You are on page 1of 3

პროექტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №44433

25.03.2022 წლის

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან არსებული უსახელო


ქუჩისათვის პირველი ქართველი ქალი მფრინავის,ფადიკო გოგიტიძის სახელის მინიჭების
შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე


მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“,
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების
სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულომ დაადგინა:

1. ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან არსებულ უსახელო ქუჩას


მიენიჭოს პირველი ქართველი ქალი მფრინავის, ფადიკო გოგიტიძის სახელი, თანდართული
რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ


განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო


სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე


განმარტებითი ბარათი

„ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან არსებული უსახელო


ქუჩისათვის პირველი ქართველი ქალი მფრინავის, ფადიკო გოგიტიძის სახელის მინიჭების
შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის
თაობაზე

ზოგადი ინფორმაცია განკარგულების პროექტის შესახებ


(ძირითადი არსი; მიზანი)

წარმოდგენილი პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს ქ. თბილისში არსებული


უსახელო ქუჩისათვის პირველი ქართველი ქალი მფრინავის, ფადიკო გოგიტიძის სახელის
მინიჭებაში. პროექტის მიზანი მრავალმხრივია: „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის
დამტკიცება, ქვეყნის წინაშე დამსახურების მქონე ადამიანების დაფასება და პატივის
მიგება, სამოქალაქო ბრუნვაში გაუგებრობების აღმოფხვრა, რაც არც თუ ისე იშვიათად
ხდება უსახელო ქუჩების შემთხვევაში.

განკარგულების პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების


გაანგარიშება
(გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით და საშემოსავლო ნაწილზე; სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები)

აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს. პროექტის


ხარჯები გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022
წლის იანვარში დამტკიცებულ ბიუჯეტში. პროექტის საფინანსო წყაროს სრულად
წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.

განკარგულების პროექტის მოსალოდნელი შედეგები

განკარგულების პროექტის მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს ბიუჯეტის მაქსიმალური


ათვისების ხარჯზე უსახელო ქუჩაზე მდებარე თითოეული სახლისთვის შესაბამისი
სახელწოდების მინიჭებას, აგრეთვე ნუმერაციას.

განკარგულების პროექტის ავტორი და წარმდგენი

განკარგულების პროექტის ავტორი და წარმდგენია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის


საკრებულო.
ნატო ოსაძე

27.03.2022

პროპორციულობის პრინციპი/ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი

ხელშეკრულების შესრულება შეუძლებელია

თანაზომიერების პრინციპი ისე უნდა იქნეს დაცული რაც აუცილებელია


სახელშეკრულებლო ვალდებულების დაცვისას

ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები

1. საჯარო მიზანი რამდენად არის მივცეთ უკეთესი განათლება სტუდენტებს


2. ეს ღონისძიება რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება - არ არის აუცილებელი
ღონისძიება
3. პროპორციულობა-
4. სახელშეკრულებლო სამართალი ( სახელშეკრულებლო ბოჭვა)
-------------------------------------

დავალება: ადმინისტრაციული ხელშეკრულება

როგორ ვნომრავთ, როგორ ვუკეთებთ თავსართს

ნასყიდობის ხელშეკრულება/ ნარდობის ხელშეკრულება

You might also like