You are on page 1of 1

რელიგის განმარტება

ცნობილი ანდაზის მიხედვით, არ შეიძლება სამ თემაზე საუბარი, ხოლო რელიგია იმ


სამეულში შედის, რომელიც ანდაზის მიხედვით ტაბუ დადებული უნდა იყოს.
მაგრამ თუ ჩვენ ვუარყოფთ ზემოთ აღნიშნულ ანდაზას და მაინც გადავწყვეთ
რელიგიაზე საუბარს, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი ვერანაირად ვერ იქნება
ტაბუ დადებული, რადგან, რელიგია იყო სათავე ყვეაფერი ცუდისა და რელიგია
არის საწყისი, ყველაფერი კარგისა. პირველრიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს რელიგიის
არსი რაში მდგომარეობს, რას გვასწავლის იგი და რა შეიძლება მივიჩნიოთ
რელიგიად და რა არა. პირველრიგში, რელიგია არ უნდა მოვაქციოთ, რაღაც ჭრილში
და გადაჭრით არ უნდა ვთქვათ, რომ აუცილებლად რელიგია უნდა იყო
მონოთეისტური, ან პირიქით. მაშინ ჩვენ მოგვიწევდა ისეთ მრავალღმერთიან
რელიგიებზე უარის თქმა, როგორიცაა ინდუიზმი, სკანდინავიური ღმერთები თუ
სხვ. Რელიგია მაინცდამაინც არ ნიშნავს იმის ახსნას თუ როგორ შეიქმნა სამყარო.
დიახ, ზოგ რელიგიებს ახასიათებთ მსავსი მითები მაგალითად, ქრისტიანობა,
სკანდინავიურ რელიგიას და ა.შ თუ ამ კრიტერიუმის მიხედვით შევაფასებთ, მაშინ
“აუთსაიდერებად” დარჩებიან ისეთი რელიგიები, როგორებიც ბუდა და
კონფუციანელობაა და რელიგია არ უნდა იყოს გაიგივებული ადამიანის ქცევის
მაკონტროლებლად. უმრავლესობა რელიგიებს აქვთ მსაგვსი ცნებები, რომლის
მიხედვითაც უნდა იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ მოგვიწევდა
ბევრი რელიგიის არ აღიარება მაგალითად, როგორიცაა ძველი ბერძნული ღმერთები
ისინი არ უწესებდნენ ადამიანს წესებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყავი, პირიქით
შეგეძლო, რომ ღმერთი ორთაბრძოლაში გამოგეწვია, ან დაგეჭრა კიდეც. მაშინ ისმევა
კითხვა: რა შეიძლება არ მივიჩნიოთ რელიგიად? პასუხი მარტივია, რელგიად არ
შეიძლება მივიჩნიეთ მაგია, რადგან მაგიას მიმართავს ერთი ადამიანი, მხოლოდ და
მხოლოდ, იმ შემთხვევაში თუ ის რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ხოლო,
რელიგია არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე და მისი
რიტუალები ტარდება ერთობლივად.

You might also like