You are on page 1of 3

ცა იყო თალხი და ძილქუშის მომგვრელი,

ხმელი და ყვითელი ფოთლების რიალი,


რუხი და დამჭკნარი ფოთლების რიალი,
იდგა უამური ღამე ოქტომბერის,
ჟამი უხსოვარი, წელი მირიადი,
ეს იყო მრმე და ცივი ტა ობერის
ხრიოკ და ნისლიან ტრამალზე ვიარის _
მუდამ მომდურავი ცივი ტბა ობერის,
ვამპირთა მგლოვარე ტრამალი ვიარის.

აქ კიპარისებში მე და სანუკვარი
იგი სული ჩემი, ფსიქეა, ვიდოდით,
მე და ჩემი სული, ფსიქეა, ვიდოდით,
უეცრად გულგვამის მოიღღვა გულგვამი
და მოსკდა წიაღით გამდნარი ლითონი,
აივსო გოგირდით და ცხელი ლითონით
მთა იანეკი და ხევები უღრანი,
დაინთქა ლითონით და ცეცხლით მბუგავით
თოვლის უდაბნო და ბორეას მინდორი.

ჩვენი საუბარი იყო ულმობელი,


მაგრამ ვერ დავიცხრეთ ურვა და წრიალი,
ვეღარ დავიოკეთ ურვა და წრიალი _
ჩვენ არ ვიცოდით რომ იდგა ოქტომბერი
და რომ გასულიყო წელი მირიადი,
ვეღარ გადავთვალეთ წელი მირიადი,
ნუთუ ეს ყინულის ტბა იყო ობერის? _
ო, ჩვენ ხომ ოდესღაც აქ გამოვიარეთ _
მუდამ მომდურავი ქუში ტბა ობერის,
ვამპირთა მგლოვარე ტრამალი ვიარის?

და როცა წყვდიადის თმა გაუფერულდა


და დღის მობრძანება აღნიშნეს ვარსკვლავთა,
დილის დაბადება აღნიშნეს ვარსკვლავთა,
უეცრად იფეთქა ნათელმა ველურმა
ჩვენი გზის ბოლოში, დღე-ღამის საზღვართან.
უეცრად გაფითრდა ვარსკვლავთა დასტა და
აღმოხდა ორწვერა მთვარე, ვით ასტარტა.
ბინდის კუნაპეტი თმა გაუფერულდა _
ვერცხლის დიადემა დაიდგა ასტარტამ.

ვთქვი: იგი თბილია, ვითარცა Dიანა,


ცხრება და ივსება დარდით და ვარამით,
მისთვის ჭირიცაა და ლხინიც ვარამი,
მან იცის, თვალი რომ ცრემლია მთლიანად
და არსად არ ცხოვრობს უცრემლოდ არავინ,
ლომის ზოდიაქოს კარიბჭეს მიადგა,
რომ ჩვენთვის აღეთქვა დუმილი მარადი,
რომ ლეთას განცხრომა აღეთქვა მარადი,
ლომის ბურჯს გამოსცდა, რომ ადამიანთა
მეზობლად დაეცაქათქათა კარავი,
ლომის ბურჯს გამოსცდა, რომ ადამიანთა
ტრფობისთვის დაედგა ეს წმინდა კარავი.

მაგრამ აქ ფსიქეამ შუბლი მოისრისა


და თქვა: ამ მნათობის შუქს ვერ მივენდობი,
და თქვა: მე მის კარავს როგორ მივენდობი _
კარი და კალთები ანთია სისხლისფრად,
წავიდეთ გავფრინდეთ დავტოვოთ ფერდობი, _
მძიმედ სუნთქავდა და ტალახში შიშისგან
მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი,
ცხარედ ქვითინებდა და მტვერში შიშისგან
მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი,
მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი.

მე შევკრთი: რას ამბობ, ეგ ხომ ზღაპარია,


ღმერთმა ნუ მოგვაკლოს ჩვენ მისი ნათელი,
დე, მუდამ გვათოვდეს ეს წმინდა ნათელი.
_ როგორი მშვიდია! დაყ ველა მთვარიან
ღამეს რა ხიბლი აქვს და კდემა რამდენი!
ამ შუქში სიბილასგრძნებაა რამდენი!
მას უნდა მივენდოთ, სხვა გზა სიზმარია,
კეთილად გვატარებს გზა ამაღამდელი,
მას უნდა მივენდოთ, სხვა გზა სიზმარია,
მშვიდი და წყნარია გზა ამაღამდელი,
რა დიდი ხიბლი აქვს და გზნება რამდენი!

ასე განერიდა ფსიქეა ამაზრზენ


ფიქრებს და დასძლია წუთი უამური,
დასცხა და დასძლია წუთი უამური
და როცა ორივემ გზა ერთად განვაგრძეთ,
შევნიშნეთ საფლავი ბინდში მიმალული,
საფლავი დავლანდეთ ბინდში მიმალული.
ვკითხე: რა წერია, დაო, აკლდამაზე,
რაღაც სიტყვა მოჩანს ბინდში მიალული?
მითხრა: ულალუმი! _ შენი ულალუმი,
შენი დაკარგული სატრფო ულალუმი.

და ისე მემძიმა მე წუთისოფელი,


გულგვამი ერთიან ამევსო წრიალით,
ძვალ-რბილში ერთიან შემიდგა წრიალი
და ვთქვი: ჭეშმარიტად იდგა ოქტომბერი
და ღამე სულეთის ღამეთა ზიარი,
როდესაც სულ მარტომ აქ გამოვიარე,
მომქონდა ცხედარი _ გვამი ულპობელი
დიახ, ულმობელი იდგა ოქტომბერი
და ღამე სულეთის ღამეთა ზიარი,
მე ვიცი _ ეს კუპრი ტბა არის ობერის,
ხოლო ეს პარტახი ველია ვიარის,
მუდამ მომდურავი ცივი ტბა ობერის,
ვამპირთა მგლოვარე ტამალე ვიარის!
აღარ დაგვრჩენოდა ორივეს სათქმელი
და მე და ფსიქეამ უნებურ ვინატრეთ;
ჰო, მე და ფსიქეამ მაშინვე ვინატრეთ:
მთვარეს ჩამოეხსნა ბინდბუნდის ფარდები,
რომ არ წაერთმიათ ვამპირებს სიმართლე,
ამ უდაბნოეთში ნამარხი სიმართლე _
აღარ მოჰკლებოდა ველური ნათელი
მთვარის უღიმღამო სულეთის ბინადრებს,
რომ ეს მომნუსხველი, ცოდვილი ნათელი
დაღვროდა პლანეტის უხორცო ბინადრებს!.

You might also like