You are on page 1of 66

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების

პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული


ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის  
იმპლემენტაცია

საფეხური 1 - აქტივობა B
პტი ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის
მოთხოვნების განსაზღვრა. პერსონალის ტექნიკური
კვალიფიკაცია – ძირითადი დოკუმენტი

მომზადებულია SGS S.A. მიერ სსიპ საქართველოს


აკრედიტაციის
SGS პასუხს არერთიანი ეროვნული
აგებს შემდგომში -
ორგანოშეტანილ
ამ დოკუმენტში ცვლილებებზე 1
აკრედიტაციის ცენტრისთვის
სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ს არ ჩე ვ ი
1  დეფინიცია. ტერმინოლოგია .......................................................................................................... 5 
2  საქართველოს კანონმდებლობის განხილვა, ანალიზი და მოქმედი რეგულაცია. მოთხოვნები 10 
2.1  დასკვნა მოქმედ კანონმდებლობაზე (რეგულაციაზე) ........................................................ 13 
3  საქართველოში არსებული პტი ცენტრების მიმოხილვა და ანალიზი ....................................... 14 
3.1  ძირითადი ანალიზი............................................................................................................. 14 
3.2  მაისის თვეში შემოწმებული ასს-ს რაოდენობის გადანაწილება პტი ცენტრებში - სამუშაო
დატვირთვა. პირველი რეკომენდაციები ......................................................................................... 17 
3.3  მოთხოვნები საქართველოში არსებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
ცენტრისათვის (პტი) ........................................................................................................................ 18 
3.4  არსებული სიტუაცია: დარგის შესწავლა. საქართველოში ამჟამად არსებული თითოეული
პტი ცენტრის აღწერა ........................................................................................................................ 19 
3.5  არსებული სიტუაცია: დარგის შესწავლა. საქართველოს ყოველი არსებული პტი ცენტრის
შეფასება კანონმდებლობის განახლებასთან დაკავშირებით .......................................................... 19 
3.5.1  სტანდარტების მართვის სისტემის შესაბამისი ანალიზი .............................................. 20 
4  მოთხოვნები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობების და
აღჭურვილობის მიმართ ...................................................................................................................... 22 
4.1  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრი ................................................... 22 
4.2  შენობება-ნაგებობები ........................................................................................................... 22 
4.2.1  მდებარეობა ...................................................................................................................... 22 
4.2.2  მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიის მიმართ ............................... 23 
4.2.3  მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ ......................................................................... 23 
4.2.4  IT ოთახი ........................................................................................................................... 24 
4.2.5  ინსპქტირების (ტესტირების) სივრცე .............................................................................. 24 
4.2.6  ნიშნები და აბრები............................................................................................................ 25 
4.3  ტესტირების ხაზების ტიპები .............................................................................................. 26 
4.3.1  სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი კატეგორიები .............................................. 26 
4.3.2  ტესტირების ხაზების ტიპები .......................................................................................... 29 
4.4  ტესტირები ხაზების განთავსების გეგმა / განლაგება: ........................................................ 29 
4.4.1  მოტოციკლების ხაზი, ორთვლიანი ასს-ბი - MC............................................................. 29 
4.4.2  ტესტირების ხაზი 3,5 ტონამდე მსუბუქი ასს-ს ინსპექტირებისთვის - LV .................... 31 
4.4.3  ტესტირების ხაზი 3,5 ტონაზე მეტი სატვირთო ასს-ს ინსპექტირებისთვის - HV ......... 35 
5  ვენტილაცია .................................................................................................................................. 38 
5.1  ბენზინსა და გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები ............................................ 39 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 2


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

5.2  დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებები .................................... 39 


6  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აღჭურვილობისადმი არსებული
მოთხოვნების განსაზღვრა ................................................................................................................... 39 
6.1  აღჭურვილობის მწარმოებლების ჩამონათვალი ................................................................. 40 
6.2  მინიმალური მოთხოვნილი აღჭურვილობა ........................................................................ 40 
6.3  აღჭურვილობის კალიბრაცია............................................................................................... 43 
6.3.1  კალიბრაციის პროგრამა. აღჭურვილობის ინსპექტირების ჩანაწერები ........................ 43 
6.3.2  კალიბრაციის სიხშირე და მდებარეობა........................................................................... 45 
6.3.3  კალიბრაციის პროცესი..................................................................................................... 45 
6.3.4  კალიბრაციის სერტიფიკატები ........................................................................................ 46 
6.4  აღჭურვილობის შენახვა ....................................................................................................... 46 
6.5  აღჭურვილობის აღწერა. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ...................................... 46 
6.5.1  დაბალი ძაბვის ნათურა ................................................................................................... 46 
6.5.2  2,6 და 15 ტონის ტვირთამწეობის დომკრატი ................................................................ 46 
6.5.3  ფარების ტესტერი ............................................................................................................ 47 
6.5.4  სასწორი ............................................................................................................................ 47 
6.5.5  გაზოანალიზატორი ......................................................................................................... 47 
6.5.6  დიზელის გამონაბოლქვის კვამლიანობის მზომი ......................................................... 48 
6.5.7  თვლების შეყრის კუთხის გამზომი ................................................................................. 48 
6.5.8  სამუხრუჭო ტესტერი ....................................................................................................... 48 
6.5.9  თვლის ფოლხვის დეტექტორი ....................................................................................... 49 
6.5.10  საბურავის პროტექტორის სიღრმის მზომი................................................................. 49 
6.5.11  ძალაყინი....................................................................................................................... 49 
6.5.12  თვლების საბჯენი სოლები .......................................................................................... 49 
7  მოთხოვნები პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ და მათი ტრენინგი ................ 50 
7.1  ძირითადი მოთხოვნები....................................................................................................... 50 
7.2  როლები და პასუხისმგებლობა. სავალდებულო როლები ................................................. 50 
7.3  კრიტერიუმი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში სამუშაო პერსონალის
თანამდებობისთვის .......................................................................................................................... 51 
7.3.1  ეროვნული პროფესიული სერტიფიკატი (გაიცემა საქართველოს განათლების და
მეცნიერების სამინისტროს მიერ) ................................................................................................. 53 
7.3.2  დამატებითი კრიტერიუმები პტი თანამშრომლებისთვის ............................................. 53 
7.3.3  დამატებითი ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოსთვის ........................................... 54 
7.4  ტრენინგის მსვლელობა ....................................................................................................... 54 
7.4.1  საწყისი და მიმდინარე ტრენინგი (მიმდინარე მოთხოვნები) ........................................ 54 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 3


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

7.4.2  ხარისხის კონტროლის შემოწმება ................................................................................... 55 


7.4.3  სატესტო ჯგუფები ........................................................................................................... 55 
7.4.4  საწყისი ტრენინგი, განმეორებითი ტრენინგი და პირდაპირი გადამზადება; შინაარსი 57 
7.4.5  ტრენინგის შინაარსი ........................................................................................................ 58 
7.5  .ინსპექტორის ტრენინგის პროცესის განვითარება ............................................................. 62 
7.6  კომპეტენციის სერტიფიკატი ............................................................................................... 63 
8  ნორმატივები, მინიშნებები და ბიბლიოგრაფია .......................................................................... 64 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 4


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

1 დეფინიცია. ტერმინოლოგია
1) “სასოფლო-სამეურნეო სატრანსპორტო საშუალება“ - სპეციალიზებული თვლიანი
ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია
სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად
და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, ან
ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი
სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ
დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის
ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
2) "დადგენა" - პროცედურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს
წარმომადგენლობითი ორგანოები ადასტურებენ, რომ სატრანსპორტო საშუალება
აკმაყოფილებს შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებს და ტექნიკურ
მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია იმ დროისათვის მოქმედ სპეციალურ
დადგენილებაში;
3) “ავტომატარებელი” - სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული
მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია;
4) “უფლებამოსილება” - პირის უფლებამოსილება განახორციელოს იმ კატეგორიის
ასს-ს ინსპექტირება, რომელიც განსაზღვრულია საქმიანობის განხორციელების
ნებართვაში;
5) “ღერძზე დატვირთვა” - სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი,
რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ
წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო
საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად
განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი;
6) “ავტობუსი” - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია
მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა
მძღოლის ადგილისა, რვას აღემატება;
7) “მსუბუქი ასს” - 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე
ავტომობილი (მოტოციკლის გარდა) რომლის დასასხდომი ადგილების
რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, რვას არ აღემატება;
8) “პტი-ს ტესტირების ხაზის ტიპები“ - სატვირთო ასს-ები (HV) დაუტვირთავი მასა
3.500 კგ-ზე მეტი, მსუბუქი ასს-ები (LV), დაუტვირთავი მასა არაუმეტეს 3.500 კგ;
9) “აკრედიტაციის მოწმობა” - აკრედიტაციის ცენტრის მიერ პტი ცენტრისთვის (ან
ტესტირების ცენტრისთვის) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
გაცემული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
10) “მომხმარებელი” - მოქმედებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-
აკრედიტაციის ცენტრი, სსიპ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სახელით;
11) “კომპანია” - კონსულტანტი: SGS S.A., SGS Société Générale de Surveillance SA;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 5


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

12) “კომპეტენტური ორგანო” - საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი


ორგანო ან საჯარო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია პტი სისტემის
მართვაზე და საჭიროების შემთხვევაში, პტი-ს განხორციელებაზე, ეს არის სსიპ
“აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“;
13) “კონსულტანტი” - გულისხმობს SGS S.A., SGS Société Générale de Surveillance SA;
14) "მონიშვნის ხაზი" (მარკირება) - ხაზი, ისარი ან სხვა ნიშნები, რომლებსაც შეიცავს
ტესტირების ხაზი და რომელიც ემსახურება ტესტირების სამუშაო ადგილის
გამოყოფას;
15) “ხარვეზები" - ტექნიკური დეფექტები და სხვა სახის შეუსაბამობები, რომლებიც
აღმოჩენილ იქნება პტი-ს ჩატარებისას;
16) “კონსტრუქციული სიჩქარე“ - ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული,
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე;
17) “მძღოლი” - ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას;
18) "გადასახადი" - ფასი, რომელიც მოიცავს პირდაპირ ღირებულებას, ფინანსურ
ღირებულებას, ზედნადებ და ადმინისტრაციულ გადასახადებს;
19) “სრული მასა“ - ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ
მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს
სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო
საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი
სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით;
20) “საინსპექციო აღჭურვილობა“ - აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული
ინსპექტირების განსახორციელებლად ოპერატორის მიერ გამოყენებული
აღჭურვილობა;
21) "ინსპექტირება" - სატრანსპორტო საშუალების შემოწმება გზისთვის ვარგისობაზე,
პტი;
22) “ინსპექტირების ორგანო” - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული
იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად პტი-ს განხორციელებაზე;
23) “ინსპექტორი” - ასს-ს ინსპექტორი, რომელიც აწარმოებს ინსპექტირებას
საქართველოს მთავრობის კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული
უფლებამოსილებით, უფლებამოსილი ორგანოს ან ოპერატორის სახელით პტი
ცენტრში, ან საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოს სახელით;
24) “ISO 17020:2012” - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების
საქმიანობისათვის;
25) “ISO 3833-1977” - საგზაო ტექნიკა - ტიპები - წესები და განმარტებები; ამ
საერთაშორისო სტანდარტების დებულებები ეხება ყველა სატრანსპორტო
საშუალებას, რომელიც განკუთვნილია გზაზე მოძრაობისათვის (ავტომობილები,
სატრანსპორტო საშუალებების კომბინაცია, მოპედები, მოტოციკლები);

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 6


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

26) “დატვირთული მასა“ (ფაქტობრივი მასა) - დროის მოცემულ მონაკვეთში


დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და
მგზავრების ჩათვლით;
27) სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი " -
კომპეტენტური ორგანო - ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ხაზით გაუწიოს ზედამხედველობა
სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და გააკონტროლოს
მომსახურების მიწოდება;
28) “მსუბუქი კვადროციკლი“ - ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის
ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ³-ს, ხოლო ელექტროძრავის
შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს და რომლის
დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში −
აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს;
29) “მსუბუქი მისაბმელი“ - მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ
აღემატება 750 კგ-ს;
30) “მანევრი” - მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება,
უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა
(გადაჯგუფება);
31) "ნებადართული მაქსიმალური მასა" (დასაშვები წონა) - დატვირთული
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის
გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც
დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება;
32) “ავტოსატრანსპორტო საშუალება - ასს“ - ნებისმიერი თვლიანი მართვადი
სატრანსპორტო საშუალება (თვითმავალი), რომელიც გადაადგილდება
მაქსიმალურად დადგენილი 25კმ/ს-ზე მეტი სიჩქარით; გამოიყენება გზაზე
ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების
გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო
საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი.
ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს
ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა,
მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან
ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის
გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე
ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;
33) “მოპედი” - ორ ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის
ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ³-ს, ხოლო ელექტროძრავის
შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან
გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
34) “კიდულძრავიანი ველოსიპედი“ - ორ ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება,
რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 7


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

არ აღემატება 50 სმ³-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს


და რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები. კერძოდ,
სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობა;
35) “მოტოციკლი” - ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება
ეტლით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამთვლიანი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-სს;
36) „მოტორიზებული ტრიციკლი” - ტრიციკლი, რომლის ძრავის სიმძლავრე არ
აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ
აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.
ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა
კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება;
37) "შეუსაბამობა" - განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
38) "პტი ცენტრის ოფიციალური სახელმძღვანელო" - ასს-ების ინსპექტირების და
გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების კრებული; პროცედურების
სახელმძღვანელო;
39) “ოპერატორი” - ინსპექტირების ორგანო;
40) “პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი – პტი ცენტრი“ -
სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ცენტრი;
41) “კვადროციკლი“ - ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის
ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება
350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია
ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში
აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. ამ
პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც
აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს,
ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად;
42) “ხარისხის კონტროლი” - პტი ცენტრში არსებული სათანადო ხარისხის
კონტროლის სისტემა. ხარისხი გულისხმობს მომსახურების მახასიათებლებისა და
თვისებების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების უნარს;
43) “ხარისხის კონტროლერი” - ხარისხის კონტროლის ინსპექტორი, რომელიც
პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სისტემის განხორციელებაზე;
44) “გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტი“ - ანგარიში, გაცემული
პტი ცენტრის მიერ, რომელიც შეიცავს ინსპექტირების შედეგს;
45) “პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - პტი“ ტექნიკური ოპერაციებისა და
პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული
პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და
ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა
შემადგენლობა;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 8


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

46) “ნახევრადმისაბმელი” - მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე


ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და
ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის
მნიშვნელოვანი ნაწილი;
47) “SGS Société Générale de Surveillance SA, SGS” - კომპანია, რომელმაც უნდა გასწიოს
საკონსულატაციო მომსახურება და გასცეს რეკომენდაციები კლიენტის
მხარდაჭერის მიზნით სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების პროგრამის განსახორციელებლად;
48) “სტანდარტების ორგანო” - ორგანო, რომელიც ამტკიცებს პროდუქტების,
საქონლის, ტექნიკის მინიმალურ სტანდარტებთან და მეტროლოგიურ
მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამდაგვარი შესაბამისობის შეფასებას
საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის
ეროვნული სააგენტო;
49) “სამეთვალყურეო ორგანო” - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ დადგენილი ორგანო ან ორგანოები, რომლებიც
პასუხისმგებელნი არიან პტი ცენტრების ზედამხედველობაზე, სამეთვალყურეო
ორგანო შეიძლება იყოს კომპეტენტური ორგანო/ორგანოები ან ნაწილი;
50) “უსდ” - ნიშნავს უსაფრთხო სამუშაო დატვირთვას;
51) “ტესტირების სივრცე” - საინსპექციო სივრცე, რომელიც დაყოფილია ტესტირების
ხაზში სხვადასხვა სპეციალურ სამუშაო სივრცეებად, მაგალითად სამუხრუჭო,
ფარების, სათვალთვალო ორმო/ამწესთან ან მის გარეშე და სხვა სახის ტესტირების
სივრცეები;
52) “ტესტირების ხაზი” - ხაზი, რომელიც მოწყობილია ასს ინსპექტირებისთვის
განკუთვნილი აღჭურვილობითა და მოწყობილობებით;
53) “ტესტირების ცენტრი” - საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩასატარებლად აკრედიტებული ორგანო.
პტი ცენტრი;
54) “ავტომზიდი” - სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც
განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად;
55) “ტრაქტორი” - თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე
მეტი ღერძით;
56) “მისაბმელი” - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის;
57) “ტრიციკლი” - სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი
სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავის (თუ მას აქვს შიგაწვის
ძრავა) ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ³-ს ან/და
კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს;
58) “საწევარი” - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია
ნახევარმისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 9


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

59) “ორთვლიანი ელექტრო სკუტერი“ - ორთვლიანი თვითბალანსირებადი


ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ
ერთი მგზავრის გადასაყვანად და იმართება ელექტროენერგიის დახმარებით;
60) “ორ ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება“ - ნებისმიერ ენერგიაზე მომუშავე
სატრანსპორტო საშუალება ორთვალზე, გვერდითი ადგილით ან მის გარეშე და
ნებისმიერი ტრიციკლი ან კვადროციკლი;
61) “დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა)” - ქარხანა-დამამზადებლის მიერ
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და
ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების
აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით;
62) “სატრანსპორტო საშუალება” - ნებისმიერი არასარკინიგზო მოტორიანი
სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი. ეს არის სატრანსპორტო
საშუალება, რომელიც მოძრაობს გზებზე, ძრავის ან სხვა სიმძლავრის მექანიზმის
დახმარებით;
63) “რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება” - სატრანსპორტო საშუალება,
რომელიც რეგისტირებულია საქართველოში სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ;

2 საქართველოს კანონმდებლობის განხილვა, ანალიზი და მოქმედი


რეგულაცია. მოთხოვნები
საქართველოში, წლების განმავლობაში შეუსაბამო შედეგების არსებობის გამო 2004 წლის
სექტემბრიდან, მსუბუქ, სამგზავრო და 3,5ტ-ზე ნაკლები ტვირთამწეობის ასს-ებისათვის
შეწყდა სავალდებულო ინსპექტირება. სატრანსპორტო საშუალებების რეალური
ინსპექტირების შემთხვევების პროცენტულობა საკმაოდ დაბალი იყო და არც
ინსპექტირების შედეგები ასახავდა ავტოპარკის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას. ამის
გამო შესაბამისმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ აშკარა იყო კორუფცის პრობლემა და რადგან
იმ პერიოდში რთული იყო ამ საკითხის მოგვარება, გადაწყდა შეეწყვიტათ სატრანსპორტო
საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება.
ამ სფეროში თანამედროვე რეფორმები განპირობებულია საქართველოს მიმდინარე
კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრირების სურვილით და ამ
უკანასკნელის რეალიზებისთვის საჭიროა შესრულდეს შემდეგი მინიმალური
სამუშაოები:
 შესწავლილ იქნეს თითოეული რეგიონი, რათა განისაზღვროს პტი ცენტრების
აუცილებელი რაოდენობა. თითოეულ რეგიონს უნდა ჰქონდეს უწყვეტი
კონტროლისათვის ცენტრების საჭირო რაოდენობა;
 შემუშავდეს მოთხოვნები ცენტრის შენობებისთვის, აღჭურვილობისა და
პერსონალისთვის;
 უნდა შეიქმნას პტი-ის პროცესის ავტომატური კონტროლის გაერთიანებული
ცენტრალიზებული სისტემა;
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში უნდა განვითარდეს წესები,
სტანდარტები, ტექნიკური რეგულაციები და სხვა ნორმატიული აქტები, დამტკიცდეს

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 10


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დაწესდეს სახელმწიფო მეთვალყურეობა


და კონტროლი ამგვარი წესების, სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციებისა და სხვა
ნორმატიული აქტების შესრულებაზე.
 საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ 24 დეკემბერი 2014წ., რომელიც
შეიცავს შემდეგ ზოგად დებულებებს: “თავი II, საგზაო მოძრაობის ორგანიზება და
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მუხლი 11 გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირება”:
o გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება საქართველოს
ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის;
o გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ნებისმიერ
ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის
იურიდიული მისამართის მიუხედავად - ინსპექტირების ადგილის არჩევის
თავისუფლება;
o ტესტირების ცენტრისთვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;
o ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები
(რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე
ტესტირება), გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და
დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების
გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების
ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ მოთხოვნაში უნდა მიეთითოს
აღნიშნული ფირნიშების რაოდენობა. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ
გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს
ტესტირების ცენტრი. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის
დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა
მარცხენა კუთხეში.
o ტესტირების ცენტრი ვალდებულია, ყოველი თვის 10 რიცხვამდე საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდოს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში
ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა.

 საქართველოს მთავრობის დადგენილებები:


o № 06, 2014 წლის 3 იანვარი, ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო
საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების
ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე.
o № 30, 2014 წლის 3 იანვარი, ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან
შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 11


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

და მისი ჩატარების მეთოდების“ დამტკიცების თაობაზე, შემდეგი ძირითადი


დებულებებით:
- მოთხოვნები ასს-ის მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების
ტექნიკური მდგომარეობის მიმართ;
- სამუხრუჭო სისტემა;
- საჭით მართვის სისტემა;
- ხილვადობა;
- გარე მაშუქი ხელსაწყოები, განათების მოწყობილობები, შუქამრეკლები;
- საბურავები, თვლები, ღერძები, დაკიდება;
- ძარა, ძარის ელემენტები და სამაგრები, კაბინა;
- სხვა მოწყობილობები (სასიგნალე მოწყობილობა, სპიდომეტრი, სიჩქარის
შემზღუდავი მოწყობილობა);
- ასს-ს ხმაური;
- ასს-ს კომპლექტაცია;
o № 37, 2014 წლის 3 იანვარი, ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების
თაობაზე.

 აკრედიტაციის ცენტრის აქტები, მათ შორის:


o საკ 1.8:2012 –„წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ
17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის;
o აკრედიტაციის ცენტრის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის
რეკომენდაცია (ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე
ტესტირების ცენტრების სახელმძღვანელო), რომელშიც აღწერილია:
- სამუშაო პროცედურები;
- ასს-ს იდენტიფიკაცია;
- პტი-ს ვერგავლის საფუძვლები;
- გასათვალისწინებელი პირობები;
- პტი-ს შედეგების გაფორმება;
- რეგისტრაციის სისტემა;
- შენობა-ნაგებობის მონაცემები;
o აკრედიტაციის ცენტრის სხვა აქტები, რომლებიც არეგულირებს აკრედიტაციის
მიღების პროცესს;
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს პტი
ცენტრების მიმართ:
 შენობის მიმართ:
- მდებარეობა;
- ადმინისტრაციული და საინსპექციო სივრცეების გაყოფა;
- ენერგიის წყარო, განათება, ვენტილაცია;
- სახანძრო უსაფრთხოება;
- შეუფერხებელი წვდომა შენობასთან;
- ზომები;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 12


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

 აღჭურვილობა: ისეთი დებულებები, რომლებიც ეხება აღჭურვილობის


დამონტაჟებას, გამოყენებას, განლაგებასა და მომსახურებას არ არის დადგენილი
კანონმდებლობით.
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს აღჭურვილობის ტექნიკური დონის,
მდგომარეობის, სამუშაო და ძირითადი პარამეტრების დადგენა, საჭიროა,
დაწესდეს აღჭურვილობის სავალდებულო სერტიფიცირება.
აღჭურვილობის სერტიფიცირების პროცესი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სსიპ
„საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მიერ.
(ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ)

 პერსონალი: კანონი არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ დებულებებს ამ


საკითხთან დაკავშირებით.

განათლება და პროფესიული მომზადება მაღალი პროდუქტიულობისა და


ტექნოლოგიურ - ეკონომიკურ პროგრესთან ადაპტაციის ერთ-ერთი საშუალებაა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში გვაქვს უმაღლესი განათლების მიღების
შესაძლებლობა ასს-თან დაკავშირებულ სფეროში, არ არსებობს ასს-ების ტექნიკური
ინსპექტირების განხრით სპეციალიზებული პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები.
დღევანდელი პერსონალის მომზადება ხდება კურსების მეშვეობით, რომლებიც
პერიოდულად ტარდება საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების
ასოციაციის მიერ და ინსპექტირების სხვადასხვა სფეროს მოიცავს.
ამ მხრივ, SGS იძლევა რეკომენდაციას: ჩამოყალიბდეს ერთიანი სასწავლო პროგრამა პტი
ინსპექტორებისათვის, შედგენილი სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.
სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდეს განათლებისა და ტრანსპორტის სპეციალისტებისგან.
შემუშავების შემდეგ პროგრამა დამტკიცდეს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი“-ს დიროქტორის 17.06.2016 წლის „დარგობრივი საბჭოების შექმნისა და
საქმიანობის წესების დამტკიცების შესახებ“ N434 ბრძანების შესაბამისად შექმნილი დარგობრივი
საბჭოს მიერ.
დამტკიცებული პროგრამის განხორციელება დაეკისრება იმ ინსტიტუტს, რომელთანაც
დაიდება ხელშეკრულება. ინსპექტორობის კანდიდატების სერტიფიცირება მოხდება პტი
ინსპექტორების ერთიანი სასწავლო პროგრამის საფუძველზე. ინსპექტორების
სერტიფიცირება შეეძლებათ მხოლოდ პერსონალის სერტიფიკაციის აკრედიტებულ
ორგანოებს.

2.1 დასკვნა მოქმედ კანონმდებლობაზე (რეგულაციაზე)

ყველა სხვა საკითხი, რომლებიც არ რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობით,


რეგულირდება ISO / IEC 17020: 2012-ით და არასაკმარისია მთავრობის მიერ პტი სისტემის
სათანადო რეგულირებისა და შემდგომი კონტროლისთვის.
აქედან გამომდინარე, პტი-ს მარეგულირებელი ძირითადი კანონმდებლობის
მიმოხილვისა და ანალიზის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა:
 განხილული საკითხების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე უკიდურესად
შეზღუდულია; კერძოდ, საკითხებში, რომლებიც ეხება მოთხოვნებს ცენტრების
შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის მიმართ;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 13


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც


ეხება პტი-ს სფეროს სხვადასხვა საკითხს (ტექნიკური რეგლამენტები ასს-ის
მოთხოვნების მიმართ; ტექნიკური მრჩეველთა რეკომენდაცია პტი ცენტრების
მიმართ) ისინი არ ქმნიან ერთიან სისტემას.
ეფექტური საკანონმდებლო რეგულირება პტი სფეროში უნდა იყოს სტრუქტურირებული
შემდეგნაირად:

 კომპანია SGS მიაწვდის რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:


o პტი ცენტრების შენობა-ნაგებობები;
o ტესტირების აღჭურვილობა და განლაგება;
o პერსონალი, სწავლება;
o მენეჯმენტის სისტემა;
o ევროპული დირექტივა:
- “ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის დირექტივა 2014/45/EC
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირების შესახებ;

3 საქართველოში არსებული პტი ცენტრების მიმოხილვა და ანალიზი

3.1 ძირითადი ანალიზი


ტესტირების ხაზების გაყოფა
ტიპების მიხედვით საქართველოში 26 აკრედიტებული პტი
ცენტრია, რომელთაგან ერთი
LV
11 აკრედიტებულია მხოლოდ HV
14 კატეგორიის ასს-ის ინსპექტირებაზე და
HV
ერთიც მხოლოდ LV კატეგორიის ასს-
ებისთვის. სხვა პტი ცენტრების
უნივერსალური აკრედიტაციის სფერო მოიცავს HV და
11 LV კატეგორიების ასს-ების
ინსპექტირებას. სულ ტესტირების

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 14


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ხაზების საერთო რაოდენობა არის 36, აქედან 11- LV, 11 - HV და 14 უნივერსალური ტიპის
ხაზია.
არსებულ პტი ცენტრებს აქვთ შემდეგი მახასიათებლები:
 შენობა-ნაგებობა
o შესაბამისობები: შენობის შესასვლელი/გასასვლელი, ასს-ების გამჭოლი გასვლა,
საკმარისი ავტოსადგომი, შესასვლელების/გასასვლელების ზომები, ხაზის სიგრძე
და სიგანე, პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები;
o შეუსაბამობები: სათვალთვალო ორმოს შეზღუდული წვდომა, მოსაცდელი
ოთახის არქონა ან მოუწყობლობა, არასაკმარისი რაოდენობის ან
არასრულფასოვანი წარწერა-მინიშნებები გზებზე ხედვის არეალს მოფარებული
ცენტრისათვის; დაზიანებული მისასვლელი გზები, IT ოთახის არქონა;
 აღჭურვილობა
o შესაბამისობები: ხაზზე ძირითადი მოწყობილობები და მათი განლაგება;
o შეუსაბამობა: აღჭურვილობის მოდელების მრავალსახეობის გამო შეუძლებელია
დაზუსტებით ითქვას, კონკრეტულად რომელი მოდელი არ შეესაბამება საჭირო
მოთხოვნებს. პტი ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი
მოდელის სამუხრუჭო ტესტერს არ გააჩნია მონაცემის სიზუსტისა და
ინფორმაციის ავტომატური გადაცემის საჭირო სტაბილურობა, სხვა ძირითად
აღჭურვილობას, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ აქვს ინფორმაციის
ავტომატური გადაცემის შესაძლებლობა.

გამონაბოლქვის ტესტერის მწარმოებლების განაწილება ხაზის ტიპის


მიხედვით
გერმანული "Bosch" რუსული "Meta" რუსული "Infrakar" გერმანული "Maha"

3
3
2
4 5
3

4 4 5
1 1
LV კატეგორიის ხაზი HVკატეგორიის ხაზი უნივერსალური ხაზი

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 15


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

მუხრუჭების სტენდის მწარმოებლების განაწილება


ხაზის ტიპის მიხედვით
Bosch გერმანია კორეა საქართველო Maha გერმანია რუსეთი

1
1
3
3 4
2

8 7 7

LV კატეგორიის ხაზი HVკატეგორიის ხაზი უნივერსალური ხაზი

ფარების ტესტერის მწარმოებლების განაწილება ხაზის ტიპის


მიხედვით
გერმანული "Bosch"
გერმანული "MAHA"
რუსული "Meta"
რუსული ძველი მოდელი
გერმანული ძველი მოდელი
ესპანური 1
2

3
1
1 1
1 3
1 4
2
5
3 3

LV კატეგორიის ხაზი HVკატეგორიის ხაზი უნივერსალური ხაზი

 პერსონალი
o ანალიზი: ამ საკითხში შესაბამისობა უნდა იყოს შედარებული
კომპეტენტური ორგანოს ჩანაწერებთან, რადგან ეს გამომდინარეობს
ინსპექტირების ორგანოების სტანდარტებიდან.

თითოეული პტი ცენტრის დეტალური აღწერა და ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის


შეფასება მოცემულია ანგარიშის დანართში #1

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 16


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

3.2 მაისის თვეში შემოწმებული ასს-ს რაოდენობის გადანაწილება პტი


ცენტრებში - სამუშაო დატვირთვა. პირველი რეკომენდაციები

დღევანდელი პტი ცენტრების


მაისის თვეში შემოწმებული ასს‐ების დატვირთვა შემოიფარგლება მცირე
შეფასებითი რაოდენობა პტი
რაოდენობის ასს-ებით, რომელთა
ცენტრებთან მიმართებაში 100‐ზე საშუალო რიცხვი შეადგენს 200
ნაკლები
ავტომობილს თვეში ყველა
100 ‐ 200 ცენტრისთვის, მთელი ქვეყნის
4% მასშტაბით.
11% 23% 200 ‐ 300
2018 წლის 1იანვრიდან სავალდებულო
8% პტი-ის იმპლემენტაციის შემდეგ
300 ‐ 400
ტესტირების ცენტრებისათვის (პტი
ცენტრები) მიღებული იქნება ახალი
400 ‐ 500 რეგულაციები. შესაბამისად
23%
31% გაგრძელდება ევროპულ
500‐ზემეტი სტანდარტებთან შემდგომი
ინტეგრაცია, არსებული პტი ცენტრები
მზად უნდა იყვნენ დროის უმოკლეს პერიოდში ცვლილებების
განხორციელებისათვის, რისთვისაც საჭირო იქნება შემდეგი მინიმალური
ნაბიჯების გადადგმა:
 ინსპექტირების სივრცის გამოყოფა ადმინისტრაციული სივრცისგან;
 რემონტი, გაწმენდა და ინფრასტრუქტურის სათანადოდ მართვა;
 ხაზების სათანადოდ აღჭურვა ინფორმაციის ავტომატური გადაცემისა და
გაზომვის სიზუსტის საშუალების მქონე სამუხრუჭო ტესტერებით;
 ხაზებისთვის სავალდებულო აღჭურვილობის დამატება (თვლების შეყრის
კუთხის გამზომი მსუბუქი ასს-ებისთვის და თვლის ფოლხვის დეტექტორი
მსუბუქი და სატვირთო ასს-ებისთვის);
 კომპანიის მიერ ზოგიერთი ზომის კორექტირების უზრუნველყოფა (მაგალთად,
ხაზის სიმაღლე და სიგრძე);
 ტესტირების ცენტრების (პტი ცენტრები) სრულ შესაბამისობაში მოყვანა ISO/IEC
17020:2012-ის მინიმალურ სტანდარტებთან

SGS-ს, როგორც კონსულტანტს, სრულად აქვს გათვითცნობიერებული ახალი


ოპერატორების მიერ ცენტრების მშენებლობის პერიოდში არსებული ინსპექტირების
ცენტრების გამტარუნარიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა.
ამგვარად, SGS მიიჩნევს, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი,
რომლის დროსაც არსებულმა ცენტრებმა უნდა გადაწყვიტონ, ან განაახლონ თავიანთი
ობიექტები და განაგრძონ მუშაობა, ან შეწყვიტონ საქმიანობა. უნდა იყოს საკმარისი დრო

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 17


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

იმისთვის, რომ ჩატარდეს საჭირო სამუშაოები, რათა მოხდეს განახლება, რომელიც


შეესაბამება ამ დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებს.
გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს კომპეტენტურ
ორგანოებთან, როგორებიცაა აკრედიტაციის ცენტრი და ეკონიმიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო.

3.3 მოთხოვნები საქართველოში არსებული პერიოდული ტექნიკური


ინსპექტირების ცენტრისათვის (პტი)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაჯამებთ პტი ცენტრების მიმართ არსებულ
მოთხოვნებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობით:
 პტი ცენტრი არ უნდა მდებარეობდეს ხალხმრავალ და სატრანსპორტო
საშუალებების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში;
 ინსპექტირებისას სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება სატესტო ხაზზე
უნდა განხორციელდეს გამჭოლად, მოხვევისა და უკუსვლის გარეშე;
 გარემო პირობები, რომლებშიც ხორციელდება ასს-ის ტესტირების სამუშაოები,
გარანტიას უნდა იძლეოდეს მიღებულ გაზომვათა შედეგების უტყუარობაზე. მათ
შორის, ტესტირების ხაზის სავალი ნაწილი, რომელზეც გადაადგილდება ასს
სამუხრუჭე სისტემისა და სავალი ნაწილის ტესტირებისას, უნდა იყოს საკმარისად
ჰორიზონტალური, რათა არ მოხდეს ასს-ს თვითნებური გადაადგილება;
 ტესტირების ცენტრის განლაგება, შენობა და ფართობი, რომელიც გამოიყენება ასს-
ის ტესტირების სამუშაოების ჩასატარებლად, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა,
ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება, უნდა უზრუნველყოფდეს
სათანადო სამუშაო უსაფრთხოების პირობების დაცვას;
 ამწე მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს
საჭირო სიმაღლე კონკრეტული ასს-ს გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის;
 ტესტირების ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო და
პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;
 ტესტირების ცენტრის შენობის ადმინისტრაციული ნაწილები (დოკუმენტაციის
გაფორმების ადგილი, მოსაცდელი, სანკვანძი, დამხმარე სათავსო და სხვა ფართი)
უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და შეესაბამებოდეს თავის
დანიშნულებას;
 ასს-ის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და შემოწმების მეთოდების
შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები, ნორმები, წესები და
საცნობარო მონაცემები, რომლებსაც იყენებენ ტესტირების ცენტრები, უნდა იყოს
პერსონალისათვის ხელმისაწვდომი;
 ინფორმაცია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისას ასს-ის მიმართ წაყენებული
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნების შესახებ უნდა იყოს განთავსებული
ტესტირების ცენტრის თვალსაჩინო ადგილზე და ხელმისაწვდომი ასს-ს

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 18


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

მფლობელთათვის. მოთხოვნის შემთხვევაში ტესტირების ცენტრი ვალდებულია,


დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს სრული ინფორმაცია ასს-ს მიმართ
წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების შესახებ;
 ინფორმაცია ტესტირების სამუშაოების ტარიფების შესახებ უნდა იყოს
განთავსებული ტესტირების ცენტრის თვალსაჩინო ადგილზე და ხელმისაწვდომი
ასს-ის მფლობელთათვის;
 უნდა აწარმოონ “გზისთვის ვარგისობაზე“ ტესტირების რეგისტრაციის ჟურნალი,
გაცემული ფირნიშების ბლანკები გატარდეს რეესტრში და ასს-ის ტესტირების
ბარათებს მიენიჭოს უნიკალური ნომრები;

3.4 არსებული სიტუაცია: დარგის შესწავლა. საქართველოში ამჟამად


არსებული თითოეული პტი ცენტრის აღწერა
SGS S.A., საკონსულტაციო კომპანია ეწვია საქართველოში ამჟამად არსებულ ყველა
ტესტირების ცენტრს. დარგის შემდგომი შესწავლის შედეგად შემუშავებულ იქნა ამ
ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. მომავალში გავაგრძელებთ არსებული
სიტუაციის ამ კუთხით შეფასებას. კომპანიის მიერ მოწოდებული იქნა შემდეგი
ინფორმაცია ცენტრების შესახებ: ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, აკრედიტაციის
მოწმობის ნომერი, აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა, სფერო, საკონტაქტოპირი.
გარდა ამისა, მოწოდებულია ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შენობები,
აღჭურვილობა, აგრეთვე სხვა ძირითადი პარამეტრები, შედარებული რეკომენდებულ
პარამეტრებთან.

3.5 არსებული სიტუაცია: დარგის შესწავლა. საქართველოს ყოველი არსებული


პტი ცენტრის შეფასება კანონმდებლობის განახლებასთან დაკავშირებით

კონსულტანტი ამუშავებს არსებული სიტუაციის შესახებ, დარგის შესწავლის შედეგად


მიღებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს შემდეგს:
1) პტი-ის ცენტრების მდებარეობა და განლაგება
o ზოგადი მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;

o ზოგადი რეკომენდებული მოთხოვნები;

o ტესტირების ხაზების რაოდენობა და ტიპი;

o სამუშაო სივრცის ზომები;

2) ინფრასტრუქტურა. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;


o შენობის ინფრასტრუქტურა;

o ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;

o საინსპექციო აღჭურვილობის ინფრასტრუქტურა;

o IT ინფრასტრუქტურა - აღჭურვილობა, მონაცემთა ბაზა, პროგრამული


უზრუნველყოფა, CCTV ან OCR სისტემა;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 19


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

3) პერსონალი
o პტი ცენტრში დასაქმებული პირები
o პერსონალი: სასწავლო კურსის ჩანაწერები
4) სტატისტიკა 2016
o თითოეული ცენტრის მიერ შესრულებული ინსპექტირება და
განმეორებითი ინსპექტირება;
ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რომელი პტი ცენტრი შეესაბამება მომავალ
რეკომენდაციებს და რომელი უნდა შეიცვალოს. საბოლოო ჯამში, ეს შეფასება უნდა
გავუზიაროთ არამხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს, არამედ სხვა დაინტერესებულ
პირებსაც, უმთავრესად მოქმედ ოპერატორებსა და ინსპექტირების ორგანოებს, რაც
საშუალებას მოგვცემს, შევადგინოთ გეგმა და პროგრამა, რათა განვაახლოთ მინიმალური,
გარდამავალი და საბოლოო მოთხოვნები.

3.5.1 სტანდარტების მართვის სისტემის შესაბამისი ანალიზი

აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც ტესტირების ცენტრები


უნდა შეესაბამებოდნენ. 2015 წლისთვის აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნების თანახმად
პტი ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ ISO/IEC 17020:2012-ის მოთხოვნებს, რომლის
პირობებიც განსაზღვრულია დოკუმენტში: საკ 1.8:2012 – „წესები და პროცედურები
ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე
აკრედიტაციისათვის”. ითვლება, რომ ავტომობილებისა და მათი მისაბმელების
გზისთვის ვარგისობაზე შემოწმების სფეროში არსებული პტი ცენტრები წარმოადგენენ
ინსპექტირების ორგანოებს, აქედან გამომდინარე, ისინი უნდა მოერგონ საერთაშორისო
სტანდარტებს.
ეს საერთაშორისო სტანდარტი ინსპექციის ორგანოებისადმი ნდობის ხელშეწყობის
მიზნითაა შედგენილი. უნდა გადამოწმდეს, ინსპექციის ეს ორგანოები (პტი ცენტრები)
ამჟამად ან მომავალში რამდენად უზრუნველყოფენ მოთხოვნებს ინფორმაციის
მიწოდებაზე. შედეგად იქნება რეკომენდაციები, ინსპექტირებული ობიექტების
რეგულაციებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ მახასიათებლებთან, ინსპექტირების
სქემებთან ან კონტრაქტების პირობებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის
სავალდებულო გაცემაზე. ინსპექტირების პარამეტრები მოიცავენ შემდეგ საკითხებს:
რაოდენობა, ხარისხი, უსაფრთხოება, დანიშნულების შესაბამისობა, ექსპლუატაციის
პროცესში ინსტალაციების ან სისტემების უსაფრთხოების მიმართ მოთხოვნების უწყვეტი
შესრულება
ინსპექტირების ორგანოების კატეგორიების ტიპები A, B ან C არსებითად მათი
დამოუკიდებლობის განმსაზღვრელია. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
ცენტრები მიჩნეულია A ტიპად.
იმის შეფასება თუ რამდენად შეესაბამებიან მოქმედი პტი ცენტრები სსტ ისო/იეკ
17020:2012 სტანდარტებს არ არის ამ ანგარიშის მიზანი.
მოქმედი პტი ცენტრების შესახებ სრული ანალიზის ჩასატარებლად სასურველია
არსებობდეს ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 20


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

i. ინსპექტირების პროცესის გამოცდა;


ii. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, როგორც ინსპექტირების
ორგანოების იდენტიფიკაცია;
iii. ინსპექტირების სისტემა. ინსპექტირების ჩასატარებლად დადგენილი წესები,
პროცედურები და მენეჯმენტი;
iv. მიუკერძოებლობა; ობიექტურობის უზრუნველყოფა. ობიექტურობა გულისხმობს,
რომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიკტი ან საკითხი ისეა მოგვარებული, რომ
ინსპექტირების ორგანოს საქმიანობაზე უარყოფითად არ აისახება;
v. ადმინისტრაციული მოთხოვნები; ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს
იურიდიული პირის სტატუსი ან წარმოადგენს იურიდიული პირის ნაწილს.
რომელიც თავისთავად გულისხმობს, რომ იგი პასუხისმგებლობას იღებს
ინსპექტირების საქმიანობაზე;
o ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია,
რომელშიც აღწერილია მის კომპეტენციაში შემავალი საქმიანობა;
o ინსპექტირების ორგანოს უნდა შეეძლოს სათანადოდ უზრუნველყოფა
(მაგ., დაზღვევით, მარაგით), რათა დაფაროს თავისი საქმიანობით
გამოწვეული ფულადი ვალდებულება;
o ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია, რომელიც აღწერს
ინსპექტირების განხორციელების სახელშეკრულებო პირობებს, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც იგი ახორციელებს იმ იურიდიული პირის
ინსპექტირებას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს;
vi. ორგანიზაციული სტრუქტურა და მენეჯმენტი; ინსპექტირების ორგანოს უნდა
ჰქონდეს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურა და ჰყავდეს ისეთი
ხელმძღვანელობა, რომელიც უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას;
vii. პერსონალი. ინსპექტირების ორგანომ ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი
პერსონალისთვის უნდა დაადგინოს და დოკუმენტურად ჩამოაყალიბოს
მოთხოვნები მათი კომპეტენტურობის, შესაბამისი განათლების, ტრენინგების,
ტექნიკური ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესახებ. მათ შორის,
განათლების, სწავლების, ტექნიკური ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების
შესახებ;
viii. საშუალებები და მოწყობილობა. ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს
ხელმისაწვდომი, ვარგისი შესაბამისი საშუალებები და მოწყობილობა
ინსპექტირების საქმიანობის უსაფრთხოდ და კომპეტენტურად ჩასატარებელად.
ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები; ინსპექტირების ორგანო
გამოიყენებს ინსპექტირების მეთოდებსა და პროცედურებს, რომლებიც
განსაზღვრულია სავალდებულო მოთხოვნებით;
ix. ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები. ინსპექტირების ორგანომ
ინსპექტირებისათვის უნდა გამოიყენოს მეთოდები და პროცედურები, რომლებიც
დადგენილია მოთხოვნებში, რომელთა მიხედვითაც უნდა ჩატარდეს
ინსპექტირება;
x. ჩანაწერები ინსპექტირების შესახებ. ინსპექტირების ორგანომ უნდა აწარმოოს
შესაბამისი ჩანაწერების სისტემა, რათა შეძლოს ინსპექტირების პროცედურების
შედეგიანად შესრულების დემონსტრირება და ინსპექტირების შეფასება.
ინსპექტირების ანგარიში ან სერტიფიკატი მიკვლევადი უნდა იყოს იმ

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 21


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ინსპექტორისთვის (ინსპექტორებისთვის), რომელმაც ჩაატარა ინსპექტირება. ეს


ანგარიში სულ მცირე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

o ასს-ს საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN ნომერი ან შასის ნომერი);


o ინსპექტირების ადგილი და თარიღი;
o ოდომეტრის მონაცემები ტესტირების ჩატარების დროს;
o ასს-ს კატეგორია;
o დადგენილი ხარვეზები და მათი საფრთხის დონე;
o პტი-ს შედეგი;
o შემდეგი პტი-ს თარიღი, ან მოქმედი სერტიფიკატის ვადის გასვლის
თარიღი (თუ ეს ინფორმაცია არ არის მოცემული სხვა საშუალებებით);
o ინსპექტირების ორგანოს დასახელება და ტესტირებისათვის
პასუხისმგებელი ინსპექტორის ხელმოწერა ან იდენტიფიკაცია;
xi. საჩივრები და აპელაციები; ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს
დოკუმენტირებული პროცესი საჩივრების, აპელაციების მიღებისა და შეფასებისა,
შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებად;

4 მოთხოვნები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების


შენობების და აღჭურვილობის მიმართ

4.1 პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრი

თითოეული ოპერატორი ან ინსპექტირების ორგანო ვალდებულია მუდმივად


შეინარჩუნოს სათანადო მდგომარეობაში მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პტი
ცენტრის: შენობები, ობიექტები და ინსპექტირების აღჭურვილობა.
ობიექტები და აღჭურვილობა გულისხმობს პტი ცენტრის აკრედიტაციის დროს არსებულ
და შემდგომში მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე დამატებულ ყველა ობიექტსა
და აღჭურვილობას.

4.2 შენობება-ნაგებობები

4.2.1 მდებარეობა
სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს პტი ცენტრების ქსელის ერთიანი სტრატეგიული
განლაგება.
შერჩეულ ლოკაციებში, შესაძლებელი უნდა იყოს დემოგრაფიული ან სოციალურ-
ეკონომიკური ცვლილებებისას ინსპექტირების გამტარუნარიანობის მოცულობის
გაფართოება ან შემცირება.
პტი ცენტრები არ უნდა იყოს განთავსებული ხალხმრავალ და ინტენსიური მოძრაობის
ადგილებში, უნდა შეესაბამებოდნენ ადგილობრივ რეგულაციებს. პტი ცენტრის
შესასვლელი და გამოსასვლელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მითითებული უნდა იყოს
პტი ცენტრიდან საგზაო მოძრაობაში შეუფერხებელი და უსაფრთხო გადასვლის გზები და
საშუალებები.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 22


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

4.2.2 მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიის მიმართ


ოპერატორის ვალდებულებაა, სათანადო მომსახურების შესრულებისთვის
უზრუნველყოს შესაბამისად, სრულყოფილად აღჭურვილი შენობები. პტი ცენტრები
გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ასს-ების ინსპექტირებისათვის და არ უნდა
წარმოადგენდეს იმ შენობა-ნაგებობების ნაწილს, სადაც ხორციელდება მათთან
შეუთავსებადი (ინტერესთა კონფლიქტი) საქმიანობა (მაგალითად: სატრანსპორტო
საშუალებების მომსახურება, რემონტი და ავტონაწილებით ვაჭრობა).

ობიექტი შეესაბამება მოთხოვნებს, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 ინსპექტირების საშუალებები განთავსებულია გარემო კლიმატური პირობების


ზემოქმედებისაგან დაცულ, თერმულად იზოლირებულ, წყალგაუმტარ შენობაში;
 აღჭურვილობის განთავსება იძლევა ინსპექტირების ეფექტურად ჩატარების
საშუალებას;
 შენობის შესასვლელის შეუფერხებელი, უსაფრთხო და მარტივი წვდომა
ტერიტორიის შესასვლელიდან, აგრეთვე ტერიტორიის გამოსასვლელის
შეუფერხებელი, უსაფრთხო და მარტივი წვდომა შენობის გამოსასვლელიდან,
როგორც სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ასევე ქვეითთათვის;
 ასს-ს მოძრაობა ინსპექტირების პროცესში არის გამჭოლი, მოხვევისა და უკუსვლის
გარეშე;
 მოწყობილია სათანადო პარკირების და მანევრირების სივრცეები შესაბამისი
კატეგორიის ასს-ებისათვის, რომელთა შემოწმების უფლებაც აქვს ოპერატორს;
ინსპექტირების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატრანსპორტო
საშუალებების შეუფერხებელი მოძრაობა. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას:

o პარკინგის სივრცე გათვლილი იყოს შესაბამისი კატეგორიის 3 ასს-ის


ინსპექტირებისათვის მოსაცდელად;
o გამოიყოს პარკინგის ადგილი სახელმწიფო ასს-თვის;
o გამოიყოს 2 სადგომი ადგილი პტი ცენტრის თანამშრომლებისთვის;
o ინსპექტირებაზე უარის შემთხვევაში გათვლილი იყოს ინსპექტირების
სივრციდან მარტივად გასვლის გზა;

4.2.3 მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ


შენობა უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ პირობებს:
 მიმღები ოფისი. თითოეულ პტი ცენტრს უნდა ჰქონდეს სათანადოდ აღჭურვილი
მიმღები ოფისი და საკმარისი დასაჯდომი ადგილი ყველა მომხმარებლისათვის;
 ნათლად იდენტიფიცირებული და ამინდის ზემოქმედებისგან დაცული საჯარო
მოსაცდელი ოთახი ან სივრცე, საიდანაც შეიძლება ინსპექტირების სრულ
პროცესზე შეუფერხებლად დაკვირვება. მოსაცდელი და დაკვირვების სივრცეები
მინიშნებული უნდა იყოს შესაბამისი მაჩვენებლით და შეძლებისდაგვარად

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 23


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

იატაკზე მარკირებით. მოსაცდელი ოთახი ან სივრცე უნდა იყოს


უზრუნველყოფილი კომფორტული სკამებით და წყლით;
 მომხმარებლისთვის გამოიყოს საპირფარეშოები, რომლეთაგან ერთ-ერთი იქნება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ინსპექტირების ცენტრის
პერსონალისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე საპირფარეშო;
 მოწყობილი უნდა იყოს გარე განათება;
 პტი ცენტრი სრულად უნდა იყოს დაცული კლიმატის ზემოქმედებისაგან,
თერმულად იზოლირებული, წყალგაუმტარი, ცემენტის ან რკინის არასრიალა
ზედაპირიანი იატაკით, უნდა ჰქონდეს საკმარისი განათება და ვენტილაცია;
 PTI ცენტრს უნდა ჰქონდეს ეფექტური ვენტილაციის სისტემა ან გამონაბოლქვის
გამწოვი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი კატეგორიის ასს-ის
გამონაბოლქვის სისტემაზე მისაერთებლად, რათა თავიდან აცილებულ იქნეს
გამონაბოლქვის ან სხვა მავნე აირების დაგროვება, უზრუნველყოფილ იქნეს
ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა 2008/50 / EC დირექტივის ნორმების
შესაბამისად.

4.2.4 IT ოთახი
აკრედიტაციის მოთხოვნის ფარგლებში, თითოეულ პტი ცენტრს უნდა ჰქონდეს
უზრუნველყოფილი სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი, აგრეთვე ელექტროენერგიის
მიწოდება კომპიუტერული მოწყობილობისთვის (სერვერი და სამუშაო სადგური).
რეკომენდებულია, რომ IT ოთახი იყოს საოფისე სივრცეში, რომელიც უნდა
აკმაყოფილებდეს ინსტალაციის შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
 ბრტყელი ჰორიზონტალური ზედაპირი თავისუფალი სივრცით, მოსახერხებელ
სამუშაო სიმაღლეზე, სადაც შეიძლება დამონტაჟდეს პროგრამული
უზრუნველყოფის აპარატურა. გამოყოფილი ფართი საკმარისი უნდა იყოს
აღჭურვილობისათვის. ზედაპირი უნდა შეასაბამებოდეს აღჭურვილობას და ხელს
უწყობდეს აპარატურის მუშაობას. გამოყოფილი ფართის გარემო უნდა იყოს
შესაფერისი და თავისუფალი პოტენციური საფრთხეებისაგან (წყალი და სხვ.).
 IT ოთახის მდებარეობა შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მოსახერხებელი, დაცული
მზის პირდაპირი გამოსხივებისაგან, ნესტიანობის, მტვრის, ჭუჭყისა და
ტემპერატურის ზემოქმედებისგან.
კონსულტანტი კომპანია დეტალებში განიხილავს ამ ოთახის ზომებსა და
ინფრასტრუქტურას ცალკე ანგარიშში.

4.2.5 ინსპქტირების (ტესტირების) სივრცე


რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ გარემოებებს:
 შენობაში თავისუფალ და შეუფერხებელ შესვლას და შენობიდან გამოსვლას, იმ
პირობით, რომ ზომები შეესაბამება ამ კატეგორიის მიმართ არსებულ
აკრედიტაციის მოთხოვნებს;
 სიგანე და სიმაღლე, რომლებიც შეესაბამება კონკრეტული ასს-ის კატეგორიას და
რომლის ინსპექტირებაზეც არის გაცემული აკრედიტაცია. შენობის სტრუქტურის
ნებისმიერი ნაწილი, ან სხვა დამხმარე მოწყობილობა, რომლიც შედის ტესტირების

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 24


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

სივრცის ფარგლებში, ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ არ მოხდეს ასს-ს


მოძრაობის შეფერხება;
 ტესტირების ხაზის აღჭურვილობისგან თავისუფალი ნაწილი შეიძლება იყოს
შენობის გარეთ;
 შესაბამისი საერთო განათება. უნდა არსებობდეს შესაბამისი ხელოვნური ან
ბუნებრივი განათება, რათა შესაძლებელი იყოს სირთულის გარეშე ინსპექტირების
ჩატარება;
 ინსპექტირების სივრცე უნდა იყოს დახურული და დაცული ყველანაირი
ბუნებრივი ზეგავლენისგან;
 ინსპექტირების შენობა სასურველია იყოს აგებული ბეტონის კონსტრუქციით და
ფასადით ან მსუბუქი კონსტრუქციის, თერმოიზოლირებული მასალებით. ასეთი
ტიპის მასალები ხშირად არის გამოყენებული საწარმოო და კომერციულ
შენობებში მისი სწრაფი დამზადებისა და დაგების, მაღალი ხარისხისა და
მდგრადობის გამო. ფასადი, ექსტერიერი და ინტერიერი უნდა იყოს ერთგვაროვან
ან სპეციალურად შერჩეული ფერებში შეღებილი და ყოველთვის უნდა იყოს
შენარჩუნებული მოვლილ და სუფთა მდგომარეობაში;
 იატაკი უნდა იყოს რკინა-ბეტონის, ბრტყელი, წყალგაუმტარი და საპოხ-საზეთი
მასალების ზემოქმედებისგან დაცული.
თუ საინსპექციო სივრცეები, მიმდინარე სხვა მომსახურების სივრცეებისგან კედლებით არ
არის გამოყოფილი, არსებობს ინსპექტირების ხელის შეშლის ან შეფერხების დიდი
ალბათობა.
შესაბამისად, ინსპექტირების პროცესის დროს ტესტირების სივრცე უნდა იყოს დაცული
და გამოყოფილი ყველა არასაინსპექციო საქმიანობისა და დანადგარისგან. ის უნდა იყოს
იზოლირებული პტი ცენტრის შენობის ადმინისტრაციული სივრცისგან (მიმღები,
სალარო, მოსაცდელი ოთახი, დამხმარე და სხვა სივრცეები).

4.2.6 ნიშნები და აბრები


აბრა პტი ცენტრის დასახელებითა და ლოგოთი (შესაძლებელია პტი ცენტრის
აკრედიტაციის სფეროს შესახებ ინფორმაციითაც), რომელიც ნათლად უნდა ჩანდეს
შესასვლელის მხრიდან, მყარად უნდა დამაგრდეს თვალსაჩინო ადგილზე ასევე მყარად
განთავსებულ სამაგრზე.
ფირმის სახელი უნდა იყოს მითითებული თვალსაჩინოდ და გასაგებად.

პტი ცენტრის შენობის გარეთ და შიგნით განთავსებული ნიშნები უნდა იყოს ადვილად
დასანახი და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
 გარეთ განთავსებული ნიშნებით უნდა იყოს მითითებული:
o ცენტრის მთავარი შესასვლელი;
o ცენტრის სამუშაო საათები;
o ცენტრის ადმინისტრაციული და საინსპექციო სივრცეების შესასვლელები;
 შიგნით განთავსებული ნიშნებით უნდა იყოს მითითებული:
o ცენტრის სხვადასხვა სექციები: შესასვლელი - გამოსასვლელი, პარკინგი,
მიმღები, სალარო, ინსპექტირების ხაზები, ადმინისტრაცია და სხვა.
o მოწევის აკრძალვა ინსპექტირების სივრცეში;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 25


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

o ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა;
o საინსპექციო სივრცეში შესვლის აკრძალვა;
პტი ცენტრებმა, ასს-ის ინსპექტირების მსურველების საყურადღებოდ, ცენტრში არსებულ
საინფორმაციო დაფაზე, რომელიც დაცული იქნება გამჭვირვალე დამცავი საფარით,
აგრეთვე უნდა გამოაქვეყნონ შემდეგი ინფორმაცია:
 პტი ცენტრის აკრედიტაციის მოწმობა;
 მომსახურების ღირებულება კატეგორიების მიხედვით და სააპელაციო და
გასაჩივრების პროცედურების სრული აღწერა.

4.3 ტესტირების ხაზების ტიპები

ტექნიკური ინსპექტირების პროცედურებისათვის სატრანსპორტო საშუალებები


გადანაწილებულია ინსპექტირების ოთხ ჯგუფში. შესაბამისად იქნება ოთხი ტიპის
ტესტირების ხაზი. თითოეული პტი ცენტრი უნდა იყოს დაპროექტებული და
აღჭურვილი ისე, რომ განხორციელდეს ყველა საჭირო ტესტი კონკრეტული ასს-ის
კატეგორიის მიმართ.

4.3.1 სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი კატეგორიები


1) M კატეგორია: მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ასს;
2) N კატეგორია: ტვირთის გადასაზიდი ასს;
3) L კატეგორია: 2 და 3 მთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები და კვადროციკლები;
4) O კატეგორია: მისაბმელები და ნახევარმისაბმელები;
5) T კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ტრაქტორები და მათი
მისაბმელები;

L კატეგორია - მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები

კატეგორია სატრანსპორტო საშუალების აღწერა

მოპედები

ორთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური


კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის:
L1e  ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს
 ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური
გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს.

სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური


კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის:
 ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ნაპერწკლური
ანთების ძრავის შემთხვევაში
L2e
 მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს სხვა
შიგაწვის ძრავის შემთხვევაში
 მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს
ელექტროძრავის შემთხვევაში.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 26


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

მოტოციკლები

ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლის


გარეშე, შიგაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა
L3e
აღემატება 50 სმ3-ს ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება
45კმ/სთ-ს

ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით,


L4e შიგაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-
ს ან/და მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45კმ/სთ-ს

ტრიციკლი

სიმეტრიულად განლაგებული სამი თვლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო


საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავის (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა)
L5e
ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული
სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს;

კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შემდეგი


მონაცემებით

კვადროციკლები, რომელთა დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს,


ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა
კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩაითვლება, რომლის
მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და
რომლის
 შიგაწვის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-

L6e
 სხვა შიგაწვის ძრავის შემთხვევაში მაქსიმალური სასრგებლო
გამომავალი სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს
 ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული
სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს
ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს,
ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად;

კვადროციკლები გარდა L6e კატეგორიისა, რომელთა დაუტვირთავი მასა


არ აღემატება 400 კგ-ს (550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის
გადასაზიდად), ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში
L7e
აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩაითვლება
და რომლის მაქსიმალური სასრგებლო გამომავალი სიმძლავრე არ
აღემატება 15კვტ-ს.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 27


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს


ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს,
ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად;

M კატეგორია - მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, არანაკლებ ოთხი თვლის მქონე


ასს

კატეგორია ასს-ის აღწერა

3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი


M1 (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა,
გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება;

5 000 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის და 8-ზე მეტი


M2 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

5 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის და 8-ზე მეტი


M3 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

N კატეგორია - არანაკლებ ოთხი თვლის მქონე ტვირთის გადასაზიდი ასს

კატეგორია ასს-ის აღწერა

3500 კგ-ზე ნაკლები ნებადართული მაქსიმალური მასის და არანაკლებ


N1 ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი
ავტოსატრანსპორტო საშუალებები

3500 კგ-ზე მეტი და 12 000 კგ-ზე ნაკლები ნებადართული მაქსიმალური


N2 მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი
ავტოსატრანსპორტო საშუალებები

12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის


N3
გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

O კატეგორია - მისაბმელები და ნახევარმისაბმელები

კატეგორია ასს-ის აღწერა

O1 750 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები

750 კგ-დან 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე


O2
მისაბმელები

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 28


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

3500 კგ-დან 10 000 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე


O3
მისაბმელები

O4 10 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები

4.3.2 ტესტირების ხაზების ტიპები


1) ტესტირების ხაზი 2 თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისთვის.
მოტოციკლების ხაზი: MC
o L1, L2, L3, L4
2) ტესტირების ხაზი 3,5 ტონამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების
ინსპექტირებისთვის : LV კატეგორიები
o M1, M2
o N1
o O1,O2,
o L5, L6, L7 სამთვლიანი ასს-ები და კვადროციკლები - LV
3) ტესტირების ხაზი 3,5 ტონაზე მეტი სატვირთო ასს-ების ინსპექტირებისთვის - HV
o M2, M3
o N2, N3
o O3, O4
4) უნივერსალური ტესტირების ხაზი ყველა ასს-ების კატეგორიის
ინსპექტირებისთვის - (გარდა L კატეგორიისა)

4.4 ტესტირები ხაზების განთავსების გეგმა / განლაგება:


ზოგადი რეკომენდაციები ყველა ტიპის ხაზის განლაგებისათვის:
 დანადგარ-მოწყობილობები გარე კიდეებით მინიმუმ 0,6 მ-ით უნდა იყოს
დაშორებული ერთმანეთისაგან, თუ დამატებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული მოწყობილობ(ებ)ის ქარხანა -დამამზადებლის მიერ;
 სამუშაო ადგილის ჩათვლით, მინიმუმ 0,6 მ უნდა იყოს თავისუფალი სივრცე
სათვალთვალო ორმოს გარშემო. გამონაკლისი: სადგომ სივრცეზე მონიშნული
უნდა იყოს ნულოვანი ხაზი (ან ხაზები) იმისთვის, რომ ასს-ს მაშუქი სწორად
განთავსდეს ფარების ტესტერის მიმართ.
 1 მ მინიმალური თავისუფალი სივრცით შესასვლელიდან სათვალთვალო
ორმოს/ამწეს დასაწყისამდე და 1,5მ სივრცით სათვალთვალო ორმოს/ამწეს
ბოლოდან გასასვლელამდე;

4.4.1 მოტოციკლების ხაზი, ორთვლიანი ასს-ბი - MC


 ტესტირების ხაზი შემდეგი მონაცემებით:

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 29


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

o ინსპექტირების სივრცე: 4მ სიგანე x 5მ სიგრძე x 2.5მ სიმაღლე, რომელიც


უნდა მოიცავდეს სამუხრუჭო ტესტირების და/ან ფარების ტესტირების
სივრცეს;
o სატრანსპორტო საშუალების
შესასვლელი/გასასვლელი: მინიმუმ 2.3მ
სიგანე და 2.0მ სიმაღლე;
o შესაბამისი დომკრატები ან დგარები
იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს
ცენტრალური საყრდენის არმქონე
მოტოციკლის თითოეული თვლის
დამოუკიდებლად აწევა;
o „მოტოციკლის გეომეტრიის გაზომვის
აპარატი“, რომელიც ზომავს სატრანსპორტო
საშუალების (მოტოციკლები, სკუტერები,
მოპედები) წინა და უკანა საბურავების
ვერტიკალური ღერძების ცდომილებას (მმ-
ში) მოძრავ მდგომარეობაში, უნდა იყოს განთავსებული ერთ დონეზე
გასწორებულ ზედაპირზე.

არასავალდებულო:
o თვლის დამჭერი სტენდი, რომელსაც შეუძლია აწიოს სატრანსპორტო
საშუალება კომფორტულ სამუშაო სიმაღლეზე;
o სამუხრუჭო სტენდზე მოტოციკლის დამჭერები.
 MC სამუხრუჭო ტესტირების სივრცე
გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ:
o მდებარეობდეს მინიმუმ 4.6მ სიგრძის და 1.2მ სიგანის თავისუფალ სამუშაო
სივრცეზე, ცენტრალური განლაგებით, გსტ-ს ცენტრალური ხაზიდან წინ
და უკან არანაკლებ 2.1მ-ის მანძილზე, ერთ
დონეზე გასწორებულ ზედაპირზე
(პრაქტიკიდან გამომდინარე ცდომილება
მაქსიმუმ 12მმ);
o მონიტორი უნდა იყოს განთავსებული ისე,
რომ ინსპექტირების დროს ადვილი იყოს
მონაცემების დანახვა.
 მინიმალური ზომები. შეჯამება

სამუხრუჭო
ხაზი შესავლელი გამოსასვლელი
სივრცე
სიგრძე 5,0მ 4,6მ
სიგანე 4,0მ 1,2მ 2,3მ 2,3მ
სიმაღლე 2,5მ 2,0მ 2,0მ

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 30


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

4.4.2 ტესტირების ხაზი 3,5 ტონამდე მსუბუქი ასს-ს ინსპექტირებისთვის - LV


ქვემოთ მოცემული განლაგების მიზანი არის მინიმუმ 2 ასს-ს ერთდროული
ინსპექტირების უზრუნველყოფა
 ტესტირების ხაზი შემდეგი მონაცემებით:
o ასს-ს შესასვლელის და გამოსასვლელის მინიმალური ზომები: სიგანე 3მ,
სიმაღლე 3მ;
o ტესტირების ხაზის მინიმალური
სიგანე 4.5მ;
o ტესტირების ხაზის ჭერის
სიმაღლე (სათვალთვალო ორმოს
შემთხვევაში) მინიმუმ 3,5მ,
პრაქტიკიდან გამომდინარე
მაღალსახურავიანი ასს-ს
ინსპექტირებისათვის
რეკომენდებულია სიმაღლე 5მ;
o ტესტირების ხაზის ჭერის
სიმაღლე ამწეს გამოყენების
შემთხვევაში მინიმუმ 5მ;
o ტესტირების ხაზის სიგრძე რეკომენდებულია მინიმუმ 16,8მ
სათვალთვალო ორმოს შემთხვევაში და 15,5მ ამწეს შემთხვევაში.
შესაძლებელია გადახურულ შენობაში განთავსდეს ტესტირების ხაზის
მოცემული სიგრძის ნაწილი, იმ პირობით, რომ მინიმალური მანძილი
შესასვლელიდან ხაზზე განთავსებულ აღჭურვილობამდე იქნება 1 მეტრი,

 ქვემოდან დათვალიერება: ამწე


ამწე პლატფორმა შემდეგი მონაცემებით
o პლატფორმის სიგრძე მინიმუმ 3.9მ
o ამწე პლატფორმის ნაწილები არ
უნდა იყოს 25მმ-ზე მეტად
ამოწეული პლატფორმის
ზედაპირიდან;
o პლატფორმის სიგრძე არ შეიცავს
პანდუსების სიგრძეს;
o მაკრატლის ტიპის ამწეს
გამოყენების შემთხვევაში,
მაკრატლები უნდა იყოს
პლატფორმის ქვეშ
განლაგებული ისე, რომ
იძლეოდეს ასს-ის თავისუფლად დათვალიერების საშუალებას;
o პლატფორმის ზედაპირის იატაკის დონიდან აწევის სიმაღლე მინიმუმ 1,4მ;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 31


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

o მინიმუმ 0.7მ სიგანე პლატფორმების შიდა კიდეებს შორის და მინიმუმ 2.1მ


სიგანე გარე კიდეებს შორის;
o მინიმალური უსაფრთხო ტვირთამწეობა 3,5 ტონა, რომელიც ნათლად
უნდა იყოს მარკირებული ამწეზე;
o ამწეზე დამონტაჟებული, ნათლად მარკირებული დომკრატი,
რეკომენდებული მინიმალური 2.6 ტონის ტვირთმწეობით, რომელსაც
შეუძლია წინა ან უკანა ღერძის ორივე საბურავის ერთდროული აწევა.
ამწეზე მისაღებია დუბლირებული დოკმრატის მოწყობილების
გამოყენებაც;
o შესაძლებელია თვლების საბჯენი სოლების მოხმარება, რომლებიც
ავტომატურად მოქმედებენ ამწეს გამოყენების დროს.

 ქვემოდან დათვალიერება
სათვალთვალო ორმო შემდეგი მახასიათებლებით:

o უწყვეტი სამუშაო სიგრძე მინიმუმ 6მ;


o არანაკლებ 0,76მ და არა უმეტეს 1მ სამუშაო სიგანე სათვალთვალო ორმოს
კედლებს შორის;
o სიღრმე მინიმუმ 1,6მ მაქსიმუმ 1.75მ მთელს სამუშაო სიგრძეზე. ამ
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს
საფეხურები;
o აუცილებელია პერსონალისთვის
მოსახერხებელი წვდომა, რომელიც არ
მოქმედებს სამუშაო სივრცის ზომებზე.
ჩასასვლელების / ამოსასვლელების და
საფეხურების ზომები უნდა
აკმაყოფილებდეს ნორმებს, მათ შორის
მინიმალურ თავისუფალ მანძილს 0,6მ-ს
მის გარშემო არსებულ
მოწყობილობებთან, კედელთან,
კარებთან.
o ნესტის ზემოქმედებისგან იზოლირებული;
o სათვალთვალო ორმოზე უნდა იყოს აწევისთვის აუცილებელი
აღჭურვილობა - დომკრატი, რომლის ნაწილები არ უნდა იყოს 25მმ-ზე
მეტად ამოწეული სათვალთვალო ორმოს ზედაპირიდან;
o შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკისარზე დაყრდნობილი, იატაკზე
გამართულად დამონტაჟებული მოძრავი თეფშები, რომლებიც თვლების
ერთი ზღვრული პოზიციიდან მეორე ზღვრულ პოზიციამდე თავისუფლად
მოტრიალების საშუალებას იძლევა;
o სათვალთვალო ორმოზე დამონტაჟებული თვლის ფოლხვის დეტექტორის
არცერთი ნაწილი არ უნდა იყოს სათვალთვალო ორმოს სამუშაო ზონის
დასაწყისიდან 1.5 მეტრზე ახლოს. თვლის ფოლხვის დეტექტორები უნდა

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 32


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

იყოს განლაგებული ისე, რომ სათვალთვალო ორმოში მუშაობის დროს


ინსპექტორს ჰქონდეს საკმარისი ადგილი, ჩაატაროს საჭირო შემოწმება;
o დამცავი კონსტრუქციები არ უნდა აღემატებოდეს 25მმ-ს სათვალთვალო
ორმოს ზედაპირიდან;

 ფარების ტესტირების სივრცე


ფარების ტესტირების მოწყობილობა შემდეგი მონაცემებით:
o 2,5მ სიგრძის, იატაკში ჩამონტაჟებული და ერთ დონეზე გასწორებული რელსი ან
გადაადგილების ხაზი ბორბლებიანი ფარების ტესტერისთვის;
o ფარების ტესტირების სტენდი დაყენებულია
 ასს-ისთვის მონიშნულ სადგომზე, რომლის ზედაპირიც გასწორებულია ერთ
დონეზე, არაუმეტეს 6მმ ცდომილებით ნებისმიერ 3მ სიგრძეზე და:
i. 4.5მ სიგრძის და 2,5მ სიგანის გამოყოფილ ფართობზე,
რომელიც იზომება საწყისი ხაზიდან, რომელიც შეიძლება
შეიცავდეს ამწეს პლატფორმას, სათვალთვალო ორმოს ან
სამუხრუჭო სივრცეს;
ii. თუ ფარების ტესტირების დროს ასს-ს თვლები, თვლის
ფოლხვის დეტექტორის ფირფიტებზეა, მაშინ ისინი ასევე
უნდა გასწორდეს ერთ დონეზე, არაუმეტეს 6მმ
ცდომილებით;
iii. დამატებითი მოწყობილობები, რომლებიც დამონტაჟდება
სადგომ სივრცეში, უნდა შეესაბამებოდეს დონის გასწორების არაუმეტეს
6მმ ცდომილების მოთხოვნებს;
 რელსები უნდა იყოს გასწორებული დონესთან 2მმ-ის ცდომილებით და
სადგომ სივრცეზე მოთავსებული ასს-ის ფარების პარალელურად. რელსები
უნდა იყოს სწორი და ფარების ტესტერს არ უნდა ჰქონდეს რამენაირი
შეფერხება ნებისმიერ წერტილში
რელსების ან გადაადგილების ხაზის
გასწვრივ მოძრაობისას.
 დაუშვებელია ფარების ტესტერის უკან
0,6მ მანძილზე რაიმეს იატაკზე
დამონტაჟება;
 სადგომ სივრცეზე მონიშნული უნდა
იყოს ნულოვანი ხაზი (ან ხაზები)
იმისთვის, რომ ასს-ის მაშუქი სწორად
განთავსდეს ფარების ტესტერის მიმართ.

 სამუხრუჭო ტესტირების სივრცე


გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ

o მდებარეობდეს მინიმუმ 14მ სიგრძის და 3.5მ სიგანის თავისუფალ სამუშაო


მონიშნულ სივრცეში ცენტრალური განლაგებით. გსტ-ს ცენტრალური
ხაზიდან წინ და უკან არანაკლებ 2.1მ-ის მანძილზე სივრცე უნდა იყოს ერთ

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 33


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

დონეზე, გასწორებულ ზედაპირზე არაუმეტეს 12მმ ცდომილებით.


დარჩენილი სივრცე არ უნდა აღემატებოდეს 10% დახრას (1მ-ში 100მმ). იმ
შემთხვევაში თუ გსტ დამონტაჟებულია ამწეს ან სათვალთვალო ორმოს
შემდეგ, უნდა არსებობდეს მინიმუმ 4.2მ მანძილი ამწეს პლატფორმის
პირველ წერტილსა
და გსტ-ს
ცენტრალურ ხაზს
შორის. იატაკზე
დამონტაჟებული
ამწეს პანდუსები არ
შედის მოცემულ
სივრცეში.
o გსტ-ის ნებისმიერი
ნაწილი უნდა იყოს
არანაკლებ 0,6მ
დაშორებული
სათვალთვალო
ორმოდან ან ამწეს პლატფორმიდან;
o გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქციები;
o მონიტორი უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ ინსპექტირების დროს
ადვილი იყოს მონაცემების დანახვა;
o არსებობს თვლების შეყრის კუთხის გამზომის სამუხრუჭო სტენდთან
ერთად დამონტაჟების 2 მეთოდი:
 ასს-ის ორივე ღერძის თვლების შეყრის კუთხის გაზომვით
სამუხრუჭო და ამორტიზატორის ტესტერებამდე, ამ შემთხვევაში
უნდა განთავსდეს მინიმუმ 3.5მ დაშორებით სათვალთვალო ორმოს
დასაწყისამდე;
 მხოლოდ წინა ღერძის შეყრის კუთხის გაზომვის შემთხვევაში -
0.80მ დაშორებით სამუხრუჭო და/ან ამორტიზატორების
ტესტირების სტენდიდან ან სათვალთვალო ორმოდან, თუ
დამატებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
მოწყობილობ(ებ)ის ქარხანა -დამამზადებლის მიერ;

 მინიმალური ზომები. შეჯამება

ფარების სამუხრუჭო
შესავლელი/ სათვალთვალო
ხაზი(1) ტესტირების ტესტირების ამწე(4)
გამოსასვლელი(2) ორმო
სივრცე სივრცე (3)
სიგრძე 16,8/15,5მ 4,5მ 14,0მ 6,0მ 3,9მ
სიგანე 4,5მ 3,0მ 2,5მ 3,5მ 0,76-1,0მ
სიმაღლე
(სათვალთვალო 3,5მ 3,0მ
ორმოთი)
სიმაღლე
5,0მ 3,0მ
(ამწით)
სიღრმე 1,6-1,75მ

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 34


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

(1) აღნიშნული ზომები შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს შენობის ზომებს (სამუშაო სივრცე,
ადმინისტრაციული შენობის გარეშე)
(2) ეს ზომები ემთხვევა ინსპექტირების (ტესტირების) სივრცის შესასვლელს;
(3) სამუხრუჭო ტესტერის სივრცის ნაწილი შეიძლება იყოს შენობის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ გსტ
დამონტაჟებულია მინმუმ 1.5მ-ზე შესასვლელიდან ;
(4) პანდუსის გარეშე;

4.4.3 ტესტირების ხაზი 3,5 ტონაზე მეტი სატვირთო ასს-ს ინსპექტირებისთვის - HV


 ტესტირების ხაზი
 ასს-ს შესასვლელის და გამოსასვლელის მინიმალური ზომები: სიგანე 4,2მ,
სიმაღლე 4,2მ;
 ტესტირების ხაზის მინიმალური სიგანე 6მ;
 ტესტირების ხაზის ჭერის სიმაღლე მინიმუმ 4,5მ;
 ტესტირების ხაზის სიგრძე მინიმუმ 20,2მ/ 22,2მ (იხილეთ თანდართული
განლაგებები);

 ქვემოდან დათვალიერება
o სათვალთვალო ორმოს უწყვეტი
სამუშაო სიგრძე HV კატეგრიის
ასს-ის ინსპექტირების
შემთხვევაში მინიმუმ 12მ, გარდა
O3 და O4 კატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებების
ინსპექტირების შემთხვევაში,
როდესაც სათვალთვალო ორმოს
მინიმალური უწყვეტი სამუშაო
სიგრძე უნდა იყოს 16მ;
o არანაკლებ 1მ და არა უმეტეს 1,05მ
სამუშაო სიგანე სათვალთვალო
ორმოს კედლებს შორის;
o სიღრმე მინიმუმ 1,4მ მაქსიმუმ
1.6მ მთელს სამუშაო სიგრძეზე. ამ
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
შეიძლება გამოყენებულ იქნეს
საფეხურები;
o შესაბამისი კატეგორიის ასს-ის ყველა წონის მომსახურების შესაძლებლობა;
o ნესტის ზემოქმედებისგან იზოლირებული;
o სასურველია გამაძლიერებლით მართვადი სათვალთვალო ორმოში მოძრავ
პლატფორმაზე დამონტაჟებული დომკრატი, რომლის გადაადგილება
შესაძლებელია სათვალთვალო ორმოს გასწვრივ. მინიმალური უსაფრთხო
ტვირთამწეობით (15,0 ტონა), დომკრატს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ერთი
ღერძის ორივე საბურავის ერთდროული აწევა, რეკომენდებული
ტესტირების პროცედურების თანახმად, წინასწარ განსაზღვრული ასაწევი
წერტილების გამოყენებით. მას აგრეთვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი
დაკიდების სისტემის ასს-ს აწევა;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 35


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

o აუცილებელია პერსონალისთვის მოსახერხებელი წვდომა, რომელიც არ


მოქმედებს სამუშაო სივრცის ზომებზე. უნდა იყოს მინიმუმ თითო
ჩასასვლელი/ამოსასვლელი დასაწყისსა და ბოლოში, ან გვირაბის
მეშვეობით გასვლის საშუალება სათვალთვალო ორმოს ბოლოში, ან
სათვალთვალო ორმოს გასწვრივ;
o სათვალთვალო ორმოზე განთავსებული დამცავი კონსტრუქციები არ უნდა
იყოს 50მმ-ზე მეტად ამოწეული სათვალთვალო ორმოს ზედაპირიდან;
o თვლის ფოლხვის დეტექტორი უნდა იყოს დამონტაჟებული
სათვალთვალო ორმოს თითოეულ მხარეს (რეკომენდებულია
სათვალთვალო ორმოს ბოლოდან 1,5მ-ის მანძილის დაშორებით
დამონტაჟება) დომკრატის გამოყენების ადგილას იმისთვის, რომ
შესაძლებელი იყოს თვლის ფოლხვის დეტექტორის მოქმედების დროს
ინსპექტორის მიერ დეტალების გაცვეთილობაზე „ხელით მექანიკური“
შემოწმება;

 ფარების ტესტირების სივრცე


ფარების ტესტირების მოწყობილობა შემდეგი მონაცემებით:

o 2,5მ სიგრძის, იატაკში


დამონტაჟებული და
ერთ დონეზე
გასწორებული რელსი ან
გადაადგილების ხაზი
ბორბლებიანი ფარების
ტესტერისთვის;
o ფარების ტესტირების
სტენდი დაყენებულია
 ასს-ისთვის
მონიშნულ
სადგომზე, რომლის ზედაპირიც გასწორებულია ერთ დონეზე,
არაუმეტეს 6მმ ცდომილებით 3მ-ის სიგრძეზე და:
i. 14მ სიგრძის და 3მ სიგანის გამოყოფილ ფართობზე, რომელიც იზომება
საწყისი ხაზიდან, რომელზეც შეიძლება იყოს ამწეს პლატფორმა,
სათვალთვალო ორმო ან გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი;
ii. თუ ფარების ტესტირების დროს ასს-ს თვლები თვლის ფოლხვის
დეტექტორის ფირფიტებზეა, მაშინ ისინი ასევე უნდა გასწორდეს ერთ
დონეზე, არაუმეტეს 6მმ ცდომილებით;
iii. დამატებითი მოწყობილობები, რომლებიც დამონტაჟდება სადგომ
სივრცეში, უნდა შეესაბამებოდეს დონის გასწორების არაუმეტეს 6მმ
ცდომილების მოთხოვნებს;
 რელსები უნდა იყოს გასწორებული დონესთან 2მმ-ის ცდომილებით და
სადგომ სივრცეზე მოთავსებული ასს-ის ფარების პარალელურად.
რელსები უნდა იყოს სწორი და ფარების ტესტერს არ უნდა ჰქონდეს

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 36


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

რამენაირი შეფერხება ნებისმიერ წერტილში რელსების ან


გადაადგილების ხაზის გასწვრივ მოძრაობისას.
 ფარების ტესტერი უნდა იყოს გასწორებული და პოზიციონირებული
სადგომი სივრცის მიმართ შესამოწმებელი ფარების ჰორიზონტალური
და ვერტიკალური განლაგების გათვალისწინებით;
 დაუშვებელია ფარების ტესტერის უკან 1მ ის მანძილზე რაიმეს იატაკზე
დამონტაჟება;
 სადგომ სივრცეზე მონიშნული უნდა იყოს ნულოვანი ხაზი (ან ხაზები)
ისე, რომ ფარების ტესტერი, მწარმოებლის მოცემული ლიმიტების
ფარგლებში განთავსდეს ასს-ს მაშუქის მიმართ;
 სხვა სახის ტესტირების მოწყობილობა სადგომ სივრცეში უნდა იყოს
განლაგებული ისე, რომ ხელი არ შეუშალოს ფარების ტესტირების
პროცედურას;
 დამატებით რეკომენდებულია, იატაკში ჩამონტაჟებული რელსები
დამატებით იყოს დაცული დაზიანებისაგან ასს-ს მიერ გადავლის
ადგილებში;

 სამუხრუჭო ტესტირების სივრცე

o გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ


 მდებარეობდეს მინიმუმ 22მ სიგრძის და 4მ სიგანის თავისუფალ ერთ
დონეზე გასწორებულ სამუშაო სივრცეზე, ცენტრალური განლაგებით.
 11მ სიგრძის სადგომი სივრცე შეიძლება იყოს შენობის გარეთ იმ
პირობით, რომ
დასაშვები მასალის
ზედაპირის დონე
გასწორდება
მოთხოვნების
შესაბამისად და
დამონტაჟდება გტს,
შესასვლელიდან /
გასასვლელიდან არანაკლებ 1.5მ დაშორებით;
 ტესტირების დროს ასს უნდა მდებარეობდეს ერთ დონეზე
გასწორებულ ზედაპირზე (არაუმეტეს 5% ცდომილებით);
 მონიტორი უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ ინსპექტირების დროს
ადვილი იყოს მონაცემების დანახვა;
 აუცილებელია შიდა კავშირის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს
ინსპექტორებს, ჰქონდეთ კომუნიკაცია, როდესაც ერთ-ერთი ღერძი
მოთავსებულია გსტ-ზე;
 როდესაც გსტ არ არის განთავსებული სათვალთვალო ორმოზე, მისი
ნებისმიერი ნაწილი არანაკლებ 0,6 მ-ით უნდა იყოს დაშორებული
სათვალთვალო ორმოდან ან ამწეს პლატფორმიდან ან ღრეჩოდან;
 სათვალთვალო ორმოში ჯვარედინად დამონტაჟებული გსტ-ს
შემთხვევაში უნდა იყოს მოწყობილობა, რომელიც აჩერებს გსტ-ს
მუშაობას ადამიანის სათვალთვალო ორმოში ყოფნისას. მოწყობილობა

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 37


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ ხელი არ შეუშალოს და არ ჩაერიოს


სამუხრუჭო ტესტირების პროცესში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია
გსტ-ს დაყენება სათვალთვალო ორმოს დასაწყისიდან 0.5მ-ის
დაშორებით.
 სავალდებულოა თითოეულ გსტ-თან იყოს შესაბამისი ტიპის 4 ცალი
თვლების საბჯენი სოლი;
o ხელმისაწვდომია საშუალებები, რომლებიც სამუხრუჭო ტესტერის
მონაცემებიდან გამომდინარე ადგენს დამუხრუჭების ეფექტურობასა და
დისბალანსს;
o შესაბამისი ქმედებები უნდა იყოს ჩატარებული გსტ-ს განმეორებითი
კალიბრაციისთვის;
o იმ შემთხვევაში, თუ ორივე ღერძის თვლების შეყრის კუთხის გაზომვა
ხდება მუხრუჭების ტესტირებამდე, თვლების შეყრის კუთხის გამზომი
უნდა განთავსდეს გსტ-ს ცენტრიდან მინიმუმ 2.8მ-ის მანძილზე, ხოლო თუ
მხოლოდ წინა ღერძის თვლების შეყრის კუთხის გაზომვა ხდება, გამზომი
უნდა იყოს განთავსებული ქარხანა-დამამზადებლის სახელმძღვანელოს
შესაბამისად;

 მინიმალური ზომები. შეჯამება

ფარების სამუხრუჭო
შესავლელი/ სათვალთვალო
ხაზი(1) ტესტირების ტესტირების
გამოსასვლელი(2) ორმო
სივრცე სივრცე (3)
სიგრძე 20,2, /22,2მ 14მ 22მ 12-16მ
სიგანე 6მ 4,2მ 3მ 4მ 1მ
სიმაღლე 4,5მ 4,2მ
სიღრმე 1,4-1,6მ
(1) აღნიშნული ზომები შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს შენობის ზომებს (სამუშაო სივრცე,
ადმინისტრაციული შენობის გარეშე);
(2) ეს ზომები ემთხვევა ინსპექტირების (ტესტირების) სივრცის შესასვლელს;
(3) სამუხრუჭო ტესტერის სივრცის ნაწილი შეიძლება იყოს შენობის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ გსტ
დამონტაჟებულია მინმუმ 1.5მ-ზე შესასვლელიდან ;
(4) უნივერსალური ხაზის შემთხვევაში, სათვალთვალო ორმოს სიღრმე უნდა იყოს 1,6მ

5 ვენტილაცია
პტი ცენტრებს საინსპექციო სივრცისთვის უნდა გააჩნდეთ სავენტილაციო სისტემა, რათა
თავიდან აიცილონ სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოყოფილი ტოქსიკური
ნივთიერებების შიგნით დაგროვება.
თუ ტესტირების პროცესი დახურულ ფართში წარიმართება, მავნე გაზების
შესამცირებლად და შენობის შიგნით მისი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად უნდა
არსებობდეს შესაბამისი გამწოვი სისტემა, რომლის სიმძლავრეები უნდა
შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს: >400 მ3 /სთ სიმძლავრით LV ხაზებისათვის და
>1000 მ3 / სთ სიმძლავრით HV ხაზებისათვის. ეს სისტემა უნდა კონტროლდებოდეს
ავტომატურად ნახშირბადის მონოქსიდის (CO) და ნახშირორჟანგის (CO2) გამოვლენის
მოწყობილობის მიერ, რომელიც ააქტიურებს გაწოვის სისტემას 10 (ppm) CO ან 5.000 ppm
CO2 -ის კონცენტრაციისას.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 38


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

სათვალთვალო ორმოში უნდა იყოს ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს


სათვალთვალო ორმოში სუფთა ჰაერის მიწოდებასა და ჰაერის სრული მოცულობის
განახლებას საათში სულ მცირე ექვსჯერადი სიხშირით.

5.1 ბენზინსა და გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები


რეკომენდებულია გამონაბოლქვის ტესტირება ჩაუტარდეს ყველა ბენზინსა და გაზზე
მომუშავე ოთხ ან მეტ თვლიან სატრანსპორტო საშუალებას. ტესტირება არ უნდა
ჩაუტარდეს 2 ტაქტიანი ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს.
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ტესტი დამოკიდებულია მისი პირველი
გამოყენების თარიღზე (მაგ: რეგისტრაციის თარიღი ან წარმოების თარიღი თუ
გამოყენებულია საზღვარგარეთ საქართველოში პირველ რეგისტრაციამდე).
ბენზინზე მომუშავე ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებები რომლთა პირველადი
გამოყენება მოხდა გარკვეულ თარიღამდე ან თარიღის მერე (თარიღი უნდა იქნეს
განსაზღვრული), უნდა გამოიცადოს პროცედურით, რომელიც გულისხმობს ნორმალური
უქმი სვლაზე შემოწმებას, ე.წ. "არა-კატალიზატორის" ტესტი, რომელშიც ნახშირბადის
მონოქსიდის (CO) კონცენტრაცია თავსებადი იქნება 3,5%-დან 5%-მდე მოცულობასთან.
აგრეთვე უნდა ჩატარდეს ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ტესტი
გამონაბოლქვის კონტროლის გაუმჯობესებული სისტემებისთვის, როგორიცაა სამმაგი
კატალიზური კონვერტორები, რომლისთვისაც, ნახშირბადის მონოქსიდის (CO)
კონცენტრაცია არ აღემატება 0,5%.

5.2 დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებები


ეს ინსპექტირება ეხება ყველა დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე ოთხ ან მეტ თვლიან
სატრანსპორტო საშუალებას. თუ კვამლიანობის მაჩვენებელი არის 1,5მ-1 ან მის ქვემოთ,
ითვლება, რომ სატრანსპორტო საშუალებას ჩაბარებული აქვს ტესტი და ჩაბარების
შედეგი გამოსახული იქნება საზომ მოწყობილობაზე. 1,5მ-1 ევრო 4-სთვის, ევრო IV-სთვის
ან ევრო 5-სთვის, ხოლო 0,7მ-1 ევრო 6-სთვის და ევრო VI-სთვის, თუ სატრანსპორტო
საშუალებები დარეგისტრირდა გარკვეული თარიღის შემდეგ. ამ თარიღამდე
დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, 2,5მ-1 ატმოსფერული ან 3,0მ-1
ტურბინიანი ძრავისათვის.

6 პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების


აღჭურვილობისადმი არსებული მოთხოვნების განსაზღვრა

სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს სჭირდება სხვადასხვა


სპეციალური სატესტო აღჭურვილობა. პტი ცენტრების ოპერატორი (ინსპქტირების
ორგანო) უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სრულადაა აღჭურვილი ზემოთ ჩამოთვლილი
მოთხოვნილი საშუალებებით და მზად არის თითოეული ასს-ის კატეგორიის

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 39


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ტესტირებისთვის. ყველა მოწყობილობა უნდა იყოს დაცული კარგ, მუშა მდგომარეობაში


და სათანადოდ კალიბრირებული.
ოპერატორის მიერ ინსპექტირების მომსახურების გაწევის ერთ-ერთი მიზანია
ინსპექტირების მეთოდების მოდერნიზების გზით მომსახურების მიწოდების
გაუმჯობესება. ასეთი მოდერნიზება გამოიწვევს მექანიკურიდან ნახევრად
ავტომატიზებულზე და/ან სრულად ავტომატიზებული ინსპექტირების პროცედურებზე
გადასვლას.
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს გაზომვის შესაძლებლობის მქონე სატესტო
აღჭურვილობის სხვადასხვა მწარმოებლისა და მოდელის სია. (საუბარია ისეთ
აღჭურვილბაზე, როგორიცაა: ფარების ტესტერი, სამუხრუჭო ტესტერი, და ა. შ)

6.1 აღჭურვილობის მწარმოებლების ჩამონათვალი


უნდა მოხდეს იმ დოკუმენტების სტანდარტიზება, რომლებშიც განსაზღვრულია
ინსპექტირებისათვის საჭირო ძირითადი აღჭურვილობის მახასიათებლების მოთხოვნები:
 დამამზადებელი
 მოდელი
 გაზომვის შესაძლებლობა
სტანდარტები მუშავდება და მტკიცდება კონსესუსზე დაფუძნებული აღიარებული
სტანდარტების ორგანოს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული
სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროცესის ფარგლებში.
კომპეტენტურ ორგანოს ნებისმიერი მწარმოებლისთვის უნდა ჰქონდეს სტანდარტების
მოთხოვნების შესაბამისი ჩამონათვალი.

6.2 მინიმალური მოთხოვნილი აღჭურვილობა

 ძირითადი აღჭურვილობა:
1) ასს-ების ქვემოდან სათანადოდ დათვალიერებისა და შემოწმების
საშუალება, ინსპექტირების სათვალთვალო ორმო ან ამწე;
2) ფარების ტესტირების საშუალება;
3) სამუხრუჭო ტესტერი;
4) გამონაბოლქვის შესამოწმებელი მოწყობილობა:
1) გაზოანალიზატორი;
2) დიზელის გამონაბოლქვის გამჭვირვალობის მზომი;
5) თვლების შეყრის კუთხის მზომი (მხოლოდ LV კატეგორიისათვის);
6) თვლის ფოლხვის დეტექტორი;

 სხვადასხვა აღჭურვილობა:
7) საბურავის პროტექტორის სიღრმის საზომი;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 40


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

8) სასწორი, რომელიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული ძირითად


მოწყობილობასთან, მაგალითად სამუხრუჭო ტესტერთან;
9) ჰიდრავლიკური/პნევმატური დომკრატები და დგარები;
10) ზეთის ტემპერატურის გაზომვის მოწყობილობა (შესაძლებელია
ინტეგრირებული იყოს დიზელის გამონაბოლქვის გამჭირვალობის
მზომთან)
11) შესამოწმებელი კატეგორიის ასს-ს შესაბამისი თვლების საბჯენი სოლები;
12) სწორად პოზიციონირებული სარკეები;
13) დაბალ ძაბვაზე მომუშავე ინსპექტირების სანათი;
14) ძალაყინი;
15) სიგრძის მზომი;

 დამხმარე მოწყობილობა (არასავალდებულო):


o დენის გენერატორი;
o ჰაერის კომპრესორი;
პტი ცენტრში განთავსებული აღჭურვილობა-დანადგარები უნდა იყოს ზუსტი, საიმედო,
შესაბამისი ინჟინრული სტანდარტებით დამონტაჟებული და თანამედროვე
უსაფრთხოების პარამეტრების მქონე.
ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ინსპექტირების ხაზზე არსებული ყველა
დანადგარ-მოწყობილობის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 41


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

სავალდებულო აღჭურვილობა ასს‐ს ინსპექტირებისთვის. მინიმალური მოთხოვნები 
მაქსიმალური  აღჭურვილობა 
სატრანსპორტო საწვავის 
ნებადართული  კატეგორია 
საშუალებები  ტიპი 
მასა  1  2  3  4.1  4.2  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15 

L1, L2, L3, L4  ბენზინი  X  x  x  X           X  x           x        x 
L1, L2, L3, L4  დიზელი  X  x  x     x        X  x     x     x        x 
მოტოციკლები     
L5, L6, L7  ბენზინი  X  x  x  X           X  x           x        x 
L5, L6, L7  დიზელი  X  x  x     x        X  x     x     x        x 
M1, M2  ბენზინი  X  x  x  X     X  x  X  x  x     x  x  x  x  x 
<3.500კგ 
მგზავრთა  M1, M2  დიზელი  X  x  x     x  X  x  X  x  x  x  x  x  x  x  x 
გადასაყვანად  M2, M3  ბენზინი  X  x  x  X        x  X  x  x     x  x  x     x 
>3.500კგ 
M2, M3  დიზელი  X  x  x     x     x  x  x  x  x  x  x  x     x 
N1  ბენზინი  X  x  x  X     X  x  x  x  x     x  x  x  x  x 
<3.500კგ 
ტვირთის  N1  დიზელი  X  x  x     x  X  x  x  x  x  x  x  x  x  x  x 
გადასაზიდად  N2, N3  ბენზინი  X  x  x  X        x  x  x  x     x  x  x     x 
>3.500კგ 
N2, N3  დიზელი  X  x  x     x     x  x  x  x  x  x  x  x     x 
მსუბუქი 
მისაბმელი 
<750კგ  O1  X     x              x  x           x        x 
<3.500კგ  O2  X     x              x  x           x        x 
მისაბმელი 
>3.500კგ  O3, O4     X     x           x  x  x  x     x  x  x     x 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 42


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

6.3 აღჭურვილობის კალიბრაცია

ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღჭურვილობას ჰქონდეს მოქმედი კალიბრაცია


და/ან სერტიფიკატი, რომელიც უნდა ინახებოდეს პტი ცენტრში. ოპერატორი
დარწმუნებული უნდა იყოს, რომ აღჭურვილობა არის დაკალიბრებული შესაბამისი
პერიოდულობით და ყველა ჩანაწერი შენახულია.
თითოეულ დანადგარს უნდა მოჰყვებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული
მომხმარებელისთვის / ოპერატორისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელო,
რომელიც უნდა შეიცავდეს კალიბრაციის მეთოდებს და ტექნიკური მომსახურების
ინსტრუქციას.
ოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს
შემდეგი ინფორმაცია:

 აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ჩატარების რეგისტრი;


 აჭღურვილობის თითოეული ელემენტის გაუმართაობის აღრიცხვა;
 საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების თითოეული ელემენტის
კალიბრაციის ჩვენებების ჩანაწერები;

6.3.1 კალიბრაციის პროგრამა. აღჭურვილობის ინსპექტირების ჩანაწერები


კალიბრაციის პროგრამა და პროცედურები უნდა განსაზღვრავდნენ კალიბრაციის
პროცესებს, საჭიროების შემთხვევაში, გარემო პირობებს, სიხშირესა და კალიბრაციის სხვა
მიზეზებს, მიღების კრიტერიუმებსა და საჭირო მოქმედებებს იმ შემთხვევაში, თუ
შედეგები არადამაკმაყოფილებელი ან/და არასაკმარისია.
იმ აღჭურვილობის ინსპექტირების ჩანაწერები, რომლებიც მოითხოვს კალიბრაციას,
უნდა იყოს შეტანილი სარეგისტრაციო წიგნში (ბეჭდური და ციფრული ასლები). აგრეთვე
უნდა იყოს შეტანილი აღჭურვილობის ისეთი მონაცემები, როგორებიცაა: ტიპი,
გამოშვება, მოდელი, სერიული ნომერი.
ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნის შესაბამისად შეასრულოს კალიბრაციის პროცესი,
გააკონტროლოს კალიბრაციისა და მოწყობილობის ვადის გასვლის თარიღები. ეს
თარიღები უნდა იყოს იდენტიფიცირებადი კალიბრაციის სერტიფიკატის გამოყენებით.
კალიბრაციის სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან სამი (3), ექვსი (6), ან
თორმეტი (12) თვის განმავლობაში. კალიბრაციის პროცესის სიხშირე და
კალიბრატორების კვალიფიკაცია უნდა იყოს განსაზღვრული ყველა პტი ცენტრის
სამოქმედო გეგმაში.
გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ტესტის
დატვირთვის შესახებ ჩანაწერს, მაჩვენებლების მონაცემებს და პროცენტულ ცდომილებას.
შემდეგი ლიმიტი მოქმედებს წინა და რევერსულ ოპერირებაზე შესაბამის შემთხვევებში.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 43


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერების მინიმალური მაჩვენებლებია:

მოტოციკლები
შემოწმებული 0 50 kgf 100 kgf 200 kgf 300 kgf
(110 lb) (220 lb) (440 lb) (660 lb)
მსუბუქი ასს-ები
შემოწმებული 0 100 kgf 200 kgf 400 kgf 600 - 800 kgf
(1320 - 1760
(220 lb) (440 lb) (880 lb)
lb)
სატვირთო ასს-ები
1200 - 1500
შემოწმებული 0 200 kgf 400 kgf 600 - 800 kgf
kgf
(1320 – 1760 (2640 - 3300
(440 lb) (880 lb)
lb) lb)
 სამუხრუჭო ძალის ჩვენების სიზუსტე უნდა იყოს შემდეგ ფარგლებში:
o ნამდვილი მნიშვნელობის ± 3 kgf (6.6 lb) ნულიდან 100 kgf -მდე, ჩათვლით;
o ნამდვილი მნიშვნელობის ± 3%, ყველა ჩვენებაზე, 100 kgf
მეტისშემთხვევაში;
სასწორის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს დატვირთების ჩანაწერებს, ჩვენებების შედეგებს
და ცდომილების პროცენტულობას. სიზუსტე ±3%, 200-დან 3000 კგ-მდე წონის
განსაზღვრისას. მიყენებული წონა მიკვლევადი უნდა იყოს მიღებულ სტანდარტებთან.
კალიბრაციის სტატუსი ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები შესაბამისი ინსპექტირების
აღჭურვილობაზე, სასურველია შესაფერისი მარკერების ან ეტიკეტების საშუალებით,
რომელზეც მითითებული უნდა იყოს ბოლო ან მომდევნო კალიბრაციის შესრულების
დრო. აღჭურვილობის კალიბრაციის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ ტექსტს:
“დასტურდება, რომ სატესტო აღჭურვილობა დაკალიბრებულია და შეესაბმება
რეგულაციის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს”.

აღჭურვილობა (მწარმოებელი,მოდელი და სერიის ნომერი)   

კალიბრაციის კომპანიის ან სააგენტოს პტი ცენტრი: 


დასახელება და მისამართი  კალიბრაციის სტატუსი:
დასტურდება, რომ სატესტო
აღჭურვილობა
სერტიფიკატის სერიის ნომერი დაკალიბრებულია და შეესაბმება
რეგულაციის მიერ
განსაზღვრულ მოთხოვნებს 

კალიბრატორის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
ხელმოწერა  
წელი წელი წელი წელი

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 44


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

6.3.2 კალიბრაციის სიხშირე და მდებარეობა


 გამონაბოლქვი გაზის ანალიზატორები
o ყოველდღიური (მოწმდება ინსპექტორის მიერ); ხორციელდება მილზე და
ზონდზე გაჟონვის შემოწმება;
o სამი, ექვსი ან თორმეტთვიური – დამოკიდებულია მწარმოებლის მიერ
დაწესებულ მომსახურების გრაფიკზე. ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს
დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, მხოლოდ აღიარებული
დაკალიბრების ტექნიკოსის მიერ. გამონაბოლქვი გაზის ანალიზატორი
დაკალიბრებულ უნდა იქნეს დაკალიბრებისათვის სერტიფიცირებული
გაზის მეშვეობით, როდესაც ატმოსფერული ტემპერატურა აღემატება 5°
ცელციუსს.
 დიზელის გამონაბოლქვის გამჭვირვალობის მზომი
o ყოველკვირეული შემოწმება მომხმარებლის მიერ
o ყოველწლიური დაკალიბრება აკრედიტებული ტექნიკოსის ან
მწარმოებლის მიერ;
 გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი, თვლების შეყრის კუთხის მზომი და
ფარების ტესტერები შეიძლება დაკალიბრებულ იქნეს ნებისმიერ დროს მათი
ბოლო კალიბრაციის თარიღიდან ექვსი თვის განავლობაში. აღჭურვილობა
დაკალიბრებულად ითვლება მეექვსე თვის ბოლომდე. (კალიბრაციის
სერტიფიკატში მოცემულია მხოლოდ მოქმედების ამოწურვის თვე და წელი, თვის
ბოლო დღე უნდა ჩაითვალოს კალიბრაციის ვადის ამოწურვის თარიღად)

6.3.3 კალიბრაციის პროცესი


მოწყობილობები უნდა შემოწმდეს მხოლოდ აკრედიტებული პირის, მწარმოებლის, ან
სხვა კომპანიის მიერ, რომელსაც მწარმოებელმა მიანიჭა უფლება-მოვალეობები. თუ
მოწყობილობას ამოწმებს გამოცდილი ოპერატორი, კალიბრაციას ბოლომდე უნდა
დაესწროს აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელი, რომელმაც შესაძლოა მოითხოვოს
პერიოდული შემოწმება, რათა დაადგინოს მოწყობილობათა გამართულობის ხარისხი.
შემმოწმებლის დასაკალიბრებელ მოწყობილობასთან მუშაობის კვალიფიკაციის
დასადასტურებლად მოითხოვოს შემმოწმებლის მიერ ამ აღჭურვილობის გამოყენების
დემონსტრირება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატორი ასაქმებს მწარმოებელს ან კალიბრაციის
სპეციალისტს, უნდა გაფორმდეს წერილობითი კონტრაქტი და ოპერატორმა უნდა აიღოს
სერტიფიკატი თითოეულ ცენტრში თითოეულ კალიბრაციაზე.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 45


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

6.3.4 კალიბრაციის სერტიფიკატები


კალიბრაციის ყველა სერტიფიკატი უდა შეიცავდეს:

 სერტიფიკატის ნომერს;
 პტი ცენტრის მისამართს და ფორმალურ იდენტიფიკაციას;
 ინფორმაციას არჭურვილობის შესახებ: მწარმოებელს, მოდელს, სერიულ
ნომერს.
 კალიბრატორის თანამდებობას, სრულ სახელს, ხელმოწერასა და კალიბრაციის
თარიღს.
 კალიბრაციის სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღს.

6.4 აღჭურვილობის შენახვა

ინსპექტირების სრული აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს კარგ პირობებში. საზომი


აპარატურა რეგულარულად უნდა დაკალიბრდეს მწარმოებლისა და ინსპექტირების
ორგანოს მიერ შემუშავებული შიდა მართვის სისტემის შესაბამისად, რომელიც
ვალდებულია მოუაროს და მისდიოს ჩვეულებრივ ტექნიკური მომსახურების პროგრამას.
ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს ან მინიმუმ შემოთავაზებულ იქნეს
მწარმოებლის ან მწარმოებლის აგენტის მიერ და უნდა გაიცეს მომსახურების ანგარიში,
რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა შესრულებული აღდგენითი სამუშაო.
ოპერატორი პასუხისმგებელია ყველა ტიპის ელექტროაღჭურვილობის ინსპექტირებისას
და ტესტირებისას გაითვალისწინოს ნებისმიერი სამუშაო სიტუაცია.
მომავალი ოპერატორებისთვის რეკომენდებულია იმუშაონ აღჭურვილობის იმ
მწარმოებლებთან, რომლებსაც ჰყავთ ან ეყოლებათ ადგილობრივი წარმომადგენელი,
რათა დროის უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ აღჭურვილობის მომსახურება და
კალიბრაცია.

6.5 აღჭურვილობის აღწერა. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები

6.5.1 დაბალი ძაბვის ნათურა


ნათურა უნდა იყოს დაბალი ძაბვის ტიპის (არაუმეტეს 36V), რაც შეესაბამება
აკრედიტაციის ცენტრის რეკომენდაციებს. დენის ძალა უნდა იყოს 40-დან 60 ვატამდე და
ნათურა უნდა იყოს გარედან დაცული. დენის მიწოდება უნდა ხდებოდეს კაბელის ან
რელსის გასწვრივ მოძრავი სამაგრებით გაკეთებული სადენით, რომელიც კაბელით, არ
უნდა ეხებოდეს იატაკს.

6.5.2 2,6 და 15 ტონის ტვირთამწეობის დომკრატი


ამწე სისტემას უნდა შეეძლოს ასს-ს წინა ან უკანა ღერძის ორივე თვლის ერთდროული
აწევა ასს-ს მწარმოებლის რეკომენდებული ასაწევი წერტილების მეშვეობით. ამწე

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 46


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

მოწყობილობის უსაფრთხო სამუშაო დატვირთვა უნდა იყოს მინიმუმ 2,6 ტონა LV


კატეგორიის ასს-ისთვის და 15 ტონა HV კატეგორიის ასს-ისთვის.

6.5.3 ფარების ტესტერი


 საჭიროა რეგულირებადი ოპტიკური მილის ეკრანის ტიპის მოწყობილობა და
შესაბამისი სისწორის დამდგენი
საშუალება;
 უნდა ჰქონდეს სიმაღლის 0,5მ-დან 1,22მ-
მდე რეგულირების შესაძლებლობა;
 მარკირებული ვერტიკალური და
ჰორიზონტალური ცენტრალური ხაზებით
ან სხვა ტიპის შეფასების საშუალებით;
 გრადიენტული პროცენტით ფარის სხივის
მიმართულების გაზომვის საშუალება (%);
 ტესტირების მოწყობილობაზე
დამონტაჟებულ ფოტო ელექტრულ უჯრედზე მოინიშნება მოწყობილობაზე
განთავსებული მრიცხველის მიერ გაზომილი სხივების ცხელი წერტილების
ადგილმდებარეობა.
სიზუსტის მინიმალური მისაღები სტანდარტი მოცემულია CEM 2004/108 / EC; EN 301
489-17: 2002 v1.2. დოკუმენტებში და მათ დანართებში. ასევე მისაღებია მოწყობილობები,
რომლებიც აკმაყოფილებს ეკვივალენტურ სტანდარტს.

6.5.4 სასწორი
სათანადოდ დაკალიბრებული სასწორი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც შეიძლება
კომბინირებული იყოს სამუხრუჭო ტესტერთან.
ასს-ის ინსპექტირებისას სასწორიდან მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა
გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული იყოს ინსპექტორის ან
ოპერატორის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.

6.5.5 გაზოანალიზატორი
ოთხტაქტიანი ბენზინისძრავიანი ასს-ებები მოწმდება გაზოანალიზატორით, რომელსაც
გამონაბოლქვ აირებში შეუძლია გაზომოს CO, HC და ლამდას
მონაცემები, იმ მეთოდებისა და სტანდარტების მიხედვით,
რომლებიც მოცემულია დირექტივა 2009/40/EC -ში და შეესაბამება
OIML კლასის O მოთხოვნებს. გაზოანალიზატორის მონაცემები
ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი
ფორმატით და დაცული იყოს ინსპექტორის ან ოპერატორის
ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 47


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

6.5.6 დიზელის გამონაბოლქვის კვამლიანობის მზომი


მზომი, რომელსაც შეუძლია გამონაბოლქვ აირებში კვამლიანობის გაზომვა იმ
მეთოდებისა და სტანდარტების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრულია 2009/40/EC -ში ან
სხვა შესაბამის სტანდარტში. მზომს უნდა შეეძლოს, გაზომოს ძრავის ბრუნთა რიცხვი და
ტემპერატურა. კვამლიანობის მზომმა აგრეთვე უნდა ასახოს ბეჭდური და ციფრული
მონაცემები ძრავის ტემპერატურის, მაქსიმალური ბრუნვის რიცხვისა და უქმი სვლის
დროს ბრუნთა რიცხვის შესახებ თითოეული
აქსელერაციის დროს, ამასთან ერთად დაბეჭდოს
ტესტის თარიღი, დრო და ასს-ს რეგისტრაცია.
დიზელის გამონაბოლქვის კვამლიანობის მზომის
მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს
ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და
დაცული იყოს ინსპექტორის ან ოპერატორის
ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.

6.5.7 თვლების შეყრის კუთხის გამზომი


თვლების შეყრის კუთხის გამზომი ადგენს წინა და უკანა ღერძის გეომეტრიას მსუბუქი
ასს-ებისთვის, 3,5 ტონამდე სრული მასითა და 2,6 ტონის ღერძზე დატვირთვით ან
სატვირთო ასს-ებისთვის, 15 ტონამდე ღერძზე დატვირთვით. თვლების შეყრის კუთხის
გაზომვის ზღვრების დიაპაზონმა უნდა შეადგინოს 0-დან 18 მ/კმ -მდე.
თვლების შეყრის კუთხის გამზომის მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს
ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული იყოს ინსპექტორის ან
ოპერატორის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.

6.5.8 სამუხრუჭო ტესტერი


პტი ცენტრის თითოეულ ხაზს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი გორგოლაჭებიანი
სამუხრუჭო ტესტერი (გსტ), გაზომვის სიზუსტის ცდომილებით ±3%, რომელიც
დამონტაჟებული უნდა იყოს იატაკზე, ისე რომ ინსპექტირების დროს ასს განთავსდეს
საჭირო დონეზე.
დამატებით, თითოეულ ცენტრს უნდა ქონდეს მოწყობილობა, იმისთვის რომ შეამოწმოს
დამუხრუჭების ძალის გამზომველი აპარატის კალიბრაცია.
სამუხრუჭო ტესტერზე ასს-ს ინსპექტირებისას მონაცემების მიღება და ცენტრალურ
სერვერში შესაბამის ფორმატით გადაცემა უნდა იყოს ავტომატური და დაცული
ინსპექტორის ან ოპერატორის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.
სამუხრუჭო ტესტერი უნდა იყოს უსაფრთხო პრაქტიკული გამოყენებისათვის და
ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად მყარი კონსტრუქციის. ტესტერი იატაკში
ჩამაგრდება ქარხანა-დამამზადებლის რეკომენდაციების შესაბამისად.
თითოეულ გსტ-ს თან უნდა ერთვოდეს მომხმარებლის/ოპერატორის სრული
სახელმძღვანელო, რომელიც უნდა მოიცავდეს კალიბრაციის მეთოდს.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 48


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

6.5.9 თვლის ფოლხვის დეტექტორი


3,5 ტონამდე სრული მასის და 2,6 ტონის
ღერძზე დატვირთვის ასს-ს (LV) ან 15
ტონამდე ღერძზე დატვირთვის ასს-ს (HV)
საჭის მექანიზის/დაკიდების ფოლხვის
დასადგენად თვლის ფოლხვის
დეტექტორი უნდა იყოს დამონტაჟებული
სათვალთვალო ორმოს ან ამწეს ორივე
მხარეს.
სათვალთვალო ორმოდან ფირფიტები ისე
უნდა იმართებოდეს, რომ შეიძლებოდეს
ორივე თვლის ახლო დათვალიერება
(მაგალითად პორტატული მოწყობილობით). მოწყობილობის უსაფრთხო და საიმედო
მუშაობის უზრუნველსაყოფად ჰაერის ან სითხის მიწოდებისას აუცილებელია მათი
ფილტრაცია, ხოლო გამოდევნილი ჰაერის შემთხვევაში ფილტრაცია საჭიროა ზეთის
ნალექის თავიდან ასაცილებლად.

6.5.10 საბურავის პროტექტორის სიღრმის მზომი


საბურავის პროტექტორის სიღრმის მზომი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი
თითოეული ტესტირების ხაზისთვის.

6.5.11 ძალაყინი
ძალაყინი გამოიყენება, როგორც დაკიდების გადაბმების, დამაგრებების და საჭის
მექანიზმის შესამოწმებელი ბერკეტი.

6.5.12 თვლების საბჯენი სოლები


თვლების საბჯენი სოლები (4 ცალი) გამოყენებული უნდა იყოს იმისათვის, რომ
შეაფერხოს ასს-ს თვითნებური გაგორება.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 49


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

7 მოთხოვნები პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ და მათი


ტრენინგი

7.1 ძირითადი მოთხოვნები


ასს-ის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა იყოს განხორციელებული
ინსპექტორების მიერ, რომლებიც შეესაბამებიან აქ მოცემული კომპეტენციის და
მომზადების მოთხოვნებს. პტი ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური მენეჯერისა
და ინსპექტორის საწყისი და წლიური განმეორებითი სწავლება.
სწავლება უნდა განხორციელდეს პტი ცენტრის (ინსპექტირების ორგანოს ან ოპერატორის)
სასწავლო დეპარტამენტში ან ოფიციალურ სასწავლო ცენტრებში. ნებისმიერ შემთხვევაში
ამისთვის ტრენინგის დეპარტამენტი ან ცენტრი უნდა იყოს დამტკიცებული
კომპეტენტური ორგანოების მიერ.
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაადგინოს, რომ საწყისი სასწავლო ტრენინგიის
პროგრამის შინაარსი და მისი შემდგომი განახლება ინსპექტორების სასწავლო კურსში
გათვალისწინებული საგნების ცოდნისა და უნარების შენარჩუნების და განვითარების
საშუალებას იძლევა. ცენტრი გასცემს სერტიფიკატს ინსპექტორისა და ტექნიკური.
მენეჯერისთვის, რომელთა მზაობაც შეესაბამებაკომპეტენციისა და სწავლების
მინიმალურ მოთხოვნებს.
ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა თანამშრომელი გაეცნოს და
შეესაბამებოდეს კანონის ამ სფეროში მოქმედ მოთხოვნებს და არ ჰქონდეს მატერიალური
ინტერესი, ჩაერთოს კონფლიქტურ საქმიანობაში.
ოპერატორს, მათ ინსპექტორებს და სხვა მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეთ დიდი
პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობა მომხმარებლის მიმართ, და
ოპერატორმა უნდა მოაწოდოს მდგრადი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა და ასევე
წესების კრებული, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი კლინტების საჩივრებთან
სათანადო მუშაობის პროცედურები.

7.2 როლები და პასუხისმგებლობა. სავალდებულო როლები


იქამდე, სანამ ოპერატორი დაიწყებს პტი ცენტრის მართვას და ინსპექტირების დაწყებას,
კონკრეტული როლები უნდა იყოს განაწილებული პირებს შორის. ეს როლები
განსაზღვრავენ პიროვნების პასუხისმგებლობას ინსპექტირების პროცესში და
უზრუნველყოფენ მათ შესაბამის წვდომას IT სისტემაში.

ინსპექტირების ცენტრის ზომიდან გამომდინარე, მომსახურე პერსონალმა შესაძლოა


შეასრულოს ერთი ან რამდენიმე როლი.

 კანონიერი წარმომადგენელი არის პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია


იურიდიული პირის საქმიანობაზე, დანიშნულია ოპერატორის მიერ იმისთვის

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 50


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

რომ წარმოადგინოს ან იმოქმედოს ოპერატორის სახელით კერძო, ბიზნეს ან


იურიდიულ საკითხებში.
 პტი ცენტრის ტექნიკური მენეჯერი. პიროვნება, რომელიც ანხორციელებს
უშუალო კონტროლს ინსპექტირებაზე. იგი პასუხისმგბელია პტი სერვისის
მართვაზე. ტექნიკური მენეჯერის ფუნქცია მოიცავს შემდეგი საკითხების
მართვას: პროცედურები, მომსახურება და კალიბრაცია, ანგარიშები და
სერტიფიკატები, ადმინისტრაციული ღონისძიებები, დისციპლინისა და
აპელაციის პროცესი. აკრედიტაციის ფარგლებში ის პასუხისმგებელია დანიშნოს
ან მოხსნას პირები კონკრეტული როლის შესრულებიდან. თითოეულ პტი
ცენტრზე მიმაგრებული უნდა იყოს ერთი კონკრეტული ტექნიკური მენეჯერი.
ამავე დროს, ამ ტექნიკურ მენეჯერს შეუძლია თავისი ფუნქციის შესრულება
ოპერატორის რამდენიმე პტი ცენტრში. მას ასევე შეუძლია შეასრულოს სხვა
ფუნქციებიც, როგორიცაა პტი სისტემაში პერსონალის დარეგისტრირება და
მოწყობილობების შესახებ დეტალების განახლება.
 პტი ინსპექტორი - პიროვნება, რომელიც დანიშნულია ოპერატორის მიერ და
რომელსაც მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლებები.
 ხარისხის კონტროლერი; ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი
კონტროლის სისტემის სათანადო სისტემა თითოეული პტი ცენტრისთვის. ეს
საქმიანობა უნდა შესრულდეს ინსპექტორებისათვის, რომელთაგან ერთი
დაინიშნება ხარისხის კონტროლერად, ყოველ სამ თვეში ერთხელ მაინც.
თითოეული ხარისხის კონტროლის შემოწმება ხორციელდება ნორმალურ
გარემოში შემოწმებულ ასს-ზე. ხარისხის კონტროლის შემოწმების ტესტი უნდა
მოიცავდეს ტესტირების ყველა ასპექტს, მათ შორის:
o ინსპექტირების რუტინა და პროცედურები;
o ტესტირების სტანდარტები;
o ტესტირების აღჭურვილობის გამოყენება;
o დოკუმენტაცია.

7.3 კრიტერიუმი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში სამუშაო


პერსონალის თანამდებობისთვის
ოპერატორი ვალდებულია, შეავსოს ყველა პერსონალის ვაკანსია, მათ შორის ისინიც,
რომლებიც წარმოიქმნება ოპერაციებისას, ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი დასაქმების
პოლიტიკის გამოყენებით.
ტექნიკურ მენეჯერებსა და ინსპექტორებს უნდა ჰქონდეთ ეროვნულ დონეზე
აღიარებული შესაბამისი კვალიფიკაცია. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს
კომპეტენტური ორგანოსთვის თითოეული ინსპექტორის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მანამდე სანამ ისინი შეუდგებიან მოვალეობების
შესრულებას

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 51


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

დამადასტურებელი საბუთი
(საქართველოს განათლებისა და  კომენტარები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  როლი 
მეცნიერების სამინისტროს  სამინისტროს მიერ)  პტი-ში
მიერ) 
საშვალო უმცროსი გაცემული მიერ ……..  ინსპექტო
პროფესიული ტექნიკოსის შეთავაზებული იყო ტექნიკურ სასწავლებლებში  რი
და სერტიფიკატი
ტექნიკური განათლების ადასტურებს საშუალო განათლების დასრულებას ინსპექტო
განათლება სერტიფიკატი   რი
პროფესიის I  გაცემული მიერ..... ინსპექტო
სერტიფიკატი რი
ეროვნული გაცემული მიერ ………  ინსპექტო
სერთიფიკატი მოიცავს სფეროებს, როგორებიცაა მარკეტინგი, სამდივნო,  რი
საბუღალტრო და საფინანსო მენეჯმენტი და სატყეო 
მეურნეობა 
პროფესია II  გაცემული მიერ …….  ინსპექტო
სერტიფიკატი რი
საქართველო ეროვნული გაცემული მიერ ………….. ან დაწესებულებების მიერ  ტექნიკურ
ში უმაღლესი  დიპლომი/  ეროვნული და საშუალო ტექნიკოსის დიპლომი).  ი
განათლება  საშუალო შეთავაზებული იყო ტექნიკურ, კომერციულ ან პროფესიულ  მენეჯერი
შედგება სამი  დიპლომი/  დაწესებულებებში 
ეტაპისგან:  საშუალო მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა არქიტექტურული 
საბაკალავრო  ტექნიკოსის ხატვა და ხაზვა, ჰიდრო ტექნიკა, საბუღალტრო და 
პროგრამა,  დიპლომი სამდივნო. 
სამაგისტრო  უმაღლესი გაცემული მიერ …………….. ან დაწესებულებების მიერ  ტექნიკურ
პროგრამა და  დიპლომი/  (უმაღლესი ეროვნული დიპლომი და საშუალო ტექნიკოსის ი
დოქტორის  უმაღლესი დიპლომი).  მენეჯერი
პროგრამა  ეროვნული  შეთავაზებული იყო ტექნიკურ, კომერციულ ან 
დიპლომი/უმა პროფესიულ დაწესებულებებსა და პოლიტექნიკურ
ღლესი ინსტიტუტებს. 
ტექნიკოსის მოიცავს სფეროებს, როგორებიცაა:  მექანიკა, ელექტრო 
დიპლომი საინჟინრო და საინჟინრო (სამშენებლო). 
ბაკალავრი წარმოადგენს 4 წლის საშუალოს  შემდგომ განათლებას.  ტექნიკურ
ჰუმანიტარულ უმაღლესი დიპლომის / უმაღლესი ეროვნული დიპლომის /  ი
/ტექნიკურ უმაღლესი ტექნიკოსის დიპლომის მფლობელებს გააჩნიათ მენეჯერი
საგნებში უპირატესობა იმავე დარგში არსებულ ბაკალავრის
ბაკალავრი.... დიპლომზე 
  
ბაკალავრი   ტექნიკურ
ინჟინერიაში ი
მენეჯერი

ინსპექტორის კვალიფიკაციის მინიჭება გაწერილი უნდა იყოს პროცესზე


ორიენტირებულად, რაც გულისხმობს: წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებს,
კვალიფიკაციის დადასტურებას (მაგ. სერტიფიკაციის ან სპეციალური ტრენინგების ან
საკმარისი პრაქტიკული გამოცდილების გზით), დამოუკიდებლად მუშაობის უფლების
მინიჭებას და კვალიფიკაციის შენარჩუნების მოთხოვნებს.
ეს უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები - ინსპექტორის კანდიდატად შეიძლება განხილული
იქნეს პირი, რომელსაც აქვს საავტომობილო სფეროში საშუალო ან უმაღლესი განათლება

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 52


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ან/და რომელიც მუშაობდა ინსპექტირების ორგანოში ინსპექტორის პოზიციაზე მინიმუმ


1 წლის განმავლობაში, ან/და პირს, რომელიც მუშაობდა ავტოსერვისში 3 წლის
განმავლობაში.
კვალიფიკაციის დადასტურება - კანდიდატს შეუძლია გაიაროს სერტიფიკაცია
აკრედიტებულ ორგანოში ან დაესწროს სპეციალურ სასწავლო კურსს ან აჩვენოს
საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება მაგ. ინსპექტირების ორგანოში ინსპექტორის
პოზიციაზე მუშაობის 3 წელი. 
დამოუკიდებლად მუშაობის უფლების მინიჭება - ინსპექტირების ორგანოში მომუშავე
პირი შესაძლებელია, რომ პირდაპირ ჩაერთოს ინსპექტირების სამუშაოებში, ხოლო
ავტოსერვისში მომუშავე პირმა გარკვეული პერიოდი (მინიმუმ 1 თვე) იმუშაოს
გამოცდილი ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ და მიიღოს მისი წერილობითი
დასტური კომპეტენტურობის შესახებ.
ან შესაძლებელია, რომ მოთხოვნილი იქნეს გამოცდის ჩაბარება ინსპექტირების
სამუშაოებში დამოუკიდებლად ჩართვამდე, რომლის დროსაც ინსპექტორის
კვალიფიკაციის მაძიებელი პირის მიერ ინსპექტირებული ავტომობილის შედეგები უნდა
შედარდეს გამოცდილი ინსპექტორის მიერ ჩატარებულ იგივე ავტომობილის
ტესტირების შედეგებს.
კვალიფიკაციის შენარჩუნება - ინსპექტირების კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და
ცოდნის განახლებისათვის საჭიროა პერიოდული ტესტირების და მათი კვალიფიკაციის
დადასტურების სისტემის შექმნა (ტრენინგები ან/და რესერტიფიცირება).
აკრედიტაციის ცენტრი, მის მიერ ჩატარებული შეფასების გზით, ახორციელებს
ინსპექტორების კვალიფიკაციის შემოწმებას.

7.3.1 ეროვნული პროფესიული სერტიფიკატი (გაიცემა საქართველოს განათლების და


მეცნიერების სამინისტროს მიერ)
 მსუბუქი ასს-ს ტექნიკოსის კურსის ნაწილი I:
 ელექტრო საინსტალაციო კურსების ნაწილი II;
 მექანიკური საინჟინრო პროფესიული პრაქტიკა II (1002);
 რადიო, T.V და ელექტრონიკის ტექნიკოსების პროფესიული კურსი, ნაწილი I;
 სოფლის მეურნეობის საინჟინრო მექანიკა (1001/2);
თუ ვინმეს გააჩნია ეკვივალენტური კვალიფიკაცია, რომელიც არ არის მითითებული
სიაში, უფლებამოსილ ორგანოს უნდა გადაუგზავნოს დამამტკიცებელი საბუთი. იმ
შემთხვევაში, თუ კვალიფიკაციის დასტური მიღებულია უცნობი წყაროებიდან,
შესაძლოა განმცხადებელს შემდგომ მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაცია.

7.3.2 დამატებითი კრიტერიუმები პტი თანამშრომლებისთვის


 ტექნიკური მენეჯერებისთვის:
o საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ასს-ს ინსპექტირების
პროცედურებში;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 53


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

o პტი ცენტრის პერსონალის წევრობა;


 ინსპექტორებისთვის:
o კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა ფლობა,
რომელ კატეგორიაზეც იგი შემდგომ ჩაატარებს ინსპექტირებას.

7.3.3 დამატებითი ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოსთვის


ოპერატორმა უნდა მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგი ინფორმაცია:
 ნებისმიერი ცვლილება პტი ინსპექტორების სიაში;
 თითოეული ინსპექტორის სწავლებისა და სერტიფიკაციის სტატუსი;
 ნებისმიერი ცვლილება ინსპექტორის დასაქმების ვადებსა და პირობებში;

7.4 ტრენინგის მსვლელობა

ოპერატორმა უნდა დანერგოს ტრენინგის პროგრამა, რომელიც მოიცავს


ინსპექტორების საწყის და შემდგომ სწავლებას, რათა დარწმუნდეს საქმიანობის
ეფექტურ მსვლელობაში, დანადგარებისა და ინფორმაციული სისტემის
გამართულად მუშაობაში, ინსპექტირების შედეგების ხარისხსა და ყველა
სერვისის სტანდარტის დაკმაყოფილებაში.
ოპერატორმა უნდა შეაფასოს და შეამოწმოს კანდიდატის კომპეტენცია შესაბამისი
გამოცდების ჩატარებით.
კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაიტოვონ უფლება, ნებისმიერ დროს
მოითხოვონ ოპერატორისგან დამატებითი ტრენინგის ჩატარება იმ
ინსპექტორებისათვის, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვი ეპარება ან მოითხოვოს
ინსპექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება.
ყველა ოპერატორს და მათ მიერ უფლებამოსილ პერსონალს უნდა გააჩნდეს
სრული ცოდნა შესაბამისი ძირითადი აქტების, კანონმდებლობის,
უსაფრთხოების წესებისა და სხვა რეგულაციების შესახებ, რომლებიც ეხება
კონკრეტულ სერვისს.

7.4.1 საწყისი და მიმდინარე ტრენინგი (მიმდინარე მოთხოვნები)


ტრენინგკურსი ძირითადად ახსნის ინსპექტირების პროცესს და აზუსტებს სტანდარტებს,
რომლებიც მოცემულია მოქმედ ინსპექტირების სახელმძღვანელოში. ტრენინგი აგრეთვე
მოიცავს სადემონსტრაციო ტესტს.
კვალიფიცირებული პტი ინსპექტორები ვალდებულნი არიან, სრულად გაეცნონ
აქტუალურ პრაქტიკებს და სტანდარტებს, რისთვისაც საჭიროა:
 შეისწავლონ ყველა აქტუალური შენიშვნები, ტესტირების
სახელმძღვანელოები/ინსტრუქციები, შესაბამისი ტესტირებისა და ინსპექტირების

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 54


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

სახელმძღვანელოები და მათში შეტანილი ცვლილებები;

 დაესწრონ და წარმატებით გაიარონ განმეორებით ტრენინგი;

 შეისწავლონ პტი ცენტრში არსებული ახალი ან მოდიფიცირებული დანადგარების


გამოყენება;

 შეისწავლონ ან დაესწრონ ტრენინგს, რომელიც ეხება ინსპექტირებას


დაქვემდებარებადი ასს-ების სიახლეებსა და მათ სწორ გამოყენებას, რომლის
შემოწმება ახლო მომავალში შეიძლება გახდეს საჭირო.

პტი ინსპექტორებს შესაძლოა მოუწიოთ დამატებითი ტრენინგების გავლა ან


სადემონსტრაციო ინსპექტირების ჩატარება იმ ასს-ის კატეგორიებზე , რომლებზეც
წარსულში არ აქვთ ჩატარებული ინსპექტირება.
ეს სასწავლო ტრენინგი ძირითადად შედგება:
1) ავტომატური ტექნოლოგია
ა. სამუხრუჭო სისტემა
ბ. საჭის მექანიზმი
გ. დარგის მიმოხილვა
დ. ელექტრობა და ელექტროსისტემები
ე. მაშუქების მონტაჟი, აღჭურვილობა და ელექტრონული კომპონენტები
ვ. ღერძები, თვლები და საბურავები
ზ. შასი და ძარა
თ. დამატებითი მოთხოვნები სპეციალური ასს-ს მიმართ
2) ინსპექტირების მეთოდი
3) ხარვეზების შეფასება ტექნიკური ინსპექტირებისას
4) ასს-ს ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი რეგულაციები
5) ასს-ს რეგისტრაცია: საკანონმდებლო მოთხოვნები
6) მენეჯმენტის სისტემა
7) IT სისტემა: აპლიკაციები რომლებიც ეხება ტესტირებას და ადმინისტრირებას

7.4.2 ხარისხის კონტროლის შემოწმება


კვალიფიცირებულმა პტი ინსპექტორებმა უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი
ინსპექტირება მაინც, რაც გათვალისწინებულია ხარისხის კონტროლის შემოწმების მიერ.
მათ შეიძლება ასევე ჩაატარონ სადემონსტრაციო ინსპექტირება სახელმწიფო
წარმომადგენლებისთვის.

7.4.3 სატესტო ჯგუფები


სადემონსტრაციო ინსპექტირების ჩატარების მიზნით, ასს-ები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
 სატვირთო აასს-ბი
 მსუბუქი ასს-ები, ფარების ტესტირების სივრცე

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 55


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

 მსუბუქი ასს-ები, გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტირების სივრცე


 მოტოციკლები (MC)
ამ ჯგუფებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ყველა სატესტო ჯგუფის ასს-ის
კატეგორიების სადემონსტრაციო ტესტის გავლა.

მოთხოვნა ტრენინგის ტიპი

პირველადი განმეორებითი პირდაპირი დემო ტესტი


სწავლება კურსი გადამზადება

ა. ტესტირების დაწყებამდე √ √

ბ. იმ პტი ცენტრებისათვის რომლებსაც


სურთ დაამატონ ასს-ს კატეგორია
ჯგუფში რომელზეც აკრედიტაცია ჯერ
არ აქვთ მიღებული

გ. რეგულარული განმეორებადი

ტრენინგიი

დ. კომპეტენტური ორგნოს მოთხოვნის


საფუძველზე სტანდარტების √
მონიტორინგის ფრგლებში

ე. მთავრობისგან მოთხოვნილია

გადამზადება

 მოთხოვნილი ტრენინგიი დ) MC
o ამ კლასში ინსპექტორებისათვის შესაძლებელია ორი სატრენინგიო კურსი;
 საწყისი ტრენინგი წარმოადგენს 40 საათიან სატრენინგო კურსს (5
სამუშაო დღე), რომელიც აერთიანებს კომპიუტერიზაციის
ტრენინგს და ინსპექტირების ჩატარების პრაქტიკულ ინსტრუქციას.
 განმეორებითი ტრენინგი წარმოადგენს 8 საათიან სასწავლო კურსს.
ჩვეულებრივ, უახლესი საკვალიფიკაციო კურსიდან 1 წლის შემდეგ
(ან საწყისი, განმეორებითი ან პირდაპირი გადამზადება)
ინსპექტორი, რომელიც ტრენინგის დამთავრების თარიღისთვის არ
დაესწრო სასწავლო კურსს, მოიხსნება ტრენინგიდან და შეიძელბა
ვერ განაახლოს ტესტი, სანამ არ გაივლის განმეორებით ტრენინგს.
 მოთხოვნილი ტრენინგი ა), ბ), გ)
o ამ კლასში მოცემული ასს-ის კატეგორიების ინსპექტორებისთვის შესაძლოა
3 ტრენინგი კურსი:
 საწყისი ტრენინგი წარმოადგენს 120 საათიან სატრენინგო კურსს, (15
სამუშაო დღე) რომელშიც გაერთიანებულია კომპიუტერიზაციის
ტრენინგი და ტესტის ჩატარების პრაქტიკული ინსტრუქციები.
ინსპექტორები ბოლომდე დაესწრებიან კურსს და ასევე
მოეთხოვებათ მათი გაგების დემონსტრირება.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 56


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

 განმეორებითი ტრენინგი წარმოადგენს 40 საათიან სასწავლო კურსს,


5 სამუშაო დღის ხანმგძლივობით. როგორც წესი, ინსპექტორს
წინასწარ შეატყობინებენ ბოლო საკვალიფიკაციო კურსის
თარიღიდან 1წლის შემდეგ (საწყისი, განმეორებითი ან პირდაპირ
პირდაპირი გადამზადება). ინსპექტორი, რომელიც ტრენინგის
დამთავრების თარიღისთვის არ დაესწრო სასწავლო კურსს,
მოიხსნება ტრენინგიდან და შეიძელბა ვერ განაახლოს ტესტი, სანამ
არ გაივლის განმეორებით ტრენინგს.
 პირდაპირი გადამზადება ხდება კომპეტენტური ორგანოს
რეკომენდაციის შესაბამისად, როგორც ფორმალური
დისციპლინური მოქმედების ალტერნატივა. კურსის შინაარსი
მოქნილია დამსწრეების კონკრეტული მოთხოვნილობების
დასაკმაყოფილებლად.

7.4.4 საწყისი ტრენინგი, განმეორებითი ტრენინგი და პირდაპირი გადამზადება;


შინაარსი

  საწყისი ტრენინგიი განმეორებითი


ჩანაწერ ჩანაწერ
კოდი სახელწოდება ცხრილი შეფასება ცხრილი შეფასება
ი ი
TR01  მოტივაცია  და  ვალდებულება.  HR 
8 საათი   √    √ 
პოლიტიკა ‐ ეთიკის კოდექსი 
4 საათი
TR02  ჯანმრთელობა,  უსაფრთხოება  და 
8 საათი √  √  √  √ 
კეთილდღეობა 
TR03  საავტომობილო  ტექნოლოგია; 
8 საათი √  √  √  √ 
მექანიკა და ელექტროენერგია. 
TR04  ასს-ს  ტესტირება:  ინსპექტირების 
მეთოდი  ‐  სახელმძღვანელო  ‐  8 საათი √  √  √  √ 
4 საათი
ნაწილი I 
TR05  ასს-ს  ტესტირება:  ინსპექტირების 
მეთოდი  ‐  სახელმძღვანელო  ‐  8 საათი √  √  √  √ 
ნაწილი II 
TR06  ასს-ს  ტესტირება:  ინსპექტირების 
მეთოდი ‐ ტექნიკური შემოწმების  8 საათი √  √  √  √ 
დროს ხარვეზის  შეფასება  4 საათი
TR07  ასს-ს ტესტირება  ‐  აღჭურვილობა
8 საათი √  √  √  √ 
და მოწყობილობები 
TR08  ინსპექტირების ტიპები (MB, LV და 
HV) ‐ რეგულაცია (მოდიფიკაცია) 8 საათი √  √  2 საათი √  √ 

TR09  მოწყობილობები:  მიღება, 


დაკვირვების სივრცე,  ტექნიკური
მომსახურების სადგური და
8 საათი √  √  √  √ 
სადელი სივრცე. ტესტის რუტინა; 
მონაცემთა  შეყვანა.  ხარისხის 
2 საათი
კონტროლი 
 
TR10  ინსპექტირების  რუტინა; 
ტექნიკური მომსახურების
სადგური  (გსტ სივრცე  და  8 საათი √  √  √  √ 
გამონაბოლქვის ტესტი). ხარისხის 
კონტროლი 
TR11  ინსპექტირების  რუტინა; 
8 საათი
ტექნიკური მომსახურების 8 საათი √  √  √  √ 
 
სადგური  (ინსპექტირების  სივრცე 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 57


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

‐  ქვემოდან დათვალიერება). 
ხარისხის კონტროლი 
TR12  ინსპექტირების რუტინა; ანგარიში 
‐  ავტომატური  მონაცემები  და 
8 საათი √  √  √  √ 
ვიზუალური მონაცემები. გაიარა / 
ვერ გაიარა. ხარისხის კონტროლი 
TR13  მომსახურება  და  კალიბრაცია  ‐ 
მოწყობილობები  და 
8 საათი √  √  8 საათი √  √ 
საშუალებები.  ხარისხის 
კონტროლი 
TR14  ხარისხი,  სტანდარტები; 
კლიენტების  მომსახურება; 
კითხვა-პასუხები,  დაჯავშნის  8 საათი √  √  4 საათი √  √ 
სისტემა.  საჩივრები  და 
აპილაციები 
TR15  IT  მომხმარებლები. ხარისხის
8 საათი √  √  4 საათი √  √ 
სისტემა

7.4.5 ტრენინგის შინაარსი


  შინაარსი აღწერა
TR1  მოტივაცია და ვალდებულება.  შესავალი: მიუკერძოებლობა და   დამოუკიდებლობა
HR პოლიტიკა ‐ ეთიკის კოდექსი   
  პერიოდული ტექნიკური სისტემისა და მომხმარებელთა წესები, 
ინსპექტირების ცენტრი, როლები და ვალდებულებები
როგორც ინსპექტირების ორგანო
და იურიდიული პირი
  ერთიანობის პრინციპები კოდექსი ვრცელდება ყველა თანამშრომელზე, ოფიცრებსა
და ოპერატორების დირექტორებზე. კოდექსის ყველა
ასპექტი ასევე უნდა იყოს დაცული კონტრაქტორების,
კონსულტანტების, თავისუფალი მოღვაწეების,
ერთობლივი საწარმოს პარტნიორების, აგენტებსა და
სუბკონტრაქტორების მიერ.
სერვისების მთლიანობა
ინტერესების კონფლიქტი
კომპანიის აქტივებისა და რესურსების გამოყენება
მექრთამეობა და კორუფცია
სამართლიანი კონკურსი
თანამშრომლების ურთიერთობა
გარემო, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
კონფიდენციალობა
კანონებთან შესაბამისობა
 
  ერთიანობის წესები სერვისების მთლიანობა
ინტერესთა კონფლიქტი
კომპანიის აქტივებისა და რესურსების გამოყენება
მექრთამეობა და კორუფცია
ჯანსაღი კონკურენცია
თანამშრომელთა ურთიერთობა
გარემო, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
კონფიდენციალობა
კანონებთან შესაბამისობა 
TR2  ჯანმრთელობა, უსაფრთხოება ჯანმრთელობა უსაფრთხოება: 
და კეთილდღეობა ყველა თანამშრომელს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღი 
სამუშაო გარემოს მოთხოვნის უფლება.

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 58


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

გარემოს დაცვითი სტანდარტები და ნორმები დაცულია 
ხარისხის განმახორციელებელი ორგანიზაციული 
სისტემებით, პროცედურებითა და პროცესებით, 
რომლებიც საჭიროა უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა 
და სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
 
  რისკის თავიდან აცილება   ეს წესები დაფუძნებულია პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულ
რისკებზე.

TR3  ავტომობილის ტექნოლოგია; როგორ ვიყენებთ ჩვენს ავტომობილებს, როგორ ვმართავთ 


მექანიკა და ელექტროენერგია მათ და ჩვენი გზების მდგომარეობა. ნორმალური მართვა 
განისაზღვრება, როგორც სტაბილური მართვა 
არაექსტრემალური ამინდის  გარემოში. საავტომობილო 
ინდუსტრია გულისხმობს "მძიმე მოძრაობას" როგორც: 
შეჩერება და გადაადგილება; 
მოკლე გადაადგილება; 
უფრო მძიმე დატვირთვა; სატვირთო, სამგზავრო ან 
მისაბმელი ტრაილერი; 
რთული ან მაღალმთიანი გზები; 
მტვრიანი ან მარილიანი გარემო; 
ავტომობილის მართვა მის გახურებამდე; და / ან 
უკიდურესად ცხელ ან ცივ ამინდში ტარება
 
  ავტომობილების რემონტი ძრავის მუშაობა 
ზეთები, ფილტრები და სითხეები 
ქამრები და შლანგები 
სამუხრუჭო მომსახურება 
თვლები და საბურავები
„შეამოწმე ძრავი“ ნათურის შემოწმება
ჰაერის კონდიცირება
ექსტერიერი 
  ავტომობილის კომპონენტები  ქამრები და შლანგები 
სამუხრუჭო სისტემა 
გამონაბოლქვის სისტემა 
ძრავის გაგრილების სისტემა 
გამონაბოლქვის სისტემა 
ფილტრები და სითხეები 
საწვავის სისტემა 
განათება და მინის მწენდები 
აკუმულატორი 
საჭე და დაკიდება 
ტრანსმისია 
  ავტომობილის მოვლა და შესავალი 
გარემო საწვავის ეკონომია და გარემოსდაცვითი ცნობიერება 
ნარჩენები 
აღდგენილი ძრავები 
ალტერნატიული ენერგიები 
TR4  ასს-ს ტესტირება:  წესების კრებული ‐ პროცედურის სახელმძღვანელო 
ინსპექტირების მეთოდი ‐ 
სახელმძღვანელო ‐ ნაწილი I 
  ნათურები, რეფლექტორი და  წინა და უკანა ნათურები 
ელექტრო ტექნიკა  სარეგისტრაციო ნომრების განათება 
სამუხრუჭო ნათურები 
უკანა ფარები 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 59


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ინდიკატორი ლამპები და საფრთხის გამაფრთხილებელი 
ნათურები 
ფარები
ელექტრო გაყვანილობა და აკუმულატორი 
  საჭე და დაკიდება  თვლების კუთხის შეყრის კონტროლი 
საჭის კონტროლი ‐ საჭის სისტემა 
დაკიდება ‐ წინა და უკანა დაკიდება 
ამორტიზატორი 
  მუხრუჭები ხელის მუხრუჭის კონტროლი 
მუშა მუხრუჭის კონტროლის  
მექანიკური მუხრუჭის კომპონენტები 
სამუხრუჭო სისტემები და დამატებითი სამუხრუჭო 
მოწყობილობები 
სამუხრუჭო მოქმედების ტესტირება
 
TR5  ასს-ს ტესტირება:  წესების კრებული ‐ პროცედურების სახელმძღვანელო 
ინსპექტირების მეთოდი ‐ 
სახელმძღვანელო ‐ ნაწილი II
  საბურავები და თვლები საბურავები და თვლები 
სათადარიგო თვალი 
  ღვედები და დამატებითი ღვედების მოთხოვნილებანი
შემაკავებელი სისტემა დამატებიტი ხელსაწყოები
  ძარა ა და აგებულება ძარის კონსტრუქცია / სათუნუქე სამუშაოები
სავარძლები და კარები 
რეგისტრაციის ნომერი: VIN ან შასის ნომერი 
მძღოლის კონტროლი 
  გამონაბოლქვი და საწვავი გამონაბოლქვის სისტემა 
საწვავის სისტემა 
გამონაბოლქვი ნაპერწკალზე/შეკუმშვის ძრავები
  ხილვადობა უკანა ხედვა 
მინის მწმენდები და მინასაწმენდები 
ქარსარიდი მინა 
  მგზავრთა გადაყვანისა და  ადგილობრივი რეგულაციების სპეციფიკაციები
ტვირთის გადაზიდვის 
სპეციალური უზრუნველყოფა 
  ტრიციკლები/ქვადროციკლებიო  განათება და სიგნალიზაციის აპარატურა 
/მოტოციკლები/მოპედები ფარები
ფარების ფოკუსი
საჭის კონტროლი და სისტემა 
წინა დაკიდება
თვლის სისწორე 
სამუხრუჭო სისტემა და შესრულება 
საბურავები და თვლები 
ძარა და სტრუქტურა 
სარეგისტრაციო ნომერი და VIN კოდი 
საწვავი და გამონაბოლქვის სისტემა 
 
TR6  ასს-ს ტესტირება:  ინსპექტირების პროცესის ჩატარება 
ინსპექტირების მეთოდი ‐  ტესტის შედეგები ‐ შესაბამისობის სერტიფიკატი და
ტექნიკური შემოწმების დროს  ფირნიში 
ხარვეზის შეფასება  ტესტის შედეგი: უარის თქმის შეტყობინება ‐ საშიში 
დეფექტები 
დუბლიკატები და საჩივრები 
ინსპექტირების განხორციელებაზე უარის თქმის 
საფუძვლები 

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 60


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

პასუხისმგებლობა დაკარგვაზე ან დაზიანებაზე
 
TR7  ასს-სს ტესტირება - აპარატურა და  
მოწყობილობები
  შენობები ნიშნები და გაფრთხილებები 
შენიშვნების დაფა
მდებარეობა 
შენობის მიმართ  მოთხოვნა. ზოგადი ზომები 
TR8  აღჭურვილობა სავალდებულო აღჭურვილობა თითოეული ასს-ს
კატეგორიისთვის 
  ხაზების ტიპები
  მომსახურება
  კალიბრაცია: აღწერა და სიხშირე. სერტიფიკატები
  მობილური აღჭურვილობა

TR9  მოწყობილობები: მიღება, მოთხოვნები


დაკვირვების სივრცე, ტექნიკური
მომსახურების სადგური და
საცდელი სივრცე. ტესტის რუტინა;
მონაცემთა შეყვანა. ხარისხის
კონტროლი
  ხარისხის კონტროლი
TR10  ინსპექტირების რუტინა; ტექნიკური პრაქტიკული სავარჯიშო  
მომსახურების სადგური (გსტ და
გამონაბოლქვის ტესტის სივრცე).
ხარისხის კონტროლი
TR11  ინსპექტირების რუტინა; ტექნიკური პრაქტიკული სავარჯიშო
მომსახურების სადგური
(ინსპექტირების სივრცე - ქვემოდან
დათვალიერება). ხარისხის
კონტროლი
TR12  ინსპექტირების რუტინა; ანგარიში - კომპიუტერიზაციის სისტემა: უსაფრთხოება: აპარატურა 
ავტომატური მონაცემები და და პროგრამული უზრუნველყოფა 
ვიზუალური მონაცემები. გაიარა / DBMS სერვერი 
ვერ გაიარა. ხარისხის კონტროლი
კომპიუტერიზაცია: საბოლოო მომხმარებელი. მონაცემთა 
შეყვანა 
 
მონაცემთა გამოყენება და მონაცემთა დაცვა 
TR13  მომსახურება და კალიბრაცია - პრაქტიკული სავარჯიშო
აღჭურვილობადა მოწყობილობები.
ხარისხის კონტროლი
TR14  ხარისხი, სტანდარტები; პრაქტიკული სავარჯიშო
კლიენტების მომსახურება; კითხვა-
პასუხები, დაჯავშნის სისტემა.
საჩივრები და აპელაცია
  აღსრულება
  ასს-ის რეგისტრაციის პროცესი. საავტომობილო
რეგულაციები.  
  შეტყობინება მფლობელებისთვის
  დაჯავშვნის სისტემა
  კლიენტთა მომსახურება
  ინსპექტირების საფასური
  ინსპექტირების დოკუმენტები
TR15  IT მომხმარებლები. ხარისხის ინსპექტირების ორგანოები
სისტემა
  კონფიდენციალობა
  ორგანიზაცია და მენეჯმენტი
  წყაროები

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 61


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

  პროცესი და ჩანაწერები. KPI-ბი
  მუდმივი გაუმჯობესება  

7.5 .ინსპექტორის ტრენინგის პროცესის განვითარება


 სასწავლო პროცესები და მათი პერიოდული განახლება უნდა წარიმართოს პტი
ცენტრების სასწავლო დეპარტამენტებში ან ოფიციალურ სასწავლო ცენტრებში,
კომპეტენტურ ორგანოებთან კომუნიკაციის შემდეგ;
 სასწავლო პროცესები და მათი პერიოდული განახლება უნდა წარიმართოს
ტრენინგ ცენტრში კანდიდატის ან დანიშნული ინსპექტორების ფიზიკური
დასწრებით ( სამუშაო დღეებში მაქსიმუმ 16 დამსწრე). საწყისი ტრენინგის
პროცესებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 დღის ხანგრძლივობა, მინიმუმ 120 საათი.
ტრენინგის განახლების პროცესები უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ სამი დღის
განმავლობაში, მინიმუმ 24 საათი.
 პტი ცენტრებმა ან ოფიციალურმა ტრენინგ ცენტრებმა უნდა ითანამშრომლონ
კომპეტენტურ ორგანოებთან და წინასწარ, თითოეული ტრენინგის დაწყებამდე
სულ მცირე ათი დღით ადრე უნდა აცნობონ:
o მონაცემები, დღის წესრიგი, ჩატარების ადგილი;
o ტრენერის სახელი, მფლობელი და მათი მოადგილეები, რომლებიც მას
წარმოადგენენ.
 კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ნებისმიერ დროს შეამოწმოს დეპარტამენტები ან
ტრენინგ ცენტრები, მათი ჩანაწერები და ტრენინგის პროცესის განვითარება.

ჩაიჭრა

ჩააბარა
ნომინანტი: განაცხადი პტი სწავლება შეფასება
კვალიფიკაცია/ ცენტრის ტრენინგზე
გამოცდილება
მარ ს მ წმ ბა

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 62


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

ჩაიჭრა

ჩააბარა
კომპეტენციის პტი ცენტრის განმეორებით შეფასება
სერტიფიკატი პერსონალის ი კურსი
წევრი

7.6 კომპეტენციის სერტიფიკატი


ტრენინგ ცენტრებმა უნდა გასცენ სერტიფიკატი თითოეულ ინსპექტორზე, რომლებმაც
გაიარეს საწყისი ტრენინგი ან განმეორებითი ტრენინგი. ზემოთ ხსენებული სერტიფიკატი
ძალაშია და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში გაცემის თარიღიდან. ტრენინგ
დეპარტამენტმა ან ცენტრმა უნდა დააფიქსიროს ყველა განხორციელებული სასწავლო
პროცესი და უზრუნველყოს ინსპექტორების დახმარება.
სასწავლო ცენტრებმა 15 დღეზე ნაკლებ ვადაში უნდა შეატყობინონ კომპეტენტურ
ორგანოს იმ დამხმარე ინსპექტორების სახელები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი ან
განახლების პროცესი, აგრეთვე პერიოდული ტექნიკური ინსპეცქიის ცენტრს, საიდანაც
ისინი მოდიან.
ტრენინგ ცენტრის დეპარტამენტის მიერ ინსპექტორისათვის გაცემული სერტიფიკატი
ან ეკვივალენტური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
1) ინსპექტორის იდენტურობა: სახელი და გვარი;
2) ასს-ების კატეგორიები, რომელთათვისაც ინსპექტორი უფლებამოსილია
განახორციელოს ტექნიკური ინსპექტირება
3) თარიღი, როდესაც ჩატარდა ტრენინგი ან განახლება;
4) გამცემი დაწესებულების ან ორგანოს დასახელება;
5) სერტიფიკატის გაცემის თარიღი;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 63


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

8 ნორმატივები, მინიშნებები და ბიბლიოგრაფია


კომპანია SGS აღნიშნავს, რომ გარდა ქვემოთ მოცემული ნორმატივებისა,
მინიშნებებისა და ბიბლიოგრაფიისა, გაცემული კონსულტაცია დაფუძნებულია
საკუთარ პრაქტიკისა და გამოცდილებაზე.
1. ჩილე; განკარგულება #156, პერიოდული პტი ცენტრების რეგულირება და
ოპერირება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტრო (საექსპლუატაციო
ტრანსპორტირების რეგლამენტთა გადახედვა და გადამუშავება);
2. საერთაშორისო ავტომობილების ინსპექტირების კომიტეტი. (CITA) რეკომენდაცია
№7: "ინსპექციის სადგურის აპარატურა“;
3. საერთაშორისო ავტომობილების ინსპექციის კომიტეტი (CITA) რეკომენდაცია
No.9: "ინსპექტირების ორგანოების ხარისხისა და პერიოდული ავტომობილების
ინსპექტირებაში ჩართული ორგანოების ზედამხედველობის მოთხოვნები";
4. 2010 წლის 5 ივლისის კომისიის დირექტივა 2010/48 / EU ტექნიკურ პროგრესთან
ადაპტაცია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2009/40 / EC გზისთვის
ვარგისობაზე ტესტები სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მათი
მისაბმელებისთვის;
5. 1996 წლის 20 დეკემბრის საბჭოს 96/96 / EC დირექტივა წევრ სახელმწიფოთა
კანონმდებლობის დაახლოების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია
საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელებისთვის
გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან;
6. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 06, 2014 წლის 3
იანვარი, - ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების
გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების
ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე;
7. საქართველოს მთავრობის დადგენილება №30, 2014 წლის 3 იანვარი, - ტექნიკური
რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც
ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“
დამტკიცების თაობაზე;
8. საქართველოს მთავრობის დადგენილება 37, 2014 წლის 3 იანვარი - ტექნიკური
რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების
ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე;
9. დადგენილება # 221/2012 - ეკონომიკის და კომუნიკაციის სამინისტრო -
პორტუგალია. ტექნიკური მოთხოვნები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
ცენტრებისთვის;
10. დირექტივა 70/220 / EEC;
11. დირექტივა 2007/46 / EC აყალიბებს საერთო სამართლებრივი
ჩარჩოს ავტომობილების, ფურგონებისთვის, სატვირთო ავტომობილებისთვის,
ავტობუსებისთვის და სამგზავრო ვაგონებისთვის ტიპების დამტკიცების მიზნით;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 64


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

12. 2008 წლის 21 მაისის დირექტივა 2008/50 / EC 2008 ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის;
13. ევროპარლამენტის და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის დირექტივა 2009/40 / EC
ავტომობილების და მათი მისაბმელებისთვის გზისთვის ვარგისობაზე ტესტის
შესახებ. (გადაკეთებული);
14. ევროკავშირის 2014 წლის 3 აპრილის დირექტივა 2014/45 /
EC ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირების შესახებ”;
15. EA-5/02 INF: 2015; EA სახელმძღვანელო ასს-ის და მათი მისაბმელების
პერიოდული გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ;
16. EN 301 489-17: 2002 v1.2. ელქტრომაგნიტური თავსებადობა და რადიოსიხშირის
სპექტრი; რადიოკავშირის ტექნიკური საშუალებების
ელექტრომაგნიტრომაგნიტური თავსებადობა;
17. ევრო 5 და 6 დებულებები 715/2007 / EC რომელიც ადგენს გამონაბოლქვის
ლიმიტებს ავტომობილებისთვის;
18. ევროკომისიის დოკუმენტაცია– სატრანსპორტო საშვალებების გამონაბოლქვი –
ივლისი 2017 - http://ec.europa.eu/environment/air/transport/road.htm;
19. ირლანდია; შენობების და მოწყობილობების სახელმძღვანელო CVR ტესტირების
ოპერატორებისთვის; 2013 წლის მარტი, ვერსია 1.0 გამოცემულია 2013 წლის
მარტში;
20. ISO 17020: 2012; მოთხოვნები სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოებისთვის;
21. ISO 3833-1977; სატრანსპორტო საშუალებები - ტიპები - წესები და განმარტებები;
წინამდებარე დებულებების საერთაშორისო სტანდარტები ვრცელდება ყველა
საგზაო მიმოქცევაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე (ძრავიანი
სატრანსპორტო საშუალებები, ავტომობილების კომბინაცია, მოპედები,
მოტოციკლები);
22. ტრანსპორტის სამინისტროს სახელმძღვანელო; სახელმძღვანელო სქემების
ადმინისტრაციისთვის. მეექვსე გამოცემა, გამოცემული ავტომობილებისა და
ოპერატორების მომსახურების სააგენტოს მიერ - ტრანსპორტის დეპარტამენტი -
გაერთიანებული სამეფო;
23. დებულება 595/2009 / EC, ადგენს ახალი სატვირთო ასს-ების და ძრავების
შესაბამისობის პირობებს გამონაბოლქვის ახალ ლიმიტებთან და განსაზღვრავს
ინფორმაციასთან დაშვებაზე საჭირო დამატებით მოთხოვნებს;
24. დებულება 692/2008/EC ახორციელებს იმპლემენტაციას და ცვლილებს (EC)
No715/2007 დებულებებში ავტომობილების ტიპების დამტკიცების შესახებ
მსუბუქი სამგზავრო და კომერციული ავტომობილების გამონაბოლქვთან
მიმართებაში (ევრო 5 და ევრო 6) და ავტომობილების სარემონტო და ტექნიკური
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაშვებაზე;

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 65


სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
პროგრამის იმპლემენტაცია
საფეხური 1 – აქტივობა B

25. 2016 წლის 10 მარტის დებულება (EU) 2016/427 ახდენს ცვლილებს დებულებაში
(EC) No 692/2008, რომელიც ეხება მსუბუქი და კომერციული სატრანსპორტო
საშუალებების გამონაბოლქვს (ევრო 6);
26. ესპანეთი; დადგენილების პროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
ტექნიკური ინსპექტირების რეგულირების თაობაზე: „მონტაჟი, შენობა-
ნაგებობები, აღჭურვილობა და ოპერირება პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ცენტრებში ".

SGS პასუხს არ აგებს შემდგომში ამ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე 66

You might also like