You are on page 1of 6

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა #41

შრომის დაცვაში

აფეთქებითი სამუშაოების
თანამდებობრივი ინსტრუქცია

თბილისი 2020

1
შინაარსი

შინაარსი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
საერთო დებულება . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3
აფეთქებითი სამუშაოების მართვის სტრუქტურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური უზრუნველყოფა . . . . . . . . . . . . . . . 6

1. საერთო დებულება

1.1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში (შეზღუდულ


პირობებში) სამთო მომპოვებელ საწარმოებში სხვა სამუშაოებზე აფეთქებითი სამუშაოების
წარმოების დროს მისი ხელმძღვანელობის ძირითად პრინციპებს.
1.2. კონსორციუმმა დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა
უზრუნველყოს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების კოორდინაცია და მართვა, გეგმების შედგენა და
მისი სრული მოცულობით შესრულება.

2
1.3. წინამდებარე დებულება შემუშავებულია “აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხოდ
წარმოების ერთიანი წესები”-ს საფუძველზე და მისი შესრულება სავალდებულოა აფეთქებითი
სამუშაოების ხელმძღვანელი და შემსრულებელი პერსონალისათვის.
1.4. ფეთქებად მასალებთან დაკავშირებული საქმიანობის (შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება),
უმარტივესი გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების საკუთარი საჭიროებისათვის
დასამზადებლად და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების საწარმოებლად
კონსორიცუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს:
• სპეციალური ნებართვა (ლიცენზია) ზემოთ აღნიშნულ საქმიანობებზე;
• ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია;
• საწყობები ფეთქებადი მასალების შესაძენად ან ხელშეკრულება სხვა საწარმოსთან
საწყობის არენდით აღების შესახებ;
• ფეთქებადი მასალების გადასაზიდი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, აღჭურვილი
“საავტომობილო ტრანსპორტით ფეთქე-ბადი მასალების გადატანი უსაფრთხოების წესების”
მიხედვით;
• აფეთქებითი სამუშაოების მწარმოებელი ხელმძღვანელი და შემსრულებელი პერსონალი.
1.5. ფეთქებადი მასალების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით.
1.6. კონსორიცუმის ხელმძღვანელობის მიერ უნდა განხორციელდეს პროფილაქტიკური
სამუშაოები ერთიანი კომპლექსური პროგრამით, სადაც გათვლისწინებული უნდა იყოს
აფეთქებითი საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებები, საწარმოო ტრავმატიზმისა და უბედური
შემთხვევის, ფეთქებადი მასალების დაკარგვის, დატაცების ან გაბნევის შემთხვევების აღმკვეთი
ღონისძიებები.
1.7. ყოველი თვის ბოლოს შედგენილი უნდა იყოს ფეთქებადი მასალების დანახარჯების
უწყისი და ფეთქებადი მასალების მიღების, დანახარჯისა და ნაშთის ანგარიში, ხოლო წლის
ბოლოს უკანასკნელის წლიური ანგარიში ფორმა #1 ფ.მ-ს სახით.
1.8. საწარმოს ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად დანიშნული პირებისაგან (კომისიის მიერ)
ყოველთვიურად უნდა შემოწმდეს საწყობებში ფეთქებადი მასალების ნაშთები და შენახვის
პირობები. შემოწმების მასალები უნდა გაფორმდეს აქტით.
1.9. ფეთქებადი მასალების დაკარგვის, დატაცების ან გაბნევის ყველა შემთხვევა უნდა ეცნობოს
“შეტყობინების წესების შესახებ” საწარმოს ხელმძღვანელობის ბრძანებაში მითითებულ
ადრესატებს.
1.10. ფეთქებადი მასალების დატაცების, დაკარგვის, გაბნევის, ზედმეტობის ან დანაკლისის
შემთხევევები გამოკვლეული უნდა იყოს შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით.

2. აფეთქებითი სამუშაოების მართვის სტრუქტურა

2.1. აფეთქებითი სამუშაოების ხელმძღვანელებად და სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველ


პირებად დაიშვებიან სპეცდაშვებების მქონე უმაღლესი და საშუალო ტექნიკური განათლების
სამთო პროფილის სპეციალისტები, რომლებსაც უფლება აქვთ აწარმოონ სამთო და აფეთქებითი
სამუშაოები.
2.2. აფეთქებითი სამუშაოების ხელმძღვანელი და ზედამხედველი პერსონალი ვალდებულნი
არინ თანამდებობაზე დანიშვნამდე და შემდგომ არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ
საქტექზედამხედ- ველობის სახელმწიფო ინსპექციაში გაიარონ ატესტაცია აფეთქებითი
სამუშაოების უსაფრთხოების ერთიანი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ცოდნაზე და
მიიღონ შესაბამისი მოწმობა. Aმასთანავე მათ უნდა ჰქონდეთ “ამფეთქებლის ერთიანი წიგნაკი”,
რომელიც არ აძლევს უფლებას შეასრულონ აფეთქებითი სამუშაოები საზედამხედველო
ობექტებზე. აფეთქებით სამუშაოებზე დაკავებულმა ხელმძღვანელმა, ზედამხედ-ველმა და
შემსრულებელმა პერსონალმა სამუშაოების დაწყებამდე და შემდგომ ყოველწლიურად უნდა
გაიარონ სამედიცინო შემოწმება.
2.3. Kონსორციუმის უფლებამოსილი პირი აწარმოებს დამკვეთთან კონტრაქტით
გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულებას. იღებს ოპერატიულ ზომებს
საწარმოს გეგმებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად, ორგანიზა-ციას

3
უწევს ფეთქებადი მასალების საზღვარგარეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას და მის
განთავსებას საწყობებში. მის საიმედო დაცვას და გაუფუჭებლად შენახვას, ფეთქებადი მასალების
დანიშნულებისამებრ გამოყენებას და კონკრეტულ პირობებში შენა-ხვის საიმედობას.
უზრუნველყოფს ფეთქებადი მასალების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების გამოყოფას. მის
მოწყობას “საავტომო-ბილო ტრანსპორტით ფეთქებადი მასალების გადატანის უსაფრთხოე-ბის
წესების” მიხედვით და ექსპლუატაციაზე კონტროლს, საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის
მომზადებასა და მიღებას. ფეთქებად მასალებთან დაკავშირებული პერსონალის სპეც.დაშვებების
დადგენი-ლი წესით გაფორმებას, ახორციელებს ფეთქებადი მასალების დატა-ცების, დაკარგვის და
გაბნევის აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავე-ბას, აკონტროლებს ფეთქებადი მასალების
წლიური ანგარიშის შედგე-ნას და მაკონტროლირებელ ორგანოში გადაგზავნას, სხვადასხვა
ღონისძიებების შესასრულებლად ახდენს ფინანსების დროულად გამოყოფას.
2.4. აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ორგანიზაციას და ტექნიკურ პოლიტიკას,
აფეთქებითი საქმიანობის სრულყოფას და მისი განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს
ტექნიკური დირექტორი.
იგი აწარმოებს საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიების გამაფრთხილებელი ღონისძიებების
შემუშავებას, აფეთქებითი სამუშა-ოების მოწინავე გამოცდილებების გაანალიზებას და ამტკიცებს
აფეთ-ქებითი სამუშაოების საპროექტო და საპასპორტო დოკუმენტაციას, აწარმოებს აფეთქებითი
სამუშაოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავებას და ღებულობს ყველა აუცილებელ
ზომებს მის შესა-სრულებლად. აწარმოებს მაკონტროლირებელი ორგანოების მიერ გაცემული
მიწერილობების შესრულების მიმდინარეობას, აწარმოებს ფეთქებადი მასალების შენახვის,
გამოყენების და აღრიცხვის წეს-რიგზე კონტროლს, სწავლობს აფეთქებითი სამუშაოების დროს
მომ-ხდარი ტრავმტიზმისა და ფეთქებადი მასალების დაკარგვის ფაქ-ტებს, იხილავს ამ
მიზეზების და გარემოებების გამოკვლევის შედე-გებს, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის
ტექნიკური გამოკვლე-ვის კომისიის მუშაობაში, ამოწმებს უსაფრთხოების ტექნიკის
დარგში პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობის შესრულებას, ორგანიზაციას უწევს
აფეთქებითი სამუშაოების შესრულებაზე ფეთქებად მასალებთან დაკავშირებულ სამუშაოებზე
და ფეთქებადი მასალების დამზადებაზე დასაქმებული პერსონალის დროულ და ხარისხიანად
მომზადებას, მონაწილეობას ღებულობს საკვალიფიკაციო კომისიების მუშაობა-ში, ამტკიცებს
თანამდებობრივ, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ინსტრუქციებს. უსაფრთხოების წესების
ნორმების და ინსტრუქციების მოთხოვნათა დამრღვევი პირების მიმართ იღებს ზომებს მათი
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის.
2.5. აფეთქებითი სამუშაოების ხელმძღვანელი – უბნის უფროსი, ახორციელებს აფეთქებითი
სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელობას და პასუხს აგებს აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხოდ
წარმოების ორგანიზაციაზე, აფეთქებითი საქმიანობის სრულყოფაზე და განვითარებაზე,
ფეთქებადი მასალის შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების და აღრიცხვის ინსტრუქციით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, ფეთქებადი მასალების გადასატანად
გამართული ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფაზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების
პროექტების და პასპორტების შედგენაზე, შემსრულებ-ლისათვის ხელმოწერით გაცემობაზე და
მათი დაცვით ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოებაზე, მის დაქვემდებარებაში მყოფი
პერსონალის მიერ ფეთქებადი მასალების შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების და
აღრიცხვის წესების დაცვაზე. ამფეთქებლების მიერ დაუხარჯავი ფეთქებადი მასალების
დროულად საწყობში ჩაბარებაზე და ანგარიშგებაზე, დახარჯული ფეთქებადი მასალების
ტექნიკური ზედამხედველი პირების მიერ დამოწმების სისწორეზე, ნამტყუნები მუხლის
სალიკვიდაციო სამუშაოების უსაფრთხო ღონისძიებების შემუშავებაზე და შესრულებაზე, ქანების
ფიზიკურ მექანიკური თვისებების შეცვლის შემთხვევაში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების
პასპორტში ცვლილებების შეტანაზე. Aფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას და ფეთქებადი
მასალების შენახვისას უსაფრთხო მასალების დაცვაზე.
2.6. მთავარი ბუღალტერი – აწარმოებს ფეთქებადი მასალების შემოსავლისა და დანახარჯების
აღრიცხვას. საწყობის გამგის მიერ წარმოდგენილი და ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული
შემოსავლის და დანახარჯების დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე. ხელმძღვანელობს
ფეთქებადი მასალების საწყობებში ყოველკვარტალური ნაშთების მოხსნის კომისიას.

4
აკონტროლებს საწყობიდან ფეთქებადი მასალების გაცემისათვის გამოწერილ განაწეს-
ზედნადებების რეგისტრაციას სპეციალურ წიგნში. ახორციელებს ფეთქებადი მასალების მიღების,
დანახარჯების და ნაშთების ანგარიშების გაფორმებას. საანგარიშო წლის 31 დეკემბრისათვის
ფორმა #1-ფ.მ.-ის შედგენას და საქტექზედამხედველობაში გადაგზავნას 5 იანვრამდე.
2.7. შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი ამოწმებს უსაფრთხოების
ტექნიკის დარგში პროფილაქტიკური სამუშაო-ების ერთიანი შესრულების მიმდინარეობას და
უზრუნველყოფას. ორგანი-ზაციას უწევს ფეთქებად მასალებთან დაკავშირებული ხელმძღვანელი
და შემსრულებელი პერსონალის დროულ და ხარისხიანად მომზადებას საკვალიფიკაციო
გამოცდებისათვის. აწარმოებს პროფილაქტიკურ სამუშაოებს უბედური შემთხვევების და
ფეთქებადი მასალების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მონაწილეობს შრომის დაცვის და
ტექნიკური უსაფრთხოების და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში.
2.8. ფეთქებადი მასალების საწყობის გამგის, აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური
ზედამხედველი პირის, ამფეთქებლის და ფეთქებადი მასალების გადამტანი ავტომანქანის
მძღოლის მოვალეობები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი,
შრომის დაცვის და უსაფრთხოდ მუშაობის ინსტრუქციებით.

3. აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური უზრუნველყოფა

3.1. ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს ფეთქებადი მასალების საწყობში, რომელიც


მოწყობილი უნდა იყოს “აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ერთიანი წესების”
მოთხოვნათა შესაბამისად. “ფეთქებადი მასალების შეძენისა, ტრანსპორტირების, შენახვის,
გამოყენების და აღრიცხვის” ინსტრუქციის და “ფეთქებადი მასალების საწყობების მოწყობისა და
ექსპლუატაციის ინსტრუქციის” მოთხოვნათა სრული დაცვით.
3.2. ფეთქებადი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს “საავტომობილო
ტრანსპორტით ფეთქებადი მასალების უსაფრთხოდ გადატანის წესების” მიხედვით.
3.3. აფეთქებითი სამუშაოების საწარმოო უბანი და ფეთქებადი ნივთიერების დამამზადებელი
პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს აუცილებელი რაოდენობის ინსტრუმენტებით, საკონტროლო
გამზომი აპარატურით და სასიგნალო მოწყობილობებით.
3.4. აფეთქებითი სამუშაოების საწარმოო უბანს უნდა ჰქონდეს აფეთქებითი სამუშაოების
საწარმოო-ტექნიკური პასპორტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ საცნობარო მონაცემებს:
• აფეთქებითი სამუშაოების მწარმოებელ და ფეთქებად მასალებთან მომუშავე პერსონალზე;
• ფეთქებადი მასალების ხარისხის კონტროლზე;
• უმარტივესი ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებაზე და მის მექანიზირებულ
პროცესებზე;
• ფეთქებადი მასალების ტრანსპორტირებაზე;
• ფეთქებადი მასალების შენახვაზე;
• ფეთქებადი მასალების განადგურებაზე;
• შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების საკითხებზე;

3.5. “აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ერთიანი წესების”, “მიწის ზედაპირზე


აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური წესების” და “სასარგებლო წიაღისეულის ღია წესით
დამუშავების უსაფრთხოების წესების” და სხვა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე უნდა
განხორციელდეს აფეთქებითი სამუშაოები.
3.6. ფეთქებადი მასალების გამოცდა და განადგურება უნდა განხორციელდეს “ფეთქებადი
მასალების გამოცდის ინსტრუქციის და ერთიანი წესების” და ტექნიკური პირობების მოთხოვნათა
სრული დაცვით.
3.7. ფეთქებადი მასალების ხარისხის კონტროლის შემოწმება უნდა მოხდეს “ფეთქებადი
მასალების ხარისხის კონტროლის ინსტრუქციის” შესაბამისად.
3.8. ფეთქებადი მასალების საწყობების დაცვის ორგანიზება და ხანძარსაწინააღმდეგო
უსაფრთხოება განისაზღვრება შესაბამის ორგანიებთან დადებული ხელშეკრულებით ან შექმნილი
სიტუაციიდან გამომდინარე – შესაბამისი ბრძანებით.

5
3.9. აფეთქებითი სამუშაოების ხელმძღვანელობის მიერ გაცემული მითითებები და
განკარგულებები, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში მყოფ მუშაკებს იძულებულს ხდის
დაარღვიონ აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ერთიანი წესები, მათი
თანდასწრებით უსაფრთხოების წესების დარღვევებით მუშაობა. ტექზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომელთა მიერ დარღვევებისათვის გაჩერებული სამუშაოების
თვითნებურად განახლება და სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა
დარღვევებზე ზომების მიუღებლობა ითვლება საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად
და მისი დამრღვევები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობით.

ინსტრუქცია შედგენილია კონსორციუმის უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის მიერ.

უსაფრთხოების ტექნიკის მენეჯერი

You might also like