You are on page 1of 2

ექსკლუზივი-მკითხველში

მხოლოდ მკითხველში-გალაკტიონოლოგია!!!-ნიკო წერეთლის დღიური


გალაკტიონოლოგია-წიგნი უახლესი 2016 წლის გამოცემაა,რომლის პრეზენტაცია ეხლახანს
გაიმართა მწერალთა სახლში.წიგნი გამოცემულია ნიკო წერეთელის დღიურის მიხედვით.

გამოცემა უნიკალურია როგორც ვიზუალურად ასევე შინაარსობრივად.

წიგნი შექმნილია ნიკო წერეთლის პირადი დღიურისა და მისი შედგენილი ალბომის


ფოტოებით , ხელნაწერებით, ადრინდელი გაზეთებიდან ამოჭრილი ცნობებითა და
სამახსოვრო ნივთებით. აღნიშნულ მასალაში მოხსენიებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების
მიჯნაზე მოღვაწე არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი ქართველი და უცხოელი ფიგურა
(მიხეილ ჯავახიშვილი, აკაკი წერეთელი, დავით კაკაბაძე, ფიროსმანი, პოლ ვალერი და სხვა);
თუმცა ძირითადად ამბები ეხება ქართველ პოეტს-გალაკტიონ ტაბიძეს.

გამოცემაში ქრონოლოგიურადაა დალაგებული ტექსტები, ისტორიის სრულყოფის მიზნით,


დამატებულია ნაწყვეტები მოგვიანებით გამოქვეყნებული დღიურებიდან. სხვა მხრივ
უცვლელი სახითაა წარმოდგენილი ეს უნიკალური დღიური, სადაც მკითხველი გაიგებს თუ
როგორი იყო სინამდვილეში ყველასათვის უცნობი პოეტი.

წიგნი A4 ზომისაა და 3დ ფორმატის, ჩანართებისა და კონვერტების სახით მოიცავს


მაშინდელი თბილისისა და ქუთაისის უნიკალურ ხედებს, საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტის ზუსტ ასლს, თბილისის ლიტარატურულ ცხოვრებას, უნიკალურ
წერილებს, რომელსაც გალაკტიონი წერდა: დედას, ძმას და მის საყვარელ ქალს ოლია
ოკუჯავას, ასევე ტიციან ტაბიძის წერილს გალაკტიონისათვის გაგზავნილს.

გალაკტიონოლოგია სპეციალური სასაჩუქრე გამოცემაა, უნიკალურია წიგნის დიზაინი,


ფორმატი და ყდა. გარეკანზე გამოსახულია გალაკტიონის პორტრეტი რომელიც ძალიან
დახვეწილი ორნამენტებითა და თვლებითაა გაფორმებული. იმისათვის რომ წიგნი მხოლოდ
დღიური არ ყოფილიყო გამომცემლობამ წიგნს თან დაურთო მეორე წიგნი სასაჩუქრედ,
ექსკლუზივი-მკითხველში
კერძოდ, 1919 წელს ტიფლისში დაბეჭდილი გალაკტიონის პოეზიის კრებულის ზუსტი
ასლი, რომელიც მის 1914-1919 წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს. შედარებით მომცრო
ზომის, უნიკალურ გამოცემაში, გალაკტიონის 100-მდე ლექსია წარმოდგენილი, მათ შორის
რამდენიმე, სწორედ ის ლექსია, რომლის საშუალებითაც გალაკტიონი ქართული პოეზიის
მეფე გახდა ესენია: ლურჯა ცხენები, თოვლი,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში, მერი, ყორანი,
მთაწმინდის მთვარე, ცამეტი წლის ხარ, მამული და სხვა.

წიგნის ღირებულება 50 ლარის ნაცვლად 35 ლარი !!!

You might also like