You are on page 1of 7

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა

ელგუჯა ტაბატაძე

მერკანტილიზმი ეს არის კლასიკური პოლიტიკური თეორია, რომელიც


გარდამავალი პერიოდის, (ბურჟუაზიიდან – ფეოდალიზმისაკენ) სახელმწიფოს
სწრაფი განვითარებისა და გაძლიერების ეკონომიური თეორიაა, რომელიც მიზნად
ისახავს, როგორც სახელმწიფოს სწრაფ განვითარებასა და გაძლიერებას, ასევე მის
ისეთ სახელმწიფოდ ქცევას, რომელიც შემდგომში სხვა სახელმწიფოებზე უკეთესი
ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერით იქნება გამორჩეული.
მერკანტილიზმის თეორია, სახელმწიფოს ჰეგემონ და დაწინაურებულ ეკონომიკურ,
პულიტიკურ თუ სამხედრო ქვეყნად, სახელმწიფოს, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით,
ეროვნული მთავრობის როლის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს, რაც ნიშნავს,
სახელმწიფოს მიერ, კონტროლსა და რეგულაციების დაწესებას, როგორს კომერციულ,
ასევე სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობაზე. მერკანტილიზმიდან
გამომდინარეობს თეორია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს
ეკონომიკური დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ეკონომიკისადმი, პირდაპირი
მაიშნებელია იმისა, რომ ეს კონკრეტული ქვეყანა (დამოკიდებული ქვეყანა)
შეზღუდულია მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში, მერკანტილიზმის იდეა
კი იმაში მდგომარეობს, რომ ის გამორიცხავს ყველანაირ ზემდგომ სახელმწიფოს,
რომელიც განსხვავებული ხერხებით ახდენს გავლენას კონკრეტული (მერკანტილური
სახელმწიფოს) სახელმწიფოს მიმართებაში. გამომდინარე აქედან, რომ
მერკანტილიზმი უგულებელყოფს ყველენაირ დამოკიდებულებას სხვა
ქვეყნებისადმი/ქვეყნისადმი, ამ კონკრეტული იდეით მოტივირებული ქვეყანა ხშირ
შემთხვევაში, უარს ამბობს ყველანაირ ორგანიზაციებზე, რომელი ორგანიზაციებიც,
გარკვეულ გავლენას მოახდენენ სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე, რადგანაც
თავშივე აღინიშნა, რომ ამ იდეის მთავარ მამოტივირებლად, სახელმწიფოს
აბსოლიტურ ძალაუფლებასა და გარე საერთაშორისო ასპარეზე ჰეგემონ
სახელმწიფოდ ქცევას ისახავს მიზნად. გამომდინარე აქედან, რომ მერკანტილიზმი არ
მოიაზრებს ურთიერთდამოკიდებულ ვაჭრობას, რადგან ისინი მხოლოდ სამხედრო
გაერთიანების მომხრენი არიან, შესაბამისად მათ მიერ დაგროვებული სიმდიდრის
მიზანს სამხედრო ძალთა ერთეულში გადაცვლას გულისხმობს, რადგან უფრო მეტად
გააძლიერონ თავიანთი პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ
სამხედრო ასპარეზე. მერკანტილიზმის იდეა მოქმედების თეორიად იყენებს პრინციპს,
რომელიც მიხედვითაც გამარჯვებული მხარე იღებს ყველაფერს, ხოლო
დამარცხებული მხარე – არაფერს. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ერთი სახელმწიფოს
გამარჯვება აპრიორი გულისხმობს მეორე სახელმწიფოს დამარცხებას, დამარცხებას იმ
გაგებით, რომ იგი ამ მარცხში ვერანაირ პლიუსებს ვერ დაინახავს. ესეთი რადიკალური
მიდგომა გამარჯვებული და დამარცხებული სახელმწიფოებისადმი, გამომდინარეობს
იქიდან, რომ როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა, მერკნატისტული სახელმწიფოს
იდეა გულისხმობს სახელმწიფოს განვითარებას ყველა შესაძლო ხერხით, რომელიც
დაეხმარება მიზნის მიღწევაში, რომელი მიზნის მიღწევაც გულისხმობს ჰეგემონს
სახელმწიფოდ ქცევას საერთაშორისო ასპარეზე, გამომდინარე აქედან მათი პრინციპი
ასეთია, რომ ისინი განვითარდებიან ყველა შესაძლო ხერხით თუნდაც ამისთვის
სხვისი დაზიანება მოუწიოთ. საბოლოო ჯამში, მერკანტილისტური ეკონომიკური
რეფორმა გულისხმობს სახელმწიფოს გაძლიერებას ისე რომ მან ყველა სხვა
სახელმწიფოზე მოახდინოს გავლენა, ამ იდეისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს
როგორც გარე პოზიციების მყარი დაჭერა ასევე შიდა აბსოლიტური მმართველობის
დამყარებაც.

ეკონომიკური ლიბერალიზმი, ეს არის თეორია, რომელიც მერკანტილიზმის


კრიტიკას მოყოლებული და მასზედ დაშენებული, ეკონომიკური განვითარებისა და
წარმატების თეორიაა, რომელი იდეის მთავარ ფუძემდებლად, ადამ სმითსა და დევიდ
რიკარდოს მიიჩნევენ. ადამ სმითისა და დევიდ რიკარდოს, მთავარი კრიტიკა
მერკანტილიზმის ეკონომიკის, როგორც იდეის, არასრულყოფილად გააზრებული
იდეისადმი იყო მიმართული, იმ გაგებით, რომ იგი არ ეთანხმებოდა სახელმწიფოს
სრულ უფლებიან, აბსოლიტურ ძალაუფლებას ეკონომიკის განვითარების
ჩართულობაში. ლიბერალიზმის ეკონომიკის თეორიის მიხედვით, სახელმწიფო
ნაკლებად ჩართული უნდა იყოს ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ადამ სმითს, და
საერთოდაც ლიბერალიზმის იდეის მომხრეებს, გულწრფელად სჯერათ იმის, რომ
სახელმწიფოს ჩაურევლობა ეკონომიკის რეფორმირებაში და თავისუფალი ბაზარი,
შექმნიდა უკეთეს, გაუმჯობესებულ და უფრო ძლიერ სახელმწიფო ეკონომიკას, ვიდრე
ეს შესაძლებელი იქნებოდა მერკანტილურ ეკონომიკიაზე დაშენებულ სახელმწიფოში.
ადამ სმითის იდეოლოგიური და ეკონომიკური განვითარების განსხვავებული და
კრიტიკული მოძღვრება მერკანტილურ იდეის მიმართ, არ შემოიფარგლა მხოლოდ
იმით, რომ მან სახელმწიფოს შიდა რეფორმირების აღკვეთაზე ისაუბრა და
უგულებელყო ყოველივე ჩართულობა შიდა ბაზარში, არამედ მან აღკვეთა, ყოველივე
დაპირისპირებულობა სახელმწიფოებს შორის და ხაზი გადაუსვა ყოველ იმ
მისწრაფებას, რომელიც სხვა სახელმწიფოებზე ჰეგემონიის მოპოვების მცდელობად
ითვლებოდა. ლიბერალიზმის ეკონომიკური განვითარება, მათი ხედვით
მდგომარეობდა იმაში, რომ თითოეულ ქვეყანას ეპოვა თავისი სპეციალიზირებული
წარმოება, მაგალითად რომელიმე ქვეყანა თუ გამოირჩეოდა ჩაის მოყვანით,
შესაბამისად, ეს ქვეყანა უნდა კონცენტრირებულიყო მთლიანად ჩაის მოყვანა
დამუშავებაზე და შემდგომში, ეს პროდუქტი სხვა ქვეყნებზე გაეცვალა/ მიეყიდა
შესაბამის პრივილიგირებულ საქონელში. ესეთი მიდგომა აპრიორი გულისხმობდა,
არათუ ჰეგემონიას დანარჩენ სახელმწიფოებზე, როგორც გამორჩეულ და
წარმატებული ეკონომიკისა და სამხედრო შესაძლებლობებით უზრუნველყოფილ
ქვეყანას, არამედ ყველა ქვეყანას ერთმანეთისადმი ჩამოუყალიბდებოდა
ურთიერთგაგების პრინციპზე დაშენებული ნდობა, რომელიც სამხედრო
დაპირისპირების არიდების შესაძლებობასაც აგვარიდებდა თავიდან. მაგრამ, აქვე
ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომა, აუცილებლად გააჩენდა მონოპოლ სახელმწიფოებს,
რომლებსაც ექნებოდათ უზარმაზარი რესურსი გარკვეული პროდუქტის
გამომუშავებასა და გასაღებაზე და გამომდინარე აქედან, მარტივად შეგვიძლია
ვიფიქროთ, რომ ასეთ ქვეყანას შეიძლება არ წერებოდა ოფიციალურად, რომ
მერკანტილური ეკონომიკის გამტარებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ
არათვითნებურად იგი მაინც ჰეგემონობას დაიწყებდა სხვებთან შედარებით. მოკლედ,
საბოლოო ჯამში, ლიბერალური ეკონომიკური ხედვა სახელმწიფოს გაძლიერებისა,
არის მეტად მოქნილი და საერთაშორისო თანამეგობრობაზე მორგებული იდეა,
რომელიც აერთიანებს ყველას და არ მუშაობს მხოლოდ ერთზე, როგორც ეს
მერკანტიკულ ეკონომიკის მქონე სახელმწიფოშია.

წლების განმავლობაში სახელმწიფოები იყენებდნენ და გეგმავნდენ ეკონომიკის


განვითარების განსხვავებულ მოდელებს, რომლებიც ნათელია, რომ მერკანტისტულ
და ლიბერალურ ეკონომიკის იდეებსაა ამოფარებული, ხოლო მესამე მოდელი
შერეული ეკონომიკისა, ორივეს შერწყმის შედეგად მიღებული, ყველაზე
რაციონალური და პრაქტიკაში მეტად გამართლებული მოდელია. მოკლედ, საბოლოო
ჯამში ეკონომიკის განვითარების მოდელების დაყოფა სამ ჯგუფად შეგვიძლია, ესენია:
საბაზრო ეკონომია, ცენტრალიზებული, ანუ დაგეგმილი/გაწერილი ეკონომია და
თანამედროვე საბაზრო ეკონომია, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოიხსენიება როგორც
შერეული ეკონომიის მოდელის სახელით.

საბაზრო ეკონომია არის ეკონომიური მოდელი, რომელიც არ ითვალისწინებს


სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკის განვითარების ფორმირებაში, შესაბამისად
მთლიად ბაზარზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, როგორც ეს
ლიბერალურ ეკონომიკურ იდეაში იყო. დაგეგმილი ეკონომიის მოდელი
გულისხმობს, მერკანტილიზირებულ იდეის მიხედვით, ანუ სახელმწიფოსგან
ფორმირებულ სტრუქტიურებულ ეკონომიკის განვითარების მოდელს, რომელი
დაგეგმარებითაც ხდება მცდელობა იმისა, რომ სახელმწიფო ეკონომიკურად
დაწინაურდეს. შერეული ეკონომიური მოდელი, რომელიც თანაბრად გულისხმობს
ორივეს, როგორც მერკანტილიზირებულ ეკონომიკურ განვითარების ხედვას, ასევე
ლიბერალური ეკონომიკური ფორმირების გეგმას, ანუ სახელმწიფოც და თავისუფალი
ბაზარიც თანაბრადაა ჩართული ეკონომიის ფორმირებაში, სახელმწიფოს კი
განსაკთრებული მზრუნველობითი მისია აკისრია, რადგან მასზეა დამოკიდებული, ეს
იქნება ფასების რეგულირება, მოსახლეობის სოციალური დაცვა თუ მოსახლეობის
კერძო საკუთრებისა და ბიზნესის ხელშეწყობა. (ვეშაპიძე, 2015, 84)

დღევანდელი რეალობიდან ისე წარმოჩნდა, რომ მერკანტილისტული ეკონომის


განვითარების ფორმირების გეგმა, რომ სახელმწიფომ დაგეგმარებული ეკონომიური
მოდელით შეძლებს, პროგრესა და წინსვლას, არის უგულებელყოფილი, რადგან
საკმარისი ფაქტებია იმის სამტკიცებლად, რომ დაგეგმარებული ეკონომიური
მოდელის მქონე ყველაზე დიდი იმპერია, საბჭოთა კავშირი მალევე დაინგრა
ეკონომიკური კრიზისის გამო. მაგალითად ავიღოთ ჩინეთი, რომელიც
დაგეგმარებული ეკონომიკიდან, რთული, მაგრამ მონდომებული ნაბიჯებით
ცდილობს რომ გადმოვიდეს საბაზრო ეკონომიის მოდელზე და მას უკვე აქვს
შედეგები, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩინეთი ერთ–ერთი ყველაზე მოწინავე და
ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. დღეს მსოფლიოში
მიმდინარე ტენდეციებს თუ გადავხედავთ, ევროპისა და არა მარტო ევროპის,
მსოფლიოს რიგი ქვეყნები ირჩევენ არაცენტრალიზირებულ, საბაზრო ეკონომიის
მოდელის მქონე ეკონომიკის განვითარების გეგმას, მაგრამ არსებობენ სხვა ასევე
განვითარებულ ქვეყნებთა სია, რომლებიც, მაინც და მაინც, არ თვლიან სწორად
სახელმწიფოს რადიკალურ უგულებელყოფას ეკონომიკის რეფორმირებისა და
განვითარების საკითხში, რადგანაც ჩემი აზრითაც, ვფიქრობ, რომ შუალედური ხაზი
ყოველთვის მომგებიანია ხოლმე და არც ეს საკითხი აღმოჩნდა გამონაკლისი და ისეთი
უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, როგორიცაა ამერიკის შეერთებული
შტატები, სწორედ რომ შერეული ეკონომიის მოდელზეა აშენებული, რომელიც
იძლევა თავისუფალ ბაზარს და სახელმწიფოს მიერ, ამ თავისუფალი ბაზრის
გაკონტროლებას იმ გაგებით, რომ სახელმწიფო ყოველთვის ბიზნესისა და კერძო
საკუთრების მხარეს დგას, შესაბამისად, მარტივია თავისუფალ ბაზარზე მოხვედრა,
კონკურენციაში ჩაბმა, რაშიც ხელს არც დაგეგმარებული ეკონომიის მოდელი
შეგიშლის და არც საბჭოთა კავშირის რეპრესიული რეჟიმი, შესაბამისად გეძლევა
შესაძლებლობა თანაბარი კონკურენციის ხარჯზე დაიწყოთ იმ პროგრსისკენ სვლა,
რომელი პროგრესის მიზანიც სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაა.
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ვეშაპიძე, შოთა. 2015, „ეკონომიკის საფუძვლები“ გამომცემლობა: დავით


აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 1 –
345
2. ხარიტონაშვილი, ჯემალ. 2019, „ეკონომიკური აზრის ისტორია“, გამც:
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 56 – 87

You might also like