You are on page 1of 1

ბედნიერი ხარ? ბედნიერი ხარ, ამდენი სიცოცხლე რომ შეიწირე?

ბედნიერი ხარ, ამდენი


სისხლი რომ დაღვარე? ბედნიერი ხარ, ხეო? მუხაო მარადო, ყოვლის მნახველო მუხაო. ამდენ
წამებას კი გაუძელი, მაგრამ რის ფასად მუხაო? არ გეცოდება ეს უშვილოდ დატოვებული
ოჯახნი? არ გეცოდება უმამოდ დატოვებული შვილები? არ გრცხვენია მაინც? რატო ,მუხაო,
რატომ? რა დაგიშავეს ამ უპატრონო ხალხმა? რა დაგიშავეს ახალ დაბადებულმა ბავშვებმა? არ
გრცხვენია მაინც, მუხაო? სადღაც ღრმად მაინც ხომ გრცხვენია? მჯერა, არა მინდა რო
მჯეროდეს, რომ სადღაც, აბურდულ ფესვებში გული გაქვს, და ის გული იწვის სირცხვილით.
შენ არ გეტყობა, მაგრამ გული მაინც ხო გეწვის, გიკვდება? გარედან მარტო დაკორჟული
ნაიარევი და დალეწილი ტოტები გაქვს, მაგრამ შიგნით ხარ ნორჩი, მუხაო. იმედია ხარ.
იმედია იცოცხლებ ბევრი წელი, იდგები მყარად. თორე ეს დაღვრილი სისხლიც ტყუილი
იქნება. იმედია ეს სისხლი გაცოცხლებს მუხაო. გაცოცხლებს მარად. გაცოცხლებს რომ ნახო
ახალი თაობა. გაცოცხლებს რომ მეტი სისხლი აღარ დაღვარო. გაცოცხლებს რომ არ შეიპყრო
უცოდველი კაცნი შენ ფუჭ პატრიოტიზმში, შენ ფუჭ რელიგიაში, შენ ფუჭ სიტყვაში.
გაცოცხლებს რომ იყო მარადი, იბრძოლო როგორ აქამდე. შენ ხომ მარტო გადარჩენისთვის
ბრძოლა შეგიძლია. იქნებ დროა მორჩეს ბრძოლა. იქნებ დროა დაადგეს საშველი შენ
მოუკლავ დიქტატურას. დროა მოეშვას ხალხი შენთვის ბრძოლას. რაც მეტი ცდილობს
შენამდე მიღწევას,მუხაო, მით მეტი იღუპება. განტევების სულს მიუღწეველი
მწვერვალისთვის. უნდა გრცხვენოდეს მუხაო. სირცხვილში უნდა იწვოდე. რას ამოხვედი
მთის კენწეროში, რას მოანდომა კაცთ შენთან მოღწევა. იმედი მაქვს მე არ შემომიტყუებ ასევე
მუხაო. ვერც დავადანაშაულებ იმ კაცთ ვინც შენკენ მოცოცავს. მეც ახლა ვდგავარ მთის ძირას
და ძლივს ვიკლავ შენთან ამოსვლის სურვილს. როგორ უნდა თქვა უარი ასეთ სილამაზეზე.
ასეთ შესაძლებლობაზე. კარგია რო ვიცი რა მოელის მანდ ამოსუსლს. უფსკრული, უძირო და
შეუცნობელი. არა , მუხაო, არა მე არ ამოვალ მანდ, რადგან ვიცი რა მტკივნეულად გავუტევებ
სულს. ხალხს გონია რომ შენ ისევ ის ნორჩი მუხა ხარ, საუკუნეების წინ რო იდგა ციცაბო
კლდის წვერზე. გადმოჰყურებს მათ, ღმერთივით დასცქეროდა. მაგრამ მე ვიცი ,მუხაო. აღარ
ხარ შენ ასეთი ნორჩი და მწვანე. შიგნიდან მატლი გჭამს, გარედან სოკო. მხოლოდ რამდენიმე
ტოტი თუ გამოისხავს ხოლმე ფოთოლს. ასეა ცხოვრება, მუხაო, არაფერია მარადისეული და
არაფერია წარმავალი. კარგად ვიცი რაც ხარ, მუხაო, არც გული გაქ, არც მწუხარებას გრძნობ,
არც ნანობ და არც გრცხვენია. მაგრამ მე მინდა მჯეროდეს, მინდა მქონდეს იმედი რო ასე
ტყუილად არ მომკვდარა ამდენი კაცი. მინდა იცოცხლო, მარტო იმიტომ რომ ფუჭი არ იყოს
მათი სიკვდილი. მაგრამ არ ხარ შენ სიცოცხლის ღირსი , მუხაო. ღირსი ხარ დაგეცეს მეხი და
აალდე როგორც პრომეთეს ჩამოტანილი პირველი ჩირაღდანი. იმედი ბოლო კვდებაო,
იძახიან და იმედია ჯერ მე მოვკვდები და მერე ჩემი იმედი. მაგრამ ძნელი, მუხაო, იმედზე
ცხოვრება. იქნებ დროა მე ავასრულო სხვისი იმედი. იქნებ დროა მე ვიყო პრომეთე. დროა,
მუხაო, დროა. მე პრომეთე ვიქნები, შენ კი ჩემი ჩირაღდანი.

You might also like