You are on page 1of 2

დასკვნითი შეფასება

დასკვნითი შეფასება მოიცავს სტუდენტის მიერ წერილობითი ნაშრომის წარმოდგენას

ნაშრომში დაცული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური სტილი;


ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 1400-1500 სიტყვას!

ნაშრომებს სტუდენტები ტვირთავენ ელექტრონული სწავლების პორტალზე: Elearning

პლაგიატის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტს უნულდება ნაშრომი.

ნაშრომის ატვირთვის ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 18:00

მაქსიმალური ქულა-30

მინიმალური ზღვარი-6 ქულა.

დასკვნითი შეფასება სავალდებულოა კურსის დასასრულებლად!

Elearning კოდები:

ჯგუფი 2 - კოდი: iliA@222

ჯგუფი 3 - კოდი: iliA@333

ჯგუფი 4 - კოდი: iliA@444

გთხოვთ, იმსჯელოთ ქვემოთმოცემული საკითხებიდან ერთ-ერთზე

1. თანამშრომლობის პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში

- იმსჯელეთ საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების/შეზღუდვების


შესახებ რეალიზმის, ლიბერალიზმის და კონსტრუქტივიზმის ჭრილში.

- განიხილეთ თითოეული ზემოაღნიშნული თეორიის დამოკიდებულება


აღნიშნული საკითხისადმი.

- წარმოგვიდგინეთ თქვენი პოზიცია, თუ რომელი თეორია უკეთ აღწერს/ხსნის


თანამშრომლობის საკითხს საერთაშორისო ურთიერთობებში და რატომ?
გამოიყენენთ შესაბამისი ემპირიული მაგალითები
2. კრიტიკული თეორიების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში (მარტივად
შეეხეთ და განმარტეთ/ჩამოთვალეთ კრიტიკული თეორიები)

- იმსჯელეთ რომელიმე განვლილი [კრიტიკული]თეორიის მიზნობრივობასა და


შედეგებზე. რა როლის მატარებელია აღნიშნული სკოლა?
- რა პერსპექტივები აქვს კრიტიკულ თეორიებს საერთაშორისო ურთიერთობების
დისციპლინაში?

3. საერთაშორისო ეკონომიკური მოდელები

- საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია მერკანტილიზმის გადმოსახედიდან

- ეკონომიკის ლიბერალური პერსპექტივები

- იმსჯელეთ ეკონომიკური განვითარების მოდელებზე და მაგალითებად მოიყვანეთ


სახელმწიფოები მზარდი ეკონომიკური განვითარებით

4. კონფლიქტი საერთაშორისო ურთიერთობებში

- იმსჯელეთ კონფლიქტის სახეებსა და წარმოშობის ეტაპებზე. თეორიები ომის


გამომწვევი მიზეზების შესახებ

- იმსჯელეთ ეთნიკურ კონფლიქტზე, მის გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად


მოიყვანეთ რომელიმე თქვენთვს საინტერეს ეთნიკური კონფლიქტი და იმსჯელეთ
მისი წაროშობისა და ფორმაციის დეტალებზე.

5. განვითარება საერთაშორისო ურთიერთობებში

- იმსჯელეთ განვითარების მოდელებზე. მსოფლიოს ორპოლუსიანობაზე.

- ყურადღება გაამახვილეთ მდგრადი განვითარების მიზნებსა და პერსპექტივებზე

-მაგალითად მოიყვანეთ დონორ-მიმღები ქვეყნების ურთიერთობები განვითარების


კონტექსტში. რამდენად პროდუქტიულია თანამშრომლობა?

You might also like