You are on page 1of 3

ელგუჯა ტაბატაძე

პლატონი „სახელმწიფო“

პლატონი წიგნში “სახელმწიფო” რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ერთ–


ერთი მნიშვნელოვანი და ამავე დროს საყურადღებო გახლავთ მისი შეხედულება
ფილოსოფოსთა აღზრდის შესახებ. იმ ფილოსოფოსების მიმართ, რომლებმაც
შემდგომში სახელმწიფო უნდა მართონ. სანამ ამ საინტერესო თემის განხილვას
დავიწყებ, მინდა დაგანახოთ სამი შედარება, რომელიც პლატონს მოჰყავს თავის
ტექსტში იმის უკეთ აღსაქმელად, რაზეც ის საუბრობს. დავიწყებ მღვიმის
ალეგორიით¹: ყველას კარგად მოგეხსენებათ ეს კონკრეტული მაგალითი პლატონის
“სახელმწიფოდან”, მაგრამ მის გასააზრებლად საჭიროა უფრო მეტი დაკვირვება და
კითხვების დასმა. მაგალითად, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ცეცხლს, რომელიც
ანათებს მზის პარალელურად და იქ მყოფ მიჯაჭვულ ადამიანებს უშლის იმის აღქმას,
თუ რა არის ჭეშმარიტება. მოგეხსენებათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ, იმ
გამოქვაბულში იყვნენ მიჯაჭვულნი, არ შეეძლოთ თავის მოტრიალებაც კი და ის
დეტალები, რომლებიც ამ ცეცხლის პარალელურად აღიბეჭდებოდა კედელზე, ეს იყო
ჩრდილი იმ საგნებისა, რომლებსაც არ ჰქონდათ მატერილური დატვირთვა. ამ
მაგალითის უკეთ გასააზრებლად დაახლოებით ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
ძველი კინოთეატრი. ახლა კი თუ ჩვენ იმ ადამიანთაგან ერთ–ერთს მივცემთ იმის
უფლებას, რომ ამოვიდეს და შეიცნოს ნამდვილი სამყარო, ანუ ის, რაც ჭეშმარიტია,
მაშინ მას არასდროს მოუნდება იმ გამოქვაბულში დაბრუნება, სადაც მანამდე იყო,
მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება იმ გამოქვაბულში, რათა დანარჩენებსაც
დაანახოს ის ჭეშმარიტება, რომელიც მათ უკან ასე ახლოს იმალება. მაგრამ
სამწუხაროა, რადგან იმ ადამიანებს არ შესწევთ ძალა გაუგონ ადამიანს, რომელიც
ეზიარა ნამდვილ სამყაროს და ისინი აუტანელი სიცილით დასცინებენ მას... მზე
მოიაზრება ნათელად, რომელიც ისედაც ნათელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის
არამარტო სინათლის წყაროა, არამედ ის შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ცოდნა,
რომელსაც, ადამიანი ეზიარება მისი დანახვისას და მისი დანახვაც ისეთივე ძნელია,
როგორიც მზისა. მზის შედარება², რომელსაც პლატონი გვიხატავს, ჩვენ შეგვიძლია
გავიგოთ, როგორც ყველა სიცოცხლის საწყისი. ასევე მღვიმის ალეგორიის
შემთხვევაშიც, მზე არის სიკეთის იდეა რომელმაც საგნები უნდა დაგვანახოს
მატერიალურად და არა მარტო, ჩვენ იმ იდეას, რომლისკენაც მივისწრაფით უნდა
მივწვდეთ არათუ ხილულად, არამედ აზრობრივად, რომელიც ასევე მოიაზრება
ხილულ სამყაროდ. ამ ყოველივეს უკეთ გასაგებად და აღსაქმელად პლატონმა
მოგვიყვანა კიდევ ერთი შედარება, კონკრეტულად წრფის³, რომელიც უნდა გავყოთ
ორ ტოლ ნაწილად და ეს ორი ნაწილიც იმავე პროპორციით გავყოთ თანაბარ
ნაწილებად, აქედან ჩვენ მივიღებთ ერთ გრძნობად ნაწილებს, რომლებსაც ჩვენ
შეგვიძლია შევეხოთ და აღვიქვათ მატერიალურად და მეორე ნაწილია
გონებითსაწვდომი, რომელსაც მხოლოდ აზრობრივად დავინახავთ. პლატონის
აზრით, ყველაზე დიდი ადგილი ამ წრფეში გონითსაწვდომს უნდა დაეთმოს და მეც
ასე ვფიქრობ, რადგან ნამდვილი ჭეშმარიტების დასანახავად აუცილებელია
აზრობრივი მოქმედება, ხოლო ის, რასაც აზრობრივად ვხედავთ ყოველთვისაა
სიმართლე.

ეს სამი შედარება, რომელიც პლატონმა დაგვანახა არის გზა იმისა, თუ როგორ


ვეზიაროთ ჭეშმარიტებას და ეს ჭეშმარიტება უნდა იყოს გონითსაწვდომი. სწორედ ეს
სცემს პასუხს კითხვას; ვინ არიან ფილოსოფოსები, ისინი არიან უპირველესად
ჭეშმარიტების მოყვარული ხალხი, რომლებიც თავისი გონით ცდილობენ არათუ
მოგახვიონ თავიანთი მოსაზრება, არამედ ამ მოსაზრების წყალობით ისინი
ცდილობენ დაგანახონ ჭეშმარიტება. ისინი რადიკალურად განსხვავდებიან
სოფისტებისგან, რომლებიც ცდილობენ შავზე თეთრი გათქმევინონ, ანუ ისინი
ცდილობენ ყველანაირი გზით გაღიარებინონ ის, რაც არა ჭეშმარიტია, დღევანდელი
გაგებით ისინი იურისტები არიან. ძველი დროის ფილოსოფოსები ყოველთვის
უპირისპირდებოდნენ მათ. გამომდინარე აქედან, ფილოსოფოსები არიან და უნდა
იყვნენ ჭეშმარიტების მაძიებელნი, ანუ ის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ თავი
დააღწიონ გამოქვაბულს და აღმოაჩინონ სინათლე, რომლის საშუალებითაც
დაინახავენ საგნებს, რომლებიც ჭეშმარიტი იქნება. ყველაზე რთული არა თუ
სინათლის მეშვეობით ამ საგნების დანახვაა, არამედ თვითონ სიმართლის. ის თვალს
გვტკენს და გვაიძულებს თავი მოვუხაროთ, ასეა ცოდნის შესწავლისას, ჩვენ ის
გვეძნელება, როდესაც გამოქვაბულიდან ამოხვალ თვალები გეტკინება, მაგრამ
დროთა განმავლობაში შენ შეეჩვევი, ისევე როგორც სწავლას სჭირდება მიჩვევა და
შენ ბოლოს შეძლებ თვით მზესაც გაუსწორო თვალი, ანუ დაინახო ცოდნა და
არამარტო დაინახო, არამედ შეიცნო კიდეც.

ფილოსოფოსის სახელის მოპოვება არ არის მარტივი, შენ უნდა აკმაყოფილებდე


რიგ კრიტერიუმებს, რომლის მეშვეობითაც შენ მოიპოვებ ამ “წოდებას”. მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა თვითონ ფილოსოფოსის აღზრდა.
პლატონის წიგნში “სახელმწიფო” დღევანდელი გაგებით ერთგვარი განათლების
სისტემაა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ფილოსოფოსის აღზრდა, ოღონდ იმ
ფილოსოფოსის, რომელიც მომავალში სახელმწიფოს მართვას შეუდგება.ეს
ხაზგასასმელია, რადგან ისინი ორიენტირებული არიან, არათუ განათლებულ
ფილოსოფოსებზე, არამედ განათლებულ ფილოსოფოსებზე, რომლებიც მორგებული
იქნებიან სახელმწიფოს მართვაზე. მისი აღზრდის საშუალებები მკაცრია, მაგრამ
მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მართლდება. დღევანდელობის თვალით თუ
შევხედავთ, რასაც ის იძახის ზედმეტად არაჰუმანურად მოგვეჩვენება, დედის
კალთიდან ბავშვის მოტაცება, ალბათ ერთგვარ ტოტალიტარულ სახელმწიფოსაც კი
მოგვაგონებს მსგავსი ქმედება, მაგალითად როგორიც იყო; სპარტა. მაგრამ ჩვენ
ვნახეთ, რომ ასეთმა აღზრდამ დაამარცხა დემოკრატიული ათენი. ფილოსოფოსის
აღზრდა პლატონისთვის არც ისე მარტივი საკითხია, მან ის გააიგივა სულთან,
რომელიც ბინდისფერია და რომელიც გაბრწყინებული დღისკენ უნდა
შემოვაბრუნოთ⁴. მან გააერთიანა ხუთი მთავარი შესავალი მეცნიერება, რომლებიც
უნივერსალურია და მორგებულია, როგორც ფილოსოფოსისთვის, ასევე
ფილოსოფოსი მმართველისთვის და მცველისთვის, რომლებიც დაიცავენ,
რომელიღაც კონკრეტულ, ქალაქსა თუ სახემწიფოს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი
მათემატიკაა, მეცნიერება, რომელიც ჭეშმარიტია და არ მოითხოვს ზედმეტ
განმარტებებს. ფილოსოსფოსიც ამ იდეით უნდა იყოს აღზრდილი, თუ იგი რიგ
მნიშვნელოვანი საკითხების დროს, როგორიცაა; ომი, არ დაიწყებს სწორად ფიქრს და
მიეცემა აღფრთოვანებას და დაიწყებს ტირილს ეს, რა თქმა უნდა, უსარგებლო იქნება
ქვეყნისთის.

1. პლატონი, “სახელმწიფო” შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, მე–5


გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019, გვ.40–47.
2. პლატონი, “სახელმწიფო” შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, მე–5
გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019, გვ.36–40
3. პლატონი, “სახელმწიფო” შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მე–5
გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019, გვ.36–40
4. პლატონი, “სახელმწიფო” შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, მე–5
გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019, გვ.48

ბიბლიოგრაფია:

1. პლატონი, “სახელმწიფო” შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, მე–5


გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019.

You might also like