You are on page 1of 44

სსტ ენ 1995-2:2004/2022

საქართველოს სტანდარტი

სსკ: 91.010.30; 91.080.20; 93.040

ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 2: ხიდები

© სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

2022

წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი


ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
საინფორმაციო მონაცემები

1 შემოტანილია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს


სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ. განხილულია სტანდარტიზაციის ტექნიკური
კომიტეტის ტკ 5-ის „მშენებლობა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები“ მიერ.

2 მიღებულია: სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული


სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის ....... №.... განკარგულებით
სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ტკ 5-ის „მშენებლობა და მომეტებული საფრთხის
შემცველი ობიექტები“ № გადაწყვეტილების საფუძველზე.

3 წინამდებარე სტანდარტი წარმოადგენს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (სენ)


სტანდარტის ენ 1995-2:2004 ,,ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 2:
ხიდები“ იდენტურ თარგმანს (IDT).

4 პირველად

5 რეგისტრირებულია: სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის


ეროვნული სააგენტოს საქართველოს სტანდარტების რეესტრში 2022 წლის ..................... №268-1.1-
.............

© 2018 გამოყენების ყველა უფლება, ფორმისა და მეთოდის მიუხედავად, დაცულია CEN-ის ეროვნული
წარმომადგენლის სასარგებლოდ.

2
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
სარჩევი
წინასიტყვაობა ..................................................................................................................................................5
ნაწილი 1 ზოგადი მიმოხილვა ....................................................................................................................10
1.1 მოქმედების ფარგლები .......................................................................................................................10
1.1.1 ენ 1995-ის მოქმედების ფარგლები ................................................................................................10
1.1.2 ენ 1995-2-ის მოქმედების ფარგლები.............................................................................................11
1.2 ნორმატიულ დოკუმენტებზე მითითებები ....................................................................................11
1.3 ამოსავალი დებულებები ....................................................................................................................12
1.4 განსხვავება პრინციპებსა და გამოყენების წესებს შორის .............................................................12
1.5 განმარტებები........................................................................................................................................13
1.5.1 ზოგადი მიმოხილვა .........................................................................................................................13
1.5.2 ენ 1995-2-ში გამოყენებული დამატებითი ტერმინები და განმარტებები ..............................13
1.6 ენ 1995-2-ში გამოყენებული სიმბოლოები ......................................................................................15
ნაწილი 2 დაპროექტების საფუძვლები .....................................................................................................19
2.1 ძირითადი მოთხოვნები .....................................................................................................................19
2.2 ზღვრულ მდგომარეობაზე დაპროექტების პრინციპები ..............................................................19
2.3 ძირითადი ცვლადები .........................................................................................................................19
2.3.1 ზემოქმედებები და გარემოს გავლენა ...........................................................................................19
2.4 კერძო კოეფიციენტის მეთოდით შემოწმება ..................................................................................20
2.4.1 მასალის თვისების საანგარიშო მნიშვნელობა.............................................................................20
ნაწილი 3 მასალის თვისებები .....................................................................................................................21
ნაწილი 4 ხანგამძლეობა ...............................................................................................................................22
4.1 ხის მასალა .............................................................................................................................................22
4.2 კოროზიისადმი წინაღობა ..................................................................................................................22
4.3 ხის ფენილების ჰერმეტულად დაცვა წყლისგან ............................................................................23
ნაწილი 5 კონსტრუქციული ანალიზის საფუძვლები ............................................................................24
5.1 ლამინირებული ფენილის ფურცლები............................................................................................24
5.1.1 ზოგადი მიმოხილვა .........................................................................................................................24
5.1.2 შეყურსული ვერტიკალური დატვირთვები ................................................................................24
5.1.3 გამარტივებული ანალიზი ..............................................................................................................26
5.2 კომპოზიტური ელემენტები ..............................................................................................................26
5.3 ხისა და ბეტონის კომპოზიტური ელემენტები ..............................................................................26
3
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 6 აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები ............................................................................28
6.1 ფენილის ფილების ..............................................................................................................................28
6.1.1 სისტემის სიმტკიცე ..........................................................................................................................28
6.1.2 ფენილის ძაბვით ლამინირებული ფირფიტები .........................................................................29
6.2 დაღლილობა.........................................................................................................................................31
ნაწილი 7 საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები ......................................................................33
7.1 ზოგადი მიმოხილვა ............................................................................................................................33
7.2 ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები .........................................................................................33
7.3 რხევები ..................................................................................................................................................33
7.3.1 ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებით გამოწვეული რხევები .........................................33
7.3.2 ქარით გამოწვეული რხევები ..........................................................................................................33
ნაწილი 8 შეერთებები ...................................................................................................................................35
8.1 ზოგადი მიმოხილვა ............................................................................................................................35
8.2 ხის ბეტონთან შეერთებები კომპოზიტურ კოჭებში ......................................................................35
8.2.1 გვერდულად დატვირთული სოგმანის ტიპის სამაგრები ........................................................35
8.2.2 ნარანდიანი შეერთებები .................................................................................................................35
ნაწილი 9 კონსტრუქციული დეტალიზება და კონტროლი ..................................................................37
A დანართი (ინფორმაციული) დაღლილობაზე შემოწმება ...................................................................38
A.1 ზოგადი მიმოხილვა ...........................................................................................................................38
A.2 დაღლილობითი დატვირთვა ...........................................................................................................39
A.3 დაღლილობის შემოწმება ..................................................................................................................39
B დანართი (ინფორმაციული) ქვეითად მოსიარულეთა მიერ გამოწვეული რხევები......................42
B.1 ზოგადი მიმოხილვა............................................................................................................................42
B.2 ვერტიკალური რხევები .....................................................................................................................42
B.3 ჰორიზონტალური რხევები...............................................................................................................43

4
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
წინასიტყვაობა
წინამდებარე დოკუმენტი ენ 1995, ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება -
ნაწილი 2: ხიდები მოამზადა „კონსტრუქციული ევროკოდების“ სენ/TC250 ტექნიკურმა
კომიტეტმა, რომლის სამდივნოს ხელმძღვანელობს ბრიტანეთის სტანდარტების
ინსტიტუტი (BSI - British Standards Institution).

აღნიშნულ ევროპულ სტანდარტს უნდა მიენიჭოს ეროვნული სტანდარტის სტატუსი


იდენტური ტექსტის გამოქვეყნების ან მისი დამტკიცების საფუძველზე, არაუგვიანეს,
2005 წლის მაისისა, ხოლო მასთან შეუსაბამო ეროვნულ სტანდარტები ამოღებული უნდა
იყოს, არაუგვიანეს, 2010 წლის მარტისა.

ეს ევროკოდი ჩაანაცვლებს შემდეგ დოკუმენტს: ENV 1995-2:1997.

სენ/TC250 პასუხისმგებელია ყველა კონსტრუქციულ ევროკოდზე.

სენ/სენელეკ-ის შიგა რეგულაციების მიხედვით, წინამდებარე ევროპული სტანდარტის


დანერგვა სავალდებულოა შემდეგი ქვეყნების სტანდარტიზაციის ეროვნული
ორგანოებისთვის: ავსტრია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი,
ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა,
ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია,
საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი,
შვეიცარია და ჩეხეთის რესპუბლიკა.

ევროკოდის პროგრამის წინაპირობები

1975 წელს ევროპის თანამეგობრობის კომისიამ ხელშეკრულების 95-ე მუხლის


საფუძველზე გადაწყვიტა, შეემუშავებინა სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამოქმედო
პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავდა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასა და
ტექნიკური სპეციფიკაციების ჰარმონიზებას.

აღნიშნული სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ევროპის თანამეგობრობის კომისიამ


წარმოადგინა ინიციატივა, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად შეემუშავებინა
ჰარმონიზებული ტექნიკური წესები, რომლებიც პირველ ეტაპზე წევრ ქვეყნებში
არსებული ეროვნული რეგულაციების ალტერნატივად დაინერგებოდა და საბოლოოდ
მათ ჩაანაცვლებდა.

წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარ მმართველ კომიტეტთან


თანამშრომლობით ევროპის თანამეგობრობის კომისია თხუთმეტი წლის განმავლობაში
ამუშავებდა ევროკოდების პროგრამას, რის შედეგადაც 1980-იან წლებში გამოიცა
პირველი თაობის ევროკოდები.

5
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
1989 წელს კომისიამ ევროკავშირისა (EU) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის
ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან ერთად, კომისიასა და CEN-ს შორის არსებული
შეთანხმების საფუძველზე,1 მიიღო გადაწყვეტილება, მანდატების სერიებით გადაეცა
CEN-ისთვის ევროკოდების მომზადებისა და გამოქვეყნების ვალდებულება მომავალში
მათთვის ევროპული სტანდარტების (ენ) სტატუსის მისანიჭებლად. ამგვარად,
ევროკოდები პირდაპირ უკავშირდება ევროსაბჭოს იმ დირექტივებსა და/ან
ევროკომისიის იმ გადაწყვეტილებებში განსაზღვრულ პირობებს, რომლებიც ევროპული
სტანდარტების საკითხებს არეგულირებს (მაგ., ევროსაბჭოს დირექტივა 89/106/EEC
მშენებლობის პროდუქტის შესახებ (CPD), ევროსაბჭოს დირექტივები 93/37/EEC,
92/50/EEC და 89/440/EEC სამოქალაქო ნაგებობებისა და სერვისების შესახებ და მათი
ანალოგი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის დირექტივები, რომლებიც შეიქმნა
შიგა ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით).

კონსტრუქციული ევროკოდის პროგრამა შედგება შემდეგი სტანდარტებისგან:

ენ 1990 ევროკოდი: კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები

ენ 1991 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე

ენ 1992 ევროკოდი 2: ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1993 ევროკოდი 3: ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1994 ევროკოდი 4: ლითონისა და ბეტონის კომპოზიტური


კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1995 ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1996 ევროკოდი 6: ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1997 ევროკოდი 7: გეოტექნიკური დაპროექტება

ენ 1998 ევროკოდი 8: სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება

ენ 1999 ევროკოდი 9: ალუმინის კონსტრუქციების დაპროექტება

ევროკოდის სტანდარტები აღიარებს წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელი


ორგანოების პასუხისმგებლობას და იცავს მათ უფლებებს, დაადგინონ ეროვნულ დონეზე
უსაფრთხოების მარეგულირებელი პარამეტრები, რომლებიც განსხვავდება სხვადასხვა
სახელმწიფოში.

1შეთანხმება ევროპის თანამეგობრობის კომისიასა და ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტს (CEN) შორის


ევროკოდებზე მუშაობის შესახებ, რომლებიც ეხება შენობებისა და სამოქალაქო ნაგებობების დაპროექტებას
(BC/CEN/03/89).
6
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

ევროკოდების სტატუსი და გამოყენების სფერო

ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები


აღიარებენ ევროკოდებს სახელმძღვანელო დოკუმენტად:

- როგორც საშუალებას სამშენებლო და სამოქალაქო საინჟინრო ნაგებობების საბჭოს


დირექტივის 89/106/EEC აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დასამტკიცებლად, კერძოდ, აუცილებელი მოთხოვნა N1 - მექანიკური წინაღობა და
მდგრადობა და აუცილებელი მოთხოვნა N2 - უსაფრთხოება ხანძრისას;
- როგორც საფუძველს სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საინჟინრო
მომსახურების შესახებ კონტრაქტების განსაზღვრისათვის;
- როგორც ჩარჩოს მშენებლობის პროდუქტისათვის ჰარმონიზებული ტექნიკური
სპეციფიკაციების შესაქმნელად (ენ და ETA).

ვინაიდან ევროკოდები ეხება საკუთრივ სამშენებლო სამუშაოებს, პირდაპირ


უკავშირდება CPD-ს მე-12 მუხლში მოცემულ განმარტებით დოკუმენტებს,2 თუმცა ისინი
განსხვავდებიან ჰარმონიზებული პროდუქტის სტანდარტებისაგან.3 ამიტომ ტექნიკურ
სპეციფიკაციებსა და ევროკოდებს შორის სრული შესაბამისობის მისაღწევად
პროდუქტის სტანდარტებზე მომუშავე CEN-ის ტექნიკურმა კომიტეტმა და/ან EOTA-ს
სამუშაო ჯგუფებმა საჭიროა ადეკვატურად განიხილონ ევროკოდთან დაკავშირებული
ტექნიკური ასპექტები.

ევროკოდის სტანდარტები უზრუნველყოფს კონსტრუქციული დაპროექტების საერთო


წესებს ყოველდღიური გამოყენებისათვის მთლიანი კონსტრუქციებისა და მათი
შემადგენელი კომპონენტების დასაპროექტებლად როგორც ტრადიციული, ისე
ინოვაციური გზით. არასტანდარტული სახის მშენებლობა ან დაპროექტების პირობები
ევროკოდში ცალკე განხილული არ არის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში დამპროექტებელმა
უნდა მოითხოვოს ექსპერტის ჩართვა და გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები.

2
CPD-ს 3.3 მუხლის მიხედვით, ჰარმონიზებული EN-ისა და ETAG/ETA-სთვის მანდატებსა და ძირითად
მოთხოვნებს შორის შესაბამისობისთვის ძირითად მოთხოვნებს (ER) უნდა მიეცეს კონკრეტული ფორმა
განმარტებით დოკუმენტებში.
3 CPD-ს მე-12 მუხლის მიხედვით, განმარტებითმა დოკუმენტმა უნდა:

a) მისცეს ძირითად მოთხოვნებს კონკრეტული ფორმა ტერმინოლოგიისა და ტექნიკური ბაზის


ჰარმონიზებითა და საჭიროებისას თითოეული მოთხოვნისათვის კლასების ან დონეების მითითებით;
b) განსაზღვროს მოთხოვნის ამ კლასებისა და დონეების ტექნიკურ სპეციფიკაციებთან კორელაციის
მეთოდები, მაგ., გაანგარიშებისა და დამტკიცების მეთოდები, დაპროექტების ტექნიკური წესები და ა.შ.;
c) შეასრულოს სახელმძღვანელო დოკუმენტის ფუნქცია ევროპული ტექნიკური ატესტაციებისათვის
ჰარმონიზებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესამუშავებლად.
ევროკოდები სინამდვილეში ერთნაირ ფუნქციას ასრულებს ER1-სა და ER2-ის ნაწილში.

7
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ეროვნული სტანდარტები ევროკოდების დანერგვისათვის

ეროვნული სტანდარტები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკოდების დანერგვას, უნდა


მოიცავდეს ევროკოდის CEN-ის მიერ გამოქვეყნებულ სრულ ტექსტს (ყველა დანართის
ჩათვლით), რომელსაც შეიძლება დაერთოს ეროვნული თავფურცელი, წინასიტყვაობა და
ეროვნული დანართი.

ეროვნული დანართი შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას მხოლოდ იმ პარამეტრების


შესახებ, რომლებიც არჩევითია ევროკოდში და ცნობილია ეროვნულ პარამეტრებად
ასაშენებელი შენობებისა და სამოქალაქო ნაგებობების დასაპროექტებლად, კერძოდ:

- მნიშვნელობები და/ან კლასები, რომელთა ალტერნატივებიც მოცემულია


ევროკოდში;
- გამოსაყენებელი მნიშვნელობები, რომელთა მხოლოდ სიმბოლოებია მოცემული
ევროკოდში;
- წევრი ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მონაცემები (გეოგრაფიული,
კლიმატური და ა.შ.), მაგალითად, თოვლის რუკა;
- გამოსაყენებელი პროცედურა, რომლის ალტერნატიული პროცედურები
მოცემულია ევროკოდში;
- გადაწვეტილებები ინფორმაციული დანართების გამოყენების შესახებ;
- მითითებები შესაბამის არაწინააღმდეგობრივ ინფორმაციაზე, რომელიც
მომხმარებელს გაუადვილებს ევროკოდის გამოყენებას.

ევროკოდებსა და პროდუქტის ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებს (ენ და ETA)


შორის კავშირი

მშენებლობის პროდუქტის ჰარმონიზებული ტექნიკური სპეციფიკაციები უნდა


შეესაბამებოდეს სამუშაოების ტექნიკურ წესებს.4 გარდა ამისა, ევროკოდებში მოცემული
ყველა ინფორმაცია, რომლებიც თან ახლავს მშენებლობის პროდუქტის CE-მარკირებას,
მკაფიოდ უნდა მიუთითებდეს, ეროვნულ დონეზე დადგენილი რომელი პარამეტრია
გათვალისწინებული.

დამატებითი სპეციფიკური ინფორმაცია ენ 1995-2-ის შესახებ

ენ 1995-ში მოცემულია პრინციპები და მოთხოვნები ხის ხიდების უსაფრთხოებისათვის,


საექსპლუატაციო ვადისა და ხანგამძლეობისათვის. ენ 1995 ეფუძნება ზღვრული
მდგომარეობის კონცეფციას, რომელიც კერძო კოეფიციენტის მეთოდთან ერთად
გამოიყენება.

4
იხ. CPD-ს მუხლები 3.3 და 12, ასევე, ID 1-ის შემდეგი პუნქტები: 4.2; 4.3.1; 4.3.2 და 5.2.

8
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ახალი კონსტრუქციების დასაპროექტებლად ენ 1995-2 განკუთვნილია ენ 1995-1-1-თან, ენ
1990:2002-სა და ენ 1991-ის შესაბამის ნაწილებთან ერთად პირდაპირი გამოყენებისათვის.

რეკომენდებულია კერძო კოეფიციენტებისა და საიმედოობის სხვა პარამეტრების


რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენება ძირითად მნიშვნელობებად, რომლებიც
უზრუნველყოფს საიმედოობის მისაღებ დონეს. მნიშვნელობები შეირჩა სამშენებლო
სამუშაოების შესრულებისა და ხარისხის მართვის სათანადო დონის გათვალისწინებით.
თუ CEN/TC მიერ ენ 1995-2 გამოიყენება როგორც ძირითადი დოკუმენტი, აღებული უნდა
იყოს იგივე მნიშვნელობები.

ენ 1995-2-ის ეროვნული დანართი

ამ სტანდარტში მოცემულია ალტერნატიული პროცედურები, მნიშვნელობები და


რეკომენდაციები შენიშვნებთან ერთად, რომლებშიც მითითებულია, თუ სად უნდა
გაკეთდეს ეროვნული არჩევანი. მაშასადამე, ენ 1995-2-ის დანერგვისათვის ეროვნულ
სტანდარტს უნდა ჰქონდეს ეროვნული დანართი, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა
ეროვნულ პარამეტრს, რომლებიც ცალკეულ ქვეყანაში ხიდების დაპროექტებისთვის
უნდა გამოიყენებოდეს.

ეროვნულ დანართში დასაშვებია განისაზღვროს ენ 1995-2-ში მოცემული შემდეგი


პუნქტები:

2.3.1.2(1) დატვირთვის ხანგრძლივობის კლასიფიკაცია;

2.4.1 მასალის თვისებების კერძო კოეფიციენტი;

7.2 ჩაღუნვის ზღვრული მნიშვნელობები;

7.3.1(2) მილევის კოეფიციენტები.

9
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
საქართველოს სტანდარტი
ევროკოდი 5 - ხის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 2: ხიდები
შემოღებულია:

ნაწილი 1 ზოგადი მიმოხილვა

1.1 მოქმედების ფარგლები

1.1.1 ენ 1995-ის მოქმედების ფარგლები

(1)P ენ 1995 გამოიყენება ისეთი შენობებისა და სამოქალაქო ნაგებობების


დასაპროექტებლად, რომელთა კონსტრუქციაში გამოყენებულია ხის მასალა
(დახერხილი, გარანდული, მორის ფორმის, წებოთი ლამინირებული ან გადამუშავებული
ხის სამშენებლო ნაწარმი, როგორებიცაა, მაგალითად, ლამინირებული შპონის მასალა
(LVL)) ან ერთმანეთთან წებოვანი მასალით, ან მექანიკური სამაგრებით შეკავშირებული
გადამუშავებული ხის პანელები. ენ 1995 შეესაბამება ენ 1990:2002-ში (კონსტრუქციული
დაპროექტების საფუძვლები) მოცემულ კონსტრუქციების უსაფრთხოებისა და
საექსპლუატაციოდ ვარგისობის პრინციპებსა და მოთხოვნებს, ასევე, მათი
დაპროექტებისა და შემოწმების საფუძვლებს.

(2)P ენ 1995-ში განხილულია ხის კონსტრუქციების მხოლოდ მექანიკური წინაღობის,


საექსპლუატაციოდ ვარგისობის, ხანგამძლეობისა და ცეცხლმედეგობის მოთხოვნები. იგი
არ მოიცავს სხვა, მაგალითად, თბოიზოლაციის ან ბგერათიზოლაციის მოთხოვნებს.

(3) ენ 1995 განკუთვნილია შემდეგ დოკუმენტებთან ერთად გამოყენებისათვის:

ენ 1990:2002 კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები;

ენ 1991 ზემოქმედებები კონსტრუქციებზე;

ენ 1998 სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება, თუ ხის კონსტრუქციები


სეისმურ ზონებშია;

ხის კონსტრუქციებისათვის გამოსაყენებელი მასალის შესაბამისი ენ-ები.

(4) ენ 1995 შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ენ 1995-1: ზოგადი მიმოხილვა;

ენ 1995-2: ხიდები.

(5) ენ 1995-1 (ზოგადი მიმოხილვა) შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

10
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ენ 1995-1-1 ზოგადი მიმოხილვა - საერთო წესები და წესები შენობებისათვის;

ენ 1995-1-2 ზოგადი წესები - ცეცხლმედეგი კონსტრუქციების დაპროექტება.

1.1.2 ენ 1995-2-ის მოქმედების ფარგლები

(1) ენ 1995-2-ში განხილულია დაპროექტების ზოგადი წესები ხიდების კონსტრუქციული


ნაწილებისათვის, ე.ი. მთლიანი ხიდის ან მისი ძირითადი ნაწილების
საიმედოობისათვის მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ელემენტებისთვის, რომლებიც
მხოლოდ ხის ან გადამუშავებული ხის მასალისაა, ან კომპოზიტურია ბეტონთან,
ლითონთან ან სხვა მასალასთან.

(2) ენ 1995-2 შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ნაწილი 1: ზოგადი მიმოხილვა;

ნაწილი 2: დაპროექტების საფუძვლები;

ნაწილი 3: მასალის თვისებები;

ნაწილი 4: ხანგამძლეობა;

ნაწილი 5: კონსტრუქციული ანალიზის საფუძვლები;

ნაწილი 6: აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები;

ნაწილი 7: საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები;

ნაწილი 8: შეერთებები;

ნაწილი 9: კონსტრუქციული დეტალიზება და კონტროლი.

(3) 1-ლსა და მე-2 ნაწილებში, ასევე, მოცემულია ენ 1990:2002-ში (კონსტრუქციული


დაპროექტების საფუძვლებში) განსაზღვრული დებულებების დამატებითი
დებულებები.

(4) თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, გამოიყენება ენ 1995-1-1.

1.2 ნორმატიულ დოკუმენტებზე მითითებები

(1) ქვემოთ მოცემული ნორმატიული დოკუმენტები მოიცავს დებულებებს, რომლებიც


წინამდებარე ევროპული სტანდარტის შემადგენელ დებულებებს წარმოადგენს
შესაბამისი მითითებების საფუძველზე. დათარიღებული მითითებებისთვის არ
გამოიყენება პუბლიკაციების შემდგომი შესწორებები ან ცვლილებები. თუმცა

11
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ხელშეკრულებების მხარეებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან ამ ევროპულ სტანდარტს,
რეკომენდებულია დაადგინონ ქვემოთ მოცემული ნორმატიული დოკუმენტების
უახლესი გამოცემების გამოყენების შესაძლებლობა. დაუთარიღებელი
მითითებებისათვის გამოიყენება ნორმატიული დოკუმენტის ბოლო გამოცემა.

ევროპული სტანდარტები:

ენ 1990:2002 კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები;

ენ1990:2002/A1 კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები/A1 ცვლილება - A2


დანართი: ხიდები;

ენ 1991-1-4 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 1-4: ქარის


ზემოქმედებები;

ენ 1991-2 ევროკოდი 1: ზემოქმედებები კონსტრუქციებზე - ნაწილი 2:


სატრანსპორტო დატვირთვები ხიდებზე;

ენ 1992-1-1 ევროკოდი 2: ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 1-


1: ზოგადი წესები და წესები შენობებისათვის;

ენ 1992-2 ევროკოდი 2: ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 2:


ბეტონის ხიდები - დაპროექტებისა და დეტალიზების წესები;

ენ 1993-2 ევროკოდი 3: ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 2:


ლითონის ხიდები;

ენ 1995-1-1 ევროკოდი 5: ხის კონსტრუქციების დაპროექტება - ნაწილი 1-1:


ზოგადი მიმოხილვა - საერთო წესები და წესები შენობებისათვის.

ენ 10138-1 წინასწარდაძაბული ლითონი - ნაწილი 1: ზოგადი მოთხოვნები;

ენ 10138-4 წინასწარდაძაბული ლითონი - ნაწილი 4: არმატურის ღეროები.

1.3 ამოსავალი დებულებები

(1) სამშენებლო სამუშაოების შესრულების, ტექნიკური მომსახურებისა და კონტროლის


დამატებითი მოთხოვნები მოცემულია მე-9 ნაწილში.

1.4 განსხვავება პრინციპებსა და გამოყენების წესებს შორის

(1) იხილეთ ენ 1995-1-1-ის 1.4(1).

12
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
1.5 განმარტებები

1.5.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P გამოიყენება ენ 1990:2002-ის 1.5-სა და ენ 1995-1-1-ის 1.5-ში მოცემული განმარტებები.

1.5.2 ენ 1995-2-ში გამოყენებული დამატებითი ტერმინები და განმარტებები

1.5.2.1 ნარანდიანი შეერთება

ძვრაზე მომუშავე ისეთი შეერთება, როდესაც ერთი ელემენტის ნაწილი სხვა ელემენტის
შეხების ზედაპირშია ჩამაგრებული. როგორც წესი, შეხებაში მყოფი ნაწილები ერთმანეთს
მექანიკური სამაგრებით უერთდება.
შენიშვნა: ნარანდიანი შეერთების მაგალითი მოცემულია 1.1 ნახაზზე.

განმარტება:
1 - ხე
2 - ბეტონი
3 - სამაგრი
ნახაზი 1.1 – ნარანდიანი შეერთების ნიმუში

1.5.2.2

ლამინირებული ფენილის ფილები

ლამინირებული მასალებით დამზადებული ფენილის ფილები, რომლებიც ვიწრო ან


ფართო წახნაგითაა დაწყობილი და ერთმანეთთან მექანიკური სამაგრებით ან წებოთია
შეერთებული (იხ. 1.2 და 1.3 ნახაზები).

1.5.2.3 დაძაბვით ლამინირებული ფენილის ფილები

დახერხილი ან გარანდული ზედაპირების მქონე ვიწრო წახნაგით დაწყობილი


ლამინირებული მასალებით დამზადებული ლამინირებული ფენილის ფილები,
რომლებიც ერთმანეთთან წინასწარდაძაბვითაა შეერთებული (იხ. 1.2 ნახაზის b, c და d).

13
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

განმარტება:
1 - ლურსმანი ან ხრახნი
2 - წინასწარდაძაბული არმატურის ღერო ან დაძაბული არმატურის ელემენტი
3 - წებოს ფენა წებოთი ლამინირებულ ელემენტებს შორის
4 - წებოს ფენა ლამინირებულ მასალებს შორის წებოთი ლამინირებულ ელემენტებში

ნახაზი 1.2 - წახნაგით დაწყობილი ლამინირებული მასალებით დამზადებული ფენილის


ფილები
a) ლურსმნით ან ხრახნით ლამინირებული;
b) წინასწარდაძაბვით ლამინირებული, მაგრამ შეუწებებელი;
c) და წინასწარდაძაბვით შეწებებული ლამინირებული კოჭები, რომლებიც ფართო
წახნაგითაა დაწყობილი;
d) შეწებებული და წინასწარდაძაბვით შეწებებული ლამინირებული კოჭები, რომლებიც
ვიწრო წახნაგებითაა შეწებებული.

1.5.2.4 ჯვარედინად ლამინირებული ფენილის ფილები

შრეებში ბოჭკოს სხვადასხვა მიმართულების (ჯვარედინი ან სხვადასხვა კუთხით) მქონე


ლამინირებული მასალებით დამზადებული ლამინირებული ფენილის ფილები. შრეები
ერთმანეთთან შეწებებულია ან შეერთებულია მექანიკური სამაგრებით (იხ. 1.3 ნახაზი).

1.5.2.5 წინასწარდაძაბვა

კონსტრუქციაზე მოდებული მართვადი ძალებით და/ან დეფორმაციებით გამოწვეული


მუდმივი ეფექტი.
შენიშვნა: წინასწარდაძაბვის მაგალითია არმატურის ღეროებით ან დაძაბული არმატურის ელემენტებით
ხის ფენილის ფილების განივი წინასწარდაძაბვა (იხ. 1.2 b-d ნახაზი).

14
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

ნახაზი 1.3 – ჯვარედინად ლამინირებული ფენილის ფილა

1.6 ენ 1995-2-ში გამოყენებული სიმბოლოები

ენ 1995-2-ისთვის გამოიყენება შემდეგი სიმბოლოები.

დიდი ლათინური ასოები


𝐴 ხიდის ფენილის ფართობი;

𝐸0,mean ბოჭკოს პარალელური დრეკადობის საშუალო მოდული;

𝐸90,mean ბოჭკოს მართობული დრეკადობის საშუალო მოდული;

𝐹 ძალა;

𝐹t,Ed საანგარიშო გაჭიმვის ძალა ხესა და ბეტონს შორის;

𝐹v,Ed საანგარიშო ძვრის ძალა ხესა და ბეტონს შორის;

𝐺0,mean ბოჭკოს პარალელური საშუალო ძვრის მოდული;

𝐺90,mean ბოჭკოს მართობული საშუალო ძვრის მოდული (ბოჭკოს მართობული ძვრა);

𝑀 ხიდის მთლიანი მასა;

𝑀beam მღუნავი მომენტი კოჭში, რომელიც ფილის ფუნქციას ასრულებს;

𝑀max,beam მაქსიმალური მღუნავი მომენტი კოჭში, რომელიც, ასევე, ფილის ფუნქციას


ასრულებს;

𝑁obs მუდმივი ამპლიტუდის ძაბვის ციკლების რაოდენობა ერთ წელიწადში;

𝑅 ძაბვების კოეფიციენტი;

პატარა ლათინური ასოები


𝑎 მანძილი; დაღლილობის კოეფიციენტი;

15
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝑎hor,1 ერთი პირის მიერ ხიდის გადაკვეთისას გამოწვეული ჰორიზონტალური აჩქარება;

𝑎hor,n რამდენიმე პირის მიერ ხიდის გადაკვეთისას გამოწვეული ჰორიზონტალური


აჩქარება;

𝑎vert,1 ერთი პირის მიერ ხიდის გადაკვეთისას გამოწვეული ვერტიკალური აჩქარება;

𝑎vert,n რამდენიმე პირის მიერ ხიდის გადაკვეთისას გამოწვეული ვერტიკალური


აჩქარება;

𝑏 დაღლილობის კოეფიციენტი;

𝑏ef ეფექტური სიგანე;

𝑏ef,c ბეტონის ფილის სრული ეფექტური სიგანე;

𝑏ef,1 ; 𝑏ef,2ბეტონის ფილის ეფექტური სიგანე;

𝑏lam ლამინირების სიგანე;

𝑏w დატვირთული ფართობის სიგანე ფენილის ფილის შეხების ზედაპირზე;

𝑏w,middle დატვირთული ფართობის სიგანე ფენილის ფილის შუაში;

𝑑 დიამეტრი; ღეროს გარე დიამეტრი; მანძილი;

ℎ კოჭის სიმაღლე; ფილის სისქე;

𝑓c,90,d ბოჭკოს მართობული საანგარიშო სიმტკიცე კუმშვისას;

𝑓fat,d დაღლილობისადმი გამძლეობის საანგარიშო მნიშვნელობა;

𝑓k მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑓m,d,deck ფენილის ფილის საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას;

𝑓v,d,deck ფენილის ფილის საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას;

𝑓m,d,lam ლამინირებული მასალის საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას;

𝑓v,d,lam ლამინირებული მასალის საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას;

𝑓vert , 𝑓hor ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების ძირითადი საკუთარი


სიხშირე;

𝑘c,90 სიმტკიცის კოეფიციენტი ბოჭკოს მართობულად კუმშვისას;

𝑘fat კოეფიციენტი, რომელიც გამოსახავს დატვირთვის ციკლების რაოდენობის


მიხედვით სიმტკიცის შემცირებას;

16
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝑘hor კოეფიციენტი;

𝑘mod მოდიფიკაციის კოეფიციენტი;

𝑘sys სისტემის სიმტკიცის კოეფიციენტი;

𝑘vert კოეფიციენტი;

ℓ მალი;

ℓ1 მანძილი;

𝑚 მასა; მასა ერთეულ სიგრძეზე;

𝑚plate მღუნავი მომენტი ფილაში ერთეულ სიგრძეზე;

𝑚max,plate მაქსიმალური მღუნავი მომენტი ფილაში;

𝑛 დატვირთული ლამინირებული მასალების რაოდენობა; ქვეითად მოსიარულეთა


რაოდენობა;

𝑛ADT ერთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი ტრანსპორტის ნაკადის დღიური


მოცულობის საშუალო მნიშვნელობა კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადის
განმავლობაში;

𝑡 დრო; ლამინირებული ფენის სისქე;

𝑡L კონსტრუქციის წლებში გამოსახული საანგარიშო საექსპლუატაციო ვადა.

პატარა ბერძნული ასოები

𝛼 ხიდზე გამავალი მძიმე სატვირთო მანქანების მოსალოდნელი პროცენტული


მაჩვენებელი;

𝛽 დაზიანების შედეგზე დამოკიდებული კოეფიციენტი; ძაბვის განაწილების კუთხე;

𝛾M ხის მასალის თვისების კერძო კოეფიციენტი, რომელიც, ასევე, ითვალისწინებს


მოდელის პარამეტრების უზუსტობებსა და ზომების ცვლილებებს;

𝛾M,c ბეტონის მასალის თვისების კერძო კოეფიციენტი, რომელიც, ასევე,


ითვალისწინებს მოდელის პარამეტრების უზუსტობებსა და ზომების
ცვლილებებს;

𝛾M,s ლითონის მასალის თვისების კერძო კოეფიციენტი, რომელიც, ასევე,


ითვალისწინებს მოდელის პარამეტრების უზუსტობებსა და ზომების
ცვლილებებს;
17
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝛾M,v ძვრაზე მომუშავე შემაერთებლების კერძო კოეფიციენტი, რომელიც, ასევე,
ითვალისწინებს მოდელის პარამეტრების უზუსტობებსა და ზომების
ცვლილებებს;

𝛾M,fat უსაფრთხოების კერძო კოეფიციენტი მასალის დაღლილობაზე შესამოწმებლად,


რომელიც, ასევე, ითვალისწინებს მოდელის პარამეტრების უზუსტობებსა და
ზომების ცვლილებებს;

𝜅 კოეფიციენტი დაღლილობაზე შემოწმებისათვის;

𝜌mean საშუალო სიმკვრივე;

𝜇d ხახუნის საანგარიშო კოეფიციენტი;

𝜎d,max საანგარიშო ძაბვის რიცხვობრივად უდიდესი მნიშვნელობა დაღლილობითი


დატვირთვისათვის;

𝜎d,min საანგარიშო ძაბვის რიცხვობრივად უმცირესი მნიშვნელობა დაღლილობითი


დატვირთვისათვის;

𝜎p,min წინასწარდაძაბვით გამოწვეული ხანგრძლივი ნარჩენი მკუმშავი ძაბვის


მინიმალური მნიშვნელობა;

𝜁 მილევის კოეფიციენტი.

18
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 2 დაპროექტების საფუძვლები

2.1 ძირითადი მოთხოვნები

(1)P ხის ხიდების დაპროექტება უნდა შეესაბამებოდეს ენ 1990:2002-ის მოთხოვნებს.

2.2 ზღვრულ მდგომარეობაზე დაპროექტების პრინციპები

(1) იხილეთ ენ 1995-1-1-ის 2.2.

2.3 ძირითადი ცვლადები

2.3.1 ზემოქმედებები და გარემოს გავლენა

2.3.1.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) ხიდების დაპროექტებისას გამოსაყენებელი ზემოქმედებები შეიძლება აღებული იყოს


ენ 1991-ის შესაბამისი ნაწილებიდან.
შენიშვნა 1: დაპროექტებისას გამოსაყენებელი ენ 1991-ის ნაწილებია:

ენ 1991-1-1 სიმკვრივეები, საკუთარი წონა, შენობებზე მოდებული დატვირთვები;

ენ 1991-1-3 თოვლის დატვირთვები;

ენ 1991-1-4 ქარის ზემოქმედებები;

ენ 1991-1-5 თერმული ზემოქმედებები;

ენ 1991-1-6 ზემოქმედებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

ენ 1991-1-7 შემთხვევითი ზემოქმედებები;

ენ 1991-2 სატრანსპორტო დატვირთვები ხიდებზე.

2.3.1.2 დატვირთვის ხანგრძლივობის კლასები

(1) ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებით გამოწვეული ცვლადი


ზემოქმედებები უნდა ჩაითვალოს ხანმოკლე ზემოქმედებებად.
შენიშვნა: დატვირთვის ხანგრძლივობის კლასიფიკაციების მაგალითები მოცემულია ენ 1995-1-1-ის 2.3.1-ის
შენიშვნაში. დამონტაჟებისას ზემოქმედებებისთვის რეკომენდებულია ხანმოკლე დატვირთვის კლასი.
ეროვნული არჩევანი შეიძლება მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

19
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
(2) ბოჭკოს მართობული საწყისი წინასწარდაძაბვის ძალები უნდა ჩაითვალოს ხანმოკლე
ზემოქმედებებად.

2.4 კერძო კოეფიციენტის მეთოდით შემოწმება

2.4.1 მასალის თვისების საანგარიშო მნიშვნელობა


შენიშვნა: ძირითადი შეხამებებისთვის მასალის თვისებების 𝛾M კერძო კოეფიციენტის რეკომენდებული
მნიშვნელობები მოცემულია 2.1 ცხრილში. შემთხვევითი შეხამებებისთვის კერძო კოეფიციენტის
რეკომენდებული მნიშვნელობაა 𝛾M = 1,0. ინფორმაცია ეროვნული არჩევანის შესახებ შეიძლება მოცემული
იყოს ეროვნულ დანართში.

ცხრილი 2.1 - მასალის თვისებების რეკომენდებული კერძო კოეფიციენტები

1. ხისა და გადამუშავებული ხის მასალები


- სტანდარტული შემოწმება
𝛾M = 1,3
- მასიური ხის მასალა
- შეწებებული ლამინირებული ხის მასალა 𝛾M = 1,25
- ლამინირებული შპონის მასალა, წიწვოვანი ხის 𝛾M = 1,2
მასალა, ორიენტირებული ბურბუშელას ფილა
- დაღლილობაზე შემოწმება 𝛾M,fat = 1,0
2. შეერთებები
- ჩვეულებრივი შემოწმება 𝛾M = 1,3
- დაღლილობაზე შემოწმება 𝛾M,fat = 1,0
3. კომპოზიტურ ელემენტებში გამოყენებული ლითონი 𝛾M,s = 1,15
4. კომპოზიტურ ელემენტებში გამოყენებული ბეტონი 𝛾M,c = 1,5
5. ხესა და ბეტონს შორის ძვრაზე მომუშავე შეერთებები
კომპოზიტურ ელემენტებში
- ჩვეულებრივი შემოწმება 𝛾M,v = 1,25
- დაღლილობაზე შემოწმება 𝛾M,v,fat = 1,0
6. წინასწარდაძაბული ლითონის ელემენტები 𝛾M,s = 1,15

20
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 3 მასალის თვისებები

(1)P წინასწარდაძაბული ლითონები უნდა შეესაბამებოდეს ენ 10138-1-ისა და ენ 10138-4-


ის მოთხოვნებს.

21
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 4 ხანგამძლეობა

4.1 ხის მასალა

(1) გათვალისწინებული უნდა იყოს ნალექის, ქარისა და მზის გამოსხივების ეფექტი.


შენიშვნა 1: კონსტრუქციული ხის ელემენტების ეფექტი, რომელიც ნალექით ან მზის გამოსხივებით
გამოწვეული პირდაპირი გამოფიტვის შედეგია, შეიძლება შეიზღუდოს დამცავი კონსტრუქციული
ზომებით, საკმარისი ბუნებრივი ხანგამძლეობის მქონე ხის მასალის ან ბიოლოგიური ზემოქმედებებისგან
დასაცავად ანტისპეტიკურად დამუშავებული ხის მასალის გამოყენებით.

შენიშვნა 2: თუ ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ნაწილობრივი ან სრული დაფარვა


მიზანშეწონილი არ არის, ხანგამძლეობა შეიძლება გაუმჯობესდეს ერთი ან მეტი ისეთი საშუალებით,
როგორებიცაა:

- ხის ზედაპირებზე მდგარი წყლის შეზღუდვა, რაც შესაძლებელია ზედაპირების შესაბამისი


დახრილობით;
- ღიობების, ნარიმანდების და ა.შ. შეზღუდვა, სადაც შესაძლებელია წყლის დაგროვება ან
ინფილტრაცია;
- პირდაპირი წყალშთანთქმის (მაგ., ბეტონის საძირკვლიდან წყლის კაპილარული შთანთქმის)
შეზღუდვა, რაც შესაძლებელია შესაბამისი ბარიერებით;
- ნაპრალებისა და განშრევების შესაბამისი ჰერმეტიზაცია და/ან ზესადებებით შეზღუდვა,
განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც განაპირა ბოჭკო განიცდის ზემოქმედებას;
- გაჯირჯვებისა და შეკლების მოძრაობების შეზღუდვა, რაც შესაძლებელია შესაბამისი საწყისი
ტენშემცველობის უზრუნველყოფითა და ექსპლუატაციისას ტენიანობის ცვლილებების
შემცირებით ზედაპირის ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფით;
- კონსტრუქციის გეომეტრიის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ხის ნაწილის ბუნებრივ
ვენტილაციას.

შენიშვნა 3: გრუნტთან ახლოს ხესა და გრუნტს შორის მცენარეულობით გამოწვეული არასაკმარისი


ვენტილაციით ან წყლის შეშხეფებით გაზრდილი ტენშემცველობის რისკი შეიძლება შემცირდეს ერთი ან
მეტი საშუალებით:

- მსხვილი ხრეშით ან მსგავსი მასალით გრუნტის დაფარვით, რათა შეიზღუდოს მცენარეული


საფარი;
- ხის ნაწილებსა და გრუნტის დონეს შორის გაზრდილი მანძილის გამოყენებით.

(2)P თუ ხის კონსტრუქციული ელემენტები განიცდის ცვეთას სატრანსპორტო ნაკადის


გამო, დაპროექტებაში გამოყენებული სიმაღლე უნდა იყოს ჩანაცვლებამდე დასაშვები
მინიმალური სიმაღლის ტოლი.

4.2 კოროზიისადმი წინაღობა

(1) სამაგრებისთვის გამოიყენება ენ 1995-1-1-ის 4.2 პუნქტი. სამაგრების გარდა, სხვა


ლითონის ნაწილებისთვის გამოიყენება ენ 1993-2.

22
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
შენიშვნა: განსაკუთრებით კოროზიული პირობების მაგალითია ხის ხიდი, სადაც არ გამოირიცხება
კოროზია მოყინული საფარის ლხობისას.

(2)P გათვალისწინებული უნდა იყოს ძაბვით გამოწვეული კოროზიის ალბათობა.

(3) ბეტონით დაფარული ლითონის ნაწილები, როგორებიცაა არმატურის ღეროები და


წინასწარდაძაბული ვანტები, დაცული უნდა იყოს ენ 1992-1-1-ის 4.4.1 პუნქტისა და ენ
1992-2-ის შესაბამისად.

(4) ხის ქიმიური დამუშავების ან მაღალი მჟავიანობის შემცველი ხის მასალის ეფექტი
გათვალისწინებული უნდა იყოს სამაგრების კოროზიისგან დაცვისას.

4.3 ხის ფენილების ჰერმეტულად დაცვა წყლისგან

(1)P ჰერმეტული შრეების დრეკადობა საკმარისი უნდა იყოს, რათა დაჰყვეს ხის ფენილის
მოძრაობას.

23
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 5 კონსტრუქციული ანალიზის საფუძვლები

5.1 ლამინირებული ფენილის ფურცლები

5.1.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) ლამინირებული ხის ფენილის ფილების ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს ერთ-ერთს:

- ორთოტროპული ფირფიტის თეორიას;


- ფენილის ფირფიტის ბადით მოდელირებას;
- გამარტივებულ მეთოდს 5.1.3-ის შესაბამისად.
შენიშვნა: გაუმჯობესებულ ანალიზში ლამინირებული წიწვოვანი ხის მასალისგან დამზადებული ფენილის
ფირფიტებისათვის სისტემის თვისებების დამოკიდებულებები გათვალისწინებული უნდა იყოს 5.1
ცხრილის შესაბამისად. პუასონის კოეფიციენტი 𝑣 შეიძლება იყოს ნულის ტოლი.

ცხრილი 5.1 – ლამინირებული ფენილის ფირფიტების სისტემის თვისებები

ფენილის ფირფიტის ტიპი 𝐸90,mean /𝐸0,mean 𝐺0,mean /𝐸0,mean 𝐺90,mean /𝐺0,mean


ლურსმნით ლამინირებული 0 0,06 0,05
დაძაბვით ლამინირებული
− დახერხილი 0,015 0,06 0,08
− გარანდული 0,020 0,06 0,10
შეწებებული ლამინირებული 0,030 0,06 0,15

(2) ჯვარედინად ლამინირებული ფენილის ფილებისთვის (იხ. 1.3 ნახაზი)


გათვალისწინებული უნდა იყოს ძვრით გამოწვეული დეფორმაციები.

5.1.2 შეყურსული ვერტიკალური დატვირთვები

(1) დატვირთვები გათვალისწინებული უნდა იყოს ათვლის სიბრტყეზე ფენილის ფილის


შუაში.

(2) შეყურსული დატვირთვებისთვის ეფექტური დატვირთვის ფართობი დასაშვებია, რომ


ფენილის ფილის შუა სიბრტყის მიმართაა განსაზღვრული (იხ. 5.1 ნახაზი), სადაც:

𝑏w არის დატვირთული ფართობის სიგანე ტროტუართან შეხების ზედაპირზე;

𝑏w,middle არის დატვირთული ფართობის სიგანე ათვლის სიბრტყეზე ფენილის ფირფიტის


შუაში;

𝛽 არის განაწილების კუთხე 5.2 ცხრილის შესაბამისად.

24
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

განმარტება:
1 - ტროტუარი
2 - ხის ფენილის ფირფიტა
3 - ათვლის სიბრტყე ხის ფენილის ფირფიტის შუაში

ნახაზი 5.1 - შეყურსული დატვირთვების განაწილება შეხების ზედაპირის 𝐛𝐰 სიგანიდან

ცხრილი 5.2 - შეყურსული დატვირთვების 𝜷 განაწილების კუთხე სხვადასხვა


მასალისთვის
ტროტუარი (ენ 1991-2-ის 4.3.6 პუნქტის შესაბამისად) 45°

ფილები და თამასები 45°

ლამინირებული ხის ფენილის ფილები:

- ბოჭკოს მიმართულებით

45°

- ბოჭკოს მართობულად
15°

შეწებებული ფანერი და ჯვარედინად ლამინირებული 45°


ფენილის ფილები

25
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
5.1.3 გამარტივებული ანალიზი

(1) ფენილის ფილას შეიძლება ჩაენაცვლოს ერთი ან რამდენიმე კოჭი 𝑏ef ეფექტური
სიგანის ლამინირებული მასალების მიმართულებით და შეიძლება ასე განისაზღვროს:

𝑏ef = 𝑏w,middle + 𝑎 (5.1),

სადაც:

𝑏w,middle უნდა განისაზღვროს 5.1.2(2)-ის შესაბამისად;

𝑎 აღებული უნდა იყოს 5.3 ცხრილიდან.

ცხრილი 5.3 - კოჭის ეფექტური სიგანის განსასაზღვრავი a (მ) სიგანე

ფენილის ფირფიტის სისტემა 𝒂 (მ)

ლურსმნით ლამინირებული ფენილის ფირფიტა 0,1

დაძაბვით ლამინირებული ან შეწებებული ლამინირებული 0,3

ჯვარედინად ლამინირებული ხე 0,5

კომპოზიტური ბეტონის/ხის ფენილის კონსტრუქცია 0,6

5.2 კომპოზიტური ელემენტები

(1)P ფენილის ფირფიტის სისტემების კომპოზიტური კონსტრუქციის მსგავსი


ქმედებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს კვანძის გაცურების ზემოქმედება.
შენიშვნა: იხილეთ 8.2.

5.3 ხისა და ბეტონის კომპოზიტური ელემენტები

(1) ბეტონის ნაწილი უნდა დაპროექტდეს ენ 1992-2-ის შესაბამისად.

(2) ლითონის სამაგრები და ნარანდიანი შეერთებები უნდა დაპროექტდეს კომპოზიტური


მოქმედებით გამოწვეული ყველა ძალის გადასაცემად. ხესა და ბეტონს შორის ხახუნისა
და შეჭიდულობის გათვალისწინება აუცილებელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სპეციალური კვლევებია ჩატარებული.

(3) კომპოზიტური ხის კოჭის/ბეტონის ფენილის კონსტრუქციების ბეტონის ფილის


ეფექტური სიგანე ასე უნდა განისაზღვროს:

𝑏ef,c = 𝑏 + 𝑏ef,1 + 𝑏ef,2 (5.2),

სადაც:
26
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝑏 არის ხის კოჭის სიგანე;

𝑏ef,1, 𝑏ef,2 არის ბეტონის თაროების ეფექტური სიგანეები, როგორც ეს განსაზღვრულია


ბეტონის ტესებრი კვეთისათვის ენ 1992-1-1-ის 5.3.2.1 ქვეპუნქტის შესაბამისად.

(4)P აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობის შესამოწმებლად გათვალისწინებული


უნდა იყოს ბზარები ბეტონის ფილაში.

(5) შესაძლებელია ბეტონის გაჭიმვით გახისტების ეფექტის გათვალისწინება. მარტივი


მეთოდის სახით, ბეტონის განივკვეთის დაბზარული ნაწილის სიხისტე შეიძლება იყოს
დაუბზარავ პირობებში სიხისტის 40%. ასეთ ზონებში გათვალისწინებული უნდა იყოს
დაბზარვის შესაბამისი გამანაწილებელი არმატურის საჭიროება.

27
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 6 აბსოლუტური ზღვრული მდგომარეობები

6.1 ფენილის ფილების

6.1.1 სისტემის სიმტკიცე

(1) გამოიყენება ენ 1995-1-1-ის 6.7-ში მოცემული შესაბამისი წესები.

(2) ღუნვისას და ძვრისას ფენილის ფილის საანგარიშო სიმტკიცე ასე უნდა


განისაზღვროს:

𝑓m,d,deck = 𝑘sys 𝑓m,d,lam (6.1)

𝑓v,d,deck = 𝑘sys 𝑓v,d,lam (6.2),

სადაც:

𝑓m,d,lam არის ლამინირებული მასალების საანგარიშო სიმტკიცე ღუნვისას;

𝑓v,d,lam არის ლამინირებული მასალების საანგარიშო სიმტკიცე ძვრისას;

𝑘sys არის სისტემის სიმტკიცის კოეფიციენტი (იხ. ენ 1995-1-1). 1.2d ნახაზის


შესაბამისი ფენილებისათვის უნდა გამოიყენებოდეს ენ 1995-1-1-ის 6.14
ნახაზის 1-ლი ხაზი.

𝑘sys -ის გაანგარიშებისათვის დატვირთული ლამინირებული მასალების რაოდენობა ასე


უნდა განისაზღვროს:
𝑏ef
𝑛= (6.3),
𝑏lam

რომლისთვისაც:

𝑏ef არის ეფექტური სიგანე;

𝑏lam არის ლამინირების ფენის სიგანე.

(3) 𝑏ef ეფექტური სიგანე ასე უნდა განისაზღვროს (იხ. 6.1 ნახაზი):
𝑀max,beam
𝑏ef = (6.4),
𝑚max,plate

სადაც:

𝑀𝑚𝑎𝑥,beam არის მაქსიმალური მღუნავი მომენტი კოჭში, რომელიც ფილის ფუნქციას


ასრულებს;

28
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝑚max,plate არის ფირფიტაში მაქსიმალური მღუნავი მომენტი, რომელიც ფილის
ანალიზითაა განსაზღვრული.
შენიშვნა: ეფექტური სიგანის განსასაზღვრავი გამარტივებული მეთოდი მოცემულია 5.1.3-ში.

ნახაზი 6.1 - ფილაში მღუნავი მომენტის განაწილების მაგალითი ეფექტური სიგანის


განსასაზღვრავად

6.1.2 ფენილის დაძაბვით ლამინირებული ფირფიტები

(1)P ხანგრძლივი წინასწარდაძაბვის ძალები უნდა იყოს ისეთი, რომ არ გამოიწვიოს შიგა
შრეთშორისი გაცურება.

(2) უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნა:

𝐹v,Ed ≤ 𝜇d 𝜎p,min ℎ (6.5),

სადაც:

𝐹v,Ed არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებებით გამოწვეული


საანგარიშო ძვრის ძალა ერთეულ სიგრძეზე;

𝜇d არის ხახუნის კოეფიციენტის საანგარიშო მნიშვნელობა;

𝜎p,min არის წინასწარდაძაბვით გამოწვეული ხანგრძლივი მინიმალური ნარჩენი


მკუმშავი ძაბვა;

ℎ არის ფილის სისქე.

(3) ხახუნის კოეფიციენტი უნდა ითვალისწინებდეს:

- ხის სახეობებს;
- შეხების ზედაპირის უსწორმასწორობას;
29
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
- ხის მასალის დამუშავებას;
- ნარჩენი ძაბვის დონეს ლამინირებულ მასალებს შორის.

(4) თუ სხვა მნიშვნელობები შემოწმებული არ არის, ლამინირებულ წიწვოვან ხის


მასალებს შორის და, ასევე, ლამინირებულ წიწვოვან ხის მასალებსა და ბეტონს შორის 𝜇d
საანგარიშო სტატიკური ხახუნის კოეფიციენტები გათვალისწინებული უნდა იყოს 6.1
ცხრილის შესაბამისად. 12-16% ტენშემცველობებისათვის მნიშვნელობები შეიძლება
მიიღებოდეს წრფივი ინტერპოლაციით.

(5) ზონებში, რომლებიც განიცდის შეყურსულ დატვირთვებს, ლამინირებულ მასალებს


შორის წინასწარდაძაბვით გამოწვეული 𝜎p,min ხანგრძლივი მინიმალური ნარჩენი
მკუმშავი ძაბვა არ უნდა იყოს 0,35 ნ/მმ2 -ზე ნაკლები.

(6) ხანგრძლივი წინასწარდაძაბული ნარჩენი ძაბვა შეიძლება, ჩვეულებრივ,


აღემატებოდეს 0,35 ნ/მმ2 -ს, თუ:

- საწყისი წინასწარდაძაბვა, სულ მცირე, 1,0 ნ/მმ2 -ია;


- წინასწარდაძაბვისას ლამინირებული მასალების ტენშემცველობა 16%-ს არ
აღემატება;
- ექსპლუატაციისას ფენილის ფილაში ტენშემცველობის ცვლილება შეზღუდულია
სათანადო დაცვით, მაგალითად, ჰერმეტული შრით.

ცხრილი 6.1 - 𝝁𝐝 ხახუნის კოეფიციენტის საანგარიშო მნიშვნელობები

ლამინირებული ზედაპირის ბოჭკოს მართობული ბოჭკოს პარალელური


უსწორმასწორობა ტენშემცველობა ტენშემცველობა ტენშემცველობა ტენშემცველობა
≤ 12% ≥ 16% ≤ 12% ≥ 16%
დახერხილი ხის მასალა
დახერხილ ხის მასალასთან 0,30 0,45 0,23 0,35

გარანდული ხის მასალა 0,20 0,40 0,17 0,30


გარანდულ ხის მასალასთან

დახერხილი ხის მასალა 0,30 0,45 0,23 0,35


გარანდულ ხის მასალასთან

ხის მასალა ბეტონთან 0,40 0,40 0,40 0,40

(7) შედეგად მიღებული წინასწარდაძაბვის ძალები უნდა მოქმედებდეს ხის განივკვეთის


ცენტრზე.

(8)P დაანკერების ფილის შეხების ზედაპირზე უნდა შემოწმდეს წინასწარდაძაბვისას


ბოჭკოს მართობული მკუმშავი ძაბვა.

(9) 𝑘c,90 კოეფიციენტი ენ 1995-1-1-ის შესაბამისად შეიძლება იყოს 1,3-ის ტოლი.

30
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
(10) ოთხ მომიჯნავე ლამინირებულ მასალას შორის ნებისმიერში ℓ1 მანძილზე არ უნდა
იყოს ერთზე მეტი პირაპირა შეერთება. ℓ1 მანძილი ასე განისაზღვრება:
2𝑑
ℓ1 = min {30𝑡 (6.6),
1,2მ

სადაც:

𝑑 არის მანძილი წინასწარდაძაბულ ელემენტებს შორის;

𝑡 არის ლამინირებების სისქე წინასწარდაძაბვის მიმართულებით.

(11) დაძაბვით ლამინირებული ფენილის ფილების გრძივი სიმტკიცის გაანგარიშებისას


კვეთი უნდა შემცირდეს პირაპირა შეერთებების რაოდენობის პროპორციულად
წინასწარდაძაბვის მიმართულებით ლამინირებული ფენის სისქის ოთხზე ნამრავლის
ტოლ მანძილზე.

განმარტება:
1 - ლამინირება
2 - პირაპირა შეერთება
3 - წინასწარდაძაბული ელემენტი

ნახაზი 6.2 - პირაპირა შეერთებები ფენილის დაძაბვით ლამინირებული ფილებში

6.2 დაღლილობა

(1)P კონსტრუქციებისათვის ან კონსტრუქციის ნაწილებისა და შეერთებებისთვის,


რომლებიც ტრანსპორტის ნაკადით ან ქარის დატვირთვით გამოწვეულ ძაბვის ხშირ
ცვლილებას განიცდის, უნდა შემოწმდეს, რომ დაღლილობა არ განაპირობებს რღვევას ან
მნიშვნელოვან დაზიანებას.
შენიშვნა 1: საფეხმავლო ხიდებისთვის, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის დაღლილობაზე შემოწმება.

შენიშვნა 2: შემოწმების გამარტივებული მეთოდი მოცემულია A (ინფორმაციულ) დანართში.

31
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

32
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 7 საექსპლუატაციო ზღვრული მდგომარეობები

7.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) გაანგარიშებისას უნდა გამოიყენებოდეს სიმკვრივის საშუალო მნიშვნელობები.

7.2 ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები


შენიშვნა: ℓ მალიანი კოჭების, ფილების ან წამწეების მხოლოდ ტრანსპორტის ნაკადით გამოწვეული
ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობების დიაპაზონი მოცემულია 7.1 ცხრილში. რეკომენდებული
მნიშვნელობები ხაზგასმულია. ინფორმაცია ეროვნული არჩევანის შესახებ შეიძლება მოცემული იყოს
ეროვნულ დანართში.

ცხრილი 7.1 - კოჭების, ფილებისა და წამწეების ჩაღუნვის ზღვრული მნიშვნელობები

ზღვრული მნიშვნელობების დიაპაზონი


ზემოქმედება
ტრანსპორტის ნაკადის მახასიათებელი დატვირთვა ℓ/400-ℓ/500
ქვეითთა და ტრანსპორტის მცირე ნაკადის დატვირთვა ℓ/200-ℓ/400

7.3 რხევები

7.3.1 ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებით გამოწვეული რხევები

(1) კომფორტის კრიტერიუმებისთვის გამოიყენება ენ 1990:2002/A1.

(2) თუ სხვა მნიშვნელობები არ არის შემოწმებული, მილევის კოეფიციენტი ასე უნდა


იყოს გათვალისწინებული:

- კონსტრუქციებისთვის მექანიკური შეერთებების გარეშე 𝜁 = 0,010;


- კონსტრუქციებისთვის მექანიკური შეერთებებით 𝜁 = 0,015.
შენიშვნა 1: სპეციფიკური კონსტრუქციებისთვის მილევის ალტერნატიული კოეფიციენტები შეიძლება
მოცემული იყოს ეროვნულ დანართში.

შენიშვნა 2: თავისუფლად დაყრდნობილი კოჭებით ან წამწეებით აგებული ხის ხიდების რხევების


შესაფასებლად გამარტივებული მეთოდი მოცემულია B დანართში.

7.3.2 ქარით გამოწვეული რხევები

(1)P გამოიყენება ენ 1991-1-4.

33
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

34
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 8 შეერთებები

8.1 ზოგადი მიმოხილვა

(1)P ხიდებში არ უნდა გამოიყენებოდეს:

- ღერძულად დატვირთული ლურსმნები;


- კავიანი შეერთებები;
- პერფორირებული ლითონის ფურცლის კავშირებიანი შეერთებები.

8.2 ხის ბეტონთან შეერთებები კომპოზიტურ კოჭებში

8.2.1 გვერდულად დატვირთული სოგმანის ტიპის სამაგრები

(1) არ უნდა გამოიყენებოდეს ბაგირის ეფექტი.

(2) თუ ხესა და ბეტონს შორის არის შუალედური არაკონსტრუქციული შრე, მაგალითად,


ყალიბი (იხ. 8.1 ნახაზი), სიმტკიცისა და სიხისტის პარამეტრები უნდა განისაზღვროს
სპეციალური ანალიზით ან გამოცდებით.

განმარტება:
1 - ბეტონი
2 - არაკონსტრუქციული შუალედური შრე
3 - ხე
ნახაზი 8.1 - შუალედური შრე ბეტონსა და ხეს შორის

8.2.2 ნარანდიანი შეერთებები

(1) ნარანდიანი შეერთებებისთვის (იხ. 1.1 ნახაზი) ძვრის ძალა გათვალისწინებული უნდა
იყოს ხესა და ნარანდში ჩასხმულ ბეტონს შორის შეხების ზედაპირზე პირდაპირი წნევით.

(2) უნდა შემოწმდეს, რომ შეერთების ბეტონისა და ხის ნაწილების წინაღობა საკმარისია.

(3)P ბეტონისა და ხის ნაწილები ერთმანეთზე უნდა იყოს დამაგრებული ისე, რომ
შეუძლებელი იყოს მათი განცალკევება.
35
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
(4) შეერთება უნდა დაპროექტდეს ხესა და ბეტონს შორის გამჭიმ ძალაზე, რომელიც ასე
განისაზღვრება:

𝐹t,Ed = 0,1𝐹v,Ed (8.1),

სადაც:

𝐹t,Ed არის საანგარიშო გამჭიმი ძალა ხესა და ბეტონს შორის;

𝐹v,Ed არის საანგარიშო ძვრის ძალა ხესა და ბეტონს შორის.

36
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ნაწილი 9 კონსტრუქციული დეტალიზება და კონტროლი

(1)P ენ 1995-1-1-ის მე-10 ნაწილში მოცემული შესაბამისი წესები (10.8-ისა და 10.9-ის


გარდა), ასევე, გამოიყენება ხიდის კონსტრუქციული ნაწილებისთვის.

(2) ფენილის ფილაზე ჰერმეტული შრის დამაგრებამდე ფენილის სისტემა უნდა იყოს
მშრალი, ხოლო ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს ჰერმეტული შრის მოთხოვნებს.

37
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
A დანართი (ინფორმაციული)

დაღლილობაზე შემოწმება

A.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) ეს გამარტივებული მეთოდი ეფუძნება ეკვივალენტური მუდმივი ამპლიტუდის


დაღლილობით დატვირთვას და ასახავს დატვირთვის შემთხვევების სრული სპექტრის
დაღლილობის ეფექტებს.
შენიშვნა: დაღლილობაზე გაუმჯობესებული შემოწმება ძაბვის ცვლადი ამპლიტუდისთვის შეიძლება
ეფუძნებოდეს კუმულაციური წრფივი დაზიანების თეორიას (პალგრენ-მაინერის ჰიპოთეზა).

(2) ძაბვა უნდა განისაზღვროს დრეკადი ანალიზით განსაზღვრული ზემოქმედებისას.


ძაბვები უნდა ითვალისწინებდეს ხისტ ან ნახევრად ხისტ შეერთებებსა და
დეფორმაციებითა და დაბრეცვით გამოწვეულ მეორე რიგის ეფექტებს.

(3) დაღლილობაზე შემოწმება აუცილებელია, თუ (A.1) გამოსახულებით მოცემული 𝜅


კოეფიციენტი აღემატება:

- 0,6-ს ბოჭკოს მართობული ან პარალელური შეკუმშული ელემენტებისთვის;


- 0,2-ს გაღუნული ან გაჭიმული ელემენტებისთვის;
- 0,15-ს ელემენტებისთვის ძვრისას;
- 0,4-ს სოგმანიანი შეერთებებისთვის;
- 0,1-ს ლურსმნიანი შეერთებებისთვის;
- 0,15-ს სხვა შეერთებებისთვის,

სადაც:

|𝜎d,max − 𝜎d,min |
𝜅= (A. 1)
𝑓k
𝛾M,fat

𝜎d,max არის დაღლილობითი დატვირთვით გამოწვეული რიცხვობრივად უდიდესი


საანგარიშო ძაბვა;

𝜎d,min არის დაღლილობითი დატვირთვით გამოწვეული რიცხვობრივად უმცირესი


საანგარიშო ძაბვა;

𝑓k არის სათანადო მახასიათებელი სიმტკიცე;

𝛾M,fat არის მასალის კერძო კოეფიციენტი დაღლილობითი დატვირთვისას.

38
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
A.2 დაღლილობითი დატვირთვა

(1) დაღლილობითი დატვირთვის გამარტივებული მოდელი (სტატიკური დატვირთვის


მოდელისგან განსხვავებით), ეფუძნება შემცირებულ დატვირთვებს (ზემოქმედებების
ეფექტებს). დატვირთვის მოდელით განსაზღვრული უნდა იყოს მაქსიმალური და
მინიმალური ძაბვები ფაქტობრივ კონსტრუქციულ ელემენტებში.

(2) ტრანსპორტის ნაკადით გამოწვეული დაღლილობითი დატვირთვა უნდა


განისაზღვროს საპროექტო სპეციფიკაციებით ენ 1991-2-ის შესაბამისად.

(3) 𝑁obs მუდმივი ამპლიტუდის ძაბვის ციკლების რაოდენობა ერთ წელიწადში აღებული
უნდა იყოს ენ 1991-2-ის 4.5 ცხრილიდან, ხოლო თუ არსებობს უფრო დეტალური
ინფორმაცია ფაქტობრივი ტრანსპორტის ნაკადის შესახებ, 𝑁obs ასე უნდა განისაზღვროს:

𝑁obs = 365 𝑛ADT 𝛼 (A. 2),

სადაც:

𝑁obs არის მუდმივი ამპლიტუდის ძაბვის ციკლების რაოდენობა ერთ წელიწადში;

𝑛ADT არის კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადაში ერთი წლის განმავლობაში


მოსალოდნელი ტრანსპორტის ნაკადის დღიური მოცულობის საშუალო
მნიშვნელობა; 𝑛ADT -ის მნიშვნელობა არ უნდა იყოს 1000-ზე ნაკლები;

𝛼 არის ხიდზე გამავალი მძიმე სატვირთო მანქანების მოსალოდნელი პროცენტული


წილი, მაგალითად, 𝑎 = 0,1 (იხ. ენ 1991-2-ის 4.6).

A.3 დაღლილობის შემოწმება

(1) თუ შემოწმების მოდელი ქვემოთ ან სპეციალური გამოკვლევებით არ არის


განსაზღვრული, 𝜅 კოეფიციენტი უნდა შეიზღუდოს A.1(3)-ში მოცემულ
მნიშვნელობამდე.

(2) მუდმივი ამპლიტუდის დატვირთვისათვის დაღლილობაზე შემოწმების


კრიტერიუმია:

𝜎d,max ≤ 𝑓fat,d (A. 3),

სადაც:

𝜎d,max არის დაღლილობითი დატვირთვით გამოწვეული რიცხვობრივად ყველაზე


მაღალი საანგარიშო ძაბვა;

𝑓fat,d არის დაღლილობისადმი გამძლეობის საანგარიშო მნიშვნელობა.

(3) დაღლილობისადმი საანგარიშო გამძლეობა ასე უნდა განისაზღვროს:


39
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝑓k
𝑓fat,d = 𝑘fat (A. 4),
𝛾M,fat

სადაც:

𝑓k არის სტატიკური დატვირთვის მახასიათებელი სიმტკიცე;

𝑘fat არის დატვირთვის ციკლების რაოდენობის მიხედვით სიმტკიცის შემცირების


კოეფიციენტი.

(4) 𝑘fat -ის მნიშვნელობა ასე უნდა განისაზღვროს:


1−𝑅
𝑘fat = 1 − log(𝛽 𝑁obs 𝑡L ) ≥ 0 (A. 5),
𝑎(𝑏 − 𝑅)

სადაც:

𝑅 = 𝜎d,min /𝜎d,max , რომლისთვისაც: − 1 ≤ 𝑅 ≤ 1 (A. 6),

𝜎d,min არის დაღლილობითი დატვირთვით გამოწვეული რიცხვობრივად ყველაზე


დაბალი საანგარიშო ძაბვა;

𝜎d,max არის დაღლილობითი დატვირთვით გამოწვეული რიცხვობრივად ყველაზე


მაღალი საანგარიშო ძაბვა;

𝑁obs არის მუდმივი ამპლიტუდის ძაბვის ციკლების რაოდენობა (იხ. ზემოთ


განსაზღვრული მნიშვნელობა);

𝑡L არის კონსტრუქციის საანგარიშო საექსპლუატაციო ვადა ენ 1990:2002-ის


შესაბამისად, რომელიც გამოისახება წლებში (მაგ., 100 წელი);

𝛽 არის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტის დაზიანების შედეგზე


დამოკიდებული კოეფიციენტი;

𝑎, 𝑏 არის დაღლილობითი ზემოქმედების ტიპის გამომსახველი კოეფიციენტები A.1


ცხრილის შესაბამისად.

𝛽 კოეფიციენტი ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

- მნიშვნელოვანი შედეგები: 𝛽 = 3;
- მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე: 𝛽 = 1.

40
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
ცხრილი A.1 - 𝒂 და 𝒃 კოეფიციენტების მნიშვნელობები

𝒂 𝒃
ხის ელემენტები
- კუმშვისას ბოჭკოს მართობულად ან პარალელურად 2,0 9,0
- ღუნვისას და გაჭიმვისას 9,5 1,1
- ძვრისას 6,7 1,3

შეერთებები
- სოგმანებით, რომელთა 𝑑 დიამეტრი ≤ 12 მმ a 6,0 2,0

- ლურსმნებით 6,9 1,2


a სოგმანების მნიშვნელობები, ძირითადად, 12 მმ-იანი დიამეტრის მჭიდროდ მორგებული
სოგმანების გამოცდის შედეგებს ეფუძნება.

გაცილებით უფრო დიდი დიამეტრის მქონე ან არამჭიდროდ მორგებულ ჭანჭიკებს შეიძლება


ნაკლებად ხელსაყრელი დაღლილობის თვისებები ჰქონდეს.

41
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
B დანართი (ინფორმაციული)

ქვეითად მოსიარულეთა მიერ გამოწვეული რხევები

B.1 ზოგადი მიმოხილვა

(1) ამ დანართში მოცემული წესები გამოიყენება თავისუფლად დაყრდნობილი კოჭების


ან წამწის სისტემების მქონე ხის ხიდებისთვის, რომლებზეც ქვეითად მოსიარულეთა
დატვირთვა მოქმდებს.
შენიშვნა: შესაბამისი წესები მოცემულია ენ 1991-2-ში.

B.2 ვერტიკალური რხევები

(1) ხიდზე ერთი პირის გადაადგილდებისას ხიდის 𝑎vert,1 ვერტიკალური აჩქარება (მ/წმ2)
ასე უნდა განისაზღვროს:
200
, თუ 𝑓vert ≤ 2,5 ჰც
𝑀𝜁
𝑎vert,1 = (B. 1),
100
, თუ 2,5 ჰც < 𝑓vert ≤ 5,0 ჰც
{𝑀 𝜁

სადაც:

𝑀 არის ხიდის მთლიანი მასა (კგ), რომელიც ასეა მოცემული: 𝑀 = 𝑚 ℓ;

ℓ არის ხიდის მალი;

𝑚 არის ხიდის მასა (საკუთარი წონა) ერთეულ სიგრძეზე (კგ/მ);

𝜁 არის მილევის კოეფიციენტი;

𝑓vert არის ხიდის ვერტიკალური დეფორმაციისას რხევების ძირითადი საკუთარი


სიხშირე.

(2) ხიდზე რამდენიმე პირის გადაადგილდებისას ხიდის 𝑎vert,n ვერტიკალური აჩქარება


(მ/წმ2) ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

𝑎vert,n = 0,23 𝑎vert,1 𝑛 𝑘vert (B. 2),

სადაც:

𝑛 არის ქვეითად მოსიარულეთა რაოდენობა;

42
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022
𝑘vert არის B.1 ნახაზის შესაბამისი კოეფიციენტი;

𝑎vert,1 არის ხიდზე ერთი პირის გადაადგილებისას ვერტიკალური აჩქარება, რომელიც


(B.1) გამოსახულების შესაბამისადაა განსაზღვრული.

ქვეითად მოსიარულეთა 𝑛 რაოდენობა ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

- ქვეითთა ცალკეული ჯგუფებისთვის: 𝑛 = 13;


- ქვეითთა უწყვეტი ნაკადისთვის: 𝑛 = 0,6𝐴,

სადაც 𝐴 არის ხიდის ფენილის ფართობი (მ2).

(3) თუ გასათვალისწინებელია ხიდზე ქვეითთა სირბილით გადაადგილება, ხიდის 𝑎vert,1


ვერტიკალური აჩქარება (მ/წმ2), რომელიც ერთი ქვეითის სირბილითაა გამოწვეული, ასე
უნდა იყოს გათვალისწინებული:
600
𝑎vert,1 = , თუ 2,5 ჰც < 𝑓vert ≤ 3,5 ჰც (B. 3)
𝑀𝜁

B.3 ჰორიზონტალური რხევები

(1) ხიდზე ერთი პირის გადაადგილებისას ხიდის 𝑎hor,1 ჰორიზონტალური აჩქარება (მ/წმ2)
ასე უნდა იყოს განისაზღვროს:
50
𝑎hor,1 = , თუ 0,5 ჰც ≤ 𝑓hor ≤ 2,5 ჰც (B. 4),
𝑀𝜁

სადაც 𝑓hor არის ხიდის ჰორიზონტალური დეფორმაციისას რხევების ძირითადი


საკუთარი სიხშირე.

(2) ხიდზე რამდენიმე პირის გადაადგილებისას ხიდის 𝑎hor,n ჰორიზონტალური აჩქარება


(მ/წმ2) ასე უნდა განისაზღვროს:

𝑎hor,n = 0,18 𝑎hor,1 𝑛 𝑘hor (B. 5),

სადაც 𝑘hor არის B.2 ნახაზის შესაბამისი კოეფიციენტი.

ქვეითად მოსიარულეთა 𝑛 რაოდენობა ასე უნდა იყოს გათვალისწინებული:

- ქვეითთა ცალკეული ჯგუფებისთვის: 𝑛 = 13;


- ქვეითთა უწყვეტი ნაკადისთვის: 𝑛 = 0,6𝐴.

სადაც 𝐴 არის ხიდის ფენილის ფართობი (მ2).

43
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია
სსტ ენ 1995-2:2004/2022

ნახაზი B.1 - დამოკიდებულება 𝒇𝐯𝐞𝐫𝐭 ვერტიკალურ ძირითად საკუთარ სიხშირესა და 𝒌𝐯𝐞𝐫𝐭


კოეფიციენტს შორის

ნახაზი B.2 - დამოკიდებულება 𝒇𝐡𝐨𝐫 ჰორიზონტალურ ძირითად საკუთარ სიხშირესა და


𝒌𝐡𝐨𝐫 კოეფიციენტს შორის

44
წინამდებარე სტანდარტის ნებისმიერი ფორმით გავრცელება სააგენტოს წერილობითი
ნებართვის გარეშე აკრძალულია

You might also like