You are on page 1of 11

1

კომპლექსური დავალების ბარათი

კლასი: 9

ძირითადი საკითხები: კახეთი „პურის ბეღელი“

კომპლექსური დავალების პირობა:


მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 25 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება,
რომელთაგან ხუთი სახეობა ენდემურია. წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა ფერმერთა
ასოციაციის წევრი ხართ და კახეთში გავრცელებული ხორბლის ენდემურ სახეობებს იკვლევთ.
მოამზადეთ პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც თანატოლებს რეგიონში და საქართველოში
ისტორიულად გავრცელებულ ხორბლის სახეობებს გააცნობთ და მეხორბლეობის განვითარების
მიმართულებით ინტერესს გაუჩენთ.

თქვენ მიერ შექმნილ პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

1. რა განაპირობებს კახეთის ხორბლის ჯიშების მრავალფერმოვნებასა და უნიკალურობას;

2. რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში ეს დარგი;

3. მეხორბლეობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები კახეთში.

1
2

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისათვის:

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

. პრეზენტაციის შექმნა (https://www.youtube.com/watch?v=q5HY_c7cUp8)

● რა არის პრეზენტაცია?

● შეგიქმნიათ თუ არა პრეზენტაცია?

● როგორ შევქმნათ პრეზენტაცია?

● რა უნდა გავითვალისწინო პრეზენტაციის მომზადებისას?

● რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ პრეზენტაციის შესაქმნელად?

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1.

რა განაპირობებს კახეთის ხორბლის ჯიშების მრავალფერმოვნებასა და უნიკალურობას;

რესურსი/აქტივობა:

დოკუმენტური ფილმები- „ქართული ხორბლის ამბავი“

https://www.youtube.com/watch?v=u2D7DMJanQE

„საქართველო ხორბლის სამშობლო“ https://1tv.ge/video/saqartvelo-khorblis-samshoblo-rva-


ataswlovani-istoriit/

● საქართველოს რომელ მხარეებშია გავრცელებული ხორბალი?

● ხორბლის რომელი სახეობების იყო გავრცელებული ძველად საქართველოში?

● როგორ მოხდა უძველესი პრერიოდიდან საქართველოში ხორბლის განვითარება?

● საიდან მომიდინარეობს ხორბლის წარმოშობის კერა?

● ხორბლის რამდენი სახეობა არის გავრცელებული მსოფლიოში და რამდენი მოჰყავდათ


ძველად საქართველოში?

● ხორბლის რომელი ჯიშებია საქართველოს ენდემი?

● როგორ ხდებოდა ხორბლის მოსავლის აღება ძველად საქართველოში?

● როგორ ხდებოდა ხორბლის დამუშავება და რას ამზადებდნენ დამუშავებული


ხორბლისგან?

2
3

● რა არის „ელკანა“ და რა მოვალეობა აქვს მას?

● რა მიზნით იყენებდნენ ქართულ ხორბალს ძველად?

● როგორ ეხმარებიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მეხორბლეობით


დაინტერესებულ ადამიანებს ხორბლის ნათესების შექმნაში?

ნაბიჯი 2.

რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში ეს დარგი;

რესურსი/აქტივობა:

საკითხავი მასალა - „ქართული ხორბალი“ www.el.ge

● რომელი პერიოდიდანაა განვითარებული მიწათმოქმედება საქართველოში?

● რით განსხვავდება ქართული ხორბალი სხვა სახეობებისაგან?

● ხორბლის რომელი ჯიშები იყო განვითარებული საქართველოში?

● რითაა გამოირჩეული ხორბლის ქართული სახეობები?

● რა მდგომარეობაშია მიწათმოქმედების ეს დარგი დღეს?

ნაბიჯი 3.

მეხორბლეობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები კახეთში.

რესურსი/აქტივობა:

გრაფიკები- https://www.geostat.ge/ka
● შეადარეთ მოცემული გარფიკები იმავე პერიოდში სხვა ერთწლიანი კულტურების
განვითარების დინამიკას;

● დააკვირდით კახეთში ხორბლის ნათესების ფართობებისა და წარმოების დინამიკას;

● რა პრობლემების წინაშე დგას ეს დარგი დღეისთვის საქართველოში?

3
4

● როგორია მისი სამომავლო პერსპექტივები?

შეფასების რუბრიკა

N კრიტერიუმი ქულა

1. დროის მენეჯმენტი, გადმოგზავნა 1

2. დაცულია პრეზენტაციის სტრუქტურა, ფოტო მასალის ან შესაბამისი 3


გრაფიკების, დიაგრამების გამოყენება, ტექსტის მოცულობა,
თავფურცელი და ბოლოფურცელი

3. შუალედური გადმოგზავნის დროს შესრულებული დავალებები 1

4. რა განაპირობებს კახეთის ხორბლის ჯიშების მრავალფერმოვნებასა და 1


უნიკალურობას

5. რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში ეს დარგი; 2

6. მეხორბლეობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები კახეთში. 2

4
5

5
6

6
7

7
8

8
9

9
10

10
11

11

You might also like