც:

106
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1,35 + 0,015 𝑑 წიწვოვანი ხის მასალისთვის
𝑘90 = {1,30 + 0,015 𝑑 ლამინირებული შპონის მასალისათვის (8.33)
0,90 + 0,015 𝑑 მაგარმერქნიანი მასალისათვის

𝑓h,0,k არის ბოჭკოს პარალელურად ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე (ნ/მმ2);

𝜌k არის ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3);

𝛼 არის დატვირთვის კუთხე ბოჭკოს მიმართ;

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ).

(3) მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები აღებული უნდა იყოს 8.4


ცხრილიდან სიმბოლოებით, რომლებიც 8.7 ნახაზზეა მოცემული.

ცხრილი 8.4 - ბიჯის და კიდემდე/ბოლომდე მანძილების მინიმალური მნიშვნელობები


ჭანჭიკებისათვის

ბიჯი და კიდემდე/ბოლომდე მანძილი (იხ. 8.7 კუთხე მინიმალური ბიჯი ან


ნახაზი) მანძილი

𝑎1 (ბოჭკოს პარალელურად) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° (4 + |cos 𝛼|) 𝑑


𝑎2 (ბოჭკოს მართობულად) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° 4𝑑

𝑎3,t (დატვირთული ბოლო) −90° ≤ 𝛼 ≤ 90° max(7 𝑑; 80მმ)

𝑎3,c (დაუტვირთავი ბოლო) 90° ≤ 𝛼 < 150° max[(1 + 6 sin 𝛼) 𝑑; 4𝑑]


150° ≤ 𝛼 < 210° 4𝑑
210° ≤ 𝛼 ≤ 270° max[(1 + 6 sin 𝛼) 𝑑; 4𝑑]
𝑎4,t (დატვირთული კიდე) 0° ≤ 𝛼 ≤ 180° max[(2 + 2 sin 𝛼) 𝑑; 3𝑑]

𝑎4,c (დაუტვირთავი კიდე) 180° ≤ 𝛼 ≤ 360° 3𝑑

(4) ერთ რიგში ბოჭკოს პარალელური 𝑛 რაოდენობის ჭანჭიკების იმავე მიმართულებით


მზიდუნარიანობა (იხ. 8.1.2(4)) უნდა განისაზღვროს ჭანჭიკების 𝑛ef ეფექტური
რაოდენობის გამოყენებით:
𝑛
𝑛ef = min {𝑛0,9 4√ 𝑎1 (8.34),
13𝑑
სადაც:

𝑎1 არის ჭანჭიკების ბიჯი ბოჭკოს მიმართულებით;

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი;

𝑛 არის ჭანჭიკების რაოდენობა რიგში.

107
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი დატვირთვებისთვის სამაგრების ეფექტური
რაოდენობა ასე უნდა განისაზღვროს:

𝑛ef = 𝑛 (8.35)

თუ დატვირთვასა და ბოჭკოს მიმართულებას შორის კუთხე 0° < 𝛼 < 90°-ს შეესაბამება,


𝑛ef შიძლება განისაზღვროს (8.34)-სა და (8.35) გამოსახულებებს შორის წრფივი
ინტერპოლაციით.

(5) ჭანჭიკის დიამეტრთან დაკავშირებული საყელურების მინიმალური ზომებისა და


სისქის მოთხოვნები მოცემულია 10.4.3-ში.

8.5.1.2 პანელის ხესთან ჭანჭიკური შეერთებები

(1) შეწებებული ფანერისთვის უნდა გამოიყენებოდეს ზედაპირის ბოჭკოს მიმართ


ნებისმიერი კუთხით ჩამაგრების შემდეგი სიმტკიცე (ნ/მმ2):

𝑓h,k = 0,11 (1 − 0,01 𝑑) 𝜌k (8.36),

სადაც:

𝜌k არის შეწებებული ფანერის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3);

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ).

(2) მერქანბურბუშელასა და ორიენტირებული მერქანბურბუშელას ფილებისთვის უნდა


გამოიყენებოდეს ზედაპირის ბოჭკოს მიმართ ნებისმიერი კუთხით ჩამაგრების შემდეგი
სიმტკიცე (ნ/მმ2):

𝑓h,k = 50 𝑑 −0,6 𝑡 0,2 (8.37),

სადაც:

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ):

𝑡 არის პანელის სისქე (მმ).

8.5.1.3 ლითონის ხესთან ჭანჭიკური შეერთებები

(1) გამოიყენება 8.2.3-ში მოცემული წესები.

108
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
8.5.2 ღერძულად დატვირთული ჭანჭიკები

(1) ჭანჭიკის ღერძული მზიდუნარიანობა და ამოგდებამედეგობა აღებული უნდა იყოს


ქვემოთ მოცემული მნიშვნელობებიდან უმცირესი მნიშვნელობით:

- ჭანჭიკის გაჭიმვისადმი მედეგობა;


- საყელურის ან ლითონის ფურცლების (ლითონის ხესთან შეერთებებისთვის)
მზიდუნარიანობა.

(2) საყელურის მზიდუნარიანობა უნდა გაანგარიშდეს შეხების ფართობზე 3,0𝑓c,90,k


კუმშვისას მახასიათებელი სიმტკიცის გათვალისწინებით.

(3) ლითონის ფურცლის ცალკეული ჭანჭიკის მზიდუნარიანობა არ უნდა აღემატებოდეს


ისეთი წრიული საყელურის მზიდუნარიანობას, რომლის დიამტერი შემდეგი
მნიშვნელობებიდან უმცირესის ტოლია:

- 12𝑡, სადაც 𝑡 არის ფურცლის სისქე;


- 4𝑑, სადაც 𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი.

8.6 სოგმანური შეერთებები

(1) გამოიყენება 8.5.1-ში მოცემული წესები (8.5.1.1(3)-ის გარდა).

(2) სოგმანის დიამეტრი უნდა იყოს 6 მმ-ზე მეტი და 30 მმ-ზე ნაკლები.

(3) მინიმალური ბიჯი და კიდემდე/ბოლომდე მანძილები მოცემულია 8.5 ცხრილში,


რომლისთვისაც გამოყენებულია 8.7 ნახაზზე მოცემული სიმბოლოები.

ცხრილი 8.5 - სოგმანებისათვის მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები

ბიჯი და კიდემდე/ბოლომდე კუთხე მინიმალური ბიჯი ან


მანძილები (იხ. 8.7 ნახაზი) კიდემდე/ბოლომდე მანძილები

𝑎1 (ბოჭკოს პარალელურად) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° (3 + 2|cos 𝛼|) 𝑑


𝑎2 (ბოჭკოს მართობულად) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° 3𝑑

𝑎3,t (დატვირთული ბოლო) −90° ≤ 𝛼 ≤ 90° max(7 𝑑; 80მმ)

𝑎3,c (დაუტვირთავი ბოლო) 90° ≤ 𝛼 < 150° max(𝑎3,t |sin 𝛼|) 𝑑; 3𝑑)
150° ≤ 𝛼 < 210° 3𝑑
210° ≤ 𝛼 ≤ 270° max(𝑎3,t |sin 𝛼|) 𝑑; 3𝑑)
𝑎4,t (დატვირთული კიდე) 0° ≤ 𝛼 ≤ 180° max[(2 + 2 sin 𝛼) 𝑑; 3𝑑]

𝑎4,c (დაუტვირთავი კიდე) 180° ≤ 𝛼 ≤ 360° 3𝑑

109
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(4) სოგმანის ხვრელის ცდომილებები მოცემულია 10.4.4-ში.

8.7 ხრახნული შეერთებები

8.7.1 გვერდულად დატვირთული ხრახნები

(1)P მზიდუნარიანობის განსაზღვრისას ხრახნის კუთხვილიანი ნაწილის ეფექტი


გათვალისწინებული უნდა იყოს 𝑑ef ეფექტური დიამეტრის გამოყენებით.

(2) გლუვყელიანი ხრახნებისთვის, რომელთა გარე კუთხვილის დიამეტრი ღეროს


დიამეტრის ტოლია, გამოიყენება 8.2-ში მოცემული წესები, თუ დაკმაყოფილებულია
შემდეგი მოთხოვნები:

- 𝑑ef ეფექტური დიამეტრი გლუვი ღეროს დიამეტრის ტოლია;


- ელემენტში, რომელშიც ჩასობილია ხრახნის წვერო, გლუვი ღეროს შეღწევის
სიღრმე, სულ მცირე, 4𝑑-ს ტოლია.

(3) თუ არ არის დაკმაყოფილებული (2)-ში მოცემული პირობები, ხრახნის


მზიდუნარიანობა უნდა გაანგარიშდეს 𝑑ef ეფექტური დიამეტრის გათვალიწინებით,
რომელიც კუთხვილის ღრმულის დიამეტრის 1,1-ზე ნამრავლის ტოლია.

(4) 𝑑 > 6 მმ დიამეტრის მქონე გლუვღეროიანი ხრახნებისთვის გამოიყენება 8.5.1-ში


მოცემული წესები.

(5) 6 მმ-ს ან ნაკლები დიამეტრის მქონე გლუვღეროიანი ხრახნებისთვის გამოიყენება


8.3.1-ში მოცემული წესები.

(6) ხრახნული შეერთებების კონსტრუქციული დეტალიზებისა და კონტროლის


მოთხოვნები მოცემულია 10.4.5-ში.

8.7.2 ღერძულად დატვირთული ხრახნები

(1) ღერძულად დატვირთული ხრახნების მქონე შეერთებების მზიდუნარიანობის


შეფასებისას უნდა შემოწმდეს რღვევის შემდეგი ფორმები:

- ხრახნის კუთხვილიანი ნაწილის ამოგდებამედეგობა;


- ლითონის ფურცლებთან ერთად გამოყენებული ხრახნებისთვის, ხრახნის თავის
მოწყვეტისადმი მედეგობა უნდა აღემატებოდეს ხრახნის სიმტკიცეს გაჭიმვისას;
- ხრახნის თავის ამოგლეჯისას სიმტკიცე;
- ხრახნის სიმტკიცე გაჭიმვისას;
- ლითონის ფურცლებთან ერთად გამოყენებული ხრახნებისთვის რღვევა ხრახნების
ჯგუფის ირგვლივ (შემაერთებლის ძვრა ან შეერთების ძვრა).

110
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2) ღერძულად დატვირთული ხრახნებისათვის მინიმალური ბიჯები და კიდემდე
მანძილები მოცემულია 8.6 ცხრილში.

ცხრილი 8.6 - მინიმალური ბიჯები და კიდემდე მანძილები ღერძულად დატვირთული


ხრახნებისთვის

ჩასობილი ჭანჭიკები მინიმალური კიდემდე მინიმალური


ბიჯი მანძილი
ბოჭკოს მიმართ მართობულად 4𝑑 4𝑑
განაპირა ბოჭკოში 4𝑑 2,5 𝑑

(3) კუთხვილიანი ნაწილის იმ ელემენტში შეღწევის სიღმე, რომელშიც ჩაჭედებულია,


უნდა იყოს 6𝑑-ს ტოლი.

(4) ღერძულად დატვირთული ხრახნების მქონე შეერთებების მახასიათებელი


ამოგდებამედეგობა ასე უნდა განისაზღვროს:

𝐹ax,α,Rk = 𝑛ef (𝜋 𝑑 𝑙ef )0,8 𝑓ax,α,k (8.38),

სადაც:

𝐹ax,α,Rk არის შეერთებების მახასიათებელი ამოგდებამედეგობა ბოჭკოს მიმართ 𝛼


კუთხით;

𝑛ef არის ხრახნების ეფექტური რაოდენობა;

𝑑 არის კუთხვილის ნაწილში გაზომილი გარე დიამეტრი;

𝑙ef არის კუთხვილიანი ნაწილის იმ ელემენტში შეღწევის სიღმე, რომელშიც


ჩახრახნილია ხრახნი ერთი ხრახნის დიამეტრის გამოკლებით;

𝑓ax,α,k არის მახასიათებელი ამოგდებისას სიმტკიცე ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით.

(5) ამოგდებისას მახასიათებელი სიმტკიცე ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით აღებული უნდა


იყოს შემდეგნაირად:
𝑓ax,k
𝑓ax,α,k = (8.39),
sin2 𝛼 + 1,5 cos2 𝛼

რომლისთვისაც:

𝑓ax,k = 3,6 × 10−3 𝜌k1,5 (8.40),

სადაც:

𝑓ax,α,k არის ამოგდებისას მახასიათებელი სიმტკიცე ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით;

𝑓ax,k არის ამოგდებისას მახასიათებელი სიმტკიცე ბოჭკოს მიმართ მართობულად;


111
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝜌k არის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3).
შენიშვნა: ხრახნის ირგვლივ ლითონის ან ხის მასალის რღვევის ფორმები მყიფეა, ე.ი. ვლინდება მცირე
აბსოლუტური დეფორმაცია და, შესაბამისად, ძაბვის გადანაწილება შესაძლებლობა შეზღუდულია.

(6)P თავის ამოგლეჯამედეგობა უნდა განისაზღვროს გამოცდებით ენ 1383-ის


შესაბამისად.

(7) ღეროს პარალელური ძალის მდგენელით დატვირთული ხრახნების ჯგუფის მქონე


შეერთებისთვის ხრახნების ეფექტური რაოდენობა ასე განისაზღვრება:

𝑛ef = 𝑛0,9 (8.41),

სადაც:

𝑛ef არის ხრახნების ეფექტური რაოდენობა;

𝑛 არის შეერთებაში ერთად მოქმედი ხრახნების რაოდენობა.

8.7.3 ხრახნები ერთობლივი გვერდული და ღერძული დატვირთვებით

(1) ხრახნული შეერთებებისთვის, რომლებზეც ერთობლივი ღერძული და განივი


დატვირთვები მოქმედებს, უნდა დაკმაყოფილდეს (8.28) გამოსახულება.

8.8 პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი შეერთებები

8.8.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი შეერთებები უნდა


შედგებოდეს ხის ელემენტების თითოეულ მხარეზე განლაგებული ერთი და იმავე ტიპის,
ზომისა და მიმართულების პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებისგან.

(2) ქვემოთ მოცემული წესები გამოიყენება მხოლოდ ორი ორთოგონალური


მიმართულების პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებისთვის.

8.8.2 ფურცლის გეომეტრია

(1) პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი კვანძის გეომეტრიის


განსასაზღვრავად გამოყენებული სიმბოლოები მოცემულია 8.11 ნახაზზე და ასე
განისაზღვრება:

x არის ფურცლის ძირითადი მიმართულება;

y არის ფურცლის ძირითადი მიმართულების მართობული მიმართულება;


112
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝛼 არის კუთხე x მიმართულებასა და ძალას შორის (გაჭიმვა: 0° ≤ 𝛾 < 90°, კუმშვა:
90° ≤ 𝛾 < 180°);

𝛽 არის კუთხე ბოჭკოს მიმართულებასა და ძალას შორის;

𝛾 არის კუთხე x-მიმართულებასა და შეერთების ხაზს შორის;

𝐴ef არის ფურცელსა და ხეს შორის შეხების მთლიანი ზედაპირის ფართობი, რომელიც
ხის ელემენტის კიდეებიდან 5 მმ-ითაა შემცირებული, ხოლო ბოჭკოს
მიმართულებით ხის ბოლოდან სამაგრის ნომინალური სისქის 6-ზე ნამრავლის
ტოლი მანძილით;

𝑙 არის შეერთების ხაზის გასწვრივ გაზომილი ფურცლის ზომა.

8.8.3 ფურცლის სიმტკიცის თვისება

(1)P ფურცელს უნდა ჰქონდეს ენ 1075-ის მიხედვით გამოცდებით განსაზღვრული ქვემოთ


ჩამოთვლილი თვისებების ენ 14545-ის შესაბამისი მახასიათებელი მნიშვნელობები:

𝑓a,0,0 არის ერთეული ფართობის დაანკერებისადმი მედეგობა, როდესაც 𝛼 = 0° და


𝛽 = 0°;

𝑓a,90,90 არის ერთეული ფართობის დაანკერებისადმი მედეგობა, როდესაც 𝛼 = 90° და


𝛽 = 90°;

𝑓t,0 არის ერთეულ სიგანეზე ფურცლის გაჭიმვისადმი მედეგობა, როდესაც 𝛼 = 0°;

𝑓c,0 არის ერთეულ სიგანეზე ფურცლის კუმშვისადმი მედეგობა, როდესაც 𝛼 = 0°;

𝑓v,0 არის ერთეულ სიგანეზე ფურცლის ძვრისადმი მედეგობა x მიმართულებით;

𝑓t,90 არის ერთეულ სიგანეზე ფურცლის გაჭიმვისადმი მედეგობა, როდესაც 𝛼 = 90°;

𝑓c,90 არის ერთეულ სიგანეზე ფურცლის კუმშვისადმი მედეგობა, როდესაც 𝛼 = 90°;

𝑓v,90 არის ერთეულ სიგანეზე ფურცლის ძვრისადმი მედეგობა y მიმართულებით;

𝑘1 , 𝑘2 , 𝛼o არის მუდმივები.

(2)P ფურცლის საანგარიშო გაჭიმვისადმი, კუმშვისა და ძვრისადმი მედეგობის


გასაანგარიშებლად 𝑘mod -ის მნიშვნელობა უნდა იყოს 1,0-ის ტოლი.

113
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

განმარტება:
1 ეფექტური ფართობის საზღვარი
2 ბოჭკოს მიმართულება

ნახაზი 8.11 - 𝑭𝐄𝐝 ძალითა და 𝑴𝐄𝐝 მომენტით დატვირთული პერფორირებული ლითონის


ფურცლებიანი შეერთების გეომეტრია

8.8.4 ფურცლის დაანკერების სიმტკიცე

(1) ცალკეული ფურცლის 𝑓a,α,β,k დაანკერების მახასიათებელი სიმტკიცე უნდა


განისაზღვროს გამოცდებით ან ასე უნდა გამოითვალოს:
𝛽
𝑓a,α,0,k − (𝑓a,α,0,k − 𝑓a,90,90,k )
𝑓a,α,β,k = max { 45° , როდესაც 𝛽 ≤ 45° (8.42)
𝑓a,0,0,k − (𝑓a,0,0,k − 𝑓a,90,90,k ) sin(max(𝛼, 𝛽))

𝑓a,α,β,k = 𝑓a,0,0,k − (𝑓a,0,0,k − 𝑓a,90,90,k ) sin(max(𝛼, 𝛽)), როდესაც 45° < 𝛽 ≤ 90° (8.43)

(2) ბოჭკოს პარალელური ცალკეული ფურცლის მახასიათებელი დაანკერების სიმტკიცე


ასე უნდა განისაზღვროს:
𝑓a,0,0,k + 𝑘1 𝛼, როდესაც α ≤ 𝛼0
𝑓a,α,0,k = { (8.44)
𝑓a,0,0,k + 𝑘1 𝛼0 + 𝑘2 (𝛼 − 𝛼0 ), როდესაც 𝛼0 < α ≤ 90°

𝑘1 , 𝑘2 და 𝛼0 მუდმივები უნდა განისაზღვროს ენ 1075-ის შესაბამისი დაანკერების


გამოცდებით და ენ 14545-ში რეალური ფურცლის ტიპისთვის მოცემული
პროცედურებით.

114
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
8.8.5 შეერთების სიმტკიცის შემოწმება

8.8.5.1 ფურცლის დაანკერების მზიდუნარიანობა

(1) პერფორირებული ლითონის ფურცლის ცალკეულ კავშირზე 𝐹Ed ძალით მოდებული


𝜏F,d დაანკერების საანგარიშო ძაბვა და 𝑀Ed მომენტით მოდებული 𝜏M,d დაანკერების
საანგარიშო ძაბვა ასე უნდა განისაზღვროს:
𝐹A,Ed
𝜏F,d = (8.45)
𝐴ef
𝑀A,Ed
𝜏M,d = (8.46),
𝑊p

რომლისთვისაც:

𝑊p = ∫ 𝑟 𝑑𝐴 (8.47),
𝐴ef

სადაც:

𝐹A,Ed არის ეფექტური ფართობის სიმძიმის ცენტრთან ცალკეულ ფურცლეზე მოქმედი


საანგარიშო ძალა (ე.ი. მთლიანი ძალის ნახევარი ხის ელემენტში);

𝑀A,Ed არის ეფექტური ფართობის სიმძიმის ცენტრთან ცალკეულ ფურცელზე მოქმედი


საანგარიშო მომენტი;

𝑑𝐴 არის პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირის სეგმენტური ფართობი;

𝑟 არის მანძილი ფურცლის სიმძიმის ცენტრიდან d𝐴 ფურცლის სეგმენტურ


ფართობამდე;

𝐴ef არის ფურცლის ეფექტური ფართობი.

(2) (8.47) გამოსახულების ალტერნატიულად, 𝑊p -ს უფრო კონსერვატიული აპროქსიმაცია


შესაძლებელია შემდეგნაირად:
𝐴ef 𝑑
𝑊p = (8.48),
4
რომლისთვისაც:

𝐴ef 2 2
𝑑 = √( ) + ℎef (8.49),
ℎef

სადაც:

115
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ℎef არის ყველაზე გრძელი გვერდის მართობული ეფექტური დაანკერების ფართობის
მაქსიმალური სიმაღლე.

(3) თუ ელემენტებს შორის ღრეჩოს საშუალო მნიშვნელობა 1,5 მმ-ს, ხოლო მაქსიმალური
მნიშვნელობა 3,0 მმ-ს არ აღემატება, კუმშვისას 𝐹Ed -ს მნიშვნელობის შესამცირებლად
შეიძლება გათვალისწინებული იყოს ხის ელემენტებს შორის წნევა შეხების ზედაპირზე.
ასეთ შემთხვევაში შეერთება უნდა გაანგარიშდეს კუმშვისას 𝐹A,Ed /2 მინიმალურ
საანგარიშო ძალაზე.

(4) სარტყლის გადაბმაში ხის ელემენტებს შორის შეხების ზედაპირზე წნევა შეიძლება
გათვალისწინებული იყოს ცალკეული ფურცლის 𝐹A,Ed საანგარიშო ძალაზე და 𝑀A,Ed
საანგარიშო მომენტზე გაანგარიშებით შემდეგი გამოსახულების შესაბამისად:

2
𝐹Ed cos 𝛽 3|𝑀Ed |
𝐹A,Ed = √( − ) + (𝐹Ed sin 𝛽)2 (8.50)
2 2ℎ

𝑀Ed
𝑀A,Ed = (8.51),
2
სადაც:

𝐹Ed არის ცალკეულ ფურცელზე მოქმედი სარტყლის საანგარიშო ღერძული ძალა (ეს
ძალა მკუმშავი ან ნულის ტოლია);

𝑀Ed არის ცალკეულ ფურცელზე მოქმედი სარტყლის საანგარიშო მომენტი;

ℎ არის სარტყლის სიმაღლე.

(5) უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:


2 2
𝜏F,d 𝜏M,d
( ) +( ) ≤1 (8.52)
𝑓a,α,β,d 𝑓a,0,0,d

8.8.5.2 ფურცლის მზიდუნარიანობა

(1) კვანძის თითოეული ზედაპირისთვის ძალები ორი ძირითადი მიმართულებით ასე


უნდა იყოს გათვალისწინებული:

𝐹x,Ed = 𝐹Ed cos 𝛼 ± 2𝐹M,Ed sin 𝛾 (8.53)

𝐹y,Ed = 𝐹Ed sin 𝛼 ± 2𝐹M,Ed cos 𝛾 (8.54),

სადაც:

𝐹Ed არის საანგარიშო ძალა ცალკეულ ფურცელში (ე.ი. მთლიანი ძალის ნახევარი ხის
ელემენტში);
116
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐹M,Ed არის ცალკეულ ფურცელში მომენტით გამოწვეული საანგარიშო ძალა (𝐹M,Ed =
2 𝑀Ed /ℓ).

(2) უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გამოსახულება:


2 2
𝐹x,Ed 𝐹y,Ed
( ) +( ) ≤1 (8.55),
𝐹x,Rd 𝐹y,Rd

სადაც:

𝐹x,Ed და 𝐹y,Ed არის, შესაბამისად, 𝑥 და 𝑦 მიმართულებით მოქმედი საანგარიშო ძალები;

𝐹x,Rd და 𝐹y,Rd არის ფურცლის მზიდუნარიანობის შესაბამისი საანგარიშო მნიშვნელობები.


ეს მნიშვნელობები განისაზღვრება ძირითადი ღერძის პარალელურ ან
მართობულ კვეთებთან მაქსიმალური მახასიათებელი მზიდუნარიანობით
ამავე მიმართულებებით ფურცლის მახასიათებელი მზიდუნარიანობის
ქვემოთ მოცემული გამოსახულებების საფუძველზე:

|𝑓n,0,k ℓ sin(𝛾 − 𝛾0 sin(2𝛾))|


𝐹x,Rk = max { (8.56)
|𝑓v,0,k ℓ cos 𝛾|

|𝑓n,90,k ℓ cos 𝛾|
𝐹y,Rk = max { (8.57),
𝑘 𝑓v,90,k ℓ sin 𝛾

რომლისთვისაც:
𝑓t,0,k , როდესაც 𝐹x,Ed > 0
𝑓N,0,k = { (8.58)
𝑓c,0,k , როდესაც 𝐹x,Ed ≤ 0

𝑓t,90,k , როდესაც 𝐹y,Ed > 0


𝑓n,90,k = { (8.59)
𝑓c,90,k , როდესაც 𝐹y,Ed ≤ 0

1 + 𝑘v sin(2𝛾) , როდესაც 𝐹x,Ed > 0


𝑘={ (8.60),
1, როდესაც 𝐹x,Ed ≤ 0

𝛾0 და 𝑘v არის მუდმივები, რომლებიც ენ 1075-ის შესაბამისი ძვრაზე გამოცდებითა და


14545-ში რეალური ფურცლის ტიპისთვის მოცემული პროცედურებითაა
განსაზღვრული.

(3) თუ ფურცელი ელემენტზე შეერთების ორზე მეტ ხაზს ფარავს, შეერთების ხაზის
თითოეულ სწორხაზოვან ნაწილზე ძალები უნდა განისაზღვროს წონასწორობის დაცვით
და, ასევე, შეერთების ხაზის თითოეული სწორხაზოვანი ნაწილისთვის უნდა
დაკმაყოფილდეს (8.55) გამოსახულება. აუცილებელია ყველა კრიზისული კვეთის
გათვალისწინება.

117
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
8.9 გლუვი რგოლური სოგმანური და ძვრაზე მომუშავე ფურცლოვანი შემაერთებლები

(1) ენ 912-ისა და ენ 14545-ის შესაბამისი A ტიპის რგოლური შემაერთებლების ან B ტიპის


ძვრაზე მომუშავე ფურცლოვანი შემაერთებლების მქონე შეერთებებისთვის, რომელთა
დიამეტრი არ აღემატება 200 მმ-ს, ცალკეული შემაერთებლისთვის და ძვრის ერთი
სიბრტყისთვის ბოჭკოს პარალელური 𝐹v,0,Rk მახასიათებელი მზიდუნარიანობა ასე უნდა
განისაზღვროს:

𝑘1 𝑘2 𝑘3 𝑘4 (35 𝑑c1,5 ) (a)


𝐹v,0,Rk = min { (8.61),
𝑘1 𝑘3 ℎe (31,5 𝑑c ) (b)

სადაც:

𝐹v,0,Rk არის ბოჭკოს პარალელური მახასიათებელი მზიდუნარიანობა (ნ);

𝑑c არის შემაერთებლის დიამეტრი (მმ);

ℎe არის ჩამაგრების სიღრმე (მმ);

𝑘1 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომლისთვისაც 𝑖 არის 1-იდან 4-ამდე


მნიშვნელობის ტოლი და განსაზღვრულია ქვემოთ.

(2) გარე ხის ელემენტის მინიმალური სისქე უნდა იყოს 2,25ℎe , ხოლო შიგა ხის ელემენტის
მინიმალური სისქე - 3,75ℎe , სადაც ℎe არის ჩამაგრების სიღრმე (იხ. 8.12 ნახაზი).

ნახაზი 8.12 – გლუვი რგოლური სოგმანური და ძვრაზე მომუშავე ფურცლოვანი


შემაერთებლებიანი შეერთების ზომები
(3) 𝑘1 კოეფიციენტი ასე უნდა განისაზღვროს:

118
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
1
𝑡1
𝑘1 = min 3ℎe (8.62)
𝑡2
{5ℎe

(4) 𝑘2 კოეფიციენტი გამოიყენება დატვირთული ბოლოსთვის (−30° ≤ 𝛼 ≤ 30°) და ასე


უნდა იყოს განისაზღვროს:
𝑘a
𝑎
𝑘2 = min { 3,t (8.63),
2𝑑c

სადაც:
1,25 შეერთება ძვრის ერთ სიბრტყეზე ერთი შემაერთებლით
𝑘𝑎 = { (8.64)
1,0 შეერთება ძვრის ერთ სიბრტყეზე ერთზე მეტი შემაერთებლით

𝑎3,t მოცემულია 8.7 ცხრილში;

𝛼-ს სხვა მნიშვნელობებისათვის 𝑘2 = 1,0.

(5) 𝑘3 კოეფიციენტი ასე უნდა განისაზღვროს:


1,75
𝑘3 = min { 𝜌k (8.65),
350
სადაც 𝜌k არის ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3).

(6) 𝑘4 კოეფიციენტი, რომელიც შეერთებულ მასალებზეა დამოკიდებული, ასე უნდა


განისაზღვროს:
1,0 ხის ხესთან შეერთებებისთვის
𝑘4 = { (8.66)
1,1 ლითონის ხესთან შეერთებებისთვის

(7) დაუტვირთავი ბოლოს შემთხვევაში (150° ≤ 𝛼 ≤ 210°) ძვრის ერთ სიბრტყეზე ერთი
შემაერთებლის მქონე შეერთებებისთვის, უგულებელყოფილი უნდა იყოს (8.61)
გამოსახულების (a) პირობა.

(8) ბოჭკოს მიმართ 𝛼 კუთხით ძალისთვის ძვრის ერთ სიბრტყეზე ერთი შემაერთებლის
𝐹α,Rk მახასიათებელი მზიდუნარიანობა უნდა გაანგარიშდეს შემდეგის გამოყენებით:
𝐹v,0,Rk
𝐹v,α,Rk = (8.67),
𝑘90 sin2 𝛼 + cos2 𝛼

რომლისთვისაც:

𝑘90 = 1,3 + 0,001𝑑c (8.68),

119
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
სადაც:

𝐹v,0,Rk არის (8.61) გამოსახულების შესაბამისად ბოჭკოს პარალელური ძალისადმი


შემაერთებლის მახასიათებელი მზიდუნარიანობა;

𝑑c არის შემაერთებლის დიამეტრი (მმ).

(9) მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები მოცემულია 8.7 ცხრილში,


რომლისთვისაც გამოყენებულია 8.7 ნახაზზე მოცემული სიმბოლოები.

ცხრილი 8.7 – გლუვი რგოლური სოგმანური და ძვრაზე მომუშავე ფურცლოვანი


შემაერთებლების მინიმალური ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები
ბიჯი და კიდემდე/ბოლომდე ბოჭკოს მიმართ კუთხე მინიმალური ბიჯები და
მანძილები (იხ. 8.7 ნახაზი) კიდემდე/ბოლომდე მანძილები

𝑎1 (ბოჭკოს პარალელური) 0° ≤ 𝑎 ≤ 360° (1,2 + 0,8|cos 𝑎|)𝑑c


° ° 1,2 𝑑c
𝑎2 (ბოჭკოს მართობული) 0 ≤ 𝑎 ≤ 360
° ° 1,5 𝑑c
𝑎3,t (დატვირთული ბოლო) −90 ≤ 𝑎 ≤ 90
° ° (0,4 + 1,6|sin 𝑎|)𝑑c
𝑎3,c (დაუტვირთავი ბოლო) 90 ≤ 𝑎 < 150
150° ≤ 𝑎 < 210° 1,2 𝑑c
210° ≤ 𝑎 ≤ 270° (0,4 + 1,6|sin 𝑎|)𝑑c

𝑎4,t (დატვირთული კიდე) 0° ≤ 𝑎 ≤ 180° (0,6 + 0,2|sin 𝑎|)𝑑c


° ° 0,6 𝑑c
𝑎4,c (დაუტვირთავი კიდე) 180 ≤ 𝑎 ≤ 360

(10) თუ შემაერთებლები ჭადრაკულადაა განლაგებული (იხ. 8.13 ნახაზი), ბოჭკოს


პარალელური და მართობული მინიმალური ბიჯები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ
გამოსახულებას:
0 ≤ 𝑘a1 ≤ 1
(𝑘a1 )2 + (𝑘a2 )2 ≥ 1, რომლისთვისა { (8.69),
0 ≤ 𝑘a2 ≤ 1

სადაც:

𝑘a1 არის ბოჭკოს პარალელური მინიმალური 𝑎1 მანძილის შემცირების კოეფიციენტი;

𝑘a2 არის ბოჭკოს მართობული მინიმალური 𝑎2 მანძილის შემცირების კოეფიციენტი.

120
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 8.13 - შემცირებული მანძილები შემაერთებლებს შორის

(11) ბოჭკოს პარალელური 𝑘a1 𝑎1 ბიჯი შეიძლება კიდევ შემცირდეს 𝑘s,red კოეფიციენტზე
გამრავლებით, როდესაც 0,5 ≤ 𝑘s,red ≤ 1,0, თუ მზიდუნარიანობა მრავლდება შემდეგ
კოეფიციენტზე:

𝑘R,red = 0,2 + 0,8 𝑘s,red (8.70)

(12) ბოჭკოს პარალელური შემაერთებლების რიგისათვის მზიდუნარიანობა ამ


მიმართულებით უნდა გაანგარიშდეს შემაერთებლების 𝑛ef ეფექტური რაოდენობით:
𝑛
𝑛ef = 2 + (1 − ) (𝑛 − 2) (8.71),
20
სადაც:

𝑛ef არის შემაერთებლების ეფექტური რაოდენობა;

𝑛 არის ბოჭკოს პარალელურ ხაზში განლაგებული შემაერთებლების რაოდენობა.

(13) უნდა ჩაითვალოს, რომ შემაერთებლები განლაგებულია ბოჭკოს პარალელურად,


სადაც 𝑘a2 𝑎2 < 0,5 𝑘a1 a1 .

8.10 დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლები

(1) დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლებით მიღებული შეერთებების მახასიათებელი


მზიდუნარიანობა უნდა იყოს შემაერთებლებისა და მაკავშირებელი ჭანჭიკების
მახასიათებელი მზიდუნარიანობის ჯამი 8.5-ის შესაბამისად.

(2) ცალკეული დაკბილულფურცლოვან შემაერთებლის 𝐹v,Rk მახასიათებელი


მზიდუნარიანობა C ტიპის შემაერთებლებისათვის ენ 912-ისა (ცალმხრივი: C2, C4, C7, C9
და C11 ტიპისათვის; ორმხრივი: C1, C3, C5, C6, C8 და C10 ტიპისათვის) და ენ 14545-ის
შესაბამისად ასე უნდა იყოს აღებული:

18 𝑘1 𝑘2 𝑘3 𝑑c1,5 ცალმხრივი შემაერთებლების ტიპებისათვის


𝐹v,Rk = { 1,5
(8.72),
25 𝑘1 𝑘2 𝑘3 𝑑c ორმხრივი შემაერთებლების ტიპებისათვის

121
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
სადაც:

𝐹v,Rk არის მახასიათებელი მზიდუნარიანობა ცალკეული დაკბილულფურცლოვანი


შემაერთებელისათვის (ნ);

𝑘i არის მოდიფიკაციის კოეფიციენტები, რომლისთვისაც 𝑖 = 1-იდან 3-ამდეა (იხ.


ქვემოთ);

𝑑c არის:

- დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლის დიამეტრი C1, C2, C6, C7, C10 და C11


ტიპებისათვის (მმ);
- დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლის გვერდის სიგრძე C5, C8 და C9
ტიპებისათვის (მმ);
- ორივე გვერდის სიგრძეების ნამრავლიდან კვადრატული ფესვი C3 და C4
ტიპებისათვის (მმ).

(3) გამოიყენება 8.9(2) პუნქტი.

(4) 𝑘1 კოეფიციენტი ასე უნდა განისაზღვროს:


1
𝑡1
𝑘1 = min 3ℎe (8.73),
𝑡2
{5ℎe

სადაც:

𝑡1 არის განაპირა ელემენტის სისქე;

𝑡2 არის შუა ელემენტის სისქე;

ℎe არის კბილის შეღწევის სიღრმე (მმ).

(5) 𝑘2 კოეფიციენტი ასე უნდა განისაზღვროს:

− C1-C9 ტიპებისათვის:
1
𝑘2 = min { 𝑎3,t (8.74),
1,5 𝑑c

რომლისთვისაც:
1,1𝑑c
𝑎3,t = max { 7𝑑 (8.75),
80 მმ
სადაც:
122
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ);

𝑑c განმარტებულია ზემოთ მოცემულ მე-(2) პუნქტში.

− C10 და C11 ტიპებისათვის:


1
𝑘2 = min { 𝑎3,t (8.76),
2,0 𝑑c

რომლისთვისაც:
1,5 𝑑c
𝑎3,t = max { 7 𝑑 (8.77),
80 მმ
სადაც:

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ);

𝑑c განმარტებულია ზემოთ მოცემულ მე-(2) პუნქტში.

(6) 𝑘3 კოეფიციენტი ასე უნდა განისაზღვროს:


1,5
𝑘3 = min { 𝜌k (8.78),
350

სადაც 𝜌k არის ხის მასალის მახასიათებელი სიმკვრივე (კგ/მ3) .

(7) დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლის C1-C9 ტიპებისათვის მინიმალური ბიჯები


და კიდემდე/ბოლომდე მანძილები აღებული უნდა იყოს 8.8 ცხრილიდან 8.7 ნახაზზე
მოცემული სიმბოლოებით.

(8) დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლის C10 და C11 ტიპებისათვის მინიმალური


ბიჯი და კიდემდე/ბოლომდე მანძილები აღებული უნდა იყოს 8.9 ცხრილიდან 8.7
ნახაზზე მოცემული სიმბოლოებით.

(9) თუ C1, C2, C6 და C7 ტიპების წრიული შემაერთებლები ჭადრაკულადაა


განლაგებული, გამოიყენება 8.9(10).

(10) დაკბილულფურცლოვან შემაერთებლებთან/დაკბილულქიმურიან სოგმანებთან


ერთად ჭანჭიკებისათვის გამოიყენება 10.4.3.

123
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ცხრილი 8.8 - C1-C9 ტიპის დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლების მინიმალური
ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები

ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე კუთხე ბოჭკოსთან მინიმალური ბიჯები და


მანძილები (იხ. 8.7 ნახაზი) კიდემდე/ბოლომდე მანძილები
𝛼1 (ბოჭკოს პარალელური) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° (1,2 + 0,3|cos 𝛼|) 𝑑c
𝛼2 (ბოჭკოს მართობული) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° 1,2 𝑑c
𝛼3,t (დატვირთული ბოლო) −90° ≤ 𝛼 ≤ 90° 2,0 𝑑c
𝛼3,c (დაუტვირთავი ბოლო) 90° ≤ 𝛼 ≤ 150° (0,9 + 0,6|sin 𝛼|) 𝑑c
1500 ≤ 𝛼 < 210° 1,2 𝑑c
210° ≤ 𝛼 ≤ 270° (0,9 + 0,6|sin 𝛼|) 𝑑c
𝛼4,t (დატვირთული კიდე) 0° ≤ 𝛼 ≤ 180° (0,6 + 0,2|sin 𝛼|) 𝑑c
𝛼4,c (დაუტვირთავი კიდე) 180° ≤ 𝛼 ≤ 360° 0,6 𝑑c

ცხრილი 8.9 - C10-C11 ტიპის დაკბილულფურცლოვანი შემაერთებლების მინიმალური


ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე მანძილები

ბიჯები და კიდემდე/ბოლომდე კუთხე ბოჭკოსთან მინიმალური ბიჯები და


მანძილები (იხ. 8.7 ნახაზი) კიდემდე/ბოლომდე მანძილები
𝛼1 (ბოჭკოს პარალელური) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° (1,2 + 0,8|cos 𝛼|) 𝑑c
𝛼2 (ბოჭკოს მართობული) 0° ≤ 𝛼 ≤ 360° 1,2 𝑑c
𝛼3,t (დატვირთული ბოლო) −90° ≤ 𝛼 ≤ 90° 2,0 𝑑c
𝛼3,c (დაუტვირთავი ბოლო) 90° ≤ 𝛼 < 150° (0,4 + 1,6|sin 𝛼|) 𝑑c
1500 ≤ 𝛼 < 210° 1,2 𝑑c
210° ≤ 𝛼 ≤ 270° (0,4 + 1,6|sin 𝛼|) 𝑑c
𝛼4,t (დატვირთული კიდე) 0° ≤ 𝛼 ≤ 180° (0,6 + 0,2|sin 𝛼|) 𝑑c
𝛼4,c (დაუტვირთავი კიდე) 180° ≤ 𝛼 ≤ 360° 0,6 𝑑c

124
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 9 კომპონენტები და ანაკრები კონსტრუქციები
9.1 კომპონენტები

9.1.1 შეწებებული თხელკედლიანი კოჭები

(1) თუ კოჭის სიმაღლეზე გათვალისწინებულია დეფორმაციის წრფივი ცვლილება,


გადამუშავებული ხის თაროებში ღერძული ძაბვები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
პირობებს:

𝜎f,c,max,d ≤ 𝑓m,d (9.1)

𝜎f,t,max,d ≤ 𝑓m,d (9.2)

𝜎f,c,d ≤ 𝑘c 𝑓c,0,d (9.3)

𝜎f,t,d ≤ 𝑓𝑡,0,d (9.4),

სადაც:

𝜎f,c,max,d არის თაროს კიდურ ბოჭკოში საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝜎f,t,max,d არის თაროს კიდურ ბოჭკოში საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝜎f,c,d არის თაროს საშუალო საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝜎f,t,d არის თაროს საშუალო საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝑘c არის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს გვერდით არამდგრადობას.

განმარტება:
(1) კუმშვა
(2) გაჭიმვა
ნახაზი 9.1 - თხელკედლიანი კოჭები
125
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(3) 𝑘c კოეფიციენტი შეიძლება განისაზღვროს (კონსერვატიულად, განსაკუთრებით
კოლოფისებრი კოჭებისთვის) 6.3.2-ის შესაბამისად, რომლისთვისაც:
ℓc
𝜆z = √12 ( ) (9.5),
𝑏
სადაც:

ℓc არის ისეთ კვეთებს შორის მანძილი, რომლებშიც თავიდან არის აცილებული


შეკუმშული თაროს გვერდითი ჩაღუნვა;

𝑏 მოცემულია 9.1 ნახაზზე.

თუ მთლიანობაში კოჭის გვერდითი არამდგრადობა სპეციალურადაა შესწავლილი,


შეიძლება ჩაითვალოს, რომ 𝑘c = 1,0.

(4) კედლებში ღერძული ძაბვები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ გამოსახულებებს:

𝜎w,c,d ≤ 𝑓c,w,d (9.6)

𝜎w,t,d ≤ 𝑓t,w,d (9.7),

სადაც:

𝜎w,c,d და 𝜎w,t,d არის საანგარიშო მკუმშავი და გამჭიმი ძაბვები კედლებში;

𝑓c,w,d და 𝑓t,w,d არის ღუნვისას კელდების კუმშვის და გაჭიმვის საანგარიშო


სიმტკიცები.

(5) თუ სხვა მნიშვნელობები მოცემული არ არის, კედლების სიბრტყეში ღუნვისას


საანგარიშო სიმტკიცე აღებული უნდა იყოს, როგორც საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას ან
კუმშვისას.

(6)P უნდა შემოწმდეს, რომ ნებისმიერ შეწებებულ პირაპირა შეერთებას საკმარისი


სიმტკიცე აქვს.

(7) მდგრადობის დაკარგვის დეტალური ანალიზის არარსებობისას უნდა შემოწმდეს,


რომ:

ℎw ≤ 70𝑏w (9.8)

და

0,5(ℎf,t + ℎf,c )
𝑏w ℎw (1 + ) 𝑓v,0,d , როდესაც ℎw ≤ 35𝑏w
ℎw
𝐹v,w,Ed ≤ (9.9),
2
0,5(ℎf,t + ℎf,c )
35 𝑏w (1 + ) 𝑓v,0,d , როდესაც 35 𝑏w ≤ ℎw ≤ 70𝑏w
{ ℎw

სადაც:
126
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐹v,w,Ed არის თითოეულ კედელზე მოქმედი საანგარიშო ძვრის ძალა;

ℎw არის თაროთშორისი სუფთა მანძილი;

ℎf,c არის შეკუმშული თაროს სიმაღლე;

ℎf,t არის გაჭიმული თაროს სიმაღლე;

𝑏w არის თითოეული კედლის სიგანე;

𝑓v,0,d არის პანელის საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას.

(8) გადამუშავებული ხის პანელების კედლებისთვის (1-1 კვეთებისთვის 9.1 ნახაზზე)


უნდა შემოწმდეს, რომ:
𝑓v,90,d, როდესაც ℎf ≤ 4 𝑏ef
𝜏mean,d ≤ { 4𝑏ef 0,8 (9.10),
𝑓v,90,d ( ) , როდესაც ℎf > 4 𝑏ef
ℎf

სადაც:

𝜏mean,d არის საანგარიშო მხები ძაბვა 1-1 კვეთებთან ძაბვის თანაბარი განაწილების
დაშვებით;

𝑓v,90,d არის კედლის საანგარიშო სიმტკიცე სიბრტყითი (ბოჭკოს მართობული) ძვრისას;

ℎf არის ℎf,c ან ℎf,t .


𝑏w კოლოფისებრი კოჭებისათვის
𝑏ef = { (9.11)
𝑏w /2 ორტესებრი კოჭებისათვის

9.1.2 შეწებებული თხელთაროიანი კოჭები

(1) ეს პუნქტი ითვალისწინებს კოჭის სიმაღლის მიხედვით ზედეფორმაციის წრფივ


ცვლილებას.

(2)P შეწებებული თხელთაროიანი კოჭების სიმტკიცის შემოწმებისას


გათვალისწინებული უნდა იყოს ძვრით გამოწვეული დაყოვნებითა და მდგრადობის
დაკარგვით თაროებში წარმოქმნილი ძაბვების არათანაბარი განაწილება.

(3) უფრო დეტალური გაანგარიშების არარსებობისას, ანაკრები ელემენტი უნდა


განიხილებოდეს, როგორც ორტესებტი ან შველერი კოჭები (იხ. 9.2 ნახაზი) ეფექტური
თაროს 𝑏ef სიგანით:

- ორტესებრი კოჭებისათვის:
𝑏ef = 𝑏c,ef + 𝑏w (ან 𝑏t,ef + 𝑏w ) (9.12)
- შველერი კოჭებისათვის:
127
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑏ef = 0,5𝑏c,ef + 𝑏w (ან 0,5𝑏t,ef + 𝑏w ) (9.13)

𝑏c,ef-ისა და 𝑏t,ef-ის მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს 9.1 ცხრილში მოცემულ


ძვრით გამოწვეული დაყოვნებისათვის გაანგარიშებულ მაქსიმალურ მნიშვნელობას.
გარდა ამისა, 𝑏c,ef-ის მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 9.1 ცხრილში მოცემულ
ფურცლის მდგრადობის დაკარგვისათვის გაანგარიშებულ მაქსიმალურ მნიშვნელობას.

(4) ძვრით გამოწვეული დაყოვნებისა და ფურცლის მდგრადობის დაკარგვის ეფექტებით


გამოწვეული თაროს მაქსიმალური ეფექტური სიგანეები აღებული უნდა იყოს 9.1
ცხრილიდან, სადაც ℓ არის კოჭის მალი.

ცხრილი 9.1 - ძვრით გამოწვეული დაყოვნებისა და ფურცლის მდგრადობის დაკარგვის


ეფექტებით გამოწვეული თაროს ეფექტური მაქსიმალური სიგანეები

თაროს მასალა ძვრით გამოწვეული ფურცლის მდგრადობის


დაყოვნება დაკარგვა
გარე ფენებისკენ
მიმართული ბოჭკოს
მქონე შეწებებული
ფანერი
− კედლების მიმართ 0,1ℓ 20ℎf
პარალელური
− კედლების მიმართ 0,1ℓ 25ℎf
მართობული
ორიენტირებული
მერქაბურბუშელას 0,15ℓ 25ℎf
ფილა
მერქანბურბუშელას
ფილა ან
მერქანბოჭკოვანი 0,2ℓ 30ℎf
ფილები ბოჭკოს
შემთხვევითი
მიმართულებით

(5) თუ მდგრადობის დაკარგვა დეტალურად არ არის გამოკვლეული, ჩაუმაგრებელი


თაროს სიგანე არ უნდა იყოს ფურცლის მდგრადობის დაკარგვის (იხ. 9.1 ცხრილი)
შესაბამისი ეფექტური თაროს სიგანეზე ორჯერ მეტი.

(6) გადამუშავებული ხის პანელების კედლებისათვის უნდა შემოწმდეს, რომ 9.2 ნახაზზე
მოცემული ორტესებრი განივკვეთის 1-1 კვეთებისათვის:

𝑓v,90,d, როდესაც 𝑏w ≤ 8ℎf


0,8
𝜏mean,d ≤ { 8ℎf (9.14),
𝑓v,90,d ( ) , როდესაც 𝑏w > 8ℎf
𝑏w
128
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
სადაც:

𝜏mean,d არის საანგარიშო მხები ძაბვა 1-1 კვეთებთან ძაბვის თანაბარი განაწილების
დაშვებით;

𝑓v,90,d არის თაროს საანგარიშო სიმტკიცე სიბრტყითი (ბოჭკოს მართობული) ძვრისას;

U -სებრი განივკვეთის 1-1 კვეთისათვის უნდა შემოწმდეს იგივე გამოსახულებები, მაგრამ


8ℎf -ს უნდა ჩაენაცვლოს 4ℎf ;

(7) თაროებში ღერძულმა ძაბვებმა, შესაბამისი ეფექტური თაროს სიგანის


გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

𝜎f,c,d ≤ 𝑓f,c,d (9.15)

𝜎f,t,d ≤ 𝑓f,t,d (9.16),

სადაც:

𝜎f,c,d არის თაროს საშუალო საანგარიშო მკუმშავი ძაბვა;

𝜎f,t,d არის თაროს საშუალო საანგარიშო გამჭიმი ძაბვა;

𝑓f,c,d არის თაროს საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას;

𝑓f,t,d არის თაროს საანგარიშო სიმტკიცე გაჭიმვისას.

(8)P აუცილებელია შემოწმდეს, რომ პირაპირა შეწებებულ შეერთებებს საკმარისი


სიმტკიცე აქვს.

(9) გადამუშავებულ ხის კედლებში ღერძული ძაბვები უნდა აკმაყოფილებდეს 9.1.1-ში


განსაზღვრულ (9.6)-(9.7) გამოსახულებებს.

ნახაზი 9.2 – თხელთაროიანი კოჭი

129
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
9.1.3 მექანიკურად შეერთებული კოჭები

(1)P გაცურების გავლენა გათვალისწინებული უნდა იყოს შეერთებებში, თუ


კონსტრუქციული ელემენტის განივკვეთი შედგება მექანიკური სამაგრებით
შეერთებული რამდენიმე ნაწილისაგან.

(2) გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ძალასა და გაცურებას შორის


წრფივი დამოკიდებულება.

(3) თუ სამაგრებშორისი ბიჯები იცვლება გრძივი მიმართულებით 𝑠min -სა და 𝑠max (≤


4𝑠min )-ს შორის ძვრის ძალის მიხედვით, 𝑠ef ეფექტური ბიჯი შეიძლება ასე გაანგარიშდეს:

𝑠ef = 0,75𝑠min + 0,25𝑠max (9.17)


შენიშვნა: მექანიკურად შეკავშირებული კოჭების მზიდუნარიანობის გაანგარიშების მეთოდი მოცემულია B
(ინფორმაციულ) დანართში.

9.1.4 მექანიკურად შეერთებული და შეწებებული სვეტები

(1)P სიმტკიცის შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი დეფორმაციები,


რომლებსაც შეერთებებში იწვევს გაცურება, შუასადებებში, ზესადებებში, ღერძებსა და
თაროებში - ძვრა და ღუნვა, ხოლო გისოსებში - ღერძული ძალა.
შენიშვნა: ორტესებრი, კოლოფისებრი, ღრუტანიანი და გისოსოვანი სვეტების მზიდუნარიანობის
გაანგარიშების მეთოდი მოცემულია C (ინფორმაციულ) დანართში.

9.2 ანაკრები კონსტრუქციები

9.2.1 წამწეები

(1) წამწეებისთვის, რომლებშიც დატვირთვა უმთავრესად მოდებულია კვანძზე, (6.19) და


(6.20) გამოსახულებებში მოცემული ერთობლივი მღუნავი და ღერძული მკუმშავი
ძაბვების კოეფიციენტების ჯამი უნდა შეიზღუდოს 0,9-ამდე.

(2) შეკუმშული ელემენტებისათვის სიბრტყეში სიმტკიცის შემოწმებისას სვეტის


ეფექტურ სიგრძედ, ჩვეულებრივ, აღებული უნდა იყოს ორ მომიჯნავე ნულოვანი
მომენტის წერტილთშორისი მანძილი.

(3) სრულად ტრიანგულირებული წამწეებისთვის შეკუმშული ელემენტების სვეტის


ეფექტურ სიგრძედ აღებული უნდა იყოს მალის სიგრძე (იხ. 5.1 ნახაზი), თუ:

- ელემენტები მხოლოდ ერთი მალის სიგრძისაა, განაპირა ხისტი შეერთებების


გარეშე;
- ელემენტები უჭრია ორი ან მეტი მალის სიგრძეზე და გვერდულად არ არის
დატვირთული.
130
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(4) თუ პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი სრულად
ტრიანგულირებული წამწის გამარტივებული ანალიზი 5.4.3-ს შეესაბამება, შეიძლება
გათვალისწინებული იყოს სვეტის შემდეგი ეფექტური სიგრძეები (იხ. 9.2 ნახაზი):

- მნიშვნელოვანი განაპირა მომენტების არმქონე უჭრი ელემენტებისათვის,


როდესაც გვერდული დატვირთვის მღუნავი ძაბვები მკუმშავი ძაბვების, სულ
მცირე, 40%-ის ტოლია:
- გარე მალში: მალის სიგრძის 0,8-ზე ნამრავლი;
- შიგა მალში: მალის სიგრძის 0,6-ზე ნამრავლი;
- კვანძში: მომიჯნავე მალებიდან უდიდესის სიგრძის 0,6-ზე ნამრავლი;
- მნიშვნელოვანი განაპირა მომენტების მქონე უჭრი ელემენტებისათვის,
როდესაც გვერდული დატვირთვის მღუნავი ძაბვები მკუმშავი ძაბვების, სულ
მცირე, 40%-ია:
- კოჭის ბოლოში მომენტით: 0,0 (ე.ი. სვეტის ეფექტის გარეშე);
- ბოლოდან მეორე მალში: მალის სიგრძის 1,0-ზე ნამრავლი;
- დარჩენილი მალები და კვანძები: როგორც ზემოთ მოცემული მნიშვნელოვანი
განაპირა მომენტების არმქონე უჭრი კოჭებისთვის;
- ყველა სხვა შემთხვევაში: მალის სიგრძის 1,0-ზე ნამრავლი.

შეერთებებისა და შეკუმშული ელემენტების სიმტკიცის შემოწმებისას გაანგარიშებული


ღერძული ძალები უნდა გაიზარდოს 10%-ით.

(5) კვანძებზე დატვირთული წამწეების გამარტივებული ანალიზისას გამჭიმი და


მკუმშავი ძაბვების კოეფიციენტები და, ასევე, შეერთების მზიდუნარიანობა უნდა
შეიზღუდოს 70%-ამდე.

(6)P უნდა შემოწმდეს, რომ წამწის ელემენტებს აქვს სათანადო გვერდული


(სიბრტყისგარეთა) მდგრადობა.

(7)P შეერთებებს უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურებისა და მონტაჟისას წარმოქმნილი


ძალების გადაცემის უნარი.

(8) ყველა შეერთებას უნდა შეეძლოს წამწის სიბრტყეში ნებისმიერი მიმართულებით


მოქმედი 𝐹r,d ძალის გადაცემა. 𝐹r,d უნდა ჩაითვალოს ხანმოკლედ, როდესაც
ექსპლუატაციის II კლასის ხეზე მოქმედებს შემდეგი მნიშვნელობით:

𝐹r,d = 1,0 + 0,1𝐿 (9.18),

სადაც:

𝐹r,d მოცემულია კნ-ში;

𝐿 არის წამწის სრული სიგრძე (მ).

131
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

ნახაზი 9.3 - მომენტის დიაგრამები და კუმშვისას ეფექტური სიგრძეები


(a) მნიშვნელოვანი განაპირა მომენტების გარეშე
(b) მნიშვნელოვანი განაპირა მომენტებით

9.2.2 პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეები

(1)P პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი წამწეები უნდა


შეესაბამებოდეს ენ 14250-ის მოთხოვნებს.

(2) გამოიყენება 5.4.1-ისა და 9.2.1-ის მოთხოვნები.

(3) თუ მცირე შეყურსულ ძალას (მაგ., ადამიანის დატვირთვა) ელემენტის მართობული


1,5 კნ-ზე ნაკლები მდგენელი აქვს და თუ 𝜎c,d < 0,4 𝑓c,d და 𝜎t,d < 0,4 𝑓t,d სრულად
ტრიანგულირებული წამწეებისთვის 6.2.3-ისა და 6.2.4-ის მოთხოვნებს შეიძლება
ჩაენაცვლოს შემდეგი მოთხოვნა:

𝜎m,d ≤ 0,75 𝑓m,d (9.19)

(4) ხის ნებისმიერ ელემენტზე პერფორირებული ლითონის ფურცლის მინიმალური


პირგადადება უნდა იყოს, სულ მცირე, 40 მმ-ის ტოლი ან ხის ელემენტის სიგრძის
მესამედის ტოლი (გათვალისწინებული უნდა იყოს უფრო დიდი მნიშვნელობა).

(5) სარტყლის შეერთებებში გამოყენებული პერფორირებული ლითონის ფურცლის


კავშირები ელემენტის საჭირო სიმაღლის, სულ მცირე, 2/3-ს უნდა ფარავდეს.

9.2.3 სახურავისა და გადახურვის დიაფრაგმები

9.2.3.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) წინამდებარე ნაწილში განხილულია თავისუფლად დაყრდნობილი დიაფრაგმები


(როგორებიცაა სახურავები ან გადახურვები), რომლებიც აწყობილია ხის ჩარჩოზე
მექანიკური სამაგრებით დამაგრებული გადამუშავებული ხის ფურცლებით.

132
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2) ფურცლის კიდეებზე სამაგრების მზიდუნარიანობის მე-8 ნაწილში მოცემული
მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს 1,2-ის ტოლი კოეფიციენტით.

9.2.3.2 სახურავისა და გადახურვის დიაფრაგმების გამარტივებული ანალიზი

(1) თანაბრად განაწილებული დატვირთვის მქონე დიაფრაგმებისთვის (იხ. 9.4 ნახაზი)


უნდა გამოიყენებოდეს ამ ნაწილში მოცემული გამარტივებული ანალიზი, როდესაც:

- ℓ მალი არის 2𝑏-სა და 6𝑏-ს შორის, სადაც 𝑏 დიაფრაგმის სიგანეა;


- კრიზისული აბსოლუტური საანგარიშო პირობა არის რღვევა სამაგრებში (მაგრამ
არა პანელებში);
- პანელები ჩამაგრებულია 10.8.1-ის დეტალიზების წესების მიხედვით.

(2) უფრო დეტალური ანალიზის არარსებობისას განაპირა კოჭები უნდა დაპროექტდეს


დიაფრაგმაში მაქსიმალური მღუნავი მომენტის მიმართ წინაღობის უზრუნველსაყოფად.

(3) უნდა ჩაითვალოს, რომ დიაფრაგმაში ძვრის ძალები თანაბრად არის განაწილებული
დიაფრაგმის სიგანეზე.

(4) თუ ფურცლები ზიგზაგისებურადაა განლაგებული (იხ. 9.4 ნახაზი), ლურსმნის ბიჯები


უჭრი პანელის კიდეებზე შეიძლება გაიზარდოს 1,5-ის ტოლი კოეფიციენტით (მაქსიმუმ,
150 მმ-ამდე) მზიდუნარიანობის შემცირების გარეშე.

განმარტება:
(1) განაპირა კოჭი
(2) უჭრი კიდეები
(3) პანელების განლაგებები

ნახაზი 9.4 - დიაფრაგმის დატვირთვა და პანელების ზიგზაგისებური განლაგებები


133
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
9.2.4 კედლის დიაფრაგმები

9.2.4.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P კედლის დიაფრაგმები ისე უნდა დაპროექტდეს, რომ გაუძლოს მათზე მოდებულ
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზემოქმედებებს.

(2)P კედელი სათანადოდ უნდა შეიზღუდოს გადაბრუნებისა და გაცურების თავიდან


ასაცილებლად.

(3)P კედლის დიაფრაგმები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს განივი დეფორმაციისადმი


წინაღობა, სიბრტყეში უნდა გახისტდეს ფიცროვანი მასალებით, დიაგონალური
კავშირებით ან ხისტი შეერთებებით.

(4)P კედლის განივი დეფორმაციისადმი წინაღობა უნდა განისაზღვროს ენ 594-ის


შესაბამისი გამოცდით ან გაანგარიშებებით ანალიზის სათანადო მეთოდების ან
დაპროექტების მოდელების გამოყენებით.

(5)P კედლის დიაფრაგმების დაპროექტებაში გათვალისწინებული უნდა იყოს


განსახილველი კედლის კონსტრუქციული მასალა და გეომეტრიული აღნაგობა.

(6)P კედლის დიაფრაგმების რეაქცია ზემოქმედებებისადმი უნდა შემოწმდეს, რათა


უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ექსპლუატაციის ზღვრებში კონსტრუქციის
დარჩენა.

(7) კედლის დიაფრაგმებისთვის გაანგარიშების ორი განსხვავებული მეთოდი მოცემულია


9.2.4.2-სა და 9.2.4.3-ში.
შენიშვნა: რეკომენდებული პროცედურაა 9.2.4.2-ში მოცემული A მეთოდი. ეროვნული არჩევანი შეიძლება
მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

9.2.4.2 კედლის დიაფრაგმების გამარტივებული ანალიზი - A მეთოდი

(1) 9.2.4.2-ში მოცემული გამარტივებული მეთოდი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ


ბოლოში ჩამაგრების მქონე კედლის დიაფრაგმებისთვის, ე.ი. ვერტიკალური ელემენტი
ბოლოში უშუალოდაა შეერთებული ქვედა კონსტრუქციაზე.

(2) აწევისგან დაცული კონსოლური პანელის ზედა ნაწილზე 𝐹v,Ed ძალის მოქმედებისას
𝐹v,Rd საანგარიშო მზიდუნარიანობა (განივი დეფორმაციისადმი საანგარიშო წინაღობა)
უნდა განისაზღვროს ერთი ან მეტი პანელისგან დამზადებული კედლის შემდეგი
ანალიზის გამარტივებული მეთოდით, რომლის დროსაც კედლის თითოეული პანელი
შედგება ხის ჩარჩოს ერთ გვერდზე ჩამაგრებული ფურცლისგან, თუ:

- სამაგრებშორისი ბიჯი უცვლელია ყოველი ფურცლის პერიმეტრის გასწვრივ;


- თითოეული ფურცლის სიგანე, სულ მცირე, ℎ/4-ია.

134
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(3) მრავალპანელიანი კედლისთვის კედლის განივი დეფორმაციისადმი საანგარიშო
მედეგობა ასე უნდა გაანგარიშდეს:

𝐹v,Rd = ∑ 𝐹i,v,Rd (9.20),

სადაც 𝐹i,v,Rd არის კედლის პანელის განივი დეფორმაციისადმი საანგარიშო მედეგობა


9.2.4.2(3)-ისა და 9.2.4.2(5)-ის შესაბამისად.

(4) კედლის თითოეული პანელის განივი დეფორმაციისადმი 𝐹i,v,Rd საანგარიშო მედეგობა


𝐹i,v,Ed ძალის მიმართ 9.5 ნახაზის შესაბამისად ასე უნდა გაანგარიშდეს:
𝐹f,Rd 𝑏i 𝑐i
𝐹i,v,Rd = (9.21),
𝑠
სადაც:

𝐹f,Rd არის ცალკეული სამაგრის გვერდული საანგარიშო მზიდუნარიანობა;

𝑏i არის კედლის პანელის სიგანე;

𝑠 არის სამაგრებშორისი ბიჯი,

ხოლო

1, როდესაც 𝑏i ≥ 𝑏0
𝑐i = { 𝑏i (9.22),
, როდესაც 𝑏i < 𝑏0
𝑏0

სადაც:

𝑏0 = ℎ/2;

ℎ არის კედლის სიმაღლე.

(5) ცალკეული ფურცლის კიდეების გასწვრივ განლაგებული სამაგრებისათვის


გვერდითი საანგარიშო მზიდუნარიანობა უნდა გაიზარდოს 1,2-ის ტოლი კოეფიციენტით
ისე, რომ მე-8 ნაწილში მოცემულ შესაბამის მნიშვნელობებზე მეტი იყოს. მე-8 ნაწილის
მოთხოვნების შესაბამისად სამაგრის ბიჯის განსაზღვრისას კიდეები უნდა ჩაითვალოს
დაუტვირთავად.

135
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

a) b) c)
ნახაზი 9.5 - ძალები, რომლებიც მოქმედებს:
a) კედლის პანელზე;
b) ჩარჩოზე;
c) ფურცელზე.

(6) უნდა ჩაითვალოს, რომ კარის ან ფანჯრის ღიობებიანი კედლის პანელები არ


მონაწილეობს განივი დეფორმაციისადმი საანგარიშო მედეგობა.

(7) ორივე გვერდზე ფურცლებიანი კედლის პანელებისათვის გამოიყენება შემდეგი


წესები:

- თუ ფურცლები და სამაგრები ერთი და იმავე ტიპისა და ზომისაა, კედლის განივი


დეფორმაციისადმი სრული მედეგობა უნდა იყოს თითოეული გვერდის განივი
დეფორმაციისადმი მედეგობების ჯამის ტოლი.
- თუ გამოიყენება ფურცლების სხვადასხვა ტიპი, სუსტი გვერდის განივი
დეფორმაციისადმი მედეგობის 75% შეიძლება გათვალისწინებული იყოს (თუ
მოცემული არ არის სხვა მართებული მნიშვნელობა) მსგავსი გაცურების
მოდულების მქონე სამაგრების გამოყენებისას. სხვა შემთხვევებში,
გათვალისწინებული უნდა იყოს მედეგობის, არაუმეტეს, 50%.

(8) 9.5 ნახაზის შესაბამისად 𝐹i,c,Ed და 𝐹i,t,Ed გარე ძალები ასე უნდა განისაზღვროს:
𝐹i,v,Ed ℎ
𝐹i,c,Ed = 𝐹i,t,Ed = (9.23),
𝑏i

where h is the height of the wall.

სადაც ℎ არის კედლის სიმაღლე.

(9) ეს ძალები შეიძლება გადაეცეს ფურცლებს მომიჯნავე კედლის პანელში ან ზემოთ ან


ქვემოთ მოთავსებულ კონსტრუქციაში. თუ გამჭიმი ძალები გადაეცემა ქვემოთ
მოთავსებულ კონსტრუქციას, პანელი უნდა დაანკერდეს ხისტი სამაგრებით. კედლის
სოგმანების მდგრადობის დაკარგვა უნდა შემოწმდეს 6.3.2-ის შესაბამისად. თუ
ვერტიკალური ელემენტების ბოლოები ეყრდნობა ჰორიზონტალურ მაჩარჩოებელ

136
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ელემენტებს, ბოჭკოს ძაბვების მიმართ მართობული კუმშვა ჰორიზონტალურ
ელემენტებში უნდა შეფასდეს 6.1.5-ის შესაბამისად.

(10) გარე ძალები კარის ან ფანჯრის ღიობებიან კედლის პანელებში და, ასევე, უფრო
მცირე სიგანის კედლის პანელებში (იხ. 9.6 ნახაზი), შეიძლება ანალოგიურად გადაეცეს
ზემოთ ან ქვემოთ მოთავსებულ კონსტრუქციას.

განმარტება:
(1) კედლის პანელი (ნორმალური სიგანე)
(2) კედლის პანელი ფანჯრით
(3) კედლის პანელი (უფრო ნაკლები სიგანე)

ნახაზი 9.6 - კედლის პანელების ანაკრები კონსტრუქციის ნიმუში, რომელიც მოიცავს


ფანჯრის ღიობიან და უფრო ნაკლები სიგანის კედლის პანელებს

(11) ფურცლის მდგრადობის დაკარგვა ძვრისას შეიძლება უგულებელყოფილი იყოს, თუ


𝑏net
≤ 100,
𝑡

სადაც:

𝑏net არის სოგმანთშორისი სუფთა მანძილი;

𝑡 არის ფურცლის სისქე.

(12) თუ მიიჩნევა, რომ ცენტრალური სოგმანი ქმნის ფურცლის/ფენილის საყრდენს,


სამაგრის ბიჯი ცენტრალურ სოგმანში არ უნდა იყოს ფურცლის კიდეების გასწვრივ
განლაგებული სამაგრებშორისი ბიჯზე ორჯერ მეტი.

(13) თუ თითოეული პანელი კედლის წინასწარდამზადებული ელემენტისგან შედგება,


უნდა შემოწმდეს ძვრის ძალების გადაცემა კედლის ცალკეულ ელემენტებს შორის.

(14) ვერტიკალურ სოგმანებსა და ხის ჰორიზონტალურ ელემენტებს შორის შეხების


ფართობზე ბოჭკოს მიმართ მართი კუთხით მოქმედი მკუმშავი ძაბვები უნდა შემოწმდეს
ხის ელემენტებში.

137
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
9.2.4.3 კედლის დიაფრაგმების გამარტივებული ანალიზი - B მეთოდი

9.2.4.3.1 გამარტივებული ანალიზის მოთხოვნების შესაბამისი კედლებისა და პანელების


აგება

(1) კედლის ანაკრები კონსტრუქცია (იხ. 9.7 ნახაზი) შედგება ერთი ან რამდენიმე
კედლისგან, რომლებიც, თავის მხრივ, ერთ ან რამდენიმე პანელს შეიცავს. ეს პანელები
დამზადებულია ხის ჩარჩოზე დამაგრებული გადამუშავებული ხის პანელის პროდუქტის
ფურცლებისგან, 3.5-ში აღწერილი პანელების მსგავსად.

განმარტება:
(1) კედლის პანელი 1 (2) კედლის პანელი 2
(3) კედლის პანელი 3 (4) კედლის პანელი 4
(5) კედლის პანელი 5 (6) კედელი 1
(7) კედელი 2 (8) კედელი 3
(9) კედლის ანაკრები კონსტრუქცია (10) ფურცელი
(11) ზედა დამაკავშირებელი კოჭი (12) ფანჯარა
(13) კარი

ნახაზი 9.7 - მრავალპანელიანი კედლის ანაკრების კონსტრუქციის მაგალითი

(2) კედლის სიბრტყეში (განივი დეფორმაციისას) სიმტკიცის უზრუნველყოფაში პანელის


მონაწილეობისათვის პანელის სიგანე უნდა იყოს, სულ მცირე, პანელის სიმაღლის
მეოთხედის ტოლი. ხის ჩარჩოზე ფურცლები უნდა ჩამაგრდეს ლურსმნებით ან
ხრახნებით, ხოლო ფურცლის პერიმეტრის ფარგლებში სამაგრებს უნდა ჰქონდეს
თანაბარი ბიჯები. ფურცლის პერიმეტრის ფარგლებში სამაგრებშორისი ბიჯი არ უნდა
აღემატებოდეს პერიმეტრის სამაგრებშორისი ბიჯის ორმაგ მნიშვნელობას.

(3) თუ პანელში ღიობი მოეწყო, პანელის სიგრძეები ღიობის თითოეულ გვერდზე უნდა
ჩაითვალოს დამოუკიდებელ პანელებად.

(4) თუ პანელებით შედგენილია კედელი:

- ცალკეული პანელების ზედა ნაწილები პანელების შეერთებებზე დაკავშირებული


უნდა იყოს ელემენტით ან კონსტრუქციით;
138
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
- ორი პანელის ვერტიკალური შეერთების საჭირო სიმტკიცე უნდა გაანგარიშდეს,
თუმცა მას უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 2,5 კნ/მ-ს ტოლი საანგარიშო სიმტკიცე;
- კედლის ფორმირებისათვის შეერთებისას პანელები უნდა უზრუნველყოფდეს
გადამბრუნი და გაცურების ძალების მიმართ წინაღობას საყრდენ კონსტრუქციაზე
დაანკერებით, კედელზე მოდებული მუდმივი ზემოქმედებებით ან ორივე
ეფექტის შეხამებით.

9.2.4.3.2 დაპროექტება

(1) ვერტიკალური ზემოქმედებებით და/ან დაანკერებით აწევისა და გაცურებისგან


დაცული კონსოლური კედლის ზედა ნაწილზე მოქმედი 𝐹v,Ed ძალის მიმართ 𝐹v,Rd
სიმტკიცე სიბრტყეში საანგარიშო ძვრისას (განივი დეფორმაციისას) უნდა განისაზღვროს
9.2.4.3.1-ში კედლის კონსტრუქციისთვის მოცემული შემდეგი გამარტივებული
მეთოდით.

(2) რამდენიმე კედლისგან შედენილი კედლის ანაკრები კონსტრუქციისთვის კედლის


ანაკრები კონსტრუქციის 𝐹v,Rd საანგარიშო სიმტკიცე განივი დეფორმაციისას ასე უნდა
გაანგარიშდეს:

𝐹v,Rd = ∑ 𝐹i,v,Rd (9.24),

სადაც 𝐹i,v,Rd არის საანგარიშო სიმტკიცე კედლის განივი დეფორმაციისას ქვემოთ


მოცემული (3)-ის შესაბამისად.

(3) 𝑖 კედლის 𝐹i,v,Rd საანგარიშო სიმტკიცე განივი დეფორმაციისას ასე უნდა გაანგარიშდეს:
𝐹f,Rd 𝑏i
𝐹i,v,Rd = 𝑘d 𝑘i,q 𝑘s 𝑘n (9.25),
𝑠0

სადაც:

𝐹f,Rd არის ცალკეული სამაგრის გვერდული საანგარიშო მზიდუნარიანობა;

𝑏i არის კედლის სიგრძე (მ);

𝑠0 არის სამაგრის პირობითი ბიჯი (იხ. (4) ქვემოთ);

𝑘d არის პანელის ზომის კოეფიციენტი (იხ. (4) ქვემოთ);

𝑘i,q არის 𝑖 კედლის თანაბრად განაწილებული დატვირთვის კოეფიციენტი (იხ. (4)


ქვემოთ);

𝑘s არის სამაგრის ბიჯის კოეფიციენტი (იხ. (4) ქვემოთ);

𝑘n არის შესაფუთი მასალის კოეფიციენტი (იხ. (4) ქვემოთ).

139
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(4) 𝑠0 -ის, 𝑘d -ს, 𝑘i,q -ს, 𝑘s -ისა და 𝑘n -ის მნიშვნელობები ასე უნდა გაანგარიშდეს:

9700 𝑑
𝑠0 = (9.26),
𝜌k

სადაც:

𝑑 არის სამაგრის დიამეტრი (მმ-ებში);

𝜌k არის ხის ჩარჩოს მახასიათებელი სიმკვრივე.


𝑏i 𝑏i
, რომლისთვისაც ≤ 1,0 (a)
ℎ ℎ
0,4
𝑏 𝑏
𝑘d = ( i ) , რომლისთვისაც i > 1,0 და 𝑏i ≤ 4,8 მ (b) (9.27),
ℎ ℎ
0,4
4,8 𝑏i
(
{ ℎ ) , რომლისთვისაც > 1,0 და 𝑏i > 4,8 მ (c)

სადაც ℎ არის კედლის სიმაღლე (მ).

2,4 0,4
𝑘i,q = 1 + (0,083 𝑞i − 0,0008 𝑞i2 ) ( ) (9.28),
𝑏i

რომლისთვისაც 𝑞i არის 𝑞i ≥ 0 (იხ. ქვემოთ მოცემული (5)) კედელზე მოქმედი


ეკვივალენტურად თანაბრად განაწილებული ვერტიკალური დატვირთვა (კნ/მ-ებში).
1
𝑘s = 𝑠 (9.29),
0,86 +0,57
𝑠0

სადაც 𝑠 არის სამაგრის ბიჯი ფურცლების პერიმეტრის გარშემო;


1,0 ერთ გვერდზე შეფუთვისათვის
𝑘n = { i,v,Rd,max + 0,5 𝐹i,v,Rd,min
𝐹 (9.30),
ორივე გვერდზე შეფუთვისათვის
𝐹i,v,Rd,max

სადაც:

𝐹i,v,Rd,max არის უფრო მყარი შეფუთვის საანგარიშო სიმტკიცე განივი დეფორმაციისას;

𝐹i,v,Rd,min არის უფრო სუსტი შეფუთვის საანგარიშო სიმტკიცე განივი


დეფორმაციისას.

(5) 𝑘i,q-ს გასაანგარიშებლად გამოყენებული 𝑞i ეკვივალენტური ვერტიკალური


დატვირთვა უნდა განისაზღვროს მხოლოდ მუდმივი ზემოქმედებებითა და ქარის
ნებისმიერი სუფთა ეფექტებით, პანელზე მოქმედი შეყურსული ძალებით (დაანკერების
ძალების ჩათვლით) გამოწვეულ ეკვივალენტურ ზემოქმედებებთან ერთად. იმ დაშვებით,
რომ კედელი ხისტია (მაგ., კედელზე მოქმედი 𝐹i,vert,Ed დატვირთვისათვის 9.8 ნახაზის

140
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
შესაბამისად) 𝑘i,q -ს გასაანგარიშებლად შეყურსული ვერტიკალური ძალები თანაბრად
განაწილებულ ეკვივალენტურ დატვირთვად ასე უნდა განისაზღვროს:
2𝑎 𝐹i,vert,Ed
𝑞i = (9.31),
𝑏i2

სადაც:

𝑎 არის ჰორიზონტალური მანძილი 𝐹 ძალიდან კედლის ქარზურგა კუთხემდე;

𝑏 არის კედლის სიგრძე.

ნახაზი 9.8 – 𝒒𝐢 ეკვივალენტური ვერტიკალური ზემოქმედებისა და, ასევე, ვერტიკალური


და ჰორიზონტალური ზემოქმედებებით გამოწვეული რეაქციის ძალების განსაზღვრა
(6) 𝑖 კედელზე 𝐹i,v,Ed ჰორიზონტალური ზემოქმედებიდან მიღებული 𝐹i,c,Ed და 𝐹i,t,Ed გარე
ძალები (იხ. 9.8 ნახაზი) ასე უნდა განისაზღვროს:
𝐹i,v,Ed ℎ
𝐹i,c,Ed = 𝐹i,t,Ed = (9.32),
𝑏i

სადაც ℎ არის კედლის სიმაღლე.

პანელის პანელთან ვერტიკალური შეერთებით აღნიშნული გარე ძალები შეიძლება


გადაეცეს მომიჯნავე პანელს ან კედლის ქვემოთ ან ზემოთ არსებულ კონსტრუქციას. თუ
გამჭიმი ძალები გადაეცემა ქვემოთ არსებულ კონსტრუქციას, აუცილებელია პანელი
დაანკერდეს ხისტი სამაგრებით.

ვერტიკალურ ელემენტებში მოდებული მკუმშავი ძალები უნდა შემოწმდეს მდგრადობის


დაკარგვაზე 6.3.2-ის შესაბამისად. თუ ვერტიკალური ელემენტების ბოლოები ეყრდნობა

141
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ჰორიზონტალურ მაჩარჩოებელ ელემენტებს, ბოჭკოს ძაბვების მიმართ მართობული
კუმშვა ჰორიზონტალურ ელემენტებში უნდა შეფასდეს 6.1.5-ის შესაბამისად.

(7) 𝐹v,Ed ძვრის ძალის ზემოქმედებისას შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ფურცლების


მდგრადობის დაკარგვა, როდესაც:
𝑏net
≤ 100 (9.33),
𝑡
სადაც:

𝑏net არის სუფთა მანძილი ხის ჩარჩოს ვერტიკალურ ელემენტებს შორის;

𝑡 არის შეფუთვის სისქე.

9.2.5 კავშირების მოწყობა

9.2.5.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P არამდგრადობის ან გადაჭარბებული ჩაღუნვის თავიდან ასაცილებლად


აუცილებელია ისეთი კონსტრუქციების გამაგრება, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში არ
არის საკმარისად ხისტი.

(2)P აუცილებელია გეომეტრიული და კონსტრუქციული დეფექტებითა და გამოწვეული


ჩაღუნვებით (ერთობლივი გაცურების ნებისმიერი მონაწილეობის ჩათვლით)
განპირობებული ძაბვის გათვალისწინება.

(3)P კავშირების ძალები უნდა განისაზღვროს კონსტრუქციული დეფექტებისა და


გამოწვეული ჩაღუნვების ყველაზე არახელსაყრელი შეხამების საფუძველზე.

9.2.5.2 ცალკე მდგომი შეკუმშული ელემენტები

(1) ცალკე მდგომი შეკუმშული ელემენტებისათვის, რომლებისთვისაც აუცილებელია


განივი საყრდენი 𝑎 ინტერვალებით (იხ. 9.9 ნახაზი), საყრდენებს შორის
სწორხაზოვნებიდან საწყისი გადახრები წებოთი ლამინირებული ხის ან ლამინირებული
შპონის მასალის ელემენტებისათვის უნდა იყოს 𝑎/500-ის ფარგლებში, ხოლო სხვა ტიპის
ელემენტებისათვის - 𝑎/300-ის ფარგლებში.

(2) თითოეულ შუალედურ საყრდენს უნდა ჰქონდეს ზამბარის მინიმალური 𝐶 სიხისტე:


𝑁d
𝐶 = 𝑘s (9.34),
𝑎
სადაც:

142
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑘s არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი;

𝑁d არის საშუალო საანგარიშო მკუმშავი ძალა ელემენტში;

𝑎 არის მალის სიგრძე (იხ. 9.9 ნახაზი).


შენიშვნა: 𝑘s -ისთვის იხილეთ 9.2.5.3(1)-ში მოცემული შენიშვნა.

(3) თითოეულ საყრდენთან 𝐹d საანგარიშო მასტაბილიზებელი ძალა ასე უნდა


განისაზღვროს:

𝑁d
(მასიური ხის მასალისთვის)
𝑘f,1
𝐹d = (9.35),
𝑁d
(წებოთი ლამინირებული ხისა და 𝐿𝑉𝐿 − ისთვის)
{𝑘f,2
სადაც 𝑘f,1 და 𝑘f,2 მოდიფიკაციის კოეფიციენტებია.
შენიშვნა: 𝑘f,1 -ისა და 𝑘f,2 -ისათვის იხილეთ 9.2.5.3(1)-ის შენიშვნა.

ნახაზი 9.9 - ცალკე მდგომი შეკუმშული ელემენტების განივი საყრდენებით ჩამაგრების


მაგალითები

(4) მართკუთხა კოჭის შეკუმშული კიდის 𝐹d საანგარიშო მასტაბილიზებელი ძალა უნდა


განისაზღვროს 9.2.5.2(3)-ის შესაბამისად, რომლისთვისაც:
𝑀d
𝑁d = (1 − 𝑘crit ) (9.36)

ჩაუმაგრებელი კოჭისათვის 𝑘crit -ის მნიშვნელობა უნდა განისაზღვროს 6.3.3(4)-ის
შესაბამისად, ხოლო 𝑀d არის ℎ სიმაღლის კოჭზე მოქმედი მაქსიმალური საანგარიშო
მომენტი.

143
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

9.2.5.3 კოჭის ან წამწეების სისტემების კავშირების მოწყობა

(1) 𝑛 პარალელური ელემენტების წყებისათვის, რომლისთვისაც აუცილებელია განივი


საყრდენები A,B და სხვა შუალედურ კვანძებთან (იხ. 9.10 ნახაზი), უზრუნველყოფილი
უნდა იყოს კავშირების სისტემა, რომელიც, გარე ჰორიზონტალური დატვირთვის (მაგ.,
ქარის) ეფექტების გარდა, ერთეულ 𝑞 სიგრძეზე შიგა მდგრადობის დატვირთვას ასე უნდა
უძლებდეს:
𝑛𝑁d
𝑞d = 𝑘ℓ (9.37),
𝑘f,3 ℓ

სადაც:
1
𝑘ℓ = min { 15 (9.38)

𝑁d არის საშუალო საანგარიშო მკუმშავი ძალა ელემენტში;

ℓ არის მასტაბილიზებელი სისტემის საერთო მალი (მ);

𝑘f,3 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი.

განმარტება:

(1) წამწეების სისტემის 𝑛 ელემენტები;

144
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(2) კავშირი;
(3) დეფექტებითა და მეორე რიგის ეფექტებით გამოწვეული წამწეების სისტემის ჩაღუნვა;
(4) მასტაბილიზებელი ძალები;
(5) გარე დატვირთვა კავშირზე;
(6) გარე დატვირთვებით გამოწვეული კავშირის რეაქციის ძალები;
(7) მასტაბილიზებელი ძალებით გამოწვეული წამწეების სისტემის რეაქციის ძალები.

ნახაზი 9.10 - კოჭის ან წამწეების სისტემა, რომლისთვისაც აუცილებელია გვერდითი


საყრდენები
შენიშვნა: 𝑘s , 𝑘f,1 , 𝑘f,2 და 𝑘f,3 მოდიფიკაციის კოეფიციენტების მნიშვნელობები დამოკიდებულია ისეთ
გავლენებზე, როგორებიცაა: სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხი, მალი და სხვ.
მნიშვნელობების დიაპაზონები მოცემულია 9.2 ცხრილში, სადაც რეკომენდებული მნიშვნელობები
ხაზგასმულია. ეროვნული არჩევანი შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

ცხრილი 9.2 – მოდიფიკაციის კოეფიციენტების რეკომენდებული მნიშვნელობები

მოდიფიკაციის კოეფიციენტი დიაპაზონი


𝑘s 4-1
𝑘f,1 50-80
𝑘f,2 80-100
𝑘f,3 30-80

(2) კავშირების სისტემის 𝑞d ძალითა და სხვა ნებისმიერი გარე დატვირთვით (მაგ., ქარით)
გამოწვეული ჰორიზონტალური ჩაღუნვა არ უნდა აღემატებოდეს ℓ/500-ს.

145
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ნაწილი 10 კონსტრუქციული დეტალიზება და კონტროლი

10.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P ამ ნაწილში მოცემული დებულებების შესრულება არის ენ 1995-1-1-ის გამოყენების


წინაპირობა.

10.2 მასალები

(1) საყრდენებს შორის შუაში გაზომილი სწორხაზოვნებიდან გადახრა უნდა შეიზღუდოს


წებოთი ლამინირებული ხის ან ლამინირებული შპონის მასალის (LVL) ელემენტების
სიგრძის 1/500-ამდე/სიგრძის 1/500-ზე ნამრავლამდე, ხოლო ისეთი სვეტებისა და
კოჭებისთვის, რომლებშიც შეიძლება წარმოიშვას გვერდითი არამდგრადობა, ან
ელემენტებისთვის ჩარჩოში - მასიური ხის მასალის სიგრძის 1/300-ამდე. სიმტკიცის
კლასების წესების უმრავლესობაში გამრუდების შეზღუდვები არ შეესაბამება ამ
ელემენტების მასალის არჩევანს, ამიტომ ყურადღება უნდა გამახვილდეს
სწორხაზოვნებაზე.

(2) ხისა და გადამუშავებული ხის ელემენტები და, ასევე, კონსტრუქციული ელემენტები,


საჭიროების გარეშე, არ უნდა განიცდიდეს დასრულებულ კონსტრუქციაში
მოსალოდნელი მკაცრი კლიმატური პირობების ზემოქმედებას.

(3) კონსტრუქციაში გამოყენებამდე ხის მასალა ისე უნდა გამოშრეს, რომ შესაძლებელი
იყოს დასრულებული კონსტრუქციის კლიმატური პირობის შესაბამისი
ტენშემცველობისათვის გამოყენება. თუ შეკლების ეფექტები არ არის მნიშვნელოვანი ან,
თუ ექსპლუატაციისთვის შეუსაბამოდ დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლებულია,
მონტაჟისას შეიძლება დაშვებული იყოს უფრო მეტი ტენშემცველობა იმ პირობით, რომ
უზრუნველყოფილი იქნება ხის მასალის გამოშრობა ტენმშეცველობის სასურველ
დონემდე.

10.3 შეწებებული შეერთებები

(1) თუ ბმის სიმტკიცე აბსოლუტურ ზღვრულ მდგომარეობაზე დაპროექტების


მოთხოვნაა, შეწებებული შეერთებების წარმოება ხარისხის კონტროლს უნდა
დაექვემდებაროს შეერთების საიმედოობისა და ხარისხი ტექნიკურ მახასიათებლების
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

(2) საჭიროა წებოების მწარმოებლების იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხება


შერევის, გამოყენებისა და გამყარებისას გარემოს პირობებს, ელემენტების

146
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
ტენშემცველობასა და ყველა იმ ფაქტორს, რომლებიც მნიშვნელოვანია წებოების
სათანადოდ გამოყენებისათვის.

(3) წებოებისთვის, რომლებიც საწყისი გამყარების შემდეგ დაყოვნებას მოითხოვს, სრული


სიმტკიცის მიღწევამდე შეერთებაზე დატვირთვის მოდება უნდა შეიზღუდოს საჭირო
დროით.

10.4 შეერთებები მექანიკური სამაგრებით

10.4.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P შეერთების ზონაში უნდა შეიზღუდოს ნაშურების, ნახეთქების, კოჟრების ან სხვა


დეფექტების წარმოქმნა ისე, რომ არ შემცირდეს შეერთების მზიდუნარიანობა.

10.4.2 ლურსმნები

(1) თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ლურსმნები ბოჭკოს მიმართ სწორი კუთხით


უნდა ჩაესოს ისეთ სიღრმეში, რომ ლურსმნების თავებისა და ხის მასალის ზედაპირი ერთ
დონეზე უნდა იყოს.

(2) თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, დახრილი დალურსმვა უნდა


შეესაბამებოდეს 8.8(b) ნახაზს.

(3) წინასწარგაბურღული ხვრელების დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 0,8𝑑-ს, სადაც 𝑑


ლურსმნის დიამეტრია.

10.4.3 ჭანჭიკები და საყელურები

(1) ხის მასალაში ჭანჭიკების ხვრელებს უნდა ჰქონდეს ჭანჭიკზე, არაუმეტეს, 1 მმ-ზე მეტი
დიამეტრი. ლითონის ფურცლებში ჭანჭიკების ხვრელებს უნდა ჰქონდეს ჭანჭიკის 𝑑
დიამეტრზე, არაუმეტეს, 2 მმ-ზე ან 0,1𝑑-ზე მეტი დიამეტრი (გათვალისწინებული უნდა
იყოს მათ შორის უფრო დიდი მნიშვნელობა).

(2) თავისა და ქანჩის ქვეშ უნდა გამოიყენებოდეს, სულ მცირე, 3𝑑 დიამეტრის ან გვერდის
სიგრძისა და 0,3𝑑 სისქის საყელურები. საყელურებს უნდა ჰქონდეს სრული მზიდი
ფართობი.

(3) ჭანჭიკები და კვადრატულთავიანი ხრახნები ისე უნდა იყოს მოჭერილი, რომ


ელემენტები მჭირდროდ მოერგოს ერთმანეთს და ისინი თავიდან უნდა იყოს მოჭერილი,

147
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
თუ კონსტრუქციის მზიდუნარიანობისა და სიხისტის უზრუნველსაყოფად ხის მასალამ
მიაღწია წონასწორულ ტენშემცველობას.

(4) 10.1-ში მოცემული მინიმალური დიამეტრის მოთხოვნები გამოიყენება ხის მასალის


შემაერთებლებთან ერთად გამოყენებული ჭანჭიკებისთვის, სადაც:

𝑑c არის შემაერთებლის დიამეტრი (მმ);

𝑑 არის ჭანჭიკის დიამეტრი (მმ);

𝑑1 არის შემაერთებლის ცენტრალური ხვრელის დიამეტრი.

ცხრილი 10.1 - ხის მასალის შემაერთებლებთან ერთად გამოყენებული ჭანჭიკების


დიამეტრების მოთხოვნები

შემაერთებლის ტიპი 𝒅𝐜 მინიმალური 𝒅 მაქსიმალური 𝒅


ენ 912

მმ მმ მმ
A1-A6 ≤ 130 12 24
A1, A4, A6 > 130 0,1 𝑑c 24
B 𝑑1 -1 𝑑1

10.4.4 სოგმანები

(1) სოგმანის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს 6 მმ. სოგმანის დიამეტრის


ცდომილებები უნდა იყოს − 0/+0,1 მმ. ელემენტებში წინასწარგაბურღული ხვრელების
დიამეტრი არ უნდა იყოს სოგმანის დიამეტრზე მეტი.

10.4.5 ხრახნები

(1) წიწვოვანი ხის მასალებში 𝑑 ≤ 6 მმ დიამეტრის გლუვღეროიანი ხრახნებისთვის არ


არის საჭირო წინასწარი გაბურღვა. ყველა ხრახნისთვის მაგარმერქნიან მასალებში და 𝑑 >
6 მმ დიამეტრის ხრახნებისთვის წიწვოვანი ხის მასალებში საჭიროა წინასწარი გაბურღვა
შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

- ღეროს მიმმართველ ხვრელს უნდა ჰქონდეს ღეროს დიამეტრისა და სიგრძის


ტოლი დიამეტრი და სიღრმე;
- კუთხვილიანი ნაწილის მიმმართველ ხვრელს უნდა ჰქონდეს ღეროს დიამეტრის,
დაახლოებით, 70 %-ის ტოლი დიამეტრი.

(2) 500 კგ/მ3 -ზე მეტი სიმკვრივის წინასწარგაბურღვის დიამეტრი უნდა განისაზღვროს
გამოცდებით.
148
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
10.5 ანაკრები ელემენტები

(1) კონსტრუქციის აგებისას თავიდან უნდა იყოს აცილებული მისი ელემენტების ან


შეერთებების გადაძაბვა. შეერთებებში უნდა გამოიცვალოს დეფორმირებული,
გახეთქილი ან ცუდად მორგებული ელემენტები.

10.6 ტრანსპორტირება და მონტაჟი

(1) დასაწყობებისას, ტრანსპორტირებისას ან მონტაჟისას თავიდან უნდა იყოს


აცილებული ელემენტების გადაძაბვა. თუ აგებისას კონსტრუქცია დატვირთულია ან
დაყრდნობილია დაყრდნობის ან მონტაჟისგან განსხვავებულად, დროებითი
მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს დატვირთვის სათანადო შემთხვევად ნებისმიერი
პოტენციური დინამიკური ზემოქმედების ჩათვლით. კონსტრუქციული ჩარჩოსთვის
(მაგალითად, მოჩარჩოებული თაღებისთვის, პორტალური ჩარჩოებისთვის) საჭიროა
განსაკუთრებული ყურადღება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ პოზიციაში აწევისას.

კონსტრუქციული ჩარჩოებისათვის (მაგ., ნივნივური თაღების, პორტალური ჩარჩოების)


ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ პოზიციამდე აწევისას აუცილებელია
დეფორმაციის თავიდან აცილება.

10.7 კონტროლი

(1) მიჩნეულია, რომ კონტროლის გეგმა მოიცავს:

− წარმოებისა და შესრულების ხარისხის კონტროლს სამშენებლო მოედანზე და მის


გარეთ;
− კონსტრუქციის დასრულების შემდეგ კონტროლს.

შენიშვნა 1: დაშვებულია, რომ მშენებლობის კონტროლი მოიცავს:


− წინასწარ გამოცდებს, მაგ., მასალებისა და წარმოების მეთოდების შესაბამისობაზე გამოცდებს;
− მასალებისა და მათი განსაზღვრის შემოწმებას, მაგალითად:
− ხისა და გადამუშავებული ხის მასალებისათვის: ჯიშების, ხარისხის, მარკირების,
დამუშავებისა და ტენშემცველობის შემოწმებას;
− შეწებებული კონსტრუქციებისათვის: წებოს ტიპის, წარმოების პროცესის, ჩაწებებული
ნაკერის ხარისხის შემოწმებას;
− სამაგრებისათვის: ტიპის, კოროზიისგან დაცვის შემოწმებას;
− ტრანსპორტირებას, მასალების შენახვას სამშენებლო მოედანზე და მიწოდებას;

− ზომების სისწორისა და გეომეტრიის შემოწმებას;


− ანაკრები კონსტრუქციისა და დამონტაჟების შემოწმებას;
− კონსტრუქციული დეტალების შემოწმებას, მაგალითად:
− ლურსმნების, ჭანჭიკების და სხვ. რაოდენობის შემოწმებას;
− ღიობების ზომების, წინასწარ გაბურღვის სისწორის შემოწმებას;
− ელემენტების ბიჯების და კიდემდე/ბოლომდე მანძილების შემოწმებას;

149
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
− გახლეჩის შემოწმებას;
− წარმოების პროცესის შედეგის საბოლოო შემოწმებას (მაგ., ვიზუალური დათვალიერებით
ან საცდელი დატვირთვით).

შენიშვნა 2: დაშვებულია, რომ კონტროლის პროგრამაში განისაზღვროს საკონტროლო პარამეტრები


(შესამოწმებელი ტექნიკური მომსახურება), რომლებიც უნდა გამოიყენებოდეს ექსპლუატაციისას, თუ
პროექტის ამოსავალ დებულებებთან ხანგრძლივი შესაბამისობა არ არის ადეკვატურად
უზრუნველყოფილი.

შენიშვნა 3: კონსტრუქციის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის მოთხოვნილი ყველა


ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს იმ პირის ან ორგანოსათვის, რომელიც პასუხისმგებლობას
აიღებს დასრულებულ კონსტრუქციაზე.

10.8 სპეციალური წესები დიაფრაგმის კონსტრუქციებისათვის

10.8.1 გადახურვისა და სახურავის დიაფრაგმები

(1) 9.2.3.2-ში მოცემული ანალიზის გამარტივებული მეთოდით დაშვებულია, რომ


შეფუთვის პანელები, რომლებიც არ ეყრდნობა კოჭებს ან ნივნივებს, ერთმანეთთანაა
შეერთებული (მაგ., ლარტყებით 10.1 ნახაზის შესაბამისად). ენ 14592-ის შესაბამისად
უნდა გამოიყენებოდეს ლურსმნები (გლუვი ლურსმნების გარდა) ან ხრახნები, რომელთა
შეფუთვის პანელების კიდეების ბიჯი, მაქსიმუმ, 150 მმ-ია. სხვა შემთხვევაში, ბიჯი უნდა
იყოს, მაქსიმუმ, 300 მმ.

განმარტება:
(1) ლარტყა, რომელიც კოჭზე ან ნივნივაზე დახრილადაა დალურსმნული
(2) ლარტყა
(3) ლარტყაზე დალურსმნული შეფუთვა

ნახაზი 10.1 - იმ პანელების შეერთების მაგალითი, რომლებიც არ ეყრდნობა კოჭს ან


ნივნივას

10.8.2 კედლის დიაფრაგმები

(1) 9.2.4.2-სა და 9.2.4.3-ში მოცემული ანალიზის გამარტივებული მეთოდებით


დაშვებულია, რომ პანელის სამაგრებს აქვს კიდის გასწვრივ 150 მმ-ის ტოლი
150
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
მაქსიმალური სამაგრებშორისი ბიჯი ლურსმნებისათვის, ხოლო ხრახნებისათვის - 200 მმ-
ის ტოლი ბიჯი. შიგა სოგმანებისათვის მაქსიმალური ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს
კიდის გასწვრივ ბიჯის 2-ზე ნამრავლსა და 300 მმ-ს შორის უფრო მცირე მანძილს (იხ. 10.2
ნახაზი).

განმარტება:
(2) შუალედური სოგმანებისათვის 300 მმ-ის ტოლი ლურსმნის მაქსიმალური ბიჯი
(2) პანელის კიდე
(3) 150 მმ-ის ტოლი ლურსმნის მაქსიმალური ბიჯი

ნახაზი 10.2 - პანელის სამაგრები

10.9 სპეციალური წესები პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი


წამწეებისათვის

10.9.1 წარმოება
შენიშვნა: წამწეების წარმოებისათვის მოთხოვნები მოცემულია ენ 14250-ში.

10.9.2 მონტაჟი

(1) მუდმივი კავშირის ჩამაგრებამდე წამწეები უნდა შემოწმდეს სწორხაზოვნებასა და


ვერტიკალურ თანაღერძულობაზე.

(2) წამწეების წარმოებისას ელემენტების დეფორმაცია არ უნდა გასცდეს ენ 14250-ში


მოცემულ ზღვრებს. ამასთან, თუ შესაძლებელია იმ ელემენტების, რომლებიც
დეფორმირდა წარმოებასა და დამონტაჟებას შორის პერიოდში, გასწორება ხის ან
კვანძების დაზიანების გარეშე და სწორხაზოვნების შენარჩუნება, წამწე შეიძლება
ჩაითვალოს გამოყენებისათვის დამაკმაყოფილებლად.

(3) აუცილებელია მაქსიმალური 𝑎bow გამრუდების შეზღუდვა წამწის ნებისმიერ


ელემენტში დამონტაჟების შემდეგ. თუ დასრულებულ გადახურვაში გამრუდების
გაზრდა სათანადოდაა თავიდან აცილებული, მაქსიმალური ჩაღუნვის დასაშვები
მნიშვნელობა აღებული უნდა იყოს, როგორც 𝑎bow,perm .

შენიშვნა: 𝑎bow,perm -ის რეკომენდებული დიაპაზონია 10-50 მმ. ეროვნული არჩევანი შეიძლება მოცემული
იყოს ეროვნულ დანართში.

151
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
(4) აუცილებელია დამონტაჟების შემდეგ რეალური ვერტიკალური თანაღერძულობიდან
წამწის 𝑎dev მაქსიმალური გადახრის შეზღუდვა. რეალური ვერტიკალური
თანაღერძულობიდან წამწის მაქსიმალური გადახრის დასაშვები მნიშვნელობა აღებული
უნდა იყოს, როგორც 𝑎dev,perm .

შენიშვნა: 𝑎dev,perm -ის რეკომენდებული დიაპაზონია 10-50 მმ. ეროვნული არჩევანი შეიძლება მოცემული
იყოს ეროვნულ დანართში.

152
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
A დანართი (ინფორმაციული)

შემაერთებლის ან შეერთების ძვრით გამოწვეული რღვევა ლითონის ხესთან


მრავალი სოგმანით შეერთებისას

(1) ხის ელემენტის ბოლოში ბოჭკოსთან ახლოს პარალელური ძალის მდგენელის


მოქმედებისას სოგმანის ტიპის სამაგრების ჯგუფის მქონე ლითონის ხესთან
შეერთებებისთვის სამაგრის ფართობის პერიმეტრის გასწვრივ რღვევისას მახასიათებელი
მზიდუნარიანობა (შემაერთებლის ძვრისას ან შეერთების ძვრისას, იხ., შესაბამისად, A.1
და A.2 ნახაზები) ასე უნდა განისაზღვროს:
1,5 𝐴net,t 𝑓t,0,k
𝐹bs,Rk = max { (A. 1),
0,7 𝐴net,v 𝑓v,k

რომლისთვისაც:

𝐴net,t = 𝐿net,t 𝑡1 (A. 2)

𝐿net,v 𝑡1 (e, f, j/l, k და m) რღვევის ფორმებისთვის


𝐴net,v = {𝐿net,v (A. 3)
(𝐿net,t + 2𝑡ef ) ყველა სხვა რღვევის ფორმა
2

და

𝐿net,v = ∑ 𝑙v,i (A. 4)


𝑖

𝐿net,t = ∑ 𝑙t,i (A. 5)


𝑖

- ლითონის თხელი ფურცლებისთვის (ფრჩხილებში მოცემული რღვევის


ფორმებისთვის)
0,4 𝑡1 (a)
𝑡ef = { 𝑀y,Rk (A. 6)
1,4 √ (b)
𝑓h,k 𝑑

- ლითონის სქელი ფურცლებისთვის (ფრჩხილებში მოცემული რღვევის


ფორმებისთვის)

153
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑀y,Rk
2√ (d)(h)
𝑓h,k 𝑑
𝑡ef = (A. 7),
𝑀y,Rk
𝑡1 [√2 + − 1] (c)(g)
𝑓h,k 𝑑 𝑡12
{

სადაც:

𝐹bs,Rk არის შემაერთებლის ან შეერთების მახასიათებელი ძვრა/ძვრისადმი წინაღობა;

𝐴net,t არის ბოჭკოს მართობული განივკვეთის ნეტო ფართობი;

𝐴net,v არის ძვრის ნეტო ფართობი ბოჭკოს პარალელური მიმართულებით;

𝐿net,t არის ბოჭკოს მართობული განივკვეთის ნეტო სიგანე;

𝐿net,v არის ძვრისას რღვევის ფართობის მთლიანი ნეტო სიგრძე;

ℓv,i ℓt,i განსაზღვრულია A.1 ნახაზზე;

𝑡𝑒𝑓 არის სამაგრის რღვევის ფორმაზე დამოკიდებული ეფექტური სიღრმე (იხ. 8.3
ნახაზი);

𝑡1 არის ხის ელემენტის სისქე ან სამაგრის შეღწევის სიღრმე;

𝑀y,Rk არის სამაგრის მახასიათებელი მომენტი დენადობის ზღვარზე;

𝑑 არის სამაგრის დიამეტრი;

𝑓t,0,k არის ხის ელემენტის მახასიათებელი სიმტკიცე გაჭიმვისას;

𝑓v,k არის ხის ელემენტის მახასიათებელი სიმტკიცე ძვრისას;

𝑓h,k არის ხის ელემენტის ჩამაგრების მახასიათებელი სიმტკიცე;


შენიშვნა: (A.3), (A.6) და (A.7) გამოსახულებებთან დაკავშირებული რღვევის ფორმები მოცემულია 8.3
ნახაზზე.

154
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

განმარტება:
1 ბოჭკოს მიმართულება
2 რღვევის ხაზი
ნახაზი A.1 - შემაერთებლების ძვრით გამოწვეული რღვევა

ნახაზი A.2 - შეერთების ძვრით გამოწვეული რღვევა

155
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
B დანართი (ინფორმაციული)

მექანიკურად შეერთებული კოჭები

B.1 გამარტივებული ანალიზი

B.1.1 განივკვეთები

(1) ამ დანართში განხილულია B.1 ნახაზზე მოცემული განივკვეთები.

B.1.2 ამოსავალი დებულებები

(1) დაპროექტების მეთოდი ეფუძნება წრფივდრეკადობის თეორიასა და შემდეგ ამოსავალ


დებულებებს:

- კოჭები თავისუფლადაა დაყრდნობილი ℓ მალით. უჭრი კოჭებისთვის შეიძლება


გამოიყენებოდეს გამოსახულებები, სადაც შესაბამისი მალის ℓ = 0,8, ხოლო
კონსოლური კოჭებისთვის ℓ კონსოლის სიგრძეზე ორჯერ მეტია;
- ხის და გადამუშავებული ხის პანელების ცალკეულ ნაწილებს აქვს სრული სიგრძე
ან დამზადებულია შეწებებული განაპირა შეერთებებით;
- ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან შეერთებულია მექანიკური სამაგრებით 𝐾
გაცურების მოდულით;
- სამაგრების 𝑠 ბიჯები უცვლელია ან თანაბრად იცვლება 𝑠min -სა და 𝑠max -ს (სადაც
𝑠max ≤ 4𝑠min ) შორის ძვრის ძალის შესაბამისად;
- დატვირთვა მოქმედებს z მიმართულებით, რაც იძლევა სინუსოიდურად ან
პარაბოლურად ცვალებად 𝑀 = 𝑀(𝑥) მომენტს ან 𝑉 = 𝑉(𝑥) ძვრის ძალას.

B.1.3 ბიჯები

(1) თუ თარო შედგება კედელზე მიმაგრებული ორი ნაწილისგან ან თუ კედელი შედგება


ორი ნაწილისგან (როგორც კოლოფისებრ კოჭში), 𝑠i ბიჯი განისაზღვრება ორი
შესაერთებელი ზედაპირის ერთეულ სიგრძეზე სამაგრების ჯამით.

B.1.4 მღუნავი მომენტებით გამოწვეული ჩაღუნვა

(1) ჩაღუნვები უნდა გაანგარიშდეს B.2-ის შესაბამისად განსაზღვრული (𝐸𝐼)ef ეფექტური


ღუნვისას სიხისტით.

156
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

:
განმარტება:
(1) ბიჯი: 𝑠1 გაცურების მოდული: 𝐾1 დატვირთვა: 𝐹1
(2) ბიჯი: 𝑠3 გაცურების მოდული: 𝐾3 დატვირთვა: 𝐹3

ნახაზი B.1 - განივკვეთი (მარცხნივ) და მღუნავი ძაბვების განაწილება (მარჯვნივ). ყველა


ზომა დადებითია, 𝒂𝟐 -ის გარდა, რომელიც ნახაზის შესაბამისად აღებულია დადებითად.

B.2 ეფექტური სიხისტე ღუნვისას

(1) ეფექტური სიხისტე ღუნვისას ასე უნდა განისაზღვროს:

(𝐸𝐼)ef = ∑3𝑖=1(𝐸i 𝐼i + 𝛾i 𝐸i 𝐴i 𝑎i2 ) (B. 1),

რომლისთვისაც გამოიყენება 𝐸-ს საშუალო მნიშვნელობები:


𝐴i = 𝑏i ℎi (B. 2)

157
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑏i ℎi3
𝐼i = (B. 3)
12
𝛾2 = 1 (B. 4)
𝛾i = [1 + 𝜋 2 𝐸i 𝐴i 𝑠i /𝐾i 𝑙 2 )]−1 როდესაც 𝑖 = 1 და 𝑖 = 3 (B. 5)
𝛾1 𝐸1 𝐴1 (ℎ1 + ℎ2 ) − 𝛾3 𝐸3 𝐴3 (ℎ2 + ℎ3 )
𝑎2 = (B. 6),
2 ∑3𝑖=1 𝛾i 𝐸i 𝐴i

სადაც სიმბოლოები განსაზღვრულია B.1 ნახაზზე;

𝐾i = 𝐾ser,i საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობისას გაანგარიშებებისათვის;

𝐾i = 𝐾u,i აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობისას გაანგარიშებებისათვის.

T-სებრი კვეთებისათვის ℎ3 = 0.

B.3 ნორმალური ძაბვები

(1) ნორმალური ძაბვები ასე უნდა განისაზღვროს:


𝛾i 𝐸i 𝑎i 𝑀
𝜎i = (B. 7)
(𝐸𝐼)ef
0,5 𝐸i ℎi 𝑀
𝜎m,i = (B. 8)
(𝐸𝐼)ef

B.4 მაქსიმალური მხები ძაბვა

(1) მაქსიმალური მხები ძაბვები ვლინდება იქ, სადაც ნორმალური ძაბვები ნულის ტოლია.
მაქსიმალური მხები ძაბვები კედლის ელემენტში (იხ. ნაწილი 2 B.1 ნახაზზე) ასე უნდა
განისაზღვროს:

𝛾3 𝐸3 𝐴3 𝑎3 + 0,5 𝐸2 𝑏2 ℎ22
𝜏2,max = 𝑉 (B. 9)
𝑏2 (𝐸𝐼)ef

B.5 სამაგრის დატვირთვა

(1) სამაგრის დატვირთვა ასე უნდა განისაზღვროს:


𝛾i 𝐸i 𝐴i 𝑎i 𝑠i
𝐹i = 𝑉 (B. 10),
(𝐸𝐼)ef

სადაც:

158
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑖 არის, შესაბამისად, 1-ისა და 3-ის ტოლი;

𝑠i = 𝑠i (𝑥) არის B.1.3(1)-ის შესაბამისი სამაგრებშორისი ბიჯი.

159
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
C დანართი (ინფორმაციული):

შედგენილი სვეტები

C.1 ზოგადი მიმოხილვა

C.1.1 ამოსავალი დებულებები

(1) გამოიყენება შემდეგი ამოსავალი დებულებები:

- ℓ სიგრძის სვეტები თავისუფლადაა დაყრდნობილი;


- ცალკე მდგომი ნაწილები სრული სიგრძისაა;
- დატვირთვა არის სიმძიმის გეომეტრიულ ცენტრთან მოქმედი 𝐹c ღერძული ძალა
(იხ. C.2.3).

C.1.2 მზიდუნარიანობა

(1) y მიმართულებით სვეტის ჩაღუნვისას (იხ. C.1 და C.3 ნახაზები) დატვრითვის


მზიდუნარიანობა უნდა იყოს ცალკე მდგომი ელემენტების დატვრითვის
მზიდუნარიანობის ჯამი.

(2) z მიმართულებით სვეტის ჩაღუნვისას (იხ. C.1 და C.3 ნახაზები) უნდა შემოწმდეს, რომ:

𝜎c,0,d ≤ 𝑘c 𝑓c,0,d (C. 1),

სადაც:
𝐹c,d
𝜎c,0,d = (C. 2),
𝐴tot

რომლისთვისაც:

𝐴tot არის სრული განივკვეთის ჯამური ფართობი;

𝑘c განისაზღვრება 6.3.2-ის მიხედვით, ხოლო 𝜆ef ეფექტური მოქნილობის


კოეფიციენტი - C.2-C.4 ნაწილების შესაბამისად.

C.2 მექანიკურად შეერთებული სვეტები

C.2.1 ეფექტური მოქნილობის კოეფიციენტი

(1) ეფექტური მოქნილობის კოეფიციენტი ასე უნდა განისაზღვროს:

160
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐴tot
𝜆ef = ℓ√ (C. 3),
𝐼ef

რომლისთვისაც:
(𝐸𝐼)ef
𝐼ef = (C. 4),
𝐸mean

სადაც (𝐸𝐼)ef განისაზღვრება B (ინფორმაციული) დანართის შესაბამისად.

C.2.2 დატვირთვა სამაგრებზე

(1) სამაგრზე დატვირთვა უნდა განისაზღვროს (ინფორმაციული) B დანართის


შესაბამისად, სადაც:
𝐹c,d
, როდესაც 𝜆ef < 30
120 𝑘c
𝐹c,d 𝜆ef
𝑉d = , როდესაც 30 ≤ 𝜆ef < 60 (C. 5)
3600 𝑘c
𝐹c,d
, როდესაც 60 ≤ 𝜆ef
{60 𝑘c

C.2.3 ერთობლივი დატვირთვები

(1) თუ მცირე მომენტები (მაგ., საკუთარი წონით გამოწვეული) ღერძულ დატვირთვასთან


ერთად მოქმედებს, გამოიყენება 6.3.2(3).

C.3 შუსადებებით ან ზესადებებით დაშორებული სვეტები

C.3.1 ამოსავალი დებულებები

(1) გათვალისწინებულია C.1 ნახაზზე მოცემული სვეტები, ე.ი სვეტები, რომლებიც


შედგება შუსადებებით ან ზესადებებით დაშორებული ღერძებისგან. შეერთებები
შეიძლება იყოს ლურსმნული, შეწებებული ან ჭანჭიკური სათანადო შემაერთებლებით.

(2) გამოიყენება შემდეგი ამოსავალი დებულებები:

- განივკვეთი შედგება ორი, სამი ან ოთხი იდენტური ღერძისგან;


- განივკვეთები სიმეტრიულია ორივე ღერძის მიმართ;
- ჩაუმაგრებელი მალების რაოდენობა არის, სულ მცირე, სამი, ე.ი. ღერძები
შეერთებულია ბოლოებთან და ყოველ მესამე წერტილთან მაინც;

161
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
- ღერძებს შორის 𝑎 თავისუფალი მანძილი არ არის შუასადებებიანი სვეტების
ღერძის ℎ სისქის 3-ზე ნამრავლზე მეტი, ხოლო ზესადებებიანი სვეტების ღერძის
სისქის 6-ზე ნამრავლზე მეტი;
- კვანძები, შუსადებები და ზესადებები დაპროექტებულია C.2.2-ის შესაბამისად;
- შუსადების ℓ2 სიგრძე აკმაყოფილებს შემდეგ პირობას: ℓ2 /𝒶 ≥ 1,5;
- თითოეულ ძვრის სიბრტყეში არის, სულ მცირე, ოთხი ლურსმანი ან ორი ჭანჭიკი.
ლურსმნული შეერთებებისთვის სვეტის გრძივი მიმართულებით თითოეულ
ბოლოსთან ერთ რიგში არის, სულ მცირე, ოთხი ლურსმანი.
- ზესადებები აკმაყოფილებს შემდეგ პირობას: ℓ2 /𝒶 ≥ 2;
- სვეტები განიცდის შეყურსულ ღერძულ დატვირთვებს.

(3) ორღერძიანი სვეტებისათვის 𝐴tot და 𝐼tot ასე უნდა გაანგარიშდეს:

𝐴tot = 2𝐴 (C. 6)

𝑏[(2ℎ + 𝑎)3 − 𝑎3 ]
𝐼tot = (C. 7)
12
(4) სამღერძიანი სვეტებისათვის 𝐴tot და 𝐼tot ასე უნდა გაანგარიშდეს:

𝐴tot = 3𝐴 (C. 8)

𝑏[(3ℎ + 2𝑎)3 − (ℎ + 2𝑎)3 +ℎ3 ]


𝐼tot = (C. 9)
12

ნახაზი C.1 - ბიჯიანი სვეტები

162
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
C.3.2 ღერძული მზიდუნარიანობა

(1) y მიმართულებით სვეტის ჩაღუნვისათვის (იხ. C.3 ნახაზი) მზიდუნარიანობა უნდა


იყოს ცალკეული ელემენტების მზიდუნარიანობების ჯამის ტოლი.

(2) z მიმართულებით სვეტის ჩაღუნვისათვის C.1.2 გამოიყენება შემდეგ


გამოსახულებასთან ერთად:

𝑛
𝜆ef = √𝜆2 + 𝜂 2 𝜆12 (C. 10),

სადაც:

𝜆 არის იმავე სიგრძის, იმავე (𝐴tot ) ფართობისა და იმავე (𝐼tot ) ინერციის მომენტის
მთლიანტანიანი სვეტის მოქნილობის კოეფიციენტი, ე.ი:

𝜆 = ℓ√𝐴tot /𝐼tot (C. 11)

𝜆1 არის ღერძების მოქნილობის კოეფიციენტი, რომელიც უნდა ჩაისვას (C.10)


გამოსახულებაში, სულ მცირე, 30-ის ტოლი მინიმალური მნიშვნელობით, ე.ი:
ℓ1
𝜆1 = √12 (C. 12)

𝑛 არის ღერძების რაოდენობა;

𝜂 არის C.1 ცხრილში მოცემული კოეფიციენტი.

ცხრილი C.1 - 𝜼 კოეფიციენტი

შუასადებები ზესადებები
შეწებებული ლურსმნული ჭანჭიკური შეწებებული ლურსმნული
მუდმივი/ხანგრძლივი 1 4 3,5 3 6
დატვირთვა
საშუალო ხანგრძლივობის/ 1 3 2,5 2 4,5
ხანმოკლე დატვირთვა
a შემაერთებლებით

C.3.3 დატვირთვა სამაგრებზე, ზესადებებზე ან შუსადებებზე

(1) სამაგრებზე და ზესადებებზე ან შუასადებებზე დატვირთვა მოცემულია C.2 ნახაზზე,


სადაც 𝑉d შეესაბამება C.2.2 ნაწილს.

(2) ზესადებებზე ან შუასადებებზე ძვრის ძალები (იხ. C.2 ნახაზი) ასე უნდა გაანგარიშდეს:

163
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝑉d 𝑙1
𝑇d = (C. 13)
𝑎1

ნახაზი C.2 - ძვრის ძალის განაწილება და ზესადებებზე ან შუსადებებზე დატვირთვები

C.4 გისოსოვანი სვეტები შეწებებული ან ლურსმნული შეერთებებით

C.4.1 ამოსავალი დებულებები

(1) N-ისებრი ან V-სებრი გისოსოვანი კონფიგურაციებისა და შეწებებული ან


ლურსმნული შეერთებების მქონე გისოსოვანი სვეტები განხილულია ამ ნაწილში (იხ. C.3
ნახაზი).

(2) გამოიყენება შემდეგი ამოსავალი დებულებები:

- კონსტრუქცია სიმეტრიულია განივკვეთის y და z ღერძების მიმართ. გისოსები ორ


გვერდზე შეიძლება ზიგზაგისებურად განლაგდეს ℓ1 /2 სიგრძეზე, სადაც ℓ1 არის
კვანძთშორისი მანძილი;
- არსებობს, სულ მცირე, სამი მალი;
- ლურსმნულ კონსტრუქციებში არის, სულ მცირე, ოთხი ლურსმანი თითოეულ
კვანძურ წერტილთან ცალკეული დიაგონალური მიმართულებით ძვრის ერთ
სიბრტყეზე;
- თითოეული ბოლო ჩამაგრებულია;
- ℓ1 კვანძის სიგრძის შესაბამისი ცალკეული თაროს მოქნილობის კოეფიციენტი არ
აღემატება 60-ს;
- ℓ1 სვეტის სიგრძის შესაბამის თაროებში არ ვითარდება ადგილობრივი
მდგრადობის დაკარგვა;
- დგარებში (N-ისებრი წამწის) ლურსმნების რაოდენობა 𝑛 sin 𝜃-ზე მეტია, სადაც 𝑛
არის ლურსმნების რაოდენობა ირიბანებში, ხოლო 𝜃 - ირიბანების გადახრა.

164
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
C.4.2 მზიდუნარიანობა

(1) y მიმართულებით სვეტის ჩაღუნვისთვის (იხ. C.2 ნახაზი) მზიდუნარიანობა აღებული


უნდა იყოს, როგორც ცალკეული თაროების მზიდუნარიანობების ჯამი.

(2) z მიმართულებით სვეტის ჩაღუნვისათვის გამოიყენება C.1.2, რომლისთვისაც:

𝜆tot √1 + 𝜇
𝜆ef = max { (C. 14),
1,05 𝜆tot

სადაც:

𝜆tot არის მოქნილობის კოეფიციენტი, ერთი და იმავე სიგრძის, ფართობისა და


ინერციის მომენტის მქონე მთლიანტანიანი სვეტისთვის, ე.ი.:
2ℓ
𝜆tot ≈ (C. 15)

𝜇 ენიჭება (3)-(6)-ში მოცემული მნიშვნელობები.

(3) შეწებებული V-სებრი წამწისთვის:

𝑒 2 𝐴f ℎ 2
𝜇=4 ( ) (C. 16),
𝐼f ℓ

სადაც (იხ. C.3 ნახაზი):

𝑒 არის შეერთებების ექსცენტრისიტეტი;

𝐴f არის თაროს ფართობი;

𝐼f არის თაროს ინერციის მომენტი;

ℓ არის მალი;

ℎ არის თაროთშორისი მანძილი.

165
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022

განმარტება:
(1) ლურსმნების რაოდენობა: 𝑛
(2) ლურსმნების რაოდენობა: 𝑛
(3) ლურსმნების რაოდენობა: ≥ 𝑛 sin 𝜃
(4) ლურსმნების რაოდენობა: 𝑛
ნახაზი C.3 - გისოსებიანი სვეტები:
(a) V-სებრი წამწე
(b) N-ისებრი წამწე

(4) შეწებებული N-ისებრი წამწისთვის:

𝑒 2 𝐴f ℎ 2
𝜇= ( ) (C. 17)
𝐼f ℓ

(5) ლურსმნული V-სებრი წამწისთვის:


ℎ 𝐸mean 𝐴f
𝜇 = 25 (C. 18),
ℓ2𝑛 𝐾u sin 2𝜃

სადაც:

𝑛 არის ლურსმნების რაოდენობა ირიბანაში. თუ ირიბანა შედგება ორი ან მეტი


ნაწილისგან, 𝑛 არის ლურსმნების ჯამი (და არა ლურსმნების რაოდენობა ძვრის
ერთ სიბრტყეზე);
166
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
𝐸mean არის დრეკადობის მოდულის საშუალო მნიშვნელობა;

𝐾u არის ერთი ლურსმნის გაცურების მოდული აბსოლუტურ ზღვრულ


მდგომარეობაში.

(6) ლურსმნული N-ისებრი წამწისთვის:


ℎ 𝐸mean 𝐴f
𝜇 = 50 (C. 19),
ℓ2𝑛 𝐾u sin 2𝜃

სადაც:

𝑛 არის ლურსმნების რაოდენობა ირიბანაში. თუ ირიბანა შედგება ორი ან მეტი


ნაწილისგან, 𝑛 არის ლურსმნების ჯამი (და არა ლურსმნების რაოდენობა ძვრის
ერთ სიბრტყეზე);

𝐾u არის ერთი ლურსმნის გაცურების მოდული აბსოლუტურ ზღვრულ


მდგომარეობისას.

C.4.3 ძვრის ძალები

(1) გამოიყენება C.2.2.

167
სსტ ენ 1995-1-1:2004/2022
D დანართი (ინფორმაციული)

ბიბლიოგრაფია

ენ 338 სამშენებელო ხის მასალა - სიმტკიცის კლასები;

ენ 1194 წებოთი ლამინირებული ხის მასალა - სიმტკიცის კლასები და


მახასიათებელი მნიშვნელობების განსაზღვრა.

168

You might also like