You are on page 1of 2

ჩემი ბაღი

ძალიან მიყვარს მცენარეები, ისინი არის ჩემთვის სიხალისის მომგვრელი ამ გაბოროტებულ ქვეყანაში, ზამთრის დიდ
ღამეში ვფიქრობ და გეგმებს ვაწყობ როგორ გავალამაზო ჩემი ბაღი გაზაფხულისთვის,ადრე გაზაფხულით ვიწყებ მიწის
გაფხვიერებას, ვბარავ მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან ყველგან ყვავილის ძირებია, ამიტომ ძალიან ვფრთხილობ, რომ
არაფერი დავაზიანო, არ გეგონოთ დიდი ბაღი მქონდეს,სახლის გვერდით პატარა ადგილას მაქვს ყვავილებისთვის
გამოყოფილი, არც პირობები მაქვს, რომ ისე მოვუარო, როგორც იმსახურებენ, მაგრამ ვცდილობ რაც შემიძლია, თუმცა
გუშინ ბევრი რამ გავიგე ჩემი მეგობრების შესახებ გავიგე მათი ტკივილი, ახლა მე უკვე ვიცი რა უხარიათ და რა სწყინთ
მათ ჩემგან, გაგიკვირდა მკითხველო? დაინტერესდი საიდან ვიცი მათი დარდი? მაშ ყური მიგდეთ.

ეს ზაფხული ძალიან ცხელი დაგვიდგა, ფაქტიურად გაზაფხული არც გვიგვრძვნია, ზამთრიდან უცებ ზაფხულზე
გადავედით, ჩამოცხა ნამეტანი დილით მორწყული ყვავილები საღამოთი უკვე თავებს ქინდრავენ მიწა მთლად იფიტება,
არა ნაკლებ დღეში ვართ ადამიანები, ვასაც საშუალება აქვს, რომ თავი გაარიდოს აუტანელ სიცხეს და დასასვენებლად
წავიდეს, მათ რა უჭირთ,მაგრამ დღეს ხომ ასეთი ოჯახები ერთეულებია, უმეტესი ოჯახები ისეთივე გაჭირვებულია,
როგორც ჩვენ, ჩვენ არ შეგვიძლია გავიდეთ რაიონიდან, დიახ, ალბათ მკითხველი ამაზაეც გამაკრიტიკებს, რაიონში სადაა
ისეთი სიცხე ასე რომ მოთქვამსო, მაგრამ დამიჯერეთ მართლა ძალიან ცხელი ბინა გვაქვს მთელი დღე მცხუნვარე მზე
აჭერს სახლის უამრავ ფანჯარას და ღია აივანს, საღამოს თუ აგრილდება ცოტა, თუმცა სიტყვა ნამეტანი გამიგრძელდა,
ერთი სიტყვით გუშინ ღამით ისე ჩამოცხა ვერაფრით დავიძინე ავდექი ხელპირი დავიბანე ფანჯარა გამოვხსენი,იქვე
რაფაზე ჩამოვჯექი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, ავიხედე მაღლიდან სავსე მთვარე დამყურებდა, ცა ვარსკვლავებით იყო
მოჭედილი,ვაკვირდებოდი მათ ვცდილობდი ამომეცნო თვითვეული
მათგანი,მაგრამ ასტრონომიაში დიდად
ვერ ვერკვეოდი,ამიტომ ცას მალე თვალი მოვწყვიტე და დაბლა ჩავიხედე,მოვავლე თვალი ჩემს
საყვარელ ბაღს, სავსე მთვარის წყალობით კარგად ვხედავდი ჩემს ლამაზ ბაღნარს, თანაც სულ
ზეპირად ვიცოდი რომელ ყვავილს შემდეგ რა იდგა, უცებ ჩურჩული მომესმა, დავაყურადე,ხმა
თანდათან უფრო მკაფიოდ მესმოდა,

"ღმერთო შენ მიშველე ,ნუთუ ჩემი ყვავილების ხმა მესმის?! ვთქვი და პირჯვარი გადავიწერე.

დიახ, ყვავილები საუბრობდნენ თავის ჭირ_ვარამს ერთმანეთს უზიარებდნენ._ქალბატონო


ნუთუ არ შეიძლება შენი თოტები მაღლა ასწიო, მოვკვდი უჰაერობით, ცოტა ჰაერი ჩემსკენაც
მოუშვი გთხოვ!_ეხეწებოდა სიცხისგან გათანგული ასტრის ოჯახობა მათზე ზემოდან
გადაფარებულ კოწახურის ხეს.
_მართლაც მეც შევღონდი დაო რა არი ასე რომ მეხუტები, ამ სიცხეში ცოტა გვერდით
გაიწიე_ეუბნებოდა კოწახურს გვერძე მდგარი მუშმალა_რა იყოთ, რა მოგივიდათ ასე მაოგაბეზრეთ
თავი? დღისით კარგად მეხვეწებოდით დამჩრდილეთ, დამიფარეთ მზემ არ დამწვასო"_ამბობდა
გაბუტული კოწახური.

_რა იყო ქალო საწყენათ კი არ მითქვამს, ვცდილობ მე გავიწიო მარა უკან და მარცხნივ კედელი
მიშლის წინ იმ საცოდავ ჭინჭარა ყვავილებს დავუჩრდილავ შენ უფრო მეტი გასაქანი გაქვს
მარჯვნივ, რომ გაიწიო და იმიტომ გიბედავ_ეუბნებოდა მუშმალა.
_თავი გაუხმა ჩვენს პატრონს ასე ახლო რომ დაგვრგგა, რატომ ჩვენზე არ ფიქრობდა, _იძახდა
კოწახური,მათ თვალი ავარიდე ჩემს საყვარელ ივანე და მარიამის ოჯახს გადავხედე, ოჯახებით
იმიტომ ვიხსენიებ, რომ ყველა ყავილი სახეობის მიხედვით ერთად მიდგა, თვითვეული
ჯიშისთვის პატარა ადგილი მაქვს გამოყოფილი და შემოღობილი, ზოგი შავი ქვებით... ხოდა
ივანე და მარიამიც წუწუნებდნენ:_-ბიჭო აუცილებლად უნდა გეჩხუბო? რა არის მაგ ეკლებს
უმოწყალოდ რომ გვისობ რამდენი შარვალი დამიხიე, მე ჯანდაბას,მარიამს გუშინაც ახალი
ჩაცმული კაბა დაუხვრიტე აუცილებლად უნდა გეჩხუბო, რომ დაგვანებო თავი?_ეუბნებოდა
აყოყლოჩინებული ივანე კაკტუსს?

_მაპატიე ძმო, გგონია მე კი მიხარია, თქვენისთანა ლამაზი ყვავილების წყენა, გგონიათ მინდა რამე დაგიშავოთ? რა ჩემი
ბრალია პატრონმა თუ თქვენს საიხლოვეს დამრგო, ღობესავით შემოგვავლო მე და ჩემი შვილები, დაიცავთ სუსტ ყვავილებს
ვერავინ გაბედავენ მათკენ გადასვლას და გაქელვას კაკტუსის ჩხვლეტის შიშითო, მე ვცდილობ დაგიცვათ ეკლებს უსავამ
ვინც კი თქვენთან მოახლოვებას გაბედავს,მაგრამ დამიჯერეთ თქვენი დაშავებას გულში არასოდეს გავივლებ, რა ვქნა თუ
მწარე ეკალი მაქვს? ასეთი დავიბადე ღმერთს ხომ არ დავემდურები ამისთვის? ღმერთმა თქვენ სინაზე. სილამაზე და
გულკეთილობა მოგანიჭათ, ჩვენ კი კაკტუსებს ვაჟკაცობა და ლამაზი ყავილებით დაგვაჯილდოვა

_ხო,კარგი, კარგი, თქვენ ხომ ვერავინ გაჯობებთ დათაფლული ენით და მწარე ეკლებით.

_სამაგიეროდ თქვენ ბუტია ყვავილები ხართ_უთხრა ვითომდა გამოჯარვებით კაკტუსმა


_ო, რა ჩუმად გვისობ ეკლებს_გაეღიმათ ივანეს და მარიამს.

_კარგით მეგობრებო, მართალია ჩვენ თქვენსავით ნაზები არ ვართ,მაგრამ ჩვენც გვტკივა კაკტუსის ეკლებისგან გული,
მართალია თავი შორს გვიჭირავს მარა არის შემთხვევები, რომ იძულებულნი ვართ კაკტუსისიკენ გადავწიოთ, ოო,მაშინ კი
აგვატირებს ხოლმე კაკტუსის ეკლები, ხან კი აგავას ეკლებს გამოვესიბით ხოლმე,არა, არა ეკალი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ
მცენარეს, რა სჯობია უწყინარ ცხოვრებას, როცა არც შენ ავნებ ვინმეს და არც არავინ გავნებს შენ, როცა მტრად არავინ
მოგეკიდება და არც შენ გაუხდები სხვას მტრად.

_ჩურჩულებდნენ ფერად_ფერდი გვაზდიკები.

_მასეთი ცხოვრება უაზრო იქნება_გამოეპასუხა კაკტუსი, აბა წარმოგიდგენიათ მე რომ ეკლები არ მქონდეს, როგორ
დავიცავდი თავს ვისაც არ დაეზარებოდა ყველა თავზე გადაგვივლიდა, რომ იცოდეთ ეკალ ქვეშ რა ნაზი კანი იმალება,
მიხვდებით,რატომ გვაქვს ამხელა ეკლები, მათ თვალი ავარიდე და ...... ოჯახობისკენ გადავიხედე... ოი საოცრებავ ისინიც
ალაპარეკებულიყვნენ _დეიდა გთხოვ შენი მოხდენილი ტანი გაარხ_გამოარხიე ცოტა გამინიავე, თორემ ძალიან
მცხელა_ეხვეწებოდა პარიჟანკას ბათუმის ვარდი და ჩინური იასამანი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არა მე უფრო ლამაზი ვარ,
არა მე უფრო ლამაზიო,_ აბა შეხედეთ თქვენი დაგვალული ბუჩქები თუ ლამაზია და მე ტანწერწეტა ქალი, როგორი ვარ?
_გამოაჯავრათ მათ ალაინდრამ.

_დამშვიდდით ქალბატონებო ყველანი ლამაზები ხართ, ყველა _გადმოსძახათ ზემოდან კაკლის ხემ_მაგრამ უნდა
გახსოვდეთ ყოველთვის სხვამ უნდა შეგაფასოს, სხვამ უნდა აღნიშნოს შენი დადებითი მხარეები, არაა ლამაზი საკუთარი
თავის განდიდება.

ასე სხვის თვალში მხოლოდ დამცირდებით_თქვენზე უფროსი ვარ,მე ბევრი გამოცდილება მიმიღია,ბევრი მისწავლია ამ
ცხოვრებისგან,ამიტომ უნდა დამიჯეროთ არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენს გარეშე შენზე კარგად საუბრობს ხალხი".

უცებ კაკალს საუბარი ნორჩმა ბზის ხემ შეაწყვეტინა:_"მართლია ბატონი კაკალი მეგობრებო,მაგრამ ერთი რამ მინდა ყველამ
დაიმახსოვროთ, იყავით თავმდაბალნი, კეთილნი, გიყვარდეთ მოკეთე და მოძმე, გიყვარდეთ თქვენი მტერი, გახსოვდეთ
რომ ჩვენი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, უნდა ვილოცოთ და ვეცადოთ გადავარჩინოთ ჩვენი სული, რომ ცათა სასუფეველი
დავიმკვიდროთ, იცით იქ ზეცაში თურმე ყვავილები არასოდეს იწყენენ, არასოდეს ჭკნდებიან, პირიქით, ისინი იქ უფრო
ლამაზები არიან და უფრო მეტად მოსწონთ და აფასებენ იქ მყოფი ხალხი,

რომ იცოდეთ, როგორ ჭკვიანად, თავდახრილები უსმენდნენ წმინდა ბზას მისი თანამოძმენი, თეთრი შურით შემშურდა,
რა იქნება ადამიანებმაც, რომ ვიცოდეთ ერთმანეთისთვის მოსმენა, დარიგება, დარიგების გაზიარება და მისი რეალიზაცია.

კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ჩემს ბაღს, ქადაგების შემდეგ ყვავილებს ტკბილად ჩასძინებოდათ, ისინი მართლა ძალიან
ლამაზები იყვნენ, უფრო მეტად შემიყვარდა თვითვეული მათგანი,მინდოდა მაშინვე ჩავსულიყავი ბაღში, გულში ჩამეკრა
წმინდა ბზა,მოვფერებოდი ყველა ყვავილს და მეთქვა მათთვის, რომ ვიყავი ძალიან ამაყი, რომ მყავდა ისეთი მეგობრები,
როგორიც ისინი იყვნენ,მაგრამ თავი შევიკავე მომერიდა წმინდა ბზის, სიამაყე ხომ ერთ_ერთი დიდი ცოდვაა.

ჩუმად დავემშვიდობე ჩემს ყვავილნარს და სიხარულით აღსავსე გავეშურე დასაძინებლად.

You might also like